You are on page 1of 2

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობიდან ,,შლოცვა

რადიოთი“

ერთხელ ელიმ გაზეთში ამოიკითხა:


"... ახალგაზრდა მომღერალ ქალს აღტაცებით შეხვდა კნეინა ე. გორდელიანისა...
მირთმეული ძვირფასი თაიგული კნეინამ გაუგზავნა მომღერალს; ეს გულწრფელი, უშვალო
პატივისცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ დიდი ქალბატონი ღრმა მცოდნეა ხელოვნებისა და
განსაკუთრებით კი მუსიკისა..."
– ეს მე ვარ მუსიკის დიდი მცოდნე? - ღიმილით დაეკითხა ელი იქვე მდგომ ჰექსლეის.
– რატომაც არა, ქალბატონო!.. ტეხნიკური ცოდნა შეიძლება არ გაქვთ, მაგიერათ თქვენ სწორედ
სჯით და მკვეთრათ გამოსთქვამთ აზრს.
– ესეც თქვენი დაფასება...
– არა, წარმოიდგინეთ, ეს აზრი მე გავიგონე აქ საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ კრიტიკოსიდან, ბ-ნ
ჰახერტიდან.
- მართლა?..
ჰექსლეიმ თავი დახარა.
- ... და თქვენ შეგეძლოთ, ამით საკმაოთ გესარგებლნათ.
- როგორ? ვიმღერო მარგარიტა თუ ვითამაშო ოფელია?... - ღიმილით შეეკითხა ელი.
- არა, მაგას არ გირჩევთ... მხოლოდ კინოში, ან ცეკვით თქვენ ფურორს.
- და თქვენ გსურთ?..
- არა, არა, ღმერთმა დამიფაროს, თქვენ დაგინახოთ საჯარო წარმოდგენაზე.
რამპის იქეთ მდგომი... მე მხოლოდ ვთქვი, რომ ასეთი გარემოება, შექმნილი ყურადღება,
საკმაო გარანტიაა გამარჯვებისათვის... მაგრამ თვით გამარჯვება ჩემი დამარცხება იქნებოდა... არა,
არა - ღიმილნარევი შიშით ლაპარაკობდა ჰექსლეი.
როცა ჰექსლეი საქმეებით გაერთობოდა და ბრომლეი ვეღარ ბედავდა კიდევ მეტ ხანს
დარჩენილიყო, ელის სახე სრულიად იცვლებოდა: მოთენთილი, მიილულებოდა დიდ სავარძელში,
თითქოს დამფრთხალ ხოხობივით ვისმე ემალებაო; წუთითაც აღარ ეფარებოდა ქუთუთო უპეებში
ღრმად ჩავარდნილ თვალებს, მაშინ გარბოდა იგი მუზეუმებში და იქ საათობით იჯდა კაულბახის
ბედნიერ ქალების პორტრეტების, ბიოკლინის "ავტოპორტრეტის", "ანახორეტის" ან
"მიცვალებულთა კუნძულის" წინ.
ყოველ ნახვის დროს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებდა ელიზე რიდლის
"საკუნტალა", რომლის თმისწყობა, სილაღე მოაგონებდა ახლო წარსულზე საკუთარ სიყმაწვილეს,
მაგრამ სადღა იყო გულუბრყვილობა, "სიამენი ქვეყნისა".
ხელოვნების ნაწარმოებს ყურადღებით ათვალიერებდა იგი არა "ფიქრთ გასართველად",
ცოდნის შეძენის და ესთეტიკურ განცდათა მისაღებათ, არამედ პირადი ტკივილების
გასამწვავებლად, მივიწყებულის გასახსენებლად, ახალ იარის მისაღებათ და აღსაძვრელად.
ეს იყო მწუხარებით ლოთობა, და რაც უფრო ხშირად დააქროლებდენ გამიჯნურებული
ვაჟები დრამიდან ღამის ყავახანებში, დოღიდან სამხრის ჩაიზე, რაც უფრო ძვირფასი იყო
ამბაჩა და სირაქლემას კალმებიდან შეკერილი ზედაწელი, მით უფრო დიდხანს რჩებოდა იგი
იდუმალ ტანჯვის გამომხატველ ქანდაკებასთან, ნახატთან... ნერვებს სწვავდა ორივე მხრიდან.

წაკითხულის გააზრება:

1. რომელ ლიტერატურულ,მიმდინარეობას მიეკუთვნება ნიკო ლორთქიფანიძის


მოთხრობა ,,შელოცვა რადიოთი“?
ა. რეალიზმს ბ. რომანტიზმს გ. სიმბოლოზმს დ. იმპრესიონიზმს
2. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ თეატრში ელიმ თაიგული გაუგზავნა მომღერალს?
ა. ევროპულ საზოგადოებას არ აინტერესებს კნეინა ე. გორდელიანისა.
ბ. ევროპელები გადაჭარბებით აფასებენ კნეინა ე. გორდელიანის ინტელექტს.
გ. ევროპელებს მეტად აინტერესებთ არისტოკრატი ემიგრანტები რუსეთიდან;
დ. ევროპელებს აინტერესებთ ელი, როგორც ინგლისელი ჰექსლეის თანმხლები ქალი.
3. როგორ შეაფასა გერმანულმა გაზეთმა ელის შეხედულებები?
ა. როგორც უცხოელი, რომელსაც ევროპული კულტურა კარგად არ იცის;
ბ. როგორც დილეტანტი მუსიკისა და ხელოვნებისა;
გ. როგორც ღრმა მცოდნე მუსიკისა და ხელოვნებისა;
დ. აღფრთოვანებული იყო მომღერალი ქალის პროფესიონალიზმით, რომლის მსგავსი ჯერ არ
მოესმინა.
4. ელის როგორი განწყობა ჩანს, როცა გაზეთის სტატიაში ამოიკითხა: ,, ეს გულწრფელი,
უშვალო პატივისცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ დიდი ქალბატონი ღრმა მცოდნეა
ხელოვნებისა და განსაკუთრებით კი მუსიკისა"?
ა) ირონია; ბ) აღფრთოვანება; გ) სინანული; დ) განაწყენება.
5. რომელი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ელის ნათქვამ ფრაზაში: ,,როგორ? ვიმღერო
მარგარიტა თუ ვითამაშო ოფელია?.“
ა) შედარება; ბ) ეპითეტი; გ) მეტაფორა; დ)ალუზია.
6. ჰექსლეის აზრით, ხელოვნების რომელ დარგში შეიძლება მიაღწიოს წარმატებას ელიმ?
ა) მუსიკასა და ცეკვაში; ბ) კინოსა და სიმღერაში;
ბ) მწერლობასა და პოეზიაში; დ) კინოსა და ცეკვაში.
7. რა იქნებოდა, ჰექსლეის აზრით, ჰექსლეის დამარცხებისა და ელის გამარჯვების საწინდარი?
ა) რამპის უკან დგომა
ბ) რამპის წინ დგომა;
გ) მარგარიტას არიას თუ შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერა,,ტრავიატადან“;
დ) ოფელიას როლს თუ შეასრულებს შექსპირის ტრაგედიიდან ,,ჰამლეტი“.
8. რისი შიში ჰქონდა ჰექსლეის, როცა ელის ეუბნებოდა: ,,მაგრამ თვით გამარჯვება ჩემი
დამარცხება იქნებოდა... არა, არა - ღიმილნარევი შიშით ლაპარაკობდა“?
ა) ელის ბრომლეისთან არ მონდომებოდა ცხოვრება;
ბ) ელის თავისი ნიჭი და შესაძლებლობები გამოევლინა და დამოუკიდებლად ცხოვრება
მონდომებოდა;
გ) ელის სამშობლოში მოესურვებინა დაბრუნება;
დ) ელის საჯარო წარმოდგენაზე რომ მოენდომებინა გამოსვლა.
9. რა მიზნით დადიოდა ელი მუზეუმებში?
ა) წარსულის გასახსენებლად;
ბ) მხატვართა მიერ შექმნილი შედევრებით ტკბებოდა;
გ) უნდოდა, ამ ნახატებით სიამოვნება მიეღოთ ჰექსლეისა და ბრომლეის;
დ) უნდოდა, ერთი ნახატი მაინც ეყიდა.
10.რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: ,, ელის სახე სრულიად იცვლებოდა:
მოთენთილი, მიილულებოდა დიდ სავარძელში, თითქოს დამფრთხალ ხოხობივით ვისმე
ემალებაო“?
ა) პიპერბოლა და შედარება; ბ) მეტაფორა და ეპითეტი;
გ) გაპიროვნება და მეტაფორა; დ) ეპითეტი და შედარება.

არიან ადამიანები, რომლებიც არ ცდილობენ საკუთარი ცხოვრების პატრონი თვითონვე


გახდნენ; რეალიზდნენ, როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები.
იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს საკითხი და რამდენად
აქტუალურია იგი.

You might also like