You are on page 1of 230

1 მკითხველთა ლიგა

უილიამ ფოლკნერი

სული რომ ამომდიოდა

ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა

2 მკითხველთა ლიგა
დარლი

ჯუელი და მე მინდვრიდან მოვდივართ, ბილიკზე. მე წინ, ის –


უკან. თუმცა ჯუელს თხუთმეტი ფუტით ვუსწრებ, მაგრამ, საწყობი-
დან თვალი რომ ვინმემ გვადევნოს, მისი ფარფლებიანი, დაგლე-
ჯილი ჩალის ქუდი ჩემს ქუდზე ერთი თავით მაღლა გამოჩნდება.
ფეხით გატკეპნილი და ივლისის მზისგან აგურივით გამომწვა-
რი, ლარივით გაჭიმული ბილიკი, ნედლი ბამბით დაზვინულ რი-
გებს მიუყვება შუა მინდორში მდგარი საწყობისაკენ, საწყობთან
უხვევს, ოთხივე კუთხით გარს უვლის, მერე ისევ მინდორს მის-
დევს ფეხით გატკეპნილი და სადღაც შორს უჩინარდება.
საწყობი უხეში მორებისგანაა შეკრული, მორსა და მორს შუა
კარგა ხანია ამოცვენილა საგოზავი. ცალფერდა, ჩატეხილსახუ-
რავიანი ოთხკუთხა საწყობი, ცალ მხარეს გადაზნექილი, სიძვე-
ლისაგან ნახევრად დანგრეული და ცარიელი, განმარტოებით
დგას, მზის გულზე, ორივე მხარეს თითო-თითო ფართო ფანჯარა
აქვს და ბილიკზე მიმავალს უმალ თვალში ეცემა. საწყობამდე
რომ მივალთ, ვუხვევ და ბილიკს მივუყვები. ჩემგან თხუთმეტი
ფუტით ჩამორჩენილი ჯუელი წინ იყურება, ერთს გადაალაჯებს
ფანჯარაში და უკვე საწყობშია. ისევ წინ იყურება, უფერული თვა-
ლები ხის ნაჭრებივით უსხედან გახევებულ სახეზე; საწყობს ოთხი
დიდი ნაბიჯით გაივლის. სახეზე სერიოზული გამომეტყველებით
და დაკერებული ხალათით, სიგარეტების მაღაზიის წინ გამოდ-
გმულ ხისგან გამოთლილ ინდიელის ფიგურას ჰგავს, მხოლოდ
სიარულზე ეტყობა, რომ ცოცხალია; მერე მოპირდაპირე ფანჯა-
რაში გადააბოტებს და ბილიკზე სწორედ მაშინ გამოდის, როცა მე
კუთხეში ვუხვევ. ერთმანეთისგან ხუთი ფუტის დაშორებით მივ-
3 მკითხველთა ლიგა
დივართ და უკვე ჯუელია წინ. ბილიკს ახლა აღმა მივუყვებით, სა-
ნამ ფრიალო კლდის ძირს მივადგებოდეთ.
ტალის ფორანი წყაროსთან დგას, მესერზე მიბმული, სადავეე-
ბი კოფოზეა შემოხვეული, შიგნით ორი სკამია, ჯუელი წყაროს-
თან ჩერდება, ტირიფის ტოტზე ჩამოცმულ ხაპს იღებს და წყალს
სვამს. გვერდს ვუქცევ, ბილიკს აღმა მივუყვები და უკვე კეშის
ხერხის ხმაც მესმის.
გორაკზე რომ ავდივარ, იგი უკვე აღარ ხერხავს, ბურბუშელებ-
ში ჩამდგარი ცდილობს, ფიცარი ფიცარს მოარგოს. იქ, სადაც
ჩრდილი არ ეცემა, ფიცარი ოქროსავით - ბაჯაღლო ოქროსავით
ყვითელია, გვერდებზე ხელეჩოს კვალი ეტყობა, გლუვი, უსწორ-
მასწორო: კარგი დურგალია კეში. ჯოჯგინაზე ორი თამასა უდევს,
შეკრულ კუბოზე გადაზომილი. იჩოქებს და თვალმოჭუტული ჯერ
მათ კიდეებს გაჰყურებს, შემდეგ თამასებს გადმოიღებს და ხელე-
ჩოს მოიმარჯვებს. კარგი დურგალია... ამაზე უკეთეს კუბოს ვერ
ინატრებდა ედი ბანდრენი. მოისვენებს და მყუდროდ იქნება. სახ-
ლისკენ მივაბიჯებ და უკან ხელეჩოს ხმა მომდევს:
ჩაკ... ჩაკ... ჩაკ...

4 მკითხველთა ლიგა
კორა

ასე რომ, რამდენიმე კვერცხი დავზოგე და გუშინ ნამცხვრები


გამოვაცხვე, მართლაც კარგი ნამცხვრები გამომივიდა. ქათმები
რომ არ მყავდეს, რა გვეშველებოდა. კარგი მდებლებიც არიან,
თუმცა ცოტანიღა გადაურჩნენ ოპოსუმსა და სხვა მტაცებლებს.
ახლა, ზაფხულობით გველებიც რომ არ ასვენებენ?! საქათმეს
გველი თუ შეუჩნდა, ერთიანად გააჩანაგებს. ისე, მისტერ ტალს
რომ ეგონა, ქათმები იმაზე უფრო ძვირი დაგვიჯდა და რახან შევ-
პირდი, დანაკარგს კვერცხებით აგინაზღაურებ-მეთქი, უფრო
ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. სწორედ ჩემი რჩევით არ იყო,
ქათმები რომ ჩვენ მოგვანდეს?! ისე, უფრო იაფადაც შეგვეძლო
გვეყიდა, მაგრამ მის ლევინგტონმა მირჩია, თუ ყიდვაა, ბარემ
კარგი ჯიშის იყიდეთო. მისტერ ტალიც სწორედ ამავე აზრისაა,
კარგი ჯიშის ძროხა ან ღორი, საბოლოოდ, იმასაც უფრო მომგე-
ბიანად მიაჩნია. ისე რომ, რახან ბევრი ქათამი გაგვიწყდა, კვერ-
ცხებს საჩვენოდ ვეღარ გავიმეტებდით, თან, არც ის მინდოდა,
მისტერ ტალს დავეტუქსე, ქათმების ყიდვა აკი ჩემი რჩევით მოგ-
ვანდეს, ჰოდა, როდესაც მის ლევინგტონმა ლაპარაკი ნამ-
ცხვრებზე ჩამოაგდო, გავიფიქრე, გამოვაცხობ, ერთბაშად ფულს
ვიშოვი და ერთი-ორად უფრო მეტი ქათამი მეყოლება-მეთქი. ყო-
ველ დადებაზე თითო კვერცხი რომ გადამენახა, კვერცხებზე ფუ-
ლი აღარ დამეხარჯებოდა. ქათმებმა იმ კვირას მაინც იმდენი
კვერცხი დადეს, არამც თუ გადავინახე, გავყიდე კიდევაც. ნამც-
ხვრებიც გამოვაცხვე და ფქვილში, შაქარსა და შეშაშიც არაფერი
დამიხარჯავს. ჰოდა, ნამცხვრები გუშინ გამოვაცხვე, ასეთი ნამ-
ცხვარი სიცოცხლეში არ გამომიცხვია. მართლაც რომ კარგი ნამ-
ცხვარი გამომივიდა. მაგრამ ამ დილას, ქალაქში რომ ჩამოვე-
დით, მის ლევინგტონმა გვითხრა, ქალბატონმა გადაიფიქრა,
წვეულებას აღარ მართავსო.
5 მკითხველთა ლიგა
„ასეა თუ ისე, ნამცხვრები მაინც უნდა აიღოს!“ ამბობს კეიტი.
„კი, მაგრამ“, ვამბობ მე, „ახლა რაღად უნდა!“
„მაინც უნდა აიღოს“, ამბობს კეიტი, „მაგრამ, მდიდარი ქალ-
ბატონები არიან და როგორც მოეპრიანებათ, ისე მოიქცევიან,
ღარიბები კი ამას ვერ იზამენ".
ღმერთს სიმდიდრე არად უღირს, ის ხომ ყველას გულში იხე-
დება, „იქნებ შაბათს მაინც გავყიდო ბაზარზე“, ვამბობ მე, „მარ-
თლაც კარგი ნამცხვარი გამომივიდა“.
„თითოში ორ დოლარს მაინც მოგცემენ“, ამბობს კეიტი.
„არა, ისე კი, არაფერი დამჯდომია“, ვამბობ მე. კვერცხები გა-
დავინახე კიდევაც და ათიოდე, შაქარსა და ფქვილში გავცვალე.
ისე, მართლაც არაფერი დამჯდომია, მისტერ ტალიც ხვდება,
რომ ეს გადანახული კვერცხები იყო და არა გასაყიდი. ასე რომ,
ვითომც მეპოვოს, ანდა ვინმეს ეჩუქებინოს.
„რახან გითხრა, უნდა აეღო კიდევაც”, ამბობს კეიტი.
ღმერთი ჩვენ გულებში იხედება და თუ ღვთის ნებაა, რომ ზოგი
პატიოსნებაზე სხვანაირად ფიქრობს, მე როგორღა უნდა განვსა-
ჯო ის, რაც ღმერთს დაუდგენია.
„მე მგონი, ქალბატონი ნამცხვრებს აღარ აიღებს“, ვამბობ მე,
„ისე, მართლაც კარგი ნამცხვარი გამომივიდა”.
ცხელა, მაგრამ საბანი მაინც ნიკაპამდე აქვს ატანილი. მხო-
ლოდ ხელები და სახე უჩანს. ბალიშს მიწოლილა, თავი აუწევია,
რომ ფანჯარაში გაიხედოს, განუწყვეტლივ გვესმის კეშის ხელე-
ჩოსა და ხერხის ხმა, ყრუებიც რომ ვყოფილიყავით, ედი ბანდრე-
ნის სახე რომ დაგვენახა, ხერხის ხმას მაინც გავიგონებდით და
კეშსაც დავინახავდით. ედის სახე ისე აქვს ჩამომდნარი, რომ კან-
ქვეშ ძვლები თეთრ ხაზებად დასტყობია. თვალები სანთლებს
მიუგავს, რკინის შანდლებზე ნელა რომ იღვენთება. მაგრამ, სუ-
ლის მარადიული ხსნა და საუკუნო შეწყნარება სახეზე ჯერ არ
დაჰფენია.
6 მკითხველთა ლიგა
„მართლაც კარგი ნამცხვარი გამომივიდა“, ვამბობ მე. „მაგ-
რამ ედი რომ აცხობდა, ისეთი მაინც არ არის“. ეტყობა, გოგოს
ბალიშის პირიც გაურეცხავს და გაუუთოებია, ამასაც თუ გაუთოე-
ბა ჰქვია. იქნებ ედიმ თვალი მაინც გაახილოს თუ სულ ასე უნდა
იწვეს, ახტაჯანა გოგოსა და ოთხი მამაკაცის წყალობასა და მეთ-
ვალყურეობას მინდობილი, „ჩვენს ოლქში ედი ბანდრენს ცხობა-
ში ვერავინ აჯობებს“, ვამბობ მე, „თუ ცხობა დაიწყო, აი, მაშინ
ვიტყვი, საამქვეყნოდ პირი ქნა-მეთქი“. მაშინ ჩვენს ნამცხვრებს
ვინღა იყიდის. მხოლოდ ჩალის ლეიბის შრაშუნზე ეტყობა, რომ
სუნთქავს. ლოყაზე დაფენილი თმა მაშინაც კი არ ირხევა, როცა
გოგო თავზე ადგას და მარაოს უნიავებს. ვიდრე ჩვენ ვუყურებთ,
მარაო ერთი ხელიდან მეორეში სწრაფად გადააქვს და თან უნია-
ვებს და უნიავებს.
„სძინავს?“ ჩურჩულებს კეიტი.
„არა, კეშის ყურება აღარ შეუძლია“, ამბობს გოგო. გვესმის,
როგორ გადი-გამოდის ხერხი ფიცარში. თითქოს ვიღაც ხვრი-
ნავს, სკივრზე მჯდომი იულა შეტრიალდა და ფანჯარაში გაიხედა.
მისი ყელსაბამი მართლაც ლამაზად ეხამება მისსავე წითელ
ქუდს, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ მხოლოდ ოცდახუთი ცენტი
ღირს.
„არა, მაინც უნდა აეღო ის ნაცხვრები“, ამბობს კეიტი.
მშვენივრად მოვიხმარდი იმ ფულს, მით უმეტეს, არაფერი
დამჯდომია, გამოგაცხვე და ეგ იყო; ვეტყვი, ყველა შეიძლება
შეცდეს, მაგრამ ყველა ვერ შეძლებს და გერ აინაზღაურებს-მეთ-
ქი. ასე ვეტყვი.
ვიღაცა შემოდის ჰოლში. დარლია. კარს ისე ჩაუვლის, ოთახ-
ში არც კი იხედება, სანამ იულა უყურებს, თვალს მიეფარება; იუ-
ლა ხელს მაღლა სწევს და ჯერ მძივებს ეხება ოდნავ, მერე თმას.
მამჩნევს, რომ ვუყურებ და თვალებში აზრი უქრება.

7 მკითხველთა ლიგა
დარლი

მამა და ვერნონი უკანა კართან სხედან. მამა საბურნუთე ყუთს


ხუფს ხდის და, ცერითა და საჩვენებელი თითით წინგამოწეულ
ქვედა ტუჩზე ბურნუთს იყრის. პარმაღს რომ ჩავუარე, ხაპი კას-
რში ჩავუშვი და წყალი დავლიე.
„ჯუელი სად არის?“ მეკითხება მამა. ბიჭობაშივე მივხვდი, რომ
წყალი უფრო გემრიელია, თუ ცოტა ხანს მაინც კედრის კასრში
გააჩერებ. თბილიც არის და გრილიც, თან ისეთი გემო და სურნე-
ლი დაჰკრავს, როგორც ცხელი ივლისის ქარს, კედრის ხეებს
რომ არხევს. დაახლოებით ექვსი საათი უნდა გააჩერო და მერე
ხაპით შესვა. ლითონის ჭურჭლიდან წყალი არასოდეს უნდა და-
ლიო.
ღამით კიდევ უფრო უკეთესია. ჰოლში, ჩალის ლეიბზე ვიწექი
და ვუცდიდი, ყველას ჩასძინებოდა, რომ მერე წამოვმდგარიყავი
და ისევ კასრთან მივსულიყავი.. კასრი შავად ჩანდა, ზედ ფიცარი
ედო, ისიც შავი, წყლის უმოძრაო ზედაპირი კი უძირო ორმოს
ჰგავდა; ამ ორმოში, სანამ ხაპით ავამღვრევდი და ავსებულ ხაპ-
შიც, სანამ დავლევდი, ვარსკვლავებს ვხედავდი. წყალს რომ
დავლევდი, თავი უფრო დიდი მეგონა. მერე კი ვიცდიდი, რომ
ყველას დასძინებოდა და აკეცილი პერანგით ვწოლილიყავი.
სხვების ფშვინვას ვუსმენდი, ჩემს სხეულს ხელის შეუხებლადაც
ვგრძნობდი და ჩუმი სიგრილე სხეულზე მეხვეოდა. თან ცნობის-
მოყვარეობა მკლავდა, სიბნელეში კეშიც თუ ასე იქცევა, ან სანამ
ასეთი სურვილი გამიჩნდებოდა, ჩემზე ორი წლით ადრეც თუ ასე
იქცეოდა-მეთქი. მამას ტერფები საშინლად დამახინჯებული აქვს,
თითები მოკრუნჩხული, დაღრეცილი, გამრუდებული, ნეკებზე
ფრჩხილები აღარც ეტყობა, რადგან ბავშვობიდან მძიმე ჯაფა ად-
გა, შინ შეკერილი ფეხსაცმელი ეცვა და სინესტეში მუშაობდა.
სკამთან წაღები უწყვია, წაღები ისეთი მოუხეშავია, თითქოს
8 მკითხველთა ლიგა
ბლაგვი ნაჯახით თუჯისაგან გამოუჩორკნიათო. ვერნონი ქალაქ-
ში იყო. იქ სამუშაო ხალათით წასული არასოდეს მინახავს. ცოლი
არ უშვებდაო, ოდესღაც ცოლიც სკოლაში ასწავლიდა. ხაპში
დარჩენილი წყალი მიწაზე მოვაქციე და სახელოთი ტუჩები გა-
ვიმშრალე. გათენებამდე წამოვა წვიმა. იქნებ დაღამებამდე იწვი-
მოს. „ახლა თავლაშია“, ვამბობ მე, „ცხენებს კაზმავს“.
ისევ იმ ცხენს ეთამაშება. თავლიდან საძოვარზე გადის. ცხენი
აღარ ჩანს. გრილოშია, ახლად ტანაყრილ ფიჭვებში. ჯუელი უს-
ტვენს ერთხელ, ძლიერად. ცხენი ფრუტუნებს, ჯუელი ხედავს,
რომ ცხენი, წამით, ცისფერ ჩრდილებში გაიელვებს. კიდევ უს-
ტვენს, ცხენი სწრაფად ეშვება დაღმართზე, ფეხები დაჭიმული
აქვს, ყურებს ლურსავს, მოუსვენარით თვალები სხვადასხვაფ-
რად უელავს, ოცი ფუტის მოშორებით ჩერდება, თავს ატრიალე-
ბს, ეშმაკურად და მოლოდინით უყურებს ჯუელს.
„აქეთ მობრძანდით, სერ“, ეუბნება ჯუელი, ცხენი ადგილიდან
მონყდება, სწრაფი სირბილისაგან სხეული ეძაბება, ენა ცეცხლი-
ვით უელავს. ფაფარი აძლია, კუდს იქნევს, თვალებს ატრიალებს,
უცებ წინ გავარდება, კვლავ შეჩერდება, ფეხებს მიატყუპებს და
ჯუელს შესცქერის. ჯუელი დინჯი ნაბიჯით უახლოვდება, ფაფარზე
ეჭიდება. ჯუელის ფეხები რომ არა, ორივე მზით განათებულ ცოც-
ხალ სურათს დაემსგავსებოდნენ.
აი, სადაცაა ხელი უნდა სტაცოს, მაგრამ ცხენი უცებ ყალყზე
დგება, ბიჭს ზედ აწყდება ჯუელი მოელვარე ფლოქვების ლაბი-
რინთში იხლართება, ცხენის ფეხები კი ჰაერში ფრთებივით ფარ-
თხალებენ. ფლოქვებშუა, ცხენის აღმართულ მკერდქვეშ ჯუელი
სწრფად, გველის მოქნილობით იკლაკნება, მაგრამ ვიდრე მო-
ახერხებდეს და ხელით უბიძგებდეს, ხედავს, როგორ შორდება
მინას მისი მათრახივით მოქნეული, გველივით სხარტი სხეული,
მერე ხელს ცხენის ნესტოებს ნაატანს და ისევ მიწაზე ეშვება. დგა-
ნან დაძაბულნი, უმოძრაონი, შემზარავნი, ცხენი ჯიუტად ცდი-
9 მკითხველთა ლიგა
ლობს უკან დახევას, დაჭიმული ფეხები უცახცახებს, თავი დაუხ-
რია, ჯუელიც დგას ქვიშაში ჩაფლული ქუსლებით. ერთი ხელით
ცხენის ცხელ სუნთქვას ირიდებს, მეორე ხელს კისერზე დიდხანს
უთათუნებს, ეფერება და ან გააფთრებული უწმაწურად ლან-
ძღავს.
დგანან დაძაბულნი, დამფრთხალნი, ცხენი ცახცახებს,
ფრთხვინავს. მერე ჯუელი ზურგზე ახტება. ღვედივით დახვეული
მისი სხეული ჯერ ჰაერშია გამოკიდებული, მერე კი ცხენს გაეკ-
ვრება. მეორე წუთში ცხენი უკვე განზე გადგმული ფეხებით დგას,
თავდახრილი, სანამ უცებ ადგილიდან მოწყდებოდეს. გორაკი-
დან ჭენებ-ჭენებით ჩამოდის, ჯუელი ფაფარს წურბელასავით გაჰ-
კვრია. ღობისკენ მიდიან, მერე ცხენი ჭენებას ანელებს და თოხა-
რიკზე გადადის.
„თუ დაიღალე“, ამბობს ჯუელი, „გაჩერდი“.
თავლაში შესული ცხენი ჯერ არც კი გაჩერებულა, რომ ჯუელი
მიწაზე ხტება. ცხენი ბაგაზე დგება. ჯუელი უკან მისდევს. ზურგით
მდგარი ცხენი უკან არც კი იხედება, ისე ურტყამს ჯუელს
ფლოქვს, მეორედ მოქნეული ფლოქვი კი კედელს ისე ხვდება,
თითქოს დამბაჩა გავარდაო. ჯუელი მუშტს მუცელში უთავაზებს.
ცხენი კბილების ღრჭენით აბრუნებს კისერს მისკენ. ჯუელი ახლა
სახეში სცემს, მერე გეჯისკენ გაძვრება და ზედ შედგება, ფიწალს
ხელს წაავლებს, თავს დაღუნავს და ისე იყურება კარში. არც ბი-
ლიკზე ჩანს არავინ და არც კეშის ხერხის ხმა აღწევს იქამდე. ჯუ-
ელი თივას შესწვდება, ჩამოყრის, ორივე ხელით ჩაბღუჯავს და
ბაგაში შეაქვს.
„ჭამე“, ეუბნება, „ხეთქე, სანამ უკან არ წამირთმევია, შე ღორ-
მუცელავ, ჩემო სიხარულო, შე ძაღლიშვილო, შენა“.

10 მკითხველთა ლიგა
ჯუელი

სულ იმის ბრალია, რომ ის იქ დგას, სწორედ მისი ფანჯრის ძი-


რას. ხერხავს და აჭედებს იმ წყეულ კუბოს. უნდა თუ არა, ხედავს.
ედი რომ სუნთქავს, ის ჰაერი სავსეა კაკუნით და ხერხის ხმით. ის
ხედავს კეშს, რომელიც თითქოს ეუბნება, შემომხედეო. შემომხე-
დე, რა კარგ კუბოს გიკრავო. ვუთხარი, აქაურობას გასცილდი-
მეთქი, ვუთხარი, ღმერთო ჩემო, ნუთუ იმისი კუბოში ჩაწვენა გეჩ-
ქარება-მეთქი. სწორედ ასევე მოიქცა პატარაობისას, როცა დე-
დამ თქვა, ცოტა სასუქი რომ მქონოდა, ყვავილებს გავახარებ-
დიო. კეშმა მაშინვე ცომის საზელ ვარცლს წამოავლო ხელი და
თავლიდან ნეხვით სავსე გამოუტანა.
და ახლა, დანარჩენებიც რომ კაკაჩებივით ჩამომსხდარან!
ელიან და თან მარაოებს ინიავებენ, ხომ ვუთხარი, ნუღარა ხერ-
ხავ და ნუღარ აჭედებ, ადამიანი თვალს ვერ მოხუჭავს-მეთქი.
იმას კი ხელები ისე უწყვია საბანზე, როგორც ამოთხრილი ორი
ფესვი, რომელთა გარეცხვა უცდიათ, მაგრამ ამაოდ გარჯილან.
მე ვხედავ მარაოს და დიუი დელის ხელს. ვუთხარი, იქნებ ცოტა
ხნით თავი დაანებო-მეთქი, თან ხერხავენ, თან აჭედებენ, თან სა-
ხეზე მარაოთი ატეხილი ქარი გადასდის, ადამიანი მოქანცულია,
სუნთქვა უჭირს და წყეული ხელეჩოც სულ უფრო ნელა და ნელა
გადის და გამოდის, რომ გზაზე ყველა გამვლელი შეჩერდეს, და-
ინახოს და თქვას, რა კარგი დურგალიაო. კეშის მაგივრად ეკლე-
სიიდან მე რომ ჩამოვვარდნილიყავი, ან მამის ნაცვლად შეშის
გუდურა მე რომ დამცემოდა და ლოგინად მე რომ ჩავვარდნილი-
ყავი, მთელი ოლქის ნაბიჭვრები ახლა მის საყურებლად ვეღარ
მოვიდოდნენ, რადგან თუ ღმერთი არსებობს, მაშინ რა ჯანდაბის
ღმერთია, ან რისთვის არის, მაშინ მარტო ჩვენ ვიქნებოდით,
მხოლოდ მე და ედი ამ მაღალ გორაკზე და იმათ კი ქვებს პირდა-
პირ ცხვირ-პირში დავუშენდი, ან ავიღებდი და პირდაპირ დავუშ-
11 მკითხველთა ლიგა
ვებდი გორაკიდან თავიანთ ცხვირ-პირიანად, კბილებიანად და
თავიანთ ღმერთიანად, ვიდრე ედი დამშვიდდებოდა და ის წყე-
ული ხელეჩოც უფრო ნელა არ გავიდოდა და არ გამოვიდოდა,
სულ უფრო ნელა არ გავიდოდა და არ გამოვიდოდა და მაშინ
ჩვენც მშვიდად ვიქნებოდით.

12 მკითხველთა ლიგა
დარლი

ვუყურებთ, კუთხეში როგორ უხვევს და კიბეზე როგორ _ ამო-


დის. ჩვენკენ არც კი იხედება. „მზად ხართ?“ გვეკითხება.
„თუ უკვე შეაბი“, ვეუბნები, „მოიცადე“. მამას უყურებს. ვერნო-
ნი გაუნძრევლად აპურჭყებს. ჩვეული სიდინჯითა და სიზუსტით
პირდაპირ აპურჭყებს წინკართან დაგროვილ ნაგავში. მამა მუხ-
ლებზე ხელებს ნელ-ნელა ისვამს. თან კლდის თხემს გაჰყურებს
მინდვრის გადაღმა. ჯუელი ერთხანს თვალს ადევნებს, მერე კი
კასრთან მიდის და ისევ წყალს სვამს.
„არც გადაუწყვეტელი საქმე მიყვარს და არც გაუბედავი ადა-
მიანი“, ამბობს მამა.
„სამი დოლარი ცოტა არ არის“, ვამბობ მე. მამას პერანგი კუზ-
ზე უფრო მეტად გადასცრეცია. ოფლის ლაქები არ ამჩნევია. მის
პერანგზე ერთი ოფლის ლაქაც არ მინახავს - ოცდაორი წლისა
ყოფილა, მუშაობის დროს რომ მზეს დაუკრავს და ახლა ყველას
იმას ეუბნება, ერთხელ მაინც რომ გავოფლიანდე, კიდეც გადავ-
ყვებიო. ამას ამბობს და მგონი, სჯერა კიდეც.
„ცოცხალს რომ ვერ მოუსწროთ“, ამბობს ის, „დარდად გაჰ-
ყვება".
ვერნონი ნაგავში აპურჭყებს. დილამდე გაწვიმდება.
„ამ იმედითაა", ამბობს მამა, „მოინდომებს, რომ გზას ახლავე
დავადგეთ. ვიცი მისი ხასიათი, შევპირდი, რომ ცხენები შებმული
მეყოლებოდა და მზად ვიქნებოდით. ამ იმედითაა“.
„ის სამი დოლარი ნამდვილად დაგვჭირდება“, ვამბობ მე. ის
მინდორს გაჰყურებს. ხელებს მუხლებზე ისვამს. რაც კბილები
დასძვრა, ფიქრში წასულს ტუჩები შიგნით უვარდება ხოლმე. გა-
უპარსავი წვერით ბებერ ძაღლს ჰგავს.

13 მკითხველთა ლიგა
„სწრაფად გადავწყვიტოთ, რომ დაღამებამდე მივაღწიოთ და
ტვირთიც დროზე დავუდოთ", ვამბობ მე.
„დედა არც ისე ცუდადაა", ამბობს ჯუელი, „ენა ჩაიგდე,
დარლ“,
„მართალია“, ამბობს ვერნონი, „დღეს თითქმის ძველებურად
გამოიყურება, ისე არ არის, მთელი კვირა რომ იყო, შენ და დუ-
ელი რომ დაბრუნდებით, იქნებ ლოგინში წამომჯდარიც დაგიხ-
ვდეთ.’’
„შენ უკეთ უნდა იცოდე", ამბობს ჯუელი, „ერთთავად აქ ტრი-
ალებ და თვალს არ აცილებ. შენცა და შენიანებიც". ვერნონი შეჰ-
ყურებს მას. ჯუელს სისხლმოწოლილ სახეზე თვალები უფერული
ხის ნაჭრებივით უსხედან. ის ჩვენზე ერთი თავით მაღალია,
მუდამ ასე იყო. ერთხელ ვთქვი კიდეც, დედა ყველაზე უფრო ხში-
რად სწორედ ამიტომ წკეპლავდა და ეფერებოდა. ჩვენს სახლში
ყველაზე მედიდურად იმას ეჭირა თავი. ამიტომ დაარქვა დედამ
ჯუელი,1 მე ეს ერთხელ ვთქვი კიდეც.
„ენა ჩაიგდე, ჯუელ“, ამბობს მამა, თან თითქოს არც უსმენს.
მინდორს გაჰყურებს, ხელებს მუხლებზე ისვამს.
„ვერნონისათვის რამდენიმე ჯორი რომ გამოგვერთმია, წამო-
გეწეოდით", ვამბობ მე, „ის რომ არ გველოდებოდეს...“
„ოჰ, ჩაიგდე ეგ შენი შეჩვენებული ეხა", ამბობს ჯუელი.
„დედა ჩვენთან ერთად მგზავრობას მოისურვებს“, ამბობს მა-
მა. მუხლებზე ხელებს ისვამს. „არ მიყვარს გაუბედავი ადამიანი".
„წევს და უყურებს, როგორ რანდავს კეში იმ წყეულ..." ამბობს
ჯუელი, ამას უხეშად, გააფრთებით ამბობს, მაგრამ იმ სიტყვას მა-
ინც არ ახსენებს. პატარა ბიჭსა ჰგავს, რომელსაც არ უნდა სიბნე-
ლეს რომ შეუშინდეს, მაგრამ სიჩუმეში თავისივე ხმაც კი აფ-
რთხობს.

1
Jewel (ინგლ.) – განძი, საუნჯე.
14 მკითხველთა ლიგა
„დედას ასე უნდოდა, დედას უნდა, რომ ჩვენი ფორნით წამო-
ვიდეს“, ამბობს მამა, „ისიც უფრო მოისვენებს, როცა ეცოდინება,
რომ კუბო კარგადაა შეკრული და ეს კუბო მისია. იგი მუდამ მო-
თავისე ქალი იყო, შენ მაინც იცი ეს“.
„იყოს მისი“, ამბობს ჯუელი, „მაგრამ რა ეშმაკად ელოდება,
რომ მან ის“... მამას კეფაში უყურებს უფერული ხის თვალებით.
„ნამდვილად“, ამბობს ვერნონი, „მანამდე გაძლებს, სანამ არ
შეიკვრება, სანამ ყველაფერი მზად არ იქნება, სანამ ჟამი არ
დადგება, თანაც ახლა ისეთი გზებია, რომ ქალაქში მალე ჩავაღ-
წევთ“.
„ნამდვილად იწვიმებს“, ამბობს მამა, „უიღბლო კაცი ვარ. ბე-
დი არასოდეს მქონია“. ხელებს მუხლებზე ისვამს. „ეს სულ იმ წყე-
ული ექიმის ბრალია, დაბარებული ხომ უნდა მოვიდეს. გვიანო-
ბამდე ხმა ვერ მივაწვდინე. ხვალ რომ მოვიდეს და თქვას, შენი
დროც დამდგარაო, ედი აღარ მოიცდის. ვიცი მისი ხასიათი. ფო-
რანი გინდ ყოფილიყო, გინდა არა, აღარ მოიცდის, მხოლოდ
აფორიაქდება და მე კი ქვეყნად არაფრის გულისათვის აღარ ავა-
ფორიაქებ. ჯეფერსონში თავის საგვარეულო სასაფლაოს უნდა
მივაბარო, სადაც ნათესავები ელიან. სიტყვა მივეცი, მე და ჩემი
ბიჭები ჩქარა ჩაგიყვანთ-მეთქი, ჯორებიც სწრაფად ივლიან, რომ
მალე მშვიდად მოისვენოს", ხელებს მუხლებზე ისვამს. „არ მომ-
წონს ეს ამბავი“.
„ყველანი რომ იმის მიწაში ჩასვლას არ აჩქარებდნენ“, ამბობს
ჯუელი მკაცრად და უხეშად, „თანაც კეშიც რომ მთელი დღე სწო-
რედ მისი ფანჯრის ძირას აჭედებს და ხერხავს იმ“... „დედამ ასე
მოინდომა", ამბობს მამა, „არასოდეს გყვარებიათ და არც სითბო
გიგრძნობინებიათ, არავისი იმედი არა გვქონია", ამბობს ის,
„არც მე და არც მას არასოდეს დაგვისვენია და ახლა მაინც დაის-
ვენებს მშვიდად, რახან ეცოდინება, რომ მისმა საკუთარმა სის-

15 მკითხველთა ლიგა
ხლმა და ხორცმა დაუხერხა ეს ფიცრები და ლურსმნებიც იმან ჩა-
აჭედა. იგი თავს მუდამ თვითონ უვლიდა".
„სამი დოლარი ცოტა არ არის“", ვამბობ მე. მამა ხელებს მუხ-
ლებზე ისვამს. „ხვალ დავბრუნდებით, მზის ჩასვლამდე“.
„რა გაეწყობა.." ამბობს მამა. მინდორს გაჰყურებს, თმააბურ-
ძგნული, ბურნუთს იყრის პირში და ღრძილებით ღეჭავს.
„წამოდი“, ამბობს ჯუელი. კიბეზე ჩადის. ვერნონი პირდაპირ
ნაგავში აპურჭყებს.
„კარგი, მზის ჩასვლამდე იყოს“, ამბობს მამა, „მე ჩემდათავად
არ ვალოდინებდი“.
ჯუელი უკან იხედება, შემდეგ სახლის კუთხეში უხვევს. მე დე-
რეფანში შევდივარ და კართან მისული არა ვარ, რომ ფერდობი-
დან რაღაც ხმები მესმის. რადგან ჩვენი სახლი დამრეც გორაკზე
დგას, ჰოლში მუდამ ნიავქარი უქიქინებს. წინა კართან დაგდებუ-
ლი ბუმბული მაღლა ირიბად ადის, სანამ ჭერს არ გაეკვრება, მე-
რე კი უკანა კართან ნიავქარს ფრიალ-ტრიალით მისდევს: ასევე
ემართებათ ხმებსაც. ჰოლში შეხვალთ თუ არა, ხმა ისე ისმის,
თითქოს შენს თავზემოთ ჰაერში ლაპარაკობენო.

16 მკითხველთა ლიგა
კორა

ასეთი გულისამაჩუყებელი არაფერი მინახავს. თითქოს გუმა-


ნით ხვდებოდა, რომ ვეღარ ნახავდა, თითქოს ენს ბანდრენს უნ-
დოდა, იგი სულთმობრძავი დედის სარეცელისათვის მოეშორე-
ბინა, რომ უკან მობრუნებულს, ცოცხალი აღარ დახვედროდა.
სულ ამას ვამბობდი, დარლი სხვებს არ ჰგავს-მეთქი. სულ ამას
ვამბობდი, ხასიათით ყველაზე მეტად დარლი ჰგავს დედამისს და
წრფელი გულით უყვარს-მეთქი. აბა, ჯუელია, ედი რომ ზედ ყვე-
ბოდა, ეალერსებოდა, ანებივრებდა, იმას კი სულ პატარა რაღა-
ცაც ჰყოფნის, რომ გაცხარდეს, ხასიათი წაუხდეს და რამე მოიგო-
ნოს, რომ გაამწაროს, სანამ მე არ ჩავერევი და დროდადრო არ
მოვთოკავ ხოლმე. ჯუელს აზრადაც არ მოუვა, რომ მივიდეს და
დაემშვიდობოს. დედამისის გამოსათხოვარ ამბორს სამი დოლა-
რი ურჩევნია. პირწავარდნილი ბანდრენია, არავინ უყვარს, არა-
ფერი ენაღვლება, ოღონდ იოლად რამე იშოვოს და თავი არ შე-
იწუხოს. მისტერ ტალი ამბობს, დარლმა სთხოვა, მოიცადეო. ასე
თქვა, დარლმა ლამის დაუჩოქა, დედაჩემი ასეთ დღეშია და ნუ მა-
იძულებ, რომ გავემგზავროო. მაგრამ, არაფერმა გაჭრა, ენსსა
და ჯუელს იმ სამ დოლარს ხელიდან ვერავინ გააგდებინებდა.
ვინც ენსს იცნობს, მისგან სხვანაირ ქცევას არც მოელის. მაგრამ
ჯუელი, ნუთუ ის ბიჭია, ის ჯუელია, რომელსაც მთელი ამ ხნის გან-
მავლობაში ზედ ყვებოდნენ და თავს ევლებოდნენ. არა, მე ვერ
გამაცურებენ: მისტერ ტალი ამბობს, მისის ბანდრენს ჯუელი ყვე-
ლაზე ნაკლებად უყვარდაო, მაგრამ მე უფრო არ ვიცი? მე ვიცი,
რომ ედის ჯუელი სწორედ იმ თვისებების გამო უყვარდა, რამაც
ენს ბანდრენთან ცხოვრება შეაძლებინა. თუმცა მისტერ ტალმა
თქვა, ენსი ღირსი იყო, ედის მოეწამლაო, ჯუელმა კი – სულ-
თმობრძავი დედის გამოსათხოვარი ამბორი სამ დოლარს ანაც-
ვალა.
17 მკითხველთა ლიგა
ასე იყო თუ ისე, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, როგორც
კი დროს ვიხელთებდი, მაშინვე მივდიოდი, ხანდახან მაშინაც
მივდიოდი, როცა არ უნდა მივსულიყავი და ოჯახი არ უნდა მიმე-
ტოვებინა, მივდიოდი, რომ მასთან ბოლო წუთებში ვიღაცა მაინც
ყოფილიყო, რომ მარტო არ დარჩენილიყო იმ დიდი შეუცნობ-
ლის წინაშე, და ნაცნობ სახეს გაემხნევებინა. იმიტომ კი არ ვაკე-
თებდი ამას, რომ აქედან რაიმეს გამოველოდი: ნეტავი, მეც ასე
მომექცეოდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ჩემთან ჩემი საყვარელი
ახლობლები იქნებიან, ჩემი სისხლი და ხორცი, რადგან სწორედ
ღვთის წყალობაა, ასეთი ქმარ-შვილი რომ მყავს, თუმცა იმათ გა-
მო განსაცდელში მეც არაერთხელ ჩავვარდნილვარ.
მარტოსულივით ცხოვრობდა, თავისივე სიამაყეს შეტოვებუ-
ლი, მალავდა იმ ტანჯვას, რასაც მას განაცდევინებდნენ. კუბოში
ჯერ არ გაციებულიყო, დასამარხად ორმოც მილს იქით გააქანეს,
ყველაფერს ღვთის ნებას მიაწერდნენ, ისიც კი არ აღირსეს, რომ
მიწაში ბანდრენების გვერდით ჩაესვენებინათ.
„ჰო, მაგრამ გამგზავრება თვითონ მოისურვა“, თქვა მისტერ
ტალმა, „თვითონ მოინდომა, რომ თავისიანებში დამარხული-
ყო“.
„აქამდე ფეხი რატომ არ გაუდგამს?“ ვთქვი მე, „ვინ დაუშლი-
და, ის პატარა ხომ არ დაუშლიდა, არც ისე პატარა რომ აღარ
არის და აღარაფერი უკლია, სხვებივით ეგოისტი და გულქვა გახ-
დეს?!“
„თვითონ მოინდომა“, თქვა მისტერ ტალმა, „ჩემი ყურით გა-
ვიგონე, ენსმა რომ თქვა“.
„და, რა თქმა უნდა, შენც ენსს უჯერებ“, ვთქვი მე, „შენნაირი
კაცი მართლაც დაუჯერებს, ნუ შემედავები“.
„მე მჯერა, რომ არაფერს დამიმალავს და ყველაფერს მეტ-
ყვის“, თქვა მისტერ ტალმა.

18 მკითხველთა ლიგა
„ნუ შემედავები“, შევეპასუხე მე, „ცოცხალი იქნება თუ მკვდა-
რი, ქალი თავის ქმარ-შვილთან უნდა იყოს. როგორ, განა შენ
ჩემგან იმას მოელი, რომ ალაბამაში დაბრუნებას მოვინდომებ
და, ჩემი დრო როცა დადგება, შენ და გოგონებს აქ დაგაგდებთ,
შენს ჭირსა და ლხინს არ გავიზიარებ? ან ჩემი სურვილით მიგა-
ტოვებ სიკვდილამდე ან სიკვდილის შემდეგ?“
„რას იზამ, ხალხი ჭრელია“, თქვა მან.
„ალბათ, ასეა. მე კი ვცდილობდი პატიოსნად მეცხოვრა ღვთი-
სა და ხალხის წინაშე, ჩემი ქრისტიანი შვილების სიყვარული და
პატივისცემა დამემსახურებინა. ჰოდა, როცა ჩემი აღსასრულის
დღე დადგება, თვალს იმ შეგნებით დავხუჭავ, რომ ჩემი მოვა-
ლეობა აღვასრულე, ამის საზღაური კი ის იქნება, რომ გარშე-
მორტყმული ვიქნები საყვარელი ადამიანებით, რომლებიც მად-
ლიერების ნიშნად გამოსამშვიდობებელ ამბორს თან გამატანენ.
არ მინდა ედი ბანდრენივით მარტოობაში ამომხდეს სული. ამა-
ყია, გატეხილ გულს მალავს, სული რომ ამოსდის – ესაა მისი ერ-
თადერთი სიხარული, წევს თავწამოწეული, რომ დაინახოს, კეში
კუბოს როგორ უკრავს, არაფერი დააკლოსო. დანარჩენები კი
იმაზე ფიქრობენ, გაავდრებამდე და მდინარის ადიდებამდე სამი
დოლარი არ დავკარგოთო, აქაო და, მერე გაღმა გასვლა გაგვი-
ჭირდებაო, ისღა აკლიათ, პირდაპირ საბანში გამოახვიონ, ფო-
რანში ჩააწვინონ, მდინარის გაღმა გაიყვანონ და, თან ბარემ
ტვირთიც გადაიტანონ, იქნებ მერე მაინც მოისვენონ და აცალონ,
რომ ქრისტიანივით დალიოს სული.
დარლი სხვაა. ასეთი გულის ამაჩუყებელი არაფერი მინახავს.
ხანდახან ადამიანის აღარ მჯერა. ეჭვი მღრღნის. მაგრამ ღმერთი
რწმენას ისევ მიბრუნებს ხოლმე და მიმჟღავნებს იმათ უზომო
სიყვარულს, ვისთვისაც სიცოცხლე უბოძებია. აბა, სწორედ ჯუ-
ელი იდარდებს, ის ჯუელი, ედი ხელისგულზე რომ ატარებდა.
არა, თქვენც არ მომიკვდეთ, სამი დოლარი უფრო ენაღვლება.
19 მკითხველთა ლიგა
დარლი სულ სხვაა, დარლი, ვისზედაც ამბობენ, უცნაური და ზარ-
მაცია, აქეთ-იქით დაეხეტება, თავი ისე მოაქვს, თითქოს საქმეს
აკეთებდეს, ენსზე უკეთესი არც ის არისო. კეში კი, რაც მართა-
ლია, კარგი დურგალია, მისგან რომ მოელიან, მუდამ იმაზე მეტს
აკეთებს. ჯუელი კი ხელს მხოლოდ იმას ჰკიდებს, რასაც ფული
იოლად მოჰყვება ან რაც ყველას მასზე აალაპარაკებს; ეს ნახევ-
რად ტიტლიკანა გოგო კი, ედის რომ თავზე მარაოთი ადგას, რო-
გორც კი ვინმე შეეცდება, რომ ავადმყოფს შეეხმიანოს ან გაამ-
ხნევოს, მაშინვე მის მაგივრად პასუხობს ხოლმე, თითქოს ცდი-
ლობს ავადმყოფს ახლოს არავინ გააკაროს.
დარლი იყო. მივიდა, კართან დადგა და სულთმობრძავ დედას
შეხედა. მხოლოდ შეხედა და, მე ისევ ვიგრძენი ღვთის უზომო
სიყვარული და მოწყალება. და მე მივხვდი, რომ რაც ჯუელსა და
მას აკავშირებდა, მხოლოდ მოჩვენება იყო, რომ სწორედ დარ-
ლსა და მას ესმოდათ ერთმანეთისა და წრფელი სიყვარულიც
ჰქონდათ. მხოლოდ შეხედა, შიგ არ შესულა, არ უნდოდა, რომ
ედის შეემჩნია და აღელვებულიყო, იმასაც ხვდებოდა, რომ ენსს
მისი აქედან მოშორება უნდოდა და ვეღარასოდეს ნახავდა ედის.
არაფერი უთქვამს, მხოლოდ ერთი შეხედა.
„რა გინდოდა, დარლ?“ სწრაფად წაილაპარაკა დიუი დელმა,
თან მარაოს გამალებით იქნევდა, ეტყობოდა, ახლოს არც იმის
მიშვებას აპირებდა. დარლმა არ უპასუხა. მხოლოდ იდგა და უყუ-
რებდა სულთმობრძავ დედას, მის ნაღვლიან სულში სიტყვისთის
ადგილი აღარ იყო.

20 მკითხველთა ლიგა
დიუი დელი

მე და ლეიფი ბამბას პირველად ვკრეფდით ერთად. მამას გა-


ოფლიანებისა ეშინია, იმისიც ეშინია, ვინმე რომ დაგვეხმაროს,
– აუჩემებია, მოვკვდებიო. ჯუელს არაფერი ენაღვლება, თითქოს
არც ჩვენიანი იყოს და არც ჩვენს დარდს იზიარებდეს. კეშს კი
დურგლობა უყვარს და მოსაწყენ, სიცხისაგან გაყვითლებულ,
გრძელ დღეებში ფიცრებს თლის და ერთმანეთზე აჭედებს. მამა
ფიქრობს, მეზობლებს ერთმანეთი სულ არ ენაღვლებათო, მაგ-
რამ რაკი თვითონ თავის მოსაფხანად არა სცალია, ვერც კი ამ-
ჩნევს, რომ მეზობლებს გაუგებარი არა რჩებათ რა. არც კი მეგო-
ნა, თუ დარლი რამეს შემამჩნევდა, მაგიდასთან ზის და ვახშმობს,
სადღაც, შორ სივრცეში იმზირება. არც საჭმელს უყურებს, არც
ლამპას, თითქოს მის თავის ქალაში არაფერია მიწიერი და თვა-
ლის ფოსოებშიც იმქვეყნიური სიცარიელე ჩაბუდებია.
წინ მივიწევდით ბამბის რიგებში, ტყე თანდათან ჩვენკენ მო-
იწევდა, ჩემი ტომრის იდუმალი ჩრდილი ლეიფის ტომრის იდუ-
მალ ჩრდილს ეფინებოდა. ვუთხარი, რაღა ქალი ვიქნები, თუ
ტყეს რომ მივაღწევთ, ტომარა მხოლოდ ნახევრამდე მექნა გავ-
სებული, თუ ქალი ვარ, პირამდე სავსე მექნება-მეთქი. ვერაფერი
ვიღონე, ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც ასე მოხდებოდა და ვერა-
ფერი ვიღონე, ჰოდა, ვკრეფდით და ვკრეფდით, თან იდუმალ
ჩრდილებს დავყურებდით, ორივენი ხან მის ხელებს დავცქერო-
დით, ხან ჩემსას, მე ხმას არ ვიღებდი. მერე ვუთხარი, „რას აკე-
თებ?“, მან კი მითხრა, „შენს ტომარაში ვყრი“. ისე რომ, როცა რი-
გის ბოლოს გავედით, ჩემი ტომარა გაივსო და ვერაფერი ვიღო-
ნე.
სწორედ ასე მოხდა, ვერაფერი ვიღონე. დარლი სწორედ მა-
შინ დავინახე, ყველაფერს მიმხვდარიყო, უსიტყვოდ მაგრძნობი-
ნა, მივხვდიო, ასევე უსიტყვოდ გამაგებინა, დედა კვდებაო, და
21 მკითხველთა ლიგა
მეც მივხვდი, რომ ყველაფერი იცოდა, სიტყვით რომ ეთქვა, არც
იმას დავუჯერებდი, რომ იქ იყო და არც იმას, რომ ერთად გვნახა,
არც უთქვამს, ვიციო, მე კი ვკითხე – „გინდა, რომ მამას უთხრა?
გინდა კაცი მოკლა, არა?“ მეც უსიტყვოდ ვკითხე და მანაც მიპა-
სუხა: „რატომ უნდა ვუთხრა?“ უსიტყვოდ. მე შემიძლია ველაპა-
რაკო კიდევაც და თან მძულდეს, რადგან მან ყველაფერი იცის.
კარში დგას და დედას უყურებს.
„რა გინდა, დარლ?“ ვეკითხები.
„კვდება“, ამბობს იგი, ის ბებერი ინდაური ტალიც მოსვლას
აპირებს, არ უნდა, რომ მისი სიკვდილი გამოეპაროს, მაგრამ მე
მაგათ ვუჩვენებ სეირს.
„როდის მოკვდება?“ ვეკითხები.
„მანამდე, სანამ უკან დავბრუნდებოდეთ", მეუბნება ის. „მაშ,
ჯუელი რაღად მიგყავს?“ ვეკითხები. „დატვირთვაში უნდა მომეხ-
მაროს“, მეუბნება ის.

22 მკითხველთა ლიგა
ტალი

ენსი მუხლებზე ხელებს ისვამს, ხალათი გახუნებია; ერთ მუხ-


ლზე სარჟის საკერებელი ადევს, საკვირაო შარვლიდან გამოჭ-
რილი, ბევრი უთოობით მთლად გაპრიალებული. „არ მომწონს
ეს ამბავი“ ამბობს ის. „ხანდახან ადამიანი წინასწარ უნდა მიხ-
ვდეს“, ვამბობ მე, „ასეა თუ ისე, აღარაფერი აქვს დასაკარგავი".
„ახლავე მოინდომებს, რომ გზას დაადგეს“, ამბობს ის, „ჯე-
ფერსონამდე შორი გზაა".
„კარგი გზებია“, ვამბობ მე, ღამით ნამდვილად გაწვიმდება.
მისიანებიც ნიუ ჰოეპში არიან დამარხულნი. სამი მილიც არ არის
იქიდან. სწორედ ენსს უნდა მოეყვანა აქედან მთელი ერთი დღის
სავალზე დაბადებული ქალი და მერე იმ ქალს აქ, მის ხელში უნ-
და დაელია სული.
იგი მინდორს გაჰყურებს, მუხლებზე ხელს ისვამს. „არ მომ-
წონს ეს ამბავი“, ამბობს ის.
„ისინი ისე მალე დაბრუნდებიან, რომ დროც დარჩებათ“, ვე-
უბნები მე, „შენი რომ ვიყო, არ ვიდარდებდი".
„ასეა თუ ისე, მაინც სამი დოლარია“, ამბობს ის.
„იქნებ უკან ჭენებით სიარული არც დასჭირდეთ“, ვეუბნები,
„მე მგონი, არც დასჭირდებათ“.
„მას ახლავე უნდა, რომ გზას დავადგეთ“, ამბობს ის, „ამ იმე-
დით უდგას სული“. ქალს საერთოდ მძიმე ცხოვრება აქვს, განსა-
კუთრებით, ზოგიერთს. მახსოვს, დედაჩემმა სამოცდაათ წელზე
მეტხანს იცოცხლა. სულ მუშაობდა, წვიმაშიც, მზეშიც, რაც ბოლო
ბავშვი გააჩინა, მას შემდეგ ფრჩხილიც არ წამოსტკივებია. ერთ
მშვენიერ დღეს, გარშემო ერთი გაიხედ-გამოიხედა, მერე ადგა,
აიღო ის მაქმანიანი ღამის პერანგი, ორმოცდახუთი წელი რომ
ინახავდა და სკივრიდან ერთხელაც არ ამოუღია, ჩაიცვა, ლოგინ-

23 მკითხველთა ლიგა
ში ჩაწვა, წაიფარა საბანი და თვალები დახუჭა. „მამას თვალის
ჩინივით გაუფრთხილდით“, გვითხრა მან, „მე დავიღალე“.
ენსი მუხლებზე ხელებს ისვამს. „ღვთის ნებააა“, ამბობს ის,
ჩვენ გვესმის, კეში კუთხეში როგორ აჭედებს და ხერხავს.
ჭეშმარიტებაა. ასეთი ჭეშმარიტება ჯერ არავის უღაღადია.
„ღვთის ნებაა“, ვთქვი მე.
გორაკზე ბიჭი ამოდის. თითქმის თავის სიგრძე თევზს მოათ-
რევს. მიწაზე აგდებს, ქოშინებს: „უუუჰ“ და დიდი კაცივით მხარს
უკან აფურთხებს. თითქმის ბიჭის ხელა თევზია.
„ეს რა არის?“ ვეკითხები, „ღორია? საიდან მოათრიე?“
„იქ, ხიდთან იყო", ამბობს ის, თან თევზს ამოაბრუნებს; ცალ
გვერდზე, ალაგ-ალაგ, სადაც სველია, მიწა აქვს აკრული, ამო-
ბურცულ თვალზე ტალახი ლიბრივით დასდებია.
„აქ გინდა დატოვო?“ ეკითხება ენსი.
„დედას მინდა ვაჩვენო“, ამბობს ვარდამანი და კარისკენ იყუ-
რება. ორპირ ქარს ლაპარაკი ჩვენამდე მოაქვს. თან კეშიც აკა-
კუნებს და აჭედებს ფიცრებს. „იქ სტუმრები არიან“, ამბობს ის.
„ჩემიანები არიან“, ვეუბნები მე, „იმათაც გაუხარდებათ,
თევზს რომ ნახავენ“.
ვარდამანი არაფერს ამბობს, კარს უყურებს, შემდეგ ძირს
დაგდებულ თევზს დახედავს. ფეხით აბრუნებს, ფეხის ცერს თვა-
ლის ბუდეში ატაკებს და თვალს ამოუგდებს. ენსი მინდვრის გა-
დაღმა იყურება. ვარდამანი ხან ენსს უყურებს, ხან კარს. მერე შე-
მობრუნდება და, როცა სახლის კუთხეს უახლოვდება, ენსი თავის
მოუბრუნებლად ეძახის. „გაასუფთავე ეგ თევზი“, ეუბნება ენსი.
ვარდამანი ჩერდება. „დიუი დელი ვერ გაასუფთავებს თუ რა?!“
ამბობს ის.
„შენ გაასუფთავე“, ეუბნება ენსი,
„კარგი, რა, მამა“, ამბობს ვარდამანი.

24 მკითხველთა ლიგა
„გაასუფთავე-მეთქი!“ ამბობს ენსი, უკან არ იხედება. ვარდა-
მანი ბრუნდება და თევზს იღებს. თევზი ხელიდან უსხლტება, ტა-
ლახში იგანგლება და ძირს ტყაპანით ეცემა. ამოგანგლული,
პირდაღებული, თვალებდაჭყეტილი ტალახში იმალება, რომ
თვალს მოერიდოს. ვარდამანი იწყევლება. გაჩაჩხული თავს ად-
გას და დიდივით იწყევლება. ენსი უკან არ იხედება. ვარდამანი
ისევ იღებს თევზს. სახლს გარშემო უვლის. ორივე ხელით ატატე-
ბული მიაქვს შეშის გუდურასავით, ერთ მხარეს თევზს თავი აქვს
ჩამოგდებული და მეორე მხარეს – კუდი, თევზი თითქმის ბიჭის
ხელაა.
ენსს ხალათის სახელოები მაჯებამდე არ სწვდება. არ მინახავს
ისეთი ხალათი სცმოდეს, კაცს სხვისი ნახმარი არ ეგონოს. ჩემს
სიცოცხლეში არ მინახავს, ჯუელს თავისი გამონაცვალი მიეცეს,
თუმცა ჯუელი ვერ მისცემდა, ენსს იმსიგრძე მკლავები აქვს, რომ,
რაც უნდა ქვევით დაჭიმოს სახელოები, მაინც მოკლე ექნება. ის
კია, რომ ენსს ხალათი არ უოფლიანდება. ენსის ხალათზე მაშინ-
ვე იტყვით, მისიაო და, არც მოტყუვდებით. ენსს თვალები ნაკვერ-
ჩხალივით უღვივის, მინდვრის მიღმა იყურება.
როცა კიბესთან ჩრდილი ეცემა, ენსი ამბობს: „ხუთი საათია“.
ვდგები თუ არა, კარში კორა შემოდის და ამბობს, წასვლის
დროაო. ენსი თავის ფეხსაცმელებს დაწვდება. „ნუ წუხდებით,
მისტერ ბანდრენ“, ამბობს კორა, „ნუ წამოდგებით“, ენსი ფეხსაც-
მელებს იცვამს, ფეხებს შიგ გაუბედავად დგამს. ყველაფერს ისე
აკეთებს, თითქოს არც სჯერა, რომ მისი ხელიდან რაიმე გამოვა
და, არც ცდილობს, რომ რაიმე გამოუვიდესო. როცა ჰოლში ავ-
დივართ, ფეხსაცმელები ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს რკინი-
საგან ჩამოუსხამთო. ენსი იმ კართან მიდის, სადაც ედი წევს, თან
თვალებს ახამხამებს, წინ იმ იმედით იყურება, იქნებ სკამზე დამ-
ჯდარი დავინახოთ, ან იქნებ იატაკს გვიდესო, მაგრამ, როცა კარ-
ში შეიხედავს და დაინახავს, რომ ედი ისევ ისე წევს და დიუი დე-
25 მკითხველთა ლიგა
ლი კი მარაოს ისევ ისე უნიავებს, თითქოს სახტად რჩებაო. დგას
ასე, კარში უმიზნოდ დაყუდებული და ვერც იქით წასულა და ვერც
აქეთ.
„აბა, ახლა სჯობს დავიძრათ“, ამბობს კორა, „წიწილებს საკენ-
კი უნდა დავუყარო". გაწვიმდება. ისე მოიღრუბლა, ნამდვილად
გაწვიმდება. წვიმასაც ღმერთი გვიგზავნის, რომ ბამბა მოვიყვა-
ნოთ. მაგრამ ენსს ეს წვიმა რა ხეირს დააყრის, კეში ისევ ფიცრებს
რანდავს. „იქნებ კიდევ რამეა გასაკეთებელი“, ამბობს კორა.
„ენსი შეგვატყობინებს“, ვამბობ მე.
ენსი არ გვიყურებს, გარშემო იხედება და თვალებს ისე ახამ-
ხამებს, თითქოს ცხოვრებაში აღარაფერია გასაოცარი და ახლა
მხოლოდ ისღა უკვირს, რომ საერთოდ გაოცების უნარი შერჩა.
კეში რომ ჩემს საჯინობოს ასე გულიანად გააკეთებდეს!
„ენსს ვუთხარი, აღარაფერი არის საჭირო-მეთქი“, ვთქვი მე,
„მგონი, მართლაც ასეა".
„ასე მოინდომა, ამბობს იგი, „ახლა მხოლოდ სიკვდილს ნატ-
რობს“.
„ეგ დღე ყველას ელის“, ამბობს კორა, „ღმერთი იყოს შენი
შემწე“,
„მოსავლის აღებას რაც შეეხება“, ვამბობ მე, ვთქვი და ახლაც
ვამბობ, თუკი დასჭირდება, მოვეხმარები. ასეა თუ ისე, ავადმყო-
ფი ჰყავს, სხვებსაც და მასაც უკვე იმდენჯერ დავხმარებივარ, რომ
ჩვევად მექცა, თითქოს ასეც უნდა იყოს.
„დღეს მინდოდა, რომ დამეწყო“, ამბობს ის, „მაგრამ გულს ვე-
რაფერს ვუდებ“.
„იმდენს იზამ, რომ ის მორჩება და შენ ისევ ლოგინად ჩავარ-
დები“, ვეუბნები მე.
„ყველაფერი ღვთის ნებაა“, ამბობს ის.
„ღმერთი იყოს შენი შემწე“, ამბობს კორა.

26 მკითხველთა ლიგა
კეში რომ ჩემს საჯინიბოსაც ასე გულიანად გააკეთებდეს! რო-
ცა ჩვენ გვერდს ვუვლით, ის მაღლა იხედება, „იმე დი არ გქონ-
დეთ, რომ ამ კვირას კიდევ მოვალ თქვენთან“, ამბობს ის.
„საჩქარო არ არის“, ვამბობ მე, „როცა ჩამოხვალ, ჩამოხ-
ვალ“.
ჩვენ ფორანში ვსხდებით. კორა ნამცხვრიან კალათს კალთა-
ში იდგამს, ნამდვილად იწვიმებს.
„არ ვიცი, რა მეშველება“, ამბობს კორა, „პირდაპირ არ ვიცი“.
„საწყალი ენსი“, ვამბობ მე. „ედი იმითაც დაიქანცა, რომ ოც-
დაათი წელი სულ იმას უჩიჩინებდა, იმუშავეთო“.
„ისე კი მგონია, ერთ ოცდაათ წელს ედი კიდევ გაუმაგრებს
ზურგს“, ამბობს კეიტი. „თუ არა და, ბამბის აღებამდე ენსი სხვა
ქალს მონახავს".
„ჩემი აზრით, კეშსაც და დარლსაც უკვე შეუძლიათ ცოლის
მოყვანა", ამბობს იულა.
„რა საცოდავია ეს ბიჭი“, ამბობს კორა, „ეს პაწია საბრალო ბი-
ჭუნა“.
„ჯუელზე რაღას იტყვი?“ ამბობს კეიტი.
„ჯუელსაც შეუძლია ცოლის მოყვანა“, ამბობს იულა.
„ჰმ“, ამბობს კეიტი, „მე მგონი, შეირთავს კიდეც. ასე მგონია,
არც ერთი ჩვენებური გოგო არ მოინდომებს, რომ ჯუელმა წე-
ლებზე ფეხი დაიდგას, ერთი სიტყვით, სადარდებელი არა გვაქვს
რა“.
„ოჰ, კეიტ!“ ამბობს კორა. ფორანი ჭრიალს იწყებს. „რა საბ-
რალოა ეს პატარა ბიჭუნა“.
ამაღამ ნამდვილად იწვიმებს. დიახ, სერ. ასეთ გვალვაში ფო-
რანიც კი ჭრიალებს. ცხელი დღე დაუდგა ბერდსელს. მაგრამ მა-
ლე ამასაც ეშველება. ნამდვილად ეშველება.
„ასეა თუ ისე, ნამცხვრები უნდა აეღო, რახან შეგპირდა“, ამ-
ბობს კეიტი.
27 მკითხველთა ლიგა
ენსი

ღმერთმა დასწყევლოს ეს გზა. თან წვიმასაც რომ აპირებს!


აქაც რომ ვიდგე, აქედანაც შემიძლია გუმანით დავინახო, რომ
ჩემსა და მათ შორის ყრუ კედელია, მარტო ჩემსა და მათ შორის
კი არა, ყველა ერთმანეთისაგან არის გამიჯნული. და მე რომ სიტ-
ყვა მივეცი? თავს არ ვზოგავ, თუ გული დავუდე, ყველაფერს ვა-
კეთებ. მაგრამ ღმერთმა შეაჩვენოს ეს ბიჭები.
გზა ზედ ჩემს კარამდე მოდის. ყველა ავლილ და ჩავლილ უბე-
დურებას შეუძლია კარი შემომიღოს. ვეუბნები ედის, გზაზე ცხოვ-
რება ხეირს არ დაგვაყრის-მეთქი, მან კი, ქალებმა რომ იციან,
ისე მითხრა: „შენც ადექი და გადადიო“, მაგრამ, მე ვუთხარი, აქ
ცხოვრება ხეირს არ დაგვაყრის-მეთქი, ღმერთს გზა სასიარუ-
ლოდ მოუგონია; იმიტომაც არის მიწაზე გაწოლილი, და თუ
ღმერთს განზრახული აქვს, რომ რაიმე აამოძრაოს, წინ გზას გა-
უშლის – ცხენი იქნება თუ ფორანი, მაგრამ თუ განზრახული აქვს,
რომ ერთ ადგილზე ამყოფოს, ფეხზე დააყენებს, როგორც ხეს ან
ადამიანს, ასე რომ, ღმერთს საცხოვრებლად ადამიანისათვის
გზა არ მოუცია. მაშ, რომელი უფრო ადრე გაჩენილა, ვკითხე მე,
გზა თუ სახლი? გაგიგონია, რომ ღმერთს გზა სახლის კართან გა-
ეტარებინოს? – ვთქვი მე. ვერ გაიგონებდი-მეთქი, ვუთხარი, იმი-
ტომ, რომ ადამიანი ვერ მოისვენებს, თუკი მისი სახლი ისე დგას,
რომ ყველას, ვინც კი ფორნით ჩაივლის, პირდაპირ კარში შეუძ-
ლია შემოაფურთხოს და ხალხი შეაწუხოს, ისე შეაწუხოს, რომ აყ-
რა და სადღაც შორს გადასახლება მოინდომონ, ღმერთს კი ისა
ჰქონდა განზრახული, რომ ადამიანი ერთ ადგილზე დაეყენებინა,
როგორც ხე ან ხორბლის ღერო. ღმერთს რომ ადამიანის ერთ
ადგილზე ყოფნა არ მოენდომებინა, განა იმას ვერ მოახერხებდა,
რომ ადამიანი გველივით მუცლით ეხოხებინა? რა თქმა უნდა,
მოახერხებდა.
28 მკითხველთა ლიგა
ვინ მოიფიქრა და ვინ დადგა ეს სახლი ისე, რომ გინდა თუ არა,
ყოველ ფეხადგმულ უბედურებას შეუძლია შენთან შემოეხეტოს,
როცა ისედაც თავგზა გაქვს არეული. გზა რომ არა, კეში დურ-
გალს შეგირდად არ დაუდგებოდა, არც ეკლესიიდან ჩამოვარდე-
ბოდა და ექვსი თვე საწოლში არ გაიშოტებოდა. მე და ედი წელებ-
ზე ფეხს ვიდგამდით, იმდენი სახერხი იყო, კეშს კი ხელში ხერხის
აღება უჭირდა.
ახლა, დარლს არ იკითხავთ?!. გული შემიჭამეს, ღმერთმა შე-
აჩვენოს მაგათი თავი. განა მუშაობას გავურბივარ, თავიც და
ოჯახიც მირჩენია, ჭერიც თავზე მხურებია. ახლა მუშახელი იმი-
ტომ მაკლია, რომ დარლი თავის საქმეს აკეთებს, მიწისკენ აღარ
მიუწევს გული. ვუთხარი, თავიდან სწორ გზას ადექი, მიწაზე მუ-
შაობას გულს უდებდი-მეთქი, მიწაც ბევრი იყო, ახლა კი, როცა
ჩვენს მიჯნაზე გზა გაიყვანეს და მიწაც ჩამოგვაჭრეს, გულს ვეღარ
უდებს, ალბათ, გული აღარც მოუბრუნდება. მე კი მუშახელი მი-
ჭირს.
ამაშიც ფული გადამახდევინეს. მაშინ ედიც, ქალის კვალობა-
ზე ჯან-ღონით სავსე იყო; სულ ამ გზის ბრალია. ჩაწვა ლოგინში
და ისვენებს თავისთვის, არც არავის არაფერს თხოვს, „ავად ხარ,
ედი?“ ვეკითხები.
„არა, ავად არ ვარ“, მეუბნება.
„იწექი და დაისვენე“, ვეუბნები. „ვიცი, რომ ავად არა ხარ, უბ-
რალოდ დაიღალე, იწექი და დაისვენე“.
„ავად არ ვარ“, ამბობს, „მალე ავდგები!“
„იწექი და დაისვენე“, ვეუბნები, „უბრალოდ დაღლილი ხარ.
ხვალვე წამოდგები“. ჰოდა, ისიც იწვა ქალის კვალობაზე ჯან-ღო-
ნით სავსე. ყველაფერი ამ გზის ბრალია.
„თქვენს დასაძახებლად არავინ გამომიგზავნია“, ვუთხარი,
„ვისაც გინდა დავიმოწმებ“.

29 მკითხველთა ლიგა
„ვიცი“, თქვა პიბოდიმ, „დარწმუნებული ვარ ამაში. სად
არის?“
„წამოწვა“, ვთქვი მე, „უბრალოდ, ცოტა დაიღალა, მაგ_
რამ...“
„გარეთ გადი, ენს“, თქვა მან. „წადი, ცოტა ხანს წინკართან და-
ჯექი!“
ამასაც მე უნდა ვუხადო, პირში რომ ერთი კბილიც არ შემრჩე-
ნია და ვერც იმის ფული მომიგროვებია, კბილები ჩავისვა და
ღვთის ბოძებული ლუკმა ადამიანურად გავღეჭო. ის კი წევს,
სოფლელი დედაკაცის კვალობაზე ჯანღონით სავსე და აღსასრუ-
ლის დღეს ელოდება. ისიც ჩემი თავში სახლელია, სამი დოლარი
რომ მჭირდება, ისიც, გზა რომ აქ გადის და ბიჭები იძულებული
არიან, ამ სამი დოლარის საშოვნელად წავიდნენ. გული მიგ-
რძნობს, რომ სადაცაა ცა თავზე ჩამოგვექცევა, წვიმა გზას წალე-
კავს. მაინც ვინ დამწყევლა! თითქოს მთელ დედამიწაზე სხვა სახ-
ლი არ იყოს, რომ წვიმამ ჩამორეცხოს.
რამდენჯერ გამიგია, რომ ადამიანი თავბედს იწყევლის და
მართალიც არის, იმიტომ, რომ ცოდვილია. მე კი ვერ ვიტყვი,
რომ დაწყევლილი ვიყო, რადგან საამისო არაფერი ჩამიდენია.
თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ მორწმუნე არ ვარ, მაგრამ გულში
სიმშვიდე სუფევს. მე ვიცი, რომ ეს ასეა. მთლად უცოდველი არც
მე ვარ, მაგრამ არც იმათზე უარესი ვარ, ვისაც თავი წმინდანად
მოაქვს. ვიცი, ჩვენი დიდი უფალი ჩემზეც ისევე ზრუნავს, რო-
გორც იმ ბეღურაზე, ხიდან უღონოდ რომ ვარდება. არა, ისე კი,
მეტისმეტად ძნელია, რომ ისედაც გაჭირვებული ადამიანი რაღა-
ცა გზის გამო ასე დაიჩაგროს.
ვარდამანი სახლთან დაეხეტება, მუხლამდე ღორივითაა სის-
ხლში ამოსვრილი. ის წყეული თევზი ალბათ ნაჯახით დაჩეხეს, ან
სულაც ძაღლებს მიუგდეს შესაჭმელად. ეტყობა, ვარდამანისაგან
ისევე უნდა ველოდე სიკეთეს, როგორც მისი უფროსი ძმებისა-
30 მკითხველთა ლიგა
გან; დადის აქეთ-იქით, სახლს უყურებს, ხმას არ იღებს, მერე წინ-
კართან ჯდება. „უუჰ“, ამბობს, „ძალიან დავიღალე“.
„წადი, ხელები დაიბანე“, ვეუბნები.
„რაც უნდა ცდილიყო, ედივით, აბა, რომელი ქალი მოთოკავ-
და კაცებს და ბიჭებს, ეგ მე მკითხეთ“.
„ღორივით, სისხლითა და ნაწლავებით იყო სავსე“, ამბობს ის.
მაგრამ, ამ ამინდმა ისე შემაწუხა, გულს ვერაფერს ვუდებ. „მამა“,
ამბობს ის, „დედა ისევ ავადაა?“
„წადი, ხელები დაიბანე", ვეუბნები, მაგრამ, ამას ისე ვამბობ,
გულს გარეთ.

31 მკითხველთა ლიგა
დარლი

ამ კვირას ქალაქში იყო. კისერზე თმა მოკლედ შეუჭრია. თმა-


სა და მზის დამწვარ კანს შორის თეთრი ძვალივით ზოლი აქვს
დარჩენილი. უკან ერთხელაც არ მოუხედავს.
„ჯუელ“, ვეუბნები. გზა უკან გარბის, ჯორის აქიცინებულ ყუ-
რებს შორის, როგორც გვირაბში და ფორნის ქვეშ თვალს ეფარე-
ბა; თითქოს გზა ძაფი იყოს, წინა ღერძი კი მასრა. „იცი, რომ ის
კვდება, ჯუელ?“
ორი ადამიანია საჭირო, რომ ამ ქვეყანაზე გაჩნდე და აი, ორი-
დან ერთი უნდა მოკვდეს. სამყარო ასე თავდება.
დიუი დელს ვეუბნები: „შენ ხომ გინდა, რომ ის მოკვდეს, ქა-
ლაქში წასვლას ვეღარ დაგიშლის, ასე არ არის?“
ის იმას არ ამბობს, რაც ორივემ ვიცით.
„შენ იცი, რომ ეს სიმართლეა და სწორედ ამიტომ არის, რომ
არც არას ამბობ და თავსაც არ გინდა, რომ გამოუტყდე. ასე არ
არის? შენ იცი, რომ ეს სიმართლეა. ის დღეც შემიძლია დაგისა-
ხელო, როცა მიხვდი, რომ ეს სიმართლე იყო. შენს თავს რატომ
არ უტყდები?“ არა, ის თავს არ გამოუტყდება. ის მხოლოდ იმას
იმეორებს: მამას უნდა გაუმხილო? გინდა, კაცი მოკლა? „შენ არ
გინდა დაიჯერო, რომ ეს სიმართლეა, რადგან ვერ შერიგებიხარ,
რომ დიუი დელს, დიუი დელ ბანდრენს არ გაუმართლა, განა ასე
არ არის?“
მზე ერთი საათია, რაც დასალიერს მიუახლოვდა და ჭექა-ქუ-
ხილის უღელტეხილზე ჰკიდია, როგორც სისხლიანი კვერცხი. სი-
ნათლეს სპილენძისფერი შეეპარა, შესახედავად შემზარავი;
ცხვირს გოგირდის სუნი ეცა, ელვის სუნი.
პიბოდი რომ ჩამოვა, თოკი უნდა გამოიყენონ. ცივ-ცივი მწვა-
ნილის ჭამით მუცელი გაბერვია. თოკით ბილიკზე აიტანენ, რო-
გორც საჰაერო ბუშტს გოგირდოვან ჰაერში.
32 მკითხველთა ლიგა
„ჯუელ“, ვეუბნები. „ჯუელ, იცი რომ ედი ბანდრენი კვდება? იცი,
რომ ედი ბანდრენი კვდება?“

33 მკითხველთა ლიგა
ჰიბოდი

როცა ბოლოს ენსის სურვილით დამიძახეს, ვთქვი: „ენსმა


ედის სული მაინც ამოხადა–მეთქი“, და ეს სრული სიმართლე
იყო. ჯერ თავი შევიკავე, რადგან რაიმე რომ მეღონა, ღვთის წყა-
ლობით, იქნებ გამომებრუნებინა კიდეც; მაგრამ ვაი თუ, ცაშიაც
ასეთივე უგუნური მორალია, როგორც სამედიცინო კოლეჯში; მე-
რე ვიფიქრე, ალბათ, ისევ ვერნონ ტალმა თუ გამოაგზავნინა კაცი
ჩემს დასაძახებლად-მეთქი, ისიც თავის დროზე, როგორც მუდამ
იცის ხოლმე, რომ ენსის ფულშიც ისეთივე სარგებელი ნახოს,
როგორც თავისაში. მაგრამ როცა ინათა, ჩემთვის ნათელი იყო,
რა დღეც თენდებოდა, მივხვდი, ჩემს დასაძახებლად კაცს ასეთ
დღეს მხოლოდ ენსი გამოაგზავნიდა. მივხვდი, რომ არავის, ამ
ბედდამწვარი კაცის გარდა, არ დასჭირდებოდა ექიმი სწორედ
გრიგალის წინ და იმასაც მივხვდი, – რახან თვით ენსმა გადაწ-
ყვიტა, ექიმია საჭიროო, მაშასადამე, უკვე მეტისმეტად დაგვიანე-
ბულია-მეთქი. მდინარეს რომ მივაღწიე, ფორნიდან ჩამოვედი და
ცხენები დავაბი. მზე მოეფარა შავ ღრუბლებს, მაღალმწვერვა-
ლებიან მთების რიგს რომ ჰგავდნენ, რომელთა ძირას, თითქოს
ნაცარი მოეგროვებინათ, ქარი კი არ ჩანდა. კეშის ხერხის ხმა
რომ გავიგონე, მდინარემდე ერთი მილი იყო დარჩენილი. დგას
ენსი კლდის თავზე, ბილიკის ზემოთ.
„ცხენი სად არის?“ ვეკითხები.
„ჯუელმა წაიყვანა და წავიდა“, მეუბნება, „არავინ გვათხოვა,
ასე რომ, ზევით ფეხით უნდა ამოხვიდე".
„ფეხით უნდა ამოვიდე და თან ჩემი ორასოცდახუთი ფუტი
ამოვათრიო, არა?” ვეკითხები, „ამ ციცაბო კედელზე ამოვფოფ-
ხდე?“
იგი ხესთან დგას. ეტყობა, ღმერთმა შეცდომა დაუშვა, ხეს რომ
ფესვები მისცა, ხოლო ენს ბანდრენს – ფეხები. პირიქით რომ
34 მკითხველთა ლიგა
მომხდარიყო, ამ ქვეყანას და ასევე სხვა ქვეყანასაც, ალბათ, იმის
საშიშროება აღარ დაემუქრებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს უტ-
ყეოდ დარჩენილიყო.
„რა გინდა, როგორ მოვიქცე?“ ვეკითხები, „აქ ვიდგე, სანამ ეს
ღრუბლები წვიმად არ გადმოიქცევა და წყალი არ წამიღებს?“
ცხენითაც რომ ავსულიყავი, საძოვრები რომ გამევლო კლდის
თხემამდე და სახლამდე მიმეღწია, თხუთმეტი წუთი მაინც დამ-
ჭირდებოდა. ბილიკი იმ დაგრეხილ ტოტს ჰგავს, ქარს რომ წამო-
უღია და ფრიალო კლდეზე შეუტოვებია. ენსი თხუთმეტი წელია,
ქალაქში არ ყოფილა. ნეტა, ამ მთის კორტოხზე რამ ამოიყვანა
დედამისი, ან აქ როგორ გააჩინა ენსი, არადა, იმას ვინ იტყვის,
რომ ენსი მისი შვილი არ არის.
„ვარდამანი თოკისთვის წავიდა“, ამბობს.
ცოტა ხნის შემდეგ ვარდამანიც მოდის გუთნის შესაბმელი თო-
კით ხელში. თოკის ერთ ბოლოს ენსს აწვდის, მერე ბილიკზე ეშ-
ვება და გორგალს თანდათან შლის თოკის მეორე ბოლოსკენ.
„მაგრად გეჭიროს“, ვეუბნები, „შენი გამოძახება უკვე ჩაწერი-
ლი მაქვს დავთარში, ისე რომ, იქამდე მოვაღწევ თუ ვერ მოვაღ-
წევ, სულერთია, გასამრჯელო მაინც უნდა გადაიხადო“.
„მიჭირავს კიდეც“, ამბობს ენსი, „შეგიძლია ამოხვიდე“. ღმერ-
თმა შემაჩვენოს თუ ვიცოდე, ამ საქმეზე ხელი რამ არ ამაღებინა.
ორას ფუტზე მეტს რომ იწონის, იმ სამოცდაათი წლის კაცის აღმა-
დაღმა თოკით ბობღიალი ვინ გაიგონა. ალბათ, ხელი უფრო იმან
ამაღებინა, რომ ბანკში ჩემი დასამარხი თანხის ანგარიშში ორ-
მოცდაათი ათასი დოლარი კიდევ შესატანი მაქვს. მერე კი ყვე-
ლაფერზე ხელს ავიღებ. „რა ეშმაკმა აფიქრებინა შენს ცოლს“,
ვეუბნები, „ამ დაწყევლილ მთის კორტოხზე ავად რომ ხდებოდა?“
„ძალიან ვწუხვარ“, ამბობს ის. თოკს ხელი უშვა, უფრო სწო-
რად, დააგდო და სახლისკენ შებრუნდა. ჯერ კიდევ ციმციმებს
დღის შუქი, გოგირდის ასანთის ფერი. ფიცრებიც გოგირდის ზო-
35 მკითხველთა ლიგა
ლებს ჰგვანან. კეში უკან არ იყურება. ვერნონ ტალი ამბობს, კეშს
ყოველი ფიცარი ფანჯარასთან მიაქვს, რომ ედიმ დაინახოს და
ნამუშევარი მოუწონოსო. ბიჭი სირბილით გვეწევა, ენსმა ბიჭს გა-
ხედა. „თოკი სად არის?“ ეუბნება.
„სადაც დატოვე, იქ არის“, ვეუბნები, „იმ თოკს თავი დაანებე,
მაინც ხომ ძირს უნდა ჩავიდე, ამ კლდეზე ხომ არ დავრჩები, არ
მინდა ავდარმა მომისწროს. ეშმაკმა დასწყევლოს, ძალიან
ღრმად შევტოპე. მაგრამ ახლა უკვე გვიანაა“.
საწოლთან გოგო დგას, მარაოს უნიავებს, როცა შევდივართ,
ედი თავს აბრუნებს და გვიყურებს. უკვე ათი დღეა ცოცხალი
აღარ არის, ენსმა მიიყვანა აქამდე, ადამიანი ასე სწრაფად ვერ
შეიცვლებოდა. ამასაც თუ შეცვლა ჰქვია. მახსოვს, ახალგაზ-
რდობაში მჯეროდა, რომ მხოლოდ სხეული კვდება, ახლა კი ჩემ-
თვის ცხადია, რომ ეს გონების სიკვდილია და, ეს იმ ადამიანების
გონების ხვედრია, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ გაჭირვება იყო. ნი-
ჰილისტები ამას აღსასრულს უწოდებენ, ფუნდამენტალისტები –
დასაწყისს, სინამდვილეში კი, ადამიანი თავისი სახლის ან ქალა-
ქის მხოლოდ მდგმურია და ბოლოს აქედანაც მიდის.
გვიყურებს, თითქოს მხოლოდ თვალებიღა ცოცხლობენ, ისი-
ნი თითქოს გვეხებიან არა მზერით ან აზრით, არამედ როგორც
შლანგიდან ამოხეთქილი ან ბრანდსპოიტის ლულიდან გადმოფ-
რქვეული ნაკადი. ენსს არც კი უყურებს, მე მიყურებს, მერე –
ბიჭს, საბნის ქვეშ, თითქოს ადამიანის კი არა, წნელის კონაა.
„აბა, მისის ედ“, ვეუბნები, გოგო ისევ იქნევს მარაოს. „როგორ
ხარ, ჩემო დაო?“ თავი ბალიშზე უღონოდ უდევს, ბიჭს უყურებს.
„კარგი დრო კი ამოგირჩევია ამ მოსალოდნელ ქარიშხალში
ჩემს აქ ამოსაყვანად“. მერე ენსსა და ბიჭს გარეთ ვისტუმრებ. იგი
თვალს აყოლებს კარისკენ მიმავალ ბიჭს, არც კი განძრეულა,
მხოლოდ თვალებიღა ცოცხლობენ.

36 მკითხველთა ლიგა
როცა გარეთ გამოვდივარ, ბიჭი და ენსი წინკარში არიან. ბიჭი
კიბის საფეხურზე ზის, ენსი ბოძთან დგას. მაგრამ ბოძს არ ეყ-
რდნობა, ხელები ჩამოუშვია, გაბურძგნული თმა ყალყზე უდგას,
როგორც გაწუწულ მამალს, თავს აბრუნებს და ჩემკენ იყურება.
„უფრო ადრე რატომ არ დამიძახე?“ ვეკითხები.
„ხან ესაო, ხან ისაო“, ამბობს, „მე და ჩემს ბიჭებს ხან
მოსავალი გვქონდა ასაღები, ხან დიუი დელის ბრალი იყო,
თუმცა, არც ის აკლებს მოვლას, სხვებიც მოდიან და გვეუბნებიან
– დაგეხმარებითო, მაგრამ მე მაინც ვიფიქრე...“
„ფული ნუ შეგაწუხებს“, ვეუბნები. „გაგიგონია, გასამრჯელო-
ზე ვინმე შემეწუხებინოს?“
„განა ფული მენანება“, ამბობს ის, „მე არ მეგონა... წასვლას
აპირებს?.. არა?.."
კიბის ზედა საფეხურზე ის პატარა, მობუზული ბიჭი ზის, გო-
გირდისფერ შუქში უფრო მოცუცქნული ჩანს. ჩვენს მხარეს ერთი
უბედურება სჭირს; ბევრ სხვა სიდუხჭირესთან ერთად უამინდო-
ბაც დიდხანს გასტანს ხოლმე, აქ ყველაფერი ჩვენს მდინარეებსა
ჰგავს. ჩვენი მიწაც: ბნელი, მდორე, ძლიერი; კაცის ცხოვრებასაც
ის აყალიბებს და აძლევს თავის სახეს, თავისივე თავივით ულმო-
ბელსა და დამაფიქრებელს. „ასეც ვიცოდი“, ამბობს ენსი. „დღემ-
დე დარწმუნებული ვიყავი, ასე მოინდომა“.
„ასე უკეთესიცაა“, ვეუბნები. „თუ არაფერი აკავებს...“ ბიჭი ზე-
და საფეხურზე ზის, პატარა, უმოძრაო; გახუნებული პერანგი აც-
ვია, რომ გამოვედი, ჯერ მე ამომხედა, მერე – ენსს. ახლა აღარ
გვიყურებს, თავისთვის ზის.
„ჯერ არ გითქვამს?“, ეკითხება ენსი.
„რა უნდა მეთქვა?“ ვამბობ, „რა ეშმაკად უნდა მეთქვა?“
„ისეც გაიგებს. ცხადია, როგორც კი დაგინახავდა, ისედაც მიხ-
ვდებოდა, შენ სახეზე ამოიკითხავდა. თქმაც არ უნდა. ასე მოინ-
დომა“...
37 მკითხველთა ლიგა
კართან გოგო დგას და ეძახის: „მამა“. მე გოგოს შევხედე, მის
სახეს.
„ჩქარა, გაიქეცი“, ვამბობ მე,
როცა ოთახში შევდივართ, ედი კარისკენ იყურება. მე მიყუ-
რებს. მისი თვალები იმ ლამპარს ჰგავს, ზეთი რომ
გამოილევა და ჩაქრობამდე აპარპალდება ხოლმე. „თქვენი
წასვლა უნდა“, მეუბნება გოგო.
„რა არის, ედი“, ამბობს ენსი, „განა ამხელა გზა ჯეფერსონი-
დან აქამდე იმიტომ არ გამოიარა, რომ შენ მოგარჩინოს?“
ედი მიყურებს – მე ვგრძნობ მის მზერას. თითქოს ამ მზერით
მბურღავს. ადრეც მინახავს ქალის ასეთი მზერა. მინახავს, რო-
გორ აძევებენ ამ მზერით ოთახიდან ყველას, თანაგრძნობის ან
სიხარულის გამოსახატავად, ან დახმარების გასაწევად რომ მო-
სულან, სამაგიეროდ, მთელი ძალით ებღაუჭებიან ვიღაც უბად-
რუკ პირუტყვს, რომლისთვისაც თავად მხოლოდ საპალნის ცხე-
ნები არიან და მეტი არაფერი. აი, რას გულისხმობენ ისინი სიყვა-
რულში. მაგრამ მათიც ხომ უნდა გვესმოდეს; ეს არის სიამაყე, ეს
არის შმაგი სურვილი – დამალონ ჩვენი სულმდაბლური სიშიშ-
ვლე, რომელიც თან დაგვაქვს, რომელიც შეგვაქვს საოპერაციო
ოთახებში და მერე კვლავ მიწაში ჩაგვაქვს ჯიუტად და გაშმაგე-
ბით. მე ოთახიდან გამოვდივარ. წინკარს იქით კეშის ხერხი ფი-
ცარში ღრმად იჭრება. წუთიც არ არის გასული და ედი მას მკვეთ-
რი, ძლიერი ხმით ეძახის:
„კეშ“, ამბობს ის, „ეი, კეშ!“

38 მკითხველთა ლიგა
დარლი

მამა საწოლთან დგას. ვარდამანი მის ფეხს ამოფარებია და


იქიდან იჭყიტება, მრგვალი თავი აქვს, თვალებიც მრგვალი,
პირს კი თანდათან აღებს და ისიც თავისთავად უმრგვალდება.
დედა მამას უყურებს: მის დაჟინებულ, ავადმყოფობით დაღლილ
მზერაში მთელი მისი უიღბლო ცხოვრება ჩანს. „ჯუელი უნდა“, ამ-
ბობს დიუი დელი.
„იცი, ედი“, ამბობს მამა, „იმან და დარლმა ტვირთი უნდა გა-
დაიტანონ. მოვასწრებთო, იფიქრეს. იმის იმედი ჰქონდათ, რომ
შენ დაუცდიდი, თან სამ დოლარსაც იშოვიდნენ და...“ მამა ძირს
იხრება, ედის ხელზე ხელს ადებს, ედი ერთხანს შეჰყურებს, არც
საყვედურს გამოხატავს და არც სხვა რამ გრძნობას, მხოლოდ მი-
სი თვალები უსმენენ, სანამ ენსის ხმა საბოლოოდ შეწყდებოდეს.
ათი დღე გაუნძრევლად იწვა და ახლა თავს ძალას ატანს, რომ
წამოიწიოს. დიუი დელი იხრება და მის დაწვენას ცდილობს.
„დედი”, ეუბნება, „დედი“.
ის კი ფანჯარაში იყურება. კეშს უყურებს, მიმავალი დღის შუქ-
ზე ფიცართან რომ გულმოდგინედ დახრილა. როგორც ჩანს, მუ-
შაობას სიბნელეშიც აპირებს, თითქოს ხერხი გზას თვითონვე
ინათებდეს, თითქოს ხერხსა და ფიცარს ხმა აუწყვიათო.
„ეი, კეშ!“ ყვირის ის, მისი ხმა მკვეთრია, გამყინავი და სულაც
არ არის სუსტი, „ეი, კეშ“.
კეში ქვემოდან ამოხედავს მის გალეულ სახეს, რო მელიც შე-
ღამების შუქით დაბინდული ფანჯრის ჩარჩოშია მოქცეული. ასე-
თი სურათი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩაებეჭდა მეხსიერებაში.
ხერხს ძირს აგდებს. ედის დასანახად ფიცარს იღებს და მის უძრავ
სახეს შეჰყურებს ფანჯარაში. მერე მეორე ფიცარს მოათრევს და
საბოლოოდ ერთმანეთს ურგებს. მერე იმ ფიცრებზე ხელით უჩვე-
ნებს, ჯერ კიდევ მიწაზე რომ ყრია და თავისუფალი ხელით კი მო-
39 მკითხველთა ლიგა
მავალი კუბოს კონტურს ხაზავს ჰაერში; იმ დაბინდული ჩარჩო-
დან ედი კიდევ ერთხანს დაჰყურებს მას. მისი მზერა არც სამდუ-
რავს გამოხატავს და არც მოწონებას. მერე სახე უჩინარდება.
ისევ წვება, თავს ისე შეაბრუნებს, თითქოს მამას ვეღარც ამ-
ჩნევდეს. ვარდამანს უყურებს. მერე უცებ მის თვალებს სიცოც-
ხლე მოწყდება, წამით ორი ალი აკიაფდება, შემდეგ კი ისე ქრება,
თითქოს ვიღაცა დაიხარა, სული შეუბერა და ჩააქროო.
„დედი“, ეძახის დიუი დელი, „დედი“. ლოგინზე დახრილა, ხე-
ლები ოდნავ ზევით აუწევია, მარაოს კი ისევ იქნევს, როგორც
მთელი ათი დღე იქნევდა და მოთქმით იწყებს ტირილს. ოღონდ
უფრო გულმოდგინედ. ძლიერი, ახალგაზრდული, მღელვარე და
წმინდაა მისი ხმა, თითქოს თავისი ხმის ტემბრითა და სიძლიე-
რით თვითონვე ტკბებოდეს, მარაოს განუწყვეტლივ იქნევს ზევით
და ქვევით და მარაო დახუთულ ჰაერში შრიალებს. უცებ გოგო
ლოგინზე ეცემა, ედი ბანდრენს მუხლებზე ეხვევა, დაუოკებელი
ახალგაზრდული ენერგიით ანჯღრევს, მერე პირქვე ემხობა იმ
ერთი მუჭა დაშლილი ძვლების გროვაზე, ედი ბანდრენისაგან
რომ დარჩა; მთელი საწოლი ირყევა, ლეიბსა და ქვეშაგებს შარი-
შური გააქვთ, გოგოს კი ხელები ფართოდ გაუშლია, თუმცა ერთ
ხელში ჯერ კიდევ უჭირავს მარაო, რომელიც განნწირული ფარ-
თხალით ეხლება საბანს.
მამის ფეხს ამოფარებული ვარდამანი პირდაღებული იჭყიტე-
ბა, მთელი სახის ფერი ტუჩებში ჩაჰღვრია, თითქოს ტუჩები თვი-
თონვე დაეკბინოს, საკუთარი კბილები ჩაესოს საკუთარ სხეულ-
ში და თავისივე სისხლს დასწაფებოდეს. ბიჭი ნელ-ნელა შორდე-
ბა საწოლს, თვალები გაფართოებია, შეღამების ბინდში მისი გა-
ფითრებული სახე გაცრეცილ კედელზე აკრულ თეთრ ქაღალდს
ჰგავს, უკან-უკან იხევს და კარს უკან უჩინარდება.
მამა საწოლზე იხრება სიბნელეში. მისი მოკუზული სხეული
ბუმბულაფოფრილ ბუს ჰგავს, თავისი სიბრძნის წყალობით რომ
40 მკითხველთა ლიგა
მიხვედრილა, თუ რა არაფრის მომტან, უაზრო მწუხარებას უნდა
მისცეს თავი.
„ღმერთმა შეაჩვენოს ეს ბიჭები“, ამბობს ის.
ჯუელ, ვამბობ მე. დღე მდორედ და ნაცრისფრად მიიზლაზნე-
ბა, ნაცრისფერი ღრუბლის შუბები მზეს გადაეფარნენ. ასეთ წვი-
მაში ჯორებსაც კი ორთქლი ასდით, ყვითელ ტალახში ამოგან-
გლულან, გზის პირზე მიმავალს თხრილის კიდეზე ფეხი უსხლტე-
ბათ. დაფერდებულ, სისველით გაჟღენთილ და ტყვიასავით დამ-
ძიმებულ მორებს დაბინდული ყვითელი ფერი დასდებია და გატე-
ხილი ბორბლის მხარეს დაზნექილა. ბორბლის მორყეულ მანებს
და ჯუელის კოჭებს ყვითელი ღვარი ჩამოსდის, ვერ გაიგებ – წყა-
ლია თუ მიწა, იმასაც ვერ გაიგებ, ყვითელ გზას მიწა ფარავს თუ
წყალი, გორაკიდან ღვართქაფად ჩამოდის რაღაც მწვანე მასა,
რომელიც არც ცისაა და არც მიწისა.
ჯუელ, ვამბობ მე. კეში კართან მიდის, ხერხი უჭირავს. მამა სა-
წოლთან დგას, მოკუზული, მხარებჩამოყრილი, თავს შემოაბრუ-
ნებს, საცოდავი სახე აქვს, როცა თუთუნი ღრძილებთან მიაქვს,
ნიკაპი უცახცახებს.
„გათავდა”, ამბობს კეში.
„ღმერთმა მიიბარა მისი სული და დაგვტოვა“, ამბობს მამა. კე-
ში არ უყურებს მას, „რამდენ ხანში მორჩები?“ ეკითხება მამა, კე-
ში არ პასუხობს, ოთახში შემოდის, ხერხით ხელში. „მე მგონი,
ჯობს, საქმეს მიხედო", ამბობს მამა. „თავი არ დაზოგო, ბიჭები კი
ჯერ შორს არიან, მაგრამ..“ კეში დედას დაჰყურებს. მამას სულაც
არ უსმენს. საწოლთან ახლოს არ მიდის. შუა ოთახში ჩერდება,
ხერხი ფეხზე აქვს მიყუდებული. ოფლიან მკლავებზე ნახერხი აყ-
რია, მშვიდი სახე აქვს. „თუ ყველაფერი მზად გვექნება, ხვალ იქ-
ნებ ვინმე მოვიდეს და დაგვეხმაროს“, ამბობს მამა. „ვერნონიც
დაგვეხმარება“. კეში არ უსმენს. იგი დაჰყურებს ედის მშვიდ,
უმოძრაო სახეს, რომელსაც თანდათან ბინდი ეფინება, თითქოს
41 მკითხველთა ლიგა
სიბნელე უკანასკნელი საბინადროს წინამორბედი იყოს. ეჩვენე-
ბა, რომ სახე ტოვებს სხეულს და ტივტივს იწყებს მსუბუქად, რო-
გორც მჭკნარი ფოთლის ანარეკლი. „ამ ქვეყანაზე ქრისტიანს რა
გამოლევს, ხელს გაგვიმართავენ“, ამბობს მამა, კეში არ უსმენს,
ცოტა ხნის შემდეგ შებრუნდება, მამას არც შეხედავს, ისე გადის
ოთახიდან. მერე ისმის ხერხის ხმა, თითქოს ვიღაც ხვრინავდეს.
„ისინი ჭირში მხარში ამოგვიდგებიან“, ამბობს მამა. ხერხის ხმა
მტკიცეა, თვითდაჯერებული, აუჩქარებელი, მილეულ სინათლეს
ისე არხევს, რომ ხერხის ყოველ გასმაზე ედის სახე თითქმის ოდ-
ნავ იღვიძებს, თითქოს უსმენს ან ელის, თითქოს ხერხის ყოველ
გასმას ითვლის. მამა დაჰყურებს ედის სახეს, დიუი დელის ჩამოშ-
ლილ შავ თმას, მის გაშლილ მკლავებს, ერთ ხელში ჩაბღუჯულ
მარაოს, რომელიც ახლა უკვე უმოძრაოდ დევს გახუნებულ სა-
ბანზე.
„გირჩევნია, ვახშამს მიხედო“, ამბობს ის.
დიუი დელი არ ინძრევა.
„ადექი, ვახშამს მიხედე“, ამბობს მამა. „ღონე უნდა მოვიკრი-
ბოთ. ექიმ პიბოდისაც მოშივდებოდა, იმხელა გზა გამოიარა. კეშ-
მაც უნდა ჭამოს, ისე სამუშაოს თავს ვერ გაართმევს და დროზე
ვერ დაამთავრებს“.
დიუი დელი წამოდგება და ქანაობს. სახეს დაჰყურებს, თით-
ქოს დაბინდული ბრინჯაოსაგან იყოს ჩამოსხმული და ბალიშზე
იდოს. მხოლოდ ხელებს ეტყობათ სიცოცხლის ნიშანწყალი, თუმ-
ცა დამცხრალან, მაგრამ დაკრუნჩხულნი და დაკორძებულნი,
მთლიანად ვერ განთავისუფლებულან ჩვეული მოუსვენრობისა-
გან, დაქანცულობისაგან და მძიმე შრომით მიყენებული ტკივი-
ლისაგან, თითქოს ვერ დაუჯერებიათ, რომ დადგა მათი დასვენე-
ბის დრო, თითქოს კუშტი და ძუნწი სიფხიზლით დარაჯობენ იმ
არამყარ სიმშვიდეს, რომლის მარადიულობაც ეეჭვებათ.

42 მკითხველთა ლიგა
დიუი დელი იხრება, ხელებქვეშ ამოდებულ საბანს გამოაც-
ლის, ნიკაპამდე მიუტანს და საბნის ნაოჭებს ხელის გადასმით ას-
წორებს. მერე მამისკენ არც კი იყურება, ისე შემოუვლის საწოლს
და ოთახიდან გადის.
გარეთ, პიბოდისთან გავა. დადგება და ისე მიაშტერდება ზურ-
გზე, რომ პიბოდიმ იგრძნოს მზერა, შემობრუნდეს და უთხრას:
შენს ადგილას არ ვიდარდებდი, ედი მოხუცი იყო, ავადმყოფი,
ჩვენ რომ გვეგონა, იმაზე მეტად იტანჯეზოდა. ვერ გამობრუნდე-
ბოდა, ვარდამანიც წამოჩიტულია. შენ ახლა ყველას მიხედავ. მე,
ხომ ხედავ, ვცდილობ, დარდი გულთან არ მივიკარო. გირჩევნია
წახვიდე და ვახშამს მიხედო. ისე, ბევრი არაფერია საჭირო, მაგ-
რამ, ამათ ჭამა ხომ უნდათ. ახლა თვითონ შეხედავს პიბოდის და
ეტყვის: შენ რომ მოგენდომებინა, ბევრ რამეში დამეხმარებოდი.
რა თქმა უნდა, თუკი გეცოდინებოდა. მე – მე ვარ, შენ – კი შენ, მე
ეს ვიცი, შენ კი – არა; ისე კი, თუ მოინდომებდი, ბევრ რამეში და-
მეხმარებოდი. რომ შემეძლოს, გაგიმხელდი და მაშინ მხოლოდ
მე, შენ და დარლს გვეცოდინებოდა.
მამა საწოლთან გაუნძრევალდ დგას, მხრებჩამოყრილი, მო-
კუზული, მერე ხელი ზევით მიაქვს, თითებით თმას ისწორებს და
თან ხერხის ხმას უსმენს, მერე, ხან ხელისგულებს იწმენდს ბარ-
ძაყზე, ხან კი ხელის ზურგს და ედის სახეზე ეხება, მერე ამობურ-
ცულ საბანს, სადაც ედის ხელები უწყვია, დიუი დელივით ასწო-
რებს: ცდილობს, ნიკაპამდე მიუტანოს, მაგრამ არ გამოუდის, სა-
ბანი უფრო იჩეჩება და ისევ ცდილობს მის გასწორებას, მაგრამ
მისი მოუქნელი ხელები კლანჭებს უფრო ჰგვანან, მათი მოუხეშა-
ვი მოძრაობა ისევ ჩეჩავს საბანს; ბოლოს მოთმინება ელევა და
ხელებს უღონოდ დაუშვებს, ბარძაყზე ისვამს ხან ხელის ზურგს
და ხან ხელის გულს. ხერხის ხმა ჯიუტად შემოდის ოთახში, მამა
ამოიოხრებს და ხრინწი ამოყვება, მერე თუთუნი ღრძილებთან
დინჯად მიაქვს.
43 მკითხველთა ლიგა
„აღსრულდა ღვთის ნება“, ამბობს ის, „ახლა შემიძლია კბილე-
ბი ჩავისვა".
ჯუელს ქუდის ფარფლები მხრებამდე სცემს, ფარფლებიდან
წყალი მხარზე დაკიდებულ ტომარაზე წურწურით ჩამოდის, თვი-
თონ კი კოჭებამდეა ჩაფლული აქაფებულ თხრილში, ცდილობს
ღერძის ქვეშ საყრდენად ამოდებული მორით ამოათრიოს ურემი,
რომლის ორივე ბორბალი
სხლტება. ჯუელ, ვეუბნები, მოკვდა. ჯუელ, ედი ბანდრენი მოკ-
ვდა.

44 მკითხველთა ლიგა
ვარდამანი

მერე მე გავრბივარ. გავრბივარ სახლის უკანა კარამდე და იქ


ვჩერდები. მერე ტირილს ვიწყებ. მე ვხვდები, სად ეგდო თევზი,
მტვერში. იქ ახლა ნაჭერ-ნაჭერ არის დაკუწული და უკვე აღარ
არის თევზი, აღარც ხელებზე მაქვს სისხლი, აღარც ხალათზე. მა-
შინ კი ასე არ იყო, ეს მაშინ არ მომხდარა. ახლაც კი ჩემგან ისე
შორსაა, რომ ვერ დავეწევი.
ცხელ დღეებში ხეები გრილი მტვრით იგანგლებიან წიწილე-
ბივით. თუ წინკარიდან გადავხტი, სწორედ იმ ადგილას დავხტე-
ბი, სადაც თევზი ეგდო, ახლა რომ ნაჭერ-ნაჭერ არის დაკუწული
და უკვე აღარ არის თევზი; მესმის, როგორ ფუსფუსებენ ედის სა-
წოლთან, მისი სახეც მოჩანს, სხვებისაც, ვგრძნობ, როგორ ირყე-
ვა იატაკი, როცა ის დადის, აქ რომ ჩამოვიდა და ეს ყველაფერი
გააკეთა; ჩამოვიდა და ეს გააკეთა კიდეც. ედი კარგად იყო, მაგ-
რამ ის ჩამოვიდა და ეს გააკეთა.
„ეს გასიებული ძაღლის შვილი!“
წინკარიდან ვხტები და გავრბივარ.- თავლის სახურავი მწუხ-
რში ტივტივით ამოდის. თუ ავხტი, ჰაერში გაფრენასაც შევძლებ
იმ ვარდისფერი ლედივით, ცირკში რომ იყო, პირდაპირ ამ თბილ
სუნში, დაცდაც არ არის საჭირო. ჩემი ხელები ბუჩქებს ებღაუჭე-
ბიან, ფეხქვეშ ტალახიანი ქვები
მისხლტება და ქვევით მიცურავს. ისევ ვყნოსავ იმ თბილ სუნს,
თავლაში შევდივარ,
ვცდილობ მას მივეყუდო. ახლა შემიძლია ვიტირო და გული
მოვიოხო. რამდენიც უნდა, ყაროს ტლინკები, შემიძლია ვიტირო,
ვიტირო, ტირილსაც შეუძლია მატიროს
„იმან მოკლა, იმან მოკლა“.
მის კანქვეშ სიცოცხლე ჩქეფს, სწორედ ჩემი ხელის ქვეშ,
ჩქეფს დაწინწკლულ კანქვეშ, სუნი ცხვირში მიღიტინებს, გულზე
45 მკითხველთა ლიგა
რაღაც მაწვება, ტირილით ამოვანთხევ და შვებას ვგრძნობ. ისე
კი, ძალიან ხმამაღლა გამომდის ტირილი; ვგრძნობ, როგორ
ჩქეფს სიცოცხლე ჩემს ხელებქვეშ, როგორ გადადის ჩემს მკლა-
ვებში; ახლა შემიძლია თავლიდან გავიდე.
ვერ ვპოულობ, სიბნელეში, მტვერში, კედელ-კედელ მივდი-
ვარ, .ვერ ვპოულობ, ძალიან ხმამაღლა გამომდის ტირილი. ნე-
ტავ, ასე ხმამაღლა მაინც არ ვტიროდე. ბოლოს ვპოულობ ფარ-
დულში, მტვერში, ეზოს გადავჭრი და გზაზე სირბილით გამოვდი-
ვარ, მხარზე ჯოხგადადებული.
როდესაც მათკენ გავრბივარ, თვალს არ მაშორებენ, უკან-
უკან იხევენ, თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებენ, ფრუტუნებენ, აღ-
ვირს ექაჩებიან. ვურტყამ. მესმის, ჯოხი როგორ ეცემა ხან მათ
თავზე, ხან ხის უღელზე, მხოლოდ მაშინ ასცდებათ ხოლმე, როცა
განზე გახტებიან, მაგრამ ამით მაინც ვიოხებ გულს.
„თქვენ მოკალით დედაჩემი!“
ჯოხი ტყდება, უკან იხევენ, ფრუტუნებენ, ფლოქვებს მძლავ-
რად ურტყამენ მიწას, დარტყმის ხმა გრგვინვასავით ისმის, რად-
გან წვიმას აპირებს და ჰაერიც უფრო დაწმენდილია. თუმცა წვი-
მამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ისინი ყალყზე დგებიან და აღვირს
ექაჩებიან. ჯოხი ჯერ კიდევ საკმაოდ გრძელია. მე აქეთ-იქეთ ვაწ-
ყდები და თან ვურტყამ.
„თქვენ მოკალით დედაჩემი“.
გამეტებით ვურტყამ და ვურტყამ, ისინი კი ერთ ადგილზე ტრი-
ალებენ, ორ ბორბალზე შემდგარი ეტლიც ერთსა და იმავე ად-
გილზე ტრიალებს, გეგონებათ, მიწაზე მიაჭედეს, ცხენებიც თით-
ქოს უკანა ფეხებით მბრუნავ ღერძზე მიუბამთო.
მტვერში მივრბივარ. ვერაფერს ვხედავ მტვრის ბუღში, ორ
ბორბალზე შემდგარი ეტლიც არ ჩანს. ვურტყამ. ჯოხი მიწაზე ეცე-
მა, განზე სხლტება, ბუქს აყენებს, მერე ისევ ჰაერში ადის, მტვრის
ისეთი ბუღი დგება, რომ თავდაღმართში მიმავალი მანქანაც ვერ
46 მკითხველთა ლიგა
დააყენებდა. ახლა შემიძლია ვიტირო, ჯოხზე თვალგაშტერე-
ბულმა. ჯოხი ხელში შემომატყდა და ზუსტად ბუხარში შესაგდები
შეშის ნაჭრის ხელაა, მანამდე კი კარგა გრძელი ჯოხი იყო. ხელ–
ში შერჩენილს განზე ვისვრი და უკვე შემიძლია ვიტირო, თუმცა
ახლა უფრო ჩუმად ვტირი.
ძროხა გომურთან დგას, იცოხნება. როცა ხედავს, რომ სად-
გომში შევდივარ, ბღავის, პირი მწვანე ნაცოხნით აქვს ამოვსებუ-
ლი, ენას ათხლაპუნებს.
„შენს მოწველას სულაც არ ვაპირებ, იმათთვის თითსაც არ გა-
ვანძრევ“.
ვგრძნობ, მე რომ ჩავივლი, როგორ ტრიალდება, მეც ვტრი-
ალდები და ჩემს ზურგს უკან რბილ, ცხელ, გამაღიზანებელ სუნ-
თქვას ვგრძნობ.
„ხომ გითხარი, არ მოგწველი-მეთქი?“
ზედ მეჯახება ქშენით, ყრუდ ზმუის, პირი მოკუმული აქვს, ხე-
ლის კვრით ვიშორებ და ჯუელივით ვილანძღები.
„ახლავე გამეცალე”.
ვიხრები, ხელს მიწას ვახებ, მერე მთელი ძალით ზედ ვახტები,
განზე ხტება, ერთ ადგილზე ტრიალებს, მერე ჩერდება და მიყუ-
რებს. ზმუის, მერე ბილიკისკენ მიდის, იქ ჩერდება, ბილიკს გას-
ცქერის.
თავლაში ბნელა. თბილა, მძიმე სუნი და სიჩუმეა, შემიძლია
ჩუმად ვიტირო და თან გორაკის წვერს ვუყურო.
კეში გორაკს უახლოვდება, კოჭლობს, ის ხომ ერთხელ ეკლე-
სიიდან ჩამოვარდა. ხან ქვევით, წყაროსკენ იყურება, ხან ზევით,
გზისკენ. მერე მზერა თავლაზე გადმოაქვს. ცალი ფეხი გაშეშებუ-
ლი აქვს და ისე ამოდის ბილიკზე, გატეხილ ხის უღელს ამჩნევს.
გზა მტვრითაა დაფარული, მტვერი გზას შორს მისდევს, ზემოთ.
„ალბათ ტალის სახლს უკვე გაცილებული იქნებიან. მე ასე
მგონია".
47 მკითხველთა ლიგა
კეში უხვევს და კოჭლობით ბილიკს ზევით მისდევს.
„ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი. ხომ ვაჩვენე სეირი. ეშმაკმა წა-
იღოს მაგისი თავი!“
ახლა აღარ ვტირი. არაფერს ვაკეთებ. დიუი დელი უახლოვდე-
ბა გორაკს და მეძახის: „ვარდამან“, აღარაფერს ვაკეთებ. მშვი-
დად ვარ. „ეი, ვარდამან“. ახლა შემიძლია ჩუმად ვიტირო,
ვგრძნობ, როგორ ჩამომდის ცრემლები და ყურს ვუგდებ მათ.
„მაშინ ასე არ იყო. ეს მაშინ კი არ მომხდარა. აი, აქ ეგდო მი-
წაზე, ახლა კი, დიუი დელი შეწვას უპირებს“. ბნელა. ვუსმენ ტყისა
და სიჩუმის ხმას; ორივეს ვიც ნობ. მაგრამ ეს ხმები არ არის ცოც-
ხალი, ეს არც ცხენია. თითქოს წყვდიადმა დაშალა, დააშორიშო-
რა და მიმოაბნია. ფრუტუნი, ფლოქვების ცემა, გაგრილებული
სხეულის სუნი, ფსიტიანი ბალანი, ილუზია ერთი მთლიანისა, ამ-
ლაყიან ტყავქვეშ ძლიერ ჩონჩხში მოქცეული. ყველაფერი ნაც-
ნობი, მაგრამ იდუმალი და შორეული, არსი ჩემი არსისგან გან-
სხვავებული: ვხედავ, ერთმანეთში როგორ ირევა ფეხები, ალმა-
ცერად მომზირალი თვალი, ცეცხლის ცივ ენებად მოლაპლაპე
ლაქები – როგორ ირევა, ტივტივებს, წყვდიადში უჩინარდება:
ყველაფერი და ამავე დროს არაფერი. რაღაც, მაგრამ მაინც არა-
ფერი. ვხედავ და მესმის მისი, ვეფერები, ვეალერსები მის მკვრივ
ნაკვეთებს, – ქაჩაჩს, ბარძაყებს, ბეჭებსა და თავს, სუნსა და ხმას.
მე არ მეშინია.
„შეწვეს და შეჭამეს. შეწვეს და შეჭამეს“.

48 მკითხველთა ლიგა
დიუი დელი

თუ მოინდომებდა, ბევრ რამეში დამეხმარებოდა, ყველაფერ-


ში დამეხმარებოდა. ახლა კი მთელი სამყარო თითქმის ნაწლავე-
ბით გამოტენილ ჩემს ფაშვშია მოქცეული, ისე რომ, საკვირვე-
ლია, სხვა რამ, რაც ასე მნიშვნელოვანია, კიდევ როგორ ეტევა.
ის დიდი ფაშვია, მე კი პატარა და, თუკი იმ დიდ ფაშვში იმისთვი-
საც არ რჩება ადგილი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პატარა ფაშ-
ვში როგორღა დარჩება, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ჩემშია, რადგან
ღმერთი ქალს ნიშანს აძლევს, როცა რაიმე ცუდი ხდება.
სულ ჩემი მარტოობის ბრალია. მარტოობას რომ არა
ვგრძნობდე, სულ სხვანაირად იქნებოდა, მაშინ არც მარტო ვიქ-
ნებოდი. მაგრამ მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ჩემს ამბავს ყვე-
ლა გაიგებდა. თუ მოინდომებდა, ბევრ რამეში დამეხმარებოდა
და მაშინ მარტოც აღარ ვიქნებოდი. მაშინ მარტოობაც ვერაფერს
დამაკლებდა.
ჯობდა, ჩემსა და ლეიფს შორის ჩამდგარიყო, როგორც დარ-
ლი ჩადგა ჩემსა და ლეიფს შორის, იმიტომ, რომ ლეიფიც მარტოა
და ის – ლეიფია, მე კი – დიუი დელი, და როცა დედა გარდაიცვა-
ლა, ლეიფი და დარლი კი არა, საკუთარი თავი დამავიწყდა, ახლა
კი უნდა ვიდარდო, იმიტომ, რომ იმან არც კი იცის, როგორ და-
მეხმარებოდა, არც კი იცის.
უკანა კარიდან ფარდულს ვერ ვხედავ, იქიდან კეშის ხერხის
ხმა აღწევს, თითქოს სახლთან, წინ და უკან ძაღლი დაძუნძულებ-
დეს, ყველა კართან მიდიოდეს, იქნებ რომელიმე გამიღონ და შიგ
შევიდეო. მან მითხრა, შენზე უფრო მე ვდარდობო, მე კი ვუთხა-
რი, შენ დარდი არ იცის-მეთქი; არ შემიძლია ვიდარდო. ვცდი-
ლობ, მაგრამ ერთ რამეზე დიდხანს ვერ ვფიქრობ და როგორ ვი-
დარდო.

49 მკითხველთა ლიგა
სამზარეულოში ლამპას ვანთებ. უსწორმასწორო ნაჭრებად
დაჭრილი თევზი ტაფაზე ნელ–ნელა იწრიტება სისხლისაგან, ტა-
ფას სასწრაფოდ ვდებ კარადაში, თან ვაყურადებ და ჰოლიდან
ხმები მესმის. ათი დღის განმავლობაში ამოსდიოდა სული, იქნებ
არც კი იცის, რომ სული უკვე ამოუვიდა. კეში რომ არა, იქნებ არც
მომკვდარიყო. ან ჯუელი რომ არა; კარადიდან მწვანილით სავსე
ლანგარს, ცივი ღუმლიდან კი ერთ თავ პურს ვიღებ და ვჩერდები,
კარს ვაყურადებ.
„ვარდამანი სად არის?“ კითხულობს კეში, ლამპის შუქზე ნა-
ხერხიანი მკლავები ქვიშაში ამოგანგლულს უგავს.
„არ ვიცი, არ მინახავს".
„პიბოდს ჯორები გაექცნენ. იქნებ ვარდამანი იპოვო. ის ცხე-
ნიც მარტო იმას დაუჯერებს“.
„კარგი, დაუძახე, მოვიდნენ და ივახშმონ".
ფარდულს ვერ ვხედავ. ვუთხარი, დარდი არ ვიცი-მეთქი. არც
ტირილი ვიცი, ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ცოტა ხსნის შემ-
დეგ ისევ მესმის კეშის ხერხის ხმა. თითქოს მიწას მოყვებოდეს
მტვრიან სიბნელეში, მერე კეშსაც ვხედავ, აღმა-დაღმა რომ და-
დის ფიცართან.
„მოდით, ივახშმეთ“, ვამბობ მე, „იმასაც დაუძახე“. თუ მოინ-
დომებდა, ყველაფერში დამეხმარებოდა, მაგრამ იმან არაფერი
იცის, იმას თავისი ფაშვის დარდი აქვს, მე – ჩემი. ლეიფს კი ჩემი
ფაშვის დარდი აქვს.
აი, ასეა. ვერ გამიგია, რატომ ქალაქში არ დარჩა. ჩვენთან,
სოფლელებთან ყოფნას ქალაქელებთან ყოფნა ერჩივნა. ვერ გა-
მიგია, რატომ იქ არ დარჩა. ახლა უკვე ვხედავ ფარდულის სახუ-
რავს. ბილიკზე ძროხა დგას. ბღავის, უკან ვბრუნდები, კეში უკვე
წასულა.
დო შემომაქვს. მამა, კეში და ის მაგიდას უსხედან.

50 მკითხველთა ლიგა
„დაიკო, ბიჭმა რომ დიდი თავზი დაიჭირა, სად არის?“ ამბობს
ის.
დოს მაგიდაზე ვდგამ. „დრო არ მქონდა, რომ მომემზადები-
ნა“.
„ჩემი აგებულების კაცისთვის უბრალო თალგამი ლა მწვანი-
ლი ზედგამოჭრილი საჭმელია“, ამბობს ის, კეში ჭამს შუბლზე
ოფლიანი ქუდის ნაჭდევი ატყვია. პერანგი ალაგ-ალაგ სველი
აქვს ოფლით. ხელები და მკლავები არ დაუბანია.
„დრო უნდა მოგეძებნა“, ამბობს მამა, „ვარდამანი სად არის“?
კარისკენ მივდივარ. „ვერ ვიპოვე“.
„კარგი, დაიკო“, ამბობს ის, „თევზის დარდი ნუ გექნება. არა
მგონია, გაფუჭდეს. მოდი, დაჯექი“.
„სულაც არ ვდარდობ“, ვამბობ მე, „სანამ წვიმა წამოვა, ძროხა
მინდა მოვწველო“.
მამამ საჭმელი გადაიღო და თეფში მიიწია, მაგრამ ჭამას არ
შესდგომია, ხელები თეფშის გარშემო შემოუწყვია, თავი ოდნავ
დაუხრია, ლამპის შუქზე აბურძგნული თმა თითქოს ყალყზე უდ-
გას. იმ მოზვერს ჰგავს, თავში რომ ჩაქუჩი ჩაარტყეს და ცოცხალი
აღარ არის, მაგრამ ჯერ არც ის იცის, რომ მკვდარია.
კეში ჭამს და ისიც ჭამს. „გირჩევნია, ცოტა რამე შეჭამო“, ამ-
ბობს ის. მამას უყურებს. „მე და კეშს მოგვბაძე. შენ რომ არა მა-
მო, არ იქნება“.
„ეეჰ“, ამბობს მამა. დგება, ისევ იმ მოზვერს ჰგავს, მაგრამ ახ-
ლა თითქოს მუხლამდე ტბორშია ჩაფლული, „ის ჩემთვის თევზს
არ დაინანებდა“.
როცა სახლს მოვეფარები, ფეხს ვუჩქარებ. კლდის ძირას
ძროხა ბღავის. დრუნჩით მეხახუნება, მყნოსავს, მისი სუნთქვის
ტკბილი, ცხელი ნაკადი კაბაში იჭრება, ჩემს ცხელ სიშიშვლეს
ედება, ზმუის. „ცოტა ხანს უნდა მოიცადო. მერე კი მოგხედავ“.
უკან მომდევს, გომურში კასრს ვიღებ და ძირს ვდგამ. ცხვირს
51 მკითხველთა ლიგა
კასრში ყოფს ქშენით, ზმუის. „ხომ გითხარი, ცოტა ხანს უნდა მა-
ცადო-მეთქი. შენთვის არა მცალია, რომელი ერთი გავაკეთო“.
გომურში ბნელა. გვერდს ვუვლი, ის კი ჩლიქს კედელს ურტყამს.
არ ვჩერდები, გატეხილი ჯოხი ფეხებში მებლანდება, ახლა გო-
მურს ვხედავ, ისევ ისე ვგრძნობ, როგორ მეფინება სახეზე ჰაერი,
ნელი, მკრთალი, მიმქრალი სიბნელე. აქა-იქ ერთად შექუჩებუ-
ლი ნაძვები ფარავენ ფერდობს, იდუმალ ნი და რაღაცის მომლო-
დინენი.
კართან ძროხის ჩრდილი დრუნჩს ყოფს კასრის ჩრთილში, შე-
მომჩივის.
სადგომს გვერდს ვუვლი. თითქმის გავცდი კიდე(. ისე დიდ-
ხანს ვაყურადებ, რომ ამ ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი სიტ-
ყვებით შეიძლება გამოიხატოს, ხოლო . სულის ის ნაწილი, რო-
მელიც ყურს უგდებს, შიშობს, რომ ამის გამოსახატავად დრო არ
ეყოფა. მე ვგრძნობ, ჩემს სხეულს მარტოობაში ჩემი ძვალ-რბი-
ლი ერთმანეთს სცილდება, მარტოობიდან არამარტოობაში გა-
დასვლა აუტანელია. ლეით, ლეიფ, ლეიფ, ლეიფ, ლეიფ. ოდნავ
წინ ვიხრები და მერე უმიზნოდ გავრბივარ. მე ვგრძნობ სიბნე-
ლეს, რომელიც მკერდზე მაწყდება და აწყდება ძროხას. ამ სიბნე-
ლეს ზედ გეჯახები, მაგრამ ძროხა მაჩერებს, სიბნელე ისევ მაწ-
ყდება და მავსებს მისგან მონაბერი ტკბილი სუნთქვითა და ჩივი-
ლით, რომელიც ტყის სუნითა და სიჩუმით არის გაჟღენთილი.
„ვარდამან. ეი, ვარდამან“.
ვარდამანი გომურიდან გამოდის. „შე საძაგელო, პატარა ჩუმ-
ჩუმელავ! შე საძაგელო, პატარა ჩუმჩუმალავ!“
ის არ მეურჩება; სიბნელის უკანასკნელი ტალღა გვანყდება და
შხუილით მიჰქრის, „რა გინდა? მე არაფერი მიქნია“.
„შე საძაგელო, პატარა ჩუმჩუმელავ“, ორივე ხელით, რაც ძა-
ლი და ღონე მაქვს ვანჯღრევ, ალბათ, ვეღარ შევძლებდი და ხე-

52 მკითხველთა ლიგა
ლებს ვეღარც გავაჩერებდი. მეც არ მეგონა, თუ ასეთი ძალა
მქონდა ხელებში – ჩემი ხელები მეც მანჯღრევენ და იმასაც.
„მე არაფერი მიქნია“, ამბობს ის, „ხელიც არ მიხლია მათ-
თვის“.
ახლა უკვე აღარ ვანჯღრევ, მაგრამ ბიჭი მაინც მიჭირავს.
„აქ რას აკეთებ? რატომ არ მიპასუხე, როცა დაგიძახე?“
„მე არაფერი მიქნია“.
„ახლავე წადი სახლში და ივახშმე".
უკან იწევს. მე ხელს არ ვუშვებ. „ახლავე წადი აქედან. მარტო
დამტოვე“.
„შენ აქ რას აკეთებ? ჩემს სათვალთვალოდ მოხვედი?“
„არა, არც მიფიქრია. ახლა წადი. მე არც ვიცოდი, რომ აქ იყა-
ვი. მარტო დამტოვე“.
ხელს არ ვუშვებ, ვიღუნები, რომ მისი სახე დავინახო, თვალს
არ ვაცილებ, ვაკვირდები, სადაცაა იტირებს. „ახლა წადი. ვახშა-
მი მოვამზადე, მოვწველი თუ არა, მოვალ. წადი-მეთქი, სანამ ყვე-
ლაფერი არ შეუჭამია. ჯორები ალბათ პირდაპირ ჯეფერსონისკენ
გაიქცეოდნენ".
„იმან მოკლა“, ამბობს და ტირილს იწყებს.
„გაჩუმდი“.
„მისთვის არაფერი დაუშავებია. ის კი ჩამოვიდა და მოკლა“.
„გაჩუმდი, ცდილობს ხელიდან გამისხლტეს. მე კი ხელს არ
ვუშვებ. „გაჩუმდი“.
„იმან მოკლა“. ძროხა ზურგს უკან გვიახლოვდება. შემოგვჩი-
ვის. მე ისევ ვანჯღრევ ბიჭს.
„ახლავე გაჩუმდი, ამ წუთშივე, იმდენს იზამ, რომ ავად გახდე-
ბი და ქალაქში ვეღარ წამოხვალ. წადი სახლში და ივახშმე!“
„არ მინდა თქვენი ვახშამი. არც ქალაქში მინდა წამოსვლა .

53 მკითხველთა ლიგა
„არ გინდა და არც წაგიყვანთ. თუ ცუდად მოიქცევი, არ წაგიყ-
ვანთ. ახლა წადი, ვიდრე იმ ბებერმა ბალახიჭამიამ მუცელი არ
ამოიყორა და შენი წილი არ შეჭამა".
ის მიდის, თანდათან გორაკს ეფარება. მთის თხემი, ხეები,
სახლის სახურავი უფრო მეტად იკვეთება ცის კიდეზე. ძროხა
დრუნჩით მეხახუნება, ზმუის. „უნდა მოიცადო. თუმცა, შენც ჩემ-
სავით ქალი ხარ, მაგრამ, მე რაც მაწუხებს, იმასთან შენი წუხილი
არაფერია“. უკან მომდევს, ზმუის, შემდეგ, უსიცოცხლო, ცხელი,
გამჭვირვალე ჰაერი კვლავ მეფინება სახეზე. თუ მოინდომებდა,
ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მან არ იცის, რომ სცოდნოდა,
ყველაფერში დამეხმარებოდა. ძროხის სუნთქვას ვგრძნობდი
თეძოებზე, ზურგზე, მის თბილ, ძლიერ, საყვედურით სავსე სუნ-
თქვას. ცა ჩამოწოლილა ფერდობზე, იდუმალად შეჯგუფებულ ხე-
ებზე. გორაკს იქით ელვა ამოენთება და ქრება. უსიცოცხლო ჰა-
ერი უსიცოცხლო დედამიწას უსიცოცხლო სიბნელეში ახვევს, ამ
უსიცოცხლო მიწის იქით თვალი ვეღარ სწვდება, ეს უსიცოცხლო,
თბილი სიბნელე ზედ მაწვება, ტანსაცმელში იჭრება და შიშველ
სხეულამდე აღწევს. ვუთხარი, შენ არც კი იცი, დარდი რა არის-
მეთქი. არც მე ვიცი, რა არის, არც ის ვიცი, ვდარდობ თუ არა. შე-
მიძლია თუ არა დარდი. ისიც არ ვიცი, ტირილი თუ შემიძლია.
არც ის ვიცი, მიცდია თუ არა ტირილი. მე თითქოს სველი თესლი
ვიყო და ცხელი, უსინათლო მიწა მენატრებოდეს.

54 მკითხველთა ლიგა
ვარდამანი

როგორც კი მის შეკვრას დაამთავრებენ, მაშინვე შიგ ჩაწვენას


დაუპირებენ, მე კი ვერაფერს ვეკითხები. ვხედავ, როგორ სცილ-
დება მიწას სიბნელე, ტრიალ-ტრიალით ადის და ვამბობ: „შიგ უნ-
და ჩააწვინო და ჩალურსმო ხომ?! კეშ?! კეშ?! კეშ?!“ გომურში ჩა-
ვიკეტე, ახალი კარი ჩემთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა, გამოიკეტა.
გომურში კი ისეთი თაგვის სუნი ტრიალებდა, რომ სული შემეხუ-
თა, მე ვთქვი; „შიგ უნდა ჩააწვინო და ჩალუსმო, კეშ? უნდა ჩა-
ლუსმო? ჩალუსმო?“
მამა აქეთ-იქით დადის. მისი ჩრდილიც აქეთ-იქით დადის კეშ-
ზე, ხერხზე, ფიცარზე, რომელსაც ნახერხი სისხლივით სდის.
დიუი დელმა თქვა: ბანანებს ვიყიდითო. მატარებელი შუშის
ვიტრინაში, წითელ ლიანდაგებზეა. როცა მატარებელი მიდის,
ლიანდაგი პრიალებს. მამამ თქვა: ფქვილი, შაქარი და ყავა ძვი-
რიაო. ძვირია, იმიტომ რომ მე სოფლელი ბიჭი ვარ, ისინი კი ქა-
ლაქელები არიან. ველოსიპედები. რატომ უნდა იყოს ძვირი
ფქვილი, შაქარი და ყავა სოფლელი ბიჭებისთვის? „განა ბანანე-
ბი არ ჯობს?!“ ბანანები აღარ არის, შეუჭამიათ. აღარ არის. როცა
მატარებელი მიდის, ლიანდაგი პრიალებს. „რატომ ქალაქელი
ბიჭი არა ვარ, მამა?“ მე ვამბობ, ღმერთმა შემქმნა-მეთქი. მე ხომ
ღმერთისათვის არ მითქვამს, სოფლელ ბიჭად გამაჩინე-მეთქი.
თუ მას მატარებლის შექმნა შეუძლია, რატომ არ შეუძლია ყველა
ქალაქელად გააჩინოს? ფქვილის, შაქრისა და ყავის გამო? „განა
ბანანები არ ჯობს?“
მამა აქეთ-იქით დადის, ჩრდილიც აქეთ-იქით დადის.
ის ედი არ იყო. მე ხომ იქ ვიყავი და ვუყურებდი. მე დავინახე,
მეგონა, ის იყო, მაგრამ ის არ ყოფილა. ის დედაჩემი არ იყო. დე-
და სხვაგან წავიდა, ვიღაცა სხვა ჩაწვა მის საწოლში და საბანი წა-
იფარა. „ნუთუ ქალაქში წავიდა! „ჩვენს ქალაქზე უფრო შორს წა-
55 მკითხველთა ლიგა
ვიდა? ყველა ბაჭია და ოპოსუმი ჩვენს ქალაქზე უფრო შორს არის
წასული?" ღმერთმა შექმნა ბაჭიებიც და ოპოსუმებიც. მატარებე-
ლიც მან შექმნა. და რატომ უნდა შექმნას სხვაგან წასასვლელი
ადგილი, თუკი ედიც ბაჭიაა.
მამა აქეთ-იქით დადის, ჩრდილიც დადის. ხერხის ხმა ხვრინ-
ვასავით ისმის.
და კეშმა რატომ უნდა ჩალუსმნოს ის ყუთი. ედი არ არის ბაჭია,
და თუ ის ბაჭია არ არის, მე გავიგუდებოდი გომურში, კეშს კი უნ-
და, რომ ყუთი ჩალუსმოს. თუ ის ამის ნებას დართავს, მაშინ ის
ედი არ არის. მე ვიცი, მე იქ ვიყავი. მე დავინახე, რომ ის ედი არ
იყო. ისინი კი ფიქრობენ, რომ ედია და კეში მის ჩალურსმნვას
აპირებს.
ეს ედი არ არის, იმიტომ, რომ ის პირდაპირ ტალახში ეგდო,
ახლა კი დაჭრილია, მე დავჭერი. ახლა სამზარეულოშია და ტა-
ფაზე სისხლისგან იწრიტება, ელოდება, რომ შეწვან და შეჭამონ.
მაშინ ასე არ იყო და, ედი იყო, ახლა ასეა და, ედი აღარ არის,
ხვალ შეწვავენ, შეჭამენ და ის გადაიქცევა ვარდამანად, მამად,
კეშად და დიუი დელად, მაშინ კუბოში არაფერი აღარ იქნება და
ის სუნთქვას შეძლებს. სწორედ იქ იწვა, მიწაზე, მე შემიძლია ვერ-
ნონი მოვიყვანო, ის იქ იყო, და ნახა თევზი, ჩვენ ორთავესაც ასე-
ვე დაგვემართება და მერე უკვე აღარაფერი იქნება.

56 მკითხველთა ლიგა
ტალი

შუაღამე ახლოვდებოდა, მან რომ გაგვაღვიძა. უკვე წვიმდა


კიდეც. ავის მომასწავებელი ღამე იყო, ჭექდა და ელავდა. ასეთ
წვიმიან ღამეში ადამიანი ყველაფერს უნდა მოელოდეს, სანამ სა-
ქონელს თივას დაუყრის, შინ მივა, ივახშმებს და დაწვება. პიბო-
დის გაოფლიანებული ჯორები როცა დაბრუნდნენ, მოსართავები
რომ დასწყვეტოდათ და საკისრელი ფეხებში დასთრევდათ, კო-
რამ მაშინვე თქვა: „ედი ბანდრენი მომკვდარა”.
„პიბოდჯს შეეძლო რამდენიმე მეზობელთან მაინც შეევლო“,
ვეუბნები, „საიდან იცი, რომ ჯორები მაინცდამაინც მისია?“
„როგორ თუ არ ვიცი?“ ამბობს ის, „წადი და შეაბი“,.
„რად უნდა შევაბა“, ვეუბნები, „თუ მოკვდა, დილამდე რაღას
ვუშველით! ავდარს აპირებს".
”მე ვიცი რაც მევალება"” ამბობს ის, ”ახლავე წადი და შეაბი“.
ამის გაკეთება სულაც არ მეხალისება. „რომ ვჭირდებოდეთ,
ვინმეს გამოაგზავნიდნენ. ჯერ ისიც კი არ იცი, მოკვდა თუ არა“.
„ნუთუ ვერა სცნობ, რომ პიბოდის ჯორებია? ახლა იქნებ ისიც
მითხრა, არ არიანო? მიდი, შეაბი“. მაგრამ მე წასვლა არ მინდა.
უკეთესია მოვიცადოთ, რომ ვჭირდებოდეთ, ვინმეს გამოაგზავ-
ნიდნენ. მე ასე მგონია. „ეს ჩემი ქრისტიანული მოვალეობაა“, ამ-
ბობს კორა, „ქრისტიანული მოვალეობა რომ შევასრულო, ნუთუ
შენ ხელს შემიშლი?“
„რახან არ იშლი, თუ გინდა ხვალაც იქ იყავი მთელი დღე", ვე-
უბნები მე.
ასე რომ, კორამ გამაღვიძა და წვიმამაც დასცხო. კაკუნი არც
მერე შეწყვეტილა, როცა კართან ფანრით მივედი, შუქი ისე ირეკ-
ლებოდა შუშაში, რომ შეეძლო დავენახე; კარს როცა მივადექი,
ხმადაბალი, მაგრამ დაჟინებული კაკუნი მომესმა, თითქოს ადა-
მიანმა რომ დაიძინა, ძილში თითებს ათამაშებდაო. კარი გავაღე
57 მკითხველთა ლიგა
და მაშინღა შევნიშნე, რომ თითებს კარის ქვედა ფიცარზე აკაკუ-
ნებდა. თუმცა, კარის გაღების შემდეგაც ვერაფერი დავინახე. ფა-
ნარი ავნწიე, ფანარზე წვიმა ზოლებად აციმციმდა, კორამ დე-
რეფნიდან გამომძახა:
„ვინ არის, ვერნონია?" მაგრამ, სანამ ფანარი ძირს არ დავწიე
და არ მიმოვიხედე, ვერაფერი დავინახე.
წყლიდან ახლად ამოთრეულ ლეკვს ჰგავდა. ხალათი
ეცვა, მაგრამ ქუდი არ ეხურა, ტალახში იყო ამოგანგლული.
ოთხი მილის გავლა ხუმრობაა?! „ღმერთმა კი დამწყველოს“, ვამ-
ბობ მე. „ვინ არის, ვერნონია?“ ამბობს კორა. მან ამომხედა, თვა-
ლები დამრგვალებოდა და შავი გუგები ისე გადიდებოდა, რო-
გორც ბუს, რომელსაც თვალებში მიანათეს. „გახსოვთ, ის თევ-
ზი?“ ამბობს ის. „სახლში შემოდი“, ვეუბნები, „რა მოხდა? დედა...“
„ვერნონ“, ამბობს კორა.
სიბნელეში ნახევრად კარისკენ შებრუნებული იდგა. წვიმა ფა-
რანზე შიშინებდა, ვშიშობდი, შეიძლება ყოველ წუთში გასკდეს-
მეთქი. „თქვენ ხომ იქ იყავით”, ამბობს ის, „თქვენ ხომ ნახეთ”.
მერე კორა კართან მოდის, „შემოდი, შემოდი, ნუ სველდები“,
ამბობს ის, თან ოთახისკენ ეწევა, ის კი მე მიყურებს. სწორედ რომ
წყლიდან ახლად ამოთრეულ ლეკვსა ჰგავს. „ხომ გეუბნებოდი“,
ამბობს კორა, „ხომ გეუბნებოდი, რომ წუთი-წუთზე მოხდება-მეთ-
ქი. აბა, წადი და შეაბი“.
„ეგ ხომ არ უთქვამს“, ვეუბნები მე.
ისევ შემომყურებს. იატაკზე წყალი წურწურით ჩამოდის. „ხა-
ლიჩა სველდება“, ამბობს კორა, „წადი, შეაბი, მანამდე სამზა-
რეულოში გავიყვან“.
მაგრამ ბიჭმა განზე გაიწია, წყალი წურწურით ჩამოსდიოდა,
გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა, „თქვენ ხომ იქ იყა-
ვით. თქვენ ხომ ნახეთ, რომ ის იქ ეგდო. კეშს უნდა, რომ ლურ-
სმნებით დაჭედოს, მაგრამ ის ხომ პირდაპირ მიწაზე ეგდო. თქვენ
58 მკითხველთა ლიგა
ხომ ნახეთ მისი ნაკვალევი მტვერში, წვიმა ჯერ არ იყო წამოსუ-
ლი, სანამ აქ მოვიდოდი. ჩვენ შეგვიძლია დროზე დავბრუნდეთ
და მივუსწროთ"“.
წყეული ვიყო, თუ ზურგზე ჟრუანტელს არ დაევლოს. კორასაც
თავზარი დაეცა. „ჩქარა შეაბი“, ამბობს ის, „ამდენი მწუხარებითა
და შიშით ბავშვმა თავგზა დაკარგა“.
წყეული ვიყო, თუ ჟრუანტელს არ დაევლოს. დროდადრო ყვე-
ლა უნდა დაფიქრდეს: ამ ქვეყანაზე იმდენი დარდი და უბედურე-
ბაა, კაცმა არ იცის, მეხი სად გავარდება. მე მგონია, ადამიანი
ღმერთის ღრმა რწმენამ უნდა გადაარჩინოს. თუმცა, ხანდახან
იმასაც ვფიქრობ, რომ კორა ზედმეტად ფრთხილია, რადგან
თითქმის ყველა ჩამომაცილა, რომ ჩემს გვერდით მხოლოდ თვი-
თონ ყოფილიყო. მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, კორა არა ცდება
– ასეთი რამ როცა ხდება, ისე უნდა მოიქცე, როგორც გარემოება
მოითხოვს. მე ისიც მგონია, ღვთის წყალობაა, ასეთი ცოლი რომ
შემხვდა, რომელიც თავადაც მუდამ სიწმინდისა და სიკეთისკენ
მიისწრაფვის და მეც ასეთი კაცი გგონივარ.
დროდადრო ადამიანი ამაზეც უნდა დაფიქრდეს, თუმცა ამდე-
ნი ფიქრიც არ ვარგა. ხანდახან ისიც კარგია, თუ კაცი ზედმეტი
ფიქრით თავს არ შეიწუხებს, რადგან ღმერთმა ადამიანი იმიტომ
კი არ გააჩინა, რომ ფიქრით თავი აიტკიოს, არამედ, რომ გაისარ-
ჯოს, რადგან მისი გონება მანქანის ნაწილს ჰგავს: ბოლოს და
ბოლოს, გაცვდება. უკეთესია, თუ ყველაფერი ჩვეულებრივად მი-
დის, როცა ყოველდღიურ სამუშაოს ასრულებ, მაშის ფიქრი არც
კია საჭირო. მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: უბედურება ის არის,
რომ დარლი ძალიან ბევრს ფიქრობს. კორა მართალია, როცა
ამბობს: ყველაზე მეტად დარლს ცოლი სჭირდება, რომ ჭეშმარი-
ტების გზაზე დააყენოსო. მე კი მგონია, თუ კაცს ცოლის შერთვის
მეტი ვერაფერი გამოასწორებს, ასეთი კაცი, ეშმაკმა დალახ-
ვროს, უიმედოა. მგონი, კორა მართალია, როცა ამბობს, ღმერ-
59 მკითხველთა ლიგა
თმა ქალი იმიტომ შექმნა, რომ კაცებმა თავისი ავი და კარგი და-
ინახონო.
როდესაც შინ ჯორებთან ერთად ვბრუნდები, კორა სამზარეუ-
ლოშია, ღამის პერანგზე შალი მოუსხამს, თავისი ქოლგა და ბიბ-
ლია მუშამბაში გაუხვევია, ბიჭი, რომელსაც წყალი წურწურით
ჩამოსდის, ბუხრის წინ დაგებულ თუნუქზე მდგარ კასრზე დაუს-
ვამს. „ვერაფერი გამიგია ამ ბიჭისა, ერთთავად თევზზე ლაპარა-
კობს", ამბობს ის.
„განკითხვის დღე დასდგომიათ, ამ ბიჭში ღვთის ხელი ურევია,
რათა განსაჯოს და შერისხოს ენს ბანდრენი“.
„ჩემს წამოსვლამდე არა წვიმდა“, ამბობს ბიჭი, „წავედი, გზას
გამოვყევი. ის იქ ეგდო, მტვერში, თქვენ ხომ დაინახეთ. კეშმა მი-
სი ჩალურსმვა გადაწყვიტა, თქვენ ხომ თქვენი თვალით ნახეთ“.
როცა იქამდე მივაღწიეთ, უკვე კოკისპირულად წვიმდა, ბიჭი
ჩვენ შორის, კოფოზე იჯდა, კორას შალში გამოხვეული, მაინც ვე-
რაფერი შევიტყვეთ მისგან, თავისთვი იჯდა, კორას მის თავზე
ქოლგა ეჭირა. დროდადრო კორა სიმღერას შეწყვეტდა ხოლმე,
რომ ეთქვა: „ენს ბანდრენის განკითხვის დღეა. უფალი თვალს
აუხელს და მიახვედრებს, თუ რა ცოდვის გზას დასდგომია“. მერე
ისევ სიმღერას იწყებდა, ბიჭი კი შუაში იჯდა, წინგადახრილი,
თითქოს ჯორების უფრო სწრაფად გარეკვას ლამობდა.
„იქვე ეგდო“, ამბობს ის, „მაგრამ მე რომ წამოვედი, წვიმამაც
დაუშვა, ასე რომ, შემიძლია ფანჯრები მანამდე გავაღო, ვიდრე
კეში ჩალუსმავდეს“.
შუაღამე კარგა გადაცილებული იყო, როცა ბოლო ლუსმანი
ჩავაჭედეთ. თითქოს თენდებოდა, შინ რომ დავბრუნდი და სა-
წოლში ჩავწექი, ღამის ჩაჩი მეორე ბალიშზე იდო, ეშმაკმა დამ-
ლახვროს, თუ არ მომჩვენებოდეს, რომ კორა ისევ მღერის, ბიჭი
წინ გადახრილა, თითქოს ჯორებს უნდა გაუსწროსო; ცხადად ვხე-
დავ, კეში როგორ დადის აქეთ-იქით ხერხით ხელში, ენსი კი
60 მკითხველთა ლიგა
დგას, ბოსტნის საფრთხობელასავით, ან იმ მოზვერივით, რომე-
ლიც ტალახში ჩაფლულა, საიდანაც, თითქოს წყალი ამოუხა-
პავთ, მას კი ვერ შეუმჩნევია.
თითქოს გათენდა კიდეც, როცა ბოლო ლურსმანი ჩავაჭედეთ
და კუბო იმ ოთახში შევიტანეთ, სადაც ედი იწვა, ფანჯარა ღია
იყო, წვიმა პირდაპირ ზედ დასდიოდა. ბიჭმა ორჯერ გამოაღო
ფანჯარა, თან ძილისთვის თავი უკვდებოდა. კორამ თქვა, ბიჭს
სახეზე ისეთი ფერი ედო, როგორც საშობაო ნიღაბს - მიწაში რომ
ჩაუფლავთ და მერე უკან ამოუთხრიათო. ბოლოს ედი კუბოში ჩა-
აწვინეს და ისე ჩალუსმნეს, რომ ბიჭისთვის ფანჯრის გამოღებას
აზრი აღარ ჰქონოდა.
დილით ბიჭი იატაკზე იპოვეს – ეძინა, როგორც დავარდნილ
მოზვერს, პერანგი ამოსჩოდა, კუბოს სახურავი კი სულ დახვრე-
ტილი იყო. კეშის ახალთახალი ბურღის ნატეხი ბიჭს უკანასკნელ
ნაბურღში ჩარჩენოდა.
როცა სახურავი ახადეს, აღმოჩნდა, რომ მიცვალებულს სახე
ორ ადგილს დაშავებოდა.
თუ ამაში ღვთის ხელი ურევია, მაშინ სამართალი აღარ არსე-
ბობს. თუმცა ღმერთს იმდენი საქმე. აქვს, ამისთვის როგორ მო-
იცლიდა, ისე კი უნდა მოიცალოს. ენს ბანდრენის ერთადერთი
საზრუნავი ხომ საკუთარი თავია, ხალხი კი კიცხავს მას, მაგრამ,
მე რომ მკითხო, ენსი სხვებზე ნაკლები არ არის და ისიც ვიცი,
რომ დიდი დღე აღარ უწერია.
ეს ყველაფერი მაინც არ არის სამართლიანი, წყეულიმც ვიყო,
თუ ეს სამართლიანი იყოს, და არც ის არის სამართლიანი, უფა-
ლს რომ უთქვამს: აცადეთ ყრმებს მაგას მოსლვად ჩემდა. კორამ
თქვა: „ღმერთმა შენი თავი სატანჯველად მომივლინა, მე ეს
ტვირთი შეუდრეკელად ვზიდე, რადგან ღვთის წყალობისა და
მფარველობისა მტკიცედ მწამს; და თუ ვაჟი არ შეგვეძინა, ეს უფა-
ლს ბრძნულად უნებებია, ხოლო ჩემი ცხოვრება გადაშლილი
61 მკითხველთა ლიგა
წიგნი იყო და იქნება ყოველი კაცისა და ქალისათვის, რომელსაც
უფალმა სიცოცხლე უბოძა, იმიტომ, რომ უფალს ვარ მინდობილი
და მისი კურთხევისა მწამს“.
მე მგონი, კორა მართალია. თუ ქვეყნად საერთოდ არსებობს
ვინმე – კაცი იქნება თუ ქალი, რომელსაც უფალი ისე მოაქცევს,
რომ მერე საითაც არ უნდა გაუშვას, ვეღარაფერი აცდუნებს, – ეს
კორაა. კორამ ღვთის ნების გარეშეც რომ შეცვალოს რაიმე, მა-
ინც ადამიანის სასიკეთოდ მოიქცევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს
დასაწუნს არაფერს მოიმოქმედებს. თუ არა და, ბოლოს და ბო-
ლოს, ყველას ისევე შეგვიძლია ვიცხოვროთ, როგორც აქამდე
გვიცხოვრია.

62 მკითხველთა ლიგა
დარლი

ფანარი კუნძზე დაუსკუპებიათ. ჩაჟანგებული, ზეთით დასვრი-


ლი, ცალ მხარეს კვამლით გაჭვარტლული, დანჯღრეული საკვა-
მურიდან სუსტი, დაბინდული შუქი ვიწრო ზოლად ეცემა ჯოჯგი-
ნას, ფიცრებსა და მიწას. ბნელ მიწაზე ნაფოტები, შავ ტილოზე
აქა-იქ დამჩნეულ, ღია ფერის საღებავის ლაქებს ჰგვანან, ფიცრე-
ბი კი ჩამოგრძელებულ ძონძებს, რომლებიც თითქოს სიბნელი-
სათვის ჩამოუხევიათ და უკუღმა პირზე გადმოუბრუნებიათ.
კეში ჯოჯგინას დასტრიალებს. აქეთ-იქით დადის, ფიცრებს
რახუნით იღებს და აწყობს, უმოძრაო ჰაერში ამ რახუნის ექო ისე
ისმის, თითქოს კეში ფიცრებს უხილავი ჭის ფსკერზე ყრიდეს. ხმა
წყდება, ექო კი ისევ ისმის, თითქოს ყოველ მოძრაობას შეეძ-
ლოს, შორს გადაიტანოს ეს ხმა ამ სივრციდან და მოცახცახე
ექოდ გაიმეოროს. მისი იდაყვი დროდადრო გაიელვებს ხოლმე,
ხერხის კიდეს ნაპერწკლის წვრილი ძაფი მიჰყვება, რომელიც
თითოეულ გასმაზე განუწყვეტლივ იკარგება და ჩნდება, ხან გას-
წვრივ, ხან ზევით, ხან ქვევით, გეგონებათ ექვსი ფუტის სიგრძის
ხერხი იმის გაქუცულ, უნიათო ლანდში გადი-გამოდისო. „ერთი
ფიცარი მომაწოდე“, ამბობს კეში. „არა, ეგ არა“. ხერხს დებს, მი-
დის და იღებს იმ ფიცარს, რომელიც სჭირდება. ამოძრავებული
ფიცრის მოქანავე შუქს მამის ლანდი უფრო შორს გადააქვს.
ჰაერში გოგირდის სუნია. უხილავი სივრცე ისეა დასერილი,
როგორც კედელი ჩრდილებით, თითქოს ეს ჩრდილები ის ხმები
იყოს, ვარდნისას ძალიან შორს რომ არ წასულან, წამით იქ შეჩე-
რებულან და ფიქრში გარინდულან. კეში მუშაობას განაგრძობს.
სუსტი შუქისკენ ნახევრად შებრუნებულა, ცალი ფეხი და ჯოხივით
გაჩხიკინებული ცალი ხელი გაერთიანებული აქვს. შუქისკენ
მობრუნებული დაჟინებული, უძრავი სახით დაჰყურებს მოუღ-
ლელ იდაყვს; ჩამოწოლილ ცაზე დუნედ იკლაკნება მთვლემარე
63 მკითხველთა ლიგა
ელვა, მის ფონზე იხატებიან უმოძრაო, აფოფრილი ხეები, რო-
მელთაც რტოები ისე დაზრდიათ და დაბერვიათ, თითქოს სადა-
ცაა უნდა დასკდნენ და კვირტები ამოყარონო.
წვიმას იწყებს. პირველი მკვეთრი, იშვიათი, სწრადი წვეთები
ფოთლებიდან მოისწრფვიან და მიწაზე ეცემიან ხანგრძლივი ოხ-
ვრით, თითქოს აუტანელი მოლოდინის შემდეგ შვება იგრძნესო
თოფიდან გამოსროლილი მსხვილი საფანტივით ცხელი წვეთები
გამძვინვარებული შიშინით ეხეთქებიან ფანარს. მამა ზევით იხე-
დება, უნიათოდ პირდაღებული, თამბაქოს შავი ნალექი ღრძი-
ლებზე მიჰკვრია, უნიათო სახეზე გაოცება აღბეჭდვია, გაოცების
მილმა ფიქრია, რომ უდროოა სტიქიონის ასეთი განრისხება. კე-
ში ჯერ ცას ახედავს, მერე კი ფანარს დაჰყურებს. ხერხი არ წა-
ბორძიკებულა. დგუშივით მოძრავი კბილებიდან ნაპერნკლები
განუწყვეტლივ იფრქვევა. „რამე მოიტანე, ფანარს გადავაფა-
როთ“, ამბობს კეში.
მამა სახლისკენ მიდის. უეცრად წვიმა დასცხებს, დაუქუხებ-
ლად, საამისო წინასწარ არაფერი შესტყობია რა. მამა წინკარს
აეფარება, კეში კი ერთ წამში თავით ფეხამდე ილუმპება. მაგრამ
ხერხი არ ჩერდება, თითქოს ხერხი და ხელი მოქმედებენ იმ მშვი-
დი რწმენით, რომ წვიმა მხოლოდ ილუზიაა. მერე ხერხს ძირს
დებს. მიდის და ფანარზე იხრება, მთელი ტანით ფარავს; ძვლება-
მოყრილ, გამხდარ ზურგზე სველი პერანგი შემოტმასნია, თით-
ქოს კეში პერანგთან ერთად უკუღმა პირზე გადმობრუნებულაო.
მამა უკან მოდის. თვითონ ჯუელის საწვიმარი აცვია, ხელში
დიუი დელის საწვიმარი უჭირავს. ფანართან ჩაცუცქული კეში, ხე-
ლის ფათურით ოთხ ჯოხს შეარჩევს და მინაში არჭობს, მამას არ-
თმევს დიუი დელის საწვიმარს და ჯოხებზე ისე გადაჭიმავს, რომ
ფანარს ზედ წამოეხუროს. მამა თვალყურს ადევნებს. „არ ვიცი,
რას იზამ“, ამბობს ის, „დარლმა თავისი საწვიმარი თან წაიღო.’’

64 მკითხველთა ლიგა
„დავსველდები და ეგ იქნება“, ამბობს კეში, ისევ იღებს ხერხს.
ისევ გადი-გამოდის ხერხი, აუჩქარებლად, გაზეთილი დგუშივით;
გალუმპული, ძვლებამოყრილი, მოუქანცავი, გამხდარი სხეული
აქვს, ვერ გაიგებ, ბიჭია თუ ბერიკაცი. მამა უყურებს, თვალებს
ახამხამებს, სახეზე წვიმა ღლვარად ჩამოსდის, მერე ისევ ზევით,
ცაში იყურება, უსიტყვო, ფიქრიანი აღშფოთებით, თითქოს ამით
იმის გამოხატვა უნდა, ამაზე უკეთესს არც არაფერს მოველო-
დიო-. ხან აწრიალდება, აფუსფუსდება, გასავათებული და გაწუ-
წული, ხან ფიცარს აიღებს, ხან რომელიმე ხელსაწყოს და მერე
ისევ უკან დებს. ახლა ვერნონ ტალიც იქაა, კეშს მისის ტალის
საწვიმარი აცვია, ის და ვერნონი ხერხს ეძებენ. ცოტა ხანში აღ-
მოჩნდება, რომ ხერხი მამას უჭირავს.
„რატომ სახლში არ შედიხარ, რას დგახარ ამ წვიმაში?!“ ამ-
ბობს კეში. მამა კეშს შეჰყურებს. წვიმა წურწურით ჩამოსდის. გე-
გონებათ, ღვარად თავად მწუხარება ჩამოსდიოდეს სახეზე, რო-
მელიც ულმობელ კარიკატურისტს დაემახინჯებინოს. „სახლში
შედი“, ამბობს კეში, „სამუშაოს მე და ვერნონი დავამთავრებთ“.
მამა შეჰყურებს მათ. ჯუელის საწვიმრის სახელოები მამას ძა-
ლიან მოკლე აქვს. წვიმა ცივი გლიცერინივით ნელა ჩამოსდის
სახეზე.
„არ მინდა, რომ ედი დასველდეს", ამბობს ის, მამა ისევ წრია-
ლებს, ფიცრებზე იხრება, არჩევს, ფიცრებს იღებს, მერე ისე
ფრთხილად აწყობს მიწაზე, თითქოს შუშისა იყოს, მერე ფანარ-
თან მიდის და საწვიმარს იმდენხანს ასწორებს, სანამ ყველაფერი
არ დაყირავდება. კეში მიდის და საწვიმარს ისევ ჯოხებზე ჭიმავს.
„შედი-მეთქი სახლში“, ამბობს კეში. მამა სახლთან მიჰყავს,
უკან ბრუნდება საწვიმარით ხელში, რომელსაც კე ცავს და იქ
დებს, სადაც ფანარია. ვერნონი არ ჩერდება. კეშს ახედავს, თან
ხერხავს.

65 მკითხველთა ლიგა
„აქედან უნდა დაგეწყო“, ამბობს ის, „ხომ ატყობდი, რომ წვი-
მას აპირებდა“.
„ციებ-ცხელება აქვს“, ამბობს კეში, თან ფიცარს დაჰყურებს.
„ჰო, მაგრამ“, ამბობს ვერნონი, „მაინც უნდა წასულიყო“.
კეში ალმაცერად დაჰყურებს ფიცარს. ბრტყელ ზედაპირზე
წვიმა ეცემა შხაპაშხუპით, მირიადი წვეთით, ტრი ალით.
„ცოტა დაფერდება უნდა“, ამბობს ის.
„მეტ დროს წაიღებს“, ამბობს ვერნონი, კეში ფიცარს კიდეზე
დებს, ვერნონი ერთხანს შეჰყურებს მას, მერე კი შალაშინს აწ-
ვდის.
ვერნონს ფიცარი მაგრად უჭირავს, კეში კი კიდეს იუველირის
გულისგამაწვრილებელი სიზუსტით და გულმოდგინებით რან-
დავს. მისის ტალი წინკარში გამოდის, მოაჯირთან მიდის და იქი-
დან ეძახის ვერნონს.
„კიდევ ბევრი დაგრჩათ?“ კითხულობს ის. ვერნონი თავს ზე-
ვით არ იღებს. „მალე მოვრჩებით, ცოტაღა დარჩა“. მისის ტალი
ფიცარზე დახრილ კეშს თვალს ადევნებს; კეშის ყოველ მოძრაო-
ბაზე, ფარნის გადიდებული, მკვეთრი შუქი მის ლაპლაპა საწვი-
მარზე ირხევა. „წადით, ფარდულიდან ფიცრები გამოიტანეთ,
მორჩით საქმეს, წვიმაში ნუ დგახართ“, ამბობს ის. „თუ ახლა და-
ცივდით, ვეღარც გადარჩებით“. ვერნონი ფეხს არ იცვლის. „ვერ-
ნონ“, ეძახის ის.
„ახლავე“, პასუხობს ვერნონი, „მალე მოვრჩებით“. მისის ტა-
ლი ერთხანს კიდევ უყურებს მათ. მერე სახლში შედის.
„თუ ფიცარი არ გეყოფა, კიდევ მოვიტანთ“, ამბობს
ვერნონი. „მე მოგეხმარები“.
კეში იღებს შალაშინს და თვალებმოჭუტული, გახედავს ფი-
ცარს, თან ხელისგულით წმენდს. „მეორე მომეცი", ამბობს ის.
წვიმა რიურაჟამდე წყდება, ჯერ არ გათენებულა, კეში უკანას-
კნელ ლურსმანს აჭედებს, ფესზე დგება და შეკრულ კუბოს დაჰ-
66 მკითხველთა ლიგა
ყურებს, სხვები თვალს ადევნებენ, ფანრის შუქზე მოჩანს მისი
მშვიდი, დაფიქრებული სახე. ნელა, ზედმეტი გულმოდგინებით
ისვამს ხელებს საწვიმარის კალთებზე, მერე ოთხივენი – კეში,
მამა, ვერნონი და პიბოდი, კუბოს ასწევენ და მხარზე შეიდგამენ.
პირს სახისკენ, იზამენ. მსუბუქი კია, მაგრამ მაინც ნელა მიდიან;
ცარიელია, მაინც ფრთხილად მიაქვთ; უსულოა, მაინც ჩურჩუ-
ლით აფრთხილებენ ერთმანეთს, ისე ლაპარაკობენ, თითქოს სუ-
ლიერი იყოს, თითქოს თვლემდეს და, ეშინოდეთ, ძილი არ და-
ვუფრთხოთო. ბნელ იატაკზე ბორძიკით მიაბიჯებენ, გეგონებათ,
დიდი ხანია იატაკზე არ გაუვლიათო.
კუბოს საწოლთან დგამენ. პიბოდი მშვიდად. ამბობს: „ცოტა
წავიხემსოთ. თითქმის გათენდა კიდეც. კეში, სად არის?“
კეში ჯოჯგინასთან დაბრუნდა, ფანრის მკრთალ შუქზე მოს-
ჩანს ძირს დახრილი, იარაღებს იღებს, გულმოდგინედ წმენდს
ნაჭრით და ტყავის გადასაკიდიან ყუთში აწყობს, შემდეგ ყუთს,
ფანარსა და საწვიმარს იღებს და სახლში ბრუნდება, კიბეზე ამო-
დის, ფერგამკრთალი ლანდი ფერმკრთალი აღმოსავლეთის
ფონზე.
უცხო ოთახში რომ დაიძინო, უნდა დაცარიელდე, სანამ დაცა-
რიელდები, რას წარმოადგენ. დაცარიელებული აღარ არსებობ.
როცა ძილი თავს წაგართმევს, თითქოს არცა ყოფილხარ. მე არ
ვიცი, მე რა ვარ, მე არ ვიცი, ვარ თუ არა. ჯუელმა იცის, რომ არის,
იმიტომ რომ მან არ იცის, რომ არ იცის, არის თუ არა. მას არ შე-
უძლია დასაძინებლად დაცარიელდეს, იმიტომ, რომ ის არ არის,
რაც არის და ის არის, რაც არ არის. ბნელი კედლის იქით მე მეს-
მის წვიმის თქრიალი ფორანზე, ჩვენი რომ არ არის, და მორებზე,
იმათი რომ აღარ არის, ვინც ეს მორები მოჭრა და დახერხა, არც
იმათია, ვინც იყიდა და არც ჩვენია, ჩვენს ფორანზე აწყვია და
მხოლოდ ქარსა და წვიმას ეკუთვნის და მხოლოდ ჯუელსა და მე,
ახლა რომ არ გვძინავს და რადგან ძილი არყოფნაა, თუნდაც წვი-
67 მკითხველთა ლიგა
მა და ქარი იყოს, მაინც არყოფნაა. თუმცა იყო, ედი ბანდრენი
აღარ იქნება და თუ ჯუელი არის, მაშინ ედი ბანდრენიც უნდა
იყოს, მაშინ მეც უნდა ვიყო და, თუ ვიქნები, უცხო ოთახში დასა-
ძინებლად სიცარიელით ვერ ავივსები და რადგან სიცარიელით
ჯერ არ ავსებულვარ, ჯერ კიდევ ვარსებობ.
რა ხშირად ვწოლილვარ უცხო სახლის ჭერქვეშ წვიმაში, სახ-
ლზე რომ ვფიქრობდი.

68 მკითხველთა ლიგა
კეში

ფიცრები ირიბად გავაშალაშინე.


1. ისეთი დაქანება აქვთ, რომ ლურსმნები დაიჭირონ.
2. ყოველ ნაწიბურს ორი პირი აქვს.
3. წყალი დამრეცზე ჩამოვა, არც ქვემოდან გამოჟონავს და
არც ზემოდან და არც გვერდებიდან.
4. შინ ადამიანები უმეტესად ფეხზე დგანან. ამიტომ ნაწიბურე-
ბი და კუთხეები ქვემოდან ზემოთ მოვარგე, სიმძიმე ხომ ზემოდან
ქვემოთ აწვება.
5. საწოლს, ადამიანი რაზედაც წევს, კუთხეები და ნაწიბურები
გვერდით აქვს მოქცეული, იმიტომ, რომ მთელი სიმძიმე გვერ-
დებზე მოდის.
6. გარდა ამისა.
7, სხეული ხომ შპალივით ოთხკუთხედი არ არის,
8. ახლა სხეულის სიმძიმე.
9. უსულო სხეული თავისი სიმძიმით დაფერდებულია, ამიტომ
კუბოს ნაწიბურები და კუთხეებიც დაფერდები ლადაა გაკეთებუ-
ლი.
10. ძველ საფლავს თუ დააკვირდებით, მიწა დაფერდე ბულად
წვება ხოლმე.
11. მაშინ, როცა ჩვეულებრივ ორმოში მიწა შუაგულისაკენ
წვება, იმიტომ, რომ სიმძიმე ზემოდან ქვემოთ აწვება.
12. ასე რომ, ფიცრები ირიბად გავაშალაშინე.
13. უფრო ნატიფი ნამუშევარი გამოდის.

69 მკითხველთა ლიგა
ვარდამანი

დედაჩემი – თევზია.

ტალი

ათი საათი იყო, რომ დავბრუნდი, პიბოდის ჯორები ფორანს


გამოვაბი და ისე წამოვიყვანე. კოფოც იქიდან მოათრიეს, სადაც
კუიკი, წყაროდან თითქმის ერთი მილის მოშორებით, არხში, გა-
დაბრუნებულ ფორანს წააწყდა. ფორანი წყაროსთან გზიდან გა-
დაეგორებინათ, გზაზე კი ათამდე ფორანს მაინც ჩაევლო, კუიკი
წააწყდა. მან თქვა, ადიდებული მდინარის წყალი სულ უფრო და
უფრო მაღლა იწევსო. თქვა, ჯერ არ მინახავს, რომ წყალს ხიდ-
თან ბოძზე აღნიშნულ უმაღლეს წერტილს გადაემეტებინოსო.
„ხიდი მოდიდებულ წყალს ვერ გაუძლებს“. ვთქვი მე. „ვინმემ უთ-
ხრა ენსს ეს ამბავი?“
„მე ვუთხარი“, თქვა კუიკმა, „ენსმა თქვა, ბიჭებს ტვირთი უკვე
გადატანილი ექნებათ და, ალბათ, უკან ბრუნდებიანო, ასე თქვა,
ტვირთის გადატანას და უკან დაბრუნებას მოახერხებენო",
„ურჩევნია, წავიდეს და ნეუ ჰოუპში დაასაფლავოს“, თქვა, არ-
მსტიდმა, „ხიდი დაძველებულია, მე ვერ ვენდობოდი”.
„მისი ჯეფერსონში გადასვენება აქვს განზრახული“, თქვა კუ-
იკმა,
„მაშინ, რაც შეიძლება, უნდა იჩქაროს“, თქვა არმსტიდმა.
ენსი კარში გვხვდება. პირი გაუპარსავს, მაგრამ დაუდევრად.
ყბაზე მოგრძო ნაკაწრი აქვს. საკვირაო შარვალი და თეთრი
პერანგი ჩაუცვამს, პეპელა ჰალსტუხი გაუკეთებია, კუზზე
გადაჭიმული პერანგი ზომაზე უფრო დიდი ჩანს, როგორც

70 მკითხველთა ლიგა
თეთრმა პერანგმა იცის; სახეზე შეცვლილია. ახლა ხალხს თვა-
ლებში ღირსებით შეჰყურებს, ტრაგიკული, მშვიდი სახე აქვს.
ხელს გვართმევს, როცა წინკარში ავდივართ და ფეხს ვიწმენდთ;
საკვირაო ტანსაცმელში თავს ცოტა მოუხერხებლად ვგრძნობთ,
ჩვენს საკვირაო ტანსაცმელს შარიშური გააქვს, როცა ენსი გვე-
გებება, უხერხულობისაგან სახეში ვერც ვუყურებთ,
„ღვთის ნებაა", ვამბობთ ჩვენ.
„ღვთის ნებაა“.
ბიჭი იქ არ არის, პიბოდიმ გვიამბო, როგორ შევარდა სამზა-
რეულოში ღრიალით და როგორ ეცა კორას, როცა დაინახა, რომ
ის თევზს წვავდა და როგორ გაიყვანა დიუი დელმა ფარდულში,
„ჩემი ჯორები ხომ კარგად არიან?“ იკითხა პიბოდიმ.
„კარგად არიან“, ვეუბნები მე, „ამ დილით დავუყარე. ეტყობა,
თქვენი ეტლიც გადარჩა, არაფერი დაზიანებია“.
„თითქოს დამნაშავე არავინ უნდა იყოს“, ამბობს ის, „არაფერს
დავიშურებდი, ოღონდ გამაგებინა, სად იყო ის ბიჭი, როცა ჯო-
რებმა აიწყვიტეს“.
„თუ ეტლს რაიმე დაუზიანდა, მე შევაკეთებ", ვამბობ მე.
ქალები სახლში შედიან. ჩვენ გვესმის მათი ლაპარაკი და მა-
რაოების შრიალი. მარაოებს შრიალი გაუდით, შრ, შრ, შრ და
ისინი კი ლაპარაკობენ; მათი ლაპარაკის ხმა წყლის კასრში ფუტ-
კრების ზუზუნს ჰგავს. კაცები წინკართან ჩერდებიან, ისე ლაპა-
რაკობენ, ერთმანეთს ზედაც არ უყურებენ.
„გამარჯობა, ვერნონ“, ამბობენ ისინი, „გამარჯობა, ტალ’’.
„ეტყობა, ისევ იწვიმებს“,.
„უთუოდ“.
„დიახ, სერ, ისევ იწვიმებს“.
„უცებ დაგვატყდება თავს".
„და დიდხანს არ გადაიღებს, სადაცაა დაუშვებს“.

71 მკითხველთა ლიგა
სახლს შემოვუარე. კეში კუბოს თავზე იმ ნაჩვრეტებს ავსებს,
ბიჭმა რომ გაბურღა. საცობებს სათითაოდ თლის. სველია და ძნე-
ლად ითლება. შეეძლო თუნუქის ქილა დაეჭრა და დაეფარა ნაჩ-
ხვრეტები, ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ სწორი არ იქნებოდა. ჩე-
მი თვალით ვნახე, რომ მთელი საათი მოანდომა ერთი სოლის
გამოთლას, გეგონებოდა, შუშაზე მუშაობსო, თუმცა, შეეძლო
ჩხირებით ამოევსო ნაჩვრეტები და გაეთავებინა საქმე.
ყველაფერს რომ მოვრჩით, ისევ წინკართან მივედი. კაცები
სახლიდან ცოტა მოშორებით გასულიყვნენ, ზოგი ფიცრებზე და
ჯოჯგინებზე ისხდა, ზოგი ჩაცუცქულიყო, უიტფილდი ჯერ არსად
ჩანდა.
მათ მე შემომხედეს, თვალებით რაღაცას მეკითხებოდნენ.
„თითქმის მზადაა", ვამბობ მე, „დროა დავაჭედოთ".
სანამ ისინი კიბეზე ამოდიან, ენსი კართან მოდის, ჩვენ გვიყუ-
რებს, ჩვენ კი წინკართან ვბრუნდებით, ისევ გულმოდგინედ ვიწ-
მენდთ ფეხს და ერთმანეთს ველოდებით, ვინ შევა პირველი. ამი-
ტომ კართან ვგროვდებით. ენსი კართან დგას, მთელი ღირსე-
ბით, მშვიდად, ხელით გვანიშნებს, შემოდითო და ოთახისკენ
მიგვიძღვის.
ჩააწვინეს და თავი პირუკუ აქნევინეს. კეშმა კუბოს კედლის
საათის ფორმა მისცა, აი ასე ყოველი ნაწიბური დაცერებული და
გაშალაშინებულია, კუბო დოლივით მკვრივია და საკერავი ნივ-
თების კალათივით ფაქიზი, მათ იგი ჩააწვინეს და თავი პირუკუ
აქნევინეს ისე, რომ კაბა არ დასჭმუჭნოდა. ეს მისი საქორწინო
კაბა იყო, წელზე ნაოჭებასხმული და მათ პირუკუ ჩააწვინეს, რომ
კაბა კარგად გაშლილიყო, სახეზე კი ბურღის ნაკვალევის დასა-
მალავად კოღოების საწინააღმდეგო ბადე დააფარეს.
სანამ გარეთ გავიდოდეთ, უიტფილდი შემოდის. წელამდე
სველი და ამოლაფულია. „ღმერთმა მშვიდობა მისცეს ამ სახლს“,
ამბობს ის, „წყალმა ხიდი წაიღო და ამიტომ დამაგვიანდა, ძველ
72 მკითხველთა ლიგა
ფონთან ჩავედი და ცხენით გამოვედი. ხელი კი ღმერთმა მომი-
მართა. მისი წყალობა არ მოაკლდეს ამ სახლს”.
ჩვენ ისევ ჯოჯგინებთან და ფიცრებთან მივდივართ, ვინ ჯდება,
ვინ ცუცქდება.
„ვიცოდი, რომ ხიდს წაიღებდა“, ამბობს არმსტიდი.
„კიდევ კარგა ხანს იდგა“, ამბობს კუიკი.
„ღვთის შემწეობით იდგა, ამის თქმა გინდა, არა?“ ამბობს ბი-
ძია ბილი, „კაცი არ მეგულება, რომ ოცდახუთი წლის განმავლო-
ბაში ერთი ჩაქუჩი მაინც დაეკრა”.
„ძალიან ძველი ხიდი იყო, ბიძია ბილ?“" ამბობს კუიკი.
„მოიცა, გავიხსენო. 1888 წელს ააშენეს“, ამბობს ბიძია ბილი,
„კარგად მახსოვს, რადგან, პირველი კაცი, ზედ რომ გაიარა, პი-
ბოდი იყო, ჩემთან მოდიოდა, ჯოდი რომ დაიბა და“.
„მე რომ იმდენჯერ გამევლო ზედ, რამდენჯერაც შენმა ცოლმა
ბავშვი გააჩინა, ამდენ ხანს ვერ გაძლებდა, ბილ“, ამბობს პიბო-
დი.
ჩვენ ვიცინით, ხმამაღლა გამოგვდის და უცებ დებით. ქვეშ-
ქვეშ ვუყურებთ ერთიმეორეს.
„ბევრ ისეთ ხალხს უვლია ამ ხიდზე, ახლა რომ აღარც ერთ
ხიდზე აღარ დადის“, ამბობს ჰაუსტონი.
„ნამდვილად“, ამბობს ლითლჯონი, „სჩორედ ასეა“.
„ახლა იმათ ედიც მიემატა“, ამბობს არმსტიდი.
„ორი-სამი დღე უნდა, რომ ფორნით ქალაქში ჩაიტანონ. ერთი
კვირა მაინც დასჭირდებათ, ჯეფერსონში რომ ჩავიდნენ და უკან
დაბრუნდნენ“.
„მაინც რატომ აიჩემა ენსმა მისი ჯეფერსონში წაყვანა?" ამ-
ბობს ჰაუსტონი.
„ასე აღუთქვა“, ვამბობ მე, „ედიმ ასე მოინდომა. იქაურია. ასე
მოინდომა".
„ენსმაც ასე გადაწყვიტა“, ამბობს კუიკი.
73 მკითხველთა ლიგა
„ააჰ“, ამბობს ბიძია ბილი, „ეს იმ კაცის ახირებაა, თავისი რომ
უნდა გაიტანოს და ამით ყველას აწუხებს“.
„ახლა ღმერთი უშველის და მდინარეზე გადაიტანენ“, ამბობს
პიბოდი, „თორემ ენსი ამის გამკეთებელი არ არის“.
„ალბათ უშველის“, ამბობს კუიკი.
„დიდი ხანია ენსს ღმერთი მფარველობს“, ამბობს კუიკი. „ნამ-
დვილად“, ამბობს ლითლჯონი.
„იმდენი ხანია მფარველობს, რომ ახლა აღარ მიატოვებს“, ამ-
ბობს არმსტიდი.
„ჩემი ფიქრით, ღმერთიც ჩვენნაირი უნდა იყოს“, ამბობს ბიძია
ბილი, „იმდენი ხანია გვმფარველობს, რომ ახლა ვეღარ მიგვა-
ტოვებს".
კეში გარეთ გამოდის. სუფთა პერანგი აცვია, სველი თმა შუბ-
ლზე ჩამოუვარცხნია. ისეთი სწორი და შავი თმა აქვს, თითქოს
ზედ თავზე შავი საღებავით დაუხატავსო. წელგამართული ჩა-
იმუხლებს ჩვენ შორის, ყველანი იმას შევყურებთ.
„ცუდ ამინდში გაწუხებს, არა?“ ამბობს ლითლჯონი.
კეში დუმს.
„მოტეხილმა ავდარში იცის ტკივილი“, ამბობს ლითლჯონი,
„ვისაც მოტეხილობა ჰქონია, ამინდის შეცვლას წინასწარ
გრძნობს“.
„კეში იღბლიანი ყოფილა, რომ ფეხის მოტეხით გადარჩა“, ამ-
ბობს არმსტიდი, „შეიძლებოდა სულაც ლოგინად ჩავარდნილი-
ყო. მაღლიდან ჩამოვარდი, კეშ?“
„ოცდარვა ფუტი და დაახლოებით ოთხ-ნახევარი დუიმი იქნე-
ბოდა“, ამბობს კეში; კეშს მივუჩოჩდი.
„სველ ფიცარზე კაცს შეიძლება ფეხი დაუსხლტეს“, ამბობს კუ-
იკი.
„ცუდია“, ვამბობ მე, „მაგრამ რაღა ეშველება“·
„ღმერთმა ქალის გაჩენის დღე დასწყველოს“, ამბობს ის.
74 მკითხველთა ლიგა
„კუბო ისე შევკარი, რომ ედიმ შიგ არ იყანყალოს. ზუსტად მი-
სი ზომისა და წონის კუბო შევკარი“.
თუ სველ ფიცარზე ფეხი ასე შეიძლება დაგისხლტეს, მოსავ-
ლის აღებამდე რამდენი კაცი მოიტეხს კისერს.
„რას იზამ“, ვამბობ მე.
ვინმე რომ დაეცემა, იმას კი არ ვნაღვლობ, ბამბისა და ხორ-
ბლის მოსავალი მაფიქრებს.
არც პიბოდის ენაღვლება, თუ ვინმე დაცემა. ასე არ არის, ექი-
მო?
ნამდვილად ასეა. მოსავალს წყალი წაიღებს. სულ მუდამ რა-
ღაც ემართება.
რაღა თქმა უნდა, ემართება. ასე ძვირი ამიტომაც ღირს. თუ
არაფერი დაემუქრა და ყველამ დიდი მოსავალი აიღო, განა მა-
შინ ასეთი ფასი დაედებოდა?
ღმერთმა შემაჩვენოს, როგორ უნდა გამიხარდეს, თუკი ჩემს
ნაოფლარს წყალი წაიღებს.
ნამდვილად. წვიმა რომ არა, იქნებ კაცს შეეხედა, თუ როგორ
მიაქვს წყალს ყველაფერი.
არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია? ნეტა, ერთი მის თვა-
ლებში ჩამახედა.
ეეჰ. ღმერთს მოუყვანია და ხელი მხოლოდ ღმერთმა უნდა მო-
უთავოს, თუ დაინახა, რომ ამისი დრო დაუდგა.
„რას იზამ“, ვამბობ მე.
„ღმერთმა დასწყევლოს ქალის გაჩენის დღე“, ამბობს ის.
სახლში ქალები სიმღერას იწყებენ. ჯერ გვესმის სიმღერის და-
საწყისი, რომელიც თანდათან ძლიერდება, მერე ყველა აჰყვება.
ჩვენ კიბეზე ავდივართ და კარისკენ მივემართებით, ქუდს ვიხდით
და ნაღეჭ თუთუნს პირიდან ვაგდებთ. შიგ არ შევდივართ, საფე-
ხურებზე ვჩერდებით, თავს უხერხულად ვგრძნობთ, არ ვიცით,
სად წავიღოთ გახევებული ხელები, რომლებითაც ქუდები გვიჭი-
75 მკითხველთა ლიგა
რავს, ერთი ფეხი წინა გვაქვს წადგმული, თავდახრილები ხან
განზე ვიყურებით, ხან ხელში ჩაბღუჯულ ქუდს დავყურებთ, ხან
მიწას ჩავაშტერდებით, ხან ცას ავხედავთ, მერე ისევ ერთმანეთს
გავხედავთ კუშტი სახეებით.
სიმღერა წყდება. შეწყვეტამდე სიმღერის ხმა ძლიერდება და
მერე უეცრად ჩერდება, ახლა უიტფილდი წამოიწყებს. ხმა უფრო
ძლიერი აქვს, ვიდრე თვითონ არის, თითქოს ერთმანეთთან სა-
ერთო არაფერი აქვთ, თითქოს ის სხვა იყოს, ხმა კი სხვა, თითქოს
სხვადასხვა ცხენზე ისხდნენ გვერდიგვერდ, მდინარეში ფონს გა-
დიოდნენ და სახლში შედიოდნენ, ერთი ტალახში ამოგანგლუ-
ლი, მეორე კი თითქოს წყალში არც შესულა, ორივენი მოზეიმენი
და ნაღვლიანნი. სახლში ვიღაც ტირილს იწყებს. ისეთი შემძვრე-
ლი ხმით ტირის, თითქოს გული უნდა ამოაყოლოსო; ჩვენ ვწრია-
ლებთ, ფეხს ვინაცვლებთ, როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება,
თავი ისე გვიჭირავს, თითქოს ჩვენთვის ყველაფერი სულერთი
იყოს.
ბოლოს უიტფილდი ჩუმდება. ისევ ქალები იწყებენ სიმღერას,
მათი ხმები ჯერ დამძიმებული ჰაერიდან ჩამოდიან, სევდიან, მა-
ნუგეშებელ მელოდიას ერწყმიან და ერთად მიცურავენ. მერე,
როცა სიმღერა წყდება, ხმები თითქოს ჰაერშივე იფანტებიან. იქ-
ვე რჩებიან, ხოლო როცა აქედან დავიძვრებით, ჰაერს მოწყდები-
ან და თავს დაგვტრიალებენ სევდიანნი და მანუგეშებელნი. მერე
ყველაფერი მთავრდება. ქუდებს ვიხურავთ, უხერხულად, თით-
ქოს ადრე არასოდეს ქუდი არ გვხურებოდეს.
შინისაკენ მიმავალ გზაზე კორა ისევ მღერის. „ხოლო მე უმან-
კოებითა ჩემითა მეზღოს: მიხსენ მე, უფალო და მიწყალე მე“,
მღერის ფურგონზე შემომჯდარი, მხრებზე შალმოსხმული, ქოლ-
გა გაუშლია, თუმცა არა წვიმს.
„ედის კი ნამდვილად ეზღო“, ვამბობ მე. „ახლა რა გზასაც უნ-
და ადგეს, მისი ხსნა ის არის, რომ ენს ბანდრენისგან განთავი-
76 მკითხველთა ლიგა
სუფლდა“. სამი დღე იწვა კუბოში, დარლისა და ჯუელის ცარიელი
ფორნით დაბრუნებას ელოდებოდა. ახალ ბორბალს იშოვიან და
ისევ იქით გასწევენ, სადაც მათი ფორანი არხში ჩარჩა. ჩემი ცხე-
ნები წაიყვანე, ენს, ვუთხარი მე.
ჩვენებს დაველოდებით, თქვა მან. ედი ასე მოინდომებდა. ის
მუდამ თავისებური ქალი იყო.
ბიჭები მესამე დღეს დაბრუნდნენ, ედი ფორანზე დაასვენეს და
გზას გაუდგნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო, შორიდან უნდა შემოუ-
აროთ და სემსონის ხიდზე გადახვიდეთ. იქამდე მისვლას ერთი
დღე უნდა. იქიდან ჯეფერსონამდე ორმოცი მილია, წაიყვანე ჩემი
ცხენები, ენს.
ჩვენებს დავუცდით. ედიმ ასე მოინდომა.
სახლიდან ერთი მილის მოშორებით დავინახეთ, ბიჭი ჭაობის
ნაპირას იჯდა. იქ თევზი თავის დღეში არავის უნახავს. შემოგვხე-
და გაფართოებული, მშვიდი თვალებით, სახე მოსვრილი ჰქონ-
და, მუხლებზე ჭოკი ედო, კორა სიმღერას განაგრძობდა.
„თევზის საჭერად შეუფერებელი ამინდია“, ვთქვი მე, „ჩვენ-
თან წამოდი, მე და შენ დილით ადრე ავიდეთ მდინარეზე სათევ-
ზაოდ".
„ერთი თევზი აქაც არის“, ამბობს ის, „დიუი დელმა ნახა“.
„შენ ჩვენთან ერთად წამოდი. მდინარეზე თევზაობას რა სჯო-
ბია“.
„აქაც არის“, თქვა მან, „დიუი დელმა ნახა“.
„ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე,
უფალო და მიწყალე მე“, მღეროდა კორა.

77 მკითხველთა ლიგა
დარლი

„შენი ცხენი არ მომკვდარა, ჯუელ“, ვამბობ მე. ჯუელი კოფოზე


ზის, გამართული, წინ ისე იხრება, თითქოს ხის ზურგი ჰქონდეს.
სველი ქუდის ფარფლებიდან წყალი გახევებულ სახეზე ჩამოს-
დის და თავდახრილი ისე მიმზერს, თითქოს ჩაჩქნის ზარადიდან
იყურებოდეს, მზერა ხეობაზე გადააქვს, იქიდან გორაკთან მოდ-
გმულ საბძელზე და იქ თითქოს უჩინარ ცხენს ხედავს, „მაშ, ხე-
დავ?“ ვეუბნები მე. სახლს ზემოთ დამძიმებულ ცაზე კაკაჩები და-
ვიწროებულ წრეებად დაკიდებულან, აქედან ლაქებს ჰგვანან,
დაუმორჩილებელნი, ჯიუტნი, შემზარავნი, „არა, შენი ცხენი არ
მომკვდარა”.
„ღმერთმა შეგაჩვენოს“, ამბობს ის, „ღმერთმა შეგაჩვენოს“,.
დედაჩემს ვერ შევიყვარებ, იმიტომ, რომ დედა არა მყავს, ჯუ-
ელის დედა – ცხენია.
უმოძრაო, მაღალი კაკაჩები მოლივლივე წრეებად გამოკიდე-
ბულან ჰაერში, ღრუბლები იმათ თითქოს უფრო გვაშორებენ.
ზურგგახევებული, სახეგახევებული ჯუელი ხელს ჯიდაოზე უს-
ვამს ცხენს, ჯიუტად წახრილი, ქორივით! აფხორილი, ჩვენ გვე-
ლოდებიან, მზად არიან, რომ გზას გაუდგნენ და ჯუელსაც ელო-
დებიან, ის კი თავლაში შედის და იქ ჩერდება, სანამ ცხენი
ტლინკს არ კრავს, ჯუელი აირიდებს და ბაგაზე ადის. ერთხანს იქ
ჩერდება და ჩამწკრივებული თავლების სახურავებს გასცქერის,
მერე მზერა ცარიელ ბილიკზე გადააქვს და სხვენზე ადის.
„ღმერთმა შეაჩვენოს იმისი თავი. ღმერთმა შეაჩვენოს იმისი
თავი.’’

78 მკითხველთა ლიგა
კეში

„მოუხერხებელია, თუ გინდათ, რომ ხელით ახ ფორნით ვატა-


როთ, მაშინ უნდა...“
„ასწიე. ღმერთმა შეგაჩვენოს, ასწიე“.
„მე გეუბნებით, რომ მოუხერხებელია. ასე ვერ ვატარებთ, ად-
გილამდე ვერ მივიტანთ, თუ... არა,,.
„ასწიე! ასწიე-მეთქი, შე გრძელცხვირა ეშმაკო, ასწიე!”
„არაფერი არ გამოვა, თუ უნდათ, რომ ჯერ ხელით და მერე
ფორნით ატარონ, მაშინ უნდა..."

დარლი

ისიც ჩვენთან ერთად იხრება კუბოზე, რეიდან. ორი


ხელი მისია. სისხლი ტალღებად აწვება სახეზე, ხანდახან მწვა-
ნე ფერი გადაჰკრავს, ძროხის ნაცოხნის ფერი, სიბრაზისაგან სუ-
ლი ეხუთება, ზედა ტუჩი ისე აუწევია, ყველა კბილი უჩანს. „ას-
წიე“, ამბობს ის, „ასწიე, ღმერთმა შეაჩვენოს შენი დიდცხვირა
თავი!“
ჯუელი კუბოს ცალ მხარეს ისე სწრაფად ეწევა, რომ ჩვენც თან
მივყვებით, ძლივს ვასწრებთ ხელის შეშველებას, რომ სულ არ
გადააყირაოს. ერთხანს კუბო თითქოს თავისი ნებით, ერთ ად-
გილზე ქანაობს, თითქოს შიგნით ედის ფიცარივით თხელი, უსუ-
ლი სხეული გააფრთებით იბრძოდეს, რომ თავისი უმწიკვლოება
შეინარჩუნოს, თითქოს თავისი შელახული ტანსაცმლის დაფარ-
ვას ცდილობდეს, რომ სხეულიც არ შეელახოს. შემდეგ კუბო
თავს ითავისუფლებს, უცებ ზევით ადის, თითქოს ედის დაძაბუნე-
ბული სხეული ფიცრებს ძალას მატებდეს, თითქოს ედის ეგ-

79 მკითხველთა ლიგა
რძნოს, ტანსაცმელი შემომეხევაო და მის გადასარჩენად გვერდი
ისეთი ძალით ეცვალოს, თითქოს საკუთარ სურვილს და გასა-
ჭირს არაფრად აგდებდეს. ჯუელს სახე მთლად გამწვანებია, მეს-
მის, ამოსუნთქვისას კბილი კბილს როგორ ხვდება.
კუბო ქვევით მიგვაქვს, ჰოლში, ფეხებს მძიმედ და მოუქნე-
ლად ვადგამთ იატაკზე, არეული ნაბიჯებით მივდივართ კარისკენ
და გარეთ გავდივართ.
„წამით შეაჩერეთ“, ამბობს მამა და კუბოს ხელს უშვებს, უკან
ბრუნდება, რომ კარი გამოიხუროს და ჩაკეტოს, მაგრამ ჯუელი
არ იცდის.
„წამოდით“, ამბობს ის სუნთქვაშეკრული, დაგუბებული ხმით,
„წამოდით“.
ფრთხილად ჩაგვაქვს საფეხურებზე, ისე სათუთად ვექცევით,
თითქოს ფასდაუდებელი რამ მოგვქონდეს, განზე ვიყურებით,
კრიჭაშეკრულები მაინც პირით ვსუნთქვდით, რომ ცხვირით არ
ვისუნთქოთ. ბილიკს ფერდობისკენ მივყვებით.
„მოცდა გვიჯობს“, ამბობს კეში, „გეუბნებით, ასე მოუხერხებე-
ლია-მეთქი. იმ გორაკზე კიდევ ერთი ხელი დაგვჭირდება".
„მაშ, ხელი შეუშვი", ამბობს ჯუელი, იგი არ ჩერდება. კეში
ვეღარ მოგვდევს, ცდილობს დაგვეწიოს ბორძიკით, მძიმედ სუ-
ნთქავს, მერე მთლად უკან რჩება და თავში მდგარი ჯუელი კუბოს
წინა მხარეს მარტო ეზიდება. იქ, სადაც ბილიკი დაღმართზე
ეშვება, კუბო ხელიდა მისხლტება, ჰაერში ისე მიცურავს, რო-
გორც მარხილი უხილავ თოვლში და თითქოს იმ ადგილას, რო-
მელიც მან უკვე გაიარა, კუბოც თავის კვალს ტოვებს.
„მოიცა, ჯუელ“, ვამბობ მე, მაგრამ ის არ მიცდის, ახლა თით-
ქმის მირბის და კეში უკან რჩება. მეჩვენება, რომ კუბოს იმ
გვერდს, რომელიც მხოლოდ მე მიმაქვს, წონა აღარ აქვს, თით-
ქოს ჯუელის სასოწარკვეთილმა მძვინვარებამ ჩალის წონა მის-
ცა. როცა ჯუელი შემობრუნდება და ხელის ერთი მოქნევით კუბოს
80 მკითხველთა ლიგა
ფორანზე შეაგდებს, ხელის წატანებასაც ვეღარ ვასწრებთ. მერე
ჩემკენ იხედება, სასოწარკვეთილებისაგან სახეალეწილი:
„მენ შეგაჩვენოს ღმერთმა, მენ შეგაჩვენოს ღმერთმა!“

81 მკითხველთა ლიგა
ვარდამანი

ქალაქში მივდივართ, დიუი დელი ამბობს, რომ არ გაიყიდება,


რადგან სანტა კლაუსს ეკუთვნის და მომავალ შობამდე არაფერ-
საც არ მოიტანს. მერე ისევ გამოდებენ ვიტრინაში, ერთიანად
გაბრწყინებული მყიდველს დაელოდება.
მამა და კეში გორაკიდან ჩამოდიან, ჯუელი კი ფარდულებთან
მიდის, „ჯუელ“, ეძახის მამა. ჯუელი არ ჩერდება. „სად მიდიჩარ?“
ეკითხება მამა, მაგრამ ჯუელი არ ჩერდება, „აქ დატოვე ეგ ცხენი“,
ამბობს მამა, ჯუელი ჩერდება და მიმას უყურებს, ჯუელს თვალები
მარმარილოს პაწია ბურთებს უგავს, „აქ დატოვე ეგ ცხენი“, ამ-
ბობს მამა, „ჩვენ ყველანი ფორნით წავყვებით დედას, მან ასე მო-
ინდომა“.
მაგრამ, დედაჩემი – თევზია, ვერნონმა ნახა, ის იქ იყო.
ჯუელის დედა – ცხენია, თქვა დარლმა,
„მაშინ, ხომ შეიძლება, დედაჩემი თევზი იყოს, არა, დარლ?“
ვთქვი მე.
ჯუელი ჩემი ძმაა.
„მაშინ დედაჩემიც ცხენი იქნება“, ვთქვი მე.
„რატომ გგონია?“ თქვა დარლმა, „თუ მამაჩემი მამაშენია, რა-
ტომ უნდა იყოს დედაშენი ცხენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯუელის
დედაა ცხენი?“
„რატომ უნდა იყოს?“ ვთქვი მე, „რატომ უნდა იყოს“.
დარლი ჩემი ძმაა.
„დედაშენი ვინაა, დარლ?“ ვთქვი მე.
„დედა არც მყოლია“, თქვა დარლმა, „იმიტომ, რომ თუ მყავ-
და, ახლა აღარ არის და თუ აღარ არის, ახლა არ შეიძლება, რომ
მყავდეს. ასე არაა?“
„ასეა“, ვთქვი მე.
„მაშინ, მეც არა ვარ“, თქვა დარლმა, „ვარ მე?“
82 მკითხველთა ლიგა
„არა“, ვთქვი მე.
მე ვარ, დარლი ჩემი ძმაა.
„მაგრამ, შენ ხარ, დარლ“, ვთქვი მე.
„ვიცი“, თქვა დარლმა, „ამიტომაც არ ვარ. ერთი ქალისათვის
ამდენი კვიცის შობა მეტისმეტია".
კეშს თავისი იარაღების ყუთი მოაქვს. მამა უყურებს მას. „უკან
დაბრუნებისას ტალს შევუვლი“, ამბობს კეში, „ფარდულის სახუ-
რავს შევაკეთებ“.
„ეგ წესი არ არის“, ამბობს მამა. „ეგ მისი და ჩემი აბუჩად აგ-
დებაა".
„შენ გინდა, რომ უკან დაბრუნდეს, მერე ტალთან ფეხით წავი-
დეს, თან იარაღები ხელით ათრიოს?“ ამბობს დარლი.
მამა დარლს უყურებს, თან იღეჭება. მამა ახლა პირს ყოველ-
დღე იპარსავს, იმიტომ რომ დედაჩემი – თევზია,
„ეს შეუფერებელი საქციელია“, ამბობს მამა.
დიუი დელს ხელში ფუთა უჭირავს. კალათით კი ჩვენი სადილი
მოაქვს.
„ეს რაღაა?" ეკითხება მამა.
„მისის ტალის ნამცხვრებია", ამბობს დიუი დელი და თან ფო-
რანში ჯდება, „მისი თხოვნით ქალაქში მიმაქვს“.
„ეგ წესი არ არის“, ამბობს მამა, „მიცვალებულის აბუჩად აგ-
დებაა“.
ვიტრინაში იქნება გამოდებული. ის იქ იქნება, როცა შობა
დადგება. მან ასე თქვა, ლიანდაგზე იდგება ერთიანად გაბრწყი-
ნებული. ასე თქვა, სოფლელ ბიჭებს არ მიჰყიდიანო.

83 მკითხველთა ლიგა
დარლი

თავლასთან მიდის, მერე სადგომში შედის, ზურგგახევებული,


დიუი დელს ერთ ხელში კალათა უჭირავს, მეორეში რაღაც გა-
ზეთში გამოხვეული ოთხკუთხედი, სახე მშვიდი და კუშტი აქვს,
შეშფოთებულ თვალებში, აქეთიქით რომ აცეცებს, პიბოდის ზურ-
გიც კი ირეკლება, როგორც ორი მრგვალი ცერცვის მარცვალი
ორ სათითურში. იქნებ პიბოდს ორი ისეთი ჭიაყელა ჰყავს ზურ-
გში, რომლებიც ადამიანს სულში შეუმჩნევლად უძვრებიან, უეც-
რად აფხიზლებენ, აფორიაქებენ და, როგორც დაძაბულ სახეზე
ეტყობა, უსიამოვნო ფიქრებს აღუძრავენ. იგი კალათს ფორანში
დებს და როცა ზედ ადის, შემოტმასნულ კაბაში ჩამოშვებული ფე-
ხი უფრო გრძლად მოუჩანს: ეს ის საყრდენია, სამყაროს რომ
ამოძრავებს; ის ფარგალია, რომელითაც ცხოვრების სიგრძე-სი-
განე იზომება. ვარდამანს გვერდით უჯდება და ფუთას კალთაში
ჩაიდებს.
ჯუელი თავლაში შედის, უკან ერთხელაც არ მოიხედავს.
„ეგ წესი არ არის“, ამბობს მამა, „ისედაც დიდი არაფერი გამი-
კეთებია მისთვის“.
„წავედით“, ამბობს კეში, „თვითონ თუ უნდა, აქ დარჩეს. არა-
ფერი მოუვა, ტალთანაც შეუძლია შეიაროს და იქ გაჩერდეს“.
„დაგვეწევა“, ვამბობ მე, „მოკლეზე გადმოვა და გზაზე შეგ-
ვხვდება ტალის სახლთან“.
„მე რომ არ შემეჩერებინა“, ამბობს მამა, „იმავე ცხენით შეეძ-
ლო წამოსულიყო, შეჩვენებული ამლაყი, ფოცხვერზეც უფრო ვე-
ლური. ეს ხომ ჩემი და ედის აბუჩად აგდებაა“.
ფორანი დაიძრა. ჯორები მალიმალ ყურებს ცქვეტენ. ჩვენ
უკან, სახლის თავზე უმოძრაო, მაღალი, მქროლავი წრეები პატა-
რავდება და ქრება.

84 მკითხველთა ლიგა
ენსი

ვუთხარი, თუ დედაშენის ხათრი გაქვს, იმ ცხენს ნუ წამოიყვან-


მეთქი, უხერხულია იმ ცირკის ცხენით ნავარდი. იმას უნდოდა,
რომ ყველანი ფორანში ვმსხდარიყავით, ყველანი, ვინც მისი სის-
ხლი და ხორცი ვართ; ჩვენ კი ტალის ქუჩის შესახვევს არც კი გავ-
ცილებოდით, რომ დარლმა სიცილი დაიწყო, კოფოზე, კეშის
გვერდით მჯდომს, ფეხებთან გარდაცვლილი დედის კუბო უდევს
და ის კი, იცინის. ვინ იცის რამდენჯერ დამირიგებია ჭკუა. სწო-
რედ შენი ასეთი საქციელის გამო ლაპარაკობს-მეთქი შენზე
ხალხი, მაგრამ სულ ტყუილად. მე მუდამ გულთან მიმაქვს, როცა
ხალხი ჩემს სისხლსა და ხორცზე ლაპარაკობს, მეც რომ არ მეხე-
ბოდეს; შეჩვენებული ბიჭები მე რომ გამეზარდოს ცუდად, სუ-
ლერთია, მაინც ხომ დედას ადგება ჩრდილი. მე კაცი ვარ და ამას
როგორმე გავუძლებ. ქალებზე უნდა იფიქრო, დედაშენზე და შენს
დაზე. მოვიხედე და დავინახე, როგორ იჯდა და იცინოდა.
„მე იმას არ მოვითხოვ, რომ მე მცემდე პატივს“, ვეუბნები,
„მაგრამ დედაშენი ჯერ არ გაციებულა კუბოში“.
„აი იქ...' ამბობს კეში, თავს ორღობისაკენ აკანტურებს. ცხენი
ჯერ კიდევ შორსაა, გამართული ნაბიჯებით მოდის, მაგრამ მე უკ-
ვე ვიცი, ვის მოჰყავს. დარლისკენ ვიყურები, ის კი ზის და იცინის.
„რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე“, ვამბობ მე, „შევეცადე,
ისე გამეკეთებინა, როგორც მან მოინდომა. თუ რამე დავაშავე,
ღმერთმა მომიტევოს და, იმათიც მე მომკითხოს, ვისი მამობაც
დამაკისრა".
დარლი კი ზის კოფოზე, დაჰყურებს დედამისის კუბოს და იცი-
ნის.

85 მკითხველთა ლიგა
დარლი

შესასვლელს სწრაფად უახლოვდება, მაგრამ მაინც სამასი


იარდით ვარ მისგან დაშორებული. გზაზე უხვევს, ცხენს ფლოქვე-
ბიდან ტალახი სცვივა. მერე ცხენი ჭენებით აღარ მოჰყავს, გა-
მართული, მსუბუქად ზის უნაგირზე, ცხენი ფეხებით ტალახს
ზელს.
ტალი თავის თავლაშია, ჩვენ გვხედავს და ხელს ზევით სწევს.
სვლას განვაგრძობთ, ფორანი ჭრიალებს, ტალახი ბორბლებზე
ბუტბუტებს. ვერნონი ისევ იქა დგას. ცხენით მომავალ ჯუელს უყუ-
რებს, ცხენი მსუბუქად მოდის, მაღალი ნაბიჯებით, სამი იარდის
მოშორებით, ჩვენ გზას განვგაგრძობთ, ნელი, ძილის მომგვრე-
ლი ნაბიჯებით მოვდივართ. თითქოს სიზმარში ვიყოთ და წინ არ
მივდიოდეთ, თითქოს ჩვენ და მას შორის მანძილი კი არა, დრო
მცირდებოდეს.
ის სწორი კუთხით უხვევს, გასული კვირის ბორბლების ნაკვა-
ლევი აღარსად ჩანს: წიდით დაფარული, გლუვი, წითელი გზა
ფიჭვებს შორის მიიკლაკნება; გზის თეთრი ფირნიში, გამოხუნე-
ბული ასოებით: ნიუ ჰოუპის ეკლესია, 3 მ, ზემოთაა აშვერილი,
როგორც უმოძრაო ხელი ღრმა, უკაცრიელი ოკეანის თავზე. მის
ქვემ კი წითელი გზა გაწოლილა, როგორც მანა, რომლისთვისაც
ედი ბანდრენი ფერსოა. გვერდით რჩება თეთრი, გახუნებული
ფირნიში, ერთი ნაჩხაპნიც რომ არა აქვს, რომელიც მშვიდად რა-
ღაცის დამტკიცებას ცდილობს. კეშიც მშვიდად გაჰყურებს გზას,
თავს ბუსავით ატრიალებს, იმის მიხედვით, თუ საით მივდივართ.
დიუი დელიც გზას გაჰყურებს, მერე მე შემომხედავს; მის დაკვირ-
ვებულ და არაამქვეყნიურ თვალებში ის შეკითხვა არ არის, რო-
მელიც კეშის თვალებშია. ფირნიში გვერდზე რჩება, სწორი გზა
შორს მიემართება. დიუი დელი უკან იხედება, ფორანი თავის-
თვის ჭრიალებს.
86 მკითხველთა ლიგა
კეში ბორბალზე აფურხებს. „ორ დღეში სუნი აუვა“, ამბობს
იგი. „ეგ ჯუელს უთხარი“, ვამბობ მე.
ახლა უნაგირზე მიჯაჭვულივით ზის, გაჭიმული, ისე უგრძნობ-
ლად იყურება, როგორ გამოხუნებული წარწერით მისკენ დამიზ-
ნებული გზის მაჩვენებელი.
„მოუხერხებელია, ამხელა გზას ვერ გაუძლებს“, ამბობს კეში.
„შენ ეს იმას უთხარი“, ვამბობ მე. ფორანი ჭრიალით განაგ-
რძობს გზას.
ერთ მილს რომ გავივლით, წინ გვისწრებს, ცხენს თავი დახრი-
ლი აქვს, აღვირი კი დაჭიმული, რომ სწრაფად იაროს, უნაგირზე
მსუბუქად ზის, კოხტად, გამართული, სახეგახევებული, დახეული
ქუდის ფარფლები ქარში ტკაცუნობს. ჭენებით ჩაგვიქროლებს,
ზედაც არ გვიყურებს. ცხენი მიქრის, ფლოქვები ტალახში შხუიან,
ტალახი ლეკერტად ეცემა კუბოს, კეში იხრება, ყუთიდან რაღაც
იარაღს იღებს და კუბოს გულმოდგინედ აცლის ტალახს. როცა
გზა უაიტლიფზე გადადის, სადაც ტოტებდახრილი ტირიფები
გზასთან ახლოს დგანან, ტოტს ამტვრევს და ლაქებს სველი ფოთ-
ლებით აცილებს.

87 მკითხველთა ლიგა
ენსი

მეტისმეტად ჯიუტი მიწაა. მეტისმეტად ჯიუტი. რვა მილის


მანძილზე კაცი თავისი ოფლით რწყავს ამ ღვთისგან ბოძებულ
მიწას; თავად ღმერთს უნებებია, რომ
კაცმა ეს მიწა ოფლით დაასველოს, პატიოსან მიწის მუშას უჭი-
რს ამ ცოდვილ მიწაზე. იმას უხაროდეს, ვისაც ქალაქში დუქანი
აქვს და მიწაზე ოფლს არ იწურავს. ისინი სხვისი ნაოფლარით
ცხოვრობენ, არა, არც მიწის მუშები არიან და არც ფერმერები.
ხანდახან მიკვირს კიდეც, აქამდე რომ ამ საქმეს მივდევდი; იქნებ
იმიტომ, რომ ჩვენი მწყალობელი ზეცაა. იქ ისინი ვერც თავის
მანქანებს აიტანენ და ვერც სხვა რამეს. იქ ყველა თანაბარი იქ-
ნება – მქონებელს წაერთმევა და უქონელს მიეცემა.
მაგრამ, ეტყობა, დიდხანს მოგვიწევს ლოდინი. რა ცუდია,
რომ ადამიანს ღვთის წყალობა სიკეთისთვის მხოლოდ მაშინ ერ-
გება, როცა თავის თავსაც აბუჩად აიგდებს და მიცვალებულსაც.
მთელი დანარჩენი დღე მივდიოდით და მხოლოდ შებინდებისას
მივაღწიეთ სემსონის სახლს, ხიდი კი წაღებული დაგვხვდა, არა-
ვის ახსოვს, რომ წყალი ასე ადიდებულიყოს. ეს წვიმაც რომ არ
თავდება! ასეთი რამ მოხუცებსაც კი არ ახსოვთ. მე უფლის რჩე-
ული ვარ; უფალს ვინც უყვარს, იმას გამოსცდის ხოლმე, მაგრამ,
შეჩვენებული ვიყო, თუ მეტად უცნაური გზა არ აერჩიოს ჩემს გა-
მოსაცდელად.
სამაგიეროდ, ახლა მაინც ჩავისვამ კბილებს. ჩემი ნუგეში ეს
იქნება. ეს იქნება.

88 მკითხველთა ლიგა
სემსონი

ეს მზის ჩასვლამდე მოხდა, ჭიშკართან ვიჯექით, გზაზე ფორან-


მა რომ ჩამოიარა, შიგ ხუთი კაცი იჯდა და ერთი კი ცხენით მოდი-
ოდა. ერთ-ერთმა ხელი ასწია, დუქანთან ჩავლას შეუჩერებლად
აპირებდნენ.
„ვინ არის?“ მაკკალემი ამბობს, „ვერ გამიხსენებია მისი სახე-
ლი: რეიფის ტყუპისცალია. სწორედ ის არის“.
„ბანდრენია, ნიუ ჰოუპის ქვემოთ ცხოვრობს“, ამბობს კუიკი,
„სნოუპსის ერთ-ერთ ცხენზე კი ჯუელი ზის“.
„არ მეგონა, თუ ცხენი კიდევ ჰყავდა“, ამბობს მაკკალემი, „მე-
გონა, როგორც იქნა, თავიდან მოიცილეთ-მეთქი“.
„აბა, მიდი და მოიცილე“, ამბობს კუიკი. ფორანი გზას განაგ-
რძობდა.
„დაგენიძლავები, რომ მოხუც ლონს მათთვის ცხენი არასო-
დეს მიუცია“.
„არა“, ამბობს კუიკი, „ბიძისაგან იყიდა“, ფორანი გზას განაგ-
რძობდა. „ალბათ ხიდის თაობაზე არაფერი გაუგიათ“, ამბობს ის.
„მაინც, აქ რას აკეთებენ?“ ამბობს მაკკალემი.
„ალბათ, გასეირნებას აპირებენ, ჯერ კი ცოლი ჰყავს დასამარ-
ხი“, ამბობს კუიკი, „ქალაქში მიდიან, ტალის სახლთან წაღებუ-
ლია ხიდი. ნეტა თუ იციან, რომ ჩვენი ხიდიც წაღებულია”.
„მდინარეზე თუ გადაფრინდებიან, არ ვიცი, თორემ...“ ვამბობ
მე. „არა მგონია, სადმე სხვა ხიდი იყოს აქედან იშეტავამდე“.
ფორანში რაღაც იდო, კუიკი დაკრძალვაზე იყო ამ სამი დღის
წინ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ფიქრად არ მოგვივიდოდა, რომ ში-
ნიდან ასე გვიან გამოემგზავრებოდნენ და ხიდის თაობაზე ჯერ
არაფერი ექნებოდათ გაგონილი.

89 მკითხველთა ლიგა
„იქნებ გასძახო“, ამბობს მაკკალემი. ღმერთმა დასწყევლოს,
სახელი ენაზე მადგას. კუიკმა გასძახა, ისინი შეჩერდნენ, კუიკი
ფორანთან მივიდა და ყველაფერი უთხრა.
კუიკი მათთან ერთად დაბრუნდა. „ჯეფერსონში მიდიან“, ამ-
ბობს ის, „ტალის სახლთან რომ ხიდია, წყალს ისიც წაუღია“, ისე
გვითხრა, თითქოს არა გვცოდნოდა, ეშმაკური სახე ჰქონდა, თან
ცხვირი აებზიკა, ისინი კი ისხდნენ, ბანდრენი, გოგო და კოფოზე
წამომჯდარი პატარა ბიჭი, კეში და კიდევ ის, ვისზეც ხალხი ამ-
დენს ლაპარაკობს, გარდიგარდმო გადებულ ფიცარზე ისხდნენ,
კიდევ ერთი კი ამლაყ ცხენზე იჯდა. მე მგონია, რომ ისინი ყველა-
ფერს თვითონვე მიხვდნენ, იმიტომ, რომ როცა მე კეშს ვუთხარი,
იმაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ, თუ ისევ ნიუ ჰოუპში გაემ-
გზავრებით-მეთქი, მან თქვა:
„ჰო, მე მგონი, იქიდან უფრო მოვახერხებთ გადასვლას”.
მაინცდამაინც არ მიყვარს სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა,
ჩემი აზრით, ყველამ თავის საქმეს თვითონ უნდა მოუაროს, მაგ-
რამ, მაინც ჯერ რეიჩელს ვუთხარი: არავინ ჰყავს ისეთი, კაცად
რომ ვარგოდეს, ედი რომ წესიერად დააბინავოს, რომ ახლა ივ-
ლისია-მეთქი და კიდევ სხვა ამისთანები, მერე დავბრუნდი ფარ-
დულში და შევეცადე ამაზე ბანდრენთანაც მელაპარაკა.
„მე შევპირდი“, ამბობს ის, „ასე მოინდომა”.
შემჩნეული მაქვს, რომ ყველა ზარმაც კაცს გზა ჭირივით ეზა-
რება, მაგრამ თუ გზას დაადგა, მერე ვეღარ გააჩერებ. ისიც სწო-
რედ ისე ჯიუტობდა, თითქოს გზას კი არ უფრთხოდა, რამდენადაც
გზაზე გაჩერებას და, არც მალავდა, რომ მისთვის ერთნაირად
მძიმე იყო როგორც გზის გაგრძელება, ასევე გზად გაჩერება.
დაბნეული იჯდა ფორანზე, თვალებს ახამხამდებდა და თან ყურს
გვიგდებდა, როცა ვყვებოდით, რომ უცებ წაეღო წყალს ხიდი,
როგორი ადიდებული იყო მდინარე და შეჩვენებული ვიყო, ისე

90 მკითხველთა ლიგა
ამაყად ეჭირა თავი, თითქოს ამაში მისი ხელიც ერია და წყალიც
თვითონ აედიდებინა.
„განა ეს მდინარე ამაზე უფრო ადიდებულა?“ ამბობს ის, „დაე,
აღსრულდეს ღვთის ნება. არა მგონია, წყალმა დილამდე და-
იწიოს, არა, არ დაიწევს“.
„იქნებ ეს ღამე აქ გაათიოთ“, ვეუბნები მე, „ხვალ დილით კი
ადრე გაემგზავროთ ნიუ ჰოუპში“.
მე უბრალოდ ის გაძვალტყავებული ჯორები მეცოდებოდა,
რეიჩელს ვუთხარი: „ამ ხალხს, ამ სიბნელეში, შენ გამო უკან ხომ
არ დავაბრუნებდი? რვა მილი გამოუვლიათ, რა უნდა მექნა? მხო-
ლოდ ამ ღამეს დარჩებიან ფარდულში და განთიადისას წავლენ“.
ასე რომ, ვუთხარი: „ღამე აქ გაათენეთ, დილით კი შეგიძლიათ
ნიუ ჰოუპში დაბრუნდეთ, წერაქვიცა მაქვს და ნიჩაბიც. ნავახ-
შმევს, თუ ბიჭები მოინდომებენ, კიდევაც დამარხონ და საქმე
ამით მოითავონ“. ამას რომ ვამბობდი, დავინახე, გოგო რა თვა-
ლებით მიყურებდა, მის თვალებს სროლა რომ შესძლებოდათ,
ახლა ჩემი ხსენებაც აღარ იქნებოდა. ძაღლის შვილი ვიყო, თუ
ტყვიებს არ მიშენდნენ. მერე, თავლასთან რომ მივედი, ვითომ
ვერცა მხედავდა, ჩემს გასაგონად კი ლაპარაკობდა.
„შენ რომ შეპირდი“, ამბობს ის, „შენ რომ არ შეპირებოდი, არ
მოკვდებოდა. ეგონა, რომ შენი ნდობა შეიძლებოდა, თუ არ შეას-
რულებ, რასაც შეპირდი, ღვთის რისხვა არ აგცდება“.
„ნუთუ ვერავინ ხედავს, რომ დანაპირების შესრულებას ვცდი-
ლობ?“ ამბობს ბანდრენი. „განა გულში რამე მაქვს დაფარული?“.
„სულ არ მენაღვლება, გულში რა გაქვს“, ამბობს ის, ჩქარ-ჩქა-
რა, თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობს, „შენ შეპირდი. ამიტომ
დანაპირები უნდა შეასრულო, შენ..." მაგრამ, მე დამინახა და გა-
ჩერდა, ერთ ალაგას გაშეშდა. მის თვალებს რომ სროლა შეს-
ძლებოდათ, ახლა ჩემი ხსენებაც აღარ იქნებოდა. როცა ენსს ჩე-
მი აზრი ვუთხარი, მითხრა:
91 მკითხველთა ლიგა
„მე შევპირდი, ასე მოინდომა“.
„მე მგონია, რომ მისთვის უკეთესია, თუ ახლოს დავასაფლა-
ვებთ, მასაც რომ შეეძლოს'“...
„მე შევპირდი ედის“, ამბობს ის, „ჩემი იმედი აქვს!“
ვურჩიე, კუბო ფარდულში შეეტანათ, რადგან წვიმას აპირებ-
და. ვახშამიც თითქმის მზად იყო. მაგრამ არ მოინდომეს.
„გმადლობთ“, ამბობს ის, „არ ღირს თქვენი შეწუხება. კალა-
თაში რაღაც-რაღაცები გვაქვს. იოლად გავალთ“.
„კეთილი”, ვეუბნები მე, „მაგრამ, მეც ისევე ვცემ ქალებს პა-
ტივს, როგორც თქვენ, თუ სტუმარი სუფრაზე შემოგვესწრება და
მაგიდასთან არ მოვა, ჩემი ცოლი თავს შეურაცხყოფილად იგ-
რძნობს“.
ასე რომ, გოგო სამზარეულოში რეიჩელის დასახმარებლად
წავიდა. სწორედ ამ დროს ჯუელი მომიახლოვდა.
„რა თქმა უნდა“, ვეუბნები „თუ გინდა თავლაში გყავდეს, როცა
ჯორებს აჭმევ, ამასაც აჭამე“.
„ფული მირჩევნია გადავიხადო", ამბობს ის.
„რამი უნდა გადამიხადო?“ ვეუბნები მე. „ცხენს საჭმელს რო-
გორ დავუკავებ!“
„მირჩევნია, ფული გადავიხადო“, ამბობს ის. მგონი, ისიც კი
თქვა, მეტსაც გადავიხდიო.
„მეტსაო?“ ისევ გკითხე, „რაა, თივასა და ხორბალს არა ჭამს?“
„სხვაზე მეტს ჭამს“, ამბობს ის, „ვაჭმევ, მაგრამ არ მინდა სხვი-
სი ჭამოს“.
„ცხენის საჭმელს არ ვყიდი, ბიჭო“, ვეუბნები მე, „თუ დღეს
სულ შეჭამს, ხვალ დილით მოგეხმარები და კიდევ მოვიტნოთ“
„არ მინდა სხვისი შეჭამოს“, ამბობს ის, „მირჩევნია, გადავიხა-
დო“.

92 მკითხველთა ლიგა
მინდოდა მეთქვა, თუ იმაზე მიდგა საქმე, მე რა მინდა და რა
არ მინდა, მაშინ აქაც არ იქნებოდი-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ის
ვუთხარი: „ჭამის დრო კარგა ხანია გავიდა, საკვებს არა ვყიდი“.
როცა რეიჩელმა ვახშამი გააწყო, ლოგინების გასაშლელად
გოგოც თან გაიყოლა, სახლში არავინ შემოსულა. „პატარა დრო
არ არის გასული, რაც სული განუტევა, რაღა დროს ესეთებია“.
ვამბობ მე. განსვენებულს სხვებივით მეც ვცემ პატივს, მაგრამ
მკვდრის პატივისცემა ისაა, რომ მყუდროება არ დავურღვიოთ.
ქალი უკვე ოთხი დღეა კუბოში წევს და, ყველაზე დიდი პატივის-
ცემა ის იქნება, რომ დროულად მიაბარონ მიწას, მაგრამ არ მო-
ინდომეს.
„ეგ სწორი არ იქნება“, ამბობს ბანდრენი, „ბიჭებს თუ უნდათ,
რაღა თქმა უნდა, დაიძინონ, მე კი ღამეს გავუთევ, მისთვის ერთი
ღამის გატეხვას როგორ დავიშურებ“.
ასე რომ, როცა უკან დავბრუნდი, ყველანი ფორნის გარშემო
მიწაზე ჩაცუცქულიყვნენ.
„ეს პატარა ბიჭი მაინც შემოვიდეს სახლში და ცოტა წაიძი-
ნოს“, ვამბობ მე, „შენც ამასვე გირჩევ“, ვეუბნები გოგოს, არ მინ-
დოდა მათ საქმეში ჩავრეულიყავი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით
მათთვის არც არაფერი დამიშავებია.
„ბიჭმა უკვე გამოიძინა“, ამბობს ბანდრენი, „თავლაში ეძინა,
ცარიელ ვარცლში“.
„კეთილი, მაშინ შენ შემოდი“, ვეუბნები გოგოს, მაგრამ დუმს.
ისხდნენ ასე, ჩაცუცქულები, ვერც კი შეამჩნევდით, იქ რომ იყ-
ვნენ, „ბიჭები რაღას იზამენ?“ ვეკითხები მე. „ხვალ მთელი დღე
წინა გაქვთ“. ცოტა ხნის შემდეგ კეში ამბობს:
„გმადლობთ, იოლად გავალთ“.
„არ გვინდა, დავალებული დავრჩეთ“, ამბობს ბანდრენი,
„გულწრფელ მადლობას გიხდით“.

93 მკითხველთა ლიგა
ასე ჩაცუცქულები დავტოვე, ვიფიქრე, ოთხი დღის განმავლო-
ბაში ასეთ ყოფას შეეჩვიენ-მეთქი. მაგრამ, რეიჩელი სხვა აზრისა
იყო.
„ეს ხომ შეურაცხყოფაა", ამბობს ის, „შეურაცხყოფაა და მეტი
არაფერი“.
„რა უნდა ვქნა?“ ვამბობ მე, „ედის ასე შეპირებია“.
„ენსზე ვინ ლაპარაკობს? ენსი სულაც არ მენაღვლება“, ამ-
ბობს ატირებული რეიჩელი, „მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ
შენც და ისიც, და საერთოდ კაცები მთელ ქვეყანაზე, სანამ ცოც-
ხლები ვართ, გვაწამებთ, და როცა მოვკვდებით, აბუჩად გვიგ-
დებთ, სოფელ-სოფელ წინ და უკან დაგვათრევთ“.
„კარგი, კარგი“, ვამბობ მე, „ნერვები ნუ აიშალე“.
„არ მომეკარო!“ ამბობს ის, „არ მომეკარო-მეთქი“.
ამას ხომ კაცი ვერაფერს ეტყვის. თხუთმეტი წელია ერთად
ვართ, ლამის ერთმანეთს შევაბერდით და შეჩვენებული ვიყო, თუ
სიტყვის თქმა შემეძლოს. ადრე მეგონა, ბევრი გვაქვს საერთო-
მეთქი. შეჩვენებული ვიყო, თუ აქამდე მეფიქროს, რომ ოთხი
დღის მიცვალებული და თანაც ქალი, შეიძლებოდა ჩვენ შორის
ჩამდგარიყო. კაცებისაგან განსხვავებით, ქალები ცხოვრებას
იმით უფრო ართულებენ, რომ მდგომარეობას ვერ ეგუებიან.
ხოდა, ვიწექი და ვუსმენდი წამოწყებული წვიმის ხმაურს, თან
იმათზე ვფიქრობდი, იქ, ფორნის ირგვლივ რომ ჩაცუცქულიყ-
ვნენ, სახურავზე წვიმის წკარუნს ვუსმენდი და ატირებული რეიჩე-
ლი მახსენდებოდა. ცოტა ხანში ისიც მომეჩვენა, რეიჩელი ისევ
ტირის, ძილშიც ტირის-მეთქი, თუმცა ეს როგორ უნდა მომჩვენე-
ბოდა, თან რაღაც უცხო სუნი მცემდა. აი, ახლაც კი ვერ შევძელი
გადამეწეყვიტა, შემეძლო თუ არა შევკამათებოდი, თუმცა, ისიც
ვიცოდი, რაც მოხდა, როგორ მოხდა.
ასე რომ, მეორე დილით მათთან არც კი მივსულვარ, მესმო-
და, როგორ შეაბეს ცხენები და, როცა მივხვდი, რომ უკვე დაიძ-
94 მკითხველთა ლიგა
რნენ, მაინც გამოვედი და იმდენი ვიარე ხიდამდე, სანამ არ მო-
მესმა, ფორანი ჭიშკარში როგორ გამოვიდა და ისევ ნიუ ჰოუპის-
კენ როგორ გაემართა. შინ რომ დავბრუნდი, რეიჩელი ისევ მეცა,
– რატომ გაუშვი და საუზმეზე არ შემოიპატიჟეო. ვერაფერს გა-
უგებ ამ ქალებს, მეგონა, მივხვდი, რაც უნდა-მეთქი, მაგრამ,
თურმე, ისინი ერთს რომ ფიქრობენ, მეორეს გულისხმობენ, ნემ-
სის ყუნწში უნდა გაძვრე, რომ თავი და ბოლო გაუგო.
ის უცხო სუნი მაინც მცემდა. ბოლოს მივხვდი, რომ სუნი კი არ
მცემდა, ნამდვილად ასე იყო, ხანდახან როგორ მოტყუვდება
ხოლმე კაცი. თავლაში რომ შევედი, ვერაფერი დავინახე, ვიღაც
წამოიმართა და ვიფიქრე, ალბათ, იმათი ვინმე დარჩა-მეთქი, მე-
რე მივხვდი, რაც იყო. კაკაჩა იყო, მოიხედა, დამინახა და ძირს
დაეშვა, ფეხები გაეფარჩხა, ფრთები უკან დაეწია და, ხან ერთ
მხარს ზემოთ გამომხედავდა და ხან მეორე მხარს ზემოთ; ბებერ,
მელოტ, კაცს ჰგავდა. კარს რომ გააღწია, გაფრინდა, ჰაერში აფ-
რენას დიდხანს მოუნდა, ჰაერი სქელი, მძიმე და ნესტიანი იყო.
თუ მაინცდამაინც ჯეფერსონში უნდა გამგზავრებულიყვნენ,
ჩემი ფიქრით, მაუნტ ვერნონი უნდა გაევლოთ. მაკკალემი ხომ
ასე მოიქცა. ის კი ჩავა ქალაქამდე ცხენით და ესენიც მხოლოდ
ჩვიდმეტ მილს გაივლიდნენ იქამდე, მაგრამ ხიდი იქაც თუ წყალს
აქვს წაღებული, მაშინ ალბათ ირწმუნებენ ღვთის სიბრძნესა და
განგებას.
ეს მაკკალემიც არის რა, თორმეტი წელია, ერთ საქმეს ვაკე-
თებთ, ბავშვობიდან ვიცნობ, მისი სახელი ჩემს საკუთარ სახელ-
ზე უკეთ ვიცი, მაგრამ, დასწყევლოს ღმერთმა, მაგისი მაინც ვე-
რაფერი გავიგე.

95 მკითხველთა ლიგა
დიუი დელი

ფირნიში გამოჩნდა. ის ახლა გზის მიღმა იყურება იმიტომ,


რომ შეუძლია იცადოს. აწერია: ნიუ ჰოუპი 3 მ, ნიუ ჰოუპი 3 მ.,
შემდეგ გზა იწყება, ხეებში გაივლის, მიხგეულ-მოხვეული, მო-
ლოდინით დაცარიელებული და გვეუბნება: ნიუ ჰოუპამდე 3 მი-
ლია.
ახლა კი გავიგე, რომ დედაჩემი მოკვდა. ნეტავი, მისთვის სიკ-
ვდილი მაინც დამეცლია. ნეტავ, ასეთი სურვილისათვის დრო
მქონოდა, მაგრამ ამ უდაბურ და უუფლებო მიწაზე დრო არ იც-
დის, დრო არ იცდის, დრო არ იცდის. იმიტომ კი არა, რომ მე ასე
მინდოდა, დრო არ იცდის, დრო არ იცდის, დრო არ იცდის.
აი, გვეუბნება, ნიუ ჰოუპამდე სამი მილია. ნიუ ჰოუპამდე სამი
მილია, აი, თურმე, რა იგულისხმება დროის წიაღში: აგონია და
მიმოფანტული ძვლების სასოწარკვეთილება, შეუვალ გარსში
მომწყვდეული მოვლენების შებღალული არსი. კეში თავს ნელა
აბრუნებს ჩემკენ, როცა ვუახლოვდებით, მისი ფერწასული, უაზ-
რო, ნაღვლიანი, მშვიდი და დაეჭვებული სახე მზერით მისდევს
წითელი მტვრით დაფარულ, უკაცრიელ მოსახვევს; უკანა ბორ-
ბლებთან ჯუელია ცხენით, წინ იყურება.
დარლის თვალებში მიწიერი აღარაფერია. მისი თვალები ნემ-
სებივით იჩხვლიტება. ეს ჩხვლეტა ფეხებიდან იწყება, მერე სხე-
ულზე ადის და სახეზე თავდება, თითქოს კაბა არც მეცვას, თით-
ქოს ამ ფეხათრეული ჯორების ზემოთ, კოფოზე შიშველი ვიჯდე
და მშობიარობის ტკივილი მეწყებოდეს. დავუშვათ, ვუთხარი,
უკან დავბრუნდეთ-მეთქი; როგორც ვეტყვი, ისეც მოიქცევა. განა
არ იცით, რომ სწორედ ისე მოიქცევა, როგორც ვეტყვი? ერთხელ
იმისგან გამეღვიძა, რომ ჩემ ქვემოთ თითქოს შავი სიცარიელე
ვიგრძენი. ვერაფერს ვხედავდი. მხოლოდ ის შევნიშნე, ვარდამა-
ნი რომ ადგა, ფანჯარასთან მივიდა, თევზს დანა დაუსვა და სის-
96 მკითხველთა ლიგა
ხლმა იჩქეფა, სისხლი ორთქლივით აშიშინდა, ოღონდ სისხლი
არ დამინახავს. ისე მოიქცევა, როგორც მე ვეტყვი, ის მუდამ ასე
იქცევა. რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებ, შენც იცი, რომ მე ეს
შემიძლია. ვთქვათ და ვუთხარი – აქეთ მობრუნდი-მეთქი. მაში-
ნაც ასე იყო, როცა მოკვდა, ვთქვათ და ასე მოვიქეცი, ნიუ ჰოუპში
წავალთ, ქალაქში წასვლა აღარ მოგვიხდება. ავდექი, ამოვაცა-
ლე დანა თევზს, სისხლისგან რომ იცლებოდა და დარლი მოვკა-
ლი.
ვარდამანის გვერდით რომ მეძინა კოშმარები მკლავდა ხოლ-
მე. ერთხელ მეგონა გამეღვიძა-მეთქი მაგრამ ვერც ვერაფერს
ვხედავდი და ვერც ვერაფერს ვგრძნობდი ჩემს ქვემოთ საწოლ-
საც ვერ ვგრძნობდი ვერც ჩემს არსებობას ვგრძნობდი ჩემს საკუ-
თარ სახელსაც ვერ ვიხსენებდი აღარც ის ვიცოდი რომ გოგო ვი-
ყავი არც ის ვინ ვიყავი აღარც ის ვიცოდი გავიღვიძე თუ არა არც
ის მახსოვდა გაღვიძებას რა ენაცვლებოდა და თითქოს რაღაც
მიჰქროდა არც ის ვიცოდი რა დრო იყო ბოლოს მივხვდი ქარი
დამტრიალებდა თითქოს ქარი მოვარდა და იქითკენ წამიღო სა-
იდანაც მოვარდა არც ოთახში იყო და არც მძინარე ვარდამანთან
ჩემს ახლოს ტრიალებდა და შიშველ ფეხებთან ისე გაისრიალა
როგორც გრილმა აბრეშუმის ქსოვილმა.
ფიჭვებიდან სიგრილე მოდის, ნაღვლიანი გაბმული შრი-
ალით. ნიუ ჰოუპი. სამი მილი. სამი მილი. მე მწამს
ღმერთი. მე მწამს ღმერთი.
„ნიუ ჰოუპში რატომ არ წავედით, მამიკო?“ ამბობს ვარდამანი,
„მისტერ სემსონმა თქვა, რომ იქ უნდა წავსულიყავით, ჩვენ კი იმ
მოსახვევს უკვე გავცდით".
დარლი ამბობს, „შეხედე, ჯუელ“, მაგრამ ის მე არ მიყურებს,
ცას შესცქერის. ცაზე კაკაჩა უძრავად ჰკიდია, თითქოს ზედ მი-
ულურსმავთო.

97 მკითხველთა ლიგა
ტალის ორღობეში ვუხვევთ, ფარდულს გავცდებით და გზას
განვაგრძობთ, ბორბლებზე ტალახი ბუტბუტებს, მივდევთ ყამირ
მიწაზე დაზვინულ ნედლი ბამბის რიგებს, ვერნონი გუთანს მის-
დევს. როდესაც ჩავუვლით, ხელის აწევით გვესალმება და დიდ-
ხანს გვიყურებს.
„შეხედე, ჯუელ“, ამბობს დარლი, ჯუელი ცხენზე ზის, თითქოს
კაციცა და ცხენიც ხისგან გამოუთლიათო და წინ იყურება.
მე მწამს ღმერთი, ღმერთი, ღმერთი, მე მწამს ღმერთი.

98 მკითხველთა ლიგა
ტალი

მათ რომ ჩაიარეს, ჯორებს ღვედები შევაბი და უკან გავყევი.


ფორანში ისხდნენ, ჯებირის კიდეზე. ენსი იჯდა და წყალში ჩაძი-
რულ ხიდს გაჰყურებდა, რომლის მხოლოდ ორი ბოლოღა ამოშ-
ვერილიყო წყალში. ენსი ისე იყურებოდა, თითქოს მართლა მო-
ატყუეს, ხიდი წყალმა წაიღო და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ხიდი
თავის ადგილას დახვდებოდა. საკვირაო შარვალი ჩაეცვა და რა-
ღაც ნასიამოვნები გაოცებით შეჰყურებდა ჩაძირულ ხიდს, თან
ტუჩებს აცმაცუნებდა. ახლად შეკაზმულ დაუურვებელ ცხენს
ჰგავდა. არც კი ვიცი, რას შევადარო.
ბიჭიც გაჰყურებდა ხიდს, რომელიც ნახევრად ჩაძირულიყო,
ზედ მორები და ნაფოტები ტივტივებდნენ, ხიდი კი ისე ტორტმა-
ნებდა და ყანყალებდა, გეგონებოდათ, საცაა ყველაფერი წყლით
დაიფარებაო; ის კი იჯდა და თვალებგაფართოებული უყურებდა,
თითქოს საცირკო წარმოდგენაზე ყოფილიყოს, გოგოც ასევე
იყურებოდა. ახლოს რომ მივედი, გოგომ თვალები ისე მრისხა-
ნედ დამიბრიალა, თითქოს რამე დამეშავებინოს, ჯერ ენსს შეხე-
და, მერე ისევ წყალს.
წყალი ჯებირამდე ამოსულიყო, მხოლოდ ჯებირის კიდეები
მოჩანდა. რომ არ გვცოდნოდა, გზა და ხიდი ადრე როგორ გამოი-
ყურებოდა, იქნებ ახლა ვერც კი გაგვერჩია, სად მდინარე იყო და
სად ნაპირი. მხოლოდ ყვითელი ტბორი ჩანდა და ჯებირი, დანის
პირივით ვიწრო – ამ დანის პირზე მდგარ ფორანში, ცხენსა და
ჯორზე ვისხედით.
დარლი მე მიყურებდა, მერე კეშიც შემობრუნდა და ისე შემომ-
ხედა, როგორც იმ ღამეს, დედამისისათვის ფიცრებს რომ არჩევ-
და და თან თვალით ზომავდა, მოერგება თუ არაო; იმის კითხვა
არც ღირდა, თუ რას ფიქრობდა. ყურსაც არ დამიგდებდა. ჯუელი
არ შერხეულა. იჯდა ცხენზე ოდნავ წინ გადახრილი, ისევ ისეთი
99 მკითხველთა ლიგა
გამომეტყველება ჰქონდა, როგორც მაშინ, როცა დარლთან ერ-
თად ჩაუარა სახლს, რომ ედის გამოსასვენებლად დაბრუნებუ-
ლიყვნენ.
„წყალი რომ მაღლა ამოსულიყო, ფონზე გავიდოდით“, ამ-
ბობს ენსი, „ნამდვილად გავიდოდით".
ხანდახან ამოტივტივებული მორი ჩახერგილ მორებს. თავს
დააღწევდა და ტრიალ-ტრიალით გაჰყვებოდა მდინარეს. თვალს
ვაყოლებდით, რომ ფონი გვეპოვა, სადაც მორი სვლას შეანე-
ლებდა, ერთ ადგილზე დატრიალდებოდა და წყალზე ერთი წუ-
თით მაინც შეჩერდებოდა, მივხვდებოდით, რომ იქ ფონი უნდა
ყოფილიყო.
„ეგ არაფერს ნიშნავს“, ვთქვი მე, „იქნებ იქ ჩქერიც იყოს“, ჩვენ
თვალს შორს ვაყოლებთ. გოგო კი ისევ მე მიყურებს.
„მისტერ უიტფილდი აქ გადასულა“, ამბობს ის.
„ცხენზე მჯდარა", ვამბობ მე, „და თანაც სამი დღის წინ გადა-
სულა. იმის მერე წყალმა ხუთი ფუტით მაინც აიწია“.
„ხიდი რომ ადგილზე დაგვხვედროდა“, ამბობს ენსი.
მორი კვლავ ამოტივტივდა და დინებას მიჰყვება. წყალი სავ-
სეა ნარიყით, ქაფით და მისი ხმაური ჩვენამდე აღწევს.
„მაგრამ ხიდი წყალმა წაიღო“, ამბობს ენსი.
კეში ამბობს, „მოხერხებული კაცი იქ, იმ ფიცრებზე და მორებ-
ზეც კი გადავიდოდა“.
„თან რას გადაიტან“, ვამბობ მე, „ერთი ფეხი რომ დაადგან,
მაშინვე ჩაინგრევა. შენ როგორ ფიქრობ, დარლ?“
დარლი მე მიყურებს. არაფერს ამბობს. ზის და შემომყურებს
იმ უცნაური თვალებით, ხალხს რომ სალაპარაკოდ გაუხდია.
სულ იმას ვამბობ, მისი უცნაურობა ის კი არ არის, რასაც აკეთებს
ან ლაპარაკობს, არამედ ის, თუ როგორ გიყურებს, თითქოს შენს
სულში იხედება, თითქოს მისი თვალებით უყურებდე შენს თავს
და შენს საქციელს. მერე იმასაც ვამჩნევთ, რომ გოგოც ისე მიყუ-
100 მკითხველთა ლიგა
რებს, თითქოს ხელით შევხებოდე. ენსს რაღაცას უმტკიცებს.
„მისტერ უიტფილდი“... ამბობს ის,
„ღვთის წინაშე მივეცი სიტყვა“, ამბობს ენსი, „მე მგონი, სა-
ფიქრალი არა გაქვთ".
მაგრამ იგი ჯორებს ადგილიდან მაინც არ ძრავს. ვსხედვართ
ასე, წყალის პირას, დახროვილი მორებიდან ერთი მორი ამოი-
წევს ზევით და მიცურავს, ვხედავთ როგორ ხტება და მერე ნელა
ტრიალებს, იქ, სადაც ფონი უნდა იყოს. მერე კვლავ მიცურავს.
„შეიძლება ამაღამ დაიკლოს წყალმა“, ვამბობ მე, „ერთი
დღეც მოიცადეთ“.
ჯუელი ცხენს შემოაბრუნებს. აქამდე არც განძრეულა და ახ-
ლა, შემობრუნებული, მე მიყურებს. სახეზე ხან მწვანე ფერი ადე-
ვს, ხან სიწითლე გადაუვლის, ხან ისევ მწვანე ფერი დაედება.
„შენს წყეულ გუთანს მიხედე“, ამბობს ის, „ვინ ეშმაკმა გირჩია
გამოგვყევიო?“
„მე ხომ თქვენთვის ცუდი არ მინდა“, ვამბობ მე.
„ხმა გაიწყვიტე, ჯუელ“, ამბობს კეში. ჯუელი ისევ წყალს გაჰ-
ყურებს, კბილებს აკრაჭუნებს, ჯერ წითლდება, მერე მწვანდება,
მერე ისევ წითლდება. „კეთილი“, ცოტა ხნის შემდეგ ამბობს კეში,
„რას აპირებ?“
ენსი არაფერს ამბობს. მოკუზული ზის, პირს აცმაცუნებს.
„ხიდი წყალზე რომ იყოს, ზედ გავიდოდით"“.
„გადავიდეთ“, ამბობს ჯუელი, თან ცხენს ადგილიდან ძრავს.
„მოიცადე“, ამბობს კეპი, ხიდს გაჰყურებს, ყველანი კუშს ვუ-
ყურებთ, ენსისა და გოგოს გარდა. ისინი წყალს ჩასჩერებიან.
„ჯობს დიუი დელი, ვარდამანი და მამა ხიდზე ფეხით გადავიდ-
ლნენ“ , ამბობს კეში.
„ვერნონსაც შეუძლია მათი დახმარება”, ამბობს ჯუელი, „წვენ
კი ავდგეთ და მისი ჯორი ჩვენს ჯორებთან შევაბათ".
„ჩემი ჯორი ამ წყალში გინდათ შეიყვანოთ?“ ვამბობ მე.
101 მკითხველთა ლიგა
ჯუელი მიყურებს. მისა თვალები ახლად დამსხვრეული თეფ-
შის ნატეხებს ჰგავს.
ფულს გადაგიხდი იმ შენს დაწყევლილ ჯორში, აი, ახლავე ვი-
ყილი მას შენგან”.
„ჩემი ჯორი ამ წყალში ვერ გავა” ვიმეორებ მე.
„ჯუელი თავისი ცხენით რომ გადია , ამბობს დარლი, „შენ რა-
ტომ არ გემეტება ჯორი, ვერნონ?”
„ენა ჩაიგდე, დარლ”, ამბობს კეში „შენცა და ჯუელიც ორივენი
გაჩუმდით“. „ჩემი ჯორი ამ წყალში ვერ გავა’’ ვამბობ მე.

102 მკითხველთა ლიგა


დარლი

ის ცხენზე ზის. ვერნონს თვალებს უბრიალებს, თუმცა გამხდა-


რი სახე წამოჭარხლებია, თვალები უფერული აქვს. იმ გაზაფ-
ხულს, როცა თხუთმეტი წლის გახდა, ძილს თავს ვერ ართმევდა.
ერთ დილას, ძროხები ჯერ კიდევ ბოსელში იყვნენ ჩამწყვდეული,
შევედი, რომ ჯორებისთვის თივა დამეყარა და მაშინ გავიგონე,
შინ მობრუნებული მამა ჯუელს რომ ეძახდა. შინ წასახემსებლად
რომ დავბრუნდით და სუფრას შემოვუსხედით, ჯუელმა სარძევე
კასრით ხელში ბარბაცით ჩაგვიარა, მთვრალი გეგონებოდათ;
ჯორები რომ შევაბით და მინდორში წავედით, ის ჯერ კიდევ ძრო-
ხებს წველიდა. იქ მთელი საათი ვიყავით, ის კი მაინც არ ჩანდა.
მამამ, დიუი დელი როცა მოვიდა სადილი მოგვიტანა, ჯუელის და-
საძახებლად გააგზავნა. ბოხელში ნახეს, დაბალ საკამზე იჯდა და
ეძინა.
ამ შემთხვევის შემდეგ მამა ყოველდღე მოდიოდა და აღვიძებ-
და. სადილობისას ზედ მაგიდაზე ჩაყვინთავდა ხოლმე, ვახშმის
შემდეგ მაშინვე დასაძინებლად მიდიოდა და, სანამ მე
დავწვებოდი, უკვე მკვდარივით ეძინა. დილით მამას მაინც
უწევდა მისი გაღვიძება. ადგომით კი დგებოდა, მაგრამ
გაბრუებული იყო ხმას არ იღებდა, მამა ჭკვას რომ არიგებდა და
ბუზღუნებდა. სარძევე კასრს ხელს დაავლებდა და ფარდულში
მიდიოდა; ერთხელ ძროხასთან ვნახე ჩაძინებული, იქვე ნახევ-
რად სავსე კასრი იდგა, ხელები მაჯამდე რძეში ჩაეყო და თავით
ძროხის ფერდს მიყრდნობოდა.
ამის შემდეგ ძროხას დიუი დელი წველიდა. მამა რომ
გამოიღვიძებდა, ჯუელი ადგებოდა და რასაც უბრძანებდნენ,
ზეზეურად მთვლემარე აკეთებდა. გეგონებოდა, თავისი ასეთი
ყოფა თვითონაც უკვირსო.
„რა არის, ავადა ხარ?’’ შეეკითხა დედა, „რამე გაწუხებს?“
103 მკითხველთა ლიგა
„არა“, უპასუხა ჯუელმა, „არაფერი არ მაწუხებს”.
„უქნარაა. არაფრად მაგდებს“, თქვა მამამ, ჯუელს კი ზეზეუ-
რად ეძინა. „მართალს არ ვამბობ?“ თან აღვიძებდა და თან
ეკითხეოდა მამა.
„არა“, თქვა ჯუელმა.
„დაისვენე და სახლში დარჩი“, თქვა დედამ.
„რად უნდა დარჩეს, საქმეს ვერ ავუდივართ", თქვა მა–მამ,
„თუ ავად არა ხარ, მაშ, რა გემართება?"
„არაფერი“, თქვა ჯუელმა, „კარგად ვარ”.
„კარგად ხარ?“ ჰკითხა მამამ, „მაშ, ზეზეურად რომ გძინავს?
აი, ახლაც გძინავს“.
„არა“, თქვა ჯუელმა, „კარგად ვარ”.
„მე მინდა, რომ დღეს შინ დარჩეს“, თქვა დედამ.
„მე კი ეგ სწორედ დღეს მჭირდება“, უთხრა მამამ, „ყველა ერ-
თად ვმუშაობთ, მაგრამ სამუშაოს მაინც ვერ ვერევით“.
„რამდენსაც შეძლებ, იმდენი იმუშავე, კეშსა და დარლს მიეხ-
მარები“, თქვა დედამ, „ჯუელი კი შინ მინდა დარჩეს“.
მაგრამ ჯუელმა არ მოინდომა. „კარგად ვარ“, თქვა და წავიდა.
სინამდვილეში, მართლაც რაღაც სჭირდა, ამას ყველა ხვდე-
ბოდა, თანდათან ჩამოხმა და ვხედავდი, დასაძინებლად ბარბა-
ცით რომ მიდიოდა, იმასაც ვხედავდი, თოხს უფრო ნელა იქნევ-
და, თოხი სულ უფრო და უფრო ნელა ადი-ჩადიოდა, სანამ ბო-
ლოს სულ არ დაუშვებდა, მერე ზედ დაეყრდნობოდა ხოლმე და
ასე გაშეშებული იდგა თაკარა მზეში.
დედამ ექიმის გამოძახება დააპირა, მაგრამ მამამ არ დაანება
– ფულს ტყუილად დავხარჯავთო; ჯუელს არაფერი საამისო არ
სჭირდა, ეგ იყო, რომ გახდა და მალიმალ ძილი ერეოდა. მადია-
ნად ჭამდა, მხოლოდ დროდადრო თეფშზე ჩამოეძინებოდა ხოლ-
მე, თან პური პირთან ჰქონდა მიტანილი, ყბებს კი ძილშიც არ აჩე-
რებდა, მაინც ირწმუნებოდა, ავად არა ვარო.
104 მკითხველთა ლიგა
დედამ ისე მოახერხა, რომ ძროხას დიუი დელს აწველინებდა,
და ის საოჯახო საქმეებიც, რასაც ადრე ჯუელი აკეთებდა ვახშმო-
ბამდე, დიუი დელს და ვარდამანს გადააბარა. ხანდახან თვითო-
ნაც აკეთებდა, როცა მამა შინ არ იყო. ჯუელს საჭმელსაც ცალკე
უმზადებდა და ჩვენ გვიმალავდა ხოლმე, სწორედ მაშინ მივხვდი
პირველად, რომ ედი ბანდრენი რაღაცას გვიმალავდა, ედი ბან-
დრენი, რომელიც სულ იმას გვიჩიჩინებდა, ტყუილს ვერავითარი
ბოროტება, სიღარიბეც კი, ვერ შეედრებაო. ზოგჯერ დასაძინებ-
ლად რომ მივდიოდი, ვხედავდი, როგორ ეჯდა მძინარე ჯუელს
სიბნელეში, იმასაც ვხვდებოდი, რომ ედის თავი სძულდა, რომ
ტყუილი თქვა, ჯუელიც სძულდა იმ სიყვარულის გამო, ტყუილი
რომ ათქმევინა.
იმ ღამეს, როცა ედი ავად გახდა, ტალის დასაძახებლად უნდა
წავსულიყავი, თავლაში ცხენების შესაბმელად შევედი და ფანა-
რი ვერსად ვნახე. მახსოვდა, რომ წუხელ ფანარი ლურსმანზე
ეკიდა, ახლა კი, შუაღამისას იქ აღარ იყო. სიბნელეში შევაბი ცხე-
ნები და გზას გავუდექი. მხოლოდ რიჟრაჟზე დავბრუნდი მისის
ტალთან ერთად. ფანარი ადგილზე დამხვდა, თავის ადგილას
ეკიდა ლურსმანზე, ღამით კი ვერა ვნახე. მერე კიდევ, ერთ დი-
ლას დიუი დელი ძროხას რომ წველიდა, ბოსელში, უკანა კედ-
ლის ხვრელიდან ჯუელი შემოვიდა ფანრით ხელში. ეს ამბავი
კეშს ვუამბე და, მე და კეშმა ერთმანეთს შევხედეთ.
„უყურე მაგ მელას“, თქვა კეშმა.
„აბაა!“ ვთქვი მე, „მაგრამ ფანარი რაღად უნდა? თანაც, ყო-
ველ ღამე. საკვირველი არაა, რომ ასე ჩამოხმა. ეტყვი რამეს?“.
„არაფერი ეშველება“, თქვა კეშმა.
„ისე იქცევა, რომ მართლაც არაფერი ეშველება",
ვთქვი მე.

105 მკითხველთა ლიგა


„ვიცი, მაგრამ თვითონაც უნდა მიხვდეს. ვადროვოთ, იქნებ
თვითონვე მიხვდეს და ავი და კარგი გაარჩიოს. მე, ჩემდათავად,
არავის ვეტყვი".
„არ არის საჭირო“, დავეთანხმე მე, „დიუი დელსაც
ვთხოვოთ, არავის უთხრას, დედამ ხომ არ და არა უნდა
შეიტყოს“. მერე საქმე იქამდე მივიდა, რომ სასაცილოც კი
იყო.
ჯუელს თავი სულ დაავიწყდა, ძილს ვეღარ ერეოდა, ცარიელი
ძვალი და ტყავი გახდა, იმას კი ეგონა, ვერავინ ვერაფერს მატ-
ყობსო. მე თავს ვიმტვრევდი, ნეტავ, ვინ უნდა იყოს ის გოგო-მეთ-
ქი. ვისაც კი ვიცნობდი, ყველა გავიხსენე, მაგრამ ვინ უნდა ყოფი-
ლიყო, დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყოდი.
„გოგო არ უნდა იყოს“, თქვა კეშმა, „ალბათ გათხოვილი ქა-
ლია, სადღაც ახლოს უნდა ცხოვრობდეს. ვერც ერთი გოგო ჯუ-
ელს თავის ჭკუაზე ვერ გაატარებს. სწორედ ეგ არ მომწონს“.
„რატომ?“ ვკითხე, მე, „უფრო უხიფათოა, მეტი ჭკუა მოეკითხე-
ბა“.
კეშმა შემომხედა, თვალებზე შევატყვე, ყოყმანობდა, რაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვა ვერ მონახა. „მუდამ უხიფათო არ
არის, ყმაწვილი კაცი თუ...“
„შენი აზრით, ყველაზე კარგი ისაა, რაც უხიფათოა?“
ისევ ალუღლუღდა. „ყველაზე კარგი არაა, უხიფათო მუდამ არ
არის კარგი.. ახალგაზრდა კაცია.. და ახალგაზრდა კაცმა სხვის
ჭუჭყშია ხელი არ უნდა გაისვაროს“ – ეს უნდოდა რომ ეთქვა. თუ
რაიმე ახალი, ძნელი და უჩვეულო ხდება, მარტო უხიფათო კი
არა, ცოტა ხელსაყრელიც უნდა იყოს, რადგან ხელსაყრელი მხო-
ლოდ ის არის, რასაც ადამიანი დიდი ხნის შეჩვეულია, რისი გა-
კეთებაც გეადვილება, რაც ადამიანს იმას ათქმევინებს, რომ ასე-
თი რამ ცხოვრებაში უნახავს და კიდევაც ნახავს.

106 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, არავისთვის არაფერი მითქვამს, მაშინაც კი, როცა
ჯუელი პირდაპირ მინდორში გამოგვეცხადა, გვერდით ამომიდგა
და მუშაობას შეუდგა; იმის დროც არ ჰქონდა, რომ სახლში წასუ-
ლიყო და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მთელ ღამეს საწოლში
სძინებოდეს. დედას კი ეტყოდა, არა მშიაო, ჯორებს რომ ფორან-
ში ვაბამდი, პურის ნატეხი გავღეჭეო, მაგრამ მე და კეშმა ვიცო-
დით, რომ ღამღამობით შინ არ მოდიოდა; მინდორს რომ მივაღ-
წიეთ, ტყიდან მაშინ გამოდიოდა, მაგრამ არაფერი გვითქვამს.
ზაფხული იწურებოდა. ვიცოდით, რომ მალე ღამით აცივდებოდა,
ის ვიღლაც ვეღარ შეხვდებოდა ჯუელს და აღარც ჯუელი წავიდო-
და სადმე.
მაგრამ წვიმები რომ დაიწყო და ღამემაც იმატა, დილით ჯუ-
ელი მაინც საწოლში ხვდებოდა ხოლმე მამას. ის აღვიძებდა,
გაბრუებულს ლოგინიდან წამოაგდებდა და მისი ტანჯვაც აქედან
იწყებოდა. ის ერჩივნა, სულაც არ დაწოლილიყო.
„მაგარი ქალი ყოფილა’’, ვუთხარი კეშს, „ადრე მხოლოდ
ატაცეებული ვიყავი. ახლა კი პატივს ვცემ.’’
„ქალი არ არის’’, თქვა მან.
„რას ამბობ?’’ გამიკვირდა მე, ის დაჟინებით მიყურებდა. „მაშ
ვინ არის?’’
„სწორედ მაგის გაგება მინდა“, თქვა მან.
„რახან ასეა, სდიე ღამით ტყე-ღრეში“, ვთქვი მე, „მე მაგ ჭკუ-
აზე არა ვარ“.
„მე იმის კვალს არ მივდევ“, თქვა მან.
„მაშ, რასაც შენ აკეთებ, რა არის?“
„მე იმის კვალს არ მიგდევ“, თქვა მან, „აქ სულ სხვა ამბავია“,
ერთხელ, გვიან ღამით, გავიგონე, ჯუელი ადგა და ფანჯრიდან
გადაძვრა, მერე ისიც გაგიგონე, კემიც რომ ადგა და უკან და-
ედევნა. დილით, როცა თავლაში შევედი, კეში უკვე იქ იყო, ჯორე-
ბისათვის საჭმელი დაეყარა და ახლა ძროხების მოწველაში ეხ-
107 მკითხველთა ლიგა
მარებოდა დიუი დელს. კეში დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი,
რომ ყველაფერი გაეგო. დროდადრო იმასაც ვამჩნევდი, ჯუელს
უცნაურად თვალს რომ ადევნებდა, როგორც ეტყობა, გაიგო, სად
დადიოდა, რას აკეთებდა და ამან საფიქრალი გაუჩინა, მაგრამ
გამოხედვაზე იმასაც გატყობდი, რომ შეშფოთებული არ იყო. ასე-
თი გამოხედვა მაშინ ჰქონდა ხოლმე, შინ როცა იმას აკეთებდა,
რაც მამას ჯუელის გაკეთებული უნდა ჰგონებოდა, ხოლო დედას
- დიუი დელისა. ასე რომ, კემს არაფერი ვუთხარი. დარწმუნებუ-
ლი გიყავი, როცა რაიმეს მოიფიქრებს, ყველაფერს მაშინ მეტ-
ყვის-მეთქი, მაგრამ არაფერი მითხრა.
ერთხელ, დილით – ნოემბერი იდგა, ეს ამბავი უკვე ხუთი თვე
იყო რაც გრძელდებოდა, – ჯუელს არც მაშინ სძინებია და არ მინ-
დორში გამოსულა სამუშაოდ, დედამ სწორედ მაშინ შეიტყო პირ-
ველად, რაც ხდებოდა, ჯუელის მოსაძებნად ვარდამანი გაგზავნა
და ცოტა ხანში თვითონაც უკან მიჰყვა. სანამ ყველაფერი ფარუ-
ლად და მშვიდობიანად ხდებოდა, ყველანი თავს ვიტყუებდით,
თითქოს ჩვენვე ვხუჭავდით თვალს; იქნებ ეს სიმხდალეც იყო,
მხდალი ვინ არ არის, ადამიანები ყველანაირ ღალატზე მოაწე-
რენ ხელს, ოღონდაც გარეგნული სათნოება შეინარჩუნონ. მაგ-
რამ ახლა, თითქოს ყველანი შიშის რაღაც უხილავმა ძალამ შეგ-
ვაკავშირა, თითქოს საბანი გადავიძვრეთ, გაშიშვლებულნი სა-
წოლზე წამოვსხედით, ერთმანეთს შევაცქერდით და ვთქვით:
„ახლა ყველაფერი ნათელია, შინ არ მოვიდა, რაღაც დაემართა.
ჩვენ შევუწყვეთ ხელი, რომ რაღაც დამართნოდა”.
მალე ჯუელი დავინახეთ. თხრილს მიუახლოვდა და მინ-
დვრისკენ გაბრუნდა. ცხენზე იჯდა. ამლაყ მსუბუქ ცხენს თითქოს
ფაფარი და კუდი მოაქანებდა. თავად ჯუელი კი თითქოს ტახტრე-
ვანზე ამაღლებულიყო, თავშიშველი, უუნაგიროდ, უაღვიროდ,
ხელში თოკი ეჭირა. ეს ამლაყი ცხენი იმ ტეხასელი პონის სის-
ხლისა იყო, ფლემ სნოუპსმა ოცდახუთი წლის წინ რომ ჩამოიყვა-
108 მკითხველთა ლიგა
ნა, თითო ცხენი ორ დოლარად გაყიდა და ბებერი ლონ კუიკის
გარდა, ნაყიდი ცხენი ვერავინ გახედნა. კუიკს ახლაც ჰყავდა იმ
ჯიშის ცხენები და გასაყიდად არ ემეტებოდა.
ჯუელი ჩვენკენ ჭენებით წამოვიდა, ბოლოს შეჩერდა თან
ცხენს ფერდებზე ქუსლებს ურტყამდა, ის კი ისე ცმუკავდა და ტრი-
ალებდა ერთ ადგილას, თითქოს მის ფაფარს, კუდსა და ხალებ-
დაყრილ ტყავს არაფერი ჰქონოდა საერთო მის ძვალსა და
რბილთან; იჯდა ცხენზე და გვიყურებდა.
„ეგ ცხენი სად ნახე?“ ჰკითხა მამამ.
„ვიყიდე“, თქვა ჯუელმა.
„რითი? ჩემი ჯიბით ხომ არა?"
„ჩემი ჯიბით“, უთხრა ჯუელმა, „ფული მე ვიშოვე, შენ არ შეგა-
წუხებ“.
„ჯუელ”, მიუგო დედამ, „ჯუელ“.
„მართალს ამბობს“, თქვა კეშმა, „ფული თავისი შრომით იშო-
ვა. მისტერ კუიკმა რომ გასულ ზაფხულს ორმოცი აკრი მიწა გა-
დახნა, ის გაუწმინდა. ღამით მარტო მუშაობდა, ფანრის შუქზე. ჩე-
მი თვალით ვნახე. ასე რომ, არა მგონია, ამ ცხენის ფული სხვას
დააწვეს კისერზე. მე მგონია, რომ ასაღელვებელი არაფერია“,.
„ჯუელ”, უთხრა დედამ, „ჯუელ“. მერე დაუმატა: „ახლავე შინ
წამოდი და დაიძინე“.
„ჯერ ვერა“, თქვა ჯუელმა, „არა მცალია. უნაგირი და აღვირიც
უნდა ვიყიდო, მისტერ კუიკი შემპირდა, რომ...“
„ჯუელ“, უთხრა დედამ, თან სახეზე შეჰყურებდა, „მე მოგცემ...
მე მოგცემ... მე...“ და ტირილი აუვარდა: ცხარე ცრემლებით ტი-
როდა, არც პირს მალავდა, გახუნებულ მოსასხამში გახვეული
იდგა და სახეში შეჰყურებდა, ის კი ცხენზე იჯდა, ზემოდან დასცქე-
როდა, სახე თანდათან უცივდებოდა და ავადმყოფური უხდებო-
და, სანამ სწრაფად გვერდზე არ გაიხედა; მაშინ კეში მივიდა
ედისთან და მხარზე ხელი დაადო.
109 მკითხველთა ლიგა
„შინ წადი“, უთხრა კეშმა, „აქ მიწა ძალიან სველია შენთვის,
წადი ახლა“.
მაშინ კი აიფარა ედიმ სახეზე ხელები და ცოტა ხნის შემდეგ
გზას გაუდგა, ბელტებზე ბორძიკით მიდიოდა, მაგრამ მალე წელ-
ში გასწორდა და გზა ისე განაგრძო. უკან არ მოუხედავს. თხრილ-
თან რომ მივიდა, შეჩერდა და ვარდამანს დაუძახა. ვარდამანი
ცხენს თვალს არ აშორებდა. ცხენი ბავშვის წინ ისე დახტოდა,
თითქოს ცეკვავსო.
„დამსვი, რა, ჯუელ“, უთხრა მან, „დამსვი რა, ჯუელ“.
ჯუელმა ერთი კი შეხედა ვარდამანს, მერე განზე გაიხედა, თან
ცხენი მაგრად ეჭირა და უკან ეწეოდა.
მამა ჯუელს თვალს ადევნებდა და თან ტუჩებს აცმაცუნებდა.
„მაშ, ცხენი იყიდე“", უთხრა მან, „მე დამიმალე და ცხენი ისე
იყიდე, არც კი დამეკითხე, იცი, როგორ გვიჭირდა და მაინც იყი-
დე, ახლა ეგეც ჩემი სარჩენი უნდა გახდეს, არა? გველის ქერქში
გაძვერი და მაინც იყიდე, არა?“
ჯუელმა მამას შეხედა, ჩვეულებრივზე უფრო თვალებგაუფე-
რულებულმა.
„შენსას ლუკმასაც არ ჩაიდებს“, თქვა მან, „ლუკმასაც არ ჩაი-
დებს, უმალ მოვკლავ. ფიქრადაც კი არ გაივლო, ფიქრადაც კი არ
გაივლო-მეთქი".
„დამსვი, რა, ჯუელ“, ეუბნება ვარდამანი, „დამსვი, რა, ჯუელ“,
ბალახში ჩამალული ჭრიჭინასავით გააბა პატარამ,
„დამსვი რა, ჯუელ“. იმ ღამეს დავინახე, სიბნელეში, დედა მის
საწოლთან
იჯდა და ტიროდა, გულამოსკვნით ტიროდა, იქნებ იმ სიჩუმეში
უბრალოდ ტირილი მოუნდა, იქნებ იმიტომ ტიროდა, რომ ცრემ-
ლებიც ისევე სძულდა, როგორც ტყუილი; თავისი თავიც სძულდა,
რომ ვერც ერთი აიცილა თავიდან და ვერც მეორე, ჯუელიც
სძულდა, რადგან სწორედ ის იყო მისი ცრემლების მიზეზი. ახლა
110 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის, ახლა ყველაფერი ისე ნათე-
ლი გახდა ჩემთვის, როგორც იმ დღეს, როცა მივხვდი, თუ რა შე-
ემთხვა დიუი დელს.

111 მკითხველთა ლიგა


ტალი

ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, ენსს ათქმევინეს, რასაც აპირებ-


და. ენსი, გოგო და ბიჭი ფორნიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ, მაშინაც
კი, როცა ფონს გავდიოდით, ენსი სულ უკან იხედებოდა, თითქოს
ეშინოდა, ფორანი რახან მიატოვა, ყველაფერი უკუღმა არ დატ-
რიალებულიყო – თავი ისევ მინდორში არ ამოეყო, მომაკვდავი
ედი ისევ სახლში არ წამოსულიყო და ყველაფერი ისევ თავიდან
არ დაწყებულიყო.
„იმათთვის ჯორი უნდა გეთხოვებინა“, ამბობს ის, ხიდი კი
ტორტმანებს და ქანაობს ჩვენ ქვემოთ, ამღვრეულ წყალში ისე
ღრმადაა ჩასული, გეგონებათ, დედამიწის მეორე მხარეს უნდა
გადავიდესო, ხიდის მეორე ბოლო ისეა ამოშვერილი, თითქმის
ეს ხიდი კი არა, სულ სხვა ხიდია და, თუ მეორე ნაპირიდან დააპი-
რებთ გადმოსვლას, კაცი იფიქრებს, დედამიწის გულიდან ამო-
დიანო, მაგრამ ხიდი ჯერ კიდევ მთელი იყო; ამას იმაზე შეატყობ-
დით, რომ იქითა ბოლო არც კი იძვროდა, როცა აქეთა ისე ირწე-
ოდა, როგორც ხეები, გაღმა ნაპირზე რომ იდგნენ და დიდი სა-
ათის ქანქარასავით აქეთ-იქით ნელა ქანაობდნენ; წყალში ჩაძი-
რული მორები ჭრიალებდნენ, ერთმანეთს ეხლებოდნენ, ზევით
ამოტივტივდებოდნენ და ტრიალ-ტრიალით მიცურავდნენ ფონი-
საკენ, მერე კი სწრაფად მბრუნავ, აქაფებულ ჩქერალში ცვიოდ-
ნენ.
„ვითომ ამით რა გამოვიდა?" ვამბობ მე, „თუ თქვენს ჯორებს
ფონი ვერ მოუნახავთ და ფორანი ვერ გადმოუტანიათ, სამი კი
არა, ათი ჯორიც ვერას გახდებოდა".
„მე ჯორს არ გთხოვ“, ამბობს ის, „ჩემი ჯორებითაც აუვალთ.
ვინ გეუბნება, შენი ჯორი გაიმეტეო. მიცვალებული შენი ხომ არ
არის, შენ როგორ გისაყვედურებ“.

112 მკითხველთა ლიგა


„ჯობდა უკან დავბრუნებულიყავით და ხვალამდე მოგვეცადა·,
ვამბობ მე. წყალი ცივი იყო, გამლხვალი ყინულივით სქელი.
თითქოს სუნთქავდა კიდეც. ერთი მხრივ, იცოდი, რომ ეს ჩვე-
ულებრივი წყალია. წყალი, რომელიც მუდამ ერთსა და იმავე
ხიდქვეშ მოედინება და, მაინც, როცა ამ მორებს ამოატივტივებდა
ხოლმე, აღარ გიკვირდა, ფიქრობდი, რომ მორები ერთი სხე-
ულის – წყლისა და მუქარით სავსე ჩქერალის ნაწილები იყვნენ.
მეორე ნაპირზე გასვლისთანავე წყლიდან ამოვედით, ფეხქვეშ
კვლავ მყარი მიწა ვიგრძენით, აი, მაშინ კი გამიკვირდა. თითქოს
აღარც მოველოდი, რომ ხიდს გავივლიდით და ფეხს ჩვეულებრი-
ვად ხმელეთზე დავდგამდით, იმ ხმელეთზე, რომელზედაც ამდე-
ნი გვივლია და რომლის ყოველი გოჯი ჩვენთვის კარგად ნაცნო-
ბია, არც მჯეროდა, რომ ეს მე გავაღწიე გაღმა ნაპირზე; ალბათ
ჭკუა რომ მქონოდა, იმას, რაც გავაკეთე, არ გავაკეთებდი, უკან
რომ მოვიხედე და ის ნაპირი დავინახე, სადაც სულ ახლახან მეც
ვიდექი, ხოლო ახლა ჩემი ჯორიღა იდგა, როცა ისიც გავიფიქრე,
რომ როგორმე ისევ უკან უნდა დავბრუნებულიყავი, მივხვდი,
ამას კი ვეღარ შევძლებდი, ვეღარაფერი მაიძულებდა, იმ ხიდზე
თუნდაც ერთხელ კიდევ შემედგა ფეხი. ასე იყო თუ ისე, მეორე ნა-
პირზე ვიდექი და, ცხადი იყო, რომ ის კაცი, ვინც ამ ხიდზე მეორედ
უნდა გადასულიყო, მე ვეღარაფრით ვიქნებოდი, კორასაც რომ
ეთქვა, გადადიო.
გვერდზე ის ბიჭი მედგა. ვუთხარი: „მოდი ერთი, ხელი მომკი-
დე-მეთქი“. ცოტა შეიცხადა, მერე მაგრად ჩამჭიდა ხელი. შეჩვე-
ნებული ვიყო თუ არ მეფიქროს, ჩემთვის დაბრუნდა-მეთქი, თით-
ქოს მეუბნებოდა: არაფერი თქვენ არ დაგემართებათ. თითქოს იმ
წარმტაც სავანეზე მესაუბრებოდა, მხოლოდ მან რომ იცოდა, სა-
დაც შობა და მადლიერების დღე წელიწადში ორჯერ მოდის,
მთელ ზამთარ-ზაფხულს გრძელდება, და თუკი მეც მასთან დავ-
რჩებოდი, ორივე კარგად ვიქნებოდით.
113 მკითხველთა ლიგა
ჩემს ჯორს როცა გავხედე, მომეჩვენა, თითქოს ჭოგრიტით ვუ-
ყურებდი, იქიდან ვხედავდი მთელ მიდამოს და ჩემს სახლსაც,
რომლისათვისაც ამდენი ოფლი დამიღვრია, თითქოს რაც მეტი
ოფლი იღვრება, მით უფრო გულუხვია მიწა, თითქოს რაც მეტი
ოფლი იღვრება, მით უფრო მყუდროა სახლი. კორას მყუდრო
სახლი უნდა ჰქონდეს, რომ ისიც ისევე დააკავო შინ, როგორც
რძიანი დოქი წყაროს წყალში. გამძლე დოქი უნდა გქონდეს და
წყარო, მძლავრად რომ მოედინება. და რაც უფრო მძლავრად
მოედინება წყარო, დოქიც უფრო საიმედო და მკვრივი უნდა
იყოს, რადგანაც ეს შენი რძეა და არ უნდა აგიმჟავდეს. თუმცა
სულ არარაობას ისევ ამჟავებული რძე ჯობია, იმიტომ, რომ შენ
კაცი ხარ.
ბიჭი ჩემს ხელს ჩასჭიდებოდა, მისი ხელი ისეთი ცხელი და
მიმნდობი იყო, რომ მინდოდა მეთქვა: აბა, შეხედე, ხე– დავ იმ
ჯორს? იმას აქ არაფერი ესაქმება და იმდენი ჭკუა ეყო, რომ არ
წამოგვყვა, შენ კი მიდი და ჯორი უძახე. განა კაცს კი არ დამარ-
თნია, რომ ჭკუაში ბავშვს ეჯობნოს? მაგრამ, აბა, რას გაამხელს,
სანამ წვერს არ მოუშვებს და წვერს რომ მოუშვებს, საამისოდ
სადღა მოიცლის. არც ის იცის, ოდესმე დაუბრუნდება თუ არა ის
სალი აზროვნება, წვერის მოშვებამდე რომ ჰქონდა. ასე რომ,
ადამიანს უნდა აუხსნას კაცმა, რომ არ ღირს, ყველა წვრილმანზე
თავი არ უნდა მოიკლას. ნამდვილად არ ლირს.
ხიდზე გადმოსულები ვიდექით და ვუყურებდით, კეშმა როგორ
შემოაბრუნა ფორანი. ვუყურებდით, უკან როგორ გაუდგნენ გზას.
ცოტა ხნის შემდეგ ფორანი თვალს მიე–ფარა.
„გვირჩევნია, ფონთან მივიდეთ და მისაშველებლად მოვემზა-
დოთ“, ვთქვი მე.
„მე სიტყვა მივეცი“, ამბობს ენსი, „ეს ჩემთვის წმინდათა წმინ-
დაა. ვიცი, რომ ნანობ, მაგრამ იგი ხომ ლოცვა-კურთხევას არ მო-
გაკლებს ზეციდან“.
114 მკითხველთა ლიგა
„ჯერ მიწას უნდა აჯობონ და მერე წყალს“, ვთქვი მე, „წავე-
დით“,
„უკან დაბრუნება კარგს არ მოასწავებს“, თქვა მან.
იდგა მოკაზმული, ნაღვლიანად გასცქეროდა დაცარიელე-
ბულ გზას ატორტმანებული და აქანავებული ხიდის გაღმა. ის გო-
გოც იქვე იყო, ერთ ხელში რომ საგზლით სავსე კალათა ეჭირა,
მეორეში კი – ფუთა. ქალაქში მიდიან. აჩემებული აქვთ. არაფერს
ერიდებიან – არც ცეცხლს, არც მიწას, არც წყალს, არაფერს,
ოღონდ ერთი ტომარა ბანანი შეჭამონ.
„ერთი დლით უნდა გადაგედოთ“, ვამბობ მე, „დილით იქნებ
წყალს დაეწია, იქნებ ამაღამ არც კი იწვიმოს, ამაზე მაღლა წყალი
არ აიწევს“.
„მე სიტყვა მივეცი", ამბობს ის, „ჩემი იმედი აქვს“.

115 მკითხველთა ლიგა


დარლი

ჩვენ წინ განიერი, მღვრიე წყალი მოედინება, რაღაცას გვეუბ-


ნება, გვებუტბუტება, უსამანო და უწყვეტი, ყვითელ ზედაპირზე პა-
ტარ-პატარა მორევები ჩნდებიან, მერე შემზარავ ღრმულებად
გადაიქცევიან, წამიერად ჩნდებიან ხან – აქ, ხან – იქ, მდუმარენი,
წარმავალნი, თავზარდამცემნი, თითქოს სიღრმეში წამით იღვი-
ძებს რაღაც უზარმაზარი სულიერი, ზლაზვნით ამოდის ზედაპირ-
ზე და მერე ისევ თვლემას ეძლევა.
ბუყბუყებს, ბუტბუტებს ბორბლების მანებში და ჯორების ფე-
ხებთან, ყვითელი ნარიყით ავსებული, შედედებული, ქაფის ჭუჭ-
ყიანი ფთილები, თითქოს გაოფლილან ნარბენი ცხენებივით და
გაუსაპნავთო. წყალმცენარეებში მიიკვლევს გზას ჩივილით, ნაღ-
ვლიანი ოხვრით; ტანწერწეტა ლერწმები და ნერგები იზნიქებიან,
ქარის წინაშე ისე ირხევიან, თითქოს მაღლა ტოტებზე უხილავი
მავთულები ჩამოუბამთ და ზედ დაუკიდებიათო. ამ უსამანო ზედა-
პირზე დგანან ისინი – ხეები, ლერწამი, ვაზი - უფესვონი, დედა-
მიწას მოწყვეტილნი, დგანან ამ უსასრულო სივრცეში, რომელიც
სავსეა წყლის ფუჭი და მწუხარე ხმით.
მე და კეში ფორანზე ვსხედვართ, ჯუელი ცხენზე ზის, უკანა
ბორბლებთან. ცხენი ცახცახებს, დამფრთხალ თვალს ატრიალე-
ბს, გრძელ, ვარდისფერ სახეზე ჩვილის ცისფერი თვალივით რომ
მოუჩანს, ხრინწიანად სუნთქავს, თითქოს გმინავსო. ჯუელი გა-
მართული ზის ცხენზე, ხან ერთ მხარეს იყურება, ხან მეორეზე,
მშვიდად, ჯიუტად, ფხიზლად, სიფითრე დაჰკრავს. კეშსაც მშვი-
დი, სერიოზული სახე აქვს. ერთმანეთს შევყურებთ, ხანგრძლივი
გამოცდელი მზერით, ფხიზლად, სიფითრე დაჰკრავს. კეშსაც
მშვიდი, სერიოზული სახე აქვს. ერთმანეთსა შევყურებთ,
ხანგრძლივი, გამომცდელი მზერით, ფხიზლად, იდუმალად და
მოურიდებლად, იმ მზერით, რომელიც დაუოკებლად იძირება
116 მკითხველთა ლიგა
ერთიმეორის თვალებში და აღწევს ყველაზე იდუმალ კუნჭულს,
სადაც ჩვენ – კეში და დარლი, წამიერი აღშფოთებით, უშიშრად
აღვუდექით წინ ძველ შიშსა და ძველ წინათგრძნობას. როცა
ვლაპარაკობთ, ჩვენი ხმები მშვიდია და შორეული.
„მგონი, ჯერჯერობით სწორ გზაზე ვდგავართ“.
„ტალმა ის ორი დიდი მუხა მოჭრა. ამბობენ, წყალი რომ ადიდ-
დებოდა, ფონს სწორედ ამ მუხებით პოულობდნენო“·
„ორი წლის წინ მოჭრიდა. ხე-ტყის დამზადებას სწორედ მაშინ
მიჰყო ხელი. ალბათ, ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ეს ფონი ვინ-
მეს დასჭირდებოდა".
„ასე არ იქნებოდა. თუმცა, მგონი ასეც იყო. მაშინ ამ ადგილას
ბევრი ხე წამოაწვინა; ამბობენ, თავისი გირაო ამ ხე-ტყით გამო-
ისყიდაო“
„ცხადია, აქ თითქმის ყველანი ხე-ტყეს ამზადებენ, სახერხი
ქარხნები რომ შეინარჩუნონ, ან ხე-ტყე რომ მოიმარაგონ. ალ-
ბათ ვერნონიც ამასვე აკეთებდა“.
„ეტყობა, ვერნონს უტყუარი ალღო აქვს“.
„ჰო, ნამდვილად აქვს. ფონი სწორედ აქ უნდა იყოს. ვერნონი
ტყეს ისე არ გაკაფავდა, რომ ძველი გზა არ გაეწმინდა. მგონი,
სწორედ იმ გზაზე ვდგავართ“. ირგვლივ მშვიდად იყურება. აკ-
ვირდება ხეების განლაგებას, აქეთიქით რომ გადახრილან, გაჰ-
ყურებს ნიადაგგამოცლილ გზას, ჰაერში ბუნდოვნად რომ ილან-
დება გადაბელილი და დაცემული ხეების ფონზე. თითქოს წყლით
გაჟღენთილმა ძველმა გზამაც თავი დააღწია მიწას, ზევით აცურ-
და და იმაზე უფრო აჭრელებული კვალი დაამჩნია ამ ღრმა უდა-
ბურებას, ვიდრე იმ გზამ, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ერთმა-
ნეთს ისე ვესაუბრებით, თითქოს საფრთხე არ გვემუქრებოდეს და
ყოველ წვრილმანზე სასაუბროდ გვეცალოს; ჯუელი ჯერ მას შეხე-
დავს, მერე – მე, მერე მშვიდ, მუდმივი შეკითხვის გამომხატველ

117 მკითხველთა ლიგა


მზერას მიმოავლებს ირგვლივ, ცხენი კი ისევ ცახცახებს მის ლა-
ჯებში.
„იქნებ ნელა-ნელა წინ წასულიყო და ფონი მოეძებნა”, ვამბობ
მე.
„ჰო“, ამბობს კეში, ისე, რომ ჩემკენ არ იხედება, პირშებრუნე-
ბული, იქით იყურება, საითაც ჯუელმა ცხენი წაიყვანა.
„მდინარეს გვერდს ვერ აუვლის“, ვამბობ მე, „შეუძლებელია
ორმოცდაათ მილზე მდინარე ვერ დაინახოს“.
კეში მე არ მიყურებს, ზის პირშებრუნებული. „რომ დავეჭვებუ-
ლიყავი, გასულ კვირას მოვიდოდი და ამ ადგილებს დავხედავ-
დი”.
„მაშინ ხიდი თავის ადგილზე იყო“, ვამბობ მე. ის მე არ მიყუ-
რებს, „უიტფილდი ცხენით წავიდა“.
ჯუელი ისევ ჩვენ გვიყურებს მშვიდი, ფხიზელი და თვინიერი
მზერით, წყნარი ხმა აქვს. „ჩემგან რა გინდათ, მე რა გავაკეთო?“
„გასულ კვირას უნდა მოვსულიყავი და ამ ადგილებისთვის
დამეხედა“, ამბობს კეში.
„წინასწარ როგორ უნდა გცოდნოდა", ვეუბნები, „საიდან უნდა
გცოდნოდა".
„ნინ წავალ“, ამბობს ჯუელი, „თქვენ გამომყევით“. უნდა, რომ
ცხენი ადგილიდან დაძრას. ცხენი ცახცახებს, თაგდახრილი. ჯუ-
ელი იხრება. ცხენს ელპარაკება, ადგილიდან თითქმის ძალით
ეწევა. ის კი ფეხებს გაუბედავად ადგამს, ირგვლივ წყალს აშხე-
ფებს, ცახცახებს, ხრინწიანად სუნთქავს. ჯუელი რაღაცას ეუბნე-
ბა, ეჩურჩულება, „მიდი“, ამბობს ის, „ჩემთან როცა ხარ, ნურაფ-
რისა გეშინია, აბა, მიდი“. „ჯუელ“, ამბობს კეში. ჯუელი უკან არ
იხედება. ცხენს აქეზებს.
„ცურვა ხომ იცის“, ვამბობ მე, „მე ცოტას ვადროვებდი...“ რო-
ცა დაიბადა, მძიმედ იყო ავად. დედა იჯდა ლამპის შუქზე,
კალთაში ბალიში ედო და ზედ ჯუელი ეწვინა. ჩვენ ვიღვიძებდით
118 მკითხველთა ლიგა
ხოლმე და ვხედავდით, ასე რომ იჯდა. ერთი ხმაც არ გაგვიგონია
იმათი.
„ბალიში ჯუელზე უფრო დიდი იყო“, ამბობს კეში, ოდნავ წინ
იხრება, „გასულ კვირას მოვსულიყავი და დამეხედა. ასე უნდა
მექნა“,
„მართალია“, ვამბობ მე, „მისი თავი და ფეხები ბალიშის კიდე-
საც კი ვერა სწვდებოდა. როგორ უნდა მიმხვდარიყავი“.
„ასე უნდა მექნა“, ამბობს ის. აღვირს ეწევა. ჯორები დაიძ-
ვრნენ, ნაკვალევს მისდევენ. ბორბლები წყალში ბუტბუტებენ. ის
თავს მოაბრუნებს და ედის მოხედავს· „ვერ გადავიტანთ“, ამბობს
ის.
ბოლოს ხეები გზას გვითმობენ. ჯუელი ზის ცხენზე, გაშლილ
მდინარეში, ნახევრად შემობრუნებული, ცხენს წყალი ფერდებამ-
დე სწვდება, ნაპირზე მამას, ვერნონს, ვარდამანს და დიუი დელს
ვხედავთ. ვერნონი ხელს გვიქნევს, გვირჩევს, რომ დინებას ქვე-
ვით ჩავყვეთ.
„ძალიან ზევით წამოვედით“, ამბობს კეში. ვერნონი კიდევ რა-
ღაცას გვიყვირის, მაგრამ წყლის ხმაურში ვერ ვარჩევთ. ახლა
წყალი მდორედ მოედინება, ღრმა და აუღელვებელი, ჩქაფუნიც
კი აღარ ისმის, მხოლოდ ხანდახან მორი ამოტივტივდება ნელი
ტრიალით. „თვალი მიადევნეთ“, ამბობს კეში. მორს თვალს არ
ვაცილებთ და ვხედავთ, წამით როგორ ჩერდება. მის უკან ტალ-
ღადქცეული ჩქერი რამდენიმე წამით მორს ისევ ძირავს, მერე
ისევ უკან ამოაგდებს და მორი წყალს ტივტივით მიჰყვება.
„ფონი აქ არის“, ვამბობ მე.
„აჰა“, ამბობს კეში, „აქ. არის“, ისევ ვერნონს ვუყურებთ. ახლა
ის ხელებს ხან ზევით იქნევს და ხან ქვევით. ჩვენ წყალს ქვემოთ
მივყვებით. ის ხელებს ძირს უშვებს. „ამ ადგილასაა“, ამბობს კე-
ში.

119 მკითხველთა ლიგა


აკეთილი, ღმერთმა შეაჩვენოს მაგისი თავი, მაშ, გადავი-
დეთ“, ამბობს ჯუელი, ის ისევ აქეზებს ცხენს.
„მოიცა“, ამბობს კეში, ჯუელი ისევ ჩერდება.
„კეთილი, მაგრამ, თუ ღმერთი გწამს...“, ამბობს იგი. კეში
წყალს უყურებს, შემდეგ ისევ ედის გახედავს. „კუბოს ვერ გადა-
ვიტანთ. მოუხერხებელია“, ამბობს ის.
„მაშინ ადექით და შენც და დარლიც იმ დაწყევლილ ხიდზე გა-
დადით", ამბობს ჯუელი. „მე ფორანს დავაჯდები“. კეში ყურადღე-
ბას არ აქცევს. „მოუხერხებელია“, ამბობს. „დიახ, სერ, ძალიან
ფრთხილად უნდა ვიყოთ".
„ფრთხილად იყავით, ეშმაკსაც წაუღია თქვენი თავი“, ამბობს
ჯუელი. „ჩამოდით მაგ ფორნიდან და მე დამსვით, ღმერთო ჩემო,
თუ თქვენ გეშინიათ მისი გადატანა“... მისი უფერული თვალები
ორ თეთრად შეღებილ ხის ნაჭერს ჰგავს. კეში უყურებს მას.
„ჩვენ გადავიტანთ“, ამბობს ის, „მერე გეტყვი, შენ რა უნდა გა-
აკეთო. უკან გაბრუნდი, ხიდზე გადადი და იქ თოკით დაგვხვდი,
შენს ცხენს შინ ვერნონი წაიყვანს და ჩვენს დაბრუნებამდე იქ
ეყოლება“.
„ეშმაკსაც წაუღიხარ“, ამბობს ჯუელი.
„აიღე თოკი. მეორე ნაპირზე გადი და მზად იყავი", ამბობს კე-
ში, „აქ გინდა ორი კაცი ყოფილა და, გინდა სამი, ერთი ფორანს
წაიყვანს და მეორე კუბოს შეაკავებს“.
„ეშმაკსაც წაუღიხარ“, ამბობს ჯუელი.
„ჯუელმა თოკის ბოლო დაიჭიროს, გვერდი აგვიაროს, დინე-
ბას გაჰყვეს და კუბოს თოკი შემოახვიოს“, ვამბობ მე, „რას იტყვი,
ჯუელ?“
ჯუელი სიძულვილით მიყურებს. მერე სწრაფად შეხედავს კეშს
და ისევ მე შემომხედავს. ფხიზელი და მკაცრი თვალები აქვს.

120 მკითხველთა ლიგა


„არაფრის მაქნისები არა ხართ. ვერაფერი უნდა მოიფიქ-
როთ? ზიხართ, ლმერთმა შეგაჩვენოთ, და ხელი ვერ გაგინძრე-
ვიათ“.
„მოდი, კეშ, ასე გავაკეთოთ“, ვეუბნები მე.
„სხვა გზა არ არის“, ამბობს კეში.
მდინარე ასი იარდის სიგანისაც არ იქნება და იმ დაცარიელე-
ბულ უდაბნოში მხოლოდ მაშა, ვერნონი და დიუი დელი მოსჩა-
ნან, ხან აქეთ რომ ეცემიან და ხან იქით, ჩვეულებრივზე უფრო
ჩქარა ბრუნავს, ვიდრე საბოლოოდ უფსკრულში ჩაინთქმება.
აქედან მაინც ქონდრისკაცებივით მოჩანან. თითქოს ჩვენ შორის
მანძილი დროდ ქცეულიყოს: დაუბრუნებელ დროდ, თითქოს
დრო იმ წვრილი ხაზივით კი არ მოედინებოდეს, რომელიც თან-
დათან მცირდება, არამედ თასმის ბოლოებივით ორად გაშლი-
ლიყოს, მანძილიც ძაფივით გაორებულიყოს, უსასრულოდ. ჯო-
რები დგანან, მკერდამდე წყალში ჩაძირულნი, წყლის ზემოთ
მხოლოდ გავები ამოუშვერიათ. ჯორები მძიმედ სუნთქავენ,
ღრმად, თითქოს გმინავენ; უკან რომ იხედებიან, შეშლილი, ნაღ-
ვლიანი, ღრმა, სასოწარკვეთილი თვალები აქვთ. თითქოს უკვე
დაენახოთ სქელ წყალში ის საფრთხე, რომელიც ვერ გამოუთ-
ქვამთ და ჩვენ კი ვერ დაგვინახავს.
კეში ფორანში ბრუნდება. გაშლილ ხელის გულებს ადებს
ედის და ოდნავ არწევს. მერე მისკენ იხრება მშვიდი, სერიოზული
სახით, ეტყობა, რაღაცას ვარაუდობს, იღებს ხელსაწყოების ყუთს
და წინ, სკამის ქვეშ დგამს. ყველას ერთად გადაგვაქვს კუბო წინ,
ხელსაწყოების ყუთსა და ფორნის სკამს შუა ვდგამთ. მერე კეში
მე მიყურებს.
„არა“, ვამბობ მე, „აქ დარჩენა მირჩევნია. შეიძლება ორივენი
დაგჭირდეთ“.

121 მკითხველთა ლიგა


ყუთიდან დახვეულ თოკს იღებს და სკამის ზურგზე ორჯერ შე-
მოახვევს, თოკის ერთ თავისუფალ ბოლოს მე მაწვდის, მეორეს
ჯუელს უგდებს, ჯუელი თოკს უნაგირზე ამაგრებს.
ჯუელმა როგორმე ცხენი დინებაში უნდა შეაგდოს. ცხენი წინ
მიდის, მაღალი ნაბიჯებით, კისერმოდრეკილი და გაღიზიანებუ-
ლი. ჯუელი ცხენზე ზის წინწახრილი, მუხლები ოდნავ ზევით აქვს
აწეული; ერთს კიდევ გადმოგვხედავს თავისი სწრაფი, ფხიზელი
მზერით, ცხენი მდინარეში შეჰყავს, თან ეჩურჩულება, ამშვიდებს.
ცხენს ფეხი უსხლტება, წყალში უნაგირამდე იძირება, მერე ისევ
სწორდება, ჯუელს წყლის ნაკადი ბარძაყამდე დასთქრიალებს.
„აბა, შენ იცი, თავი შეიმაგრე", ამბობს კეში.
„უკვე გზაზე გავედი“, ამბობს ჯუელი, „გამომყევით”.
კეში აღვირს სწევს და ჯორები ფრთხილად და მოხერხებულად
შეჰყავს წყალში.
ვიგრძენი, დინება როგორ გვითრევდა და სწორედ ამით მივ-
ხვდი, რომ ფონთან ვიყავით, ბორბალი ოდნავ სხლტებოდა და ეს
მიგვანიშნებდა, რომ ერთ ადგილზე არ ვიდექით. ოდესღაც
ბრტყელი ზედაპირი ხან ძაბრივით ღრმავდებოდა და ხან ისევ
ამოიბურცებოდა, ზედ გვაწყდებოდა და ზევით-ქვევით მიგვაქა-
ნებდა, ფსკერი თითქმის ჩვენს გასაღიზიანებლად, ოდნავ, ზან-
ტად გვეხებოდა ფეხის გულებზე და მერე კი ისევ გვაცლიდა ნია-
დაგს. კეშმა ჩემკენ გამოიხედა და მივხვდი, რომ გზაზე გავედით.
იმას კი ვეღარ მივხვდი, თოკი რად უნდოდა, სანამ ის მორი არ
დავინახე. უცებ ამოტივტივდა, წამით აყირავდა და ისე დადგა
უდაბური წყლის აქანებულ და მღვრიე ზედაპირზე, როგორც
ქრისტე წყალზე. ჩამოდი და დინებას მოსახვევამდე გაჰყევი,
თქვა კეშმა. როგორმე გახვალ. არა, ვთქვი მე. გინდა ასე დავსვე-
ლებულვარ წყალში და გინდა ისე.
უცებ წყლიდან ამოსულ ორ ბორცვს შორის მორი ამოტივტივ-
და, თითქოს მდინარის ფსკერიდან ამოუტყორცნიათო. მორს ერ-
122 მკითხველთა ლიგა
თი ბოლოდან ქაფი ისე ჰკიდია, ბერიკაცის ან თხის წვერი გეგო-
ნებათ. კეში მელაპარაკება და თან ვგრძნობ, რომ მორსაც უთ-
ვალთვალებს, ხან მორს უყურებს და ხან ჯუელს, რომელიც ჩვენ-
ზე ათი ფუტით წინაა, „თოკს ხელი უშვი“, ამბობს ის, მერე ხელს
იშვერს და სინჯავს თოკის იმ ბოლოს, რომელიც სკამის ზურგზეა
დახვეული. „მიდი, ჯუელ“, ამბობს ის, „იქნებ როგორმე ამ მორს
გავუსწროთ“.
ჯუელი ცხენს უყვირის, თითქოს ლაჯებშუა მომწყვდეულ ცხენს
მუხლებით ზევით ეწევა. ახლა ჯუელი იქ ადის, სადაც ფონი ყვე-
ლაზე უფრო შემაღლებულია, ცხენმაც თითქოს საყრდენი მონახა
და წინ მიიწევს, წყლიდან ნახევრად ამოსული ერთიანად ლაპ-
ლაპებს, სწრაფი ნახტომებით მიექანება, უჩვეულოდ სწრაფად
მიექანება, ახლა კი ხვდება ჯუელი, რომ თოკი აეშვა, ვხედავ, რო-
გორ ეწევა აღვირს, უკან იხედება, მორი ჩვენსა და ჯუელს შორის
ტრიალებს, მერე ხანგრძლივი, შენელებული ბიძგით პირდაპირ
ჯორებს ემუქრება, ახლა ჯორებიც ამჩნევენ მას; წამით ისინიც შა-
ვად ლაპლაპებენ წყალში. მერე ჯერ ერთი უჩინარდება წყალქვეშ
და მეორესაც თან ითრევს. ფორანი აქეთ-იქეთ ქანაობს, მერე
ზედ ფონთან თითქოს წამოედოო, ჩერდება და სწორედ მაშინ ეჯა-
ხება მორი, აყირავებს და თან მიაქვს.
კეში თავს ვერ იმაგრებს, დაჭიმული აღვირი ხელიდან უს-
ხლტება და წყალში უჩინარდება; ერთი ხელით ისევ ედის ეჭიდე-
ბა. კუბოს აკავებს იმ მხარეზე, რომელიც ჯერ არ ჩაძირულა. „ახ-
ლავე გადახტი“, ამბობს ის მშვიდად, „ჯორებს თავი დაანებე, ვე-
ღარ გადაარჩენ, მორევში ჩაგითრევენ“. ვხტები, საითაც დინება
მიემართება, კიდევ ერთხელ ვხედავ ჯორებს წყლიდან ამოსულ
ორ ბორცვს შორის. ისინი თავის დაღწევას ცდილობენ, ზემოთ
ამოდიან, მიწას ვეღარ სწვდებიან, წყალში ყირავდებიან და გაშე-
შებულ ფეხებს ზევით იშვერენ.

123 მკითხველთა ლიგა


„შენც ფრთხილად იყავი“, ვამბობ მე, ვერნონი და ვარდამანი
ნაპირზე დარბიან, მამა და დიუი დელი დგანან და გვიყურებენ,
დიუი დელს კალათა და ფუთა უჭირავს ხელში. ჯუელს უნდა, რომ
ცხენი შემოაბრუნოს, ერთი ჯორი წყლიდან თავს ამოყოფს, თვა-
ლები გაფართოებია, ერთს კი გადმოგვხედავს, თითქოს ადამია-
ნივით ყვირის, მერე უჩინარდება.
„დაბრუნდი, ჯუელ“, ყვირის კეში, „დაბრუნდი, ჯუელ”. მე ვხე-
დავ, როგორ იხრება დაქანებულ ფორანზე, ხელებით ედის და
ხელსაწყოების ყუთს ეხვევა, ვხედავ, მორის თხისწვერიანი თავი
როგორ ეხეთქება ფორანს, მის უკან ჯუელი ყალყზე შემდგარ
ცხენს აკავებს. ცხენი თავს აქეთ-იქით ატრიალებს, ჯუელი კი თავ-
ში უშენს. ფორნიდან იმ მხარეს ვხტები, საითაც დინება მიემარ-
თება, კიდევ ერთხელ ვხედავ ჯორებს წყლიდან ამოსულ ორ
ბორცვს შორის, ისინი თავის დაღწევას ცდილობენ, ზემოთ ამო-
დიან, მიწას
ვეღარ სწვდებიან. წყალში ყირავდებიან და გაშეშებულ ფე-
ხებს ზემოთ იშვერენ.

124 მკითხველთა ლიგა


ვარდამანი

კეში ბევრს ეცადა მაგრამ ედი მაინც გადმოვარდა დარლი


გადმოხტა და ფორანს ქვეშ მოექცა კეში კი ყვიროდა დაიჭირეთო
მეც ვყვიროდი მივდიოდი და ვყვიროდი დიუი დელი კი მე მიყვი-
როდა ვარდამან ჰეი ვარდამან ჰეი ვარდამან ვერნონმა სირბი-
ლით ჩამიქროლა იმიტომ რომ დაინახა ედი როგორ ამოჰყვა
წყალს მერე გაუჩინარდა დარლმა კი ჯერ ვერ დაიჭირა.
ის ახლოს მივიდა რომ დაენახა მე კი მთელი ხმით გავყვირო-
დი დაიჭირე დარლ დაიჭირე ედი კი აღარ დაბრუნდა იმიტომ რომ
ის ძალიან მძიმე იყო დარლს უნდა დაეჭირა მე კი ვყვიროდი და-
იჭირე დარლ დაიჭირე დარლ წყალში ხომ უფრო ჩქარა მოძრა-
ობს დარლს უნდა დაეჭირა იმიტომ რომ ყველაზე მოხერხებულია
მხოლოდ ჯორები უშლიან ხელს ისევ ამოტივტივდნენ ფეხებაშვე-
რილები ფეხები განწირულად აუშვერიათ ისევ ჩაყვინთეს მხო-
ლოდ ზურგები მოუჩანთ დარლი კი ისევ წყალშია იმიტომ რომ
წყალში ედი უფრო სწრაფად გაცურდება ვიდრე სხვა ვინმე მე გა-
ვუსწარი ვერნონს მაგრამ მან არ მოინდომა წყალში ჩასვლა რომ
დარლს დახმარებოდა. მას შეეძლო დარლთან ერთად დაეჭირა
ედი მაგრამ არ მოინდომა.
ჯორები ისევ ამოტივტივდნენ ფეხებაშვერილები ფეხებაშვე-
რილები ჩაიძირნენ მერე ისევ დარლი რაც ძალი და ღონე მაქვს
ვყვირი დაიჭირე დარლ დაიჭირე ნაპირზე გამოიტანე დარლ ვერ-
ნონს კი უნდა რომ დაეხმაროს მაშინ დარლმა როგორღაც გვერ-
დი აუარა ჯორებს ედი კი ნაპირისაკენ მიცურავს ნელა მიცურავს
იმიტომ რომ წყლის ქვეშ დარჩენას ლამობს მაგრამ დარლი ღო-
ნიერია თანდათან დაეწია მივხვდი რომ ახლოს მივიდა კიდევ
იმიტომ რომ ცურვა შეანელა მე სირბილით შევედი წყალში რომ
დავხმარებოდი ყვირილი კი ვერ შევწყვიტე იმიტომ რომ დარლი
ღონიერია შეუპოვარი ედი ვერსად გაექცევა გინდაც გაუძალიან-
125 მკითხველთა ლიგა
დეს ხელიდან ვერ გაუსხლტება ის მე მიყურებს და თან ედი ჰყავს
ჩაბღუჯული ახლა ყველაფერი რიგზეა ყველაფერი რიგზეა ყვე-
ლაფერი რიგზეა.
მერე დარლი წყლიდან გამოდის კამოსვლას დიდხანს უნდება
ხელები წყალში აქვს მაგრამ ეთი ხომ უნდა ამოიყვანოს რომ მე
ხელი შევაშველო ჯერ მისი ხელები ამოდიან წყლიდან მერე თვი-
თონაც ამოდის ვერ გავჩერდები ამის დრო არა მაქვს როცა თვი-
თონაც გავჩერდები როცა შევძლებ მაგრამ მას ხელები ცარიელი
აქვს ხელები ამოაქვს წყლიდან ცარიელი ხელები დაცარიელებუ-
ლი წყლიდან დაცარიელებული ხელები.
„დედა სად არის, დარლ?“ ვეკითხები მე, „ხელიდან გაგის-
ხლტა. შენ იცოდი, რომ ის თევზია, და ხელიდან გაგისხლტა. არ
დაიჭირე. დარლ. დარლ. დარლ“. ნაპირზე გავიქეცი. ვუყურებდი,
ჯორები ხან ამოტივტივდებოდნენ და ხან ისევ უჩინარდებოდნენ
მორევში.

126 მკითხველთა ლიგა


ტალი

კორას რომ ვუამბე, დარლი ფორანიდან როგორ გადმოხტა,


ფორანზე როგორ დატოვა კეში, რომ კუბო გადაერჩინა, ფორანი
როგორ გადაბრუნდა და წვალებით თითქმის ნაპირზე გასულმა
ჯუელმა ცხენი როგორ შემოაბრუნა, რაც მე უფრო გონივრული
მეჩვენა, ვიდრე ნაპირზე გასვლა, კორამ თქვა: „ნუთუ შენც იმასვე
ფიქრობ, რასაც სხვები ფიქრობენ დარლზე, უცნაური და შერეკი-
ლიაო; დარლის მეტს არავის ეყო ჭკუა, რომ ფორნიდან გადმომ-
ხტარიყო. ენსი კი ეშმაკურად მოიქცა, რომ იმ დროს იქ არ ყოფი-
ლიყო“.
„იქაც რომ ყოფილიყო, რისი მაქნისი იქნებოდა“, ვთქვი მე,
„ყველაფერი კარგად მიდიოდა და, ალბათ, ნაპირზეც გააღწევ-
დნენ, ის მორი რომ არა“.
„მორი იყო თუ ვიოლინოს ხემი", თქვა კორამ, „ამაში ღვთის
ხელი ერია“.
„მაშ, რაღას ამბობ, სულელურად მოიქცნენო", ვთქვი მე.
„ღვთის წინაშე ყველა უძლურია. ღმერთს წინ ვინ გადაუდგებო-
და, ეგ ხომ მკრეხელობა იქნებოდა“.
„ამას ვინ გაბედავს“, ამბობს ის, „აბა, თქვი“.
„ენსს არც გაუბედავს“, ვთქვი მე, „შენ კი სწორედ ამას აბრა-
ლებ“.
„იქ უნდა ყოფილიყო“ თქვა კორამ, „ის რომ კაცად ვარგოდეს,
იქ იქნებოდა და შვილებს იმას არ გააკეთებინებდა, რასაც თვი-
თონ შეუშინდა",
„შენი ვერაფერი გამიგია“, ვუთხარი მე, „ხან იმას ამბობ,
ღმერთს წინ ვერავინ გადაუდგებაო, ხან კი ენსს ამტყუნებ; შვი-
ლებთან რატომ არ იყოო“. მერე კორამ ისევ სიმღერა წამოიწყო,
თან სარეცხის ვარცლზე იყო დახრილი, როცა მღეროდა ისეთი

127 მკითხველთა ლიგა


სახე ჰქონდა, თითქოს ადამიანებს და მათ უგუნურობას განუდგა,
ამაღლდა და სიმღერით პირდაპირ ზეცისკენ მიაბიჯებსო.
ვიდრე წყალი არ შეუდგა და ფონთან არ მიიტანა, ფორანი
ტივტივებდა, კეში სულ უფრო და უფრო იხრებოდა ფორანზე.
ცდილობდა, კუბო შეეკავებინა, რომ არ დაცურებულიყო და ფო-
რანი არ გადაებრუნებინა. მალე, იმ ადგილას, სადაც ფორანი გა-
დაბრუნდა, იქ, საცა დინება ფორანს მორის ჩაურევლადაც გადა-
აბრუნებდა, მორმა გზა განაგრძო. ფორანს წინ გაუსწრო და გა-
ნაგრძო გზა კარგი მოცურავე კაცივით. თითქოს ის მორი აქ სა-
განგებოდ იყო გამოგზავნილი, რომ ეს საქმე შეესრულებინა და
მერე უკვე თავის გზას გასდგომოდა.
როცა ჯორებმა, როგორც იქნა, თავი გაითავისუფლეს, კაცს
მოეჩვენებოდა, კეში ფორანს უკან ეწევაო. სინამდვილეში ფორა-
ნი ერთ ადგილზე იდგა, ხოლო ჯუელი, რაც ძალი და ღონე ჰქონ-
და, ცდილობდა, ცხენი ფორანთან მიეყვანა. მერე ბიჭმა გამის-
წრო, მირბოდა და თან დარლს მთელი ხმით უყვიროდა, გოგო
მის დაჭერას ლამობდა. მერე დავინახე, რომ ჯორები წყლის ზე-
დაპირზე ნელა ამოტივტივდნენ, ფეხები ისევ ისე ჰქონდათ გაჩაჩ-
ხული, მაგრამ მალე ისევ წყალში გაუჩინარდნენ.
მერე ფორანი გადაბრუნდა, ფორანი, ჯუელი, ცხენი, ყველაფე-
რი ერთმანეთში აირია. კეში, რომელიც ჯერ კიდევ კუბოს ეჭიდე-
ბოდა, წყალში გაუჩინარდა, ვერაფერს ვამჩნევდი, რადგან ცხენი
ტლინკებს ყრიდა და წყალს აშხეფებდა. გიფიქრე, კეშმა კუბო ვე-
ღარ შეიკავა და ცურვით მისდევს–მეთქი, ყვირილი მოვრთე,
რომ ჯუელს გაეგო, ცხენი წამოეყვანა და უკან მობრუნებულიყო;
მაგრამ ჯუელიც და ცხენიც წყალში გაუჩინარდნენ. ვიფიქრე, იხ-
რჩობიან-მეთქი, ვიცოდი, რომ ფონს ცხენიც ასცდა, ყველაფერი
– გაველურებული ცხენიც, რომელიც იხრჩობოდა, ფორანიც, კუ-
ბოც, წყალს რომ მიჰქონდა, თავზარს მცემდა, მუხლამდე წყალში

128 მკითხველთა ლიგა


ვიდექი და ზურგს უკან მდგომ ენსს ვუყვიროდი: „ხედავ, რა ჰქენი,
ხედავ, რა ჰქენი!“
ცხენმა კვლავ ამოყვინთა, პირდაპირ ნაპირისაკენ ქნა პირი,
თავი ზევით ჰქონდა აწეული, დავინახე, რომ ერთი მხრიდან ვი-
ღაც უნაგირს ჩასჭიდებოდა და წყლის დინებას მისდევდა, მე ნა-
პირზე გავრბოდი, კეშს გეძებდი, იმან ხომ ცურვა არ იცის, გუყვი-
როდი ჯუელს, რომ კემიც, ღმერთმა დასწყევლოს იმის თავი, ისე-
თივე სულელია, როგორც ის ბიჭი, რომელიც ნაპირზე დგას და
მთელი ხმით ისევ დარლს უყვირის.
ასე რომ, მეც წყალში ჩავედი, შლამში ხელს ვურევდი და ჯუ-
ელიც მაშინ დავინახე. წელამდე წყალში იდგა, ამან მიმახვედრა,
რომ ფონს იყო გასული, რაღაცას მთელი მალით ექაჩებოდა, ვხე-
დავ რომ თოკია, მერე ვხედავ, რომ წყალი ახლა იქით მიდის, სა-
დაც ფორანი გაეჩხირა, ფონს ქვემოთ.
ის ცხენი, ტლინკებს რომ ყრიდა, თურმე კემს ეჭირა, ცხენი ნა-
პირისკენ იკვლევდა გზას და ადამიანივით კვნესოდა. სწორედ მა-
შინ მივედი, როცა უნაგირის კეხს ჩაჭიდებულ კეშს ტლინკებით
იცილებდა. ვიდრე ისევ წყალში ჩაიძირებოდა, კეშმა წამით ასწია
თავი, გატალახიანებულ სახეზე ნაცრისფერი ედო, თვალები და-
ეხუჭა, მერე უნაგირს ხელი უშვა და წყალში გადაყირავდა. ჭუჭ-
ყიანი სარეცხის ბოხჩას ჰგავდა, მდინარის პირზე რომ რეცხავენ.
იწვა წყალში პირჩამხობილი, ოდნავ ირწეოდა, თითქოს ფსკერზე
რაღაცის დანახვას ლამობსო.
ჩვენ ვხედაგდით, თოკი როგორ ჩადიოდა წყალში, თითქოს
წყალს ჭრისო, ვგრძნობდით ფორნის სიმძიმეს, რომელიც ნელა,
თითქოსდა მისდაუნებურად ყირავდებოდა, თოკი წყალში სიმი-
ვით ჩადიოდა, წყალი ისე შიშინებდა თოკზე, თითქოს წითლად
გავარვარებული სიმი ყოფილიყოს, თითქოს ფოლადის სიმი ყო-
ფილიყოს ფსკერზე მიმაგრებული და ჩვენ ერთი ბოლო გვჭერო-
დეს: ფორანი ზევით-ქვევით ზანტად ქანაობდა – თითქოს ბიძგით
129 მკითხველთა ლიგა
მოდიოდა ჩვენკენ, თითქოს შემთხვევით გაესწროს წინ, ზანტად,
უნებურად, თითქოს არც უნდოდა და მაინც განეზრახა, ნინ გაეს-
წრო. ამასობაში ცხენი ისევ ამოტივტივდა, ჰაერის ბუშტივით იყო
გაბერილი. ლონ კუიკის ერთ-ერთი ამლაყთაგანი იყო. ცხენი
თოკს ისე დაეტაკა, თითქოს რკინის ჯოხიაო, უკუიქცა და სვლა
განაგრძო, ჩვენ კი ვუყურებდით, როგორ იძირებოდა თოკი
წყალში. ყველანი ვუყურებდით.

130 მკითხველთა ლიგა


დარლი

კეში მინაზე პირალმა წევს, თავი დახვეულ ქურთუკზე უდევს,


თვალები დაუხუჭავს, სახეზე ნაცრისფერი დასდებია, თმა შუბ-
ლზე ისე მიგლესვია, თითქოს ფუნჯი გადაუსვამთო, ლოყები ჩაც-
ვენია, თვალის ბუდეების ძვლიანი ძგიდეები წინ წამოსწევია,
ცხვირი და ღრძილები თითქოს წყლით გაჟღენთია, სახე ისე ჩა-
მოსწოწვია, გეგონებათ, ის სიმკვრივე დაეკარგოს, კანი რომ აკა-
ვებდა. უფერულ ღრძილებში ჩამჯდარი კბილები ისე მოუჩანს,
თითქოს თავისთვის ქირქილებსო, წევს ჯოხივით გაჩხიკინებული
თავის სველ ტანსაცმელში, პირისახეზე ღებინების კვალი ამჩნე-
ვია და ტუჩის კუთხიდანაც ლოყაზე ძაფივით ჩამოსდის; თვითონ
ხომ ვერ მოატრიალებს თავს. დიუი დელი იხრება და ლოყას კა-
ბის ბოლოთი უწმენდს.
ჯუელი უახლოვდება. ხელში შალაშინი უჭირავს. „ვერნონმა
გასაზომი რულეტი მონახა“. ამბობს ის, კეშს დასცქერის, თვითო-
ნაც წყალი წურწურით ჩამოსდის. „არაფერი უთქვამს?“ კითხუ-
ლობს ის.
„ხერხიც ჰქონდა, ჩაქუჩიც, გადასაზომი თოკიც და რულეტიც“,
ვამბობ მე, „ნამდვილად ვიცი“.
ჯუელი ძირს დებს გასაზომ რულეტს. მამა ჯუელს უყურებს.
„შორს ვერ წაიღებდა“, ამბობს მამა, „ყველაფერი ერთად ეწყო.
ქვეყანაზე ჩემისთანა უიღბლო კაცი, ალბათ, არც დაბადებულა“.
ჯუელი მამას არ უყურებს, „უმჯობესია ვარდამანს დაუძახო“,
ამბობს მამა. ის კეშს დახედავს, მერე მობრუნდება და მიდის,
„როგორც კი გონს მოვა, იქნებ ათქმევინო“, ამბობს ის, „იქნება,
გაიხსენოს, კიდევ რა ჰქონდა“.
ჩვენ მდინარესთან ვბრუნდებით. ფორანი წყლიდან უკვე ამო-
უთრევიათ (ყველანი გულმოდგინედ ვეხმარებოდით, გეგონებო-
დათ, ამ ძველ, გაქუცულ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფორანსაც ის
131 მკითხველთა ლიგა
ეშმაკები შეუჩდნენ, რომლებმაც იმ ჯორებს გააფრთხობინეს სუ-
ლი, სულ რაღაც ერთი საათის წინ ამ ფორანს რომ ეზიდებოდ-
ნენ), ბორბლები ნიაღვრადქცეულ მდინარის ნაპირზეა გამოტა-
ნილი. ფორნის ფსკერზე კუბო საიმედოდ დევს, ღია ფერის ფიც-
რები წყლით გაჟლენთილა და წყალში ოქროსავით ანათებენ,
მხოლოდ ორგან ამჩნევია ტალახის ლაქა. ფორანს გვერდს ვუვ-
ლით და ნაპირისაკენ მივდივართ.
თოკის ერთი ბოლო საიმედოდ არის ხეზე გამობმული. ვარდა-
მანი მუხლამდე წყალში დგას, ოდნავ წინ გადახრილი ვერნონს
დაძაბული უთვალთვალებს, აღარ ყვირის, იღლიებამდე დასვე-
ლებულა, ვერნონი თოკის მეორე ბოლოშია, წყალი ბეჭებამდე
სწვდება, ვარადამანისაკენ იხედება. „კიდევ გამოუშვი თოკი“, ამ-
ბობს ის, „ხისკენ წადი და თოკი დამიჭირე, რომ არ გამისხლტეს“.
ვარდამანი ხისკენ უკან-უკან მიდის, ბრმასავით, თან ერთთა-
ვად ვერნონს უყურებს, როცა ვუახლოვდებით, ჩვენ გადმოგვხე-
დავს, ძილმორეულს, თვალები დამრგვალებია, მერე ვერნონს
უყურებს, თვალებში ახლა უკვე აღტაცება ეხატება.
„ჩაქუჩიც ამოვიღე“, ამბობს ვერნონი. „მაგრამ გასაზომი თო-
კი ვერ ვნახე. წყალი წაიღებდა“.
„ნამდვილად წყალი წაიღებდა", ამბობს ჯუელი, „ვეღარ ვიპო-
ვით, ხერხი მაინც გვაპოვნინა".
„ალბათ წყალი წაიღებდა“, ამბობს ვერნონი. წყალში
იყურება. „მაშ გასაზომი თოკიც ჰქონდა. კიდევ რა ჰქონდა?
„ჯერ არაფერი უთქვამს“, ამბობს ჯუელი, თან წყალში შედის.
მე მიყურებს. „წადი და ცოტა თავი აუწიე, იქნებ ჩქარა ალაპარაკ-
დეს".
„იქ მამაა“, ვამბობ და ჯუელთან ერთად წყალში შევდივარ,
თოკს ვეჭიდები. თოკი ხელში ისე ამიფართხალდა, თითქოს ცოც-
ხალიაო, ოდნავ ამოიზნიქა და რკალივით გადაიჭიმა. ვერნონი
თვალს მადევნებს.
132 მკითხველთა ლიგა
„გირჩევნია, წახვიდე“, ამბობს ის. »„გირჩევნია, იქ იყო“,.
„იქნებ, კიდევ რამე ვიპოვოთ, სანამ წყალი წაიღებდეს“, ვამ-
ბობ მე.
თოკს ვეჭიდებით, ჩვენ გარშემო წყალი ტრიალებს და აჭავ-
ლებული მხრებზე გვეხვევა. მაგრამ ამ ალერსში მაინც იგრძნობა
მისი მაცდური ძალა, რომელიც ზანტად გვაწვება. ვერც კი წარმო-
ვიდგენდი, რომ აპრილში წყალი ასე ცივი იქნებოდა. თითქოს ვი-
ღაცის ხელები შემოგვჭდობოდეს და ძვლებამდე შეეღწიოს. ვერ-
ნონი ისევ იხედება ნაპირისაკენ.
„როგორ გგონია, ყველას გაგვიძლებს?“ ამბობს ის. ჩვენც
უკან ვიხედებით, მზერას ვაყოლებთ დაჭიმულ თოკს, რომელიც
წყლიდან ამოდის ხისკენ, ვარდამანი კი ხესთან ჩაცუცქულა, ჩვენ
გვიყურებს. „ნეტავ, ჩემი ჯორი სახლში გაქცეულიყო“, ამბობს
ვერნონი.
„წამოდით“, ამბობს ჯუელი, „როგორმე გავაღწევთ“.
რიგრიგობით ვყვინთავთ წყალში, თოკს ხელს არ ვუშვებთ,
ერთმანეთს ვებღაუჭებით, წყლის ცივი კედელი კი შლამს ისრუ-
ტავს, ფეხებიდან გვაცლის და დინებისაკენ მიაქანებს, თითქოს
წყალში ჩაკიდებულნი ბრმად მივდევთ ცივ ფსკერს. შლამიც ვერ
ჩერდება, ცივია, მოძრავი, თითქოს ჩვენს ფეხქვეშ რომ მიწაა,
ისიც კი მოძრაობს. ხელნებს ვაფათურებთ და ერთმანეთის გა-
მოწვდილ მკლავებს უნებურად ვეხებით, თან ფრთხილად მივყვე-
ბით თოკს; რიგრიგობით ვიმართებით წყალში, ვაკვირდებით,
როგორ გარბის, როგორ დუღს წყალი იმ ადგილას, სადაც რომე-
ლიმე ჩვენგანი ხელის ფათურით მიიწევს ფსკერისკენ. მამა ჩამო-
ვიდა ნაპირზე, ჩვენ გვიყურებს.
აი, ვერნონი ნაპირზეა, წყალი წურწურით ჩამოსდის, სახე ჩა-
მოსწოწვია ტუჩებთან, პირი მაგრად მოუკუმავს და ისე სუნთქავს;
ჩალურჯებული ტუჩები გაცვეთილ რეზინის კიდეებს მიუგავს,
ხელში რულეტი უჭირავს.
133 მკითხველთა ლიგა
„გაუხარდება“, ვამბობ მე, „ახალთახალია, გასული თვის კა-
ტალოგში ნახა და ისე იყიდა“.
„ნამდვილად რომ ვიცოდეთ, კიდევ რა ჰქონდა“, ამბობს ვერ-
ნონი, თან უკან იხედება, მერე იქით შებრუნდება, სადაც ჯუელმა
ჩაყვინთა. „ჩემზე ადრე ჩავიდა წყალში?“ კითხულობს ვერნონი.
„არ ვიცი“, ვეუბნები მე. „მგონი, შენზე ადრე, ჰო, ჰო, ნამდვი-
ლად“. ვაკვირდებით შეტბორებულ, დატრიალებულ წყალს, რო-
მელიც პატარ-პატარა დახვეული ტალღებით გვშორდება.
„თოკი გამოსწიე და გამოიყვანე“, ამბობს ვერნონი.
„ჯუელი შენს ბოლოზეა“, ვეუბნები მე.
„ჩემს ბოლოზე არავინაც არ არის“, მეუბნება ის.
„გამოსწიე“, ვამბობ მე. მაგრამ მან უკვე გამოსწია და თოკის
ბოლო შერჩა; მერე ვხედავ ჯუელს. ჩვენგან ასი იარდის მოშორე-
ბით ქშენა-ქშენით ამოყვინთავს, ჩვენკენ იყურება, გრძელ თმას
უკან გადაიყრის, ისევ ნაპირისკენ იყურება, ვხედავთ, ფილტვებს
როგორ ივსებს ჰაერით.
„ჯუელ“, ეძახის ვერნონი, არც თუ ისე ხმამაღლა, მაგრამ მისი
ხმა არ იკარგება, თითქოს წყალი ძალასა და ჟღერადობას მა-
ტებს, ხმა მბრძანებლურია, თან თავაზიანი. „დაბრუნდი, გირჩევ-
ნია, დაბრუნდე“.
ჯუელმა ისევ ჩაყვინთა წყალში. ვდგავართ დინებისაკენ ზურ-
გშექცეულნი, იმ ადგილს ჩავყურებთ, სადაც ჯუელი გაუჩინარდა,
თოკი ისე გვიჭირავს, როგორც ბრანდსპოიტის თავი ორ მეხან-
ძრეს, წყალს რომ ელოდებიან. უცებ ჩვენს ზურგს უკან წყალში
დიუი დელი ჩამოდის. „უკან დავბრუნდეთ“, ამბობს ის. „ჯუელ“,
ამბობს ის. ჯუელი ისევ ამოდის წყლიდან. თვალებიდან თმას
იშორებს, ნაპირისაკენ მიცურავს, დინებას კი თავქვე მიაქვს. „ეი,
ჯუელ“, ეძახის დიუი დელი. ჩვენ ვდგავართ; თოკი გვიჭირავს და
ვხედავთ, ჯუელი, როგორც იქნა, ნაპირს გააღწევს და წყლიდან
ამოდის. მერე იხრება და რაღაცას იღებს. ისევ ნაპირს მიპყვება.
134 მკითხველთა ლიგა
გასაზომი თოკი უპოვნია. დგას ჩვენს მოპირდაპირე მხარეს და
აქეთ-იქით იყურება, თითქოს რაღაცას ეძებსო. მამა ნაპირს მი-
უყვება, ისევ ჯორებისაკენ მიდის, რომ შეხედოს, როგორ ტივტი-
ვებენ მათი გაბერილი სხეულები, ერთმანეთს ნელა რომ ეხახუ-
ნებიან შემდორებულ მორევში.
„ჩაქუჩი რა უყავი, ვერნონ?“ ამბობს ჯუელი.
„იმას მივეცი“, ამბობს ვერნონი და თავით ვარდამანზე მიანიშ-
ნებს, ვარდამანი მამას ადევნებს თვალს, მერე ჯუელს უყურებს,
„გადასაზომ თოკთან ერთად“, ვერნონი ჯუელს უთვალთვალებს,
ნაპირისკენ მიდის, მე და დიუი დელს ჩაგვივლის.
„აქ რას დგახარ, წადი აქედან“, ვეუბნები მე, დიუი დელი დუმს,
ხან ჯუელს უყურებს, ხან ვერნონს.
„ჩაქუჩი სად არის?“ ამბობს ის, ვარდამანი ფოფხვით ამოდის
ფერდობზე და ჩაქუჩი მოაქვს.
„ხერხზე მძიმეა“, ამბობს ვერნონი. ჯუელი გადასაზომ თოკს
ჩაქუჩის ტარზე ახვევეს.
„ჩაქუჩს უფრო დიდი ტარი აქვს“, ამბობს ჯუელი, ისინი ერთმა-
ნეთის პირდაპირ დგანან და ჯუელის ხელებს თვალს ადევნებენ.
„და უფრო ბრტყელიცაა“, ამბობს ვერნონი, „სამჯერ უფრო
მძიმეა, აბა, შალაშინი სინჯე“.
ჯუელი ვერნონს უყურებს, ვერნონიც ჯუელივით მაღალია,
აწოწილი, გამხდარი, თვალში თვალგაყრილნი დგანან, სველი
ტანსაცმელი ტანზე შემოტმასნიათ. ლონ კუიკს ერთი რომ შეეხე-
და ღრუბლიანი ცისთვის, მაშინვე გეტყოდათ, რა დრო იყო, ათი
წუთის ფარგლებშიც კი, დიდ ლონს ვგულისხმობ, პატარას კი
არა.
„რატომ არ ამოდიხარ წყლიდან?“ ვამბობ მე.
„ხერხივით ვერ იტივტივებს“, ამბობს ჯუელი.
„ამას რა სანაძლეო უნდა“, ამბობს ვერნონი.
იქვე დგანან, ჯუელის ხელებს უყურებენ.
135 მკითხველთა ლიგა
„ჯანდაბას“, ამბობს ჯუელი, „შალაშინი მომეცი ·
ბოლოს შალაშინს აიღებენ. ზედ გასაზომ თოკს გამოაბამენ და
ისევ წყალში შედიან. მამა ნაპირს მიყვება. ერთხანს ჩერდება და
ჩვენ გვიყურებს, მოკუზული, დანაღვლიანებული იმ მოზვერს
ჰგავს, რომელიც ეს-ესაა უნდა დაეცეს, თან ბებერ აწონილ ფრინ-
ველსაც ჰგავს.
ვერნონი და ჯუელი უკან ბრუნდებიან, დინების საწინააღმდე-
გოდ მოიწევენ.
„ფეხებში ნუ გვედები“, ეუბნება ჯუელი დიუი დელს.
დიუი დელი მე მეტმასნება, რომ ისინი გაატაროს. ჯუელს შა-
ლაშინი ისე მაღლა აუწევია, თითქოს შალაშინიც შეიძლებოდა
წყალში დამხვრჩალიყო. მხარზე ლურჯი თოკი აქვს გადაკიდებუ-
ლი. ჩაგვივლიან, მერე ჩერდებიან, თან იმაზე კამათობენ, ფორა-
ნი სად გადაბრუნდაო.
„ეს დარლმა უნდა იცოდეს“, ამბობს ვერნონი. მე მიყურებს.
„არ ვიცი“, ვეუბნები, „იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ“.
„ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი“, ამბობს ჯუელი. მერე ისევ მი-
დიან, ფრთხილად, ფეხებით ეძებენ ფონს.
„თოკი გიჭირავს?“ ამბობს ვერნონი. ჯუელი არ პასუხობს ნაპი-
რისაკენ იყურება, რაღაცას ანგარიშობს. მერე ისევ წყალს უყუ-
რებს. შალაშინს წინ მოისვრის, თოკი თითებს შუა მიცურავს,
რისგანაც ულურჯდება. მერე თოკს ვერნონს აწვდის.
„სჯობს ამჯერად მე წავიდე“, ამბობს ვერნონი. ჯუელი ისევ არ
პასუხობს და ჩვენ ვუყურებთ წყალში როგორ ჩაყვინთავს.
„ჯუელ’’, ზლუქუნებს დიუი დელი.
„იქ არც ისე ღრმაა’’, ამბობს ვერნონი. უკან არ იყურება. იმ
ადგილს უყურებს, სადაც ჯუელი გაუჩინარდა.
ჯუელი წყლიდან ამოდის და ხერხი უჭირავს.
მერე ფორანს ჩავუვლით, მამა იქვე დგას. კუბოს ტალახის ორ
ლაქას ფოთლებით აცლის. ჯუელის ცხენი ნაკუწებისგან
136 მკითხველთა ლიგა
შეკერლი დალაინდაგებული საბანივით მოჩანს მტვერში, თოკზე
რომ გადმოკიდებენ ხოლმე.
კეში ჯერ არ განძრეულა, თავზე ვადგავართ, ხელში
შალაშინი, ხერხი, ჩაქუჩი, რულეტი და გადასაზომი თოკი
გვიჭირავს.
დიუი დელი ჩაცუცქდება და კეშს თავს აუწევს, „კეშ’’ ამბობს
ის, „კეშ.“
კეში თვალებს ახელს და მისკენ დახრილ სახეებს აკვირდება.
„ქვეყნად ჩემისთანა უიღბლო კაცი მეორე არ დაბადებულა.’’
ამბობს მამა.
„შეხედე, კეშ,“ ვეუბნებით ჩვენ და ხელსაწყოებს ზემოთ ვწევთ,
რომ დაინახოს „კიდევ რამე გქონდა?’’
ხმის ამოღებას ცდილობს, თავს აქეთ-იქით აქნევს, თვლებს
ხუჭავს,
„კეშ, ვამბობ ჩვენ, „კეშ’’.
კეშს გულიერევა და თავს გვერდით მიიბრუნებს, დიუი დელი
პირს წმენდს კაბის სველი ბოლოთი; ახლა უკვე შვებას გრძნობს
და რაღაცას ამბობს.
„თავისი ახალი ხერხი მოიკითხა“, ამბობს ჯუელი, „რულეტთან
ერთად რომ იყიდა“.
ჯუელი წასასვლელად შებრუნდება ჯერ კიდევ ჩაცუცქული
ვერონი თვალს აყოლებს. შემდეგ ადგება და ჯუელს წყალში
ჩაყვება.
„ჩემისთანა უიღბლო კაცი მეორე არ დაბადებულა’’, ამბობს
მამა.
ჩაცუცქულებს, უფრო დიდად გვეჩვენება ზემოდან
გადმოყუდებული მისი სხეული, რომელიც მთვრალი კარიკატუ-
რისტის ხელით რბილი ხიდან გამოთლილ ფიგურას ჰგავს.
„ღვთის რისხვაა“, ამბობს ის, „მაგრამ არაფერს ვნანობ, ვერავინ
დამაყვედრის, ედისათვის რაიმე დაიშურაო“. დიუი დელმა კეშს
137 მკითხველთა ლიგა
თავქვეშ დაკეცილი ქურთუკი ამოუდო, სახე გვერდზე მოუბრუნა,
რომ გული არ არეოდა. კეშს გვერდზე ხელსაწყოები უწყვია.
„ბედი ჰქონია, რომ ის ფეხი არ არის, ეკლესიდან ჩამოვარ-
დნისას რომ მოიტეხა“, ამბობს მამა, „მე ედისათვის არაფერი მე-
ნანება“.
ჯუელი და ვერნონი ისევ მდინარეში არიან. აქედან ისე ჩანს,
თითქოს წყლის ზედაპირს არც ეხებიან. თითქოს წყალმა, ერთი
დაკვრით ორად გაჰკვეთა ისინი, ორი სხეული ზედაპირზე გაუც-
ნობიერებელი სიფრთხილით აამოძრავა; ზედაპირი ისე უშფოთ-
ველად გამოიყურება, როგორც რაღაც მოძრავი მექანიზმი, რო-
მელსაც დიდხანს თუ უყურე და უსმინე, ისე შეეჩვევი, რომ ვე-
ღარც მის მოძრაობას ამჩნევ და ვეღარც ხმას გაიგონებ, ან რო-
გორც სისხლი, რომელიც განუწყვეტლივ მოძრაობს შენში, მაგ-
რამ მისადმი ბრმა ხარ და სმენადახშული. თითქოს ამ გარინდე-
ბამ თვით მძვინვარებაც დააცხრო; სამი ბრმადქცეული მამაკაცი
უსიცოცხლო თვალებით დასცქერის ჩაცუცქულ დიუი დელის შე-
მოტმასნილ სველ კაბას, რომელიც მკერდზე კიდევ უფრო გამოკ-
ვეთს ორ დიდ ბორცვს – ძუძუმწოვართა მოდგმის ამ ახირებულ
ნიშანს, ქვეყნიერების დასაბამიც რომ არის და დასასრულიც.

138 მკითხველთა ლიგა


კეში

მოუხერხებელი იყო. ვეუბნებოდი, თუ გინდათ, რომ ხელით ან


ფორნით ატაროთ, მაშინ უნდა...

კორა

ერთ დღეს ლაპარაკს შევყევით. ედი გულმხურვალე


მორწმუნე არასოდეს ყოფილა. არც იმ ზაფხულის მერე
მომატებია რწმენა, როცა ძმა უიტფილდმა, ქადაგებისას,
მრევლიდან გამოარჩია, რათა ედის სიკერპე და მისი ცოდვილი
სულის პატივმოყვარეობა დაეთრგუნა. რამდენჯერ მითქვამს:
„ღმერთს შვილები იმიტომ მოუცია, რომ მძიმე ადამიანური
ტვირთი შეგვიმსუბუქოს, სწორედ ეს არის ტანჯვისა და სიყვარუ-
ლის საზღაური, რამეთუ სიყვარულმა შთაბერა იმატ სული და
სიყვარულმავე შვა.’’ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ედის უფლის
სიყვარული და თავისი ყოველდღიური მოვალეობა ერთი და
იგივე ჰგონია. უფალს კი ასეთი სამსახური არ ეკადრება. მე
ვთქვი: „უფალმა ენა იმიტომ გვიბოძა, რომ უკუნითი უკუნისამდე
მის სახელს ვადიდებდეთ, იმიტომ, რომ ცოდვილს უფრო დიდი
ნეტარება ელის ღვთის სასუფეველში, ვიდრე დედამიწაზე ასო-
ბით უცოდველ ადამიანს”. მან კი მითხრა: „ჩემი ყოველდღიური
ცხოვრება ცოდვების აღიარება და მონანიებაა", მე ვუთხარი: „ვინ
ხარ შენ, ცოდვა და უცოდველობა რომ განსაჯო. ეს მხოლოდ უფა-
ლს ძალუძს, ჩვენ კი მის გულმოწყალებასა და წმინდა სახელს უნ-
და ვადიდებდეთ ამქვეყნიურ მოყვასთა სასმენად, იმიტომ რომ
მხოლოდ ის იხედება ჩვენს გულებში, რადგან ქალის უმანკოება
მხოლოდ კაცის განსასჯელია, ქალი ვერასოდეს მიხვდება, ცოდ-

139 მკითხველთა ლიგა


ვილია თუ არა, სანამ უფალს გულს არ გადაუხსნის და უფალი არ
შეუნდობს“. მე ვთქვი: „ერთგული ცოლი რომ მყავი, განა ეს იმის
ნიშანია, რომ უცოდველი ხარ? და შენი ცხოვრება რომ მხოლოდ
ტანჯვაა, განა ეს იმის ნიშანი არ არის, რომ უფალმა შეგრისხა?“
ედიმ კი თქვა: „ვიცი, რა ცოდვაც მიმიძღვის, ვიცი, უფლის სასჯე-
ლის ღირსი ვარ, მაგრამ არ ვნანობ“, მე კი ვუთხარი: „ამაოებაა
მოკვდავთაგან ცოდვათა განსჯა და მონანიება. მათი ხვედრი ტან-
ჯვაა და ლოცვის აღვლენა უფლის მიმართ, რომელიც თავად
არის მიმტევებელი ცოდვათა, ტანჯვისა და განსაცდელის ჟამს
სულთა ჩვენთა მხსნელი ჭეშმარიტად. შენი სიკერპე ვერც მაშინ
დაითრგუნა, როცა ძმა უიტფილდი, ღმერთის მსახური, დღენია-
დაგ რომ უფლის პირით ქადაგებს, შენი სულის ხსნისათვის ისე
ლოცულობდა, როგორც ვერავინ ილოცებდა..."
ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ და ჩვენსავე ცოდვებს ვერ გან-
ვსჯით, არც ის ვუწყით, რა არის შერაცხული ცოდვად უფლისა მი-
ერ. მძიმე ცხოვრება ჰქონდა ედის, მაგრამ განა ყველა ქალს ასე-
თი ცხოვრება არა აქვს? მაგას რომ მოუსმინო, ისე გამოდის,
თითქოს თვით მამაზეციერზე უკეთ იცოდეს, ან ცოდვა რა არის,
ან ხსნა, ან იმათზე მეტი იცოდეს, ვინც ამ ქვეყანაზე ცოდვათა აღ-
მოსაფხვრელად იღვწოდა. ედის ცოდვა ის იყო, რომ ჯუელი გან-
საკუთრებულად უყვარდა; ჯუელს ედი არასოდეს ჰყვარებია, ეს
კი უკვე ედის სასჯელი იყო; მას ჯუელი დარლსაც კი ერჩივნა, რო-
მელიც ღვთის რჩეულია. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავნი,
შერეკილად მივიჩნევთ. ედი კი სწორედ დარლს უყვარდა. მე
ვუთხარი: „აი, ესაა შენი ცოდვაც და სასჯელიც, ჯუელია შენი სას-
ჯელი. შენი ხსნა სად არის? ხანმოკლეა ეს საწუთრო, რომ მარა-
დიული ხსნა მოიპოვო. რამეთუ უფალი მსაჯულ არს, მან მიაგოს
სასჯელიც და წყალობაც“.
„ვიცი“, თქვა მან. „რომ მე“.. მერე დადუმდა და მე ვუთხარი:
„რა იცი?“
140 მკითხველთა ლიგა
„არაფერი“, თქვა მან, „ჯუელია ჩემი ჯვარიც და ხსნაც. ისღა
მიხსნის მე წყლისგან და ცეცხლისაგან. მთელი ჩემი ცხოვრება
იმას შევჩირე და ის იქნება ჩემი მხსნელი“.
„შენ რა იცი, თუ ღვთისათვის გული არ გადაგიხსნია და მის სა-
დიდებლად არ გიღაღადია?" ვთქვი მე. სწორედ მაშინ მივხვდი,
რომ ღმერთზე სულაც არ ფიქრობდა. მივხვდი, რომ მკრეხელო-
ბას ურწმუნოება ალაპარაკებდა. მაშინვე დავემხე მუხლებზე, ვე-
ვედრებოდი: შენც მუხლი მოიყარე, გახსენ გული შენი, განდევნე
სატანა და ღვთის წყალობას მიენდე–მეთქი. მაგრამ არ მოინდო-
მა. იჯდა ასე, შეპყრობილი იმ ამაოებითა და სიამაყით, რომელ-
თაც დაუხურეს კარი გულისა და ღვთის ადგილზე იმ ეგოისტ მოკ-
ვდავ ბიჭს დაუდეს ბინა. მუხლმოყრილი ვლოცულობდი მისთვის.
ისე ვლოცულობდი ამ საბრალო, დაბრმავებული ქალისათვის,
როგორც ჩემთვის და ჩემიანებისთვის არასოდეს მილოცია.

141 მკითხველთა ლიგა


ედი

ნაშუადღევს, როცა გაკვეთილები დამთავრდა და ბოლო


ცხვირმოუხოცავი ბიჭიც წავიდა, იმის მაგივრად, რომ შინ წავსუ-
ლიყავი, წყაროზე ჩავედი, სადაც შემეძლო მშვიდად ვყოფილიყა-
ვი და ყველა მძულებოდა. სწორედ ის დრო იყო, როცა მყუდროე-
ბას მხოლოდ წყლის დუდუნი არღვევს. მზე თანდათან ჩადიოდა
ხეებში და ირგვლივ დამპალი ფოთლების, გამოღვიძებული მიწი-
სა და ნესტის ისეთი სუნი იდგა, ადრეულმა გაზაფხულმა რომ
იცის.
მახსოვს, მამაჩემი ამბობდა ხოლმე – ცხოვრების აზრი სიკ-
ვდილისთვის მზადებააო. ყოველდღიურად რომ ვაკვირდებოდი,
გოგოსაც და ბიჭებსაც თავიანთი ეგოისტური აზრები ჰქნოდათ,
თითქოს სხვადასხვა სისხლისანი ყოფილიყვნენ და მეც სხვა სის-
ხლისა ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, ერთადერთი გზა, ალბათ, ის
არის, სიკვდილისთვის რომ ვემზადო-მეთქი. ჩემი გაჩენისათვის
ლამის მამაჩემიც კი შემეძულებინა. მოულოდნელად ველოდი,
ვინმეს რამე დაეშავებინა, რომ ერთი კარგად გამეწკეპლა. წკეპ-
ლას რომ გადავუჭერდი, ტკივილს ჩემი სხეული გრძნობდა, რად-
გან ჩემი სისხლი იქცეოდა. ყოველ დარტყმაზე ეს ფიქრი მიტი:
„არა, ახლა ხომ გახსოვართ? არც ახლა ვარ თქვენი ეგოისტური
ცხოვრების საიდუმლოთა მოზიარე?! ჩემი სისხლი თქვენ სისხლს
ახლა მაინც ხომ შევურიე-მეთქი“.
ასე გავყევი ენსს. რამდენჯერმე დავინახე, სკოლასთან რომ
ჩაიარა, მერე გავიგე, რომ ოთხი მილით უნდა გადმოეხვია, აქ
რომ ჩამოევლო. ისიც შევამჩნიე, ეს მაღალი, ახალგაზრდა კაცი
როგორ მოიკაკვებოდა ხოლმე, სკოლასთან რომ ჩამოივლიდა
აჭრიალებული ფორნით; სიცივეში ფორანზე ჩამომჯდარ, აბუ-
ზულ ფრინველს ჰგავდა. თავს მოაბრუნებდა და, ვიდრე მოსახ-
ვევს გაივლიდა და თვალს მოეფარებოდა, სკოლის კარს უთვალ-
142 მკითხველთა ლიგა
თვალებდა; ერთ დღესაც, როცა ჩამოიარა, კართან მივედი და
დავდექი. დამინახა თუ არა, განზე გაიხედა და აღარც მოუხედავს.
მაგრამ ყველაზე ძნელი ასატანი ადრეული გაზაფხული იყო.
ხანდახან მეგონა, ვეღარ გავუძლებდი. ღამით ვიწექი და მესმო-
და, გარეული ბატები რომ მიფრინავდნენ ჩრდილოეთისაკენ,
მესმოდა, როგორ იფანტებოდა მათი ძახილი მაღლა ცაში და უფ-
რო შორეული ხდებოდა, დღისით კი მოუთმენლად ველოდი ბო-
ლო ბავშვის წასვლას, რომ წყაროზე ჩავსულიყავი. ასე რომ, იმ
დღეს, როცა თავი ავწიე და ენსი დავინახე, საკვირაო კოსტიუმში
გამოწყობილი ცილინდრს ხელში რომ ატრიალებდა, ვუთხარი:
„თქვენს ოჯახში ქალი არ არის, თმის შეკრეჭა რომ გირჩიოთ?“
„არავინ არის“, თქვა მან. თან თვალები ასე მომიქსია, თით-
ქოს უცხო ეზოში დაბმულმა ორმა ქოფაკმა აიწყვიტაო.
„სწორედ ამის სათქმელად მოვედი“.
„მხრებსაც ამიტომ ათამაშებთ?“ ვთქვი მე, „ქალები არა
გყავთ, სახლი ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სახლიც გაქვთ და კარგი
ფერმაც, იმასაც ამბობენ, რომ იქ მარტო ცხოვრობთ, საქმესაც
მარტო უძღვებით, ასეა?“
შემომხედა, თან ხელში ცილინდრს ატრიალებდა, „ახალი სახ-
ლი გაქვთ“, ვთქვი მე, „და ცოლის შერთვასაც აპირებთ?“
მან კი თვალი თვალში გამიყარა და ისევ გაიმეორა: „სწორედ
ამის სათქმელად მოვედი“.
მერე კი მითხრა: „მე არავინ მყავს. ასე რომ, არავინ შეგაწუ-
ხებთ, არა მგონია, თქვენც ჩემსავით იყოთ“.
„არა, მე მყავს ჩემიანები. ჯეფერსონში“.
ამაზე ცოტა შეფიქრიანდა. „კეთილი, რაღაც პატარა ქონება
მაქვს. თან ყველაფერი მემარჯვება. პატიოსანი კაცის სახელიც
მაქვს. ქალაქელებთანაც დამიჭერია საქმე, თუკი ისინი ყურს და-
მიგდებენ“.

143 მკითხველთა ლიგა


„იქნებ ყურიც დაგიგდონ“, ვთქვი მე, „მაგრამ დალაპარაკების
რა მოგახსენოთ, გაუჭირდებათ", თვალს არ მაცილებდა, „სასაფ-
ლაოზე წვანან".
„ვინც ცოცხლები არიან“, თქვა მან, „ისინი არაფერს მეტყვი-
ან?“
„ვითომ გეტყვიან?“ ვთქვი მე, „არა მგონია, სხვა ნათესავები
არა მყავს“.
ასე გავყევი ენსს და როცა შევიტყვე, რომ კეში მეყოლებოდა,
იმასაც მივხვდი, რა მძიმე იყო ცხოვრება და ეს იყო ყველაფრის
პასუხი. იმასაც მივხვდი, რომ სიტყვას ფასი არა ჰქონია. სიტყვებს
არავითარი კავშირი არა აქვთ იმასთან, რასაც ისინი გამოხატა-
ვენ. როცა კეში გაჩნდა, დავრწმუნდი, რომ დედობა იმან მოიგო-
ნა, ვისაც საამისოდ სიტყვა უკვე მზად ჰქონდა, იმიტომ, რომ მათ-
თვის, ვისაც უკვე ჰყავს შვილები, სიტყვებს მნიშვნელობა აღარა
აქვთ. შიშიც იმან მოიგონა, ვისაც შიში არ განუცდია, სიამაყე კი
იმან, ვისაც სიამაყე არასოდეს ჰქონია. სწორედ ასეც მოხდა. იმი-
ტომ კი არა, რომ ჯერ კიდევ ცხვირმოუხოცავები იყვნენ, არამედ
იმიტომ, რომ ერთმანეთი სიტყვების ქსელში ისე უნდა გაგვება,
როგორც ობობას, რომელიც პირით ერთ ძაფზე ჰკიდია, ქანაობს,
წრიალებს და თავის ქსელს ისე აბამს, რომ ქსელს არც კი ეხება.
მხოლოდ წკეპლა თუ შეურევდა იმათ სისხლს ჩემს სისხლში და
ერთ ნაკადად აქცევდა. ცხადი იყო, რომ არავინ ცდილობდა ჩემს
სიმარტოვეს დამუქრებოდა, ვიდრე კეში არ გაჩნდა. ენსი ღამი-
თაც კი არ ცდილობდა, რომ ეს სიმარტოვე წაერთმია. მასაც
ჰქონდა თავისი სიტყვა. ამ სიტყვას „სიყვარულს“ ეძახდა. მაგრამ
მე უსიტყვებოდ დიდხანს გავდიოდი იოლად. ისიც ვიცოდი, რომ
სიტყვებიც, ისევე როგორც ყველაფერი ბუნებაში, მხოლოდ სიცა-
რიელეს ავსებენ და მეტი არაფერი, მაგრამ დგება დრო, როცა
ადამიანს მხოლოდ ისეთი სიტყვები სჭირდება, როგორიც „სიამა-
ყე“ და „შიშია“. კეშს სულაც არა სჭირდებოდა ჩემთან ლაპარაკი
144 მკითხველთა ლიგა
და მეც უსიტყვოდ გავდიოდი იოლად. ვამბობდი ხოლმე, დაე, ენ-
სმა ილაპარაკოს, თუკი უნდა, ასე რომ, ეს „ენსი“ იყო თუ „სიყვა-
რული“, „სიყვარული“ თუ „ენსი“, ჩემთვის სულერთი გახდა. კეშს
აკვანში ეძინა, მე კი გვერდით ვუწექი, ვარწევდი და თან ვფიქ-
რობდი. ის კი ვიცოდი, რომ თუ გაიღვიძებდა და იტირებდა, ძუძუ
უნდა მეწოვებინა. „ენსი“ თუ „სიყვარული“ ჩემთვის სულერთი
იყო. ჩემი სიმარტოვე დამთავრდა და ყველაფერს აზრი დაუბრუნ-
და. დრო, ენსი, სიყვარული – ცხოვრების მიღმა რჩებოდა. მერე
იმასაც მივხვდი, რომ დარლი მეყოლებოდა. ჯერ არ ვიჯერებდი,
მერე ვიფიქრე, ენსს მოვკლავ-მეთქი. თითქოს გამაბრიყვა. მერე
მივხვდი, რომ ენსისა და მისი სიყვარულით კი არა, უფრო ადრე
ნათქვამი სიტყვებით ვიყავი გაბრიყვებული, რომ ენსიც იმავე
სიტყვებმა გააბრიყვა, რომ ჩემი შურისძიება ის იქნებოდა, თუ ამ
შურისძიების ამბავს ენსი ვერასოდეს შეიტყობდა; როცა დარლი
გაჩნდა, ენსს ვთხოვე: პირობა მომეცი, როცა მოვკვდები, ჯეფერ-
სონში წამასვენებ-მეთქი. მამაჩემი მართალი გამოდგა,
თუმცა ისიც ისევე ვერ ხვდებოდა თავის სიმართლეს, რო-
გორც მე ვერ ვხედავდი, რომ ვცდებოდი.
„სისულელეა“, თქვა ენსმა, „განა მე და შენ მაგისთვის გვცა-
ლია, ორი ბავშვი გვყავს საპატრონებელი“.
მან არც იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო. ხანდახან მის გვერ-
დზე ვიწექი სიბნელეში, ყურს ვუგდებდი იმ მიწას, რომელიც ახლა
ჩემს სისხლად და ხორცად ქცეულიყო და ვფიქრობდი: ენსი. რა-
ტომ ენსი, რატომ ხარ ენსი, ამ სახელზე ვფიქრობდი მანამდე, სა-
ნამ თანდათან ჭურჭლის ფორმას არ შეიძენდა, თვალს ვადევნებ-
დი, როგორ ივსებოდა სითხით, რომელიც ისე ჩადიოდა, რო-
გორც სიბნელიდან გადმოსული ცივი ბადაგი; ასე იდგა პირამდე
სავსე და უძრავი; გამოკვეთილი ფორმა, მთლად უსიცოცხლო,
როგორც ცარიელი კარის ჩარჩო, მერე ვხვდებოდი, რომ ამ ჭურ-
ჭლის სახელიც არ მახსოვდა. ვფიქრობდი: ჩემი სხეულის ფორმა,
145 მკითხველთა ლიგა
როცა ქალწულიც ვიყავი, ამ ფორმისა იყო – და ვეღარ მომეფიქ-
რებინა ენსი, ვეღარ მომეგონებინა ენსი. ეს იმიტომ კი არა, რომ
უკვე დიდი ხანია ჩემს თავს ქალწულად ვეღარ აღვიქვამდი, არა-
მედ იმიტომ, რომ მე ახლა სამი ვიყავი. ვამბობდი კეში და დარ-
ლი, იქამდე ვიდრე მათი სახელებიც მოკვდებოდნენ. თან ვფიქ-
რობდი: კი ბატონო, არა უშავს, არა უშავს, რა მნიშვნელობა აქვს,
იმათ ვინ რას დაუძახებს.
ასე რომ, როცა კორა ტალი მეტყოდა, შენ ნამდვილი დედა არა
ხარო, ჩემს ფიქრში ეს სიტყვები ერთ რიგზე ჩამწკრივდებოდნენ
ხოლმე, სწრაფნი და უვნებელნი. ვფიქრობდი, თუ რა შემზარავი
ამბები ხდებოდა დედამიწაზე, რომ გაივლიდა ხანი და ორი საწ-
ყისი ხაზი ერთმანეთს უსასრულოდ დაშორდებოდა და უკვე ვეღა-
რასოდეს შეხვდებოდა; იმიტომ, რომ ცოდვაც, სიყვარულიცა და
შიშიც მხოლოდ ბგერებია მათთვის, ვისაც არც არასოდეს შეუცო-
დავს, არც ჰყვარებია და არც არაფრის შიში ჰქონია, რათა რო-
გორმე გამოხატონ ის, რაც არასოდეს განუცდიათ და ვერც განიც-
დიან, ვიდრე ამ სიტყვებს სულ არ დაივიწყებენ. კორასავით, თა-
ვის დღეში კერძიც რომ არ მოუხარშავს.
სულ იმას ჩამჩიჩინებდა: შვილების, ენსისა და ღმერთის წინა-
შე მოვალე ხარო. შვილები მე გავუჩინე ენსს, მაგრამ შვილები მე
არ მითხოვია. ღმერთისათვის ისიც კი არ მითხოვია, რისი მოცე-
მაც შეეძლო: ცხოვრებაში ენსს ნუ შემახვედრებ-მეთქი. ჩემი მო-
ვალეობაც ეს იყო – არაფერი არ უნდა მეთქვა და მეც ამ მოვა-
ლეობას ვასრულებდი, მინდოდა ჩემი „მე“ შემენარჩუნებინა, ხო-
ლო ენსი კი თავისივე სიტყვის ექო და ფორმა ყოფილიყო, ეს იმა-
ზე მეტი იყო, რასაც ჩემგან მოითხოვდა; მეტს ვერც მომთხოვდა,
იმიტომ, რომ მაშინ ენსი აღარ იქნებოდა, მისთვის მთავარი ხომ
ცარიელი სიტყვაა.
და ენსიც მოკვდა. თვითონ არ იცოდა, რომ მკვდარი იყო. ვი-
წექი მის გვერდით სიბნელეში და ვუსმენდი ბნელი დედამიწა რო-
146 მკითხველთა ლიგა
გორ ქადაგებდა ღვთის სიყვარულს, მის მშვენიერებასა და ცოდ-
ვიანობას, ვუსმენდი ბნელ მდუმარებას, სადაც სიტყვები არიან
საქმენი ჩვენი, ხოლო ყველა სიტყვა, რომელიც საქმედ არ იქცე-
ვა, მხოლოდ ადამიანის სულში დასადგურებული სიცარიელეა
და ბატების ყიყინივით გაისმის ბნელ, შემზარავ ღამეში, ხოლო
საქმენი ჩვენი იმ ობლებივით დაძრწიან, რომლებსაც ბრბოში ორ
ადამიანზე მიუთითეს და უთხრეს: აჰა, მამა თქვენი და აჰა, დედა
თქვენი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემი აღმოჩენა იყო, დარ-
წმუნებული ვიყავი, რომ ამის მიზეზი ვალია, რომელსაც ცოცხლე-
ბი გვიკარნახებენ, ვალია საშინელი სისხლისადმი, წითელი,
მწვანე სისხლისადმი, რომელიც დედამიწის გულში დუმს. მე ისე-
თივე შეხედულება მქონდა ცოდვაზე, როგორც ტანსაცმელზე,
რომელსაც ჩვენ ორივენი ვატარებდით და რომელიც აუცილებე-
ლი იყო ხალხისათვის თვალის ასახვევად. რადგან ენსი – ენსი
იყო და მე კი – მე; ცოდვა უფრო აშკარა და საშინელი იმიტომ ჩან-
და, რომ ის იარაღი იყო, რომელსაც ღმერთი ჩვენს დასასჯელად
იყენებდა. ღმერთი, რომელმაც ცოდვა თვითონვე შექმნა; და იმი-
ტომ შექმნა, რომ ნება დაერთო მის ჩასადენად. როცა ტყეში ვი-
დექი და ველოდი, სანამ ენსი დამინახავდა, იმას ვფიქრობდი,
რომ ისიც ისევე იყო ამ ცოდვით შემოსილი, როგორც მე. ის უფ-
რო ლამაზი იყო ამ ცოდვის სამოსში, რომელიც უფლის მიერ იყო
ნებადართული; ცოდვაზე ისე ვფიქრობდი, როგორც სამოსზე,
რომელსაც იმიტომ ვიძრობთ, რომ ფორმა მივცეთ და ეს საშინე-
ლი სისხლი შევურიოთ მაღლა, ჰაერში მიტოვებულ მკვდარი სიტ-
ყვის ექოს, მერე კვლავ ენსთან ვწვებოდი, არ ვატყუებდი, უბრა-
ლოდ უარს ვეუბნებოდი, ისევე, როგორც კეშსა და დარლს ვეუბ-
ნებოდი უარს ძუძუს მიცემაზე, როცა ამისი დრო აღარ იყო. ვუს-
მენდი ბნელ მიწას, რომელიც უხმო სიტყვებს ქადაგებდა.
არაფერს ვმალავდი, არც არავის მოტყუებას ვცდილობდი. აზ-
რი არ ჰქონდა. უბრალოდ თავს ვიზღვევდი, რადგან ენსი მე კი არ
147 მკითხველთა ლიგა
მიფრთხილდებოდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რაც მას აძლევ-
და ხელს, ჩემსავით, მხოლოდ ხალხის დასანახად რომ ვატარებ-
დი სამოსს. როცა კორა მელაპარაკებოდა, დროდადრო მეჩვენე-
ბოდა, რომ მისი მაღალფარდოვანი მკვდარი სიტყვები აზრს კარ-
გავდნენ.
მერე ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა-მეთქი, რომ ვამ-
ბობ, იმას არ ვგულისხმობ, რომ ვეღარ ვნახავდი. ნახვით კი ვნა-
ხავდი, მაგრამ ის მაინც წასული იყო ჩემგან და მე ეს ვიცოდი.
რადგან ის უკვე ვეღარასოდეს იქნებოდა ის ენსი, ჩემკენ იდუმა-
ლი ნაბიჯებით რომ მოისწრაფოდა ტყეში ცოდვის სამოსში გა-
მოხვეული, ელეგანტურად, კალთების ფრიალით.
და მაინც, ჩემთვის არ იყო დამთავრებული ყველაფერი. არ
დამთავრებულა იმ თვალსაზრისით, რასაც დასაწყისი და დასას-
რული ჰქვია. რადგან ჩემთვის არც არაფერი დაწყებულა, არც
დამთავრებულა. ენსს ისევ არ ვიკარებდი; კი არ ვიშორებდი, ისე
ვიქცეოდი, თითქოს ჩვენ შორის არასოდეს არაფერი ყოფილა.
ჩემი შვილები მარტო ჩემები იყვნენ, ველური სისხლისა, მთელ
დედამიწაზე რომ დუღდა, ჩემი და ყველასი, არავისი და ყველასი.
მერე აღმოვაჩინე, რომ ჯუელი მყავდა. სანამ გამოვერკვეოდი და
ამას მივხვდებოდი, ჯუელი უკვე ორი თვის გახდა.
მამაჩემი ამბობდა ხოლმე: სიცოცხლის აზრი სიკვდილისათ-
ვის მზადებაშიაო როგორც იქნა, მივხვდი, რასაც გულისხმობდა,
თუმცა, ალბათ არც თვითონ ესმოდა ამ სიტყვების ნამდვილი აზ-
რი, რადგან ადამიანმა შეუძლებელია იცოდეს, როგორ უნდა მი-
ალაგოს მომავალში თავისი სახლი. მე კი მაინც მივალაგე. ჯუელ-
თან ვიწექი. გვერდზე ლამპა მედგა, თავაწეული თვალს ვადევ-
ნებდი, როგორ სუნთქავდა ჯუელი – დაცხრა ველური სისხლი და
შეწყდა მისი ხმაური, მხოლოდ რძე დარჩა – თბილი, დამამშვი-
დებელი, მშვიდად ვიდექი სიჩუმეში და სახლის მისალაგებლად
ვემზადებოდი.
148 მკითხველთა ლიგა
მერე ენსს დიუი დელი ვაჩუქე, რომ ჯუელი გამებათილებინა,
მერე ვარდამანი, იმ ბავშვის სანაცვლოდ, მას რომ მოვპარე, ახ-
ლა მას სამი შვილი ჰყავს – თავისები და არა ჩემები, ახლა კი შე-
მეძლო სასიკვდილოდ გავმზადებულიყავი.
ერთხელაც მე და კორა ლაპარაკს შევყევით, ის ჩემთვის ლო-
ცულობდა, რადგან ცოდვის შვილად მივაჩნდი, უნ– დოდა, მეც
მუხლებზე დავცემულიყავი და მელოცა. მაგრამ ვისთვისაც ცოდ-
ვა ცარიელი სიტყვაა, მისთვის მონანიებაც ხომ ცარიელი სიტყვა
იქნებოდა და მეტი არაფერი.

149 მკითხველთა ლიგა


უიტფილდი

როცა მითხრეს, ედი კვდებაო, მთელი ღამე სატანას ვებრძო-


დი და ბოლოს ვძლიე, ჩემივე ცოდვის უზომო სიმძიმემ გამომაფ-
ხიზლა; ბოლოს ჭეშმარიტი სინათლე დავინახე, მუხლებზე დავე-
ცი, ცოდვები მოვინანიე და ღმერთს შევევედრე. წყალობა მოიღო
და თქვა: „წადი იმ სახლში, სადაც სიცრუე დათესე, აღიარე ცოდ-
ვა შენი იმათ წინაშე, ვისთანაც ჩემს სიტყვას განუდექ. ხმამაღლა
აღიარე, იმათ უნდა შეგინდონ, ვოტყუებულმა ქმარმა უნდა შე-
გინდოს, და არა მე“.
მეც ავდექი და წავედი. გავიგე, რომ ტალის ხიდი წყალს წა-
ეღო; ვთქვი, „მადლობას გწირავ, ო, უფალო, ყოვლად ძლიერო
გამგებელო“, იმ უამრავმა საფრთხემ და განსაცდელმა, რომე-
ლიც მე თავს უნდა დამტყდომოდა, მიმახვედრა, რომ ღმერთს არ
მივუტოვებივარ და რომ იგი კვლავ შემიფარებდა სიმშვიდისა და
სიყვარულის ნავსაყუდელში და უფრო მეტ ნეტარებას მომანიჭებ-
და. „მანამდე ნუ აიღებ ხელს ჩემზე, სანამ ის ადამიანი არ მომი-
ტევებს, ვისაც ვუღალატე . ვლოცულობდი მე: „ნუ დამაგვიანებ;
დაე, ედიმ თავისი პირით აღიაროს ჩვენი შეცოდება. ედიმ დაიფი-
ცა, რომ ამას არავის ეტყოდა, მაგრამ შემზარავია მარადისობის
პირისპირ დგომა. განა ხელჩართული ამაოდ ვებრძოდი სატანას,
დაე, ჩემს სულს ტვირთად ნუ დააწვება, უფალო, შენი უსაზღვრო
მრისხანების ტალღები, სანამ ისინი არ შემინდობენ, ვისაც დავუ-
შავე“.
ადიდებულ მდინარეზე უფლის ხელმა გადამიყვანა და განსაც-
დელისგანაც დამიფარა. ცხენი რომ დამიფრთხა, გული შემიქან-
და, რადგან მე, ამ პატარ მღილს, მორები და ძირფესვიანად
ამოგლეჯილი ხეები გასრესვით მემუქრებოდნენ, მაგრამ ჩემი სუ-
ლი არ შემდრკალა; დროდადრო სულ უფრო ვრწმუნდებოდი,
რომ მორები და ხეები ბოლოს მაინც გვერდს ამივლიდნენ, მთე-
150 მკითხველთა ლიგა
ლი ხმით შევღაღადე, რომ წყლის ხმაური დამეფარა: „დიდება
შენდა, უფალო, ყოვლად ძლიერო მბრძანებელო, დაე, შენი წყა-
ლობით განვიწმინდო სული და კვლავ მოვიპოვო შენი მარადიუ-
ლი სიყვარული“.
ახლა კი მივხვდი, რომ უფალმა მომიტევა, ნიაღვარმა, განსაც-
დელმა გადაიარა, გზას ისევ მტკიცედ ვადექი და ჩემს გეთსიმანი-
ის ბაღს თანდათან ვუახლოვდებოდი. ის სიტყვებიც მოვნახე,
მათთვის რომ უნდა მეთქვა. შევალ სახლში და სანამ ედი სიტყვას
იტყოდეს, მის ქმარს ვეტყვი; „ცოდვილი ვარ, ენს, რაც გინდა, ის
მიყავ“.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო. აღარც სული მქონდა დამ-
ძიმებული. უფრო მშვიდად ვიყავი, ვიდრე წლების განმავლობა-
ში. ასე მეგონა, რომ მარადიული სიმშვიდე დამეუფლა-მეთქი.
ვგრძნობდი, უფალი ხელს ყოველი მხრიდან როგორ მაშველებ-
და, გულში მისი ხმა ჩამესმოდა: „ნუ გეშინინ, უფალი შენთანაა“.
მერე ტალის სახლს მივაღწიე. მისი უმცროსი გოგო გამოვიდა
და მიმავალს შემეხმიანა – მითხრა, ედი უკვე გარდაიცვალაო.
ო, ღმერთო, ცოდვილი ვარ. შენ უწყი, როგორ ვინანიებ და
ისიც უწყი, ჩემს სულს რა სწადია, უფალი მოწყალეა, სურვილს
მონანიებად მითვლის; უფალმა იცოდა, როცა აღსარების სიტ-
ყვებს ვამბობდი, ენსს მივმართავდი, თუმცა იგი იქ არ იყო იმ
დროს. სწორედ უფალმა და მისმა უსაზომო სიბრძნემ არ ათქმე-
ვინა ედის მომაკვდავ ტუჩებს არაფერი მაშინ, როცა იგი იწვა იმ
ადამიანებით გარშემორტყმული, რომელთაც ედი უყვარდათ და
ენდობოდნენ; მე კი ადიდებულ წყალს უფლის შემწეობით ვაჯობე.
დიდება შენდა, უფალო, რამეთუ უსაზღვროა და ყოვლისშემძლე
სიყვარული შენი. დიდება შენდა.
შევედი იმ მწუხარების სახლში, იმ ღარიბულ საცხოვრებელში,
სადაც მეორე, მოკვდავი ცოდვილი იწვა და რომლის სულიც უკვე

151 მკითხველთა ლიგა


საშინელ, უკანასკნელ სამსჯავროს წარუდგა; მშვიდობა მის
ნეშტს.
„ღვთის წყალობა ნუ მოკლებოდეს ამ სახლს“, ვთქვი მე.

152 მკითხველთა ლიგა


დარლი

ცხენით მივიდა არმსტიდთან და უკან ცხენითვე დაბრუნდა.


თან არმსტიდის ჯორებიც მოასხა. ჯორები შევაბით და კეში ზედ
კუბოზე დავაწვინეთ· ბოლოს, როცა იქიდან გადმოვიყვნეთ, ისევ
გული აერია, მაგრამ მოასწრო და თავი ფორნიდან დროზე გამო-
ყო,
„ბევრი წყალი აქვს ნაყლაპი“, თქვა ვერნონმა,
„იქნებ ცხენმაც ჩაარტყა ჩლიქი მუცელში“, ვთქვი მე.
„ცხენს ხომ არ ჩაურტყამს მუცელში ჩლიქი, კეშ?“
კეშმა რაღაცის თქმა დააპირა. დიუი დელმა ისევ მოწმინდა პი-
რი.
„რას ამბობ, კეშ?“ იკითხა ვერნონმა.
„რას ამბობ, კეშ?1“ ჰკითხა დიუ დელმა, მერე დაიხარა, „მისი
იარაღები მოიტათ“, თქვა მან. ვერნონმა მოიტანა და ფორანზე
დააწყო. დიუი დელმა თავი ისე აუწია კეშს, რომ იარაღები დაენა-
ხა. გზას გავუდექით. დიუი დელი და მე კეშს გვერდზე ვეჯექით,
რომ არ გადმოვარდნილიყო. ის კი წინ მიდიოდა ცხენით. ვერნო-
ნი იდგა, ცოტა ხანს თვალს გვადევნებდა, მერე შეტრიალდა და
ისევ ხიდისკენ წავიდა. ფრთხილად მიდიოდა, თან სველ სახელო-
ებს იფერთხავდა, თითქოს წყლიდან ახლა ამოსულიყოს.
ის ცხენზე იჯდა ჭიშკრის წინ. არმსტიდი ჭიშკართან იცდიდა.
გავჩერდით; ის ჩამოქვეითდა, კეში ფორნიდან ჩამოვიყვანეთ და
სახლში შევიყვანეთ, სადაც მისის არმსტიდს მისთვის საწოლი გა-
ემზადებინა. მისის არმსტიდი და დიუი დელი დავტოვეთ, რომ
მისთვის ტანსაცმელი გაეძროთ. მამას ფორნამდე მივყევით. მამა
ფორანზე ავიდა და დაძრა კიდეც, ჩვენ ფეხით გავყევით საჯინი-
ბოსკენ. როცა წყალში დასველებულები გვნახა, არმსტიდმა
გვითხრა: „სახლში შემოდით, კუბოც შეგიძლიათ შემოიტანოთ“·

153 მკითხველთა ლიგა


ის მოგვდევდა, ცხენი მოჰყავდა, ფორანთან შეჩერდა. ხელში აღ-
ვირი ეკავა.
„გმადლობთ", თქვა მამამ, „ფარდულში გავჩერდებით, ვიცი,
რომ თქვენთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის“.
„სახლში შემოდით“, თქვა არმსტიდმა. ისევ ის გახევებული გა-
მომეტყველბა აქვს სახეზე. თავხედური, თავდაჯერებული, უხეში,
აღაჟღაჟებული სახე აქვს. თვალების ნაცვლად კი თითქოს ორი
შეღებილი ხის ნაჭერი ჰქონდეს ჩასმული, ხან უჩვეულოდ ფერ-
მკრთალი, ხან უჩვეულოდ ჩამუქებული. ხალათი თითქმის შეშ-
რობია, მაგრამ მოძრაობისას მაინც ეკვრის ტანზე.
„ედი ძალიან დაგიმადლებდათ", თქვა მამამ.
ჯორები გამოვხსენით და ფორანი ფარდულში შევაგორეთ.
ფარდულის ერთი მხარე ღია იყო.
„წვიმა არ ჩამოვა“, თქვა არმსტიდმა. „მაგრამ მაინც ასე ჯობს“.
საბძლის უკან თუნუქის სახურავის ჟანგიანი ფურცლები ეწყო.
ორი ფურცელი ავიღეთ და ფარდულის ღია მხარეს მივაფარეთ.
„სახლში შემოდით", თქვა არმსტიდმა.
„გმადლობთ“, უთხრა მამამ. „იქნებ ცოტა რამე გეჭმიათ ამათ-
თვის”.
„უსათუოდ“, თქვა არმსტიდმა. „ლულა როგორც კი კეშს მოას-
ვენებს, მაშინვე ვახშამს გააწყობს“. ისევ ცხენთან მივიდა და რო-
ცა უნაგირს ხდიდა, ყოველ მოძრაობაზე სველი ხალათი ზედ ეკ-
ვროდა. მამამ სახლში შესვლა მაინც არ მოინდომა.
„შინ შემოდით და ჭამეთ“, თქვა არმსტიდმა, „ვახშამს ახლავე
გააწყობენ“.
„მე არაფერი მინდა“, თქვა მამამ, „გმადლობთ“.
„შემოდით, გაშრით და ჭამეთ“, თქვა არმსტიდმა. „ყველაფერი
კარგად იქნება".

154 მკითხველთა ლიგა


„ედისთვის“, თქვა მამამ, „მხოლოდ მისი გულისათვის, არც
ჯორები მყავს და არც არაფერი გამაჩნია, ედი იქნება თქვენი მად-
ლობელი".
„კარგი, კარგი", თქვა არმსტიდმა, „შემოდით და გაშრით".
როცა არმსტიდმა მამას ცოტა სასმელი დაალევინა, მან უკეთ
იგრძნო თავი და კეშის სანახავად რომ წავედით, ჩვენთან ერთად
არ წამოსულა, უკან რომ მოვიხედე, ცხენი საჯინიბოში შეჰყავდა,
ჯორებზე უნდა მოლაპარაკებოდა. საღამოსთვის თითქმის გა-
ურიგდა კიდეც. ის იქ არის, საჯინიბოში, სათივეზე ადის, თივა ჩა-
მოაქვს და ცხენს უყრის, შემდეგ იქიდან გამოდის და ჯაგრისს ნა-
ხულობს; უკან ბრუნდება, შორიახლო ტრიალებს, რომ ცხენმა
ტლინკები არ ჰყაროს, ჯაგრისით ვარცხნის, აკრობატის სიმკვირ-
ცხლით ირჯება, თან ცხენს ჩურჩულით ლანძღავს. ასე ეალერსე-
ბა. ცხენი უკან იწევს, კბილებს აჩენს, თვალებს კარკლავს და სიბ-
ნელეში თვალები, როცა ცხენს დრუნჩში ჯაგრისს ურტყამს, თით-
ქოს მუქ ხავერდზე გაგორებული მარმარილოს ბურთულებიაო.

155 მკითხველთა ლიგა


არმსტიდი

იმ დროისათვის, როცა ჩემი მიწოდებული ვისკი ერთხელ კი-


დევ მოსვა და როცა ვახშამიც თითქმის მზად იყო, ჯორები უკვე
ნაყიდი ჰყავდა ვიღაცისგან, ნისიად. ხან ერთი აირჩია, ხან მე-
ორე, ხან დაიჩემა, ცუდი წყვილიაო, ფულს ისე ხომ არ გადავყრი,
ის მირჩევნია, ქათმები ვიყიდოო.
„იქნებ სნოუპსს მოელაპარაკო", ვუთხარი მე, „სამი თუ ოთხი
წყვილი ჯორი ჰყავს, ეგებ რომელიმე გამოგადგეს”.
მერე ტუჩები ააცმაცუნა, თან მე მიყურებდა, თითქოს მთელ ამ
მხარეში წყვილი ჯორი მხოლოდ მე მყოლოდეს და გაყიდვაზე უა-
რი მხოლოდ მე მეთქვას, მაშინ როცა, მე რომ არა, ჯორებს საჯი-
ნიბოდან სხვა არც არავინ გამოუყვანდა; არც ის ვიცი, ჯორებიც
რომ ჰყოლოდათ, რას გააწყობდნენ. ლითლჯონმა მითხრა, წყა-
ლი ჰეილის ჯებირთან ორი მილის მანძილზე გადმოვა და ჯეფერ-
სონში კაცი მხოლოდ მოსტონის შემოვლით თუ მივაო. ეს უკვე
ენსს უნდა გადაეწყვიტა.
„ისეთი კაცია, ადვილად ვერ გაურიგდები“, ამბობს და თან ტუ-
ჩებს აცმაცუნებს. მაგრამ როცა ნავახშმევს კიდევ ერთხელ მივა-
წოდე ვისკი, ცოტა გამოცოცხლდა. ისევ ფარდულში აპირებდა
წასვლას, რომ ედისთვის ღამე ეთია, იქნებ იმასაც ფიქრობდა, თუ
მთელ ღამეს ვიფხიზლებ სანტა კლაუსი ერთ წყვილ ჯორს მომიყ-
ვანსო. „იქნებ დავიყოლიო", თქვა მან, „გაჭირვებაში ადამიანი,
თუ ქრისტიანის წვეთი სისხლი მაინც ურევია, ადამიანს ყოველ-
თვის ხელს გაუმართავს“.
„სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს ჯორებს“, ვუთხარი მე. ვიცო-
დი, რომ ჩემი სჯეროდა და ამიტომ ვუთხარი.
„გმადლობთ“, თქვა მან, „ედიმ საკუთარი ჯორებით მოინდომა
წასვლა“. იმანაც იცოდა, რომ მისი მჯეროდა და ამიტომაც მით-
ხრა.
156 მკითხველთა ლიგა
ნავახშმევს ჯუელი ბენდში პიბოდის მოსაყვანად ცხენით გაემ-
გზავრა. გავიგე, პიბოდი დაჰპირებია, დღეს ვარნერებთან ვიქნე-
ბიო ჯუელი დაახლოებით შუაღამისას დაბრუნდა. პიბოდი რაღაც
საქმეზე ინვენსში წასულიყო, მაგრამ სამაგიეროდ ბიძია ბილი
წამოჰყოლია თავისი ვეტერინალური ჩანთით. როგორც ბიძია
ბილი ამბობს: ადამიანი ხომ დიდად არ განსხვავდება ცხენისა-
გან, ან, ვთქვათ, ჯორისგან, ერთი ეგ არის, რომ ცხენსაც და ჯორ-
საც უფრო მეტი ჭკუა აქვთ. „რა დაგემართა, ბიჭო?“და თან კეშს
უყურებს, „მომიტანეთ ლეიბი, სკამი და ჭიქა ვისკი“, ამბობს ის.
კეშს ჯერ ვისკი დაალევინა, მერე ოთახიდან ენსი დაითხოვა.
„ბედზე, ისევ ის ფეხი მოუტეხია, ადრე რომ მოიტეხა“, ამბობს
დამწუხრებული ენსი, ჩიფჩიფით და თვალებს ახამხამებს. „კიდევ
კარგი". ლეიბი კეშს ფეხებთან დავუფინეთ, ლეიბზე სკამი დავ-
დეთ და მე და ჯუელი სკამზე დავსხედით, გოგოს ლამპა ეჭირა,
ძია ბილიმ ცოტაოდენი თამბაქო აიღო ბას დაკარგავდა, კეში
დაწყნარდა, სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები თითქოს
ჩმოგორებას აპირებდნენ, მაგრამ შეჩერებულან და ახლა
თითქოს კეშს ელოდებიანო.
გონს რო მოვიდა, ძია ბილის თავისი იარაღები უკვე აეკრიფა
და წასულიყო. ვიდრე გოგი დაიხრებოდა და პირს მოიწმენდდა,
ისევ რაღაცის თქმას ცდილობდა. „იარაღები უნდა,“ თქვა მან.
„ხომ შემოვიტანე“, თქვა დარლმა, „აკი შემოვიტანე“.
კეშმა ისევ დალაპარაკება სცადა; დიუი დელი დაიხარა. „ია-
რაღების დანახვა უნდა“, თქვა მან. მაშინ დარლმა იარაღები ისე
დააწყო, რომ კეშს დაენახა. მათ ისინი საწოლქვეშ იმ მხარეს შე-
აწყვეს, სადაც კეში მისწვდებოდა და თავს რომ უკეთ იგრძნობდა,
ხელს შეახებდა. მეორე დილით ენსი ცხენზე შეჯდა და სნოუპსე-
ბის სანახავად ბენდში წავიდა. ის და ჯუელი ერთხანს საჯინიბოს-
თან იდგნენ და საუბრობდნენ, მერე ენსი ცხენზე შეჯდა და წავიდა.
თუ არ ვცდები, ჯუელმა პირველად დართო სხვას ნება, მის ცხენზე
157 მკითხველთა ლიგა
შემჯდარიყო, მაგრამ სანამ ენსი დაბრუნდებოდა, ადგილს ვერ
პოულობდა, გზას ისე გაჰყურებდა, თითქოს ახლავე ენსს უნდა
გამოეკიდოს და ცხენი წაართვასო. ცხრა საათისთვის უკვე კარგა
ჩამოცხა, სწორედ მაშინ დავინახე პირველი კაკაჩა, მანამდე, ალ-
ბათ, მათ დანახვას ნისლი მიშლიდა. სანამ დღე არ დადგა, მანამ-
დე ვერც ერთი დავინახე. კიდევ კარგი, რომ ნიავი სახლისკენ არ
უბერავდა. ეს მან?;მდე იყო, სანამ კარგად გათენდებოდა, მაგრამ
მალე, როცა ისინი მინდორში დავინახე, უკვე თითქმის ერთ მილ-
ზე იგრძნობოდა სუნი, კაკაჩები სულ თავს დაგვტრიალებდნენ,
რომ ყველას გაეგო, ფარდულში რა იყო, სახლამდე ნახევარი მი-
ლი მაინც იქნებოდა, როცა ბიჭის ყვირილი გავიგონე, ვიფიქრე,
ჭაში ხომ არა ჩავარდა, ან ხიფათს ხომ არ გადაეყარა-მეთქი და
რამდენიმე ნახტომით გავჩნდი საჯინიბოსთან.
სახურავის კიდეზე ათიოდე კაკაჩა ჩამომჯდარიყო, ბიჭი ერთ
მათგანს ისე დასდევდა საჯინობოს ირგვლივ, გეგონებოდათ ინ-
დაურს იჭერსო. კაკაჩა მიწას მოსწყდებოდა, აიწეოდა, რომ ხე-
ლიდან გასხლტომოდა და იქ თავისთვის იჯდა. მერე ისევ კუბოზე
დაფრინდებოდა. საკმაოდ ჩამოცხა, შეიძლება ქარმაც პირი იბ-
რუნა, ან უკვე რაღაც სხვა მიზეზი იყო, წავედი და ჯუელი მოვძებ-
ნე, მაგრამ ამ დროს ლულაც გამოვიდა.
„რაღაც უნდა იღონოთ", თქვა მან, „ეს ხომ მკრეხელობაა“.
„რაღაცას ვიზამ“, ვთქვი მე.
„მკრეხელობაა“, თქვა მან, „ენსს პასუხი უნდა აგებინო, ედის
რომ ასე ექცევა“.
„მხოლოდ კეთილი განზრახვა ამოძრავებს, რომ ედი მიწას
ღირსეულად მიაბაროს“, ვთქვი მე, მერე მოვძებნე ჯუელი და
ვკითხე, ჩემი ჯორი ხომ არ გინდა გათხოვო, რომ ბენდში წახვიდე
და ნახო, ენსი რას აკეთებს-მეთქი. არაფერი მიპასუხა. მხოლოდ
შემომხედა, ძვალივით თეთრი თვალები და ძვალივით თეთრი
ნიკაპი ჰქონდა, მერე წავიდა და დარლს გასძახა:
158 მკითხველთა ლიგა
„რას აპირებ?“ ვკითხე მე. არაფერი მიპასუხა, დარლი გამოვი-
და. „წავიდეთ“, თქვა ჯუელმა.
„რას აპირებ?“ ჰკითხა დარლმა.
„ფორანი გამოვათრიოთ“, არ მობრუნებულა ისე უპასუხა.
„ნუ სულელობ“, ვთქვი მე, „მაგას სულ არ ვგულისხმობდი, მა-
გას აღარაფერი ეშველება“.
დარლიც ამას უმტკიცებდა, მაგრამ ჯუელი მაინც თავისაზე იდ-
გა.
„გააჩუმე ეგ შენი წყეული პირი“, თქვა მან.
„სადმე ხომ უნდა იდგეს“, თქვა დარლმა, „როცა მამა დაბრუნ-
დება, მაშინ გამოვიტანოთ“.
„მაშ, არ მომეშველები?" უთხრა ჯუელმა, მის გათეთრებულ
თვალებში ცეცხლმა გაკვესა და სახე ციებ-ცხელებიანივით აუ-
ცახცახდა.
„არა“, მიუგო დარლმა, „არ მოგეშველები, მამის მოსვლამდე
მოიცადე".
ასე რომ, კარში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აწვებოდა და
მოათრევდა იმ ფორანს, ვიფიქრე, ფარდულის უკანა კედლის გა-
მონგრევა უნდა-მეთქი. მერე სადილის ზარიც დაირეკა, ჯუელს
დავუძახე, მაგრამ არც კი გამოიხედა. „წამოდი, ვისადილოთ“,
ვუთხარი, „ბიჭსაც დაუძახე“". მაინც არ მიპასუხა. ავდექი და წავე-
დი, რომ მესადილა. გოგო პატარა ბიჭის მოსაყვანად წავიდა, მაგ-
რამ მარტო დაბრუნდა. შუა სადილობაში რომ ვიყავით, ისევ მისი
ყვირილი გავიგონეთ, კარგა ხანს უქშევდა.
„მკრეხელობაა“, თქვა ლულამ, „მკრეხელობაა და მეტი არა-
ფერი“.
„რაც შეუძლია, იმას აკეთებს“", ვთქვი მე, „სნოუპსს ნახევარ
საათში ვერავინ მოურიგდება. ამ საქმეს საღამომდე ვერ მორჩე-
ბიან“.

159 მკითხველთა ლიგა


„რაც შეუძლია, არა?“ მეუბნება ის, „რაც შეუძლია? აკი ვნახეთ,
რაც შეუძლია“.
მე კი მგონია, რომ რაც შეეძლო, ის გააკეთა. მთელი უბედუ-
რება ის არის, რომ მის გამგზავრებას აზრი არ ჰქონდა, ჯორებს
ვერავისგან იყიდდა, სნოუპსზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მხო-
ლოდ ნისიად თუ მოახერხებდა, თუ კიდევ ჰყავდა სანისიო. მინ-
დვრიდან რომ დავბრუნდი, ჯორებს გადავხედე და თან ჩემს გულ-
ში გამოვეთხოვე. დღის ბოლოს რომ დავინახე, მზე ფარდულის
სახურავს მთელი დღე რო გორ აცხუნებდა, ჯორების დაკარგვას
ნამდვილად აღარ ვნანობდი,
სწორედ მაშინ გამოჩნდა, ჭიშკართან რომ მივედი, სადაც ყვე-
ლას ერთად მოეყარა თავი; უცნაურად გამოიყურებოდა. ახლა
ჩვეულებრივზე მეტად ჰგავდა უბადრუკ თაღლითს, მაგრამ თან
თითქოს რაღაცით ამაყობდა. თითქოს რაღაც მახვილგონივრუ-
ლი ჩაიდინა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ სხვებიც მიუხ-
ვდებოდნენ.
„ჯორები ვიყიდე“, თქვა მან.
„სნოუპსმა მოგყიდა?“ ვკითხე მე.
„ამ მხარეში განა მარტო სნოუპსია, სხვასთან ვერ ვივაჭრებ-
დი?“ თქვა მან.
„ასეა“, ვთქვი მე. ჯუელს უცნაურად უყურებდა, მაგრამ ჯუელი
უკვე ჭიშკარს გასცდენოდა და ცხენისაკენ მიდიოდა. ალბათ უნდა
ენახა, ენსმა ცხენს ხომ არა დაუშავა რამეო.
„ჯუელ“, ეუბნება ენსი, ჯუელმა მოიხედა. „აქ მოდი”, ჯუელი შე-
მობრუნდა და გაჩერდა.
„რა გინდა?“ ჰკითხა მან.
„მაშ, სნოუპსმა მოგყიდა“", ვთქვი მე, „იქნებ ამაღამვე გამოგ-
ვიგზავნოს. გზას ხვალ, დილაუთენია უნდა გაუდგეთ, თქვენ ხომ
შორი გზა გაქვთ, მოტსონზე უნდა გაიაროთ”.

160 მკითხველთა ლიგა


ენსს სახე შეეცვალა. ახლაც ადრინდელივით გაღიზიანებული
იყო, თან პირს აცმაცუნებდა.
„რაც შემეძლო, გავაკეთე“, თქვა მან, „ღმერთმანი, დედამიწა-
ზე კაცი არ იქნება, ჩემდენი ტანჯვა-წამება რომ გადაეტანოს”.
„სნოუპსთან მორიგებული კაცი კმაყოფილი უნდა იყოს“,
ვთქვი მე. „რამდენი მიეცი, ენს?“
არც კი შემომხედა, „კულტივიზატორი და სათესი მანქანა მი-
ვეცი“.
„ეგენი რომ ორმოცი დოლარიც არა ღირს. ორმოც დოლარია-
ნი ჯორებით შორს ვერ წახვალთ”.
ახლა ყველა ენსს შეჰყურებდა, მშვიდად და თვალმოუშორებ-
ლად. შუაგზაზე შეჩერებული ჯუელი იცდიდა, რომ მერე ცხენთან
მისულიყო.
„კიდევ რამეს მივცემ“, თქვა ენსმა. ისევ ტუჩების ცმაცუნი და-
იწყო. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა უნდა და-
არტყან და, იმას კი გადაწყვეტილი აქვს, თავი არ დაიცვასო.
„სხვა კიდევ რა უნდა მისცეს?“ ჰკითხა დარლმა.
„ეშმაკმა დასწყევლოს“, ვთქვი მე, „წაიყვანე ჩემი ჯორები, მე-
რე დამიბრუნებ. მე როგორმე იოლად გავალ“,
„აი, თურმე რატომ აფათურებდი ხელებს კეშის ჯიბეებში წუ-
ხელ“, თქვა დარლმა. ისე თქვა, თითქოს ქაღალდზე დაწერილს
კითხულობსო და, თითქოს თვითონ არასოდეს ასე არ მოქცეუ-
ლიყოს. ახლა ჯუელი დაბრუნდა უკან, იდგა, უყურებდა ენსს, მარ-
მარილოს ბურთულებივით ჩასმული თვალებით.
„კეშს ამ ფულით სიურატისაგან მოლაპარაკე მანქანა უნდა
ეყიდა“, თქვა დარლმა.
ენსი იდგა და პირს ერთთავად აცმაცუნებდა, ჯუელი თვალს
ადევნებდა, ენსს კი თვალიც არ დაუხამხამებია.

161 მკითხველთა ლიგა


„მაგრამ ეს ხომ მხოლოდ რვა დოლარია“, თქვა დარლმა ისე-
თი ხმით, თითქოს მხოლოდ უსმენდა და სადავო არა იყო რა, „ამ
ფულით ჯორებს ვერ იყიდდი".
ენსმა სწრაფად შეხედა ჯუელს, მერე თვალი აარიდა, თვალები
ისევ დახარა, „ღმერთმა უწყის, რომ ჩემისთანა კაცი..“ თქვა მან,
ხმა მაინც არავინ არ ამოიღო, მხოლოდ უყურებდნენ მოლოდი-
ნით, ის კი თვალებდახრილი მათ ფეხებს დაჰყურებდა და ზევით
აღარ იყურებოდა. „და ცხენიც“, თქვა მან.
„რომელი ცხენი?“ ჰკითხა ჯუელმა. ენსი არ განძრეულა, შეჩ-
ვენებული ვიყო, თუ კაცს თავისი შვილების დამორჩილება არ შე-
უძლია, სახლიდან უნდა გაყაროს, გინდ დიდები იყვნენ და გინდა
პატარები. და თუ ეს ვერ მოახერხა, თვითონ უნდა წავიდეს, შეჩ-
ვენებული ვიყო, მეც თუ ასე არ მოვიქცე.
„შენ ის გინდა თქვა, რომ ჩემი ცხენი მიჰყიდე?“ ჰკითხა ჯუელ-
მა.
ენსი გაუნძრევლად დგას, ხელებჩამოშვებული. „თხუთმეტი
წელია, რაც პირში კბილი არა მაქვს“, ამბობს ის, „ღმერთმა იცის,
იმან იცის, რომ თხუთმეტი წელია, ღმერთის მიერ ბოძებულ საჭ-
მელს, რომელმაც ადამიანს ძალღონე უნდა შეუნარჩუნოს, ვერა
ვჭამ, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებო-
და და ჩემთვის კი კბილები მეყიდა და ღვთისაგან ნაბოძები ლუკ-
მა გამეღეჭა. ამ ფულსაც ვამატებ. ასე ვიფიქრე: მე თუ შემიძლია
ულუკმაპუროდ ვიყო, ჩემი შვილები უცხენოდ გაძლებენ-მეთქი,
ღმერთმა იცის, რომ ასე ვიფიქრე“.
ჯუელი დგას, დოინჯშემოყრილი, ენსს უყურებს. მერე შებრუნ-
დება, მინდორს გახედავს, უძრავი, გაქვავებული სა–ხე აქვს,
თითქოს ცხენზე სხვა ვიღაც ლაპარაკობდეს, არც უსმენს, მერე
ნელა გადააფურთხებს და ამბობს: „ეშმაკმა დალახვროს“, შებ-
რუნდება, ჭიშკრისკენ წავა, ცხენს ახსნის და მოახტება. მისი უნა-
გირზე დაჯდომა და ცხენის დაძვრა ერთია; აი, უკვე გზაზე ისე მიჰ-
162 მკითხველთა ლიგა
ქრიან, თითქოს სიმართლე მათ მხარეზეა. ასე მოეფარება
თვალს ორი არსება, ერთ ამლაყ ციკლონად ქცეული.
„ხომ გითხარი“, ვამბობ მე, „ჩემი ჯორები წაიყვანე-მეთქი“.
მაგრამ ენსი არ მეთანხმება. დარჩენაზეც უარი მითხრეს. ეს ბიჭი,
ამ პაპანაქება სიცხეში მთელი დღე კაკაჩებს ისე დასდევს, რომ
მალე ეგეც სხვებივით ჭკუიდან შეიშლება. „კემი მაინც დატო-
ვეთ“, ვამბობ მე, მაგრამ არც ეს მოინდომეს. კუბოს სახურავზე
გაუშალეს საბანი, ზედ დააწვინეს და გვერდზე იარაღები მოუწ-
ყვეს. ჩემი ჯორები შევაბით და ფორანი თითქმის ერთი მილი ვათ-
რიეთ გზაზე.
„შეგაწუხეთ, არა?“ ამბობს ენსი, „პირდაპირ მითხარი“.
„რა თქმა უნდა, არა“, ვთქვი მე, „კარგი იქნებოდა, რომ დარ-
ჩენილიყავით; არც არავინ შეგაწუხებდათ, დავბრუნდეთ და ვი-
ვახშმოთ“.
„გმადლობთ", თქვა ენსმა, „საჭმელი კიდე გვაქვს კალათაში,
იოლად გავალთ".
„საჭმელი საიდანღა გაქვთ?“
„სახლიდან წამოვიღეთ“,
„აქამდე წახდებოდა“, ვთქვი მე, „წამოდით ცხელი კერძი ვჭა-
მოთ“.
მაგრამ მაინც არ დამეთანხმნენ. „მე მგონი, იოლად გავალთ’’,
თქვა ენსმა. მეც შინ წავედი და ვივახშმე. იმათ კი კალათა ავუვსე
და ისევ შინ მივიპატიჟე.
„გმადლობთ", თქვა მან, „მე მგონი, იოლად გავალთ“.
ასე დავტოვე ისინი. ცეცხლს შემოსხდომოდნენ, ჩაცუცქულე-
ბი, ღმერთმა უწყის, რას ელოდნენ.
შინ დავბრუნდი, ისევ მათზე ვფიქრობდი და იმ ბიჭზე, ცხენს
გიჟივით რომ მიაქანებდა. ამის მერე აღარც უნახავთ. შეჩვენებუ-
ლი ვიყო, თუ ვამტყუნებდე. იმიტომ კი არა, რომ ცხენი ვერ დათ-
მო, იმიტომ, რომ ისეთ ბრიყვს დააღწია თავი, ენსი რომ არის.
163 მკითხველთა ლიგა
მაშინ ასე ვფიქრობდი. არის რაღაც, ამ შეჩვენებულ ენსში ისე-
თი, კაცი დახმარებაზე უარს რომ ვერ ეტყვის, თუმცა იცის, მთელი
შრომა მაინც წყალში გადაეყრება. ეს უკვე მეორე დილით მოხდა,
საუზმიდან ერთი საათი იყო გასული, რომ იუსტას გრიმი მოვიდა,
სნოუპსის დღიური მუშა, თან წყვილი ჯორი მოიყვანა და ენსი
იკითხა.
„მეგონა, სნოუპსმა და ენსმა ვერ მოილაპარაკეს-მეთქი“,
ვთქვი მე.
„გასაგებია“, თქვა იუსტონმა, „მათ თვალში მხოლოდ ცხენი
მოუვიდათ. მისტერ სნოუპსს ასეც ვუთხარი, ჯორებს ორმოცდაათ
დოლარად იმიტომ აძლევ, რომ ძია ფლემს ტეხასური ცხენები
ჰყავს, თორემ ენსი ვერასოდეს...“
„ცხენი?“ ვთქვი მე, „ენსის ბიჭმა ის ცხენი გუშინ ღამით გაიტა-
ცა. ახლა ალბათ ტეხასისკენ მიდის და ნახევარი გზა მაინც ექნება
გავლილი და ენსი...“
„მე ისიც არ ვიცი, ცხენი ვინ მოიყვანა“, თქვა იუსტასმა, „მე
არავინ მინახავს, უბრალოდ დღეს დილით ფარდულში შევედი,
საჭმელი უნდა დამეყარა და დავინახე, რომ ცხენი იქ იყო, ავდექი
და მისტერ სნოუპსს ვუთხარი, იმან კი მითხრა, ჯორები ენსს მი-
ურეკეო“.
დღესავით ნათელია, რომ ისინი ჯუელს გეღარ ნახავენ. საშო-
ბაოდ იქნებ ბარათი მიიღონ ტეხასიდან. რა თქმა უნდა, ჯუელი
რომ არ დახმარებოდა, მე დაგვეხმარებოდი, შეჩვენებული ვიყო,
თუ არ დაგხმარებოდი, ეტყობა, ენსი ხალხს აჯადოებს, შეჩვენე-
ბული გიყო, თუ ეს ასე არ არის.

164 მკითხველთა ლიგა


ვარდამანი

ახლა შვიდნი არიან; პატარა, შავი წრეები.


„შეხედე, დარლ“, ვეუბნები მე, „ხედავ?“
დარლი ზემოთ იხედება. ჩვენ გხედავთ მათ – პატარა, შავ, მა-
ღალ უმოძრაო წრეებს.
„გუშინ მხოლოდ ოთხნი იყვნენ“, ვამბობ მე. ახლა ჯერ მარტო
ფარდულის თავზე იჯდა ოთხზე მეტი კაკაჩა.
„ფარდულზე თუ კიდევ დაფრინდებიან, იცი, რას ვიზამ?“ ვამ-
ბობ მე.
„რას იზამ?“ ამბობს დარლი.
„ახლოს არ მივუშვებ, რომ ედის ზედ დააჯდეს“, ვამბობ მე,
„არც კეშთან მივუშვებ, რომ ზედ დააჯდეს”“, კეში ავადაა; კეში
ავადაა და კუბოს თავზე წევს, მაგრამ დედაჩემი – თევზია“.
„მოტსონში წამალი უნდა გიშოვოთ“”, ამბობს მამა, „უნდა ვი-
ყიდოთ“.
„როგორ ხარ, კეშ?“
„არაფერიც არ მტკივა“, ამბობს კეში.
„გინდა ფეხი ცოტა ზემოთ აგიწიო?“ ეუბნება დარლი.
კეშს ფეხი აქვს მოტეხილი. ორივე ფეხი მოტეხილი აქვს. კუ-
ბოზე წევს, თავქვეშ დახვეული საბანი უდევს, მუხლებქვეშ კი ხის
ნაჭერი.
„ჯობდა, არმსტიდთან დაგვეტოვებინა“, ამბობს მამა.
მე ფეხი არა მაქვს მოტეხილი, მამასაც არა აქვს მოტეხილი
ფეხი, არც დარლს.
„უბრალოდ გასიებული მაქვს“, ამბობს კეში, „მწიწკნის, ისე კი
არ მტკივა“.
ჯუელი წავიდა, ვახშმობისას, შეჯდა ცხენზე და წავიდა.
„ედის არ უნდოდა, რომ დავალებული ვყოფილიყავი“, ამბობს
მამა, „ღმერთია მოწმე, იმაზე მეტს ვაკეთებ, რაც შემიძლია“.
165 მკითხველთა ლიგა
„იმიტომ, რომ ჯუელის დედა - ცხენია. ხომ ასეა, დარლ?“ ვე-
კითხები მე.
„თოკი უფრო ხომ არ მოვუჭიროთ?“ ამბობს დარლი, აი, რა-
ტომ შევჩერდით მე და ჯუელი თავლაში, ის კი ფორანში რჩებო-
და, ცხენები ხომ თავლაში ცხოვრობენ, მე კაკაჩები უნდა გამექ-
შია“.
„თუკი შეგიძლია“, ამბობს კეში.
დიუი დელსაც არა აქვს ფეხი მოტეხილი, არც მე. კეში ჩემი
ძმაა.
ვჩერდებით. დარლი თოკს ადუნებს, კეშს ისევ ოფლი ჩამოს-
დის, კბილს კბილზე აჭერს.
„გტკივა?“ ეკიხება დარლი.
„ჯობს, ისევ ისე დარჩეს, როგორც იყო“, ამბობს კეში. დარლი
თოკს მაგრად უჭერს, კეში კბილს კბილზე აჭერს.
„გტკივა?“ ეკითხება დარლი.
„არა უშავს“, ამბობს კეში.
„გინდა, მამას ვეტყვი, უფრო ნელა ატაროს“, ამბობს დარლი.
„არა“, ამბობს კეში, „დრო აღარ არის, არა უშავს, არა მტკივა".
„მოტსონში წამლები უნდა ვიშოვოთ“, ამბობს მამა, „უნდა ვი-
ყიდოთ".
„უთხარი, ფორანი დაძრას“, ამბობს კეში. დავიძარით. დიუი
დელი დაიხარა და კეშს პირისახე მოსწმინდა. კეში ჩემი ძმაა,
მაგრამ ჯუელის დედა ცხენია, დედაჩემი – თევზია. მას დავინახავ.
დიუი დელიმ კი თქვა: კუბოშია, როგორ ამოვიდოდაო. მე რომ
ნაჩხვრეტები გავბურღე, იქიდან ამოვიდა და წყალს გაჰყვა.
ვთქვი მე. და როცა მდინარესთან ისევ მივალთ, მე მას დავინახავ.
დედაჩემი კუბოში არ არის. დედაჩემს ასეთი სუნი არა აქვს. დე-
დაჩემი – თევზია.
„მაგ ნამცხვრებს კარგი დღე დაადგება, სანამ ჯეფერსონამდე
მივალთ“, ამბობს დარლი.
166 მკითხველთა ლიგა
დიუი დელი არც კი იხედება უკან.
„ეგ ნამცხვრები გირჩევნია მოსტონში გაყიდო“, – ამბობს
დარლი.
„როდის ჩავალთ მოსტონში, დარლ?“ ვეკითხები მე.
„ხვალ“, ამბობს დარლი, „თუ ამ ჯორებმა გაუძლეს და არ და-
ვარდნენ. ეტყობა, სნოუპსი ნახერხს აჭმევდა“.
„რატომ აჭმევდა ნახერხს, დარლ“, ვეკითხები მე.
„შეხედე“, ამბობს დარლი, „ხედავ?“
„ახლა ცხრანი არიან, მაღალი, პატარა, შავი წრეები“. მაღა-
ლი, პატარა, შავი წრეები.
როცა გორაკის ძირამდე მივდივართ, მამა ჯორებს აყენებს, მე,
დარლი და დიუი დელი ჩამოვდივართ ფორნიდან, კეში ვერ და-
დის, იმიტომ რომ ფეხი აქვს მოტეხილი.
„აბა, მიდით, ჯორებო“, ამბობს მამა.
ჯორები, რაც ძალი და ღონე აქვთ, ეწევიან, ფორანი ჭრია-
ლებს, მე, დარლი და დიუი დელი ფორანს აღმართზე მივყვებით.
მამა ისევ აჩერებს ჯორებს და გორაკის თავზე ფორანში ვსხდე-
ბით.
ახლა უკვე ათნი არიან, მაღალი, შავი წრეები ცაზე.

167 მკითხველთა ლიგა


მოუზლი

უცებ ავიხედე და დავინახე, რომ ვიტრინაში იყურებოდა. შო-


რიახლო იდგა, რაიმეს კი არ უყურებდა, უბრალოდ იდგა, თავი
ჩემკენ მოებრუნებინა, თვალს არ მაშორებდა, გაოგნებული,
თითქოს ჩემგან რაღაც ნიშანს ელოდა, მეორედ რომ ავიხედე, უკ-
ვე კარისკენ მოდიოდა.
წამით შეჩერდა, როგორც იციან ხოლმე, თითქოს ფეხი რაღა-
ცას წამოჰკრა, ბოლოს შემოვიდა, თავზე ფარფლებ-გაფშეკილი
ჩალის ქუდი წამოესკუპებინა და ხელში გაზეთში გამოხვეული
ფუთა ეჭირა. ვიფიქრე, ბევრი-ბევრი ერთი დოლარი ან ოცდახუ-
თი ცენტი ექნება, ცოტა ხანს ასე იდგება დ მერე, ალბათ, ზანგი
ქალები რომ ხმარობენ, იაფფასიან სავარცხელსა და ტუალეტის
წყალს იყიდის-მეთქი. ცოტა ხანს ვაცადე, ის კი შევამჩნიე, რომ ამ
დაღვრემილ და მოუქნელ გოგოს სახე მაინც ლამაზი ჰქონდა და
მისი კუბოკრული კაბა მისი სახის ბუნებრივ ფერს ახლა უფრო შე-
ეფერებოდა, ვიდრე მერე, როცა საბოლოოდ გადაწყვეტდა და
რაიმეს იყიდდა. იქნებ ეთქვა, რა უნდოდა. აქ შემოსვლამდე, ალ-
ბათ, გადაწყვეტილი ჰქონდა, რა უნდა ეყიდა. მაგრამ მყიდველი
არ უნდა ააჩქარო. ასე რომ, მე ჩემი საქმიანობა არ შემიწყვეტია,
იმ ანგარიშით, რომ გოგოს ალბერტი მიხედავდა, მაგრამ ძალიან
მალე ალბეტი ჩემთან მოვიდა.
„იმ ქალს მიხედეთ“, მითხრა მან, „თქვენ უკეთ მიხვდებით, რა
უნდა”.
„რა უნდა?“ ვკითხე მე.
„არ ვიცი. ვერაფერი გავუგე. უკეთესი იქნება, თუ თქვენ მოემ-
სახურებით“. დახლთან მივედი, დავინახე, ფეხშიშველი იდგა, ვი-
თომც აქ არაფერიაო, ეტყობა, მიჩვეული იყო ფეხშიშველა სია-
რულს. დაჟინებით მომჩერებოდა, ფუთა გულზე ჰქონდა მიხუტე-
ბული; ასეთი შავ-შავი თვალები ჯერ არ მენახა, ნამდვილად აქაუ-
168 მკითხველთა ლიგა
რი არ იყო. არა მგონია, მოტსონში ოდესმე მენახოს. „რითი გემ-
სახუროთ?“ ვკითხე მე.
მაინც არაფერი თქვა. მომშტერებოდა. თვალსაც კი არ ახამ-
ხამებდა. ჯერ ხალხს გახედა შადრევანთან, მერე მე მომაშორა
თვალი და მისმა მზერამ აფთიაქის სიღრმეში, წამლების დახ-
ლისკენ გადაინაცვლა.
„პარფიუმერიიდან გნებავთ რაიმე?"“ ვკითხე მე, „თუ წამალი
გნებავთ?“
„დიახ-დიახ", თქვა მან, ისევ შადრევანს გახედა. გავიფიქრე,
დედამისი ან ვინმე გამოაგზავნიდა რაღაც ქალური საჭიროების-
თვის და ამას კი ერიდება-მეთქი. იმასაც ვხვდებოდი, ასეთი რამ
თვითონ რომ ეხმარა, ასეთი სახის კანი ვერ ექნებოდა. თან ისეთი
ახალგაზრდა იყო, რომ ალბათ არც გაეგებოდა, რისთვის რა იყო
საჭირო. პირდაპირ სამარცხვინოა, ამით თავს როგორ იწამლა-
ვენ. მაგრამ, რას იზამ, ამითი რომ არ ივაჭრო, ისეთ ქვეყანაში
ვცხოვრობთ, გაკოტრდები კაცი.
„აჰა“, ვთქვი მე, „თქვენ რას ხმარობთ? ჩვენ გვაქვს...“ მან ისევ
შემომხედა, თითქოს მითხრა „სუო“ და მზერა ისევ აფთიაქის სიღ-
რმეში გადაიტანა, წამლების დახლისაკენ.
„სჯობს იქით წავიდეთ", თქვა მან.
„კეთილი“., ვთქვი მე. მყიდველი უნდა გაახალისო. უფრო ნაკ-
ლები დრო დაგვეხარჯება. გავყევი. კარს შეეხო. „იქ არაფერია,
იქ მხოლოდ რეცეპტებს ვწერთ“, ვთქვი მე, „თქვენ რა გნებავთ?“
გაჩერდა და შემომხედა. თითქოს სახეზე და თვალებზე საფარვე-
ლი ჩამოიშორაო. მის თვალებში ყველაფერი გამჟღავნებული
იყო: ერთდროულად ჩუმი იმედიცა და იმის სევდიანი სურვილიც,
რომ იმედგაცრუებული დარჩენილიყო. მაგრამ ცხადი იყო, რა-
ღაც უსიამოვნება შემთხვეოდა. ნამდვილად ასე იყო. „რა შეგემ-
თხვათ?“ ვკითხე მე, „მითხარით, რა გინდათ. ძალიან დაკავებუ-
ლი ვარ“. არ მინდოდა ამეჩქარებინა, მაგრამ დრო არ ითმენდა.
169 მკითხველთა ლიგა
„ეს ქალების საქმეა", თქვა მან.
„უჰ , ვთქვი მე, „სულ ეს არის?" ვიფიქრე, იქნებ უფრო ახალ-
გაზრდაა, ვიდრე გამოიყურება და პირველად რომ წამოუვიდა,
იმან შეაშინა-მეთქი, ან იქნებ რაღაც ქალური ამბავი არა აქვს
წესრიგში, ასეთი რამ შეიძლება ყველა ახალგაზრდა ქალს შეემ-
თხვეს. „დედათქვენი სად არის?“ ვთქვი მე, „იქნებ დედა არ
გყავთ?"
„დედა გარეთაა, ფორანში", თქვა მან.
„რატომ არ გინდათ, ჯერ დედას მოელაპარაკოთ და მერე მი-
იღოთ წამალი?“ ვკითხე მე, „ყველა ქალს შეუძლია გირჩიოთ“.
მან შემომხედა, მეც ისევ შევხედე და ვკითხე: „რამდენი წლისა
ხართ?“
„ჩვიდმეტის“, თქვა მან.
„ოჰ“, ვთქვი მე, „მე კი ვფიქრობდი, ალბათ“... თვალს არ მა-
შორებდა. ახლა ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არც
ასაკი ეტყობოდა და ამქვეყნისაც ყველაფერი გაეგებოდა, „თქვენ
ის ქალური ამბავი სულ გაქვთ, თუ ზოგჯერ?“
აღარ მიყურებდა, მაგრამ არ განძრეულა. „დიახ“, თქვა მან,
„მე ვფიქრობ, რომ ასეა, დიახ".
„რა არის ასე?“ ვთქვი მე, „ვერ ხვდებით?“ ეს ბოროტმოქმედე-
ბაა და სირცხვილი; მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცებისაგან
მაინც ყიდულობენ. ის იქ იდგა, მე არ მიყურებდა, „თქვენ ის გინ-
დათ, რაც შეგიჩერებთ, არა?“ ვთქვი მე, „ხომ ასეა“,
„არა“, თქვა მან, „იცით, უკვე შემიწყდა“.
„კეთილი მაგრამ, რა,.“ თავი ოდნავ დახარა, მამაკაცს მუდამ
ასე ექცევიან, როცა მისი დაყოლიება უნდათ, ისე რომ, აღარც კი
იცი, რას რა მოჰყვება, „გათხოვილი არა ხართ, არა?“ ვკითხე მე.
„არა“,
„ააჰ“, ვთქვი მე, „რამდენი ხანია, რაც შეგიწყდათ? ალბათ, ხუ-
თი თვეა, არა?“
170 მკითხველთა ლიგა
„არა, მხოლოდ ორი“, თქვა მან.
„კეთილი, მაგრამ არაფერი გვაქვს ისეთი, რისი ყიდვაც გინ-
დათ ჩვენთან“, ვთქვი მე, „მარტო საწოვარა მაქვს. გირჩევთ სა-
წოვარა იყიდოთ, შინ დაბრუნდეთ და, თუ მამა გყავთ, იმას გაუმ-
ხილოთ, იმან კი ის კაცი აიძულოს, რომ ქორწინების მოწმობა
იყიდოს, კიდევ რამე გნებავთ?“
მაინც იდგა, ჩემთვის არ შემოუხედავს.
„ფული მაქვს, გადაგიხდით“, თქვა მან.
„თქვენი ფულია თუ იმას ეყო იმდენი ვაჟკაცობა, რომ ფული
მოგცათ?“
„იმან მომცა. ათი დოლარი. ასე მითხრა, ეყოფაო".
„ჩემს აფთიაქში მაგ საქმისთვის, გინდ ათასი დოლარი გქონი-
ათ, გინდ ათი ცენტი“, ვთქვი მე, „დამიჯერეთ, შინ დაბრუნდით და
მამათქვენს უთხარით, ან თქვენ ძმებს,
თუკი გყავთ, ან თუ გნებავთ, პირველივე შემხვედრს“”.
მაგრამ არც კი განძრეულა. „ლეიფმა მითხრა, აფთიაქში იშო-
ვიო. ისიც მითხრა, თუკი მოგვყიდდით, ჩვენ არსად კრინტს არ
დავძრავდით“.
„ნეტა, ის შენი ძვირფასი ლეიფი აქ თავისი ფეხით მოვიდო-
დეს, ერთი მოვიდოდეს. ახლა რა მოგახსენო და, მაშინ ცოტაო-
დენი პატივისცემა მაინც გამიჩნდებოდა მისი. შენ კი შინ დაბრუნ-
დი და იმ შენს ლეიფს გადაეცი ეს ჩემი სიტყვები, თუკი ტეხასის
გზაზე არ დგას, ამაში კი ეჭვიც არ მეპარება. მე ყველასგან პატივ-
ცემული აფთიაქარი, საკუთარი აფთიაქის მფლობელი და ოჯახის
პატრონი გახლავართ და უკვე ორმოცდათექვსმეტი წელია ამ ქა-
ლაქის მრევლს ვეკუთვნი; თქვენიანებს რომ ვიცნობდე, ახლავე
ყველაფერს ვეტყოდი“.
ახლა ისევ ის გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდა სახეზე
და ისევ ისეთი თვალები, როგორც მაშინ, ვიტრინაში პირველად
რომ დავინახე. „მე არ ვიცოდი“, თქვა მან, „მითხრა, აფთიაქში
171 მკითხველთა ლიგა
იშოვიო. მითხრა, იქნებ არ მოგყიდონ, მაგრამ, თუ ათი დოლარი
გექნება და ეტყვი, რომ არსად წამოგცდება“...
„ამ აფთიაქზე ვერ გეტყოდა“, ვთქვი მე, „თუ ეს აფთიაქი დაგი-
სახელა და ჩემი სახელიც ახსენა, მაშინ უნდა დაამტკიცოს კიდეც.
მოვიდეს და გაიმეოროს ეს სიტყვები. თუ არა და ვუჩივლებ; დაე,
კანონის წინაშე აგოს პასუხი, შეგიძლია, პირდაპირ ასე გადას-
ცე“.
„იქნებ სხვა აფთიაქში მომყიდონ", თქვა მან.
„მე არაფერი ვიცი, მე, ვინც...“ ისევ შევხედე. მართლაც მძიმე
ცხოვრება აქვთ; ხანდახან ვიღაც გამოჩნდება და... მაგრამ, ადა-
მიანს რომ ასე ადვილად მიეტევებოდეს ცოდვა, მაშინ ასე კი არ
იქნებოდა. ცხოვრება რომ გაადვილებული იყოს, აღარც სიკეთე
იქნება ამ დედამიწაზე და აღარც სიკვდილი. „მომისმინე“, ვუთხა-
რი მე, „ამაზე ფიქრს თავი დაანებე, ყველაფერი, რაც გაგაჩნია,
ღმერთს უბოძებია, ამაში ეშმაკის ხელიც რომ ერიოს, მაინც უფა-
ლს მიენდე და თუ მოსაცილებელია, ის მოგაცილებს. წადი, დაუბ-
რუნდი იმ შენს ლეიფს, აიღე ეს ათი დოლარი და ჯვარი დაიწე-
რეთ“.
„ლეიფმა მითხრა, აფთიაქში იშოვიო“, თქვა მან.
„მაშინ წადი და იშოვე“, ვთქვი მე, „აქ, ჩემთან ვერ იშოვი".
წავიდა, ხელში ფუთა ეჭირ» ფეხებს იატაკზე მიასოსიალებდა.
კართან ისევ წაიბორიიკა და გავიდა. ვიტრინიდან ვხედავდი, ქუ-
ჩას რომ მიუყვებოდა.
დანარჩენი ალბერტმა მიამბო, მითხრა, ფორანი გრამეტის კა-
ვეულის მაღაზიის წინ იყო გაჩერებული, ქალები მთელ ქუჩაზე გა-
მოეფინენ, თან ცხვირსახოცებს იფარებდნენო, უფრო გამობ-
რძმედილცხვირიანი კაცებისა და ბიჭების ბრბო კი ფორანს გარს
შემოხვეოდა და პოლიციის უფროსს უსმენდა, რომელიც კაცს
ეკამათებოდაო. ფორანზე იჯდა მაღალი, გამხდარი კაცი და ამ-
ბობდა, ეს სახალხო გზაა და მეც ისეთივე უფლება მაქვს აქ გავ-
172 მკითხველთა ლიგა
ჩერდე, როგორც სხვებსო; პოლიციელი კი ეუბნებოდა, აქ ნუ დგა-
ხარ, გაიარე, ამას ხალხი ვერ აიტანსო. უკვე რვა დღის მიცვალე-
ბულიაო, თქვა ალბერტმა. ისინი იოკნაპატოფას ოლქის რომე-
ლიღაც ფერმიდან წამოსულან და ჯეფერსონში ჩასვლა უნდათო.
ალბათ, გვამი უკვე იმ დამპალი ყველის ნაჭერივით არის, ჭიან-
ჭველები ბუდეში რომ მიათრევენ; პატრონებს კი ეშინიათ, თქვა
ალბერტმა, ეს ძველი ფორანი ვიდრე ქალაქიდან გავა, მანამდე
არ დაიშალოსო; ამას დაუმატეთ ხელით გამოჩორკნილი კუბო
და ის ფეხმოტეხილი ბიჭი, კუბოზე რომ წევს. კოფოზე წამომსხდა-
რი მამაშვილი და პოლიციის უფროსი, რომელიც მათ ქალაქიდან
გაძევებას ცდილობს.
„ქუჩა ყველასია“, ამბობს კაცი, „მე მგონია, რომ სხვასავით
ჩვენც გვაქვს უფლება, აქ გავჩერდეთ და რაიმე ვიყიდოთ. ფული
გვაქვს, გადავიხდით, კანონი არ კრძალავს, რომ კაცმა, სადაც
მოესურვება, იქ დახარჯოს თავისი ფული".
ცემენტის საყიდლად გაჩერებულან. მეორე ბიჭი გრამეტის მა-
ღაზიაში შესულა, პატრონს ევაჭრებოდა, რომ ტომარა გაეხსნა
და მისთვის ცემენტი ათ ცენტად მიეყიდა. ბოლოს გრამეტმა ტო-
მარა მაინც გახსნა, რომ ბიჭი თავიდან მოეცილებინა. ცემენტი კი
იმისთვის სდომებიათ, რომ ბიჭისთვის მოტეხილი ფეხი გადაეხ-
ვიათ.
„მოკლავთ ამ ბიჭს“, უთხრა პოლიციის უფროსმა, „ფეხს მო-
საჭრელს გაუხდით. ეგ ექიმს მიუყვანეთ და ის კი მალე მიაბარეთ
მიწას. ყველანი დასაჭერები ხართ, რადგან ადამიანების ჯან-
მრთელობას არ უფრთხილდებით“.
„რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ", თქვა მამამ. მერე
ყველაფერი უამბო: ჯერ ფორნის დაბრუნებას როგორ ელოდნენ,
მერე ხიდი როგორც ჩაინგრა, როგორ გაიარეს რვა მილი მეორე
ხიდამდე და ისიც როგორ წაიღო წყალმა, უკან რომ დაბრუდნენ
და მერე სხვა ჯორები რომ იშოვეს, წყლით დაფარული გზა რომ
173 მკითხველთა ლიგა
იპოვეს და მოტსონიდან შემოუარეს. ამასობაში, ბიჭიც დაბრუნდა
ცემენტით და უთხრა, გეყოფა, გაჩუმდიო.
„წუთში გავემგზავრებით“, უთხრა მან პოლიციის უფროსს.
„ჩვენ არავის შეწუხება არ გვინდოდა“, თქვა მამამ.
„ეს ყმაწვილი ექიმს მიუყვანეთ“, უთხრა პოლიციის უფროსმა
იმ ბიჭს, ცემენტი რომ მოიტანა.
„ჩვენ უგულოები არა ვართ“, თქვა პოლიციის უფროსმა,
„თქვენც ხომ გესმით...“
„რა თქმა უნდა“, უპასუხა ბიჭმა, „დიუი დელი დაბრუნდება თუ
არა, მაშინვე გავემგზავრებით, ფუთით წავიდა სადღაც“.
ასე იდგნენ გარშემორტყმულნი ხალხით, რომელთაც ცხვირ-
სახოცები სახეზე მიეფარებინათ, სანამ გოგო არ დაბრუნდა, გა-
ზეთში გახვეული ფუთით.
„წავედით“, თქვა იმ ბიჭმა, რომელმაც ცემენტი მოიტანა, „ისე-
დაც ბევრი დრო დავკარგეთ“.
ფორანში ჩასხდნენ და გაემგზავრნენ. სავახშმოდ რომ წავე-
დი, ისევ ის სუნი მცემდა. მეორე დღეს კი მე და პოლიციის უფ-
როსმა რამდენჯერმე დავყნოსეთ ჰაერი და ვთქვით:
„ვითომ სუნი კიდევ დგას?“
„ალბათ უკვე ჯეფერსონში იქნებიან", თქვა მან. „ან ციხეში,
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან არ მოხ ვდნენ“. „მართლაც“,
თქვა მან.

174 მკითხველთა ლიგა


დარლი

„აი, აქ გავჩერდეთ“, ამბობს მამა. ჯორებს აჩერებს, ზის და


უყურებს რომელიღაც სახლს. „იქიდან წყალსაც მოვიტანთ“,
„კეთილი“, ვამბობ მე. „დიუი დელ, კასრს შენ ინათხოვრებ“·
„ღმერთია მოწმე“, ამბობს მამა, „სულაც არ მინდა, რომ ხალ-
ხი შევაწუხო“.
„იქნებ ცოტა მოზრდილი თუნუქის ქილა გენახა“, ვამბობ მე.
დიუი დელი ფორნიდან ჩამოდის, თან ფუთა მოაქვს. „შენ რომ გე-
გონა, იმაზე ძნელი ყოფილა მოტსონში ნამცხვრების გაყიდვა“,
გამბობ მე, „როგორ ირღვევა და თანდათან როგორ გადადის
ჩვენი ცხოვრება უძრაობაში, მდუმარებაში, როგორც დუნედ მი-
იზლაზნება, ერთფეროვანი და მომქანცველი. ეს იმ ძველი, ნაძა-
ლადევად მექანიკური მოძრაობის ექოა, როდესაც ხელები ძა-
ფებზე არ გვქონდა დაკიდებული; ცხოვრების მიმწუხრის ჟამს კი
გააფთრება გვიპყრობს, მარიონეტებივით ვმოძრაობთ, მექანი-
კურად, კეშმა ფეხი მოიტეხა, ფეხიდან შემორჩენილი ნახერხის
მტვერი სცვივა, სისხლისაგან იცლება კეში“.
„არავინ არ მინდა შევაწუხო“, ამბობს მამა, „ღმერთმა იცის“.
„მაშინ ადექი და წყალი შენ თვითონ მოიტანე“, ვამბობ მე,
„ჭურჭლად კეშის ცილინდრი გამოგვადგება“.
დიუი დელი ბრუნდება ვიღაც კაცთან ერთად.
კაცი რჩება, დიუი დელი კი გზას აგრძელებს. კაცი ერთხანს
დგას. მერე სახლისაკენ მიდის, წინკართან დგება და თვალს გვა-
დევნებს.
„ჯობს, ძირს ნუ ჩამოიყვანთ“, ამბობს მამა, „ცემენტის არტაშა-
ნი იქვე დავადოთ“.
„გინდა, ძირს ჩამოგიყვანოთ, კეშ?“ ვეკითხები მე.
„ხვალ ვერ ჩავალთ ჯეფერსონში?“ გვაკვირდება კითხვით სავ-
სე, დაჟინებული, სევდიანი თვალებით. „იქამდე მოვითმენ”.
175 მკითხველთა ლიგა
„ტკივილი უფრო შეგიმსუბუქდება, ფეხი ფეხს აღარ გაეხახუ-
ნება“.
„მოვითმენ“, ამბობს კეში, „დრო იკარგება“.
„ცემენტიც ვიყიდეთ“, ამბობს მამა.
„მოვითმენ“, ამბობს კეში, „ერთი დღეღა დარჩა, მეტი ხომ
არა. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს". გვიყურებს, გამხდარ, ნაცრის-
ფერ სახეზე გაფართოებული თვალებით თითქოს რაღაცას გვე-
კითხება.
„რაც არის, არის", ამბობს ის.
„მაგრამ ცემენტი ნაყიდი გვაქვს“", ამბობს მამა.
თუნუქის ქილაში ცემენტს ვურევ. წყალს ვასხამ ღია მწვანე,
სქელ, ოკრობოკრო ორმოებში, თუნუქი ფორანთან მიმაქვს, იქი-
დან კეში ყველაფერს ხედავს. ზურგზე წევს, ცის ფონზე იკვეთება
მისი თხელი პროფილი, ასკეტური და ღრმააზროვანი.
„კარგი გამოვიდა?“ ვეკითხები მე.
„ამდენი წყალი არ უნდა, თხელია, არ გაჩერდება“, ამ- , ბობს
ის.
„ვითომ ბევრი მომოვიდა?“
„ქვიშა ჩაუმატე“, ამბობს ის, „ერთი დღეღა დარჩა, სულაც
აღარ მაწუხებს“.
ვარდამანი იმ ქუჩისკენ მიდის, საიდანაც ჩვენ შემოვუხვიეთ
და ქვიშა მოაქვს. ნელ-ნელა ყრის თუნუქში, ოკრობოკრო ორმო-
ებში. ისევ ფორანთან მივდივარ.
„ახლა კარგია?“
„კარგია“, ამბობს კეში, „როგორმე მოვითმენდი, სულაც აღარ
მაწუხებს“.
ფეხზე ვხსნით არტაშანს და ცემენტს ნელ-ნელა ვასხამთ.
„თვალი ადევნეთ“, ამბობს კეში, „არაფერი შეჰყვეს“. „კარგი“,
ვეუბნები მე. დიუი დელი ცოტას ჩამოახევს გაზეთს, რაშიც ფუთა

176 მკითხველთა ლიგა


აქვს გახვეული და კეშის ფეხიდან კუბოს სახურავზე ჩამოწუწულ
ცემენტს წმენდს.
„ახლა როგორ ხარ?“
„ძალიან კარგია“, ამბობს ის, „ცივია, ძალიან კარგია“.
„ნეტა, გიშველიდეს“, ამბობს მამა, „უნდა მაპატიო. აბა, რას
წარმოვიდგენდი“.
„ძალიან კარგია“.
რომ შეგვძლებოდა და დროის ხლართებიდან თავი დაგვეღ-
წია, რა კარგი იქნებოდა, რა კარგი იქნებოდა, რომ შეგვძლებო-
და და დროის ხლართებიდან თავი დაგვეღწია.
მერე ისევ ვადებთ არტაშანს, თოკებს მაგრად ვკრავთ, თო-
კებს შუა ნელ-ნელა იბურცება ცემენტის სქელი, ღია მწვანე ნარე-
ვი. კეში თვალს მშვიდად გვადევნებს, ღრმააზროვანი, კითხვიანი
მზერით.
„ასე უფრო მჭიდროდ იქნება“, ვამბობ მე.
„ოჰ", თქვა კეშმა, „ძალიან დამავალეთ”.
ფორანი შემოვაბრუნეთ და ჯუელს გავხედეთ. გზას ამოუყვა,
მოგვიახლოვდა, ზურგგახევებული, სახეგახევებული, თითქოს
მხოლოდ ფეხები მოძრაობსო, უსიტყვოდ მოგვიახლოვდა, გვი-
ყურებს კუშტ, გრძელ სახეზე ჩასმული უფერული, ჯიუტი თვალე-
ბით და ფორანში ჯდება.
„აქედან უკვე გორაკი იწყება“, ამბობს მამა, „ვფიქრობ,
ძირს უნდა ჩახვიდეთ და ფეხით გამოგვყვეთ“.

177 მკითხველთა ლიგა


ვარდამანი

დარლი და ჯუელი, დიუი დელი და მე აღმართზე ავდივართ,


ფორანს უკან მივდევთ. ჯუელი დაბრუნდა, გზა ამოიარა და ფო-
რანზე დაჯდა. ქვეითად იყო. ცხენი აღარა ჰყავს. ჯუელი ჩემი ძმაა.
კეშიც ჩემი ძმაა. კეშს ფეხი აქვს მოტეხილი. ფეხი ისე შევუკარით,
რომ აღარ სტკივა. კეში ჩემი ძმაა, ჯუელიც ჩემი ძმაა, მაგრამ მას
ფეხი არა აქვს მოტეხილი.
ახლა ხუთნი არიან, მაღალი, პატარა, შავი, მაღალი წრეები. ·
„ღამე სად იბუდებენ, დარლ?“ ვამბობ მე, „ღამით, ჩვენ რომ
ფარდულში ვართ, ისინი სად იბუდებენ?“
გორაკი პირდაპირ ცას უერთდება. მერე მზე ამოდის გორაკი-
დან და ჯორები, ფორანი და მამაც მზეზე დადიან. ვერც კი დაინა-
ხავთ, ისე ნელა დადიან მზეზე. ჯეფერსონში, ვიტრინაში წითელი
მატარებელი დადის ლიანდაგზე, ლამაზია, წრიულად დადის და
ერთიანად ბრწყინავს. ასე ამბობს დიუი დელი.
ამაღამ, ფარდულში რომ დავწვებით, უნდა ვნახო, სად იბუდე-
ბენ.

178 მკითხველთა ლიგა


დარლი

„ჯუელ“, ვეუბნები, „ვისი შვილი ხარ?“


ნიავმა ფარდულის მხრიდან დაუბერა. კუბო ვაშლის ხის ქვეშ
დავასვენეთ. მთვარის შუქი ტოტებიდან პირდაპირ გრძელ, ჩათ-
ვლემილ ფიცრებს ეცემა, კუბოს შიგნით კი ედი ბუტბუტებს თავის
ამოუხსნელ საიდუმლოს. ვარდამანი წავიყვანე, რომ ყური დაეგ-
დო. როცა კუბოს მივუახლოვდი, კატა გადმოხტა. ვერცხლისფე-
რი ბრჭყალებით და ვერცხლისფერი თვალებით ერთი გაიელვა
და ჩრდილს შეერია.
„დედაშენი ცხენი იყო. მამაშენი ვინღაა, ჯუელ?“
„უჰ, შე შეჩვენებულო, მატყუარა ძაღლიშვილო!“
„ასე ნუ მლანძღავ, ჯუელ". მკვეთრ მთვარის შუქზე მისი თვა-
ლები ფეხბურთის ბურთზე მიწებებულ, თეთრი ქაღალდის ნაგ-
ლეჯებს გვანან.
ვახშმის შემდეგ კეშს ოფლმა დაასხა. „ცოტა არ იყოს ჩამიხურ-
და ფეხი“, ამბობს ის, „იმის ბრალია, მთელი დღე რომ მზე ადგას“.
„გინდა ფეხზე წყალი დაგასხათ?“ ვეკითხებით ჩვენ, „იქნებ
ცოტა მოგეშვას“.
„კარგი იქნება“, ამბობს კეში, „იმის ბრალი უნდა იყოს, მთელი
დღე მზე რომ ადგას. უნდა მომეფიქრებინა და რამე გადამეფარე-
ბინა“·
„ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა", ვეუბნებით, „შენ თვითონ რო-
გორ მიხვდებოდი“.
„ვერც კი შევატყე, ფეხი როგორ გამიხურდა“, თქვა კეშმა, „ად-
რე უნდა მივმხვდარიყავი".
ფეხზე წყალი დავასხით. ალბათ ჩაცემენტებულ ფეხზე ცეცხლი
ეკიდა.
„ახლა როგორა გაქვს?“ ვკითხეთ ჩვენ.
„გმადლობთ“, გვეუბნება, „ძალიან კარგად“.
179 მკითხველთა ლიგა
დიუი დელი სახეს კაბის ბოლოთი უმშრალებს.
„იქნებ ცოტა წაიძინო“, ვეუბნებით ჩვენ.
„ჰო“, ამბობს კეში, „იქნებ დამეძინოს, მადლობელი ვარ, ძა-
ლიან კარგია“.
ჯუელ, ვეუბნები მე. ვინ იყო მამაშენი, ჯუელ?
დაგწყევლოს ღმერთმა, დაგწყევლოს ღმერთმა.

180 მკითხველთა ლიგა


ვარდამანი

ვაშლის ძირას ასვენია. მე და დარლი მთვარის შუქში მივაბი-


ჯებთ. კატა ძირს ხტება და გარბის და ჩვენ ფიცრებიდან გვესმის
მისი ბუტბუტი.
გესმის რამე?
„ყური დაუგდე“, ამბობს ის, „უფრო ახლო მიიტანე ყური“.
ყური ახლო მიმაქვს და მესმის. მაგრამ, ის კი ვერ გავიგე, რას
ამბობს.
„რას ამბობს დარლ?“ ვეკითხები მე, „ვის ელაპარაკება?“
„ღმერთს ელაპარაკება“, ამბობს დარლი, „შველას შესთხოვს
უფალს“.
„კი მაგრამ, რა შველას სთხოვს?“ ვეუბნები მე.
„ედის უნდა, რომ ღმერთმა ის კაცის თვალისაგან დაიფაროს“,
ამბობს დარლი.
„რად უნდა, რომ ღმერთმა კაცის თვალისაგან დაიფაროს,
დარლ?’’
„რომ შესძლოს და სიცოცხლეს მშვიდად გამოესალმოს.’’
„რატომ უნდა გამოესალმოს სიცოცხლეს, დარლ?’’
„ყური დაუგდე,’’ ამბობს დარლი. ჩვენ გვესმის მისი. გვესმის
როგორ იცვლის გვერდს. „ყური დაუგდე,“ ამბობს დარლი.
„გვერდი იცვალა,“ ვამბობ მე „ის მე ფიცრებიდან მიყურებს.“
„ჰო,“ ამბობს დარლი.
„ფიცრებიდან როგორ დამინახავს, დარლ?“
„წამოდი,“ ამბობს დარლი, „ნუ შევაწუხებთ, წამოდი.“
„აქედან ვერ დამინახავს, იმიტომ რომ ნაჩვრეტები
სახურავზეა.“ ვამბობ მე, „როგორ დამინახავს, დარლ?“
„წამოდი, კეშს დაგვხედოთ“, ამბობს დარლი.
მე ის რაღაც დავინახე, რაზედაც დიუი დელმა მითხრა, არავის
უთხრაო.
181 მკითხველთა ლიგა
კეშს ფეხი სტკივა. ნაშუადღევს ფეხი შევუხვიეთ, მაგრამ მაინც
სტკივა და საწოლზე წევს. ფეხზე წყალი დავასხი და ახლა კარგად
არის.
„კარგადა ვარ“, ამბობს კეში, „ძალიან დამავალეთ“.
„იქნებ ცოტა წაიძინო“, ვეუბნებით ჩვენ.
„კარგად გარ“, ამბობს კეში. „ძალიან დამავალეთ“.
მე კი რაღაც დავინახე ისეთი, რაზედაც დიუი დელმა მითხრა,
არავის უთხრაო. ეს არც მამაზეა, არც კემზე. არც დიუი დელზე და
არც ჩემზე.
მე და დიუი დელი სათივეზე გაპირებთ დაძინებას. სათივე უკა-
ნა კართანაა, საიდანაც ფარდული მოჩანს; მთვარე ნახევარ სა-
თივეს ანათებს და ჩვენ ნახევრად თეთრები და ნახევრად შავები
ვიქნებით, ფეხებს მთვარის შუქი გაგვინათებს, ფარდულიდან უნ-
და გნახო, ღამით ისინი სად დაიბუდებენ. დღეს ფარდულში არ ვი-
ძინებთ, მაგრამ მე ვხედავ ფარდულს და მაინც ვნახავ, ღამით ხად
დაიბუდებენ.
სათივეზე ვწევართ, ფეხებს მთვარის შუქი გვინათებს.
„შეხედე“, ვამბობ მე, „მეც შავი ფეხები მაქვს და შენც”.
„დაიძინე“, მეუბნება დიუი დელი.
ჯეფერსონი ძალიან შორსაა.
„დიუი დელ”.
„ახლა შობა არ არის და იქ როგორ იქნება?“
ტრიალებს და ტრიალებს პრიალა ლიანდაგებზე. მერე
პრიალა ლიანდაგებიც ტრიალებენ და ტრიალებენ.
„რა როგორ იქნება?“
„მატარებელი ვიტრინაში.“
„კარგი, გეყოფა, დაიძინე- ხვალ ნახავ, იქ იქნება თუ არა“. ბი-
ჭები არა ვართ.
ალბათ სანტა კლაუსმა არ იცის, რომ ჩვენ ქალაქელი ბიჭები
არა ვართ.
182 მკითხველთა ლიგა
„დიუი დელ“.
„კარგი ახლა, დაიძინე. ის არც ერთ ქალაქელ ბიჭს იმას არ
მისცემს“.
ვიტრინაში იყო, ნითელი, ლიადაგებზე დადიოდა და პრიალა
ლიანდაგებიც ტრიალებდნენ და ტრიალებდნენ. გული შემეკუმ-
შა. მერე მამა მოვიდა, ჯუელიც მოვიდა, დარლიც და მისტერ
გილსპაის ბიჭიც. ბიჭს ღამის პერანგში ფეხები მოუჩანს; როცა
ფეხებზე მთვარის შუქი ეფინება, თითქოს ფეხები ებუმბლებაო.
სახლს შემოუარეს, ვაშლის ხესთან მიდიან.
„რას აპირებენ, დიუი დელ?“
სახლს შემოუარეს და ვაშლის ხესთან მიდიან.
„იმისი სუნი მცემს“, ვამბობ მე, „შენც გცემს?“
„გაჩუმდი“, ამბობს დიუი დელი. „ქარმა აქეთ დაუბერა, დაიძი-
ნე”.
მე კი ის უნდა გავიგო, ღამით სად იბუდებენ, სახლს შემოუ-
არეს, მთვარის შუქზე ეზო გადაიარეს. მხრებზე შედგმული მი-
აქვთ. ფარდულისაკენ მიაქვთ. მთვარე მშვიდად დაჰნათის თავ-
ზე. მერე უკან ბრუნდებიან და ისევ სახლში შედიან. სანამ მთვა-
რის შუქზე იყვნენ, მისტერ გილსპაის ბიჭს ფეხები შებუმბლული
ჰქონდა, ცოტა მოვიცადე და დავუძახე; დიუი დელ? მერე ცოტა ხა-
ნი კიდევ მოვიცადე და წავედი, რომ მომეძებნა, ღამით სად იბუ-
დებდნენ და სწორედ მაშინ დავინახე ის რაღაც, რაზედაც დიუი
დელმა მითხრა, არავის უთხრაო.

183 მკითხველთა ლიგა


დარლი

ჩაბნელებულ კართან ისე მოჩანს, თითქოს სიბნელემ შეისხა


ხორცი; დოღის ცხენივით გამხდარი, საცვლების ამარა დგას ახ-
ლად აგიზგიზებული ცეცხლის ელვარებაში. მიწაზე ხტება, სახეზე
გაოცება და გააფთრება აქვს გამოხატული. თავს არ აბრუნებს,
თვალებში ცეცხლის ელვარება ისე ირეკლება, როგორც ორი პა-
ტარა კელაპტარი. „წავიდეთ“, ამბობს ის, და ფერდობზე ფარდუ-
ლისაკენ ხტება.
წუთიც და მთვარის ვერცხლისფერ შუქში გახვეული გარბის,
მერე, უეცარ და ყრუ აფეთქების ხმაზე ისე შეხტება, როგორც თუ-
ნუქისგან გამოჭრილი ბრტყელი კაცუნა; ფარდულის სხვენს თვა-
ლის დახამხამებაში ედება ცეცხლი, თითქოს საფანტით ყოფილი-
ყოს დატენილი. წინა მხარეს, კონუსისებრ კარზე ოთხკუთხედ-
ჭუჭრუტანიან ფასადს, თითქოს არ შეეფერება ჯოჯგინაზე შემდგა-
რი, ოთხკუთხედი, უხეშად გამოჩორკნილი კუბო, რომელიც კუ-
ბისტების დახატულ ხოჭოსა ჰგავს. ჩემს ზურგს უკან მამა და გილ-
სპაი, მეკი, დიუი დელი და ვარდამანი სახლიდან გამოდიან.
ჯუელი კუბოსთან შედგება, ძირს იხედება, მიყურებს გააფთრე-
ბული, მის თავზე კი ცეცხლის ალი ჭექა-ქუხილივით გრუხუნებს;
ჩვენკენ გრილი ნიავი უბერავს; ჯერ სიმხურვალე არ შეპარვია,
უცებ ერთი მუჭისოდენა ჩალა მოსწყდება და ზემოთ ადის, მიფრი-
ნავს საჯინიბოსაკენ, იქ კი ცხენი ჭიხვინებს. „ჩქარა“, ვამბობ მე,
„ცხენები“.
ჯუელი ერთს გადმომიბრიალებს თვალებს და მერე სახურავს
გახედავს, ახლა იგი უკვე თავლისაკენ მირბის, სადაც ცხენი ჭიხ-
ვინებს. ცხენი ტლინკებს ყრის და აქეთ-იქით ეხეთქება, ფლოქვე-
ბის ცემა ცეცხლის გუგუნს უერთდება. გეგონებათ, უსასრულო
ხიდზე მატარებელი შეუჩერებლად მიჰქროდეს; გილსპაი და მეკი
სირბილით ჩამიქროლებენ, პერანგები ლამის მუხლამდე სწვდე-
184 მკითხველთა ლიგა
ბათ, ყვირიან, ხან წვრილი, ხან მაღალი ხმით; უაზროდ ყვირიან,
სასოწარკვეთილად და ნაღვლიანად; „ძროხა.. თავლა”... ქარი
გილსპაის ღამის პერანგს წინ მიაფრიალებს და ბუშტივით ბერავს
მისი ღინღლიანი ბარძაყების გარშემო.
თავლის კარი რახუნით გამოიკეტა. ჯუელი კარს საჯდომით აწ-
ყდება, აღებს, მოხრილი გამოდის, ცხენს თავში ჩასჭიდებია და
ისე მოათრევს, თან ტანსაცმელში კუნთები ებურცება, ალის ბრი-
ალზე მის თვალებში ოპალისფერი, დაუოკებელი ცეცხლი ირეკ-
ლება. კუნთები ხან ებურცება, ხან უქრება, როცა ცხენი თავს
აქეთ-იქით იქნევს, ხან კი ჯუელს ზევით ისე შეაგდებს, რომ ფეხ-
ქვეშ ნიადაგს აცლის; ის კი ცხენს ექაჩება ნელა, თავზარდამცე-
მად; ისევ გადმომხედავს, მხარს ზემოთ გაცოფებულ და წამიერ
მზერას მესვრის. უკვე გამოვიდნენ კიდეც, მაგრამ ცხენი მაინც იბ-
რძვის და კარისკენ მიიწევს; სწორედ მაშინ ჩამივლის გილსპაი
სირბილით, დედიშობილა, მის პერანგი ჯორს თავზე აქვს ჩამოც-
მული, გონებადაკარგულ ცხენს დარტყმით აშორებს კარს.
ჯუელი უკან ბრუნდება სირბილით, ისევ კუბოს დახედავს, მაგ-
რამ არ შეჩერდება. „ძროხა სად არის?" ყვირის იგი, გვერდზე ჩა-
მიქროლებს. მე უკან მივდევ. თავლიდან მეკი მეორე ჯორს მოათ-
რევს, როცა ჯორის თავს ცეცხლი ანათებს, ვხედავ, რომ თვალებს
შეშლილივით ატრიალებს, მაგრამ არ ყროყინებს. უბრალოდ
დგას და თავმობრუნებული თვალს არ აცილებს მეკის; ზურგიდან
რომ უახლოვდება, ტლინკებს ყრის. მეკი ირგვლივ იყურება, თვა-
ლები და პირი სამ მრგვალ ორმოს მიუგავს, სახეზე ჭორფლი ისე
ჩამუქებია, თითქოს თეფშზე მუხუდოს მარცვლები დაუყრიათო.
შორიდან გვესმის მისი გაწვრილებული, მაღალი ხმა.
„ვერაფერი მოვუხერხე“... თითქოს მის ტუჩებს მოსწყდა ხმა,
მოსწყდა და გაფრინდა, მერე კი ჩვენთან დაბრუნდა, შორგზაგა-
მოვლილი და დაქანცული. ჯუელმა ჩაგვიქროლა, ჯორი წრია-

185 მკითხველთა ლიგა


ლებს და ტლინკებს ისვრის. მაგრამ ჯუელი უკვე მის თავთანაა.
ძირს დავიხარე და მეკის ყურში ჩავჩურჩულე:
„ღამის პერანგი თავზე მოახვიე"“.
მეკი უაზროდ მაშტერდება. მერე პერანგს იძრობს და ჯორს
თავზე გადააცვამს, ჯორი მაშინვე მშვიდდება. ჯუელი მეკის უყვი-
რის: „ძროხა? ძროხა?“
„იქითაა“, ყვირის მეკი, „ბოლო გომურშია!“
როდესაც შევდივართ, ძროხა გვხედავს, კუთხეში მიყუჟულა,
თავი დაუხრია, ჯერ კიდევ იცოხნება, მაგრამ ახლა ნაჩქარევად,
თან ადგილიდან არ იძვრის. ჯუელი იცდის, ზევით იყურება და
ვხედავთ, მთელ გომურს როგორ ედება ცეცხლი იატაკიდან სხვე-
ნამდე. აბრიალებული შიშინებს და ძირს ნაპერწკლების შადრე-
ვანი იფრქვევა. ჯუელი ირგვლივ იყურება; გობქვეშ ძროხის საწ-
ველი სამფეხა სკამი დგას. ხელს დასტაცებს სკამს და უკანა კე-
დელს ესვრის. ჯერ ერთ ფიცარს აქცევს ნაფოტებად, მერე მე-
ორეს, მერე მესამეს, რაც რჩება, იმასაც ვაძრობთ. გამოტეხილ
კედელთან ვიკუზებით და უცებ ზურგზე რაღაც გვაწყდება. ძრო-
ხაა. ელვის სისწრაფით გავარდება ჩვენ შორის, გამოტეხილში
გაძვრება და ცეცხლის ალით გაკაშკაშებულ ეზოში გარბის, ზე-
მოთ აწეული კუდი ისე გაშეშებია, თითქოს ხერხემალზე ცოცხი
მიუმაგრებიათო.
ჯუელი ისევ ფარდულში შერბის. „აქეთ“, ვეუბნები მე. „ჯუელ“,
ხელით ვებღაუჭები, მაგრამ თავიდან მიცილებს. „სულელო", ვე-
უბნები მე, „ვერ ხედავ, რომ ვერ გამოიტან?“ შესასვლელი პრო-
ჟექტორის შუქს ჰგავს წვიმაში. „აქეთ
გამოდი“, ვეუბნები მე, „აქეთ“.
გამოტეხილ კედელში რომ შევდივართ, ჯუელი აქეთ-იქეთ აწ-
ყდება. „ჯუელ“, ვეუბნები და უკან დავდევ. ჯერ ერთ კუთხეს მიაწ-
ყდება და, როცა დავეწევი, უკვე მეორე კუთხეშია, აბრიალებულ
ალში თუნუქისაგან გამოჭრილ კაცუნას ჰგავს. მამა, გილსპაი და
186 მკითხველთა ლიგა
მეკი შორიახლო დგანან, შეჰყურებენ ფარდულს, რომელიც სიბ-
ნელეში ვარდისფრად ღვივის; მთვარე აქამდე თვალს იყო მიფა-
რებული. „დაიჭირეთ“, ვყვირი მე, „შეაჩერეთ“.
როცა უკვე ფარდულის წინა მხარემდე მივდივართ, ის გილ-
სპაის უძალიანდება, – ერთი გამხდარია, ქვედასაცვლის ამარა,
მეორე დედიშობილა. თითქოს ბერძნული ფრიზიდან არიან გად-
მოსულნი, წითელი ალის ელვარებაში რეალურობას დაშორე-
ბულნი.
სანამ მივუსწრებდი, გილსპაი მიწაზე დააგდო, შებრუნდა და
ფარდულში შევარდა.
ახლა ცეცხლი უფრო მშვიდად გუგუნებდა, მდინარის ხმაურს
დამსგავსებული. კარის გამლხვალი ღიობიდან ვიყურებით, ვხე-
დავთ, როგორ გარბის მოკუზული; ჯუელი კუბოზე დაიხრება. წა-
მით ზევით აიხედავს და აბრიალებული თივის წვიმიდან ისე იყუ-
რება, როგორც ცეცხლმოდებული მძივებით დაფარული ფარდი-
დან. მისი ტუჩების მოძრაობით ვარჩევ, რომ ჩემს სახელს იძახის.
„ჯუელ!“ ყვირის დიუი დელი, „ჯუელ!“ მე კი მეჩვენება, რომ უკ-
ვე ხუთი წუთი მაინც იქნება, რაც ასე ყვირის, ხმა ეხლიჩება, სული
ეხუთება, მამა და მეკი აკავებენ, მაგრამ ის უძალიანდება, თან კი-
ვის: „ჯუელ! ჯუელ!“ ჩვენ აღარ გვიყურებს, ვხედავთ, როგორ
ეძაგრება მხრები, როცა კუბოს ააყირავებს და როცა მარტოკა ჩა-
მოაცურებს ჯოჯგინიდან; მის წინ აყუდებული კუბო ქანაობს და
ფარავს უჩვეულოდ მაღალ ჯუელს. ვერც კი წარმოვიდგენდი, ედი
ბანდრენს მშვიდად რომ მოესვენა, ამოდენა ადგილი დასჭირდე-
ბოდა. ახლა დგას კუბო ასე აყირავებული და ზედ ნაპერწკლები
ტკაცატკუცით ეფრქვევა, თითქოს ერთმანეთთან შეჯახებისას
სულ ახალ-ახალ ნაპერწკლებად იშლებიანო. მერე კუბო წინ გა-
დაიხრება, ნაპერწკლები ახლა ჯუელს აწვიმს, რადგან კუბო ვე-
ღარ იფარავს და თითქოს თავზე ცეცხლის გამჭვირვალე შარა-
ვანდედი დასდგომია. წინ გადახრილი კუბო ისევ უკან გადაქან-
187 მკითხველთა ლიგა
დება, თითქოს ყალყზე შედგაო. წამით შეჩერდება და მერე ნელ-
ნელა ცეცხლის ფარდაზე დაეშვება. ჯუელი ახლა ზემოდან მოექ-
ცევა, მოეჭიდება, მაგრამ კუბო მიწაზე ეცემა და ჯუელსაც თან წა-
იყოლებს. მერე მეკი იმ ადგილისაკენ გარბის, სადაც დამწვარი
ხორცის სუნი ტრიალებს და ხელით აქრობს მეწამულ ნაჩვრე-
ტებს, რომლებიც ყვავილებივით გადაშლილან ჯუელის საცვალ-
ზე.

188 მკითხველთა ლიგა


ვარდამანი

როცა იმის გასაგებად წავედი, თუ ღამით სად იბუდებდნენ, რა-


ღაცა დავინახე. ისინი კითხულობდნენ: „სად არის დარლი? სად
დაიკარგა დარლი?“
ედი ისევ ვაშლის ძირას დააწვინეს.
ფარდული ჯერ კიდევ წითლად ღვივის, თუმცა, ახლა ფარდუ-
ლის მხოლოდ სახელიღა აქვს შერჩენილი, ერთიანად ჩანავ-
ლდა, წითელი ფერფლი ტრიალ-ტრიალით ზევით ადიოდა. ფარ-
დული გავარვარებულ ნაფოტებად ადიოდა "აღლა და ლამის ცამ-
დე და ვარსკვლავებამდე აღწევდა, გეგონებოდათ, ვარსკვლა-
ვებმა უკან დაიხიესო. კეშს ჯერ კიდევ ეღვიძა. თავს აქეთ-იქით
ატრიალებდა, სახე ოფლით დასცვაროდა.
„ფეხზე კიდევ დაგასხა წყალი, კეშ?! ჰკითხა დიუი დელმა.
კეშს ფეხი გაშავებოდა. ჩვენ ლამპის შუქზე კეშის ფეხს ვათვა-
ლიერებდით, ფეხი კი გაშავებული იყო.
„ზანგის ფეხივით გაგიშავდა, კეშ“, ვთქვი მე.
„ალბათ, ცემენტის მოძრობა მოგვიხდება", თქვა მამამ.
„რამ დაგადებინათ ზედ ეს ოხრობა?“ თქვა მისტერ გილსპაიმ.
„ვიფიქრე, რამეთი უნდა შევუკრათ-მეთქი“, თქვა მამამ, „შვე-
ლა მინდოდა“.
ჩაქუჩი და ხვეწი აიღეს. დიუი დელს ლამპა ეკავა. დიდი ჯაფა
დაადგათ, მერე კეშმა დაიძინა.
„სძინავს“, ვთქვი მე, „სანამ სძინავს, არ შეაწუხებს".
ცემენტი იბზარებოდა. ფეხს კი არ სცილდებოდა.
„კანიც აჰყვება“, თქვა მისტერ გილსპაიმ, „რა ეშმაკად და-
ადეთ ეს ოხრობა? ნუთუ ერთმაც ვერ მოიფიქრეთ, ფეხი ქონით
გაგეპოხათ?“
„შველა მინდოდა“, თქვა მამამ, „ცემენტი დარლმა დაა დო“.
„დარლი სად არის?“ იკითხეს მათ.
189 მკითხველთა ლიგა
„ნუთუ იმდენი ჭკუა არ გეყოთ?“ ამბობს მისტერ გილსპაი, „მე
ის უფრო ჭკვიანი მეგონა“.
ჯუელი პირქვე იწვა. ზურგი გასწითლებოდა. დიუი დელმა წა-
მალი წაუსვა ერთმანეთში აურიეს ერბო და მური, რომ არ დას-
წვოდა. ახლა ზურგიც გაუშავდა.
„გტკივა, ჯუელ?“ შევეკითხე მე, „ზურგი ზანგივით შავი გაქვს,
ჯუელ“. კეშის ფეხის ტერფი და წვივი ზანგის ფეხივით შავი იყო.
მერე ფეხზე დადებული ჩამოამტვრიეს. კეშს ფეხიდან სისხლი წა-
მოუვიდა.
„წადი და დაწექი", მითხრა დიუი დელმა, „უნდა და იძინო“,
„დარლი სად არის?“ იკითხეს მათ.
ვაშლის ძირასაა, მასთან, კუბოს ზემოდან აწევს, ისე რომ კატა
ვეღარ მივა. მე ვუთხარი: „კატას დარაჯობ, დარლ?“
ზედ მთავრის შუქი დასთამაშებდა. ედის უბრალოდ ზედ ეფინა
მთვარის შუქი, დარლი კი თავიდან ბოლომდე მთვარის შუქით
იყო აჭრელებული·
„ნუ ტირი“, ვუთხარი მე, ტირი, დარლ“.
ფარდული ჯერ კიდევ წითლად ღვიოდა. მაგრამ ადრე უფრო
წითელი იყო, ადრე ალი ტრიალით ადიოდა ზევით. ვარსკლავებ-
მა უკან დაიწიეს, მაგრამ ძირს არ ჩამოცვენილან, ახლაც ისე მეტ-
კინა გული, როგორც მაშინ, მატარებელზე.
როცა იმის გასაგებად წავედი, თუ ღამით სად იბუდებდნენ, რა-
ღაც დავინახე, დიუი დელმა მითხრა, ნურავის ნურაფერს ეტყვიო.

190 მკითხველთა ლიგა


დარლი

სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება აბრა: აფთიაქი, ტან-


საცმლის მაღაზია, მზა წამალი, გარაჟი, კაფე, ფირნიშებზე თან-
დათან მცირდება მილების რიცხვი: 3 მ, 2 მ, გორაკის თავზე ისევ
ფორანში ვსხდებით და იქიდან ვხედავთ ქვემოთ დაფენილ
კვამლს, უქარო დღეში რომ უძრავი გეგონებათ.
„ეს არის, დარლ?“ ამბობს ვარდამანი, „ჯეფერსონია?“
ისიც გახდა, ჩვენსავით დაძაბული, მეოცნებე და დაღლილი
სახე აქვს.
„ჰო“, ვამბობ მე. თავს სწევს და ცას უყურებს. ზემოთ, ცაზე და-
კიდებულან ვიწრო წრეებად, კვამლივით, ისედაც კვამლს ჰგვა-
ნან, სრულებით არ ირხევიან, არც წინ მიდიან, არც უკან. ისევ ფო-
რანში ვსხდებით. იქ, კუბოზე კეში წევს, მის ფეხებთან ცემენტის
დამსკდარი ნატეხები ყრია, გაქუცული ჯორები უხალისოდ ჩამო-
დიან გორაკიდან, რახრახითა და ჟღარუნით.
„ექიმთანაა წასაყვანი,, ამბობს მამა, „სხვანაირად არ შეიძლე-
ბა“. მალამოს ჯუელის პერანგი იმ ადგილას გაუშავებია, სადაც
სხეულს ეხება. სიცოცხლე ბარში გაჩნდა. მერე მუდმივმა შიშმა,
მუდმივმა ვნებებმა, მუდმივმა სასოწარკვეთამ აიყვანა მთაზე.
ჯერ მთაზე უნდა ახვიდე, რომ მერე ისევ თავქვე დაეშვა.
დიუი დელი კოფოზე ზის, გაზეთში გახვეული ფუთა კალთაში
უდევს. გორაკის ძირას, სადაც გზა ვიწრო მწვანე ხეივანს მიუყვე-
ბა, დიუი დელი აქეთ-იქით იწყებს ყურებას, ბოლოს ამბობს:
„უნდა ჩამოვიდე"”.
მამა დიუი დელს უყურებს, მისი გაქუცული პროფილი დაუფა-
რავ გაღიზიანებას გამოხატავს, ჯორების შეჩერებას არც ფიქ-
რობს: „რატომ?“
„ბუჩქნარში უნდა შევიდე“, ამბობს დიუი დელი.

191 მკითხველთა ლიგა


მამა ჯორებს არ აჩერებს, „ქალაქამდე ვერ მოითმენ? ერთი მი-
ლიღა დარჩა“.
„გააჩერე“, ამბობს დიუი დელი, „ბუჩქნარში უნდა შევიდე“.
მამა შუა გზაზე ჩერდება და ჩვენ ვუყურებთ, დიუი დელი რო-
გორ ჩამოდის ფორნიდან, ფუთით ხელში. ჩვენ ზედაც არ გვიყუ-
რებს.
„მაგ ნამცხვარს ვერ დატოვებ?“ ვეუბნები მე „ჩვენ მივდი-
ვართ“.
ფორნიდან ისე ჩამოდის, რომ ზედაც არ გვიყურებს.
„ქალაქამდე რომ მოეთმინა, მაშინ ეცოდინებოდა, სად უნდა
წასულიყო?“ კითხულობს ვარდამანი, „ქალაქში სად წახვიდოდი,
დიუი დელ?“
ფუთა ჩამოაქვს და გზისპირა ბუჩქნარში უჩინარდება.
„ცოცხლად“, ეუბნება მამა, „ცოტა დრო გვაქვს“, ის არ პასუ-
ხობს. რამდენიმე ხანს მისი ხმაც კი არ ისმის. „არმსტიდისთვის
და გილსპაისთვის უნდა დაგვეჯერებინა. ქალაქში წერილი უნდა
მიგვეწერა, რომ საფლავი გაეთხარათ“, ამბობს მამა.
„მერე ვერ მისწერე?“ ვეუბნები მე, „ან ტელეფონით
დაგერეკა.“
„რა საჭირო იყო?“ ამბობს ჯუელი, „ერთი წყეული ორმოს
ამოთხრას რა დიდი რამე უნდა?“
გორაკზე მანქანა ამოდის. ასიგნალებს და სვლას ანელებს.
ნელი სვლით გზის პირზე შემოუვლის, ბორბლებით თხრილში
ვარდება, მაგრამ ბოლოს გზაზე ამოდის და სვლას განაგრძობს.
ვარდამანი თვალს აყოლებს, სანამ მიეფარებოდეს.
„კიდევ რამდენი დარჩა, დარლ?“ მეკითხება.
„ცოტა“, ვამბობ მე.
„ასე უნდა მოვქცეულიყავით", ამბობს მამა, „ისევ მის სისხლსა
და ხორცს თუ შევაწუხებთ, თორემ სხვისი შეწუხება არ მინდოდა“.

192 მკითხველთა ლიგა


„რა დიდი ამბავი უნდა იმ ერთი წყეული ორმოს ამოთხრას?“
ამბობს ჯუელი.
„ნუ სცოდავ, საფლავზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება“, ამბობს
მამა, „თქვენ არა გაგეგებათ რა. თქვენ ხომ ედი არასოდეს ნამ-
დვილი სიყვარულით არ გყვარებიათ, არც ერთს“, ჯუელი არ პა-
სუხობს. ზის დაძაბული, მეტისმეტად გამართული, ზურგშეზნექი-
ლი, რომ პერანგი არ შეეხოს. აწითლებული ყვრიმალები წინ წა-
მოსწევია.
დიუი დელი ბრუნდება. ვუყურებთ, ბუჩქებიდან გამოდის, ფუ-
თა მოაქვს და ფორანზე ჯდება. ახლა მას გამოსასვლელი კაბა აც-
ვია, ყელზე მძივები შეუბამს, ფეხსაცმელი და მაღალყელიანი
წინდები ჩაუცვამს.
„აკი გითხარი, გამოსასვლელი ტანსაცმელი შინ დატოვე-მეთ-
ქი”, ეუბნება მამა. დიუი დელი არ პასუხობს, არავის უყურებს, ფუ-
თას ფორანში დებს და ჯდება, ფორანი მიდის.
„კიდევ რამდენი გორაკი დარჩა, დარლ?“ კითხულობს ვარდა-
მანი.
„ერთადერთი”, ვამბობ მე, „ისიც და ქალაქში ვიქნებით“.
წითელი ქვიშის გორაკია, ორივე მხარეზე ზანგების ქოხებია
ჩამნკრივებული, თავს ზემოთ, ცაში სატელეფონო ხაზები ერთმა-
ნეთშია გადახლართული, ხეებში უკვე მოჩანს რატუშის საათი,
ბორბლები რბილად ხრაშუნობენ ქვიშაში, თითქოს მინაც ხელს
გვიმართავს, რომ ქალაქში ჩუმად შევიდეთ. როგორც კი აღმარ-
თი იწყება, ფორნიდან ჩამოვდივართ.
ფორანს მივდევთ, ახრაშუნებული ბორბლების გვერდით. ჩა-
ვუვლით ქოხებს, რომელთა კარებშიც მოულოდნელად თეთრგუ-
გებიანი სახეები ჩნდებიან. გვესმის უეცარი წამოძახილები, ჯუ-
ელი აქეთ-იქით იყურება; თავს ნინ გადასწევს, ვხედავ, გააფთრე-
ბისაგან ყურები როგორ უწითლდება, გზაზე ჩვენ წინ სამი ზანგი
მიაბიჯებს. იმათ წინ კი, ათი ფუტის დაშორებით - თეთრკანიანი
193 მკითხველთა ლიგა
მიდის, როცა ზანგებს წინ ვუსწრებთ, ჩვენკენ გაოცებულები
იყურებიან, სახეზე უნებურად ზიზღი ეხატებათ. „ღმერთო დიდე-
ბულოო", ამბობს ერთი, „ნეტა, ამ ფორნით ასეთი რა მოაქვთ?“
ჯუელი აფეთქდება. „ძაღლიშვილო“, ეუბნება ის. ამას რომ ამ-
ბობს, თეთრკანიანის პირისპირ აღმოჩნდება. თეთრკანიანი შე-
აჩერდება ჯუელს თითქოს წამით თვალები დაუბნელდაო, იმ
თეთრკანიანს ეცემა.
„დარლ“, მეძახის კეში ფორნიდან. მე ჯუელს ვიჭერ. თეთრკა-
ნიანი უკან-უკან იხევს, გაოცებულა ყბა უვარდება, მერე პირს მაგ-
რად კუმავს. სახეგათეთრებული ჯუელი ზედ დასდგომია.
„რა თქვი?“ ეუბნება ის.
„მოითმინეთ“, ვეუბნები მე, „ისეთი არაფერი უფიქრია, მის-
ტერ. ჯუელ“, ვეუბნები მე. ხელით ჩავებღაუჭე, ის კი ისევე იქით
მიიწევს. ისევ ვაკავებ. მიძალიანდება. ჯუელს ჩემთვის ერთხე-
ლაც კი არ შემოუხედავს. უნდა, რომ ხელი გაითავისუფლოს.
კაცს ისევ რომ შევხედე ხელში გახსნილი დანა დავუნახე.
„შეჩერდით, მისტერ“, ვამბობ მე, „ხომ ხედავთ, რომ ვაკავებ.
ჯუელ“, ვეუბნები მე.
„ამას ჰგონია, რახან ქალაქელია“, ამბობს ჯუელი, მძიმედ
სუნთქავს და თან მიძალიანდება, „ძაღლიშვილი.“
კაცი აქეთ მოიწევს. ჩემთან ტრიალებს. ჯუელს თვალს არ აცი-
ლებს. გადახსნილი დანა ბარძაყთან უჭირავს. „რაც მაგან მიწო-
და, იმას არავის ვაპატიებ“, ამბობს ის, მამა ფორნიდან ჩამოვიდა,
დიუი დელიც აკავებს ჯუელს, განზე აგდებს. მე კი კაცისაგან ვი-
ცავ.
„მოითმინეთ“, ვეუბნები, „ისეთი არაფერი უფიქრია. ავადაა.
გასულ ღამეს ხანძარში მოხვდა და თავის ჭკუაზე არაა“.
„ეგ მე არ მეკითხება, ხანძარი იყო თუ არა“, მეუბნება ის, „რაც
მაგან მიწოდა, იმას არავის ვაპატიებ“.
„მოეჩვენა, რომ რაღაც უთხარით?“ ვამბობ მე.
194 მკითხველთა ლიგა
„მე არაფერი მითქვამს. ვიცნობ თუ მიცნობს“.
„ღვთის გულისათვის“, ამბობს მამა, „ღვთის გულისათვის“.
„ვიცი“, ვამბობ მე, „ისეთი არაფერი უფიქრია. თავის სიტყვებს
უკან წაიღებს".
„მაშინ წაიღოს“,.
„ეგ დანა მოაშორეთ და უკან წაიღებს“.
კაცი მიყურებს, ჯუელსაც უყურებს, ახლა ჯუელი მშვიდადაა.
„ეგ დანა მოაშორე“, ვამბობ მე.
კაცი დანას კეცავს.
„ღვთის გულისათვის“, ამბობს მამა, „ღვთის გულისათვის“.
„უთხარი, ჯუელ, რომ არაფერი მაგნაირი არ გიფიქრია“, ვეუბნე-
ბი მე. „მომეჩვენა, რომ რაღაც თქვა“, ამბობს ჯუელი, „მაგრამ,
რახან მას"... „გაჩუმდი“, ვეუბნები მე, „თქვი, რომ არაფერი გი-
ფიქრია“. „არ მიფიქრია“, ამბობს ჯუელი. „ასე სჯობს“, ამბობს კა-
ცი, „მაგან რაც მიწოდა...“ „არ იფიქროთ, რომ შეეშინდა“, ვამბობ
მე. „მე არაფერი მითქვამს“, კაცი მიყურებს. „არ იფიქროთ, რომ
შემეშინდა“, ამბობს ჯუელი. „გაჩუმდი“, ვეუბნები მე, „წავედით,
წავიდეთ, მამა“. ფორანს ვძრავთ. კაცი დგას და გვიყურებს. ჯუ-
ელი უკან არ იხედება. „ჯუელი შავ დღეს დააყრიდა“, ამბობს ვარ-
დამანი. გორაკის თავზე ავდივართ. იქიდან ქუჩა იწყება, მან–ქა-
ნები აქეთ-იქით დაქრიან. ჯორები ფორანს ზევით მიათრევენ, ქუ-
ჩისაკენ. მამა მათ აკავებს. ქუჩას მოედნისაკენ მივყავართ. სასა-
მართლოს შენობის წინ ძეგლი დგას. ისევ ფორანზე ვსხდებით.
შემხვედრები ჩვენთვის უკვე ნაცნობი გამომეტყველებით იბრუ-
ნებენ პირს, ჯუელი მაშინაც კი არ ჯდება, როცა ფორანი ისევ ჩერ-
დება. „დაჯექი, ჯუელ“, ვეუბნები მე, „მოდი, აქაურობას მოვცილ-
დეთ“, მაგრამ თითქოს დაჯდომას არც ფიქრობს, ამის ნაცვლად,
ფეხს უკანა ბორბლის მბრუნავ მორგვზე დებს, ერთი ხელით
ფორნის კიდეს ეჭიდება, მორგვი მის ფეხქვეშ თავისუფლად
ტრიალებს, ახლა მეორე ფეხს წევს, ფორანზე ადის და ცუცქდება.
195 მკითხველთა ლიგა
პირდაპირ იყურება, გაუნძრევლად ზის, გამხდარი, ზურგგახევე-
ბული, თითქოს დაგრეხილი ხიდან ასე ჩაცუცქული გამოუთლი-
ათო.

196 მკითხველთა ლიგა


კეში

სხვა არაფერი დაგვრჩენოდა. ან ჯეკსონში უნდა გაგვეგზავნა,


ან გილსპაი გვიჩივლებდა სასამართლოში, რადგან როგორღაც
შეეტყო, რომ ცეცხლი დარლმა წაუკიდა, არ ვიცი, როგორ, მაგ-
რამ შეეტყო. ვარდამანმა დაინახა, მაგრამ იფიცებდა, რომ დიუი
დელის გარდა, არავისთვის არაფერი მითქვამსო და დიუი დელს
კი ეთქვა, არავისთან სიტყვა არ დაგცდესო. გილსპაიმ კი მაინც
გაიგო, ისე, ადრე თუ გვიან, მაინც ეჭვს აიღებდა, იმავე საღამო-
საც კი შეეძლო ეჭვის აღება, დარლის ქცევას რომ დაჰკვირვებო-
და.
ასე რომ, მამამ თქვა: „სხვა აღარაფერი დაგვრჩენია“, და ჯუ-
ელმა კი თქვა:
„შენ გინდა, რომ ახლავე გავთოკოთ?“
„გავთოკოთ?“ იკითხა მამამ.
„დავიჭიროთ და გავთოკოთ“, გაიმეორა ჯუელმა. „ღმერთიც
დასწყევლის, შენ გინდა, რომ ეს წყეული ჯორებიც დაწვას და ფო-
რანიც?“
არა, ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო.
„ჯერ არა ღირს“, ვთქვი მე, „მოვიცილოთ, ჯერ ედი მიწას მივა-
ბაროთ“.
ადამიანი„ რომელმაც თავისი დარჩენილი სიცოცხლე ოთხ კე-
დელს შუა უნდა გაატაროს, თავის ნებაზე უნდა მიუშვა, რომ სანამ
საბოლოოდ ჩაკეტავდნენ, ცოტა ხანს, როგორც შეუძლია, ისე მა-
ინც ისიამოვნოს. ·
„მე ვფიქრობ, რომ მაგისი ადგილი იქ არის“, ამბობს მამა,
„ღმერთმა იცის, ჩემთვის ეს რა ტანჯვაა, ეტყობა, რახან ერთხელ
არ გაგიმართლა, სულ ასე გაგრძელდება“.
ზოგჯერ დაბეჯითებით ვერც კი ვიტყვიი როდის არის კაცი შეშ-
ლილი და როდის არა, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, არც არავინ
197 მკითხველთა ლიგა
არის მთლად გიჟი და მთლად დალაგებული, სანამ ამას ხალხი
არ იტყვის მასზე. ეს დიდად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ
კაცი როგორ იქცევა, მთავარი ისაა, ხალხი მის საქციელს რო-
გორ შეხედავს.
ჯუელი ძალიან მკაცრად ექცევა. გასაგებიცაა, ჯუელს ხომ ცხე-
ნი გაუყიდეს, რომ ედი ქალაქამდე ჩაეტანათ და დარლმა ასე
თქვა, ცხენის საფასურიც ცეცხლს მისცაო. მე, სანამ მდინარეზე
გადმოვდიოდით, მანამდეც ბევრი ვიფიქრე ამაზე და მერეც. ედი
ხომ ღმერთმა გამოგვაცალა ხელიდან და მომეჩვენა: ჯუელი
ღმერთის ნება-სურვილს წინ აღუდგა, როცა თავგანწირვით ცდი-
ლობდა, რომ იგი მდინარიდან გამოეყვანა, დარლი კი ღვთის ნე-
ბას ასრულებდა. რა თქმა უნდა, დარლმა რომ ცეცხლი გააჩინა,
ამას გამართლება არა აქვს, იმ კაცს ფარდული დაეწვა და მის სა-
ქონელსაც და უძრავ-მოძრავ ქონებასაც საფრთხე დაემუქრა. ეს
რომ ჩაიდინა, ამიტომ მგონია, რომ ჭკუაზე ვერ არის. ამიტომაც
იმისი სხვებთან დატოვება აღარ შეიძლება და მე მგონია, რომ აქ
სხვა აღარა გაეწყობა რა, რასაც ხალხი იტყვის, კაცმა იმას უნდა
დაუჯეროს.
მაგრამ, სირცხვილი კია, როგორც ეტყობა, ხალხმა დაივიწყა,
ძველი სიბრძნე, რომ ლურსმანი ბოლომდე უნდა ჩააჭედო და რა-
საც აკეთებ, იმას კიდეები მუდამ კარგად უნდა შემოუსწორო,
თითქოს შენთვის აკეთებდე და შენი ნახელავით კმაყოფილი შენ-
ვე უნდა დარჩე. მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, რომ ზოგს სასამარ-
თლოს შენობის ასაგებად კარგად გაშალაშინებული, მშვენიერი
ფიცრები აქვს, ზოგს კი ნაყარ-ნუყარი ფიცრები, რომლითაც მხო-
ლოდ საქათმეს თუ ააშენებ, მაგრამ კარგი საქათმის აშენება
გერჩივნოს ცუდი სასამართლოს აშენებას და ერთიცა და მეორეც
გინდა კარგად აგიშენებია, გინდა ცუდად, ადამიანს ამით არც
არაფერი მოემატება და არც დააკლდება.

198 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, როცა ქუჩას ავუყევით და მოედნისკენ გავემართეთ,
დარლმა თქვა, „ექიმთან ჯერ კეშის წაყვანა აჯობებს; შეგვიძლია
იქ დავტოვოთ და მერე გამოვიაროთ". აი ასე თქვა. იმიტომ რო მე
და ის თითქმის ერთდროულად გავჩნდით. ჯუელი და დიუი დელი
კი ათი წლით გვიან, მერე კი იმას მოჰყვა ვარდამანი. ისინიც მიყ-
ვარს, მაგრამ იმდენად არა, მე ხომ ყველაზე უფროსი ვარ და
ბევრი ვიფიქრე იმაზე, რაც მან ჩაიდინა. აღარც კი ვიცი რა ვთქვა.
მამა ჯერ მე შემომხედა, მერე იმას, თან ტუჩებს აცმაცუნებდა.
„გზას გავუდგეთ“, ვეუბნები მე, „ჯერ საქმეს მივხედოთ.“
„ის კი მოინდომებდა, რომ ყველანი იქ ვყოფილიყავით.“ ამ-
ბობს მამა.
„ჯერ კეში მივიყვანოთ ექიმთან“, ამბობს დარლი, „ედი მოიც-
დის. უკვე ცხრა დღეა იცდის".
„არაფერი თქვენ არ გაგეგებათ“, ამბობს მამა, „ვისთანაც შენი
ახალგაზრდობა გაატარე და ვისაც შეაბერდი, ვინც შენთან ერ-
თად იმასაც მოესწრო, თუ როგორ ახლოვდებოდა სიბერე, სწო-
რედ ის ამბობს, ყველაფერი სისულელეაო და შენც ხვდები, რომ
ეს სიმართლეა, რომ ქვეყანა, მთელი თავისი მწუხარებითა და
ტანჯვით, შეუბრალებელია. აჰ, არაფერი თქვენ არ გაგეგებათ".
„ახლა საფლავიც ხომ უნდა გაითხაროს“, ვთქვი მე.
„არმსტიდიც გეუბნებოდა და გილსპაიც, რომ წინასწარ უნდა
შეგეტყობინებინა“, თქვა დარლმა, „არ გინდა, ახლავე რომ პიბო-
დისთან წაგიყვანოთ, კეშ?“
„გზას გავუდგეთ“, ვთქვი მე, „ახლა უკეთესადა ვარ, გვირჩევ-
ნია ჯერ საქმეს მივხედოთ“.
„ნეტა, საფლავი მაინც გათხრილი ყოფილიყო“, ამბობს მამა,
„ნიჩაბიც რომ დაგვავიწყდა“.
„ჰო, თქვა დარლმა, „კავეულის მაღაზიაში წავალ, უნდა ვიყი-
დოთ“.
„ფული უნდა“", ამბობს მამა.
199 მკითხველთა ლიგა
"ედისთვის ფული გენანება?“ ეკითხება დარლი.
„ნიჩაბს ვიყიდით“, თქვა ჯუელმა, „ფული მოგვეცი“.
მაგრამ მამა ფორანს არ აჩერებს. „ნიჩაბს ვიშოვით“, ამბობს
ის, „ალბათ აქაც არიან ქრისტიანები. ისედაც ვიშოვით“. ასე რომ,
დარლმა ხმა აღარ ამოიღო და ჩვენ გზა
განვაგრძეთ. ჩაცუცქული ჯუელი დარლის კეფას მიშტერებო-
და, ბულდოგს ჰგავდა, იმ ძაღლს, ამაოდ რომ ღავღავებს თოკით
დაბმული და მაინც იმის მოლოდინშია, იქნებ ვინმეს დავეძგე-
როო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე მისის ბანდრენის სახ-
ლთან ვიდექით და მუსიკას ვუსმენდით, სულ ასე იჯდა, თავისი
მრისხანე, გათეთრებული თვალებით დარლის კეფას მიშტერე-
ბოდა.
სახლში მუსიკა უკრავდა. გრამოფონი იყო ჩართული. ორკეს-
ტრისგან ვერ განასხვავებდით.
„პიბოდისთან წასვლა გინდა?“ თქვა დარლმა, „ისინი აქ მო-
გიცდიან და მამას ეტყვიან. მე კი პიბოდისთან წაგიყვან და მერე
უკან მოვბრუნდებით".
„არა“, ვთქვი მე. ახლა, როცა ასე ახლოს ვიყავით, ედის და-
საფლავება მერჩივნა, ერთი ის იყო, რომ ნიჩბის საშოვნელად წა-
სულ მამას ველოდით; სანამ მუსიკა გვესმოდა, ის ქუჩას მიუყვე-
ბოდა.
„იქნებ აქ ვინმეს ჰქონდეს“, თქვა მან. მისის ბანდრენის სახ-
ლთან გაჩერდა. ხანდახან ისიც მიფიქრია, ნეტა, მშრომელი კაცი
წინასწარ ისე ხედავდეს სამუშაოს, როგორც უსაქმური კაცი უსაქ-
მურობას-მეთქი? იქ ისე შეჩერდა, თითქოს იცოდა, რომ იქ უნდა
გაჩერებულიყო, იმ პატარა ახალი სახლის წინ, საიდანაც მუსიკის
ხმა გამოდიოდა. ჩვენ ვუცდიდით, თან მუსიკას ვუსმენდით. მგო-
ნი, სიურატებს ხუთ დოლარამდე გადაუხადეს. კარგი რამ არის

200 მკითხველთა ლიგა


მუსიკა, კაცს ამშვიდებს. „იქნებ ნიჩაბი აქა ჰქონდეთ", ამბობს მა-
მა.
„გინდა, ჯუელი რომ წავიდეს?“ ამბობს დარლი, „თუ ჩემი წას-
ვლა გირჩევნია?“
„ყველას ჩემი წასვლა აჯობებს“, ამბობს მამა. ფორნიდან ჩა-
მოვიდა, ეზოსკენ მიმავალ ბილიკს დაადგა და სახლს შემოუარა,
მუსიკა შეწყდა. მერე ისევ გაისმა.
„იშოვის“, თქვა დარლმა.
„ჰო“, ვთქვი მე. თითქოს იცოდა, თითქოს კედლის მიღმა შეეძ-
ლო დაენახა, ისიც დაენახა, რაც ამ ათ წუთში უნდა მომხდარიყო.
მაგრამ, ათ წუთზე მეტი გავიდა, მუსიკა შეწყდა და კარგახანს აღა-
რც განახლებულა, ის და მამა ლაპარკობდნენ უკანა ჭიშკართან.
ფორანში ვიცდიდით.
„მოდი, პიბოდისთან წაგიყვან“, თქვა დარლმა.
„არა”, ვთქვი მე, „ჯერ დავასაფლავოთ“.
„დაბრუნებას აღარ აპირებს?“ თქვა ჯუელმა. ლანძღვას მოჰ-
ყვა. ფორნიდან ჩამოხტა. „მე წავედი“, თქვა მან.
მერე დავინახეთ, რომ მამა მოდიოდა. ორი ნიჩაბი მოჰქონდა,
სახლს შემოუარა. ნიჩბები ფორანში ჩააწყო, თვითონაც დაჯდა
და დავიძარით. მუსიკა აღარ განახლებულა. მამა უკან, სახლის-
კენ იყურებოდა. ხელი ოდნავ ასწია, ფან ჯარაში ჩრდილმა ცოტა-
თი უკან დაიხია და მე მისი სახე დავინახე.
მაგრამ ყველაზე საკვირველი დიუი დელი იყო. ამან გამაოცა.
ახლა გასაგებია, დარლზე ხალხი რომ ამბობდა, უცნაურიაო,
ტყუილად არავინ ლაპარაკობს. ისიც ისეთივე გადარეული იყო,
როგორც ყველა, ჭკუას კარგავდა, თითქოს ტალახის წუმპეში იდ-
გა და როცა იმ წუმპეში ფეხს ჩადგამდით, თქვენც ტალახით ის-
ვრებოდით. მე მუდამ ვეჭვობდი, რომ მას და დიუი დელს რაღაც
საიდუმლო ჰქონდათ. რომ ეკითხათ, ედის ჩვენ შორის ყველაზე
მეტად ვინ უყვარს-მეთქი, დარლზე ვიტყოდი. როცა ორმო ამოვ-
201 მკითხველთა ლიგა
თხარეთ, ედი მიწას მივაბარეთ, ჭიშკრისკენ გამოვედით და ორ-
ღობეში გამოვუხვიეთ, ის ყმაწვილები იქ გველოდნენ და პირდა-
პირ მისკენ გამოემართნენ, მან უკან დაიხია, მაგრამ ჯუელზე
ადრე დელი ეცა. მაშინ უკვე ეჭვიც აღარ შეჰპარვია, თუ ვისგან გა-
იგო გილსპაიმ, ფარდულს ცეცხლი როგორ წაეკიდა.
დიუი დელს სიტყვაც არ უთქვამს, დარლისთვის ზედაც არ შე-
უხედავს, მაგრამ, როცა იმ ყმაწვილებმა თქვეს, დარლის წასაყ-
ვანად მოვედითო, და იმანაც უკან დაიხია, დიუი დელი დარლს
გარეულ კატასავით ეცა და ერთი ყმაწვილი იძულებული გახდა,
დიუი დელი დაეჭირა, ის კი დარლს გარეულ კატასავით ჩხაპნიდა
და კაწრავდა, ვიდრე მეორე ყმაწვილმა, მამამ და ჯუელმა დარლი
ძირს არ დააგდეს. მიწაზე გართხმული დარლი მე მიყურებდა.
„მეგონა, შენ მაინც მეტყოდი“, მითხრა მან, „ფიქრადაც არ
მომსვლია, რომ არ მეტყოდი“.
„დარლ“, ვუთხარი მე. მაგრამ იგი ისევ უძალიანდებოდა მა-
მას, ჯუელსა და იმ ყმაწვილს. მეორე ყმაწვილი დიუი დელს აკა-
ვებდა, ვარდამანი ღრიალებდა, ჯუელი კი იძახდა:
„მოკალით, მოკალით ეგ ძაღლიშვილი“.
ცუდად მოექცნენ, ცუდად, ასე ცუდად არ უნდა მოჰქცეოდნენ.
არ შეიძლება, ასე არ უნდა მოჰქცეოდა. ვცადე დავლაპარაკებო-
დი, მაგრამ, დარლი გაიძახოდა: „მეგონა, მეტყოდი, მე ხომ უკვე
აღარა ვარ". მერე სიცილი აუტყდა, ერთმა ყმაწვილმა ჯუელი
აქეთ გამოათრია. დარლი წამოჯდა, ჯერ ისევ იცინოდა.
ვცადე დავლაპარაკებოდი. ნეტა, შემძლებოდა განვძრეული-
ყავი, ან წამოვმჯდარიყავი მაინც. ვცადე, დავლაპარაკებოდი,
დარლმა სიცილი შეწყვიტა და მე ამომხედა:
„გინდა, რომ წავიდე?“
„შენთვის უკეთესი იქნება“, ვუთხარი მე, „იქ მშვიდად იქნები,
არავინ შეგაწუხებს. შენთვის უკეთესი იქნება, დარლ“, ვუთხარი
მე.
202 მკითხველთა ლიგა
„უკეთესი“, თქვა მან და ისევ სიცილი დაიწყო, „უკეთესი“, თქვა
მან. ამას ძლივს ამბობდა, სიცილი უშლიდა. მიწაზე იჯდა, ჩვენ
შევყურებდით, ის კი იცინოდა და იცინოდა, ყველაფერი ცუდად
მოხდა, ცუდად. ღმერთმა შემაჩვენოს, თუ იქ რამე იყო სასაცი-
ლო. რა გამართლება უნდა მოუძებნო, თუ კაცმა განზრახ დაან-
გრია ის, რაც თავისი ოფლით უშენებია და თავისივე ოფლით მო-
უყვანია.
მეეჭვება, რომ ადამიანს იმის განსჯა შეეძლოს, თუ ვინ არის
შეშლილი და ვინ – არა. ალბათ, ყოველ ადამიანშია ჩაბუდებული
ის, ვინც მის მაგივრად სჩადის ჭკვიანურ თუ უგუნურ საქმეს და
ვინც ამ ადამიანის ჭკვიანურ და უგუნურ საქციელს ერთნაირი
შეშფოთებით, ერთნაირი გაოცებით აკვირდება.

203 მკითხველთა ლიგა


პიბოდი

მე ვთქვი, „ასე მგონია, თუ კაცს გაუჭირდა, ბილ ვერნერთან


უნდა მივიდეს და ის ისე უაქიმებს, როგორც წყეულ ჯორებს აქი-
მობს ხოლმე. შეჩვენებული ვიყო, თუ იმ კაცს, ენს ბანდრენს რომ
ცემენტით ფეხის მკურნალობა ასწავლა, ჩემზე ერთი წყვილით
მეტი ფეხი არა ჰქონდეს“.
„იფიქრეს, ვუშველითო“, თქვა მან, „შველა კი არა, ჯანდაბა
უფიქრიათ", ვთქვი მე. „რა ეშმაკად მოაფიქრდა არმსტიდს, რომ
ისევ ამ ფორანში ჩაეწვინე?“
„მაშინ ისე არა მტკიოდა“, თქვა მან, „დროც აღარ იყო“, მე
მხოლოდ შევხედე. „უკვე აღარ მაწუხებდა“, მითხრა.
„იქნებ ისიც თქვა, მთელი ექვსი დღე ამ ურესორო ფორნით
რომ მორახრახებდი, მოტეხილი ფეხი არ მაწუხებდაო?!”
„მაინცდამაინც არ მაწუხებდა“, თქვა მან.
„ამით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ შენი ფეხის ამბავი ენსს
სულაც არ ენაღვლებოდა“, ვთქვი მე, „იქნებ არც ის ენაღვლებო-
და, ის საბრალო ბიჭი შუა ქუჩაში რომ წამოაქცია და ხელზე და-
ადო ბორკილები, როგორც წყეულ კაცის მკვლელს. ეგ არ მით-
ხრა. ნურც იმას მეტყვი, ამ ბეტონს რომ მომხსნი და სამოც დიუმზე
მეტი კანი ამძვრება, სულ არ შემაღონებსო. იქნებ ისიც მითხრა,
სულაც არ მენაღვლება, ფეხი რომ დამიმოკლდება და სიკვდი-
ლამდე კოჭლობით ვივლიო. ისე, ისიც საკითხავია, საერთოდ გა-
ივლი თუ არა“. „ბეტონი“, ვთქვი მე, „ღმერთო დიდებულო, ბარემ
ენსს მახლობელ სამხერხაოში წაეყვანე, მოგხერხავდნენ მაგ
ფეხს და მორჩებოდი. ისე ჯობდა, ენსისთვის მოგეხერხათ თავი
და ყველანი დაისვენებდით... მაინც სად დაიკარგა ენსი? ნეტა,
რას აპირებს?“
„პატრონს ნიჩბები წაუღო“, თქვა მან.

204 მკითხველთა ლიგა


„სწორია“, ვთქვი მე, „ცოლი, რა თქმა უნდა, ნათხოვარი ნიჩ-
ბებით უნდა დაესაფლავებინა. იქნებ გამზადებული ორმოც
სხვისგან ეთხოვა. ცუდად მოიქეცით, რომ თვითონაც შიგ არ ჩა-
აყოლეთ... გტკივა?“
„არც ისე“, თქვა მან და თან მარმარილოს ბურთულებივით
მსხვილი ოფლის წვეთები ჩამოუგორდა სახეზე, რომელზედაც
საშრობი ქაღალდის ფერი დასდებოდა.
„რა თქმა უნდა, ძალიან არა“, ვთქვი მე, „მომავალი ზაფხული-
სათვის მშვენივრად იჩლახუნებ მაგ მოკლე ფეხზე; აღარც შეგა-
წუხებს და არაფერი, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ.. არ ვიცი, ბე-
დია თუ რა არის, მაგრამ ალბათ მაინც ბედია, ადრეც რომ ეს ფეხი
მოიტეხე“, ვთქვი მე.
„მამაც ასე ამბობს“, თქვა მან.

205 მკითხველთა ლიგა


მაკგოუენი

ისევ დახლთან მივდივარ და ჩემთვის შოკოლადს ვისხამ, სწო-


რედ ამ დროს ჯოდი ბრუნდება და მეუბნება: „ყური დამიგდე,
სკიტ, იქ ვიღაც ქალი ექიმს კითხულობს, ვკითხე, რომელი ექიმი
გინდა-მეთქი, იმან კი მიპასუხა, ის ექიმი, აქ რომ მუშაობსო. ვე-
უბნები, აქ ექიმი არ მუშაობს-მეთქი, ის კი დგას და მაინც აქეთ
იყურება“.
„ნეტა, ვინ უნდა იყოს? ვამბობ მე, „უთხარი ელფორდთან
ამოვიდეს.“
„სოფლელია,“ მეუბნება ის.
„აქედან მოაცილე“, ვეუბნები მე „უთხარი ყველანი
დოსტაქართან თავყრილობაზე არიან-თქო, მემფისში.“
„კარგია“, ამბობს ის, თან მიდის. „ისე, სოფლის გოგოს
კვალობაზე საკმაოდ ლამაზია“, ამბობს.
„მოიცა“, ვეუბნები მე. ჯოდი შეჩერდა, მე კი ღრიჭოდან გა-
ვაიხედე. იმის გარდა, რომ სინათლეზე კოხტა ფეხები მოუჩანდა,
ვერაფერს ვიტყოდი. „მაშ, შენ ამბობ, რომ ახალგაზრდაა?“ ვეუბ-
ნები მე.
„ვნებიან ქალს უფრო ჰგავს, ვიდრე სოფლელ გოგოს“,
მეუბნება ის.
„დალიე“, ვეუბნები და შოკოლადს ვაწვდი. წინსაფარი მოვიხ-
სენი და გარეთ გავედი. საკმაოდ ლამაზი იყო. იმ შავთვალა გო-
გოებს ჰგავდა, თუ ღმერთი გაგიწყრა და უღალატე, დანას რომ
გაგიყრიან. საკმაოდ ლამაზი იყო. აფთიაქში კი მარტო ჩვენ ვიყა-
ვით. სადილობის დრო იყო.
„რითი გემსახუროთ“ ვუთხარი მე.
„თქვენ ექიმი ხართ?“ მკითხა.
„ნამდვილად ექიმი ვარ“, ვეუბნები. ახლა მე აღარ მიყურებს,
აქეთ-იქით იყურება.
206 მკითხველთა ლიგა
„შუიძლება ცოტა იქით წავიდეთ?“ მეუბნება იგი.
სწორედ პირველის თხუთმეტი წუთი იყო, ამიტომ წავედი და
ჯოდის ვთხოვე, ედარაჯა და თუ ბებერი გამონჩნდებოდა, დაეს-
ტვინა, თუმცა პირველ საათამდე არც არასდროს მოსულა.
„მაგას ნუ გააკეთებ“, მეუბნება ჯოდი, „თვალის დახამხამება-
საც ვერ მოასწრებ, რომ ბებერი კინწისკვრით გაგაგდებს“.
„პირველამდე არც არასოდეს მოსულა“, ვამბობ მე, „ფოსტაში
რომ შეივლის, დაინახავ. ყურადღებით იყავი და პტვენით მანიშ-
ნე".
„რას აპირებ?“ მეკითხება ის.
„შენ ყურადღებით იყავი. მერე გეტყვი“.
„სულ ცოტახანს მაინც არ დამითმობ?“ მეკითხება ის.
„რა ჯანდაბა გინდა?" ვეუბნები, „აქ ცხენების ფერმა ხომ არა
გგონია? წადი, თვალყური ადევნე. მე მოსალაპარაკებლად მივ-
დივარ“.
ასე რომ, ისევ უკან დავბრუნდი. სარკესთან გავჩერდი, თმა გა-
ვისწორე, მერე ისევ იმ დახლთან მივედი, სადაც მიცდიდა. პატა-
რა კარადაში წამლებს ათვალიერებს, მერე შემომხედავს.
„გისმენთ, ქალბატონო“, ვეუბნები მე, „რაზე შეწუხებულ-
ხართ?“
„ქალური ამბავია“, მეუბნება ის და თან მაკვირდება, „ფული
მაქვს“, ამბობს ის.
„ააჰ“, ვეუბნები, „ქალური ამბავია, თუ ის გაწუხებთ, რაც ქა-
ლებს უყვართ. თუ ასეა, მაშინ ექიმი სწორად ამოგირჩევიათ“. რა
ხალხია ეს სოფლელები. კარგახანს თვითონაც ვერ ერკვევიან
რა უნდათ, თან დროსაც გართმევენ და მაინც ვერ გეუბნებიან,
რისთვის მოვიდნენ. საათზე პირველის ოცი წუთი იყო.
„არა“, მეუბნება ის.
„რა არა?“ ვეკითხები მე.

207 მკითხველთა ლიგა


„მე ეგ არ მაწუხებს“, მეუბნება ის, „ნამდვილად“. შემომხედა,
„ფული მაქვს“.
ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რაზედაც ლაპარაკობდა.
„ოჰ“, ვამბობ მე, „მუცელში ისეთი რამე გაქვთ, რომელიც არ
გინდათ, რომ გქონდეთ“. ის მიყურებს. „ან იქნებ გინდათ, რომ
ცოტა უფრო მეტი გქონდეთ, ან უფრო ნაკლები, ჰაა?“
„ფული მაქვს“, ამბობს ის, „ასე მითხრა, ამის საწინააღმდე-
გოდ რაიმეს იშოვი აფთიაქშიო“.
„ეს ვინ გითხრათ?“ ვეკითხები.
„იმან“, ამბობს და მიყურებს.
„სახელი არ გინდათ თქვათ“, ვეუბნები, „ვინც რკო ჩაგიდოთ
მუცელში, იმან გითხრათ?“ არაფერს ამბობს. „გათხოვილი არა
ხართ, არა?“ ვეკითხები. ხელზე ბეჭედი ვერ დავუნახე. მაგრამ იქ-
ნებ არც კი გაუგიათ, რომ ბეჭედი საჭიროა.
„ფული მაქვს“, ამბობს, ცხვირსახოცში გამოკრული ფული
მაჩვენა: ათი დოლარია.
„მჯერა, რომ გაქვთ“, ვამბობ მე, „იმან მოგცათ“.
„ჰო“, მეუბნება.
„რომელმა?“ ვეკითხები. მომაშტერდა. „ფული რომელმა მოგ-
ცათ?“
„მხოლოდ ერთი იყო“, ამბობს ის. მე შემომყურებს.
„განაგრძეთ“, ვეუბნები მე. ის კი სდუმს. სარდაფი იმიტომ არ
არის მოსახერხებელი, რომ მხოლოდ ერთი გამოსასვლელი
აქვს, ისიც შიდა კიბის უკანაა. საათზე პირველს უკლია ოცდახუ-
თი წუთი. „თქვენისთანა ლამაზი გოგო...“ ვეუბნები მე.
მიყურებს. ფულს ისევ ცხვირსახოცში დაუწყო გახვევა. „ერთი
წუთით“, ვეუბნები მე. დახლს გარშემო ვუვლი. „ეი, შენ, ყური არ
იღრძო, თორემ მერე ზარბაზანიც რომ დაგაცალონ, ვეღარ გა-
იგებ“.

208 მკითხველთა ლიგა


„გირჩევნია, უკანა კარიდან გაუშვა, სანამ ბებერი მოსულა“,
მეუბნება ჯოდი.
„თუ იქ დადგები, სადაც იმან დაგაყენა და რაშიც ფულს გიხ-
დის, მაშინ მარტო მე ჩავვარდები“, ვეუბნები მე. ჯოდი უხალისოდ
მიდის შემოსასვლელი კარისაკენ.
„რას აპირებ, სკიტ?“ მეკითხება.
„ვერ გეტყვი“, ვეუბნები, „არაეთიკურია. შენ წადი და თვალი
ადევნე“.
„მითხარი, რა, სკიტ“, მეხვეწება.
„ნადი ერთი, შენი“, ვეუბნები, „რეცეპტს გამოვწერ და მეტი
არაფერი“.
„მაგ გოგოს გამო იქნებ არც არაფერი გიყოს, მაგრამ თუ შენი
ოინები გაიგო – რეცეპტებთან დაკავშირებით, მაშინ კი პირდა-
პირ სარდაფში გიკრავს თავს”.
„მაგაზე უფრო დიდი ნაბიჭვრებისაგან არ მიმიღია პანღური?"
ვეუბნები მე, „წადი და უყურე, როდის მოვა, აბა, ჰე!“
ისევ უკან ვბრუნდები. საათზე პირველს თხუთმეტი წუთი
უკლია. ქალი ფულს ცხვირსახოცში ახვევს. „თქვენ არა ხართ
ექიმი“. მეუბნება.
„ნამდვილად ექიმი ვარ“, ვეუბნები. მიყურებს. „ვითომ რა,
ექიმობისთვის ძალიან ახალგაზრდად გამოვიყურები, თუ
ძალიან ლამაზი ვარ?“ ვეუბნები, „ადრე აქ ბებერი, მოფანფალე-
ბული ექიმების მთელი ხროვა გვყავდა. ჯეფერსონი მოხუც ექიმ-
თა თავშესაფარს ჰგავდა. საქმეც თანდათან უკან-უკან მიდიოდა,
მაგრამ ხალხი ამ ამბავს ეგუებოდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს,
არ მიხვდნენ, რატომ არაფერს აღარ უჩიოდნენ ქალები. მაშინ კი
გაყარეს ბებრები და ჩვენ მოგვიწვიეს ახალგაზრდები, სიმპათიუ-
რები, ქალებს რომ მოსწონთ. მაშინ ქალებმაც ისევ გულნაქცე-
ვობა დაიწყეს და საქმეც წინ წავიდა. ახლა ყველგან ასე იქცევიან.

209 მკითხველთა ლიგა


განა თექვენ ეს არ გაგიგიათ? ალბათ იმიტომ, რომ აქამდე ექიმი
არ დაჭირვებიათ“.
„ახლა ხომ მჭირდება“, ამბობს ის.
„და სწორედ შესაფერის ექიმთან მოხვედით“, ვეუბნები, „მე
ხომ ეს ადრეც გითხარით“.
„გაქვთ რამე საშუალება?“ მეკითხება, „ფული მაქვს“.
„აბა, როგორ გითხრათ“, ვეუბნები, „ექიმმა, რა თქმა უნდა,
ყველაფერი უნდა იცოდეს. მე კი ბევრი რამ არ ვიცი თქვენს გასა-
ჭირზე“.
„იმან მითხრა, რამეს იშოვიო. იმან მითხრა, აფთიაქში შეიძ-
ლება იყიდოო“.
„ისიც ხომ არ უთქვამს, რომელ აფთიაქში?“ ვეუბნები, „იქნებ
აჯობებს, მასთან დაბრუნდეთ და ჰკითხოთ".
ახლა აღარ მიყურებდა, ხელში ცხვირსახოცს ატრიალებდა,
„რაღაც უნდა ვიღონო",
„ისე გიჭირთ, რომ ეს უთუოდ უნდა გააკეთოთ?“ ვეკითხები.
მიყურებს. რა თქმა უნდა, ექიმმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ისიც
უნდა იცოდეს, რასაც სხვა ვერ მიხვდება. მაგრამ, ცხადია, ყველა-
ფერი არ უნდა თქვას: ეს კანონს ეწინააღმდეგება.
წინა კარიდან ჯოდი იძახის: „სკიტ“.
„თუ შეიძლება, ერთი წუთით დაგტოვებთ", ვეუბნები. წინა კარ-
თან მივდივარ. „დაინახე?“ ვეკითხები.
„ვერ მოათავე?“ ამბობს ის, „ხომ არ აჯობებს, შენ უდარაჯო და
მე კი კონსულტაცია გავუწიო“,
„იქნებ კვერცხიც დადო“, ვეუბნები. უკან ვბრუნდები. ის მიყუ-
რებს. „ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენ რაც გინდათ, ის რომ გა-
ვაკეთო, შეიძლება თავი ციხეშიც კი ამოვყო. ლიცენზიასაც დავ-
კარგავ და ისევ სამუშაო უნდა ვეძებო. თქვენ ეს გესმით?“
„მხოლოდ ათი დოლარი მაქვს“, ამბობს ის, „თუ დამაცდით,
დანარჩენს ერთ თვეში მოგიტანთ".
210 მკითხველთა ლიგა
„ფუი“, ვამბობ მე, „ათი დოლარი, ჩემს ცოდნასა და უნარს მე
ხომ არ შევაფასებ. თანაც რაღაც ათი დოლარი".
მიყურებს. თვალსაც არ ახამხამებს, „მაშ, რა გნებავთ?“
საათზე უკვე პირველს ხუთი წუთი აკლდა. გადავწყვიტე, გა-
ვუშვებ-მეთქი.
„სამ ცდაზე თუ მიხვდებით, მაშინ გეტყვით“, ვეუბნები. თვალ-
საც არ ახამხამებს.
„რაღაც უნდა ვიღონო", ამბობს, აქეთ-იქით იყურება. მერე წი-
ნა კარისაკენ იხედება. „ჯერ წამალი მომეცით“, მეუბნება.
„თქვენ რა, ახლავე მზადა ხართ?“ ვეკითხები. „აქვე?“
„ჯერ წამალი მომეცით“, ამბობს ის.
მენზურა ავიღე, ზურგი შევაქციე და შესაფერისი ბოთლი ამო-
ვარჩიე; წესით, თუ შხამს უიარლიყო ბოთლით შეინახავ, კანონის
დარღვევად ჩაგითვლიან და თავს ციხეში ამოყოფ. ნიშადურის
სუნი უდიოდა. მენზურაში ჩავასხი ცოტა და მივაწოდე. გოგომ
უსუნა, თან შუშის იქიდან მიყურებდა.
„ნიშადურის სუნი უდის“, მეუბნება.
„მართალია“, ვეუბნები, „»ეს მხოლოდ მკურნალობის დასაწ-
ყისია. ამაღამ ათ საათზე მოდით, დანარჩენსაც მოგცემთ და ოპე-
რაციასაც გაგიკეთებთ“.
„ოპერაციას?“ მეკითხება.
„არ გატკენთ. თქვენ ხომ უკვე გაკეთებული გაქვთ ასეთი ოპე-
რაცია. ხომ გაგიგიათ ძაღლის ნაკბენს ძაღლის ბალანი მოარჩენ-
სო?“
მიყურებს. „ეგ იმოქმედებს?“ მეკითხება ის.
„რა თქმა უნდა. თუკი დაბრუნდებით და მიიღებთ“.
თვალიც არ დაუხამხამებია, ისე დალია, რაც მივეცი და წავი-
და. წინა კართან მივედი.
„საწადელს მიაღწიე?“ მეკითხება ჯოდი.
„რას მივაღწიე?“ ვეკითხები.
211 მკითხველთა ლიგა
„ჰო, კარგი, კარგი“, ამბობს ის, „სულაც არ ვაპირებ, გზაზე გა-
დაგეღობო”.
„აჰ, იმ გოგოზე ამბობ?“ ვეუბნები, „იმას მხოლოდ წამალი უნ-
დოდა. დეზინტერია გართულებია და უცხო ხალხთან ამაზე ლაპა-
რაკს ერიდება”.
ღამე მე ვმორიგეობდი. იმ ბებერ ნაბიჭვარს დავეხმარე, რომ
გუდანაბადი აეკრიფა, ცილინდრი დავახურე და რვის ნახევრი-
სათვის აფთიაქიდან გავისტუმრე. ქუჩის კუთხემდე მივაცილე,
იქამდე ვუყურებდი, სანამ ორ ფანარს არ ჩაუარა და თვალს არ
მიეფარა. მერე მაღაზიაში დავბრუნდი, ათის ნახევრამდე დავიცა-
დე, შემოსასვლელში შუქი ჩავაქრე, კარი ჩავკეტე, მხოლოდ ერ-
თი სინათლე დავტოვე შიგნით შენობაში, ისევ დავბრუნდი. ტალ-
კი ექვს კოლოფში გავანაწილე, მერე სარდაფი მივალაგე და ახ-
ლა უკვე ყველაფერი მზად იყო.
სწორედ მაშინ მოვიდა, სანამ საათი ათს დარეკავდა. შემო-
ვუშვი. ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა. გარეთ გავიხედე, არავინ იყო,
მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა ქვაფენილზე, სამუშაო ხალათი ეცვა.
„შენ რა, გინდა რამე?“ ვეკითხები, ბიჭი არ მპასუხობს, მხოლოდ
მაცქერდება. კარი ჩავკეტე, შუქი ჩავაქრე და გოგოსთან დავ-
ბრუნდი. მიცდიდა. ახლა აღარ მიყურებდა.
„სად არის?“ მკითხა.
მივეცი ის კაფსულებიანი ექვსი კოლოფი. კოლოფი ხელში
ეკავა და კაფსულებს დაჰყურებდა.
„ნამდვილად იცით, რომ მიშველის?“ მეუბნება.
„ნამდვილად ვიცი“, ვეუბნები, „როცა დანარჩენ მკურნალობა-
საც ჩაგიტარებთ“.
„სად უნდა ჩამიტაროთ?“ მეკითხება.
„ქვემოთ, სარდაფში“, ვეუბნები მე.

212 მკითხველთა ლიგა


ვარდამანი

ახლა ქუჩა უფრო განიერია და ნათელი, მაგრამ მაღაზიები


ჩაბნელებულია, რადგან ყველანი შინ წავიდნენ. მაღაზიებში ბნე-
ლა, მაგრამ როცა ჩვენ ჩავუვლით, ვიტრინებში შუქი ირეკლება,
სასამართლოს შენობის ირგვლივ ხეებში სინათლეებია. ისინი
ხეებზე ჩამომსხდარან, მაგრამ სასამართლოს შენობა კი ჩაბნე-
ლებულია. საათი შენობაზე ოთხივე მხრიდან ჩანს, ის არ არის
ჩაბნელებული, არც მთვარეა ჩაბნელებული. ცოტათი ბნელა.
დარლი ჯეკსონში წავიდა, ჩემი ძმაა დარლი, ჩემი ძმა. ახლა მან
იქით გაუხვია, ლიანდაგებზე დგას და ბრწყინავს.
„ზოდი იქით წავიდეთ, დიუი დელ”, ვეუბნები.
„რატომ?“ მეუბნება დიუი დელი. ვიტრინაში ლიანდაგები
პრიალებენ, ის ლიანდაგებზე დგას, წითელი. მაგრამ დიუი დელ-
მა თქვა, ქალაქელ ბიჭებს არ მიჰყიდიანო.
„საშობაოდაც იქ იქნება“, მეუბნება დიუი დელი, „უნდა მოიცა-
დო, სანამ ისევ მოიტანს“.
დარლი ჯეკსონში წავიდა. ჯეკსონში ბევრი ხალხი არ მიდის.
დარლი ჩემი ძმაა. ჩემი ძმა მიდის ჯეკსონში.
მივდივართ, სინათლეებიც მოგგდევენ. ხეებზე ჩამომსხდა-
რან, ერთნაირად, გზის ორივე მხარეს. მერე სასამართლოს შე-
ნობას გარს უვლიან და იქიდან უკვე აღარ მოჩანან. მაგრამ იმ შა-
ვი ფანჯრებიდან ჩანან. ყველანი შინ წავიდნენ დასაძინებლად, მე
და დიუი დელის გარდა.
მატარებელი მიდის ჯეკსონში. ჩემი ძმა.
მაღაზიის სიღრმეში სინათლეა. ვიტრინაში სოდიანი წყლის
ორი უზარმაზარი ჭიქაა. წითელი და მწვანე, ორი კაციც ვერ და-
ლევს; ვერც ორი ჯორი, ვერც ორი ძროხა. დარლი.
ვიღაც კაცი გამოდის კარში, დიუი დელს უყურებს.
„გარეთ მოიცადე“, მეუბნება დიუი დელი.
213 მკითხველთა ლიგა
„რა, არ შეიძლება, რომ შემოვიდე?“ ვეუბნები, „მეც მინდა შე-
მოსვლა”.
„გარეთ მოიცადე“, მეუბნება.
„კარგი“, ვამბობ მე.
დიუი დელი შედის.
დარლი ჩემი ძმაა. დარლი გაგიჟდა.
სიარული უფრო ძნელია, ვიდრე მიწაზე ჯდომა. ღია კარში
დგას. მიყურებს.
„რამე გინდა?“ მეკითხება.
გადასლეკილი თავი აქვს. ხანდახან ჯუელსაც კი აქვს გადას-
ლეკილი თავი, კეშს არა აქვს გადასლეკილი. დარლი ჯეკსონში
წავიდა. ჩემი ძმა დარლი. ბანანს ქუჩაში ჭამდა. ბანანების ჭამა არ
გირჩევნია? მითხრა დიუი დელმა, შო–ბამდე მოიცადე. მაშინ იქ
იქნება. მაშინ ნახავ, ასე რომ, ბანანები გვექნება. მთელ ტომარას
ვიყიდით მე და დიუი დელი. ის კარს კეტავს. იქ კი დიუი დელია.
მერე შუქი ქრება.
ის ჯეკსონში წავიდა, გაგიჟდა და ჯეკსონში წავიდა. ჭკუიდან
ბევრი ხალხი არ იშლება. მამა, კეში, დიუი დელი, ჯუელი და მე
ჭკუიდან არ შევშლილვართ, ჭკუიდან არასოდეს მევშლილვართ,
არც ჯეკსონში წავსულვართ. დარლი.
კარგახანს მესმის, ძროხა ფეხებს რომ აბაკუნებს – ქუჩაში. მე-
რე მოედანზე გადის, გადაჭრის, თავი დაუხრია, ფეხებს აბაკუნებს
– ბღავის, ჩემი ძმა დარლი. ჯეკსონში მატარებლით წავიდა, მატა-
რებელში არ შეიშალა, ფორანში შეიშალა. დარლი, რა დიდხანს
არის მაღაზიაში, ძროხაც წავიდა. წავიდა. რა დიდხანს არის.
ძროხა რომ იყო, იმაზე უფრო დიდხანს არის. მაგრამ სიცარიელე-
ზე უფრო დიდხანს არა. დარლი ჩემი ძმაა. დარლი.
დიუი დელი გამოდის, მიყურებს. „ახლა იქით წავიდეთ“, ვეუბ-
ნები.

214 მკითხველთა ლიგა


მიყურებს. „ეს მე არ მიშველის“, ამბობს ის, „უი, ის ძაღლიშვი-
ლი“.
„რა არ გიშველის, დიუი დელ?“
„ვიცი, რომ არ მიშველის“, ამბობს და არავის და არაფერს არ
უყურებს, „მე ვიცი“.
„იქით წავიდეთ“, ვეუბნები.
„სასტუმროში უნდა წავიდეთ. გვიანია, ჩუმად უნდა შევიპა-
როთ“.
„ხომ შეიძლება, რომ მხოლოდ ჩავუაროთ და ვნახოთ!“
„ბანანების ყიდვა არ გირჩევნია? განა არ გირჩევნია?“
„კარგი, ვიყიდოთ“. ჩემი ძმა, ის შეიშალა და ჯეკსონში წავიდა,
ჯეკსონი უფრო შორსაა, ვიდრე შეშლილი...
„არ მიშველის“, ამბობს დიუი დელი, „ვიცი“.
„რა არ გიშველის?" ვეკითხები. ჯეკსონში წასასვლელად მატა-
რებელში ჩასვეს, მე არ ვმჯდარვარ მატარებელში, დარლი კი იჯ-
და. დარლი. დარლი ჩემი ძმაა. დარლი. დარლი.

215 მკითხველთა ლიგა


დარლი

დარლი ჯეფერსონში წავიდა. მატარებელში ჩასვეს, ის კი იცი-


ნოდა, გრძელ ვაგონში რომ იჯდა, მაშინაც იცინოდა, ისინი კი ბუ-
ებივით აბრუნებდნენ მისკენ თავებს და უყურებდნენ. „რა გაცი-
ნებს?“ ვკითხე.
„დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ“.
მატარებელში ორმა კაცმა ჩასვა. ვიწრო ქურთუკები ეცვათ,
მარჯვენა მხარეს უკან ჯიბეები გამობერილი ჰქონდათ. კისრები
ისე სწორად ჰქონდათ გაპარსული, თითქოს იმ პარიკმახერსაც
კეშივით გადასაზომი თოკი ჰქონოდეს. „რევოლვერები რომ
აქვთ, იმიტომ იცინი?“ ვეკითხები. „რა გაცინებს?“ ვეკითხები.
„იმიტომ იცინი, რომ სიცილის ხმას ვერ იტან?“
მათ ორი სკამი დაიკავეს, ისე, რომ დარლი ფანჯარასთან
მჯდარიყო და სიცილი შესძლებოდა. ერთი გვერდით მიუჯდა, მე-
ორე კი პირისპირ, მოძრაობის საპირისპიროდ. ერთი მოძრაო-
ბის საპირისპიროდ უნდა დამჯდარიყო, იმიტომ, რომ სახელმწი-
ფო ფულს მხოლოდ წაღმა მხარე კი არა, უკუღმა მხარეცა აქვს,
ისინი კი სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობდნენ. რაღაც სისხლის
აღრევასა ჰგავს: ხუთცენტიან მონეტაზე, ერთ მხარეს ქალია, მე-
ორე მხარეს - ბიზონი. ორი წაღმა მხარე აქვს და არც ერთი უკუღ-
მა. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, დარლს პატარა ჭოგრიტი აქვს - საფ-
რანგეთიდან ჩამოტანილი, ომისდროინდელი. იქიდან ქალიც შე-
გიძლიათ დაინახოთ და ღორიც, ორი უკუღმა მხარე აქვს და არც
ერთი წაღმა. ეს კი ვიცი, რაც არის, „ამიტომ იცინი, დარლ?“
„დიახ, დიახ, დიახ, დიახ".
ფორანი მოედანზე ჩერდება, ჯორები გაუნძრევლად დგანან,
აღვირი კოფოზეა შემოხვეული, ფორანი სასამართლოს შენობას-
თან ზურგშექცევით დგას. იქ მდგარი სხვა ფორნებისაგან არ გან-
სხვავდება. ჯუელი ფორნის გვერდით დგას და ქუჩას გაჰყურებს,
216 მკითხველთა ლიგა
როგორც ყველა გამვლელი იმ დღეს, მაგრამ ჩვენს ფორანს მა-
ინც აქვს რაღაც განსხვავებული, რაღაც გამორჩეული უტყუარი
ნიშანი, რომ ნამდვილად გაემგზავრებიან, ისეთი ნიშანი, მატა-
რებელსაც რომ აქვს. შეიძლება იმიტომ, რომ დიუი დელი და ვარ-
დამანი სკამზე დამსხდარან, კეში ლეიბზე წევს და ყველანი ქა-
ღალდის პარკიდან იღებენ ბანანს და ჭამენ. „ამიტომ იცინი,
დარლ?“
დარლი ჩვენი ძმაა, ჩვენი ძმაა დარლი. ჩვენი ძმა დარლი ჯეკ-
სონშია გალიაში გამოწყვდეული, სადაც თავისი ჭუჭყიანი ხელე-
ბი მსუბუქად შეუწყვია უწყინარ გისოსებში, იქიდან იყურება და
პირზე დუჟი მოსდგომია.
„დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ“.

217 მკითხველთა ლიგა


დიუი დელი

როცა ფული დაინახა, ვუთხარი: „ჩემი ფული არ არის. მე არ


მეკუთვნის-მეთქი".
„მაშ, ვისია?“
„კორა ტალისაა. მისის ტალისა. ნამცხვრები გავყიდე".
„ორ ნამცხვარში ათი დოლარი მოგცეს?“
„ხელი არ ახლო, ჩემი არ არის“.
„ნამცხვრები არა გქონია. ტყუი. ფუთაში გამოსასვლელი ტან-
საცმელი გქონდა გამოკრული".
„ხელი არა ახლო! თუ აიღებ, ქურდი იქნები",
„ჩემი საკუთარი ქალიშვილი ქურდობას მაბრალებს, ჩემი სა-
კუთარი ქალიშვილი“.
„მამი, მამი“.
„საჭმელიც გქონდა და სახლიც, არც სიყვარული მომიკლია,
არც სითბო და მაინც ჩემი საკუთარი ქალიშვილი, ჩემი განსვენე-
ბული მეუღლის შვილი თავის დედის საფლავთან ქურდს მეძა-
ხის“.
„ხომ გეუბნები, ჩემი არ არის-მეთქი, ჩემი რომ იყოს, ღმერთო,
როგორ დაგიჭერდი“.
„ვინ მოგცა ათი დოლარი?“
„მამი, მამი".
„არ მეუბნები, არა? დასაძრახია, რითაც იშოვე და იმიტომ არ
მეუბნები, არა?“
„ხომ გეუბნები, ჩემი არ არის-მეთქი. ნუთუ არ გეყურება, რომ
ჩემი არ არის?“ :
„განა უკან არ დაგიბრუნებ? მაგრამ რა უნდა გითხრა, საკუ-
თარ მამას რომ ქურდს ეძახი“.
„ხომ გეუბნები, არ შემიძლია-მეთქი, ხომ გეუბნები, -ჩემი ფუ-
ლი არ არის-მეთქი. ჩემი რომ იყოს, ღმერთმანი, მოგცემდი“.
218 მკითხველთა ლიგა
„ხელსაც აღარ მოვკიდებ. საკუთარ შვილს, ჩვიდმეტი წელი
პურს რომ ვაჭმევდი, ჩემთვის ათი დოლარიც კი არ ემეტება“.
„ჩემი არ არის. არ შემიძლია“.
„მაშ, ვისია?“
„სხვამ გამომატანა. რაღაც უნდა მეყიდა“.
„რა უნდა გეყიდა?“
„მამი, მამი“.
„მიპასუხე ღმერთია მოწმე, არ მინდა საკუთარმა შვილებმა
რომ საყვედური მითხრან, მაგრამ მე ხომ იმათთვის არაფერი და-
მიშურებია, სულითა და გულით ვაძლევდი რაც მებადა, ახლა კი
ჩემთვის არაფერი ემეტებათ. ედი, რა ბედნიერი ხარ, თვალები
რომ დახუჭე, ედი“.
„მამი, მამი“.
„ღმერთმა ხომ იცის, რომ ნამდვილად ასეა“. მან ფული აიღო
და წავიდა.

219 მკითხველთა ლიგა


კეში

როცა იქ ნიჩბების საშოვნელად გავჩერდით, სახლიდან გრა-


მოფონის ხმა გამოდიოდა და როცა საფლავს მიწა მივაყარეთ, მა-
მამ თქვა, პატრონს ნიჩბები მე თვითონ უნდა დავუბრუნო, ასე
აჯობებსო.,
ასე რომ, ისევ იმ სახლისკენ გავბრუნდით. „უკეთესი იქნებო-
და, ჯერ კეში წაგვეყვანა პიბოდისთან“, თქვა ჯუელმა.
„ახლავე მოვალ“, თქვა მამამ, ფორნიდან ჩამოვიდა. ახლა მუ-
სიკა აღარ ისმოდა.
„ვარდამანმა წაიღოს", თქვა ჯუელმა, „უფრო ჩქარა წაიღებს,
ან მე მომეცი და...“
„მე რომ წავიდე, ის აჯობებს“, ამბობს მამა, „მე გამოვართვი“.
ფორანში ვისხედით, მაგრამ ახლა მუსიკას ხმა აღარ გამოდი-
ოდა. ჩემი აზრით, კარგია, გრამოფონი რომ არა გვაქვს, სულ
იმას მოვუსმენდი და სამუშაოს გულს ვეღარ დავუდებდი. ისე კი,
ხანდახან, მუსიკის მოსმენა ცუდი არ არის, შინ რომ დაღლილი
დაბრუნდები, ისე არაფერი გამშვიდებს, როგორც მუსიკა. ისედაც
მინახავს, თავი რომ ეხურება და გვერდზე სახელური აქვს, სადაც
გინდა წადი და წაიღე.
„ნეტა, ვიცოდე, აქამდე იქ რას აკეთებს?“ ამბობს ჯუელი, „იმ
ნიჩბებს აქამდე ათჯერ წავიღებდი და წამოვიღებდი“.
„დაიცადე“, ვეუბნები, „არ დაგავიწყდეს, რომ შენსავით მკვირ-
ცხლი არ არის“,
„მე რატომ არ გამატანეთ? შენს ფეხსაც მივხედავდით და ხვა-
ლისთვის სახლშიც გავემგზავრებოდით“.
"ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვს“, ვთქვი მე, „ნეტავ, განვადებით
რა ეღირება?“
„რა განვადებაზე ლაპარაკობ?“ მითხრა ჯუელმა, „ნეტა რითი
უნდა იყიდო?“
220 მკითხველთა ლიგა
ბოლოს, მამა მოვიდა და პიბოდისთან წავედით. იქ რომ ვიყა-
ვით, მამამ გვითხრა, საპარიკმახეროში პირის გასაპარსად მივ-
დივარო, ღამით კი გვითხრა, ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებე-
ლიო, თან ამას რომ ამბობდა, ერთთავად განზე იყურებოდა, სვე-
ლი თმა გადაევარცხნა და უპრიალებდა, ოდეკალონის სასიამოვ-
ნო სუნი უდიოდა. მე ვთქვი, არ გაემტყუნება, იმ მუსიკას მეც სი-
ამოვნებით მოვუსმენ-მეთქი.
მერე, მეორე დილითაც წავიდა, როცა დაბრუნდა, გვითხრა,
ჯორები შეაბით, წასასვლელად გაემზადეთ, მეც დაგეწევითო და,
ისინი რომ ჯორების შესაბმელად წავიდნენ, დააყოლა:
„ალბათ ფული აღარცა გაქვთ, არა?“
„პიბოდიმ მხოლოდ სასტუმროს ფული დამიტოვა“, ვუთხარი
მე, „ფული, მე მგონი, აღარც დაგვჭირდება“.
„არა“, თქვა მამამ, „აღარ დაგვჭირდება“. იდგა, მე მიყურებდა.
„თუ რამე დაგჭირდა, იქნებ პიბოდიმ...“ ვთქვი მე. „არა“, მით-
ხრა მან. „აღარაფერია საჭირო. მოსახვევში დამელოდეთ“. ჯუ-
ელი ჩემს წასაყვანად მოვიდა, თან ჯორები მორეკა, ფორანში ჩა-
ლის ლეიბი დამიგეს; მოედანი გავიარეთ და იმ სახლთან მივე-
დით, მამამ რომ დაგვიბარა, მომიცადეთო. ფორანში ვსხედ-
ვართ, დიუი დელი და ვარდამანი ბანანებს ჭამენ, სწორედ ამ
დროს ვხედავთ, როგორ მოდიან ქუჩაში, მამას სახეზე კადნიერი
და უბადრუკი თაღლითის გამომეტყველება აქვს, სწორედ ისეთი,
როცა იმას აპირებდა ხოლმე, რაც დედას არ მოეწონებოდა; თან
ჩემოდანი მოაქვს. ჯუელი გვეკითხება:
„ეს ვინ მოდის?“
მაშინღა ვხვდებით, რომ ჩემოდნის ბრალი სულ არ არის, მამა
რომ სხვანაირად გამოიყურება და ჯუელი ამბობს: „კბილები ჩა-
უსვამს“,
ასე იყო. ახლა ერთი ფუტით მაღალი ჩანდა, თავიც მაღლა ეჭი-
რა, უბადრუკი თაღლითის სახეზე მედიდური გამომეტყველება
221 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა. მაშინღა შევამჩნიეთ ის, ვინც უკან მოსდევდა მეორე ჩე-
მოდნით ხელში, იხვსა ჰგავდა, გამოპრანჭული ქალის თვალები
ისე იჩხვლიტებოდნენ – ნემსებივით – ეტყობოდა, თავს არავის
დააჩაგვრინებდა. ჩვენ კი ვისხედით და ვუყურებდით; დიუი დელ-
სა და ვარდამანს პირი ღია დარჩენოდათ, ხელში კი ნახევრად
შეჭმული ბანანები ეჭირათ. ახლა კი გამოიხედა მამის ზურგს
ამოფარებულმა ქალმა და ისე დაგვაცქერდა, რომ მივხვდით,
თავს არავის დააჩაგვრინებდა; დავინახე, ქალს რომ ჩემოდანი
მოჰქონდა, გრამოფონი იყო, ნამდვილად გრამოფონი იყო, თავ-
დახურული, ნახატივით ლამაზი. ზამთარში, შინ რომ ვიქნებით,
ფოსტით ახალი ფირფირტა მოგვივა, მუსიკას მოვუსმენთ და ყო-
ველთვის ის ფიქრი შემაწუხებს, რომ, რა სირცხვილია, დარლი ამ
მუსიკით რომ ვერ ტკბება-მეთქი. მაგრამ მისთვის ალბათ ასე
ჯობს, ის ხომ არც ამ ქვეყნისთვის არის გაჩენილი და არც ამ
ცხოვრებისთვის.
„ეს კეშია. ეს ჯუელი, ეს ვარდამანი, ეს კი დიუი დელია“, ამ-
ბობს მამა, და თან უბადრუკი თაღლითის მედიდური სახე აქვს,
კბილებიც ჩაუსვამს, თვალს კი ვერ გვისწორებს, „გაიცანით, მი-
სის ბანდრენი“, გვეუბნება.

222 მკითხველთა ლიგა


„დედაჩემი – თევზია“

1929 წლის ზაფხული. უილიამ ფოლკნერმა ელექტროსად-


გურში დაიწყო მუშაობა, ღამის ცვლაში – საღამოს ექვსი საათი-
დან დილის ექვს საათამდე, მენახშირედ:
– საღამოს, ასე 11 საათზე ხალხი იძინებდა, ჰოდა ქვაბში აღარ
იყო საჭირო დიდი წნევა. მაშინ მე და ცეცხლფარეშს შეგვეძლო
დაგვესვენა.
ფოლკნერმა დაპირქვავებული ურიკისაგან მოიწყო საწერი
მაგიდა და დილის ოთხ საათამდე წერდა. ასე შეიქმნა „ხმაური და
მძვინვარება“, რომელსაც თავად ავტორი დიდ წიგნს უწოდებდა.
რომანის გამოსვლიდან სამი კვირის შემდეგ უოლ-სტრიტზე
პანიკა ატყდა – დაიწყო დიდი ეკონომიკური კრიზისი. პანიკის მე-
ორე დღეს ფოლკნერმა დაიწყო ახალი რომანის – „სული რომ
ამომდიოდა“ წერა. რომანს მხოლოდ ექვსი კვირა მოანდომა.
წერდა ღამღამობით, საქვაბეში მუშაობის დროს. თავად აღნიშ-
ნავს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქ-
ნებოდა ბოლო წინადადება. „წერის დაწყებამდე გულში აგრე
ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლე-
ლოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავე-
კარები-მეთქი“.2
გავიდა წლები და 1957 წლის 15 აპრილს, როდესაც ფოლკნე-
რი ვირჯინიის კოლეჯის სტუდენტებს ესაუბრებოდა, მას ჰკითხეს:
„მ-რ ფოლკნერ, თქვენი წიგნიდან ყველაზე მეტად მაფორია-
ქებს – კი არ მაფორიაქებს, მაცვიფრებს – „ოდეს ვკვდებოდი”.
ვიღაცამ მითხრა... მგონი ამ რომანში ცამეტი პერსონაჟია – ეს
პერსონაჟები ადამიანის ცამეტ ნაწილს გამოხატავსო, მართლა
ასეა?"

2
ბორის გრიბანოვი. ფოლკნერი. თარგმნა თენგიზ ჩხაიძემ. თბ. 1999.
223 მკითხველთა ლიგა
ფოლკნერი: „არა, ისინი იყვნენ... მე კვლავ ხალხზე ვწერდი.
თავს ვუყრი ხალხს და... ეს უბრალო Tour de force-ია (მარჯვე
ხერხი), დავხატე ოჯახი და ორი დიდი კატასტროფა დავატეხე
თავს, რაც ადამიანს გადახდენია, წყალდიდობა და ცეცხლი. აი,
სულ ესაა...".3
საკვირველი ისაა, რომ ან ფოლკნერს სიტყვა შეაწყვეტინეს ან
უბრალოდ შეკითხვის დამსმელს არ შეუსწორა შეცდომა, რომ ნა-
წარმოებში ცამეტი კი არა, თხუთმეტი პერსონაჟია. კიდევ ერთი
შეკითხვა, რომელიც ფოლკნერს ნაგანის სემინარზე დაუსვეს,
ასეთი იყო: „მაინტერესებს, რატომ მოათავსეთ კუბოს სურათი
რომანში „ოდეს ვკვდებოდი? თავშესაქცევად მოიქეცით ასე თუ
ექსპერიმენტისთვის? მეტად საინტერესოა მწერლის პასუხი: „კი-
დევ ერთხელ უნდა ჩავიხედო ამ წიგნში, აღარ მახსოვს. საქმე ის
გახლავთ, რომ რამდენადაც მახსოვს, მე არ დამიხატავს, თუმცა
შემეძლო დამეხატა. მაგრამ ეს იყო ოცდაათი წლის წინათ და ოც-
დაათი წელია ეს წიგნი არ წამიკითხავს“. მგონი, უფრო მეტადაც
დაინტერესდება და დასძენს, – „კიდევ ერთხელ უნდა ჩავიხედო”.
რომანის „სული რომ ამომდიოდა" პირველ ქართულ გამოცე-
მას 1989 წელს მცირე ანოტაცია წავუმძღვარე და ეს წინასიტ-
ყვაობა ახლა ამ სიტყვებით მინდა დავიწყო:
– რომანი „სული რომ ამომდიოდა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვა-
ნი ეტაპია დიდი ამერიკელი მწერლის, უილიამ ფოლკნერის შე-
მოქმედებაში. მასში მოთხრობილია ბანდრენების ოჯახის ამბავი.
ენს ბანდრენი, თავის ხუთ შვილთან ერთად, ოჯახი დედას ედი
ბანდრენს, მისი სურვილის თანახმად, ჯეფერსონში მიასვენებს.
ბანდრენების „ოდისეა“ ათ დღეს გრძელდება, მაგრამ მკითხვე-
ლის თვალწინ რომანის გმირების მთელი ცხოვრებაა გადაშლი-

3
უილიამ ფოლკნერი. გულის ჭიდილი საკუთარ თავთან. ინგლისურიდან თარ-
გმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა. თბ. 1999.
224 მკითხველთა ლიგა
ლი. მისი ყოველი თავი, თითოეული გმირის მიერ მოთხრობილი,
პატარა ნოველა-მონოლოგია, სადაც თხრობისას დიალოგური
მეტყველებაა ჩართული. ამ რომანში ნათლად ჩანს მწერლის
ახალი მხატვრული სტრუქტურის – მრავალხმოვანების – ძიების
ცდა, რაც გამოიხატება რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში. მი-
უხედავად ამ მძიმე ტრაგედიისა, რომელსაც აღწერს ფოლკნერი,
წიგნში მაინც ნათლად ჩანს ღრმა რწმენა, რომ ადამიანი გაიმარ-
ჯვებს.
რომანში მკითხველი აღმოაჩენს როგორც რომანტიკული · პე-
რიოდის ტრადიციებს, ასევე მოდერნისტული ესთეტიკის გავლე-
ნასაც, რომ არაფერი ვთქვათ ცნობიერების ნაკადზე, თითქმის
ყველა პერსონაჟის მონოლოგში რომ გვხვდება. ერთი მოქმედი
პირის ცნობიერი მეორეზე გადადის და ინდივიდის არსს უფრო
მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე მოვლენათა განვითარებას.
უილიამ ფოლკნერის სტილი ამ მხრივ ახლოსაა ჯეიმზ ჯოის-
თან და ჰენრი ჯეიმზთან, რადგან მათ ნაწარმოებებში მთავარია
ადამიანის გამოცდილების შინაგანი აღქმა, შინაგანი განცდები
და არა მოქმედებათა თანმიმდევრობა, რაც მთარგმნელისაგან
დიდ სიფხიზლეს მოითხოვს.
თავდაპირველად, როდესაც გადავწყვიტე ამ წიგნის თარგმნა,
თვალში მეცა ის სათაურები, რომლითაც ადრე მოიხსენებდნენ:
– „ოდეს ვკვდებოდი“, „მომაკვდავი რომ ვესვენე“ და ა. შ. ვიცო-
დი, რომ სათაური ჰომეროსის „ოდისეადან“ იყო აღებული და
როდესაც ზურაბ კიკნაძისა და თამაზ ჩხენკელის მიერ ძველბერ-
ძნულიდან თარგმნილი „ოდისეას“ XI თავში აგამემნონის სიტ-
ყვები წავიკითხე – „ერთი წამოვიწიე მინდოდა მახვილისთვის წა-
მეტანა ხელი, მაგრამ გამექცა ის ძაღლთაპირი დიაცი, – სულა-
მომდინარს არც პირი დამიმუწა და არც თვალები დამიხუჭა“, –
გადავწყვიტე ამ რომანის სათაური მეთარგმნა როგორც „სული
რომ ამომდიოდა“.
225 მკითხველთა ლიგა
რომანში „სული რომ ამომდიოდა“ ისევე, როგორც „ულისე-
ში“, თვალსაზრისი, რომელიც განაცალკევებს ობიექტურ
მთხრობელს შიდა მთხრობელისაგან, ერთმანეთთან ძალზე ახ-
ლოს დგას. მაგალითად, დარლი ძალიან განსხვავდება სხვა პერ-
სონაჟებისაგან. იგი ხანდახან შეშლილივით იქცევა სხვა
პერსონაჟებისგან . იგი ხანდახან შეშლილივით იქცევა და შეშ-
ლილადაც მიიჩნევენ მისი ახლობლები. თითქმის ერთი მესამედი
წიგნისა ეთმობა დარლის შიდა სამყაროს წარმოჩენას დარლი,
რომელიც გესლიანად მოიხსენიებს თავის ძმას – ჯუელს, დედის
სიკვდილთან მიმართებით; დარლი, რომელიც გრძნობს, თუ რა
დილემის წინაშე დგას დიუი დელი – მისი და; დარლი, რომელიც
ცეცხლს უკიდებს თივით სავსე გომურს, რათა კრემაცია გაუკე-
თოს საკუთარ დედას; ეჭვიანი და შურისმაძიებელი დარლი, რო-
მელიც ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას გაურბის. მაგრამ ჩვენ
დარლის მეორე მხარესაც ვხედავთ – დარლი, რომელსაც აქვს
უნარი, „ადამიანის გულში ჩაიხედოს“; ფილოსოფოსი დარლი,
რომელიც მსჯელობს ცხოვრების რაობაზე: „როგორ ირღვევა და
თანდათან როგორ გადადის ჩვენი ცხოვრება უძრაობაში, მდუმა-
რებაში, როგორ დუნედ მიიზლაზნება ერთფეროვანი და მომქან-
ცველი. ეს იმ ძველი, ნაძალადევად მექანიკური მოძრაობის
ექოა, როდესაც ხელები ძაფებზე არა გვქონდა დაკიდებული,
ცხოვრების მიმწუხრის ჟამს კი გააფთრება გვიპყრობს, მარიონე-
ტებივით ვმოძრაობთ, მექანიკურად“. ან კიდევ: „რომ შეგვძლე-
ბოდა და დროის ხლართებიდან თავი დაგვეღწია, რა კარგი იქნე-
ბოდა, რა კარგი იქნებოდა, რომ შეგვძლებოდა და დროის ხლარ-
თებიდან თავი დაგვეღწია".
ნაწარმოების ცენტრალურ ფიგურას, ედი ბანდრენს ერთა-
დერთი მონოლოგი ეკუთვნის, მაგრამ თითქმის ყველა პერსონა-
ჟის გული და გონება მისკენ არის მიპყრობილი.

226 მკითხველთა ლიგა


კორა ტალი ასე აღწერს მომაკვდავი ედის სახეს: „ედის სახე
ისე აქვს ჩამომდნარი, რომ კანქვეშ ძვლები თეთრ ხაზებად დას-
ტყობია თვალები სანთლებს მიუგავს, რკინის შანდლებზე ნელა
რომ იღვენთება. მაგრამ, სულის მარადიული ხსნა და საუკუნო
შეწყნარება სახეზე არ დაჰფენია“.
თვალები დიდ როლს თამაშობენ რომანში. სხვადასხვა გმი-
რის თვალები, სხვადასხვა ემოციას და მათ სულიერ მდგომა-
რეობას გამოხატავენ. საგულისხმოა, რომ „ოდისეასთან" ფოლ-
კნერის რომანს, გარდა სათაურისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
დეტალი აკავშირებს. ჰომეროსის უკვდავი ნაწარმოების ინგლი-
სურ თარგმანში კლიტემნესტრა დახასიათებულია როგორც
„ძაღლისთვალება დიაცი“ (განსხვავებით ქართულად თარგმნი-
ლი „ძაღლთაპირი დიაცისგან“.) ეს უსიამოვნო შედარება მხო-
ლოდ მოღალატე დიაცს თუ შეეფერება; როდესაც ვარდამანი
ნაჩვრეტებს ამობურღავს კუბოზე, ედის სწორედ თვალები და-
უშავდება. იმ მოგზაურობაში, რომელსაც ედის ოჯახის წევრები
მონაწილეობდნენ, ყოველ მათგანს, ხატოვნად რომ ვთქვათ,
„თვალები მუდამ ღია აქვს“, რადგან მთელი მოგზაურობის დროს
თვალი არ მოუხუჭავთ. ენსი კი თვალებს ისე მიუქსევს ედის,
„თითქოს უცხო ეზოში დაბმულმა ორმა ქოფაკმა აიწყვიტაო". ჯუ-
ელს თვალები „უფერული ხის ნაჭრებივით უსხედან“, ან: „მისი
უფერული თვალები ორ, თეთრად შეღებილ ხის ნაჭერს ჰგავს“. ან
კიდევ: „მისი თვალები ახლად დამსხვრეულ თეფშის ნატეხებს
ჰგავს“. პიბოდი ედის თვალებზე ამბობს: „მისი თვალები იმ ლამ-
პარს ჰგავს, ზეთი რომ გამოელია და ჩაქრობამდე აპარპალდება
ხოლმე". დარლი კი ასე აღწერს მომაკვდავი ედის თვალებს: „მე-
რე უეცრად თვალები სიცოცხლით უნათდება, წამით ორი ალი
აკიაფდება, შემდეგ კი ისე ქრება, თითქოს ვიღაცა დაიხარა, სუ-
ლი შეუბერა და ჩააქრო“. დიუი დელი დარლის თვალებში მუქა-
რას ამოიკითხავს, რადგან მან ნამდვილად იცის მისი ფეხმძიმო-
227 მკითხველთა ლიგა
ბის შესახებ და თითქოს თავისი მზერით აშიშვლებს: „დარლის
თვალებში მიწიერი არაფერია, მისი თვალები ნემსებივით იჩ-
ხვლიტება. ეს ჩხვლეტა ფეხებთან იწყება, მერე სხეულზე ადის და
სახეზე თავდება, თითქოს კაბა არც მეცვას, თითქოს ამ ფეხათრე-
ულ ჯორების ზემოთ, კოფოზე შიშველი ვიჯდე და მშობიარობის
ტკივილი მეწყებოდეს“.
ედის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისი შვილები
თითქოს მის შემცველს სხვა სხეულებში ეძებენ. ყველაზე უმცრო-
სი ვარდამანისთვის დედამისი – თევზია. ეს თითქმის ქრისტიანუ-
ლი სიმბოლოა, – იესოს თევზი ანუ იქთუსი. როცა ვარდამანი ხე-
დავს, რომ მისი ოჯახი თევზს შეექცევა, უნებურად გვახსენდება
საიდუმლო სერობა, როდესაც იესო ნაკურთხ პურს უნაწილებს
მოციქულებს და ეუბნება: „მიიღეთ, ჭამეთ. ეს არის ჩემი ხორცი".
ვარდამანი ამბობს: „ხვალ შეწვავენ და ის გადაიქცევა ვარდამა-
ნად, მამად, კეშად და დიუი დელად, მაშინ კუბოში აღარაფერი იქ-
ნება და ის სუნთქვას შეძლებს“, – ბავშვის ცნობიერებაში ედის
აღდგომის ილუზიაა. დარლი ამტკიცებს, რომ ჯუელის დედა –
ცხენია, დიუი დელი თავს თავიანთ ძროხაში ხედავს, - მისი რძით
გატიკნული ჯიქანი ფეხმძიმობას და იმ არასასურველ ტვირთს
აგონებს, რომელიც მის „ფაშვშია“.
რომანში ფოლკნერი ხაზს უსვამს შემქმნელისა და ქმნადობის
ურთიერთობას, რომელიც ჯონ მილტონის ეპიკურ პოემაშიც
გვხვდება ფოლკნერის რთული და ახლებური სტრუქტურები თავ-
სატეხს უჩენს მკითხველს და დააფიქრებს იმაზე, თუ ვინ არის ამ
ნაწარმოების პროტაგონისტი, ანტაგონისტი ან სარწმუნო
მთხრობელი. ამას მწერალი აღწევს იმით, რომ მოთხრობილ ამ-
ბავს ერთი ძირითადი პერსონაჟის – მიცვალებული ქალის გარ-
შემო ატრიალებს. ამ ტექნიკას ჯეიმზ ჯოისმა ნათურების განლა-
გება უწოდა, რომელიც ცენტრალური ობიექტისგან თანაბარი
მანძილითაა დაშორებული. ასევეა „ხმაურსა და მძვინვარებაში“,
228 მკითხველთა ლიგა
მაგრამ რომანში „სული რომ ამომდიოდა“ უფრო მრავალფერი
ნათურებია, რაც იწვევს თხრობის სწორხაზოვნების დარღვევას,
რასაც ფოლკნერი „Tour de force“-ს უწოდებს. ამ რომანის პერ-
სონაჟთა განწყობანი განაპირობებენ მონოლოგთა მოცულობას:
მცირე, საშუალო და შედარებით გრძელ მონოლოგებს, ხანდახან
რამდენიმესტრიქონიან და ერთსტრიქონიანსაც კი: „დედაჩემი –
თევზია“. კონრად ეიკენი წერდა: „მონოლოგები ჩვენი ბავშვო-
ბისდროინდელი კაშკაშა ფერებით შეღებილ ჩინურ კვერცხებს
გვაგონებენ, როდესაც ერთში მეორე იდო, მეორეში მესამე... ყო-
ველი მათგანი უფრო პატარაა და რთული, ვიდრე მისი წინამორ-
ბედი".
ფოლკნერის დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი
ნათლად ჩანს ედის მონოლოგში: „მახსოვს, მამაჩემი ამბობდა
ხოლმე – ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაო. ყოველდღიუ-
რად რომ ვაკვირდებოდი, გოგოსაც და ბიჭებსაც თავინთი ეგოის-
ტური აზრები ჰქონდათ, თითქოს სხვადასხვა სისხლისანი ყოფი-
ლიყვნენ და მეც სხვა სისხლის ვყოფილყავი, ვფიქრობდი, ერთა-
დერთი გზა ალბათ ის არის, სიკვდილისთვის რომ ვემზადები-
მეთქი“. ედისთვის სიკვდილი ენსზე შურისძიებაა, სწორედ ამი-
ტომ სთხოვა – ჯეფერსონში გადამასვენეო, შურისძიება იმის გა-
მო, რომ
ენსმა თავი ვერ შეაყვარა და ედიმ მღვდელ უიტფილდთან შეს-
ცოდა. ამ ღალატის ნაყოფია ცოდვის შვილი ჯუელი, – ეგოისტი,
„გახევებული გამომეტყველებით, თავდაჯერებული, უხეში, ქედ-
მაღალი“, რომლის ერთადერთი გატაცება ცხენია ერთთავად
ცხენზე ზის, კენტავრივითაა, მაგრამ იძულებულია თავისი სიმ-
წრითა და ჯაფით შეძენილი ცხენი სატპენს მიუყვანოს, რადგან მა-
მა ცხენს მის დაუკითხავად გაყიდის. „ცხოვრება სიკვდილისთვის
მზადებაა" – ესეც ხომ ბიბლიური ალოზიაა.

229 მკითხველთა ლიგა


ეგოისტი და უუნარო ენისისთვის კი ედის სიკვდილი მისი
ახალი ცხოვრების დასაწყისია: „აღსრულდა ღვთის ნება, ახლა
შემიძლია კბილები ჩავისვა.“ მართლაც შემზარავი ფრაზაა. ასევე
შემზარავი რომანის დასასრული – ჯერ ედის ცხედარი არც კი გა-
ცივებულა, როცა ენს ბანდრენი ახალი კბილებითა და ახალი
ცოლით გამოეცხადება შვილებს: „უბადრუკი თაღლითის
მედიდური სახე აქვს, კბილებიც ჩაუსვამს, თვალს კი ვერ
გვისწორებს „გაიცანით მისის ბანდრენი“, – გვეუბნება.
ამ რომანის ყველა პერსონაჟი მნიშვნელოვანია, ყოველი
მათგანი ხელს უწყობს სიუჟეტის განვითარებას. ეს არის რომანი
სიცოცხლისა და სიკვდილის აუხსნელ ფენომენზე, კვდომისა და
ხელახლა შობის უწყვეტ ციკლზე და იმ მოგზაურობაზე, რომელიც
სიკვდილ–სიცოცხლის ხიდზე გადის და წინაპრებთან გვაბრუ-
ნებს; ამის მაგალითია ედის დაბრუნება ჯეფერსონში – წინაპრე-
ბის ძვალშესალაგში.
უილიამ ფოლკნერის ნებისმიერი ნაწარმოების თარგმნა მე-
ტისმეტად საპასუხისმგებლო საქმეა. სწორედ ამიტომაც ვერ ვბე-
დავდი ამ რომანის თარგმნას, სანამ ჩემმა უძვირფასესმა მეგობ-
რებმა – ლია და გივი გეგეჭკორებმა არ მიბიძგეს გადამედგა ეს
საძნელო ნაბიჯი. სწორედ ამიტომ ამ თარგმანს მადლიერების
გრძნობით ვუძღვნი გივი გეგეჭკორის ნათელ ხსოვნას.

მედეა ზაალიშვილი

230 მკითხველთა ლიგა

You might also like