You are on page 1of 2

ფოლკლორი

ზღაპარი (ნოველისტური)

შესავალი: წინა თემის ნაწილი და პლიუს:

დროთა განმავლობაში ზღაპრის სტრუქტურაა და თემატიკა იცვლებოდა, ეპოქის


პრობლემატიკის შესაბამისად ახალ-ახალ სახეებს იღებდა ზღაპარი. ახალი სოციალური
ურთიერთობები ამკვიდრებს ახალ პერსონაჟებს. ჯადოსნური ზღაპრები განიცდიდა
ცვლილებას. მზეთუნახავს ჩვეულებრივი ქალი ენაცვლებოდა, დევებს , მელიებს, მგლებს,
ქაჯებს, ეშმაკებს , ავქაჯებს, გველეშაპებს ადამიანთა სახეები ენაცვლებოდნენ, ვაჭრები,
მხედრები, ბერები, ამქრები, გლეხები, თავადები და სხვა პირები. მეფისა და უფლისწულის
ბრძოლას ცვლიდა უბრალო ადამიანისა და ვაჭრის ბრძოლა. ვაჭრის ცოლი გამდიდრებულ
ადამიანს მიჰყვებოდა ცოლად, ზღაპარში სოციალური მოტივები მძაფრდება და შესაბამისად
ამ ტიპის ზღაპრებს უკვე ნოველისტური ანუ სოციალური, იგივე საყოფაცხოვრებო ზღაპრები
ეწოდება. ამ ტიპის ზღაპარი გამოაქვეყნა თედო რაზიკაშვილმა, ვაჟა-ფშაველას ძმამ,
რომელსაც ეწოდება ,, ხელმწიფის ქალისა ავაზაკებმა, რომ გაატყავეს“. ავაზაკებმა ქალი
გაატყავს, იგი ვაჭრებმა გადაარჩინეს და გლეხმა შეიფარა. ექიმი მიუყვანა გლეხმა მას და
მოარჩინა. ქალი მეფის ასული აღმოჩნდა. მეფემ ეს მწყემსი დააჯილდოვა ასეთი საქმის
გაკეთებისათვის. და უთხრა მას: მთხოვე , რაც გინდა, ყველაფერს შეისრულებ ჩემი შვილის
გადარჩენის გამოო. მწყემსი კი ეუბნება მას, რომ არაფერი მინდა, მხოლოდ გამათავისუფლე ,
რომ ჩემთან მზისა და ქარის მეტი არაფერი მოდიოდესო. არავინ შემავიწროვოსო და
გადასახადიც არავინ მთხოვოსო. მეფე იკვირვებს ამას.

რეალისტურ ზღაპარში ქალს აწვალებს არა ქაჯი, დევი, კუდიანი და ეშმაკი, არამედ
ჩვეულებრივი ადამიანი. და ქალიც გადარჩება არა ჯადოსნური ძალების დახმარებით,
არამედ ჩვეულებრივი ადამიანების, ვაჭრებისა და სხვათა დახმარებით. ქალი მხსნელი
თხოულობს არა ქალის თავს, არამედ თავისუფლებას და დაყმევებული მდგომარეობიდან
გათავისუფლებას. ამ ტიპის ზღაპრების მთავარი თემა ასევე არის მდიდარსა და ღარიბის
შორის დაპირისპირება. ადამიანები საკუთარი გონებით ებრძვიან მოწინააღმდეგეს. ვაჭარს,
რომ გლეხის დამორჩილება უნდა ამას გლეხი ხვდება და ვაჭარს საკირეში ჩააგდებს, მის
ცოლს კი ცოლად ირთავს. ნოველისტურ ზღაპრებში ბედისა და იღბლის თემას ასევე დიდი
ადგილი უჭირავს. ერთ-ერთ ვაჟს სურს იღბალს გადაურჩეს, ის ხანჯლით კლავს კეთროვან
გოგონას, რომელიც მისი ბედის მიხედვით, მისი ცოლი უნდა გახდეს, თუმცა გოგონას
ხანჯალი სწორედ ავადმყოფობასთან მოხვდება და იგი ამ შემთხვევით განიკურნება,
საბოლოოდ კი მაინც ამ ვაჟის ცოლი გახდება. ნოველისტურ ზღაპრებში ასევე გამოცანათა
გამომცნობის თემაც საკმაოდ აქტუალურია. აეთ ზღაპრებში მთავარმა მოქმედმა პირმა უნდა
გამოიცნოს გამოცანა, შესაბამისად ასეთი გონებრივი მოხერხებულობის გამო ის ხდება
სასურველი სასიძო მთელი ოჯახისათვის.( ზღაპრის დასასრული და დასაწყისი ის, რაც წინა
თემაში ვთქვიტ პლიუს. ,,ცხელი ზამთარი , ცივი ზამთარი, ასი ტყუილი ერთი მართალი,
დასასრულის ფრაზზაა).
აღსანიშნავია, რომ ქართულ ზღაპრებში ჩართულია ლექსებია. მოთხრობა აუცილებლად
მთავრდება. მითი ყოველთვის დაუმთავრებელია, შედეგად ეს ფაქტი ასხვავებს
ერთმანეთისაგან ზღაპარი და მითი. დაძმობილებისა და დადობილების შემთხვევები არ
არის უცხო ზღაპრისათვის. ძმობილები ერთმანეთისათვის თავსაც კი სწირავენ. ზღაპრები
დღესდღეობითაც საკმაოდ საინტერესო და საყვარელი რამ არის ქართული
საზოგადოებისათვის.

You might also like