You are on page 1of 4

პარაგრაფი 35

სამართალი კათალიკოზთა (1543-1549წწ.)

ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილი სამართლის წიგნთა კრებული სულ


7 სამართლის წიგნისაგან შედგება. აქედან სამი უცხოურია: მოსეს სამართალი,
ბერძნული სამართალი და სომხური სამართალი. დანარჩენი ოთხკი კი ქართულია,
ესენია: კათალიკოზთა სამართალი, სამართალი მეფის გიორგისა, აღბუღის
სამართალი და სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა. ახლა განვიხილოთ ე.წ
კათალიკოზთა სამართალი.

კათალიკოზთა სამართალი შეიძლება დავათარიღოთ მეთექვსმეტე საუკუნით,


დაახლოებით 1549 წლით. სამართალი კათალიკოზთა შედარებით მცირე
მოცულობისაა. ის სულ 23 მუხლისგან შედგება. ხსენებული ძეგლი ასახავდა
დასავლეთ საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას. კათალიკოზთა სამართლის
შესავალში აღნიშნულია, რომ ამ ხანებში დასავლეთ საქართველოში მრავალი
უწესობა და უჯერო საქმე იყო გავრცელებული. „უჯერო საქმედ“ და მძიმე
დანაშაულად ცხადდება კაცის კვლა, კაცის სყიდვა, რაშიც ტყვეების გაყიდვა
იგულისხმება. მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლო წლებში
საქართველოში მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში.
გახშირდა ტყვეების საზღვარგარეთ გაყიდვა, მეკობრეობა და ა.შ. ეკონომიკურ
დაცემას მოჰყვა ქვეყნის პოლიტიკური დაქუცმაცება. ვარაუდობენ, რომ
„კათალიკოზთა სამართალი“ გურიაში არ იმოქმედებდა, რადგანაც გურიის
ეპისკოპოსი არ მონაწილეობდა მის შედგენაში.

„კათალიკოზთა სამართლიდან“ ჩანს, რომ კანონმდებელი დამნაშავედ


გულისხმობს როგორც თავადს, ასევე აზნაურსაც და გლეხსაც. დამნაშავეს არ
ასცდებოდა საეკლესიო სასჯელი - შეჩვენება და დაგმობა-გაძევება. დამნაშავეს
ევალებოდა მის მიერ გაყიდულის დახსნა და უკანვე მოყვანა. თუ ის ამას ვერ
შეძლებდა, მას ჩამოახრჩობდნენ. თუ ვინმე ანგარებით დამნაშავეს ჩამოხრჩობას
ააცდენდა და ამისთვის ქრთამს აიღებდა, შეჩვენებული და დაწყევლილი იქნებოდა.
მკრეხელობისთვის - ეკლესიისა და ხატის გაძარცვისათვის დამნაშავეს
„კათალიკოზთა სამართლის“ მიხედვით ჩამოხრჩობა მოელოდა. ერთ-ერთი მუხლი
ითვალისწინებს რძლის ცოლად შერთვასაც. როგორც ჩანს, საერთო არეულობის
ხანაში ასეთი დანაშაულის ჩადენაც არ იყო გამორიცხული. დამნაშავეს მოელოდა
საეკლესიო შეჩვენება და უმკაცრესი საჯარო სასჯელი - „გაღმა-გამოღმა დაკირვა“.

1
პარაგრაფი 38

მცირე სჯულისკანონი

მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიას საკმაოდ დიდხანს ჰქონდა შენარჩუნებული


იდეოლოგიური ერთობა და სავალდებულოს მიიჩნეოდა შვიდი მსოფლიო
საეკლესიო კრების დადგენილებები. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ
იქნა ნიკეაში (325წ), მეორე კონსტანტინოპოლში(381წ.), მესამე ეფესოში (431წ.),
მეოთხე ქალკედონში (451წ.), მეხუთე კონსტანტინოპოლში (553წ.), მეექვსე
კონსტანტინოპოლში (680წ.), ხოლო მეშვიდე ნიკეაში (787წ.).

ქართულ საეკლესიო კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, საფუძვლად ედო მსოფლიო


საეკლესიო კანონები, მაგრამ მათ გვერდით იყენებდნენ ადგილობრივი საეკლესიო
კრებების დადგენილებებსაც. ექვთიმე მთაწმინდელმა ბერძნული ენიდან
ქართულად თარგმნა „მცირე სჯულისკანონი“. „მცირე სჯულისკანონი“ იყო
კანონიკური კრებული, ბიზანტიურ-ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი,
რომელსაც დამატებული ჰქონდა მისი ქართულად მთარგმნელის - ექვთიმე
მთაწმინდელის კომენტარები. „მცირე სჯულისკანონი“ მეთერთმეტე საუკუნის ათიან
წლებში გამოჩნდა ქართულ ენაზე. ხსენებულის სახელწოდება თვით ექვთიმე
მთაწმინდელს ეკუთვნის.

„მცირე სჯულისკანონი“ ოთხი ნაწილისგან შედგება: 1) „წესი და განგება და


რჯულისკანონი მეექუსისა კრებისა“; 2) „კანონნი შეცოდებულთანი“; 3) „კანონნი
დღითი დღეთა ცდომისანი“; 4) „ძეგლისწერა სარწმუნოებისა“. „მცირე
სჯულისკანონი“ შეიცავს თვით ექვთიმე მთაწმინდელის შეხედულებებსაც. მისი
მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ კრებულის მეშვეობით ქართველები
ეცნობოდნენ განვითარებული ბიზანტიური სამართლის ძირითად ცნებებსა და
დებულებებს. „მცირე სჯულისკანონში“ ბრალეული ნიშნავს დამნაშავეს. მაში „წესი“
იხმარება ჩვეულების მნიშვნელობით. ერთმანეთისგან განსხვავებულია სასჯელებიც.
განზრახ კაცის კვლა ითვალისწინებს ოცი წლით უზიარებლობას, ხოლო უნებლიეთ
მკვლელობა - ათი წლით უზიარებლობას.

2
პარაგრაფი 39

დიდი სჯულისკანონი

მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში გაჩნდა კანონიკური კრებულები, რომლებიც


იურიდიულ ნორმებს შეიცავდნენ, მაგრამ ნომოკანონების ჩამოყალიბების პროცესი
მერვე საუკუნებმდე გაგრძელდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში
განსაკუთრებით აფასებდნენ ე.წ თოთხმეტ ტიტულოვან ნომოკანონს. ხსენებული
ნომოკანონი ბერძნულიდან ქართულად არსენ იყალთოელს უთარგმნია მე-11
საუკუნის ბოლოს ან მე-12 საუკუნის დასაწყისში. იგი ქართულ საეკლესიო
პრაქტიკაში „დიდი სჯულისკანონის“ სახელით იყო ცნობილი.

„დიდი სჯულისკანონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული სამართლის


ისტორიის შესასწავლად. „დიდი სჯულისკანონი“ შეიცავდა მოციქულთა, მსოფლიო
საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა კანონებს. გარდა ამისა, მას თან ერთვის რუის-
ურბნისის კრების ძეგლისწერა. „დიდი სჯულისკანონში“ განქორწინებას აღნიშნავს
„განუღლვა“. „განქიქება“ ნიშნავს საქვეყნოდ შერცხვენას. კოდიკო ერქვა იმას, რასაც
ჩვენ დღეს კოდექსს ვეძახით. მოვახშე ერქვა ფულის სარგებლით (პროცენტით)
გამსესხებელს. მოსამართლე ერქვა მოსარჩელეს.

პარაგრაფი 40

პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი (1083 წ.)

ბიზანტიის დიდმა სახელმწიფო მოხელემ, დიდმა დომესტიკოსმა გრიგოლ


ბაკურიანის ძემ 1083 წელს ბულგარეთის ტერიტორიაზე დააარსა პეტრიწონის
მონასტერი ფილი პოპოლის მახლობლად. მონასტერი ქართველების უნდა
ყოფილიყო. მისი წესდება შედგენილი იყო ბერძნულად და ქართულად. არსებობდა
საშიშროება, რომ ქართველთა მონასტერი შეიძლებოდა ბერძენთა ხელში
აღმოჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბერძენი ბერების რიცხვი მონასტერში
მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს ცნობილი იყო გრიგოლ ბაკურიანის ძისათვის და
ტიპიკონში სპეციალურად იყო გათვალისწინებული, რომ ქართველთა მონასტერში
ბერთა შორის მხოლოდ ერთი ბერძენი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ტიპიკონში ჩანს რომის სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი ნივთების


კლასიფიკაცია უძრავ, მოძრავ და თვითძრვად ქონებად. მზითევს ტიპიკონში
ეწოდება ზითევი. ჩანს, რომ ხსენებული ინსტიტუტი დიდი ხნის დამკვიდრებულია
საქართველოში. ტიპიკონიდან ჩანს, რომ მონასტრის წინამძღვარს ორმოცი დრაჰკანი

3
ჰქონია დანიშნული. ტიპიკონის მიხედვით თავადი ნიშნავდა მხარის გამგებელს.
ძეგლში გვხვდება ქართული სამართლის ისტორიისათვის ისეთი მნიშვნელოვანი
ტერმინები, როგორიცაა ეპიტროპოსი, მამასახლისი და ა.შ.

პარაგრაფი 41

ვაჰანის ქვაბთა განგება (1204-1234წწ.)

ვაჰანის ქვაბთა განგება მე-13 საუკუნის ძეგლია, მონასტრის ტიპიკონია. მონასტრის


განაწესი შეუდგენიათ მის დამაარსებლებს - მხარგრძელებს. მონასტრის წინამძღვარი
უნდა ყოფილიყო სიტყვით და საქმით გამორჩეული ბერი. აკრძალული იყო
ტრაპეზობის დროს „უბნობა“ და მეტყველება. თუ ვინმე სტუმრად ეწვეოდა
მონასტერს, ის უნდა ყოფილიყო მამაკაცი. ქალის სტუმრად მიღება აკრძალული იყო.
სტუმარი მესამე დღეს მონასტრიდან უნდა წასულიყო. თუ მონასტერს მაღალი
რანგის სტუმარი ეწვეოდა, მას ტრაპეზით უმასპინძლდებოდნენ, ხოლო თუ
მონასტერს უფრო დაბალი რანგის პირი ესტუმრებოდა, მას მოძღვარი ან დეკანოზი
გაუმასპინძლდებოდა.

მონასტერში იკრძალებოდა ვაჭრობა და მევახშეობა. ვინც აღნიშნულ წესს


დაარღვევდა, მონასტრიდან მოიკვეთებოდა და მის ადგილას სხვას მიიღებდნენ. თუ
რომელიმე „ძმათაგანი“ მხილებული იქნებოდა გინებასა და შეურაცხყოფაში, ის
განიდევნებოდა მონასტრიდან. აკრძალული იყო მონასტრის გარეთ ბერის გასვლა
წინამძღვრის ნებართვის გარეშე. თუ ბერი უნებართვოდ მონასტრის გარეთ თუნდაც
ერთ ღამეს გაატარებდა, ის მონასტრიდან გაძევებული იქნებოდა. იკრძალებოდა
აგრეთვე ქურდობა და ლოთობა. მონასტერში ცილისწამება სხვა დანაშაულებზე
მძიმედ მიაჩნდათ და დამნაშავეს მონასტრიდან გაძევებას არ აკმარებდნენ და მას
ნაქონებსაც ართმევდნენ.

You might also like