You are on page 1of 3

ისრაელისა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ყველას გვსმენია, თუმცა

ცოტამ თუ იცის როგორ მივიდა ეს ორი ერთეული ამ მდგომარეობამდე. კონფლიქტის არსის


გასაგებად რამდენიმე ათასი წლით უკან დავბრუნდეთ.

ისრაელისა და პალესტინის წარმოშობის ისტორია:

ბიბლიის თანახმად ჩვენს წელთაღრიცვამდე მეჩვიდმეტე საუკუნეში ებრაელი ხალხის მამად


წოდებული აბრაამი დასახლდა ქანაანში, რომელიც დაახლოებით თანამედროვე ისრაელის
დასავლეთ სანაპიროს, ღაზას სექტორს, ლიბანის, სირიისა და იორდანიის ნაწილებს
წარმოედგენს. Ძვ.წ 1000წ მეფე საულმა ისრაელის ტომები გააერთიანა და შექმნა ისრაელის
სამეფო, რომელსაც შემდგომ განაგებდა მეფე დავითი და მისი ვაჟი მეფე სოლომონი.
სოლომონის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გაიყო ორ ნაწილად - ჩრდილოეთით ისრაელის
სამეფოდ (დედაქალაქი სამარია), ხოლო სამხრეთით იუდეის სამეფო (დედაქალაქი
იერუსალიმი). Მრავალჯერადი დაპყრობების შედეგად ებრაელების რაოდენობა ამ მიწაზე
საგრძნობლად შემცირდა, რომის მმართველობის პერიოდში იუდეის სამეფოს ეწოდა
პალესტინა, ამავე დროს ქრისტიანობა გახდა დომინანტური რელიგია.

რომისა და ბიზანტიის მმართველობის შემდეგ, უფრო გვიან, მეშვიდე საუკუნეში


პალესტინაზე კონტროლი გადავიდა არაბების ხელში, რამაც გამოიწვია ამ ტერიტორიაზე
ისლამის გავრცელება. სწორედ ამ პერიოდში იერუსალიმში აშენდა მეჩეთი - ალ-აქსა,
ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლი. იერუსალიმის სტატუსი, თავისი
რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობით, როგორც ებრაელებისთვის, ასევე
მუსლიმებისთვის, ღრმად სადავო საკითხია. ისრაელი აცხადებს იერუსალიმს თავის
დედაქალაქად, ხოლო პალესტინელები ეძებენ აღმოსავლეთ იერუსალიმს, როგორც
მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქს.

მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი:

მეთექვსმეტე საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე წმინდა მიწას მართავდა ოსმალეთის


იმპერია, ისლამური ზე სახელმწიფო. იქ ებრაელი და არაბული მოსახლეობა ცხოვრობდა და
ორივემ დაიწყო თავისი ეროვნული იდენტობის მტკიცება. ამ პერიოდში წმინდა მიწას
არაოფიციალურად ისევ პალესტინა ეწოდებოდა. ამავდროულად ევროპაში სულ უფრო მეტი
ებრაელი უერთდებოდა მოძრაობას სახელად სიონიზმი.

სიონიზმის მთავარი მიზანი იყო ებრაული ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, და რომლის


ფუძემდებელიც იყო თეოდორ ჰერცლი.

მე-20 საუკუნის ბოლოს, რეგიონი, რომელიც ახლა მოიცავს ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს
და ღაზას სექტორს, ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. იქ ებრაელი და არაბული
მოსახლეობა ცხოვრობდა და ორივემ დაიწყო თავისი ეროვნული იდენტობის მტკიცება.

პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გამოსცეს ბალფურის დეკლარაცია, რომელიც


მხარს უჭერდა პალესტინაში "ებრაელი ხალხის ეროვნული სახლის" შექმნას, მაშინ
ოსმალეთის მმართველობის ქვეშ. ამ დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა შემდგომ
დაძაბულობას ებრაელებსა და არაბებს შორის.
1930-იან წლებში გერმანიაში ნაცისტების ბატონობის დროს დაიწყო ჰოლოკოსტი მთელ
ნაცისტურ გერმანიაში, რომელმაც თითქმის ექვსი მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.
Ბრიტანეთმა, რომელიც პალესტინაზე ბატონობდა, ებრაელთა ხშირი ემიგრაციის გამო,
გადაწყვიტა პრობლემის გადაჭრა გაეროსთვის მიენდო. 1947 წელს გაერომ წარმოადგინა
პალესტინის დაყოფის გეგმა ორ დამოუკიდებელ ერთეულად - ებრაულ და არაბულ
ნაწილებად, სადაც ქალაქი იერუსალიმი გახდებოდა სპეციალური სტატუსის საერთაშორისო
ზონა. გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა, მაგრამ უარყვეს არაბულმა სახელმწიფოებმა,
რამაც ძალადობა გამოიწვია.

ძირითადი დაპირისპირებები

1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ არაბებსა და ებრაელებს


შორის დაიწყო ომი. ამ კონფლიქტმა გამოიწვია ასობით ათასი პალესტინელის გადასახლება
და საფუძველი ჩაუყარა ლტოლვილთა გრძელვადიან კრიზისს. ამ მოვლენებს ისინი
უწოდებენ ალ ნაქბას, ანუ კატასტროფას. Საერთო ჯამში, ისრაელის მიერ დაკავებული
ტერიტორიიდან გააძევეს 900 000 არაბი. თავის მხრივ არაბულმა ქვეყნებმა 570 000 ებრაელი
გააძევა თავისი ქვეყნებიდან. 1956 წელს მახლობელი აღმოსავლეთის კრიზისი ახალ ომში
გადაიზარდა. ომის დაწყების მიზეზი გახდა ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაცია,
რომელიც ინგლისისა და საფრანგეთის კაპიტალს ეკუთვნოდა. ამის საპასუხოდ ინგლის-
საფრანგეთ-ისრაელის ჯარი ღრმად შეიჭრა სინის ნახევარკუნძულზე, ამიტომ ამ ომს სინის
კამპანია ეწოდა. Საბოლოოდ ომში აშშ და სსრკ ჩაერთო, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ გაეროს რეზოლუციის განხორციელება მოითხოვეს ომი დაასრულეს. ისრაელ-
ეგვიპტის საზღვარზე სამშვიდობო ძალები განლაგდნენ

1967 წელს დიბლომატიური უთანხმოებებისა და შეტაკებების არასტაბილური პერიოდის


შემდეგ ისრაელსა და მის მეზობელ არაბულ სახელმწიფოებს შორის დაიწყო
ეგრედწოდებული ექვსდღიანი ომი. ისრაელი იბრძოდა მეზობელ არაბულ
სახელმწიფოებთან და დაიპყრო დასავლეთ სანაპირო, ღაზას სექტორი, აღმოსავლეთ
იერუსალიმი და გოლანის სიმაღლეები. ამ ტერიტორიების ოკუპაცია რჩება კონფლიქტის
ცენტრალურ საკითხად.

1987 წელს ჯაბალაიას ლტოლვილთა ბანაკიდან დაიწყო პალესტინის აჯანყება მას შემდეგ
რაც ისრაელის სატვირთო მანქანა შეეჯახა ორ პალესტინურ სამოქალაქო ფურგონს.

1973 წლის 6 ოქტომბერს ებრაელთა რელიგიური დღესასწაულის იომ-კიპურის, (მიტევების


დღის) დაწყების დღეს ეგვიპტისა და სირიის ჯარები მოულოდნელად თავს დაესხნენ
ისრაელის პოზიციებს. იომ კიპურის ომის დროს არაბულმა ნავთობ მომპოვებელმა ქვეყნებმა
გამოაცხადეს ნავთობის მიწოდებაზე აკრძალვის შემოღება იმ სახელმწიფოების მიმართ,
რომლებიც ისრაელს მხარს უჭერდნენ. ამის შემდეგ კი ოთხჯერ გაიზარდა ნავთობის ფასი.

1993 წელს პგოსა და ისრაელს შორის გაფორმდა ოსლოს პირველი და მეორე სამშვიდობო
ხელშეკრულებები. Შეთანხმების თანახმად ვესთ ბანქი დაიყო სამ ზონად - ტერიტოია A-ს
აკონტროლებდა პალესტინა, ზონა B-ს აკონტროლებდა როგორც პალესტინა, ასევე ისრაელი,
ხოლო C-ზონას სრულად აკონტროლებდა ისრაელი.
მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო პროცესები გაგრძელდა 2000იან წლებშც, ებრაელებმა
და პალესტინელებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
იერუსალიმის სტატუსი, პალესტინელი ლტოლვილების უფლებები და მზარდი ებრაული
დასახლება პალესტინის მიწებზე.

2017 წელს აშშ-მ იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად და მალევე საელჩო


თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანა, რასაც ბუნებრივია მოყვა პალესტინელების
უკმაყოფილება.

2021 წლის მაისში, ისრაელის პოლიციამ დაარბია ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში, ისლამის
მესამე უწმინდესი ადგილი, რამაც გამოიწვია თერთმეტდღიანი ომი ისრაელსა და ჰამასს
შორის. Დაიღუპა 200-ზე მეტი პალესტინელი და 10-ზე მეტი ებრაელი.

2022 წელს ისრაელის ქალაქებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ


ისრაელის ძალებმა მოკლეს 166 პალესტინელი მათ მიერ ოკუპირებულ დასავლეთ
სანაპიროზე.

ისრაელი და პალესტინა დღეს

პალესტინელი ლტოლვილების საკითხი მშვიდობისთვის მთავარ დაბრკოლებად რჩება.


მილიონობით პალესტინელი ლტოლვილი და მათი შთამომავლები კვლავ ელოდება
გადაადგილების გადაწყვეტილებას.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი დღემდე გრძელდება სპორადული ძალადობით,


დაძაბულობითა და პოლიტიკური უთანხმოებით. სამშვიდობო მოლაპარაკებები და
ინიციატივები გრძელდება, მაგრამ ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი რეზოლუციის
მიღწევა დიდ გამოწვევად რჩება ღრმად ფესვგადგმული ისტორიული წყენისა და რთული
გეოპოლიტიკური ინტერესების გამო. კონფლიქტის გადაწყვეტა სავარაუდოდ მოითხოვს
კომპრომისებს, დიპლომატიას და საერთაშორისო ჩართულობას.

You might also like