You are on page 1of 3

სტუდენტი: მარიამ ლატარია

ლექტორი: ვახო ქარელი


ფაკულტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება
საშინაო ნაშრომი

ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი, ნევროლოგი , რომელიც 1856 – 1939 წლებში
მოღვაწეობდა. ზიგმუნდი იყო თანამედროვე მოაზროვნე, რომელმაც თავისი
მოღვაწეობის პერიოდში შექმნა ფსიქოანალიტიკური სკოლა. ავსტრიელ
ნევროლოგს, რომელის ოჯახიც წარმოშობით ებრაელი იყო აქვს ბევრი
საკუთარი მოსაზრება, რომლებსაც საკუთარ ნაშრომებში კარგად
აფიქსირებს. დიდი მოაზროვნეს არ სჯეროდა ღმერთის არსებობის, და
ფიქრობდა, რომ ყოველივე ეს იყო ხალხის ილუზია.
ჩვენ გავეცანით მის ერთერთ ნაშრომს ‘’ კულტურით უკმაყოფილება’’ ,
რომელიც შუძლებელია წაიკითხო ემოციების გარეშე, ნაშრომი, რომელიც
ცხოვრებისეულ ცოდნას გაწვდის.
ზიგმუნდ ფროიდი კულტურის საფუძვლად მიიჩნევს სიყვარულს.
სიყვარული არის დაკავშირებული კმაყოფილებასთან და ეს კმაყოფილება,
რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ბედნიერებასთან. აქედან გამომდინარე,
შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული არის პირდაპირი კავშირი
ბედნიერებასთან. სიყვარული არა მარტო ბედნიერებასთან არის
დაკავშირებული, ის ასევე ასოცირდება თანაცხოვრობის იდეასთან და
ოჯახთან.
კულტურა, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ვითარდება და მისი
განვითარება გავლენას ახდენს ადამიანზე. კულტურის განვითარების
მწვერვალზე, გაჩნდა სხვადასხვა ტიპის აკრძალვები. შეზღუდვები,
რომლებმაც ფენომენების უკმაყოფილებაც კი გამოიწვია. კულტურის
განვითარების შედეგად შექმნილ სექსუალურ შეზღუდვებს
საზოგადოებიის მხოლოდ ის ნაწილი დაემორჩილა, რომლებსაც შედარებით
სუსტებს და უძლურებს ვუწოდებთ. საზოგადოების ის ნაწილი კი ,
რომელიც სექსუალურ აკრძალვებს არ დაემორჩილა მიიჩნევს, რომ
ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში ჩარევავა არის ცუდი ტონი. ზიგმუნდ
ფროიდის აზრით, კულტურა ადამიანებს უწესებს საზღვრებს, რადგან
ადამიანის დაბადებასთან ერთად მას ასწავლიან, რომ მან არ უნდა
დაარღვიოს კულტურისგან შექმნილი წესები და აკრძალვები. აქედან
გამომდინარე, სექსუალური შეზღუდვები ადამიანზე დადებითად არ
მოქმედებს, პირიქით, დროთა განმავლობაში ხდებოდა დაკვირვებები,
რომლებიც ამტკიცებნენ იმ ფაქტს რომ სექსუალური შეზღუდვა და
აკრძალვა საფუძველი იყო ისეთი დაავადებების როგორიცაა მაგალითად
ნევროზი. ნაწარმოებში აღნიშნული შეზღუდვები, რომელიც არამარტო
სექსუალურ შეზღუდვებს ეხება ეწინააღმდეგება ადამიანის სურვილებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოებას კულტურისგან არ აქვს
მქოლოდ და მხოლოდ ერთადერთი აკრძალვა, სექსუალური აკრძალვა,
რაზეც ჩვენ წეღან ვისაუბრეთ. ასევე ნაწარმოებში ყურადღებას იქცევს სხვა
დანარჩენი აკრძალვები კულტურისგან. შემდეგი აკრძალვა, რომელიც
ზიგმუნდს ნაწარმოებში აქვს ნახსენები, ეს არის აგრესია. კულტურა
ხაზგასმით გვეუბნება, რომ ადამიანი არ უნდა დაემსგავსოს ბოროტ
ურჩხულს, რომელიც ბოროტებას ბოროტებით პასუხობს და ასე შემდეგ.
არსებული აკრძალვები კულტურის მხრიდან არის გარენტია იმისა რომ
კულტურა შენარჩუნდება და მეტიც ის ყოველთვის განვითარების გზაზე
იდგება. კულტურის განვითარებისთვის ადამიანს უწევს დათმობებზე
წასვლა, ამ შემთხვევაში ისინი თმობენ საკუთარ სურვილებს და ბუნებრივ
მოთხოვნილებებს. საზოგადოებისთვის ეს ისეთ სირთულეს არ წამოადგენს,
რომ მასთან განმკლავება უჭირდეს, ამის მიზეზი კი ის არის რომ
პიროვნებას დაბადებიდან აჩვევენ ამ ყველაფერს და პროტესტის გრძნობაც
ლოგიკურია არ აქვთ.
ზიგმუნდ ფროიდის ნაწარმოებში მას განხილული აქვს ასევე ადამიანის
ბუნება, რომელიც ძირითადად შედგება ორი ნაწილისგან.
ფსიქოანალიტიკური კონეფცია ძირითადად შედგება ამ ორი პრინციპისგან.
პირველი პრინციპი შედგება იმით, რომ ადამიანის ცხოვრებაში რაც კი
ხდება წვრილმანიდან დაწყებული ნებისმიერ მოქმედებამდე, ყველაფერს
აქვს თავისი აზრი და მიზეზი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ
თუნდაც სიზმარი, ყველა სიზმარს აქვს თავისი ახსნა განმარტება, მიზეზი
თუ რატომ დაგვესიზმრა ეს ყველაფერი. შეცდომის დაშვება , რაიმის
დავიწყება და ნებისმიერი წვრილმანი. ყველაფერს აქვს მიზეზი, ეს
ყველაფერი რაღაცისგან გამომდინარეობს, რადგან მსგავსი შედეგი გვაქვს.
მეორე პრინციპი კი მგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა არიცის მის
ცხოვრებაში რა რატომ რა მიზნით ხდება, ყველაფერს აქვს მიზეზი მაგრამ
მეორე პრინციპი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ადამიანმა არ იცის მის
ცხოვრებაში რისი შედეგია და რატომ ხდება.
ფროიდის ორივე პრინციპი ერთმანეთს კარგად და თვალსაჩინოდ
გვინმარტავს. ფროიდის პირველი პრინციპის ასახსნელად ჩვენ გვეხმარება
მეორე პრინციპი, აქედან გამომდინარე, პირველი პრინციპის მიხედვით
არაფერი არ ხდება სამყაროში უმიზეზოდ, უბრალოდ საზოგადაობის
პრობლემას წარმოადგენს ის რომ მათთვის სირთულეს წარმოადგენს
არაცნობიერის შეცნობა და მისი გააზრება.
ჩემი აზრით, მეოცე საუკუნის ნევროლოგი, ზიგმუნტ ფროიდს ნათლად და
ამომწურავად აქვს განხილული აღნიშნული საკითხები მის ნაშრომში. ის
სამყაროს მოევლინა, როგორც ადამიანის ახალი ხედვა. ის მისი ნაშრომით
გვპასუხობს ძალიან ბევრ კითხვაზე. საბოლოო ჯამში, უნდა აღინიშნოს,
რომ ფროიდის აზრით კულტურის მიმდევარი ადამიანს ძალიან ბევრი
რამოს დათმობა უწევს, იგი ფიქრობს , რომ კულტურის მიმდევარი
ადამიანი არის მსხვერპლი, რომელიც საბოლოოდ შეიძლება ნერვოზით
დაჯილდოვდეს. იგი საუბრიბს ეგოსა და სუპერ ეგოს შორის ბრძოლაზე მის
მსხვერპლებზე და ამ ყველაფრის შედეგებზე. სუპერ ეგო არის ძალა,
რომელსაც შეუძლია ადამიანის მართვა და მასზე მანიპულაცია. ეს ბრძოლა
და დაპირისპირება კი ხდება ჩუმად, ადამიანის შიგნით, რაზეც ადამიანები
საუბარს თავს არიდებენ, ზიგმუნდ ფროიდმა კი ეს ყველაფერი რეალურად
ისე აგვიღწერა და დაახასიათა, როგორიც ის ნამდვილად არის.

ბიბლიოგრაფია
ფროიდი, ზიგმუნდ. “კულტურით უკმაყოფილება”, წიგნი შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში 2, 74-98. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.

You might also like