You are on page 1of 1

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე


სერიოზული და გავრცელებული ძალადობის
ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას
მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული
და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური
რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან
წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ.

 ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის


ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და ტავისუფლებების
დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური
ძალადობით ან იძულებით.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა


საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული
საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის
დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“.

ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს სოციალური,


ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა
ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც
მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების
თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ,
მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი
დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ,
მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.

You might also like