You are on page 1of 3

ქალები და ლიდერობა

"როდესაც ადამიანს ხვდები,პირველი ,რასაც არჩევ არის "ქალია თუ კაცი ?" თქვენთვის
ჩვეულებრივი ამბავია ის,რომ მას ყოველთვის,დაუფიქრებლად და მტკიცედ აკეთებთ ."

ზიგმუნდ ფროიდი

პოპულარულ პრესაში აღწერილ სტატიებში კარგად ჩანს გენდერისა (სოციალური სქესის )


და ლიდერობის მიმართ გრძელვადიანი ინტერესი.ეს სტატიები ძირითადად ქალებსა და
მამაკაცებს შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს ეხება (Book, 2000; Bowman,
Worthy, & Greyser, 1965).ეს სხვაობები დღეისათვის შებრუნდა და ქალთა ისეთი
შეხედულებიდან,რომელიც მათ მამაკაცზე დაბლა აყენებდა (მაგ .ზოგი ვარაუდობდა ,რომ
ქალებს არ ჰქონდათ შესაბამისი უნარები და თვისებები მენეჯერული წარმატებისთვის
Henning & Jardin, 1997), მივიღეთ უფრო თანამედროვე და პოპულარული
შეხედულება,რომელიც ლიდერ პოზიციაზე ქალს,მამაკაცთან შედარებით,უპირატესობას
ანიჭებს(Book, 2000, Helgesen, 1990).1979-იან წლებამდე სხვადასხვა მიზეზების,მათ შორის
მეთოდოლოგიური დაბრკოლებების,მამაკაცი მკვლევრების მხრიდან ინტერესის
ნაკლებობის და ლიდერობაში სქესთა თანასწორუფლებიანობის ტრადიციული
შეხედულების გამო,მკვლევრები გენდერთან და ლიდერობასთან დაკავშირებული
საკითხებით ნაკლებად ინტერესდებოდნენ (Chemers, 1997). ბოლო დროს ამერიკულ
საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების შედეგად,ლიდერ პოზიციებსა და აკადემიურ
საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების შედეგად,ლიდერ პოზიციებსა და აკადემიიურ
სფეროში ქალთა მზარდმა რაოდენობამ,მდედრობითი სქესის ლიდერების მიმართ
ინტერესი გააღვივა.

იმის გარდა,რომ დღეს უფრო და უფრო მეტი ქალი გვევლინება კორპორაციულ


და პოლიტიკურ ლიდერად,ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ განსაკუთრებით ეფექტური ქალი
ლიდერები სხვადასხვა სფეროში. ამ ქალთა შორის არიან ბრიტანეთის გაერთიანებული
სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი,ყოფილი ინდოეთის პრემიერ
მინისტრი ინდირა განდი და ა.შ. ამ ეტაპზე უპირველესი საკითხია-არის თუ არა
ლიდერობის სტილსა და ეფექტურობაში განსხვავებები ქალსა და მამაკაცებს შორის ?
რომელიც ხშირად გაერთიანებულია უფრო ფართო კითხვაში რატომ არიან ქალები
ნაკლებად წარმოდგენილი ელიტურ ლიდერ პოზიციებზე?

გენდერი და ლიდერობის სტილები

რაც უფრო მეტი ქალი იკავებს ლიდერ პოზიციას,მით უფრო ხშირად ისმის ასეთი
კითხვები:რამდენად განსხვავებულად ლიდერობენ ქალები ან ქალი ლიდერები მეტად
ეფექტურები არიან თუ მამაკაცი ლიდერები? პრესაში ხშირად ამტკიცებენ ,რომ
ლიდერობის სტილებს შორის გენდერული განსხვავებები მართლაც არსებობს და ქალთა
ლიდერობა თანამედროვე საზოგადოებაში უფრო ეფექტურია (Book, 2000; Helgesen, 1990;
Rosener, 1995).მიუხედავად ამისა, მეცნიერ-მკვლევარების მოსაზრებები ამ საკითხეთა
დაკავშირებით მრავალფეროვნებით გამოირჩევა.ბევრი ამტკიცებს ,რომ სქესი
ლიდერობის სტილთან და ეფექტურობასთან უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ არის
დაკავშირებული (DDobbins & Platz, 1986; van Engen, Leeden, & Wullemsen, 2001; Powell, 1990).

ადრეულ კვლევებში,სადაც ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებულ ლიდერობის


სტილზე იყო აქცენტი,ძირითადადად ერთმანეთს ადარებენ ან ინტერპერსონალურ და
დავალებაზე ორიენტირებულ სტილებს ან დემოკრატიულ და ავტოკრატულ
სტილებს.თავიანთ მეტა-ანალიზში Eagly და Johnson–მა(1990)დაადგინეს რომ
სტერეოტიპული შეხედულებების საპირისპიროდ ,ქალები კაცებთან შედარებით ,სულაც არ
ლიდერობენ უფრო ინტერპერსონალურზე ორიენტირებულ და ნაკლებად დავალებებზე
ორიენტირებული სტილით. ეს სხვაობები უფრო ისეთ გარემოში ვლინდებოდა ,სადაც
ქცევა უფრო მეტად რეგულირდებოდა სოიალური როლებით. ერთადერთი
განსხვავება,რომელიც სხვადასხვა გარემოში ერთნაირად ფიქსირდებოდა ,გახლდათ
ის,რომ ქალები უფრო დემოკრატიული,მონაწილეობითი სტილით ლიდერობდნენ ვიდრე
კაცები.ეს კვლევები აჩვენებდა,რომ ქალებს,მამაკაცებთან შედარებით უფრო ცუდად
აფასებდნენ მაშინ,როცა ისინი მამაკაცურად ლიდერობდნენ (ავოკრატიულად ან
დირექტიულლად) მაშინ,როცა ტიპიურად მამაკაცური ლიდერობის როლებს ირგებდდნენ
(მაგ.ათლეთა მწვრთნელი ან საწარმო ქარხნის მენეჯერი) და როცა შემფასებლები
მამაკაცები იყვნენ.ეს შედეგები არამარტო იმ ცრუწმენებზე მიუთითებს ,რაც ლიდერ ქალთა
მიმართ არსებობს,არამედ იმაზეც,რომ ქალების მიერ დემოკრატიული სტილის
გამოყენება უფრო ადაპტირებადია,ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ისინი ყველაზე დადებით
შეფასებას იღებდნენ.

ტრანსფორმაციულ ლიდერული სტილი,რომელიც მოიცავს იდეალიზირებულ


ზეგავლენას,შთაგონებით მოტივაციას,ინტელექტუალურ სტიმულაციას და
ინდივიდუალურ ზრუნვას.ტრანზაქციული ლიდერობა კი პირდაპირ პოზიტიურ კავშირშია
ეფექტურ ლიდერობასთან.მეტა-ანალიზის საფუძველზე კი ირკვევა ,რომ ლიდერი
ქალების სტილი,მამაკაცების სტილთან შედარებით უფრო ტრანსფორმაციულია

გენდერი და ლიდერობის ეფექტურობა

ლიდერობის სტილთან ერთად,კვლევებში შეფასდა ქალ და კაც ლიდერთა შედარებითი


ეფექტურობა (Jacobson & Effertz, 1974, Tsui & Gutek, 1984). მეტა-ანალიზში,რომელშიც ქალ და
კაც ლიდერთა ეფექტურობაა შედარებული,გაკეთებულია დასკვნა ,რომ ქალები და კაცები
ზოგადად ერთნაირად ეფექტურები არიან,მაგრამ ქალებიც და კაცებიც ეფრო ეფქტურები
არიან იმ პოზიციებისთვის,რომლებიც მათი სქესისათის უფრო შესაფერისია (Eagly, Karan,

& Makhijani, 1995). ანუ,ლიდერი ქალი ნაკლებად ეფექტური იყო იმდენად,რამდენადაც


ლიდერის პოზიცია უფრო მამაკაცური იყო. მაგალითისთვის ქალები კაცებზე ნაკლებად
ეფექტურები იყვნენ სამხედრო ოზიციებზე,მაგრამ კაცებზე უფრო ეფექტურები იყვნენ
განათლების სფეროში, სამთავრობო პოზიციებზე, და სოციალურ მომსახურებაზე
ორიენტირებულ ორგანიზაციებში.ასევე,უფრო ეფექტურები იყვნენ საშუალო მენეჯერულ
პოზიციებზე,სადაც ურთიერთობებს და ინტერპერსონალურ უნარებს დიდი მნიშვნელობა
ენიჭება.ამას გარდა,ქალები კაცებზე ეფექტურები იყვნენ ,როდესაც მათ მიმდევრებსა თუ
თანამშრომლებში უფრო მეტი პროპორციით კაცები იყვნენ წარმოდგენილი ,ან როცა
პროპორციულად უფრო მეტი კაცი აფასებდა ქალი ლიდერის საქმიანობას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლიდერობის სტილსა და ეფექტურობაზე


ჩატარებული ემპირიული კვლევები, ქალებსა და მამაკაცებს შორის მცირედ
განსხვავებებზე მიუთითებდა. ქალები ნაკლებად სარგებლობენ უპირატესობით
მამაკაცურ პოზიციებზე,მაშინ მათ უპირატესობა აქვთ უფრო ქალისათვის შესაფერის
პოზიციებზე.გარდა ამისა,ქალები კაცებზე უფრო მეტად იყენებენ მონაწილეობით და
დემოკრატიული ლიდერობის სტილს,უფრო ხშირად არიან ტრანსფორმაციული
ლიდერები და იყენებენ დამსახურებულ ჯილდოს,ანუ იმ სტილს ,რომელიც დღეისათვის
ეფექტური ლიდერობის თანამედროვე ხედვას შეესაბამება .

წყარო:ლიდერობა:თეორია და პრაქტიკა. პიტერ გაი ნორთჰაუსი. მე -5 გამოცემა

You might also like