You are on page 1of 2

რეზიუმე

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

მოხუცებულობას ყოფენ 3 ძირითადად ეტაპად: ადრეულ მოხუცებულობად (60-


70), გვიან მოხუცებულობად (80-90) და სიბერედ 90 წლის შემდეგ. დაბერების
პროცესზე მოქმედებს როგორც მემკვიდრეობა, ისე ის გარემო, რომელშიც
ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მუდმივად უწევდა
მუშაობა გარეთ, რის გამოც მზეზე იყო მთელი დღე, ბუნებრივია, უფრო უარეს
მდგომარეობაში ექნება კანი, ვიდრე ის, ვინც დროის უმეტესობას სახლში
ატარებდა. მემკვიდრეობის კუთხით ჩატარებული იყო კვლევა მონოზიგოტური
ტყუპების დაბერების პროცესზე, აღმოჩნდა, რომ ისინი იდენტურად შედიოდნენ
მოხუცებულობის ფაზაში. დაბერებას უპირველესად თან ახლავს ფიზიკური
ცვლილებები: ეტაპობრივად ქრება კუნთური მასა, რის გამოც მოხუცებს აღარ
შეუძლიათ ელასტიური მოძრაობების შესრულება. თუმცა ცნობილია, რომ
შესაბამისი ვარჯიშების შესრულება კუნთური მასის დაკარგვის პროცესს აფერხებს
და, შესაბამისად, უნარჩინებს ადამიანს ფიზიკურ სიჯანსაღეს (რა თქმა უნდა,
გარკვეულ დონემდე). დაბერების პარალელურად სუსტდება საყრდენ-
მამოძრავებელი სისტემაც, ძვლების გამოფიტვა კი იწვევს მოტეხილობებისადმი
მოხუცების მოწყვლადობას. მსგავსი პრობლემები უფრო ხშირად გვხვდება
ქალებთან, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია მენოპაუზის შემდგომ გარკვეული
ჰორმონების გამოყოფის შეუძლებლობასთან. ამასთანავე, მცირდება გულის მიერ
გადაქაჩული სისხლის რაოდენობა და ფილტვების საერთო მოცულობა. სიბერეს
თან ახლავს შეგრძნების ორგანოების დეგრადირებაც: მხედველობა
მნიშვნელოვნად ქვეითდება და სხვადასხვა დაავადებების ფორმირება უფრო
მეტად ხდება ალბათური, იკლებს სმენის სიმახვილეც, რის საკომპენსაციოდაც
ფართოდ გამოიყენება სასმენი აპარატები (თუმცა მსგავსი მოწყობილობები
ხშირად არ არიან ეფექტურნი, რადგანაც გარემოში არსებულ ყველა მჟღერ ხმას
‘’იჭერენ’’, რის გამოც სასურველ ხმაზე კონცენტრირება, ფაქტობრივად,
შეუძლებელი ხდება), ნაკლებად სენსიტიური ხდება ყნოსვისა და გემოს
შეგრძნებაც. მოხუცები ყველაზე სენსიტიურად აღიქვამენ ტემპერატურას - ძალიან
სცივათ ან ძალინ სცხელთა.

საზოგადოებაში გავრცელებულია მრავალი სტერეოტიპი მოხუცების შესახებ:


ისინი ჯიუტები არიან, ბევრს ბუზღუნებენ, არაფრით არიან კმაყოფილნი ანდა
ძალიან კეთილები არიან, შესანიშნავად ურთიერთობენ შვილიშვილებთან, აქვთ
ცხოვრებისეული სიბრძნე. ყოველი მათგანი ცდილობს აბსოლუტურად მოიცვას
ყველა სიბერეში გადასული ადამიანი, რის გამოც ისინი არ ასახავენ რეალობას.
ყველა მოხუცი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, სხვადასხვა ნიშნები და
თვისებები ახასიათებთ.

You might also like