You are on page 1of 2

განვითარების ფსიქოლოგია II

მე-7 კვირის დავალება

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

1. რას ნიშნავს მშობლებისაგან გარკვეული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის


მიღება?
მოზარდებს ადრეული ჭაბუკობის პერიოდში უჩნდებათ სურვილი ჰქონდეთ
თანაბარსტატუსობრივი, მეგობრული ურთიერთობა მშობლებთან, რაც
ვერაფრით ვერ განხორციელდება დირექტიული აღზრდის მეთოდით. ეს
მოთხოვნილება მანიფესტირდება მშობლებისგან იზოლირებული, პირადი
ფიზიკური თუ სულიერი სივრცის ქონის სურვილში, რასაც თან მოჰყვება
უპრეცდენტოდ დიდი პასუხისმგებლობის აღება (რაც, ვფიქრობ,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის). ამ დროს
ხდება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, მეგობრების არჩევის,
მატერიალური სარგებლის გამომუშავების და სხვა მრავალი უნარის
ჩამოყალიბება. ამასთანავე, განსაზღვრული ავტონომიის მიღება, მშობლის
კომპრომისზე, დათმობაზე წასვლა ამაღლებს მისსავე ავტორიტეტს მოზარდის
თვალში და მათ შორის არსებულ ურთიერთობას უფრო აღრმავებს.
2. რას ნიშნავს იდენტურობის ჩამოყალიბება, მთლიანი „მე“-ს შექმნა?
იდენტობა არის ‘’მე-კონცეპციის’’ ერთ-ერთი ქვესტრუქტურა, რომელიც
ასახავს პიროვნების მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულ სუბიექტურ ხატს,
წარმოდგენებსა და განწყობებს საკუთარი მე-ს შესახებ. იგი სტაბილური
ხასიათისაა და განაპირობებს განუმეორებელი პიროვნული ორგანიზაციის
დროში უწყვეტობას. მთლიანპიროვნული იდენტობა ყალიბდება მე-
კონცეპციისა (ინფორმაცია საკუთარ ჩვევებზე, უნარებზე, სუსტ მხარეებზე,
გამოცდილებაზე, აგრეთვე, სხვათა შეფასებებზე) და თვითშეფასების (მე-
კონცეპციაში მოცემული ინფორმაციის სუბიექტურად დადებითად ან
უარყოფითად შეფასება) შეჯერების საფუძველზე. თუ მე-კონცეპციის შეფასება
უარყოფითი ხასიათისაა, ჩნდება არაკომპეტენტურობისა და პირადი ღირსების
არქონის განცდა, ხოლო დადებითი შეფასების დროს, პირიქით.
3. რომელ ასაკში იწყება მოზარდის სოციალურ-მორალური მოწიფულობის ხანა
და რა მახასიათებლები აქვს მას?
სოციალურ-მორალური მოწიფულობის ჩამოყალიბება იწყება გარდამავალ
ასაკში. ამ დროს მოზარდი იწყებს უფროსებისთვის დამახასიათებელი
ქცევითი პატარნებისა და ნორმების ათვისებას, რაც მნიშვნელოვანი
ფსიქოლოგიური ძვრების საფუძველი ხდება. ამგვარი ‘’მეტამორფოზების’’
გავლა მოზარდისთვის ძალიან ბევრ კონფლიქტთან და სტრესთანაა
ასოცირებული: მომწიფების პარალელურად იცვლება მოზარდის პიროვნული
კონსტიტუცია და, შესაბამისად, მისი მოთხოვნილებებიც, მას უკვე არ
აკმაყოფილებს მშობლებთან აქამდე არსებული ურთიერთობის ტიპი,
მშობლებს კი ხშირად უჭირთ დამოკიდებულების შეცვლა - მოზარდს ისევ,
როგორც ბავშვს, ისე ეპყრობიან, შედეგად კი არ ხდება მოზარდების უფლებათა
გაფართოება, პიროვნული განვითარებისკენ სვლა. მშობლებსა და შვილებს
შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კი გადაიზრდება ხოლმე
კონფლიქტში. გამოყოფენ კონფლიქტების გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს: 1)
არ ხდება მოზარდების სტატუსური აღმასვლა (ბავშვიდან მოზარდამდე); 2)
მოზარდები მატერიალურად არიან დამოკიდებულნი მშობლებზე და,
შესაბამისად, არ აქვთ გასაქანი; 3) მშობლები ჯიუტად განაგრძობენ
მოზარდების კონტროლს; 4) მოზარდებს ჯერ კიდევ ახასიათებთ ბავშვური
თვისებები, რაც ხელს უშლის მათ სრულად მომწიფებაში.
4. რა არის პასუხისმგებლობა?
მოზარდების მიერ როგორც ოჯახის შიგნით, ისე გარეთ არსებულ
სიტუაციებში მორალური სტანდარტების უგულებელყოფა (რაც მიანიშნებს
ეთიკური მაქსიმების არარსებობაზე ანდა ნაკლებ ეფექტურობაზე ქცევის
მხრივ), ახლობელთა ინტერესების გაუთვალისწინებლობა. მოზარდების ქცევა
ხშირად ჰედონისტური ტენდენციებითაა გაჟღენთილი (ნარკოტიკები,
ალკოჰოლი, თავაშვებული სექსუალური ცხოვრება და ა.შ.), რაც, რაღა თქმა
უნდა, არ ტოვებს ადგილს პასუხისმგებლობისთვის. პასუხისმგებლობის
აღების უუნარობა კი მეტყველებს მკვეთრად გამოხატულ ინფანტილიზმზე.
5. როგორ დაახასიათებთ ზნეობრივ ღირებულებებს და მორალს?
უნივერსალური იდეალებისა (არ მოიტყუო; გაუკეთე სხვას ის, რაც შენ გინდა
რომ გაგიკეთონ; არა კაც ჰკლა; გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი
და ა.შ.) თუ სოციალური (კულტურულად განსაზღვრული ნორმები) ანდა
ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით (ალკოჰოლი, თამბაქო,
ნარკოტიკები...), ფართოდ მიღებული ქცევითი ფორმების გაზიარება და
პრაქტიკულად მათი განხორციელება ან უარყოფა.

You might also like