You are on page 1of 3

განვითარების ფსიქოლოგია II

მე-2 კვირის დავალება

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

1. უმცროს სასკოლო ასაკში თვითპატივისცემის გრძნობა ხშირად


დაკავშირებულია საკუთარი აკადემიური უნარების რწმენასთან, - დაწერეთ
როგორ გესმით აღნიშნული მოსაზრება. მოიყვანეთ მაგალითი პირადი
სკოლის ასაკიდან.
ჩემი აზრით, აქ იგულისხმება ბავშვის უშუალო გონებრივი შესაძლებლობები
და ის, თუ როგორ მოხდა მათი მანიფესტირება სასწავლო პროცესში და რა
სახის განწყობები ჩამოუყალიბდა ამით მას. მაგალითად, თუ ბავშვმა მისთვის
მიწოდებული ამოცანები წარმატებით შეასრულა და ამასთან
მასწავლებლისგან დადებითი რეაქცია მიიღო, სავარაუდოა რომ მას
თვითპატივისცემა აუმაღლდება და სწავლასთან დაკავშირებული ეს ქცევაც
შესაბამისად განუმტკიცდება, რაც თავის მხრივ სწავლის მოტივაციის
წინაპირობაც გახდება. ხოლო, თუ პირიქით, შესასრულებელი დავალება მის
უნარებს აღემატება და ამას (დავალების შესრულების შემდეგ) თან დაერთვება
მასწავლებლის უარყოფითი შეფასებები, მაშინ თვითშეფასებაც, ლოგიკურად,
დაიკლებს. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ეს სიმართლეს
შეესაბამება: მე მყავდა ქიმიის მასწავლებელი, რომელიც გამუდმებით
‘’ისვროდა’’ დამცინავ რეპლიკებს ბავშების მიმართ, ასეთ უარყოფით
დამოკიდებულებას მაშინაც იჩენდა, როცა ვეუბნებოდით, რომ მასალას ვერ
ვგებულობდით. დროთა განმავლობაში მასწავლებლის ზეგავლენით
მთლიანად ქიმიის საგანიც კი შემძულდა და დღემდე (რა თქმა უნდა,
ალოგიკურად) მიმაჩნია, რომ ქიმიას ვერაფრით ვერ გავუგებ. მთავარი ალბათ
ისაა, რომ მასწავლებელმა მყუდრო და არაძალდატანებითი სასწავლო გარემო
შექმნას, რათა ბავშვებმა აკადემიური კუთხით განვითარედნენ დისტრესის
გარეშე. აუცილებელია ასევე მასალის ინდივიდუალურად განსაზღვრაც, ჩემი
აზრით, რადგან თუ ბავშვს მისი უნარების შესაბამის ინფორმაციასა და
დავალებებს არ მივაწვდით, მას თავიდანვე არ ექნება საშუალება მისი
დაძლევისა, მასალის დაუძლევლობა კიდევ თვითშეფასებაზე სერიოზულად
მოქმედებს, მით უმეტეს ადრეულ ასაკში.
2. უნდა აღინიშნოს, რომ პირველკლასელები საკუთარ შესაძლებლობებს
აფასებენ უფრო მეტად, ვიდრე მოზარდები. ამავე ასაკში ყალიბდება ‘’მე-ს“
ხატი, - დაწერეთ შეიძლება თუ არა აღნიშნული შესაძლებლობები წავშალოთ
(როგორ წავშალოთ) და რა შეიძლება ამას მოყვეს (გადმოეცით საკუთარი
მოსაზრება).
ცოტა ბუნდოვანი კითხვაა, ამიტომ მე როგორც გავიგე, ისე ვუპასუხებ:
პირველკლასელების მიერ ჯერ კიდევ ხდება სხვადასხვა უნარის აღმოჩენა და
შემდგომ მათი განვითარება. მათ აღმოსაფხვრელად, ალბათ, საკმარისი იქნება
მათთვის ისეთი მასალისა და აქტივობების მიწოდება, რომლებსაც უტყუარად
ვერ მოერგებიან და, ამასთან, ნეგატიური განწყობების განსამტკიცებლად
‘’არაკეთილმოსურნე’’ პედაგოგის შერჩევა, რომელსაც ყველაფერზე ცუდი
რეაქცია ექნება. შედეგად მივიღებთ მრავალი ფსიქიკური ტრამვის მქონე
კონფორმულ ინდივიდს, რომელსაც დიდი ალბათობით არ ექნება შესაბამის
დონეზე განვითარებული კოგნიტური უნარები.
3. როგორი მშობლების შვილი შეიძლება იყოს კომპლექსიანი და არ ყოფნიდეს
გაბედულება? რა არის საჭირო, რომ ბავშვი იყოს თამამი, გაბედული და
წარმატებული (მოიყვანეთ მაგალითი თქვენი ცხოვრებისეული
გამოცდილებიდან)?
ავტორიტარი მშობლების, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ბავშვის
თავისუფლება შეზღუდონ. ვფიქრობ, მუდმივი აკრძალვები მყარი
არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე აყალიბებს სტერეოტიპულად
მოაზროვნე ინდივიდს, რომლისთვისაც რაღაცები უბრალოდ არ შეიძლება,
რადგანაც ასე ამბობდნენ მისი მშობლები. ისეთი ბავშები, რომლებიც კარგად
არიან მიჯაჭვულნი საკუთარი ოჯახის წევრებს, დიდი ალბათობით ამ
ურთიერთობებს განაზოგადებენ ოჯახის გარეთ არსებულ ინდივიდებზე.
მჭიდრო მიჯაჭვულობა პატარისთვის ქმნის კომფორტულ და უსაფრთხო
გარემოს, რომელში ორიენტირებაც მას უკვე აღარ უჭირს. თუ იგი უყვართ,
აფასებენ და იცავენ ოჯახის შიგნით, მისი თავდაჯერებულობაც შესაბამისი
პროპორციით იზრდება, რაც საფუძვლად ედება სითამამეს, გაბედულებასა და
წარმატებას უკვე ზრდასრულ ასაკში. ხოლო თუ ბავშვი აღქმულია როგორც
ინდივიდი, რომლისგანაც რასაც გინდა, იმას მოითხოვ და რასაც გინდა, იმას
გააკეთებინებ, ისიც ამგვარი ქცევითი პატარნებით გააგრძელებას ცხოვრებას
ასაკის მატებასთან ერთად და იმგვარადვე წაუყენებს სხვებს მსგავს ალოგიკურ
და არარეალურ ულტიმატუმებს ანდა სრულიად აპათიური გახდება და
უბრალოდ ჩაიკეტება საკუთარ თავში, არც გაბედულება და არც სითამამე
ეყოფა რამის გასაკეთებლად. მაგალითად, მე ჩემი მშობლები მუდმივად
მაძალებდნენ კარგად მესწავლა, რასაც ვაპროტესტებდი სწავლაზე
ხელაღებითა და კომპიუტერული თამაშებით, თუმცა მოგვიანებით იმის
დამოუკიდებლად გაანალიზებამ, რომ ეს ყველაფერი რეალურად
მჭირდებოდა, გადატრიალება მოახდინა ჩემთვის და თვითონვე დავიწყე
ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლა (ვიცი, რომ ნაკლებად დრამატული და
ცოტა აცდენილი მაგალითია, მაგრამ სხვა არაფერი მახსენდება). აქვე უნდა
ავღნიშნო, რომ მიუხედავად სწორად ფორმირებული ოჯახის ინსტიტუტის
განუსაზღვრელი აუცილებლობისა, ძალიან დიდი როლი მაინც სკოლამ უნდა
ითამაშოს, სხვა სიტყვებით, ოჯახიდან გამოსულ და სკოლისკენ მიმავალ
პირველკლასელს, ვფიქრობ, იგივე კომფორტული გარემო უნდა დახვდეს იქ,
რათა თვითპატივისცემის და, ზოგადად, ჯანმრთელი ფსიქიკისთვის
დამახასიათებელი კომპონენტების დეგრადირება არ მოხდეს.

You might also like