You are on page 1of 3

განვითარების ფსიქოლოგია II

მე-11 კვირის დავალება

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

1. ადამიანის განვითარების რამდენი საფეხური იცით პეკის მიხედვით?


პეკმა გამოყო ზრდასრული ადამიანის 7 ძირითადი კოფლიქტი, რომელთაგან
მხოლოდ 4-ზე იყო გამახვილებული ყურადღება ჩვენს ტექსტში: 1) სიბრძნის
ღირებულების აღიარება ფიზიკური ძალის ღირებულების წინააღმდეგ -
ფიზიკური ძალისა და საერთო ჯანმრთელობის შესუსტებით გამოწვეული
ორიენტირება გონებრივ საქმიანობაზე; 2) სოციალური წინააღმდეგ
სექსუალური საწყისისა - სოციალური ურთიერთობების ქონის
მოთხოვნილების პრიორიტეზირება იმპულსური სექსუალური
ურთიერთობებისა და კონკურენციის წინააღმდეგ; 3) ემოციური მოქნილობა
ემოციური გაღარიბების წინააღმდეგ - სხვადასხვა პრობლემური სიტუაციით
გამოწვეულ ემოციურ დისტრესთან გამკლავების ხერხების შემუშავება მსგავსი
სამოქმედო გზების დასახვის უუნარობის წინააღმდეგ; 4) გონებრივი
მოქნილობა გონებრივი რიგიდობის წინააღმდეგ - აწ უკვე ჩამოყალიბებული
სტერეოტიპული აზროვნება ცვლილებებისათვის მზაობაში მყოფი ფსიქიკის
წინააღმდეგ.
2. აღწერეთ ადამიანის განვითარების საშუალო ასაკი.
საშუალო ასაკში ხდება ახალგაზრდობაში დასახული მიზნების გადახედვა, ის
თუ რამდენად მოახერხა ინდივიდმა მათთვის მიეღწია, გადაჭრა თუ არა მის
წინაშე მდგარი ამოცანები. ამ დროს ადამიანები ცდილობენ საკუთარ
პროფესიულ საქმიანობაში თვითდამკვიდრებას. ნაწილი აცნობიერებს, რომ
მათ მიერ გაკეთებული პროფესიული არჩევანი ვეღარ შეიცვლება, ხოლო
დანარჩენებს, ვინც უკმაყოფილო იყო საკუთარი კარიერით, ფრუსტრაცია და
სინანული იპყრობს. არ არის გამორიცხული რომ მოხდეს პრიორიტეტების
გადაწყობაც: მაგალითად, პროფესიული წინსვლის მიზნიდან
პიროვნებათშორის ურთიერთობებზე აქცენტირებით.
3. როგორ რეაგირებენ მამაკაცები საშუალო ასაკზე?
მამაკაცთა უმრავლესობა აქტიურ როლს თამაშობს საკუთარი ცხოვრების
ჩამოყალიბების პროცესში. მათი რეაგირების ტიპი ინდივიდუალურია, თუმცა
მაინც მისდევს ზოგად საერთო სქემას: ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას
ოჯახისა და სამუშაოს მიმართ, აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი ცხოვრების
წესი და პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავების სტრატეგიები, აქვთ
სირთულეები მოხუც და მათზე დამოკიდებულ მშობლებთან, მოზარდ
შვილებთან, უჭირთ საკუთარი ფიზიკური მოწყვლადობის აღიარება,
მნიშვნელოვნად იზრდება მათი ემოციური დისტრესის დონე ოჯახსშიგნით
არსებული დამოკიდებულებებისა და კონფლიქტების ფონზე.
4. გადმოეცით ფარელის და როზენბერგის აზრი.
ფარელისა და როზენბერგის აზრით, საშუალო ასაკში არსებობს მამაკაცის
განვითარების ოთხი გზა: 1) ტრანსცენდენტულ-გენერატიული - მამაკაცი,
რომელმაც მოახერხა მისი პოტენციალის რეალიზება, აქვს სტაბილური
შემოსავალი და შესაბამისი სოციალური სტატუსი. შემუშავებული აქვს
კონფლიქტების გადაჭრის ადეკვატურიხ ხერხები; 2) ფსევდო-განვითარებული
მამაკაცი - მამაკაცი, რომელიც ყველას აჩვენებს თავს, რომ თითქოს ცხოვრებაში
ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, და ბედნიერია, თუმცა, ცნობიერად თუ
არაცნობიერად, გრძნობს რომ ყველაფერი მობეზრდა ანდა კრიზისულ
პერიოდშია; 3) მამაკაცი საშუალი ასაკის კრიზისში - მამაკაცი, რომელსაც
ჰგონია რომ ‘’ყველაფერი თავზე ენგრევა’’, მას არ აქვს ცხოვრებისეული
პრობლემების გადაჭრისთვის სათანადო უნარები; 4) ბედისგან დაჩაგრული
მამაკაცი - მამაკაცი, რომელსაც არასდროს უმართლებდა და, შესაბამისად, არ
აქვს პრობლემებთან გამკლავების გამოცდილება, რაც იწვევს კრიზისულ ფაზას
საშუალო ასაკში. თითოეული გზის განვლაზე ზემოქმედებს კულტურულად
განპირობებული ნორმები (წარმატების/სტატუსის ნორმა, სიმტკიცის ნორმა,
ანტიქალურობის ნორმა...), რომლებიც დაკავშირებულია დასავლური
სამყაროს ‘’ტრადიციული მამაკაცის სტანდარტთან’’.
5. რა არის წარმატება?
ნორმა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცი ფასდება სამსახურებრივი წარმატებითა
და ამ წარმატებით მიღებული მატერიალური სარგებლით. რადგანაც ყველა
მშობელს მსგავსი ფუნქციის შესრულება სრულყოფილად არ შეუძლია,
ნაკლებად წარმატებულ მამაკაცებს უქვეითდებათ თვითშეფასება,
განსაკუთრებით მაშინ თუ ოჯახში მხოლოდ მას შემოაქვს ფული. ასევე,
სამუშაოზე ორიენტირება მშობლის როლის სრულად გათავისებას უშლის
ხელს, რის გამოც მამაკაცი შვილების აღზრდაში, ფაქტობრივად, ვეღარ იღებს
მონაწილეობას.
6. რა არის ანტიქალურობის ნორმა?
ნორმა, რომელიც უარყოფს მამაკაცების მიერ ქალებისთვის დამახასიათებელი
თვისებებისა და ქცევების გამოვლენას. მსგავსი შეზღუდვა, ნორმის
გათვალისწინებით, ვრცელდება ქალი მშობლისთვის დამახასიათებელ
თვისებებზე (სინაზე, ემოციური მხარდაჭერა, ზრუნვის სურვილი...), საოჯახო
საქმეებზე (სახლის დასუფთავება, ჭურჭლის დარეცხვა და ა.შ.), რადგანაც
მსგავსი ქცევითი და ემოციური პატერნები არ არის ტიპური მამაკაცებისთვის.
შედეგად, მამაკაცთა უმრავლესობა სრულფასოვანი მშობლისა და მეუღლის
როლის შესრულებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი
მამაკაცი მსგავს ტრადიციულ შეხედულებას ანტიქალურობის ნორმასთან
დაკავშირებით არ იზიარებს, მას მაინც ახორციელებს პრაქტიკაში, რადაგანაც
გარშემომყოფებისგან გაკიცხვისა და უარყოფითი შეფასებების მიღების
პრევენციას ცდილობს.
7. როგორი ქალი დგება როლური კონფლიქტის წინაშე?
ქალი, რომელიც ცდილობს შეუთავსოს როგორც დედისა და მეუღლის, ისე
დასაქმებული პირის როლი. ამ დროს, შესაძლოა, არ არსებობდეს შესაბამისი
ფიზიკური რესურსი ყველა მათგანის წარმატებულად მორგებისთვის, რის
გამოც წარმატებას ვერ აღწევს ვერცერთ მათგანში. ასეთ სიტუაციაში ქალს
ხშირად უვითარდება დანაშაულის გრძნობა შვილების მიმართ, რადგანაც ვერ
ახერხებს მათთვის დროის დათმობასა და ზრუნვას, რის კომპენსირებასაც
ხშირი საჩუქრებითა თუ სხვა ხერხებით ცდილობს. ამას, რა თქმა უნდა,
ნეგატიური ეფექტი აქვს ბავშვის ფსიქიკაზე. რიგ შემთხვევებში ბავშვები
იწყებენ დანაშაულის გრძნობით მანიპულირებას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს
დაძაბულ ურთიერთობებს.

You might also like