You are on page 1of 2

1

მეცნიერების ლოგიკა

მეცნიერების, როგორც ასეთის, იქნება ეს სოციალური, თუ სხვა მიმართულების,


მიზანია, რომ ჩამოაყალიბოს ცოდნა, რომელიც იქნება დადასტურებული, რაც
პირველ რიგში და ფართო მასშტაბში ნიშნავს იმას, რომ ეს ცოდნა უნდა იყოს
მხოლოდ ბუნების კანონებით ახსნადი. საინტერესოა აზრი, რომ მეცნიერების
ძირითად წანამძღვრებს შორის ფუნდამენტურია ბუნების მოწესრიგებულობის და
ადამიანის მიერ მისი სრულად ახსნის შესაძლებლობა, რაც სრულად გამორიცხავს
იმას, რომ ჩვენს გარშემო რაიმე შემთხვევით, ან პირიქით, ზებუნებრივი ჩარევით
ხორციელდება. ახსნასთან ერთად, რომელიც შეიძლება იყოს დედუქციური, ან
ალბათური, მეცნიერებას შეუძლია შედეგების პროგნოზირება, თუმცა ეს
უკანასკნელიც სრულად უნდა ეყრდნობოდეს უნივერსალურ კანონზომიერებებს. ის
ასევე წარმოადგენს მეცნიერული ცოდნის კიდევ ერთი კომპონენტის - გაგების ერთ-
ერთ ფორმას (პრდიქტულობა) ემპათიურთან საინტერესოა, რომ მეცნიერული
ლოგიკა ემპირიული ჭეშმარიტების დამტკიცებაზე მეტად მეცნიერის სწორ
აზროვნებას ეხება, რომლის გარეშეც შესაძლებელია მკვლევარმა, ერთის მხრივ,
სწორი არგუმენტებიდან არასწორი დასკვნები გამოიტანოს, ან პირიქით,
ეყრდნობოდეს არასწორ ფაქტებს. ყველა შემთხვევაში მეცნიერის აზროვნება არის
მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ ეს აზროვნება დღეს უმეტესად არ არის
რევოლუციური (თ. კანი), არ ხდება უკვე აღიარებული პარადიგმების უარყოფა და
ახლის დამტკიცება, რაც ასე საჭიროა სოციალურ მეცნიერებებში. პოპერიც ამას
ამბობს, რომ ჭეშმარიტი მეცნიერება სულ უნდა არყევდეს აღიარებულ პარადიგმებს
და ცდილობდეს ახლის დამტკიცებას. საერთო ჯამში, მეცნიერული ლოგიკა
არგუმენტების შეფასების და სიცრუის ამოცნობის, ცოდნის სტრუქტურული გაგების
და დასკვნების გამოტანის ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური გზაა, რომელიც
საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა და იხვეწებოდა. რაც მთავარია, მეცნიერული
ლოგიკა ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებს თავად მეცნიერულ მიგნებებს და მოითხოვს მათ
მუდმივ გადამოწმებას, განმეორებას და დადასტურებას, ან უარყოფას.

ვ. კორძაია
2

შეკითხვები:
1. რა როლს თამაშობს მეცნიერულ ლოგიკაში კულტურული განსხვავებულობები
და წინასწარ განწყობები, როგორც არგუმენტების და ფაქტების დამახინჯების
შესაძლო წყარო?
2. როგორ შეიძლება გაარღვიოს მეცნიერული პარადიგმა მკვლევარმა, რომელიც
მუშაობს აღიარებული მიდგომის დამტკიცებაზე და არის თუ არ კრიტიკა
სამეცნიერო აღმოჩენის წანამძღვარი?

ვ. კორძაია

You might also like