You are on page 1of 2

1

ეპისტემოლოგია

ეპისტემოლოგია, როგორც ფილოსოფიური აზროვნებისა და ცოდნის, როგორც


ასეთის დეფინიციის მნიშვნელოვანი მიმართულება, ცდილობს ახსნას თუ რა არის
ცოდნა, როგორ ხდება მისი მიღება და დადასტურება, რით არის ცოდნა კარგი
მისთვის, ვინც იცის. ეპისტემოლოგიის ორივე ძირითადი მიმართულება,
ფუნდამენტალიზმი და კოჰერენტიზმი ცოდნას და მის დადასტურებას ხსნის
ცოდნის მქონე ინდივიდის თვალთახედვიდან. თუ პირველი ამბობს, რომ ადამიანებს
აქვთ ფუნდამენტური და მასზე დაშენებული ცოდნები, რომლებიც თავისთავად
ცხადი და თვით-გამართლებულია, რადგან დაფუძნებულია უტყუარ
გამოცდილებაზე, მეორეს მიხედვით, ყველანაირი ცოდნის გამართლება შეიძლება
უკავშირდებოდეს სხვა ცოდნებისა და მათი გამართლების თანაარსებულ ქსელს,
რომელიც ყველა ადამიანს აქვს ჩამოყალიბებული. ეს დადასტურებები კი მხოლოდ
ისეთ სანდო წყაროებს უნდა ეფუძნებოდეს, როგორიცაა ჩვენი აღქმა, მეხსიერება,
დაკვირვება, მიზეზი.

ჩემი სადოქტორო კვლევისთვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიისა და


ორგანიზაციული კულტურის ფორმირების გაგებისთვის, საინტერესოა
ეპისტემოლოგიის დამოკიდებულება ორგანიზაციული ცოდნის შესახებ - როგორ
ხდება მისი შეძენა და დადასტურება? ეპისტემოლოგიური სწავლებით შესაძლებელია
იმის გააზრებაც, თუ რა როლს თამაშობენ აქ წინასწარ განწყობები, ცრურწმენები,
სტერეოტიპები.

საინტერესოა, რომ წარმოდგენილ მასალაში ძირითადად საუბარია


ინდივიდუალურ ცოდნაზე, რაც შესაძლოა იყოს ტრადიციული ეპისტემოლოგიის
ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა, რადგან მასში არ არის დათმობილი ყურადღება ისეთი
სოციალური და კოლექტიური ფაქტორებისადმი (ცოდნის შეძენისთვის), როგორიცაა,
პოლიტიკური გარემო, ტრადიციები, სოციალური კონტექსტი, ორგანიზაცია.

ვ. კორძაია
2

შეკითხვები:

1. რა განსხვავება და დამოკიდებულებაა ცოდნასა და რწმენას შორის?


2. როგორ ხდება ადამიანების რწმენის დადასტურება?

ვ. კორძაია

You might also like