You are on page 1of 756

მარგარეტ ეტვუდი

ბრმა მკვლელი
I

ხიდი

ომი ათი დღის დამთავრებული იყო, როცა ჩემი და, ლორა,


მანქანით ხიდიდან ხევში გადაიჩეხა. ხიდზე აღდგენითი სამუ-
შაოები მიმდინარეობდა, მან კი პირდაპირ გამაფრთხილებელი
საგზაო ნიშნისკენ აიღო გეზი. მანქანამ ასი ფუტი იფრინა, ახლად
აბიბინებულ ხეებს კენწეროები წააცალა, ალმოდებული რამდენ-
ჯერმე ამოტრიალდა, მდინარის თავთხელში ჩავარდა და ხიდის
ნანგრევებით დაიფარა. ჩემი დისგან დანახშირებული ძვლების
გროვაღა დარჩა.
უბედურების ამბავი პოლიციელმა შემატყობინა; მანქანა ჩემი
იყო და ადვილად მომაგნეს. პოლიციელი მოწიწებული და დამ-
წუხრებული ტონით მესაუბრა. ცხადია, ჩემი ქმრის, რიჩარდის,
გვარი მაშინვე ეცნო. ალბათ, ტრამვაის ლიანდაგზე მოსრიალდა
ან მუხრუჭმა უმტყუნაო, მითხრა... თუმცა, საჭიროდ ჩათვალა,
ისიც ეთქვა, რომ თურმე ორი დარბაისელი თვითმხილველი - ყო-
ფილი ადვოკატი და ბანკის მოლარე - ამტკიცებდა, ქალბატონმა
ხევისკენ სრულიად შეგნებულად და წარბშეუხრელად გადაუხ-
ვია, თეთრი ხელთათმანები ეკეთა და მისი ხელები საჭეზე კარ-
გად მოჩანდაო.
მუხრუჭი ნამდვილად არ უმტყუნებდა-მეთქი, ვიფიქრე. მან ეს
რაღაც მიზეზით გააკეთა. მერე რა, რომ სხვებსაც ჰქონდათ
მსგავსი მიზეზები... ლორა ამ მხრივ სრულიად დაუნდობელი
ადამიანი იყო.
- ალბათ გვამის ამოცნობა იქნება საჭირო... ვეცდები, რაც შე-
იძლება სწრაფად მოვიდე, - ვუპასუხე პოლიციელს და საკუთარი
ხმის სიმტკიცემ გამაოგნა - თითქოს მე კი არა, ვიღაც უცხო და
შორეული ლაპარაკობდა... სინამდვილეში სიტყვებს ძლივს მო-
ვუყარე თავი, ტუჩები დაბუჟებული მქონდა და აუტანელი ტკივი-
ლისაგან სახის ნაკვთებს ვერ ვიმორჩილებდი, დანტისტთან ყოფ-
ნისას რომ იცის ხოლმე, ისე. ლორას საქციელმა გამაცოფა!.. და,
მართალი გითხრათ, პოლიციელზეც გავცოფდი, ჩანაფიქრს რომ
მიუხვდა და ყველაფერი პირუთვნელად რომ მომახსენა. თითქოს
საშინელი ქარიშხალი დამატყდა თავს, ისედაც უკვე ყალყზე დამ-
დგარი თმა ამიწეწა და მერე წყალში ჩავარდნილი მელნის წვეთი-
ვით უთავბოლოდ დამაბზრიალა.
- ვშიშობ, რამდენიმე კითხვაზეც მოგიწევთ პასუხის გაცემა,
მისიზ გრიფენ, - მითხრა პოლიციელმა.
- ბუნებრივია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უბედური შემთხვე-
ვა იქნებოდა. ჩემი და ყოველთვის ცუდი მძღოლი იყო.
ლორას ფაქიზი სახის ოვალი დამიდგა თვალწინ... მისი კეფა-
ზე საგულდაგულოდ დამაგრებული თმა და სადა კაბა, რომელიც
ეცმებოდა - წელში გადაჭრილი, პატარა მრგვალი საყელოთი, უჟ-
მური, უსიცოცხლო ფერის: მეზღვაურების ფორმასავით მუქი
ლურჯი, ფოლადივით რუხი, ან ჰოსპიტლის კედელივით ჩაჟამე-
ბული მწვანე... მოკლედ, „პენიტენციალური“ შეფერილობის…
ისეთის კი არა, რომლის ტარებაც გულს გაუხარებდა, არამედ
ისეთის, პატიმარს რომ შეეფერება... ალბათ საზეიმო ღიმილიც
დასთამაშებდა სახეზე და ოდნავ გაკვირვებული წარბიც აქაჩული
ექნებოდა, როგორც თვალწინ გადაშლილი პერსპექტივით აღ-
ფრთოვანებულ ადამიანს.
თეთრი ხელთათმანები... პილატე პონტოელი გაითამაშა
ქალბატონმა, ჩემზე ხელები დაიბანა!.. ჩემზეც და ყველა დანარ-
ჩენზეც.
ნეტა რაზე ფიქრობდა, მანქანით ხევისკენ რომ მიფრინავდა,
ნაშუადღევის მზის სხივებში რომ გამოეკიდა წამით, ნემსიყლა-
პიასავით აბრჭყვიალებული, და ბოლოჯერ რომ ამოისუნთქა და-
ნარცხებამდე? ალექსზე? რიჩარდზე? საკუთარ უიღბლობაზე? მა-
მაჩვენზე და მის მარცხზე? იქნებ ღმერთზე და თავის საბედისწე-
რო სამმხრივ გარიგებაზე? ან სულაც იმ იაფფასიანი სასკოლო
რვეულების დასტაზე, რომელიც ჩემი კარადის წინდების უჯრაში
დილაადრიან საკუთარი ხელით შეჩურთა იმ იმედით, რომ მხო-
ლოდ მე ვიპოვიდი?
პოლიციელი რომ წავიდა, ზედა სართულზე ავედი ტანსაც-
მლის გამოსაცვლელად. მორგში, ალბათ, ხელთათმანები და
პირბადიანი ქუდი დამჭირდებოდა. თვალები რაღაცით ხომ უნდა
დამეფარა? ჟურნალისტების შემოსევაც არ იყო გამორიცხული…
ტაქსი უნდა გამომეძახებინა, რიჩარდთანაც უნდა დამერეკა,
ოფისში; ალბათ საგაზეთო სტატიის მომზადებას დაავალებდა
ვინმეს. გარდერობს მივაშურე. რამე შავი უნდა ამერჩია და
ცხვირსახოციც არ უნდა დამვიწყებოდა.
კარადის უჯრა გამოვაღე და რვეულები დავინახე. დასტაზე
ჯვარედინად შემოხვეული თასმა გავხსენი. ვიგრძენი, რომ კბილს
კბილზე მაცემინებდა და მთლად გაყინული ვიყავი. შოკის ბრალი
იქნება-მეთქი, ვიფიქრე.
უცებ რენი წამომიტივტივდა ბავშვობის დროინდელი მოგონე-
ბებიდან. რამეს რომ ვიტკენდით, ჭრილობებს რენი გვიხვევდა
ხოლმე. დედა ან ისვენებდა, ან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო
საქმით იყო დაკავებული. რენი კი მუდამ ჩვენთან იყო. ხელში აგ-
ვიყვანდა და სამზარეულოს მაგიდაზე შემოგვსვამდა, ღვეზლის
ცომის (რომელსაც ზელდა), ან დაჭრილი ქათმისა თუ გამოშიგ-
ნული თევზის გვერდით, სადილად რომ გვიმზადებდა. მერე ყა-
ვისფერი შაქრის ერთ კვნიტსაც ჩაგვიდებდა პირში, რომ გავეჩუ-
მებინეთ, და გვკითხავდა, - აბა მითხარი, სად გტკივა? ნუღარ
მოთქვამ, დამშვიდდი და მაჩვენე, რა გტკივა.
მაგრამ ყველას არ შეუძლია იმის ახსნა, რა სტკივა. ზოგი ვერც
მშვიდდება და არც მოთქმის შეწყვეტა უნდა.
ტორონტო სტარი, 26 მაისი, 1945
ტრაგიკული სიკვდილით აღძრული კითხვები

სპეციალურად სტარისთვის

გასულ კვირას სენტ-კლერ-ავენიუზე მომხდარი ტრაგედიის


გარემოებათა პირველადმა მოკვლევამ ცხადყო, რომ მის ლორა
ჩეიზი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ამა წლის 18 მაისს, ნა-
შუადღევს, 25 წლის ქალბატონი დასავლეთისაკენ მიემგზავრე-
ბოდა, როდესაც მისი მანქანა მოცურდა, მთელი ძალით დაეჯახა
ხიდზე აღდგენითი სამუშაოების მონაკვეთის დამცავ ბარიერს და,
ალმოდებული, ხევში გადაიჩეხა. მის ჩეიზი ადგილზე გარდაიცვა-
ლა. გარდაცვლილის დამ, მისიზ გრიფენმა, ცნობილი მრეწვე-
ლის, რიჩარდ გრიფენის მეუღლემ, აღნიშნა, რომ მის ჩეიზს შაკი-
კი აწუხებდა და მხედველობის სერიოზული პრობლემები ჰქონ-
და. მისიზ გრიფენმა კატეგორიულად გამორიცხა მანქანის არაფ-
ხიზელ მდგომარეობაში მართვის ვერსია, რადგანაც, მისი
თქმით, მისი და საერთოდ არ სვამდა.
პოლიციის ვარაუდიც, რომ მანქანა ტრამვაის დაზიანებულ
ლიანდაგზე მოცურდა, უბედური შემთხვევის ვერსიის სასარგებ-
ლოდ მეტყველებს. დაისვა კითხვა - ხომ არ იყო ეს ყველაფერი
ქალაქის მერიის საგზაო უსაფრთხოებისადმი გულგრილი დამო-
კიდებულების შედეგი? მაგრამ, ქალაქმშენებლობის მთავარი ექ-
სპერტის, ინჟინერ გორდონ პერკინზის დასკვნის საფუძველზე, ამ
კითხვაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ.
ზემოაღნიშნულმა უბედურმა შემთხვევამ კვლავ გაამძაფრა
საპროტესტო გამოსვლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრამ-
ვაის ლიანდაგის გაუმართაობის გამო. ადგილობრივმა მცხოვ-
რებმა, ბატონმა ჰერბ ტ. ჯოლიფმა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ
ეს პრობლემური საკითხის იგნორირებით გამოწვეული პირველი
უბედური შემთხვევა არ ყოფილა.
ქალაქის მესვეურებს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ იღონ ყურად
ეს მნიშვნელოვანი განცხადება.
II

ბრმა მკვლელი. ავტორი ლორა ჩეიზი

რეინგოლდი, ჯეინზი და მორო, ნიუ-იორკი, 1947

პროლოგი:
ალპური ბაღის მრავალწლოვანი მცენარეები ამ ერთადერთი
ფოტოს გარდა, მისი სხვა სურათი არ გააჩნია. ყავისფერ კონვერ-
ტში ჩადო და კონვერტზე „ამონარიდები“ დააწერა. მერე კონვერ-
ტი ალპური ბაღის მრავალწლოვანი მცენარეების სქელი ტომის
შუა გვერდებში შეაცურა; იცის, რომ იქ კაციშვილი ვერ მიაგნებს.
ამ ფოტოს ძალიან უფრთხილდება, რადგანაც მისგან მხო-
ლოდ ესღა დარჩა. შავ-თეთრი ფოტოა, ომამდე გადაღებული,
მაგნიუმის ნათებითა და იმ უზარმაზარი, ყუთივით ფოტოაპარა-
ტით, აკორდეონივით დაჭმუჭნილი, ძვირფასი ტყავის „დინგი“
რომ ჰქონდა და ათასი თასმითა და ლითონის სამაგრით იყო გაწ-
ყობილი.
სურათზე ერთად არიან, თვითონ და ის კაცი, პიკნიკზე ყოფნი-
სას გადაიღეს. სურათის უკანა მხარეს „პიკნიკი“ აწერია, ფან-
ქრით; მათი სახელები კი არა, უბრალოდ - „პიკნიკი“. სახელები
ხომ ისედაც იცის და მიწერა რაღა საჭიროა?
რაღაც ხის ქვეშ სხედან, მგონი ვაშლის ხე იყო, მაშინ ხის ჯიშის
დასადგენად ნამდვილად არ სცხელოდა. თეთრი, იდაყვებამდე
აკაპიწებული ბლუზა და განიერი, მუხლებზე შემოხვეული ქვედა-
ტანი აცვია. ეტყობა, სიო უბერავდა, რადგანაც ბლუზა ოდნავ გა-
ბერილია, პატარა იალქანივით... ან ეგებ არც უბერავდა და ბლუ-
ზა უბრალოდ რაღაცას წამოედო. შესაძლოა, ცხელოდა კიდეც...
ჰო, ნამდვილად ცხელოდა. აი ახლაც, სურათს ხელი რომ გადა-
უსვა, ისევ ის სიმხურვალე იგრძნო... სურათს სიმხურვალე ისე
შეენარჩუნებინა, როგორც დღისით მზეზე გავარვარებული ლო-
დი ინარჩუნებს ხოლმე შუაღამემდე.
კაცს ღია ფერის, თვალებამდე ჩამოფხატული ქუდი ახურავს
და სახეს ნახევრად უჩრდილავს. სახე უფრო გარუჯული აქვს,
ვიდრე ქალს. ქალი ნახევრად მისკენ არის მიბრუნებული და ისე
უღიმის, არავისთვის რომ აღარ გაუღიმია მას შემდეგ. ძალიან
ახალგაზრდაა, მეტისმეტად ახალგაზრდა, თუმცა მაშინ სულაც
არ ფიქრობდა ასე. კაციც იღიმება და თეთრი კბილები ალმოდე-
ბულივით უელავს, მაგრამ ერთი ხელი ისე აქვს აწეული, თითქოს
ხუმრობით იგერიებს ქალს ან იმ კამერის ობიექტივს, რომლითაც
ვიღაც მესამე, მათთან ერთად მყოფი, სურათს უღებთ. ანდა სუ-
ლაც იმ მზერის არიდება უნდა, რომლითაც მომავალში უცხო
თვალები დაუწყებენ თვალიერებას და მის სულში ჩახედვას შეეც-
დებიან ამ პრიალა ქაღალდის კვადრატული სარკმლიდან. ან
ეგებ ამ ქალისაგან უნდა თავის დაცვა? ეგებ თავად ამ ქალის დაც-
ვაც სურს? დასაცავად გამოწვდილ ხელში თითქმის ბოლომდე
ჩამწვარი სიგარეტი უჭირავს.
ქალი მარტო რომ რჩება, ყავისფერ კონვერტს გამოაძრობს
ხოლმე, გაზეთიდან ამოჭრილი ამონარიდებიდან ამ ფოტოს ამო-
არჩევს, მაგიდაზე დადებს და დიდხანს, დიდხანს დაჰყურებს.
თითქოს საკუთარი გამოსახულების მიღმა რაღაცის დანახვა უნ-
და; რაღაც ისეთის, რაც დაკარგა, მაგრამ იმედოვნებს, რომ სად-
ღაც მაინც იჩენს თავს, სადღაც მაინც გაიკიაფებს ქვიშაში ჩაკარ-
გული ძვირფასი თვალივით. ყოველ დეტალს ყურადღებით აკ-
ვირდება: მზის სხივებით განათებულ კაცის თითებს, მისი ტანსაც-
მლის ნაკეცებს, ხის ფოთლებს და ზედ ჩამოკონწიალებულ იმ პა-
ტარა, მრგვალ ჩრდილებს, რომლებიც ალბათ ვაშლებია... ნეტა,
ბოლოს და ბოლოს, ვაშლები იყო, თუ არა? ფეხებს გატრუსული
ბალახი უფარავთ. გვალვა იდგა და ბალახი მთლად გადახრუკუ-
ლიყო.
სურათის ერთ მხარეს, თავიდან რომ ვერც კი შენიშნავ, ვიღა-
ცის მაჯასთან გადაჭრილი ხელი ჩანს. ბალახზე დევს თავისთვის,
თითქოს პატრონს ეზედმეტა და გადააგდოო.
კაშკაშა ცაზე მოყვითალო ღრუბლის კვალი ნაყინის ლაქასა-
ვით გადღაბნილა. კაცის ნიკოტინისაგან ჩამუქებული თითები.
შორეული მდინარის ლიცლიცი… მერე ყველაფერი უკუნმა შთან-
თქა.
მაგრამ დღემდე მაინც მზესავით ბდღვრიალებს.
ბრმა მკვლელი: მაგრად მოხარშული კვერცხი
- მაინც რისკენ უფრო მიგიწევს გული? - ეკითხება კაცი. - გა-
მოპრანჭული საზოგადოებისა და რომანტიკული კავშირებისკენ?
თუ გემის უკაცრიელ კუნძულთან დაღუპვა გირჩევნია? შეგვიძ-
ლია, უფრო მაგარ რამესაც გავარტყათ, მაგალითად ჯუნგლებს,
ტროპიკულ კუნძულებს ანდა მთებს… ისე, რომ იცოდე, სხვა გან-
ზომილება კიდევ უფრო ნაღდი იქნება; მაგაში ძალიან მაგარი
ვარ.
- სხვა განზომილება? მართლა?
- ჰო, რა გაცინებს? ძალიან ფართო ასპარეზია - რაც გინდა, ის
გამოიყენე: კოსმოსური ხომალდები და ტანზე მოტკეცილი უნი-
ფორმები, ლაზერული იარაღი, პლანეტა მარსის მცხოვრებლები,
რვაფეხებს რომ ჰგვანან... მოკლედ, ეგეთი რამეები.
- თვითონ გადაწყვიტე, რა ჯობია; მაგის სპეციალისტი შენა
ხარ... მოიცა, უდაბნოზე რას იტყვი? უდაბნოში მოხვედრაზე ყო-
ველთვის ვოცნებობდი. ოღონდ ოაზისში, რა თქმა უნდა, ფინიკის
პალმებით და ასე შემდეგ.
ქალი თავის სენდვიჩს დაბრაწულ კანს აცლის. დაბრაწული
კანი არ უყვარს.
- უდაბნო დიდ გასაქანს არ იძლევა, სიცარიელეა. ერთადერ-
თი, აკლდამებს თუ დაუმატებ, ბლომად შიშველი დიაცებით, სამი
ათასი წლის წინ რომ მიიცვალნენ… აბა, წარმოიდგინე გაცოც-
ხლებული, მოქნილი სხეულები, ძოწისფერი ტუჩებით, ლაჟვარ-
დისფერი, სქელი, ხვეული თმითა და გველებით სავსე უფსკრუ-
ლივით ღრმა თვალებით… მაგრამ არა მგონია, ეგ მოგინდეს; სა-
შინელებათა ჟანრი შენი სტილი არ არის.
- ვინ იცის, იქნებ მომინდეს კიდეც.
- მეეჭვება. ეგეთ რამეებს ფართო მასები ეტანებიან. თუმცა გა-
რეკანზე ეფექტური იქნება, ახალგაზრდა ბიჭებს მოიზიდავს, მათი
კონდახებით მოგერიება მოგვიწევს.
- რატომ არ შეიძლება, რომ სხვა განზომილება, აკლდამები
და მკვდრეთით აღმდგარი დიაცები გავაერთიანოთ?
- ეგ რთულია… მაგრამ შევეცდები, რამე მოვახერხო… მომის-
მინე, ეგებ მსხვერპლად შესაწირი ქალწულებიც დაგვემატებინა?
ფოლადის მუზარადებით, ფეხებზე დადებული ვერცხლის ხუნდე-
ბით და გამჭვირვალე სამოსით, ა?.. თან სადმე მშიერი მგლების
ხროვაც ჩავურთოთ.
- მოკლედ, შენს ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.
- აბა რა გინდა? სმოკინგები და საოკეანო ლაინერები, ქათქა-
თა თეთრეული, ხელზე მთხვევები და მსგავსი სიყალბეები?
- არა, რა თქმა უნდა. რაც სწორი გგონია, ის გავაკეთოთ.
- გინდა? - ეკითხება კაცი და სიგარეტს აწვდის.
ქალი უარის ნიშნად თავს გააქნევს და კაცი სიგარეტს ცერა
თითის ფრჩხილზე გაკრული ასანთის ღერით უკიდებს.
- ერთხელაც იქნება, ცეცხლს წაიკიდებ!
- ჯერჯერობით არ წამიკიდებია.
ქალი კაცის იდაყვამდე აკაპიწებულ პერანგის სახელოს აკ-
ვირდება, თეთრს თუ ბაც ცისფერს; მერე მის მაჯაზე გადააქვს მზე-
რა. ხელის მტევანი უფრო გარუჯული აქვს, ნათელს ასხივებს...
ალბათ პერანგი ირეკლავს მზის სხივებს. ღმერთო, რა თვალში
საცემი გარეგნობა ჰქონდა! ნეტა, ყველა მას რატომ არ აშტერდე-
ბოდა? მით უმეტეს იქ, იმ მოშიშვლებულ არემარეში. ირგვლივ
სხვებიც იყვნენ, მოლზე ისხდნენ ან მხარ-თეძოზე წამოწოლი-
ლიყვნენ. ისინიც პიკნიკზე წამოსულიყვნენ, საზაფხულო, ბაცი
ფერის ტანსაცმელში გამოწყობილები. ჩვეულებრივი ხალხმრავ-
ლობა იყო, მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მარ-
ტონი იყვნენ; თითქოს ის ვაშლის ხე, რომლის ქვეშაც ისხდნენ, ხე
კი არა, კარავი იყო; თითქოს გარშემო ცარცის წრე ჰქონდათ შე-
მოვლებული და იმ წრის შიგნით უჩინარნი გამხდარიყვნენ.
- მოკლედ, კოსმოსზე შევჯერდეთ, აკლდამებით, ქალწულე-
ბით და მგლებით… მაგრამ იცი, რას გეტყვი? მოდი, განვადებით
ვიმუშაოთ.
- განვადებით? ეგ როგორ?
- ჩვეულებრივად. აი, ავეჯს როგორც ყიდულობენ ხოლმე,
ნელ-ნელა და თანდათანობით.
ქალს ეცინება.
- მართლა, მართლა, სერიოზულად ვამბობ. ეგეთ სიუჟეტს ერ-
თბაშად ხომ ვერ შეთითხნი? ფიქრის დროა საჭირო. კიდევ მოგ-
ვიწევს შეხვედრა.
ქალი ერთხანს ყოყმანობს. ბოლოს თანხმდება:
- ვნახოთ… შევეცდები.
- ძალიან კარგი. შეეცადე. მე კი ამასობაში სხვა დეტალებსაც
მოვიფიქრებ, - საქმიანი და აუღელვებელი ტონით ეუბნება კაცი.
იცის, რომ მეტისმეტი აჩქარებით ქალს დააეჭვებს და დააფ-
რთხობს.
ესე იგი კოსმოსი და, ვთქვათ, პლანეტა ისაა… რა ვთქვით? ჰო,
სატურნი… არა, სატურნი ძალიან ახლოსაა. მოდი, „ზიკრონი“
იყოს, სხვა განზომილებიდან. წარმოიდგინე ხრიოკი, ლოდებით
მოფენილი ველი; ჩრდილოეთით იისფერი ოკეანეა, დასავლე-
თით მთაგრეხილი, რომელზეც, მზის ჩასვლის შემდეგ, გამგელე-
ბული და მარად გაუმაძღარი, კლდეში ნაკვეთი აკლდამებიდან
გამოსული, მკვდრეთით აღმდგარი დიაცები დაძრწიან… ნახე, ეგ
აკლდამები რა უცებ ჩავსვი?
- ჰო, ძალიან მონდომებული ხარ, ვხედავ.
- რასაც შეგპირდი, ვასრულებ... სამხრეთით გავარვარებული
უდაბნოა, აღმოსავლეთით კი - დამრეცი ფერდობები; უფრო ზუს-
ტად, ხევები, სადაც ოდესღაც, ალბათ, მდინარეები მოჩქეფდა.
- ღრმულებიც ხომ იქნება, როგორც მარსზეა?
- რა თქმა უნდა! ღრმულებიც იქნება, ღარებიც, არხებიც და კი-
დევ ათასი სხვა მაგდაგვარი რამე. მოკლედ, ერთ დროს აყვავე-
ბული, ძველთაძველი ცივილიზაციის უამრავი კვალი უნდა ჩან-
დეს, მაგრამ ახლა ეს ადგილი თითქმის უკაცრიელია; მხოლოდ
პრიმიტიული მომთაბარე ყაჩაღების პატარ-პატარა დაჯგუფებე-
ბითაა დასახლებული. ამ ხრიოკის შუაგულში ლოდების მაღალი
ყორღანია აღმართული. გარშემო მიწა ერთიანად გამომშრალი
და დამსკდარია, მხოლოდ აქა-იქ ამოჩრილი დაბალი, ეკლიანი
ბუჩქები მოჩანს… მართალია, მთლად უდაბნო არ გამოგვივიდა,
მაგრამ რაღაც მაგდაგვარი კი იქნება. ყველიანი სენდვიჩი დაგ-
ვრჩა თუ სულ შევჭამეთ?
ქალი ქაღალდის პარკში აფათურებს ხელს.
- სამწუხაროდ, სულ შეგვიჭამია. სამაგიეროდ, მაგრად მოხარ-
შული კვერცხი გვაქვს.
ისეთი ბედნიერი, როგორიც იმ დღეს იყო, არასდროს ყოფი-
ლა. ახლაც კი ცხადლივ ახსოვს ყოველი დეტალი, თითქოს თავი-
დან განიცდის ყველაფერს.
- მოკლედ, რაც ექიმმა გამომიწერა, ყველაფერი მაქვს: მაგ-
რად მოხარშული კვერცხი, ერთი ბოთლი ლიმონათი და „თქვენ“,
ჩემო მშვენიერო.
კაცი კვერცხს ხელისგულებში სრესს და დაფშვნილ ნაჭუჭს აც-
ლის. ქალი ხარბად შეჰყურებს მის ტუჩ-კბილსა და ყბებს.
- და თქვენ, ჩემო მშვენიერო, ასე ტკბილად რომ მიგალობთ
ქალაქის ხალხმრავალ პარკში, - დაასრულა ქალმა. - მარილი არ
გინდა? აჰა, გამომართვი.
- გმადლობთ. მოკლედ, ყველაფერი მშვენივრად გხსომებია.
- ეს ხრიოკი დაბლობი არავის ეკუთვნის, - განაგრძობს კაცი. -
უფრო სწორად, ხუთი სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები
ცდილობენ, დაეპატრონონ, მაგრამ არც ერთს არ შესწევს იმის
ძალა, რომ სხვები ჩამოიცილოს. ხუთივე ტომის ხალხი ამ ლოდე-
ბის ყორღანს უვლის გარშემო, ალბათ საკუთარი საქონლის,
ტალკების ფარას მწყემსავენ - მოცისფრო, ცხვრისმაგვარ არსე-
ბებს, ავი ზნით რომ გამოირჩევიან; ან ეგებ ათასგვარი წვრილმა-
ნი სავაჭრო საქონლით დატვირთული სამთვალა აქლემების ქა-
რავნებს მიერეკებიან დინჯად… ხუთივე ტომი ყორღანს სახელს
თავ-თავის ენაზე ეძახის: ერთი - „მფრინავი გველების ბუდეს“,
მეორე - „ნანგრევების ბორცვს“, მესამე - „მგოდებელ დედათა სა-
ვანეს“, მეოთხე - „მივიწყების კარიბჭეს“, მეხუთე კი - „გამოხრუ-
ლი ძვლების უფსკრულს“. თითოეული ტომი ერთსა და იმავე ამ-
ბავს ყვება ყორღანზე. ამ ლოდების ქვეშ, მათი თქმით, თურმე მე-
ფეა დამარხული, უსახელო ხელმწიფე. არა მხოლოდ ხელმწიფე,
არამედ ის დიდებული ნაქალაქევიც, რომელშიც ის მბრძანებ-
ლობდა. ქალაქი ბრძოლაში დაცემულა, ხელმწიფე მომხდურებს
შეუპყრიათ, ფინიკის პალმაზე ჩამოუხრჩვიათ და საკუთარი გა-
მარჯვების მანიშნებელი ბაირაღივით გამოუფენიათ ყველას და-
სანახად. მოგვიანებით, მთვარის შუქზე, ჩამოუხსნიათ და მიწის-
თვის მიუბარებიათ. მერე, მისი საფლავის მოსანიშნად, ეს ლოდე-
ბი დაუყრიათ. ქალაქის ყველა მცხოვრები დაუხოცავთ; უფრო
სწორად, ნაწილ-ნაწილ აუკუწავთ კაციან-ქალიან-ბავშვიან-
ცხოველებიანად. ხმლებით აუკუწავთ, როგორც ყასბებს; ცოცხა-
ლი არავინ დაუტოვებიათ.
- რა საშინელებაა!
- რატომ გიკვირს? საითაც უნდა გაიხედო, ყველგან საშინელე-
ბას დაინახავ. ეგრეა! პირადი გამორჩენის მიზნით ადამიანები
სხვების გვამებზე დასეირნობენ ხოლმე; ასე უფრო ხელსაყრელი
და ადვილია. ეგ რომ არა, მოსაყოლიც არაფერი იქნებოდა. ლი-
მონათი ხომ არ დაგისხა?
- არა, იმიტომ, რომ ლიმონათიც გაგვითავდა. მერე მერე? გა-
ნაგრძე, გისმენ.
- ქალაქის სახელი დამპყრობლებმა ამოშალეს ადამიანთა
მეხსიერებიდან. ამიტომ ახლა ნაქალაქარს მისი იავარქმნის
ფაქტიდან გამომდინარე სახელებს უწოდებენო, აღნიშნავენ ად-
გილობრივები. ასე რომ, ლოდების გროვა ახლა ორ რამეს ერ-
თდროულად აღნიშნავს - შეგნებულ არდავიწყებას და შეგნებულ
დავიწყებას. ამ მხარეში პარადოქსები ძალიან უყვართ. ხუთი ტო-
მიდან ყველა ცალ-ცალკე ამტკიცებს, ქალაქი ჩვენ გავანადგურე-
თო. ყველა სიამოვნებით და სიამაყით იხსენებს იმ სასაკლაოს.
გაიძახიან, ჩვენი ღვთაების შთაგონებით მოვიქეცით ასე, რადგან
ეს სამართლიანი სასჯელი იყო იმ უკეთურობისთვის, რომელსაც
ამ ქალაქში სჩადიოდნენო. ბოროტებამ სისხლით უნდა ზღოსო,
ამტკიცებენ. იმ დღეს სისხლი მდინარესავით მოედინებოდა, ასე
რომ ყველა ცოდვა გადაირეცხაო.
ლოდებთან ჩამვლელი მწყემსი თუ ვაჭარი თითო ქვას უმა-
ტებს ყორღანს. ძველი წესია, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსა-
ცემად მოგონილი. საერთოდ, ამით საკუთარ მკვდარს სცემენ
ხოლმე პატივს, მაგრამ ვინაიდან არავინ იცის იმ სამარხში ჩა-
მარხული მკვდრების ვინაობა, თითო ქვას, ყოველი შემთხვევი-
სათვის, ყველა გამვლელი ტოვებს. ცხადია, თავს იმით იმარ-
თლებენ, რომ რაც მოხდა, ღვთის ნებით მოხდა და ქვას მხოლოდ
ამ ნების პატივისცემით ვდებთო.
მეორე მითის მიხედვით, ქალაქი პირისაგან მიწისა არ აღუგ-
ვიათ. ხელმწიფეს, თავისი გრძნეულების წყალობით, მცხოვრებ-
ლები და ქალაქი მათივე ფანტომებით ჩაუნაცვლებია, ჰოდა სი-
ნამდვილეში სწორედ ის ფანტომები გადაუწვავთ და აუკუწავთ;
ნამდვილი ქალაქი კი ხელმწიფეს, უბრალოდ, დაუპატარავებია
და გამოქვაბულში შეუტენია, ამ ლოდების გროვის ქვეშ. ის, რაც
ოდესღაც იმ ქალაქში იყო, ისევ იქ არისო - სასახლეები და ხეხი-
ლითა და ყვავილებით სავსე ბაღები; და, ცხადია, ხალხიც, რომ-
ლებიც ჭიანჭველისოდენები გამხდარან, მაგრამ ისევ ძველებუ-
რად განაგრძობენ ცხოვრებას - პაწაწინა ტანსაცმელში გამოწყო-
ბილები პატარა ქეიფებს მართავენ, პატარა ამბებს ყვებიან და პა-
ტარა სიმღერებს მღერიან.
ხელმწიფემ იცის, რაც მოხდა და ღამით კოშმარები აწუხებს,
დანარჩენები კი აზრზე არ არიან, მათ თავს რა ხდება: არც ის იცი-
ან, ციცქნები რომ გახდნენ და არც ის, ყველანი დაღუპულებად
რომ ითვლებიან. ისიც კი არ იციან, სიკვდილს რომ გადაურჩნენ
და გამოქვაბულის ჭერი ცის კაბადონად რომ უჩანთ. სინათლე
ლოდებს შორის დარჩენილი ღრიჭოებიდან შემოსდით და მათი
მზეც იმ ღრიჭოებიდან ამოდის.
ვაშლის ხის ფოთლები შრიალებს. ქალი ცას გახედავს და მე-
რე საათს დახედავს. მერე მცივაო, ამბობს, თანაც დამაგვიანდაო.
ეგებ სამხილები მოვსპოთო, ეუბნება კაცს და კვერცხის ნაჭუჭები-
სა და გაპოხილი ქაღალდის პარკების აკრეფას იწყებს.
- რა გეჩქარება? სულაც არ ცივა.
- მდინარიდან ნიავი უბერავს, - არწმუნებს ქალი, - ეტყობა,
ქარმა მიმართულება შეიცვალა.
წინისკენ იხრება და დგება.
- ჯერ ნუ წახვალ, ასე რატომ ჩქარობ?
- მართლა მეჩქარება. ალბათ უკვე მეძებენ. ძალიან თუ დავიგ-
ვიანებ, დაკითხვას მომიწყობენ, სად იყავიო.
ქვედატანს ხელით იბერტყავს, ისწორებს და, აბუზული, მკლა-
ვებს ტანზე იჭდობს. მერე შეტრიალდება და მიდის. პატარა მჟავე
ვაშლები მწვანე თვალებით აყოლებენ მზერას.
გლოუბ ენდ მეილი, 4 ივნისი, 1947
გრიფენის გვამს მის იახტაზე პოულობენ

სპეციალურად გლოუბ ენდ მეილისთვის

ცნობილი მრეწველის, რიჩარდ ე. გრიფენის უცნაური გაუჩი-


ნარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც იქნა, მიაგნეს მის
კვალს: სამწუხაროდ, 47 წლის რიჩარდ გრიფენი, რომლის კან-
დიდატურაც სერიოზულად განიხილებოდა პროგრესული კონ-
სერვატორების პარტიიდან წარსადგენი დეპუტატის პოსტზე ტო-
რონტოს წმ. დეივიდის საარჩევნო უბანში, გარდაცვლილი იპო-
ვეს საკუთარ იახტაზე პორტ ტიკონდეროგაში, მისი აგარაკის,
ავილიონის, მახლობლად. გრიფენის იახტა, „უოთერ ნიქსი“,
მდინარე ჯოგსში, საკუთარ ნავსაყუდელში ჯაჭვით დაბმული იდ-
გა. ჩანს, იახტაზე ასულ ბ-ნ გრიფენს მოულოდნელად ტვინში სის-
ხლი ჩაექცა. პოლიციამ მის სხეულზე ძალადობის ვერანაირი
კვალი ვერ აღმოაჩინა.
ბატონ გრიფენს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. იგი იმ კომერ-
ციული იმპერიის თავკაცი გახლდათ, რომელიც საფეიქრო, სამ-
კერვალო და მსუბუქი მრეწველობის მრავალ სხვა დარგს
მოიცავდა, და რომელსაც, გამორჩეული წარმატების გამო, ომის
დროს მოკავშირეთა საჯარისო გაერთიანებების სამხედრო ფორ-
მების დეტალებითა და საბრძოლო იარაღის გარკვეული ნაწილე-
ბით მომარაგების პატივი ერგო. მას ხშირად იხილავდით მსხვი-
ლი მრეწველის, „ემპაიერ კლაბისა“ და „გრანიტ კლაბის“ წამყვა-
ნი ფიგურის, საირუს იტონის პაგუოშის რეზიდენციაში გამარ-
თულ მაღალი დონის თავყრილობებზე. ბ-ნი გრიფენი ბრწყინვა-
ლედ თამაშობდა გოლფს და კანადის აფროსანთა სამეფო კლუ-
ბის თვალსაჩინო წევრი გახლდათ. როდესაც ბ-ნი გრიფენის გარ-
დაცვალების ამბავი ტელეფონით შეატყობინეს საკუთარ მამულ-
ში, კინგსმერის რეზიდენციაში მყოფ პრემიერ-მინისტრს, მან
ღრმა მწუხარებით აღნიშნა, ბ-ნი გრიფენი კანადის ერთ-ერთი
ყველაზე ძლევამოსილი და გამორჩეული მოქალაქე იყო და მისი
გარდაცვალება ქვეყნისთვის ჭეშმარიტად აუნაზღაურებელი და-
ნაკლისიაო.
ბ-ნი გრიფენი გახლდათ სიძე (დის ქმარი) აწ განსვენებული
მწერლის, ლორა ჩეიზისა, რომლის სამწერლო დებიუტი და
აღიარება მისი გარდაცვალების შემდგომ, სულ ახლახანს, გა-
ზაფხულზე შედგა. ბ-ნი რიჩარდ გრიფენის გარდაცვალების გამო
დიდ მწუხარებას გამოთქვამენ მისი ჭირისუფლები: ქ-ნი უინიფ-
რედ გრიფენ-პრაიორი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე - გარდაც-
ვლილის და, ქ-ნი აირის ჩეიზ-გრიფენი - გარდაცვლილის ქვრივი,
და გრიფენების ათი წლის ქალიშვილი ეიმი.
პანაშვიდი და გამოსათხოვარი ცერემონიალი შედგება ოთ-
ხშაბათს, ტორონტოს წმ. სიმონ მოციქულის ტაძარში.
ბრმა მკვლელი: სკამი პარკში

- ერთი გამაგებინე, იმ ზიკრონზე ადამიანებს რა უნდათ? ჩვენ-


ნაირ ადამიანებს ვგულისხმობ. თუ სხვა განზომილებაა, იქ მო-
ლაპარაკე ხვლიკები ან რაღაც მაგდაგვარი არსებები არ უნდა ბი-
ნადრობდნენ?
- ეგ იაფფასიანი ლიტერატურის სტილია და სრული სისულე-
ლეა. სინამდვილეში, აი, რა მოხდა: დედამიწა ზიკრონელებმა
აითვისეს. იმ პერიოდიდან, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, რამ-
დენიმე ათასწლეულის შემდეგ მათ ერთი განზომილებიდან
მეორეში გადაადგილების უნარი გამოიმუშავეს. ჰოდა, დედამი-
წაზე რვა ათასი წლის წინ ჩამოვიდნენ, თან უამრავი მცენარის
თესლი ჩამოიტანეს და ამიტომაც გვაქვს ფორთოხალი და ვაშ-
ლი, ბანანზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბანანს შეხედავ თუ არა,
ეგრევე მიხვდები, რომ სხვა განზომილებიდანაა. კიდევ ცხენები,
თხები, ძაღლები და სხვა ცხოველებიც ჩამოიყვანეს. მოკლედ,
ატლანტიდის დამაარსებლები იყვნენ. მერე საკუთარ გონიერე-
ბას ემსხვერპლნენ. ჩვენ მათგან გადარჩენილი თითო-ოროლა
უჯიშო გზააბნეულის შთამომავლები ვართ.
- აჰა, ახლა ყველაფერი გასაგებია. ესე იგი, ეგრე უფრო გაწ-
ყობს, არა?
- აბა რა! და ცოტა ხანში კიდევ უფრო მომაწყობს. რაც შეეხება
ზიკრონის სხვა თავისებურებებს, იქ შვიდი ზღვა, ხუთი მთვარე და
სამი სხვადასხვა ფერისა და სხვადასხვა სიმხურვალის მზეა.
- მაინც რა ფერის? ალბათ შოკოლადისფერი, ნაღებისფერი
და ჟოლოსფერი?
- შენ სერიოზულად მისმენ თუ დამცინი?
- ბოდიში, ბოდიში, - ამბობს ქალი, თავს კაცისკენ აბრუნებს და
ყელს იღერებს. - აი, ხედავ? ახლა უკვე მთელი გულისყური შენ-
კენ მაქვს.
- ის ქალაქი, სანამ დაინგრეოდა… იცი რა, მოდი, ჩვენ მისი
თავდაპირველი სახელით, საკიელ-ნორნით მოვიხსენიოთ, რაც
უხეშად რომ ვთარგმნოთ, „ბედის მარგალიტი“ გამოვა. მოკლედ,
იმას ვამბობდი, რომ სანამ დაინგრეოდა, საკიელ-ნორნი სამყა-
როს ნამდვილი საოცრება იყო. ისინიც კი, ვინც იჩემებენ, ჩემმა
წინაპრებმა აღგავეს ეგ ქალაქი პირისაგან მიწისაო, დიდი
სიამოვნებითა და სიამაყით აღწერენ მის მშვენიერებას. ლამაზად
მოპირკეთებული შადრევნებიდან, თურმე, ბუნებრივი წყაროს
წყლები მოჩქეფდა და პირდაპირ ქალაქის უამრავი სასახლის მო-
კირწყლული შიდა ეზოებისა და ბაღებისაკენ მიედინებოდა.
იქაურობა ბაღნარს ჰგავდა და ჰაერი ჩიტების გალობით იყო გა-
ჯერებული. ირგვლივ მშვენიერი საძოვრები გადაშლილიყო, სა-
დაც მშვიდად ბალახობდნენ ჩასუქებული გნარები. ხეხილის ბა-
ღები, ჭალები და ტყეებიც ბლომად ჰქონიათ, რომლებიც ჯერ არც
ვაჭრებს გაეჩეხათ და არც მტრებს გადაეწვათ. ის გამშრალი ხე-
ვებიც უწინ წყალუხვი მდინარეების კალაპოტები ყოფილა. იმ
მდინარეებიდან გაყვანილი არხებით ქალაქის მთელი შემოგა-
რენის მინდვრები ირწყვებოდა და მიწაც ისეთი ნაყოფიერი იყო,
რომ იქ მოყვანილი პურის თავთავის თითო მარცვალი დიამეტ-
რით თურმე შვიდნახევარ სანტიმეტრს აღწევდა.
საკიელ-ნორნის არისტოკრატიას სნილფარდებს ეძახდნენ.
ისინი ლითონების დამუშავებაში ყოფილან გაწაფულები და პრი-
მიტიული ხელსაწყოების გამოგონებაც ემარჯვებოდათ, თავიან-
თი ოსტატობის საიდუმლოს კი საგულდაგულოდ ინახავდნენ. იმ
დროს უკვე გამოგონებული ჰქონიათ საათი, მშვილდ-ისარი და
ხელის ტუმბო, მაგრამ შიდაწვის ძრავასთვის ჯერ ვერ მიეგნოთ
და სატრანსპორტო საშუალებად ცხოველებს იყენებდნენ.
სნილფარდ მამაკაცებს სახეზე პლატინის ძაფებით ნაქსოვი
ნიღბები ეკეთათ. ეს, საკუთარი კანივით მორგებული, ნიღბები,
სახის ნაკვთების მოძრაობას არ ზღუდავდა, მაგრამ ნამდვილი
ემოციების გამოხატვას ხელს უშლიდა. ქალებს კი სახეს უნაზესი,
პეპელა ჩეზის ჭუპრისგან ამოხვეული ძაფით ნაქსოვი, აბრეშუმი-
ვით რბილი პირსაბურავი უფარავდათ. სნილფარდი თუ არ იყავი
და სახეს მაინც ნიღბით ან პირსაბურავით დაიმალავდი, სიკვდი-
ლით დაგსჯიდნენ, რადგან შენიღბულობა და თვალთმაქცობა
მხოლოდ კეთილშობილთა პრივილეგია იყო. სნილფარდები
ძვირფას სამოსელს ატარებდნენ და მუსიკის კარგი მცოდნეები
იყვნენ - ნებისმიერ ინსტრუმენტზე უკრავდნენ და ამით ავლენ-
დნენ თავიანთ გემოვნებასა და დახვეწილობას. სასახლის კარის
ინტრიგებში გაწაფულები, დიდებულ ნადიმებს მართავდნენ და
ერთმანეთის ცოლებთან თავისუფლად აბამდნენ სასიყვარულო
ურთიერთობებს. ამის გამო დუელებიც ხშირად იმართებოდა,
მაგრამ ქმრებს მეტწილად ისე ეჭირათ თავი, თითქოს არაფერი
იცოდნენ.
წვრილფეხობას, ყმებსა და მონებს იგნიროდებს ეძახდნენ.
მათ უხეში, რუხი ფერის ტუნიკები ეცვათ, მხოლოდ ცალ მხარზე
დამაგრებული; ქალებსაც ცალი მკერდი შიშველი ჰქონდათ და,
ალბათ ხვდები, რომ ისინი სნილფარდი მამაკაცებისათვის ადვი-
ლად ხელმისაწვდომები იყვნენ. იგნიროდებს საკუთარი ხვედრი
ძალიან აღიზიანებდათ, მაგრამ თავს ისულელებდნენ და გაღი-
ზიანებას არ იმჩნევდნენ. თუმცა დროდადრო კიდეც აჯანყდებოდ-
ნენ ხოლმე, მაგრამ მათ აჯანყებებს სასტიკად ახშობდნენ. მათგან
ყველაზე უბედურები მონები იყვნენ, რომლებსაც ყიდულობდნენ
და ყიდდნენ, და თუ მოესურვებოდათ, ხოცავდნენ კიდეც. იმ საწ-
ყლებს თურმე წერა-კითხვასაც უკრძალავდნენ, მაგრამ საკუთა-
რი კოდური სისტემა შეუმუშავებიათ. ამ კოდით გამხმარ ტალახ-
ზე წერდნენ წვეტიანი ქვებით. სნილფარდები მონებს უღელშიც კი
აბამდნენ და მიწასაც პირუტყვივით ახვნევინებდნენ.
თუ სნილფარდი გაკოტრდებოდა, იგნიროდთა ფენაში
მოუწევდა გადასვლა. ამ მწარე ხვედრის თავიდან აცილება მას
მხოლოდ ცოლ-შვილის გაყიდვით და ვალის ამგვარად გადახ-
დით შეეძლო. რაც შეეხება იგნიროდებს, მათ ზედა ფენაში გადა-
ნაცვლების ძალიან უმნიშვნელო შანსი ჰქონდათ, რაც სრულიად
ბუნებრივია - აღმასვლა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე დაღ-
მასვლა. თუ იგნიორდი რაღაცნაირად მოახერხებდა გარკვეული
სიმდიდრის დაგროვებას და თავისთვის ან საკუთარი ვაჟისთვის
სნილფარდ ქალს მოინდომებდა ცოლად, ქრთამის გაღების გა-
რეშე მაინც არაფერი გამოუვიდოდა, და მაშინაც კარგა ხანს უნდა
ეცადა, ვიდრე სნილფარდთა საზოგადოება კაცად ჩააგდებდა.
- ისე ვატყობ, აქ შენმა ბოლშევიკურმა მიდრეკილებებმა იჩი-
ნეს თავი. ვიცოდი, რომ ოდესმე ეს აუცილებლად მოხდებოდა.
- სწორედ პირიქით. ის კულტურა, რომელიც ახლა აღვწერე,
ძველი შუამდინარეთისას უფრო წააგავს. ასეთი რამეები ჰამურა-
ბის კოდექსში, ხეთების კანონებსა და მაგდაგვარ ძეგლებში
გვხვდება. ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. მაგალი-
თად, პირსაბურავების ამბავი და ცოლის გაყიდვის წესი ნამდვი-
ლად იქიდანაა; შემიძლია, ზუსტად მიგითითო თავი და მუხლი.
- არ გინდა, თუ ღმერთი გწამს! დღეს მაგის თავი ნამდვილად
არ მაქვს, ფეხზე ძლივს ვდგავარ, ლამის წავიქცე.
აგვისტოა. საშინლად ცხელა. დახუთული ჰაერი უხილავი ნის-
ლივითაა ჩამოწოლილი. ნაშუადღევის ოთხი საათია. მზის სხივე-
ბი დამდნარი კარაქივით მოჟონავს ციდან. პარკში სკამზე სხე-
დან, ერთმანეთისაგან შორი-შორს, ნეკერჩხლის გამომშრალ
ტოტებს შეფარებულები. მათ ფეხქვეშ მიწა დამსკდარია და ბალა-
ხიც გადამწვარია. ირგვლივ გამხმარი პურის ნამცეცები და დაჭ-
მუჭნილი ქაღალდები ყრია. ნამცეცებს ბეღურები კენკავენ. მოკ-
ლედ, დიდი ვერაფერი ადგილია. სასმელი წყლის შადრევნიდან
წყალი ძლივს მოწანწკარებს. შადრევანთან ტურტლიანი ბავშვე-
ბი დაფუსფუსებენ - სარაფნიანი გოგონა და ორი შორტიანი ბიჭი.
ქალს ბაცი ყვითელი ფერის კაბა აცვია, იდაყვებამდე სახე-
ლოებით. მკლავებზე ოქროსფერი ღინღლი ლამაზად უბ-
რჭყვიალებს. ხელთათმანებს იძრობს, ერთმანეთში ტენის და
ბურთივით ამრგვალებს, ხელებს ნერვიულად ამოძრავებს. ეს
მღელვარება კაცს აფიქრებინებს, რომ ქალისთვის უკვე რაღაცას
ნიშნავს. ქალს ჩალის ქუდი ახურავს, მრგვალი ფარფლებით,
სკოლის მოწაფესავით. თმა კეფასთან აქვს შეკრული. თმის ერთი
ნამიანი კულული კისერზე ჩამოვარდნია. ისეთი კულულია, ადა-
მიანები რომ იჭრიდნენ, სამახსოვროდ ინახავდნენ და პატარა
გულსაკიდებში გამოკრულს დაატარებდნენ; კაცები კი გულის ჯი-
ბეში იდებდნენ, გულთან ახლოს. აქამდე ნამდვილად არ ესმოდა
ამის აზრი, ახლა კი…
- რა თქვი, სად მივდივარო?
- საყიდლებზე-მეთქი. ამ ჩანთას ვერ ხედავ? სხვათა შორის,
წინდები მართლაც ვიყიდე. ძალიან კარგი წინდებია, მაღალი ხა-
რისხის აბრეშუმის. გეგონება, არაფერი გაცვიაო, - ეღიმება
ქალს. - მხოლოდ თხუთმეტი წუთი მაქვს.
ხელთათმანები შეუმჩნევლად უცვივდება ფეხებთან. კაცი მათ
თვალს არ აშორებს. თუ ქალი ვერ შენიშნავს და ისე წავა, ხელ-
თათმანებს თავად დაეპატრონება, შინ წაიღებს და სანამ ისევ
შეხვდებიან ერთმანეთს, დაყნოსავს ხოლმე, ქალის სურნელს
შეისუნთქავს.
- როდის გნახავ? - ეკითხება კაცი. ცხელი სიო ფოთლებს აშ-
რიალებს, მზის სხივებს გზას უხსნის. ქალს თავზე ყვავილების
მტვრის შარავანდი ადგას, ოქროსფერ ღრუბელშია გახვეული.
სინამდვილეში, ალბათ, მხოლოდ მიწიდან აგორებული მტვრის
კორიანტელია.
- ახლა ხომ მხედავ?
- მოიცა რა, სერიოზულად გეკითხები. მითხარი, როდის შევ-
ხვდებით?

ქალს დეკოლტირებული კაბიდან დანამული მკერდი მოუჩანს. -


ჯერ არ ვიცი, - პასუხობს და მხარს უკან გაიხედავს, პარკს ზვე-
რავს.
- ნუ გეშინია, აქ არავინაა. შენც ხომ იცი, რომ არავინაა?
- აი, რომ გგონია, რომ არავინაა, ზუსტად მაშინ დაგინახავს
ვინმე. თანაც, ვინ იცის, ის „ვინმე“ ვინ იქნება.
- ძაღლი უნდა იყიდო.
- ძაღლი? - ეცინება ქალს, - ძაღლი რად მინდა?
- ძაღლს გასეირნება უნდა, მიზეზი გექნება. მე და ძაღლს სასე-
ირნოდ გვატარებ ხოლმე.
- ძაღლი შენზე იეჭვიანებს, - ეუბნება ქალი. - და, ალბათ, შენც
იეჭვიანებ; იფიქრებ, რომ ძაღლი უფრო მეძვირფასება.
- მაგრამ სინამდვილეში ძაღლი ჩემზე მეტად არ გეძვირფასე-
ბა, ხომ ასეა?
ქალი ფართოდ გახელილი თვალებით აკვირდება.
- ვითომ რატომ არ უნდა მეძვირფასებოდეს?
- იმიტომ, რომ ძაღლები არ ლაპარაკობენ.
ტორონტო სტარი, 25 აგვისტო, 1975
მწერლის დისწული კიბიდან ჩამოვარდნას ემსხვერპლა

სპეციალურად სტარისთვის

განსვენებული მსხვილი მრეწველის, რიჩარდ ე. გრიფენის ქა-


ლიშვილის და ცნობილი მწერლის, ლორა ჩეიზის დისწულის,
ეიმი გრიფენის გვამი ჩერჩ-სტრიტზე, მის საკუთარ, სარდაფის
სართულზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზე-
ზად დაცემის შედეგად ქალის ფუძის მოტეხილობა სახელდება.
გვამის ექსპერტიზამ ცხადყო, რომ ოთხშაბათს ნაპოვნი ეიმი
გრიფენი ერთი დღის გარდაცვლილი მაინც იქნებოდა. გარდაც-
ვლილის მეზობლები, ჯოს და ბეატრის კელები, ეიმის ოთხი წლის
ქალიშვილის, საბრინას სტუმრობამ შეაშფოთა. გოგონა ხშირად
აკითხავდა მათ, როცა შიოდა და დედას ვერ პოულობდა.
მოარული ხმების თანახმად, მის გრიფენი კარგა ხანს უშედე-
გოდ ებრძოდა ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმს, რის გამოც არა-
ერთხელ იმკურნალა კიდეც. დროებით, გამოძიების დასრულე-
ბამდე, გარდაცვლილის ქალიშვილის მეურვეობა მისიზ უინიფ-
რედ პრაიორს, ბავშვის პაპიდას, დაეკისრა. მისიზ პრაიორი და
გარდაცვლილის დედა, პორტ ტიკონდეროგას მკვიდრი, მისიზ
აირის გრიფენი, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენ-
ტარების გაკეთებაზე უარს აცხადებენ.
ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ
სოციალური სამსახურები თავიანთ მოვალეობას სათანადოდ
ვერ ასრულებენ. საჭიროა გადაიხედოს და კიდევ უფრო გამკაც-
რდეს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების უსაფრთხოების დაცვის კა-
ნონი.
ბრმა მკვლელი: ხალიჩები

ტელეფონი უშნოდ ხრიალებს, კაცის ხმა თითქმის არ ესმის.


ნეტა ჭექა-ქუხილის ბრალია, თუ ვინმე შეგნებულად უსმენს მათ
საუბარს? თუმცა ჯიხურიდან რეკავს და იქ ვინ მოუსმენს?
- სადა ხარ? - ეკითხება ქალი. - ხომ იცი, რომ აქ არ უნდა და-
რეკო?
კაცს მისი სუნთქვა არ ესმის. მისი სუნთქვის გაგონება უნდა.
ერთი სული აქვს, სთხოვოს, ყურმილი ყელზე მიიდე და შენი სუნ-
თქვა გამაგონეო, მაგრამ ვერ უბედავს; ჯერჯერობით ვერ უბე-
დავს.
- აქვე ვარ, ერთი-ორი კვარტლის იქით. შემიძლია, პარკში მი-
ვიდე. პატარა პარკში, აი სადაც მზის საათია.
- იცი, არა მგონია…
- როგორმე გამოძვერი. უთხარი, ჰაერი უნდა ჩავყლაპო-თქო.
პასუხს ელოდება.
- არ ვიცი, არ ვიცი… კარგი, ვეცდები.
პარკის შესასვლელთან ქვის ორი სვეტია აღმართული. ოთ-
ხკუთხა სვეტებია, კუთხეებჩამოთლილი, ეგვიპტური სტილის.
მაგრამ ამ სვეტებს არც ტრიუმფალური წარწერები ამშვენებს,
არც ბარელიეფები და არც ფეხებდაბორკილი და დაჩოქებული
მტრის ხატი. ზედ მხოლოდ ის აწერიათ, ძაღლებს საბელი არ მოხ-
სნათ და პარკში უმიზნოდ ნუ იხეტიალებთო.
- მოდი, აქ შემოდი, ქუჩის ლამპიონებს ავარიდოთ თავი.
- ძალიან ცოტა დრო მაქვს.
- ვიცი. აი, აქ შევიდეთ, - ეუბნება კაცი და ხელჩაკიდებულს
პარკის სიღრმისაკენ ექაჩება. ქალი ისე ცახცახებს, როგორც
ძლიერ ქარში დენის მავთული.
- აქ ვერავინ დაგვინახავს. მათ შორის ვერც პუდელებთან ერ-
თად მოსეირნე დედაბრები.
- და, ალბათ, ვერც ხელკეტიანი პოლიციელები, - ნერვიული
სიცილით ამბობს ქალი. ლამპიონის შუქი ფოთლებში იღვრება
და მის თვალებს განსაკუთრებულ ელვარებას სძენს. - აქ არ უნდა
მოვსულიყავი, ძალიან სარისკოა.
ბუჩქებთან ქვის სკამია მიდგმული. კაცი პიჯაკს იხდის და ქალს
მხრებზე მოასხამს. ძველებური ტვიდის პიჯაკია, ძველი თამბაქოს
სუნით გაჟღენთილი… და ოდნავ მომლაშო სურნელიც ასდის.
სულ ახლახანს მის კანს ეხებოდა, ახლა კი ქალის კანს ეხება.
- აი, უკვე აღარ შეგცივდება, ჰოდა, ახლა შეგვიძლია, წესიც
დავარღვიოთ და ცოტა ვიხეტიალოთ.
- და საბელიან ძაღლებს რაღა ვუყოთ?
- ეგ წესიც ფეხებზე დავიკიდოთ.
იცის, ქალს უნდა, რომ ხელი გადახვიოს, მაგრამ არ ხვევს. ქა-
ლი კი მოელის, წინასწარ შეიგრძნობს მის შეხებას, ზუსტად ისე,
როგორც ფრინველები გრძნობენ ხოლმე ჩრდილის მოახ-
ლოებას. კაცი სიგარეტს ეწევა. ქალსაც სთავაზობს. ამჯერად ქა-
ლი არ უარობს. გაკრული ასანთის წამიერი გაელვება მათ მომუ-
ჭულ ხელებში… წითლად აელვარებული თითის წვერები…
კიდევ ცოტაც და, ალბათ, ძვლებიც გამოჩნდებოდაო, ფიქ-
რობს ქალი. რაღა რენტგენის სხივები და რაღა ეგ ასანთი. მგონი,
ცარიელი ნისლი ვართ და მეტი არაფერი; შეფერილი წყალი…
წყალი თავისუფალია, რასაც უნდა, იმას იზამს. თუმცა, როგორც
წესი, სულ დაღმა-დაღმა ეშვება ხოლმე… ქალს ხორხი სიგარე-
ტის კვამლით ევსება.
- ახლა ბავშვებზე მოგიყვები.
- ბავშვებზე? რომელ ბავშვებზე?
- მომდევნო მონაკვეთი ვიგულისხმე, ზიკრონთან დაკავშირე-
ბით, საკიელ-ნორნელ ბავშვებზე უნდა მოგიყვე.
- ააა, ჰო… ახლა მივხვდი.
- ამ ეპიზოდში ბავშვები პირველად გამოჩნდებიან.
- ბავშვებზე, მგონი, არ შევთანხმებულვართ.
- მონა-ბავშვები არიან. ეს აუცილებელია, ბავშვების გარეშე
არაფერი გამოგვივა.
- არა მგონია, რომ ბავშვების ჩართვა აუცილებელი იყოს, - ამ-
ბობს ქალი.
- შენი ნებაა. შეგიძლია, ნებისმიერ წამს გამაჩერო… და ისიც
შეგიძლია, ნებისმიერ წამს წახვიდე, რადგან თავისუფალი
ბრძანდები, როგორც პოლიციაში ეუბნებიან ხოლმე იღბლიან
ადამიანებს.
კაცის ხმა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ქალი ადგილიდან არ იძ-
ვრის.
- საკიელ-ნორნი ახლა ქვების გროვაა, მაგრამ ერთ დროს
გაცხოველებული ვაჭრობისა და საქონლის მიმოცვლის ცენტრი
იყო. ქალაქი სამი ძირითადი სახმელეთო გზის შესაყარზე იდგა:
ერთი აღმოსავლეთიდან მოდიოდა, მეორე - დასავლეთიდან, მე-
სამე კი - სამხრეთიდან. ჩრდილოეთით, დიდი არხის მეშვეობით,
საკიელ-ნორნი პირდაპირ ზღვაზე გადიოდა, სადაც კარგად გა-
მაგრებული ნავსადგური ჰქონდათ. ამჟამად აღარც დამცავი გა-
ლავნის კვალი ჩანს და აღარც სხვა ნამარხისა.
დამცავი კედლის ხელით გამოჩორკნილი უხეში ლოდები სულ
მტრებმა და უცხოელებმა გაზიდეს, პირუტყვის ბაგებისა და მათ-
თვის სალაფავის ჩასასხმელი არხების ასაგებად, ანდა საკუთარი
სახელდახელო და ტლანქი ციხესიმაგრეების მშენებლობაში გა-
მოსაყენებლად. ზოგიც წყალმა წაიღო და შლამში ჩამარხა,
ზღვის ფსკერზე.
არხი და ნავსადგური, ბუნებრივია, მონების აშენებული იყო.
საერთოდაც, იმ მონების შრომის ხარჯზე ყვაოდა საკიელ-ნორნი.
თუმცა ხელოსნებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი ქალაქის კე-
თილდღეობაში, განსაკუთრებით ფეიქრებმა. ქსოვილების შე-
ღებვის ტექნოლოგიის საიდუმლოს დიდი სიფრთხილით ინახავ-
დნენ. ქსოვილები ისეთი ხასხასა ფერებისა იყო და ისე ბზინავდა,
როგორც დამდნარი თაფლი, როგორც შავი ყურძნის დაჭყლეტი-
ლი მტევნები, როგორც მზეზე გადგმული, ახალდაკლული ხარის
სისხლით სავსე ფიალა. მათი ნაქსოვი პირბადეები ობობას ქსე-
ლივით მსუბუქი და ნაზი იყო, ხალიჩები კი ისეთი რბილი და ფუმ-
ფულა, თითქოს ხალიჩაზე კი არა, პირდაპირ ჰაერზე დადიოდი,
ჰაერზე, რომელიც ყვავილებითა და მოჩუხჩუხე წყაროებით და-
ემშვენებინათ.
- ძალიან პოეტური პასაჟი გამოგივიდა; პირდაპირ გამაოგნე!
- ნუ გაოგნდები, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ სავაჭრო ცენ-
ტრში სეირნობ. თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ უბრა-
ლოდ ფუფუნების საგნებია და მაშინვე ნაკლებად პოეტური მო-
გეჩვენება.
ხალიჩებს მონები ქსოვდნენ, მხოლოდ და მხოლოდ მონა--
ბავშვები, რადგანაც ასეთი ფაქიზი ქსოვილის მოსაქსოვად მხო-
ლოდ ბავშვის პატარა თითები გამოდგებოდა. მაგრამ ამ ხალი-
ჩებზე ხანგრძლივად მუშაობის შედეგად ის საცოდავები რვა--
ცხრა წლის ასაკისათვის ბრმავდებოდნენ. ჰოდა სწორედ ამ ამ-
ბავს იყენებდნენ ვაჭრები ექსკლუზიური ხალიჩების ფასის ასაწე-
ვად. - „ამ ხალიჩის მოქსოვამ ათი ბავშვი დააბრმავაო“, - ასე იტ-
ყოდნენ ხოლმე, - „ამის მოქსოვამ - თხუთმეტი, ამისამ კი - ოცი“.
რადგან დაბრმავებული ბავშვების რაოდენობის მატება ფასს
უსაშველოდ ზრდიდა, ცხადია, ვაჭრები ცოტა აზვიადებდნენ კი-
დეც. კლიენტები, როგორც წესი, ევაჭრებოდნენ: - „შვიდზე მეტი
ბავშვი არ იქნებოდა; თორმეტზე მეტი არ იქნებოდა; დიდი დიდი,
თექვსმეტი ყოფილიყოო“, - გაიძახოდნენ და თანაც ქსოვილს ხე-
ლით ამოწმებდნენ; „ჭურჭლის ტილოსავით უხეშია, მათხოვრის
ჭილოფივით ხამი; გეგონება, ადამიანმა კი არა, გნარმა მოქსო-
ვაო“, - ჩიოდნენ.
დაბრმავებულ ბავშვებს საროსკიპოების მფლობელები ყიდუ-
ლობდნენ, გოგონებსაც და ბიჭებსაც. ქსოვისგან დაბრმავებული
ბავშვების მომსახურეობა გაცილებით ძვირი ღირდა. მათი გაწა-
ფული თითების შეხებისას, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობ-
და, თვალწინ გაფურჩქნილი ყვავილები და მოჩუხჩუხე წყაროები
გიდგებოდა და ეს ყვავილები და წყაროები თითქოს შენი
სხეულიდან ამოდიოდნენ.
ზოგიერთი, ვისაც ბედი გაუღიმებდა და საროსკიპოში მოხვედ-
რას გადაურჩებოდა, სიბნელეში ყელის გამოღადვრის ოსტატი
ხდებოდა. ასეთებზე დიდი მოთხოვნილება იყო; მათ დაქირავე-
ბულ მკვლელებად იყენებდნენ. სხვათა შორის, კლიტეების გახ-
სნაც ძალიან ეხერხებოდათ. დაბრმავებულებს სმენა უმახვილ-
დებოდათ. უჩუმრად მოძრაობაც შეეძლოთ და პატარა ხვრელებ-
შიც კი ადვილად ძვრებოდნენ. ყნოსვაც დიდებული ჰქონდათ -
სუნით არჩევდნენ, ადამიანს ღრმა ძილით ეძინა თუ ძილში კოშ-
მარებისაგან იტანჯებოდა. ისე ნაზად კლავდნენ, თითქოს
მსხვერპლის ყელს დანა კი არა, ღამის ფარვანას ფრთა შეახესო.
შებრალების უნარი არ გააჩნდათ და მათი ყველას სასტიკად ეში-
ნოდა.
სანამ ჯერ კიდევ ხედავდნენ და დაუსრულებლად ქსოვდნენ იმ
ჯადოსნურ ხალიჩებს, ბავშვები ერთმანეთს მომავალ ბედზე ესა-
უბრებოდნენ და თავს ირწმუნებდნენ, რომ მხოლოდ ბრმები არი-
ან ჭეშმარიტად თავისუფლები.
- ძალიან დამთრგუნველია, - ჩურჩულებს ქალი, - ასეთ სევდი-
ან ამბავს რატომ მიყვები?
ახლა უფრო ღრმად არიან პარკის ჩრდილში შესულები. კაცმა,
ბოლოს და ბოლოს, ხელიც მოხვია წელზე. ნელა იარე, მკვეთრ
მოძრაობას ნუ გააკეთებ და თანაბრად ისუნთქეო - ასე არიგებს
საკუთარ თავს.
- იმას გიყვები, რისი მოყოლაც მეხერხება. ისეთებსაც, რასაც
დაიჯერებ. ტკბილ სიცრუეს არ დაიჯერებდი, ხომ ასეა?
- ასეა.
- თანაც მთლად ასეთი ნაღვლიანიც არ არის. ხომ გითხარი,
ზოგი მძიმე ხვედრს თავს აღწევდა-მეთქი.
- მაგრამ მკვლელები ხდებოდნენ.
- სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და რა უნდა ექნათ? ხალიჩებით
მოვაჭრეები ვერ გახდებოდნენ, ვერც საროსკიპოების მფლობე-
ლები. ამის ფული არ ჰქონდათ. ასე რომ, ამ ბინძური საქმისათ-
ვის უნდა მიეყოთ ხელი. იღბალიც მთლად მათ მხარეს იყო--
მეთქი, ვერც ამას გეტყვი.
- შეწყვიტე, - ამბობს ქალი, - ეგ ჩემი ბრალი არ არის.
- არც ჩემი, - პასუხობს კაცი. - უბრალოდ, მამათა ცოდვებით
ვართ დამძიმებულები.
- ეგ უსაფუძვლო ბრალდება და მეტისმეტი ბოროტებაა, - ეპა-
სუხება ქალი ცივად.
- ბოროტება როდის არ არის მეტისმეტი? და საერთოდ, ეგ „მე-
ტისმეტი“ რამდენია? როგორ იზომება? გაზეთებს არ კითხულობ?
ეს ქვეყნიერება მე ნამდვილად არ შემიქმნია… ასეა თუ ისე, მე იმ
ყელის გამომღადრავების მხარეს ვარ. თუ არჩევანი მკვლელო-
ბასა და შიმშილით სიკვდილს შორის გაქვს, რომელს აირჩევ?..
თუმცა შეგიძლია, საროსკოპოში წახვიდე და სხეულით ივაჭრო,
ეგ არჩევანიც ყოველთვის გაქვს.
ძალიან შორს შეტოპა. მეტისმეტი გაგულისება გამოამჟღავნა.
ქალი ხელს აშვებინებს და განზე დგება. ჩემი წასვლის დროაო,
ეუბნება. ხის ფოთლები მძლავრად შრიალებენ. ქალი ხელს გა-
იწვდის და ხელის გულზე წვიმის წვეთებს გრძნობს. ჭექა--
ქუხილიც თანდათან ახლოვდება. ქალი პიჯაკს იხდის. კაცს მის-
თვის არ უკოცნია. არც ახლა აკოცებს, ამაღამ ნამდვილად არ
ღირს. ქალი ამას შეწყალების განაჩენივით აღიქვამს.
- ფანჯარასთან დადექი, შენი საძინებლის ფანჯარასთან. შუქს
ნუ ჩააქრობ და, უბრალოდ, დადექი.
ძალიან დაზაფრა, ზედმეტი მოუვიდა… ნეტა რა ჯანდაბა ეტა-
კა?! რა საჭირო იყო?!
- ძალიან გთხოვ. უბრალოდ, მინდა დავინახო, რომ კარგად
ხარ და უსაფრთხოდ - დასძინა კაცმა მავედრებელი ხმით, თუმცა
უსაფრთხოება საერთოდ არ უგულისხმია.
- კარგი, ვეცდები. ერთი წამით გავჩერდები. შენ სად იქნები?
- წაბლის ხის ქვეშ დავდგები. შენ ვერ დამინახავ, მაგრამ მე
დაგინახავ და შენც იცოდე, რომ იქ ვარ.
ქალი ფიქრობს, როგორ ზუსტად იცის, ჩემი ფანჯარა რომე-
ლია და ისიც იცის, რომ წაბლის ხეს გადაჰყურებსო… ეტყობა,
ხშირად დგას იქ და მითვალთვალებსო. ამის გაფიქრებაზე ოდნავ
აჟრჟოლებს კიდეც.
- უკვე ჟინჟლავს და მალე თქეშიც წამოვა. გაილუმპები და გა-
ცივდები.
- სულაც არ მცივა… მოკლედ, იქ ვიქნები და დაგელოდები.
გლოუბ ენდ მეილი, 19 თებერვალი, 1998

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 92 წლის ასაკში, საკუ-


თარ - როუზდეილის - რეზიდენციაში გარდაიცვალა ქალბატონი
უინიფრედ გრიფენ-პრაიორი. ცნობილი ფილანთროპის, მისიზ
პრაიორის სახით, ტორონტომ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და
თანმიმდევრული მეცენატი დაკარგა. მისიზ პრაიორი იყო მსხვი-
ლი მრეწველის, განსვენებული რიჩარდ გრიფენის და, და ცნობი-
ლი მწერლის, ასევე განსვენებული ლორა ჩეიზის ახლო ნათესა-
ვი. იგი ტორონტოს სიმფონიური ორკესტრის სამეურვეო საბჭოს
ხელმძღვანელობდა ორკესტრის დაარსების პერიოდში, ბოლო
წლებში კი ონტარიოს სამხატვრო გალერეას და კანადის კიბოთი
დაავადებულთა ასოციაციის მოხალისეთა კომიტეტს ედგა სათა-
ვეში. მისიზ პრაიორი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა „გრა-
ნიტ კლაბის“, „ჰელიკონიან კლაბის“, „ახალგაზრდული ლიგის“
საქმიანობაში და დომინიონის თეატრალური ფესტივალის ჩატა-
რებაში. ჭირისუფალთაგან მას დარჩა ძმის შვილიშვილი საბრინა
გრიფენი, რომელიც ამჟამად ინდოეთში მოგზაურობს.
პანაშვიდი და გამოსათხოვარი ცერემონიალი შედგება სამშა-
ბათს, დილით, წმ. სიმონ მოციქულის ეკლესიაში, ხოლო დაკ-
რძალვა - მაუნტ პლეზანტის სასაფლაოზე. ყვავილების დიდი სა-
მახსოვრო გვირგვინი, მისიზ პრაიორის სახელზე, გაიგზავნება
პრინცესა მარგარეტის სახელობის საავადმყოფოშიც.
ბრმა მკვლელი: პომადით დახატული გული
- დრო რამდენი გვაქვს? - ეკითხება კაცი.
- უამრავი, ორი ან სამი საათი. ყველა ერთად წავიდა სადღაც.
- სად?
- წარმოდგენა არა მაქვს. ალბათ, ფულის გასაკეთებლად, ან
რაღაც-რაღაცების საყიდლად, მაგალითად, ხელოვნების ნიმუ-
შების. ეგ რაში მენაღვლება? - ამბობს ქალი, თმას ყურზე იწევს
და წელში სწორდება. ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს გოგონა გა-
მოძახებითაა, პირველსავე დასტვენაზე რომ გარბის… ძალიან
დამამცირებელი და უსიამოვნო გრძნობაა. - ვისი მანქანაა?
- მეგობრის. მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, მანქანიანი მეგო-
ბარი მყავს!
- ნუ დამცინი, - ამბობს ქალი. კაცი არ უპასუხებს. ქალი ხელ-
თათმანის წაძრობას ცდილობს. - ვინმემ რომ დაგვინახოს?
- მხოლოდ მანქანას დაინახავენ. ჯაბახანაა, ღარიბი კაცის მან-
ქანა. პირდაპირ თვალებში რომ ჩაგხედონ, მაინც ვერ გიცნობენ,
იმიტომ, რომ შენნაირი ქალბატონები ასეთი მანქანებით სეირ-
ნობას არ კადრულობენ.
- ზოგჯერ ძალიან გაღიზიანებ, არ მოგწონვარ.
- ბოლო დროს სულ მაგაზე ვფიქრობ. მოწონება სხვა რამეა,
დიდი დრო უნდა. შენი მოწონების დრო სადა მაქვს? მაგაზე ყუ-
რადღების კონცენტრირება არ შემიძლია.
- მანდ რატომ უხვევ? ნიშანს ვერ ხედავ?
- ნიშნებს სხვებმა უყურონ, ჩვენ კი, აი, სწორედ აქ გადავუხ-
ვევთ.
საცალფეხო ბილიკისკენ უხვევენ, რომელიც თხრილს უფრო
წააგავს. გარშემო ბინძური ხელსახოცები, საღეჭი რეზინის შესა-
ფუთი ქაღალდები, ნახმარი სამართებლის პირები (თევზის ახე-
ულ ლაყუჩებს რომ გაგონებენ), ბოთლები და თუნუქის ქილები
ყრია. გამხმარი ტალახი დახეთქილია და ფეხქვეშ იფხვნება.
ქალს ამ ადგილისათვის სრულიად შეუფერებელი ფეხსაცმელი
აცვია; ყოველ შემთხვევაში, ასეთი ქუსლებით სიარული ძალიან
გაუჭირდება. კაცი მკლავში ხელს უყრის და ფეხის გადატრიალე-
ბისა და ბორძიკისაგან იცავს. ქალი ცდილობს, გაერიდოს.
- პრაქტიკულად, ტრიალი მინდორია, ვინმე აუცილებლად
დაგვინახავს.
- როგორ დაგვინახავს? ხიდის ქვეშ ვართ.
- პოლიცია დაგვინახავს… მომეშვი, ცოტა მაცალე.
- პოლიციელები დღისით ნაკლებად იწუხებენ თავს ამ ადგი-
ლებში სიარულით. მხოლოდ ღამღამობით გამოდიან, ფანრე-
ბით, ბიწიერი გარყვნილების დასაწიოკებლად.
- მაშინ, მაწანწალები დაგვინახავენ, - ამბობს ქალი, - ან მა-
ნიაკები.
- აი, აქ შევიდეთ, ჩრდილში.
- აქ შხამიანი სურო ხომ არ იზრდება?
- არა, დამიჯერე. სურო აქ საერთოდ არ არის, არც მაწანწალე-
ბი და მანიაკები არიან, ჩემ გარდა, რა თქმა უნდა.
- რა იცი, რომ არ იზრდება? აქ ადრეც ყოფილხარ?
- ასე ძალიან ნუ ღელავ, უბრალოდ წამოწექი.
- გაჩერდი! გამიხევ! დამაცადე…
ქალს საკუთარი ხმა აოგნებს. ეს მისი ხმა არ არის, სუნთქვა-
შეკრულს ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერები ამოსდის.
ცემენტზე პომადით გულია დახატული, ოთხი ინიციალის გარ-
შემო. ისინი „ს“ ასოთია ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც
„სიყვარულს“ ნიშნავს. მხოლოდ მათ, განდობილებს, ეცოდინე-
ბათ, ვისი ინიციალებია ეს; მხოლოდ მათ ეცოდინებათ, რომ აქ
იყვნენ, რომ ეს გააკეთეს. სიყვარულის აღიარება ზუსტი მინიშნე-
ბების გარეშე.
გულს გარედან, ოთხივე მხრიდან ოთხი სხვა ასო აწერია, რო-
გორც კომპასს მიმართულებები:
FU
CK
გახლეჩილი და დანაწევრებული სიტყვა, სექსის ერთგვარი
ტოპოგრაფია.
კაცს თამბაქოს მწკლარტე გემო აქვს ტუჩებზე, ქალს - მარი-
ლის; ირგვლივ გათელილი სარეველების, კატების და დაბინძუ-
რებული კუთხე-კუნჭულის მყრალი სუნი ტრიალებს. შამბნარი და
ნესტი… მუხლებზე აკრული ტალახი, სქელი და ბარაქიანი…
გრძელფეხა ბაბუაწვერები მზისკენ მიისწრაფვიან.
წვანან და ფეხებთან ახლოს ნაკადული ჩამოუდით, თავს გა-
ფოთლილი ხე ადგათ, ხვიარების ტალავერი, მოიასამნისფრო
ყვავილებით. ცად აზიდული ხიდის უზარმაზარი ბურჯები… რკინის
ცხაურა... ხიდზე მოგრიალე მანქანების ხმა… ცხაურაში გამომ-
წყვდეული ლურჯი ცა… ქალი გაქვავებულ ტალახზე წევს, გულაღ-
მა.
კაცი ხელს შეჭმუხვნილ შუბლზე უსვამს, ცდილობს, ფიქრიანი
ნაოჭები გადაუსწოროს. მერე ლოყაზე უთათუნებს.
- ასე ძალიან არ უნდა გამაღმერთო; მე ერთადერთი არა ვარ,
ვისაც ასო აბია. ამაში ერთ მშვენიერ დღეს თავად დარწმუნდები.
- ეგ რა შუაშია? თანაც, რატომ გგონია, რომ გაღმერთებ? -
ეკითხება ქალი. გრძნობს, რომ კაცი უკვე მომავლისაკენ უბიძ-
გებს, თითქოს ხელსაც კი ჰკრავს.
- ასეა თუ ისე, ჩემნაირს კიდევ ბევრს ნახავ, როგორც კი შეგეშ-
ვები და აღარ შეგაწუხებ.
- მაგით რის თქმა გინდა? სულაც არ მაწუხებ.
- იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრება გრძელდება, ჩვენი თანაც-
ხოვრების მერეც გაგრძელდება.
- მოდი რა, სხვა თემაზე ვილაპარაკოთ.
- კარგი. დაწექი. აი, აქ დამადე თავი, - ეუბნება კაცი და თავის
ნამიან პერანგს გვერდით აგდებს. ცალი ხელით ქალი ჰყავს ჩაბ-
ღუჯული, მეორეს ჯიბეში იფათურებს, სიგარეტს ეძებს. მერე
ასანთს ცერა თითის ფრჩხილზე გაკვრით ანთებს. ქალს თავი მის
მხარზე აქვს მისვენებული.
- სად გავჩერდი? ჰო, ხალიჩების მქსოველებზე, დაბრმავებულ
ბავშვებზე… კი, ეგრეა, გამახსენდა. მოკლედ, საკიელ-ნორნის კე-
თილდღეობა მონების ზურგზე გადადიოდა, განსაკუთრებით იმ
მონა-ბავშვებისა, ხალიჩებს რომ ქსოვდნენ. მაგრამ ამის
აღიარება არავის უნდოდა. სნილფარდები ამტკიცებდნენ, ჩვენი
სიმდიდრის წყარო მონები კი არა, ჩვენივე მარიფათი და საღი აზ-
როვნებააო; ცხადია, ღმერთებისთვის სწორად შერჩეულ შესა-
წირს გულისხმობდნენ.
უამრავი ღმერთი ჰყავდათ. ღმერთები ყოველთვის სამარ-
თლიანად განსჯიან ხოლმე სიტუაციას და, ამ მხრივ, არც
საკიელ-ნორნის ღმერთები იყვნენ გამონაკლისები. ყველა ნამ-
დვილი მტაცებელი იყო, ხორცი უყვარდათ, მსხვერპლად შეწი-
რული ცხოველები მოსწონდათ, მაგრამ სამსხვერპლოზე მიტა-
ნილ ადამიანის სისხლს არაფერი ერჩივნათ, ძალიან აფასებ-
დნენ. თურმე, როცა ქალაქს აარსებდნენ, დიდი ხნის წინათ, იმ-
დენად დიდის, რომ ეს ამბავი უკვე ლეგენდად იქცა, ცხრა ღვთის-
მოსავ მამას საკუთარი ქალიშვილები შეუწირავს მსხვერპლად.
ცხრა საცოდავი ქალწული ცოცხლად დაუმარხავთ ქალაქის ცხრა
კარიბჭის ქვეშ, როგორც ამ კარიბჭეთა წმინდა მცველები.
ქალაქს ოთხივე მხარეს ორ-ორი კარიბჭე ჰქონია - ერთი ქა-
ლაქში შესასვლელად და ერთიც - იქიდან გამოსასვლელად. იმა-
ვე კარიბჭიდან გამოსვლა, საიდანაც ქალაქში შედიოდი, ნაადრე-
ვი სიკვდილის მომასწავებლად ითვლებოდა. მეცხრე კარიბჭე ქა-
ლაქის ცენტრში, გორაკის მწვერვალზე დაგებული მარმარილოს
ბრტყელი ფილა იყო. ის უბრალო მოკვდავის თვალისთვის უხი-
ლავად იღებ-იკეტებოდა და სიკვდილ-სიცოცხლეს, ხორცსა და
სულს მიჯნავდა ერთმანეთისგან. ამ კარიბჭით თავად ღმერთები
სარგებლობდნენ, ქალაქში ამ კარით შედი-გადიოდნენ. ორი კა-
რიბჭე მათ არ სჭირდებოდათ, რადგან, მოკვდავთაგან განსხვა-
ვებით, კარის ორსავე მხარეს ერთდროულად ყოფნა შეეძლოთ.
საკიელ-ნორნელ წინასწარმეტყველებს ამოჩემებული ჰქონიათ
ღრმააზროვანი შეკითხვა: „ვინმემ თუ იცის, ადამიანის სუნთქვის
ჭეშმარიტი არსი რა არის - ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა?“ ჰოდა, იმ
ღმერთების ბუნებაც ზუსტად ასეთი ყოფილა.
მეცხრე კარიბჭე იმავდროულად ის საკურთხეველიც ყოფილა,
რომელზეც მსხვერპლის სისხლს ათხევდნენ. ბიჭუნებს სამი მზის
ღვთაებას სწირავდნენ მსხვერპლად, ანუ დღის, კაშკაშა სინათ-
ლის, სასახლეების, ნადიმების, კერიების, ომების, სასმელების,
შესასვლელებისა და სიტყვების ღმერთს; გოგონებს კი - ხუთი
მთვარის ქალღმერთს - ღამის დედოფალს, ბურუსისა და ჩრდი-
ლების გამგებელს, შიმშილის, გამოქვაბულების, მშობიარობის,
გამოსასვლელებისა და სიჩუმის მბრძანებელს. მსხვერპლად შე-
საწირ ბიჭუნებს თავს კომბლით უჩეჩქვავდნენ საკურთხეველზე
და ისე გადაუძახებდნენ ხოლმე ღმერთის ხახისკენ. გოგონებს კი
ყელს სჭრიდნენ და მათი სისხლით ხუთ მინავლებულ მთვარეს
პოხავდნენ, სიკაშკაშე რომ მომატებოდათ და სამუდამოდ არ
დამცხრალიყვნენ.
იმ ცხრა ქალწულის ხსოვნის პატივსაცემად, ქალაქის კარიბ-
ჭეებთან ცოცხლად რომ დამარხეს, ყოველწლიურად კიდევ ცხრა
გოგონას სწირავდნენ მსხვერპლად. მათ „ქალღმერთის ქალწუ-
ლებს“ უწოდებდნენ და იმქვეყნად ლოცვებს, ყვავილებსა და საკ-
მეველს ატანდნენ, ცოცხლების წილ რომ გადაეცათ ქალღმერ-
თისათვის. წლის ბოლო სამ თვეს „უსახოს“ ეძახდნენ, რადგან ამ
დროს მოსავალი არ მოდიოდა და ხალხს სჯეროდა, რომ ქალ-
ღმერთი მარხულობს. ეს მზის ღმერთის, ცეცხლითა და მახვი-
ლით მმართველის, ბობოქრობის პერიოდი იყო და დედები ბი-
ჭებს გოგოს კაბაში გადაცმულებს დაატარებდნენ, სადმე რამე
უბედურებას რომ არ გადაჰყროდნენ.
ერთი წესიც ჰქონდათ - კეთილშობილი სნილფარდების ყო-
ველ ოჯახს თითო ქალიშვილი მაინც უნდა შეეწირა მსხვერპლად
ქალღმერთისთვის. თან ქალღმერთს თავი შეურაცხყოფილად
რომ არ ეგრძნო, მსხვერპლი საუკეთესო, უბიწო და უხინჯო გო-
გონა უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში სნილფარდები
აზრზე მოვიდნენ და თავიანთი ქალიშვილების დამახინჯება იწყეს
- ზოგს თითს აჭრიდნენ, ზოგს - ყურის ბიბილოს, ან რაღაც ამდაგ-
ვარს. მალე ამ დამახინჯებამ სიმბოლური ხასიათი შეიძინა და
ისეთი რამეებით ჩანაცვლდა, როგორიც იყო, მაგალითად, ლურ-
ჯი ფერის ტატუ ლავიწის ძვალთან ან კისერზე. ასეთი ნიშნის და-
დება იმ ქალისთვის, რომელიც სნილფარდების კასტას არ ეკუთ-
ვნოდა, საშინელ დანაშაულად ითვლებოდა. მაგრამ საროსკი-
პოების მფლობელები, რომლებსაც სულ მოგებაზე ეჭირათ თვა-
ლი, ჩუმ-ჩუმად მაინც ახერხებდნენ ახალბედა პატივმოყვარე მე-
ძავებისთვის სხეულზე ამგვარი ნიშნების ლურჯი მელნით მიხატ-
ვას. ამას იმ კლიენტთა საამებლად აკეთებდნენ, რომლებსაც
სურდათ, თავი დაეჯერებინათ, თითქოს ცისფერსისხლიან სნილ-
ფარდ პრინცესებს ხმარობდნენ.
თავის მხრივ, სნილფარდებიც მიმართავდნენ ახალ-ახალ
ფანდებს, მაგალითად, იშვილებდნენ მიგდებულ ბავშვს - მონა
ქალისა და მისი პატრონის ნაშიერს - და შემდეგ სამსხვერპლოზე
თავიანთი კანონიერ ქალიშვილს იმ ნაბიჭვრით ანაცვლებდნენ.
ცხადია, ეს თაღლითობა იყო, მაგრამ კეთილშობილებს დიდი
გავლენა ჰქონდათ და მთავრობაც ამაზე თვალს ხუჭავდა.
ამის შემდეგ კეთილშობილები კიდევ უფრო გაზარმაცდნენ და
იმ საცოდავი ნაბიჭვრების საკუთარ ჭერქვეშ აღზრდაზეც კი უარი
თქვეს. სამსხვერპლოდ გამზადებულებს პირდაპირ ქალღმერ-
თის ტაძარში აბარებდნენ და, გარკვეული თანხის საფასურად,
მათზე ზრუნვას ქურუმებს ავალებდნენ. რადგანაც ნაბიჭვრებს კე-
თილშობილი გვარი ეძლეოდათ, სამსხვერპლოდ მათ ვარგი-
სიანობაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. მოკლედ, ეს ყველაფერი
ჯიშიანი სადოღე ცხენების ფერმას დაემსგავსა და ღრმააზროვანი
ადათი თანდათანობით სიმახინჯედ გადაიქცა, თუმცა მაგ დროის-
თვის საკიელ-ნორნში უკვე ყველაფერი იყიდებოდა.
სამსხვერპლოდ გამზადებული ქალწულები ტაძრებში ჰყავ-
დათ გამოკეტილი. კარგს აჭმევდნენ და კარგს ასმევდნენ, რომ
ფერ-ხორცი არ დასჭკნობოდათ და ნაკლი არაფერი შეჰპარვო-
დათ. თანაც მუდმივად წვრთნიდნენ და ამზადებდნენ იმ დიადი
დღისათვის, როცა ლამაზად და ღირსეულად უნდა მოეხადათ
წმინდა ვალი და გულანთებულებს დაედოთ თავი სამსხვერპლო-
ზე. მსხვერპლშეწირვის იდეალური ცერემონიალი,
თეორიულად, ლამაზ ცეკვად მოიაზრებოდა, ლირიკულ, ჰარმო-
ნიულ და გრაციოზულ ცეკვად. აბა რა იქნებოდა? ბოლოს და ბო-
ლოს, ქალწულები იყვნენ, ცხოველები ხომ არა, რომ ასე, ყო-
ველგვარი შელამაზების გარეშე, მხეცურად დაეკლათ ყველას
თვალწინ! მსხვერპლს თავადაც სიამოვნებით და თავისუფლად
უნდა დაეთმო სიცოცხლე. ბევრ მათგანს მართლაც სჯეროდა, რა-
საც უჩიჩინებდნენ - თქვენს კეთილ ნებაზეა მთელი სამეფოს კე-
თილდღეობა დამოკიდებულიო. საათობით ლოცულობდნენ,
რომ თავიანთი გონება და შეგრძნებები საჭირო კალაპოტში მო-
ექციათ. თვალდახრილებს უნდა ევლოთ, ნაღვლიანი ღიმილით
სახეზე, და ქალღმერთის სადიდებელი საგალობლები უნდა ეგა-
ლობათ მარტოობასა და გარინდებაზე, განუცდელ სიყვარულზე,
გამოუთქმელ სინანულსა და უსიტყვო ნაღველზე - საგალობლები
თავად გალობის შეუძლებლობაზე.
კიდევ გამოხდა ხანი და უკვე ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიქ-
ვამდა ღმერთებს სერიოზულად. მეტისმეტად მორწმუნეებსა და
რელიგიისთვის თავდადებულებს, ცოტა არ იყოს, შერეკილება-
დაც თვლიდნენ. ცხადია, მოქალაქეები კვლავაც ატარებდნენ
ძველებურ რიტუალებს, მაგრამ ეს უკვე ტრადიციისთვის ხარკის
გადახდა იყო და არა რწმენით შთაგონებული ვალი.
სამსხვერპლოდ გამზადებული ქალწულები იზოლირებულად
კი იზრდებოდნენ, მაგრამ უკვე ხვდებოდნენ, რომ მათი მკვლე-
ლობა რაღაც ძველი და დრომოჭმული ტრადიციის უაზრო ერ-
თგულება იყო. ამიტომ ზოგი, დანას რომ დაინახავდა, გაქცევას
ცდილობდა; ზოგი წიკვინს იწყებდა, როცა თმაზე მოქაჩავდნენ და
კისერს გადააწევინებდნენ; ზოგიერთები პირში წყევლიდნენ
ხელმწიფეს, რომელიც ასეთი რიტუალების დროს უზენაესი ქუ-
რუმის მოვალეობას ასრულებდა. ერთმა უბედურმა, თურმე, უკ-
ბინა კიდეც. შიშის და პროტესტის ამგვარი გამოვლინებები მო-
სახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან ასეთ გამოხდო-
მებს, როგორც წესი, საშინელი ძნელბედობა მოჰყვებოდა ხოლ-
მე - შესაძლო იყო, ქალღმერთს საერთოდაც ზურგი ექცია მათ-
თვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი უზნეობა ზეიმს
აფუჭებდა - მსხვერპლშეწირვის რიტუალი ყველას მოსწონდა, იგ-
ნიროდების ჩათვლით, რომლებიც ასეთ დღეებში ისვენებდნენ
და ღვინით უგონოდ ტყვრებოდნენ.
ამიტომ დაადგინეს, რომ რიტუალამდე სამი თვით ადრე სამ-
სხვერპლოდ გამზადებული გოგონებისთვის ენა ამოეჭრათ. ეს
სიმხეცე კი არ არის, შეცდომილთა სწორ გზაზე მოქცევის სა-
შუალებააო, ირწმუნებოდნენ ქურუმები. აბა, რა შეიძლება იყოს
ქალღმერთის მხევლისთვის გაყუჩებასა და გარინდებაზე მეტად
სასურველიო, ამბობდნენ.
ასე და ამრიგად, ენაამოჭრილი და ამოუთქმელი სიტყვებისა-
გან სულშეგუბებული გოგონები, გამჭვირვალე სამოსელში გახ-
ვეულები და გვირგვინებით შემკულები, საზეიმო მუსიკის თან-
ხლებით, ახლა უკვე მდუმარედ მიუყვებოდნენ ხვეულ კიბეს
მაღლა-მაღლა, ქალაქის მეცხრე კარიბჭისკენ. დღევანდელი გა-
დასახედიდან, შეიძლება გეთქვათ, საქორწინოდ გამზადებული,
ნალოლიავები პატარძლები არიანო.
ქალი წამოჯდება.
- ეგ ყველაფერი უბრალოდ თითიდან გამოიწოვე, ჩემს ჯინაზე!
ძალიან გინდოდა ის საცოდავი გოგოები პირდაპირ საქორწინო
სამოსელში გამოწყობილები ამოგეჟუჟა. სანაძლეოს ჩამოვალ,
ყველა მათგანი ქერა იქნებოდა.
- შენ რა შუაში ხარ? არასწორად გამიგე. თანაც, თითიდან კი
არ გამომიწოვია, ნახევრად რეალური ამბავი მოგიყევი. ეგ ყვე-
ლაფერი ისტორიული ფაქტებია. ხეთები…
- გასაგებია. მაგრამ როგორი ნეტარებით ყვები, ტუჩებსაც კი
ილოკავ წარამარა. სამაგიეროს მიხდი… არა, უფრო სწორად, ეჭ-
ვიანობ… ღმერთმა უწყის, რატომ. ეგ ხეთებიც ფეხებზე გკიდია და
მთელი კაცობრიობის ისტორიაც; მაგით მხოლოდ თავს იმარ-
თლებ.
- მოიცა, მოიცა! მსხვერპლად შესაწირ ქალწულებზე იმთავით-
ვე შევთანხმდით, ასე არ იყო? ეგ შენი დაკვეთაა, შენ თვითონ შე-
მატანინე მენიუში. ჰოდა, ახლა რა არ მოგწონს? მათი ჩაცმულო-
ბა? ტიულის ქსოვილი გებევრა თუ რა მოხდა?
- მოდი, ნუ ვიჩხუბებთ, კარგი? - ეუბნება ქალი და გრძნობს,
რომ საცაა ატირდება. მუშტებს მოკუმავს, რომ როგორმე ცრემ-
ლი შეიკავოს.
- შენი აფორიაქება ნამდვილად არ მინდოდა… კარგი, დაწ-
ყნარდი ახლა.
ქალი კაცის ხელს იშორებს. - სწორედაც ეგ გინდოდა. იცი,
რომ ჩემი აფორიაქება ადვილად შეგიძლია და ეგ ძალიან მოგ-
წონს.
- მეგონა, გართობდი, ჩემი მოსმენა გახალისებდა, ჩემი მაზა-
ლო ეპითეტები გხიბლავდა და ჩემი მაიმუნობით თავს იქცევდი.
ქალი ქვედატანს და ბლუზას გამალებით ისწორებს.
- საქორწინო სამოსელში გამოწყობილი ყელგამოჭრილი გო-
გოები! თანაც ენაამოჭრილები! ამან როგორ უნდა გამახალი-
სოს? ეტყობა, პათოლოგიური და ბოროტი გგონივარ.
- კარგი ბატონო, ყველაფერი უკან მიმაქვს. შენი გულისთვის
შემიძლია, სამყაროს მთელი ისტორია გადავწერო და გავაყალ-
ბო. თანახმა ხარ?
- ვერ შეძლებ. ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ, ვერ წაშ-
ლი… უნდა წავიდე.
ქალი უკვე მუხლებზე დგას და ადგომას აპირებს.
- ჯერ კიდევ უამრავი დრო გვაქვს, ნუ ადგები, დაწექი, - ეუბნე-
ბა კაცი და მაჯაზე ექაჩება.
- არა, გამიშვი! საცაა მზეც ჩავა. მალე დაბრუნდებიან და ცუდ
დღეში ჩავვარდები, პრობლემები შემექმნება… თუმცა შენ რა გე-
ნაღვლება. შენთვის მთავარია ჩქარ-ჩქარა და ფართხაფურ-
თხით…
- რა, რა? თქვი ბარემ, ამოღერღე!
- მშვენივრად იცი, რაც, - ეუბნება ქალი დაღლილი ხმით.
- ძალიან ცდები. ვწუხვარ, ასე თუ ფიქრობ და იმასაც ვწუხვარ,
რომ გაგაღიზიანე. ეტყობა, მე თვითონ ვარ ბოროტი… თხრობამ
გამიტაცა, ენას კბილი ვერ დავაჭირე… მაგრამ, ბოლოს და ბო-
ლოს, უბრალოდ ამბავია, სხვა ხომ არაფერი?
ქალი თავს საკუთარ მუხლებზე ჩამოდებს.
- მე რა უნდა ვქნა? რა მეშველება, როცა აქ აღარ იქნები, როცა
წახვალ?
- გეშველება, რამენაირად გადაიტან, იცოცხლებ… მოდი, ცო-
ტა გაგწმინდო.
- ეგრე ვერ გამწმენდ, ასეთი ჭუჭყი ადვილად არ იწმინდება.
- მაშინ ღილებს მაინც შეგიკრავ… ასე ძალიან ნუ დასევდიან-
დები, ნამდვილად არ ღირს.
პოლკოვნიკ ჰენრი პარკმენის სახელობის კოლეჯის სათაო
ოფისის, კოლეჯისა და მისი კურსდამთავრებულების ასოციაციის
ბიულეტენი პორტი ტიკონდეროგა,
1998 წლის მაისი
ლორა ჩეიზის სახელობის მემორიალური პრიზის
გადაცემა

მომხსენებელი კურსდამთავრებულთა ასოციაციის


ვიცე-პრეზიდენტი მაირა სტარგეზი

პოლკოვნიკ ჰენრი პარკმენის სახელობის კოლეჯს წილად


ხვდა დიდი პატივი, დააწესოს მეტად ფასეული საპრიზო ფონდი,
რომლის თანხაც და ამ თანხის განკარგვის უფლებაც ტორონტოს
ყოფილმა მკვიდრმა, აწ განსვენებულმა მისიზ უინიფრედ
გრიფენ-პრაიორმა ანდერძით კოლეჯს დაუტოვა. ჩვენ ყველას
გვახსოვს ამ ქალბატონის ცნობილი ძმა, ბ-ნი რიჩარდ ე. გრიფე-
ნი, რომელიც ხშირად ისვენებდა პორტ ტიკონდეროგაში და დი-
დი ხალისით ნაოსნობდა ჩვენს მდინარეში. ეს გახლავთ ლორა
ჩეიზის სახელობის ორასდოლარიანი მემორიალური პრიზი
საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებისათვის. პრიზი ყოველ-
წლიურად გადაეცემა დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეს,
რომელიც საუკეთესო ნოველას დაწერს და გამოიტანს კოლეჯის
კურსდამთავრებულთა ასოციაციის სამი წევრის სამსჯავროზე.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაწარმოები არა
მხოლოდ მაღალმხატვრულობით, არამედ ზნეობრივი ღირებუ-
ლებითაც უნდა გამოირჩეოდეს. კოლეჯის დირექტორმა, ბ-ნმა ეფ
ევანზმა, განაცხადა: „ჩვენ დიდად მადლიერები ვართ მისიზ
პრაიორისა, რომელმაც, თავის სხვა მრავალ ბენეფიციართან
ერთად, არც ჩვენ დაგვივიწყა“.
ცნობილი ადგილობრივი მწერლის, ლორა ჩეიზის სახელობის
პირველი მემორიალური პრიზის გადაცემა შედგება ივნისში, სას-
წავლო კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალზე. მწერლის
და, მისიზ აირის გრიფენი, რომელსაც ასევე დიდი ამაგი აქვს
ჩვენს ქალაქზე, სიამოვნებით დაგვთანხმდა მობრძანებაზე, რათა
პირადად გადასცეს ზემოაღნიშნული ჯილდო გამარჯვებულ მოს-
წავლეს.
ცერემონიამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. ჰოდა,
აბა თქვენ იცით, შეუძახეთ მოსწავლეებს, რომ ახლავე მიუს-
ხდნენ მაგიდებს და რამე კარგი მოიფიქრონ!
საზეიმო ცერემონიალის დასრულებისთანავე, კურსდამთავ-
რებულთა ასოციაცია გეპატიჟებათ კოლეჯის სპორტულ დარბაზ-
ში, სადაც ჩაითა და ნამცხვრებით გაგიმასპინძლდებიან. ბილე-
თები შეიძინეთ მაირა სტარგეზთან, ჯინჯერბრედ ჰაუზში. ბილე-
თების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება ახალი საფეხ-
ბურთო ფორმების შეძენას, რაც ყველას ძალიან გვჭირდება!
სიამოვნებით მივიღებთ შემოწირულობებს ნამცხვრების სახით.
თუ ნამცხვარი ნიგვზიანი იქნება, გთხოვთ, ხაზგსმით მიუთითოთ
ამის შესახებ.
III

დაჯილდოება

დილით აფორიაქებულს გამომეღვიძა. თავიდან ვერ მივხვდი,


რა ხდებოდა და რა მაწუხებდა, მაგრამ თანდათან გონს მოვეგე
და გამახსენდა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე უნდა წავსული-
ყავი.
მზე კარგა ხნის ამოსული იყო და ოთახში უკვე ცხელოდა. მზის
ნათელი ტიულის ფარდიდან შემოდიოდა და ჰაერში უაზროდ გა-
მოკიდებულ ქსოვილს გუბურაში დაგროვილი ნალექივით ალივ-
ლივებდა. თავის ნაცვლად ჩალით გამოტენილი ტომარა მედო
მხრებზე. დაშლილ სხეულს როგორღაც მოვუყარე თავი და
მთლად აბურდული და გადაჯეგილი საწოლიდან გაჭირვებით წა-
მოვდექი. ნესტიანი ღამის პერანგი ტანზე მიმკრობოდა. ალბათ
იმ შფოთმა დანამა, რომელსაც ჩემი განაწამები სხეული მთელ
ღამეს შემოდგომის გამხმარი ფოთლებივით იშორებდა. წამოვ-
დექი და დილის ჩვეული რიტუალის ჩატარებას შევუდექი - ღამით
სხვადასხვა მიზეზით ყალყზე დამდგარი თმა უნდა მომერჯულები-
ნა, თვალებიდან გაშტერებული და დაეჭვებული მზერა უნდა ჩა-
მომებანა და შერჩენილი კბილებიც უნდა გამომეხეხა… ღმერთმა
უწყის, ამ კბილებით ვისი ძვლები აღარ დავტკვირე სიზმარში!
საშხაპეში შევლასლასდი, იმ რკინის სახელურს ჩაფრენილი,
რომელიც მაირამ სულ ძალისძალად დამიმონტაჟა… მეშინოდა,
საპონი ხელიდან არ გამვარდნოდა. ამ ბოლო დროს ფეხის გას-
ხლტომის და დაცემის საშინელი შიში დამჩემდა, მაგრამ წყალი
აუცილებლად უნდა გადამევლო, ღამის სიმყრალე უნდა ჩამომე-
რეცხა სხეულიდან. ზოგჯერ ვფიქრობ, ალბათ საკუთარი
სხეულის სუნს ვეღარ ვგრძნობ-მეთქი; დაბერებული ხორცისა და
მღვრიე, ბებრული შარდის აშმორებულ სუნს.
ტანი გავიმშრალე, ლოსიონით გავიწმინდე და პუდრიც
მივისვ-მოვისვი. მოკლედ, ობი ჩამოვიშორე და ჩავთვალე, რომ
სარესტავრაციო სამუშაოები დავასრულე. მაგრამ უწონადობის
უცნაური შეგრძნება მაინც დამრჩა… უფრო სწორად, თითქოს ქა-
რაფის თავზე ვიდექი და უფსკრულისაკენ ნაბიჯის გადასადგმე-
ლად ვემზადებოდი. საერთოდ, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გუ-
ლი მისკდება: ასე მგონია, ფეხქვეშ მიწა ნებისმიერ წამს გამომეც-
ლება და სადღაც გადავიჩეხები-მეთქი... მხოლოდ ჰაერის წინა-
ღობა თუ შემაკავებს ოდნავ.
ტანსაცმელი რის ვაი-ვაგლახით ჩავიცვი… მოკლედ, ჭიგო
მჭირდება, დამცავი ხარაჩოების გარეშე აღარ ვვარგივარ (ნეტა
ჩემი ნამდვილი ტანსაცმელი სად ჯანდაბაშია-მეთქი, ვფიქრობ-
დი... ნუთუ ეს უფორმო ჯვალოები და ორთოპედიული ფეხსაცმე-
ლი მართლაც ჩემია-მეთქი... სამწუხაროდ, ჩემი იყო… უფრო მე-
ტიც - კარგადაც მომერგო!).
ახლა კიბეს უნდა შევჭიდებოდი. სულ იმას ვშიშობ, კიბეზე არ
დავგორდე და კისერი არ მოვიტეხო. საშინელებაა, ფეხებაპლა-
კული და კაბაწამოხდილი რომ გდიხარ, ნიფხავი რომ მოგიჩანს
და ნელ-ნელა იხრწნები, ვიდრე შემთხვევით ვინმე არ გიპოვის.
რა უაზრო და სულელური სიკვდილია!.. თითო-თითო საფეხური
დიდი სიფრთხილით ჩავიარე, კიბის მოაჯირს ჩაფრენილმა. მერე
ჰოლიდან სამზარეულოში გავედი, თან მარცხენა ხელის თითებს
კედლებს ისე ვუცაცუნებდი, აბუზული კატა რომ უცაცუნებს ხოლ-
მე ულვაშებს (ჯერ კიდევ ვხედავ და, ასე თუ ისე, გადაადგილებაც
შემიძლია. პატარ-პატარა ბედნიერებებისა და წყალობებისთვი-
საც ღვთის მადლიერები უნდა იყოთო, - გვეტყოდა ხოლმე რენი.
- რატომ უნდა ვიყოთ? - ჯიუტობდა ლორა. - პატარ-პატარაზე მეტს
რატომ ვერ იმეტებს?).
ჭამა არ მინდოდა. ერთი ჭიქა წყალი დავლიე და დარჩენილი
დრო ფორიაქში გავატარე. ცხრის ნახევარზე უოლტერმა გამო-
მიარა. ძალიან ჩამოცხაო, აღნიშნა. ეს მისი ამოჩემებული ფრაზა
იყო, საუბარს ასე იწყებდა ხოლმე. ზამთრობით ძალიან ცივაო,
ამბობდა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი - დღეს გაგვიწვიმდა
ან დღეს კარგი დილა გაგვითენდაო.
- აბა, როგორა ხარ, უოლტერ? - ვკითხე, როგორც ყოველ-
თვის.
- ვცდილობ, უბედურებას არ გადავეყარო, - მიპასუხა უოლ-
ტერმა, როგორც ყოველთვის.
- მაგაზე უკეთესს ადამიანი ვერაფერს იზამს, - ვუთხარი მე და
უოლტერმაც ჩვეული ღიმილით მიპასუხა - სახეზე პატარა ბზარი
გაიჩინა, გამხმარი ტალახი რომ გადასკდება, ზუსტად ისეთი. მე-
რე მანქანის კარი გამომიღო და წინა სავარძელზე დიდი ვაი--
ვაგლახით დამდო.
- დღეს ღირსშესანიშნავი დღეა, არა? ეგ ღვედი შეიკარით, თო-
რემ დამაპატიმრებენ.
„ღვედი შეიკარითო“, ისე მითხრა, თითქოს მეხუმრებოდა. უკ-
ვე საკმაოდ ხნიერია იმისათვის, რომ ის ძველი, უზრუნველი
დღეები გაიხსენოს, ფანჯარაში იდაყვგაყოფილი ცალი ხელით
რომ მართავდა საჭეს, მეორე ხელი კი გვერდით მჯდომი გოგოს
მუხლებზე ედო. ამის წარმოდგენა მზრავს, მაგრამ, რამდენადაც
ვიცი, ის გოგო მაირა უნდა ყოფილიყო.
მანქანა აუჩქარებლად დაძრა, ტრასაზე გადაუხვია და უსიტ-
ყვოდ განაგრძო გზა. ეს უოლტერი ერთი ზორზოხი კაცია, ძეგლის
კვარცხლბეკივით ოთხკუთხედი. სქელი კისერი აქვს, რომელიც
კისერს კი არა, სათადარიგო ბეჭს უფრო მიუგავს. არცთუ
უსიამოვნო სუნი უდის - კარგად გაპრიალებული გაცვეთილი ტყა-
ვის ფეხსაცმლისა და ბენზინის. მისმა ზოლიანმა პერანგმა და ბე-
ისბოლის კეპმა მიმახვედრა, რომ ცერემონიაზე დასწრებას არ
აპირებდა. წიგნებს საერთოდ არ კითხულობდა და ეგ ამბავი ამ-
ჯერად ორივეს გვაწყობდა. ერთადერთი, რაც ზუსტად იცოდა, ის
იყო, რომ ლორა დად მერგებოდა, და რომ, სამწუხაროდ, ის საწ-
ყალი ნაადრევად გარდაიცვალა.
უოლტერისნაირ კაცს უნდა გავყოლოდი ცოლად, ხელმარჯვე-
სა და ღონიერს…
არა. ჯობდა, საერთოდაც არ გავთხოვილიყავი. მაშინ ბევრ
უბედურებას ავიცილებდი თავიდან.
უოლტერმა მანქანა კოლეჯის შესასვლელთან გააჩერა. ომის
შემდგომი პერიოდის შენობაა. ორმოცდაათი წლის წინ მაინც იქ-
ნება აშენებული, მაგრამ მე მაინც ახლად მეჩვენება… ვერაფრით
შევეგუე ამ თანამედროვე, უსახურ შენობებს. ესეც ბოთლების ჩა-
საწყობ ყუთს მაგონებს… ახალგაზრდები და მათი მშობლები გა-
ზონებსა და ტროტუარებზე მიმოდიოდნენ, ზაფხულის შესაფე-
რის, ჭყეტელა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილები. მაირა კი-
ბის თავზე იდგა და გველოდებოდა; თან გაბმით რაღაცას გაჰ-
კიოდა. წითელი ვარდებით მოჩითული თეთრი კაბა ჩაეცვა… დე-
დაკაცი ამხელა გავას რომ დაათრევს, ყვავილებიანი კაბა ნამ-
დვილად არ უნდა ჩაიცვას! ბანდაჟზეც რაღაცის თქმა მინდოდა…
არა, ეცვას, კი ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგ-
რამ… თმაც უხეიროდ ჰქონდა დავარცხნილი - ჭაღარა თმის
მსხვილ-მსხვილი კულულები… რაღა ადვოკატის პარიკი და რაღა
ამის ვარცხნილობა.
- დაგაგვიანდა, - უსაყვედურა უოლტერს.
- ნურას უკაცრავად, - შეეკამათა უოლტერი, - მე კი არ დამიგ-
ვიანია, სხვები მოსულან ძალიან ადრე. უფრო ადრე რომ მომეყ-
ვანა, უსაქმოდ რატომ უნდა მჯდარიყო მაგათ ლოდინში?
ჩემზე რატომღაც ყოველთვის მესამე პირში ლაპარაკობენ.
გეგონება, ბავშვი ვიყო ან შინაური ცხოველი.
უოლტერმა ჩემი ხელი მაირას გადააბარა და კიბეს ისე ავუყე-
ვით, როგორც ეტლში შებმული ცხენების სამეული. ალბათ
მაირას თითებიც იმავეს გრძნობდნენ, რასაც ჩემი - გალეულ სხი-
ვის ძვალს, მოფამფალებული ხორცითა და დაკორძილი ძარღვე-
ბით დაფარულს… ჩემი ხელჯოხი უნდა წამომეღო-მეთქი, ვიფიქ-
რე, მაგრამ სცენაზე ჯოხით გამოგოგმანება არ მინდოდა. მერე
სადმე მივაჩერჩეტებდი და ვინმე აუცილებლად წამოედებოდა.
მაირამ კულისებში შემიყვანა და მკითხა, საპირფარეშოში
შესვლა ხომ არ გინდათო. კარგია, რომ შემახსენა… მერე საგრი-
მიოროში დამსვა, ჯერჯერობით აქ დამელოდეთო, მითხრა და
თვითონ ქოთქოთით გაიქცა, ერთი ვნახო, ყველაფერი რიგზეა,
თუ არაო.
საგრიმიოროს სარკეს გარშემო პატარა ნათურების არშია მი-
უყვებოდა; ზუსტად ისეთი, როგორიც თეატრშია. ამ ნათურების
შუქი ყოველთვის გულს გიკეთებს, გეპირფერება, მაგრამ მე ვერ
მომატყუა - ავადმყოფური იერი მქონდა, ისეთივე უფერული და
სისხლნაკლული, როგორც წყალში ჩამბალ საქონლის ხორცს…
ნეტა დაზაფრული ვარ, თუ მართლა ავად ვარ-მეთქი, ვიფიქრე.
თუმცა, ჯანმრთელობა რომ შემერყა, ესეც მშვენივრად ვიცოდი.
სავარცხელი მოვძებნე და ნაჩქარევად გადავიტარე თმაზე.
მაირა სულ მემუქრება, „ჩემს ქალთან“ წაგიყვანო; სილამაზის სა-
ლონს გულისხმობს, „ჰეარ-პორტი“ რომ ჰქვია ოფიციალურად
და ორივე სქესის კლიენტებს რომ ემსახურება, მაგრამ ჯერჯერო-
ბით მედგარ წინააღმდეგობას ვუწევ. ეს თმა, როგორიც არის, ჩე-
მია, მორჩა და გათავდა!.. მართალია, ისე მეფშიკება ხოლმე, გე-
გონება, დენი გამიტარესო და შიგადაშიგ გამელოტებული ადგი-
ლებიც მომიჩანს, თაგვის ფეხებივით მორუხო-მოვარდისფრო.
ძლიერ ქარში თუ მოვყევი, მთელი ჩემი თმა ბაბუაწვერას ღინ-
ღლივით ქარს გაყვება, ალბათ; ალაგ-ალაგ თუ დამრჩება
პატარ-პატარა, სამახსოვრო ბულულები.
მაირამ ერთი ნაჭერი თავისი საფირმო ყავისფერი ნამცხვარი
დამიტოვა, ჩაის საზეიმო ცერემონიისთვის გამომცხვარი, შოკო-
ლადმოყრილი, და ერთიც - პლასტიკატის ბოთლში ჩამოსხმული
ყავა, მომჟავო და უგემური, რომელსაც კოლეჯის ბუფეტში ყიდ-
დნენ. ჭამა-სმის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ღმერთმა
ტუალეტები აბა რისთვის მოიგონა?! ყოველი შემთხვევისათვის,
მაგიდაზე ყავისფერი ნამცეცები დავტოვე.
მალე მაირაც შემოქაქანდა და დირექტორთან წამათრია. დი-
რექტორმა დიდი ამბით ჩამომართვა ხელი და მადლობა მომახ-
სენა მობრძანებისთვის. ამის მერე გარდამავალი დროშასავით
ხელიდან ხელში გადავდიოდი: ჯერ დირექტორის მოადგილეს-
თან წარმადგინეს, მერე კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრე-
ზიდენტთან, მერე ინგლისური ენის განყოფილების გამგესთან -
მამაკაცის კოსტიუმში გამოწყობილ ქალბატონთან, მერე სავაჭ-
რო პალატის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელსაც მიმ-
გვარეს, ბოლოს კი ადგილობრივი პარლამენტის წევრიც გამაც-
ნეს. ასეთი დაძაბულობის დროს მთავარია, მარცხი არ მოგივი-
დეს. ამდენი ქათქათა და თვალისმომჭრელი ღიმილი რიჩარდის
პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდიდან აღარ მენახა.
მაირამ სკამამდე მიმაცილა, მერე კულისებში ვიქნებიო, წამ-
ჩურჩულა და გაშპა. მალე კოლეჯის ორკესტრმაც დასცხო
ჭრიალ-ჭრიალით და ყველამ „ო, კანადა!“ ვიმღერეთ. ამ ჰიმნის
სიტყვებს ვერაფრით ვიმახსოვრებ, რადგანაც წარამარა ცვლიან.
ამ ბოლო დროს ნახევარ ტექსტს ფრანგულადაც კი მღერიან
ხოლმე, რაც ძველ დროში სრულიად წარმოუდგენელი იქნებო-
და. ბოლოს დავსხედით, ამაყები და გამხნევებულები იმ ტექ-
სტით, რომლის წარმოთქმაც, ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ.
ამის შემდეგ კოლეჯის კაპელანმა ლოცვაში აგვიყოლია;
პრაქტიკულად, ლექცია ჩაუტარა ღმერთს იმ უპრეცედენტო
პრობლემებზე, რომელთა დაძლევაც თანამედროვე ახალგაზ-
რდებს უწევთ. ღმერთს, ალბათ, ადრეც ექნებოდა მოსმენილი
მსგავსი ღაღადი და, ალბათ, ყველა ჩვენგანივით, გაბეზრდა კი-
დეც. კაპელანს დამსწრეთა ნაწილიც გამოეხმაურა: პირდაპირ
ადგილებიდან უმატებდნენ: რას იზამ, მეოცე საუკუნის ბოლოა,
ძველი ყველაფერი უნდა უკუვაგდოთ და ახალი რეალობა მივი-
ღოთ, მომავლის მოქალაქეები ახლა ჩვენი შვილები არიან, მათ
ხელშია ქვეყნის ბედიო… საკუთარ თავს ოდნავი გარინდების უფ-
ლება მივეცი. ვიცოდი, რომ ერთადერთი, თავი არ უნდა შემერ-
ცხვინა, სხვა არაფერი მევალებოდა. ამას მიჩვეული ვიყავი. რი-
ჩარდთან ერთად საათობით ვმჯდარვარ დაუსრულებელ სადი-
ლებზე; ჩემთვის ვიჯექი ხოლმე, გასუსული. თუ მომმართავდნენ,
რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა, ეგრევე მშვიდად ვპასუხობდი,
ჩემი ჰობი მებაღეობაა-მეთქი. ეს მთლად ტყუილიც არ იყო და
ამიტომ გაწაფულ ყურსაც კი ადვილად ვარწმუნებდი ჩემი ნათ-
ქვამის გულწრფელობაში, სხვა არც მაშინ მომეთხოვებოდა რა-
მე.
მალე კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის
დროც დადგა. მოსწავლეები სცენაზე გამწკრივდნენ - ათასი ჯუ-
რის, ზომის და ფორმის, საზეიმო გამომეტყველებით; ისეთი ლა-
მაზები, როგორიც მხოლოდ ახალგაზრდები შეიძლება იყვნენ.
უშნოებიც კი ლამაზად გამოიყურებოდნენ, მსუქნებიც და ჭორ-
ფლიანებიც. ცხადია, ჯერ არ ესმოდათ, რა ლამაზები იყვნენ, მაგ-
რამ მოგვიანებით მიხვდებოდნენ… და მაინც, ეს ახალგაზრდები
ზოგჯერ მაღიზიანებენ. წესიერად დგომაც არ იციან, მაგათი სიმ-
ღერები კი მარტო უშნოდ ღნავილი და ურცხვობაა; ძველებური
მხიარულება და თავდაჭერა ფოქსტროტის დროს გაყვა თან. არც
კი ესმით, რა ბედნიერები არიან.
კურსდამთავრებულები დროდადრო ჩემკენაც აპარებდნენ
გულგრილ მზერას. ალბათ ფიქრობდნენ, ეს რა უცნაური, ნაფტა-
ლინიდან ამოღებული ძველმანიაო. ასეთ დამოკიდებულებას უნ-
და შევეგუოთ, რადგანაც ნებისმიერი ახალგაზრდა, მასზე ოდნავ
უფროსს რომ დაინახავს, მაშინვე გულგრილი ხდება მის მიმართ,
თუ, რა თქმა უნდა, საქმეში სისხლი არ ურევია. ომი, დავიდარაბა,
ძალმომრეობა, მკვლელობა - აი, რა მოსწონთ და რა აინტერე-
სებთ. თუ სისხლი იყო, მაშასადამე, ტყუილად არ გვიცხოვრია.
მალე პრიზების დარიგების დროც დადგა. მოსწავლეებს პრი-
ზები გადაეცათ ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ბიზნესში, ინგლისურ
ლიტერატურასა და კიდევ რაღაცაში, რაც ახლა აღარ მახსოვს.
მერე კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრმა ყელი ჩაიწმინ-
და და „დედამიწაზე მოვლენილ წმინდანზე“ - უინიფრედ გრიფენ--
პრაიორზე - წარმოთქვა მგზნებარე სიტყვა. როგორ გამოცოც-
ხლდებიან ხოლმე, საქმე ფულზე რომ მიდგება! იმ ბებერმა კუდი-
ანმა, იმ წუწურაქმა ნამდვილად წინასწარ წარმოიდგინა ეს ყვე-
ლაფერი, როდესაც ანდერძში ამ უბადრუკი პრიზის ამბავი ჩაწე-
რა. ისიც იცოდა, რომ მე მომიწვევდნენ და ალბათ წინასწარ ხა-
რობდა, როცა წარმოიდგენდა, როგორ გამომამზეურებდნენ, ბე-
ბერსა და უსუსურს, მთელი ქალაქის თავშესაქცევად, მისი „წმი-
დანად შერაცხვის“ ფონზე. ამ ორასი დოლარით მე გამიხსენეთ,
ჩემი დავიწყება არ გაბედოთ!.. ფუი, რა საზიზღრობაა!.. ძალიანაც
არ მინდოდა, ეს სიამოვნება მიმენიჭებინა მისთვის, მაგრამ სხვა
რა გზა მქონდა? უარი რომ მეთქვა, შეეშინდაო, იტყოდნენ, სინ-
დისმა შეაწუხაო; ანდა კიდევ უარესი - იფიქრებდნენ, რომ ყველა-
ფერი ფეხებზე მკიდია და ყველაფერი დამავიწყდა.
ლორას ჯერიც დადგა. ამჯერად პოლიტიკოსმა აიღო სიტყვა.
აქ ტაქტი და დიპლომატია იყო საჭირო. რაღაც იბოდიალა ლო-
რას ადგილობრივ წარმოშობაზე, მის მხნეობასა და „საკუთარი
მიზნისადმი ერთგულებაზე“ თუ რაღაც ამდაგვარზე. ცხადია, მისი
სიკვდილის გარემოებებზე არაფერი უთქვამს. მთელი ქალაქი
ისედაც დარწმუნებულია, რომ, გამოძიების დასკვნის მიუხედა-
ვად, ლორამ ნამდვილად მოიკლა თავი. არც მის წიგნზე უთქვამს
რამე. უმრავლესობის აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ იმ
წიგნს საერთოდაც დაივიწყებდნენ. მაგრამ ნურას უკაცრავად!
მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათი წელი გავიდა, ლორას ნა-
წარმოები მაინც ინარჩუნებს იდუმალებისა და ტაბუდადებული
წიგნის აურას. ძალიან უცნაურია, ღმერთმანი… სექსუალური
ფანტაზიებით, ქვენა გრძნობების გულწრფელი გამომზეურებით
და სკაბრეზებით ვიღას გააკვირვებ? გარეთ გადი და ყოველ
კუთხე-კუნჭულში გადაეყრები. სექსი ისეთივე ბანალური გახდა,
როგორც სპორტული გუნდის მხარდამჭერი გოგონების თავაშვე-
ბული როკვა სტადიონებზე. ქალის წინდების სამაგრების დანახვა
ვიღას აღელვებს, თუ ღმერთი გწამთ?!
უწინ სხვა საქმე იყო. ხალხს წიგნი კი არა, ის აჟიოტაჟი დაამახ-
სოვრდა, ამ წიგნმა რომ გამოიწვია: ეკლესიის წინამძღვრებმა
იგი ჭეშმარიტ მკრეხელობად მიიჩნიეს; არა მხოლოდ ამ ქალაქ-
ში, არამედ მთელს ქვეყანაში ამ აზრის იყვნენ! საჯარო ბიბ-
ლიოთეკებს უბრძანეს, თაროებიდან მოსპეთო. ქალაქის ერთ--
ერთმა მაღაზიამ თავადვე განაცხადა უარი წიგნის გაყიდვაზე. ერ-
თი პირობა, ცენზურაც სერიოზულად ჩაერია, აკრძალულ ლიტე-
რატურად გამოვაცხადოთო. ხალხი სტრეტფორდში, ლონდონსა
და ტორონტოში გაენთო წიგნის შესაძენად, დახლის ქვეშიდან
ყიდულობდნენ, შავ ბაზრებზე იძენდნენ, ისევე, როგორც იმ
დროს ჯერ კიდევ აკრძალულ პრეზერვატივებს. შინ დაბრუნებუ-
ლები, ფარდებჩამოშვებულ ოთახებში კითხულობდნენ, აღშფო-
თებულები, აფორიაქებულები, ვნებააღძრულები და გულანთე-
ბულები; ისინიც კი კითხულობდნენ, თავის დღეში წიგნი რომ არ
გადაეშალათ. ჩანს, წერა-კითხვის გავრცელებას ყველაზე მეტად
სიბინძურე და აღვირახსნილობა უწყობს ხელს.
(ცხადია, ერთი-ორი თბილი სიტყვაც შეაწიეს კეთილმა ადა-
მიანებმა: მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც წავიკითხე, ინტე-
რესი დავკარგე, და... საწყალი, ეტყობა ნიჭიერი იყო, მაგრამ ძა-
ლიან ახალგაზრდა დაიღუპა. ასე უდროოდ რომ არ წასულიყო,
ეგებ მომდევნო რომანი უკეთესი გამოსვლოდა… ამაზე დიდი ქა-
თინაურის თქმას ვეღარ ახერხებდნენ.)
მაინც რატომ კითხულობდნენ? რა უნდოდათ? გარყვნილება,
ბილწსიტყვაობა, ავხორცობა - ყველაფერი, რასაც ეჭვობდნენ,
რაზეც ეფიქრებოდათ და რისი დასტურიც ესაჭიროებოდათ? იქ-
ნებ ზოგიერთს ფარულად ისიც კი უნდოდა, რომ ვინმეს შეეცდი-
ნა; იქნებ ვნებას დაეძებდნენ; ეგებ ამ წიგნს ისე ჩაუსხდნენ, რო-
გორც განსაკუთრებულ ამანათს, რომლის ფსკერზეც, სქელი ქა-
ღალდების ქვეშ, რაღაც ისეთი იყო მიმალული, რაც ყოველთვის
ენატრებოდათ, მაგრამ ხელში ვერასდროს მოიგდეს? მათ გმირე-
ბის პროტოტიპების ამოცნობაც სწყუროდათ (თავად ლორას
გარდა, რა თქმა უნდა, რადგან მთავარი გმირი რომ ლორა იყო,
ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა). რეალური სხეულების დანახვა
უნდოდათ, იმ სხეულებისა, რომლებსაც ლორა სიტყვიერად აღ-
წერდა. ნამდვილი ვნების მოწმეები უნდოდათ გამხდარიყვნენ.
ყველაზე მეტად კი ის აინტერესებდათ, კაცი ვინ იყო; ვინ უგორ-
დებოდა ლოგინში იმ ახალგაზრდა ქალს, მშვენიერს, უდროოდ
გარდაცვლილს, ჯერ კიდევ სრულიად ნორჩს - ლორას. ზოგიერ-
თებს ეგონათ, ვხვდებითო. ჭორებიც კი დაყარეს. ვისაც ოდნავ
მაინც უჭრიდა ჭკუა, მისთვის ყველაფერი ნათელი იყო, თურმე:
მამა აბრამის ბატკანივით ეჭირა თავი. კარგი კარაქი ეგრე ადვი-
ლად არ მძაღდება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გარეგნო-
ბა მაცდურია…
მაგრამ ლორაზე უკვე ხელი აღარ მიუწვდებოდათ; ხელმისაწ-
ვდომი მხოლოდ მე ვიყავი, მე შევრჩი ხელში ყველას. ანონიმური
წერილებით დამსეტყვეს: რა ჯანდაბად დაბეჭდე ეს საზიზღრობა,
თანაც ნიუ-იორკში, მაგ უზარმაზარ სოდომშიო. ნუთუ სულ არ
შეგრცხვა, მაგ შენს პატივსაცემ ოჯახს თავს ლაფი რომ დაასხიო.
ოჯახი რაა, მთელს ქალაქს მოეჭრა თავიო. ლორა ყოველთვის
აფრენდა, ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეგ ამბავი, მაგ-
რამ შენ მაინც ხომ უნდა დაგეცვა მისი წმინდა ხსოვნა, მისი ხელ-
ნაწერი უნდა დაგეწვაო, მწერდნენ. აუდიტორიაში მსხდომებს
გავხედე დაბინდული მზერით. მათი თავები გადღაბნილ ლაქე-
ბად მომეჩვენა. ხანშიშესულთა თავებიც ერია. წარმოვიდგინე,
როგორი მყრალი აზრების, ბოროტებისა და შურის მომწამლავი
ოხშივარი ასდიოდათ, დამყაყებული ჭაობივით.
თავად წიგნზე კრინტს აღარავინ ძრავდა, მისი სახსენებელიც
გამქრალიყო, ნაძირალა, მოძულებული და ავად სახსენებელი
ნათესავივით. საწყალი პატარა წიგნი, სიფრიფანა და უსუსური…
ამ უცნაურ თავყრილობაზეც კი არასასურველი სტუმარი აღმოჩ-
ნდა… მისი ფარატინა ფურცლები თითქოს პატარა ღამის ფარვა-
ნებივით დასტრიალებდნენ სცენას.
ფიქრებში წასულს ვიღაც მკლავზე შემეხო, წამომაყენა, ხელ-
ში ოქროსფერბაფთიანი კონვერტი მომაჩეჩა და პრიზიორიც გა-
მოაცხადეს. მისი სახელი ვერც კი გავიგონე.
გამარჯვებული, ქუსლების ენერგიული ბაკაბუკით, ჩემკენ გა-
მოემართა. მაღალი გოგონა იყო. დღეს ყველა მაღალია, ეტყობა,
საკვების დამსახურებაა. შავი კაბა ეცვა, რითაც მკვეთრად გამო-
ირჩეოდა ჭრელაჭრულა საზაფხულო სამოსელში გამოწყობილი
ხალხის ფონზე. ქსოვილს ვერცხლისფერი ძაფები დაყვებოდა, ან
იქნებ მძივებიც იყო… მოკლედ, რაღაცის გამო ბზინავდა. მუქი ფე-
რის, გრძელი თმა ჰქონდა, ოვალური სახე, ტუჩებზე ბრჭყვიალა
პომადა ესვა, კოპები ოდნავ შეეკრა და გამომეტყველება დაძაბ-
ვოდა. სახეზე მოყავისფრო ფერი დაჰკრავდა… ვითომ ინდიელი
იყო? თუ არაბი? ან იქნებ ჩინელი? შესაძლოა. ასეთი რამ პორტ
ტიკონდეროგაშიც არ იყო გამორიცხული, რადგანაც ამჟამად
ყველგან ყველას წააწყდები. გული შემიფრთხიალდა, თმის ძი-
რები ოდნავ დამეძაბა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
ვინ იცის, ეგებ ჩემი შვილიშვილი, საბრინა, სწორედ ასეთია--
მეთქი ახლა? ან, შეიძლება, სულაც არ არის ასეთი, აბა, მე რა ვი-
ცი… სახეზეც კი ვერ ვიცნობ… იმდენი ხანია, თვალითაც არ მინა-
ხავს, რომ… ახლოს არ მაკარებენ… ეჰ, რას იზამ…
- მისიზ გრიფენ, - ყურთან წამისისინა პოლიტიკოსმა.
გამოვფხიზლდი და შევეცადე, წონასწორობა არ დამეკარგა.
რა უნდა მეთქვა? ღმერთო ჩემო!
- დღეს, ჩემი და, ლორა, უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, - ჩავ-
ძახე მიკროფონს. მიმქრალი ხმა მქონდა; მეგონა, საცაა გული
წამივა-მეთქი. - ადამიანების დახმარება ძალიან უყვარდა… - ეს
სიმართლე იყო. საერთოდაც, დავიფიცე, მხოლოდ სიმართლეს
ვიტყვი-მეთქი. - მას ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა… - ესეც,
გარკვეულწილად, სიმართლე იყო. - სამომავლოდ ყოველივე
კარგს გისურვებდათ… - კიდევ ერთი სიმართლე.
კონვერტის გადაცემა როგორღაც მოვახერხე. გოგონას დახ-
რა მოუწია. ყურში წავჩურჩულე (ყოველ შემთხვევაში, მეგონა,
რომ წავჩურჩულე): - ღმერთმა დაგლოცოს, თავს გაუფრთხილ-
დი, ჩემო გოგონა!.. - ყველას, ვისაც სიტყვებთან აქვს საქმე, ასე-
თი დალოცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ნეტა, მართლა ვთქვი რამე, თუ თევზივით დავაღე და დავმუწე
პირი?
გოგონამ გამიღიმა და მთელს სახესა და თმაზე ციცქნა ათინა-
თები აუბრჭყვიალდა. ალბათ თვალმა მომატყუა რამპის ჭყეტე-
ლა ჩირაღდნების შუქზე-მეთქი, გავიფიქრე. დაბურულმინებიანი
სათვალე უნდა გამეკეთებინა-მეთქი. ვიდექი და უმწეოდ ვაფახუ-
ლებდი თვალებს. მერე მოულოდნელი რამ მოხდა: გოგონა გად-
მოიხარა და ლოყაზე მაკოცა. მისმა ტუჩებმა კარგად შემაგრძნო-
ბინა ჩემი საკუთარი კანის ფაქტურა - ტყავის ხელთათმანივით
რბილი, დანაოჭებული, დაპუდრული, არქაული…
გოგონამ რაღაც წამჩურჩულა, მაგრამ ვერ გავიგონე. მგონი
მადლობა მითხრა და… არა, შეუძლებელია!.. მგონი, ჩემთვის უც-
ნობ ენაზე მითხრა რაღაც…
სცენიდან რომ გადიოდა, ისეთ ნათელს ასხივებდა, რომ თვა-
ლებიც კი დავხუჭე. აღარც ყურში მესმოდა რამე და თვალშიც ბო-
ლომდე დამიბნელდა. გარშემო თითქოს წყვდიადი ჩამოწვა. ტა-
შის ხმა უხილავი ფრთების ტლაშუნივით ჩამესმა. წავბორძიკდი
და კინაღამ დავეცი.
ვიღაც გაფაციცებულმა თანამშრომელმა ხელი შემაშველა და
სავარძელში ჩამასვენა; გაუგებრობაში დამაბრუნა, გარინდება-
ში, ლორას ჩრდილში, რომელიც თითქოს საფრთხისაგან მიცავ-
და.
მაგრამ ძველი ჭრილობა ისევ გამეხსნა და იქიდან უჩინარი
სისხლი გადმომსკდა. ვიგრძენი, რომ ცოტაც და - ბოლომდე და-
ვიცლებოდი.
ვერცხლის ზარდახშა

ნარინჯისფერი ტიტები ისე მოძვრებიან მიწიდან, როგორც


ბრძოლაგამოვლილი ჯარისკაცები - დაღლილები, დაჭმუჭნილე-
ბი და გათელილები. მათ ისეთი სიხარულით ვესალმები, რო-
გორც დაბომბილი შენობიდან მომზირალი ადამიანი ქალაქში
შემოსულ ჯარისკაცებს. დახმარებით კი ვერაფრით დავეხმარები,
გზა თავად უნდა გაიკვლიონ ბოლომდე. ზოგჯერ ცოტას ვფო-
ჩიალობ გავერანებულ უკანა ბაღში, გამხმარ ტოტებსა და ფოთ-
ლებს ვკრეფ, მაგრამ ეს არის და ეს, სხვა არაფერი შემიძლია, მი-
წის ჩიჩქნის თავი აღარა მაქვს.
გუშინ ექიმთან ვიყავი. მინდოდა გამერკვია, ეს თავბრუხვევის
შეტევები რა ჯანდაბაა. მითხრა, გულიაო. ისე მითხრა, თითქოს
ჯანმრთელ ადამიანებს გული არ ჰქონდეთ. ეეეჰ, აბა, სამუდამოდ
ხომ ვერ გამოვეკერები ამ წუთისოფელს; თანდათან დავპატა-
რავდები, უფრო გავჭაღარავდები და ბოლოს მტვრითაც დავიფა-
რები, ბოთლში გამომწყვდეული სიბილასავით. ერთ დროს რომ
ვნატრობდი, ნეტა მოვკვდებოდე-მეთქი, ახლა უკვე დარწმუნებუ-
ლი ვარ, რომ ეს ნატვრა ნამდვილად ამიხდება, თანაც „ადრე თუ
გვიან“ კი არა, მალე… მერე რა, რომ აზრი ვიცვალე და იმ ჭკუაზე
აღარა ვარ.
შალში გავეხვიე. მინდა, გარეთ დავჯდე, უკანა პარმაღის ტა-
ლავერში, ჩამოფხავებულ მაგიდასთან. ეს მაგიდა უოლტერს გა-
მოვატანინე გარაჟიდან. ძველი პატრონების მიერ დახვავებული
ნაგვით იყო სავსე: გამხმარი საღებავის ქილებით, ბიტუმის ნამ-
ტვრევების გროვით, ერთი ქილა დაჟანგებული ლურსმნებით, სუ-
რათების დასაკიდებელი მავთულების გორგლებით, მუმიფიცი-
რებული ბეღურებით და თაგვის სოროებით გაძეძგილი ძველი
ლეიბებით. უოლტერს მაგიდა „ჯავექსით“ გადავარეცხინე, მაგ-
რამ თაგვის სუნი მაინც უდის.
წინ ჩაის ჭიქა, ოთხად გაჭრილი ვაშლი და საწერი თაბახები
მიდევს. თაბახებს ლურჯი ზოლები გასდევს, მამაკაცის ძველებურ
პიჟამებს რომ ჰქონდათ, იმდაგვარი. ახალი კალამი შევიძინე;
იაფფასიანი, შავი პლასტმასის ბურთულიანი კალამია. ჩემი პირ-
ველი მუდმივი კალამი კარგად მახსოვს. ლაპლაპი გაუდიოდა და
ხელებს მელნით მითხვრიდა. „ბეიკლაითის“ ფირმის კალამი
იყო, ვერცხლის სალტეებით გაწყობილი. 1929 წელი იდგა, ცამე-
ტის ვიყავი. ლორამ ჩემი კალამი მაშინვე დაითრია (ცხადია,
დაუკითხავად, როგორც ყოველთვის) და წამსვე გატეხა. ვაპატიე.
ყოველთვისაც ვპატიობდი. უნდა მეპატიებინა, რადგან მხოლოდ
ორნი ვიყავით; მხოლოდ ჩვენ ორნი, ეკალბარდით შემოღობილ
კუნძულზე, მაშველთა მოლოდინში… ყველა დანარჩენი მატე-
რიკზე იმყოფებოდა.
ნეტა ვისთვის ვწერ ამ ყველაფერს? საკუთარი თავისთვის?
არა მგონია. ვერ წარმომიდგენია, მოგვიანებით როგორ უნდა გა-
დავიკითხო. სიტყვა მოგვიანებით ჩემთვის უკვე პრობლემურია,
აღარ შემშვენის… ეგებ ვინმე უცნობებისთვის ვწერ, რომლებიც
მომავალში, ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიკითხავენ ჩემს ჩანაწე-
რებს? არა, ასეთი ამბიციური ნამდვილად არა ვარ, ეგეც ნაკლე-
ბად სავარაუდოა.
ალბათ არავისთვისაც არა ვწერ. ალბათ, ჩემი ადრესატი ის
არის, ვისთვისაც ბავშვები წერენ ხოლმე საკუთარ სახელებს
თოვლზე.
უწინდებურად მკვირცხლი და მარჯვე ვეღარა ვარ. თითები
მოუხეშავი გამიხდა, კალამს კარგად ვერ ვიმორჩილებ, თი-
თოეული სიტყვის გამოყვანას საუკუნეს ვანდომებ. მაინც ვძალა-
ობ, ფურცელზე უშნოდ წახრილი; გეგონება, მთვარის შუქზე კერ-
ვით ვითხრიდე თვალებს.
სარკეში რომ ვიხედები, ბებერ ქალს ვხედავ… თუმცა არა,
მთლად ბებერსაც არა. დღეს უკვე აღარავის აქვს უფლება, ბებ-
რული იერი მოირგოს. უფრო, ალბათ, ხანში შესულ ქალს ვხე-
დავ, რომელიც, ბებიაჩემს ჰგავს, ანდა დედაჩემს ემგვანებოდა,
ჩემს ასაკამდე რომ მოეღწია. ზოგჯერ იმ ახალგაზრდა გოგოსაც
ვხედავ, რომლის სახესაც საათობით ვსწავლობდი ხოლმე და
გულმოდგინედ ვცდილობდი, როგორმე გადამეკეთებინა. იმ გო-
გოს სახე ჩემი ამჟამინდელი ნიღბის ქვეშაა ჩამალული; აქვე, ზე-
დაპირთან ტივტივებს… ეს ზედაპირი ისეთი მოფამფალებული,
მომჩვარული და თხელია, განსაკუთრებით, ნაშუადღევის მზის
ირიბი სხივების შუქზე, რომ მგონია, სულ ადვილად, წინდასავით
გავიძრობ-მეთქი.
ექიმი მეუბნება, რაც შეიძლება მეტი იარეო. ყოველდღე იარე,
შენს გულს ასე სჭირდებაო. არ მინდა!.. იმიტომ კი არა, რომ
სიარულის იდეა არ მომწონს, უბრალოდ, გარეთ გასვლის აზრი
მთრგუნავს… საკუთარი თავის გამომზეურება არ მსურს; არ მინ-
და, ადგილობრივებს თვალში შევეჩხირო. ალბათ, დაჟინებული
მზერისა და ღვარძლიანი გადაჩურჩულების ატანა მიჭირს… შეიძ-
ლება, ვცდები კიდეც და ასე არც მოხდეს, მაგრამ… მე ხომ ქალა-
ქის ღირსშესანიშნაობა ვარ, ამჟამად უკვე ნანგრევებად ქცეული;
ის დაფშვნილი აგური ვარ, ერთ დროს ძალიან თვალსაჩინო ნა-
სახლარზე რომ გდია ახლა.
მოკლედ, შინ ჯდომა მირჩევნია. მინდა, იმ განდეგილივით
ვიცხოვრო, მეზობლის ბავშვები რომ უფრთხიან ხოლმე; დაე,
ეკალბარდითა და სარეველებით დაიფაროს მთელი ჩემი კარმი-
დამო; ყველა კარის ურდული ჩამიჟანგდეს; საწოლზე ვეგდო, კო-
ჭებამდე სამოსელში გამოხვეული, თმაგაწეწილი და ფრჩხილებ-
მოშვებული, იატაკზე გაფენილ ხალიჩებში ჩამკვდარი სანთლის
ნაღვენთებით გარემოცული… მაგრამ კლასიციზმსა და რომან-
ტიზმს შორის არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე - უაზროდ წოლას
ისევ აზრიანად დგომა მირჩევნია, მზის გულზე გამოჯგიმულ ურ-
ნასავით.
ეგებ ჯობდა, საცხოვრებლად აქ არ დავბრუნებულიყავი? მაგ-
რამ მაშინ ვერც კი წარმომედგინა, სხვაგან სად უნდა წავსულიყა-
ვი… როგორც რენი იტყოდა, შეუჩვეველ ლხინს ისევ შეჩვეული
ჭირი ჯობია.
დღეს პირველად გავბედე გარეთ გასვლა. სასაფლაომდე გა-
ვისეირნე. სეირნობისას კონკრეტული მიზანი უნდა გამოძრავებ-
დეს; მიზანი თუ არ დაისახე, უაზრო წოწიალი გამოგივა. ფართო-
ფარფლებიანი ქუდი დავიხურე და დაბურულმინებიანი სათვალე
გავიკეთე, ასე უფრო ადვილად ავიცდენდი აბეზარი გამვლელე-
ბის მზერას. ჯოხიც წავიღე, ქვაფენილის კიდეებს რომ არ წამოვ-
დებოდი უშნოდ, და ცელოფანის პარკიც გავიყოლე.
ერი-სტრიტს გავუყევი. ქიმწმენდას ჩავუარე, ფოტო-ატელიეს
და ორიოდე სხვა ამ ტიპის დაწესებულებასაც, რომლებიც სას-
წაულებრივად გადაურჩა ქალაქგარეთ გახსნილი უზარმაზარი
სავაჭრო ცენტრებისგან ჩაყლაპვას. მერე „ბეტის კაფესაც“ მივა-
დექი. ისევ ახალი მეპატრონე ჰყავს. ეს საცოდავი კაფე წარამარა
იცვლის მეპატრონეებს: ზოგს მისი მოვლა ბეზრდება, ზოგი კვდე-
ბა, სხვებიც ფლორიდაში გადადიან საცხოვრებლად. ყოფილ „ბე-
ტის კაფეს“ ახლა პატარა შიდა ეზოც აქვს, სადაც ტურისტებს უყ-
ვართ მზის გულზე ჯდომა და ძვლებამდე დახრუკვა. შიდა ეზო კა-
ფეს უკანა მხარეს მოუწყვიათ, დამსკდარი ცემენტის პატარა
მოედანზე. უწინ იქ სანაგვე ყუთები ეწყო. კაფე კლიენტებს ტორ-
ტელინისა და კაპუჩინოს სთავაზობს ვიტრინაში გამოდგმული
უზარმაზარი აბრით, თითქოს, ქალაქის მცხოვრებლები აზრზე იყ-
ვნენ, ეს ორი სიტყვა რას ნიშნავს… თუმცა, ახლა, ალბათ, უკვე
იციან კიდეც - მარტო იმიტომ მაინც გასინჯავდნენ, რომ მერე ტუ-
ჩები აებზუებინათ: ეგ ფუშფუშები ყავაში ნამდვილად არ მჭირდე-
ბა, საპარს ქაფს ჰგავს. ერთს მოსვამ და მთელი პირი თითქოს
საპნის ქაფით გევსება.
ერთ დროს აქ ქათმის ხორცის ღვეზლებს ყიდდნენ, მაგრამ
სადღაა? მოგჭამეს ჭირი! ახლა ჰამბურგერებს მიირთმევს ხალხი.
მაირა ამბობს, ჰამბურგერებს არ მიეკაროთ, მაგათ გაყინული
ხორცის ნამცეცებისაგან აკეთებენო: გაყინულ ფეშხვს ელექ-
ტროხერხით რომ ხერხავენ და ირგვლივ ნამცეცები ცვივა, იმას
პირდაპირ იატაკიდან ფხეკენო. მოკლედ, იმ ოხერ სილამაზის სა-
ლონში რაც იაფფასიანი ჟურნალია, ყველას კითხულობს.
სასაფლაოზე ნაჭედი რკინის ჭიშკრით შედიხარ, უჩვეულოდ
მოჩუქურთმებული თაღი რომ ამშვენებს, რკინის წკირებით გა-
მოყვანილი წარწერით: შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტები-
სა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან. ეგრეა! როცა ორნი
ხართ, თავს ბევრად უფრო დაცულად გრძნობ. მაგრამ ეს „შენ“
დიდი მაცდური რამე გამოდგა. ყველა ის „შენ“, ვისაც კი ოდესმე
ვიცნობდი, რაღაცნაირად ხელიდან მისხლტებოდა: ან ქალაქი-
დან გარბოდნენ, ან მაცურებდნენ და მღალატობდნენ, ან ბუზები-
ვით იხოცებოდნენ. ჰოდა, აჰა ბატონო, ესეც შენ!.. ეგდე ახლა
მარტო!
ჩეიზების საგვარეულო საფლავი მეტისმეტად თვალში საცემი-
ა; შეუძლებელია, ვერ შენიშნო. მაღალ, ოთხკუთხა კვარცხლბეკ-
ზე - გვერდებზე ლამაზი ხვეულებით - ორი ანგელოზია, თეთრ
მარმარილოში ნაკვეთი, ვიქტორიანული ეპოქის, ოდნავ სენტი-
მენტალური, მაგრამ ძეგლად - მშვენიერი; ერთი მათგანი დგას,
ცალ მხარეს გადახრილი თავითა და მჭმუნვარე სახით. ცალი ხე-
ლი ნაზად უდევს მეორის მხარზე. მეორე დაჩოქილია, თავით
პირველის თეძოს ეყრდნობა, სივრცეს გასცქერის და ხელში ზამ-
ბახების თაიგული უჭირავს. ანგელოზთა უმწიკვლო ფიგურების
ნაკვთები გაუმჭვირვალე მინერალის დავარდნილი სამოსის
რბილ ნაკეცებში ჩაკარგულა… მაგრამ მაინც მიხვდები, რომ ქა-
ლები არიან. მჟავა წვიმებს გვარიანად შეულახავს მათი სისპეტა-
კე; მათი ერთ დროს გამჭრიახი და ღრმა თვალები ახლა დაბინ-
დულა, ჩაცვენილა და გამოფიტულა, გეგონება, კატარაქტა აქ-
ვთო… ან ეგებ მე მეჩვენება ასე?
მე და ლორა აქ ხშირად დავდიოდით. თავიდან რენის დავყავ-
დით. რენის სწამდა, რომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ევლოთ
საგვარეულო სასაფლაოზე. მოგვიანებით ჩვენითაც მოვ-
დიოდით. ძალიან ზნეობრივი და, ამდენად, მეტად საპატიო მიზე-
ზი იყო შინიდან გამოსაძვრომად. პატარაობისას ლორა სულ იმას
მიმტკიცებდა, ეს ანგელოზები ჩვენა ვართ, მე და შენო. ვეუბნებო-
დი, შეუძლებელია, ეგ ანგელოზები ბებიაჩვენმა დადგა და ჩვენ
მაშინ დაბადებულებიც არ ვიყავით-მეთქი. მაგრამ ლორა ასეთ
ლოგიკას არასოდეს ანიჭებდა მნიშვნელობას. მას ფორმები იტა-
ცებდა, საგანთა არსის წვდომა უყვარდა; იმას ხედავდა, რაც უნ-
დოდა, რომ დაენახა.
წლები რომ გავიდა, ჩვევად მექცა სასაფლაოზე წელიწადში,
სულ ცოტა, ორჯერ მაინც შემოვლა. იქაურობას ვალაგებდი
ხოლმე, სხვა მიზეზი თუ არა მქონდა. ერთ დროს მანქანით მოვ-
დიოდი, მაგრამ ახლა საჭესთან ვეღარ ვჯდები, თვალი სამაგი-
სოდ აღარ მიჭრის. კვნესა-კვნესით დავიხარე და საფლავზე დახ-
ვავებული, დამჭკნარი, ლორას ანონიმური თაყვანისმცემლების
მოტანილი ყვავილები ავკრიფე. ყვავილები ცელოფანის პარკში
ჩავყარე. თაიგულების რაოდენობამ აშკარად იკლო, მაგრამ მა-
ინც საკმაოდ ბევრია. დღეს რამდენიმე ახალი თაიგულიც დამ-
ხვდა. ათასში ერთხელ საკმეველსა და კანდელებსაც ვპოულობ…
ეტყობა, დროდადრო ვიღაც ლოცულობს ლორას სულისათვის.
თაიგულები რომ ავკრიფე, ქანდაკებას შემოვუარე. აქ დაკ-
რძალული, კვარცხლბეკზე ამოტვიფრული ჩეიზების სახელების
კითხვა დავიწყე: ბენჯამინ ჩეიზი და მისი საყვარელი მეუღლე
ადელია; ნორვალ ჩეიზი და მისი საყვარელი მეუღლე ლილიანა;
ედგარი და პერსივალი. ისინი არასდროს მოიყრებიან ჩვენი ხნი-
სანი, დაბერება არ უწერიათ.
არც ლორას, არც მის არსს არ უწერია დაბერება, თუკი ახლა
სადმე არსებობს.
ხორცის ნამცეცები…
გასულ კვირას ლორას სურათი დაბეჭდეს ადგილობრივ გა-
ზეთში, პრიზთან დაკავშირებული განცხადების გვერდით. სტან-
დარტული სურათია, წიგნის ყდაზე რომ ბეჭდავენ ხოლმე, ისეთი;
ის ერთადერთი სურათია, რომელიც ოდესმე დაბეჭდილა, იმი-
ტომ, რომ სხვა სურათი არასოდეს გამიმეტებია ვინმესთვის მისა-
ცემად. ფოტოატელიეშია გადაღებული, ნახევრად გვერდით მიბ-
რუნებული ტორსით და - კისრის ხაზის კარგად გამოჩენის მიზნით
- უკან გადახრილი თავით. ცოტა აქეთ… აი, ასე… ახლა ჩემკენ გა-
მოიხედე და გამიღიმე… ყოჩაღ! გრძელი, ქერა თმა ისეთივე ბა-
ცია, როგორიც ჩემი, ლამის თეთრი ფერის… თითქოს მოოქროს-
ფრო ქვიშით დაფარული ქვა გადარეცხესო; რკინის, სპილენძისა
და სხვა მეტალების სიწითლეგამოცლილი ბზინვარება დაჰ-
კრავს. სწორი ცხვირი; ოვალური სახე, წაწვეტებული ნიკაპით;
დიდი, სხივიანი, უეშმაკო თვალები; მომრგვალებული, ოდნავ
გაკვირვებული წარბები; ჩამოქნილი ყბები, იმ სიჯიუტით აღბეჭ-
დილი, რომელსაც გამოუცდელი თვალი ვერც კი შენიშნავს. მა-
კიაჟი თითქმის არა აქვს და სახე, ამის გამო, რაღაცნაირად გა-
შიშვლებულია - ტუჩებზე რომ დახედავ, მიხვდები, რომ ნამდვილ
ხორცს უყურებ.
ლამაზია… უფრო მეტიც - მშვენიერია. ამაღელვებლად მიუწ-
ვდომელი… საპნის იდეალურ რეკლამას ჰგავს - მხოლოდ ბუნებ-
რივი ინგრედიენტები… სახეზე ისეთი განყენებული და უკარება
გამომეტყველება აქვს, როგორიც ყველა იმდროინდელ, კარგად
აღზრდილ გოგონას უნდა ჰქონოდა… ტაბულა რაზა, სუფთა,
დაუწერელი ფურცელი, რომელიც დამწერს ელოდება.
მხოლოდ საკუთარი წიგნი იცავს სრული დავიწყებისაგან.
ლორა პატარა, ვერცხლის ზარდახშით დამიბრუნეს, როგორც
პორტსიგარში ჩადებული სიგარეტი… ზუსტად ვიცოდი, ქალაქში
რასაც იტყოდნენ; გეგონება, ყური მქონდა მიდებული და ყველას
ჩურჩული მესმოდა: აბა, ეგ სადაური ლორაა? ფერფლია და სხვა
არაფერი!.. რა დრო დაუდგათ! ჩეიზები ოჯახის წევრის კრემაციას
როგორ იკადრებდნენ, ბატონო?! ასეთი რამ თავში არ მოუვიდო-
დათ, არასდროს… მაგრამ, ეტყობა, სხვა გზა არ ჰქონდათ… უბრა-
ლოდ, დაწყებული საქმე დაასრულეს, ისედაც უკვე დამწვარი ყო-
ფილაო… და მაინც, ხედავ შენ? ისევ ოჯახთან ერთად უნდათ, რომ
იყოს! იმ დიდ საგვარეულო საფლავზე მოიტანეს, ორი ანგელოზი
რომ სდარაჯობს… ორი ანგელოზი არც ერთ სხვა საფლავზე არ
არის, მაგრამ ჩეიზებს, მოგეხსენება, ფული ჯიბეს უწვავდათ… თა-
ნაც, ხომ იცი, თავის გამოჩენაც როგორ უყვარდათ, ყველასგან
განსხვავებულები უნდა ყოფილიყვნენ… ასეც იყო, ყველაფერს
ეპატრონებოდნენ, გარშემო ყველაფერი მაგათი იყო და მოკრძა-
ლებულ საფლავს რატომ დასჯერდებოდნენ?!
ასეთი წარმოსახვითი მითქმა-მოთქმა სულ რენის ხმით ნათ-
ქვამი ჩამესმის ხოლმე. არც არის გასაკვირი - ჩემი და ლორას
„ჭორბიურო“ რენი იყო, ეგ გვანათლებდა ქალაქთან დაკავშირე-
ბულ ყველა ამბავში, აბა სხვა ვინ გაგვანათლებდა?
ქანდაკების უკან ერთი ვაკანტური ადგილია დარჩენილი; ასე
ვთქვათ, დაჯავშნილი ადგილი; ზუსტად ისევე, ყოველი შემთხვე-
ვისათვის დაჯავშნილი, რიჩარდს რომ ჰქონდა ხოლმე ჩვენთვის
„როიალ ალექსანდრას“ თეატრში. ახლა უკვე ცხადია, რომ ჩემი
ადგილია, მანდ ჩამასვენებენ.
საწყალი ეიმი ტორონტოშია დაკრძალული, „მაუნტ პლეზან-
ტის“ სასაფლაოზე, გრიფენებთან, რიჩარდთან და უინიფრედთან,
მათი უსახური, გადაპრიალებული გრანიტის მძიმე ქვის ქვეშ.
უინიფრედმა იძალავა: ეგრევე გავარდა და თვითონ შეუკვეთა
ორივე კუბო, რიჩარდისთვისაც და ეიმისთვისაც; აქაოდა, მე ვარ
მაგათი ერთადერთი და ნამდვილი ჭირისუფალიო!.. ჰოდა, ვინც
მესაფლავეებს უხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს… რომ შეძლებო-
და, დაკრძალვაზეც ამიკრძალავდა მისვლას.
მაგრამ ლორა პირველი წავიდა ჩვენი ოჯახიდან და უინიფ-
რედს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ათვისებული ცხედრების მიტა-
ცების მეთოდები. შინ უნდა დაიკრძალოს-მეთქი, ვთქვი, და ვერა-
ფერს გახდა. ლორას ფერფლი საფლავზე მოვაბნიე, ვერცხლის
ზარდახშა კი შინ წამოვიღე და შევინახე… ჭკუა ვქენი, მიწაში რომ
არ ჩავმარხე, იმიტომ, რომ მისი რომელიმე გიჟი თაყვანისმცემე-
ლი ნამდვილად ამოთხრიდა… ეგენი გამაგიჟებენ. ერთი წლის
წინ ერთ-ერთ მათგანს გადავეყარე. მურაბის ქილითა და პატარა
ნიჩბით მოსულიყო, საფლავის ქვაში ჩამკვდარ მტვერს ფხეკდა
და ქილაში აგროვებდა.
საბრინას ბედი მაფიქრებს. ნეტა, საბრინას რა მოელის? ის
ჩვენ შორის უკანასკნელია… იმედია, ჯერ კიდევ დადის ქვეყანაზე;
ყოველ შემთხვევაში, ცუდი არაფერი მსმენია... ნეტა თავად სად
ისურვებს ყოფნას - აქ თუ ტორონტოში? ან იქნებ ცალკე ისურვოს
დარჩენა, ყველა ჩვენგანისგან შორს? ეგრე თუ გადაწყვეტს, არც
გავკიცხავ და არც გამიკვირდება.
პირველად ცამეტის იყო, შინიდან რომ გაიქცა. უინიფრედმა
მაშინვე დამირეკა. გამეხებული მიკიოდა, ყველაფერი შენი ბრა-
ლია, შენ უბიძგებ ასეთი საქციელისკენო; ლამის იყო, ბავშვის გა-
ტაცებაც კი დამაბრალა. დაჟინებით მოითხოვდა, ახლავე მითხა-
რი, შენთან ხომ არ მოსულაო.
რა ვალდებული ვარ, გითხრა-მეთქი, ვუპასუხე; მისი გამწარე-
ბა მინდოდა... თუმცა, სიმართლე გითხრათ, ძირითადად სულ
თვითონ მამწარებდა ხოლმე. საბრინასთვის გაგზავნილ მისა-
ლოც ბარათებს და წერილებს უკან მიბრუნებდა, ღვარძლიანად
მიწერილი სიტყვებით „ადრესატს დაუბრუნდეს“... მისი ნამდვი-
ლი ბებია მე ვარ-მეთქი, ვუთხარი, და სრული უფლება აქვს, როცა
უნდა, მაშინ მოვიდეს; სიხარულით მივიღებ-მეთქი.
- მე მგონი, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ მისი კანონიერი მე-
ურვე მე ვარ, - ბრძანა უინიფრედმა.
- თუ ზედმეტია, რაღას მახსენებ? - მივუგე მე.
საბრინა ჩემთან არ მოსულა. არც მაშინ და არც მერე. ძნელი
მისახვედრი არ არის, რატომ. ღმერთმა უწყის, რას აღარ ეუბნე-
ბოდნენ ჩემზე… ალბათ, ათასგვარ სიბინძურეს.
ღილების ფაბრიკა

ზაფხულის სულისშემხუთავი სიცხე ჩამოწვა და მდუღარე ფა-


ფასავით გადაესხა ქალაქს. ძველ დროში ამაზე იტყოდნენ, მალა-
რიის და ქოლერის ამინდიაო. ხეები, რომელთა ჩრდილსაც თავს
ვაფარებ, ნახევრად დაკეცილ, ყურებჩამოყრილ ქოლგებს ჰგვა-
ნან. საწერი ქაღალდიც კი ნამიანია - სიტყვების ბოლოები ისე იდ-
ღაბნება, როგორც პომადა ბებერი ქალის დამჭკნარ ტუჩებზე. კი-
ბეზე რომ ვეშვები, ზედა ტუჩი ოფლის წვეთებით მეცვარება.
ასეთ სიცხეში არ უნდა ვსეირნობდე… გული ძალიან მიჩქარ-
დება. ამას ვამჩნევ და მეშინია. გულს ასეთი გამოცდა არ უნდა
მოუწყოს ადამიანმა; მით უფრო მაშინ, როცა გაფრთხილებენ,
გული გაწუხებსო. მაგრამ თითქოს მსიამოვნებს კიდეც, რომ ვაწ-
ვალებ; თითქოს სადისტი ვიყო, ის საცოდავი კიდევ - პატარა, აბ-
ღავლებული ბავშვი და დაუნდობლად ვსჯიდე.
საღამოობით ჭექა-ქუხილის ხმა მესმის, შორიდან მომავალი
გუგუნი და გრგვინვა. გეგონება, ნაბახუსევი ღმერთი უჟმურ გუნე-
ბაზეა და უზნეობსო. მოსაშარდად ვდგები და ისევ ვწვები. ნესტი-
ან ზეწრებში გახლართული ვწევარ და ვენტილატორის მონოტო-
ნურ ზუზუნს ვაყურადებ. მაირა მეუბნება, კონდიციონერი უნდა
დაიდგაო, მაგრამ არ მინდა. რომც მინდოდეს, მატერიალურად
ვერ გავქაჩავ. მაგის ფული ვინ მომცა-მეთქი, ვეუბნები. ეტყობა
ჰგონია, რომ შუბლში დიდი ბრილიანტის თვალი მაქვს ჩადგმუ-
ლი, ზღაპრულ გომბეშოსავით.
ჩემი დღევანდელი გასეირნების მიზანი ღილების ფაბრიკაა.
ვიფიქრე, დილის ყავას იქ დავლევ-მეთქი. ექიმი ყავაზე ბევრს
მაფრთხილებს, მაგრამ ჯერ სულ ორმოცდაათიოდე წლის ყმაწ-
ვილია და ყოველდღე შორტებით დარბის, ბანჯგვლიან ფეხებს
ამზეურებს. მაგან რა იცის, რომ ყავა თუ არა, სხვა რამე მომ-
კლავს. ალბათ, ეს მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნება.
ერი-სტრიტი ტურისტებით იყო სავსე. ძირითადად შუახნის
ხალხი გახლდათ, სუვენირების ყველა მაღაზიაში რომ ყოფს
ცხვირს, ან წიგნების მაღაზიებს რომ შეესევა ხოლმე დროის მო-
საკლავად, ვიდრე ნასამხრალს საზაფხულო თეატრალურ ფესტი-
ვალზე დასასწრებად წაასხამდნენ და ერთი-ორი საათით მოათ-
ქმევინებდნენ სულს სცენაზე გათამაშებული ღალატის, ძალადო-
ბის, სადიზმის, მრუშობისა და მკვლელობების ყურებით. ზოგს
იქით ეჭირა გზა, საითაც მე - ღილების ფაბრიკისაკენ, რათა იქ
რამე მდარე ხარისხის ნივთი შეეძინა მეოცე საუკუნისაგან დასვე-
ნების ამ ერთი დაუვიწყარი დღის სამახსოვროდ; რაიმე „მტვრის
ბუდე“, როგორც რენი იტყოდა. თავად ტურისტებსაც იმავე სიტ-
ყვით მონათლავდა, ალბათ.
მათ უფერულ ნაკადს შევერიე და ისე გავემართე იმ ადგილი-
საკენ, სადაც ერი-სტრიტი მილ-სტრიტს უერთდება და მდინარე
ლუვეტოს გაყოლებაზე გრძელდება. პორტ ტიკონდეროგაში ორი
მდინარე ჩამოდის - ჟოგი და ლუვეტო - რომელთა სახელებიც იმ
პერიოდიდან შემორჩენილი რელიკვიებია, როცა მათ შესაყარზე
ფრანგული სავაჭრო პოსტი მოქმედებდა. ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ქალაქის ეს ნაწილი ფრანგულენოვანია; ამ მდინარეებს ახ-
ლა ინგლისურ ყაიდაზე „ლავთოუს“ და „ჯოგსს“ ვეძახით, მაგრამ
დაწერილობა ფრანგული შემორჩათ. ლავთოუ სწრაფი მდინარეა
და ამიტომ ჯერ მეწისქვილეებს იზიდავდა, მერე - ელექტროსად-
გურების მშენებლებს. ღრმა და მდორე ჯოგსი კი სანაოსნოდ გა-
მოიყენებოდა. ამ მდინარით, დაახლოებით ოცდაათი მილის მან-
ძილზე, ხომალდები მშვიდად გადაადგილდებოდნენ ერის ტბის
მიმართულებით. სწორედ ჯოგსით ეზიდებოდნენ კირქვას, რომ-
ლის უზარმაზარმა საბადოებმა (იურული თუ პერმული პე-
რიოდის?.. უწინ ზუსტად ვიცოდი, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს) ქა-
ლაქი ინდუსტრიული მიმართულებითაც განავითარა და მისი გა-
ნაშენიანებაც უზრუნველყო - სახლების უმრავლესობა, ჩემი სახ-
ლის ჩათვლით, სწორედ იმ კირქვითაა ნაგები.
ქალაქის მისადგომებთან ახლაც ნახავთ მიტოვებულ ქვის
სამტეხლოებს - კვადრატული ან მართკუთხა ფორმის პირდაფჩე-
ნილ ორმოებს, ძირფესვიანად მოთხრილი ნასახლარებივით,
თავიანთი ღრმა კვალი რომ დაუტოვებიათ მიწაზე. ზოგჯერ
თვალნათლივ წარმოვიდგენ ხოლმე, პრეისტორიული ოკეანის
ფსკერზე დაგროვილი კირქვიდან როგორ ამოიფურჩქნა მთელი
ეს ქალაქი, ზღვის ანემონივით, ანდა რეზინის ხელთათმანივით,
სულის ჩაბერვით რომ შლიან, თითებს რომ აპარჭყვინებენ და იმ
დამწიფებული თავთუხების ძნებს ამსგავსებენ, კინოთეატრში
ახალი ამბების ჟურნალებში რომ აჩვენებდნენ ხოლმე. გაქვავე-
ბული ნამარხების მოყვარულები ხშირ-ხშირად სტუმრობენ ამ
ადგილებს გადაშენებული თევზების, წყალმცენარეების, მარჯნის
ტოტებისა და სხვა ამგვარი განძის ძიებაში. აქაურობას დროსტა-
რების ეშხით თავშეყრილი მოზარდებიც ეტანებიან: კოცონს ან-
თებენ, გარშემო უსხდებიან, სვამენ და ეწევიან სიგარეტებსა და
მარიხუანას. მერე, დაბოლილები და გამოთაყვანებულები, ერ-
თმანეთს ტანსაცმლის ქვეშ ხელებს უფათურებენ და, ბოლოს, ში-
ნისკენ მიმავლები, მშობლების მანქანებს ამტვრევენ.
ჩემი უკანა ბაღი ლავთოუს ხეობის იმ ნაწილს გადაჰყურებს,
სადაც მდინარე ჯერ ვიწროვდება და მერე ქარაფიდან ძირს ეშვე-
ბა. ქარაფი ისეთი ციცაბოა, რომ იქაურობა შხეფების ნისლშია
გახვეული და ცოტა არ იყოს, ძრწოლის მომგვრელიცაა. ზაფხუ-
ლობით, შაბათ-კვირას, აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს. ზედ ქა-
რაფის წვერზე შემოდგებიან ხოლმე და სურათებს იღებენ. მათ
თვალშისაცემ, ბავშვურად ქათქათა ჭილოფის ქუდებს ადვილად
ვარჩევ. ქარაფი იფშვნება და ძალიან საშიშია, მაგრამ ქალაქის
მესვეურებს ეს არ აწუხებს, მცირედი თანხის გამოყოფაც კი არ
სურთ, ამ ადგილს ღობე რომ შემოავლონ. აქაურები ფიქრობენ,
თუ თავქარიანი ხარ და სისულეებს აკეთებ, ახია შენზე, რაც მო-
გივაო. მდინარის მორევი ქაღალდის ჭიქებსა და დონატების ცა-
რიელ ყუთებს აბზრიალებს. ზოგჯერ აქ გვამიც ამოტივტივდება
ხოლმე და თუ იმ უბედურს ჯიბეში წერილი არ აღმოაჩნდება, ძნე-
ლია, გაიგო, ქარაფიდან შემთხვევით გადაიჩეხა, გადახტა თუ ხე-
ლი ჰკრა ვინმემ.
ღილების ფაბრიკა ლავთოუს აღმოსავლეთ სანაპიროზეა,
ხეობიდან მეოთხედი მილის დაშორებით. რამდენიმე ათეული
წელი უქმად იდგა, ჩამსხვრეული ფანჯრებით, დაზიანებული სა-
ხურავით, ვირთხებისა და ლოთების თავშესაფრად ქცეული. ერ-
თი პირობა, შენობას აღებაც კი დაუპირეს, მაგრამ ენერგიულ მო-
ქალაქეთა კომიტეტის წყალობით გადარჩა და იქ ბუტიკები ჩაამ-
წკრივეს. ყვავილებიანი გაზონები აღადგინეს, ფასადი შეაკეთეს,
დრო-ჟამითა და ვანდალური აქტებით მიყენებული ყველა ზიანი
აღმოფხვრეს, მაგრამ ჭვარტლის მუქი ზოლები მაინც შემორჩა
ქვედა სართულის ფანჯრებს, როგორც სამოცზე მეტი წლის წინან-
დელი ხანძრის ნაკვალევი.
შენობა წითელი აგურითაა ნაგები; დიდ, ნათელ ფანჯრებში
უამრავი პატარ-პატარა მინაა ჩასმული - ასე იქცეოდნენ უწინ,
ფაბრიკის განათება ძვირი რომ არ დაჯდომოდათ. ფაბრიკის პი-
რობაზე საკმაოდ ლამაზია: ნაძერწი ვარდებიანი კუწუბები, წაწვე-
ტებული ფანჯრები, წითელი და მწვანე შიფერით დაფარული მან-
სარდული სახურავი. შენობის წინ მანქანების კომფორტული და
ძალიან მოწესრიგებული სადგომიც გაუმართავთ. სადგომის შე-
სასვლელთან წარწერაა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ფაბ-
რიკის დამთვალიერებლებო! წარწერა ძველებური, ორნამენტუ-
ლი ასოებითაა გამოყვანილი. ამ წარწერას უფრო პატარა
ასოებით დაწერილი შენიშვნაც ახლავს: ღამით მანქანების სად-
გომზე დატოვება აკრძალულია! ამ შენიშვნას, თავის მხრივ, უკვე
გაკრული ხელით, შავი მარკერით მიწერილი საპასუხო რეპლიკა
ამშვენებს: შენი დედაც, მამა ღმერთი ხომ არა ხარ, აქაურობა
მხოლოდ შენი „სასუფეველი“ რომ გგონია?! ეს უკვე ადგილობ-
რივი კოლორიტის მატარებელი ფოლკლორული შტრიხია, რა
თქმა უნდა.
მთავარი შესასვლელი გაუფართოვებიათ, ხეიბრების ეტლე-
ბისათვის პანდუსები დაუმონტაჟებიათ და თავდაპირველი მა-
სიური ხის კარიც ვიტრაჟიანი კარით ჩაუნაცვლებიათ. მეოცე
საუკუნის ბრძანებათა მთავარი ოთხეულიც სახეზეა: მიაწექით,
გამოქაჩეთ; შესასვლელი, გამოსასვლელი… შენობის შიგნით მუ-
სიკა უკრავს - სიმებიან საკრავებზე შესრულებული, გამამხნევე-
ბელი და გულისამაჩუყებელი ვალსი სამ თვლაზე. ხელოვნური
რიყის ქვებით მოპირკეთებული ცენტრალური დარბაზი მინითაა
გადახურული და ძალიან ნათელია. დარბაზის კუთხეებში მწვა-
ნედ შეღებილი ბაღის სკამები და საყვავილეები დგას ჭკნობაშე-
პარული გვიმრებით. დარბაზის ირგვლივ ათასგვარი ბუტიკია
განლაგებული… მოკლედ, აქაურობა დიდ სავაჭრო ცენტრს დამ-
სგავსებია.
აგურის კედლები ქალაქის არქივიდან ამოღებული გადიდებუ-
ლი ფოტოებითაა დამშვენებული. პირველზე 1899 წლის გაზეთის
ამონარიდია აღბეჭდილი; სხვათა შორის, მონრეალის გაზეთია
და არა ჩვენი:
არ გეგონოთ, რომ აქაურობა ძველი ინგლისის ჩაჟამებულ,
ჯოჯოხეთურ ქარხნებს ჰგავს. პორტ ტიკონდეროგას საწარმოები
უხვად გამწვანებულ ბაღნარშია ჩაფლული და ფერად-ფერადი
ყვავილებით აჭრელებული გაზონებითაა გარშემორტყმული. ყო-
ველი მხრიდან პატარ-პატარა ნაკადულების დამამშვიდებელი
ჩუხჩუხი ისმის. დაწკრიალებული საამქროები კარგად ნიავდება
და მუშებიც ხალისიანები და ენერგიულები არიან. თუ მზის ჩას-
ვლისას ახალ ლამაზ ხიდზე, ჯუბილი-ბრიჯზე დადგებით, რკინის
ცისარტყელასავით რომ ადგას მის ქვეშ გამდინარე ლუვეტოს,
თვალწინ ზღაპრული მხარე გადაგეშლებათ, რადგან ჩეიზების
ღილების ფაბრიკის ჩირაღდნების ნათება ათასფრად ირეკლება
მდინარის მოლივლივე ზედაპირზე.
როცა ეს დაწერეს, ძალიანაც არ ტყუოდნენ; ყოველ შემთხვე-
ვაში, თავიდან მართლაც ასე იყო და აქაურობა კეთილდღეობის
ნიშნით იყო აღბეჭდილი.
მომდევნო სურათზე ბაბუაჩემია, გრძელ პალტოსა და ცილინ-
დრში, უზარმაზარი ჭაღარა ქილვაშებით პირდამშვენებული.
მსგავსადვე გამოპრანჭულ ქალაქის თავკაცებთან ერთად დგას.
1901 წელია და კანადაში სტუმრად ჩამოსულ იორკის ჰერცოგს
ხვდებიან… შემდეგზე უკვე მამაჩემია, უზარმაზარი, ომში დაღუ-
პულთა მემორიალის შესამკობად მიტანილი გვირგვინით ხელ-
ში. მაღალი და წარმოსადეგი კაცია, ულვაშებითა და ახვეული ცა-
ლი თვალით… ახლოს რომ მივედი, შავი წერტილები ამითამაშდა
თვალწინ და მისი სახის ფოკუსში მოქცევა გამიჭირდა. ამიტომ
უკან დავიხიე და შევეცადე, მისი ჯანსაღი თვალის მზერა დამეჭი-
რა. არ გამომივიდა, მე არ მიყურებდა, ჰორიზონტს გაჰყურებდა…
სურათზე გაჯგიმული დგას, წელში გამართული და მხრებგაშლი-
ლი, ძველი გვარდიის ნამდვილი ვეტერანივით, რომელიც ამა-
ყად და გმირულად უსწორებს თვალს იმ ესკადრონს, ცეცხლის
გახსნასა და დახვრეტას რომ უპირებს.
ამ სურათზე თავად ფაბრიკაა გამოსახული, 1911 წლის მდგო-
მარეობით, როგორც წარწერა გვამცნობს. ფაბრიკის დანადგა-
რები კალიის სახსარში მოხრილ ფეხებს მოგაგონებთ. აქვეა ფო-
ლადის კბილანებიანი ბორბლები, ღილების მოსაჭრელი ყალი-
ბები და პისტონები, რომლებიც ზევით-ქვევით ადი-ჩადის და ღი-
ლებს სათანადო ფორმას აძლევს. გრძელ მაგიდებთან თავდახ-
რილი მუშები დგანან, ხელით აკეთებენ რაღაცას. დანადგარებს
კაცები მართავენ. ხელები დაკაპიწებული აქვთ, ჟილეტები აცვი-
ათ და დიდი სათვალეები უკეთიათ. მაგიდებთან მდგომი მუშები
კი ქალები არიან, თავზე წამოცმული თმის დასამაგრებელი ბა-
დურებით და წინსაფრებით. ქალების საქმე ღილების დათვლა და
ყუთებში ჩაწყობა იყო. ზოგჯერ ღილებს ჩეიზების საფირმო ნიშნი-
ან მუყაოს ბარათებს აკერებდნენ, თითოს - ექვსიდან თორმეტ ცა-
ლამდე.
დარბაზის ბოლოში ბარია მოწყობილი - „ჰოულ ენჩილადა“ -
სადაც შაბათობით კლიენტებს ცოცხალ მუსიკასა და ადგილობ-
რივი წარმოების ლუდს სთავაზობენ. მაგიდები ხის კასრების
ფორმისაა, კედლის გასწვრივ კი ძველებური, ფიჭვის კაბინებია
ჩადგმული. ბარის ვიტრინაში გამოდებული მენიუ (შიგნით არას-
დროს შევსულვარ) ეგზოტიკურ კერძებს სთავაზობს სტუმრებს:
ნაჩოს, შებრაწული კარტოფილის ბურბუშელას, წვნიან ღვეზ-
ლებს - „ცხიმით გაპოხილ იაფფასიან ნაგავს, რომლითაც ახალ-
გაზრდები იჩვერებიან“, როგორც მაირამ ამიხსნა. მაირას საკუ-
თარი მაღაზიისთვის გასასვლელთან აქვს ადგილი დათრეული
და სიტუაციას იქიდან აკონტროლებს, მის გამჭრიახ თვალს არა-
ფერი გამოეპარება. მიმტკიცებს, ქალაქის ყველა ოღრაში და
ნარკოტიკების გამსაღებელი მანდ დაეთრევა საჭმელადო. ერ-
თხელ მიმითითა კიდეც, იდუმალი ჩურჩულით, აი იმ ორ კაცს ხომ
ხედავთ, ეგენი არიანო. ოღრაში სამკომპონენტიან კოსტიუმში
(შარვალში, ჟილეტსა და პიჯაკში) იყო გამოწყობილი და ბირჟის
მაკლერს ჰგავდა, გამსაღებელს კი ჭაღარა ულვაში და სელის
ტანსაცმელი ამშვენებდა, ძველი დროის პროფკავშირის აქტი-
ვისტივით.
თავად მაირას მაღაზიას „ჯინჯერბრედ ჰაუზი“ ჰქვია. საჩუქრე-
ბით და ათასი სხვა სამახსოვრო წვრილმანით ვაჭრობს. მაღა-
ზიაში დარიჩინის სასიამოვნო სუნი ტრიალებს და რას აღარ ნა-
ხავთ: ტილოს ქსოვილით თავმოკრულ მურაბის ქილებს; გულის
ფორმის ბალიშებს, რომლებიც სამკურნალო ბალახეულისაგან
დამზადებული თივითაა დატენილი, „ადგილობრივი ოსტატების
მიერ“ უხეშად გამოჩორკნილ „ტრადიციულ“ ხის ზარდახშებს; სა-
ვარაუდოდ, მენონიტების მიერ მოქსოვილ პლედებს; ტუალეტის
საწმენდ ჯაგრისებს, თავზე წამოცმული იხვებით… მოკლედ, ყვე-
ლაფერ იმას, რაც, მაირას ღრმა რწმენით, წინაპართა ძველი,
ტრადიციული, პასტორალური ცხოვრების ამსახველია. რამდე-
ნადაც მახსოვს, აქაურობის ისტორია ამდენად გულუბრყვილო,
მომხიბლავი და სუფთა არასდროს ყოფილა. მაგრამ სიმართლე
ცუდად იყიდება. ადამიანთა უმრავლესობას ის წარსული ურჩევ-
ნია, რომელშიც იდეალური სისუფთავეა და არაფერი ყარს.
მაირას ჩემთვის ხშირ-ხშირად მოაქვს საკუთარი საუნჯიდან
ამორჩეული საჩუქრები. უფრო სწორად, ჩემთან ასაწყობებს
ხოლმე იმ ძველმანებსა და წუნდებულ საქონელს, რომელიც არ
გაეყიდა. ამრიგად, ახლა ისეთი განძის მფლობელი ვარ, როგო-
რებიცაა: მოღრეცილი, ხის კუნძისაგან გამოჩორკნილი, კარზე
ჩამოსაკიდებელი გვირგვინი; ხელსახოცებზე წამოსაცმელი ხის
რგოლების არასრული კომპლექტი, ზედ გამოსახული ანანასე-
ბით; მსხვილი სანთლები, რომლებიც ნავთის სუნად ყარს და და-
ბადების დღეზე მორთმეული, ცხელი ქვაბის ასაღები ხელთათმა-
ნები, რომლებიც კიბორჩხალას მარწუხებს უფრო წააგავს. დარ-
წმუნებული ვარ, მთელი გულითა და სულით მჩუქნის ამ ძვირფას
საჩუქრებს, მაგრამ...
შესაძლოა, ჩემი გულის მოგებაც უნდა. მაირა ბაპტისტია და
ცდილობს, ქრისტე მაპოვნინოს, ანდა პირიქით - იმას მოაძებნი-
ნოს ჩემი თავი, სანამ ჯერ კიდევ უსაშველოდ გვიან არ არის. ძა-
ლიან უცნაურია. ასეთი მორწმუნეობა ოჯახიდან ნამდვილად არ
მოსდგამს. დედამისი, რენი, დიდად მორწმუნე არასოდეს ყოფი-
ლა. მას და ღმერთს, ასე ვთქვათ, უბრალოდ ერთგვარი ურთიერ-
თპატივისცემა ჰქონდათ. მისთვის ღმერთი რაღაც ადვოკატის
მაგვარი იყო - როცა გაგიჭირდება, მაშინ რომ მიმართავ, მაგრამ,
ადვოკატისა არ იყოს, ნამდვილ გასაჭირში თუ ჩავარდი, ვერაფ-
რით რომ ვერ დაგეხმარება. სხვაფრივ რენის მჭიდრო ურთიერ-
თობა ღმერთთან არასდროს ჰქონია; გასაგებიცაა - აბა სამზა-
რეულოში ღმერთი რა მოხელე იყო? საქმე ისედაც თავზესაყრე-
ლი ჰქონდა.
ხანგრძლივი ფიქრისა და ყოყმანის მერე, ბოლოს და ბოლოს,
ერთი ჭიქა ათქვეფილი ყავა და „გრემლინის“ ნამცხვარი ვიყიდე
(შვრიისა და შოკოლადის ნაზავისაგან დამზადებული) და მწვანე
სკამზე ჩამოვჯექი. ვიჯექი, ყავას ვწრუპავდი, თითებს ვილოკავ-
დი, ფეხებს ვასვენებდი და მუსიკის ჟღარუნა და სევდისმომ-
გვრელ ჰანგებს ვუსმენდი.
ღილების ფაბრიკა ბაბუაჩემმა, ბენჯამინ ჩეიზმა ააშენა ადრე-
ულ 1870-იან წლებში. მაშინ ღილებზე დიდი მოთხოვნილება
იყო. ტანსაცმლის ინდუსტრია ყვაოდა, რადგან კონტინენტის მო-
სახლეობა ელვის სისწრაფით იზრდებოდა და მისი დაკმაყოფი-
ლება გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა. ღილების, ტან-
საცმლის ამ აუცილებელი ატრიბუტის, დამზადება საკმაოდ იაფი
ჯდებოდა და არც პროდუქციის გასაღება იყო რთული. ბაბუაჩემმა
(როგორც რენი იტყოდა) მაშინვე მოტვინა, რომ დიდი შანსი ეძ-
ლეოდა და ეს შანსი, ზენაარსის ნაბოძები გონიერების წყალო-
ბით, ხელიდან არ გაუშვა.
მისი წინაპრები აქ 1820-იან წლებში პენსილვანიიდან გადმო-
სულან, აქაური მიწების სიიაფითა და მათი განაშენიანების შე-
საძლებლობით რომ ესარგებლათ (ქალაქი 1812 წლის ომის
დროს მთლიანად გადაბუგულიყო და რეკონსტრუქციას მოით-
ხოვდა). გერმანიკული წარმოშობის რომელიღაც სექტანტებისა
და პურიტანთა მეშვიდე თაობის ნაჯვარები ყოფილან - შრომის-
მოყვარე, მაგრამ ფიცხი ნაზავი, რომელმაც, ბევრი სათნო და წე-
სიერი ფერმერის გარდა, დასაბამი მისცა დღენიადაგ შარაზე გა-
დებულ სამ მეეტლეს, ორ უნიათო მიწის გადამყიდველს და ერთ
მფლანგველს - ანუ ალალბედზე ცხოვრების მოყვარულ ადა-
მიანებს, რომლებსაც სულ გაქცევაზე ეჭირათ თვალი, მაგრამ მო-
მავლის განჭვრეტის საოცარი ალღო ჰქონდათ. ბაბუაჩემის ხასი-
ათში ამან აზარტული თამაშებით უზომო გატაცებაში იჩინა თავი;
თუმცა, ერთადერთი, რასაც იგი სანაძლეოდ ჩამოდიოდა და რა-
ზეც თამაშობდა, საკუთარი თავი იყო ყოველთვის.
ბაბუაჩემის მამას ერთ-ერთი პირველი წისქვილი აუგია პორტ
ტიკონდეროგაში. საკმაოდ მოკრძალებული წყლის წისქვილი
ყოფილა; მაშინ ხომ ყველაფერი წყლის ენერგიაზე მუშაობდა.
როცა, როგორც მაშინ იტყოდნენ, წნევამ დაარტყა და მოკვდა, ბა-
ბუაჩემი მხოლოდ ოცდაექვსი წლისა ყოფილა. მან მემკვიდ-
რეობით მიიღო წისქვილი, აიღო სესხი და შტატებიდან ღილების
დასამზადებელი დანადგარები ჩამოიტანა. პირველი ღილები,
თურმე, ხისა და ძვლისგან მზადდებოდა, უფრო გადაპრანჭულე-
ბი კი - ძროხის რქისაგან. ძვლებს და რქებს თითქმის უფასოდ
შოულობდა ახლომდებარე სასაკლაოებზე, ხის მასალა კი ისე-
დაც თავზესაყრელი ყოფილა - ხალხი თურმე ისე წვავდა მოჭრი-
ლი ხეების მორებს, როგორც ნაგავს, ოღონდ კი თავიდან მოეშო-
რებინა. მოკლედ, იაფი მუშახელის, მუქთად ნაშოვნი მასალისა
და მზარდი საბაზრო მოთხოვნილების ფონზე, ბაბუაჩემი, გული-
თაც რომ მოეწადინებინა, წამოწყებულ ბიზნესს მაინც ვერ ჩაძი-
რავდა.
ბაბუაჩემის კომპანიის ღილები ბავშვობაში ძალიან
მომწონდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მათ შორის არც სიფ-
რიფანა და ნაზი სადაფის ღილები იყო, არც გიშრის, და არც თეთ-
რი ტყავისაგან დამზადებული, ქალის ხელთათმანების ციცქნა
ღილები. ჩვენი ღილები ჩემთვის ღილები იყო და მეტი არაფერი;
ისევე, როგორც კალოშები - მხოლოდ წვიმაში სათრევი ფეხსაც-
მელი - მყარი, სანდო, პრაქტიკული, მაგრამ არა ძვირფასი. ათა-
სობით დიდი და პატარა ღილი პალტოებისთვის, ხალათების-
თვის, სამუშაო წინსაფრებისთვის… რაღაც სრულიად აუცილებე-
ლი, მაგრამ ცოტა გამაღიზიანებელი. ისინი საცვლების შესაკრა-
ვადაც გამოიყენებოდა - მამაკაცის კალსონებში, ქალის კორსე-
ტებსა და ლიფებში. ეს ღილები რაღაც ისეთს მალავდნენ, რაც
დასამალი და სამარცხვინო იყო, მაგრამ ვერ გაექცეოდი; რაღაც
ისეთს, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც
რომ გეჩოთირება.
ასეთი ღილების მწარმოებელი კაცის შვილიშვილები, რომ
არა მათი ფული, ბრწყინვალებით რატომ უნდა ყოფილიყვნენ მო-
სილი, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფული, ანდა მითი ამ ფულის
შესახებ, ყოველთვის ბრწყინვალების კაშკაშა შარავანდედს ად-
გამს ადამიანებს თავზე. ასე რომ, მე და ლორა გარკვეული აურის
მატარებლები აღმოვჩნდით. მთელ ტიკონდეროგაში არავინ ფიქ-
რობდა, რომ ღილები სასაცილო ან უმნიშვნელო რამ იყო; ღი-
ლებს აქ ძალიან სერიოზულად უყურებდნენ; ძალიან ბევრი ოჯა-
ხის მატერიალური კეთილდღეობა ამ ღილებზე იყო დამოკიდებუ-
ლი.
დრო რომ გამოხდა, ბაბუაჩემმა სხვა წისქვილებიც იყიდა და
ისინიც ფაბრიკებად გადააკეთა. იქ უკვე მამაკაცის მაისურებსა
და ქალის პერანგებს აწარმოებდნენ. ერთშიც წინდების ქსოვა
დაიწყეს, და კიდევ ერთში - საფერფლეების ტიპის კერამიკულ ნა-
წარმის დამზადება. ფაბრიკებში გამეფებული სიტუაციით ბაბუა
ძალიან ამაყობდა: საჩივრებს გულისყურით ისმენდა, თუკი ვინმე
შებედავდა და რაიმე სამდურავს ეტყოდა; ვინმე თუ დაშავდებო-
და და ამასაც გააგებინებდნენ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამდა;
რაიმე ტექნოლოგიური სიახლე თუ იჩენდა თავს, იმასაც დაუყოვ-
ნებლივ ნერგავდა. ის იყო პირველი მეწარმე მთელს ქალაქში,
ვინც ელექტროშუქით გაანათა საამქროები. ისიც იაზრა, ყვავი-
ლებიანი გაზონები კარგად იმოქმედებს მუშების განწყობაზეო და
კვირისტავებისა და დევისპირების მოშენება იწყო - იაფიანი,
ეფექტური და მრავალწლოვანი ყვავილების. იმასაც აცხადებდა,
ჩემი თანამშრომელი ქალები საამქროებში თავს ისევე უსაფ-
რთხოდ გრძნობენ, როგორც საკუთარი ბინის მისაღებ ოთახებ-
შიო (გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მისაღები ოთახები ჰქონ-
დათ და ეგონა, მათი საცხოვრებელი უსაფრთხო იყო!.. საერთო-
დაც უყვარდა ყველაფრის ნათელ ფერებში დანახვა). სამსახურში
ლოთობას, გინებას და უსაქციელობას ვერ იტანდა და სასტიკად
კრძალავდა.
ყოველ შემთხვევაში, ასეთ ადამიანადაა გამოყვანილი წიგნში
„ჩეიზების საწარმოების ქრონიკა“. ამ წიგნის დაწერა ბაბუაჩემმა
1903 წელს დაუკვეთა და საკუთარი სახსრებით გამოსცა მწვანე
ტყავის ყდაში, რომელსაც მარტო სათაური კი არა, ბაბუაჩემის
მკაფიო, მსხვილი და თვალში საცემი ხელმოწერაც ამშვენებდა,
ოქროსფერი ასოებით გამოკვეთილი. ამ უაზრო „ქრონიკას“ თა-
ვის საქმიან პარტნიორებს ჩუქნიდა ხოლმე. ალბათ უკვირდათ…
თუმცა, ვინ იცის, ეგებ არც უკვირდათ. ეტყობა, მაინც ფასეული
და მნიშვნელოვანი რამ იყო. ეს რომ არა, ბებიაჩემი ადელია ამას
არაფრით დაუშვებდა.
სკამზე ვიჯექი და ჩემს ნამცხვარს ვეჭიდავებოდი. უზარმაზარი
ნამცხარი იყო, ძროხის ფუნისხელა, როგორებსაც ახლა აცხო-
ბენ; უგემური, ფხვნადი და გაწებილი… ჰოდა, ვერაფრით მოვუღე
ბოლო. ასეთ სიცხეში საჭმელად ნამდვილად არ ვარგოდა. თან
ცოტა თავბრუც მეხვეოდა, ალბათ ყავისგან.
ჭიქა გვერდით მოვიდგი და სკამზე მიყუდებული ხელჯოხი
ძირს დამივარდა. დავიხარე და სკამის ქვეშ მოვაფათურე ხელი,
მაგრამ ვერ ვიპოვე. ამასობაში წონასწორობაც დავკარგე და ყა-
ვა გადავისხი. მაშინვე ვიგრძენი ყავით გაჟღენთილი აბრეშუმის
ნაჭრის სველი სითბო, მაგრამ კანი არ დამწვია, ყავა უკვე გაგრი-
ლებულიყო. რომ ავდგებოდი, კაბაზე ყავისფერი ლაქა მექნებო-
და. ხალხი იფიქრებდა, ამ საწყალ ბებერს გაპარვიაო.
რა უცნაურია… ასეთ დროს ყოველთვის რატომ გვეჩვენება,
რომ მთელი ქვეყანა ჩვენ მოგვშტერებია? სინამდვილეში არავი-
ნაც არ გვიყურებს ხოლმე. მაირას გარდა, რა თქმა უნდა. ეტყობა,
თავისი მაღაზიიდან სულ თვალი ეჭირა ჩემზე. სასწრაფოდ გამო-
ენთო და მითხრა, მიტკალივით ხართ გაფითრებული, ნუ ღე-
ლავთ, ახლავე მოვიტან იატაკის ტილოს და ავწმინდოთო. მერე
დააყოლა, ღმერთო მომკალი, აქ ფეხით რამ წამოგიყვანათ, უკან
ვეღარ დაბრუნდებითო. ახლავე დავურეკავ უოლტერსო. არ მინ-
და, როგორმე წავალ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ რომ რეკავდა, წი-
ნააღმდეგობა აღარ გამიწევია.
ავილიონი

ძვლები ისევ საშინლად მტკივა. ყოველთვის ასეა ნესტიან


ამინდში. ისე მტკივა, როგორც წარსული - აი, დიდი ხნის წინ მომ-
ხდარი ამბები მტკივნეულად რომ შეგახსენებენ ხოლმე თავს.
როცა ტკივილი ძალიან მიტევს, ვერ ვიძინებ. ყოველი ღამე ნამ-
დვილი ჯოჯოხეთია… ძილისთვის თავი მიკვდება, მაგრამ ძილი
არ მეკარება, სადღაც ზემოდან დამფარფატებს, გაჭვარტლულ
ფარდასავით. ცხადია, შემიძლია საძილე აბები მივიღო, მაგრამ
ექიმი მკაცრად მაფრთხილებს, არ გაბედოო.
წუხელ, სიმწრის ოფლში გაწურული რამდენიმე მტანჯველი
საათის შემდეგ, წამოვდექი და გვერდითა ფანჯრიდან შემოღ-
წეული ლამპიონის შუქით განათებულ კიბეზე ფეხშიშველა ჩავე-
დი. ქვედა სართულს უსაფრთხოდ რომ ჩავაღწიე, სამზარეულოში
გავტანტალდი და მაცივარში ფოთიალი დავიწყე. ისეთს ვერა-
ფერს მივაგენი, რასაც სიამოვნებით შევჭამდი; იქ მხოლოდ ტა-
ლახიანი ნიახურის დამჭკნარი ღერები, დაობებული პურის ყუა,
დამპალი ლიმონი და ცხიმიან ქაღალდში გამოკრული, ფეხის
ფრჩხილივით გამჭვირვალე და გაქვავებული ყველის ქერქი დამ-
ხვდა… მარტოობის სენი შემეყარა, რასაც ადვილად მოვიგდებ
ხელში, იმას გეახლებით - გამზადებულ ბუტერბროდებს და ნახე-
ვარფაბრიკატებს ვყიდულობ. არაქისის კარაქი შევნიშნე და პირ-
დაპირ ვტუცე თითი ქილაში, კოვზის დასვრა დამეზარა.
ქილით ხელში რომ ვიდექი და თითს ვილოკავდი, ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაც აპირებდა სამზარეულოში
შემოსვლას… ის ვიღაც სხვა ქალი უნდა ყოფილიყო, აქაურობის
ნამდვილი, უხილავი დიასახლისი… შემოვიდოდა და მკითხავდა,
აქ რა ჯანდაბას აკეთებო. ასეთი გრძნობა სხვა დროსაც მქონია,
სრულიად ლეგიტიმურ და უცოდველ ყოველდღიურ საქმიანობა-
ში გართულს, მაგალითად, როცა ბანანს ვფცქვნიდი, ან კბილებს
ვიწმენდდი. სულ მეჩვენება, რომ სხვის სამფლობელოში შემოვი-
ჭერი და სიმყუდროვე დავურღვიე.
ღამით სახლის მიმართ კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას ვგრძნობ
ხოლმე. ქვედა სართულის ოთახებში დავბოდიალობ - სასადილო
ოთახში, მისაღებ ოთახში… წონასწორობის დაკარგვის შიშით,
კედელ-კედელ მივიკვლევ გზას და საკუთარ ნივთებს ვაკვირდე-
ბი, წარსულის აჩრდილებით რომ არიან გარემოცული და პირა-
დად ჩემთან ყოველგვარი კავშირი რომ გაუწყვეტიათ. ისე ვათვა-
ლიერებ და ვაფასებ, როგორც ქურდი, რომელიც ფიქრობს, რისი
მოპარვა ღირს და რისი - არა. ქურდები, ალბათ, თვალში საცემ
ნივთებს წაატანდნენ ხელს - ბებიაჩემის ვერცხლის ჩაიდანს, ხე-
ლით მოხატულ ფაიფურის ჭურჭელს, შემორჩენილ მონოგრამი-
ან კოვზებს, ტელევიზორს… მე კი, ეს ყველაფერი არ მჭირდება,
რა შავ ქვად მინდა?
როცა მოვკვდები, ყველა ეს ნივთი დაიკარგება; უცხოები
დაირიგებენ. მაგ საქმეს, უეჭველად, მაირა ითავებს. მაირა ფიქ-
რობს, რომ მე დედამისის დანატოვარი მემკვიდრეობა ვარ. ალ-
ბათ სიამოვნებით მოირგებს ოჯახის ერთგული და სანდო მსა-
ხურთუხუცესის როლს. მისი ნამდვილად არ მშურს. ნებისმიერი
ადამიანის საცხოვრებელი, დროთა განმავლობაში, ნაგავსაყ-
რელსა და ძველმანების შესანახ ფარდულს ემსგავსება; მით უფ-
რო, გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ზოგი ნაგავსაყრელი ნაგ-
ვის დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა - გასვენების შემ-
დეგ სახლს რომ მიალაგ-მოალაგებ, მიხვდები, რომ პირადად
შენ მცირე ზომის ნაგვის პარკიც კი გეყოფა „სამახსოვრო“ ნივთე-
ბის შინ წასათრევად.
ალიგატორის ფორმის მაკნატუნა; მანჟეტის ობლად დარჩენი-
ლი სადაფის საკინძი; კუს ბაკნის კბილებჩამტვრეული სავარცხე-
ლი; ვერცხლის გაფუჭებული სანთებელა; ულამბაქო ფინჯანი;
ბროლის გრაფინისა და ჭიქების კომპლექტი, ძირზე მიმხმარი
ძმრის ნალექი - ძველი სახლის ხერხემლის ფრაგმენტები, ნაგ-
ვად ქცეული რელიკვიები, ჩაძირული ხომალდის ნაპირზე გამო-
რიყული ნაფოტები.
დღეს მაირამ დამარწმუნა, ახალი ელექტროვენტილატორი
უნდა იყიდოთო; აი ისეთი, მაღალ ფეხზე რომ დგას და მაგიდის
ძველ, პატარა, ჭრიალა ვენტილატორს გაცილებით რომ ჯობია.
ის მოდელი, რომელიც საჩემოდ დაიგულა, გაიაფებული საქონ-
ლის ჩამონათვალში აღმოუჩენია მდინარე ჯოგსის გადაღმა გახ-
სნილ ახალ სავაჭრო ცენტრში. მანქანით წაგიყვანთ, მაინც იქით
მივდივარო, მითხრა… პირდაპირ გასაოცარია, რა უხეიროდ იცის
ხოლმე ამ ქალმა გულისხმიერი შემოთავაზებების სიტყვიერად
გაფორმება!
გზად ავილიონს ჩავუარეთ; უფრო სწორად, იმას, რაც ავი-
ლიონისაგან მისი გადაკეთების შემდეგ დარჩა. ახლა ავილიონს
„ვალჰალა“ ჰქვია. ნეტა რომელმა შტერმა ბიუროკრატმა შეურ-
ჩია ეს სახელი მოხუცებულთა სახლს?! რამდენადაც მახსოვს, ეგ
სიტყვა „პანთეონს“ ნიშნავს, ანუ იმ ადგილს, სადაც მიცვალებუ-
ლები განისვენებენ, ცოცხლებს კი არაფერი ესაქმებათ… თუმცა
შესაძლოა, ამაში რაღაც ღრმა აზრია ჩაქსოვილი.
შენობა საუკეთესო ადგილას დგას - ლავთოუს აღმოსავლეთ
სანაპიროზე, სადაც ორი მდინარე ერთმანეთს ერთვის და, ამდე-
ნად, ხეობის რომანტიკული ხედის ფონზე, ყურეში მყუდროდ მო-
ყუჩებული ნავსაყუდელის ხედიც გეშლება თვალწინ. უზარმაზარი
სახლია, მაგრამ ახლა ხალხით ზედმეტადაა გადატენილი. მამუ-
ლის მიწებზე უამრავი ბუნგალოც ჩაუდგამთ ომის შემდგომ
წლებში. პარმაღზე სამი ხანში შესული ქალი იჯდა, მათ შორის
ერთი - ინვალიდის ეტლში. ეს უკანასკნელი ისე ქურდულად აბო-
ლებდა სიგარეტს, როგორც ტუალეტში ჩაკეტილი ურჩი მოზარ-
დი. ერთხელაც იქნება, ცეცხლს გაუჩენენ აქაურობას.
რაც გადააკეთეს, ავილიონში ფეხი აღარ დამიდგამს. ალბათ
იქაურობა თოთო ბავშვისათვის გამომწვარ ადგილებზე მისაყრე-
ლი ფხვნილის, ამჟავებული შარდისა და წინადღით მოხარშული
კარტოფილის სუნად ყარს… ჯობია, ისეთი მახსოვდეს, როგორიც
იყო; თუნდაც მაშინ, როცა ოდნავ უკვე შეილახა - გრილი და
ვრცელი დარბაზებით, გაწკრიალებული სამზარეულოთი, სურნე-
ლოვანი ყვავილების გამხმარი ფურცლებით სავსე ლარნაკით,
რომელიც ჰოლის პატარა, მრგვალ, ალუბლის ხის მაგიდაზე იყო
შემოდგმული. მეორე სართულზე, ლორას ოთახში, ბუხრის თა-
როს კიდე ჰქონდა ჩამოტეხილი, იმიტომ, რომ ერთხელ ლორას
ზედ ბუხრის კომპლექტის ზედადგარი დაუვარდა. ასეთი რამ ლო-
რასთვის უჩვეულო არ იყო, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც,
ცოცხალთაგან, ამის შესახებ იცის. მისი გარეგნობის - გამჭვირ-
ვალე და ნაზი პირისკანის, თვინიერი გამოხედვის, გრძელი, ბა-
ლერინასავით მოღერებული კისრის - შემყურე ამას ვერასდროს
წარმოიდგენდი… ძალიან დახვეწილი გარეგნობა ჰქონდა.
ავილიონი სტანდარტული კირქვით არ იყო ნაგები. მის არქი-
ტექტორებსა და სულისჩამდგმელებს რაღაც ორიგინალურის
შექმნა უნდოდათ, ჰოდა, ერთმანეთთან მჭიდროდ შედუღაბებუ-
ლი რიყის ქვებით ააგეს. შორიდან რომ შეხედავდი, ხორკლიანი
მოგეჩვენებოდა, დინოზავრის კანივით. ზოგჯერ ჯადოსნურ სურ-
ვილების ჭასაც მაგონებდა დასურათებული ზღაპრების წიგნი-
დან. ახლა, ჩემს თვალში, მართლაცდა ამბიციური მავზოლეუმია
და მეტი არაფერი.
ელეგანტური სახლიაო, ნამდვილად ვერ იტყოდით, მაგრამ
ერთ დროს ძალიან იმპოზანტური ნაგებობა კი იყო, რაღაც ვაჭ-
რის სასახლის მაგვარი, პარმაღამდე მიყვანილი მიხვეულ--
მოხვეული სამანქანო გზით, მომცრო გოტიკური სტილის კოშკუ-
რით, გარშემო არშიასავით დაყოლებული ვერანდით, რომელიც
ორ მდინარეს გადაჰყურებდა. ამ ვერანდაზე საუკუნის მიწურულს
ქალაქის გამორჩეულ ქალბატონებს ბებიაჩემი ნაშუადღევის ჩა-
ით უმასპინძლდებოდა ხოლმე ზაფხულის პაპანაქებაში. ერთ
დროს აქ სიმებიანი კვარტეტის პატარა სცენაც კი იყო მოწყობი-
ლი ბაღში გამართული წვეულებებისათვის. ამ სცენაზე ბებია და
მისი მეგობრები სამოყვარულო წარმოდგენებსაც დგამდნენ შე-
ბინდებულზე, სცენის გარშემო დადგმული ჩირაღდნების შუქზე.
მე და ლორა იმ სცენის ქვეშ ხშირად ვძვრებოდით და საათობით
ვიმალებოდით… ვერანდა ახლა ძალიან შელახულია - ჩამოწო-
ლილიცაა და საღებავის გადასმაც არ აწყენდა.
ერთ დროს ეზოში ბელვედერიც იდგა, სამზარეულო ფარდუ-
ლიც და დეკორატიული ქანდაკებებიც. ბაღის შუაგულში დუმფა-
რებით და ოქროს თევზებით სავსე აუზიც აეშენებინათ და ორან-
ჟერეაც. ორანჟერეა ორთქლით თბებოდა და შიგნით გვიმრებს,
მოგრძო ლიმნისა და მჟავე ფორთოხლის ხეებს ამრავლებდნენ.
შენობაში საბილიარდოც იყო, მისაღები ოთახიც, დილის ოთახიც
და ბიბლიოთეკაც. ბიბლიოთეკაში, ბუხრის თავზე, დიდი, მარმა-
რილოში ნაკვეთი მედუზის გამოსახულება იყო. მეცხრამეტე
საუკუნის გემოვნებით შესრულებული მედუზა გახლდათ, მწყაზა-
რი თვალების უცოდველი გამოხედვითა და ზეაზიდული,
უსიამოვნო ფიქრებივით აშლილი გველებით. ბუხარი დაკვეთით
ჩამოიტანეს საფრანგეთიდან. თურმე ორნამენტად დიონისე და
ვაზები დაუკვეთიათ, იმათ კი შეცდომით მედუზა გამოუგზავნიათ.
საფრანგეთი შორს იყო და დაკვეთის უკან გაგზავნა აღარავის
მოუნდომებია.
სასადილო ოთახი უკიდეგანო და უღიმღამო იყო: ცნობილი
დიზაინერის, უილიამ მორისის აბრეშუმის ნაჭრის შპალერი,
ბრინჯაოს დუმფარებით მორთული ჭაღი და სამი ინგლისური
ვიტრაჟი ტრისტანისა და იზოლდას გამოსახულებებით (ერთზე -
ლალისფერი ფიალით სიყვარულის ნექტრის შეთავაზება;
მეორეზე - შეყვარებულები - ცალ მუხლზე დაჩოქილი ტრისტანი
და ფეხზე მდგომი, ოქროსფერთმგაშლილი იზოლდა… თმა ვიტ-
რაჟით საკმაოდ ძნელად გადმოსაცემი დეტალია და საწყალ
იზოლდას ოქროსფერი დალალები სველ ცოცხს მიუგავდა… მე-
სამეზე - სევდიანი იზოლდა, ძოწისფერ სამოსში, არფასთან, მარ-
ტო).
სახლის პროექტსა და ინტერიერის დიზაინს ბებია ადელია
აკონტროლებდა. მე რომ დავიბადე, უკვე გარდაცვლილი იყო,
მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ აბრეშუმივით ნაზი და კიტრივით
ცივი არსება ყოფილა; გატყორცნილი ისარივით მიზანსწრაფული
და ძვლის სახერხი დანადგარივით მტკიცე. ხელოვნება იტაცებდა
და ამიტომ ხალხში მაღალი ზნეობრივი ავტორიტეტით სარგებ-
ლობდა. მაშინ ადამიანებს სწამდათ, რომ კულტურული ხალხი
უკულტუროს ბევრად ჯობდა. ხელოვნება აღგვამაღლებსო, ამ-
ბობდნენ… ყოველ შემთხვევაში, ქალები ნამდვილად ასე ამბობ-
დნენ, რადგან ოპერაში გამოჭიმული ჰიტლერი ჯერ არ ენახათ.
ადელიას ქალიშვილობის გვარი მონფორი იყო. კანადური სა-
ზომით, მეტად ცნობილი ოჯახიდან ბრძანდებოდა - მეორე
თაობის მონრეალელი ინგლისელებისა და ფრანგი ჰუგენოტების
ნაჯვარი გახლდათ. მონფორები ერთ დროს საკმაოდ შეძლებუ-
ლები ყოფილან - მისი ოჯახი, თურმე, რკინიგზის ქსელის საკონ-
ტროლო პაკეტს ფლობდა, მაგრამ ამ სარისკო საქმიანობისა და
საკუთარი ინერციის წყალობით, მოლიპულ გზაზე დაცურებულა.
ჰოდა, როცა ადელიას გათხოვების დრო დამდგარა, მაგრამ ჰო-
რიზონტზე არც ერთი მისი შესაფერი საქმრო არ გამოჩენილა,
ფულს გაჰყოლია ცოლად - უხეშ და მდაბიურ ფულს, ღილებში
აღებულს. ალბათ, ყველა ვარაუდობდა, რომ ამ ფულს როგორმე
დახვეწდა, ზეთივით გამოხდიდა და გააპატიოსნებდა.
კი არ გათხოვდა, გაათხოვესო, იტყოდა ხოლმე ღვეზლების
ცხობაში გართული რენი. მისმა ოჯახმა მოაკვარახჭინა ეგ საქ-
მეო. მაშინ ქალებს სულ გარიგებით ათხოვებდნენ და ვინა თქვა,
რომ ეგ სწორი არ იყოო. ასეა თუ ისე, ადელია მონფორმა თავისი
მოვალეობა ხუთიანზე შეასრულა და, ერთგვარად, ბედსაც ეწია,
რადგანაც უკვე ოცდასამი წლისა მოყრილიყო და, იმ დროისათ-
ვის, ცოტა გადამწიფებულ ქალადაც ითვლებოდა.
ჩემი ბებია-ბაბუას სურათი ახლაც მაქვს. პატარა ყვავილებით
შემკულ ვერცხლის ჩარჩოშია ჩასმული და ქორწინებიდან ცოტა
ხნის მერეა გადაღებული. უკანა ფონზე ფოჩებიანი ხავერდის
ფარდა და დეკორატიულ სადგარებზე შემოდგმული ორი გვიმრა
მოჩანს. ბებია სკამზე ზის. ფაშფაშა, სანდომიანი გარეგნობის ქა-
ლია, მარგალიტის ორ მწკრივად აცმული მძივით, მაქმანებში
ჩამჯდარი ათქვირებული მკერდითა და ძვირფასი ქსოვილისგან
შეკერილი კაბით. თეთრი, ფუნჩულა მკლავები მოუჩანს, ფქვილ-
ში ამოვლებული, ძვალგამოცლილი ქათმის ბარკლებივით სა-
ლუქი და გლუვი. ბაბუა ბენჯამინი უკან უდგას, კოსტიუმში გამოწ-
ყობილი, წარმოსადეგი, მაგრამ ოდნავ დარცხვენილი; გეგონება,
ძალით მიიყვანეს სურათის გადასაღებადო. საერთოდაც, ორივე
გათოკილი და სუნთქვაშეკრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტო-
ვებს.
ცამეტი-თოთხმეტი წლისა რომ ვიყავი, ბებიაჩემს მეტად რო-
მანტიკულად აღვიქვამდი. ღამით ფანჯრიდან გადავხედავდი
ხოლმე სახლის წინ გაშენებულ ბაღს და წარმოვიდგენდი, რო-
გორ დასეირნობდა თეთრ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი
ადელია და როგორ ათვალიერებდა ქანდაკებებს. სევდიან, დაღ-
ლილ და ოდნავ დამცინავ ღიმილს ვაკერებდი სახეზე. მოგვიანე-
ბით საყვარელიც გავუჩინე. იმ საყვარელს ორანჟერეის უკან
ხვდებოდა. ჩვენს ბავშვობაში ორანჟერეა უკვე მიტოვებული იყო,
მამაჩემს ორთქლში დამწიფებული ფორთოხლები არ აინტერე-
სებდა. მაგრამ ჩემს წარმოსახვაში ის ფორთოხლის ხეები
ყვაოდა და ყვავილებიც ბლომად დავამატე. ორქიდეები და კამე-
ლიები იყო (კამელიები არასდროს მენახა, მაგრამ წიგნებში
მქონდა წაკითხული). ბებია და მისი საყვარელი იმ სათბურში
უჩინარდებოდნენ. ნეტა, იქ რას აკეთებდნენ?.. ამდენი უკვე აღარ
ვიცოდი.
რეალურად ადელიას საყვარლის გაჩენის არანაირი შანსი არ
ჰქონდა. ქალაქი ძალიან პატარა იყო, პროვინციული მორალით
გაჯერებული, ასე რომ, ასეთ საქციელს ვერაფრით ჩაფარცხავდა.
ბებიაჩემი კი ჭკვიანი ქალი იყო, თანაც საკუთარი ფული არ ჰქონ-
და.
ჩეიზების ოჯახის ბურჯისა და იდეალური დიასახლისის როლი
მართლაც დიდებულად ჰქონდა მორგებული. სულ საკუთარ გე-
მოვნებას იკვეხნიდა და ბაბუაც ძალიან ენდობოდა, რადგან სწო-
რედ დახვეწილი გემოვნების გამო შეირთო ცოლად. ბაბუა უკვე
ორმოცი წლისა გახლდათ, მთელი ახალგაზრდობა ფულის კეთე-
ბისათვის შეელია, და ახლა უნდოდა, ეს ფული სწორად დაებან-
დებინა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მის გემოვნებიან მეუღლეს
ქმრის გარდერობსა და კარგ მანერებზე უნდა ეზრუნა. მოკლედ,
ბენჯამინი სრული კულტურიზაციის წადილმა შეიპყრო და ამ წა-
მოწყების გასაჯაროებაც მოინდომა - ჭეშმარიტად ფასეული
ფაიფურის ჭურჭლიდან უნდოდა საჭმლის მირთმევა.
ფაიფური და ქაშანური მართლაც ეღირსა, ზედ დართული
თორმეტთავიანი იჯრებით, რომლებიც ნიახურითა და დამარი-
ლებული თხილით იწყებოდა და შოკოლადით მთავრდებოდა.
მათ შორის კი დაუსრულებელ ნაკადად მოედინებოდა ბულიონე-
ბი, დაკეპილი ხორცის კატლეტები, თევზეული, შემწვარ--
მოხრაკული, ყველი, ხილი, ფერად-ფერად ქილებში ჩასხმული,
ორანჟერეის ყურძნისაგან დამზადებული ჟელე და ა. შ. მოკლედ,
მათ სუფრას ჩიტის რძე არ აკლდა. ახლა ეს ყველაფერი რკინიგ-
ზის სადგურის სასტუმროს ტიპურ მენიუდ მეჩვენება, საოკეანო
ლაინერის მენიუდ. პორტ ტიკონდეროგას პრემიერ-მინისტრებიც
ხშირად სტუმრობდნენ. მაშინ აქ მრეწველები თითებზე ჩამოსათ-
ვლელები იყვნენ და პოლიტიკურ პარტიებს მათი მხარდაჭერა
ძალიან სჭირდებოდათ. პრემიერები ყოველთვის ავილიონში
ჩერდებოდნენ. ბაბუას სამ სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან ერ-
თად გადაღებული სურათები ჰქონდა ოქროს ჩარჩოებში ჩასმუ-
ლი და ბიბლიოთეკის კედლებზე გამოფენილი - სერ ჯონ სფეროუ
ტომსონთან, სერ მაკენზი ბოუელთან და სერ ჩარლზ ტაპერთან.
იმ სამს, ალბათ, საჭმელ-სასმელი უფრო აინტერესებდა, ვიდრე
პატივისცემის რომელიმე სხვა ტიპის გამოხატულება.
ადელია ასეთი ოფიციალური სადილების ნამდვილი დიდოს-
ტატი იყო, მაგრამ სუფრასთან თავად არასდროს არაფერს მიირ-
თმევდა. სწამდა, რომ ქალს საჯაროდ ღეჭვა და ყლაპვა არ უხდე-
ბოდა. ალბათ მსახურებს ერთ სავსე ლანგარ საჭმელს ოთახში
აატანინებდა ხოლმე და იქ ილუკმებოდა ათივე თითით.
ავილიონის მშენებლობა 1889 წელს დასრულდა. აქაურობას
სახელიც ადელიამ შეურჩია, ტენისონის პოეზიიდან:
ავილიონის ქალწულებრივ უმწიკვლო ველი -
დაუსეტყვავი, სად არც წვიმა და არცა თოვლი
არასდროს მოდის; სად არც ქარი არა მყვირალობს,
და სად განცხრომას მისცემიან ედემბაღები;
სადაც ხასხასა მდელოებზე ფიანდაზებად
ათქვირებულა ბალახი და მაღალ ტალავრებს
ზღვა ისე იცავს, როგორც ციხეს ერთგული მცველი - ...
ეს ციტატა საშობაო მისალოცი ბარათების მარცხენა კუთხეში
ჰქონდა მიბეჭდილი (თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტენისონი, ინ-
გლისის სტანდარტებით, უკვე მოდიდან იყო გადასული და პირ-
ველობა, ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა თაობის თვალში,
ოსკარ უაილდისათვის დაეთმო… მაგრამ მაშინ პორტ ტიკონდე-
როგაში ყველაფერი ოდნავ ჩამორჩებოდა ხოლმე მოდას).
ქალაქელები, ალბათ, ზურგს უკან დასცინოდნენ ამ ლექსებს;
ისინიც კი, ვინც, მაღალი საზოგადოების ჩვეული პრეტენზიულო-
ბის გამო, ბებიაჩემს ჰერცოგინიას და „მის ბრწყინვალებას“ უწო-
დებდა. თუმცა, ეს მისალოცი რომ არ მიეღოთ და საშობაო
წვეულებას გამოკლებოდნენ, გული ძალიან დასწყდებოდათ.
თითქოს ყურში ჩამესმის, როგორ ქილიკობენ ამ მისალოცებზე:
ჰოოო, წვიმასა და თოვლში ნამდვილად არ გაუმართლა. ეგებ
როგორმე ღმერთს დაელაპარაკოს ამაზე… ფაბრიკებში კი, ალ-
ბათ, ასე იტყოდნენ: ტალავერები, ფიანდაზები და ათქვირებული
ბალახი, ნეტა, სად ნახა მაგ ქალმა? ფიანდაზები და ტალავერები
საკუთარი კარმიდამოში მოიკითხოს, ათქვირებული კი, მაგის
მკერდის გარდა, არაფერია ამ არემარეშიო. იმათ გესლიან
სტილს ყოველთვის კარგად ვიცნობდი და არა მგონია, რამე დი-
დად შეცვლილიყო.
ამ ბარათებით ადელია თვალში ნაცარს აყრიდა აქაურებს.
მაგრამ მარტო ეგეც არ იქნებოდა: ავილიონი ის ადგილი იყო, სა-
დაც განწირული მეფე არტური სასიკვდილოდ გაემგზავრა. ცხა-
დია, ბებიამ ეს სახელი იმიტომაც მოიწონა, რომ თავს ძალიან
ეულად გრძნობდა ამ ნებაყოფლობით გადასახლებაში… შეიძ-
ლება ისიც უნდოდა, რომ აქაურობა მართლაც წალკოტად წარ-
მოედგინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ იყო. მას სალონები
ენატრებოდა, შემოქმედებითი ადამიანების საზოგადოება სწყუ-
როდა, იმ პოეტების, მუსიკოსების, მეცნიერების და სხვა პროგ-
რესულად მოაზროვნე ადამიანების საზოგადოებაში ტრიალი
სურდა, რომლებსაც ინგლისელ ბიძაშვილებთან სტუმრობისას
ხვდებოდა ხოლმე ჯერ კიდევ მაშინ, როცა მის ოჯახს ფული ჰქონ-
და, ოქროს ხანაში… მოკლედ, სულ თვალუწვდენელ, ხასხასა ინ-
გლისურ მდელოებზე გამართული წვეულებები ელანდებოდა.
მაგრამ ასეთი ხალხი პორტ ტიკონდეროგაში არსად ეგულე-
ბოდა, ბენჯამინი კი მოგზაურობაზე ვერაფრით დაითანხმა; ფაბ-
რიკებს ვერ მივატოვებო, გაიძახოდა. ეგებ ბენჯამინს სხვა რამი-
საც ეშინოდა, მაგალითად, იმ საზოგადოებაში მოხვედრისა, სა-
დაც უბადრუკ ღილების მწარმოებელს ცხვირს აუბზუებდნენ, ან-
და ისეთ დანა-ჩანგალსა და ჭიქებს დაახვედრებდნენ სუფრაზე,
რომლებსაც სწორად ვერ იხმარდა და ადელიას თავს მოჭრიდა.
ადელიას მეუღლის გარეშე სამოგზაუროდ წასვლა არ სურდა;
ეშინოდა, რომ ევროპას ვეღარ შეელეოდა და უკან აღარასოდეს
დაბრუნდებოდა. მერე იქ ფულს ნელ-ნელა გამოჭამდა, ვინმე ვი-
გინდარას ნადავლი გახდებოდა და უკადრებელს იკადრებდა. მი-
სი ათქვირებული მკერდის პატრონი, ტყუილად არ შიშობდა ამას,
ნამდვილად ვერ აიცდენდა დიდ ხათაბალაში გახვევას.
სხვა რაღაცეების გარდა, ადელიას ქანდაკებებიც იტაცებდა.
ორანჟერეის უკან, ბაღში, სფინქსის ორი ქანდაკება იდგა. მე და
ლორა ხშირად ავმხედრდებოდით ხოლმე იმ სფინქსებზე. ქვის
სკამის უკნიდან ერთი მოღიმარი ფავნიც იჭყიტებოდა, წაწვეტებუ-
ლი ყურებით და ინტიმურ ადგილზე აფარებული უზარმაზარი ვა-
ზის ფოთლით, რომელიც რაღაცით საფირმო ნიშანს წააგავდა.
დუმფარებიან აუზთან კი ნიმფა იჯდა - მორცხვი გოგონა, მოზარ-
დის ციცქნა მკერდით და მხარზე ჩამოშლილი მარმარილოს
თმით; ცალი ფეხი წყალში ჰქონდა ჩაშვებული და გაფაციცებული
დაჰყურებდა იმ ოქროს თევზებს, ფეხის თითებს გამალებით რომ
ულოღნიდნენ.
(ეს ქანდაკებები ორიგინალებიაო, ამბობდნენ, მაგრამ მათ
წარმომავლობას ვერავინ აზუსტებდა. არც ის იცოდნენ, ადელიამ
როგორ ჩაიგდო ისინი ხელში. ვშიშობ, ნაქურდალი ნივთები უნ-
და ყოფილიყო; უფრო სწორად, ალბათ თაღლითობის მთელი
ჯაჭვი იყო საქმეში ჩართული: ვინმე ევროპელი შუამავალი ამ სა-
ეჭვო წარმოშობის ნივთებს იაფად ყიდულობდა, მერე სადმე
შორს, მაგალითად ამერიკაში, ძვირად ასაღებდა და მოგებას
მშვიდად იჯიბავდა. იცოდა, რომ ვინმე მდიდარი ამერიკელი, ანუ
ბებიაჩემი, ისე წამოეგებოდა ამ „ორიგინალობის“ ანკესზე, რომ
აზრზეც ვერ მოვიდოდა).
საგვარეულო საფლავის დიზაინიც, ორი ანგელოზის ქანდაკე-
ბა, ადელიას მოფიქრებული იყო. უნდოდა, ბაბუაჩემს ყველა მისი
წინაპარი აქ გადმოესვენებინა, ასე ვთქვათ, დინასტიის ეფექტის
შესაქმნელად, მაგრამ ბაბუამ ამ საქმეს თავი ვერა და ვერ მოაბა.
მერე ისე მოხდა, რომ პირველი იმ საფლავში სწორედ საწყალი
ადელია დაიმარხა.
ვინ იცის, ეგებ დაქვრივებულმა ბაბუაჩემმა შვებითაც
ამოისუნთქა? ალბათ... ძალიან დაიღლებოდა იმ სტანდარტებზე
სწორებით, რომლებიც ბებიამ დაუდგინა. თუმცა, ცხადია, ბებიას
ძალიან აფასებდა; აფასებდა კი არა, აღმერთებდა. ავილიონში
არაფრის შეცვლა არ უნდოდა, არც სურათს გადაგაკიდინებდა
სხვაგან და არც ავეჯს გადაგადგმევინებდა. ალბათ, მთელი ეს
სახლი ბაბუასთვის თავად ადელიას ჭეშმარიტი ძეგლი იყო.
ასე რომ, ბებია კი აღარ იყო, მაგრამ მე და ლორა მაინც ბებიამ
აღგვზარდა. მის ბუდეში დავფრთიანდით, ასე ვთქვათ, მის ცხოვ-
რებისეულ კონცეფციაში, მისეულ წარმოდგენაში იმაზე, თუ ვინ
უნდა ვყოფილიყავით… თუმცა აშკარად არ ვიყავით. ბებია მკვდა-
რი იყო და ამ თემაზე ვეღარ შეედავებოდი.
მამაჩემი სამი ძმიდან უფროსი იყო. სამივეს ადელიას შერ-
ჩეული, კეთილშობილური სახელი ერქვა - ნორვალი, ედგარი და
პერსივალი - მეფე არტურისა და ვაგნერის პატივისცემის შეჯერე-
ბული ვარიანტი. ძმები, ალბათ, მადლიერები იყვნენ, უთერი,
ზიგმუნდი და ულრიკი რომ არ დაარქვეს. ბაბუაჩემი შვილებზე
ჭკუას კარგავდა და უნდოდა, მისი საქმე მათ გაეგრძელებინათ.
მაგრამ ადელიას უფრო ამბიციური მიზნები ჰქონდა. სამივე
პორტ ჰოუფის ტრინიტი კოლეჯის სკოლაში გაამწესა, სადაც ბენ-
ჯამინი და მისი დაზგები ვეღარ გაამდაბიურებდნენ. ადელიას ბენ-
ჯამინის ფულის ხარჯვა კი უყვარდა, მაგრამ ამ ფულის წყაროს
სრული იგნორირებაც ეხერხებოდა.
ბიჭები შინ ზაფხულის არდადეგებზე ბრუნდებოდნენ. სკოლა-
სა და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში სწავლისას მამისადმი პატი-
ვისცემა ოდნავ გაუნელდათ, რადგან იგი ლათინურად საერთოდ
ვერ კითხულობდა; ისე ცუდადაც კი ვერ კითხულობდა, როგორც
თავად ისინი. ბიჭები იმ ადამიანებზე ლაპარაკობდნენ, რომლებ-
საც მამა არ იცნობდა, იმ სიმღერებს მღეროდნენ, მამას არას-
დროს რომ არ გაეგონა, და ისეთ ანეკდოტებს ყვებოდნენ, რომ-
ლებიც მამას არ ესმოდა. ღამღამობით, მთვარის შუქზე, მამის პა-
ტარა იახტით, „უოთერ ნიქსით“ გადიოდნენ ზღვაში სასეირნოდ.
იახტასაც ადელიამ დაარქვა ეს სახელი - საკუთარი გოტიკური
მიდრეკილებები კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი შვილები
მანდოლინაზე უკრავდნენ (ედგარი) და ბანჯოსაც აჟღარუნებ-
დნენ (პერსივალი). ისინი არც ლუდის სმაზე ამბობდნენ უარს, მე-
რე კი აყალ-მაყალს ტეხდნენ და შარში ეხვეოდნენ, რაც, ცხადია,
საცოდავ ბენჯამინს უნდა მოეგვარებინა. მამის ორი მანქანიდან
ერთ-ერთს მოახტებოდნენ ხოლმე და უთავბოლოდ დააგ-
რიალებდნენ აღმა-დაღმა. თუმცა გზები ქალაქის გარეუბნებში
ნახევარი წლის მანძილზე პრაქტიკულად კაპიკად არ ვარგოდა -
ხან თოვლიანი იყო, ხან ატალახებული და ხანაც უზომოდ
მტვრიანი - და არც საინტერესო ადგილებამდე არ მიგიყვანდნენ.
ჩეიზების ბიჭების მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობა-
ზეც ათასი ჭორი დადიოდა, განსაკუთრებით უმცროს ძმებზე. იმა-
საც ამბობდნენ, ქალები ოჯახს ბლომად ფულს აყაჭინებენო. აბა,
რა იქნებოდა? ის არ ჯობდა, ცოტა ჯიბეები გამოეფხიკათ და ის ქა-
ლები თავიდან მოეშორებინათ, ვიდრე ქალაქი ჩეიზების ნაბიჭ-
ვრებით გადავსებულიყო? ის დიაცები ადგილობრივები არ იყ-
ვნენ და ამიტომ ბიჭებს მათ გამო დიდად არავინ სძრახავდა; ვინ-
ძლო პირიქითაც. ყოველ შემთხვევაში, მამაკაცების თანადგომა
ნამდვილად იგრძნობოდა. აქაურები ძმებს დროდადრო ცოტათი
დასცინოდნენ კიდეც, მაგრამ ცოტათი, მასხარად აგდებამდე საქ-
მე არასდროს მისულა. ამბობდნენ, მაინც სოლიდურები არიანო.
ედგარს და პერსივალს ედის და პერსის ეძახდნენ, მამაჩემი კი,
რომელიც უფრო მორცხვი და სერიოზული ყმაწვილი გახლდათ,
მუდამ ნორვალად მოიხსენიებოდა. ლამაზი ბიჭები იყვნენ, მაგ-
რამ ცოტათი შერეკილები, როგორც მათი ასაკის ბიჭებს შეეფე-
რებოდათ. მაინც რას ნიშნავდა ეს „შერეკილები“?
- უზნეოები იყვნენ, მაგრამ ნაძირალები არასდროს ყოფილან,
- მიხსნიდა რენი.
- და რა განსხვავებაა? - ვეკითხებოდი მე.
რენი ამოიოხრავდა და მეტყოდა: - განსხვავება ძალიან დიდი-
ა… მაგრამ, იმედია, ღმერთი არ გაგწირავს და ამ განსხვავებას
ცხოვრებაში არასდროს გამოგაცდევინებს.
ადელია 1913 წელს გარდაიცვალა კიბოთი. რის კიბო ჰქონდა,
არავის უთქვამს, მაგრამ ეტყობა, გინეკოლოგიური პრობლემები
აწუხებდა. მისი ავადმყოფობის ბოლო თვეებში რენის დედა მო-
უყვანიათ, სამზარეულოს მისახედად, და რენიც თან მოჰყოლია.
რენი მაშინ ცამეტი წლისა ყოფილა და ამ ყველაფერს დიდი შთა-
ბეჭდილება მოუხდენია მასზე. ადელიას ისეთი ძლიერი ტკივი-
ლები ჰქონდა, რომ ოთხ საათში ერთხელ მორფინს უკეთებდნენ,
ექთნები ოცდაოთხი საათი აქ იყვნენო, ამბობდა. მაგრამ წუთი-
თაც არ დაწოლილა, ცხონებული, სულ კოხტად ჩაცმული და-
დიოდა აქეთ-იქით, თუმცა უკვე ჭკუაზე რომ აღარ იყო, ეგეც ეტ-
ყობოდაო. ვხედავდი, მამულში როგორ დასეირნობდა, ბაცი ფე-
რის ტანსაცმელში გამოწყობილი, დიდი, პირბადიანი ქუდით. ძა-
ლიან ლამაზი მიმოხვრა ჰქონდა - მტკიცე, წელგამართული, ისე-
თი შეუპოვარი, კარგ ვაჟკაცსაც რომ შეშურდებოდაო. ბოლოს სა-
წოლზე დაუბამთ, რომ აღარ ამდგარიყო, რადგან მისთვის ასე
ჯობდა. ბაბუაჩემი, თურმე, საშინლად განიცდიდა, თვალსა და
ხელს შუა მოტეხილა. როდესაც წამოვიზარდე და რენის მონაყო-
ლი დიდად აღარ მოქმედებდა ჩემზე, რენიმ მონაყოლს განწირუ-
ლის ყვირილი, კვნესა და სულთმობრძავის ხრიალიც დაუმატა,
თუმცა ვერ გამიგია, რატომ. ალბათ უნდოდა, მაგალითი ამეღო
ბებიასაგან, მასავით შეუპოვარი და ტკივილგამძლე გავმხდარი-
ყავი… ან ეგებ სიამოვნებდა საშინელებათა ჟანრის ამბების
თხრობა?.. რა ვიცი, რა ვიცი... თუმცა, ალბათ, არც უმაგისობა
იყო.
ადელია რომ გარდაიცვალა, მისი ვაჟები უკვე ზრდასრულები
იყვნენ. ნეტა დედა თუ ენატრებოდათ? მის სიკვდილს თუ განიც-
დიდნენ? ალბათ კი. წარმოუდგენელია, დედის მათდამი ასეთი
თავდადება რომ არ დაეფასებინათ. და მაინც, დედა მათ ყოველ-
თვის ბოჭავდა; რამდენადაც შეეძლო, რა თქმა უნდა. ჰოდა, მიწა-
ში ღრმად და საიმედოდ რომ ჩააწვინეს, ერთგვარ შვებას აუცი-
ლებლად იგრძნობდნენ.
ძმებს შორის არც ერთს არ უნდოდა, ღილების ბიზნესს გაყო-
ლოდა; ამ საქმისადმი გულარძნილობა დედისგან გადმოეცათ
მემკვიდრეობით; მაგრამ დედის ინტუიცია და პრაქტიკულობა
არც ერთს არ გამოყვა. ფული ხეზე რომ არ იზრდებოდა, ეგ მშვე-
ნივრად იცოდნენ, მაგრამ სად იზრდებოდა, წარმოდგენა არა
ჰქონდათ. ნორვალი - მამაჩემი - ფიქრობდა, სამართალს შევის-
წავლი და პოლიტიკოსი გავხდებიო; მომავალში ქვეყნის უკეთე-
სობისაკენ შეცვლის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. უმცროს
ძმებს მოგზაურობა უნდოდათ: პერსიმ კოლეჯი რომ დაამთავრა,
სამხრეთ ამერიკაში წასვლა განიზრახეს. მათი ექსპედიციის მი-
ზანი ოქროს მოძიება იყო… მოკლედ, ორივეს შარაგზისკენ ეჭირა
თვალი.
ჰოდა, მაშ ვის უნდა მიეხედა მამისეული საქმისათვის? ნუთუ
„ჩეიზსა და ვაჟებს“ არსებობის უფლება საერთოდ აღარ ჰქონდა?
თუ ასე იყო, რისთვის გადაიტყავა ხელები ბენჯამინმა ამ საქმის
აწყობაში?! იმ დროისათვის საცოდავმა უკვე თავიც კი დაირწმუ-
ნა, რომ ეს ყველაფერი სულ სხვა მიზნით, რაღაც მაღალი
იდეალებისათვის, კეთილშობილური ჩანაფიქრით წამოიწყო, და
არა საკუთარი გამორჩენისთვის. უზარმაზარი მემკვიდრეობა
შექმნა და უნდოდა, ეს მემკვიდრეობა მისი მონაგარის თაობიდან
თაობას გადასცემოდა.
ოჯახურ სადილებზე, ჭიქა პორტვეინზე გამართული დისკუ-
სიების დროს, ბენჯამინს ალბათ, შენიღბულად არაერთხელ უსაყ-
ვედურია ეს ვაჟებისათვის. ძნელია, აიძულო ახალგაზრდები,
აკეთონ ის, რისი მისწრაფებაც არ აქვთ. მით უმეტეს ვერ აიძუ-
ლებდა, მთელი ცხოვრება ბანალური ღილებისათვის შეეწირათ.
ძმები მამას პირდაპირ არაფერს ეუბნებოდნენ, არ უნდოდათ, მო-
ხუცს გული სტკენოდა, მაგრამ მაინც არც ერთმა არ აუბა მხარი,
ხელი არ გაუმართა და ზურგზე არ წამოიკიდა ყოფიერების ეს ძა-
ლიან პროზაული და საკმაოდ მძიმე ტვირთი.
მზითევი

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ახალი ვენტილატორი შე-


ვიძინე. მისი ნაწილები სულ ცალ-ცალკე მუყაოს ყუთებში ჩაწყო-
ბილი მომიტანეს. უოლტერმა ამიწყო - საკუთარი ინსტრუმენტე-
ბის კომპლექტი მოათრია და საქმე ადვილად მოაკვარახჭინა.
ვენტილატორის აწყობა რომ დაასრულა, კმაყოფილმა თქვა:
- ესეც ასეეე! ავაწყე ქალბატონი და ახლა უკვე მართლაც მო-
ითქვამს კაცი სულს!
უოლტერის თვალში ნავები, მანქანის ძრავები, გატეხილი
ლამპები და გაფუჭებული რადიოები - ანუ ყველაფერი ის, რასაც
მარჯვე მამაკაცი, საკუთარი ინსტრუმენტების დახმარებით, ადვი-
ლად ააწყობს, შეაკეთებს და ახალივით გახდის - აუცილებლად
მდედრობითი სქესისაა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ამბავი გულს მე-
ფონება… ალბათ იმიტომ, რომ სადღაც, ჩემი ბავშვურად მიამიტი
გულის კუნჭულში, ვიმედოვნებ, რომ ეს კაცი ერთ მშვენიერ დღეს
თავის ქანჩებს და ჭანჭიკის მომჭერებს დააძრობს და მეც რაღა-
ცას მისაშველებს.
მაღალი ვენტილატორი საძინებელში დამიდგეს, ძველი კი
ქვედა სართულზე ჩავატანინე და პარმაღზე დავაკიდებინე, პირ-
დაპირ კისერში რომ დამიბეროს. ძალიან სასიამოვნო შეგრძნე-
ბაა, მაგრამ მომთენთავი; გეგონება, ვიღაცა გრილი ხელით კი-
სერზე მასაჟს გიკეთებსო. ახლა, უკვე ასე და ამგვარად განიავე-
ბული, მივუჯდები ხოლმე ჩემს მაგიდას და ვჯღაბნი ჩემთვის…
თუმცა კი აღარ ვჯღაბნი, სიტყვები პირდაპირ ფურცელზე მეღვენ-
თება. ჯერ მკლავის გავლით ჩამომეწუწება თითებამდე, მერე კი
თითებიდან მოჟონავს, თუ თავად ვიწუწნი, უკვე ვერ გამიგია…
მაგრამ ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.
უკვე ბინდიც ჩამოწვა. ჰაერი საერთოდ აღარ იძვრის. ბაღში
მოჩუხჩუხე ნაკადულების ხმა ერთ გრძელ ამოსუნთქვას დაემ-
სგავსა. ცისფერი ყვავილები ჰაერს შეენივთნენ, წითლები - ჩა-
შავდნენ, თეთრები კი ფოსფორივით ანათებენ. ტიტებმა ფურ-
ცლები დაყარეს, მხოლოდ შავი, გაბუთქუნებული ბუტკოები
მოუჩანთ და საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებიან. იორდა-
სალმები უკვე აღარ ყვავიან, ყურები ჩამოყარეს, ფურცლები დას-
ველებულ ქაღალდებს მიუგავთ; სამაგიეროდ დუმფარები
გაიფურჩქნენ. ხეებმაც ჩამოიფერთხეს ყვავილები - ბალახზე ისე
მიმოაბნიეს, როგორც ფერადი, საზეიმო კონფეტი.
1914 წლის ივლისში დედაჩემი მამაჩემს მისთხოვდა. ეს ამბა-
ვი, მთელი მაშინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ცოტა უც-
ნაურად მეჩვენებოდა.
ახსნისთვის რენის მივმართე. რენი ჩემი უკანასკნელი იმედი
იყო. როცა ასეთი დეტალებით დავინტერესდი… არც კი მახსოვს,
რამდენის ვიქნებოდი… ათის? თერთმეტის? თორმეტის? თუ ცამე-
ტის?.. მოკლედ, რენის გამოვიჭერდი ხოლმე სამზარეულოში და
ჩაჟანგებული ბოქლომის გახსნას რომ ცდილობენ, ისე ვცდი-
ლობდი მის გახსნას.
რენი ავილიონში „მთელ შტატზე“ სამუშაოდ რომ მისულა,
ჩვიდმეტისაც არ ყოფილა. მისი ოჯახი ჯოგსის სამხრეთ სანაპი-
როზე, ფაბრიკის მუშების უბადრუკ დასახლებაში, ქოხში ცხოვ-
რობდა; ამბობდა, ნახევრად შოტლანდიელი და ნახევრად ირ-
ლანდიელი ვარ, მაგრამ კათოლიკე ირლანდიელი არ გეგონო-
თო (წინაპრები კათოლიკეები ჰყავდა და იმიტომ). თავიდან ჩემი
ძიძა ყოფილა, მაგრამ მერე საქმე ისე წასულა, რომ მთელი ოჯა-
ხის ბურჯი გამხდარა. ნეტა რამდენი წლის იყო?.. რა შენი ცხვირის
საქმეა? იმდენის კი ვარ, ჭკუა რომ მომეკითხებოდეს, და მეტი შენ
არც არაფერი გეხებაო, მეტყოდა ხოლმე. თუ მის პირად ცხოვრე-
ბაზე შევეკითხებოდი რამეს, ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებააო,
მიპასუხებდა. მაშინ ეს ბრძნული პასუხი მეგონა, ახლა კი სასაცი-
ლო მეჩვენება.
მაგრამ ჩვენი ოჯახისა თითქმის ყველაფერი იცოდა. ყოველ
შემთხვევაში, ბევრი რამ იცოდა. მისი მონათხრობი ჩემი ასაკისა
და მისი პირადი მოცალეობის მიხედვით იცვლებოდა. და მაინც,
რენის ფრაგმენტულად მონაყოლი ეპიზოდებით იმდენი ინფორ-
მაცია შევაგროვე, რომ ოჯახის წარსულზე გარკვეული წარმოდ-
გენა შემექმნა; სრულყოფილი თუ არა, რეალურ სურათთან მო-
ზაიკურად მიმსგავსებული მაინც. ისე, კაცმა რომ თქვას, რეალიზ-
მი არც მჭირდებოდა; მე სისხლსავსე ფერები მწყუროდა, მარტი-
ვად მოხაზულ სიუჟეტურ სქემაში ჩასხმული, ბუნდოვანებას მოკ-
ლებული; მოკლედ იმის მოსმენა მსურდა, რაც, ჩვეულებრივ, ბავ-
შვებს აინტერესებთ ხოლმე საკუთარი მშობლების ისტორიაში -
პატარა, მისალოცი ბარათის ფორმატში მოყოლილი ამბების.
მამაჩემს დედაჩემისათვის (რენის თქმით) საციგურაო საღა-
მოზე უთხოვია ხელი. ძველი წისქვილის ადგილას, ჩანჩქერის
თავზე, პატარა გუბურა ყოფილა. იქ, თურმე, წყალი თითქმის არ
მოძრაობდა და ამიტომ ზამთრობით, ყინვებს რომ დაიჭერდა, გუ-
ბურა ადვილად იყინებოდა. ყინული იმდენად სქელი იყო, რომ
საციგურაოდ გამოდგებოდა. მოკლედ, იმ ბუნებრივ საციგურაო
მოედანზე, ქალაქის კეთილმორწმუნე ახალგაზრდობა საციგუ-
რაო საღამოებს მართავდა. სინამდვილეში ეს საღამოები უფრო
პიკნიკები ყოფილა. დედაჩემი მეთოდისტი იყო, მამაჩემი კი - ან-
გლიკანური ეკლესიის მიმდევარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას
დედაჩემთან შედარებით უფრო მაღალი საზოგადოებრივი მდგო-
მარეობა ეკავა. ასეთ რამეებს მაშინ დიდ ყურადღებას აქცევდნენ
(ადელია ცოცხალი რომ ყოფილიყო-მეთქი, ვიფიქრე, მათ ქორ-
წინებას არაფრით დაუშვებდა; დედაჩემი მისთვის მეტისმეტად
მდაბიო, ზედმეტად პატიოსანი და პროვინციულად მოაზროვნე
სარძლო იქნებოდა. ალბათ მამაჩემს მონრეალში გააქანებდა და
იქ ვინმე უფრო შესაფერის ქალს, თუნდაც საზოგადოებაში ახ-
ლად გამოსულს, მოაჩანგლინებდა. რაც მთავარია, ის ქალი დე-
დაზე გაცილებით უკეთ იქნებოდა ჩაცმული).
დედა მაშინ ძალიან ახალგაზრდა ყოფილა. სულ თვრამეტი
წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ თავქარიანი და სულელი გოგო ნამ-
დვილად არ იყოო, მითხრა რენიმ. სკოლაში მუშაობდა, თურმე.
მაშინ მასწავლებლად მუშაობის უფლებას არასრულწლოვან
ახალგაზრდებსაც აძლევდნენ. მუშაობას არავინ აიძულებდა. მა-
მამისი ჩეიზების კომპანიის მთავარი ვექილი ყოფილა და საკმა-
ოდ შეძლებულად უცხოვრიათ. მაგრამ თურმე დედაჩემიც თავის
დედასავით (რომელიც მაშინ მომკვდარა, როცა შვილი ცხრა
წლისა იყო), ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა რელიგიას. სწამ-
და, რომ შენზე უბედურებს ხელი უნდა გაუმართო. ამიტომ ღარი-
ბებს ასწავლიდა და მასწავლებლობა მისთვის მისიონერული
საქმიანობა იყოო, ამბობდა დედას საქციელით აღფრთოვანებუ-
ლი რენი (რენის საერთოდაც სჩვეოდა დედაჩემის ისეთი ქმედე-
ბებით აღფრთოვანება, რომლებსაც თვითონ დიდ სისულელედ
და დროის უაზრო ფლანგვად თვლიდა. თავადაც სიღარიბეში
გაზრდილს, სჯეროდა, რომ ღარიბებისთვის რამის გაგებინება
წყლის ნაყვა იყო. გინდ წელებზე დაიდგი ფეხი და გინდ კედელს
ურტყი თავი, მაგათ მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. მაგრამ დედა-
შენს, ღმერთმა აცხონოს მისი სპეტაკი სული, ამის დანახვა არ უნ-
დოდა).
დედაჩემის ერთი სურათი მაქვს, პედაგოგიურ სასწავლებელ-
ში სწავლისას არის გადაღებული ლონდონში, მეორეც - ონტა-
რიოში, ორ მეგობართან ერთად. ხელიხელგაყრილები დგანან
პანსიონატის კიბეზე და იცინიან. კიბის ორსავე მხარეს თოვლის
ნამქერის ბორცვები ჩანს, სახურავზე ჩამოკონწიალებული ყინუ-
ლის ლოლუები წვეთავენ. დედას ზღვის ლომის ბეწვის ქურქი აც-
ვია და ქუდიდან მშვენიერი კულულები მოუჩანს. მაგ დროს უკვე
პენსნესაც ხმარობდა, მოგვიანებით ბუს თვალებივით მრგვალი
სათვალით რომ ჩაანაცვლა (ადრეული ასაკიდანვე ახლომხედ-
ველი იყო), მაგრამ სურათზე უსათვალოდაა. ქურქიდან ცალი ფე-
ხი აქვს გამოყოფილი და კოჭთან კეკლუცად მოხრილი, ზედ მა-
ღალი, ბეწვით გაწყობილი ჩექმა აცვია. ძალიან თამამი გამოხედ-
ვა აქვს, ლამის თავხედური, როგორც პატარა მეკობრე ბიჭუნას.
კოლეჯი რომ დაამთავრა, სოფლის პატარა სკოლაში გაანაწი-
ლეს, შორეულ ჩრდილო-დასავლეთში ანუ პერიფერიაზე. რომ
ჩავიდა, თავზარი დაეცა - უკიდურესმა სიღატაკემ, უმეცრებამ და
ტილებმა გააოგნა. იქაურ ბოგანო ბავშვებს, თურმე, შემოდგომა-
ზე რომ ამოუკერავდნენ საცვლებს, გაზაფხულამდე არ უცვლიდ-
ნენ. ეს დეტალი სამუდამოდ დამამახსოვრდა, როგორც უკიდუ-
რესი სიღატაკის თვალსაჩინო სიმბოლო. ცხადია, დედაშენისნა-
ირ ქალბატონს ასეთ ადგილას არაფერი ესაქმებოდაო, იტყოდა
ხოლმე რენი.
მაგრამ დედას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რაღაც ძალი-
ან მნიშვნელოვანს აკეთებდა,თუნდაც რამდენიმე საოცრად უბე-
დური ბავშვისათვის. ყოველ შემთხვევაში, ამის დაჯერება უნდო-
და. შობის არდადეგებზე შინ დაბრუნებულა. ისეთი გამხდარი და
ფერმკრთალი ყოფილა, მთელი ქალაქი ერთთავად ამაზე ლაპა-
რაკობდა, თურმე. როგორმე მისი ფერზე მოყვანა იყო საჭირო.
ჰოდა, სწორედ მაშინ წაუყვანიათ იმ საციგურაო საღამოზე, სა-
დაც მამაჩემიც მისულა. ციგურები საკუთარი ხელით დაუმაგრე-
ბია დედაჩემისთვის, ცალ მუხლზე დაჩოქილს.
ერთმანეთს, მამების წყალობით, ადრეც იცნობდნენ. ერთი--
ორჯერ რესპექტაბელურ თავყრილობებზეც ყოფილან ერთად და
ადელიას სამოყვარულო სცენაზეც ერთად უთამაშიათ შექსპირის
„ქარიშხლის“ შემოკლებულ ვერსიაში, რომელშიც, ცხადია, სექ-
სისა და კალიბანის სცენები პირწმინდად იყო ამოღებული. მამა
ფერდინანდს ასახიერებდა, დედა კი - მირანდას. ბაც ვარდისფერ
კაბაში, ვარდების გვირგვინით თავზე და ტკბილად მოუბარი, ან-
გელოზს ჰგავდაო, ამბობდა რენი. მისი მოელვარე თვალები, ოდ-
ნავ ბეცი, მეოცნებე გამოხედვით, რომ დაგენახა, მიხვდებოდი,
როგორ დაიწყო ეს ყველაფერიო.
მამას შეეძლო, უფრო მდიდარი ცოლიც მოეძებნა სადმე სხვა
მხარეში, მაგრამ, ჩანს, სანდო და გამოცდილი ვინმე სჭირდებო-
და; ისეთი ვინმე, ვისაც ბოლომდე მიენდობოდა. მიუხედავად
თავქარიანობისა (ერთ დროს თავქარიანი ბიჭი ყოფილა), საბო-
ლოოდ მაინც სერიოზულ ყმაწვილად ჩამოყალიბდაო, ამბობდა
რენი. ასე რომ არა, დედაშენი არაფრით გაყვებოდა ცოლადო.
ორივე პატიოსანი ადამიანი იყო და ორივეს დიადი მიზნები ამოძ-
რავებდა - სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა სურდათო… ღმერ-
თო, რა დიდებული და წმინდა მისწრაფებები ჰქონიათ!
მას მერე, რაც საციგურაო მოედანს რამდენიმე წრე დაარ-
ტყეს, მამაჩემმა დედაჩემს ხელი სთხოვა. ალბათ საკმაოდ უგერ-
გილოდ გამოუვიდა, მაგრამ იმ დროს ასეთი უგერგილობა კაცის
გულწრფელობას მოწმობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენ-
ტში გვერდიგვერდ მისრიალებდნენ, მხრებითა და თეძოებით
მიტყუპებულები, თვალებში ერთმანეთისთვის არ შეუხედავთ.
მარჯვენა ხელები წინ ჰქონდათ გადაჭდობილი, მარცხენა - უკან
(დედას რა ეცვა? რენიმ ეგეც იცოდა: საკუთარი ხელით მოქსოვი-
ლი ცისფერი შარფი ეკეთა, შესაფერისი ქუდითა და ხელთათმა-
ნებით, და საშუალო სიგრძის მომწვანო პალტო ეცვა, სახელოში
ჩატენილი ცხვირსახოცით. ცხვირსახოცი, ზოგიერთებისაგან
განსხვავებით, არასდროს ავიწყდებოდაო, ეგეც დააყოლა).
იმ გადამწყვეტ მომენტში დედა როგორ იქცეოდა? ყინულს
ჩასჩერებოდა, მაშინვე არაფერი უთქვამს, რაც უკვე თანხმობის
ნიშანი იყო.
გარშემო ყველაფერი ქათქათებდა: თოვლით დაფარული ქა-
რაფები, ყინულის ლოლუები, თავად ყინული… ყინულის ქვეშ მო-
რევად დაბზრიალებული წყალი თეთრი არ იყო, მაგრამ არ ჩან-
და… აი, ასეთი სპეტაკი წარმომედგინა ხოლმე ის დრო, როცა მე
და ლორა ჯერ კიდევ არ ვიყავით დაბადებულები - უმწიკვლო,
უცოდველი, დაულაქავებელი, ერთი შეხედვით, მეტად მყარი…
მაგრამ ყინული მაინც ყინულია და ერთხელაც ჩატყდება ხოლმე,
რადგანაც უჩინარი ქვენა დინებები ნელ-ნელა აუცილებლად გა-
მოუთხრიან ძირს.
მალე ამას საგაზეთო განცხადებები და დიდი აჟიოტაჟი მოჰ-
ყვა. მერე კი, როცა დედა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ,
შინ დაბრუნდა (სკოლაში ერთი წლით იყო განაწილებული და სა-
ხელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე სამსახურს ვერ მიატოვებ-
და), ფინჯან ჩაიზე ფორმალური გადაპატიჟებებიც დაიწყო. ის ჩა-
ის სმის რიტუალები არაჩვეულებრივი ყოფილა: ლამაზად ახ-
ვეული სატაცურის ღვეზლებით, ნაირნაირი სენდვიჩებით და სამ-
ნაირი - თეთრი, შავი და ხილის - ნამცხვრით. ჩაის, თურმე, ვერ-
ცხლის სერვიზით სვამდნენ, მაგიდებზე ვარდების თაიგულები
იდგა - თეთრი, ვარდისფერი და ზოგჯერ ყვითელიც… მოკლედ,
ყველა ფერის ვარდები იყო, წითლის გარდა, რომელიც ნიშნობის
სუფრას არ შეეფერება… ვითომ რატომ არ შეეფერება? რომ გაიზ-
რდები, მერე მიხვდებიო, მიპასუხა რენიმ.
მერე მზითევის ამბავი დაიწყო. რენის ძალიან უყვარდა ამ დე-
ტალების გახსენება - ღამის პერანგების, პენუარების, მათი ნაირ-
ნაირი მაქმანების, მონოგრამიანი ბალიშისპირების, ზეწრებისა
და დღის პერანგების. დაუსრულებლად ლაპარაკობდა გარდე-
რობებზე, კომოდის უჯრებზე, თეთრეულის შესანახ კარადებსა და
მათ ლამაზად დაკეცილსა და დახარისხებულ შიგთავსზე. რატომ-
ღაც კორსეტებზე და ქვედა საცვლებზე არაფერს ამბობდა - იმ ძი-
რითად ელემენტებზე, რომლებზეც მთელი ეს ფურჩალები უნდა
ჩამოეცვათ. მაგრამ ქორწილები რენისათვის, ძირითადად, თეთ-
რეულის გამო იყო ხოლმე საინტერესო; ყოველ შემთხვევაში,
რაც თვალს უხარებდა და რაც თვალსაჩინო იყო, ის უფრო მნიშ-
ვნელოვანი ეჩვენებოდა.
ამას სტუმრების სიის შედგენა დაერთო, რასაც მოსაწვევების
დაწერა და გაგზავნა მოჰყვა. ყვავილებიც დროულად უნდა შეერ-
ჩიათ და კიდევ ბევრ რამეზე უნდა ეზრუნათ ჯვრისწერის დღემდე.
ქორწილის მერე კი ომი დაიწყო… სიყვარული, ქორწინება და
კატასტროფა, რომელიც, რენის ვერსიით, სრულიად გარდაუვა-
ლი იყო.
ომი 1914 წლის აგვისტოში დაიწყო, ჩემი მშობლების ქორწი-
ნებიდან ძალიან მალე. ბუნებრივია, სამივე ძმა დაუყოვნებლივ
გამოცხადდა კომისარიატში. ახლა ძალიან მიკვირს, რატომ იყო
ეს ყველაფერი „ბუნებრივი“… ერთი ფოტო მაქვს, ზედ სამივეა გა-
დაღებული: სამხედრო ფორმებში, ულვაშებში, ნათელი შუბლე-
ბით, გულწრფელი ღიმილითა და მტკიცე გამოხედვით. მოკლედ,
მშვენიერი და გულადი პოზა უჭირავთ, რადგან ჯერ კიდევ არ არი-
ან ნამდვილი ჯარისკაცები. მამა ძმებში ყველაზე მაღალია… ეს
ფოტო ბოლოს სულ საწერ მაგიდაზე ედგა, ჩარჩოში ჩასმული.
კანადის სამეფო ლეგიონში ჩაეწერენ. ყველა ჩვენებური, ტრა-
დიციულად, მაგ ლეგიონში ეწერებოდა ხოლმე. მაშინვე ბერმუ-
დებისკენ გადაისროლეს, იქ დაბანაკებულ ბრიტანელ ლეგიონე-
რებს შეუერთეს. ომის პირველი წელი აღლუმებსა და კრიკეტის
თამაშში გაუტარებიათ, და კიდევ - ერთმანეთზე ხუმრობასა და
მასხარაობაში. ყოველ შემთხვევაში, ასე იწერებოდნენ.
ბაბუა ბენჯამინი ამ წერილებს ხარბად კითხულობდა. დრო გა-
დიოდა და ჯერაც არ იყო გამოკვეთილი, რომელ მხარეს დარჩე-
ბოდა გამარჯვება. ამიტომ ბაბუა თანდათან უფრო და უფრო ღი-
ზიანდებოდა და იბნეოდა. ასეთი რამ საერთოდ არ ჰქონდა გათ-
ვალისწინებული. თან, თითქოს მის ჯიბრზე, ომის დროს ღილების
ბიზნესი ბოლომდე გაიფურჩქნა. სულ ცოტა ხნით ადრე ბაბუამ
რეზინისა და ცელულოიდის წარმოებასაც მიჰყო ხელი და იმ პო-
ლიტიკური კონტაქტების წყალობით, რომლებიც ადელიას დახ-
მარებით დაამყარა, მისი ფაბრიკები უამრავ შეკვეთას იღებდნენ
ფრონტის ხაზის მომარაგების სფეროდან. ბაბუა, როგორც ყო-
ველთვის, პატიოსნად შრომობდა - საუკეთესო ნაწარმს ამზადებ-
და - ომზე, როგორც იტყვიან, „ხელი არ მოუთბია“ და ჯიბის გას-
ქელებაზე არ უზრუნია. მაგრამ ჯიბე მაინც გაუსქელდა.
ომი ღილების ბიზნესისთვის ძალიან ხელსაყრელია. ბრძო-
ლაში უამრავი ღილი იკარგება და მათ ახლებით ჩანაცვლება
სჭირდება. ყოველ ჯერზე ლამის ერთ ვაგონ ღილებს აგზავნიდ-
ნენ. ღილები იმტვრეოდა, მიწაში ინთქმებოდა, იწვოდა... იგივე
შეიძლება ითქვას საცვლებზეც. კომერციული თვალსაზრისით,
ომი სასწაულებრივი ცეცხლი აღმოჩნდა, ის ალქიმიური პროცე-
სი, რომლიდან ავარდნილი ბოლიც უზარმაზარ სიმდიდრედ
ტრანსფორმირდებოდა; ყოველ შემთხვევაში, ბაბუასათვის ნამ-
დვილად ასე იყო. მაგრამ ეს ამბავი სულაც არ მატებდა მხნეობას,
სულაც აღარ უხარებდა გულს ისე, როგორც უწინ გაუხარებდა,
რადგანაც ომმა ვაჟებთან დააშორა. სულ მათ დაბრუნებაზე ოც-
ნებობდა. თუმცა მათ რაიმე რეალური საფრთხე სულაც არ ელო-
დათ… ისინი ჯერ კიდევ ბერმუდების მხურვალე მზის ქვეშ დადი-
ოდნენ მწყობრი მარშით.
თაფლობის თვის შემდეგ (რომელიც ნიუ-იორკის შტატში,
ფინგერ ლეიკში გაატარეს), ჩემი მშობლები ავილიონში დასახ-
ლდნენ, სანამ საკუთარ სახლს აიშენებდნენ. ჰოდა, მამა ომში
რომ წავიდა, დედა ავილიონში დარჩა ბაბუას ოჯახური საქმეების
მისახედად. შინ დამხმარე ცოტა შემორჩათ; ვისაც განძრევა შე-
ეძლო, ან ფაბრიკაში წავიდა სამუშაოდ, ან არმიაში უკრეს თავი.
ეგეც რომ არა, მიხვდნენ, რომ ავილიონს სხვებისთვის ხარჯების
შეკვეცის კარგი მაგალითი უნდა ეჩვენებინა. დედა უბრალო საკ-
ვების მომხრე იყო: ოთხშაბათობით ხორცს მიირთმევდნენ, კვი-
რას - ლობიოს, რაც ბაბუას სავსებით აკმაყოფილებდა, რადგან
ადელიას გადაპრანჭული მენიუები დიდად არც არასოდეს მოს-
წონდა.
1915 წლის აგვისტოში კანადის სამეფო ლეგიონი ჰალიფაქ-
სში გამოიწვიეს, რათა იქიდან საფრანგეთში გადაესროლათ.
ლეგიონმა პორტში დაახლოებით ერთ კვირას დაჰყო - საკვების
მარაგი და პირადი შემადგენლობა უნდა შეევსოთ და ტროპიკუ-
ლი კლიმატის ფორმები უფრო თბილი ფორმებით უნდა ჩაენაც-
ვლებინათ. ჯარისკაცები როსის თოფებით შეაიარაღეს, რომლე-
ბიც მოგვიანებით ტალახმა დააზიანა და ის საცოდავები, ფაქტობ-
რივად, შეუიარაღებელი და სრულიად უსუსური დატოვა.
დედა ჰალიფაქსში მატარებლით გაემგზავრა, რათა იქ მამა
ენახა და ფრონტზე გაეცილებინა. მატარებელი ომში მიმავალი
ჯარისკაცებით იყო გადატენილი. საძილე ვაგონები სულ დაკავე-
ბული იყო და მჯდომარეს საერთო ვაგონით მოუხდა მგზავრობა,
ფუთებით, საფურთხებლებით, ხველებითა და გამობრუჟული ჯა-
რისკაცების ხვრინვით გულშეღონებულს. და აი, იქ, გარშემო
მყოფთა ბავშვურ სახეებს რომ უყურებდა, ომი პირველად აღიქვა
რეალობად; არა რაღაც განყენებულ იდეად, არამედ მკაცრ, ხელ-
შესახებ სინამდვილედ. მისი ახალგაზრდა ქმარი შეიძლებოდა
დაღუპულიყო და მისი ცხედარი საერთოდ დაკარგულიყო, ნაკუ-
წებად ქცეულიყო!.. შეიძლებოდა ის მსხვერპლი გამხდარიყო,
რომლის გაღებაც უკვე ასე გარდაუვლად ეჩვენებოდა… დარწმუ-
ნებული ვარ, ამის გააზრებამ თავზარი დასცა, მაგრამ, ალბათ,
ერთგვარი სიამაყითაც აავსო.
არ ვიცი, ჩემი მშობლები ჰალიფაქსში სად გაჩერდნენ, ან რამ-
დენი ხანი დაჰყვეს ერთად. ნეტა, კარგ სასტუმროში დაბინავდნენ
თუ სასტუმროში ადგილი ვერ იშოვეს და სადმე უბადრუკ ღამის
გასათევში შეიყუჟნენ? რამდენიმე დღე მოახერხეს ერთად ყოფნა
- ერთი ღამე თუ სულ რამდენიმე საათი? რას განიცდიდნენ? რა
უთხრეს ერთმანეთს? ალბათ, არც არაფერი განსაკუთრებული,
მაგრამ - რა? ამას ვეღარასდროს შევიტყობ. მალე ლეგიონერე-
ბით დატვირთული გემიც გავიდა, სახელად „კალედონიელი“,
დედა კი, სხვა ჯარისკაცების ცოლებთან ერთად, პორტში იდგა და
ცრემლად იღვრებოდა… ან ეგებ არც იღვრებოდა; ეგებ მიაჩნდა,
რომ ასეთ დროს ტირილი უხამსობაა.
…სადღაც, საფრანგეთში. ვერ აგიწერთ, აქ რა ხდება, - იწერე-
ბოდა მამაჩემი. - ჰოდა, ამიტომ არც შევეცდები. ერთადერთი ის
უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს ომი სარგებელს მოგვიტანს და ცივი-
ლიზაცია კი არ მოკვდება, არამედ პირიქით, მისი წყალობით წი-
ნაც წაიწევს. მსხვერპლი (აქ სიტყვაა ამოშლილი) საკმაოდ დი-
დია. ადრე ვერ წარმომედგინა, ადამიანს რის გაკეთება შეეძლო.
მაგრამ მთავარი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ წინაა (ისევ ამოშლილია
სიტყვა). ყველა თქვენთაგანზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, განსა-
კუთრებით კი შენზე, ჩემო ძვირფასო ლილიანა.
ავილიონში დედაჩემმა ფართო გაქანება მისცა საკუთარ
იდეალებს და ფრთები ბოლომდე გაშალა: საზოგადოებრივი აქ-
ტიურობის აუცილებლობისა ღრმად სწამდა და ამიტომ გადაწყვი-
ტა, ხელები დაეკაპიწებინა და ფრონტისათვის რაიმე სასარგებ-
ლო ეკეთებინა. „ნუგეშისმცემელთა წრე“ ჩამოაყალიბა. წრის აქ-
ტივისტები ფულს შეწირული ძველმანების გაყიდვით აგროვებ-
დნენ. ამ ფულით თამბაქოს და კანფეტებს ყიდულობდნენ და პირ-
დაპირ სანგრებში აგზავნიდნენ. ავილიონის კარი ამგვარი ღო-
ნისძიებებისათვის ფართოდ გაიღო, რაც (რენის თქმით) ძალიან
დაეტყო მის იატაკებს. ძველმანებით ვაჭრობის გარდა, დედაჩე-
მის თანამოაზრეები სამშაბათობითაც იკრიბებოდნენ მისაღებ
ოთახში და ჯარისკაცებისათვის მთელ დღეს რაღაცეებს ქსოვ-
დნენ: გამოუცდელები - საბანაო ქისებს, უფრო გამოცდილები -
შარფებს, ხოლო გაწაფულები - შლემებსა და ხელთათმანებს. მა-
ლე ახალი მოხალისეები შემოუერთდნენ ხუთშაბათობით - ჯოგ-
სის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები წერა-კითხვის უცოდინარი,
ხანდაზმული ბინადრები, რომლებსაც თვალდახუჭულებსაც კი
შეეძლოთ ქსოვა. ისინი ბავშვის ტანსაცმელს ქსოვდნენ მოშიმში-
ლე სომხებისა და ლტოლვილებისათვის. ორი საათის ქსოვის
შემდეგ, დედა მათ მოკრძალებული ჩაითაც უმასპინძლდებოდა
სასადილო ოთახში, საწყლად მომზირალი ტრისტანისა და
იზოლდას თვალწინ.
როდესაც მეზობელი ქალაქების ქუჩებსა და ჰოსპიტლებში
ფრონტიდან გამოყვანილი დაჭრილ-დასახიჩრებული ჯარისკა-
ცები გამოჩნდნენ (მაშინ პორტ ტიკონდეროგაში ჰოსპიტალი ჯერ
კიდევ არ იყო), დედაჩემმა მათი მონახულება დაიწყო. ყველაზე
მძიმეებს არჩევდა თურმე; ისეთებს, რომლებიც (რენის თქმით)
სილამაზის კონკურსისთვის ვეღარასოდეს გამოდგებოდნენ. ამ
ვიზიტებიდან მთლად გატეხილი და გამოფიტული ბრუნდებოდა.
ზოგჯერ დიდხანს ტიროდა კიდეც სამზარეულოში. რენი კაკაოს
ახვედრებდა ხოლმე, რომ ოდნავ მაინც მოესულიერებინა. თავს
არ იზოგავდა, თავს ზემოთ რომ აღარ არის, იმ ძალას უხმობდაო,
ჯანმრთელობა შეერყა, მით უფრო, თუ მის იმჟამინდელ მდგომა-
რეობასაც გავითვალისწინებდითო, ამბობდა რენი.
ერთ დროს ასეთ სულისკვეთებასა და თავგანწირვას დიდად
აფასებდნენ. ის, რაც ამ „თავდაუზოგაობაში“ იგულისხმებოდა,
ადამიანის თანდაყოლილი თვისება ვერაფრით ვერ იქნებოდა. ეს
ის თვისებაა, რომელიც წლების მანძილზე, ნელ-ნელა უნდა გა-
მოიმუშავო საკუთარი სურვილებისა და ინსტინქტების საწინააღ-
მდეგოდ, და რომლის წვდომის საიდუმლოც კარგახანია, დავ-
კარგეთ. ან ეგებ მე დავკარგე, შეგნებულად, როცა ვნახე, დედა-
ჩემის ჯანმრთელობაზე როგორ აისახა ეს ყველაფერი…
ლორას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, დედასავით თავდაუზოგავი
იყო-მეთქი. მაგრამ არც სქელკანიანი ყოფილა; მას, უბრალოდ,
საერთოდ არ გააჩნდა კანი.
მე 1916 წლის ივნისის დასაწყისში დავიბადე. ჩემი დაბადები-
დან ძალიან მალე ჯერ პერსი მოკლეს იპრთან, ერთ თვეში კი ედი
დაიღუპა სომასთან, ან ვარაუდობდნენ, რომ დაიღუპა, რადგანაც
ედი ბოლოს იქ ნახეს, სადაც მალე უზარმაზარი კრატერი გაჩნდა.
დედა ამ ცნობებმა ძალიან შეძრა, ბაბუას კი ისეთი გაჟონვა
მოუვიდა, რომ მეხსიერებაც დაკარგა, ნაწილობრივ, და მეტყვე-
ლებაც აერია.
არაოფიციალურად ფაბრიკების მართვა, ფაქტობრივად, დე-
დას დააწვა მხრებზე. ის ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებ-
და გამოკეთების გზაზე მდგომ ბაბუასა და დანარჩენებს შორის,
და ყოველდღე ხვდებოდა მის მდივანსა და საამქროების ოსტა-
ტებს. მხოლოდ დედას ესმოდა ბაბუას ლაპარაკი (ან თავად ამ-
ტკიცებდა, მესმისო) და ამიტომ, პრაქტიკულად, მის თარჯიმნად
იქცა; და რადგანაც ის ერთადერთი იყო, რომელსაც უფლება
ჰქონდა, ბაბუას ხელი დაეჭირა, ხელმოწერისასაც ეხმარებოდა
მას - სწორ მიმართულებას აძლევდა და პირადად მართავდა ბა-
ბუაჩემის უგრძნობ ხელს. ვინ იცის, ეგებ ზოგჯერ თავის ჭკუაზეც
მართავდა?
პრობლემა მართლაც ბევრი იყო. ომი რომ დაიწყო, მხოლოდ
ყოველი მეექვსე მუშა იყო ქალი. ომის დასრულებისას კი მუშების
ორ მესამედს ქალები შეადგენდნენ. დარჩენილი მამაკაცები ან
ძალიან მოხუცები იყვნენ, ან ხეიბრები, ან ჯარიდან განთავისუფ-
ლებული, რაიმე სხვა ტიპის ინვალიდები. მათ ქალების ასეთი აღ-
ზევება აღიზიანებდათ, ბევრს ბუზღუნებდნენ და უხამსად ხუმ-
რობდნენ. ქალები, თავის მხრივ, მათ „წუნდებულ საქონლად“
თვლიდნენ და დაუნდობლად გესლავდნენ. მოკლედ, საქმე
მთლად კარგად, ანუ ისე, როგორც დედას გაუხარდებოდა, ვერ
მიდიოდა და საამქროებში ჯანსაღი ატმოსფერო აღარ სუფევდა.
მაგრამ ხელფასები კარგი იყო და ამის გამო წყალი მეტისმეტად
არ ამღვრეულა. ასე რომ, საბოლოო ჯამში, დედა საკმაოდ კარ-
გად და ადვილად უძღვებოდა საქმეს.
ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, საწყალი ბაბუა როგორ ზის
ღამღამობით ბიბლიოთეკაში, თავის მწვანე ტყავგადაკრულ და
ოქროსფერი სარჭებით დალურსმულ სავარძელში, წითელი ხის
უძვირფასეს საწერ მაგიდასთან. ჯანსაღი და დადამბლავებული
ხელის თითები შეტყუპებული აქვს. ვიღაცის ლაპარაკი ესმის ნა-
ხევრად შეღებული კარიდან. ბაბუა ამბობს (ცდილობს, თქვას),
შემობრძანდითო, მაგრამ არავინ შემოდის, არც არავინ პასუ-
ხობს.
მერე უხეში და ტუტუცი მომვლელი ქალი შედის მასთან. ეუბ-
ნება, ნეტა რას დამჯდარხარ აქ მარტო, ამ სიბნელეშიო. ბაბუას
მისი ხმა ესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევს; თუმცა, გრძნობს,
რომ მისი სიტყვები ყორნებივით კორტნიან… პასუხს მაინც არ
სცემს. მომვლელი მოხუცს მკლავში ხელს ჰკიდებს, ფრთხილად
აყენებს ფეხზე და საწოლისაკენ მიაჩიქჩიქებს. მის თეთრ წინსა-
ფარს შარიშური გაუდის. ბაბუა კი შემოდგომის სარეველებიან
მინდვრებში გალაღებული ქარის ზუზუნს უსმენს, თოვლის ჩურ-
ჩულიც ესმის.
ნეტა თუ აცნობიერებდა, რომ ორი ვაჟი დაკარგა? ან თუ ოცნე-
ბობდა, რომ ცოცხლები აღმოჩენილიყვნენ და შინ დაბრუნებუ-
ლიყვნენ? ეს ოცნება რომ ახდენოდა, ვაითუ უარესი ყოფილიყო
მისთვის? ნამდვილად უარესი იქნებოდა, ხშირად სწორედ ასეა
ხოლმე… მაგრამ ამის გაცნობიერება მაინც ვერაფერი ნუგეშია
ადამიანისათვის.
გრამოფონი

წუხელ, ჩვეულებისამებრ, ამინდის პროგნოზს ვუყურე. სად-


ღაც, ცხრა მთას იქით, წყალდიდობებია: გახელებული ყავისფე-
რი ღვარცოფი; წყალწაღებული, გაოგნებული ძროხები; სახლის
სახურავებს ჩაფრენილი, თავზარდაცემული ადამიანები… ათა-
სობით ადამიანი დამხრჩვალა... ყველაფერს გლობალურ დათ-
ბობას აბრალებენ; კოცონი აღარ უნდა დაანთოთო, თქვეს. არაფ-
რის დაწვა არ შეიძლება - არც ბენზინის, არც ნავთობის და არც
ხე-ტყისო. მაგრამ მაინც ვწვავთ. სიხარბე და შიმშილი, როგორც
ყოველთვის, ახლაც მათრახს გვცემს და არასწორი მიმართულე-
ბით მიგვერეკება.
სად გავჩერდი?.. თაბახებს ვფურცლავ… ომი ჯერ კიდევ მძვინ-
ვარებს. მძვინვარებსო, ყოველთვის ასე ამბობდნენ ხოლმე ომზე
და, რამდენადაც ვიცი, ახლაც ასე ითქმის. მაგრამ ამ ახალ გვერ-
დზე, სუფთა ფურცელზე, ომს ახლავე დავასრულებ; მე დავასრუ-
ლებ, საკუთარი ხელით, ჩემი იაფფასიანი შავი კალმის ერთი
მოსმით! ამისთვის ისიც იკმარებს, თუ დავწერ: 1918 წელი, 11
ნოემბერი, ზავის დადების დღე.
ესეც ასეეე! ქვემეხები და თოფები დადუმდნენ. სიკვდილს გა-
დარჩენილი ჯარისკაცები ცას შეჰყურებენ, მოღუშულები, გალუმ-
პულები და შეციებულები. ისინი ნელ-ნელა ტოვებენ იმ სოროებ-
სა და ბინძურ ბუნაგებს, რომლებსაც მთელი ეს დრო აფარებდნენ
თავს. ორივე მეომარი მხარე გრძნობს, რომ დამარცხდა. ქალა-
ქებსა და სოფლებში, აქაც და ოკეანის გადაღმაც, ზარებს ჩამოჰ-
კრეს (მახსოვს, ზარები რომ რეკდნენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი
ყველაზე ადრეული ეპიზოდი, რომელიც ჩემმა მეხსიერებამ შე-
მოინახა... ძალიან უცნაური იყო: გარშემო, ყველა მხრიდან, ზა-
რების გამალებული რეკვა ისმოდა, მაგრამ ამავდროულად
საოცარი სიცარიელე გამეფებულიყო. რენიმ გარეთ გამიყვანა,
რომ ზარების რეკვა უკეთ აღმექვა. სახეზე ღაპაღუპით ჩამოს-
დიოდა ცრემლები. ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალეო,
იმეორებდა. საზიზღარი ამინდი იდგა. სიცივე ძვალსა და რბილში
ატანდა. ხეებიდან ჩამოცვენილ ფოთლებს ჭირხლი მოსდებოდა
და დუმფარებიან აუზში წყალს ყინულის თხელი ფენა გადაჰ-
კვროდა. ის ყინული ჯოხით ჩავტეხე... დედა სად იყო ამ დროს ნე-
ტა?)
მამა პირველად სომასთან დაიჭრა, მაგრამ მდგომარეობიდან
მალე გამოვიდა და უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო.
მეორედაც დაიჭრა, მსუბუქად, და კაპიტანი გახდა. მერე ბურლო-
ნის ტყეშიც დაუჭრიათ, ამჯერად უკვე მძიმედ. ჰოდა, სამკურნა-
ლოდ ინგლისში რომ გააგზავნეს, ომი სწორედ მაშინ დამთავ-
რდა.
მამა იმ გულითად დახვედრას გამოაკლდა, ომიდან დაბრუნე-
ბულ ჯარს რომ მოუწყეს ჰალიფაქსში, აღლუმებით და ასე შემ-
დეგ. მაგრამ პორტ ტიკონდეროგამაც არ შეირცხვინა თავი, პირა-
დად მას მოუწყო საგანგებო დახვედრა. მატარებელი რომ ჩა-
მოდგა, მთელი ქალაქი სადგურზე იყო გამოფენილი. მქუხარე აპ-
ლოდისმენტებით მიეგებენ. ყველას უნდოდა, მატარებლიდან ჩა-
მოსული მამაჩემისთვის ხელი პირადად შეეშველებინა. მაგრამ
მამა რომ გამოჩნდა, ცალთვალა და დაკოჭლებული, ელდა ეცათ
და გაშრნენ. გამოხედვა ფანატიკოსისა ჰქონდა და ლოყებჩაცვე-
ნილი, მოღუშული სახე - ერთიანად დაკემსილი.
დამშვიდობება ხომ ყოველთვის გამანადგურებელია, მაგრამ
დახვედრა კიდევ უარესია. ცოცხალი და რეალური ადამიანი მო-
ლოდინს ვერასოდეს ამართლებს, ვერასდროს პასუხობს იმ წარ-
მოსახვით იდეალს, რომელსაც მისგან მისი არყოფნის ჟამს
ვქმნით. დრო და მანძილი კონტურებს აფერმკრთალებს. მერე
უცებ შენს საყვარელ ადამიანს პირისპირ ხედავ, შუადღის მზის
დაუნდობელ შუქზე, და მისი სახის ყოველი დეფექტი - ლაქები,
ფორები, ნაოჭები თუ ღინღლი - საოცარი სიცხადით გეცემა
თვალში.
ჩემს მშობლებსაც ასე დაემართათ. მაგრამ ან როგორ უნდა
დამდურებოდნენ ერთმანეთს დროითა და მანძილით მოტანილი
ცვლილებების, გაწბილებული მოლოდინის გამო, ანდა როგორ
უნდა შეეკავებინათ თავი, რომ სამდურავი არ ეთქვათ ერთმანე-
თისთვის? ის სამდურავი, რომლის გამო ვერც ვერავის დაემდუ-
რები და ვერც ვერავის დაადებ ხელს, ამის ბრალიაო. ომის და-
დანაშაულებას აზრი არა აქვს; ქარცეცხლს ვინ დასჯის?
გაწბილებულები იდგნენ ბაქანზე, ქალაქის სასულე ორკეს-
ტრის საზეიმო მუსიკის ფონზე. მამას ფარაჯა ეცვა, ზედ დაკიდე-
ბული მედლები ნატყვიარებს მიუგავდა და იმ ნატყვიარებიდან
თითქოს მისი ლითონად ქცეული სხეულის ფრაგმენტები გამოკ-
რთოდა. გვერდს ორი ძმის აჩრდილი უმშვენებდა; იმ ძმებისა,
რომელთა დაკარგვასაც ასე მძაფრად განიცდიდა. დედას საკუ-
თარი გარდერობიდან ამორჩეული საუკეთესო კაბა ჩაეცვა, ბორ-
ტებიანი, ქამრით რომ იკვრებოდა; თავზე ქუდი ეხურა, გახამებუ-
ლი ბაბთით გაწყობილი. აცახცახებული ტუჩებით უღიმოდა მა-
მას. არც ერთმა არ იცოდა, რა უნდა ექნათ. გაზეთის კორესპონ-
დენტებმა კამერები გააჩხაკუნეს, სურათზე აღბეჭდეს, დანა-
შაულის ადგილზე წასწრებული კრიმინალებივით დაბნეულები.
იმ სურათზე მამას ცალ თვალს შავი სახვევი უფარავს, ჯანსაღი
თვალი კი ბოროტად უელავს. სახვევის ქვეშ დაჯიჯგნილი და და-
კემსილი ხორცია, მაგრამ დედამ ჯერ არ იცის. ამოთხრილი თვა-
ლის ფოსო იმ ობობას მიუგავს, გარშემო ქსელი რომ გაუბია ყვე-
ლა მიმართულებით.
„ჩეიზების მემკვიდრე გმირად დაგვიბრუნდა!“ - ამ სათაურით
დაბეჭდეს სტატიები ადგილობრივმა გაზეთებმა. ეს მეორე უბე-
დურება იყო: მამა მართლაც ერთადერთი მემკვიდრე აღმოჩნდა,
რადგან მამამისიც უკვე გამგზავრებულიყო იმქვეყნად. ბაბუაჩე-
მის სამეფო მამაჩემის სამართავი შეიქნა. ბოლოს მაინც ჩაეფლო
მისთვის არასასურველ ჭაობში და ესეც ძალიან უმძიმდა.
ნეტა დედა თუ ტიროდა? ალბათ… ალბათ, უხერხულად გადა-
კოცნეს ერთმანეთი; ისეთი გრძნობა ჰქონდათ, თითქოს სხვა მა-
ტარებელს მოახტნენ, შეცდომით აღებული ბილეთით. საკუთარი
ცოლი მამას სულ სხვანაირი ახსოვდა. ახლა კი დაღლილი და
საქმიანი ქალი შერჩა ხელში, შინაბერა მამიდასავით გაფაციცე-
ბული და მშრალი, ცხვირზე წამოცმული პენსნეთი. საოცრად უც-
ხოები იყვნენ ერთმანეთისათვის… და შესაძლოა იმასაც მიხ-
ვდნენ, რომ ყოველთვისაც ასე იყო. რა საშინლად აცხუნებდა ის
დაუნდობელი მზე… როგორი დაბერებული იყო ორივე… იმ ყმაწ-
ვილისაგან, რომელმაც ყინულზე დაიჩოქა, საყვარელი გოგონა-
სათვის ციგურები რომ დაემაგრებინა, და იმ გოგონასაგან, რო-
მელიც ცოლობაზე დათანხმდა, აღარაფერი დარჩენილიყო.
ახლა სულ სხვა რამ გამოიკვეთა და ხანჯალივით ჩაესო მათ
შორის. ცხადია, მამას სხვა ქალებიც ეყოლებოდა მთელი ამ ხნის
განმავლობაში; აი ისეთები, ბრძოლის ველზე რომ დაძრწიან და
ჯარისკაცებს ნუგეშს რომ სცემენ ხოლმე… უხეშად რომ ვთქვათ,
ბოზები, რასაც დედაჩემი არასოდეს იტყოდა… თუმცა, შესაძლოა
დასცდა კიდეც, როცა მამა პირველად შეეხო; ალბათ, გაცეცხლე-
ბულმა, მორიდება დაკარგა… ალბათ, მამა კარგა ხანს იკავებდა
თავს ასეთი კავშირებისაგან ბერმუდებსა და ინგლისში, ვიდრე
ძმებს დაკარგავდა… მაგრამ მერე, როცა დაიჭრა და სიკვდილს
პირდაპირ ჩახედა თვალებში, სიცოცხლის ყოველ წამს ებღაუჭე-
ბოდა და საკუთარ თავს არაფერზე ეუბნებოდა უარს… ეს ხომ ბუ-
ნებრივია. ჰოდა, დედას რატომ უნდა ეფიქრა, რომ ასეთ გარე-
მოებაში არ უღალატებდა?
არა, ცხადია, დედას ყველაფერი ესმოდა… ყოველ შემთხვევა-
ში, იცოდა, რომ გაგებით უნდა მოჰკიდებოდა ამ ამბავს. ჰოდა, ამ
თემაზე ხმას არ იღებდა, ღმერთს ევედრებოდა, პატიების ძალა
მომეციო, და აპატია კიდეც. მაგრამ მამაჩემისთვის ამ სულგრძე-
ლი პატიების ატმოსფეროში ცხოვრება ნამდვილად არ იქნებოდა
ადვილი. ყოველ წამს გრძნობდა, რომ აპატიეს: ყავის სმისას, ფა-
ფის ჭამისას… გახუხულ პურზეც კი პატიებით შეზავებულ კარაქს
უსვამდნენ. თანაც ვერაფერს გააწყობდა. აბა, რას გააწყობ მოწი-
ნააღმდეგესთან, რომელიც შენ გასამტყუნებლად კრინტსაც არ
ძრავს? დედას ის მოწყალების და თუ დებიც კი აღიზიანებდნენ,
რომლებიც მამას ჰოსპიტალში უვლიდნენ. უნდოდა, ქმრის ფეხზე
დაყენებაც მხოლოდ მისი პირადი დამსახურება ყოფილიყო - მი-
სი მზრუნველობის, თავდადებისა და ერთგულების შედეგი. ასე-
თი თავგანწირვა და ერთგულება საბოლოოდ ყოველთვის ტირა-
ნიაში გადაიზრდება ხოლმე.
სინამდვილეში მამა სულაც არ იყო გამოჯანმრთელებული.
უფრო მეტიც - სრულიად განადგურებული იყო, რასაც მისი ღა-
მეული შფოთვა, კოშმარები, მრისხანების უეცარი შეტევები და
ჭურჭლის დაუნდობლად მსხვრევა მოწმობდა. ჭურჭელს კედელს
ანარცხებდა ხოლმე; ცოლისთვის არასდროს არაფერი უსვრია.
მოკლედ, სულიერად გატეხილი იყო და გამთელება სჭირდებო-
და. ჰოდა, დედასაც საქმე მიეცა: ქმრისთვის მშვიდი ატმოსფერო
უნდა შეექმნა, უნდა ყველაფერი ეპატიებინა, უნდა მოფერებოდა,
საუზმეზე ყვავილები უნდა დაეხვედრებინა სუფრაზე და სადილად
მისი საყვარელი კერძები უნდა მოემზადებინა. ბოლოს და ბო-
ლოს, ვენერიული დაავადება ხომ ნამდვილად არ ჩამოუტანია იმ
ოხერი ომიდან?!
მაგრამ ერთი საშინელება მაინც მოხდა - მამა ათეისტი გახდა.
სანგარში ჯდომისას მისი რწმენა აფეთქებულიყო და ღმერთი ნა-
კუწებად ექცია, პატარა და უნიათო თვალთმაქცობის ნაკუწებად.
რწმენა იმ წკეპლად ქცეულიყო, რომლითაც ჯარისკაცებს სასაკ-
ლაოზე მიერეკებოდნენ. სხვა რამის მტკიცება უკვე ფარისევლო-
ბად აღიქმებოდა. პერსის და ედის სიცოცხლე რა ჯანდაბას შეეწი-
რა?! რისთვის დადეს თავი სამსხვერპლოზე?! რომელი მაღალი
მიზნისათვის?! მათი სიკვდილი ახირებული ბებრების ხროვის
არაკომპეტენტურობისა და დანაშაულებრივი ქმედებების შედე-
გი იყო; გინდა იმათ მოუკლავთ და გინდა მეკობრეებს გამოუჭრი-
ათ მათთვის ყელი და „კალედონიელის“ ანძაზე ჩამოუკიდებიათ!
ყოველგვარი ლაპარაკი წმინდა ომსა და ცივილიზაციის გადარ-
ჩენაზე მამას უკვე გულს ურევდა.
დედას მამაჩემის ასეთი განწყობა აგიჟებდა. მაინც რა უნდოდა
ეთქვა, რომ პერსი და ედი არავითარი მაღალი მიზნისათვის არ
დახოცილან?! თუ არა ღმერთი, ვინ დაუფასებდა მათ ამ თავგან-
წირვასა და ტანჯვას? მამას ევედრებოდა, თუ ასე ძალიან გაგიწ-
ყრა ღმერთი და რწმენა დაკარგე, ეგ შენი ათეიზმი შენთვის მაინც
შეინახეო… მერე ძალიან შერცხვა, ეს რომ სთხოვა. ისე გამოვი-
და, თითქოს მეზობლების აზრი უფრო აწუხებდა, ვიდრე ღვთი-
სადმი მამაჩემის ასეთი არასწორი, მისი სულისათვის საზიანო
დამოკიდებულება.
მამა გაგებით მოეკიდა მის სურვილს; მიხვდა, რომ მართლაც
ასე აჯობებდა. ასე იყო თუ ისე, ღმერთს მხოლოდ მაშინ გმობდა,
როცა სვამდა. ომამდე სმა არასდროს ჰყვარებია; ყოველ შემ-
თხვევაში, ლოთობით არ ლოთობდა, ახლა კი აშკარად გალოთე-
ბული იყო. დათვრებოდა და ბოლთის ცემას მოჰყვებოდა ხოლმე,
დაზიანებული ფეხის თრევა-თრევით. მერე კანკალს აწყებინებ-
და. დედა ცდილობდა, დაემშვიდებინა, მაგრამ მამას დამშვიდება
არ სურდა. ავილიონის კოშკურაზე ადიოდა, ვითომდა მოსაწე-
ვად, მაგრამ სინამდვილეში მარტო დარჩენა სურდა. კოშკურაში
საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, კედლებს ეხლებოდა და ბოლოს
გათიშვამდე სვამდა. დედას იმიტომ გაერიდებოდა ხოლმე, რომ
ჯერ კიდევ ჯენტლმენი იყო, ამ სიტყვის მისეული გაგებით, და ცო-
ლის შეშინება არ უნდოდა. თუმცა ეგებ სხვა მიზნითაც არიდებდა
თავს - ეგებ ცოლის გულისხმიერი დახმარება და კეთილგანწყო-
ბა უკვე ყელში ჰქონდა ამოსული?
მსუბუქი ნაბიჯი, მძიმე ნაბიჯი, მსუბუქი ნაბიჯი, მძიმე ნაბიჯი…
გეგონებოდა, ცხოველია, რომელსაც ცალი ფეხი ხაფანგში აქვს
გახლართულიო. კვნესა, გმინვა და მოგუდული ბღავილი. ჭურ-
ჭლის მსხვრევის ხმა… ეს ხმები მაღვიძებდა ხოლმე. კოშკურა ზედ
ჩემი საძინებლის თავზე იყო.
მერე მესმოდა, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე. მერე სიჩუმე ჩა-
მოწვებოდა, მე კი გაშტერებული და თვალებდაჭყეტილი გავყუ-
რებდი ჩემი საძინებლის კარს. კარს მიღმა მდგომ მამას ცხადლივ
ვერ ვხედავდი, მაგრამ წარმოვიდგენდი ხოლმე - დასევდიანე-
ბულ, ცალთვალა, კოჭლ ურჩხულს. ასეთ ხმაურს შევეჩვიე და
არც იმის მეშინოდა, რომ მამა შემომივარდებოდა და რამეს და-
მიშავებდა, მაგრამ მაინც ვუფრთხოდი.
არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს მამა ყოველღამე ლო-
თობდა. მრისხანების შეტევებს შორის რემისიის პერიოდებიც
თანდათან უფრო და უფრო გაუხანგრძლივდა. მაგრამ მოსა-
ლოდნელი შეტევის დაწყების საფრთხეს დედას მჭიდროდ მოკუ-
მულ ტუჩებზე ვკითხულობდი. დედაჩემი რადარივით იყო, შეუც-
დომლად გრძნობდა საფრთხის მოახლოებას.
ნუთუ მამას დედა აღარ უყვარდა? არა, რა სისულელეა, ნამ-
დვილად უყვარდა და, თავისებურად, მისი ერთგულიც იყო ყო-
ველთვის. მაგრამ ბოლომდე ვერ სწვდებოდა და ვერ უახლოვდე-
ბოდა ამ ქალს. დედასაც ზუსტად იგივე განცდა ჰქონდა. გეგონე-
ბოდა, რაღაც ფატალური შხამი დაალევინეს ორივეს და ამიტომ
ერთმანეთს ბოლომდე ვერასდროს დაუახლოვდებიანო, მიუხე-
დავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ერთად სადი-
ლობდნენ და საწოლსაც იყოფდნენ.
ნეტა როგორი გრძნობაა, როცა ის გენატრება, ვინც გვერდით
გყავს და მაინც ვერ სწვდები? ამას უკვე ვერასდროს შევიტყობ.
რამდენიმე თვის თავზე მამაჩემმა შინიდან სამარცხვინო გა-
პარვების სერიაც წამოიწყო. მაგრამ არა ჩვენს ქალაქში და არც
თავიდანვე მიუყვია ხელი ამ საძრახი საქმისთვის. ტორონტოში
მატარებლით მიემგზავრებოდა ხოლმე, „საქმეზე“, და იქ საშინ-
ლად ლოთობდა და მრუშობდა, როგორც მაშინ ამბობდნენ. ხმე-
ბი მის უზნეობაზე საოცარი სისწრაფით გავრცელდა. არც არის
გასაკვირი, სკანდალური ამბები ყოველთვის სწრაფად ვრცელ-
დება. უცნაურია, მაგრამ ქალაქელები ამის გამო ორივეს მიმართ
(დედას და მამას ვგულისხმობ) უფრო მეტი პატივისცემით განიმ-
სჭვალნენ. აბა, მამას ვინ დაძრახავდა? დედას კი, მიუხედავად სა-
შინელი გამწარებისა, ერთი საჩივარიც არასდროს დასცდენია.
და სწორადაც იქცეოდა.
(ნეტა ამდენი დეტალი და ნიუანსი საიდან ვიცი? ფაქტობრი-
ვად, არაფერიც არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვიცი, რა-
საც, ჩვეულებრივ, ცოდნა ჰქვია. მაგრამ ისეთ ოჯახებში, როგო-
რიც ჩვენი იყო, ხშირად სიჩუმე უფრო მრავლისმეტყველი აღმოჩ-
ნდება ხოლმე, ვიდრე ნათქვამი სიტყვა. ტუჩების მოკუმვა, თავის
მიბრუნება, ნაუცბათევი, ქურდულად გაპარებული მზერა, ისეთ-
ნაირად აწურული მხრები, თითქოს საშინელი ტვირთი აჰკიდე-
სო… ცხადია, მე და ლორას ყურიც ხშირად გვქონდა კარზე მიდე-
ბული).
მამას ხელჯოხების მთელი არსენალი ჰქონდა, განსაკუთრებუ-
ლი სახელურებით: სპილოს ძვლის, ვერცხლის, ებონიტის. გა-
დაწყვიტა, გარეგნობისა და ტანსაცმლისათვის მეტი ყურადღება
მიექცია. ცხადია, მის გეგმებში ოჯახური ბიზნესის გაძღოლა არ
შედიოდა, მაგრამ რადგან მოუწია, ცდილობდა, კარგად ემართა
საქმე. ბიზნესის გაყიდვაც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ მყიდველი
არ გამოჩნდა; ყოველ შემთხვევაში, იმ ფასად მყიდველი, რაც მა-
მამ საგვარეულო ფაბრიკებს დაადო. ალბათ მამისა და ძმების მი-
მართ პასუხისმგებლობასაც გრძნობდა. საწარმოს „ჩეიზი და ვა-
ჟები“ დაარქვა, თუმცა მხოლოდ ერთი ვაჟი იყო დარჩენილი. თა-
ვადაც უნდოდა, ვაჟები ჰყოლოდა, ალბათ ორი მაინც, დანაკარ-
გის კომპენსირებისათვის. ძალიან გულმოდგინედ ცდილობდა
დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულებას.
ფაბრიკების მუშები თავიდანვე დიდი პატივისცემით განეწ-
ყვნენ მის მიმართ. მხოლოდ მედლების გამო არა. როგორც კი
ომი დასრულდა, ქალები, ნებსით თუ უნებლიეთ, განზე გადგნენ
და ომიდან დაბრუნებულ კაცებს დაუთმეს სამუშაო ადგილები;
ცხადია, იმათ, ვისაც მუშაობის თავი შერჩენოდა. მაგრამ სამუშაო
ადგილები მაინც არ იყო საკმარისი. ომიანობის დროს მათ პრო-
დუქციაზე გაასმაგებული მოთხოვნა იყო. მერე კი შეკვეთებმა იკ-
ლო. მთელს ქვეყანაში ქარხნები ან იხურებოდა, ან შტატების შემ-
ცირება მიდიოდა, მაგრამ მამამ არ ქნა. პირიქით, ის დაუსრუ-
ლებლად იყვანდა სამსახურში ახალ-ახალ ხალხს, ძირითადად
ვეტერანებს. მამას მიაჩნდა, რომ ქვეყანა სათანადო მადლიერე-
ბას არ იჩენდა მათ მიმართ, და რომ ბიზნესმენებს ნაწილობრივ
მაინც უნდა დაებრუნებინათ ამ ადამიანებისათვის ვალი. ყველა
სხვა ბიზნესმენი თვალს იბრმავებდა, მაგრამ მამაჩემმა, რომე-
ლიც მართლაც დაბრმავებული იყო, არ იკადრა. ამიტომ თავის
წრეში თანდათან რენეგატისა და დეგენერატის რეპუტაცია დაიმ-
კვიდრა.
გარეგნულად მამიკოს გოგო მე ვიყავი. იერითაც ვგავდი და
ხასიათითაც - მამაჩემივით ვიცოდი კოპების შეკვრა და სკეპტი-
ციზმიც მისგან გადმომეცა მემკვიდრეობით (სხვათა შორის, მედ-
ლებიც, რომლებიც რატომღაც მე დამიტოვა). როცა გავჯიუტდე-
ბოდი და უზნეოდ ვიქცეოდი, რენი მეტყოდა ხოლმე, მძიმე ბავშვი
ხარ და მშვენივრად ვიცი, ეგ უზნეობა ვისგან მოგდგამსო. ლორა
კი დედიკოს შვილიკო გახლდათ: რაღაც დონეზე მორწმუნეც იყო
და მაღალი და ნათელი შუბლიც ჰქონდა.
მაგრამ გარეგნობა ძალიან მაცდურია. მე მანქანით ხიდიდან
უფსკრულში გადაშვებას ვერასოდეს გავბედავდი; მამა გაბედავ-
და, დედა - ვერა.
1919 წლის შემოდგომაა. სამივე ერთად ვართ: დედა, მამა და
მე. ნოემბერია, ცივა და უკვე ძილის დროა. ავილიონის დილის
ოთახში ვსხედვართ. ოთახში ბუხარი გიზგიზებს, რადგანაც გა-
რეთ უკვე გვარიანი ყინვაა. დედა ეს-ესაა გამოკეთდა რაღაც იდუ-
მალი ავადმყოფობისაგან, რომელიც, მისი თქმით, ნერვებთან
იყო დაკავშირებული. ტანსაცმელს კემსავს. კემსვა სულაც არ
ევალება - შეუძლია, ქალი აიყვანოს და მას დააკემსინოს ყველა-
ფერი - მაგრამ უნდა, რომ კემსოს; ხელსაქმე ძალიან უყვარს.
ჩემს ერთ-ერთ კაბას აგლეჯილ ღილს აკერებს. შენიშვნას ვიღებ,
ტანსაცმლის მოფრთხილება სულ არ იციო. მრგვალ მაგიდაზე,
მის იდაყვთან, ინდიელების მოწნული ჩალის კალათა დევს, რო-
მელშიც დედას საკერავი ინსტრუმენტები აწყვია: მაკრატელი,
ნემსები და ძაფები და საქსოვი ჩხირები. აქვეა მისი ახალი მრგვა-
ლი სათვალეც. ხელსაქმის კეთებისას სათვალე არ სჭირდება.
ცისფერი კაბა აცვია, დიდი თეთრი საყელოთი და მანჟეტებით.
თმაში ნაადრევი ჭაღარა გამორევია. თმის შეღებვაზე საერთოდ
არ ფიქრობს. მოკლედ, ახალგაზრდა ქალის სახე აქვს, რომელ-
საც ბუმბულით ნაგები ჩიტის ბუდე ადგას თავზე. თმა შუაზე აქვს
გაყოფილი, უკან გადავარცხნილი სქელი კულულები კი დაუგრე-
ხია, თავზე შემოუტარებია და თმის სარჭით კეფაზე დაუმაგრებია
(ხუთი წლის შემდეგ, ანუ როცა გარდაიცვალა, ბევრად უკეთესი
და უფრო მოდური ვარცხნილობა ჰქონდა). ქუთუთოები დახრი-
ლი აქვს, ლოყები და მუცელი - ჩამრგვალებული; ნაზად იღიმება
ნახევარი პირით. მოყვითალო-მოვარდისფრო ელექტროლამპა
რბილ შუქს აფენს პირისახეზე.
მამა მის პირდაპირ ზის, ტახტზე. ბალიშებს ეყუდება, მაგრამ
აშკარად მოუსვენრადაა. ერთი ხელი გაფუჭებულ ფეხზე უდევს;
ფეხი უცანცარებს (ეს „კარგი ფეხი“ და „გაფუჭებული ფეხი“ რაღა
უბედურებაა, ნეტა? სულ ეგ მაინტერესებს. გაფუჭებულმა ისეთი
რა დააშავა, გაფუჭებულს რომ ეძახიან? ნეტა მაგ ფეხის სიმახინ-
ჯე სასჯელი ხომ არ არის იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან
ჩაიდინა?).
მამას გვერდით ვზივარ, მისგან ოდნავ მოშორებით. მეორე ხე-
ლი ტახტის საზურგეზე უდევს, ჩემს ზურგს უკან, მაგრამ მე არ მე-
ხება. მე ხელში ანბანი მიჭირავს და მამას ვუკითხავ, რომ დავუმ-
ტკიცო, კითხვა ვიცი-მეთქი. ცხადია, კითხვა სულაც არ ვიცი, უბ-
რალოდ ასოების მოხაზულობა მახსოვს და ისიც მახსოვს, რო-
მელ სურათთან რა ასო წერია. მაგიდის კიდესთან გრამოფონია,
ზეაღმართული, ფოლადის გაფურჩქნილი ყვავილივით მოღერე-
ბული თავით. საკუთარი ხმა ისე მესმის, თითქოს გრამოფონიდან
მოდისო - სუსტი, ხრინწიანი და შორეული; რაღაც ისეთი, რასაც
თითის ერთი დაჭერით გათიშავ.

„ა“ ასო-ბგერა ალუბალს ნიშნავს,

ცომში რომ დებენ ბლომად.

გამოცხვება და ვახშმად გერგება,

სხვას რაც დაუჯდა შრომად.


მამას ვუყურებ. მაინტერესებს, ყურადღებას თუ მაქცევს. ზოგ-
ჯერ ელაპარაკები, მაგრამ შენი არ ესმის. ჩემს მზერას იჭერს და
უაზროდ მიღიმის.

„ბ“ ასო-ბგერა თოთო ბავშვს ნიშნავს,

პაწაწას, მრგვალს და მსუნაგს;


დათვის ბელივით რომ დაბაჯბაჯებს,

წრეებს რომ ურტყამს ბუნაგს.


მამა შორსაა, ისევ ფანჯარას გაჰყურებს (იქნებ იმაზე ფიქ-
რობს, რომ მისი ადგილი იმ ფანჯრის იქითაა, გარეთ, რადგანაც
ობოლი და მიუსაფარია, რადგან მაწანწალად იქცა… ნუთუ სულ
ეგ იყო? ამისთვის იბრძოდა? ამ ბუხრის პირას გალურსული და
ჩამთბარი ოჯახური იდილიისთვის? პურის მოსავლის ამ უბადრუ-
კი რეკლამისათვის - ჩამრგვალებული, ლოყებღაჟღაჟა ცოლით,
რომელიც უზომოდ კეთილი და მორჩილია, და დამჯერი ბავშვით,
მამას რომ აღმერთებს?! ღმერთო, რა მოსაწყენი ერთფეროვნე-
ბაა… იქნებ გულის სიღრმეში ომიც კი ენატრება, მიუხედავად იმ
უბედურებისა და ტკივილისა, რომელიც ამ ომმა მოუტანა? იქნებ
ის ინსტინქტური ბრძოლა თავის გადასარჩენად უფრო ეძვირფა-
სება, როცა უაზრო კითხვებზე პასუხის გაცემა საჭირო არ იყო?).

„ც“ ასო-ბგერა ცეცხლზე გვანიშნებს,

არ მიეკარო ახლოს!

თუ გაგვიბრაზდა და აბრიალდა,

მშვიდობით, ჩვენო სახლო!


წიგნში ამ ადგილას სურათზე ალმოდებულ კაცი იყო დახატუ-
ლი: ცეცხლის ენები მხრებსა და ქუსლებს ულოკავდნენ, ორი ცეც-
ხლოვანი რქაც თავზე წამოსდგომოდა. კაცს თავი მობრუნებული
ჰქონდა და ეშმაკურად იღიმებოდა. ტანზე კი არაფერი ეცვა. თით-
ქოს ამბობდა, ცეცხლი მე რას დამაკლებსო; ვერც ცეცხლი და
ვერც სხვა რამეო. ჰოდა, ამის გამო შეყვარებული ვიყავი იმ კაც-
ზე. ფერადი ფანქრებით ცეცხლის დამატებითი ენებიც კი მივუხა-
ტე.
დედა ნემსს ღილში ბოლოჯერ ატარებს, ღილს საიმედოდ
ამაგრებს და ძაფს ჭრის. მე კითხვას განვაგრძობ; სულ უფრო და
უფრო გამოთქმით ვკითხულობ დანარჩენი ასო-ბგერების საინ-
ტერესო ამბებს. მამა ცეცხლს უშტერებს თვალს - ქალაქებს, ტყე-
ებს, სახლებს, ადამიანებს და საკუთარ ძმებს ხედავს. გაფუჭებუ-
ლი ფეხი უნებლიეთ უტოკავს, როგორც მძინარე ძაღლს, სიზმარ-
ში სადღაც რომ გარბის. ეს მისი სახლია, მისი ალყაშემორტყმუ-
ლი ციხესიმაგრე, თავად კი აქაურობის ბატონ-პატრონი მგელკა-
ცა, საზარელი მაქციაა… ცივი, ლიმნისფერი მზე ჩადის და გარე-
მოს თალხი ფერი ედება. მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე
ლორაც დაიბადება.
პურის დღე

წელს ძალიან ცოტა წვიმა მოვიდაო, ჩივიან ფერმერები. ჭრი-


ჭინების მონოტონურმა, გულისგამაწვრილებელმა ჭრიჭინმა ყუ-
რები წაიღო; გზებს მტვრის ბუღი ასდის; სარეველებით დაფარუ-
ლი მინდვრებიდან კალიების გუნდები ქარბორბალასავით ამო-
ვარდებიან ხოლმე; ნეკერჩხლებს მომაკვდავი ფოთლები ნახმა-
რი ერთჯერადი ხელთათმანებივით ჰკიდია; ქვაფენილზე ჩრდი-
ლები უშნოდ იბზარება.
სასეირნოდ ადრიანად გავდივარ, სანამ მზე ბოლომდე აბრი-
ალდება. ექიმი მარწმუნებს, პროგრესი სახეზეა, აშკარად წინ
მიიწევთო… კი მივიწევ, მაგრამ საით? საკუთარ გულს ერთგულ
თანამგზავრად აღვიქვამ ამ უთავბოლო და იძულებითი მარშირე-
ბების დროს. თითქოს ჩვენ ორნი ჯაჭვითა ვართ გადაბმულები და
ჩვენი სურვილის წინააღმდეგ მივლასლასებთ, ყოველგვარი გეგ-
მისა და ტაქტიკის გარეშე. საით მივიწევთ? მერმისისაკენ… სასა-
ცილოა, რომ ის, რაც ახლა მამოძრავებს და მაცოცხლებს, მალე
მომკლავს კიდეც. ამ თვალსაზრისით ჩემი და ჩემი გულის ურთი-
ერთობა სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს; გარკვეული ტიპის
ურთიერთობას, რა თქმა უნდა.
დღეს ისევ სასაფლაოს ვესტუმრე. ვიღაცას ალისფერი და წი-
თელი ყვავილების თაიგული მოეტანა ლორასთვის; ცეცხლოვა-
ნი ყვავილები, რომლებიც თვალს სულაც არ ამშვიდებს. თაიგუ-
ლი უკვე ჭკნებოდა, მაგრამ მძაფრ, სპეციფიკურ სურნელს მაინც
აფრქვევდა ირგვლივ. ვშიშობ, ღილების ფაბრიკის გაზონებიდან
მოპარული ყვავილები იყო; ალბათ დაკვეთების ერთ-ერთმა დამ-
ტარებელმა გამოაყოლა ხელს, ან ლორას რომელიმე შერეკილ-
მა თაყვანისმცემელმა. მაგრამ ასეთი რამ თავად ლორასთვისაც
არ იქნებოდა უცნაური. ლორას ყოველთვის ძალიან ბუნდოვანი
წარმოდგენა ჰქონდა საკუთრებაზე.
უკანა გზაზე დონატების მაღაზიასთან შევჩერდი. გარეთ ყვე-
ლაფერი იწვოდა და ვიფიქრე, ცოტა ჩრდილს შევაფარებ-მეთქი
თავს. საკმაოდ ძველი მაღაზიაა, მიუხედავად ვითომ მოდერნიზე-
ბული ინტერიერისა - ბაცი ყვითელი კაფელით და იატაკში ჩახ-
რახნილი პლასტიკატის მაგიდებითა და სკამებით. რაღაც დაწე-
სებულებას მაგონებს; მგონი, ღარიბული რაიონის საბავშვო
ბაღს თუ სულიერად დაავადებულთა საკონსულტაციო ოთახს -
გარშემო ისეთი არაფერია, რასაც ადვილად ესვრი ან შეარჭობ
ვინმეს; დანა-ჩანგალიც კი პლასტიკატისაა… მაღაზიაში მრავალ-
გზის გამოყენებული ცხიმის, წიწვებისაგან დამზადებული სადე-
ზინფექციო სითხის და წყალწყალა ყავის ერთმანეთში შეზავებუ-
ლი სუნი ტრიალებს.
ცივი ჩაი და ძველმოდური, მოსარკლული დონატი ვიყიდე,
რომელიც პირში პენოპლასტივით იფხვნება. ნახევარი შევჭამე,
მეტს ვერც მოვერეოდი, და მოლიპულ იატაკზე საპირფარეშოს-
კენ გავიკვალე გზა. სეირნობების კურსმა მაიძულა, გონებაში ქა-
ლაქის ყველა ადვილად მისაგნები საპირფარეშოს გეგმა შემედ-
გინა. რა იცი, რა დროს დაგჭირდება… რუკა თავში მაქვს გულდა-
გულ აღბეჭდილი, ჰოდა ამ რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყ-
რელი და საყვარელი სწორედ ამ დაწესებულების საპირფარე-
შოა. იმიტომ კი არა, რომ სხვებზე სუფთაა და ასპროცენტიანი გა-
რანტია მაქვს, რომ ტუალეტის ქაღალდი ადგილზე დამხვდება,
არამედ იმ წარწერების გამო, რომლებიც აქ მეგულება. წარწერე-
ბი სხვაგანაც უხვადაა, მაგრამ აქ ისეთ სიმაღლეზეა, რომ ადვი-
ლად იკითხება და, რაც მთავარია, კომენტარებიც ახლავს.
ჩემი საყვარელი წარწერა ქალების საპირფარეშოს შუა კაბი-
ნაშია. თავდაპირველი ვარიანტი ფანქრითაა შესრულებული;
მრგვალი ასოებით, როგორც რომაულ აკლდამებში. წარწერა
ღრმადაა ამოტვიფრული კედლის სქელ საღებავში: არ შეჭამო
ის, რისი მოკვლაც არ შეგიძლია.
ამ წარწერას მწვანე მარკერით მიწერილი კომენტარი ახ-
ლავს: არ მოკლა ის, რისი შეჭმაც არ შეგიძლია.
ქვემოთ პასტით გრძელდება: ნუ მოკლავ.
მერე წითელი მარკერით: ნუ შეჭამ.
ბოლოს დასკვნითი წარწერა მოდის, მსხვილი შავი ასოებით
გამოყვანილი: შევეცი ვეგეტერიანელებს!.. „ყველა ღმერთი მტა-
ცებელია“ - ლორა ჩეიზი.
მოკლედ, ლორა არსებობას განაგრძობს და ისევ აქტუალუ-
რია!
ლორას დიდი დრო დასჭირდა ამქვეყნად მოსავლენად, - ყვე-
ბოდა რენი. - თითქოს ვერ გადაეწყვიტა, სწორი იყო თუ არა ამის
გაკეთება... თავიდან ძალიან ჭირიანი ბავშვი იყო, კინაღამ მოგ-
ვიკვდა - ალბათ ჯერ კიდევ ორჭოფობდა და იმიტომ. ბოლოს, ეტ-
ყობა, იფიქრა, მაინც ვცდიო და ამქვეყნისკენ მობრუნდა, თანდა-
თან გამომჯობინდა.
რენი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანები თავად წყვეტდნენ,
როდის გამგზავრებულიყვნენ საიქიოს. აქედან გამომდინარე,
იმაზეც ფიქრობდნენ, ამქვეყნად მოსვლა ღირდა თუ არა. როდე-
საც შეპასუხების ასაკს მივაღწიე, ვეტყოდი ხოლმე: მე არ მითხო-
ვია, გამაჩინეთ-მეთქი! - გეგონება, ეს ისეთი არგუმენტი იყო, ქვას
რომ გახეთქავდა. ამაზე რენი მეუბნებოდა: - რას ქვია, არ გითხო-
ვია? გითხოვია, აბა არ გითხოვია? ყველა ითხოვს! რენისთვის
თავად დაბადების ფაქტი იყო ამის უტყუარი დასტური.
ლორა რომ დაიბადა, დედა კიდევ უფრო მეტად დასუსტდა.
მაღლა, ღრუბლებში ფრენა აღარ შეეძლო, თითქოს სასიცოც-
ხლო ენერგია გამოელია, ნებისყოფა შეუსუსტდა, წუთისოფლის
გზაზე ფორხილით და ჩანჩალით დაიწყო სიარული. დასვენება
სჭირდებაო, ამბობდა ექიმი. ყოველთვის ავადმყოფი ქალი
იყოო, უთხრა რენიმ მისიზ ჰილქოუთს, ჩვენს მრეცხავს. ისეთი
შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ნამდვილი დედა ელფებმა
გაიტაცეს და მის ნაცვლად ეს ჭაღარა, დაბერებული, წელში მოხ-
რილი და იმედგაცრუებული ქალი შემომაჩეჩეს. მე სულ ოთხი
წლისა ვიყავი და ეს ცვლილება ძალიან მაშინებდა. მინდოდა, დე-
დას გადავერწმუნებინე და დავემშვიდებინე, მაგრამ ამის თავი
ნამდვილად აღარ ჰქონდა (ნეტა, აღარ ჰქონდა-მეთქი რატომ
ვამბობ? დამშვიდება არასოდეს ეხერხებოდა. დედაჩემი მუდამ
მხოლოდ დიდაქტიკური ტონით მელაპარაკებოდა, სიცოცხლის
ბოლომდე სკოლის მასწავლებლად დარჩა).
მალე აღმოვაჩინე, რომ თუ ტვინს არ გავუბურღავდი, ყურად-
ღების მოქცევას არ მოვთხოვდი, ჩუმად ვიქნებოდი და ბავშვის
მოვლაშიც მონაწილეობას მივიღებდი (დავურწევდი, რომ არ
გაღვიძებოდა, მძინარეს ვუდარაჯებდი, ხშირ-ხშირად დავხედავ-
დი, ხომ არაფერი უჭირს-მეთქი), რაც დედას აშკარად ძალიან ეძ-
ნელებოდა, მაშინ მასთან ყოფნის უფლებას მაძლევდნენ; თუ არა
და - ოთახიდან მაძევებდნენ. ასე რომ, ახალი როლი მოვირგე -
დამხმარე, დამჯერი და ჩუმი ბავშვის.
ჯობდა, გეღრიალა და გეუზნევაო, მეუბნებოდა რენი. განა არ
იცი, რომ სწორედ ჭრიალა ბორბლებს ზეთავენო?
(დედას ჩვენი ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული სურათი მაგიდაზე
ედგა. იმ სურათზე მე მუქი ფერის კაბა მაცვია, თეთრი მაქმანის
საყელოთი. ცალი ხელით ბავშვის გასახვევ პლედს ვარ გამწარე-
ბით ჩაფრენილი. თითქოს კამერას ვუბრიალებ თვალებს, ბავშვი
არ გამიღვიძო-მეთქი. თავად ლორა ამ სურათზე თითქმის არ
ჩანს; მხოლოდ შუბლი და პატარა ხელი მოუჩანს; თითებით ცერ-
ზე მებღაუჭება. ნეტა ვიცოდე, გავბრაზდი, როცა მითხრეს, ბავშვი
დაიჭირეო, თუ პირიქით - იმიტომ ჩავბღუჯე ასე, რომ მისი დაცვა
მინდოდა; მეშინოდა, არ წამართვან-მეთქი?).
ლორა ძალიან მძიმე ბავშვი იყო. ალბათ უფრო მოუსვენარი,
ვიდრე უზნეო. მერეც ასეთი დარჩა. კარადების და საკუჭნაოების
კარები და კომოდების უჯრები ძალიან აღელვებდა. თითქოს სულ
რაღაცას აყურადებდა, შორიდან ან იატაკიდან მომავალ ხმებს
უსმენდა; რაღაც ისეთს უფრთხოდა, რაც „ქარის მატარებელი-
ვით“ უჩუმრად გვიახლოვდებოდა. ყველაფერი აფორიაქებდა:
მკვდარი ყვავის ან გზაზე მანქანით გატანილი კატის დანახვაზე
ცრემლად იღვრებოდა, მოწმენდილ ცაზე შავი ღრუბლის გამოჩე-
ნა აგიჟებდა… მეორე მხრივ, საოცრად ამტანი იყო ფიზიკური ტკი-
ვილის მიმართ: პირს დაიწვავდა თუ ხელს გაიჭრიდა, არასდროს
ტიროდა. მოკლედ, მხოლოდ სამყაროს უკუღმართობა და უსა-
მართლობა სტკენდა გულს.
განსაკუთრებით მაშინ გიჟდებოდა, როცა ქუჩაში დასახიჩრე-
ბულ ომის ვეტერანებს დაინახავდა, მაწანწალებად, ფანქრების
გამყიდვლებად და მათხოვრებად ქცეულებს - იმ ადამიანებს,
რომლებსაც სხვა საქმის კეთება აღარ შეეძლოთ. ერთი ფეხებ-
მოჭრილი კაცის დანახვაზე, გორგოლაჭებიან ურიკაზე რომ იყო
დაკრული, წამსვე პირს იბრუნებდა ხოლმე. ის კაცი ძალიან აში-
ნებდა. ალბათ, იმ მრისხანებისა და გაალმასების გამო, მის თვა-
ლებში რომ იკითხებოდა.
ნებისმიერი პატარა ბავშვივით, ლორასაც სიტყვები პირდაპი-
რი მნიშვნელობით ესმოდა, მაგრამ მათ შინაარსს საშინლად აზ-
ვიადებდა. მაგალითად, ლორას ვერ ეტყოდი, აქედან დამეკარგე
ან მომწყდი თავიდანო. ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰ-
ყოლოდა. - რა უთხარი იმ საწყალ ბავშვს? რით ვეღარ ისწავლე
ჭკუა?! - დამიცაცხანებდა ხოლმე რენი. მაგრამ თავად რენიმაც
ვერ ისწავლა ჭკუა. ერთხელ ლორას უთხრა, ენას კბილი დააჭი-
რეო და იმ საწყალმაც ისე მოიკვნიტა ენა, რომ ორი დღე საჭმელს
ვეღარ ჭამდა.
ახლა დედას სიკვდილის ამბავს ვუახლოვდები… იმის თქმა,
რომ დედას გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა, ალბათ, ზედ-
მეტია, მაგრამ სრული სიმართლეა და ამიტომ მაინც დავწერ:
დედას გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა.
სამშაბათი იყო, პურის დღე. მთელი ჩვენი პური, ერთი კვირის
მარაგი, ავილიონში ცხვებოდა, სამშაბათობით. პორტ ტიკონდე-
როგაში უკვე გვქონდა პატარა ფურნე, მაგრამ რენი ფიქრობდა,
რომ ფურნეში პურს მხოლოდ ზარმაცები ყიდულობდნენ. თანაც
ამტკიცებდა, იქ პურის ფქვილს ცარცს უმატებენ და ცომში ძალი-
ან ბევრ საფუარს უშვებიან, რომ მეტი მოგება ნახონო. ჰოდა,
ჰურს თავისი ხელით გვიცხობდა.
ავილიონის სამზარეულო ვიქტორიანული ეპოქის სამზა-
რეულოებივით ბნელი და გაჭვარტლული არ იყო. თუმცა ადრე,
ალბათ, ოცდაათი წლის წინ, შესაძლოა ასეთიც ყოფილიყო. ჩემს
ბავშვობაში თეთრად ქათქათებდა: თეთრი კედლებითა და თეთ-
რი მომინანქრებული მაგიდებით, თეთრი ღუმლითა და შავ--
თეთრი ფილებით დაფარული იატაკით. ახალ, გადიდებულ ფან-
ჯრებზე კი ბაცი ყვითელი ფარდები ეკიდა (ომის შემდეგ ახალი
ფანჯრები ჩასვეს. ეს მამას მოკრძალებული, დედას შემორიგების
სურვილით გაკეთებული საჩუქარი იყო). რენი ამ სამზარეულოს
ისედაც ზედ დაჰკანკალებდა, მაგრამ როცა დედამ დეტალურად
აუხსნა მიკრობების ამბავი და უთხრა, სად და რა პირობებში უფ-
რო მრავლდებოდნენ, მთლად თავს იკლავდა მისი დასუფთავე-
ბით.
პურის ცხობის დღეს რენი ცოტაოდენ ცომს მოგვცემდა ხოლმე
და პურის კაცუნებს ვაკეთებდით, ქიშმიშის თვალებითა და ღილე-
ბით. მე ჩემს კაცუნებს გამოცხობისთანავე მივირთმევდი, ლორა
კი თავისებს ინახავდა. ერთხელ რენიმ გაქვავებული კაცუნების
მთელი არმია აღმოაჩინა ლორას კომოდის ზედა უჯრაში; მუ-
მიებივით სათითაოდ გამოეხვია ცხვირსახოცებში. რენი აღ-
შფოთდა - დავიღუპებით, თაგვები შემოგვეჩვევიანო. ლორას უთ-
ხრა, ახლავე მოისროლე ეგ კაცუნები სანაგვე ყუთშიო. მაგრამ
ლორამ არ ქნა. პატარა საძმო საფლავის ამოთხრა ბრძანა ბოს-
ტანში, ბუჩქების უკან, რომ კაცუნები იქ ჩაესვენებინა. ლოცვების
წაკითხვაც კი მოითხოვა; თუ არ წაიკითხავ, შენს გაკეთებულ სა-
დილს აღარასოდეს შევჭამო, დაემუქრა რენის. ვაჭრობა ყოველ-
თვის ეხერხებოდა და თავისი ადვილად გაჰქონდა ხოლმე.
საწყალი რენი იძულებული გახდა, ორმო ამოეთხარა. მება-
ღეს დასვენების დღე ჰქონდა. რენიმ მისი ნიჩაბი დაუკითხავად
აიღო, რაც წარმოუდგენელ თავხედობად ითვლებოდა, მაგრამ ეს
ხომ განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ორმოს თხრიდა და ამ-
ბობდა:
- ღმერთო, შენ უშველე იმ საცოდავს, ამას რომ ცოლად შეირ-
თავს! რა აღარ მინახავს ამქვეყნად, მაგრამ ასეთი თავნება ბავ-
შვის მნახველი არა ვარ!
- ჰოდა, არც ვაპირებ გათხოვებას! ჩემთვის ვიცხოვრებ, მარ-
ტო, გარაჟში, - უპასუხა ლორამ.
- არც მე გავთხოვდები, - სასწრაფოდ ავუბი მხარი უმცროს
დას.
- ასე თუ განაგრძობთ, არც არავინ შეგირთავთ! ვაიიი, ცალი
თვალით მაინც შემახედა შენთვის იმ შენი საყვარელი ფუმფულა
საწოლის მერე ცივ და ტაოტიან ცემენტზე რომ გაგორდები, ტა-
ოტსა და ზეთში ამოგანგლული!
- მე გარაჟში კი არა, ორანჟერეაში ვიცხოვრებ, - მივუგე ნიშ-
ნის მოგებით.
- ეგ შენი ორანჟერეა რომ აღარ თბება? ზამთარში თავფე-
ხიანად გაიყინები!
- სამაგიეროდ, მე არ გავიყინები და არც დავისვრები, იმიტომ,
რომ მანქანაში დავიძინებ, - თქვა ლორამ.
იმ ავად სახსენებელ სამშაბათს სამზარეულოში ვისაუზმეთ,
რენისთან ერთად. შვრიის ფაფა ვჭამეთ და ჯემიანი გახუხული პუ-
რები მივაყოლეთ. ზოგჯერ დედასთან ერთად ვსაუზმობდით
ხოლმე, მაგრამ იმ დღეს დედა ძალიან დაიღალა. დედა ბევრად
უფრო მკაცრი იყო: სწორად ჯდომას და პურის დაბრაწული ქერ-
ქების ჭამას გვაიძულებდა. გაიხსენეთ ის საცოდავი სომხები,
ლუკმაპური რომ ენატრებათო, გვეუბნებოდა.
ალბათ, სომხებს ლუკმაპური სულაც აღარ ენატრებოდათ.
ომი კარგა ხნის დასრულებული იყო და წესრიგი ყველგან აღად-
გინეს, მაგრამ სომხების ადრინდელი არასახარბიელო მდგომა-
რეობა დედას ღრმად ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი და ერთგვარ
აფორიზმადაც კი აქცია. აფორიზმი იყო, მოწოდება, შელოცვა,
თუ ჯადოსნური სიტყვები, არ ვიცი… ფაქტია, რომ ჩემზე და ლო-
რაზე ყოველთვის ჭრიდა, დაბრაწულ ქერქებს აუცილებლად
ვჭამდით ხოლმე იმ საბრალო სომხების სახელზე; ქერქების და-
ტოვება მკრეხელობად ითვლებოდა.
თვითონ დედას იმ დღეს საკუთარი პურის ქერქები არ უჭამია;
ეს კარგად მახსოვს. ლორამ სული ამოხადა: რატომ არ ჭამ? აბა,
ქერქები არ უნდა დატოვოთო, რომ ამბობ? მშიერი სომხები და-
გავიწყდა? იმდენი იძახა, რომ ბოლოს დედამ უთხრა, ცუდად ვა-
რო. მისმა სიტყვებმა დენივით დამიარა მთელ სხეულში, შოკში
ჩავვარდი, რადგანაც ისედაც ვიცოდი… სულ ვიცოდი, რომ კარ-
გად არ იყო.
რენი გვეუბნებოდა, ღმერთმა ადამიანი ისევე გააკეთა, რო-
გორც ახლა მე ამ პურებს ვაკეთებო. ამიტომაც უფუვდებათ დედი-
კოებს მუცლები, როცა შიგნით პატარა შვილიკოები უზითო - სი-
ნამდვილეში, ცომი ფუვდებაო. გვიმტკიცებდა, აი, სახეზე რომ
ფოსოები მაქვს, ეგენიც ღმერთის გაკეთებულია, მისი თითების
კვალიაო. მე სამი ფოსო მაქვს და ზოგს კი არც ერთი, რადგანაც
ღმერთი ორ ერთნაირ ადამიანს არ აკეთებსო. სულ ერთნაირი
რომ აკეთოს, ეგ საქმე ძალიან მობეზრდება და ამიტომ ზოგი რო-
გორია და ზოგიც როგორიო. თავიდან გეჩვენება, რომ ეს დიდი
უსამართლობაა, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ სინამდვილეში სა-
მართალი ყოველთვის ჭამს პურსო.
მაშინ, რამდენადაც მახსოვს, ლორა უკვე ექვსის იყო, მე კი
ცხრისა ვიყავი. უკვე ვიცოდი, რომ ბავშვები პურის ცომისაგან არ
კეთდებოდნენ, ეგ ლორასხელა ღლაპებისათვის მოგონილი ზღა-
პარი იყო. მაგრამ ზუსტად როგორ კეთდებოდნენ, ეგ უკვე აღარ
ვიცოდი.
ნაშუადღევს დედა ბელვედერში იჯდა ხოლმე და მშვიდად
ქსოვდა პაწაწინა სვიტერს; აი ისეთს, გადამთიელი ლტოლვილე-
ბისათვის რომ ქსოვდა ხოლმე ზოგჯერ. ის სვიტერიც ლტოლვი-
ლებისთვის იყო? ძალიან მაინტერესებდა. შესაძლოაო, მეტყოდა
ხოლმე ღიმილით. მერე თვალები მიელულებოდა და შუბლზე წა-
მოცმული სათვალე თავიდან უვარდებოდა. თვალები უკანაც მაქ-
ვსო, გვიმტკიცებდა, იმიტომაც ვიცი, როდის რას აშავებთო. ის
თვალები მისი სათვალესავით ბრტყელი, მოელვარე და უფერუ-
ლი წარმომედგინა.
ძალიან მაოცებდა დედას ასე მშვიდად ჯდომა და ნაშუადღევს
ძილი. საერთოდ უკვე ბევრი რამ მაოცებდა მასში. ლორა არ წუხ-
და, მე კი ძალიან ვწუხდი - ცალკეულ მოვლენებს და ყურმოკრულ
თუ შეგნებულად ნათქვამ ფრაზებს ერთმანეთთან ვაკავშირებდი.
დედას დასვენება სჭირდება და შეეცადე, ლორამ ტვინი არ
გაუბურღოსო, მეუბნებოდნენ. ყური კი აი, რას მოვკარი (რენი
ეუბნებოდა მისიზ ჰილქოუთს): ექიმი შეშფოთებულია; ამბობს,
შეიძლება მუცელი მოწყდეს და ნაყოფი გამოაძევოსო… ეს თვი-
თონ ხმას არ იღებს, მაგრამ აშკარად ავადაა… ეგრეა, ზოგ მამა-
კაცს უქალოდ გაჩერება არ შეუძლია. ამან მიმახვედრა, რომ დე-
დას რაღაც საფრთხე ელოდა, რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავ-
შირებული საფრთხე, და კიდევ მამაჩემთან დაკავშირებულიც…
მაგრამ არ ვიცოდი, ეს საფრთხე რა იყო.
ვთქვი, ლორა არ განიცდიდა-მეთქი, მაგრამ დედას ტკიპასა-
ვით მიეწება. როცა დედა ბელვედერში ისვენებდა, ფერხთით ეჯ-
და, ცივ იატაკზე; წერილებს თუ წერდა, ზურგს უკან ედგა, დედას
სკამს ჩაფრენილი; სამზარეულოში თუ შევიდოდა, ლორა მაგი-
დის ქვეშ ძვრებოდა, თან ბალიშსა და ჩემს ყოფილ ანბანს შეათ-
რევდა ხოლმე. საერთოდ, უამრავი ჩემი ყოფილი ნივთი დაისა-
კუთრა.
ლორა უკვე კითხულობდა; ყოველ შემთხვევაში, იმ ანბანის
წიგნის წაკითხვა შეეძლო. მისი საყვარელი ასო-ბგერა „ლ“ იყო,
რადგანაც ეს მისი პირადი ასო იყო, მისი სახელის ინიციალი -
„ლ“ ასო-ბგერა ლორას აღნიშნავს!.. მე პირადი ასო-ბგერა არა
მქონია; ჩემი სახელის, აირისის, ინიციალი „აი“ დიფტონგი იყო,
რომელიც ყველაზე და ყველაფერზე უთითებდა.
„დ“ ასო-ბგერა დუმფარასია,
ნაზი, ქათქათა ყვავილის;
ღამით თვალს ხუჭავს, მშვიდად იძინებს,
ელის დადგომას ხვალ დილის.
ამ ადგილას წიგნში ორი ბავშვი დაეხატათ, ჩალის ძველებური
ქუდებით. გაფაციცებით უყურებდნენ გაშლილ დუმფარას, რო-
მელშიც პატარა, გამჭვირვალეფრთებიანი ფერია იჯდა. რენი იტ-
ყოდა ხოლმე, ეგეთი არსება სადმე რომ დავინახო, ალბათ ბუზის
საკლავით გავეკიდებიო. ცხადია, ამას მხოლოდ მე მეუბნებოდა,
ხუმრობით. ლორასთვის ეს რომ ეთქვა, სერიოზულად მიიღებდა
და დარდით მოკვდებოდა.
ლორა სხვანაირი ბავშვი იყო. სხვანაირში უცნაური იგულის-
ხმებოდა. მე ეს მშვენივრად მესმოდა, მაგრამ მაინც ვეკითხებო-
დი რენის, რას გულისხმობ სხვანაირში-მეთქი.
- რას და, სხვებს არა ჰგავს, - მიპასუხებდა რენი.
იქნებ ლორა სულაც არ იყო ასე განსხვავებული სხვა ადა-
მიანებისგან? ეგებ სწორედაც ძალიან ჰგავდა სხვა ადამიანებს,
მათი იმ თვისებების მატარებელი იყო, რომლებსაც სხვები უბრა-
ლოდ მალავდნენ და არ ააშკარავებდნენ? ლორა კი ამ თვისებებს
არ მალავდა, საჯაროდ ამზეურებდა… იქნებ ამიტომაც უფ-
რთხოდნენ და ერიდებოდნენ? ეგებ ამიტომაც ეშინოდათ ლორა-
სი? ან თუ არ ეშინოდათ, ყოველ შემთხვევაში, თავს ნამდვილად
არიდებდნენ, და რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო მეტად
უფრთხოდნენ მასთან ურთიერთობას.
იმ სამშაბათ დილას დედა და რენი პურს აცხობდნენ. უფრო
სწორად, რენი აცხობდა, დედა კი ჩაის სვამდა. რენი დედას ეუბ-
ნებოდა, არ გამიკვირდება, საღამოს ჭექა-ქუხილი რომ ატყდეს,
ძალიან ჩაიხუთა ჰაერიო. ხომ არ აჯობებს, დაწვეთ და დაიძინოთ,
ან გარეთ გახვიდეთ, ჰაერზეო. მაგრამ დედა ამბობდა, ასე უქმად
ყოფნა აღარ შემიძლია, თავს უსარგებლო ადამიანად ვგრძნობო.
ამიტომ, მირჩევნია, აქ ვიჯდე და თუ ვერ მოგეხმარები, გვერდით
მაინც გეყოლებიო.
რენის თვალში, დედას წყალზე გავლაც კი შეეძლო. ამიტომ
სიტყვას არასოდეს უბრუნებდა, უხმოდ ემორჩილებოდა ყველა-
ფერში. ჰოდა, დედაც იჯდა და ჩაის სვამდა, ვიდრე რენი ცომს
ზელდა ორივე ხელით: მუშტებით ზელდა, მერე კეცავდა, ისევ
ზელდა და ისევ აბრტყელებდა. ხელები ცომში ჰქონდა ამოვლე-
ბული, გეგონებოდა, თეთრი ხელთათმანები უკეთიაო. წინსაფა-
რიც ფქვილით ჰქონდა დასვრილი. საშინაო, გვირილებიან კაბა-
ზე, იღლიებთან ოფლის ნახევარწრეები გასჩენოდა და გვირი-
ლებს უმუქებდა. პურის რამდენიმე გუნდა უკვე გაემზადებინა და
ყალიბებში ჩაედო. ყალიბებს ზედ სველ ტილოებს აფარებდა.
სამზარეულოში ძალიან ცხელოდა და სუნთქვა ჭირდა, რადგან
ღუმელიც გავარვარებული იყო და გარეთაც არ იძვროდა ჰაერი.
ღია ფანჯრიდან, სუფთა ჰაერის ნაცვლად, ბუღი და ხვატი იღვრე-
ბოდა.
პურის ფქვილი კუთხეში მდგარ უზარმაზარ კასრში ინახებო-
და. მაგ კასრში ჩაძვრომა არ გაბედოთო, გვეტყოდა ხოლმე რე-
ნი. ფქვილი ნესტოებში შეგივათ, შეისუნთქავთ და დაიხრჩობი-
თო. ერთი ჩემი ნაცნობი პატარა ბავშვი უფროსმა და-ძმამ ეგეთ
კასრში ჩააყუდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩაო.
მე და ლორა მაგიდის ქვეშ ვისხედით. მე საბავშვო წიგნს - დი-
ად ისტორიულ პიროვნებებს - ვკითხულობდი. ნაპოლეონი წმ.
ელენეს კუნძულზე იყო გადასახლებული. ილუსტრაციაზე ქარაფ-
ზე მდგომი გამოესახათ. ერთი ხელი ქურთუკის შესაკრავში ჰქონ-
და გაყრილი და მეგონა, ალბათ მუცელი სტკივა-მეთქი. ლორა
ძალიან მოუსვენრად იყო. მაგიდის ქვემოდან გამოძვრა, წყალი
უნდა დავლიოო.
- ცომი ხომ არ მოგცე კაცუნას გასაკეთებლად? - ჰკითხა რე-
ნიმ.
- არა, - მიუგო ლორამ.
- არა, გმადლობთ, - შეუსწორა დედამ.
ლორა ისევ მაგიდის ქვეშ შემოძვრა. ორ წყვილ ფეხს ვხედავ-
დით - დედას თხელ ტერფებს და რენის გლეხურად უხეშსა და
დიდს, საშინაო ფეხსაცმელში ჩაჭედილს; დედას გაძვალტყავე-
ბულ წვივებსა და რენის მსხვილ, მოვარდისფრო-მოყავისფრო
წინდებში ჩაკვეტებულს. ცომი რომ იზილებოდა, ეგეც გვესმოდა.
მერე, უცებ, ჩაის ჭიქა წაიქცა, დედა იატაკზე აღმოჩნდა და რენი-
მაც მასთან ჩაიმუხლა. ღმერთო ჩემო, მომეხმარეთო, კიოდა.
აირის, ახლავე გაიქეცი და მამიკო მოძებნეო.
ბიბლიოთეკაში შევვარდი. ტელეფონი წკრიალებდა, მაგრამ
არავინ პასუხობდა. მამა ბიბლიოთეკაში არ დამხვდა. მერე კოშ-
კურაზე ავედი, სადაც, ჩვეულებრივ, ასვლა გვეკრძალებოდა. კა-
რი ღია დამხვდა, ოთახში ერთი სკამის და რამდენიმე საფერ-
ფლის გარდა არაფერი იყო. მამა არც იქ დამხვდა, არც დილის
ოთახში, არც მისაღებ ოთახში, არც გარაჟში. ალბათ,
ფაბრიკაშია-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ფაბრიკის გზა არ ვიცოდი,
თანაც ძალიან შორს იყო… დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა.
სამზარეულოში დავბრუნდი და ისევ მაგიდის ქვეშ შევძვერი.
ლორა კვლავ იქ იჯდა, საკუთარ მუხლებს ჩაფრენილი. არ ტირო-
და. იატაკზე რაღაც წითელი ლაქები იყო, წითელი ნაკვალევი.
სისხლს გავდა. თითი ავუსვი და ენით გავსინჯე. მართლაც სის-
ხლი აღმოჩნდა. ჩვარი ავიღე და ლაქები ავწმინდე. აქეთ არ
გამოიხედო-მეთქი, გავძახე ლორას.
ცოტა ხნის მერე რენიც ჩამოვიდა ზედა სართულიდან, ტელე-
ფონს ეცა და ექიმს დაურეკა. ექიმი ავადმყოფების სანახავად იყო
გასული. მერე ფაბრიკაში დარეკა, მამას ეძებდა. დაიბარა, რა-
დაც არ უნდა დაგიჯდეთ, იპოვეთ და უთხარით, რომ სასწრაფო
საქმე მაქვსო. მერე ისევ ზედა სართულს მიაშურა. პური სულ გა-
დაავიწყდა. ცომი ისე ამოფუვდა, რომ ყალიბებიდან გადმოვიდა
და მთელი მაგიდა მოთხვარა.
- ამ გავარვარებულ სამზარეულოში არაფრით არ უნდა შემო-
სულიყო, - უთხრა რენიმ მისიზ ჰილქოუთს. - ყოველ შემთხვევა-
ში, როცა ასეთი დახუთულობაა, ჭექა-ქუხილის წინ… მარა რა
გინდა რო ქნა? თავის მოფრთხილება სულ არ იცის ამ დალოც-
ვილმა… თან ყურსაც არ გიგდებს, ვერც ვერაფერს ეტყვი!
- ძლიერი ტკივილი ჰქონდა? - იკითხა მისიზ ჰილქოუთმა თა-
ნაგრძნობითა და დიდი ინტერესით.
- უარესიც მინახავს. მაგისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ
ღმერთს. პატარა კნუტივით გამოაძევა… მაგრამ ძალიან ბევრი
სისხლი კი დაკარგა… ის ლეიბები უნდა დავწვათ, მაგათ აღარა-
ფერი ეშველება, ვერ გაიწმინდება.
- ღმერთო მომკალი!.. საწყალი!.. არა უშავს, შვილი კიდევ
ეყოლება, - დაამშვიდა რენი მისიზ ჰილქოუთმა. - ალბათ, ასე
ჯობდა, ავადმყოფი ბავშვის გაჩენას.
- არა მგონია... ყური მოვკარი, ექიმი ამბობდა, შვილი არაფ-
რით აღარ უნდა იყოლიოს, მუცელს გადაყვებაო… ამანაც კინა-
ღამ მოკლა და…
- ყველა ქალი არ უნდა თხოვდებოდეს, - აღნიშნა მისიზ ჰილ-
ქოუთმა. - შვილოსნობისთვის ყველა არ არის მზად. მაგ ამბავს
ჯანი და ღონე უნდა. აგერ, საცოდავ დედაჩემს ათი ვყავდით. ისე
გაგვაჩინა, თვალი არ დაუხამხამებია. მართალია, რამდენიმე
მოუკვდა მერე.
- დედაჩემს თერთმეტი შვილი ვყავდით… მე თუ მკითხავ, მაგან
ჩაიყვანა სამარეში.
საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რომ ეს რენის და მისიზ
ჰილქოუთის საცოდავი დედების მძიმე ცხოვრების აღწერის პრე-
ლუდია იყო, რასაც მერე სარეცხის თემა მოყვებოდა. ლორას ხე-
ლი მოვკიდე და ფეხაკრეფით ავიპარეთ ზედა სართულზე. დამ-
წუხრებულები ვიყავით, მაგრამ თან ინტერესი გვკლავდა: გვაინ-
ტერესებდა, დედას რა დაემართა, მაგრამ იმ კნუტის ნახვაც ძა-
ლიან გვინდოდა. დედას ოთახის წინ, ჰოლში დაყრილ გასის-
ხლიანებულ ზეწრებთან და ლეიბებთან ვიპოვეთ, პატარა მომი-
ნანქრებულ ჯამში, მაგრამ კნუტი არ იყო… რუხი ფერი ჰქონდა,
როგორც დიდი ხნის წინ მოხარშულ და დაძველებულ კარტო-
ფილს… თავიც ძალიან დიდი ჰქონდა… მთლად მოკრუნჩხულიყო
და თვალები ისე მაგრად მოეხუჭა, თითქოს მზე უჭყიტინებდა და
აწუხებდა.
- ეს რა არის? - იკითხა ლორამ. - კნუტი არ არის!..
მერე ჩაცუცქდა და იმ რაღაცას დაჟინებით დააცქერდა. - წამო,
ქვემოთ ჩავიდეთ, - ვუთხარი ლორას. ვიცოდი, რომ ექიმი ჯერ კი-
დევ ოთახში იყო და არ მინდოდა, ჰოლში გამოვეჭირეთ. ვხვდე-
ბოდი, რომ ის რაღაც არ უნდა გვენახა. განსაკუთრებით ლორას
არ უნდა ენახა, რადგანაც მანქანით გაჭყლეტილ ცხოველს ჰგავ-
და და ლორა აუცილებლად გადაირეოდა. ჰოდა, ამის გამო მერე
მე დავისჯებოდი.
- პატარა ბავშვია, - თქვა უცებ ლორამ. - მაგრამ დამთავრებუ-
ლი არ არის, - დასძინა საოცრად მშვიდი ხმით. - ეტყობა, დაბადე-
ბა არ მოუნდა.
საღამოს რენიმ დედასთან შეგვიყვანა. დედა საწოლში იწვა
და თავი ორ ბალიშზე ჰქონდა მისვენებული. საბნიდან ძალიან
გამხდარი ხელები მოუჩანდა. ჭაღარა თმაში სინათლე გას-
დიოდა, მარცხენა ხელის თითზე საქორწინო ბეჭედი უბზინავდა.
ხელებით ზეწარს იყო ჩაფრენილი. ტუჩები მჭიდროდ მოეკუმა და
სახეზე ისეთი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა, ოჯახისთვის
საჭირო საგნების სიის შედგენისას რომ უჩნდებოდა ხოლმე. თვა-
ლები დაეხუჭა და ჩვეულებრივზე ბევრად დიდი უჩანდა. მისი
სათვალე იქვე, საწოლის გვერდით, მაგიდაზე იდო, წყლით სავსე
ტოლჩასთან. სათვალის მრგვალი მინები ცარიელი, უსიცოცხლო
ნათებით ანათებდნენ.
- დედას სძინავს და არ მიეკაროთ, - გვიბრძანა რენიმ.
დედამ თვალები გაახილა. ტუჩები ოდნავ გააცმაცუნა და ერთი
მომუჭული ხელი გაშალა.
- შეგიძლიათ ჩაეხუტოთ, მაგრამ ნაზად, იცოდეთ!
მე რენის ნათქვამი შევისმინე, მაგრამ ლორამ დედას გაშმაგე-
ბით ჩაურგო თავი იღლიაში. ოთახში დედას სუნი იდგა: ლავან-
დისა და გახამებული თეთრეულის სურნელი… და კიდევ ჟანგის
თბილი სუნი, ოდნავ მომჟავოსთან არეული… დანესტიანებული
გამხმარი ფოთლების სუნს ჰგავდა.
დედა ხუთ დღეში მოკვდა. ციებ-ცხელებას ვერ გაუძლო, ძა-
ლიან დასუსტებული იყო და ძალა ვეღარ მოიკრიბაო, ამბობდა
რენი. მთელი ხუთი დღის განმავლობაში მოდიოდა ექიმი და სა-
ვარძელში მუდმივად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მოწყალების
დები. რენიც წინ და უკან დარბოდა კიბეზე ჯამებით, პირსახოცე-
ბითა და წვნიანის თეფშებით. მამაც მოუსვენრად მიმოდიოდა
სახლსა და ფაბრიკას შორის და სადილობისას მათხოვარივით
გამოყლაპული, დაღლილი, გაუბედურებული და იმედგაცრუებუ-
ლი ჯდებოდა სუფრასთან. ნეტა სად იყო მაშინ, ვერსად რომ ვერ
ვიპოვეთ? ამაზე არავინ ლაპარაკობდა. ლორა მთელი დღე ზედა
სართულის ჰოლში იჯდა, მოკუნტული. მეუბნებოდნენ, ახედე და
ეთამაშეო, მაგრამ არ უნდოდა. იჯდა მუხლებზე შემოჭდობილი
მკლავებით, მუხლებზე ნიკაპჩამოდებული, ძალიან ჩაფიქრებუ-
ლი და იდუმალი გამომეტყველებით. პირს ისე აცმაცუნებდა,
თითქოს კანფეტს წუწნიდა. კანფეტების ჭამა აკრძალული გვქონ-
და და როცა ვეუბნებოდი, აბა მაჩვენე, პირში რა გიდევს-მეთქი,
პირიდან თეთრ კენჭს გამომიჩენდა ხოლმე.
ბოლო დღეებში უფლებას მაძლევდნენ, დედა ყოველდღე მე-
ნახა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით. არ უნდა გამოვლაპარაკე-
ბოდი, რადგან (რენის თქმით) ბოდავდა. ეს კი იმას ნიშნავდა,
რომ სადღაც სხვაგან იყო უკვე. დღითიდღე ილეოდა. ყვრიმალე-
ბი ძალიან გამოეკვეთა, რძის სუნი უდიოდა, და კიდევ რაღაცის,
რაც დამპალი უმი ხორცის სუნს მაგონებდა.
ძალიან მწყინდა და ვბრაზობდი. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს დედა მღალატობდა, საკუთარ მოვალეობას გაურბოდა,
უარს ამბობდა ჩემზე. აზრად ერთხელაც არ მომსვლია, რომ
კვდებოდა. ადრე ამის გაფიქრება მაშინებდა, ახლა კი ისე მქონ-
და სული შეძრული, რომ ალბათ თავდაცვის მექანიზმი საერთო-
დაც მიკრძალავდა ასეთ რამეზე ფიქრს.
ბოლო დილა რომ გაუთენდა (ცხადია, არ ვიცოდი, რომ ეს მი-
სი ბოლო დილა იყო), დედა თითქოს საკუთარ თავს დაემსგავსა.
მართალია, ძალიან დალეული იყო, მაგრამ რაღაცნაირად შეიკ-
რა და განმტკიცდა. ისე შემომხედა, თითქოს მხედავდა. როგორი
მჭახე სინათლეაო, დაიჩურჩულა. ფარდებს ხომ ვერ ჩამოუშვე-
ბო. ფარდები ჩამოვუშვი და მის საწოლთან დავბრუნდი. ვიდექი
და იმ ცხვირსახოცს ვაწვალებდი, რენიმ რომ მომცა ყოველი შემ-
თხვევისათვის, ტირილი თუ მომინდებოდა. დედამ ხელი მომკი-
და. თვითონ ძალიან ცხელი და მშრალი ხელი ჰქონდა, თითები
გავარვარებულ მავთულებს მიუგავდა.
- კარგად უნდა მოიქცე და ლორას კარგი დობა უნდა გაუწიო…
ვიცი, რომ ახლაც ძალიან ცდილობ.
თავი დავუქნიე. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ვგრძნობდი, რომ სა-
შინელი უსამართლობის მსხვერპლი ვიყავი. ყველა მე რატომ
მთხოვდა, ლორას კარგი დობა გაუწიეო?! რატომ არ შეიძლებო-
და, პირიქით ყოფილიყო?! დედას, ალბათ, ლორა ჩემზე მეტად
უყვარდა.
შეიძლება, ვცდებოდი. შეიძლება, ორივე ერთნაირად ვუყვარ-
დით… ან ეგებ საერთოდ აღარავის სიყვარულის თავი აღარ ჰქონ-
და? იქნებ უკვე ამ ყველაფერზე მაღლა იდგა, ყინულივით ცივ
სტრატოსფეროში გადასული, სიყვარულის მიზიდულობის ველს
გარეთ მყოფი?.. მაგრამ ასეთი რამის წარმოდგენა არ შემეძლო.
ჩემთვის მისი სიყვარული ჩვენ მიმართ ისეთივე კონკრეტული
მოცემულობა იყო, ისეთივე რეალური და თვალსაჩინო, რო-
გორც, ვთქვათ, ნამცხვარი. საკითხავი მხოლოდ ის იყო, რომელ
ჩვენგანს ერგებოდა უფრო დიდი ნაჭერი.
(რა საოცარი რამაა ეს დედობა!.. ხან საფრთხობელა ხარ, ხა-
ნაც ცვილის ფიგურა, რომელსაც შვილები მწვალებლებივით ქინ-
ძისთავებს არჭობენ… აბურდული დიაგრამებია… შვილები დედას
მისი ცხოვრებით ცხოვრების უფლებას ართმევენ, მის ცხოვრებას
საკუთარ ცხოვრებას არგებენ - საკუთარ საჭიროებებს, საკუთარ
სურვილებს, საკუთარ ნაკლოვან მხარეებს… ახლა, როცა დედო-
ბა უკვე გამოცდილი მაქვს, ამას მშვენივრად ვხვდები).
დედამ თავისი ცისფერი თვალებით ფოკუსში მომაქცია… ალ-
ბათ ძალიან გაუჭირდა თვალების გახელა, ალბათ ძალიან შორი-
დან მხედავდა მბჟუტავი, მოვარდისფრო წერტილივით… ღმერ-
თო! ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა მოახმარა ყურადღების
ჩემზე კონცენტრირებას! მაგრამ მის სტოიციზმს, თუკი სიტყვა
სწორად შევარჩიე, მაშინ ვერ ვხედავდი და ვერ ვაფასებდი.
მინდოდა მეთქვა, ცდები-მეთქი, სულაც არ ვცდილობ, კარგი
და ვიყო-მეთქი. წინა კვირას დავინახე, რომ ლორას ერთ-ერთი
ჩემი საყვარელი კონვერტი აეღო (სამადლობელი წერილის ჩასა-
დები კონვერტი) და ენას უსვამდა. ვუთხარი, მაგ კონვერტების
წებოს ცხენის მოხარშული ლეშისგან ამზადებენ-მეთქი და რწყე-
ვით მოკვდა... ზოგჯერ ვემალები კიდეც - იმ იასამნის ბუჩქს ვაფა-
რებ თავს, ორანჟერეასთან რომ იზრდება და, ყურებში თითებჩა-
ცობილი, წიგნებს ვკითხულობ, სანამ ის საწყალი დარბის, მეძა-
ხის და მეძებს-მეთქი… მოკლედ, მინდოდა მეთქვა, კარგი დობის
გაწევით დიდად არ ვიწუხებ-მეთქი თავს.
მაგრამ ამის გამოსათქმელად სიტყვები არ მეყო, დედას ვერ
შევეკამათე. თანაც, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ მალე აზრს ვეღა-
რაფერზე შევაცვლევინებდი; მისი აზრი ჩემს შესახებ სამკერდე
ნიშანივით მომეწებებოდა სამუდამოდ და იმ სამკერდე ნიშანს
ვერც ვერასდროს მოვიხსნიდი და უკან ვერ მივაჩეჩებდი ხელში
(როგორც ეს დედასა და შვილს შორის ხდება ხოლმე, როცა შვი-
ლი იზრდება და დედა ჯერ კიდევ ცოცხალია).
შავი ბაფთები
დღეს ძალიან უღიმღამო დაისია. თანაც უფერული მზე გა-
საოცარი ზოზინით ჩადის. აღმოსავლეთით ელვა გაკრთება
ხოლმე ჩამოწოლილი ცის კიდეთან. ამას ქუხილი მოსდევს,
მოულოდნელად და უხეშად გაჯახუნებული კარის ხმასავით შე-
მაცბუნებელი. სახლი, მიუხედავად ახალი ვენტილატორისა, ღუ-
მელივითაა გახურებული. ლამპა გარეთ გამოვიტანე. ზოგჯერ,
მოსაღამოვებულზე, ლამპის შუქზე უკეთ ვხედავ, ვიდრე დღის სი-
ნათლეზე.
გასულ კვირას ერთი სტრიქონიც არ დამიწერია. რაღაც დამე-
მართა, წერაზე გული ავიყარე. ასეთი სევდიანი ამბები რატომ უნ-
და გავიხსენო და რატომ უნდა ვწერო-მეთქი, ვფიქრობდი. მაგ-
რამ ისე ვატყობ, წერის ჟინმა ისევ მომიარა. დაწერილ თაბახებს
ვუყურებ, წვალებით გამოყვანილ ასოებს, რომლებიც ფურცლებ-
ზე შავი ძაფის გრძელ ხვეულებად გაწელილა. ნაწერი უშნოა, მაგ-
რამ ადვილად იკითხება. ნეტა წერას რომ მოვრჩები, ხელს მოვა-
წერ, თუ არა? მთელი ცხოვრება თავს ვარიდებდი საკუთარი კვა-
ლის დატოვებას და ახლა რატომ ვფიქრობ ამაზე? აირისის სა-
ფირმო ნიშანი… თუ მოვაწერ, ალბათ შემოკლებული ვერსიით,
ქვაფენილზე ცარცით დაწერილი ინიციალებივით… ან იქნებ ჯო-
ბია, ჯვარი დავსვა - აი, ისეთი, პირატები რუკაზე რომ დასვამენ
ხოლმე ჩამარხული განძის ადგილმდებარეობის მოსანიშნად?
ნეტა ასე ძალიან რატომ ვესწრაფვით საკუთარი თავის უკ-
ვდავყოფას? ალბათ, სიცოცხლეშივე საკუთარი არსებობის ფაქ-
ტის დადასტურება გვწადია. იმ ძაღლებივით ვიქცევით, ხეებს
რომ მიაფსამენ ხოლმე. საკუთარ სურათებს ჩარჩოებში ვსვამთ,
დიპლომებს კედლებზე ვკიდებთ, დანა-ჩანგალს, კოვზებსა და
თეთრეულს მონოგრამებს ვუკეთებთ. ჩვენს სახელებს ხეებსა და
კედლებზეც კი ვჯღაბნით. ეტყობა, ეს სულ ერთი და იგივე იმპულ-
სია. ნეტა შედეგად რას მოველით? აპლოდისმენტებს? შურს? პა-
ტივისცემას? ან იქნებ უბრალოდ ვცდილობთ, რომ რამენაირად
ყურადღება მივიქციოთ?
ალბათ, სულ ცოტა, ჩვენი ოდესღაც არსებობის დამამტკიცე-
ბელი სამხილის დატოვება გვინდა. ალბათ ვერ ვეგუებით, რომ
ჩვენი ხმა ერთ მშვენიერ დღეს გამორთულ რადიოსავით მიწყდე-
ბა.
დედას დაკრძალვის მეორე დღეს მე და ლორა ბაღში გაგვის-
ტუმრეს. რენიმ გაგვისტუმრა. გვითხრა, ცოტა ფეხი უნდა გავშა-
ლო, თორემ საცაა, წავიქცევიო. თვალები ჩაწითლებული ჰქონ-
და და მივხვდი, რომ ნამტირალევი იყო. ჩუმად ტიროდა, თავის-
თვის, არავინ რომ არ შეეწუხებინა. ჰოდა, ეტყობა, ისევ უნდოდა
განმარტოება და ტირილი და ამიტომაც გაგვისტუმრა გარეთ.
ჩუმად ვისხდებით, არ შეგაწუხებთ-მეთქი, ვუთხარი. გარეთ
გასვლა არ მინდოდა. გარეთ მზიანი დარი იდგა, მზე თვალებში
მიჭყიტინებდა, თვალები კი მტკიოდა, დასიებული მქონდა და
მჭახე შუქი არ მსიამოვნებდა. მაგრამ რენი ვერ დავითანხმე. უნ-
და გახვიდეთ, ჰაერი უნდა ისუნთქოთო, დაიჟინა. ის არ უთქვამს,
გადით და ითამაშეთო; დედის დაკრძალვის მეორე დღეს ეს მე-
ტისმეტი იქნებოდა. უბრალოდ, გარეთ გადითო, ასე გვითხრა.
დაკრძალვის მერე ხალხი ავილიონში მოიწვიეს. ამ მიღებას
მთლად ქელეხი არ ეთქმოდა; ქელეხები მდინარე ჯოგსის გაღმა
ნაპირზე იმართებოდა და, როგორც წესი, შეზარხოშებული ადა-
მიანების თავაწყვეტილ ღრეობაში გადაიზრდებოდა ხოლმე.
ხალხი ბევრი მოვიდა: ფაბრიკის მუშები, მათი ცოლ-შვილი და,
ცხადია, ქალაქის რჩეული საზოგადოება - ბანკირები, სამღვდე-
ლოება, ვექილები და ექიმები. მთელი ქალაქი არ მოსულა, თუმ-
ცა არც ეგ იყო გამორიცხული. რენიმ დასახმარებლად მოწვეულ
მისიზ ჰილქოუთს უთხრა, ქრისტემ კი გაამრავლა პური და თევზი,
მაგრამ კაპიტანი ჩეიზი ქრისტე არ არის და ყველას ვერ დააპუ-
რებს… თუმცა, როგორც სჩვევია, ზუსტი ზღვარი ვერც ახლა და-
იცვა და იმის იმედითღა ვარ, რომ აქ თავშეყრილი ხალხი ერთმა-
ნეთს არ გადაჯეგავსო.
სტუმრები შენობაში შექუჩდნენ; ღირსების გრძნობითა და
მწუხრებით აღსავსენი, მაგრამ მაინც არაჯანსაღი ინტერესით
შეპყრობილნი. რენიმ კოვზები გულმოდგინედ გადაითვალა სუფ-
რაზე დაწყობამდე და მერეც, როცა სუფრა აალაგა. ამბობდა,
ძვირფასი კოვზები არ უნდა გამოგვეტანა, ზოგიერთები ყველა-
ფერს წაატანენ ხოლმე ხელს, რაც მილურსმული არ არისო… ეტ-
ყობა, მიცვალებულის სახლიდან სამახსოვრო სუვენირების წა-
ღება ვალდებულებად მიაჩნიათო. თანაც, რომ ვუყურე, როგორ
თქვლეფდნენ საჭმელს, მივხვდი, რომ მაგათთვის კოვზები კი
არა, ნიჩბები უნდა დამეწყოო.
მიუხედავად ამისა, საჭმელი მაინც დარჩა: ნახევარი ღორის
შაშხი, უამრავი ნამცხვარი და აზელილი ტორტები… ჰოდა, მე და
ლორამ დრო ვიხელთეთ და ჩუმად ვისმუსნებოდით საკუჭნაოში.
რენიმ იცოდა, რასაც ჩავდიოდით, მაგრამ თავი აღარ ჰქონდა,
რომ გავეჩერებინეთ - თავისებურად დაეცაცხანებინა, ვახშმის
წინ ტკბილეულს ნუ ჭამთო; ანდა, თუნდაც, თავისი საყვარელი
ფრაზები რომ ეთქვა: საკუჭნაოში ნუ დაძვრებით, თაგვებად გა-
დაიქცევით; ერთ ნამცხვარსაც შეჭამთ და მუცლები დაგისკდება-
თო. ასეთი გაფრთხილებები და ავის წინასწარმეტყველება ძალი-
ან ემარჯვებოდა. პირადად მე მისი ამგვარი გაფრთხილებები კი-
დევ უფრო შემაგულიანებდა ხოლმე.
მოკლედ, ამჯერად ნებაზე მიგვიშვეს და მეც უამრავი პატარა
ნამცხვარი, შაშხის ნაჭერი და ხილის ღვეზელი მივირთვი. ჯერ კი-
დევ შავი კაბები გვეცვა და ძალიან გვცხელოდა. რენიმ თმა ორ--
ორ ნაწნავად დაგვიწნა და თითოეულ ნაწნავზე, თავსა და ბოლო-
ში, შავი ბაფთები შეგვაბა. გახამებული ბაფთები ავის მომასწავე-
ბელი შავი პეპლებივით გვასხდნენ თავზე, თითოს ოთხ-ოთხი.
გარეთ მზე თვალებს მიბრმავებდა. არც ხასხასა მწვანე ფოთ-
ლების დანახვა მსიამოვნებდა და არც წითელ-ყვითელი ყვავი-
ლების ყურება. პირიქით, ეს ჭყეტელა, ერთმანეთში არეული ფე-
რები თითქოს ჩემს უფლებებს არღვევდნენ, თავხედობდნენ, მე-
ტიჩრობდნენ და ძალიან მაღიზიანებდნენ. ისიც კი ვიფიქრე, თა-
ვები ხომ არ დავაყრევინო ან ხომ არ გადავჯეგო-მეთქი. ერ-
თიანად გამოფიტული ვიყავი, თანაც სიცხით გათანგული და ძა-
ლიან გულმოსული. ეტყობა, ამდენი ტკბილის ჭამამ მაწყინა.
ლორას უნდოდა, სფინქსებზე ავმხედრებულიყავით, მაგრამ
უარი ვუთხარი. მაშინ აუზთან წავიდეთ და ოქროს თევზებს ვუყუ-
როთო. ამაზე დიდი პროტესტი აღარ გამომითქვამს. მდელოზე
დაკუნტრუშებდა, მსუბუქად და ლაღად; იფიქრებდი, ქვეყნად
არაფერი ანაღვლებსო. დედას რომ ასაფლავებდნენ, მაშინაც
ასეთ განწყობაზე ბრძანდებოდა; თითქოს უკვირდა კიდეც, სხვე-
ბი რას განიცდიანო. ყველაზე მწარე კი ის იყო, რომ ამის გამო
ყველას ლორა უფრო ეცოდებოდა, ვიდრე მე.
საწყალი, უცოდველი კრავი! ისეთი პატარაა, რომ ვერც კი
ხვდება, რა უბედურება დაატყდა თავს…
- დედა ახლა ცაშია, ღმერთთან, - ამბობდა ლორა. მართალია,
ეს ოფიციალური ვერსია იყო, ყველა იმ ლოცვა-ვედრების შედე-
გი, რომელსაც მუდმივად ისმენდა, მაგრამ ლორას გულწრფე-
ლად შეეძლო ყველაფრის დაჯერება. ისე კი არა, სანახევროდ,
როგორც სხვებს, არამედ ბოლომდე. მისი ასეთი გულუბრყვი-
ლობა ძალიან მაღიზიანებდა და სულ მინდოდა, ერთი მაგრად შე-
მეჯანჯღარებინა.
აუზის კიდეზე ვისხედით. მზის შუქზე დუმფარები ისე ბრწყინავ-
და, მწვანე რეზინისაგან გაკეთებული გეგონებოდათ. ლორას გა-
მოფხიზლება და გონზე მოყვანა განვიზრახე. ქვის ნიმფასთან ჩა-
ხუტებული იჯდა, ფეხებს იქნევდა, თითებს წყალში ყოფდა და თა-
ვისთვის ღიღინებდა რაღაცას.
- ნუ ღიღინებ! დედა მოკვდა!
- არაფერიც! ცაშია, პატარა ბავშვთან ერთად, - მიპასუხა ერ-
თგვარი კმაყოფილებით.
ავდექი და ხელი ვკარი. წყალში არ ჩამიგდია, ამდენი ჭკუა მე-
ყო, მაგრამ ბალახზე გადავაგორე. რბილად დაეცა, არაფერი
სტკენია. ზურგზე დაეცა, მერე გადმობრუნდა და ისეთი გაოცებუ-
ლი თვალებით შემომხედა, თითქოს ვერ დაეჯერებინა, რომ ასე-
თი რამ ჩავიდინე. ტუჩები ისე მოამრგვალა, როგორც დაბადების
დღის ტორტზე სანთლების ჩასაქრობად გამზადებულმა ბავშვმა,
და მერე უცებ ატირდა (უნდა გამოვტყდე, რომ გულში ძალიანაც
გამიხარდა. მინდოდა, ისიც დატანჯულიყო. ყელში ამომივიდა,
მის თავქარიანობას ასაკით რომ ამართლებდნენ - პატარაა და
ვერაფერს ხვდებაო).
ლორა წამოხტა და სამზარეულოსაკენ მოჰკურცხლა. თან ისე
ჭყვიტინებდა, გეგონებოდა, დანა გაუყარესო. გავეკიდე. ვიფიქ-
რე, ჯობია, მეც იქ ვიყო, როცა ვინმე უფროსს გადაეყრება და
დამაბეზღებს-მეთქი. ძალიან უცნაურად გარბოდა - აცაბაცა, ხე-
ლების უხეიროდ ქნევით, წივილ-კივილითა და ბორძიკით. მერე
რაღაცას წამოედო და წაიქცა. ამჯერად მართლაც ცუდად წაიქცა,
ხელი გადაიტყავა. სისხლი რომ დავუნახე, გულზე მომეშვა: ეს
მცირეოდენი სისხლი ჩემს დანაშაულს დაფარავდა.
გაზიანი წყალი

დედას სიკვდილიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე (ახლა


ზუსტად არ მახსოვს, როდის), მამამ მითხრა, ქალაქში უნდა წა-
გიყვანოო. არც მე და არც ლორას დიდად არასდროს გვაქცევდა
ყურადღებას. თავიდან დედას მიგვანდო, მერე - რენის. ჰოდა,
მისმა წინადადებამ ძალიან გამაკვირვა.
ლორა არ წამოუყვანია. მისთვის არც კი შეუთავაზებია.
მოსალოდნელი ექსკურსიის ამბავი საუზმობისას გვამცნო.
დედას სიკვდილის შემდეგ დაჟინებით მოითხოვა, რომ მე და
ლორას მასთან ერთად გვესაუზმა და არა რენისთან, სამზა-
რეულოში. დიდი მაგიდის ერთ თავში ჩვენ ვსხდებოდით, მეორე-
ში - მამა. იშვიათად თუ გვეტყოდა ხოლმე რამეს, ძირითადად გა-
ზეთების კითხვით იყო დაკავებული, ჩვენ კი მისი დიდი რიდი
გვქონდა და გამბედაობა არ გვყოფნიდა, საუბარი წამოგვეწყო
(მამას ვაღმერთებდით. საერთოდ, მამა ის ადამიანი იყო, რომე-
ლიც ან უნდა გაგეღმერთებინა, ან შეგეძულებინა; შუალედურ
ემოციას ვერაფრით გამოიწვევდა).
ვიტრაჟით აჭრელებული მზის სხივები მამას სახეს უფერადებ-
და. დღესაც მახსოვს მისი კობალტისფერი კისერი და ბაცი მოც-
ხრისფერი თითები. მე და ლორასაც შეგვეძლო იმავე ფერებით
თამაში. ფაფიან თეფშებს ხან ოდნავ მარჯვნივ გავწევდით, ხან
ოდნავ მარცხნივ, და ჩვენი უღიმღამო შვრიის ფაფა ხან მწვანედ
იფერებოდა, ხან ლურჯად და ხანაც იასამნისფრად ან წითლად.
ჰოდა, წარმოვიდგენდით ხოლმე, რომ ჯადოსნურ საჭმელს ვჭამ-
დით - ხან მოწამლულს და ხანაც შელოცვილს - ჩემი ფანტაზიისა
და ლორას განწყობის მიხედვით. საუზმობისას ერთმანეთსაც
ვეჭყანებოდით, მაგრამ ძალიან ჩუმად, ისე, რომ მამას არაფერი
შეენიშნა. აბა, რა გვექნა? თავი რაღაცით ხომ უნდა შეგვექცია?
იმ განსაკუთრებულ დღეს მამა ფაბრიკიდან ადრე დაბრუნდა
და ქალაქში ფეხით გავიარეთ. ბევრი სასიარულო არ გვქონია,
მაშინ ქალაქში ჯერ კიდევ ძალიან ახლოს იყო ყველაფერი. მამას
მანქანით სიარულს ფეხით გავლა ერჩივნა. ვფიქრობ, ეს გაფუჭე-
ბული ფეხის ბრალი იყო; სულ იმას ამტკიცებდა, სიარული მეც შე-
მიძლიაო. ფეხით სიარული და ხეტიალი, ყველაფრის მიუხედა-
ვად, ძალიან უყვარდა. ჰოდა, წავხეტიალდით. მე წინ გავრბოდი,
ხტუნვა-ხტუნვით; ვცდილობდი, მამას კოჭლობისათვის ფეხი რო-
გორმე ამეწყო.
- ბეტისთან მივდივართ, - მითხრა მამამ. - იქ გაზიან წყალს და-
გალევინებ.
ასეთი რამ უწინ არასდროს მომხდარა. ბეტის სასაუზმე ქალა-
ქის მდაბიოებისათვისაა, შენ და ლორას იქ არაფერი გესაქმება-
თო, გვიმტკიცებდა რენი. თქვენ სხვა დონეს ხართ მიჩვეულები.
თანაც, გაზიანი წყალი ნამდვილი საწამლავია, კბილებს გაგი-
ნადგურებთო. ჰოდა, ამ ორი აკრძალული ხილის ერთბაშად შე-
მოთავაზებამ, ცოტა არ იყოს, შემაშინა.
პორტ ტიკონდეროგას მთავარ ქუჩაზე მდებარე ხუთი ეკლესია
და ოთხი ბანკი ქვით იყო ნაგები და ძალიან მყარი შენობების
შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს შენობები იმდენად ჰგავდა ერთმა-
ნეთს, რომ ერთმანეთისაგან წარწერებით თუ გაარჩევდით. თუმ-
ცა, ბანკებს სამრეკლოები არ ამშვენებდა. ბეტის სასაუზმე ერთ--
ერთი ბანკის მეზობლად მდებარეობდა. შესასვლელთან მწვანე
და თეთრზოლებიანი საჩრდილობელი დაეკიდებინათ, ვიტრინა-
ში კი ქათმის ღვეზლის დიდი რეკლამა იყო გამოფენილი. იმ სუ-
რათზე ღვეზელი თოთო ბავშვის ჩაჩს უფრო წააგავდა, არ-
შიებიანი კიდეებით. სასაუზმის ინტერიერი მიმქრალი ყვითელი
შუქით იყო განათებული და მთელ შენობაში ვანილის, ყავისა და
მდნარი ყველის სუნი ტრიალებდა. ჭერი დაშტამპული თუნუქისა
ჰქონდა. ჭერიდან რამდენიმე წამახულფრთებიანი, თვითმფრი-
ნავის პროპელერის მსგავსი ვენტილატორი ეშვებოდა. მაგიდებ-
თან ვიღაც ქალები ისხდნენ. მამამ იმ ქალებს თავი დაუკრა და მა-
თაც სალმით უპასუხეს.
სასაუზმის ერთი კედლის გასწვრივ ხის პატარა კაბინები ჩაემ-
წკრივებინათ. მამამ ერთ-ერთ მათგანში შემიყვანა და მკითხა,
როგორი წყალი გინდაო. მასთან ერთად საჯარო თავშეყრის ად-
გილებში ყოფნას მიუჩვეველი ვიყავი და ცოტა დავიმორცხვე. თა-
ნაც, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი გაზიანი წყლები იყიდე-
ბოდა. ჰოდა, მამამ თავად მიიღო გადაწყვეტილება და ჩემთვის
მარწყვის წვენი შეუკვეთა, თავისთვის კი - ყავა.
ოფიციანტ ქალს შავი კაბა ეცვა და თეთრი ქუდი ეხურა. წარ-
ბები ძაფებივით დაეწვრილებინა, ტუჩებზე კი ისეთი ღაჟღაჟა პო-
მადა წაეთხიპნა, გეგონებოდა, პირი წითელი მურაბით მოუთ-
ხვრიაო. მამას კაპიტან ჩეიზს ეძახდა, მამა კი სახელით, აგნესით,
მიმართავდა. ამის გაგონებამ და კიდევ იმის დანახვამ, რა
მოურიდებლად ეყრდნობოდა მამა იდაყვით მაგიდას, მიმახვედ-
რა, რომ ამ ადგილს კარგად იცნობდა.
აგნესმა იკითხა, ეს თქვენი ქალიშვილი ხომ არ არისო და დას-
ძინა, რა საყვარელი გოგონააო, თუმცა აშკარად არ მოვეწონე.
მამას ყავა მაშინვე მოუცუნცულა, ქუსლების ხაზგასმით ენერ-
გიული ბაკაბუკით, და ფინჯანი მაგიდაზე რომ დადგა, ხელზეც
შეეხო (დავინახე, მაგრამ ამ შეხების არსი მაშინ ვერ ავხსენი). მე-
რე ჩემი გაზიანი წყალიც მოიტანა, კონუსის ფორმის ჭიქით, რო-
მელიც მასხარას ამობრუნებულ ჩაჩს წააგავდა, და შიგ ორი საწ-
რუპავი ჩხირიც ჩამიგდო. გაზის ბუშტები ნესტოებში შემიძვრა და
თვალები ამიცრემლა.
მამამ ფინჯანში ერთი კვნიტი შაქარი ჩაიგდო, ყავას მოურია
და კოვზი ფინჯნის კიდეზე დაბერტყა. ყურადღებით ვაკვირდებო-
დი და უცებ მომეჩვენა, რომ ძალიან სხვანაირია. ასეთ მამაჩემს
საერთოდ არ ვიცნობდი - ნაკლებად მკაცრს, ნაკლებად სოლი-
დურსა და საკმაოდ გალაღებულს. ახლოდან მამა იშვიათად მე-
ნახა. გაკრეჭილი თმა უკან გულდაგულ გადაევარცხნა; ჯანსაღი
თვალი ძალიან ლურჯი ჰქონდა; ნაიარევ, მაგრამ მაინც ლამაზ
სახეს ისეთივე განყენებული იერი მიეღო, როგორც დილაობით,
საუზმობისას, რაღაც სიმღერას თუ აფეთქების ხმას რომ აყურა-
დებდა ხოლმე. ულვაშები უფრო გაჭაღარავებული ჰქონდა, ვიდ-
რე მეგონა (იმწამს პირველად მომეჩვენა უცნაურად ის, რომ მა-
მაკაცებს, ქალებისაგან განსხვავებით, სახეზე წვერ-ულვაში ეზ-
რდებათ). მისი ჩვეულებრივი ტანსაცმელიც კი უჩვეულოდ გა-
მოიყურებოდა სასაუზმის მქრქალი, ვანილის სუნით გაჟღენთი-
ლი განათების ფონზე - თითქოს სხვისი ტანსაცმელი ეცვა,
დროებით ნათხოვარი. აშკარად დიდი ჰქონდა. ბოლო დროს მა-
მა ცოტათი გახდა, სამაგიეროდ, ახლა უფრო მაღალი ჩანდა.
გამიღიმა და მკითხა, სასმელი თუ მოგწონსო. მერე კარგა
ხანს აღარაფერი უთქვამს. ბოლოს ვერცხლის პორტსიგარიდან
სიგარეტი ამოიღო, გააბოლა და მითხრა:
- თუ რამე მოხდა, უნდა დამპირდე, რომ ლორას მიხედავ.
თავი ისე დავუქნიე, თითქოს საზეიმო ფიცს ვდებდი. მაინც, რა
უნდა მომხდარიყო? ეს „რამე“ რას გულისხმობდა? ცოტა დავიბე-
ნი და გულმა რეჩხი მიყო. იქნებ სადმე გამგზავრებას აპირებს--
მეთქი, ვიფიქრე, ალბათ ცხრა მთას იქით… მისი მონაყოლი
ომისდროინდელი ამბები ჯერ კიდევ ცხადლივ მახსოვდა... მაგ-
რამ მამას მეტი აღარაფერი უთქვამს.
- მაშ, თუ შევთანხმდით, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, -
მითხრა მამამ და მეც სასწრაფოდ გავუწოდე ხელი. მამაჩემის ხე-
ლი მშრალი და ხმელი მეჩვენა, ჩემოდნის ტყავის სახელურივით.
მისი გამჭრიახი ლურჯი თვალი ისე ყურადღებით მაკვირდებოდა,
თითქოს უნდოდა, დარწმუნებულიყო, შეიძლებოდა თუ არა ჩემი
ნდობა. თავი ავწიე და მხრებში გავსწორდი. ძალიან მინდოდა მა-
მას კეთილგანწყობისა და ნდობის დამსახურება.
- ხუთცენტიანით რისი ყიდვა შეიძლება? - მოულოდნელად
მკითხა მამამ და საბოლოოდ დამაბნია. ამ კითხვაზე პასუხი არ
მქონდა. მე და ლორას სახარჯო ფულს არასდროს გვაძლევდნენ;
რენი ფიქრობდა, რომ თუ ფულის ფლანგვას მივეჩვეოდით, დო-
ლარის ყადრი არასდროს გვეცოდინებოდა.
მამამ ჯიბიდან ტყავისყდიანი უბის წიგნაკი ამოიღო და ფურცე-
ლი ამოხია. მერე ღილებზე წამოიწყო საუბარი. მითხრა, არასო-
დეს არის ადრე ეკონომიკის საფუძვლების დაუფლებაო… წამო-
იზრდები და ეგ ცოდნა აუცილებლად გამოგადგებაო.
- ვთქვათ, ორი ღილით იწყებ. შენი გასავალი რა იქნება? ის,
რაც ამ ორი ღილის დამზადება დაგიჯდება; შემოსავალი კი ის, რა
ფასადაც ამ ღილებს გაყიდი. რაც შეეხება მოგებას, ეს ის სხვაობა
იქნება, რომელსაც ამ ღილების თვითღირებულებაზე უფრო ძვი-
რად გაყიდვა მოგცემს. მოგების ნაწილი შენთვის უნდა შეინახო,
დარჩენილი ნაწილით კი ოთხი ღილი უნდა დაამზადო. მერე ისი-
ნიც უნდა გაყიდო და რვა ღილის დამზადება მოახერხო… აი, უყუ-
რე!
მამამ ამოხეულ ფურცელზე პატარა სქემა დამიხაზა: ორი ღი-
ლი, მერე - ოთხი, მერე - რვა. ღილები საოცარი სისწრაფით მრავ-
ლდებოდა სქემის მარცხენა სვეტში, ხოლო მარჯვენაში - მოგებუ-
ლი ფული. ლობიოს ჩურჩვას ჰგავდა - ლობიოს მარცვლები ერთ
ჯამში, ჩენჩო კი - მეორეში. მამამ მკითხა, ხომ გესმის, რასაც გე-
უბნებიო. ყურადღებით დავაკვირდი; მინდოდა გამეგო, სერიოზუ-
ლად მელაპარაკებოდა თუ მეხუმრებოდა. ხშირად მომისმენია,
უგონოდ მთვრალი ღილების ქარხანას მახეს, ჭაობს, ნავსს ან
გაუმაძღარ ალბატროსს რომ უწოდებდა ხოლმე, მაგრამ ახლა
სრულიად ფხიზელი იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს კი არ
მიხსნიდა, არამედ მებოდიშებოდა. იმ პასუხის გარდა, რომელიც
მის კითხვაზე უნდა გამეცა, რაღაც სხვა პასუხის მოსმენაც უნდო-
და ჩემგან; თითქოს უნდოდა, რაღაც მძიმე დანაშაული მეპა-
ტიებინა მისთვის; პირადად ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაული…
მაგრამ ჩემთვის, თითქოს, არაფერი დაეშავებინა… ყოველ შემ-
თხვევაში, მე ვერაფერს ვიხსენებდი.
ძალიან დავიბენი. არ ვიცოდი, მამა რას მოითხოვდა ჩემგან,
მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ის რაღაც აშკარად აღემატებოდა
ჩემს ძალებს. ეს ის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მამაკაცი
იმაზე მეტს მთხოვდა, ვიდრე მიცემა შემეძლო… პირველი კი იყო,
მაგრამ უკანასკნელი არ აღმოჩნდა.
- დიახ, - ვუპასუხე მამას.
გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ერთ-ერთ იმ მტან-
ჯველ და საშინელ დილას, დედამ უცნაური რამ მითხრა, მაგრამ
მაშინ მისი სიტყვებისათვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია…
თითქოს გამაფრთხილა, იცოდე, მიუხედავად ყველაფრისა, მა-
მას ძალიან უყვარხარო.
დედას არ სჩვეოდა გრძნობებზე საუბარი, მით უფრო სიყვა-
რულზე, საკუთარი იქნებოდა თუ სხვისი. სიტყვა „სიყვარულს“
მხოლოდ ღმერთთან მიმართებით იყენებდა ხოლმე. მაგრამ
მშობლებს რომ შვილები უყვართ, ეს ისედაც ვიცოდი, ჰოდა, ვი-
ფიქრე, ალბათ იმას გულისხმობს, რომ მამას სიყვარულის გამო-
ხატვა არ ეხერხება, მაგრამ მისი შვილი ვარ და, ნებისმიერი სხვა
მამის მსგავსად, ცხადია, ვუყვარვარ-მეთქი.
ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ დედის სიტყვები უფრო
ღრმა აზრის მატარებელი იყო, ვიდრე მეგონა; თითქოს მაფ-
რთხილებდა და მეუბნებოდა, მძიმე ტვირთის ზიდვა მოგიწევსო.
მიუხედავად ყველაფრისა, თუ ამ ტვირთს კარგად გავქექავდი,
იქნებ სანუკვარი განძივით ღრმად ჩამარხული მამის სიყვარუ-
ლიც აღმომეჩინა… ეს სიყვარული მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა
ჩემთვის; ისეთივე მძიმე, როგორც კისერზე ჯაჭვით გამობმული
ლოდი.
IV

ბრმა მკვლელი: კაფე

შუადღიდან მოყოლებული, განუწყვეტლივ ცრის. ხეები და სა-


მანქანო გზები ნისლში გახვეულა. ქალი იმ ვიტრინასთან ჩერდე-
ბა, რომელსაც თეთრი, მწვანე არშიაშემოვლებული ყავის ჭიქა
ახატია. ჭიქიდან ორთქლის სამი ენა ისე უხეიროდ ამოდის, თით-
ქოს ვიტრინის სველ მინას ვიღაცამ სამი მოკაკვული თითი ჩამო-
უსვაო. კარს ოქროსფერი ასოებით გამოყვანილი გაცრეცილი
წარწერა - kafé - ამშვენებს. ქალი კარს აღებს, კაფეში შედის და
ქოლგას ბერტყავს. ქოლგა კრემისფერია და კარგად ეხამება მის
კრემისფერ, ძვირფასი პოპლინის ნაჭრის ლაბადას. ქალი კა-
პიუშონს თავიდან იხდის და მხრებზე გადაიგდებს.
კაცი ბოლო კაბინაში ზის, სამზარეულოში გამავალი ტურნიკე-
ტის გვერდით, როგორც შეთანხმდნენ. კედლები კვამლისგან
ჩაყვითლებულა. სახელდახელოდ აგებული კაბინები უხარისხო
ყავისფერი საღებავითაა შეღებილი და თითოეულში პალტოს თი-
თო, სამკაპა საკიდია კედელში ჩახრახნილი. კაბინებში კაცები
სხედან; მხოლოდ და მხოლოდ კაცები. უფორმო, ნახმარი ზეწა-
რივით დაჭმუჭნილი ჯვალოს პიჯაკები აცვიათ; ჰალსტუხები არ
უკეთიათ; თმა ყველას ულაზათოდ აქვს გაკრეჭილი და ფეხები
ისე გაუჩაჩხავთ, თითქოს ფიცრულ იატაკში ჩაზრდიათო. ხელები
გაურანდავ ხის კუნძებს მიუგავთ. ეს ხელები კიდეც გარჩენენ და,
თუ დასჭირდათ, ძვალ-რბილსაც გაგიერთიანებენ, მაგრამ ორი-
ვე შემთხვევაში ერთნაირად უხეშები დარჩებიან, როგორც მარ-
ტივი და ბლაგვი შრომის იარაღები. კაფეში დამპალი ფიცრისა და
იატაკზე დაღვრილი ძმრის მძიმე სუნი დგას… კიდევ აშმორებული
შალის შარვლების, დამპალი ხორცის, კვირაში ერთხელ დაბანი-
ლი ნაჯაფი სხეულების, ხელმომჭირნეობის, ფულში მოტყუების,
აღშფოთებისა და მძაფრი პროტესტის სუნი... ქალმა იცის, რომ
არ უნდა დაეტყოს, ეს მძიმე სუნი რომ ეცა და არ ესიამოვნა.
კაცი ხელს უქნევს, თავისკენ უხმობს. ქალი მისკენ მიიჩქარის,
ქუსლების ბაკაბუკით, და სხვა კაცები ეჭვითა და ამრეზით უყურე-
ბენ. ქალი მაგიდასთან ჯდება, კაცის პირდაპირ, და შვებით იღი-
მება… ის აქ არის, ჯერ კიდევ აქ არის!
- გადამრევ! ბარემ სიასამურის ქურქით მოსულიყავი! - ეუბნე-
ბა კაცი.
- ახლა რაღა დავაშავე? რა არ მოგწონს?
- ეგ ლაბადა.
- რას უწუნებ? ჩვეულებრივი ლაბადაა, - ამბობს ოდნავ შემცბა-
რი და დაეჭვებული ქალი.
- კარგი, რა! გაიხედ-გამოიხედე და მერე შენს თავს დააკვირ-
დი… მეტისმეტად სუფთა ხარ.
- შენს გულს ვერასდროს მოვიგებ, შენთან სულ დამნაშავე
ვიქნები, არა?
- მოიგებ, და მშვენივრად იცი, როგორც… მაგრამ ტვინის გან-
ძრევა გეზარება.
- რატომ არ გამაფრთხილე? ხომ იცოდი, რომ ასეთ ადგილებ-
ში არ დავდივარ? აქ არასოდეს შემოვსულვარ და საიდან უნდა
მცოდნოდა? თანაც, როგორ გგონია, დამლაგებელივით ჩაცმუ-
ლი შინიდან როგორ უნდა გამოვიდე? ამას რატომ არ ითვალის-
წინებ?
- შეგეძლო, თავსაფარი მაინც წაგეკრა. თმას დაიმალავდი.
- ახლა ჩემს თმას გადასწვდი? ჩემს თმას რაღას ერჩი?
- მეტისმეტად ქერაა, ძალიან გამოგარჩევს, თეთრი თაგვივით
ხარ. თეთრი თაგვები გალიაში უნდა დაამწყვდიო. კარი თუ გაუღე
და გაუშვი, ეგრევე დაიღუპებიან, ბუნებაში ცხოვრებას ვერ გაუძ-
ლებენ, მეტისმეტად თვალში საცემები არიან.
- პირდაპირ გამაოცე, ისეთი კეთილი და თავაზიანი ბრძანდე-
ბი!
- თავაზიანობა და სიკეთე მაღიზიანებს. ის ხალხიც მაღი-
ზიანებს, თავაზიანობით და კეთილი გულით რომ მოაქვთ თავი.
ტრაწიანების იაფფასიანი თავაზიანობა და გულგრილი სიკეთე!..
ფუ, რა ფარისევლობაა, გული მერევა!
- მე რომ კეთილი ვარ? ყოველ შემთხვევაში, შენ ძალიან თა-
ვაზიანად და კეთილად გექცევი, - ეუბნება ქალი და გაღიმებას
ცდილობს.
- მხოლოდ ეგრე რომ მექცეოდე, მაგ შენი ნელთბილი სიკე-
თით და წყალწყალა თავაზიანობით, დიდი ხნის გაქცეული ვიქნე-
ბოდი; ღამის მატარებელს მოვახტებოდი და ჰაიდა! ჩემს გზას და-
ვადგებოდი... შესაწირების ყუთი კი არა ვარ, პატარ-პატარა წყა-
ლობებს და ხურდებს პირდაფჩენილი რომ ველოდებოდე.
კაცი აშკარად უჟმურ გუნებაზეა. ქალს წარმოდგენა არა აქვს,
რატომ. ერთი კვირაა, არ უნახავს… იქნებ უამინდობის და წვიმის
ბრალია?
- იქნებ თავაზიანი და კეთილი კი არა, ეგოისტი ვარ? ყოველ
შემთხვევაში, შენ მიმართ, ალბათ, საშინლად ეგოისტურად ვიქ-
ცევი...
- ეგ უფრო მომწონს. მირჩევნია, ეგოისტი და მესაკუთრე იყო.
კაცი სიგარეტს აქრობს და იქვე მეორეს იღებს, მაგრამ არ უკი-
დებს, უყურებს და ფიქრობს. თუთუნს არ ახვევს, ისევ ცნობილი
ბრენდების სიგარეტებს ეწევა, რაც მისი ჯიბისთვის საკმაოდ დი-
დი დარტყმაა. ცოტაოდენი მომჭირნეობა ნამდვილად არ აწყენ-
და. ქალს ერთი სული აქვს, ჰკითხოს, ფული ხომ არ შემოგაკ-
ლდაო, მაგრამ ვერ ეკითხება.
- არ მომწონს, მანდ რომ ზიხარ. ძალიან შორსა ხარ, - ეუბნება
კაცი.
- ვიცი. მაგრამ რა ვქნა? სხვაგან ვერ წავალთ, წვიმს.
- რამე ბინა უნდა დავითრიო, თოვლს თავი რომ შევაფაროთ
ხოლმე.
- ჯერ რომ არ თოვს?
- მალე მოთოვს… და ჩრდილოეთის სუსხიანი ქარიც დაუბე-
რავს.
- დაუბერავს და თოვლიც მოვა. ყველა შინ იჯდება… ნეტა სა-
ცოდავ ქურდებს მაშინ რაღა ეშველებათ?
კაცს სახე ოდნავ ეღმიჭება; ასე ვთქვათ, გაღიმების ნიშნად.
- ღამეს სად ათევ? - ეკითხება ქალი.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფრის ცოდნა არ არის
საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს თუ მოგადგებიან და კითხვებს და-
გისვამენ, ტყუილის თქმა არ დაგჭირდება.
- გგონია, ტყუილის თქმა გამიჭირდება? - ნაღვლიანად ეღიმე-
ბა ქალს.
- ახალბედებს, ალბათ, ადვილად გააცურებ, მაგრამ გამოც-
დილ პროფესიონალებს - ვერა; პაკეტივით გაგხსნიან.
- ისევ გეძებენ? არ შეგეშვნენ?
- ჩემი ინფორმაციით - არა.
- ღმერთო, რა საშინელებაა, ნამდვილი კოშმარია!.. მაგრამ
ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ. ხომ ვართ ბედნიერები?
- ბედნიერებას რას ეძახი? - ამბობს კაცი. კვლავ უჟმურ გუნე-
ბაზე დგება.
- ყოველ შემთხვევაში, ორივე აქ ვართ და...
ოფიციანტი მათ კაბინასთან ჩერდება. პერანგის სახელოები
აკაპიწებული აქვს, კოჭებამდე წინსაფარი კი - ძინძგლიანი; ქა-
ჩალ თავზე შერჩენილი თმა კეფიდან წამოუღია და გაპოხილ
სალტესავით შემოუხვევია მელოტ შუბლზე; ხელის თითები ჩლი-
ქებს მიუგავს.
- ყავა?
- დიახ, თუ შეიძლება, - უპასუხებს ქალი. - შავი ყავა მომიტა-
ნეთ, უშაქრო.
ქალი ოფიციანტის წასვლას ელოდება და მერე ისევ იკითხავს:
- საშიში ხომ არ არის?
- რა? აქაური ყავა? გეშინია, დაინფიცირებული არ იყოს? ნუ
გეშინია, არ იქნება; ასჯერ მაინც არის გადადუღებული - კაცი
დამცინავად ელაპარაკება, მაგრამ ქალი ცდილობს, არ შეიმჩნი-
ოს.
- ეს კაფე ვიგულისხმე.
- ჩემი მეგობრის მეგობრისაა. თანაც სულ კარს ვუყურებ; თუ
რამე, ეგრევე უკანა კარიდან დავითესები, ხეივანში გადის.
- კი, მაგრამ… შენ ხომ უდანაშაულო ხარ? ხომ არაფერი ჩაგი-
დენია?
- ეგ უკვე გითხარი. თუმცა შეიძლებოდა, დამნაშავეც აღმოვ-
ჩენილიყავი, იქ ვიყავი და... მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა
აქვს… მთავარი ისაა, რომ ჩემი ხელში ჩაგდება უნდათ: ერთი სუ-
ლი აქვთ, კედელთან მიმიმწყვდიონ, მეც და ჩემი იდეებიც.
- აქედან უნდა წახვიდე, - ამბობს სასოწარკვეთილი ქალი, რო-
მელიც სიტყვა ჩაკონებაზე ფიქრობს ახლა. ღმერთო, რა ძველ-
მოდური სიტყვაა, მაგრამ მაინც ზუსტად აღნიშნავს იმას, რასაც
სიამოვნებით იზამდა - ჩაეკონებოდა.
- ჯერ არა. ჯერჯერობით ვერ წავალ. მატარებელში ვერ ჩავ-
ჯდები, საზღვარზე ვერ გადავალ. მითხრეს, სწორედ ეგეთ ადგი-
ლებში არიან ჩასაფრებულებიო.
- შენი დარდი მაქვს, საშინელი დარდი… სულ შენზე ვფიქრობ.
- ნუ დარდობ, საყვარელო, თორემ გახდები, ეგ მშვენიერი ძუ-
ძუები და ტრაკი ჩამოგაჭკნება და ზედაც აღარავინ შეგაფურ-
თხებს.
ქალი ლოყაზე იკიდებს ხელს; თითქოს ეს-ესაა, სილა გააწნეს
და ლოყა უხურსო.
- ვერ ვიტან, როცა ასე მელაპარაკები!
- ვიცი. გოგონები, რომლებსაც შენნაირი ლაბადები აცვიათ,
ასეთ ლაპარაკს ვერ იტანენ.
პორტ ტიკონდეროგა, ჰერალდ ენდ ბანერი,
16 მარტი, 1933
ჩეიზი სოციალური დახმარების ფონდს მატერიალურ
მხარდაჭერას უცხადებს

მთავარი რედაქტორი ელვუდ რ. მიურეი

გუშინ შპს „ჩეიზის საწარმოების“ პრეზიდენტმა, კაპიტანმა


ნორვალ ჩეიზმა, კიდევ ერთი, ჩვენი ქალაქისათვის კარგად ნაც-
ნობი, ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინი-
ციატივა გამოიჩინა: მან განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზა-
დაა, სოციალური დახმარების ფონდს გადასცეს სამი ვაგონი სა-
კუთარი წარმოების „იაფფასიანი“საქონელი, რომელიც ქვეყნის
იმ ნაწილების მოსახლეობას დაურიგდება, სადაც კრიზისმა გან-
საკუთრებით მწვავედ იჩინა თავი. ეს იქნება ჩვილების გასახვევი
პლედები და საფენები, ბავშვის სვიტრები და ქალისა და მამაკა-
ცის საცვლების ფართო ასორტიმენტი.
კაპიტანმა ჩეიზმა ჰერალდ ენდ ბანერის ჟურნალისტს განუც-
ხადა, რომ ამ ეროვნული კრიზისის ჟამს ყველა ვალდებულია,
დაეხმაროს სამშობლოს და პირადი წვლილი შეიტანოს კრიზისის
დაძლევაში, ზუსტად ისე, როგორც ეს ომის დროს ხდებოდა, და
რომ ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვისაც სხვებზე მეტად გაუღი-
მა ბედმა. როდესაც მისმა კონკურენტებმა (ტორონტოს როიალ
კლასიკ ტრიკოტაჟის მეპატრონის, ბატონი რიჩარდ გრიფენის
თაოსნობით) კაპიტანი ჩეიზი ბაზარზე „ჩაწოლილი“ საქონლის
გასაღებაში, სასაქონლო ფასების დაგდებასა და, აქედან გამომ-
დინარე, მუშების უხელფასოდ დატოვებაში დაადანაშაულეს, პა-
სუხად კაპიტანმა ბრძანა, რომ ეს ბრალდება აბსურდულია, ვი-
ნაიდან ამ საჩუქრების ადრესატები ისედაც ვერ შეძლებდნენ ამ-
გვარი ნაწარმის შეძენას. ამდენად, მისი ეს ჟესტი ვერავის დააზა-
რალებდა.
ბ-მა ჩეიზმა ასევე დასძინა, რომ ზარალი ქვეყნის ყველა სექ-
ტორმა განიცადა, მათ შორის მისმა საწარმოებმაც, რადგან სა-
ქონელზე მოთხოვნა, ზოგადად, საგრძნობლად დაცემულია. მან,
ამავდროულად, პირობა დადო, რომ ყოველ ღონეს იხმარს, რა-
თა მისი ფაბრიკები არ დაიხუროს. თუმცა, შექმნილი ვითარები-
დან გამომდინარე, შესაძლოა ისიც გახდეს იძულებული, მუშათა
ნაწილი დაითხოვოს, ან ნახევარ შტატსა თუ განახევრებულ ხელ-
ფასზე გადაიყვანოს.
ისღა დაგვრჩენია, ტაში დავუკრათ კაპიტან ჩეიზის ინიციატი-
ვას; იმ კაცისას, რომელიც საკუთარ სიტყვას არასოდეს გადადის.
კაპიტან ჩეიზის წყალობით, პორტ ტიკონდეროგა, განსხვავებით
ისეთი ცენტრებისაგან, როგორებიცაა ვინიპეგი და მონრეალი,
სადაც საწარმოების დახურვისა და გაფიცვების დარბევის ტაქტი-
კა აირჩიეს, ახლაც კანონმორჩილ და მშვიდობიან ქალაქად რჩე-
ბა, რომელშიც პროფკავშირები გაფიცვებსა და ქუჩის აყალმა-
ყალს არ აწყობენ და ადამიანებს არ არბევენ კომუნისტების მიერ
შთაგონებულ სისხლისმღვრელ შეტაკებებში, რომლებმაც ასე
წალეკეს სხვა ქალაქები, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწი-
რეს და ზიანი მოუტანეს როგორც კერძო საკუთრებას, ისე ხალხს.
ბრმა მკვლელი: დალიანდაგებული გადასაფარებელი

- ესე იგი, აქ ცხოვრობ? - ეკითხება ქალი და თან ხელთათმა-


ნებს ისე აწვალებს, თითქოს დაუსველდა და გაწურვას ცდილობ-
სო.
- აქ უბრალოდ თავს ვაფარებ, - უპასუხებს კაცი. - ეს კი სულ
სხვა რამეა.
გვერდიგვერდ ჩამწკრივებული წითელი აგურის სახლების
უსასრულო რიგიდან ერთ-ერთი სახლია; გაჭვარტლული, ვიწრო
და წოწოლა, დამრეცი სახურავით. სახლის წინ მტვრიანი ბალა-
ხის გაზონის პატარა ზოლია და ქვაფენილს გამხმარი სარეველე-
ბის არშია მიუყვება. შესასვლელთან ყავისფერი ქაღალდის დაგ-
ლეჯილი პარკი გდია.
პარმაღზე ოთხი საფეხურით ადიან. ქუჩისკენ გამომავალ ფან-
ჯარაზე მაქმანებიანი ფარდა ფრიალებს. კაცი ჯიბიდან გასაღებს
იღებს.
შესვლისას ქალი აქეთ-იქით იყურება.
- ნუ გეშინია, არ გვითვალთვალებენ. ეს ჩემი მეგობრის სახ-
ლია. დღეს აქა ვარ, ხვალ - სხვაგან.
- რა კარგია, ამდენი მეგობარი რომ გყავს.
- ბევრი სულაც არა მყავს. ბევრი არც არის საჭირო… მთავა-
რია, დამპალი არავინ გამოერიოს.
ვიწრო კორიდორში პალტოს დასაკიდებელი უამრავი კაუჭია,
იატაკზე გაცვეთილი ლინოლეუმია დაგებული, ყავისფერი და
ყვითელი კვადრატებით გაწყობილი. შიდა კარში ყანჩებიანი და
წეროებიანი ნახატით დამშვენებული მოჭიქული მინაა ჩასმული -
გრძელკისერა, ტანწერწეტა ფრინველები ტბის ლერწმებისა და
დუმფარებისაკენ გადახრილან - წინა საუკუნიდან შემორჩენილი
მოდური პანელი! კაცი ახლა ამ კარს აღებს მეორე გასაღებით და
ჩაბნელებულ ჰოლში შედიან. კაცი შუქს ანთებს. ჭაღს სამი ვარ-
დისფერი, ყვავილის ფორმის პლაფონი აქვს. ორში ნათურაა გა-
დამწვარი.
- ასე შეშინებული ნუ იყურები, საყვარელო. შენ არაფერი მოგ-
წვდება და არც არაფერი მოგეცხება. მთავარია, შენ თვითონ არ
შეეხო რამეს.
- მაგას ვერ შეგპირდები, - ჩუმად ჩაიცინებს ქალი. - შენ უნდა
შეგეხო.
კაცი შემინულ კარს ზურგსუკან მიიხურავს. მარცხნივ კიდევ
ერთი კარია, მუქი ფერის, ლაქწასმული. ქალი წარმოიდგენს,
როგორ აყურადებს მათ საუბარს ამ კარის მეორე მხარეს მიდე-
ბული დაინტერესებული ყური, რომლის პატრონიც ახლა ფეხს
ინაცვლებს და იატაკს აჭრაჭუნებს. ალბათ ერთი გაბოროტებუ-
ლი, წელში მოხრილი ბებრუხანა იქნება, მაქმანიანი ფარდები-
დან გამომდინარე. ზედა სართულზე ძველი, ჭრიალა კიბით ადი-
ან. კიბეზე ძაფებად დაშლილი ფარდაგია მილურსმული,
მოაჯირს კი ალაგ-ალაგ რიკულები აკლია. კედლებზე ყურძნის
მტევნებითა და ვარდებით მოხატული შპალერია გაკრული. ერთ
დროს ვარდისფერი ყვავილები ახლა ბაცი ყავისფერია. კაცი
ქალს ნაზად ხვევს ხელს, კისერზე ეხება ტუჩებით, მაგრამ ტუჩებ-
ში არ კოცნის. ქალს მის შეხებაზე აჟრჟოლებს.
- მე ადვილად მოსაშორებელი ჭუჭყი ვარ, - ეუბნება კაცი ჩურ-
ჩულით. - უბრალოდ შინ რომ მიხვალ, აბაზანაში შეხვალ და
წყალს გადაივლებ, მორჩა და გათავდა.
- მაგას ნუ მეუბნები, - ჩურჩულითვე მიუგებს ქალი. - შენ სულ
ხუმრობ, ჩემი გულწრფელი გრძნობის არ გჯერა.
- როგორ არა, ფიზიკურ დონეზე ნამდვილად მჯერა, - ეუბნება
კაცი. ქალი წელზე ხვევს ხელს და კიბეზე არეული, მძიმე ნაბიჯით
ადიან, მოთენთილები და მოდუნებულები. კიბის შუაში მრგვალი,
ფერადი მინის ფანჯარაა და სახეზე შპალერის მუქი ანარეკლი
ეცემათ. მეორე სართულის ბაქანზე ჩერდებიან და კაცი ისევ კოც-
ნის, ამჯერად უფრო ვნებიანად, და თანაც კაბას უწევს, მის აბრე-
შუმის წინდებში გამოკრულ ბარძაყებს ეფერება, წინდის ყელამ-
დე აუსვამს ხელს, წინდის პატარა, რეზინის სამაგრებს თითებით
სინჯავს და ქალს კედელზე აყუდებს. ქალს ყოველთვის ბანდაჟი
აცვია და მისი ამ ბანდაჟიდან გამოთავისუფლება სელაპის გატ-
ყავებას ჰგავს ხოლმე.
ქალს ქუდი სძვრება, კაცს კისერზე ეხვევა, თავი და სხეული
ისე გადაუზნექია უკან, თითქოს თმაზე ექაჩებიანო. თმა უკვე ჩა-
მოშლია; კაცი ნაზად უსვამს ხელს ამ მბზინავ გრძელ ტალღას,
რომელიც ალს მოაგონებს, გადმოყირავებული თეთრი სანთლის
მოციმციმე ალს. თუმცა გადმოყირავებული სანთელი არ იწვის.
ოთახი მესამე სართულზეა. ერთ დროს, ალბათ, მსახურის
ოთახი იქნებოდა. როგორც კი ოთახში შედიან, კაცი კარს ჯაჭვზე
კეტავს.
ოთახი პატარაა, დახშული და ბნელი. მხოლოდ ერთი ფანჯარა
აქვს. ფანჯარა ოდნავ გამოღებულია, მაგრამ სქელი ფარდითაა
დაფარული. ფანჯრის ორსავე მხარეს თხელი, ტიულის ფარდებია
გადაწეული და კაუჭზე მიბმული. ნაშუადღევის მზე სქელ ფარდას
მოსდგომია და ოქროსფერად აელვარებს. ოთახში ნესტისა და
საპნის სუნი ტრიალებს. საპონი კუთხეში ჩამონტაჟებულ სამკუთ-
ხა პირსაბანზე დევს. პირსაბანის თავზე მრუდე სარკეა, მის ქვეშ
კი კაცის საბეჭდი მანქანის შავი ყუთია შეტენილი. მომინანქრე-
ბულ ჭიქაში კბილის ჯაგრისი მოჩანს, საკმაოდ ძველი და გაქუცუ-
ლი… მეტად ინტიმური დეტალია და ქალი სასწრაფოდ არიდებს
თვალს. იქვე პატარა, მუქი ფერის გალაქული კარადაა, ალაგ--
ალაგ სიგარეტით ამომწვარი და სველი ჭიქების ნაკვალევით და-
ლაქავებული. ოთახის ძირითადი სივრცე საწოლს უჭირავს. რკი-
ნის საწოლია, ძველებური, გაუთხოვარი ახალგაზრდა ქალიშვი-
ლის შესაფერი, თეთრად შეღებილი. ალბათ საშინლად
ჭრიალებს. ამის გაფიქრებაზე ქალს სახე აელეწება.
ქალი ატყობს, რომ კაცი წინასწარ გარჯილა, თავი მოუქაჩლე-
ბია და თეთრეული გამოუცვლია; ყოველ შემთხვევაში, ბალიშის-
პირები ნამდვილად ახალია. მწვანე ნაჭრის დალიანდაგებული
გადასაფარებელიც გაუტკიცინებია. ნეტა ასე არ შეწუხებულიყო.
ამის შემხედვარე ქალს სიბრალულის გრძნობა უჩნდება; თით-
ქოს მოშიმშილე გლეხმა ბოლო ლუკმა მისთვის გამოიმეტა. კა-
ცის მიმართ სიბრალულის განცდა სულაც არ აწყობს; არ სურს,
გასაცოდავებული იხილოს. გასაცოდავებული და დაჩაგრული
მხოლოდ თვითონ შეიძლება იყოს. ხელთათმანებსა და ხელჩან-
თას მაგიდაზე აწყობს. უცებ ხვდება, რომ ეს უკვე სოციალური სი-
ტუაციაა, საკმაოდ აბსურდული სოციალური სიტუაცია.
ბოდიში, რომ მსახურთუფროსი ვერ დაგახვედრე, - ამბობს კა-
ცი. - დალევ?
- კარგი იქნება. ცოტა დამისხი, თუ არ შეწუხდები.
კაცს ვისკის ბოთლი კარადის ზედა თაროზე შეუნახავს.
ბოთლს და ორ ჭიქას კარადიდან იღებს და სასმელს ასხამს.
- მითხარი, როცა საკმარისი იქნება.
- უკვე გეუბნები.
- ყინული არა მაქვს, მაგრამ შეგიძლია წყალი მიაყოლო.
- არა უშავს, - ამბობს ქალი და ვისკის სულმოუთქმელად გა-
დაჰკრავს. ხველება უტყდება, მაგრამ მალევე იხშობს და, კარა-
დასთან ზურგშექცევით მდგომი, კაცს უღიმის.
- სწრაფად და იაფად, როგორც იტყვიან, - ამბობს კაცი. - ვიცი,
რომ ეგრე გიყვარს და ეგრე გირჩევნია.
თვითონ ჭიქას იღებს და საწოლზე ჯდება.
- ყველაფერს გაუმარჯოს, რაც გვიყვარს, - ამბობს სერიოზუ-
ლი სახით და ჭიქას წევს.
- დღეს ძალიან გაღიზიანებული და გაავებული ხარ, - ეუბნება
ქალი.
- თავდაცვის ინსტინქტია, ალბათ.
- მოდი, რაც გვიყვარს კი არა, ვინც გვიყვარს, იმას გაუმარჯოს.
მაგალითად შენ, იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ… განსხვავება ძა-
ლიან დიდია.
- ვიცი, გარკვეულწილად მართლაც გიყვარვარ… ოღონდ მხო-
ლოდ გარკვეულწილად! ეს სახეს განარჩუნებინებს.
- იმდენს იზამ, ახლა გავტრიალდები და წავალ!
კაცი იკრიჭება.
- ჩემკენ მოტრიალდი და პირდაპირ ჩემზე წამოდი!
კაცმა იცის, ქალს ერთი სული აქვს, ერთხელ მაინც გამოტე-
ხოს, მეც მიყვარხარო, მაგრამ არ უტყდება. ალბათ ეშინია, რომ
დაუცველი აღმოჩნდება და უკან დასახევ გზასაც მოიჭრის… ზუს-
ტად ისევე, როგორც დამნაშავე, რომელიც დანაშაულს
აღიარებს.
- ჯობია, ჯერ წინდები გავიხადო, თორემ საკმარისია შეხედო,
და მაშინვე თვალი მისდის და მიფუჭდება.
- შენც ხომ ეგრე გემართება, - ეუბნება კაცი. - ნუ გაიხდი, გეც-
ვას… მოდი, ჩემთან მოდი!
მზე დასავლეთისკენ გადაიხარა; ჩამოშვებული სქელი ფარ-
დის მხოლოდ ნაწილსღა ანათებს. გარედან ტრამვაის რახრახი
და წკრიალი მოისმის. ტრამვაები, ალბათ, ძალიან ხშირ-ხშირად
მიმოდიოდნენ ამ ქუჩაზე, მაგრამ მათი ხმა აქამდე ქალს რატომ-
ღაც არ ესმოდა. აქამდე სიჩუმე იყო, სრული სიჩუმე და მხოლოდ
კაცის სუნთქვის ხმა; მათი სუნთქვის ხმა, გახშირებული სუნ-
თქვის, ოღონდ ძალიან თავშეკავებულის, მოგუდულის, არავის
რომ არ გაეგონა… ნეტა სიამოვნების ხმა ტანჯვის ხმას ასე ძალი-
ან რატომ ჰგავს? თითქოს დაჭრილები კვნესიან და გმინავენ...
მთელი ეს ხანი კაცი სულ პირზე აფარებდა ხელს და კვნესას უხ-
შობდა.
ოთახში ახლა ბევრად უფრო ბნელა, მაგრამ ქალი თითქოს
უკეთ ამჩნევს ყველაფერს. საწოლის გადასაფარებელი ძირს
გდია, ზეწრები ისე აბურდულა და ისე შემოხვევიათ ტანზე, რო-
გორც ვაზი ეხვევა ჭიგოს. ჭერზე ერთი შიშველი ნათურაა ჩამო-
კონწიალებული; კედლებზე კრემისფერი შპალერია გაკრული,
პაწაწინა, სულელური იებით; კარს ზემოთ დიდი ლაქაა. ეტყობა,
სახურავს გასდის და წვიმის წყალი ჩამოვიდა; კარი ჯაჭვზეა ჩაკე-
ტილი. პატარა ჯაჭვია, ერთი კარგი წიხლი და კარს სულ ადვილად
შემოგლეჯენ… ეგრე რომ მოხდეს, რა უნდა ქნას?!.. ისეთი გრძნო-
ბა აქვს, თითქოს კედლები თანდათან თხელდება, გამჭვირვალე
ყინულის თხელ ფენას ემსგავსება… ისინი კი აკვარიუმში გამომ-
წყვდეულ თევზებს ჰგვანან.
კაცი ორ სიგარეტს უკიდებს და ერთს ქალს აწვდის. ორივე
ღრმა ნაფაზს ურტყამს. კაცი თავისუფალ ხელს სხეულზე გა-
დაუტარებს. მერე კიდევ, და კიდევ… თითქოს უნდა, მთლიანად
მოიქციოს თითებში. აინტერესებს, დრო რამდენი აქვს ქალს,
მაგრამ არაფერს ეკითხება. ამის ნაცვლად იმ მაჯას დასწვდება,
რომელზეც პატარა ოქროს საათი უკეთია და ციფერბლატს ხელს
აფარებს.
- აბა, ძილისპირული ზღაპრის მოყოლა დავიწყოთ, თუ არ გინ-
და?
- დავიწყოთ.
- სად გავჩერდი?
- იმ საცოდავ, საქორწილოდ გამოწყობილ ქალწულებს ენა
ამოაჭერი.
- ჰო, გამახსენდა… შენ კი ეგ ამბავი გააპროტესტე. ეგ ზღაპარი
თუ არ მოგწონს, სხვას მოგიყვები, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ
უფრო ცივილური გამომივა. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს. თუმ-
ცა, შეგვიძლია გავათანამედროვოთ და იმ დახოცილი ზიკრონე-
ლების ნაცვლად, რამდენიმე აკრი დამყაყებული ჭანჭრობი და
ასიათასობით…
- ისევ ის ძველი მირჩევნია, - აწყვეტინებს ქალი. - შენც ხომ
სწორედ იმის მოყოლა გინდა?
ქალი სიგარეტს ყავისფერი მინის საფერფლეში აქრობს, კა-
ცის მკერდში რგავს თავს და მოსასმენად ემზადება. უყვარს, რო-
ცა მკერდზე უდევს თავი და მის ხმას ასე ისმენს - პირიდან კი არა,
პირდაპირ მისი სხეულიდან ამომავალს. ასე მოსმენილი ხმა ღი-
ღინს თუ გმინვას ჰგავს, წიაღიდან წამოსული ბუბუნა ხმაა. ეს ხმა
თითქოს მის გულში შეედინება სისხლის ნაკადივით, სიტყვა--
სიტყვით და წვეთ-წვეთად…
მეილ ენდ ემპაიერი, 5 დეკემბერი, 1934
ვაშა, ბატონ ბენეტს!

სპეციალურად მეილ ენდ ემპაიერისთვის

გუშინ, ემპაიერ კლაბში გამართულ შეხვედრაზე წარმოთ-


ქმულ სიტყვაში, ბატონმა რიჩარდ ე. გრიფენმა, ტორონტოელმა
ფინანსისტმა და კომპანია როიალ კლასიკ ტრიკოტაჟის პრეზი-
დენტობის კანდიდატმა, ქებით მოიხსენია პრემიერ-მინისტრი რ.
ბ. ბენეტი და მკაცრად გააკრიტიკა მისი ოპონენტები.
ბ-ნი გრიფენი იმ გახმაურებულ მიტინგს შეეხო, რომელიც კვი-
რას გაიმართა ტორონტოს „მეიფელ ლივ გარდენში“, და რომ-
ლის მონაწილე 15 000 კომუნისტი ოვაციებით შეეგება თავის ლი-
დერს, ტიმ ბაკს. ტიმ ბაკი, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო ფარუ-
ლი საქმიანობისა და აჯანყებისკენ მოწოდების გამო დააპატიმ-
რეს, შაბათს თავდებით გამოუშვეს კენსინგტონის პორტსმუტის
საპატიმროდან. ბ-მა გრიფენმა შეშფოთება გამოთქვა კომუნის-
ტების ზეწოლით შეშინებული მთავრობის „უნიათობისა და უპა-
სუხისმგებლობის“ გამო, რომელმაც 200 000 „გზააბნეული და
გულჩვილი ადამიანის“ მიერ ხელმოწერილი პეტიცია დააკმაყო-
ფილა. „ბ-ნი ბენეტის რკინის ჩექმის პოლიტიკა - თქვა მან - ჭეშ-
მარიტად სწორი პოლიტიკაა, რადგანაც მათი დაპატიმრება, ვინც
ხელყოფს სხვათა საკუთრებას და ხალხის მიერ არჩეული მთავ-
რობის გადაგდებას მოითხოვს, ერთადერთი სწორი ქმედებაა
ქვეყნისათვის ძირგამომთხრელი საქმიანობის აღსაკვეთად“.
რაც შეეხება ათიათასობით იმიგრანტს, რომელთა დეპორტა-
ციაც 98-ე პარაგრაფის თანახმად მოხდა (მათი ჩათვლით, ვინც
გერმანიასა და იტალიაში დააბრუნეს და დაბრუნებისთანავე ინ-
ტერნირებულთა ბანაკებში აღმოჩნდნენ), ისინი, ბ-ნი გრიფენის
თქმით, ახლა უკვე საკუთარ ტყავზე გამოცდიან იმ ტირანული რე-
ჟიმის სიკეთეებს, რომლის დამყარებასაც თავის დროზე თავად
შეუწყეს ხელი.
გამოსვლის ბოლოს მან დასძინა, რომ ეკონომიკის სფეროში,
მიუხედავად უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა და ამით გა-
მოწვეული არეულობისა, რაც კომუნისტებისა და მათი დამქაშე-
ბის წისქვილზე ასხამს წყალს, უკვე თავი იჩინა იმედის მომცემმა
ნიშნებმა. სწორედ ამიტომაც ფიქრობს იგი, რომ კრიზისი გაზაფ-
ხულისთვის საბოლოოდ დაიძლევა. მანამდე კი, მისი აზრით, ერ-
თადერთი გონივრული გადაწყვეტილება არსებული სისტემის შე-
ნარჩუნება და მისთვის შეცდომების გამოსწორების საშუალების
მიცემაა. ნებისმიერი გადახრა რუზველტის ნაქები სოციალიზმი-
საკენ, ბ-ნი გრიფენის კატეგორიული მოთხოვნით, სასტიკ წინა-
აღმდეგობას უნდა წააწყდეს, რადგან ეს ტენდენცია კიდევ უფრო
მეტ ზიანს მოუტანს ქვეყნის ისედაც არაჯანსაღ, დაავადებულ
ეკონომიკას. ბ-მა გრიფენმა ისიც აღნიშნა, რომ უმუშევრობა და
უმუშავართა მძიმე ხვედრი ყველას გვაწუხებს, მაგრამ ისიც უნდა
ვაღიაროთ, რომ უმუშევართაგან ბევრი ბუნებით უსაქმური ადა-
მიანია. ამდენად, არალეგალური გაფიცვებისა და ქუჩის აგიტა-
ტორების მიმართ ძალის დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოყე-
ნება სრულიად აუცილებელია.
ბ-ნი გრიფენის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს დამსწრე საზო-
გადოება სრული გაგებით შეხვდა და მქუხარე ოვაციებით გამო-
ეხმაურა.
ბრმა მკვლელი: მაცნე

- მოკლედ, წარმოვიდგინოთ, რომ უკვე დაბნელდა. სამივე მზე


ჩაესვენა. ცაზე ერთი-ორი მთვარეც გამოჩნდა. სამხრეთის გორა-
კებს მგლები მოადგნენ. სამსხვერპლოდ გამზადებული გოგონა
მსხვერპლშეწირვის რიტუალს ელოდება. ბოლოჯერ დააპურეს
გემრიელი და ნოყიერი ვახშმით, ნელსაცხებელიც სცხეს, სახოტ-
ბო საგალობლებიც უგალობეს და ლოცვებიც წაუკითხეს. ახლა
წითელი და ოქროსფერი ფარჩით გაწყობილ სარეცელზე წევს,
ტაძრის უშორეს ოთახში ჩარაზული. ირგვლივ საკმევლის, ვარ-
დის ფურცლებისა და დაფქული სუნელების მძაფრი სურნელი
ტრიალებს, მიცვალებულის ოთახში რომ დგას ხოლმე, ისეთი. ამ
სარეცელს „ერთი ღამის სარეცელი“ ჰქვია, რადგანაც ორი ღამე
ზედიზედ აქ არც ერთ გოგონას არ გაუტარებია. თავად გოგონები,
სანამ ენას ამოაჭრიან, ამ სარეცელს „უტყვი ცრემლების სარე-
ცელს“ უწოდებენ.
შუაღამისას ქვესკნელის მბრძანებელი ეწვევა, რომელსაც,
გადმოცემით, ჟანგმოდებული ჯავშან-აბჯარი მოსავს. ქვესკნელი
ის ადგილია, სადაც ნაწილებად გლეჯენ და კუწავენ; სადაც ყველა
სული ხვდება ღმერთების სასუფეველში გადასვლამდე, და რო-
მელსაც მეტისმეტად ცოდვილები თავს ვერასდროს დააღწევენ.
მბრძანებელთან შეხვედრა ყოველ სამსხვერპლო გოგონას
უწევს მსხვერპლად შეწირვის წინა ღამეს. უამისოდ მისი სული
დაუკმაყოფილებელი დარჩება და, ღმერთების სასუფეველში
გამგზავრების ნაცვლად, იმ მშვენიერი მკვდარი ქალწულების ვე-
ლურ დასში აღმოჩნდება, რომლებსაც ლაჟვარდისფერი თმა,
ვნების აღმძვრელი სხეულები, ძოწისფერი ტუჩები და გველებით
სავსე უფსკრულივით ღრმა თვალები აქვთ, და რომლებიც შიშ-
ვლები დაძრწიან დასავლეთის უკაცრიელ, ძველთაძველ, ნან-
გრევებად ქცეულ აკლდამებთან… ხედავ? არც ისინი დამვიწყები-
ა.
- რა ყურადღებიანი ხარ.
- მაგრამ შენი გულის მოგებას მაინც ვერ ვეღირსე… კი ბატო-
ნო, თუ რაიმე საგულისხმო დეტალის დამატება მოგინდება, გამა-
ჩერე და ჩავსვათ… მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ, ნებისმიერი
ახალი თუ ძველი ხალხის მსგავსად, ზიკრონელებსაც ეშინიათ
ქალწულების, განსაკუთრებით - მკვდრების. სიყვარულში იმედ-
გაცრუებული გაუთხოვარი ქალები სიკვდილის შემდეგ დაეძებენ
იმას, რაც სიცოცხლეში არ ღირსებიათ. დღისით ნანგრევებად
ქცეულ აკლდამებში სძინავთ, ღამღამობით კი დაუდევარ მოგ-
ზაურებზე ნადირობენ, მეტადრე იმ ყმაწვილკაცებზე, რომლებიც
ბრიყვული სითამამით გამოირჩევიან და მათ მხარეს გასეირნე-
ბას ბედავენ. საბრალო ბრიყვებს თავს ესხმიან, სულს ამოსწოვენ
და მორჩილ ზომბებად აქცევენ, რომლებიც დიდი ხნის მკვდარ
შიშველ ქალებს ნებისმიერ ახირებულ წადილს უსრულებენ.
- საწყალი ყმაწვილები, - ამბობს ქალი. - ნუთუ ამ საზიზღარი
და გარყვნილი ქალებისაგან თავდაცვის არანაირი საშუალება
არა აქვთ?
- კი, შუბით განგმირვა, ან ქვებით ჩაქოლვა… მაგრამ მონადი-
რეები იმდენი არიან, რომ ყმაწვილების უმწეო გაფართხალება
რვაფეხასთან შერკინებას ემსგავსება: ქალები ყოველი მხრიდან
უტევენ; სანამ ყმაწვილი გონს მოვა, უკვე რომელიმე მათგანის
მსხვერპლი ხდება. თან ამ ქალებს ჰიპნოზის უნარი აქვთ - ერთი
შეხედვით შეუძლიათ მონუსხონ ის საწყლები და ნებელობა
დააკარგვინონ. პრაქტიკულად, ამით იწყება ყველაფერი - საკმა-
რისია, რომელიმე ასეთ ქალს თვალი მოჰკრან და ეგრევე შეშდე-
ბიან ადგილზე.
- ჰო, წარმომიდგენია. ვისკი კიდევ გინდა?
- ჯობს, თავი შევიკავო… უი, მართლა, იმ საწყალ გოგოს რა
დავარქვათ?
- რა ვიცი. შენ მოიფიქრე, იქაურობას შენ უკეთ იცნობ.
- კარგი, მოვიფიქრებ… მოკლედ წევს იმ თავის ერთი ღამის სა-
რეცელზე, ზვარაკივით, და ფიქრობს. ისიც კი არ იცის, რომელი
უარესია - ყელის გამოჭრა თუ რაც მერე მოხდება. ტაძარში ყვე-
ლამ იცის, რომ ის ვითომ ქვესკნელის მბრძანებელი სინამდვი-
ლეში რომელიმე გადაცმული დიდებულია. საკიელ-ნორნში,
სხვა დანარჩენის მსგავსად, ეს თანამდებობაც იყიდება და, ამბო-
ბენ, დიდ ფულადაცო. ის ფული მრავალ ხელს გაივლის… ფარუ-
ლად, რა თქმა უნდა. ბოლოს ქრთამი უზენაეს ქურუმ ქალამდე
აღწევს, რომელიც ისეთივე გათახსირებულია, როგორიც დანარ-
ჩენები და, ისიც ცნობილია, რომ საფირონებზე ჭკუას კარგავს.
თავს იმით იმართლებს, ეს ფული ქველმოქმედებისათვის მჭირ-
დებაო. ნაწილს მართლაც ამისთვის ხარჯავს; ცხადია, თუ გაახ-
სენდა. გოგონები ამას ვერ დაიჩივლებენ, რადგან არც ენა აქვთ
და არც საწერი საშუალებები მოეპოვებათ ოთახში… თანაც,
მეორე დღეს მაინც სიცოცხლეს უნდა გამოასალმონ და რაღა
მნიშვნელობა აქვს? ზეცით გარდამოსული ფულიაო, თავისთვის
იტყვის ხოლმე ქურუმ-დიაცი, როცა ფულს ითვლის.
ამასობაში აქედან შორს ბარბაროსების მთელი ხროვა იკრი-
ბება და საკიელ-ნორნზე, ამ სახელგანთქმულ ქალაქზე, იერიშის
მიტანას გეგმავს: უნდა დაიპყრონ, გაძარცვონ და მერე გადაწვან.
ასეთი რამ სხვა ქალაქებშიც ჩაუდენიათ, შორეულ დასავლეთში.
არსებული ცივილიზაციების წარმომადგენლები ვერ ასახელებენ
მათი განუხრელი წარმატების მიზეზს. არც კარგად აცვიათ, არც
კარგად არიან შეიარაღებულნი, წერა-კითხვა მაგათ არ იციან და
ლითონის დახვეწილი ინსტრუმენტებიც არ გააჩნიათ.
მეტსაც გეტყვით: მეფეც კი არა ჰყავთ, მხოლოდ ბელადის იმე-
დად არიან. ბელადი გახდა თუ არა, იმ კაცმა საკუთარი სახელი
დაივიწყა. მხოლოდ წოდება აქვს. მისი წოდებაა სიხარულის მსა-
ხური. სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ: ყოვლისშემძლის მათ-
რახი, უძლეველის მარჯვენა მუშტი, ავის აღმომფხვრელი, და სა-
მართლიანობისა და სიკეთის მცველი. არავინ იცის, ამ ბარბარო-
სების მშობლიური მიწა-წყალი სად არის. ის კი იციან, რომ ყო-
ველთვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიან ხოლმე; იქიდან, სა-
დაც საზარელი ქარიშხლები იღებენ სათავეს. მტრები მათ იავარ-
მქმნელებად იხსენიებენ, თავად კი საკუთარ თავს მახარობლებს
უწოდებენ.
მათი ამჟამინდელი წინამძღოლი ღვთიური მადლის ნიშნითაა
აღბეჭდილი - პერანგშია დაბადებული, ცალი ფეხით კოჭლობს
და შუბლზე ვარსკვლავის ფორმის ნიშანი ადევს. ნებისმიერ
დროს, როცა კი გაუჭირდება და აღარ იცის, როგორ მოიქცეს,
ტრანსში ვარდება და რჩევის მისაღებად სხვა სამყაროებთან ამ-
ყარებს კონტაქტს. ახლა საკიელ-ნორნის განადგურებასაც იმი-
ტომ გეგმავს, რომ მაცნემ ღმერთების მაღალი ნება აუწყა.
მაცნე ცეცხლის ალის სახით გამოეცხადა, უამრავი ბრიალა
თვალითა და მოგიზგიზე ფრთებით. ასეთი მაცნეები, როგორც წე-
სი, იგავებით ლაპარაკობენ და ათასგვარ სახეს იღებენ: მოლაპა-
რაკე ალკის ან მოლაპარაკე ლოდის, მოსიარულე ყვავილის,
ფრინველისთავა არსების, რომელსაც სხეული ადამიანისა აქვს…
შეიძლება ჩვეულებრივი მოკვდავებივითაც გამოიყურებოდნენ -
მარტოხელა მოგზაურების, ქურდების ან გრძნეულის სახელის
მქონე ადამიანების, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე უცხოელების
ან გზის პირას მიგდებული მაწანწალებისა თუ მათხოვრების
მსგავსად. ამიტომაც ამბობენ იავარმქმნელები, ასეთ მოკვდავებ-
თან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვიდრე მათი ჭეშმარიტი ბუნება
არ გამოაშკარავდებაო.
ღმერთების ჭეშმარიტ ემისარს, პირველ რიგში, პურით, ღვი-
ნით და, თუ საჭიროა - ქალითაც აკმაყოფილებენ. მერე მის შეტ-
ყობინებას დიდი გულისყურით უსმენენ და შინ მშვიდობით უშვე-
ბენ. თვითმარქვია თაღლითები კი ქონების ჩამორთმევას და ჩა-
ქოლვას იმსახურებენ. ისე, რომ იცოდე, ყოველი მოგზაური,
გრძნეული, უცხოელი თუ მათხოვარი, რომელიც იავარმქმნელ-
თა თვალსაწიერში მოხვდება, ცდილობს, ღრმააზროვანი იგავე-
ბით შეიარაღდეს; რომ იტყვიან, სიტყვების კორიანტელი დააყე-
ნოს და აბრეშუმის ნახჭებით მოიქარგოს ენა. მათი არაკები იმდე-
ნად იდუმალი და ბუნდოვანი უნდა იყოს, რომ ნებისმიერ სი-
ტუაციას მოერგოს. მახარობლების ქვეყანაში მოგზაურობა ასე-
თი დამაბნეველი შარადებისა და იგავ-არაკების გარეშე საკუთა-
რი სიკვდილის განაჩენზე ხელის მოწერის ტოლფასია.
იმ თვალებბრიალა ცეცხლის ალმა წინამძღოლს ამცნო, რომ
უსამანო ფუფუნების, ცრუ კერპთა თაყვანისცემისა და ისეთი გუ-
ლისამრევი და სამარცხვინო ტრადიციის გამო, როგორიც ბავ-
შვების მსხვერპლად შეწირვაა, საკიელ-ნორნი დანგრევასა და
განადგურებას იმსახურებდა. ამ საყოველთაო უზნეობის მიზე-
ზით, ქალაქის ყველა მკვიდრი, მონებისა და სამსხვერპლო ბავ-
შვებისა თუ ქალწულების ჩათვლით, სიკვდილით უნდა დასჯილი-
ყო. იმათი მოკვდინება, ვისი მკვლელობისთვისაც ქალაქი ისჯე-
ბოდა, მთლად სამართლიანი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მახა-
რობელები დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობას არ დაგიდევ-
დნენ; მათვის მთავარი ის იყო, სპეტაკი იქნებოდი თუ გასვრილი.
და ვინაიდან ამ მანკიერებისა და უზნეობის ლაფში ამოთხვრილი
ქალაქის ყველა მკვიდრიც უცილობლად თავლაფდასხმული გა-
მოდიოდა, მათი დედაბუდიანად ამოჟუჟვა განიზრახეს.
მტვრის ღრუბელში გახვეული ურდო ქალაქისკენ მოიწევს. ეს
ღრუბელი თავზე ისე დაჰფრიალებთ, როგორც ზეაღმართული
ბაირაღი. მაგრამ ურდო ჯერ კიდევ შორსაა და საგუშაგოებზე გა-
დანაწილებული გუშაგები ვერ ხედავენ. სხვები, ვისაც მოსალოდ-
ნელი საფრთხის შესახებ ქალაქის გაფრთხილება შეეძლო - შა-
რაზე გასული მწყემსები, ვაჭრები და ასე შემდეგ - უმოწყალოდ
ამოჟუჟეს და ნაკუწ-ნაკუწ აკაფეს, იმ იშვიათი გამონაკლისების
გარდა, რომლებიც, შესაძლოა პოტენციური მაცნეები აღმოჩენი-
ლიყვნენ.
საყოველთაო ნეტარებისა და სიხარულის ერთგული მსახური
თავისი ბედაურით დაწინაურდა. გული წრფელი აქვს, თვალი -
ელვარე, წარბი - შეკრული. მხრებზე უხეში ტყავის მოსასხამი მო-
უგდია, თავზე თავისი მისიის შესაბამისი წითელი, წოწოლა ქუდი
ახურავს. უკან მომხრეები მოჰყვებიან, კბილების ღრჭენით.
მხედრიონს საქონლის ჯოგი წინ გაუგდია; უკან, ფეხდაფეხ, ლე-
შისმჭამელები ატორღიალებიან, მგლების ხროვა კი მხარდამ-
ხარ მოსდევს.
ამასობაში ერთი შეხედვით უდრტვინველ ქალაქში მეფის წი-
ნააღმდეგ შეთქმულება მზადდება. როგორც ყოველთვის, შეთ-
ქმულებას სათავეში მეფის ნდობით აღჭურვილი რამდენიმე დი-
დებული უდგას. მათ ყველაზე ხელმარჯვე ბრმა მკვლელი დაიქი-
რავეს. ეს ყმაწვილი ერთ დროს ხალიჩებს ქსოვდა, მერე - პროს-
ტიტუციას ეწეოდა, ბოლოს კი, როცა საროსკიპოდან გამოიპარა,
მკვლელი გახდა და ყველაზე ფრთხილი, ჩუმი და დაუნდობელი
ჯალათის სახელი მოიხვეჭა. სახელად „იქსს“ ეძახიან.
- ეგ „იქსი“ რაღა უბედურებაა?
- ასეთ ხალხს ყოველთვის „იქსი“ ჰქვია. ნამდვილი სახელი არ
სჭირდებათ. ნამდვილი სახელი ადამიანს ხელ-ფეხს უბორკავს.
„იქსით“ რენტგენის სხივებსაც აღნიშნავენ ხოლმე, ამიტომ „იქ-
სი“ თუ ხარ, სქელი კედლის მიღმაც დაინახავ, რა ხდება და ქალის
ტანსაცმლის ქვეშაც ყველაფერს ამჩნევ.
- კი, მაგრამ… აკი ბრმააო?
- მით უფრო უკეთ ხედავს ტანსაცმლის ქვეშ; ხომ გახსოვს, „ში-
ნაგანი თვალით ჭვრეტა - მარტოსულთა ნეტარება“.
- საცოდავი უორდზუორთი ახლა იმასაც გადასწვდი, არა? ეს
უკვე მეტისმეტი მკრეხელობაა!
- რა ვქნა, საყვარელო, თავს ვერ ვიკავებ. ბავშვობიდან ასეთი
მკრეხელი ვარ.
მოკლედ, იმ „იქსმა“ ხუთი მთვარის ტაძარში უნდა შეაღწიოს,
ის ოთახი უნდა იპოვოს, სადაც შესაწირად გამზადებული ქალწუ-
ლი ჰყავთ გამომწყვდეული და გუშაგს ყელი გამოსჭრას. მერე
თავად ქალწულიც უნდა მოკლას, მისი გვამი ლეგენდარული ერ-
თი ღამის საწოლის ქვეშ დამალოს და საქორწილო სამოსი გადა-
იცვას. მაგრამ ეს ქვესკნელის მბრძანებლის ვიზიტის შემდეგ უნ-
და მოხდეს. ქვესკნელის მბრძანებელი, ამჯერად, არც მეტი, არც
ნაკლები, თვით შეთქმულთა თავკაცია, რომელიც მოვა, სრულად
მიიღებს იმას, რაშიც გადაიხადა და წავა. მას დიდი ფული აქვს გა-
დახდილი და არ სურს, რამე დააკლდეს. ამ საფასურს კი მკვდარი
ქალწული, თუნდაც სულ ახლად დაკლული, ვერ აანაზღაურებს;
დიდებულს ცოცხალი გული სწადია, ძლიერად და ვნებიანად რომ
ძგერს.
მაგრამ დრო აერიათ და ისე მოხდა, რომ ქალწულთან სტუმ-
რობის პირველობა ბრმა მკვლელს ერგო.
- რა საშინელებაა! ასე მგონია, შენნაირი უკუღმართი და ნაღ-
რძობი ტვინი არავისა აქვს.
კაცი თითს ნაზად გადაუტარებს ქალს შიშველ მკლავზე.
- გავაგრძელო თუ შევწყვიტო? როგორც წესი, ამაში ფულს
მიხდიან, საყვარელო, შენ კი ეს სიამოვნება უფასოდ გერგო და
მაინც არ აფასებ… ასეა თუ ისე, წარმოდგენა არა გაქვს, როგორ
დასრულდება ეს ყველაფერი. ახლა უბრალოდ ვცდილობ, სიუჟე-
ტის განვითარება გავაჯანჯლო და ამბავი ჩავხლართო.
- ისედაც საკმაოდ გაჯანჯლებული და ჩახლართულია.
- ჩახლართული სიუჟეტების დიდოსტატი ვარ. მარტივი სიუჟე-
ტი თუ გინდა, სხვას მიმართე.
- კარგი, გასაგებია. მიდი, განაგრძე.
- მოკლული გოგოს სამოსელში გამოწყობილმა მკვლელმა
დილამდე უნდა დაიცადოს, სანამ ტაძრიდან გაიყვანენ. იქ,
მსხვერპლშეწირვის მომენტში, მეფეს დანა უნდა ჩასცეს და ისე
გამოვა, თითქოს ქალღმერთმა თავად ისურვა მეფის მსხვერ-
პლად წაყვანა. ჰოდა, მისი სიკვდილი მზაკვრულად დაგეგმილი
აჯანყების დაწყების ნიშანი იქნება.
ის მერყევი და საეჭვო ელემენტები, რომლებიც აჯანყების მო-
თავეებმა წინასწარ მოქრთამეს, აჯანყებას გაითამაშებენ. ამის
მერე ყველა მოვლენა ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩაჯდება: ქურუმ
დიაცებს დილეგში ჩაყრიან, ვითომ, იქ უსაფრთხოდ იქნებიანო.
სინამდვილეში კი, უბრალოდ, თავიანთ უფლებებზე ხელს ააღე-
ბინებენ. მეფის ერთგულ დიდებულებს ადგილზე მიაჭედებენ, შუ-
ბებით. მათ მამრობითი სქესის შვილებსაც ერთიანად ამოჟუჟა-
ვენ, მომავალში შურისძიება რომ არ განიზრახონ; ქალიშვილებს
კი, დატაცებული ოჯახური ქონების ლეგიტიმაციის მიზნით, გა-
მარჯვებულებს მიათხოვებენ; დიდებულთა ცოლებს, რომლებიც
ისედაც ყოველთვის მრუშობდნენ, ბრბოს მიუგდებენ საჯიჯგნად…
რას იზამ, ეგრეა - ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ დაეცემიან, ყვე-
ლას ერთი სული აქვს ხოლმე, ტალახიანი ფეხები ზედ ბოლომდე
შეახოცოს.
ბრმა მკვლელი არეულობაში გაქცევას მოახერხებს, მოგ-
ვიანებით კი მობრუნდება, იმიტომ, რომ გულუხვი გასამრჯელოს
მეორე ნახევარი აქვს ასაღები. სინამდვილეში აჯანყების მოთა-
ვეები მის მოკვლას გეგმავენ, რადგან ღმერთმა ნუ ქნას და, თუ
დაიჭირეს, შეიძლება ყველაფერი დააფქვევინონ. მისი გვამი სა-
გულდაგულოდ უნდა გადამალონ. ყველამ იცის, რომ ბრმა
მკვლელები მხოლოდ დაკვეთით მუშაობენ და გვამი თუ იპოვეს,
ათასი კითხვა გაჩნდება. მეფის მკვლელობის დაგეგმვა სხვა საქ-
მეა და დამგეგმავების გამოაშკარავება - სულ სხვა.
გოგო, რომლისთვისაც სახელი ჯერ კიდევ არ მოგვიგონებია,
წევს ფარჩით გაწყობილ საწოლში, ქვესკნელის მბრძანებელს
ელოდება და უტყვი ლოცვით ემშვიდობება ამქვეყნიურ ცხოვრე-
ბას. ტაძრის მსახური ქალის რუხ მოსასხამში გამოხვეული ბრმა
მკვლელი მისი ოთახისაკენ ფეხაკრეფით მიიპარება. ოთახის
მცველი ქალია, რადგან ტაძარში მამაკაცები არ დაიშვებიან. რუ-
ხი პირსაბურავით სახედაფარული მკვლელი ჩურჩულით ეუბნე-
ბა, უზენაესმა ქურუმმა შენთან რაღაც დამაბარა ყურში სათქმე-
ლადო. ქალი მისკენ იხრება და მარჯვე ხელიც, ღმერთით, სწრა-
ფად ასრულებს საქმეს. მეორე ხელი გასაღებების შეკვრას დას-
წვდება და კარს უჩუმრად აღებს. გოგოს კლიტის გაჩხაკუნების
ხმა მაინც ესმის და საწოლში წამოჯდება.
კაცი მოყოლას წყვეტს, რაღაცას აყურადებს ქუჩაში. შეშფო-
თებული ქალი იდაყვზე წამოიწევა.
- რა იყო? მე მგონი, უბრალოდ მანქანის კარი დაკეტეს.
- ძალიან გთხოვ, შენ ხომ კარგი გოგო ხარ, პერანგი გადაიცვი
და ფანჯრიდან გაიჭყიტე.
- დღისით, მზისით?.. ვინმემ რომ დამინახოს?
- ნუ გეშინია, ვერ გიცნობენ. მხოლოდ პერანგისამარა ქალს
დაინახავენ ფანჯარაში. აქაურობისათვის ასეთი სანახაობა უცხო
არ არის. უბრალოდ იფიქრებენ, რომ…
- მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ, არა? შენც ხომ ასე ფიქრობ?
- არა, უბრალოდ, ქალწულობადაკარგული ხარ, რაც სულ
სხვა რამეა.
- ღმერთო, რა ზრდილობიანი ხარ!
- ზოგჯერ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი ვხდები ხოლ-
მე.
- ისე, შენ რომ არა, ბევრად მეტს დავკარგავდი.
ქალი დგება, ფარდას წევს და ფანჯარაში იხედება. მისი პერან-
გი სანაპირო ზოლის თხელ, მომწვანო ფერის ყინულს წააგავს;
გაბზარულ ყინულს. ეს ყინული საცაა დადნება და ქალს დინება
წაიღებს, კაცს ხელიდან გაუსხლტება…
- აბა, რა ხდება? - ეკითხება კაცი.
- ისეთი არაფერი.
- მაშინ საწოლში დაბრუნდი.
მაგრამ ქალი პირსაბანის თავზე დაკიდებულ სარკეში იყურე-
ბა. საკუთარ ანარეკლს ხედავს: წაშლილი სახე, აწეწილი თმა. მა-
ჯის ოქროს საათს დახედავს. ღმერთო, რა დრო გასულაო, ამ-
ბობს… ახლავე უნდა წავიდეს!
მეილ ენდ ემპაიერი, 15 დეკემბერი, 1934
არმია ძალმომრეობასა და გაფიცვებს ახშობს

პორტ ტიკონდეროგა, ონტარიო

გუშინ პორტ ტიკონდეროგას ძალმომრეობის ახალმა ტალ-


ღამ გადაუარა. ჩანს, ეს ლოგიკური გაგრძელება იყო იმ ერთკვი-
რიანი არეულობისა, რომელიც შპს „ჩეიზი და ვაჟების“ ფაბრიკე-
ბის დახურვას, საყოველთაო გაფიცვებსა და ლოკაუტებს მოჰყვა.
პროვინციის ადგილობრივმა მმართველობამ პოლიციის ძალე-
ბის გაძლიერება მოითხოვა. პასუხად, პრემიერ-მინისტრმა (მო-
სახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით) საქმეში კანადის სა-
მეფო პოლკის ჩართვის ბრძანება გასცა. ამჟამად სიტუაცია სტა-
ბილურია.
ზემოაღნიშნული ბრძანების გაცემამდე გაფიცულთა მიტინგი
უმართავი გახდა. ქალაქის მთავარ ქუჩაზე ყველა მაღაზიის ვიტ-
რინა ჩალეწეს და საქონელი დაიტაცეს. მაღაზიების მფლობელე-
ბი, რომლებიც თავიანთი საკუთრების დაცვას ცდილობდნენ,
საავადმყოფოში მოხვდნენ, დაჟეჟილ-დამტვრეულები. ერთ-ერთ
პოლიციელს, თავში აგურის ჩარტყმის შედეგად, ტვინის შერყევა
დაემართა და მისი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პირველ ფაბრი-
კაში დილაადრიან ხანძარი გაჩნდა, რომელიც ადგილობრივმა
მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს, მაგრამ გამოძიება მომხდარ-
თან დაკავშირებით ჯერაც არ დასრულებულა. არსებობს ვა-
რაუდი, რომ საწარმოს ცეცხლი შეგნებულად წაუკიდეს. ფაბრი-
კის ღამის დარაჯი, ბ-ნი ალ დევიდსონი, აალებული შენობიდან
გამოათრიეს, მაგრამ თავის ქალის მძიმე ტრავმისა და შესუნ-
თქული ბოლის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ საშინე-
ლი დანაშაულის ჩამდენები იძებნებიან. რამდენიმე ეჭვმიტანი-
ლი უკვე დაპატიმრებულია.
„პორტ ტიკონდეროგას გაზეთის“ მთავარი რედაქტორის, ბ-ნ
ელვუდ რ. მიურეის ცნობით, არეულობის პროვოცირება გარე-
დან მოსული აგიტატორების სინდისზეა, რომლებმაც შეკრებილ
ხალხს ალკოჰოლიანი სასმელი დაურგეს. ბ-ნ მიურეი ირწმუნება,
რომ ადგილობრივი მუშები მეტად კანონმორჩილები არიან და,
პროვოკატორების მიერ შეგულიანება რომ არა, ასეთ არეულო-
ბას არასდროს მოაწყობდნენ.
ბ-მა ნორვალ ჩეიზმა, შპს „ჩეიზი და ვაჟების საწარმოების“
პრეზიდენტმა, მოვლენების კომენტირებისაგან თავი შეიკავა.
ბრმა მკვლელი: ღამის ცხენი

ამ კვირაში უკვე ახალი სახლი და ახალი ოთახია, წინაზე ოდ-


ნავ უფრო ვრცელი. ყოველ შემთხვევაში, საწოლსა და კარს შუა
ფეხის მოსანაცვლებელი ადგილი მაინც არის. ფანჯრებზე მექსი-
კური ფარდები კიდია, წითელი, ლურჯი და ყვითელი ზოლებით.
საწოლს ძვირფასი ნეკერჩხლის საზურგე ამშვენებს და ჰადსონ
ბეის გადასაფარებელი იატაკამდე წვდება. კედელზე ესპანელი
ტორეადორის პლაკატია გაკრული. ოთახში მუქი ღვინისფერი
ტყავის სავარძელი და დაბინდული მუხის საწერი მაგიდაც დგას.
მაგიდაზე აკურატულად გათლილი ფანქრებით სავსე ლარნაკი
და ჩიბუხების კომპლექტი მოჩანს. ჰაერი თამბაქოს მძიმე სუნი-
თაა გაჟღენთილი.
კედელზე წიგნებით სავსე თაროა: ოდენი, ვებლენი, შპენგლე-
რი, სტეინბეკი, დოს პასოსი. კირჩხიბის ტროპიკი (თვალსაჩინო
ადგილას გამოდგმული, დახლს ქვემოდან შეძენილი კონტრა-
ბანდა!); სალამბო; უცნაური ლტოლვილი; კერპების მიმწუხრი;
მშვიდობით, იარაღო; ბარბიუსი; მონტერლენი; Hamurabis
Gesetz; Juristische Erlaűterung. ამ ახალ მეგობარს ნამდვილად
ინტელექტუალური ინტერესები ჰქონიაო, ფიქრობს ქალი. ფუ-
ლიც აშკარად მეტი აქვს… ამდენად, ნაკლებად სანდო ელემენტი
უნდა იყოს. ბამბუკის საკიდზე სამი სხვადასხვანაირი ქუდი და ერ-
თი თბილი ხალათია, სუფთა ქაშმირის.
ქალი ქუდსა და ხელთათმანებს იძრობს.
- ამ წიგნებიდან რომელიმე წაგიკითხავს? - ეკითხება კაცს,
როცა ის კარს ჩაკეტავს და ოთახში შემოვა.
- კი, ზოგი, - უპასუხებს კაცი და თემას აღარ ავრცობს. უბრა-
ლოდ ქალს ეუბნება, თავი მოაბრუნეო და თმიდან ფოთოლს აძ-
რობს.
- უკვე ფოთლებიც ცვივა.
ქალს აინტერესებს, ნეტა ამ ახალმა მეგობარმა თუ იცის ჩემ
შესახებო… არა, ის კი არა, ქალი რომ ჰყავს (ეგეთ საკითხებს მა-
მაკაცები მარტივად აგვარებენ, საკუთარი მინიშნებები აქვთ
ხოლმე; ასე რომ, სახლის პატრონი თავზე ნამდვილად არ დაად-
გებათ), უბრალოდ აინტერესებს, იმ ქალის ვინაობა თუ იცის…
იმედია, არა. წიგნებისა და ტორეროს პლაკატის მიხედვით ხვდე-
ბა, რომ სახლის პატრონი მის მიმართ პრინციპულად არაკეთილ-
განწყობილი იქნებოდა.
დღეს კაცი ნაკლებად იმპულსური ეჩვენება. უფრო შეფიქ-
რიანებული ჩანს და არ ჩქარობს… უფრო მეტიც, ფეხსაც კი ით-
რევს. ქალს ყურადღებით აკვირდება.
- ასე რატომ მიყურებ? - ეკითხება ქალი.
- მინდა, კარგად დაგიმახსოვრო.
- რატომ? - იკვირვებს ქალი და თვალებს ხელით უფარავს; არ
უყვარს, როცა ასე ათვალიერებენ.
- იმიტომ, რომ მინდა ჩემთან დარჩე, როცა აქედან წავალ.
- გაჩუმდი! დღევანდელ დღეს ნუღარ ჩამამწარებ.
- „დღევანდელი დღით იცხოვრე, ხვალისა ხვალემ იდარდო-
სო“ - ეგ არის შენი პრინციპი?
- ალბათ უფრო „რაც მოგეცა, იმას დასჯერდი და ზედმეტს ნუ-
ღარ ითხოვ“... მოკლედ, ჩემი კუთვნილი დღევანდელი კვერცხი
მირჩევნია.
კაცს ეცინება.
ქალი ზეწარს შემოიხვევს, მკერდთან შეიკრავს და კაცს მიეყ-
რდნობა. ზეწარში მჭიდროდ გამოკრული ფეხები ქალთევზას
კუდს მიუგავს. კაცს ხელები თავქვეშ ამოუდია და ჭერს გაჰყუ-
რებს. ქალს ჭიქა უჭირავს და, დროდადრო კაცს სასმელს თავისი
ჭიქიდან აწრუპინებს. ამჯერად იაფფასიანი, წყლით გაზავებული
ჭვავის ვისკია. უნდოდა, წესიერი სასმელი წამოეღო შინიდან,
მაგრამ ბოლო წუთს დაავიწყდა.
- მოყოლა განაგრძე, - ეუბნება ქალი.
- მაგისთვის შთაგონება მჭირდება, - უპასუხებს კაცი.
- როგორ შთაგაგონო?.. დღეს ხუთ საათამდე შემიძლია დარ-
ჩენა.
- მაშინ, პატარა ტაიმაუტს ვიღებ, ძალღონე უნდა მოვიკრიბო.
ნახევარი საათი მომეცი.
- O lente, lente currite noctis equi!
- რაო?!
- ხომ შესძახებდი ღამეს: „ნელა ატარე ცხენი!“ - ოვიდიუსის „ე-
ლეგიიდანაა“. ლათინურად სტრიქონი მართლაც ნელი ნავარ-
დის რიტმში ჟღერს.
აშკარად ზედმეტი მოუვიდა. ახლა კაცი იფიქრებს, თავს იწო-
ნებსო. ვერასოდეს ხვდება, კაცმა რა იცის და რა - არა. ზოგჯერ
თავს ისე აჩვენებს, თითქოს რაღაც არ იცის, და როცა ქალი ახ-
სნას ცდილობს, აღმოჩნდება, რომ კაცმა ყველაფერი მასზე უკეთ
იცის; ჯერ ალაპარაკებს, მერე კი შოკში აგდებს.
- ვერ გავიგე, ეგ „ღამის ცხენი“ რა შუაშია.
- დროის ეტლშია შებმული და მიაქანებს. ოვიდიუსი სატრფოს-
თანაა და უნდა, ღამე უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც შეიძლება
დიდხანს რომ დარჩნენ ერთად.
- მოსცლია ერთი! რა ჯანდაბად უნდა დროის გაწელვა? - ამ-
ბობს კაცი ზანტად - ხუთი წუთი სჭირდება, საქმე რომ მოათავოს,
მეტი ხომ არა?
ქალი წამოჯდება.
- დაიღალე? ჩემთან ყოფნა მოგბეზრდა? ხომ არ წავიდე?
- დაწე, დაწე. ბევრს ნუ ლაპარაკობ.
ქალი ვერ იტანს, ვესტერნის გმირი კოვბოივით რომ უწყებს
ხოლმე კაცი ლაპარაკს და მის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდე-
ბას ცდილობს… და მაინც, ახლა არაფერს იმჩნევს, კაცისკენ იხ-
რება და ხელს ნაზად უსვამს ტანზე.
- ემანდ მომისვი ხელი, მემ, და მაგრად ჩამბღუჯე, - ისევ იმ ტო-
ნით ეუბნება კაცი და თვალებს ხუჭავს. - მაშ „სატრფოსთან“, არა?
მაზალო სიტყვაა, ძველმოდური… ეგეთი სიტყვის ფონზე, ალბათ,
ფეხებს უნდა გიკოცნიდე და შოკოლადით გიმასპინძლდებოდე.
- ეტყობა, მე თვითონ ვარ მაზალო და ძველმოდური… საყვა-
რელი გირჩევნია? ეს უფრო თანამედროვე და უფრო სამარ-
თლიანია?
- აბა რა. მაგრამ, მართალი გითხრა, ეგ „სატრფო“ მომეწონა…
თანაც, ჩვენს სიტუაციაში სამართლიანი სხვა რა არის, რო?
- არც არაფერი… მოკლედ, მოყოლას აღარ აპირებ, თუ რა
ხდება?
ჰოდა, კაციც განაგრძობს:
- ღამით, მთელი დღის ნაჯირითევმა მახარობლებმა, ქალაქის
მისადგომებთან ბანაკი დასცეს. წინა ლაშქრობებისას ტყვედ აყ-
ვანილი, წელში ორად მოხრილი და მოწიწებული მხევლები მო-
ლაშქრეებს მათარებში ტყავის ტიკებში დაყენებულ წითელ
ჰრანგს უსხამენ და დატაცებული ტალკების ხრტილიანი ხორცი-
საგან დამზადებული ნახევრად უმი ჩაშუშულით უმასპინძლდები-
ან. ოფიციალური ცოლები მოფარებულში სხედან, ელვარე თვა-
ლებს მრისხანედ აპარპალებენ ჩადრებიდან და ქმრების უზ-
ნეობას უთვალთვალებენ. ამაღამ მარტო მოუწევთ ძილი, მაგრამ
დილით გულს მხევლების ცემით მოიოხებენ; ათას რამეს დააბ-
რალებენ საცოდავ მონებს - უპატივცემულობას, მოუხერხებლო-
ბას… - და აუცილებლად გაროზგავენ.
კაცები პატარ-პატარა კოცონებთან ჯგუფ-ჯგუფად სხედან, ტყა-
ვის მოსასხამებში გახვეულები. ვახშამს შეექცევიან და რაღაცას
ბურტყუნებენ ჩუმად. მაინცდამაინც მხიარულები ვერ არიან.
ხვალ-ზეგ (გააჩნია, რა სისწრაფით ივლიან და დამხვდურები
რამდენად მალე შეასწრებენ თვალს) ბრძოლა მოუწევთ… ვინ
იცის, ამჯერად ეგებ მარცხიც იგემონ. მართალია, თვალებ-
ბრიალა მაცნემ მათ უძლეველ წინამძღოლს პირობა მისცა,
გაიმარჯვებთ, თუ რწმენა არ შეგერყევათ, თუ უზენაესის ნებას
დაემორჩილებით, თუ კიდევ უფრო მამაცები და გაიძვერები გახ-
დებითო, მაგრამ ძალიან ბევრი „თუ“ მოაყოლა და მთელი ეს ამ-
ბავი რაღაცნაირად სათუო გახადა.
ბრძოლა თუ წააგეს, მათაც დახოცავენ და მათ ცოლ-შვილსაც.
დანდობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან, მოგების შემთხვე-
ვაში არც თავად დაინდობენ ვინმეს. ეს ხოცვა-ჟლეტა არც ისეთი
სასიამოვნოა, როგორც ზოგჯერ სხვებს ჰგონიათ ხოლმე. ქალა-
ქის ყველა მკვიდრი უნდა დახოცონ, ასეთია ბრძანება. არც ერთი
ბიჭი არ უნდა დარჩეს ცოცხალი, რადგან წამოიზრდებიან და
შურს იძიებენ მამების მკვლელობის გამო; არც ერთი გოგო არ
უნდა დარჩეს ცოცხალი, რადგან მომწიფდებიან და მახარობ-
ლებს გარყვნიან. ადრე დაპყრობილ ქალაქებში დატყვევებულ
გოგონებს, თითოს, ორ-ორს, ან სულაც სამ-სამს (დამსახურებისა
და სტატუსის მიხედვით) მეომრებს ურიგებდნენ ხოლმე, მაგრამ
ამჯერად მაცნემ ბრძანა, არ გაბედოთ, რაც გაქვთ, იმას დასჯერ-
დით და ის იკმარეთო.
მთელი ეს ჟუჟვა ძალიან დამღლელი და ყურთასმენის წამღე-
ბი რამ იქნება. ასეთი მასშტაბის ხოცვა-ჟლეტა ძალიან დიდ ენერ-
გიასა და ძალისხმევას მოითხოვს, გარემოს აბინძურებს და ყუ-
რადღების მოდუნებას ვერ იტანს, რადგან ცოცხალი თუ ვინმე გა-
დაურჩათ, მერე შავი დღე დაადგებათ. ყოვლისშემძლეს ხელეწი-
ფება თავისი ბრძანების ზედმიწევნით შესრულების შემოწმება.
ცხენები შორიახლო ჰყავთ დაბმული. მხოლოდ თავკაცებს
აქვთ ხოლმე მათზე ამხედრების საშუალება. მოხდენილი და ოჩა-
ნი ცხენები არიან; გახეხეშებული პირებით, მწუხარე იერით და
ნაზი, შიშნაჭამი თვალებით. დანაშაულებრივ ქმედებებში ძალით
ჩაითრიეს, მათი ბრალი არ არის…
პატრონს შეუძლია, დეზი ჰკრას ცხენს და მათრახიც გადაუჭი-
როს, მაგრამ მისი მოკვლა და შეჭმა ეკრძალება, რადგანაც დიდი
ხნის წინათ უზენაესის პირველი მაცნე თურმე სწორედ ცხენის სა-
ხით მოვლინებია ხალხს. ამბობენ, ცხენებს ეს ამბავი ახსოვთ და
ამით ძალიან ამაყობენო. ამიტომაც მხოლოდ თავკაცებს შემო-
ისვამენ ხოლმე ზურგზე. ყოველ შემთხვევაში, მახარობლები ამ
ფაქტს ასე ხსნიან.
მეიფეარი, მაისი, 1934
ტორონტოს შუადღის ჭორი

აპრილის თვეში გაზაფხული უცბად მოვიდა ჩვენს ქალაქში.


მასთან ერთად, ნაირნაირი ლიმუზინების შთამბეჭდავი კავალკა-
დით აქ სახელოვანი ადამიანები ჩამობრძანდნენ გრანდიოზულ
მიღებაზე დასასწრებად. 6 აპრილს, მისიზ უინიფრედ გრიფენ--
პრაიორმა, თავის იმპოზანტურ, ტიუდორული სტილის, დიდებულ
როუზდეილის რეზიდენციაში საზეიმო დახვედრა მოუწყო ონტა-
რიოს პორტ ტიკონდეროგას მკვიდრს, მის აირის ჩეიზს. მის ჩეიზი
კაპიტან ნორვალ ჩეიზის ქალიშვილი და აწ განსვენებული მონ-
რეალელი ქალბატონის, მისიზ მონფორ-ჩეიზის შვილიშვილია.
იგი ცოლად მიჰყვება ქალბატონ გრიფენ-პრაიორის ძმას, ბ-ნ რი-
ჩარდ გრიფენს, რომელიც კარგა ხანია, ყველაზე თვალსაჩინო
და სასურველ სასიძოდ ითვლება ჩვენს პროვინციაში. ახალგაზ-
რდები მაისის თვეში დაიწერენ ჯვარს და მათი ქორწილი სეზონის
ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა იქნება.
გასული სეზონის საპატარძლოები და მათი დედები თვალს
ვერ აშორებდნენ მომავალ საპატარძლოს, რომელსაც სკიაფა-
რელის ჩალისფერი კრეპის სადა კოსტიუმი ეცვა, გოფრირებუ-
ლი, ვიწრო ქვედატანით და შავი ხავერდითა და აქატის ქვებით
გაწყობილი ბლუზით. მას არც მომავალი მული ჩამოუვარდებო-
და: შანელის უმშვენიერეს საღამოს კაბაში (დრაპირებული ქვე-
დატანითა და პაწაწინა მარგალიტებით მოოჭვილი ზედატანით)
გამოწყობილი მისიზ პრაიორი სტუმრებს მდიდრულად მორთულ
და თეთრი ნარგიზებით დამშვენებულ ფანჩატურში, ვერცხლის
შანდლებში მოციმციმე სანთლების, ტალავერზე ახვეული და
ვერცხლისფერი ბაფთებით შეკრული შავი მუსკატის ვაზების
ფონზე შეხვდა. მის ჩეიზს თან ახლდა თავისი უმცროსი და და მო-
მავალი მეჯვარე, მის ლორა ჩეიზი, რომელსაც სალათისფერი ხა-
ვერდისა და მოყვითალო ატლასის კომბინაციით შექმნილი
არაჩვეულებრივი კაბა ეცვა.
გამორჩეულ სტუმართა შორის იყვნენ გუბერნატორის მოად-
გილე და მისი მეუღლე, მისიზ ჰერბერტ ა. ბრიუსი; პოლკოვნიკი
იტონი მეუღლითა და ქალიშვილით - მის მარგარეტ იტონით;
ღირსი მამა ვ. დ. როსი მეუღლითა და ქალიშვილებით - მის
სიუზენ როსითა და მის იზაბელა როსით; მისიზ ა. ლ. ელსუორთი
და მისი ორი ქალიშვილი - მისიზ ბევერლი ბალმერი და მის ელე-
ინ ელსუორთი. აქვე ბრძანდებოდნენ მის ჯოსლინ ბუნი და მის
დაფნი ბუნი, და მისტერ და მისიზ გრანტ პეპლერები.
ბრმა მკვლელი: ბრინჯაოს ზარი

შუაღამეა. საკიელ-ნორნში ბრინჯაოს ობოლი ზარი რეკს და


ქალაქს ამცნობს, რომ დამხობილი ღმერთი, სამი მზის ღმერთის
ავატარი, საცაა ჩააღწევს ქვესკნელს, სადაც მალე ნაკუწებად იქ-
ცევა ქვესკნელის მბრძანებელთან და მის დამქაშებთან, მკვდარი
ჯარისკაცების ბანდასთან დაუნდობელ შეტაკებაში. ქალღმერთი
ამ ნაკუწებს შეაგროვებს, შეაკოწიწებს, ავატარს მკვდრეთით
აღადგენს და გარიჟრაჟზე ახალ სიცოცხლესა და ბრწყინვალებას
შთაბერავს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დამხობილი ღმერთი საკმაოდ პო-
პულარული ფიგურაა, ქალაქში ამ ზღაპრისა აღარავის სჯერა.
მაგრამ აქაური ქალები მაინც აკეთებენ თიხისაგან მის გამოსახუ-
ლებებს. წლის ყველაზე ბნელ ღამეს ამ გამოსახულებებს კაცები
ამსხვრევენ, რომ მერე, გათენებამდე, ქალებმა ნამსხვრევებისა-
გან ახალი ფიგურები ააწყონ. ბავშვებისთვის ღვთაების პატარ--
პატარა ფიგურებს ტკბილი ცომისაგან აცხობენ და ისინიც ხარ-
ბად ახრამუნებენ მსუნაგი პირებით, მომავლის დაფჩენილ ხახას
ჰგვანან, დროის გაუმაძღარ ხახას, ყოველივე ცოცხალს რომ
შთანთქავს.
მეფე თავისი მდიდრული სასახლის ყველაზე მაღალ კოშკშია
განმარტოებული. იქიდან გასცქერის ცას და ცდილობს, ვარ-
სკვლავების განლაგებით იწინასწარმეტყველოს დამდეგი კვი-
რის პროგნოზი. პლატინის ნიღაბი ჩამოუხსნია, რადგან მარტოა
და საკუთარ ემოციებს არავის უმალავს. შეუძლია მაშინ გაიღი-
მოს ან მოიღუშოს, როცა მოესურვება, ნებისმიერი იგნიროდი-
ვით. ამით საოცარ შვებას გრძნობს.
სწორედ ახლა იდუმალი ღიმილით იღიმის, თავის უკანასკნელ
გულის მურაზზე ფიქრობს, ერთი წვრილი საჯარო მოხელის ჩასუ-
ქებულ ცოლზე. ის დედაკაცი ალკივით შტერია, მაგრამ სავსე, ხა-
ვერდის სველი ბალიშივით რბილი ტუჩები აქვს, თევზივით
სხმარტალა და მოქნილი თითები და ეშმაკური თვალები, და სა-
სიყვარულო საქმეებშიც საკმაოდ გაწაფულია. მაგრამ ბოლო
დროს ზედმეტად გათავხედდა და მეტისმეტს ითხოვს: მეფეს
ტვინს უბურღავს, გინდა თუ არა, ლექსი მიუძღვენი ჩემს ფუმფუ-
ლა ქეჩოს ან ჩემი სხეულის რომელიმე სხვა ნაკვთს, როგორც
სხვა დიდებულები, სამეფო კარის კოხტაპრუწა კუროები აკეთე-
ბენ თავიანთი საყვარლებისთვისო. მაგრამ მეფეს პოეტური ნიჭი
არ გააჩნია… რატომ არიან ქალები ასეთი ძვირფასი საჩუქრების
მოყვარულები? ასე ძალიან რატომ ესწრაფვიან საკუთარი თავის
უკვდავყოფას? იქნებ იმ მზაკვარ დედაკაცს მეფის გაპამპულება
სურს? ან ეგებ უნდა, მასხარად აიგდოს საკუთარი გავლენის წარ-
მოსაჩენად?
სირცხვილი და თავის მოჭრა!.. მაგრამ მაგ დედაკაცს როგორ-
მე ჩამოიშორებს; მის იდიოტ ქმარს აიძულებს, კარის დიდებუ-
ლებს ყოველდღე სადილები გაუმართოს და ბოლომდე გააკოტ-
რებს. ჰოდა, ქმარიც იძულებული გახდება, ვალების დასაფარად
ცოლი მონად გაყიდოს. შეიძლება, ქალისთვის ასეც ჯობდეს - ცო-
ტა დაიფერთხება და მოდუნებულ კუნთებსაც გაიმკვრივებს. მე-
ფეს იმის გაფიქრებაც კი აშკარა სიამოვნებას ჰგვრის, მისი თავ-
ხედი ხარჭა სახედაუფარავი რომ უნდა გავიდეს გარეთ; ყველამ
რომ უნდა შეჭამოს თვალებით; ახალი ქალბატონის მოსასვენე-
ბელი სკამი და მისი საყვარელი, ლურჯნისკარტა ვიბულარი რომ
უნდა ათრიოს და მთელი დღე დაბოღმილმა იწანწალოს… ცხა-
დია, შეუძლია, ნებისმიერ წამს მოაკვლევინოს კიდეც, მაგრამ ეგ
უკვე მეტისმეტი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ისეთს რას სთხოვს?
მხოლოდ და მხოლოდ უნიჭო ლექსებს… ჰოდა, მეფე ნამდვილი
ტირანი ხომ არ არის?!
წინ გამოშიგნული ურმი უდევს. მეფე მის ბუმბულში უაზროდ
აფათურებს ხელს. ახლა ვარსკვლავები სულ არ ანაღვლებს; სა-
ერთოდაც აღარ სწამს მაგ ვარსკვლავების, მაგრამ ცოტა ხანს მა-
ინც უნდა უმზიროს ზეცას და მერე პროგნოზი ამცნოს თანამოქა-
ლაქეებს. კეთილდღეობის ზრდისა და ბარაქიანი მოსავალის წი-
ნასწარმეტყველება ცოტა ხანს გულს გაუკეთებს ყველას, მერე კი
გადაავიწყდებათ. აუხდენელი წინასწარმეტყველება მალე მიეცე-
მა ხოლმე დავიწყებას.
ნეტა იცოდეს, რამდენად სარწმუნოა მისი კონფიდენციალური
წყაროს (პირადი დალაქის) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მე-
ფის ტახტიდან ჩამოგდება უნდათ… ნუთუ კვლავ მოუწევს ხალხის
დაპატიმრება, წამება და სიკვდილით დასჯა? კი, ეგეთი პირი
უჩანს… მოჩვენებითი ლმობიერება ისევე არ ივარგებს ქვეყანაში
წესრიგის შესანარჩუნებლად, როგორც ნამდვილი ლმობიერება.
აღვირის მოქაჩვაა საჭირო, ლაგამი კარგად უნდა ამოსდოს ყვე-
ლას. თავების დაყრევინებაც არ აწყენდათ… მთავარია, იმ დაყ-
რილ თავებში მისი საკუთარი თავი არ გამოერიოს. მოკლედ,
აიძულებენ, იმოქმედოს, თავი დაიცვას… და მაინც, რაღაც უც-
ნაური ინერტულობის განცდა ეუფლება. სამეფოს მართვა მუდმივ
დაძაბულობაში ცხოვრებას ითხოვს; წამითაც რომ მოადუნოს ყუ-
რადღება, მაშინვე გამოჩნდება ვინმე და ფეხქვეშ გაიგდებს.
ჩრდილოეთით რაღაც მოციმციმე სინათლეს ამჩნევს, თით-
ქოს რაღაც იწვის… მაგრამ ციმციმი მალევე ქრება, უკვალოდ.
ალბათ უბრალოდ გაიელვაო, ფიქრობს… თვალებს ხელით ის-
რესს.
- ცოტა შემებრალა ეგ საწყალი მეფე. რა ქნას? ყველაფერს
აკეთებს, რაც შეუძლია.
- მგონი, თითო კიდევ უნდა გადავკრათ. როგორ ფიქრობ?
- ვფიქრობ, რომ მოკვლას უპირებ. თვალები ისე გიელავს,
რომ ეგრე იქნება.
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ობიექტურად სიკვდილის ღირ-
სია. ჩემს თვალში ნამდვილი ნაბიჭვარია… მაგრამ მეფე თუ ხარ,
მაგარი ნაბიჭვარიც უნდა იყო, ხომ ასეა? მაგრები იმარჯვებენ,
სუსტები კი მარცხდებიან.
- თავად არ გჯერა, რასაც ამბობ.
- სულ ეგ არის? სხვა ბოთლი აღარა გვაქვს? მიდი მიდი, ბო-
ლომდე ჩამოასხი, პირი გამიშრა.
- მოიცა, ვნახავ, - ამბობს ქალი, დგება და ზეწრის შლეიფს მი-
ითრევს.
- ნეტა ვიცოდე, რას გამოხვეულხარ მაგ ზეწარში? მოიხსენი,
თვალს წყალი მაინც დავალევინო.
ქალი მხარგამოღმა გამოხედავს.
- ასე უფრო საინტერესოა. ერთი ეგ ჭიქა გადმომიგდე. ნეტა ამ
საზიზღრობას არ ყიდულობდე.
- სხვაზე ხელი არ მიმიწვდება. თანაც, ეტყობა, გემოვნებაც არ
მივარგა, იმიტომ რომ ობლობაში გავიზარდე. პრესბიტერიანე-
ლებმა ობოლთა თავშესაფარში დედა მიტირეს. იმიტომაც ვარ
ასეთი კუშტი და უხასიათო.
- მორჩი ამ ობლობანას გაუთავებელ თამაშს! მაგით გულს მა-
ინც ვერ ამიჩუყებ.
- აგიჩუყებ, აგიჩუყებ. რომ იცოდე, სწორედ ეგ შენი გულჩვი-
ლობა მხიბლავს, მაგ შენს შოლტივით ფეხებთან და ფანტასტი-
კურ ტრაკთან ერთად! ვგიჟდები, გული რომ გიფორიაქდება
ხოლმე, საყვარელო!
- გულისა რა მოგახსენო, მაგრამ გონება ნამდვილად აფო-
რიაქებული მაქვს; ყოველ შემთხვევაში, სხვები ასე თვლიან.
კაცს ეცინება.
- მაშინ, მოდი მაგ შენს აფორიაქებულ გონებას გაუმარჯოს!
ქალი სვამს და სახე ემანჭება.
- რასაც ჩაისხამ, იმას გადააქცევ კიდეც! - მხიარულად ეუბნება
კაცი და საწოლიდან დგება. - სიტყვამ მოიტანა და, ახლა გადაქ-
ცევა არ მაწყენდა.
ფანჯარას უახლოვდება და ფარდას ოდნავ გადაწევს.
- რას აკეთებ, სულ გაგიჟდი?!
- რა იყო? პატარაზე გავყოფ და ჩუმად გადავაფსამ. ნუ გეშინია,
აქ არავინ დადის და არავის მოხვდება.
- ყოველ შემთხვევაში, ფარდას მაინც ამოეფარე… ჩემზე სულ
არ ფიქრობ?
- კარგი რა, შიშველი კაცი ჯერ არ გინახავს, თუ რა დაგემარ-
თა? ახლა არ მითხრა, აქამდე სულ თვალებს ვხუჭავდიო.
- მაგას არ ვგულისხმობ. მე ფანჯრიდან ვერ გადავაფსამ და რა
ვქნა? ხომ არ გავსკდები?
- აი, ჩემი მეგობრის ხალათს ხომ ხედავ? საკიდზეა. მოიცვი და
გადი. ოღონდ ჯერ გაიჭყიტე, კორიდორში დიასახლისს არ გა-
დაეყარო. დიდი აშარი ბებრუხანაა… მაგრამ მაგ ხალათში მაინც
ვერ გიცნობს, აქაური ეგონები. ჰოდა, მოიცვი და გადი, ოღონდ
ფრთხილად იყავი.
- ესეც ასეეეე. აბა, სად გავჩერდი?
- შუაღამეაო, თქვი, და ობოლი ბრინჯაოს ზარი რეკსო.
- ჰო, გამახსენდა… მოკლედ, შუაღამეა და ობოლი ბრინჯაოს
ზარი რეკს. ზარის ხმა რომ წყდება, ბრმა მკვლელი კარს გასაღე-
ბით აღებს. გული გამალებით უცემს, როგორც ყოველთვის, რო-
ცა თავს საფრთხეში იგდებს. თუ ჩაავლეს, ნელა და წამებით
ამოხდიან სულს.
მკვლელობა, რომელიც უნდა ჩაიდინოს, არაფრად ანაღ-
ვლებს; არც ის, თუ რატომ დაუკვეთეს გოგონას მოკვლა; ეგ
მდიდრებისა და ძალაუფლების მქონეთა პირადი საქმეა. თვი-
თონ ყველა ერთნაირად სძულს, რადგან სწორედ მათ წაართვეს
თვალისჩინი და მერე ათობით მათგანმა იხმარა, როცა ჯერ კიდევ
პატარა იყო და ვერ უძალიანდებოდა. ჰოდა, ყასბის როლი მშვე-
ნივრად მოირგო, ყოველი მათგანის დაკვლა დიდ სიამოვნებას
ანიჭებს; მათიც და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა
ადამიანისაც, როგორიც, თუნდაც, ეს გოგოა. რაში ედარდება,
რომ ეს უბედური ტყვეა, ძვირფას სამოსში გამოწყობილი და
მორთულ-მოკაზმული ტყვე. არც ის აფიქრებს, რომ სწორედ მის-
მა გამბახებლებმა და დამაბრმავებლებმა დაამუნჯეს ეს გოგოც.
უბრალოდ, თავის საქმეს გააკეთებს, საფასურს აიღებს და ამით
დამთავრდება. ამ საცოდავს დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოკლა-
ვენ, ჰოდა თვითონ ამას უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ
აღასრულებს. ამიტომ ფიქრობს, რომ ერთგვარ მადლსაც კი მო-
ისხამს. ტანჯვით სიკვდილი ბევრჯერ უნახავს, რადგან არც ერთმა
მეფემ არ იცის დანის სწორად და მარჯვედ ხმარება.
იმედი აქვს, რომ გოგო წიკვინს არ დაიწყებს და დიდად არ გა-
აწვალებს. უთხრეს, ყვირილით ვერ იყვირებს; დიდი დიდი, შეიძ-
ლება კატასავით იკნავლოს თავის უენო და ნაიარევი პირითო. ეს
ამბავი ძალიან ამშვიდებს. თუმცა, სიფრთხილეს თავი არა სტკი-
ვაო, მაინც ფიქრობს.
გუშაგის გვამს ოთახში შეათრევს, რომ სიბნელეში ფეხი არა-
ვინ წამოკრას დერეფანში. მერე თავადაც ოთახში შედის, უჩუმ-
რად, ფეხშიშველა, და კარს გადარაზავს.
V

ქურქი

დილით ამინდის პროგნოზის არხმა გაგვაფრთხილა, თქვენ-


კენ ტორნადოა მოსალოდნელიო. მართლაც, ნაშუადღევის ცამ
უკვე მომწვანო, ამორწყეული ნაღვლის ავის მომასწავებელი ფე-
რი მიიღო, ხის ტოტებს კი ისეთი ლაწალუწი აუტყდა, თითქოს
რომელიღაც დიდი, დამფრთხალი მხეცი ტევრში გზის გაკაფვას
ცდილობდა. ქარიშხალმა ზედ თავზე გადაგვიარა: გველის ორკა-
პი ენებივით წვრილი ელვის თეთრი შოლტები გადაგვიჭირა და
ღვეზლების ნარჩენებისა და თუნუქის ბინძური თეფშების გროვე-
ბი დააყენა. ათას ერთამდე დაითვალეთ, გვეტყოდა ხოლმე რენი.
თუ მოასწრებთ, ტორნადო თქვენგან ერთი მილის დაშორებით
გადაივლის. იმასაც გვეტყოდა ხოლმე, ჭექა-ქუხილის დროს ტე-
ლეფონის ყურმილი არ აიღოთ, თორემ ელვა პირდაპირ ყურში
შეგიძვრებათ და დაგაყრუებთო; ნურც აბაზანას მიიღებთ, შეიძ-
ლება წყალს გამოყვეს და ონკანიდან შემოიპაროსო. თუ, ღმერ-
თმა ნუ ქნას და, იგრძენით, რომ კეფაზე თმა ყალყზე დაგიდგათ,
მაშინვე ჰაერში შეხტით, სხვა აღარაფერი გიშველითო.
საღამოხანს ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ გარშემო ყველაფერი
ჯერ კიდევ ნესტიანი იყო. საწოლის შუაგულისკენ გავღოღდი და
მოვიკუნტე. ვიწექი, ზეწრებში გამოხვეული, საკუთარი გულის
უსუსურ ფრთხიალს ვუსმენდი და ვცდილობდი, როგორმე დავ-
მშვიდებულიყავი. ბოლოს დაძინებაზე ოცნებას შევეშვი, სვიტრი
პირდაპირ ღამის პერანგზე გადავიცვი და კიბეს დავუყევი. ქვე-
მოთ კაპიუშონიანი საწვიმარი მოვიცვი, ფეხი რეზინის ბოტებში
ჩავყავი და გარეთ გავედი. სველი პარმაღის ხის კიბე მეტისმეტად
არასანდო მეჩვენა - საღებავი გადაქერცლოდა და, ალბათ, კარ-
გა ხანია, ნელ-ნელა ლპებოდა.
მკრთალ შუქზე ყველაფერი შავ-თეთრად მოჩანდა. ნესტიანი
ჰაერი თითქოს გაჩერებულიყო, საერთოდ არ იძვროდა. წინა გა-
ზონზე წვიმის წვეთებით დანამული ქრიზანთემები ბრწყინავდნენ
და ლუპინების შემორჩენილ ფოთლებს ლოკოკინების მთელი ბა-
ტალიონი ლოღნიდა. ამბობენ, ლოკოკინებს ლუდი უყვართო.
ზოგჯერ ვფიქრობ, ცოტა ლუდი გარეთ ხომ არ გავუდგა-მეთქი;
ჯობს, მე კი არა, მაგათ მოწრუპონ და გაიხარონ-მეთქი. ეგ სასმე-
ლი მაინც არასდროს მხიბლავდა; სწრაფად გათიშვა მერჩივნა
ყოველთვის და იმიტომ.
ფეხების ჩოჩიალით გავედი სველ ქვაფენილზე. სავსე მთვა-
რეს თავზე მკრთალი სხივების შარავანდედი ედგა. ქუჩის ფანრე-
ბის შუქზე ჩემი ჩრდილი დამოკლებულიყო და ხტუნვა-ხტუნვით
მიმიძღოდა პატარა, მახინჯი გობლინივით. ვხვდებოდი, რომ
„ზედმეტად გმირულ“ საქციელს ჩავდიოდი - ბებერი, მარტოხელა
ქალი შუაღამისას მარტოკა მივეხეტებოდი სადღაც. უცხო თვალს
რომ დავენახე, საოცრად მიუსაფარი და დაუცველი მოვეჩვენე-
ბოდი. ამ აზრმა ცოტა შემაშინა კიდეც; ყოველ შემთხვევაში, გუ-
ლი აშკარად ამიჩქარდა... მაირა, მისთვის ჩვეული უტაქტობით,
სულ იმას ჩამჩიჩინებს, ბებრუხანები ჯიბგირების საყვარელი სა-
მიზნეები არიანო. ამბობენ, ყველა სხვა უბედურებისა არ იყოს,
ისინიც ტორონტოდან მოდიანო. ალბათ, ავტობუსს მოჰყვებიან..
მაირას თქმით, „სამუშაო ინსტრუმენტები“ შენიღბული ჩამოაქვთ
- ვითომ ქოლგაა ანდა გოლფის ჯოხების კომპლექტი. მათი უკად-
რებელი ქვეყნად არაფერი მეგულებაო, ამტკიცებს.
სამი კვარტალი გავიარე და გავჩერდი. სისველისაგან ალაპ-
ლაპებულ გუდრონის გზატკეცილს მიღმა უოლტერის გარაჟს
გავხედე. უოლტერი ასფალტის დაცლილი ავზის შუაგულში აღ-
მართულ მინის ჯიხურში იჯდა, წითელი კეპი ეხურა და, დაძაბული
გამომეტყველებით, წინისკენ გადახრილიყო. უჩინარ ცხენზე ამ-
ხედრებულ ბებერ ჟოკეის ჰგავდა… ან ეგებ იმ კოსმოსური ხო-
მალდის კაპიტანსაც, სასოწარკვეთილი რომ მართავს დასაღუ-
პად განწირულ ხომალდს. სინამდვილეში, როგორც მაირამ მო-
მახსენა, ასეთ დაძაბულ პოზაში სპორტულ არხს უყურებდა ხოლ-
მე თავის ციცქნა ტელევიზორში. ქუჩა არ გადამიჭრია და უოლ-
ტერს არ გამოვლაპარაკებივარ. საწყალს, ალბათ, გულიც გაუს-
კდებოდა, შუაღამისას ღამის პერანგსა და რეზინის ჩექმებში გა-
მოწყობილი, ოთხმოცს მიტანებული, სკლეროზიანი სტალკერი-
ვით ქუჩაში მოფარფატე რომ დავენახე… და მაინც, გულის სიღ-
რმეში მესიამოვნა, რომ ამ დროს ამ ქალაქში კიდევ ერთ ადამი-
ანს არ ეძინა.
შინ რომ ვბრუნდებოდი, უკნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმა შემო-
მესმა. ესეც შენ-მეთქი, გავიფიქრე; იმდენი ქენი, სანამ ჯიბგირი
არ აგეტორღიალა-მეთქი!.. საბედნიეროდ, შავ ლაბადაში გამოწ-
ყობილი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა. სწრაფად ჩამიარა. ჩემო-
დანი ეჭირა და ამაყად თავაწეული მიაბიჯებდა.
ვაიმე, ნამდვილად ჩემი საბრინაა-მეთქი, ვიფიქრე; ბოლოს
და ბოლოს, დამიბრუნდა-მეთქი!.. წამით მეგონა, რომ ყველაფე-
რი მეპატია და საოცარი ნეტარება ვიგრძენი: თითქოს დრო უკან
დაბრუნდა, გარშემო ინათა და ჩემი ძველი, გამომშრალი, დე-
ფორმირებული ბამბუკის ხელჯოხი უმშვენიერესი ყვავილების
თაიგულად იქცა!.. მაგრამ მეორედაც რომ შევხედე… არა,
მეორედ კი არა, ალბათ უფრო მესამედ, მივხვდი, რომ საბრინა
არ იყო, ვიღაც უცხო ადამიანს მივშტერებოდი… ეჰ, ბოლოს და
ბოლოს, ისეთი ვინა ვარ და საქმის ამგვარად შემოტრიალებას
რით ვიმსახურებ-მეთქი, გავიფიქრე… ასეთი სულელური მოლო-
დინი და იმედი არ უნდა მქონდეს-მეთქი…
მაგრამ იმედით ვცოცხლობთ, ყველაფრის მიუხედავად.
კმარა ამაზე წუწუნი და ლირიკული გადახვევები! ნაკისრ ვალ-
დებულებას უნდა მივუბრუნდე და კვლავაც მთხრობლის უმძიმე-
სი, ნებაყოფლობით აღებული ტვირთი ვზიდო, როგორც ძველი
მწერლები იტყოდნენ… მოკლედ, ავილიონში ვბრუნდები.
დედა აღარ არის და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება…
გამუდმებით იმას მიჩიჩინებდნენ, ზედა ტუჩი მაგრად მოკუ-
მეო. ნეტა ვინ მიჩიჩინებდა? ალბათ, რენი… ან იქნებ მამაც? რა
უცნაურია, რომ ქვედა ტუჩზე არავინ არაფერს ამბობს ხოლმე…
ეტყობა, ქვედა ტუჩი მოსაკვნეტად არის განწირული, დროდად-
რო ერთი ტკივილის მეორით ჩანაცვლება რომ შეგეძლოს.
თავიდან ლორა, დედას ქურქში გამოხვეული, საათობით იჯდა
ხოლმე კარადაში. ზღვის ლომის ბეწვისაგან შეკერილი ქურქი
იყო და ერთ ჯიბეში ჯერ კიდევ იდო მისი ნაქონი ცხვირსახოცი.
ლორა კარადას მიადგებოდა, იმ ქურქს დიდხანს და გულმოდგი-
ნედ უკრავდა ღილებს, და საქმეს რომ მოათავებდა, ქვემოდან
შეძვრებოდა ხოლმე ყველა ღილზე შეკრულ ქურქში. ახლა ვფიქ-
რობ, ქურქში მოკალათებული, ალბათ, მხურვალედ ლოცულობ-
და; უფრო სწორად, შელოცვით უნდოდა, დედას საიქიოდან გა-
მოხმობა. ასე იყო თუ ისე, მისმა ლოცვამ თუ შელოცვამ არ გაჭ-
რა. ბოლოს ქურქი ჩამოხსნეს და საქველმოქმედო მიზნით გააჩუ-
ქეს.
ცოტა ხანში ლორამ იმის გამოძიებაც დაიწყო, ჩვილი, რომე-
ლიც კატას სულაც არ ჰგავდა, სად წავიდაო. პასუხი „ზეცაში“ არ
აკმაყოფილებდა; იმის დაზუსტება სურდა, ტაშტში რომ ეგდო,
იმის მერე სად წავიდა. რენიმ უთხრა, ექიმმა წაიღოო. მერე დაკ-
რძალვა? დაკრძალვა რატომ არ იყო? იმიტომ, რომ ძალიან პა-
ტარა იყოო, კვლავ მიუგო რენიმ. როგორ შეიძლებოდა, ასეთ პა-
ტარა რაღაცას დედა მოეკლა?! მაგაზე ნუ იფიქრებ, გაიზრდები
და მიხვდები, ამშვიდებდა რენი. ის, რაც არ იცი, გულს არა
გტკენს.
ძალიან საეჭვო მოსაზრებაა, ღმერთმანი! ზოგჯერ სწორედ ის
უფრო გტკენს გულს, რაც არ იცი.
ღამით ლორა ხშირად შემოდიოდა ჩემს ოთახში და ნჯღრევით
მაღვიძებდა. მერე საწოლში შემომიწვებოდა, მაგრამ მაინც ვერ
იძინებდა. სულ ღმერთის ბრალი იყო. დაკრძალვამდე ლორა და
ღმერთი ძალიან მეგობრობდნენ. ღმერთს უყვარხართ, გვეუბნე-
ბოდა საკვირაო სკოლის მასწავლებელი მეთოდისტურ ეკლე-
სიაში, სადაც დედა დაგვატარებდა ხოლმე, და სადაც რენიც
გვაიძულებდა სიარულს დედის გარდაცვალების შემდეგ. ჰოდა,
თავიდან ლორას სჯეროდა, რომ ღმერთს მართლაც ვუყვარდით.
ახლა კი, ცოტა არ იყოს, დაეჭვდა მის კეთილგანწყობაში.
ძალიან აწუხებდა ღმერთის ადგილსამყოფლის საკითხი. საკ-
ვირაო სკოლის მასწავლებლის ნათქვამმა, ღმერთი ყველგან
არისო, საშინლად ააფორიაქა: სულ იმას არკვევდა, არის თუ არა
ღმერთი მზეში, ან მთვარეში, ან სამზარეულოში, ან სააბაზანოში
ანდა, სულაც, საწოლის ქვეშ (ერთი იმ ქალისთვის კისერი მომაგ-
რეხინაო, ნატრობდა რენი). ლორას არ უნდოდა, რომ ღმერთი
მოულოდნელად წამოსდგომოდა თავს, მით უმეტეს მას აქეთ,
რაც ასეთი უკადრებელი რამ იკადრა… აბა, პირი გააღე და თვა-
ლები დახუჭე, საყვარელო, შენთვის დიდი სიურპრიზი მაქვს, ეუბ-
ნებოდა რენი და ზურგს უკან ნამცხვარს მალავდა. მაგრამ ლორა
ცივ უარზე იდგა, ამის გაკეთება აღარ უნდოდა, თვალების დახუჭ-
ვისა ძალიან ეშინოდა… არა, იმიტომ კი არა, რომ რენის არ ენ-
დობოდა, უბრალოდ, დიდი სიურპრიზების საშინელი შიში დას-
ჩემდა.
ვაითუ ღმერთი საკუჭნაოში იმალებოდა?!.. კი კი, ნამდვილად
ასე იქნებოდა!.. ყოველ შემთხვევაში, მუდმივად თუ არა, ზოგჯერ
ხომ მაინც იჯდა იქ, ჩასაფრებული, ვინმე გიჟმაჟი და ცოტა საშიში
ძიასავით, და ელოდა, კარს როდის შეაღებდნენ… ამიტომ ლო-
რას საკუჭნაოს კარის გაღებისა ძალიან ეშინოდა. ღმერთი ყოვე-
ლი ჩვენგანის გულშია, გვარწმუნებდა საკვირაო სკოლის მასწავ-
ლებელი და ამან მთლად აუბნია თავგზა საბრალო ბავშვს; ისევ
ის ერჩივნა, საკუჭნაოში ყოფილიყო… კარს მაინც ჩაკეტავდა.
ღმერთს არასდროს სძინავსო, ამბობდა ფსალმუნი… ესე იგი,
ღამით მთელ სახლში დაბორიალებდა, ყველას უთვალთვალებ-
და, ამოწმებდა, როგორ იქცეოდნენ, და თუ რამე არ მოეწონებო-
და, შავ ჭირსა და შავ ქვას უგზავნიდა ცოდვილებს, ანდა სხვა ამ-
დაგვარ, საშინელ სასჯელს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად
მოუწევდა რაღაც ისეთი სისასტიკის ჩადენა, ბიბლიაშიც ხშირად
რომ უწევდა ხოლმე. აი, გესმის?.. ის იქნება!.. ამბობდა თვალებ-
გაფართოებული ლორა ყოველ გაფაჩუნებასა თუ ნაბიჯების ხმის
გაგონებაზე.
- ნუ გეშინია, მამაა. კოშკურაში ადის.
- იქ რა უნდა?
- ეწევა.
არ მინდოდა მეთქვა, სვამს-მეთქი; ამით თითქოს მამას დავამ-
ცირებდი და ვუღალატებდი.
ლორა განსაკუთრებით მაშინ მებრალებოდა და მიყვარდა,
როცა ეძინა. პირი ოდნავ ღია ჰქონდა, წამწამები - ცრემლშეუშ-
რობელი; ძილით კი, ძალიან მოუსვენრად ეძინა: კვნესოდა, წიხ-
ლებს ყრიდა და ზოგჯერ ხვრინავდა კიდეც. მოკლედ, არ მაძინებ-
და. საწოლიდან ვდგებოდი, ფეხაკრეფით მივდიოდი ფანჯარას-
თან და ბაღში ვიყურებოდი. თუ მთვარიანი ღამე იყო, ბაღს
მორუხო-მოვერცხლისფრო ფერი დაჰკრავდა; თითქოს ყველა
მხიარული ფერი ვიღაცას ძალით გამოერეცხა მთელი გარემო-
დან. ქვის ნიმფას ვუყურებდი, მის დუმფარებიან აუზში არეკლილ
მთვარეს. ნიმფას ფეხი შიგ მთვარის გათოშილ ანარეკლში ედგა.
ამის დანახვაზე გამაჟრჟოლებდა ხოლმე და სასწრაფოდ საწოლ-
ში ვბრუნდებოდი. ვიწექი და ღამის ბობღიალა ჩრდილებს ვუყუ-
რებდი, სახლის ჭრიალა და ჭრაჭუნა ხმებს ვუსმენდი და ვშიშობ-
დი, ნეტა რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი.
როცა რაღაც ცუდი ხდება, ბავშვებს ყოველთვის ჰგონიათ,
რომ მათი ბრალია. ამ მხრივ, არც მე ვიყავი გამონაკლისი. მაგ-
რამ, ამავდროულად, ბავშვებს კეთილი ბოლოსიც სჯერათ, მაში-
ნაც კი, როცა ასეთი მოლოდინის არანაირი საფუძველი არ გააჩ-
ნიათ. არც ამ მხრივ ვიყავი გამონაკლისი. უბრალოდ ვნატრობ-
დი, ეს კეთილი ბოლო მალე დამდგარიყო, რადგან ღამით, სანამ
ლორას მშფოთვარე ძილით ეძინა და მე მისი გამხნევება არ მე-
ვალებოდა, საშინელ მარტოობას ვგრძნობდი.
დილაობით ლორას ტანსაცმელს ვაცმევდი. ამას მაშინაც ვა-
კეთებდი, როცა დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იმასაც ვაკონ-
ტროლებდი, თმა თუ ჰქონდა დავარცხნილი და კბილები - გახეხი-
ლი.
სამხრობისას ზოგჯერ რენი უფლებას გვაძლევდა, პიკნიკი
მოგვეწყო. თეთრი პურის ნაჭრებზე კარაქსა და ყურძნის ჟელეს
თხლად გადაუსვამდით ხოლმე, უმ სტაფილოსა და დაჭრილ
ვაშლს მოვიმარაგებდით, აცტეკების ტაძრის ფორმის კონსერვის
ქილებიდან შაშხის ნაჭრებს ვიღებდით და კვერცხებს მაგრად
ვხარშავდით. მერე ყველაფერს თეფშებზე ვაწყობდით და აუზის
პირას, ორანჟერეაში გეახლებოდით. თუ გაწვიმდებოდა, მაშინ
შინ ვრჩებოდით და სამზარეულოში შევექცეოდით საპიკნიკოდ
გამზადებულ სამხარს.
- მოშიმშილე სომხები არ დაგავიწყდეს, - მეუბნებოდა ლორა
და ხელებშეტყუპებული და თვალდახუჭული უკრავდა თავს დაბ-
რაწულ პურის ქერქებს. ვიცოდი, რომ დედას სიტყვებს იმეორებ-
და და ტირილი მინდებოდა.
- ეგ მოშიმშილე სომხები არ არსებობენ, სულ მოგონილია, -
ვუთხარი ერთხელ, მაგრამ ჩემმა ნათქვამმა ლორაზე შთაბეჭდი-
ლება არ მოახდინა.
იმხანად ხშირად მიგვიშვებდნენ ხოლმე ნებაზე. ავილიონი
ბოლომდე გადავაბრუნეთ: მისი ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა
საიდუმლო გვირაბი და გასასვლელი შევისწავლეთ. უკანა კიბის
ქვეშ რომ სამალავი იყო, იქაც შევიჭყიტეთ. ნამდვილი ნაგავსაყ-
რელი აღმოჩნდა - დაგლეჯილი ბოტებით, ცალ-ცალი ხელთათ-
მანებით და წკირებდამტვრეული ქოლგებით. სარდაფის ყოველი
განყოფილებაც გამოვიკვლიეთ: ნახშირის საწყობი; ჩითილების
და ნერგების საწყობი, ფიცრებზე შემოწყობილი კომბოსტოებით,
ჭარხლისა და სტაფილოს ჩითილების ყუთებით და გაღივებული
კარტოფილის ბოლქვებით; პროდუქტების საკუჭნაოც აქვე იყო,
კასრში დამჟავებული ვაშლებით, თაროზე შემოწყობილი პიკუ-
ლებით, დამტვერილი მურაბის ქილებით, მჭიდროდ მოხუფული
პომიდვრის საწებლებითა და მარწყვის ჯემებით. აი, მარნის დაზ-
ვერვა კი ვერ მოვახერხეთ. მარნის კარს კლიტე ედო, რომლის
გასაღებიც მხოლოდ მამას ჰქონდა.
ვერანდის ქვეშ ნესტიან მღვიმესაც მივაგენით. ხოხვით გავიკ-
ვლიეთ გზა ბაძგებში, დამჭკნარ ბაბუაწვერებსა და ხვიარებში. მი-
წურში დაჭყლეტილი პიტნისა და კატების სუნი იდგა. ერთხელ პა-
ტარა ძლოკვიც კი შევაშფოთეთ. სხვენსაც მივაგენით. იქ ძველი
წიგნებით სავსე ყუთები, დაკეცილი პლედები და სამი ცარიელი
სკივრი დაგვხვდა. იქვე იყო დამტვრეული ჰარმონიკა და ბებია
ადელიას ტორსის ფორმის უთავო სამკერვალო მანეკენი, რომე-
ლიც მთლად გახუნებულიყო და დაობებულიყო.
ხედავ, საათის ქანქარა როგორ ტოკავს? ვუთხარი ლორას და
საათზე ვანიშნე. ძველებური საათი იყო, თეთრსა და ოქროსფერ
ფაიფურში ჩასმული. ის საათი ადრე ბიბლოოთეკაში, ბუხრის
თავზე ჰქონდა ბაბუას შემოდგმული. ლორამ ტოკავს მაგივრად,
ლოკავსო, გაიგონა. თითქოს ასეც იყო - თითბრის ქანქარა,
აქეთ-იქით რომ ირწეოდა, მართლაც იმ ენას ჰგავდა, უჩინარ ტუ-
ჩებს რომ ილოკავდა და დროს წარხოცავდა.
შემოდგომაც დადგა და მე და ლორამ ახლა რძიანების კრეფა
დავიწყეთ. თავებს ვაწყვეტდით, გველეშაპის ქერცლივით ხაოიან
თავებს, და ჯუბილი ბრიჯისაკენ მივდიოდით. მერე იმ თავებს ხი-
დიდან მდინარეში ვყრიდით და ვუყურებდით, როგორ ტაატით მი-
ირწეოდნენ, დინებას მიყოლილნი, სანამ წყლით არ გაიჟღინთე-
ბოდნენ და არ ჩაიძირებოდნენ. ნეტა რა წარმოგვედგინა? ალბათ
ვფიქრობდით, რომ ხალხით სავსე გემები თუ კატარღები იყო, ახ-
ლა აღარ მახსოვს… მაგრამ მათი ჩაძირვის ყურება კი აშკარა
სიამოვნებას გვგვრიდა.
მერე ზამთარიც მოვიდა. ცა რუხმა ნისლმა დაფარა და მზეც ძა-
ლიან დაბლა დაეშვა; წყალწყალა ვარდისფერი მზე იყო, თევზის
სისხლივით. ფანჯრის რაფებსა და სახურავს მაჯის სიმსხო ლო-
ლუები დაეკიდა. უცნაური ლოლუები იყო; თითქოს ვარდებოდ-
ნენ და ვიღაცამ შუა გზაზე გააშეშა. ლოლუებს ჩამოვამტვრევდით
ხოლმე და წვერებს ვულოკავდით. რენი გვეუბნებოდა, მაგას თუ
იზამთ, ენები გაგიშავდებათ და მოგტყდებათო, მაგრამ ვიცოდი,
რომ გვატყუებდა… იმიტომ, რომ ეს ადრეც ბევრჯერ გამიკეთებია.
იმ დროს ავილიონში ნავების სადგომი ფარეხიც იყო, ქვემოთ,
ნავსაყუდელთან, და საყინულე ფარდულიც. ფარეხში „უოთერ
ნიქსი“ იდგა, უწინ ბაბუას და ახლა უკვე მამაჩვენის კუთვნილი
აფრიანი ნავი. ზამთარში ყოველთვის ფარეხში „მიაძინებდნენ“
ხოლმე. საყინულე ფარდულში მდინარე ჯოგსიდან ცხენებით წა-
მოღებულ ყინულის დიდრონ ბლოკებს ინახავდნენ ნახერხის სა-
ფარქვეშ. ზაფხულისათვის ყინულს ასე იმარაგებდნენ.
მე და ლორა ხშირად ჩავდიოდით მოლიპულ ნავსაყუდელთან,
რაც სასტიკად გვეკრძალებოდა. რენი გვაფრთხილებდა, ფეხი
თუ დაგიცდათ და წყალში ჩაცვივდით, იცოდეთ, ადგილზე გათავ-
დებითო. ეგ ჩექმები გათოშილი წყლით აგევსებათ, დაგიმძიმდე-
ბათ და, ფეხზე გამობმული ლოდივით, ეგრევე ფსკერისკენ გაგა-
ქანებთო. ჩვენ კენჭებს ვისროდით გაყინულ მდინარეში და ვუყუ-
რებდით, რა მოუვიდოდათ. კენჭები ყინულის თხელ ფენას ბზარს
უჩენდნენ, მაგრამ მაშინვე არ იძირებოდნენ, ყინულზევე რჩე-
ბოდნენ, დიდხანს. პირიდან თეთრი ორთქლი გამოგვდიოდა. იმ
ორთქლს ბოლქვებად ვუშვებდით, ორთქმავლებივით, და ერთი
გათოშილი ფეხიდან მეორეზე ვინაცვლებდით. თოვლს ჩვენ ფეხ-
ქვეშ ჭრაჭუნი გაუდიოდა. ხელიხელჩაკიდებულები ხელებს წი-
ნისკენ ვიშვერდით. ხელთათმანები ერთმანეთზე მიგვეყინებოდა
ხოლმე და, რომ წავიძრობდით, შალის ორი, ფუტურო და გაშეშე-
ბული ცისფერი ხელი კეთდებოდა.
იქ, სადაც მდინარე ლავთოუ ჩანჩქერს ქმნიდა, ყინულის დიდ-
რონი ბელტები ხვავდებოდა. შუადღისას ყინული თეთრი იყო, შე-
ბინდებისას - ბაცი მწვანე. ბელტებს შეჯახებისას წკრიალი
გაუდიოდა, პატარა ზარების ხმის მსგავსი. მდინარის შუაგულში
წყალი არ იყინებოდა, შავ მორევად ტრიალებდა. მდინარის
მეორე ნაპირიდან ბავშვების მხიარული შეძახილები გვესმოდა.
თავად ბავშვებს ხეები ფარავდა და ვერ ვხედავდით, მაგრამ ვი-
ცოდით, რომ ციგაობდნენ. ჩვენ კი ციგაობის უფლებას არ გვაძ-
ლევდნენ… სულ იმას ვფიქრობდი, ყინულის დახვავებული ბელ-
ტებით ხომ არ გადავიდე-მეთქი იქითა ნაპირზე… თანაც, მაინტე-
რესებდა, ის ბელტები მყარი თუ იყო და თუ გამიძლებდა.
გაზაფხულზე ტირიფებს ტოტები შეუყვითლდა, შინდის ხეებს
კი შეუწითლდა. ლავთოუ ადიდდა; ფესვებიანად მოთხრილ ბუჩ-
ქებსა და ხეებს მორევში აბზრიალებდა. ჯუბილი ბრიჯიდან ქალი
მდინარეში გადახტა და მის გვამს ორ დღეს ეძებდნენ. ბოლოს
მდინარის ქვედაწელთან გამორიყა. საშინელი სანახავი იყო - რა-
ღა ბობოქარ ჩანჩქერებზე გადაგივლია და რაღა ხორცის საკეპ
მანქანაში ჩავარდნილხარ. იმქვეყნად გამგზავრების საუკეთესო
გზა ვერ აურჩევია იმ უბედურს… თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი გა-
რეგნობა ადარდებდა… მაგრამ, ასეთ დროს, ადამიანს, ალბათ,
გარეგნობა სულ ფეხებზე ჰკიდია, ამბობდა რენი.
მისიზ ჰილქოუთმა ათიოდე მსგავსი თვითმკვლელობის ამბა-
ვი იცოდა. ასეთ შემთხვევებზე გაზეთში წერდნენ ხოლმე. ერთ--
ერთი მისი თანაკლასელიც ყოფილა, მატარებლის მემანქანის
ცოლი. ის კაცი სულ გზაზე იყო გადებული და აბა რა ეგონაო,
თქვა. ის უბედური ქალი ერთხელ შეცდა და ეგრევე აჰყვა, ქმარ-
თან კი თავი ვერაფრით იმართლაო. რენიმ ისე დაუქნია თავი,
თითქოს მისთვის ყველაფერი ნათელი იყო.
- კაცი, როგორი შტერიც უნდა იყოს, ცხრამდე დათვლას მაინც
მოახერხებს; სხვა თუ არა, თითებზე გადაითვლის… მოკლედ, იმ
უბედურმა, ალბათ, მუდმივი გვემა და დამცირება აიცილა თავი-
დან… თუმცა, თავლის ჩარაზვას რაღა აზრი აქვს, თუ შენმა ცხენმა
უკვე აიწყვიტა საბელი და შარაზე გაუტია?
- რომელმა ცხენმა? - იკითხა ლორამ.
- ალბათ სხვა გასაჭირიც ექნებოდა, - განაგრძო მისიზ ჰილქო-
უთმა. - ერთი თუ შეცდი, მერე, ხომ იცი, ერთ შეცდომას მეორე
მოსდევს და ასე.
- „აჰყვა“ რას ნიშნავს? - ჩურჩულით მკითხა ლორამ, მაგრამ
არც მე ვიცოდი.
- წყალში გადახტომა არც არის საჭირო, - თქვა რენიმ - ზოგი
ქალი მდინარეში დინების საწინააღმდეგოდ შედის და მერე ფსკე-
რისკენ თავისივე დასველებული ტანსაცმლის სიმძიმე ითრევს.
ასე რომ, ძალიანაც რომ უნდოდეს, უკან ვეღარ გამოცურავს. აი,
კაცები უფრო წინდახედულები არიან. თავის მოკვლა თუ უნდათ,
ან ბაწარში უყრიან თავს, ან ტყვიას იხლიან ხოლმე შუბლში. მდი-
ნარეში თავის დახრჩობა თუ განიზრახეს, მაშინ ფეხზე ლოდს გა-
მოიბამენ, ან რაიმე სხვა მძიმე საგანს, მაგალითად, ცულს, ანდა
ლურსმნებით სავსე ტომარას. ქალები კი სულელურად იქცევიან.
ადიდებულ მდინარეში შედიან და წყალს მიენდობიან ხოლმე;
ელოდებიან, დინება როდის გაიტაცებთ.
რენის ტონიდან და სიტყვებიდან ვერ გაიგებდი, იწონებდა თუ არა
ქალების ასეთ საქციელს ანდა ქალებსა და მამაკაცებს შორის ამ
მნიშვნელოვან სხვაობას. ივნისში ათი წლის გავხდი. რენიმ ნამ-
ცხვარი გამომიცხო, თუმცა ამბობდა, ეგებ არ ღირდა, დედას გარ-
დაცვალებიდან ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდაო. მაგრამ, მეორე
მხრივ, ცხოვრება გრძელდება და ერთი პატარა ნამცხვარი არა-
ფერს ავნებსო, ეგეც აღნიშნა. - ვის არ ავნებს?- იკითხა ლორამ. -
დედას გრძნობებს - მივუგე მე. - ესე იგი, დედა ზეციდან გვიყუ-
რებს და ყურს გვიგდებს? - არ ცხრებოდა ლორა. მაგრამ მე გავ-
ჯიუტდი და არაფერი ვუპასუხე. მოკლედ, იმით დამთავრდა, რომ
ლორამ, დედას ხათრით, ნამცხვარს პირი აღარ დააკარა… ჰოდა,
მთლიანად მე მოვულხინე.
ახლა უკვე მიჭირს ჩემი დარდისა და სევდის ყველა დეტალის
გახსენება, მაგრამ შემიძლია მოკლედ ვთქვა და ასე გამოვხატო
მაშინდელი განცდები - იმ პატარა, შეშინებულ ლეკვს ვგავდი,
ბნელ სარდაფში რომ ჰყავთ დამწყვდეული და საცოდავად წკმუ-
ტუნებს. ნეტა დედას გარდაცვალების დღეს რას ვგრძნობდი და
რას ვაკეთებდი?.. ნამდვილად აღარ მახსოვს. არც ის მახსოვს,
მაშინ დედა როგორ გამოიყურებოდა; მხოლოდ ისეთი დამამახ-
სოვრდა, როგორიც ფოტოზეა. ის კი მახსოვს, რომ დედას საწო-
ლი, რომელშიც ის აღარ იწვა, ძალიან უცნაური და „უაზრო“ მეჩ-
ვენებოდა - უჩვეულოდ ცარიელი და ცივი… ისიც მახსოვს, შუად-
ღის მზის დამრეცი სხივი ხის იატაკს რომ ეცემოდა, და ამ სხივში
მტვრის პატარა ნაწილაკები ნისლივით რომ ჩამოწვებოდნენ
ხოლმე. კიდევ ავეჯის გასაპოხი თაფლის სანთლის, მჭკნარი ქრი-
ზანთემების, ქალის თეთრეულისა და სადეზინფექციო ხსნარის
ერთმანეთში არეული სუნი მახსოვს.
რენიმ მისიზ ჰილქოუთს უთხრა, ცხადია, მისიზ ჩეიზის ად-
გილს ვერავინ დაიკავებს და მას ვერავინ შეცვლის, რადგან ცით
მოვლენილი ანგელოზი იყოო, მაგრამ მე რაც შემიძლია, ყველა-
ფერს გავაკეთებ, ბავშვებს დარდი რომ შევუმსუბუქო და ამ სახ-
ლში ხალისის ნაპერწკალი რომ არ ჩაქრესო. რაც ნაკლებს ვი-
ლაპარაკებთ ამ დანაკლისზე, მით უკეთესი იქნება; ღვთის მად-
ლით, გოგონები თანდათან გონს მოდიანო. ჩემზე ამბობდა, ზედ-
მეტად მშვიდად უჭირავს თავი და ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს მთე-
ლი მისი დაგუბებული დარდი მოულოდნელად და საშინელი ძა-
ლით გადმოხეთქავსო. აი, ლორაზე კი ვერაფერს ვიტყვი; ლორა
ყოველთვის უცნაური ბავშვი იყო და ვინ იცის, ეს ელდა მასში რო-
დის და რა სახით იჩენს თავსო.
რენი იმასაც დარდობდა, სულ ერთად რომ ვიყავით. ამის გამო
ლორა თავისი ასაკისათვის უჩვეულოდ სწრაფად ვითარდებოდა,
მე კი უკან-უკან მივდიოდი და საგრძნობლად ჩამოვრჩი ჩემს თა-
ნატოლებს. ორივემ თქვენ ტოლ ბავშვებთან უნდა ითამაშოთო,
გვარიგებდა. მაგრამ ჩვენი ტოლი და ჩვენი შესაფერისი ბავშვები
ქალაქში ცოტანი იყვნენ - ყველა უკვე სასწავლებლად იყო სკო-
ლებში გამწესებული; კერძო სკოლებში, რა თქმა უნდა, სადაც,
წესით, ჩვენც უნდა გადავბარგებულიყავით, მაგრამ კაპიტანმა
ჩეიზმა ვერა და ვერ მოაბა თავი ამ საკითხის მოგვარებას. მეორე
მხრივ, ერთბაშად ამდენი რადიკალური ცვლილების გადატანაც
არ იქნებოდა იოლი. რენის ჩემი დარდი არ ჰქონდა, დიდიც ვიყა-
ვი და აუღელვებელიც; ლორაზე კი ძალიან დარდობდა, რადგან
ლორა პატარაც იყო, მშიშარაც და ნერვიულიც. ლორას შეეძლო
კოჭებამდე წყალშიც კი დამხრჩვალიყო თავისი დაუდევრობის
გამო.
მე და ლორა ოდნავ გამოღებულ კართან ვისხედით, გალურ-
სულები, და პირზე ხელს ვიფარებდით, სიცილი რომ არ წაგ-
ვსკდომოდა. მოგვწონდა, ასე ჯაშუშებივით ჩუმად რომ ვაყურა-
დებდით რენის საუბარს; თუმცა, საკუთარ თავზე და მომავალ
ბედზე ასეთი მოსაზრებების მოსმენას არც ერთი ჩვენგანისათვის
სასიკეთო არაფერი მოუტანია.
დაქანცული ჯარისკაცი
დღეს დილაადრიან გავეშურე ბანკისკენ, რომ მერე სიცხეში
არ მებოდიალა. თანაც, ვიფიქრე, როგორც კი გაიღება, პირველი
კლიენტი მე ვიქნები და იქნებ სათანადო ყურადღება მაშინ მაინც
მომაქციონ-მეთქი. ყურადღება ძალიან მჭირდება, რადგან ჩემს
ანგარიშებში ისევ რაღაც გაუგებრობაა. შეკრება-გამოკლება ჯერ
კიდევ მშვენივრად შემიძლია, მაგ თქვენი ავტომატებისაგან
განსხვავებით-მეთქი, ვეუბნები, და იქაური კლერკები ისე მიღი-
მიან, როგორც ის ოფიციანტები, შენთვის მოსართმევ სუპში წი-
ნასწარ რომ ჩააფურთხეს. მერე მენეჯერთან დალაპარაკებას
ვითხოვ, მაგრამ, ის დალოცვილი ყოველთვის რაღაც გაუგებარ
„შეხვედრაზეა“ და ამიტომ, ჩემი თავიდან მოშორების მიზნით, გა-
ბეზრებული კლერკები რომელიმე თვითკმაყოფილ ლაწირაკს,
ასე ვთქვათ, მომავალ პლუტოკრატს, გადამაბარებენ ხოლმე.
მოკლედ, დიდი თანხის პატრონი არა ვარ და ფეხებზე მიკიდე-
ბენ; მით უფრო, რომ ერთ დროს ძალიან მდიდარი ვიყავი… თუმ-
ცა, მე რა ვიყავი? მდიდარი ჯერ მამაჩემი იყო, მერე - რიჩარდი.
მაგრამ სიმდიდრე მაინც მე მომაწერეს; ზუსტად ისე, დანაშაულს
რომ მიაწერენ ხოლმე ვიღაცას, რომელსაც სინამდვილეში არა-
ფერი ჩაუდენია, გარდა იმისა, რომ შემთხვევით დანაშაულის ად-
გილზე აღმოჩნდა.
ბანკის შენობას რომაული სვეტები ამშვენებს. ალბათ ამით
უნდათ, კლიენტებს მუდმივად შეახსენონ მიეც კეისარს კეისრი-
საო, ანუ ის სულელური გადასახადები, რომლებსაც პატარ--
პატარა მომსახურებისთვის ანგარიშიდან გაჭრიან. თავი ნუ მო-
მიკვდება, იმ ორი ცენტის ფასად, მაგათ ჯინაზე, მეც კი შევინახავ-
დი მთელ ჩემს ფულს ძველ წინდაში, ლეიბის ქვეშ!.. მაგრამ არ
მინდა, მერე ხმა გავარდეს, გამოჩერჩეტებული ბებრუხანა მკვდა-
რი იპოვეს საკუთარ სოროში, კატის საკვების ასობით ცარიელი
ქილის გარემოცვაში და გაყვითლებულ გაზეთებში შეჩურთული
ხუთდოლარიანებით, ერთი-ორი მილიონი რომ შეადგინესო. ჩე-
მი მტერი ჩავარდეს აქაური ჭორიკნებისა და ხელმოცარული,
თვალებჩასისხლიანებული, დუჟმორეული და ხელებაცახცახებუ-
ლი მეორეხარისხოვანი ჟურნალისტების ყბაში.
უკანა გზაზე იტალიური სტილის სამრეკლოთი დამშვენებულ
ქალაქის საბჭოს შენობას ჩავუარე, რომელიც ორნაირი აგურის
ფლორენციული წყობითაა ნაგები. საღებავგადაცლილი ფლაგ-
შტოკი აშკარად შესაღებია. აქვეა სომადან წამოღებული სამახ-
სოვრო ზარბაზანი და ბრინჯაოს ორი ქანდაკება, რომლებიც, ცხა-
დია, ჩეიზების ოჯახის დაკვეთით შექმნეს. მარჯვენა მხარეს
მდგომი პოლკოვნიკ პარკმენის ქანდაკება ბებია ადელიამ ჩამო-
ასხმევინა. პოლკოვნიკი ამერიკული რევოლუციის ბოლო, გა-
დამწყვეტი ბრძოლის ვეტერანი გახლდათ.
ეს ბრძოლა ამჟამად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ფორტ--
ტიკონდეროგაში გაიმართა. დროდადრო ჩვენს ქალაქში იმ დაბ-
ნეულ გერმანელ, ინგლისელ თუ ამერიკელ ტურისტსაც გადააწ-
ყდებით, ფორტ-ტიკონდეროგას ბრძოლის ველს რომ დაეძებს.
გეშლებათო, ეუბნებიან, სხვა ქალაქში მოხვდითო. თქვენ რისი
ნახვაც გინდათ, სულაც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეაო.
სწორედ პოლკოვნიკი პარკმენი იყო ის კაცი, რომელმაც კანა-
დის საზღვარი გადმოლახა და ჩვენს ქალაქს ეს სახელი დაარქვა
იმ ავად სახსენებელი ბრძოლის უკვდავსაყოფად, რომელშიც
სასტიკი მარცხი განიცადა (თუმცა, ალბათ, ძალიან გასაკვირიც
არ უნდა იყოს ეს ამბავი. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც თა-
ვის ნაიარევს ზედმეტად ელოლიავება ხოლმე). ყალყზე შემდგარ
ცხენზე ამხედრებული, ხმალამოწვდილი პოლკოვნიკი, თითქოს
საცაა იქვე ახლოს მდებარე პეტუნიების გაზონისაკენ ისკუპებს.
მოუხეშავი, ბრგე მამაკაცი მტკიცე გამოხედვითა და წაწვეტებუ-
ლი წვერით; ზუსტად ასეთად წარმოუდგენიათ მოქანდაკეებს კა-
ვალერიის მეთაური. კაცმა არ იცის, სინამდვილეში როგორ გა-
მოიყურებოდა. მისი არც ერთი სურათი არ არის შემორჩენილი,
ეს ქანდაკება კი მხოლოდ 1885 წელს დადგეს. მაგრამ დღეს ყვე-
ლას სწამს, რომ სწორედ ასეთი იყო… რას იზამ, ასეთია ხელოვ-
ნების ტირანიის არსი.
მდელოს მეორე მხარეს, ასევე პეტუნიების გაზონთან, არანაკ-
ლებ მითური პიროვნების - ვალმოხდილი და დაქანცული ჯარის-
კაცის ქანდაკება დგას. ჯარისკაცს ფარაჯის ზედა სამი ღილი შეხ-
სნია, კისერი კი ისე გადაუხრია, თითქოს უკნიდან ცულმომარჯვე-
ბული ჯალათი წამოსდგომია და საცაა თავს წააგდებინებსო. დაჭ-
მუჭნილი და შელახული მუნდირი აცვია, ჩაფხუტი გვერდზე მოჰ-
ქცევია და თავის უვარგის, როსის ფირმის თოფს ეყრდნობა. მა-
რად ახალგაზრდა, მარად დაღლილი დგას ომის მემორიალის
სადარაჯოზე. თაკარა მზეზე სახე მწვანედ უხასხასებს და ლოყებ-
ზე ჩამოტრაწული მტრედების სკინტლი თვალთაგან წამოყრილ
სიმწრის ცრემლებს მიუგავს.
ვალმოხდილი ჯარისკაცის ქანდაკება მამაჩემმა დაუკვეთა.
მოქანდაკე ვინმე ქ-ნი კალისტა ფიცსიმონზი ბრძანდებოდა, რომ-
ლის კანდიდატურაც ონტარიოს მხატვართა ასოციაციის ომის მე-
მორიალის კომიტეტის მესვეურმა, ფრენსიზ ლორინგმა წამოაყე-
ნა. ადგილობრივებმა თავიდან არ მოიწონეს ეს აზრი - მანდილო-
სანი ესოდენ მნიშვნელოვანი მისიისათვის სანდო კანდიდატუ-
რად არ მიიჩნიეს. მაგრამ მამამ კანდიდატურის განსახილველად
შეკრებილ სპონსორებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. განა
თავად მის ლორინგიც მანდილოსანი არ ბრძანდება? - იკითხა
მან. მერე თქვენ რა იცით, ფიცსიმონზი როგორი მანდილოსანია?
- ეს იყო ყველაზე „თავაზიანი“ ყველა იმ ორაზროვანი კომენტა-
რიდან, რომელიც მისმა შეკითხვამ გამოიწვია. ვიწრო წრეში კი
მამამ განაცხადა, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს და თუ და-
ნარჩენები წუწურაქები არ არიან, ჯიბეზე გაიკრან ხელი, თუ არა
და ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათო.
მის კალისტა ფიცსიმონზი კი უბრალოდ მანდილოსანი კი არა,
ოცდარვა წლის ჟღალთმიანი ლამაზმანი ბრძანდებოდა. დაკვე-
თის დიზაინის განსახილველად ხშირ-ხშირად სტუმრობდა ავი-
ლიონს. სამუშაოდ ბიბლიოთეკაში სხდებოდნენ ხოლმე. თავი-
დან კარს ღიას ტოვებდნენ, მერე კი უკვე ხურავდნენ. ღამესაც
ხშირად ათევდა ჩვენთან. ჯერ სტუმრებისათვის გამოყოფილ
მეორეხარისხოვან ოთახში აძინებდნენ, მერე საუკეთესოში გა-
დააბრძანეს. ბოლოს ყოველ შაბათ-კვირას ჩვენთან რჩებოდა და
იმ ოთახს ყველა „კალისტას ოთახად“ იხსენიებდა.
მამა აშკარად გახალისდა და სმითაც ნაკლებს სვამდა. კარმი-
დამო მოაწესრიგებინა; ყოველ შემთხვევაში, იქაურობას ოდნავ
უფრო დაეტყო პატრონის ხელი - ბილიკებზე ხრეში დააყრევინა,
„უოთერ ნიქსი“ გადაღება და დაზიანებული ნაწილები ახლით შე-
უცვალა. დროდადრო წვეულებებსაც მართავდა. სტუმრად კა-
ლისტას ტორონტოელ მეგობრებს ეპატიჟებოდნენ ხოლმე, ცხა-
დია, ხელოვანთა წრიდან. იმ სტუმრებს, რომელთა სახელები ამ-
ჟამად არა მგონია, ვინმესთვის რაიმეს მთქმელი იყოს, სმოკინ-
გები და წვეულების შესაფერი გამოსასვლელი ტანსაცმელი არ
ეცვათ; ძირითადად სვიტრებში იყვნენ გამოწყობილები და, მდე-
ლოზე წამოგორებულები, სახელდახელოდ მომზადებულ, იმ-
პროვიზირებულ სადილებს მიირთმევდნენ. ისინი გაბმით ქაქა-
ნებდნენ ხელოვნების პრობლემებზე, დავობდნენ, სვამდნენ და
ბევრს ეწეოდნენ. მანდილოსნები აბაზანაში შესვლისას ძალიან
ბევრ ტუალეტის ქაღალდსა და ხელსაწმენდს ხმარობდნენ. ალ-
ბათ, ასეთი სააბაზანოები თავის დღეში არ უნახავთო, ამბობდა
რენი. იმასაც ამტკიცებდა, ბინძური ფრჩხილები აქვთ და, თანაც,
სულ იკვნეტენო.
თუ შინაური წვეულებები არ იმართებოდა, მაშინ მამა და კა-
ლისტა პიკნიკზე მიდიოდნენ მამას ერთ-ერთი მანქანით (ცხადია
როუდსტერით, და არა სედანით) და თან კალათით რენის მიერ
ბუზღუნ-ბუზღუნით და უგულოდ ჩაწყობილი საჭმელი მიჰქონ-
დათ. ზოგჯერ იახტით სეირნობდნენ. კალისტა სლაქსებში იყო
ხოლმე გამოწყობილი, ხელები ჯიბეებში ეწყო, კოკო შანელივით,
და მხრებზე მამას ძველი, თხელი სანაოსნო მოსაცმელი ჰქონდა
მოგდებული. ხანდახან მანქანით უინძორამდეც ჩადიოდნენ და
გზადაგზა ბარებს დაუვლიდნენ ხოლმე იქაური კოქტეილების და-
საგემოვნებლად და ცოცხალი მუსიკის მოსასმენად. იქვე საცეკ-
ვაო მოედნებიც იყო გამართული. ასეთ ადგილებს სპირტიანი
სასმელების კონტრაბანდით დაკავებული ჩიკაგოელი და დეტ-
როიტელი განგსტერებიც ხშირად სტუმრობდნენ კანადელ არყის
მხდელებთან საქმიანი შეხვედრებისათვის (იმ დროს შეერთე-
ბულ შტატებში „მშრალი კანონი“ მძვინვარებდა. სასმელი ზღვა-
სავით გადმოდიოდა საზღვარზე, თითო წვეთი - ოქროს ფასად, და
მდინარე დეტროიტში წამდაუწუმ პოულობდნენ თითებმოჭრილ
და ჯიბეგამოცარიელებულ გვამებს, რომლებსაც ერის ტბის სანა-
პიროზე გამორიყავდა ხოლმე. მერე გაუთავებელი კამათი იწყე-
ბოდა, რომელ მხარეს უნდა ეზრუნა მათ დაკრძალვაზე). ერთხელ
ნიაგარას ჩანჩქერსაც ესტუმრნენ და რენი შურით გასკდა; ერ-
თხელაც ბუფალოში გაემგზავრნენ, ამჯერად უკვე მატარებლით.
ამ დეტალებს სულ კალისტასგან ვიგებდით, რადგანაც იგი
სიტყვაძუნწობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მამათქვენს
აუცილებლად სჭირდება ცოტათი „შეჯანჯღარებაო“, გვიმტკიცებ-
და, „გახალისება“ ძალიან წაადგებაო. ხალხში უნდა გაერიოს,
ნაცნობები გაიჩინოს, ცხოვრების ფერხულში უნდა ჩაებასო. მე
და მამათქვენი „ძმაკაცები“ ვართო. ჩვენ „შვილოთი“ მოგვმარ-
თავდა და იმასაც გვეუბნებოდა, შეგიძლიათ, „კელი“ დამიძახო-
თო.
(ლორას აინტერესებდა, მამაც ცეკვავდა თუ არა იმ გზისპირა
ბარებში. ამის წარმოდგენა ცოტა ძნელი იყო მისი გაფუჭებული
ფეხის გამო. კალისტა ამბობდა, არაო, მაგრამ მოცეკვავეების ყუ-
რება ძალიან უყვარსო. ეს მთლად სარწმუნო ამბად არ მეჩვენე-
ბოდა, რადგან აბა, რა სასიამოვნოა სხვების ცეკვის ყურება, თუ
შენ თავად ცეკვის თავი არა გაქვს?)
კალისტას მონუსხულივით შევყურებდი - ხელოვანი იყო, მამა-
კაცივით ეკითხებოდნენ ჭკუას, მამაკაცივით დადიოდა ყველგან
და მამაკაცივით ართმევდნენ ხელს; თან სიგარეტსაც ეწეოდა
მოკლე შავი მუნდშტუკით და კოკო შანელზეც ყველაფერი იცო-
და. ყურები გახვრეტილი ჰქონდა და ჟღალ თმას (რომელსაც
ინით იღებავდა, როგორც ახლა ვხვდები), ჭრელ-ჭრელი თავსაფ-
რებით იკრავდა ხოლმე. ფრიალა კაბები ეცვა, უჩვეულოდ მკვეთ-
რი ფერებით აჭრელებული. მეუბნებოდა, ამ კაბების დიზაინი პა-
რიზშია შექმნილი და საფუძვლად რუსი „თეთრების“, ანუ რუსი
ემიგრანტების ნაციონალური თავსაფრები უდევსო. მერე იმასაც
მიხსნიდა, „თეთრები“ ვინ იყვნენ. საერთოდ ყველაფერს მიხსნი-
და, რადგან ყველაფერი იცოდა.
- მაგის მორიგი კახპაა, - ეუბნებოდა რენი მისიზ ჰილქოუთს. -
თავის ჭკუაზე ატრიალებს და ერთობა, მაგრამ ძალიან ახლოს კი
მოუშვა… ღმერთმა შეარგოს, გული რაღაცას ხომ უნდა გადააყო-
ლოს, მაგრამ მაგ დედაკაცის ავილიონში ჩაბუდება რაღა იყო?!
ცხონებული ჯერ არ გაცივებულა და… არა, იმას კი არ ვამბობ,
საფლავში ჩაყვეს-მეთქი, მაგრამ… ნამუსიც კარგი საქონელია.
- კახპა რას ნიშნავს? - იკითხა ლორამ.
- შენს საქმეს მიხედე! - შეუტია რენიმ. ჩემი და ლორას თან-
დასწრებით რომ ლაპარაკობდა ამ თემაზე, ეს მისი უკიდურესი
გაღიზიანების ნიშანი იყო. (მოგვიანებით ლორას ავუხსენი, რომ
კახპებს იმ გოგონებს ეძახდნენ, ვინც კევს ღეჭავდა… მაგრამ კე-
ლი ფიცსიმონზი კევს არ ღეჭავდა).
- ამ პატარა ბაჭიებს ძალიან გრძელი ყურები აქვთ, - გადაუკრა
მისიზ ჰილქოუთმა რენის, მაგრამ რენიმ გაფრთხილება ყურად
არ იღო.
- ეს უცხოური ჭინჭები ხომ მთლად მაგიჟებს. ბარემ ეკლე-
სიაშიც ნიფხავ-პერანგის ამარა წავიდეს! ისეთი გამჭვირვალეა,
ადამიანო, მზის შუქზეც ლანდავს, მთვარის შუქზეც და, გონია,
ვარსკვლავების ციმციმზეც! ისე, რო გითხრა, დასანახიც არაფე-
რია - რაღა ეგ და რაღა ფიცარი! (განერვიულებული რენი გრამა-
ტიკასაც დიდად არ დაგიდევდათ).
- მე მაგის გამბედაობა არაფრით არ მეყოფოდა, - უპასუხა მი-
სიზ ჰილქოუთმა.
- ტრაკწამოხდილ სიარულს გამბედაობას ეძახი?! ერთი თქვე-
ნი ჭკუაც ვატირეო, ამას ნიშნავს! არა, რაღაცა ვერა აქვს რიგზე.
ამას წინათ დუმფარებიან აუზში ჩავიდა, ბაყაყებით და ოქროს
თევზებით რომ არის გამოტენილი. იქიდან ამოსულს გადავეყა-
რე. მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა აფარებული და ასე დედიშობი-
ლა მოტანტალებდა! ისე მომესალმა და გამიღიმა, ვითომ აქ არა-
ფერიო!
- კი, ეგ ამბავი მეც მითხრეს, მარა ჭორი მეგონა. წარმოუდგენ-
ლად მეჩვენა და მიტომ.
- ამის ქონებაზე ნადირობს, გეუბნები. მოჩანგლავს ამ უბე-
დურს და ბოლომდე დაფერთხავს.
- ქონებაზე ნადირობა და მოჩანგვლა რას ნიშნავს? - ისევ
იკითხა ლორამ.
სიტყვა „ფიცარი“ ჩემში ცომის ზელვის ასოციაციას იწვევდა.
კალისტა ფიცსიმონზს კი ცომთან არაფერი ჰქონდა საერთო.
ომის მემორიალის გარშემო დიდი აჟიოტაჟი და კამათი ატ-
ყდა. მარტო იმიტომ კი არა, რომ მამაზე და კალისტაზე ცუდი ჭო-
რები დადიოდა, არამედ იმიტომაც, რომ ზოგი მოქალაქის აზ-
რით, ჯარისკაცს მეტისმეტად დათრგუნული და ფეთხუმი კაცის
იერი ჰქონდა; საკინძეზე შეხსნილი ღილები აღიზიანებდათ. უფ-
რო საზეიმო და ამაღლებული რამ უნდოდათ, გამარჯვების ქალ-
ღმერთის მსგავსი, ანგელოზის ფრთებითა და მოფრიალე შინე-
ლით. თანაც, ალბათ, ხელში ჩანგალივით ზეაღმართული სამკა-
პაც უნდა სჭეროდა. კვარცხლბეკზე კი ასეთი წარწერა უნდოდათ:
„მათ, ვინც სიხარულით გაიღო მსხვერპლი სამშობლოსათვის“.
მამა ძალიან გაჯიუტდა; ამბობდა, მადლობელი იყავით, ამ ჯა-
რისკაცს ოთხივე კიდური რომ აქვს შერჩენილი, თავზე რომ აღა-
რაფერი ვთქვათო. იმასაც იძახდა, მიფრთხილდით, თორემ სუ-
ლაც უხეში ნატურალიზმისაკენ გადავიხრები და ქანდაკებას იმ
გახრწნილი გვამების ხორცის ნაფლეთებისგან ავაგებინებ, პირა-
დად მე ყოველდღე რომ მიწევდა გადაბიჯებაო. წარწერებს რაც
შეეხება, სიხარულით არავის დაუდევს თავი, სიკვდილი არავის
უნდოდაო. ერთადერთი წარწერა, რომელიც ამ სიტუაციაში
კვარცხლბეკზე შეიძლება ამოიკვეთოს, „ნუ დავივიწყებთ“ არი-
სო, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მახვილი სწორად დაისმება -
ჩვენს გულმავიწყობაზეო. ეშმაკმა დალახვროს, ძალიან ბევრია
ჩვენს შორის გულმავიწყიო! მამასგან საჯაროდ ლანძღვა არავის
გაეგონა, ამიტომ მისმა სიტყვებმა ყველაზე იმოქმედა. თანაც, ძი-
რითად თანხასაც ხომ ის იხდიდა და ისედაც ცხადი იყო, მის სურ-
ვილს ანგარიშს გაუწევდნენ.
სავაჭრო პალატამ ამ ყველაფერს ოთხი ბრინჯაოს მემო-
რიალური დაფა დაუმატა, მებრძოლებისა და დაღუპულთა სახე-
ლების ჩამონათვალით. ისიც უნდოდათ, საკუთარი გვარ--
სახელებიც მიეწერათ, მაგრამ მამამ ნამუსზე შეაგდო და გა-
დააფიქრებინა. ომის მემორიალი დაღუპულთა ხსოვნას ემსახუ-
რება, ცოცხლების უკვდავყოფას კი არა, აქედან სარგებელი რომ
ნახონო, უთხრა. მისმა სიტყვებმა მავანთა და მავანთა უსაზღვრო
აღშფოთებაც კი გამოიწვია.
მემორიალი 1928 წლის ნოემბერში გაიხსნა, ხსოვნის დღეს.
სიცივისა და თოვლჭყაპის მიუხედავად, უამრავმა ადამიანმა
მოიყარა თავი. დაქანცული ჯარისკაცის ძეგლი ავილიონის ლო-
დების მსგავსი მრგვალ-მრგვალი რიყის ქვების პირამიდაზე
მოათავსეს. ბრინჯაოს დაფები კი ნეკერჩხლის ფოთლებში ჩაწნუ-
ლი შროშანებითა და ყაყაჩოებით შეამკეს. ამაზეც დიდი კამათი
ატყდა. კელი ფიცსიმონზმა განაცხადა, ბანალური და ძველმოდუ-
რი დიზაინია. მთელი ეს უსიცოცხლო ყვავილები და ფოთლები
ვიქტორიანულ ეპოქას მაგონებსო, რაც მაშინ ხელოვნთა წრეში
საშინელ შეურაცხყოფად ითვლებოდა. მანდ რამე უფრო სადა და
თანამედროვეა საჭიროო. მაგრამ მამამ უთხრა, ამათ ასე მოს-
წონთ და ზოგჯერ პატარა კომპრომისზეც უნდა წავიდეთო.
ცერემონიაზე სტვირებსაც ჩაჰბერეს (რენი ამბობდა, რა ბედ-
ნიერებაა, გარეთ რომ ხდება ეს ყველაფერი და არა ჩვენს სახ-
ლშიო). მერე სეფე-სიტყვაც ითქვა - ადგილობრივი პრესბიტე-
რიანული ეკლესიის წინამძღვარმა ქადაგება წაიკითხა მათზე,
ვინც სიხარულით გაიღო მსხვერპლი (მამას ჯინაზე, ცხადია, რო-
მელსაც ამით მიანიშნა, შენ არ განაგებ აქაურობას და ფულით
ყველაფერს ვერ იყიდიო). ამას სხვების გამოსვლებიც მოყვა და
ბევრი ლოცვაც წაიკითხეს - ცერემონიალს ქალაქის ყველა ეკ-
ლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა,
რომ საორგანიზაციო კომიტეტში არც ერთი კათოლიკე არ იყო,
კათოლიკე მღვდელსაც მისცეს ლოცვის წაკითხვის საშუალება.
ესეც მამას ინიციატივა იყო - დაიჩემა, კათოლიკე ჯარისკაცებიც
ისევე შეეწირნენ ამ ომს, როგორც პროტესტანტებიო.
რენიმ აღნიშნა, ეს მეტად ცალმხრივი თვალსაზრისიაო.
- და ორმხრივი თვალსაზრისი როგორია? - იკითხა ლორამ.
პირველი გვირგვინი მამამ დადო. მე და ლორა ხელიხელჩა-
კიდებულები ვიდექით და ამ ყველაფერს გაფაციცებით ვადევნებ-
დით თვალს. რენიმ ცრემლები წამოყარა. კანადის სამეფო პოლ-
კმა დელეგაცია გამოგზავნა პირდაპირ ლონდონის ვულზის კა-
ზარმებიდან და მაიორმა მ.კ. გრინმა, მათი სახელით, მემო-
რიალი გვირგვინით შეამკო. მერე უკვე ყველამ დადო გვირგვი-
ნები: „ლეგიონმა“, „ლომებმა“, „თანამემამულეებმა“, „როტარი
კლაბმა“, „ოდფელოებმა“, „ნარინჯისფერმა ორდენმა“, „კოლუმ-
ბის რაინდებმა“, სავაჭრო პალატამ, „იმპერიის ასულებმა“ და
სხვებმა და სხვებმა. ბოლო იყო ქალბატონი უილმერ სალივანი
„დაღუპულთა დედებიდან“, რომელმაც სამი შვილი დაკარგა.
შემდეგ სკაუტებმა, ოდნავ დაუხვეწავი ხმებით, „ჭირთა თმენისა“
და „მწუხრის“ საგალობლებიც იგალობეს, რასაც ორწუთიანი დუ-
მილი და მილიციის რაზმის საპატიო ზალპი მოჰყვა. ბოლოს, „უ-
ფალო შეგვიწყალეც“ მოაყოლეს და ამით დასრულდა.
მამა თავდახრილი იდგა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მთლად ცახ-
ცახებდა. ოღონდ რა აცახცახებდა, - დარდი თუ ბოღმა - ვერ
გაიგებდი. სამხედრო ფორმა ეცვა და ხელთათმანებიანი ხელე-
ბით თავის განუყრელ ხელჯოხს ეყრდნობოდა.
კელი ფიცსიმონზიც ესწრებოდა ცერემონიალს, მაგრამ მოშო-
რებით, უკანა რიგებში იდგა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ავ-
ტორმა, მემორიალის გახსნისას, დამსწრე საზოგადოებას თავი
უნდა დაუკრასო, გვითხრა. ლამაზი შავი პალტო და სადა ქვედა-
ტანი ეცვა, თავზე კი ისეთი ქუდი ეხურა, ნახევარ სახეს რომ უმა-
ლავდა. მაგრამ მასზე ყველა მაინც გამუდმებით ჩურჩულებდა
რაღაცას.
მერე რენიმ კაკაო გაგვიკეთა მე და ლორას, რადგან ლეკვი-
ვით გათოშილები ვიყავით. მისიზ ჰილქოუთსაც შესთავაზა და კა-
კაოზე ვერც მან თქვა უარი.
- მემორიალი რატომ ჰქვია? - იკითხა ლორამ.
- იმიტომ, რომ მიცვალებულები არ დავივიწყოთ, - უპასუხა რე-
ნიმ.
- რატომ არ უნდა დავივიწყოთ? ასე უნდათ?
- მათ კი არა, ჩვენ გვინდა. გაიზრდები და მიხვდები, რასაც
ვგულისხმობ.
ლორას სულ ასე პასუხობდნენ და ამ პასუხმა ფასი დაკარგა;
უნდოდა, ახლავე მიმხვდარიყო ყველაფერს. კაკაო გამოცალა
და იკითხა:
- შეიძლება, კიდევ დავლიო? სიხარულით მსხვერპლის გაღე-
ბა რაღას ნიშნავს?
- რაიმეს გამო სიცოცხლის დათმობას. იმ ჯარისკაცებმა ჩვენს
კეთილდღეობას შესწირეს თავი… იმედია, შენს კუჭსაც უნდა კა-
კაო, მხოლოდ თვალებს კი არა. იცოდე, თუ კიდევ ერთ ჭიქას მო-
გიმზადებ, წვეთი არ უნდა დატოვო!
- და სიცოცხლე რატომ დათმეს? ასე უნდოდათ?
- არა, მაგრამ გადაწყვიტეს, ასე მოქცეულიყვნენ. ამიტომაც
ჰქვია „მსხვერპლის გაღება“, - უთხრა რენიმ. - საკმარისია ამაზე
საუბარი… აჰა, გამომართვი შენი კაკაო და ღმერთმა შეგარგოს!
- უფალს მიაბარეს სული, უფლის ნება ასეთი იყო. ქრისტეს ამ-
ბავი ხომ იცი, ჩვენი ცოდვების გამო რომ მოკვდა? ჰოდა, ეგეც უფ-
ლის ნება იყო, - თქვა მისიზ ჰილქოუთმა, რომელიც ბაპტისტი იყო
და საკუთარი თავი დიდ ავტორიტეტად მიაჩნდა ამ სფეროში.
ამ მოვლენიდან ერთი კვირის თავზე მე და ლორა ხეობას და-
ვუყევით და მდინარის პირას გავისეირნეთ. ნისლიანი დღე იდგა.
ნისლი ისე ამოდიოდა მდინარიდან, ადუღებულ რძეს ნაღების
თავი რომ მოადგება ხოლმე, და შიშველი ხეების ტოტებიდან
წყლად ქცეული მოწვეთავდა. ამიტომ ბილიკი, რომელსაც მივუყ-
ვებოდით, მთლად დანამული და მოლიპული იყო.
უცებ ლორა მდინარეში აღმოჩნდა! ბედად იმ ადგილას დინება
სწრაფი არ იყო - ეს ძირითადი ნაკადიდან მოშორებით მოხდა,
ჰოდა ლორა ნაკადმა შორს ვერ გაიტაცა. ვიკივლე და ნაკადის
მიმართულებით გავიქეცი. მალე პალტოში ჩავავლე ხელი. ტან-
საცმელი ჯერ არ ჰქონდა ბოლომდე წყლით გაჟღენთილი, მაგ-
რამ მაინც დამძიმებულიყო. კინაღამ მეც წყალში ჩამითრია. თავ-
თხელთან მივათრიე და როგორღაც მოვახერხე მისი ნაპირზე გა-
მოყვანა. გაწუწულ ქათამს ჰგავდა და მეც მთლად სველი ვიყავი.
მერე მაგრად შევაჯანჯღარე, ის კი კანკალებდა და ტიროდა.
- ძალით ქენი, არა?! მშვენივრად დავინახე, რომ ძალით
გააკეთე!.. მართლა რომ დამხრჩვალიყავი?!
ლორას გული ამოუჯდა. ჩავიხუტე.
- რატომ, ლორა, რატომ?!
- ეგებ ჩემ ნაცვლად დედიკო გააცოცხლოს-მეთქი, - ძლივს
ამოილუღლუღა ლორამ.
- ღმერთს შენი სიკვდილი არ სურს. შენ რომ მომკვდარიყავი,
ძალიან გაბრაზდებოდა! დედიკოს გაცოცხლება რომ სდომოდა,
უშენოდაც მშვენივრად მოახერხებდა ამას!
ასეთ განწყობაზე მყოფ ლორასთან სწორედ ასეთი ლაპარაკი
იყო საჭირო; უნდა დაეჯერებინა, რომ შენ ღმერთზე რაღაც ისეთი
იცი, რაც მან არ იცის.
ცხვირი ხელით მოიწმინდა და მომაჩერდა.
- შენ რა იცი?
- ვიცი! ხომ ხედავ, შენი გადარჩენის ძალა მომცა. შენი სიკვდი-
ლი რომ სდომოდა, მეც მდინარეში ჩავვარდებოდი და ვეღარ
გიშველიდი; ორივე დავიხრჩობოდით! მიხვდი?.. კარგი, ახლა წა-
ვიდეთ, უნდა გაშრე. რენისთან არ შევიმჩნევ… შემთხვევით მოხ-
და, ფეხი დაუცდა-მეთქი, ასე ვეტყვი… მაგრამ ასეთი რამ მეორედ
აღარ გაბედო, გასაგებია?!
- ლორამ არაფერი მიპასუხა, მაგრამ შინ მშვიდად წამომყვა.
სახლში ერთი ამბავი ატყდა - გაუთავებელი ვაი-ვიში, აქეთ--
იქით სირბილი და ქოთქოთი. ლორა ჯერ ცხელ აბაზანაში ჩააწვი-
ნეს, მერე სათბურიან საწოლში, სადაც ერთი მათლაფა ცხელი
ბულიონიც აჭამეს. ეს საშინელი შემთხვევა კი, როგორც ყოველ-
თვის, მის მოუხერხებლობასა და უყურადღებობას მიაწერეს; წინ
იყურე და შეხედე, ფეხს სად აბიჯებო. მამამ ყოჩაღო, მითხრა. ნე-
ტა ვიცოდე, ლორას გადარჩენა რომ ვერ მომეხერხებინა, მაშინ
რას მეტყოდა. რენიმ თქვა, კიდევ კარგი, თქვენ ორში ერთს მაინც
აქვს ჭკუა, მაგრამ ხევში რა ჯანდაბა გინდოდათ, თანაც ნისლიან
დღესო… მერე დამტუქსა, შენ მაინც რამ გაგაკეთებინა ასეთი სი-
სულელეო.
იმ ღამეს დიდხანს ვერ დავიძინე. მოკუნტული ვიწექი, ფეხები
ქვასავით მქონდა გაყინული და კბილს კბილზე მაცემინებდა. ვე-
რაფრით ვივიწყებდი ლავთოუს გაყინულ, შავ წყალში ჩავარდნი-
ლი ლორას ხატებას - წყლის ნაკადში გაშლილ მის ოქროსფერ
თმას, მის ვერცხლისფრად მოელვარე სველ სახეს, მის გამოხედ-
ვას, როცა პალტოში ჩავაფრინდი… ძალიან გამიჭირდა მისი
წყლიდან ამოთრევა… ცოტაც და - სამუდამოდ დავკარგავდი!
მის ძალმომრეობა

სკოლაში გაშვების ნაცვლად, მე და ლორას პედაგოგების


მთელი დასი დაგვასიეს - ქალებიც და კაცებიც. ჩვენი აზრით, ეს
აუცილებელი არ იყო და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის,
რომ იმ საწყლებს ჩვენთან ურთიერთობაზე ხელი აეღოთ: ხან
თვალებით ვბურღავდით, გაშეშებული მზერით; ხან თავს ვიშტე-
რებდით, ვითომ არაფერი გვესმოდა. პირდაპირ თვალებში არას-
დროს ვუყურებდით, მხოლოდ შუბლზე მივაჩერდებოდით ხოლ-
მე. ზოგჯერ მათ თავიდან მოშორებას უსასრულოდ დიდი დრო
სჭირდებოდა; როგორც წესი, ცდილობდნენ, შეძლებისდაგვა-
რად დიდხანს გაეძლოთ ჩვენთვის. ცხოვრებისაგან დაჩაგრული
ადამიანები იყვნენ და ლუკმაპურის ფული ენატრებოდათ. პირა-
დად არც ერთი მათგანის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა; უბ-
რალოდ, მათგან თავის დაღწევა გვინდოდა.
გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს ან შინ ვისხედით, ან
ეზოში გვიშვებდნენ. მაგრამ მუდმივად ვინ გაგვაკონტროლებდა?
მასწავლებლებს ადვილად ვუსხლტებოდით ხელიდან, ჩვენი სა-
მალავები და საიდუმლო ბილიკები არ იცოდნენ; რენის კიდევ,
როგორც თავად ამბობდა, სად ეცალა ყოველ წამს ჩვენ სადევ-
ნად? მოკლედ, როცა კი მოვახერხებდით, ავილიონიდან ვიპარე-
ბოდით და ქალაქში დავეხეტებოდით, მიუხედავად იმისა, რომ
რენი სულ გვაშინებდა, აქაურობა ბოროტმოქმედებით, ანარქის-
ტებით, ოპიუმით გაბრუებული აღმოსავლელებით (აწკეპილი
ულვაშები და თითებზე გრძლად მოზრდილი ფრჩხილები რომ
ჰქონდათ) და ათასი ჯურის ნარკომანით თუ გამტაცებლით არის
სავსე, ვინმე ოხერი გაგაბრიყვებთ ან გაგიტაცებთ და მამათქვენს
გამოსასყიდს მოსთხოვსო.
რენის ერთ-ერთ ძმას ყვითელ პრესასთან ჰქონდა საქმე; აი,
ისეთ იაფფასიან, სკანდალურ ჟურნალებთან, მაკულატურას რომ
უწოდებენ და ზოგს აფთიაქებში ყიდიან, ზოგს კი - დახლის ქვეში-
დან. კითხვაზე, რას საქმიანობს, რენი უპასუხებდა, დისტრიბუტო-
რიაო. ახლა ვხვდები, რომ კონტრაბანდისტობდა. ასე იყო თუ
ისე, გაუსაღებელ საქონელს ზოგჯერ რენის აძლევდა და, მიუხე-
დავად იმისა, რომ რენი ამ ჟურნალებს საგულდაგულოდ გვიმა-
ლავდა, ადრე თუ გვიან მაინც მივაგნებდით ხოლმე. ჟურნალებში
სასიყვარულო ამბები ეწერა და რენი მათ სულმოუთქმელად ეწა-
ფებოდა. ჩვენ ეს ამბები ნაკლებად გვაინტერესებდა; ჩვენ (უფრო
სწორად - მე, ლორა კი მე მბაძავდა) სხვა ქვეყნების, ან სულაც,
სხვა პლანეტების აღწერა უფრო გვიტაცებდა: მომავლის კოსმო-
სური ხომალდები, სადაც ქალებს პრიალა ნაჭრის ძალიან მოკ-
ლე ქვედატანები აცვიათ და ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს; ას-
ტეროიდები, სადაც მცენარეები ლაპარაკობენ და დიდთვალება,
ღრჯოლებიანი მონსტრები დაძრწიან; გადაშენებული ცივილიზა-
ციები, სადაც ტოპაზისთვალება, სალუქი, მოქნილი გოგონები
გამჭვირვალე ფამფალა შარვლებს ატარებენ და მკერდს ჯაჭვით
გადაბმული მეტალის ფირფიტებით იფარავენ; მოუხეშავ ტანსაც-
მელში გამოწყობილი გმირები, თავზე ფრთიანი და ეკლებიანი
ჩაფხუტებით.
მონაჩმახია! ეგეთი რამეები სინამდვილეში არ არსებობს, ამ-
ბობდა რენი. მაგრამ მე სწორედ ის მომწონდა, სინამდვილეში
რომ არ არსებობდა და არაფერს რომ არ ჰგავდა.
ბოროტმოქმედებისა და თეთრი მონებით მოვაჭრე გამტაცებ-
ლების ამბები რენის იმ ჟურნალებში დაბეჭდილ დეტექტივებში
ჰქონდა ამოკითხული, ყდებზე პისტოლეტები და სისხლის ლაქე-
ბი რომ ეხატათ. იმ დეტექტივებში მდიდარ მემკვიდრე ქალებს
ეთერით აბრუებდნენ და, თოკებით საგულდაგულოდ გაკოჭი-
ლებს, ან იახტების კაბინებში ამწყვდევდნენ, ან მიტოვებული
ტაძრების აკლდამებში, ან ძველი ციხესიმაგრეების ნესტიან სარ-
დაფებში. მე და ლორას ასეთი ადამიანების არსებობის შესახებ,
ცხადია, გვსმენოდა, მაგრამ დიდად არ გვეშინოდა მათი, რადგან
წინასწარ ვიცოდით, როგორებიც იქნებოდნენ: დიდი შავი ლიმუ-
ზინებით მოვიდოდნენ, ერთნაირ პალტოებში, რბილ ქუდებსა და
სქელი ტყავის ხელთათმანებში გამოწყობილები. ჰოდა, მაშინვე
შევნიშნავდით და გავიქცეოდით.
მაგრამ ასეთი კაცები არასდროს გვინახავს. ჩვენ მიმართ
მტრულად მხოლოდ ფაბრიკის მუშების პატარა შვილები იყვნენ
განწყობილი, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ხელ-
შეუხებლები ვიყავით. წყვილ-წყვილად ან პატარ-პატარა ჯგუფე-
ბად აგვეკიდებოდნენ ხოლმე. ჯერ ჩუმად და ინტერესით გვით-
ვალთვალებდნენ, მერე კი ცუდ სიტყვებს გვეუბნებოდნენ. ერთი--
ორჯერ ქვებიც დაგვიშინეს, მაგრამ არც ერთი არ მოგვხვედრია.
ძალიან უსუსურები და დაუცველები ვეჩვენებოდით, როცა ვიწრო
ბილიკებს მივუყვებოდით ლავთოუს სანაპიროზე, ქარაფების
ქვეშ, საიდანაც ქვები წამდაუწუმ ცვიოდა. უსაფრთხო არც უკაც-
რიელ ხეივნებში სიარული იყო, მაგრამ მათ ყოველთვის გვერდს
ვუვლიდით.
ერი-სტრიტს დავადგებოდით ხოლმე და მაღაზიების ვიტრი-
ნებს ვათვალიერებდით. „ხუთ- და ათცენტიანი“ ჩვენი საყვარელი
მაღაზია იყო. ზოგჯერ დაწყებითი სკოლის ჯაჭვებით შემოღობილ
ეზოშიც ვიჭყიტებოდით. ჩვეულებრივი ბავშვების (მუშათა შვილე-
ბის) სკოლა იყო, ქვიშამოყრილი სათამაშო მოედნითა და მოჩუ-
ქურთმებული კარით, რომელზეც ეწერა: „გოგონები“ და „ბიჭე-
ბი“. დასვენებებზე ერთი წივილ-კივილი ტყდებოდა და ბავშვებიც
ბინძურები იყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოედანზე ჭიდა-
ობდნენ ან ერთმანეთს ხელს კრავდნენ და ქვიშაში იგანგლებოდ-
ნენ. მადლიერები ვიყავით, ამ სკოლაში რომ არ გვატარებდნენ
(მართლაც გვიხაროდა? თუ თავს გარიყულად ვგრძნობდით? ალ-
ბათ, ორივე გრძნობა ერთდროულად გვეუფლებოდა).
ასეთ ექსკურსიებზე ქუდებს ვიხურავდით. გვეგონა, რომ ქუდი
რაღაცნაირად გვიცავდა, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი ყოფილიყო.
კეთილშობილი ქალბატონები გარეთ უქუდოდ არასოდეს გა-
დიანო, გვეუბნებოდა რენი. ხელთათმანებსაც ახსენებდა, მაგრამ
ხელთათმანებს ყოველთვის არ ვატარებდით. ის ჩალის ქუდები
ახლაც მახსოვს; გახუნებული ჩალის ფერი დაჰკრავდათ. ივნისის
ნესტიანი სიცხეც მახსოვს, ჰაერში ყვავილების ძილისმომგვრე-
ლი სურნელით. კამკამა ლურჯი ცა. ზანტად და უმიზნოდ ხე-
ტიალი…
ნეტა ამ ყველაფრის უკან დაბრუნება შემეძლოს - იმ ნაშუად-
ღევების უაზრო ხეტიალის, მოწყენილობის, უმიზნობის, ჩამოუყა-
ლიბებელი სამომავლო პერსპექტივების… ისე, კაცმა რომ თქვას,
გარკვეულწილად დამიბრუნდა კიდეც; ოღონდ ეს არის, წინ დიდი
ცვლილებები აღარ მელის.
იმხანად რომ მასწავლებელი გვყავდა, ყველაზე ხანგრძლი-
ვად იმან გაგვიძლო. ორმოცს მიტანებული ქალი იყო, გარდე-
რობში ქიშმირის უამრავი გახუნებული ჟაკეტით (რაც მის უწინ-
დელ დალხენილ ცხოვრებაზე მეტყველებდა) და თმის სარჭით
უკან დამაგრებული თხელი თმის ბულულით. მის გორემი, მის
ვაილით გორემი ერქვა. ზურგსუკან „მის ვაილენზი“, ანუ მის
„ძალმომრეობა“ შევარქვი და ამის მერე დავინახავდი თუ არა,
მაშინვე ხითხითს ვიწყებდი. ეს მეტსახელი ისე მოუხდა, რომ შერ-
ჩა და შერჩა. ჯერ ლორას ვასწავლე და მალე რენიმაც აითვისა.
გვითხრა, უზნეო ბავშვები ხართ, მის გორემს ასე რომ დასცინი-
თო; ეგ საწყალიც ხომ ღვთის შვილია, თანაც შინაბერაა, თქვენ კი
სულ არ გებრალებათო. შინაბერა რას ნიშნავს? რას და უქმრო
ქალს. მის გორემი უმწიკვლო და მარტოხელა ცხოვრებისათვის
არის განწირულიო, ერთგვარი ზიზღნარევი სიბრალულით აგვიხ-
სნა რენიმ.
- ქმარი არც შენ გყავს, - შეახსენა ლორამ.
- ეგ სხვა საქმეა. უბრალოდ ისეთი კაცები მეძლეოდნენ, ზედაც
რომ არ შევაფურთხებდი. მაგრამ მთხოვნელი ბევრი მყავდა.
- ეგებ მის ვაილენზსაც ჰყავდა? - შევედავე. უკვე იმ ასაკში ვი-
ყავი, ბავშვები დავას და შეპასუხებას რომ იწყებენ ხოლმე.
- არა, არ ჰყოლია.
- შენ რა იცი? - იკითხა ლორამ.
- გამოხედვაზე ეტყობა. მაგას მთხოვნელი რომ ჰყოლოდა,
თუნდაც სამთავიანი და კუდიანი, ხელიდან არ გაუშვებდა, გვე-
ლივით სწრაფად დაითრევდა.
მის ვაილენზს კარგად შევეწყეთ, რადგან ჩვენს ნებაზე
სიარულს არ გვიშლიდა. თავიდანვე მიხვდა, რომ ჩვენთან ჭი-
დაობას აზრი არ ჰქონდა და ამიტომ ბრძნული გადაწყვეტილება
მიიღო - ტყუილუბრალოდ თავს აღარ იწუხებდა. გაკვეთილებს
დილაობით გვიტარებდა, ბიბლიოთეკაში, რომელიც ერთ დროს
ბაბუას, მერე კი მამას ეკუთვნოდა და უამრავი ძვირფასი, ტყავგა-
დაკრული და ოქროსფერწარწერიანი წიგნით იყო სავსე. ცხადია,
ამ წიგნების ყიდვა ბებია ადელიას იდეა იყო; ის წიგნები შეერჩია,
რომლებიც, მისი აზრით, ბაბუას აუცილებლად უნდა წაეკითხა.
მაგრამ მეეჭვება, რომ ბაბუას მართლაც წაეკითხა რომელიმე.
მის ვაილენზი ნებაზე მიგვიშვებდა ხოლმე. თაროებს დავივლიდი
და ჩემთვის საინტერესო წიგნებს ვარჩევდი: ჩარლზ დიკენსის „ო-
რი ქალაქის ამბავს“; „მექსიკის დაპყრობას“ და „პერუს დაპყრო-
ბას“, რომლებიც საუცხოოდ იყო ილუსტრირებული. პოეზიის
კითხვაც მიყვარდა და მის ვაილენზი დროდადრო შემაპარებდა
ხოლმე, ეგებ ხმამაღლა წაიკითხოო. კუბლა-ხანს, თურმე, გა-
მოუცია ქალაქ შანგდუში ერთი ბრძანება. ფლანდრიის ველზე ყა-
ყაჩოები ჯვრებთან ყვავიან კვლავ, ნება-ნება.
- ასე ჩქარა რატომ ჩაარაკრაკე, საყვარელო? სტრიქონები უნ-
და იღვრებოდეს. წარმოიდგინე, რომ შადრევანი ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ მის ვაილენზი თავად ტლანქი და ფეთ-
ხუმი არსება იყო, დახვეწილობის უმაღლეს კრიტერიუმებს იცავ-
და და იმ საგნების სია ჩამოგვიწერა, რასაც უნდა დავმსგავსებო-
დით: აყვავებულ ხეებს, პეპლებს, ნაზ სიოს და კიდევ ათას სხვა
რამეს, გარდა ბინძურმუხლებიანი პატარა გოგონებისა, რომლე-
ბიც თითს ცხვირში იკიტინებდნენ. განსაკუთრებით მომთხოვნი
იყო პირადი ჰიგიენის საკითხებში.
- მაგ ფერად ფანქარს რატომ ღრღნი, საყვარელო? - ეუბნებო-
და ლორას. - თაგვი ხომ არა ხარ? ნახე, მთელი პირი გაგიმწვან-
და! იცოდე, კბილებს გაიფუჭებ!
მე ლონგფელოს ევანგელინას და ბრაუნინგის პორტუგალიურ
სონეტებს ვკითხულობდი. „როგორ მიყვარხარ? ახლავე გეტყვი“.
- ღმერთო, რა მშვენიერია! - ოხრავდა მის ვაილენზი, როდე-
საც ბრაუნინგზე ან ჯონსონზე მიდგებოდა საქმე; გრძნობებს იმ-
დენად გამოხატავდა, რამდენადაც თავისი მორიდებული ბუნება
აძლევდა უფლებას.
ო, როგორ სწრაფად მოსჩქეფს ახლა მდორე მდინარე,
ელამუნება კაბის კალთას, ბაფთებს მძინარეს.
იბრუნეთ წყლებო, კვლავ იბრუნეთ!
ძველი შეგრძნება დამიბრუნეთ,
საშიშ მორევად დაბზრიალდით და დამიურვეთ!
- უფრო ენერგიულად, საყვარელო, უფრო გრძნობით, - მეუბ-
ნებოდა მის ვაილენზი.
ზოგჯერ ლორდ ტენისონსაც ვუკითხავდი, რომლის დიდებუ-
ლება, მის ვაილენზის თვალში, მხოლოდ ღვთიურ დიდებულებას
თუ ჩამოუვარდებოდა.
უშავეს ხავსით დაფარულა ვარდების კვლები,
ვეღარ სუნთქავენ, სათითაოდ სცვივათ ეკლები;
ჩაჟანგებულა სახურავის მსხვილი ლურსმნებიც,
ხეს რომ იჭერდნენ, მთლად დახუნძლულს
ქარვისფერ მსხლებით.

მხოლოდ ის მითხრა, დამთავრდაო ჩემი ცხოვრება,

აღარ ძალმიძსო, ამის მეტად, დარდის მორევა;

არ დაბრუნდება, ვისაც ველი… მომიკლა გული…

ისიც თქვა, ნეტა ამომძვრესო, მე ოხერს, სული!


- რატომ ნატრობდა, სული ამომძვრესო? - დაინტერესდა ლო-
რა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჩემი მხატვრული კითხვა დიდად
არ იტაცებდა.
- იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა, ჩემო კარგო… მაგრამ ეს სიყ-
ვარული არ დაუფასდა.
- რატომ?
მის ვაილენზმა ამოიოხრა. - აბა რა გითხრა, საყვარელო…
პოეზიაა. ეგ ლექსი ლორდმა ტენისონმა დაწერა და იმას ეცოდი-
ნებოდა. ლექსი არასოდეს გიხსნის, რატომ. „მშვენიერება ჭეშმა-
რიტებაა, ჭეშმარიტება კი - მშვენიერი. ამქვეყნად მხოლოდ ეს უწ-
ყის კაცმა, სხვა სიბრძნის ცოდნა არცა სჭირდება“.
ლორამ წყენით გახედა მის ვაილენზს და თავის სახატავს მი-
უბრუნდა. მე ფურცელი გადავშალე. თვალი უკვე მთელი ლექსის-
თვის მქონდა გადავლებული და ვიცოდი, რომ მასში მეტი არაფე-
რი ხდებოდა.
მოდი და სცემე, სცემე, სცემე
რუხი ქარაფი მაგ ზვირთებით, ზღვაო მღელვარევ!
ნეტა შემეძლოს, რომ ამ ენით
მეც გამოვხატო ჩემი გრძნობა ეგზომ ელვარედ!
- რა მშვენიერია, ძვირფასო! - აღნიშნა მის ვაილენზმა, რომე-
ლიც ეთაყვანებოდა მგზნებარე და უსამანო სიყვარულს და უიმე-
დო მელანქოლიასაც დიდ პატივს სცემდა.
ერთი თხელი, ბებია ადელიას ნაქონი, თამბაქოსფერ ტყავის
ყდაში ჩასმული, ედუარდ ფიცჯერალდის ავტორობით გამოცემუ-
ლი, ომარ ხაიამის რუბაიების წიგნიც მეგულებოდა. (სინამდვი-
ლეში, ედუარდ ფიცჯერალდს არ დაუწერია ის ლექსები და ავტო-
რად რატომ მოიხსენიებდნენ, ახლაც არ ვიცი). მის ვაილენზი
ზოგჯერ ამ წიგნსაც მიკითხავდა, რომ ეჩვენებინა, როგორ უნდა
წამეკითხა პოეტური ნაწარმოები.
ლექსების წიგნი, მაგიდაზე, და ღვინო დოქში,
პურის ნატეხი და ჩემს გვერდით შენ, უდაბნოში
მღაღადებელი დაუღლელად; იმ უდაბნოში,
ახლა სამოთხე რომ მგონია, სულის ზარხოში.
ვაიმეო, ისე წამოიძახა, გეგონებოდა, რაღაც იტკინაო. საერ-
თოდაც, მთელი ლექსი დიდი გრძნობით წაიკითხა. ჩემი აზრით,
ამ მცირე პიკნიკის აღწერის გულთან ამდენად ახლოს მიტანა მე-
ტისმეტი იყო. თანაც ძალიან მაინტერესებდა, პურის ნატეხი ხმე-
ლად მიირთვეს, თუ ზედ რამე წაუსვეს.
- მართლაც ღვინით თრობა და პიკნიკი კი არ უგულისხმია,
ძვირფასო, ზიარების საიდუმლო აღწერა ასეთნაირად.
ნეტა ერთ-ერთმა ანგელოზმა ფრთები გაშალოს,
ბედის ბორბალი შეაჩეროს, უკეთ გათალოს…
ანდა უბრძანოს ბედის წიგნის გულღრძო გადამწერს
ეს ჩვენი ბედი გადაწეროს, ან მთლად წაშალოს!

მას რომ შევეკრათ, რა იქნება? ვაქოთ, ვადიდოთ,

მერე კი ჩვენი ბედის წიგნი ხელში ჩავიგდოთ;


სახელდახელოდ გადავწეროთ, ჩვენზე მოვირგოთ,

უცხოთა მზერას მოვაშოროთ, ავ თვალს ვარიდოთ.


- ღმერთო, რა გულწრფელია! - ისევ ამოიოხრა მის ვაილენ-
ზმა. ყველაფერზე და ყოველთვის ოხრავდა. ეს ქალი საოცრად
უხდებოდა ავილიონს, მის მოძველებულ, ვიქტორიანულ დიდე-
ბულებას, მისი მიხრწნილი ესთეტიკის სურნელს, მის გარდასულ
სილამაზეს, მის ფერმიხდილ მწუხარებას. ამ ქალბატონის
გუნებ-განწყობა და, ასე განსაჯეთ, მისი გახუნებული ჟაკეტებიც
კი მშვენივრად ეხამებოდა იქაურ შპალერს.
ლორას კითხვა არ იტაცებდა. უბრალოდ, ილუსტრაციებს იხა-
ტავდა წიგნებიდან, ანდა შავ-თეთრ ილუსტრაციებს აფერადებდა
მოგზაურობასა თუ ისტორიულ მოვლენებზე დაწერილ, სქელ, სა-
განმანათლებლო წიგნებში (მის ვაილენზი ამის უფლებას იმიტომ
აძლევდა, რომ იცოდა, ვერავინ ვერასდროს შენიშნავდა). ლო-
რას ძალიან უცნაური, მაგრამ მყარი მოსაზრებები ჰქონდა იმაზე,
რომელი ფერი სად ეხმარა: ხეებს აცისფრებდა ან აწითლებდა,
ცას ავარდისფრებდა ან ამწვანებდა. თუ ვინმე ისეთის პორტრეტი
ეხატა, ვინც თვალში არ მოუვიდოდა, სახეს მუქი რუხი ან იასამ-
ნისფერი ფანქრით უფერადებდა, რომ ნაკვთები აღარ გამოსჩე-
ნოდა.
პირამიდების გადმოხატვა უყვარდა ეგვიპტეზე დაწერილი
წიგნიდან. ეგვიპტელთა კერპების გაფერადებაც მოსწონდა და
ასირიული ქანდაკებებისაც, ფრთოსანი ლომის ტანი და ადა-
მიანის ან არწივის თავი რომ ჰქონდათ. ის ქანდაკებები სერ ჰენ-
რი ლეიარდის წიგნში იყო გამოსახული. სერ ჰენრი ის კაცი გახ-
ლდათ, ვინც ისინი აღმოაჩინა ნინევიის ნანგრევებში და ინგლის-
ში ჩამოიტანა. ამბობდნენ, იმ ანგელოზების გამოსახულებებია,
ეზეკიელის წიგნში რომ არიან აღწერილიო. მის ვაილენზის აზ-
რით, ეს სურათები სულაც არ ვარგოდა - ქანდაკებებს წარმართუ-
ლი, სისხლით გაუმაძღარი ღვთაებების იერი დაჰკრავდა. მაგრამ
ლორას მათზე გული ვერ ააყრევინა. მიუხედავად მკაცრი კრიტი-
კისა, ჯიქურ მიიწევდა წინ და ისე გულმოდგინედ აფერადებდა
ყველა გამოსახულებას, გეგონებოდათ, მისი სიცოცხლე ამაზეა
დამოკიდებულიო.
- წელში გაიმართე, საყვარელო, - ეუბნებოდა მის ვაილენზი. -
წარმოიდგინე, რომ შენი ხერხემალი ხეა, რომელიც მაღლა--
მაღლა, მზისკენ მიიწევს.
მაგრამ ლორას არაფრის წარმოდგენა არ სურდა.
- სულაც არ მინდა, ხე რომ ვიყო, - იმეორებდა ჯიუტად.
- კუზიანს ხე არ ჯობია? - ოხრავდა მის ვაილენზი. - ჰოდა, თუ
არ გინდა, რომ დაკუზიანდე, ზურგს უნდა მიხედო.
დროის უმეტეს ნაწილს მის ვაილენზი ფანჯარასთან ჯდომასა
და ბიბლიოთეკიდან წამოღებული სასიყვარულო რომანების
კითხვაში ატარებდა. ბებია ადელიას ტყავის ყდაში ჩასმული ალ-
ბომის თვალიერებაც უყვარდა, რომელშიც ლამაზად იყო ჩაკრუ-
ლი უამრავი დახვეწილი მოსაწვევი ბარათი, ლამაზად დაბეჭდი-
ლი მენიუებით, და საგაზეთო სტატიების ამონარიდები საქველ-
მოქმედო ჩაის სმის ცერემონიალების შესახებ; საგანმანათლებ-
ლო ლექციების საილუსტრაციო სლაიდებიც იქვე იყო, იმ მამაცი
მოგზაურების სურათებით, რომლებმაც პარიზში, საბერძნეთსა
და ინდოეთშიც კი იმოგზაურეს: ფაბიანელების, ვეგეტერიანელე-
ბის და სხვების და სხვების, ვინც საკუთარი ხორცისა და სულის
სიჯანსაღეზე ზრუნავდა და ათასში ერთხელ მართლაც აკეთებდა
კეთილშობილურ საქმეს - მისიით მიდიოდა აფრიკაში, საჰარასა
თუ ახალ გვინეაში. მერე აბორიგენთა ჯადოქრობისა და გამო-
ლოცვის რიტუალებს აღწერდა; იმასაც, როგორ უმალავდნენ
ისინი საკუთარ ქალებს პირისახეს ხის ნიღბებითა და ნიჟარებით.
მოკლედ, ამ გაყვითლებულ ფურცლებს ძველი, დიდებული, ამბი-
ციური და ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების მთელი ქრონიკა შე-
მოენახათ. მის ვაილენზი, სათნო და ნაზი ღიმილით სახეზე,
მისხალ-მისხალ, გულმოდგინედ ისრუტავდა ამ ყველაფერს.
მის ვაილენზს ვერცხლისფერი და ოქროსფერი ბრჭყვიალა
ვარსკვლავების მთელი დასტა ჰქონდა და ამ ვარსკვლავების მი-
წებებით შეგვიფასებდა ხოლმე ნამოღვაწარს. ზოგჯერ მინდვრის
ყვავილების დასაკრეფადაც დავყავდით. იმ ყვავილებს საშრობი
ქაღალდის ორ ფურცელს შორის ვათავსებდით, ზემოდან სქელ
წიგნს ვადებდით და ისე ვახმობდით. მის ვაილენზი ძალიან შეგ-
ვიყვარდა, მაგრამ ჩვენგან რომ წავიდა, ერთი ცრემლიც არ გად-
მოგვიგდია. თავად კი ცრემლად დაიღვარა - უშნოდ ტიროდა,
არაელეგანტურად, როგორც საერთოდ სჩვეოდა ყველაფრის კე-
თება.
მე უკვე ცამეტი წლისა ვიყავი. წარმოუდგენელი სისწრაფით
ვიზრდებოდი, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მამას
მაინც ძალიან აღიზიანებდა. მამა ყველაფერს მიკონტროლებდა:
წელში გაშლილი დავდიოდი თუ მოხრილი; როგორ ვმეტყველებ-
დი და როგორი მანერები მქონდა. სადა ტანსაცმელი უნდა მცმო-
და, თეთრი ბლუზები და თალხი ფერის ქვედატანები; ეკლესიაში
კი მუქი ხავერდის ტანსაცმელში გამოწყობილს უნდა მევლო.
მოკლედ, მთელი ჩემი ტანსაცმელი მეზღვაურის ფორმას დაამ-
სგავსა, თუმცა მთლად მეზღვაურის ფორმა არ იყო. გაჯგიმულს
უნდა მევლო, მტკიცე და ელეგანტური ნაბიჯით; კევი არ უნდა მე-
ღეჭა; მუდამ მშვიდი უნდა ვყოფილიყავი და ბევრი არ უნდა მეყ-
ბედა. მამას ფასეულობები ჯარისკაცულ წესრიგს გულისხმობდა -
გაპიწკინებული ფორმა, მორჩილება, დუმილი და არავითარი
სექსუალობა. სექსუალობაზე სიტყვაც არავის დაუძრავს, მაგრამ
უსიტყვოდაც ცხადი იყო, რომ მისი ყოველგვარი გამოვლინება
ძირშივე უნდა ჩამკვდარიყო. მეტისმეტად დიდხანს ვყავდი ნება-
ზე მიშვებული და ახლა მაქსიმალურად უნდა მოეჭირა ჩემთვის
ხელი.
ლორაც ამ ტალღაში მოყვა, თუმცა ასაკობრივად ჯერ კიდევ
არ ეკუთვნოდა ასეთი მკაცრი მოპყრობა (ნეტა რა ასაკიდანაა სა-
ჭირო მკაცრი მოპყრობა? ალბათ, როცა ბავშვი სქესობრივად
მომწიფდება, ახლა ეს ჩემთვის სრულიად ნათელია. მაგრამ მა-
შინ ძალიან დავიბენი, ვერ გამეგო, ასეთი რა დავაშავე, რატომ
მექცეოდნენ ისე, როგორც გამოსასწორებელ კოლონიაში მოხ-
ვედრილ პატიმარს).
- ბავშვებს მეტისმეტად მკაცრად ეპყრობი, - უთხრა მამას კა-
ლისტამ. - ბოლოს და ბოლოს, ბიჭები ხომ არ არიან?
- სამწუხაროდ, არა, - უპასუხა მამამ.
ჰოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ უკურნებე-
ლი სენი შემყროდა და ფეხებს შუა სისხლი მომწანწკარებდა,
პირდაპირ კალისტასთან გავვარდი. ვკვდები-მეთქი, ვუთხარი.
კალისტამ გაიცინა. რა სისულელეაო, მითხრა; მართალია, ცოტა
შემაწუხებელია, მაგრამ როგორც „მეგობარს“, ისე შეხედე, ან
როგორც „სტუმარსო“. რენი ამ ამბის მიმართ უფრო პრესბიტე-
რიანულად იყო განწყობილი - „წყევლააო“, მითხრა; თავი ძლივს
შეიკავა, რომ არ ეთქვა, ერთ-ერთი ის ხერხია, რომლითაც ღმერ-
თი ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებსო. ბოლოს, არა უშავსო,
დააყოლა, შეეგუე და ყურადღებას ნუ მიაქცევო. რაც შეეხება
სისხლს (სიტყვა სისხლი არ უხსენებია, სიბინძურესო, ასე მით-
ხრა), უბრალოდ ჩვრები მოიმარაგეო. მერე ერთი ჭიქა გვირი-
ლის ჩაი დამიყენა, რომელსაც დამპალი სალათის ფურცლების
სუნი უდიოდა, და სათბურაც ცხელი წყლით გამივსო, მაგრამ არც
ერთმა არ მიშველა.
ლორამ ჩემს ზეწარზე სისხლის ლაქა შენიშნა და აღრიალდა.
ეგონა, ვკვდებოდი. დედასავით მოკვდებიო, ქვითინებდა; არა-
ფერს მეტყვი, ისე მოკვდებიო; ჯერ რუხი, კატისმაგვარი ბავშვი
გაგიჩნდება და მერე მოკვდებიო.
ვუთხარი, იდიოტი ნუ ხარ-მეთქი; ამ სისხლს ბავშვთან რა კავ-
შირი აქვს-მეთქი (კალისტას ჩემთვის ამ კავშირზე არაფერი უთ-
ქვამს. იფიქრა, ერთბაშად ამდენი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკა-
ზე იმოქმედებსო).
- ერთ დღეს შენც ასე დაგემართება, - ავუხსენი ლორას. - როცა
ჩემხელა გახდები, მაშინ დაგემართება, იმიტომ, რომ ყველა გო-
გოს ასე ემართება.
ლორა აღშფოთდა. ამის დაჯერება არ უნდოდა. როგორც ყო-
ველთვის, ახლაც დარწმუნებული იყო, რომ თავად გამონაკლისს
წარმოადგენდა და ასეთი რამ არასოდეს დაემართებოდა.
ჩემი და ლორას ერთი იმდროინდელი სტუდიური პორტრეტი
მაქვს. ამ სურათზე მე სავალდებულო მუქი ხავერდის შეუფერებ-
ლად ბავშვური კაბა მაცვია, ქალური ფორმები კი უკვე მეტყობა.
ლორა გვერდით მიზის, ზუსტად ისეთივე კაბაში გამოწყობილი.
ორივეს თეთრი გეტრები გვაცვია და ფეხები კოჭებთან გვაქვს გა-
დაჯვარედინებული, როგორც დაგვარიგეს - მარჯვენა ფეხი ზე-
მოთ. ცალი ხელით ლორა მყავს ჩახუტებული. ხელი ისე
უხეიროდ მიდევს მის მხარზე, აშკარაა, ძალით დამადებინეს.
ლორას ხელები კალთაში უწყვია. ორივეს შუაზე გვაქვს თმა გა-
ყოფილი და უკან მაგრად შეკრული. ორივე ვიღიმებით, არაბუ-
ნებრივად, რა თქმა უნდა. ცხადია, გვთხოვეს, გაიღიმეთ, რო-
გორც წესიერ და ზრდილობიან ბავშვებს შეეფერებათო; გეგონე-
ბა, წესიერი ბავშვები სხვაგვარად იღიმებიან. ისე ვიღიმებით, მა-
მას არაფრით რომ არ მოეწონებოდა. მამასი ძალიან გვეშინოდა,
მაგრამ მისი გულისწყრომა როგორ აგვეცილებინა თავიდან, ეგ
უკვე აღარ ვიცოდით.
ოვიდიუსის მეტამორფოზები

მამამ სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა, რომ ჩვენი გა-


ნათლება მოიკოჭლებდა. უნდოდა, ფრანგული, მათემატიკა და
ლათინური გვესწავლა - გონება რაც შეიძლება, მეტად დაგვეძა-
ბა, რათა ჩვენს მოჭარბებულ მეოცნებეობას ფრთები შეკვეცოდა.
ამაში გეოგრაფიაც აუცილებლად შეგვიწყობდა ხელს. მოკლედ,
მამას უნდოდა მის ვაილენზის (რომელსაც, თავის დროზე, პრაქ-
ტიკულად ვერც კი ამჩნევდა) მეცადინეობით ვარდისფერებში და-
ნახული რეალობის ძველმოდური აღქმის კვალი საბოლოოდ
ამოეშალა ჩვენი ცნობიერებიდან; უნდოდა, სალათის ფოთლებს
რომ აჭრიან ხოლმე ჩახუჭუჭებულ, ფურჩალებიან და ოდნავ გა-
მუქებულ ბოლოებს, მისი ფოთლები ლამაზად და ჯანსაღად რომ
განვითარდეს, ისე მოეკვეცა ჩვენი მისწრაფებები. საერთოდ არ
ესმოდა, რატომ მოგვწონდა ის, რაც მოგვწონდა. ზოგადად, ჩვენ-
გან სანიმუშო „ბიჭების“ ჩამოყალიბებას ცდილობდა. არც იყო გა-
საკვირი - დები არასოდეს ჰყოლია და გოგონების აღზრდისა
არაფერი გაეგებოდა.
მის ვაილენზის ნაცვლად, მასწავლებლად ერთი კაცი, მისტერ
ერსკინი მოგვგვარა. მისტერ ერსკინი ადრე თურმე ინგლისში ას-
წავლიდა, ბიჭების ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ ჯანმრთელობის
პრობლემების გამო კანადაში გადმოსახლებულიყო. ის კაცი
ავადმყოფს სულაც არ ჰგავდა. ერთხელაც არ დაუხველებია ჩვე-
ნი თანდასწრებით. ჩასკვნილი, ტვიდებში გამოწყობილი, ოც-
დაათი თუ ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი იყო, ჟღალი თმით,
მსხვილი, წითელი ტუჩებით და სასაცილო ბლანჟეთი. მუდამ
ირონიულად გველაპარაკებოდა, მძიმე ხასიათი ჰქონდა და ისე-
თი სუნი უდიოდა, როგორიც სველი სარეცხის კალათის დანეს-
ტიანებულ ძირს.
მალევე მივხვდით, რომ უყურადღებობითა და შუბლზე მიშტე-
რებით მისგან თავს ვერ დავიხსნიდით. თავიდან ტესტები დაგვა-
წერინა, რომ გაეგო, რა ვიცოდით. აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფე-
რი გაგვეგებოდა, თუმცა ისეთ მკაცრ შეფასებასაც არ ველოდით,
როგორითაც მამასთან შეგვაფასა - მწერების ან, დიდი დიდი, ზა-
ზუნების ტვინი აქვთო, ასე უთხრა; მოკლედ, საზარელი მდგომა-
რეობაა, ლამის კრეტინების დონეზე არიანო. ტვინი გაუზარმაცე-
ბიათ… უფრო სწორად, ტვინის გაზარმაცების უფლება მიუცია
ამათთვის ვიღაცასო, დააყოლა წყრომით; მადლობა ღმერთს,
ჯერ კიდევ არ არის უსაშველოდ გვიანო. მამამ უთხრა, თუ ასეა,
თქვენი იმედი მაქვს, როგორმე სათანადო დონემდე უნდა აქაჩო-
თო.
ჩვენ კი მისტერ ერსკინმა პირდაპირ მოგვახალა, თქვენი სი-
ზარმაცით, ქედმაღლობით, ენის ჩლექით ლაპარაკით, მეოცნე-
ბეობითა და დაშაქრული სენტიმენტალურობით შორს ვერ წახ-
ვალთ ამ ცხოვრებაშიო. გენიოსობას არავინ გთხოვთ, მაგრამ
გოგონებისთვის საჭირო მინიმუმი ხომ მაინც უნდა იცოდეთ, ზურ-
გზე მძიმე ტვირთად რომ არ დააწვეთ იმ შტერებს, ცოლად რომ
შეგირთავენო. ჰოდა, დროა, ცოტა გონს მოეგოთო.
სასკოლო სავარჯიშოების რვეულების უზარმაზარი პარტია
გამოიწერა - უშნო, იაფფასიანი, ცალხაზიანი რვეულები, მუყაოს
ყდებით. საშლელიანი ფანქრებიც ბლომად დაუკვეთა. ეგ ფან-
ქრები ჯადოსნური ჯოხებია, რომელთა წყალობით და ჩემი დახ-
მარებით, სავსებით გარდაიქმნებითო.
„ჩემი დახმარებით“ რაღაცნაირი თვითკმაყოფილი, დამცინა-
ვი ღიმილით გვითხრა.
მის გორემის ბრჭყვიალა ვარსკვლავები თავიდანვე სანაგვე
ყუთში მოისროლა.
ბიბლიოთეკაში ინახით ჯდომა ყურადღებას გიფანტავთო, ამ-
ბობდა. ჰოდა, ორი მერხი დაუკვეთა ჩვენთვის და ერთ-ერთ თა-
ვისუფალ საძინებელ ოთახში დაადგმევინა. საწოლები და სხვა
ავეჯი სასწრაფოდ სხვაგან გადაატანინა და ცარიელ კედლებში
დაგვსხა. ოთახის კარი გასაღებით იკეტებოდა და ის გასაღები
მას ებარა. ახლა ისღა დაგრჩენიათ, ხელები დაიკაპიწოთ და საქ-
მეს შეუდგეთო, გვიბრძანა.
მისტერ ერსკინს მარტივი და შეუნიღბავი სწავლების მეთოდე-
ბი ჰქონდა: თმების დაწიწკნა და ყურების ახევა. მერხს სახაზავს
ურტყამდა და ზოგჯერ თითებზეც გადმოგვკრავდა. ხშირად თავ-
შიც წაგვითაქებდა ხოლმე ან, მთლად გაანჩხლებული, წიგნებსაც
გვესროდა და ფეხებზეც გვცემდა. მისი სარკაზმი მე, უბრალოდ,
გულს მიწვრილებდა, ლორა კი, ხშირად, პირდაპირი მნიშვნე-
ლობით იგებდა მის ნათქვამს, რაზეც მისტერ ერსკინი მთლად
ცოფდებოდა. ჩვენი ცრემლები მასზე არანაირ შთაბეჭდილებას
არ ახდენდა; პირიქით, მგონი სიამოვნებდა კიდეც, რომ გვატი-
რებდა.
ყოველთვის ასეთ განწყობაზე არ იყო. ზოგჯერ რემისია მთე-
ლი კვირა უგრძელდებოდა. ხანდახან მოთმინებასაც იჩენდა და
ერთგვარ, მოუხეშავ სიკეთესაც. მაგრამ ასეთ რემისიებს ხშირად
გააფთრების შეტევები მოსდევდა. ყველაზე უარესი კი ის იყო,
რომ ვერასდროს გათვლიდი, როდის რას მოიმოქმედებდა და
რაზე როგორი რეაქცია ექნებოდა.
მამასთან ვერ ვჩიოდით, რადგან მისტერ ერსკინი მისი მითი-
თებებით მოქმედებდა; ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვარწმუნებდა,
ასეაო. აი, რენისთან კი ვუჩივლეთ. რენი გაცოფდა. შენ მეტისმე-
ტად დიდი ხარ ასეთი მოპყრობისთვის და ლორა კი მეტისმეტად
ნერვიულიაო… და საერთოდაც, ორივე… მაგას ვინ ჰგონია საკუ-
თარი თავი, ასე რომ გექცევათო, ბრაზობდა. ერთი გომურში ნაგ-
დები კაცია და ახლა თავს დიდ ვინმედ გვაჩვენებსო; ისეთი გაბ-
ღენძილი დაიარება, გეგონება ლორდი ბრძანდებოდესო. თავს
დავდებ, თვეში ერთხელაც არ ბანაობსო. როცა ლორას ხელის-
გულებზე წითელი ნაწიბურები დაუნახა, რენი პირდაპირ დაუპი-
რისპირდა მისტერ ერსკინს, მაგრამ უთხრეს, შენ შენს საქმეს მი-
ხედე, ეს ბავშვები სწორედ შენი გაფუჭებულია, სულ ენის ჩლექით
რომ ელაპარაკები და ზედმეტად რომ ელოლიავებიო (ეს მისტერ
ერსკინისთვის სავსებით თვალსაჩინო იყო), ჰოდა, ახლა მე მო-
მიწევს შენი გაფუჭებული საქმის გამოსწორებაო.
ლორამ გამოაცხადა, მაგ კაცს თუ არ გაუშვებთ აქედან, მაშინ
მე გავიქცევიო. ასეც იზამდა, პირდაპირ ფანჯრიდან გადახტებო-
და.
- ეგეთი სისულელეები რატომ მოგდის მაგ ლამაზ თავში, საყ-
ვარელო? - შეშინდა რენი. მაგას ჯობია, რამე ერთად მოვიფიქ-
როთ და მაგ უნამუსოს კისერი ერთად მოვუგრიხოთ.
- კისერს ვერ მოვუგრეხთ, კისერი არ უჩანს და, მგონი, საერ-
თოდ არა აქვს, - ზლუქუნებდა ლორა.
კალისტა ფიცსიმონზი რაიმეს აუცილებლად მოიფიქრებდა,
მაგრამ გადაწყვიტა, სხვის საქმეში ცხვირი ზედმეტად არ ჩაეყო.
მშვენივრად იცოდა, ქარი საითაც უბერავდა. ჩვენ მისი შვილები
კი არ ვიყავით, კაპიტან ჩეიზს ვეკუთვნოდით; ჰოდა, ჩვენი ბედი
მხოლოდ მის ხელში იყო, მის ჭკუაზე უნდა გვევლო. კაპიტანს
გარკვეული კურსი ჰქონდა აღებული და ამ კურსში კორექტივე-
ბის შეტანა, კალისტას მხრიდან, უზარმაზარი ტაქტიკური შეცდო-
მა იქნებოდა. მოკლედ, sauve qui peut სიტუაცია შეიქმნა. ამ გა-
მოთქმის შინაარსი, მისტერ ერსკინის წყალობით, უკვე კარგად
მესმოდა.
მისტერ ერსკინის დამოკიდებულება მათემატიკასთან სრუ-
ლიად მარტივი იყო: უნდა გვცოდნოდა, როგორ დაგვებალანსე-
ბინა საშინაო ხარჯები, რაც მხოლოდ მიმატებას, გამოკლებას და
მიღებული ციფრების ორსვეტიან საბუღალტრო წიგნში შეტანას
გულისხმობდა.
ფრანგული მისთვის ზმნის ფორმებით, „ფედრათი“ და ცნო-
ბილ ავტორთა ნაწარმოებებიდან ამოკრებილი აფორიზმებით
შემოიფარგლებოდა: Si jeuness savait, si vieillesse pouvait -
ეტიენი; C’est de quoi j’ai le plus de peur que la peur - მონტენი;
Le Coeur a ses raisons que la raison ne connait point - პასკალი;
L’histoire, cette vieille dame exaltée et menteuse - მოპასანი; Iლ
ნე ფაუტ პას ტოუცჰერ აუხ იდოლეს: ლა დორურე ენ რესტე აუხ
მაინს - ფლობერი; Dieu s’est fait home; soit. Le diable s’est fait
femme - ვიქტორ ჰიუგო და ა. შ.
მისტერ ერსკინისათვის გეოგრაფიის ცოდნა ევროპის დედა-
ქალაქების სახელების ცოდნით განისაზღვრებოდა, ლათინურის
- კეისრის მიერ გალების დაპყრობისა და რუბიკონზე გადასვლის
ამბით, alea iacta est; კიდევ ვერგილიუსის „ენეიდადან“ ამოკრე-
ბილი ნაწყვეტებით (განსაკუთრებით მოსწონდა დიდონას თვით-
მკვლელობის ეპიზოდი); ოვიდიუსის „მეტამორფოზებიდან“ ის
ადგილები იტაცებდა, სადაც ღმერთები ძალადობენ ახალგაზ-
რდა ქალებზე (ევროპას გაუპატიურება დიდი თეთრი ხარის, ლე-
დასი - გედის, დანაიასი კი ოქროს წვიმის მიერ და ა.შ. ეგებ თქვე-
ნი ინტერესი ამით მაინც გამოვაღვიძოო, გვეუბნებოდა ირო-
ნიული ღიმილით. არც ცდებოდა. დროდადრო ლათინურიდან ცი-
ნიკური სატრფიალო ლექსების თარგმნასაც გვაიძულებდა, Odi
et amo-ს ტიპის ლექსებისა. საოცარ ნეტარებას განიცდიდა, რო-
ცა ხედავდა, როგორ ვიტანჯებოდით პოეტების იმ ტიპის ქალებზე
ცუდ წარმოდგენებთან ჭიდილში, როგორებიც, ალბათ, მომა-
ვალში თავად გავხდებოდით.
- Rapio, rapere, rapui, raptum, - იმეორებდა მისტერ ერსკინი,
- „დაპყრობა და გატაცება“. ინგლისური სიტყვა rapture, ანუ ექ-
სტაზი, ამავე ძირიდან მოდის.
და მერე - ტყლაშ!.. იქვე სახაზავის გატყლაშუნება.
ჩვენ მართლაც ვსწავლობდით. ასე ვთქვათ, მის ჯინაზე ვსწავ-
ლობდით. არაფერს ვიმიზეზებდით თავის გასამართლებლად. ვი-
ცოდით, რომ ერთი სული ჰქონდა, გავესრისეთ და დავემცირები-
ნეთ, ჰოდა მაქსიმალურად ვცდილობდით, მისთვის ეს სიამოვნე-
ბა არ მიგვენიჭებინა. სინამდვილეში ის, რაც მისგან მართლა
ვისწავლეთ, გაცურების ოსტატობა იყო. მათემატიკაში ამის გაკე-
თება ცოტა ჭირდა, მაგრამ საღამოობით საათობით ვისხედით
ბიბლიოთეკაში და პირდაპირ ვიწერდით ოვიდიუსის თარგმანებს
ბაბუას წიგნებიდან - ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი მთარ-
გმნელების ძველ თარგმანებს, წვრილი შრიფტით და ძნელი სიტ-
ყვებით დაბეჭდილს. ნაწყვეტის შინაარსს, ასე თუ ისე, მაინც ვი-
გებდით ამ წიგნების წყალობით და ძნელ სიტყვებს მარტივებით
ვანაცვლებდით. იქვე ერთ-ორ შეცდომასაც შეგნებულად ვუშვებ-
დით, თარგმანი მართლაც ჩვენი რომ ჰგონებოდა. მიუხედავად
ამისა, რაც უნდა იდეალურად გვეთარგმნა ლექსები, მისტერ ერ-
სკინი წითელ ფანქარს მოიმარჯვებდა და მთელ ნამუშევარს წით-
ლად გვიჭრელებდა. თანაც მინდვრებზე დამამცირებელ კომენ-
ტარებს გვიწერდა. ლათინური კარგად ვისწავლეთ-მეთქი, ვერ
ვიტყვი, მაგრამ გაყალბების დიდოსტატები კი გავხდით. სახეზეც
არაფერი გვეტყობოდა - უემოციო, გახამებულ ტილოსავით უძ-
რავ გამომეტყველებას ვიღებდით. შექმნილ ვითარებაში ყველა-
ფერს ჯობდა, გარეგნული რეაგირება არ მოგვეხდინა მისტერ ერ-
სკინის საქციელზე; განსაკუთრებით ის არ უნდა ეგრძნო, რომ
შევკრთით მისი სახაზავის გატყლაშუნებაზე.
თავიდან ლორა ძალიან იძაბებოდა მისტერ ერსკინთან ურთი-
ერთობისას, მაგრამ თანდათან შეეჩვია ფიზიკურ ტკივილს, რო-
მელსაც ის გვაყენებდა, და ეს ტკივილი მასზე არანაირ ზემოქმე-
დებას აღარ ახდენდა. ყურადღება ხშირად ეფანტებოდა, მაშინაც
კი, როცა ის უყვიროდა. კედელზე შპალერის თვალიერებას იწ-
ყებდა, პაწაწინა ვარდის კვირტებსა და ბაფთებს აკვირდებოდა;
ხანაც ფანჯრიდან გასცქეროდა მიდამოს. ერთ წამს რომ ყურად-
ღებით იყო, მეორე წამს მისი გონება სხვაგან ქროდა. შეეძლო,
თვალებში ეყურებინა შენთვის და მაინც ვერ დაენახე; მოკლედ,
თავად კი არ მიდიოდა სხვაგან, თითქოს შენ გაქრობდა ჯადოსნუ-
რი ჯოხით და საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა.
მისტერ ერსკინი ასეთ იგნორირებას ვერ ეგუებოდა. ლორას
ეცემოდა ხოლმე და ანჯღრევდა, მის გამოფხიზლებას ცდილობ-
და. მძინარე მზეთუნახავი ხომ არა ხარო, უყვიროდა. დროდად-
რო კედელზეც ახლევინებდა თავს, ან კისერში წაავლებდა ხელს
და ისე აჯანჯღარებდა. ლორა კი თვალებს ხუჭავდა და მთლად
ირინდებოდა, რაც მისტერ ერსკინს უარესად ახელებდა. თავი-
დან ჩარევა განვიზრახე, მაგრამ ამან არ გაჭრა. ასეთ დროს მეც
მომხვდებოდა ხოლმე მისი ძლიერი მუჯლუგუნი.
- ნუ აბრაზებ, - ვუთხარი ლორას.
- მნიშვნელობა არა აქვს, ვაბრაზებ თუ არა, - მიპასუხა ლო-
რამ. - თანაც, სულაც არ ბრაზობს. უბრალოდ ძალიან უნდა, რომ
ხელი საკინძეში შემიცუროს.
- რას ამბობ?! ასეთი რამ არასდროს შემინიშნავს… ან ამის გა-
კეთება რაში სჭირდება?
- შენ რომ არ უყურებ, მაშინ აკეთებს. ზოგჯერ ფეხებზეც მიფა-
თურებს ხელებს, - წყნარად განაგრძო ლორამ. იმდენად მშვი-
დად ამბობდა ამას, რომ ვიფიქრე, ნამდვილად რაღაც ეშლება--
მეთქი, რაღაც ეჩვენება, იმიტომ რომ ასეთ უზნეობას ამ ხნის კაცი
არაფრით იკადრებს-მეთქი… ანდა რაში უნდა აინტერესებდეს
ერთი ციდა გოგოსთან ღლაბუცი-მეთქი.
- რენის ხომ არ ვუთხრათ? - შევაპარე ფრთხილად.
- რა აზრი აქვს? მაინც არ დამიჯერებს. შენც კი არ მიჯერებ.
მაგრამ რენიმ დაუჯერა. ყოველ შემთხვევაში, უნდოდა, დაეჯე-
რებინა, რადგან მუდამ მზად იყო მისტერ ერსკინის ნებისმიერი
უზნეობის დასაჯერებლად. ჰოდა, მისტერ ერსკინს საქმე ძალიან
ცუდად წაუვიდა. რენიმ იცოდა, რომ პირადად მასთან დაპირის-
პირებით აუცილებლად წააგებდა - ის საზიზღარი კაცი იტყოდა,
ლორა ბინძურ ტყუილებს იგონებსო და საქმე გაუარესდებოდა.
ამიტომ ოთხი დღის მერე რენი პირდაპირ მამას მიეჭრა ღილების
ფაბრიკაში, ერთი ბღუჯა პორნოგრაფიული სურათებით შეიარა-
ღებული. მამას მოახსენა, მისტერ ერსკინის ოთახს რომ ვგვიდი,
ეს საზიზღრობა მისი საწოლის ქვეშ ვიპოვეო. დღეს ის სურათები
მხოლოდ გაკვირვებას გამოიწვევდა, იმ დროს კი საშინელი, თავ-
ზარდამცემი რამ იყო: შავ წინდებში გამოწყობილი ქალები,
უზარმაზარ ბიუსტჰალტერებში, საიდანაც პუდინგივით მომრგვა-
ლებული ძუძუები ვნების აღმძვრელად მოუჩანდათ; იგივე ქალე-
ბი მთლად შიშვლებიც იყვნენ გადაღებულები - დახრილები და
ფეხებგაჩაჩხულები. ნუთუ კაპიტან ჩეიზის პატარა ქალიშვილე-
ბის აღზრდა ასეთ გარყვნილ კაცს უნდა მივანდოთო, იკითხა აღ-
შფოთებულმა რენიმ.
რენის ამ ვიზიტის ჟამს კაპიტანი ჩეიზი მარტო არ იყო; მას ყუ-
რებდაცქვეტილი თანამშრომლების ჯგუფი ახლდა: პირადი ად-
ვოკატი და რამდენიმე მუშა, რომელთა შორის რენის მომავალი
მეუღლე, რონ ჰინკსიც აღმოჩნდა. რენის აწითლებულმა სახემ,
მისმა ფოსოებიანმა ლოყებმა, მრისხანებისაგან ანთებულმა
თვალებმა, შავად ჩამოშლილმა დალალებმა და შიშველი ქალე-
ბის ვნების აღმძვრელი სურათების ფრიალმა, რონზე ძლიერი
შთაბეჭდილება მოახდინა. ისიც კი წარმოიდგინა, როგორ დაემ-
ხო ამ ქალის წინაშე მუხლებზე… იმ დღიდან მოყოლებული, სულ
კუდში დასდევდა და ბოლოს ცოლობაზეც დაითანხმა. თუმცა, ეს
უკვე სხვა ისტორიაა.
- თუკი პორტ ტიკონდეროგაში რამეს არ დაუშვებენ, - თქვა მა-
მას ადვოკატმა დიდაქტიკური ტონით, - ეს უცოდველი ბავშვების
ასეთი ბინძური მასწავლებლისათვის მიბარებაა. ჰოდა, მამაც
მიხვდა, რომ მისტერ ერსკინს ამის შემდეგ შინ ვეღარ გააჩერებ-
და, რადგან ასეთ შემთხვევაში მამა კი არა, ნამდვილი ურჩხული
გახდებოდა ყველას თვალში.
(უნდა გამოვტყდე, კარგა ხანია, ეჭვი მჭამდა, რომ რენის ასე-
თი ფოტოები ბლომად ჰქონდა მომარაგებული თავისი დისტრი-
ბუტორი ძმის წყალობით. ვფიქრობ, მაშინ მისტერ ერსკინს ცილი
დასწამეს, რადგან პატარა გოგონების მოყვარულ კაცს ძროხა ქა-
ლების და მათი უზარმაზარი ჯიქნების ინტერესი ნაკლებად უნდა
ჰქონოდა. მაგრამ შექმნილ ვითარებაში რენისაგან ამ კაცთან წე-
სების დაცვით, სამართლიანად თამაში არც იყო მოსალოდნე-
ლი).
მისტერ ერსკინმა განრისხებულმა დაგვტოვა, ცილისწამებას
აპროტესტებდა, მაგრამ, ამავდროულად, შეძრულიც იყო. ლორა
ამბობდა, ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და მისტერ ერსკინი
ამ სახლიდან გააძევაო. რენიმ მხოლოდ ღვთის ნება აღასრუ-
ლაო. მეეჭვებოდა, რომ ღმერთს, თუკი ის მართლაც არსებობდა
(იმხანად მის არსებობაში ძალიან მეპარებოდა ეჭვი), პორნოგ-
რაფიული სურათები თავის იარაღად გამოეყენებინა.
ლორას რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდა მისტერ ერსკინის
ჩვენთან ყოფნის ჟამს. ღმერთისა კვლავ ეშინოდა, მაგრამ ერთ,
სრულიად აფექტურ ტირანს მაინც მეორე ერჩივნა - ის, რომელიც
უფრო დიდი და მიუწვდომელი იყო.
როგორც კი არჩევანი ღმერთზე შეაჩერა, მაშინვე უკიდურეს
მორწმუნეობაში გადავარდა, როგორც საერთოდ სჩვეოდა ხოლ-
მე.
- მონაზვნად უნდა აღვიკვეცო, - გამოგვიცხადა გადაჭრით,
როდესაც სამზარეულოში სენდვიჩებს შევექცეოდით.
- ვერ აღიკვეცები, კათოლიკე არა ხარ და ამის უფლებას არ
მოგცემენ. - უპასუხა რენიმ.
- ჰოდა, თუ არა ვარ, ავდგები და გავხდები.
- კარგი, და თმასაც შეიჭრი? იმ თავსაბურავებით მონაზვნები
მთლად მოტვლეპილ თავებს იმალავენ.
რენის ეს სვლა მეტად ბრძნული აღმოჩნდა. ლორამ თმის ამ-
ბავი არ იცოდა. თუკი რაიმე გულს უხარებდა, სწორედ მისი საკუ-
თარი თმა იყო.
- თმას რატომ იჭრიან?
- ჰგონიათ, რომ ღმერთს ასე უნდა. ამით საკუთარ თმას
ღმერთს სწირავენ, რაც მათ უმეცრებას ამტკიცებს. ღმერთს მათი
თმა რა ჯანდაბად უნდა? უბრალოდ, სულელური ახირებაა და მე-
ტი არაფერი.
- მოჭრილ თმას რას უშვრებიან?
რენი ლობიოს ჩურჩავდა და თან ლორას ელაპარაკებოდა.
- იმ თმისგან პარიკებს ამზადებენ მდიდარი ქალბატონებისათ-
ვის, - უპასუხა რენიმ, რომელიც არასდროს იბნეოდა და მიზანში
გარტყმის არც ერთ შანს არ უშვებდა ხელიდან. ვიცოდი, რომ
ტყუოდა, ისევე, როგორც ადრე, როცა გვეუბნებოდა, ბავშვებს
ცომისგან აკეთებენო. - ხომ გინახავს ის ცხვირაწეული ქალბატო-
ნები? ჰოდა, აბა რა სასიამოვნოა, შენი არაჩვეულებრივი თმა
ეგეთი ქალის თავზე დაკოსებული რომ დაინახო?
ლორამ მონაზვნად აღკვეცა მაშინვე გადაიფიქრა; ყოველ
შემთხვევაში, თავი ისე ეჭირა, თითქოს გადაიფიქრა. მაგრამ ვინ
იცის, სინამდვილეში რას ფიქრობდა ან კიდევ რას მოიფიქრებდა
მისი რელიგიურად აღტყინებული ტვინი? სრულიად დაუცველი
იყო, სხვებზე მინდობილი, ღვთის წყალობაზე დამოკიდებული და
რწმენით აღსავსე. რწმენაში პატარა ეჭვის შეტანაც კი აუცილებ-
ლად შეძრავდა.
უკვე რამდენიმე წელი იყო გასული; რამდენიმე, მისტერ ერ-
სკინზე დახარჯული, წელი… თუმცა, მთლად უქმად გაფლანგუ-
ლიც არ ეთქმოდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის ისე-
თი რამეებიც, რის სწავლებაც საერთოდ არც დაუსახავს მიზნად
იმ უბედურს. ტყუილის თქმისა და გაყალბების გარდა, მისი წყა-
ლობით, ნახევრად შენიღბული უტიფრობის წარმოჩენისა და ჩუ-
მი წინააღმდეგობის ოსტატიც გავხდი. ისიც გავაცნობიერე, რომ
შურისძიებით სავსე ფიალა გულგრილად, უემოციოდ უნდა გამო-
მეცალა; ისე, რომ არავის ჩაევლო ჩემთვის.
ამასობაში მთელი ქვეყანა საშინელმა კრიზისმა მოიცვა. მა-
მას დიდი ზარალი არ უნახავს იმ ძნელბედობის ჟამს, მაგრამ რა-
ღაც მაინც დაკარგა. რაც მთავარია, ინტუიცია და ზომიერების
გრძნობა დაკარგა. წესით, როგორც კი მის პროდუქციაზე მოთ-
ხოვნილება დაეცა, საწარმოები უნდა დაეკეტა და ფული ბანკში
შეენახა, როგორც სხვებმა ქნეს. ეს ერთადერთი გონივრული გა-
მოსავალი იქნებოდა შექმნილ ვითარებაში. მაგრამ ასე არ მოიქ-
ცა. არ შეეძლო ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა. თავისი
მუშების, თავისი ერთგული ჯარისკაცების ღალატი არ უნდოდა.
მერე რა, რომ მათ შორის ქალებიც ბლომად იყვნენ.
ავილიონში სიდუხჭირემ დაისადგურა. ზამთრობით გათოშილ
საძინებელ ოთახებში გვეძინა, გაცრეცილ თეთრეულში ვიწექით.
რენი ცდილობდა, გაცრეცილი შუაგულები მოეჭრა ზეწრების-
თვის და დარჩენილი ნაწილები ერთმანეთზე გადაეკერებინა.
რამდენიმე ოთახი საერთოდ გამოვკეტეთ და შიგნით აღარ შევ-
დიოდით. მოსამსახურეების მეტი წილი დავითხოვეთ, აღარც მე-
ბაღე გვყავდა და სარეველები ლამის ოთახებში შემოჭრილიყ-
ვნენ. მამა ამბობდა, ხელი უნდა შემიწყოთ, აქაურობა მთლად
რომ არ გავერანდეს ამ კრიზისის დროსო; რენის საშინაო საქ-
მეების კეთებაში მაინც დაეხმარეთ, თუკი მათემატიკა და ლათი-
ნური არ მოგწონთო. დოლარის ყადრიც კარგად ვისწავლეთ,
რაც პრაქტიკაში სადილად ლობიოს ან დამარილებული თევზის,
ან კურდღლის ხორცის ჭამასა და საკუთარი წინდების დაკემსვა-
ში გამოიხატებოდა.
ლორა კურდღლის ხორცზე უარს ამბობდა, გატყავებულ ჩვი-
ლებს ჰგვანან და კაციჭამია უნდა იყო, ეგ რომ ჭამოო.
რენი ამბობდა, კაპიტანი ჩეიზი მეტისმეტ გულჩვილობას საკუ-
თარი სიამოვნების გამო იჩენსო; მეტისმეტად ყელყელაობს და
ეს ამბავი ცუდად დამთავრდებაო. კაცმა არ იცის, მომავალში რა
მოხდება, მაგრამ ოჯახი რომ გაპარტახდება, ეს სრულიად ცხა-
დიაო.
მე უკვე თექვსმეტი წლისა ვიყავი და ჩემი, ასე ვთქვათ, ფორ-
მალური განათლება დასრულდა. ჰოდა, უსაქმოდ დავყიალობ-
დი, არ ვიცოდი, რა მელოდა მომავალში.
რენის ამაზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. ჟურნალ
მეიფეარის ფურცლებს დაეწაფა, სადაც საზოგადოებრივი დღე-
სასწაულების ამბებსა და მაღალი საზოგადოების ქრონიკას კით-
ხულობდა: ქორწინებები, საქველმოქმედო მეჯლისები, მდიდრუ-
ლი დროსტარება... სულ ზეპირად იმახსოვრებდა გამოჩენილი
ადამიანების, საოკეანო ლაინერებისა და ძვირფასი სასტუმ-
როების სახელებს. საზოგადოებაში უნდა გამოჩნდეო, მეუბნებო-
და, ცნობილი ქალბატონების საზოგადოებაში, თავისი ჩაის სმის
რიტუალებით, მიღებებით, მოდური გასეირნებებით ქალაქგა-
რეთ და მეჯლისებით, სადაც კარგ ყმაწვილკაცებს გაიცნობო.
ავილიონი კვლავ გაივსება კოხტად ჩაცმული ადამიანებით, მის
მდელოებზე სიმებიანი კვარტეტების ჰანგები აჟღერდება და ჩი-
რაღდნები აბრიალდებაო. ჩვენი ოჯახი არაფრით ჩამოუვარდება
იმ ოჯახებს, რომლებიც თავიანთი ქალიშვილების მომავალს
ზუსტად ასე ჩარხავენო… ჩამოუვარდება კი არა, ბარეორს ბევრა-
დაც ჯობიაო. მამაშენს ასეთი რამეებისათვის მაინც უნდა გა-
დაენახა ფული ბანკშიო… ცხონებული დედაშენი ცოცხალი რომ
ყოფილიყო, ყველაფერი წესისამებრ მოხდებოდა, ყველაფერს
ხუთიანზე მოაგვარებდაო.
ამაში, ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარებოდა. რაც მე დედაზე მსმე-
ნოდა, ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, სადმე მოსაწყენ სასწავ-
ლებელში გამამწესებდა, ვთქვათ, „ალმა ლეიდის“ კოლეჯში, სა-
დაც ასევე მოსაწყენ და სასარგებლო რამეს შემასწავლიდნენ, მა-
გალითად, სტენოგრაფიას… რაც შეეხება საზოგადოებაში გამოს-
ვლას, არა მგონია, ასეთ რამეზე დამთანხმებოდა; აკი თვითონაც
არ ჰქონია ასეთი რამ ქალიშვილობაში.
აი, ბებია ადელია კი სულ სხვა იყო და მისგან იმდენი დრო მა-
შორებდა, რომ თავისუფლად შემეძლო, გამეიდეალებინა. ის,
ალბათ, სულ ჩემზე იფიქრებდა და ჩემი მომავლისთვის არაფერს
დაზოგავდა - არც ფულს და არც სხვა რამეს. ბიბლიოთეკაში დავ-
ბორიალებდი და კედლებზე დაკიდებულ მის პორტრეტებს ვათ-
ვალიერებდი. აი, ზეთის საღებავებით დახატული პორტრეტი,
რომელიც 1900 წლითაა დათარიღებული: იდუმალი ღიმილი და
წითელი კაბა. ღრმად ამოჭრილი გულისპირიდან ფითქინა, შიშ-
ველი კისერი ისე ამოზიდულა, როგორც ჯადოსნური ფარდიდან
უეცრად გამოყოფილი ილუზიონისტის ხელი; ოქროსფერ ჩარჩო-
ებში ჩასმულ ნაირ-ნაირი შავ-თეთრი ფოტოები: არაჩვეულებრი-
ვი ქუდები და სირაქლემის ბუმბულები, საუცხოო კაბები და რბი-
ლი ტყავის ხელთათმანები. ამ ფოტოებზე ხან მარტოა და ხანაც
ვიღაც, უკვე დავიწყებას მიცემული ადამიანების გარემოცვაშია
გადაღებული. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ბებია ადელია გვერ-
დით მომისვამდა და ბრძნულ რჩევებსაც მომცემდა იმის თაობა-
ზე, თუ როგორ ჩამეცვა, რა მეთქვა, როგორ დამეჭირა თავი სხვა-
დასხვა სიტუაციაში, როგორ დამეზღვია თავი სხვების დაცინვი-
საგან, რის ნიშნებსაც, სამწუხაროდ, უკვე ვგრძნობდი. მიუხედა-
ვად იმისა, რომ რენი საზოგადოებრივ ქრონიკას ზეპირად სწავ-
ლობდა, ასეთი რამეების მაინც არაფერი გაეგებოდა.
ღილების ფაბრიკის პიკნიკი
შრომის დღესასწაულის უქმეები მალე დადგა და მალევე დას-
რულდა. მისგან სამახსოვროდ მხოლოდ პლასტიკატის ჭიქები,
ბოთლები და ჩაფუშული ბუშტებიღა დარჩა. ამ ყველაფერს ახლა
მდინარის მორევი ატრიალებს ნელა და შავად აფერადებს. სექ-
ტემბერი თანდათან იკრებს ძალას. შუადღის მზე ჯერ კიდევ ძა-
ლიან მწველია, თუმცა სულ უფრო გვიან და გვიან ამოდის და
ნელ-ნელა ნისლსაც თან მოათრევს, გრძელი შლეიფივით. შედა-
რებით გრილ საღამოებს ჭრიჭინების ყურთასმენის წამღები ჭრი-
ჭინი ავსებს. ეზოში ჯგუფ-ჯგუფად ყვავიან ველური ასტრის ბუჩქე-
ბი, კარგახანია, აქაურ ნიადაგში ღრმად გაიდგეს ფესვი. ზოგი
ციცქნა და ქათქათა ყვავილებს ისხამს, სხვებიც - ცისფერს, და-
ნარჩენები კი წითლად ღვივიან. ერთ დროს, როცა ჯერ კიდევ
ვცდილობდი ბაღის მოვლას, ამ ასტრებს არ ვაჩერებდი, რადგან
სარეველებად მიმაჩნდა. ახლა ასეთი აზიზი აღარ ვარ.
ახლა ფეხით გავლა უფრო სასიამოვნოა. მზე ძველებურად
აღარ აცხუნებს, ტურისტებიც თითქმის აღარ არიან და ვინც დარ-
ჩა, ნორმალურად ჩაცმულები მაინც დადიან: აღარც ფართხუნა
შორტები, აღარც უფორმო სარაფანები და აღარც სიდამწვრის-
გან ატყავებული შიშველი ფეხები.
დღეს კემპინგის მოსანახულებლად გამიწია გულმა. წავედი
და შუა გზაზე მაირა დამეწია მანქანით. მითხრა, მიგიყვანთო. ძა-
ლიან კი შემრცხვა, მაგრამ დავეთანხმე. უკვე ძლივს ვსუნთქავდი
და თანაც მივხვდი, რომ კემპინგი საკმაოდ შორს ყოფილა. მაირა
სასწრაფოდ დაინტერესდა, საით გაგიწევიათ და რა მიზნითო. ეტ-
ყობა, ჩემი მწყემსვის ინსტინქტი დედისგან გამოჰყვა, მემკვიდ-
რეობით. მოვახსენე, საითაც მივდიოდი. რაც შეეხება კითხვას
„რა მიზნით“, ვუთხარი, უბრალოდ, იმ ადგილების მონახულება
და ძველი დროის გახსენება მომინდა-მეთქი. ძალიან საშიშიაო,
მითხრა, კაცმა არ იცის, იმ შამბნარში რა დაღოღავსო. დამპირ-
დით, რომ პარკში სკამზე დაჯდებით, სადმე თვალსაჩინო ადგი-
ლას, და დამელოდებითო. მერე დამიბარა, დაახლოებით ერთ
საათში გამოგივლით და შინ ისევ მანქანით წაგიყვანთო.
სულ უფრო და უფრო მეძალება ისეთი შეგრძნება, თითქოს
უმისამართო წერილი ვარ; ხან ერთგან მიმიტანენ, ხან - მეორე-
გან, მაგრამ არსად არავინ მელის.
კემპინგის ადგილი დიდი ვერაფერი სანახავია. ერთი პატარა
მიწის ნაგლეჯია მდინარე ჯოგსსა და სამანქანო ტრასას შორის.
სულ ერთი-ორი აკრი თუ იქნება და ისიც ხეებითა და გამხმარი
ბუჩქებითაა დაფარული. გაზაფხულზე აქაურობა კოღოების ბუ-
დედ გადაიქცევა ხოლმე, რადგან შუაგულში პატარა დაჭაობებუ-
ლი ადგილია. ყანჩები სწორედ იქ ნადირობენ; დროდადრო მათი
ყიპყიპი ისმის. უსიამოვნო ხმა აქვთ, თითქოს ლითონს რაღაცით
კაწრავენო. აქა-იქ ორნითოლოგებიც გამოჩნდებიან ხოლმე.
თავდახრილები მოაბიჯებენ, უჟმური გამომეტყველებით; გეგო-
ნება, რაღაც დაკარგეს და ვერ უპოვიათო.
ჩრდილიდან ზოგჯერ ვერცხლისფრად გამოანათებს სიგარე-
ტის გადაგდებული კოლოფი, ან მოთეთრო, ნახმარი პრეზერვე-
ტივი და კლინექსის ოთხკუთხა, წვიმით გაჟღენთილი ტამპონი.
ძაღლები და კატები თავიანთ კვალს ყოველ ხესთან ტოვებენ, ატ-
როვებული წყვილები კი ხეებში დაძვრებიან სამალავის ძიებაში.
თუმცა ამჟამად, ძველ დროსთან შედარებით, ბევრად ნაკლებ
წყვილს წააწყდები, რადგან განმარტოების ადგილების არჩევანი
ახლა უკვე დიდია. ზაფხულობით კემპინგის დატოტვილი ბუჩქე-
ბის ძირას ლოთებს სძინავთ; მოზარდები კი რაღაც ოხრობის მო-
საწევად და დასაყნოსად დაიარებიან. აქ მუდამ იპოვი სანთლებს,
დამწვარ კოვზებს და ერთჯერად შპრიცებსო, მამცნო აღშფოთე-
ბულმა მაირამ. მშვენივრად ვიცი, ის სანთლები და დამწვარი
კოვზები რასაც ნიშნავს - ნარკოტიკების მოხმარებასო. ჩანს, მან-
კიერებამ ყველგან მოიკიდა ფეხი. ეტ ინ არცადია ეგო.
დაახლოებით ორი ათეული წლის წინ ქალაქის მესვეურებმა
ამ მიდამოს გაწმენდა განიზრახეს: წარწერა პოლკოვნიკ პარკმე-
ნის პარკი (რაც ძალიან სასაცილოდ ჟღერდა) გააკრეს და მოსე-
ირნეებისათვის სამი დაჟანგებული საპიკნიკე მაგიდა, პლასტიკა-
ტის სანაგვე ყუთები და ორი პორტატული საპირფარეშო დადგეს,
თუმცა იმ ადამიანებს აშკარად ერჩივნათ, ლუდის ბოთლები და
ათასგვარი სხვა ნაგავი ისეთ ადგილებში დაეყარათ, საიდანაც
მდინარეზე ბევრად უკეთესი ხედი იშლებოდა. მერე სროლის
მოყვარულმა მამლაყინწა ბიჭებმა ის წარწერა იარაღის სასროლ
სამიზნედ გადააქციეს, მაგიდები და საპირფარეშოები ადგილობ-
რივმა მთავრობამ აალაგა (რაღაც, ბიუჯეტთან დაკავშირებული,
პრობლემების გამო), ხოლო სანაგვეები ერთხელაც არავის და-
უცლია, იქაურობას შესეული მაჩვების გარდა.
ამ ადგილს „კემპინგი“ იმიტომ შეარქვეს, რომ ერთ დროს
სწორედ აქ ეწყობოდა რელიგიური შეკრებების ბანაკი. უზარმა-
ზარ, ცირკის მგავს კარავს შლიდნენ და გულანთებული მქადა-
გებლები თავშეყრილ საზოგადოებას ემოციურ ქადაგებებს
უკითხავდნენ. მაშინ აქაურობა უკეთ იყო მოვლილი, სავალი ბი-
ლიკები კარგად იყო გატკეპნილი. პატარა ბაზრობებიც ეწყობო-
და, თავის სასეირნო, ზანზალაკებიანი პონებით და ჩოჩრებით.
აღლუმებიც აქვე იმართებოდა, რასაც საუცხოო პიკნიკები მოს-
დევდა. მოკლედ, აქაურობა საზოგადოებრივი თავშეყრის
იდეალური ადგილი იყო.
„ჩეიზი და ვაჟებიც“ აქ მართავდნენ შრომის დღისადმი მიძ-
ღვნილ წვეულებებს. შრომის დღე, ფაქტობრივად, ამ წვეულებე-
ბის ოფიციალური დასახელება იყო, თორემ ხალხი „ღილების
ფაბრიკის პიკნიკად“ მოიხსენიებდა. ეს წვეულება შაბათობით ეწ-
ყობოდა, შრომის ოფიციალური დღის, ორშაბათის წინ. სტუმრე-
ბი გულწრფელი სიტყვებით გამოდიოდნენ, სასულე ორკესტრი
უკრავდა, ხალხი დროშებით მარშირებდა; იქვე კარუსელიც
ტრიალებდა, ფერად ბუშტებსაც უშვებდნენ და სულელურ თამა-
შებსაც თამაშობდნენ: ტომრებით დახტოდნენ, გასწრებაზე დარ-
ბოდნენ და ესტაფეტად სტაფილოს იყენებდნენ; პარიკმახერთა
კვარტეტი მღეროდა (სხვათა შორის, არც ისე ცუდად); მესაყვირე
სკაუტების კოლონაც ჩამოივლიდა ხოლმე; ხის პლატფორმაზე
ბავშვთა ანსამბლები შოტლანდიურ და ირლანდიულ ხალხურ
ცეკვებს ასრულებდნენ. სტუმრებს სიმინდის ტაროებით, კარტო-
ფილის სალათითა და ჰოთდოგებით უმასპინძლდებოდნენ, ქალ-
ბატონების მოახლეებს კი ათასგვარი ტკბილეული: ნამცხვრები,
ორცხობილები, კექსები, მურაბები და კომპოტები მოჰქონდათ
და ყველს და მჟავე კიტრსაც სთავაზობდნენ თავშეყრილ საზოგა-
დოებას. ქილებს პირდაპირ მათი სახელები ეწერა: როდას ჩოუ--
ჩოუ, პერლის ქლიავის კომპოტი.
საზოგადოება ისვენებდა და ერთობოდა. ალკოჰოლიანი სას-
მელების გაყიდვა აკრძალული იყო, მაგრამ კაცებს მაინც მოჰ-
ქონდათ სპირტიანი სასმელები და, როგორც კი შებინდდებოდა,
ტყიდან ხორხოცის, წყლის ნაპირიდან კი დგაფანის ხმები მო-
დიოდა, როცა ვინმე შეზარხოშებულ ახალგაზრდას ტანსაც-
მლიანად (ან მხოლოდ შარვალგახდილს) მოისროდნენ ხოლმე
მდინარეში. ამ მიდამოებში ჯოგსი საკმაოდ წყალმარჩხი იყო და
ამიტომ არავინ იხრჩობოდა. ღამე რომ ჩამოწვებოდა, ფეიერვერ-
კებს უშვებდნენ. როცა ასეთი პიკნიკები ჯერ კიდევ ზენიტში იყო
(ან მე მეჩვენება ახლა, რომ მაშინ იყო ზენიტში), საცეკვაო მეჯ-
ლისებსაც მართავდნენ ვიოლინოების ნაზი ჰანგების აკომპანი-
მენტით, მაგრამ 1934 წლისათვის, რომელსაც ახლა ვიხსენებ,
ასეთი ფართომასშტაბიანი მხიარულების თავი აღარავის ჰქონ-
და.
დაახლოებით ნაშუადღევის სამ საათზე ხის პლატფორმაზე
მდგომი მამა სიტყვით მიმართავდა დამსწრეთ. მოკლე სიტყვას
ამბობდა და ხანში შესული კაცები და ქალები, რომლებიც ან თა-
ვად მუშაობდნენ მის საწარმოში, ან ოჯახის წევრი ჰყავდათ იქ და-
საქმებული, დიდი გულისყურით უსმენდნენ. სიტუაციის გართუ-
ლებასთან ერთად, ახალგაზრდებიც შემოუერთდნენ გულმოდგი-
ნე მსმენელების ჯგუფს; ასე განსაჯეთ, ზაფხულის მოკლემკლავი-
ან კაბებში გამოწყობილი ყმაწვილი ქალებიც კი ჩაებნენ საქმეში.
მამას სიტყვა მოკლე კი იყო, მაგრამ ძალიან მრავლისმეტყველი.
თუ მის სიტყვაში ფრაზა „მოლხენის საფუძველი“ გაიჟღერებდა,
კარგის ნიშანი იყო, ხოლო ფრაზა „ოპტიმიზმის საფუძველი“
ცუდს მოასწავებდა.
იმ წელიწადს საშინელი სიცხე და გვალვა იდგა. თანაც ზაფხუ-
ლი უსაშველოდ გაიჭიმა. ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლები ბუშტე-
ბი გაებერათ, კარუსელიც არ დაუდგამთ. მოხარშული ტაროები
სიძველისაგან ამჟავებულიყო, მარცვლები ზედ შეჭკნობოდა;
ლიმონათშიც წყალი იყო გარეული, ჰოთ-დოგები კი წამში
დაიტაცეს. თუმცა ჩეიზის ფაბრიკიდან ხალხი ჯერ კიდევ არ იყო
დათხოვილი; კრიზისი მძვინვარებდა, მაგრამ ხალხი მაინც მუშა-
ობდა.
მამამ „ოპტიმიზმის საფუძველი“ ოთხჯერ ახსენა, „მოლხენის
საფუძველი“ კი - არც ერთხელ. ხალხი დაბნეული შესცქეროდა.
სანამ პატარები ვიყავით, მე და ლორას ეს პიკნიკები ძალიან
გვიყვარდა. იმ დროისათვის კი უკვე აღარ გვეხალისებოდა იქ
სიარული, მაგრამ ჩვენი დასწრება სავალდებულო იყო, დროშა
ჩვენ უნდა გამოგვეფინა. ამას პატარაობიდანვე მიგვაჩვიეს. დე-
დაც არ აცდენდა ამ პიკნიკებს; რაც უნდა ცუდად ყოფილიყო, წა-
მოსვლის ძალას მაინც პოულობდა.
დედას გარდაცვალების შემდეგ, რენი, რომელსაც ჩვენზე
მზრუნველობა დაეკისრა, განსაკუთრებული სიფრთხილით
გვირჩევდა საპიკნიკე ტანსაცმელს: მთლად ყოველდღიური არ
უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს ცუდი ტონი იქნებოდა (ხალხი
იფიქრებდა, რომ ფეხებზე გვეკიდა, ჩვენზე სხვები რას იტყოდ-
ნენ), მაგრამ არც მთლად გადაპრანჭულები უნდა წავსულიყავით,
სხვებისაგან ზედმეტად გამორჩეულები რომ არ გამოვჩენილიყა-
ვით. იმხანად უკვე საკმაოდ დიდები ვიყავით იმისათვის, რომ სა-
კუთარი ტანსაცმელი თავად შეგვერჩია (მე თვრამეტისა შევ-
სრულდი, ლორა კი თოთხმეტნახევრისა იყო). თუმცა უწინდელი-
ვით ფართო არჩევანი აღარ გვქონდა. ზედმეტი ფუფუნების წარ-
მოჩენა ჩვენს ოჯახში არასოდეს სჩვეოდათ, მაგრამ, როგორც
რენი ამბობდა, „კარგი რამეები“ მაინც ყოველთვის გვქონდა. იმ-
ჟამად კი სიტყვა „ფუფუნებამ“ მნიშვნელობა შეიცვალა და „ახ-
ლის“ სინონიმი გახდა. პიკნიკზე ორივეს ჩვენი ლურჯი, წინა წელს
ნაყიდი ქვედატანები და თეთრი ბლუზები გვეცვა. ლორას სამი
წლის წინანდელი, ჩემი ნაქონი ქუდი ეხურა, მე კი - წინა წელს ნა-
ყიდი, რომელსაც უბრალოდ ბაფთა გამოვუცვალე.
ლორას ეს ამბავი სულაც არ აწუხებდა. როცა ზემოაღნიშნულ
ფაქტს ხაზი გავუსვი, მაშინვე მითხრა, ამქვეყნიურ ამაოებაზე მე-
ტისმეტად ბევრს ფიქრობო.
მამას გამოსვლას ვუსმენდით (უფრო სწორად, მე ვუსმენდი,
ლორა კი თავს ისე აჩვენებდა, თითქოს უსმენდა: თვალები ფარ-
თოდ ჰქონდა გახელილი, კისერი - წაგრძელებული, თავი კი ოდ-
ნავ მარჯვნივ გადახრილი. მაგრამ სინამდვილეში კაცმა არ იცის,
რას აყურადებდა). მამას სიტყვით გამოსვლა ყოველთვის ეხერ-
ხებოდა; ნასვამი რომ იყო, მაშინაც. ამჯერად კი ბორძიკობდა,
სიტყვებს ვერ პოულობდა. დაბეჭდილ ტექსტს უაზროდ დაჰყუ-
რებდა: ჯერ ჯანსაღ თვალთან ახლოს მიიტანა ფურცელი, მერე
შორს გაწია. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს რესტორ-
ნის ანგარიში მოუტანეს და სხვისი დაკვეთა აღმოჩნდა დაანგა-
რიშებული. უწინ ყოველთვის ელეგანტურად იცვამდა, მერე ელე-
განტურად კი იყო ხოლმე გამოწყობილი, მაგრამ ტანსაცმელს ეტ-
ყობოდა, რომ მთლად ახალი არ იყო; ახლა კი კიდეებმოცვეთი-
ლი პიჯაკი და გაპრიალებული შარვალი ეცვა. თმა ყურებზე ჰქონ-
და გადაწეული, მაგრამ აშკარად გასაკრეჭი იყო. მოკლედ, გა-
ნადგურებული და ხელმოცარული კაცის იერი ჰქონდა, კუთხეში
მიმწყვდეულ შარაგზის ყაჩაღს ჰგავდა.
სიტყვა რომ დაასრულა, რომელსაც მხოლოდ ზრდილობიანი,
თავშეკავებული აპლოდისმენტები მოჰყვა, რამდენიმე კაცი შეჯ-
გუფდა და რაღაცაზე ჩურჩულით დაიწყო მსჯელობა. სხვები იქვე
გაგორდნენ, ბალახებზე გაფენილ პლედებსა და პიჯაკებზე, სახე-
ზე ცხვირსახოცები წაიფარეს და წაუძინეს. ქალები ფხიზლობ-
დნენ, ყურადღება წამითაც არ მოუდუნებიათ. დედებმა ბავშვები
მდინარეზე ჩაიყვანეს, საჭყუმპალაოდ. იქვე ახლოს ვიღაცეებმა
ბეისბოლის თამაშიც წამოიწყეს და საშინელი ბუღი დააყენეს. მა-
ლე მოთამაშეებმა ნასვამ გულშემატკივართა პატარა ჯგუფიც შე-
მოიკრიბეს.
მე რენისთან მივედი, რომ ნამცხვრების გაყიდვაში დავხმარე-
ბოდი. კონკრეტულად რაში ვეხმარებოდი, აღარ მახსოვს, მაგ-
რამ ეს უკვე ჩემი ყოველწლიური მოვალეობა იყო. ლორას ვუთ-
ხარი, შენც უნდა წამოხვიდე-მეთქი, მაგრამ ვითომ ვერ გაიგონა,
სადღაც წაბოდიალდა ქუდის ფრიალ-ფრიალით.
არ დავუშალე, გავუშვი, თუმცა მისთვის თვალი უნდა მედევნე-
ბინა. რენი ჩემზე არ ღელავდა, მაგრამ ლორაზე დარდში ბევრი
უძილო ღამე ჰქონდა გატარებული. ძალიან მიმნდობიაო, შიშობ-
და; უცხოებთან ადვილად შედის კონტაქტშიო. თეთრ მონებზე
დაგეშილი გამტაცებლები ყველგან დაძრწიან და ლორა მათ-
თვის იდეალური საკბილოაო. ლორას შეეძლო, შეცდომით ჩამ-
ჯდარიყო სხვის მანქანაში, სხვისი სახლის კარი უაზროდ შეეღო
და ისე შესულიყო, ვერც მიმხვდარიყო, რომ შეცდა; ქუჩაზე არას-
წორ ადგილას გადადიოდა, საგზაო ნიშნებს არ უყურებდა; არც ის
ენაღვლებოდა, ხაზები სად იყო გავლებული… თანაც, ასეთი შეც-
დომებისაგან ვერც დააზღვევდი, რადგან რამდენჯერაც არ უნდა
გაგეფრთხილებინა, აზრი არ ჰქონდა, მაინც არაფერს შეისმენდა.
წესების დარღვევის მოყვარული კი არ იყო, უბრალოდ, ავიწყდე-
ბოდა ეს წესები.
ლორას თვალთვალმა და მწყემსვამ ძალიან დამღალა; მით
უფრო, რომ თვითონ ამას არ მიფასებდა. დავიღალე მისი შეცდო-
მების გამოსწორებით, მის ნაცვლად მობოდიშებით, მისი გამარ-
თლებით და ა.შ. ევროპაში მინდოდა წასვლა, ან ნიუ-იორკში, ან-
და თუნდაც მონრეალში… იქაურ ღამის კლუბებში სიარული
მსურდა, იქაურ საღამოებზე დასწრება… იმ ადგილების მონახუ-
ლებაც არ მაწყენს-მეთქი, ვფიქრობდი, რენის ქრონიკების აღ-
მწერ ჟურნალებში რომ იყო ნახსენები. მაგრამ შინ ვიყავი საჭი-
რო… შინ უნდა ვმჯდარიყავი, შინ უნდა ვმჯდარიყავი! - თითქოს
ასეთი განაჩენი გამომიტანეს, თითქოს სამუდამო პატიმრობა
მქონდა მოსჯილი, მთელი დარჩენილი ცხოვრება, სიკვდილამდე,
საპყრობილეში უნდა გამეტარებინა… ლამის უკვე სულთათანაც
კი ჩამესმოდა ყურში! პორტ ტიკონდეროგაში ჩავრჩი, ნაირნაირი
ღილებისა და ბიუჯეტზე ზრუნვით დადარდიანებული მაღაზიის
მფლობელებისათვის განკუთვნილი გრძელი ნიფხვების ამაყ
ბასტიონში! აქ მელოდა დაჭკნობა, პერსპექტივას ვერ ვხედავდი;
მის ვაილენზივით უბადრუკი შინაბერა უნდა გავმხდარიყავი, სა-
ცოდავი და აბუჩად ასაგდები… ძალიან მეშინოდა. მინდოდა, რა-
ღაც შემეცვალა, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი... ხანდა-
ხან იმაზეც კი ვოცნებობდი, ნეტა თეთრი მონებით მოვაჭრეებმა
მართლაც გამიტაცონ-მეთქი; მათი არსებობისა დიდად არ მჯე-
როდა, მაგრამ თუ გამიტაცებდნენ, რაღაც მაინც შეიცვლებოდა
ჩემს ცხოვრებაში.
ნამცხვრების გასაყიდ მაგიდას საჩრდილობლის ქვეშ დგამ-
დნენ, თავად ნამცხვრებს კი, ბუზები რომ არ შესეოდნენ, პერგა-
მენტი ან ჩაის ტილო ჰქონდა წაფარებული. რენის უხეირო ღვეზ-
ლები მოჰქონდა ხოლმე; ისეთი არა, როგორსაც საერთოდ აც-
ხობდა ჩვენთვის. წებოვანი, ცოტა უმი გული და ძალიან გამაგრე-
ბული ზედაპირი ჰქონდათ, თითქოს უხეში ტყავი გადააკრესო,
კარგად ვერ გაღეჭავდი. უწინ მისი ღვეზლები კარგად საღდებო-
და - ხალხს ესმოდა, რომ მათი შეძენა ცერემონიალის ნაწილი
იყო და არა პირის ჩასატკბარუნებელი საშუალება. ახლა კი ვერ
ვასაღებდით. ფული ყველას ცოტა ჰქონდა და, გაღებული თანხის
სანაცვლოდ, ყველას ისეთი რამის ყიდვა უნდოდა, რასაც მარ-
თლა შეჭამდა.
მაგიდასთან რომ ვიდექი, გავიგონე, რენი ხმადაბლა როგორ
ყვებოდა ცხელ-ცხელ ამბავს - უკვე ოთხი კაცი ჩააგდეს მდინარე-
ში დღისით-მზისით და, თანაც, ხუმრობით კი არა - ნამდვილადო.
რაღაც წაკამათება მოსვლიათ პოლიტიკასთან დაკავშირებით,
საშინლად ყვიროდნენო.
მდინარესთან, ჩვეულებრივი გართობის ნაცვლად, ჩხუბი ატე-
ხილა. ელვუდ მიურეი წაუქცევიათ, ყოველკვირეული გაზეთის
გამომცემელი, საგვარეულო საგაზეთო საქმის მესამე თაობის
მემკვიდრე. მიურეი სტატიების მეტ წილს თავად წერდა და ფოტო-
ებსაც თავად იღებდა. საბედნიეროდ, წყალში არ აყვინთავესო,
თქვა რენიმ, თორემ ის ძვირფასი კამერა ნამდვილად გაუფუჭდე-
ბოდაო. ახლა ხის ძირას ზის, ლიმონათს სვამს და ორი ქალი დას-
ველებული ცხვირსახოცებით დასტრიალებს, მაგრამ ცხვირიდან
სისხლდენას მაინც ვერ უჩერებენო. ჩემი ადგილიდან ამ სცენას
კარგად ვხედავდი.
პოლიტიკური მოსაზრებით დაარტყეს თუ არა, რენიმ ეგ უკვე
აღარ იცოდა, მაგრამ ადამიანებს არ უყვარდათ, როცა ეს კაცი მი-
ეჭრებოდათ და მათ საუბარს უსმენდა. უწინ, როცა დალხენილი
ცხოვრება ჰქონდათ, ელვუდ მიურეის ტუტრუცანად თვლიდნენ,
ან ეგებ ქალაჩუნა პედერასტადაც, როგორც რენი იტყოდა (ცოლი
არ ჰყავდა და მის ასაკში ეს უკვე ცუდ ეჭვებს ბადებდა), მაგრამ
გაღიზიანებით, არავის აღიზიანებდა; პირიქით, მოსწონდათ კი-
დეც, რადგანაც ყველა სოციალურ მოვლენაზე წერდა და, თანაც,
არც აზრობრივ და არც ორთოგრაფიულ შეცდომებს არ უშვებდა.
მაგრამ ახლა დალხენილები აღარ იყვნენ, ელვუდ მიურეი კი,
მისდა ჭირად, ზედმეტად ცნობისმოყვარე ბრძანდებოდა. ხალხს
არ უნდა, მათი ნათქვამი ყოველი სიტყვა რომ გასაჯაროვდესო,
ამბობდა რენი. ცხადია, თუ სრულ ჭკუაზეა ადამიანი, ასეთი რამ
ნამდვილად არ ენდომებაო.
მოპიკნიკე მუშებისაკენ კოჭლობით მიმავალ მამას მოვკარი
თვალი. გზადაგზა თავს უკრავდა ყველას, მაგრამ თავს წინისკენ
კი არ ხრიდა, რაღაცნაირად უკან წევდა. შავი თვალსახვევი აქეთ
იქით დაუდიოდა და, შორიდან, თავში გაკეთებულ დიდ ნახვრეტს
ჰგავდა. ხელები ჯიბეებში ეწყო, აწკეპილი შავი ულვაშიც უც-
ნაურად მოუჩანდა მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებზე, რომლებსაც
დროდადრო ოდნავ ამოძრავებდა, ასე ვთქვათ, ღიმილის ნიშ-
ნად.
გვერდით ვიღაც ახალგაზრდა კაცი მიჰყვებოდა, მამაზე ოდნავ
მაღალი, მაგრამ, მამასგან განსხვავებით, სულაც არ იყო შელა-
ხული; პირიქით, რომ იტყვიან, მთლად გალოკილის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა. თავზე პანამა ეხურა და ტილოს კოსტიუმი ეცვა,
რომელიც ისეთი ქათქათა და კრიალა იყო, სინათლესაც კი ირეკ-
ლავდა. აშკარად არ იყო აქაური.
- მამას რომ მიჰყვება, ის კაცი ვინ არის? - ვკითხე რენის.
რენიმ ჩუმად გააპარა მამასკენ თვალი, ჩაიცინა და მითხრა,
რიჩარდ გრიფენია, ტორონტოს „როიალ კლასიკ ტრიკოტაჟის“
მეპატრონეო. ჩვენი მუშები - მამას მუშები - იქაურობას, დაცინ-
ვით, „როიალ კლასიკ ტრაკოტაჟს“ ეძახდნენ, რადგანაც მისტერ
გრიფენი მამასთვის მხოლოდ ძირითადი კონკურენტი კი არა,
მოუშორებელი ჭირიც იყო. მამას პრესიდან შეუტია კიდეც უმუ-
შევრებისადმი თანაგრძნობის, მათთვის შემწეობის დანიშვნისა
და, ზოგადად, სიტუაციის შელამაზების მცდელობის გამო. პროფ-
კავშირებიც ახსენა, რაც სრულიად უსამართლო იყო, რადგან
პორტ ტიკონდეროგაში პროფკავშირები საერთოდ არ არსებობ-
და და მამას უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ საიდუმ-
ლოს არავისთვის წარმოადგენდა. მაგრამ ახლა, რაღაც გაუგება-
რი მოსაზრებით, მამას რიჩარდ გრიფენი ნაპიკნიკევს ავილიონ-
ში სადილად დაეპატიჟებინა… და თანაც სულ რაღაც ოთხი დღით
ადრე.
რენის ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მისტერ გრიფენი პი-
რადად მას დაატყდა თავს, მოულოდნელი ზვავივით. საყოველ-
თაოდ ცნობილია, რომ მტერს უკეთესი მასპინძლობა უნდა
გაუწიო, ვიდრე მოყვარეს, ჰოდა, ასეთი დახვედრის მოსამზადებ-
ლად რენისთვის ოთხი დღე სულაც არ იყო საკმარისი; მით უფ-
რო, თუ იმასაც გავითვალისწინებდით, რომ ბებია ადელიას გარ-
დაცვალების შემდეგ ავილიონში პომპეზური სადილები საერ-
თოდ აღარ იმართებოდა. მართალია, კელი ფიცსიმონზი დრო-
დადრო მეგობრებს მოიპატიჟებდა ხოლმე შაბათ-კვირას, მაგრამ
ის სულ სხვა საქმე იყო - ისინი ხომ უბრალოდ ხელოვანი ადა-
მიანები იყვნენ და რითიც გაუმასპინძლდებოდი, იმისიც მადლო-
ბელი დაგრჩებოდნენ. ზოგჯერ მათ სამზარეულოშიც წაასწრებდა
ხოლმე, შუაღამისას, როცა სადილის ნარჩენებისგან სენდვიჩებს
იმზადებდნენ. ნამდვილი უძირო ქვევრები არიანო, ამბობდა.
- ეს კიდევ, ასე თუ ისე, ნუვორიშია, - იგესლებოდა დაბოღმი-
ლი რენი და თან რიჩარდ გრიფენს ათვალიერებდა. - არა, ერთი
მაგის გადაპრანჭულ შარვალს დამიხედეთ!
რენი ვერ იტანდა, როცა მამას ვინმე აკრიტიკებდა (ამის უფ-
ლებას მხოლოდ საკუთარ თავს აძლევდა), და არც იმათი გადა-
ტანა შეეძლო, ვინც „თავი წამოყო და დაუმსახურებელ დონემდე
ამაღლდა“ (ცხადია, მისი აზრით დაუმსახურებელ დონეს გულის-
ხმობდა). ყველამ იცის, ეგ გრიფენები რანი იყვნენ; ყოველ შემ-
თხვევაში, მათი პაპა რასაც წარმოადგენდა. ბიზნესი ებრაელების
გაცუცურაკებით ააწყოო, აცხადებდა დიდი მცოდნესავით. ნეტა
ეგეთი შემთხვევებიც თავის ჟურნალებში ხომ არ ჰქონდა ამო-
კითხული? მაგრამ სახელდობრ რას გულისხმობდა ებრაელების
გაცუცურაკებით ბიზნესის აწყობაში, ამაზე პასუხი არ ჰქონდა
(კაცმა არ იცის, იქნებ რენი ამ ყველაფერს უგონებდა კიდეც გრი-
ფენებს. ზოგჯერ ადამიანს ისეთ რამეებს მიაწერდა ხოლმე, რაც,
მისი ღრმა რწმენით, აუცილებლად ექნებოდა ჩადენილი).
მამას და მისტერ გრიფენს უკან ერთი ქალიც მიჰყვებოდა, კე-
ლი ფიცსიმონზთან ერთად. მისტერ გრიფენის მეუღლე თუ იყო -
ახალგაზრდა, თხელი, მოხდენილი. მიდიოდა და გამჭვირვალე,
მონარინჯისფრო მუსლინს მიაფრიალებდა, პომიდვრის სუპიდან
ამოსული ორთქლივით. არაჩვეულებრივი მწვანე ქუდი ეხურა და
მწვანე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ყელსაც მწვანე შარ-
ფი უმშვენებდა. პიკნიკისათვის ზედმეტად გამოპრანჭულიყო.
რომ ვუყურებდი, უცებ შეჩერდა, ცალი ფეხი აწია და ფეხსაცმლის
ქუსლს მხარგაღმა გახედა, რამე სიბინძურე ხომ არ ამეკროო. ვი-
ფიქრე, ნეტა მართლაც ასე იყოს-მეთქი… და მაინც, რა კარგია,
ასეთი ტანსაცმელი რომ გაქვს, თუნდაც ბინძური ფულით ნაყიდი,
ამ ჩვენი კოჭებამდე ჩაფართხუნებული, უხეირო ტანსაცმლის
ნაცვლად-მეთქი. იმ უხეირო ტანსაცმელს მაშინ იძულების წესით
ვატარებდით.
- ვაიმე, ლორა რა იქნა? - წამოიძახა შეშფოთებულმა რენიმ.
- აბა, მე რა ვიცი? - მოვუჭერი მოკლედ. ვერ ვიტანდი, როცა
აქეთ-იქით სირბილს მაიძულებდა. დედაჩემი ხომ არა ხარ? - ვეტ-
ყოდი ხოლმე გესლიანად.
- არ უნდა მისცე უფლება, რომ თვალს მიეფაროს! ათასი ოხე-
რი, ქურდი და ჯიბგირი დაეთრევა გარშემო; კაცმა არ იცის, რა სა-
ზიზღრობას ჩაიდენენ.
ლორა ხის ძირას, ბალახზე მჯდომი ვიპოვე. ვიღაც ახალგაზ-
რდა კაცს ებაასებოდა; კაცს და არა ბიჭს! შავგვრემანი კაცი იყო,
ღია ფერის ქუდით. გაუგებარი სტილის ტანსაცმელი ეცვა - ფაბ-
რიკის მუშა ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ბევრად მეტი იქნე-
ბოდა. ჰალსტუხი არ ეკეთა, მაგრამ პიკნიკზე ეგ არაფერს ნიშნავ-
და. ცისფერი პერანგი ეცვა, ოდნავ გაქექილი მანჟეტებით და სა-
ყელოთი. ეტყობა, ჩაცმის იმპროვიზირებული სტილი მოსწონდა,
პროლეტარული. იმ დროს ბევრ ახალგაზრდას ეცვა ასე, ძირითა-
დად უნივერსიტეტის სტუდენტებს. ზამთრობით ნაქსოვ ჟილეტებ-
საც მოიცვამდნენ ხოლმე, ჰორიზონტალური ზოლებით.
- სალამი! საით გაგიწევია? - შემეხმიანა ლორა. - გაიცანი, ეს
ჩემი დაა, აირისი. ეს კი - ალექსი.
- მისტერ?.. - მივმართე ალექსს და გავიფიქრე, ნეტა ლორამ
ასე უცებ როგორ მოახერხა, პირდაპირ სახელით რომ
მიმართავს-მეთქი.
- ალექს ტომასი გახლავართ, - მიპასუხა მან თავაზიანად, მაგ-
რამ ოდნავ დაძაბულად. მერე ფეხზე წამოდგა და ხელი გამომი-
წოდა. მეც ავდექი და ჩამოვართვი. მალე გვერდით მივუჯექი, ბა-
ლახზე. ეს ლორას დაცვის საუკეთესო გზა იყო.
- მგონი, აქაური არ უნდა იყოთ, მისტერ ტომას, ხომ ასეა?
- დიახ, აქ სტუმრად ჩამოვედი.
კარგი ყმაწვილი ჩანდა, როგორც რენი იტყოდა, რაც იმას ნიშ-
ნავდა, რომ „ღატაკი არ უნდა ყოფილიყო“. მაგრამ მდიდარიც არ
ეთქმოდა.
- კელის მეგობარია, იმან გამაცნო. კელი ეს-ესაა წავიდა, მა-
ნამდე აქ იყო. მატარებლით ერთად ჩამოვიდნენ, - უჩვეულოდ
დეტალურად ამიხსნა ლორამ.
- მისტერ გრიფენი თუ ნახე? - ვკითხე ლორას. - მამასთან ერ-
თად იყო. აი, ის ჯენტლმენი, დღეს სადილად რომ უნდა გვეწვიოს.
- რიჩარდ გრიფენი? ოფლის საღვრელი საამქროების მაგნა-
ტი? - იკითხა ახალგაზრდა კაცმა.
- ალექსმა, უფრო სწორად, მისტერ ტომასმა, ძველ ეგვიპტეზე
ბევრი რამ იცის. სწორედ ახლა იეროგლიფებზე მიყვებოდა, -
თქვა ლორამ და კაცს გახედა. ასეთი გამოხედვა ლორას თვა-
ლებში არასდროს დამინახავს. აფორიაქებული? თუ უფრო დაბ-
რმავებული?.. ძნელი ასახსნელია.
- მართლა? რა საინტერესოა, - მივუგე მე ოდნავ დამცინავი
ტონით. მინდოდა, როგორმე მეთქვა იმ ალექსისათვის, რომ ლო-
რა მხოლოდ თოთხმეტი წლისა იყო, მაგრამ ვერ მომეფიქრებინა,
რანაირად მეთქვა ისე, ლორას რომ არ სწყენოდა.
ალექს ტომასმა გულის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო;
მგონი, „ქრეივენ ეი“ იყო, რამდენადაც მახსოვს. მერე ერთი სი-
გარეტი დააძრო და კოლოფზე დააკაკუნა, მოსაწევად მოემზადა.
ძალიან გამიკვირდა, კოლოფის სიგარეტს რომ ეწეოდა. ეს დეტა-
ლი არაფრით ეხამებოდა მის პერანგს. კოლოფის სიგარეტი ფუ-
ფუნების საგანი იყო. ფაბრიკის მუშები თავად ახვევდნენ ქაღალ-
დში თუთუნს, ზოგი ცალი ხელითაც ახერხებდა გახვევას.
- ერთ ღერს მეც მოვწევ, გმადლობთ, - ვუთხარი ალექს ტო-
მასს, რომელმაც გაკვირვებით შემომხედა. მეც ეგ მინდოდა. მე-
რე სიგარეტი გამომიწოდა, ასანთის ღერი ცერზე გაიკრა და ცეც-
ხლიც შემომთავაზა. იმ დღემდე მხოლოდ რამდენიმე ღერი მქონ-
და მოწეული. პიანინოზე დატოვებული ვერცხლისფერი კოლო-
ფიდან ვიპარავდი ხოლმე, ჩუმად.
- რას აკეთებ? - შესძახა ლორამ. - ცეცხლი წაგეკიდება!
ცხვირწინ ელვუდ მიურეი აგვეტუზა, წელში გასწორებული და
ენერგიული. პერანგის გულისპირი სველი და ვარდისფერი ლა-
ქებით დაფარული ჰქონდა იმ ადგილებში, საიდანაც ქალები სვე-
ლი ცხვირსახოცით სისხლის ლაქების ამორეცხვას ცდილობ-
დნენ. ცხვირის ნესტოები ჯერ კიდევ წითლად ჰქონდა შეღებილი.
- გამარჯობა, მისტერ მიურეი! ხომ უკეთ ხართ?
- ვიღაც ბიჭები უშნოდ იყვნენ ატეხილები, - ისე თქვა ელვუდ
მიურეიმ, თითქოს შეჯიბრში გაიმარჯვა და ამის აღიარება ცოტა
ერიდებოდა. - თუმცა, არა უშავს, მაინც გავერთეთ… შეიძლება? -
იკითხა და სანათიანი კამერა მოიმარჯვა. ყოველთვის გეკითხე-
ბოდა, შეიძლება თუ არა, სურათი გადაგიღოთო, მაგრამ პასუხს
არასდროს ელოდებოდა. ალექს ტომასმა ხელი აწია, თითქოს კა-
მერისგან თავის დაცვა უნდოდა.
- ამ ორ ქალბატონს ვიცნობ, - თქვა ელვუდ მიურეიმ, - მაგრამ
თქვენი სახელი არ ვიცი.
ამ დროს აქოთქოთებული და სახეალეწილი რენიც მოვარდა,
გვერდზე მოქცეული ქუდით. - მამათქვენი ყველგან გეძებთ! -
გვითხრა სუნთქვაშეკრულმა.
ვიცოდი, რომ ტყუოდა. მაგრამ სხვა გზა არ იყო - მე და ლორა
უნდა ავმდგარიყავით, ქვედატანები დაგვეფერთხა და პატარა იხ-
ვის ჭუჭულებივით გავკიდებოდით უკან ჩვენს მწყემსს.
ალექს ტომასმა გამომშვიდობებისას ხელი დაგვიქნია. საკმა-
ოდ თავშეკავებულად გამოგვეთხოვა; ყოველ შემთხვევაში, მე
ასე მომეჩვენა.
- უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ? ვიღაც ოხერთან ერთად ბა-
ლახზე რამ წამოგაკოტრიალათ?!.. ღვთის გულისათვის, აირის,
გადააგდე ეგ სიგარეტი, მამაშენმა არ დაგინახოს!
- მამა თვითონ ეწევა ორთქმავალივით, - მივაძახე მე, ჩემი აზ-
რით უხეში ტონით.
- ეგ სხვა საქმეა, - მომიგო რენიმ.
- ის კაცი მისტერ ტომასი… მისტერ ალექს ტომასი იყო, - თქვა
ლორამ. - თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია… უფრო სწო-
რად, იყო… მერე რწმენა შეერყა და გადაწყვიტა, რომ სწავლის
გაგრძელების ზნეობრივი უფლება აღარ ჰქონდა.
ალექს ტომასის ზნეობრიობამ, ალბათ, დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა ლორაზე, მაგრამ რენის სრულიად ვერ მოულბო გუ-
ლი.
- ახლა რას მიკეთებს? ალბათ რაღაც საეჭვო საქმიანობას ეწე-
ვა… თუ ვცდები, აგერ მომჭერი თავი!.. თქვენც შენიშნავდით, რა-
ღაცნაირი საეჭვო და დამფრთხალი გამოხედვა რომ ჰქონდა.
- მაინც რამ დაგაეჭვა? - ვკითხე რენის. - დიდად არც მე მომე-
წონა, მაგრამ მე მგონი, ახლა უსამართლოდ ვექცევით, საქმის
გამოძიების გარეშე გამოგვაქვს განაჩენი.
- რამ არ დაგაეჭვაო, ეგ უნდა გეკითხა! მდელოზე წამოგორდა,
ისეთ ადგილას, საიდანაც ყველა და ყველაფერი მშვენივრად
ჩანს, - მიპასუხა რენიმ. მე უფრო მომმართავდა, ვიდრე ლორას.
- კიდევ კარგი, ქვედატანი მაინც არა გქონდა წამოხდილი!
რენი ამბობდა, ქალიშვილი კაცთან ერთად რომ ზის, ორი თი-
თის დადება კაბა მაინც უნდა მოიქციოს ფეხებშუაო. სულ იმას ში-
შობდა, ვაითუ ვინმემ (კაცმა) ფეხებზე მუხლს ზემოთ შეგავლოთ
თვალიო. იმ ქალებზე, ვინც ამას ყურადღებას არ აქცევდა, იტყო-
და ხოლმე: ნახე, ნახე, ფარდა უკვე ახდილია! ნეტა წარმოდგენა
როდის დაიწყება?! ან: ბარემ მოსაწვევი ბარათი ჩამოიკიდოს
გულზე. ანდა უფრო ბოროტად: რაღაცას ითხოვს და მიიღებს კი-
დეც; მთლად მძიმე შემთხვევაში კი: ეს აუცილებლად წაიმტვრევს
კისერს.
- არსადაც არ გვიკოტრიალია, გორაკი კი არ იყო! - წამოიძახა
ლორამ.
- გიკოტრიალიათ თუ არ გიკოტრიალიათ, მშვენივრად ხვდე-
ბით, რასაც ვგულისხმობ.
- ისეთს რას ვაშავებდით? უბრალოდ ვლაპარაკობდით, - ვუთ-
ხარი განაწყენებული ტონით.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხალხი დაგინახავდათ და გაგ-
ჭორავდათ.
- გასაგებია! მაშინ სხვა დროს თვალს მოვეფარებით, ბუჩქებში
შევძვრებით ხოლმე!
- მაინც ვინ ბრძანდება? - ჩემს შეპასუხებას ყური წაუყრუა რე-
ნიმ, რადგან უკვე შეჩვეული მქონდა ენა და მაინც ვეღარაფერს
გააწყობდა. ვინ ბრძანდებაში „რა ოჯახიდან არის“ იგულისხმე-
ბოდა.
- ობოლია. უპატრონო ბავშვთა თავშესაფრიდან იშვილეს.
პრესბიტერიანელმა მოძღვარმა და მისმა ცოლმა გაზარდეს, -
თქვა ლორამ, რომელსაც იმ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ინ-
ფორმაციის ამოქაჩვა მოეხერხებინა ალექს ტომასზე. საერთოდ,
ამის გასაოცარი ნიჭი ჰქონდა, თუკი ამას ნიჭი ჰქვია. გაუთავებ-
ლად უსვამდა ადამიანებს კითხვებს პირად საკითხებზე, რომელ-
თა დასმაც, ჩვეულებრივ, უზრდელობად ითვლებოდა. იქამდე
უჭამდა ტვინს, სანამ განრისხებული ან თავმობეზრებული თანა-
მოსაუბრე ხმას არ ჩააკმენდინებდა.
- ობოლიო?!.. ესე იგი, ეშმაკმა უწყის, ვინაა! - აღშფოთდა რე-
ნი.
- ობლებმა ასეთი რა დაგიშავეს? - ვკითხე რენის, თუმცა ვიცო-
დი, ობლებზე მის წიგნებში რაც ეწერა: მათ არ იცოდნენ, ვისი შვი-
ლები იყვნენ და ამის გამო არ ინდობოდნენ, ანდა სულაც დეგე-
ნერატები ხდებოდნენ. რენი მათ დედის საშოდან წუმპეში გაგდე-
ბულებსა და სხვის კარზე მიგდებულებს ეძახდა.
- ობლების ნდობა არ იქნება. სულ ხელის მოთბობაზე არიან,
კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარს ვერ ავლებენ.
- რაც გინდა, ისა თქვი და, მე მაინც დავპატიჟე სადილად! -
ბრძანა ლორამ.
- დავღუპულვართ და ეგ არის! - ამოიოხრა რენიმ.
პურის მომნიჭებლები

ბაღის უკან, ღობის იქით, ველური ქლიავის ხე იზრდება. ძველ-


თაძველი ხეა, მთლად დაკორძილი, შავი ლაქებით დაფარული,
დაღვლარჭნილი ტოტებით. უოლტერი ამბობს, ეგ ხე აუცილებ-
ლად უნდა მოიჭრასო, მაგრამ მე ვეუბნები, ფაქტობრივად ჩემი
არც არის-მეთქი. სიმართლე ითქვას, ეგ ხე ძალიან მიყვარს. გა-
ზაფხულზე ერთიანად იკვირტება და იფურჩქნება, ჩუმად, თავის-
თვის. ზაფხულში კი მწიფე ქლიავებს მიყრის ხოლმე ეზოში - პა-
ტარა, მოცისფრო ნაყოფს, მთლად დანისლულს… ძალიან გუ-
ლუხვია. ამ დილას ბოლო ნაყარიც ავკრიფე, ის რაც ციყვებს, მაჩ-
ვებსა და ადგილობრივ ლოთებს გადაურჩა, და ხარბად გადავ-
სანსლე, წვენი სულ ნიკაპზე ჩამომდიოდა. არც შემინიშნავს, ვიდ-
რე მაირამ არ შემომირბინა მორიგი ქვაბით, ამჯერად თინუსით.
ღმერთო ჩემოო, გაიცინა, ამ დილაადრიან ვის ეჩხუბეთ, ასე ვინ
დაგალურჯათო.
იმ შრომის დღეს გამართული სადილი დეტალურად მახსოვს,
რადგანაც ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ყველანი ერთად
ვუსხედით სუფრას. კემპინგში სახალხო სეირნობა ჯერ კიდევ
გრძელდებოდა, მაგრამ საყურებელი აღარაფერი იყო, რადგან
ყველა იქ მყოფი უკვე ზედმეტად ეტანებოდა იაფფასიან სასმელს.
მე და ლორამ კემპინგი ადრე დავტოვეთ და რენის შინ წავყევით,
საქმეში ცოტა ხელი რომ წაგვეკრა.
სადილის სამზადისი უკვე რამდენიმე დღის მანძილზე გრძელ-
დებოდა; მას შემდეგ, რაც რენის ეს ამბავი შეატყობინეს. ერთი
ძველი საოჯახო წიგნი ამოქექა, ფანი მერიტ ფარმერის ბოსტონის
კულინარიული სკოლის სახელმძღვანელო. ეს მისი წიგნი არ
იყო, ბებია ადელიას ეკუთვნოდა და ცხონებული ხშირადაც იყე-
ნებდა ხოლმე (ცხადია, თავის ურიცხვ მზარეულთან ერთად), რო-
ცა იმ თავის თორმეტთავიან სადილებს გეგმავდა. რენის წიგნი
მემკვიდრეობით ერგო, მაგრამ არასდროს გამოუყენებია; ყო-
ველდღიური სადილების ყველა რეცეპტი თავში ჰქონდა, რო-
გორც თავად ამბობდა. მაგრამ ახლა სულ სხვა საქმე იყო.
ის წიგნი გადაკითხული მქონდა. ყოველ შემთხვევაში, გადათ-
ვალიერებული მაინც, როცა ბებიას ვაიდეალებდი (იმჟამად უკვე
აღარ ვიყავი ბებიას განდიდებით შეპყრობილი, რადგან დანამ-
დვილებით ვიცოდი, ისიც ისევე გამკილავდა, როგორც რენი და
მამა, და როგორც დედა, ცოცხალი რომ ყოფილიყო. ყველა უფ-
როსს ლამის ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული ჩემი გაკილ-
ვა. სხვა სადარდებელი აღარაფერი ჰქონდათ).
იმ საოჯახო წიგნს უბრალო ყდა ჰქონდა, მდოგვისფერი, და
შიგნითაც მარტივად ეწერა ყველაფერი. ფანი მერიტ ფარმერი
უსაშველო პრაგმატიზმით გამოირჩეოდა, ნიუ-ინგლანდისათვის
ჩვეულ მშრალ ყაიდაზე იყო მოჭრილი. წიგნი სრულიად უმეცარ
მკითხველზე ჰქონდა გათვლილი და ამიტომ სულ თავიდან იწყებ-
და: „სასმელი ისაა, რისი დალევაც შეიძლება. წყალი ადამიანი-
სათვის ბუნებრივად მოცემული სასმელია. ყველა სასმელი დიდი
რაოდენობით წყალს შეიცავს და მათი გამოყენება კონკრეტულ
შემთხვევებშია საჭირო: 1. წყურვილის მოსაკლავად; 2. სისხლის
მიმოქცევის სისტემის საჭირო რაოდენობის წყლით უზრუნველ-
ყოფისთვის; 3. სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად;
4. სხეულიდან სითხის გამოყოფის ხელშესაწყობად; 5. დასანაყ-
რებლად; 6. სხვადასხვა ორგანოს მუშაობისა და ნერვული სის-
ტემის სტიმულირებისათვის; 7. მკურნალობის მიზნით“ და ა. შ.
გემო და სიამოვნება სიაში ნახსენებიც არ იყო, სამაგიეროდ,
წიგნს ჯონ რასკინის მეტად საინტერესო ეპიგრაფი უძღვოდა:
კულინარიული ხელოვნება მედეას, კირკეს, მშვენიერი ელე-
ნესა და საბაელთა დედოფლის ცოდნაა; ეს ნიშნავს ყველა ბალა-
ხის, ხილის, სალბუნისა და სუნელის, ყოველივე სამკურნალოს
თუ სურნელოვანის ცოდნას, რაც მინდვრებსა და ტყეებში იზრდე-
ბა და ხორცს აპატიოსნებს; ეს ნიშნავს სიფრთხილეს, ყურადღე-
ბას, საზრიანობას, ცნობისწადილსა და მზაობას ამ ყოველივეს
სწორად მოსახმარებლად; ეს ნიშნავს ბებიების ეკონომიურობას
და თანამედროვე ქიმიკოსთა განსწავლულობას; დეგუსტაციას
და აღრიცხვას, ინგლისურ ყაირათიანობას და არაბულ და ფრან-
გულ სტუმართმოყვარეობას; დაბოლოს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ
მარად და ყველგან ქალები ხართ - პურის მომნიჭებლები.
ცოტა არ იყოს, მიჭირდა მშვენიერი ტროელი ელენეს წინსა-
ფარში, დაკაპიწებული ხელებითა და ღაწვებზე ფქვილის ნაკვა-
ლევით წარმოდგენა. კირკესა და მედეაზე კი ის ვიცოდი, რომ ერ-
თადერთი, რასაც ისინი ამზადებდნენ, ჯადოსნური ნაყენები იყო,
რომლებითაც საკუთარ მემკვიდრეებს წამლავდნენ და მამაკა-
ცებს ღორებად აქცევდნენ. საბაელ დედოფალს რაც შეეხება, ჩე-
მი აზრით, ერთი ნაჭერი პურიც კი არასდროს ექნებოდა გახუხუ-
ლი. ვფიქრობდი, ნეტა რატომ მოუვიდა-მეთქი თავში მისტერ
რასკინს ასეთი უცნაური აზრები ქალებსა და კულინარიაზე. თუმ-
ცა ეს სიტყვები ბებიაჩემის დროინდელ საშუალო კლასის ქალბა-
ტონებზე, ალბათ, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. იმდროინ-
დელი ქალები ხომ დარბაისლები, მომთმენები, დედოფლებივით
მიუწვდომლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იმავდროულად
იდუმალი და პოტენციურად მომაკვდინებელი რეცეპტების მცოდ-
ნენი, რითაც მამაკაცებში დაუოკებელი ვნებების აღძვრას შეძ-
ლებდნენ… და, ამასთან ერთად, ნამდვილ მანდილოსნებად, პუ-
რის მომნიჭებლებად, გულუხვ მბოძებლებად დარჩებოდნენ.
ნუთუ ოდესმე ვინმე სერიოზულად ფიქრობდა ასეთ რამეებზე?
კი, რა თქმა უნდა! თუნდაც ბებია ადელია ავიღოთ. მის პორტრე-
ტებს თუ დააკვირდებოდი, მაშინვე მიხვდებოდი ამას - იდუმალი
ღიმილი, ოდნავ მილულული თვალები… მაინც, ვინ ეგონა, ნეტა,
საკუთარი თავი? საბაელი დედოფალი? ჰო, ნამდვილად ასე იქნე-
ბოდა! პიკნიკიდან რომ დავბრუნდით, რენიმ გიჟივით დაიწყო
სამზარეულოში წინ და უკან სირბილი, მაგრამ მშვენიერ ელენეს
ჰგავდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მიუხედავად დიდი წინას-
წარი სამზადისისა, მაინც დაბნეული და დაბოღმილი იყო; ოფლი
წურწურით ჩამოსდიოდა და თმაც ჩამოშლოდა. რაც არის, არი-
სო, გამოაცხადა ბოლოს. უბრალოდ, როცა მოვლენ, სუფრაზე
ყველაფერი დავყაროთ, რაც რამ მოგვეპოვებაო… აბა, რა ვქნა?
ჯადოქარი კი არა ვარ, ღორის ყურები აბრეშუმის ქისებად ვაქ-
ციოო. ახლა კიდევ ის ვიღაც ალექსიც დაგვემატა, ჭკუის კოლო-
ფა, თუ რა ჯანდაბას უწოდებს საკუთარ თავსო…
- რას და საკუთარ სახელს უწოდებს, აბა სხვა რა უნდა უწო-
დოს? - გაცხარდა ლორა. - როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.
- ეგ ნებისმიერი ჩვენგანი არ არის, კარგად დააკვირდი და მიხ-
ვდები. ალბათ, ინდოელია ან კიდევ ბოშა. აშკარად სხვა ცომის-
განაა მოზელილი.
ამაზე ლორამ აღარაფერი მიუგო. როგორც წესი, არაფერს ნა-
ნობდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად ოდნავ შემცბარი ჩანდა, ალექს
ტომასი ასე იმპულსურად და დაუფიქრებლად რომ მოიწვია სადი-
ლად. ასე იყო თუ ისე, ვეღარაფერს გააწყობდა. უკან ხომ არ გა-
ისტუმრებდა? რადგან დაპატიჟა, ვინც უნდა ყოფილიყო, ახლა უკ-
ვე ჩვენი სტუმარი იყო, მორჩა და გათავდა!
მამაც ასე ფიქრობდა, მაგრამ ლორას საქციელი არ ესიამოვ-
ნა. ერთი, რომ ლორა თავზე გადაახტა და მას, როგორც მასპინ-
ძელს, არაფერი ჰკითხა; მეორეც ის იყო, რომ მიხვდა, ლორა აწი
ყველა მაწანწალას, მათხოვარს და ხელმოცარულს შინ მოუთ-
რევდა და სადილად დაუსვამდა სუფრასთან, თითქოს მამა გულ-
მოწყალე მეფე ვაცლავ ჩეხი ყოფილიყოს. ლორას ასეთ ღვთის-
ნიერ მიდრეკილებებს ცოტა მოთოკვა სჭირდებაო, თქვა; აქ სათ-
ნოების სახლი კი არ მაქვსო.
კელი ფიცსიმონზმა სიტუაციის განმუხტვა სცადა - ალექსი სუ-
ლაც არ არის ხელმოცარული პიროვნებაო, არწმუნებდა მამას.
მართალია, მუდმივი სამუშაო არ აქვს, მაგრამ კისერზე არავის
დასწოლია, რაღაც შემოსავლის წყაროს ყოველთვის პოულობ-
სო. მაინც, რა არის მისი შემოსავლის წყარო, ეგ მაინც თუ იციო,
ჰკითხა მამამ. კელიმ არ იცოდა, ვინაიდან ალექსს მისთვის არა-
ფერი უთქვამს. იქნებ ბანკებსაც ძარცვავსო, სარკასტულად აღ-
ნიშნა მამამ. რა სისულელეაო, უპასუხა კელიმ. ბევრი ჩემი მეგო-
ბარი ალექსს კარგად იცნობსო. ამაზე მამამ უთხრა, ეგ არაფერს
ნიშნავს, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავსო. ხელოვანი
ადამიანები უწინდებურად უკვე აღარ ხიბლავდნენ - ბევრი მათგა-
ნი მარქსისტი გახდა და მუშებსაც ანათლებდა. თანაც, მამას გლე-
ხების უმოწყალო ექსპლუატაციაშიც ადანაშაულებდნენ.
- ალექსი ასეთი არაა. თანაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზ-
რდაა, უბრალოდ, უმცროსი მეგობარია და აქეთ გამოსეირნება
მოინდომა, ეგ არის და ეგ, - უმტკიცებდა კელი, რომელიც შიშობ-
და, კაპიტანს ალექსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არ ეგონოს და
მის მიმართ მეტოქეობის განცდა არ გაუჩნდესო.
- აბა, მითხარი, რა გავაკეთო, რაში დაგეხმარო? - ჰკითხა ლო-
რამ რენის.
- შენი დახმარება ის იქნება, ფეხებში თუ არ მომედები და არა-
ფერს გადააყირავებ… აგერ, აირისი მომეხმარება; შენსავით დაბ-
დურა მაინც არ არის, - მიუგო რენიმ, რომელიც თვლიდა, რომ
მისი დახმარება დიდი პატივი იყო და ამას დამსახურება სჭირდე-
ბოდა. მოკლედ, ამით უნდოდა ლორასთვის ეგრძნობინებინა,
უღირსად მოიქეცი და ჩემგან მოკვეთილი ხარო. მაგრამ ლორამ
ვერაფერი იგრძნო. უბრალოდ ჩალის ქუდს წამოავლო ხელი და
მდელოზე გასასეირნებლად წავიდა.
მე სუფრაზე დასაწყობი ყვავილების შერჩევისა და დაფა-
სოების პატივი მხვდა წილად. წლის ამ დროისთვის ღობეზე კან-
ტიკუნტად შემორჩენილი ხვიარა ყვავილები უნდა მომეჭრა და
ლარნაკებში ჩამეწყო. მეორე დავალება კი ის იყო, რომ ალექს
ტომასს გვერდით უნდა მივჯდომოდი, მეორე მხარეს კელი უნდა
მიმესვა მისთვის, ლორა კი ჩვენგან მაქსიმალურად შორს მომე-
თავსებინა. ვიფიქრე, ალბათ ალექსს ეწყინება-მეთქი. ალექსს
თუ არა, ლორას ნამდვილად ეწყინებოდა.
მე და ლორას ასეთი სადილის შესაფერი წესიერი ტანსაცმელი
არ გვქონდა, თუმცა რაღაც კაბები, ცხადია, მოგვეპოვებოდა. სა-
და, ლურჯი ხავერდის კაბები იყო, ბავშვობისდროინდელი, დაგ-
რძელებული და მოცვეთილ მანჟეტებზე, ქობასა და ყელთან აბ-
რეშუმის არშიებშემოვლებული. ერთ დროს ამ კაბებს თეთრი
მაქმანის საყელოებიც ამშვენებდა. ლორასას ჯერაც შემორჩენო-
და ის საყელო, ჩემსას კი მოვაძრე, რომ კაბის გულისპირი უფრო
ამოღებული ყოფილიყო. კაბები ტანზე გვასკდებოდა, ყოველ შემ-
თხვევაში, მე ნამდვილად მასკდებოდა. ლორა ასეთ სადილებზე
დასასწრებად ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ კელიმ თქვა, საცო-
დაობა იქნება, საკუთარ ოთახში მარტოკას თუ გამოვკეტავთ, მით
უმეტეს, რომ ერთ-ერთი სტუმარი საკუთარი ინიციატივით დაპა-
ტიჟაო. მამა დაეთანხმა. თანაც დასძინა: სარეველასავით სწრა-
ფად გაიზარდა და არც კი ეტყობა, აირისზე უმცროსი რომ არისო.
ჩვენი ზუსტი ასაკი მგონი არც იცოდა; არასოდეს ახსოვდა ჩვენი
დაბადების დღეები და რამდენი წლის შევსრულდით.
დანიშნულ დროს სტუმრებმა მისაღებ ოთახში შერის დასალე-
ვად მოიყარეს თავი. შერი ამ მიზნით ერთჯერადად მოწვეულმა
რენის გაუთხოვარმა ბიძაშვილმა ჩამოარიგა. მე და ლორას არც
შერის დალევის უფლება მოგვცეს და არც ღვინის, როცა უკვე სა-
დილად ვისხედით. ლორას ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებდა,
მაგრამ მე თავს უხერხულად ვგრძნობდი. რენიმაც მამას აუბა
მხარი. ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ვერ იტანდა ალკოჰოლს.
სასმელს დაწაფებული ბაგეები ჩემს ბაგეს ვერასდროს დაეწაფე-
ბაო, ამბობდა, და ჭიქებსა და ბოთლებში ჩარჩენილ ღვინოს
უმოწყალოდ ღვრიდა ხოლმე ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში (თუმცა
ცდებოდა, რადგანაც იმ სადილიდან ერთი წელიც არ იყო გასუ-
ლი, რონ ჰინკსს რომ გაჰყვა ცოლად, ცნობილ ლოთსა და
შფოთს. მაირა, თუ ახლა ამ ნაწერებს კითხულობ, იცოდე, რომ
სანამ დედაშენმა ძალით არ აქცია მამაშენი საზოგადოების ბურ-
ჯად, მანამდე, რომ იტყვიან, წამითაც არ გამშრალა).
რენის შინაბერა ბიძაშვილი რენიზე უფროსი იყო და მსგავსი
ფეთხუმი დედაკაცი არასდროს მენახა. შავი კაბა და თეთრი წინ-
საფარი კი ამშვენებდა, მაგრამ საშინელი, მოყავისფრო--
მორუხო, ჩაჩაჩული ბამბის წინდები ეცვა და გულისამრევად ბინ-
ძური ხელები ჰქონდა. დღისით სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა
და კარტოფილის ტომრებში ჩაწყობა ევალებოდა. ჰოდა, კარტო-
ფილის ტალახი ისე ჰქონდა კანსა და ფრჩხილებში ჩამკვდარი,
რომ ვერაფრით იშორებდა.
რენის დაჭრილი ზეთისხილის, მაგრად მოხარშული კვერცხი-
სა და მჟავე კიტრის კანაპეები და ცომში გამომცხვარი შემწვარი
ყველის ღვეზლები გაეკეთებინა, რომლებიც მაინცდამაინც კარ-
გი ვერ გამოსვლოდა. ღვეზლები ბებია ადელიას საუკეთესო,
გერმანულ, ხელით მოხატული ფაიფურის ძვირფას ლანგარზე
დაეწყო, რომელსაც ოქროსფერფოთლებიანი ალისფერი პიონე-
ბი ამშვენებდა. ლანგარს მაქმანის ხელსახოცი ჰქონდა დაფარე-
ბული. მაგიდის ცენტრში დამარილებული თხილი იდგა, გარშემო
კი კანაპეები ყვავილის ფურცლებივით ჰქონდა შემოწყობილი.
კანაპეები კბილის საჩიჩქნ ჩხირებზე იყო წამოცმული. შინაბერა
ბიძაშვილს ეს ჩხირები ისე ჩაერჭო, ეკლები გეგონებოდა. ალ-
ბათ, ამით სტუმრებს წაუბოროტა.
- ეს რაღაცეები ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, - აღნიშნა მა-
მამ ირონიული გამომეტყველებით, რომლითაც ბრაზის შენიღ-
ბვას ცდილობდა ხოლმე. - ჯობს, პირი არ დავაკაროთ, მერე სანა-
ნებელი არ გაგვიხდეს.
კელიმ გაიცინა, უინიფრედ გრიფენმა კი ნაზად აიღო ერთი
ღვეზელი და ფრთხილად ჩაიდო პირში; აი, ისე, ქალები პომადას
რომ უფრთხილდებიან და ტუჩებს სასაცილოდ რომ გამობზეკენ
ხოლმე.
- საინტერესოა, - აღნიშნა მან.
ბიძაშვილს ხელსახოცების მოტანა დავიწყებოდა და საწყალი
უინიფრედი გაქონილი თითებით დარჩა. გაფაციცებული ვუყუ-
რებდი, მაინტერესებდა, რას იზამდა - თითებს გაილოკავდა, კა-
ბაზე შეიწმენდდა თუ იმ ტახტს შეახოცავდა, რომელზეც იჯდა. მაგ-
რამ წამით მოვაშორე თვალი და ეს საინტერესო დეტალი მხედ-
ველობიდან გამომრჩა. ალბათ, მაინც ტახტს შეახოცა.
უინიფრედი, რომელიც რიჩარდ გრიფენის მეუღლე მეგონა,
მისი და აღმოჩნდა (გათხოვილი იყო, დაქვრივებული თუ გაყრი-
ლი, ბოლომდე გაუგებარი დარჩა ჩემთვის). ხალხი მისიზ
გრიფენ-პრაიორის სახელით იხსენიებდა, რაც მის დაქორწინე-
ბულობაზე (თუკი საერთოდ იყო ოდესმე დაქორწინებული) მეტ-
ყველებდა. მისტერ პრაიორს იშვიათად თუ ვინმე ახსენებდა და
არავის არასდროს ენახა. ამბობდნენ, უამრავი ფული აქვს და
სულ „მოგზაურობსო“ (მოგვიანებით, როდესაც მე და უინიფრედი
უკვე უბრად ვიყავით, ათასგვარ ისტორიას ვთხზავდი ხოლმე ჩემ-
თვის იმ ეფემერულ კაცზე: უინიფრედმა, ალბათ, მისი ფიტული
დაამზადებინა და ნაფტალინიან სკივრში ინახავს-მეთქი; ან ეგებ
მან და მისმა მძღოლმა სარდაფის კედელში ჩააშენეს, მათი აღ-
ვირახსნილი ორგიების მოწმე რომ არ გამხდარიყო. ორგიებს
რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ მთლად ჩემი ფანტაზიის
ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, უინიფრედი კვალის დაფარ-
ვის დიდოსტატი გახლდათ და მისი პირადი ცხოვრების დეტალე-
ბი საჯაროდ არასდროს განხილულა).
სადილზე უინიფრედს შავი კაბა ეცვა, მარტივ თარგზე აჭრი-
ლი, მაგრამ საოცრად ელეგანტური; კისერს კი სამი ფენა მარგა-
ლიტის მძივი უმშვენებდა. საყურეც მარგალიტისა ეკეთა - მარგა-
ლიტის პატარა ყურძნის მტევნები, ოქროს ღეროებითა და ფოთ-
ლებით. კელი ფიცსიმონზს კი პირიქით, ხაზგასმით უბრალოდ ეც-
ვა. რუსი ემიგრანტების ჭრელა-ჭრულა დიზაინი და შავი მუნ-
დშტუკი ცოტა ხნის წინ მოიმწვანილა და ახლა დღისით სლაქსე-
ბით, სახელოებაკაპიწებული პერანგებითა და სვიტერებით
დაიარებოდა. თმაც მოკლედ გაიკრიჭა და სახელიც ერთ მარ-
ცვლამდე - კელ - დაიმოკლა.
დაღუპული ჯარისკაცების ძეგლებსაც შეეშვა, რადგან დიდი
მოთხოვნილება მათზე უკვე აღარ იყო. ახლა მუშების, გლეხების,
წყალგაუმტარ ლაბადებში გამოწყობილი მეთევზეების, მონადი-
რე ინდიელებისა და მეძუძური დედების ბარელიეფებს ქმნიდა,
კალთაში ჩვილითა და მზისგან მოჭუტული, ხელით მოჩრდილუ-
ლი თვალებით. მისი კლიენტები მხოლოდ სადაზღვევო კომპა-
ნიები და ბანკებიღა იყვნენ, რომლებიც იმ ბარელიეფებით საკუ-
თარი შენობების ფასადებს რთავდნენ - აქაოდა, დროის ფეხის
ხმას აყოლილები ვართო. ძალიან სამწუხაროა, ამ გაქსუებული
კაპიტალისტებისთვის რომ ვმუშაობო, ამბობდა კელი. მაგრამ,
მეორე მხრივ, ეს ბარელიეფები ქუჩებშია, ხალხისთვისაა შექმნი-
ლი და მათით ტკბობა ნებისმიერ გამვლელს უფასოდაც შეუძ-
ლიაო.
კელის მამაჩვენის დიდი იმედი ჰქონდა - სჯეროდა, რომ მამა
კიდევ უფრო მეტ ბანკირ კლიენტებს მოუძებნიდა. მაგრამ მამამ
მშრალად უპასუხა, მე და ბანკები ამჟამად მაინცდმაინც დიდად
აღარ ვმეგობრობთო.
სადილზე კელის ჯერსის კაბა ეცვა, მტვრის ტილოსავით ნაც-
რისფერი, ფრანგულად ამ ფერს ტაუპე, ანუ თხუნელა ჰქვიაო,
გვითხრა. ის კაბა ნებისმიერი სხვა ქალის ტანზე, ალბათ, სახე-
ლოებიანი და ქამრიანი ტომარა იქნებოდა, მაგრამ კელიმ
მოახერხა, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი გაეხადა.
არა, არც მაღალ მოდად გაუსაღებია, და არც „შიკი“ ეთქმოდა,
მაგრამ რაღაცნაირად მეტყველი იყო - თითქოს ამბობდა, მე ისე-
თივე შეუმჩნეველი ვარ, როგორც ყინულის სამტვრევი დანა სამ-
ზარეულოში… მკვლელობამდე! ასეთი კაბა მდუმარე ბრბოსთვის
მოღერებულ მუშტს ჰგავს.
მამას სმოკინგს აშკარად არ აწყენდა უთო. რიჩარდ გრიფენი-
სას კი არ სჭირდებოდა, კარგად იყო დაუთოებული. ალექს ტომა-
სი ყავისფერ პიჯაკსა და რუხი ფლანელის შარვალში გამოწყობი-
ლი (სეზონისთვის შეუფერებლად) მობრძანდა; წითელკოპლე-
ბიანი ლურჯი ჰალსტუხი ეკეთა და თეთრი, დიდსაყელოიანი პე-
რანგი ეცვა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ნათხოვარი
ტანსაცმლით იყო მოსული. ან რა გასაკვირი იყო? რას წარმოიდ-
გენდა, სადილად თუ დაპატიჟებდნენ?
- რა შესანიშნავი სახლია! - თქვა სასადილო ოთახში შემო-
სულმა უინიფრედმა წინასწარ დაყენებული ღიმილით. - რა… რო-
გორ ვთქვა?.. რა კარგადაა შენახული!.. და ეს არაჩვეულებრივი
ვიტრაჟები! ნამდვილი ფინ დე სიèცლე! რაღა აქ ცხოვრება
და რაღა მუზეუმში, არა?
ანუ მიგვანიშნა, გვარიანად დაძველებულ-დაფხავებულ სახ-
ლში გიცხოვრიათო. თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი ვიტრაჟები ძალიან ლამაზი
იყო, მაგრამ უინიფრედის სიტყვებმა მიმახვედრა, როგორ აღიქ-
ვამდა მათ თანამედროვე სამყარო, რომლის ნაწილიც ასე ძალი-
ან მინდოდა გავმხდარიყავი - როგორც რაღაც უკვე გარდასულსა
და ჩამოწერილს… უცებ დავინახე, რა შეუფერებელი ვიყავი ამ
სამყაროსათვის, როგორი გაუთლელი და სოფლელივით ჩამორ-
ჩენილი.
- ეს ვიტრაჟები გარკვეული პერიოდის უმშვენიერესი ნიმუშე-
ბია, - თქვა რიჩარდმა. - კედლის პანელებიც ძალიან ხარისხიანი
და ძვირფასია.
ამ ნათქამის პედანტურობისა და ქედმაღლური ტონის მიუხე-
დავად, მე მაინც ძალიან მადლობელი დავრჩი: მაშინ თავშიც არ
მომსვლია, რომ რიჩარდი, ფაქტობრივად, ჩვენი ინვენტარის აღ-
წერას აწარმოებდა. მან ერთი შეხედვით შეაფასა ჩვენი მდგომა-
რეობა და მიხვდა, რომ ჩვენს ქონებას, დღეს თუ ხვალ, აუქციონ-
ზე გატანა ელოდა.
- მუზეუმი რამ გაგახსენათ, - თქვა ალექს ტომასმა, - მტვერმა
თუ სიძველემ?
მამა მოიღუშა. უინიფრედი კი, ტყუილს ვერ ვიტყვი და, ნამ-
დვილად გაწითლდა.
- შენზე სუსტებს რატომ მიახტები ხოლმე? - ჩუმად გადაულა-
პარაკა აშკარად ნასიამოვნებმა კელიმ.
- რატომაც არა, თუკი ყველა სხვა ასე იქცევა?
რენიმ, რაც თავში მოუვიდა, ყველაფრით გაძეძგა იმდღევან-
დელი მენიუ. ყოველ შემთხვევაში იმით მაინც, რაც გაგვაჩნდა.
მაგრამ თავს ზემოთ ძალა რომ არ არის და ყველაფერს მარტო
რომ ვერ გასწვდებოდა, ეგ ვეღარ გაითვალისწინა. კიბორჩხალე-
ბის სუპი, ქორჭილა a la Provençale, ქათამი a la Providence - ყვე-
ლაფერი ზედიზედ შემოდიოდა სუფრაზე, პაუზის გარეშე, რო-
გორც ზღვის ტალღები მოქცევის დროს. ბისკვიტებს კონსერვის
სუნი დაჰკრავდა, ქათამს - მოუხალავი ფქვილის; თავად ქათამიც
უხეიროდ მოემზადებინა - ხორცი ქვასავით გამაგრებულიყო.
მიკვირდა კიდეც, ერთ ოთახში თავშეყრილი ამდენი ადამიანი
ასე ენერგიულად და ფიქრიანად რომ შეექცეოდა საჭმელს; ჭამა
კი არა, უთავბოლო ღეჭვა უფრო ეთქმოდა ამ ყველაფერს.
უინიფრედ პრაიორი ისე დაასრიალებდა საჭმლის ნაჭრებს
თავის თეფშზე, გეგონებოდა, დომინოს თამაშობსო. ძალიან გა-
მაცოფა. გადაწყვეტილი მქონდა, ყველაფერი შემეჭამა, ძვლების
ჩათვლით, რომ საწყალი რენის შრომა მთლად წყალში არ ჩაყ-
რილიყო. უწინ ასეთ დღეში ნამდვილად არ ჩაიგდებდა თავს და
არც ჩვენ ჩაგვყრიდა. ასეთი სტუმრიანობისთვის სამზადისს ბევ-
რად მეტ დროს მოანდომებდა და საჭირო სპეციალისტებსაც მო-
იყვანდა.
ჩემ გვერდით მჯდომი ალექს ტომასიც „კეთილსინდისიერად“
იხდიდა მოვალეობას - ისე ილუკმებოდა, ისე იქნევდა ყბებს,
თითქოს მისი ყოფნა-არყოფნა ამაზე იყო დამოკიდებული. დანით
ისე გულმოდგინედ „მუშაობდა“, სულ რაკარუკი აუტეხა თეფშზე
ქათამს (რენიმ სულაც არ დაუფასა ეს თავდადება; ეჭვი არ შეგე-
პაროთ, ზეპირად იცოდა, ვინ რამდენი მიირთვა. ეგ ალექსია, თუ
ვიღაცა, კარგ მადაზეა; იმდენს ჭამს, გეგონება, აქამდე სარდაფში
ჰყავდათ დამწყვდეული და აშიმშილებდნენ, - ასეთი იყო მისი კო-
მენტარი).
შექმნილ ვითარებაში სუფრასთან საუბარი არ აეწყო. ყველი
რომ შემოიტანეს, სიტუაცია ოდნავ დაწყნარდა, დანა-ჩანგლის
წკრიალი და კბილების კრაჭუნი აღარ ისმოდა. თუმცა ჩედარი ძა-
ლიან ჭყინტი და წებოვანი აღმოჩნდა, ნაღების ყველი - საკმაოდ
ძველი და ამჟავებული, ბლეუ - ძალიან რბილი და ზედმეტად
აფუებული. სუფრასთან მსხდომთ არჩევანის უფლება მიეცათ,
აქეთ-იქით იხედებოდნენ, ყველს არჩევდნენ და ერთმანეთსაც
ათვალიერებდნენ.
მამამ ერთადერთი ცისფერი თვალი ალექს ტომასს მიაპყრო
და, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი ტონით ჰკითხა:
- აბა, ყმაწვილო, რამ ჩამოგიყვანათ ამ ჩვენს მშვენიერ ქა-
ლაქში?
მისი სიტყვები ოჯახის თავის რეპლიკას ჰგავდა ძველი, ვიქტო-
რიანული ეპოქის მოსაწყენი და მდარე ხარისხის პიესიდან.
- მეგობრების სანახავად გეახელით, სერ, - თავაზიანად მიუგო
ალექსმა (მოგვიანებით რენიმ მისი თავაზიანობაც კრიტიკულად
შეაფასა - ობლებს კარგ მანერებს სულ ჯოხით ასწავლიან უპატ-
რონო ბავშვთა სახლებშიო; მარტო ობოლი თუ იქნება ასეთი
თავდაჯერებული, მაგრამ მათი აპლომბი მათ გაბოროტებულ და
შურისმაძიებელ ბუნებას ფარავსო; ყველას მასხარად იგდებე-
ნო… ცხადია, შურისძიების წყურვილით აღსავსეები იქნებიან, აბა
რაო; მათ დამცირებულ ყოფას თუ გავიხსენებთ, გასაკვირი არა-
ფერიაო; ყველა ანარქისტი და გამტაცებელი ობლობაშია გაზ-
რდილიო).
- ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ ეკლესიის მსახური უნდა
გამოხვიდეთ, - განაგრძო მამამ (არც მე და არც ლორას ასეთი
რამ არ გვითქვამს მისთვის. სავარაუდოდ, რენიმ შეატყობინა;
თანაც, ალბათ, ცუდი განწყობითა და ორაზროვანი ტონით).
- უწინ მართლაც ვაპირებდი, სერ. მაგრამ მოგვიანებით ჩემი
და ღვთისმსახურების გზები გაიყარა.
- ახლა რას საქმიანობთ? - იკითხა მამამ, რომელსაც ყველა-
ფერზე ზუსტი პასუხის მიღება უყვარდა.
- ამჟამად მხოლოდ საკუთარი მახვილგონიერების წყალობით
ვცხოვრობ, - თვითკრიტიკული ტონითა და ირონიული ღიმილით
მიუგო ალექსმა.
- ალბათ საკმაოდ ძნელი იქნება თქვენთვის, - ჩაილაპარაკა
რიჩარდმა და უინიფრედმაც გაიცინა.
ძალიან გავოცდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ იგი ამდენად ენა-
მახვილი იქნებოდა.
- გაზეთის კორესპონდენტი იქნება, - თქვა უინიფრედმა, - ჯა-
შუში ჩვენს წრეში!
ალექსმა კვლავ ჩაიღიმა და აღარაფერი უპასუხა. მამა მოიღუ-
შა. მისი აზრით, გაზეთის კორესპონდენტები ყველანი ნაძირალე-
ბი იყვნენ; ისინი არა მხოლოდ ტყუოდნენ, არამედ სხვის გასა-
ჭირზეც ითბობდნენ ხელს. მამა მათ ლეშის ბუზებს უწოდებდა.
ელვუდ მიურეის მიმართ ამდენად ცუდად განწყობილი არ იყო,
რადგანაც მის ოჯახს იცნობდა; დიდი დიდი, ყბედად თუ მოიხსე-
ნიებდა.
ამის შემდეგ საუბარი ჩვეულ კალაპოტში მოექცა: იმ პე-
რიოდისათვის პოპულარულ თემებზე - პოლიტიკასა და ეკონომი-
კაზე გადავიდნენ. მამას აზრით, სიტუაცია თანდათან სულ უფრო
და უფრო უარესდებოდა; რიჩარდი ფიქრობდა, მალე რაღაც რა-
დიკალურად შეიცვლებაო; უინიფრედმა კი ბრძანა, ძნელად
პროგნოზირებადია ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სა-
დავეებს ბოლომდე მაინც არ გავუშვებთ ხელიდანო.
- რის სადავეებს? - იკითხა ლორამ, რომელსაც აქამდე კრინ-
ტიც არ დაუძრავს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ცარიელმა
სკამმა ამოიდგა უცებ ენა.
- სიტუაციის, სოციალური აფეთქება რომ არ მოხდეს, - უპასუ-
ხა მამამ გამაფრთხილებელი ტონით, რაც იმას ნიშნავდა, მეტი
აღარაფერი იკითხოო.
- არა მგონია, ეგ მოახერხოთ, - თქვა ალექსმა. - ეს-ესაა ბანა-
კებიდან დავბრუნდი.
- რომელი ბანაკებიდან? - გაიოცა მამამ.
- სოციალური დახმარების ბანაკებიდან, სერ; ბენეტის შრომის
ბანაკებიდან, რომლებიც უმუშევრებისთვის გახსნეს. დღეში ათ
საათს ამუშავებენ და გროშებს უხდიან. ბიჭებს ეს ძალიან აღი-
ზიანებთ, თანდათან პროტესტის გრძნობით ივსებიან.
- მათხოვრებს არჩევანი არ აქვთ, - თქვა რიჩარდმა. - სულ
არაფერს ისევ ეგ ჯობია. დღეში სამჯერადი კვება აქვთ, რაც თუნ-
დაც იმავე დაოჯახებული მუშისათვის წარმოუდგენელი ფუფუნე-
ბაა. თანაც, საკმაოდ კარგად აჭმევენ, რამდენადაც ვიცი. წესით,
მადლიერები უნდა იყვნენ, მაგრამ მაგ ჯიშის ხალხისაგან მად-
ლიერებას არ უნდა მოელოდე.
- მაინც რა ისეთი განსხვავებული ჯიშის არიან? - იკითხა ალექ-
სმა.
- ღმერთო ჩემო! ეტყობა, კომუნისტებს თანაუგრძნობთ, - თქვა
რიჩარდმა. ალექსი საკუთარ თეფშს დააშტერდა.
- ეს თუ კომუნისტია, მეც კომუნისტი ვყოფილვარ, - თქვა კე-
ლიმ. - მაგრამ არა მგონია, რომ აუცილებლად კომუნისტი უნდა
იყო იმისათვის, რომ გესმოდეს…
- იქ რას აკეთებდით? - სიტყვა გააწყვეტინა მამამ (მამა და კე-
ლი ბოლო დროს ბევრს კამათობდნენ. კელის უნდოდა, მამას
პროფკავშირები ეღიარებინა. მამა კი ეუბნებოდა, ეგ მაშინ მოხ-
დება, ვირი ხეზე რომ ავაო).
სწორედ ამ დროს bombe glacée შემოიტანეს. იმ დროისათვის
უკვე ელექტრომაცივარი გვქონდა ოჯახში, ზუსტად კრიზისის წინ
შევიძინეთ. ჰოდა რენიმ, რომელიც ეჭვობდა, რომ მაცივრის სა-
ყინულე კარგად არ მუშაობდა, მაინც მაქსიმალურად გამოიყენა
იგი იმდღევანდელი სადილისთვის. Bombe-სთვის ფეხბურთის
ბურთის ფორმა მიეცა. ხასხასა მწვანე ფერისა იყო და კაჟივით მა-
გარი. ამიტომ, გარკვეული დროით, ყველა ჩვენგანის ყურადღება
მიიპყრო.
ყავაზე რომ გადავედით, კემპინგში ფეიერვერკები დაიწყო.
ყველანი ნავსაყუდელისკენ გავემართეთ, რომ იქიდან გვედევნე-
ბინა თვალი ამ შესანიშნავი სანახაობისათვის. ძალიან ლამაზი
იყო, რადგან მხოლოდ ფეიერვერკებს კი არა, მათ ანარეკლსაც
ვხედავდით მდინარე ჯოგსში. წითელი, ყვითელი და ცისფერი შუ-
ქის შადრევნები იღვრებოდა ციდან, აფეთქებულ ვარსკვლავე-
ბად, ქრიზანთემებად და ტირიფის ხეებად იფურჩქნებოდა.
- ტყვიაწამალი ჩინელებმა გამოიგონეს, მაგრამ იარაღად
არასდროს უხმარიათ, ფეიერვერკებისათვის იყენებდნენ. პირა-
დად მე მაინცდამაინც არ მიყვარს ფეიერვერკები, მძიმე არტილე-
რიის ბათქებს მაგონებს, - თქვა ალექსმა.
- პაციფისტი ბრძანდებით? - ვკითხე მე, თუმცა დარწმუნებული
ვიყავი, რომ ასეც იქნებოდა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გა-
დაწყვეტილი მქონდა, შევდავებოდი, რომ როგორმე მისი ყურად-
ღება მაქსიმალურად მომეზიდა. ძირითადად ლორას ელაპარა-
კებოდა და იმიტომ.
- არა, მთლად პაციფისტი არა ვარ, მაგრამ… ჩემი მშობლები
ომში დაიღუპნენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.
ახლა ობლობის ისტორიას მოვისმენთ-მეთქი, გავიფიქრე.
საწყალი რენის ამდენი ფაციფუცის ფონზე, იმედია, საინტერესო
მაინც იქნება-მეთქი.
- ესე იგი, დარწმუნებული არა ხარ? - ჰკითხა ლორამ.
- არა, - უპასუხა ალექსმა. - მითხრეს, დანახშირებული შენო-
ბის ნანგრევებში იჯექიო. ყველა დანარჩენი მკვდარი იყოო… ეტ-
ყობა, ვარცლის ან დიდი ქვაბის ქვეშ შევძვერი… მოკლედ, რომე-
ლიღაც ლითონის კონტეინერში დავიმალე და ამან გადამარჩინა.
- ეგ სად მოხდა? ვინ გიპოვა? - ჩურჩულით იკითხა ლორამ.
- დანამდვილებით არც ეგ ვიცი… არც საფრანგეთში იყო და
არც გერმანიაში. რომელიღაც პატარა აღმოსავლეთევროპულ
ქვეყანაში იქნებოდა. მერე, ალბათ, ხელიდან ხელში გადავ-
დიოდი… მოგვიანებით წითელმა ჯვარმა იტვირთა ჩემზე მზრუნ-
ველობა.
- გახსოვთ? - ვკითხე მე.
- არა. თანაც გზადაგზა რამდენიმე დეტალიც შეიცვალა, მაგა-
ლითად, ჩემი გვარ-სახელი. ბოლოს მისიონერების ხელში აღ-
მოვჩნდი. იმათ იფიქრეს, შექმნილ სიტუაციაში რაც ნაკლები
ემახსოვრება, მით უკეთესიაო. პრესბიტერიანელები იყვნენ, ძა-
ლიან წესიერი და სუფთა ხალხი. ყველას თმა გვქონდა გადახოტ-
რილი, ტილებისაგან თავდასაცავად. ის გრძნობა მახსოვს, უცებ
უთმოდ რომ დავრჩი და საოცარი სიგრილე რომ ვიგრძენი... ფაქ-
ტობრივად, ჩემი მოგონებებიც იქიდან იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სიმპათიით განვეწყვე,
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გამოვტყდე, რომ მისი გულისამაჩუ-
ყებელი მონათხრობისა დიდად არ მჯეროდა. მეტისმეტად მე-
ლოდრამატული მეჩვენა, მეტისმეტად ბევრი საბედისწერო დეტა-
ლით - კარგით და ცუდით. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და
ასეთი საბედისწერო დამთხვევები წარმოუდგენლად მიმაჩნდა.
და თუ ალექსს ლორაზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა (არ ვი-
ცი, სურდა კია?), მაშინ უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა.
- ალბათ საშინელებაა, როცა არ იცი, სინამდვილეში ვინა ხარ,
- ვთქვი მე.
- ადრე მეც ასე ვფიქრობდი… მაგრამ მერე მივხვდი, რომ სი-
ნამდვილეში ის ვარ, ვისაც არ სჭირდება იმის ცოდნა, სინამდვი-
ლეში ვინ არის, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით... ანდა, რას
ნიშნავს ეს სინამდვილე? ოჯახურ ფესვებს და ასე შემდეგ? ხალხი
საკუთარ ფესვებსა და წარმომავლობას, ძირითადად, საკუთარი
სნობიზმის ანდა საკუთარი არასრულფასოვნების გასამართლებ-
ლად იყენებს. მე კი ასეთი ცდუნებისაგან თავისუფალი ვარ, ეს
არის და ეს. ფესვები არა მაქვს, მარწუხებში არავინ მაქცევს, არა-
ფერი მიკრავს ხელ-ფეხს, ანუ სრულიად თავისუფალი ვარ.
კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ ამ დროს ისევ გაუშვეს ფეიერვერ-
კი და ვერ გავიგონე. ლორამ კი გაიგონა და თანაგრძნობით და-
უქნია თავი (მოგვიანებით გავარკვიე, რაც უთქვამს - რაც მთავა-
რია, ნოსტალგიაც არ შემეყრებაო).
ზედ ჩვენს თავზე სინათლის ბაბუაწვერა გაიფურჩქნა. ყველამ
ცისკენ ავიხედეთ. ასეთ დროს შეუძლებელია, ცას არ ახედო,
პირდაღებულმა.
ნეტა მაშინ დაიწყო ყველაფერი? იმ საღამოს, ავილიონის ნავ-
საყუდელთან, ფეიერვერკებით გაბრდღვიალებული ცის ფონზე?
ძნელი სათქმელია. დასაწყისი ყოველთვის მოულოდნელი და გა-
უთვალისწინებელია. ნელ-ნელა გიახლოვდება, ჩუმად გეპარება,
ჩრდილში იმალება, უჩინმაჩინის ქუდით გარტყამს წრეებს და მე-
რე - ბაც! - უცბად გესხმის თავს.
ხელით დაფერვა

გარეული იხვები სამხრეთისკენ მიფრინავენ ყიყინით, დაუზე-


თავი ანჯამების ჟღრიალივით რომ ეფინება გარემოს; მდინარის
გასწვრივ ალისფრად ბრიალებენ ბუჩქები. ოქტომბრის პირველი
კვირაა - შალის ტანსაცმლის ნაფტალინიდან ამოღების, მელან-
ქოლიური ბურუსის, მოლიპული კიბის საფეხურების, გვიანი შე-
მოდგომის ყვავილების ბოლო კვირტებისა და მოვარდისფრო
დეკორატიული კომბოსტოს (რომელიც უწინ არასდროს მინა-
ხავს) გაღივების სეზონი.
თეთრი ქრიზანთემების ყვავილობის სეზონია, საპანაშვიდე
ყვავილების, რომლებიც, ალბათ, მიცვალებულებს კარგა ხანია,
ყელში ამოუვიდათ.
მშვენიერი, გრილი დილა გათენდა. წინა ბაღში შემორჩენილი
წითელ-ყვითელი ყვავილები დავკრიფე და სასაფლაოზე წავედი,
რომ საგვარეულო სამარხის ორი ანგელოზი ყვავილებით შემემ-
კო. ცოტა განსხვავებული და მხიარული თაიგულის მირთმევა
მომინდა თეთრ კვარცხლბეკზე შემომდგარი ფიქრიანი ანგელო-
ზებისათვის. ერთ დროს აქ პატარა რიტუალებს ვატარებდი: საფ-
ლავს გარშემო ვუვლიდი და დაკრძალულთა გვარ-სახელებს
ვკითხულობდი. ჩვეულებრივ, ჩუმად ვკითხულობდი, გულში,
მაგრამ დროდადრო საკუთარი ხმაც შემომესმებოდა ხოლმე -
ისე ვბუტბუტებდი, როგორც იეზუიტი ლოცვისას.
ძველი ეგვიპტელები ამბობდნენ, მიცვალებულთა სახელების
ხსენება მათ გაცოცხლებას ნიშნავსო. ყოველთვის არ მოგინდება
ამის გაკეთება.
ქანდაკებას რომ შემოვუარე, ერთი ახალგაზრდა, შავებში
ჩაცმული გოგო დავინახე. ლორას საფლავთან დაჩოქილიყო,
თავდახრილი. შავი ჯინსები, შავი მაისური და შავი ქურთუკი ეცვა.
უკანაც პატარა შავი ზურგჩანთა მოეგდო; აი, ისეთი, ახლა ხელ-
ჩანთების ნაცვლად რომ ატარებენ. გრძელი, შავი თმა ჰქონდა,
საბრინასავით. გული ამიფანცქალდა - საბრინა დაბრუნებულა--
მეთქი ინდოეთიდან, თუ სადაც იყო!.. გაუფრთხილებლად
ჩამოსულა-მეთქი!.. ეტყობა, ჩემზე აზრი შეიცვალა, ჩემთვის სი-
ურპრიზის გაკეთება მოუნდა და ჩავუშალე-მეთქი!..
მაგრამ კარგად დავაკვირდი უფრო ახლოდან და მივხვდი,
რომ უცნობი იყო… ვინმე ზედმეტად ემოციური უფროსკურსელი
სტუდენტი იქნებოდა. თავიდან ვიფიქრე, ლოცულობს-მეთქი,
მაგრამ შევცდი. უბრალოდ ყვავილს დებდა საფლავზე - ობოლ
ყვავილს, ვერცხლისფერ ფოლგაში გამოხვეულ თეთრ მიხაკს.
ფეხზე რომ წამოდგა, შევნიშნე, რომ ტიროდა.
ლორა, ჩემგან განსხვავებით, დღემდე აღელვებს ადამიანებს.
ღილების ფაბრიკის პიკნიკის შემდეგ გაზეთმა „ჰერალდ ენდ
ბანერმა“, ჩვეულებისამებრ, ამ მოვლენას სტატია მიუძღვნა: რო-
მელმა ჩვილმა გაიმარჯვა ჩვილების კონკურსში, ვის ჰყავდა
საუკეთესო ძაღლი და ა.შ. მამას სიტყვაც დაბეჭდეს, ოღონდ შე-
მოკლებით. ელვუდ მიურეი ოპტიმიზმით იყო აღსავსე და ისე გა-
მოიყვანა, თითქოს ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა.
ფოტოებიც დაბეჭდა: ყველაზე ლამაზი ჩვილის, რომელიც ფუნ-
თუშასავით მრგვალი იყო და თავზე სასაცილო, ნაოჭმოყრილი
ჩაჩი ეხურა; გამარჯვებული ძაღლის, რომლის სილუეტიც იატა-
კის მოსაწმენდი ტილოს შთაბეჭდილებას ტოვებდა; მოცეკვა-
ვეების, რომლებსაც დიდი, მუყაოსაგან გაკეთებული სამყურა
ეჭირათ. პლატფორმაზე შემომდგარი მამას უხეირო ფოტოც გა-
მოაქვეყნა, რომელზეც, ნახევრად პირდაღებული, რაღაცას ამ-
ბობდა, მაგრამ გეგონებოდათ, ამთქნარებსო.
ერთიც ალექს ტომასის ფოტო იყო. მარცხნივ მე ვუმშვენებდი
მხარს და მარჯვნივ - ლორა; მისი სურათის ჩარჩოს ვგავდით. იმ
ფოტოზე ორივე ალექსს ვუყურებდით და ვიღიმებოდით. ისიც
იღიმებოდა, მაგრამ ხელი ჰქონდა აწეული ზუსტად ისე, კრიმინა-
ლური ელემენტები დაკავებისას რომ აწევენ ხოლმე კამერების
ასარიდებლად; მხოლოდ ნახევარი სახე მოუჩანდა. სურათს წარ-
წერაც ჰქონდა: „მის ჩეიზი და მის ლორა ჩეიზი ქალაქში ჩამობ-
რძანებულ სტუმარს ართობენ“.
ელვუდ მიურეიმ ვერ მოახერხა იმ საღამოს ჩვენი ხელში ჩაგ-
დება და უცნობის გვარ-სახელის დადგენა. ჩვენთან დაურეკავს
კიდეც, მაგრამ რენი შეხვედრია და უთქვამს, ჩვენი გოგონების
სახელები ვიღაც გადამთიელის სახელთან ერთად არ უნდა მოხ-
ვდეს გაზეთშიო. მოკლედ, უარით გაუსტუმრებია. ელვუდ მიურე-
იმ მაინც დაბეჭდა ზემოაღნიშნული ფოტო და რენი ჩვენზე უფრო
გაბრაზდა, ვიდრე ელვუდზე. მისი აზრით, ის ფოტო სრულიად თა-
ვის მომჭრელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები არ გვიჩან-
და. გვითხრა, ორივე ისე სულელურად იკრიჭებით, როგორც ყუ-
რებამდე შეყვარებული, ჩერჩეტი ბატებიო; კაცს ეგონება, საცაა
დორბლი ჩამოგივათო... თავი გაიმასხარავეთ, ალბათ მთელი
ქალაქი თქვენ დაგცინითო. აბა რა გეგონათ, მაგ ახალგაზრდა
ბანდიტს რომ გადაეკიდეთ, რომელიც ინდოელს, თუ, კიდევ
უარესი - ბოშას ჰგავს ასე აკაპიწებული სახელოებითო. თანაც,
ყველა უბედურებასთან ერთად, კომუნისტიც აღმოჩნდაო!
- ერთი ეგ ელვუდ მიურეი მიმაბეგვინა, თავი „საყვარელი ცუნ-
ცულა“ რომ ჰგონია! - აღმოხდა ბოლოს, როცა გაზეთი ნაკუწებად
აქცია და ბუხრის წინ, ფიჩხის ყუთში გადაუძახა, მამას რომ არ
ენახა. ალბათ ფაბრიკაში მაინც ნახა, მაგრამ ამ თემაზე არაფერი
უთქვამს.
ლორა ელვუდ მიურეის მიადგა. ჩხუბით არ უჩხუბია, არც პა-
სუხი მოუთხოვია და არც ის მოუყოლია, რაც რენიმ ილაპარაკა.
უბრალოდ უთქვამს, მეც შენსავით ფოტოგრაფი მინდა გავხდეო…
არა, არ მჯერა! ასეთ სისულელეს როგორ ეტყოდა?! ეს ყველაფე-
რი ელვუდის ფანტაზიის ნაყოფი იქნებოდა. ლორას მხოლოდ ის
უთხოვია, ნეგატივების გამჟღავნება მასწავლეო.
ელვუდ მიურეი გააგიჟა ამ პატივმა. ხუმრობა ხომ არ იყო, იგი
თვით ავილიონის მაღალ მკვიდრთ დასჭირდათ. მარტო ყოყოჩა
კი არა, საშინელი სნობიც ბრძანდებოდა და ლორას მაშინვე შეს-
თავაზა, კვირაში სამი დღე იარე ჩემთან და ფირების გამჟღავნე-
ბაში დამეხმარეო. ლორას შეეძლო ეყურებინა, როგორ ამჟღავ-
ნებდა ელვუდი ქორწილებისა და გამოსაშვები საღამოებისა ფო-
ტოებს ზედმეტი შემოსავლის ძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ
ტიპოგრაფიაც ჰქონდა მოწყობილი და დამხმარეებსაც ამუშავებ-
და მეზობელ ოთახში, ელვუდი მაინც თითქმის ყველაფერს თვი-
თონ აკეთებდა, თავისი ყოველკვირეული გაზეთისთვის გადაღე-
ბული ფოტოების გამჟღავნების ჩათვლით.
ისიც უთქვამს, ეგებ სურათების ხელით დაფერვაც გასწავ-
ლოო. ეგ ახალი მიმართულებაა და მალე ნამდვილად შემოვა
მოდაშიო. აი ნახავ, რამდენი ადამიანი მოიტანს ძველ, შავ-თეთრ
ფოტოებს და მოგვთხოვს ცოცხალი ფერებით მათ გახალისება-
სო. ფოტოების დაფერვა მუქი ადგილების ფუნჯით გაუფერულე-
ბას და იმ ადგილებში ფონად სპეციალური ვარდისფერი პიგმენ-
ტის შეყვანას გულისხმობდა. ამის შემდეგ კი სურათზე ფერები უნ-
და დაგეტანა. თავად დასაფერ საღებავებს პაწაწინა კონტეინერე-
ბით უგზავნიდნენ მიურეის და მათი სურათზე დატანა ძალიან
ფრთხილად და ყურადღებით, წვრილი ფუნჯის მეშვეობით ხდე-
ბოდა. ოდნავ ზედმეტი მოგივიდოდა და, სურათი მაშინვე გაიდ-
ღაბნებოდა. ამას, ცხადია, ნიჭი და გემოვნება სჭირდებოდა. მა-
გალითად, ლოყები ისე არ უნდა დაგეფერა, რომ ორი მრგვალი,
წითელი ლაქა დაგესვა სახეზე. კარგი მხედველობა და მტკიცე ხე-
ლიც უნდა გქონოდა, რომ მუშაობისას არ აგკანკალებოდა. მოკ-
ლედ, ეს ნამდვილი ხელოვნებააო, უთქვამს მიურეის ბოლოს, მე
კი ამ საქმის ნამდვილი დიდოსტატი ვარო. მას ხელით დაფერი-
ლი ფოტოების მბრუნავი სტენდიც კი ჰქონდა მოწყობილი გაზე-
თის რედაქციის ერთ-ერთ ფანჯარასთან, რეკლამას ასე უკეთებ-
და ამ ახალ საქმეს. სტენდთან ხელით დაწერილი აბრაც ეკიდა:
„ხელი შეუწყეთ მოგონებების გაცოცხლებას“.
სტენდზე, ძირითადად, ძველებურ სამხედრო ფორმებში გა-
მოწყობილი ყმაწვილკაცების, დიდი ომის მონაწილე ვეტერანე-
ბის სურათები იყო გამოფენილი. აქვე იყო ქორწილების, გამო-
საშვები საღამოების, პირველი ზიარების, ნათლობის, საბავშვო
კოსტიუმირებული ზეიმების, ოჯახური, ძაღლების, კატების და
სხვა ფოტოები. ისეთი უცნაური სახლის ცხოველების სურათებიც
კი იყო, როგორებიცაა კუ და თუთიყუში. ალაგ-ალაგ პატარა მიც-
ვალებულების ფოტოებსაც მოჰკრავდი თვალს - მაქმანებიან კუ-
ბოებში იწვნენ, ცვილის გამოსახულებასავით გაშეშებული, თო-
თო სახეებით.
ისეთი მკვეთრი, როგორიც თეთრ ფურცელზეა ხოლმე, საღე-
ბავი არც ერთ სურათზე არ ჩანდა. ფერები დაბურული იყო, გეგო-
ნებოდა, დოლბანდიდან ვუყურებო. დაფერილ ფოტოებზე ადა-
მიანები ბევრად რეალურებად და ცოცხლებად ნამდვილად არ
გამოიყურებოდნენ; უფრო სწორად, ულტრარეალურები ჩანდნენ
- ნახევრად სოფლური იერი დაჰკრავდათ, მიმქრალი და დათ-
რგუნული, რეალობას საკმაოდ მოწყვეტილი და არაადეკვატუ-
რი.
ლორამ დეტალურად მომახსენა, ელვუდ მიურეისთან პირის-
პირ შეხვედრისას რაზეც მოილაპარაკეს. რენისაც მოუყვა. მეგო-
ნა, რენი აქოთქოთდებოდა, ლორას ეტყოდა, ასე როგორ დაეცი,
მაგ კომპრომისზე როგორ წახვედიო; ვინ იცის რა შეიძლება მოხ-
დეს, ჩაბნელებულ ოთახში გოგო რომ კაცთან ერთად მარტო
დარჩებაო. მაგრამ რენიმ მშვიდად მიიღო ეს ამბავი, თითქოს
ელვუდი ლორასთვის დაქირავებული ერთ-ერთი მასწავლებელი
ყოფილიყოს და არა მისი დამქირავებელი. რაც შეეხება მათ
ბნელ ოთახში მუშაობას, ესეც არ ადარდებდა, რადგან ელვუდი
„ცისფერი“ იყო და ლორას ჩირქს ვერავინ მოსცხებდა. ჩემი აზ-
რით, რენიმ ერთგვარად ამოისუნთქა კიდეც, როცა დაინახა, რომ
ლორა, ღმერთის გარდა, კიდევ რაღაცით დაინტერესდა.
ლორა მართლაც დაინტერესდა ახალი საქმით, მაგრამ, რო-
გორც ყოველთვის, აქაც გადააჭარბა. ელვუდს დასაფერი მასალა
მოჰპარა და შინ მოიტანა. ეს ამბავი შემთხვევით აღმოვაჩინე:
ბიბლიოთეკაში შევედი და წიგნებს ვათვალიერებდი. ბაბუა ბენ-
ჯამინის სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაღებული,
ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები მომხვდა თვალში. სერ ჯონ სფე-
როუს სახე ოდნავ მოიასამნისფრო მომეჩვენა, სერ მაკენზი
ბოუელისა - ნაღვლისფერი მწვანე, სერ ჩარლზ ტაპერისა კი - ნა-
რინჯისფერი. თავად ბაბუას წვერ-ულვაშს ბაცი ჟოლოსფერი
დაჰკრავდა.
იმ საღამოს ამ უღირს საქმიანობაში გართულ ლორასაც წა-
ვასწარი. მის ტუალეტის მაგიდაზე საღებავის კონტეინერები და
ფუნჯები დავინახე. იქვე იყო ატელიეში გადაღებული ჩვენი სურა-
თიც, ლურჯი ხავერდის კაბები რომ გვაცვია. სურათი ჩარჩოდან
ამოეღო და მე ცისფრად მღებავდა.
- ლორა, რა ჯანდაბა გეტაკა?! რატომ შეღებე ბაბუას ფო-
ტოები?! გინდა, მამა მთლად გააგიჟო? - შევუტიე გაბრაზებულმა.
- უბრალოდ, ხელი გავივარჯიშე. ჩემი აზრით, იმ კაცებს ცოტა
გამოცოცხლება სჭირდებოდათ. ახლა ბევრად უკეთ გამოიყურე-
ბიან.
- უკეთ კი არა, უცნაურად გამოიყურებიან, ავადმყოფებს ჰგვა-
ნან. სად გინახავს, რომ ადამიანს იასამნისფერი ან მწვანე სახე
ჰქონდეს?!
ლორას წარბიც არ შეუხრია, ისე მიპასუხა:
- ეგ მათი სულების ფერებია. წესით, მაგ ფერის სახეები უნდა
ჰქონდეთ.
- იცოდე, მაგრად მოგხვდება! ყველა მიხვდება, ვინც ჩაიდინა
ეგ სიგიჟე.
- მაგ სურათებს არავინ უყურებს, ყველას ფეხებზე ჰკიდია.
- გაფრთხილებ, ბებია ადელიას და გარდაცვლილი ბიძების
ფოტოებს ხელი არ ახლო, თორემ მამა ტყავს გაგაძრობს!
- მათი ოქროსფრად დაფერვა მინდოდა, რადგან ღვთივკურ-
თხეულები არიან, მაგრამ ოქროსფერი საღებავი არა მაქვს… ბი-
ძებს ვგულისხმობ, ბებიას კი არა. ბებიას ფოლადისფერი უფრო
მოუხდება.
- არ გაბედო-მეთქი, გეუბნები! ხომ იცი, რომ მამას ღვთივკურ-
თხეულობისა არა სწამს?.. და საერთოდ, გირჩევნია, უკან დააბ-
რუნო ეგ საღებავები, სანამ ქურდობაში გამოგიჭერდნენ!
- ბევრი არ წამომიღია… თანაც, ელვუდს ერთი ქილა მურაბა
მივუტანე, ჰოდა, გაცვლასავით გამომივიდა.
- რენის გაკეთებული მურაბა?! სარდაფიდან აიღე?!.. არ იცი,
რომ ქილებს ითვლის ხოლმე?
ჩემს ფოტოს დავწვდი და ვკითხე:
- კი მაგრამ, მე ცისფრად რატომ შემღებე?
- იმიტომ, რომ გძინავს.
საღებავებთან ერთად, ლორამ სხვა რამეც მოიპარა. ელვუ-
დის ოფისში მისი ერთ-ერთი მოვალეობა ნეგატივების კონვერ-
ტებში ჩალაგებაც იყო. ელვუდს საკუთარი ოფისი და ბნელი ოთა-
ხი მუდამ წესრიგში ჰქონდა. ნეგატივებს, გადაღების თარიღისა
და გადაღებული მასალის მიხედვით, ცალ-ცალკე ინახავდა, პერ-
გამენტის კონვერტებში. ასე რომ, ლორასთვის ძნელი არ იყო
პიკნიკის ნეგატივის პოვნა. ერთხელაც, როცა ოფისში მარტო
დარჩა, ნეგატივი ამოიღო და ორი შავ-თეთრი სურათი დაბეჭდა.
ამის შესახებ არავისთვის უთქვამს; დიდხანს არც მე ვიცოდი. სუ-
რათები რომ დაბეჭდა, ნეგატივი ჩანთაში ჩაიცურა და შინ წა-
მოაცუნცულა. საკუთარი საქციელი სულაც არ მიაჩნდა ქურდო-
ბად. მისი აზრით, სწორედ ელვუდმა იქურდა, როცა ნებართვის
გარეშე გადაგვიღო სურათები. ჰოდა, ლორამ უბრალოდ ის
აიღო, რაც ელვუდს ისედაც არ ეკუთვნოდა.
თავისი ჩანაფიქრი რომ განახორციელა, ელვუდის ოფისში
სიარული შეწყვიტა. არც არაფერი აუხსნია და არც წინასწარ გა-
უფრთხილებია. ჩემი აზრით, ეს არამართებული საქციელი იყო.
მართალიც აღმოვჩნდი - ელვუდმა თავი ძალიან დამცირებულად
იგრძნო. ბევრს ეცადა, რენისგან გაეგო, ლორა ავად ხომ არ არი-
სო, მაგრამ ერთადერთი, რაც რენიმ უთხრა, ის იყო, რომ ლორამ
ფოტოგრაფობაზე გული აიცრუა: მაგ გოგოს მუდმივად ახალ--
ახალი იდეები მოსდის თავში, სულ რაღაც აწუხებს, და ახლა, ალ-
ბათ, სხვა საქმემ გაიტაცაო.
ამან ელვუდს ცნობისმოყვარეობა აღუძრა. ლორას თვალთვა-
ლი დაუწყო. არა, მთლად ჯაშუშობას ვერ დავარქმევ, ბუჩქებში
დამალული კი არ უთვალთვალებდა, უბრალოდ, გაძლიერებულ
ინტერესს იჩენდა მის მიმართ (ნეგატივების მოპარვაზე ჯერ არა-
ფერი იცოდა. თავშიც არ მოსვლია, რომ ლორას, რომელიც მას-
თან თხოვნით მივიდა, სხვა მოტივი ამოძრავებდა. ლორას ისეთი
ალალმართალი მზერა, ისეთი უცოდველი თვალები, ისეთი
კრიალა და მაღალი შუბლი ჰქონდა, რომ თაღლითობას ვერავინ
დასწამებდა).
თავიდან ელვუდს უცნაური არაფერი შეუნიშნავს. ლორა ხში-
რად დასეირნობდა ცენტრალურ ქუჩაზე, კვირაობით ეკლესიაში
დადიოდა და საკვირაო სკოლაში ხუთი წლის ბავშვებს ასწავლი-
და. კვირაში სამჯერ უფასო სადილების დარიგებაში ეხმარებოდა
იმავე ეკლესიის საქველმოქმედო პუნქტს, რომელიც რკინიგზის
სადგურის გვერდით იყო მოწყობილი. ლორას მაწანწალა,
მშიერი და ჭუჭყიანი კაცებისა და ბიჭებისათვის - რკინიგზის სად-
გურის გასტროლიორი მათხოვრებისათვის - კომბოსტოს სუპის
ჯამებში ჩამოსხმა ევალებოდა. უფასო სადილების დარიგება ნამ-
დვილად კეთილშობილური წამოწყება იყო, მაგრამ მოქალაქე-
თაგან ბევრს აღიზიანებდა. ისინი თვლიდნენ, რომ ის მაწანწალე-
ბი შენიღბული სადისტები, ან კიდევ უარესი - კომუნისტები იყ-
ვნენ. სხვებიც ფიქრობდნენ, რომ უფასო საჭმლის დარიგება სწო-
რი არ იყო, რადგან თავად ყოველ ლუკმას საკუთარი ოფლით
მოიპოვებდნენ. „წადით და იმუშავეთ!“ ისმოდა ხოლმე გამ-
ვლელთა შეძახილები (შეურაცხმყოფელი შეძახილებიც ბევრი
იყო, თუმცა თავად მაწანწალები არაფერს იმჩნევდნენ. ცხადია,
მათ ლორაც აღიზიანებდათ და სხვა მისი მსგავსი, ეკლესიური,
ქველმოქმედი ადამიანებიც, მაგრამ თავიანთ უკმაყოფილებას
უფრო ხუმრობით, დამცინავი ღიმილით, მუჯლუგუნებითა და ჩა-
ქირქილებით გამოხატავდნენ. თავსმოხვეული მადლიერების
გრძნობა, ალბათ, ქვეყნად ყველაზე უსიამოვნო გრძნობაა).
ადგილობრივი პოლიცია ძალიან ყურადღებით იყო, რომ ამ
ადამიანებს პორტ ტიკონდეროგაში დაბუდება არ მოსვლოდათ
თავში. ისინი მხოლოდ დროებითი „სტუმრები“ იყვნენ და მალე
სადმე სხვაგან უნდა გადაბარგებულიყვნენ. მათ შორის ხშირად
ხელჩართული ბრძოლები და მუშტი-კრივიც კი იმართებოდა და,
როგორც ელვუდ მიურეი წერდა, ხელჯოხებიც ერთვებოდა საქმე-
ში. ასე რომ, მაწანწალები იძულებულები იყვნენ, სხვა სადგუ-
რებს შეკედლებოდნენ. ვინაიდან სადგურის უფროსობა ვაგონებ-
ში ასვლას მკაცრად აკონტროლებდა, ისინი ფეხით მიუყვებოდ-
ნენ ლიანდაგს. ეს საკმაოდ საშიში და სარისკო საქმე იყო, განსა-
კუთრებით იმ მონაკვეთებში, სადაც მატარებელს სიჩქარე უკვე
აკრეფილი ჰქონდა. რამდენიმე უბედური შემთხვევაც მოხდა და
ერთი თექვსმეტი წლის ბიჭი დაიღუპა კიდეც - მატარებელმა
შუაზე გადაჭრა (ლორა სამი დღით ჩაიკეტა ოთახში და საჭმელ-
საც არ ეკარებოდა. ის ბიჭი კარგად ახსოვდა, მისთვის თავად და-
უსხამს ერთხელ სუპი). ელვუდ მიურეიმ სასწრაფოდ გამოაცხო
სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, ბიჭის სიკვდილი ნამდვილად
ძალიან სამწუხარო შემთხვევა იყო, მაგრამ ამაში არც ქალაქს და
არც რკინიგზის თანამშრომლებს ბრალი არ მიუძღოდათო. ადა-
მიანი ასეთ სარისკო საქმეზე რომ წავა, სხვას რას უნდა მოელო-
დესო, წერდა.
ლორა იმ საქველმოქმედო სუპებისთვის დროდადრო ძვლებს
გამოსტყუებდა ხოლმე რენის. რენი გაიძახოდა, ეგ ძვლები ჩემი
საკუთარი ხომ არ გგონია, ეგენი ხეებზე კი არ იზრდება, ავილი-
ონშიც გვჭირდებაო; ერთი პენიც რომ დაზოგო, იგივეა, რაც ერთი
პენი მოიგო, და ნუთუ ვერ ხედავ, რომ მამა, ამ გასაჭირის დროს,
ყოველ პენის სიმწრით შოულობსო. მაგრამ დიდხანს მაინც ვე-
რასდროს უწევდა ლორას წინააღმდეგობას და ისიც ორ-სამ
ძვალს მაინც დასცინცლავდა ხოლმე. თანაც, ლორა ძვლებს
ვერც ხელს ჰკიდებდა და ვერც უყურებდა. ჰოდა, რენი იძულებუ-
ლი იყო, საკუთარი ხელით გაეხვია მისთვის ის გამოძალული
ძვლები. - აჰა, გამომართვი!.. ეგ მაწანწალები მალე ალბათ
მთელ სახლს გადაგვიჭამენ და ჩვენს ძვლებსაც დატკვირავენ!..
ცოტა ხახვიც ჩაგიდე, - ეტყოდა ხოლმე ოხვრით. არც ის მოსწონ-
და, ლორა სადილებს რომ არიგებდა. რენის აზრით, ლორასნაირ
გოგოს ასეთი საქმიანობა არ შეეფერებოდა.
- მაწანწალებს ნუ ეძახი. იმ საცოდავებს ყველა აგდებს, ყვე-
ლამ ზურგი აქცია… სამსახურს ითხოვენ, სხვას ხომ არაფერს.
- ბოდიში, ბატონო! - ეუბნებოდა რენი ლორას. მე კი ჩუმად
მეტყოდა ხოლმე, რა გვეშველება, ასე ძალიან როგორ დაემსგავ-
სა ცხონებულ დედამისსო.
ლორას საქველმოქმედო სადილების დარიგებაში არასდროს
მივხმარებივარ; არც არასდროს უთხოვია და რომც ეთხოვა, მა-
ინც ვერ წავყვებოდი, არ მეცალა. მამამ დაიჟინა, ფაბრიკის საქ-
მეებში სასწრაფოდ უნდა გაერკვიოო. Faute de mieux, მე ვაჟის
ადგილი უნდა დამეკავებინა „ჩეიზი და ვაჟების“ ბიზნესში და რად-
გან ოდესმე ამ ბიზნესის მართვა მომიწევდა, ხელები დროულად
უნდა დამეკაპიწებინა.
ვიცოდი, რომ ბიზნესის ამბებში ცუდად ვერკვეოდი და ბიზნე-
სის წარმოების არანაირი მოწოდებაც არა მქონდა. ამიტომ ძა-
ლიან ვშიშობდი და ვფრთხილობდი. მამას ყოველ დილას დავ-
ყვებოდი ფაბრიკაში, რათა (მისი თქმით) საკუთარი თვალით,
პრაქტიკულადაც მენახა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი
რეალურ ცხოვრებაში. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად
კონვეიერზე გამამწესებდა, როგორც სამხედროთა წესია (ოფი-
ცერმა ისეთი არაფერი უნდა დაავალოს ჯარისკაცებს, რის გაკე-
თებაც თავად არ შეუძლია). სამაგიეროდ, ბალანსის შესადგენად
დამსვა: უნდა აღმერიცხა შემოსული ნედლი მასალა და გასული
მზა პროდუქცია, ინვენტარი და საქონლის ტრანსპორტირების
ხარჯები.
ეგ საქმე აშკარად არ მეხერხებოდა, ზოგჯერ შეგნებულადაც
ვიჩენდი უნიათობას. ასეთი სამსახური კიდეც მომბეზრდა და მის-
მა სირთულემაც გვარიანად დამაფრთხო. დილით რომ მივიდო-
დი ფაბრიკაში, მონაზონივით ჩაცმული, გრძელ ქვედატანსა და
თეთრ ბლუზაში, და მამას კუდში დავყვებოდი ფინიასავით, მუშე-
ბის რიგებთან ჩავლა მიწევდა. ვგრძნობდი, რომ ქალებს ვძულდი
და კაცები კი თვალს არ მაშორებდნენ. ვიცოდი, რომ ზურგს უკან
დამცინოდნენ (ქალები მიხვრა-მოხვრას მიწუნებდნენ, კაცები კი
- აღნაგობას) და ამით, თითქოს, მითანაბრდებოდნენ. რაღაც
თვალსაზრისით, არც ვამტყუნებდი; მათ ადგილას მეც ასე მოვიქ-
ცეოდი. მაგრამ თავს მაინც შეურაცხყოფილად ვგრძნობდი.
ჰო, ჰო, ჰო, ჰო! ამას დამიხედეთ ერთი! თავი საბაელი დედო-
ფალი ჰგონია!.. ერთი კარგად უნდა გაჩეჩო და ჩამოაგდო ტახტი-
დან!
მამა ამ ყველაფერს ვერ ამჩნევდა… ან იქნებ, უბრალოდ, არ
იმჩნევდა.
ერთ საღამოს უკანა კარიდან რენის ელვუდ მიურეი მოადგა.
ისეთი გაბღენძილი და სერიოზული იერი ჰქონდა, როგორც რა-
ღაც სკანდალური ამბის მომტან კაცს. მე რენის ქილების მოხუფ-
ვაში ვეხმარებოდი. სექტემბერი იწურებოდა და ჩვენი ბოსტნის
პომიდვრის ბოლო მოსავალს ვაკონსერვებდით. რენის ყაირა-
თიანობა არასოდეს აკლდა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში
მთლად გადაირია. ეტყობა გრძნობდა, რომ ძაფი, რომელზეც
დოლარები იყო აცმული და რომელზეც მისი კეთილდღეობაც დი-
დად იყო დამოკიდებული, თანდათან ილეოდა და ხელში ადნებო-
და.
რაღაც ისეთი ხდება, რაც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა
იცოდეთო, გვითხრა ელვუდ მიურეიმ. რენიმ გამჭრიახი მზერა მი-
აპყრო მის გაბღენძილ სახეს, აწონ-დაწონა მოსალოდნელი შეტ-
ყობინების რეალური ღირებულება და, რაკი ჩათვალა, რომ მისი
მოსმენა მართლაც ღირდა, სამზარეულოში შემოიპატიჟა. მერე
მაგიდასთან დასვა, ჩაი შესთავაზა და სთხოვა, ცოტა ხანს დამა-
ცადეთ, სანამ ბოლო ქილასაც ამოვიღებდე მდუღარე წყლიდანო.
ქილა მაშებით რომ ამოიღო და საგულდაგულოდ მოხუფა, თავა-
დაც მაგიდასთან მოიკალათა.
ელვუდ მიურეიმ მოგვახსენა, რომ მის ლორას ქალაქში იმ
ახალგაზრდა კაცთან ერთად ხედავდნენ, ღილების ფაბრიკის
პიკნიკზე სურათი რომ გადაუღო. ჯერ საქველმოქმედო სადილე-
ბის დარიგებისას ნახეს, მერე პარკშიც ერთად ისხდნენ სკამზე,
თანაც არაერთხელ, და სიგარეტსაც ეწეოდნენო… თუმცა, შეიძ-
ლება, ის კაცი ეწეოდა და ლორა არა, ამას დაბეჯითებით ვერ ვიტ-
ყვიო. მერე ომის მემორიალთანაც ნახეს და ჯუბილი ბრიჯზეცო,
მოაჯირს მიყუდებულები ჩანჩქერს უყურებდნენო… მოკლედ, იქ
ხედავენ, სადაც პაემნების ადგილებიაო. მგონი, კემპინგთანაც
მოჰკრეს თვალი, რაც უკვე იმის უტყუარი ნიშანია, რომ ერთმა-
ნეთს ფიზიკურადაც დაუახლოვდნენ, ან საცაა დაუახლოვდე-
ბიანო… თუმცა საკუთარი თვალით ეს ყველაფერი არ დამინახავს
და სხვების ნათქვამს ბოლომდე არ ვენდობიო.
მაგრამ მაინც უფიქრია, რომ ჩვენთვის უნდა ეთქვა. ის კაცი
ზრდასრული ახალგაზრდაა და ლორა ხომ მხოლოდ თოთხმეტი
წლის ბავშვიაო… ხომ წარმოგიდგენიათ, რა სირცხვილი იქნება,
ის კაცი თუ ამით ისარგებლებს და გააბრიყვებსო. ელვუდი სკამის
საზურგეს მიეყრდნო და თავი თანაგრძნობით გადააქნია. ისეთი
კმაყოფილი ჩანდა, როგორც მაძღარი ზაზუნა, და თვალებიც
სიამოვნებისაგან ბოროტად უელავდა.
რენი გაცოფდა. ვერ იტანდა, როცა ჭორების დარგში ვინმე
თავზე გადაახტებოდა.
- მადლობელი ვართ, რომ დროულად შეგვატყობინეთ ეს ამ-
ბავი, სანამ უბედურება არ დატრიალებულა, - უთხრა თავშეკავე-
ბული თავაზიანობით, მაგრამ ხაზგასმით, და ამით შეეცადა ლო-
რას პატიოსანი სახელი დაეცვა.
- რას გეუბნებოდი?! დიდი უნამუსო და უსირცხვილო კაცია! -
მითხრა მე, როცა ელვუდი წავიდა. ცხადია, ელვუდს კი არა,
ალექს ტომასს გულისხმობდა.
ლორას პირზე რომ დავადექით, არაფერი უარუყვია, კემპინ-
გში პაემნის გარდა. პარკში სკამზე რამდენჯერმე ვიჯექი, მაგრამ
ძალიან ცოტა ხანსო. ვერ გაეგო, რენიმ ასეთი ამბავი რატომ ატე-
ხა. ალექს ტომასი არც ჩემი დროებითი ხუშტურია (რენის გამოთ-
ქმა იხმარა) და არც ჩემი კუროო (ესეც რენის გამოთქმა იყო); სი-
გარეტი არასოდეს მომიწევიაო, დაიფიცა, და, რაც შეეხება „ბო-
ზობას“ (ამ სიტყვასაც რენის დაესესხა), ეგეთ რამეებს თავადაც
ვერ ვიტანო. ისეთი რა გავაკეთე, ასეთი მდაბალი ეჭვები რომ აღ-
მეძრაო, უკვირდა გულწრფელად.
როცა ლორა ხარ-მეთქი, გავიფიქრე, ეს იმას ნიშნავს, რომ
სმენა ერთი ტონით გაქვს დაქვეითებული: მუსიკა უკრავს და რა-
ღაც გესმის, მაგრამ ისე არ გესმის, როგორც სხვებს.
ლორა ამტკიცებდა, ყოველ შეხვედრაზე (და ასეთი შეხვედრა
სულ სამი იყოო) მე და ალექს ტომასი სერიოზულ საკითხებზე
ვმსჯელობდითო. რა საკითხებზე? მაგალითად, ღმერთზე. ალექს
ტომასმა, თურმე, რწმენა დაკარგა და ლორა ცდილობდა, ისევ
სწორ გზაზე მოექცია იგი. ძალიან ძნელი საქმეა იმიტომ, რომ ცი-
ნიკურად არის განწყობილიო, ამბობდა (ალბათ, სკეპტიციზმს გუ-
ლისხმობდა). ალექსი ფიქრობს, რომ თანამედროვე ეპოქა ამ-
ქვეყნიურობაზე ზრუნვის ხანა უფრო იქნება, ვიდრე იმქვეყნიურ
ცხოვრებაზე ფიქრისო; კაცი კაცობრიობისთვის უნდა ცოცხლობ-
დეს და არა ღმერთისთვისო. ისიც უთქვამს, სული არა მაქვს და
საერთოდ არ მენაღვლება, როცა მოვკვდები, რა მომივაო… ლო-
რამ თქვა, ძნელი კია, მაგრამ მაინც არ დავყრი ფარხმალს და
კვლავაც შევეცდები, გონს მოვიყვანოო.
ხელი ავიფარე და ჩავახველე, პირდაპირ გაცინება არ მინდო-
და. ბევრჯერ მინახავს, ლორა მისტერ ერსკინს რა ვირტუოზუ-
ლად აბნევდა ხოლმე ამგვარი ხმამაღალი რიტორიკით. ჰოდა,
ახლაც სწორედ ამ ხერხს მიმართა. რენი დოინჯშემოყრილი, გა-
ჩაჩხული და პირდაღებული იდგა, როგორც კუთხეში მიმ-
წყვდეული ქათამი.
- აქედან რატომ არ მიდის, ეგ მაინტერესებს, - უკანასკნელად
გაიბრძოლა რენიმ საკუთარი პოზიციის დასაცავად. - ასე თქვა,
აქ სტუმრად ჩამოვედიო.
- ააა, გასაგებია… რა ვიცი, აბა?.. აქ რაღაც საქმე აქვს. თანაც,
სრული უფლება აქვს, იქ იყოს, სადაც მოესურვება, მონობა კარგა
ხანია, გადავარდა, კაპიტალიტების მიერ დამონებულ მუშებს თუ
არ ჩავთვლით.
მივხვდი, რომ მათი შეხვედრები მარტო ლორას მონოლოგე-
ბით არ ამოიწურებოდა, და რომ ალექს ტომასიც თავისას აწვე-
ბოდა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მალე პატარა ბოლ-
შევიკი შეგვრჩებოდა ხელში.
- ძალიან ბებერი ხომ არ არის?
- ბებერი რისთვის? - გაავებული მზერა მომაპყრო ლორამ. -
სულს ასაკი არ გააჩნია.
- ხალხს პირს ვერ ამოუკერავ, - თავისი საყვარელი ფრაზა ჩა-
ურთო რენიმ.
- ეგ რა ჩემი სადარდებელია? - გაღიზიანდა ლორა. „ხალხი“
მისი მუდმივი ჯვარი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ეზი-
და.
მეც და რენიც ძალიან დავიბენით. რა უნდა გვექნა? მამასთვის
რომ გვეთქვა, მაშინვე აუკრძალავდა ალექს ტომასთან შეხვედ-
რას. მაგრამ ლორა ნამდვილად არ შეეპუებოდა. ჰოდა, ვიფიქ-
რეთ, მამას თუ ვეტყოდით, საქმე მხოლოდ უფრო გართულდებო-
და… თანაც, ხელმოსაჭიდიც არაფერი გვქონდა (მე და რენი ამ სა-
კითხზე ერთი და იმავე აზრის ვიყავით და ამიტომ პირი შევკა-
რით).
დღეები გადიოდა და ვგრძნობდი, რომ ლორა რაღაცნაირად
მაბრიყვებდა, მაგრამ ვერ გამეგო, რა თვალსაზრისით. ვფიქ-
რობდი, ნამდვილად არა ტყუის, უბრალოდ სიმართლეს ბოლომ-
დე არ ამბობს-მეთქი. ალექს ტომასთან ცხარე დისკუსიაში ჩაბმუ-
ლი, მეც რამდენჯერმე დავინახე: ერთხელ ომის მემორიალთან,
მეორედ - ჯუბილი ბრიჯზე, მესამედ კი - ბეტის კაფესთან. ყველა
უყურებდა, ჩემი ჩათვლით. ნამდვილი გამოწვევა იყო.
- უნდა დაელაპარაკო, ჭკუა უნდა დაარიგო, - მეუბნებოდა რე-
ნი. მაგრამ ჭკუას ვერ ვარიგებდი; თანდათან საერთოდაც ძალიან
გამიჭირდა ლორასთან ლაპარაკი… იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონ-
და. ხშირად ყოფილა - მე ვლაპარაკობ, ის კი ყურს არ მიგდებს,
ჩემი სიტყვები სადღაც მის მიღმა იღვრებიან და ფიფქებივით ქრე-
ბიან. გინდა ლორას ელაპარაკე და გინდა კედელს ცერცვი შეაყა-
რე…
როცა ფაბრიკაში არ მივდიოდი და თავისუფალი ვიყავი იმ რუ-
ტინისაგან, რომელიც მამასაც უკვე ყელში ამოსვლოდა, ქალაქ-
ში დავეხეტებოდი ჩემთვის. სანაპიროზე საქმიანი სახით მივაბი-
ჯებდი, ვითომ სადღაც მიმეჩქარებოდა. ხან ხიდზე ვჩერდებოდი,
ვითომ ვიღაცას ველოდებოდი, და თანაც შავ წყალს ჩავცქერო-
დი, თვითმკვლელი ქალების ამბებს ვიხსენებდი. ვიცოდი, რომ
სიყვარულის გამო იკლავდნენ თავს, ამით უხდიდნენ ხარკს ამ
საოცარ გრძნობას. სიყვარული მოულოდნელად, თავზარივით
დაგეცემოდა; სანამ აზრზე მოხვიდოდი, მანამ ჩაგასობდა კლან-
ჭებს გულში და მერე ვეღარაფერს გააწყობდი. როგორც კი შე-
გიყვარდებოდა, გრძნობა მთლად წაგლეკავდა და გაგანადგუ-
რებდა; ვინც უნდა ყოფილიყავი, მაინც ასე დაგემართებოდა…
წიგნებიც ხომ ამას გვასწავლიდნენ.
ხანდახან მთავარ ქუჩაზე ვსეირნობდი და გულდასმით ვათვა-
ლიერებდი ვიტრინებს: იქაურ წინდებსა და ფეხსაცმელებს, ქუ-
დებსა და ხელთათმანებს, ჭანჭიკებსა და ქანჩებს. კინოვარ-
სკვლავების პლაკატებს ვუყურებდი, მინის ჩარჩოებში რომ იყო
გამოფენილი კინოთეატრ „ბიჟუსთან“, და მერე საკუთარ თავს
ვაკვირდებოდი - ნეტა ვგავარ თუ არა მათ და როგორი ვიქნები,
თმა კარგად რომ დავიყენო და ლამაზი ტანსაცმელი ჩავიცვა--
მეთქი. შიგნით შესვლის უფლება არ მქონდა, კინოში გათხოვე-
ბამდე არ ვყოფილვარ, რადგანაც რენი დარწმუნებული იყო, რომ
„ბიჟუში“ ახალგაზრდა გოგონებს რყვნიდნენ. იქ ბინძური აზრე-
ბის მქონე კაცები ქალებზე სანადიროდ დაიარებიანო, ამბობდა;
გვერდით მოგიჯდებიან, ხელით შეგეხებიან და, სანამ აზრზე მოხ-
ვალ, ქვეშაც მოგიგდებენო. რენის მონაყოლში ქალები ყოველ-
თვის ინერტულობით გამოირჩეოდნენ, თავს ვერ იცავდნენ; ხელ-
ფეხდაბორკილები, უსუსურები და პარალიზებულები იყვნენ იმ
შოკისა თუ შეურაცხყოფისაგან, რომელსაც საზიზღარი კაცები
აყენებდნენ… მოკლედ, მათი საშველი არ იყო.
გრილი სარდაფი

ჰაერი სუსხიანია, ქარი ღრუბლებს მაღლა ცისკენ ერეკება. გა-


ნახლებულ და მორთულ სადარბაზოებთან გამხმარი სიმინდის
გროვები მოჩანს. პარმაღებზეც უკვე დასკუპებულან ჰელოუინის
კბილებდაკრეჭილი გოგრები. ერთ კვირაში ქუჩებს ბალერინე-
ბის, ზომბების, უცხოპლანეტელების, ჩონჩხების, მკითხავი ბოშე-
ბის და გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავების კოსტიუმებში გამოწ-
ყობილი, ტკბილეულზე დაგეშილი ბავშვები მოედებიან. მე კი,
როგორც ყოველთვის, შუქს ჩავაქრობ და გავისუსები, ვითომ შინ
არა ვარ... არ გეგონოთ, თითქოს მათ ვერ ვიტანდე; უბრალოდ
თავს ვიცავ ხოლმე ასე - რომელიმე ლიფსიტა რომ დაიკარგოს იმ
ორომტრიალში, არ მინდა დამაბრალონ, დედაბერმა შეიტყუა
შინ და გადასანსლაო.
მაირას რომ ვუთხარი ეს, გაეცინა; იფიქრა, მეხუმრებაო.
მაირას გახურებული ვაჭრობა აქვს გამართული; შეუსვენებლივ
ყიდის ხელნაკეთ ნარინჯისფერ სანთლებს, შავ კერამიკულ კა-
ტებს, ატლასის ღამურებს და ჭინჭებისაგან შეკერილ ალქაჯებს,
დამჭკნარი ვაშლისაგან გაკეთებული დანაოჭებული სახეებით.
გუშინ მთელი დღე და ღამეც გული მჩხვლეტდა და მაწუხებდა,
ტახტიდან ვერ ვდგებოდი. დილით აბები მივიღე და ენერგია უც-
ნაურად მომეძალა. დონატების მაღაზიამდე ლამის კუნტრუშით
მივედი და მაშინვე საპირფარეშოს მივაშურე. საპირფარეშოს
კედლები გულდასმით დავათვალიერე. ახალი წარწერები გაეკე-
თებინათ: თუ რაიმე კარგის თქმა არ შეგიძლია, საერთოდ ნურა-
ფერს იტყვი. ამას მეორე წარწერაც მოსდევდა: თუ კარგს ვერა-
ფერს იდებ პირში, საერთოდ ნუ ჩაიდებ… ღმერთო, რა თავისუფ-
ლად სუნთქავს ადამიანი, როცა იცის, რომ მის ქვეყანაში სიტყვის
სრული თავისუფლებაა!
საპირფარეშო რომ მოვითავე, ერთი ჭიქა ყავა და შოკოლად-
მოსხმული დონატი ვიყიდე, გარეთ გამოვედი და ზედ სანაგვე
ყუთთან მიდგმულ (ამათაც მოუხერხებიათ, რა!) სკამზე ჩამოვჯე-
ქი. დავჯექი და ჯერ კიდევ თბილ მზეს კუსავით მივეფიცხე. კაფეს-
თან ხალხი ირეოდა: ორი ჭარბწონიანი ქალი, საბავშვო ეტლით;
უფრო ახალგაზრდა და თხელი ქალი, შავი, ვერცხლისფერი პის-
ტონებით დასეტყვილი ტყავის ქურთუკითა და ნესტოში გაყრილი
რგოლით; სამი ხნიერი ტიპი წყალგაუმტარ ლაბადებში. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს ყველა მე მომჩერებოდა. ნეტა ისევ
ისე პოპულარული და ყბადაღებული ვარ, თუ უბრალოდ შეშლი-
ლი ბებრუხანას შთაბეჭდილებას ვტოვებ-მეთქი, გავიფიქრე. ან
იქნებ საკუთარ თავს ხმამაღლა ველაპარაკებოდი? ახლა უკვე
ძნელი სათქმელია. ზოგჯერ, თუ ყურადღება მოვადუნე, ხმა უნებ-
ლიეთ ამომდის პირიდან… შრიალა ჩურჩული შემომესმა, დამ-
ზრალი ვაზების ჭრიალი, შემოდგომის ქარის ზუზუნი გამხმარ ბა-
ლახში.
ამ ჩემს ფეხებს, თუ ხალხი ჩემზე ცუდად ფიქრობს-მეთქი, თავი
დავიმშვიდე. თუ მათ სურთ, სხვების ლაპარაკს ჩუმად უგდონ ყუ-
რი, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი.
ამ ჩემს ფეხებს! ამ ჩემს ფეხებს!.. მოზარდების ამოჩემებული
საპასუხო ფრაზა… სინამდვილეში ძალიანაც მენაღვლება, ჩემზე
რას ფიქრობენ. ყოველთვისაც მენაღვლებოდა. ლორასგან გან-
სხვავებით, ჩემს მოსაზრებებს და ფიქრებს ღრმად ვიმარხავდი
გულში.
ძაღლი მომიახლოვდა. ნახევარი დონატი გადავუგდე. კეთი-
ლი იყოს შენი მობრძანება-მეთქი, ვუთხარი. რენი მოგვიპატიჟებ-
და ხოლმე ამ სიტყვებით, როცა ჩაგვავლებდა, რომ კარზე ყურმი-
დებულები ჩუმად ვუსმენდით.
1934 წლის ოქტომბერში ხალხი ერთთავად ღილების ფაბრი-
კაში მიმდინარე მოვლენებზე ლაპარაკობდა. ამბობდნენ, ჩამო-
სული აგიტატორები ყველას ტვინს ურევენ, განსაკუთრებით კი იმ
ფიცხ ახალგაზრდებს, სისხლი რომ უდუღთო. ყველას „კოლექ-
ტიური შეთანხმება“, „მუშათა უფლებები“ და „პროფკავშირები“
ეკერა პირზე. ნეტა ყველა პროფკავშირი აკრძალეს თუ მარტო
ისინი, „დაკეტილ საამქროებში“ რომ არის? ზუსტად არავინ იცო-
და. ასე იყო თუ ისე, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა.
მისიზ ჰილქოუთის თქმით, ის აგიტატორები სულ ბანდიტები
და მკვლელები იყვნენ, თანაც, უბრალოდ ჩამოსულები კი არა,
არამედ უცხოეთიდან ჩამოსულები, რაც კიდევ უფრო თავზარ-
დამცემად ჟღერდა. რენი ამტკიცებდა, დაბალი, შავტუხა, ულვა-
შებიანი კაცები არიან, სისხლით აწერენ ხელს თავიანთი საქმის
ერთგულებაზე და მისთვის სიკვდილსაც არ ერიდებიანო. მაგათ
არეულობის და საპროტესტო გამოსვლების აგორება შეუძლიათ
და უკან არაფერზე დაიხევენ - ბომბებსაც ჩამოგიგდებენ, ღამით
შინაც შემოგეჭრებიან და მძინარეს ყელსაც წამში გამოგჭრიანო.
დიახ, სწორედ ასეთი მეთოდებით მუშაობენ ეგ დაუნდობელი
ბოლშევიკები და პროფკავშირების ლიდერებიო, ეთანხმებოდა
ელვუდ მიურეი. ისინი თავისუფალ სიყვარულს ქადაგებენ, ოჯა-
ხების დანგრევა უნდათ და ყველა მდიდრის (ფულიანის, ან თუნ-
დაც მათი, ვისაც საათი ან საქორწინო ბეჭედი მაინც შემორჩა)
დახვრეტა აქვთ განზრახულიო. ამბობენ, რუსეთში ზუსტად ასე
მოიქცნენო.
მამას ფაბრიკებს რომ პრობლემები ჰქონდა, ამასაც აღნიშ-
ნავდნენ.
ორივე ჭორი - აგიტატორებზე და მამას ფაბრიკების პრობლე-
მებზე - საჯაროდ უარყვეს, მაგრამ ხალხს მაინც სჯეროდა, რომ ეს
ჭორები კი არა, სიმართლე იყო.
სექტემბერში მამამ მუშების ნაწილი დაითხოვა, ძირითადად
ახალგაზრდები (რომლებსაც, მისი აზრით, უფრო ადვილად შეეძ-
ლოთ თავის გატანა), დარჩენილებს კი სამუშაო დრო შეუკვეცა.
მუშებს აუხსნა, საქმე ბევრი აღარ არის და ყველა საამქროს სრუ-
ლი დატვირთვით ვერ ვამუშავებო. ჩეიზის ღილებს კლიენტები
მოაკლდა. მათი დამზადება საწარმოსთვის მაშინ იყო მომგე-
ბიანი, როცა დიდი პარტიებით ვყიდდითო. აღარც საცვლები იყი-
დებოდა. ხალხს ძველი საცვლების დაკემსვა ერჩივნა ახლის,
თუნდაც ისეთი იაფფასიანის, ყიდვას, როგორსაც „ჩეიზი და ვაჟე-
ბი“ უშვებდნენ. ცხადია, ქვეყანაში ყველა უმუშევარი არ იყო, მაგ-
რამ სტაბილურობის განცდა არც დასაქმებულებს ჰქონდათ. ჰო-
და, ბუნებრივია, ცდილობდნენ, ფული უაზროდ არ ეფლანგათ და
შავი დღისთვის გადაენახათ. ვერც გაამტყუნებდი, მათ ადგილას
ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
არითმეტიკა დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, თავი-
სი უამრავი ფეხით, უამრავი თავითა თუ ხერხემლით, თავისი და-
უნდობელი, ნულოვანი თვალებით. ორი და ორი ოთხიაო, მეუბ-
ნებოდა იგი, მაგრამ ეს ორი და ორი თუ არ გაქვს, მაშინ რას შეკ-
რებ? ჰოდა, ვერც ვკრებდი, არაფერი გამომდიოდა. საბუღალ-
ტრო წიგნებში შეტანილი წითელი ციფრების დავთრის მეორე
მხარეს შავად გადატანას ვერ ვახერხებდი. ეს კი საშინლად
მთრგუნავდა; ისე განვიცდიდი, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილი-
ყოს. ღამით თვალებს რომ ვხუჭავდი, სულ ციფრები მელანდებო-
და - ქვედა სართულზე, ჩემს საწერ მაგიდაზე გაშლილ თაბახებს
ვხედავდი, ზედ რიგებად ჩამომწკრივებული ციფრებით. ის საზიზ-
ღარი წითელი ციფრები მექანიკური მუხლუხებივით იგრიხებოდ-
ნენ ფურცელზე და იმ გრაფაში, სადაც შავად უნდა გადასულიყ-
ვნენ, საერთოდ ქრებოდნენ… მოკლედ, „ჩეიზსა და ვაჟებს“ პრო-
დუქციის წარმოება ბევრად მეტი უჯდებოდა, ვიდრე ამ პროდუქ-
ციის გაყიდვით შემოსული თანხა იყო. ციფრები ცუდად იქცეოდ-
ნენ, უგულოდ, უსამართლოდ და შეუბრალებლად… თუმცა, რა
უნდა ექნათ? ციფრი ციფრია და არჩევანი არა აქვს.
დეკემბრის პირველ კვირას მამა უკვე იძულებული გახდა, სა-
წარმოები დაეხურა. თანამშრომლებს ამშვიდებდა, დროებითი,
მცირეხნიანი მანევრია, რომ ოდნავ სული მოვითქვათ და ახალი
ძალით შევებრძოლოთ შექმნილ ვითარებასო. კრებაზე მუშებს
სთხოვა, მოთმინება იქონიეთ და გამიგეთო, მაგრამ შეკრებილე-
ბი დაძაბული მდუმარებით შეხვდნენ მის ნათქვამს. კრების შემ-
დეგ ავილიონში დაბრუნდა, კოშკურაში ჩაიკეტა და იქამდე სვა,
სანამ ბოლომდე არ დაკარგა გონება. ზემოდან რაღაცეების
მტვრევის ხმა ისმოდა - მინის ჭურჭელს ამტვრევდა, ალბათ, ბოთ-
ლებს. მე და ლორა ჩემს ოთახში, საწოლზე ვისხედით ხელებგა-
დაჭდობილები და მამას ბოღმისა და დარდის გამომხატველ
ხმებს ვუსმენდით, პირდაპირ ჩვენს თავზე გადავლილი ჭექა--
ქუხილივით რომ გრგვინავდა. ასეთი მასშტაბის შეტევა მას კარ-
გა ხანია, აღარ დამართნოდა.
ალბათ ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ თავის ხალხს უღალატა,
დამარცხდა, და რაც არ უნდა ეღონა, ვეღარაფერს გააწყობდა.
- მამასთვის აუცილებლად ვილოცებ, - თქვა ლორამ.
- მერე, შენი აზრით, ღმერთს მამა ძალიან ენაღვლება? კიდე-
ვაც რომ არსებობდეს, არა მგონია, მამა რამედ უღირდეს, - ვუპა-
სუხე გულისტკივილით.
- მაგას ვერავინ გაიგებს, ვიდრე ჟამი არ მოიწევა.
- რომელი ჟამი? - ვკითხე გამოჯავრებით, თუმცა მშვენივრად
ვიცოდი, რასაც გულისხმობდა - სიკვდილის ჟამს. ამაზე ადრეც
გვილაპარაკია.
მამას განცხადებიდან რამდენიმე დღეში პროფკავშირმა წა-
მოყო თავი და კლანჭებიც გამოაჩინა. პროფკავშირს უკვე ჰყავდა
აქტივისტთა ჯგუფი, მაგრამ ახლა უნდოდათ, ამ ორგანიზაციაში
ყველა მუშა გაერთიანებულიყო. მიტინგი დაკეტილ ღილების
ფაბრიკასთან გაიმართა. გამომსვლელებმა ყველა მუშას მოუწო-
დეს, შემოგვიერთდითო, რადგან, როცა ჩეიზი საწარმოებს
კვლავ აამუშავებს, მათხოვრულ ხელფასებს დაგინიშნავთ და
იძულებული იქნებით, იშიმშილოთო. თქვენი დამქირავებელი
ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი - საკუთარი ფული ბანკში
გააქანა, კრიზისის პერიოდში რომ არაფერი დახარჯოსო. იქამდე
დაიცდის, სანამ ადამიანები უკიდურეს წერტილამდე არ მივლენ,
და მერე მუშების ხარჯზე ხელს ისევ მოითბობსო. ეგეც და მისი გა-
დაპრანჭული ქალიშვილებიც ფუქსავატი პარაზიტები არიან,
რომლებიც მშრომელი ხალხის ოფლით ცხოვრობენო.
აშკარაა, რომ მაგ საზიზღარი მიტინგის ორგანიზატორები
აქაურები არ არიანო, გვითხრა რენიმ, რომელიც სიტყვა--
სიტყვით გვიყვებოდა ხოლმე ყველაფერს სამზარეულოში სადი-
ლობისას (სასადილო ოთახში აღარ ვსადილობდით, რადგან მა-
მა სადილად არ ჩამოდიოდა, თავის კოშკურაში იყო გამაგრებუ-
ლი და რენის საჭმელი მისთვის იქ აჰქონდა). მაგ ნაძირალებს
ზნეობაზე წარმოდგენა არა აქვთ, თქვენზე როგორ გაბედეს ასე-
თი რამის თქმა, როცა ყველამ იცის, რომ თქვენ არაფერი დაგი-
შავებიათო!.. ყურადღებას ნუ მიაქცევთო, გვარიგებდა. სათქმე-
ლად ადვილი იყო, მაგრამ გასაკეთებლად - ძალიან ძნელი.
მამას ერთგული ადამიანებიც შემორჩა. როგორც გავიგეთ,
მიტინგზე, თურმე, კამათი გაჩაღებულა, კამათი კი ყვირილსა და
მუშტი-კრივში გადაზრდილა. ვნებები ვეღარ დაუოკებიათ და ერ-
თი კაცისთვის თავიც გაუტეხავთ. დაზარალებული ტვინის მძიმე
შერყევით გაუქანებიათ საავადმყოფოში. ის კაცი ერთ-ერთი გა-
ფიცულთაგანი ყოფილა (ბუნტის მოთავეებმა „გაფიცულები“ და-
ირქვეს), მაგრამ უბედური შემთხვევა მათვე დააბრალეს, რადგან
ასეთი საქმის წამომწყები ყოველთვის თავადაა დამნაშავე; კაცმა
არ იცის, არეულობა რით შეიძლება დასრულდეს.
ჯობს, არასოდეს არაფერი წამოიწყო, პირზე ბოქლომი
დაიდო… ასე ბევრად უკეთესია, ყოველთვის!
მამას კელი ფიცსიმონზი ესტუმრა. თქვა, ძალიან ვწუხვარ და
განვიცდი, ასე რომ ჩაეშვაო. ცხადია, მორალურ ჩაშვებას გუ-
ლისხმობდა. მამას უთხრა, ვერ გამიგია, ასე საშინლად როგორ
მოექეცი შენს მუშებსო. მამამ უპასუხა, რეალობას თვალი უნდა
გაუსწორო, კარგი ნუგეშისმცემელი ნამდვილად ვერ ყოფილხა-
რო. ისიც უთხრა, მაგ ჭკუაზე ალბათ შენმა ერთ-ერთმა კომუნის-
ტმა მეგობარმა დაგაყენაო. კელიმ მიუგო, ეგ ჩემი პირადი აზრია,
შენთან სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო მოვედიო. მართა-
ლია, კაპიტალისტი ხარ, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის კარგად
ეპყრობოდი. ახლა კი ვხედავ, რომ უგულო პლუტოკრატად ქცე-
ულხარო. მამა შეედავა, გაკოტრებული კაცი პლუტოკრატი რო-
გორ იქნებაო. ამაზე კელიმ მიუგო, შენი აქტივების ლიკვიდაცია
უნდა მოგეხდინაო. მამამ უთხრა, ჩემს აქტივებს ახლა იგივე ფასი
აქვს, რაც შენს უკანალს, შარაზე რომ გაქვს გადებული და ყველა
მსურველს გულუხვად და უსასყიდლოდ რომ ასარგებლებო. მა-
გით შენც კარგად სარგებლობდიო, მიუგო კელიმ. მართალია,
ვსარგებლობდი, მაგრამ გაუთვალისწინებელ ხარჯებს არ ვით-
ვლიდი, შენი ხელოვანი მეგობრების დასაპურებლად რომ გავი-
ღე და მაინც რომ ვერ გავაძღე ჯერ საჭმელ-სასმელით, მერე სა-
კუთარი სისხლით და ახლა უკვე სულითაცო. კელიმ რეაქციონე-
რი ბურჟუა უწოდა, მამამ - ლეშის ბუზი. უკვე საშინლად უყვიროდ-
ნენ ერთმანეთს. მერე კარიც გაჯახუნდა, მანქანაც ახრიალდა
ხრეშზე და კელი ადგილიდან მოწყდა. ეს იყო და ეს, ამით მათი
ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა.
ნეტა რენის გაუხარდა, თუ ეწყინა? ალბათ უფრო ეწყინა. კელი
არ მოსწონდა, მაგრამ ბოლოს შეეჩვია. თანაც, ერთ დროს მამას-
თვის ძალიან სასარგებლო იყო მასთან ურთიერთობა. ახლა ვინ
დაიჭერდა მის ადგილს? ალბათ ვინმე ახალი ბოზანდარა… ჰოდა,
შეუჩვეველ ჭირს ისევ შეჩვეული არ ერჩივნა?
მომდევნო კვირას, „ჩეიზი და ვაჟების“ მუშების მხარდასაჭე-
რად, საყოველთაო გაფიცვის მოწოდებები გაისმა. ყველა მაღა-
ზია თუ საწარმო უნდა დაკეტილიყო, ყველა საჯარო დაწესებულე-
ბას უნდა შეეწყვიტა მუშაობა - ტელეფონებს, ფოსტას და ა.შ.
აღარც რძე უნდა ყოფილიყო, აღარც პური და აღარც მაცივრებს
უნდა ემუშავა (ნეტა ვინ იძლეოდა ასეთ დირექტივებს? ცხადია, ის
ადამიანი არა, ვინც მათ საჯაროდ აჟღერებდა. ის კაცი ადგილობ-
რივ მცხოვრებად, ჩვენს თანამოქალაქედ ასაღებდა თავს და ამ-
ბობდნენ, გვარად მორტონიაო… თუ მორგანი?.. მოკლედ, რაღაც
მაგდაგვარი. მალე გამოაშკარავდა, რომ აქაური არ ბრძანდებო-
და და არც ჩვენს საწარმოებში უმუშავია. ასე რომ ყოფილიყო,
მსგავს რამეებს ნამდვილად არ იკადრებდა… ნეტა ბაბუამისი რა
კაცი იყო?).
მოკლედ, დადასტურდა, რომ ამ მოწოდებების გამავრცელე-
ბელი მათი ავტორი არ იყო. მაგ კაცს ჭკუა ნამდვილად არა აქვსო,
ამტკიცებდა რენი, ამდენს დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა,
აშკარაა, რომ ბნელი ძალები მართავენო.
ლორა ალექს ტომასზე ნერვიულობდა. ამ ამბავში რაღაც-
ნაირად აუცილებლად გაერეოდაო, ამბობდა. თითქმის ეჭვი არ
მეპარება, რომ ასეა, რადგან, თავისი შეხედულებებიდან გამომ-
დინარე, ვალდებულიც არის, ასეთ საქმეებში გაერიოსო.
ნაშუადღევს რიჩარდ გრიფენი მანქანით ჩამობრძანდა ავი-
ლიონში. უკან კიდევ ორი მანქანა მოჰყვებოდა. უზარმაზარი მან-
ქანები იყო, გალაპლაპებული. იმ მანქანებში ხუთნი ისხდნენ.
ოთხი მათგანი ზორბა კაცი იყო, მუქ პალტოებსა და რუხ ქუდებში.
რიჩარდ გრიფენი და ერთი კაცი მამასთან ერთად კაბინეტში შე-
ვიდნენ; ორნიც სახლის კარებთან განლაგდნენ - ერთი წინა კარ-
თან, მეორე - უკანასთან. დანარჩენი ორი კი ერთ-ერთი მანქანით
სადღაც წავიდა. მე და ლორა მანქანების მიმოსვლას ლორას სა-
ძინებლის ფანჯრიდან ვადევნებდით თვალს. გაგვაფრთხილეს,
ფეხებში ნუ მოგვედებითო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი საუბ-
რისთვის ყური არ უნდა მიგვეგდო. რენის რომ ვკითხეთ, რა
ხდება-თქო, შეშფოთებული გვეჩვენა. ასე გვითხრა, თქვენზე მე-
ტი არც მე ვიციო. თუმცა, ყურები აშკარად დაცქვეტილი ჰქონდა.
რიჩარდ გრიფენი სადილად არ დარჩენილა. როცა წავიდა,
ორი მანქანა თან გაჰყვა, ერთი კი ჩვენთან დარჩა, სამი ზორბა
კაცით. რომ არ შევეწუხებინეთ, ჩვენი ყოფილი მძღოლის ბინაში
დაბანაკდნენ, გარაჟის თავზე.
დეტექტივები არიანო, გვითხრა რენიმ. კი, კი, ნამდვილად დე-
ტექტივები იქნებიან და იმიტომაც არ იხდიან პალტოებსო. ეგ
პალტოები იმ იარაღს მალავს, წელს ზემოთ, იღლიასთან რომ
უკიდიათო. ალბათ რევოლვერები იქნებაო, ამტკიცებდა. ასეთი
რამეები ჟურნალებში ჰქონდა ამოკითხული. აქ ჩვენს დასაცავად
დაბანაკდნენ და თუ ვინმე უცნობს დაინახავთ ჩვენს სახლთან ახ-
ლოს ან ეზოში, მაშინვე დაიკივლეთო.
მეორე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო გა-
მოსვლები დაიწყო. მსვლელობის მონაწილეთაგან ბევრი უწინ
არავის ენახა; ყოველ შემთხვევაში, ვერავინ ცნობდა. მათხოვარ-
სა და მაწანწალას ვინ დაიმახსოვრებს? მაგრამ ზოგიერთი მათ-
განი მაწანწალას აშკარად არ ჰგავდა. ისინი გადაცმული და აქა-
ურ ხალხში შერეული აგიტატორები იყვნენ. მთელი წინა პე-
რიოდი სიტუაციას ჯაშუშებივით აკონტროლებდნენ… ნეტა ქა-
ლაქში ასე უცებ და უჩუმრად როგორ შემოაღწიეს? ალბათ, ვაგო-
ნების სახურავებზე გართხმულები ჩამოჰყვნენ მატარებლებსო,
ამბობდა ხალხი; ასეთები სწორედ ასე გადადიან ადგილიდან ად-
გილზეო.
აქციის მონაწილენი ქალაქის საბჭოს შენობასთან შეგროვ-
დნენ. თავიდან სიტყვებით გამოდიოდნენ, ყაჩაღებსა და სის-
ხლისმწოველ წურბლებს ახსენებდნენ. მერე მუყაოსაგან დამზა-
დებული მამას გამოსახულება გამოიტანეს (იმ გამოსახულებაზე
მამა სიგარას ეწეოდა და ცილინდრი ეხურა, რაც საერთოდ არა-
სოდეს გაუკეთებია) და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე დაწ-
ვეს. ჭინჭის ორი, ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი, თოჯინა
ნავთში ამოავლეს და ისინიც ცეცხლს შეუკეთეს. ის თოჯინები შენ
და ლორა იყავითო, აგვიხსნა რენიმ. უხამსი ხუმრობაც მიუყოლე-
ბიათ, ნახეთ, რა მხურვალები არიანო (ლორას ალექს ტომასთან
ერთად ხეტიალი, ცხადია, მხედველობიდან არავის გამორჩენია).
ეს ყველაფერი რენის რონ ჰინკსმა უამბო, აუცილებლად უნდა
იცოდეო. თანაც გააფრთხილა, გოგოები ქალაქში ნუ გავლენ, იქ,
ვნებათა ღელვაში, ყველაფერი შეიძლება მოხდესო. უმჯობესია,
ავილიონში დარჩნენ, მანდ უსაფრთხოდ მაინც არიანო. ისიც უთ-
ქვამს, თოჯინების ამბავი ნამდვილი ახვრობაა და აუცილებლად
გავარკვევ, ეგ აზრი ვის მოუვიდა თავშიო.
მთავარ ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებსა და ბიზნეს-ოფისებს,
რომლებმაც მუშაობის შეწყვეტაზე უარი თქვეს, ფანჯრები ჩაულე-
წეს. მერე იმათი ფანჯრებიც მიაყოლეს, ვისაც უარი არ უთქვამს.
ამას საყოველთაო ძარცვა მოჰყვა და ბოლოს უკონტროლო სი-
ტუაცია ჩამოყალიბდა. ელვუდ მიურეის რედაქციაც დაარბიეს,
სულ მიულეწ-მოულეწეს მანქანა-დანადგარები და ინვენტარი.
ბნელი ოთახი გადარჩა, მაგრამ კამერა - ვერა. მიურეისათვის ეს
დიდი დარტყმა იყო და მერე დაუსრულებლად ლაპარაკობდა ამ
თემაზე.
იმ ღამეს ღილების ფაბრიკას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის ალი
პირველად ქვედა სართულის ფანჯრებიდან გამოვარდა. ალს ჩე-
მი ფანჯრიდან ვერ ვხედავდი, მაგრამ იქით მიმავალმა სახანძრო
მანქანამ წივილ-კივილით ჩაგვიქროლა. ელდა მეცა და ძალიან
შევშინდი, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, ეს ყველაფერი რაღაცით მა-
ინც ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი მეჩვენებოდა. სახან-
ძრო მანქანის აქეთ-იქით გრიალსა და შორეულ შეძახილებს
რომ ვაყურადებდი, სათადარიგო კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგონე.
ჯერ რენი მეგონა, მაგრამ შევცდი, ლორა იყო. პალტო ეცვა.
- სად იყავი? ხომ გვითხრეს, გარეთ ნუ გახვალთო?! მამას თა-
ვის სადარდებელი არ ეყოფა, ახლა კიდევ ჩვენზე რომ ინერ-
ვიულოს?
- ორანჟერეაში გავედი. მშვიდი ადგილი მჭირდებოდა, რომ
წყნარად მელოცა, - მიპასუხა ლორამ.
ცეცხლი კი ჩააქრეს, მაგრამ ფაბრიკის შენობა ძალიან დაზი-
ანდა. ეს ის პირველი ცნობა იყო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.
მერე მისიზ ჰილქოუთიც მოქაქანდა, გულამოვარდნილი, გარეც-
ხილი სარეცხით ხელში, და დაცვამ ავილიონში უპრობლემოდ
შემოუშვა. ფაბრიკაში ცეცხლი კი არ გაჩნდა, შეგნებულად წაუკი-
დესო, გვითხრა. იქვე ახლოს ბენზინის კანისტრები უპოვიათ…
ღამის დარაჯი მოუკლავთ, საწყალი თავგაპობილი ეგდოო.
ორი კაცისთვის მოუკრავთ თვალი, გარბოდნენო. ნეტა თუ იც-
ნეს? დაბეჯითებით ვერავინ ვერაფერს ამტკიცებდა, მაგრამ ამ-
ბობდნენ, ერთ-ერთი მის ლორას კავალერს ჰგავდაო. რენი აღ-
შფოთდა, ლორა რა შუაშია, ლორას არავითარი კავალერი არა
ჰყავსო. კარგი, კარგი, მოკლედ ვინც არისო, უპასუხა მისიზ ჰილ-
ქოუთმა. ფაქტია, რომ ფაბრიკას ცეცხლი წაუკიდა და იმ საცოდავ
დარაჯს ვირთხასავით გაუჭეჭყა თავიო; თუ ჭკუა აქვს, ახლა ჯო-
ბია, ამ ქალაქში საერთოდ აღარ გამოჩნდესო.
სადილობისას ლორამ გამოაცხადა, არა მშიაო. საჭმელს
ლანგარზე დავიდებ, ოთახში ავიტან და მოგვიანებით შევჭამო.
ვუყურებდი, ლანგარი როგორ აიტანა თავის ოთახში და მიკვირ-
და, ყველა კერძის ორ-ორი ულუფა რატომ მიაქვს-მეთქი. კურ-
დღლის ხორცი, ხილის წვენი და მოხარშული კარტოფილი აიტა-
ნა. ჩვეულებრივ, ლორასთვის ჭამა-სმა უაზრო ფორიაქი იყო - ხე-
ლების რაღაცით დაკავების საშუალება, სანამ სხვები საუბრობ-
დნენ; ან კიდევ ისეთი უსიამოვნო, მაგრამ სავალდებულო საქმე,
როგორიც დანა-ჩანგლის გაპრიალებაა, ან რომელიმე სხვა, ყო-
ველდღიური რუტინა. ჰოდა, ამიტომ გამიკვირდა, უცებ ასეთი
გულმოდგინება რომ გამოიჩინა სადილის მიმართ.
მეორე დღეს, წესრიგის აღსადგენად, ქალაქში კანადის სამე-
ფო ლეგიონი შემოვიდა, სწორედ ის ლეგიონი, რომელშიც მამა
ომის დროს მსახურობდა. მამასთვის ძალიან მძიმე გადასატანი
იყო ამ ჯარისკაცების მის თანამოძმეებთან დაპირისპირება, მის
საკუთარ ხალხთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უწინ თავი-
სიანებად თვლიდა. ახლა სულ არ ანაღვლებდა, რომ ეს ხალხი
თავად მას განუდგა და დაუპირისპირდა. თუმცა თავისთავად ეს
ფაქტი ცალკე სატკივარი აღმოჩნდა მისთვის. ნუთუ მხოლოდ ფუ-
ლის გამო მცემდნენ პატივს და ვუყვარდიო, ფიქრობდა. ჩანს,
მართლაც ასე იყო.
მას მერე, რაც კანადის სამეფო ლეგიონმა ქალაქში სიტუაცია
დააწყნარა, მათი ცხენოსანი პოლიციის სამი წევრი გვესტუმრა.
მორიდებით მოგვიკაკუნეს კარზე და ჰოლში გაჩერდნენ. ქუდები
ხელში ეჭირათ და გაპრიალებულ ჩექმებს ცვილით გაპოხილ
პარკეტზე აჭრაჭუნებდნენ. ლორასთან გასაუბრება სურდათ.
- აირის, გევედრები, შენც წამომყევი, წამჩურჩულა ლორამ. -
მათთან მარტო დარჩენა არ მინდა.
ძალიან პატარა, უსუსური და გაფითრებული მეჩვენა.
საერთო ოთახში ერთად გავედით და ძველი გრამოფონის
გვერდით, ტახტზე მოვთავსდით. პოლიციელები სკამებზე დას-
ხდნენ. რატომღაც მეგონა, რომ აუცილებლად ხანდაზმულები და
ჩასუქებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ შევცდი. ერთ-ერთი
მათგანი ძალიან ახალგაზრდაც აღმოჩნდა, მაგრამ მთავარი
მოქმედი პირი ის ნამდვილად არ იყო. საუბარი შუათანამ წამო-
იწყო. ძალიან ვწუხვარ, ამ დილაადრიან რომ შეგაწუხეთ, მაგრამ
საქმე მეტად სერიოზულია და არ იცდისო, მოგვიბოდიშა. ალექს
ტომასის შესახებ უნდოდათ საუბარი. ლორას ჰკითხეს, იცით თუ
არა, რომ ის კაცი რადიკალია, შრომის ბანაკებში აგიტაციას და
სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა და სიტუაცია უკიდუ-
რესად დაძაბაო.
ლორამ უთხრა, ერთადერთი ის ვიცი, რომ იქაურებს წერა--
კითხვას ასწავლიდაო.
ერთი მხრივ, ასეც იყოო, თქვა ერთ-ერთმა. და თუ არაფერი
დაუშავებია და არაფერს მალავს, რომ გამოიძახეს, უნდა მოსუ-
ლიყოო. ჰოდა, ეგებ გვითხრათ, სად იმალებაო.
ლორამ უთხრა, ვერ გეტყვითო.
მაშინ საკითხი სხვა კუთხით დასვეს: ის კაცი ეჭვმიტანილია მა-
მათქვენის ფაბრიკის დაწვასა და მისი ერთგული თანამშრომლის
მკვლელობაშიო. თვითმხილველები, თუ დაეჯერებათ, სწორედ
ამას ამტკიცებენო.
- თვითმხილველებს არ დაეჯერებათ, იმ ადამიანს მხოლოდ
ზურგიდან მოჰკრეს თვალი და ისიც სიბნელეში, - ვუთხარი მე.
- მის ლორა, გთხოვთ, მიპასუხოთ, - თქვა პოლიციელმა, რო-
მელმაც ჩემს კომენტარს ყურადღება არ მიაქცია.
ლორამ უთხრა, რომც ვიცოდე, მაინც არ გეტყოდითო. ადამი-
ანს სანამ ბრალეულობა არ დაუმტკიცდება, უდანაშაულოაო.
ამას გარდა, ჩემს ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება ვინმეს
პირდაპირ მგლის ხახაში ჩაგდებაო. ისიც უთხრა, დარაჯი ძალიან
მებრალება, მაგრამ ალექს ტომასი ეგეთი უკეთურობის ჩამდენი
არ არისო. სხვა აღარაფერი უთქვამს.
ლორა მაჯაზე მყავდა ჩაფრენილი და ვგრძნობდი, როგორ
კანკალებდა; ისე თრთოდა, თითქოს რკინიგზის ლიანდაგი ვიბ-
რირებსო.
მთავარმა პოლიციელმა რაღაც თქვა მართლმსაჯულების-
თვის ხელის შეშლის თაობაზე.
ამჯერად ისევ მე ჩავერიე და ვთქვი, ლორა მხოლოდ თხუთმე-
ტი წლისაა და მართლმსაჯულებასთან იგივე დამოკიდებულება
ვერ ექნება, როგორიც სრულწლოვან ადამიანებს აქვთ-მეთქი.
ისიც შევახსენე, შეხვედრა კონფიდენციალურია და ლორას ნათ-
ქვამი ერთი სიტყვა მაინც თუ მოხვდა გაზეთში, მამა აუცილებ-
ლად გაიგებს, ამას ვის უნდა უმადლოდეს-მეთქი.
პოლიციელებმა გაიცინეს, წამოდგნენ, დაგვემშვიდობნენ და
წავიდნენ. ალბათ თავადაც ესმოდათ, რომ ამ ტიპის დაკითხვის
მოწყობას მთლად კარგი და კანონიერი საქციელი არ ეთქმოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მამას საქმე წასული იყო, გარკვეულ წრე-
ებში მეგობრები ჯერ კიდევ შემორჩენოდა.
- ხომ გრძნობ, რომ ყველაფერს მივხვდი? დარწმუნებული
ვარ, ჩვენთან მალავ! ჰოდა მითხარი ბარემ, სად დამალე? - შევუ-
ტიე ლორას, როცა პოლიციელები წავიდნენ.
- გრილ სარდაფში, - მიპასუხა ლორამ და ქვედა ტუჩი აუკან-
კალდა.
- გრილ სარდაფში?! რა იდიოტობაა! ეგ რამ მოგაფიქრებინა?!
- ვიფიქრე, თუ გაჭირდა, მშიერი მაინც არ დარჩება-მეთქი, რა-
მეს შეჭამს, - მიპასუხა ლორამ და აქვითინდა. მაშინვე გულში ჩა-
ვიხუტე და ახლა ჩემს მხარზე განაგრძო ქვითინი.
- რას შეჭამს, სულელო? ამხელა კაცს მურაბების, ჯემებისა და
პიკულების დიეტაზე დასმას უპირებ?
ორივეს გაგვეცინა. ცოტა რომ ვიცინეთ და ლორამ ცრემლები
შეიშრო, ისევ ვუთხარი: - კი მაგრამ, რენის მურაბის ან სხვა რა-
მის აღება რომ მოუნდეს და შემთხვევით გადაეყაროს, ხომ ად-
გილზე გაგორდება შიშისგან?
ისევ ვიცინეთ. ბეწვზე ვიყავით გადარჩენილები. მერე შევთა-
ვაზე, ეგებ სხვენში ავიყვანოთ, იქ არავინ არასოდეს ადის-მეთქი.
მე იქაურობას მოვაწყობ, შენ კი დაწექი და დაისვენე-მეთქი, და-
ვამშვიდე. ცხადი იყო, ლორა უკიდურესობამდე დაიღალა და გა-
ღიზიანდა, ჰოდა, ფეხზე ვეღარ იდგა. დაქანცული ბავშვივით
ამოიოხრა და დამთანხმდა. საწყალი, მთელი ეს ხანი დაძაბული
იყო, ამ საშიშ ტვირთს მარტო ეზიდებოდა პატარა მხრებით. ახლა
კი მე შევეხიდე, ტვირთი მე გადმომაბარა და შვებით ამოისუნთქა.
ნეტა რამ მაიძულა ამის გაკეთება? ნუთუ, როგორც ყოველ-
თვის, მაშინაც ლორას დაცვა, მისი გაფრთხილება და მასზე
ზრუნვა მომინდა?
ცხადია, ასე იყო.
დავიცადე, სანამ რენი სამზარეულოს მიალაგებდა და დასაძი-
ნებლად წავიდოდა, და სარდაფის კიბეზე დავეშვი. ქვემოთ სიგ-
რილე, სიბნელე და აბლაბუდისა და ნესტის სუნი დამეძგერა. ნახ-
შირის სარდაფს ჩავუარე, მერე ჩაკეტილ ღვინის სარდაფს გავ-
ცდი და გარედან ურდულით გადარაზულ გრილ სარდაფსაც მივა-
დექი. კარზე დავაკაკუნე, ურდული გადავწიე და შიგნით შევედი.
რაღაცამ გაიშლიგინა. ძალიან ბნელოდა, მხოლოდ ღია კარიდან
შემოდიოდა კორიდორის მბჟუტავი შუქი. ვაშლების კასრზე კურ-
დღლის ძვლებით სავსე ლანგარი იდო, თავად კასრი კი პრიმიტი-
ულ სამსხვერპლოს თუ საკურთხეველს წააგავდა.
ალექს ტომასი თავიდან ვერ შევნიშნე, იმ კასრის უკან იმალე-
ბოდა. მერე თანდათან დავინახე - ჯერ ტერფს მოვკარი თვალი,
მერე მუხლს.
- არ შეშინდეთ, - დავიჩურჩულე, - მე ვარ.
- ვააა, - თქვა მან მშვიდად. - ერთგული დაიკო მობრძანებულა.
- ჩუმად!
შუქი სანათზე ჩამობმული წვრილი ჯაჭვის ჩამოქაჩვით ინთე-
ბოდა. ჩამოვქაჩე და იქაურობა განათდა. ალექს ტომასი კასრის
უკნიდან გამოძრომას ცდილობდა, თვალებს აფახულებდა და იგ-
რიხებოდა, ისეთი დარცხვენილი და შემცბარი იყო, როგორც
შარვალჩახდილი კაცი, უეცრად თავს რომ წამოადგებიან.
- უნდა გრცხვენოდეთ, - ვუთხარი მე.
- ჩემს გასაკიცხად მოსულხართ. ალბათ გინდათ, რომ გამაგ-
დოთ ან სათანადო ორგანოებს გადამცეთ, - თქვა მან ღიმილით.
- რა სისულელეა, - შევუტიე. - ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სულაც
არ მინდა, აქ აღმოგაჩინონ. მამა ამ სკანდალს ვეღარ გადაიტანს.
- კაპიტალისტის ქალიშვილი ბოლშევიკ მკვლელს ეხმარება…
მურაბის ქილებს შორის მოწყობილი სასიყვარულო ბუდე… ამ ტი-
პის სკანდალს გულისხმობთ?
შევუბღვირე. ეს სახუმარო თემა სულაც არ იყო.
- დაწყნარდით, ჩემსა და ლორას შორის არაფერი ხდება, -
მითხრა მან. - უბრალოდ, ძალიან კარგი ბავშვია, ნამდვილი
წმინდანი. ბავშვების გამტაცებელს და შემცდენელს სულაც არ
ვგავარ, ხომ ასეა?
უკვე ფეხზე ამდგარიყო და ტანსაცმლიდან მტვერს იბერტყავ-
და.
- აბა, რატომ დაგმალათ?
- პრინციპის გამო. ვთხოვე და უარი არ მითხრა. მისთვის მისა-
ღები კატეგორია აღმოვჩნდი.
- რომელი კატეგორია?
- გლახაკთა ამა სოფლისათა, ქრისტეს ციტირებას თუ მოვახ-
დენ, - ცინიკურად მომიგო მან. მერე მითხრა, ლორას სრულიად
შემთხვევით გადავეყარე ორანჟერეაშიო. იქ რაღა გინდოდათ--
მეთქი, ვკითხე. ცხადია, იმალებოდა. თანაც, თურმე, ჩემთან და-
ლაპარაკების იმედით მოსულა.
- ჩემთან? - გავიკვირვე გულწრფელად. - ჩემგან რაღა გინდო-
დათ?
- ვიფიქრე, მირჩევს, როგორ მოვიქცე-მეთქი. თქვენ ბევრად
პრაქტიკული ბრძანდებით თქვენს დასთან შედარებით, რომე-
ლიც…
- რატომ, რატომ? ვხედავ, მშვენივრად მოუგვარებია თქვენი
საქმე, - მოვუჭერი მოკლედ. ვერ ვიტანდი, როცა ლორას ვინმე
აკრიტიკებდა, მის გაფანტულობას, მის გულუბრყვილობას ან მის
მოუხერხებლობას დასცინოდა. ლორას გაკრიტიკება მხოლოდ
ჩემი პირადი უფლება იყო. - იმ კაცებს როგორღა აუქციეთ გვერ-
დი? აი, იმათ, პალტოებით რომ დადიან?
- დროდადრო მოფსმა ყველას უნდება, პალტოიანი კაცების
ჩათვლით, - მიპასუხა ალექს ტომასმა.
მისმა ვულგარულობამ ძალიან დამაბნია, ასეთი უხეში ნატუ-
რალიზმი საერთოდ ვერ ეთავსებოდა მის თავაზიან ქცევას სუფ-
რასთან. ან ეგებ უპატრონოთა სახლში გაზრდილები მართლაც
ისე ხუმრობდნენ, როგორც რენიმ იწინასწარმეტყველა?.. გადავ-
წყვიტე, ყურადღება არ მიმექცია.
- ანუ, ცეცხლი თქვენ არ წაგიკიდებიათ ფაბრიკისთვის, რო-
გორც ვხვდები, - სარკასტულად მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ გა-
მომივიდა.
- ეგეთი გიჟი კი არა ვარ, უმიზეზოდ რამე გადავწვა.
- ყველა ფიქრობს, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ.
- მე არ ჩამიდენია… თუმცა, ზოგზოგებს ძალიან აწყობთ ამის
მტკიცება.
- ვის გულისხმობთ? ან რატომ უნდა აწყობდეთ? - ამჯერად შე-
ტევიდან თავდაცვით პოზიციაში გადავინაცვლე.
- ტვინი გაანძრიეთ და მიხვდებით, - მომიგო მან. მეტი აღარა-
ფერი უთქვამს.
სხვენი

სამზარეულოში ელექტროდენის გათიშვის შემთხვევისათვის


მომარაგებული სანთლების კონას ერთი ცალი ამოვაკელი, და-
ვანთე და ალექს ტომასი სარდაფიდან გამოვიყვანე. სამზა-
რეულო გადავჭერით და სათადარიგო კიბეს ავუყევით. მერე, უფ-
რო ვიწრო კიბით, სხვენში ავედით, სადაც ჩვენი ხიზანი სამი ცა-
რიელი სკივრის უკან მოვათავსე. კედრის ხის კომოდში ძველი
პლედები იყო შენახული, ჰოდა იმ პლედებით გავუწყე ლოგინი.
- აქ არავინ ამოვა, მაგრამ თუ შემთხვევით ამოვიდნენ, მაშინ-
ვე პლედი გადაიფარეთ… ბოლთის ცემას ნუ მოჰყვებით, ვინმე
გაიგონებს. სინათლესაც ნუ აანთებთ (სხვენში ერთი ნათურა
იყო, რომელიც ისევე ინთებოდა, როგორც სარდაფის ნათურა).
დილით რამე საჭმელს ამოგიტანთ, - ვთქვი ბოლოს, თუმცა წარ-
მოდგენა არ მქონდა, ეს როგორ უნდა მომეხერხებინა.
სხვენიდან ჩამოვედი, ღამის ქოთანი ავიღე, ისევ სხვენში ავე-
დი და კომენტარის გარეშე დავდგი იატაკზე. საპირფარეშო ის დე-
ტალი იყო, რომელიც ყოველთვის მაღელვებდა ხოლმე რენის
მონაყოლ ამბებში ადამიანთა გამტაცებლებზე. ერთი უბედურება
ხომ ისაა, რომ სადღაც აკლდამაში ხარ დამწყვდეული, მეორე კი
- კუთხეში რომ უნდა ჩაცუცქდე, წამოხდილი კაბით.
ალექს ტომასმა თავი დამიქნია და მითხრა, კარგი გოგო ხარ,
ნამდვილი ძმა ხარო; ვიცოდი, რომ მართლაც ძალიან პრაქტიკუ-
ლი აღმოჩნდებოდიო.
დილით მე და ლორამ ხანგრძლივი თათბირი გავმართეთ,
ჩურჩულით, ლორას ოთახში. ისეთი საკითხები განვიხილეთ,
როგორიც იყო საჭმელ-სასმელის უჩუმრად მიწოდება, სიფრთხი-
ლის ზომების მუდმივი დაცვა და ღამის ქოთნის გადაქცევა. გა-
დაწყდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ჩემს ოთახში იქნებოდა ხოლმე
გამაგრებული, ვითომდა წიგნის კითხვაში გართული, ოთახის
კარს ოდნავ გამოაღებდა და სხვენისკენ მიმავალ კიბეს გააკონ-
ტროლებდა; მეორე კი ამასობაში საკვებს მოიძიებდა და სამა-
ლავში აარბენინებდა. ამას მორიგეობით გავაკეთებდით. ყველა-
ზე დიდი საფრთხე და პრობლემა რენი იყო, რომელიც მოხარშუ-
ლებსაც გვიცნობდა და, თანაც, სულ კუდში დაგვდევდა.
იმაზე აღარ გვიფიქრია, გამოაშკარავების შემთხვევაში რა უნ-
და გვექნა. ასეთ გეგმებს წინასწარ არასდროს ვაწყობდით ხოლ-
მე, ყოველთვის იმპროვიზაციის იმედად ვიყავით.
ალექს ტომასის პირველი საუზმე გახუხული პურის გამხმარი
ქერქები იყო. ამ ქერქებს არასდროს ვჭამდით, თუ ვინმე შენიშ-
ვნას არ მოგვცემდა. რენის ჯერ კიდევ ჩვევად ჰქონდა ჩვენთვის
მოშიმშილე სომხების შეხსენება. მაგრამ ამჯერად, ჩვენს თეფ-
შებს რომ დახედა, ქერქები აღარ დახვდა - ლორამ მათი ლურჯი
ქვედატანის ჯიბეში ჩაცურება მოასწრო.
- მოშიმშილე სომხები ახლა ალექს ტომასია, წავჩურჩულე
ლორას, როცა კიბეზე ავდიოდით. მაგრამ ლორა ჩემმა ნათქვამ-
მა არ გააცინა. მისი აზრით, ეს სრული სიმართლე იყო.
ალექს ტომასს დილა-საღამოს ვსტუმრობდით. საკუჭნაოს და-
ვეცემოდით, სადილის ნარჩენებს შევაგროვებდით და კონტრა-
ბანდულად გამოგვქონდა სტაფილოები, ბეკონის ანათალი და
ნახევრად შეჭმული, მაგრად მოხარშული კვერცხები. ზოგჯერ ერ-
თმანეთზე დაწყობილ პურის ნაჭრებსაც ვიპარავდით, შუაში წას-
მული კარაქითა და ჯემით. ერთხელ იმ ზომამდეც კი გავთავხედ-
დით, რომ შემწვარი ქათმის ბარკალი დავითრიეთ. წყალიც აგ-
ვქონდა, ჭიქა რძეც და ცივი ყავაც. დასვრილ თეფშებს ჩემი საწო-
ლის ქვეშ ვჩურთავდით, ვიდრე მწვანე შუქი აინთებოდა და ჩემს
პირსაბანში მათ გარეცხვას მოვახერხებდით. მერე სუფთა თეფ-
შებს ისევ სამზარეულოს კარადაში ვაბრუნებდით (ცხადია, ამას
მე ვაკეთებდი, რადგან ლორა მოუხერხებელი იყო და თეფშებს
აუცილებლად დაამტვრევდა). ძვირფას ფაიფურს არ ვეკარებო-
დით. რამე რომ გატეხილიყო, მაშინვე გამოგვააშკარავებდნენ.
რენი ყოველდღიურ უბრალო თეფშებსაც კი ითვლიდა, ასე რომ
ჭურჭელთან მიმართებაში ძალიან ვფრთხილობდით.
ახლა ვფიქრობ, რომ რენი მშვენივრადაც ხვდებოდა, რაც
ხდებოდა. ჩვეულებრივ, პირდაპირ გვეუბნებოდა ხოლმე, ვიცი,
რომ რაღაცას აშავებთო, მაგრამ ზოგჯერ პოლიტიკურ გამ-
ჭრიახობასა და წინდახედულობას იჩენდა და თავი ისე ეჭირა, ვი-
თომ ვერაფერს ხვდებოდა. ალბათ თადარიგს იჭერდა, რომ ჩვენი
ჩავარდნის შემთხვევაში თავისუფლად ემართლებინა თავი, წარ-
მოდგენა არა მქონდა მაგ ამბავზეო. მახსოვს, იმხანად მხოლოდ
ერთხელ გვითხრა, ქიშმიშს რად იპარავთ, უძირო ქვევრებად
ხომ არ იქეცითო; ვერ გამიგია, თქვენს თავს რა ხდებაო. ერთხე-
ლაც იმან შეაშფოთა, რომ გოგრის ღვეზლის მეოთხედი მოჭრი-
ლი დახვდა. ლორამ უთხრა, მე შევჭამეო; უცებ საშინლად მომ-
შივდა და თავი ვეღარ შევიკავეო.
- ქერქებიანად შეჭამე? - გაიკვირვა რენიმ. რენის გამომცხვა-
რი ნამცხვრების ქერქს კაციშვილი არ ჭამდა. ვერც ალექს ტომას-
მა შეჭამა.
- ქერქები ჩიტებს გადავუყარე, - სიმართლე უთხრა ლორამ.
ალექს ტომასი ჩვენს თავდადებას თავიდან ძალიან აფასებდა.
ნამდვილი ძმები ხართო, გვეუბნებოდა; თქვენ რომ არა, ჩემი
სახსენებელიც აღარ იქნებოდაო. მერე კი სიგარეტიც მოითხოვა.
კვდებოდა, მოწევა ისე უნდოდა. სიგარეტებს პიანინოზე შემოდე-
ბული ვერცხლისფერი კოლოფიდან ვიპარავდით, მაგრამ გავაფ-
რთხილეთ, დღეში ერთზე მეტი არ მოეწია. გვეშინოდა, რომ კვამ-
ლის სუნი ვინმეს ეჭვს აღუძრავდა. მაგრამ ამ გაფრთხილებას ყუ-
რი არ ათხოვა.
მერე თქვა, სხვენში ჯდომის ყველაზე დიდი უბედურება ისაა,
სისუფთავეს რომ ვერ იცავო; ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს
პირში საპირფარეშოს მილები დამიმონტაჟესო. რენის ძველი,
ვერცხლის დანა-ჩანგლის სახეხი კბილის ჯაგრისი მოვპარეთ და,
რაც შეგვეძლო, გავწმინდეთ. ალექსმა გვითხრა, სულ არაფერს
ისევ ეს ჯობიაო. ერთ დღესაც ტაშტი, ტოლჩით თბილი წყალი და
პირსახოციც ავუტანეთ. მერე იქამდე დაიცადა, სანამ არავინ იქ-
ნებოდა ეზოში და ბინძური წყალი პირდაპირ ფანჯრიდან გადაღ-
ვარა. წვიმდა და მიწა ისედაც სველი იყო, ასე რომ ეს ამბავი არა-
ვის შეუნიშნავს. მოგვიანებით, როცა მივხვდით, რომ მტერი ვერ
გვაკონტროლებდა, ჩუმად ჩამოვიყვანეთ კიბეზე და ჩვენს სააბა-
ზანოში ჩავკეტეთ, რომ ერთი კარგად დაებანა ტანი (რენის ვუთ-
ხარით, რომ დავეხმარებოდით და ჩვენს აბაზანას თავად გავ-
წმენდდით. ამაზე გაოცებულმა მოგვიგო, ღვთის სასწაულებს
საზღვარი მართლაც არ აქვსო).
სანამ ალექსი ბანაობდა, ლორა თავის საძინებელში იჯდა, მე
- ჩემსაში. ორივე სააბაზანოს ვდარაჯობდით. ძალიან ვცდილობ-
დი, არ მეფიქრა იმაზე, რაც აბაზანაში ხდებოდა. შიშველი ალექს
ტომასის წარმოდგენა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, ძალიან
მრცხვენოდა.
ალექს ტომასზე ყველა გაზეთი წერდა - ადგილობრივიც და
არაადგილობრივიც. მას არა მხოლოდ ცეცხლის წამკიდებლად
და მკვლელად იხსენიებდნენ, არამედ იმასაც წერდნენ, რომ ცივ-
სისხლიანი ფანატიკოსი იყო და ამიტომაც კლავდა ადამიანებს.
პორტ ტიკონდეროგაში ადგილობრივი მუშების მოსაწამლად ჩა-
მოვიდა, განხეთქილების მარცვლები წარმატებით დათესა და
მოსავალიც მოიმკო ქალაქში ატეხილი არეულობითა და საყო-
ველთაო გაფიცვებითო. ეგ ვაჟბატონი საუნივერსიტეტო განათ-
ლების სიავის ნათელი მაგალითია - გონიერი ახალგაზრდა, რო-
მელიც ცუდი ადამიანებისა და ცუდი წიგნების გარემოცვაში მოხ-
ვდაო. მის მამობილს, პრესბიტერიანელ მღვდელს უთქვამს, ყო-
ველღამე ვლოცულობ ალექსის სულისთვის, მაგრამ მაგათი
თაობა გეენის წიაღიდანაა გამოსული და არაფერი ეშველებათო.
ის, რომ ბავშვობაში ალექსი ომის საშინელებებისაგან ვიხსენი,
საკმარისი არ აღმოჩნდაო. ცეცხლისთვის გამოგლეჯილი ბავშვი
იყო და მისნაირები ახლოს არ უნდა გაიკაროო; და საერთოდ, უც-
ხოს შინ შემოშვება ყოველთვის სარისკოაო. მოკლედ, ამით იმის
თქმა უნდოდა, რომ ალექს ტომასი ცეცხლშივე უნდა დაეტოვები-
ნა, მის საკუთარ სტიქიაში.
ამას ისიც დაერთო, რომ პოლიციამ ალექსის სურათი დააბეჭ-
დვინა. იძებნებაო, მიაწერეს და ფოსტაში და საზოგადოებრივი
თავშეყრის სხვა ადგილებში გამოაკრეს. საბედნიეროდ, სურათი
ცოტა ბუნდოვანი იყო და თანაც ალექსი ხელით ნახევარ სახეს
იფარავდა. გაზეთიდან გადმობეჭდილი ფოტო გახლდათ, პიკნიკ-
ზე რომ გადაგვიღო ელვუდ მიურეიმ (ლორა და მე, ცხადია, მოჭ-
რილები ვიყავით. ელვუდ მიურეი ამბობდა, უკეთეს ფოტოსაც
დავბეჭდავდი, მაგრამ ნეგატივები დაიკარგაო. არცაა გასაკვირი,
ოფისის დარბევისას ხომ უამრავი რამ გაქრაო).
ალექსს გაზეთების ამონარიდებიც მივუტანეთ და კედლებზე
გაკრული მისი სურათიც, რომელიც ლორამ ერთ-ერთი ბოძიდან
ჩამოხსნა. ყველაფერი რომ წაიკითხა, გაოგნებული და გულნატ-
კენი დარჩა; ეტყობა უნდათ, ჩემი თავი პიდაპირ ლანგარზე დადე-
ბული მიართვანო, თქვა.
რამდენიმე დღის მერე გვთხოვა, საწერ ქაღალდს ხომ ვერ მო-
მიტანთო. მისტერ პერკინსის გამოწერილი რვეულების მთელი
დასტა გვქონდა დარჩენილი. ის რვეულები და ფანქარი მივუტა-
ნეთ.
- როგორ გგონია, რას წერს? - მეკითხებოდა ლორა. რას არ
ვვარაუდობდით: იქნებ „პატიმრის დღიურს“ აწარმოებს, ანდა, წე-
რილობით უნდა თავის გამართლება; ან ეგებ ვიღაცას, ვისი იმე-
დიც აქვს, წერილით სწერს, დამეხმარეო… მაგრამ არაფრის გაგ-
ზავნა არ უთხოვია ჩვენთვის, ჰოდა მივხვდით, რომ წერილი არ
უნდა ყოფილიყო.
ალექს ტომასზე ზრუნვამ მე და ლორა ცოტა ხნით დაგვაახლო-
ვა. ეს ჩვენი საერთო, დანაშაულებრივი საიდუმლო იყო; ჩვენი,
ასე ვთქვათ, მაღალზნეობრივი პროექტი, რომელიც, როგორც
იქნა, ორივემ გავიზიარეთ. ორი პატარა კეთილი სამარიტელი
გახლდით და ქურდებთან ერთად ორმოში ჩავარდნილი კაცის
ამოთრევას ვცდილობდით; მარიამი და მართა, რომლებიც ემსა-
ხურებიან - არა, ქრისტეს არა… ალექსის ქრისტესთან გაიგივება
თვით ლორასაც არ მოსვლია თავში… მაგრამ რომელი რომლის
როლს ვასრულებდით, კარგად იცოდა: მის თვალში მე მართა ვი-
ყავი, რომელიც განზე იდგა და საშინაო საქმეებს აგვარებდა, თა-
ვად კი - მარიამი, რომელიც ხალას ერთგულებასა და თაყვანის-
ცემას ჩუქნიდა ალექსს (კაცს რა ურჩევნია, ბეკონი კვერცხით თუ
თაყვანისცემა? ალბათ ხან ერთი და ხან მეორე, იმის მიხედვით,
შია თუ არა).
ლორა სადილის ნარჩენებს ისე ეზიდებოდა სხვენში, როგორც
ტაძარში - შესაწირს; ღამის ქოთანი კი ისეთი მოწიწებით ჩამოჰ-
ქონდა, თითქოს რელიკვია ან წმინდა ნაწილები ყოფილიყო, ან-
და ის ძვირფასი, მბჟუტავი სანთელი, რომელიც არაფრით არ უნ-
და ჩამქრალიყო.
ღამით, როდესაც ალექს ტომასი უკვე დაპურებულიც გვყავდა
და გადაყენებულიც, მასზე ვლაპარაკობდით: ვარჩევდით, რო-
გორ გამოიყურებოდა, ხომ არ შეიფერთხა, ხომ არ ახველებდა…
არ გვინდოდა, რომ ავად გამხდარიყო. იმაზეც ვმსჯელობდით, კი-
დევ რა შეიძლებოდა დასჭირვებოდა მეორე დღეს და რის მოპარ-
ვა მოგვიწევდა. მერე დასაძინებლად ვწვებოდით. ლორასი არ
ვიცი, მაგრამ მე ალექსს სხვენში წარმოვიდგენდი ხოლმე, ზედ
ჩემს თავზე. ისიც ჩემსავით ტრიალებდა, პლედებში გახვეული,
და დაძინებას ცდილობდა. მერე ჩაიძინებდა და სიზმრებს ხედავ-
და. გრძელი სიზმრები ესიზმრებოდა, ომის ქარცეცხლზე, დან-
გრეულ სოფლებზე, ირგვლივ მიმოფანტულ ნამსხვრევებზე.
არ მახსოვს, ეს სიზმრები დევნისა და გაქცევის სიზმრებით
როდის შეეცვალა; არც ის ვიცი, მე როდის შევუერთდი მის ამ ზმა-
ნებებს, რომლებშიც ორივე გავრბოდით, ხელიხელჩაკიდებულე-
ბი, საღამოს ბინდში, შორეული ტყის შავი ჰორიზონტისაკენ; ალ-
მოდებულ შენობებს გავურბოდით, დეკემბრის დამზრალ მინ-
დვრებს ვჭრიდით - დახეთქილ მიწას, მალე ყინულით რომ
დაიფარებოდა.
მაგრამ სინამდვილეში ეს მისი სიზმრები არ იყო, ესეც ვიცო-
დი. ეს ჩემი საკუთარი სიზმრები იყო. იმ სიზმრებში ავილიონი იწ-
ვოდა; ეს მისი ნამსხვრევები იყო ირგვლივ მიმოფანტული: ძვირ-
ფასი ფაიფური, სევრის ლარნაკი ვარდის ფურცლებით, ვერ-
ცხლის პორტსიგარი, რომელიც მანამდე პიანინოზე იდო, თავად
პიანინო, სასადილო ოთახის ვიტრაჟები, სისხლისფერი თასით,
იზოლდას გატეხილი არფით… მოკლედ, ყველაფერი, რასაც მინ-
დოდა გავქცეოდი, მაგრამ არა ნგრევის ფასად. შინიდან გაქცევა
მინდოდა, მაგრამ სახლი უცვლელად უნდა დარჩენილიყო და მე
დამლოდებოდა, რომ როცა მომესურვებოდა, დაბრუნება შემ-
ძლებოდა.
ერთხელ, როცა ლორა შინ არ იყო (ქუჩებში უკვე წესრიგი სუ-
ფევდა, და პალტოიანმა კაცებმა და პოლიციელებმა აქაურობა
დატოვეს), სხვენში ასვლა გადავწყვიტე. მოსაკითხიც მოვამზადე
- ერთი ჯიბე მოცხარი და ლეღვის ჩირი, რომელიც საშობაო პუ-
დინგის ინგრედიენტებიდან ავწაპნე. რენი მისიზ ჰილქოუთთან
ყბედობაში იყო გართული, ჰოდა, დრო ვიხელთე და სამზა-
რეულოს დავუარე. სხვენზე რომ ავედი, კარზე ჯერ ერთხელ და
მერე სამჯერ ზედიზედ, ცოტა უფრო სწრაფად დავაკაკუნე (ეს ჩვე-
ნი კოდი იყო).
ალექს ტომასი პატარა ოვალურ ფანჯარასთან იყო ჩაცუცქუ-
ლი და ცდილობდა, იქიდან შემომავალი დღის სინათლით მაქსი-
მალურად ესარგებლა. ჩემი დაკაკუნება, ალბათ, ვერ გაიგონა,
რადგან კარისკენ ზურგით იჯდა. მხრებზე ერთ-ერთი პლედი
ჰქონდა მოგდებული. ეტყობოდა, რაღაცას წერდა. სიგარეტის სუ-
ნი მეცა… ჰო, ეწეოდა, ხელში სიგარეტი დავუნახე. ვიფიქრე,
პლედთან ასე ახლოს რატომ ეწევა-მეთქი.
არ ვიცოდი, ჩემი სტუმრობა როგორ მეცნობებინა მისთვის.
ბოლოს, აქა ვარ-მეთქი, წარმოვთქვი.
მოულოდნელობისაგან ფეხზე წამოხტა და სიგარეტი გაუვარ-
და. პირდაპირ პლედზე დაეცა. შევკივლე და მაშინვე მუხლებზე
დავეშვი, რომ სიგარეტი ჩამექრო; ვიფიქრე, სიზმარი ამიხდა, ახ-
ლა ავილიონი გადაიწვება-მეთქი.
- ნუ გეშინია, - მითხრა ალექსმა, რომელიც თავადაც მუხლებ-
ზე იდგა და ჩემთან ერთად ეძებდა, სიგარეტის ნაპერწკლები სად-
მე ხომ არ ჩარჩაო. მერე რაც მახსოვს - უცებ ორივე იატაკზე აღ-
მოვჩნდით, ალექსს მკლავებში ვყავდი მოქცეული და ტუჩებში
მკოცნიდა.
ამას ნამდვილად არ მოველოდი.
თუ მოველოდი? მართლაც ასეთი უცაბედი იყო ეს, თუ რაღაც
წინაპირობები და ნიშნები უკვე არსებობდა - შეხება, უცნაური გა-
მოხედვა?.. ან იქნებ რაიმე ისეთი გავაკეთე, რომ თავად ვუბიძგე
ამ საქციელისკენ? ახლა მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ… მაგრამ
ნამდვილად ემთხვევა კი ჩემი მოგონებები იმას, რაც მაშინ
რეალურად ხდებოდა?
უკვე ვეღარც შევამოწმებ. ერთადერთი ცოცხალი მოწმე დავ-
რჩი.
ასე იყო თუ ისე, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც რენი გვაფ-
რთხილებდა კინოსთან და კაცებთან დაკავშირებით. ერთადერ-
თი სხვაობა ის იყო, რომ საერთოდ არ აღვშფოთებულვარ. და-
ნარჩენი კი ნამდვილად დაემთხვა: მთლად გავხევდი, ადგილი-
დან ვერ ვიძროდი, ვერაფერს ვახერხებდი. ძვლები დამდნარი
ცვილივით დამირბილდა. სანამ ავიკრიფებოდი, წამოვდგებოდი
და გაქცევას მოვახერხებდი, ყველა ღილი შემიხსნა.
სიტყვაც არ მითქვამს, ისე გამოვვარდი სხვენიდან, გიჟივით
ჩამოვირბინე კიბე, თან გზადაგზა თმას, პერანგს და ქვედატანს
ვისწორებდი; ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემს ზურგს უკან
იდგა და დამცინოდა.
წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდებოდა, ასეთ რამეს კიდევ
თუ დავუშვებდი. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ აუცილებლად რა-
ღაც საშიში და ძალიან ცუდი მოხდებოდა; ყოველ შემთხვევაში,
ჩემთვის. მასთან ყოფნის მუდმივი მოთხოვნილება გამიჩნდებო-
და, რაც ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა და ამისთვის მზად არ
ვიყავი… ალექსთან სხვენზე ჩემი მარტო დარჩენა გამორიცხული
იყო… მაგრამ ლორასთვის მიზეზი როგორ ამეხსნა? მისთვის რომ
მეთქვა ყველაფერი, გული ძალიან ეტკინებოდა და, თანაც, ვერ
გამიგებდა (კიდევ ერთი რამ მაწუხებდა - ვინ იცის, ლორასაც იგი-
ვეს უკეთებს-მეთქი… არა, ამის დაჯერება არ მინდოდა, ლორა
ასეთ რამეს არ დაუშვებდა… თუ ვცდებოდი და დაუშვებდა?).
- როგორმე ქალაქიდან უნდა გავაპაროთ, - ვუთხარი ლორას,
- ასე ვეღარ გავაგრძელებთ, ვინმე აუცილებლად შენიშნავს.
- ჯერ ვერ გავაპარებთ, მატარებლებს ჯერ კიდევ ამოწმებენ, -
მიპასუხა ლორამ, რომელიც უფასო სადილებს ისევ არიგებდა და
ყველაფრის საქმის კურსში იყო.
- მაშინ იქნებ სადმე სხვაგან გადავიყვანოთ?
- სად? ვერსად ვერ გადავიყვანთ. თანაც, ჩვენი სახლი ერთა-
დერთი ადგილია, სადაც ძებნას არ დაუწყებენ.
ალექს ტომასმა გვითხრა, არ მინდა, თავზე მათოვდესო. ზამ-
თარში რაღა ღია ცის ქვეშ გიცხოვრია და რაღა სხვენზეო. თანაც
მალე ჭკუიდან შევიშლები, გარეთ თუ არ გავედიო. ლიანდაგს გა-
ვუყვები, ერთ-ორ მილს ფეხით გავივლი და მერე სატვირთო მა-
ტარებელს შევახტები, იქით ერთი მაღალი ადგილი მეგულება და
არ გამიჭირდებაო. ტორონტომდე თუ ჩავაღწიე, იქ ადვილად და-
ვიმალები, ბევრი მეგობარი მყავს და იმათაც ჰყავთ მეგობრებიო.
მერე რამენაირად შტატებში გადავალ და იქ უსაფრთხოდ ვიქნე-
ბიო. საგაზეთო სტატიებიდან მივხვდი, მთავრობას ჰგონია, რომ
უკვე გადავედი და პორტ ტიკონდეროგაში აღარ მეძებენო.
იანვრის პირველი კვირა ჩათავდა და გადავწყვიტეთ, რომ უკ-
ვე უსაფრთხოდ მოახერხებდა გაქცევას. კარადაში მამას ღრმად
შეჩურთული ძველი პალტო ვიპოვეთ, საგზალიც მოვუმზადეთ -
პური, ყველი და ვაშლი - და გავისტუმრეთ (მოგვიანებით მამამ ის
პალტო მოიკითხა და ლორამ უთხრა, ერთ მაწანწალას მივეციო;
მთლად ტყუილიც არ იყო. ასეთი საქციელი ლორასგან სრულიად
მოსალოდნელი იყო და ეჭვი არავის შეჰპარვია. უბრალოდ, ცოტა
წაიბუზღუნეს).
ალექსი ღამით უკანა კარიდან გავაპარეთ. გვითხრა, თქვენ-
თან ვალში ვარ, თქვენი სიკეთე არასოდეს დამავიწყდებაო. ორი-
ვეს სათითაოდ გადაგვეხვია, ძმურად და ერთნაირი ხანგრძლი-
ვობით. აშკარად ჩქარობდა ჩვენგან თავის დახსნას. ღამე რომ არ
ყოფილიყო, ეს ყველაფერი მოსწავლის სკოლა-ინტერნატში გას-
ტუმრებას დაემსგავსებოდა. რომ წავიდა, დედებივით აგვიჩუყდა
გული და ვიტირეთ კიდეც. თან ერთგვარ შვებასაც ვგრძნობდით,
რადგან მასზე პასუხისმგებლობა მოვიხსენით. მაგრამ ესეც ხომ
დედობრივი გრძნობა იყო?
როცა წავიდა, ერთი ჩვენი მიცემული რვეული სხვენზე დატო-
ვა. ცხადია, მაშინვე ვეცით, რომ გვენახა, რა დაწერა. ნეტა რის
ამოკითხვას ველოდით? გამოსამშვიდობებელი წერილის, რო-
მელშიც ეწერებოდა, რომ სიკვდილამდე ჩვენი მადლიერი იქნე-
ბოდა? თუ ჩვენი მისამართით დაწერილი ქათინაურების? ჰო, ალ-
ბათ რაღაც ეგეთი გვეგულებოდა.
მაგრამ აი, რა ამოვიკითხეთ:
- ძვირფასი ქვების სახელებია? - იკითხა ლორამ
- არა მგონია, მთლად ძვირფასი ქვების სახელებივით არ
ჟღერს, - ვუპასუხე მე.
- უცხოური ენაა?
ეგ უკვე აღარ ვიცოდი. ვიფიქრე, ეს ნუსხა ალბათ რაღაც
კოდია-მეთქი. იქნებ ალექს ტომასი მართლაც ის იყო, რასაც
ხალხი მასზე ფიქრობდა - ჯაშუში?
- ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ თავიდან, - ვუთხა-
რი ლორას.
- კარგი, ჩემს ბუხარში დავწვავ, - დამეთანხმა ლორა, რვეული
სწრაფად გაკეცა და ჯიბეში ჩაიცურა.
ალექს ტომასის წასვლიდან ერთი კვირის თავზე ლორა ჩემს
ოთახში შემოვიდა. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად უნდა გქონდე-
სო, მითხრა, და ელვუდ მიურეის მიერ პიკნიკზე გადაღებული სუ-
რათი მომცა. საკუთარი თავი მოეჭრა, მხოლოდ ხელიღა იყო
დარჩენილი; ხელიც რომ მოეჭრა, სურათის ცალ მხარეს დაამა-
ხინჯებდა. სურათი დაუფერავი იყო, მხოლოდ მოჭრილი ხელი
დაეფერა ღია ყვითელი ფერით.
- ღმერთო ჩემო, ლორა! - აღმომხდა გაკვირვებისაგან. - ეს სუ-
რათი საიდან გაქვს?
- თვითონ გავამჟღავნე და დავბეჭდე, როცა ელვუდ მიურეის-
თან ვმუშაობდი. ნეგატივიც მე მაქვს.
არ ვიცოდი, რა მექნა - გავბრაზებულიყავი თუ ავღელვებული-
ყავი. სურათის ასე დაჭრა ძალიან უცნაური იყო. ლორას ყვითე-
ლი ხელის ფრაგმენტმა, რომელიც მზეზე გავარვარებული კი-
ბორჩხალასავით ეპარებოდა ბალახებიდან ალექს ტომასს, ძა-
ლიან შემაშფოთა, ტანში დამბურძგლა. - ეს რა ჯანდაბად გააკე-
თე?
- ვიცოდი, რომ ამ ეპიზოდის დამახსოვრება ჩემ გარეშე უფრო
გესიამოვნებოდა, - მიპასუხა ლორამ. იმდენად პირდაპირი და
გაბედული პასუხი იყო, რომ სუნთქვაც კი შემეკრა. ლორამ თვა-
ლი თვალში გამიყარა. სხვა რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, გა-
მოცდას მიწყობს-მეთქი, მაგრამ ლორა იყო და მისი პასუხის ტო-
ნი არც წყენას გამოხატავდა და არც ეჭვიანობას. ეს უბრალოდ
ფაქტის კონსტატაცია გახლდათ.
- ნუ ღელავ, ჩემთვისაც მაქვს ასეთი სურათი. - მითხრა მშვი-
დად.
- იმ სურათზე მე მომჭერი?
- ჰო, მოგჭერი. მხოლოდ შენი ხელია დარჩენილი.
ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პრაქტიკულად გამოტ-
ყდა, რომ ალექს ტომასი უყვარდა… ცხადია, თვითმკვლელობის
წინა დღემდე ერთადერთს ვგულისხმობ. სიტყვა „სიყვარული“
არც მაშინ უხსენებია პირდაპირ.
წესით, ის დამახინჯებული სურათი აუცილებლად უნდა გადა-
მეგდო, მაგრამ არ გადამიგდია.
მალე ცხოვრება ძველ, მონოტონურ და მოსაწყენ კალაპოტში
ჩადგა. უსიტყვო შეთანხმების თანახმად, მე და ლორას ალექს
ტომასის სახელი ერთმანეთთან არც ერთხელ აღარ გვიხსენებია.
საერთოდ უამრავი რამ არ თქმულა და არ გვიხსენებია. თავიდან
ხშირად ავდიოდი ხოლმე სხვენზე, სადაც სიგარეტის სუნი ოდნავ
კიდევ იგრძნობოდა. მაგრამ მერე შევწყვიტე, რადგან ვგრძნობ-
დი, რომ კარგს არაფერს მიქადდა.
კვლავ ყოველდღიური საქმეებით დავიტვირთეთ თავი, შეძ-
ლებისდაგვარად, რა თქმა უნდა. იმხანად ფული ცოტა მეტი
გვქონდა, რადგან მამას, ბოლოს და ბოლოს, დამწვარი ფაბრი-
კის დაზღვევის ფული ნაწილობრივ გადაუხადეს. ის ფული საკმა-
რისი ნამდვილად არ იყო, მაგრამ როგორც მამა ამბობდა, ცოტა
ამოსუნთქვის საშუალება მაინც მოგვეცა.
იმპერიალი

აი, უკვე ზამთარიც მოგვადგა კარს. დღის ნათელმა კიდევ უფ-


რო იკლო. ზაფხულის ნაგავი ქარმა გზისპირა ბუჩქების ძირში
ზვინებად მიყარა, რაც უკვე თოვლის მომასწავებელი ნიშანია.
ჰაერი გამოშრა, თითქოს ბუნება წინასწარ გვამზადებს იმ „საჰა-
რისთვის“, ზამთარში ცენტრალური გათბობა რომ ქმნის. ცერა
თითებზე კანი დამისკდა და სახეც კიდევ უფრო დამიჭკნა. ჩემს
კანს სარკეში კარგად თუ შევხედავ - ოღონდ ან ძალიან ახლო-
დან, ან საკმაოდ შორიდან - ღრმა ნაოჭებს შორის ჩაბუდებული
წვრილ-წვრილი ნაოჭების ქსელსაც აღმოვაჩენ.
წუხელ დამესიზმრა, რომ წვივები თმით მქონდა დაფარული -
მოკლე და უმნიშვნელო ღინღლით კი არა, ხშირი და უხეში ბან-
ჯგვლებით, რომლებიც, პირდაპირ ჩემ თვალწინ, ჯიქურ მოიწევ-
დნენ ზემოთ, კიდევ უფრო ხშირდებოდნენ და ცხოველის ბალანს
ემსგავსებოდნენ. სიზმარში ვფიქრობდი, ზამთრის ძილისთვის
ვემზადები-მეთქი: ჯერ ხშირი ბალნით დავიფარები, მერე ბუნაგ-
ში შევძვრები და ძილს მივეცემი. არ გამკვირვებია, ყველაფერი
ისეთი ბუნებრივი იყო, თითქოს მთელი ცხოვრება ასე ვიზამ-
თრებდი. მერე სიზმარშივე გამახსენდა, რომ ბანჯგვლიანი დედა-
კაცი არასოდეს ვყოფილვარ, ბოლო დროს კი მთლად ტრიტონი-
ვით სლიკინა გავხდი, ყოველ შემთხვევაში, ფეხებზე მაინც. ჰოდა,
მივხვდი, რომ ტანზე კი მქონდა მობმული, მაგრამ ეს ბან-
ჯგვლიანი ფეხები ჩემი არ უნდა ყოფილიყო. თანაც, ფეხებს ვერ
ვგრძნობდი; აშკარად სხვა რაღაცის ან ვიღაცისა იყო. ისღა დამ-
რჩენოდა, ხელი ქვემოთ ჩამეცურებინა და გამერკვია, ვისი ან რი-
სა იყო.
მერე ვითომ შიშისგან გამომეღვიძა. ისიც დამესიზმრა, რომ
რიჩარდი დაბრუნდა. მისი სუნთქვა მესმოდა საწოლში, ჩემ გვერ-
დით. მაგრამ საწოლში არავინ მეწვა.
ბოლოს მართლაც გამომეღვიძა. ფეხები დაბუჟებული მქონ-
და. ეტყობა, ცუდად ვიწექი. საწოლის თავთან სანათი ავანთე და
საათს დავხედე. ღამის ორი საათი იყო. გული ისე მიცემდა, თით-
ქოს ნარბენი ვიყავი. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, კოშმარი
თუ დაგესიზმრა, შეიძლება ვეღარც გაიღვიძოო.
ჩემი ნაწერებისაკენ მივისწრაფი, კიბორჩხალასავით აცაბაცა
მივღოღავ. მე და ჩემი გული გასწრებაზე ვართ, რომელი უფრო
მალე მივჩოჩდებით დასასრულამდე… დასასრულამდე თუ აღ-
სასრულამდე?.. ისე, კაცმა რომ თქვას, ორივე ერთია, ორივე ფი-
ნიშს აღნიშნავს.
1935 წლის იანვარ-თებერვალი. სერიოზულად დაზამთრდა.
დაუსრულებლად თოვდა და ყინვისაგან სუნთქვაც ჭირდა. ყველ-
გან ღუმელი გიზგიზებდა, ყველა სახლიდან კვამლი ამოდიოდა,
რადიატორები გუგუნებდნენ. მანქანები გზებზე სრიალებდნენ და
თოვლში ეფლობოდნენ. მათი გამწარებული მძღოლები, დახმა-
რების მოლოდინში, ძრავას ჩართულს ტოვებდნენ და იგუდებოდ-
ნენ. მაწანწალების გაყინულ გვამებს პარკში სკამებზე და მიტო-
ვებულ საწყობებში პოულობდნენ, ვიტრინაში სიღატაკის რეკლა-
მირებისათვის გამოდგმული მანეკენებივით გაფიჩხებულებს. მი-
წა ისე იყო გაყინული, რომ ვერ გათხრიდი. ამიტომ გაწამებული
მესაფლავეები გვამებს სასაფლაოს შორიახლოს, ფარღალალა
შენობებში ინახავდნენ, სანამ დაკრძალვის რიგი მოუწევდათ.
ვირთხებმა ბოლომდე მოილხინეს. ბავშვებიან ქალებს, რომ-
ლებსაც სამსახური ვერ ეშოვათ და ბინის ქირას ვერ იხდიდნენ,
გარეთ ყრიდნენ, მთელი თავიანთი ხაბაკ-ხუბაკით. მათი ბავშვე-
ბი ლავთოუს წისქვილის გაყინულ საგუბარზე დასრიალებდნენ.
ერთგან ყინული ჩატყდა და ორი ბავშვი თან ჩაიტანა. ერთი დაიხ-
რჩო. წყლის მილებიც ერთთავად იყინებოდა და სკდებოდა.
მე და ლორა სულ უფრო და უფრო იშვიათად ვიყავით ერთად.
ლორა საერთოდაც ძვირად სანახავი გაგვიხდა. ერთიანი ეკლე-
სიის უპოვართა დახმარების ფონდის დაარსებაში იყო ჩაბმული;
ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცოდით. რენი ამბობდა, მომდევნო
თვიდან მხოლოდ კვირაში სამ დღეს ვიმუშავებ თქვენთან, ფეხე-
ბი ძალიან მაწუხებს და თავს უნდა მივხედოო. ასე ცდილობდა
ჩვენგან იმ ფაქტის დამალვას, რომ მამა სრული დატვირთვის
ფულს ვეღარ უხდიდა. მე მაინც ვხვდებოდი, რადგან მზესავით ნა-
თელი იყო, რაც ხდებოდა - საიდუმლოს გასაღები ცხვირწინ მე-
დო. მამას ცხვირს რაც შეეხება, რუმბივით გაუხდა; სულ უფრო
მეტსა და მეტ დროს ატარებდა კოშკურაში.
ღილების ფაბრიკა გამოშიგნული იდგა, მორყეული და გაჭ-
ვარტლული კედლებით. მისი შესაკეთებელი ფული არ გვქონდა.
სადაზღვევო კომპანია ფეხს ითრევდა, ფულს აღარ გვიხდიდა იმ
მიზეზით, რომ ხანძრის გაჩენის გარემოებები ჯერ კიდევ ბუნდო-
ვანი იყო და შესწავლას მოითხოვდა. ქალაქში უკვე აჩურჩულ-
დნენ, საქმე ისე არა ყოფილა, როგორც გვეგონაო. ზოგი მამასაც
კი სწამებდა ცილს, ხანძარი თვითონ გააჩინაო. დანარჩენი ორი
საწარმოც გაჩერებული იყო. მამა თავს იმტვრევდა იმაზე ფიქ-
რით, იქნებ როგორმე ის ორი საწარმო მაინც ავამუშავოო. ტო-
რონტოში სიარულს უმატა. ზოგჯერ მეც თან მივყავდი და სასტუმ-
რო „როიალ იორკში“ ვჩერდებოდით. საუკეთესო სასტუმრო
იყო. იქ ჩერდებოდნენ ხოლმე კომპანიების პრეზიდენტები, ექი-
მები და ადვოკატები, თან საყვარლები ჩამოყავდათ და ერთკვი-
რიან ღრეობებს მართავდნენ. მაშინ ეს ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
ჩვენი გასეირნებების ფულს ვინ იხდიდა? ალბათ რიჩარდი,
რომელიც ასეთ თავყრილობებს ყოველთვის ესწრებოდა. მამას
ახლა სწორედ მასთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, უკანას-
კნელ საქმეს აგვარებინებდა, შედარებით ვიწრო სფეროში. ეს
საქმე ფაბრიკების გაყიდვას გულისხმობდა და საკმაოდ აბურდუ-
ლი იყო. მამამ ადრეც სცადა მათი გაყიდვა, მაგრამ არავინ არა-
ფერს ყიდულობდა; ყოველ შემთხვევაში, მის პირობებზე არავინ
თანხმდებოდა. მამას ფაბრიკებზე კონტროლის შენარჩუნება
სურდა და მხოლოდ მცირე წილის გაყიდვას ფიქრობდა. ფაქტობ-
რივად, გარკვეული კაპიტალის შოვნა უნდოდა, რომ ფაბრიკები
კვლავ აემუშავებინა და თავისი ხალხისთვის სამუშაო ადგილები
შეექმნა. „ჩემი ხალხიო“, ისე ამბობდა, თითქოს ისევ კაპიტანი
იყო, მისი მუშები კი - რიგითი ჯარისკაცები. ხარჯების შემცირებას
და ხალხის გაწბილებას არ აპირებდა, რადგან, როგორც ყველამ
იცის (ან მაშინ იცოდა), კაპიტანი ჩაძირულ ხომალდთან ერთად
იღუპება. მალე სადარდებელიც აღარ გვექნება - ფულს ავიღებთ,
ყველას დავაკმაყოფილებთ და ფლორიდაში გადავალთ საცხოვ-
რებლადო, გვპირდებოდა.
მამა მეუბნებოდა, უნდა წამომყვე და ყველაფერი „ჩაიწერო-
ო“, მაგრამ მე არასდროს არაფერი ჩამიწერია. დარწმუნებული
ვარ, თან იმიტომ დავყავდი, რომ მარტო ყოფნა არ უნდოდა, მო-
რალური მხარდამჭერი სჭირდებოდა, ჩემი სახით. ჩხირივით გახ-
და, ხელები უცახცახებდა, საკუთარი სახელის დაწერაც კი უჭირ-
და.
ლორა ამ ექსკურსიებზე არ დაგვყვებოდა. მისი დასწრება არც
იყო სასურველი. შინ რჩებოდა ხოლმე და სამი დღის პურსა და
წყალწყალა სუპებს არიგებდა. თავადაც უკლო ჭამას; იფიქრებ-
დი, დაუმსახურებელი ლუკმა ყელში არ გადასდისო.
- ქრისტეც კი ჭამდა ყველანაირ საჭმელს, თავს არ იზღუდავ-
და, - არწმუნებდა რენი.
- გავიგე. მაგრამ მე ქრისტე არა ვარ.
- დიდება შენდა, ღმერთო! კიდევ კარგი, იმდენი ტვინი მაინც
შერჩა, რომ თავი მაცხოვარი არა ჰგონია! - ბუზღუნით მეუბნებო-
და რენი. ლორას წილი სადილის დატოვებულ ორ მესამედს მოფ-
ხეკდა ხოლმე თეფშიდან და ისევ ქვაბში აბრუნებდა; საცო-
დაობად მიაჩნდა ამდენი საჭმლის გადაყრა. საერთოდ, ერთთა-
ვად იმით ამაყობდა, არაფერს ვყრიო.
მამას მძღოლი აღარ ჰყავდა და თავადაც უკვე უჭირდა საჭეს-
თან ჯდომა. ამიტომ ტორონტოში მატარებლით მივდიოდით
ხოლმე. მატარებლიდან „იუნიონ სთეიშენზე“ ჩამოვდიოდით, ქუ-
ჩას გადავჭრიდით და სასტუმროში ვბინავდებოდით. ნაშუად-
ღევს, როცა მამა საქმიან შეხვედრებზე მიდიოდა, მე როგორმე
თავი უნდა შემექცია. მაგრამ ძირითადად სასტუმროს ნომერში
ვიჯექი, რადგან დიდი ქალაქისაც მეშინოდა და ჩემი უხეირო ტან-
საცმლისაც (რომელშიც პატარა ბავშვს ვგავდი) ძალიან მრცხვე-
ნოდა. ვიჯექი და ჟურნალებს ვკითხულობდი: ქალთა ჟურნალს,
კოლიეს, მეიფეარს. ჩვეულებრივ, სასიყვარულო ნოველებს ვე-
ტანებოდი. სამზარეულოს ჭურჭელი და ყაისნაღით ქსოვის ტექ-
ნიკა არ მაინტერესებდა. თუმცა, სილამაზის რეცეპტებს მაინც გა-
დავავლებდი ხოლმე თვალს. რეკლამებსაც ვკითხულობდი: ლა-
ტექსის ტანსაცმელი, ორმაგი სტრეიჯი, ბრიჯის თამაშში შეგიწ-
ყობთ ხელს!.. თუნდაც ორთქლმავალივით აბოლებდეთ, იხმა-
რეთ სპადსი და თქვენი კბილები მარად თოვლივით თეთრი, სუნ-
თქვა კი გრილი და სასიამოვნო დარჩება!.. რაღაც, სახელად
ლარვექსი, პირის ღრუს ყველა პრობლემის მოგვარებას მპირდე-
ბოდა; ხოლო ბიგვინის სასტუმროში, თვალწარმტაცი ტბის ყუ-
რესთან, სადაც ყოველი გატარებული წამი სასიამოვნო იყო დამ-
სვენებლებისათვის, პლაჟზე, მუსიკის თანხლებით, გასახდომ
ვარჯიშებს მთავაზობდნენ.
მამა და რიჩარდი საქმეებს რომ მოამთავრებდნენ, რესტო-
რანში ერთად ვსადილობდით ხოლმე. სადილობისას სულ ჩუმად
ვიჯექი. ან რა უნდა მეთქვა? ეკონომიკასა და პოლიტიკაზე საუბ-
რობდნენ, კრიზისსა და ევროპაში შექმნილ ვითარებაზე; ხანაც
მსოფლიო კომუნიზმის საგანგაშო წინსვლაზე მსჯელობდნენ, მე
კი ამ ყველაფრისა ინჩი-ბინჩი არ გამეგებოდა. რიჩარდი ფიქ-
რობდა, რომ ჰიტლერმა, ფინანსური თვალსაზრისით, გერმანია
აშკარად გააერთიანა. მუსოლინის ნაკლებად სწყალობდა - დი-
ლეტანტიაო, ამბობდა, სერიოზულ პოლიტიკოსად არ მიაჩნდა.
ერთ დღეს, სადილობისას, რიჩარდმა გვითხრა, იტალიელები
დამიკავშირდნენ, მთხოვენ, მათი ერთ-ერთი ინვესტორი გავ-
ხდეო. რაღაც ახალ ქსოვილზე მუშაობდნენ, თურმე საიდუმლოდ,
რომელსაც შემთბარი რძის პროტეინისაგან ამზადებდნენ. მაგ-
რამ, საკმარისია ის ქსოვილი დასველდეს, რომ საშინელი ყვე-
ლის სუნი აუვა, ასე რომ ჩრდილოამერიკელი ქალბატონები მას
არასდროს მოიწონებენო, დასძინა. ვისკოზის უფრო სჯეროდა,
მაგრამ დასველებისას ძალიან იჭმუჭნებაო. მოკლედ, ყურები
სულ დაცქვეტილი მაქვს, ახალი არაფერი გამომრჩესო. ვიცი,
რომ რაღაც ახალი ხელოვნური ქსოვილი უნდა გამოჩნდეს, რო-
მელიც აბრეშუმს მთლიანად ამოაგდებს ხმარებიდან და ბამბას -
ნაწილობრივო. ქალებს რა უნდათ? პროდუქცია, რომელიც არ
იჭმუჭნება და დაუთოებას არ საჭიროებსო; თოკზე გაკიდებ გა-
საშრობად და რომ ჩამოხსნი, ერთი ნაკეცი არ ექნებაო. კიდევ -
უფრო გამძლე და გამჭვირვალე წინდებიც უნდათ, რომ ფეხები
კარგად გამოაჩინონ. ასე არ არისო, მომმართა ღიმილით. რო-
გორც კი ქალებზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, ლამის ჩვევად ექ-
ცა ჩემი დამოწმება.
თავი დავუქნიე. ყოველთვის ასე ვშვრებოდი, თუმცა ყურადღე-
ბით არასოდეს ვუსმენდი. არა, მარტო იმიტომ კი არა, რომ ეს სა-
უბრები ჩემთვის მოსაბეზრებელი იყო, არამედ იმიტომაც, რომ
გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, როგორ ეთანხმებოდა საწყალი
მამა. ვგრძნობდი, რომ გულის სიღრმეში სულაც არ ეთანხმებო-
და და საწინააღმდეგოს ფიქრობდა.
რიჩარდმა შემოგვთავაზა, სადილად შინ მეწვიეთო. მაგრამ
ვინაიდან ცოლი არ ჰყავდა, სახელდახელო სადილის დახვედრე-
ბას დაგვპირდა. უსიხარულო ბინაში ვცხოვრობ, როგორც ბერი-
ო; აბა, რა იქნება უცოლო კაცის ცხოვრებაო, თქვა ბოლოს ღიმი-
ლით. ბოლო ფრაზამ ციტატივით გაიჟღერა, და იყო კიდეც ციტა-
ტა, ასე მგონია.
რიჩარდმა „როიალ იორკის“ რესტორან „იმპერიალში“ მთხო-
ვა ხელი. მამასთან ერთად სამხარზე დამპატიჟა, მაგრამ ბოლო
წამს, როცა სასტუმროს კორიდორს ლიფტისკენ მივუყვებოდით,
მამამ მითხრა, მე ვერ წამოვალ, უჩემოდ წადიო.
ცხადია, მამამ და რიჩარდმა წინასწარ მოილაპარაკეს.
- რიჩარდი რაღაცას გკითხავს, - მითხრა მამამ.
- მართლა? ალბათ, დაუთოებასთან დაკავშირებით, - ვუპასუ-
ხე. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას მკითხავდა.
რიჩარდი უფროსი კაცი იყო, ოცდათხუთმეტი წლისა, მე კი თვრა-
მეტისა ვიყავი, ჰოდა ჩემი ინტერესის სფეროში არანაირად არ
ეწერებოდა.
- ჩემი აზრით, გკითხავს, ცოლად გამომყვები თუ არაო, - და-
მიზუსტა მამამ. მაგ დროისთვის უკვე ფოიეში ვიყავით და სავარ-
ძელში ჩავესვენე.
- მართლა? - გავიკვირვე, თუმცა მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს,
კარგა ხანია, ცხადი იყო. გამეცინა, თითქოს რაღაც სასაცილო
ოინი გაეკეთებინათ ჩემთვის. მერე უცებ მუცელი ამტკივდა, მაგ-
რამ ხმაზე არაფერი დამეტყო.
- რა უნდა ვუპასუხო?
- მე თანხმობა უკვე მივეცი და ახლა შენზეა… გარკვეულწი-
ლად, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
- ჩემზე?
- ჰო. თქვენს მომავალზე ვფიქრობდი, მე რომ რამე დამემარ-
თოს, გოგონებს რა ეშველებათ-მეთქი… განსაკუთრებით, ლო-
რას. - მოკლედ, მამას იმის თქმა უნდოდა, რომ რიჩარდს თუ არ
გავყვებოდი ცოლად, ფული არ გვექნებოდა. კიდევ იმისაც, რომ
ჩვენ, მე და ლორა, განსაკუთრებით კი ლორა, საკუთარ თავზე
დამოუკიდებლად ზრუნვას ვერ შევძლებდით.
- ფაბრიკებზეც უნდა ვიზრუნო, საკუთარ ბიზნესს ასე ვერ ჩა-
ვაგდებ. საქმის გამოსწორებას ჯერ კიდევ შევძლებდი, ბანკირე-
ბის ვალები რომ არ მქონდეს - ფეხდაფეხ დამდევენ და ვალების
დაბრუნებას სასწრაფოდ მთხოვენ, - ამოიოხრა მამამ. ჯოხს ეყ-
რდნობოდა და ხალიჩას ჩაჰყურებდა; ვგრძნობდი, რომ ძალიან
რცხვენოდა, მთლად განადგურებული იყო. - არ მინდა, რომ ყვე-
ლაფერი წყალში ჩაიყაროს, ჯერ ბაბუას… მოკლედ, ორმოც-
დაათი, სამოცი წლის შრომა ქარს არ მინდა გავატანო.
- მესმის, - ვუთხარი მამას. ფაქტობრივად, კუთხეში ვიყავი მიმ-
წყვდეული, არჩევანი აღარც მქონდა.
- ავილიონსაც წაგვართმევენ და გაყიდიან.
- გაყიდიან?
- ჰო, ავილიონიც დაგირავებულია, მთელი თავისი ავეჯით.
- მართლა?
- ჰო, შავ დღეში ჩავცვივდებით, ძალიან გაგვიჭირდება…
არაფერი მითქვამს.
- მაგრამ, ბუნებრივია, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა
მიიღო, წინააღმდეგობას არ გაგიწევ; მოკლედ, შენი გადასაწყვე-
ტია.
ისევ არაფერი მითქვამს.
- მიჭირს, რაღაც ისეთი გაგაკეთებინო, რაც ძალიან არ გინდა,
- მითხრა მამამ და თავისი ერთადერთი საღი თვალი, სახემოღუ-
შულმა, ჩემს მიღმა სივრცეს ისე გაუშტერა, თითქოს რაღაც მნიშ-
ვნელოვანს ხედავდა. მაგრამ ჩემ უკან, კედლის გარდა, არაფერი
იყო.
ხმა არც მაშინ ამომიღია.
- ესე იგი, შევთანხმდით, - შვებით ამოისუნთქა მამამ, - გრიფე-
ნი ჭკვიანი და პრაქტიკული კაცია, თანაც მტკიცე და ურყევი.
- მეც ასე მგონია, სრულიად ურყევია.
- საიმედო ხელში იქნები… შენც და ლორაც, რა თქმა უნდა.
- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე ჩუმად, - ლორაც.
- ჰოდა, მაშინ თავი ასწიე, ჩემო გოგონა!
ნუთუ ყველაფერში მამას ვადანაშაულებ? არა, ახლა უკვე
აღარ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერში აღარ. მამას ჩვენთვის
სიკეთე უნდოდა და იმას აკეთებდა, რაც მაშინ სწორი და გონივ-
რული ეჩვენებოდა. უფრო მეტიც, უკეთესი ვერც წარმოედგინა.
როგორც კი საუბარი დავასრულეთ, რიჩარდი დაბარებული-
ვით გამოგვეცხადა. კაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მე
კი ხელზე ხელი ოდნავ მომიჭირა. მერე იდაყვში ჩამჭიდა და წა-
მიყვანა. მაშინ მამაკაცები იდაყვში ჰკიდებდნენ ხოლმე ხელს ქა-
ლებს და ასე აცილებდნენ საჭირო ადგილამდე. ჰოდა, მეც იდაყ-
ვში ხელმოკიდებული გამიყვანეს „იმპერიალში“. რიჩარდმა აღ-
ნიშნა, ვენეციური კაფე მერჩივნა, უფრო ნათელია და ატმოსფე-
როც უფრო სასიამოვნოა, მაგრამ ყველა ადგილი დაჯავშნილი
აღმოჩნდაო.
ახლა ალბათ უცნაურია, ამას რომ ვიხსენებ, მაგრამ მაშინ სას-
ტუმრო „როიალ იორკი“ ყველაზე მაღალი შენობა იყო მთელს
ტორონტოში, ხოლო „იმპერიალი“ - ყველაზე დიდი რესტორანი.
რიჩარდს ყველაფერი დიდი უყვარდა. თავად დარბაზში მასიური,
ოთხკუთხა სვეტების მთელი წყება იყო გამწკრივებული, ჭერი მო-
ზაიკით იყო მოპირკეთებული. უამრავი კანდელაბრი ეკიდა და
უამრავი ძვირფასი შანდალი იდგა მოზაიკითვე გაწყობილ სადგა-
რებზე… მოკლედ, იმ დარბაზში გარდასულ ჟამთა კეთილდღეობა
იყო დაკონსერვებული. იქაურობამ ჩემზე რაღაც უხეშის, მძიმის
და გაფუყულის შთაბეჭდილება მოახდინა… თუმცა, შესაძლოა,
სინამდვილეში სულაც არ იყო ასე.
შუადღე იდგა და მზე ისე ანათებდა, ზამთრისთვის, ცოტა არ
იყოს, უჩვეულო რომ არის. მზის მოთეთრო ნათელი მძიმე ფარ-
დებს შორის ღრიჭოებიდან იღვრებოდა. მუქი ღვინისფერი ხა-
ვერდის ფარდები იყო, თუ არ ვცდები. სასტუმროს რესტორნების-
თვის დამახასიათებელი საჭმლის სურნელის გარდა, გახურებუ-
ლი ლითონისა და ლპობაშეპარული მუშამბის სუნსაც მძაფრად
ვგრძნობდი. რიჩარდის არჩეული მაგიდა მზის შუქისგან მოშო-
რებით, ბნელ კუთხეში იდგა. პატარა ლარნაკში წითელი ვარდის
კოკორი იდო. ვარდიდან რიჩარდზე გადავიტანე მზერა. მაინტე-
რესებდა, როგორ მოიქცეოდა: ხელს მომკიდებდა და ოდნავ მო-
მიჭერდა? დაიბნეოდა და მღელვარებისგან ენა დაებმებოდა?..
ცხადია, არა; არავითარ შემთხვევაში...
ძალიან არ მომწონდა-მეთქი, ვერ ვიტყვი… უბრალოდ, არ
მომწონდა. მასზე მეტისმეტად მწირი წარმოდგენა მქონდა, რად-
გან არასდროს მაინტერესებდა და არც დავკვირვებივარ. თუმცა
ზოგჯერ თვალში მეცემოდა ხოლმე მისი ზედმეტად მოწესრიგებუ-
ლი ჩაცმულობა. ხანდახან ცოტა პომპეზურიც კი მეჩვენებოდა,
მაგრამ უშნო ნამდვილად არ იყო. ალბათ პირიქით, მეტად სა-
სურველი საქმრო გახლდათ. თავბრუ დამეხვა, არ ვიცოდი, რო-
გორ მოვქცეულიყავი.
ოფიციანტი მოგვიახლოვდა და რიჩარდმა შეკვეთა მისცა. მე-
რე საათს დახედა და ლაპარაკი დაიწყო. თითქმის არ მესმოდა,
რას მეუბნებოდა… მერე გამიღიმა და პატარა, შავხავერდგადაკ-
რული კოლოფი ამოიღო ჯიბიდან. კოლოფი რომ გახსნა, იქიდან
თვალისმომჭრელმა სხივებმა ამოანათა.
იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე. სასტუმროს უზარმაზარ სა-
წოლში მოკუნტული ვიწექი და ერთიანად ვცახცახებდი. ფეხები
გაყინული მქონდა, მუხლები - ლამის ნიკაპამდე აწეული, თავი კი
გვერდულად მედო ბალიშზე. თვალწინ გახამებული თეთრეულის
თვალუწვდენელი, არქტიკული ველი გადამშლოდა. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს ამ სპეტაკსა და გათოშილ ველს ვე-
რასდროს დავეხსნებოდი, ვერ გადავლახავდი, გზას ვეღარ გა-
ვიკვლევდი და თბილ ადგილებში ვეღარ დავბრუნდებოდი. ვიცო-
დი, რომ გზა-კვალი ბოლომდე ამერია და საბოლოოდ დავიკარ-
გე. ალბათ წლების მერე აღმოაჩენენ-მეთქი ჩემს გაყინულ
გვამს… სავარაუდოდ, უშიშარ მკვლევართა რომელიმე გუნდი მი-
პოვის… ცალი ხელი გაწვდილი მექნება, თითქოსდა ხავსს ვეჭი-
დებოდი, სახის ნაკვთები - გამომშრალი, თითები კი - მგლების-
გან მოჭმული.
მოკლედ, ძრწოლამ ამიტანა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პირა-
დად რიჩარდისა მეშინოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს
„როიალ იორკს“ გაჩირაღდნებული გუმბათი ვიღაცამ გადახადა
და უძირო, შავი ციდან გამკილავი მზერა მითვალთვალებდა…
ღმერთი იყო!.. თავისი ირონიული, პროჟექტორივით გამჭოლი
და ცივი მზერით დამყურებდა და ხედავდა, რა მძიმე სიტუაციაში
აღმოვჩნდი… ისიც იცოდა, რომ რწმენა დაკარგული მქონდა…
ჩემს ოთახს თითქოს იატაკიც გამოეცალა, ჰაერში ვიყავი გამო-
კიდებული და საცაა, მოვწყდებოდი… უსასრულო, უსასრულო იქ-
ნებოდა ჩემი უფსკრულისაკენ ვარდნა…
მაგრამ, როცა ახალგაზრდა ხარ, ასეთი უჟმური შეგრძნებები
დიდხანს ვერ ძლებენ და დილის მზის სხივებთან ერთად უკვა-
ლოდ ქრებიან.
არკადიან კორტი

გარეთ, ჩამობურულ ეზოში, ლამაზად ბარდნის. თოვლის ფიფ-


ქები თითქოს ფანჯრის მინებს „კოცნიან“. ეს თოვლი აუცილებ-
ლად დადნება, რადგან ჯერ ნოემბერია და ზამთარმა, უბრალოდ,
დაგვხედა. ვერ გამიგია, ასე რამ გამახალისა; მშვენივრად ვიცი,
რაც მოგველის: თოვლჭყაპი, სიბნელე, ბურუსი, გრიპები, ჭუჭ-
ყიანი ყინული და ქუჩებში დაყრილი ტექნიკური მარილის ლაქე-
ბი ჩექმებზე. მაგრამ რაღაც სიახლის მოლოდინი მაინც ჩნდება -
საბრძოლველად ემზადები. ზამთარს ყოველთვის პირისპირ უნ-
და შეერკინო, გარეთ უნდა გახვიდე, სიცივეს არ უნდა შეეპუო…
მერე კი დროულად უნდა დაიხიო უკან, შინისკენ… ღმერთო, რო-
გორ მინდა, ამ სახლში ბუხარი მქონდეს!
იმ სახლს, რომელშიც მე და რიჩარდი ვცხოვრობდით, შესა-
ნიშნავი ბუხარი ჰქონდა. უფრო სწორად, ოთხი ბუხარი გვქონდა.
მათგან ერთი საძინებელში გიზგიზებდა, ცეცხლის ალები ლამის
კანს გილოკავდნენ…
სვიტრის აკაპიწებული სახელოები ჩამოვიშალე და მანჟეტები
ხელის თითებამდე მომწვდა; იმ უთითებო ხელთათმანებს დაემ-
სგავსა, ბოსტნეულის გამყიდვლებს ან სხვა, ღია ცის ქვეშ და სი-
ცივეში მომუშავე ადამიანებს რომ უკეთიათ ხოლმე. აქამდე თბი-
ლი შემოდგომა იდგა, მაგრამ მოდუნების უფლება არა მაქვს,
ზამთრის თადარიგი უნდა დავიჭირო: ღუმელი უნდა შევაკეთები-
ნო; თბილი ღამის პერანგი უნდა ამოვქექო; მზა, დაკონსერვებუ-
ლი ლობიო, სანთლები და ასანთი უნდა მოვიმარაგო. შარშანდე-
ლივით საშინელი ქარბუქი თუ ატყდა, ყველაფერი დაიკეტება,
უშუქოდ დავრჩებით, ტუალეტს ვერ ჩავრეცხავთ, სასმელი წყა-
ლიც კი არ გვექნება, ყინული თუ არ დავადნეთ.
ბაღში გამხმარი ფოთლების, ეკლებისა და ერთი-ორი მომაკ-
ვდავი ქრიზანთემის გარდა, აღარაფერია. მზე ძალას კარგავს და
ადრე ბნელდება. წერას სამზარეულოს მაგიდასთან ვაგრძელებ.
ჩანჩქერის შხუილის ხმა ძალიან მაკლია. ზოგჯერ გაშიშვლებულ
ხეებში ქარი ზუზუნებს. ეს თითქოს მსგავსი ხმაა, ოღონდ ნაკლე-
ბად მშობლიური.
ნიშნობის მომდევნო კვირას, რიჩარდის დამ, უინიფრედ
გრიფენ-პრაიორმა, სამხარზე დამპატიჟა. მოსაწვევი მისგან მო-
მივიდა, მაგრამ ვიფიქრე, რიჩარდმა აიძულა-მეთქი. შეიძლება
ვცდებოდი კიდეც, რადგან უინიფრედი ყველას თავის ჭკუაზე ატ-
რიალებდა და არც ის იყო გამორიცხული, რომ ინიციატივა სწო-
რედ მისგან წამოსულიყო… თუმცა, ალბათ ორივემ ერთად
მოიფიქრა.
სამხრისთვის „არკადიან კორტში“ ვხვდებოდით. ეს მაღალჭე-
რიანი და ვრცელი, „ბიზანტიურ სტილში“ ნაგები (რაც თაღებითა
და ქოთნის პალმებით გაწყობილ სივრცეს გულისხმობდა) დარ-
ბაზი სიმფსონების უნივერმაღის თავზე, ქუინ სტრიტზე მდებარე-
ობდა და მდიდარი ქალბატონების საყვარელი ადგილი გახ-
ლდათ. იასამნისა და ვერცხლის ფერების შეხამებით გაფორმე-
ბულ დარბაზში სკამებსაც და სანათებსაც მომრგვალებული კონ-
ტურები ჰქონდა. დარბაზის გარშემო, ნახევარი სართულით მაღ-
ლა მდებარე ტერასაზე, ვრცელი, ინკრუსტირებული რკინის
მოაჯირებიანი ვერანდა იყო მოშენებული, რომლითაც მხოლოდ
მამაკაცები, ანუ ბიზნესმენები სარგებლობდნენ. ისხდნენ და ზე-
მოდან ისე უთვალთვალებდნენ ბუმბულებით მოკაზმულ, მოჟ-
ღურტულე ქალბატონებს, როგორც გალიაში დამწყვდეულ მგა-
ლობელ ჩიტუნებს.
ჩემს საუკეთესო (და, პრინციპში, ამ სიტუაციისათვის ერთა-
დერთ შესაფერის) საგარეო ტანსაცმელში გამოვეწყე: ლურჯ პი-
ჯაკში, ნაკეცებიან ქვედატანში, თეთრ ბლუზაში, რომელიც ყელ-
თან ბაფთით იკვრებოდა, და ლურჯ ქუდში. მოკლედ, სკოლის
მოსწავლეს ანდა ხსნის არმიის აქტივისტს უფრო ვგავდი, ვიდრე
სამხრისთვის მობრძანებულ ქალბატონს. ფეხზე რა მეცვა, ამის
გახსენებაც აღარ მინდა, ახლაც კი ცუდად ვხდები. ძვირფას ნიშ-
ნობის ბეჭედს ხელთათმანში ვმალავდი. არ მინდოდა, ჩემი ტან-
საცლის შემხედვარე, ვინმეს მთის ბროლი ჰგონებოდა, ანდა, კი-
დევ უარესი - ეფიქრა, რომ ბეჭედი ვინმეს ავწაპნე.
მეტრ დ’ოტელმა ისე შემომხედა, შეცდომით სხვა ადგილას ან
სხვა შესასვლელიდან შებოდიალებულ სამსახურის მაძიებელს
რომ შეხედავენ. იქაურობისათვის ძალიან შეუფერებელი და
ახალგაზრდა ვეჩვენე. მაგრამ უინიფრედი რომ ვახსენე, მაშინვე
დამშვიდდა, რადგან უინიფრედი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა,
პრაქტიკულად „არკადიან კორტში“ ცხოვრობდა.
კიდევ კარგი, უინიფრედი ადგილზე დამხვდა, - ერთ-ერთ შო-
რეულ მაგიდასთან იჯდა, - ჰოდა, აღარ მომიხდა ყინულიანი
წყლის სმა და გადაპრანჭული ქალბატონების გაკვირვებული
მზერის ატანა - ნეტა ამას აქ რა უნდაო.
უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მახსოვდა - თხელი, უფრო
ზუსტად, მოხდენილი ქალი იყო… თუმცა, შესაძლოა, იმ ტანსაც-
მელში ჩანდა ასეთი. მწვანე ფერი შეერჩია; ბაცი მწვანე კი არა -
თვალში საცემი, ხასხასა, ლამის უხამსი (ორი ათეული წლის შემ-
დეგ ქლოროფილიანი საღეჭი რეზინები რომ შემოვიდა მოდაში,
ზუსტად ისეთი). ფეხზე შესაფერისი, მომწვანო, ალიგატორის
ტყავის ფეხსაცმელი ეცვა - ჩამქრალი, და ამავდროულად ფერებ-
ში მოლივლივე, თითქოს ოდნავ სველიც… ასეთი საოცარი ფეხ-
საცმელი არასდროს მენახა. ქუდიც იმავე ტონისა ეხურა - მწვანე
ჩალმა, რომელიც შაბიამნით შეწამლულ ტორტს წააგავდა.
თვალი რომ მოვკარი, იმას აკეთებდა, რის გაკეთებასაც სას-
ტიკად მიკრძალავდნენ, რადგან უხამს ვულგარულობად ითვლე-
ბოდა - ჯიბის სარკეში საჯაროდ ითვალიერებდა სახეს!.. უარესიც
- მაკიაჟიც კი განიახლა!.. შევყოვნდი. არ მინდოდა დაენახა, რომ
მისი ამ ყოვლად უზნეო საქციელის უნებლიე მოწმე გავხდი. სარ-
კე დაკეცა და ალიგატორის ტყავის ხელჩანთაში სრულიად მშვი-
დად ჩააცურა. მერე კისერი ამაყად მოიღერა, მიმოიხედა, დამი-
ნახა, გამიღიმა და ხელი დამიქნია. ხელზე არაჩვეულებრივი ვერ-
ცხლის სამაჯური ეკეთა, მაშინვე თვალში მომხვდა.
- ფრედი დამიძახე, - მითხრა უინიფრედმა, როგორც კი დავჯე-
ქი. - ყველა ჩემი ახლო მეგობარი ასე მეძახის, ჰოდა, მინდა,
ჩვენც ახლო მეგობრები გავხდეთ!
იმხანად ძალიან მოდაში იყო სახელების დამოკლება - ქალ-
ბატონები ერთმანეთს ბილით, ბობით, უილით, ჩარლით მიმარ-
თავდნენ; ასე უფრო ახალგაზრდულად ჟღერდა. მე ჩემი სახელის
ამგვარი ვარიანტი ვერ შევთავაზე. - უი, ბეჭედი გიკეთია? - შენიშ-
ნა უინიფრედმა, - ძალიან ლამაზია, არა? რიჩარდს მე ავარჩევი-
ნე… უყვარს, მაღაზიებში რომ დავყვები ხოლმე, ანდა სულაც მის
ნაცვლად რომ დავდივარ საყიდლებზე. კაცები მაღაზიებს ვერ
იტანენ, თავი სტკივდებათ, არ შეგიმჩნევია? რიჩარდს უნდოდა,
ზურმუხტის ბეჭედი ეყიდა, მაგრამ გადავაფიქრებინე… ბრილი-
ანტს მაინც ვერაფერი შეედრება!
ამას რომ მეუბნებოდა, თან ყურადღებით და ერთგვარი
სიამოვნებითაც კი მაკვირდებოდა - აინტერესებდა, საქორწინო
ბეჭდის შერჩევის მნიშვნელოვანი აქტის ასეთნაირად გაბიაბ-
რუება ჩემზე როგორ იმოქმედებდა. ჭკვიანი და უჩვეულოდ დიდი
თვალები ჰქონდა, ქუთუთოებზე წასმული მკვეთრი მწვანე ჩრდი-
ლით; ძაფივით წვრილი, ამოპუტული წარბები ფანქრით გამოეკ-
ვეთა, რაც იმ სევდიან და გაოცებულ გამომეტყველებას სძენდა,
იმდროინდელი კინოვარსკვლავები რომ დაიყენებდნენ ხოლმე;
ტუჩებზე მუქი, მოწითალო-მონარინჯისფრო პომადა ესვა, იმხა-
ნად მოდაში ახლად შემოსული კრევეტი (კრევეტზე ინფორმაცია
ჟურნალში ამოვიკითხე). პირიც კინემატოგრაფიული მოყვანი-
ლობისა ჰქონდა - ზედა ტუჩისთვის ფანქრით „კუპიდონის მშვილ-
დის“ ფორმა მიეცა. მის ხმის ტემბრს რაც შეეხება, „ვისკის ხმას“
რომ ეძახდნენ, ზუსტად ისეთი იყო - დაბალი, მკერდისმიერი, ოდ-
ნავ ხრინწიანი და, ამავდროულად, ხავერდოვანი. მოკლედ, მისი
ხმა კატასავით ელამუნებოდა სმენას.
(ჩემს მულს აზარტული თამაშები იტაცებდა, როგორც მოგ-
ვიანებით აღმოვაჩინე. ბრიჯს თამაშობდა, პოკერს კი - არა. თუმ-
ცა პოკერში ძალიან მაგარი იქნებოდა, ბლეფი და თვალთმაქცო-
ბა მისი მოგონილი იყო. მაგრამ პოკერის თამაში მუდამ სარის-
კოა, დიდი და გაუთვალისწინებელი თანხების ტრიალს მოით-
ხოვს. უინიფრედს კი მოჭრილ თანხებზე ერჩივნა თამაში. გოლ-
ფსაც თამაშობდა, მაგრამ, ძირითადად, საზოგადოებასთან ურ-
თიერთობის მიზნით. ისეთი კარგი მოთამაშეც არ იყო, როგორა-
დაც თავს ასაღებდა. ჩოგბურთი მეტისმეტად დიდი ენერგიის ხარ-
ჯვას მოითხოვდა და ამიტომაც არ უყვარდა; არ უნდოდა, ვინმეს
გაოფლიანებული ენახა. „აფროსნობასაც“ იჩემებდა, რაც მის-
თვის მხოლოდ ნავში დიდი ქუდით რბილ ბალიშზე ნებივრად
ჯდომას და სასმელის ნება-ნება წრუპვას ნიშნავდა).
უინიფრედმა მკითხა, რას მიირთმევო. ვუთხარი, მნიშვნელო-
ბა არა აქვს, ჩემთვის სულერთია-მეთქი. „ძვირფასოო“, ასე მომ-
მართა და მითხრა, სალათი „უოლდორფი“ ძალიან გემრიელიაო.
ვუთხარი, მაშინ ეგ სალათი იყოს-მეთქი.
წარმოდგენა არ მქონდა, მისთვის ფრედი როგორ უნდა დამე-
ძახებინა. ძალიან ფამილარულად ჟღერდა, ლამის უხეშობად
მეჩვენებოდა. უინიფრედი ოცდაათი ან ოცდაცხრა წლის ქალი
იყო, რიჩარდზე ექვსი ან შვიდი წლით უმცროსი, მაგრამ ძალიან
მეგობრობდნენ. თავიდან საიდუმლოსავით გამანდო ეს ამბავი,
მერე კი წამდაუწუმ ამას მიმეორებდა. ფაქტობრივად, ამით დამე-
მუქრა და გამაფრთხილა. საერთოდაც ასეთი მსუბუქი და მეგობ-
რული ტონით მაფრთხილებდა და მემუქრებოდა ხოლმე. ამ ნათ-
ქვამით მხოლოდ ის კი არ გადამიკრა, რომ რიჩარდზე ჩემზე გა-
ცილებით მეტი უფლებები ჰქონდა, და რომ მათ ურთიერთთავდა-
დებას სხვა ვერასდროს გაიზიარებდა, არამედ ისიც მაგრძნობი-
ნა, რამე თუ შეგეშალა, პასუხი ორივესთან თანაბრად უნდა აგო-
ო.
ისიც მითხრა, რიჩარდის საქმეებს - საზოგადოებასთან ურთი-
ერთობას, კოქტეილის წვეულებებს, სადილებს და ასე შემდეგ -
სულ მე ვაგვარებ, რადგანაც უცოლოაო. თანაც დასძინა (და მერე
წლიდან წლამდე სულ ამას მიმეორებდა), ეგეთი რამეები ჩვენი,
მისი გოგოების საქმეაო. მერე აღნიშნა, ვერ წარმოიდგენ, რო-
გორ მიხარია, რომ რიჩარდმა, ბოლოს და ბოლოს, დაქორწინება
გადაწყვიტა და საცოლედ შენნაირი მშვენიერი ახალგაზრდა გო-
გონა აირჩია, თორემ ადრე ერთი ორი უსიამოვნო შემთხვევა
ჰქონდა, რომლებიც კინაღამ ქორწინებით დასრულდა, ფაქტობ-
რივად უკვე მახეში იყო გაბმულიო (უინიფრედი რიჩარდის ქა-
ლებს სულ „შემთხვევებად“ იხსენიებდა და ხაფანგებთან, მახეებ-
თან, ობობის ქსელებთან, მავთულხლართებთან, აბურდულ ძა-
ფებთან და ამდაგვარ გამომჭერ საშუალებებთან აიგივებდა. გე-
გონებოდა, ყოველი მათგანი პირადად მას ებლანდებოდა ფეხებ-
ში და თავისუფლად მოძრაობას უშლიდა).
საბედნიეროდ, რიჩარდი აქამდე არც ერთ „შემთხვევაზე“ არ
წამოეგოო, მითხრა ინტიმური ხმით; ქალები პირდაპირ ხროვე-
ბად ნადირობდნენ ჩემს ძმაზეო. ასეთნაირად დახატული რიჩარ-
დი ტანსაცმელშემოხეული და თმააწეწილი დამიდგა თვალწინ;
წარმოვიდგინე, პანიკაში ჩავარდნილი და თავქუდმოგლეჯილი,
როგორ გაურბოდა გავეშებულ დედაკაცებს… მაგრამ ასეთი რი-
ჩარდი ძალიან დამაჯერებელი არ მომეჩვენა - შეშინებული, ფე-
ხაჩქარებული და, მით უმეტეს, მორბენალი, ვერაფრით წარმო-
მედგინა; საერთოდაც მიჭირდა იმის დაშვება, რომ ოდესმე საფ-
რთხეში ჩაიგდებდა თავს ან რაიმე რისკის წინაშე აღმოჩნდებო-
და.
უინიფრედს თავს ვუქნევდი და ვუღიმოდი, თუმცა ვერ გამეგო,
რომელ კატეგორიას მაკუთვნებდა… შესაძლოა, სულაც რიჩარ-
დზე აკიდებულ მორიგ „შემთხვევად“ აღმიქვამდა. თუმცა, ერთი
შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და მხოლოდ იმის
ხაზგასმა უნდოდა, რომ რიჩარდი უაღრესად ღირსეული ადა-
მიანი ბრძანდებოდა, ჰოდა უნდა გავფრთხილებოდი, არაფერი
უნდა შემშლოდა, თუ საბოლოოდ მისი ცოლობის პატივი მხვდე-
ბოდა წილად.
- ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შესანიშ-
ნავად გაართმევ თავს, შენ ხომ ისეთი ახალგაზრდა ხარ, - მით-
ხრა უინიფრედმა. ჩემი ახალგაზრდობა სწორედაც რომ გამო-
რიცხავდა იმას, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გავართმევ-
დი თავს. უინიფრედს სწორედ ის უნდოდა, იმთავითვე მეგრძნო,
მის გარეშე ფონს რომ ვერ გავიდოდი, და რომ საკუთარი პოზი-
ციების დათმობას სულაც არ აპირებდა.
ამასობაში ჩვენი სალათიც მოიტანეს. ჭამის დროს ყურადღე-
ბით მადევნებდა თვალს - აინტერესებდა, დანა-ჩანგალს როგორ
ვხმარობდი. მისმა გამომეტყველებამ მაგრძნობინა - ყოველ შემ-
თხვევაში, იმაში მაინც დავრწმუნდი, ხელით რომ არ ჭამო, მაგ-
რამ მაინც ამოიოხრა. ახლაღა ვხვდები, როგორი მძიმე დარტყმა
მივაყენე. აშკარად შეეშინდა, რომ უცხვირპირო და ჩაკეტილი
არსება ვიყავი, საუბარში აყოლა არ მეხერხებოდა, ბევრ რამეზე
წარმოდგენა არა მქონდა და ნამდვილი სოფლელი გოგოს შთა-
ბეჭდილებას ვტოვებდი… ან ეგებ იმიტომ ამოიოხრა, რომ საკუ-
თარი პერსპექტივა დაინახა - მძიმე და მუხლჩაუხრელი შრომის
პერსპექტივა - რადგან გადაწყვიტა, რომ მოუზელავი ცომი ვიყავი
და ჩემი მოზელვა დროულად უნდა დაეწყო.
ჰოდა, არც აცივა, არც აცხელა, და პირდაპირ დაიკაპიწა ხე-
ლები. მისი მუშაობის მეთოდი გადაკვრით მინიშნება და შეთავა-
ზება იყო (მეორე მეთოდიც ჰქონდა - იძულება - მაგრამ პირველ
შეხვედრაზე ამ მეთოდისათვის არ მიუმართავს). მითხრა, ბე-
ბიაშენს კარგად ვიცნობდიო; უფრო სწორად, მასზე ბევრი რამ
მსმენიაო. მონრეალელი მონფორების ქალები დახვეწილი სტი-
ლით გამოირჩეოდნენო. სამწუხაროდ, მე რომ დავიბადე, ბე-
ბიაშენი, ადელია მონფორი, უკვე გარდაცვლილი იყო და პირა-
დად არ მინახავსო. ამით მიმანიშნა, რომ მიუხედავად ჩემი წარ-
მომავლობისა, ჩემი აღზრდა მაინც ნულიდან უნდა დაეწყო.
უპირველეს ყოვლისა, ჩემს ტანსაცმელს მიადგა. მითხრა,
გარდა იმისა, რომ ძვირფასი ტანსაცმელი უნდა იყიდო, მისი
ეფექტურად ტარებაც უნდა იცოდეო. ისე უნდა მოირგო, ძვირფა-
სო, როგორც საკუთარი კანიო. მერე ჩემს ვარცხნილობაზე გადა-
ვიდა, რომელიც, მისი თქმით, საერთოდ არაფერს ჰგავდა - თმა
გრძელი მქონდა, დაუხვეველი, უკან სადად გადავარცხნილი და
თმის სამაგრით შეკრული. ცხადია, სასწრაფოდ უნდა შეიჭრა და
დაიხვიოო, მითხრა. მერე ხელის ფრჩხილებზეც მირჩია, თვალში
საცემი და მჭახე ფერის ლაქი არ წაისვა, ამისთვის ძალიან ახალ-
გაზრდა ხარო. მოკლედ, სულ ცოტა ძალისხმევა გჭირდება, მომ-
ხიბლავი რომ გახდეო.
მოთმინებით კი ვუსმენდი, მაგრამ გულში ძალიან აღვშფოთ-
დი. ისედაც ვიცოდი, მომხიბლავი რომ არ ვიყავი. ხიბლი არც მე
მქონდა და არც ლორას, ამისთვის ორივე ძალიან გულჩათხრო-
ბილები და მოუხეშავები ვიყავით. მოხიბლვის ოსტატობა არასო-
დეს გვისწავლია. სულ რენის ბრალი იყო, რომელიც თვლიდა,
რომ ჩვენი გვარიშვილობა უკვე სავსებით საკმარისი იყო იმისათ-
ვის, რომ ხალხს დავეფასებინეთ, ამიტომ ზედმეტი პრანჭვა, თა-
ვის მოწონება და თვალების პრაწვა საერთოდ არ გვჭირდებოდა.
მამას, თუ მოინდომებდა, ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა არ
უჭირდა, მაგრამ ჩვენთვის ეს უნარი არასდროს განუვითარებია.
ბიჭებივით გვზრდიდა და თავისას მიაღწია კიდეც. მომხიბლავი
ბიჭები არავის მოსწონს, ასეთი ბიჭების გულწრფელობასა და
ვაჟკაცობაში ყველას ეჭვი ეპარება.
უინიფრედი მიყურებდა, როგორ ვჭამდი და სახეზე ირონიული
ღიმილი დასთამაშებდა. ვგრძნობდი, რომ გულში უკვე ეპითეტე-
ბის მთელი რიგი ჩამოუყალიბდა და უამრავი სასაცილო ანეკდო-
ტი გაახსენდა, რომელსაც, ჩემთან დაკავშირებით, მალე მოუყვე-
ბოდა მეგობრებს - მავან ბილის, ბობის და ჩარლის: მგონი ნათ-
ხოვარი, თუ ნაჩუქარი ტანსაცმელი ეცვა… ისე ჭამდა, გეგონებო-
და, თავის დღეში არ უჭამიაო... და მისი ფეხსაცმელი?!..
- ახლა კი, - მითხრა ბოლოს, და თან სალათი მოციცქნა (სულ
ასე იციცქნებოდა, საჭმელს ბოლომდე არასოდეს ჭამდა) - მოდი,
მთავარზე გადავიდეთ.
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ისევ ამოიოხრა.
- ქორწილის გეგმები დავსახოთ. ძალიან ცოტა დრო დაგ-
ვრჩა… პავლე მოციქულის ტაძარზე ვიფიქრე, წვეულება კი
„როიალ იორკის“ სამეჯლისო დარბაზში ხომ არ გაგვემართა--
მეთქი...
მეგონა, რიჩარდს პირდაპირ ამანათივით გადასცემდნენ ჩემს
თავს, მაგრამ შევცდი, თურმე ცერემონიები მელოდა; თანაც,
არაერთი: კოქტეილის წვეულებები, ჩაიზე მოპატიჟებები, საჩუქ-
რების მიღება-გაცემები, გაზეთისათვის ფოტოების გადაღება და
ასე შემდეგ. რენი რომ მიყვებოდა დედაჩემის გათხოვების ამ-
ბავს, რაღაც იმდაგვარი ხდებოდა ჩემს თავს, თუმცა გარკვეული
დეტალები აკლდა. მაგალითად, რომანტიკული პრელუდია, სა-
დაც ახალგაზრდა კაცი დამიჩოქებდა და ისე მთხოვდა ცოლო-
ბას… ძალიან დავიზაფრე. ჯერ მუხლები ამიკანკალდა, მერე კი
მთელი ტანით ავცახცახდი. უინიფრედმა შენიშნა ჩემი აღელვება,
მაგრამ არ დამამშვიდა. არ უნდოდა, რომ დავმშვიდებულიყავი.
- ნუ ღელავ, ძვირფასო, - ისეთი ტონით მითხრა, რომ უარესად
ავღელდი. მერე ხელი მკლავზე მომითათუნა და დასძინა, - მე მო-
გიგვარებ ყველაფერს. ვიგრძენი, რომ ნებელობა საერთოდ დავ-
კარგე, საკუთარ თავსა და ქმედებებს ვეღარ ვაკონტროლებდი
(ახლა რომ მახსენდება, ბორდელის „დედილოსავით“ იქცეოდა,
ნამდვილი ოღრაშივით).
- ღმერთო! რა დრო გასულა! - წამოიძახა უინიფრედმა და სა-
ათს დახედა. ვერცხლისსამაჯურიანი საათი იყო, უცნაური ფორ-
მის, თითქოს თხევადი ლითონი გადაასხეს მაჯაზეო, და ციფრე-
ბის ნაცვლად, დრო წერტილებით იყო აღნიშნული. - მე უნდა გა-
ვიქცე, შენ კი დარჩი, ჩაის მოგიტანენ, ნამცხვრით ან რაიმე სხვა
ტკბილეულით. პატარა გოგონებს ტკბილეული ძალიან უყვართ,
ხომ ასეა? - სიცილით მითხრა უინიფრედმა და კრევეტისფერი ამ-
ბორის კვალი დამამჩნია. ლოყაზე კი არ მაკოცა, შუბლზე მეამბო-
რა, რითაც კიდევ ერთხელ მაგრძნობინა, ბავშვი ხარო.
მიმავალს თვალი გავაყოლე. კი არ მიდიოდა, მიცურავდა!
აქა-იქ თავს უკრავდა ვიღაცეებს ან ნაზად უქნევდა ხელს. მიცუ-
რავდა და ჰაერი მაღალი ბალახივით ღელავდა მის გარშემო. ფე-
ხები წელიდან ეწყებოდა, თეძოებიდან კი არა. თეძოები საერ-
თოდ არ ერხეოდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სრული-
ად უფორმო ვიყავი, ხორცები უშნოდ მქონდა გადმოჩაჩული
წელთან და წინდების ყელთან… საშინლად მომინდა, მეც უინიფ-
რედივით შემძლებოდა სიარული: გრაციოზულად, მსუბუქად და
ლაღად.
ავილიონის ნაცვლად, უინიფრედის ქვითკირისა და ხის კომ-
ბინაციით, ასე ვთქვათ, ტიუდორულ სტილში, ნაგები როზენ-
დეილის რეზიდენციიდან გამათხოვეს. მითხრეს, ასე უფრო ხელ-
საყრელია, რადგან სტუმართა უმრავლესობა ტორონტოელი იქ-
ნებაო. თანაც, მამაც აღარ ჩავარდებოდა უხერხულ მდგომა-
რეობაში, რადგან უინიფრედის მოსაწონ ქორწილს თვითონ ფი-
ნანსურად ვერ გაქაჩავდა.
ტანსაცმელიც კი ვერ მიყიდა, ამიტომ აქაც უინიფრედმა იმარ-
ჯვა. საქორწინო მოგზაურობისათვის გამზადებულ ბარგში, ერთ--
ერთ ახალ სამგზავრო სკივრში, ისეთი რამეებიც კი აღმოვაჩინე,
როგორებიცაა ჩოგბურთის მოკლე ქვედატანი, თუმცა ჩოგბურთს
არ ვთამაშობდი; საცურაო კოსტიუმი, თუმცა, ცურვა არ ვიცოდი;
და კიდევ რამდენიმე სამეჯლისო კაბა, თუმცა, არც ცეკვა ვიცოდი.
ასეთი უნარები სად და როდის გამომიმუშავდებოდა? ყოველ შემ-
თხვევაში, ავილიონში ეს წარმოუდგენელი იყო. ცურვაც კი ვერ
ვისწავლე, რადგან რენი წყალში ჩასვლის უფლებას არ გვაძლევ-
და… მაგრამ უინიფრედი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ასეთი რა-
მეები მაინც მქონოდა. მითხრა, აუცილებლად ყველაფერი უნდა
ჩაიცვა და არასდროს არ უნდა გამოტყდე, რომ რაღაც არ იციო.
თქვი, რომ თავი გტკივა, ან რაღაც მაგდაგვარი მოიმიზეზეო. ასე-
თი გასამართლებელი საბუთი ყოველთვის მშვენივრად ჭრისო.
კიდევ უამრავი რამ მითხრა. მაგალითად ის, რომ მოწყენი-
ლობის გამომჟღავნება დასაშვები იყო, მაგრამ შიშისა - სრული-
ად დაუშვებელი. შიშის სუნი მაშინვე ყველას ეცემა და ზვიგენები-
ვით წაგესევიანო. მაგიდის კიდეს უყურე ხოლმე, როცა თვალე-
ბის დახრა მოგინდება, იატაკს არავითარ შემთხვევაში არ დახე-
დო, საცოდავი შესახედი გახდებიო. ასე სარგადაყლაპულივით
ნუ დგახარ, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, მაგრამ ნურც წელში მოიხ-
რებიო. ვინმე შენი მისამართით რაიმე შეურაცხმყოფელს თუ იტ-
ყვის, „უკაცრავად, რა ბრძანეთ?“ - ასე უპასუხე, ვითომ ვერ
გაიგონეო. ათიდან ცხრა შემთხვევაში, გამეორებას ვერ გაბედა-
ვენო. ოფიციანტს ხმამაღლა არ მოუხმო და რომ გეახლება, ჩუ-
მად ელაპარაკე, თორემ ვულგარულობაში ჩაგეთვლებაო. აიძუ-
ლე, რომ შენკენ დაიხაროს და ისე მოგისმინოს, მაგათი საქმე ეგ
არისო. ხელთათმანები და თმა ნერვიულად არასდროს აწვა-
ლოო. ისეთი გამომეტყველება უნდა გქონდეს, თითქოს რაღაც
უფრო საინტერესოზე ფიქრობ, მაგრამ თანამოსაუბრეს მოუთ-
მენლობა არასდროს დაანახოო. თუ რაიმე დაგაეჭვებს, მაშინვე
საპირფარეშოში წადი, მაგრამ არ გაიქცე, ნელ-ნელა გაემართე,
აუღელვებლობა გრაციოზულობის საწინდარიაო. მოკლედ,
ასეთნაირად დამმოძღვრა. მიუხედავად იმისა, რომ უინიფრედი
მძულდა, უნდა ვაღიარო, რომ მისი რჩევები ცხოვრებაში ბევ-
რჯერ გამომადგა.
ქორწილის წინა ღამე უინიფრედის ერთ-ერთ საუკეთესო საძი-
ნებელში გავატარე. აბა, შენ იცი, გალამაზდიო, დამიბარა
მხიარულად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლამაზი არ ვიყავი. ხელის
გრილი საცხი დამიტოვა და სპეციალური, ბამბის ქსოვილის ხელ-
თათმანები. ხელებზე საცხი უნდა წამესვა და მერე ხელთათმანე-
ბი ჩამეცვა. დილით ხელები ღორის ქონივით ქათქათა და ნაზი
გექნებაო. ოთახის მიმდებარე აბაზანაში ვიდექი, ქაშანურის ვარ-
ცლში ჩამდინარე წყლის ჩუხჩუხს ვუსმენდი და სარკეში სახეს
ვითვალიერებდი. სახე თითქოს წაშლილი მქონდა, უნაკვთებო,
ნახმარი საპონივით თუ მიმქრალ მთვარესავით უფორმო.
საძინებელი ოთახების შემაერთებელი კარიდან ლორა შემო-
ვიდა და უნიტაზზე ჩამოჯდა. ჩემთან ყოველთვის დაუკაკუნებლად
შემოდიოდა ხოლმე. ჩემი ნაქონი, სადა, თეთრი ღამის პერანგი
ეცვა, თმა უკან შეეკრა, მაგრამ ერთი ხორბლისფერი კულული
მხარზე ჩამოშლოდა. ფეხშიშველი იყო.
- ჩუსტები რატომ არ გაცვია? - ვკითხე და გავიფიქრე, ამ დაღ-
ვრემილი გამომეტყველებით, თეთრ პერანგში გამოწყობილი და
ფეხშიშველი, მონანიე ცოდვილს, კოცონისაკენ მიმავალ ერეტი-
კოსს ჰგავს-მეთქი, ძველი ნახატებიდან. ხელები გულზე ჰქონდა
დაკრეფილი და თითები ისე მოემრგვალებინა, თითქოს ანთებუ-
ლი სანთელი უჭირავსო.
- დამავიწყდა.
ჩაცმული, სიმაღლის გამო, ბევრად უფროსს ჰგავდა თავის
ასაკთან შედარებით, მაგრამ ახლა პირიქით - უფრო პატარა გე-
გონებოდა, ასე თორმეტ წელს თუ მისცემდი, მეტს არა. თანაც,
თოთო ბავშვის სუნი უდიოდა, რადგან ბავშვის შამპუნს ხმარობ-
და, უფრო იაფი უჯდებოდა და იმიტომ. ასეთ პატარ-პატარა ეკო-
ნომიას სწევდა ხოლმე, ძირითადად საკუთარ თავზე. აბაზანაში
მიმოიხედა, მეტლახის იატაკს ჩააშტერდა და მითხრა:
- არ მინდა, რომ გათხოვდე.
- მაგას უკვე მივხვდი.
სულ დაღვრემილი დადიოდა - სტუმრიანობის დროს, საქორ-
წილო კაბის მოზომებისას, ქორწილის რეპეტიციაზე… რიჩარდს
ოფიციალურად ელაპარაკებოდა, უინიფრედის ბრძანებებს
უსიტყვოდ ემორჩილებოდა… მოკლედ, მოახლესავით იქცეოდა.
ჩემზე გაბრაზებული იყო, თითქოს ეს ქორწინება ჩემი ახირება
ყოფილიყო… ან, კიდევ უარესი - მისგან გაქცევისა და თავდახ-
სნის მცდელობა. თავიდან მეგონა, ჩემი შურს-მეთქი, მაგრამ მე-
რე მივხვდი, მთლად ასეც არ იყო საქმე.
- მაინც, რატომ არ უნდა გავთხოვდე?
- ძალიან ახალგაზრდა ხარ.
- დედა თვრამეტის გათხოვდა, მე კი უკვე ცხრამეტის ვარ.
- დედას მამა უყვარდა, მასთან ყოფნა უნდოდა.
- რატომ გგონია, რომ მე არ მინდა? - ვკითხე გაღიზიანებულმა.
ასეთმა პასუხმა წამით დააბნია.
- შეუძლებელია, გინდოდეს, - აღმოხდა ბოლოს და თვალი
თვალში გამიყარა. თვალები ჩაწითლებული და ცრემლიანი
ჰქონდა; ეტყობოდა, ნამტირალევი იყო. ამან ძალიან იმოქმედა
ჩემზე. რა უფლებით ტირის-მეთქი, გავიფიქრე; თუკი ვინმეს უნდა
ეტირა, ეს მე უნდა ვყოფილიყავი!
- მე რა მინდა და რა არ მინდა, მთავარი ეგ არ არის. მთავარი
ისაა, რომ ეს ერთადერთი გონივრული გამოსავალია. ალბათ შე-
ნიშნავდი, რომ კაპიკი ფული არ გაგვაჩნია… ჰოდა, რა გინდა?
აუცილებლად ქუჩაში უნდა აღმოვჩნდეთ?
- შეგვეძლო გვემუშავა, - მიპასუხა ლორამ, რაფაზე შემოდე-
ბული ჩემი ოდეკოლონი აიღო და მექანიკურად იპკურა. გერლე-
ნის „ლიუ“ იყო, რიჩარდის ნაჩუქარი (ცხადია, უინიფრედის დახ-
მარებით შერჩეული, როგორც თავად მომახსენა, რადგან კაცები
ხომ ძალიან იბნევიან პარფიუმერიის მაღაზიებში, სუნამოს სურ-
ნელი პირდაპირ ტვინში ურტყამთ ხოლმე).
- ნუ სულელობ! მაინც რა უნდა გვეკეთებინა? ვერაფერსაც ვერ
გავაკეთებდით და საბოლოოდ მოგვეჭრებოდა თავი!
- უამრავი რამის გაკეთებას შევძლებდით, - ზოგადი პასუხი
გამცა ლორამ და ოდეკოლონი თავის ადგილას დადგა. - მაგალი-
თად, მიმტანებად ვიმუშავებდით.
- მიმტანობით თავს როგორ შევინახავდით? მიმტანები რაღაც
გროშებს შოულობენ. ჭიპზე სკდებიან, რომ კლიენტებმა კაპიკები
აჩუქონ… ყველა ბრტყელტერფიანობით იტანჯება… თანაც, პრო-
დუქტების ფასებზე წარმოდგენა არა გაქვს!
მაგრამ ლორასთვის ამის ახსნა შეუძლებელი იყო; ისეთივე
შეუძლებელი, როგორც ჩიტისთვის - მათემატიკის.
- ფაბრიკები დაიკეტა, ავილიონი ლამის თავზე ჩამოგვექცეს…
თანაც, მალე გაყიდიან. ბანკები ხალხს სისხლს უშრობენ. მამას
ვერ უყურებ? დარდისგან მთლად დაბერდა.
- ესე იგი, მამას გამო აკეთებ ამას? ახლა ყველაფერი გასაგე-
ბია… ძალიან გულადი და თავდადებული ყოფილხარ.
- უბრალოდ იმას ვაკეთებ, რაც სწორი მგონია, - ვუპასუხე ლო-
რას და ლამის წმინდანად ვიგრძენი თავი, მარტვილების დასში
ჩავეწერე… გული ამიჩუყდა, ტირილი მინდოდა, მაგრამ ეს უკვე
წაგებული თამაში იქნებოდა.
- არ უნდა გათხოვდე, საშინელ შეცდომას უშვებ!.. შეგიძლია,
ქორწილი ჩაშალო, სანამ გვიანი არ არის… ამაღამ გაიქეცი! წე-
რილი დატოვე და გაიქეცი!.. მეც წამოგყვები!
- მომეშვი, ნუ შემჭამე! უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი, რასაც
ვაკეთებ!
- ისიც თუ იცი, რომ სხვანაირად შეგეხება? მხოლოდ კოცნას
არ დასჯერდება და…
- მაგაზე ნუ იდარდებ! დამეხსენი!.. საკუთარ თავს როგორმე
თვითონ მივხედავ; თვალები ფართოდ მაქვს გახელილი და
რეალობას მშვენივრად ვხედავ!
- როგორც მთვარეული! - მომიჭრა ლორამ. მერე ჩემი პუდრის
კოლოფი გახსნა, დაყნოსა და ისიც მოახერხა, რომ ნახევარი
ძირს დაებნია…
- შესანიშნავია!.. ლამაზი ტანსაცმელი მაინც გექნება! - მიკბი-
ნა ბოლოს.
კინაღამ გავარტყი. ლამაზი ტანსაცმელი მართლაც ჩემი ერ-
თადერთი ნუგეში იყო.
ლორა წავიდა და იატაკზე თეთრი ნაკვალევი დამიტოვა. სა-
წოლზე ჩამოვჯექი და ჩემს გახსნილ სამგზავრო სკივრს გავუშტე-
რე თვალი. ძალიან მოდური სკივრი იყო - გარედან ბაცი ყვითე-
ლი, შიგნით კი - ლურჯი. ფოლადის სალტეებში იყო ჩასმული და
ამ სალტეების დასამაგრებელი ლურსმნების თავები პატარა ვარ-
სკვლავებივით ციმციმებდა. სკივრი ძალიან პრაგმატულად იყო
ჩალაგებული - ყველაფერი იდო, რაც თაფლობის თვეში ქალს გე-
მით მგზავრობისას დასჭირდებოდა… მაგრამ იმწამს ვერც ერთ
ნივთს ვერ ვხედავდი, თითქოს იმ სკივრში მხოლოდ სიბნელესა
და სიცარიელეს დაესადგურებინა. მხოლოდ უკიდეგანო ვაკუუმი
მედგა თვალწინ.
აი, გასათხოვრად როგორ გამამზითვეს-მეთქი, გავიფიქრე…
გავიფიქრე და შევშინდი - სიტყვა გათხოვებამ შემაშინა… მივ-
ხვდი, რომ თხოვებიდან მოდიოდა… და, თითქოს, მათხოვრობის
ასოციაციასაც იწვევდა…
კბილის ჯაგრისი არ დამრჩეს-მეთქი, გამიელვა; უჯაგრისოდ
ხომ ვერ ვიქნები-მეთქი… მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარი, სა-
კუთარი სხეული თითქოს მე აღარ მეკუთვნოდა.
გათხოვება იგივე შეუღლებაა, სხვა არაფერი-მეთქი, დავიმ-
შვიდე ბოლოს თავი. ეს მზითევი კიდევ - ჩვეულებრივი ბარგია…
უბრალოდ ყველა ის ნივთია, რომელსაც თან მატანენ, ჰოდა, ასე
ძალიან რამ ამაღელვა-მეთქი... თუმცა, შეუღლებაც ხომ უღელში
სამუდამოდ თავის გაყოფას ნიშნავდა და დიდი ვერაფერი ნუგეში
იყო.
ტანგო

ესეც - ქორწილის სურათი:


ყმაწვილი ქალი თეთრ, ირიბად აჭრილ ატლასის კაბაშია გა-
მოწყობილი. ნაზი ქსოვილი ტანს კანივით ეკვრის. კაბის გრძე-
ლი, ფეხებთან დაფენილი, ჰაეროვანი შლეიფი იატაკზე დაღ-
ვრილ ბადაგს წააგავს. ქალი უხერხულად დგას - თეძოები და
ტერფები დაძაბული აქვს, თითქოს ეს კაბა მისი ლარივით სწორი
ხერხემლისათვის შეუფერებელია. ასეთ კაბას ჭლექიანებისათ-
ვის დამახასიათებელი, აწურული და ოდნავ მოხრილი მხრები
მოუხდებოდა. თავზე გრძელი ფატა ახურავს, რომელიც შუბლზე,
წარბებთან, ნაოჭს იყრის და თვალებზე მძიმე ჩრდილს აფენს.
იღიმება, მაგრამ კბილები არ მოუჩანს. ფატა პატარა, თეთრი
ვარდების წნულით დაუმაგრებია. თეთრი ხელთათმანებიდან
იდაყვები საკმაოდ მკვეთრად მოუჩანს და ხელში უზარმაზარი,
თეთრი და ვარდისფერი ვარდების კასკადი სასოებით უპყრია.
სიტყვები „წნული“, „სასოებით უპყრია“ და „კასკადი“ საგაზეთო
სტატიაში იყო გამოყენებული და მონაზვნებისა და ანკარა წყლის
ერთგვარ ასოციაციას იწვევდა. სტატიას სათაურად „მშვენიერი
პატარძალი“ ერქვა. ამგვარ მოვლენებზე ასე წერდნენ ხოლმე.
რაც შეეხება „მშვენიერებას“, ეს ერთგვარად სავალდებულო დე-
ტალიც კი იყო მდიდარი პატარძლებისთვის.
(პატარძალზე მესამე პირში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქორ-
წილს, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად არც დავსწრებივარ. მე
და ფოტოზე გადაღებულ გოგონას საერთო აღარაფერი დაგვრჩა.
მე ის ვარ, რადაც იგი იქცა, მისი იმ უგუნური ცხოვრების შედეგი,
რომლითაც ერთ დროს იცხოვრა. და თუ იმ გოგონას ორიგინალი
მაინც არსებობს, ის მხოლოდ ჩემს მოგონებებს შემორჩა. გონე-
ბის თვალით ცხადლივ ვხედავ ხოლმე, თანაც საკმაოდ ხშირად.
ის კი ვერ მხედავს… რომც მხედავდეს, მაინც ვერ მიცნობდა).
სურათზე გვერდით რიჩარდი მიდგას. იმდროინდელი გაგე-
ბით, დიდებული ეთქმის - საკმაოდ ახალგაზრდაა, უშნო არ არის
და ძალიან შეძლებულია. იმპოზანტური და, ამავდროულად, ოდ-
ნავ ირონიული იერი დაჰკრავს: ცალი წარბი ოდნავ აქაჩული
აქვს, ქვედა ტუჩი - ოდნავ გამოწეული, გეგონება, ახლა გაიღი-
მებს რომელიღაც უხამს ანეკდოტზეო. ღილკილოში წითელი მი-
ხაკი უბრდღვიალებს, თმა უკან გადაუვარცხნია და ისე უბზინავს,
თითქოს პრიალა რეზინის კარგად მორგებული ქუდი ახურავსო...
მოკლედ, უნდა ვაღიარო, რომ მეტად მიმზიდველი, ერთობ დახ-
ვეწილი და მაღალ საზოგადოებაში გამოსული მამაკაცის შთა-
ბეჭდილებას ტოვებს. ჯგუფურად გადაღებული სურათიც ბევრი
შემომრჩა: უკან სიძის მაყრები დგანან, თავიანთ საპარადო კოს-
ტიუმებში, ერთნაირი რომ იყო ქორწილისთვის, დასაფლავების-
თვის და ფეშენებელური რესტორნების მეტრ დ’ოტელებისთვის.
წინა პლანზე კი პატარძლის გაქათქათებული მეჯვარეები გაბ-
რწყინებულან, მშვენიერი თაიგულებით ხელში. ლორამ ყველა
ამ სურათის გაფუჭება მოახერხა: ერთში ცხვირ-პირი ჩამოსტი-
რის; მეორეში სახე ფანჯარაზე მიჭყლეტილ მტრედს მიუგავს,
რადგანაც, სურათის გადაღებისას, თავი გაანძრია; მესამეში
ფრჩხილს იკვნეტს და ისეთი შეშფოთებული გამომეტყველება
აქვს, თითქოს, სალაროს ძარცვისას მიუსწრესო; მეოთხეში კი
ალბათ თავად ფირი არ ვარგოდა და მთელი სახე ლაქებით აქვს
დაფარული; გეგონება, ღამით გადაუღესო, გაჩირაღდნებული სა-
ცურაო აუზის კიდეზე მდგომს.
ცერემონიის შემდეგ რენი მომეახლა, რესპექტაბელურ ლუჯ
კაბაში გამოწყობილი და ბუმბულებით მოკაზმული. გულში მაგ-
რად ჩამიკრა და მითხრა, ახლა ცხონებული დედაშენი რომ გხე-
დავდესო… ნეტა, რა იგულისხმა - დედას გაუხარდებოდა თუ აღ-
შფოთდებოდა?.. ისეთი ტონით მითხრა, ორივე პასუხს რომ
მიესადაგებოდა. მერე ატირდა. მე ცრემლიც არ გადმომიგდია.
ადამიანები ქორწილებში იმავე მიზეზით ტირიან, რომლითაც
ბედნიერი დასასრულის მქონე კინოფილმის ნახვისას, რადგანაც
იმის დაჯერება სწყურიათ, რაც სრულიადაც არ არის დასაჯერებე-
ლი. მე ასეთი მიამიტური ოპტიმიზმისაგან სრულიად თავისუფა-
ლი ვიყავი, არავითარი ილუზია არა მქონდა: ყოველ შემთხვევა-
ში, მეგონა, რომ არა მქონდა.
ალბათ, შამპანურებიც გახსნეს, აბა, უამისოდ როგორ იქნებო-
და?! უინიფრედს ასეთი შეცდომა არასდროს მოუვიდოდა. მერე
სუფრასაც მივუსხედით და სტუმრებმა მიირთვეს. სიტყვითაც გა-
მოვიდნენ და სადღეგრძელოებსაც ამბობდნენ, მაგრამ არაფერი
მახსოვს. ნეტა, მე და რიჩარდმა თუ ვიცეკვეთ? აუცილებლად გვა-
ცეკვებდნენ… ცეკვა არ ვიცოდი, ჰოდა, წარმომიდგენია, რა
უხეიროდ ვიმოძრავებდი, როგორ ამერეოდა ფეხი და რამდენჯერ
დავაბიჯებდი საწყალ რიჩარდს.
მერე სამგზავრო ტანსაცმელი ჩავიცვი: მსუბუქი შალის ბაცი
მწვანე ზედა და ქვედა, და მოკრძალებული, მაგრამ შესაფერისი
პატარა ქუდი. ეს ყველაფერი ერთი ტომარა ფული დაჯდაო, მით-
ხრა უინიფრედმა. კიბის თავზე დამაყენეს და სურათი გადამიღეს
(ის კიბე, ნეტა, როგორი იყო? საერთოდ აღარ მახსოვს). ბოლოს
თაიგულიც ვესროლე ლორას, მაგრამ ლორამ არ დაიჭირა. გაბუ-
სუნებული იდგა, მშვენიერ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, და
გაუცხოებული, ცივი თვალებით მიყურებდა. ხელები ისე ჰქონდა
წინ გადაჭდობილი, თითქოს საკუთარი თავის გაკავებას ცდი-
ლობდა. ჩემი თაიგული გრიფენების რომელიღაცა ბიძაშვილმა,
ჩემმა ერთ-ერთმა მეჯვარემ დაიჭირა და ისე მოკურცხლა, თით-
ქოს ძვირფასი ნივთი ჩაეგდო ხელში.
მამაჩემი, მაგ დროისთვის, სადღაც გამქრალიყო. ბოლოს
რომ ვნახე, უკვე საკმაოდ ნასვამი მეჩვენა და, ალბათ, ბოლომდე
დათრობა გადაწყვიტა. რიჩარდმა იდაყვში წამავლო ხელი და
ჭიშკართან მომლოდინე მანქანისაკენ წამიყვანა. არავინ იცოდა,
საით მივდიოდით. ყველას ეგონა, ალბათ სადმე ქალაქგარეთ,
რომელიღაც რომანტიკულ სასტუმროში გაატარებენ პირველ
ღამესო. სინამდვილეში მხოლოდ წრე დავარტყით სასტუმრო
„როიალ იორკს“, სადაც ქორწილი გვქონდა, და გვერდითა შე-
სასვლელიდან ლიფტში ჩუმად შევიპარეთ. რიჩარდმა მითხრა,
რადგან ნიუ-იორკში ხვალ დილას მატარებლით მივემგზავრებით
და რკინიგზის სადგური ქუჩის გადაღმაა, რატომ ვიწვალოთ, ბა-
რემ აქვე დავრჩეთო.
ჩემს პირველ ღამეზე, უფრო ზუსტად კი პირველ საღამოზე (მზე
ჯერ კიდევ არ იყო ჩასული და ოთახი, რომ იტყვიან, ოქროსფრად
ლივლივებდა, რადგან რიჩარდმა ფარდები არ ჩამოუშვა), ბევრი
არაფერია მოსაყოლი. წარმოდგენა არ მქონდა, რა მომელოდა.
ჩემი ერთადერთი ჭკუის დამრიგებელი რენი იყო, რომელმაც
მითხრა, რომ პირველი ღამე უსიამოვნო და მტკივნეული იქნე-
ბაო, და არც მოვუტყუებივარ… ისიც მითხრა, ეს განსაცდელი ყვე-
ლა ქალის ხვედრია, ყოველ შემთხვევაში, ყველა გათხოვილი ქა-
ლისო, და ამიტომ არ უნდა ინერვიულო, უბრალოდ, ვაჟკაცურად
გაუძელიო. ბოლოს დასძინა, ცოტა სისხლიც წამოგივაო და ეგეც
გამართლდა (მაგრამ საიდან და რატომ წამომივიდოდა, ეგ უკვე
აღარ უთქვამს, ასე რომ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩემ-
თვის).
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი ტკივილი, უხერხულო-
ბა, ან სულაც, ტანჯვა ნორმალურ მდგომარეობად ჩაითვლებოდა
და სასურველიც კი აღმოჩნდებოდა ჩემი ქმრისათვის. ის იმ მამა-
კაცთა კატეგორიას ეკუთვნოდა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მი-
სასალმებელი იყო, თუ ქალი სქესობრივი ურთიერთობისას
სიამოვნებას არ განიცდიდა, რადგან ამ სიამოვნების სხვაგან
ძიებას აღარ დაიწყებდა. შეიძლება, ეს იმ ეპოქის საერთო გან-
წყობა იყო, შეიძლება - არა. სამწუხაროდ ამას ვეღარ გადავამოწ-
მებ.
რიჩარდმა ერთი ბოთლი შამპანური და სადილი დაუკვეთა
ჩვენთვის, მისი გამოთვლით, საჭირო დროს რომ ამოეტანათ ნო-
მერში. სანამ ოფიციანტი სუფრას შლიდა პატარა, გორგოლაჭე-
ბიან მაგიდაზე, რომელსაც თეთრი სუფრა ჰქონდა გადაფარებუ-
ლი, მე სააბაზანოში ვიყავი ჩაკეტილი. უინიფრედის არჩეული
საცვლები მეცვა - ნაზი, აბლაბუდასავით თხელი, რუხი ფერის
მაქმანებით გაწყობილი ვარდისფერი ატლასის ღამის პერანგი.
პირსახოცით ვცდილობდი ფეხების გაწმენდას და წითლად რომ
დალაქავდა, გული გამისკდა, რაღა ვქნა-მეთქი. მერე სანაგვე
ყუთში ჩავაგდე იმ იმედით, რომ ვინმე თუ აღმოაჩენდა, იფიქრებ-
დნენ, შემთხვევით ჩავარდაო.
მერე „ლიუ“ დავისხი, სუნამო, რომელსაც სუსტი და ნაზი სურ-
ნელი ჰქონდა. უკვე ვიცოდი, რომ „ლიუ“ მონა გოგონას ერქვა
ერთ ოპერაში. მან თავის მოკვლა არჩია იმ კაცის ღალატს, რო-
მელიც უყვარდა. თუმცა იმ კაცს, თავის მხრივ, სხვა უყვარდა.
მოკლედ, ნამდვილი საოპერო სიუჟეტი იყო, საკმაოდ ბანალური.
ის სუნამო დიდად არ მომწონდა, მაგრამ ვფიქრობდი, უცნაური
სუნი ამდის-მეთქი. ეს უცნაური კი არა, რიჩარდის სუნი იყო, რო-
მელიც უბრალოდ გადმომედო და ჩემი გახდა. ვიმედოვნებდი,
რომ ძალიან არ მიხმაურია, ცივ წყალში ჩამხტარი ადამიანივით
უნებლიეთ არ წამომიკივლია და სუნთქვა არ შემკვრია.
სადილად შემწვარი ხორცი და სალათა გვქონდა. მე, ძირითა-
დად, სალათა ვჭამე. იმ სეზონზე ყველა სალათას სასტუმროებში
ერთი და იგივე გემო ჰქონდა - წყალწყალა, ყინვისა და სუსხის გე-
მო.
მეორე დღეს ნიუ-იორკში მატარებლით რომ გავემგზავრეთ,
მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. რიჩარდი მთელი გზა გაზე-
თებს კითხულობდა, მე კი ჟურნალებს ვათვალიერებდი. საუბრი-
თაც (თუ ამას საუბარი ერქვა), იმავე სტილში ვსაუბრობდით, რო-
გორც დაქორწინებამდე: რიჩარდი მონოლოგს კითხულობდა, მე
ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი, თუმცა საერთოდ არ ვუსმენდი.
ნიუ-იორკში რომ ჩავედით, რიჩარდის ნაცნობებთან ერთად
რესტორანში წავედით. ნიუ-იორკელი წყვილი იყო, მათი გვარი
ნამდვილად აღარ მახსოვს. აშკარად ჩანდა, რომ ნუვორიშები იყ-
ვნენ. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ტანზე წებო გადაისხეს და
მერე ასდოლარიან კუპიურებში ამოიგანგლენ. მაინტერესებდა,
ფული რა გზით ჰქონდათ ნაშოვნი. იმათ ფულს აშკარად საეჭვო
სუნი უდიოდა.
იმ წყვილს რიჩარდთან დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებ-
და, არც დამეგობრების სურვილი კლავდა. უბრალოდ, რიჩარ-
დისგან რაღაცით ძალიან დავალებულები იყვნენ, რაღაც ჩემ-
თვის გაუგებარი წყალობის გამო. ცოტა ეშინოდათ კიდეც მისი და
მოწიწებითა და რიდით ექცეოდნენ. ამას მაშინ მივხვდი, როცა
დავინახე, სანთებელებს როგორ ხმარობდნენ - ვინ ვის რას და
როგორ უკიდებდა, და რა თავდაჯერებით იფერებდა რიჩარდი
მათ გაფაციცებულ ყურადღებას. რიჩარდს მოსწონდა, სიგარეტს
რომ უკიდებდნენ; მასაც და - ახლა უკვე მეც.
უცებ ვიაზრე, რომ იმ ხალხთან შეხვედრა იმიტომ კი არ გადაწ-
ყვიტა, რომ ყურმოჭრილი მონების საზოგადოებაში ყოფნა სწყუ-
როდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთან მარტო დარჩენა არ უნდო-
და… არც ვამტყუნებ, პრაქტიკულად არ ველაპარაკებოდი. მიუხე-
დავად ყველაფრისა, სხვების გარემოცვაში ძალიან თბილად მექ-
ცეოდა: პალტოს ნაზად მახურავდა მხრებზე, სულ ყურადღების
ცენტრში ვყავდი, მუდმივად მეხებოდა, ხელის ოდნავი მოძ-
რაობით. დროდადრო დარბაზსაც შეავლებდა ხოლმე თვალს,
რომ დაენახა, მისი ვის შურდა (ამას, ცხადია, ახლა ვხვდები, თო-
რემ მაშინ ვერაფერს ვამჩნევდი).
ძალიან ძვირიანი და თანამედროვე დიზაინით გაფორმებული
რესტორანი იყო. ადრე მსგავსი არაფერი მენახა. ინვენტარი კი
არ პრიალებდა, ელვარებდა. ინტერიერი თეთრად შეფეთქილი
ხით, თითბრითა და მაღალი ხარისხის მინით იყო გაწყობილი და
ლამინირებული. გარშემო მრავლად იდგა ქალების სტილიზებუ-
ლი, თითბრისა და ფოლადისაგან გაკეთებული ქანდაკებები,
გლუვი და პრიალა, უთვალებო წარბებით, უწვივო ბარძაყებით,
ტორსში გადაღვენთილი ხელებით; აქა-იქ თეთრი მარმარილოს
სფეროებიც მოჩანდა; კედლებზე კი ილუმინატორის ფორმის
მრგვალი სარკეები ეკიდა. ყველა მაგიდაზე თხელი ფოლადისა-
გან დამზადებული თითო ლარნაკი იდგა, ზამბახის ერთი ტოტით.
რიჩარდის ნაცნობები მასზე უფროსები იყვნენ, ცოლი კი ქმარ-
ზე უფროსი ჩანდა. გაზაფხულის ამინდის მიუხედავად, თეთრი
წაულას ქურქით იყო მოსული. კაბაც თეთრი ეცვა. როგორც მერე
დაწვრილებით აგვიხსნა, ძველი საბერძნეთის მოტივებზე, კერ-
ძოდ, ნიკეს ჩაცმულობის სტილში გადავწყვიტეო: კაბის ნაკეცები
მკერდთან ოქროსფერი, გადაჯვარედინებული ზონრით იყო შე-
ერთებული. ვიფიქრე, ასეთი ჩამომჭკნარი და მომჩვარული
მკერდი რომ მქონდეს, ასეთ კაბას არასდროს ჩავიცვამდი--
მეთქი. შიშველი კანი კისერსა და მკლავებზე დაჭორფლილი და
დანაოჭებული ჰქონდა. სანამ ცოლი ლაპარაკობდა, ქმარი სულ
ჩუმად იჯდა, კალთაში მომუჭული ხელებით, და ცალყბად იღიმე-
ბოდა, სუფრას უშტერებდა ფიქრიან თვალებს. ქორწინება ესა
ყოფილა-მეთქი, გავიფიქრე - ზიარი მოწყენილობა, გაღიზიანებუ-
ლობა და პუდრის უსწორმასწორო ლაქები ცხვირზე.
- რიჩარდს არ გავუფრთხილებივართ, ასე ახალგაზრდა რომ
ბრძანდებოდით, - თქვა ცოლმა.
- ეგ ყველაფერი წარმავალია, - აღნიშნა ქმარმა და ცოლს
გაეცინა.
სიტყვა „გამაფრთხილამ“ დამაფიქრა. ნუთუ ასეთი საშიში
ვარ-მეთქი, გამიკვირდა. ახლა ვფიქრობ, რომ დაბნეული ცხვა-
რივით საშიში ვიყავი, უტვინობით რისკზე რომ მიდის და მერე ან
კლდეზე გადაიჩეხება, ან მგლების ხროვა დაესევა, ჰოდა საწ-
ყალმა მწყემსმა საფრთხეში უნდა ჩაიგდოს თავი, გასაჭირიდან
რომ დაიხსნას.
მალე, ნიუ-იორკში ჩასვლიდან ორი თუ სამი დღის მერე (ახლა
ზუსტად ვერ ვიხსენებ), ბერენგერიით ევროპაში გავემგზავრეთ.
რიჩარდმა მითხრა, ვინც რამეს წარმოადგენს, ყველა მაგ გემით
მგზავრობსო. ზღვა იმ სეზონში არ ღელავდა, მაგრამ მე მაინც შე-
მეყარა ზღვის ავადმყოფობა და ბოლომდე გავძაღლდი (ნეტა,
ტანჯვას გაძაღლება რატომ ჰქვია? ალბათ იმიტომ, რომ ძაღლები
უხმოდ იტანჯებიან… ჰოდა, მეც უხმოდ ვიტანჯებოდი).
ტაშტი და ცივი, შაქრიანი, ბაცი ჩაი მომიტანეს, ურძეოდ. რი-
ჩარდი მეუბნებოდა, შამპანური დალიე, ყველაზე კარგი წამალი
ეგ იქნებაო, მაგრამ რისკზე წასვლა არ მინდოდა. ასეა თუ ისე, ყუ-
რადღებით მექცეოდა, მაგრამ აშკარად გაბეზრდა, თუმცა სულ
იმას ამბობდა, როგორ ვწუხვარ, ასე ცუდად რომ გრძნობ თავსო.
ვუთხარი, არ მინდა, საღამო გაგიფუჭო და წადი, საზოგადოებაში
გაერიე-მეთქი. ჰოდა, ასეც მოიქცა. ჩემს ცუდად ყოფნას ის უპი-
რატესობა ჰქონდა, რომ რიჩარდს ჩემი ლოგინში ჩაგორება არ
მოუწადინებია. სექსი ბევრ რამეს ეთავსება, მაგრამ პირღებინე-
ბას - ვერაფრით.
მეორე დილას რიჩარდმა მითხრა, საუზმეზე აუცილებლად უნ-
და წამოხვიდეო. სწორი ტაქტიკის შერჩევა ბრძოლის მოგების სა-
წინდარიაო. წავყევი. მხოლოდ პური მოვციცქნე და ცარიელი
წყალი დავაყოლე. თანაც ვცდილობდი, სამზარეულოს სუნები-
სათვის ყურადღება არ მიმექცია. სხეულს ვერ ვფლობდი, ძალა-
გამოცლილი ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კანიც
ჩაფუშული ბუშტივით მომემჩვარა. რიჩარდი თითქოს ჩემზე იყო
კონცენტრირებული, მაგრამ მგზავრთაგან ბევრს იცნობდა და მა-
საც ბევრი იცნობდა. ამიტომ წამდაუწუმ დგებოდა, ვიღაცეებს
ესალმებოდა, ხელს უწევდა ან ხელს ართმევდა და ისევ ჯდებო-
და. ზოგიერთ მათგანს მაცნობდა, ზოგს - არა. მაგრამ ყველა იმ
ადამიანს, ცხადია, არ იცნობდა, რომელთა გაცნობაც უნდოდა.
ამას მაშინ მივხვდი, როცა შევნიშნე, დაუსრულებლად რომ იყუ-
რებოდა აქეთ-იქით, ჩემს მიღმა და იმათ მიღმაც, ვისაც ესაუბრე-
ბოდა.
დღის ბოლოს უკვე კარგად ვგრძნობდი თავს, ჯანჯაფილის
უალკოჰოლო ლუდმა გამომიყვანა მდგომარეობიდან. სადილს
დავესწარი, თუმცა სადილი არ მიჭამია, საღამოს კი კაბარეში წა-
ვედით. ის კაბა მეცვა, რომელიც უინიფრედმა ასეთი შემთხვევი-
სათვის შემირჩია - მტრედისფერი რუხი, იასამნისფერი შიფონის
კაპიუშონით. ფეხზეც იასამნისფერი, თითებთან ღია, მაღალქუს-
ლიანი ფეხსაცმელი მეცვა. ასეთ მაღალ ქუსლებზე სიარულს ნაჩ-
ვევი არ ვიყავი და დროდადრო ფეხი მიბრუნდებოდა. რიჩარდმა
მითხრა, ზღვის ჰაერი აშკარად მოგიხდა, ფერიც მოგივიდა, სკო-
ლის მოწაფესავით ვარდისფერი ლოყები გაქვს და შესანიშნავად
გამოიყურებიო. მერე ჩვენს მაგიდასთან მიმაცილა და მარტინი
დაუკვეთა, ჩემთვისაც და თავისთვისაც. მითხრა, მარტინი წამსვე
მოგიყვანს ფორმაშიო.
მარტინი მოვსვი და რიჩარდი სადღაც გაქრა. მხოლოდ იმ
მომღერალს ვხედავდი, პროჟექტორის ცისფერი შუქი რომ ეცე-
მოდა. შავი თმის ხვეული ცალ თვალს უფარავდა და შავი, კილი-
ტებით და მძივებით გაწყობილი, მკვრივ თეძოებზე მჭიდროდ
მოტკეცილი კაბა ეცვა, წვრილ ბრეტელებზე. აღფრთოვანებული
შევცქეროდი. კაბარესა და ღამის კლუბში მანამდე არასდროს
ვყოფილვარ. მომღერალი მხრებს იწურავდა, ირწეოდა და „ქა-
რიშხლიან ღამეს“ ვნებიანი, კვნესანარევი ხმით მღეროდა. პრო-
ჟექტორის შუქი მხოლოდ წელამდე ეცემოდა.
მაგიდებთან მსხდომნი უყურებდნენ, უსმენდნენ და აფასებ-
დნენ მას; ყველა თვალსაზრისით აფასებდნენ: გარეგნობით, ჩაც-
მულობით, შესრულების მანერით. სრული უფლება ჰქონდათ,
მოსწონებოდათ ან არა, აღფრთოვანებულიყვნენ მისით ან პირი-
ქით - გაღიზიანებულიყვნენ; მის კაბაზე და მის უკანალზე მსჯე-
ლობის სრული თავისუფლება ჰქონდათ. მომღერალი კი თავისუ-
ფალი არ იყო: მას ეს ყველაფერი უნდა აეტანა, უნდა ემღერა,
რწევა-რწევით… დავინტერესდი, ნეტა რას უხდიან ასეთ მონობა-
ში, გასამრჯელო ამ დამცირების ფასად თუ უღირს-მეთქი. ასეთ
რამეს, ალბათ, მხოლოდ მაშინ მიხვდებოდი და დათანხმდებო-
დი, როცა თავად ივლიდი მშიერი კუჭით. იმ დღიდან მოყოლებუ-
ლი, ფრაზას „პროჟექტორის ქვეშ“ ცოტა არ იყოს, დამამცირებ-
ლად აღვიქვამდი. პროჟექტორი რაღაც ისეთი იყო, რომლის ქვე-
შაც არაფრით არ უნდა მოხვედრილიყავი; ყოველ შემთხვევაში,
ამაზე სერიოზულად უნდა გეზრუნა.
მომღერალი ქალი პიანისტმა კაცმა შეცვალა. თეთრ როიალ-
ზე უკრავდა ძალიან სწრაფად. პიანისტის მერე ორი პროფე-
სიონალი მოცეკვავე გამოვიდა, ტანგო იცეკვეს. მომღერლისა არ
იყოს, ისინიც შავებში იყვნენ გამოწყობილები. თმა გალაქული
ტყავივით უბზინავდათ პროჟექტორის შუქზე, რომელიც ახლა
კაშკაშა მწვანე ფერისა იყო. ქალს ერთი შავი კულული შუბლზე
ჰქონდა მიკრული, ყურს უკან კი დიდი წითელი ყვავილი დაემაგ-
რებინა. კაბა შუა ბარძაყიდან განიერდებოდა, ზემოთ კი წინდასა-
ვით ეკვროდა ტანზე. მუსიკა მკვეთრი აკორდებით იყო აქცენტი-
რებული; ისეთ რიტმში ვითარდებოდა, თითქოს ოთხფეხა ცხოვე-
ლი სამ ფეხზე დაჩოკინობსო; როგორც რქებმოღერებული და-
კოჭლებული ბუღა, ისე მიიწევდა წინ.
თავად მოცეკვავეებს რაც შეეხება, თითქოს კი არ ცეკვავდნენ,
ჭიდაობდნენ. მკაცრ სახეებზე ნაკვთი არ უტოკავდათ: ერთმა-
ნეთს გაალმასებულები უყურებდნენ, ერთი სული ჰქონდათ, ერ-
თმანეთი დაეკბინათ. ვიცოდი, რომ ცეკვა დადგმული იყო და ოს-
ტატურადაც სრულდებოდა, მაგრამ მაინც ორივე გამწარებული
და გულნატკენი მომეჩვენა.
მესამე დღე რომ გათენდა, ნაშუადღევს გემბანზე გავედი, სუფ-
თა ჰაერზე გასეირნება მომინდა. რიჩარდი არ წამომყოლია, რა-
ღაც მნიშვნელოვან ტელეგრამებს ველოდებიო, მითხრა. უკვე
უამრავი ტელეგრამა ჰქონდა მიღებული. კონვერტებს ქაღალდის
საჭრელი ვერცხლის დანით ჭრიდა, ტელეგრამებს კითხულობდა,
ზოგს იქვე ხევდა და ზოგს თავის საკეტიან კეისში ინახავდა.
სიმართლე რომ ითქვას, დიდად არ დამწყვეტია გული, გემბან-
ზე რომ არ გამომყვა, მაგრამ მაინც მარტოობა ვიგრძენი. მარ-
ტოობა და გარიყულობა, გარიყულობა და მარცხი. თითქოს მი-
ტოვებული და გულგატეხილი ქალი ვიყავი… კრემისფერი ტი-
ლოს ტანსაცმელში გამოწყობილი ინგლისელების ჯგუფი მიყუ-
რებდა; მტრულად არ მიყურებდნენ, ალბათ უფრო მშვიდად, დის-
ტანციურად და მსუბუქი ინტერესით. ასე ყურება მხოლოდ ინგლი-
სელებს შეუძლიათ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოუწეს-
რიგებელი, ფეთხუმი და უინტერესო ქალი ვიყავი.
ცა მოქუფრულიყო. საავდრო ღრუბლები მძიმე, წყლით გაჟ-
ღენთილი ტომრებივით ეკიდა ცაზე. ოდნავ ცრიდა კიდეც. ქუდი
არ დამიხურავს, შემთხვევით არ გამიფრინდეს-მეთქი. მხოლოდ
აბრეშუმის შარფი მეკეთა, ნიკაპთან მჭიდროდ გამონასკვული.
გემბანის მოაჯირთან ვიდექი და წყალს გავყურებდი, რუხი ტალ-
ღების ყირაზე გადასვლასა და გემის გამოშვებულ ქაფს, უაზრო
შეტყობინებებს რომ ჯღაბნიდა წყლის ზედაპირზე. გემის მილები-
დან ამოვარდნილი, შიფონის ნაჭრის ნაგლეჯივით მოფრიალე
ჭვარტლი, ავის მომასწავებელი ნიშანივით გადამეფინა თავზე.
დასველებული თმა ჩამომეშალა და ლოყებზე მიმეკრა.
ესეც შენი ოკეანე-მეთქი, ვიფიქრე; ისეთი უკიდეგანო სულაც
არ მეჩვენა, როგორიც წარმომედგინა. შევეცადე, რაიმე გამეხსე-
ნებინა, რაც ოკეანეზე მქონდა წაკითხული; ლექსი ან სხვა რამ,
მაგრამ არაფერი მახსენდებოდა. სცემე, სცემე, სცემე… მგონი,
რომელიღაც ლექსი ამ სიტყვებით იწყებოდა, მერე კი ცივ, რუხ
ლოდებზე იყო ლაპარაკი… ზღვაო მღელვარევ!..
რაღაცის წყალში გადაგდება მომინდა. ვიცოდი, რომ ასეთი
წესი არსებობდა… ბოლოს სპილენძის მონეტა გადავაგდე, მაგ-
რამ სურვილი არ ჩამითქვამს.
VI

ბრმა მკვლელი: კუბოკრული პიჯაკი

კაცი გასაღებს ატრიალებს. კარს ურდულიც აქვს. დიდი ვერა-


ფერი შეღავათია, მაგრამ მაინც… ამჯერად ბედმა გაუღიმა, მთე-
ლი ბინა მის განკარგულებაშია. მარტოხელა ქალის ბინაა, ერთი
დიდი ოთახით და კუთხეში მოწყობილი ვიწრო სამზარეულოთი…
სამაგიეროდ იზოლირებული აბაზანა აქვს, თათებზე შემომდგა-
რი ვარცლითა და ვარდისფერი პირსახოცებით! მისი მეგობრის
მეგობრის საყვარლისაა, რომელიც დაკრძალვაზე გაემგზავრა.
უსაფრთხოების ოთხი დღე!.. უფრო სწორად - უსაფრთხოების
ილუზიისა.
სქელი ფარდები საწოლის გადასაფარებელთანაა შეხამებუ-
ლი; ალუბლისფერი ატლასის მძიმე ფარდებია, ქვეშ მოქცეული
თხელი, ტიულის ფარდით. კაცი ფანჯარას ოდნავ სცილდება და
ქუჩაში იხედება. ხედი, რომელიც იქვე მდგომი ხეების ყვითელი
ფოთლებიდან გამოსჭვივის, „ალან გარდენზია“. ხეებქვეშ
თითო-ოროლა ლოთი და მაწანწალა მიწოლილა. ერთ-ერთს სა-
ხეზე გაზეთი წაუფარებია. თვითონაც სძინებია ასე… ნასუნთქი
ორთქლით დანამულ გაზეთს სიღატაკის, მარცხის და ძაღლის-
ბეწვიანი, გაქუცული პლედის სუნი უდის ხოლმე... ბალახზე წუ-
ხანდლიდან შემორჩენილი მუყაოს პლაკატები და დაკუწული ქა-
ღალდები ყრია. მიტინგი ჰქონდათ, სადაც „ამხანაგი გამომსვლე-
ლები“ ამაოდ ცდილობდნენ თავიანთი დოგმებით მსმენელების
აყოლიებას - უკვე გაცივებული რკინის გამოჭედვას. ორი დაღ-
ლილობისგან გასავათებული კაცი რკინის ბუნიკიანი გრძელი
ჯოხებით აგროვებს მომიტინგეთა დატოვებულ ნაგავს და ჯვა-
ლოს ტომრებში ტენის… ეგ არაფერი, ძალიანაც კარგი! სამუშაო
ხომ მაინც აქვთ ამ საწყლებს.
ცოტა ხანში ქალი დიაგონალურად გადმოჭრის პარკს. მერე
შეჩერდება და აქეთ-იქით დაიწყებს ყურებას, ვინმემ ხომ არ შემ-
ნიშნაო. იმდენ ხანს იწრიალებს, სანამ მართლა არ შენიშნავენ.
თეთრსა და ოქროსფერში გადაწყვეტილ საწერ მაგიდაზე ნა-
ხევარი ფურნის პურის ფორმისა და ზომის რადიო დგას. კაცი რა-
დიოს ხმას უწევს. მექსიკური ტრიო მღერის, ძლიერი და ამავ-
დროულად ნაზი, შეხმატკბილებული ხმებით… სწორედ იქ უნდა
წავიდეს, მექსიკაში!.. მერე იქ ტეკილაზე შეჯდება და მთლად გა-
ძაღლდება… უფრო სწორად, კიდევ უფრო გაძაღლდება. ან ეგებ
გამგელდეს კიდეც და ნამდვილი მკვლელი გახდეს… პორტატულ
საბეჭდ მანქანას მაგიდაზე დებს, თავსახურს ხდის და მანქანაში
თაბახს ათავსებს. ლენტი გაცვეთილა, ძალიან მკრთალად ბეჭ-
დავს. ქალის მოსვლამდე, თუკი საერთოდ მოვა, რამდენიმე
გვერდის დაბეჭდვას მოასწრებს. ქალი ზოგჯერ იგვიანებს, ან, თუ
შინ მარტო არ არის, საერთოდაც ვერ ახერხებს სახლიდან გა-
მოსვლას. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეუბნება.
როგორ უნდა, წყლით სავსე აბაზანაში ჩააწვინოს, წყალი
ააქაფოს, მერე თავადაც შიგ ჩაწვეს და ასე ინებივრონ ვარდის-
ფერი ქაფის ბუშტებში… ვინ იცის, ეგებ ამჯერად მართლაც
მოახერხოს.
ის, რაზეც ახლა მუშაობს, მხოლოდ იდეაა. უფრო ზუსტად -
იდეის იდეა. უნდა, რომ დაწეროს უცხოპლანეტელებზე, რომ-
ლებმაც კოსმოსური ხომალდი გამოგზავნეს დედამიწის შესას-
წავლად. მათი რასა მაღალორგანიზებული კრისტალებისაგან
შედგება. კონტაქტის დამყარება სურთ დედამიწაზე არსებულ
ქმნილებებთან, რომლებიც, თითქოს მათი მსგავსია: სათვალე-
ებთან, ფანჯრებთან, ვენეციური მინის პრეს-პაპიეებთან, ღვინის
ჭიქებთან, ბრილიანტის ბეჭდებთან… მაგრამ არაფერი გამოს-
დით. სამშობლოში ანგარიშს გზავნიან: ეს პლანეტა სავსეა ოდეს-
ღაც აყვავებული და ამჟამად უკვე გადაშენებული ცივილიზაციის
საინტერესო რელიკვიებით. ჯერჯერობით გაუგებარია, რა ტიპის
კატასტროფამ გამოიწვია აქაური ინტელექტუალური არსებების
სრული გადაშენება. ამჟამად პლანეტაზე მხოლოდ წებოვანი
მწვანე სუბსტანციის რამდენიმე მრავალსახეობა და, ნახევრად
თხიერი ტალახის ექსცენტრიკული ფორმის უამრავი გუნდაა,
რომლებსაც სხვადასხვა ადგილას უხვად აფრქვევს ცვალებადი
სინათლის ნაკადი - გამჭვირვალე გარსი, რომლითაც პლანეტაა
დაფარული. წრიპინა ხმები და ხმამაღალი ბუხუნი, რომელსაც ეს
წარმონაქმნები გამოსცემენ, ხახუნით გამოწვეული ვიბრაციით
აიხსნება და ის არ უნდა აგვერიოს მეტყველებაში.
ეს ჯერ კიდევ არ არის გამართული სიუჟეტი და მოთხრობად
ვერ ჩამოყალიბდება, თუ უცხოპლანეტელები დედამიწას არ და-
იპყრობენ, არ იავარქმნიან, და თუ კომბინეზონში გამოწყობილი
რომელიმე დედაკაცი ტანზე არ გაიხდის… მაგრამ დაპყრობა ზე-
მოაღნიშნულ საწყის ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოვა -
ხომ ითქვა, პლანეტა დაუსახლებელიაო? ჰოდა, მაშ ვინ უნდა და-
იპყრონ უცხოპლანეტელებმა?.. ან ამ დაუსახლებელ პლანეტაზე
დაშვებას რატომ მოინდომებენ? ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ
არქეოლოგიური კვლევის მიზნით, აქაურობის ნიმუშები შინ რომ
წაიღონ. ჰოოო… სწორედ ამიტომ სრულიად მოულოდნელად უც-
ხოპლანეტური ვაკუუმით ათასობით ფანჯარას გამოტუმბავენ
ნიუ-იორკის ცათამბჯენებიდან! ამას ათასობით ბანკის პრეზიდენ-
ტის გადმოცვენა მოჰყვება უფანჯრო ოფისებიდან, წივილ--
კივილით დაეშვებიან თავქვე და მიწამდე სული არც ერთს არ
დაჰყვება!.. აუუუ, ეს უკვე ძალიან მაგარი იქნება!
თუმცა სიუჟეტი ბოლომდე მაინც არ არის ჩამოყალიბებული…
რაღაც ისეთი უნდა დაწეროს, რაც ადვილად გაიყიდება… ალბათ,
სისხლისმსმელ მკვდარ დიაცებს ვერც ახლა აარიდებს თავს… ამ-
ჯერად ალისფერი თმებით დაამშვენებს და არნის შხამიანი ორ-
ქიდეების გარემოცვაში, თორმეტი მთვარის სხივებქვეშ აამოქმე-
დებს. ყდაზე ისეთი ილუსტრაცია უნდა იყოს, ახალგაზრდა ბიჭებს
რომ მოიზიდავს… ყველაფერი ხომ ყდიდან იწყება.
ამ ქალებმა ძალიან დაღალეს. მათმა ღრჯოლებმა, მოქნილმა
სხეულებმა, მწიფე გრეიპფრუტივით მკვრივმა მკერდმა და
გაუმაძღრობამ ძალიან დაღალა; ყელში ამოუვიდა მათი წითელი
ბრჭყალები, გველის თვალები და მათთვის თავების გაჭეჭყვა…
იმ გმირებმაც დაღალეს, ერთმარცვლიანი სახელები რომ ჰქვი-
ათ: უილი, ბარტი ან ნედი; მათმა ლაზერულმა იარაღმა და ტანზე
მომდგარმა ლითონის მუზარადებმა დაღალეს… იაფფასიანი ად-
რენალინი!.. მაგრამ რას იზამს, მისი სარჩო-საბადებელი ეგაა,
არ უნდა მოდუნდეს, მათხოვრებს არჩევანი ვინ მისცა?!.
ფული ისევ უთავდება. იმედია, ქალი სხვის სახელზე გამოწე-
რილ ჩეკს მოუტანს ფოსტიდან, ხელს მოაწერინებს და მერე, სრუ-
ლიად უპრობლემოდ, თავისივე ბანკში საკუთარი სახელით
გაანაღდებს. ალბათ საფოსტო მარკებსაც მოუტანს და სიგარე-
ტებსაც… სულ სამი ღერიღა დარჩა.
ოთახში ბოლთას ცემს. იატაკი ძალიან ჭრაჭუნებს. კარგად გა-
მომშრალი ხის იატაკია, მაგრამ რადიატორს წყალი გასვლია და
იმ ადგილებში ოდნავ დალაქავებულია. ეს საცხოვრებელი სახ-
ლი ომამდე ააშენეს მარტოხელა, წესიერი, საქმიანი ადამიანე-
ბისთვის. მაშინ რა უჭირდათ: ცენტრალური გათბობა ჰქონდათ,
მუდმივი ცხელი წყალი, მეტლახით მოპირკეთებული დერეფნე-
ბი… მოკლედ, შენობა იმდროინდელ უმაღლეს სტანდარტებს აკ-
მაყოფილებდა. ახლა ყველაფერი უკვე შელახულია. რამდენიმე
წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ამ სახლის
ერთ-ერთ ბინადარ გოგონას იცნობდა. მედდა იყო, რამდენადაც
ახსოვს. უჯრაში ფრანგულად დაწერილ წერილებს ინახავდა. ორ-
სპირალიანი ქურა ჰქონდა და ზოგჯერ საუზმესაც უმზადებდა - ბე-
კონიან ტაფამწვარს, ბლინებს ნეკერჩხლის სიროფით… სიროფს
პირდაპირ თითებიდან ულოკავდა ხოლმე. კედელზე წინა მდგმუ-
რის დატოვებული ირმის თავი იყო მიკრული და გოგო გარეცხილ
წინდებს იმის რქებზე აშრობდა.
შაბათობით და სამშაბათობით, როცა გოგო არ მუშაობდა, სა-
ღამოებს სულ ერთად ატარებდნენ სკოჩის, ჯინის, არყის (ან რაც
ხელში მოხვდებოდათ) სმაში. ქალბატონს გამოთრობა უყვარდა,
სანამ საქმეს შეუდგებოდნენ. არც კინოში უნდოდა წასვლა, არც
საცეკვაოდ; არც ნამდვილი და არც მოჩვენებითი რომანტიკული
ურთიერთობა არ სურდა; კაცი მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიის
დახარჯვის, სიამოვნებისა და მძაფრი შეგრძნებების მისაღებად
სჭირდებოდა. ქვეშაგებს სააბაზანო ოთახის იატაკზე აგებდა
ხოლმე; მოსწონდა, მყარ მეტლახს რომ გრძნობდა ზურგქვეშ.
კაცს მუხლები და იდაყვები ეყვლიფებოდა, მაგრამ იმწამს ვერა-
ფერს გრძნობდა, გონება სხვაგან ჰქონდა. გოგო ისე კვნესოდა,
ისე აქნევდა თავს აქეთ-იქით და ისე ატრიალებდა თვალებს,
თითქოს პროჟექტორი მიანათეს და აწუხებსო. ერთხელ კაცმა
პირდაპირ გარდერობშიც კი ააყუდა. იმ ძუკნას დაძაბულობისა-
გან მუხლები უკანკალებდა; ნაფტალინის სუნში, საკვირაო ტან-
საცმლის, შალის სვიტრებისა და შარვლების გარემოცვაში კაც-
თან სიახლოვე იმდენად სიამოვნებდა, რომ იტირა კიდეც. მასთან
ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ვექილს გაჰყვა ცოლად. ანგა-
რებიანი ქორწინება, ქორწილი თეთრებში… ეს ამბავი კაცმა გა-
ზეთში ამოიკითხა. გული არ დასწყვეტია; პირიქით, გახალისდა
კიდეც და გაიფიქრა, აი, ეს მესმის!.. ბოზებს ზოგჯერ ძალიან სწყა-
ლობთ ბედიო.
უზრუნველი სიყმაწვილე. ერთფეროვანი დღეები, ბრიყვულად
გატარებული საღამოები, რომლებიც უკვალოდ ქრება. არავითა-
რი მონატრება (არც მანამდე და არც მერე), არანაირი სიტყვები
და არც პასუხისმგებლობა, ვიდრე იმ გაუგებრობაში არ ამოყო
თავი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება ყირაზე დააყენა.
საათს უყურებს, მერე ფანჯრისკენ გადააქვს მზერა. როგორც
იქნა, გამოჩნდა. ახლა პარკს დიაგონალურად გადმოჭრის. დღეს
ფართოფარფლებიანი ქუდი ახურავს და ქამრიანი, კუბოკრული
კოსტიუმი აცვია, ჩანთა იღლიაში ამოუჩრია, ნაკეცებიანი ქვედა-
ტანი უფრიალებს. უცნაური ბორძიკით მოაბიჯებს, ალბათ, მა-
ღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბრალია. კაცს ყოველთვის უკვირ-
და, ქალები ქუსლებზე წონასწორობას როგორ იცავენო. აი, შე-
ჩერდა და აქეთ-იქით დაბნეული იყურება, თითქოს ეს-ესაა, გამო-
აფხიზლესო. ის კაცები, პარკში ქაღალდებს რომ კრეფენ, ყურად-
ღებით ათვალიერებენ. რამეს ხომ არ ეძებთ, ქალბატონოო,
ეკითხებიან. ქალი არ პასუხობს და ქუჩას ჭრის. კაცი ამ ყველა-
ფერს ყვითელი ფოთლების ფარდიდან ფრაგმენტულად ხედავს.
ეტყობა, ქუჩის ნომერს ეძებს. აი, მიაგნო და უკვე კიბეზე ამოდის.
ზარი ირეკება. კაცი სიგარეტს საფერფლეში აგდებს, მაგიდის
ლამპას აქრობს და კარს აღებს.
- გამარჯობა!.. ვაიმე, გული მთლად ამომივარდა… ლიფტს
აღარ დაველოდე და…
ქალი კარს ხურავს და ცოტა ხანს ზურგით ეყრდნობა, სული
რომ მოითქვას.
- უკან არავინ მოგყვებოდა, ფანჯრიდან გიყურებდი. სიგარეტი
მომიტანე?
- სიგარეტიც, ჩეკიც და მეოთხედი ბოთლი საუკეთესო ვისკიც.
ჩვენი სასმელებით გადატენილი ბარიდან მოვიპარე. შენთვის არ
მითქვამს, საუკეთესო სასმელებით სავსე ბარი რომ გვაქვს?
ქალი ცდილობს, ლაღად ეჭიროს თავი, თამამადაც კი, მაგრამ
მთლად კარგად არ გამოსდის. ჩუმდება. იცდის, რომ მიხვდეს,
კაცს რა უნდა. ინიციატივას არასდროს იჩენს ხოლმე; არ უნდა,
ბოლომდე გაიყიდოს.
- კარგი გოგო ხარ, - ეუბნება კაცი, უახლოვდება და ეხვევა.
- მართლა კარგი ვარ? ზოგჯერ, დავალებებზე რომ მაგზავნი,
თავი განგსტერის საყვარელი მგონია.
- განგსტერის საყვარელი ვერ იქნები, განგსტერი არა ვარ...
მგონი, მხატვრული ფილმების ყურებას გადაყევი.
- სულაც არა, - პირდაპირ კისერში ეჩურჩულება ქალი. კაცი
ცოტა გასაპარსია, რბილი ეკალივით იჩხვლიტება. ქალი ზედა
ოთხ ღილს უხსნის, პერანგში ხელს უცურებს. ძალიან მკვრივი
სხეული აქვს, ოდნავ დაძაბულიც; კანი - მუქი და სასიამოვნო ფაქ-
ტურის. ასეთი ფაქტურის მხოლოდ ნატიფი, ხისგან ოსტატურად
გამოთლილი საფერფლეები უნახავს.
ბრმა მკვლელი: წითელი ფარჩა
- მართლაც ძალიან კარგი იყო, - ამბობს ქალი. - აბაზანაში წო-
ლა ძალიან მესიამოვნა. შენ და ვარდისფერ პირსახოცებს ერთად
ვერასოდეს წარმოგიდგენდით. ჩვეულებრივთან შედარებით,
აქაურობა ძალიან გადაპრანჭული მეჩვენება.
- ეგრეა, ცდუნების გაძლება ძნელია. ფუფუნება ყველას უყ-
ვარს. მე მგონი, სახლის პატრონი „ნუგბარი“ დიაცია, ალბათ
მოყვარული კახპა იქნება. შენ რას იტყვი?
ქალი ერთ-ერთ ვარდისფერ პირსახოცში გამოახვია, ხელში
აიტაცა და, ჯერ კიდევ სველი და სლიკინა, პირდაპირ საწოლის-
კენ გააქანა. ახლა უკვე ალუბლისფერი აბრეშუმის გადასაფარებ-
ლის ქვეშ წვანან, ატლასის ზეწრებზე, და ქალის მოტანილ ვისკის
წრუპავენ. მშვენიერი ნაზავია - სითბო და სიგარეტის ბოლი; სას-
მელიც სასიამოვნოდ გადადის ყელში. ქალი საწოლზე ნებივრად
გაიშალა და წამით გაიფიქრა, ნეტა ამ ქვეშაგებს ვინ გარეცხავ-
სო.
სხვადასხვა ბინაში რომ სტუმრობს ხოლმე, ყოველ ჯერზე და-
ნაშაულის გრძნობა ტანჯავს - თითქოს ვიღაცის, ვინც უნდა იყოს,
პირად საკუთრებას ხელყოფს. ისიც კი უნდება, იქაური კარადები
და უჯრები გაქექოს… რამის აღება კი არ უნდა, უბრალოდ აინტე-
რესებს, სხვა ადამიანები როგორ ცხოვრობენ; ნამდვილი ადა-
მიანები, მასზე ბევრად უფრო ნამდვილები. კაცის მიმართაც იგი-
ვე სურვილი უჩნდება ხოლმე, მაგრამ მას არც კარადები აქვს,
არც უჯრები და საერთოდ, არც არაფერი საკუთარი. ისეთს ვერა-
ფერს მიაგნებ, რაც ოდნავ მაინც გასცემს და გამოამჟღავნებს.
მხოლოდ ერთი გაქუცული ლურჯი ჩემოდანი დააქვს ხოლმე, რო-
მელიც ყოველთვის ჩაკეტილია და საწოლის ქვეშაა შეჩურთული.
ჯიბეშიც ვერაფერს უპოვი. ერთი-ორჯერ ჯიბეებიც გაუჩხრიკა.
(ეს ჯაშუშობის მიზნით კი არ უქნია, უბრალოდ აინტერესებდა, რა,
სად და რატომ დახვდებოდა.) ლურჯი ცხვირსახოცი, გვერდებზე
დაყოლებული თეთრი ზოლებით; ხურდა ფული; ალბათ, შავი
დღისთვის გადანახული სიგარეტის ორი, ქაღალდში გამოხ-
ვეული ნამწვი; ძველი ჯაყვა… ერთხელ ორი ღილიც უპოვა. ეტყო-
ბა, პერანგზე ასწყდაო, იფიქრა. იმ ღილების დაკერება არ შეუთა-
ვაზებია, რადგანაც კაცი წამსვე მიხვდებოდა, რომ მის ჯიბეებში
იძრომიალა. მისი ნდობის დაკარგვა კი ძალიან არ უნდოდა.
სხვის სახელზე აღებული მართვის მოწმობა. დაბადების მოწ-
მობა, ასევე სხვის სახელზე… ქალს ერთი სული ჰქონდა, კაცი
წმინდა სავარცხლით დაევარცხნა, ყველაფერი აღმოეჩინა, ყვე-
ლაფერი გამოეჩხრიკა, ბოლომდე ამოებრუნებინა და დაებერ-
ტყა.
კაცი სიმღერას იწყებს, ჩუმად ღიღინებს, ტკბილი ხმით:
ოთახი კვამლში ეხვეოდა, და მაგ შენს სახეს
ნამგალა მთვარე მინათებდა, მიგებდა მახეს.
კოცნა მოგპარე, შეგიცურე კაბაში ხელი,
ყურზე მიკბინე და დავიმხეთ ოთახი მთელი…
რომ ირიჟრაჟა, წახვედი და დამტოვე მარტო,
გამოგეტირე, მენატრები, შენს კოცნას ვნატრობ!
- ვაი!.. ეგ ტკბილი სიმღერა საიდან იცი? - იცინის ქალი.
- ახლა გამახსენდა, კახპების სიმღერაა და ამ გარემოს ძალიან
უხდება. - ის ქალი მთლად კახპა არ გეგონოს, თუნდაც მოყვარუ-
ლი… არა მგონია, ფულს იღებდეს… ალბათ სხვაგვარად აჯილ-
დოებენ.
- მაგალითად, უამრავი შოკოლადით? შენ ასე იზამდი?
- ოოო, მე ერთი მანქანა შოკოლადი მეყოფოდა, საყვარელო;
ამ ქალივით ძვირი არა ვღირვარ… აი, ნახე - ეს საწოლის გადასა-
ფარებელი ნამდვილი აბრეშუმია. ფერიც მომწონს… ცოტა ჭყეტე-
ლაა, მაგრამ მაინც ლამაზია. თანაც, სახის კანს უხდება; ვარდის-
ფერი სანთლის შუქისა არ იყოს, სახეს ლამაზ ელფერს აძლევს...
შენ ეს მითხარი, ახალი რა გამოაცხვე?
- რა უნდა გამომეცხო?
- რა და, ჩემი ზღაპრის გაგრძელება.
- შენი ზღაპრის?
- ჰო. ჩემთვის არ ყვები?
- აბა რა, შენთვის ვყვები. სულ მაგაზე ვფიქრობ, ღამ-ღამობით
ვეღარ ვიძინებ.
- მატყუარა!.. რა იყო, ხომ არ მოგბეზრდა?
- შენ რაც გსიამოვნებს, როგორ მომბეზრდება?
- ღმერთო, რა თავაზიანი გახდი! ალბათ, უნდა ვეცადოთ, ვარ-
დისფერი პირსახოცები უფრო ხშირად ვიხმაროთ ხოლმე. ისე
ვატყობ, მალე ჩემს ბროლის ქოშსაც ემთხვევი… მაგრამ ჯერჯე-
რობით ზღაპრის გაგრძელება უფრო მაინტერესებს.
- სად გავჩერდით?
- ზარმა ჩამოჰკრა, ყელიც გამოჭრილია და კარიც იღება.
- აჰა, გასაგებია.
მოკლედ, იმ გოგოს, რომელზეც ვლაპარაკობდით, კარის გა-
ღების ხმა ესმის. ტანზე „ერთი ღამის სარეცლიდან“ აღებულ წი-
თელ ფარჩას იხვევს და, შეშინებული, კედელს ეკვრის. ფარჩას
მარილის სუნი დაჰკრავს; ზუსტად ისეთი, ზღვის მიქცევისას დარ-
ჩენილ მლაშობს რომ უდის ხოლმე - ეს მის წინამორბედთა ტანზე
შემშრალი შიშის სუნია. გოგოს ესმის, რომ ოთახში ვიღაც შემო-
დის და რაღაც მძიმე საგანს მოათრევს. კარი იკეტება და
წყვდიადი ისადგურებს. ნეტა სანთელი ან ლამპარი მაინც იყოს…
გოგო სიბნელეში ხელებს იწვდის, მოსალოდნელი საფრთხისა-
გან თავდასაცავად. მარცხენა ხელზე ვიღაც ეხება, ნაზად ჰკიდებს
ხელს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. თითქოს ამით რაღა-
ცას ეკითხება…
გოგო ვერ ლაპარაკობს. იმასაც ვერ ეუბნება, ვერ ვლაპარა-
კობო.
ბრმა მკვლელი პირსაბურავს იხსნის და ძირს აგდებს. გოგოს
ხელს არ უშვებს, ისე ჯდება საწოლზე და მასაც გვერდით ისვამს.
ჯერ კიდევ განზრახული აქვს გოგოს მოკვლა, ოღონდ მოგვიანე-
ბით. ამ ჩამწყვდეული გოგონების შესახებ, რომლებსაც ვერავინ
ხედავს მათი აღსასრულის დღემდე, ბევრი სმენია. ჰოდა, ძალიან
აინტერესებს. რაც უნდა იყოს, ეს გოგო მისი კუთვნილი საჩუქა-
რია. ასეთ საჩუქარზე უარის თქმა, ღმერთებისთვის სახეში შე-
ფურთხება იქნებოდა. იცის, რომ სწრაფად უნდა იმოქმედოს და
მერე აორთქლდეს, მაგრამ დრო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ნელსაც-
ხებლის სუნი სცემს, გოგოს რომ სცხეს. მიცვალებულის კატა-
ფალკის სუნი აქვს, რომლითაც მკვდარ ქალწულებს მიასვენებენ
ხოლმე... ფუჭად გაფლანგული სიტკბოების სუნი.
ისეთს არაფერს გააფუჭებს, რაშიც ფულია გადახდილი. თვით-
მარქვია ქვესკნელის მბრძანებელი ალბათ უკვე ეწვია გოგოს და
წავიდა კიდეც. ნეტა, ის დაჟანგებული მუზარადი თუ გაიხადა?
ალბათ არა. სულ ჭრიალ-ჭრიალით, მძიმე გასაღებივით შეერჭო-
ბოდა საბრალოს, მის ხორცში გადატრიალდებოდა და მტკივ-
ნეულად გახსნიდა. ეს გრძნობა თავადაც კარგად ახსოვს… რაც
უნდა ჩაიდინოს, ეგეთ რამეს მაინც არ გააკეთებს, არასდროს!..
გოგოს ხელი პირთან მიაქვს და ტუჩებით ეხება. კი არ კოცნის, უბ-
რალოდ პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავს ამგვარად. ჩე-
მო ლამაზო და უძვირფასესოო, ეუბნება იმ მათხოვარივით, რო-
მელიც თავის კეთილისმყოფელს გამორჩენის მიზნით მიმარ-
თავს. შენი შეუდარებელი სილამაზის ქებათა-ქებამ მომიყვანა
შენთან, თუმცა ამით თავს საფრთხეში ვიგდებო. თვალით ვერ
გხედავ, რადგანაც ბრმა ვარ, მაგრამ, თუ ნებას დამრთავ, ხელე-
ბით შეგიგრძნობო. ეს შენთვის ბოლო სიკეთე იქნება და ალბათ,
ჩემთვისაცო.
მონობასა და საროსკიპოში გატარებულ დღეებს უნაყოფოდ
არ ჩაუვლია მისთვის. კარგად ისწავლა, როგორ უნდა მოეთაფ-
ლა ადამიანები და ტყუილი დამაჯერებლად როგორ ეთქვა, მათი
ნდობა როგორ მოეპოვებინა. ხელს ნიკაპზე ადებს და იცდის,
ვიდრე გოგო, თანხმობის ნიშნად, თავს არ დაუქნევს. გოგოს ფიქ-
რები - ხვალ მკვდარი ვიქნებიო - გარკვევით ესმის და აინტერე-
სებს, ნეტა იმასაც თუ ხვდება, მე რისთვის მოვედი მასთანო.
ზოგჯერ საუკეთესო საქციელს სწორედ სასოწარკვეთილები
სჩადიან; ისინი, ვისაც დრო ამოეწურა, ვინც კარგად იცის, სიტყვა
უმწეობა რასაც ნიშნავს. მათ რისკისა და სარგებლიანობის გა-
მოთვლა არ სჭირდებათ, მომავალზე აღარ ფიქრობენ, ახლან-
დელ დროში არიან გაჭედილები. ხრამში თუ გადაგაგდებენ, ან
გადაიჩეხები, ან გაფრინდები; ნებისმიერ მცირედ იმედსაც კი
ეჭიდები, თუნდაც სასწაულის იმედად რომ იყო დარჩენილი; სას-
წაულის, რომელიც უიმედო ცდაა, მაგრამ ბედის მონახევრე მა-
ინც ხდება ხოლმე.
ჰოდა, იმ ღამესაც ასე მოხდა.
ბრმა მკვლელი ძალიან ნაზად ეხება გოგოს, მხოლოდ ცალი,
მარჯვენა ხელით - იმ მარჯვე ხელით, რომლითაც დანას იჭერს
ხოლმე. ხელს სახეზე უსვამს, მერე ყელზე ჩაუცურებს. მერე მარ-
ცხენა ხელითაც ეხება - დამამარცხებელი ხელით. უკვე ორივე ხე-
ლით სინჯავს, ფრთხილად და ყურადღებით, თითქოს ძალიან
მყიფე კლიტეს ხსნიდეს… მისი შეხება წყლის შეხებასავით რბილი
და სასიამოვნოა. გოგო კანკალებს, მაგრამ უწინდელივით შიშის-
გან არა. თანდათან წითელ ფარჩასაც იძრობს, მკვლელის ხელს
იღებს და მიმართულებას თავად აძლევს.
შეხება ოხვრაზე უწინ მოდის, სიტყვაზე უწინაც. ის პირველი და
უკანასკნელი ენაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს
ამბობს.
აი, ასე შეუყვარდათ ერთმანეთი დამუნჯებულ გოგოსა და დაბ-
რმავებულ ბიჭს.
- პირდაპირ მაოცებ, - უთხრა ქალმა.
- მართლა? რამ გაგაოცა? თუმცა მიყვარს, როცა გაოცებ ხოლ-
მე.
კაცი სიგარეტს უკიდებს და ქალსაც სთავაზობს. ქალი უარის
ნიშნად თავს გადააქნევს. კაცი ძალიან ბევრს ეწევა. სულ ნერვე-
ბის ბრალია. ნერვები ცუდ დღეში აქვს, მიუხედავად იმისა, რომ
ხელები არ უცახცახებს.
- იმან გამაოცა, ერთმანეთი შეუყვარდათო, რომ ბრძანე. მაგ
გრძნობას სულ დასცინი ხოლმე. ამბობ, რეალურად არ არსე-
ბობს, ბურჟუაზიული ცრურწმენაა, ძირშივე გამომპალიო; დაშაქ-
რული განცდააო, ვიქტორიანული ეპოქის ამაღლებული სტილით
შენიღბული ცხოველური ლტოლვაა და მეტი არაფერიო. ნეტა ახ-
ლა რა შეიცვალა? რომანტიკული გახდი?
- მე ნურაფერს მაბრალებ, ისტორიას დააბრალე, - ღიმილით
ეუბნება კაცი. - ისტორიაში აღწერილია „შეყვარების“ ფაქტები;
ყოველ შემთხვევაში, ეგ სიტყვა ხშირადაა გამოყენებული… ამას
გარდა, ხომ გითხარი, კაცი კარგად ტყუის-მეთქი.
- ეგრე ადვილად ვერ გამოძვრები. თავიდან მართლა თქვი,
ატყუებდაო, მაგრამ მერე სხვანაირად აჭიკჭიკდი.
- მართალია. მაგრამ პრაგმატული კუთხითაც შეიძლება საქ-
მის დანახვა.
- რომელი საქმის?
- სიყვარულის.
- როდის აქეთია, სიყვარული „საქმე“ გახდა? - ამბობს გაცეც-
ხლებული ქალი.
კაცს ეღიმება. - რა იყო? „საქმის“ ცნებამ გაგაღიზიანა? ძალი-
ან კომერციულია? ალბათ სინდისმა შეგაწუხა და იმიტომაც მოგ-
ხვდა გულზე. სიყვარული ფულზეც იყიდება ხოლმე, ასე არ არის?
- არა, ყოველთვის არა.
- შეიძლება ითქვას, რომ კაცმა თავისი შანსი არ გაუშვა ხელი-
დან. რატომ უნდა გაეშვა? სინდისი სულაც არ ქენჯნიდა. ცხოვრე-
ბამ ასწავლა, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყოველ-
თვისაც ასე ყოფილა… შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ორივე
ახალგაზრდა იყო და სწორად ვერ გაიაზრეს შექმნილი ვითარე-
ბა. ახალგაზრდებს ლტოლვა და ვნება ხშირად სიყვარული ჰგო-
ნიათ, იდეალისტები არიან. თანაც, არც ის მითქვამს, ბოლოს არ
მოკლა-მეთქი. ის კაცი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გა-
მომდინარე მოქმედებდა, თუ გახსოვს.
- ესე იგი, კუჭი მაინც მოგეწვა, ახლა უკან იხევ… მამლაყინწა
ხარ და მეტი არაფერი! მაგრამ ეგეთი წარმოდგენებით შორს ვერ
წახვალ. მხოლოდ ის მამალი გახდები, ქათმების დასაპეპლავად
რომ იყენებენ!
კაცი იცინის, მაგრამ აშკარად დაძაბულია. რამ დაძაბა, მწარე
სიტყვებმა? ნუთუ, ბოლოს და ბოლოს, ქალმაც მიაღწია რაღაცას?
- სიტყვები შეარჩიეთ, ქალბატონო!
- რატომ უნდა შევარჩიო? შენ ხომ არ არჩევ?
- მე ნუ მომბაძავ, მისაბაძი ნამდვილად არა ვარ… კარგი, მოდი
მაშინ ვთქვათ, რომ საკუთარ გრძნობებს აყვნენ, ასე აჯობებს. ბო-
ლომდე შეეძლოთ გალაღება, მხოლოდ იმ წუთით ცხოვრება,
სანთლის ბოლომდე ჩაწვა, სასმისის ბოლომდე დაცლა, მთვარის
ყურება და ყმუილი. დრო აღარ ჰქონდათ. არც დასაკარგი ჰქონ-
დათ რამე.
- კაცს ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ეგონა, რომ ჰქონდა.
- კი ბატონო, კაცს ჰქონდა, მაგრამ ქალს არ ჰქონდა, - თქვა
კაცმა და პირიდან კვამლი გამოუშვა.
- ჩემგან განსხვავებით, არა?
- შენგან განსხვავებით, საყვარელო, მაგრამ ჩემსავით. მე ნამ-
დვილად არაფერი მაქვს დასაკარგი.
- შენ მე გყავარ. ნუთუ მე შენთვის „არაფერი“ ვარ?
ტორონტო სტარი, 26 აგვისტო, 1935
საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონა უვნებელი იპოვეს

სპეციალურად სტარისთვის

გუშინ პოლიციამ შეწყვიტა საჯარო სკოლის მოსწავლის,


თხუთმეტი წლის ლორა ჩეიზის ძებნა, რომელიც ერთი კვირის
განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. გაირკვა, რომ მთე-
ლი ეს ხანი გოგონა ოჯახის მეგობრებთან, მისტერ და მისიზ ე.
ნიუტონ-დობზებთან ერთად მათ მასკოკას ზაფხულის რეზიდენ-
ციაში იმყოფებოდა. ცნობილი მეწარმე, რიჩარდ ე. გრიფენი, რო-
მელიც მის ჩეიზის დაზეა დაქორწინებული, ოჯახის სახელით ტე-
ლეფონით ესაუბრა ჩვენს ჟურნალისტებს: - მე და ჩემმა მეუღლემ
შვებით ამოვისუნთქეთ, - ბრძანა მისტერ გრიფენმა, - მთელი ეს
გაუგებრობა დაგვიანებით მოსულმა წერილმა გამოიწვია. იმ წე-
რილში ლორა გვატყობინებდა, რომ ერთი კვირით ჩვენს ახლობ-
ლებთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრებოდა და ამიტომ
ისიც და მისი მასპინძლებიც სრულიად დარწმუნებულები იყვნენ,
რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. დასვენებისას ნიუტონ--
დობზები გაზეთებს არ კითხულობენ ხოლმე, თორემ ამ გაუგებ-
რობას იმთავითვე დაესმებოდა წერტილი. ქალაქში დაბრუნებუ-
ლები, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინვე დაგვიკავ-
შირდნენ.
როდესაც ბ-ნ გრიფენს უთხრეს, ჭორი გავრცელდა, თითქოს
მის ჩეიზი სახლიდან გაიქცა და სანისაიდ-ბიჩის ლუნაპარკში მე-
ტად უცნაურ ვითარებაში აღმოაჩინესო, მან ბრძანა, რომ წარ-
მოდგენა არა აქვს, ვის ან რა მიზნით დასჭირდა ამგვარი ბინძური
ჭორის გავრცელება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ამ-
ბავს ასე არ დატოვებს და უახლოეს მომავალში ყველაფერს დე-
ტალურად გაარკვევს. - ეს ყველაფერი ჩვეულებრივი გაუგებრო-
ბა იყო, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. მე და ჩემი მეუღლე
ბედნიერები ვართ, რომ ლორა კარგადაა და დიდ მადლობას ვუხ-
დით ყველას - პოლიციას, გაზეთებს და ჩვენს თანამოქალაქეებს
- თანადგომისა და დახმარებისათვის, - ბრძანა მან ბოლოს. თა-
ვად მის ლორა ჩეიზი შოკირებულია შექმნილი ვითარებით და
უარი განაცხადა ინტერვიუს მოცემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა დროულად მოგვარდა და
ამჯერად საფოსტო მომსახურების გაუმართაობას სერიოზული
გართულებები არ მოჰყოლია, ჩვენი თანამოქალაქენი უკეთეს და
უფრო სანდო მომსახურებას იმსახურებენ. ასე რომ, დროა, ქა-
ლაქის მესვეურებმა ყურად იღონ ზემოაღნიშნული შემთხვევა და
საფოსტო მომსახურების არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე
იზრუნონ.
ბრმა მკვლელი: ფეხით გასეირნება

ქალი ქუჩას მიუყვება. თავს ირწმუნებს, რომ იმ ქალებისგან


არაფრით გამოირჩევა, რომლებიც ამ ქუჩაზე გასეირნების უფ-
ლებით სარგებლობენ, მაგრამ ცდება. შესაფერისად არ აცვია:
არც მისი ქუდია ისეთი, როგორიც აქაურობას შეეფერება, და არც
პალტო… წესით, ნიკაპთან გამონასკვული თავსაფარი უნდა ეხუ-
როს, უფორმო, იდაყვებთან გაპრიალებული პალტო ეცვას და,
საერთოდ, სახეზე საწყალი და ფეთხუმი დედაკაცის იერი უნდა
ედოს.
ამ ქუჩაზე სახლები ერთმანეთზეა მიტყუპებული. ერთ დროს,
ალბათ, შინამოსამსახურეების კოტეჯები იყო. ასეთი სახლების
რამდენიმე წყება დგას. ახლა ამდენი შინამოსამსახურე საჭირო
აღარაა, მდიდრებმა სხვაგვარი თადარიგი დაიჭირეს… შეჭვარ-
ტლული აგური; ორი ოთახი ზემოთ, ორიც - ქვემოთ; უკანა მხა-
რეს - მიშენებული საპირფარეშო... ზოგ სახლს ციცქნა წინა გა-
ზონზე ოდესღაც იქ არსებული ბოსტნის კვალიც ეტყობა: პომიდ-
ვრის ჩაშავებული ჩითილები და ობლად დარჩენილი ჭიგოები,
ზედ ჩამოკონწიალებული ბაწრის ნაგლეჯებით… ალბათ კარგი
მოსავალი ვერც მოჰყავდათ, აქაურობას ხომ მზე თითქმის არას-
დროს ადგება და ნიადაგიც გამოფიტულია. მაგრამ შემოდგომის
ხეები აქაც დიდებული სანახავია, შეყვითლებული და მონარინ-
ჯისფრო ფოთლებით, ალაგ-ალაგ ალისფერი და ღვიძლივით მუ-
ქი წითელიც რომ გამოერევა ხოლმე.
სახლებიდან ძაღლების წკმუტუნი, ყეფა, ჩხარუნი, კარის ჯახა-
ჯუხი, ქალების ბრაზიანი ყვირილი და ბავშვების ყურთასმენის
წამღები ჭყვიტინი მოისმის. პატარა პარმაღებზე დადგმულ ხის
სკამებზე კაცები სხედან, ყურებჩამოყრილები, ხელებჩამოშვებუ-
ლები, უმუშევრები. მათ ხელებს ახლა საშინაო საქმის კეთებით
დაღლა ეტყობა. მიმავალ ქალს ბრაზიანი თვალებით ჭამენ, მის
ვინაობას პალტოს საყელოსა და სახელოებზე მოვლებული ძვირ-
ფასი ბეწვითა და გველის ტყავის ხელჩანთით აფასებენ. შესაძ-
ლოა, ეს სახლები მათი არც არის, უბრალოდ სარდაფებსა და სა-
კუჭნაოებს ჯგუფ-ჯგუფად ქირაობენ და ქირის ფულს ერთმანეთში
ინაწილებენ.
ქუჩაზე თავდახრილი და წელში მოხრილი ქალები მიდი--
მოდიან, ყავისფერი ქაღალდის შეკვრებით ხელში. ოჯახის ქალე-
ბი უნდა იყვნენ… მათ დანახვაზე სიტყვა „ჩაშუშული“ გახსენდება.
ალბათ, საყასბოებში მოპარულ ძვლებსა და იაფფასიან ხორცის
ნაჭრებს მიარბენინებენ შინისაკენ, რომ მერე დამჭკნარ კომბოს-
ტოსთან ერთად აჭამონ თავისიანებს. ის კი მხრებში ზედმეტად
გამართულია, თავიც მაღლა აქვს აწეული და არც სასოწარკვე-
თილი მზერით იყურება. როცა სხვა ქალები შემთხვევით თავს
სწევენ და თვალს წაასწრებენ, თვალებში ზიზღი გამოუკრთებათ
ხოლმე, მეძავი ჰგონიათ. მაგრამ ასეთი ფეხსაცმელების პატრო-
ნი აქ რამ მოიყვანა, მისი დონისთვის სრულიად შეუფერებელ
უბანშიო, ფიქრობენ.
აი, ის ბარიც გამოჩნდა, კაცმა რომ უთხრა, ქუჩის კუთხეშიაო.
ბარი კი არა, ლუდხანაა. გარეთ კაცები შეჯგუფებულან. ქალი
გვერდით რომ ჩაუვლის, არავინ არაფერს ეუბნება, თითქოს ბუჩ-
ქებში სხედან და იქიდან ადევნებენ თვალს. მაგრამ ქალს მათი
სიძულვილითა და ვნებით აღსავსე ჩურჩული მაინც ესმის, კაბის
შლეიფივით მიჰყვება უკან. ალბათ, ეკლესიის მსახური ან ვინმე
გაბღენძილი კეთილისმყოფელი ჰგონიათ, რომელიც არამკითხე
მოამბეა, აბზეკილ ცხვირს მათ ცხოვრებაში ყოფს, კითხვებს უს-
ვამთ და საჭმლის ნარჩენებით უმასპინძლდებათ… თუმცა… ამ
ქალს მეტისმეტად კარგად აცვია!
თვალში რომ არავის მოხვედროდა, ტაქსიდან სამი კვარტლის
იქით ჩამოვიდა. ამ უბანში ტაქსით ვინ ივლიდა? ჰოდა, ჯობდა, სა-
საცილო სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო. მაგრამ მაინც აღმოჩ-
ნდა. არა, ნამდვილად სხვანაირი პალტო სჭირდება… აი ისეთი,
ნახმარი ტანსაცმლის ფარდულებში რომ ყიდიან. ის პალტო ჩე-
მოდნით უნდა ატაროს, საკუთარი პალტო სასტუმროს რესტორ-
ნის გარდერობში ჩააბაროს ხოლმე, მერე საპირფარეშოში შევი-
დეს, პომადა მოიწმინდოს, თმა აიჩეჩოს, ძველი პალტო მოიცვას
და ისე გამოიპაროს იქიდან… თუმცა რა სისულელეა… ეგ არაფ-
რით არ გამოუვა; ჩემოდნით როგორ გამოვა შინიდან? მაშინვე
ჰკითხავენ, სად მიგეჩქარება, საით გაგიწევიაო.
ჰოდა, სწორედ ეგაა ყველაზე რთული - ფარული ქმედება კა-
მუფლაჟის გარეშე, მხოლოდ საკუთარი მიმიკის იმედად. ამის
მდიდარი გამოცდილება უკვე აქვს: აუღელვებლობა და გულგრი-
ლობა; წარბების გაკვირვებით აზიდვა; ორმაგი აგენტის გულ-
წრფელი და ხალასი გამოხედვა და წყაროს წყალივით ანკარა
თვალების აპარპალება. ასეთ დროს მთავარი ის კი არ არის, რო-
გორ ტყუი, მთავარი ამ ტყუილის თქმისა და სულელური კითხვე-
ბის თავიდან აცილებაა.
თუმცა გარკვეული საფრთხე (და უფრო დიდიც, ვიდრე უწინ)
მაინც არსებობს. სხვათა შორის, კაცის გამოც, როგორც თავად
უთხრა; კაცი ფიქრობს, რომ ერთხელ ქუჩაში შენიშნეს და იცნეს.
მგონი, წითელი მხედრიონის ერთ-ერთი რეგვენი წევრი იყოო.
ხალხით სავსე ლუდხანაში შესულა, ხალხს შერევია და მერე უკა-
ნა კარიდან გაპარულა.
ქალმა არ იცის, ირწმუნოს თუ არა ასეთი ტიპის საფრთხის არ-
სებობა. ვერ წარმოუდგენია, რომ ერთხელაც იქნება და ვიღაც სა-
ყელოაწეული, პალტოში გამოწყობილი ტიპები კვალში ჩაუდგე-
ბიან უხმაუროდ მოსრიალე მანქანით, თავზე დაადგებიან და…
უნდა წამოგვყვეთ, მანქანაში დაბრძანდით, თუ შეიძლება!.. ცა-
რიელი ოთახები, მკვეთრი, თვალისმომჭრელი შუქებით.
იქაურობა თეატრალურ დეკორაციას წააგავს, ანდა ნისლში გა-
მოჩენილ საგნებს, ყველაფერი შავ-თეთრი რომ გეჩვენება… მაგ-
რამ ასეთი შემთხვევები სხვა ქვეყნებში ხდება, სხვა ენაზე მოუბ-
რებს ემართებათ… და თუ აქაც ხდება ხოლმე, პირადად მას არ
უნდა შეემთხვეს!
თუ ჩაავლეს, კაცის არსებობას მაშინვე უარყოფს; მამლის
პირველ დაყივლებას არც დაელოდება, ისე უარყოფს. ამაში
დარწმუნებულია და ამ თემაზე არც კი ღელავს. მაინც მოუწევთ
მისი გათავისუფლება, მათ ურთიერთობას ქალის ფუქსავატობად
ან უცნაურ ახირებად ჩათვლიან, ანდა სულაც უგუნურ პროტეს-
ტად. რაიმე ტიპის არეულობა რომც მოხდეს, ყველაფერს ჩაფარ-
ცხავენ, თუ კარგად გადაუხდის… მაგრამ როგორ გადაუხდის?!
კაპიკი აღარ გააჩნია. ქვას წვენს ვერ გამოადენ… ჰოდა, ამიტომ
ადგება და შინ ჩაიკეტება, დარაბებსაც დახურავს და საბაბსაც
იპოვის, რომ არავის დაენახვოს.
ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ვიღაც უთ-
ვალთვალებს… მაგრამ მერე, როცა გადაამოწმებს ხოლმე, ვერა-
ვის ამჩნევს. მაინც ცდილობს, ფრთხილად იყოს; ფრთხილობს,
რამდენადაც შეუძლია. ეშინია? ჰო, ძირითადად სულ დაძაბუ-
ლია. მაგრამ მთავარი მისი შიში არ არის… თუ არის?.. შიში კაც-
თან ყოფნის სიამოვნებას ამძაფრებს, და კიდევ იმ გრძნობას,
რომ საფრთხეს ამჯერადაც დააღწია თავი.
მთავარ საფრთხეს თავად უქმნის საკუთარ თავს. სადამდე მი-
უშვებს? რამდენად შორს ისურვებს შეტოპვას? თუმცა მიშვება და
სურვილი რა შუაშია… მთავარი ისაა, საით უბიძგებენ, საით წაიყ-
ვანენ. საკუთარი მოტივები არც არასოდეს გაუანალიზებია. შეიძ-
ლება მოტივი სულაც არ აქვს; სურვილსა და ლტოლვას მოტივს
ვერ უწოდებ. უბრალოდ, არჩევანი არა აქვს… ის უკიდურესი
სიამოვნება, რომელსაც მასთან განიცდის, დამამცირებელიც
კია. თითქოს „სამარცხვინო თოკით“, რომელიც კისერზე საბე-
ლივით გამოაბეს, სადღაც მიათრევენ. ძალიან აღიზიანებს, თა-
ვისუფლება რომ დაკარგა და ასე ძალიან რომ არის დამოკიდე-
ბული იმ ადამიანზე… ჰოდა, ამიტომაც გაუზარდა შუალედები
ულუფებს შორის. კაცს მუდმივად ანერვიულებს, ათას მიზეზს
იგონებს, რომ არ ნახოს: უმტკიცებს, პარკის ღობეზე ცარცით და-
ხატული ნიშანი ვერ დავინახეო; შეტყობინება არ მიმიღიაო - ტან-
საცმლის არარსებული მაღაზიის ახალი მისამართი ან არარსე-
ბული ძველი მეგობრის გამოგზავნილი ღია ბარათი, ანდა ის სა-
ტელეფონო ზარი, ვიღაცამ ვითომ შეცდომით რომ დარეკა მათი
სახლის ნომერზე.
ბოლოს მაინც ყოველთვის უბრუნდება. გაძალიანებას აზრი
არა აქვს. მასთან თავდავიწყებისათვის მიდის, სრული ამნეზიის
მდგომარეობაში ჩავარდნის სურვილით. საკუთარ მეობას
თმობს, ბოლომდე წაიშლება ხოლმე, საკუთარი სხეულის უკუ-
ნეთში იძირება, საკუთარი სახელი ავიწყდება. ნებისმიერი
მსხვერპლის გაღებაზეა თანახმა, ოღონდ კი ცოტა ხნით საზღვრე-
ბის გარეშე არსებობა მოახერხოს.
და მაინც, ბოლო დროს ისეთ რამეებზე ფიქრობს, თავიდან
რომ არ უფიქრია. მაგალითად, ძალიან აინტერესებს, კაცი სა-
რეცხს სად და როგორ რეცხავს. ერთხელ რადიატორზე მიფენი-
ლი წინდები დაინახა. კაცმა შენიშნა, წინდებს რომ უყურებდა და
სასწრაფოდ მოაშორა მისი მხედველობის არიდან. ქალის მოს-
ვლამდე ოთახს აწესრიგებს ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, ზემო-
დან დაყრილ ნივთებს სადღაც ჩურთავს. ნეტა სად იკვებება? რას
ჭამს? ერთხელ უთხრა, ერთსა და იმავე ადგილას ხშირად რომ
დამინახონ, არ მინდაო. ერთი სასადილოდან ან სალობიიდან
მეორეში გადავდივარო. მისი პირიდან ამოსული ასეთი სიტყვები
დამამცირებლად და უხეიროდ ჟღერს. ზოგჯერ ძალიან განერ-
ვიულებულია, თავჩაქინდრული ზის და გარეთ საერთოდ არ გა-
დის. ოთახში, აქა-იქ, ვაშლის ნაქუჩები ყრია ხოლმე, იატაკი კი
პურის ნამცეცებითაა მოფენილი.
იმ ვაშლსა და პურს ნეტა სად შოულობს? დეტალებზე არას-
დროს ელაპარაკება... ნეტა საერთოდ როგორ ცხოვრობს, როცა
ქალი მასთან არ არის?.. შესაძლოა, იმიტომ არ უმხელს დეტა-
ლებს, რომ ზედმეტმა ინფორმაციამ ქალის თვალში მთლად არ
დააკნინოს. ეტყობა, ძალიან ბევრი დამამცირებელი ნიუანსია…
ჰოდა, ალბათ სწორიცაა, ასე რომ იქცევა. ქალების პირადი
ცხოვრების ამსახველი მომენტები გალერეებში გამოფენილ ტი-
ლოებზე მნახველების აღფრთოვანებას იწვევს: მძინარე ნიმფა;
შოშანა და უხუცესები; მობანავე ქალი (რომელსაც ცალი ფეხი
თუნუქის ტაშტში უდგას… მგონი, რენუარის ტილო უნდა იყოს…
თუ დეგასია?.. ორივე ჩასუქებულ ქალებს ხატავდა); დიანა და მი-
სი მხევლები (სანამ მოთვალთვალე მონადირეებს შენიშნავენ).
მაგრამ სურათი სახელწოდებით „კაცი, რომელიც წინდებს პირ-
საბანში რეცხავს“, არავის უნახავს.
რომანტიკა ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
რომანტიკა საკუთარი თავის დათრთვილული ფანჯრის მინაში
დანახვაა. რომანტიკა რაღაცეების იგნორირებას ნიშნავს: იქ, სა-
დაც ცხოვრება ბუზღუნებს და ოხრავს, რომანტიკა მხოლოდ ნა-
ზად ამოიკვნესებს ხოლმე. ნუთუ ამაზე მეტი უნდა? ნუთუ კაცის
უფრო საფუძვლიანად დასაკუთრება სურს? ნეტა მართლაც თუ
უნდა მთელი სურათის თვალნათლივ დანახვა?
საშიში სწორედ ყველაფრის ძალიან ახლოდან და ძალიან
გარკვევით დანახვაა - კაცის უბადრუკობისა და, მასთან ერთად,
საკუთარი უბადრუკობის აღქმა. ერთხელაც სიცარიელის შეგ-
რძნებით გამოფხიზლდება, ყველაფერი გამოწურული და ამოწუ-
რული დახვდება. მაშინ აღარაფერი დარჩება და უსასოობას
მიეცემა.
ღმერთო, რა ძველმოდური სიტყვაა.
ამჯერად კაცი არ მოვიდა მის დასახვედრად; უთხრა, ასე აჯო-
ბებსო. ჰოდა, მარტოს მოუწია გზის გაკვლევა. ხელთათმანში
ოთხად გაკეცილი ქაღალდი უდევს, საიდუმლო დირექტივებით.
ქაღალდს გამუდმებით გრძნობს ხელის გულზე, თითქოს სითბოს
გამოსცემს და ოდნავ ანათებს კიდეც, როგორც ფოსფორიანი ცი-
ფერბლატი სიბნელეში.
თვალწინ კაცი უდგას, რომელიც გონების თვალით მის ყოველ
ნაბიჯს აკონტროლებს; გრძნობს, ქალი როგორ უახლოვდება
ნაბიჯ-ნაბიჯ… ნეტა მოუთმენლად ელის? ერთი სული აქვს, როდის
ნახავს? ნეტა იგივეს გრძნობს, რასაც ქალი? შეხვედრისას ვერა-
ფერს შეატყობ, ყოველთვის ინდიფერენტული გამომეტყველე-
ბით ხვდება; თავს ისე აჩვენებს, თითქოს მისთვის სულ ერთია,
მოვა ქალი თუ არა. მაგრამ ამასაც გარემოება აიძულებს, რო-
გორც ბევრ სხვა რამეს. მაგალითად, უსახსრობის გამო კოლო-
ფის სიგარეტს აღარ ეწევა. ახლა თუთუნს ქაღალდში ახვევს იმ
უხამსი შესახედაობის ვარდისფერი რეზინის ხელსაწყოთი, რო-
მელიც სამ ცალს ერთდროულად აკეთებს. მერე ხელნაკეთ სიგა-
რეტებს სამართებლით სამად ჭრის და „ქრეივენ ეის“ კოლოფში
აწყობს, ეს მისი ერთ-ერთი პატარა ეშმაკობაა, უბადრუკი ამპარ-
ტავნება. ქალს გული ეკუმშება, როცა ხედავს, როგორ უჭირს უსი-
გარეტობა.
ზოგჯერ თავადაც მიაქვს მისთვის ხელჩანთაში ჩაყრილი ერ-
თი მუჭა სიგარეტი - დიდი ზომის, ბარაქიანი, იმ ვერცხლის ყუთი-
დან მოპარული, მინის დაბალ ყავის მაგიდაზე რომ უდევთ. მაგ-
რამ მუდმივად არ ანებივრებს ასეთი საჩუქრებით - ურჩევნია,
სულ დაძაბულ მოლოდინში ამყოფოს, აშიმშილოს.
კაცი ზურგზე წევს, ეწევა და უზომოდ კმაყოფილია. თუ ქალს
მისგან აღიარების მოსმენა უნდოდა, აქამდე უნდა მოესწრო; ზუს-
ტად ისე, მეძავი წინასწარ რომ გამოართმევს ხოლმე კლიენტს
მომსახურების საფასურს. შესაძლოა, ეს „საფასური“ მეტად უმ-
ნიშვნელოც აღმოჩნდეს - კისერთან ჩურჩულით ნათქვამი და ხან-
გრძლივი თავშეკავებისაგან კბილებში გამოცრილი როგორ მო-
მენატრე, ანდა ძალიან მაკლდი.
ახლა კი სულ ძალით უნდა ამოქაჩოს პირიდან სათქმელი.
- რამე მითხარი, - ეუბნება ქალი.
- რა გითხრა?
- რაც გაგიხარდება.
- და შენ რისი მოსმენა გინდა?
- მე თუ გიკარნახე, რაღა გამოვა? ნათქვამს ფასი დაეკარგება.
- შენც ადექი და სტრიქონებს შორის ამოიკითხე.
- რომელ სტრიქონებს? არაფერს ამბობ და…
ამის მერე კაცმა შეიძლება წაუმღეროს კიდეც:
გინდაც მოედოს ბუხარს ალმური,
მაინც გაუშვებს ბოლს საკვამური.
- აბა, როგორია? სტრიქონებად ხომ გამოდგება?
- ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ!
- როდის ერთხელ მითქვამს, არა ვარ-მეთქი?
ამიტომაც ურჩევნია ხოლმე, ისევ ზღაპარი მოაყოლოს.
მარცხნივ გაუხვია და მეწაღის ჯიხურს ჩაუარა. მერე ერთი
კვარტალი გადაჭრა და კიდევ ორ სახლს ჩაუარა. მერე პატარა
კორპუსს მიადგა, ექსელსიორს, რომელსაც ეს სახელი ლონგფე-
ლოს ლექსის ხათრით დაარქვეს, ალბათ. აქვეა აბრა უცნაური
სიმბოლოებით და წარწერით: რაინდი, რომელიც უარს ამბობს
ამქვეყნიურ სიამეებზე, სიმაღლეების დაპყრობის მიზნით… რო-
მელი სიმაღლეების? სავარძელში ჩასვენებული ბურჟუაზიული
ღვთისმოსაობის?.. ღმერთო, რა სასაცილოა! მით უფრო აქ და ამ
ვითარებაში!
ექსელსიორი წითელი აგურით ნაგები სამსართულიანი შენო-
ბაა. თითო სართულზე ოთხ-ოთხი ფანჯარაა, რკინის აივნებით,
რომლებიც მოაჯირებს უფრო ჰგავს, ვიდრე აივნებს - სკამსაც კი
ვერ დადგამს ადამიანი, რომ ჩამოჯდეს… მოკლედ, ის მოაჯირე-
ბია, რომლებსაც კარგად უნდა ჩააფრინდე, ფანჯრიდან გადავარ-
დნა თუ არ გინდა. ერთ-ერთ აივანზე სარეცხის თოკი გაუჭიმავთ.
თოკზე მორუხო ჭურჭლის ტილო საცოდავად ფრიალებს; გეგო-
ნება, დამარცხებული პოლკის დაფლეთილი ბაირაღიაო.
ამ შენობასაც ჩაუვლის და მომდევნო კუთხესთან ქუჩას ჭრის.
მერე ჩერდება და ძირს ისე იყურება, თითქოს ფეხსაცმელზე რა-
ღაც მიეკრა… მერე უკან იხედება… უკან არავინ მოსდევს და არც
ნელი სვლით მომავალი მანქანა ჩანს სადმე. ვიღაც ჩასუქებული
დედაკაცი წინა კიბეზე ხვნეშით ადის. ორივე ხელში სანოვაგით
სავსე თითო ბადურა უჭირავს, ალბათ წონასწორობას სხვაგვა-
რად ვერც შეინარჩუნებდა. ქვაფენილის გასწვრივ საკერებლები-
ან ტანსაცმელში ჩაცმული ორი ბიჭი ქეციან ძაღლს მისდევს. კა-
ცები არსად ჩანან. მხოლოდ სამი სვავივით მხრებაწურული ბებე-
რი ჩამომჯდარა ვიწრო პარმაღზე და ზიარ გაზეთს ჩასცქერის.
ქალი ტრიალდება და ექსელსიორთან ბრუნდება. მერე მის
წინ გაშენებულ ხეივანში უჩინარდება და აჩქარებული ნაბიჯით
აგრძელებს სვლას. ძალიან ცდილობს, რომ არ გაიქცეს. ასფალ-
ტი უსწორმასწოროა, ფეხსაცმლის ქუსლები კი - მეტისმეტად მა-
ღალი. ფეხის საღრძობად ძალიან ცუდი ადგილია - მთლად ხე-
ლისგულზეა, თუმცა ხეივანში ფანჯრები არ არის და ჩუმად ვერა-
ვინ დაუწყებს თვალთვალს. გული საშინლად უცემს, მუხლი ეკვე-
თება, პანიკამ მოიცვა… კი, მაგრამ - რატომ?
აღარ დაგხვდებაო, ეუბნება შინაგანი ხმა. ნაზი და საწყალო-
ბელი ხმაა, მტრედის ღუღუნივით მგლოვიარე. გაიქცა ან დააპა-
ტიმრესო. ვეღარასოდეს ნახავო, ვეღარასოდეს!.. ცრემლები
ყელში ებჯინება, ლამის ატირდეს.
რა სიგიჟეა საკუთარი თავის ასეთი აზრებით ტანჯვა?.. მაგრამ
მთლად ფანტაზიაც არ არის, ეს ყველაფერი მაინც ახლოსაა სი-
მართლესთან. კაცი შეიძლება უფრო ადვილად დაიკარგოს და
გაქრეს მისი ცხოვრებიდან, ვიდრე თვითონ მოახერხებდა გაქ-
რობას კაცის ცხოვრებიდან - მას ხომ მუდმივი მისამართი აქვს და
მისი პოვნა ძნელი არ არის.
ქალი ჩერდება, ხელს წევს და საკუთარი სახელოს სუნამოთი
გაჟღენთილი ბეწვის დამამშვიდებელ სურნელს ისუნთქავს. შე-
ნობის უკანა მხარეს რკინის კარია, სათადარიგო კარი. იმ კარზე
ფრთხილად აკაკუნებს.
ბრმა მკვლელი: მეეზოვე
კარი იღება. აქა ყოფილა!.. სიხარულის გამოხატვას ვერც კი
ასწრებს, რომ კაცი შიგნით ექაჩება. უკანა კიბის ბაქანზე დგანან.
შუქი მხოლოდ საიდანღაც ზემოდან, სახურავთან ამოჭრილი
ფანჯრიდან შემოდის. კაცი ქალის სახეს ხელებში მოიქცევს და
ისე კოცნის. ქალს მისი გაუპარსავი წვერი ჩხვლეტს. კაცი მთლად
ცახცახებს, მაგრამ ვნებისაგან არა… ანდა, არა მხოლოდ ვნები-
საგან.
ქალი უკან იხევს, კაცს უყურებს და ბანდიტს ჰგავხარო, ეუბნე-
ბა. ბანდიტები არასდროს უნახავს, უბრალოდ საოპერო სცენაზე
ნანახი ბანდიტები გაახსენდა - კარმენის კონტრაბანდისტები -
დამწვარი საცობით მიხატული წვერით.
- სამწუხაროდ, სასწრაფოდ მომიწია ბინის შეცვლა და… შეიძ-
ლება ცრუ განგაში იყო, მაგრამ… მოკლედ, რაღაცეები ძველ ბი-
ნაში დამრჩა.
- მაგალითად, სამართებელი?
- მათ შორის, სამართებელიც. წამო, წამო, ქვემოთ უნდა ჩავი-
დეთ.
ძალიან ვიწრო კიბეა, შეუღებავი ხის, ორი ოთხზე მოაჯირით.
ქვემოთ ცემენტის იატაკი მოჩანს. ნახშირის მტვრის სუნია, მიწის-
ქვეშა გამოქვაბულების ნესტიანი ქვების სუნივით მძაფრი.
- აი, აქ არის. მეეზოვის ოთახია.
- რამდენადაც ვიცი, მეეზოვე არა ხარ, - სიცილით ეუბნება ქა-
ლი. - თუ მეშლება?
- გეშლება. ახლა მეეზოვე ვარ. ყოველ შემთხვევაში, სახლის
პატრონს ასე ჰგონია. ერთი-ორჯერ თავზეც წამომადგა, დილაად-
რიან; უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ღუმელს ნახშირი შევუკე-
თე. ისე კი, დიდად არ მაწუხებს. სითბოს მოყვარულ მდგმურებს
არ სწყალობს, ძალიან ძვირი უჯდება; ნელთბილი ტემპერატურა
უფრო აწყობს… მოკლედ, მთლად თბილი ლოგინი ვერ გვექნება.
- სწორედაც რომ გვექნება! კარი ჩაკეტე.
- არ იკეტება.
ოთახს პატარა, ცხაურიანი სარკმელი აქვს, ძველი ფარდის
ნაფლეთებით. სარკმლიდან ჟანგისფერი შუქი შემოდის. კარის
სახელურში სკამი გაუყარეს. ის სკამი დასაჯდომად მაინც არ ვარ-
გა, ლამის ნაფოტებადაა ქცეული. მოკლედ, დიდი ვერაფერი სა-
კეტია! თხელი, დაბებკილი საბანი ახურავთ, ზემოდან პალ-
ტოებიც წაიფარეს. ზეწარი საერთოდაც არ დგას დღის წესრიგში.
ქალი კაცის ნეკნებს გრძნობს, სათითაოდ.
- რას ჭამ?
- ახლა ტვინს ნუ გამიბურღავ!
- ძალიან გამხდარხარ. შემიძლია, საჭმელი მოგიტანო… რა-
მეს აუცილებლად მოგიტან.
- შენ იმედად რომ ვიყო, ნამდვილად შიმშილით მოვკვდებო-
დი, ათასში ერთხელ თუ მოდიხარ… ნუ დარდობ, აქედან მალე გა-
დავდივარ.
- რას გულისხმობ? სხვა ბინაში გადახვალ, სხვა ქალაქში, თუ…
- ჯერ არ ვიცი. ნუ შემჭამე!
- უბრალოდ ვიკითხე, დამაინტერესა… შენი ამბავი ძალიან მა-
წუხებს და…
- მორჩი-მეთქი, გთხოვე.
- კარგი, კარგი… ისე ვატყობ, ზიკრონის ამბებს უნდა დავუბ-
რუნდეთ… ან ეგებ გირჩევნია, ახლავე წავიდე?
- ცოტა ხანს დარჩი. არ გეწყინოს, მაპატიე. უბრალოდ, ბოლო
დროს ძალიან დაძაბული ვარ და… სად გავჩერდით? აღარ მახ-
სოვს.
- მკვლელი ფიქრობდა, აქვე გამოვჭრა ყელი, თუ ცოცხალი
დავტოვო და მთელი ცხოვრება მიყვარდესო.
- ააა, ჰო, გასაგებია… მუდმივად თანამდევი, ბანალური არჩე-
ვანი.
მოკლედ, ბრმა მკვლელი ფიქრობს, აქვე გამოვჭრა გოგოს ყე-
ლი, თუ ცოცხალი დავტოვო და მთელი ცხოვრება მიყვარდესო.
უეცრად სიბრმავის ხარჯზე მის ზედმეტად გამახვილებულ სმენას
ლითონის ფირფიტების ერთმანეთზე ხახუნის უსიამოვნო ხმები
მისწვდება; ჯაჭვების ჟღარუნი ესმის, ფეხებდაბორკილი ადა-
მიანის ნაბიჯების ხმა... ის ხმა დერეფნიდან მოდის და თანდათან
ახლოვდება. გოგონას ქალწულებრივი მდგომარეობის მიხედ-
ვით მიხვდა, რომ ქვესკნელის მბრძანებელი ჯერ არ სწვეოდა მას
ფულით ნაყიდი პირველობის მისაღებად.
რა უნდა ქნას? შეუძლია, კარს უკან დაიმალოს, ან საწოლის
ქვეშ შეძვრეს, საბრალო გოგო ბედის ანაბარა მიატოვოს, მერე
გამოძვრეს და ის საქმე დაასრულოს, რისთვისაც ფული გადაუხა-
დეს. მაგრამ შექმნილ ვითარებაში ამის გაკეთება აღარ უნდა…
იქნებ უბრალოდ დაიცადოს და, როცა სტუმარი შუა ნეტარებაში
იქნება, ჩუმად გაიპაროს… მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველა
მკვლელის, მათი, ასე ვთქვათ, გილდიის პატიოსან სახელს შეარ-
ცხვენს. გოგოს ხელს პირზე ადებინებს და ამით ანიშნებს, ჩუმად
იყავიო. მერე სარეცლიდან აყენებს და კარს უკან მალავს. მერე
კარს ამოწმებს და რწმუნდება, რომ ღიაა. მოლაპარაკების თა-
ნახმად, სტუმარი არ ელის, რომ კართან მცველი დახვდება, რად-
გან მოწმეები არ სჭირდება. მცველი მისი ნაბიჯების ხმის გაგონე-
ბისთანავე უნდა აორთქლდეს. ბრმა მკვლელი მცველს საწოლის
ქვეშიდან გამოათრევს და საფენზე აწვენს. თანაც გამოჭრილ
ყელს ხილაბანდით უხვევს. გვამი ჯერ კიდევ თბილია და სისხლიც
აღარ მოსდის. თუ სტუმარს კარგი სანთელი აქვს, მათი საქმე წა-
სულია. სხვა შემთხვევაში კი, სიბნელეში, ყველა კატა რუხია.
ქალწულებს ასწავლიან, როგორ შეინარჩუნონ ინერტულობა.
ამიტომ კაცი, რომელიც ამ საზარელ მუზარადსა და ჩაფხუტშია
გამოწყობილი, კარგა ხანს ვერ მიხვდება, სხვა ქალს, და თანაც
გვამს, რომ ესიყვარულება.
ბრმა მკვლელი ფარჩის ფარდებს ბოლომდე უშვებს და ოთახს
აბნელებს, მერე თვითონაც კარს უკან დგება, ცდილობს, თვითო-
ნაც და გოგოც მაქსიმალურად ჩუმად და სუნთქვაშეკრულები აეკ-
რან კედელს.
მძიმე კარი ჭრიალით იღება. გოგო იატაკზე დაფენილ სინათ-
ლის სხივს უყურებს. აშკარაა, რომ ქვესკნელის მბრძანებელი ცუ-
დად ხედავს - სულ რაღაცას ეჯახება და იგინება. ახლა სარეცლის
კიდესაა ჩაფრენილი და წინ ისე მიიწევს. სადა ხარ, ჩემო მშვე-
ნიეროო, ჩურჩულებს. გოგო პასუხს რომ არ სცემს, არ უკვირს;
იცის, რომ მუნჯია.
ბრმა მკვლელი ნელ-ნელა გამოდის სამალავიდან და გოგოც
გამოჰყავს. ეს ოხერი მუზარადი როგორ გავიხადოო, ბუტბუტებს
ქვესკნელის მბრძანებელი. ის ორნი კი უკვე ჰოლში არიან, ხელი-
ხელჩაკიდულები მიიპარებიან, სახლიდან გამოქცეული ბავშვე-
ბივით.
უკნიდან უკვე შეშინებული თუ აღშფოთებული ყვირილი ეს-
მით. ბრმა მკვლელი ცალ ხელს კედელს აყოლებს და კედელ--
კედელ ისე გარბის. გზადაგზა ჩირაღდნებს ხსნის და ძირს აგდებს
იმ იმედით, რომ ჩაქრებიან.
ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცის, ხელის შეხები-
თა და სუნით ზუსტად ხვდება, სად იმყოფება; მისი ოსტატობაც
სწორედ ეგ არის. ქალაქსაც ხუთი თითივით იცნობს - ისე შეუძ-
ლია მოირბინოს, როგორც ლაბირინთი შიგნით მომწყვდეულმა
ვირთხამ. ყველა კარიბჭე, ყველა გვირაბი, ყველა ჩიხი, ყველა
გზაჯვარედინი, ყველა ხევი თუ წუმპე ზეპირად იცის; საჭირო პა-
როლებიც კი ახსოვს. ისიც იცის, კედლებზე როგორ აცოცდეს,
ფეხი რომელ ღრიჭოში შედგას. უკვე მარმარილოს ერთ ბარე-
ლიეფიან ფილასაც აწვება და საიდუმლო კარს ხსნის. წყვდიადში
შედიან. წყვდიადი რომ არის, იმითაც ხვდება, რომ გოგო ბორ-
ძიკს იწყებს. უცებ იაზრებს, რომ თუ გოგოს თან წაიყვანს, სწრა-
ფად ვეღარ აორთქლდება, გოგოს თვალხილულობა დააბრკო-
ლებს.
კედლის მეორე მხარეს გამალებული ნაბიჯების ხმა ისმის.
ბრმა მკვლელი ჩურჩულით ეუბნება გოგოს, მოსასხამზე ჩამჭიდე
ხელიო, და თან უაზროდ აფრთხილებს, ხმა არ ამოიღოო. ახლა
საიდუმლო გვირაბების იმ ქსელში არიან, რომელიც უზენაეს ქუ-
რუმს და მის ქვეშევრდომებს საშუალებას აძლევს, იმათი მნიშ-
ვნელოვანი საიდუმლოებები შეიტყონ, ვინც ტაძარში ერთმანეთს
კონფიდენციალური საუბრისთვის ხვდება, ანდა ქალღმერთის
წინაშე ლოცულობს და აღსარებას ამბობს. მაგრამ ამ ადგილს
სასწრაფოდ უნდა გაეცალონ, რადგანაც უზენაესი ქურუმი, პირ-
ველ რიგში, სწორედ აქ დაუწყებთ ძებნას. ვერც გალავანში გაკე-
თებული ხვრელით გაიპარებიან, რომლითაც ბრმა მკვლელი ტა-
ძარში შემოიპარა, რადგანაც თვითმარქვია ქვესკნელის მბრძა-
ნებელმაც იცის ის ადგილი… თანაც უკვე იმასაც მიხვდებოდა,
რომ ბრმა მკვლელი მოღალატეა.
აი, ბრინჯაოს გონგის დახშული ხმაც შემოესმა სქელი კედლის
მიღმა. უფრო სწორად, ფეხქვეშ იგრძნო მისი ზანზარი.
გოგოს კედლიდან კედლისაკენ მიარბენინებს და ბოლოს პა-
ტარა, მორყეული კიბით ქვემოთ ჩაჰყავს. გოგო შიშისაგან ზლუ-
ქუნებს, ამოჭრილი ენა ზლუქუნსა და ტირილში ხელს არ უშლის.
ბრმა მკვლელს ძალიან ებრალება. ხელის ცეცებით გაუქმებულ
წყალსადენს პოულობს, გოგოს იმ წყალსადენში შეაძვრენს და
თვითონაც შიგნით ძვრება. გზა ამ მილით უნდა განაგრძონ. გარ-
შემო უსიამოვნო სუნი დგას, ადამიანთა გახრწნილი და უკვე ლა-
მის მიწად ქცეული სხეულების ოხშივარი ტრიალებს.
ახლა უკვე სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაც შეუძლიათ. ბრმა
მკვლელი ღრმად ისუნთქავს ჰაერს - უნდა დაადგინოს, ჩირაღ-
დნების კვამლის სუნი ხომ არსაიდან მოდის.
- ვარსკვლავებს ხედავ? - ეკითხება გოგოს. გოგო თავს უქნევს.
- ესე იგი, ღრუბლები არ ყოფილა… ეგ ცუდია! მალე წყვილი მთვა-
რე გამოანათებს, როგორც ამ სეზონში ხდება ხოლმე, მერე და-
ნარჩენი სამიც გამოჩნდება და მთელი ღამე იკიაფებენ ცაზე.
დღისით კი მთლად გავარვარდებიან და თეთრად იბრდღვიალე-
ბენ.
ტაძრის მესვეურები არ მოისურვებენ ამ ორის გაპარვის ამბის
გახმაურებას; მათი რეპუტაცია შეილახება და, შესაძლოა, ამას
არეულობაც მოჰყვეს… რომელიმე სხვა გოგოს შესწირავენ
მსხვერპლად; მაინც ვერავინ მიხვდება. გაპარულებს კი ჩუმად
დაუწყებენ ძებნას; უხმაუროდ, მაგრამ ძალიან გულმოდგინედ
მოძებნიან.
ბრმა მკვლელს შეუძლია, სამალავში წაიყვანოს გოგო და იქ
დაიმალონ. მაგრამ ადრე თუ გვიან, საკვებისა და წყლის მოსაპო-
ვებლად, გარეთ გამოსვლა მაინც მოუწევთ. მარტო რომ იყოს,
როგორღაც გაიტანდა თავს, მაგრამ გოგოსთან ერთად ძალიან
გაუჭირდება.
ნებისმიერ წამს შეუძლია, გოგო თავიდან მოიშოროს - ცოც-
ხლად დამარხოს, ჭაში ჩაახრჩოს ან ყელი გამოჭრას...
არა, ვერ შეძლებს!
ბრმა მკვლელებს საკუთარი ბუნაგიც აქვთ, საიდუმლო სამა-
ლავი. როცა დავალებას არ ასრულებენ, სწორედ იქ იყრიან
ხოლმე თავს, რომ ერთმანეთს ჭორები და დარდი გაუზიარონ, ან-
და ნამოქმედარით იტრაბახონ. ის სამალავი პირდაპირ სასახ-
ლის საკრებულო დარბაზის ქვეშაა საიმედოდ დაცული; ხალიჩე-
ბით მოგებული დიდი გამოქვაბულია; იმ ხალიჩებით, ბრმა
მკვლელებს ბავშვობაში რომ აქსოვინებდნენ და შემდგომ წლებ-
ში თავადვე რომ მოიპარეს. ბრმა მკვლელები ამ ხალიჩებს ხე-
ლის შეხებითაც ცნობენ და შეიგრძნობენ. ამ ხალიჩებზე წამოგო-
რებულები ზმანებების მომგვრელ ბალახს ეწევიან, თვალნათ-
ლივ იხსენებენ თითოეულ ორნამენტს და იმ ფერებს, რომლები-
თაც ამ ორნამენტებს ქმნიდნენ, სანამ თვალი ჯერ კიდევ უჭრი-
დათ.
მაგრამ იმ გამოქვაბულში მხოლოდ ბრმა მკვლელებს შეეს-
ვლებათ. მათ დახურულ საზოგადოებაში უცხოები მხოლოდ ნა-
დავლის სახით თუ მოხვდებიან. ამას გარდა, ბიჭმა თავისიანებს
უღალატა, როცა შეკვეთილი მკვლელობის ფული აიღო, მაგრამ
სამიზნე არ მოკლა. ბრმა მკვლელები პროფესიონალები არიან,
საკუთარ სახელს ძალიან უფრთხილდებიან, დადებულ კონტრაქ-
ტებს არ არღვევენ, საკუთარი ქცევის კოდექსს ზედმიწევნით ზუს-
ტად იცავენ. ჰოდა, ამიტომ ჯერ მას ჩააძაღლებენ და მერე გოგო-
საც ზედ მიაყოლებენ.
არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ მისი საძმოს რომელი-
მე წევრი დაიქირავეს მათ მოსაძებნად; ძაღლის ტყავი სწორედ
ძაღლს უნდა დაახევინოო, ნათქვამია. ადრე თუ გვიან, მაინც
დაიღუპებიან - გოგოს ნელსაცხებელის სუნი მძებნელს სწორ
კვალზე დააყენებს.
საკიელ-ნორნიდან უნდა წაიყვანოს, ნაცნობ ადგილებს უნდა
მოაშოროს! ესეც გარკვეულ საფრთხესთანაა დაკავშირებული,
მაგრამ უფრო ნაკლებთან, ვიდრე აქ დარჩენა. ეგებ ნავსადგუ-
რამდე გააღწიონ და გემზე ასვლა მოახერხონ?.. მაგრამ ქალაქის
ბჭეებს როგორ გასცდებიან? რვავე ჭიშკარს კლიტე ადევს და გუ-
შაგები იცავენ. მარტო რომ იყოს, კედელზე გადაძვრებოდა -
ხელ-ფეხის თითებს მაიმუნივით ხმარობს - მაგრამ გოგოსთან
ერთად შეუძლებელია.
კიდევ ერთი გზაც არსებობს. ყურებდაცქვეტილი ყოველ გაფა-
ჩუნებას აკონტროლებს, თან გოგო ქალაქის იმ ნაწილისკენ მიჰ-
ყავს, რომელიც ზღვასთან ყველაზე ახლოსაა. საკიელ-ნორნის
ყველა წყარო თუ შადრევანი ერთ მილში იყრის თავს და ქალაქი-
დან თაღებიანი გვირაბის გავლით გაედინება. გვირაბში წყლის
დონე მაღალია, ადამიანი თავს ვერ ამოყოფს; ნაკადიც ძალიან
ძლიერია. ასე რომ, არავინ ცდილობს ქალაქში ამ გზით შემოს-
ვლას. მაგრამ… ეგებ გასვლა მოსინჯონ?
გამდინარე წყალი გოგოს ნელსაცხებლის სუნსაც გაანელებს.
თავად მშვენივრად ცურავს. მკვლელებს ცურვის უნარი აუცი-
ლებლად უნდა ჰქონდეთ განვითარებული. მისი აზრით, გოგოს
ცურვა არ ეცოდინება და არც ცდება. გოგოს ეუბნება, ტანსაცმე-
ლი გაიხადე და ფუთაში გამოკარიო. მერე თავადაც იხდის ტან-
საცმელს და იმასაც გოგოს ფუთაში ტენის. მერე ტილოს ნაჭერს
მხრებზე თასმასავით მოირგებს, ნაჭრის ბოლოებს გოგოს მაჯებ-
ზე შემოახვევს, უნასკვავს და ეუბნება, თუ ნასკვი გაიხსნა, რაც უნ-
და მოხდეს, თასმას ხელი არ გაუშვაო. თანაც არიგებს, თაღს რომ
მივუახლოვდებით, სუნთქვა შეიკავეო.
აქა-იქ ნიერკები დაგოგმანებენ, მერე ყივილსაც იწყებენ, რაც
იმას ნიშნავს, რომ მალე ირიჟრაჟებს. სამი ქუჩის იქით ვიღაც მო-
დის, მტკიცე ნაბიჯით, მიზანდასახულად, თითქოს რაღაცას
დაეძებს. ბრმა ხან მიუძღვის და ხანაც ხელით აწვება გოგოს ცივ
წყალში. გოგო დროდადრო შეჰკივლებს ხოლმე, მაგრამ ზოგა-
დად ისე იქცევა, როგორც დაარიგეს. ბიჭი ძირითად ნაკადს
ეძებს, წყლის ხმაურსა და რაკრაკს აყურადებს, რომ მიხვდეს, თა-
ღი სადაა. თუ ადრე მოუვათ ჩაყვინთვა, სუნთქვა არ ეყოფათ, თუ
გვიან - თავს გაიტეხავენ ქვებზე. ბოლოს ჩაყვინთავს.
წყალი მსუბუქია, უფორმოა, შეგიძლია ხელი თავისუფლად
ჩაყო. მაგრამ მას მოკვლა შეუძლია. მისი ძალა მის ინერციასა და
ტრაექტორიაზეა დამოკიდებული; იმაზე, თუ რას ეჯახება და რა
სისწრაფით. იგივე შეიძლება ითქვას… თუმცა, ამას ახლა მნიშ-
ვნელობა არა აქვს.
უგრძესი, მტანჯველი მონაკვეთი უნდა გაიარონ; ბრმა
მკვლელს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საცაა ფილტვები და-
უსკდება; ხელებსაც ძლივს იმორჩილებს. გრძნობს, გოგოს ტო-
მარასავით რომ მიათრევს და ფიქრობს, ვაითუ დაიხრჩოო.
ღვთის მადლით, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ უწევთ.
გვირაბის კედელს მიუყვება. ხვდება, რომ რაღაც დაიფლითა…
ნეტა, ხორცი იყო თუ ნაჭერი?
თაღის მიღმა უკვე ამოყვინთვაც შეუძლიათ; გოგო ხველებით
იხრჩობა, მკვლელი - იცინის. ხელი თავქვეშ ამოუდო გოგოს და,
ზურგზე დაწოლილი, ისე მიცურავს. ცოტა ხანს ასე მიუყვებიან
არხს. როცა მიხვდება, რომ უკვე საკმაოდ შორს და უსაფრთხოდ
არიან, წყლიდან ამოდის და გოგოსაც ნაპირზე ამოათრევს. ცდი-
ლობს, ხის ჩრდილს მიაგნოს. მთლად ქანცგაწყვეტილია, მაგ-
რამ, ამავდროულად, ფრთაშესხმულიც - რაღაც უცნაურ, მტკივ-
ნეულ ბედნიერებას განიცდის. გოგო გადაარჩინა! სიკეთე ცხოვ-
რებაში პირველად გააკეთა! ვინ იცის, არჩეული გზიდან ასეთ გა-
დახვევას შედეგად რა მოჰყვება…
- აქ ვინმეს თუ ხედავ? - ეკითხება მკვლელი. გოგო მიმოიხე-
დავს და უარის ნიშნად თავს გააქნევს. - არც ცხოველები ჩანან?
პასუხი იგივეა. მკვლელი მათ სველ ტანსაცმელს ხის ტოტებზე
ფენს გასაშრობად. მერე, ზაფრანისფერი, ლურჯი და იასამნისფე-
რი მთვარეების მიმკრთალ ციაგზე, გოგოს დაღლილ სხეულს აბ-
რეშუმის ნაჭერივით იღებს ხელში და მასში იძირება. გოგო ნეს-
ვივით გრილია და ცოცხალი თევზივით მარილიანი.
როცა ერთმანეთის მკლავებში წვანან და ღრმა ძილით სძი-
ნავთ, „იავარმქმნელთა“ სამი ჯაშუში ქალაქის მისადგომებს ზვე-
რავს და მძინარეთ თავზე წამოადგება. ქალ-ვაჟს სასწრაფოდ აღ-
ვიძებენ და ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ამათი ენა მეტ--
ნაკლებად იცის, დაკითხვას უწყობს. მერე დანარჩენებს ეუბნება,
ბიჭი ბრმაა და გოგო - მუნჯიო. ჯაშუშებს ძალიან უკვირთ, ნეტა აქ
როგორ მოხვდნენო. ნათელია, რომ პირდაპირ ქალაქის კარიბ-
ჭეებიდან ვერ გამოვიდოდნენ, ყველა ჭიშკარი ჩაკეტილია. გამო-
დის, რომ ციდან ჩამოცვენილანო.
და უცებ გონება უნათდებათ, ყველაფერი ცხადი ხდება -
ღვთაებათა ემისრები ყოფილანო, გადაწყვეტენ. მერე თავა-
ზიანად რთავენ ნებას, რომ უკვე გამშრალი ტანსაცმელი ჩაიცვან,
ერთ-ერთი მზვერავის ცხენზე შემოსვამენ და „სიხარულის მსა-
ხურთან“ წარსადგენად მიჰყავთ. ჯაშუშები საოცრად კმაყოფი-
ლები არიან საკუთარი თავით და ბრმა მკვლელი ამას გრძნობს.
მას ბევრი უცნაური რამ სმენია ამ ხალხზე, მათ შორის, მათ და-
მოკიდებულებაზე ეგრეთ წოდებულ ღვთაებათა ემისრებთან.
ისიც იცის, რომ ემისრები სათქმელს მეტად უცნაური ფორმით ამ-
ბობენ ხოლმე. ამიტომ, სასწრაფოდ იწყებს ყველა იმ გამოცანის,
შარადისა თუ იგავის გახსენებას, რომელიც კი ოდესმე გაუგონია:
ქვემოთ მიმავალი გზა ზემოთ სავალი გზააო. რა დადის ოთხ ფეხ-
ზე დილით, ორზე შუადღისას და სამზე საღამოს? რა არის
მთლიანად შავ-თეთრი და წითელი?
- ეგეთი გამოცანა ზიკრონზე არ იქნებოდა, გაზეთები არ ჰქონ-
დათ.
- შენიშვნა მიღებულია. ეგ ადგილი ამოვიღოთ… აბა, ამაზე
რას იტყვი: რა არის ის, რაც ღმერთზე ძლევამოსილია, ეშმაზე ბო-
როტი, ღარიბებს რომ აქვთ, მდიდრებს კი - არა, და თუ შეჭამე,
მყისვე მოგკლავს?
- ეგ რაღაც ახალია.
- ჰოდა, გამოიცანი.
- გნებდები, ვერ გამოვიცნობ. პასუხი შენ მითხარი.
- არაფერი!
ქალი ერთხანს პასუხს იაზრებს. - არაფერი… მართალია! ზიკ-
რონსაც მოუხდება.
გზაში ბრმა მკვლელს გოგო გულში ჰყავს ჩაკრული. როგორ
დაიცვას?.. სასოწარკვეთილებისაგან რაღაც აზრი მოუვიდა ექ-
სპრომტად, მაგრამ ცუდი აზრი არ უნდა იყოს. უნდა დაამტკიცოს,
რომ ორივე ღვთაებათა ემისრები არიან, მაგრამ სხვადასხვა ტი-
პის - ბიჭი ღვთიურ შეტყობინებებს იღებს, მაგრამ მათი ახსნა
მხოლოდ გოგოს შეუძლია. ამას ხელებით აკეთებს, გარკვეული
ჟესტების დახმარებით. ამ ჟესტების შინაარსი კი მხოლოდ ბიჭს
ესმის. თუ ვინმეს ბინძური აზრი დაებადება გოგოს მიმართ, იმა-
საც იტყვის, რომ მას არც ერთი მამაკაცი არ უნდა შეეხოს, გარდა
თავად ბიჭისა, რა თქმა უნდა, თორემ გოგო თავის ნიჭს დაკარ-
გავს.
ეს სულაც არ იქნება ძნელი. მთავარია, დაუჯერონ. ბიჭს იმედი
აქვს, რომ გოგო ადვილად ითვისებს სიახლეებს და იმპროვიზი-
რების უნარიც კარგად აქვს გავითარებული. მაგრამ ნეტა ჟესტე-
ბის ენა თუ იცის?..
- დღეს ამით დავასრულოთ, - ამბობს კაცი. - ფანჯარა უნდა გა-
ვაღო.
- ძალიან ხომ არ აცივდება?
- ჩემთვის არა. აქაურობა საკუჭნაოსავითაა, სული მეხუთება.
ქალი შუბლზე ადებს ხელს. - ავად ხომ არ ხდები? ახლავე გა-
ვიქცევი აფთიაქში და…
- არა. ავად არასდროს ვხდები.
- აბა, რა გჭირს? რაღაც ძალიან აფორიაქებული ხარ.
- არც აფორიაქებული ვარ. ფორიაქი არ მჩვევია. უბრალოდ,
სიტუაცია არ მომწონს. ჩემს მეგობრებს არ ვენდობი, ეგრეთ წო-
დებულ მეგობრებს.
- რატომ? შენი აზრით, რის გაკეთებას აპირებენ?
- არც არაფრის, - ამბობს კაცი. - უბედურებაც სწორედ ეგაა.
მეიფეარი, თებერვალი, 1936
ტორონტოს შუადღის ჭორი

იანვრის შუა რიცხვებში სასტუმრო „როიალ იორკში“ სეზონის


მესამე საქველმოქმედო (უპატრონო ბავშვთა თავშესაფრის სა-
სარგებლოდ) მეჯლისი გაიმართა. მეჯლისზე განსაცვიფრებელ
ეგზოტიკურ კოსტიუმებში გამოწყობილ სტუმართა ტევა არ იყო.
წლევანდელი მეჯლისის თემა გახლდათ „შანგდუ“, რაც აშკარად
შარშანდელი ჩინებული მეჯლისის - „თემურლენგი სამარყანდში“
- გამოძახილი იყო. ბ-ნი უოლეს უინანტის ბრძნული ხელმძღვა-
ნელობით, სამი უმაღლესი დონის სამეჯლისო დარბაზი „სიყვა-
რულისა და განცხრომის სასახლედ“ გადაიქცა, სადაც კუბლა--
ხანი და მისი ბრწყინვალე ამალა ზაფხულობით ივანებდა ხოლმე.
აღმოსავლური ქვეყნის მბრძანებელი და მისი ამალა - ჰარემი,
მსახურები, მოცეკვავე გოგონები და მხევლები, ასევე ციმბალე-
ბიანი ქალწულები, ვაჭრები, კურტიზანი ქალები, ფაკირები, ყვე-
ლა ეროვნების ჯარისკაცები და უამრავი მათხოვარი - მხიარუ-
ლად ბზრიალებდნენ „საკრალური მდინარე ალფის“ შადრევან-
თან, რომელსაც ბაკქანალიებისათვის დამახასიათებელი მეწა-
მულით ფერავდა ცენტრალურ „ყინულის გამოქვაბულში“ დამონ-
ტაჟებული, ბროლის ციმციმა გირლანდებში ჩაფლული პროჟექ-
ტორი.
როცა სამეჯლისო დარბაზებში ჯაზ-ორკესტრის შესრულებუ-
ლი „მწყობრი ჰანგები“ აჟღერდა, ცეკვები შენობის მიმდებარე ბა-
ღის ყვავილებით მორთულ ფანჩატურებშიც გაჩაღდა. უნდა ით-
ქვას, რომ არავის გაგვხსენებია „ომიანობის ჟამის მაუწყებელი
წინაპართა ძახილი“, რადგან აღნიშნულ ღონისძიებას მეტად გო-
ნივრულად და მტკიცე ხელით მართავდა მეჯლისის ინიციატორი
და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი უინიფრედ
გრიფენ-პრაიორი, რომელიც ალისფერ და ოქროსფერ სამოსში
იყო გამოწყობილი და რაჯისტანის პრინცესას განასახიერებდა.
მეჯლისის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები შემდეგი შემად-
გენლობით მობრძანდნენ: ქ-ნი რიჩარდ ჩეიზ-გრიფენი - აბისი-
ნიელი ქალწულის სამოსით; ქ-ნი ოლივერ მაკდონელი -
მოწითლო-ნარინჯისფერი კოსტიუმით და ქ-ნი ჰიუ ნ. ჰილერთი -
სულთნის მეუღლის ძოწისფერი კაბით.
ბრმა მკვლელი: გაყინული უცხოპლანეტელი

ახლა უკვე სხვაგან ცხოვრობს, დაქირავებულ ოთახში, რომე-


ლიც რკინიგზის კვანძის მახლობლად მდებარეობს, რკინა--
კავეულის მაღაზიის თავზე. მაღაზიის ვიტრინაში ურდულებისა და
ანჯამების მწირი კოლექციაა გამოფენილი. მაღაზია მაინცდამა-
ინც კარგად ვერ მუშაობს. საერთოდ, მთელ ამ არემარეში კარ-
გად არაფერი მუშაობს. მტვრიანი ქარი უბერავს და ქუჩა დაჭმუჭ-
ნილი ქაღალდებით არის მოფენილი; ქვაფენილიდან გადაუხვე-
ტავი თოვლი უსწორმასწორო და ვერაგ ყინულად ქცეულა.
ამ ადგილას შემხვედრი მატარებლები ჭრიალ-ჭრიალით გა-
დადიან სათადარიგო ლიანდაგებზე, უხალისოდ უქცევენ გვერდს
ერთმანეთს, ერთს ხმამაღლა მიაყვირებენ და შორდებიან. მათი
ხმა გამომშვიდობებას უფრო ჰგავს, ვიდრე მისალმებას. კაცს
სულ ადვილად შეუძლია, ერთ-ერთ მათგანს შეახტეს… მაგრამ
მერე ბედი ან გაუღიმებს, ან არა - მატარებლებს მკაცრად აკონ-
ტროლებენ და არავინ იცის, კონტროლიორი სად და რა დროს
დაადგება თავზე. თანაც, სიმართლე ითქვას, ამჟამად ადგილზეა
მილურსმული; ცხადია, ქალის გამო. თუმცა ქალი, ამ მატარებ-
ლებისა არ იყოს, კონკრეტულ გრაფიკს არასდროს იცავს, ყო-
ველთვის ტოვებს და ყოველთვის მეზობელი სადგურისკენ მიემ-
გზავრება.
ოთახში მოსახვედრად უკანა კიბის ორი ბაქანი უნდა აიარო.
საფეხურებს კიდეებზე რეზინის უსაშველოდ გაცვეთილი არშიები
დაყვება. მაგრამ მაინც კარგია, რადგან იზოლირებული შესას-
ვლელია. ამ კიბით არავინ სარგებლობს, გარდა კედლის მიღმა
მცხოვრები ჩვილბავშვიანი ახალგაზრდა წყვილისა, თუმცა ერ-
თმანეთს ძალიან იშვიათად ხვდებიან, რადგან ისინი დილაუთე-
ნია გადიან შინიდან. სამაგიეროდ, შუაღამისას, როცა სამუშაოდ
დაჯდება ხოლმე, მათ სიახლოვეს მძაფრად გრძნობს. ისე გაშმა-
გებით ირჯებიან, საწოლს ისე აჭრიალებენ, გეგონება, ხვალინ-
დელი დღე აღარ უნდა გაუთენდეთო. ეს ხმაური ჭკუიდან შლის.
თანაც, ერთ რაუნდსაც არ სჯერდებიან - რომ იფიქრებს, მეშვე-
ლაო, თავიდან იწყებენ ჭენებას. მადლობა ღმერთს, თავად რაუნ-
დები დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.
ზოგჯერ ყურსაც კი მიადებს ხოლმე კედელს და ისე უსმენს. გა-
ჭირვებაში ნებისმიერი ხვრელი გამოდგება… თანაც, ღამით ყვე-
ლა კატა კატააო, ფიქრობს.
ერთი-ორჯერ ცოლს გადაეყარა გზაზე. თავზე შალი ეფარა და
ისეთი ჩაფუთნული იყო, რუსი ბებო გეგონებოდა. სანოვაგესა და
ბავშვის ეტლს მოათრევდა. იმ ეტლს ცოლ-ქმარი ქვედა ბაქანზე
ტოვებს ხოლმე. რომ შეხედავ, უცხომიწელთა დაგებული, შავად
ხახადაფჩენილი მომაკვდინებელი ხაფანგი გეგონება. ერთხელ
ზემოთაც აატანინა და ქალმა ოდნავ გაუღიმა. მეჩხერი, მოხდილი
რძესავით მოცისფრო კბილები ჰქონდა. ღამით ჩემი საბეჭდი მან-
ქანის კაკუნი ხომ არ გაწუხებთ? ჰკითხა განზრახ; უნდოდა, ეგ-
რძნობინებინა, რომ მაგ დროს ეღვიძა და ყველაფერი ესმოდა.
არა, რას ბრძანებთ, უპასუხა ქალმა. მეწველი ძროხის უაზრო
მზერა, ამოღამებული თვალები და ცხვირიდან პირის კუთხეებამ-
დე გადაჭიმული ღრმა ღარები... საეჭვოა, რომ ღამის ფაციფუცის
ინიციატორი ეს საცოდავი იყოს, თანაც ასე გამალებულის - ქმარი
ისეთი სისწრაფით შედი-გამოდის, გეგონება ბანკს ძარცვავსო.
ქალს სახეზე აწერია, ვირული შრომა რომ უწევს. ალბათ, ჭერს
უშტერებს ხოლმე თვალს და იატაკი რომ დარჩა მოსარეცხი, იმა-
ზე ფიქრობს.
მათი ოთახები, ფაქტობრივად, ერთი დიდი, შუაზე გატიხრული
ოთახის განაყოფებია. ამიტომაცაა გამყოფი კედელი ასეთი თხე-
ლი. მისი ოთახი ვიწრო და ცივია: ფანჯრის ჩარჩოებიდან უბე-
რავს, რადიატორი ხმაურობს და ალაგ-ალაგ ჟონავს კიდეც, მაგ-
რამ ოთახს ვერ ათბობს. ერთ გაყინულ კუთხეში სველი წერტი-
ლებია მოწყობილი. უნიტაზს ძველი შარდისა და ჟანგის მოყვი-
თალო ნადები აქვს, საშხაპე კი მთლად დაძონძილი, ძველთაძვე-
ლი მუშამბით არის გამოყოფილი. თავად შხაპი კედელზე მიმაგ-
რებული შავი შლანგია, ლითონის მრგვალი საფრქვეველათი,
იქიდან გამოსული წყლის წუწები ალქაჯის რძესავით ცივია. სა-
წოლი ისეთ მოუხერხებელ ადგილას დგას, ქვეშ თუ შეიხედე, წე-
ლები ჩაგწყდება. დაპრესილი ხის პანელებისაგან კუსტარულად
შეკოწიწებულ, ერთ დროს ყვითლად შეღებილ დაბალ კარადაზე
ერთსპირალიანი ქურა დგას. გარშემო ყველაფერში შავი ჭუჭყია
ჩამკვდარი.
იმასთან შედარებით, სადაც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო,
აქაურობა ნამდვილი სამოთხეა.
მეგობრებს ხელიდან დაუსხლტა; ისე გამოეპარა, მისამართიც
არავისთვის დაუტოვებია. იმ ორი პასპორტის გაკეთებას, რო-
მელსაც ითხოვდა, ამდენი დრო ნამდვილად არ უნდა დასჭირვე-
ბოდა. მიხვდა, რომ უბრალოდ სარდაფში ინახავენ, სათადარიგო
ნაწილივით - თუ ვინმე მასზე მნიშვნელოვანი ჩავარდება, მაშინვე
გადაცვლიან, მისით ჩაანაცვლებენ… ან იქნებ ისედაც გეგმავენ
მის გაწირვას? რატომაც არა? ის მშვენიერი განტევების ვაცი იქ-
ნებოდა: მისი შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ; თანაც მათ წარ-
მოდგენებს ბლომდე არასოდეს იზიარებდა. იმ თანამგზავრს
ჰგავს, რომელიც დანარჩენ ჯგუფს ფეხს ვერ უბამს და ზედმეტი
ტვირთივით აბრკოლებს. მისი ერუდიციაც აღიზიანებთ და სკეპ-
ტიციზმიც, რომელსაც ქარაფშუტობად უთვლიან. ის, რომ სმიტი
ცდება, არ ნიშნავს, რომ ჯონზი მართალია, უთხრა ერთხელ. ალ-
ბათ სასწრაფოდ ჩაინიშნეს ეს ნათქვამი, სამომავლოდ მისი სახე-
ლის შავ სიაში შეტანის მიზნით.
ან იქნებ საკუთარი „მარტვილის“ ხატი სჭირდებათ? ერთ კაც-
ში გაერთიანებული საკო და ვანცეტი, რომლებიც უსამართლოდ
დასაჯეს სიკვდილით… როცა ჩამოახრჩობენ და მის სურათს გა-
ზეთებში დაბეჭდავენ, მერე ერთ ამბავს ატეხენ - ნახეთ, სისტემა
რას სჩადის?! ნამდვილი მკვლელები არიან! ამ ქვეყანაში სამარ-
თალი არ არსებობს!.. დიახ, მისი „ამხანაგი თანამოაზრეები“ ასე
მსჯელობენ. თითქოს ჭადრაკის პარტია იყოს. ის კი გაწირული
პაიკია.
ფანჯარას უახლოვდება და გარეთ იყურება. ჟანგიანი სახურა-
ვიდან ჩამოჟონილი წყალი მოყავისფრო, ეშვისებრ ლოლუებად
შეჰყინვია ფანჯრის გარეთა რაფებს. ქალის სახელზე ფიქრობს,
იმ ელექტრონულ აურაზე, რომელიც ამ სახელს ახლავს - ცისფე-
რი ნეონის სექსუალური ზუზუნის მსგავსზე… ნეტა სად არის? მის
თავშესაფრამდე ტაქსით ვერ მოვა, ცოტა ადრე ჩამოვა, მაგრამ
ეგ ვერ უშველის - ძალიან თვალში საცემი გარეგნობა აქვს…
ტრამვაის გაჩერებისკენ იყურება, იმედი აქვს, რომ იქ მაინც მოჰ-
კრავს თვალს ტრამვაიდან ჩამოდგმულ ლამაზ ფეხს, საუკეთესო
ხარისხის მაღალქუსლიან ჩექმაში… ფუჩური ოჩოფეხებზე... ვააა,
რა უბედურებაა? ასეთი საზიზღრობები რატომ მოსდის თავში?!
სხვა კაცს რომ გაებედა მისი ასე მოხსენიება, თავ-პირს ხომ და-
ამტვრევდა იმ ნაბიჭვარს?
ქურქი ეცმება. ამის გამო აუცილებლად გაკიცხავს, მაგრამ მე-
რე ეტყვის, არ გაიხადოო, და პირდაპირ იმ ქურქში მოესიყვარუ-
ლება.
ბოლოს რომ ნახა, ბარძაყი ჰქონდა ჩალურჯებული. საშინ-
ლად მოუნდა, იმ სილურჯის ავტორი თავად ყოფილიყო. ეს რა
ჯანდაბაა? ისეთი არაფერი, კარს მივარტყი… ყოველთვის
გრძნობს, როცა ატყუებს. ყოველ შემთხვევაში, ფიქრობს, რომ
გრძნობს. იცის, რომ ფიქრი ხშირად მახეს უგებს ადამიანს. მისმა
ყოფილმა პროფესორმა ერთხელ უთხრა, ალმასივით ბასრი ტვი-
ნი გაქვსო და ძალიან ეამა. თუმცა როცა ალმასის ბუნებას კარ-
გად ჩაუღრმავდა, მიხვდა, რომ მართალია, ბასრია, მინის საჭრე-
ლადაც იყენებენ და ელვარებს კიდეც, მაგრამ მისი ელვარება
მხოლოდ არეკლილი სინათლის შედეგია; სიბნელეში საერთოდ
ვერ შენიშნავ.
ნეტა რატომ აგრძელებს ქალი მასთან სიარულს? რამე ხომ არ
აქვს ჩაფიქრებული? კაცი ფულს არაფერში ახარჯვინებს - არ უნ-
და, ქალმა მასთან ურთიერთობა ფულით იყიდოს. ქალი მისგან
რომანტიკულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ეს ყველა ქალს უნ-
და; ყოველ შემთხვევაში, მისნაირ ქალებს, რომლებიც ჯერ კიდევ
მოელიან ცხოვრებისგან რაღაცას… თუმცა ამ სიტუაციის სხვა
კუთხიდან დანახვაც შეიძლება. იქნებ ამას შურისძიების მიზნით
აკეთებს? ანდა დასჯის მიზნით? ქალები უცნაურ ხერხებს მიმარ-
თავენ სხვების დასასჯელად. ძირითადად საკუთარ თავს ისჯიან
ხოლმე, სხვის ნაცვლად. ხანაც ისე მოქმედებენ, შერისხული კარ-
გა ხანს ვერც ხვდება, გული რომ ატკინეს. ბოლოს კი, როცა გონს
მოდის, კაცად აღარ ვარგა, ასო მომჩვარული აქვს. ზოგჯერ, საყ-
ვარელი ქალის უცოდველი თვალების და სპეტაკი კისრის საუც-
ხოო მოყვანილობის მიუხედავად, რაღაც შავბნელისა და ბინძუ-
რის ანარეკლს ამჩნევს მასში.
ჯობს, რაღაცეების მოჩმახვას და ქალის დაუსწრებლად მისი
პორტრეტის შეთითხნას შეეშვას… მის მოსვლამდე მოითმინოს
და მერე, უკვე მისი თანდასწრებით, დაასრულოს ამ პორტრეტის
ბოლო შტრიხები.
ერთი ბრიჯის მაგიდა აქვს, ბაზრობებზე რომ იყიდება, ისეთი,
და ერთიც - დასაკეცი სკამი. საბეჭდ მანქანას მიუჯდება, გაყინულ
ხელებს დაიორთქლავს და თაბახის ფურცელს საბეჭდ მანქანაში
მოათავსებს.
სადღაც, შვეიცარიის ალპების (თუ კორდილიერები სჯობია?
ან, კიდევ უკეთესი - გრენლანდია) მყინვარში, მკვლევრებმა კამ-
კამა ყინულში ჩაჭედილი კოსმოსური ხომალდი აღმოაჩინეს. პა-
ტარა დირიჟაბლის ფორმისაა, მაგრამ ბოლოები პარკოსანი მცე-
ნარის ნაყოფივით აქვს წაწვეტებული. ხომალდი ავის მომასწა-
ვებლად ციალებს, ანათებს ყინულიდან. რა ფერის უნდა იყოს ის
შუქი? ალბათ, მომწვანო-მოყვითალო, აბსენტივით!
მკვლევრები ყინულს ადნობენ… მოიცა, როგორ ადნობენ?
სარჩილავი ლამპით, რომელიც შემთხვევით აღმოაჩნდებათ? თუ
ჯობია, ხეები მოჭრან და დიდი კოცონი დაანთონ?.. თუ ხეებია სა-
ჭირო, ისევ კორდილიერებში უნდა გადაინაცვლოს, გრენლან-
დიაში ხეებს რა უნდა?!. ან ეგებ დიდი ზომის კრისტალი გამოიყე-
ნონ, რომელიც მზის სხივების ეფექტს აძლიერებს? ბავშვობისას,
ბოისკაუტების ჯგუფის წევრი რომ იყო, მაშინ ასწავლეს ამ მეთო-
დით ცეცხლის გაჩაღება. როცა მათი ხელმძღვანელი - მხიარუ-
ლი, ლოყებღაჟღაჟა კაცი, რომელიც ბალადებსა და ნაირნაირ
ხელნაკეთ ცულებზე გიჟდებოდა - თვალს მიეფარებოდა, გამადი-
დებელ შუშას მოიმარჯვებდნენ და საკუთარ შიშველ მკლავებზე
სინჯავდნენ მის ეფექტს; ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო
დიდხანს გაუძლებდა. ზოგჯერ ფიჭვის წიწვებსა და ტუალეტის ქა-
ღალდებსაც წვავდნენ.
არა, დიდი კრისტალი არ გამოადგება…
მოკლედ, ყინული თანდათან თავისით დნება. ვინმე X, პირქუ-
ში შოტლანდიელი, ყველას აფრთხილებს, ხელი არ ახლოთ,
რაიმე უბედურებაში არ გავეხვიოთო, მაგრამ ვინმე Y, ინგლისე-
ლი მეცნიერი, ამბობს, უფლება არა გვაქვს, კაცობრიობის ცოდ-
ნის საუნჯე არ გავამდიდროთო; ხოლო ამერიკელი ძ ამტკიცებს,
ამ საქმეზე მილიონებს ვიშოვითო. B - ქერა გოგონა, გაბუშტული
ტუჩებით - გაიძახის, ვაიმე, რა საინტერესოა, სულ ტანში მბურ-
ძგლავსო. გოგონა რუსია და ყველა ფიქრობს, რომ თავისუფალი
სიყვარულის მომხრეა. X-ს,Y-ს და Z-ს ეს მოსაზრება არ გა-
დაუმოწმებიათ, თუმცა სიხარულით კი იზამდნენ ამას:Y - ქვეცნო-
ბიერად, X - დანაშაულის გრძნობით, Z კი - უხეშად, ყოველგვარი
გრძნობის გარეშე.
თავიდან პერსონაჟებს ასოებით აღნიშნავს ხოლმე, სახელებს
მოგვიანებით ურჩევს. ამ მიზნით ხან სატელეფონო ცნობარს იშ-
ველიებს, ხანაც - საფლავის ქვების წარწერებს. ქალი ყოველ-
თვის B ასოთია აღნიშნული, რაც ბრიყვს, ბოზს ან ბანძს აღნიშ-
ნავს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განწყობაზეა; თუმცა ხანდა-
ხან ბაჭიასა და ბოჩოლასაც გულისხმობს, რა თქმა უნდა.
B-ს ცალკე კარავში სძინავს, ხელთათმანების გაკეთება ყო-
ველთვის ავიწყდება და, აკრძალვის მიუხედავად, ღამღამობით
ბოდიალი უყვარს. ხშირად კომენტარებსაც ისვრის მთვარის
მშვენიერებასა და მგლების ჰარმონიულ ყმუილზე. მარხილის
ძაღლებთან ძალიან მეგობრობს, რუსულად უჩლექს ენას და
(მიუხედავად მის მიერ ოფიციალურად აღიარებული მეცნიერუ-
ლი მატერიალიზმისა) ამტკიცებს, რომ მათ სული აქვთ. რა სამწუ-
ხარო იქნება, საჭმელი თუ გამოელევათ და ერთ-ერთი თავისიანი
შემოეჭმებათო, ჩვეული შოტლანდიური პესიმიზმით ამბობს X.
პარკოსანთა ნაყოფის ფორმის მანათობელი საგანი გალღვე-
ბა, მაგრამ მკვლევრებს მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვთ იმის შე-
სამოწმებლად, თუ რა მასალისაგან (კაცობრიობისათვის უცნობ
რომელ ლითონთა ფაქიზი შენადნობისაგან) არის დამზადებუ-
ლი, რადგანაც მალე ორთქლდება და ნუშის, პაჩულის ეთერზე-
თის, დამწვარი შაქრის, გოგირდისა თუ ციანიდის სუნს ტოვებს.
მკვლევართა მზერას ახლა უკვე ჰუმანოიდის ფორმის სხეული
წარმოუდგება, რომელიც აშკარად მამრობითი სქესისაა. მას
ტანზე მომდგარი კოსტიუმი აცვია, რომელიც ფარშევანგის
ფრთასავით მომწვანო-მოლურჯო ფერისაა და ისე ბზინავს, რო-
გორც ხოჭოს ფრთები… არა, არა, არ ვარგა!.. თითქოს მეტისმე-
ტად ფერიის მაგვარი რაღაც გამოუვიდა… ესე იგი, ტანზე მომდგა-
რი კოსტიუმი აცვია, რომელიც ბუნებრივი აირის ალივით
მომწვანო-მოლურჯო ფერისაა და ისე ბზინავს, როგორც წყალში
ჩაღვრილი ბენზინი. ჰუმანოიდი ჯერ კიდევ ყინულითაა დაფარუ-
ლი, რომელიც, ეტყობა, ხომალდის შიგნითაც წარმოიქმნა. მას
ბაცი მწვანე კანი აქვს, ოდნავ წაწვეტებული ყურები, თხელი ტუ-
ჩები და უზარმაზარი თვალები, რომლებიც ღია დარჩენია. თვა-
ლები ბუს მიუგავს - ლამის ცარიელი გუგებია. მუქი მწვანე თმა
კულულებად აყრია წოწოლა თავზე.
წარმოუდგენელია! უცხოპლანეტელი არსება იპოვეს! ვინ
იცის, რამდენი ხანია, ასე ჩაყინული წევს - ათწლეულები? საუკუ-
ნეები? ან იქნებ სულაც - ათასწლეულები?
ცხადია, ცოცხალი ვერ იქნება.
ახლა რაღა ქნან?
ყინულის ბლოკს, თავისი ჰუმანოიდიანად, გვერდით იდებენ
და სათათბიროდ სხდებიან.
(X ამბობს, ჩვენ წავიდეთ და ამ საქმის ექსპერტები გამოვგზავ-
ნოთო; Y-ს უნდა, ადგილზევე დაადნონ და გაკვეთონ, მაგრამ შე-
ახსენებენ, შეიძლება, აორთქლდესო; Z გაიძახის, მარხილით გა-
დავიყვანოთ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, მერე მშრალ
ყინულში გადავიტანოთ და აუქციონის წესით გავყიდოთო; B აღ-
ნიშნავს, მარხილის ძაღლები არაჯანსაღ ინტერესს იჩენენ ჰუმა-
ნოიდის მიმართ და კიდეც აყმუვლდნენო, მაგრამ მის შენიშვნას
არაფრად აგდებენ, რადგანაც ზედმეტად რუსულად და ქალურად
ეჩვენებათ.) ბოლოს, როცა უკვე ბნელდება და ჩრდილოეთის
ციალიც თავისებური ფანდების გამოგდებას იწყებს, გადაწყდება,
ჰუმანოიდი B-ს კარავში მოათავსონ, თავად B კი მეორე კარავში,
სამ მამაკაცთან ერთად დააწვინონ (რაც მამაკაცებს სანთლის
შუქზე ეროტიკული სცენების ყურებით ტკბობის საშუალებას მის-
ცემს, რადგანაც B-მ მშვენივრად იცის, როგორ მოიხმაროს ალ-
პინისტების აღჭურვილობა და საძილე ტომარა). ღამით ოთხ--
ოთხ საათს რიგრიგობით იმორიგევებენ ჰუმანოიდთან, დილით
კი კენჭისყრით გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ.
X-ის, Y-ს და Z-ის მორიგეობა მშვიდად ჩაივლის. მერე B-ს ჯე-
რი დგება. ის ამბობს, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ინტუიცია მკარ-
ნახობს, რაღაც ცუდი მოხდებაო. მაგრამ მის ნათქვამს ყურადღე-
ბას არავინ აქცევს, რადგან ასეთ რამეს ხშირ-ხშირად იმეორებს
ხოლმე. ქალს Z აღვიძებს და თანაც ხარბად უყურებს, როგორ
ვნებიანად იზმორება, როგორ დგება, როგორ იცვამს თბილ ტან-
საცმელს და როგორ შედის კარავში გაყინულ ჰუმანოიდთან. B-ს
ძილი ერევა სანთლის მბჟუტავ შუქზე და თანაც ცდილობს წარმო-
იდგინოს, როგორი იქნებოდა ამ მწვანე არსებასთან რომანტიკუ-
ლი ურთიერთობის გაბმა; ძალიან მიმზიდველი წარბები აქვს,
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გამხდარიაო, ფიქრობს. ამასობა-
ში ღრმად ჩაეძინება.
გაყინული არსება ლღობას იწყებს. ჯერ ოდნავ ლღვება, მერე
- უფრო ინტენსიურად. წყალი უხმოდ ჩამოსდის სხეულიდან და
კარავში გუბეებს აყენებს. უკვე ბოლომდე გალღვა და წამოჯდომა
შეუძლია. ბოლოს ფეხზეც დგება. მძინარე გოგოს ჩუმად უახ-
ლოვდება. მისი მუქი მწვანე თმა თითქოს ცოცხლდება - კულულე-
ბი, რომლებიც საცეცები ყოფილა, თანდათან ჩამოეშლება. ერთი
საცეცი გოგოს ყელზე შემოეხვევა, მეორე - უფრო მიმზიდველ ად-
გილებში, მესამე კი - პირზე. გოგოს ისე ეღვიძება, თითქოს კოშ-
მარი დაესიზმრა… მაგრამ ხედავს, რომ სიზმარი არ ყოფილა. უც-
ხოპლანეტელს სახე მის სახესთან ახლოს მიუტანია, საცეცებში
მაგრად ჰყავს მოქცეული და გასაოცარი, სრულიად შეუნიღბავი
ჟინითა და ვნებით შესცქერის. არც ერთ მოკვდავ მამაკაცს არ
შეუხედავს მისთვის ასე. გოგო ოდნავ გაიბრძოლებს, მაგრამ მე-
რე მის ნებას დაჰყვება.
თუმცა სხვა არჩევანი არცა აქვს.
მწვანე არსება პირს აღებს და ღრჯოლებს აჩენს. გოგოს კი-
სერს უახლოვდება. ისეთი შეყვარებულია, რომ მასთან შერწყმა
უნდა; უნდა, გოგო მისი ნაწილი გახდეს, სამუდამოდ ერთხორც
და ერთსულ დარჩნენ! გოგოს უსიტყვოდ ესმის მისი, რადგან ამ
ვაჟბატონს, სხვა ღირსებებთან ერთად, ტელეპათიის ნიჭიც აღმო-
აჩნდა. კარგი, ამოიოხრავს გოგო.
კიდევ ერთი სიგარეტი გაახვია. ნუთუ დაუშვებს, რომ B ასე შე-
ჭამონ და შესვან? იქნებ ძაღლებმა მაინც იგრძნონ მისი სავალა-
ლო მდგომარეობა, აიწყვიტონ, კარავში შეცვივდნენ და მწვანე
ურჩხული ნაკუწებად აქციონ, სათითაოდ დააგლიჯონ საზიზღარი
საცეცები? ან ეგებ ერთ-ერთი მკვლევარი (ყველაზე მეტად Y
ესიმპათიურება, ცივსისხლიანი ინგლისელი მეცნიერი) მოვიდეს
გოგოს გადასარჩენად? ბრძოლა ხომ არ გააჩაღებინოს?.. ჰოოო,
ეგ მაგარი იქნება. სულელო! შემეძლო შენთვის ყველაფერი მეს-
წავლებინა! - ტელეპათიურად ეტყვის ინგლისელს მომაკვდავი
უცხოპლანეტელი. სისხლი ადამიანის სისხლის ფერისა არ უნდა
ჰქონდეს… ალბათ ნარინჯისფერი ყველას აჯობებს.
ან იქნებ მწვანე ჰუმანოიდმა გოგოს სისხლი გადაუსხას და იგი
თავის დახვეწილ, მომწვანო ვერსიად აქციოს? მაშინ უკვე ორნი
იქნებიან და დანარჩენებს დედას უტირებენ, ძაღლებსაც წააცლი-
ან თავებს და მსოფლიოს დასაპყრობად გაემართებიან. მდიდა-
რი, ტირანული ქალაქები უნდა დაინგრეს, გულმართალი ღარი-
ბები უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ ვართ მახვილი ღვთისა! ასე
იტყვიან. ახლა იმ მომაკვდინებელი იარაღის მფლობელები იქნე-
ბიან, რომელსაც უცხოპლანეტელის ცოდნისა და ახლომდებარე
რკინა-კავეულის მაღაზიაში აწაპნილი ურდულებისა და ანჯამები-
საგან შექმნიან. ვინ რას ეტყვით?
კიდევ ერთი ვარიანტიც არსებობს: იქნებ უცხოპლანეტელმა
სულაც არ შესვას გოგოს სისხლი; პირიქით, შეიძლება თავად შე-
ერწყას მას. მისი სხეული დაჩამიჩდება და ბოლოს სულაც აორ-
თქლდება. დილით კი მისი კვალიც არსად დარჩება. სამი კაცი B-
ს რომ მიადგება, გოგო თვალებს მოიფშვნეტს და იტყვის: წარ-
მოდგენა არა მაქვს, რა მოხდა. და რადგან საერთოდაც ხშირად
არა აქვს ხოლმე წარმოდგენა, რა ხდება, კაცები დაუჯერებენ. იტ-
ყვიან: იქნებ ყველას რაღაც მოგველანდა? რას გაიგებ, ჩრდი-
ლოეთია მაინც. ჩრდილოეთის ციალი ადამიანს ტვინს ულაყებს,
სიცივე კი სისხლს უსქელებს. ვერავინ შენიშნავს მომწვანო, უკი-
დურესად ჭკვიანურ, უცხოპლანეტურ სხივს გოგოს თვალებში,
რომლებიც ისედაც მწვანეა… აი, ძაღლები კი მიხვდებიან, ცვლი-
ლების სუნს მაშინვე იკრავენ. აყმუვლდებიან, ყურებს უკან გადა-
იწკეპენ და ღრენას მოჰყვებიან, გოგოს აღარ მიეკარებიან. ნეტა
ამ ძაღლებს რა ჯანდაბა ეტაკათ?
მოკლედ, თხრობა ათასნაირად შეიძლება გაგრძელდეს.
ბრძოლა, შეტაკება, ჩხუბი, გადარჩენა. უცხოპლანეტელის
სიკვდილი. თანაც გზადაგზა ტანსაცმელსაც აუცილებლად შე-
მოახევენ ერთმანეთს. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.
რა ჯანდაბად დაახვავა ეს ნაგავი? იმიტომ, რომ… სხვანაირად
ბოლომდე ჩაეშვება. სხვა სამუშაოს მოძებნა კი თავის საქვეყნოდ
გამომზეურებას ნიშნავს, რაც ნამდვილი სიგიჟეა… თანაც, სწო-
რედ ამის კეთება ეხერხება, ამის ნიჭი აქვს. ყველას არ შეუძლია
წერა. ბევრს უცდია, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ… ერთ დროს
უფრო დიდი ამბიციები ჰქონდა, ბევრად სერიოზული. უნდოდა,
ადამიანის ცხოვრება ისე აღეწერა, როგორც სინამდვილეშია.
ყოფიერების უმყრალეს ჯურღმულებამდე უნდოდა ჩაღწევა - იქ,
სადაც შიმშილია, სადაც პური ენატრებათ, სადაც თავზე აწვიმთ,
სადაც წვირიანი დიაცები კაპიკებისთვის ბოზობენ, სადაც სახეში
წიხლებს გაზელენ, სადაც ადამიანები წუმპეებში ყრიან... უნდო-
და, გამოეკვლია, როგორ მუშაობდა ეს სისტემა, ეს ჯოჯოხეთური
მანქანა; როგორ ინარჩუნებდა ადამიანი სიცოცხლის უნარს ასეთ
პირობებში და რა ძალა აცოცხლებდა… ბოლოს იმასაც აღწერდა,
როგორ ანგრევდა ადამიანს ასეთი ყოფა; როგორ კარგავდა ის
ადამიანურ სახეს; როგორ იქცეოდა პატარა ჭანჭიკად და, საბო-
ლოოდ, როგორ ეფლობოდა ნეხვში.
რიგითი მშრომელი კაცი ასეთ წიგნს ნამდვილად არ წაიკით-
ხავს, რადგან, როგორც „ამხანაგები“ ამბობენ, ის ბუნებით მეტის-
მეტად კეთილშობილია. რიგითი მშრომელები ძირითადად მაკუ-
ლატურას ეტანებიან - იაფია, სწრაფად და ადვილად იკითხება
და, თანაც, ძუძუებით და ტრაკებითაა სავსე… თუმცა, თავად ამ
სიტყვებს ტექსტში ვერ ნახავთ. მაკულატურა, რაც უნდა უც-
ნაურად ჟღერდეს, ყოველთვის თავს არიდებს ბილწსიტყვაობას;
დიდი დიდი, უკანალი და მკერდი იყოს ნახსენები. სისხლიც იქნე-
ბა, იარაღიც და მკვლელობაც, მაგრამ ბილწსიტყვაობაზე ლაპა-
რაკი ზედმეტია. სავარაუდოდ, ეს მაღალი ზნეობრივი სტანდარ-
ტების გამო კი არ ხდება, არამედ გამომცემლობების დახურვის
შიშით.
სიგარეტს უკიდებს, აკვირდება, მერე ფანჯრიდან იხედება.
ჭვარტლს თოვლი გაუმუქებია. ტრამვაი რახრახით მიგორავს
რელსებზე. ფანჯარას სცილდება, ისევ ფიქრობს, თავში სიტყვე-
ბის კორიანტელი უტრიალებს.
საათზე იხედება. ქალი იგვიანებს. ეტყობა, აღარ მოვა.
VII

ძველი სკივრი

სიმართლეს მხოლოდ მაშინ წერ, როცა სრული გარანტია


გაქვს, რომ შენი ნაწერები არასდროს არავის ჩაუვარდება ხელში
- არც უცხოს და არც თავად შენ, მოგვიანებით რომ გადაიკითხო.
თუ არა და, აუცილებლად შეეცდები, საკუთარ თავს ნამუსი მოწ-
მინდო. ამიტომ წერისას უნდა წარმოიდგინო, რომ მარჯვენა ხე-
ლის საჩვენებელი თითიდან გამოჟონილი მელნით დაწერილ
გრაგნილს მარცხენა ხელი იქვე შლის.
თუმცა, ეს წარმოუდგენელია.
ვაცხობ და ვაცხობ ახალ-ახალ სტრიქონებს, ვწერ და ვწერ; შა-
ვი მელნის წვრილი ძაფით ვაგვირისტებ თაბახებს.
გუშინ ამანათი მივიღე - ბრმა მკვლელის ახალი გამოცემა აღ-
მოჩნდა. ეს ეგზემპლარი მხოლოდ ყურადღების ნიშნად გამომიგ-
ზავნეს, თორემ ახალი ტირაჟი შემოსავალს არ მოიტანს… ყოველ
შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მომიტანს. წიგნი ახლა სახალხო
საკუთრებაა და მისი ხელახლა გამოცემა ყველას შეუძლია. ლო-
რას მემკვიდრეებს უკვე ჩამოერთვათ საავტორო უფლება. ეგრე
ხდება ხოლმე ავტორის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის
გასვლის შემდეგ. წიგნი თავისთავად იწყებს არსებობას, სხვა-
დასხვა ფორმით გამოდის, შენ კი - სიტყვა აღარ გეთქმის.
ახალი ტირაჟი „არტემისია პრესს“ გამოუცია. ინგლისური გა-
მომცემლობაა. მგონი, სწორედ მათ მთხოვეს წიგნისთვის წინა-
სიტყვაობის დაწერა. ცხადია, უარით გავისტუმრე. ალბათ კომპა-
ნიას რამდენიმე დედაკაცი უდგას სათავეში და ამიტომაც შეარჩი-
ეს ასეთი სახელი. ნეტა, რომელი არტემისია იგულისხმეს? სპარ-
სი ქალბატონი, რომელიც, ჰეროდოტეს მიხედვით, ბრძოლის ვე-
ლიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, როგორც კი მიხვდა, ვაგებო,
თუ რომაელი მატრონა, რომელიც საკუთარი ქმრის ფერფლს
სასმელში ურევდა და სვამდა, მისი ცოცხალი სამარხი რომ გამ-
ხდარიყო?.. თუმცა, ააა - ალბათ, რენესანსის პერიოდის გაუპა-
ტიურებული ფერმწერი ქალი იგულისხმება; დღესდღეობით მხო-
ლოდ მისი სახელი ახსოვს ყველას.
წიგნი სამზარეულოს მაგიდაზე მიდევს. სათაურის ქვეშ, კურ-
სივით, ასეთი ქვესათაური მიუწერიათ: მე-20 საუკუნის უყურად-
ღებოდ დარჩენილი შედევრები. წინასიტყვაობაში ნათქვამია,
რომ ლორა „მოდერნისტი“ იყო და ისეთი მწერლების „გავლენას
განიცდიდა“, როგორებიცაა: ჯუნა ბარნესი, ელიზაბეთ სმარტი და
კარსონ მაკკალერსი - ის ავტორები, რომლებიც ლორას არას-
დროს წაუკითხავს. ყდის დიზაინს არა უშავს - მიმქრალი
მოყავისფრო-მოწითალო ფერის ჩრდილების ფონზე პერანგისა-
მარა ქალის ფოტოა ჩასმული. ქალი ტიულის ფარდით დაფარუ-
ლი ფანჯრიდან იყურება, სახეზე ჩრდილი ეცემა და მის ნაკვთებს
ვერ გაარჩევ. უკან კაცი უდგას, რომელიც ფრაგმენტულად არის
წარმოდგენილი - მხოლოდ მკლავი, ხელი და კეფა მოუჩანს. საკ-
მაოდ კარგი და ამ წიგნის შესაფერი დიზაინია, ჩემი აზრით.
გადავწყვიტე, ჩემს ადვოკატთან დამერეკა. ჩემს ნამდვილ ად-
ვოკატთან კი არა - რომელსაც რიჩარდის საქმე მიჰყავდა და რო-
მელიც, მართალია, ამაოდ, მაგრამ ბოლომდე გმირულად ებ-
რძოდა უინიფრედს - ის რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაიც-
ვალა, არამედ მისი ფირმის ერთ-ერთ წარმომადგენელთან. ჩემი
ადვოკატის გარდაცვალების შემდეგ იმავე ფირმის ადვოკატები
სულ სათითაოდ მოვიარე. ხელიდან ხელში ისე გადავდიოდი,
როგორც ძვირფასი, ვერცხლის ორნამენტებიანი ჩაიდანი, სა-
ქორწინო საჩუქრის სახით რომ გადაეცემა ხოლმე თაობიდან
თაობას, თუმცა სრულიად გამოუსადეგარია და არავინ იყენებს.
- მისტერ საიკსი, თუ შეიძლება, - ვუთხარი გოგოს, რომელმაც
ტელეფონს უპასუხა. ერთ-ერთი მდივანი ან რეგისტრატორი იქ-
ნებოდა. მისი ხელის ფრჩხილები წარმოვიდგინე - გრძელი, მუქი
ღვინისფერი ლაკით დაფარული, ოდნავ წაწვეტებული… შეიძლე-
ბა, დღევანდელ მდივნებს ასეთი ფრჩხილები სულაც არა აქვთ…
შესაძლოა, ცისფერი ლაკიც უსვიათ.
- ბოდიში, მაგრამ მისტერ საიკსი კრებაზეა. რა გადავცე?
ავტომატი გპასუხობს, თუ ნამდვილი ადამიანი, ვერ
მიხვდები-მეთქი, გავიფიქრე.
- გადაეცით, რომ მისიზ აირის გრიფენი ურეკავს, - ვუპასუხე,
რაც შემეძლო, მტკიცე ხმით - თქვენი ძველი კლიენტი ვარ.
ამან არ გაჭრა, მისტერ საიკსი კვლავ კრებაზე განაგრძობდა
ჯდომას. ეტყობა, ძალიან დაკავებული ყმაწვილია… თუმცა
საიდან მოვიტანე, რომ ყმაწვილია? ორმოცდაათს გადაცილებუ-
ლი მაინც იქნება… ალბათ იმ წელს დაიბადა, როცა ლორა გარ-
დაიცვალა. ღმერთო!.. ნუთუ ლორა იმდენი ხნის მკვდარია, რამ-
დენიც ამ ადვოკატის დაბადებასა და მომწიფებას დასჭირდა?! კი-
დევ ერთი საეჭვო საკითხი… თუმცა, ალბათ, მართლაც მომწიფე-
ბულია, რადგან ყველა ასე ამბობს. მაგრამ ზოგჯერ მაინც მეჩვე-
ნება, რომ მთლად მომწიფებული არ უნდა იყოს.
- რა საკითხთან დაკავშირებით რეკავთ მისტერ საიკსთან?
- ანდერძთან დაკავშირებით. გადავწყვიტე, ბოლოს და ბო-
ლოს დავწერო. მისტერ საიკსი კარგა ხანია, მეუბნება, ანდერძი
უნდა დაწეროთო (ვიცრუე, მაგრამ მინდოდა, ის შეუვალი გოგო
დამერწმუნებინა, რომ მე და მისტერ საიკსი საკმაოდ ახლოს ვი-
ყავით ერთმანეთთან). სხვა საკითხებზეც მინდა დაველაპარაკო.
ამ დღეებში ტორონტოში ჩამოვალ და შევხვდები. იქნებ გადას-
ცეთ, რომ შემეხმიანოს, როცა გათავისუფლდება.
უცებ წარმოვიდგინე, მისტერ საიკსი რა დღეში ჩავარდებოდა,
ჩემს დანაბარებს რომ გადასცემდნენ. ალბათ თავიდან აზრზე
ვერ მოვიდოდა და აღელდებოდა, ბოლოს როგორღაც გამიხსე-
ნებდა, მაგრამ პირკატა ეცემოდა. ყველას ასე ემართება (ჩემი
ჩათვლით), როცა ვიღაც, ერთ დროს ცნობილი, ბრწყინვალე, ან-
და თუნდაც, უბრალოდ, ყბადაღებული პიროვნება, რომელიც დი-
დი ხნის მკვდარი ჰგონია, ცოცხალი აღმოჩნდება - მთლად დაჩა-
მიჩებული, დაჭყანული და გალეული, როგორც ლოდის ქვეშ ნა-
პოვნი ხოჭო.
- ნუ ღელავთ, მისიზ გრიფენ, - მიპასუხა მდივანმა, - პირადად
გავაკონტროლებ, რომ აუცილებლად შეგეხმიანოთ.
ამ მდივნებს ნამდვილად არ აწყენდათ მეტყველების გაკვეთი-
ლებზე სიარული, რომ ყურადღებიანობისა და აგდებული დამო-
კიდებულების ნაზავის სწორი სიტყვებითა და ინტონაციით გად-
მოცემა შეძლონ… ისე, კაცმა რომ თქვას, რას ვერჩი? ეგ ის უნა-
რია, რომლის გამომუშავებას მე თვითონაც დიდხანს ვცდილობ-
დი.
ყურმილი დავდე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისტერ საიკსი და მი-
სი შუახნის, ოდნავ გამელოტებული, მერსედესით მოგრიალე,
ღიპიანი ძმაკაცები ერთმანეთს ირონიულად გადახედავენ და იტ-
ყვიან: მაგ ბებერ ვირთხას ნეტა რა აქვს ისეთი, ანდერძით ვინმეს
რომ დაუტოვოს?
„ისეთში“, ცხადია, ღირებულს იგულისხმებენ.
სამზარეულოს ერთ კუთხეში ძველი იარლიყებით აჭრელებუ-
ლი სამგზავრო სკივრი მიდგას. ჩემი მზითევიდან შემორჩენილი
ნივთია - ხბოს ტყავის, ოდესღაც ყვითელი და ამჟამად ჩაშავებუ-
ლი ზედაპირითა და ფოლადის ალაგ-ალაგ შელახული სალ-
ტეებით. სკივრი სულ დაკეტილი მაქვს, გასაღებს კი ქატოიან ქი-
ლაში ღრმად ჩაფლულს ვინახავ. ჩაისა და ყავის ქილები უფრო
თვალში საცემი იქნებოდა და მეტ ყურადღებას მიიზიდავდა.
ქილის სახურავს დიდხანს ვეჭიდავე. ისიც კი გავიფიქრე, სხვა,
უფრო მარტივი სამალავი უნდა შევარჩიო-მეთქი. ბოლოს მაინც
მოვხადე თავი და გასაღები ამოვიღე. მერე, რის ვაივაგლახით,
დავიჩოქე, გასაღები საკეტს მოვარგე და სკივრი გავხსენი.
კარგა ხანია, აღარ გამიხსნია. სკივრიდან დამწვარი შემოდ-
გომის ფოთლების მსგავსი სუნი ამოვარდა - ძველი ქაღალდების
სუნი. ყველა იაფფასიანი, მუყაოს ყდაში ჩასმული რვეული იქა
მაქვს შენახული. ისე გაბრტყელებულან, როგორც დაპრესილი
ნახერხის ფილები. ძველი კანაფით ჯვარედინად შეკრული ნაბეჭ-
დი თაბახები, გამომცემლებისათვის გაგზავნილი წერილები
(რომლებსაც მე ვწერდი, რადგან ლორა უკვე მკვდარი იყო). რე-
დაქციიდან გამოგზავნილი კორექტურაც იქვეა. სალანძღავი წე-
რილების პირველი ნაკადიც შემომრჩა; მაშინ ჯერ კიდევ არ
ვყრიდი იმ წერილებს.
პირველი გამოცემის ხუთი ეგზემპლარიც, ყდაზე სუპერგარე-
კანით, სკივრშია შენახული. ეს გარეკანი ახლა უკვე ძალიან მე-
ზედმეტება, მაგრამ ომის შემდგომ წლებში ძალიან მოდური იყო.
თანაც საკმაოდ უგემოვნოა - უხარისხო ქაღალდისგან დამზადე-
ბული და ჭყეტელა ნარინჯისფერ, ალისფერ და ხასხასა მწვანე
ფერებში გადაწყვეტილი… ზედ საზიზღარი ნახატია - კლეოპატ-
რას ტიპის ქალი უზარმაზარი მწვანე მკერდითა და დახატული
თვალებით. ალისფერი ყელსაბამი ნიკაპიდან ჭიპამდე დასთრევს
და გაბუშტული ნარინჯისფერი ტუჩებიდან სიგარეტის ვარდისფე-
რი კვამლი ისე ამოსდის, როგორც ჯინი ლამპრიდან. წიგნის ფურ-
ცლები საკმაოდ დაზიანებულია, მჟავას გვერდები ამოუჭამია და
გარეკანის ჭყეტელა ფერებიც ისე გაუხუნებია, ტროპიკული
ფრინველის ფიტულს ფრთები რომ გაუხუნდება ხოლმე.
(მაშინ ექვსი ეგზემპლარი მივიღე, ასე ვთქვათ, საავტორო ეგ-
ზემპლარები, მაგრამ ერთი რიჩარდს გავუგზავნე. არ ვიცი, იმ ეგ-
ზემპლარს რა ბედი ეწია… შეიძლება დახია კიდეც, რადგან უსარ-
გებლო ქაღალდებს ყოველთვის ხევდა... თუმცა, არა, ახლა გა-
მახსენდა, რომ იახტაზე იპოვეს, სასთუმალთან ედო, მაგიდაზე…
უინიფრედმა ის წიგნი მერე მე გამომიგზავნა, წარწერით - ახლა
ხომ ხედავ, რა ჩაიდინე! მაშინვე გადავაგდე. არც ერთი იმ ნივთის
სახლში გაჩერება არ მინდოდა, რასაც რიჩარდის ხელი შეხებია).
ხშირად მიფიქრია, ამ ყველაფერს რა ვუყო-მეთქი, ამ პატარა
არქივს, ათასი წვრილმანისაგან შემდგარ მემკვიდრეობას. გა-
ყიდვით, ვერ ვაიძულე თავი, რომ გამეყიდა, მაგრამ გადაგდები-
თაც ვერ გადავაგდე. თუ მე ვერაფერს მოვუხერხებ, მერე მაირა
გადაწყვეტს, რა უქნას. წაკითხვით მიღებული შოკის მერე (თუ
სულმა წასძლია და წაიკითხა), აუცილებლად ნაკუწებად აქცევს
ყველაფერს. მერე ასანთს გაჰკრავს და მორჩა… თანაც, ამას ოჯა-
ხის ერთგულების გამო იზამს. რენიც ასე მოიქცეოდა. ძველად ნა-
გავი ოჯახის გარეთ არ გაჰქონდათ. მგონი, ახლაც ასეა. ნაგავი
ოჯახში ყველაზე უკეთ ინახება, თუკი მისი ადგილი საერთოდ
სადმე არსებობს… მაგრამ ნაგვის გაუთავებლად ქექვა ნამდვი-
ლად არ არის საჭირო, მეტადრე, ამდენი წლის შემდეგ, როცა ყვე-
ლაფერს დავიწყების სუდარა გადაეფარა. ეს ყველაფერი საფლა-
ვიდან მკვდრის ამოთხრას დაემსგავსება.
იქნებ ეს სკივრი უნივერსიტეტს დავუტოვო, ანდა ბიბლიოთე-
კას? იქ მაინც დააფასებენ; ყოველ შემთხვევაში, მძაფრსიუჟე-
ტიანი ამბების მოყვარულები ნამდვილად გაიხარებენ. რამდენი-
მე სწავლულიც მეგულება, რომლებიც სიამოვნებით ჩაასობენ
კლანჭებს იმ მაკულატურას, საკვლევ მასალას რომ უწოდებენ
ხოლმე. ჩემზე იფიქრებენ, ერთი მყრალი, საუნჯეს დაპატრონებუ-
ლი გველეშაპი ყოფილაო; ავი ძაღლი, რომელიც ეზოში არავის
აჭაჭანებდა; ციხის უგულო ზედამხედველი, გასაღებების კრიჭა-
შეკრული მფლობელი, რომელიც იმ დილეგს სდარაჯობდა, რო-
მელშიც საცოდავი, მშიერი ლორა კედელზე ჯაჭვით ჰყავდათ მიბ-
მულიო.
მრავალ წელს წერილებით მსეტყვავდნენ - ლორას პირად კო-
რესპოდენციას მთხოვდნენ, მის ხელნაწერებს, სამახსოვრო სუ-
ვენირებს; უნდოდათ, ინტერვიუზე დავთანხმებულიყავი, მძიმე
მომენტები და კურიოზული შემთხვევები გამეხსენებინა ლორას
ცხოვრებიდან და ასე შემდეგ. ყველა ამ აბეზარ მთხოვნელს ლა-
კონიურ პასუხს ვწერდი:
„ძვირფასო მის ვ., ჩემი აზრით, ლორა ჩეიზის ხსოვნისადმი
მიძღვნილი ცერემონიის იმ ხიდზე გამართვა, საიდანაც ის გა-
დაიჩეხა, ავადმყოფური და უგემოვნო იდეაა. ეტყობა, სრულ
ჭკუაზე არა ხართ. ალბათ თვითინტოქსიკაციის ბრალია. ჩემი
რჩევაა, სასწრაფოდ გაიწმინდოთ კუჭ-ნაწლავი ოყნით“.
„ძვირფასო ქალბატონო ქ., ვადასტურებ, რომ ნამდვილად მი-
ვიღე თქვენი წერილი, რომელშიც თქვენს სადისერტაციო თემას
მაცნობთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მისი სათაური მთლად ნათე-
ლი და ადეკვატურია. იმედი მაქვს, თქვენთვის მაინცაა ნათელი,
რადგან ეს სათაური შეარჩიეთ. სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხ-
მარებით, რადგან არა მგონია, ამას იმსახურებდეთ. სიტყვა
„ნგრევა“ ჩემში შენობის დასანგრევი მეტალის მძიმე გირის ასო-
ციაციას იწვევს, ხოლო ზმნა „გაპრობლემება“ საერთოდ არ არ-
სებობს“.
„ძვირფასო დოქტორო ი., ბრმა მკვლელის თეოლოგიური
ქვეტექსტის თქვენეულ კვლევასთან დაკავშირებით შემიძლია
გითხრათ შემდეგი: ჩემი და ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, მაგ-
რამ მისი რწმენის გამოხატულება საზოგადოებრივად მიღებულ
სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. მას არასდროს უთქვამს, ღმერ-
თი მომწონს, ვამართლებ ანდა მისი კარგად მესმისო. ის ამბობ-
და, ღმერთი მიყვარსო, რაც, ადამიანის მიმართ იმავე გრძნობის
განცდისა არ იყოს, სრულიად სხვა რამ გახლავთ. კატეგო-
რიულად გიცხადებთ, რომ ბუდისტი არ ყოფილა! საქმისადმი ამ-
დენად ზედაპირულ მიდგომას, გირჩევნიათ ტექსტის სწორად
კითხვის უნარი გამოიმუშავოთ“.
„ძვირფასო პროფესორო ზ., გეთანხმებით, რომ ლორა ჩეიზის
ბიოგრაფია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო. ვინ იცის, ლორა
ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი მწერლების რიგშიც მოხ-
ვედრილიყო, როგორც თქვენ ბრძანებთ. მაგრამ თქვენს პროექ-
ტში მონაწილეობას კატეგორიულად არ ვაპირებ, რადგან თქვენს
ხუშტურს, შედედებული სისხლის ფლაკონებთან და წმინდანთა
მოკვეთილ თითებთან დაკავშირებით, ნამდვილად ვერ ავყვები.
ლორა ჩეიზი თქვენი „პროექტი“ კი არ არის, ჩემი ღვიძლი და
გახლდათ. მას ნამდვილად არ გაუხარდებოდა, გარდაცვალების
შემდეგ მის ნაწილებს ვინმე რომ დაპატრონებოდა, რაც უნდა კე-
თილშობილური მიზანი ჰქონოდა ამ დაპატრონებას. დაწერილ
სიტყვას ხშირად ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, რასაც,
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა სრულიად არ ითვალის-
წინებს“.
„ძვირფასო მის უ., ეს უკვე თქვენი ერთსა და იმავე თემაზე და-
წერილი მეოთხე წერილია. ყველაფერს საზღვარი აქვს, ბოლოს
და ბოლოს! დიდი აბეზარი ვინმე ყოფილხართ.“
ათწლეულების განმავლობაში ვიფხანდი გულს ამ შხამიანი
პასუხების წერით. მომწონდა, საფოსტო მარკებს რომ ვლოკავ-
დი; ხელყუმბარებივით რომ ვყრიდი წერილებს პრიალა, წითელ
საფოსტო ყუთში; ხორცსაკეპ მანქანაში რომ ვატარებდი რომე-
ლიმე საზიზღარ ჭორიკანას. მოგვიანებით პასუხების წერა საერ-
თოდ შევწყვიტე. ვიფიქრე, რატომ დავკბინო-მეთქი უცნობები…
ალბათ, ფეხებზე ჰკიდიათ, მათზე რა აზრის ვარ, რადგან მათთვის
მხოლოდ რაღაც დანამატს წარმოვადგენ - ლორას უცნაური, სა-
თადარიგო ხელი ვარ, რომელიც ტანს არც აბია, მაგრამ თავად
ლორას ლანგრით აწვდის საზოგადოებას; მათთვის მხოლოდ სა-
ცავი ვარ-მეთქი, ვფიქრობდი, ცოცხალი მავზოლეუმი, ხელმისაწ-
ვდომი წყარო, როგორც იტყვიან ხოლმე. ჰოდა, რატომ უნდა და-
მედო მათთვის პატივი? რამდენადაც ვხვდები, ყველა მათგანი
ლეშიჭამია აფთარი იყო; მძორის სუნზე დაგეშილი ტურა; ყვავი,
რომელიც საგზაო შემთხვევების მსხვერპლს დასტრიალებს; ლე-
შის ბუზი… მე მათთვის ახლაც იმ ძვლების გროვა ვარ, კარგად
რომ უნდა გაქექო, რათა ძვირფასი ჭურჭელი და ძვირფასი ლი-
თონის ნაკეთობები აღმოაჩინო, თუნდაც, ოქროს კბილები. ოდ-
ნავი ეჭვიც რომ აიღონ, შინ რა განძს ვინახავ, დღესვე ჩამომიღე-
ბენ კარს, ზედ გადამივლიან, განძს წამართმევენ და სინდისიც არ
შეაწუხებთ.
არა, უნივერსიტეტს არ დავუტოვებ!.. რატომ უნდა გავახარო?
რით დაიმსახურეს?
ეგებ ეს სკივრი საბრინას ვუანდერძო, მიუხედავად იმისა, რომ
გადაწყვიტა, მიუწვდომელი გამხდარიყო და ჩემი არსებობა
დაევიწყებინა? ეს ამბავი ძალიან მიღრღნის გულს… მაგრამ, ასეა
თუ ისე, სისხლი წყალზე სქელი ყოფილა - ვისაც ორივე გაუსინ-
ჯავს, ნამდვილად დამეთანხმება; ეს ყველაფერი მას ეკუთვნის, ამ
ყველაფრის ერთადერთი მემკვიდრე საბრინაა!.. ბოლოს და ბო-
ლოს, ჩემი შვილიშვილია და ლორა ბებიდად ეკუთვნოდა. ალ-
ბათ ოდესმე მოუნდება საკუთარ ფესვებზე რაიმეს გაგება და ამ
ქაღალდებს მაშინ გადახედავს.
მაგრამ ცხადია, საბრინა ასეთ საჩუქარზე უარს იტყვის… უკვე
ზრდასრული ადამიანია-მეთქი, წამდაუწუმ ვუმეორებ საკუთარ
თავს; თუ რაიმეს გარკვევა ან რაიმეს ჩემთვის თქმა უნდა, მაშინ
ისედაც აუცილებლად შემეხმიანება-მეთქი.
მაგრამ რატომ არასდროს მეხმიანება? ამდენ ხანს სად არის
და რას აკეთებს? ან იქნებ ასეთი დუმილით სამაგიეროს მიხდის?
არა, რიჩარდის გამო არა; რიჩარდს არ იცნობდა. არც უინიფრე-
დის გამო იქნება; უინიფრედს თვითონაც გაექცა… ალბათ უფრო
დედამისის, საწყალი ეიმის გამო.
რა შეიძლება ახსოვდეს? მაშინ მხოლოდ ოთხი წლის იყო.
ეიმის დაღუპვის მიზეზი მე არ ვყოფილვარ.
ნეტა სად არის ახლა საბრინა? რას ეძებს? რომ წარმოვიდგენ,
გამხდარი გოგო მიდგება თვალწინ, უცნაური ღიმილით, ოდნავ
ასკეტური გარეგნობის, მაგრამ მაინც ლამაზი; ისეთივე სევდიანი
ცისფერი თვალებით, როგორიც ლორას ჰქონდა; გრძელი, მუქი
ფერის თმა პატარა, მძინარე გველებივით აქვს თავზე შემოხ-
ვეული; სახეზე პირბადე არ ექნება, ფეხზეც ალბათ ლამაზი სან-
დლები, ან სულაც რეზინის ბოტები ეცმება, გაცვეთილი ძირებით.
ან იქნებ ინდურ სარიშია გამოხვეული, მისი ტიპის სხვა გოგოები-
ვით?
რაღაც მისიითაა წასული, მესამე სამყაროს ღატაკებს თუ მო-
მაკვდავებს აპურებს; ყველა ჩვენგანის ცოდვების გამოსყიდვას
ცდილობს… უაზრო მცდელობაა, ჩვენ უზომოდ ბევრი ცოდვა გვა-
დევს კისერზე და ახლაც ბევრს ვცოდავთ. მაგრამ ეგ უკვე ღვთის
ნებააო, აუცილებლად ასე იტყვის; იმან უნდა გადაწყვიტოს, აზ-
რიანია თუ უაზროო. თანაც, უაზრო ქმედებები ღმერთს ყოველ-
თვისაც უყვარდა, კეთილშობილებად მიაჩნდა.
ამ მხრივ ლორას ძალიან ჰგავს: მასავით ესწრაფვის აბსოლუ-
ტიზმს, მასავით უკომპრომისოა, მასავით ანაღვლებს ადამიანთა
დიადი შეცდომები და გაუსაძლისი უიღბლობა… ეს ყველაფერი
რომ გაპატიონ, ძალიან ლამაზი უნდა იყო. თუ არა და, უბრალო
ახირებად ჩაგეთვლება.
ცეცხლოვანი გეენა

სეზონისთვის შეუფერებლად თბილი დარია - სასიამოვნო,


მშრალი და მზიანი ამინდებია. თვით მზეც კი, რომელიც წლის ამ
დროს უფერული და უძლურია ხოლმე, თვალისმომჭრელად ანა-
თებს; მზის ჩასვლაც კი მკვეთრი და შთამბეჭდავია. ტელევიზიის
მოღიმარი, ენერგიული კომენტატორები იუწყებიან, რომ ამის მი-
ზეზი რომელიღაც შორეული „მტვრიანი“ კატასტროფაა (მგონი
მიწისძვრა, თუ ვულკანის ამოფრქვევა). უზენაესის ახალი, მომაკ-
ვდინებელი დარტყმა!.. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასეთია კომენ-
ტატორების საყვარელი დევიზი. თუმცა, ის, რაც ზოგისთვის მარ-
გებელია, სხვებისთვის მართლა ჭირი შეიძლება აღმოჩნდეს.
გუშინ ადვოკატთან შესახვედრად უოლტერმა წამიყვანა ტო-
რონტოში. იქით მანქანით გამგზავრებას ვერ იტანს, მაგრამ
მაირამ ტვინი გაუბურღა. ავტობუსით მივდივარ-მეთქი რომ ვუთ-
ხარი, გადაირია - ეგ არ გამაგონოთო. ტორონტოში ერთადერთი
ავტობუსი დადის, ისიც ღამით, და ღამითვე ბრუნდება უკან. სიბ-
ნელეში რომ ჩამოხვალთ ავტობუსიდან, ვერ დაგინახავენ და
რომელიმე მანქანა ხოჭოსავით მიგასრესთ ადგილზეო. ესეც
რომ არა, ტორონტოში მარტო არ უნდა გაემგზავროთ; ქვეყანამ
იცის, იქაურობა ნაძირლებით და ხულიგნებით რომ არის სავსეო.
მოკლედ, უოლტერი წაგიყვანთ და ის მოგხედავთო, მიბრძანა
ბოლოს.
უოლტერს გზაში ბეისბოლის წითელი კეპი ეხურა. კეპსა და
ქურთუკის საყელოს შორის გაბურძგნილი კისერი ბიცეფსივით
ჰქონდა ამობურცული, ქუთუთოები კი - გარმონივით დაჭმუჭნი-
ლი.
- პიკაპითაც შემეძლო წამოსვლა. „აგურის ჩეჩმასავით“ საიმე-
დოა, რომელიმე იქაური პედერასტი დაჯახებას თუ მოგვინდო-
მებდა, თვალებს დავუყენებდი, მაგრამ ამორტიზატორები არ
უვარგა და ძალიან დაგვანჯღრევდა.
უოლტერი ფიქრობს, რომ ტორონტოელი მძღოლები გიჟები
არიან. თავზეხელაღებული უნდა იყო, იქ მანქანით რომ გაემ-
გზავროო.
- ჩვენ ხომ მივემგზავრებით?
- ამჯერად და მხოლოდ ერთხელ! როგორც უწინ გოგოებს ვეტ-
ყოდით ხოლმე, ერთხელ სათვალავში ჩასაგდები არ არის.
- მერე გიჯერებდნენ? - ვკითხე შეგნებულად, რომ ამ თემაზე
საუბარი გაეგრძელებინა; ასეთ რამეებზე ლაქლაქი ძალიან უყ-
ვარს.
- აბა?! განსაკუთრებით, ქერები, - მიპასუხა უოლტერმა ქირქი-
ლით.
„აგურის ჩეჩმასავით“ ძველი გამოთქმაა, ძირითადად, ქალე-
ბის მიმართ ქათინაურის სახით იყენებდნენ, როცა აგურით ნაგე-
ბი საპირფარეშოები ჯერ კიდევ დიდი იშვიათობა იყო და ძირითა-
დად ის აშმორებული, ფარღალალა ხის საპირფარეშოები არსე-
ბობდა, ერთი სულის შებერვით თავისუფლად რომ წამოაქცევდი.
როგორც კი მანქანაში ჩამსვა და ღვედი გადამიჭირა, მაშინვე
რადიო ჩართო და ელექტროვიოლინოებიც ატირდნენ, გულგა-
ტეხილები, ოთხ მეოთხედ ტაქტზე - სევდის საკმაოდ გაცვეთილი
მოტივია, მაგრამ მაინც მოქმედებს… გასართობი საშუალებების
ბიზნესი!.. საოცარია, მაგრამ ნამდვილ ონანისტებად ვიქეცით
ყველა… საზურგეზე გადავწექი, იმ ბალიშს მივეყრდენი, რომე-
ლიც წინდახედულმა მაირამ ჩამიტენა ზურგში (ისე მოგვამზადა,
თითქოს ოკეანე უნდა გადაგვეცურა - მანქანაში კალთაზე დასა-
ფენი ხელსახოცები, თინუსის სენდვიჩები, ყავისფერი ნამცხვრე-
ბი და თერმოსით ყავაც კი ჩაგვიდო). ფანჯრიდან მდინარე ჯოგსს
ვხედავდი, მდორედ მიუყვებოდა კალაპოტს. მდინარე გადავჭე-
რით და მარჯვნივ გავუხვიეთ, იმ ქუჩაზე გავედით, სადაც ყოფილი
მუშათა კოტეჯებია ჩამწკრივებული, ახლა „დროებითი თავშე-
საფრები“ რომ დაარქვეს. მერე მანქანების შემკეთებელ სახე-
ლოსნოს, ჯანსაღი საკვები პროდუქტების მარკეტს და ორთოპე-
დიული ფეხსაცმელების მაღაზიას ჩავუარეთ (იმ მაღაზიას მწვანე
ნეონის ტერფი ამშვენებს. ტერფი ქრება და ინთება, გეგონება,
ფეხი თავისით მოძრაობსო). მალე პატარა სავაჭრო ცენტრიც გა-
მოჩნდა, მერე კი ხუთი პატარა მაღაზია, რომელთაგან მხოლოდ
ერთს მოეხერხებინა საშობაოდ ვიტრინის დროულად მორთვა.
ბოლოს მაირას საყვარელ სილამაზის სალონსაც მივადექით. სა-
ლონის ფანჯარაში გაკრეჭილი ადამიანის სურათი გამოედგათ.
ვერ მიხვდებოდი, ქალი იყო თუ კაცი.
ამის შემდეგ ის მოტელიც გამოჩნდა, რომელსაც უწინ „მოგ-
ზაურობის დასასრული“ ერქვა. ალბათ იმას გულისხმობდნენ,
რომ მოგზაურობა შეყვარებულთა პაემანით უნდა დასრულებუ-
ლიყო, მაგრამ ამ მინიშნებას ყველა ვერ ხვდებოდა და ეს სახელ-
წოდება ცუდ ასოციაციებს იწვევდა; მაგალითად, ისეთს, როგო-
რიცაა „იქ შესული ბევრი მინახავს და უკან გამოსული - არა“…
ანუ იმ ადგილის ასოციაციას, სადაც ადამიანებს ანევრიზმა უს-
კდებათ, თრომბი ეცობათ, ტვინში სისხლი ექცევათ; სადაც ძი-
ლის წამლის ბოლომდე გამოცლილ შუშებსა და თავში ტყვიადახ-
ლილ ადამიანებს პოულობენ… ახლა ამ მოტელს უბრალოდ
„მოგზაურობა“ ჰქვია. ძალიან ჭკვიანური ქნეს, სახელი რომ შე-
უცვალეს. უფრო პერსპექტიული და ოპტიმისტური გახდა, რად-
გან მოგზაურობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საბოლოო
დანიშნულების ადგილას მისვლა.
კიდევ რამდენიმე ფრანგულ დაწესებულებასაც ჩავუარეთ -
მოღიმარ წიწილებს, გამვლელებს საკუთარი სხეულის შებრა-
წულ ნაჭრებს რომ სთავაზობენ; კბილებდაკრეჭილ მექსიკელს,
რომელიც სიფრიფანა მჭადებში გახვეულ ტაქოს ახარბებს მექსი-
კური საჭმელების მოყვარულებს… მერე ქალაქის წყალმომარა-
გების უზარმაზარი ავზიც გამოჩნდა - ცემენტის მრგვალი ნაგებო-
ბა, რომელიც სოფლურ ლანდშაფტს კომიქსში ნახატზე კომენტა-
რის მისაწერი ცარიელი ოვალივით წამოსდგომოდა თავზე. იქვე,
შუაგულ მინდორში, ლითონის სასილოსე აღემართათ, ზღაპრუ-
ლი კოშკივით. გზის პირას სამ ყვავს მოვკარით თვალი, ტყის ვირ-
ზაზუნას ბანჯგვლიან მძორს კორტნიდნენ. მერე ღობეების დაუს-
რულებელი რიგი დაიწყო, ამას ისევ სილოსის კოშკების, წუმპე-
ებში მწოლიარე ნახირის და კედრების ხეივნის კადრები მოჰყვა.
ბოლოს პატარა ჭაობიც გამოჩნდა, უკვე საკმაოდ გაქუცული
ლერწმებით.
წვიმამ დასცხო. უოლტერმა საქარე მინის საწმენდები ჩართო.
მათმა მონოტონურმა ხმამ წამსვე მიმაძინა.
გაღვიძებისთანავე პირველად ის გავიფიქრე, ვაითუ
ვხვრინავდი-მეთქი… და თუ ვხვრინავდი, ნეტა პირი დაფჩენილი
ხომ არ მქონდა-მეთქი… რა საშინელებაა, ძალიან დამამცირებე-
ლია!.. მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, რომ უოლტერისთვის
მეკითხა. ეგრეა, როცა რაღაც ძალიან გაინტერესებს და ვერ არ-
კვევ, შფოთვა გიპყრობს.
უკვე რვა ნომერ გზატკეცილს მივუყვებოდით და მალე ტო-
რონტოც გამოჩნდებოდა. ამას უოლტერი ამბობდა, თორემ მე ვე-
რაფერს ვხვდებოდი, რადგან უზარმაზარ, ბატების გალიებით
დატვირთულ სატვირთოს მივყვებოდით უკან. ის ბატები, ალბათ,
გასაყიდად მიჰყავდათ. მათი გრძელი, მოკაკვული კისრები და
უტვინო თავები აქა-იქ გამოჩრილიყო გალიებიდან. ნისკარტებს
აღებდნენ და შემზარავად ყიყინებდნენ, მათი ყიყინი მანქანის
გრიხინს ერთვოდა. ჩვენი მანქანის საქარე მინას ბატის ბუმბულე-
ბი აეკრა, სალონში კი მათი სკინტლის სიმყრალე შემოვარდა.
სატვირთოს უკან წარწერა ჰქონდა გაკეთებული: თუ იმდენად
ახლოს ხარ, რომ ამის წაკითხვა შეგიძლია, ზედმეტად ახლოს
მოსულხარ! ბოლოს, როცა სატვირთომ სხვაგან გადაუხვია,
თვალწინ ტორონტოს ხედი გადაგვეშალა - მინისა და ქვითკირის
ნაგებობათა ხელოვნური მთის მასივი, რომელიც ტრიალი, ტბის-
პირა დაბლობიდან ამოზრდილიყო და მოყავისფრო ნარინჯისფე-
რი სმოგის ნისლში გახვეულიყო… ისეთი გრძნობა დამეუფლა,
თითქოს ტორონტოში არასდროს ვიყავი ნამყოფი… ანდა, რაღაც
ზებუნებრივი ძალის ჩარევით, ქალაქს თვალის დახამხამებაში
შეეცვალა იერი… ისიც კი ვიფიქრე, იქნებ საერთოდ არ არსებობს
და ის, რასაც ახლა ვხედავ, მხოლოდ მირაჟია-მეთქი.
შავმა ფთილებმა ჩაგვიფრინეს. თითქოს სადღაც, წინ, ქაღალ-
დის გროვას წვავდნენ და ფერფლის ფინჩხები ქარმა ჩვენკენ გა-
მოაფრიალა. ჰაერში ავის მომასწავებელი სიმხურვალე ვიგრძე-
ნი. მაშინვე ქილერებით სავსე მანქანა დამიდგა თვალწინ - გვერ-
დით რომ ჩაგიქროლებს და ავტომატის ჯერს რომ მოგიშვებს.
ადვოკატის კანტორა „ქინგ ენდ ბეის“ მახლობლად იყო. უოლ-
ტერი ძალიან დაიბნა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი დიდხანს
ვერ იპოვა. ხუთი კვარტლის ფეხით გავლა მოგვიწია, იდაყვში ჩა-
მაფრინდა და ისე მიმარბენინებდა. აზრზე ვერ მოვდიოდი, სად
ვიყავი, ვერაფერს ვცნობდი. ყოველ ჯერზე, როცა კი ტორონტოს
ვეწვევი, ძალიან სახეცვლილი მხვდება. თუმცა ძალიან იშვიათად
ჩამოვდივარ ხოლმე ამ ქალაქში. ეფექტი ყოველთვის გამაოგნე-
ბელია - თითქოს ქალაქი დაბომბვის შედეგად მიწასთან გაასწო-
რეს და მერე ნანგრევებისაგან ხელახლა ააგეს.
ქალაქის ცენტრი რუხი და კალვინისტური მახსოვდა - მუქი ფე-
რის პალტოებში გამოწკეპილი თეთრკანიანი მამაკაცებით, რომ-
ლებიც მწყობრი ნაბიჯით მარშირებდნენ ქვაფენილებზე; მაღალ-
ქუსლიან ფეხსაცმელებში, ხელთათმანებსა და ლამაზ ქუდებში
გამოწყობილ ქალებს კი, იღლიაში ამოჩრილი ხელჩანთებით,
მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავდი თვალს… ახლა ეს ყველაფერი
სადღაც გამქრალიყო… ტორონტო პროტესტანტული ქალაქი
აღარ არის, შუასაუკუნეობრივ ქალაქად ქცეულა - ქუჩებში
ჯგროდ მოარული ხალხი ფერად-ფერად, ათასი სტილის სამოს-
შია გამოწყობილი; ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჰოთდოგების ყვითელ-
ქოლგიანი დახლები, ფუნთუშებით მოვაჭრეები, იაფფასიანი სა-
ყურეების, ნაქსოვი ჩანთებისა და ტყავის ქამრების გამსაღებლე-
ბი გხვდებიან. მათხოვრებს (გულზე ფანქრით დაწერილი განცხა-
დებებით „უმუშევარი ვარ“) და მაწანწალებს საუკეთესო ტერიტო-
რიები დაუთრევიათ. ქუჩის მუსიკოსებიც აქვე არიან: ფლეიტისტს
ჩავუარე, ელექტროგიტარისტების ტრიოს, კილტში გამოწყო-
ბილ, გუდასტვირიან კაცს. სულ მეგონა, საცაა ჟონგლიორები და
ცეცხლის მყლაპავები გამოჩნდებიან, კეთროვანთა ქარავანიც
ჩაივლის, სახეზე ჩამოფხატული კაპიუშონებითა და რკინის პატა-
რა ზარების წკარუნ-წკარუნით-მეთქი. საშინელი გუგუნი და ყაყა-
ნი იდგა; სათვალეზე თითქოს ჭყეტელა ფერის ბისტი გადამეკრა.
როგორც იქნა, ადვოკატის კანტორასაც მივადექით. ამ ფირ-
მას პირველად რომ მივაკითხე საკონსულტაციოდ, 1940-იან
წლებში, მათი კანტორა მანჩესტერისთვის დამახასიათებელ, წი-
თელი აგურით ნაგებ, შეჭვარტლულ შენობაში იყო. მოზაიკით
მოპირკეთებულ ჰოლში ქვის ლომები იდგა, სახიანი მინით დამ-
შვენებულ ხის კარებს კი ოქროსფერი წარწერები ჰქონდა. ლიფ-
ტის კაბინა რკინის ცხაურით იყო დაგმანული. შიგნით რომ შეხვი-
დოდი, ისეთი გრძნობა გიპყრობდა, თითქოს პირდაპირ ციხეში
ამოყავი თავი. ლიფტიორ ქალს ლურჯი უნიფორმა ეცვა და თეთ-
რი ხელთათმანები ეკეთა. ხმამაღლა აზუსტებდა, ლიფტი რომელ
სართულზე ჩერდებოდა. მაშინ სულ ათი სართული იყო.
ამჟამად ადვოკატურას სარკისებრი მინის კოშკში ორმოცდა-
მეათე სართულზე მდებარე საოფისე ფართი უკავია. მე და უოლ-
ტერი პრიალა ლიფტში ჩავსხედით. ლიფტის კაბინა მარმარილო-
სებრი პლასტიკატით იყო მოპირკეთებული, ახალი დანადგარის
სუნად ყარდა და კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცებითა და
ქალებით იყო სავსე. მგზავრები საკანცელარიო მოხელეების
უმეტყველო სახეებით იდგნენ და ერთმანეთს თვალებში არ უყუ-
რებდნენ. ასეთი ხალხი მხოლოდ იმას უყურებს და ხედავს, რაშიც
ფულს უხდიან. თავად კანტორას წინ ისეთი მისაღები ოთახი
ჰქონდა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს რომ აქვთ ხოლმე - იმ
ზომებისა და რაოდენობის თაიგულებით, მეთვრამეტე საუკუნის
გადაპრანჭულ სტილს რომ მოუხდებოდა, და ძვირად ღირებული
შარლატანების მიერ დახატული აბსტრაქტული ტილოებით კედ-
ლებზე.
ადვოკატი რომ მობრძანდა, ხელი ჩამოგვართვა, რაღაც
წაიბურტყუნა და მანიშნა, წამომყევითო. უოლტერმა მითხრა, აქ-
ვე დაგელოდებითო. ცოტა შეშინებული უყურებდა ახალგაზრდა,
ძალიან მოვლილ მდივანს, რომელსაც შავი კოსტიუმი ეცვა, ბაცი
იასამნისფერი შარფი ეკეთა და ფრჩხილებზე სადაფისებრი ლაქი
ესვა. მდივანი, თავის მხრივ, გაშტერებული მისჩერებოდა უოლ-
ტერს… არა, თავად უოლტერს კი არა, მის კუბოკრულ პერანგსა
და უზარმაზარი ზომის, სქელძირიან ფეხსაცმელს. უოლტერი
ორადგილიან ტახტზე ჩამოჯდა და ტახტის ბალიშებში ისე ჩაეფ-
ლო, როგორც ჭაობში. მუხლები ლამის ყელში მიებჯინა, შარ-
ვლის ტოტები დაუმოკლდა და შალის წითელი წინდები გამოამ-
ზეურა. უოლტერის წინ, დაბალ მაგიდაზე, ბიზნესზე ორიენტირე-
ბული უამრავი ჟურნალი იდო. ჰოდა, ერთ-ერთს დასწვდა, სადაც
ზიარ ფონდებზე იყო საუბარი. მის უზარმაზარ ტორებში ჟურნალი
ცხვირსახოცს დაემსგავსა. თვალები ისე დაურბოდა აქეთ-იქით,
როგორც შეშინებულ ლტოლვილს, რომელსაც უკან მოსდევენ.
- ნუ გეშინია, მალე გამოვალ, - ვუთხარი უოლტერს, რომ ცოტა
დამშვიდებულიყო. თუმცა ადვოკატთან ჯდომა უფრო დიდხანს
მომიხდა, ვიდრე ნავარაუდევი მქონდა. ეს ოხერი ადვოკატები
ყოველი წუთისას გახდევინებენ, იაფფასიანი კახპებივით. სულ
მეგონა, ახლა კარზე მოგვიკაკუნებენ და ხრინწიანი ხმა გვეტ-
ყვის: ეი, თქვენ! ამდენ ხანს რას მიკეთებთ?! დროზე ააყენეთ, შე-
ყავით, გამოყავით და გამოეთრიეთ!
ადვოკატთან საქმეს რომ მოვრჩი, მანქანასთან დავბრუნდით
და უოლტერმა მითხრა, ერთი კარგი ადგილი მეგულება, წას-
ვლამდე იქ წავიხემსოთო. დარწმუნებული ვარ, მაირამ დაარიგა:
ღვთის გულისათვის, რამე აჭამე. მაგის ასაკში ძალიან ცოტას ჭა-
მენ, ჩიტებივით; თანაც ზოგჯერ ვერ ხვდებიან, რომ შიათ. ემანდ
გზაში არ შემოგაკვდეს. თანაც, თვითონაც მოშივდებოდა - სანამ
მეძინა, გზაში მაირას კოხტად ჩალაგებული სენდვიჩებიც შესან-
სლა და ყავისფერი ნამცხვრებიც დააყოლა, მაგრამ მას მერე დი-
დი დრო იყო გასული.
იმ ადგილს, სადაც უოლტერმა წამაჩიქჩიქა, „ცეცხლოვანი
გეენა“ ერქვა. ბოლოს ორი-სამი წლის წინ ვესტუმრე და, ასე თუ
ისე, შედარებით არა უშავსო, მითხრა. რასთან შედარებით? ტო-
რონტოს სხვა კვების ობიექტებთან. ორმაგი ჩიზბურგერი უჭამია,
თავისი საწებლით. გრილზე შემწვარი ნეკნებიც ჰქონიათ. ეგეთ
რამეებში მაგრები არიანო.
ის სასაუზმე მეც კარგად მახსოვდა იმ პერიოდიდან, როცა საბ-
რინაზე მუდმივად მეჭირა თვალი, შინიდან მისი პირველად გაქ-
ცევის შემდეგ. გაკვეთილების ბოლოსთვის სკოლასთან დავერ-
ჭობოდი ხოლმე, პარკში სკამზე იმ ადგილას ვჯდებოდი, სადაც,
სავარაუდოდ, უნდა ჩამოევლო… უფრო სწორად, სადაც შეიძლე-
ბოდა, თვალი მოეკრა ჩემთვის და ვეცანი. თუმცა, ეს ნაკლებ მო-
სალოდნელი იყო. გაშლილ გაზეთს ავიფარებდი ხოლმე, პატარა
გოგოებზე მონადირე მანიაკივით. რომ დავენახე, ალბათ მოჩვე-
ნება ვეგონებოდი და დანახვისთანავე გამექცეოდა.
უბრალოდ მინდოდა, საბრინას სცოდნოდა, რომ ჯერ კიდევ
ვარსებობდი, რომ ისეთი სულაც არ ვიყავი, როგორადაც მას ჩემს
თავს უხატავდნენ; მინდოდა სცოდნოდა, რომ მისი ერთადერთი
თავშესაფარი და დამცველი ვიყავი, რომელიც ოდესმე დასჭირ-
დებოდა, ან უკვე სჭირდებოდა, რადგან უინიფრედს კარგად ვიც-
ნობდი… მაგრამ არაფერი გამომივიდა - ერთხელაც არ შევუნიშ-
ნივარ… საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მეც შეშინებული ვიხევ-
დი უკან, გამოცნაურებას ვერ ვბედავდი.
ერთხელ „ცეცხლოვან გეენამდე“ ვდიე. მისი თანატოლი გო-
გონები, როცა შიოდათ ან გაკვეთილებს აცდენდნენ, იმ ადგილს
ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე. კარზე ალისფერი წარწერა ელვა-
რებდა, ფანჯრის ჩარჩოები კი ყვითელი პლასტიკატის ორნამენ-
ტებით იყო გაწყობილი, ცეცხლის ენებს რომ წააგავდა. სასაუზმის
მილტონური ჟღერადობის სახელი ძალიან მაშფოთებდა; ვფიქ-
რობდი, ნეტა თუ იციან, რას ნიშნავს და სად შედიან-მეთქი…
იქ სადაც ცეცხლი არასოდეს არ მინავლდება,
მოსპობს და შთანთქავს ყოველივეს, მწველი ალმურით.
…და არც საწვავის დამატება არ დასჭირდება -
რადგან გოგირდის მარაგიდან ღებულობს სარჩოს.
ცხადია, არ ეცოდინებოდათ. ცეცხლოვანი გეენა ხომ მხო-
ლოდ ხორცისთვის იყო ჯოჯოხეთი.
ინტერიერი ჭერიდან ჩამოშვებული, დაბურული მინის ჭაღე-
ბით გაენათებინათ და თიხის ქოთნებში ჩარგული ჭრელ-ჭრელი,
ბოჭკოვანი მცენარეებით მოერთოთ, სამოციანი წლების სტილ-
ში. იმ მაგიდის მეზობლად ვჯდებოდი, რომელსაც საბრინა, ორ
თანაკლასელ გოგონასთან ერთად, მიუსკუპდებოდა ხოლმე. სა-
მივეს ერთნაირი, მოჯაჯული ფორმა ეცვა - პლედივით სქელი
კილტები შესაბამისი ჰალსტუხებით, რომლებიც უინიფრედს ძა-
ლიან პრესტიჟული ეჩვენებოდა. სამივე გოგონა იმ პრესტიჟული
უნიფორმის მთელ ეფექტს აფუჭებდა - წინდები ჩაჩაჩული ჰქონ-
დათ, პერანგები - ნახევრად გაღეღილი და ამოჩაჩული, ჰალსტუ-
ხები კი - გვერდზე მოქცეული. საღეჭ რეზინს ისე გულმოდგინედ
აღლაჭუნებდნენ, თითქოს მათი სარწმუნოებრივი ვალი ყოფი-
ლიყოს, და ისე ხმამაღლა და შემაწუხებლად ლაპარაკობდნენ
ათას სისულელეზე, როგორც მათი ასაკის გოგონებს სჩვევიათ.
სამივე ასაკის შესაბამისად, თავისებურად ლამაზი იყო. ამ სი-
ლამაზეს ვერც დაფარავ და ვერც შეინარჩუნებ: ქორფა, მკვრივი
კანი, რომელიც ფეშქაშად გეძლევა, მაგრამ დროებით და მეტად
ვეღარ ეღირსები. თუმცა ამათგან არც ერთი არ იყო საკუთარი
თავით კმაყოფილი, უკვე ცდილობდნენ, გარეგნობაში გარ-
კვეული ცვლილებების, არასწორი და არასაჭირო ცვლილებების
შეტანას - თავს იმახინჯებდნენ წარბების ამოსაქნელი პინცეტები-
თა და კოსმეტიკური ფანქრებით… არ მიკვირდა, რადგან მათ
ასაკში მეც ამას ვაკეთებდი.
ვიჯექი და საბრინას ცქერით ვტკბებოდი, საჩრდილობელი ქუ-
დის უზარმაზარ ფარფლებქვეშ შეყუჟული; ვაყურადებდი გოგო-
ნების ტრივიალურ ფრაზებს, კამუფლაჟის როლს რომ ასრულებ-
დნენ, რადგან არც ერთი არ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა; ერ-
თმანეთს არ ენდობოდნენ. სწორიც იყო, რადგანაც ღალატი და
ერთმანეთის ჩაშვებაც ძალიან დამახასიათებელია ამ ასაკის ბავ-
შვებისთვის. საბრინას მეგობრები ქერათმიანები იყვნენ, მხო-
ლოდ საბრინა იყო შავგვრემანი და თუთის ნაყოფივით მიმზიდვე-
ლი. თავისთვის იჯდა და, პრაქტიკულად, ყურს არც უგდებდა მე-
გობრების საუბარს, საერთოდაც, ზედ არ უყურებდა მათ. მისი
უგულისყურობის მიღმა უკვე დუღდა პროტესტის გრძნობა. ის
გულჩათხრობილობა, სიჯიუტე, დატყვევებული სულის აღშფო-
თება, რომელიც სათანადო იარაღის ხელში ჩაგდებამდე კარგად
ინიღბებოდა, ძალიან მეცნობოდა. ფრთხილად იყავი, საცოდავო
უინიფრედ-მეთქი, ვფიქრობდი ერთგვარი კმაყოფილების გან-
ცდით.
საბრინა ვერ მამჩნევდა, ან მამჩნევდა, მაგრამ არ იცოდა, ვინ
ვიყავი. დროდადრო სამივე გამომხედავდა ხოლმე, ჩურჩულითა
და ხითხითით; ისიც მახსოვს, რაღაც ძველი საფრთხობელას ტი-
პის გამოთქმა რომ იხმარეს, ან ამ გამოთქმის უფრო თანამედ-
როვე ვარიანტი. ვფიქრობ, ასეთი შეფასება ჩემმა ქუდმა დაიმსა-
ხურა, რომელიც მოდიდან კარგა ხნის გადასული იქნებოდა. იმ
დღეს საბრინას თვალში ერთი საწყალი დედაბერი ვიყავი, უსახუ-
რი ბებრუხანა, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს.
გოგონები რომ წავიდნენ, საპირფარეშოში შევედი. კაბინის
კედელზე, როგორც ყოველთვის, ლექსი დამხვდა:

დიახაც მიყვარს ჩემი დარენი

რადგან ჩემია და არა შენი

და თუკი გინდა რომ ასცდე ხიფათს

შეეშვი თორემ გაგინგრევ სიფათს.


ახლანდელი გოგოები ბევრად გვჯობიან, უფრო პირდაპირები
არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით… თუმცა, სასვენ ნიშნებში, ჩვენთან
შედარებით, აშკარად მოიკოჭლებენ.
როცა მე და უოლტერმა, ბოლოს და ბოლოს, „ცეცხლოვან
გეენას“ მივაგენით (რომელიც, უოლტერის თქმით, იქ აღარ იყო,
სადაც დატოვა), კარი აჭედილი დაგვხვდა. რაღაც ოფიციალური
განცხადებაც აეკრათ ფანჯარაზე. უოლტერი ისე დასუნსულებდა
აჭედილი შენობის ირგვლივ, როგორც შეშფოთებული ძაღლი
დაკარგული ძვლის ძიებაში.
- დაუხურიათ ეს ოხერი, - აღნიშნა ბოლოს. კიდევ დიდხანს იდ-
გა პირში ჩალაგამოვლებული, ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით. -
ვერ ისვენებენ, სულ რაღაცას ჩირთიფირთობენ, გაუთავებლად
ცვლიან რაღაცეებს!.. მაგათსას რას გაიგებ? - ამოიოხრა ბოლოს.
ცოტა კიდევ ვიხეტიალეთ, უაზროდ, და ბოლოს იძულებულები
გავხდით, „დავენპორტის“ტიპის დაწესებულებას დავჯერებო-
დით, გაქონილი კოვზებით, ვინილის სკამებითა და მაგიდებთან
ჩადგმული მუსიკალური ავტომატებით, რომლებიც „ქანთრის“
ტიპის მუსიკას, ბიტლების ადრეულ სიმღერებსა და ელვის პრეს-
ლის ძველ ჩანაწერებს გთავაზობენ. უოლტერმა „ჰარტბრეიკ
ოტელი“ ჩართო და იმას ვუსმენდით, სანამ ჰამბურგერებსა და ყა-
ვას შევექცეოდით. უოლტერმა დაიჩემა, მე უნდა დაგპატიჟოთო.
ეგეც მაირას ახირება იქნებოდა - ალბათ, წამოსვლამდე ოცდო-
ლარიანიც ჩაუკუჭა ჯიბეში.
მე მხოლოდ ნახევარი ჰამბურგერი შევჭამე, მეტს ვეღარ მო-
ვერიე. დარჩენილი ნახევარი უოლტერს ერგო - ერთ ლუკმად ისე
გადასანსლა, ავტომატი რომ შთანთქავს ხოლმე ჩაგდებულ ხურ-
დას.
შინისკენ რომ გამოვემგზავრეთ, უოლტერს ვთხოვე, სანამ ქა-
ლაქიდან გავალთ, ჩემს ძველ სახლთან გამატარე-მეთქი; იმ სახ-
ლთან, სადაც ერთ დროს რიჩარდთან ერთად ვცხოვრობდი. გზა
მშვენივრად მახსოვდა, მაგრამ სახლს რომ მივადექით, თავიდან
ვერ ვიცანი. ისევ ისეთი კუთხოვანი და პირქუში იყო, ვიწროფან-
ჯრებიანი და მასიური, მაგარი ჩაივით მუქი ყავისფერი, მაგრამ
კედლები მწვანე სუროს დაეფარა. შვეიცარული კოტეჯის სტილში
ნაგები, ნახევრად ხის მანსარდი, ერთ დროს კრემისფერი რომ
იყო, ახლა მწვანედ შეეღებათ, ისევე, როგორც მასიური სადარ-
ბაზო კარი.
რიჩარდი სუროს სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამ სახლში რომ
გადმოვედით, სურო დაგვხვდა, მაგრამ მაშინვე ამოაძირკვინა.
აგურის კედლებს ჭამს, საკვამურსაც ჭედავს და მღრნელებსაც
იზიდავსო, ამბობდა. მაშინ ჯერ კიდევ ასახელებდა ყველა იმ მი-
ზეზს, რის გამოც რამეს ამბობდა ან აკეთებდა; თანაც უნდოდა,
მომავალში მეც გამეთვალისწინებინა ეს ყველაფერი. ბოლოს კი
საერთოდ აღარ იწუხებდა თავს საკუთარი მოსაზრებების ჩემ-
თვის გასაზიარებლად.
წამით იმდროინდელი აირისი დავინახე, ჩალის ქუდში, ბაც
ყვითელ კაბაში, რადგან ძალიან ცხელოდა. გვიანი ზაფხული იდ-
გა, ერთი წლის გათხოვილი ვიყავი. მიწა ქვასავით იყო გამაგრე-
ბული. უინიფრედის რჩევით, მებაღეობას მივყავი ხელი. ჰობი
აუცილებლად უნდა გქონდესო, მიბრძანა. ალპური მებაღეობა
ყველაფერს ჯობს - მცენარეებს თუ ვერ გაახარებ, ქვები ხომ მა-
ინც დარჩებაო. ქვას შენც კი ვერაფერს დააკლებ, - მითხრა ხუმ-
რობით. მერე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, სამი სანდო კაცი გა-
მომიგზავნა, რომლებსაც მიწა უნდა დაებარათ და ქვები დაეწ-
ყოთ, რომ მერე მე ყვავილები დამერგო.
ბაღში რაღაც ქვები უკვე იყო, უინიფრედმა თურმე წინასწარ
დაუკვეთა. ფილებივით ბრტყელი ქვები, პატარები და დიდები,
აქა-იქ უსისტემოდ ეყარა. ზოგიც ისე იყო გამოთლილი და დალა-
გებული, როგორც დომინოს ქვები. ერთად ვიდექით - მე და სამი
სანდო კაცი - და შევყურებდით ქვების ამ სტიქიურ გროვებს. კა-
ცებს კეპები ეხურათ, ქურთუკები გაეძროთ, პერანგის სახე-
ლოები აეკაპიწებინათ, შარვლის აჭიმები გამოემზეურებინათ და
ჩემს მითითებებს ელოდებოდნენ. მე კი წარმოდგენა არ მქონდა,
რა უნდა მეთქვა.
რაღაცის შეცვლა მინდოდა, თვითონ მინდოდა რამის გაკეთე-
ბა, თუნდაც ყოვლად უიმედო მასალისაგან. მაშინ მეგონა, რომ
აუცილებლად მოვახერხებდი რამეს. მაგრამ მებაღეობისა არა-
ფერი გამეგებოდა. ლამის ავტირდი… მაგრამ ვიცოდი, რომ ერთი
ცრემლიც რომ ჩამომეგდო, სანდო კაცები მაშინვე აიყრიდნენ
ჩემზე გულს და სრულიად არასანდოები გახდებოდნენ.
უოლტერმა მანქანიდან გადმომიღო და უსიტყვოდ ამომიდგა
უკან, ჭიგოსავით. თუ შემატყობდა, რომ შევტორტმანდი, მაშინვე
შემაშველებდა ხელს. ქვაფენილზე ვიდექი და სახლს შევყურებ-
დი. ალპური ბაღი ადგილზე დამხვდა, მაგრამ ძალიან მიშვებული
იყო. ზამთარი იდგა და დასკვნების გამოტანა მიჭირდა, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ მცენარეები არსად შემორჩენილიყო. მხოლოდ
დრაკონის ხე მოჩანდა, რომელიც ყველგან და ყველანაირ პირო-
ბებში ხარობს. სამანქანო გზაზე უზარმაზარი სანაგვე ურნა იდგა,
ძველი ხის ხარაჩოებითა და ბათქაშით სავსე. ეტყობა, სარემონ-
ტო სამუშაოები მიმდინარეობდა… ან იქნებ იქაურობა ნახანძრა-
ლიც იყო?.. ზედა სართულის ფანჯრის მინები მთლად ჩაელეწათ.
მაირას თქმით, ასეთ სახლებს უსახლკაროები აფარებენ ხოლმე
თავს. წუთით თუ დარჩა სახლი მობინადრეების გარეშე, მით უმე-
ტეს ტორონტოში, ეგრევე შეიპარებიან და ნარკოტიკების თუ
ათასი სხვა ოხრობის (მაგალითად, სატანისტური თავყრილობე-
ბის) ბუდედ აქცევენო. პირდაპირ ხის იატაკებზე აჩაღებენ კო-
ცონს, საპირფარეშოებს ჭედავენ, პირსაბნებს უჩხიკინებენ, ონკა-
ნებს ხსნიან, კარზე ლამაზ ზარებს გლეჯენ… მოკლედ, ყველაფე-
რი გააქვთ, რისი გაყიდვაც შეიძლებაო… ან იქნებ, სულაც, ბავ-
შვები იყვნენ. ბავშვებს მინების ჩალეწვა უყვართ, ამის განსაკუთ-
რებული ნიჭიც კი აქვთ. სახლი მიტოვებული შენობის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა; ისეთივე უსიცოცხლო იყო, როგორიც უძრავი
ქონების რეკლამებში დახატული სახლები. სრული გაუცხოების
შეგრძნება დამეუფლა. გულით მინდოდა, გამეხსენებინა, რო-
გორ ჭრაჭუნობდა ჩემ ფეხქვეშ თოვლი ზამთრის თოვლიან დღე-
ებში, როცა გვიან ვბრუნდებოდი შინ და ათას სულელურ მიზეზს
ვთხზავდი თავის გასამართლებლად; სახლის შავი, ცხაურიანი
კარის გახსენებაც მინდოდა; კიდევ ქუჩის განათების ანარეკლისა
თოვლის ნამქერზე, რომელსაც კიდეები ცისფრად გაყინვოდა და
ძაღლის შარდის ყვითელი ლაქებით იყო მოფენილი. მაშინ
ჩრდილებიც სხვანაირი იყო… მინდოდა გამეხსენებინა, გულამო-
ვარდნილი როგორ ვსუნთქავდი, პირიდან როგორ გამომდიოდა
ორთქლი, ხელის თითები როგორ მიხურდა მღელვარებისგან და
როგორი აწითლებული მქონდა ტუჩები, ახლად გადასმული პო-
მადის საფარქვეშ.
საერთო ოთახში ბუხარი გიზგიზებდა. მე და რიჩარდი იმ ბუ-
ხარს მივუსხდებოდით ხოლმე, ცეცხლის ათინათი ჩვენც დაგვთა-
მაშებდა სახეზე და ლანგარზე შემოდგმულ ჭიქებსაც… საღამოს
ექვსი საათი, მარტინის გადაკვრის დრო. რიჩარდს დღის შეჯამე-
ბა უყვარდა, როგორც თავად ამბობდა. ჩემს კისერზე ხელის ჩა-
მოდება ჩვევად ჰქონდა; უბრალოდ ჩემს კისერზე ედო ხელი, ძა-
ლიან ნაზად და რბილად, ვიდრე ანგარიშს მაბარებდა. ასეთ ან-
გარიშს მოსამართლეები კითხულობენ ხოლმე, სანამ საქმე ნა-
ფიც მსაჯულებს გადაეცემათ. ნეტა მართლა ასეთ მოსამართლედ
მიაჩნდა თავი? ალბათ. მაგრამ მისი აზრები და მოტივაცია ხში-
რად გაუგებარი რჩებოდა ჩემთვის.
ჩვენ შორის გაჩენილი დაძაბულობის მიზეზი სწორედ ეს იყო -
ჩემი უგულისყურობა, ჩემი შეუვალობა; ის, რომ არ შემეძლო, წი-
ნასწარ გამომეცნო მისი სურვილები, თუმცა თავად მუდამ მზად
იყო, გული გადაეშალა და პირისპირ შერკინებოდა ჩემს აგრესი-
ულ და შეგნებულ უყურადღებობას. სინამდვილეში ეს მხოლოდ
დაბნეულობა იყო, მოგვიანებით კი შიშში გადაიზარდა. რაც დრო
გადიოდა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ერთმანეთის-
თვის არ ვიყავით შექმნილები. რიჩარდი უზარმაზარ, აბურდული
ძაფის გორგალს ემსგავსებოდა, რომელიც, რაღაც გაუგებარი
წყევლის გამო, ყოველდღიურად უნდა გამეხსნა, მაგრამ ვერც
ერთხელ ვერ გავხსენი.
ჩემს სახლთან ვიდექი, ჩემს ყოფილ სახლთან, და მოთმინე-
ბით ველოდი, როდის გამიჩნდებოდა რაიმე ტიპის ემოცია. მაგ-
რამ ვერაფერს ვგრძნობდი… ცხოვრებაში ორივე გამოვცადე,
ძლიერი გრძნობაც და სრული ინდიფერენტულობაც, ჰოდა, ახლა
აღარ ვიცი, რომელია უარესი.
გაზონზე მდგარ წაბლის ხეზე ორი მოქანავე ფეხი გამოჩნდა;
ქალის ფეხები იყო. ერთი პირობა ვიფიქრე, ნამდვილი ფეხებია--
მეთქი, ვიღაც ხიდან ჩამობობღებას და გაქცევას ცდილობს--
მეთქი. მაგრამ ახლოდან რომ დავაკვირდი, მივხვდი, რაღაცით -
ტუალეტის ქაღალდით ან საცვლებით - გატენილი და ფანჯრიდან
გადმოგდებული ქალის წინდები იყო. ალბათ სატანისტური
ღრეობის დროს თუ გადმოაგდეს, ან, უბრალოდ, ბავშვებმა
იცელქეს… ან იქნებ სულაც უსახლკაროებმა მოისროლეს პრო-
ტესტის ნიშნად და ხის ტოტებში გაეჩხირა.
ალბათ, ეს უსხეულო და უსულო ფეხები ჩემი ყოფილი ოთახის
ფანჯრიდან გადმოაგდეს. თვალწინ დამიდგა, როგორ ვიყურებო-
დი ხოლმე ამ ფანჯრიდან დიდი ხნის წინათ; როგორ ვაწყობდი
ფანჯრიდან გადაძრომის და შეუმჩნევლად გაპარვის გეგმებს…
სწორედ ამ ხის დახმარებით ვაპირებდი ძირს დაშვებას - ჯერ ფეხ-
საცმელებს გავიძრობდი, და მერე წინდებისამარა ჩამოვბობ-
ღდებოდი ხიდან; ჯერ ერთ ფეხს ჩამოვდგამდი, მერე მეორეს…
ხის ტოტები მაგრად მექნებოდა ჩაბღუჯული, სანამ ფეხს მიწას არ
მივაწვდენდი… თუმცა, ის გეგმა არასდროს განმიხორციელებია.
ფანჯრიდან ყურება, ყოყმანი, ფიქრი… ღმერთო! ნეტა, სად
გაქრა ეს ყველაფერი? საკუთარი თავი, ასე უგზო-უკვლოდ და
უკანმოუხედავად, როგორ დავკარგე?!
ევროპიდან გამოგზავნილი ღია ბარათები

ცა მთლად მოიქუფრა, ხეებიც მოიღუშენ. მზე სულ ქვემოთ--


ქვემოთ მოგორავს, ზამთრის ნაბუნიობისკენ, მაგრამ ზამთარი
ჯერ არ დამდგარა - არც თოვლია, არც თოვლჭყაპი და არც ქარი
ზუზუნებს. ზამთარი ასე რომ ითრევს ფეხს, ცუდის ნიშანია… ეს გა-
რინდებული მოჟამულობა უკვე ძვალ-რბილში გაგვიჯდა ყველას.
გუშინ ჯუბილი ბრიჯამდე გავისეირნე. ხმები გავრცელდა, ხიდს
ჟანგი მოედო, კოროზია ჭამს, მთლად მყარიც ვეღარ არისო. მისი
დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგშიო. ვიღაც უსახელო და უსა-
ხურ დეველოპერს მაგ ტერიტორიაზე თათის დადება უნდაო, ამ-
ტკიცებს მაირა, ეგ ადგილი, ხედის გამო, ძალიან ფასობსო; მაგ
ხედს, დღესდღეობით, ოქროს ფასი აქვს - რაღა ეგ ხედი ჩაგიგდია
ხელში და რაღა ოქროს საბადო აღმოგიჩენიაო. იმასაც ამბობენ,
ოღონდ კი ეგ გარიგება დაედოთ და, ქრთამის სახით, უზარმაზა-
რი ბინძური ფული დატრიალდაო. დარწმუნებული ვარ, თავის
დროზე, მაგ ხიდის აშენება რომ მოუნდათ, ასე ვთქვათ, დედო-
ფალ ვიქტორიას პატივსაცემად, მაშინაც იგივე მოხდებოდა - რო-
მელიმე სამშენებლო კომპანია დიდძალ ფულს გადაუხდიდა მისი
უდიდებულესობის ნდობით აღჭურვილ პირებს, დაკვეთა ხელში
რომ ჩაეგდო. ჰოდა, ჩვენც ქალაქის ძველთაძველი ტრადიციების
- გააკეთე ბაქსები! ვის ანაღვლებს, რა გზებით - ერთგული გამ-
გრძელებლები ვართ!
ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დროს ამ ხიდზე ფურჩალე-
ბიან კაბებში გამოწყობილი და სამკაულებით მორთული ქალბა-
ტონები დასეირნობდნენ, მოაჯირზე გადაყუდებულები ტკბებოდ-
ნენ აქაური ხედით (რომელიც, თურმე, ძვირია და მალე პირადი
საკუთრებაც კი გახდება), მდინარის წყლის ჩუხჩუხით, დასავლე-
თით მდებარე კირქვის ქარაფებით, თოთხმეტსაათიან რეჟიმში
მომუშავე ფაბრიკებით, რომლებიც სავსე იყო მოწიწებული, უფ-
როსობის დანახვაზე ქუდმოშვლეპილი მდაბიოებით, და რომელ-
თა განათების შუქი სიბნელეში სამორინესავით ელვარებდა და
ათასფრად ირეკლებოდა მდინარის წყალში.
ხიდზე ვიდექი და წყლის ნაკადს ჩავცქეროდი - ცალ მხარეს
მდორეს, ბნელსა და დაბოღმილს, უცნაურად ხმაგაკმენდილს;
მეორე მხარეს კი - ხმაურიანს, თეთრად მჩქეფარესა და ჩანჩქე-
რებად დაღვრილს. რა მაღალი ხიდი ყოფილა-მეთქი, ვფიქრობ-
დი. უცებ გულმა შემახსენა თავი და თავბრუც დამეხვა. მერე სუნ-
თქვა ისე შემეკრა, თითქოს ჩავიძირე და ზედაპირზე ვეღარ ამოვ-
დიოდი… მაგრამ სად ჩავიძირე? წყალი ნამდვილად არ ყოფილა,
რაღაც უფრო უსიამოვნო და მძიმე მაწვებოდა გულზე… მივხვდი,
რომ ეს წლების სიმძიმე იყო, გარდასულ დღეთა მოგონებებისა
და ძველი, გაუნელებელი დარდის სიმძიმე, რომელიც იმ შლამს
ჰგავს, ნელ-ნელა და ფენა-ფენა რომ ილექება მდინარის ფსკერ-
ზე.
აი, მაგალითად:
გუშინდელი დღესავით მახსოვს, მე და რიჩარდმა, სამოცდა-
ოთხი წლის წინ, ფეხი რომ ჩამოვდგით „ბერენგერიას“ ტრაპიდან
ატლანტის ოკეანის შორეულ ნაპირზე. რიჩარდს ქუდი ლამაზად,
ოდნავ გვერდულად ეხურა, მე კი ხელთათმანიანი ხელით მსუბუ-
ქად ვეყრდნობოდი მკლავზე. მოკლედ, ნამდვილი საქორწინო
მოგზაურობაში წამოსული წყვილი ვიყავით!
ნეტა თაფლობის თვეს Lune de miel - თაფლის მთვარე - რა-
ტომ ჰქვია? გეგონება, მთვარე ცივი, უჰაერო, უნაყოფო და ნაყვა-
ვილარივით ჩოფურა ქვის სფერო კი არ იყოს, არამედ რბილი,
ოქროსფერი, არომატული, გამჭვირვალე და კარამელმოსხმული
ქლიავი… აი, ისეთი, პირში რომ დნება, გეწებება და მეტისმეტი
სიტკბოთი კბილებს რომ გტკენს… ბდღვრიალა პროჟექტორი,
რომლის შუქი ცას კი არ ანათებს, პირდაპირ სულსა და სხეულში
გეღვრება.
ისე, მსგავსი შეგრძნება მეც მქონია, მშვენივრად მახსოვს…
მაგრამ თაფლობის თვეში არა.
ერთადერთი ემოცია, რომელიც იმ რვა თუ ცხრა კვირის გან-
მავლობაში მქონდა, მოუსვენრობა იყო. ძალიან მაღელვებდა,
ვაითუ ჩვენი ქორწინების ის ნაწილი, რომელსაც საწოლი ჰქვია
და რომელზეც საჯაროდ არ საუბრობენ, რიჩარდისთვისაც ისე-
თივე უხალისო აღმოჩნდეს, როგორიც ჩემთვის-მეთქი. თუმცა
თითქოს ასეთი პირი არ უჩანდა. თავიდან ძალიან გულის-
ხმიერად მექცეოდა, საკმაოდ ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ,
ყოველ შემთხვევაში, დღისით მაინც. ვცდილობდი, უხერხულო-
ბის განცდა მაქსიმალურად დამეძლია და წამდაუწუმ ვივლებდი
წყალს. სულ მეჩვენებოდა, რომ შიგნეული ლაყე კვერცხივით
ამემღვრა და სასტიკად ვყარდი.
საუთჰემპტონში რომ ჩავედით, იქიდან მატარებლით ლონ-
დონში გავემგზავრეთ და „ბრაუნ ჰოუთელში“ გავჩერდით. საუზ-
მეს ოთახში მოგვართმევდნენ ხოლმე და მეც სუფრასთან უინიფ-
რედის შერჩეული სამი პენუარიდან ერთ-ერთს ვიცვამდი: ბაც
ვარდისფერს, რუხი მაქმანებით გაწყობილ სპილოსძვლისფერს,
ან იასამნისფრისა და აკვამარინის ნაზავს - ღია, აკვარელის ფე-
რის პენუარებს, რომლებიც ახალგაღვიძებულ სახეს ძალიან შვე-
ნის. თითოეულ მათგანს შესაფერისი, გედის შეღებილი ღინ-
ღლით გაწყობილი ატლასის ჩუსტები მოყვებოდა. ჩემი ვა-
რაუდით, ზრდასრულ ქალებს სწორედ ასე უნდა სცმოდათ დი-
ლაობით, ასეთი ანსამბლები სურათებში მქონდა ნანახი (რა სუ-
რათები იყო? ნეტა ყავის რეკლამაში ხომ არ ვნახე?) - კაცი, კოს-
ტიუმსა და ჰალსტუხში, უკან გადავარცხნილი, სლიკინა თმით, და
ძალიან მოვლილი ქალი პენუარში. ქალს ცალი ხელი აწეული
ჰქონდა და ვერცხლისფერი ყავადანი ეჭირა. წყვილი ერთმანეთს
უღიმოდა და მაგიდაზე მდგომი ხილფაფისაკენ აპარებდა თვალს.
ლორა ალბათ დამცინებდა, ასე მოკაზმული რომ ვენახე. რო-
ცა დაინახა, ჩემოდანში პენუარებს რომ მიდებდნენ, მაშინვე დამ-
ცინა. თუმცა, ფაქტობრივად, მთლად დაცინვაც არ იყო. ლორას
დაცინვა არ შეეძლო, ამისთვის საჭირო ღვარძლი არ გააჩნდა
(გამიზნულ ღვარძლიანობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ისე,
დროდადრო წამიერად მასაც შეეპარებოდა ხოლმე ხმაში გაღი-
ზიანება, რომელიც მხოლოდ მისი კეთილშობილური, ამაღლებუ-
ლი იდეების თანაპროდუქტი გახლდათ). იმჯერად მისმა რეაქცი-
ამ გაოცება უფრო გამოხატა, ვიდრე დაცინვა; თითქოს საკუთარ
თვალებს არ უჯერებდა. ატლასს ხელი გადაუსვა და გააჟრჟოლა.
თითის წვერებში მეც მაშინვე ვიგრძენი სლიკინა ქსოვილის სიცი-
ვე… ხვლიკის კანის შეხებას ჰგავდა.
- ამის ჩაცმას მართლა აპირებ? - მკითხა გაოცებულმა. ზაფხუ-
ლი იყო და საუზმეს ნახევრად გადაწეული ფარდებიდან შემოსუ-
ლი დილის სინათლის ფონზე გეახლებოდით. მე ნახევარ გრეიპ-
ფრუტს ვჭამდი, რიჩარდი კი - ორ მოხარშულ კვერცხს, ორ ნაჭერ
ლორს, შემწვარ პომიდორს და გაგრილებულ, ჯემგადასმულ
ტოსტს. ჩაი ჭაობის წყალივით მუქი უნდა ყოფილიყო. ნამდვილი
ინგლისური საუზმე ეგ არისო, მიმტკიცებდა.
საუზმობისას ერთ-ორ სავალდებულო ფრაზას მივუგდებდით
ხოლმე ერთმანეთს: ხომ კარგად გეძინა, ძვირფასო? კი… შენ?
რიჩარდისთვის გაზეთები და ტელეგრამები მოჰქონდათ. ჯერ გა-
ზეთებს გადახედავდა, მერე - ტელეგრამებს. წაკითხულ ტელეგ-
რამებს ან საგულდაგულოდ კეცავდა ოთხად და ჯიბეში იდებდა,
ან ხევდა ხოლმე; დაჭმუჭნით, არასდროს ჭმუჭნიდა და სანაგვე-
შიც არ აგდებდა. რომც ჩაეგდო, მე მაინც არ ამოვქექავდი ნაგვი-
დან და არ წავიკითხავდი; ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თანაცხოვ-
რების იმ ეტაპზე.
ვფიქრობდი, რომ ყველა ტელეგრამა რიჩარდის მისამართით
იყო გამოგზავნილი, აბა ჩემთვის ვის და რატომ უნდა გამოეგზავ-
ნა?
დღისით რიჩარდი სულ შეხვედრებზე დადიოდა, ალბათ საქ-
მიანი შეხვედრები იყო. ჩემთვის მძღოლიანი მანქანა დაიქირავა,
იმ ადგილების სანახავად რომ მევლო, რომლებიც, მისი ღრმა
რწმენით, აუცილებლად უნდა მენახა. ძირითადად შენობებსა და
პარკებს ვათვალიერებდი, და იმ ქანდაკებებს, რომლებიც შენო-
ბებსა და პარკებში იდგა: გაჯგიმული სახელმწიფო მოღვაწეების
ძეგლებს, ცალი ფეხი ოდნავ მოხრილი რომ ჰქონდათ და ხელში
გრაგნილები ეჭირათ; ცხენოსანი სამხედროების სკულპტურებს;
სვეტზე წამოჭიმული ადმირალ ნელსონის ძეგლს; ტახტზე წამოს-
კუპებული პრინც ალბერტის ქანდაკებას, ოთხი ეგზოტიკური ბა-
ნოვნის გარემოცვაში, რომლებიც მის ფერხთით იდგნენ და
უშურველად სთავაზობდნენ გამვლელებს ხილსა და პურის თავ-
თავებს. ისინი, ალბათ, იმ კონტინენტებს განასახიერებდნენ,
რომლებზეც უკვე გარდაცვლილ პრინცს ჯერ კიდევ დიდი გავლე-
ნა ჰქონდა. თუმცა, თავად ალბერტი მათ ყურადღებას არ აქცევდა
- გაჯგიმული, შეუვალი და გარინდული იჯდა მოოქროვილი თა-
ღის ჩრდილში და სივრცეს გაჰყურებდა, ბევრად უფრო მნიშვნე-
ლოვან საკითხებზე ჩაფიქრებული.
- აბა, დღეს რა ნახე? - მკითხავდა ხოლმე რიჩარდი სადილო-
ბისას, და მეც სულ სხაპასხუპით, სათითაოდ ჩამოვუთვლიდი
ხოლმე ნანახ შენობებს, პარკებსა და ძეგლებს: ტაუერი, ბაკინგე-
მის სასახლე, კენსინგტონი, უესტმინსტერის სააბატო, პარლა-
მენტი… რატომღაც მუზეუმებში სიარულს არ მაძალებდა. ერთა-
დერთი, ბუნებრივი ევოლუციის მუზეუმში წასვლა მირჩია. დღემ-
დე ვერ გამიგია, რატომ ეგონა, რომ ამდენი პრეისტორიული
ცხოველის ფიტულისა და ჩონჩხის ნახვა რაიმე მნიშვნელოვანს
შესძენდა ჩემს განათლებას… (უკვე ცხადი იყო, რომ ამგვარ ექ-
სკურსიებზე სიარულს თვალსაწიერის გაფართოების მიზნით
მაიძულებდა). ნეტა ფიტულები რას შემძენდა ისეთს, რასაც,
ვთქვათ, ცნობილი ფერწერული ტილოებით გადაძეძგილი მუ-
ზეუმები და საგამოფენო დარბაზები ვერ შემძენდნენ? მგონი, ახ-
ლაღა ვხვდები… შესაძლოა, მეშლება კიდეც, მაგრამ ის პრეის-
ტორიული ცხოველების ფიტულები რაღაც ზოოპარკისმაგვარი
სანახაობა იყო, ჰოდა, ეტყობა ფიქრობდა, რომ ბავშვს ზოოპარ-
კით უფრო დააინტერესებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც შენობების სია ამოიწუ-
რა, სასტუმროს კონსიერჟის რჩევით, ნაციონალურ გალერეას
მაინც ვესტუმრე. უნდა ითქვას, რომ ქანცი გამძვრა: დიდი სავაჭ-
რო ცენტრივით იყო, უამრავი ადამიანი ირეოდა გარშემო და უამ-
რავი რამ გტაცებდა თვალს… მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო
აღმოჩნდა - ჩემს დღეში არ მენახა ერთ სივრცეში შეყრილი ამდე-
ნი შიშველი ქალი. შიშველი მამაკაცებიც იყვნენ, ოღონდ მთლად
დედიშობილები - არა. ძვირფასი ტანსაცმელიც უშურველად იყო
წარმოჩენილი… ალბათ, ძირითადი საპირისპირო კატეგორიები,
ქალებისა და მამაკაცებისა არ იყოს, სწორედ ეს არის - სიშიშვლე
და შემოსილობა. აკი, ეს დიქოტომიაც თვით ღმერთმა დაადგინა
(ლორა, ბავშვობაში: მითხარი, ღმერთს რა აცვია?).
ყოველი ასეთი ვიზიტის დროს მძღოლიანი მანქანა გარეთ მე-
ლოდებოდა. მე აჩქარებული, საქმიანი ნაბიჯით შევდიოდი შენო-
ბებსა თუ პარკებში; მინდოდა, მიზანდასახული ადამიანის შთა-
ბეჭდილება დამეტოვებინა; ვცდილობდი, არ დამტყობოდა, რომ
საშინელ მარტოობასა და სიცარიელეს ვგრძნობდი. ყველაფერს
დიდხანს და გულდასმით ვათვალიერებდი, რომ შინ მისულს რა-
ღაც მქონოდა სათქმელი. მაგრამ ნანახიდან დიდი აზრი მაინც
ვერ გამომქონდა. შენობა შენობაა და ბევრს ვერაფერს გეტყვის,
თუ არქიტექტურა არ გესმის და არც იმ შენობასთან დაკავშირე-
ბული მნიშვნელოვანი ამბები იცი… ჰოდა, მე სწორედ ასეთი ვი-
ყავი. სიღრმეების წვდომის ნიჭი არ მქონდა; ჩემი თვალები
ჯიუტად მხოლოდ იმას ხედავდნენ, რაც ზედაპირზე იდო: ქვისა და
აგურის მოყვანილობას, ხის გაპრიალებული მოაჯირების გლუვ
ფაქტურას, ქეციანი ბეწვის უხარისხობას, რქისგან დამზადებული
ნივთების განივ ზოლებს, სპილოს ძვლის სითბოსა და შუშის თვა-
ლებს.
ამ საგანმანათლებლო ექსკურსიების გარდა, რიჩარდი საყიდ-
ლებზე სიარულსაც მირჩევდა. მაღაზიის გამყიდვლები არ მესიმ-
პათიურებოდნენ და ძალიან ცოტა რამ შევიძინე. კიდევ სილამა-
ზის სალონშიც დავდიოდი ხოლმე. რიჩარდს არ უნდოდა, თმა
რომ შემეჭრა ან ცხელი მაშებით დამეხვია, ჰოდა, მის ნებას დავ-
ყევი. სადა სტილი ბევრად უფრო შეეფერება შენს ასაკსო, მეუბ-
ნებოდა.
ზოგჯერ უაზროდაც დავეხეტებოდი აქეთ-იქით, ან პარკში
სკამზე ვიჯექი და ველოდებოდი, სასტუმროში დაბრუნების დრო
როდის მოვიდოდა. თუ გვერდით მამაკაცი მომიჯდებოდა და
საუბარს წამოიწყებდა, მაშინვე გავეცლებოდი ხოლმე.
უამრავ დროს ვხარჯავდი ჩაცმა-დახურვაზე - გაუთავებლად
ვარჩევდი შესაკრავ თასმებს, ქამრის ბალთებს და ჩაცმულობის
შესაფერის ქუდებს… მუდმივად ვწუხდი იმაზე, თუ რა ტიპის ტან-
საცმელი სად და დღის რომელ მონაკვეთში უნდა ჩამეცვა. კისერ-
თან დუგმის შემკვრელი არა მყავდა; არავინ მეუბნებოდა, უკნი-
დან როგორ გამოვიყურებოდი, ანდა კაბა ნაოჭს სწორად იყრიდა
თუ არა. ამას რენი ან ლორა აკეთებდნენ ხოლმე. ორივე ძალიან
მენატრებოდა, მაგრამ ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა.
ფრჩხილები უნდა გამექლიბა, ფეხები წყალში უნდა ჩამელბო,
ზედმეტი ბეწვები ან უნდა ამომეპუტა, ან - მომეპარსა. მოკლედ,
ერთი ზედმეტი ბუსუსიც არ უნდა მქონოდა, სლიკინა უნდა ვყოფი-
ლიყავი, სველი თიხასავით, რომლის ზედაპირზეც ხელი ადვი-
ლად სრიალებს.
თაფლობის თვე იმისაა, წყვილმა ერთმანეთი უკეთ გაიცნოს
და ერთმანეთს უფრო შეეგუოს. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, მით
უფრო მძაფრად ვგრძნობდი, რომ რიჩარდს საერთოდ არ ვიც-
ნობდი. არ ვიცი, ახლოს არ მიშვებდა თუ ოსტატურად ინიღბებო-
და. უკიდურესად მიუწვდომელი იყო ჩემთვის. მე კი ამასობაში
ფორმაში მოვდიოდი; ისეთი ვხდებოდი, როგორიც რიჩარდს
სურდა, რომ გავმხდარიყავი. სარკეში რომ ვიხედებოდი, ყოველ
ჯერზე ვხედავდი ჩემში მომხდარ ახალ-ახალ ცვლილებებს.
ლონდონიდან პარიზში გავემგზავრეთ - ლა-მანში გემით გა-
დავცურეთ და მერე მატარებლით განვაგრძეთ გზა. პარიზში გა-
ტარებული დღეები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ლონდონურს,
მხოლოდ საუზმე იყო განსხვავებული - მკვრივი ფუნთუშა, მარ-
წყვის ჯემი და ყავა ქაფქაფა რძით. საჭმელი ძალიან ნოყიერი და
წვნიანი იყო. რიჩარდი დიდ ყურადღებას აქცევდა კერძების შერ-
ჩევას, განსაკუთრებით - ღვინის. ტორონტოში კი არა ვართო,
იმეორებდა. თუმცა ეგ მეც მშვენივრად ვიცოდი.
ეიფელის კოშკი ვნახე, მაგრამ ზემოთ არ ავსულვარ, სიმაღ-
ლისა მეშინოდა. პანთეონსაც ვეწვიე, ნაპოლეონის განსასვენე-
ბელი ადგილიც მოვინახულე. „ნოტრ-დამში“ არ შევსულვარ,
რადგან რიჩარდს ტაძრები დიდად არ უყვარდა, მით უმეტეს, კა-
თოლიკური ტაძრები, რომლებიც რატომღაც ძალიან დამღლე-
ლად მიაჩნდა. თანაც, საკმეველი ტვინზე გამომათაყვანებლად
მოქმედებსო, მიმტკიცებდა.
ფრანგულ სასტუმროში ბიდე იდგა, რომლის დანიშნულებაც
რიჩარდმა თვითკმაყოფილი ღიმილით ამიხსნა, როცა ნახა, რომ
ბიდეში ფეხებს ვიბანდი. მაშინ გავიფიქრე, ფრანგები ისეთ რამე-
ებს ხვდებიან, რასაც სხვა ვერავინ ხვდება-მეთქი. ისინი სხეულის
დისკომფორტს გრძნობენ; ყოველ შემთხვევაში, აღიარებენ ამ
დისკომფორტის არსებობის შესაძლებლობას.
სასტუმრო „ლუტეციაში“ გავჩერდით, რომელიც მოგვიანე-
ბით, უკვე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების შტაბ-ბინა გახ-
და. მაგრამ მაშინ, ცხადია, ამას ვერ წარმოვიდგენდით. დი-
ლაობით ყავას სასტუმროს კაფეში ვსვამდი, რადგან სხვაგან წას-
ვლისა მეშინოდა. ავიკვიატე, რომ შორს თუ წავიდოდი და სას-
ტუმროს მხედველობის არიდან დავკარგავდი, უკან ვერასოდეს
დავბრუნდებოდი. უკვე ვხვდებოდი, რომ მისტერ ერსკინის ნას-
წავლი ფრანგულით ფონს ვერ გავიდოდი - კიდევაც რომ ამომე-
ღერღა Le coeur a ses raisons que la raison ne connaît point,
ამით ყავაში ცხელ რძეს მაინც ვერ ჩავამატებინებდი.
კაფეში ერთი შუახნის ოფიციანტი მემსახურებოდა ხოლმე. სა-
ხით მორჟს წააგავდა და ყავასა და რძეს მაღლიდან, ორი სური-
დან ერთდროულად საოცრად ოსტატურად ასხამდა ფინჯანში.
ისეთი აღფრთოვანებული შევყურებდი, როგორც პატარა ბავშვი
შეჰყურებს ხოლმე ილუზიონისტს. ორი ღერი ინგლისური იცოდა
და ერთ დღესაც მკითხა, ასეთი მოწყენილი და სევდიანი რატომ
ბრძანდებითო. სულაც არა ვარ-მეთქი მოწყენილი, ვუპასუხე, და
ცრემლები წამსკდა. ზოგჯერ უცხო ადამიანების ყურადღება დამ-
ღუპველად მოქმედებს.
- არც უნდა იყოთ, - მითხრა და თანაგრძნობით მომაპყრო
მორჟის პატარა და მილულული თვალები. - ეტყობა, სიყვარულის
გამო ხართ ასე. მაგრამ თქვენ ახალგაზრდა და ლამაზი ბრძანდე-
ბით, რა დროს თქვენი მოწყენაა? ეგ მერეც გეყოფათ.
ფრანგები სევდისა და მოწყენილობის ექსპერტები არიან,
მათთვის ასეთი რამ უცხო არ არის. ამიტომაც დაიდგეს ბიდეები.
- სიყვარული მტკივნეულია, - დასძინა ბოლოს ოფიციანტმა და
მხარზე ხელი მომითათუნა, - მაგრამ, დამიჯერეთ, უსიყვარულოდ
ცხოვრება ბევრად უარესია.
მისი თანაგრძნობისა და გულისხმიერების ეფექტი საგრძნობ-
ლად წახდა, როცა მეორე დღეს შეხვედრა შემომთავაზა, თუ არ
შევცდი და მისი ნათქვამი სწორად გავიგე. ისე, ძალიან ბებერიც
არ იყო ჩემთვის, სადღაც ორმოცდახუთის იქნებოდა, ჰოდა, რა
გასაკვირი იქნებოდა, რომ დავთანხმებოდი?.. მაგრამ სევდასა
და მოწყენილობას რაც შეეხება, მანდ ნამდვილად შეეშალა - ბევ-
რად უკეთესია, როცა სევდიანი და მოწყენილი სწორედ ახალგაზ-
რდობაში ხარ. სევდიანი ლამაზი გოგო თანაგრძნობას მაინც იწ-
ვევს, სევდიანი დედაბრისაგან განსხვავებით… მაგრამ ეგ იქით
იყოს.
პარიზის მერე რომში გავემგზავრეთ. რომი ბევრად მშობ-
ლიური მეჩვენა, ალბათ დიდი ხნის წინ მისტერ ერსკინის ნასწავ-
ლი ლათინურის გაკვეთილების წყალობით. ფორუმი ვნახე; უფ-
რო სწორად, ის, რაც მისგან დარჩა. მერე კოლოზეუმი, რომელ-
მაც ნათაგვარი ყველი მომაგონა; უამრავი ხიდი და ურიცხვი
დარდიანი და ფიქრიანი, გვარიანად შელახული ანგელოზიც მო-
ვინახულე. ტიბრიც ვნახე, მთლად სიყვითლეშეყრილს რომ
წააგავდა, და წმ. პავლეს ტაძარიც, ოღონდ მხოლოდ გარედან.
თვალუწვდენელი იყო… ალბათ, მუსოლინის ფაშისტური დაჯგუ-
ფების შავებში გამოწყობილი წევრებისთვისაც უნდა მომეკრა
თვალი, ქუჩებში რომ დადიოდნენ და ხალხს ატერორებდნენ…
ნეტა მაშინ უკვე ასე იყო საქმე, თუ ჯერ კიდევ არა? არ ვიცი, მაგ-
რამ მათთვის თვალი ნამდვილად არ მომიკრავს. ასეთ რამეებს
პირდაპირ ვერ ხედავ, პირადად თუ არ შეგეხო; მოგვიანებით
იგებ ხოლმე, კინოჟურნალების ან დიდი ხნის მერე გადაღებული
მხატვრული ფილმების წყალობით.
ნაშუადღევს ჩაის ნომერში ვუკვეთავდი. იმ დროისთვის უკვე
ვიცოდი, როგორ დამეკვეთა რაღაცეები, როგორი ტონი შემერ-
ჩია ოფიციანტებთან საუბრისას, რომ მათთან საჭირო დისტანცია
დამეცვა. ჩაის სმისას ღია ბარათებს ვწერდი ლორას, რენის და
მამას. ღია ბარათებზე იმ შენობების ფოტოები იყო, რომლებიც
მოვინახულე. თავად წერილები საკმაოდ უაზრო გამომდიოდა:
რენის ვწერდი, შესანიშნავი ამინდია და ძალიან მსიამოვნებს--
მეთქი; ლორას ვწერდი, დღეს კოლოზეუმი ვნახე, სადაც ქრის-
ტიანებს ლომებს საჯიჯგნად უგდებდნენ, შენ აუცილებლად
დაგაინტერესებდა-მეთქი; მამას კი ვწერდი, იმედია, თავს კარ-
გად გრძნობ და რიჩარდმაც მოგიკითხა-მეთქი (ბოლო მინაწერი
ტყუილი იყო, მაგრამ თანდათან ვისწავლე, მე, როგორც მეუღ-
ლეს, ავტომატურად რისი მიწერა მომეთხოვებოდა).
თაფლობის თვისთვის გამოყოფილი დროის დასასრულს, ერ-
თი კვირა ბერლინში გავატარეთ. რიჩარდს იქ რაღაც მიწის სათ-
ხრელი ნიჩბების ტარებთან დაკავშირებული საქმე ჰქონდა. მისი
ერთ-ერთი ფირმა ნიჩბის ტარებს ამზადებდა, გერმანელებს კი
ხის მასალა საკმაო რაოდენობით არ მოეპოვებოდათ. არადა,
სათხრელი და საშენებელი იცოცხლე, ბევრი ჰქონდათ. ჰოდა,
რიჩარდი ნიჩბის ტარებს იმ ფასად უგზავნიდა, რომელიც მის
კონკურენტებს ძირს უთხრიდა.
როგორც რენი იტყოდა, ადამიანმა ცოტაზეც არ უნდა თქვას
უარი. იმასაც ამბობდა, ბიზნესი კი ბიზნესია, მაგრამ სასაცილო
ბიზნესებიც არსებობსო. მე ბიზნესისა არაფერი გამეგებოდა, ჩე-
მი მოვალეობა მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნოდ გაღიმება
იყო.
უნდა აღვნიშნო, რომ ბერლინი ძალიან მომეწონა. ასეთი „ქე-
რა“ არსად და არასდროს ვყოფილვარ! კაცები იქ განსაკუთრებუ-
ლად თავაზიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნიკეტში
გავლისას უკან არასოდეს იხედებოდნენ, ხელზე ამბორით ყველა
ცოდვას გამოისყიდდნენ ხოლმე. სწორედ ბერლინში მივხვდი,
რომ სუნამო, პირველ ყოვლისა, მაჯაზე უნდა დაიპკუროს ქალმა.
ქალაქები იქაური სასტუმროებით დავიმახსოვრე, თავად სას-
ტუმროები კი - იქაური სააბაზანოებით. ჩაიცვი, გაიხადე, შხაპი
მიიღე, აბაზანაში ჩაწექი… მგონი, უკვე საკმარისია იმ მოგზაურო-
ბის დეტალების გახსენება.
ტორონტოში ნიუ-იორკის გავლით დავბრუნდით. აგვისტო
იყო და იქაურობა იწვოდა. ევროპისა და ნიუ-იორკის შემდეგ, ტო-
რონტო ძალიან უბადრუკი და უმნიშვნელო მეჩვენა. სადგურიდან
გამოვედით თუ არა, მაშინვე ცხელი ასფალტის სუნი დამეძგერა -
გზატკეცილს საკერებლებს ადებდნენ. დაკვეთილი ტაქსი დაგ-
ვხვდა და ტრამვაებით დაყენებულ ბუღსა და მათ წკარუნს გვერ-
დი ავუქციეთ. მერე ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებსაც ჩავუარეთ
და ბოლოს როუზდეილისაკენ მიმავალ აღმართს შევუდექით, ნე-
კერჩხლებისა და წაბლის ხეების ჩრდილს შეფარებულები.
მანქანა იმ სახლის წინ გაჩერდა, რომელიც რიჩარდმა ტე-
ლეგრამით იყიდა. გროშებად ვიყიდე, ერთი წაღიღინების ფასად,
რადგან ამ სახლის მფლობელი გაკოტრდაო. რიჩარდს უყვარდა
იმის თქმა, რომ რაღაც „ერთი წაღიღინების ფასად“ ჩაიგდო ხელ-
ში, თუმცა, ეს გამოთქმა სულაც არ შეეფერებოდა, რადგან არას-
დროს ღიღინებდა; სტვენითაც კი არ დაუსტვენია, მუსიკალურ
სმენასთან ძალიან მწყრალად იყო.
სახლი გარედან მეტისმეტად ჩაჟამებული მეჩვენა. სუროთი
იყო დაფარული და ვიწრო ფანჯრებიც შიგნით იღებოდა. გასაღე-
ბი ფეხსაწმენდის ქვეშ დაგვხვდა. რომ შევედით, ჰოლი ქიმიკატე-
ბის სუნით ყარდა. ჩვენი არყოფნის ჟამს, უინიფრედს სარემონტო
სამუშაოები წამოეწყო, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ ვერ მიეყვანა ბო-
ლომდე - წინა ოთახებში, სადაც კედლებიდან ვიქტორიანული
შპალერები ჩამოეფხიკათ, მღებავის ჩვრები ეყარა. კედლები ბა-
ცი, სადაფისებრი საღებავებით შეეღებათ - მდიდრული ინდიფე-
რენტულობისა და ცივი განყენებულობის ფერებით… ჩამავალი
მზის ნაღვლიანი სხივებით ოდნავ დაფერილი, მაღლა-მაღლა
მოტივტივე ღრუბლები გამახსენდა, ყვავილებისა და ფრინველე-
ბის ვულგარულ ფუსფუსს ზემოდან რომ დაჰყურებენ… მივხვდი,
რომ წინ სწორედ ასეთი, გაიშვიათებული ჰაერის პირობებში არ-
სებობის პერსპექტივა მელოდა.
რენი ალბათ გადაირეოდა, ეს ინტერიერი რომ ენახა - მისი
მბჟუტავი შუქით განათებული სიცარიელე და უფერულობა. ნამ-
დვილი სააბაზანო ოთახიაო, იტყოდა, და თანაც ცოტა შეშინდე-
ბოდა, ჩემსავით. ბებია ადელია ვინატრე. ბებიას უთუოდ ეცოდი-
ნებოდა, როგორ მოქცეულიყო. მაშინვე შეიგრძნობდა, შთაბეჭ-
დილების მოხდენის უგემოვნო და უსუსურ, ნუვორიშულ მცდე-
ლობას. ზრდილობიანად, მაგრამ გამანადგურებლად იტყოდა:
ჰოოო, ვერაფერს იტყვი… მართლაც ძალიან არატრადიციულად
და ახლებურად გამოიყურება ეს ყველაფერი… საწყალ უინიფ-
რედს მთელ შრომას წყალში ჩაუყრიდა და წამსვე ადგილზე მოს-
ვამდა. მაგრამ ამ აზრმა შვება ვერ მომგვარა. ახლა უკვე მეც
უინიფრედის თემის წევრი ვიყავი; მთლიანად თუ არა, ნაწილობ-
რივ მაინც.
ლორა? ლორა ნამდვილად ჩუმად შემოიტანდა ფერად ფან-
ქრებსა და პიგმენტებს. რამეს აუცილებლად გატეხავდა, რამეს
აუცილებლად დაალაქავებდა, ან რომელიმე კუთხეს მიადგებო-
და და იერს შეუცვლიდა - საკუთარ ნიშანს დაასვამდა სახლს.
ჰოლში, ტელეფონთან უინიფრედის წერილი დაგვხვდა: „კე-
თილი იყოს თქვენი დაბრუნება, ბავშვებო! პირველ რიგში, საძი-
ნებელი ოთახი დავასრულებინე. ვიცი, გაგიჟდებით, ისე მოგეწო-
ნებათ - ძალიან მაგარი გამოვიდა! ფრედი“.
- არ ვიცოდი, უინიფრედი რემონტს თუ გვიკეთებდა, - ვუთხარი
რიჩარდს.
- გვინდოდა, სიურპრიზი დაგვეხვედრებინა შენთვის. თანაც,
საზრუნავი აგაცილეთ; მხოლოდ ამჯერად, რა თქმა უნდა, - მიპა-
სუხა რიჩარდმა.
ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მშობლებისაგან იგნორირებუ-
ლი პატარა ბავშვი ვიყავი; მზრუნველი, მაგრამ უგულისყურო
მშობლებისაგან, რომლებმაც პირი შეკრეს ჩემს წინააღმდეგ და
თანაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყოველთვის და ყველაფერ-
ში სწორად იქცეოდნენ. იქვე მივხვდი, რომ დაბადების დღეებზე
რიჩარდი ყოველთვის ისეთ რამეს მაჩუქებდა, რაც არასდროს
მომეწონებოდა.
რიჩარდმა შემომთავაზა, ზედა სართულზე ადი, წყალი გადა-
ივლე და ცოტა დაისვენეო. ეტყობა, ძალიან მოთელილი და და-
საბანი ვეჩვენე. მართალიც იყო, ტანსაცმელი ტანზე მეკრობოდა
და საკმაოდ უჟმურ ხასიათზე ვიყავი („დაუცვარავი ვარდივით“,
როგორც რიჩარდმა აღნიშნა).
ზედა სართულზე ავედი. ქუდი კატასტროფულ მდგომარეობა-
ში მქონდა და ეგრევე მოვისროლე. მერე სახეზე წყალი შევისხი,
ბოთლი წყლით ავავსე და უინიფრედის მიერ მომზადებულ მო-
ნოგრამიან, თეთრ პირსახოცზე დავდგი. საძინებელი უკანა ბაღს
გადაჰყურებდა - პრაქტიკულად, სრულიად მოტიტვლებულ სივ-
რცეს. ფეხსაცმელი გავიძრე და უსაშველო ზომის კრემისფერ სა-
წოლზე მივესვენე. საწოლი მოჩარდახებული იყო, გარშემო კი
მარმაში ჰქონდა შემოვლებული. თავი საფარიზე მეგონა. ესე იგი,
აქ უნდა ვიღიმო გაუთავებლად და აქ უნდა გავუძლო
გმირულად-მეთქი, გავიფიქრე; იმ საწოლში უნდა გავიჭირვო,
რომელიც ჩემი გაწყობილი არ არის, მაგრამ მაინც შიგ მომიწევს
წოლა… ესეც ჭერი, რომელსაც დღეიდან თვალი უნდა გავუშტე-
რო, მარმაშის ფარდის ნისლიდან, ვიდრე ჩემი სხეული ცოლ-
ქმრულ მოვალეობას შეასრულებს-მეთქი.
საწოლთან თეთრი ტელეფონის აპარატი იდგა. უცებ ვიღაცამ
დარეკა და ვუპასუხე. ატირებული ლორა აღმოჩნდა.
- სად იყავი, რატომ არ დაბრუნდი? - მითხრა სლუკუნით.
- რას გულისხმობ? დროულად დავბრუნდით, როცა დავგეგ-
მეთ, იმ დროს, ერთი დღეც არ გადაგვიცილებია… მითხარი, თუ
ღმერთი გწამს, რა გატირებს? ოღონდ დამშვიდდი და წყნარად
მელაპარაკე, თორემ არაფერი მესმის.
- არც კი მიპასუხე, - ბღაოდა ლორა.
- რა ჯანდაბა გეტაკა? ვერ ვხვდები, რა გჭირს…
- მამა მოკვდა! მოკვდა! აღარ არის!.. ხუთი ტელეგრამა გამო-
გიგზავნეთ… რენიმ გამოგიგზავნა!
- მოიცა, მოიცა! რას ამბობ?!. დამშვიდდი და გასაგებად მელა-
პარაკე! მამა აღარ არის?!.. როდის მოხდა?
- შენ რომ წახვედი, ერთ კვირაში. ტელეფონითაც ვრეკეთ,
ყველა სასტუმროში დავრეკეთ… გვპირდებოდნენ, აუცილებლად
ვეტყვითო!.. არ გითხრეს?
- ხვალვე ჩამოვალ!.. არ ვიცოდი, ჩემთვის არავის არაფერი
უთქვამს… არც ტელეგრამები მიმიღია… საერთოდ არაფერი მი-
მიღია!
ლორას ნათქვამს ვერ ვიჯერებდი. რა მოხდა?! რა ჯანდაბა
მოხდა?! მამა რამ მოკლა?! მე რატომ არაფერი მითხრეს?!. იატაკ-
ზე ვეგდე, მორუხო ფერის ხალიჩაზე, და ყურმილს ისე ვიხუტებ-
დი, თითქოს რაღაც ძვირფასი და მყიფე ნივთი ყოფილიყო. ევრო-
პიდან გამოგზავნილი ღია ბარათები გამახსენდა, ტრივიალური
ტექსტებით. ალბათ ახლაც მაგიდაზე იდო, წინა ოთახში… იმედია,
თავს კარგად გრძნობ… ღმერთო, რა საშინელებაა!
- კი, მაგრამ… გაზეთებშიც არ გინახავს? ყველგან ეწერა! - ისევ
შემიტია ლორამ.
- მე სადაც ვიყავი, იქაურ გაზეთებში არ ეწერა, - ვუპასუხე, მაგ-
რამ ის აღარ დამიყოლებია, გაზეთებს საერთოდ არ
ვკითხულობ-მეთქი… ძალიან გაოგნებული ვიყავი.
ყველა ტელეგრამას, გემზეც და სასტუმროებშიც, რიჩარდი
აკონტროლებდა; მისი თითები დამიდგა თვალწინ, პედანტურად
რომ ხსნიდნენ კონვერტებს და წაკითხულ ტელეგრამებს ოთხად
კეცავდნენ კეისში შესანახად. ვერ ვიტყვი, რომ მატყუებდა… ტე-
ლეგრამებზე არასდროს არაფერს ვეკითხებოდი… მაგრამ მოტ-
ყუება გამოუვიდა, აბა რა იყო?!
ეტყობა, ყველა სასტუმროში აფრთხილებდა კონსიერჟებს,
ვინმემ თუ დარეკა, ჩვენთან არ გადმორთოთო… ჩემს ცოლთან
არ დააკავშიროთო… შეგნებულად მიმალავდა ამ ამბავს.
მეგონა, გული ამერეოდა, მაგრამ არ ამერია. ცოტა ხანში ქვე-
მოთ ჩავედი. მოთმინებიდან თუ გამოხვალთ, ბრძოლას წააგებ-
თო, გვეტყოდა ხოლმე რენი. რიჩარდი უკანა ვერანდაზე იჯდა, ჯი-
ნით და ტონიკით. რა წინდახედულია ეს უინიფრედი, ჯინი რომ
მოიმარაგაო, უკვე ორგზის ჰქონდა ნათქვამი. დაბალ, ინკრუსტი-
რებული რკინის, შუშის ზედაპირიან მაგიდაზე მეორე ჭიქაც იდგა
და მე მელოდებოდა. ჭიქა ავიღე და შიგ ჩაყრილმა ყინულმა ზა-
რივით გაიწკრიალა. აი, სწორედ ასეთი ჟღერადობა უნდა მიმეცა
საკუთარი ხმისთვის!
- ღმერთო ჩემო! მეგონა, წყალს ივლებდი… თვალებზე რა
გჭირს? - გაიკვირვა რიჩარდმა, როცა დაინახა, რომ თვალები ჩა-
წითლებული მქონდა.
- მამა აღარ არის… ხუთი ტელეგრამა გამოუგზავნიათ, შენ კი
არაფერი მითხარი.
- მეა ცულპა, - თქვა რიჩარდმა. - ვიცი, ძვირფასო, რომ უნდა
მეთქვა, მაგრამ თაფლობის თვის ჩაშხამება არ მინდოდა შენ-
თვის. მაინც ვერაფერს გავაწყობდით, ვერაფერს ვუშველიდით…
დაკრძალვასაც კი ვერ ჩამოვუსწრებდით… ჰოდა, ტყუილუბრა-
ლოდ რატომ უნდა გენერვიულა?.. თანაც, ეტყობა ეგოიზმმაც
მძლია - მინდოდა, მთელი გულითა და სულით მხოლოდ ჩემთან
ყოფილიყავი, თუნდაც თაფლობის თვეში… მოდი, დაჯექი… აი, ეს
დალიე და ცოტა მოგეშვება… და გთხოვ, მაპატიო, საყვარელო!..
ხვალ დილიდან ყველაფერს მივხედავთ.
სიცხისაგან თავბრუ მეხვეოდა. სადაც კი მზის სხივი მდელოს
წვდებოდა, ბალახი თვალისმომჭრელად ხასხასებდა. ხეები კუპ-
რივით შავ ჩრდილებს აფენდნენ მიწაზე. რიჩარდის ხმა ნაწყვეტ--
ნაწყვეტად აღწევდა ჩემამდე; მორზეს ანბანივით მიფეთქავდა ყუ-
რებში. მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ცალკეული სიტ-
ყვები მესმოდა.
ჩაშხამება. თაფლობის თვე. ტყუილუბრალოდ. ეგოიზმი.
გთხოვ, მაპატიო.
ჰოდა, ამ ყველაფერზე რა რეაქცია უნდა მიმეცა?
კრემისფერი ქუდი

შობა მოვიდა და წავიდა. არაფერს შევიმჩნევდი, მაგრამ


მაირამ არ მაცალა - ხელით მოხატული ხის კატა მომართვა, თავ-
ზე შარავანდითა და ანგელოზის ფრთებით, და თავისი ხელით გა-
კეთებული პატარა, შავ ბადაგზე მოზელილი ქლიავის პუდინგი,
რომელსაც ზემოდან ალაგ-ალაგ ისე ეფარა კვასკვასა წითელი
ფერის მარასკინის ალუბლები, როგორც ბზინვარე კილიტები
ძველი დროის სტრიპტიზის მოცეკვავე ქალის ძუძუსთავებს. ეს
ფისუნიები გიჟებივით დაიტაცეს ჩემს მაღაზიაშიო, მითხრა; ერთი
ცალი ძლივს გადავინარჩუნე თქვენთვის, ღუმლის თავზე რომ
თარო გაქვთ, იქ შემოსადგმელადო. თავთან პატარა ბზარი აქვს,
მაგრამ არ ემჩნევა, მაინც ძალიან საყვარელიაო.
კარგად მოგიფიქრებია-მეთქი, ვუთხარი.
ზემოთ ანგელოზი (თანაც, მტაცებელი! ნეტა, როდის მიხვდე-
ბიან, რომ სულელური სიმბოლოა?!) და ქვემოთ გავარვარებული
ღუმელი!.. ჩვენ კი შუაში, ცოდვიან მიწაზე ვართ საცოდავად გა-
მოკიდებული, დაახლოებით გავარვარებული ტაფის დონეზე…
ეტყობა თეოლოგიურმა წიაღსვლებმა, როგორც ყოველთვის,
საწყალ მაირას მთლად აუბნია თავგზა. მას ხომ საკუთარი ღმერ-
თი ალალად უყვარს, შეუკაზმავად და უმად, როგორც ბოსტანში
ახლად ამოთხრილი ბოლოკი.
დიდი ხნის ნანატრი ზამთარი მხოლოდ ახალი წლის წინა ღა-
მეს დაგვიდგა ძლიერი ყინვით, რომელსაც მეორე დღეს დიდ-
თოვლობა მოჰყვა. გეგონებოდა, ღმერთი ვედროებით ყრის ზე-
მოდან ხელოვნურ ფიფქებსო, საბავშვო ზეიმების ბოლოს რომ
იციან ხოლმე, ისე. ამინდის პროგნოზის არხი ჩავრთე, მთელი პა-
ნორამა კარგად რომ მენახა. ჩახერგილი გზები, თოვლში ჩაფ-
ლული მანქანები, დაწყვეტილი ელექტროსადენები, ნამქერით
დაგმანული მაღაზიები. მოჯაჯულ სპეცტანსაცმელში გამოწყობი-
ლი გზის მუშები თოვლში სათამაშოდ გამოსულ, გოლიათ ბავ-
შვებს ჰგავდნენ. ახალგაზრდა ტელეწამყვანები, ჩვეულებისა-
მებრ, მძიმე სიტუაციას აპატიოსნებდნენ და „შექმნილ ვითარე-
ბად“ ნათლავდნენ. თანაც გაუგებარ ოპტიმიზმსა და მხნეობას
ინარჩუნებდნენ, როგორც ნებისმიერი კატასტროფის კომენტი-
რებისას სჩვევიათ ხოლმე… ეს ადამიანები ისეთივე უპასუხის-
მგებლოები არიან, როგორც თავქარიანი ტრუბადურები, ბაზრო-
ბაზე თავშეყრილი მარჩიელი ბოშები, სადაზღვევო კომპანიების
აგენტები, ანდა საფონდო ბირჟის „გურუები“, რომლებიც გაზ-
ვიადებულ პროგნოზებს გვამცნობენ, თუმცა დანამდვილებით
იციან, რომ მათ მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გამარ-
თლდება.
მაირამ ტელეფონით მომიკითხა, როგორ ხართო. დამპირდა,
როგორც კი თოვა შეწყდება, უოლტერი მაშინვე მოვა და „ამოგ-
თხრითო“.
- ნუ სულელობ, - ვუთხარი მაირას, - თვითონაც შესანიშნავად
გავართმევ თავს.
ცხადია, ვიცრუე, თითის განძრევასაც არ ვაპირებდი. არაქი-
სის კარაქი ბლომად მქონდა მომარაგებული, ჰოდა, თოვლის
დადნობამდე როგორმე გავძლებდი. მაგრამ ვიცოდი, რომ მათი
„კომპანიის“ წევრად აღვიქმებოდი და ჩემი ნებისმიერი ქმედება
უოლტერის მოსვლას დააჩქარებდა.
- არ გაბედოთ ნიჩბის ხელში აღება! - შემომძახა მაირამ. - ყო-
ველწლიურად ასობით ბებერი… თქვენი ხნის ადამიანი კვდება
თოვლის გადახვეტისას გულის შეტევით!. და კიდევ, დაიმახსოვ-
რეთ - ვინიცობაა შუქი ჩაქრეს, სანთლები უსაფრთხო ადგილას
დადგით და ანთებული არ დაგრჩეთ!
- ასეთი გამოჩერჩეტებულიც არა ვარ! - მივუგე უხეშად. - ეს
სახლი თუ დაიწვა, ესე იგი შეგნებულად წავუკიდე ცეცხლი!
უოლტერი სასწრაფოდ დამესხა თავს და თოვლი თვალის და-
ხამხამებაში გადახვეტა. თანაც, მთელი პარკი ბლითები მომიტა-
ნა და სამზარეულოს მაგიდასთან მოვულხინეთ - მე ცალობით,
უოლტერმა კი ბღუჯებით, მაგრამ ფიქრიანად. უოლტერი მამაკა-
ცია და მისთვის ღეჭვა აზროვნების ერთ-ერთი ფორმაა.
უცებ ის აბრა გამახსენდა, ბლითების დახლს რომ ჰქონდა აკ-
რული სანისაიდის ატრაქციონების პარკში. მოიცა, როდის იყო?..
ჰო, 1935 წლის ზაფხულში:
ცხოვრების შარას რომ შეუდგებით,
ნელა ივლით თუ ჩქარა,
ჯობს თავად ბლითზე გეჭიროთ თვალი,
მის ნახვრეტზე კი - არა!
ეს „ბლითის ნახვრეტი“ ნამდვილი პარადოქსია. ოდესღაც ცა-
რიელ ადგილად მიაჩნდათ, ახლა კი მაგასაც მშვენივრად ყიდი-
ან. უარყოფითი სიდიდე; არაფერი, რომლითაც გაპურებენ… ვი-
ფიქრე, ნეტა ეს ღმერთის არსებობის დასაბუთებისთვის - რა თქმა
უნდა, მეტაფორულად - ხომ არ გამოდგება-მეთქი? ნუთუ არარსე-
ბულის კონკრეტული სიტყვით სახელდება მის არსებობას ამტკი-
ცებს?
მეორე დღეს გარეთ გასვლა გავბედე, თოვლის ცივსა და დი-
დებულ დიუნებში. სრული სიგიჟე იყო, მაგრამ მეც მინდოდა მა-
რაქაში გარევა, სანამ თოვლი ფორებს გაიჩენდა და დაბინძურ-
დებოდა. ჩემი წინა ეზო მბზინავ ზვავად ქცეულიყო, შუაში გათ-
ხრილი გვირაბით. მე, ჩემი რამდენიმე მეზობლისგან განსხვავე-
ბით, რომლებსაც უოლტერივით ჭკვიანურად და წინდახედულად
არ გადაეხვეტათ თოვლი, ქვაფენილამდე გაღწევა შემეძლო. ჰო-
და, მათი წინდაუხედაობის გამო, წავიბორძიკე, ავსრიალდი და
ბრაგვანი მოვადინე. თითქოს არც არაფერი მომიტეხია და არც
მიღრძვია, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგებოდი. თოვლში გულაღმა ვეგ-
დე და ხელფეხს ამოტრიალებული კუსავით ვასავსავებდი. ბავ-
შვები იქცევიან ხოლმე ასე, მაგრამ შეგნებულად, გართობის მიზ-
ნით, ფრინველები ან ფრთაგაშლილი ანგელოზები რომ განასა-
ხიერონ. უკვე ვშიშობდი, ჰიპოთერმია დამეწყება-მეთქი, როცა
ორმა უცნობმა მამაკაცმა წამომაყენა და ურიკით სახლამდე მი-
მაგორა. კოჭლობით შევედი შინ და პირდაპირ, პალტოთი და ბო-
ტებით გავგორდი ტახტზე. მაირამ, როგორც ყოველთვის, შორი-
დანვე იყნოსა უბედურება და ვიღაცის ოჯახური წვეულებიდან წა-
მოღებული ექვსი ფხვიერი ტარტალეტით ხელდამშვენებული მო-
მეჭრა. მაშინვე დამადო ცხელი სათბურა, ჩაი დამალევინა და
ექიმსაც გამოუძახა. მერე ერთად ატეხეს ფაციფუცი და ვიშვიში,
თანაც ბრძნული რჩევების კორიანტელი დააყენეს და საკუთარი
თავით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, მეჩეჩზე შევჯექი და საკუ-
თარ თავზე ძალიან ვბრაზობ! უფრო სწორად, თავზე კი არა, ტან-
ზე ვარ გაბრაზებული, ასეთი ოინი რომ მიყო. ჯერ ეგოისტური
პრეტენზიები წამომიყენა, უშნოდ ამიხირდა და მდაბალი მოთ-
ხოვნილებების დაკმაყოფილება მომთხოვა, მერე კი, კრიტიკულ
მომენტში, ხელიდან გამომეცალა. როცა მეც დამჭირდა მისი თა-
ნადგომა, როცა ხელ-ფეხის გამოყენება მოვისურვე, სხვა რამის
გაკეთების იშტაზე მოვიდა - გამიძალიანდა და დაუკითხავად წა-
ბარბაცდა!.. და საერთოდ, თანდათან ისე მადნება ხელში, ეტყო-
ბა ჩემი ცარიელ-ტარიელი დატოვება უნდა, მხოლოდ ორი ნატე-
ხი ნახშირის, ძველი ქუდისა და გამოთაყვანებული გამომეტყვე-
ლების ამარა… და კიდევ გამოფიტული ძვლების, ადვილად რომ
იფშვნება.
ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელია - მთელი ეს სისუს-
ტე მუხლებში, ართრიტიანი სახსრები, ვარიკოზული ვენები, თავ-
ბრუ, უსუსურობა… რა ჯანდაბად მინდა? როდის ვითხოვე,
მქონდეს-მეთქი?! ჩვენს მეხსიერებას ჩვენივე სხეული ჯანსაღი და
სრულყოფილი შემოუნახავს; ისეთი, საუკეთესო წლებში და
საუკეთესო გარემოში რომ იყო; როცა მანქანიდან გაჩაჩხული არ
გადმოვდიოდით, ცალ ფეხს რომ გადმოდგამ და მეორე ისევ სა-
ლონში გრჩება; როცა კბილებში არ ვიჩხრიკებოდით, მხრებში
მოხრილი არ დავდიოდით, ცხვირს არ ვიქექავდით და უკანალს
არ ვიფხანდით. როცა გახდილები ლამაზები ვჩანდით აბაზანის
დაორთქლილ სარკეში, იმ კინოვარსკვლავების ნაკარნახევ პო-
ზებში მდგომნი, ჩვენს საკუთარ, ახალგაზრდობის დროინდელ,
მითად ქცეულ თავს რომ გვაგონებენ.
ბავშვობაში ლორა ხშირად მეკითხებოდა: - ზეცაში რომ ავალ,
იქ რა ხნის ვიქნები?
ლორა ავილიონის წინა კიბეზე მომლოდინე დაგვხვდა. იმ ორ
ქვის ურნას შორის იდგა, რომლებშიც ყვავილები აღარავის
გაუხარებია. აწოწილობის მიუხედავად, ძალიან პატარა გოგონას
ჰგავდა - გამხდარსა და უსუსურს. თან ცოტა სოფლური თუ მათ-
ხოვრული იერიც დაჰკრავდა. ჩემი ნაქონი ძველი, ბაცი ცისფერი
საშინაო კაბა ეცვა, ზედ დახატული გახუნებული პეპლებით, და
ფეხშიშველი გამოსულიყო (ნეტა ეს ხორცის გვემის ახალი ხერხი
იყო, ახალი ექსცენტრიკული გამოხტომა, თუ, უბრალოდ,
დაავიწყდა ფეხსაცმელების ჩაცმა?) გრძელი თმა ცალ მხარზე
ეფინა ტბის ნიმფასავით.
ვინ იცის, რამდენ ხანს იდგა ასე, ფეხმოუცვლელად. ჩამოს-
ვლის დრო არ დაგვიზუსტებია, რადგან მანქანით მივდიოდით.
წლის იმ დროს სამანქანო გზებით სარგებლობა ჯერ კიდევ შეიძ-
ლებოდა - გზები არც წალეკილი იყო და არც უსაშველოდ ატალა-
ხებული. ზოგი კი უკვე მოეასფალტებინათ კიდეც.
ჩვენ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ რიჩარდიც წამომყვა. მით-
ხრა, ასეთი უბედურების პირისპირ, თანაც ასეთ დროს, მარტო
ვერ დაგტოვებო. მეტისმეტი მზრუნველობა გამოიჩინა ჩემ მი-
მართ.
ორადგილიანი მანქანით წავედით. მისი ახალი სათამაშო იყო
და თვითონ მართავდა. საბარგულში ორი პატარა ჩემოდანი გვე-
დო, ჩემი და მისი. რიჩარდის მუქი ღვინისფერი ტყავისა იყო, ჩემი
- ლიმონის შერბეთის ფერის. კრემისფერი ტილოს კაბა მეცვა;
დიდი არაფერი, მაგრამ პარიზში ვიყიდე და ძალიან მომწონდა.
ვიცოდი, რომ მანქანაში საშინლად დამეჭმუჭნებოდა, მაგრამ მა-
ინც ჩავიცვი. ფეხზეც ტილოს ფეხსაცმელი მეცვა, ნასვრეტებიანი
და მაგარი ნაჭრის თასმებით შეკრული. შესაბამისი კრემისფერი
ქუდი კი, დიდის ამბით, მუხლებზე მესვენა, ძვირფასი საჩუქრის
ყუთივით.
რიჩარდი მეტად ნერვიული მძღოლი ბრძანდებოდა. ამბობდა,
არ მიყვარს, როცა მელაპარაკებიან, ყურადღება მეფანტებაო.
ასე რომ, ლამის უბრად ვიმგზავრეთ. ოთხი საათი მივდიოდით.
დღესდღეობით იგივე მანძილის დაფარვას ორი საათიც არ დას-
ჭირდება. ცა მოწმენდილი იყო, კამკამა და ნათელი, როგორც
ლითონის ბრტყელი ფირფიტა, მზე კი სხივებს ლავასავით აფ-
რქვევდა. გავარვარებულ ასფალტს ბუღი ასდიოდა. პატარა ქა-
ლაქები თაკარა მზისგან დახურული დარაბებით იცავდნენ თავს.
ახლაც თვალწინ მიდგას მათი გადახრუკული ეზოები და თეთ-
რსვეტებიანი პარმაღები; გზაზე ეულად და საცოდავად მდგომი
ბენზინგასამართი სადგურები, ცალხელა რობოტებივით ჩამ-
წკრივებული ტუმბოებით, და სასაფლაოები, რომლებიც ისეთი
დაცარიელებული იყო, მიტოვებული გეგონებოდა. დროდადრო
პატარა ტბებსაც ჩავუვლიდით ხოლმე და შემთბარი წყალმცენა-
რეებისა და მკვდარი ჭიჭყინების სუნი გვცემდა.
ავილიონს რომ მივუახლოვდით, ლორას ჩვენთვის ხელი არ
დაუქნევია. გაუნძრევლად იდგა, სანამ რიჩარდმა მანქანა არ
გააჩერა, გადმოვიდა, შემოუარა და კარი გამიღო. როცა რიჩარ-
დის გამოწვდილ ხელს დავეყრდენი და, როგორც მასწავლეს,
მანქანიდან ორივე ფეხი ერთდროულად გადმოვყავი, ლორა
თითქოს გაცოცხლდა, კიბე ჩამოირბინა, მეორე მკლავზე ჩამაფ-
რინდა და მანქანიდან გადმოსვლაში ისე დამეხმარა, რიჩარდის-
თვის სიტყვაც არ უთქვამს. მერე კისერზე ჩამომეკიდა, დამახ-
რჩვალივით. ერთი ცრემლიც არ გადმოუგდია, მხოლოდ ამ ხერ-
ხემალში გადამტეხი ჩახუტებით ჩამეხუტა.
კრემისფერი ქუდი ძირს დამივარდა და ლორამ ფეხი დაადგა.
ტკაცანის ხმა გაისმა და რიჩარდს სუნთქვა შეეკრა. მე არაფერი
მითქვამს, რადგანაც იმწამს ის ქუდი სულაც აღარ მენაღვლებო-
და.
ერთმანეთს მკლავი წელზე შემოვხვიეთ და ისე ავედით კიბე-
ზე. რენის შორეულ კუთხეში, სამზარეულოს კართან მოვკარი
თვალი, მაგრამ არ შემხმიანებია; იცოდა, რომ ჯერჯერობით მარ-
ტო უნდა დავეტოვებინეთ. ალბათ რიჩარდზე გადაიტანა ყურად-
ღება, სასმელით ან სხვა რამით შეიყოლია. ალბათ რიჩარდსაც
უნდოდა, კარმიდამოსათვის კიდევ ერთხელ შეევლო თვალი, იმ
ბაღში გაესეირნა, რომელიც უკვე მისი საკუთრება გამხდარიყო.
ჩვენ პირდაპირ ლორას ოთახში ავედით და საწოლზე ჩამოვ-
სხედით. ხელებგადაჭდობილები ვისხედით. ლორა უწინდელი-
ვით აღარ ტიროდა. პირიქით, სრულიად მშვიდი და გახევებული
მეჩვენა.
- კოშკურაში იყო ჩაკეტილი, - მითხრა ბოლოს.
- ყოველთვის ასე იკეტებოდა.
- მაგრამ ამჯერად გარეთ აღარ გამოვიდა… რენის საჭმელ--
სასმელი ლანგრით აჰქონდა და კართან უდგამდა, მაგრამ აღარც
ჭამდა და აღარც სვამდა; ყოველ შემთხვევაში, ლანგარს არაფე-
რი ეტყობოდა… ჰოდა, კარი შევამტვრიეთ.
- შენ და რენიმ?
- არა, რენის მეგობარი მოვიდა, რონ ჰინკსი, აი, ვისაც ცოლად
მიყვება, და იმან შეამტვრია… იატაკზე ეგდო. ექიმმა, ალბათ უკვე
ორი დღეა, რაც ასე არისო... საშინელი სანახავი იყო.
რონ ჰინკსი რენის მეგობარი რომ იყო, არასდროს მიფიქრია.
მეგობარი კი არა, სულაც საქმრო ყოფილა!.. ნეტა როდის დაიწ-
ყო ეს ყველაფერი? მე რატომ ვერ შევნიშნე?
- ანუ უკვე გარდაცვლილი იყო?
- თავიდან ვერ მივხვდი, თვალები ღია ჰქონდა… მაგრამ უკვე
მკვდარი იყო. ვერც აგიხსნი, როგორ გამოიყურებოდა. თით-
ქოს… თითქოს რაღაცას აყურადებდა, შეშინებული… რაღაცას
უფრთხოდა.
- იარაღით ხომ არ იყო მოკლული? - თვითონაც არ ვიცი, რა-
ტომ ვიკითხე.
- არა, მოკლული არ იყო. უბრალოდ, მკვდარი იყო. გაზეთებში
ეწერა, ბუნებრივი სიკვდილით მოკვდაო - მოულოდნელად გარ-
დაიცვალაო, ასე წერდნენ… რენიმ მისიზ ჰილქოუთს უთხრა, მარ-
თლაც ბუნებრივი სიკვდილი გამოვიდა, რადგან ლოთობა უკვე
მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყოო… იმდენი ცარიელი ბოთლი
დამხვდა, ხარს წააქცევდაო.
- სმით მოიკლა თავი, - დასკვნის სახით ვუთხარი ლორას.
- ფაბრიკების სრული ლიკვიდაცია რომ გამოაცხადეს, იმან
მოკლა, ზუსტად ვიცი!
- რა სრული ლიკვიდაცია? რომელი ფაბრიკების?
- ყველასი, - მიპასუხა ლორამ. - არ იცოდი, ამ ქალაქში ყვე-
ლაფერი რომ დავკარგეთ? მეგონა, იცოდი.
- საიდან უნდა მცოდნოდა?
- ჩვენი საწარმოები რიჩარდისას მიუერთდა, მთელი წარ-
მოება ტორონტოში გადავიდა. ყველაფერი „გრიფენ-ჩეიზ
როიალ კონსოლიდეიშენის“ სახელით გაერთიანდა, ანუ „ვაჟები“
აღარ არსებობს… რიჩარდმა პირწმინდად მოასუფთავა აქაურო-
ბა.
- ესე იგი, აქ სამუშაო აღარ არის? საერთოდ აღარაფერია? ყვე-
ლაფერი დამთავრდა? მთლიანად აღიგავა…
- ასე თქვეს, ხანძრის ბრალიაო. დამწვარი ღილების ფაბრიკის
აღდგენას ძალიან დიდი თანხები დასჭირდება და აზრი არა აქ-
ვსო.
- ვინ თქვა?
- რა ვიცი, ალბათ რიჩარდმა.
- ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, - აღმომხდა უნებლიეთ.
საცოდავი მამა! როგორ ირწმუნა ადამიანების დაპირებები,
მიცემული პატიოსანი სიტყვა, მხურვალე შეხვედრები და ხელის
ჩამორთმევები… თურმე, ამ ყველაფერს ახლა ფასი დაუკარ-
გავს… ან იქნებ არც არასდროს ჰქონია…
- რომელი შეთანხმება? - გაიოცა ლორამ.
- ახლა ამას მნიშვნელობა აღარა აქვს.
გამოდის, რომ რიჩარდს ტყუილად მივთხოვდი-მეთქი, ვფიქ-
რობდი. ვერც ფაბრიკები გადავარჩინე და ვერც მამა… მაგრამ
ერთადერთი ნუგეში ის იყო, რომ ლორა ქუჩაში არ დარჩა. ახლა
ამითღა უნდა დამემშვიდებინა თავი.
- წერილი ხომ არ დაუტოვებია?
- არა.
- კარგად მოძებნეთ?
- რენი ეძებდა, მაგრამ ვერაფერი იპოვა, - ლამის ჩურჩულით
მითხრა ლორამ, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვითონ კოშკურას
აღარ გაკარებია.
რა თქმა უნდა-მეთქი, ვიფიქრე. რენი ყველაფერს გადააქო-
თებდა და რამე მაგდაგვარი რომც ეპოვა, აუცილებლად დაწვავ-
და.
ჭკუადაკარგული

…თუმცა მამა არაფრით არ დატოვებდა წერილს, შედეგს აუცი-


ლებლად გაითვალისწინებდა; არ ისურვებდა, თვითმკვლელო-
ბით აეხსნათ მისი სიკვდილი, რადგან როგორც გაირკვა, სიცოც-
ხლე დაზღვეული ჰქონია. თურმე მრავალი წელი იხდიდა დაზღვე-
ვის თანხას, ფული ამ გზით დაუბანდებია, ჰოდა, ეჭვი არავის უნ-
და აეღო, რომ იმ ფულის გამო მოიკლა თავი. თუ ყველაფერი
რიგზე იქნებოდა, დაგროვილი თანხა მთლიანად ლორას ერგე-
ბოდა ოცდაერთი წლის ასაკში. ალბათ, რიჩარდს უკვე აღარ ენ-
დობოდა, და ჩემთვის რომ დაეტოვებინა, მისი თავგანწირვა აზრს
დაკარგავდა - მეც ხომ არასრულწლოვანი ვიყავი, თანაც რიჩარ-
დის ცოლი… მაშინ სხვა კანონები მოქმედებდა: ის, რაც მე მეკუთ-
ვნოდა, ფაქტობრივად რიჩარდის ხდებოდა; ჰოდა, სრულწლოვა-
ნი რიჩარდი თანხის განკარგვის უფლებით აუცილებლად ისარ-
გებლებდა.
როგორც უკვე ვთქვი, მამას მედლები მე დამრჩა. რისთვის
მისცეს? რისთვის და „მხნეობისა და ბრძოლაში გამოჩენილი გმი-
რობისათვის“; „თავგანწირვისთვის მზადყოფნისათვის“… ალბათ
მამას უნდოდა, ამ მედლებზე ამეღო სწორება და მათი ღირსი მეც
გავმხდარიყავი.
ქალაქში კაცი არ დარჩენილა, გასვენებაში რომ არ მოსული-
ყო, თქვა რენიმ. ალბათ, მთლად ასეც არ იქნებოდა, ვიღაცეებს
გულში ბოღმა მაინც ჩარჩებოდათ… თუმცა, ზოგადად, ქალაქე-
ლები მამას დიდ პატივს სცემდნენ. თანაც ყველამ უკვე იცოდა,
რომ ფაბრიკების ლიკვიდაცია მისი ინიციატივით არ მომხდარა.
მამამ ყველა აქტივი დაკარგა, ამიტომაც ვერ აღუდგებოდა წინ ამ
უბედურებას. ყველაფერი პროცენტიან ვალებს შეეწირა.
რენიმ ისიც გვითხრა, მთელი ქალაქი ლორას საცოდაობით
აღარ არისო (შენ არავინ გიბრალებსო, აღარ უთქვამს. ხალხი,
ალბათ, იმასაც ფიქრობდა, რომ ეს უბედურება, ნაწილობრივ, ჩე-
მი ბრალიც იყო და ხელიც კარგად მოვითბე).
რიჩარდი მაშინვე შეუდგა საქმეების მოგვარებას: ლორა საც-
ხოვრებლად ჩვენთან უნდა გადმოვიდესო, გადაწყვიტა; თხუთმე-
ტი წლის გოგოს მარტო ვერ დავტოვებთო.
- რატომ? ხომ შეიძლება, აქ რენისთან ერთად დავრჩე? - გაიბ-
რძოლა ლორამ. მაგრამ რიჩარდმა გადაჭრით უპასუხა, გამო-
რიცხულიაო. რენი თხოვდება და შენი მოვლა-პატრონობის თავი
არ ექნებაო. მოვლა-პატრონობა არც მჭირდებაო, მიუგო ლო-
რამ, რაზეც რიჩარდს მხოლოდ გაეღიმა.
- მაშინ იქნებ რენიც წამოვიდეს ტორონტოში? - თავისას არ იშ-
ლიდა ლორა. რიჩარდმა კი უპასუხა, რენის ტორონტოში წამოს-
ვლა არ უნდაო (სინამდვილეში, რიჩარდს არ უნდოდა რენის წა-
მოყვანა. მას და უინიფრედს უკვე აეყვანათ ის პერსონალი, „სა-
კუთარი მოვალეობა ხუთიანზე რომ იცოდა“. ცხადია, რიჩარდის
და უინიფრედის დაწერილ „ხუთიანზე“).
რენისთან უკვე ვისაუბრეო, გვითხრა რიჩარდმა, და ურთიერ-
თხელსაყრელ შეთანხმებამდეც მივედითო - ის და მისი მომავა-
ლი მეუღლე აქაურობის მოურავები იქნებიან, სარემონტო სამუ-
შაოებს მიხედავენო. მერე მზრუნველი ბიძის ტონით განაგრძო:
ავილიონი ავარიულ მდგომარეობაშია, ყველაფერი შესაკეთებე-
ლია, სახურავის ჩათვლითო, ჰოდა, რენი და მისი მეუღლე ყვე-
ლაფერს მოაგვარებენ და აქაურობას გაწკრიალებულს დაგვახ-
ვედრებენ, როცა ზაფხულში დასასვენებლად და იახტით საცურა-
ოდ ჩამოვალთო. ამრიგად, შენ და ლორას წინაპართა სახლით
სარგებლობის საშუალება ყოველთვის გექნებათო (წინაპართა
სახლი ღიმილით თქვა), ამაზე უკეთესი რაღა გითხრათო, დასძი-
ნა ბოლოს.
ლორას რიჩარდისათვის მადლობა არ გადაუხდია. შუბლზე
მისჩერებოდა იმ არაფრის მთქმელი გამომეტყველებით, რო-
მელსაც ერთ დროს მისტერ ერსკინთან ჭიდაობისას იყენებდა
ხოლმე. მაშინ მივხვდი, რომ პრობლემებს ვერ ავიცდენდით.
რიჩარდმა ისიც მითხრა, როგორც კი ყველაფერს მოვაგვა-
რებ, მე და შენ მანქანით დავბრუნდებით ტორონტოში, მაგრამ
ჯერ მამას ადვოკატები უნდა ვნახოო. მერე დააზუსტა, შეხვედრა-
ზე თქვენი დასწრება აუცილებელი სულაც არ არის, თქვენთვის
დამთრგუნველი იქნებაო. თურმე მაქსიმალურად ცდილობდა,
უსიამოვნო განცდები აერიდებინა ჩვენთვის. როგორც რენისგან
შევიტყეთ, იმ ადვოკატებიდან ერთ-ერთი დედას დეიდაშვილის
ქმარი ყოფილა. ჰოდა, ნუ ღელავთ, საქმეს გულისყურით მოეკი-
დებაო, დაგვამშვიდა.
ლორა ავილიონში მანამდე დარჩებოდა, სანამ რენი მის ნივ-
თებს არ მოაწესრიგებდა და ბარგს არ ჩაულაგებდა. მერე კი მა-
ტარებლით გამოემგზავრებოდა და სადგურზე ჩვენ დავხვდებო-
დით. ჩვენს სახლში იცხოვრებს, ერთი თავისუფალი ოთახია და
სათანადოდ მოვუწყობთო, თქვა რიჩარდმა. თანაც, ბოლოს და
ბოლოს, ნორმალურ სკოლაშიც შევიყვანთო. წმ. სესილიას სახე-
ლობის სასწავლებელი შეერჩია, უინიფრედთან კონსულტაციის
შედეგად. უინიფრედი ეგეთ რამეებში მაგარიაო, გვარწმუნებდა.
შეიძლება, თავიდან ზედმეტი გაკვეთილებიც დასჭირდეს, მაგრამ
თანდათან ყველაფერი მოგვარდებაო. ასე რომ, გარკვეულ სარ-
გებელს ნამდვილად გამოიტანსო.
- საიდან გამოვიტან? - იკითხა ლორამ.
- შენი ახალი სოციალური მდგომარეობიდან - დაუზუსტა რი-
ჩარდმა.
- რაღაც არა მგონია, ახალი სოციალური მდგომარეობა მქონ-
დეს, - მიუგო ლორამ.
- მაგით რისი თქმა გინდა? - გაღიზიანდა რიჩარდი.
- იმის, რომ ეგ ახალი მდგომარეობა ჩემს დას აქვს, მე კი არა.
ჩემი და მისიზ გრიფენია, მე კი, უბრალოდ, მისი დანამატი ვარ,
ზედმეტი ტვირთი.
- ბოლოდროინდელი გარემოებების გათვალისწინებით, მეს-
მის, რომ ცოტა გაღიზიანებული და განერვიულებული ხარ, -
მკაცრად მოუჭრა რიჩარდმა, - მაგრამ ეგ სულაც არ გაძლევს
იმის საფუძველს, რომ აუტანელი გახდე! მე და აირისიც განვიც-
დით ამ ყველაფერს, არც ჩვენთვისაა ადვილი… უბრალოდ, ძა-
ლიან ვცდილობ, რომ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვო შენთვის.
- ფიქრობს, რომ ხელს შეგიშლით, - მითხრა ლორამ სამზა-
რეულოში, სადაც რიჩარდისაგან თავდასაცავად შევიყუჟეთ. ძა-
ლიან ვღიზიანდებოდით, სიებს რომ ადგენდა და დირექტივებს
იძლეოდა: ეს მოანგრიეთ, ის შეაკეთეთ, ეს დატოვეთ და ის გადა-
აგდეთო. ძნელი იყო, ჩვენ რომ არავინ არაფერს გვეკითხებოდა.
ისე იქცევა, გეგონება აქაურობის ბატონ-პატრონია, აღნიშნა გა-
გულისებულმა რენიმ. არის კიდეც-მეთქი, ვუთხარი.
- რას ამბობ, ხელი ვის უნდა შეუშალო?! - ვკითხე ლორას. -
არა მგონია, რიჩარდს ეგ ეგულისხმა.
- ვის და შენს ქმარს, - მიპასუხა ლორამ. - ორივეს, შენც და იმა-
საც.
- მაინც ასე აჯობებს, - თქვა რენიმ გაზეპირებულ ფრაზასავით.
ვიგრძენი, რომ ირონიულად კი არ უთქვამს, უბრალოდ, ძალიან
დაღლილი იყო. მოკლედ, მისი დახმარების იმედი აღარ უნდა
გვქონოდა. იმ საღამოს სამზარეულოში ძალიან დაბერებული,
გასუქებული და გატეხილი მომეჩვენა. თურმე უკვე მაირაზე ყო-
ფილა ფეხმძიმედ. ჰოდა, რიჩარდს უფლება მისცა, ნაგავივით გა-
ეხვეტა სახლიდან. გახვეტა და სანაგვეში ჩაყრა მხოლოდ ნაგვის
ვიცი მეო, ხშირ-ხშირად იცოდა ამის თქმა, მაგრამ მაშინ საკუთარ
პრინციპებს საბოლოოდ უღალატა. ეტყობა, ყურადღება სხვა რა-
მეზე ჰქონდა გადატანილი; იმაზე ფიქრობდა, ნეტა საკურთხე-
ველთან მიმიყვანენ, თუ არაო… და თუ არ მიმიყვანენ, მაშინ რო-
მელ წყალში გადავვარდეო… მართალიც იყო - თუ არ გაუმარ-
თლებდა, შავი დღე დაადგებოდა. იმ დროს დალხენილობასა და
უკიდურეს სასოწარკვეთილებას შორის მყარი გამყოფი კედელი
არ არსებობდა - ერთი თუ დაგიცდებოდა ფეხი, იქვე წაიქცეოდი...
და თუ წაიქცეოდი, მაშინ დაიქცეოდი კიდეც; ისე გაგთელავდნენ,
სიკვდილი სანატრელი გაგიხდებოდა. კიდევაც რომ წასულიყო
ქალაქიდან, ბავშვი სხვაგან გაეჩინა და მერე გაეშვილებინა, სირ-
ცხვილს მაინც ვერ აიცდენდა - ჭორი აუცილებლად ჩამოაღწევდა
პორტ ტიკონდეროგამდე და აქაურები ასეთ რამეს არ დაუვიწყებ-
დნენ. მერე შეეძლო, აბრა არც კი გამოეკიდებინა, ისე დაუდგე-
ბოდა რიგი კართან. ქალი ერთხელ თუ შესცოდავდა, მონანიების
საშუალებას აღარავინ მისცემდა. რა საჭიროა ძროხის ყიდვა,
თუკი რძე უფასოდ იშოვება? - აი, როგორ მსჯელობდა ხალხი და
თვითონაც ხომ ყოველთვის ასე ფიქრობდა.
მოკლედ, ხელიდან გამოგვეცალა, ჩვენზე პასუხისმგებლობა
მოიხსნა. წლების მანძილზე ტყავიდან ძვრებოდა და კრუხივით
იყო ჩვენზე გადაფოფრილი, ბოლოს კი დაიღალა, დანებდა და
სხვებს დაუთმო ჩვენი თავი.
ტორონტოში ლორას ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდი.
ისევ საშინელი სიცხე იდგა: უჰაერობა, ოფლით დაცვარული შუბ-
ლი, ჯინ-ტონიკის დალევამდე შხაპის მიღება, მერე ისევ ვერანდა-
ზე გასვლა და სიცხით გათანგული ეზოს ყურება… ჰაერი სველი
ცეცხლივით იყო, გარემო კი - მოთენთილი, გამლხვალი და გაყ-
ვითლებული. საძინებელ ოთახში ვენტილატორი ისეთ ხმას გა-
მოსცემდა, გეგონებოდა, კიბეზე ხისფეხა კაცი ამოდის ჩოლახ--
ჩოლახითო: ქოშინი, კაკუნი, ქოშინი, კაკუნი… დახუთულ, უვარ-
სკვლავებო ღამეებში საწოლზე გაშოტილი თვალგაშტერებული
მივჩერებოდი ჭერს, სანამ რიჩარდი თავისას ცდილობდა.
შენ რომ გიყურებ, ჭკუას ვკარგავ, ეგრევე ვთვრებიო, მეუბნე-
ბოდა; ჭკუადაკარგული ყოფილა, თურმე, გალეშილი მთვრალი-
ვით! ამას ისე ამბობდა, თითქოს ფხიზელსა და სრულ ჭკუაზე
მყოფს იმავე გრძნობებს ვერ ავუშლიდი!
სარკეში ვიყურებოდი და ვფიქრობდი, ნეტა ჭკუას რატომ
კარგავს-მეთქი, ასეთი მათრობელა რა ვარ, ან ისეთი რა მჭირს,
რიჩარდს ტვინი რომ აერიოს-მეთქი. დიდი სარკე იყო,
მთლიანად ვჩანდი, ჰოდა ვცდილობდი, ზურგიდანაც დამენახა
საკუთარი გამოსახულება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სარ-
კეში მაინც ვერასოდეს აღიქვამ საკუთარ თავს ისეთად, როგო-
რიც სხვების თვალში ხარ - მაგალითად, იმ კაცის, რომელიც უკ-
ნიდან გიყურებს, შენ კი ვერ გრძნობ… სარკეში ზურგის დანახვას
რომ ცდილობ, თავი ხომ უნდა მოაბრუნო?.. ჰოდა, მაგ დროს რა-
ღაცნაირად მოკრძალებული და გამომწვევად მორცხვი ჩანხარ…
თუმცა, შეგიძლია პატარა სარკეც მოიმარჯვო და მისი დახმარე-
ბით დაითვალიერო ზურგი… მაგრამ მხოლოდ იმას დაინახავ,
რისი ხატვაც ასე ძალიან უყვარდათ მხატვრებს - სარკეში მომზი-
რალ ქალს, თვითკმაყოფილების ცნობილ ალეგორიას… თუმცა,
თვითკმაყოფილება რა შუაშია?! პირიქით, ასეთ დროს საკუთარი
ნაკლის დანახვას ცდილობ, ნეტა როგორი ვარო, ფიქრობ… ანუ
ის გაინტერესებს, რა ჯანდაბა და ოხრობა გჭირს.
რიჩარდი ამბობდა, ქალები, უკანალის მიხედვით, ორ კატე-
გორიად იყოფიან: ვაშლებად და მსხლებადო. შენ, ამ თვალსაზ-
რისით, მსხალი ხარ, მაგრამ დამწიფება გაკლიაო. თურმე, სწო-
რედ ეგ ხიბლავდა ჩემში - უმწიფარი, ჯერაც მწვანე და მკვრივი
რომ ვიყავი… იმედია, მხოლოდ ჩემს უკანალს გულისხმობდა…
თუმცა, ვინ იცის.
შხაპს რომ მივიღებდი, ბუსუსებს რომ მოვიშორებდი და თმას
დავივარცხნიდი, ვცდილობდი, ღმერთი არ გამწყრომოდა და
იატაკზე სადმე თმის ღერები არ დამრჩენოდა. თმის პატარა ბღუ-
ჯებს გულდაგულ ვიღებდი აბაზანის ტრაპიდან, პირსაბანიდან, და
უნიტაზში ვრეცხავდი, რადგანაც რიჩარდმა ერთხელ გადამიკრა,
ქალები ყველგან თმას ტოვებენო. ამით, ალბათ, იმის თქმა უნ-
დოდა, ცხოველებივით სცვივათ ბეწვი და თანდათან იქუცებიანო.
ასეთი დეტალები საიდან უნდა სცოდნოდა? ან ვაშლებსა და
მსხლებში ასე კარგად რატომ ერკვეოდა? ვინ იყვნენ ის ქალები,
რომლებსაც ამ კატეგორიებად ყოფდა?.. ეს ყველაფერი უბრა-
ლოდ მაინტერესებდა, თორემ დიდად მანაღვლებდა-მეთქი, ნამ-
დვილად ვერ ვიტყვი.
ვცდილობდი, მამაზე არ მეფიქრა: არც იმაზე, როგორ მოკვდა,
და არც იმაზე, რამ აიძულა, რომ მომკვდარიყო; არც იმაზე მინ-
დოდა დაფიქრება, სიკვდილის წინ რას გრძნობდა და ისეთი რა
მოხდა, რის ჩვენთვის გამხელაც რიჩარდმა არ ისურვა.
უინიფრედი ნამდვილი „მუშა ფუტკარი“ აღმოჩნდა. პაპანაქება
სიცხის მიუხედავად, სულ ენერგიული, შუშპარა და მოწესრიგებუ-
ლი ბრძანდებოდა. ჰაეროვან ჭინჭებში გამოხვეული, ზღაპრული
„ნათლია ფერიას“ პაროდია იყო. რიჩარდი გაბმით იმას მი-
მეორებდა, ნახე, რა კარგი ვინმეა, როგორ ზრუნავს ჩვენზე და
როგორ გზოგავსო. მაგრამ მე სულ უფრო და უფრო ვღიზიანდე-
ბოდი. მუდმივად შემორბოდა და გარბოდა; არასოდეს ვიცოდი,
როდის დაგვადგებოდა თავზე, რაწამს შემოგვიღებდა კარს
მხიარული კისკისით. ჩემი ერთადერთი თავშესაფარი სააბაზანო
ოთახი იყო, რადგან იქ განმარტოებასა და კარის ჩაკეტვას უზ-
რდელობაში ვერავინ ჩამომართმევდა. ახლა უკვე დანარჩენი
ოთახების მოწყობითა და ლორასთვის ავეჯის დაკვეთით იყო და-
კავებული (ტუალეტის მაგიდა დაეკვეთა, ფურფუშებიანი, ვარ-
დისფერყვავილებიანი ნახატით გაწყობილი შალითით, შესაბამი-
სი ფარდებითა და საწოლის გადასაფარებლით; და კიდევ თეთრ,
ალაგ-ალაგ მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული სარკე. ლორას-
თვის ზედგამოჭრილი იქნება, ხომ მეთანხმებიო, მითხრა. სულაც
არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამის თქმას რა აზრი ჰქონდა?).
ბაღის გადახალისებასაც გეგმავდა; რამდენიმე ესკიზიც კი
ჩაეხატა. პატარ-პატარა იდეები მომდის და ყველაფერს ვინიშნა-
ვო, ამბობდა. მერე ამ ქაღალდზე გადატანილ იდეებს გაუთავებ-
ლად ცხვირწინ მიფრიალებდა და იქვე აბრუნებდა საქაღალდეში,
რომელიც უკვე გასკდომაზე იყო, მისი სხვა პატარ-პატარა
იდეებით გამოტენილი. ერთი შადრევანიც რომ დაგვედგა, ნამ-
დვილად არ გვაწყენდაო, ამბობდა, ოღონდ აუცილებლად ფრან-
გული და ორიგინალური უნდა იყოსო.
ერთი სული მქონდა, ლორა როდის ჩამოვიდოდა. უკვე სამჯერ
გადაიდო მისი ჩამოსვლა - ხან ჩალაგება ვერ მოასწრო, ხან ავად
გახდა და ხანაც ბილეთი დაკარგა. თეთრი ტელეფონით გაბმით
ვესაუბრებოდი, მაგრამ თავშეკავებულად მპასუხობდა, შო-
რეული ხმით.
ამასობაში ორი მსახური ავიყვანეთ: ბუზღუნა დედაკაცი, რო-
მელიც მნეც იყო და მზარეულიც, და ყბაჩა მამაკაცი, რომელიც
მძღოლისა და მებაღის ფუნქციებს ითავსებდა. გვარად მარგატ-
როიდები იყვნენ. გვითხრეს, ცოლ-ქმარი ვართო, მაგრამ და--
ძმას უფრო ჰგავდნენ. იმთავითვე ეჭვის თვალით შემომხედეს,
რაც არ გამკვირვებია. ისეთ დღეებში, როცა რიჩარდი ოფისში მი-
დიოდა, ხოლო მისი ძვირფასი და - სადღაც ჯანდაბაში, შინიდან
გასვლას ვცდილობდი, ვიბარებდი, ქალაქის ცენტრში საყიდ-
ლებზე მივდივარ-მეთქი. არავის უკვირდა, რადგან ჩემი მდგომა-
რეობის მქონე ახალგაზრდა ქალი სწორედ ამით უნდა ყოფილი-
ყო დაკავებული. მძღოლი სიმფსონების სავაჭრო ცენტრთან
მტოვებდა. ნუ დამელოდებით, შინ ტაქსით წამოვალ-მეთქი, ვეუბ-
ნებოდი და ვუშვებდი. მერე მაღაზიაში შევვარდებოდი, სწრაფად
შევიძენდი რაღაც წვრილმანებს (ძირითადად, წინდებსა და ხელ-
თათმანებს, რადგან შინ მიბრუნებულს რამე ნავაჭრი უნდა მიმე-
ტანა), მაღაზიას მთელ სიგრძეზე გადავჭრიდი და უკანა გასას-
ვლელიდან მოპირდაპირე ქუჩაზე გავდიოდი.
ძველი ჩვევები გავიხსენე: უმიზნოდ ხეტიალი, ვიტრინებისა
და აფიშების თვალიერება... კინოშიც კი დავდიოდი მარტო, რად-
გან უკვე გაბრიყვების საფრთხეც აღარ მელოდა - კაცებს, ჩემს
თვალში, დემონური აურა დაკარგული ჰქონდათ; უკვე მშვენივ-
რად ვიცოდი, რა განზრახვაც ამოძრავებდათ და ანკესზე აღარ
ვეგებოდი. ეგეთი რამეები - ხვევნა-კოცნა და გახახუნება - აღარ
მაინტერესებდა და ისიც ვიცოდი, რომელი ჯადოსნური სიტყვები
უნდა მეთქვა მათ მოსაშორებლად - აბა აბა! ხელები დაიმოკლე,
თორემ ვიკივლებ, იცოდე! თუ შეგატყობდნენ, რომ არ ხუმრობ-
დი, მაშინვე შეგეშვებოდნენ. ჰოდა, ალბათ მატყობდნენ. იმ პერი-
ოდში ჯოან კროუფორდი იყო ჩემი საყვარელი მსახიობი, მიბნე-
დილი თვალებითა და მომაკვდინებელი პირით.
ზოგჯერ ონტარიოს სამეფო მუზეუმსაც ვეწვეოდი ხოლმე. იქ
ძველ აბჯრებს, ფიტულებსა და ძველ საკრავებს ვათვალიერებ-
დი. მაგრამ დიდი ხნით არასდროს ვყოვნდებოდი. ხანაც საკონ-
დიტრო „დაიანაში“ შევდიოდი, მინერალური წყლის ან ყავის და-
სალევად. ძალიან მყუდრო ადგილი იყო, რომელსაც ძირითადად
ქალბატონები სტუმრობდნენ, ამიტომ კაცების შემოტევისაგან იქ
სრულიად დაცული ვიყავი. დროდადრო „ქუინზ პარკშიც“ ვსეირ-
ნობდი, სწრაფი და საქმიანი ნაბიჯით. ნელა რომ გამევლო, კაცე-
ბი ამეტორღიალებოდნენ. ნამდვილი თაფლია, კაცებს ფუტკრე-
ბივით იზიდავს, იტყოდა ხოლმე რენი ზოგ-ზოგებზე. შინ რომ მი-
ვა, ერთი სკა ფუტკარი ეყოლება დასაბინავებელი. ერთხელ ერ-
თი კაცი ამეტუზა ცხვირწინ, ზუსტად ცხვირის დონეზე (შევცდი და
უნივერსიტეტის ეზოში განცალკევებით მდგომ სკამზე ჩამოვჯე-
ქი). ვიგინდარას არ ჰგავდა, საკმაოდ კარგად ეცვა. უკაცრავად,
მაგრამ თქვენთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს-მეთქი,
რომ ვუთხარი, ძალიან დაიბნა. ეტყობა, მის დანახვაზე გული
რომ არ წამივიდა, ძალიან გაუკვირდა.
თეორიულად, ნებისმიერ ადგილას შემეძლო წასვლა, მაგრამ,
პრაქტიკულად, მაინც შეზღუდული ვიყავი. ძირითადად მდიდ-
რულ რაიონებში დავსეირნობდი, მთავარ ქუჩებზე. თუმცა არც იქ
მეგულებოდა ბევრი ისეთი ადგილი, სადაც სრულიად თავისუფ-
ლად და კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ხალხს ვათვა-
ლიერებდი. კაცებს ნაკლებად, უფრო ქალებს. ვცდილობდი, გა-
მომეცნო, გათხოვილები იყვნენ თუ არა, საით მიდიოდნენ, მუშა-
ობდნენ თუ არა… მათი გარეგნობა ბევრ რამეს მეუბნებოდა--
მეთქი, ვერ ვიტყვი. ერთადერთი, მათი ფეხსაცმლის ფასის ზუს-
ტად დადგენა შემეძლო.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უცხო ქვეყანაში მოვხვდი,
სადაც ადამიანები ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ.
ზოგჯერ გამიჯნურებული წყვილებიც ჩამივლიდნენ ხოლმე,
ხელკავითა და სიცილ-კისკისით. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს
საცოდავები უზარმაზარი სიყალბის მსხვერპლიც თავად არიან
და გამყალბებლებიც-მეთქი; ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასეთი
არაკეთილგანწყობილი თვალით ვხედავდი მათ აღტყინებას.
ერთ დღესაც - ხუთშაბათს - ალექს ტომასი დავინახე. ქუჩის
მოპირდაპირე მხარეს იდგა და მწვანე შუქის ანთებას ელოდებო-
და. ქუინ-სტრიტზე ვიყავი, „იონგთან“. საშინლად ეცვა - ცისფერ
პერანგსა და გაქუცულ ქუდში მუშა გეგონებოდა - მაგრამ აშკა-
რად ალექს ტომასი იყო!.. თითქოს უხილავი პროჟექტორის ქვეშ
იდგა, კარგად განათებული და თვალში საცემი. ბუნებრივია, მთე-
ლი ქუჩა იმას მისჩერებოდა… ყველამ იცოდა, ვინც ბრძანდებო-
და! ნებისმიერ წამს შეეძლო ვიღაცას მისი სახელის დაძახება და
მაშინ ყველა ერთად წაესეოდა!..
ჩემი პირველი იმპულსი მისი სასწრაფოდ გაფრთხილება იყო,
მაგრამ მერე მივხვდი, რომ ორივე ფრთხილად უნდა ვყოფილი-
ყავით. იმასაც მივხვდი, რომ, თუ რამე გასაჭირი ადგა, მეც აუცი-
ლებლად ჩამითრევდა.
ყურადღება არ უნდა მიმექცია მისთვის, უნდა შემოვბრუნებუ-
ლიყავი და იქაურობას სასწრაფოდ გავცლოდი; ეს უფრო
ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ მაშინ მაგდენი ჭკუა სად მქონდა?..
ბორდიურიდან ფეხი ჩამოვდგი და პირდაპირ მისკენ გავემარ-
თე. ქუჩა შუამდე რომ გადავჭერი, შუქნიშანიც აინთო. ადგილი-
დან დაძრული მანქანები გვერდს მივლიდნენ და მისიგნალებ-
დნენ, მძღოლები მლანძღავდნენ, მე კი სულელივით ვიდექი შუა
ქუჩაში და ვეღარ ვხვდებოდი, წინ წავსულიყავი, თუ - უკან.
ალექს ტომასი მოტრიალდა, მაგრამ თავიდან მეგონა, რომ
ვერ დამინახა. ჰოდა, ხელები ისე ავასავსავე, თითქოს წყალში
ვიხრჩობოდი და შველას ვითხოვდი… სწორედ იმ წამს გავხდი
პირველად მოღალატე.
თუმცა, არ ვიცი, ღალატი იყო, თუ უკიდურესი გამბედაობა…
ალბათ, ორივე. არც ერთი არ არის ხოლმე წინასწარ დაგეგმილი.
ასეთი რამეები თვალის დახამხამებაში, მოულოდნელად ხდება.
ალბათ იმიტომ, რომ გონებაში ამ ყველაფრის რეპეტიცია ასჯერ
გაქვს გავლილი, მაგრამ უსიტყვოდ და ისეთ სიბნელეში, რომ
თვითონაც ვერ ხვდები, რას აკეთებ… ჰოდა, სრულიად ბრმად,
მაგრამ ძალიან მტკიცედ დგამ პირველ ნაბიჯს, როგორც კარგად
გაზეპირებული ცეკვის ილეთს.
სანისაიდი

იმ შემთხვევიდან სამ დღეში ლორა უნდა ჩამოსულიყო. სად-


გურში ჩემი მანქანით წავედი, მაგრამ ლორა იქ არ დამხვდა. არც
ავილიონში იყო - გადასამოწმებლად რენის დავურეკე და მაშინ-
ვე ქოქოლა დამაყარა: ეგრეც ვიცოდი, რაღაც ეგეთს რომ გამო-
აგდებდა, მაგის მარტო გამოშვება როგორ იქნებოდაო!.. საწყალ
რენის ლორა სადგურამდე მიუცილებია, მისი ბარგიც აუტანია მა-
ტარებელზე… მოკლედ, სიფრთხილის ყველა ზომა მიუღია, რო-
გორც დავარიგეთ, მაგრამ… თქვენთვის არ უნდა დამეჯერებინა,
მეც თან უნდა გამოვყოლოდი… ახლა კი აი, რა გამოვიდა!.. ვაითუ
ვიღაც თეთრი მონებით მოვაჭრეს ჩაუვარდა ხელშიო, გაუტია თა-
ვისებურად.
ლორას ჩემოდანი ჩამოვიდა, მაგრამ თავად ლორა გზაში
აორთქლებულიყო. რიჩარდი ჩემზე მეტად გადაირია - შიშობდა,
ჩემმა ფარულმა მტრებმა ხომ არ აურიეს ტვინიო… „წითლებზე“
ან თავის კონკურენტებზე ჰქონდა ეჭვი. ეგეთი ტვინნაღრძობი
ადამიანებიც არსებობენ, უკან არაფერზე რომ არ დაიხევენ და
დამნაშავეთა სამყაროსაც რომ შეეკვრებიან, ოღონდ კი გავლენა
მოახდინონ ჩემზეო!.. ჩემი პოლიტიკური კავშირების ზრდა და
გამყარება აგიჟებთო!.. აი, ნახავ, მალე წერილობითაც დაგვაშან-
ტაჟებენო!
იმ ცხელ აგვისტოს, რიჩარდს ძალიან ბევრი „საეჭვო ელემენ-
ტი“ უღრნიდა გულს. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ძალიან
ფრთხილად უნდა ვიყოთო, მეუბნებოდა. ივლისში ოტავაში დიდი
საპროტესტო გამოსვლები დაიწყო - ათიათასობით ადამიანი გა-
მოვიდა ქუჩებში, ზოგი სამსახურს ითხოვდა და ზოგიც - ხელფა-
სის მომატებას. დემონსტრანტები იმ პროვოკატორებმა შეაგუ-
ლიანეს, მთავრობის გადაგდება რომ სურდათ.
- დარწმუნებული ვარ, ამ არეულობაში იმ ტიპის… რა ჯანდაბა
ჰქვია… ხელიც ურევია, - მითხრა რიჩარდმა და გამომცდელად
შემომხედა.
- ვის გულისხმობ? - ისე ვკითხე, ფანჯრისთვის თვალი არ მო-
მიშორებია.
- რა გჭირს, საყვარელო? ვის და ლორას ძმაკაცს, იმ შავ-შავ
ტიპს, მამაშენის ფაბრიკა რომ დაანახშირა.
- ფაბრიკა სულაც არ დანახშირებულა, უბრალოდ დაიწვა;
ცეცხლი დროზე ჩააქრეს!.. თანაც, მისი ბრალეულობა არ დამ-
ტკიცებულა.
- მაშინვე გაიპარა, კურდღელივით შეძვრა ჩირგვებში, მეტი
დამამტკიცებელი საბუთი რაღა გინდა?
ოტავას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ჭკვიანურად
ალაგმეს არაოფიციალური მრჩევლის, რიჩარდის (როგორც თა-
ვად ამტკიცებდა), სტრატეგიული ფანდის წყალობით. რიჩარდი
მაშინ მაღალ წრეებში ტრიალებდა. გამოსვლების ორგანიზატო-
რები „ოფიციალურ მოლაპარაკებაზე“ მოიტყუეს ოტავაში, და-
ნარჩენები კი რეჯაინაში ჩარჩნენ. მოლაპარაკება, როგორც წი-
ნასწარვე დაგეგმეს, უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ამას ერ-
თგვარი არეულობა მაინც მოჰყვა: პროვოკატორებმა როგორ-
ღაც მოახერხეს სიტუაციის ამტუტება - აღელვებული ბრბო ყო-
ველგვარ ზღვარს გადასცდა, უამრავი ადამიანი დაშავდა და ზო-
გი დაიღუპა კიდეც. ნამდვილად კომუნისტების პროვოცირებული
იყო ეს ყველაფერიო, - ამტკიცებდა რიჩარდი - რადგან მათი ხე-
ლი ყველაფერში ურევია, განსაკუთრებით მერყევი და გულუბ-
რყვილო ადამიანების გადაბირებაში, ჰოდა რა გარანტია გვაქვს,
ლორაც მათი გავლენის ქვეშ რომ არ მოექცაო.
ვფიქრობდი, რიჩარდი თავს იგიჟებს და ძალიან აზვიადებს--
მეთქი. ცხადია, მეც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ დარწმუნე-
ბული ვიყავი, რომ ლორამ, უბრალოდ, გზიდან გადაუხვია, მოუფ-
რიკინა და სხვაგან გაუტია… ან, როგორც ყოველთვის, არ დაფიქ-
რდა და სხვა სადგურზე ჩამოვიდა, მერე კი ჩვენი ტელეფონის ნო-
მერიც ვეღარ გაიხსენა.
უინიფრედმა ბრძანა, საავადმყოფოებში უნდა მოვიკითხოთ,
ეგებ ავად გახდა, ან უბედურება შეემთხვაო. მაგრამ ლორა არც
საავადმყოფოებში აღმოჩნდა.
ორი დღეც მოვიცადეთ და მერე პოლიციას შევატყობინეთ.
მიუხედავად რიჩარდის სიფრთხილისა, ლორას დაკარგვის ამ-
ბავმა პრესაში მაინც გაჟონა. ჩვენი სახლი რეპორტიორების ალ-
ყაში მოექცა. ყველაფრის სურათს იღებდნენ, თუნდაც მხოლოდ
კარი და ფანჯრები ყოფილიყო; ტელეფონი აგვიფეთქეს; გვევედ-
რებოდნენ, ინტერვიუზე დაგვთანხმდითო. სკანდალის აწევის
სურვილით იწვოდნენ. „სკოლის მოსწავლე გოგონა ცნობილი
ოჯახიდან, სასიყვარულო ბუდეში აღმოაჩინეს“… „სადგურის ნა-
გავსაყრელზე დამახინჯებული გვამი იპოვეს“ - რაღაც ასეთი უნ-
დოდათ. ერთი სული ჰქონდათ, გაეგოთ, ლორა ვიღაც ცოლიან
კაცთან ერთად გაიპარა, ან ანარქისტებმა გაიტაცეს, ანდა, სუ-
ლაც, მისი დანაწევრებული გვამი ჩემოდანში ჩატენილი იპოვე-
სო. მოკლედ, სექსი ან სიკვდილი, ან, კიდევ უკეთესი - ორივე ერ-
თად! რაღაც ამდაგვარის გაგებას მოელოდნენ.
რიჩარდმა გვითხრა, თავაზიანი, მაგრამ არაფრის მთქმელი
პასუხებით უნდა შემოვიფარგლოთ, მაგ ჟურნალისტებთან დაპი-
რისპირება არ ღირს, არ უნდა გავაბრაზოთ, თორემ გულღრძო
ხალხია, მავნებლები არიან, ბოღმას გულში ჩაიდებენ და მოგ-
ვიანებით, სულ რომ არ ელი, მაშინ გაგათახსირებენო… ეგ საქმე
მე მომანდეთ, მაგათ მე მივხედავო, დასძინა ბოლოს.
პირველ ყოვლისა, ყველას უთხრა, რომ ლამის სიკვდილის
პირას ვიყავი და სთხოვა, ჩემი მყუდროება არ დაერღვიათ, პატი-
ვი ეცათ ჩემი უკიდურესად მძიმე მდგომარეობისათვის. ამან რე-
პორტიორების თავდასხმისაგან ერთგვარად დამიცვა - მაშინვე
გადაწყვიტეს, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და აღარ შემაწუხეს. იმ
დროს ფეხმძიმე ქალებს ჯერ კიდევ რიდით ეპყრობოდნენ და უფ-
რთხილდებოდნენ. თანაც იფიქრეს, ახლა ტვინიც არეული ექნება
და ბევრს ვერაფერს გამოვრჩებითო. მალე რიჩარდმა საჯაროდ
გამოაცხადა, ინფორმაციის მომწოდებელს დავასაჩუქრებთო,
თუმცა, ზუსტი თანხა არ დაუსახელებია. მერვე დღეს ანონიმური
სატელეფონო ზარი გაისმა. გვითხრეს, ლორა ცოცხალია და სა-
ნისაიდის ატრაქციონების პარკში ვაფლის გამყიდველად მუშა-
ობსო. ანონიმური ზარის ავტორი გვიმტკიცებდა, გაზეთებში და-
ბეჭდილი ფოტოებიდან ვიცანი, ნამდვილად ის არის, ვისაც ეძებ-
თო.
გადაწყდა, რომ მე და რიჩარდი სანისაიდში გავემგზავრებო-
დით ინფორმაციის გადასამოწმებლად. უინიფრედი ამბობდა, ეტ-
ყობა, ლორა ნაგვიანევი შოკის მდგომარეობაშია, ნერვიული გო-
გოა და მამის მოულოდნელ სიკვდილზე რეაქცია ახლა მისცა,
მით უფრო, რომ საწყალმა გვამიც თავად იპოვაო. ალბათ, არც
ესმის, რას აკეთებს და რას ამბობსო. როგორც კი ჩამოვიყვანთ,
ძლიერ სედატივებზე უნდა დავსვათ და მაშინვე ექიმთან გავაქა-
ნოთო.
მაგრამ მთავარი ის არისო, დასძინა, რომ ამაზე არც ერთმა
სიტყვამ არ უნდა გაჟონოს პრესაშიო. თხუთმეტი წლის ბავშვის
შინიდან გაქცევა ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ოჯა-
ხის პრესტიჟზე, ხალხი იფიქრებს, რომ ცუდად ვექცეოდით და ეს
ამბავი სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნისო. ბუნებრივია, რი-
ჩარდის კეთილდღეობასა და მის სამომავლო პოლიტიკურ კა-
რიერაზე ზრუნავდა.
იმხანად სანისაიდში მხოლოდ ზაფხულობით დადიოდა ხალ-
ხი. ცხადია, რიჩარდისა და უინიფრედის ტიპის ხალხს არ ვგუ-
ლისხმობ, მათთვის სანისაიდი მეტად ხმაურიანი, ხალხმრავალი
და ოფლის სუნით აყროლებული ადგილი იყო, მთელი თავისი კა-
რუსელებით, ლუდხანებით, ტირებით, სილამაზის კონკურსებით
და საჯარო ბანაობებით; ერთი სიტყვით, ყოვლად ვულგარულ ად-
გილად მიაჩნდათ. რიჩარდსა და უინიფრედს არ უნდოდათ სხვის
მყრალ იღლიებთან ახლოს ყოფნა და მათთან გათქვეფა, ვინც კა-
პიკებს ითვლიდა. უნდა გამოვტყდე, რომ, გემდა გასაკვირად,
თურმე არც მე მნდომებია.
ახლა სანისაიდი სულ სხვანაირია, ორმოცდაათიან წლებში ეს
ყველაფერი თორმეტზოლიანმა სამანქანო ტრასებმა შთანთქა
და იქაურობას სახე დაუკარგა, როგორც ბევრ სხვა მსგავს ად-
გილს. მაგრამ იმ ცხელ აგვისტოს სანისაიდი თავის ყაიდაზე
ყვაოდა და ბოლომდე გაფურჩქნილიყო. იქ რიჩარდის ორადგი-
ლიანი მანქანით ჩავგრიალდით, მაგრამ, გადატვირთული საგ-
ზაო მოძრაობის, მტვრიანი გზისა და ქვაფენილების გასწვრივ
მთელ სიგრძეზე გამოჩრილი ეკლების გამო მანქანა მოშორებით
გავაჩერეთ.
რაღაცნაირი ბინძური დღე იყო, მცხუნვარე და გაბუღული;
ალბათ, თვით ჯოჯოხეთზე ცხელიც, როგორც უოლტერი ამბობს
ხოლმე. ტბის თავზე უჩინარი, მაგრამ საგრძნობი ნისლი იდგა,
რომელიც იაფფასიანი პარფიუმერიის, მზეზე გასარუჯი ზეთის,
სამზარეულოს ქვაბებიდან ამოვარდნილი ორთქლისა და დამ-
წვარი შაქრის მწარე სუნის ნაზავით იყო გაჯერებული. ბრბოში
გავლა ჩაშუშულის ქვაბში ჩავარდნას ჰგავდა - თითქოს შენც
ერთ-ერთი ინგრედიენტი ხდებოდი და სხვების სურნელით იჟღინ-
თებოდი. რიჩარდსაც კი დაენამა შუბლი თავისი გახამებული პა-
ნამას ჩრდილქვეშ. ზემოდან ლითონის ჭრიალის, ავის მომასწა-
ვებელი გრუხუნისა და ქალების წივილ-კივილის ხმა მოისმა. ეს
ხმა „ამერიკული მთების“ ატრაქციონიდან მოდიოდა. ამ ატრაქ-
ციონზე არასდროს ვმჯდარვარ და პირდაღებული მანამ ვუყურებ-
დი, სანამ რიჩარდმა არ მითხრა, ძვირფასო, პირი დამუწე, თო-
რემ ბუზი შეგიფრინდებაო. მოგვიანებით, ერთი უცნაური ამბავიც
გავიგე… მოიცა, ვინ მომიყვა? ალბათ, უინიფრედი იქნებოდა,
ეგეთი ამბების მოყოლა იმას უყვარდა, რომ ეჩვენებინა, უბრალო
ხალხის ცხოვრებაში ანუ ჯურღმულებში რაც ხდება, ისიც ვიციო.
მითხრა, იქაური გოგოები გასაჭირში რომ ჩაიგდებდნენ თავს (ი-
სე თქვა, თითქოს ნებაყოფლობითი აქტი ყოფილიყო), მუცლის
მოშლის იმედით, სანისაიდის მაგ საშინელ ატრაქციონზე სხდე-
ბოდნენო. თანაც სიცილით დააყოლა, ცხადია, მუცელი არ ეშლე-
ბოდათ. ნეტა, მართლაც რომ მოშლოდათ, მერე რას აპირებ-
დნენ? სისხლდენას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. იმ ჯოჯოხეთურ
მანქანაში მსხდომებს რა უნდა ექნათ? ხომ წარმოგიდგენია, რა
დღეში ჩაცვივდებოდნენ?!
ეს რომ მითხრა, თვალწინ ის წითელი ტრანსპარანტები და-
მიდგა, საოკეანო ლაინერებიდან რომ უშვებდნენ ხოლმე ნავსად-
გურიდან გასვლისას; წარმოვიდგინე სქელი წითელი სითხის ნა-
კადულები, რომლებიც ატრაქციონიდან და იქ მსხდომი მუცელ-
მოწყვეტილი გოგონების ვაგონეტებიდან ისე მოთქრიალებდა,
როგორც საღებავით სავსე, გადმოპირქვავებული ვედროდან…
და კიდევ მიჯრით მიწყობილი მეწამული ღრუბლებისგან ცაზე გა-
მოსახული შეტყობინება.
ახლა ვფიქრობ, ნეტა რა ტიპის შეტყობინება წარმოვიდგინე?
დღიურის, რომანის თუ ავტობიოგრაფიის? ან, იქნებ, უბრალოდ,
გრაფიტი: მერის უყვარს ჯონი. მაგრამ ჯონს მერი არ ჰყვარებია,
ანდა საკმარისად ძლიერ არ ჰყვარებია, რადგან საკუთარი თავის
ასე გამოშიგვნა აიძულა, ყველას თვალწინ დაწერილი სის-
ხლიანი აღიარებითი ჩვენებით.
მარადიული ისტორია…
მაგრამ 1935 წლის აგვისტოს იმ საშინელ დღეს, აბორტებზე
ჯერ კიდევ არა მქონდა წარმოდგენა. ეს სიტყვა კიდევაც რომ გა-
მეგონა, მაინც ვერ მივხვდებოდი მის შინაარსს. რენისაც კი არას-
დროს დასცდენია ჩვენთან; დიდი დიდი, „სამზარეულოს მაგიდის
ყასბებზე“ ჩამოეგდო სიტყვა მისიზ ჰილქოუთთან, ისიც - გადაკ-
ვრით, ჰოდა ჩვენ, კარზე ყურმიდებულებს, გვეგონა, რომ კანიბა-
ლიზმს გულისხმობდა და ძალიან გვაინტერესებდა მისი ნაამბო-
ბის ბოლომდე მოსმენა.
ატრაქციონის ვაგონეტებმა ხრიალით ჩაგვიქროლეს, ტირი-
დან პოპკორნების ტკაცა-ტკუცის მსგავსი ხმა გამოდიოდა, ხალხი
კი ხორხოცებდა. ვიგრძენი, რომ საშინლად მომშივდა, მაგრამ
წახემსებაზე კრინტიც არ დამიძრავს; მივხვდი, რომ ამაზე საუბა-
რი, არსებულ ვითარებაში, უადგილო იქნებოდა და იქაური საჭ-
მელიც, ალბათ, დიდად ვერ გვასიამოვნებდა. რიჩარდი საავდრო
ცასავით იყო მოღუშული. იდაყვზე ჩამაფრინდა და ისე მიმარბე-
ნინებდა ბრბოში. მეორე ხელი ჯიბეში ედო - აქაურობა ჯიბგირე-
ბით იქნება სავსეო.
ვაფლის ჯიხურისაკენ გავიკაფეთ გზა. ლორა არსად ჩანდა,
მაგრამ რიჩარდს სულაც არ უნდოდა, თავიდანვე ლორას დალა-
პარაკებოდა; მე ვიცი, რაც უნდა ვქნაო, მითხრა. საქმეების მოგ-
ვარება ზედა ეშელონებიდან უყვარდა ხოლმე. მოკლედ, ლორა
კი არა, იმ ჯიხურის მეპატრონე მოიკითხა, ერთი წვერგაუპარსავი
კაცი, რომელიც მძაღე კარაქის სუნით ყარდა. ის კაცი წამსვე მიხ-
ვდა, რიჩარდს რა საქმეც ექნებოდა მასთან. მაშინვე გამობაჯბაჯ-
და ჯიხურიდან და თან შეშინებული მზერა ქურდულად გააპარა
დახლისკენ.
თუ იცით, შინიდან გაქცეულ არასრულწლოვანს რომ აფა-
რებთ ხელსო, ჰკითხა რიჩარდმა. ღმერთო მომკალიო, შეიცხადა
კაცმა. ლორამ მითხრა, ცხრამეტის ვარო… ისე, ვირივით მშრო-
მელი გოგო კია, ჯიხური სულ გაპრიალებული აქვს და ვაფლების
დამზადებაშიც მეხმარება, კლიენტები რომ მომაწყდებიანო… ჯი-
ხურის მეპატრონეს წარმოდგენა არა ჰქონდა, ლორა ღამეს სად
ათევდა - ვიღაცამ შეიკედლაო, გვითხრა, მაგრამ ის ვიღაცა მე არ
გეგონოთო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი ნამდვილად
არაფერი ხდება; ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი რამისთვის ყური
არ მომიკრავსო… კარგი გოგოა, მაგრამ, რომ იცოდეთ, მე ოჯახი
მყავს და ჩემს ცოლთან ბედნიერად ვცხოვრობ, ზოგ-ზოგებს კი
არ ვგავარო… უბრალოდ, ძალიან შემეცოდა, მივხვდი, რომ გასა-
ჭირში იყო და ხელი გავუმართეო… კარგი ახალგაზრდების დახ-
მარება ძალიან მიყვარსო… მერე აღმოჩნდა, რომ ტელეფონითაც
თავად შეგვხმიანებია… ისე დავრეკე, დასახმარებლად, თქვენგან
არანაირ ჯილდოს არ ველი, უბრალოდ ვიფიქრე, რომ ჯობდა,
ლორა შინ დამებრუნებინა, ოჯახთანო, გვიმტკიცებდა.
ეს თქვა და რიჩარდს მომლოდინე თვალებით შეხედა. ფული
მიიღო, თუმცა მივხვდი, რომ იმდენი არა, რამდენსაც ელოდა.
მოკლედ, ლორა გადმოგვცა. ლორა წინააღმდეგობის გაწევის
გარეშე ჩაგვბარდა - ერთი კი შემოგვხედა და გადაწყვიტა, რომ
წინააღმდეგობის გაწევა არ ღირდა. ჯიხურის მეპატრონეს ყვე-
ლაფრისათვის მადლობა გადაუხადა და ხელის ჩამორთმევით
დაემშვიდობა. არც კი იეჭვა, რომ ჩამშვებს ართმევდა ხელს.
მე და რიჩარდი აქეთ-იქით ამოვუდექით და ლამის გაკავებუ-
ლი წამოვიყვანეთ სანისაიდიდან. თავი ნამდვილი მოღალატე მე-
გონა. მანქანაში რომ ჩავსხედით, ლორა შუაში ჩავისვით და მე
მხარზე გადავხვიე ხელი. საშინლად ვბრაზობდი, მაგრამ ვიცო-
დი, რომ არ უნდა გავწყრომოდი. პირიქით, რაც შემეძლო, უნდა
მოვფერებოდი და დამეყვავებინა. საწყალს ვანილის, ტკბილი სი-
როფის და დაუბანელი თმის სუნი უდიოდა.
შინ რომ შევედით, რიჩარდმა მისიზ მარგატროიდი მოიხმო და
ლორასთვის ცივი ჩაი მოატანინა. თუმცა ლორამ იმ ჩაის პირი არ
დააკარა. ტახტის შუაგულში იჯდა, თოჯინასავით გაშეშებული, სა-
ხეგაყინული და თვალგაშტერებული.
ცოტათი მაინც თუ ხვდები, რა დღეში ჩაგვყარე და როგორ გვა-
ნერვიულეო, ჰკითხა რიჩარდმა. ალბათ, არაო… და, ალბათ, სუ-
ლაც არ გენაღვლება ეს ამბავიო. ლორას პასუხი არ გაუცია. იმე-
დია, ასეთ სისულელეს მეორედ აღარ ჩაიდენო, უთხრა მკაცრად.
ლორამ არც ამაზე უპასუხა. მე ახლა, ასე ვთქვათ, შენი მეურვე
ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია… ჰოდა, იცოდე, დაკის-
რებულ ვალდებულებას ბოლომდე შევასრულებ, რადაც უნდა
დამიჯდესო, განაგრძო რიჩარდმა. მოკლედ, რადგანაც ყოველ-
გვარ შეთანხმებაში ორი მხარე მონაწილეობს, შენც გარკვეულ
ვალდებულებას უნდა გრძნობდე ჩემ მიმართ… უფრო სწორად,
ჩვენ მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შეასრუ-
ლო, რასაც შენგან მოვითხოვთ, ცხადია, გონივრულ ფარგლებ-
შიო!..
- გასაგებია? - ჰკითხა ბოლოს.
- დიახ. მივხვდი, რაც იგულისხმე, - უპასუხა ლორამ.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, მეც ამის იმედი მაქვს, პატარა ქალ-
ბატონო, - უთხრა რიჩარდმა.
პატარა ქალბატონო ცუდად მენიშნა. თითქოს დანაშაული
იყო, პატარა რომ იყავი, და მით უმეტეს - ქალბატონიც. და თუ
სწორად გავიგე, ამ მხრივ მეც რაღაც დანაშაული მიმიძღოდა.
- რას ჭამდი? - ვკითხე ლორას, სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
- კარამელიან ვაშლებს და წინა დღის დონატებს, ასე უფრო
იაფი მიჯდებოდა. ხალხიც ძალიან მომეწონა, უმაგრესები არიან.
- ღმერთო ჩემო! - აღმომხდა და რიჩარდს დარცხვენილი ღი-
მილით გავხედე.
- რა იყო? სხვები სულ მაგას არ ჭამენ? - მითხრა ლორამ. - ნამ-
დვილი ცხოვრება ეგ არის.
უცებ მივხვდი, სანისაიდისკენ რატომ გაუწია გულმა - სხვების
გამო! ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყოველთვისაც სხვები
იყვნენ მისთვის და მუდამ სხვები დარჩებოდნენ; რომელთა მომ-
სახურებაც ლორას გულით ეწადა და რომელთა ნაწილი თავადაც
უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ აქამდე ვერ შეძლო… მოკლედ,
ვაფლის ჯიხური მისთვის იგივე იყო, რაც უფასო წვნიანის დარი-
გება პორტ ტიკონდეროგაში.
- რატომ გააკეთე ეს? - ვკითხე, როგორც კი მარტონი დავრჩით
(როგორ გააკეთეზე მარტივი პასუხი ექნებოდა: ლონდონში მატა-
რებლიდან ჩამოვედი და უფრო გვიანდელ მატარებელზე გადავ-
ცვალე ბილეთიო, მეტყოდა. მადლობა უფალს, რომ სადმე სხვა-
გან არ წავიდა, თორემ ვეღარასოდეს ვიპოვიდით).
- მამა რიჩარდმა მოკლა, - მითხრა ლორამ. - რიჩარდის სახ-
ლში ცხოვრება არ შემიძლია, არასწორია...
- რა დაუნახავი ვინმე ხარ! მამა მძიმე გარემოებების სამწუხა-
რო თანხვედრამ მოკლა, - ვუპასუხე ლორას და საკუთარი თავის
შემრცხვა, რადგან მივხვდი, რომ რიჩარდივით ვლაპარაკობდი.
- შეიძლება დაუნახავი ვარ, მაგრამ მართალს ვამბობ… ამ ყვე-
ლაფრის მიღმა სწორედ ასეთი სიმართლე დგას… თანაც, მუ-
შაობის დაწყება მინდოდა.
- რატომ?
- მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ჩვენ… რომ მე ეს შემეძლო…
რომ მე… რომ ჩვენ არავინ გვაძალებდა… - აღარ განაგრძო, თავი
მიატრიალა და ფრჩხილების კვნეტას მოჰყვა.
- რას არ გვაძალებდა?
- აი, ამ ყველაფერს, - მიპასუხა ლორამ და ვარდისფერ გადა-
საფარებლებზე, ფარდებსა და ტუალეტის მაგიდაზე მიმითითა. -
თავიდან მონაზვნებთან მივედი, „ზღვის ვარსკვლავის“ მონას-
ტერში.
ღმერთო ჩემო-მეთქი, გავიფიქრე, ისევ მონაზვნები! ოღონ-
დაც ეს არა! მეგონა, მონაზვნობაზე საუბარი ერთხელ და სამუდა-
მოდ დავასრულეთ!
- მერე, რა გითხრეს? - ვკითხე რბილად, მაგრამ განზრახ გულ-
გრილად.
- ცუდად შემხვდნენ… იმიტომ არა, რომ კათოლიკე არა ვარ,
უბრალოდ მითხრეს, ეს შენი ჭეშმარიტი მოწოდება სულაც არ
არის, უბრალოდ, საკუთარ მოვალეობას გინდა თავი აარიდოო…
ღვთის სამსახური თუ გსურს, იმ ცხოვრებაში ემსახურე, სადაც
თავად გაგამწესაო… - თქვა ლორამ და წუთით გაჩერდა. - მაგრამ
რომელ ცხოვრებაში? სადა მაქვს ცხოვრება?!
ატირდა და გულში ისე ჩავიკარი, როგორც უწინ, როცა ძალი-
ან პატარა იყო. შეწყვიტე მოთქმა! ყავისფერი შაქრის კვნიტი რომ
მქონოდა, აუცილებლად ჩავუდებდი პირში… მაგრამ იმ ასაკიდან
უკვე გამოსულები ვიყავით, როცა კვნიტი შაქარი გვშველოდა.
- როგორ გავიქცეთ აქედან, სანამ უსაშველოდ გვიან არ იქნე-
ბა? - ქვითინებდა ლორა. ჩემგან განსხვავებით, იმას ეყო ჭკუა,
რაღაც საფრთხე ეგრძნო. მე კი ვფიქრობდი, ეს მოზარდის
ჩვეულებრივი ისტერიკაა-მეთქი.
- უსაშველოდ გვიან რისთვის? - ვკითხე ფრთხილად. ჰაერის
ღრმად ჩასუნთქვა იყო მხოლოდ საჭირო, უბრალოდ ღრმად ჩა-
სუნთქვა და დამშვიდება. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავდი.
მაშინ მეგონა, რომ რიჩარდსა და უინიფრედს გავუმკლავდე-
ბოდი. მეგონა, ვეფხვების გალიაში თაგვივით ცხოვრებას მოვა-
ხერხებდი, ჩუმად ვიცუნცულებდი, თავდახრილი, პატარა ხვრე-
ლებს მივაგნებდი და იქ შევაფარებდი თავს… არა, ვტყუი… ეტყო-
ბა ვცდილობ, საკუთარი თავი უკეთესად მოგაჩვენოთ… სიმარ-
თლე კი ის არის, რომ მაშინ უბრალოდ საფრთხეს ვერ ვხედავდი;
ისიც კი არ ვიცოდი, ვეფხვების გალიაში რომ აღმოვჩნდი… უფრო
მეტიც - ვერც იმას ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა, მეც მძვინვარე
მტაცებელი გავმხდარიყავი და ლორაც, როგორც კი ამის შესაძ-
ლებლობა მოგვეცემოდა… ასეთი ცვლილებისაგან არავინ იყო
დაზღვეული.
- დადებითი მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს, - ვუთხარი ლო-
რას დამამშვიდებელი ტონით და ზურგზე მივეფერე. - მოდი, ახლა
თბილ რძეს დაგალევინებ და მერე დაიძინე… ნახავ, ხვალ უკეთ
იგრძნობ თავს.
მაგრამ ლორა ვერ დამშვიდდა, ტიროდა და ტიროდა.
შანგდუ

წუხელ დამესიზმრა, რომ შანგდუს მეჯლისისთვის ვიყავი გა-


მოწყობილი. ჩემი ჩაცმულობით აბისინიელ ქალწულს ვასა-
ხიერებდი - ციმბალიან გოგონას. მწვანე ატლასის კოსტიუმი მეც-
ვა: ოქროსფრად დაწინწკლული მოკლე ბოლერო (საიდანაც შიშ-
ველი წელი და მკერდის ღარი მომიჩანდა) და გამჭვირვალე
შეიდიში. გულმკერდსა და შუბლს უამრავი ოქროსფერი მონეტი-
საგან აკინძული მოსართავი მიმშვენებდა, თავზე მოხდენილი
ჩალმა მეხურა, ნახევარმთვარის ფორმის ქინძისთავით, პირისა-
ხე კი თვალშისაცემად ჭყეტელა პირსაბურავით მქონდა შენიღბუ-
ლი… მოკლედ, ცირკის კოსტიუმების დიზაინერის გემოვნებისა
და ფანტაზიის შესაბამისად ვიყავი შემოსილი.
მეგონა, ლამაზად გამოვიყურებოდი, სანამ მომჩვარულ მუ-
ცელს, ლურჯად დაღვარჭნილ ვენებსა და ჩამომჭკნარ მკლავებს
არ მოვკარი თვალი და არ მივხვდი, რომ მაშინდელივით ახალ-
გაზრდა კი არა, ახლა რომ ვარ, ისეთი ბებერი ვიყავი!
თანაც არც მეჯლისზე გახლდით - სრულიად მარტო ვიჯექი ავი-
ლიონის აოხრებულ ორანჟერეაში. აქა-იქ ცარიელი ქოთნები
ეყარა, მხოლოდ ზოგ მათგანში შემორჩენილიყო გამხმარი მიწა
და მცენარეები. ერთი ქვის სფინქსი ძირს ეგდო, მხარ-თეძოზე წა-
მოგორებული, სახედაკარგული და მთლად მოფენილი „მეჯიქ
მარკერით“გაკეთებული წარწერებით: სახელებით, ინიციალე-
ბით და უხამსი ნახატებით. მინის ჭერში ნახვრეტი გაეკეთებინათ
და იქაურობა კატების სუნად ყარდა.
თავად სახლი, ჩაბნელებული და ყველასგან მიტოვებული, ჩემ
უკან იდგა. ყველა წასულიყო და მხოლოდ მე დავრჩენილიყავი იმ
ჩემს სამარცხვინო და სასაცილო სამეჯლისო კოსტიუმში გამოწ-
ყობილი. გარშემო გამეფებულ უკუნეთს მხოლოდ მოჭრილი
ფრჩხილივით წვრილი და სიფრიფანა მთვარე ანათებდა. იმ
მთვარის მიმქრალ შუქზე დავინახე, რომ ერთი მცენარე გადარ-
ჩენილიყო - პრიალაფოთლებიანი ბუჩქი, ობოლი თეთრი ყვავი-
ლით… ლორა-მეთქი, აღმომხდა და იქვე, უკუნიდან კაცის სიცი-
ლი შემომესმა.
ალბათ იტყვით, ეგ სადაური კოშმარიაო, მაგრამ აბა ერთი
თქვენ დაგსიზმრებოდათ!.. მთლად განადგურებულს გამომეღვი-
ძა.
რატომ გვექცევა საკუთარი ცნობიერება ასე სასტიკად?! რა-
ტომ გვაქუცმაცებს პატარ-პატარა ნაკუწებად?! ასე მტკივნეულად
რატომ გვასობს ბრჭყალებს?!.. ამბობენ, ძალიან თუ მოგშივდა,
საკუთარი გულის ჭამას დაიწყებო. სწორედ რაღაც მაგდაგვარი
დამემართა…
სისულელეა ეს ყველაფერი, ბანალური ქიმიური პროცესია და
სხვა არაფერი! უბრალოდ, რამე უნდა ვიღონო, წამლებით უნდა
დავიზღვიო თავი ასეთი სიზმრებისაგან. შეუძლებელია, რამე წა-
მალი არ არსებობდეს!..
დღეს უფრო ძლიერად თოვს. ფანჯრიდან ეზოსთვის თვალის
შევლებაც საკმარისია, თითებმა ტეხვა რომ დამიწყოს. სამზა-
რეულოს მაგიდასთან ვაგრძელებ წერას, ასოები ისე ფრთხილად
და ნელა გამომყავს, თითქოს ტექსტის დაწერა კი არა, ამოტვიფ-
რვა მინდოდეს. კალამი მძიმეა, ძლივს ვამოძრავებ, გეგონება
ლურსმანია, რომლითაც გაქვავებულ ცემენტზე რაღაცის ამოკაწ-
ვრას ვცდილობ.
1935 წლის შემოდგომა იდგა. ისე ძალიან აღარ ცხელოდა. მა-
ლე აცივდა კიდეც. ჯერ მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლები დაით-
რთვილა, მერე - ხეებზე შემორჩენილები, ბოლოს კი, ფანჯრის მი-
ნებსაც მოედო ჭირხლი. მაშინ ასეთი რამეები ძალიან მახალი-
სებდა. მომწონდა, სუფთა ჰაერს ხარბად რომ ვისუნთქავდი. იმ
დროს ჩემი ფილტვები ჯერ კიდევ მთლიანად ჩემს განკარგულე-
ბაში იყო.
ცხოვრება კი ჩემგან დამოუკიდებლად, საკუთარი გზით მი-
დიოდა.
ის, რასაც უინიფრედი უკვე „ლორას პატარა ხუმრობად“ მოიხ-
სენიებდა, მაქსიმალურად მივჩქმალეთ. რიჩარდმა გააფრთხი-
ლა ლორა, მომხდარის შესახებ არავის უამბო, განსაკუთრებით
სკოლაშიო. სიტყვაც რომ დაგცდეს, აუცილებლად მოაღწევს
ჩემს ყურამდე და პირად შეურაცხყოფად მივიღებ, ისევე, რო-
გორც შენი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობასო. პრე-
სასთან საქმე მოაგვარა, ლორა ალიბით უზრუნველყო მავანი
ნიუტონ-დობზების, თავისი მეგობარი ცოლ-ქმრის წყალობით.
ქმარს, რამდენადაც მახსოვს, რკინიგზასთან ჰქონდა საქმე…
მოკლედ, მეუღლეები მზად იყვნენ დაეფიცებინათ, რომ ლორა
მთელ ამ დროს მასკოკაში იმყოფებოდა, მათთან ერთად. ვითომ
ნაჩქარევად გადაწყვიტეს იქ გამგზავრება და ლორას ეგონა, რომ
ცოლ-ქმარმა გაგვაფრთხილა, ცოლ-ქმარს კი, ლორას იმედი
ჰქონია. ჰოდა, რაღაც სულელური გაუგებრობა გამოვიდა - ვერ
წარმოიდგინეს, რომ ლორა დაკარგულად ჩავთვალეთ და ვეძებ-
დით. აგარაკზე ყოფნისას თურმე ყველაფრისაგან ისვენებდნენ
და გაზეთებსაც არ კითხულობდნენ.
ძალიან საეჭვო ამბავი იყო, მაგრამ ხალხმა მაინც დაიჯერა ეს
აშკარა მონაჩმახი; ყოველ შემთხვევაში, თავი ყველას ისე ეჭირა,
თითქოს მოტყუვდნენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ნიუტონ-დობზებმა
(როგორც მათ ადგილას უინიფრედი იზამდა) საქმის ნამდვილი
ვითარება ჩუმად, ყურში გაანდეს ოცამდე უახლოეს მეგობარს და
გააფრთხილეს, არსად დაგცდეთო. სკანდალური ჭორი მათ წრე-
ში ხომ ფასდაუდებელი საქონელი იყო… მაგრამ ფაქტია, რომ
პრესა დადუმდა.
შალის კილტში გამოხვეულ ლორას მთელი დღე ტანი ექავე-
ბოდა. საწყალს ყელზეც შალის ჰალსტუხი შეაბეს და წმ. სესილი-
ას სასწავლებელში უკრეს თავი. ლორა გაღიზიანებასა და უკმა-
ყოფილებას არ მალავდა; ამბობდა, სულაც არა ვარ ვალდებული,
იქ ვისწავლო, ერთი სამსახური უკვე ვიშოვე და მეორესაც ადვი-
ლად ვიშოვიო. ასეთ რამეებს მე მეუბნებოდა ხოლმე რიჩარდის
თანდასწრებით, მაგრამ პირადად რიჩარდს არასოდეს მიმარ-
თავდა.
ლორა თითებს იჭამდა, ცუდად იკვებებოდა და უსაშველოდ
გახდა. ეს ამბავი, ბუნებრივია, საშინლად მაღელვებდა, მაგრამ
რიჩარდი მეუბნებოდა, ამ ისტერიულმა სისულელეებმა ძალიან
დამღალაო. რაც შეეხება ლორას მუშაობას, ამ თემაზე კრინტიც
აღარ დაძრათ, ლორა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ნებაზე მი-
ვუშვათო. მარტო თუ იწანწალებს, უბედურებას გადაეყრება, გარ-
შემო ტყეები სავსეა მასავით ბრიყვ და მიმნდობ გოგონებზე მო-
ნადირე ნაძირალებითო. ის სასწავლებელი თუ გულზე არ ეხატე-
ბა, სხვაგან გავგზავნოთ, სხვა ქალაქში, და იქიდანაც თუ გამოიქ-
ცა, მაშინ ძნელად აღსაზრდელთა თავშესაფარში ვუკრავ თავს,
სადაც მცირეწლოვანი დამნაშავეები ჰყავთ გამოკეტილიო… და
თუ ამანაც არ გაჭრა, მაშინ უკვე კლინიკას მივმართავო. ცხადია,
კერძო კლინიკას გულისხმობდა, ცხაურიანი ფანჯრებით. თავზე
ნაცრის წაყრა და ჯვალოებში სიარული თუ ნებავს, მაგას იქ არა-
ვინ დაამადლისო. ნუ ავიწყდება, რომ ეგ ერთი ცინგლიანი გო-
გოა, მე კი ყველა ანგარიშს მიწევს და ყველაფერი ისე იქნება,
როგორც მე ვიტყვიო. ქვეყანამ იცის, და მაგასაც მშვენივრად მო-
ეხსენება, რომ საკუთარ სიტყვას არ გადავალო.
რიჩარდი რომ გაცოფდებოდა, თვალები ლამის ბუდეებიდან
ამოსცვენოდა ხოლმე. ჰოდა, მაშინაც მთლად გადმოკარკლული
ჰქონდა, თუმცა ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად ლაპარა-
კობდა. ლორამაც დაუჯერა და საშინლად დაფრთხა. ვეცადე, ჩავ-
რეულიყავი და რიჩარდისთვის ამეხსნა, რომ ლორასთან ასე ლა-
პარაკი არ შეიძლებოდა, რომ ის ყველაფერს პირდაპირი მნიშ-
ვნელობით გაიგებდა, მაგრამ რიჩარდმა მიპასუხა, შენ ნურაფერ-
ში ჩაერევიო. შენს დას მტკიცე ხელი სჭირდება; ეყო, რაც ელო-
ლიავეთ, ოდესმე ხომ უნდა გაიზარდოსო. ვცდილობდი, საქმე ისე
მომეწყო, რომ რიჩარდი და ლორა ერთმანეთს ნაკლებად გადაჰ-
ყროდნენ, როგორც გემები ღამის სიბნელეში.
მაგრამ საჭესთან უინიფრედი იდგა და რიჩარდის გემს ის მარ-
თავდა. ალბათ ძმა დაარიგა, მაგრად დადექი, ლორა ის არსებაა,
რომელიც თავის დამპურებელ ხელს ძირში მოაჭამს ადამიანს,
პირსაკრავი თუ არ ჩამოვაცვითო.
რიჩარდი ყველაფერს უინიფრედს ეკითხებოდა და უთანხმებ-
და, რადგან უინიფრედი ყველაფერში თანაუგრძნობდა, ზურგს
უმაგრებდა, ამხნევებდა; ის ადამიანი იყო, ვინც სოციალურ ურ-
თიერთობებს უგვარებდა, მის ინტერესებს ყველგან იცავდა, სა-
დაც კი საჭირო გახდებოდა. თუ ჰკითხავდა, საკუთარი კანდიდა-
ტურა საპარლამენტო არჩევნებში ხომ არ წამოვაყენოო, ჯერ ად-
რეა, ცოტაც მოვიცადოთო, იმ ყურში წასჩურჩულებდა, რომელ-
საც მოიხელთებდა, და თანაც დაამშვიდებდა, სულ ცოტა დამაცა-
დე და ყველაფერი რიგზე იქნებაო. და-ძმამ გადაწყვიტა, რომ რი-
ჩარდს დიდი მომავალი ეჭყანებოდა და ქალი, რომელიც გვერ-
დში უნდა ამოსდგომოდა (ასეთი ქალი ხომ ყველა მამაკაცს სჭირ-
დება), სწორედ უინიფრედი უნდა ყოფილიყო.
ცხადია, მე ვერ ვიქნებოდი. ჩვენ ორის ფუნქციები უკვე გარ-
კვეული იყო. თუმცა უინიფრედისთვის, ვფიქრობ, თავიდანვე ნა-
თელი იქნებოდა ყველაფერი, მე კი თანდათან მინათდებოდა გო-
ნება. უინიფრედი შეუცვლელი ბრძანდებოდა რიჩარდისთვის, ჩე-
მი სხვა ქალით ჩანაცვლება კი ყოველ წამს შეიძლებოდა. ჩემი
საქმე მხოლოდ ფეხების კარგად გაშლა და ენის მუცელში ჩაგდე-
ბა იყო.
ალბათ, ძალიან უხეშად ჟღერს ეს ნათქვამი, მაგრამ არ ვაჭარ-
ბებ, სწორედ ასე იყო ყველაფერი და ამაში უჩვეულოს ვერაფერს
ხედავდნენ.
უინიფრედს დღის განმავლობაში ჩემი დასაქმება ევალებოდა,
უსაქმურობისაგან რომ არ შევშლილიყავი და მთლად არ წავსუ-
ლიყავი ხელიდან. ამ თემაზე სულ ტვინს იჭყლეტდა, თითიდან
იწოვდა უაზრო დავალებებს და დროსა და სივრცეს ისე მიგეგმავ-
და, რომ ყველაფერი ადვილად მომეგვარებინა. თანაც, რთულ-
საც არაფერს მავალებდა, რადგან არც იმას მალავდა, რომ პატა-
რა, შტერ გოგოდ მივაჩნდი. მე, ჩემი მხრივ, მისი გადარწმუნება
ერთხელაც არ მიცდია.
იგივე მოხდა იმ საქველმოქმედო მეჯლისზეც, რომელიც უპატ-
რონო ბავშვთა თავშესაფრის გახსნას მიეძღვნა. უინიფრედი მეჯ-
ლისის მთავარი ორგანიზატორი ბრძანდებოდა. საორგანიზაციო
კომიტეტის წევრთა სიაში მეც შემიყვანა, მაგრამ მხოლოდ იმ მიზ-
ნით კი არა, რომ მისი ბრძანებები შემესრულებინა, არამედ იმი-
ტომაც, რომ ეს დადებითად აისახებოდა რიჩარდის კარიერაზე.
ჩემთვის საორგანიზაციო საქმეების მონდობა, მისი მხრიდან
„ბოროტი ხუმრობა“ იქნებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ფეხსაც-
მელზე თასმის ლაზათიანად შეკვრასაც კი ვერასოდეს მოვახერ-
ხებდი. ამიტომ სერიოზული რა უნდა დაევალებინა ჩემნაირი „ნა-
ცარქექიასათვის“? ჰოდა, ადგა და კონვერტებზე მისამართების
დაწერა დამავალა. ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, ამას ნამ-
დვილად მოვახერხებდი, თანაც საკმაოდ კარგად, რადგან ტვი-
ნის დაძაბვა არ დამჭირდებოდა (ლამის ყურში ჩამესმოდა, ბრი-
ჯის თამაშისას როგორ ეუბნებოდა თავის ბილის და ჩარლის:
„მადლობა ღმერთს, ეს ერთი ნიჭი მაინც აღმოაჩნდა!.. არა, ბო-
დიშს ვიხდი, - ორი!“ და როგორ გულიანად კისკისებდნენ).
უპატრონო ბავშვთა თავშესაფრის გახსნისადმი მიძღვნილი
საქველმოქმედო მეჯლისი უინიფრედის ყველაზე წარმატებული
პროექტი იყო. ყოველ შემთხვევაში, მეჯლისი მართლაც დიდებუ-
ლი გამოვიდა. კოსტიუმირებული მასკარადები ხალხს ძალიან
უყვარდა. კოსტიუმებს ისეთივე პატივს სცემდნენ, როგორსაც
სამხედრო ფორმებს. ორივე ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებო-
და - საკუთარი თავის შენიღბვას და სხვა ადამიანად წარმოჩენას.
შეგეძლო, უფრო დიდი და ძლევამოსილი გამხდარიყავი, ანდა
უფრო მიმზიდველი და იდუმალი, და ამ ყველაფერს მარტივად
აღწევდი - ეგზოტიკური კოსტიუმის საშუალებით. მოკლედ, ამაში
მართლა რაღაც იყო.
უინიფრედმა საორგანიზაციო კომიტეტი კი შექმნა, მაგრამ
ყველამ იცოდა, რომ ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტდა; სა-
დავეები თავად ეპყრა ხელში და ყველას თავის ჭკუაზე აჭენებდა.
1936 წლის მეჯლისის თემაც - „შანგდუ“ - თავად შეარჩია. მისმა
მეტოქე „ბო არტს ბალმა“, ცოტა ხნით ადრე, თემად „თემურლენ-
გი სამარყანდში“ აირჩია და დიდი წარმატებითაც ჩაატარა ღო-
ნისძიება. აღმოსავლური თემები ყოველთვის ამართლებდა. თა-
ნაც, „კუბლა-ხანი“ სკოლიდან ყველას ახსოვდა. ასე რომ, თვით
ვექილები, ექიმები და ბანკირებიც კი მიხვდებოდნენ, შანგდუ რას
ნიშნავდა. რაც მთავარია, ამის მიხვედრა არც მათ ცოლებს
გაუჭირდებოდათ.
ერთხელ კუბლა-ხანს გამოუცია
მკაცრი ბრძანება ქალაქ შანგდუში -
იქ, სადაც ალფი, წმინდა მდინარე,
უჩინარ ღრმულთა ბნელი მარყუჟით
ჩაედინება ქვესკნელს მძინარე
უმზეო ზღვაში…
უინიფრედმა მთელი პოემა დააბეჭდვინა და მიმეოგრაფით
გამრავლებული ამონაბეჭდები დაგვირიგა კომიტეტის წევრებს,
ეგებ ასე უფრო მოგივიდეთ თავში საინტერესო იდეებიო. თქვენს
ნებისმიერ შემოთავაზებას სიამოვნებით მოვისმენო, ბრძანა,
თუმცა ყველამ მშვენივრად ვიცოდით, რომ მეჯლისის მთელი
სცენარი უკვე დეტალურად ჰქონდა მოფიქრებული. პოემა მოსაწ-
ვევების მოცისფრო ფონზეც მიაწერინა მოვარაყებული არაბული
ასოებით. ნეტა თუ ეგონა, რომ ვინმე შეძლებდა არაბული ტექ-
სტის ამოკითხვას? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, არაბული
ასოები მოსაწვევებს ძალიან უხდებოდა.
ასეთ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო
შესაძლებელი. დაგპატიჟებდნენ და მერე გაგატყავებდნენ. თუმ-
ცა მხოლოდ ვიწრო წრის წარმომადგენლებს ეპატიჟებოდნენ
ხოლმე. ისინი კი ღელავდნენ, ნეტა სიაში მოხვდი თუ არაო. ალ-
ბათ, ძირითადად ისინი ღელავდნენ, ვინც თავის საზოგადოებრივ
სტატუსში მთლად დარწმუნებული ვერ იყო. მათთვის, ვისაც მო-
საწვევის მიღების იმედი ჰქონდა, გაწბილება ნამდვილ „განსაწ-
მენდელში“ მოხვედრის ტოლფასი იყო. ალბათ, ცრემლებად იღ-
ვრებოდნენ, მაგრამ მალულად. იმ სამყაროში არავისთვის უნდა
გეჩვენებინა, რომ რაღაცაზე გული გწყდება.
შანგდუს ხიბლი ისაა (თქვა უინიფრედმა მას მერე, რაც თავისი
ხრინწიანი ხმით ხმამაღლა წაგვიკითხა მთელი პოემა, და თანაც
ბრწყინვალედ, ამას ნამდვილად ვერ წავართმევ), რომ ასეთი თე-
მა საშუალებას გაძლევს, იმდენად გაიხსნა, ანდა იმდენად
შეინიღბო, რამდენადაც მოგესურვებაო. ჩასუქებულებს შეუძლი-
ათ, მდიდრულ ფარჩაში გაეხვიონ, ტანკენარებმა კი მონა ქალე-
ბისა და მოცეკვავეების კოსტიუმები მოირგონ და ყველაფერი
საქვეყნოდ გამოაფინონ, რაც კი რამ ღირსშესანიშნავი აქვთო.
გამჭვირვალე ქვედატანები, სამაჯურები, შიშველ კოჭებზე შესაბ-
მელი ზანზალაკები - სულო და გულო, რაც კი თავში მოუვათ, ყვე-
ლაფერი მათ განკარგულებაშიაო. კაცებს, რა თქმა უნდა, ფაშე-
ბად გადაცმა მოუნდებათ, რომ თავი ჰარემის მბრძანებლებად
წარმოიდგინონო. ერთადერთი ის ეეჭვებოდა, საჭურისად გამოწ-
ყობასა და უშნო ქირქილის ატანას თუ ისურვებდა ვინმე.
ლორა ძალიან ახალგაზრდა იყო ასეთ მეჯლისში მონაწი-
ლეობისათვის. უინიფრედი მის საზოგადოებაში გამოსაყვან დე-
ბიუტს სხვა დროისთვის გეგმავდა, მანამდე კი მისი საჯარო ღო-
ნისძიებებზე გამოჩენა ცუდ ტონად ჩაითვლებოდა. მაგრამ ლორა
ძალიან დაინტერესდა მეჯლისით. ამან ერთგვარი შვება მომგვა-
რა - გამიხარდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, რაღაცამ მიიზიდა.
ცხადია, სკოლაში სიარული და სწავლა საერთოდ არ აინტერე-
სებდა და საშინელ ნიშნებსაც იღებდა.
უკაცრავად, ერთი რამ უნდა დავაზუსტო - თავად ღონისძიებამ
კი არ აღუძრა ინტერესი, არამედ პოემამ. როცა მის ვაილენზი
გვასწავლიდა ამ ნაწარმოებს, მაშინ ლორა სრულიად გულგრი-
ლი იყო და ლამის ყურსაც არ უგდებდა, ახლა კი, რატომ ასჯერ
მაინც არ გადაიკითხა. აინტერესებდა, „დემონური მეტრფე“ რას
ნიშნავდა; რატომ იყო ზღვა უმზეო, ოკეანე - უსიცოცხლო; რა უნ-
დოდა ყინულის გამოქვაბულებს იმ მზიან სასახლეში; რას წარ-
მოადგენდა აბორა და რატომ უმღეროდა მას აბისინიელი ქალ-
წული; ანდა ომიანობის მაუწყებელი წინაპართა ძახილი რატომ
ისმოდა.
მაშინ არც ერთ ამ შეკითხვაზე არ მქონდა პასუხი, ახლა კი
მაქვს… თავად სემუელ ტეილორ კოლრიჯის პასუხები კი არა - ჩე-
მი საკუთარი. თანაც, არა მგონია, თავად კოლრიჯს პასუხების გა-
ცემის თავი ჰქონოდა, რადგან იმხანად ნარკოტიკებზე იჯდა.
აი, რა პასუხები გამიჩნდა: წმინდა მდინარე ცოცხალია, უსი-
ცოცხლო ოკეანეში იმიტომ ჩაედინება, რომ ყოველივე, რაც ცოც-
ხალია, უნდა მოკვდეს. საყვარელი ადამიანი „დემონურ მეტ-
რფედ“ იმიტომაა მოხსენიებული, რომ ეფემერული ხატია, სინამ-
დვილეში, გვერდით არცა ჰყავს. მზიანი სასახლე, ერთ მშვენიერ
დღეს, აუცილებლად ყინულის გამოქვაბულად იქცევა და გაგთო-
შავს… მერე? მერე რა გელის? მერე უეცრად ხელში შემოგადნება
და მთლად სველი დარჩები, გაწუწული ქათამივით… აბორა აბი-
სინიელი ქალწულის მშობლიური მთაა. იმიტომ უმღერის, რომ
ენატრება, მაგრამ იცის, რომ უკან ვერასოდეს დაუბრუნდება. წი-
ნაპართა ძახილი კი იმიტომ ისმის, რომ წინაპართა ხმებს ვერას-
დროს დაადუმებ, ვერ ჩაახშობ… ტყუილსაც არასდროს იკადრე-
ბენ, რადგან ომის დაწყება, ადრე თუ გვიან, ყოველთვის გარ-
დაუვალია.
თუ ვცდები, შემისწორეთ!
თავიდან ოდნავ ბარდნიდა, მერე კი, თოვლი საფანტივით წა-
მოვიდა ციდან, ლამის კანსაც გიკაწრავდა. ნაშუადღევს უკვე
ბნელდებოდა. ცა გადარეცხილი ცისფერიდან მოხდილი რძის
ფერში გადადიოდა. საკვამურებიდან დამწვარი ქვანახშირის შა-
ვი კვამლი ამოდიოდა; პურის დამტარებელი დროგის ცხენები
თბილ-თბილი ჩონჩორიკის გორებს ტოვებდნენ ქუჩებში. იმ ჩონ-
ჩორიკს თავიდან ორთქლი ასდიოდა, მაგრამ მალევე იყინებოდა
და გაქვავებულ მასას ბავშვები ერთმანეთს გუნდებივით ესროდ-
ნენ. შუაღამისას ქალაქის საათები ერთხმად ჩამოჰკრავდნენ
ხოლმე თორმეტს. ყოველი ღამე ცივი ვარსკვლავებითა და გა-
თოშილი მთვარით ცაზე დაწერილ ახალ-ახალ გამოცანას მთავა-
ზობდა. საწოლი ოთახის ფანჯარასთან ვდგებოდი და წამით წაბ-
ლის ხის ტოტებს მიღმა ქვაფენილს გავხედავდი. მერე შუქს ვაქ-
რობდი და ვწვებოდი.
შანგდუს მეჯლისი იანვრის მეორე შაბათ დღეს გაიმართა.
სიფრიფანა ქაღალდებში შეფუთული კოსტიუმი დილით მომარ-
თვეს ყუთით. სამეჯლისო კოსტიუმებს მალაბარის ატელიეში ვქი-
რაობდით ხოლმე, რადგან ასეთი განსაკუთრებული დატვირთვის
მქონე ტანსაცმლის დაკვეთით შეკერვა ნამდვილი სიგიჟე იქნე-
ბოდა. ექვსი რომ შესრულდა, კოსტიუმის მოსინჯვას შევუდექი.
ლორა ჩემს ოთახში იყო. გაკვეთილებს ხშირად სწავლობდა
ხოლმე ჩემთან; ყოველ შემთხვევაში, თავი ისე ეჭირა, თითქოს
სწავლობდა.
- ვის განასახიერებ? - მკითხა ინტერესით.
- აბისინიელ ქალწულს, - ვუპასუხე და დავფიქრდი, ციმბალის
მაგივრობას რა გამიწევს-მეთქი. ბანჯო რომ მქონდოდა, ბაფთე-
ბით მოვრთავდი და.. მაგრამ ერთადერთი (ბიძების დანატოვარი)
ბანჯო ავილიონის სხვენში მეგულებოდა. ჰოდა, გადავწყვიტე,
როგორმე ციმბალის გარეშე გავსულიყავი ფონს.
ლორასგან ჩემი გარეგნობის შეფასებას არ მოველოდი; ვი-
ცოდი, რომ არ მეტყოდა, „ლამაზი ხარ“, ან თუნდაც, „კარგად გა-
მოიყურებიო“. ასეთი კომპლიმენტები თავის დღეში არ უთქვამს,
რადგანაც ეს მისთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. ერ-
თადერთი ის მითხრა, მთლად აბისინიელს არ ჰგავხარ, ქერა აბი-
სინიელი ვის უნახავსო.
- ქერა ვარ და რა ვქნა? თმას ხომ ვერ გამოვიცვლი?!.. სულ
უინიფრედის ბრალია, ჩემთვის ვიკინგის ან რამე მაგდაგვარის
როლი უნდა შეერჩია.
- მისი ყველას რატომ ეშინია? - მკითხა ლორამ.
- ვის გულისხმობ? - გავიოცე, რადგან პოემაში შიშის ელე-
მენტს ვერ ვხედავდი, მხოლოდ სიამოვნებაზე იყო საუბარი. შან-
გდუს სასახლე „ბედნიერების სავანე“ იყო. მეც სწორედ ასეთ სა-
სახლეში ვცხოვრობდი მაშინ, იმ ბედნიერებით ვტკბებოდი, რო-
მელიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, სხვებმა კი,
ამის შესახებ არაფერი იცოდნენ… ის კედლები და გალავანი მი-
ცავდა, რომლებიც ჩემ გარშემო აღვმართე და შიგნით უკითხა-
ვად ვერავინ შემოაღწევდა.
- აი, ნახე, - მითხრა ლორამ, თვალები დახუჭა და პოემის ცი-
ტირება დაიწყო:
ნუთუ შევიძლებ, რომ აღვიდგინო
მისი გალობის ნაზი ჰანგები?
გულზე სიამედ გადავიფინო
მისი სიტყვების ფიანდაზები?
რომ შევიძლებდე, მეც ავაგებდი
ბედნიერების ნამდვილ სავანეს.
სხვებს რომ ვამცნობდი, შემიძახებდნენ:
მაგრად დადექი! მაგრად დადექი!
უფრთხილდი თვალებს, შავად რომ ბზინავს,
იმას უფრთხილდი, ვისაც არ სძინავს,
სამოთხის რძეში ვინც აბანავეს,
თვალებს აგიბამს იმ თაფლის ცვილით,
შენ რომ მოგართმევს ღამით და დილით!
- ხედავ? მისი ეშინიათ… მაგრამ რატომ? რატომ უნდა გით-
ხრან, „უფრთხილდიო?“
- წარმოდგენა არა მაქვს, საყვარელო… ეგ ხომ პოეზიაა,
პოეტური ნაწარმოების ლოგიკურად ახსნა ხშირად შეუძლებე-
ლია… ალბათ, ფიქრობენ, რომ გიჟია.
- ძალიან ბედნიერია და იმიტომ, - ამიხსნა ლორამ. - სამოთხის
რძეში ბანაობს… ასეთი ბედნიერი ადამიანების ყველას ეშინია.
ალბათ, ეგ არის შიშის მიზეზი, შენ როგორ გგონია?
- ლორა, ყველაფერს მე ნუ მეკითხები, ყველაფრის პასუხი არა
მაქვს, პროფესორი კი არა ვარ.
ლორა იატაკზე იჯდა, სკოლის კილტში გამოწყობილი,
ფრჩხილს იკვნეტდა და იმედგაცრუებული შემომცქეროდა. ბო-
ლო დროს ხშირად ვუცრუებდი იმედს.
- ამას წინათ ალექს ტომასი ვნახე, - მითხრა უცებ.
სასწრაფოდ მივიბრუნე პირი და სარკესთან პირსაბურავის
დამაგრება დავიწყე. საშინელება იყო… მწვანე ატლასი… უდაბ-
ნოს ვამპირს ვგავდი ჰოლივუდის ფილმიდან… თავი დავიმშვიდე,
ალბათ სხვებიც ასეთი უბადრუკები იქნებიან-მეთქი.
- ალექს ტომასი? მართლა? - ვკითხე ლორას და იმწამსვე მივ-
ხვდი, რომ უფრო მეტი გაოცება უნდა გამომეხატა.
- არ გაგიხარდა?
- რა?
- რომ ცოცხალია და არ დაუპატიმრებიათ, - მიპასუხა ლორამ.
- გამიხარდა, აბა რა… ოღონდ იცოდე, არავისთან დაგცდეს,
თორემ ისევ დაუწყებენ ძებნას.
- რას მაფრთხილებ, ეგ მეც ვიცი, ბავშვი ხომ არა ვარ?!.. ხე-
ლიც კი არ დამიქნევია.
- თვითონაც დაგინახა?
- არა. ქუჩაში მოსეირნობდა. ქურთუკის საყელო აწეული
ჰქონდა და სახეს შარფი უფარავდა, მაგრამ მაინც ვიცანი… ხელე-
ბი ჯიბეებში ეწყო.
ხელებისა და ჯიბეების ხსენებაზე ტანში გამცრა.
- რომელ ქუჩაზე სეირნობდა?
- ჩვენსაზე. ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდა და აქეთა სახლებს
აკვირდებოდა. ალბათ, ჩვენ გვეძებდა… ეტყობა იცის, რომ სად-
ღაც აქ ვცხოვრობთ.
- ლორა, მითხარი, ალექს ტომასზე ისევ ავარდნილი ხარ? თუ
ასეა, როგორმე უნდა დაივიწყო.
- ავარდნილი სულაც არა ვარ, - მიპასუხა განაწყენებულმა. -
და არც ადრე ვყოფილვარ… ავარდნილი ბანძი სიტყვაა, გულს მი-
რევს.
რაც სკოლაში დაიწყო სიარული, ნაკლებად ღვთისმოსავი
გახდა და ლექსიკაც გაუუხეშდა. „ბანძიც“ სასკოლო ლექსიკიდან
იყო.
- რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ როგორმე თავი უნდა დააღ-
წიო მაგ გაუგებრობას, - ვუთხარი დაყვავებით. - იცოდე, უბედუ-
რებას მოგიტანს.
ლორამ მუხლებზე შემოიჭდო მკლავები და შემომხედა.
- უბედურებას? ნეტა ნამდვილი უბედურების რა გაგეგება?
VIII

ბრმა მკვლელი: მგლური ამბები

ისევ ახალ, ისეთივე საშინელ ბინაში გადავიდა. ქალი


იქაურობას ვერ იტანს - ქალაქგარეთაა და ისევ გზაჯვარედინზე.
იქით გამგზავრებაც არ უყვარს, რადგან ძალიან შორსაა და თა-
ნაც ძალიან ცივა. იქამდე რომ მიაღწევს, სულ კბილს კბილზე აცე-
მინებს ხოლმე. სძულს ის ვიწრო, უსკამო ოთახი; სიგარეტის ნამ-
წვების მძიმე და მყრალი სუნი, დაგმანული ფანჯრის გამო რომ
არასოდეს ნიავდება; კუთხეში ჩაჭეჭყილი, ჩამოფხავებული საშ-
ხაპე… ის დედაკაციც სძულს, კიბეზე რომ შეხვდა და ძველ რომა-
ნებში აღწერილ, ნაჯაფ გლეხს ჰგავდა; იფიქრებდი, საცაა მოტრი-
ალდება და ზურგზე მოკიდებულ ფიჩხის კონას დავუნახავო. გა-
მოხედვაც საშინელი ჰქონდა - შურიანი, ზიზღნარევი და შეურაც-
ხმყოფელი; თითქოს გონების თვალით ხედავდა, რაც კარს მიღმა
უნდა მომხდარიყო…
ოოოჰ, ერთი იმ ქალის ჭკუაც!..
როგორც იქნა, თოვლი დადნა. თუმცა, აქა-იქ, ჩრდილიან ად-
გილებში, რუხი თოვლის პატარა ლაქები მაინც გეჩხირება თვალ-
ში. მზე უკვე თბილია და ჰაერში სველი ნიადაგის, გამოღვიძებუ-
ლი ხის ფესვებისა და ირგვლივ მიმოფანტული გაზეთების სველი
ნაფლეთების სუნი ტრიალებს. გაზეთები ისეთი დამბალია,
ტექსტს ვეღარ ამოიკითხავ. ქალაქის ფეშენებელურ რაიონებში
ნარგიზები ამოწვერილან, რამდენიმე უჩრდილო წინა ბაღში კი
წითელი და ნარინჯისფერი ტიტებიც გამოჩნდნენ - „იმედის ნა-
პერწკლები“, როგორც მებაღეობისადმი მიძღვნილ სტატიაში
ეწერა. თუმცა ამას წინათ, აპრილის ბოლო დეკადაში, თოვლიც
კი წამოვიდა და უჩვეულოდ მსხვილი ფიფქების პატარა ქარბუქიც
დააყენა.
ქალს თმა თავსაფრის ქვეშ დაუმალავს და ის მუქი ლურჯი, მო-
თელილი პალტო ჩაუცვამს, რომელიც სპეციალურად შეიძინა
ძველმანების მაღაზიაში, როცა კაცმა ურჩია, გამოპრანჭული ნუ
მოხვალ ხოლმეო. ქუჩის ყველა კუთხე-კუნჭული მამალი კატები-
სა და გალიებში გამომწყვდეული ქათმების სუნად ყარს. იქაურო-
ბა სავსეა ცხენზე ამხედრებული პოლიციელებითა და მათი ცხე-
ნების ჩონჩორიკით. პოლიციელები აქეთ-იქით დაძრწიან და
ქურდებს კი არა, აგიტატორებს დაეძებენ - „უცხოელი წითლების“
სოროებს, სადაც ისინი ვირთხებივით შეყუჟულან, ალბათ ექვს--
ექვსნი წვანან თითო საწოლზე, ჩურჩულით ლაპარაკობენ და იმ
საზიარო ქალებთან კოტრიალობენ, ინკუბატორის ფუნქციას
რომ ასრულებენ მათი უგვანი შთამომავლობის გამოსაჩეკად. ამ-
ბობენ, შტატებიდან გამოძევებული ემა გოლდმანიც სადღაც აქ
აფარებს თავსო.
სისხლით მორწყულ ტროტუარს ვედროთი და ჯაგრისით
შეიარაღებული მამაკაცი დასტრიალებს. ქალი ზიზღით შემოუვ-
ლის მოვარდისფრო გუბეს. კოშერული ყასბებისა და ჭონების
უბანია. იაფფასიანი, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული მუ-
შების დამსაქმებელი საამქროებიც ნამდვილად აქვე იქნება, დაზ-
გებზე წახრილი ემიგრანტი ქალებით, რომლებსაც ფილტვები
ბეწვეულის მტვრითა აქვთ სავსე.
კაცმა ერთხელ უთხრა, აშკარად გეტყობა, სხვისი გამონაცვა-
ლი ტანსაცმელი რომ გაცვიაო. ეგრეც არისო, მიუგო ქალმა
მხიარულად. აკი თავად მირჩიე, ასე ჩაიცვიო. მერე თითქოს გაბ-
რაზდა და განაგრძო, მაინც რას მოელი ჩემგან, რა გავაკეთო, ნუ-
თუ სერიოზულად ფიქრობ, რომ ჩემზე რამეა დამოკიდებულიო…
ხილ-ბოსტნეულის მაღაზიასთან ჩერდება და სამ ვაშლს ყიდუ-
ლობს. მთლად კარგი ვაშლები არ უნდა იყოს, ალბათ წინა სეზო-
ნის მოსავლიდანაა შემორჩენილი, კანი მთლად მოჭმუჭნიათ…
მაგრამ ქალი გრძნობს, რომ კაცს, შემორიგების მიზნით, რაღა-
ცით ხელდამშვენებული უნდა ეახლოს. გამყიდველი ერთ ყავის-
ფრად დაჭორფლილ ვაშლზე უთითებს, ხელიდან ართმევს და
უკეთესით უცვლის. ამ ყველაფერს უსიტყვოდ აკეთებს, მხოლოდ
თავს უკრავს, მრავალმნიშვნელოვნად, და უკბილებო ღიმილით
უღიმის.
გრძელ, შავ პალტოებში გამოხვეული კაცები, ფართოფარ-
ფლებიან ქუდებში… წვრილთვალება, სხარტი მზერით მომზირა-
ლი ქალები, შალებსა და კოჭებამდე ქვედატანებში… ზმნის დამ-
ტვრეული ფორმები… პირდაპირ არასოდეს გიყურებენ თვალებ-
ში, მაგრამ მათ მზერას ვერაფერს გამოაპარებ. მათ ფონზე ქალი
ძალიან თვალში საცემია - სხვებთან შედარებით გიგანტია და,
თანაც, ფეხები მოუჩანს!
აი, უკვე, კაცმა რომ უთხრა, ის საგალანტერიოც გამოჩნდა. ქა-
ლი წამით ჩერდება და ვიტრინას ათვალიერებს. გადაპრანჭული,
ძვირფასი ღილები, ატლასისა და აბრეშუმის ბაფთები, თასმები,
დუგმები, მძივები - ნედლი მასალა მოდური ტანსაცმლის შესაქ-
მნელად… სწორედ აქაურთა ხელებმა მიაკერეს ყარყუმის ბეწვი
მისი თეთრი შიფონის მოსასხამის კაპიუშონს. კონტრასტი თხელ,
ჰაეროვან ქსოვილსა და ცხოველის ბეწვს შორის - აი, რა ხიბ-
ლავს მამაკაცებს… ნაზი კანი და იქვე ფუმფულა ბეწვის პატარა
ბუჩქი...
კაცის ოთახი საფუნთუშის თავზეა. გვერდითა კიბით უნდა ავი-
დეს, მადის აღმძვრელი სურნელის ღრუბელში გახვეული… მაგ-
რამ საფუარის მძიმე, დამთრგუნველი სუნი პირდაპირ ტვინში
ურტყამს, ზევით ისწრაფვის გამთბარი ჰელიუმივით… საუკუნეა,
კაცი აღარ უნახავს. ნეტა რა ძალა ადგა, ასე რომ დაიტანჯა თავი?!
აქ არის!.. ახლა კარს გაუღებს!..
- ნახე, ვაშლები მოგიტანე!
ცოტა ხნის მერე, როცა რეალობას უბრუნდება, ოთახში არსე-
ბული საგნები კვლავ კონკრეტულ ფორმას იძენენ. კაცის საბეჭდ
მანქანას ხედავს, რომელიც არცთუ საიმედოდ შემოუდგამს პირ-
საბანის ფეხზე, თავად პირსაბანის ნიჟარა კი იქვე მდგომ ლურჯ
ჩემოდანზე მოუთავსებია. იატაკზე დაჭმუჭნილი პერანგი აგდია.
იატაკზე მიმოფანტული ტანსაცმელი ყოველთვის ხორციელ ვნე-
ბაზე რატომ მიანიშნებს თავისი დაკუჭული, ბუნდოვანი ფორმით?
ფერწერულ ტილოებზე ცეცხლის ალსაც ასე ხატავენ, ნარინჯის-
ფერი ნაჭერივით, რომელიც, თითქოს, მოიქნიეს და ძირს მოის-
როლეს.
საწოლში წვანან - უზარმაზარ, წითელი ხისგან ნაგებ კონ-
სტრუქციაში, რომელსაც მთელი ოთახი უჭირავს. ეტყობა, ვიღა-
ცის საქორწინო მზითევია, სადღაც შორიდან ჩამოტანილი, მარა-
დიული, მთელი ცხოვრების აქ გატარებაზე გათვლილი. მარა-
დიული… რა სულელური სიტყვაა!.. მყარი და უცვეთი… ნუთუ ასე-
თი რამეებიც არსებობს? ქალი ვაშლს კაცის ჯიბის დანით ჭრის და
ნაჭრებს პირში უდებს.
- რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ჩემი შეცდენა გინდა.
- არა, უბრალოდ მინდა, რომ სული არ გაგძვრეს. ცოტა უნდა
მოგასულიერო, სანამ შეგახრამუნებდე.
- ძალიან მტაცებლური და ბინძური აზრები მოგდის თავში, პა-
ტარა ქალბატონო!
- დიახაც! მაგრამ ეგ შენი აზრებია. ახლა არ მითხრა, რომ
მკვდარი დიაცები აღარ გახსოვს, ფირუზისფერი თმებითა და გვე-
ლებით სავსე უფსკრულივით უძირო თვალებით… ისინი, ალბათ,
სწორედ შენნაირი ბიჭუნებით იტკბარუნებენ პირს.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალებას მისცემ.
კაცი ისევ ქალისკენ ტრიალდება და ეღლაბუცება.
- მაინც, სად იმალებოდი? რამდენიმე კვირაა, არ გამოჩენილ-
ხარ.
- მართალია… არა, არა, მოიცა!.. რაღაც უნდა გითხრა.
- სასწრაფოა?
- ჰო… თუმცა, რა ვიცი… არა, სასწრაფო არ არის.
მზე ჩასვლას აპირებს. ფარდის ჩრდილი საწოლზეა გართხმუ-
ლი. ქუჩიდან ხმები შემოდის, უცხოურ ენებზე ლაპარაკობენ. ეს,
ალბათ, არასდროს დამავიწყდებაო, ფიქრობს ქალი. მერე უცებ
შეცბება: ნეტა ხსოვნაზე რატომ ვფიქრობ, ჯერ ისევ აწმყოა, წარ-
სული ხომ არა!.. ჯერ ხომ არაფერი დასრულებულაო.
- იცი, ამბავი მოვიფიქრე, - ეუბნება კაცს. - ჩვენი ზღაპრის გაგ-
რძელებასთან დაკავშირებით ერთი მშვენიერი აზრი მომივიდა
თავში.
- მართლა? ნუთუ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი აზრიც დაგე-
ბადა?
- საკუთარი აზრი ყოველთვის მქონდა.
- რა საინტერესოა!.. მიდი აბა, მომახსენე, - ამბობს კაცი და იკ-
რიჭება.
- მისმინე! ბოლო, რაც ვიცით, ის არის, რომ გოგო და ბრმა
მკვლელი „სიხარულის მსახურთან“ მიჰყავთ, იმ ბარბაროსი დამ-
პყრობლების ლიდერთან, რომლებსაც „იავარმქმნელებს“ უწო-
დებენ. იმიტომ მიჰყავთ, რომ ეს ორნი ღვთის მაცნეებად ჩათვა-
ლეს… თუ რამე მეშლება, გამისწორე.
- ეს ზღაპარი მართლაც გაინტერესებს? ასე დეტალურად გახ-
სოვს? - უკვირს კაცს.
- აბა, რა გეგონა? შენი ნათქვამი ყოველი სიტყვა მახსოვს!..
მოკლედ, ბარბაროსების ბანაკს მიაღწევენ და ბრმა მკვლელი
„სიხარულის მსახურს“ ეუბნება, შენთვის უზენაესის შეტყობინება
მაქვს, მაგრამ პირადად უნდა გადმოგცე, მხოლოდ ამ გოგოს
თანდასწრებით, რადგანაც მისი მხედველობის არიდან დაკარგვა
არ მინდაო.
- რომელი მხედველობის? დაგავიწყდა, ბრმა რომ არის?
- მახსოვს. მაგრამ სიტყვაზე ნუ გამომეკიდები ახლა; მშვენივ-
რად ხვდები, რასაც ვგულისხმობ… ჰოდა, სიხარულის მსახურიც
ეუბნება, ეგრე იყოსო.
- ასე მარტივად არ ეტყოდა, გრძელ ტირადას წარმოთქვამდა.
- ასეთი ადგილები შენთვის მომინდია, მე ნამდვილად გამი-
ჭირდება… მოკლედ, კარავში განცალკევდებიან და მკვლელი
ეუბნება, ახლა ქალაქში შეღწევის გეგმას გაგაცნობო; არიგებს,
ქალაქში როგორ უნდა შეაღწიონ ჩუმად და ყოველგვარი მსხვერ-
პლის გარეშე… ამათი ხალხის მსხვერპლს გულისხმობს, რა თქმა
უნდა. ეუბნება, ერთი-ორი კაცი გაუშვი, პაროლს ვეტყვი და ჭიშ-
კარში შევლენო. ჰოდა, როგორც კი ქალაქში შევლენ, არხთან
მივიდნენ და თაღთან თოკი ჩაუშვან წყალშიო. თოკის მეორე ბო-
ლო რამე მყარს უნდა გამოაბან, ვთქვათ, ქვის სვეტს ან რაღაც
ეგეთსო. ღამით მეომრების ჯგუფი გაუშვი, ამ თოკს მოებღაუჭონ,
ქალაქში არხით შევიდნენ, მცველები დახოცონ, რვავე ჭიშკარი
გააღონ და ბინგო!
- ბინგო? - ეცინება კაცს. ეგ „ბინგო“ მაინცდამაინც ზიკრონუ-
ლად არ ჟღერს.
- კარგი, „ჰა ბურთი და ჰა მოედანი“ იყოს. ამის მერე, თუკი
გულს უხარია, შეუძლიათ მთელი ქალაქი ამოჟუჟონ, დედაბუ-
დიანად!
- ძალიან კარგად მოგიფიქრებია, ყოჩაღ!
- აბა, რა გეგონა? რაღაც მაგდაგვარი ჰეროდოტედან მახსოვს,
თუ არ ვცდები… მგონი, ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით.
- მაკვირვებ, იმდენი უაზრო ინფორმაცია გიყრია მაგ ლამაზ
თავში. მაგრამ ეგ ჩვენი ახალგაზრდა წყვილი ღვთიური მაც-
ნეების თანამდებობაზე დიდხანს ვერ დარჩება, ძალიან სარის-
კოა. ადრე თუ გვიან, ფეხი დაუცდებათ, რაღაცაში ჩაიჭრებიან და
სიკვდილი არ ასცდებათ. აუცილებლად უნდა გაიქცნენ.
- მაგაზეც ვიფიქრე. დირექტივებისა და პაროლის მიცემამდე
ბრმა ამბობს, ჩვენ ორს საგზალი მოგვიმზადეთ და დასავლეთის
მთის ძირას მიგვიყვანეთო. მთაზე უნდა ავიდეთ და იქ ახალი შეტ-
ყობინებები მივიღოთო. მხოლოდ ამის შემდეგ გეტყვით სათ-
ქმელსო… ინსტრუქციებსა და პაროლს გულიხმობს, რა თქმა უნ-
და. ამრიგად, თუ ბარბაროსების თავდასხმა მარცხით დასრულ-
დება, ეს ორი ისეთ ადგილას იქნება, სადაც მათი მოძებნა არც
ერთ საკიელ-ნორნელს არ მოუვა თავში.
- სამაგიეროდ, მგლების საკბილოები გახდებიან… ან იმ
მკვდარ დიაცებს ჩაუვარდებიან ხელში, მოქნილი სხეულები და
ლალისფერი ბაგეები რომ აქვთ. შეიძლება, გოგო მოკლან და
უბედურ ბიჭს სულის ამოხდომამდე აკეთებინონ ყველა ის საზიზ-
ღრობა, რაც მოეხუშტურებათ.
- არა, ეგრე არ იქნება.
- ვააა, არა? ეგ ვინა თქვა?
- მე ვთქვი. ვააა, არას ძახილს შეეშვი და ბოლომდე მომისმი-
ნე. ბრმა მკვლელი ხომ ყველა ჭორს ყველაზე ადრე იგებს ხოლ-
მე, ჰოდა, ისიც იცის, რომ ეს დიაცები მკვდრები სულაც არ არიან.
უბრალოდ, საკუთარ თავს ასეთ ხმებს უვრცელებენ, რომ ხელი
არავინ ახლოთ. სინამდვილეში გამოქცეული მონები არიან… ზო-
გიც იმიტომ შეუერთდა მათ გუნდს, რომ ეშინია, ქმარმა ან მამამ
არ გაყიდოს მონად. მეტსაც გეტყვი - მათ შორის ზოგი მამაკაცია,
მაგრამ კეთილგანწყობილი და სინდისიერი მამაკაცები არიან.
გამოქვაბულებში ცხოვრობენ და ცხვარს მწყემსავენ; ზოგს ბოს-
ტანიც გაუშენებია. რიგ-რიგობით დაძრწიან აკლდამებთან მოგ-
ზაურების დასაფრთხობად - ყმუიან და რაღაც მაგდაგვარს აკეთე-
ბენ… მოკლედ, ყოველ ღონეს ხმარობენ, მითი რომ არ გაქარ-
წყლდეს.
ამას გარდა, არც მგლებია ნამდვილი, უბრალოდ, მეცხვარე
ნაგაზები არიან, რომლებიც მგლებად თავის მოჩვენებაში ჰყავთ
გაწვრთნილი. სინამდვილეში ძალიან თვინიერი და ერთგული
ძაღლები არიან.
მოკლედ, იქაურები ახალგაზრდა წყვილს შეიფარებენ და მათ
სევდიან ამბავს რომ შეიტყობენ, ძალიან გულისხმიერად მოეპ-
ყრობიან. უენო გოგო და ბრმა ბიჭი ერთ-ერთ გამოქვაბულში და-
სახლდებიან და, ადრე თუ გვიან, შვილებსაც გააჩენენ, რომლე-
ბიც არც ბრმები იქნებიან და არც - მუნჯები. ჰოდა, ძალიან ბედ-
ნიერად იცხოვრებენ.
- ამასობაში, მთელ მათ თანამოქალაქეებს ამოჟუჟავენ, არა?
- ღიმილით ეკითხება კაცი. - თავისიანების ღალატისაკენ უბიძ-
გებ? გინდა, რომ საკუთარი კეთილდღეობა საერთო სახალხო კე-
თილდღეობას ანაცვალონ?
- ეგ თანამოქალაქეები არ იყვნენ, მოკვლას რომ უპირებ-
დნენ?
- ეგ მხოლოდ ერთეულების სურვილი იყო, ასე ვთქვათ, ელი-
ტის, ანუ ბობოლების. მაგრამ სხვებმა რა დაგიშავეს? მათაც სიკ-
ვდილს უსჯი? ჩვენს რომანტიკულ წყვილს აიძულებ, თანამოძმე-
ებს უღალატონ? რა ეგოიზმია!
- მე რა შუაში ვარ? ამას ისტორია გვასწავლის. მექსიკის დაპ-
ყრობა არ გახსოვს? მოიცა, რა ერქვა?.. ჰო, კორტესი… მისი აც-
ტეკი „გულის ვარდი“ სწორედ ასე არ მოიქცა?.. თუნდაც, ბიბლია
გაიხსენე - რაჰაბი, ის სიძვის დიაცი, იერიქონის დაცემისას რომ
დაეხმარა იესო ნავეს ძეს და მის ხალხს და ამით საკუთარი თავი
და თავისი ოჯახი გადაარჩინა.
- გასაგებია. მაგრამ თხრობის წესებს არღვევ - არ შეიძლება,
მკვდარი დიაცები, შენი ახირების გამო, ადგე და უცებ პასტორა-
ლური ფოლკლორის პერსონაჟებად აქციო.
- ეგ დიაცები ხომ ჯერაც არ ჩაგისვამს სიუჟეტში?.. ყოველ შემ-
თხვევაში, პირდაპირ არ ჩაგისვამს; მხოლოდ ჭორების სახით იხ-
სენიებდი. ჰოდა, რატომ არ შეიძლება, ჭორი რომ არ გამარ-
თლდეს?
კაცს ეცინება.
- ისე, მართალი ხარ, ხო იცი… მაგრამ ახლა ჩემს ვერსიასაც
მოუსმინე. „სიხარულის მსახურის“ ბანაკში ყველაფერი სწორედ
ისე ხდება, როგორც შენ მოყევი, ოღონდ უფრო მაღალფარდო-
ვან სიტყვებს ამბობენ. ჩვენი ახალგაზრდა წყვილიც მიჰყავთ
მთის ძირას და იქაურ აკლდამებთან ტოვებენ, ხოლო თავად ბარ-
ბაროსები, წყვილის ინსტრუქტაჟით, ქალაქის დასაპყრობად მი-
დიან. ჰოდა, მოსახლეობასაც ამოჟუჟავენ და ქალაქსაც გაანად-
გურებენ; ცოცხალი არავინ გადაურჩებათ. მეფეს ხეზე ჩამოახ-
რჩობენ, უზენაეს ქურუმს გამოფატრავენ, ყველა კარისკაცს ყელს
გამოჭრიან; საბრალო, უცოდველი მონა ბავშვები, ბრმა მკვლე-
ლების მთელი საძმო, სამსხვერპლოდ გამზადებული ქალწულე-
ბი - ყველა დაიღუპება. მთელი საკიელ-ნორნის კულტურა უკვა-
ლოდ აღიგვება პირისაგან ზიკრონისა და არავინ გადარჩება ისე-
თი, ვინც იცის, როგორ უნდა მოქსოვოს ის არაჩვეულებრივი ხა-
ლიჩები… უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილად დასანანია…
ამასობაში, ის ორნი, ხელიხელჩაკიდებულები, ფრთხილი ნა-
ბიჯით აგრძელებენ გზას დასავლეთის მთის ფერდობზე. დარწმუ-
ნებულები არიან, რომ იქაური ბოსტნების კეთილი მეპატრო-
ნეები მალე იპოვიან და შეიფარებენ. მაგრამ, როგორც თავადვე
აღნიშნე, მითქმა-მოთქმა ხშირად არ მართლდება ხოლმე, ჰოდა,
ბრმა მკვლელიც ამ ცრუ მითქმა-მოთქმის მსხვერპლი გახდა:
მკვდარი დიაცები მართლაც მკვდრები არიან, მგლებიც ნამდვი-
ლი მგლები აღმოჩნდებიან, რომლებიც დიაცების ერთ დასტვენა-
ზე უმალ ადგილზე ჩნდებიან. ჰოდა, ჩვენი შეყვარებულებიც მალე
მათ ლუკმად გადაიქცევიან.
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, სხვა რა გითხრა?!
- გამოუსწორებელი სულაც არა ვარ, უბრალოდ მინდა, ჩემი
მონათხრობი მართლაც ახლოს იყოს ცხოვრებასთან, რაც იმას
ნიშნავს, რომ მგლებს ვერ ავცდებით… ამა თუ იმ ფორმით, მაინც
წამოყოფენ სადმე თავს.
- რატომ გგონია, რომ ცხოვრება სწორედ ასეთია? - ეკითხება
ქალი, გულაღმა წვება და ჭერს შესცქერის. ცოტა განაწყენებუ-
ლია, ვერსია რომ დაუწუნეს.
- იმიტომ, რომ ყველა ამბავი სწორედ მგლებზეა… იმ ამბებს
ვგულისხმობ, მოყოლად რომ ღირს. სხვა დანარჩენი, უბრალოდ
სენტიმენტალური მონაჩმახია.
- ყველაფერი დანარჩენი?
- აბა, რა… აი, დაფიქრდი: ზოგი მოთხრობა მგლებზე ნადირო-
ბას აღწერს, ზოგი - თავად მგლების ნადირობას; ზოგი მგლებისა-
გან თავდახსნაზეა, ზოგიც - მგლების დატყვევებაზე და მათ მოში-
ნაურებაზე… ზოგჯერ მგლის ხახაში მოხვედრაზე წერენ; ზოგჯერ -
იქ სხვების ჩაგდებაზე, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით… შე-
გიძლია, მგლების ხროვას შეეკედლო და მათთან ერთად გაიქცე;
შეგიძლია, თავადაც მგლად გადაიქცე, ან, კიდევ უკეთესი - ხრო-
ვის ბელადი გახდე… ასეთი რამ თუ არ ხდება, ესე იგი, მოთხრობა
არ ვარგა.
- რატომაც არა? აი, მაგალითად, ის, რომ შენ მგლებზე მიყვე-
ბი, მშვენიერი ამბავია, თუმცა, უშუალოდ მგლებზე სულაც არ
არის.
- მაგაზე თავს ნუ დადებ, პატარა მგელი ჩემშიც ცხოვრობს.
აქეთ მობრძანდი, ჩემკენ მოტრიალდი და ახლავე დაგიმტკიცებ.
- მოიცა, რაღაც უნდა გკითხო.
- მიდი, მკითხე, - ზარმაცად ამბობს თვალდახუჭული კაცი და
ცალ ხელს ქალს შემოხვევს.
- ჩემთვის ოდესმე გიღალატია?
- მიღალატია?!.. რა იდიოტური სიტყვაა!
- ჩემს ლექსიკას შეეშვი და მიპასუხე, გიღალატია?
- იმაზე მეტად არა, ვიდრე შენ, - უპასუხებს კაცი და წამით ჩუმ-
დება. - თუმცა ეგ ღალატად არც მიმაჩნია.
- აბა, რად მიგაჩნია? - ცივად ეკითხება ქალი.
- შენს გულმავიწყობად. უბრალოდ თვალებს ხუჭავ და გავიწ-
ყდება, სადა ხარ.
- მე შენზე გეკითხები.
- მე რა საკითხავი ვარ?.. კარგი, ასე ძალიან თუ გაინტერესებს,
გეტყვი, რომ თანასწორთა შორის პირველი ხარ.
- რა ნაბიჭვარი ხარ!
- შეიძლება, მაგრამ უბრალოდ სიმართლეს გეუბნები.
- ჰოდა, არ უნდა მითხრა.
- ახლა ყალყზე ნუ შედგები, გეხუმრე!.. სხვა ქალს თითიც რომ
დავაკარო, ეგრევე გული ამერევა.
სიჩუმე. მერე ქალი კოცნის და იქით იწევა.
- მივდივარ, - ეუბნება ფრთხილად. - ეს აუცილებლად უნდა
მეთქვა… აღარ მინდა იმაზე ფიქრით დაიტანჯო, ნეტა სად
დაიკარგაო.
- მართლა? და საით გაგიწევია? ანდა რატომ მიბრძანდები?
- ახალი გემის პირველ, საცდელ რეისში მივემგზავრებით,
ყველანი ერთად. მეუბნება, ასეთი მოვლენის უგულებელყოფა
არაფრით შეიძლებაო, ეს საუკუნის მოვლენააო.
- ჯერ ხომ საუკუნის მხოლოდ მესამედია გასული? ესეც რომ
არა, მე მგონი, ერთ-ერთ, თუნდაც „პაწაწკინტელა“ მოვლენად
დიდი ომიც უნდა ჩავთვალოთ… მთვარის შუქზე შამპანურის
წრუპვა სანგრებში ჩახოცილ მილიონობით ადამიანს კონკურენ-
ციას ვერ გაუწევს… ან გრიპის პანდემია ავიღოთ; ანდა, თუნდაც…
- საზოგადოებრივი მოვლენა იგულისხმა.
- აუჰ! ჩვენ ბოდიში, რა!.. მაგრა ჩავიჭერი!
- კარგი ერთი, რა დაგემართა? მხოლოდ ერთი თვე არ ვიქნე-
ბი… დაახლოებით… გააჩნია, საქმე როგორ წავა.
კაცი ხმას არ იღებს.
- არ გეგონოს, რომ იქ წასვლა მე მინდა.
- არც მგონია. ძალიან ბევრი შვიდთავიანი სადილის მირთმე-
ვა და დაცემამდე ცეკვა მოგიწევს… ღმერთო, ღმერთო! პირდა-
პირ, ლამის მომიკლან ეს გოგო!
- ეგეთი საზიზღარი ნუ ხარ.
- ნუ მასწავლი, როგორი ვიყო! შენღა მაკლიხარ! იმ იდიოტე-
ბის ჯგუფს ნუ შეუერთდები, რომლებიც ჩემს აღზრდას და გადაკე-
თებას ცდილობენ! უკვე ყელში ამომივიდა ეგ ყველაფერი!.. რო-
გორიც ვარ, ისეთი ამიტანეთ, შეცვლას არ ვაპირებ!
- მაპატიე, მაპატიე, ნუ მიბრაზდები, ბოდიშს ვიხდი!
- აუუუ, როგორ ვერ ვიტან, ასეთი ქლესა რომ ხდები ხოლმე!..
პირდაპირ მლიქვნელობის დიდოსტატი ხარ, რა!.. ეტყობა, ოჯახ-
ში ბევრს ვარჯიშობ!
- ალბათ, ჯობია წავიდე…
- მიბრძანდი მერე, ვინ გაკავებს? - ეუბნება განაწყენებული კა-
ცი, საწოლში ბრუნდება და ქალს ზურგს აქცევს. - რაც გინდა ის
ქენი, ოღონდ ნუღარ შემცემ! შენი პატრონი კი არა ვარ, ფინიასა-
ვით რომ მიზიხარ აქა, მომლოდინე თვალებით რომ მიყურებ და
კუდს მიქიცინებ!
- ჩემი არ გესმის… და არც ცდილობ, რომ გამიგო… არ გეგო-
ნოს, რომ ასეთი რამეები მსიამოვნებს…
- კეთილი.
„მეიფეარი“, ივლისი, 1936
ზედსართავების ძიებაში

ჰერბერტ ჰოდგინზი

…ამაზე მშვენიერ გემს არასოდეს გადაუსერავს ზღვები! თავი-


სი საუცხოოდ ნაგები კორპუსით და მოხდენილობით ჯიშიან მწე-
ვარს წააგავს; ინტერიერის ყოველი დეტალით კი, მათი მდიდრუ-
ლი იერითა და დახვეწილობით, შეიძლება ითქვას, კომფორტისა
და ფუფუნების შერწყმით შექმნილი შედევრია. ეს ახალი გემი
წყალში მცურავი უოლდორფ-ასტორიის სასტუმრო გეგონებათ!
მისი სიდიადის აღმწერ ზედსართავზე დიდხანს ვიფიქრე. მას-
ზე მშვენიერიც ითქვა, ამაღლებულიც, ამაღელვებელიც, დიდე-
ბულიც, მეფურიც, მომაჯადოებელიცა და უბრწყინვალესიც. ყვე-
ლა ეს სიტყვა უდავოდ ესადაგება ამ თვალწარმტაც ქმნილებას;
თუმცა თითოეული მათგანი მხოლოდ მის ერთ-ერთ მხარეს უს-
ვამს ხაზს, მაგრამ „ბრიტანეთის გემთმშენებლობის ამ უდიდესი
მიღწევის“ სრულად შეფასება არც ერთს არ ძალუძს, რადგან ქუ-
ინ მერის ერთი სიტყვით აღწერა სრულიად შეუძლებელია! ის სა-
კუთარი თვალით უნდა იხილო, უნდა „შეიგრძნო“ და ცოტა ხანს
მაინც იცხოვრო მისი მგზავრის ექსკლუზიური ცხოვრებით!
…ცხადია, ცეკვები ყოველ საღამოს იმართებოდა მთავარ
დარბაზში, სადაც ძნელად წარმოიდგენდი, რომ ეს ყველაფერი
გემზე, შუაგულ ზღვაში ხდება. დიდებული მუსიკით, ბრწყინვალე
საცეკვაო სივრცით და მდიდრულად ჩაცმული საზოგადოებით
იქაურობა არაფრით ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს ექვსი უდიდე-
სი დედაქალაქის სამეჯლისო დარბაზებს. ყუთებიდან ახლად
ამოღებული, ლონდონსა და პარიზში შექმნილი საუკეთესო, უკა-
ნასკნელი მოდის ტანსაცმელი მაშინვე მოგჭრიდათ თვალს, ისე-
ვე, როგორც არაჩვეულებრივი აქსესუარები: უმშვენიერესი პატა-
რა ხელჩანთები, ბრწყინვალე, ნაირფერი მოსასხამების
ფრიალი, ბეწვის პალანტინები, მანტოები… ჰაეროვანი ტაფტისა
და ტიულის ქვედატანები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობ-
და, ხოლო იმ ქალბატონებს, რომლებსაც თავიანთი საუცხოო სი-
ლუეტის გამოკვეთა და დემონსტრირება სურდათ, ტაფტისა და
ჭრელი ატლასის ტუნიკები ჩაეცვათ. შიფონის კაპიუშონიანი მო-
სასხამებიც მრავლად იყო. ერთ ახალგაზრდა ქალბატონს, რო-
მელსაც დრეზდენის ფაიფურისგან ნაკვეთი, ოქროსფერი თმით
შემკული საოცარი პირისახე ჰქონდა, რუხ კაბაზე იასამნისფერი
შიფონის მოსასხამი მოეცვა; მაღალ, ქერა მანდილოსანს კი, სა-
ზამთროსფერ კაბას თეთრი შიფონის, ყარყუმის კუდებით გაწყო-
ბილი მოსასხამი უმშვენებდა.
ბრმა მკვლელი: Aa’A-ს საუცხოო ქალები

საღამოობით ცეკვები იმართება - დახვეწილი, მოხდენილი და


გრაციოზული ცეკვები სარკესავით მოპრიალებულ იატაკზე - ის
მაცდური მხიარულება, რომლისგან თავის შეკავება ქალისთვის
წარმოუდგენელია. გარშემო ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის და
მათი შუქის უეცარი გაელვება თვალს გიბრმავებს. არავინ იცის,
ვისკენაა ობიექტივი მიმართული და გაზეთების მორიგ ნომრებში
ვისი ფოტო გაჩნდება უკან გადაგდებული თავითა და მომხიბლა-
ვი ღიმილით სახეზე.
დილაობით ფეხები საშინლად უბჟუის.
ნაშუადღევს მოგონებებში იძირება და ასე გაურბის სინამდვი-
ლეს; შეზლონგზე მიწოლილი, მზის სათვალეს აფარებს თავს. სა-
ცურაო აუზზე, სერსოს სროლაზე, ბადმინტონსა და უაზრო, დაუს-
რულებელ თამაშებზე უარს აცხადებს. დროსტარება დროის გაყ-
ვანის საშუალებაა, ჰოდა, ქალს დროის გაყვანის საკუთარი მე-
თოდი აქვს.
გემბანზე საბელიან ძაღლებს დაასეირნებენ. ცხადია, მათ სპე-
ციალურად დაქირავებული, საუკეთესო ძაღლის მომვლელები
პატრონობენ. ქალს ხელში წიგნი უჭირავს და ყველას ისე აჩვე-
ნებს თავს, თითქოს კითხვითაა გართული.
ზოგი მგზავრი დილიდანვე ბიბლიოთეკაში ზის და წერილებს
წერს. ქალი ვერავის მისწერს. იმას კი მისწერდა, მაგრამ რა გა-
რანტია აქვს, რომ წერილი ადრესატის ხელში მოხვდება? ის ხომ
ადგილსამყოფელს გაუთავებლად იცვლის… სამაგიეროდ, სრუ-
ლიად არ არის გამორიცხული, რომ სხვას ჩაუვარდეს ხელში.
კარგ ამინდში ტალღები იმას აკეთებენ, რაც „ევალებათ“ -
გემს არწევენ და ანანავებენ. მგზავრები გემბანზე გამოეფინებიან
ხოლმე და ზღვის ჰაერით აღფრთოვანებას გამოხატავენ: ღმერ-
თო, რა საუცხოო და სასიამოვნო ჰაერია! პირდაპირ მისწრებაა
ჯანმრთელობისთვის… უბრალოდ უნდა დადგე და ღრმად ისუნ-
თქო… უნდა მოეშვა, სხვა არაფერი გევალება.
- სევდიან ამბებს რატომ მიყვები ხოლმე? - ეკითხება ქალი
რამდენიმე თვით ადრე, როცა მის ქურქში გახვეულები წვანან…
ქურქი, კაცის დაჟინებული თხოვნით, ამობრუნებული გაფინეს,
ბეწვიანი მხარე პირდაპირ შიშველ ტანზე რომ შეხებოდათ. ფან-
ჯრის ღრიჭოებიდან ცივი ჰაერი შემოდის, მიმავალი ტრამვაების
წკარუნი ისმის. - ერთი წუთით, - ამბობს ქალი, - ზურგში ღილი
მერჭობა…
- მე მხოლოდ ასეთი ამბები ვიცი, - უპასუხებს კაცი. - ასეა თუ
ისე, ნებისმიერი ამბის ლოგიკური დასასრული მაინც ყოველ-
თვის სევდიანია; ბოლოს მაინც ყველა კვდება… დაბადება, სექსი
და სიკვდილი - ამ სქემას თავს ვერ აარიდებ… თუმცა ზოგი სექსის
ფაზას გამოტოვებს ხოლმე; ზოგი იდიოტი კი ამ ფაზამდე ვერც აღ-
წევს.
- მაგრამ ამ ფაზებს შორის - დაბადებასა და სიკვდილს ვგუ-
ლისხმობ - ხომ მაინც არის ხოლმე ბედნიერი პერიოდები?.. თა-
ნაც, თუ იმქვეყნიური ცხოვრებისა გჯერა, სიკვდილი არც მთლად
სევდიანი დასასრული გამოდის - ანგელოზები დაგფარფატებენ,
გიგალობენ და მარადიულ ნეტარებას გპირდებიან.
- კი, როგორ არა, მოგართმევენ!.. საიქიოს წასულს სულ ტაშ--
ფანდურით დაგხვდებიან და გულში ჩაგიკრავენ!
- ჰო, კარგი, ეგრე იყოს… მაგრამ ბედნიერი პერიოდები ამ-
ქვეყნიურ ცხოვრებაშიც ხომ არსებობს? უფრო სწორად, ბევრად
მეტი არსებობს, ვიდრე შენს მონაყოლ ამბებშია ხოლმე. თუმცა
შენ რატომღაც ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას უთმობ.
- რომელ პერიოდებს გულისხმობ? როდესაც ვქორწინდებით,
ბუნგალოში ვსახლდებით და ორ შვილს ვაჩენთ? სწორად მივ-
ხვდი?
- ნუ მებოროტები!
- კარგი… ესე იგი, ბედნიერი ამბავი მოგინდა… ისე ვატყობ, მაგ
თემას არ შეეშვები, სანამ შენსას არ მიაღწევ… ჰოდა, მაშინ მის-
მინე.
ეგრეთ წოდებული „ქსენორის ასწლიანი ომის“ ოთხმოცდა-
მეცხრამეტე წელი იდგა. პლანეტა ქსენორი, სხვა განზომილები-
დან, სუპერგონიერი და სუპერბოროტი არსებების იმ რასით იყო
დასახლებული, რომლებსაც სხვები „კაც-ხვლიკებად“ მოიხსენი-
ებდნენ. თუმცა თავად ქსენორელები თავიანთ რასას ამ სახელ-
თან არ აიგივებდნენ. გარეგნულად შვიდი ფუტის სიმაღლისანი
მაინც იქნებოდნენ და ქერცლიანი, მორუხო კანი ჰქონდათ, თვა-
ლის გუგა, კატებისა და გველების მსგავსად - ვერტიკალური. ისე-
თი სქელკანიანები იყვნენ, რომ, ჩვეულებრივ, ტანსაცმლის ტა-
რება არ სჭირდებოდათ. მხოლოდ მოკლე, კარჩინილის შარვლე-
ბი ეცვათ (ეს ერთგვარი რბილი, წითელი ფერის ლითონია, რო-
მელიც დედამიწაზე არ მოიპოვება). იმ შარვალებით სასიცოც-
ხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს იცავდნენ, რომლებიც მართა-
ლია, უზარმაზარი ზომისა და ქიტინით დაფარული, მაგრამ მაინც
ძალიან სათუთი ყოფილა.
- ოჰ! მადლობა ღმერთს, რაღაც იმედის ნაპერწკალი გაჩნდა,
- იცინის ქალი.
- მეგონა, ასეთი რამეები არ გაინტერესებდა… მოკლედ, ეგ
იქით იყოს და იმ ქსენორელებს ბევრი დედამიწელი ქალის დათ-
რევა და მათგან სუპერ-რასის შთამომავლობის გაჩენა დაუსა-
ხავთ მიზნად. ეს შთამომავლობა ადამიანისა და კაც-ხვლიკების
ბრწყინვალე ნაჯვარი უნდა ყოფილიყო, რომელიც, მათგან გან-
სხვავებით, ნებისმიერ სხვა დასახლებულ პლანეტაზე ცხოვრების
პირობებს მოერგებოდა, იქაურ ატმოსფეროს შეეგუებოდა, ნე-
ბისმიერ საკვებს მოინელებდა, ნებისმიერი დაავადების მიმართ
რეზისტენტული იქნებოდა და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ქსენო-
რელების არამიწიერ ძალ-ღონესა და ინტელექტსაც შეინარჩუ-
ნებდა. ეს ახალი რასა მთელ კოსმოსს მოედებოდა, ყველა პლა-
ნეტას დაიპყრობდა და იქაურ მცხოვრებლებს შეჭამდა, რადგა-
ნაც კაც-ხვლიკებს გასამრავლებელი სივრცე და პროტეინის ახა-
ლი წყაროები ესაჭიროებოდათ.
ქსენორელთა კოსმოსურმა ფლოტილიამ დედამიწაზე პირვე-
ლი იერიში 1967 წელს მიიტანა და მთავარ ქალაქებში მილიონო-
ბით ადამიანი ამოწყვიტა. საყოველთაო პანიკის პირობებში, მათ
ევრაზიისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიების მეტი წილი სა-
კუთარ კოლონიებად აქციეს, იქაური ნორჩი ქალები ჩაფიქრებუ-
ლი ექსპერიმენტისათვის გადაარჩიეს, ხოლო კაცები უზარმაზარ
თხრილებში ჩამარხეს მას მერე, რაც მათი სხეულების საუკეთე-
სო ნაჭრებით დანაყრდნენ. განსაკუთრებით ტვინისა და გულის
ჭამა მოსწონდათ, თურმე, და კიდევ ოდნავ მობრაწული თირ-
კმლების.
მაგრამ დედამიწელთა საიდუმლო სამხედრო ბაზის რაკეტებ-
მა გაანადგურეს ის არხი, რომლითაც ქსენორელები თავიანთი
მომაკვდინებელი სხივური იარაღისთვის,ზორხისთვის საჭირო
სათადარიგო ნაწილებით მარაგდებოდნენ, რის გამოც კაც--
ხვლიკებს, იარაღი შემოაკლდათ. მოკლედ, დედამიწელები კონ-
ტრშეტევაზე გადავიდნენ და კიდეც გაიმარჯვეს, არა მხოლოდ სა-
კუთარი შეიარაღების, არამედ იმ მომწამლავი გაზის ღრუბლების
წყალობითაც, რომელსაც ირიდის ბინადარი უიშვიათესი ბაყა-
ყის, ჰორცის შხამის აორთქლების შედეგად იღებდნენ. ეს ის შხა-
მი იყო, ნაკროდები და ულინთები თავიანთი ისრების გასაპოხად
რომ იყენებდნენ და რომელიც, დედამიწელი მეცნიერების დას-
კვნით, მომაკვდინებლად მოქმედებდა ქსენორელებზე. ამრი-
გად, სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა.
თანაც, ის კარჩინილის შორტებიც, თურმე, გარკვეულ ტემპე-
რატურაზე ალდებოდა, თუ სათანადო სიმხურვალის იარაღით
შეუტევდი. ჰოდა, სპეციალური დისტანციური სამიზნეებითა და
ფოსფორიანი ტყვიებით შეიარაღებულმა დედამიწელმა სნაიპე-
რებმა ბოლომდე აიწყვიტეს და ნამდვილ გმირებად იქცნენ…
თუმცა, მოგვიანებით მათ ყველაფერი სასტიკად აზღვევინეს წა-
მების მანამდე უცნობი ელექტრონული დანადგარებით, რაც ძა-
ლიან მტკივნეული ყოფილა. რას იზამ, კაც-ხვლიკებსაც შეიძლე-
ბა გაუგო - როგორ აპატიებდნენ ვინმეს თავიანთი სასქესო ორ-
განოების ასე დამამცირებლად ამობუგვას?
ახლა კი, 2066 წელს, უცხოპლანეტელი კაც-ხვლიკები დედა-
მიწიდან გააძევეს და დედამიწელი კოსმონავტები, პატარა, ორ-
კაციანი სწრაფმავალი რაკეტებით უკან დაედევნენ. მათ ქსენო-
რელების საბოლოო განადგურება უნდოდათ. თუმცა რამდენიმე
ათეულს, ალბათ, სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ, რათა მერე იმ სპე-
ციალურად აშენებულ ზოოპარკებში გადაანაწილონ, სადაც ფან-
ჯრებში განსაკუთრებით მყარი მინა იქნება ჩასმული. ქსენორე-
ლები, თავის მხრივ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საბრძოლვე-
ლად იყვნენ განწყობილები. მათი ფლოტილიის ნაწილი ჯერაც
უვნებელი იყო და, კიდევ, ერთი-ორი „კოზირიც“ ჰქონდათ სახე-
ლოში დამალული...
- სახელოში? აკი, შორტების მეტი არაფერი ეცვათო?
- იუდეველთა მღვდელმთავარო, სიტყვაზე ნუ გამომეკიდები!
ხომ მიხვდი, რაც ვიგულისხმე?
უილი და ბოიდი ძველი ძმაკაცები იყვნენ, გამანადგურებლე-
ბის ორი გამოცდილი, ვეტერანი პილოტი, სამი წლის სტაჟით,
რაც იმ კოსმოსური გამანადგურებლებისათვის ძალიან დიდი
დრო იყო, რადგან, პილოტები, ჩვეულებრივ, პანტაპუნტით იღუ-
პებოდნენ. მათი მეთაურების თქმით, ამ ორის ვაჟკაცობას, გამბე-
დაობას და თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ჯერჯერო-
ბით ბედი სწყალობდათ და არც ერთხელ არ დასჯილან თავქა-
რიანი ქცევის გამო.
მაგრამ ჩვენი ამბის დასაწყისისათვის, მათ ქსენორული ზორ-
ხის ცეცხლი მიეწიათ და შავ დღეში ჩაცვივდნენ. ზორხის სხივებმა
მათი აპარატის საწვავის ავზი გახვრიტა, დედამიწასთან კავშირი
დააკარგვინა და მართვის პულტი დაუდნო. ბოიდი თავში დაიჭრა,
უილი კი ისედაც კარგახანია, სისხლისგან იცლებოდა თავის სკა-
ფანდრში რაღაც გაურკვეველი ჭრილობის გამო.
- დაგვენძრა, - თქვა ბოიდმა. - ამ ახვრებმა, ბოლო-ბოლო, მა-
ინც გაგვალამაზეს და დაგვიხიეს… ცოტაც და ბოლომდე მოგვიხ-
ნავენ მინდორველებს!.. ახლა ერთადერთი ის მინდა, რომ, სანამ
ფეხებს გავჭიმავდე, რამდენიმე ათასი გველის წიწილი კიდევ და-
ვადუღო და თან წავიყოლო!
- ეგრეა, ძმაო, ბოლომდე გაგვთხარეს! - დაეთანხმა უილი. -
მიდი, მიაწექი, დედა ვუტიროთ მაგ ნაბიჭვრებს… მაგრამ, მგონი
მაგის ტრაკი აღარა გაქვს, ქვეშ გაგდის… ნახე ნახე, გახვრეტილი
უნიტაზივით ხარ! ჰა, ჰა, ჰა…
- ჰა, ჰა, ჰა, - სიცილითვე უპასუხა ტკივილისგან მოკრუნჩხულ-
მა ბოიდმა. - რა მაგარი ღადაობა იცი ხოლმე! ჯიგარი ხარ, იუმო-
რი არც ახლა გღალატობს… ღადო იყავი და ღადოდ მოკვდები!..
სანამ უილი რამეს უპასუხებდა, მათი ხომალდი საბოლოოდ
გამოვიდა წყობიდან და ციბრუტივით დაბზრიალდა. რომელიღაც
პლანეტის გრავიტაციულ ველში მოხვედრილიყვნენ… მაგრამ
რომლის? აზრზე ვერ მოდიოდნენ. მათ ხელოვნურ გრავიტაციას
ყოფა ეტირა და ის ორი ჯიგარიც საერთოდ გაითიშა.
გონს რომ მივიდნენ, თვალებს არ დაუჯერეს: აღარც მათი ხო-
მალდი იყო სადმე და აღარც სკაფანდრები… ახლა რაღაც უცხო,
მბზინავი ქსოვილის ფართხუნა, მწვანე სამოსი ეცვათ და ოქროს
ტახტზე იწვნენ მსხმოიარე ვაზის ტალავერში; ჭრილობები მოშუ-
შებოდათ და უილს ბოლო შეტაკებისას მოგლეჯილი მარცხენა
ხელის შუა თითიც ხელახლა ამოსვლოდა. მოკლედ, ჯან-ღონე და
კმაყოფილება პირდაპირ ყურებიდან გადმოსდიოდათ.
- ყურებიდან გადმოსდიოდათო, - ბუტბუტებს ქალი, - ვაი, ვაი. -
ხო, ჩვენ, ჯიგრებს, ეგეთი ბაზარი გვევასება, - განზრახ კბილებში
გამოცრის კაცი, როგორც განგსტერი კინოში, - ხო აზზე ხარ?
- აზზე ვარ.
- ჰოდა, ვაგრძელებ: - ვერ გავიგე, - ამბობს ბოიდი, - დავიბრი-
დეთ, თუ რა პონტია?
- თუ დაბრედა ესაა, ძმაო, მაშინ დაბრედას გაუმარჯოს! მაგრა
გაასწორა! - უპასუხებს უილი.
- ნაღდი ხარ!
ზუსტად იმავე წამს უილმა ხმადაბლა და გაბმით დაუსტვინა -
მეგობრებისკენ ორი საუცხოო, მარწყვივით გოგო მოემართებო-
და. ასეთი ქალები ცხოვრებაში არასოდეს ენახათ. ორივეს ჩა-
ლისფერი თმა ჰქონდა; გრძელი, მოლურჯო-მოიისფრო, წვრილ
ნაკეცებად დაფენილი სამოსი ეცვათ, რომელსაც მოძრაობისას
საამური შარი-შური გაუდიოდა. ამან უილს ის შესაფუთი ქაღალ-
დი გაახსენა, რომელშიც გადაპრანჭულ სასურსათო მაღაზიებში
უმაღლესი ხარისხის ხილს ფუთავდნენ ხოლმე. გოგონებს მკლა-
ვები და ფეხები შიშველი ჰქონდათ, თავზე კი წითელი ბადისებრი
ქსოვილის უცხო თავსაბურავები ეხურათ. მათი კანი წვნიანი,
მოვარდისფრო-ოქროსფერი იყო. ისე ზანტად მოძრაობდნენ,
თითქოს სიროფში ცურავენო.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მამრო დედამიწელებო! -
თქვა პირველმა.
- დიახ, გულითად სალამს გიძღვნით, რადგან დიდი ხანია, გე-
ლით. თქვენს ჩამობრძანებას ჩვენი ინტერპლანეტარული ტელე-
კამერით ვაკვირდებოდით, - დასძინა მეორემ.
- სადა ვართ? - იკითხა უილმა.
- პლანეტა Aa’A-ზე, - მიუგო პირველმა. პლანეტის სახელი,
ჟღერადობით, ბოყინის ხმას წააგავდა, შუაში პატარა წამოსლო-
კინებით; აი, ისეთით, დანაყრებულ ჩვილებს რომ აღმოხდებათ
ხოლმე, როცა ძილში მხარს იცვლიან… რაღაცით მომაკვდავის
უკანასკნელ ამოფშვინვასაც მოგაგონებდათ.
- აქ როგორ გავიჩითეთ? - იკითხა უილმა. ბოიდს ენა მუცელში
ჩავარდნოდა, თვალები აქეთ-იქით დაურბოდა მწიფე და მადის
აღმძვრელი ფორმების თვალიერებაში. ნეტა ერთი ჩამაკბეჩი-
ნაო, ფიქრობდა.
- ციდან ჩამოცვივდით, თქვენი საფრენი აპარატიანად, - მიუგო
პირველმა. - სამწუხაროდ, თქვენი აპარატი დაზიანდა, ასე რომ,
ჩვენთან დარჩენა მოგიწევთ.
- ეგ ძნელი არ იქნება, - თქვა უილმა.
- აქ კარგად მოგივლიან, დამსახურებისამებრ - ისე თავგან-
წირვით იცავდით თქვენს პლანეტას ქსენორელებისაგან, რომ ძა-
ლაუნებურად ჩვენი პლანეტაც გადაარჩინეთ.
მერე რაც მოხდა, ჯობს წესიერების ფარდის მიღმა დავტოვოთ
და იმ ფარდაში არ შევიჭყიტოთ.
- ეგრეა საქმე?
- კი. ცოტაც მოითმინე და თავად დარწმუნდები. მანამდე კი უბ-
რალოდ გეტყვი, რომ ბოიდი და უილი ერთადერთი მამაკაცები
იყვნენ მთელს პლანეტაზე, ასე რომ ეს ქალბატონები ქალწულე-
ბი ბრძანდებოდნენ. მაგრამ მათ სხვისი აზრების კითხვა შეეძ-
ლოთ და წინასწარაც გამოიცნეს, რა სექსუალური ფანტაზიები
უტრიალებდათ თავში უილსა და ბოიდს. ჰოდა, ძალიან მალე
ორი მეგობრის ყველაზე ბიწიერი ოცნებებიც კი ცხადად აქციეს.
ამას ნექტრისაგან დამზადებული დელიკატესებით გამასპინ-
ძლება მოჰყვა. კაცებს უთხრეს, ეს საჭმელი ასაკს აკლებს და სიკ-
ვდილისაგან გიცავთო. ტრაპეზის შემდეგ საუცხოო ბაღებში
გაისეირნეს, რომლებიც არაჩვეულებრივი ყვავილებით იყო სავ-
სე. მერე ის ორი ერთ დიდ, ჩიბუხებით სავსე ოთახში შეიყვანეს
და უთხრეს, რომელი ჩიბუხიც მოგეწონებათ, აირჩიეთო.
- ჩიბუხები? შენ რომ ეწევი ხოლმე, ისეთ ჩიბუხებს გულის-
ხმობ?
- ხილის ყალიონებს, ჭვინტიან ქოშებზე კარგად რომ მიდის.
მოგვიანებით, ის ქოშებიც მიართვეს.
- მგონი, ეგეთი ქოშები მეც მაქვს.
- აუცილებლად გექნება, საყვარელო, ეჭვიც არ მეპარება, -
შესცინა კაცმა. - მოკლედ, სულ ერთმანეთზე უკეთესი რამეები
ხდებოდა. ერთ-ერთი ქალი ნამდვილი „სექსპოტი“ აღმოჩნდა,
მეორე კი - უფრო სერიოზული ჩანდა და ათას რამეზე შეეძლო
მსჯელობა: ფერწერაზე, ლიტერატურაზე და თვით ფილოსო-
ფიაზეც, თეოლოგიურ საკითხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ქა-
ლები ზედმიწევნით ზუსტად გრძნობდნენ, რა დროს რა მოეთხო-
ვებოდათ, და მაშინვე იმ ტალღაზე გადაერთვებოდნენ ხოლმე,
რომლის განწყობაც ბოიდსა და უილს შეექმნებოდათ.
დრო სრულ ჰარმონიაში გადიოდა. რაც მეტი მშვენიერი დღე
თენდებოდა, მით მეტ გასაოცარ ამბავს იგებდნენ ბოიდი და უილი
ამ საუცხოო პლანეტის შესახებ. პირველი ის იყო, რომ იქაურები
ხორცს არ გეახლებოდნენ და იმ არემარეში არც მტაცებელი ცხო-
ველები ბინადრობდნენ. სამაგიეროდ იქაურობა პეპლებითა და
მგალობელი ჩიტუნებით იყო სავსე. არც კი ვიცი, საჭიროა თუ არა
იმის დაზუსტება, რომ Aa’A-ს მთავარი ღვთაება უზარმაზარ გოგ-
რაში იყო განსხეულებული.
მეორე ის იყო, რომ პლანეტაზე დაბადებისა და მშობიარობის,
როგორც ასეთის, ცნება არ არსებობდა; ეს ქალები ხეებზე იზრდე-
ბოდნენ და, რომ დამწიფდებოდნენ, წინამორბედნი მათ მარტი-
ვად, ხილივით კრეფდნენ. მესამეც - გაიგეს, რომ არც სიკვდილი
არსებობდა, როგორც ასეთი. ჟამი რომ მოიწეოდა, ეს საუცხოო
ქალები, უბრალოდ, მოლეკულებად იშლებოდნენ. მერე ხეები ამ
მოლეკულებს თავიდან გააერთიანებდნენ და ახალ, ქორფა ქა-
ლებს ისხამდნენ. ანუ ყოველი ბოლო ქალი, შინაგანადაც და გა-
რეგნობითაც, მუდამ პირველს ჰგავდა.
- დრო-ჟამის მოწევას როგორღა გრძნობდნენ? რა იცოდნენ,
მოლეკულებად როდის უნდა დაშლილიყვნენ?
- პირველ ყოვლისა იმით, რომ გადამწიფების ჟამს მათი ნაზი
კანი წვრილ-წვრილ ნაოჭებს იყრიდა, მეორეც - ბუზები ეხვეოდ-
ნენ.
- ბუზები?
- ჰო, ხილის ბუზები. პირდაპირ ღრუბელივით წამოადგებოდ-
ნენ ხოლმე წითელი თავსაბურავით შემკულ თავებზე და ავის მო-
მასწავებლად დასტრიალებდნენ.
- ეგაა შენი ბედნიერი მოთხრობა?
- მოიცა, ჯერ არ დამისრულებია.
ხანი გამოხდა და ჩვენს ბიჭებს ეს იდილიური ცხოვრება მო-
ყირჭდათ. ქალების დაუსრულებელი ყურადღება, ხომ არაფერი
აწუხებთ ჩვენს მამაკაცებსო, და მათი გამუდმებული ფუსფუსი კა-
ცებს ხშირად ბეზრდებათ ხოლმე. ამას გარდა, ეს დიაცები მათ
ყველა ხუშტურს უსრულებდნენ, არაფერზე იხევდნენ უკან, სირ-
ცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნდათ, ანუ სრულიად ურ-
ცხვები აღმოჩნდნენ. ერთი თვალის ჩაკვრა და ნამდვილი ბოზები
ხდებოდნენ - ყველაზე ბინძური ჩათლახიც არ მოიქცეოდა ისე;
ზოგჯერ კი მორცხვ, მორიდებულ, სათნო და მორჩილ გოგონე-
ბად მოგაჩვენებდნენ თავს, ქვითინი და წივილ-კივილიც შეეძ-
ლოთ - ესეც შეკვეთით, რა თქმა უნდა.
თავიდან უილს და ბოიდს ეს ამბავი ძალიანაც ართობდათ და
ახალისებდათ, მაგრამ მალე გაღიზიანება დაეწყოთ.
ასეთ ქალს ხელს რომ შემოჰკრავდი, სისხლის მაგივრად
ტკბილი წვენი წასკდებოდა, და თუ წიხლებითაც შესდგებოდი,
ჯერ მთლად ხილფაფად იქცეოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი - ისევ
ახალ ქალად. მოკლედ, ტკივილის შეგრძნება არა ჰქონდათ და
ბოიდი და ბილი დაეჭვდნენ, ალბათ სიამოვნებასაც ვერ განიც-
დიანო. იქნებ მათი ექსტაზი მხოლოდ მოჩვენებითიაო, აინტერე-
სებდათ.
ასეთი კითხვის პასუხად ქალები მხოლოდ ნაზად იღიმოდნენ
და დუმდნენ. სიტყვას ვერ ამოქაჩავდი.
- იცი, ახლა რა გამისწორებდა? - გამოაცხადა უილმა ერთ
მშვენიერ დღეს.
- სანაძლეოს ჩამოვალ, იგივე, რაც მე, - მიუგო ბოიდმა.
- დიდი, ნახევრად უმი სტეიკი, ცოტა სისხლიც რომ გასდის!..
და კიდევ, ერთი დიდი თეფში შემწვარი კარტოფილი, ერთი კათხა
ცივი ლუდით!
- ჰო, რა!.. და მერე ერთი მაგარი, მამაპაპური, დაშხოშიანი
ჩხუბი იმ ცივსისხლიან ხვლიკებთან!
- ჯიგარი ხარ!
ჰოდა, გადაწყვიტეს, პლანეტა კარგად შეესწავლათ. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ასჯერ უთხრეს, საითაც არ უნდა წახვიდეთ, პეპ-
ლების, ჩიტუნების, ყვავილების, ქალების და ტალავერების გარ-
და, ვერაფერს ნახავთო, მაინც დასავლეთისაკენ აიღეს გეზი. დი-
დი ხნის შემდეგ, როცა სიარულით ლამის ფეხები წააცვდათ და
მაინც ვერანაირ თავგადასავალს ვერ გამოკრეს ხელი, ერთ უჩი-
ნარ კედელს მიადგნენ. ის კედელი ძალიან პრიალა იყო, მინასა-
ვით, ოღონდ, თუ მიაწვებოდი, რბილდებოდა და ადვილად იზნი-
ქებოდა, თუმცა, ხელის გაშვებისთანავე პირვანდელ ფორმას იბ-
რუნებდა. კედელი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამათ ეგო-
ნათ. ზედ აძრომას და გადახტომას ვერ შეძლებდნენ. უზარმაზარი
ბროლის ბუშტის მსგავსი რაღაცა იყო.
- ასე მგონია, უზარმაზარ, გამჭვირვალე ძუძუში ჩავიხერგეთ, -
შენიშნა ბოიდმა.
ჰოდა, საშინლად დათრგუნულები და იმედგაცრუებულები,
კედლის ძირას ჩამოსხდნენ.
- იცი, რას გეტყვი? აი, ეს არის, ძმაო, რასაც დალხენილი და
ბედნიერი ცხოვრება ჰქვია… ღამით თბილი და რბილი საწოლი
და კარგი სიზმრები, დილით კი, მზის სხივებით გაკაშკაშებული
მაგიდა, ზედ შემოდგმული ტიტების თაიგულით და სამზარეულო-
ში მოფუსფუსე პატარა ქალი, რომელიც ყავას გიდუღებს… ეს ის
ბედნიერებაა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით, მთელი
თავისი სიგრძე-სიგანით... ეს ისაა, რაც სხვა განზომილებაში საბ-
რძოლველად გაჭრილ მამაკაცებს ენატრებათ, რისთვისაც უამ-
რავ კაცს თავი გაუწირავს… ეგრე არ არი?
- ეგრეა, კარგად ამბობ, - უპასუხა ბოიდმა.
- ჰოდა, იმდენად კარგია, რომ სიმართლე არ იქნება, - თქვა
ისევ უილმა. - ეტყობა, ვიღაც გვეპონტავება, გვაბოლებს და მახე-
ში გვითრევს… იქნებ იმ ჯოჯოების ტვინის ამრევი, სატანური
იარაღია, რომლითაც საომარ ქმედებებს ჩამოგვაშორეს, ა?..
ნამდვილი სამოთხეა, მაგრამ ამ სამოთხისთვის თავი ვერ დაგ-
ვიღწევია… ჰოდა, რასაც თავს ვერ აღწევ, ის ჯოჯოხეთად გექცევა!
- რომელ ჯოჯოხეთზე ლაპარაკობთ? ეს ჯოჯოხეთი კი არა, ბედ-
ნიერების საუფლოა, - აღნიშნა ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალმა,
რომელიც სწორედ იმ წუთას ჩამოიზარდა იქვე მდგომი ხის ტო-
ტიდან. - აქაურობას თავს ვერავინ აღწევს. მოეშვით და ისიამოვ-
ნეთ. ცოტა ხანში შეეჩვევით.
ესეც ასეეე! ჭირი იქა, ლხინი აქააა…
- რაო? სულ ეს იყო?! ის ორი უბედური იქ ჩაკეტილი დატოვე?
- შენც ხომ ეს გინდოდა? ბედნიერებაო, შენ არ გაიძახოდი?
ჰოდა, ახლა გინდა იქ დავტოვოთ, სადაც არიან, და გინდა - გამო-
ვუშვათ; გააჩნია, შენთვის როგორ აჯობებს.
- მაშინ, გამოვუშვათ.
- ეგრევე დაიღუპებიან. დაგავიწყდა, გარეთ რა ხდება?
- ჰო, ეგ სულ არ გამხსენებია, - ამოიოხრა ქალმა, გვერდით
გადაბრუნდა, ქურქი თავისკენ გადაქაჩა და კაცს მკლავი შემოაჭ-
დო. - ისე, იმ საუცხოო ქალებზე სწორი წარმოდგენა არა გაქვს,
ძალიან ცდები, რომ იცოდე.
- რაში ვცდები?
- ცდები, მორჩა და გათავდა!
მეილ ენდ ემპაიერი, 19 სექტემბერი, 1936
გრიფენი ესპანელ წითლებზე გვაფრთხილებს

სპეციალურად მეილ ენდ ემპაიერისათვის

ხუთშაბათს ცნობილმა მეწარმემ, „გრიფენ-ჩეიზ როიალ კონ-


სოლიდეიშენის“ მეპატრონემ რიჩარდ ე. გრიფენმა თავის ემოცი-
ურ მიმართვაში ემპაიერ კლაბის მიმართ, საზოგადოება იმ მოსა-
ლოდნელი ხიფათის შესახებ გააფრთხილა, რომელსაც ესპანეთ-
ში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტი მსოფლიო წესრიგსა და
მშვიდობიან საერთაშორისო ვაჭრობას უქადის. რესპუბლიკელე-
ბი, აღნიშნა მან, წითლების კარნახით მოქმედებდნენ, რაც მათ
მიერ საკუთრების ჩამორთმევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის
დახვრეტასა და რელიგიის მიმართ გაუგონარ სისასტიკეში გა-
მოიხატა. მათ უკვე უამრავი ტაძარი წაბილწეს და გადაწვეს, ხო-
ლო მონაზვნებისა და მღვდლების ხოცვა ლამის ყოველდღიურ
აუცილებლობად აქციეს.
ნაციონალისტების ინტერვენცია, გენერალ ფრანკოს მე-
თაურობით, ამ ყველაფერზე სავსებით მოსალოდნელი რეაქცია
გახლდათ. ნებისმიერი ფენიდან გამოსული, სულით-ხორცამდე
აღშფოთებული ესპანელები თავიანთი ტრადიციებისა და სამო-
ქალაქო წესრიგის დასაცავად გაერთიანდნენ, და ახლა მთელი
მსოფლიო მოუთმენლად და იმედიანად ელის, რა მოჰყვება ამ სა-
ერთო სახალხო პროტესტს. რესპუბლიკელთა გამარჯვება რუსე-
ბის კიდევ უფრო გააგრესიულებას გამოიწვევს და ბევრი პატარა
ქვეყანა სასტიკი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ევროპული
ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიამ და საფრანგეთმა (და, ნაწი-
ლობრივ, იტალიამაც) გამოიჩინეს შესაბამისი სიმტკიცე ამ საში-
ნელი ტალღის შესაკავებლად.
ბ-მა გრიფენმა კანადელებს მოუწოდა, მაგალითი ბრიტანე-
თის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან
აიღონ და სრულად გაემიჯნონ ზემოაღნიშნულ კონფლიქტს. შექ-
მნილ ვითარებაში დისტანციის დაცვისა და ნეიტრალიტეტის პო-
ლიტიკა ყველაზე სწორი პოლიტიკაა, აღნიშნა მან, რადგანაც კა-
ნადის მოქალაქეებს ვერ მოვთხოვთ, საკუთარი თავი მსხვერ-
პლად შესწირონ გადამთიელთა კინკლაობას. თუმცა ისიც უნდა
ითქვას, რომ უკვე შეინიშნება მრავალი თავზეხელაღებული კო-
მუნისტის ჩვენი ქვეყნიდან ესპანეთისკენ გადინება. მიუხედავად
იმისა, რომ ამგვარი ქმედება, კანონით, სახელმწიფო დონეზე უნ-
და იკრძალებოდეს, ჩვენს ქვეყანას, ამ მხრივ, მისალოცად აქვს
საქმე, რადგან ამ დამანგრეველი და ძირგამომთხრელი ელემენ-
ტებისაგან სრულიად უსასყიდლოდ, დროულად და ძალდაუტა-
ნებლად იწმინდება.
ბ-ნი გრიფენის შენიშვნას დამსწრე საზოგადოება მქუხარე აპ-
ლოდისმენტებით შეხვდა.
ბრმა მკვლელი: თოფ ჰეთ გრილი

„თოფ ჰეთ გრილს“ ნეონის საფირმო ნიშანი ამშვენებს: წითე-


ლი ცილინდრი და ცისფერი ხელთათმანი. ნიშანი გამუდმებით
ქრება და ინთება, ილუზიას გიქმნის, რომ უხელო ხელთათმანი
უჩინარი თავიდან ცილინდრის მოხდით გესალმება. ცილინდრის
ქვეშ მხოლოდ ერთი თვალი კიაფობს. ის თვალი ხან იღება, ხან
იხუჭება; თითქოს ვიღაც თვალს გიპაჭუნებს. კაცის თვალია, ალ-
ბათ, იმ ილუზიონისტისა, რომელიც რაღაც ფოკუსში მონაწი-
ლეობისთვის კი გეპატიჟება, მაგრამ თავად, საკუთარი უჩინ--
მაჩინის ცილინდრის წყალობით, არ გენახვება.
„თოფ ჰეთ გრილში“ ყველაზე მაგარი რამე თავად ცილინ-
დრია და არა საჭმელი, მაგრამ ისინი მაინც აქ მოსულან, მარაქა-
ში გარევა გადაუწყვეტიათ და ახლა, ძროხის ხორცის ცხელი სენ-
დვიჩით ხელში, ამ დაწესებულების ერთ-ერთ კაბინაში სხედან,
თეთრი პურის ნაჭრებს შორის მოქცეულ რუხ ხორცს მიირთმე-
ვენ, ანგელოზის დუნდულოსავით ნაზსა და სრულიად შეუზავე-
ბელს, თუმცა, ფქვილით შესქელებული გრეივის ყავისფერი საწე-
ბელიც აქვთ, გვერდით კი დაკონსერვებული მწვანე ბარდისა და
კარტოფილი-ფრის გარნირიც უდგათ. მეზობელ კაბინებში სხე-
დან ნაღვლიანი, თვალებჩაწითლებული მარტოხელა მამაკაცე-
ბი, შელანძღულ პერანგებსა და ხანდაზმულობისაგან გაპრიალე-
ბულ ჰალსტუხებში; ცხოვრებისაგან დაღლილი წყვილები, რომ-
ლებიც პარასკევობით პატარა „ნადიმის“ მოწყობის უფლებას აძ-
ლევენ თავს, და დაუსაქმებელი მეძავების ტრიოები.
ნეტა, როცა მე არ ვჩნდები, ბოზებში თუ დადის ხოლმეო, ფიქ-
რობს ქალი. მერე ეჭვდება, ეგებ ბოზები სულაც არ არიანო…
- ამ თანხად ამაზე უკეთესს ვერაფერს იშოვი, - ამბობს კაცი და
სენდვიჩს გულისხმობს.
- სხვაც მოგისინჯავს რამე?
- არა, მაგრამ ინსტინქტურად ვხვდები.
- ჰო, სენდვიჩის კვალობაზე, თითქოს არა უშავს.
- მაპატიე, თუ სუფრაზე ქცევის წესები შემეშალა, - არც მთლად
იქედნურად ეუბნება კაცი. მაინცადამაინც კარგ გუნებაზე ვერ
არის, თითქოს ცოტა აფორიაქებულია. რაღაც ანერვიულებს.
ჩვეულებრივ, როცა ქალი მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, კა-
ცი ასე არ ხვდებოდა ხოლმე. ახლა თითქმის არ ლაპარაკობდა
და შურისძიების წყურვილით იყო აღსავსე.
- კაი ხანია, არ გამოჩენილხარ. ახლა ეტყობა, მოგენატრა.
- რა?
- ჩემთან კოტრიალი.
- რატომ გიჩნდება ხოლმე უზრდელობისა და უხეშობის მოთ-
ხოვნილება?
- უპატრონოდ გავიზარდე და იმიტომ. გაუთლელი ვარ.
ქალს ახლა ის უფრო აინტერესებს, საჯარო თავშეყრის ადგი-
ლას რატომ სადილობენ, მის ოთახში რატომ არ არიან… ასე გა-
უფრთხილებლად რატომ იქცევა, ან ფული სად იშოვა?
კაცი ბოლო შეკითხვაზე პასუხით იწყებს, თუმცა ქალს არაფე-
რი უკითხავს.
- ის სენდვიჩი, რომელიც წინ გიდევს, კაც-ხვლიკების ფეშქა-
შია. მოდი, მაგ ბინძურ ქვეწარმავლებს გაუმარჯოს და ყველაფერ
იმას, რაც მათთან არის დაკავშირებული, - ამბობს კაცი, გულის
ჯიბიდან მათარას დააძრობს და კოკა-კოლიან ჭიქაში ცოტაოდენ
რომს ისხამს (აქ კოქტეილებს არ შემოგვთავაზებენო, უთხრა
ქალს, როცა დაწესებულების კარი შეუღო; აქაურობა როკაპი
დიაცის სარცხვინელივით გამომშრალიაო).
ქალი თავის ჭიქას დასწვდება. - იმ ქსენორელ კაც-ხვლიკებს
გულისხმობ? - ეკითხება გაკვირვებული.
- სწორედ იმათ. ორი კვირის წინ გავუგზავნე ერთ ჟურნალს და
ეგრევე დაითრიეს. ჩეკი გუშინ მომივიდა.
ალბათ, თავად მოუწია ფოსტაში წასვლა ჩეკის გასანაღდებ-
ლად. ბოლო დროს ასე იქცეოდა, რადგან ქალი ქალაქში არ იყო
და სხვა გზა არ ჰქონდა.
- კარგი გამოვიდა, არა? კმაყოფილი მეჩვენები, - უთხრა ქალ-
მა.
- ჰო, რა… პრაქტიკულად, შედევრია: ბევრი ამბავი, უამრავი
გამხმარი სისხლის ლაქა იატაკზე, ლამაზი ქალები და რამე… - იკ-
რიჭება კაცი. - ასეთ ცდუნებას ვინ გაუძლებდა?
- საუცხოო ქალებიც ჩასვი?
- არააა, საუცხოო ქალები სულ სხვა ამბავია, იმ ისტორიაში
არაფერი ესაქმებათ.
კაცი ფიქრობს, ნეტა, რომ ვეტყვი, რა მოხდება - არც არაფერი,
თუ დაუსრულებელი მოთქმა და ვაი-ვიში უნდა ვისმინოო… თუმ-
ცა, ვინ იცის, რა ჯობია… ქალს თხელი შარფი უკეთია,
მოვარდისფრო-ფორთოხლისფერი… ან ალბათ უფრო საზამ-
თროსფერი. ტკბილი, ხრაშუნა, წვნიანი ხილი… გაახსენდა, პირ-
ველად რომ დაინახა. მაშინ მისი კაბის მიღმა მხოლოდ ბურუსს
ხედავდა.
- რა დაგემართა? თითქოს რაღაც გაწუხებს… რაღაც ძალიან…
ამ ბოლო დროს ბევრს ხომ არ სვამ?
- არა, ბევრს არა.
კაცი თეფშზე დარჩენილ ბარდის მარცვლებს ჩანგლით აწვა-
ლებს.
- ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გაირკვა… მოკლედ, მივდი-
ვარ. პასპორტიც და სხვა დანარჩენიც უკვე მზადაა.
- მართლა?.. ასე მარტივად? - ეუბნება ქალი და ჩუმდება. ცდი-
ლობს, ელდა ხმაზე არ დაეტყოს.
- ჰო, ასე მარტივად… ამხანაგები დამიკავშირდნენ. ეტყობა,
გადაწყვიტეს, რომ იქ უფრო გამოვადგები, ვიდრე აქ. ასეა თუ ისე,
ჩემი წასვლის ამდენი ხნით გაჯანჯლების შემდეგ, უცებ გამომიც-
ხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა წავიდე. ჩემს გარეშე წუთით ვეღარ
გაძლებენ. ეტყობა, მათთვის მაგარი თავის ტკივილი ვარ და ამ
ტკივილის მოშორება უნდათ.
- მერე მგზავრობისას უსაფრთხოდ იქნები? მეგონა…
- ყოველ შემთხვევაში, უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, ვიდრე აქა
ვარ. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ჩემზე დიდად აღარ ნადირობენ.
ვფიქრობ, მაგათაც ერთი სული აქვთ, აქედან გამისტუმრონ, ჰო-
და საქმეს აღარ ირთულებენ… მაგრამ მაინც არავის ვეტყვი, რო-
მელი მატარებლით გავემგზავრები. არავითარი სურვილი არა
მაქვს, იმ მატარებლიდან თავგახვრეტილი ან ზურგში დანაგაყ-
რილი გადმომაგდონ.
- მერე საზღვარი? სულ იმას ამბობდი, რომ საზღვარზე გადას-
ვლა…
- საზღვრები ახლა სიგარეტის ქაღალდივითაა, ადვილად გა-
არღვევ, თუ, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან გადიხარ. მესაზღვრეები
ყველაფრის საქმის კურსში არიან. იციან, რომ აქედან ნიუ--
იორკამდე და იქიდან პარიზამდე პირდაპირი ხაზია გახსნილი და
ყველა იქით მიმავალს ჯო ჰქვია. ძაღლებსაც მისცეს მითითებები
- რომ დაინახავთ, სხვა მხარეს გაიხედეთო. ყველამ იცის, ქარი
საითაც უბერავს, ჰოდა დანარჩენი სულ ქინძზე ჰკიდიათ.
- ნეტა შენთან ერთად წამოსვლა შემეძლოს, - ამბობს ქალი.
აი, თურმე რატომ გადაწყვიტა გარეთ სადილობა… საჯარო ად-
გილას უნდოდა ქალისთვის ამ ამბის შეტყობინება. იმედი ჰქონ-
და, რომ ხალხში თავს არ მოიჭრიდა, ერთ ამბავს არ ატეხდა და
ბღავილს არ მორთავდა; არც საყვედურებით აავსებდა და არც
თმების გლეჯას მოჰყვებოდა… კარგად კი მოუფიქრებია!..
- ჰო, ეგ მეც მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ვერ წამოხვალ, შენთვის
რთული იქნება, რთულ პირობებში ვერ გაძლებ - ამბობს კაცი და
ერთი სიმღერა ახსენდება, გუნებაში წაიღიღინებს კიდეც:
ქარიშხალია ოხერ ზღვაზე და დიდი ღელვა,
შარვალზე ღილებს სულ დამაგლეჯს! ახლა რაღა ვქნა?!
ელვით შევიკრავ, გულს არ დაგწყვეტ, მაჩუქე ელვა…
უნდა როგორმე გამაგრდე, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება სა-
კუთარ თავს. გრძნობა ისე მოეძალა, თითქოს სასმელი აუვარდა
თავში... სისხლი უდუღს… ისეთი გრძნობა აქვს, რომ საცაა გაფ-
რინდება, ცაში აიჭრება და ქალს ზემოდან დახედავს... მისი მშვე-
ნიერი, შეწუხებული სახე ისე ულივლივებს თვალწინ, თითქოს
ტბაში არეკლილს ხედავდეს; გამოსახულება საცაა წყალში გაიხ-
სნება, ცრემლებით დაიფარება. მიუხედავად დადარდიანებისა,
ასეთი მომხიბლავი არასდროს ყოფილა. რაღაც ნაზი, ქათქათა
სხივიც კი წამოადგა თავზე. ქალს მკლავზე ჰკიდებს ხელს. მკლა-
ვი ისეთი თბილი, რბილი და მიმზიდველია, რომ ხელს ვეღარ უშ-
ვებს!.. ახლავე უნდა აიყვანოს ოთახში და დაუსრულებლად ესიყ-
ვარულოს, ყველანაირ პოზაში!.. თითქოს მასთან ხანგრძლივად
წოლით რაღაცნაირად დააკავებს, სამუდამოდ თავისად დაიგუ-
ლებს…
- დაგელოდები, - ეუბნება ქალი. - როცა დაბრუნდები, უბრა-
ლოდ გამოვალ სადარბაზო კარიდან და შენთან წამოვალ.
- მართლა წამოხვალ? მიატოვებ?!
- შენს გამო ყველას და ყველაფერს მივატოვებ, ოღონდ კი მო-
გინდეს!
ფანჯრიდან ნეონის შუქის სხივები შემოდის - წითელი, ლურჯი,
წითელი… ქალი წარმოიდგენს, რომ კაცი დაჭრილია… თუ დაიჭ-
რა, ხომ ვეღარ წავა? ჰოდა, მასთან დარჩება!.. უნდა, რომ ჩაკე-
ტოს, დააბას, მხოლოდ მისი გახდეს, სამუდამოდ თავისთან
დაიტოვოს.
- ახლავე მიატოვე, - ეუბნება კაცი.
- ახლავე? - თვალები უფართოვდება ქალს. - ეგრევე მივატო-
ვო? რატომ?
- იმიტომ, რომ ვერ ავიტან, მასთან რომ დარჩე! ამაზე ფიქრიც
კი მაგიჟებს!
- შენ ხომ იცი, რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს?
- ჩემთვის ნიშნავს! განსაკუთრებით ახლა, როცა მივდივარ და
ვეღარ გნახავ… ამაზე ფიქრი ჭკუიდან შემშლის, ნაღდად შემ-
შლის!
- კი, მაგრამ… კაპიკი ფული არ მექნება… ან სად უნდა ვიცხოვ-
რო? სადმე დაქირავებულ ოთახში? მარტო (შენსავითო, გაიფიქ-
რა)? რითი ვიარსებო, რა სახსრებით?
- ეგებ მუშაობა დაიწყო, - უმწეოდ ეუბნება კაცი. - მეც რამე
ფულს გამოგიგზავნიდი.
- შენ ფული არა გაქვს… შენ რომ გაქვს, ეგ ფული ორივეს არ
გვეყოფა. მე კი, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არც ქსოვა ვი-
ცი, არც ბეჭდვა… სხვა მიზეზიც არსებობსო, გაიფიქრა, მაგრამ ახ-
ლა ვერ ეტყოდა.
რაიმე გამოსავალი აუცილებლად იქნება, მაგრამ კაცი აღარ
აძალებს. ალბათ, გულის სიღრმეში, სულაც არ უნდა, მარტომ
რომ იცხოვროს ამ საშინელ, ბოროტ სამყაროში, რომელშიც ნე-
ბისმიერმა ვიგინდარამ, აქედან ვიდრე ჩინეთამდე, შეიძლება ხე-
ლის მოფათურება მოუნდომოს… რამე რომ დაემართოს, საკუ-
თარ თავს ვერასდროს აპატიებს.
- ვფიქრობ, შენს დაბრუნებამდე არაფრის შეცვლა არ ღირს.
ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის; ყველაფერს ეგ
აჯობებს… ხომ აუცილებლად დაბრუნდები? საღ-სალამათი უნდა
დამიბრუნდე… დამპირდი, რომ დაბრუნდები!
- გპირდები.
- იცოდე, რამე რომ დაგემართოს, ან არ დამიბრუნდე, ვერ გა-
დავიტან, მოვკვდები! (რა კინოგმირივით ვლაპარაკობო,
გაიფიქრა. მაგრამ სხვაგვარად როგორ უნდა ელაპარაკა? სხვაგ-
ვარად ლაპარაკი არც გამოუვიდოდა).
ჯანდაბა, გაიფიქრა კაცმა, ახლა ატირდება… მე კი აქ ყეყეჩი-
ვით უნდა ვიჯდე… ქალი თუ ატირდა, ჩემს მტერს, აღარასოდეს გა-
ჩერდება.
- კარგი, დამშვიდდი. მოდი, პალტოს მოგიტან, - უთხრა მოღუ-
შულმა. - ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა… ძალიან ცოტა დრო
დაგვრჩა… წამოდი, ოთახში ავბრუნდეთ.
IX

სარეცხი

როგორც იქნა მარტიც დადგა და გაზაფხულის მოახლოებამ


პატარ-პატარა ნიშნებით იჩინა თავი. ხეები ჯერაც გაძარცულია
ფოთლებისგან და არც დამზრალი კვირტები გაშლილა. თუმცა,
იმ ადგილებს, რომლებსაც მზის სხივები კარგად სწვდება, ლხო-
ბის ნიშნები დაეტყო. ძაღლის გაყინული კურკლებიც თანდათან
დნება, ორთქლდება და მიწაზე შარდით შეფერილი ყინულის
მოყვითალო მაქმანებს ტოვებს. აქა-იქ ბალახის პატარა ზოლე-
ბიც გამოჩნდა; ჭუჭყიანი, გაქუცული და გათელილი ბალახია,
როგორიც, ალბათ, სატუსაღოს ეზოებში იცის ხოლმე ანდა, სუ-
ლაც, ჯოჯოხეთის კარიბჭესთან.
დღეს განსხვავებულ საუზმეს გეახელით. რაღაც ახალი ტიპის
ბურღულეულის ბურბუშელა იყო. მაირამ მომართვა, ეგებ ცოტა
მოგაგუნებოთო. მაირა კოლოფების წარწერებზე გიჟდება და გუ-
ლუბრყვილოდ იჯერებს ყველაფერს, რაც იქ წერია. ჰოდა, ამ
ბურღულეულის კოლოფზეც დიდი, სპორტული პიჟამასავით
კვასკვასა წითელი ასოებით ეწერა, პროდუქტი გაფუჭებული ან
ძველი კომერციული სიმინდისა და ხორბლისაგან კი არა, რაღაც
ნაკლებად ცნობილი მარცვლეული კულტურებისაგან არის დამ-
ზადებულიო, რომლებსაც ძნელად წარმოსათქმელი, არქაული
და იდუმალი სახელები ჰქვია. ამ მარცვლეულის გაქვავებული
ნიმუშები ამერიკის მატერიკზე კოლუმბამდელ სამარხებსა და ეგ-
ვიპტურ პირამიდებშიც კი აღმოუჩენიათ!.. ავთენტიკურობის და-
მადასტურებელი შესანიშნავი დეტალია, მაგრამ, რომ ჩაუკვირ-
დები, დიდად არ გახალისებს…ეს მარცვლეული, თურმე, არა
მხოლოდ გაგწმენდს და გაგაკამკამებს, როგორც ქვაბს სახეხი
ფხვნილი, არამედ კიდეც გაგაახალგაზრდავებს და უკვდავებასაც
მოგანიჭებს! კოლოფს უკანა მხარეს არშიასავით ეხატა ნაწლავე-
ბის ვარდისფერი ხვეული, წინ კი - ნეფრიტის ქვის მოზაიკით გაწ-
ყობილი უთვალებო ნიღაბი, რომელსაც აცტეკები დაკრძალვის
ცერემონიალისთვის იყენებდნენ (ცხადია, კოლოფის დიზაინერს
ამაზე წარმოდგენაც არა ჰქონდა).
ამ ახალი ბურბუშელების ხათრით სათანადოდ გაწყობილ სამ-
ზარეულოს მაგიდასაც კი მივუჯექი, თორემ ისინი, ვინც მარტო
ცხოვრობენ, ძირითადად ვერტიკალურ მდგომარეობაში იკვებე-
ბიან; ფიქრობენ, რა ძალა მადგას, სუფრის ლამაზად გაშლაზე შე-
ვიწუხო თავი, თუკი ამის დამფასებელი გვერდით არავინ მყავსო.
მერე ამ ერთ კომპრომისს მეორე მოსდევს ხოლმე და ასე… მოკ-
ლედ, ეს მარტოობა თანდათან ყველაფერში იჩენს თავს და ადა-
მიანურ სახეს ბოლომდე გაკარგვინებს.
გუშინ სარეცხის დარეცხვა განვიზრახე; ასე ვთქვათ, „ღვთის-
გან ნაკურთხ კვირა დღეს“ მისი ნების საწინააღმდეგო საქმეს
მოვკიდე ხელი. არა მგონია, ღმერთს დიდად ანაღვლებდეს, სა-
ხელდობრ რომელ დღეს აკეთებ საქმეს (როგორც გვასწავლიან,
ზეცაში, ისევე, როგორც ქვეცნობიერში, დროის განზომილება არ
არსებობს), მაგრამ ის კი ზუსტად ვიცოდი, რომ მაირა განაწყენ-
დებოდა - არც ლოგინი უნდა აალაგოთ ხოლმეო, მეუბნება, და
არც ბინძური თეთრეულით სავსე კალათები უნდა ათრიოთ მაგ
დაფერდებულ კიბეზე იმ ბნელი სარდაფისკენ, სადაც ის ჯაბახანა
სარეცხის მანქანა გიდგათო!
აბა, სარეცხს ვინ დამირეცხავს? ცხადია, მაირა!.. აბა, სხვა ვი-
ნაა ჩემი მომხედავი?.. ბარემ აქა ვარ და სარეცხსაც ხელს შევავ-
ლებო, მეტყვის ხოლმე, და მერე არც ერთი არ ვიმჩნევთ, რომ ამ
„ბარემს“ სისტემატური ხასიათი მიეცა. პირი გვაქვს შეკრული და
თავს ვიტყუებთ, ვითომ საკუთარი თავის მოვლა ჯერ კიდევ შემიძ-
ლია. მაგრამ ისე ვატყობ, მაირას ეს ფიქცია უკვე ნერვებს უშლის.
ამ ბოლო დროს ხერხემალი აწუხებს და ჩამციებია, ქალს
აგიყვანთო… ვიღაც ჭორიკანა დედაკაცი უნდა დამისვას სახლში
და ყველაფერში ცხვირი ჩააყოფინოს!.. ჩემი ავადმყოფი გული
მოჰყავს მიზეზად. როგორღაც იყნოსა, რომ გულს ვუჩივი და ჩემი
ექიმის დიაგნოზი და პროგნოზიც გაარკვია… ალბათ, ის ჟღალ-
თმიანი ექთანი დაკითხა, პირზე რომ არაფერი აკავდება… მოკ-
ლედ, ქალაქი კი არა ნამდვილი საცერია, ყველას ცხოვრებას სა-
თითაოდ ცხრილავენ!
მაირას ვეუბნები, ჩემს ბინძურ თეთრეულსა და საცვლებს რას
ვუზამ, ჩემი პირადი საქმეა-მეთქი. მინდა, ის დამხმარე დედაკაცი
შეძლებისდაგვარად დიდი ხნით ავირიდო თავიდან. მართალია,
ასე ძალიან ვწვალობ, მაგრამ ისე უარესი იქნება. არავითარი
სურვილი არ მაქვს, უცხო ადამიანი ჩემს უძლურებას, ლაქებსა და
სუნებს ვაზიარო!.. მაირა სხვა საქმეა, მაირას კარგად ვიცნობ და
იმანაც იცის, მე ვინა ვარ - მისი სათრევი ჯვარი; ის, ვინც მას კე-
თილ და ღვთისნიერ ადამიანად წარმოაჩენს სხვების თვალში.
საკმარისია, ჩემი სახელი ახსენოს და თვალები გადაატრიალოს,
რომ მაშინვე უზარმაზარ სიმპათიას იმსახურებს; ანგელოზების
მხრიდან თუ არა, მეზობლების მხრიდან მაინც, რომელთა თანაგ-
რძნობისა და პატივისცემის მოპოვება სულაც არ არის იოლი საქ-
მე.
ასეთი უშნო ლაპარაკისთვის ნუ დამძრახავთ და ცუდად ნუ გა-
მიგებთ. განა მე ვერ ვხედავ, მაირას რამდენ რამეს უნდა ვუმად-
ლოდე… უბრალოდ, ზოგჯერ მადლიერების გრძნობისა და სიკე-
თის სიტყვიერად გამოხატვა არცთუ ისე ადვილია; ბოღმა ბევრად
უფრო იოლი გადმოსანთხევია ხოლმე… თუმცა ორივე ერ-
თნაირად ჩახლართული და აბურდული გრძნობაა.
გადაწყვეტილება რომ მივიღე და წარმოვიდგინე, როგორი
თავზარი დაეცემოდა მაირას, დარეცხილი და დაკეცილი სარეც-
ხის უზარმაზარ გროვას რომ დავახვედრებდი ტრიუმფალური ღი-
მილით სახეზე, გული მომეცა და ახირების სისრულეში მოყვანას
შევუდექი. სარეცხის კალათას თავი მოვხადე და შიგ ქექვა დავიწ-
ყე. მართალია, კალათაში თავით ჩარჭობას სასწაულებრივად გა-
დავურჩი, მაგრამ მაინც ამოვიღე ის, რის წაღებასაც მოვახერხებ-
დი გულისწყვეტისა და ჩემი ადრინდელი საცვლების მონატრების
გარეშე (ღმერთო, რა საუცხოო საცვლები მქონდა! ახლა ისეთებს
აღარ კერავენ… ნაჭრის რბილი ღილებით, ხელით დაქარგულს,
საუცხოო მაქმანებით გაწყობილს… ან იქნებ კერავენ კიდეც და მე
არ ვიცი?.. რომც ვიცოდე, მაინც ვერ შევწვდებოდი და ალბათ
ვერც მოვირგებდი… ლამაზი საცვლები ტანკენარ ქალებზეა გათ-
ვლილი).
გადარჩეული სარეცხი პლასტიკატის პარკში ჩავტენე და გზას
გავუდექი. ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ და გვერდულად მივიწევდი
ბნელი ქვესკნელისაკენ, წითელქუდასავით დატვირთული… თუმ-
ცა, წითელქუდაც მე ვიყავი, მისი ავადმყოფი ბებიაც და მგონი ის
საზიზღარი მგელიც, სულ სახრავს რომ ეძებს და გამუდმებით
პირს რომ აწკლაპუნებს.
პირველ სართულამდე მშვიდობიანად ჩავაღწიე და ჰოლიდან
სამზარეულოსაკენ გავემართე, რომ იქ სარდაფის შუქი ჩამერ-
თო. მერე ნესტიანი სარდაფისაკენ ნერვიული ნაბიჯით გავეშურე.
უცებ პანიკამ მომიცვა - სახლის ის კუთხე-კუნჭულები, რომლებ-
თანაც, ჩვეულებრივ, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს,
მტრულად განწყობილი და საეჭვო მომეჩვენა; ის ფანჯრები, რომ-
ლებიც გარდიგარდმო იხსნება და იხურება, ხაფანგის იმ ხუფებად
აღვიქვი, რომლებიც ხელებზე უნდა დამცემოდა; ზედა თაროებზე
დახვავებული ფაიფურისა და მინის ჭურჭელიც გადმოსაცვენად
იყო გამზადებული და ავად მიმზერდა; სკამებს ფეხები მორ-
ყეოდა, კიბეს კი - საფეხურები… თანაც, ის ჩამოსაქცევად გამზა-
დებული კიბე რაღაცნაირად მოულოდნელად და მკვეთრად უხ-
ვევდა… ეგრევე მივხვდი, რომ ეს სახლაფორთო საქმე არ უნდა
წამომეწყო… ჩრდილებიც უსიამოვნოდ დაბობღავდნენ აქეთ--
იქით და ავის მომასწავებელი სუნიც მცემდა - თითქოს ვიღაცას
მოკლული თანამეცხედრის გვამი კედელში ჩაეშენებინა და
ქვითკირი ჯერაც არ გამშრალიყო. კიბის ქვეშ უსაშველო უკუნე-
თი დაგუბებულიყო; ღრმა, ლივლივა და სველი, როგორც ნამ-
დვილი გუბე… ეგებ მართლაც გუბე იდგა?!.. ეგებ მდინარის დო-
ნემ აიწია და სარდაფი დატბორა?!.. ასეთი რამ ამინდის არხზე
რამდენჯერ მინახავს… ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, ოთხი სტი-
ქიიდან რომელიმე აბობოქრებულიყო: მიწის წიაღიდან ცეცხლი
ამოფრქვეულიყო, მიწა დაედნო და გავარვარებული ლავა ყუ-
რებში ჩამსვლოდა!.. შეიძლებოდა, ჰაერის მასების გადანაცვლე-
ბას ქარიშხალი გამოეწვია და სახურავი აეხადა სახლისთვის…
ჰოდა, წყალმა რა დააშავა?! რატომ არ შეიძლებოდა, წყალდი-
დობა ან წარღვნა დაწყებულიყო?! ბუყბუყის ხმაც კი გავიგონე,
რომელსაც, შესაძლოა, თავად გამოვცემდი… მოკლედ, გული სა-
შინლად ამიჩქარდა და მტკივნეულად მიძგერდა მკერდში. ვიცო-
დი, რომ წყალი მირაჟი იყო - ან თვალი მატყუებდა, ან ყური, ან-
და, სულაც, დაჩლუნგებული გონება… მაგრამ ქვემოთ ჩასვლა
მაინც არ მომინდა. სარეცხი პირდაპირ სარდაფის კიბეზე დავყა-
რე და იქვე მივატოვე. ეგებ მოგვიანებით მოვბრუნდე და
ავკრიფო-მეთქი, ვიფიქრე… ან არც ავკრიფო… ვინმე სხვა აკ-
რეფს, ვთქვათ - მაირა, პროტესტის ნიშნად მჭიდროდ მოკუმული
ტუჩებით… ეგრე მოგიხდება-მეთქი, გავუბრაზდი საკუთარ თავს;
არ ჯობდა, შენს ტყავში დატეულიყავი? ახლა იმ ვიღაც დედაკაცის
შენთან ჩაბუდებას ვეღარ აიცდენ-მეთქი. გაბრაზებული რომ მოვ-
ტრიალდი, კინაღამ კიბეზე დავგორდი, მაგრამ დროზე მოვასწა-
რი მოაჯირზე ჩაბღაუჭება. მერე ასე ჩაბღაუჭებულმა დავიწყე დამ-
ძიმებული სხეულის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ზემოთ ათრევა, სამ-
ზარეულოს დალოცვილი შუქისკენ.
გარეთ მოჟამული ამინდი იდგა; უნიფორმასავით რუხი და
უღიმღამო. ცაც რუხი იყო და დაძველებული, ფორებით დაცხრი-
ლული თოვლიც. ელექტროჩაიდანი ჩავრთე. მალე ათუხთუხდა
და ორთქლის იავნანაც წაიღიღინა. საქმე უკვე ძალიან შორს
არის წასული, როცა ხვდები, რომ შენზე შენივე სამზარეულოს
ჭურჭელი ზრუნავს, და არა - პირიქით; მაგრამ მაინც მშვიდად
ვიგრძენი თავი.
ჩაი დავისხი, დავლიე, და ჭიქაც გავრეცხე. საკუთარი ჭურ-
ჭლის გარეცხვა ჯერ კიდევ შემიძლია. მერე ჭიქა თაროზე შემოვ-
დგი, სხვა ჭურჭელთან - ხელით მოხატულ, ბებია ადელიას ნაქონ
დუმფარებიან და იებიან თეფშებთან… ჩემი ჭურჭლის კარადები
ჯერ კიდევ რაღაცას ჰგავს, შეეხედება!.. მაგრამ სარდაფის კიბეზე
დაყრილი სარეცხის ხატი მოსვენებას არ მაძლევს… მთელი ის
დაბებკილი, დაფლეთილი და მოთელილი ძონძები, რომლებიც
გამოცვლილ თეთრ კანს წააგავს (თუმცა მთლად ქათქათაც არ
ეთქმის), თითქოს რაღაც საკრალურს მაგონებს: იმ ეტრატებს,
რომლებზეც ჩემი სხეული რაღაცას უშნოდ ჯღაბნის და იდუმალ
შეტყობინებებს ტოვებს, როცა საწოლში საცოდავად იგრიხება
და უკუღმა ამოტრიალებას ცდილობს.
იქნებ ჯობია, როგორმე წავიდე, ის სარეცხი ავკრიფო და უკან,
სარეცხის კალათაში ჩაბრუნება ვცადო? ამაზე ჭკვიანური ახლა
არაფერი მომდის თავში… არაფერში მაირას ვგულისხმობ, რა
თქმა უნდა.
ეტყობა, სისუფთავის დაუძლეველმა სურვილმა დამიბრიყვა.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, როგორც რენი იტყოდა ხოლ-
მე.
ეჰ, რენი, რენი! როგორ გნატრობ, რომ იცოდე! დამიბრუნდი
და მომხედე, რა იქნება?
მაგრამ რენი არ დაბრუნდება, საკუთარ თავს თავად უნდა მივ-
ხედო; საკუთარ თავსაც და ლორასაც, რისი ფიციც საზეიმოდ
მაქვს დადებული.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
სად გავჩერდი? მგონი ზამთარი იყო… არა, მეშლება, ზამთარი
უკვე გავიდოდა…
ააა, გაზაფხული იქნებოდა, 1936 წლის გაზაფხული. ეს ის წე-
ლია, როცა ყველაფერი თავზე დამენგრა… უფრო სწორად, ნგრე-
ვას განაგრძობდა, მაგრამ ზარალი ბევრად უფრო სერიოზული
აღმოჩნდა, ვიდრე ადრე.
მახსოვს, იმ წელს მეფე ედუარდმა ტახტზე უარი განაცხადა;
ამბიციას სიყვარული ამჯობინა. ანდა, შეიძლება ითქვას, რომ
უინძორის ჰერცოგინიას ამბიცია დააყენა საკუთარზე წინ. იმ
წელმა ამ მოვლენით დაამახსოვრა ადამიანებს თავი… ჰო, და კი-
დევ - ესპანეთში დაწყებული სამოქალაქო ომით. თუმცა, ეგ მოვ-
ლენები მოგვიანებით მოხდა, რამდენიმე თვის შემდეგ… მაგ-
რამ… აბა, მარტში რაღა ჯანდაბა ხდებოდა?.. ღმერთო, გამახსე-
ნე!.. რაღაც აშკარად მოხდა… მახსოვს, რიჩარდმა გაკეცილი გა-
ზეთი მაგიდაზე დაჰკრა და თქვა: - აჰა! ესე იგი იმ კაცმა მაინც
მოახერხა ამის გაკეთება!
იმ დილას ჩვენ ორნი ვუსხედით მაგიდას. ლორა მხოლოდ
შაბათ-კვირას საუზმობდა ჩვენთან ერთად და მაშინაც ყოველ
ღონეს ხმარობდა, რომ სუფრასთან ჯდომა როგორმე თავიდან
აეცილებინა; ძირითადად თავს იმძინარებდა ხოლმე. სამუშაო
დღეებში, სკოლაში წასვლის წინ, სამზარეულოში მარტო საუზ-
მობდა. თუმცა ზოგჯერ, მისიზ მარგატროიდი უწევდა თანამეინა-
ხეობას და მერე მისტერ მარგატროიდს მანქანით მიჰყავდა სკო-
ლაში. სკოლიდანაც იმას მოჰყავდა, რადგან რიჩარდს არ უნდო-
და, ლორას მარტო ევლო ქუჩაში; სულ იმას შიშობდა, გზა არ აებ-
ნასო.
სამხარს სკოლაში მიირთმევდა და სამშაბათობითა და ხუთშა-
ბათობით მუსიკაზეც დადიოდა - ფლეიტაზე დაკვრას სწავლობდა,
რადგან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას სკოლა ყვე-
ლა მოსწავლეს ავალდებულებდა. თავიდან ფორტეპიანო მოსინ-
ჯა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა; მერე ჩელოზე გადაერთო და
იქაც მარცხი განიცადა. გვეუბნებოდნენ, მეცადინეობა არ უყვარ-
სო… თუმცა დროდადრო, საღამოობით, ფლეიტის მოსაწყენი, უს-
მენო წრიპინის მოსმენა მაინც გვიწევდა ხოლმე. ისეთი შეგრძნე-
ბა მქონდა, რომ ლორა ნოტებს შეგნებულად ურევდა ერთმანეთ-
ში.
- უნდა დაველაპარაკო, - მითხრა რიჩარდმა.
- არა მგონია, მისი გაკიცხვის უფლება გქონდეს; მხოლოდ
იმას აკეთებს, რასაც შენვე აიძულებ.
ლორა რიჩარდს ხაზგასმით აღარ ეუხეშებოდა, მაგრამ რო-
გორც კი რიჩარდი ოთახში შემოვიდოდა, მაშინვე გადიოდა ოთა-
ხიდან.
დილის გაზეთს დავუბრუნდეთ. რიჩარდი გაზეთს რომ იქნევ-
და, სათაურის წაკითხვა მოვახერხე. „ის კაცი“ ჰიტლერი აღმოჩ-
ნდა, რეინის პროვინციაში შეჭრილიყო. მოკლედ, წესები დაურ-
ღვევია, ზღვარს გადასულა, აკრძალული რამ ჩაუდინია. ჰოოო,
თქვა რიჩარდმა, ეს ხომ ისედაც ცხადი იყო! ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა
წინ, სხვებმა კი, ჩაიკუკეს… ამიტომაც უბზუებს ცხვირს ყველას.
მაგარი ვინმეა, ყოველთვის ხედავს, სად არის სუსტი ადგილი,
პირდაპირ იქ ურტყამს და მიზანსაც აღწევს; შანსს ხელიდან არა-
სოდეს უშვებს. სხვები კი, ბლეყვეებივით იქცევიან და მერე იძუ-
ლებული ხდებიან, საკუთარი ხელით მიართვან ძღვენი.
რიჩარდს თავს ვუქნევდი, ვეთანხმებოდი, მაგრამ ყურს არ
ვუგდებდი. წაყრუება ერთადერთი იყო, რაც წონასწორობის შე-
ნარჩუნებაში მეხმარებოდა. გარეშე ხმაურებისთვის ყური არ უნ-
და დამეგდო, ყურადღება არ უნდა მიმექცია, თორემ ფეხი დამიც-
დებოდა და გადავიჩეხებოდი. მოკლედ, ისევე ვიქცეოდი, რო-
გორც ნიაგარას ჩანჩქერზე გადაჭიმულ ბაგირზე მოსიარულე მუ-
შაითი. არც გარშემო მიმოხედვის საშუალება მქონდა, რადგან
ყურადღების მოდუნებისა მეშინოდა. აბა, სხვა რა გზა მქონდა მა-
შინ, როდესაც ყოველ ცისმარე დღეს იმაზე ვფიქრობდი, რაც
სრულიად განსხვავებული იყო იმ ცხოვრებისაგან, რომლითაც,
წესით, უნდა მეცხოვრა; იმისაგან, რაც მაგიდაზე მხვდებოდა -
თოვლივით თეთრი, სათბურში მოყვანილი ნარგიზების კოკრე-
ბით სავსე ლარნაკი, რომელსაც უინიფრედი გვიგზავნიდა ხოლ-
მე. რა სასიამოვნოა, წლის ამ დროს ასეთი ყვავილების ხელში
ჩაგდება, - ამბობდა უინიფრედი. - როგორ სურნელს აფრქვევენ,
არა? პირდაპირ იმედს გისახავენ!
უინიფრედი ფიქრობდა, რომ მე სრულიად უწყინარი არსება
ვიყავი. სხვა სიტყვებით, შტერი ვეგონე. მოგვიანებით, დაახ-
ლოებით ათი წლის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს უკვე დანასის-
ხლად გადავეკიდეთ და პირადად აღარ ვხვდებოდით, ტელეფო-
ნით მითხრა:
- სულელი მეგონე, შენ კი ბოროტი ყოფილხარ! ჩვენ ყოველ-
თვის გძულდით!.. მამაშენი გაკოტრდა, საკუთარი ქარხანა თვი-
თონვე დაწვა, შენ კი ამ ყველაფერს ჩვენ გვაბრალებდი.
- მამაჩემმა კი არა, რიჩარდმა დაწვა; ყოველ შემთხვევაში, ეგ
ამბავი რიჩარდის წაქეზებითა და კარნახით მოხდა!
- რა საშინელი ცილისწამებაა! მამაშენმა უკანასკნელი ნიფხა-
ვიც კი დაკარგა; დაზღვევის ფული რომ არ აეღო, შიმშილით მოკ-
ვდებოდით! შენცა და შენი დამთხვეული დაც წუმპიდან ამოგათ-
რიეთ! ჩვენ რომ არა, ქუჩაში ეყრებოდით ქეციანი ძაღლებივით,
გაფოფინებულები კი არ ისხდებოდით ჩვენ გვერდით. ტრაკის გა-
უნძრევლად გეძლეოდათ ყველაფერი, ვერცხლის ლანგარზე!..
მაგრამ რიჩარდისთვის ერთხელაც არ გითქვამთ მადლობა. მის-
თვის თითიც კი არ გაგინძრევიათ! არასოდეს!
- იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემგან ითხოვდით - ჩუმად ვეგდე და
ვიღიმებოდი. თქვენთვის მხოლოდ ლამაზად გაწყობილი ვიტრი-
ნა ვიყავი… აი, ლორა კი არ ჩუმდებოდა… ლორასთვის ხელი არ
უნდა ეხლო!
- მხოლოდ ღვარძლი და ბოღმა გალაპარაკებს ეგეთ სისულე-
ლეებს! ღვარძლი, ბოღმა და შური! ყველაფერი ჩვენი წყალობით
გქონდათ და ეგ ვერ გადახარშეთ, ჩემი ძმა ცოცხლად შეჭამეთ!
თქვენ ორმა მოინელეთ და მოკალით!.. პირდაპირ შუბლზე
დაადეთ იარაღი და ჩახმახსაც წარბშეუხრელად გამოჰკარით!
- ლორა ვიღამ მოკლა?
- ლორამ თავი მოიკლა და ეგ შენც მშვენივრად იცი!
- რიჩარდზეც იგივეს ვიტყოდი.
- ისევ ცილს სწამებ!.. ლორა გიჟი იყო, მისი რიჩარდზე ნათქვა-
მის, ან თუნდაც ერთი რომელიმე სხვა სიტყვის დაჯერება როგორ
შეიძლებოდა?! არც ერთი ჭკუათამყოფელი ადამიანი არ დაიჯე-
რებდა იმის ნაბოდვარს!
ხმა ვეღარ ამოვიღე და ყურმილი დავუკიდე. მის წინაშე სრუ-
ლიად უმწეო ვიყავი, რადგან ჩემი შვილი, ეიმი, უკვე მძევლად
ჰყავდა აყვანილი…
მაგრამ იმ ავად სახსენებელ 1936 წელს, ჯერ კიდევ კარგად
მექცეოდა და საკუთარი „ფრთის ქვეშ“ ვყავდი შეფარებული. ჩემს
დასაქმებას განაგრძობდა და აქეთ-იქით დამარბენინებდა -
ახალგაზრდული ლიგის შეხვედრებზე, პოლიტიკურ თავყრილო-
ბებზე, ათასგვარი სახის კომიტეტის შეკრებებზე - და სადმე კუთ-
ხეში მიმდებდა ხოლმე, სანამ თავად სოციალურ ურთიერთობებს
აგვარებდა. ახლაღა ვხვდები, რომ მასზე არავინ გიჟდებოდა; ძი-
რითადად მხოლოდ მისი ფულისა და უსაზღვრო ენერგიულობის
გამო იტანდნენ. ქალების უმრავლესობას, ასეთ წრეებში, იმის სა-
წინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რომ მათი საქმიანობის ლომის
წილი უინიფრედის მხრებზე გადასულიყო.
დღე ისე არ გავიდოდა, რომელიმე მათგანს ჩემთვის არ ეთ-
ქვა, ბებიაშენს ვიცნობდიო ან, უფრო ახალგაზრდები თუ იყვნენ,
ნეტა მისი გაცნობის შანსი მქონოდა იმ ოქროს ხანაში, დიდი
ომის წინ, როდესაც ნამდვილი ელეგანტურობა ჯერ კიდევ ფასობ-
დაო. ეს, ფაქტობრივად, იმის მაუწყებელი პაროლი იყო, რომ
უინიფრედი ნუვორიში ბრძანდებოდა; უხეში, თამამი და ვულგა-
რული. იმ ქალბატონებს ნეიტრალური ღიმილით ვუღიმოდი და
ვეუბნებოდი, სამწუხაროდ ბებია ჩემ დაბადებამდე დიდი ხნით
ადრე გარდაიცვალა-მეთქი. სხვა სიტყვებით, ვერც ერთხელ ვერ
ჩამითრიეს უინიფრედთან დაპირისპირების საქმეში.
და თქვენი ჭკვიანი მეუღლე როგორ ბრძანდება? ამასაც ხში-
რად მეკითხებოდნენ. სასიამოვნო ახალ ამბავს როდის შევიტ-
ყობთ?„სასიამოვნო ამბავში“ რიჩარდის პოლიტიკური კარიერა
იგულისხმებოდა, რომელიც, ფორმალურად, ჯერ არ დაწყებული-
ყო, მაგრამ მისი დაწყება ყველას გარდაუვალად მიაჩნდა.
ამაზე ნაზად გავიღიმებდი ხოლმე და ვამბობდი: მეც არ ვიცი,
მაგრამ, იმედია, მაგ ამბავს პირველი მე შევიტყობ. პირველობი-
სა რა მოგახსენოთ; ალბათ, პირიქით, ბოლო მე ვიგებდი ყველა-
ფერს.
მაშინ მეგონა, რომ ჩემი და რიჩარდის თანაცხოვრება და ურ-
თიერთობა, ასე თუ ისე, მკაფიოდ ჩამოყალიბდა და აღარაფერი
შეიცვლებოდა. უფრო სწორად, ორი ცხოვრებით ვცხოვრობდით
- დღისა და ღამის - და ორივე მათგანმა ჩამოყალიბებული და მყა-
რი სახე მიიღო: აუღელვებლობა, წესრიგი და ყველაფრისათვის
მიჩენილი საკუთარი ადგილი, მისაღები და სანქციონირებული
ძალმომრეობის ნიშნებით - თითქოს ვიღაც მძიმე ჩექმით, მონო-
ტონურად მიბაკუნებდა ფეხს ხალიჩიან იატაკზე, რომ დადგენი-
ლი რიტმიდან არ ამოვვარდნილიყავი… დილაობით შხაპს ვიღებ-
დი, ღამის პირწმინდად ჩამოსარეცხად; იმ მძაფრსუნიანი, ძვი-
რიანი ბრეოლინის ჩამოსაბანად, რომელსაც რიჩარდი თმაზე ის-
ვამდა და რომელიც მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი.
ნეტა რიჩარდს თუ ადარდებდა ის ამბავი, რომ მისი ღამეული
საქმიანობა საერთოდ არ მაღელვებდა… უფრო მეტიც - ზიზღს იწ-
ვევდა ჩემში? ცხადია, არა. მას ძალმომრეობა ყველაფერში მოს-
წონდა; თანამშრომლობას, ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, მუ-
დამ პარტნიორთან ჭიდილი და მისი დამარცხება ერჩივნა.
ზოგჯერ, და თანდათან სულ უფრო მეტად და მეტად, ჩალურ-
ჯებული ადგილებიც მიჩნდებოდა სხეულზე: თავიდან - ოდნავ შე-
წითლებული, მერე - დალილავებული, ბოლოს კი - გაყვითლებუ-
ლი. საოცარია, როგორ ადვილად გაჩნდება კანზე სისხლჩაქცე-
ვებიო, ღიმილით მეტყოდა ხოლმე რიჩარდი. ერთი თითის დადე-
ბაც კი საკმარისიაო. ასეთ ქალს პირველად ვხედავო… ალბათ,
იმის ბრალია, რომ ძალიან ნორჩი და ნაზი კანი გაქვსო.
განსაკუთრებით ბარძაყების დალილავება უყვარდა, რადგა-
ნაც ბარძაყები არ ჩანდა. ყოველივე თვალსაჩინო მის ამბიციებს
შეუშლიდა ხელს.
ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ჩემს სხეულზე დასმული ეს ნიშნე-
ბი კოდირებულ ჩანაწერს ჰგავდა - ჯერ გამოიკვეთებოდა, მერე
კი გაქრებოდა, როგორც სანთლის ალზე გადატარებული უჩინა-
რი მელანი. მაგრამ თუ ეს კოდური ნიშნებით ჩაწერილი შეტყო-
ბინება იყო, ამ კოდის წამკითხავი ნეტა ვინ ეგულებოდა?
ქვიშა ვიყავი; ის თოვლი ვიყავი, რომელზეც რაღაცას წერ-
დნენ, შლიდნენ და თავიდან წერდნენ.
საფერფლე

ისევ მოვინახულე ექიმი. მაირამ მანქანით წამიყვანა; მითხრა,


ამ გაშავებულ და გაქვავებულ ყინულს ზემოდან რომ დაათოვა
და კიდეც რომ მოყინა, გზები ისეთი მოლიპულია, თქვენთვის ფე-
ხით სიარული ნამდვილად ძალიან საშიშიაო.
ექიმმა ნეკნებზე მიკაკუნა და გულზეც დამეკონა, რომ საკუთა-
რი ყურით მოესმინა ყველაფერი. ერთხანს კოპებშეკრული იდგა,
მერე შუბლი გადაეტკიცა, რადგან აზრები დაალაგა, და მკითხა,
თავს როგორ გრძნობთო. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თმას
რაღაც უქნა - მახსოვს, კინკრიხოზე ოდნავ გამელოტებული იყო,
ახლა კი, გრუზა თმა ამშვენებდა. ნუთუ იწებებს-მეთქი, გავიფიქ-
რე… ან, კიდევ უარესი - გადაინერგა-მეთქი… აჰააა, ჩიტო, ესე
იგი, მიუხედავად იმისა, რომ შორტებით დაძუნძულებ მაგ შენი
ბანჯგვლიანი ფეხებით, სიბერე მაინც შემოგეპარა!.. ჯერ სადა
ხარ! მალე ეგ პირისახე მაგ შენი უძლური კვერცხებივით რომ ჩა-
მოგაჭკნება და ჩამოგეწლაწება, მაშინ ვნახოთ ერთი, როგორ
ინანებ, საათობით მზეზე რომ ირუჯებოდი! - წავუბოროტე გულში.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეურაცხმყოფლად კარგ გუ-
ნებაზე ბრძანდებოდა. მადლობა ღმერთს, სხვებივით სულელუ-
რად მაინც არ მკითხა: აბა, ამ ბოლო დროს თავს როგორ
ვგრძნობთ? ეტყობა, პირველი პირის მრავლობითისა და მეორე
პირის თქვენობითის ფორმებს ერთმანეთისაგან კარგად ასხვა-
ვებს.
- ცუდად მძინავს. სიზმრები მტანჯავს.
- თუ სიზმრები გტანჯავთ, გძინებიათ და ეგ არი, - მიპასუხა „ე-
ნამოსწრებულად“.
- ხომ მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ? - მოვუჭერი მკაცრად. -
სულ რაღაც მესიზმრება და წამდაუწუმ მეღვიძება.
- ყავას ხომ არ მიეძალეთ?
- არა, - ვიცრუე უტიფრად.
- მაშინ, გამოდის, რომ სინდისი გქენჯნით რაღაც ცოდვების
გამო, - მიპასუხა ექიმმა, რომელიც უკვე რეცეპტს მიწერდა, ალ-
ბათ სატყუარა, შაქრისგან დამზადებული ფხვნილებისათვის. თა-
ნაც, ეტყობა, საკუთარმა ირონიულმა ნათქვამმა გაახალისა და
ულვაშებში ჩაეცინა. საოცარია, მაგრამ გარკვეული ასაკის მერე,
როდესაც შენი ცხოვრება უინტერესოდ და უხალისოდ გრძელდე-
ბა, თანდათან უცოდველობის ნიღაბი გეწებება სახეზე… ყოველ
შემთხვევაში, სხვების თვალში კრავივით უცოდველი ხდები. ეს
ჩემი ცოდვით სავსე ექიმი ახლა რომ მიყურებს, ალბათ უიმედო,
უსუსურ და საცოდავ მოხუცს ხედავს ჩემში, რომელიც, ცხადია,
ბავშვივით უცოდველი და უმანკო ჰგონია.
სანამ მე „განსაწმენდელში“ გახლდით, მაირა გარეთ მიცდიდა
და ძველ ჟურნალებს ათვალიერებდა. ჟურნალებიდან ორი სტა-
ტია ამოეხია. ერთი სტრესთან გამკლავებას ეძღვნებოდა, მეორე
- უმი კომბოსტოს სასარგებლო თვისებებს. ეს თქვენთვის გავაკე-
თეო, მითხრა საკუთარი აღმოჩენებით კმაყოფილმა. გაუთავებ-
ლად მაკვირდება და დიაგნოზებს მისვამს. ჩემი ფიზიკური მდგო-
მარეობაც აინტერესებს და სულიერიც. განსაკუთრებით ჩემს ნაწ-
ლავებში უყვარს ქექვა.
ვუთხარი, სტრესი რატომ მექნება, ვაკუუმში ვცხოვრობ და რა
სტრესი უნდა მქონდეს-მეთქი. უმ კომბოსტოს რაც შეეხება, ერ-
თხელ უკვე გამბერა მინდორში დაგდებული ძროხის ლეშივით და
ამიტომ მისი გამაჯანსაღებელი თვისებების არა მჯერა-მეთქი. ეტ-
ყობა გინდა, რომ მთელი ჩემი დარჩენილი წუთისოფელი კომ-
ბოსტოს დასამჟავებელი კასრივით აქოთებულმა და წამდაუწუმ
ტყვიამფრქვევივით მოკაკანემ გავატარო-მეთქი.
ორგანოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მოყვანი-
ლი უხეში შედარებები, როგორც წესი, მაირას მაშინვე ხმას ჩააკ-
მენდინებს ხოლმე. ჰოდა, მთელი გზა კრინტი აღარ დაუძრავს.
სახეზე ღიმილშემხმარი იჯდა საჭესთან.
ზოგჯერ ძალიან მრცხვენია საკუთარი უხასიათობისა და უმა-
დურობის გამო.
დროა, ისევ საქმეს მივყო ხელი… ეგ ხელის მიყოფა ჩემთვის
ზედგამოჭრილი ფრაზაა. ასე მგონია, ახლა მხოლოდ ჩემი ხელი
წერს, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად… კარგა ხანია, საკუთა-
რი ცხოვრებით ცხოვრობს - რომც მომკვეთონ, მაინც თავისას
იზამს, როგორც რომელიმე ძველეგვიპტური ავგაროზი, ანდა
კურდღლის გამხმარი თათი, უწინ მძღოლები მანქანის სარკეზე
რომ კიდებდნენ ხოლმე უბედურებისაგან თავდასაცავად. არ-
თრიტის მიუხედავად, ეს ჩემი ხელი ბოლო დროს გასაოცარი
ენერგიულობით გამოირჩევა, მთლად აიწყვიტა! ისეთ რამეებსაც
კი წერს, რისი დაწერის უფლებასაც, ჩემზე რომ იყოს დამოკიდე-
ბული, არ მივცემდი.
მორჩა, საკმარისია! დროა, გვერდი გადავშალოთ… სად გავ-
ჩერდით? ჰო, 1936 წლის აპრილზე.
აპრილში წმ. სესილიას სასწავლებლის დირექტორმა დაგვი-
რეკა, ლორასთან დაკავშირებით. გვითხრა, ტელეფონით ამაზე
ლაპარაკი არ ღირს და ეგებ პირისპირ დავილაპარაკოთო.
რიჩარდი საქმეებში იყო გაბმული. ამიტომ, შემომთავაზა,
უინიფრედს გაგაყოლებო, მაგრამ ვუთხარი, არ ღირს, დარწმუნე-
ბული ვარ, სერიოზული არაფერია; მნიშვნელოვანს თუ რამეს
მეტყვის, მაშინვე გაგაგებინებ-მეთქი. მოკლედ, სკოლის დირექ-
ტორს შეხვედრის დრო დავუთქვი. იმ ქალბატონის სახელი, სამ-
წუხაროდ, აღარ მახსოვს. ისეთი ტანსაცმელი ჩავიცვი, რომე-
ლიც, ჩემი აზრით, მასზე შთაბეჭდილებას მოახდენდა, ან, ყოველ
შემთხვევაში, ჩემი მეუღლის სტატუსსა და ვინაობას შეახსენებ-
და. მგონი, ქაშმირის პალტო მეცვა, წავის ბეწვით გაწყობილი სა-
ყელოთი (აპრილისთვის უკვე საკმაოდ თბილი, მაგრამ შთამბეჭ-
დავი) და თავზე ხოხბით დამშვენებული ქუდი მეხურა. ახლა ვერ
ვიხსენებ, მთელი ხოხობი „იჯდა“ იმ ქუდზე, თუ მხოლოდ მისი ნა-
წილები: ფრთები, კუდი და თავი, შუშის წითელი თვალებით.
დირექტორი თმაშევერცხლილი ბანოვანი აღმოჩნდა, რო-
მელმაც ტანსაცმლის საკიდი გამახსენა, ზედ უსიცოცხლოდ ჩა-
მოცმული კაბით. კაბინეტში იყო გამაგრებული, მუხის მაგიდის
ბარიკადას ამოფარებული იჯდა, შიშისაგან აწურული მხრებით.
ერთი წლით ადრე მის დანახვაზე მეც ისეთივე თავზარი დამეცე-
მოდა, როგორიც ახლა მას დაეცა, როცა ჩემი სახით ფულით გა-
ტენილი ტომარა მოევლინა. მაგრამ მე უკვე გამოწრთობილი ვი-
ყავი, უინიფრედთან ურთიერთობისას დიდი პრაქტიკა მქონდა
გავლილი და დროდადრო წარბის აქაჩვაც შემეძლო.
დირექტორმა ნერვიულად გამიღიმა და მსხვილი, ყვითელი
კბილები გამოაჩინა, რომლებიც ნახევრად გამოხრულ სიმინდის
ტაროზე ალაგ-ალაგ შემორჩენილ სიმინდის მარცვლებს მიუგავ-
და. ვიფიქრე, ნეტა ლორამ ისეთი რა ჩაიდინა, ამ საწყალ ქალს
რიჩარდთან დაპირისპირება რომ გააბედინა-მეთქი. ვშიშობ,
ლორასთან დამშვიდობება მოგვიწევსო, მითხრა. ჩვენ რაც შეგ-
ვეძლო, ყველაფერი ვიღონეთ და ისიც ვიცით, რომ მისი ქცევის
ამხსნელი საპატიო მიზეზებიც არსებობს, მაგრამ სხვა მოსწავლე-
ებზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ და ლორა კი მათთვის ძალიან ცუდი
მაგალითის მიმცემიაო.
იმ დროისათვის უკვე ძალიან მემარჯვებოდა ადამიანების იძუ-
ლება, როგორმე თავი ემართლებინათ.
- მაპატიეთ, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, რისი თქმა გნებავთ, -
ვუთხარი გაქვავებული სახით. - რომელ საპატიო მიზეზებს გუ-
ლისხმობთ, ან ცუდ მაგალითს რაში აძლევს?
ხელები კალთაში მეწყო, კისერი მოღერებული მქონდა და თა-
ვი - ოდნავ მიბრუნებული, ხოხბის ხელსაყრელი კუთხით წარმო-
ჩენის მიზნით. ვიფიქრე, ოთხი თვალის მზერას ვერ გაუძლებს--
მეთქი. სიმდიდრით მე კი ვჯობდი, მაგრამ ასაკითა და თანამდე-
ბობით ის ქალბატონი მჯაბნიდა. კაბინეტში საშინლად ცხელოდა.
მართალია, პალტო გავიხადე და სკამის საზურგეზე გადავფინე,
მაგრამ მაინც კურტნის მუშასავით ოფლად ვიღვრებოდი.
- ღმერთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მკრეხელური კით-
ხვა უჩნდება და ამ კითხვებს ხმამაღლა დასვამს ხოლმე რელიგი-
ის გაკვეთილებზე… სხვათა შორის, ინტერესს მხოლოდ მაგ გაკ-
ვეთილების მიმართ იჩენს... საქმე იქამდეც მივიდა, რომ ესეიც კი
დაწერა, სათაურით „ტყუის თუ არა ღმერთი“. ამ ამბავმა მთელი
კლასი ააფორიაქა.
- მერე, რა დასკვნამდე მივიდა? - ვკითხე დირექტორს. - ღმერ-
თთან დაკავშირებულ დასკვნაზე გეკითხებით, რა თქმა უნდა.
ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. მეგონა,
ლორა უკვე ნაკლებ ინტერესს იჩენდა ღმერთის მიმართ, მაგრამ
თურმე ვცდებოდი.
- დადებით დასკვნამდე, - მიპასუხა დირექტორმა და მაგიდას
დახედა, რომელზეც ლორას დაწერილი ესეი იდო. - აი, შეხედეთ,
ამ ადგილას ციტატა მოჰყავს ბიბლიიდან… აი, აქ არის - მესამე
მეფეთა, თავი ოცდაორი… ეს ის ადგილია, სადაც ღმერთი მეფე
აქაბს ატყუებს… მერე წერს, ღმერთმა ერთხელ თუ იკადრა
ტყუილის თქმა, რა გარანტიაა, რომ იგივე ბევრჯერ არ უქნია და
ცრუ წინასწარმეტყველი ნამდვილისაგან როგორ გავარჩიოთო.
- ყოველ შემთხვევაში, ლოგიკური დასკვნა გამოუტანია… ლო-
რამ ბიბლია კარგად იცის.
- გავბედავ და ვიტყვი, რომ სატანასაც კი შეუძლია საღვთო წე-
რილის თავის გემოზე ინტერპრეტირება! - მიპასუხა გაღიზიანე-
ბულმა დირექტორმა. - მერე იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად
იმისა, რომ ღმერთი ტყუის, გაყალბება არ უყვარს და ცრუ წინას-
წარმეტყველებსაც არასოდეს გზავნის, მაგრამ ხალხი მათ წინას-
წარმეტყველებას ყურს არ უგდებსო. მისი აზრით, ღმერთი რა-
დიოგადამცემივითაა, წინასწარმეტყველების პირით მაუწყებ-
ლობს, უბრალოდ ჩვენ ვართ უვარგისი რადიომიმღებები… ჩემი
აზრით, რბილად რომ ითქვას, ეს ძალზე უპასუხისმგებლო და
შეურაცხმყოფელი შედარებაა!
- ლორას ღმერთის შეურაცხყოფა არ ექნებოდა განზრახული,
მერწმუნეთ!.. ღმერთთან მეტად სერიოზული დამოკიდებულება
აქვს.
დირექტორმა ჩემს შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია და გა-
ნაგრძო:
- მე ის კი არ მაწუხებს, ლოგიკურად მსჯელობს თუ არა, არა-
მედ ის, რომ ამ თემაზე მსჯელობის უფლებას აძლევს საკუთარ
თავს და ამგვარი შეკითხვები მოსდის თავში!
- ლორა მუდმივად პასუხებს ეძებს, განსაკუთრებით მისთვის
მნიშვნელოვან თემებზე…ალბათ დამეთანხმებით, რომ ღმერთი
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მაპატიეთ, მაგრამ ვერ გამიგია,
ეს ფაქტი ამდენად შეურაცხმყოფელი რატომ გეჩვენებათ.
- მე კი არა, სხვა მოსწავლეებს ეჩვენებათ. ამბობენ, რომ ისა-
ა… მოკლედ, ამბობენ, ლორა მეტიჩრობს, ავტორიტეტულ მოსაზ-
რებებთან დაპირისპირებით თავის გამოჩენა უნდაო.
- როგორც ქრისტეზე ამბობდნენ, არა?.. ცხადია, ეს ჩემი აზრი
არ არის, მაგრამ მაშინ ბევრი სწორედ ასე ფიქრობდა.
დირექტორს ის აღარ უთქვამს, რომ თექვსმეტი წლის გოგოს
იგივე არ ეპატიებოდა, რაც მესიას, და რომ მისი ქრისტესთან შე-
დარებაც მკრეხელობად მიაჩნდა. უბრალოდ განაგრძო:
- მგონი, ვერ მიმიხვდით, - და ხელების მტვრევას მოჰყვა. ხე-
ლების ასეთი საშინელი მტვრევა პირველად ვნახე და დიდი ინტე-
რესით ვადევნებდი თვალს.
- საქმე ის არის, რომ… ზოგი თვლის, რომ უცნაური გოგონაა,
ზოგს ცოტა არანორმალურიც ეჩვენება… ზოგიერთები კი ფიქრო-
ბენ, ბოლშევიკიაო… მოკლედ, მოსწავლეებში არაჯანსაღ შეფა-
სებებსა და ინტერესს იწვევს.
ბოლოს და ბოლოს მივხვდი, დირექტორს რაც აწუხებდა.
- არა მგონია, ლორას უნდოდეს, რომ უცნაურ გოგონად ჩათ-
ვალონ.
- ეგ არავინ იცის! - მიპასუხა დირექტორმა და წამით სიჩუმე ჩა-
მოვარდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მერე კვლავ დი-
რექტორი ალაპარაკდა.
- თანაც, მიმბაძველები და მიმდევრებიც გამოუჩდნენ, - დას-
ძინა ერთგვარი შურის გრძნობით და ისევ გაყუჩდა; დრო მომცა,
რომ მიღებული ინფორმაცია კარგად გადამეხარშა. - ამას გარდა,
ეს გაუთავებელი გაცდენებიც… არა, მე კი მესმის, რომ ჯანმრთე-
ლობის პრობლემები აქვს, მაგრამ…
- რომელ პრობლემებს გულისხმობთ? ლორა სავსებით ჯან-
მრთელია.
- რა ვიცი, უბრალოდ ექიმებთან ხშირად რომ დადის, ვიფიქ-
რე…
- ექიმებთან?!
- დიახ. ეს თქვენი დაწერილი წერილები არ არის? - გაიკვირვა
დირექტორმა და წერილების მთელი დასტა ამოიღო უჯრიდან. ქა-
ღალდი ვიცანი, ფურცლები ჩემი ბლოკნოტიდან იყო ამოხეული…
წერილებიც ჩემი სახელით იყო დაწერილი, თუმცა, მე ერთხელაც
არაფერი მიმიწერია დირექტორისთვის…
- გასაგებია. ლორას აუცილებლად დაველაპარაკები, - ვუთხა-
რი დირექტორს, ავდექი და ჩემი პალტო და ხელჩანთა ავიღე; თი-
თებზე ოდნავ შეხებით ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი, დიდი
მადლობა, ამდენი დრო რომ დამითმეთ-მეთქი. ცხადი იყო, რომ
ლორას სკოლიდან გამოყვანა მომიწევდა.
- ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი ვიღონეთ, - ამოილუღლუ-
ღა საცოდავმა ქალმა, რომელიც ლამის უკვე ტიროდა. აი, კიდევ
ერთი მის ვაილენზი-მეთქი, გავიფიქრე; ლუკმაპურისათვის მებ-
რძოლი, ბეჯითი და გულისხმიერი ადამიანი, მაგრამ სრულიად
უნიათო და ლორასთვის სავსებით შეუფერებელი.
იმ საღამოს რიჩარდმა რომ მკითხა, შეხვედრამ როგორ
ჩაიარაო, ლორას საკუთარ კლასელებზე უარყოფითი გავლენის
ამბავი მოვახსენე. იმის ნაცვლად რომ გაბრაზებულიყო, მგონი
გახალისდა და აღფრთოვანდა კიდეც. მითხრა, მაგ გოგოს მტკი-
ცე ხასიათი აქვსო. ასეთი მეამბოხე სული ადამიანის სიმტკიცეზე
მეტყველებსო. თურმე არც თვითონ ჰყვარებია სკოლაში სიარუ-
ლი და მასწავლებლებსაც სიცოცხლეს უმწარებდა. ვიფიქრე,
ლორას მასწავლებლებისთვის სიცოცხლის გამწარება სულაც არ
ექნებოდა-მეთქი გამიზნული, მაგრამ აღარაფერი ვთქვი.
არც გაყალბებულ წერილებზე მითქვამს რამე; მივხვდი, რომ
ამაზე გაცოფდებოდა. მასწავლებლების გამწარება ერთი იყო და
გაკვეთილებიდან გაპარვა - მეორე. ეს უკვე ქუჩებში უქმად ხეტი-
ალს ნიშნავდა, რაც რიჩარდს აშკარად არ მოეწონებოდა.
- ჩემი ხელმოწერა არ უნდა გაგეყალბებინა, - ვუთხარი ლო-
რას საღამოს, როცა პირისპირ მარტო შევხვდი.
- რიჩარდისას ხომ ვერ გავაყალბებდი? ჩვენი ხელწერისაგან
ძალიან განსხვავდება. შენი ადვილად გავაყალბე.
- ხელწერა ძალიან პირადული რამაა. ეგეთი გაყალბება ქურ-
დობას ჰგავს.
წამით შეწუხდა და მითხრა:
- მაპატიე. კი არ მოგპარე, უბრალოდ, ცოტა ხნით ვითხოვე…
არ მეგონა, ასე თუ გეწყინებოდა.
- ალბათ, იმის გარკვევას, სკოლას რატომ აცდენდი, აზრი არა
აქვს…
- მე ხომ არ მითხოვია, მაგ სკოლაში მიმაბარეთ-მეთქი? იქ ვე-
რავინ მიტანს. ვერც მე ვიტან იქაურობას. სერიოზულად არავინ
აღმიქვამს… საერთოდაც ძალიან არასერიოზული, ყეყეჩი ხალ-
ხია. სულ იქ რომ მევლო, ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდი.
- გაკვეთილებს რომ აცდენდი, რას აკეთებდი? სად მიდიოდი?
- ვკითხე შეშფოთებულმა. უკვე იმ ასაკისა იყო, რომ შემეშინდა,
ვინმეს ხომ არ გადაეყარა და ხომ არ ხვდება-მეთქი.
- ოჰ, რა ვიცი, აბა? ხან სად და ხან - სად… პარკებში ვიჯექი, ქა-
ლაქის ცენტრში დავსეირნობდი, ან კიდევ სხვაგან… ერთი--
ორჯერ შენც მოგკარი თვალი, მაგრამ შენ არ დაგინახივარ. ალ-
ბათ, საყიდლებზე იყავი გასული…
დამცეცხლა, გული ამიჩქარდა, სისხლმა ერთბაშად ამასხა და
ყელში წამიჭირა. ძალიან შევშინდი. ალბათ ფერიც დავკარგე.
- რა გჭირს? ცუდად ხომ არა ხარ? - მკითხა ლორამ.
იმ წლის მაისში „ბერენგერიათი“ ინგლისს გავეშურეთ და იქი-
დან უკვე „ქუინ მერის“ საცდელი რეისით ჩამოვბრუნდით ნიუ--
იორკში. ქუინ მერი ყველაზე დიდი და ფეშენებელური ლაინერი
იყო, რომელიც კი ოდესმე ოკეანის გადასაცურად აუგიათ. ყო-
ველ შემთხვევაში, მის სარეკლამო ბროშურებსა და გაზეთებში
ასე ეწერა. რიჩარდმა თქვა, ამ გემის წყალში ჩაშვება ისტორიის
საეტაპო მომენტიაო. უინიფრედი და ლორაც თან გვახლდნენ.
რიჩარდი ამბობდა, ეს მოგზაურობა ნამდვილად დადებითად
იმოქმედებს ლორაზეო. ლორა გარიყული, დათრგუნული და გამ-
ხდარი გვეჩვენებოდა. თანაც ძალიან მიშვებული იყო, რაც სკო-
ლაში სიარული შეწყვიტა. ასე რომ, ამ მოგზაურობას ერთგვარად
საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნებოდა მისნაირი გოგონასათ-
ვის და ცხოვრებაშიც გამოადგებოდა. ესეც რომ არა, მარტოს მა-
ინც ვერ დავტოვებდით.
ხალხის ინტერესი „ქუინ მერის“ მიმართ არა და არ ცხრებოდა.
გემის ყოველი სანტიმეტრი და მისი ცხოვრების ყოველი წამი, მა-
თი ამსახველი ფოტოებითა და სიტყვიერი აღწერით, ყოველ-
დღიურად იბეჭდებოდა პრესაში. შექმნილ აჟიოტაჟს გემიც სათა-
ნადოდ პასუხობდა უძვირფასესი მასალით ნაგები ინტერიერითა
და ძვირად ღირებული აღჭურვილობით. მაგრამ გაუთავებელი
რწევის გამო, მეორე კლასის გემბანი პირველ კლასს ზემოდან
დაჰყურებდა და ფეხს ისე ვერ გადადგამდი, მეორე კლასის მგზავ-
რების გაფაციცებული მზერისთვის თავი რომ აგერიდებინა.
პირველ დღეს ზღვის ავადმყოფობამ მძიმედ დამრია ხელი,
მაგრამ მეორე დღესვე უკეთ გავხდი და ყველაფერმა გადამიარა.
სულ ცეკვა-თამაშში ვიყავით. მაგ დროისათვის უკვე ძალიან კარ-
გად ალბათ არა, მაგრამ საკმაოდ კარგად ვცეკვავდი (არაფერი
არ უნდა აკეთო ძალიან კარგად, - ამბობდა უინიფრედი. - წამსვე
დაგეტყობა, რომ ძალიან ცდილობ). გამუდმებით ვიღაც კაცებ-
თან ვცეკვავდი; იმ კაცებთან, რომლებთანაც რიჩარდს საქმიანი
ურთიერთობა ჰქონდა; იმ კაცებთან, რომლებსაც წამდაუწუმ მაც-
ნობდა, მხარზე ხელს უთათუნებდა და ღიმილით ეუბნებოდა, აბა,
თქვენ იცით, აირისს მიმიხედეთო. ზოგჯერ თავადაც აცეკვებდა
ვიღაც ქალებს - თავისი ნაცნობების ცოლებს. ხანაც დარბაზიდან
გადიოდა მოსაწევად ან ვინმეს სასმელზე დასაპატიჟებლად. ყო-
ველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდა. მე კი ვფიქრობდი, ალბათ-
,რატომღაც გუნება წაუხდა, ან რაღაც გეგმებს აწყობს და იმიტო-
მაც უნდა-მეთქი განმარტოება. მოკლედ, დაახლოებით ერთი
საათით მეკარგებოდა მხედველობის არიდან. მერე უცებ ისევ
ჩვენს მაგიდასთან მჯდომს მოვკრავდი ხოლმე თვალს. იჯდა და
მიყურებდა, როგორ ვცეკვავდი. ვერასოდეს ვხვდებოდი, როდის
ბრუნდებოდა დარბაზში და რამდენ ხანს იჯდა უკვე იმ მაგიდას-
თან, ჩემი ყურებით გართული.
ალბათ იმიტომ უფუჭდება გუნება, რომ ამ მოგზაურობამ ვერ
გაამართლა და წინასწარ დაწყობილი გეგმები სისრულეში ვერ
მოიყვანა-მეთქი, ვფიქრობდი - „ვერანდა გრილში“ სადილის
დაკვეთა უნდოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა; იმ ხალხს ვერ ხვდე-
ბოდა, რომელთა გაცნობაც გულით ეწადა… მოკლედ, თავისთან,
შინ, ნამდვილად დიდი კაცი იყო, მაგრამ აქ ძალიან პატარა კა-
ცად გრძნობდა თავს. უინიფრედიც აშკარად ჩამოვარდნილიყო
იშკილებიდან - რამდენჯერმე დავინახე, ვიღაც ქალბატონებთან
ურთიერთობის გაბმას რომ ცდილობდა, მაგრამ ფეხი არ ჩაუვი-
და. მერე ჩუმად უბრუნდებოდა ხოლმე იმ ხალხს, რომლებსაც
„ჩვენს წრეს“ ეძახდა და იმედოვნებდა, რომ მისი ფიასკო ვერავინ
შენიშნა.
ლორა არ ცეკვავდა. ცეკვა არც იცოდა და არც აინტერესებდა.
როგორც უნდა ყოფილიყო, ამ საქმისთვის ჯერ მაინც ძალიან
ახალგაზრდა იყო. ნასადილევს თავის კაიუტაში იკეტებოდა, უნ-
და ვიკითხოო. მოგზაურობის მესამე დღეს საუზმეზე ჩაწითლებუ-
ლი და დასიებული თვალებით გამოგვეცხადა.
ნაშუადღევს მის მოსაძებნად წავედი. გემბანზე ვიპოვე, შეზ-
ლონგზე იჯდა, პლედმოშეხვეული, და სერსოს მსროლელებს
უაზროდ მისჩერებოდა. გვერდით მივუჯექი. ერთმა დაკუნთულმა
ახალგაზრდა ქალმა ჩაგვიარა შვიდი საბელიანი ძაღლით. სიგ-
რილის მიუხედავად, შორტები ეცვა და ფეხები გარუჯული ჰქონ-
და.
- ასეთ სამსახურს მეც ხომ ვიშოვიდი, - თქვა ლორამ.
- როგორს?
- აი, ასეთს… სხვის ძაღლებს სასეირნოდ გავიყვანდი ხოლმე…
ძაღლები მიყვარს.
- პატრონები არ გეყვარებოდა.
- მერე რა, იმათ კი არ ვატარებდი სასეირნოდ.
მზის სათვალე ეკეთა და მთლად კანკალებდა.
- რა გჭირს?
- არაფერი.
- ხომ არ გაცივდი? მგონი, ავად ხდები.
- არაფერიც არ მჭირს-მეთქი, გითხარი. პანიკაში ნუ ვარდები.
- პანიკა რა შუაშია? უბრალოდ ვწუხვარ… არ უნდა ვიწუხო?
- არ არის საჭირო. უკვე თექვსმეტი წლის ვარ, თვითონაც მივ-
ხვდები, ავად თუ გავხდი.
- მამას დავპირდი, რომ შენზე ვიზრუნებდი. სხვათა შორის, დე-
დასაც, - მივუგე მკაცრად.
- დიდი სისულელე ჩაგიდენია.
- ახლა უკვე ვხვდები. მაგრამ მაშინ ჯერ ახალგაზრდა და გა-
მოუცდელი ვიყავი, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ახალგაზ-
რდობა და გამოუცდელობა სწორედ ეგ არის.
ლორამ სათვალე მოიძრო, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს.
- სხვების დადებულ პირობაზე მე ვერ ვაგებ პასუხს. მამამ ჩემი
თავი ძალით აგკიდა. არასოდეს იცოდა, ჩემთვის რა მოეხერხე-
ბინა… ჩვენთვის რა მოეხერხებინა. მაგრამ ახლა მკვდარია. ორი-
ვე უკვე მოკვდა, ასე, რომ… მოკლედ, ჩემგან თავისუფალი ხარ.
შეგიძლია, შვებით ამოისუნთქო.
- რა ჯანდაბა გეტაკა?
- არც არაფერი. უბრალოდ მინდა, რომ რაღაცეებს დავუფიქ-
რდე. როგორც კი რამეზე ფიქრს ვიწყებ, მაშინვე ჯაჯღანს მიწყებ,
მაშინვე იმას ფიქრობ, რომ ავად გავხდი… ჰოდა, ეგ მაგიჟებს.
- უსამართლოდ მექცევი! შენზე ყოველთვის ვზრუნავდი, სულ
იმას ვცდილობდი, შენთვის კარგი დობა გამეწია. ფიქრი როდის
ერთხელ დამიშლია შენთვის? უბრალოდ ზედმეტად…
- კარგი, მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს… ერთი ამათ შეხედე,
რა! ასეთი სულელური თამაში თუ გინახავს? ნეტა სერსო რატომ
ჰქვია? მისი იმჟამინდელი უგუნებობა ძველ ამბებს მივაწერე -
ალბათ მდგომარეობიდან ვერ გამოდის-მეთქი, ვიფიქრე; ალბათ
ისევ ავილიონზე და იქ მომხდარ ამბებზე ფიქრობს-მეთქი… ისიც
კი დავუშვი, იქნებ ისევ ალექს ტომასის ხატი აეკვიატა-მეთქი...
უნდა ჩავციებოდი, ყველაფერი წვრილად უნდა გამომეკითხა
მისთვის!.. მაგრამ გამომიტყდებოდა, სინამდვილეში რა აწუხებ-
და? მეეჭვება.
იმ მოგზაურობიდან, ლორას გარდა, კიდევ ის დამამახსოვ-
რდა, თუ როგორ გაძარცვეს ჩვენი გემი პორტში დაბრუნებისთა-
ნავე. მგზავრებმა ყველაფერი თან წაიძღვანეს, რისი წაღებაც
მოახერხეს; ყველაფერი, რასაც „ქუინ მერის“ მონოგრამა ჰქონ-
და, ხელჩანთებსა და ჩემოდნებში ჩატენეს: საწერი ქაღალდი,
დანა-ჩანგალი, პირსახოცები, სასაპნეები… მოკლედ, ყველაფე-
რი, რაც ჯაჭვით არ იყო დაბმული, ონკანის საკეტების, კარის სა-
ხელურებისა და პატარა სარკეების ჩათვლით. პირველი კლასის
მგზავრები სხვებზე უარესები აღმოჩნდნენ… თუმცა, მდიდრები
ყოველთვისაც კლეპტომანიით იყვნენ შეპყრობილები.
მაინც რა მიზანი ჰქონდა ამ სამარცხვინო საქციელს? რამ
უბიძგა მგზავრებს ასეთი უკადრებელი საქციელისკენ? სუვენირე-
ბის მოპოვების წყურვილმა! ადამიანებს ამ მოგზაურობის სამახ-
სოვრო სუვენირები უნდოდათ; საკუთარი თავის გასახსენებელი
სუვენირები. რა უცნაური რამეა ეს სუვენირები! მათი წყალობით,
„ახლა“აწმყოშივე ხდება „მაშინ“. ეტყობა, თვითონაც არა გჯერა,
რომ აქა ხარ და ამის დამამტკიცებელი უტყუარი საბუთი გჭირდე-
ბა… ან რაღაც ისეთი, რაც საბუთი გგონია.
პირადად მე მხოლოდ ერთი საფერფლის მოპარვით შემოვი-
ფარგლე.
თავზე ალმოდებული კაცი

წუხელ ექიმის გამოწერილი აბი მივიღე და მართლაც დამაძი-


ნა, მაგრამ სიზმარი მაინც ვნახე და დავრწმუნდი, რომ იმ სიზმარს
უწამლოდაც მშვენივრად ვნახავდი და მაშინვე გამომეღვიძებო-
და.
ავილიონში ვიყავი და მდინარის ნავსაყუდელთან ვიდექი.
გარშემო მომწვანო ყინულის უზარმაზარი ბელტები დაცურავ-
დნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ზარებივით წკრიალებდნენ.
მაგრამ მე თბილად არ მეცვა, მხოლოდ ბამბის ქსოვილის პეპლე-
ბიანი კაბის ამარა ვიყავი… ჰო, და კიდევ ხელოვნური ყვავილე-
ბით მორთული ქუდი მეხურა, ჭრელ-ჭრელი ყვავილებით: წით-
ლით, იასამნისფრით… ქუდს ქვემოდან პატარა ნათურები ჰქონ-
და მიმაგრებული და ერთიანად ბდღვრიალებდა.
ჩემი სადაა? იკითხა ლორამ თავისი წვრილი, ხუთი წლის ასა-
კის ბავშვის ხმით. ლორას გადავხედე და დავინახე, რომ პატარე-
ბი სულაც არ ვიყავით. ისიც ჩემსავით დაბერებულიყო და დაჩა-
მიჩებული თვალებით შემომცქეროდა. ისეთი ელდა მეცა, რომ
მაშინვე გამომეღვიძა.
ღამის სამი საათი იყო. ცოტა დავიცადე, სანამ ჩემი აფორიაქე-
ბული გული ოდნავ დამშვიდდებოდა, მერე როგორღაც ჩავბობ-
ღდი პირველ სართულზე, სამზარეულოს მივაშურე, ერთი ჭიქა
რძე გავითბე და დავლიე. ამ ხნისა მოვიყარე და ჭკუა მაინც ვერ
ვისწავლე! უნდა მცოდნოდა, რომ იმ აბების იმედად არ უნდა დავ-
რჩენილიყავი. ცნობიერების გათიშვის საშუალებას ადამიანი ასე
იაფად როგორ იყიდის?!
მოკლედ, როგორც არის… ჯობს ისევ საქმეს მივუბრუნდე.
„ქუინ მერიდან“ გადმოსულებმა, სამი დღე ნიუ-იორკში გავა-
ტარეთ. რიჩარდი რაღაც საქმეებზე დარბოდა და ჩვენ დაგვიბა-
რა, ქალაქი დაათვალიერეთო.
ლორას არც თავისუფლების ქანდაკებაზე ასვლა სურდა და
არც ემპაიერ სთეით ბილდინგის ბოლო სართულიდან გადმო-
ხედვა. არც მაღაზიებში სიარულის პერსპექტივა ხიბლავდა. უბ-
რალოდ მინდა, ქუჩებში ვიხეტიალოო, გამოაცხადა, მაგრამ მისი
ამ საქმეზე მარტო გაშვება მიზანშეწონილი არ იყო. ჰოდა, რი-
ჩარდმა მითხრა, მაშინ იქნებ შენც გაჰყვეო. ლორა საკმაოდ უსი-
ცოცხლო კომპანიონი აღმოჩნდა, რაც, უინიფრედის შემდეგ, შვე-
ბით ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევდა. უინიფრედი იმდენად
ცოცხალი და მოუსვენარი კომპანიონი ბრძანდებოდა, რომ მისი
ხალისი და სიცოცხლისუნარიანობა ზოგჯერ ადამიანურ შესაძ-
ლებლობებს ბევრად ჭარბობდა.
ამის შემდეგ რამდენიმე კვირა ტორონტოში გავატარეთ, სანამ
რიჩარდმა იქაური საქმეებიც ბოლომდე არ მოამთავრა. მერე კი
ავილიონში წავიდეთ და ნაოსნობით შევიქციოთ თავიო, ბრძანა.
ეს ისეთი ტონით თქვა, თითქოს გვეუბნებოდა, ავილიონი სხვა
აღარაფრისთვის ვარგა, მე კი მზად ვარ, ჩემი ფასდაუდებელი
დრო თქვენს სიამოვნებას შევწიროო. სხვა სიტყვებით, მხოლოდ
ჩემი გახარება კი არ უნდოდა, არამედ ლორასიც.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ლორას იმ ამოუხსნელ ამო-
ცანად აღიქვამდა, რომლის ამოხსნაც ლამის ცხოვრების მიზნად
დაისახა. რამდენჯერმე შევნიშნე, როგორ უცნაურად უყურებდა;
ზუსტად ისევე, როგორც საბირჟო მონაცემებს გაზეთში, როცა
მათ გაანალიზებას, აქციების ხელში ჩაგდებას, სიტუაციის გადა-
თამაშებას, მასზე მორგებასა და მისი მართვის სადავეების ხელ-
ში ჩაგდებას ცდილობდა. მისი ცხოვრებისეული მრწამსიდან გა-
მომდინარე, ყველაფრის გადათამაშება და მართვა იყო შესაძ-
ლებელი, თუ სწორ გასაღებს მონახავდი. ლორაზე გაბატონება
სურდა; მისთვის კისრის მოგრეხა და ფეხქვეშ გაგდება. მაგრამ
ლორას კისერს ადვილად ვერ მოუგრეხდი და ვერც ფეხქვეშ მო-
იგდებდი ასე მარტივად. ამდენად, რიჩარდი ყოველი მორიგი
მცდელობისას ჰაერში ცალფეხაწეული რჩებოდა; დაახლოებით
ისე, მოკლულ დათვზე ფეხშემოდგმული მონადირის ფოტო რომ
წარმოიდგინოთ და დათვი რომ გამოაცალოთ.
ლორა როგორ ახერხებდა ამას? ძალიან ოსტატურად - პირ-
დაპირ უკვე აღარ უპირისპირდებოდა, რქებით აღარ აწვებოდა;
უბრალოდ, განზე იწეოდა ან უკან იხევდა და ფეხაწეულ რიჩარდს
წონასწორობას აკარგვინებდა. რიჩარდი კი სულ ლორასკენ იქა-
ჩებოდა, ლორას დასაჭერად ხელებს იშვერდა, უაზრო სკუპებს
აკეთებდა და, გაწბილებული, ბოლოს მუჭში მოქცეული ჰაერის
ამარა რჩებოდა.
რიჩარდს ლორას სიმპათიის დამსახურება უნდოდა; ეგებ მე-
ტისაც - მისი აღფრთოვანების… ანდა, თუნდაც, მისი მადლიერი
გამოხედვის დანახვა ეწადა. სხვა ახალგაზრდა გოგონებს საჩუქ-
რებითაც მოთაფლავდა - მარგალიტის მძივით, ქაშმირის სვიტ-
რით - რაღაც ისეთით, რაც თექვსმეტი წლის გოგონას ნამდვი-
ლად ენდომებოდა. მაგრამ ლორაზე ასეთი რამეები არ ჭრიდა;
პირიქით, ასეთ მცდელობებს რიჩარდის მხრიდან ძალით თავ-
სმოხვეულ პრობლემებად აღიქვამდა.
მოკლედ, როგორც ქვას ვერ გამოადენ წვენს, ისე ლორას ვერ
გამოადენს-მეთქი ვერაფერს, ვფიქრობდი. ლორას ფასი არა
აქვს, მისი ყიდვა შეუძლებელია, რადგან რიჩარდი ისეთს ვერა-
ფერს შესთავაზებს, რაც ლორას მოხიბლავს-მეთქი. ამას ისიც
ემატებოდა, რომ ლორა, თავის მხრივ, ვირივით ჯიუტი ბრძანდე-
ბოდა.
მეგონა, ლორას ავილიონში ჩასვლის იდეა მოხიბლავდა; მახ-
სოვდა, როგორ არ უნდოდა იქიდან წამოსვლა. მაგრამ როდესაც
ავილიონში გამგზავრების გეგმა გაგვაცნეს, ლორა სრულიად
გულგრილი დარჩა. კატეგორიულად არ უნდოდა რიჩარდისათ-
ვის რაიმე პლუსის დაწერა; ყოველ შემთხვევაში, მე ასე ავხსენი.
რენის მაინც ვნახავთო, ერთადერთი ეს აღმოხდა.
- სამწუხაროდ, რენი ჩვენთან აღარ მუშაობს, დავითხოვეთ, -
აღნიშნა რიჩარდმა.
როდის დაითხოვა? ცოტა ხნის წინ? ერთი თვის წინ? დიდი ხნის
წინ? ეს რიჩარდს არ დაუზუსტებია. უბრალოდ თქვა, მისი ქმრის
ლოთობის გამო მოხდა ეს ყველაფერიო. სარემონტო სამუ-
შაოებს თავს ვერ აბამდა, ჰოდა, დიდი ჯამაგირი უსაქმურობასა
და დაუმორჩილებლობაში ხომ არ უნდა მეხადაო.
- მაგას რენის და ჩვენი ერთად შეყრა არ უნდა; იცის, რომ რენი
ყოველთვის ჩვენკენ იქნება და მაგის ინტერესებს არ დაიცავს, -
მითხრა ლორამ.
ავილიონის ძირითად სართულზე დავსეირნობდით და ყველა-
ფერს ვათვალიერებდით. სახლი დაპატარავებული მოგვეჩვენა.
დამტვერილ ავეჯს, უფრო სწორად იმას, რაც ავეჯისგან დარჩენი-
ლიყო, ბინძური გადასაფარებლები ეფარა. დიდი, მუქი და ძვირ-
ფასი ავეჯის ნაწილები მოეშორებინათ, ალბათ რიჩარდის მითი-
თებით. ლამის ყურში ჩამესმოდა, როგორ ამბობდა უინიფრედი,
რომ არავის მოუნდებოდა ასეთი მძიმე, ულაზათოდ გამოჩორ-
კნილი ყურძნის ჩუქურთმებით მორთული ხის ბუფეტის გვერდით
ცხოვრება. ტყავის ყდებში ჩასმული წიგნები ჯერ კიდევ ბიბ-
ლიოთეკაში დაგვხვდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ დიდი დღე არც
იმათ ეწერა. პრემიერ-მინისტრებთან გადაღებული ბაბუას სურა-
თები ჩამოეხსნათ. ეტყობა, ვიღაცამ (უთუოდ, რიჩარდმა) ბოლოს
და ბოლოს შენიშნა, სახეები დაფერილი რომ ჰქონდათ.
ერთ დროს ავილიონს მარადიულობის ტოლფასი სტაბილუ-
რობის იერი ჰქონდა; ცხოვრებისეულ მდინარეში მკვიდრად
ამოზრდილ კუნძულს ჰგავდა, რომელიც მედგრად იდგა და ადგი-
ლიდან ვერანაირი წყალდიდობა ვერ დაძრავდა და ვერ წალეკავ-
და. ახლა კი, საცოდავად ყურებჩამოყრილი, ძირგამოთხრილი
და დარცხვენილი მეჩვენებოდა, და ისე იყო დაფერდებული, რომ
მალე, ალბათ, თავად ჩამოიქცეოდა. არავითარ პრეტენზიას
აღარ აცხადებდა და წინააღმდეგობის გაწევასაც არ აპირებდა.
როგორი დეპრესიული სიტუაციააო, ბრძანა უინიფრედმა.
ყველაფერი დამტვერილი და დაობებულიაო. სამზარეულოში
თაგვებიც მომრავლებულა, იქაურობა ცურცლითაა სავსეო. მაგ-
რამ არა უშავს, საღამოს მარგატროიდები ჩამოდიანო. მარგატ-
როიდები მართლაც ჩამოდიოდნენ, რამდენიმე ახალ მოსამსახუ-
რესთან ერთად, და, ცხადია, ბეჯითი მეზღვაურებივით ყველა-
ფერს დახეხავდნენ და მოაწესრიგებდნენ, თავად გემის გარდა,
როგორც უინიფრედმა სიცილით აღნიშნა. გემში მამას „უოთერ
ნიქსის“ გულისხმობდა. რიჩარდი მდინარისპირა ფარეხში იყო
ჩასული და სწორედ „უოთერ ნიქსის“ უტრიალებდა. წესით, რენის
და რონს უნდა გაესუფთავებინათ და გადაეღებათ, მაგრამ, ცხა-
დია, არც ეს საქმე იყო სისრულეში მოყვანილი. უინიფრედს ვერ
გაეგო, რატომ დაჰფოფინებდა რიჩარდი იმ „გახვრეტილ
ვარცლს“. ასე ძალიან თუ სურდა ნაოსნობა, ის „დინოზავრი“ უნ-
და მოეშორებინა თავიდან და ახალი იახტა ეყიდაო, გაიძახოდა.
- ალბათ ფიქრობს, რომ „უოთერ ნიქსი“ ჩემთვის და ლორას-
თვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულ ემოციებს იწვევს ჩვენში
და ამიტომაც არ ელევა, - ავუხსენი უინიფრედს.
- მართლა ასეა? - იკითხა უინიფრედმა მისთვის ჩვეული დამ-
ცინავი ღიმილით.
- არა, - უპასუხა ლორამ. - რა ემოციას უნდა იწვევდეს? მამას
ერთხელაც არ გავუსეირნებივართ მაგ იახტით, მხოლოდ კელი
ფიცსიმონზს ასეირნებდა.
სასადილო ოთახში ვიყავით. გრძელი სასადილო მაგიდა ჯერ
კიდევ ადგილზე იყო. მაინტერესებდა, რიჩარდი (ან, უფრო სწო-
რად, უინიფრედი) რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ტრისტანისა
და იზოლდას მოდიდან გადასულ, ვიტრაჟულ სიყვარულთან და-
კავშირებით.
უინიფრედი ზედა სართულში ავიდა, როგორც თავად ამბობ-
და, „სილამაზის სეანსისათვის“. თვალებზე ნუშის რძეში ამოვლე-
ბულ ბამბის საფენებს იდებდა, სახეზე ძვირიან მწვანე ნიღაბს ით-
ხიპნიდა და ერთი საათი გაშეშებული იწვა ხოლმე. მე და ლორა
მარტო დავრჩით და ლორამ მითხრა:
- იცი, კელი ფიცსიმონზი მამას გასვენებაში ჩამოვიდა.
- მართლა? არ გითქვამს.
- დამავიწყდა. რენი ძალიან გაცოფებული იყო კელიზე.
- გასვენებაში რომ მოვიდა?
- მანამდე რომ არ მოვიდა. უხეშად მოექცა. არასოდეს არ ჩან-
ხარ, როცა საჭირო ხარო, უთხრა.
- კი, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, რენი ვერ იტანდა; ნერვები
ეშლებოდა, როცა მოდიოდა და რჩებოდა. ფეთხუმი და ბოზი დე-
დაკაციაო, ამბობდა.
- ეტყობა, რენისთვის საკმარისად ფეთხუმი და ბოზი მაინც არ
აღმოჩნდა; ეგეც დაეზარა.
- რა დაეზარა, ბოზობა?
- მოკლედ, რენი ფიქრობდა, რახან ამ საქმეს მოეჭიდა, ბო-
ლომდე უნდა მიჰყვესო. მისი აზრით, კელი მამას გვედით უნდა
ყოფილიყო, როცა იმას ასე უჭირდა. ცოტა გულს მაინც გადააყო-
ლებდაო.
- ეგ თვითონ აღიარა?
- არა, მთლად პირდაპირ არ უღიარებია, მაგრამ ცხადი იყო,
რომ ასე ფიქრობდა.
- კელის რა რეაქცია ჰქონდა?
- თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერ მიუხვდა. მერე კი ისე მოიქ-
ცა, როგორც ყველა იქცევა პანაშვიდებზე - ცრემლები აღვარღვა-
რა და ტყუილებად დაიღვარა.
- რას ტყუოდა?
- ამბობდა, ბოლო დროს ერთმანეთს პირისპირ აღარ ვხვდე-
ბოდით პოლიტიკურ თემებზე განხეთქილების გამო, მაგრამ მა-
ინც ძალიან კარგი, სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანი იყოო.
რენიმ ჩუმად მიაყოლა, ისე რომ არავის გაეგონა, პოლიტიკურ
თემებზე განხეთქილება არა, ჩემი ფეხებიო.
- მამა მართლაც კარგი ადამიანი იყო, ყოველ შემთხვევაში,
ცდილობდა, რომ კარგი ყოფილიყო.
- მაგრამ წელებზე ფეხს იდგამდა-მეთქი, ვერ ვიტყვი… არ გახ-
სოვს, ჩვენზე რას ამბობდა? ხელში შემომრჩითო. გეგონება, ნა-
გავი ვყოფილიყავით.
- ასე ნუ ამბობ! ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო… უბრა-
ლოდ, მეტი არ შეეძლო.
- გახსოვს, შობას სანტა კლაუსად გადაცმული რომ გამოგვეც-
ხადა? დედა მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მე ხუთის ვხდებოდი.
- როგორ არა. მეც სწორედ მაგას ვამბობ, ცდილობდა-მეთქი.
- მაშინ ძალიან არ მესიამოვნა. ასეთი სიურპრიზები ყოველ-
თვის მაშინებდა და მაღიზიანებდა.
ბავშვებს გვითხრეს, შემოსასვლელში დაიცადეთო. ჰოლის
ორმაგ კარზე თხელი ფარდა იყო ჩამოფარებული, რომ ვერ დაგ-
ვენახა, შიგნით რა ხდებოდა. ჰოლში ძველებურ ბუხარს ანთებ-
დნენ და საშობაო ნაძვის ხესაც იქვე დგამდნენ ხოლმე. ჩვენ შე-
მოსასვლელის იმ ტახტზე დაგვსხეს, უკან დიდი სარკე რომ ედგა.
კედლის გრძელ საკიდზე, მთელ გაყოლებაზე, პალტოები ეკიდა -
მამას და დედას პალტოები, და კიდევ ქუდები; დედას ქუდებს
გრძელი ბუმბულები ამშვენებდა, მამასას - მოკლე. კალოშების,
წიწვების, კედრის ხის გვირგვინებისა და იატაკის მოსაპრიალე-
ბელი ცვილის მკვეთრი სუნი ტრიალებდა, რადგან მოგიზგიზე ბუ-
ხარი ყველა ამ სუნს ამძაფრებდა. რადიატორებიც ჩაერთოთ და
შიშინი გაუდიოდათ. ფანჯრის რაფებს ღრიჭოები ჰქონდა და იქი-
დან სიცივე და თოვლის სუნი შემოდიოდა.
მხოლოდ ერთი ჭაღი ენთო, ყვითელი აბრეშუმის აბაჟურით.
მინის კარში ჩვენს ანარეკლს ვხედავდი: ლურჯი ხავერდის კაბებს
მაქმანებიანი საყელოებით, ჩვენს უფერულ სახეებსა და თმას,
რომელიც შუაზე გვქონდა გაყოფილი, უფერულ ხელებს, რომლე-
ბიც კალთაში გვეწყო, თეთრ წინდებს და შავი ლაკის ფეხსაცმე-
ლებს. გვასწავლიდნენ, ერთი ფეხი მეორეზე კოჭებთან უნდა გა-
დააჯვარედინოთ და ისე დასხდეთო (ანუ ფეხი ფეხზე არ უნდა შე-
მოგვედო), ჰოდა, ასეც ვისხედით. სარკე მინის უზარმაზარი ბუშ-
ტივით წამოგვდგომოდა თავზე. მესმოდა, როგორ ვსუნთქავდით;
ეს მოლოდინის სუნთქვა იყო; გეგონებოდა, ვიღაც სხვა სუნთქავ-
სო, ვიღაც დიდი და უჩინარი არსება, რომელიც პალტოებში იმა-
ლებოდა.
მოულოდნელად ორმაგი კარი გაიღო და წითლებში ჩაცმული
კაცი გამოჩნდა - წითელი გიგანტი, რომლის უკანაც ღამის სიბნე-
ლე და ცეცხლის ალი აღმართულიყო. სახე თეთრ კვამლში გახ-
ვეოდა, თავზე კი, ალი ჰქონდა მოდებული. ხელებგაშლილი გა-
მოემართა ჩვენსკენ. პირიდან ხროტინის თუ ბღავილის ხმა ამოს-
დიოდა.
თავიდან შევშინდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სანტა
კლაუსად გადაცმული მამა იყო. უკვე დიდი ვიყავი და იმიტომ მივ-
ხვდი, რომ ის ხრიალიც სიცილს გულისხმობდა და არც თავი
ჰქონდა ალმოდებული, უბრალოდ, ანთებული სანთლების გვირ-
გვინი ედგა, წითელი ატლასის ხალათი უკუღმა შემოეცვა და წვე-
რი ბამბისაგან გაეკეთებინა.
დედა ხშირად იტყოდა ხოლმე, მამა საკუთარ ძალებს ვერ ზო-
მავსო; ვერ ხვდება, როგორი მაღალი და დიდია, ყველა დანარ-
ჩენთან შედარებითო. ჰოდა, ვერც მაშინ მიხვდა, როგორი საშიში
შესახედი იყო; ლორასთვის საშიშს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
- წიოდი და კიოდი, - ვუთხარი ლორას. - ვერ ხვდებოდი, რომ
გადაცმული იყო, თავს სხვა არსებად გვაჩვენებდა და ჩვენს გახა-
ლისებას ცდილობდა.
- უფრო მეტიც, - თქვა ლორამ, - მეგონა, რომ მთელი დანარ-
ჩენი დრო სულ თავის მოჩვენებას ცდილობდა.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ სინამდვილეში სწორედ ასეთი იყო, მუდამ იწვო-
და, მაგრამ თავს ისე გვაჩვენებდა, ვითომ ასეთი არ იყო.
უოთერ ნიქსი
დღეს დილით გვიან ავდექი, წუხანდელ სიზმრებში ბოდიალმა
სიქა გამაძრო. ფეხები ისე დამსივებოდა, თითქოს კილომეტრო-
ბით ტრამალები გადამევლოს. თავი გამოლაყებული მქონდა.
კარზე მაირას კაკუნმა გამომაღვიძა. „წამოფრინდით და იჭიკჭი-
კეთო“ შემომძახოდა წერილების შემოსაყრელი ღრიჭოდან. ჯიბ-
რზე არ ვუპასუხე, დიდხანს ვაყურყუტე კართან. ალბათ უკვე
იფიქრა, რომ ძილში გავიპარე და იმაზეც ფიქრობდა, რომელი
სუდარა გადავაფარო ან ქელეხში მოსულებს რით გავუმასპინ-
ძლდეო. ფაქტობრივად, ქელეხი არც იქნებოდა; ქელეხი ცოტა
ბარბაროსულად ჟღერს - ადამიანი კვდება, შენ კი მიდიხარ და ჭა-
მით სკდები… მე უფრო დასტურყოფას ვუწოდებდი. დაკრძალვაზე
მისული ადამიანები უბრალოდ ადასტურებენ, რომ მიცვალებუ-
ლი ნამდვილად მოკვდა და მისი მიწისთვის მიბარებაა საჭირო,
მერე კი ერთად იკრიბებიან და კიდევ ერთხელ რწმუნდებიან,
რომ გარდაცვლილი მათ შორის აღარ იმყოფება.
ამას რომ ვფიქრობდი, თან მეღიმებოდა, მაირა როგორ
ავაფორიაქე-მეთქი. მერე უცებ გამახსენდა, რომ სახლის გასაღე-
ბი ჰქონდა. ამიტომ ვიფიქრე, მოდი ახლა სახეზე ზეწარს წავიფა-
რებ, რომ წამით მაინც ავუხდინო ოცნება და ვაფიქრებინო, რომ
მისი ტანჯვა დასრულდა-მეთქი! მაგრამ მერე გადავიფიქრე. სა-
წოლიდან წამოვდექი, წელში გავსწორდი და ხალათი მოვიცვი.
ახლა მთლად ნუ გადაირევი, ცოტა მაცალე-მეთქი, დავუკივ-
ლე კიბეზე ჩამომავალმა.
მაგრამ მაირას უკვე გაეღო კარი, შემოსულიყო და ვიღაც ქა-
ლიც მოეყვანა. მთასავით დედაკაცი იყო, მგონი პორტუგა-
ლიელი… მოკლედ, გარეთ ადვილად ვერ გადგამდი. დედაკაცმა
მაირას მოტანილი მტვერსასრუტი დაითრია (ამაზეც წინასწარ
უფიქრიათ!) და მაშინვე შეუდგა საქმეს. მე კი აბეზარ მოჩვენება-
სავით დავდევდი კუდში და დავჩხაოდი: მაგას ხელი არ ახლო!
თავი გაანებე, მანდ იდოს! ამას თვითონ მივხედავ! ეგრეც ვიცო-
დი, ახლა ვეღარაფერს მივაგნებ!.. ერთადერთი ისღა მოვახერხე,
რომ სამზარეულოში შევასწარი და ჩემი ნაჯღაბნები გაზქურის
ღუმელში შევტენე. გაზქურას პირველსავე დღეს რატომ უნდა
ეძგერებონ-მეთქი, ვფიქრობდი. დიდად დასვრილი არც იყო, მე
ხომ არაფერს ვაცხობ.
- აჰა, ესეც ასე, - თქვა მაირამ, როცა დედაკაცმა საქმე მოათა-
ვა. - ასე არ ჯობია? ახლა ყველაფერი თავის ადგილას დევს და
ლაპლაპი გაუდის. თავს ბევრად უკეთ არა გრძნობთ? ხომ
ამოისუნთქეთ?
„ჯინჯერბრედ ჰაუზიდან“ ახალი ხელნაკეთი სათამაშო მომი-
ტანა - ზამბახების გასახარებელი ზურმუხტისფერი სანერგე, რო-
მელსაც მორცხვად მოღიმარი გოგონას თავის ფორმა ჰქონდა.
მაირას სიტყვებით რომ ვთქვა, ზამბახები ნახვრეტებიდან „ყვავი-
ლოვანი შარავანდედივით“ ამოიფურჩქნებიან, თურმე. თქვენ
ერთადერთი მორწყვა ნუ დაგავიწყდებათ და ესენი თვალს მალე
გაგიხარებენო, მითხრა.
ღმერთი უცნაურ გზებს ირჩევს საკუთარი ჩანაფიქრის სისრუ-
ლეში მოსაყვანადო, ამბობდა ცხონებული რენი. ნუთუ ჩემი
მფარველი ანგელოზის ფუნქცია მაირას დააკისრა? ან იქნებ ჩემი
განსაწმენდელში მოსახვედრად მომზადება ევალება? ამას ვინ
მეტყვის?
ავილიონში ჩასვლის მეორე დღეს მე და ლორა რენის სანახა-
ვად გავეშურეთ. მისი სახლის პოვნა არ გაგვჭირვებია, ქალაქში
ყველამ იცოდა, სად ცხოვრობდა. ან იქნებ მხოლოდ „ბეტის სასა-
უზმის“ თანამშრომლებმა იცოდნენ, რადგან კვირაში სამი დღე
სწორედ იქ მუშაობდა. რიჩარდისა და უინიფრედისთვის არ გვით-
ქვამს, სად მივდიოდით. რა საჭირო იყო მაგიდასთან გამეფებუ-
ლი დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა? აკრძალვით ვე-
რაფერს აგვიკრძალავდნენ, მაგრამ დამთრგუნველი შენიშვნე-
ბის მოსმენა არ აგვცდებოდა.
ტორონტოში, სიმფსონების სავაჭრო ცენტრში, რენის ბავ-
შვისთვის სათამაშო დათუნია მქონდა ნაყიდი და ის წავუღეთ.
მთლად რბილი დათუნია არ იყო; ძალიან მჭიდროდ დაეტენათ.
რაღაცით იმდროინდელ წვრილ სახელმწიფო მოხელეს ჰგავდა.
ახლა როგორ გამოიყურებიან, არც კი ვიცი; ალბათ ჯინსები აცვი-
ათ.
რენი და მისი ქმარი კირქვით ნაგებ იმ ერთ-ერთ კოტეჯში
ცხოვრობდნენ, რომელიც თავის დროზე ქარხნის მუშებისათვის
აეგოთ - ორსართულიანი პატარა სახლი იყო, წოწოლა სახურა-
ვითა და ეზოში გატანილი საპირფარეშოთი. ის სახლი საკმაოდ
ახლოსაა იმ უბანთან, სადაც ახლა ვცხოვრობ. ტელეფონი არ
ჰქონდათ, ასე რომ რენი წინასწარ არ აგვიფორიაქებია ჩვენი
სტუმრობის ფაქტით. კარი რომ გააღო და დაგვინახა, ჯერ სახე
გაებადრა და მერე ტირილი მორთო. მალე ლორაც აჰყვა; მე კი,
სულელივით ვიდექი, დათვით ხელში, მათგან ცოტა გარიყული
და გაუცხოებული, რადგან არ ვტიროდი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გოგოებოო, გვითხრა რენიმ. შემოდით
და ბავშვს განახებთო.
ლინოლეუმით მოგებულ კორიდორს სამზარეულოსაკენ გა-
ვუყევით. რენის სამზარეულო შეეთეთრებინა და ყვითელი ფარ-
დებიც დაეკიდებინა; ზუსტად იმავე ფერის, როგორც ავილიონში.
თეთრი ქილებიც შევნიშნე ყვითელი ტრაფარეტებით: ფქვილი,
შაქარი, ყავა და ჩაი. ჩემთვის იმის ახსნა, რომ ეს დეკორი რენის
ხელით იყო შექმნილი, საჭირო არ იყო. ესეც და ყვითელი ფარ-
დებიც, ისევე, როგორც საერთოდ ყველაფერი, რასაც კი რენის
ხელი შეეხებოდა, სრულყოფილებით გამოირჩეოდა.
ჩვილი (ანუ შენ, მაირა, რომელიც ახლა შემოიჭრები ჩემს მო-
ნათხრობში) დაწნულ სარეცხის კალათაში იწვა და დიდრონი,
ფართოდ დაჭყეტილი თვალებით შემოგვცქეროდა. თვალები
ისეთი ლურჯი ჰქონდა, როგორიც, ჩვეულებრივ, თოთო ბავშვებს
არა აქვთ ხოლმე. პატარა ფუნთუშას ჰგავდა, როგორც მაგ ასაკში
იცის ხოლმე.
რენიმ დაიჟინა, ყავას ან ჩაის მოგიდუღებთო. ახლა უკვე ნამ-
დვილი ქალბატონები ხართ და ნამდვილი ჩაის დალევაც გეკუთ-
ვნით, ისეთის კი არა, ბავშვობაში რომ გასმევდით, ჩაით ოდნავ
შეფერილი ცარიელი რძე რომ იყოო. რენი ძალიან გასუქებული-
ყო. ერთ დროს ქვასავით მკვრივი მკლავები ახლა ოდნავ მოფამ-
ფალებოდა და სიარულითაც მსუქანი ქალივით დაბაჯბაჯებდა.
ხელებიც გამსხვილებოდა და სახსრებთან სიმსუქნის ფოსოებიც
კი გასჩენოდა.
- თავიდან ორისას ჭამ და მერე გავიწყდება, რომ უკვე გან-
ცალკევდით… აი, ჩემს ნიშნობის ბეჭედს ხომ ხედავთ? თითიდან
ვეღარ ვიძრობ, ჩამაკვდა! ალბათ, მკვდარსაც ვერ მომხსნიან,
ამით უნდა დავიმარხო, - ამოიოხრა რენიმ ერთგვარი კმაყოფი-
ლების გრძნობით. ამასობაში ბავშვიც აფორიაქდა. რენიმ პატა-
რა კალათიდან ამოიყვანა, კალთაში ჩაისვა და გამომწვევად შე-
მოგვხედა. უზარმაზარი, ჭურჭლით დატვირთული მაგიდა, ყვი-
თელტიტებიანი მუშამბით, იმ უფსკრულს დაემსგავსა, რომლის
ცალ მხარესაც ჩვენ ვიყავით, მეორე მხარეს კი - რენი, ჩვილი ბავ-
შვით და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
მაინც, რატომ უნდა ჰქონოდა სინდისის ქენჯნა? ცხადია, ჩვენ-
გან რომ წავიდა, იმიტომ… ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეჩვე-
ნებოდა.
რენი ცოტა უცნაურად იქცეოდა. ბავშვის მიმართ კი არა, ჩვენ
მიმართ, ბავშვიდან გამომდინარე; თითქოს დანაშაულზე წავას-
წარით და მისი რომელიღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო შემ-
თხვევით გავიგეთ. მას მერე სულ ერთი აზრი მტანჯავს… მაპატიე,
მაირა, ახლა ამ ნაწერს თუ კითხულობ. წესით არ უნდა კითხუ-
ლობდე, მაგრამ ცნობისმოყვარეობას ბევრისთვის უტკენია გუ-
ლი და, ალბათ, გამონაკლისი არც შენ იქნები… მოკლედ, მას მე-
რე სულ მაინტერესებს, ვაითუ იმ ბავშვის მამა რონ ჰენკსი კი არა,
ცხონებული მამაჩვენი იყო-მეთქი. აბა, წარმოიდგინე: მე გავ-
თხოვდი და საქორწინო მოგზაურობაში წავედი, მამა ყოველგვა-
რი მორალური საყრდენის გარეშე დარჩა, თავზე ხელის გადამ-
სმელი არავინ ჰყავდა, არადა ყველაფერი თავზე ენგრეოდა. იმ
ვითარებაში მისი ერთადერთი პატრონი და ნუგეშისმცემელი
მხოლოდ მისი ერთგული მოსამსახურე, რენი იქნებოდა. ჰოდა,
სულ არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი თავი ისევე მიერ-
თმია, როგორც მათლაფა ცხელი სუპი, ანდა სათბურა სუსხიან
ღამეში.
ასეთ შემთხვევაში, ჩემო საყვარელო მაირა, შენც ჩვენი
დაიკო გამოდიხარ; ნახევრად დაიკო, რა თქმა უნდა, მაგრამ მა-
ინც… ასეა თუ ისე, ამას ახლა ვეღარ დავადგენთ, ანდა მე ვეღარ
დავადგენ, თორემ შენ შეგიძლია საფლავიდან ამომთხარო და
ჩემი თმის ღერის ან ძვლის ნიმუში დნმ-ის ანალიზზე წააცუნცუ-
ლო. თუმცა არა მგონია, ასე შორს წასვლა მოგინდეს. მეორე
მტკიცებულება საბრინა იქნება. ეგებ ერთად შეიყაროთ და თქვე-
ნი ცოცხალი სხეულებიდან აღებულ ნიმუშებს ჩაუტაროთ დნმ-ის
ტესტი. ეს რომ მოხდეს, საბრინა უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ღმერ-
თმა უწყის, ოდესმე დაბრუნდება თუ არა. ახლაც მხოლოდ ღმერ-
თმა უწყის, სადაა… ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს… იქნებ
ცოცხალიც აღარაა, ან ეგებ ზღვის ფსკერზე განისვენებს…
ნეტა ლორამ თუ იცოდა რამე მამასა და რენიზე, თუ საცოდნე-
ლი საერთოდ იყო რამე?.. ნეტა ესეც ერთ-ერთი ისეთი რამ ხომ
არ იყო, რაც ლორამ იცოდა, მაგრამ, ბევრი სხვა რამის მსგავსად,
არც ეს გაამხილა და საფლავში წაიღო? სავსებით დასაშვებია.
ავილიონში დღეები საკმაოდ ნელა გადიოდა. ჯერ კიდევ ძა-
ლიან ცხელოდა და თან საშინელი დახუთულობა იგრძნობოდა.
წყლის დონემ ორივე მდინარეში საგრძნობლად დაიკლო. ლავ-
თოუს ჩანჩქერებიც კი ზანტად მოწანწკარებდნენ, ჯოგსიდან კი
დამდგარი წყლის მყრალი სუნი მოდიოდა.
მთელი დღე შინ ვიჯექი, ბაბუას ბიბლიოთეკაში, მის ტყავის სა-
ვარძელში ჩასვენებული და სახელურებზე ფეხებშემოწყობილი.
წინა ზამთარს დახოცილი ბუზების ნაკვალევი ჯერ კიდევ მკვიდ-
რად იყო ჩამჯდარი ფანჯრის რაფებში. ბიბლიოთეკა მისიზ მარ-
გატროიდისთვის ძირითად პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. ბე-
ბია ადელიას პორტრეტიც ჯერ კიდევ ადგილზე იყო.
შუადღეებს ბებიას ჩანაწერებისა და ჟურნალებიდან ამოჭრი-
ლი სტატიების (მოგზაურობებზე, ფაბიანელებზე, დიდ მკვლევა-
რებზე და მათი ჯადოსნური ლამპრების დახმარებით გაშვებულ
დიაფილმებზე, მათ მიერ გაკეთებულ შენიშვნებზე აბორიგენთა
უცნაური წეს-ჩვეულებების შესახებ და ა.შ.) კითხვას ვანდომებ-
დი. ვფიქრობდი, ნეტა რატომ უკვირდათ, წინაპრების თავის ქა-
ლებს მოსართავებით რომ ამკობდნენ-მეთქი. განა ჩვენც ასე არ
ვიქცევით?
ხანდახან ძველ სოციალურ ქრონიკებს ვფურცლავდი და მახ-
სენდებოდა, ერთ დროს როგორ მშურდა ყველა იქ დასახელებუ-
ლი ადამიანის. ზოგჯერ ლექსების წიგნებსაც გადავხედავდი
ხოლმე, რომლებსაც მოვარაყებული, უთხელესი ფურცლები
ჰქონდა. ის ლექსები, რომლებიც გასაოცარ შთაბეჭდილებას ახ-
დენდნენ ჩემზე მის ვაილენზთან ურთიერთობისას, ახლა ტკბილი
და ზედმეტად ჩახუჭუჭებული მეჩვენებოდა, მთელი მათი სატ-
რფოვ, ვსტირი, კაეშანი, უსასოო და მსგავსი არქაული სიტყვე-
ბით, რომლებითაც უპასუხო სიყვარულს უმღერდნენ. ეს სიტყვე-
ბი და „უნუგეშო სიყვარულის ოხვრები“ ახლა უკვე ძალიან მაღი-
ზიანებდა და უბადრუკიც კი მეჩვენებოდა, როგორც თავად საბ-
რალო მის ვაილენზი. ყველაფერი ისეთი რბილი და ტკბილი იყო,
როგორც ჩაიში ჩავარდნილი ფუნთუშა, ხელის დაკარება რომ გე-
ზიზღება.
ბავშვობის ხანა უკვე ძალიან შორეული მეჩვენებოდა; დამ-
ჭკნარი ყვავილივით მოტკბო-მომწარო და ფერდაკარგული. ნეტა
თუ მენანებოდა მისი დაკარგვა? თუ მივტიროდი? არა მგონია.
ლორა სულ გარეთ იყო გავარდნილი. მთელი დღე ქალაქში
დახეტიალობდა, უწინდებურად. ჩემს წინა წელს ნაყიდ, ყვითელი
ბამბის ქსოვილისგან შეკერილ კაბასა და მის შესაფერ ქუდში გა-
მოწყობილი დადიოდა. უკნიდან რომ ვუყურებდი, მეგონა, საკუ-
თარ თავს ვხედავ-მეთქი.
უინიფრედი ღია ტექსტით აღნიშნავდა, რომ იქაურობა ყელში
ამოუვიდა. ყოველდღე ჩადიოდა მდინარეზე საბანაოდ, ჩვენს სა-
კუთარ, ნავსაყუდელთან მოწყობილ პატარა ქვიშიან პლაჟზე.
თუმცა, წყალში ღრმად არ შედიოდა - იქვე, ნაპირთან ფართხა-
ლებდა, უზარმაზარი საჩრდილობელი ქუდით თავზე. მე და ლო-
რასაც გვეპატიჟებოდა, შემომიერთდითო, მაგრამ ორივე უარზე
ვიდექით. კარგად არც ერთი არ ვცურავდით და ისიც ვიცოდით,
უწინ (და, ალბათ,მაშინაც) რა ნაგავს ყრიდნენ შიგნით. როცა არც
ბანაობდა და არც მზეზე ირუჯებოდა, უინიფრედი მთელს სახლში
დაბოდიალობდა, ჩანაწერებსა და ჩანახაზებს აკეთებდა და გადა-
საყრელი ნივთების სიას ადგენდა - წინა ჰოლში შპალერია გამო-
საცვლელი, კიბის უჯრედის ქვეშ ობი გაჩენილაო და ასე შემდეგ.
თავისუფალ დროს თავის ოთახში ადიოდა და იძინებდა. ალბათ
ავილიონმა ენერგია გამოაცალა და სიქა გააძრო; თუმცა, ამის
წარმოდგენა ძალიან ძნელი იყო.
რიჩარდი სულ ტელეფონზე ეკიდა, საზღვარგარეთ რეკავდა.
ხანაც ტორონტოში მიემგზავრებოდა მთელი დღით. დანარჩენ
დროს კი სულ „უოთერ ნიქსის“ უტრიალებდა და სარემონტო სა-
მუშაოებს ხელმძღვანელობდა. მინდა, წასვლამდე აუცილებლად
მოვაწესრიგო და წყალში ჩავუშვაო, ამბობდა.
გაზეთები ყოველდღიურად მოჰქონდათ.
- ესპანეთში სამოქალაქო ომი დაწყებულა, - აღნიშნა ერთ დი-
ლას. - ამას კარგა ხანია, ველოდი.
- ძალიან ცუდი, - თქვა უინიფრედმა.
- ჩვენთვის ცუდი სულაც არ არის. ჩვენ ნუ შეგვეხება და ისემც
უქნიათ, სულ ამოუხოცავთ ერთმანეთი კომუნისტებს და ფაშის-
ტებს. ერთმანეთს მალე სასტიკად გაუსწორდებიან.
ლორა არ საუზმობდა. ნავსაყუდელში იყო ჩასული, მდინარის
პირას, ყავის ჭიქით ხელში. მდინარესთან ხშირ-ხშირად ჩა-
დიოდა და ძალიან ვნერვიულობდი. ფიცარნაგზე გაწვებოდა
ხოლმე, ცალ მკლავს წყალში ჩაუშვებდა და მდინარეს ისე ჩას-
ცქეროდა, თითქოს რაღაც დაკარგა და მდინარის ფსკერზე ეგუ-
ლებაო. თუმცა წყალი ძალიან მღვრიე იყო და ბევრი არაფერი
ჩანდა; მხოლოდ თითო-ოროლა ჭიჭყინა თუ გაიელვებდა ხოლ-
მე, ჯიბის ქურდის თითებივით სწრაფი და სხარტი მოძრაობით.
- და მაინც, - თქვა უინიფრედმა, - ჯობდა, ეგ უბედურება არ
დაწყებულიყო, ძალიან უსიამოვნოა.
- ზოგჯერ ომი ხელსაყრელია. მაგალითად, შესაძლოა, კრი-
ზისს საბოლოოდ მოუღოს ბოლო. რამდენიმე ადამიანს ვიცნობ,
მაგ იმედით სულდგმულობენ. მაგ ომზე ბევრი აპირებს ხელის
მოთბობას, - აღნიშნა რიჩარდმა.
რიჩარდის ფინანსურ მდგომარეობაზე არასდროს არაფერს
მეუბნებოდნენ. მაგრამ მოგვიანებით, რაღაც მინიშნებებიდან,
გადაკრული ნათქვამებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე, მივ-
ხვდი, რომ არც ისეთი მდიდარი იყო, როგორიც თავიდან მეგონა.
ყოველ შემთხვევაში, როცა ამას მივხვდი, უკვე ასე იყო. ავი-
ლიონის რესტავრაციაც ამიტომ შეუწყვეტია, ასე ვთქვათ, ხან-
გრძლივი დროით გადაუდია, რადგან ამაზე ახლა ფულის ხარჯვა
აღარ უღირდა, როგორც რენიმ მიგვახვედრა.
- ხელს როგორ მოითბობენ? - ვიკითხე უაზროდ, თუმცა პასუხი
მშვენივრად ვიცოდი. უბრალოდ, შევეჩვიე გულუბრყვილო შე-
კითხვების დასმას, მინდოდა გამეგო, რიჩარდი და უინიფრედი
რას მიპასუხებდნენ. მათი ზნეობრივად ფრიად საეჭვო სქემა, რო-
მელსაც სხვადასხვა სიტუაციას მოარგებდნენ ხოლმე, ჯერ კიდევ
მაინტერესებდა და ბოლომდე არ მქონდა შესწავლილი.
- როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, - მიპასუხა უინიფრედ-
მა. - უი, მართლა, იცოდი, რომ შენი მეგობარი აიყვანეს?
- რომელი მეგობარი? - ზედმეტად სწრაფად მომივიდა შეკით-
ხვის დასმა.
- კალისტა, თუ რა ჰქვია… მოკლედ, მამაშენის ყოფილი ტურ-
ფა, რომელსაც თავი ხელოვანი ჰგონია.
მისმა ტონმა ძალიან გამაღიზიანა, მაგრამ არ ვიცოდი, რო-
გორ დავპირისპირებოდი.
- ბავშვობაში ძალიან კარგად გვექცეოდა, - ესღა ვუთხარი.
- სხვა რა გზა ჰქონდა?
- მე ძალიან მომწონდა.
- აბა, რა იქნებოდა? ერთი-ორი თვის წინ დამიკავშირდა. ცდი-
ლობდა, რაღაც საშინელი ნახატი თუ გობელენი შემოესაღებინა
ჩემთვის - ხალათებში გახვეული უჯიშო დიაცები - ნაჩუქარსაც
რომ არ დაკიდებ სასადილო ოთახში.
- რატომ დაუჭერიათ?
- რა ვიცი, რაღაც წითლების შეკრებაზე თუ კომუნისტების შეხ-
ვედრაზე აუყვანიათ. აქაც დარეკა, საშინელ დღეში იყო. შენთან
უნდოდა ლაპარაკი. ვიფიქრე, აირისი რატომ უნდა ჩავრიო ასეთ
ამბავში-მეთქი, ჰოდა რიჩარდი გაემგზავრა და როგორღაც
მოახერხა მისი დახსნა.
- რიჩარდს რატომ უნდა დაეხსნა? წესიერად არც კი იცნობს.
- გულკეთილია და იმიტომ, - თქვა უინიფრედმა ღიმილით. -
თანაც ყოველთვის ამბობს ხოლმე, რომ ეგ ხალხი ციხეში უფრო
საშიშია, ვიდრე გარეთო, არა რიჩარდ?.. რომ დაიჭერენ, ყველას
თავს წააჭამენ ხოლმე და პრესასაც მეტი რა უნდა? სამარ-
თლიანობა ესაო და სამართლიანობა ისაო, წერენ. იქნებ ამ საქ-
ციელით რიჩარდმა პრემიერ-მინისტრსაც კი შეუმსუბუქა ცხოვ-
რება.
- ყავა კიდევ დაგვრჩა? - იკითხა რიჩარდმა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ უინიფრედს ამ თემაზე საუბარი უნდა
შეეწყვიტა. მაგრამ არ შეწყვიტა.
- ან ეგებ თქვენი ოჯახის ხათრითაც მოიქცა ასე. ის ქალბატონი
ხომ თქვენი ოჯახის ერთგვარი რელიკვიაა, რაღაც ძველებური
ფაიფურის ნივთის მაგვარი, თაობიდან თაობაზე რომ გადადის.
- მე წავალ და ლორას შევუერთდები, მშვენიერი ამინდია, -
ვთქვი ბოლოს.
მთელი ჩვენი საუბრის დროს რიჩარდი გაზეთებს ჩასჩერებო-
და. ახლა კი უცებ გამოერკვა და სწრაფად მითხრა:
- არა, არ არის საჭირო. თავი გაანებე, თვითონ გადახარშოს.
- რა უნდა გადახარშოს?
- რა ვიცი, რაც აწუხებს, - მიპასუხა რიჩარდმა, თავი მიაბრუნა
და ფანჯრიდან ლორას გახედა. პირველად მაშინ შევნიშნე, რომ
კეფაზე თმა ოდნავ შეთხელებოდა - წაბლისფერ თმაში ვარდის-
ფერი კანი ოდნავ გამოსჭვიოდა; მალე, ალბათ, გვარიანად
გამელოტდება-მეთქი, გავიფიქრე.
- გაისად მასკოკაში დავისვენოთ. ვერ ვიტყვი, რომ წლევან-
დელმა დასვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
ავილიონიდან გამგზავრების დრო რომ მოახლოვდა, სხვენს
მივაკითხე. დავიცადე, ვიდრე რიჩარდი ტელეფონს ჩამოეკიდე-
ბოდა, უინიფრედი კი შეზლონგში ჩაესვენებოდა ჩვენს პატარა
ქვიშიან პლაჟზე, თვალებზე სველი პირსახოცით, და სხვენისკენ
მიმავალი კიბის კარი ჩუმად გამოვაღე. მერე კარი მივიხურე და
კიბეზე სწრაფად ავირბინე.
ლორა უკვე იქ დამხვდა, ხის სკამზე იჯდა. ღვთის მადლით,
ფანჯარა გამოეღო, თორემ ალბათ სუნთქვას ვერ შევძლებდით.
ძველი ფართლეულის და თაგვის ცურცლის მძაღე სუნი იდგა.
თავი ნელა მოაბრუნა, ჩემს მისვლას არ აუფორიაქებია.
- გაუმარჯოს, - თქვა მშვიდად. - აქ ღამურები დასახლებულან.
- სულ არ მიკვირს, - ვუთხარი და იმ ქაღალდის პარკს დავხე-
დე, წინ რომ ედო. - მაგაში რა გიდევს?
ლორამ პარკის ამოლაგება დაიწყო. ათასი წვრილმანი აღ-
მოჩნდა: ბებიას ვერცხლის ჩაიდანი; დრეზდენის ფაიფურის, ხე-
ლით მოხატული სამი ფინჯანი და ლამბაქი; რამდენიმე მონოგრა-
მიანი კოვზი; ალიგატორის ფორმის კაკლის სამტვრევი; ობლად
დარჩენილი, მანჟეტის სადაფის საკინძი; კუს ბაკნის სავარცხე-
ლი, რომელსაც კბილები აკლდა; ვერცხლის გაფუჭებული სანთე-
ბელა და ბროლის საძმარე, ფსკერზე მიმხმარი ძმრის ნალექით.
- მაგ ყველაფერს რას უპირებ? ხომ იცი, რომ ტორონტოში ვერ
წავიღებთ?
- უნდა დავმალო. ყველაფერს ვერ გადავაყრევინებთ.
- ვის?
- რიჩარდს და უინიფრედს. ვიცი, რომ გადაყრიან; ყური მოვ-
კარი, როცა ამბობდნენ, ნაგავიაო. ადრე თუ გვიან ყველაფერს
დაუვლიან… ჰოდა, გადავწყვიტე, რაღაც-რაღაცები ჩვენთვის შე-
ვინახო. აქ შევინახავ, რომელიმე სკივრში. აქ უსაფრთხოდ იქნე-
ბიან, მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება მათი ადგილსამყოფელი.
- რომ შენიშნონ?
- ვერ შენიშნავენ. ძალიან ძვირფასი ნივთები ხომ არ არის…
აი, ნახე, რა ვიპოვე! ჩვენი ძველი რვეულები. სადაც დავტოვეთ,
იქვე დამხვდა… ხომ გახსოვს, იმას რომ ამოვუტანეთ?
ალექს ტომასს სახელით არასდროს ახსენებდა; ლორასთვის
ალექსი მუდამ ის, იმას და იმისი იყო. მეგონა, დაივიწყა-მეთქი,
მაგრამ იმწამს დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.
- ახლაც კი მიჭირს იმის დაჯერება, რომ აქ ვმალავდით და ვე-
რავინ გაგვიგო ეგ ამბავი.
- უბრალოდ, ძალიან ვფრთხილობდით, - აღნიშნა ლორამ და
დადუმდა. მერე გაეღიმა და მითხრა:
- მისტერ ერსკინზე რასაც გეუბნებოდი, არ გჯეროდა, არა?
ალბათ, ჯობდა ტყუილი მეთქვა, მაგრამ კომპრომისი ვარჩიე.
- ვერ ვიტანდი, საზიზღარი ვინმე იყო.
- რენიმ კი დამიჯერა… როგორ გგონია, ახლა სად არის?
- ვინ, მისტერ ერსკინი?
- მშვენივრად იცი, ვინც, - მითხრა ლორამ და ფანჯრისკენ მიბ-
რუნდა. - ის სურათი ისევ გაქვს?
- ლორა, ჩემი აზრით, იმაზე ფიქრს უნდა შეეშვა. არა მგონია,
გამოჩნდეს.
- რატომ? შენი აზრით, მოკვდა?
- სიკვდილი რა შუაშია? უბრალოდ ვფიქრობ, რომ აქედან სა-
მუდამოდ გადაიკარგა.
- ყოველ შემთხვევაში, არ დაუჭერიათ, თორემ გავიგებდით;
გაზეთებში აუცილებლად დაწერდნენ, - აღნიშნა ლორამ და
რვეულები ქაღალდის პარკში ჩააცურა.
ავილიონში უფრო დიდხანს შევყოვნდით, ვიდრე ვვარაუდობ-
დი, ან მინდოდა… იქ თავს ძალიან შებოჭილად ვგრძნობდი,
ტყვეობაში ვიყავი, თითქოს ბორკილები მედო ხელ-ფეხზე.
გამომგზავრების წინა დღეს, სასაუზმოდ რომ ჩამოვედი, რი-
ჩარდი სუფრასთან არ დამხვდა. მხოლოდ უინიფრედი საუზმობ-
და, კვერცხით.
- წყალში ჩაშვების საზეიმო მომენტი გამოტოვე, - მითხრა
უინიფრედმა.
- რას გულისხმობ?
ხელი მდინარისკენ გაიშვირა. გავოგნდი, მდინარის ქვედაწე-
ლისკენ მიმავალ „უოთერ ნიქსიში“ ლორა რომ დავინახე. წინა
მხარეს, ჩვენკენ ზურგშექცევით ისე იჯდა, გემის ცხვირზე ამოკვე-
თილი ფიგურა გეგონებოდა. რიჩარდი საჭესთან იდგა, თავზე
წარმოუდგენლად სასაცილო, თეთრი საზღვაოსნო ქუდით.
- კარგია, რომ ჩაძირვას მაინც გადაურჩნენ, - სარკასტულად
აღნიშნა უინიფრედმა.
- შენ რატომ არ წაყევი?
- არ მინდოდა, - თქვა უცნაური ტონით, რომელიც მაშინ ეჭ-
ვიანობაში ჩავუთვალე; ასეთი ტონი მაშინ ჰქონდა ხოლმე, როცა
რიჩარდის რომელიმე ახალ პროექტში წამყვანი პოზიცია არ ეკა-
ვა.
გულზე მომეშვა. ეგებ ლორა ცოტა მაინც მოშინაურდეს, მო-
დუნდეს და საომარი კამპანია შეწყვიტოს-მეთქი, გავიფიქრე. იქ-
ნებ რიჩარდს ადამიანურად მოექცეს; ეგებ, ბოლოს და ბოლოს,
ადამიანად აღიქვას და არა ლოდის ქვეშიდან გამომძვრალ
უხსენებლად-მეთქი. ამით ატმოსფეროც განიმუხტება და ცხოვ-
რებაც უფრო გამიადვილდება-მეთქი.
მაგრამ სულ პირიქით მოხდა. დაძაბულობამ იმატა, ოღონდ,
ამჯერად, პირიქით. ახლა უკვე რიჩარდი გადიოდა ოთახიდან
ლორას შემოსვლისთანავე; თითქოს ლორასი ეშინოდა.
- რიჩარდს რა უთხარი? - ვკითხე ლორას ერთ საღამოს, უკვე
ტორონტოში.
- რას გულისხმობ?
- აი, იმ დღეს, „უოთერ ნიქსით“ ერთად რომ გახვედით მდინა-
რეში.
- არაფერიც არ მითქვამს, - მიპასუხა ლორამ, - რატომ უნდა
მეთქვა?
- რა ვიცი, აბა…
- რიჩარდს არასდროს არაფერს ვეუბნები… იმიტომ, რომ სათ-
ქმელი არაფერი მაქვს.
წაბლის ხე

ახლა ჩემს ჩანაწერებს ვათვალიერებ და არ მომწონს… იმის


გამო კი არა, რაც დავწერე, არამედ იმის გამო, რაც გამოვტოვე.
ის, რაც თვალსაჩინო არ არის, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ
არ არსებობს… განა ჩამქრალი ნათურა იმას მოწმობს, რომ შუქი
არ არის?
თქვენ ალბათ სიმართლის გაგება გწყურიათ, გინდათ, რომ
ყველაფერი შემაჯამებინოთ და პასუხი მიიღოთ. მაგრამ ზოგჯერ
ფაქტების შეჯამება სულაც არ მოჰფენს ხოლმე ნათელს სიმარ-
თლეს. ზოგჯერ ფაქტებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ ფანჯრის
მიღმა ვიღაც ყვირის. მაგრამ შესაძლოა, ეს ყვირილი კი არა, ქა-
რის ზუზუნი იყოს… ცოცხალი ჩიტი მხოლოდ მისი ძვლებისა და
ხორცის მარტივი ჯამი როგორ იქნება?
წუხელ გიჟივით გამეღვიძა, გული საშინლად მიცემდა. ვიღაც
ფანჯარას კენჭებს ესროდა. საწოლიდან წამოვვარდი, ფანჯრის-
კენ გავექანე, ჟალუზი ავწიე და ფანჯრიდან გადავეყუდე. სათვა-
ლე არ მეკეთა, მაგრამ ყველაფერს ვხედავდი: მთვარე ანათებდა,
თითქმის სავსე იყო, ძველი ჭრილობებით დასერილი… მის ქვეშ
კი ქუჩის ლამპიონი ენთო და ნარინჯისფრად ღებავდა ცის ნაკუწს.
ქვემოთ ქვაფენილიც დავლანდე. ჩრდილებით იყო მოფენილი და
წინა ეზოში მდგომი წაბლის ხის ფოთლებით შენიღბული…
ვიცოდი, რომ წაბლის ხე იქ არ უნდა ყოფილიყო; ეგ ხე აქედან
ასობით მილის დაშორებით, ჩემი და რიჩარდის ძველი სახლის
წინ დგას… მაგრამ ხეს აშკარად ვხედავდი, გაშლილი ტოტების
ბადითა და ზედ პეპლებივით დასკუპებული თეთრი ყვავილებით!
მინის წკრიალი ისევ შემომესმა. რაღაც სილუეტსაც მოვკარი
თვალი - კაცი იყო, სანაგვე ყუთში იქექებოდა, ღვინის ბოთლებს
ათვალიერებდა გამწარებული, ეგებ რომელიმეში ცოტა სასმელი
მაინც ჩარჩაო… მოკლედ, ვიღაც მაწანწალა ლოთი იქნებოდა,
რომელიც მარტოობამ, ბნელმა ღამემ და წყურვილმა შეაგუ-
ლიანა. უცნაურად მოძრაობდა, ფრთხილად, მალულად; თითქოს
სასმელზე კი არ ნადირობდა, არამედ დაქირავებული დეტექტივი
იყო, თვალთვალი და სამხილების მოპოვება ევალებოდა და იმ
სამხილებს ჩემს სანაგვე ყუთში ეძებდა.
მერე გასწორდა, სინათლეზე გამოვიდა და ზემოთ ამოიხედა.
მუქი წარბები, თვალის მუქი ფოსოები და შავტუხა სახის ოვალზე
თეთრად გამკრთალი ღიმილი დავუნახე. კისერთან რაღაც ბაცი
მოუჩანდა… ალბათ, პერანგი! ხელი ამიწია და დამიქნია, მისალ-
მებას ჰგავდა… ანდა გამოთხოვებას.
მერე შეტრიალდა და წავიდა. ვერ დავუძახე… იცოდა, რომ ვერ
დავუძახებდი. წავიდა და თვალს მიეფარა.
გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. არა, არა, არა,
არა! ყვიროდა შინაგანი ხმა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა
სახეზე.
მაგრამ, ეტყობა, მაინც ხმამაღლა დავიყვირე და რიჩარდს გა-
ეღვიძა. უკვე ზურგს უკან მედგა და ხელის კისერზე დადებას მიპი-
რებდა.
ამჯერად მართლაც გამომეღვიძა. სახე სველი მქონდა, თვა-
ლები ღია; რუხ ჭერს მივჩერებოდი და ველოდებოდი, როდის და-
მიმშვიდდებოდა გული. ახლა, როცა მღვიძავს, ხშირად აღარ
ვტირი, ერთი-ორი ცრემლი თუ ჩამომიგორდება შემთხვევით.
ჰოდა, ძალიან გამიკვირდა, ნამტირალევმა რომ გავიღვიძე.
ახალგაზრდობაში ყველაფერი დროებითი გეჩვენება და არც
დროს აფასებ - უმოწყალოდ ფლანგავ ერთი ადგილიდან მეორე-
ში წოწიალით. მოკლედ, საკუთარი მოძრაობის სიჩქარესა და
დროს თავად განსაზღვრავ. გგონია, რომ ნივთებსა და ადა-
მიანებს ადვილად და სამუდამოდ შეელევი. ჯერ კიდევ არ იცი,
რომ მათ დაბრუნება სჩვევიათ.
სიზმარში დრო არ მოძრაობს; ფეხს ვერ იცვლი იქიდან, სადაც
ხარ.
მინის წკრიალი მართლაც ისმოდა. წამოვდექი, ახლა უკვე
რეალური საწოლიდან, და ფანჯარასთან მივედი. ორი ენოტი მე-
ზობლის სანაგვეს ქექავდა, ბოთლებსა და კონსერვის ქილებს
აყირავებდა. ორი მტაცებელი ლამის შინ იყო შემოჭრილი, აქვე
დაფოთიალობდა, ცხვირწინ მდგომ სანაგვე ყუთში. მაშინვე
ამომხედეს, შეცბნენ, მაგრამ არ შეშინებიათ; იმ ქურდბაცაცებს
მთვარის შუქზე პატარა სიფათები შავ ნიღბებს მიუგავდათ.
გზა დავულოცე - აიღეთ, რისი აღებაც შეგიძლიათ და მშვიდო-
ბიანად გაეცალეთ-მეთქი აქაურობას. მერე რა, რომ თქვენი არ
არის? უბრალოდ, ეცადეთ, არ ჩაგიჭირონ.
საწოლში დავბრუნდი და ვიწექი ასე, თვალდაჭყეტილი, სრულ
სიბნელეში. ვიწექი და ჩემს გვერდით იმ სუნთქვას ვაყურადებდი,
სინამდვილეში რომ არ მესმოდა.
X

ბრმა მკვლელი: ქსენორელი კაც-ხვლიკები

უკვე რამდენიმე კვირაა, დახლებს ზვერავს. აფთიაქებში შე-


დის, რამე წვრილმანს ყიდულობს და სტენდებზე გამოფენილ
ჟურნალებს აკვირდება. ჟურნალებს ხელს არ ჰკიდებს და ცდი-
ლობს, არავინ შენიშნოს, რომ ამ ჟურნალებით ინტერესდება. სა-
თაურებს დასცქერის, ავტორების სახელებს კითხულობს, მის სა-
ხელს ეძებს, მის ერთ-ერთ სახელს. ახლა უკვე ყველა მისი სახე-
ლი ზეპირად იცის; ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც, მის ჩეკებს
ხომ თავად ანაღდებდა.
საინტერესო ამბები, იდუმალი ზღაპრები, გამაოგნებელი…
ყველა სათაურს ყურადღებით კითხულობს.
ბოლოს რაღაცას შენიშნავს… ეგ უნდა იყოს! ქსენორელი კაც--
ხვლიკები. პირველი მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდი ზიკრონის ომე-
ბის ქრონიკიდან. ყდაზე ქერა ქალი ახატია, კვაზი-ბაბილონურ
ტანსაცმელში გამოწყობილი - თეთრ ტუნიკაში, რომელიც ოქ-
როს შესაკრავით მაგრდება მისი აშკარად არაბუნებრივი მკერ-
დის ქვეშ, ლაზურიტის სამკაულით, რომელიც მთელ ყელზე აქვს
შემოხვეული და თავზე ვერცხლისფერი დიადემით, მოკაშკაშე
ნახევარმთვარით რომ გვირგვინდება. ტუჩები სველი აქვს, პირი
- ოდნავ ღია, და უზარმაზარი, შეშინებული თვალებით იყურება.
ქალი ორ არსებას ჰყავს ჩაბღუჯული სამთითა, ბრჭყალებიანი ხე-
ლებით. იმ არსებებს ვერტიკალური თვალის გუგები აქვთ და
მხოლოდ წითელი შორტები აცვიათ. სახეები გაბრტყელებული
ლითონის ნაჭრებს მიუგავთ, მათი კანი ქერცლიანია და მეტალი-
ვით ბზინავს. კანის მორუხო-მოცისფრო საფარქვეშ უზარმაზარი
კუნთები ეტყობათ; უტუჩო პირში კი უამრავი ნემსივით ბასრი და
წვრილი კბილი მოუჩანთ.
ქალი მათ ნებისმიერ ადგილას შენიშნავდა და შეიცნობდა.
ახლა იმაზე ფიქრობს, ჟურნალი ხელში როგორ ჩაიგდოს.
არა, ამ მაღაზიაში ნამდვილად ვერ იყიდის; აქ ცნობენ. მისი ნე-
ბისმიერი უცნაური საქციელი აუცილებლად მითქმა-მოთქმის სა-
განი გახდება. მოგვიანებით, საყიდლებზე მეორედ გამოსული,
სადგურში შეივლის და ჟურნალს ახლა იქ ხედავს, ჟურნალ--
გაზეთების სტენდზე. თხელი ჟურნალია. ფულს ისე იხდის, რომ
ხელთათმანს არც კი იძრობს, მერე ჟურნალს ახვევს და ხელჩან-
თაში იცურებს. გამყიდველი უცნაურად უყურებს… თუმცა კაცები
ყოველთვისაც უცნაურად უყურებენ ხოლმე.
შინ ტაქსით მიდის და ჟურნალი მთელი გზა გულში აქვს ჩახუ-
ტებული. შინ მისულს კონტრაბანდულად ააქვს კიბეზე და აბაზა-
ნაში იკეტება. იცის, რომ გვერდებს აკანკალებული ხელით გა-
დაშლის.
ასეთ მოთხრობებს სატვირთო ვაგონებში მძინარე მაწანწა-
ლები კითხულობენ, ანდა მოზარდი ბიჭები, ღამით, ფანრის შუქ-
ზე. კიდევ ღამის დარაჯები, რომ არ დაეძინოთ. ხმელეთზე გად-
მოსული და მოგზაურთა იაფფასიან სასტუმროებში გაჩერებული
მეზღვაურებიც კითხულობენ, როცა მთელი დღე უაზროდ წო-
წიალისაგან დაღლილები ნომერში ბრუნდებიან, ჰალსტუხს იძ-
რობენ, გულისპირს იღეღავენ, ფეხებს მაგიდაზე აწყობენ და ვის-
კის წრუპავენ კბილის ჯაგრისისთვის განკუთვნილი ჭიქიდან.
უთუოდ მორიგე პოლიციელებიც კითხულობენ რომელიმე მშვიდ
საღამოს. მაგრამ სტრიქონებს შორის ვერც ერთი ვერ ამოიკით-
ხავს იმ ფარულ შეტყობინებას, რომელიც მხოლოდ ქალისთვის
იქნება გასაგები.
ღმერთო, როგორი თხელი ფურცლებია, ლამის ხელში შემო-
ადნეს!
ახლა, ამ ჩაკეტილ აბაზანაში, მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი
საკიელ-ნორნის საოცარი ამბავი მუხლებზე გადაშლილი უდევს,
მთელი თავისი ღმერთებით, წეს-ჩვეულებებით, საუცხოო ხალი-
ჩებით, დამონებული და ნაგვემი ბავშვებით, შესაწირი ქალწულე-
ბით, შვიდი ზღვით, ხუთი მთვარით, სამი მზით, დასავლეთის მთე-
ბით და მათი ავის მომასწავებელი აკლდამებით, სადაც მგლები
ყმუიან და უმშვენიერესი ცოცხალ-მკვდარი დიაცები დათარეშო-
ბენ. მეფის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებაც აქვეა აღწერი-
ლი, მეფეც აქ არის, რომელიც უკვე წამებს ითვლის, რადგანაც
ხვდება, რომ აჯანყებას უწყობენ; უზენაესი ქურუმიც უკვე ქრთამს
მერამდენედ იჯიბავს.
მსხვერპლშეწირვის წინა ღამეა. რჩეული გოგონა ფატალურ
საწოლში წევს და სიკვდილს ელოდება… მაგრამ ბრმა მკვლელი
სადღაა? რატომ არ ჩანს? რა დაემართა ან მას და ან მის სიყვა-
რულს ამ უმწიკვლო ქალწულის მიმართ?.. ალბათ, ეგ ნაწილი
ბოლოსთვის შემოინახა.
მერე, უცებ, იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ქალი ელოდა, ქა-
ლაქს ბარბაროსები ესხმიან თავიანთი მანიაკი ლიდერის წინამ-
ძღოლობით. როგორც კი ქალაქის კარიბჭეს გასცდებიან, სიურ-
პრიზი ელოდებათ: სამი კოსმოსური ხომალდი ეშვება აღმოსავ-
ლეთ პლატოზე. ხომალდები ფორმით ტაფამწვარს თუ შუაზე გაჭ-
რილ სატურნს ჰგვანან და ირკვევა, რომ პლანეტა ქსენორიდან
არიან ჩამოფრენილები. ხომალდებიდან კაც-ხვლიკები გადმო-
დიან, რუხი კუნთების თამაშ-თამაშით, წითელი მეტალის შორტე-
ბითა და სრულიად ახალი, აქამდე არნახული საბრძოლო აღჭურ-
ვილობით. მათ სხივური იარაღი აქვთ, ელექტრონული ლასოები,
ერთკაციანი საფრენი აპარატები… მოკლედ, ყოველგვარი აქამ-
დე წარმოუდგენელი ხელსაწყოთი და მოწყობილობით არიან
შეიარაღებულები.
უცხოპლანეტელთა უეცარი შემოჭრა ზიკრონელთა ცხოვრე-
ბასა და გეგმებს რადიკალურად ცვლის. ყველა - მომხდურები და
დამხვდურები, მონები და მონათმფლობელები, მეამბოხეები და
ამბოხის მიზეზები - ახლა საერთო მტრის წინააღმდეგ ირაზმება.
კლასობრივი ბარიერები ქრება: სნილფარდები მამაპაპეულ ტი-
ტულებსა და საუკუნოვან ნიღბებზე უარს ამბობენ, ხელებს იკაპი-
წებენ და იგნიროდებთან ერთად ბარიკადების აგებას იწყებენ.
ერთმანეთს ყველა სიტყვით ტრისტოკ ესალმება, რაც „ფიცვერ-
ცხლნაჭამს“ ნიშნავს - რაღაც ძმაოს ან ამხანაგოს მსგავსს. ქა-
ლებს ტაძარში კეტავენ, მათივე უსაფრთხოების მიზნით; ბავშვე-
ბიც მათთან ერთად არიან. მეფე მთელ პასუხისმგებლობას საკუ-
თარ თავზე იღებს. ბარბაროსების ქალაქში შემოსვლა ყველას
უხარია, რადგან განთქმული მებრძოლები არიან. მეფე „სიხარუ-
ლის მსახურს“ ხელს ართმევს და გადაწყვეტენ, მთავარსარ-
დლობა ერთად იტვირთონ. მუშტი ბევრად მეტია, ვიდრე მისი თი-
თების ჯამიო, ამბობს მეფე ძველ ანდაზას და თვალის დახამხამე-
ბაში რვავე კარიბჭეს გადარაზავენ.
თავიდან კაც-ხვლიკები იმარჯვებენ და ქალაქის მიმდებარე
ტერიტორიას ალყაში აქცევენ. მათი გამარჯვების საწინდარი
მოულოდნელი თავდასხმაა. ისინი რამდენიმე ნამდვილ ქალს
იჭერენ და იმ გალიებში სხამენ, რომლებსაც გარედან თორმე-
ტამდე ჯარისკაცი იცავს. მაგრამ მერე უკან დახევა უწევთ, რადგან
მათი სხივური იარაღი ზიკრონზე ცუდად მუშაობს, განსხვავებუ-
ლი გრავიტაციის გამო. ელექტრონული ლასოებიც მხოლოდ ახ-
ლო მანძილზეა ეფექტური, საკიელ-ნორნის მოსახლეობა კი მათ-
გან საკმაოდ შორსაა და თანაც სქელი და მაღალი გალავნის მიღ-
მაა შეყუჟული. კაც-ხვლიკებს იმდენი ინდივიდუალური საფრენი
აპარატი არ გააჩნიათ, რომ ქალაქის ასაღებად საჭირო რაოდე-
ნობის ხალხი გალავანზე გადასხან. თანაც, როგორც კი რომელი-
მე კაც-ხვლიკი გალავანს უახლოვდება, მაშინვე ტყვიამფრქვევე-
ბიდან ტყვიებს უშენენ - ზიკრონელებმა აღმოაჩინეს, რომ ქსენო-
რელთა წითელი მეტალის შორტები მაღალ ტემპერატურაზე ალ-
დება და კაც-ხვლიკებს სასქესო ორგანოებს უფუფქავს. ხვლიკე-
ბის მეთაური ისტერიკაში ვარდება და ხუთ ქსენორელ მეცნიერს
სიკვდილით სჯის. ქსენორი აშკარად არ არის დემოკრატიული
პლანეტა! ცოცხლად დარჩენილები ცდილობენ, სასწრაფოდ გა-
მოასწორონ ტექნიკური ხარვეზები. ცოტა დრო და სათანადო აღ-
ჭურვილობა მოგვეცით და გპირდებით, რომ გალავანს დავად-
ნობთო, გაიძახიან. იმასაც ამბობენ, ისეთ გაზს შევქმნით, ზიკრო-
ნელები ერთიანად რომ გათიშოსო. ეგრე თუ მოხდა, მაგათ ხე-
ლის გაუნძრევლადაც დავიპყრობთო.
პირველი ნაწილი ამით მთავრდება. მაგრამ სიყვარულის ამ-
ბავი რა იქნა?! სად არიან ბრმა მკვლელი და მისი უენო სატრფო?!
ამდენ უბედურებაში გოგო ყველას გადაავიწყდა. ბოლოს წითე-
ლი ატლასის გადასაფარებლიანი საწოლის ქვეშ შემძვრალი ნა-
ხეს. ბრმა მკვლელი კი საერთოდ არ გამოჩენილა… ქალი წაკით-
ხულ გვერდებს უბრუნდება და თავიდან ავლებს თვალს, რამე
ხომ არ გამომრჩაო… მაგრამ ამაოდ, ის ორი სადღაც გაქრა.
იქნებ მომდევნო ეპიზოდში გამოჩნდნენ?.. ეგებ იქ მაინც
ამოიკითხოს საიდუმლო შეტყობინება?
ქალმა იცის, რომ მისი მხრიდან სრული სიგიჟეა ასეთი შეტყო-
ბინების მოლოდინი, კაცი მას არანაირ შეტყობინებას არ გამო-
უგზავნის; და თუ გამოუგზავნის, ასეთი სახით არ იქნება. მაგრამ
მოლოდინისაგან ვერ თავისუფლდება. ასეთი ილუზიებისაკენ
იმედი უბიძგებს; ასეთ მირაჟს საოცარი მონატრება უდევს საფუძ-
ვლად. უიმედო იმედი, არარსებულის მონატრება… იქნებ
ჭკუიდან შეიშალა? ვაითუ მთლად გააფრინა? ეგებ მოლოდინმა
ისე მოშალა, როგორც ანჯამებიდან ამოვარდნილი კარი, ურ-
დულმოგლეჯილი ჭიშკარი ანდა დაჟანგებული სატვირთო ვაგო-
ნი?.. როცა მოიშლები, რაღაცეები თავისთავად ხდება, ვეღარ
აკონტროლებ, გასაღებს ვეღარ არგებ, კარს ვეღარ კეტავ, რაღაც
ისეთს უშვებ შიგნით, რაც არ უნდა შეუშვა და რაღაც ისეთიც გე-
პარება კარში, რაც არაფრით არ უნდა გაგეპაროს… მოკლედ,
ასეთ დროს შინაგან გუშაგს ღრმა ძილით სძინავს, კლიტე აღარა-
ფერს ადევს და პაროლიც გავიწყდება.
ალბათ, წიხლი მკრა და მიმატოვაო, ფიქრობს ქალი. „წიხლის
კვრა“… როგორი ძველმოდური ფრაზაა, მაგრამ მის მდგომა-
რეობას ზუსტად აღწერს. თავისუფლად შეიძლებოდა, კაცს მის-
თვის წიხლი ეკრა და მიეტოვებინა. ქალის გამო, იმპულსურად,
კაცი ალბათ მოკვდებოდა კიდეც, მაგრამ მისი გულისთვის სი-
ცოცხლე სულ სხვა რამ იყო. მონოტონურობის ატანის ნიჭი ნამ-
დვილად არ გააჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებს სწორად ხვდება, ქალი მა-
ინც განაგრძობს ლოდინს. ელოდება და სულ გაფაციცებულია,
თვიდან თვემდე. აფთიაქის სტენდებს სტუმრობს, რკინიგზის სად-
გურსაც შეუვლის ხოლმე, მაგრამ მომდევნო ეპიზოდი არსად
ჩანს.
მეიფეარი, მაისი, 1937
ტორონტოს შუადღის ჭორი

წელს აპრილი პატარა ბატკანივით ლაღად შემოკუნტრუშდა


ჩვენს ქალაქში და გაზაფხულის მთელ სეზონს მხიარული გან-
წყობა დააბედა. ქალაქი ჩამომსვლელთა და გასამგზავრებლად
გამზადებულთა აჟიოტაჟმა მოიცვა. ბ-ნი და ქ-ნი ჰენრი რიდელე-
ბი კმაყოფილები დაბრუნდნენ მექსიკაში გამოზამთრების შემ-
დეგ; ბ-ნი და ქ-ნი ჯონსონ რივები ფლორიდის პალმ-ბიჩზე გატა-
რებული არდადეგებიდან ჩამობრძანდნენ, ხოლო ბ-ნი და ქ-ნი თ.
პერი გრაჯები კარიბის ზღვის საუცხოო კრუიზიდან დაბრუნდნენ.
ამასობაში ქ-ნი უესტერფილდი და მისი ქალიშვილი, დაფნი, საფ-
რანგეთში გაემგზავრნენ, საიდანაც, „მუსოლინი პერმითის“ წყა-
ლობით, იტალიასაც ესტუმრებიან, ხოლო ბ-ნმა და ქ-ნმა ვ. მაკ-
კლელანდებმა ზღაპრული საბერძნეთის მონახულება გადაწყვი-
ტეს. ჩვენს ქალაქს კიდევ ერთხელ ხვდა წილად პატივი, საკუთარ
სცენაზე ენახა დიუმონ ფლეტჩერების წყვილი, რომელიც ლონ-
დონური გასტროლებიდან პირდაპირ ჩვენკენ გამოემგზავრა,
რათა ბ-ნ ფლეტჩერს „დომინიონის დრამის ფესტივალზე“ ჟიურის
თავმჯდომარის საპატიო მისია შეესრულებინა.
არც ჩვენი ქალაქის პრესტიჟული რესტორნები ყოფილა ცა-
რიელი. „არკადიან კორტში“ კვლავ გამოჩნდა უმშვენიერესი ქ-ნი
რიჩარდ გრიფენი (ყოფილი მის აირის მონფორ-ჩეიზი), რომე-
ლიც იისფერ დარბაზში მისი მულის, ქ-ნი უინიფრედ („ფრედი“)
გრიფენ-პრაიორის მიერ გამართულ საზეიმო სადილზე მობრძან-
და. ახალგაზრდა ქ-ნ გრიფენს, რომელიც გასული სეზონის უმ-
შვენიერესი პატარძალი გახლდათ, საუცხოო ცისფერი აბრეშუ-
მის სამოსი ეცვა და შესაბამისი კოხტა, მომწვანო ფერის ქუდი
ეხურა. ის სიხარულით იღებდა მილოცვებს ახალშობილი ქალიშ-
ვილის, ეიმი ადელიას შეძენის გამო, რაც აღნიშნული თავყრი-
ლობის ძირითადი მიზეზი გახლდათ.
ქალაქის საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა „პლეადე-
ბის“ ორგანიზებულ ღონისძიებას - მის ფრენსის ჰომერის, ცნობი-
ლი მონოლოგისტის, გამოსვლას „იტონ აუდიტორიუმში“, სადაც
მან კიდევ ერთხელ მოასმენინა დამსწრეთ ნაწყვეტი „საბედისწე-
რო ქალბატონების“ სერიიდან. ამ სერიებში იგი ისტორიულად
მნიშვნელოვანი ქალბატონების პორტრეტებს ხატავს ხოლმე და
საუბრობს მათ უდიდეს გავლენაზე ისეთ უდიდეს პიროვნებებზე,
როგორებიც იყვნენ ნაპოლეონი, ესპანეთის მეფე ფერდინანდი,
ჰორაციო ნელსონი და შექსპირი. მან შესანიშნავად წარმოაჩინა
და განასახიერა ნელ გიუნის მახვილგონიერება და სიცოცხლი-
სუნარიანობა, ესპანეთის დედოფლის, იზაბელას, დრამატული
სახე, მხიარული ჟოზეფინას პორტრეტი, ხოლო მისი ლედი ემა
ჰამილტონი წარმოდგენის ყველაზე მძაფრი ნაწილი იყო. საბო-
ლოო ჯამში, მთელი ეს წარმოდგენა, როგორც ყოველთვის, საკ-
მაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.
საღამო „რაუნდ რუმში“ გამართული ალა-ფურშეტით დას-
რულდა, რომელიც მისიზ უინიფრედ გრიფენ-პრაიორმა სპე-
ციალურად „პლეადებისა“ და მათი სტუმრებისათვის მოაწყო.
წერილი ბელა ვისტადან
დირექტორის ოფისი,
ბელა ვისტას თავშესაფარი,
არნპრაიორი, ონტარიო
1937 წლის 12 მაისი
შპს „გრიფენ-ჩეიზ როიალ ქონსოლიდეითიდ ინდასტრიზ“,
სამეურვეო საბჭოს პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს,
ბ-ნ რიჩარდ ე. გრიფენს,
20 კინგ-სტრიტ უესტი,
ტორონტო, ონტარიო
ძვირფასო რიჩარდ,
მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა, რომელშიც შევხვდით, ჩემ-
თვის უაღრესად სასიამოვნო იყო ამდენი წლის შემდეგ თქვენთან
კვლავ შეხვედრა. რას იზამ, იმ „ოქროს ხანის“ შემდეგ ცხოვრებამ
სხვადასხვა გზით წაგვიყვანა.
სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი მეუღლის უმ-
ცროსი დის, მის ლორა ჩეიზის მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ
შეცვლილა. უფრო მეტიც, ალბათ ოდნავ გაუარესდა კიდეც. ის აკ-
ვიატებული აზრები, რომლებისგანაც იტანჯება, კიდევ უფრო გა-
უმძაფრდა. ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში, მის ლორა
კვლავ სედატიურ საშუალებებზე უნდა დავსვათ. იმასაც მოგახსე-
ნებთ, რომ თქვენი პროტეჟე მუდმივ მეთვალყურეობას საჭირო-
ებს, რათა საკუთარ თავს არაფერი ავნოს. ფანჯრები აღარ ჩაუმ-
ტვრევია, მაგრამ ერთი პრეცედენტი, ამჯერად უკვე მაკრატლით,
მაინც მოხდა. ჩვენ, ცხადია, ძალღონეს არ დავიშურებთ, რათა
შეტევის რეციდივი თავიდან ავიცილოთ.
მერწმუნეთ, ყოველ ღონეს ვხმარობთ მის ლორას დასახმა-
რებლად. სულ ახლახანს მკურნალობის ახალი მეთოდები შემუ-
შავდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი გამოყენება დადებით შე-
დეგს მოგვცემს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს „ელექტროშოკუ-
რი თერაპია“, რომლის ჩასატარებელი აპარატურაც ძალიან მა-
ლე გვექნება. თქვენის ნებართვით, გვინდა, ინსულინით მკურნა-
ლობასთან ერთად, პაციენტზე ეს მეთოდიც მოვსინჯოთ. ვიმე-
დოვნებთ, რომ სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორდება, თუმცა სრუ-
ლი გამოჯანმრთელების გარანტიას ვერ მოგცემთ.
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ და თქვენს მეუღლეს უნდა
გთხოვოთ, თავი შეიკავოთ პაციენტის მონახულებისაგან და არც
წერილები გამოუგზავნოთ, რადგან თქვენთან ყოველგვარი კონ-
ტაქტი უარყოფითად იმოქმედებს მკურნალობის პროცესზე. კარ-
გად მოგეხსენებათ, რომ მისი აკვიატებული აზრების მეტი წილი
სწორედ თქვენ გიკავშირდებათ, რიჩარდ.
მომავალ ოთხშაბათს ტორონტოში ვიქნები და კარგი იქნება,
თუ შევხვდებით და პირისპირ დავილაპარაკებთ, თქვენს ოფისში,
რადგან არ მინდა, თქვენი მშვენიერი მეუღლე, რომელმაც ბავშვი
ახლახანს გააჩინა, ასეთ უსიამოვნო ლაპარაკს დაესწროს. მოს-
ვლისას გთხოვთ, ხელი მოაწეროთ იმ საბუთებს, რომლებიც უფ-
ლებას მოგვცემს მკურნალობის ზემოაღნიშნული მეთოდი თქვე-
ნი ავადმყოფის მიმართ გამოვიყენოთ.
თავს უფლებას ვაძლევ და წერილს წინა თვის მკურნალობის
ანგარიშსაც ვურთავ, რაც სამომავლო ხარჯების წინასწარ გან-
საზღვრაშიც დაგეხმარებათ.
პატივისცემით,
ექიმი ჯერალდ პ. უიტერსპუნი, თავშესაფრის დირექტორი.
ბრმა მკვლელი: კოშკი
ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ბინძური და მძიმეა, ჭუჭყიანი
სარეცხით დატენილი ტომარასავით. ამავდროულად, თითქოს
დაჩუტული, გამოშიგნული და დაპრესილია... იმ დაუწერელი ქა-
ღალდივითაა, რომელზეც ძალიან მკრთალი ხელმოწერა დაუს-
ვამთ, სხვისი, მისი საკუთარი კი არა. ალბათ, რომელიმე მარჯვე
დეტექტივი თავისუფლად ამოიკითხავდა იმ ხელმოწერას, მაგ-
რამ თვითონ ვერ კითხულობს, თავი არა აქვს.
იმედი ჯერ არ დაუკარგავს, უბრალოდ დაკეცა და შორს შეინა-
ხა, ძვირფასი საგარეო ტანსაცმელივით, რომელიც ყოველ-
დღიური ხმარებისათვის არ გამოადგება. ამასობაში საკუთარ
სხეულსაც ცოტას მიხედავს… შიმშილობას აზრი არა აქვს. გონება
არაფრით არ უნდა დაკარგოს და საკვები სწორედ ამაში შეუწ-
ყობს ხელს. პატარ-პატარა სიხარულებითაც უნდა გაიხაროს; მა-
გალითად, მდელოს ყვავილებით, რომლებზეც შეუძლია წამო-
გორდეს, ანდა პირველი ტიტებით. თავის გაგიჟებაც არ ღირს; ქუ-
ჩაში ფეხშიშველა ვერ გავარდება და ვერ იკივლებს ცეცხლი! ხან-
ძარია!.. ყველა შენიშნავს, რომ სინამდვილეში ხანძარი არ გაჩე-
ნილა.
საიდუმლოს შენახვის ყველაზე უტყუარი ხერხი იმის დაჯერე-
ბაა, რომ საიდუმლო საერთოდ არ არსებობს… როცა ტელეფო-
ნით ურეკავენ, ამბობს: დიდი მადლობა… ვწუხვარ, მაგრამ მაგ
დროს ვერ მოვახერხებ, ძალიან დაკავებული ვარ.
ზოგჯერ, განსაკუთრებით, როცა თბილი და მზიანი დღეებია,
ჰგონია, რომ ცოცხლად დამარხეს. ცა ცისფერი ქვის თაღად ეჩვე-
ნება, მზე - ამ თაღში გაკეთებულ ნახვრეტად, რომლიდანაც
რეალური დღის სინათლის სასაცილო პაროდია იღვრება. სხვა,
მასთან ერთად დამარხულ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ, რა
ხდება; მხოლოდ თვითონ იცის. მაგრამ ხმამაღლა რომ თქვას
ყველაფერი, სამუდამოდ მოიკვეთენ. ერთადერთი გამოსავალი
ის არის, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძოს, ვითომ არა-
ფერიც არ მომხდარა, მაგრამ თან ცისფერ თაღს დააკვირდეს,
ეგებ სადმე იმედის მომცემი ნაპრალი დაინახოს. მერე იმ ნაპრა-
ლიდან ის ჩამოძვრება, თოკის კიბით. ქალი კედელს აუყვება და
იმ კიბეს შეახტება. მერე იმ კიბეს ვიღაც აქაჩავს, ზემოთ აწევს,
ისინი კი მაგრად მოებღაუჭებიან, ერთმანეთთან ჩახუტებულები.
ყველაფერს გასცდებიან: კოშკურებს, კოშკებს, ტაძრის გუმბა-
თებს და იმ ნაპრალსაც, რომელიც ყალბ ცას გაუჩნდა… სხვები კი
ქვემოთ დარჩებიან, პირდაღებულები.
როგორი ბავშვური და კეთილი ზღაპრებია!
ჯერჯერობით იმ ცისფერი ქვის გუმბათქვეშ ხან დარია, ხან ავ-
დარია, ხან ქარია, ხანაც თოვს. პირდაპირ საკვირველია, რა ოს-
ტატურადაა ეს ხელოვნური ეფექტები გაკეთებული!
სადღაც ახლოს ბავშვიცაა. ქალს გამბით ესმის მისი ზუზუნი,
თითქოს ქარიან ამინდში დაიბადაო. კარი იღება და იხურება. პა-
ტარას ხმა ხან მძაფრდება, ხანაც სუსტდება. ასეთ პატარა არსე-
ბას ასეთი ღრიალი, ნეტა, როგორ შეუძლია?.. ზოგჯერ მისი ხრინ-
წიანი სუნთქვა ძალიან ახლოს მოდის - მჭახე და რბილი ბგერე-
ბის მონაცვლეობა, როგორც აბრეშუმის ნაჭრის გახევისას გამო-
ცემული ხმა.
ქალი თავის საწოლში წევს, ზეწარი ხან ზემოდან აფარია, ხან
ქვეშ უგია - გააჩნია, დღის რომელი მონაკვეთია. ყველაზე მეტად
თეთრი ბალიში მოსწონს, მედდის ხალათივით ქათქათა და ოდ-
ნავ გახამებული. როცა ჩაის ასმევენ, სიცოცხლის შენარჩუნების
მიზნით, თავქვეშ ბევრ ბალიშს უდებენ. ჩაის ჭიქა ხელში უჭირავს.
თუ გაუვარდა, მაშინვე გაეღვიძება ხოლმე. მაგრამ ყოველთვის
ასე არ ემართება, ზარმაცი კი არ არის!
დროდადრო ოცნებასაც ეძლევა.
კაცს წარმოიდგენს, რომელიც მასზე ფიქრობს. ეს მისთვის
დიდი შვებაა. ხანაც გონებით ქუჩებში დასეირნობს; ყველა იმ ქუ-
ჩას, იმ უბანს, იმ ჯურღმულს, იმ ლაბირინთს, იმ სახლს, იმ ოთახს
და იმ საწოლს წარმოიდგენს ხოლმე. ყოველ შეხვედრას, ყოველ
შეტყობინებას, ყოველ კიბეს და იმ კიბის ყოველ საფეხურს ხე-
დავს. ახსენდება, იმან რა უთხრა, თვითონ რა უთხრა, რა გააკე-
თეს, იმის მერე კიდევ რა გააკეთეს… ისიც კი ახსენდება, როგორ
კამათობდნენ, როგორ ჩხუბობდნენ, როგორ შორდებოდნენ,
როგორ ენატრებოდათ ერთმანეთი და როგორ რიგდებოდნენ…
როგორ უყვარდათ ერთმანეთის დაკვლა, ერთმანეთის სისხლის
დალევა… ერთმანეთს ვანადგურებდით და ვანგრევდითო, ფიქ-
რობს. მაგრამ დღევანდელ დღეს, ამ დანგრეულ სამყაროში, რო-
გორ იცხოვრებ, თავადაც თუ არ დაინგრევი?
ზოგჯერ უნდა, რომ ასანთს გაჰკრას და ესროლოს, დაწვას…
ბოლო მოუღოს ამ დაუსრულებელ, უაზრო მონატრებას. დღის
ბოლოს ისეთი ქანცგაწყვეტილია, რომ სხეული თავისას შვრება,
ითიშება და გონებას ცოტას ასვენებს. მაგრამ სხვაგვარად მისი
ხატის განდევნა არ შეუძლია… ისე, ძალიანაც არ ცდილობს… სი-
ნამდვილეში მისი განდევნა კი არ უნდა, მხოლოდ იმ საშიში ნე-
ტარების წამის განცდა უნდა, თითქოს თვითმფრინავიდან შემ-
თხვევით რომ გადმოვარდი… მისი მშიერი მზერის დანახვა უნ-
და…
ბოლოს რომ შეხვდნენ და მის ოთახში აბრუნდნენ, იქ რაც
მოხდა, დახრჩობას ჰგავდა - ყველაფერი დაბნელდა ირგვლივ და
მხოლოდ რაღაც გუგუნი ესმოდა ყურებში… მაგრამ იმავ-
დროულად ყველაფერი მოვერცხლილი, მოლივლივე, შენელე-
ბული და ნათელი იყო.
მისი მთელი ეს მდგომარეობა ერთი ფრაზით იხსნება - გრძნო-
ბის მონობა!
იქნებ კაცს მისი ხატი სულ თან დააქვს, გულში გამოკეტილი?
ან იქნებ მთლად ხატი კი არა, რაღაც დიაგრამის მსგავსია - იმ რუ-
კის მაგვარი, რომელზეც განძის ადგილია აღნიშნული? მოკლედ,
რაღაც ისეთი, რაც დაბრუნებას აიძულებს.
პირველ რიგში, უზარმაზარი ტერიტორია ექნება გადმოსალა-
ხი, ათასობით მილი, რომლებიც კლდეებითა და მთებითაა შე-
მოზღუდული, მყინვარწვერებით, ნაპრალებით და უღელტეხი-
ლებით. მერე უღრანი ტყეები იწყება, ჩამოყრილი ტოტებითა და
წაქცეული ხეებით დახერგილი, ნეშომპალით და ხავსით დაფა-
რული, და ხავსის ქვეშ ლპობადი ხის კუნძებით. ამას მდელოები
მოყვება, მერე ყამირები და სტეპები, და წითელი, გამომშრალი
კლდეები, სადაც ომი მძვინვარებს. იქ, კლდეებსა და გამომშრალ
კანიონებში მებრძოლები არიან ჩასაფრებული, ძირითადად -
სნაიპერები.
მერე პატარ-პატარა სოფლები დაიწყება, ბინძური ქოხმახე-
ბით, ელამი ბავშვებით, ფიჩხის კონებით დატვირთული, წელში
მოხრილი ქალებით, მტვრიანი შუკებითა და ღორების სანებივ-
რო ტლაპოებით. მერე ლიანდაგები გაიჭიმება, რომლებიც ქალა-
ქებზე გადის; რკინიგზის სადგურები, დეპოები, ქარხნები და საწ-
ყობები, ეკლესიები და მარმარილოთი მოპირკეთებული ბანკები;
მერე დიდი ქალაქები გამოჩნდება, უზარმაზარი კოშკებით, რომ-
ლებიც კრამიტითაა გადახურული… არა, კრამიტით კი არა, რაიმე
უფრო თანამედროვე, სინამდვილესთან უფრო ახლოს მდგომი
მასალით… თუთიით? არა, თუთიისაგან ღარიბი დედაკაცების-
თვის ვარცლებს აკეთებენ…
კოშკები ფოლადითაა გადახურული. იქ ჭურვებს ამზადებენ.
ჭურვებიც იქვე ცვივა… მაგრამ ის ყველაფერ ამას გაექცევა, ყვე-
ლაფერს დააღწევს თავს და საღსალამათი დაბრუნდება, ამ ქა-
ლაქში ჩამოვა; ქალაქში, რომელშიც თავისი ქალი ეგულება. იმ
სახლებსა და ნაგებობებს დაუვლის, რომლებითაც მისი ქალია
გარემოცული; იქ მივა, სადაც მისი ქალი ყველაზე მაღალ და ყვე-
ლაზე მიუდგომელ კოშკშია გამომწყვდეული; იმ კოშკში, კოშკს
სულაც რომ არ ჰგავს, შენიღბული რომ არის და ამიტომაც გეპა-
ტიება, უბრალო სახლი თუ გეგონება. ის ქალი იმ ყველაფრის მო-
ცახცახე გულია, რაც მის თეთრ საწოლზეა ახლა დახვავებული.
საფრთხისგან მოშორებით ჰყავთ ჩაკეტილი… მისი უსაფ-
რთხოების დაცვა ყველას მთავარი საზრუნავია, მთელი დღე ამის
ფიქრში არიან - ყველაფრისაგან იცავენ… ფანჯრიდან კი იხედება,
მაგრამ ვერავინ სწვდება; ვერც თვითონ სწვდება ვერავის.
ნამდვილი დიდი ნულია; ის სივრცეა, რომელიც არყოფნით გა-
ნისაზღვრება. ამიტომაც ვერ სწვდებიან, ამიტომაც თითს ვერავინ
აკარებს. ამიტომაც ვერ აკერებენ იარლიყებს… საოცრად მომ-
ხიბლავი ღიმილი აქვს, მაგრამ ამ ღიმილის მიღმა თვითონ არა
დგას.
კაცს უნდა, რომ ქალი მართლაც სრულიად უსაფრთხოდ იყოს.
განათებულ ფანჯარასთან მდგომი წარმოიდგინოს, ჩაკეტილ
კარს მიღმა. თვითონ კი იქვე ახლოს დადგეს, წაბლის ხის ქვეშ,
და მისკენ იცქირებოდეს… მერე მხნეობას მოიკრებს და კედელზე
აძვრება, ვაზზე მობღაუჭებული აუყვება, საკუთარი სიმარჯვით
აღფრთოვანებული. მერე დაიხრება, ფანჯარას გამოაღებს და
ოთახში გადაძვრება... ლამის ესმის, რადიო საცეკვაო მელოდი-
ას რომ უკრავს; მუსიკა ხან ხმამაღლა ისმის და ხანაც - მიყუჩდე-
ბა, ნაბიჯების ხმით ჩახშული. ერთმანეთს არაფერს ეუბნებიან, და
ასე იწყება სხეულთა ისევ ის ნაზი, მტკივნეული და საოცარი ურ-
თიერთშერწყმა; ზეწრებში შეფუთული, ოდნავ მოყოყმანე და ისე-
თი მრუმე, როგორც წყალქვეშ.
უსაფრთხოდ ცხოვრობ, კოშკში გამოკეტილიო, უთხრა ერ-
თხელ.
ჰო, შეიძლება ასეც ითქვასო, უპასუხა ქალმა.
მაგრამ ამ ცხოვრებას როგორ დაეხსნას, თუ კაცი არ მიეხმა-
რა?
გლოუბ ენდ მეილი, 26 მაისი, 1937
წითლების ანგარიშსწორება ბარსელონაში

პარიზი, სპეციალურად გლოუბ ენდ მეილისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონაში მიმდინარე პროცესებ-


ზე ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია, ჩვენმა პარიზელ-
მა კორესპონდენტმა მაინც მოახერხა, ეცნობებინა ჩვენთვის იმ
შეტაკების შესახებ, რომელიც ამ ქალაქში რესპუბლიკელთა ორ
დაპირისპირებულ ფრაქციას შორის მოხდა. გავრცელდა ჭორი,
რომ სტალინის მომხრე, რუსეთის დახმარებით კარგად შეიარა-
ღებულმა კომუნისტებმა რეპრესიები წამოიწყეს ექსტრემისტი
ტროცკისტების მიმართ, რომლებიც ანარქისტებს შეუერთდნენ.
რესპუბლიკელთა სათავეში მოსვლის პირველმა ხანებმა საფუძ-
ველი შეუქმნა ეჭვისა და შიშის ატმოსფეროს გამეფებას, რადგან
კომუნისტებმა „მუშათა პარტიის მარქსისტულ გაერთიანებას“,
პოუმ-ს, ბრალი დასდეს მეხუთე კოლონის ძირგამომთხრელ საქ-
მიანობაში. ბარსელონას ქუჩებში ადგილი ჰქონდა ხელჩართულ
შეტაკებებს, რომლებშიც პოლიცია კომუნისტებს უჭერდა მხარს.
აღნიშნული მარქსისტული გაერთიანების ბევრი წევრი უკვე და-
პატიმრებულია, სხვები - ქვეყნიდან გაიქცნენ. ამბობენ, რომ და-
პირისპირებაში კანადის რამდენიმე მოქალაქეც მონაწილეობ-
და, მაგრამ ეს ცნობა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული და გადა-
მოწმებას საჭიროებს.
რაც შეეხება ესპანეთის სხვა ქალაქებს, მადრიდი ჯერ კიდევ
რესპუბლიკელების ხელშია, თუმცა ფაშისტურმა ძალებმა, გენე-
რალ ფრანკოს მეთაურობით, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი
წარმატება მოიპოვეს.
ბრმა მკვლელი: იუნიონ სთეიშენი

ქალი თავს ხრის და შუბლით მაგიდას ეყრდნობა. კაცის დაბ-


რუნების წარმოდგენა უნდა.
უკვე ბინდია, სადგურზე ლამპიონები აანთეს. მათ შუქზე კაცს
სახე მთლად გამოყლაპული ექნება. სადღაც ახლოს ლურჯად მო-
ლივლივე ზღვის ნაპირია; კაცს თოლიების ყიპყიპიც კი ესმის.
ორთქლმავლიდან გამოვარდნილ შიშინა კვამლში გახვეული,
მატარებელს ახტება, ნაჭრის სამგზავრო ზურგჩანთას ბარგის და-
სადებ თაროზე შემოაგდებს და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვე-
ბა. მერე სადგურში ნაყიდი სენდვიჩის პაკეტს ჯიბიდან იღებს და
ქაღალდს შემოახევს. ისეთი დაღლილია, ჭამის თავიც არა აქვს.
წინ მოხუცი ქალი უზის. ქალი რაღაცას ქსოვს - წითელი სვიტ-
რია. იცის, რასაც ქსოვს, იმიტომ, რომ ქალი თავად ეუბნება. თუ
უფლებას მისცემს, მეტსაც ეტყვის, ყველაფერს მოუყვება შვი-
ლებზე, შვილიშვილებზე… ალბათ, მათი სურათებიც ექნება წამო-
ღებული, მაგრამ მისი მოსმენის თავიც არა აქვს; მით უფრო, ბავ-
შვებზე არაფრის მოსმენა არ უნდა; დახოცილი ბავშვები იმდენი
ნახა, რომ… სულ ის ბავშვები ელანდება, დახოცილ ქალებსა და
მოხუცებზე ხშირად ისინი აგონდება. დახოცილი ბავშვების და-
ნახვა ყოველთვის მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო მის-
თვის - მძინარე თვალები, სანთელივით გაყვითლებული ხელები,
გაფარჩხული თითები, სისხლით გაჟღენთილი ჭინჭის ტიკინები…
თავს აბრუნებს და საკუთარ გამოსახულებას აცქერდება ვაგონის
ფანჯარაში - ჩაცვენილი თვალები, აწეწილი, სველი თმა, მუქი,
მომწვანო ფერის პირისახე, ცოტა გამურული… და ხეების მორბე-
ნალი სილუეტები ამ ყველაფრის უკან.
დგება, მოხუც ქალს გვერდს უვლის და ტამბურში გადის. იქ სი-
გარეტს ეწევა, ფერფლს ფერთხავს; მერე კარს აღებს და ვაგო-
ნებს შუა, სიცარიელეში შარდავს. თვითონაც ისეთი გრძნობა
აქვს, რომ სიცარიელეს უბრუნდება… იქნებ ჯობდეს, რომ გადა-
ვარდეს? ვერც ვერასოდეს იპოვიან მის გვამს.
ჭაობები და მათ გადაღმა ოდნავ მბჟუტავი ჰორიზონტი გამოჩ-
ნდა. ვაგონში ბრუნდება. მატარებელში ხან ყინავს და ნესტია, ხა-
ნაც ძალიან ცხელა და ჰაერი არ მოძრაობს; კაცს ხან ოფლი ას-
ხამს, ხანაც სიცივისაგან კანკალებს, ან ორივე ერთად ემართება
- თან იწვის და თანაც იყინება, როგორც ძლიერი სიყვარულისა-
გან იცის ხოლმე. სავარძლის შალითა ბუსუსებიანი და უხეშია,
ლოყებს უკაწრავს. ბოლოს მაინც ჩაეძინება, პირღიას, ჭუჭყიან
ფანჯარაზე თავმიყრდნობილს. ყურებში საქსოვი ჩხირების წკა-
პაწკუპი და ლიანდაგის ჭრიალი ჩაესმის, გეგონება, რომელიმე
დაუნდობელი მეტრონომი ჩაურთეს ყურთანო.
ახლა ქალს იმის წარმოდგენა უნდა, თუ რა ესიზმრება. ალბათ,
მასაც სულ ქალი ესიზმრება. ცა სველი შიფერის ფერისაა, ისინი
კი ერთმანეთისაკენ მიფრინავენ, უჩინარი ფრთებით; ერთმა-
ნეთს დაეძებენ, დაეძებენ, იმედიანად და თან ერთმანეთის და-
კარგვის შიშით. სიზმარში ერთმანეთს ეხებიან, ერთმანეთში იხ-
ლართებიან… ეს შეხება ურთიერთშეჯახებას უფრო ჰგავს და
ფრენა ამით სრულდება. მიწაზე ჩამოცვივდებიან, უიღბლო პარა-
შუტისტებივით, ფრთამოტეხილი ანგელოზებივით, უკან კი თავი-
ანთი დაღვრილი სიყვარულის კვალს ტოვებენ, აბრეშუმის გა-
ხეული ნაჭერივით; მტერი მათ ვარდნას მიწიდან შენიშნავს და
ცეცხლს უხსნის…
ერთი დღე გადის, მერე ღამდება და კიდევ ერთი დღე გადის.
მატარებელი რომ ჩერდება, სადგურზე ჩადის ხოლმე; ვაშლს,
კოკა-კოლას, ათ ღერ სიგარეტს და გაზეთს ყიდულობს. ჯობდა,
ალკოჰოლიანი სასმელი ეყიდა, ცოტათი მაინც გათიშავდა. ნაწ-
ვიმარი ფანჯრებიდან იყურება, თვალწინ გადაშლილ მინდვრებს
შესცქერის, მერე თვალი ეღლება და ჩათვლემს. საღამოობით მა-
ტარებელში მზე ძალიან ნელა და დიდხანს ჩადის, რადგან მატა-
რებელი დასავლეთისაკენ მოძრაობს და მზეს ფეხდაფეხ მის-
დევს. მზე თანდათან ფერს იცვლის - ვარდისფრიდან იასამნის-
ფერში გადადის, სანამ საბოლოოდ ჩაესვენებოდეს და გზას ღა-
მეს დაუთმობდეს. ღამე მთელი თავისი სიგრძე-სიგანით ჩამოწვე-
ბა - ვარსკვლავებით, დიდხნიანი გაჩერებებით და რკინიგზის ლი-
ანდაგის გაზვიადებული ჭრიალით. თვალს რომ ხუჭავს, წითელ
შუქს ხედავს. ეს ცეცხლის შუქია, აფეთქებების ალი.
ოდნავ რომ ინათებს, ეღვიძება. ერთ მხარეს წყალს ხედავს,
სუფთას, დამდგარს და ვერცხლისფერს. შიდა ტბაც გამოჩნდაო,
ფიქრობს. ლიანდაგის მეორე მხარეს პატარა, მოწყენილი სახ-
ლები დგას, ეზოებში გაფენილი ყურებჩამოყრილი სარეცხით, მე-
რე აგურის ინკრუსტირებული მილიც გამოჩნდება - უსიცოცხლო
ქარხანა, მაღალი საკვამურით; მალე მეორე ქარხანაც გამოჩ-
ნდება, ფანჯრის მინებში არეკლილი მტრედისფერი ცით.
ქალი ახლა უკვე იმას წარმოიდგენს, დილაადრიან როგორ
ჩამოდგება მატარებელი ქალაქში, როგორ ჩამოვა კაცი მატა-
რებლიდან და როგორ გაივლის სადგურის ბაქანზე, მერე თაღით
გადახურულ, სვეტებიან და მარმარილოს იატაკიან პასაჟში შევა,
სადაც მატარებლების მოძრაობის განრიგის გამომცხადებლის
ხმის ექო ისმის, თავად ნათქვამს კი ვერ გაარჩევ. გარშემო კვამ-
ლის სუნი ტრიალებს - სიგარეტის ბოლის, მატარებლის გამონა-
ბოლქვის, თავად ქალაქის კვამლის, რომელიც მტვერივით ეფი-
ნება იქაურობას. თავადაც ამ კვამლის მტვერში მიიკვლევს გზას,
ხელებგაშლილი, კაცისკენ გასაქცევად გამზადებული; რომ შეხ-
ვდება, კაცი ჰაერში აიტაცებს. სიხარული ისე ებჯინება ყელში,
თითქოს შიში იყოს… კაცს ვერ ხედავს. მზის შუქი პასაჟში იჭრება,
კვამლი უცებ ალდება, იატაკზე მისი ანარეკლი ლიცლიცებს… აი,
როგორც იქნა, დაინახა, მოშორებით დგას, მაგრამ ქალი ყოველ
დეტალს მშვენივრად არჩევს - თვალებს, პირს, ხელს… მაგრამ
გამოსახულება თრთის, როგორც ტბაში ალივლივებული ანარეკ-
ლი.
ქალის მეხსიერება ამ გამოსახულებას ვერ აკავებს, ვეღარ იღ-
დგენს, რა დაინახა… თითქოს წყლის ზედაპირს ნიავმა გადაუქ-
როლა და ანარეკლი წაშალა, დაანაწევრა, ცისარტყელის ფერე-
ბად და პატარა ჭავლებად დააქუცმაცა. მერე უცებ ისევ ხედავს,
ახლა უკვე სხვა სვეტთან, ნაცნობი ფორმით აღდგენილს, მაგრამ
მის გარშემო მოლიცლიცე ჰაერით.
ეს ლიცლიცი მისი არყოფნის ნიშანია, მაგრამ ქალს მაინც
ჰაერივით სჭირდება. ეს მისი ყოველდღიური სასუნთქი ჰაერია,
რაც აძლებინებს და ასულდგმულებს; რაც საშუალებას აძლევს,
რაღაცეები აღიქვას - დღეა თუ ღამე, ხელთათმანი აიღო თუ ფეხ-
საცმელი, სკამს ხედავს თუ თეფშს.
საპირფარეშოს კაბინა

აქედან მოყოლებული, ყველაფერი მუქ ფერებში გადავა. მაგ-


რამ ეს თქვენთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. ამას ისედაც
ივარაუდებდით, რადგან უკვე იცით, ლორას რაც დაემართა.
თავად ლორამ კი ჯერ არ იცოდა. თავშიც არ მოსვლია დაჩაგ-
რული რომანტიკული გმირის როლის თამაში. ასეთ გმირად მოგ-
ვიანებით ჩამოყალიბდა ტრაგიკული აღსასრულის გამო და, აქე-
დან გამომდინარე, თავისი თაყვანისმცემლების თვალში. ყო-
ველდღიურ ცხოვრებაში ხშირად საკმაოდ გამაღიზიანებლადაც
კი იქცეოდა, ისევე, როგორც ყოველი ჩვენგანი. ხან სრულიად
უფერული არსება ხდებოდა, ხანაც - მხიარულდებოდა. დიახ, ის
ახალი გარემოება, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდა და არავის
ეუბნებოდა, ხანდახან მისი უზომოდ გამხიარულების მიზეზი ხდე-
ბოდა. სწორედ მისი ეს მხიარულების მომენტები მტკენს ახლა
ყველაზე მეტად გულს.
ხალხის მეხსიერებას ლორა ერთ მიწიერ ვნებებს აყოლილ,
თამამ და რომანტიკულ არსებად შემორჩა, რომელსაც გარეგნუ-
ლად არაფერი ემჩნეოდა - ერთი ქერა გოგონა იყო და საკუთარ
ფიქრებსა და ოცნებებში ჩაძირული დასეირნობდა აქეთ-იქით.
მისნაირი გოგონა გარშემო ბევრია, ჩვენი გარემოცვა სავსეა ასე-
თი გოგონებით; თითო ასეთი გოგონა ყოველ წამს იბადება. მათ,
ძირითადად, არაფერი ისეთი არ ემართებათ - ცხოვრობენ და
ბერდებიან. მაგრამ ლორა განსაკუთრებული აღმოჩნდა. სხვათა
შორის, ჩვენ გავხადეთ ასეთი განსაკუთრებული - მე და თქვენ.
ახლა მას სურათზე, ალბათ, მინდვრის ყვავილების ფონზე დახა-
ტავდნენ, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ლორას მსგავსი რამ იშ-
ვიათად გაუკეთებია. მის ზურგს უკან ტყის ჩრდილს დამხობილი
ღმერთი შეჰფარვია. მხოლოდ ჩვენ ძალგვიძს მისი დანახვა. მხო-
ლოდ ჩვენ ვიცით, რომ, ერთხელაც იქნება, და თავს დაესხმება.
ჩემს ნაწერებს თვალი გადავავლე და ცოტა არაადეკვატური
მომეჩვენა. შესაძლოა, მათში ბევრი რამ მეტისმეტად ქარაფშუ-
ტულია, ან ბევრი ისეთი დეტალია აღწერილი, რაც სხვას არასე-
რიოზულად მოეჩვენება: უამრავი მოდიდან გადასული სტილისა
და ფერის ტანსაცმელი - ფარვანის უსიცოცხლო ფრთები; უამრა-
ვი სადილი, არცთუ ყოველთვის დიდად საინტერესო, საუზმე, პიკ-
ნიკი, კრუიზი, კოსტიუმირებული მეჯლისი, გაზეთების ამონარი-
დები, მდინარეზე ნაოსნობა. ასეთი რამეები ტრაგედიას მაინცდა-
მაინც არ უხდება. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ტრაგედია ერთი
გაბმული მოთქმა არ არის, უამრავ სხვადასხა დეტალს შეიცავს,
რომელსაც ის კულმინაციურ წერტილამდე მიჰყავს. ერთი
ჩვეულებრივი საათი მეორეს მოსდევს, დღე - დღესა და წელიწა-
დი - წელიწადს, ვიდრე, საბოლოოდ, ის ერთი წამი არ დადგება,
როცა ზურგში დანას ჩაგცემენ, ფეხებთან ჭურვი აგიფეთქდება, ან
მანქანით ხიდიდან გადაიჩეხები.
უკვე აპრილია. ენძელები კარგა ხანია, გვესტუმრნენ და
გაუჩინარდნენ კიდეც, გზა ზამბახებს დაუთმეს. მალე უკანა ვე-
რანდაზე შევძლებ გადაბარგებას; მზიან ამინდში მაინც მივუჯდე-
ბი იმ ჩემს ძველ, ნაომარ და ნათაგვარ მაგიდას. ქვაფენილებზე
ყინული უკვე დადნა, ასე რომ ფეხითაც დავსეირნობ ხოლმე. ზამ-
თრის პასიურობის თვეებმა ძალიან დამასუსტა. ამ სისუსტეს ფე-
ხებში ვგრძნობ. და მაინც, ჩემი ძველი ტერიტორიების შემოვლას
ისევ ვგეგმავ; ისევ ამოვთხრი იმ ჭებს, საიდანაც მაცოცხლებელ
წყალს გეახლებით ხოლმე.
დღეს, ჩემი ჯოხისა და ალაგ-ალაგ შესვენებების წყალობით,
სასაფლაომდე მივაღწიე. ჩეიზების ანგელოზები ადგილზე დამ-
ხვდნენ, მშვიდობიანად გამოუზამთრებიათ. წარწერებიც ადგილ-
ზეა, ოღონდ ცოტა ძნელი წასაკითხი გახდა… ან იქნებ მე გა-
მიუარესდა მხედველობა?.. ასოებს ხელი გადავუსვი. მიუხედა-
ვად მათი სიმყარისა, ოდნავ მორყეულები მომეჩვენა, დარბილე-
ბულებიც კი. რას იზამ, დრო თავისას ჭამს უჩინარი კბილებით.
ვიღაცას შარშან შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლები გა-
დაეგავა ლორას საფლავიდან. თეთრი ნარგიზების პატარა
თაიგულიც დაედო; ყვავილები უკვე ოდნავ შელახულიყო. დამ-
ჭკნარი თაიგული ავიღე და უახლოეს სანაგვე ყუთში ჩავაგდე. ნე-
ტა, რას ფიქრობენ ეს ლორას თაყვანისმცემლები? ვის უხარია ამ
ყვავილების დანახვა? უფრო სწორად, მათი აზრით, ვინ უნდა
აალაგოს ეს დამჭკნარი თაიგულები, მათი ყალბი სევდის სიმბო-
ლოები, ლორას საფლავიდან და საფლავის მიმდებარე ტერიტო-
რიიდან?!
ტირილი მოგენატრათ? კი ბატონო, ახლავე გაგიჩენთ სატი-
რალს, - გვეტყოდა ხოლმე რენი. მისი შვილები რომ ვყოფილიყა-
ვით, აუცილებლად მიგვტყეპავდა, მაგრამ არასდროს მივუტყეპი-
ვართ და, ამიტომ, ვერც ვერასდროს შევიტყეთ, სატირალში რას
გულისხმობდა.
უკანა გზაზე დონატების მაღაზიასთან შევჩერდი. ეტყობა, ისე-
თივე დაქანცული გამომეტყველება მქონდა, როგორადაც თავს
ვგრძნობდი, ჰოდა, მიმტანი მაშინვე მომეახლა. ამ მაღაზიაში,
ჩვეულებრივ, თვითმომსახურებაა - რიგში დგები და თვითონ მი-
გაქვს მაგიდასთან, რასაც აირჩევ, მაგრამ ის გოგო - მრგვალი სა-
ხით, მუქი თმითა და შავი ტანსაცმლით, რომელიც, ალბათ, მათი
ახალი უნიფორმა იყო - თვითონ მოვიდა და მკითხა, რა მოგარ-
თვათო. ერთი ჭიქა ყავა და ერთი ჯემიანი ფუნთუშა შევუკვეთე.
მერე დავინახე, დახლთან მდგომ მეორე გოგონას რომ გა-
დაუჩურჩულა რაღაც და მივხვდი, რომ მიმტანი კი არა, კლიენტი
ყოფილა, ჩემსავით. მისი შავი ტანსაცმელიც უბრალოდ შავი
ბლუზა და შავი შარვალი აღმოჩნდა… თანაც, სადღაც რაღაც ვერ-
ცხლისფერიც გამოუკრთა, ალბათ ელვა თუ იქნებოდა. სანამ
მადლობას გადავუხდიდი, წავიდა კიდეც.
რა სასიამოვნოა, ამ ასაკის გოგონები ასე გულისხმიერად
რომ იქცევიან. ძირითადად (ახლა, ცხადია, საბრინას ვგულის-
ხმობ), დაუფიქრებელ და უგულო უმადურობას იჩენენ ხოლმე.
მაგრამ ეს უგულობა და უმადურობა მათი თავდაცვის იარაღია..
ამის გარეშე როგორ იცხოვრონ? მოხუცებს ახალგაზრდების-
თვის სიკეთე სურთ, მაგრამ ზოგჯერ ბოროტადაც ექცევიან - უნ-
დათ, რომ თავფეხიანად გადასანსლონ, მათი სიცოცხლისუნა-
რიანობა შეიწოვონ და ამით უკვდავები გახდნენ. ახალგაზრდე-
ბის ეს უზრდელობა და უგულისყურო დამოკიდებულება რომ არა,
წარსული ყველა ბავშვს გაანადგურებდა; ცხადია, სხვების წარსუ-
ლი, რომელსაც მათ აჰკიდებდნენ მძიმე ტვირთად. ასე რომ, ეგო-
იზმი მათი თავდაცვითი ნიჭია.
სათქმელს დავუბრუნდეთ.
ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილმა ნამდვილმა ოფიციანტმა
ყავა მომიტანა. ცხადია, ფუნთუშაც მოაყოლა, რომლის შერჩევაც
წამსვე ვინანე - ვერაფრით ვერ მოვკბიჩე! ამ საზოგადოებრივი
კვების ობიექტებში ყველაფერი უზარმაზარი და მძიმე გახადეს -
მატერიალური სამყარო, ამ ბოლო დროს, საკუთარ თავს უზარ-
მაზარი, ცუდად გამომცხვარი ცომის ნაჭრებით ავლენს.
როდესაც ყავა იმდენი დავლიე, რამდენიც შემერგებოდა, სა-
პირფარეშოსკენ დავიძარი. შუა კაბინაში რომ წარწერები მეგუ-
ლებოდა, ისინი გადაეღებათ, მაგრამ საბედნიეროდ, ახალი სე-
ზონის მიმოწერა უკვე გაჩაღებულიყო. ზედა მარჯვენა კუთხეში,
ინიციალების ერთი ჯგუფი მეორეს სიყვარულს ეფიცებოდა, რო-
გორც ყოველთვის. ამ წარწერას კარგი ხელით დაწერილი ლურ-
ჯი სტრიქონი მოსდევდა: კარგი მსჯელობის უნარს გამოცდილება
ავითარებს. თავად გამოცდილება კი, ცუდი მსჯელობის შედეგია.
ამ წარწერას საპასუხო, წითელი პასტით შესრულებული შე-
ნიშვნა ახლდა: გამოცდილ გოგონას თუ ეძებ, დაურეკე დრუნჩა
ანიტას. სამოთხეს გაჩვენებს! და ტელეფონის ნომერიც იქვე იყო
მითითებული.
ზოგჯერ მგონია… არა, კი არ მგონია, უბრალოდ, წარმოვიდ-
გენ ხოლმე, რომ ეს წარწერები ლორას შექმნილია და უბრალოდ
სხვა გოგონების ხელით წერს. სრულიად გიჟური აზრია, მაგრამ
მე მომწონს, რადგან, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ
ამით მე მიგზავნის შეტყობინებებს; ამ ქალაქში ხომ უკვე სხვას
აღარავის იცნობს. მაგრამ მე თუ მიგზავნის, რისი თქმა უნდა? ალ-
ბათ იმისი არა, რასაც ღია ტექსტით ამბობს.
ზოგჯერ კიდევ უფრო გიჟური აზრიც მომდის ხოლმე თავში -
მინდა, რომ ჩემი აკანკალებული ხმაც შევუერთო ამ პატარა სე-
რენადების მომღერალ ანონიმურ გუნდს, ამ უდიერ და უხამს სა-
სიყვარულო წერილებს, განცხადებებს, ჰიმნებსა და წყევლებს.
ბედის ჯიუტი ხელი წერს და წერას არ იშლის,
მერე კი თავის ნამოღვაწარ წიგნს რომ გაგიშლის,
გინდა ევედრე, გინდა წყევლე, გინდა იტირე,
სიტყვას არ შეცვლის და ბოლომდე დედას გიტირებს!
ჰა, როგორია? ხომ წავა? აბა, რას იზამს! დასხდნენ უნიტაზზე
და იყმუვლონ მერე, რამდენიც უნდათ!
ერთხელაც, როცა უკეთ ვიქნები, სპეციალურად მოვალ და
აუცილებლად მივაწერ! მაგრა გამხიარულდებიან და, ალბათ, სა-
პასუხო წარწერებსაც დატოვებენ. სწორედ ეგ არ უნდათ? ყველას
ეგ არ გვინდა?გვინდა, ისეთი შეტყობინება დავტოვოთ, რომელ-
საც ეფექტი ექნება, თუნდაც გინება იყოს. მთავარია, ისეთი რამ
ითქვას, რასაც გონებიდან ვერ ამოშლი.
მაგრამ ასეთი შეტყობინებები საშიშია. კიდევ ერთხელ დაფიქ-
რდი, სანამ საკუთარ თავს ბედისწერას მიანდობ.
(კიდევ ერთხელ დაფიქრდი, - თქვა რენიმ. მხოლოდ ერთხელ
რატომ? მეტჯერ არ შეიძლება? - იკითხა ლორამ).
კნუტი

სექტემბერი მოვიდა. მერე ოქტომბერი. ლორა ისევ სკოლაში


გავამწესეთ. ახლა უკვე სხვა სკოლაში. იქაური კილტები რუხი და
ლურჯი იყო, და არა ღვინისფერი და შავი, როგორც ადრე. სხვაფ-
რივ კი ამ ორ სკოლას შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი.
ნოემბერში, როცა ჩვიდმეტის გახდა, ლორამ გამოაცხადა,
რიჩარდი ფულს უაზროდ ფლანგავსო. სკოლაში სიარულს გან-
ვაგრძობ, თუ ასე ძალიან უნდა, ამ ჩემს სხეულს მერხზე დავდებ
ხოლმეო, მაგრამ საჭიროსა და მნიშვნელოვანს არაფერს მასწავ-
ლიანო. ეს სრულიად მშვიდად და უბოროტოდ გამოაცხადა, და,
ჩემდა გასაოცრად, რიჩარდმა ფარ-ხმალი დაყარა - რა უშავს,
სკოლაში თუ არ ივლის, საკუთარი თავის შესანახად მუშაობა მა-
ინც არასდროს დასჭირდებაო, ასე თქვა.
მაგრამ ლორა რაღაცით უნდა დაკავებულიყო, ჩემსავით. ჰო-
და, ავიღეთ და უინიფრედის ერთ-ერთ საქმიანობაში ჩავრთეთ,
ნებაყოფლობითი ორგანიზაცია „აბიგაილების“ წევრი გავხადეთ.
ეს ორგანიზაცია საავადმყოფოებს სტუმრობდა. „აბიგაილები“
მხიარული ორგანიზაცია გახლდათ - გოგონები, კარგი ოჯახები-
დან, სათანადოდ იწვრთნებოდნენ, რომ მომავალში უინიფრედე-
ბი გამხდარიყვნენ. მათ მწველავების წინსაფრებს უკეთებდნენ,
საკინძესთან ამოქარგული ტიტებით, და საავადმყოფოს პალა-
ტებში დააწოწიალებდნენ, რათა ავადმყოფებს გასაუბრებოდნენ,
მათთვის წიგნი წაეკითხათ ან, უბრალოდ, გაერთოთ (კერძოდ
როგორ, დაზუსტებული არ იყო).
ლორა ამ საქმიანობას საკმაოდ კარგად მოერგო. ცხადია,
სხვა აბიგაილებს ვერ იტანდა, მაგრამ წინსაფარი მოეწონა. სავა-
რაუდოდ, ღარიბთა პალატებს მიეძალა, სადაც სხვა გოგონებს
სიარული არ სურდათ იქ გამეფებული სიმყრალისა და უზნეობის
გამო. იმ პალატებში, ძირითადად, უპატრონოები იწვნენ: სკლე-
როზიანი ბებრუხანები, უფულო და ბედს მინდობილი ვეტერანე-
ბი, ცხვირწამპალი კაცები, რომლებსაც მესამე სტადიის ათაშან-
გი სჭირდათ და სხვა ამგვარი უიმედო ავადმყოფები. ასეთ ადგი-
ლებში მედდებიც აკლდათ, ჰოდა, ლორამ მალე ისეთ საქმეებსაც
მიჰყო ხელი, რომელთა კეთება აბიგაილებს საერთოდ არ ევა-
ლებოდათ; უფრო მეტიც - სასტიკად ეკრძალებოდათ. ბინძური
ჩვრებისა და ნარწყევის ალაგება სულაც არ აღელვებდა, არც გი-
ნება თუ უხამსი ბოდვა აღიზიანებდა და არც სხვა შავი სამუშაოს
კეთებას თაკილობდა. ეს სულაც არ იყო ის, რასაც უინიფრედი
გეგმავდა, მაგრამ მალე ამასთან შეგუება მოგვიხდა.
მედდები ფიქრობდნენ, ლორა ანგელოზიაო (ყოველ შემთხვე-
ვაში, ზოგი ნამდვილად ფიქრობდა ასე, სხვებს კი, ალბათ, ფეხებ-
შიც ედებოდა). როგორც უინიფრედისაგან ვიგებდით, რომელიც
სიტუაციას აკონტროლებდა და უამრავი ამბის მომტანიც ეგულე-
ბოდა, ლორა განსაკუთრებით შეუდარებელი და შეუცვლელი
უიმედო ავადმყოფებთან იყო. როცა ის უბედურები კვდებიან, გუ-
ლი არ მისდის, ჩვეულებრივ, სრულიად ბუნებრივ მოვლენად
აღიქვამს, რაც მომაკვდავებს ძალიან უმსუბუქებს იმქვეყნად გამ-
გზავრებასო. უინიფრედისთვის ლორას ეს ახალი ტალანტი უკვე
სრული დასტური იყო იმისა, რომ ლორა ძალიან „უცნაური“ გო-
გო იყო.
- ეტყობა, რკინის ნერვები აქვს, - აღნიშნა ერთხელ. - მე ამას
ვერაფრით ვიზამდი; უბრალოდ, ვერ გადავიტანდი. არა, ხომ
წარმოგიდგენიათ?!
ამასობაში ლორას დებიუტიც უკვე იგეგმებოდა. თავად მან
ჯერ არაფერი იცოდა; უინიფრედს ვაფრთხილებდი, ლორას ამაზე
დადებითი რეაქცია არ ექნება-მეთქი. ასეთ შემთხვევაში, ყველა-
ფერი წინასწარ უნდა დავგეგმოთო, მითხრა, მერე კი, როგორც
fait accompli, ისე მივაწოდოთო; ან კიდევ უკეთესი, დებიუტს სუ-
ლაც თავიდან ავიცილებთ, თუკი პირდაპირ მის პირველად მი-
ზანს მივაღწევთო, რაც სტრატეგიულ ქორწინებას გულისხმობდა.
ამ საუბრისას მე და უინიფრედი „არკადიან კორტში“ ვსაუზ-
მობდით, სადაც თავად დამპატიჟა, ჩვენ ორს რომ სწორი სტრა-
ტეგია დაგვესახა.
- სტრატეგია? - ვკითხე გაოცებულმა.
- ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ, მთლად კატასტროფა რომ
არ მოხდეს.
- ლორასთვის საუკეთესო ვარიანტი, არსებული ვითარების
გათვალისწინებით, - განაგრძო უინიფრედმა, - კარგი და მდიდა-
რი ყმაწვილის გამოჩენა იქნება, რომელიც ანკესზე წამოეგება და
ლორას პირდაპირ საკურთხევლთან მიიყვანს. და თუ ის ახალ-
გაზრდა და მდიდარი ყმაწვილი იმდენად ბრიყვიც აღმოჩნდება,
რომ ამ ანკესსაც ვერც შენიშნავს, სანამ გვიან არ იქნება, ჩვენი
საქმე მთლად კარგად წავა.
- რომელ ანკესს გულისხმობ? - ვკითხე უინიფრედს და თან გა-
ვიფიქრე, ალბათ თვითონ სწორედ ამ სქემით გათხოვდა-მეთქი.
ეტყობა, საკუთარი საშიში ხასიათი თავიდან არ გამოავლინა, სა-
ნამ ბ-ნი პრაიორი ანკესს კარგად არ წამოეგო, და მხოლოდ თაფ-
ლობის თვეშიღა აჩვენა კლანჭები. ალბათ ამიტომაც არ უნახავს
ის უბედური თვალით არავის, მის ფოტოებს თუ არ ჩავთვლით.
- უნდა დამეთანხმო, რომ ლორა საკმაოდ უცნაური არსებაა…
შესაძლოა, ეს რბილად ნათქვამიც კი იყოს, - მითხრა უინიფრედ-
მა და საუბარი შეწყვიტა, რადგან ვიღაც ნაცნობი დაინახა და ხე-
ლი აუწია, ვერცხლის სამაჯურების წკრიალით. ძალიან ბევრი სა-
მაჯურის ერთდროულად წამოცმა უყვარდა ხოლმე.
- რას გულისხმობ? - ვკითხე გულუბრყვილოდ, რადგან უინიფ-
რედისეული ახსნების შეგროვება უკვე ერთგვარ გატაცებად მექ-
ცა.
უინიფრედმა ნარინჯისფრად შეღებილი ტუჩები ოდნავ მოპრუ-
წა და შევნიშნე, რომ ცოტა დამსკდარი ჰქონდა. ალბათ მზეზე
დიდხანს გარუჯვის ბრალი იყო; ახლა ეს უკვე ყველამ იცის, მაგ-
რამ მაშინ არ ვიცოდით; უინიფრედს უყვარდა, სპილენძისფერი
რომ დაკრავდა სახეზე.
- ლორა ყველა მამაკაცის გემოვნებაში ვერ ჩაჯდება, ხომ გეს-
მის… ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევა ხოლმე. ცოტა… როგორ
ვთქვა?.. ცოტა სიფრთხილე აკლია.
უინიფრედს ისევ თავისი მწვანე, ალიგატორის ტყავის ფეხსაც-
მელი ეცვა, მაგრამ მე ეს ფეხსაცმელი უკვე აღარ მომწონდა, ჩემს
თვალში ნაკლებ ელეგანტური გახდა, ძალიან მყვირალა მეჩვე-
ნებოდა. ბევრი რამ, რაც უწინ უინიფრედის გარეგნობაში უჩ-
ვეულო, მისაბაძი და ამოუცნობი მეჩვენებოდა, ახლა ჩემთვის უკ-
ვე ძალიან საცნაური და მარტივი გამხდარიყო, რადგან უინიფრე-
დი კარგად გავიცანი. ეს მისი ელეგანტურობა მხოლოდ იაფფა-
სიანი კამუფლაჟი აღმოჩნდა, მის ელვარებას ზემოდან გადასმუ-
ლი ლაკი განაპირობებდა. მე კი ფარდის უკან შეხედვა მოვახერ-
ხე, დეკორაციის უკანა მხარე დავინახე, მისი ეფექტურობის გან-
მაპირობებელი მავთულები და კორსეტები. თანაც უკვე საკუთა-
რი გემოვნებაც ჩამომიყალიბდა.
- მაინც, კონკრეტულად რას გულისხმობ უცნაურ ქცევაში?
- გუშინ მითხრა, ქორწინება სულაც არ არის მნიშვნელოვანი
რამო; მნიშვნელოვანი მხოლოდ სიყვარულია, ამაში ქრისტეს
სავსებით ვეთანხმებიო.
- გასაგებია. მაგრამ ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა, ამაში
ცუდს არაფერს გულისხმობს, სექსზე არ ლაპარაკობს, ანუ, იმის
თქმა მინდა, რომ „ეროსი“ აქ არაფერ შუაშია.
როდესაც რამე ისეთი იყო, რასაც უინიფრედი ვერ იგებდა, ან
დასცინოდა ნათქვამს, ან სრულ იგნორირებას უკეთებდა. ჩემს ამ
ნათქვამს ყური არ ათხოვა.
- ეგენი მხოლოდ სექსზე ფიქრობენ. მნიშვნელობა არა აქვს,
იციან თუ არ იციან, სექსი რა არის. ასეთი დამოკიდებულება ლო-
რასნაირ გოგოს დიდი პრობლემების წინაშე დააყენებს და საფ-
რხეს შეუქმნის.
- გაიზრდება და აზრს შეიცვლის, - ვუთხარი მშვიდად. თუმცა,
ჩემს სიტყვებში თავადვე მეპარებოდა ეჭვი.
- ეგ მალე არ მოხდება… ლორასავით ღრუბლებში მოფარფა-
ტე არსებებს კაცები ადვილად იბრიყვებენ. ჩვენ ახლა ერთი პა-
ტარა რომეო გვჭირდება და ყველაფერი მოგვარდება.
- აბა, მაშ რას მთავაზობ? - ვკითხე და დაბნეული მზერა მივაპ-
ყარი. ამ მზერით მაშინ ვუყურებდი ხოლმე, როცა გაღიზიანების
ან გაბრაზების დაფარვა მინდოდა, მაგრამ ამით კიდევ უფრო
ვუხსნიდი ხელ-ფეხს.
- რას და, როგორც გითხარი, ვინმე კარგ ყმაწვილს შევასა-
ღოთ, ვიდრე ის უბედური აზრზე მოვა, თავს რაში ყოფს, და მერე
იგიჟოს, რამდენიც უნდა! თუ ვინმე დაევასება, ადგეს და ჩუმად
გააბას ურთიერთობა. მთავარია, არ გაუბაზრდეს ეს ამბავი და
არავინ არაფერს იტყვის.
ჩემს თეფშს დავხედე და ქათმის ღვეზლის ნარჩენები ჩან-
გლით გავქექე. ბოლო დროს უინიფრედმა სლენგის გამოყენებას
მოუხშირა; ეტყობა, ეგონა, რომ ასე უფრო თანამედროვე გამოჩ-
ნდებოდა სხვების თვალში. უკვე იმ ასაკში იყო, როცა სლენგის
დახმარებით ცდილობენ, თავი თანამედროვედ მოგაჩვენონ.
როგორც სჩანს, ლორას ხასიათზე ოდნავი წარმოდგენაც არ
ჰქონდა. ლორა ასეთი ურთიერთობის გაბმას ფარულად როგორ
მოახერხებდა? დღისით, მზისით და პირდაპირ ქუჩაშიო, რომ ეთ-
ქვა, კიდევ წარმოვიდგენდი. იმასაც დავუშვებდი, რომ ლორა
ჩვენი დასჯის მიზნით შეეცდებოდა ამის აფიშირებას, ცხვირს წაგ-
ვატეხინებდა საკუთარი უგუნურობის გამო… შეიძლებოდა, საყვა-
რელთან ერთად გაქცეულიყო კიდეც, ან რაიმე მსგავსი მელოდ-
რამატული საქციელი ჩაედინა, რათა ყველა დანარჩენისთვის
ხაზგასმით ეთქვა, ფარისევლები ხართო.
- ოცდაერთის რომ გახდება, საკუთარი ფული ექნება.
- მერე, ის ფული ეყოფა?
- ლორა იმყოფინებს. იქნებ უნდა, რომ თავის ჭკუაზე იცხოვ-
როს, დამოუკიდებლად…
- დამოუკიდებლად?! ნუ მაცინებ! ხომ წარმოგიდგენია, რას
მოიმოქმედებს?
უინიფრედთან ჭიდილს და მის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონ-
და, სრულიად შეუვალი იყო.
- სათანადო კანდიდატურაც ხომ არ შეგირჩევია? - ვკითხე ბო-
ლოს.
- კონკრეტული ჯერ არავინ, მაგრამ მაგ საკითხზე ვმუშაობ, -
მიპასუხა გამოცოცხლებულმა. - რამდენიმე ადამიანი მეგულება,
რომლებიც სიამოვნებით წამოეგებიან რიჩარდთან მჭიდრო ურ-
თიერთობის პერსპექტივაზე.
- ძალიანაც ნუ მოიკლავ თავს, - ჩავილუღლუღე.
- აბა, რა ვქნა, საყვარელო? სხვა რა გზა გვაქვს?
- გავიგე, რომ უინიფრედთან არასწორი ტაქტიკა აგირჩევია;
თურმე, აგიჟებ, თავისუფალ სიყვარულზე ელაპარაკები, - ვუთხა-
რი ლორას.
- თავისუფალ სიყვარულზე არაფერი მითქვამს; უბრალოდ
ვუთხარი, ქორწინების ინსტიტუტმა თავისი დრო მოჭამა-მეთქი.
ქორწინება და სიყვარული ერთი და იგივე არ არის-მეთქი, ეგ
ვუთხარი… სიყვარული გაცემაა, ქორწინება კი, ყიდვა-გაყიდვა.
სიყვარულს კონტრაქტის პუნქტად ვერ აქცევ… ისიც ვუთხარი, ზე-
ცაში ქორწინება არ არის-მეთქი.
- ზეცაში არა ვართ, თუ შეგინიშნავს, - ვუთხარი გაღიზიანებით,
- ასეა თუ ისე, საქმე კი გაუჩინე.
- უბრალოდ სიმართლე ვუთხარი, - მითხრა ლორამ, რომე-
ლიც ჩემს პარფიუმერიის ყუთში იქექებოდა. - ალბათ ახლა ვიღა-
ცეებს გამაცნობს… მაგას ხომ არ შეუძლია, ყველაფერში ცხვირი
არ ჩაყოს.
- უბრალოდ ღელავს, რომ ცხოვრებას დაიმახინჯებ, მაგ შენს…
სიყვარულის იდეას თუ აყვები.
- შენი აზრით, ქორწინება ცხოვრების დამახინჯებისაგან დაც-
ვის საშუალებაა? თუ საკმარისი დრო არ გასულა და ამაზე პასუხი
ჯერ არა გაქვს?
ლორას ამ მწარე ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე და გან-
ვაგრძე.
- მოკლედ, რას ფიქრობ?
- ახალი სუნამო შეგიძენია… რიჩარდმა მოგართვა?
- გათხოვებაზე რას ფიქრობ-მეთქი, გკითხე.
- არაფერს, - მიპასუხა ლორამ, რომელიც უკვე ჩემს ტუალეტის
მაგიდასთან იჯდა და ჩემი სავარცხლით ივარცხნიდა თმას. ბო-
ლო დროს საკუთარ გარეგნობას მეტ ყურადღებას აქცევდა, მო-
დურ ტანსაცმელს არჩევდა საკუთარი და ჩემი გარდერობიდან.
- იმის თქმა გინდა, რომ ამაზე ბევრი არ გიფიქრია?
- არა. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია.
- მაშინ, იქნებ დროა, რომ დაფიქრდე? ეგებ ერთი წამით მაინც
დაფიქრდე საკუთარ მომავალზე. სულ ასე ხომ არ იქნები…
მინდოდა მეთქვა, სულ ასე უქმად ხომ არ იქნები-მეთქი, მაგ-
რამ თავი შევიკავე; მაგის თქმა დიდი შეცდომა იქნებოდა.
- მომავალი არ არსებობს, - მიპასუხა სრულიად თავდაჯერე-
ბული ტონით. ბოლო დროს ისე მელაპარაკებოდა, როგორც უფ-
როსი და; სულ ცდილობდა, რაღაცეები აეხსნა ჩემთვის. მერე,
მოულოდნელად, უცნაური რამ მკითხა:
- თვალები რომ აგიხვიონ და ნიაგარაზე გადაჭიმულ ბაგირზე
გაგატარონ, რაზე იფიქრებ, მეორე მხარეს მდგომ ხალხზე, თუ სა-
კუთარ ფეხებზე?
- ალბათ, ფეხებზე… ნეტა მაგ ჩემს სავარცხელს მოეშვებოდე,
არაჰიგიენურია!
- მაგრამ ფეხებზე თუ ზედმეტად ბევრს იფიქრებ, აუცილებლად
ჩამოვარდები… ხალხზე თუ იფიქრებ, მაშინაც.
- აბა, სწორი პასუხი რომელია, შენი აზრით?
- რომ მოკვდები, ეს სავარცხელი მაინც შენი იქნება? - მკითხა
და საკუთარ პროფილს დააკვირდა სარკეში. გვერდით გადახ-
რილმა თავმა მის გამოსახულებას ცოტა ეშმაკური იერი შესძინა
სარკეში, რაც ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. - შენი აზ-
რით, მკვდარს შეუძლია, საგნებს დაეპატრონოს? ჰოდა, თუ არ
შეუძლია, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სავარცხელი შენია?
იმ ინიციალების გამო, ზედ რომ აწერია? თუ იმის გამო, რომ ზედ
შენი მიკრობებია?
- მორჩი მაიმუნობას!
- სულაც არ ვმაიმუნობ, - მიპასუხა ლორამ და სავარცხელი
დადო. - უბრალოდ ვმსჯელობ. მოკლედ, სწორი პასუხის პოვნა
ძნელია… ვერ გამიგია, უინიფრედს რატომ უსმენ ხოლმე; ეგ იგი-
ვეა, რომ თაგვის იმ ხაფანგს უსმინო, რომელიც თაგვს ვერ
იჭერს, - მომიგო მშვიდად.
ბოლო ხანებში ძალიან შეიცვალა - რაღაცნაირად მყიფე,
უდარდელი, თავქარიანი და უგულისყურო გახდა. გულს ადვი-
ლად აღარ გიშლიდა და არც პირდაპირ გიპირისპირდებოდა.
ვფიქრობდი, ალბათ, ჩემგან მალულად, თამბაქოსაც ეწევა--
მეთქი; ერთი-ორჯერ სუნიც შევნიშნე… თამბაქოს სუნი და კიდევ
რაღაცის ძალიან ნაცნობი, ძველი სუნი… უფრო ყურადღებით უნ-
და ვყოფილიყავი მის მიმართ. ამ ცვლილებებისათვის ზერელედ
არ უნდა შემეხედა, რაღაცას უნდა მივმხვდარიყავი… მაგრამ მა-
შინ სულ სხვა პრობლემებით ვიყავი დაკავებული.
ოქტომბრის ბოლომდე დავიცადე და რიჩარდს მერეღა ვუთხა-
რი, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი; აქამდე იმიტომ არაფერი გითხარი,
რომ მინდოდა, დავრწმუნებულიყავი-მეთქი. რიჩარდმა სიხარუ-
ლი საყოველთაოდ დადგენილი ფორმით გამოხატა, შუბლზე მა-
კოცა და მითხრა, კარგი გოგო ხარო. მე ხომ ყოველთვის იმას ვა-
კეთებდი, რაც მომეთხოვებოდა.
ამის დადებითი მხარე ის იყო, რომ ღამით ჩემთან ბღლარძუნს
თავი ანება; მეუბნებოდა, მეშინია, რამე არ გავნოო. ვუთხარი,
მართალი ხარ-მეთქი. კვებას მიხედე და ჯინს ნუ მიეძალებიო,
მიბრძანა; იცოდე, ცელქობის საშუალებას არ მოგცემო, ამასაც
დამემუქრა თითის ქნევით. ეს თითის ქნევა ავის მომასწავებელი
ნიშანი იყო ჩემთვის. როცა ოდნავ ამჩატდებოდა, მისი მაშინ უფ-
რო მეშინოდა ხოლმე; თავდასასხმელად გამზადებულ ხვლიკს
ემსგავსებოდა. საუკეთესო ექიმს უნდა ვეჩვენოთო, დასძინა,
ფასზე ნუ იდარდებო. როგორც კი საკითხის მატერიალური კუთ-
ხით განხილვაზე გადავიდოდა, ყველაფერი მაშინვე თავის ადგი-
ლას დგებოდა და ვმშვიდდებოდი. ვიცოდი, რომ მე ახლა უფრო
სათუთად მომექცეოდნენ, რადგან ძალიან ძვირფასი ტვირთის
მატარებელი ვიყავი. უბრალოდ, ამ ძვირფას ტვირთს თვალის ჩი-
ნივით უნდა გავფრთხილებოდი.
უინიფრედმა თავიდან ოდნავ შეჰკივლა, ალბათ, გულწრფე-
ლი შიშისგან. მერე კი მოჩვენებითი სიხარულით აფუსფუსდა.
ისე, კაცმა რომ თქვას, მართლაც შეშინდა. მიხვდა (სხვათა შო-
რის, სწორად), რომ როგორც კი რიჩარდის მემკვიდრის დედა
გავხდებოდი, ჩემი სტატუსი, რიჩარდის თვალში, იქამდე ამაღ-
ლდებოდა, რისი ღირსიც ნამდვილად არ ვიყავი. მოკლედ, მე მეტ
უფლებებს მოვიპოვებდი და ამით, ძალაუნებურად, უინიფრედს
დავაზარალებდი. ჰოდა, ამიერიდან თავს მოიკლავდა, ოღონდ კი
ძველ სტატუსში დავებრუნებინე. ნებისმიერ წამს ველოდი, საბავ-
შვო ოთახის მოწყობის დეტალური პროექტით როდის დამაცხრე-
ბოდა.
- ამ ღვთის საჩუქარს როდის ველოდებით? - მკითხა უინიფ-
რედმა და იქვე მივხვდი, რომ აწი უკვე დაუსრულებლად მომიწევ-
და მისგან ასეთი დათაფლული და ევფემისტური ფრაზების დიდი
სერიალის მოსმენა. ახლა ჩემი მომავალი შვილი ღვთის საჩუქა-
რი, პაწია უცნობი, წეროს ამანათი და რაღაც მაგდაგვარი გახდე-
ბოდა. როცა ღელავდა, უინიფრედი ძალიან ზრდილობიანი, მო-
წიწებული და ნაზი ენით მეტყველი ხდებოდა ხოლმე.
- ალბათ, აპრილში, ჩემი ვარაუდით… ან ეგებ მარტშიც, ჯერ არ
ვიცი, ექიმთან არ ვყოფილვარ.
- კი, მაგრამ… შენ უკეთ არ უნდა იცოდე? - გაიკვირვა უინიფ-
რედმა.
- ამის გამოცდილება არა მაქვს, - ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
- გულის ფანცქალით ველოდებოდი-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი.
ამიტომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
ერთ საღამოს ლორას ოთახისაკენ გავემართე, ეს ამბავი მის-
თვისაც რომ მეხარებინა. კარზე დავაკაკუნე და რომ არ მიპასუხა,
პირდაპირ შევედი, ჩუმად, ვაითუ სძინავს და არ გავაღვიძო--
მეთქი. მაგრამ არ ეძინა. საწოლის წინ იდგა, მუხლებზე, თავის
ცისფერ ღამის პერანგში, თავდახრილი, აწეწილი თმით; ხელები
ისე ჰქონდა განზე გაწეული, თითქოს ძირს მოისროლეს, მუხლებ-
ზე დასცეს და ეგრევე დარჩაო. თავიდან ვიფიქრე, ალბათ
ლოცულობს-მეთქი, მაგრამ არ ლოცულობდა; ყოველ შემთხვე-
ვაში, მე ვერაფერი გავიგონე. ბოლოს შემნიშნა და წამოდგა, ძა-
ლიან ჩვეულებრივად, თითქოს მხოლოდ მტვერს წმენდდა, და
ტუალეტის მაგიდას მიუჯდა.
როგორც ყოველთვის, ახლაც თვალში მომხვდა სხვაობა ლო-
რას ოთახის უინიფრედისეულ ანტურაჟსა და თავად ლორას შო-
რის. სურათზე გადაღებული რომ გენახათ, ალბათ თვალში არა-
ფერი მოგხვდებოდათ, მაგრამ ჩემთვის ეს შეუსაბამობა ლამის
სიურრეალისტური იყო - ლორა იმ კაჟის ქვას ჰგავდა, რომელიც
ბუმბულში გაახვიეს.
კაჟის-მეთქი, ვამბობ, უბრალო ქვას კი არა; კაჟს ცეცხლის გა-
ჩაღება შეუძლია.
- ლორა, იმის სათქმელად მოვედი, რომ… მალე ბავშვი მეყო-
ლება.
ამის თქმა იყო და ჩემკენ მოტრიალდა. სახე ქაშანურის თეფ-
შივით თეთრი და გადასწორებული ჰქონდა, სრულიად უმეტყვე-
ლო. გაკვირვებით არ გაკვირვებია, არც მოულოცავს. უბრალოდ
მითხრა:
- ის კნუტი გახსოვს?
- რომელი კნუტი?
- დედა რომ მოკლა.
- ის კნუტი არ იყო.
- ვიცი.
ლამაზი ხედი

რენი წამდაუწუმ მიბრუნდება. ჩემზე ძალიან ბრაზობს. აბა,


ქალბატონო, თავს რითი იმართლებ? ლორა რა დღეში ჩააგდე?
ნუთუ ჭკუა არასდროს არ უნდა ისწავლო?
ასეთ შეკითხვებზე პასუხი არ არსებობს. პასუხები კითხვებში
ისეა ჩახლართული, იმდენად მჭიდროდ ჩაწნული და ჩამარყუჟე-
ბული, რომ პასუხები არც ეთქმის.
მე სულ სასამართლოს წინაშე ვდგავარ, აქაც და ახლაც კი მა-
სამართლებენ; ისიც ვიცი, მალე რას იფიქრებთ - იმავეს, რასაც
მეც ვფიქრობ ხოლმე. სხვაგვარად უნდა მოქცეულიყავიო - ალ-
ბათ, ამას მეტყვით. მაგრამ მაშინ სად მქონდა არჩევანი? არჩევა-
ნი ახლა მაქვს, მაგრამ ახლა სხვა საქმეა.
ლორას აზრების წაკითხვა უნდა მომეხერხებინა? უნდა მივ-
მხვდარიყავი, რა ხდებოდა? ისიც უნდა მცოდნოდა, ამას რა მოჰ-
ყვებოდა? ჩემი დის მუდმივი მეურვე უნდა ვყოფილიყავი?
ეს „უნდა“ ძალიან საეჭვო სიტყვაა, ხშირად იმას ეხება, რაც არ
მომხდარა. პარალელური სამყაროდან შემოჭრილი სიტყვაა,
სხვა განზომილებას ეკუთვნის.
ერთ ოთხშაბათ დღეს, თებერვალში, შუადღის ძილის შემდეგ
ქვედა სართულში ჩავედი. მაშინ ხშირად ვიძინებდი ხოლმე - უკვე
შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ღამით ძალიან მიჭირდა დაძინე-
ბა. რაღაც წნევასთან დაკავშირებული პრობლემებიც მქონდა,
კოჭებიც მისივდებოდა და ექიმმა მირჩია, რაც შეიძლება მეტხანს
იწექი აწეული ფეხებითო. ყურძნის უზარმაზარი მტევანივით ვიყა-
ვი, გასკდომამდე დაბიჟვინებული და მწიფე. მოკლედ, საშინლად
დავმძიმდი და დავუშნოვდი.
მახსოვს, ლამაზად ბარდნიდა; მსხვილი და ფაფუკი ფიფქები
ცვიოდა. ფეხზე რომ წამოვდექი, ფანჯრიდან გავიხედე და ფიფქე-
ბით მთლად გადაპენტილი წაბლის ხე დავინახე. უზარმაზარ მარ-
ჯნის ბუჩქს წააგავდა. უინიფრედი ჩვენთან იყო, ღრუბლისფერ სა-
ერთო ოთახში. არ გამკვირვებია - ეგ ქალი ისე მოდიოდა და მი-
დიოდა, როგორც საკუთარ სახლში. მხოლოდ იმან გამაოცა, რომ
რიჩარდიც შინ იყო. ჩვეულებრივ, ასეთ დროს, ყოველთვის
ოფისში იჯდა ხოლმე. ორივეს თითო ჭიქა სასმელი ეჭირა და
ორივე შეფიქრიანებული მომეჩვენა.
- რა ხდება? - ვიკითხე შემცბარმა. - ხომ მშვიდობაა?
- მოდი, დაჯექი, - მითხრა რიჩარდმა. - აქ ჩამოჯექი, ჩემ გვერ-
დით, - დამიზუსტა და ტახტს ხელი გადაუსვა.
- შენთვის, ალბათ, საშინელი დარტყმა იქნება… ძალიან ვწუხ-
ვარ, რომ ეს ყველაფერი ამ პერიოდს დაემთხვა, - აღნიშნა უინიფ-
რედმა.
საუბარიც უინიფრედმა წარმართა. რიჩარდი ჩუმად იჯდა, ჩემი
ხელი ეჭირა და იატაკს ჩასცქეროდა. დროდადრო თავსაც გადა-
აქნევდა ხოლმე, აქაოდა, ეს რა მესმის, ეს რა საშინელებააო.
აი, რა მითხრა უინიფრედმა:
- ლორამ ბოლომდე აუშვა აფრები! - „აფრები აუშვაო“, ისე
თქვა, გეგონება, გემი ყოფილიყო, ადამიანი კი არა. - სასწრაფოდ
უნდა დავეხმაროთ საცოდავ გოგოს… გვეგონა, თანდათან გონს
მოდიოდა, მაგრამ თურმე… მოკლედ, დღეს, საავადმყოფოში, სა-
დაც ნებაყოფლობით სამუშაოს ასრულებს ხოლმე, მთლად გამო-
სულა წყობიდან. კიდევ კარგი, ექიმიც იქვე იყო… და მეორე ექი-
მიც გამოუძახებია, სპეციალისტი. გადაუწყვეტიათ, რომ ლორას
სულიერი მდგომარეობა საზოგადოებისთვისაც საფრთხეს წარ-
მოადგენს და პირადად მისთვისაც… ჰოდა, საწყალი რიჩარდი
აიძულეს, სპეციალურ დაწესებულებაში მოეთავსებინა.
- მოიცა, რის თქმა გინდა, ასეთი რა ჩაიდინა?
- უინიფრედმა სახეზე თანაგრძნობის ნიღაბი აიფარა და გა-
ნაგრძო:
- იმუქრებოდა, თავს მოვიკლავო… კიდევ ისეთი რამეები უთ-
ქვამს, რომ… მოკლედ, ჰალუცინაციები დასწყებია…
- რა თქვა?
- დარწმუნებული არა ვარ, რომ უნდა გითხრა…
- ეგ რაღას ნიშნავს?! ლორა ჩემი დაა, ვალდებული ვარ, ყვე-
ლაფერი ვიცოდე!
- რიჩარდზე თქვა, რომ ვითომ შენი მოკვლა უნდა…
- ზუსტად მაგ სიტყვებით თქვა, სიტყვა-სიტყვით?!
- არა… მაგრამ ეგ იგულისხმა.
- არა, ძალიან გთხოვ, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მითხარი!
- მატყუარა, მოღალატე და მონათმფლობელიაო, ყვიროდა…
და კიდევ - დეგენერატი და ფულზე გაგიჟებული ურჩხულიო.
- ვიცი, ზოგჯერ უკიდურესობაში ვარდება ხოლმე და სწორ
სიტყვებსაც ვერ არჩევს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე
ილანძღება, ადამიანს საგიჟეთში ვინ აწვენს?!
- მარტო ეგ რომ ყოფილიყო… - მოიღუშა უინიფრედი.
რიჩარდმა, ჩემი დამშვიდების მიზნით, თქვა, რომ ეს სტანდარ-
ტული დაწესებულება არ იყო, ასე ვთქვათ, ვიქტორიანული გაგე-
ბით; კერძო კლინიკაა, ერთ-ერთი საუკეთესო, თუ ყველაზე უკე-
თესი არაო. ბელა ვისტას კლინიკაში არაჩვეულებრივად მოუვ-
ლიანო.
- როგორი ხედია? - ვკითხე მე.
- ბატონო?
- „ბელა ვისტა“ ლამაზ ხედს ნიშნავს, ჰოდა, გეკითხები, როგო-
რი ხედია-მეთქი. მაინტერესებს, ლორა რას დაინახავს, ფანჯრი-
დან რომ გაიხედავს.
- იმედია, არ ხუმრობ და ხუმრობის გუნებაზე არ დადექი, - მით-
ხრა უინიფრედმა.
- ხუმრობა რა შუაშია? მართლა ძალიან მნიშვნელოვანია,
ფანჯრიდან რას დაინახავს - მდელოს, ბაღს, შადრევანს, თუ რას…
ან ეგებ ბინძური ჯურღმულები უნდა დაინახოს?
ამ შეკითხვაზე ვერც ერთმა ვერ მიპასუხა. რიჩარდმა თქვა,
ალბათ, ამა თუ იმ სახის ბუნებრივი გარემო იქნებაო. ბელა ვისტა
ქალაქგარეთაა და საკმაოდ საინტერესო პეიზაჟია გარშემოო.
- ნამყოფი ხარ? შენი თვალით ნახე?
- მესმის, რომ ძალიან აფორიაქდი, ძვირფასო… ეგებ ოთახში
ასულიყავი და ცოტა დაგეძინა?
- ახლახანს გავიღვიძე… უბრალოდ მიპასუხე, ნამყოფი ხარ,
თუ არა.
- არა, იქ არასდროს ვყოფილვარ, რატომ უნდა ვყოფილიყავი?
- აბა, რა იცი, სადაა და როგორია?
- კარგი, აირის, დამშვიდდი, ძვირფასო, - საქმეში ჩაერთო
უინიფრედი, - მაგას რა ისეთი მნიშვნელობა აქვს ახლა?
- ლორას ნახვა მინდა!
ძალიან გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ლორამ, ასე უეცრად
და ცამოწმენდილზე, ერთბაშად აურია… მაგრამ მაშინ უკვე იმდე-
ნად ვიყავი შეჩვეული ლორას უცნაურ გამოხტომებს, რომ ზოგ-
ჯერ უცნაურიც აღარ მეჩვენებოდა. მოკლედ, ობიექტურობა აშკა-
რად მღალატობდა და სულაც არ იყო გამორიცხული, მისი მძიმე
სულიერი მდგომარეობა სწორად ვერ შემეფასებინა, რაღაც გა-
მომპარვოდა, ან, სულაც, ვერ შემენიშნა.
უინიფრედმა მითხრა, ექიმებმა გვირჩიეს, დროებით ლორა
არ მოინახულოთო. თურმე ხაზგასმითაც კი მოუთხოვიათ ეს ამ-
ბავი. ძალიან მოშლილი და არეულიაო. უფრო მეტიც, მასთან ურ-
თიერთობა ერთგვარად საშიშიც კი არისო. განსაკუთრებით,
თურმე, მე ვყავდი ყველას მხედველობაში, ჩემი მდგომარეობის
გამო.
ტირილი დავიწყე. რიჩარდმა თავისი ცხვირსახოცი შემაშვე-
ლა. ის ცხვირსახოცი ზომიერად იყო გახამებული, მაგრამ ოდე-
კოლონის სუნად ყარდა.
- კიდევ რაღაც მინდა იცოდე, - მითხრა უინიფრედმა. - ეგ ყვე-
ლაზე მტკივნეული დეტალია.
- იქნებ მოგვიანებით ჯობდეს ამაზე საუბარი? - თქვა რიჩარდმა
დათრგუნული ხმით.
- მართალია. ძალიან მტკივნეული დეტალია, - დაეთანხმა
უინიფრედი ყალბი თანაგრძნობით. ცხადია, იცოდა, რომ არ მო-
ვეშვებოდი. ჰოდა, არც მოვეშვი.
- საწყალი გოგო, თურმე, ამტკიცებს, რომ ფეხმძიმედაა, შენ-
სავით.
ტირილი შევწყვიტე.
- მართლა? მართლა ფეხმძიმედაა?
- არა, რა თქმა უნდა, არა. ფეხმძიმედ როგორ იქნება?
- და რას ამბობს, მამა ვინ არისო? - ვერ წარმომედგინა, რომ
ლორა მართლა წავიდოდა ასეთ რამეზე. - უფრო სწორად, მამად
ვის მიიჩნევს?
- მაგას არ ამბობს, - მითხრა რიჩარდმა.
- ისტერიკა დაემართა, ძალიან არეული იყო, - თქვა უინიფ-
რედმა. - მოკლედ, ამტკიცებს, რომ ბავშვი, რომელიც შენ უნდა
გააჩინო, სინამდვილეში მისია, მაგრამ იმის ახსნა არ შეუძლია,
ასე რატომ ფიქრობს… ან ასეთ ბოდვას როგორ ახსნის, საწყა-
ლი…
რიჩარდმა თავი გადააქნია და მესაფლავის საზეიმო, დამწუხ-
რებული და ხავერდოვანი ტონით თქვა: - ძალიან, ძალიან სამწუ-
ხაროა!
- სპეციალისტმა, ფსიქიატრს ვგულისხმობ, თქვა, რომ შენზე
არაჯანსაღად ეჭვიანობს, - დასძინა უინიფრედმა. - ყველაფერზე
ეჭვიანობს… პრაქტიკულად, შენი ცხოვრებით ცხოვრება უნდა;
უნდა, რომ აირისი იყოს… და ამ ყველაფერმა ასეთნაირად იჩინა
თავიო. ამიტომაც გვირჩევს, რომ შენ მაქსიმალურად მოგარი-
დოთ მასთან შეხვედრას.
ეს თქვა და ოდნავ მოწრუპა ჭიქიდან.
- ნუთუ, შენ ვერაფერს ამჩნევდი?
ალბათ ხვდებით, როგორი ჭკვიანი და გველაძუა დედაკაცი
ბრძანდებოდა.
ეიმი აპრილის დასაწყისში დაიბადა. მაშინ ორსულებს ეთე-
რით ამშობიარებდნენ, ჰოდა, არაფერი მიგრძვნია. უბრალოდ
ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და აღმოვაჩინე, რომ დაჩუტული და
ძალიან დასუსტებული ვიყავი. ბავშვი ჩემთან არ იწვა, ბავშვთა
განყოფილებაში გაეყვანათ. გოგო იყო.
- ჯანმრთელია? - ვიკითხე მაშინვე. ეს საკითხი ძალიან მაწუ-
ხებდა.
- ათი თითი ხელებზე აბია და ათიც ფეხუნებზე, - მიპასუხა მედ-
დამ. - სხვა, რაც არ უნდა ებას, არაფერი აბია.
ბავშვი ნაშუადღევს მომიყვანეს, ვარდისფერ პლედში გახ-
ვეული. გონებაში მისთვის სახელი უკვე შერჩეული მქონდა - ეიმი
ანუ „ვინც უყვართ“. იმედი მქონდა, რომ ვინმეს ეყვარებოდა. ჩე-
მი თავისა, ანუ იმის, რაც ჩემგან დარჩა, მაინცდამაინც არ მეიმე-
დებოდა - ძალიან გამოფიტული და დაცარიელებული ვიყავი იმი-
სათვის, რომ იმ სიყვარულით მყვარებოდა, რომელიც ეკუთვნო-
და.
ეიმის, ისე, როგორც ყველა ახალშობილს, გადღაბნილი სახე
ჰქონდა - თითქოს დიდი სიჩქარით მომავალი კედელს სახით შე-
ასკდაო. გრძელი და მუქი თმა ამშვენებდა. ნახევრად მილულუ-
ლი თვალებიდან ცერად და იჭვნეულად მიყურებდა. ვფიქრობდი,
ალბათ, როგორი დარტყმაა, პირველად რომ მოვევლინებით--
მეთქი ქვეყნიერებას; პირველივე მტკივნეულ ჩასუნთქვაზე რო-
გორ გვიცრუვდება-მეთქი იმედი… პატარა ძალიან მებრალებო-
და. დავიფიცე, რომ მისი კეთილდღეობისათვის არაფერს დავი-
შურებდი.
სანამ მე და ეიმი ერთმანეთს ვეცნობოდით, რიჩარდი და
უინიფრედიც გვესტუმრნენ. თავიდან მედდას ჩემი მშობლები
ეგონა, მაგრამ უინიფრედმა უთხრა, რას ბრძანებთ, რიჩარდი
ბედნიერი მამიკოაო, და ერთად ბევრი იცინეს. ყვავილებითა და
ახალშობილის გადაპრანჭული მზითევით მოვიდნენ, გამაღი-
ზიანებლად ბევრი თეთრი ფარჩის ფურჩალებითა და ბაფთებით.
- რა საყვარელია! - თქვა უინიფრედმა. - მაგრამ… ღმერთო ჩე-
მო, როგორი შავტუხაა, ერთი ამის თმას შეხედეთ!.. გვეგონა, ქე-
რა იქნებოდა.
- ვწუხვარ, - ვუთხარი რიჩარდს, - ვიცი, რომ ბიჭს ელოდებო-
დი.
- სხვა დროს იყოს, ძვირფასო, - მითხრა რიჩარდმა, რომელიც
სრულიად არ ჩანდა გაწბილებული.
- ეგ მუცლის თმაა, - თქვა მედდამ. - ზოგს ზურგზეც კი აქვს
ხოლმე. მალე დასცვივდება და ნამდვილი თმა ამოუვა. მადლობა
უნდა ვთქვათ, რომ კბილებით და კუდით არ დაიბადა. ბოლო
დროს ასეთი შემთხვევები ძალიან მომრავლდა.
- ბაბუა ბენჯამინი, გაჭაღარავებამდე, ძალიან მუქი იყო… სხვა-
თა შორის, ბებია ადელიაც და მამაც. აი, ბიძებზე ვერაფერს ვიტ-
ყვი. ჩვენ დედას ვგავდით, დედა ქერა იყო, - ვთქვი სრულიად
მშვიდად, ჩვეულებრივი ტონით, და თანაც შვებით ამოვისუნთქე,
როცა დავინახე, რომ რიჩარდი ჩემს ნათქვამზე არ რეაგირებდა.
ნეტა თუ მიხაროდა, ლორა რომ არ ესწრებოდა ამ საუბარს?
რომ სადღაც ძალიან შორს ჰყავდათ ჩაკეტილი, საიდანაც ვერ
მომწვდებოდა და ვერც მე მივწვდებოდი? რომ ჩემს საწოლთან
არ იდგა დაუპატიჟებელი ნათლია ფერიასავით და არ მეუბნებო-
და, არა გრცხვენია, რა სისულელებს ბოდავო!
ლორა ყველაფერს მიხვდებოდა, მაშინვე მიხვდებოდა.
კაშკაშა მთვარე
წუხელ ტელევიზორით ვნახე, ვიღაც ახალგაზრდა ქალმა თავი
როგორ დაიწვა. თხელი ქსოვილის ადვილად აალებადი კაბა ეც-
ვა… ეს საშინელება პროტესტის ნიშნად ჩაიდინა, რაღაც უსამარ-
თლობის გამო… მაგრამ ნეტა რამ აფიქრებინა იმ უბედურს, რომ
საკუთარი სხეულით დაგიზგიზებული ჭიაკოკონათი რაიმე პრობ-
ლემას გადაჭრიდა?! ლამის დავუყვირე, მაგას ნუ იზამ, ნუ
დაიფერფლები, რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს, ამად არა ღირს--
მეთქი!.. მაგრამ იმას, ეტყობა, უღირდა.
ერთი ვიცოდე, ამ თვითმკვლელობისადმი მიდრეკილ გოგო-
ნებს რა ამოძრავებთ? ნუთუ იმის ჩვენება უნდათ, რომ ქალებს,
ტირილისა და გლოვის გარდა, თავადაც შეუძლიათ რაღაც იდე-
ისთვის თავის გაწირვა და სიკვდილისთვის თვალის მშვიდად
გასწორება? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ნუთუ ამის ჩადენის
მოტივი საზოგადოებისათვის სილის გაწვნაა? რაღაცის გაპრო-
ტესტებაა?! თუ ასეა, რა ჯანდაბას აპროტესტებენ - დამკვიდრე-
ბულ წესებს, რომლებიც სუნთქვას უშლით? ბრმა ბედისწერის ეკ-
ლიან ბორბალს? ბრმა ტირანიას? ბრმა ღმერთებს? ნუთუ იმდე-
ნად არიან ჭკუიდან გადასულები, ანდა საკუთარ თავზე იმდენად
დიდი წარმოდგენა აქვთ, რომ ფიქრობენ, რომელიმე წარმოსახ-
ვით სამსხვერპლოზე თავს მსხვერპლად თუ მიიტანენ, ამით რამე
შეიცვლება?! ვაშა და დიდება მათ თავგანწირვასა და გამბე-
დაობას, თუკი ამგვარ ამპარტავნებას, ახირებას თუ სიგიჟეს ტაში
უნდა დავუკრათ… მაგრამ, ღმერთო, როგორი უაზრო და არაფ-
რის მოტანი მსხვერპლია!
ახლა, ამ თვალსაზრისით, საბრინა მადარდებს… ნეტა რას
სჩადის, ან რას ემსახურება მისი ცხრა მთას იქით გადაკარგვა?
ვინ დაკბინა და ვინ მოშხამა ასე - ქრისტიანებმა? ბუდისტებმა? თუ
კიდევ რაღაც სხვა ზარები რეკენ მის წარმოსახვით სამრეკლოში?
„რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწი-
ეთ“ - ნუთუ მისი პასპორტის ვიზაში ეს წერია? ნუთუ თავისი ფულ-
ზე გავეშებული ნათესავების ცოდვების გამოსყიდვას ლამობს?
იმედია - არა.
რაღაც მაგის მსგავსი მისწრაფებები ეიმისაც ჰქონდა, მაგრამ
მასში ამან უფრო შენელებული, უფრო შემოვლითი გამოხატუ-
ლება პოვა. ლორა რომ ხიდიდან გადაიჩეხა, ეიმი რვა წლისა
იყო; რიჩარდი რომ მოკვდა, მაშინ - ათის. ამ მოვლენებმა, ასე თუ
ისე, აშკარად იმოქმედა მასზე. მერე ჩემსა და უინიფრედს შორის
იწეწებოდა. ახლა უინიფრედი ბრძოლას ვერაფრით ვერ მომი-
გებდა, მაგრამ მაშინ - მომიგო. ეიმი ლამის ხელიდან გამომგლი-
ჯა, წამართვა, და, მიუხედავად ჩემი მრავალგზისი მცდელობისა,
ვეღარასოდეს დავიბრუნე.
რა გასაკვირია, რომ როგორც კი ეიმი სრულწლოვანი გახდა
და რიჩარდის ფული ხელში ჩაიგდო, მაშინვე თავის დამშვიდების
ათას ქიმიურ საშუალებას მიეძალა და ერთი საყვარლიდან
მეორის ხელში გადადიოდა (საბრინას მამა ვინ იყო, მაგალითად,
კაცმა არ იცის; ეიმისაც არასოდეს უთქვამს. მოგცლიათ ერთიო,
გვეუბნებოდა, მთავარია, საჭე გეჭიროს სწორად და დანიშნულე-
ბის ადგილას მშვიდობით მიაღწიოო).
ვცილობდი, როგორმე კავშირი დამემყარებინა მასთან, შერი-
გების იმედიც მქონდა… ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩემი შვილი
იყო და მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი; მინდოდა, რო-
გორმე ამომეთრია იმ ჭაობიდან, რომელმაც ბავშვობიდანვე ჩა-
ითრია. მაგრამ ჩემზე გული აიყარა… სხვათა შორის, უინიფრედ-
ზეც, რაც ცოტათი მანუგეშებდა. არც ერთს აღარ გვიკარებდა სი-
ახლოვეს და არც საბრინასთან ურთიერთობის საშუალებას გვაძ-
ლევდა; განსაკუთრებით, საბრინას გვარიდებდა. ამბობდა, არ
მინდა, ბავშვი მომიწამლოთო.
მუდმივად იცვლიდა ადგილსამყოფელს, ერთი ადგილიდან
მეორეში გადადიოდა წამდაუწუმ. ერთი-ორჯერ ქუჩაშიც კი გამო-
აგდეს ბინის ქირის გადაუხდელობის გამო. აყალ-მაყალი რომ
ატეხა, დააპატიმრეს კიდეც. რამდენჯერმე საავადმყოფოშიც კი
მოხვდა სამკურნალოდ. შეიძლება ითქვას, ნამდვილ ლოთად ჩა-
მოყალიბდა, თუმცა ამ სიტყვას ვერ ვიტან. ფული არასოდეს აკ-
ლდა და არსად უმუშავია; რომც ემუშავა, დიდხანს არავინ გააჩე-
რებდა სამსახურში, აუცილებლად გამოაგდებდნენ. საქმე სულ
სხვაგვარად იქნებოდა, თავიდანვე ხელიდან წასვლის საშუალე-
ბა რომ არ მიგვეცა მისთვის; ლუკმა-პური რომ ჰქონოდა საძება-
რი და გაუთავებლად იმ ზიანზე არ ეფიქრა, რომელიც, მისი აზ-
რით, ჩვენ მივაყენეთ, ალბათ უფრო გონივრულად იცხოვრებდა.
უშრომელი შემოსავალი საკუთარი თავის შეცოდების ფუფუნების
საშუალებას იძლევა; განსაკუთრებით მაშინ, თუ ისედაც მიდრე-
კილი ხარ თავის შეცოდებისადმი.
ბოლოს რომ ვნახე, საშინელ ჯურღმულში ცხოვრობდა,
პარლამენტ-სტრიტზე, ტორონტოში. ბავშვი, რომელიც უბრა-
ლოდ მივხვდი, რომ საბრინა იქნებოდა, ნაგავში იჯდა, შესას-
ვლელთან. ჭუჭყიანი და თმააბურდული პატარა მაწანწალა იყო,
წელს ზემოთ შიშველი, მხოლოდ შორტების ამარა. ხელში გადაგ-
დებული თუნუქის ქილა ეჭირა და დაბრეცილი კოვზით ურევდა
შიგ ჩაყრილ კენჭებს. აშკარად გონიერი პატარა არსება იყო. ოც-
დახუთი ცენტი მაჩუქეო, მთხოვა. ნეტა თუ მივეცი? ალბათ, მივ-
ცემდი. ბებიაშენი ვარ-მეთქი, ეს კი ნამდვილად ვუთხარი და შე-
შინებულმა შემომხედა. ეტყობა, გიჟი ვეგონე, რადგან წარმოდ-
გენა არ ჰქონდა, ასეთი ადამიანი საერთოდ თუ არსებობდა ქვეყ-
ნად.
იმხანად ეიმის მეზობლებისაგან ვიგებდი ხოლმე მათ ამბებს.
წესიერი ხალხი ჩანდა, გვარად კელები იყვნენ, ასე მახსოვს. საბ-
რინას ისინი აჭმევდნენ, თუ დედამისს შინ მოსვლა დაავიწყდებო-
და. პოლიციასაც მათ შეატყობინეს ეიმის გარდაცვალების ამბა-
ვი, როცა კისერმოტეხილი იპოვეს კიბის ქვეშ… ზემოდან გადმომ-
ხტარი, გადმოვარდნილი თუ გადმოგდებული… ამას ვეღარასო-
დეს გავიგებ.
იმ დღესვე უნდა გამეტაცებინა საბრინა და მექსიკაში გავ-
ქცეულიყავი. ასეც მოვიქცეოდი, რომ მცოდნოდა, ის დედაკაცი
რას მოიმოქმედებდა - ბავშვი მაშინვე მოიგდო ხელთ და ჩაკეტა,
ჩემგან მოშორებით, როგორც თავის დროზე დედამისი.
ნეტა საბრინა ჩემთან უკეთესად იქნებოდა, ვიდრე უინიფრედ-
თან? რით იქნებოდა მისთვის უკეთესი, თუკი მდიდარი, ღვარ-
ძლიანი და გაბოროტებული მოხუცი ქალის ნაცვლად ხელმოკ-
ლე, ღვარძლიანი და ხანში შესული გაბოროტებული ქალი, ანუ
მისი ნამდვილი ბებია, აღზრდიდა? ალბათ იმით, რომ მე მეყვარე-
ბოდა მაინც. ძალიან მეეჭვება, რომ უინიფრედს ოდნავ მაინც უყ-
ვარდა, საწყალი. უბრალოდ ჩემ ჯინაზე, ჩემი გამწარებისა და
დასჯის მიზნით ებღაუჭებოდა; უნდოდა, კიდევ ერთხელ დაემტკი-
ცებინა, რომ მან გაიმარჯვა.
იმ დილით ბავშვის გასატაცებლად არ მივსულვარ. უბრა-
ლოდ, კარზე დავაკაკუნე და, როცა არავინ გამომხედა, კარი შე-
ვაღე, ციცაბო კიბეს მეორე სართულისკენ ავუყევი და ეიმის ბინა-
ში შევედი. ეიმი სამზარეულოში იჯდა, პატარა მაგიდასთან, და სა-
კუთარ ხელებს დაჰყურებდა. ხელში ყავის ჭიქა ეჭირა. ჭიქა თვა-
ლებთან ახლოს მიეტანა, აქეთ-იქით ატრიალებდა და ათვა-
ლიერებდა. სახეზე მიტკლისფერი ედო, თმა დაუვარცხნელი
ჰქონდა და სიგარეტს ეწეოდა… მოკლედ, საშინლად გამოიყურე-
ბოდა და, აშკარად, ალკოჰოლთან ერთად, რაღაც ნარკოტიკის
ზემოქმედების ქვეშაც იყო. ოთახში ალკოჰოლის, გადაუყრელი
ნაგვის, გაურეცხავი ჭურჭლისა და სიგარეტის დაგროვილი ნამ-
წვების მძიმე სუნი იდგა.
ეიმისთან დალაპარაკება ვცადე. რბილად დავიწყე, მაგრამ
მოსმენის იშტაზე არ იყო. მითხრა, ძალიან დამღალა ამ ყველა-
ფერმა და თქვენც ყელში ამომიხვედით ყველაო. ყველაზე მეტად
ის ღლიდა, თურმე, რომ ყველაფერს ვუმალავდით. პირს ვაღებ-
დით, ვლაპარაკობდით, მერე ვხურავდით, მაგრამ ამ ყველაფერს
არანაირი აზრი არ ჰქონდა; ცარიელი, არაფრის მთქმელი სიტ-
ყვები ამოგვდიოდა პირიდან.
თუმცა, თურმე, მაინც მიმხვდარა ყველაფერს - იმიტომ გაგვი-
ძარცვავს და იმიტომ ჩამოგვირთმევია მისთვის მემკვიდრეობა,
რომ მე მისი ნამდვილი დედა არ ვყოფილვარ და არც რიჩარდი
ყოფილა მისი ნამდვილი მამა. ეს ყველაფერი ლორას წიგნში
ამოუკითხავს.
ვკითხე, მაგით რა ჯანდაბის თქმა გინდა-მეთქი. მითხრა, სრუ-
ლიად აშკარაა, რომ დედაჩემი ლორა იყო, მამაჩემი კი ის კაცი,
„ბრმა მკვლელში“ რომ არის აღწერილიო. დეიდაჩემს ის კაცი უყ-
ვარდა, მაგრამ თქვენ ყველაფერი ჩაუშალეთ და ჩააშხამეთ, და
ის საწყალი კაციც სადღაც გააქრეთ - დააშინეთ, მოქრთამეთ, გა-
აქციეთ თუ რა ვიცი, რა უქენითო. უინიფრედთან ერთად დიდხანს
ვიცხოვრე და მშვენივრად ვიცი, თქვენნაირი ხალხი როგორც იქ-
ცევა ხოლმეო. ლორას ფეხმძიმობა რომ გაიგეთ, სადღაც გადახ-
ვეწეთ და მერე თქვენი საკუთარი შვილი რომ მოკვდა, ლორას
ჩემი თავი წაართვით და თქვენ მიშვილეთო.
ასე მწყობრად, ცხადია, არ მოუყოლია, მაგრამ მისი ნათქვა-
მის შინაარსი სწორედ ეს იყო. ისიც იგრძნობოდა, რომ მას ეს ყვე-
ლაფერი ძალიან მოსწონდა. გასაგებიცაა - ვის არ ენდომებოდა,
რომ დედამისი მითად ქცეული არსება ყოფილიყო, ჩემნაირი
უფერული, მაღაზიებში მოწანწალე ქალი კი არა.
ვუთხარი, ცდები-მეთქი, ფაქტებს ერთმანეთში ურევ-მეთქი,
მაგრამ ყურიც არ მათხოვა. ახლა არ მიკვირს, შენთან და რიჩარ-
დთან თავს ბედნიერად რომ არ ვგრძნობდიო, მითხრა; ნამდვი-
ლი მშობლებივით არასოდეს მომქცევიხართ იმიტომ, რომ არც
იყავით ჩემი ნამდვილი მშობლებიო. არც ის მიკვირს, დეიდაჩემ-
მა თავი რომ მოიკლა, რადგან გული ძალიან ატკინეთო. ლორამ,
ალბათ, წერილიც დამიტოვა სადღაც, რომ, როცა გავიზრდებო-
დი, მერე წამეკითხა, მაგრამ ალბათ შენ და რიჩარდმა იპოვეთ და
დაწვითო.
არც ის მიკვირს, ასეთი საზიზღარი დედა რომ იყავიო, განაგ-
რძო. გულწრფელად არასდროს გიყვარდი, თორემ რომ გყვარე-
ბოდი, ყველაფერზე წინ მე დამაყენებდი, ჩემს გრძნობებს გაით-
ვალისწინებდი და რიჩარდს არ მიატოვებდიო.
შესაძლოა, იდეალური დედა არ ვიყავი, მაგრამ შექმნილ ვი-
თარებაში, რომელზეც შენ თითქმის არაფერი იცი, ყველაზე უკე-
თესი გამოსავალი ვიპოვე და ყველაფერი ვიღონე, რის გაკეთე-
ბაც შემეძლო-მეთქი, ვუთხარი და სიტყვა საბრინაზე ჩამოვუგდე:
- რას აკეთებ? ბავშვს გარეთ ტიტველს რატომ უშვებ და მათ-
ხოვარივით ტურტლიანს რატომ დაატარებ? რა უპასუხისმგებ-
ლობაა! ბავშვი ეგრე შეიძლება დაიკარგოს… არ იცი, რომ ყოველ
წამს იკარგებიან?.. მე ბებიამისი ვარ და სიამოვნებით ვიზრუნებ
საბრინაზე, რადგან…
- შენ ბებიამისი არა ხარ, - მითხრა ატირებულმა, - ბებიამისი
ლორაა, ან იყო, რადგან უკვე მკვდარია, შენი წყალობით!
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, - ვუპასუხე უგუნურად. ძალი-
ან სულელური პასუხი იყო, რადგან რაც უფრო მეტად უარყოფ
რაღაცეებს, მით მეტად იჯერებენ ადამიანები. მაგრამ როცა გეში-
ნია, სისულელეებს ლაპარაკობ. ეიმიმ კი ძალიან შემაშინა.
სიტყვა სისულელე რომ ვახსენე, მთლად გადაირია და ამიყ-
ვირდა. სულელი შენა ხარო, მიკიოდა; საშიშად სულელი ხარ; იმ-
დენად სულელი, რომ ისიც კი არ იცი, სულელი რომ ხარო... მერე
ისეთი სიტყვები მიძახა, რომელთა გამეორება არც მინდა; ბო-
ლოს კი ის თავისი ყავის ჭიქა აიღო და პირდაპირ სახეში გამომი-
ქანა.
მერე ბარბაცით წამოვიდა ჩემკენ, გულამოსკვნილი ტიროდა
და ხელებს ჩემკენ იშვერდა. ძალიან შეძრული ვიყავი. უცებ მო-
მეჩვენა, რომ ხელჩართულ შეტევაზე აპირებდა გადმოსვლას და
შევშინდი, უკან დავიხიე, ფანჯრის რაფას ჩავაფრინდი, მერე
ბორძიკით გავიკვლიე გზა კარისკენ, გზადაგზა რაღაცეებს ვედე-
ბოდი - ძირს დაყრილ ლამბაქებს, ფეხსაცმელებს… სადარბაზოს
კარამდე როგორღაც მივაღწიე, კარი გამოვაღე და გამოვიქეცი.
ალბათ, მკლავები უნდა გამეშალა, უნდა მივსულიყავი და
გულში ჩამეკრა; უნდა მეტირა… მერე ორივე ერთად დავსხდებო-
დით და იმ ამბავს მოვუყვებოდი, ახლა რომ ვყვები… მაგრამ ასე
არ მოვიქეცი, შანსი ხელიდან გავუშვი და ამას დღემდე საშინ-
ლად განვიცდი.
ამ ამბიდან სამი კვირის თავზე ეიმი კიბიდან გადმოვარდა.
ბევრი ვიგლოვე, რა თქმა უნდა; ჩემი ერთადერთი შვილი იყო…
მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პატარა ეიმის ვგლოვობდი; იმ ეიმი-
საც ვგლოვობდი, რომელიც მისგან უნდა დამდგარიყო, მაგრამ
არ დადგა… მის დაკარგულ შესაძლებლობებს ვგლოვობდი…
ყველაზე მწარედ კი ჩემი საკუთარი შეცდომები დავიტირე.
ეიმის გარდაცვალების შემდეგ უინიფრედმა საბრინა მოიგდო
კლანჭებში. როდესაც რაიმეს დაეუფლები, კანონის ცხრა მეათე-
დი შენ სასარგებლოდ ამოქმედდება, ანუ საქმის 90 პროცენტი
უკვე მოგებული გაქვს. ჰოდა, უინიფრედი პირველი გამოვარდა
სცენაზე, საბრინას ხელი დაავლო და თავის ტორტივით მორთულ
როუზდეილის მამულში გააქანა. მერე, სანამ თვალის დახამხამე-
ბას მოვასწრებდი, საკუთარი თავი საბრინას ოფიციალურ მეურ-
ვედაც გამოაცხადა. ჯერ გადავწყვიტე, დავას წამოვიწყებ-მეთქი,
მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს დავაც, ისე, როგორც ეიმის შემ-
თხვევაში, აუცილებლად ჩემი კიდევ ერთი მარცხით დასრულდე-
ბოდა.
როცა უინიფრედმა საბრინაზე პასუხისმგებლობა საკუთარ
თავზე აიღო, ჯერ სამოცისა არ ვიყავი. მანქანის მართვა ჯერ კი-
დევ შემეძლო, ჰოდა, დროდადრო ტორონტოში ჩავდიოდი და
საბრინას ისე ვუთვალთვალებდი, როგორც კერძო დეტექტივი
ძველ დეტექტიურ მოთხრობებში. დაწყებითი სკოლის შენობას
ვუტრიალებდი, მერე მისი ახალი დაწყებითი სკოლის შენობას,
მერე კი ისევ ახალ და უკვე ექსკლუზიურ დაწყებით სკოლას.
საათობით ვიდექი, რომ, უბრალოდ, თვალი მომეკრა ბავშვის-
თვის და დავრწმუნებულიყავი, რომ, მიუხედავად ყველაფრისა,
კარგად იყო.
ერთხელ უნივერმაღშიც ჩავუსაფრდი. ვიცოდი, რომ იმ დილას
უინიფრედს ბავშვი ფეხსაცმლის საყიდლად მიჰყავდა. დანარჩენ
ტანსაცმელს, უინიფრედს რომ ვიცნობდი, ბავშვთან კონსულტა-
ციის გარეშე, თავის გემოზე იყიდდა, მაგრამ ფეხსაცმლის ასე
ყიდვა არ გამოუვიდოდა - ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა
მოიზომო.
შობის სეზონი იყო. მაღაზია უკვე საშობაოდ მოერთოთ - სვე-
ტებზე ხელოვნური ბაძგის ტოტები, საშობაო გვირგვინები, მოოქ-
როვილი ნაძვის გირჩები და წითელი ხავერდის ბაფთები მიემაგ-
რებინათ. ისეთივე მორთულობა ყველა კარის თავზეც დაემაგრე-
ბინათ, ეკლიანი შარავანდედივით. უინიფრედი საშობაო სიმღე-
რების შემსრულებელთა გუნდმა შეაფერხა და საკმაოდ გაღი-
ზიანებული ჩანდა. მე გვერდითა განყოფილებაში ვიდექი და იქი-
დან ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს. ჩემი გარდერობი უკვე
საკმაოდ მოიკოჭლებდა - ტვიდის ძველი პალტო მეცვა და თავზე
თავშალი მქონდა მოხვეული - ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ
პირდაპირ მიყურებდა, მაინც ვერ მცნობდა. ალბათ ვინმე დამ-
ლაგებელი ან გაიაფებულ საქონელზე მონადირე იმიგრანტი ვე-
გონე.
თვითონ ძალიან კარგად იყო ჩაცმული, მაგრამ საკმაოდ შე-
ლახული მომეჩვენა. უკვე სამოცდაათს უკაკუნებდა. რაღაც ასა-
კის მერე ზედმეტი მაკიაჟი მუმიას გამსგავსებს… ნარინჯისფერ
პომადას არ უნდა მიჭიჭინებოდა; მისი ასაკის ქალზე უკვე ძალიან
ცუდად ჩანს.
წარბებს შუა გაჩენილ ღარზე ბლომად ფერუმარილი ესვა და
წითლად შეფერილი ლოყებიც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მისი
სახის მოფამფალებულ კუნთებს. საბრინას მკლავი ჩაებღუჯა და
ცდილობდა, გზა გაეკვლია თბილად ჩაცმული მყიდველების
ბრბოში. ეტყობოდა, ძალიან აღიზიანებდა ამ ენთუზიაზმით აღ-
სავსე მასის უხეირო გალობა.
საბრინას კი აშკარად უნდოდა საშობაო სიმღერების მოსმენა
და ამიტომ უძალიანდებოდა, ძირს წვებოდა, ფეხებს ფარჩხავდა,
მოკლედ, ყველა იმ ხერხს მიმართავდა, რომლებსაც ბავშვები
ასეთი მედგარი წინააღმდეგობის გაწევისას იყენებენ ხოლმე.
თან თითქოს მიჰყვებოდა, მაგრამ პატარა გაბრაზებული ეშმაკუ-
ნას გამომეტყველება მაინც ჰქონდა სახეზე. ალბათ სტკიოდა კი-
დეც, ასე რომ მიათრევდნენ. დროდადრო პოზიციას იცვლიდა,
რაღაცას ბუზღუნებდა და ხელიდან გასხლტომასაც ლამობდა.
ის საშობაო სიმღერა, რომელიც სრულდებოდა, აშკარად
იცოდა - ვხედავდი, პირს როგორ აყოლებდა სიმღერის ტექსტს:
„სუსხიან ღამით კაშკაშა მთვარემ გადააანათა ტყე და ჭალები;
მოხუცი მიდის ფიჩხისთვის ტყეში, ყინვას ეუბნება, გემუდარე-
ბი…”
ეს სიმღერა შიმშილზეა. ვფიქრობდი, საბრინას კარგად ესმის
მისი შინაარსი, ეტყობა, ჯერ კიდევ ახსოვს, შიმშილი როგორია--
მეთქი. ამ დროს უინიფრედმა მკაცრად მოქაჩა ხელზე და ნერ-
ვიულად მიმოიხედა. ვერ მხედავდა, მაგრამ ჩემს სიახლოვეს აშ-
კარად გრძნობდა, როგორც ბაგაში დაბმული ძროხა იგრძნობს
ხოლმე მგლის მოახლოებას. მიუხედავად ამისა, ძროხა გა-
რეული ცხოველი არ არის და უსაფრთხოებასა და დაცულობას
შეჩვეულია. უინიფრედიც აფორიაქდა, მაგრამ შიშით არ შეშინე-
ბულა. წამით შეიძლება გაახსენდა ჩემი არსებობა, მაგრამ შორს
ვეგულებოდი, სადღაც სიბნელეში ჩარჩენილი, საითაც ასე მარ-
ჯვედ მომისროლა საკუთარი ხელით.
საშინლად მომინდა, ახლოს მივსულიყავი, საბრინა ხელში
ამეყვანა და გავქცეულიყავი. ისიც კი მესმოდა, როგორ სასოწარ-
კვეთილ ხავილს ამოუშვებდა უინიფრედი, სანამ მე ყინვაზე მოგა-
ლობე მომღერალთა გუნდში გავიკვლევდი გზას… ბავშვს გულში
ჩავიკრავდი, ფეხი არ ამერეოდა, არც წავიბორძიკებდი და არც
ხელიდან გამივარდებოდა, მაგრამ შორს ვერ წავიდოდი, მაშინვე
დამიჭერდნენ...
გარეთ გავედი, მარტო, უბავშვოდ… მივდიოდი და მივდიოდი;
თავჩაქინდრული და საყელოაწეული მივუყვებოდი ქალაქის ცენ-
ტრის ქვაფენილებს. ტბიდან ცივი ქარი უბერავდა და ნამქერს ატ-
რიალებდა. ეს ყველაფერი დღისით ხდებოდა, მაგრამ მოქუფრუ-
ლი ცის გამო ქუჩებში თითქმის ბნელოდა. მანქანები ძალიან ნე-
ლა მოძრაობდნენ ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლში და მათი უკანა
ნათურების წითელი შუქი ისე მიბრიალებდა თვალებს, თითქოს
ზღაპრული ურჩხულებით სავსე ტყეში ამომეყოს თავი.
რაღაც პაკეტი მეჭირა, ჩაბღუჯული… აღარ მახსოვს, რა ვიყი-
დე. ხელთათმანები არ მეკეთა, ეტყობა მაღაზიაში დავკარგე, მაგ-
რამ დისკომფორტს მაინც ვერ ვგრძნობდი… ერთხელაც დამე-
მართა ასე - ქარბუქში გამოვედი, უხელთათმანებოდ, და არც მა-
შინ მიგრძნია რამე… ასეთი რამ ან ძლიერმა სიყვარულმა იცის,
ან სიძულვილმა, ანდა, უბრალოდ, გაბრაზებამ.
ერთი სანუკვარი ოცნება მქონდა… კაცმა რომ თქვას, ახლაც
მაქვს, თუკი საქმე ოცნებაზე მიდგება. ცოტა სასაცილო კი იყო,
მაგრამ ზოგჯერ ჩვენს დანიშნულებას სწორედ ასეთი სასაცილო
და უცნაური ოცნებებითა და მხატვრული სახეებით ვაყალიბებთ
ხოლმე (აი, ახლაც შენიშნეთ, ალბათ, ოცნებაზე რომ ჩამოვაგდე
სიტყვა, როგორ გადავერთე მარტივი თხრობიდან ისეთი ამაღ-
ლებული სტილის მხატვრულ ფრაზებზე, როგორებიცაა სანუკვა-
რი ოცნება და მხატვრული სახეებით ვაყალიბებთ. მაგრამ არა
უშავს).
იმ ოცნებაში უინიფრედი და მისი მეგობრები, თავზე წამოდ-
გმული ფულის გვირგვინებით, საბრინას გადაპრანჭულ თეთრ
საწოლთან დგანან, მძინარე ბავშვს დაჰყურებენ კეთილი ფე-
რიებივით და ფიქრობენ, რით დაასაჩუქრონ. ბერქსის ვერცხლის
ჭიქა უკვე აჩუქეს; ძვირფასი, დათუნებიანი საბავშვო შპალერიც
უკვე გაუკრეს ოთახის კედლებზე; მისი ასაკისათვის შესაფერი პა-
ტარა მარგალიტების აცმაც მოუტანიათ და სხვა პატარა ოქროს
სამკაულებიც, ყველაფერი - comme il faut, მაგრამ, სინამდვილე-
ში, ეს ყველაფერი დანახშირდება, როგორც კი ირიჟრაჟებს. ახ-
ლა გეგმავენ, კბილები როგორ გაუსწორონ, სად ატარონ მუსიკა-
ზე, ჩოგბურთზე და რომელ გამორჩეულ ადგილას გაუშვან ზაფ-
ხულის არდადეგებზე; იმასაც არკვევენ, თვითონ რაზე შეიძლება
ოცნებობდეს.
ამ დროს მეც გამოვჩნდები, გოგირდოვანი ნათების ფონზე,
კვამლში გახვეული და ტყავის გაჭვარტლული ფრთების ტყლაშუ-
ნით, როგორც დაუპატიჟებელი ბოროტი ჯადოქარი. მეცა მსურს,
რაღაცით დავასაჩუქრო-მეთქი, ვყვირი, ამის სრული უფლება
მაქვს!
უინიფრედი და მისი გუნდი სიცილით კვდებიან. შენა, შე ჯოჯო-
ხეთის მაშხალავ?! შენ ხომ დიდი ხნის წინ მოგკვეთეთ! სარკეში
მაინც თუ ჩაგიხედავს ამ ბოლო დროს, რას დაემსგავსე?! მთლად
წასულხარ ხელიდან, ას ორი წლის მიხრწნილი დედაბერივით გა-
მოიყურები. წადი, იმ შენს მყრალსა და ბნელ ბუნაგს დაუბრუნდი,
წყეულო! შენ რისი შეთავაზება შეგიძლია?
მე სიმართლეს ვთავაზობ! - ვამბობ ამაყად და ნიშნის მოგე-
ბით, - ეგ ის ერთადერთი საჩუქარია, რომელიც დილითაც აქ დახ-
ვდება!
ბეტის სასაუზმე
კვირა კვირას მისდევდა, მაგრამ ლორა არ ბრუნდებოდა. მინ-
დოდა, ან მიმეწერა, ან ტელეფონით მაინც დავლაპარაკებოდი,
მაგრამ რიჩარდი უფლებას არ მაძლევდა, საქმეს წაახდენო, მე-
უბნებოდა, საჭირო არ არის „წარსულიდან წამოსული“ ხმა
გაიგონოსო; ახლა აწმყოზე და მკურნალობის კურსზე კონცენ-
ტრირება სჭირდება, ასე მეუბნებიანო. რაც შეეხება მკურნალო-
ბის მეთოდებს, ექიმი არა ვარ და ასეთი რამეების არაფერი გამე-
გებაო. ამიტომ დანარჩენი ექიმებს მივანდოთო.
სულ ლორა მელანდებოდა და საშინლად ვიტანჯებოდი. ხან
საკანში იყო ჩამწყვდეული და ლამის თვალნათლივ ვხედავდი,
როგორ უწევდა წინააღმდეგობას მცველებს; ხან იმას წარმოვიდ-
გენდი, რას განიცდიდა, საკუთარი ფანტაზიის ტყვეობაში თუ იყო
ჯერ კიდევ (რომელიც, რეალურად, მისი სულაც არ აღმოჩნდა),
რაც არანაკლებ მტკივნეული იქნებოდა მისთვის. ხანაც იმას
ვფიქრობდი, ადამიანი სხვა როგორ უნდა გახდეს-მეთქი; სად
არის ზღვარი ჩვენს შინაგან და გარე სამყაროს შორის-მეთქი…
ყოველი ჩვენგანი დაუფიქრებლად გადადის ამ ზღვარს ყოველ-
დღიურად; უბრალოდ, სწორ გრამატიკულ პაროლებს ვიყენებთ
ხოლმე: ასე მგონია, როგორ გგონია, ვთქვათ, იმას კი არ ვგუ-
ლისხმობ, რომ, წარმოიდგინე, რომ და რაღაც მსგავს პირობი-
თობებს, და მხოლოდ ამით ვამტკიცებთ, ჭკუიდან რომ არ გადავ-
სულვართ.
მაგრამ ლორა პირობითობებს ბავშვობიდანვე არაფრად აგ-
დებდა. ნუთუ მისი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იქ, სადაც
„დიახ“ იყო სათქმელი, „არას“ ამბობდა და პირიქით?
მეუბნებოდნენ, ლორა უკეთ არისო. მერე უცებ მეტყოდნენ,
ისევ შეტევა ჰქონდაო... რაში გამოიხატებოდა მისი უკეთ ყოფნა?
ან შეტევას რას ეძახდნენ? ამას უკვე აღარ მიზუსტებდნენ. მშვი-
დად უნდა იყოო, მარიგებდნენ, ბავშვზე იფიქრეო; ენერგია დე-
დობის პერიოდის დადგომისთვის უნდა დაზოგოო. სულ მალე
შენც უკეთ იქნებიო, მამშვიდებდა რიჩარდი და ხელზე მეფერებო-
და. მე კარგად ვარ-მეთქი, ვუმტკიცებდი, რაზეც მიპასუხებდა,
მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ - შენს ძველ, ჩვეულებრივ
მდგომარეობაში დაბრუნებასო. ამას მეუბნებოდა და იღიმებოდა.
რომ იღიმებოდა, თვალები უწვრილდებოდა და ძალიან ეშმაკუ-
რი გამომეტყველება უჩნდებოდა სახეზე. ამიტომ მეჩვენებოდა,
თითქოს სინამდვილეში მემუქრებოდა - დამაცადე, ერთი იმშო-
ბიარე და მერე მე ვიცი, ადგილზე როგორ მოგსვამ, როგორ ჩაგი-
გორებ ლოგინში და როგორ მოგაჯდები ზემოდან, როგორც წესი
და რიგიაო. მე კი შიშით ველოდებოდი მაგ მომენტის დადგომას.
ვფიქრობდი, ნამდვილად გამსრესს ან დამახრჩობს-მეთქი. ბო-
ლო დროს საკმაოდ მოიკეთა, რადგან გაუთავებლად დადიოდა
რაღაც საქმიან სადილებზე; მოხსენებით გამოდიოდა კლუბებში,
მნიშვნელოვან კრებებზე, სადაც გავლენიანი და სერიოზული
ადამიანები მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდა, რადგანაც
ყველასათვის ნათელი იყო, რომ წინ ქარიშხლიანი დღეები გვე-
ლოდა.
საჯარო გამოსვლებმა, შეიძლება, ძალიან გააყოყოჩოს ადა-
მიანი. ეს პროცესი უკვე საკმაოდ თვალსაჩინო იყო ჩემთვის,
რადგან მუდმივად მიწევდა ასეთი გამოსვლების მოსმენა. იმ სიტ-
ყვების წყალობით იბერები და იფუყები, რომლებსაც გამოსვლე-
ბისას ამბობ. მათ დუღილის ხელშეწყობა შეუძლიათ, ტვინის ადუ-
ღებას უწყობენ ხელს… სხვათა შორის, ტელევიზორს თუ ჩარ-
თავთ და პოლიტიკურ თემებზე გამომსვლელებს მოუსმენთ, თა-
ვადვე დარწმუნდებით ამაში - პირს რომ დააღებენ, სიტყვები საპ-
ნის ბუშტებივით ამოსდით პირიდან.
გადავწყვიტე, „ავად“ იმდენ ხანს ვყოფილიყავი, რამდენსაც
გავქაჩავდი!
ლორას გამო ისევ და ისევ ვღელავდი. უინიფრედის მონა-
ყოლს დაუსრულებლად ვატრიალებდი გონებაში, სხვადასხვა
კუთხით და თვალსაზრისით განვიხილავდი, ბოლომდე ვერ ვიჯე-
რებდი, მაგრამ მთლად დაუჯერებელიც არ მეჩვენებოდა.
ლორას ერთი თვალსაჩინო უნარი ყოველთვის ჰქონდა - შეეძ-
ლო, ისე გაეფუჭებინა რაღაცეები, რომ ვერც კი ეგრძნო. არც ტე-
რიტორიების გამიჯვნასა და პირად საკუთრებას სცემდა პატივს -
ის, რაც ჩემი იყო, მისიც ხდებოდა: ჩემი კალამი, ჩემი სუნამო, ჩე-
მი კაბა, ჩემი ქუდი, ჩემი სავარცხელი… ნუთუ ამ ჩამონათვალში
ჩემი მუცლად მყოფი პატარაც შედიოდა?! მეორე მხრივ, თუ მოჩ-
ვენებები ჰქონდა, თუ რაღაცეებს იგონებდა, რაღა მაინცადამა-
ინც ასეთი რამის მოგონება მოუნდა?
ვთქვათ, უინიფრედმა ეს ყველაფერი მოიგონა, ვთქვათ ლორა
იმდენადვე ჭკუათამყოფელი იყო, რამდენადაც ყოველთვის… მა-
შინ, ალბათ, სიმართლეს იტყოდა… ესე იგი, მართლაც ფეხმძი-
მედ იყო… ჰოდა, თუ ბავშვი მართლა ეყოლებოდა, იმ ბავშვს რა
ბედი ელოდა? თანაც, რაღა ვიღაც უცნობ ექიმს გამოუტყდა? მე
რატომ არაფერი მითხრა? დახმარება რატომ მე არ მთხოვა? ეს
კითხვები ძალიან მაწუხებდა… ეტყობა, ბევრი ისეთი მიზეზი არ-
სებობდა, რომლებზეც მე წარმოდგენა არა მქონდა… ერთ-ერთი
მიზეზი ჩემი ფეხმძიმობაც იქნებოდა.
ბავშვის მამას რაც შეეხებოდა, ნამდვილი იყო თუ წარმოსახ-
ვითი, მის როლში მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი შეიძლებოდა
ყოფილიყო - ალექს ტომასი.
მაგრამ ეგ შეუძლებლად მეჩვენებოდა… ეგ როგორ უნდა მომ-
ხდარიყო?!
უკვე აღარ ვიცოდი, ლორა ამ კითხვებზე, სავარაუდოდ, რას
მიპასუხებდა, ლორას უკვე აღარ ვიცნობდი… იმდენადვე არ
მქონდა მასზე წარმოდგენა, როგორც საკუთარი ხელთათმანის
შიდა მხარეზე არ ვიცით არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ხელს
შიგნით ვყოფთ. ლორა სულ გვერდით მყავდა, მაგრამ მის გულში
რა ხდებოდა, აღარ ვიცოდი, მის შინაგან მდგომარეობას ვეღარ
ვხედავდი, მხოლოდ მისი გარეგნული ფორმა იყო ჩემთვის
თვალსაჩინო… ცარიელი ფორმა, რომელსაც ჩემი საკუთარი
წარმოდგენებით ვავსებდი.
თვეები გავიდა. ჯერ ივნისი, მერე ივლისი, მერე აგვისტოც…
უინიფრედი მეუბნებოდა, ფერი არ გადევს, მთლად გამოწურული
ხარო. სუფთა ჰაერზე უფრო ხშირად უნდა გახვიდე ხოლმეო. თუ
გოლფის და ჩოგბურთის თამაშის თავი არა გაქვს (თუმცა, მაგ
შენს პატარა ღიპს ნამდვილად წაადგებოდა, ცოტას დააგდებდი,
სანამ ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზრდებოდესო), მაშინ
ეგებ ბაღს მაინც მიხედო, ეგ ის საქმიანობაა, რომელიც დედობის
ფუნქციასთან სავსებით თავსებადიაო.
ის ჩემი ქვის ბაღი სულაც არ მიყვარდა… იმიტომ, რომ ჩემი
მხოლოდ ერქვა, ყველაფერი დანარჩენივით, თორემ სინამდვი-
ლეში ჩემი სულაც არ იყო (სხვათა შორის, ისევე, როგორც „ჩემი“
პატარა, რომელიც თითქოს შემიცვალეს, თითქოს ბოშებმა მო-
მიგდეს; ჩემი ნამდვილი პატარა კი, რომელიც ნაკლებს იჯღავ-
ლებდა და მეტად გამიღიმებდა, სადღაც ააორთქლეს). თავად ბა-
ღიც მტრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი: რაც უნდა შემეთა-
ვაზებინა, ყველაფერზე უარს მეუბნებოდა. ქვები ლამაზად ეწყო -
ბევრი ვარდისფერი გრანიტი ერია და კირქვაც უხდებოდა - მაგ-
რამ იმ ქვებში ვერაფერს ვახარებდი.
თავს წიგნებით ვიმშვიდებდი - ალპური ბაღის მრავალწლოვა-
ნი მცენარეები, ფოთლოვანი და ღეროვანი უდაბნოს სუკულენტე-
ბი ჩრდილოური კლიმატისათვის და რაღაც მაგდაგვარები. დაუს-
რულებლად ვკითხულობდი იმ წიგნებს და სიებს ვადგენდი, რა
დამერგო და რა დავრგე; უკვე რა უნდა გაზრდილიყო და არ
გაიზარდა. დრაკონის სისხლი, თოვლიანი მთა, კრუხი და წიწი-
ლები… სახელები ძალიან მომწონდა, მაგრამ თავად მცენარეები
დიდად არ მიყვარდა.
- მცენარეების გახარება შენსავით არ მეხერხება, - ვუთხარი
უინიფრედს. ჩემი არაკომპეტენტურობის დაუსრულებელი ხაზ-
გასმა უკვე მეორე ბუნებად მექცა; ფიქრი და ტვინის განძრევა ყვე-
ლაფერზე მეზარებოდა. უინიფრედს კი უკვე ყელში ამოსვლოდა
ჩემი დაუსრულებელი აღზრდა.
- ცოტა მეტად უნდა მოინდომო და ყველაფერი გამოგივა, - მი-
პასუხა აუღელვებლად. ამაზე ჩემი მკვდარი ყვავილების სია და-
ვუძრე.
- ქვები ძალიან ლამაზია… ეგებ მოვეშვათ ამ საქმეს და, უბრა-
ლოდ, „კომპოზიცია“ დავარქვათ?
ვიფიქრე, როგორმე თვითონ წავალ-მეთქი ლორას სანახა-
ვად. ეიმის ძიძას დავუტოვებ-მეთქი (ძიძად რომელიმე მის მარ-
გატროიდი მყავდა წარმოდგენილი, ჩვენი ყველა მსახური ხომ
მარგატროიდი იყო, თითქოს ასეთი ხელშეკრულება გვქონდა
მათთან დადებული), მაგრამ ალბათ არ ღირდა, უინიფრედს
აუცილებლად გააგებინებდა. მერე ვიფიქრე, ჯობს, არავის
გავანდო-მეთქი; უბრალოდ ავდგე და ერთ დილასაც გავიპარო,
ბავშვთან ერთად, მატარებელში ჩავსხდებით და… მაგრამ საით
უნდა წავსულიყავი? ზუსტად არც კი ვიცოდი, ლორა სად გადამა-
ლეს. ბელა ვისტა სადღაც ჩრდილოეთშიაო, მითხრეს, მაგრამ
ჩრდილოეთი უზარმაზარი ტერიტორია იყო… რიჩარდის კაბინეტ-
ში შევედი და მისი საწერი მაგიდა გავჩხრიკე, მაგრამ იმ კლინი-
კიდან გამოგზავნილი წერილები ვერ ვიპოვე. ეტყობა, ოფისში
ინახავდა.
ერთ დილას რიჩარდი შინ ადრე დაბრუნდა. აფორიაქებული
ჩანდა. ლორა ბელა ვისტაში აღარ არისო, მითხრა.
ეგ როგორ-მეთქი, ვკითხე.
- ვიღაც კაცი ჩამოსულა და გამოუცხადებია, ლორას ადვოკა-
ტი ვარ და მისი სახელით ვმოქმედებო. მეურვე ყოფილა, „მის
ჩეიზის ფონდის“ განმკარგავი მეურვე… ლორას იმ კლინიკაში
ყოფნა გაუპროტესტებია; ადმინისტრაციას დამუქრებია, სასა-
მართლოში გიჩივლებთო… შენ ამის შესახებ რამე იცოდი?
- არა, წარმოდგენა არა მქონდა, - ვუპასუხე და შევეცადე, სიმ-
შვიდე შემენარჩუნებინა და მხოლოდ გაოცება გამომეხატა; შემე-
შინდა, სახეზე სიხარული არ დამტყობოდა. - მერე? მერე რა მომ-
ხდარა?
- დირექტორი ადგილზე არ ყოფილა და თანამშრომლებს შე-
შინებიათ… ჰოდა, გაუშვიათ, იმ კაცის თავდებითა და პასუხის-
მგებლობით. უფიქრიათ, ოჯახს ამ ამბის გახმაურება არ მოუნდე-
ბაო და… ის კაცი, ვექილი, ამითაც დამუქრებია.
- სწორად მოქცეულან.
- ჰო, - დამეთანხმა რიჩარდი, - მაგრამ ნეტა ლორა რა მდგო-
მარეობაში იყო? სრულ ჭკუაზე იყო, თუ არა?.. მისივე კეთილ-
დღეობისა და უსაფრთხოებისათვის, ეგ მაინც უნდა დავადგი-
ნოთ. ექიმებმა მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად
თითქოს მშვიდად იყო, ჩვენ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემ-
თო. ასე ნებაზე მიშვებულმა ან საკუთარ თავს არ აუტეხოს რამე,
ან სხვებს.
შემთხვევით ხომ არ ვიცოდი, სად იყო?
არა, არ ვიცოდი.
ხომ არ შემხმიანებია?
არა.
ხომ არ დავუმალავდი, თუ გამოჩნდებოდა?
არავითარ შემთხვევაში.
ისე ვუპასუხე, ზმნა არ მიხმარია და წინადადება არც კი გამომ-
სვლია… ამიტომ არც ტყუილი მითქვამს.
საკმაო ხანს მოვითმინე და მერე, როცა ხელსაყრელი დრო
დადგა, პორტ ტიკონდეროგაში გავემგზავრე, მატარებლით, რე-
ნის დასაკითხად. რიჩარდს ვუთხარი, დამირეკეს, რომ რენი ვერ
არის-მეთქი კარგად და ჩემი ნახვა უნდა, ვიდრე რამე მოხდება--
მეთქი. ისე ვილაპარაკე, თითქოს მომაკვდავთან დასამშვიდო-
ბებლად მივდიოდი. ეიმის ფოტოს წავუღებ, გაუხარდება-მეთქი,
ესეც კი ვუთხარი. ალბათ ძველი დროის გახსენება უნდა და მაგას
როგორ დავამადლი, ფაქტობრივად, დედის მაგივრობა გამიწია--
მეთქი (მხოლობითში ვთქვი, რიჩარდისათვის ლორას არსებობა
რომ არ შემეხსენებინა).
რენის ბეტის სასაუზმეში დავუნიშნე პაემანი. ტელეფონი უკვე
ჰქონდა და მასთან მოლაპარაკება არ გამჭირვებია. ჯერ კიდევ
ბეტისთან მუშაობდა და გადავწყვიტეთ, სამუშაო საათების დამ-
თავრებისთანავე შევკრებილიყავით. სასაუზმეს ახალი მეპატრო-
ნეები ჰყავდა. ძველი მეპატრონე არაფრით დაუშვებდა, სამუშაოს
დასრულების შემდეგ აქვე რომ დავრჩენილიყავი და ჩვეულებრი-
ვი კლიენტივით მივჯდომოდი მაგიდას, თუნდაც რამე რომ ამეღო
და ფულიც გადამეხადაო, მითხრა რენიმ, მაგრამ ახლები ფიქრო-
ბენ, რომ ფულის გადამხდელი ყველა კლიენტი კლიენტია და ყვე-
ლას უნდა მოემსახურონო.
ბეტის სასაუზმე შავ დღეში დამხვდა, ძალიან იყო შელახული:
ზოლიანი საჩრდილობელი აღარ ჰქონდა, კაბინები დაკაწრული
და საღებავგადაცლილი იყო. გარშემო ვანილის სასიამოვნო
სურნელი კი აღარ ტრიალებდა, არამედ - კედლებში ჩამკვდარი
ცხიმის მძაღე სუნი. მე იქაურობისთვის აშკარად გადაპრანჭული
აღმოვჩნდი. თეთრი მელიის საყელო არ უნდა გამეკეთებინა, იმ
სიტუაციაში რა აზრი ჰქონდა?
რენიც არ მომეწონა - ძალიან გასუქებულიყო და სახეზე ცვი-
ლის ფერი ედო; თანაც ვიგრძენი, რომ სუნთქვაც უჭირდა. ეტყო-
ბა, მართლაც ვერ იყო ჯანზე. ვიფიქრე, უნდა ვკითხო-მეთქი.
- ჰო, ცოტა წონა რომ დამაგდებინა, ამ ფეხებსაც რამე ეშველე-
ბოდა, - მითხრა რენიმ და მძიმედ დაესვენა სკამზე.
მაირა - ნეტა რამდენი წლის იყავი მაშინ? ალბათ სამის ან ოთ-
ხის… უკვე სათვალავი ამერია… მოკლედ, მაირაც თან ახლდა.
ლოყები მღელვარებისაგან აღაჟღაჟებოდა და ისედაც დიდი თვა-
ლები უზომოდ დაეჭყიტა.
- თქვენზე ყველაფერი მოვუყევი, - სიყვარულით მითხრა რე-
ნიმ, - ორივეზე.
ვერ ვიტყვი, რომ პირადად მე მაირას ძალიან ვაინტერესებდი,
მაგრამ ჩემმა მელიებმა აშკარად თვალი მოსტაცეს. მაგ ასაკის
ბავშვები ხომ გიჟდებიან ფუმფულა ცხოველებზე, თუნდაც
მკვდრებზე.
- ლორა ხომ არ გინახავს, ან ხომ არ შეგხმიანებია? - ვკითხე
ბოლოს.
- მაგ თემაზე რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ, მით უკეთესი იქნე-
ბა, - მითხრა რენიმ და ისე მიმოიხედა, თითქოს კედლებსაც ყუ-
რები ჰქონდა. ბეტის სასაუზმეში ასეთი სიფრთხილის გამოჩენის
საჭიროებას სულაც ვერ ვხედავდი.
- ეტყობა, ის ვექილიც შენი მარიფათი იყო...
- ის გავაკეთე, რაც მთხოვეს, - მომიჭრა რენიმ ბრძნული გამო-
მეტყველებით. - ისე, ეგ ვექილი დედაშენის გარე ბიძაშვილის
ქმარია, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრია. ჰოდა, არ დაგვზარდა… რო-
გორც კი გავიგე, რა ხდებოდა, მაშინვე მასთან გავიქეცი.
- შენ როგორ გაიგე? - ვკითხე და „რა გაიგე“ მერესთვის შემო-
ვინახე.
- წერილი მომწერა. მითხრა, აირისსაც ვწერდი ხოლმე, მაგ-
რამ პასუხი არც ერთხელ არ მიმიღიაო… წერილების წერას უკ-
რძალავდნენ, თურმე, მაგრამ ერთი მზარეული ეხმარებოდა.
ლორამ მერე ფულიც კი გაუგზავნა იმ დალოცვილს.
- არც ერთი წერილი არ მიმიღია!
- მაგას ლორაც ვარაუდობდა… ამბობდა, ალბათ ისინი უმალა-
ვენო.
„ისინი“-ში ვინც იგულისხმა, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო.
- ალბათ, აქ ჩამოვიდოდა, - შევაპარე ფრთხილად.
- აბა, სად წავიდოდა?! საცოდავი გოგო, რა აღარ გადაიტანა…
- მომიყევი, - ამჯერად ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხა-
რი. თან მაინტერესებდა, რას მეტყოდა, და თან მეშინოდა. ვში-
შობდი, შეიძლება ლორას ისევ რაღაცეები ეჩვენება-მეთქი, სი-
ტუაციას არასწორად აღიქვამს-მეთქი… რენის კი ლორას ყოვე-
ლი სიტყვის სჯეროდა ხოლმე. მეეჭვებოდა, რომ იგივეს მოვის-
მენდი, რასაც მეუბნებოდნენ. ყველაზე მეტად ბავშვის ამბავი მე-
ეჭვებოდა, რა ფორმითაც არ უნდა ეარსება იმ ბავშვს.
- ბავშვების თანდასწრებით არ ივარგებს, - მითხრა რენიმ და
თვალით მაირაზე მანიშნა, რომელიც ვარდისფერი ნამცხვრით
იყო გაწებილი და ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ მივხვდი,
სიამოვნებით ამლოკავდა. - ყველაფერი რომ გითხრა, ღამით ვე-
ღარ დაიძინებ! ერთადერთი ის თუ დაგამშვიდებს, რომ შენი ხე-
ლი, როგორც ლორამ მითხრა, ამ ამბავში არ ურევია.
- ასე გითხრა? - ამოვისუნთქე შვებით. ესე იგი, მონსტრები რი-
ჩარდი და უინიფრედი იყვნენ-მეთქი, ვიფიქრე; მე კი, მეპატია--
მეთქი… მორალური სისუსტის გამო, რა თქმა უნდა… თუმცა, უნდა
ითქვას, რომ რენი აშკარად არ მპატიობდა ასეთ უგულისყურო-
ბას. მერე, როცა ლორამ თავი მოიკლა, კიდევ უფრო გაბრაზდა
ჩემზე. მისი ღრმა რწმენით, ლორას სიკვდილში რაღაც ბრალი
ნამდვილად მიმიძღოდა. ამის შემდეგ ძალიან ცივად მექცეოდა
და ისე მოკვდა, არც შემინდო.
- ასეთ ადგილას არ უნდა დაეწვინათ, რაც უნდა ყოფილიყო…
აბა, წარმოიდგინე, ლორასნაირი ახალგაზრდა გოგო და გარშე-
მო შარვალჩახდილი დაცურებული კაცები… და კიდევ, ალბათ,
ეშმაკმა უწყის, რას აღარ აკეთებდენ… სამარცხვინო ამბავია,
პირდაპირ!
- მიკბენენ? მკითხა მაირამ და ჩემს მელიებს წაეტანა.
- არ გაბედო! ეგ შენი გაწებილი ხელები არ მოკიდო! - დატუქსა
რენიმ.
- არა, არ გიკბენენ, საყვარელო. ნამდვილები არ არიან. ხე-
დავ? შუშის თვალები აქვთ. ეგენი მხოლოდ საკუთარ კუდს კბე-
ნენ.
- მითხრა, აირისს რომ სცოდნოდა, არაფრით არ დამტოვებდა
იქო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აირისი უგულო ადამიანი
ნამდვილად არ არისო, - თქვა რენიმ, მოიღუშა და წყალი მოსვა.
ეტყობა, ამაში ლორასავით დარწმუნებული არ იყო. - სულ კარ-
ტოფილს გვაჭმევდნენ, სხვას არაფერსო, წარმოგიდგენია?! ეტ-
ყობა, ის ოხრები საცოდავ გიჟებს ლუკმას ართმევენ, აბას სხვა
რა ვიფიქრო?
- ახლა სად არის? სად წავიდა?
- ჩვენს შორის იყოს და, მითხრა, ჯობია, არ იცოდესო.
- როგორ გამოიყურებოდა… ხომ არ… - მინდოდა მეკითხა, ხომ
არ მოგეჩვენა, რომ ცოტა არეული იყო-მეთქი, მაგრამ ვერ ვკით-
ხე.
- ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის… იმას თუ გულისხმობ, გი-
ჟივით იქცეოდა თუ არა, ნუ გეშინია, სავსებით ნორმალურად იქ-
ცეოდა. ოღონდ ცოტა გამხდარა. უნდა გასუქდეს როგორმე…
ღმერთზე ბევრს აღარ ლაპარაკობს… მაგრამ ახლა უკვე მე მაქვს
იმის იმედი, რომ ღმერთი მასთანაა და არ მიატოვებს.
- დიდი მადლობა, რენი, ყველაფრისათვის დიდი მადლობა!
- რა მადლობებს მიხდი?! ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა,
- ისეთი ტონით მითხრა რენიმ, რომ მაგრძნობინა, შენ ასე არ
მოქცეულხარო.
- რომ მივწერო, არ შეიძლება? - ვუთხარი და ცხვირსახოცის
ძებნა დავიწყე. მეტირებოდა, თავს ძალიან დამნაშავედ
ვგრძნობდი.
- მითხრა, არ ღირსო… მაგრამ დამიბარა, რომ შენთვის რაღაც
შეტყობინება დაუტოვებია.
- შეტყობინება?
- ჰო. მანამდე დაუტოვებია, სანამ იქ წაათრევდნენ. მითხრა,
თვითონ მიხვდება, სად დავუტოვებდიო.
- ეგ შენი ციხაცოცია? ავადა ხარ? - მკითხა მაირამ, რომელმაც
შენიშნა, რომ ვქსუტუნებდი.
- ბევრ შეკითხვას თუ დასვამ, ენა მოგძვრება, - შეუტია რენიმ.
- არაფერიც, - უთხრა მაირამ და მსუქანი ფეხების აქეთ-იქით
ქნევა დაიწყო, მუხლებზე დამიშინა წიხლები მაგიდის ქვეშ.
მხიარული და თავდაჯერებული ბავშვი იყო, ადვილად ვერ შეაში-
ნებდი. ეს ის თვისებებია, რომლებიც ყოველთვის მაღიზიანებდა
მასში, თუმცა ბოლოს ძალიან კი წამადგა და მისი დიდად მად-
ლიერი ვარ (ეს, ალბათ, სიახლეა შენთვის, მაირა. თანაც, კომ-
პლიმენტიც უნდა გითხრა - ახლა იმსისქე ფეხები აღარა გაქვს).
- ვიფიქრე, ეიმის სურათის ნახვა მოუნდება-მეთქი, - ვუთხარი
რენის. მასთან ეს ერთი თავის გასამართლებელი მაინც მქონდა;
ეს ჩემი ერთადერთი მიღწევა იყო, რის გამოც შეიძლებოდა, ოდ-
ნავ მაინც აღმედგინა მის თვალში შელახული რეპუტაცია.
რენიმ ფოტო გამომართვა. - ამას უყურე, როგორი შავ-შავი
ყოფილა, ეს მაიმუნი! ეგრეა, არასდროს არ იცი, ბავშვი ვის დაემ-
სგავსება.
- მეც უნდა ვნახოოო, - დაიკნავლა მაირამ და სურათს გაწები-
ლი თათი წაატანა.
- კარგი, ჰო, ოღონდ ჩქარა, თორემ მამიკოსთან გვაგვიანდება
უკვე.
- აქ მინდააა, - აწუწუნდა მაირა.
- რაც უნდა ცუდი იყოს, სახლი მაინც სახლია და ყველაფერს
ჯობია, - წაუღიღინა რენიმ და ქაღალდის ხელსახოცით მოწმინდა
წვინტლი პატარა ვარდისფერ ცხვირზე.
- აქ უნდა დავრჩეეე, - აპროტესტებდა მაირა, რომელსაც უკვე
პალტოც მოაცვეს, ნაქსოვი ქუდიც ჩამოაფხატეს და კაბინიდანაც
გამოათრიეს.
- აბა, შენ იცი, თავს გაუფრთხილდი, - მომაძახა რენიმ და ისე
წავიდა, ჩემთვის არც უკოცნია.
მინდოდა, ჩავხუტებოდი; ჩავხუტებოდი და მებღავლა და მებ-
ღავლა; მინდოდა, ვინმეს დავემშვიდებინე; მინდოდა, მაირას
ნაცვლად, მე წავეყვანე რენის შინ.
- „სახლისნაირი არაფერია“, - წაიღიღინა ლორამ ერთ დღეს.
მაშინ თერთმეტის ან თორმეტის იქნებოდა. - ამას რენი მღერის
ხოლმე. დიდი სისულელეა.
- სისულელე რატომაა?
- აი, ნახე, - მითხრა ლორამ და განტოლებასავით დამიწერა:
არაფერი = სახლს, აქედან გამომდინარე, სახლი = არაფერს. ესე
იგი, სახლი არ არსებობს.
სახლი იქაა, საითკენაც გული მიგიწევს-მეთქი, ვფიქრობდი,
როცა ბეტის სასაუზმიდან გამოვდიოდი. გული აღარ მქონდა, გა-
მიტყდა… გამიტყდა თუ არ გამიტყდა, ფაქტი იყო, რომ მის არსე-
ბობას ვეღარ ვგრძნობდი… ისე ამომიღეს, როგორც კვერცხის
გულს იღებენ ხოლმე მაგრად მოხარშული კვერცხიდან და ცარი-
ელ ცილას ტოვებენ… ის, რაც ჩემგან დარჩა, უფერულსა და გა-
მოშიგნულ კვერცხის ცილას ჰგავდა.
უგულო ვარ-მეთქი, გავიფიქრე, აქედან გამომდინარე, არც
სახლი გამაჩნია-მეთქი.
შეტყობინება
გუშინ ისეთ დაღლილობას ვგრძნობდი, რომ მთელი დღე ტახ-
ტზე ვეგდე. დილით თოქშოუს ვუყურე. უკვე საშინელ ჩვევად მექ-
ცა მაგ თოქშოუების ყურება; აი, ისეთის, ადამიანები გაუთავებ-
ლად რომ ფქვავენ პირად და სხვების საიდუმლოებებს; ყველა-
ფერს, რაც იციან და, მგონი, რაც არ იციან, იმასაც. ამას, ალბათ,
იმიტომ აკეთებენ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობენ, რაღაცას გა-
ნიცდიან, ან, სულაც, სიამოვნებთ კონკრეტულ საჩოთირო თემებ-
ზე საუბარი… ვფიქრობ, ძირითადად თავის წარმოჩენის სურვილი
ამოძრავებთ, სხვებს კი - ამ საჯარო აღსარებების მოსმენა. ამ
მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი, მეც მიყვარს ამ პატარა სიბინ-
ძურეების გაგება, ამ საზიზღარი ოჯახური სცენების გარჩევა და
სულიერი ტრავმების მიზეზებში ქექვა. სასიამოვნო ჟრუანტელს
მგვრის ის დაძაბული მოლოდინი, რომელიც ბზიკებით სავსე ქი-
ლისთვის თავსახურის მოხდას მოსდევს ხოლმე, მერე - კვანძის
გახსნა და შოუზე დამსწრეთა ყალბი თანაგრძნობის ცრემლები,
ბოლოს კი - იძულებითი, თავშეკავებული აპლოდისმენტები.
სულ ეგ იყო? ფიქრობს აუდიტორია, უფრო საინტერესო არაფერი
მომხდარა? უფრო ეპიკური, უფრო გულშიჩამწვდომი და უფრო
შემაძრწუნებელი ვერაფერი გვაჩვენეთ? ეგ ნაიარევიც უკვე შეგ-
ხორცებიათ და, ამდენად, საზარელი შესახედი აღარაა… ხომ
არაფერი დაგვიმალეთ? აბა, იქნებ ეგ დანით დაჭრის მომენტი გა-
დაახვიოთ და თავიდან გვაჩვენოთ!
ღმერთმანი, უკვე აღარ ვიცი, რა სჯობია - მთელი ცხოვრება
საკუთარი საიდუმლოებებით გულდამძიმებულმა იარო, სანამ
გული ბოლომდე არ გაგისკდება, თუ საშუალება მისცე ადა-
მიანებს, ამბავ-ამბავ, აბზაც-აბზაც დაგაფქვევინონ ყველაფერი,
სანამ ბოლომდე არ დაგცლიან ყოველივე იმისგან, რაც ერთ
დროს გეძვირფასებოდა, განძივით უფრთხილდებოდი და ინა-
ხავდი; რაც შენთვის მნიშვნელოვანი იყო; რაც შენს მეორე მედ
იქცა; რაც შენი სულის ნაწილი გახდა; რაც მხოლოდ პირადად შენ
გეკუთვნოდა… და მერე დარჩენილი წუთისოფელი გამოფიტული
დარჩე, იმ ცარიელ ტომარას დაემსგავსო, რომელიც გარეთ გა-
მოუფენიათ, ქარში ფრიალებს და მხოლოდ წარწერიანი სამახ-
სოვრო იარლიყიღა ამშვენებს, ყველამ რომ დაინახოს, უწინ ამ
ტომარაში რა ინახებოდა…
ახლა ეგეც აღარ მადარდებს, რა სჯობია და რა - არა; სულ ფე-
ხებზე მკიდია ყველაფერი!
ერთი ომის დროინდელი წარწერა გამახსენდა: გახსოვდეს,
ენის ტლიკინით გემს ძირავ რიკინ-რიკინით! რა სისულელეა!
გინდა ასე მოიქეცი, გინდა - ისე, ყველა გემი ბოლოს მაინც ჩაიძი-
რება.
თავის ამგვარად შექცევის მერე სამზარეულოში შევბოდიალ-
დი, სადაც ნახევარი, უკვე გაშავებული, ბანანი და ორი ცალი კრე-
კერი მივირთვი. მერე ცუდი სუნი მეცა და სანაგვე ყუთი გამოვწიე,
სადმე საჭმლის ნარჩენი ხომ არ ჩავარდა და ხომ არ ლპება--
მეთქი, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. იქნებ თავად მე ამდიოდა
ეს სუნი? ვერაფრით ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ რაგინდ მძაფრი
სუნამოთიც უნდა მოვიწუწო, ჩემს სხეულს მაინც კატის საჭმლის
სუნი უდის უკვე. დღეს დილითაც დავისხი რაღაც, ტოსკა, თუ მაგ-
რიფი, თუ რაღაც მაგდაგვარი. ერთი-ორი ეგეთი წვრილმანი კი-
დევ მაქვს შემორჩენილი. შენს ნაგვის მწვანე პარკებს ნამდვი-
ლად დაამშვენებს, მაირა, ჩემს მერე სახლის დალაგებაზე რომ
მიდგება საქმე.
რიჩარდი გაუთავებლად მამარაგებდა სუნამოებით, აბრეშუ-
მის შარფებით, ოქროს ქინძისთავებით სხვადასხვა ცხოველისა
თუ ფრინველის გამოსახულებით, რომელსაც უინიფრედი შეარ-
ჩევდა ხოლმე თავისი გემოვნებით, ოღონდ - ჩემთვის.
პორტ ტიკონდეროგადან მატარებლით მგზავრობისას, და მე-
რე უკვე შინაც, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სულ იმ შეტ-
ყობინებაზე ვფიქრობდი, რენის თქმით, ლორამ რომ დამიტოვა.
ეტყობა ხვდებოდა, რომ რასაც იმ უცნობ ექიმს ეტყოდა, იმას მძი-
მე შედეგი მოყვებოდა. გრძნობდა, რომ დიდ რისკზე მიდიოდა და
ამიტომაც წინასწარ მიიღო საჭირო ზომები - როგორღაც სადღაც
სიტყვა დამიგდო, რაღაც ნიშანი დამიტოვა, ძირს დაგდებული
ცხვირსახოცივით, ანდა თეთრი კენჭებით ტყეში მონიშნული ბი-
ლიკივით.
წარმოვიდგენდი ხოლმე, ამ შეტყობინებას როგორ წერდა…
ალბათ, როგორც ჩვეულებრივ იცოდა ხოლმე - აუცილებლად
ფანქრით იქნებოდა დაწერილი; გამოღეჭილი ფანქრით. ფანქრე-
ბის ღეჭვა ბავშვობიდან უყვარდა. პირში სულ კედრის ხის სუნი
ჰქონდა… და თუ ფერადი ფანქარი იყო, ტუჩები და ენა წითლად,
მწვანედ ან ლურჯად ეღებებოდა. ნელა წერდა, ბავშვური ხელით,
მომრგვალებული ხმოვნებითა და გრძელფეხა თანხმოვნებით.
დიდი ყურადღებით ვადევნებდი ხოლმე თვალს; მაინტერესებდა,
ბოლოს რა გამოუვიდოდა.
წერას რომ დაასრულებდა, მერე კონვერტს აიღებდა, წერილს
შიგნით ჩადებდა, დააწებებდა და შეინახავდა - ზუსტად ისე, რო-
გორც ბავშვობაში ინახავდა ხოლმე ავილიონში ჭინჭში გამოკ-
რულ ნატეხებსა და ნაკუწებს. მაგრამ ნეტა ეს კონვერტი სად უნდა
შეენახა? ავილიონში ვერ შეინახავდა. იქ დიდი ხანია, არც ერთი
აღარ ვყოფილვართ.
ტორონტოს სახლში იქნებოდა სადღაც… სადღაც ისეთ ადგი-
ლას, სადაც არც რიჩარდი, არც უინიფრედი, არც მარგატროიდე-
ბი არასოდეს შეიხედავდნენ. მთელი სახლი გადავაბრუნე - უჯრე-
ბის ქვეშ ვეძებდი, კარადების უკან, ჩემი ზამთრის პალტოების ჯი-
ბეებში, ჩემს უხმარ ხელჩანთებში, ზამთრის ხელთათმანებშიც კი
მოვძებნე, მაგრამ უშედეგოდ.
მერე გამახსენდა, ერთხელ ბაბუას კაბინეტში რომ წამოვადე-
ქი თავზე, მაშინ ათის ან თერთმეტის იქნებოდა. დიდი, ტყავის
ყდაში ჩასმული საოჯახო ბიბლია ჰქონდა გადაშლილი და დედას
ძველი მაკრატლით რაღაც გვერდებს ჭრიდა.
- ლორა, რას აკეთებ?! ეგ ხომ ბიბლიაა!
- ვიცი. იმ ადგილებს ვჭრი, რომლებიც არ მომწონს.
ნაგვის ურნიდან დაჭმუჭნილი ფურცლები ამოვიღე, ლევიან-
ნის და რიცხვნის გვერდები იყო, და კიდევ მათეს სახარებიდან ის
ადგილი, სადაც ქრისტემ უნაყოფო ლეღვის ხე დაწყევლა. გამახ-
სენდა, როგორ აღაშფოთა ამ ადგილმა ლორა საკვირაო სკოლა-
ში - ასე დაუნდობლად რატომ მოექცა ქრისტე იმ ხესო. ცუდი
დღეები ყველას გვაქვს, აუხსნა რენიმ, რომელიც გამწარებული
თქვეფდა კვერცხის ცილას.
- ეს არ უნდა გექნა, ვუთხარი ლორას.
- ქაღალდია, სხვა ხომ არაფერი, - მიპასუხა ლორამ და წამოწ-
ყებული საქმე განაგრძო. - ქაღალდი არაფერს წარმოადგენს;
მთავარი ის სიტყვებია, რომლებიც ამ ქაღალდზე წერია.
- მაგრა მოგხვდება, იცოდე!
- არაფერიც არ მომხვდება. ამ წიგნს მაინც არავინ შლის. მარ-
ტო წინა გვერდს შლიან ხოლმე, სადაც დაბადების, ქორწინების
და სიკვდილის თარიღებია მიწერილი.
მართალიც აღმოჩნდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო.
ამის გახსენებამ ჩვენს საქორწინო ალბომთან მიმიყვანა. ცხა-
დია, ამ ალბომს არავინ არასდროს გადაშლიდა - არც უინიფრე-
დი დაინტერესდებოდა და არც რიჩარდი გადაავლებდა მოსიყვა-
რულე თვალს. ლორამ ეს მშვენივრად იცოდა; იცოდა, რომ მისი
შეტყობინება ამ ალბომში უსაფრთხოდ იქნებოდა. მაგრამ რამ
აფიქრებინა, რომ მე გადავშლიდი?
ლორა თუ მომენატრებოდა, მაშინ გადავშლიდი, აუცილებ-
ლად გადავშლიდი, რადგან ამ ალბომში მისი ბევრი ფოტო იყო
ჩაკრული - ჯვრისწერისას გადაღებული უხეირო სურათები, სა-
დაც პატარძლის მეჯვარის კაბაშია გამოწყობილი, მაგრამ პირ-
დაპირ და ბედნიერი გამომეტყველებით არც ერთში არ იყურება.
შეტყობინება მართლაც ვიპოვე, მაგრამ სიტყვიერი შეტყობი-
ნება არ იყო. ორი სურათი დაეფერა ელვუდ მიურეისაგან მოპა-
რული საღებავებით. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური სამ-
ყარო ფეხებზე ეკიდა, არაფრის გადაყრა არ უყვარდა, ყველა-
ფერს ინახავდა. ჰოდა, ეტყობა არც ის საღებავები გადაუყრია.
მხოლოდ ორი სურათი დაეფერა: ერთი ჯგუფური ფოტო იყო,
რომელშიც ყველა ამოეშალა და მხოლოდ მე, რიჩარდი, უინიფ-
რედი და თვითონ ვიყავით დარჩენილები. უინიფრედი და რიჩარ-
დი შხამიანი მწვანე ფერით იყვნენ დაფერილები, მე - ცისფრად,
ლორა კი - ყვითლად. მხოლოდ მისი კაბა კი არა, მთელი გამოსა-
ხულება. ფოსფორისაგან გაკეთებულ გოგონას ჰგავდა, რომე-
ლიც ლამპარივით ანათებდა, და რომელიც პირდაპირ კი არ იყუ-
რებოდა, არამედ სადღაც გვერდით… თითქოს არც კი იყო იმ სი-
ტუაციის მონაწილე.
მეორე სურათზე მხოლოდ მე და რიჩარდი ვიყავით, ეკლესიის
კიბეზე. რიჩარდის სახე რუხი ფერით დაეფერა, ისეთი მუქი რუ-
ხით, რომ სახე საერთოდ ძლივსღა მოუჩანდა. ხელები წითელი
ჰქონდა, ისევე, როგორც თავიდან ამომავალი ალები - გეგონე-
ბოდა, ცეცხლი უკიდიაო. მე სახე მქონდა ამორეცხილი, თითქოს
ბურუსში ვიყავი გახვეული… წვიმიან დღეს დაორთქლილ ფანჯა-
რას ვგავდი. ჩვენ გარშემო მთელი ფონი გაეშავებინა, უსაშველო
უკუნეთით ვიყავით გარემოცულები და ისეთი გრძნობა დამრჩა,
თითქოს მალე იმ უკუნეთში დავინთქმებოდით.
XI

გლოუბ ენდ მეილი, 7 ოქტომბერი, 1938 -


გრიფენი მიუნხენის ხელშეკრულებას ესალმება

სპეციალურად გლოუბ ენდ მეილისთვის

ოთხშაბათს ტორონტოს ემპაიერ კლაბში გამართულ შეხვედ-


რაზე სიტყვით გამოვიდა შპს „გრიფენ-ჩეიზ როიალ კონსოლი-
დეითიდ ინდასტრის“ პრეზიდენტი და სამეურვეო საბჭოს თავ-
მჯდომარე, ბ-ნი რიჩარდ ე. გრიფენი. თავის მგზნებარე და საქმი-
ან მოხსენებაში, სათაურით „ჩვენ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ“,
მან მაღალი შეფასება მისცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბ-
ნ ნევილ ჩემბერლენის ბოლოდროინდელ ენერგიულ მცდელო-
ბას, რომელიც გასულ კვირას მიუნხენში დადებული ხელშეკრუ-
ლებით დასრულდა. ბ-ნმა გრიფენმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის
პარლამენტის თემთა პალატაში წარმოდგენილი ყველა პარტია
დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ ახალ ამბავს, და იმედი გამოთქვა,
რომ კანადის ყველა პოლიტიკური პარტიაც სათანადოდ შეაფა-
სებს ამ ხელშეკრულების უზარმაზარ მნიშვნელობას, რადგან, მი-
სი წყალობით, ბოლო მოეღება დიდ დეპრესიას და მშვიდობისა
და კეთილდღეობის „ოქროს ხანაში“ შევალთ. ბ-მა გრიფენმა
ასევე ბრძანა, რომ ამ ხელშეკრულებამ კიდევ ერთხელ დაადას-
ტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სახელმწიფო-
ებრივი აზროვნება, სწორი დიპლომატიური ურთიერთობების
დამყარება, პოზიტიური დამოკიდებულებები და ძველი, გამოც-
დილი და მართებული ხედვა, „როცა საერთო საქმეში ყველა თა-
ვის წილ მცირედ წვლილს შეიტანს, ყველა ერთად დარჩება მო-
გებული“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების მიხედვით ჩეხოს-
ლოვაკიის სტატუსთან დაკავშირებით დაისვა, გამომსვლელმა
ბრძანა, რომ მისი აზრით, ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეებს გარან-
ტირებული აქვთ სრული უსაფრთხოება. „ძლიერი და ჯანსაღი
გერმანია, - თქვა მან, - დასავლეთის, განსაკუთრებით, დასავლუ-
რი ბიზნესწრეების ინტერესს წარმოადგენს, რადგანაც იგი ბოლ-
შევიზმის მომძლავრებული ტალღის შემაჩერებელი ბარიერია“.
მან ასევე ისაუბრა კიდევ ერთ, ჩვენთვის მეტად სასურველ, პერ-
სპექტივაზე, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის ხელშეკრულების
დადებას ეხება და დამსწრე საზოგადოება დაამშვიდა, ეგ დღეც
მალე დადგებაო. „იარაღის ჟღარუნის დრო დასრულდა, ახლა
საქმეს უნდა მივხედოთ და ყურადღება მშვიდობიანი სამომხმა-
რებლო პროდუქციის წარმოებაზე გადავიტანოთ, ეს კი, თავის
მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს, გან-
საკუთრებით იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება - პერიფერი-
ებში,” თქვა მან ბოლოს და დასძინა, ქვეყნის მესვეურებმა იმაზე
უნდა იზრუნონ, რომ ავად სახსენებელი შვიდი მშიერი წელიწადი
შვიდი მაძღარი წელიწადით შეიცვალოს და ეს შესანიშნავი პერ-
სპექტივა მთელ ორმოციან წლებს გაყვესო.
ბ-ნი გრიფენი მჭიდროდ თანამშრომლობს კონსერვატორებ-
თან და ბევრი პოლიტიკოსი მისი ამ პარტიის ლიდერის პოზი-
ციაზე წარდგენასაც ვარაუდობს. მისი ბრწყინვალე გამოსვლა
მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.
მეიფეარი, ივნისი, 1939
მეფური სტილი სამეფო ბაღის წვეულებაზე

სინთია ფერვისი

მათი ბრწყინვალებების, ლორდ და ლედი თვიდსმიურეიების


მიერ დაპატიჟებული ხუთი ათასი რჩეული სტუმარი მოჯადოებუ-
ლივით გამწკრივებულიყო ოტავას მთავრობის სასახლის ბაღის
ბილიკებზე, როდესაც მათი უდიდებულესობები, მეფე და დედო-
ფალი, მისი უდიდებულების დაბადების დღეს იქაურობას ესტუმ-
რნენ.
ზუსტად ხუთის ნახევარზე მონარქები მთავრობის სასახლის
ჩინური გალერეიდან შემობრძანდნენ. მეფე დილის ტანსაცმელ-
ში იყო გამოწყობილი, დედოფალს კი ბეწვითა და მარგალიტე-
ბით გაწყობილი ჩალისფერი კაბა და დიდი, ოდნავ ფარფლებაპ-
რეხილი ქუდი ამშვენებდა, სახე ავარდისფრებოდა და მოღიმარი
ცისფერი თვალებით სითბოსა და კეთილგანწყობილებას აფ-
რქვევდა. მისი მიმოხვრის უზადო მანერამ ყველა მოხიბლა.
მათ უდიდებულესობებს უკან გულუხვი მასპინძელი და მისი
მშვენიერი მეუღლე, მათი ბრწყინვალება გენერალური გუბერნა-
ტორი და ლედი თვიდსმიურეი მოჰყვებოდნენ. ლედი თვიდ-
სმიურეის ქათქათა თეთრი ფერის ანსამბლს, რომელიც კანადუ-
რი პოლარული მელიის ბეწვით იყო გაწყობილი, კიდევ უფრო უს-
ვამდა ხაზს მისი ქუდის ფირუზისფერი ბაფთა. მათ უდიდებულე-
სობებს პირადად წარუდგინეს მონრეალელი პოლკოვნიკი ფ. ფე-
ლანი და მისი მეუღლე, რომელსაც აბრეშუმის ყვავილებიანი კა-
ბა ეცვა და თავზე გამჭვირვალე პლასტიკატის ფარფლებიანი ქუ-
დი ეხურა; გენერალური ბრიგადირი უ. ჰ. ლ. ელკინზი, მეუღლი-
თა და ქალიშვილით, და ბატონი და ქალბატონი გლედსტოუნ
მიურეიები.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრიფენების წყვილი. ბ--
ნი რიჩარდ გრიფენის მეუღლეს, ქ-ნ აირის გრიფენს, ორქიდეის
ფერის ანსამბლზე გასაოცარი ვერცხლისფერი მელიის ბეწვით
გაწყობილი შავი შიფონის კაპიუშონიანი მოსაცმელი ეცვა (კა-
პიუშონი მთლიანად ბეწვისა იყო, ხოლო თავად მოსაცმელს ბეწ-
ვი სხივებად დაჰყვებოდა). ქალბატონ დაგლას უოტს მომწვანო--
მოყვითალო შიფონის კაბა და ხავერდის მოსაცმელი ამშვენებ-
და, ხოლო ქალბატონი ფ. რაიდი მაქმანებით გაწყობილი ორგან-
დის კოჭებამდე კაბით მობრძანებულიყო.
ჩაის სმისას ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის ხმასაც
გაიგონებდით. შემდეგ კი, როცა მონარქები დამსწრე საზოგა-
დოებას გამოეთხოვნენ, ერთბაშად ატყდა ფოტოაპარატების ჩხა-
კუნი და ნათება, სტუმრებმა ხმამაღლა იმღერეს „ღმერთო,
დაიფარე მეფე“. ამის შემდეგ უკვე მთელი ყურადღება დაბადების
დღეზე მორთმეულ ტორტებზე გადავიდა - უზარმაზარ, თოვლი-
ვით ქათქათა, თეთრადვე მოჭიქულ უგემრიელეს და ულამაზეს
ტორტებზე! შენობაში შებრძანებული მეფისთვის მირთმეული
ტორტი არა მხოლოდ ვარდის, სამყურას და ნარშავის გამოსახუ-
ლებებით იყო მორთული, არამედ მშვიდობისა და იმედის სიმბო-
ლოებითაც - შაქრისაგან დამზადებული მინიატურული მტრედე-
ბით, რომლებსაც ნისკარტებში პატარა ალმები ეჭირათ.
ბრმა მკვლელი: სად---სტაც-ო დარბაზი
ღრუბლიანი და დახუთული დღეა, ყველაფერი ტანზე ეკრობა -
თეთრი ხელთათმანები მოაჯირზე შეხებისთანავე დაულაქავდა.
თითქოს ქვეყნიერებაც დამძიმდა, უზომოდ დამძიმდა… გულზე
ქვასავით აწვება… ჰაერიც ქვასავითაა, საერთოდ არ იძვრის.
მაგრამ აი, მატარებელი ჩამოდგა და ქალიც, დაპირებისა-
მებრ, უკვე ჭიშკართანაა ატუზული. ამჯერად კაციც ასრულებს მი-
ცემულ სიტყვას - მატარებლიდან ჩამოდის!.. ქალს მაშინვე ხე-
დავს და მისკენ მიემართება. ერთმანეთს ოდნავ ეხებიან და მერე
ხელს ართმევენ, შორეული ნაცნობებივით. ქალი ლოყაზე სწრა-
ფად კოცნის, რადგან საჯარო თავშეყრის ადგილია და ვინ იცის,
თვალს ვინ შეასწრებთ. კიბეზე ადიან და მარმარილოთი მოპირ-
კეთებულ დარბაზში შედიან. ქალი ოდნავ დაძაბულია, თითქოს
ახალგაცნობილ მამაკაცთან ერთად იყოს. წესიერად ვერც შეათ-
ვალიერა. ცოტა შეცვლილი ეჩვენება, აშკარად ძალიან გამხდა-
რა… კიდევ? კიდევ ნეტა რა?
- გზაში საშინლად გავწვალდი. ფული ცოტა მქონდა. უვარგისი
მატარებლებით მგზავრობა მომიხდა.
- რომ მცოდნოდა, ფულს გამოგიგზავნიდი.
- ვიცი, მაგრამ მისამართი არ მქონდა.
კაცი მოსაცმელს და პატარა ჩემოდანს სადგურის ბარგის შე-
სანახ განყოფილებაში ტოვებს, მხოლოდ პატარა ჩანთა მოაქვს.
დანარჩენს მერე ავიღებ, ახლა თავისუფლად მინდა ვიმოძრა-
ვოო, ამბობს. გარშემო უამრავი ადამიანი მიდი-მოდის, ნაბიჯე-
ბის ხმა და საუბრის ფრაგმენტები ესმით. უაზროდ დგანან, არ
იციან, საით წავიდნენ. ამაზე ქალს უნდა ეზრუნა, რამე უნდა
მოესაზრებინა… ხომ იცოდა, რომ კაცს წასასვლელი არსად ექნე-
ბოდა… აი, ვისკის წამოღება კი არ დაავიწყდა, მათარა ხელჩან-
თაში უდევს.
ბოლოს სასტუმროში წასვლას გადაწყვეტენ, კაცს ერთი იაფ-
ფასიანი სასტუმრო ეგულება მახლობლად. ამას პირველად აკე-
თებენ და დიდ რისკზეც მიდიან. მაგრამ როგორც კი ქალი სას-
ტუმროს დაინახავს, წამსვე მიხვდება, რომ ამ სასტუმროში და-
ქორწინებულ წყვილად არავინ ჩათვლით, ყოველ შემთხვევაში -
ერთმანეთზე დაქორწინებულად. ქალს ორი წლის წინ ნაყიდი
საწვიმარი აცვია და თავზე თავსაფარი აქვს მოხვეული. მართა-
ლია, აბრეშუმისაა, მაგრამ ამაზე უარესი ვერაფერი იპოვა. იქნებ
იფიქრონ, რომ კაცთან ფულის გამო წვება?… ასე აჯობებს, მაშინ
ნაკლებად თვალში საცემი იქნება.
სასტუმროს წინ, ქვაფენილზე მინის ნამსხვრევები ყრია და
ნარწყევის გუბე დგას… თითქოს სისხლიც ურევია… კაცი აფრთხი-
ლებს, ფეხი არ ჩაადგაო.
პირველ სართულზე ბარია, თუმცა „სადეგუსტაციო დარბაზი“
ჰქვია. შიგნით მხოლოდ მამაკაცებს უშვებენ… ან ქალებს მამაკა-
ცების თანხლებით. გარეთ წითელი ნეონის ვერტიკალური წარ-
წერა და შესასვლელისკენ მიმართული ისარია, რამდენიმე ასო
ჩამქრალა და წარწერა „სად---სტაც-ო დარბაზად“ იკითხება. ნაძ-
ვის ხის მოსართავი პაწაწინა ნათურების მსგავსი განათება ციმ-
ციმებს, ინთება და ქრება; განათება კიბეს ისე მიუყვება ქვემოთ,
როგორც ჭიანჭველების პატარა მწკრივი - მილსადენს.
ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც უამრავი უსაქმური ლოთი დგას და
იცდის, კარს როდის გააღებენ. კაცი იდაყვში კიდებს ქალს ხელს
და ცოტა ფეხს ააჩქარებინებს. მიუხედავად ამისა, ერთი კაცი მა-
ინც მიაკნავლებს კუდში, ახურუშებული კატასავით.
სასტუმროს ნომრებში შესასვლელად შენობას ცალკე კარი
აქვს. შავ-თეთრი მოზაიკის არშია დაყვება იმას, რაც ოდესღაც წი-
თელი ლომის გამოსახულება იქნებოდა. მაგრამ გამოსახულება
რაღაცნაირად გამოხრული და გამოჭმულია, თითქოს ჩრჩილებ-
მა გამოხრესო. წითელი ქვის დარჩენილი ფრაგმენტები კარზე
გაჩენილ პოლიპებს წააგავს. იატაკზე დაგებული ყვითელი ლი-
ნოლეუმი კარგა ხნის გაურეცხავია, ჭუჭყის რუხი ლაქებითაა და-
ფარული.
კაცი სარეგისტრაციო ჟურნალში აწერს ხელს და ფულს იხ-
დის. ამასობაში ქალი ცდილობს გულგრილი და დაღლილი გა-
მომეტყველება მიიღოს; სასტუმროს რეგისტრატორის თავთან
დაკიდებულ საათს აშტერდება. უბრალო საათია, უპრეტენზიო,
ზუსტად ისეთი, როგორიც სადგურებშია ხოლმე, მხოლოდ უტი-
ლიტარული დანიშნულების - ესა და ეს დროაო, - ამას გეუბნება,
სხვას არაფერს.
კაცმა გასაღები უკვე აიღო, ოთახი მეორე სართულზეა. სას-
ტუმროში პატარა, კუბოსავით ლიფტიც არის, მაგრამ ქალს კატე-
გორიულად არ უნდა ლიფტით ასვლა. იცის, რომ კაბინაში საში-
ნელი სუნი იქნება - ბინძური წინდებისა და დამპალი კბილების.
არაფრით არ უნდა, კაცის სიახლოვეს ამ საშინელი სუნის ფონზე
რომ აღმოჩნდეს. ჰოდა, ოთახში ფეხით ადიან. კიბეზე გაქუცული
ხალიჩა აფენია, ერთ დროს მუქი ლურჯისა და წითლის კომბინა-
ციით ნაქსოვი. გვერდზე ყვავილების ორნამენტი დაჰყვება, რო-
მელიც პრაქტიკულად უკვე მთლიანად წაშლილია.
- ბოდიშს ვიხდი, - ამბობს კაცი, - ჯობდა, უკეთესი ყოფილიყო.
- რასაც იხდი, იმისას ყიდულობ, - მხიარულად უპასუხებს ქა-
ლი, მაგრამ იქვე გრძნობს, რომ ასეთი რამ არ უნდა ეთქვა; ახლა
კაცი იფიქრებს, რომ უფულობაზე გადაუკრა სიტყვა. - მაგრამ, უნ-
და ითქვას, რომ შესანიშნავი კამუფლაჟია, - დასძენს იქვე, რომ
სიტუაცია როგორმე განმუხტოს. კაცი არაფერს ეუბნება. ქალი
ძალიან ბევრს ლაპარაკობს, საკუთარი ხმა უკვე ზედმეტად ხვდე-
ბა ყურში… თანაც, სულ სისულელეებს ამბობს… ნეტა, კაცს რომ
ახსოვს, იმისგან ძალიან განსხვავდება? ძალიან შეიცვალა?
ჰოლის კედლებზე გაკრული შპალერი მთლად გახუნებულია,
ფერი საერთოდ აღარა აქვს. კარები მუქი ფერისაა, საკერებლე-
ბიანი, საღებავგადაცლილი და ჩამოტრაწული. კაცი ნომერს
პოულობს და გასაღებს ატრიალებს. უგრძესი, მასიური გასაღე-
ბია, გეგონება ციხესიმაგრის კარს უნდა მოერგოსო. ოთახი ბევ-
რად უარესია, ვიდრე ნებისმიერი ის, რომელშიც აქამდე ყოფი-
ლან! ის ოთახები ზერელედ მაინც იყო გასუფთავებული. ორად-
გილიან საწოლს სლიკინა გადასაფარებელი აფარია, ხელოვნუ-
რი აბრეშუმისაა, ფეხისგულივით მოყვითალო-მოვარდისფრო;
ერთი სკამი დგას, გაცვეთილი რბილი გადასაკრავით, საიდანაც
მტვრად ქცეული შიგთავსი ცვივა; რუხი მინის იაფფასიანი საფერ-
ფლეც დევს. ოთახში თამბაქოს და დაქცეული ლუდის სუნი
დგას… და კიდევ… ძალიან ბინძური, დიდი ხნის გაურეცხავი საც-
ვლების… ფანჯრის უსწორმასწორო მინა თეთრადაა შეღებილი.
ქალი ხელთათმანებს, ლაბადას და თავსაფარს იძრობს და
სკამზე ყრის. ჩანთიდან ვისკიან მათარას იღებს და აქეთ-იქით
იყურება. ჭიქები არ ჩანს, პირდაპირ მათარიდან უნდა მოწრუპონ.
- ნეტა ეს ფანჯარა თუ იღება? ეგებ ცოტა სუფთა ჰაერი მაინც
ჩაგვესუნთქა.
კაცი ფანჯარასთან მიდის და აღებს. ოთახში ქუჩის ბუღი შემო-
დის. კაცი ფანჯარასთან ყოვნდება, ფანჯრისკენ ზურგშექცევით,
ხელებით რაფაზე დაყრდნობილი. უკნიდან შუქი ურტყამს და ქა-
ლი მხოლოდ მის სილუეტს ხედავს… ეს ნებისმიერი მამაკაცის სი-
ლუეტი შეიძლებოდა ყოფილიყო.
- ესეც ასეეე, - ამბობს კაცი. - ახლა ნამდვილად მივხვდი, რომ
დავბრუნდი.
ძალიან დაღლილი ჩანს. ქალი ფიქრობს, იქნებ ისეთი დაღ-
ლილია, რომ ძილის მეტი არაფერი უნდაო. კაცს უახლოვდება,
ხელებს წელზე აჭდობს და ეუბნება:
- იცი, ის მოთხრობა ვიპოვე.
- რომელი მოთხრობა?
- ქსენორის კაც-ხვლიკებზე. სად აღარ ვეძებე… უნდა გენახა,
საგაზეთო სტენდებში როგორ ვიქექებოდი… გამყიდვლებს, ალ-
ბათ, გიჟი ვეგონე.
- ააა, ეგა? ჰოოო… ეგ საზიზღრობა მართლა წაიკითხე? აღარც
კი მახსოვს, რა დავწერე.
ქალი ცდილობს, გაწბილება არ დაეტყოს. არც ის უნდა, კაცმა
შეატყოს, როგორ მოენატრა… არც იმის თქმა უნდა, რომ ის მოთ-
ხრობა მისი არსებობის დამადასტურებელი ნიშანი იყო, ასე
ვთქვათ, ერთგვარი სამხილი თუ მტკიცებულება, რაც უნდა აბ-
სურდულად ჟღერდეს.
- აბა რას ვიზამდი? გაგრძელებასაც კი ველოდებოდი.
- გაგრძელება აღარ დამიწერია. არ მეცალა, ტყვიებს გავურ-
ბოდი… ჩვენი დაჯგუფება შუაში მოიქციეს, კაი ბიჭები ორივე
მხრიდან გვიტევდნენ… ნამდვილი სასაკლაო იყო.
ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოეხვია კაცი. მომჟაო სუნი
უდის. მისი გაუპარსავი ლოყა ქალს კისერს უკაწრავს… რა ბედ-
ნიერებაა, უვნებელს რომ ხედავს!.. ყოველ შემთხვევაში, ახლა
გვერდით ჰყავს და ცოცხალია!
- ღმერთო ჩემო, - ამბობს კაცი, - ძალიან მინდა დალევა.
- კარგი, ოღონდ ზეზეულად ნუ ჩამოგეძინება… ჯერ არ დაიძი-
ნო, გთხოვ! ჯერ დავწვეთ.
სამი საათია, რაც კაცს გაუნძრევლად სძინავს, მკვდარივით.
მზე უკვე გადავიდა, ბნელდება. ქალმა იცის, რომ უნდა წავიდეს,
მაგრამ ძალა არ ჰყოფნის, თავს ვერ აიძულებს… ვერც კაცს აღ-
ვიძებს. შინ რომ მივა, რა უნდა თქვას? გონებაში კიბეზე წაქ-
ცეული მოხუცი ქალის ამბავს თხზავს; საცოდავი, მიუსაფარი ქა-
ლის ამბავს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა… ტაქსით
გააქანა საავადმყოფოში… ასე ხომ ვერ მიატოვებდა იმ უბე-
დურს?! საცოდავად ეგდო კიბეზე და გვერდით არავინ ჰყავდა…
ჰო, იცის, რომ უნდა დაერეკა, მაგრამ ვერ მოახერხა, ახლომახ-
ლო ტელეფონი არსად იყო და ის საცოდავი კი ტკივილისაგან იკ-
რუნჩხებოდა… ლექციის მოსასმენადაც ემზადება თემაზე „ყვე-
ლამ თავის საქმეს მიხედოს“; თავსაც გადააქნევენ, შენი საშველი
არ არისო… ნეტა დამოუკიდებლად ცხოვრებას ოდესმე თუ შეძ-
ლებო…
ქვედა სართულის საათი წუთებს უწყალოდ ითვლის. კორიდო-
რიდან ხმაური შემოდის, აჩქარებული ნაბიჯების ხმაა. აქ ოთახე-
ბი ხელიდან ხელში გადადის, ზუსტად განსაზღვრულ დროში. ეს
ამათი ბიზნესია. ქალი კაცის გვერდით წევს და მის სუნთქვას უს-
მენს; აინტერესებს, ახლა სადა ქრის მისი გონება. იმასაც ფიქ-
რობს, რა ვუთხრა და როგორ ვუთხრაო… ყველაფერს უნდა მო-
უყვეს, თუ არ ღირს? თუ ეტყვის, გავიქცეთო, მაშინ მოუწევს ყვე-
ლაფრის თქმა, სხვა შემთხვევაში კი, ალბათ, არ ღირს… ჯერჯე-
რობით მაინც.
კაცი იღვიძებს. მოწევა და დალევა უნდა.
- ჩემი აზრით, საწოლში არ უნდა მოვწიოთ ხოლმე. ერთხელაც
ცეცხლი წაგვეკიდება და ამოვიბუგებით.
კაცი ჩუმადაა.
- იქ რა ხდებოდა? გაზეთებს კი ვკითხულობდი, მაგრამ ეს ალ-
ბათ სხვა იყო.
- ჰო, ნამდვილად სხვა იყო.
- სულ იმის მეშინოდა, არ მოკლან-მეთქი.
- სწორად გეშინოდა, კინაღამ მომკლეს… ყველაზე სასაცილო
იცი, რა არის? ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავი, მაგრამ შევეგუე… ახ-
ლა აქაურობასთან შეგუება მიჭირს… ცოტა მოსუქებულხარ.
- მართლა? ძალიან ხომ არ გავსუქდი?
- არა. მშვენიერია, ხელის მოსაკიდი ადგილები გაგიჩნდა.
უკვე მთლად დაბნელდა. ფანჯრის ქვეშ, ბარიდან, ჭიქების
წკრიალი, შეზარხოშებულთა ღრიანცელი და ხარხარი ისმის, მე-
რე - მსხვრევის ხმაც - ვიღაცამ ბოთლი გატეხა. ამას ქალის კივი-
ლიც ემატება.
- ზეიმობენ, ჯიგრები.
- რას აღნიშნავენ?
- ომს.
- ომის დასასრულს გულისხმობ, ალბათ.
- არა, მომდევნო ომის დასაწყისს ზეიმობენ, საცაა რომ დაიწ-
ყება. ეგ არავის სჯერა, ღრუბლებში დაფრინავენ და გაიძახიან,
არაფერი მოხდებაო. მაგრამ მიწაზე თუ დაეშვები, ეგრევე იგ-
რძნობ, ჰაერში რომ ომის სუნი ტრიალებს. ესპანეთის ჯოჯოხეთი
პატარა წავარჯიშება იყო, ახლა საქმე უფრო სერიოზულადაა,
ნამდვილი ომი დაიწყება. მუხტი ჰაერში იგრძნობა, როგორც
ჭექა-ქუხილის წინ იგრძნობა ხოლმე. ჰოდა, ესენიც ცხოველები-
ვით გრძნობენ და ამიტომაც ცმუკავენ ასე… ბოთლებსაც ამ მო-
ლოდინის გამო ამსხვრევენ… ომის დაწყება ეჩქარებათ.
- რას ლაპარაკობ?! ღმერთმა დაგვიფაროს! ომი აღარ დაიწყე-
ბა, პაქტები დადეს და რა ვიცი…
- მშვიდობის იმედი გაქვს? ჩვენს დროში? არ არსებობს! ცა-
რიელი ლაყბობაა. იცი, რისი იმედი აქვთ? რომ ძია სტალინი და
ადოლფი ერთმანეთს კბილებით დაგლეჯენ და ებრაელებსაც ზედ
მიაყოლებენ, ვიდრე ეგენი ადგილზე ჯდომითა და ფულის კეთე-
ბით ტრაკებს ისქელებენ.
- ისევ ისეთი ცინიკოსი ხარ!
- შენ კიდევ, ისევ ისეთი ბრიყვი.
- არც ისეთი ბრიყვი ვარ, შენ რომ გგონია… მაგრამ მოდი, ნუ-
ღარ ვიკამათებთ, ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით.
ქალი ატყობს, რომ კაცი თანდათან საკუთარ თავს ემსგავსება
და ცოტათი მშვიდდება.
- მართალი ხარ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ ვერაფერს
შევცვლით, ჩვენ მხოლოდ პაიკები ვართ.
- პაიკი კი ხარ, მაგრამ ომი თუ დაიწყო, ეგრევე პირველი შენ
გავარდები, არა?
კაცი უყურებს.
- აბა, შენი აზრით, რა უნდა ვქნა?
კაცი ვერ ხვდება, ქალი რატომ ტირის.
- ნეტა დაჭრილი ყოფილიყავი!.. მაშინ ვერსად წახვიდოდი, აქ
დარჩებოდი.
- ჰოდა, კარგი დახლიც დაგვიდგებოდააა!.. მოდი, ჩემთან მო-
დი, ჩემო სულელო გოგო!
ქალი სასტუმროდან რომ გამოდის, ისე ბნელა, ვერაფერს ხე-
დავს. მაინც გაივლის ცოტას ფეხით, რომ დამშვიდდეს. მაგრამ
უამრავი მთვრალი კაცი დაბოდიალობს და ჯობს, ისევ ტაქსი
გააჩეროს.
ტაქსიში რომ ჯდება, თავს იწესრიგებს - პომადას ისვამს და
პუდრსაც მიიყრის. ტაქსი ჩერდება, ქალი ჩანთიდან ფულს იღებს
და იხდის. მერე მანქანიდან გადმოდის, ქვის კიბეს აუყვება, მუხის
მძიმე კარს აღებს, ხურავს და თან გულში იმეორებს: ვწუხვარ, ასე
რომ დავიგვიანე, მაგრამ… ვერ წარმოიდგენთ, რა შემემთხვა,
პირდაპირ ნამდვილი თავგადასავალი იყო…
ბრმა მკვლელი: ყვითელი ფარდები

ეს ოხერი ომი როგორ მწიფდებოდა? როგორ იკრებდა ძა-


ლას? რისგან შედგებოდა? რა საიდუმლოებებისაგან, რა
ტყუილებისაგან, ვისი ღალატისაგან? რისი სიყვარულისა და რი-
სი სიძულვილისაგან? რა ფული დაიხარჯა? რამდენი ლითონი?!
იმედი კვამლის ფარდას გიფარებს ცხვირწინ. კვამლი თვა-
ლებს გიბრმავებს და ცუდს არაფერს ელოდები, ცუდი სრულიად
მოულოდნელად ხდება, უცებ გაჩენილი ხანძარივითაა, მკვლე-
ლობასავითაა, ოღონდ მილიონჯერ გამრავლებულ მკვლელობა-
სავით; წარღვნა და მოვარდნილი ღვარცოფია!..
მათთვის, ვისაც ომის ქარ-ცეცხლი უშუალოდ არ ეხება, ომი
შავ-თეთრია; მათთვის კი, ვინც იბრძვის, ათასფერადი - მეტისმე-
ტად მჭახე, მეტისმეტად მკვეთრი, მეტისმეტად წითელი და ნარინ-
ჯისფერი, მეტისმეტად თხევადი და მხურვალე.მაგრამ დანარჩე-
ნებისთვის ომი კონოქრონიკასავითაა - ეპიზოდური და ულამაზო
კადრებით, ალაგ-ალაგ ხმაურიანი სტაკატოებით და უამრავი სა-
ხეგამურული ადამიანით, რომლებიც გარბიან, იმალებიან, ანდა
მოცელილები ეცემიან. მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი
ძალიან შორსაა და სინამდვილეს არ ჰგავს.
ქალი კინოდარბაზში შედის და ახალი ამბების ქრონიკას უყუ-
რებს, გაზეთებს კითხულობს; იცის, რომ მისი ყოფნა-არყოფნა
მხოლოდ ბედისწერის წყალობაზეა დამოკიდებული, მაგრამ იმა-
საც ხვდება, რომ ბედისწერამ დანდობა არ იცის.
უკვე ყველაფერი გადაწყვიტა, გადაწყვეტილებას არ შეც-
ვლის, ყველას და ყველაფერს გაწირავს და ვერავინ და ვერაფე-
რი შეაჩერებს!
ყველაფერი დაგეგმა: ერთ დღესაც ჩვეულებრივად გავა შინი-
დან, თან რამე ფულსაც გაიყოლებს; ჯერ ზუსტად არ იცის, რამ-
დენს და როგორ, მაგრამ რამეს აუცილებლად მოახერხებს. სხვე-
ბი რას აკეთებენ ხოლმე ასეთ დროს? ლომბარდში მიდიან. ჰოდა,
ისიც ასე მოიქცევა. ნივთებს ჩააბარებს - ოქროს საათს, ვერ-
ცხლის კოვზს, ქურქს და ათას სხვა რაღაცას. ნელ-ნელა გაზიდავს
სახლიდან და ვერავინ შენიშნავს. ბევრს ვერ აიღებს, მაგრამ რა-
ღაც ხომ მაინც იქნება? მერე ოთახს იქირავებს, იაფფასიან
ოთახს, ოღონდ მთლად ჯურღმულშიც რომ არ იყოს… მოკლედ,
ერთი პირი საღებავის გადასმამ რომ გამოაცოცხლოს, ისეთს. მე-
რე წერილს დაწერს, აღარ დავბრუნდებიო. ჯერ ემისრებს გამო-
უგზავნიან, მერე ელჩებს, მერე ადვოკატებს; დაემუქრებიან,
დააჯარიმებენ, დააშინებენ, სულ კანკალში იქნება, მაგრამ გაუძ-
ლებს. ყველა ხიდს გადაწვავს, გარდა მასთან მიმავალი ხიდისა,
რომელიც, ახლა, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდია… დავბრუნდებიო,
დაჰპირდა, მაგრამ ასეთი დარწმუნებული როგორ იყო? ასეთი
რამის გარანტია არ არსებობს.
ვაშლსა და კრეკერებზე გადაივლის, თითო ჭიქა ჩაისა და თი-
თო ჭიქა რძეს იმყოფინებს; ლობიოსა და ძროხის ხორცის კონ-
სერვებზე გადავა. ზოგჯერ ტაფამწვარსაც შეჭამს, თუ მოახერ-
ხებს… ზოგჯერაც ტოსტებს… იმ კაფეებში ივლის, სადაც დღისით
მხოლოდ გაზეთების დამრიგებელი ბიჭები და ლოთები მიდიან
ხოლმე. მერე, თანდათან ვეტერანებიც შემოემატებათ. მათი რიც-
ხვი თვიდან თვემდე გაიზრდება - უხელოები, უმკლავოები, უფე-
ხოები, უცხვიროები და ცალთვალები იქნებიან. ალბათ ძალიან
მოუნდება მათთან გასაუბრება, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს,
ცუდად გაუგებენ. თავისი სხეული, როგორც ყოველთვის, ცუდ
სამსახურს გაუწევს. ამიტომ, უბრალოდ, მათ საუბარს ჩუმად
მიაყურადებს.
კაფეში ომის დამთავრებაზე ილაპარაკებენ; ყველა იტყვის,
საცაა დასრულდებაო. უბრალოდ, ცოტა ხნის ამბავია, სანამ ყვე-
ლაფერს აასუფთავებენ და ჩვენი ბიჭებიც დაბრუნდებიანო, ასე
იტყვიან. კაცები ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ აზრებს მაინც
გაუზიარებენ, რადგანაც ომის მოგების სასიხარულო პერსპექტი-
ვა ქადაგად დასცემს ყველას. ჰაერშიც სხვაგვარი სუნი დატრი-
ალდება - თან ოპტიმიზმის და თანაც ოდნავი შიშის. გემი დღეს თუ
ხვალ ჩამოდგება პორტში, მაგრამ ვინ იცის, ვის ჩამოიყვანს და
ვის - არა…
ბინას სასურსათო მაღაზიის თავზე იქირავებს, პატარა სამზა-
რეულოთი და აბაზანით. ოთახის მცენარესაც იყიდის, ალბათ ბე-
გონიას ან გვიმრას. მისი მორწყვა არ დაავიწყდება და ამიტომ
არც მოუკვდება. სასურსათოს მეპატრონე შავგვრემანი, ჩასუქე-
ბული, დედასავით თბილი და მზრუნველი ქალი იქნება და სულ
იმას ეტყვის, გამხდარი ხარ და ცოტა ხორცი უნდა შეისხაო. იმა-
საც ეტყვის, ფილტვები თუ გაუცივდა, შინაურულად როგორ უნდა
უწამლოს. ალბათ, ბერძენი იქნება, ან რაღაც მაგდაგვარი, მსხვი-
ლი მკლავებითა და შუაზე გადაყოფილი, უკან დამაგრებული
თმით. მისი ქმარიცა და ვაჟიც ბადრაგები იქნებიან. მათი დაფე-
რილი სურათი ჩარჩოში ექნება ჩასმული და სალარო აპარატთან
შემოდგმული.
ორივე, თვითონაც და ის ქალიც, საათობით დაელოდებიან კი-
ბეზე ამომავალი ნაბიჯების ხმას, სატელეფონო ზარს, კარზე კა-
კუნს. ასეთ დაძაბულ მოლოდინში დაძინება გაუჭირდებათ, ამი-
ტომ საძილე საშუალებებზეც ბევრს იმსჯელებენ. დროდადრო ის
ქალი თითო ვაშლსაც მიაჩეჩებს ანდა მწვანე კარამელს, დახლზე
რომ აქვს ყუთით შემოდგმული. ასეთი საჩუქარი უფრო ასიამოვ-
ნებს, ვიდრე ის, რომ პროდუქტებზე ფასი დაუკლოს.
კაცი როგორღა გაიგებს, სად უნდა მოაკითხოს? ახლა ხომ
ყველა ხიდი გადამწვარი ექნება… როგორმე იპოვის, აუცილებ-
ლად იპოვის, რადგან ხანგრძლივი მოგზაურობა და განშორება
შეყვარებულთა შეყრით სრულდება ხოლმე. აუცილებლად შეხ-
ვდებიან, ვალდებულნი არიან, რომ შეხვდნენ, სხვა გზა არა აქვთ!
ფანჯრებისთვის ფარდებს შეკერავს, ყვითელ ფარდებს - ან
იადონისფერს ან კვერცხისგულისფერს. მხიარული ფარდები იქ-
ნება, მზის შუქივით. მერე რა, რომ კერვა არ იცის… სასურსათოს
მეპატრონე მეგობარი რისთვისა ჰყავს? იმ ფარდებს კარგად
გაახამებს და ისე დაკიდებს. სულ მუხლებზე დაჩოქილი აწმენდს
ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის ქვეშ დაგროვილ მკვდარ მწერებსა
და თაგვის ცურცლებს. მერე სადმე ძველ თუნუქის ქილებსაც
იშოვის, თეთრად შეღებავს და დააწერს: ჩაი, ყავა, შაქარი, ფქვი-
ლი… თანაც, შეღებვისას იღიღინებს. ახალ პირსახოცს იყიდის,
პირსახოცს კი არა, პირსახოცებს… ცხადია, საწოლის თეთრეულ-
საც, ეგ მნიშვნელოვანია. და ძალიან, ძალიან დიდხანს დაივარ-
ცხნის ხოლმე თმას.
აი, ასეთ სახალისო რამეებს გააკეთებს, ვიდრე ის გამოჩნდე-
ბა.
ჰო, კიდევ რადიოს იყიდის, პატარას, მეორადი ნივთების მა-
ღაზიაში ან ლომბარდში. სისტემატურად მოისმენს ახალ ამბებს,
რომ ყველაფრის საქმის კურსში იყოს. ტელეფონსაც დაიდგამს,
ტელეფონი აუცილებელია… თუმცა, თავიდან არავინ შეეხმიანე-
ბა. ზოგჯერ უბრალოდ ყურმილს აიღებს და ზუმერს მოუსმენს. შე-
იძლება, ვინმეს საუბარშიც კი ჩაერთოს, ალბათ, ქალები იქნები-
ან, კულინარულ რეცეპტებზე ისაუბრებენ, ანდა ამინდზე, ბავ-
შვებზე და კაცებზე, რომლებიც შინ არა ჰყავთ.
ეს ყველაფერი არ ხდება!… ან ხდება, მაგრამ მის თავს არა. ეს
ყველაფერი სხვა განზომილებაშია.
ბრმა მკვლელი: ტელეგრამა

ტელეგრამა ჩვეულებრივად მოვიდა. შავ უნიფორმაში გამოწ-


ყობილმა ფოსტალიონმა მოიტანა, რომლისთანებსაც პირდაპირ
სახეზე აწერიათ, სასიხარულოს რომ არაფერს გამცნობენ. ასეთ
სამსახურში რომ იყვანენ ადამიანებს, მგონი, წინასწარ ავარჯი-
შებენ, როგორი გამომეტყველება უნდა მიიღონ - განყენებული,
მაგრამ მწუხარების გამომხატველი… დახურულ კუბოსავით.
ასეთი ტელეგრამები ყვითელი კონვერტით მოაქვთ, შუაში და-
ტანებული გამჭვირვალე სარკმლით, და ყველა ტელეგრამაში
ერთი და იგივე ტექსტი წერია. სიტყვები ძალიან შორეულია, აშ-
კარად უცხოს დაწერილი; თითქოს ვიღაც უცნობი შემოგეჭრა
სახლში, ცარიელი ოთახის შორეულ კუთხეში დადგა და იქიდან
გითხრა რაღაც ძლივს გასაგონად. ნათქვამი ძალიან მოკლეა,
მაგრამ ყველა სიტყვა მეტისმეტად მკვეთრი და გასაგები შინაარ-
სის მატარებელია: გატყობინებთ… დაღუპვის ამბავს… ვწუხ-
ვართ… ფრთხილად და ნეიტრალურად ნათქვამი სიტყვებია, ფა-
რული შეკითხვით - აბა, სხვას რას ელოდით?
- რა ტელეგრამაა? ვის ეხება? - ეკითხება ქალი…. ააა, როგორ
არა, გამახსენდა… დიახ, ეგ კაცი მახსოვს. მაგრამ მე რატომ გა-
მომიგზავნეს? მე მისი ნათესავი ნამდვილად არა ვარ.
- ნათესავი? ნათესავი ჰყავდა, რო? - ამბობს ერთ-ერთი მათგა-
ნი, ვითომ ხუმრობით.
ქალი იცინის.
- მოკლედ, მე ნამდვილად არაფერ შუაში ვარ - ამბობს და ტე-
ლეგრამას ჭმუჭნის. დარწმუნებულია, რომ მალულად წაიკითხეს,
სანამ მას გადასცემდნენ. ისინი მთელ ფოსტას კითხულობენ,
ულაპარაკოდ. მერე ჯდება, ცოტა მოწყვეტით. - მაპატიეთ, უცებ
რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი.
- არა უშავს, ხდება ხოლმე… აი, ეს მოსვი და ცოტა დამშვიდ-
დები.
- გმადლობთ… მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მაინც შოკია ასე-
თი ტელეგრამის წაკითხვა… ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვი-
ღაცამ ჩემს საფლავზე გადაიარა, - ამბობს ქალი. ძალიან აკანკა-
ლებს.
- ნუ ღელავ. სახეზე მთლად გამწვანდი... ამ ყველაფრის გულ-
თან ასე ახლოს მიტანა არ ღირს; პირადულზე ნუ გადაიტან.
- ეგებ შეეშალათ? მისამართი ხომ არ შეეშალათ?
- შეიძლება. ან შეიძლება თვითონ მოინდომა ასე… ალბათ ასე
უკბილოდ იხუმრა… ისე, დიდი უცნაური ვინმე კი იყო, როგორც
მახსოვს.
- ჩვენ რომ გვეგონა, იმაზე უცნაურიც ყოფილა. ასეთი ხუმრო-
ბა გაგონილა? ცოცხალი რომ იყოს, ასეთ რამეზე სასამართლო-
ში უნდა გეჩივლა.
- იცი რა? შეიძლება შეგნებულად გააკეთა. შეიძლება უნდოდა,
რომ თავი დამნაშავედ გეგრძნო. ეგეთი ტიპები ხშირად იქცევიან
ასე, შენნაირების შურთ… ავი ძაღლებივით იკბინებიან ხოლმე…
ასე ძალიან ნუ შეწუხდები, ნუ გაახარებ, სადაც არის.
- ჰო, მთლად კარგი საქციელი ვერაა… მნიშვნელობა არა
აქვს, რატომ გააკეთა.
- კარგიო? კარგი როგორ იქნება? ეგ ტიპი და სიტყვა „კარგი“
ერთმანეთს არასდროს ეხამებოდა!
- ალბათ, ვინმე ზემდგომ ოფიცერს მივწერ და ახსნა--
განმარტებას მოვთხოვ.
- ზემდგომს საიდან ეცოდინება? თვითონ კი არ წერენ ამ ტე-
ლეგრამებს; ვინმე უბრალო ჩინოვნიკი იქნებოდა. მონაცემთა
ჟურნალს გადმოიღებენ ხოლმე და რა მისამართიც იქაა მითითე-
ბული, იმ მისამართზე გზავნიან. თანაც, იტყვის, უბრალო გაუგებ-
რობა მოხდაო… სხვათა შორის, ასეთ გაუგებრობას პირველად
ვაწყდები.
- ასეა თუ ისე, შენ ნუ აღელდები… ამით ყურადღებას მიიზიდავ.
რაც არ უნდა იღონო, ახლა ვეღარ გაიგებ, ეს რატომ ჩაიდინა.
- ნამდვილად, თუ მკვდარი არ გაცოცხლდა. - თვალები
უელავთ, შეშფოთებულები უყურებენ. ნეტა, რისი ეშინიათ? რა
ჰგონიათ, რას მოიმოქმედებს?
- მაგ სიტყვას ნუ ამბობ, ძალიან გთხოვ, - შეშფოთებით ამბობს
ქალი.
- რა სიტყვას? ააა, მკვდარს გულისხმობს… ისეთი რა ვთქვი?
ეგ იგივეა, ნიჩაბს რომ ნიჩაბი დაუძახო; აბა, სხვანაირად როგორ
უნდა მეთქვა?.. მოკლედ, ნუ…
- ნიჩბებსაც ვერ ვიტან! იმიტომ, რომ არ მომწონს, რისთვისაც
იყენებენ - ორმოების სათხრელად.
- ასე ავადმყოფურად რატომ რეაგირებ? უბრალოდ…
- ცხვირსახოცი მიეცი და ენას კბილი დააჭირე, მთლად ნუ მოშ-
ლი!.. ახლა ის ზევით ავა, სულს მოითქვამს, ცოტას დაისვენებს და
ჩიტივით გახდება.
- მართალია. მოკლედ, თავი ხელში აიყვანე.
- ჰო, ასე ძალიან ნუღარ ნერვიულობ.
- რაც მალე დაივიწყებ ამ ამბავს, მით უკეთესი.
ბრმა მკვლელი: საკიელ ნორნის განადგურება
ღამით გიჟივით ეღვიძება, გული საშინლად უცემს. საწოლი-
დან წამოვარდება, ფანჯრისკენ გაიქცევა, ჟალუზს აწევს და ფან-
ჯარაზე გადაეყუდება. მთვარე ანათებს, თითქმის სავსე მთვარეა,
ძველი ჭრილობებით დასერილი… მის ქვეშ კი, ქუჩის ლამპიონი
ანთია და ნარინჯისფრად ღებავს ცის ნაკუწს. ქვემოთ ქვაფენილ-
საც დალანდავს. ჩრდილებითაა მოფენილი და ეზოში მდგომი
წაბლის ხის ფოთლებით შენიღბული. ხის ტოტები სქელი ბადესა-
ვითაა გაშლილი, ზედ პეპლებივით დასკუპებული თეთრი ყვავი-
ლებით!
ხესთან კაცი დგას, ზემოთ იყურება. ქალი მის მუქ წარბებს,
თვალის მუქ ფოსოებსა და შავგვრემან სახეზე თეთრად გამ-
კრთალ ღიმილს ხედავს. კისერთან რაღაც ბაცი მოუჩანს, ალბათ
პერანგი. კაცი ხელს უწევს და უქნევს, თავისთან უხმობს… უნდა,
რომ ქალი მასთან ჩავიდეს - ფანჯრიდან გადაიპაროს და ხეს ჩა-
უყვეს… მაგრამ ქალს ძალიან ეშინია; ეშინია, რომ ჩავარდება. ახ-
ლა კაცი თავად ამომძვრალა ზემოთ და უკვე ფანჯრის რაფასთა-
ნაა… აი, ოთახშიც შემოძვრა. წაბლის ხის ყვავილები შრიალებენ
და მათი სითეთრე კაცს სახეს უნათებს. სახეზე მონაცრისფრო ფე-
რი ადევს; სახე ორგანზომილებიანი აქვს, როგორც ფოტოზე,
მაგრამ ცოტა გაბუნდოვნებული და დალაქავებული. ოთახში
დამწვარი ბეკონის სუნი ტრიალებს. კაცი ქალს არ უყურებს, პირ-
დაპირ არ უყურებს, თითქოს ქალი საკუთარი თავის მხოლოდ აჩ-
რდილი იყოს და კაცი ამ აჩრდილს შესცქერის; იქით იყურება, სა-
დაც აჩრდილს თვალები ექნებოდა.
ქალს ერთი სული აქვს, რომ შეეხოს, მაგრამ რაღაც აკავებს…
ხელი რომ მოხვიოს, ნამდვილად გაქრება, წაიშლება, აორ-
თქლდება, მოლეკულებად და ატომებად დაიშლება… ქალის ხე-
ლი პირდაპირ მის სხეულში გაივლის.
- ხომ გითხარი, დავბრუნდები-მეთქი.
- რა დაგემართა? რა გჭირს?
- არ იცი?
მერე გარეთ გადიან, მგონი სახურავზე, ქალაქს ზემოდან გა-
დაჰყურებენ… მაგრამ ეს ქალაქი ქალს აქამდე არასდროს უნა-
ხავს. თითქოს ერთი დიდი ჭურვი დაეცა - ყველაფერი იწვის, ყვე-
ლაფერი ერთდროულადაა ცეცხლის ალში გახვეული: სახლები,
ქუჩები, სასახლეები, შადრევნები და ტაძრები… ყველაფერი
ფეთქდება და აქეთ-იქით იფანტება ფეიერვერკივით. ხმა არ ის-
მის, ქალაქი უხმოდ იწვის, როგორც სურათზე - ჯერ თეთრად, მე-
რე ყვითლად, წითლად და ნარინჯისფრად. არც კივილი ისმის,
არც ხალხი ჩანს სადმე… ეტყობა ყველა დაიხოცა. კაციც ციმცი-
მებს ხანძრის მოციმციმე შუქის ფონზე.
- ამ ყველაფრისგან არაფერი დარჩება, - ამბობს კაცი, - მხო-
ლოდ ქვების გროვა და, ალბათ, რამდენიმე ძველი სიტყვა. მორ-
ჩა, გათავდა, აღიგავა პირისაგან მიწისა. აღარც არავის ემახსოვ-
რება.
- რა ლამაზი იყო, არა? - ამბობს ქალი, რომელსაც ახლა ეჩვე-
ნება, რომ ამ ადგილს კარგად იცნობდა, ხუთი თითივით. ცაზე სა-
მი მთვარე ამოდის. ზიკრონიაო, ფიქრობს ქალი. ჩემი საყვარე-
ლი პლანეტა, ჩემი გულის თავშესაფარი, სადაც ერთ დროს, დიდი
ხნის წინ, ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველაფერი მორჩა,
ყველაფერი დაინგრა… ამ ცეცხლის ალის ყურება არ შეუძლია.
- ლამაზი მხოლოდ ზოგისთვის იყო, პრობლემა ყოველთვის
ეგ არის ხოლმე.
- მაინც, რა მოხდა? ეს ვინ ჩაიდინა?
- დედაბერმა.
- ვინა?
- ლ’ჰისტოირე, ცეტტე ვიეილლე დამე ეხალტéე ეტ მენტეუსე.
კაცი თუნუქივით ბზინავს, თვალის გუგა ვერტიკალური აქვს,
ისეთი აღარაა, როგორიც ქალს ახსოვს. ყველაფერი, რაც მას გა-
მორჩეულს ხდიდა, დაიწვა… არა უშავსო, ეუბნება კაცი, ალბათ
შეეცდებიან, ყველაფერი აღადგინონ; ყოველთვის ასეაო.
ახლა ქალს უკვე მისი ეშინია; ძალიან შეიცვალეო, ეუბნება.
- კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ცეცხლი პირდაპირ
გვქონდა გახსნილი.
- მაგრამ შენ გაიმარჯვე… ხომ გაიმარჯვე?
- ვერავინ გაიმარჯვა.
ქალს უკვირს. ნუთუ ეშლება? მაგრამ ახალ ამბებში სულ გა-
მარჯვებაზე ლაპარაკობდნენ.
- აღლუმიც კი გაიმართა, გამარჯვებას ზეიმობდნენ, ჩემი ყუ-
რით მოვისმინე… სასულე ორკესტრიც უკრავდა, - ამბობს ქალი.
- შემომხედე, - ეუბნება კაცი.
მაგრამ ქალი ვერ უყურებს, არ შეუძლია, ფოკუსში ვერ აქცევს;
კაცის სილუეტი არასტაბილურია, ისე ლივლივებს, როგორც სან-
თლის ალი, მაგრამ სინათლეს არ გამოსცემს. მის თვალებსაც ვე-
ღარ ხედავს.
მკვდარია… რა თქმა უნდა, მკვდარია! ტელეგრამაც ხომ
მიიღო?! ჰოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ მისი წარმოსახვაა, უბ-
რალოდ, სხვა განზომილებაში ხდება… მაგრამ ასეთი დადარ-
დიანებული და შეძრული რატომაა?
კაცი მიდის და ქალი ვერ ეძახის, ხმა არ ამოსდის პირიდან!..
აი, უკვე წავიდა კიდეც!..
გული საშინლად ეკუმშება, ლამის გაუსკდეს. არა, არა, არა,
არა! - ყვირის უხმოდ და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის სახეზე.
მერე ეღვიძება.
XIII

ხელთათმანები

დღეს დილიდან წვიმს. აპრილის დასაწყისის სუსტი წვიმაა.


ცისფერი სკილა უკვე გაყვავებას იწყებს, ნარგიზებმაც ამოყვეს
მიწიდან ყვითელი დინგები. საიდანღაც გაჩენილმა ღიღილოებ-
მაც გამოიღვიძეს, მზესთან პირისპირ შესახვედრად ემზადებიან.
მოკლედ, მცენარეთა სამყაროში აჟიოტაჟი ატყდა, ურთიერთჯიბ-
რისა და ჩაგვრის ახალი სეზონი დაიწყო. რით აღარ მობეზრდათ
ყოველწლიურად ერთი და იმავეს კეთება?.. ეტყობა, მცენარეებს
მეხსიერება არა აქვთ და აღარ ახსოვთ, ეს ამაო ფაციფუცი და
აურზაური უკვე ბევრჯერ რომ გადაიტანეს.
უნდა გამოვტყდე, ძალიან მიკვირს, ჯერ კიდევ აქ რომ ვარ და
ისევ გესაუბრებით… დიახ, მირჩევნია ამ ყველაფერს საუბარი და-
ვარქვა, თუმცა ვიცი, რომ მთლად საუბარი არ არის: მე ხმამაღლა
არაფერს ვამბობ, თქვენ - არაფერი გესმით; ჩვენ შორის კავშირი
მხოლოდ იმ წვრილი და არასანდო შავი ხაზით მყარდება, რო-
მელსაც ცარიელ ქაღალდზე ვავლებ, სრულიად ანგარიშმიუცემ-
ლად.
ლავთოუში ზამთრის ყინული მთლიანად გადნა, ქარაფების
ყველაზე უმზეო ადგილებში და კლდის ნაპრალებშიც კი აღარა-
ფერი დარჩა. კირქვის უფსკრულისაკენ ლაღად დაშვებული შავი
წყალი გზადაგზა მეჩეჩებს ეხეთქება და თანდათან თეთრდება.
მჩქეფარე და ქაფქაფა ხმებს გამოსცემს, მაგრამ ეს ხმები მაინც
დამამშვიდებლად, ლამის მომნუსხველადაც კი მოქმედებს ადა-
მიანებზე და ჩანჩქერებისკენ, მაღლობებისკენ, ღრმა ტბებისკენ
და ყველა სხვა მოუსვლელისკენ იზიდავს მათ.
ჯერჯერობით მდინარემ მხოლოდ ერთი გვამი გამორიყა - ტო-
რონტოელი ნარკომანი გოგო იყო. კიდევ ერთი სულსწრაფი
ახალგაზრდა ქალი!.. კიდევ ერთი უაზროდ გადაგებული სიცოც-
ხლე… აქ ნათესავები ჰყავდა, ბიძა და დეიდა. იმ საწყლებს უკვე
ალმაცერად უყურებენ; გეგონება, რაიმე ბრალი მიუძღოდეთ ამ
ამბავში. ჰოდა, ისინიც გარიყულები და დაბოღმილები დადიან,
ცილისწამებით კუთხეში მომწყვდეული და დატანჯული ადამიანე-
ბივით. მათ უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებული ვარ,
მაგრამ ცოცხლები არიან და ესაა მათი დანაშაული. ცოცხლად
დარჩენილებს ცხვირში ძმრად ამოადენენ ხოლმე ყველაფერს,
ყველაფერი მათ ბრალდებათ. დიდი უსამართლობაა, მაგრამ
ასეა და რას ვიზამთ.
გუშინ დილით უოლტერი დამაცხრა თავზე „საგაზაფხულოდ
სიმების დასაჭიმად“, როგორც თავად ამბობს ხოლმე, როცა სახ-
ლში ყოველწლიური სარემონტო სამუშაოებისათვის მოდის, ზამ-
თრისგან მოფამფალებულ ჭანჭიკებს უჭერს და, ასე ვთქვათ, სახ-
ლის აშლილი გიტარასავით აწყობას იწყებს. ინსტრუმენტების
ყუთი, ხელის ელექტროხერხი და ჭანჭიკების ელექტროჩასახ-
რახნი მოათრია. მოკლედ, სულით ხორცამდე მძღოლია და მო-
ტორიანი ინსტრუმენტებით მუშაობა უყვარს.
მთელი ბაგაჟი უკანა ვერანდაზე დამიყარა და სახლს გარშემო
შემოუარა. შემოვლა რომ დაასრულა, კმაყოფილი სახით დამიბ-
რუნდა.
- ბაღის ღობეს ერთი ფიცარი აკლია. დღესვე ჩავაყენებ და მე-
რე გადავღებავ.
- შენ რა გითხარი, უოლტერ, რატომ წუხდები? - შევაგებე მო-
რიგე ფრაზა. - ეს სახლი მაინც ნაწილებად იშლება, მაგრამ სანამ
ბოლომდე დაიშლება, მე გავასწრებ. ასე რომ, თავის მოკვლა არ
ღირს.
უოლტერმა, როგორც ყოველთვის, ჩემს შენიშვნას ყურადღე-
ბა არ მიაქცია და განაგრძო:
- წინა კიბესაც შეღებვა უნდა... საფეხური მანდაც გამოსაც-
ვლელია. ერთი თუ მიუშვი, წყალი ჩადის და ფიცარს ალპობს
ხოლმე… ერთი პირის გადასმა პარმაღსაც უნდა, საღებავი ხის ნა-
წილებსაც დაიცავს… იქაურ საფეხურებსაც გადავუსვამ ერთ ფე-
ნას, პატარას გამოანათებს და ადამიანი კისერს აღარ მოიტეხს,
თორემ ეგრე თუ დარჩა, საფეხურებს ვერ გავარჩევთ და წაგვაქ-
ცევს.
პირველი პირის მრავლობითში დელიკატურობის გამო ლაპა-
რაკობს ხოლმე; „ადამიანშიც“, ცხადია, მე მგულისხმობს.
- მაგ ახალ საფეხურსაც დღეს მოვარბენინებ, მოგვიანებით.
- მთლად დასველდები, უოლტერ. ამინდის არხმა, დღეს მთე-
ლი დღე იწვიმებსო.
- ღრუბლები უკვე გადაიყარა და, - მიპასუხა უილტერმა ისე,
რომ ცისკენ არც გაუხედავს.
უოლტერი საჭირო მასალების მოსატანად წავიდა, ალბათ, ძი-
რითადად, ფიცრების. მე კი მის მოსვლამდე ვერანდის ტახტზე ვი-
ყავი მიგდებული რომანის გმირივით, რომელიც ავტორს შუა
თხრობაში მიავიწყდა, სადღაც გაჩხერილი დატოვა და ახლა
ნელ-ნელა ობი ედება და ლპება, თავად იმ თაროდან ჩამოღებუ-
ლი და მივიწყებული წიგნივით.
საკმაოდ ავადმყოფური მხატვრული სახეა, მეტყოდა მაირა.
აბა, შენ რას შემომთავაზებდი, უკეთესი ვარიანტი რა გაქვს--
მეთქი, ვკითხავდი მე.
საქმე ისაა, რომ გული ისევ მიჩმახებს. ეს „მიჩმახებს“ როგო-
რი მარჯვე სიტყვაა, არა? ამ სიტყვით ადამიანები თითქოს ატრი-
ზავებენ თავიანთ სატკივარს. ეგ სიტყვა ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებს, თითქოს შენი გული, კუჭი, ღვიძლი თუ სხვა დაავადებუ-
ლი ორგანო დროებით უზნეობს, რისი გამოსწორებაც ერთი გაწ-
ყრომით ან დამუქრებით შეგიძლია. ამავდროულად, გამოდის,
რომ ის შენი ორგანოც მხოლოდ მატრაბაზობს, უბრალოდ თავის
გამოჩენა უნდა. ჰოდა, როცა საკუთარ უგუნურებაზე მიუთითებ
და მოაკეტინებ, ეგრევე დაშოშმინდება.
ჩემი ექიმიც აფორიაქებულია. სულ რაღაცას ლუღლუღებს
ტესტებსა და სკანირებაზე და ტორონტოში წასვლას მირჩევს იქა-
ურ კარგ კარდიოლოგებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ადგილზე
არიან და ახალი, დიდი საძოვრების ასათვისებლად არ წასულან.
წამლები შემიცვალა და ერთიც მიამატა ისედაც გრძელ სიას.
ოპერაციაზეც კი ჩამომიგდო სიტყვა. მაგას რა დასჭირდება და
მაგით რას მოვიგებ-მეთქი, ვკითხე. აღმოჩნდა, რომ ბევრი დას-
ჭირდება და დიდს ვერაფერს მოვიგებ. მისი სიტყვებით რომ
ვთქვა, საუკეთესო გამოსავალი მთელი აგრეგატის გადანერ-
გვაა. გეგონება, გულზე კი არა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე მე-
ლაპარაკებოდეს! თანაც, თურმე, რიგში უნდა ჩავდგე და ისეთ აგ-
რეგატს დაველოდო, რომელიც პატრონს აღარ დასჭირდება.
მოკლედ, უნდა დავიცადო, ვიდრე ვინმე, ჩემზე ახალგაზრდა და
ჯანმრთელი, არ მოკვდება და იმისი გული გადავინერგო (აბა, მო-
ხუცის და ავადმყოფის გაცვეთილი გული რად მინდა? ეგეთი გა-
დასაგდები გული თვითონაც მაქვს და იმავე რისკის ქვეშ ხომ არ
უნდა აღმოვჩნდე!), მე რაღაც უფრო ახალი და სიცოცხლით სავსე
მჭირდება, თურმე!
ვინ იცის, ეგეთ „აგრეგატებს“ სად შოულობენ? ალბათ, ლათი-
ნური ამერიკის ქუჩის ბავშვებისაგან, როგორც ვხვდები… ყოველ
შემთხვევაში, მოსახლეობაში ასეთი პარანოიდალური აზრი მუ-
სირებს. მოკლედ, დახლის ქვეშიდან ნაყიდი მოპარული გულე-
ბია, დამტვრეული ნეკნებიდან ამოდღლეზილი, თბილ-თბილი და
სისხლიანი, ცრუ კერპებისთვის მირთმეული ძღვენი. ეგ ცრუ კერ-
პები რაღას ნიშნავს? რას გულისხმობს? ჩვენ გვგულისხმობს,
ჩვენ და ჩვენს ფულს, როგორც ლორა ახსნიდა… მაგ ფულს ხელი
არ ახლოთ, - გვეტყოდა ხოლმე რენი, - რა იცით, რა ფულია და
ვის ხელშია გამოვლილი!
ნეტა თუ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, თუ მეცოდინება,
რომ ვიღაც მკვდარი ბავშვის გული მიძგერს მკერდში?
და თუ ვერა, მაშინ სხვა რა საშველი არსებობს?
ძალიან გთხოვთ, ეს შიშნეული ბოდვა სტოიციზმში არ ჩამით-
ვალოთ! წამლებს ვსვამ, ფეხით სიარულის გამაჯანსაღებელ სე-
ანსებსაც ვიტარებ, მაგრამ შიშისგან ვერ ვთავისუფლდები.
ნასამხრალს (ერთი ნაჭერი გამომშრალი ყველი, ერთი ჭიქა
საეჭვო რძე, ერთი დამჭკნარი სტაფილო… სხვა ვერაფერი მოვი-
ძიე, რადგან წინა კვირას მაირამ საკუთარი ინიციატივით მიუსაჯა
თავს ჩემი მაცივრის გამოსუფთავება) უოლტერიც დაბრუნდა.
ასაზომი აზომა, დასახერხი დახერხა, მისაჭედებელი მიაჭედა და
უკანა კარზე მომიკაკუნა - ბოდიში, ამდენი რომ ვიხმაურე, სამა-
გიეროდ, ახლა ყველაფერი რიგზეაო.
- მე კი, ყავა მოგიდუღე, - ვუთხარი და შემოვიპატიჟე. ყავის და-
ლევა საზაფხულო ჩხირკედელაობის აუცილებელი რიტუალია.
ნეტა ზედმეტად ხომ არ ვადუღე ის ჩემი ცოდვით სავსე ყავა--
მეთქი, ვიფიქრე. თუმცა ეგრეც რომ იყოს, არა უშავს, უოლტერი
ხომ მაირას მოდუღებული ყავის სმასაა-მეთქი ნაჩვევი.
- ყავა ნამდვილად არ მაწყენს, - მითხრა უოლტერმა, რეზინის
ჩექმები გაიძრო და უკანა შემოსასვლელთან კოხტად დააწყო.
მაირას კარგად ჰყავს გაწვრთნილი, ვერაფერს იტყვი! უფლებას
არ აძლევს, რომ ის, რასაც „უოლტერის ჭუჭყს“ ეძახის, იმას და-
აჩნიოს, რასაც „მაირას იატაკი“ ჰქვია. ჩექმები რომ გაიძრო, ფე-
ხის წვერებზე, გიგანტური წინდების ამარამ გადმოიარა ჩემი სამ-
ზარეულოს იატაკი, რომელიც მაირას მოთრეული დედაკაცის
წყალობით, საციგურაო მოედანივით პრიალებს და საშინლად
მოლიპულია. მე ძალიან კომფორტული ჭუჭყის ფენით მქონდა ეგ
იატაკი დაფარული, ფეხსაც იკრავდა და არ წაიქცეოდი, მაგრამ
ეგ ოქროს ხანა დამთავრდა. არა, რაღაც უნდა მოვუხერხო ისევ,
ცოტა უნდა დავაბინძურო, თორემ ტრავმატოლოგიური განყოფი-
ლება არ ამცდება.
ფეხის წვერებზე მოგოგმანე უოლტერის ყურება ერთი სიამოვ-
ნება იყო - კვერცხებზე ფრთხილად მოსიარულე მამონტი! რო-
გორც იქნა, მშვიდობიანად მოაღწია მაგიდამდე, დაჯდა და ყვი-
თელი ტყავის გიგანტური სამუშაო ხელთათმანები მაგიდაზე და-
ასვენა, ორი უზარმაზარი სათადარიგო თათივით.
- ახალი ხელთათმანები შეგიძენია, - ვუთხარი უოლტერს.
ხელთათმანები, პრაქტიკულად, უხმარი იყო; ეტყობოდა, პირვე-
ლად ჩემთან გამოიყენა.
- მაირამ მისახსოვრა. სამი ქუჩის იქით ერთმა კაცმა თითები
წაიცალა ჩვეულებრივი რკინის საჭრელი ხერხით და გადაირია,
შენც რაღაც ეგეთი ან უარესი არ დაგემართოსო. ის უბედური ერ-
თი ყეყეჩი ვინმეა, ტორონტოდან ჩამოეთესლა. მაპატიეთ, მარა
ისეთი ცალტვინაა, თავი რომ არ მოიჭრა, ეგაა გასაკვირი… ისე,
არც მაგით დაიქცეოდა ქვეყანა!.. ვუთხარი, გოგო, მთლად შტერი
უნდა იყო, ეგეთი რამე რომ დაგემართოს-მეთქი… თანაც, ისეთი
ხელის ხერხი არცა მაქვს-მეთქი. მარა მაგის ამბავი ხომ იცით, აი,
ეგრე შემჭამს ხოლმე და მაინც თავისას გაიტანს… გარეთ ვერ
გავსულვარ, რომ არ დამჩხავლოს, ხელთათმანები არ დაგრჩე-
სო.
- ეგრე თუ გაწუხებს, შენც ადექი და დაკარგე სადმე.
- მაშინვე ახალს მომირბენინებს, - მიპასუხა უიმედოდ.
- მაშინ, აქ დატოვე. უთხარი, იქ დამრჩა და მერე ავიღებ-თქო,
ჰოდა, თუ არ გინდა, ნუღარ აიღებ.
უცებ წარმოვიდგინე, რომ ღამღამობით, როცა მარტო ვიგ-
რძნობდი თავს, ერთ-ერთ ხელთათმანს ავიღებდი და დავმშვიდ-
დებოდი; ვიფიქრებდი, რომ მარტო აღარა ვარ… ღმერთო, რა პა-
თეტიკაა!.. ეგებ კატა ან პატარა ძაღლი მეყიდა? პატარა, თბილი,
რბილი და უპრეტენზიო მეგობარი, რომელიც ღამით ჩემთან იქ-
ნება… მოკლედ, რომელიმე ძუძუმწოვრის ჩახუტება აუცილებ-
ლად გვჭირდება. ზედმეტი სიმარტოვე მხედველობას აზიანებს…
მაგრამ რამე ეგეთი თუ გავიჩინე, აუცილებლად ფეხებში მომედე-
ბა, წამაქცევს და კისერს მომატეხინებს.
უოლტერს ტუჩები დაებრიცა და ზედა კბილები ოდნავ გამოუჩ-
ნდა; ეს მისი ღიმილი იყო.
- ჭკვიანი ხალხი ერთნაირად ფიქრობს, არა? - თქვა ეშმაკუ-
რად. - მერე თქვენ, ამ ოხერ ხელთათმანებს, ვითომ შემთხვევით,
სანაგვეში გადაუშვებთ, რა თქმა უნდა…
- ოი, უოლტერ, შე ეშმაკუნა, შენა! - ვუთხარი უოლტერს, რო-
მელმაც კბილები კიდევ უფრო გამოაჩინა, ხუთი კოვზი შაქარი
დაუმატა ყავას და ერთი მოხვრეპით გადაკრა. მერე ორივე ხე-
ლით მაგიდას დაეყრდნო და ნელ-ნელა წამოიმართა, თოკების
დახმარებით ნელ-ნელა აღმართული ობელისკივით. ამ მოძ-
რაობას რომ ვუყურებდი, უცებ წარმოვიდგინე, უკანასკნელ პა-
ტივს როგორ მომაგებს და როგორ გაირჯება ჩემთვის - ჩემი კუ-
ბოს ერთ ბოლოს შეეყუდება თავისი მძლავრი მხრებით.
თვითონაც იცის, ამის გაკეთება რომ მოუწევს. სულ მზადყოფ-
ნაშია. საერთოდ არ დაიბნევა და არც აღელდება, ამიტომ ხელი-
დანაც არ გავუვარდები - უკანასკნელ გზაზე ჩემს ჰორიზონტა-
ლურ და სწორ გადაადგილებას უზრუნველყოფს. „აბა, ბიჭებო,
ავწიეთ!“ - ასე დაიძახებს და მეც ამწევენ.
დაითრგუნეთ, ვიცი, და ალბათ სევდიანი სენტიმენტებიც შე-
მოგაწვათ. მაგრამ ცოტა ხანს კიდევ უნდა ამიტანოთ და მომით-
მინოთ. მომაკვდავს შეუძლია, ცოტა მეტის უფლება მისცეს საკუ-
თარ თავს და ცოტა იუზნეოს… ზუსტად ისევე, როგორც ბავშვს, სა-
კუთარ დაბადების დღეზე.
ოჯახური კერა

წუხელ სატელევიზიო ახალ ამბებს ვუყურე… ღმერთმანი, სა-


ნანებელი გამიხდა, ეს არ უნდა მექნა - ძალიან ცუდი აღმოჩნდა
საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის. სადღაც ახალი ომი
გაუჩაღებიათ; ასე ვთქვათ, უმნიშვნელო ომი… მაგრამ ცხელ წერ-
ტილში მოხვედრილებისათვის უმნიშვნელო ომი არ არსებობს,
ყოველგვარი ომი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ ამბებში ასეთ
ომებს რომ აშუქებენ, მგონი ერთსა და იმავე გამოსახულებას
ადებენ ხოლმე - კამუფლაჟში გამოწყობილი ჩაფხუტიანი და ნიღ-
ბიანი კაცები, შავი კვამლი, დანგრეული, მხრჩოლავი შენობები
და გაუბედურებული, ატირებული მოსახლეობა; ამას დაბნეული
მოხუცებისა და გულგახეთქილი დედების საზარელი კადრები
მოსდევს, თავიანთ სახედასისხლიანებულ და დასახიჩრებულ
ბავშვებს რომ იხუტებენ გულში... ახალგაზრდები თურმე სადღაც
ჩუმად მიჰყავთ და იქ ყელს ჭრიან, რომ მერე სამაგიეროს გადახ-
და არ განიზრახონ!.. ტროაში რომ აკეთებდნენ ბერძნები, ზუს-
ტად ისე… რამდენადაც მახსოვს, ჰიტლერიც ამით იმართლებდა
თავს, როცა ებრაელ ბავშვებს ხოცავდა.
ომები იწყება და მთავრდება, მაგრამ სადღაც-სადღაც ახალ--
ახალი კერები ჩნდება ხოლმე. სახლები ლაყე კვერცხებივით იფ-
შვნება, მათი შიგთავსი კი იწვის, ან იძარცვება, ან სულაც, დაუნ-
დობლად ითელება მძიმე სამხედრო ჩექმით. შარაზე გადებულ
უბედურ ლტოლვილებს პირდაპირ თვითმფრინავებიდან ესვრი-
ან. სარდაფებში შეყუჟული სამეფო ოჯახები ავტომატიან ჯალა-
თებს შეშინებულები შესცქერიან: კორსეტებში ჩაკერებული
თვალ-მარგალიტი არავის უშველის. ჰეროდეს ჯარები ქუჩებში
დაძრწიან; იქვე ახლოს კი ნაპოლეონი გარბის ნაალაფევი ვერ-
ცხლეულით; ნებისმიერი თავდასხმის შემდეგ გარეუბნების
თხრილები გაუპატიურებული ქალებით ივსება, უფრო მეტიც -
გაუპატიურებული კაცებით, გაუპატიურებული ბავშვებით, კატე-
ბითაც და ძაღლებითაც… მოკლედ, სრული სიგიჟეა.
მაგრამ ჩვენთან - ამ მშვენიერ, მშვიდობიან და დალხენილ ყუ-
რეში - სიტუაცია კონტროლიდან არასოდეს გამოდის. პორტ ტი-
კონდეროგაში ასეთი რამეები არ ხდება, პარკში ეპიზოდურ შეტა-
კებებს, ერთ-ორ დაყაჩაღებას, მორევში დაბზრიალებულ თითო--
ოროლა გვამს და ამგვარ უმნიშვნელო შემთხვევებს თუ არ ჩავ-
თვლით… ჩვენ აქ მყარად ვსხედვართ საკუთარ უკანალებზე, ძი-
ლის წინ დასალევს ვსვამთ, სასუსნავს გეახლებით, საიდუმლო
სარკმლიდან მშვიდად ვუთვალთვალებთ სამყაროს და, ყელში
რომ ამოგვივა ეს ყველაფერი, იმ სარკმელს, უბრალოდ, ვთი-
შავთ. მერე ზედა სართულზე ავდივართ და გზაში ვფიქრობთ, ნუ-
თუ მეოცე საუკუნეს ამდენი უბედურება აღარ უნდა აკმარონ? მაგ-
რამ შორიდან რაღაც გრგვინვა მაინც აღწევს ჩვენს ყურამდე; რა-
ღაც დიდი ტალღის მოახლოება იგრძნობა ამ მშვიდობიან სანა-
პიროსთან… ჰოდა, ოცდამეერთე საუკუნეც მალე შემოგრიალდე-
ბა, თავზე გადაგვიფრენს კოსმოსური ხომალდივით, რომელიც
დაუნდობელი ხვლიკისთვალება უცხოპლანეტელებით თუ ლი-
თონის პტეროდაქტილებით იქნება სავსე. ადრე თუ გვიან, ის ოხ-
რები ჩვენს სუნსაც იკრავენ, ჩვენს პატარა სოროებსაც ააგლეჯენ
სახურავებს საზარელი კლანჭებით და ჩვენც ისეთივე შიშველ--
ტიტვლები, მშივრები, დაზაფრულები და საცოდავები ვიქნებით,
როგორიც ახლა სხვები არიან.
ეს დეპრესიული გადახვევაც უნდა მაპატიო… ჩემს ასაკში ადა-
მიანს ხშირად აქვს ასეთი აპოკალიფსური ხილვები; ჩემნაირები
ამბობენ, მეორედ მოსვლა იწყებაო და თავს იტყუებენ - მიხარია,
რომ მე მაგას ვეღარ მოვესწრებიო. სინამდვილეში კი, ერთი სუ-
ლი აქვთ, ამ ყველაფერს მოესწრონ, რადგან იმედოვნებენ, რომ
საკუთარ სოროში უსაფრთხოდ შეყუჟულები, ისევ შორიდან უთ-
ვალთვალებენ ქვეყნიერების დასასრულის კადრებს საიდუმლო
სარკმლიდან.
ნეტა ამ მეორედ მოსვლას რას ჩავაცივდი? ყოველი ახალი
დღე ვიღაცისთვის მეორედ მოსვლის დღეა… ჟამი სულ ზევით
მოიწევს და მოიწევს, ახლოვდება… და როცა შენი თვალებამდე
დონე მოაღწევს, დაიხრჩობი.
ღმერთო, გამახსენე, მერე რა მოხდა… სად გავჩერდი? მგონი,
თხრობის ძაფი გამიწყდა… მაგრამ არა უშავს, რამე ხელმოსაჭი-
დი ახლავე გამახსენდება და… ჰო, გამახსენდა, ომზე შევჩერდი.
იმ ომისთვის საერთოდ არ ვიყავით მზად. მაგრამ, იმავ-
დროულად, ერთი ომის გამოცდილება უკვე გვქონდა. ამჯერადაც
ისე გაგვაცია და გაგვაჟრჟოლა, როგორც მაშინ… სუსხი კვლავ
ნისლივით ჩამოწვა გარშემო… იგივე სუსხი იყო, რომელშიც მე
დავიბადე. ისევ ისე აცახცახდა და გაითოშა ყველაფერი - მაგიდე-
ბი, სკამები, ქუჩები, ლამპიონები, ცა, ჰაერი. ყველა ის იმედი და
სამომავლო გეგმა, რომელიც გვასულდგმულებდა, ერთ დღე--
ღამეში დაიმსხვრა… ომის დროს ყოველთვის ასე იცის ხოლმე.
მაგრამ შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ მიხ-
ვდე, რომელ ომს ვგულისხმობ. თუმცა მაგას რა მნიშვნელობა
აქვს? ყველა ომი ომია მათთვის, ვინც მას გადაიტანს… მე რომ ახ-
ლა ვახსენებ, ის ომი 1939 წლის სექტემბერში დაიწყო და მანამ-
დე არ დასრულდა, სანამ… მოკლედ, ეგ ისტორიის წიგნებში წე-
რია და შეგიძლია, იქ წაიკითხო.
ძველი ომის დროინდელი ერთი სლოგანი მოგვიწოდებდა,
აბა, ქალებო, ოჯახური კერა არ ჩააქროთ, უფრო მეტად ააგიზგი-
ზეთო. ის მოწოდება პირველად რომ წავიკითხე, მაშინვე თმაგაშ-
ლილი და თვალანთებული ქალები წარმოვიდგინე, რომლებიც,
მთვარის შუქზე, სათითაოდ ან წყვილ-წყვილად მიიპარებოდნენ
საკუთარი სახლებისაკენ და ცეცხლს უკიდებდნენ იქაურობას.
ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩემი და რიჩარდის
ქორწინებას წყალი შეუდგა. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, წყა-
ლი იმთავითვე შემდგარი ჰქონდა, მაგრამ მაინც… ჯერ ერთხელ
მომწყდა მუცელი, მერე - მეორედ. რიჩარდმაც ჯერ ერთი ტურფა
გაიჩინა, მერე - მეორე; ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი.
ეს მოსალოდნელიც იყო, თუკი ჩემი ჯანმრთელობის მდგომა-
რეობასა და რიჩარდის მამაკაცურ მადას გავითვალისწინებდით,
როგორც უინიფრედმა მოგვიანებით აღნიშნა. ასეთი ფიზიოლო-
გიური მოთხოვნილება ყველა მამაკაცს აქვს მიჩქმალული გუ-
ლის ბნელ კუნჭულებში და დროდადრო შავი ჭირივით იფეთქებ-
სო, მიმტკიცებდა. თანაც, ეს იმდენად ძლიერი მოთხოვნილებაა,
რომ არც ერთ მამაკაცს არ შეუძლია, საკუთარ თავს წინააღმდე-
გობა გაუწიოსო. აი, ასეთი გახლდათ უინიფრედის დოქტრინა ამ
საკითხზე… თუმცა, სიმართლე ითქვას, მხოლოდ უინიფრედი არ
ფიქრობდა მაშინ ასე.
რიჩარდის ტურფები, ჩემი ღრმა რწმენით, მისივე მდივნები იყ-
ვნენ - ყოველთვის ძალიან ნორჩი, ზრდილი და ლამაზი გოგონე-
ბი. სულ ახალ-ახლებს, პირდაპირ სკოლის მერხიდან მოსულებს,
იყვანდა სამსახურში. რაღაც პერიოდი ნერვიულობდნენ და მე-
ტისმეტ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ, როცა რიჩარდს ვუ-
რეკავდი. ჩემთვის საჩუქრებისა და ყვავილების საყიდლადაც
ისინი დარბოდნენ რიჩარდის დავალებით, რომელსაც ყველა-
ფერში წესი და რიგი უყვარდა - მე მისი ოფიციალური ცოლი ვი-
ყავი და ჩემთან გაყრა არასდროს მოსვლია აზრად. გაყრილი კა-
ცები ქვეყნის ლიდერები ვერასოდეს ხდებოდნენ; ყოველ შემ-
თხვევაში, მაშინ ასე იყო. ეს გარემოება ერთგვარ ძალაუფლებას
მანიჭებდა, მაგრამ ეს ძალაუფლება მხოლოდ მაშინ მოქმედებ-
და, როცა არაფერს ვითხოვდი. ფაქტობრივად, ამ ძალაუფლებას
მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებდი, თუ არაფერს შევიმ-
ჩნევდი. ერთადერთი საფრთხე რიჩარდისათვის იყო ის, რომ რა-
ღაც ისეთი არ გამეგო, რაც ისედაც მშვენივრად ვიცოდი, და სი-
ტუაცია არ ამემტუტებინა.
განვიცდიდი? ნაწილობრივ, ალბათ, ასეც იყო, მაგრამ საკუ-
თარ თავს ვეუბნებოდი, სულ უპურობას ნახევარი პური
გერჩივნოს-მეთქი, ჰოდა, რიჩარდი ჩემთვის სწორედ ის ნახევა-
რი პური იყო. ის ეიმის პურიც იყო, მხოლოდ ჩემი კი არა. ამაზე
მაღლა უნდა დადგეო, რენი აუცილებლად ასე მეტყოდა, ჰოდა
მეც ვცდილობდი, ყველაფერზე მაღლა დავმდგარიყავი და არა-
ფერი შემემჩნია. ზოგჯერ იმდენად მაღლაც კი ვდგებოდი, რომ
ხელიდან გამსხლტარი და ცად აჭრილი ბუშტივით ღრუბლებშიც
კი დავცურავდი… და საკმაოდ წარმატებითაც.
თავის შექცევა ვისწავლე, მებაღეობას უკვე სერიოზულად მო-
ვეკიდე და შედეგებიც მივიღე - ყველა მცენარე აღარ მიკვდებო-
და. მრავალწლოვანი მცენარეების მოშენებას ვგეგმავდი.
რიჩარდს თავი ჩვეულებრივად ეჭირა. მეც. კოქტეილებზე და
სადილებზე ისევ ერთად დავდიოდით, ისევ იდაყვზე ხელმოკიდე-
ბულს შემიყვანდა და გამომიყვანდა ხოლმე. ერთ-ორ ჭიქა სას-
მელს ისევ ვწრუპავდით სადილობამდე. ბოლო დროს, ჯინი ზედ-
მეტად შემიყვარდა, სხვადასხვა კომბინაციით მივირთმევდი, მაგ-
რამ ზღვარს მაინც ვიცავდი, ფეხის თითებს ყოველთვის
ვგრძნობდი და არც ენა მეშლებოდა. მოკლედ, მე და რიჩარდი
ჯერ კიდევ წარმატებით დავსრიალებდით კარგი მანერების მე-
ტად მყიფე ყინულზე, რომელიც შავ ქვედა დინებებს მალავს
ხოლმე… მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას და, ერთხელაც თუ დადნა,
წამსვე დაგახრჩობს.
სულ არაობას ისევ სანახევრო ცხოვრება ჯობია, თურმე!
რიჩარდის აღწერაში აშკარად მოვიკოჭლებ, მისი პორტრეტი,
ცოტა არ იყოს, ხელოვნური გამომდის, ვიცი. იმიტომ ვერ აღ-
ვწერ, რომ ბუნდოვნად ვხედავ, როგორც დასველებულ სურათს
გადაგდებულ გაზეთში, და ფოკუსში ვერ მომიქცევია. რიჩარდი
ჩემთვის თან უმნიშვნელო იყო და თანაც - მნიშვნელოვანი; თან
ძალიან გასაგები და თანაც ძალიან გაუგებარი… ალბათ იმიტომ,
რომ ძალიან ბევრი ფული ჰქონდა, ძალიან წარჩინებული იყო
ქვეყნის თვალში და მისგან იმაზე მეტს ითხოვდი, ვიდრე გაღება
შეეძლო; მისი ჩვეულებრივი სახე კი საერთოდ გეკარგებოდა
მხედველობის არიდან. ძალიან დაუნდობელი იყო, მაგრამ ლომი
არ იყო; უფრო, ალბათ, რომელიმე მსხვილ მღრღნელს ჰგავდა.
სულ მიწისქვეშა გვირაბებს თხრიდა, სულ რაღაცას ანადგურებ-
და დაუნდობლად, ოღონდ ჩუმ-ჩუმად, შენიღბულად, პირდაპირ
ფესვების გადაღრღნით.
ფართო ჟესტების გაკეთების სახსრები გააჩნდა, შეეძლო, ძა-
ლიან გულუხვი ყოფილიყო, მაგრამ გულუხვი არ იყო. საბოლოო
ჯამში, საკუთარი თავის ქანდაკებას დაემსგავსა - უზარმაზარს,
შთამბეჭდავს, იმპოზანტურს და ფუტუროს.
ერთი სიტყვით, თავი მეტისმეტად დიდ ვინმედ მოჰქონდა, მაგ-
რამ სინამდვილეში მეტისმეტად პატარა იყო. ამაზე მოკლედ და
ზუსტად, ალბათ, ვეღარ დავახასიათებ.
ომი რომ დაიწყო, რიჩარდი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.
გერმანელებთან კარგად ძოვდა, თავისი ბიზნესის გამო მათთან
საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და გამოსვლებშიც
ხშირად აქებდა. ბევრი მისივე ყაიდის ადამიანის მსგავსად, ისიც
თვალს ხუჭავდა გერმანიაში დემოკრატიის ხელყოფაზე, იმ დე-
მოკრატიისა, რომელსაც ადრე ბევრი ჩვენი ლიდერი აძაგებდა
და ამტკიცებდა, არაფრის მაქნისიაო, ახლა რატომღაც, კბილე-
ბით იცავდნენ.
რიჩარდმა ფულიც ბლომად დაკარგა, რადგან უკვე ვეღარ ვაჭ-
რობდა იმ პარტნიორებთან, რომლებიც მოულოდნელად, თვა-
ლის დახამხამებაში, მტრებად იქცნენ. მას ახლა როგორმე თავი
უნდა გადაერჩინა, სხვების წინაშე ქედიც უნდა მოეხარა და ვიღა-
ცეებთან თავიც კი უნდა დაემცირებინა, რაც მისთვის სრულიად
წარმოუდგენელი იყო… მაგრამ თავის გადარჩენის ინსტინქტმა
სძლია და, როგორღაც მაინც მოახერხა ეს ყველაფერი. მოკლედ,
საკუთარი პოზიციაც შეინარჩუნა და კვლავაც რჩეულთა რიგებში
დარჩა. ის ხომ ერთადერთი ხელებდასვრილი კაცი არ იყო, ხე-
ლები თითქმის ყველამ დაისვარა და ამიტომ არავის აწყობდა თა-
ვისი ბინძური ხელის მისკენ გაშვერა. რაღა ბევრი გავაგრძელო
და რიჩარდმა კვლავ აიწყვიტა, ახლა მასზე ფიცხელი პატრიოტი
მეორე არ მოიძებნებოდა მთელ ქვეყანაში. მერე, როცა რუსეთი
მოკავშირეებს შემოუერთდა და სტალინი ყველას საყვარელი ძია
ჯო გახდა, არც რუსების ადრინდელი ლანძღვა გაუხსენებიათ მის-
თვის. მართალია, კომუნისტები ბევრი ლანძღა, მაგრამ ეგ რო-
დის იყო? უხსოვარ დროს! ამიტომ ეს უხსოვარი დრო „იყო და არა
იყო რა“-თი ჩანაცვლდა. კომუნისტებს აღარავინ უპირისპირდე-
ბოდა, რადგან ჩვენი მტრის მტერი მუდამ ჩვენი მეგობარი ხდება
ხოლმე.
ამასობაში მე ისევ ჩემი უღიმღამო, ჩვეულებრივი ცხოვრებით
ვცხოვრობდი… არა, მთლად ჩვეულებრივითაც არა; ჩვეულებრი-
ვი იმხანად აღარაფერი იყო, მაგრამ მე ჩემსას ვცდილობდი. ჩემს
იმდროინდელ ყოფას ალბათ უფრო გაძაღლებული ყოფა ერქვა,
ანდა - დაშტერებული. აღარც წვეულებები იმართებოდა, ცოტა
გული რომ გადამეყოლებინა, აღარც აბრეშუმის წინდები იყიდე-
ბოდა (ერთადერთი, შავ ბაზარზე თუ იყიდდი); ხორცს, შაქარსა
და კარაქსაც მოზომილად ვჭამდით. იმაზე მეტის ყიდვა თუ გინ-
დოდა, ვიდრე სხვები ყიდულობდნენ, სათანადო კავშირები უნდა
გეძებნა. ტრანსატლანტიკურ მოგზაურობებშიც ვეღარ დავ-
დიოდით. საწყალი გადაპრანჭული ქუინ მერი „ჯარში გაიწვიეს“
და სამხედრო ხომალდად აქციეს; რადიო კი ბოროტ და ავყია ჭო-
რიკანად იქცა - იმის ენის ჭარტალს ყოველდღე უსმენდა ხალხი,
მაგრამ სასიკეთოს არაფერს ამბობდა.
თავად ომს დასასრული არ უჩანდა. ხანგრძლივი სულიერი და
ფიზიკური დაძაბულობისაგან ხალხი მთლად გამოიფიტა. ისეთი
შეგრძნება გქონდა, თითქოს იმ უძილო ღამეებში ვიღაც ავის
მსურველი ზედ ყურთან გიღრჭიალებდა კბილებს.
თუმცა რაღაც სასიკეთო ამბებიც მოხდა: მისტერ მარგატ-
როიდი ომში წავიდა, რამაც იძულებული გამხადა, მანქანის ტა-
რება მესწავლა. ერთ-ერთ მანქანაზე უკვე მე დავჯექი (მგონი ბენ-
ტლი იყო), რიჩარდმა ის მანქანა ჩემზე გადმოაფორმა და მეტი
ბენზინის შეძენის უფლება მოვიპოვეთ. თუმცა რიჩარდისნაირ
ხალხს საწვავში მაინცადამაინც არც ზღუდავდნენ. ამან მეტი თა-
ვისუფლება მომანიჭა, მაგრამ ეს თავისუფლება დიდად აღარა-
ფერში მჭირდებოდა.
მახსოვს, გავცივდი და გაციება საშინელ ბრონქიტში გადამე-
ზარდა, რამდენიმე თვეს ვეღარ მოვმჯობინდი. იმ ზამთარს თით-
ქმის ყველა ავად გახდა, მაგრამ მე ავადმყოფობა მეტისმეტად გა-
მირთულდა. პრაქტიკულად, საწოლიდან ვეღარ ვდგებოდი - სევ-
დიანი და შეღონებული ვეგდე და ხველებით ვიხრჩობოდი. ცხა-
დია, ვეღარც კინოში დავდიოდი ახალი ამბების ქრონიკის სანა-
ხავად - ახალი წაგებების, მოგებების, დაპყრობების, აფეთქებე-
ბისა და მქუხარე, პატრიოტული გამოსვლების… თუმცა ეს ყველა-
ფერი უკვე დიდად აღარც მანაღვლებდა.
თანდათან ომიც დასასრულს მიუახლოვდა. ეს დასასრული ახ-
ლოვდებოდა და ახლოვდებოდა, და ბოლოს, როგორც იქნა,
დადგა კიდეც. მახსოვდა, ჩემს ბავშვობაში, ის პირველი ომი რომ
დასრულდა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კი, მოულოდნე-
ლად, ზარებს ჩამოჰკრეს. მაშინ ნოემბერი იყო, გუბურები უკვე
ყინულს დაეფარა. ეს ომი კი გაზაფხულზე დასრულდა. აღლუმები
გაიმართა, ბუკსა და ნაღარას დასცხეს და პროკლამაციებიც ჩა-
მოყარეს.
მაგრამ ომის დასრულება ადვილი პროცესი არ იყო. ომი ერთი
დიდი ცეცხლია, მისი ფერფლი ჰაერში ადის, შორ მანძილზე
ვრცელდება და ძალიან ნელა, ძალიან დიდხანს და მტკივ-
ნეულად უბრუნდება დედამიწას.
დაიანა სვიტსი
დღეს ჯუბილი ბრიჯამდე გავისეირნე და დონატების მაღა-
ზიასაც მივაკითხე. იქ ფორთოხლის რულეტის თითქმის მესამე-
დის შეჭმა მოვახერხე. ფქვილისა და საზიზღარი ცხიმის დიდი
გუნდა იყო; ართრიტიან თითებზე ცხიმი ტაოტივით სქლად დამე-
დო.
მერე საპირფარეშოში შევედი. ჩემი საყვარელი შუა კაბინა და-
კავებული დამხვდა, მაგრამ არ შევეპუე და დავიცადე. ცხადია, სა-
ნამ ვიცდიდი, სარკისკენ ერთხელაც არ გამიპარებია თვალი.
ასაკში კანი ისე გითხელდება, რომ საკუთარ ვენებსა და მყესებს
თვალნათლივ ხედავ. თანაც სუქდები და ძველ ფორმას ვერაფ-
რით იბრუნებ.
ბოლოს კაბინის კარიც გაიღო და იქიდან ერთი გოგონა გამო-
ვიდა. შავგვრემანი გოგონა იყო, მუქი ტანსაცმელი ეცვა და თვა-
ლები თითქოს ჭვარტლით ჰქონდა ამოშავებული. ჩემ დანახვაზე
ოდნავ შეჰკივლა და მერე გაეცინა:
- მაპატიეთ, ძალიან შემეშინდა; რაღაცნაირად არ გელოდით.
უცხოური აქცენტი ჰქონდა, მაგრამ მაინც „აქაური“ იყო, ეროვ-
ნებით „ახალგაზრდა“. ახლა აქაურობისათვის უკვე მე ვარ უცხო
და მოულოდნელი.
ახალი შეტყობინება ოქროსფერი ასოებოთ დაეწერათ: იესოს
გარეშე ზეცაში ვერ მოხვდები! და რედაქტორებსაც არ დაეხანე-
ბინათ - სიტყვა იესო წაეშალათ და მის ნაცვლად სიკვდილი
ჩაეწერათ, შავი მელნით.
ქვემოთ, მწვანედ, კიდევ ერთი წარწერა იყო მიწერილი: ზეცა
ქვიშის ნამცეცშია. ბლეიკი.
ამას კი ნარინჯისფერი მინაწერი მოსდევდა: ზეცა პლანეტა
ქსენორზეა. ლორა ჩეიზი.
კიდევ ერთი არასწორი ციტირება!
ოფიციალურად ომი მაისის პირველ კვირაში დასრულდა; ევ-
როპას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ეს ის ერთადერთი შემთხვევა
იყო, როცა ომის თემა უშუალოდ ლორას დაუკავშირდა.
ომის დამთავრებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე დარეკა.
დილით დარეკა, საუზმის შემდეგ, როცა რიჩარდი უკვე ოფისში
ეგულებოდა. ვერ ვიცანი. ეტყობა, საერთოდ აღარ ველოდი, რომ
ოდესმე გამოჩნდებოდა. თავიდან მეგონა, რომ ჩემი მკერავის
დავალებით მირეკავდნენ.
- მე ვარ, - მითხრა ლორამ.
- სად ხარ? - ვიკითხე ფრთხილად. იმ დროისათვის ის ჩემთვის
სრულიად უცნობი ლორა გამხდარიყო და ისიც კი არ ვიცოდი,
ფსიქიკურად სტაბილურ მდგომარეობაში იყო, თუ არა.
- აქ ვარ, ქალაქში, - მითხრა ლორამ. ცხადია, ის არ უთქვამს,
სად გაჩერდა, მაგრამ ის ადგილი დამისახელა, სადაც ნაშუად-
ღევს დამელოდებოდა. შემეძლო მისთვის შემევლო და მერე
სადმე ჩაი დაგველია ერთად. მოდი, „დაიანა სვიტსში“ წავიდეთ--
მეთქი, შევთავაზე. იქ უსაფრთხოდ ვიქნებოდით, რადგან ძირი-
თადად ქალები დადიოდნენ და იქაურობასაც კარგად ვიცნობდი.
მანქანით ვიქნები-მეთქი, ვუთხარი.
- ოჰ, უკვე მანქანაც გყავს?
- მეტ-ნაკლებად - და აღვუწერე მანქანა.
- ესე იგი, საკუთარი ეკიპაჟით ვიმგზავრებთ - მიპასუხა ლა-
ღად.
კინგის და სპადინას კუთხეში დამხვდა, ზუსტად იქ, სადაც და-
მიბარა. მთლად კარგი უბანი არ იყო, მაგრამ ეგ აშკარად არ
აღელვებდა. დავუსიგნალე და ხელი დამიქნია. მერე მომიახ-
ლოვდა და მანქანაში ჩაჯდა. გადავიხარე, ლოყაზე ვაკოცე და მა-
შინვე მოღალატედ ვიგრძენი თავი.
- ვერ ვიჯერებ, რომ გხედავ, - ვუთხარი აკანკალებული ხმით.
- უნდა დაიჯერო.
ცრემლი მომერია. ლორა უზრუნველი და გულგრილი მეჩვე-
ნა. ლოყები ძალიან ცივი ჰქონდა; ცივი და ჩაცვენილი.
- იმედია, რიჩარდისთვის არ გითქვამს, აქ რომ ვარ… და არც
უინიფრედისთვის, რაც იგივეა.
როგორ ვეტყოდი-მეთქი, ვუთხარი. ლორას ამაზე არაფერი
უთქვამს.
საჭესთან ვიჯექი და პირდაპირ ვერ ვუყურებდი. ამისთვის ჯერ
მანქანა უნდა გამეჩერებინა სადმე, მერე „დაიანა სვიტსში“ უნდა
შევსულიყავით და მერე მაგიდას უნდა მივსხდომოდით, ერთმა-
ნეთის პირისპირ. აი, მაშინ უკვე კარგად შევათვალიერებდი.
რომ შევათვალიერე, დავინახე, რომ ეს თან იყო და თან არც
იყო ის ლორა, რომელიც მახსოვდა. ცხადია, წლები მომატებო-
და, მეც ხომ მომემატა, მაგრამ მხოლოდ მაგას არ ვგულისხმობ.
ძალიან სუფთად და ლამის მკაცრად და ოფიციალურად იყო გა-
მოწყობილი - ცისფერი, ინგლისური სტილის კაბა ეცვა, მკერდზე
ნაკეცებით და პატარა ღილებით. თმა სადად ჰქონდა უკან გადა-
ვარცხნილი და კეფაზე დახვეული. გამხდარი და ფერმკრთალი
მეჩვენა, და თან რაღაცნაირად გამჭვირვალე. თითქოს შიგნიდან
სხივებს აფრქვევდა პატარა ეკლებივით… მოკლედ, მზეზე რომ
გახედავ, იმ ეკალს ჰგავდა; ცოტა ძნელი აღსაწერია… (თანაც ძა-
ლიან სანდოც არა ვარ, რადგან ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ თურმე
უკვე მჭირდებოდა სათვალე, ჰოდა ეს ლორას ეკალივით გასხი-
ვოსნებული სახე, შესაძლოა, ჩემი თვალის ოპტიკური ფანტაზიაც
კი იყო).
შეკვეთა მივეცით. ლორამ ჩაი არ მოინდომა, ყავა ერჩივნა.
გავაფრთხილე, ასეთ ადგილას კარგ ყავას ვერ დალევ, მით უფ-
რო ომიანობის პერიოდში-მეთქი, მაგრამ მომიგო, ცუდი ყავის
სმას მიჩვეული ვარო.
სიჩუმე ჩამოვარდა. აღარ ვიცოდი, საიდან დამეწყო. ჯერ მზად
არ ვიყავი, რომ მეკითხა, ტორონტოში რას აკეთებ-მეთქი. ამი-
ტომ ვკითხე, მთელი ეს დრო სად იყავი და რას აკეთებდი-მეთქი.
- თავიდან ავილიონში ჩავედი, - მითხრა ლორამ.
- კი, მაგრამ ავილიონი ჩაკეტილი იყო. ომი ისე გავიდა, ერ-
თხელაც არ ჩავსულვართ და შიგნით როგორ შეხვედი?
- არ გახსოვს? როცა გვინდოდა, ყოველთვის ვახერხებდით
ხოლმე.
ნახშირის სარდაფი გამახსენდა, მოფამფალებული საკეტით…
მაგრამ ის საკეტი მგონი შევაკეთეთ.
- ფანჯარა ჩატეხე?
- არ დამჭირდა. რენის გასაღები ჰქონდა შენახული, მაგრამ ეგ
არ წამოგცდეს, იცოდე.
- გათბობა ჩართული არ იქნებოდა, ალბათ საშინლად ციოდა.
- ჰო, ციოდა… და იქაურობა თაგვებით იყო სავსე.
ამასობაში ყავაც მოგვიტანეს. დამწვარი პურის ნამცეცების და
ვარდკაჭაჭას გემო ჰქონდა; ალბათ, მაგასაც გვასმევდნენ.
- ნამცხვარი ან რამე სხვა მისაყოლებელი ხომ არ გინდა? აქა-
ურ ნამცხვარს არა უშავს. - ძალიან იყო გამხდარი და ვიფიქრე,
ნამცხვარი არ აწყენს-მეთქი.
- არა, დიდი მადლობა.
- მერე რას აკეთებდი?
- მერე ოცდაერთის გავხდი და მამას დანატოვარი ცოტა ფული
უკვე მქონდა… ჰოდა, ჰალიფაქსში წავედი.
- ჰალიფაქსში? იქ რა გინდოდა?
- გემები იქ შემოდიოდა.
მისი ნათქვამი კარგად ვერ გავიაზრე. ცხადია, ჰალიფაქსში
წასვლას გარკვეული მიზეზი ექნებოდა. ლორას ყოველი ქმედე-
ბის მიღმა რაღაც მიზეზი იდგა ხოლმე, მაგრამ მაშინ იმ მიზეზს არ
ჩავღრმავებივარ.
- და იქ რას აკეთებდი?
- ხან რას და ხან რას… რაღაც სასარგებლო საქმეს ყოველ-
თვის ვპოულობდი, - თქვა ლორამ და ამ თემაზე საუბარი აღარ
გააგრძელა. ვიფიქრე, სადილების დარიგებას ან რაღაც მაგდაგ-
ვარს გულისხმობს-მეთქი, მაგალითად, ჰოსპიტალში ტუალეტე-
ბის რეცხვას. - ჩემი ბელა ვისტადან გამოგზავნილი წერილები არ
მიგიღია, არა? რენიმ მითხრა, არ მიუღიაო.
- არ მიმიღია. საერთოდ არც ერთი წერილი არ მიმიღია.
- ეტყობა, ისინი იპარავდნენ… და ალბათ არც ჩემთან დარეკ-
ვის და ჩემი ნახვის უფლებას გაძლევდნენ, არა?
- მეუბნებოდნენ, არ შეიძლება, ლორასთვის უარესი იქნებაო.
ჩაეცინა. - იცი, რას გეტყვი? ჩემთვის კი არა, შენთვის იქნებო-
და უარესი... მაგ სახლში არაფრით არ უნდა დარჩე. იმ კაცთან არ
უნდა იცხოვრო, საშინელი კაცია!
- შენ სულ ამას მეუბნებოდი… მაგრამ აბა, რა უნდა ვქნა? გაყ-
რით არ გამეყრება, მე კი კაპიკი ფული არ გამაჩნია.
- ეგ რა მიზეზია?
- შეიძლება შენთვის არც არის მიზეზი, შენ მამას დანატოვარი
ფული მაინც გაქვს, მე კი არაფერი მაბადია… თანაც ეიმის რა ვუ-
ყო?
- ეიმიც თან უნდა წაიყვანო.
- სათქმელად ადვილია. შეიძლება, არც მოუნდეს წამოსვლა.
თუ გაინტერესებს, რიჩარდზე ძალიანაა მიწებებული.
- რატომ?
- იმიტომ, რომ პირს უქონავს, საჩუქრებით ავსებს.
- ჰალიფაქსიდანაც გწერდი ხოლმე, - საუბრის თემა შეცვალა
ლორამ.
- არც ეგ წერილები მიმიღია.
- ეტყობა, შენს წერილებს რიჩარდი ხსნის.
- ალბათ.
საუბარი ჩემთვის მოულოდნელი კუთხით წარიმართა. მეგო-
ნა, ლორა სევდიან ამბებს მომიყვებოდა, მე კი ჭკუას დავარიგებ-
დი, დავუყვავებდი და დავამშვიდებდი, მაგრამ მსგავსი არაფერი
ხდებოდა; პირიქით, ახლა ლორა მასწავლიდა აქეთ ჭკუას. ზოგ-
ჯერ როგორ ადვილად და მოულოდნელად იცვლება ხოლმე რო-
ლები.
- ჩემზე რა გითხრა? - მკითხა ლორამ. - იმ ადგილას რატომ გა-
ვამწესეო?
ბოლოს და ბოლოს, რთული და გადამწყვეტი მომენტიც დად-
გა - ახლა გავიგებდი, ლორა მართლაც გაგიჟდა, თუ რიჩარდი მე
მაგიჟებდა და ტყუოდა. ორივე ვერსიას ერთდროულად, ცხადია,
ვერ მივიღებდი.
- რა ვიცი, მთელ ამბავს მომიყვა.
- მაინც, რა ამბავს? ნუ გეშინია, არ გავნერვიულდები. უბრა-
ლოდ, მაინტერესებს.
- რას და… მითხრა… მოკლედ, მითხრა, აურიაო.
- აბა, რას გეტყოდა?!.. კიდევ, კიდევ რა გითხრა?
- ფიქრობს, რომ ფეხმძიმედ არის, მაგრამ ეჩვენებაო.
- მართლაც ვიყავი ფეხმძიმედ, საქმეც ეგ იყო! ამიტომაც გა-
მაქრეს სასწრაფოდ. გულგახეთქილები იყვნენ ეგეც და უინიფრე-
დიც… სირცხვილი ელოდათ, სკანდალი!.. ხომ წარმოგიდგენია,
როგორ ეშინოდათ, რომ რიჩარდის „ბრწყინვალე“ კარიერას
ამით დედა ეტირებოდა?!
- ჰო, წარმომიდგენია, - ვუპასუხე ლორას. ადრეც უნდა წარმო-
მედგინა, უნდა მივმხვდარიყავი იმ ფაცი-ფუციდან გამომდინარე,
რომელიც და-ძმას ჰქონდა ატეხილი; ჩუმ-ჩუმად და შიშით რომ
რეკავდნენ ექიმთან… გეგმა უცებ შეიმუშავეს, მთელი ამბავი შეთ-
ხზეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის… მე კი, როგორც ყოველ-
თვის, ბრმად მივენდე და დავმორჩილდი… მაგრამ ისიც იცოდნენ,
რომ გარკვეული ზღვარი არსებობდა, და რომ იმ ზღვარს თუ გა-
დავიდოდნენ, მე უკვე ვეღარ დამიმორჩილებდნენ!
- ასეა თუ ისე, ის ბავშვი არ დაიბადა. ეგ საქმე ხუთიანზე გა-
მოსდით ბელა ვისტაში.
- რა საქმე? - მთლად გამოვშტერდი.
- ზღაპრების მოგონების, რაღაც წამლებით ავადმყოფების
გაჭყეპისა და რაღაც დანადგარებით მათთვის სიცოცხლის გამწა-
რების გარდა, აბორტებსაც აკეთებენ. ეთერით გაბრუებენ და ნა-
ყოფს გაშორებენ… მერე გეუბნებიან, მუცელი მოგეშალაო… თუ
კრინტი დაგცდა და ეგენი დაადანაშაულე, მაშინ გიჟად გაცხადე-
ბენ და ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის და საკუთარი თავის-
თვის დიდ საფრთხეს წარმოადგენ.
ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა.
- ლორა, - ვუთხარი ფრთხილად, - იმაში ნამდვილად დარწმუ-
ნებული ხარ, რაც ახლა მითხარი?.. ბავშვს ვგულისხმობ…
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა ლორამ. - აბა, ეგეთ რამეს რატომ
მოვიგონებდი?
რაღაც დეტალები კიდევ მაეჭვებდა, მაგრამ ამჯერად ლორას
ნათქვამი დავიჯერე.
- ეგ როგორ მოხდა? - ვკითხე ჩურჩულით, რადგან ასეთ რამე-
ებზე ჩურჩულით უნდა ილაპარაკო. - მამა ვინ იყო?
- აქამდე თუ არ გაგიგია, არც არის საჭირო, რომ გაიგო, - მი-
პასუხა ლორამ.
ვიფიქრე, ალექს ტომასი იქნებოდა-მეთქი. ალექსი ერთადერ-
თი მამაკაცი იყო, რომლითაც ლორა ოდესმე დაინტერესებულა,
მამას და ღმერთის გარდა. ამის დაშვება ძალიან მიჭირდა, მაგ-
რამ სხვა კანდიდატურას ვერ ვხედავდი. ალბათ, მაშინ ხვდებოდ-
ნენ, როცა ლორა სკოლას აცდენდა-მეთქი და მერეც, როცა სკო-
ლას საერთოდ მიანება თავი, როცა იმ უპატრონო ავადმყოფების
მოსავლელად დაიარებოდა საავადმყოფოში, იმ თავის ანგელო-
ზის წინსაფარში გამოხვეული-მეთქი!.. ცხადია, ალბათ იმასაც
ახალისებდა ის წინსაფარი, მისთვის გარკვეულად ექსტრავაგან-
ტურიც კი იქნებოდა და მოეწონებოდა-მეთქი!.. შეიძლება, ლო-
რამ სწავლასაც ამიტომ მიანება-მეთქი თავი… რამდენის იყო?
თხუთმეტის? თექვსმეტის? ღმერთო, ასეთი რამ როგორ ჩაიდი-
ნა?!
- ის კაცი გიყვარდა?
- მიყვარდა?! ვინა?!
- ის… ხომ მიხვდი, - სახელი ვეღარა ვთქვი.
- არა, რას ამბობ! მიყვარდა კი არა, მეზიზღებოდა, საშინელე-
ბა იყო!.. მაგრამ უნდა გამეკეთებინა, მსხვერპლი უნდა გამეღო,
მთელი ტკივილი და ტანჯვა საკუთარ თავზე უნდა ამეღო. ღმერთს
ამას შევპირდი… ვიცოდი, რომ თუ ამ მსხვერპლს გავიღებდი,
ალექსი გადარჩებოდა.
- რა ჯანდაბას გულისხმობ? - ხელმეორედ გამისკდა გული,
რადგან მივხვდი, რომ ჩემი ახალი ვერსია ლორას ჯანსაღ ფსიქი-
კურ მდგომარეობაზე აშკარად ხელში მადნებოდა. - რისგან უნდა
დაგეცვა?
- დაჭერისგან. აუცილებლად მოკლავდნენ. კელი ფიცსიმონ-
ზმა იცოდა, სადაც იყო და გასთქვა; რიჩარდთან ჩაუშვა.
- ვერ ვიჯერებ!
-კელი ჩამშვები აღმოჩნდა; რიჩარდმა თვითონ მითხრა, ჩემი
ინფორმატორიაო. არ გახსოვს, ციხეში რომ მოხვდა და რიჩარ-
დმა გამოიხსნა? იმიტომაც გამოიხსნა, რომ მის წინაშე ვალში
იყო.
ამ ახალმა მონაჩმახმა მთლად გადამრია, კიდევ ერთი ჯოჯო-
ხეთური ტყუილი იყო… თუმცა, სულ მცირედი იმედი მაინც დავი-
ტოვე, ეგებ მართალია-მეთქი… მაგრამ მართალიც რომ ყოფი-
ლიყო, კელი ალბათ რიჩარდს ატყუებდა. აბა, საიდან უნდა სცოდ-
ნოდა ალექსის ადგილ-სამყოფელი, როცა მისამართს წამში ერ-
თხელ იცვლიდა?
თუმცა, შესაძლოა, კელისთან მუდმივი კავშირი ჰქონდა; კელი
ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, ვისაც ძალიან ენდობოდა.
- მე ჩემი პირობა ავასრულე და მომეზღო კიდევაც. ღმერთმა
არ მიღალატა. მაგრამ მერე ალექსი ომში წავიდა… ანუ მას მერე,
რაც ესპანეთიდან დაბრუნდა. ეგეც კელიმ თქვა. ამჯერად, პირა-
დად მე მითხრა.
ძალიან ავირიე, აღარაფერი მესმოდა და თავბრუ მეხვეოდა.
- ლორა, აქ რატომ ჩამოხვედი? - ვკითხე უცებ.
- იმიტომ, რომ ომი დამთავრდა, - მშვიდად მითხრა ლორამ. -
ჰოდა, ალექსი ალბათ მალე დაბრუნდება. აქ თუ არ დავხვდი, ვერ
მიპოვის; ვერც ბელა ვისტას ამბავს გაიგებს და ვერც იმას, რომ
ჰალიფაქსში გავემგზავრე. ერთადერთი, შენგან თუ შეეცდება
ჩემს მოძებნას; შენი პირით შემომითვლის რამეს, - დაასრულა
ლორამ ჭეშმარიტი მორწმუნის გამაოგნებელი, სრულიად ურყე-
ვი რწმენით.
ვიფიქრე, ერთს კარგად შევანჯღრევ-მეთქი. წამით თვალები
დავხუჭე და თვალწინ ავილიონის შადრევანი წარმომიდგა,
წყალში ფეხჩაყოფილი ნიმფით. აუზში არეკლილი კაშკაშა მზეც
კი დავინახე დუმფარების მწვანე ფოთლებზე, დედას დაკრძალ-
ვის დღეს. მახსოვს, გული მერეოდა ბევრი ტკბილი ნამცხვრის ჭა-
მის გამო. ლორა კი აუზის მოაჯირზე იჯდა, ჩემ გვერდით, და თა-
ვისთვის მხიარულად ღიღინებდა. ცხოვრებით კმაყოფილი ჩან-
და; დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ ანგელო-
ზები მის მხარეს არიან, რადგან ღმერთთან რაღაც საიდუმლო,
სულელური აღთქმა ჰქონდა დადებული.
სიბრაზისაგან სულ ხელები მექავებოდა. ისიც გამახსენდა, მე-
რე რაც მოხდა - გამოფხიზლების მიზნით, ლორას ხელი ვკარი და
აუზში ჩავაგდე.
ახლა იმ ადგილს მივადექი, რომელიც დღემდე არ მაძლევს
მოსვენებას. ნეტა მოვმკვდარიყავი, და პირი არ გამეღო; ნეტა
ძირში მომეკვნიტა ეს ოხერი ენა! ლორას სიყვარულით ტყუილი
უნდა მეთქვა, ან საერთოდ არაფერი მეთქვა!.. არასდროს გამო-
აფხიზლოთ ძილში მოარული მთვარეული, გვეტყოდა ხოლმე რე-
ნი. - შეიძლება შოკში ჩავარდეს და მოკვდეს.
- ლორა, ძალიან ვწუხვარ, ამას რომ გეუბნები, მაგრამ… მაგ
შენმა მსხვერპლმა ალექსი ვერ გადაარჩინა. ალექსი აღარაა, ექ-
ვსი თვის წინ დაიღუპა, ჰოლანდიაში მოკლეს.
უცებ მისი ეკლიანი შარავანდედი პირდაპირ ჩემ თვალწინ
ჩაქრა, სახეზე საშინლად გაფითრდა… ასე მეგონა, დამდნარი
ცვილის გაცივებას ვუყურებდი.
- შენ რა იცი?
- მისი სიკვდილის ცნობა მე მივიღე… ეტყობა, ჩემი მისამართი
თვითონ მისცა, ახლობლად მე დამასახელა… - მაშინაც კი შემეძ-
ლო ტექსტის შეცვლა, შემეძლო მეთქვა, ალბათ შენ დაგასახელა
და შეცდომით მე ვეგონეთ-მეთქი, მაგრამ ასე არ ვუთხარი; სი-
მართლე ვუთხარი. - ძალიან დაუფიქრებლად მოიქცა, რიჩარდის
ფაქტორი არ გაითვალისწინა. თუმცა, რა უნდა ექნა? ოჯახი არ
ჰყავდა, მე კი მალულად მისი საყვარელი ვიყავი, დიდხანს… ჰო-
და, ერთადერთ ახლობლად მე მივაჩნდი.
ლორას არაფერი უთქვამს. უბრალოდ შემომხედა, მაგრამ მე
ვერ მხედავდა… ღმერთმა უწყის, რას ხედავდა - ჩაძირულ გემს,
აალებულ ქალაქს, ზურგში ჩარტყმულ დანას… ის გამოხედვა
მეცნო, იგივე გამოხედვა იყო, რაც იმ დღეს, როცა მდინარეში კი-
ნაღამ დამეხრჩო - შეძრწუნებული, ცივი, ამაღლებული და ფო-
ლადივით მტკიცე და ელვარე.
ერთი წუთი არ იყო გასული, რომ ადგა, მომიახლოვდა, ჩემი
საფულე აიღო, სწრაფად და ლამის ნაზად, თითქოს შიგნით რა-
ღაც მყიფე და ძვირფასი ნივთი ეგულებოდა. მერე შეტრიალდა და
კაფედან გავიდა. არ გავნძრეულვარ, მისი შეჩერება არ მიცდია,
უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. სანამ სკამიდან ადგომა მოვა-
ხერხე, ლორა წავიდა.
ანგარიშის გადახდის დრო რომ მოვიდა, უხერხულ მდგომა-
რეობაში ჩავვარდი - მთელი ჩემი ფული იმ საფულეში იყო, რო-
მელიც ჩემმა დამ შემთხვევით გაიყოლა-მეთქი, ვუხსნიდი ოფი-
ციანტს და ვპირდებოდი, ხვალვე გადაგიხდით-მეთქი. ეს ამბავი
როგორღაც მოვაგვარე და ლამის სირბილით გავვარდი იმ ადგი-
ლისკენ, სადაც მანქანა მყავდა დაყენებული. მანქანა აღარ დამ-
ხვდა. მანქანის გასაღებიც საფულეში მედო. არ ვიცოდი, ლორამ
მანქანის ტარება თუ იცოდა.
რამდენიმე კვარტალი ფეხით გავიარე. თან გზაში მოსაყოლ
ამბავს ვთხზავდი, რადგან რიჩარდს და უინიფრედს სიმართლეს
ვერ ვეტყოდი; ამ ყველაფერსაც ლორას საწინააღმდეგოდ გა-
მოიყენებდნენ. ვიფიქრე, ვიტყვი, რომ მანქანა გამიფუჭდა და სა-
ხელოსნოში დავაყენე-მეთქი. მერე ტაქსი გამოვაძახებინე და ისე
წამოვედი, არც კი გამხსენებია, საფულე მანქანაში რომ დამრჩა--
მეთქი. სერიოზული არაფერია, ხვალისთვის შეაკეთებენ-მეთქი.
მერე ტაქსი მართლაც გამოვიძახე. მისიზ მარგატროიდი შინ
მეგულებოდა, ჰოდა კარსაც გამიღებდა და ფულსაც გადამიხდი-
და.
რიჩარდი სადილად არ მოსულა, რომელიღაც კლუბში იყო,
სადაც სიტყვით გამოდიოდა და მერე ნანადირევი ფრინველების
დასაგემოვნებელ სადილზე იყო დაპატიჟებული. იმ პერიოდში
მადა კიდევ უფრო გაეზარდა და სხვა მიზნებიც დაისახა - მხო-
ლოდ ფული და ძალაუფლება აღარ აკმაყოფილებდა, მიუხედა-
ვად ნუვორიშობისა, ახლა ხალხის პატივისცემისა და მოწიწების
დამსახურებაც ეწადა. ამ იდეით ძალიან იყო შეპყრობილი. მხო-
ლოდ სადავეების მართვა კი არ უნდოდა, კვერთხის ხელში ჩაგ-
დება სურდა. ასეთი სურვილი, თავისთავად, გულისამრევი და სა-
შინელი სულაც არ იყო.
ის კლუბი მამაკაცების კლუბი იყო. სხვა შემთხვევაში, მეც წა-
მაჩიქჩიქებდა, სადმე უკან მიმსვამდა, მოღიმარს, რათა სიტყვით
გამოსვლის შემდეგ, ტაში დამეკრა მისთვის. როცა საღამო თავი-
სუფალი მქონდა, ეიმის ძიძას ვუშვებდი ხოლმე, ბავშვს თვითონ
ვაბანავებდი, ვუკითხავდი და ვაძინებდი. იმ ღამეს ვერა და ვერ
დავაძინე; ეტყობა, გრძნობდა, რომ რაღაც მაწუხებდა და მასაც
გადაედო. გვერდით ვეჯექი, მისი ხელი მეჭირა, ფანჯარას გავცქე-
როდი და შუბლზე ვეფერებოდი, სანამ არ ჩაიძინა.
ლორა სად წავიდა? სად იყო გაჩერებული? ჩემი მანქანა სად
მიაგდო? როგორ უნდა შევხმიანებოდი? როგორ უნდა მომეწეს-
რიგებინა ეს აწეწილი სიტუაცია?
ფანჯრის მინას ივნისის ხოჭო მოადგა, ეტყობა შუქმა მოიზიდა.
მინას ბრმასავით ეჯახებოდა. ის საცოდავი საშინლად წვალობ-
და, ბრაზობდა და ბუზღუნებდა, გეგმა რომ ჩაეშალა.
ესკარპი

დღეს ტვინმა უცნაური ფოკუსი გამომიგდო - მოულოდნელად


გამეთიშა, საშლელით წაშლილი ფურცელივით გადამისუფთავ-
და... ის კი არ იყო, უცებ მჭადის სახელი რომ დაგავიწყდება (ეგ
ყველას შეიძლება დაემართოს), პირიქით - სიტყვა მახსოვდა,
მაგრამ მისი მნიშვნელობა ვერ გავიხსენე; თითქოს ის სიტყვა
პლასტიკატის ერთჯერადი ჭიქასავით გადმომიყირავდა, შინაარ-
სისაგან დაიცალა და ცარიელი ჭურჭელი შემრჩა ხელში.
სიტყვა, რომელიც დილიდანვე ამეკვიატა, ესკარპი იყო. ეს-
კარპი, ესკარპი, ვიმეორებდი გიჟივით, მგონი ხმამაღლაც კი ვამ-
ბობდი, მაგრამ არანაირი ხატი არ მიდგებოდა თვალწინ. რატომ
ამეკვიატა ან რა ჯანდაბა არის-მეთქი, ვფიქრობდი - საგანია, მოქ-
მედებაა, სულიერი მდგომარეობაა, თუ ფიზიკური ნაკლი? აზრზე
ვერ მოვდიოდი, ხელმოსაჭიდი ვერაფერი გავიხსენე, თავიც კი
ამტკივდა. ბოლოს ლექსიკონს მივმართე: ესკარპი - ვერტიკალუ-
რად აღმართული ციხესიმაგრე, მყარი დამცავი კედელი, ან ციცა-
ბო ფერდობი…
პირველად იყო სიტყვა, ერთ დროს ასე გვწამდა. ნეტა ღმერ-
თმა თუ იცოდა, სიტყვა როგორი პირობითი რამეა, როგორი არა-
სანდოა, როგორ ადვილად შეიძლება გაგისხლტეს და პირში ჩა-
ლაგამოვლებული დაგტოვოს?
ალბათ, ლორა სწორედ ამან შეიწირა; უფსკრულში გადაჩეხა,
ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის სიტყვები, რომლებსაც ეყ-
რდნობოდა და ენდობოდა, რომლებითაც თავისი ფარატინა ქა-
ღალდის ხუხულა ააგო და ეგონა, ციხესიმაგრეაო, უცებ დაინგრა
და შიგნით არსებული სიცარიელე დაანახა. ნანგრევები კი ისე
გაეფანტა, როგორც ქარწაღებული ქაღალდის ფურცლები.
ღმერთი. ნდობა. მსხვერპლი. სამართლიანობა.
რწმენა. იმედი. სიყვარული.
ანდა, თუნდაც, ღვიძლი და!… თუმცა, რა ვიცი… ერთი „რა ვი-
ცი“ ყოველთვის რჩება ხოლმე.
დაიანა სვიტსში ლორასთან შეხვედრის მეორე დღეს მთელი
დილა ტელეფონთან ჩასაფრებულმა გავატარე. დრო გადიოდა,
მაგრამ ტელეფონი დუმდა. ნაშუადღევს უინიფრედთან და მისი
კომიტეტის ორ წევრთან ერთად უნდა მესადილა „არკადიან კორ-
ტში“. უინიფრედთან როცა გქონდა საქმე, გრაფიკიდან არ უნდა
ამოვარდნილიყავი, თორემ ცნობისმოყვარეობას აღუძრავდი.
ჰოდა, ამიტომ დანიშნულ დროს მისკენ გავეშურე.
სადილზე უინიფრედის ახალი პროექტი გაგვაცნეს - კაბარე
ომში დაჭრილი სამხედროებისათვის, სადაც სიმღერები და
ცეკვა-თამაში იქნებოდა, კანკანის შესრულების ჩათვლით. მოკ-
ლედ, ყველას ხელები უნდა დაგვეკაპიწებინა, საქმეში აქტიურად
ჩავრთულიყავით და ბილეთები გაგვესაღებინა. ნეტა თავად
უინიფრედიც ხომ არ აპირებს ფურჩალებიან ქვედატანსა და შავ
წინდებში ტლინკაობას-მეთქი, გავიფიქრე და იქვე დავიმშვიდე
თავი, ალბათ არა-მეთქი - უკვე ძალიან ბებერი იყო მაგ საქმის-
თვის.
- ძალიან ჩამომჭკნარი მეჩვენები, აირის, - მითხრა უინიფ-
რედმა გვერდით გადახრილი თავით.
- მართლა? - გავიკვირვე მშვიდად. ბოლო დროს ხშირად მეუბ-
ნებოდა, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავი. ფაქტობრივად,
ამით იმას გულისხმობდა, რომ რიჩარდის წინსვლას ხელს არ
ვუწყობდი, ღირსეულ კომპანიონობას არ ვუწევდი დიდებისაკენ
მიმავალ გზაზე.
- ჰო, ცოტა უფერული ხარ. რიჩარდმა ხომ არ გამოგფიტა ასე?
მაგ კაცის ენერგიის გაძლება სახუმარო საქმე არაა, ნებისმიერს
გადაწვავს, - აღნიშნა სიცილით. კარგ გუნებაზე იყო. ალბათ, რი-
ჩარდთან დაკავშირებული გეგმები უჩემოდაც გადაჭარბებით
სრულდებოდა და ძალიან კმაყოფილი ბრძანდებოდა.
უინიფრედის შენიშვნისათვის დიდი ყურადღება არ მიმიქცე-
ვია, ლორას პრობლემით ვიყავი მოცული. ვფიქრობდი, რა მეშ-
ველება, დროზე თუ არ გამოჩნდა; პოლიციაში ხომ ვერ განვაცხა-
დებდი, მანქანა მომპარეს-მეთქი? ლორას მაშინვე დააპატიმრებ-
დნენ. ეგ არც რიჩარდს მოუნდებოდა.
შინ რომ დავბრუნდი, მისიზ მარგატროიდმა მითხრა, სანამ არ
იყავით, ლორა მოვიდაო. ისე შემოსულა, ზარიც არ დაურეკავს,
ჰოლში შემთხვევით გადავეყარეო, აღნიშნა. თურმე ელდა ეცა,
ამდენი წლის მერე რომ გამოეცხადა მოჩვენებასავით. არა, მისა-
მართი არ დაუტოვებიაო, მითხრა, უბრალოდ თქვა, აირისს გა-
დაეცით, რომ მოგვიანებით დაველაპარაკებიო. სახლის გასაღე-
ბი მაგიდაზე დაუტოვებია, შემთხვევით კინაღამ გამყვაო, უთ-
ქვამს. რა უცნაურია, ასეთი რამ შემთხვევით როგორ უნდა დაგე-
მართოსო, აღნიშნა მისიზ მარგატროიდმა, რომელსაც თავისმა
ძაღლის ყნოსვამ უკარნახა, რომ რაღაც ხდებოდა; ცხადია, ჩემი
მანქანის გარაჟში დატოვების ზღაპარი უკვე აღარ სჯეროდა.
გულზე მომეშვა. ვიფიქრე, ინცინდენტი ჩაიფარცხა, ლორაც
ჯერ კიდევ ქალაქშია და მოგვიანებით დამელაპარაკება-მეთქი.
თუმცა ისიც ვიფიქრე, ალბათ, სიზმარში გამოცხადებული მიც-
ვალებულივით, იგივეს მეტყვის, რაც უკვე მითხრა-მეთქი. მიცვა-
ლებულები ხომ მხოლოდ იმას გიმეორებენ, რაც სიცოცხლეშივე
ნათქვამი ჰქონდათ შენთვის.
ის იყო, ტანსაცმლის გამოცვლა დავაპირე, რომ პოლიციელიც
მოვიდა და ლორას მანქანით გადაჩეხვის ამბავი მითხრა - საგ-
ზაო სამუშაოების დამცავი ბარიერი გაარღვია სენტ კლერის ავე-
ნიუზე და ხიდიდან გადავარდაო. საშინლად არის დამახინჯებუ-
ლიო, თავი გადააქნია დამწუხრებულმა. თქვენი მანქანით ყოფი-
ლა და, ბუნებრივია, თავიდან ვიფიქრეთ, რომ ის დამწვარი ქალ-
ბატონი თქვენ ბრძანდებოდითო…
მაგარი ახალი ამბავი კი იქნებოდა… პოლიციელი რომ წავი-
და, შევეცადე, კანკალი როგორმე დამეცხრო. მშვიდად უნდა
ვყოფილიყავი, გონება უნდა მომეკრიბა. როგორი მუსიკაც დაუკ-
ვეთე, ისეთის მოსმენა მოგიწევსო, იტყოდა ხოლმე რენი. ნეტა
როგორ მუსიკა ჰქონდა მხედველობაში? საცეკვაო ნამდვილად
არ იქნებოდა… ალბათ, რომელიღაც უხეირო ორკესტრის შესრუ-
ლებული მარში, რაღაც აღლუმის მსგავსი, ქუჩის ორსავე მხარეს
უამრავი ხალხით, რომლებიც, ალბათ, თითებს იშვერდნენ და
სტვენდნენ… და ქუჩის ბოლოს მომლოდინე მოუთმენელი ჯალა-
თით.
ცხადია, ჯვარედინი დაკითხვებიც არ ამცდებოდა რიჩარდის-
გან გარაჟთან დაკავშირებით. მაგას კიდევ ეშველებოდა, თუ გა-
მოვუტყდებოდი, რომ წინა დღეს ლორას შევხვდი და ვეტყოდი,
რომ მხოლოდ იმიტომ დავუმალე ეს ამბავი, რომ მნიშვნელოვა-
ნი გამოსვლის წინ მისი აფორიაქება არ მინდოდა. ბოლო დროს
მისი ყოველი გამოსვლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა,
რადგან დასახულ მიზანს სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა.
ვეტყოდი, რომ ლორა მანქანაში მეჯდა, როცა მანქანა გამი-
ფუჭდა და გარაჟში მივიყვანე-მეთქი. საფულე მანქანაში რომ
დამრჩა, ალბათ ლორამ აიღო, ჰოდა, მეორე დღეს ჩემი საბუთე-
ბით და ჩეკების წიგნაკით გამოწერილი ფულით მანქანის გამოყ-
ვანა სულ არ გაუჭირდებოდა-მეთქი… ჩეკის ამოხევა არ უნდა
დამვიწყებოდა, თორემ მაგასაც შეამოწმებდა… გარაჟის სახელი
არ ეწერებოდა, მაგრამ ვეტყოდი, დამავიწყდა-მეთქი… თუ კიდევ
მომაწვებოდა, ავტირდებოდი და ვეტყოდი, ასეთი ტრივიალური
დეტალები როგორ გავიხსენო, ამ გამწარებულ გულზე-მეთქი.
ზედა სართულში ავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. მორ-
გში წასასვლელად ხელთათმანები და პირბადიანი ქუდი დამჭირ-
დებოდა; ალბათ ჟურნალისტები და ფოტოკორესპონდენტები უკ-
ვე იქ იქნებოდნენ. მანქანით წავალ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მე-
რე გამახსენდა, რომ ჩემი მანქანა უკვე ჯართი იყო, ჰოდა ტაქსი
გამოვიძახე.
რიჩარდიც აუცილებლად უნდა გამეფრთხილებინა. როგორც
კი ამბავი გავრცელდებოდა, ლეშის ბუზები მაშინვე დაეხვეოდნენ
თავს. უკვე ძალიან ცნობილი ადამიანი იყო და ასეთ შანსს არც
ერთი გაზეთი არ გაუშვებდა ხელიდან. თანაც, ნეკროლოგის მომ-
ზადებაც მოუნდებოდა.
ოფისში დავრეკე. ყურმილი მისმა ახალმა მდივანმა აიღო.
ვუთხარი, რიჩარდთან სასწრაფო საქმე მაქვს-მეთქი. არა, თქვე-
ნი პირით ვერ გადავცემ, პირადად უნდა დაველაპარაკო-მეთქი.
პატარა პაუზის შემდეგ, რიჩარდთან შემაერთა.
- რა ხდება? - მკითხა რიჩარდმა გაღიზიანებული ხმით. ვერ
იტანდა, როცა ოფისში ვურეკავდი.
- საშინელი ავარია მოხდა… მანქანა, რომელშიც ლორა იჯდა,
ხიდიდან გადავარდა.
რიჩარდმა არაფერი მიპასუხა.
- ჩემი მანქანა იყო.
კვლავ არაფერი მიპასუხა.
- ვშიშობ, ცოცხალი აღარ არის.
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა ბოლოს. მთელი ეს ხანი სად ყო-
ფილა? როდის ჩამოვიდა? შენს მანქანას რატომ მართავდა?
- ვიფიქრე, რომ მანამდე უნდა გცოდნოდა ეს ამბავი, ვიდრე
პრესა შეიტყობს.
- ჰო, კარგად გიფიქრია.
- ახლა მორგში უნდა წავიდე.
- მორგში? ქალაქის მორგში? იქ რა გინდა?
- ლორა იქ მიასვენეს.
- ახლავე წამოიყვანე იქიდან, სადმე წესიერ ადგილას გადაიყ-
ვანე, ეგებ ჯობია…
- მყუდრო ადგილი იყოს? კარგი, ეგრე ვიზამ. მინდა ისიც იცო-
დე, რომ პოლიციამ უკვე მომაკითხა… გარკვეული ვერსიებით.
- რა ვერსიებით? შენ რა უთხარი? - მკითხა აშკარად ძალიან
აფორიაქებულმა რიჩარდმა.
- ფიქრობენ, რომ შესაძლოა, უბედური შემთხვევა არ ყოფილა
და შეგნებულად…
- რა სისულელეა! ცხადია უბედური შემთხვევა იქნებოდა! ხომ
ასე უთხარი?
- რა თქმა უნდა, მაგრამ… ვიღაც მოწმეები ყოფილან და
დაუნახავთ.
- წერილი ხომ არ დაუტოვებია? მოძებნე და თუ დატოვა, სას-
წრაფოდ დაწვი!
- მოწმეებს დაუნახავთ… ვიღაც ვექილს და კიდევ ბანკის რო-
მელიღაც თანამშრომელს… მოკლედ, უთქვამთ, თეთრი ხელ-
თათმანები ეკეთა და კარგად დავინახეთ, საჭე საითაც მიაბრუნა-
ო.
- მზეში თვალი მოატყუებდათ… ან შეიძლება ნასვამები იყ-
ვნენ… მოკლედ, ეგ არაფერი, ადვოკატს დაველაპარაკები და მა-
გას მოვაგვარებთ.
ყურმილი დავდე და ტანსაცმლის კარადისაკენ გავემართე.
რამე შავი უნდა ამომერჩია და ცხვირსახოციც დამჭირდებოდა.
ეიმის უნდა ვუთხრა-მეთქი, ვიფიქრე; ვეტყვი, რომ ხიდის ბრალი
იყო, ხიდი ჩატყდა-მეთქი.
წინდების უჯრა რომ გამოვაღე, იქ ძველი სასკოლო რვეულები
დამხვდა, მისტერ ერსკინის დროინდელი ჩვენი რვეულები იყო,
ლორას თასმით შეეკრა. პირველი ლორას რვეული იდო, მისი სა-
ხელი ფანქრით იყო მიწერილი, ბავშვური ხელწერით. მათემატი-
კის რვეული იყო. ლორას მათემატიკა სძულდა.
ძველი საკლასო სამუშაოს რვეულები-მეთქი, ვიფიქრე… თუმ-
ცა, არა - საშინაო დავალებების რვეულები იყო… ნეტა ეს
რვეულები რატომ დამიტოვა-მეთქი, გამიკვირდა.
შემეძლო, შევჩერებულიყავი, აღარ ჩავძიებოდი, მაგრამ ის
გავაკეთე, რასაც ყველა იზამდა, რაც შენ უკვე გააკეთე, თუკი ნა-
წერები აქამდე წაიკითხე - სიმართლის გაგება ვარჩიე.
ყველა ასე იქცევა. სიმართლის გაგება გვირჩევნია, რაც უნდა
მწარე იყოს ეს სიმართლე. შეიძლება ამ სიმართლის ძიებაში
დავსახიჩრდეთ, გავარვარებულ ბუხარშიც კი შევძვრებით და ხე-
ლებს დავიფუფქავთ. ამის გაკეთებას ცნობისწადილი კი არ
გვაიძულებს, არამედ - სიყვარული, სიძულვილი, მწუხარება და
სასოწარკვეთილება. მიცვალებულებს დაუნდობლად ვუწყებთ
თვალთვალს, მათ წერილებს ვხსნით, დღიურებს ვკითხულობთ,
მათ ნაგავშიც კი ვიწყებთ ქექვას, ოღონდ კი რაიმე ახსნა ვიპო-
ვოთ, ჩვენთვის შემოთვლილი უკანასკნელი სიტყვა ამოვიცნოთ,
რაიმე შევიტყოთ მათზე, ვინც ასე მიგვატოვა, სრულიად გაძარ-
ცვული და გამწარებული.
მაგრამ ნეტა იმათ რაღა ამოძრავებთ, ვინც ასეთ შეტყობინე-
ბებს გვიტოვებს? ეგოიზმი? სიბრალული? სამაგიეროს გადახდის
წყურვილი? საპირფარეშოს კარზე მინაწერების მსგავსად, უბრა-
ლოდ, საკუთარი არსებობის დამადასტურებელი საბუთის დატო-
ვების სურვილი? რაიმეს აღიარება სასჯელის მოხდის გარეშე? იმ
სიმართლის თქმა, რომელსაც მათთვის სავალალო შედეგები ვე-
ღარ მოჰყვება? ასეა თუ ისე, რაღაც მიზეზი ყოველთვის აიძულებს
ადამიანს, ეს გააკეთოს, ამა თუ იმ სახით რაღაცაზე ხელები
დაიბანოს და მთელი პასუხისმგებლობა ცოცხლებს აჰკიდოს
მხრებზე.
როცა ასეთ შეტყობინებას ტოვებ, მერე აღარც ის უნდა გაგიკ-
ვირდეს, რომ სრულიად უცნობი ადამიანები მოინდომებენ თავი-
ანთი ცხვირების ყველაფერში ჩაყოფას. თუმცა მხოლოდ უცნო-
ბები კი არა, საკუთარი ოჯახის წევრებიც, მეგობრები, საყვარლე-
ბი, ნათესავები… ყველანი ონანისტები ვართ, სხვათა ჭვრიტინი
სიამოვნებას გვანიჭებს. რა უფლებით გვგონია ხოლმე, რომ თუ
ჩვენ ვიპოვეთ მკვდრის დანატოვარი რაღაც, შეტყობინება იქნება
თუ მისი ძველი საიდუმლო, ის უკვე ჩვენ გვეკუთვნის? ყველანი
საფლავთა შემგინებლები ვართ, რადგან სულ იმ კარის შეღებას
ვცდილობთ, სულ იქ გვინდა ჩავიხედოთ, სადაც არ შეგვესვლება,
და ის გვინდა დავინახოთ, რაც სხვებმა თავის დროზე საგულდა-
გულოდ დამალეს.
მაგრამ მხოლოდ დამალეს, მოსპობით კი, არ მოუსპიათ. მოს-
პობა რომ სდომებოდათ, განა ცეცხლი ყოველთვის მათ სამსა-
ხურში არ იყო?!
XIV

ოქროს კულული

უნდა ავჩქარდე. უნდა ავჩქარდე, რადგანაც გზის დასასრულს


უკვე ვხედავ - პირდაპირ თვალწინ მიციმციმებს, როგორც წვიმი-
ან ღამეს გზის პირას გამოჩენილი მოტელი. ეს ომის შემდგომი
პერიოდის ის ბოლო მოტელია, სადაც არაფერს გეკითხებიან, სა-
დაც სარეგისტრაციო ჟურნალში სულ ყალბი გვარ-სახელები წე-
რია და სადაც ფულს წინასწარ გახდევინებენ. ოფისი ნაძვის ხის
ძველებური, მბჟუტავი ნათურებით არის განათებული. უკან კი
მოჟამული ფიცრულები მოჩანს, დილისკენ ცვრით დანამული,
ნოტიო ბალიშებით. გარეთ ბადრი მთვარესავით დიდი გაზის სა-
ნათია კიდია, მაგრამ გაზი დიდი ხანია, გამოლევია და არ ანთია.
ეს ის ადგილია, სადაც მოგზაურობას ასრულებ.
დასასრული - თბილი და მყუდრო ზეცა. დასვენების ადგილი,
კურორტი… მაგრამ იმ ადგილამდე ჯერ არ მიმიღწევია, არადა ძა-
ლიან მოხუცი ვარ, კოჭლობით დავდივარ, ძალიან დავიღალე.
ცხოვრების უსიერ ტყეში გზა დამებნა და თეთრი კენჭებით მონიშ-
ნული ბილიკიც არსად ჩანს; თვალწინ მხოლოდ საეჭვო და ძნე-
ლად სავალი უღრანი მეშლება.
მგლებო, სადა ხართ? მკვდარო დიაცებო, ფირუზისფერი თმე-
ბითა და გველებიანი უფსკრულივით უძირო თვალებით, თქვენ
გიხმობთ ახლა! მოდით, მხარში ამომიდექით და მომეხმარეთ,
რომ ეს ართრიტიანი თითები ვამოძრაო, სწორად დავიჭირო ეს
იაფფასიანი კალამი; დამეხმარეთ, რომ კიდევ რამდენიმე დღე
საბოლოოდ არ მიმტყუნოს ამ ჩემმა გაბზარულმა გულმა… მინდა,
მოვასწრო და ყველაფერს საკუთარი ადგილი მივუჩინო, ყველა-
ფერი დავალაგო. მიმეგობრეთ, მომეშველეთ, ნუ მიმატოვებთ!..
ერთხელაც გამიწიეთ მეგზურობა და თანადგომა, ჩვენ ხომ ერთ
დროს ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს?
ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვსო, იტყოდა ხოლმე
რენი… ან, უფრო ცუდ გუნებაზე თუ იყო, მისიზ ჰილქოუთს უმტკი-
ცებდა, ყველა ვარდს სადმე ნეხვი სცხიაო… მისტერ ერსკინმა
რამდენიმე საჭირო რამ ნამდვილად მასწავლა - ფურიებს კარგად
თუ მოუხმობ, გასაჭირში ხელს გაგიმართავენ, განსაკუთრებით
კი მაშინ, თუ საქმე სამაგიეროს გადახდაზე მიდგებაო.
თავიდან მეგონა, რომ მხოლოდ სამართლიანობა მინდოდა.
მეგონა, გული სპეტაკი მაქვს-მეთქი. ადამიანებს ძალიან უყვართ
საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენის შექმნა და სხვისთვის სა-
ზიანო საქმის ჩადენისას დადებითი მოტივის მოძებნა. მაგრამ
ისევ მისტერ ერსკინს რომ დავესესხო, მშვილდ-ისრიანი ეროსი
ერთადერთი ბრმა ღმერთი არ არის, მეორე - მართლმსაჯულე-
ბაა. ბასრი იარაღით აღჭურვილი, მოუხერხებელი, მოუხეშავი და
ბრმა ღმერთები!… მართლმსაჯულებას მახვილი უპყრია, და ის
მახვილი, მის ახვეულ თვალებთან ერთად, საკუთარი თავისთვის
ზიანის მიყენების იდეალური საშუალებაა…
ცხადია, გაინტერესებს, ლორას დანატოვარ რვეულებში რა
ეწერა. ის რვეულები, ისევ იმ ჭინჭით შეკრული, ჩემს სამგზავრო
სკივრში დაგხვდება, სხვა დანარჩენ ჩემთვის მნიშვნელოვან საგ-
ნებთან ერთად. იმ რვეულებში არაფერი შემიცვლია, თავად დარ-
წმუნდები. ამოხეულმა ფურცლებმაც არ დაგაეჭვოს, მე არ ამომი-
ხევია, იმთავითვე ამოხეული იყო.
იმ საშინელ დღეს, 1945 წლის მაისში, როცა ის რვეულები ვი-
პოვე, ნეტა რა ვიფიქრე, იმ რვეულებში რა მეგულებოდა -
აღიარება? საყვედურები? თუ ლორას და ალექს ტომასის სასიყ-
ვარულო პაემნების დღიურები?.. ჰო, რა თქმა უნდა, რაღაც ეგეთი
წარმომედგინა… ჰოდა, მივიღე კიდეც, ოღონდ ისეთი არა, რო-
გორსაც მოველოდი.
თასმა გადავჭერი და რვეულები ამოვიღე. ხუთი რვეული იყო:
მათემატიკა, გეოგრაფია, ფრანგული, ისტორია და ლათინური -
ზოგადი განათლებისთვის საჭირო ძვირფასი ეტრატები!
ლორა ჩეიზი ნამდვილი ანგელოზივით წერს, ეწერა „ბრმა
მკვლელის“ ერთ-ერთი მოვარაყებული ამერიკული გამოცემის
ყდაზე. მაშინ ანგელოზებზე ბევრს ლაპარაკობდნენ. კაცმა რომ
თქვას, ანგელოზები, ალბათ, ბევრს არაფერს წერენ, უბრალოდ
დავთრებში, ცოდვების ნუსხის გასწვრივ, ცოდვილთა სახელებს
უთითებენ… ალბათ, ცხონებულთა სიებსაც ეგენი ადგენენ… ან
იქნებ უხორცო ხელით საპირფარეშოს კედლებზე გაფრთხილე-
ბას წერენ?… შესაძლოა, სულაც არ წერენ და უბრალოდ იდუმალ
შეტყობინებებს გვიგზავნიან, რომელთაგან სასიხარულო ძალი-
ან ცოტაა… შენთან არს ღმერთი! - ეგებ ეს სიტყვებიც მხოლოდ
დალოცვას არ გულისხმობს?
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მოსაზრე-
ბა მართალია - ლორა მართლაც ანგელოზივით წერდა… სხვა
სიტყვებით, ბევრს არ წერდა, მაგრამ სათქმელს ზედმიწევნით
ზუსტად ამბობდა.
ლათინურის რვეულით დავიწყე. იმ რვეულში შემორჩენილი
ფურცლები, ძირითადად, ცარიელი იყო. ფურცლებს ალაგ-ალაგ
კიდეები ჰქონდა მოხეული; ეტყობა, იქ საშინაო დავალებებს
მიაწერდა ხოლმე და მერე ახევდა. ერთი გვერდი, სადაც მის მიერ
(ჩემი და ავილიონის ბიბლიოთეკის დახმარებით) შესრულებული
თარგმანი ეწერა, სუფთად იყო შენარჩუნებული. ვირგილიუსის
„ენეიდას“ მეოთხე წიგნის ბოლო ნაწილი იყო, სადაც დიდონა
თავს იკლავს, საომრად წასული სატრფოს დაკარგვის გამო. დი-
დონა სისხლისგან იცლება და ძალიან დიდხანს და ტანჯვით
კვდება… მახსოვს, მისტერ ერსკინს ეგ ადგილი განსაკუთრებით
მოსწონდა.
ის დღეც მშვენივრად მახსოვს, როცა ლორა ამ თარგმანს წერ-
და. ჩემი ოთახი ჩამავალი მზის სხივებით იყო განათებული. ლო-
რა იატაკზე გაწოლილიყო, წინდისამარა ფეხს ჰაერში აქანავებ-
და და გამწარებული ათეთრებდა ჩვენს ერთობლივ ნაჯღაბნს.
ბავშვის საპნისა და ფანქრის ნათალის სუნი უდიოდა.
ჰოდა, ძლევამოსილ იუნონას შეეცოდა დიდონა, ასე რომ წვა-
ლობდა, და ოლიმპოს მთიდან ირისი გამოაგზავნა, რათა მობ-
რძავი სული მოეკვეთა მისი სხეულიდან. ეს აუცილებელი იყო,
რადგან დიდონა არც ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა და არც
სხვას მოუკლავს, არამედ სასოწარკვეთილების ჟამს სიგიჟემ
უბიძგა სიკვდილისაკენ. პროზერპინას ჯერ კიდევ არ მოეჭრა მის-
თვის ოქროს კულული, არ გაეგზავნა ის საბრალო ჯერაც ქვეს-
კნელში.
ჰოდა ახლა, ყვითელი ფრთების ტლაშუნითა და მზეზე აელვა-
რებული ათასი ცისარტყელით გარემოცული ირისი, მაღლით და-
ეშვა დიდონასთან და უთხრა:
ნაბრძანები მაქვს, ეს საკრალური რამ, რაც სიკვდილის
ღმერთს ეკუთვნის, მოგკვეთო და გაგათავისუფლო შენივე
სხეულისაგან.
მერე უცებ ყველაფერი დასრულდა და დიდონას სუნთქვა ჰა-
ერს შეერია.
- იმ ირისმა ოქროს კულული რატომ მოაჭრა დიდონას? - მკით-
ხა ლორამ.
წარმოდგენა არა მქონდა. - უბრალოდ, ასე იყო საჭირო, რა-
ღაც შესაწირის მაგვარი იქნებოდა, - ვუპასუხე მე და თანაც ერ-
თგვარი სიამოვნება ვიგრძენი, რომ ჩემი სახელი აირისი, იგივე
ირისი იყო, და რომ სწორედ მისი სახელი მერქვა და არა რომე-
ლიმე ყვავილის, როგორც მანამდე მეგონა. გოგონებისთვის ბო-
ტანიკური მოტივის შერჩევა ძალიან პოპულარული იყო დედაჩე-
მის ოჯახში.
- მაგით დიდონას დაეხმარა, საკუთარ სხეულს რომ გაყროდა.
სიცოცხლე აღარ უნდოდა, ტანჯვისგან ასე გათავისუფლდა. ჰო-
და, გამოდის, რომ სწორად გაუკეთებია, არა?
ალბათ-მეთქი, ვუთხარი. ასეთი ეთიკური საკითხები არ მაინ-
ტერესებდა. პოეზიაში უცნაური და თავისებური ამბები იყო აღწე-
რილი და მათი ლოგიკის ახსნას არასდროს ვცდილობდი. ის კი
გავიფიქრე, დიდონა ქერა ყოფილა-მეთქი, რადგან რატომღაც
სულ წაბლისფერთმიანი მეგონა.
- სიკვდილის ღმერთი ვინაა? ეგ ოქროს კულული რად უნდო-
და?
- კარგი რა, მოვეშვათ მაგ კულულებზე ლაპარაკს. ლათინურს
ხომ მოვრჩით და ახლა ფრანგული დავიწყოთ. იმ კაცმა ისევ ძა-
ლიან ბევრი დავალება მოგვცა. მისმინე: Iლ ნე ფაუტ პას ტოუც-
ჰერ აუხ იდოლეს: ლა დორურე ენ რესტე აუხ მაინს.
- ეგ რაღას ნიშნავს, „საქმეს ნუ დაიჭერ ცრუ კერპებთან, ხე-
ლებზე ოქროსფერი საღებავი გადაგივაო“?
- საღებავი რა შუაშია?
- საღებავი არ იგულისხმება?
- მისტერ ერსკინს არ იცნობ? სულ ფეხებზე ჰკიდია, რა იგუ-
ლისხმება.
- მაგ კაცს ვერ ვიტან. ნეტა მის ვაილენზი დაგვიბრუნდებოდეს.
- ვერც მე ვიტან. ნეტა დედა ცოცხალი იყოს.
- მეც ძალიან მინდა.
მისტერ ერსკინს ბევრი არ უფიქრია ლორას ამ თარგმანზე;
მთლიანად გადახაზა წითელი ფანქრით.
როგორ აღვწერო ის დიდი ვარამი და სასოწარკვეთილება,
რომელიც ამ რვეულის გადაკითხვისას ვიგრძენი? ამას სიტყვე-
ბით ვერ გადმოვცემ და არც შევეცდები.
სხვა რვეულების გადათვალიერება დავიწყე. ისტორიის რვე-
ულში საერთოდ არაფერი ეწერა. მხოლოდ ლორას და ალექს
ტომასის ფაბრიკის პიკნიკზე გადაღებული სურათი იყო ჩაკრუ-
ლი. იმ სურათზე ახლა ორივე ყვითლად იყო დაფერილი. ჩემი
მოჭრილი ხელი კი, რომელიც ბალახზე იყო გართხმული და თით-
ქოს იქიდან ჩუმად ეპარებოდათ - ლურჯად. გეოგრაფიაში პორტ
ტიკონდეროგას მოკლე აღწერა იყო, რომელიც მისტერ ერსკინის
მითითებით იყო შესრულებული: ეს საშუალო ზომის ქალაქი მდი-
ნარეების, ჯოგსისა და ლავთოუს შესაყარზე მდებარეობს და კირ-
ქვისა და სხვა ქვების სიმრავლით გამოირჩევა“, - ასე იწყებოდა
ლორას მიერ შესრულებული დავალება. ფრანგულის რვეულს
ფრანგულისა აღარაფერი ეტყობოდა, მაგრამ შიგნით ის უცნაური
სიტყვები იყო ჩამოწერილი, მე და ლორამ ალექს ტომასის წას-
ვლის მერე რომ ვიპოვეთ და უცხოური სიტყვები რომ გვეგონა.
ახლაღა მივხვდი, რომ ლორას ის ჩანაწერი არ დაუწვავს - ანჩო-
რინი, ბერელი, კარჩინილი, დიამიტი, ებონორტი… მართლაც უც-
ხოური ენა იყო, მაგრამ მე ეს ენა უკვე კარგად მესმოდა; ბევრად
უკეთ, ვიდრე ოდესმე ფრანგული.
მათემატიკის რვეულში რაღაც რიცხვების გრძელი სვეტი იყო
ჩამოწერილი და ზოგიერთს გვერდით სიტყვებიც ჰქონდა მიწერი-
ლი. გარკვეული დრო დამჭირდა, რომ მომეტვინა, ეს რიცხვები
რას ნიშნავდა. ბოლოს მივხვდი, რომ თარიღები იყო. პირველი
ჩემს ევროპიდან დაბრუნებას ემთხვეოდა, ბოლო - დაახლოებით
ლორას ბელა ვისტაში გამწესებამდე სამი თვით ადრე ჩაწერილი
თარიღი იყო. სიტყვები კი ამ სახით ჰქონდა მიწერილი:
ავილიონი, არა. არა. არა. სანისაიდი. არა. შანგდუ არა. არა.
ქუინ მერი, არა. არა. ნიუ-იორკი, არა. ავილიონი. თავიდან არა.
უოთერ ნიქსი, X. „გაბრუებულმა“.
ტორონტოში ისევ. X.

X. X .X. X
.
O.
სულ ეს იყო. ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. ადრევე უნდა
მივმხვდარიყავი, იმდენად ნათელი იყო, რომ… თანაც, პირდაპირ
ჩემ თვალწინ ხდებოდა. ასე ძალიან რამ დამაბრმავა?!
მაშ, ალექს ტომასი არა ყოფილა, არასოდეს არა ყოფილა…
ალექსი ლორასთვის სხვა განზომილებაში დარჩა.
გამარჯვებას ხშირად მარცხი მოსდევს
ლორას რვეულები ისევ წინდების უჯრაში შევინახე და დავ-
ფიქრდი. ახლა, როცა ყველაფერი ვიცოდი, იმასაც ვხვდებოდი,
რომ ვერაფერს დავამტკიცებდი.
თუმცა, როგორც რენი იტყოდა, კატის გატყავების რამდენიმე
გზა არსებობს - პირდაპირ თუ ვერას გავხდებოდი, შემოვლითი
გზა უნდა ამერჩია.
დაკრძალვამდე არაფერი შევიმჩნიე. მერე ერთი კვირაც მო-
ვითმინე; აჩქარება არ მინდოდა. სჯობს იფრთხილო, ვიდრე მერე
გული დაგწყდეს და ინანოო, ამასაც რენი გვეუბნებოდა ხოლმე.
ისე, მეტად საეჭვო აქსიომა კია, უფრო ხშირად ორივე ერთად გე-
მართება.
რიჩარდი ოტავაში გაემგზავრა, ძალიან მნიშვნელოვან საქმე-
ზე, როგორც თავად ბრძანა. მაღალ საზოგადოებრივ პოზიციებზე
მდგომი ადამიანების მიმართ, ადრე თუ გვიან, კითხვები ჩნდება
ხოლმე და ამ კითხვებს პასუხი უნდა დაასწროო, გამოაცხადა. მას
და უინიფრედს ვუთხარი, შემთხვევით ვისარგებლებ და ლორას
ფერფლს პორტ ტიკონდეროგაში წავიღებ, საფლავზე მოვაბნევ
და წარწერის ამბავსაც მივხედავ-მეთქი. კეთილი და პატიოსა-
ნიო, დამეთანხმნენ.
- თავს ნურაფერში დაიდანაშაულებ, - მითხრა უინიფრედმა იმ
იმედით, რომ თავის დადანაშაულებას დავიწყებდი და სხვათა
ბრალეულობას აღარ გამოვქექავდი. - ისეთი სიტუაციებიც არსე-
ბობს, რომლებზეც დიდხანს თავის მტვრევა და ტანჯვა არა
ღირს… თუმცა ამას, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებთ.
რიჩარდი რომ გავისტუმრე, მოსამსახურეებიც დავითხოვე -
ციხესიმაგრეს დროებით ვკეტავ-მეთქი, ვუთხარი. ამას ბოლო
დროს ისედაც ხშირად ვაკეთებდი, შინ მარტო ყოფნა მსიამოვ-
ნებდა, ეიმის ვაძინებდი და ვიჯექი ჩემთვის, ფიქრებში წასული.
ასე რომ, მისიზ მარგატროიდსაც არაფერი გაკვირვებია. როდე-
საც სანაპირო მტრებისგან დაიცალა და ჰორიზონტი კარგად გა-
მოჩნდა, სწრაფად ავმოქმედდი. რაღაც-რაღაცები უკვე ჩალაგე-
ბული მქონდა - სამკაულები, ფოტოები, „ალპური ბაღის მრავალ-
წლოვანი მცენარეები“, ჰოდა ჩალაგება განვაგრძე. ჩემი ტანსაც-
მელი (რა თქმა უნდა, ყველაფერი არა) და ეიმის ნივთები (აქაც
მხოლოდ აუცილებელი) ჩავალაგე. ეს ყველაფერი სამგზავრო
სკივრში და ამ სკივრის შესაფერის ჩემოდანში ჩავტენე, წინასწარ
მოფიქრებული გეგმით სადგურიდან მებარგულები გამოვიძახე
და ბარგი გავატანე. მეორე დღეს უკვე მე და ეიმი ტაქსით წავიდო-
დით სადგურში, მხოლოდ მსუბუქი ხელბარგით.
რიჩარდს წერილი დავუტოვე: იმის გამო, რაც ჩაიდინე, და ახ-
ლა უკვე ვიცი, რაც ჩაიდინე, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი.
შენს პოლიტიკურ მიზნებს ხელი რომ არ შევუშალო, გაყრას არ
მოგთხოვ, თუმცა ლორას დანატოვარ რვეულებში, რომლებიც
(ვიცრუე) ბანკის სეიფში მაქვს ჩაკეტილი, შენი გარყვნილების და
ავკაცობის ამბავი წვრილად წერია-მეთქი. საკმარისია, შენი ბინ-
ძური ხელები ეიმის შეახო, რომ მაშინვე მთელ ინფორმაციას გა-
ვასაჯაროებ და ძალიან დიდ სკანდალს ავწევ-მეთქი. იგივე გე-
ლის იმ შემთხვევაშიც, თუ ჩემს ფინანსურ მოთხოვნებს არ
დააკმაყოფილებ-მეთქი!.. ბევრს არაფერს ვთხოვდი - ერთი პატა-
რა სახლის ყიდვა მინდოდა პორტ ტიკონდეროგაში და ეიმის წე-
სიერად შენახვის ფული. ჩემი თავის სარჩენ თანხას როგორმე
თავად ვიშოვიდი.
წერილს ხელი მოვაწერე, კონვერტში ჩავდე და კონვერტს
ენას რომ ვუსვამდი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ნეტა სიტყვა
„გარყვნილება“ სწორად დავწერე თუ არა-მეთქი.
სანამ ტორონტოდან გამოვემგზავრებოდი, კალისტა ფიცსი-
მონზი მოვინახულე. მოქანდაკეობას შეშვებოდა და ფრესკების
ხატვაზე გადასულიყო. სადაზღვევო კომპანიაში დავადექი თავზე,
სადაც დაკვეთას ასრულებდა თემაზე „ქალთა როლი მსოფლიო
ომში“. ომი უკვე დამთავრებული იყო და თემას აქტუალურობა
დაკარგული ჰქონდა, ჰოდა, როგორც მოგვიანებით გავიგე, ის
კედელი მალევე გადაუღებიათ, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ კალის-
ტას ესკიზით შექმნილ ფრესკას ხატავდნენ.
მოსახატად მთელი ერთი კედელი მიეცათ მისთვის. სამი ქალი
დაეხატა - სპეცტანსაცმელში გამოწყობილი მოღიმარი მუშები,
რომლებიც ქარხანაში ჭურვებს ამზადებდნენ; ერთი გოგონა სას-
წრაფო დახმარების მანქანას მართავდა; ორ ფერმის მუშას წე-
რაქვები და პომიდვრით სავსე კალათები ეჭირა; სამხედრო ფორ-
მაში ჩაცმული ქალი საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა, ხოლო ქვედა
კუთხეში ოჯახის დედა - წინსაფრიანი ქალი - ღუმლიდან პურს
იღებდა ორი აღტყინებული და პირზე ნერწყვმომდგარი ბავშვის
თანდასწრებით.
კალისტას ჩემი სტუმრობა ძალიან გაუკვირდა. წინასწარ არ
გამიფრთხილებია - არ მინდოდა, ჩემთან შეხვედრისათვის თავის
არიდების საშუალება მიმეცა. ხარაჩოებზე ასულ შეგირდთა
ჯგუფს მითითებებს ქვემოდან აძლევდა. თავი ბენდენით ჰქონდა
წაკრული და ხაკისფერ სლაქსებსა და სპორტულ ფეხსაცმელში
იყო გამოწყობილი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და პირში სიგა-
რეტგაჩრილი მიმოდიოდა, როგორც ყოველთვის.
ლორას დაღუპვის ამბავი იცოდა, გაზეთებში წავიკითხეო,
მითხრა. რა საყვარელი გოგო იყო, ბავშვობაში საკმაოდ უც-
ნაურიო, ძალიან მეწყინა ეგ ამბავიო. ამგვარი შესავლის შემდეგ,
ვუთხარი, ლორამ რაც მითხრა და ვკითხე, მართალია თუ არა--
მეთქი.
კელი გადაირია. სიტყვა „ჩათლახობა“ იხმარა ბევრჯერ. რი-
ჩარდი მართლაც დამეხმარა, მაგრამ მხოლოდ როგორც ოჯახის
ძველ მეგობარს, როცა წითლებზე ნადირობდნენ და მეც ამიყვა-
ნესო, მითხრა. თავი გაიგიჟა, არც რიჩარდისთვის და არც არა-
ვისთვის სიტყვა არ მითქვამს არც ალექსზე და არც რომელიმე
სხვა კომუნისტზე თუ მეგობარზეო. რა ჩათლახობა არისო, ისევ
გაიმეორა. ალექსს თავიდან ვეხმარებოდი, სანამ უსიამოვნებებ-
ში იყო გახვეული, მაგრამ მერე სადღაც გადაიკარგა, ჩემი ვალი
ჰქონდა და ისიც შეიტყაპუნაო. მერე გავიგე, რომ ესპანეთში წა-
ვიდაო. ალექსის მისამართს როგორ ვეტყოდი, მე თვითონ ვეძებ-
დი და წარმოდგენა არა მქონდა, სად იყოო.
მოკლედ, ვერაფერი გავიგე. შეიძლება რიჩარდმა ლორას
ტყუილი უთხრა, ვერ ეტყოდა, თუ რა? მე ხომ ათას ტყუილს მეუბ-
ნებოდა… მეორე მხრივ, შესაძლოა კელი ტყუოდა. ისე, ჩემი თა-
ვისა გამკვირვებია, მაინც რა მეგონა, კელი რას მეტყოდა?
ეიმის პორტ ტიკონდეროგა არ მოსწონდა. მამამისს მისტირო-
და; იმას ითხოვდა, რასაც შეჩვეული იყო, როგორც ბავშვებმა
იციან ხოლმე. თავისი ოთახი და ძველი ცხოვრების წესი ენატრე-
ბოდა… ჩვენც ყველანი ასე არა ვართ?
ვუხსნიდი, ცოტა ხანს აქ უნდა დავრჩეთ-მეთქი, თუმცა სიტყვა
ვუხსნიდი არასწორია - ახსნით არაფერი ამიხსნია. ან რა უნდა
ამეხსნა რვა წლის ბავშვისთვის?
პორტ ტიკონდეროგა სრულიად სხვანაირი გამხდარიყო. ომმა
დიდი დანაკარგები მოუტანა. ომის დროს რამდენიმე ფაბრიკა
ისევ გაეხსნათ და სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ქალები
ფრონტისთვის ასაფეთქებლებს ამზადებდნენ. ახლა კი ეს ფაბრი-
კები ისევ იკეტებოდა. შესაძლოა, მშვიდობიანი პერიოდის პრო-
დუქციის წარმოებაზეც გადასულიყვნენ, როცა გაირკვეოდა, ომი-
დან დაბრუნებულ მამაკაცებს რის ყიდვა მოუნდებოდათ, რადგან
ახლა უკვე ოჯახებს მოეკიდებოდნენ. ამასობაში ბევრი უმუშევა-
რი დარჩა, ჰოდა, ჯერჯერობით ყველა გაურკვევლობაში ცხოვ-
რობდა.
ვაკანსიებიც გაჩნდა. ელვუდ მიურეი გაზეთს აღარ უშვებდა.
მისი სახელი მალე ახალი და ჯერ კიდევ ბზინვარე ასოებით მიეწე-
რებოდა ომის მემორიალს, რადგან ომის დროს სამხედრო
ფლოტში ჩაეწერა და თავი ააფეთქებინა. ისიც საინტერესოა,
რომ ხალხი ზოგ დაღუპულ თანამოქალაქეზე ამბობდა, დაიღუ-
პაო და ზოგზე - თავი მოაკვლევინაო, საპარიკმახეროში თმა შე-
აჭრევინაო, რომ იტყვიან, ისე; გეგონებოდა, ამ უკანასკნელთა
მოუხერხებლობისა თუ შეგნებულად დადებული ლაჩრული გა-
რიგების ხაზგასმა უნდოდათ. ასეთებზე იმასაც ამბობდნენ, წერი-
ლი წაიღოო. ნეტა, ვის მიერ დაწერილ წერილს გულისხმობდნენ?
რენის ქმარი, რონ ჰინკსი, ასეთი ფოსტალიონების რიგებში
არ ჩაუწერიათ. მასზე მოწიწებით ამბობდნენ, სიცილიაში დაიღუ-
პა იმ პორტ ტიკონდეროგელ კაცებთან ერთად, რომლებიც კანა-
დის სამეფო ლეგიონში ჩაეწერნენო. საწყალი რენი მცირე პენსი-
ას იღებდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთ ოთახს აქირავებდა
თავის ისედაც ციცქნა სახლში. ბეტის სასაუზმეშიც განაგრძობდა
მუშაობას, თუმცა სულ იმას გაიძახოდა, ამ ზურგმა მომკლაო.
თუმცა, როგორც მალე აღმოვაჩინე, თურმე ზურგი კი არ
კლავდა, თირკმლები ჰქონია დაზიანებული, ჰოდა, ჩემი დაბრუ-
ნებიდან ექვსი თვის თავზე იმ თირკმლებმა ბოლო მოუღო. შენ
თუ ამას კითხულობ ახლა, მაირა, მინდა იცოდე, რომ ეს ცხოვრე-
ბაში ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა იყო ჩემთვის. რენის დიდი
იმედი მქონდა… რენის გარეშე პორტ ტიკონდეროგა ვერც კი წარ-
მომედგინა… ის კი უცებ ადგა და მიმატოვა.
მაგრამ ხანდახან ისევ მიბრუნდება ხოლმე; მაშ, აბა ვისი რჩე-
ვები ჩამესმის ყურში, როცა ეს ძალიან მჭირდება?
ცხადია, ავილიონსაც ვესტუმრე. რთული ვიზიტი იყო. კარმი-
დამო მთლად გაპარტახებული დამხვდა: ბაღი სარეველებს გა-
დაეჭამა, ორანჟერეაში ყველა მინა ჩალეწილიყო და იქაური მცე-
ნარეები საკუთარ ქოთნებშივე ლპებოდნენ. თუმცა ზოგმა ადრე-
ვე დაიწყო ხმობა და ლპობა, ჯერ კიდევ ჩვენი ბოლო ვიზიტისას.
ბაღის სფინქსებს ჯონს უყვარს მერის ტიპის წარწერები ამშვენებ-
და და ერთ-ერთი წაქცეულიც დამხვდა. აუზის პირას მჯდომ ქვის
ნიმფას აუზში მომრავლებული ბალახი და სარეველები ხრავ-
დნენ. ნიმფა ჯერ კიდევ მყარად იჯდა, მაგრამ თითები აკლდა.
ისევ ისე კი იღიმოდა, მაგრამ ეს უკვე რაღაც შორეული, უცხო და
ჩემთვის გაუგებარი ღიმილი იყო.
სახლის შემტვრევა არ დამჭირვებია. რენი ჯერ კიდევ ცოცხა-
ლი იყო და ის საიდუმლოდ შენახული გასაღები გადმომცა. სახ-
ლიც საზარელ მდგომარეობაში დამხვდა - მთლად დამტვერილი
და ნათაგვარი; პარკეტის იატაკი ჩამოსული წყლის ლაქებით იყო
დაფარული; ტრისტანი და იზოლდა კვლავ დასცქეროდნენ ზემო-
დან გამოშიგნულ სასადილო ოთახს, მაგრამ იზოლდას არფა და-
ზიანებოდა და ვიტრაჟის შუა ნაწილში მერცხლებს ერთი-ორი ბუ-
დეც მიეშენებინათ. თუმცა, ზოგადად, ვანდალიზმის ნიშნები არ
შემინიშნავს. ეტყობა ჩეიზის სახელი მაინც რაღაცნაირად იცავდა
იქაურობას, ჰაერში მაინც ტრიალებდა ერთგვარი ძალაუფლების
სუნი.
მთელი სახლი შემოვიარე. ყველგან ნესტის სუნი იდგა. ბიბ-
ლიოთეკაში მედუზას თავი ადგილზე დამხვდა, ბებია ადელიას
სურათიც, მაგრამ სურათი ცოტა დაბრეცილიყო და ბებიას რა-
ღაცნაირი ეშმაკური იერი დასდებოდა სახეზე. სანაძლეოს ჩამო-
ვალ, ამ ყველაფერს მაინც თვალყურს ადევნებდი-მეთქი, წავ-
ჩურჩულე; ალბათ საიდუმლო ცხოვრებით ცხოვრობდი-მეთქი და
იმიტომაც გაძელი ამდენ ხანს.
წიგნებიც გავქექე, მაგიდის უჯრებიც გამოვაღე. ერთ-ერთ უჯ-
რაში ბაბუა ბენჯამინის დროინდელი ღილების ყუთი იდო -
ძვლისგან გაკეთებული ღილები, რომლებიც მის ხელში ოქროდ
იქცა, ახლა კი მხოლოდ უბრალო ჩხარუნები იყო.
სხვენში ლორას მიერ თავისთვის მოწყობილი ბუდე დამხვდა;
ეტყობა, იქ დაიბუდა ბელა ვისტადან წამოსულმა. პლედები
გაეფინა და საწოლის თეთრეულიც დაეგო. ვინმეს მისი ავილი-
ონში ძებნა რომ დაეწყო, ამ სამალავში ვერ იპოვიდა, უკვე გა-
მოცდილი სამალავი იყო. ფორთოხლის გამხმარი ქერქები და
ვაშლს ნაქუჩებიც იქვე დამხვდა. რა თქმა უნდა, არაფრის ალაგე-
ბა არ მოსვლია თავში. კედლის კარადაში შენახული პატარა
ტომსიკაც ვიპოვე იმ ნივთებით, რომლებიც ბოლოს ჩვენი აქ ერ-
თად ყოფნის დროს გადამალა: ვერცხლის ჩაიდანი, ფაიფურის
ფინჯნები და ლამბაქები, მონოგრამიანი კოვზები… მოგვიანებით
მოვალ და ამ ყველაფერს წავიღებ-მეთქი, ვიფიქრე.
რიჩარდი პირისპირ არ დამლაპარაკებია, რაც (ჩემთვის) მისი
დანაშაულის უტყუარი დასტური იყო. ჩემთან მოსალაპარაკებ-
ლად, ცხადია, უინიფრედი მოავლინა.
- ჭკუაზე თუ ხარ?! - დაიქუხა უინიფრედმა, რომელსაც ბეტის
სასაუზმეში შევხვდი (არ მინდოდა, ჩემი ნაქირავები უბადრუკი
სახლი ენახა და ეიმის შეხვედროდა).
- რა თქმა უნდა, ვარ… ისევე, როგორც ლორა იყო, როცა საგი-
ჟეთში გამოკეტეთ!.. ყველაფერი ვიცი, რიჩარდმა რაც ჩაიდინა.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, - მიპასუხა უინიფრედმა.
წაულას პრიალა კუდებისაგან შეკერილი გორჟეტი ეცვა და ხელ-
თათმანების წაძრობას ცდილობდა.
- ალბათ, როცა მირთავდა, თვლიდა, რომ იაფად მოგვიგდო
ხელში - ორი ერთის ფასად.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - მიპასუხა უინიფრედმა, თუმ-
ცა ვიგრძენი, რომ შეშფოთებული იყო. - არ ვიცი, ლორამ რა მო-
გიბოდა, მაგრამ რიჩარდი კრისტალურად სუფთაა თქვენ წინაშე;
თქვენთვის წვეთი სისხლი რაა, ისიც არ დაუშურებია... ახლაც
მზადაა, ყველაფერი დაივიწყოს და გაპატიოს, თუ დაბრუნდები.
- შეიძლება არც დაუშურებია, მაგრამ ის სითხე სისხლი არ
იყო, სხვა რამე იყო… ასე რომ, ჩემი დაბრუნება გამორიცხულია!
- ხმას დაუწიე! - წამისისინა უინიფრედმა. - ხალხი გვიყურებს.
- ხალხი მაინც შემოგვხედავს, რადგან ლედი ასტორის ცხენი-
ვით შეკაზმული გამომეცხადე!.. ეგ მწვანე ფერი სრულებით არ
გიხდება, განსაკუთრებით ამ ასაკში… ისე, არც არასდროს გიხდე-
ბოდა, ყოველთვის ყვიციანს გაჩენდა.
მარჯვე დარტყმა გამომივიდა, შიგ კაკალ გულში მოვარტყი!
ენა ჩაუვარდა, ჩემგან ასეთი გველობების მოსმენას ნაჩვევი არ
იყო.
- მაინც, რას ითხოვ?.. იმის თქმა კი არ მინდა, რომ რიჩარდი
დამნაშავეა, უბრალოდ სკანდალი არ მინდა.
- უკვე მივწერე, რასაც ვითხოვ, სრულიად გასაგებად ავუხსე-
ნი. ჯერჯერობით კი ჩემი ჩეკი მინდა.
- ეიმის ნახვა უნდა.
- რას ბრძანებ, ვირის თავ-ფეხი არ უნდა?! მაგას როგორ და-
ვუშვებ, როცა პატარა გოგოებზე ბნედა ემართება?! რა, არ იცო-
დი?! შენ ხომ ყოველთვის იცოდი! თვრამეტი წლის რომ შემირ-
თო, უკვე ბებერი ვიყავი მისთვის. ლორასთან ერთ სახლში ცხოვ-
რება დიდი ცდუნება იყო მაგ ვაჟბატონისთვის, ამას ახლა ვხვდე-
ბი… ჰოდა, ვერც გაუძლო, ვერ დაიმოკლა თავისი ბინძური ხელე-
ბი! მაგრამ ეიმი - ვერ მივართვით!
- რა სიბინძურეები ამოგდის პირიდან! - მთლად გადაირია
უინიფრედი. უკვე ისე იყო გაცოფებული, რომ სახე სულ დაუფო-
რაჯდა. - ეიმი მისი შვილია!
თავი ძლივს შევიკავე, პირში რომ არ მიმეხალა, რიჩარდის
შვილი არ არის-მეთქი, მაგრამ დროულად დავაჭირე ენას კბილი;
ეგ ტაქტიკური შეცდომა იქნებოდა. ლეგალურად, ეიმი რიჩარდის
შვილი იყო და საპირისპიროს ვერასდროს დავამტკიცებდი, მა-
შინ ჯერ კიდევ არ არსებობდა დნმ-ს ტესტები და რაღაც მაგდაგ-
ვარები. თანაც, რიჩარდს სიმართლე რომ გაეგო, კიდევ უფრო
მოინდომებდა ეიმის ჩემთვის წართმევას. მძევლად აიყვანდა და
ყველა იმ უპირატესობას დავკარგავდი, რომელიც რის ვაივაგ-
ლახით მოვიპოვე. მოკლედ, ეს ყველაფერი ჭადრაკის ბინძურ
პარტიას ჰგავდა, რომელიც აუცილებლად უნდა მომეგო.
- შვილი რომ არის, ეგ არ შეაკავებს! მერე რომელიმე საეჭვო
დაწესებულებაში უკრავს თავს და ჩუმად აბორტსაც გააკეთები-
ნებს! ლორასაც ხომ ეგრე უქნა! - ვხედავ, რომ შენთან კამათს აზ-
რი აღარა აქვს, მთლად გაგიჟებულხარ! - ბრძანა უინიფრედმა და
ხელთათმანებსა და ქვეწარმავლის ტყავის ჩანთას ხელი დაავ-
ლო.
ომის შემდეგ ყველაფერმა ფერი იცვალა; ისევე, როგორც
ჩვენ. ბაცი ნახევარტონები მჭახე ფერებით ჩანაცვლდა, აღარც
შუქ-ჩრდილები იყო სადმე. ყველაფერი შხამიანი ვარდისფერი,
ჭყეტელა ყვითელი, სისხლისფერი წითელი, ხასხასა მწვანე გახ-
და და მზეც დიდი პროჟექტორივით ანათებდა.
ქალაქის გარეუბნებში ბულდოზერები არახრახდნენ და
ხეების შებელვაც დაიწყეს. ქუჩები ატალახდა და მიწაყრილებით
აივსო; გამელოტებულ მდელოებზე ხის ციცქნა ნერგები ჩაყარეს;
განსაკუთრებით არყის ხეები შემოვიდა მოდაში. ცა ბევრ ადგი-
ლას და ძალიან ზედმეტად გამოჩნდა.
ხორცის მოზრდილი ნაჭრები მადის აღმძვრელად იმზირე-
ბოდნენ საყასბოებიდან. ყველგან მზესავით აბდღვრიალებული
ფორთოხლებისა და ლიმნების ზვინები იდგა; შაქრისა და ყვითე-
ლი კარაქის მთებიც წამოჭიმეს. ადამიანები დღედაღამ ჭამით
სკდებოდნენ; ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებოდა კაცს, თითქოს
ბოლოჯერ ჭამდნენ და ხვალინდელი დღის გათენების იმედი
აღარ ჰქონდათ.
მაგრამ ხვალინდელი დღე აუცილებლად გათენდებოდა, მხო-
ლოდ ხვალინდელი დღეღა იარსებებდა, რადგან გუშინდელი
დღე დავიწყებას ეძლეოდა.
ახლა ფული უკვე საკმარისი მქონდა - რიჩარდი ცალკე მაძ-
ლევდა და ლორას მცირედი მემკვიდრეობაც მე დამრჩა. სწორედ
მაშინ ვიყიდე ეს პატარა სახლი. ეიმი ჯერ კიდევ ამრეზილი იყო
ჩემზე, ასე ძალით რომ წამოვათრიე თავისი დიდი ძველი სახლი-
დან და იმ დალხენილ ცხოვრებას მოვწყვიტე, რომლითაც ადრე
ცხოვრობდა. მაგრამ სიტუაციას თანდათან შეეჩვია. თუმცა დრო-
დადრო მის ცივ მზერას მაინც ვიჭერდი ხოლმე - ეტყობა, უკვე
იმას ფიქრობდა, რომ არცთუ კარგი დედა ვიყავი მისთვის. რი-
ჩარდის აქციებმა კი საგრძნობლად აიწია - მამა, მისი შორს ყოფ-
ნის გამო, მთლად სიდიადის შარავანდედით შეიმოსა ეიმის
თვალში. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რიჩარდისაგან წამო-
სულმა საჩუქრების ნაკადმა საგრძნობლად იკლო და ეიმის ეს აშ-
კარად არ მოსწონდა. ცოტა იმედი გამიცრუა; მეგონა, მეტ სული-
ერ სიმტკიცეს გამოიჩენდა.
ამასობაში რიჩარდი წინსვლას განაგრძობდა. როგორც გაზე-
თები წერდნენ, მართვის სადავეები ლამის უკვე ხელში ეპყრა.
ცხადია, ჩემი ფაქტორი მცირედ უხერხულობას უქმნიდა, მაგრამ
ჭორები ჩვენი გაყრის თაობაზე ჩააჩუმეს: ჩემზე ითქვა, სოფლად
არისო და, გარკვეულად, სწორადაც ითქვა.
თუმცა ჩემს ზურგს უკან სხვა ჭორიც გაავრცელეს: თითქოს
ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვიყავი, და რომ რიჩარდი ფი-
ნანსურად მაინც ძალიან მეხმარებოდა, რადგან ნამდვილი წმინ-
დანი იყო. მერე რა, რომ ცოლი გიჟი ჰყავდა? იმასაც კარგად უვ-
ლიდა და არც საქმეში ეშლებოდა ხელი. პირიქით, რიჩარდი ყვე-
ლას თვალში ამაღლდა და ხალხის სიმპათიაც უფრო მეტად და-
იმსახურა.
პორტ ტიკონდეროგაში საკმაოდ მშვიდი ცხოვრებით ვცხოვ-
რობდი. გარეთ რომ გავიდოდი, სულ მოწიწებული ჩურჩული მეს-
მოდა. მოჩურჩულეებს რომ მივუახლოვდებოდი, წამსვე ჩუმდე-
ბოდნენ, მერე კი, ისევ აჩურჩულდებოდნენ ხოლმე. ხალხი
თვლიდა, რომ რაც უნდა ყურადღებიანი ყოფილიყო რიჩარდი
ჩემ მიმართ, მე მაინც დავიჩაგრე და დახმარების ხელსაც ვერა-
ვინ მიწვდიდა. მაგრამ ასეთი თბილი დამოკიდებულება ჩემ მი-
მართ მხოლოდ წიგნის გამოქვეყნებამდე გაგრძელდა.
დრო გადიოდა. თავს მებაღეობით, კითხვით და ამგვარი საქ-
მიანობებით ვირთობდი. რიჩარდის ნაჩუქარი სამკაულების გა-
ყიდვას და ნახმარი საქონლის მაღაზიებში ხელოვნების ნიმუშე-
ბის შეძენასაც მივყავი ხელი. სხვათა შორის, იმ ახალმა შენაძენ-
მა დიდხანს უზრუნველმყო პურის ფულით უკვე შემდგომ წლებში.
თანდათან ნორმალური ცხოვრების წესს ვუბრუნდებოდი.
მაგრამ დაუღვრელი ცრემლი ადამიანს ხშირად შიგნიდან ალ-
პობს. ალბათ, ტკბილ-მწარე მოგონებებიც და ისიც, რაღაც
საიდუმლოს გულში რომ ინახავ და ვერავის უყვები. ღამით ძილი
სწორედ მაშინ გამიტყდა.
ოფიციალურად ლორას უკვე დავიწყების სუდარა გადაეფარა.
ცოტაც და, აღარავის ემახსოვრებოდა, საერთოდ რომ არსებობ-
და ამქვეყნად. ჩემს თავზე ძალიან ვბრაზობდი, მის გამო ხმა რომ
არ ამოვიღე და სიმართლე სააშკარაოზე რომ არ გამოვიტანე. მა-
ინც, რა მინდოდა? რით უნდა მომეოხებინა გული? ალბათ მისი
პატარა მემორიალი მჭირდებოდა… მაგრამ ლორასგან რა მემო-
რიალი უნდა შემექმნა, თუ არა მისი ტანჯვისა და ტკივილის გა-
მომხატველი რამ? მან ხომ სწორედ ასეთი ცხოვრებით იცხოვრა.
თანაც, ამის შეხსენების გარეშე რევანშს ვერ ავიღებდი.
და თუ არ გინდა დავიწყებას მივეცე მალე,
ეს ჩირაღდანი აიტაცე ჩემ ნაცვლად ახლა… - ფლანდრიის
ველზე დაცემულთა სასოწარკვეთილი ძახილი…
როგორც აღმოვაჩინე, ქვეყნად ყველაზე ძნელი მიცვალე-
ბულთა გაგება ყოფილა; მაგრამ მათი ძახილისათვის ყურის წაყ-
რუება უაღრესად სახიფათოა.
ნანგრევები

წიგნი გავაგზავნე. პასუხი თავის დროზე მივიღე და მეც დროზე


ვუპასუხე. მერე ყველაფერი თავისი გზით წავიდა.
საავტორო ეკზემპლარებს სრული ტირაჟის გამოშვებამდე
გიგზავნიდნენ. წიგნის ყდაზე, შიდა მხარეს, ძალიან გულისამაჩუ-
ყებელი ბიოგრაფიული ცნობები დაებეჭდათ:
ლორა ჩეიზმა „ბრმა მკვლელი“ ოცდახუთი წლის ასაკამდე
დაწერა. ეს მისი პირველი და, სამწუხაროდ, უკანასკნელი რომა-
ნი აღმოჩნდა, რადგანაც 1945 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუ-
პა. ჩვენს გამომცემლობას ძალიან ეამაყება, ამ ნაწარმოების
პირველად გამოქვეყნების პატივი რომ ხვდა წილად.
ამ მინაწერის თავზე ლორას ფოტო იყო დაბეჭდილი, საკმაოდ
უხარისხო, პატარა ლაქებით, მაგრამ რაღაც მაინც იყო.
როდესაც წიგნი გამოქვეყნდა, თავიდან ყველა დუმდა. ციცქნა
წიგნი იყო და არც ბესტსელერობის პრეტენზია ჰქონია. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ნიუ-იორკისა და ლონდონის კრიტიკოსთა წრეებ-
ში კარგი გამოხმაურება პოვა, ჩვენში თავიდან მაინცადამაინც
დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. მერე, როცა ადგილობ-
რივ მორალისტებს ჩაუვარდათ ხელში და საჯარო გამოსვლებში
პირზე ქაფი მოიდეს, ერთი ამბავი ატყდა. მალე ლეშის ბუზებმაც
იყნოსეს, ლორა ჩეიზი რიჩარდ გრიფენის ცოლისდა რომ იყო და
საერთოდ დასაბმელები გახდნენ. მაგ დროისთვის რიჩარდს უკვე
ბლომად მოწინააღმდეგეები და მტრები ჰყავდა, ჰოდა, იმათაც
მეტი რა უნდოდათ?
ლორას თვითმკვლელობის ვერსია კვლავ წამოტივტივდა.
ამაზე უკვე ყველა ყბედობდა, არა მხოლოდ პორტ ტიკონდერო-
გაში, არამედ გავლენიან წრეებშიც. თუ მართლა თავი მოიკლა,
ამის მიზეზი რა იყოო, ყველას აინტერესებდა. ვიღაცამ ანონიმუ-
რად დარეკა და ბელა ვისტაც ახსენა. ნეტა, ვინ იქნებოდა? ერთ--
ერთ იქაურ თანამშრომელს (წერდა რომელიღაც გაზეთი) ბლო-
მად გადაუხადეს და სულ წვრილად დაფქვა იქაური ბინძური საქ-
მიანობის დეტალებიო. ამის გამო, მთელი ბელა ვისტა გადააქო-
თეს და მალე საერთოდაც მიკეტეს. გაზეთში დაბეჭდილ სურა-
თებს ყურადღებით ვათვალიერებდი - სანამ კლინიკად გადააქ-
ცევდნენ, თურმე ერთ-ერთი ხე-ტყით მოვაჭრე ბარონის მამული
ყოფილა, ლამაზი ვიტრაჟით სასადილო ოთახში… თუმცა, ისეთი
ლამაზი არ იყო, როგორიც ავილიონში.
დირექტორისა და რიჩარდის კორესპოდენციაც აღმოაჩინეს
და მთლად აირია მონასტერი.
დროდადრო რიჩარდიც გამომეცხადება ხოლმე სიზმარში, ან-
და, უბრალოდ, გონების თვალით ვხედავ. მთლად რუხი ფერი
ადევს, მაგრამ მაინც პრიალებს გუბეში ჩაღვრილი ნავთივით.
მოწკურული თვალებით გამომხედავს ხოლმე… კიდევ ერთი ჩე-
მით უკმაყოფილო მოჩვენება!
იქამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე გაზეთები მის პოლიტიკიდან
წასვლას ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, ტელეფონით დამი-
რეკა. ეს მისი პირველი ზარი იყო, რაც ერთმანეთს დავშორდით.
ცოფებს ყრიდა. თურმე უთქვამთ, ამ სკანდალის გამო პოლიტი-
კურ კარიერას უნდა დაემშვიდობოო და მის სატელეფონო ზარ-
საც კი აღარავინ პასუხობდა. პოლიტიკური გვამი ვარო, ყვირო-
და, ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთე ჩემს დასაქცევადო.
- ისეთი რა მოხდა? რამ დაგაქცია? რამდენადაც ვიცი, ისევ ძა-
ლიან მდიდარი ხარ.
- რამ და იმ წიგნმა! ნამდვილი საბოტაჟი მომიწყე! მაინც რამ-
დენი გადაუხადე მაგ წიგნის დაბეჭდვაში?! ვერ წარმომიდგენია,
რომ ლორამ ეგ საზიზღრობა… რომ ეგეთი ნაგავი ლორამ დაწე-
რა!
- ალბათ იმიტომ ვერ იჯერებ, რომ ლორაზე დღესაც ტვინი გე-
კეტება; ვერ წარმოგიდგენია, რომ როდესაც შენ მასთან შენს
უბადრუკ ვნებებს იკმაყოფილებდი, ის ლოგინში შენთან კი არა,
სულ სხვა კაცთან იწვა - იმ კაცთან, რომელიც, შენგან განსხვავე-
ბით, სიგიჟემდე უყვარდა. წიგნი ხომ სწორედ მაგაზეა!
- ის ბინძური პატარა კომუნისტი იყო, არა?! ის ნაბიჭვარი, იმის
დედაც! - ღრიალებდა გადარეული რიჩარდი. ეტყობა, ძალიან
გამწარდა, თორემ ჩვეულებრივ არასოდეს იგინებოდა ხოლმე.
- მე რა ვიცი? ჩემს დას კი არ ვუთვალთვალებდი… მაგრამ ისე
გეთანხმები, ეგ იქნებოდა, იმ პიკნიკზე დაიწყებოდა ყველაფერი.
ის კი აღარ მითქვამს, რომ ალექსმა ორ „პიკნიკიში“ მიიღო
მონაწილეობა - ერთხელ ლორასთან ერთად და მეორედ - ერთი
წლის თავზე - მის გარეშე, ჩვენი ქუინ სტრიტზე შეხვედრის შემ-
დეგ. იმ პიკნიკზე მაგრად მოხარშული კვერცხები ვჭამეთ.
- მაგას, ალბათ, ჩემ ჯინაზე აკეთებდა, ჩემზე ბრაზობდა და იმი-
ტომ.
- ცხადია, ბრაზობდა, აბა რა იქნებოდა? პრაქტიკულად,
გააუპატიურე.
- ტყუილია, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფერი გამი-
კეთებია!
- სურვილის? მაგას სურვილს ეძახი?! მე კი მგონია, რომ შან-
ტაჟი უფრო სწორი სიტყვაა!
რიჩარდმა ყურმილი დამიხეთქა. ეგ და-ძმის ოჯახური თვისება
იყო. როცა უინიფრედმაც დამირეკა ცოტა ხნით ადრე და შევუტიე,
იმანაც ყურმილი დამიხეთქა.
მერე რიჩარდი დაიკარგა და მალე „უოთერ ნიქსიში“ იპოვეს…
ეგ ამბავი უკვე იცით. ეტყობა, ქალაქში ჩუმად ჩამოვიდა, ჩუმად
შეიპარა ავილიონში, მერე „უოთერ ნიქსისაც“ მიაკითხა, ფარეხ-
ში შევიდა და… სხვათა შორის, გაზეთებში ეწერა, იახტა ნავსაყუ-
დელში იყოო, მაგრამ სინამდვილეში ფარეხში იყო, იქიდან არ
გამოუყვანია. გაზეთებში შელამაზებული ინფორმაცია დაბეჭდეს
- წყალში ჩაშვებულ იახტაზე რომ გვამს იპოვი, რაღაცნაირად ბუ-
ნებრივია, თითქოს, მაგრამ ხმელეთზე, ფარეხში მდგომ იახტაზე
ნაპოვნი გვამი უკვე სულ სხვა საქმეა. უინიფრედმა, ცხადია, არ
მოინდომა, ვინმეს სცოდნოდა, რომ რიჩარდმა ბოლომდე აუშვა
აფრები.
ნეტა სინამვილეში რა მოხდა? ეგ უკვე აღარ ვიცი. როგორც კი
რიჩარდი იპოვეს, საქმე მთლიანად უინიფრედმა გადაიბარა და
ყველაფერს წესიერი იერი მისცა. სისხლის ჩაქცევა მისი ვერსია
იყო. როცა იპოვეს, წიგნი იდაყვთან ედო. ეს დანამდვილებით ვი-
ცი, რადგანაც ჭკუიდან გადამდგარმა უინიფრედმა რომ დამირე-
კა, მაშინ წამოსცდა. ეგ როგორ გაუკეთეო, ბღაოდა, ჯერ პოლი-
ტიკური კარიერა დაუნგრიე და მერე ლორას კეთილი ხსოვნაც
გაუცამტვერეო. ლორა უყვარდა, ლორაზე გიჟდებოდა, ლორას
სიკვდილი ძლივს გადაიტანაო.
- ძალიან კარგი, სინდისმა ოდნავ მაინც თუ შეაწუხა, - მივუგე
ცივად, - მაშინ, იმ დღეებში, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მის-
თვის.
უინიფრედმა, ცხადია, რიჩარდის სიკვდილში მე დამდო ბრა-
ლი და ჩვენ შორის ფიცხელი ომიც მაშინ გაჩაღდა. მერე ყველაზე
წარმოუდგენელი სასჯელით დამსაჯა - ეიმი წამართვა.
შენ ალბათ უინიფრედის სახარებაზე აღგზარდეს. მისეულ
ვერსიაში მე ნაგავი, სპეკულანტი, ბოზი, ლოთი, მაწანწალა და
ცუდი დედა ვიქნებოდი. დროთა განმავლობაში, ალბათ, ბინძური
ბებერი ალქაჯი, კუდიანი დედაბერი, ვამპირი და ძველმანების
შემგროვებელი ვირთხაც გავხდი. მეეჭვება, რომ შენთვის ოდეს-
მე ისიც ეთქვა, რიჩარდი მაგან მოკლაო. ეგ რომ ეთქვა, მაშინ
ისიც უნდა მოეყოლა, ასეთი აზრი რატომ გაუჩნდა.
ძველმანებს მართლაც ვყიდულობდი იაფად და მერე ძვირად
ვყიდდი… ამას ლამის ყველა აკეთებს ხოლმე ომიანობის დროს,
მაგრამ არც არავინ გამითვალავს ოდესმე და არც ხელი ამომიტ-
რიალებია ვინმესთვის. ერთხანობა მართლაც დავიწყე სმა, მაგ-
რამ ეს ეიმის სიკვდილის მერე მოხდა. კაცებს რაც შეეხება,
ერთი-ორი ნამდვილად მყავდა, თუმცა სიყვარულით, აღარავინ
მყვარებია. უბრალოდ ძალიან გარიყული, მიგდებული და მარ-
ტოსული ვიყავი, ჰოდა ნუგეშად, დროდადრო, სხვისი სხეულის
სითბო მართლაც მჭირდებოდა.
ჩემი ყოფილი სოციალური წრის მამაკაცებს ყოველთვის ვე-
რიდებოდი. თუმცა, როგორც კი მიხვდნენ, რომ მარტო დავრჩი
და ალბათ მიჭირდა, მუმლივით მესეოდნენ. იმ კაცებს - ამაში
ღრმად ვარ დარწმუნებული - სულ უინიფრედი მიქსევდა. ვინმეს-
თან საქმეს თუ დავიჭერდი, აუცილებლად სხვა ქალაქიდან იყო,
ასე ვთქვათ, შემთხვევითი ვიღაცეები იყვნენ ხოლმე. ნამდვილ
სახელსაც კი არ ვეუბნებოდი. მაგრამ უინიფრედს ერთი კონკრე-
ტული მამაკაცი სჭირდებოდა და, დიდი მუყაითობის შედეგად,
მიიღო კიდეც. გზისპირა მოტელში ჩემი შესვლისა და გამოსვლის
სურათები გადააღებინა, ყველაფერი მოიპოვა - ყალბი ხელმოწე-
რა სარეგისტრაციო ჟურნალში, მფლობელის ჩვენება (რომელ-
საც დიდი თანხა გადაუხადა)… მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭი-
რო იყო. შეგიძლია სასამართლოში ედავოო, მითხრა ჩემმა ად-
ვოკატმა, მაგრამ არ გირჩევ. ისევ ჯობია, ბავშვის დროდადრო
მონახულების უფლება შევინარჩუნოთ, მეტს ახლა ვერაფერს
გავხდებითო, მირჩია. მასაც კი შეეპარა ჩემში ეჭვი… არა, მორა-
ლურ მხარეს არ ვგულისხმობ, უბრალოდ იფიქრა, რომ თავქა-
რიანი ვიყავი და ბრიყვულად ვიქცეოდი.
რიჩარდმა ანდერძით ეიმის მეურვედ უინიფრედი დანიშნა და,
ეიმის არცთუ მცირე მემკვიდრეობის სრულუფლებიან და ერთა-
დერთ განმკარგავადაც ის დაასახელა. მოკლედ, იმ დედაკაცმა
ამითაც ისარგებლა.
წიგნს რაც შეეხება, ცხადია, ლორას არც ერთი სტრიქონი არ
დაუწერია, ამას ალბათ კარგა ხანია, მიხვდი. იმ წიგნს მე ვწერდი,
როცა მარტო ვიყავი და უგრძეს საღამოებს ალექსზე ფიქრში ვა-
ტარებდი, მის დაბრუნებას ველოდი… და მერეც, როცა უკვე ვიცო-
დი, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა. მაშინ, ცხადია, წიგნზე
სულაც არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვწერდი… ყველაფერს ვწერ-
დი, რაც მახსოვდა ან რასაც წარმოვიდგენდი. თუმცა, ის წარმოდ-
გენაც ალბათ ყოველთვის ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან… მე უბ-
რალოდ ჩამწერი ვიყავი, უხორცო ხელი, რომელიც რაღაცას
ჯღაბნის კედელზე.
თავიდან რაიმე სამახსოვროს შექმნა მინდოდა, ალექსზე და
ჩემს საკუთარ თავზეც, რა თქმა უნდა.
აქედან დიდი ნაბიჯის გადადგმა არც დასჭირვებია იმას, რომ
ავტორად ლორას დასახელება გადამეწყვიტა. ალბათ ფიქრობ,
რომ გამბედაობა არ მეყო, ჩემი სახელი დამეწერა, რადგან მეში-
ნოდა და თანაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს მყვარე-
ბია; ან იქნებ პირიქით იფიქრო, რომ ჭკუა მეყო და ეიმი რომ არ
დამეკარგა, ჩემი სახელი იმიტომაც არ დავაწერე… თუმცა ეიმი
მაინც დავკარგე…. მაგრამ რომ ვუფიქრდები, მაინც მგონია, რომ
ეს სამართლიანობის გამო გავაკეთე; ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი
ლორას არ დაუწერია. ტექნიკური თვალსაზრისით, მართლაც
ასეა, მაგრამ მეორე, როგორც ლორა იტყოდა, „სულიერი თვალ-
საზრისით“, ის აშკარად ჩემი თანაავტორი გამოდიოდა… ნამდვი-
ლი ავტორი კი არც ერთი არ ვიყავით - მუშტი ყოველთვის თითე-
ბის ჯამზე მეტია.
მახსოვს, ლორა ათის ან თერთმეტის იქნებოდა, ბაბუას საწერ
მაგიდასთან იჯდა ბიბლიოთეკაში, წინ დიდი თაბახის ფურცელი
ედო და ზეციური განლაგების ხატვით იყო გართული.
- ქრისტე მამა ღმერთის მარჯვნივ ზის, - ამბობდა ჩაფიქრებუ-
ლი, - მარცხნივ ვიღა ზის?
- ეგებ ღმერთს მარცხენა ხელი სულაც არა აქვს, - ვუთხარი გა-
საბრაზებლად. ხომ ითვლება, რომ მარცხენა ხელი ცუდია? ჰოდა,
იქნებ არცა აქვს ეგ მარცხენა ხელი… ან იქნებ ომში დაკარგა.
- ჩვენ ხატად თვისად არ შეგვქმნა? ჰოდა, ჩვენ ხომ გვაქვს
მარცხენა ხელი, ესე იგი, იმასაც ექნება. - მიპასუხა ლორამ და
ფანქრის ღეჭვას მოჰყვა. მერე საკუთარ დიაგრამას დააცქერდა
და წამოიძახა:
- მივხვდი! მაგიდა ხომ მრგვალია? ესე იგი, ყველა ერთმანე-
თის მარჯვენა ხელთან მოხვდებოდა!
- და პირიქით! - მივუგე მე.
ლორა ჩემი მარცხენა ხელი იყო, მე კი - მისი. ეს წიგნი ერთად
დავწერეთ, ცაცია წიგნიც იმიტომ გამოგვივიდა. ერთ-ერთი ჩვენ-
განი ყოველთვის აკლია, არა ჩანს ხოლმე, რომელი მხრიდანაც
არ უნდა შეხედო.
როცა ლორას ცხოვრების - ჩემი ცხოვრების - ანგარიშის წერა
დავიწყე, წარმოდგენა არა მქონდა, რისთვის ვაკეთებდი ამას, ან
ვისთვის ვწერდი. ახლა კი ვიცი, რომ შენთვის ვწერდი, ჩემო საყ-
ვარელო, რადგან შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ეს წიგნი სჭირდება
ახლა.
რადგან ლორა ის არ აღმოჩნდა, ვინც შენ გეგონა, არც შენ აღ-
მოჩნდები ის, ვინც შენი თავი გგონია და ეს შენთვის ერთგვარი
შოკი იქნება, ალბათ… მაგრამ თან გულზეც მოგეშვება - მიხვდე-
ბი, რომ უინიფრედთან და რიჩარდთან არავითარი სისხლის-
მიერი ნათესაობა არ გაკავშირებს, ერთი წვეთი გრიფენების სის-
ხლი არ გირევია, ამიტომ არც მათი ცოდვები გამძიმებს. შენი ნამ-
დვილი ბაბუა ალექს ტომასი იყო, ხოლო მამამისი ვინ იყო, ეგ
არავინ იცის - მდიდარი იყო თუ ღარიბი, წმინდანი იყო თუ ცოდ-
ვილი, რამდენი ეროვნების სისხლი ერია, რამდენი სოფლის ნან-
გრევიდან იყო გამოსული და რუკაზე მოხაზული რამდენი საზღვა-
რი ჰქონდა გადმოლახული. ეგეც ერთგვარ თავისუფლებას განი-
ჭებს - რაც გინდა, ის წარმოიდგინე. ბაბუასგან მუდმივი საფიქრა-
ლი გერგო მემკვიდრეობად. ამიტომ შეგიძლია, საკუთარი თავი
შენვე გადააკეთო და ახლიდან შეთხზა, შენს გემოზე.
XV

ბრმა მკვლელი ეპილოგი: მეორე ხელი

ამ ერთადერთი ფოტოს გარდა, მისი სხვა სურათი არ გააჩნია.


შავ-თეთრი ფოტოა, ომამდე გადაღებული. ამ ფოტოს ძალიან უფ-
რთხილდება, რადგან მისგან ამის მეტი არაფერი დარჩა. სურათ-
ზე ერთად არიან, თვითონ და ის კაცი, პიკნიკზე ყოფნისას გა-
დაიღეს. სურათის უკანა მხარეს „პიკნიკი“ აწერია, ფანქრით; მა-
თი სახელები კი არა, უბრალოდ - „პიკნიკი“. სახელები ხომ ისე-
დაც იცის და მიწერა რაღა საჭიროა?
რაღაც ხის ქვეშ სხედან, მგონი ვაშლის ხე იყო. განიერი, მუხ-
ლებზე შემოხვეული ქვედატანი აცვია. ძალიან ცხელოდა. აი ახ-
ლაც, სურათს ხელს რომ გადაუსვამს, ისევ იმ სიმხურვალეს
გრძნობს.
კაცს ღია ფერის, თვალებამდე ჩამოფხატული ქუდი ახურავს
და სახეს ნახევრად უჩრდილავს. თვითონ ნახევრადაა მისკენ
მიბრუნებული და ისე უღიმის, არავისთვის რომ აღარ გაუღიმია
მას შემდეგ. სურათზე ძალიან ახალგაზრდად გამოიყურება. კა-
ციც იღიმება, მაგრამ ერთი ხელი ისე აქვს აწეული, თითქოს ხუმ-
რობით იგერიებს ქალს ან კამერის ობიექტივს. ანდა სულაც იმ
მზერის არიდება უნდა, რომლითაც ქალი მომავალში დაუწყებს
სურათს თვალიერებას. ან იქნებ ქალის დაცვა სურს? თითებით
თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი უჭირავს.
მარტო რომ რჩება, ამ ფოტოს მაშინვე გამოაძრობს ხოლმე,
მაგიდაზე დადებს და დიდხანს, დიდხანს უყურებს. ყოველ დე-
ტალს ყურადღებით აკვირდება: კაცის თამბაქოსგან ჩამუქებულ
თითებს, მისი ტანსაცმლის ნაკეცებს, ხის ფოთლებს და ზედ ჩამო-
კონწიალებულ პატარა, მკვახე ვაშლებს, გადახრუკულ ბალახს
მათ ფეხებთან და თავის მოღიმარ სახეს.
სურათის ერთი მესამედი მოჭრილია. მარცხენა მხარეს, სურა-
თის კიდეში, მაჯასთან გადაჭრილი ხელი მოჩანს; იქვე, ბალახში
გდია თავისთვის. ეს სხვა ვიღაცის ხელია, მეორე ადამიანის, რო-
მელიც ყოველთვის რჩება ამ სურათზე, ჩანს თუ არა ჩანს, ამას
მნიშვნელობა არა აქვს. ეს ის ხელია, რომელიც ყველაფერს თა-
ვის ადგილას დაალაგებს.
ასეთი უგუნური და ბრიყვი როგორ ვიყავი? ასეთი დაბრმავე-
ბული, ასეთი უზრუნველი? მაგრამ ასეთი სიბრიყვისა და უზრუნ-
ველობის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ის რომ ვიცოდეთ,
რა მოგველის, რა უნდა მოხდეს, და მერე კიდევ რა მოხდება, ასე
წინასწარ რომ ვიცოდეთ, ჩვენს ნამოქმედარს შედეგად რა მოჰ-
ყვება, ადგილზე დავიღუპებოდით, ღმერთივით გავუფასურდებო-
დით, გავქვავდებოდით. არც შევჭამდით, არც დავლევდით, არც
გავიცინებდით და აღარც საწოლიდან ავდგებოდით დილით. არა-
ვინ გვეყვარებოდა, ვერ გავბედავდით!
მერე ყველაფერი უკუნმა შთანთქა - ის ხეც, ის ცაც, ის ქარიც,
ის ღრუბელიც. ერთადერთი, რაც მისგან დარჩა, ეს სურათია, და
კიდევ მისი ცხოვრების ამბავი.
სურათზე ბედნიერებაა ასახული, ამბავი კი სევდიანია. ბედ-
ნიერება შემინული ბაღია, რომელსაც არც შესასვლელი აქვს და
არც - გამოსასვლელი. სამოთხეში ამბები არ ხდება, რადგან იქ
არავინ მოგზაურობს. ამბები უბედურების, დანაკარგებისა და სი-
ნანულისგან იქსოვება; სწორედ ისინი მიათრევენ ამბებს უსწორ-
მასწორო და ძნელ გზაზე.
პორტ ტიკონდეროგას ჰერალდ ენდ ბანერი,
29 მაისი, 1999 წელი
აირის ჩეიზ-გრიფენი, დაუვიწყარი ქალბატონი

მაირა სტარგეზი

გასულ ოთხშაბათს, პორტ ტიკონდეროგაში, საკუთარ სახლში


გარდაიცვალა ქ-ნი აირის ჩეიზ-გრიფენი. ოჯახის დიდი ხნის მე-
გობარმა, ქნ-მა მაირა სტარგეზმა აღნიშნა, რომ 83 წლის ქალბა-
ტონი სრულიად უდრტვინველად წავიდა იმქვეყნად, საკუთარი
ბაღის სკამზე ჩამომჯდარი. მისი აღსასრული მოულოდნელი არ
ყოფილა, რადგანაც გული სერიოზულად აწუხებდა. იგი ჭეშმარი-
ტად გამორჩეული პიროვნება და ქალაქის ისტორიის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი გახლდათ. ქალაქს ძალიან დააკ-
ლდება ეს მშვენიერი ქალბატონი და აქაურებს კიდევ დიდხანს
ემახსოვრებათ მისი სათნო იერი.
ქ-ნი გრიფენი ადგილობრივი მწერლის, ლორა ჩეიზის ღვიძ-
ლი და, ქალაქისთვის დაუვიწყარი ადამიანის, კაპიტან ნორვალ
ჩეიზის უფროსი ქალიშვილი და ქალაქის მრავალი საწარმოს და-
მაარსებლის, ბენჯამინ ჩეიზის შვილიშვილი გახლდათ. ამას გარ-
და, იგი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწისა და მრეწველის, რი-
ჩარდ ე. გრიფენის მეუღლე და შარშან გარდაცვლილი ტორონ-
ტოელი ფილანტროპის, ქ-ნ უინიფრედ გრიფენ-პრაიორის რძა-
ლიც ბრძანდებოდა, რომელმაც ჩვენს სკოლას გულუხვი მემ-
კვიდრეობა დაუტოვა.
ქ-ნი აირისის ერთადერთი მემკვიდრე, მისი შვილიშვილი საბ-
რინა ჩეიზი, ეს-ესაა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან და უმოკლეს
ხანში აპირებს ჩვენს ქალაქში ჩამოსვლას განსვენებულის საქ-
მეების მისახედად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები
მას გულთბილ დახვედრას მოუწყობენ და ყველანაირად გაუმარ-
თავენ ხელს ამ მძიმე წუთებში.
განსვენებულის სურვილით, ვიწრო წრეში გადახდილი პანაშ-
ვიდის შემდეგ, მისი ფერფლი მაუნტ ჰოუპის სასაფლაოს ჩეიზების
საგვარეულო საფლავს უნდა მოვაყაროთ. მაგრამ ჩვენი ქალაქის
წინაშე ჩეიზების ოჯახის უამრავი დამსახურების გათვალისწინე-
ბით, გადაწყდა, რომ სამოქალაქო პანაშვიდი მაინც გაიმართება
ჯორდანის დამკრძალავ ბიუროში, ხოლო დაკრძალვის შემდეგ
მაირა და უოლტერ სტარგეზები საკუთარ სახლში ყველას ქელეხ-
ზე ეპატიჟებიან.
ზღურბლი

დღეს წვიმს. გაზაფხულის თბილი წვიმაა. ჰაერიც სუფთა და


გამჭვირვალეა. ჩანჩქერების ხმა ზემოთ ამოდის, ქარაფებს თავ-
ზე ქარივით უვლის და ისევ ქვემოთ იღვრება, ოღონდ თითქოს
უძრავია, როგორც ტალღის დანატოვარი კვალი ქვიშიან ნაპირ-
ზე.
ხის მაგიდასთან ვზივარ, ჩემს უკანა ვერანდაზე, საჩრდილობ-
ლის ქვეშ, და ბაღს გავცქერი. უკვე ბინდდება. მინდვრის ფლოქსი
ბოლომდეა გაყვავებული, შეიძლება ფლოქსი არც არის და მე
ფლოქსი მგონია; კარგად ვერ ვხედავ. რაღაც მოცისფრო მოჩანს
ბაღის ბოლოს; ისე ციმციმებს, როგორც ჩრდილში დაფენილი
თოვლი. ყვავილების კვლებში ახალი ყლორტებია ამოყრილი,
პატარა ფანქრებივით გაჯგიმულები დგანან - იასამნისფერი, ცის-
ფერი, წითელი. ნესტიანი მიწისა და ახალი ამონაყარის სუნი
მძაფრად მცემს; სინოტივის სუნია, ოდნავ მომჟავო, ხის მერქნის
სუნს წააგავს. სინორჩის სუნია, გულგატეხილობის სუნი.
შალში ვარ გახვეული. სეზონისათვის უჩვეულოდ თბილი სა-
ღამოა, მაგრამ სითბოს ვერ აღვიქვამ, უბრალოდ ვგრძნობ, რომ
არ ცივა. აქედან სამყაროს თვალნათლივ ვხედავ. აქედან იმ
პეიზაჟს ნიშნავს, რომელიც ტალღის ქოჩორზე შემომდგარს
თვალწინ გეშლება, სანამ მეორე ტალღა წამოგეწეოდეს და ჩაგ-
ძირავდეს. რა ცისფერი ცაა, რა მწვანე ზღვაა, რა აღსასრულის
მომასწავებელი პეიზაჟია...
იდაყვთან იმ თაბახების დასტა მიდევს, რომლებსაც ამდენი
ხანია, თვიდან თვემდე ვწერ. როცა წერას დავასრულებ, უკანას-
კნელ გვერდსაც რომ დავწერ, ამ სკამიდან როგორღაც წამოვ-
დგები, სამზარეულოში შევალ, რამე თოკს, ძველ ბაფთას ან თას-
მას ვიპოვი და ამ დასტას შევკრავ. მერე ჩემს ძველ სამგზავრო
სკივრს მივადგები, სახურავს ავხდი და ამ შეკვრას ყველაფერზე
ზემოთ დავდებ. იქ დაელოდება შენს ჩამოსვლას იმ შენი დაუსრუ-
ლებელი მოგზაურობიდან, თუკი ოდესმე მაინც ჩამოხვალ. სკივ-
რის გასაღები და კონკრეტული მითითებები ადვოკატთან იქნება.
უნდა გამოგიტყდე, რომ შენთან დაკავშირებით ერთი ოცნება
მაქვს.
ერთ მშვენიერ საღამოს კარზე კაკუნს გავიგონებ და შენ იქნე-
ბი. შავები გეცმება და ისეთივე პატარა ზურგჩანთა გექნება მოკი-
დებული, დღეს ყველა ჩანთის ნაცვლად რომ ხმარობს. ალბათ
იწვიმებს, როგორც დღეს, მაგრამ ქოლგა არ გეჭირება, თქვენ
ხომ ქოლგები არ გიყვართ. ახალგაზრდები წვიმის წყალს თავს
ძალით უშვერთ, თმისთვის სასარგებლო გგონიათ. პარმაღზე იდ-
გები, ქუჩის ლამპიონის სველი და დანისლული შუქით განათებუ-
ლი, მბზინვარე შავი თმა დარბილებული გექნება, შავი ტანსაცმე-
ლი - გალუმპული, სახეზე და ტანსაცმელზე წვიმის წვეთები აგიბ-
რჭყვიალდება.
შენს კაკუნს გავიგონებ და ჰოლში გამოვფრატუნდები. კარს
გავაღებ. გული შემიფრთხიალდება, მოგაშტერდები, მერე გიც-
ნობ, ჩემო სანუკვარო, უკანასკნელო ოცნებავ!.. ჩემთვის გავი-
ფიქრებ, ასეთი ლამაზი გოგონა ჯერ არ მინახავს-მეთქი, მაგრამ
არ გეტყვი, არ მინდა იფიქრო, რომ მთლად გამოვჩერჩეტდი. მე-
რე მოგესალმები, მკლავებს გავშლი, ლოყაზე გაკოცებ, ნაზად,
მთლად რომ არ გავიყიდო, და ერთ-ორ ცრემლსაც გადმოვაგ-
დებ… ერთ-ორს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ბებრის თვალები
დამშრალია.
შინ შემოგიპატიჟებ, შენც შემოხვალ. შენნაირ ახალგაზრდა
გოგონას ჩემს ზღურბლზე გადმობიჯებას არც კი ვურჩევ, რადგან
აქ ერთი მარტოხელა დედაბერი დახვდება, რომელიც გარიყული
ცხოვრობს ამ სამარხივით ძველ კოტეჯში, დამწვარ აბლაბუდასა-
ვით აბურდული და თხელი თმით და ათასი სარეველათი სავსე ბა-
ღით. შეიძლება ოდნავ გოგირდის სუნიც კი გეცეს და შეშინდე,
მაგრამ სულით მედეგი იქნები, როგორც ჩვენი ოჯახის ყველა ქა-
ლი და მაინც შემოხვალ. ბებიაო, მეტყვი, და მაგ ერთი სიტყვით
მოკვეთილობის წყევლას ამხსნი.
ჩემს მაგიდასთან დაგსვამ, ხის კოვზებსა და კუნძებისაგან გა-
მოჩორკნილ გვირგვინებთან და იმ სანთელთან, რომელიც არას-
დროს დამინთია. ალბათ შეციებული იქნები და იკანკალებ, ჰოდა
პირსახოცს მოგიტან, მერე პლედში გაგახვევ და კაკაოს მოგიდუ-
ღებ.
მერე ამბავს მოგიყვები, ამ ამბავს მოგიყვები: ამბავს იმისა,
თუ როგორ მოხვდა მშვენიერი გოგონა ამ სახლში, ჩემს სამზა-
რეულოში, და რატომ უსმენს ჩემს მონათხრობს. თუ ამ სასწაულს
მართლაც უწერია ახდენა, ეს ნაჯღაბნი თაბახები სულაც აღარ იქ-
ნება საჭირო.
შენგან რას მოვითხოვ? არა, სიყვარულს არა, მაგდენს ვერ
გავბედავ; არც პატიებას, რომელიც მხოლოდ უფლის ხელშია;
უბრალოდ, მინდა, მომისმინო, მინდა, როგორმე შემნიშნო, მინ-
და, ვიღაცამ დამინახოს. ოღონდ იცოდე, ჩემს შელამაზებას ნუ შე-
ეცდები, არ მინდა, წინაპრის მორთულ თავის ქალად მაქციო.
თუმცა შენს ხელში ვარ, სხვა არჩევანი არა მაქვს, როგორც
გინდა, ისე მოიქეცი. თუ ამ ბოლო გვერდამდეც ჩახვალ, თუ სად-
მე ყოფნა მიწერია, ერთადერთი ეს თაბახები იქნება.

You might also like