You are on page 1of 378

1 მკითხველთა ლიგა

ბეკა ფიცპატრიკი

სიჩუმე

2 მკითხველთა ლიგა
პროლოგი

ქოლდვოთერი, მენი
სამი თვის წინ
პრიალა შავი „აუდი“ სასაფლაოს ზემოთ მდებარე ავტოსად-
გომზე გაჩერდა. თუმცა, მანქანაში მჯდომ არც ერთ კაცს მიცვა-
ლებულთათვის პატივის მიგების სურვილი არ ჰქონია. უკვე
შუაღამეს გადაცდენოდა და აქაურობაც ოფიციალურად დაკეტი-
ლიყო. ირგვლივ უცნაური, მოღუშული მოჩვენების მსგავსი ზაფ-
ხულის ნისლი იდგა. მთვარეც კი, რომელიც უკვე ვიწროვდებო-
და, მოხუჭულ თვალს წააგავდა. სანამ გზის მტვერი ჩაცხრებო-
და, მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და უკანა კარი გააღო.
პირველად ბლეიქლი გადმოვიდა. მაღალი, შენაცრისფრე-
ბულთმიანი კაცი იყო და მტკიცე, კუთხოვანი სახე ჰქონდა. ადა-
მიანის თვალში დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, თუმცა
ნეფილიმები ბევრად დიდხანს ცხოვრობდნენ. მას მოჰყვა მეორე
ნეფილიმი, სახელად ჰენკ მილარი. ჰენკი უჩვეულოდ მაღალი,
ქერათმიანი და ლურჯთვალება კაცი იყო. გამოხედვაში რაღაც
ქარიზმატული ჰქონდა. მის ცხოვრებისეულ კრედოს „სამარ-
თლიანობა შემწყნარებლობაზე უპირატესია“ წარმოადგენდა.
სწორედ ამგვარი ხედვით მან ბოლო რამდენიმე წელიწადში ნე-
ფილიმებს შორის საგრძნობ ძალაუფლებას მიაღწია. მას უწო-
დებდნენ სამართლიანობის მუშტს, რკინის მუშტს, ყველაზე ხში-
რად კი შავ ხელს. თავისი ხალხის თვალში ის ერთგვარი ლიდე-
რი, მხსნელი იყო. უფრო ვიწრო წრეებში მას სისხლიან ხელა-
დაც კი მოიხსენიებდნენ. თუმცა, მხოლოდ ჩურჩულით თუ უწო-
3 მკითხველთა ლიგა
დებდნენ სისხლიან დიქტატორს - აბსოლუტური ძალაუფლებით,
კონკურენტის გარეშე. თავად ჰენკის იმედი ჰქონდა, რომ ოდეს-
მე ამ ჭორებს გაამართლებდა.
ჰენკიმ ნაბიჯი წინ წადგა და სიგარეტს მოუკიდა. ღრმად მოქა-
ჩა და თქვა: - ჩემები მზად არიან?
- ათი კაცი ტყეშია, ჩვენ ზევით, - უპასუხა ბლეიქიმ, - ათიც
მანქანებში, ორივე გასასვლელთან. კიდევ ხუთი სასაფლაოს
სხვადასხვა წერტილში იმალება, სამი მავზოლეუმში, ორიც ღო-
ბის გასწვრივ. მეტნი რომ ვიყოთ, აუცილებლად დავიწვებოდით.
თან, ვისაც დღეს ხვდებით, ისიც წესით თავისი ხალხით მოვა.
ჰენკიმ სიბნელეში გაიღიმა. - ო, ეგ ძალიან მეეჭვება.
ბლეიქლიმ თვალები დაახამხამა. - თქვენი საუკეთესო ოცდა-
ხუთი ნეფილიმი ერთი კაცისთვის შეკრიბეთ?
- კაცისთვის არა, - შენიშნა ჰენკიმ. - არ მინდა, ამაღამ რაიმე
შეგვეშალოს.
- ჩვენ ნორა გვყავს. თუ სიტუაცია გართულდება, ის უბრა-
ლოდ ტელეფონზე დაალაპარაკეთ. ამბობენ, ანგელოზები შეხე-
ბას ვერ გრძნობენ, მაგრამ ემოციებთან დიდი ბოდიში. დარწმუ-
ნებული ვარ, გოგონას ყვირილი მასზე იმოქმედებს. ამ დროის-
თვის დეგერი უკვე მზად იქნება.
ჰენკი ბლეიქლის მიუბრუნდა და დინჯად, შემფასებლურად
გაუღიმა. - ნორასთან დეგერია? ეგ ხომ სრულ ჭკუაზე არ არის.
- თქვით, რომ გინდოდათ სულით გაგეტეხათ.
- ეგრე ვთქვი? - ჩაილაპარაკა ჰენკიმ. ნორა ოთხი დღის წინ
დელფიკის გასართობ პარკში ერთ-ერთი ფარდულიდან მოიტა-
ცა და მას მერე სურდა მისთვის რამდენიმე გაკვეთილი ესწავ-
ლებინა. პირველი - არასოდეს დაემცირებინა ჰენკი თავისი
ხალხის წინ. მეორე - პატივი ეცა ნეფილიმური წარმომავლობის-
თვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი - პატივი ეცა საკუთარი მა-
მისთვის.
4 მკითხველთა ლიგა
ბლეიქლიმ ჰენკის პატარა მექანიკური მოწყობილობა გადას-
ცა, რომელსაც ცენტრში მისტიკური ლურჯი ღილაკი ჰქონდა. -
ჯიბეში ჩაიდეთ. როცა ამ ღილაკს დააჭერთ, თქვენი ხალხი მოქ-
მედებას დაიწყებს.
- ეშმაკისეული ძალით არის გაჯერებული? - იკითხა ჰენკიმ.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - რა თქმა უნდა. მისი აქტი-
ვაციით ანგელოზის დროებით გაუვნებლებას შეძლებთ. ეს პრო-
ტოტიპია და, შესაბამისად, მოქმედებაში არასდროს მინახავს.
კარგი, აქ დიდხანს ვეღარ დავრჩები.
- ვინმესთან რამე ხომ არ გითქვამს?
- მიბრძანეთ, რომ არაფერი მეთქვა.
კმაყოფილმა ჰენკიმ მოწყობილობა ჯიბეში ჩაიდო. - წარმატე-
ბები მისურვე, ბლეიქლი.
მეგობარმა მხარზე ხელი მოუთათუნა. - არ დაგჭირდებათ.
ჰენკიმ სიგარეტი გვერდზე გადააგდო და სასაფლაოსკენ მი-
მავალ ქვის კიბეებზე დაეშვა. ნისლი აქაურობას კიდევ უფრო
იდუმალს ხდიდა. ჰენკის სურდა, რომ ანგელოზს პირველი შეხ-
ვედროდა. ზემოდან მოჰქცეოდა. ამასთან, თავისი კარგად გაწ-
ვრთნილი ხალხის დიდი იმედიც ჰქონდა.
კიბეების ძირთან ჰენკიმ თვალი მოავლო სასაფლაოს, რომე-
ლიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილიყო. აქაურობა
მხოლოდ საფლავის ქვებს ეკავა და სულაც არ იყო გასაკვირი,
რომ ბლეიქლის შეხვედრის ადგილად სწორედ ეს სასაფლაო
აერჩია, სადაც კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ საღამოს მომხდარი
ამბების შესახებ.
აი, გამოჩნდა. ანგელოზი ერთ-ერთ ქვას მიჰყუდებოდა. ჰენ-
კის დანახვაზე გასწორდა. ჩვეული შავი სამოსი ეცვა, შავი ფე-
რისვე მოტოციკლისტის ტყავის ქურთუკით. უკვე რამდენიმე
დღე წვერი არ გაეპარსა, თმაც უაზროდ აჩეჩოდა. ტუჩების ირ-

5 მკითხველთა ლიგა
გვლივ ღარები ეტყობოდა. რა გასაკვირია. როგორც ჩანს, შეყ-
ვარებულის გაუჩინარებას გლოვობდა.
- მთლად კარგად ვერ გამოიყურები... პაჩი. ასე გქვია, ჰო? -
უთხრა ჰენკიმ და მისგან რამდენიმე ფუტის მოშორებით გაჩერ-
და.
ანგელოზმა გაუღიმა, მაგრამ ეს არ იყო სასიამოვნო ღიმილი.
- მე კი მეგონა, შენი სისხლის და ხორცის გასაჭირი იმდენად შე-
გაწუხებდა, რომ რამდენიმე უძილო ღამეს გაატარებდი, მაგრამ
როგორც ჩანს, თავს მშვენივრად გრძნობ.რიქსონი ყოველთვის
ამბობდა, რომ გულცივი ტიპი იყავი.
ჰენკიმ შეურაცხყოფა ჩაყლაპა და არაფერი უპასუხა. რიქსო-
ნი დაცემული ანგელოზი იყო, რომელიც ყოველ წელს, ჩეშვანის
თვეში, მის სხეულს ეპატრონებოდა. ეს საშინელი პერიოდი იყო.
მისი წასვლის შემდეგ კი, ჰენკის სამყაროში ვეღარაფერი აში-
ნებდა. - აბა? რისთვის მიხმე? იმედია, აქ მოსვლა ღირდა.
- შინ გეწვიე, მაგრამ როგორც ჩანს, კვალს კუდით კარგად
შლი და ოჯახიც შენთან ერთად გადაგიმალავს, - თქვა ანგელოზ-
მა ჩუმი, დინჯი ხმით, რომლის ამოცნობაც ჰენკიმ ბოლომდე ვერ
მოახერხა. ეს იყო რაღაც შუალედური აბუჩად აგდებასა და
ზიზღს შორის.
- მაინც მეგონა, რომ აჩქარდებოდი. როგორ ამბობთ დაცემუ-
ლი ანგელოზები? თვალი თვალის წილ, ხომ? - ჰენკი ვერ ხვდე-
ბოდა, ხიბლავდა ანგელოზის გულცივობა თუ აღიზიანებდა. ყო-
ველ შემთხვევაში, იმედი ჰქონდა, რომ გააღიზიანებდა და მის
პროვოცირებას მოახდენდა. სულ მცირედი მიზეზი სჭირდებოდა,
რომ თავისი ხალხისთვის დაეძახა. მერე კი, სისხლიანი აბაზა-
ნაც არ იყო გამორიცხული. - მოდი, სასიამოვნო საუბრის ეტაპი
მალევე გავიაროთ და საქმეზე გადავიდეთ.
ანგელოზმა მხრები აიჩეჩა. - როგორც ვხედავ, ქალიშვილის
წვალებამ დიდად არ შეგაწუხა.
6 მკითხველთა ლიგა
ჰენკის სახეზე კუნთები მოუდუნდა. - ჩვენ ამაზე არ შევთან-
ხმებულვართ.
- მე შენ სასურველ ინფორმაციას მოგაწვდი, - უპასუხა ანგე-
ლოზმა, თან თვალებმა ცივად გაუელვა.
- მაგრამ ჯერ ნორა უნდა გაუშვა. ახლავე დაურეკე შენს
ხალხს.
- გარანტია მჭირდება, რომ ჩემთან ხანგრძლივ ურთიერთო-
ბას დათანხმდები. ამიტომ, იქამდე მეყოლება ჩემთან, სანამ ჩვე-
ნი შეთანხმებიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციას არ
მივიღებ.
ანგელოზს ტუჩის კუთხეები ოდნავ შეუტოკდა, თუმცა ამას ღი-
მილს ვერ უწოდებდით. მასში აშკარად რაღაც მრისხანება შეიმ-
ჩნეოდა.
- აქ მოსალაპარაკებლად არ მოვსულვარ.
- შენი პოზიცია ასეთი საუბრის უფლებას ნამდვილად არ გაძ-
ლევს, - ჰენკიმ ხელი გულის ჯიბეში ჩაიყო და მობილური
ამოიღო. - მოთმინება მეწურება. თუ ჩემი დროის ხარჯვას
ტყუილად აპირებ, ეს ღამე შენი გოგონასთვის უსიამოვნოდ დას-
რულდება. ერთი ზარი და, იცოდე, მშიერი დარ...
მაგრამ, სანამ მუქარას დაასრულებდა, უეცრად ჰენკიმ
თვალწინ გაელვება იგრძნო, მეორე წამს კი უკვე ყელზე მოჭე-
რილ თითებს ებრძოდა. თვალებზე სიშავე გადაეფარა.
- მოდი, ჩვენ ასე მოვიქცეთ, - წაისისინა ანგელოზმა. ჰენკიმ
ხმამაღლა ყვირილი სცადა, მაგრამ ყელი გადაკეტილი ჰქონდა.
ფეხი მოიქნია, გთუმცა ისიც უმიზნოდ. ანგელოზი მისთვის ზედ-
მეტად ძლიერი იყო. სურდა ჯიბეში საგანგაშო ღილაკს მისწვდო-
მოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ანგელოზს მისთვის სასუნ-
თქი გზები გადაეკეტა. თვალების ნაცვლად ორი წითელი წერტი-
ლი კიაფობდა. ჰენკი ძირს ეგდო, ის კი ზემოდან მოჰქცეოდა.

7 მკითხველთა ლიგა
ამ რთულ მომენტში ჰენკიმ ანგელოზის გონებამდე მიღწევა და
მისი დაჰიპნოზება სცადა. მთელი ყურადღება მოიკრიბა და გო-
ნების ძალა მისკენ მიმართა. - შეეშვი ჰენკ მილარს... ახლავე
თავი დაანებე...
- გონებრივი თამაშები? - ჩაიცინა ანგელოზმა. - მაგით თავს
დიდად ნუ შეიწუხებ. მიდი, დარეკე, - უბრძანა მან. - თუ უახლოეს
ორ წუთში გაათავისუფლებენ, უმტკივნეულოდ მოგკლავ. დრო-
ის გაწელვის შემთხვევაში კი, ნაწილ-ნაწილ დაგგლეჯ და დამი-
ჯერე, ამას უდიდესი სიამოვნებით გავაკეთებ.
- ვერ... მომკლავ... - ჩაიხრიალა ჰენკიმ.
ლოყასთან რაღაც ცივის შეხება იგრძნო, მაგრამ ძლიერი
ტკივილი არ უგრძნია. სასულე გადაკეტილი ჰქონდა, ხმას ვე-
ღარ იღებდა. ყელში საშინელი, მწველი შეგრძნება უვლიდა და
გრძნობდა საკუთარ ოფლს შერწყმული სისხლის სუნს.
- ყოველ ჯერზე თითო ნაჭერი, - ისევ წაისისინა ანგელოზმა
და ჰენკის თვალწინ რაღაც ნაცნობი გაკრთა. თვალები გაუფარ-
თოვდა. ეს მისი კანი იყო!
- შენს ხალხს დაუძახე, - ისევ უბრძანა ანგელოზმა, ამჯერად
ბევრად მცირედი მოთმინებით.
- ვე-ერ ვლა-აპარაკობ, - აღმოხდა ჰენკის. ოხ, იმ ღილაკს
რომ მისწვდომოდა...
- „ფიცის წინაშე“ მომეცი სიტყვა, რომ ახლავე გაუშვებ და
ლაპარაკის საშუალებას მოგცემ, - მარტივად მისწვდა ჰენკის
გონებას ანგელოზის მუქარა.
დიდ შეცდომას უშვებ, ბიჭო, ფიქრებითვე უპასუხა ჰენკიმ და
თითებით, როგორც იქნა, ჯიბეში ჩადებულ ღილაკს შეეხო.
ანგელოზმა ხახისმიერი ბგერები ამოუშვა, სასწრაფოდ დას-
წვდა საიდუმლო მოწყობილობას და შორს ნისლში მოისროლა.
- გააკეთე, რაც გიბრძანე, თორემ შემდეგი შენი მკლავი იქნება.
8 მკითხველთა ლიგა
- მე თავდაპირველი შეთანხმების ერთგული ვიქნები, - მიუგო
ჰენკიმ. - მას სიცოცხლეს შევუნარჩუნებ და დავივიწყებ ჩონსი
ლანჟის მკვლელობის გამო აღძრულ შურისძიების სურვილს,
თუკი სათანადო ინფორმაციას მომაწვდი. მანამდე კი, ვფიცავ,
აღთქმას ვდებ, რომ ჰუმანურად მოვეპყრობი.
ანგელოზმა ჰენკის თავი მიწაზე დაარტყმევინა. ტკივილსა და
გულისრევას შორის ჰენკიმ გაიგო ანგელოზის სიტყვები: კიდევ
ხუთ წუთსაც არ დავტოვებ შენთან. დრო მომეცი და მიიღებ რაც
გინდა.
ჰენკიმ ანგელოზის მხარსუკან გახედვა სცადა, მაგრამ მხო-
ლოდ საფლავის ქვებს მოჰკრა თვალი. მისი კაცები ჯერ მათ ვერ
ხედავდნენ. არ სჯეროდა, რომ ანგელოზს მისი მოკვლა შეეძლო
- ის ხომ უკვდავი იყო, მაგრამ არ მოეშვებოდა, სანამ ისე არ
დაასახიჩრებდა, რომ გვამს დამსგავსებოდა.
ტუჩები დაძაბა და ანგელოზს თვალებში ჩახედა. არასოდეს
დავივიწყებ, რა ხმამაღლა ყვიროდა, როცა მიმყავდა. იცი, რომ
გამუდმებით შენ გეძახდა? მხოლოდ შენ. ამბობდა, რომ მის გა-
მოსახსნელად მოხვიდოდი. ასე გასტანა რამდენიმე დღეს. მერე
კი, ნელ-ნელა შეეგუა, რომ არ მიაკითხავდი.
აკვირდებოდა, როგორ მუქდებოდა ანგელოზის სახე. მხრები
უთრთოდა, თვალები მრისხანებით ანთებოდა. კინაღამ გათიშა
და გონება დააკარგვინა, მაგრამ ჰენკი ნელ-ნელა აზრზე მო-
დიოდა. შორიდან ჩქარი ნაბიჯის ხმა მოესმოდა. ნეფილიმის
ხალხის ნაბიჯის ხმა.
- მო-ო-ომაშორეთ! - წამოიხრიალა მაშინვე, როგორც კი ან-
გელოზი მოსცილდა. თითქოს ყველა ნერვი მრისხანების ცეც-
ხლით ანთებოდა. ვერ გრძნობდა ხორცს. მხოლოდ აჩეხილი
ძვლების გროვაღა დარჩენოდა. რაღაც მომენტში საკუთარი ხე-
ლი დაიჭირა. არა, ხორცი არ ჰქონდა. ანგელოზი მის ნაწილ--
ნაწილ დაგლეჯას ლამობდა.
9 მკითხველთა ლიგა
ნაბიჯის ხმა ახლოვდებოდა, მაგრამ ანგელოზი ჯერ ისევ აქ
იყო.
ჰენკიმ სასტიკი ხმით წამოიღრიალა: - ბლეიქლიიი!
- ახლავე მოაშორეთ! - გაისმა ბლეიქლის ბრძანება.
ანგელოზი ჰენკის მალევე ააწყვიტეს. აქოშინებული ჰენკი
ჯერ ისევ მიწაზე იწვა. სისხლით იყო მოთხვრილი და უღონოდ
ცდილობდა წამოდგომას. საკუთარი უსუსურობისადმი ზიზღით
იყო სავსე და გრძნობდა თავისი ხალხის უჩვეულო, საშინელ
მზერას. იცოდა, რომ ამ ჭრილობების შეხორცებას, თუნდაც ეშ-
მაკისეული ძალებით, მთელი დარჩენილი კვირა დასჭირდებო-
და.
- წავიყვანოთ, სერ?
ჰენკიმ ტუჩები ცხვირსახოცით მოიწმინდა. მოგლეჯილი ტუჩი
საძაგლად ეკიდა. - არა. უნდა გამოვიყენოთ. დეგერს უთხარით,
რომ გოგოს უახლოესი ორმოცდარვა საათის განმავლობაში
მხოლოდ წყალი მისცეს. - ჰენკის სუნთქვა ოდნავ დაურეგულირ-
და. - თუ ჩვენს ბიჭს თანამშრომლობა არ შეუძლია, ამის საფა-
სურს გოგონა გადაიხდის.
ბლეიქლიმ თავი დაუქნია, ზურგით შეტრიალდა და ტელე-
ფონს ჩააჩერდა.
ჰენკიმ სისხლიანი კბილი გადმოაფურთხა, ყურადღებით და-
აკვირდა მას და მერე ჯიბეში ჩაიდო. ანგელოზის თვალებს უყუ-
რებდა. მათში მხოლოდ უსაზღვრო ბრაზს და შეკრულ მუშტს ხე-
დავდა. - კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ფიცის პირობებს, რომ
რაიმე გაუგებრობა არ გვქონდეს. ჯერ დაცემული ანგელოზების
ნდობას დაიბრუნებ, შეუერთდები მათ რიგებს...
- მოგკლავ! - ჩუმი გაფრთხილებით წარმოთქვა ანგელოზმა.
ფიქრი იმისა, რომ ხუთ კაცს ჰყავდა შეპყრობილი, უკვე აღარ
აწუხებდა. მომაკვდინებელი სიმშვიდით იდგა, თვალებში კი შუ-

10 მკითხველთა ლიგა
რისძიების წყურვილი ედგა. რაღაც მომენტში ჰენკიმ სადღაც
მუცლის სიღრმეში მცირედი შიშიც იგრძნო.
მერე ისევ ცივ ინდიფერენტულობას დაუბრუნდა. - დღეის შემ-
დეგ მათ ყველა ნაბიჯს გააკონტროლებ და პირდაპირ მე მომახ-
სენებ.
- დღეიდან ვფიცავ, - მძიმე სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები ან-
გელოზმა, - არ მოვისვენებ, სანამ მკვდარს არ გიხილავ.
- ტყუილად დროს დახარჯავ. მე მაინც ვერ მომკლავ. ალბათ,
დაგავიწყდა, რა არის ნეფილიმის უკვდავობის წყარო, არა?
მის კაცებს მხიარული ჩურჩულის ტალღამ გადაუარა. - და
როცა გადავწყვეტ, რომ საკმარისი ინფორმაცია მომაწოდე
საიმისოდ, დაცემულმა ანგელოზებმა ჩეშვანის დროს ნეფილი-
მების სხეულების დაუფლება რომ ვეღარ შეძლონ...
- რასაც მას დაუშავებ, იცოდე, ათმაგად გაზღვევინებ.
ჰენკის ღიმილი ოდნავ დაეტყო. - რა საჭიროა ზედმეტი სენტი-
მენტები? როცა მასთან საქმეს მოვრჩები, შენი სახელიც კი არ
ემახსოვრება.
- ეს მომენტი დაიმახსოვრე, - გამყინავი მგზნებარებით შესძა-
ხა ანგელოზმა. - ეს შენთვის საბედისწერო დღედ იქცევა.
- კარგი, საკმარისია, - მოკლედ მოუჭრა ჰენკიმ და ხელი ამ-
რეზით აიქნია. თავად მანქანისკენ დაიძრა, თავის ხალხს კი გას-
ძახა, - დელფიკის პარკში წაიყვანეთ, რაც მალე დაუბრუნდება
დაცემულ ანგელოზებს, მით უკეთესი.
- ჩემს ფრთებს მოგცემ.
ჰენკი გზად შეჩერდა. თითქოს დარწმუნებული არ იყო, რა
მოესმა. მერე კი სიცილი წასკდა. - რაა?
- დაიფიცე, რომ ნორას ახლავე გაუშვებ და ჩემი ფრთები შენი
იქნება.
ანგელოზს მოტეხილი, დამარცხების დამადასტურებელი ხმა
ჰქონდა, რაც ჰენკის ყურებში მუსიკად ჩაიღვარა.
11 მკითხველთა ლიგა
- შენი ფრთები რაში გამომადგება? - კუშტად იკითხა ჰენკიმ,
მაგრამ ანგელოზმა მისი დაინტერესება იგრძნო. აქამდე ჯერ
არც ერთ ნეფილიმს არ დაუძვრია ანგელოზისთვის ფრთები. ეს
იქნებოდა უდიდესი მოვლენა მის წრეში და ეს ამბავი ნეფილიმე-
ბის ყველა ოჯახს მისწვდებოდა.
- რაღაცაზე ფიქრობ, - სიფრთხილით შენიშნა ანგელოზმა.
- სიტყვას ვდებ ფიცის წინაშე, რომ ჩეშვანამდე გავუშვებ, -
ჰენკი ყოველ სიტყვას ყურადღებით წონიდა. იცოდა, რომ
სიამოვნების ეს პროცესი უნდა გაეხანგრძლივებინა.
- არასაკმარისი შეთავაზებაა.
- შენი ფრთები შესაძლოა მშვენიერი ნადავლი გამოდგეს,
მაგრამ მე დიდი გეგმები მაქვს. კარგი, ჩემი საბოლოო სიტყვა -
გოგონას ზაფხულამდე გავუშვებ. - შემდეგ მობრუნდა, გზას გა-
უყვა და თავისი ჭარბი ენთუზიაზმიც დააცხრო.
- მოვრიგდით, - საკმაოდ მინდობილად წარმოთქვა ანგე-
ლოზმა და ჰენკიმ ოდნავ ამოისუნთქა.
შემობრუნდა. - ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?
- შენი კაცები ამაცლიან.
ჰენკიმ წინააღმდეგობის გასაწევად პირი გააღო, მაგრამ ან-
გელოზმა შეაწყვეტინა. - საკმაოდ ძლიერები ჩანან. თუ წინააღ-
მდეგობას არ გავუწევ, ცხრა-ათი კაცი მომერევა. მერე დელფიკ-
ში დავბრუნდები და ვიტყვი, რომ ფრთები მთავარანგელოზებმა
დამაძრეს. ოღონდ, იცოდე, ჩვენი კავშირის შესახებ არავინ არ
უნდა გაიგოს, - გააფრთხილა ბოლოს. ჰენკიმ ნატკენი ხელიდან
ბალახზე, ფეხთან რამდენიმე წვეთი სისხლი დაყოვნების გარეშე
დაღვარა. - სიტყვას ვდებ ჩემი ფიცის წინაშე, რომ ნორას ზაფხუ-
ლის ბოლომდე გავათავისუფლებ. თუ სიტყვას გავტეხ, სიკ-
ვდილს ვინატრებ და დავუბრუნდები იმ მტვერს, საიდანაც დავი-
ბადე.

12 მკითხველთა ლიგა
ანგელოზმა პერანგი გადაიძრო, მუხლებზე დაეშვა და ხელე-
ბი მოხარა. ჰენკის მისი ეს სიმამაცე ერთდროულად სძულდა და
აღაფრთოვანებდა. - საქმეს შეუდექით, - უთხრა ანგელოზმა.
ჰენკი ამას თავადვე დიდი სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ
სიფრთხილემ სძლია. დარწმუნებული არ იყო, რომ მასში ეშმა-
კისეული ძალა არ იყო დარჩენილი. თუკი ანგელოზს ის ადგი-
ლი, სადაც ფრთები ეზრდებოდა, მართლაც ისეთი მგრძნობიარე
ჰქონდა, როგორც ამბობდნენ, მაშინ ის თავს მალევე გაყიდდა.
აქამდე მოსვლას ძალიან დიდი ხანი მოუნდა და ახლა გარისკვა
წაგების ტოლფასი იქნებოდა.
ჰენკიმ იმედგაცრუება დამალა და თავის ხალხს მიმართა, -
ანგელოზს ფრთები დააცალეთ და აქაურობა მიალაგეთ. მერე
დელფიკის ჭიშკართან მიიყვანეთ და დარწმუნდით, რომ მიაგნე-
ბენ. ფრთხილად იყავით, არავინ არ უნდა შეგამჩნიოთ. - ოხ,
როგორ უნდოდა, რომ ანგელოზისთვის თავისი საფირმო ნიშანი
- შეკრული მუშტი დაერტყა, მაგრამ ის მართალი იყო, მათ შო-
რის კავშირის არსებობაზე არავის არ უნდა სცოდნოდა.
- ბლაით, ძვირფასო, როგორც კი შენი შეტყობინება მივიღე,
მაშინვე წამოვედი. ოჯახთან ერთად ვისვენებდი, მაგრამ ახლა
უკვე აეროპორტში ვარ. პირველივე რეისს გამოვყვები. ყველა-
ფერი მითხარი. რას ნიშნავს, მოიტაცეს? დარწმუნებული ხარ?
პოლიცია რას ამბობს? - შემდეგ პაუზა აიღო, მოსაუბრის აღელ-
ვებულ ქვითინს მოუსმინა და განაგრძო, - მისმინე, მე შენთან
ვარ. იცოდე, ნორას საპოვნელად ყველაფერს გავაკეთებ.

13 მკითხველთა ლიგა
1 თავი

ქოლდვოთერი, მენი, დღევანდელი დღე


როგორც კი გავიღვიძე, მივხვდი, რომ საფრთხე მელოდა.
მესმოდა მსუბუქი ნაბიჯის მოახლოების ხმა. ძილიდან ნელ--
ნელა ვერკვეოდი. მზერას ვასწორებდი და ვგრძნობდი, რომ
ზურგი მტკიოდა, მაისურში კი სიცივე ატანდა.
მტკიოდა კისერიც. მოლურჯო-მოშავო ნისლში თხელ ქვებს
ვხედავდი. რაღაც ერთ, გაურკვეველ მომენტში თვალწინ დაღ-
რეჯილი კბილების სახება დამიდგა, მაგრამ მალევე მივხვდი,
რომ ეს მხოლოდ საფლავის ქვები იყო.
წამოდგომა და სველ ბალახზე დაჯდომა ვცადე. ჯერ კიდევ ნა-
ხევრად მეძინა. ნელ-ნელა გვერდზე გადავგორდი და ნახევრად
ამოთხრილ საფლავს მივუახლოვდი. ირგვლივ ბურუსი იდგა,
ვხედავდი ქვის მონუმენტებსა და საფლავებს, რომლებთანაც ეს
მონუმენტები იყო აღმართული. ვერ ვხვდებოდი, ამ ადგილზე რა
მინდოდა. თავში კი გამაწვრილებელი ტკივილი ფეთქვას განაგ-
რძობდა.
ხმელი ფოთლების ბილიკის გავლით რკინის მესერს გავუყე-
ვი, - ფოთლები წლებია, ამ ადგილებს ავსებდა. ზემოდან ჩრდი-
ლი შევამჩნიე. თავიდან შემეშინდა, ველოდი მოძრაობას, მაგ-
რამ მალევე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ქვის ძეგლი იყო. სადღაც
უკნიდან ბალახის შრიალში ნაბიჯის ხმა მეცნო. დავიბენი, ვერა-
ფერს მივხვდი. დეზორიენტირებული ვიყავი. ბნელოდა და ირ-
გვლივ მუქი ლურჯი ნისლი დაშვებულიყო.
ხეების რიგს შორის გავიქეცი და იმ ქვის ძეგლს მივუახლოვ-
დი. ორ მონუმენტს შორის გავძვერი, აკლდამასთან დავდექი და
ვიცანი ჩრდილი ვისიც იყო, პიედესტალზე მდგარი ანგელოზის,
რომელიც ამ საფლავში დაკრძალულს მფარველობდა. ლამის
ნერვიული სიცილი ამიტყდა, მაგრამ საამისო სიმტკიცე აღარ
14 მკითხველთა ლიგა
შემრჩენოდა. გარჩევითაც თითქმის ვერაფერს ვარჩევდი. თვა-
ლები ბინდით მქონდა ამოვსებული.
თვალი ოდნავ სიბნელეს რომ შეეჩვია, მიმოვიხედე და ვცადე
აქ მოსვლის ამბავი გამეხსენებინა, მაგრამ არაფერი გამომივი-
და. გონებაც დაბინდული მქონდა და იქ ნათელ წერტილს ვე-
რაფრით ვპოულობდი. კანზე თბილ ოფლს ვგრძნობდი და აკ-
ლდამაზე დატანილი წარწერის წაკითხვას შევეცადე. ქვაზე სამ
ხაზად ეწერა:
ჰარისონ გრეი,
ერთგული ქმარი და მამა.
დაიღუპა 2008 წლის 16 მარტს.
სასწრაფოდ ტუჩზე ვიკბინე, რომ ტირილი შემეკავებინა. ახ-
ლა კი მივხვდი, რატომ მეცნობოდა ეს ჩრდილი. მე ქოლდვოთე-
რის სასაფლაოზე ვიყავი, მამაჩემის საფლავთან. კოშმარია, -
გავიფიქრე. - უბრალოდ, ჯერ არ გამიღვიძია. ეს საშინელი სიზ-
მარია. ანგელოზი მიყურებდა, ფრთები გაეშალა და მარჯვენა ხე-
ლი სასაფლაოსკენ გაეშვირა. მარტოსულის გამოხედვა ჰქონდა,
მაგრამ ტუჩები იმგვარად ჰქონდა შეხსნილი, რომ მის სახეზე კე-
თილმოსურნეობა იკითხებოდა. რაღაც მომენტში კინაღამ თავი
დავაჯერე, რომ ეს ანგელოზი ნამდვილი იყო და ამ სასაფლაოზე
მარტო არ ვიყავი.
ანგელოზს გავუღიმე და ვიგრძენი, როგორ ამითრთოლდა
ტუჩი. სახელოთი ლოყაზე ჩამოღვრილი ცრემლი მოვიწმინდე,
თუმცა ვერ ვხვდებოდი, რომ ვტიროდი. საშინლად მინდოდა მის
მკლავებში ჩავძირულიყავი. შემეგრძნო მისი ფრთების შეხება
და მასთან ერთად ამ ადგილიდან გავფრენილიყავი.
ისევ განახლდა ნაბიჯის ხმა. ვიღაც მიახლოვდებოდა და სიჩ-
ქარეს უმატებდა. ხმის მიმართულებით გავიქეცი, სიბნელესა და
ნისლში მივყევი მას. - ხრაშ... დგუფ... ხრაშ... დგუფ.
ფარნის შუქი.
15 მკითხველთა ლიგა
როცა სინათლემ ჩემს თვალებამდე მოაღწია, შევკრთი. უეც-
რად მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიზმრისგან შორს იყო.
- აბა, აქ ვინ არის, - გაისმა მამაკაცის ხმა, თუმცა შუქის წყა-
როს მიღმა მის სახეს ვერ ვამჩნევდი. - აქ რა გინდა? სასაფლაო
დაკეტილია.
თავი მივაბრუნე და თვალები სინათლეს მოვარიდე.
- კიდევ რამდენი არიან?
- რა? - მშრალ ჩურჩულად გაისმა ჩემი ხმა.
- კიდევ რამდენი შენნაირია-მეთქი აქ? - კიდევ უფრო აგრე-
სიული ხმით განაგრძო კაცმა. - გეგონათ, აქ მოხვიდოდით და
ღამით დამალობანას ითამაშებდით, არა? ან იქნებ სასაფლაოს
მოჩვენებებთან თამაშს აპირებდით? ჩემი მორიგეობის დროს
ამას ვერ ეღირსებით!
აქ რა მინდოდა? მამაჩემის მოსანახულებლად მოვედი? გო-
ნებაში ვიქექებოდი, მაგრამ ის საოცრად ცარიელი იყო. ვერ ვიხ-
სენებდი სასაფლაოზე მოსვლას. ვერ ვიხსენებდი ვერაფერს.
თითქოს, მთელი ღამე ერთიანად ფეხქვეშ გამომცლოდა.
კიდევ უარესი - დღევანდელ დილასაც კი ვერ ვიხსენებდი.
ვერ ვიხსენებდი ჩაცმას, საუზმეს, სკოლას. საერთოდ, სკო-
ლის დღე იყო კი დღეს?
შევეცადე დავმშვიდებულიყავი და ყურადღება მოახლოებულ
მამაკაცზე გადავიტანე, რომელიც სახეზე ფარანს მანათებდა. -
რამდენი წლის ხარ? - მკითხა მან.
როგორც იქნა, შეკითხვა, რომელზე პასუხიც ზუსტად ვიცოდი.
- თექვსმეტის. თითქმის ჩვიდმეტის. დაბადების დღე აგვისტოში
მაქვს.
- სემ ჰილში რას აკეთებ? არ იცი, რომ კომენდანტის საათი
უკვე დაიწყო?
უღონოდ მიმოვიხედე. - მე...
- მოიცა, ხომ არ გამოქცეულხარ? მითხარი, სად მიდიხარ.
16 მკითხველთა ლიგა
- სად? დიახ, მივდივარ. სახლში მივდივარ.
ჩემი ფერმის სახლი. რა თქმა უნდა. ამ ფიქრს გულში თბილი
შეგრძნება მოჰყვა. მაგრამ, რა კომენდანტის საათი? დიდი ხა-
ნია, რაც ის არსებობს? ამ ფიქრების პარალელურად ვფიქრობ-
დი, წარმოდგენაც არ მინდოდა დედის სახის, რომელიც ახლა,
სავარაუდოდ, გაბრაზებული მელოდა და შემოსასვლელი კარის
წინ ბოლთას სცემდა.
- მისამართს არ იტყვი?
- ჰოუთორნ ლეინი. - წამოვდექი და მაშინვე სისხლის ნაკადი
თავში მომაწვა. ოხ, რატომ არ მახსოვს, როგორ მოვედი აქ?
„ფიატი“ სად დავაყენე? ან ჩანთა და გასაღები სად არის?
- სვამდი? - დაწვრილებული თვალებით შემომხედა კაცმა.
მე თავი გავაქნიე.
სინათლის სხივი სახიდან მომშორდა, მაგრამ წამში ისევ
დაბრუნდა.
- მოიცა, - თქვა და ხმაში რაღაც შეეცვალა. - შენ ის გოგო არ
ხარ? ნორა გრეი, - კითხვაზე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მერე ოდნავ უკან დავიხიე. - საიდან... იცით ჩემი სახელი?
- ტელევიზორი. გასამრჯელო. ჰენკ მილარმა გამოაცხადა.
შემდეგ ნათქვამი ყველა სიტყვა ჩემი გონების მიღმა გაფრინ-
და. მარსი მილარი იყო ერთადერთი, ვისაც მტრად აღვიქვამდი.
რა შუაში იყო ამ ყველაფერში მამამისი?
- ივნისის მერე შენ გეძებენ.
- ივნისის? - გავიმეორე და უფრო მეტად შევშფოთდი. - ახლა
ხომ აპრილია. - და ვინ მეძებდა? ჰენკ მილარი? რატომ?
- აპრილი? - დაეჭვებით შემომხედა კაცმა. - რა აპრილი, გო-
გო, სექტემბერია.
- სექტემბერი? არა. შეუძლებელია. როგორ მოხდა, რომ არ
მახსოვს, როგორ დამთავრდა სასწავლო წელი, როგორ გაიარა

17 მკითხველთა ლიგა
არდადეგებმა და როგორ დაიწყო ახალი? კი, დეზორიენტირებუ-
ლი ვარ, მაგრამ არა სულელი. ეს შეუძლებელია.
მაგრამ, ესეც რატომ უნდა მატყუებდეს?
ფარნის შუქი დაბლა დაეშვა, მე კაცს გავხედე და პირველად
აღვიქვი სრული სურათი. კაცს გაქექილი ჯინსის შარვალი ეცვა.
სახეზე რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი მოზრდოდა. გრძელი
და ჭუჭყიანი ფრჩხილები ჰქონდა. საშინლად ჰგავდა იმ მაწანწა-
ლას, რომელიც ზაფხულში სარკინიგზო სადგურებთან, მდინა-
რის პირას ცხოვრობდა. როგორც ამბობდნენ, იარაღსაც ატა-
რებდა.
- მართალი ხართ. სახლში უნდა წავიდე, - ვთქვი და ნელ--
ნელა უკან დავიხიე. ხელი ჯიბისკენ წავიღე და მობილურზე ნაც-
ნობ შეხებას დაველოდე, მაგრამ ვერ მივაგენი, ვერც მობილურ-
სა და ვერც მანქანის გასაღებს.
- ახლა სად აპირებ წასვლას? - მკითხა და ჩემკენ დაიძრა.
ამ უეცარი მოძრაობისგან უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა.
შევბრუნდი და ქვის ანგელოზისკენ გავიქეცი, საითკენაც სამ-
ხრეთ კარიბჭე მეგულებოდა. სირბილის დროს თითქოს ფეხქვეშ
მიწა მეცლებოდა. შიგადაშიგ ხმელ ფოთლებსა და ტოტებს ვაბი-
ჯებდი, რომლებიც ქვის ზედაპირზე დაყრილიყო.
- ნორა! - ყვიროდა კაცი.
მინდოდა საკუთარი თავი შემენჯღრია, მისთვის ჩემი მისა-
მართის გამხელის გამო. ახლა რა ვქნა, თუ უკან გამომყვება?
დიდი ნაბიჯებით მორბოდა. მიახლოვდებოდა, მე კი ხელებს
გიჟივით ვიქნევდი, ფეხსაცმლებში წვეტიანი ტოტების შესობას
ვგრძნობდი, მისი ხელი ჩემს მხარს უახლოვდებოდა. მაგრად
მოვიქნიე ხელი, შეხება ავიცილე. - არ მომეკარო!
- მოიცადე, ერთი წუთით. გითხარი, რომ გასამრჯელოა დაწე-
სებული და მე ამ გასამრჯელოს მიღებას ვაპირებ?

18 მკითხველთა ლიგა
მან მეორედაც გამოსწია ჩემკენ მკლავები, ერთიანად ისეთი
ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, რომ ფეხი მოვუქნიე და
წვივში მაგრად გავარტყი.
- უუუჰ! - წამოიყვირა, გადაგორდა და ნატკენ ფეხზე ხელი
იტაცა.
საკუთარმა სისასტიკემ შოკში ჩამაგდო, თუმცა სხვა გზა არ
მქონდა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი, მიმოვიხედე და მა-
შინვე გასასვლელისკენ დავიწყე სირბილი. თან ვცდილობდი
გონებაში სასაფლაოს რუკა წარმომედგინა. იმასაც ვხვდებოდი,
რომ მამის საფლავზე აქ ხშირად კი მოვდიოდი და ეს ადგილი
ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ დღეს მასში რაღაც მაინც მეუც-
ხოებოდა.
და ამის მიზეზსაც მალევე მივხვდი.
ჩემ ფეხქვეშ დაყრილი ფოთლები მოყვითალო-მოწითალო
ფერის იყო. ისეთივე, როგორიც შემოდგომაზეა ხოლმე. მაგრამ,
ახლა ხომ აპრილია? იქნებ ის კაცი სიმართლეს ამბობდა?
უკან გავიხედე და დავინახე, როგორ მოდიოდა კოჭლობით.
ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და ლაპარაკობდა. - კი, კი, ნამ-
დვილად ის არის. ახლა სასაფლაოს სამხრეთ გასასვლელისკენ
მიდის.
განახლებულმა შიშმა შემიპყრო და ამჯერად მესერისკენ გა-
დავუხვიე. იქნებ, ამგვარად გავსულიყავი დასახლებულ ადგილ-
ზე. შემდეგ კი დავურეკავდი პოლიციას. ან ვის...
ვი. ჩემი საუკეთესო და ყველაზე სანდო მეგობარი. მისი სახ-
ლი ხომ აქედან ჩემსაზე ახლოს არის. მასთან წავალ, დედამისი
კი პოლიციას გამოიძახებს, პოლიციას ამ კაცს აღვუწერ და იპო-
ვიან. დარწმუნდებიან, რომ თავს დამანებებს. მერე კი ნელ--
ნელა მთელ ამ ღამეს გავიხსენებ და იმასაც, თუ როგორ მოვ-
ხვდი სასაფლაოზე. შევეცდები დავალაგო საკუთარი სამყარო,
რომელიც ახლა ჩემ წინააღმდეგ მოქმედებს.
19 მკითხველთა ლიგა
სირბილი შევწყვიტე და სასაფლაოს მესერს ამოვეფარე. ჩემ
წინ მინდორი იყო გაშლილი, შემდეგ კი უენთვორთ ბრიჯი მო-
ჩანდა. კი, ამ გზით უნდა წავსულიყავი. ხიდს გადავკვეთდი და
სამანქანო გზაზე გავიდოდი, რომელსაც მუხის, თელისა და ნე-
კერჩხლის ხეები მიუყვებოდა და მეც ამ ხეივნის გავლით ვის
სახლამდე უსაფრთხოდ მივიდოდი.
უკვე ხიდისკენ მივიჩქაროდი, სირენის გამაწვრილებელი ხმა
რომ მომესმა. მისი ნათურები აშკარად ანათებდა და ვამჩნევდი,
რომ ისინი ლურჯი „კოიაკის“ ჭერზე იყო დამაგრებული. მანქანა
კი ჩემკენ მოდიოდა.
პირველი ინსტინქტური მოქმედება პოლიციისკენ გაქცევა და
ჩემი მდევრის აღწერა იქნებოდა, მაგრამ დავფიქრდი და მივ-
ხვდი, რომ ეს შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო პოლიციის
მანქანა. ნებისმიერს შეეძლო ციმციმების თავის „კოიაკზე“ და-
მაგრება და სირენის იმიტირება. იქნებ, ესეც ჩემი მდევრის კა-
ცია? თან, პოლიციელს უნიფორმა არ ეცვა.
ამ ფიქრებმა თავში წამიერად გამიელვა.
ხიდის კიდეზე, ქვის კედელთან ვიდექი და დარწმუნებული ვი-
ყავი, რომ ოფიცერი მხედავდა და ჩემკენ მოდიოდა. მეორე მხა-
რეს კი მდინარე იყო. უენთვორთის მდინარის შავი წყლის ბზინ-
ვარებას გვერდულად ვუცქერდი, უეცრად გამახსენდა, ბავშვო-
ბაში მე და ვი, მის ნაპირზე კიბორჩხალებს ჯოხზე წამოცმული
ჰოთ-დოგის ნაჭრებს რომ ვაჭმევდით. ისინი კი, როგორც კი
მარწუხს ჩაავლებდნენ, მდინარისკენ მიათრევდნენ, ჩვენ კი
ისევ ჩვენკენ ვქაჩავდით.
მდინარე საკმაოდ ღრმა იყო, სიმაღლის მე ყოველთვის მეში-
ნოდა. შევძლებდი გადახტომას? არადა, ცურვა ვიცოდი. მდინა-
რე აქედან ქალაქის ინდუსტრიული ზონისკენ მიედინებოდა. იქ,
სადაც კარგა ხნის მიტოვებული ქარხნები იდგა. შემდეგ კი უკვე
ოკეანეს ერთვოდა.
20 მკითხველთა ლიგა
მანქანის კარის დაკეტვის ხმა გავიგონე. სავარაუდო--
პოლიციელი ჩემკენ მოდიოდა. ჩასკვნილი კაცი იყო, ხუჭუჭი შა-
ვი თმით. ოფიციალური შავი პერანგი ეცვა, შავი ჰალსტუხი და
შავი ფეხსაცმელი.
მისმა სილუეტმა ჩემს მოგონებებში გაიელვა, მაგრამ სანამ
ჩავეჭიდებოდი, უკვალოდ გაქრა.
მიწა ტოტებითა და შტოებით იყო მოფენილი. დავიხარე, გა-
მართვისას კი უკვე ხელში კარგა მოზრდილი ჯოხი მეჭირა.
სავარაუდო-პოლიციელი ჩემს „იარაღს“ თითქოს ვერ ამჩნევ-
და, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო. მან მკერდზე ხელით
ჯერ პოლიციის ემბლემაზე მიმანიშნა, შემდეგ კი ხელები მაღლა
ასწია იმის სანიშნებლად, რომ არაფრის დაშავებას არ აპირებ-
და.
რა თქმა უნდა, არ დავუჯერე.
მან რამდენიმე ნაბიჯი ისევ წინ წადგა, თუმცა ცდილობდა,
ზედმეტი მოძრაობების გარეშე ემოქმედა. - ნორა, ეს მე ვარ. -
ჩემი სახელის ხსენებაზე შევკრთი. მისი ხმა არასოდეს მსმენია,
მაგრამ გული მის სიტყვებზე მაინც უცნაურად შემიხტა. - კარგად
ხარ?
აღელვებული ვაკვირდებოდი და თან ვფიქრობდი. თავისუფ-
ლად შეიძლებოდა, რომ მკერდზე ყალბი ემბლემა ჰკიდებოდა.
„კოიაკის“ ნათებაზე ხომ უკვე გადავწყვიტე, რომ ყალბი იყო?
მაგრამ, თუ პოლიციელი არა, მაშინ ვინ უნდა ყოფილიყო?
- დედაშენს დავურეკე, - თქვა კაცმა და ნელ-ნელა ამოუყვა
ხიდისკენ მომავალ აღმართს. - ის შენ საავადმყოფოში შეგხვდე-
ბა.
ჯოხი არ დამიგდია. ყოველ ამოსუნთქვაზე მხრები მითრთო-
და. მთელ სხეულზე ოფლის ახალი ტალღა ვიგრძენი.

21 მკითხველთა ლიგა
- ყველაფერი კარგად იქნება, - მითხრა კაცმა. - ყველაფერი
დამთავრდა. არავის მივცემ ნებას, რამე დაგიშავოს. ახლა უსაფ-
რთხოდ ხარ, ნორა.
არ მომწონდა მისი გაბმული, ზედმეტად ახლობლური საუბ-
რის მანერა.
- მომიახლოვდი, - მითხარა მან და ჯოხს ოფლიანი ხელისგუ-
ლი კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე, რომ არ გამვარდნოდა.
მან შუბლი მოისრისა. - ნორა?
ჯოხი ჩემს ხელში ირხეოდა. - ჩემი სახელი საიდან იცი? - მოვ-
თხოვე პასუხი და შევეცადე არ მიმხვდარიყო, თუ როგორ მეში-
ნოდა. როგორ მაშინებდა.
- ეს მე ვარ, - გამიმეორა ანთებული თვალებით. - დეტექტივი
ბასო.
- მე თქვენ არ გიცნობთ.
რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს. შემდეგ სხვა ხერხი სცა-
და. - გახსოვს სად იყავი?
ვფრთხილობდი. ვცდილობდი ჩემს მოგონებებში ღრმად ჩაძ-
რომას. მინდოდა მივწვდომოდი მის ყველაზე ძველ და ბნელ დე-
რეფნებს, მაგრამ ამ კაცის სახეს ვერსად ვაგნებდი. იყო მასში
რაღაც ძალიან ახლობლური, მაგრამ არა... აშკარად პირველად
ვხედავდი.
- სასაფლაოზე როგორ მოხვდი? - მკითხა და ოდნავ გადახა-
რა თავი. წინდახედულად ლაპარაკობდა. მოძრაობებიც ასეთივე
ჰქონდა. - ვინმემ მოგიყვანა, თუ ფეხით მოხვედი? - შეჩერდა. -
უნდა მითხრა, ნორა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა მოხდა ამ
ღამეს?
ეგ მეც მინდა ვიცოდე.
სადაცაა გული ამერეოდა. - სახლში მინდა. - ჩემს ფეხებთან
ტკაცუნის ხმა გაისმა. ოდნავ მოგვიანებითღა მივხვდი, რომ ჯოხი
ხელიდან გამვარდნოდა. ხელისგულზე მსუბუქი ბრიზის ცივ შე-
22 მკითხველთა ლიგა
ხებას ვგრძნობდი. მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი. არა. მთელი ეს
ღამე ერთი დიდი შეცდომა იყო.
არა, მთელი ღამე არა. რა ვიცი მის შესახებ? უბრალოდ სა-
საფლაოზე გამეღვიძა შეციებულსა და დაკარგულს.
გონებაში წარმოვიდგინე ფერმის სახლის სურათი. თბილი და
ნამდვილი. და ცხვირთან ცრემლის შეხება ვიგრძენი.
- მე შემიძლია სახლში წაგიყვანო, - თანაგრძნობით დამიქნია
თავი. - მაგრამ, მანამდე აუცილებლად უნდა წაგიყვანო საავად-
მყოფოში.
თვალები დავხუჭე. ოხ, როგორ მძულდა საკუთარი თავი ამ
სისუსტის გამო. მე მის წინ ვიდექი და შეშინებული ვტიროდი.
- ნორა, თერთმეტი კვირაა დაკარგული ხარ. გესმის, რას ვამ-
ბობ? სამი თვის განმავლობაში შენ შესახებ არავის არაფერი
სმენია. ამიტომ, აუცილებლად უნდა შეგამოწმოთ. უნდა დავ-
რწმუნდეთ, რომ კარგად ხარ.
კაცს მივაშტერდი. ყურებში პატარა ზარები მიწიკწიკებდა.
მუცლის სიღრმეში წვას ვგრძნობდი. არა, ტირილიც საკმარისი
იყო. ახლა ცუდად გახდომა არ შეიძლებოდა.
- ვფიქრობთ, რომ მოგიტაცეს, - თქვა მან და ჩვენ შორის მან-
ძილი კიდევ უფრო შეამცირა.
მე თვალები დავახამხამე. არ გავნძრეულვარ.
გულზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მთელი სხეული
ერთიანად მომეშვა. პირდაპირ მკრთალად დავინახე საგზაო
მოძრაობის შუქები და მანქანების ნაცნობი სუნი ვიგრძენი. მაგ-
რამ, ეს ყველაფერი უკვე მიწაზე.
მანამდე კი, მხოლოდ ოდნავი შეშფოთებით გავიაზრე, რომ
ნელ-ნელა ვიხრებოდი და სიცარიელეში ვეშვებოდი.
სანამ მიწაზე დავეცი, გონება უკვე დამეკარგა.

23 მკითხველთა ლიგა
2 თავი

გამეღვიძა საავადმყოფოში.
ვხედავდი თეთრ ჭერს, მშვიდ ლურჯ კედლებს. შროშანის, სა-
რეცხი საშუალებისა და სამედიცინო სპირტის არომატს შევიგ-
რძნობდი. ლოგინთან ბორბლებიანი მაგიდა იდგა, ზედ კი ორი
თაიგული დაედგათ და მიემაგრებინათ ბუშტი წარწერით - მალე
გამოკეთდი! - აქვე იყო პატარა იისფერი სასაჩუქრე პაკეტი. პა-
კეტზე დაწერილ სახელებს ხან ცხადად ვხედავდი, ხან ასოები
ბინდში იკარგებოდა. დოროთეა და ლიონელი. ვი.
ოთახის კუთხეში მოძრაობა შევნიშნე.
- ოჰ, პატარავ, - ჩურჩულით გაისმა ნაცნობი ხმა და ხმის პატ-
რონი მაშინვე ლოგინთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა. - ოჰ, საყვარე-
ლო. - თქვა და მაგრად ჩამეხუტა. - როგორ მიყვარხარ, - ჩამძახა
ყურში. - ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
- დედა, - ამ ხმამ თითქოს ერთიანად გააქრო ყველა ჩემი
კოშმარი. სხეულში სიმშვიდის ტალღამ დამიარა. შიში გამეფან-
ტა.
მისი პულსირებული სხეულის მოძრაობით ვხვდებოდი, რომ
ტიროდა. - გახსოვარ, - ამბობდა ქვითინით, - როგორ მეშინოდა.
მეგონა... ოჰ, პატარავ. ყველაზე საშინელი რამ წარმომედგინა!
და მოულოდნელად ისევ დაბრუნდნენ კოშმარები. - ეს მარ-
თალია? - ვიკითხე, მუცელში უცნაური შეგრძნების ფონზე. - რაც
დეტექტივმა მითხრა. რომ მე... თერთმეტი კვირის წინ... - ძალი-
ან მიჭირდა ამ წარმოუდგენელი სიტყვის - „მომიტაცეს“ წარ-
მოთქმა. დედამ თანხმობის აღმნიშვნელი ხმა გამოსცა.
- რა... რა შემემთხვა?
დედამ თვალებქვეშ თითებით ცრემლი მოიწმინდა. საკმაოდ
კარგად ვიცნობდი და ვხვდებოდი, რომ მხოლოდ მოჩვენებითი
24 მკითხველთა ლიგა
იყო მისი სიმტკიცე. ამიტომ, მეც ყველაზე უარესისთვის მოვემ-
ზადე.
- პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოვლენები ერთმა-
ნეთს დაუკავშიროს და საერთო სურათი შეკრას, - მითხრა ღიმი-
ლით და უეცრად, თავი საშინლად ამტკივდა. - ყველაზე მთავარი
ის არის, რომ დაბრუნდი და ახლა სახლში ხარ. ყველაფერი წარ-
სულში დარჩა. ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ.
- როგორ მომიტაცეს? - ეს შეკითხვა უფრო მეტად საკუთარ
თავს დავუსვი. რა მოხდა? ვის უნდა ჰქონოდა ჩემი მოტაცების
სურვილი? და როდის? როცა სკოლიდან მოვდიოდი? მანქანი-
დან წამიყვანეს? ავტოსადგომზე გამომიჭირეს? ოჰ, არა! ღმერ-
თო, რატომ არ გავიქეცი? რატომ არ შევეწინააღმდეგე? გამო-
საქცევად ამდენი ხანი რატომ დამჭირდა? იმიტომ, რომ აშკარად
ეს მოხდა, არა? - თავს მეხვეოდა უამრავი შეკითხვა და არც ერ-
თი პასუხი.
- რა გახსოვს? - მკითხა დედამ. - დეტექტივმა ბასომ თქვა,
რომ ყველაზე პატარა დეტალიც კი შეიძლება ძალიან დაგვეხმა-
როს. შეეცადე გაიხსენო, როგორ მოხვდი სასაფლაოზე. ან, სად
იყავი მანამდე? - არაფერი მახსოვს. ეს ისეთ მოგონებებს
ჰგავს... - სიტყვა გამიწყდა. მოგონებები თითქოს მომპარეს. ჩემ-
გან გააცალკევეს და სანაცვლოდ მხოლოდ ყრუ შიში დამიტო-
ვეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მაღალი პლატფორმის კი-
დეზე ვიდექი, მაგრამ არ ვვარდებოდი. ეს დასასრული არ იყო.
- ბოლოს რა გახსოვს? - მკითხა დედამ.
- სკოლა. - ავტომატურად გავეცი პასუხი. - ნელ-ნელა ჩემი გა-
ფანტული მოგონებები ერთად შეიკრა და რაღაც გააზრებულის
ფორმა მიიღო. - ბიოლოგიაში ტესტი უნდა გვეწერა, მაგრამ
მგონი გავაცდინე. - დავამატე მე. ამ თერთმეტი კვირის რეალო-
ბა კიდევ უფრო ღრმად ყოფილა ჩაძირული.

25 მკითხველთა ლიგა
ცხადად მქონდა წარმოდგენილი, როგორ ვიჯექი მასწავლე-
ბელ მაკკონაჰის ბიოლოგიის კლასში. ვგრძნობდი ნაცნობ სურ-
ნელებს, რომლებიც მტვერს, ცარცსა და საწმენდ საშუალებებს
ეკუთვნოდა. მახსენდებოდა ვიც. ის ჩემ გვერდით იჯდა. ჩემი
პარტნიორი იყო ლაბორატორიულ გაკვეთილზე. მას თავისი
რვეულების ქვეშ ჟურნალ, „უს ჭეეკლყ“ -ის, ნომერი ჰქონდა და-
მალული.
- ქიმიას გულისხმობ? - მითხრა დედამ. - საზაფხულო სკო-
ლას.
სასწრაფოდ თვალები მივანათე. - საზაფხულო სკოლაში არა-
სოდეს ვყოფილვარ.
დედამ პირზე ხელი მიიფარა. დაიძაბა. ოთახის სიჩუმეს მხო-
ლოდ საათის გაბმული წიკწიკი არღვევდა. რამდენჯერმე თავს
ძალა დავატანე, რომ საკუთარი ხმის გაგონება შემძლებოდა.
- რა დღეა? რა თვე? - გონებით ისევ სასაფლაოზე ვიყავი. მახ-
სენდებოდა დამჭკნარი ფოთლები და სიცივით გაჟღენთილი
ჰაერი. ფარნიანი კაცი ირწმუნებოდა, რომ სექტემბერი იდგა.
არა. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, ასე გამქრალიყო რამდე-
ნიმე თვე ჩემი ცხოვრებიდან მას შემდეგ, რაც მე ბიოლოგიის
გაკვეთილზე მისტერ მაკკონაჰის ოთახში ვიჯექი. შეუძლებელია,
ამდენი თვის მოგონება ასე უეცრად გამქრალიყო.
- არა უშავს, პატარავ, - ჩაიდუდღუნა დედამ. - მეხსიერებას
დაგიბრუნებთ. ექიმი ჰოულეტი ამბობს, რომ ამგვარ პაციენტებ-
ში ხშირია ცვლილებები უკეთესობისკენ.
წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელები მონიტორზე მიერთებული
კაბელებით მქონდა დაბმული. - უბრალოდ მითხარი, რა თვეა
ახლა! - გავიმეორე ისტერიული ხმით.
- სექტემბერი. - დედამ უნდოდ შემომხედა. - ექვსი სექტემბე-
რი.

26 მკითხველთა ლიგა
ისევ ლოგინში ჩავწექი და თვალები დავახამხამე. აპრილი
მეგონა. ვერ ვიჯერებ, რომ აპრილის მერე აღარაფერი მახსოვს.
ჩემ წინ ერთი დიდი კედელი იყო აღმართული და მე მას წინააღ-
მდეგობას ვერ ვუწევდი. - ანუ, ზაფხული უკვე... დამთავრდა? ასე
უბრალოდ?
- უბრალოდ? - ექოდ გამოსცრა დედამ ანერვიულებული ხმა. -
მე ამ ზაფხულმა გამაგიჟა. ყოველი დღე უშენოდ... თერთმეტი
კვირა არაფერი ვიცოდი... პანიკა, ღელვა, შიში... უიმედო ყოფა,
რომელიც თითქოს არასოდეს სრულდებოდა...
მცირედი მათემატიკა მოვიშველიე და გადავთვალე, - თუ ახ-
ლა სექტემბერია და თერთმეტი კვირაა არ გამოვჩენილვარ, ესე
იგი, მომიტაცეს...
- ოცდაერთ ივნისს, - უემოციოდ მითხრა დედამ. - ზაფხულის
ბუნიობის ღამეს.
ჩემ წინ აღმართული კედელი ნელ-ნელა იმსხვრეოდა. მე კი
მის შეკავებას ვერ ვახერხებდი. - მაგრამ, მე არ მახსოვს ივნისი.
არც მაისი მახსოვს.
ერთმანეთს ვუყურებდით და ერთსა და იმავეზე ვფიქრობ-
დით. იქნებ, ამნეზია ამ თერთმეტ კვირაზე მეტ პერიოდს
მოიცავს? როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?
- ექიმი რას ამბობს? - ტუჩების კანკალით ვკითხე მე. ტუჩები
საშინლად გამომშრობოდა. - თავის დაზიანება მქონდა? თუ მომ-
წამლეს? რატომ ვერაფერს ვიხსენებ?
- ექიმი ჰოულეტი ამბობს, რომ ეს რეტროგრადული ამნეზიაა,
- დედამ პაუზა გააკეთა. - ეს ნიშნავს, რომ შენი მეხსიერების რა-
ღაც ნაწილი დაკარგულია. უბრალოდ, ზუსტად არ ვიყავით დარ-
წმუნებული მასშტაბებში. აპრილი. - მისი ხმა ჩურჩულად იქცა
და შევნიშნე, რომ თვალებიდან იმედი გაუქრა.
- დაკარგული? როგორ?
- ექიმი ფიქრობს, რომ ეს ფსიქოლოგიურია.
27 მკითხველთა ლიგა
ხელები თმაში შევიცურე და თითებზე ცხიმი ვიგრძენი. აშკა-
რა იყო, რამდენიმე კვირის დაუბანელი ვიყავი და პირველ რიგ-
ში ეს მჭირდებოდა. მერე თითებზე დავიხედე და ჭუჭყი და ტალა-
ხიც აღმოვაჩინე.
- ფსიქოლოგიური? - საკუთარ თავს ძალას ვატანდი და ისე
ვსაუბრობდი. მე პასუხები მჭირდებოდა. ახლა დანებების დრო
არ იყო. გონება მთელი ძალით უნდა დამეძაბა და რაიმე გამეხ-
სენებინა...
- ის ფიქრობს, რომ შენ ამგვარად შინაგანად რაღაც მტკივ-
ნეულის დავიწყებას ცდილობ.
- არაფრის დავიწყებას არ ვცდილობ, - თვალები დავხუჭე და
მივხვდი, რომ თვალების კუთხეებთან მომდგარი ცრემლის შე-
კავება ძალიან მიჭირდა. - ჩემი ცხოვრების ხუთი თვის დავიწყე-
ბა რომ მდომებოდა, ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. მინდა გა-
ვიგო, რა დამემართა?
მე დედას ვუყურებდი, ის კი აშკარად ჩემს მზერას თვალს
არიდებდა. - სცადე გაიხსენო, - თავაზიანად შემეკამათა. - კაცი
იყო? ის, ვისთანაც ამდენი ხანი იყავი?
კაცი? ვისთან ვიყავი? ვინ მომიტაცა? მთელ ჩემს ცნობიერე-
ბას საშინელი ღრუბელი გადაფარებოდა.
- ხომ იცი, რომ არავის დაცვა საჭირო არ არის? - დედა
საუბარს იმავე მშვიდ ტონში განაგრძობდა. - თუ რაიმე იცი,
აუცილებლად უნდა გვითხრა. ისინი საშინლად მოგექცნენ. ყვე-
ლაფერი მათი ბრალია.
ყელში ბურთი გამეჩხირა. ჩემს შემთხვევას ტერმინი „სუფთა
დაფა“ იდეალურად შეესაბამებოდა. არანაირი იმედი არ ჩანდა.
ამასობაში ოთახში შემოსული ახალი ჩრდილი დავლანდე.
სხეული დამეძაბა. ეს დედამაც იგრძნო და ზურგს უკან გაიხე-
და. - ვიფიქრე, ნორა ჩემთან საუბარში რაიმეს გაიხსენებდა. ვი-
ცი, რომ მისი დაკითხვა გსურთ, დეტექტივო.
28 მკითხველთა ლიგა
დეტექტივმა ბასომ თავი დაუქნია და ანიშნა, რომ არაუშავდა.
შემდეგ მომიახლოვდა. - თქვი, რომ საერთო სურათის აღდგენა
გიჭირს, მაგრამ იქნებ რაიმე დეტალები გაიხსენო.
- მაგალითად, თმის ფერი, - ჩაერთო დედა. - ან... რა ვიცი,
როგორი იყო. მაგალითად... შავი?
მინდოდა მეთქვა, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი
მახსოვდა. მათ შორის არც თმის ფერი. თან, დეტექტივ ბასოს მი-
მართაც უნდობლობას ვგრძნობდი. მის მოახლოებისას სხეული
მითრთოდა, თმა ყალყზე მიდგებოდა.
- შინ დაბრუნება მინდა, - მხოლოდ ეს ვუთხარი.
დედამ და დეტექტივმა ბასომ მზერა გაცვალეს.
- ექიმ ჰოულეტს რამდენიმე ანალიზის აღება სურს.
- რა ანალიზების?
- რაღაც ამნეზიასთან დაკავშირებულის. მალევე დასრულდე-
ბა, - დედამ ხელი დაიქნია, რამაც კიდევ უფრო მეტი შეკითხვა
გააჩინა.
შემდეგ დეტექტივ ბასოს გავხედე, რომელსაც თითქოს სათა-
ნადო პასუხები ჰქონდა. - რას გულისხმობთ?
საოცრად მშვიდი, უემოციო ხმა ჰქონდა. - რამდენიმე ანალი-
ზის აღება გვჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ კარგად
ხარ.
კარგად?
რას ნიშნავს ახლა კარგად ყოფნა?

29 მკითხველთა ლიგა
3 თავი

მე და დედა ფერმის სახლში ვცხოვრობთ. სახლი ქოლდვო-


თერის გარეუბანში მდებარეობს. ქოლდვოთერი მენის შტატშია.
ჩვენი სახლი ჰოუთორნ ლეინის ბოლოში დგას და ერთი მხრივ
მარადმწვანე ტყით, მეორე მხრივ კი ვრცელი მინდვრებითაა შე-
მოსაზღვრული. ღამღამობით აქ ციცინათელები ანათებენ, სა-
სიამოვნო სითბოა და ფიჭვის სასიამოვნო სუნი დგას. როცა აქ
მოვდივარ, ადვილად ვაჯერებ საკუთარ თავს, რომ უეცრად სულ
სხვა, წარსულ საუკუნეში ვიმყოფები. და თუ გონებას ძლიერ
დავძაბავ, აქ მოსიარულე ცხვრების ფარასაც წარმოვიდგენ.
ჩვენს სახლს თეთრი ფასადი, ლურჯი დარაბები აქვს და ირ-
გვლივ გაზონითაა შემოსაზღვრული. ფანჯრები მაღალი და ვიწ-
როა, თუმცა ფანჯრის გაღებას ყოველთვის ზემოთ ამოსული სუ-
რო უშლიდა ხელს. მამა ხუმრობდა ხოლმე (ეს ჩვენი პირადი
საიდუმლო ხუმრობა იყო), რომ ჩემს ფანჯარასთან სიგნალიზა-
ციის დაყენება არ დასჭირდებოდა, თუმცა ორივემ კარგად ვიცო-
დით, რომ მე ის გოგო არ ვიყავი, რომელიც ფანჯრიდან გაიპა-
რებოდა.
ჩემი მშობლები ამ საწყალი ფერმის სახლში ჩემს გაჩენამდე
ცოტა ხნით ადრე გადმოვიდნენ და ეს გადაწყვეტილება იმით ახ-
სნეს, რომ დანახვისთანავე მოეწონათ სახლი. ოცნებობდნენ,
დროდადრო მისთვის ხელი შეევლოთ და ისეთად ექციათ, 1777
წელს რომ იყო. საბოლოოდ კი წინ ჩამოეკიდათ აბრა წარწერით
- „სასტუმრო“, სადაც სანაპიროზე საუკეთესო ლობსტერის წვნი-
ანს მოამზადებდნენ. მაგრამ, მათი გეგმები მაშინ ჩაიშალა, რო-
ცა ერთ ღამით მამაჩემი პორტლენდის ცენტრში მოკლეს.
საავადმყოფოდან ამ დილით გამომწერეს. ვზივარ ახლა ჩემს
ოთახში სავარძელში, მკერდზე ბალიში მაქვს მიხუტებული და
30 მკითხველთა ლიგა
ვაკვირდები კედელზე მიკრულ ფოტოებს. აქ არიან ჩემი მშობ-
ლები რესბერი ჰილზე, ვი თავისი მოტკეცილი ქალი-კატას კოს-
ტიუმით, რომელიც ჰელოუინისთვის შეაკერინა, აქვეა ჩემი სკო-
ლის ალბომი. ვუყურებ მოღიმარ სახეებს და ვცდილობ დავიჯე-
რო, რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ შემიძ-
ლია. ჩემი სამყარო არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ იმ თვე-
ებს არ გავიხსენებ, რომლის შესახებაც ახლა არაფერი ვიცი.
განსაკუთრებით ბოლო თვე-ნახევარზე მწყდება გული. ჩვიდმეტ
წელთან შედარებით ხუთი თვე განსაკუთრებით აშკარად მოჩანს
(მე ჩემი მეჩვიდმეტე დაბადების დღეც ამ პერიოდში გამოვტო-
ვე). ჩემს გზაზე უშველებელი შავი ხვრელია. მე არ მაქვს წარსუ-
ლი, ან მომავალი. გამაჩნია მხოლოდ სიცარიელე, რომელიც
მუდამ თან მდევს.
ექიმ ჰოულეტის ტესტებმა კარგი პასუხები აჩვენა. რამდენიმე
ნაკაწრისა და დაბუჟების გარდა, ფიზიკური დაზიანებები არ აღ-
მენიშნებოდა და პრაქტიკულად ისეთივე ჯანმრთელი ვიყავი,
როგორიც გატაცების დღეს.
მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ღრმა, უხილავი
ჭრილობები, რომლებსაც ვერც ერთი ანალიზი ვერ აჩვენებდა.
ვინ ვიყავი ახლა მე? რა გამოვიარე ამ თვეების განმავლობაში?
აისახება კი ამ პერიოდის ტრავმა ჩემს დარჩენილ ცხოვრებაზე,
ან თუ ასე იქნა, შევძლებ კი ოდესმე მისგან განკურნებას?
დედამ საავადმყოფოში ჩემი ყოფნის პერიოდში მნახველებზე
მკაცრი შეზღუდვა დააწესა და ექიმი ჰოულეტიც დაეხმარა, მაგ-
რამ ახლა უკვე სახლში ვიყავი და მიუხედავად მზრუნველობისა,
დედას სახლში გამოკეტვის ნებას ვერ მივცემდი.
დაბლა მისი დატოვებული „ბლექბერი“ ავიღე (რადგან სა-
საფლაოზე ჩემი ტელეფონი ვეღარ ვიპოვე, ახლა დროებით დე-
დისას ვიყენებდი) და ვის ნომერზე შეტყობინება გავგზავნე, „ნო-
რა ვარ. შეგიძლია ლაპარაკი?“ უკვე გვიანი იყო, ვის დედა კი
31 მკითხველთა ლიგა
ვის ოთახში შუქს ათ საათზე აქრობდა. რა თქმა უნდა, შესაძ-
ლოა, ვის არ ეძინა, მაგრამ დარეკვა მაინც პრობლემას შექმნი-
და. ამიტომ, ამგვარად მოქმედება ვარჩიე.
რამდენიმე წამში „ბლექბერიზე“ საპასუხო წერილი მოვიდა: -
პატარაააავ?!!!!! მე აქ ვგიჟდები. ერთ ამბავში ვარ. სად ხარ?
- ამ ნომერზე დამირეკე.
„ბლექბერი“ კალთაში ჩავიგდე და ფრჩხილების კვნეტა და-
ვიწყე. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვღელავდი. ვი ხომ ჩემი საუკეთე-
სო მეგობარი იყო? თუმცა, ამდენი თვეა არ მენახა. მე კი ისეთი
შეგრძნება მქონდა, თითქოს გუშინ დავშორდით. - სიშორემ გუ-
ლის გაცივება იცისო - მესმოდა შინაგანი ხმა.
და მიუხედავად იმისა, რომ ვის ზარს ველოდი, როცა „ბლექ-
ბერიმ“ დარეკა, მაინც ნერვიულად შევხტი.
- ალო? ალო? - დაიძახა ვიმ.
მისი ხმის გაგონებაზე ვიგრძენი, როგორ ერთიანად მომაწვა
ემოციები. - ჰო, მე ვარ! - ამოვისლუკუნე.
- როგორც იქნა! - წამოიძახა ემოციებით ავსილმა. - გუშინ
მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ არ მიშვებდნენ. მე-
რე დაცვასაც გავექეცი, მაგრამ კოდი - ოთხმოცდაცხრამეტი
დაიძახეს და დამიჭირეს. გარეთ ხელბორკილებით გამომიყვა-
ნეს. ისე კი იძახდნენ, შენობიდან ვაცილებთო. უხ, კარგად ბლო-
მად კი ვლანძღე. თუმცა, ყველაფერში დედაშენია დამნაშავე.
არანაირი მნახველები? ვის გაუგია! მე შენი საუკეთესო მეგობა-
რი ვარ. თუ ერთიანად დაავიწყდა ბოლო თერთმეტი წლის ყვე-
ლა დღე? არა, როცა შენთან მოვალ, მაგ ქალბატონს საკადრის
პასუხს გავცემ.
სიბნელეში ვიგრძენი, როგორ იქცა ჩემი ათრთოლებული ტუ-
ჩები ღიმილად. ტელეფონი მკერდზე მივიბჯინე. ვტიროდი და ვი-
ცინოდი. ვიცოდი, რომ ვი არასდროს მიღალატებდა. ამ საშინე-
ლებების შემდეგ, მას მერე, რაც ამდენი თვის შესახებ აღარაფე-
32 მკითხველთა ლიგა
რი მახსოვდა და ბოლოს სასაფლაოზე მიგდებულს გამეღვიძა,
ვი არ იცვლებოდა. ჩვენ ისევ განუყოფლები ვიყავით. ამას ვერა-
ფერი შეცვლიდა.
- ვი, - შვებით ამოვისუნთქე. მინდოდა ამ მომენტის ნორმა-
ლურობით დავმტკბარიყავი. უკვე გვიანი ღამე იყო და ჩვენ მა-
ინც ვლაპარაკობდით. ბოლოს, როცა დედამისმა შუქის ჩაქრო-
ბის შემდეგ ტელეფონზე საუბრისას გამოიჭირა, ტელეფონი ფან-
ჯრიდან გადაუგდო. მეორე დღეს კი ვიმ მეზობლების დასანახად
იქექა ნაგვის ურნაში და დღემდე იმ ტელეფონს ხმარობს. ჩვენ
მას ოსკარი შევარქვით. ოსკარ გრუჩის( 1969 წელს გამოსული
სატელევიზიო პროგრამის, „სეზამის ქუჩა“, მწვანე ფერის მთავა-
რი პერსონაჟი, რომელიც სანაგვე ყუთში ცხოვრობდა. ) პატივ-
საცემად.
- ნორმალურ დამაწყნარებლებს გაძლევენ? - მკითხა ვიმ. -
იმიტომ, რომ ენტონი ემოვიცის მამა ფარმაცევტია და თუ რამე,
ალბათ კარგ რამეს გამოგიწერს.
მოულოდნელობისგან წარბები მაღლა ავწიე. - რა? შენ და ენ-
ტონი?
- უი, არა. ეგრე არა. მე ბიჭებს ჩამოვშორდი. თუ რომანტიკა
მჭირდება, ამისთვის ნეტფლიქსი არსებობს.
- სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ. - სად არის
ჩემი საუკეთესო მეგობარი? რა უყავი მას?
- მე ჩემებური ბიჭების დიეტა მაქვს. ოღონდ, ეს ჩემს ემოციურ
ჯანმრთელობას არგია. მოკლედ, დაიკიდე. ახლავე შენთან მოვ-
დივარ. სამი თვეა ჩემი საუკეთესო მეგობარი არ მინახავს და ტე-
ლეფონით ლაპარაკი სისულელეა. ახლავე უნდა გნახო და დათ-
ვურად ჩაგეხუტო.
- წარმატებებს გისურვებ დედაჩემის დამარცხებაში, - ვუთხა-
რი მე. - ახლა მკაცრი მშობლის როლშია შეჭრილი.
- ოხ, ეს ქალი! - წაისისინა ვიმ. - პირჯვარს ვიწერ.
33 მკითხველთა ლიგა
დედაჩემის ჯადოქრობის შესახებ სხვა დროსაც შეგვეძლო
საუბარი. მაგრამ ახლა, სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანი იყო. -
მინდა დეტალურად მომიყვე ბოლო დღეების შესახებ, სანამ გა-
მიტაცებდნენ, - ვუთხარი ვის. - ვერ ვიჯერებ, რომ ეს შემთხვევი-
თი გატაცება იყო. ექიმი მეუბნება, რომ ამნეზია დროებითია,
მაგრამ მანამდე მჭირდება პასუხები, სანამ რამეს გავიხსენებ.
ვიმ პასუხის გაცემა დააგვიანა. - დარწმუნებული ხარ, რომ ეს
კარგი აზრია? არა მგონია, შენთვის სტრესი ახლა კარგი იყოს.
- სერიოზულად ამბობ? - შევეწინააღმდეგე მე. - დედაჩემის
მხარეს ხარ?
- გაჩერდი ერთი, - ჩაიდუდღუნა ვიმ.
მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში ვი ჩემს გაუჩინარებამ-
დე მომხდარ მოვლენებს იხსენებდა. გული მწყდებოდა, რომ
ვერ ვისმენდი ვერაფერს უცნაური სატელეფონო ზარების, ან
რაიმე სხვა მოულოდნელი მოვლენების შესახებ. ქალაქში არა-
ნაირი უცხო მანქანები არ მოძრაობდნენ.
- და ბოლო ღამე? - შევაწყვეტინე ვის.
- მაგ დღეს „დელფიკის“ გასართობ პარკში ვიყავით. მახ-
სოვს, ჰოთ-დოგებს ვყიდულობდი... და უცებ დაგკარგე. მერე კი
თოფის გასროლის ხმა გავიგე. ხალხი დაპანიკდა, მე მაშინვე
ძებნა დაგიწყე. ვიფიქრე, რომ ჭკუას იხმარდი და გაქცევაზე იზ-
რუნებდი, მაგრამ ვერც ავტოსადგომზე გიპოვე. მერე პოლიცია
მოვიდა, ყველა გარეთ გამოგვყარა. ვცდილობდი მათთვის ამეხ-
სნა, რომ შენ ისევ პარკში იყავი, მაგრამ არავინ მისმენდა. ყვე-
ლა სტუმარი სახლში გაუშვეს. მილიარდჯერ მაინც დაგიძახე,
მაგრამ არსაიდან გიპასუხია.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ მუცელში დამარ-
ტყა. სროლა? მართალია, დელფიკი კარგი რეპუტაციით არასო-
დეს სარგებლობდა, მაგრამ სროლა მეტისმეტი იყო.

34 მკითხველთა ლიგა
- მას მერე აღარ მინახავხარ, - მითხრა ვიმ. - ტყვედ ჩავარ-
დნის ამბავი კი მხოლოდ მოგვიანებით გავიგე.
- ტყვედ ჩავარდნის ამბავი? - ჰო, აღმოჩნდა, რომ იგივე ფსი-
ქოპათმა, რომელმაც პარკში გაისროლა, შენ სადღაც სიცილის
ოთახის ქვემოთ, მექანიკოსის ოთახში ჩაგკეტა და მძევლად
აგიყვანა.
პირი გავაღე და მაშინვე დავხურე. ბოლოს მაინც შევძელი
ერთი სიტყვის თქმა, - რაა?
- მერე პოლიციამ გიპოვა და სახლში ღამის ორ საათზე მი-
გიყვანა. მას მერე აღარავის უნახავხარ. იმ ტიპის შესახებ კი,
ვინც მძევლად აგიყვანა, არავინ არაფერი იცის.
და მე სწორედ ამ მომენტში შევძელი ძაფების გაბმა და მოვ-
ლენების ერთმანეთთან დაკავშირება. - როგორც ჩანს, სახლი-
დან მომიტაცეს, - დავასკვენი მე. - ორი საათის შემდეგ. ალბათ,
უკვე მეძინა. ის კი, ვინც მძევლად ამიყვანა, სახლამდე გამომყვა
და ჩუმად შემოიპარა.
- შეიძლება. თუმცა, სახლში კარები და ფანჯრები ჩაკეტილი
იყო.
შუბლზე ხელისგული ავიფარე. - პოლიციამ რამეს მიაგნო? ის
ვიღაც მოჩვენება ხომ არ იყო.
- თქვეს, რომ სავარაუდოდ, ყალბი საბუთებით მოძრაობდა.
თუმცა, ყველაზე უცნაური ის არის, რომ შენ მას რიქსონით მო-
იხსენიებდი.
- რიქსონს არავის ვიცნობ.
ვიმ ამოიხვნეშა. - პრობლემაც ეგ არის. არავინ იცნობს. ცოტა
ხნით ვი გაჩუმდა. - მაგრამ, არის კიდევ რაღაც. თითქოს,
საიდანღაც მეცნობა. თითქოს, სადღაც გამიგია ეს სახელი და
ვცდილობ გონება დავძაბო, მივაღწიო ამ სახელამდე და თით-
ქმის გამომდის კიდეც ეს, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს ვიხ-
სენებ. იქნებ, იმის ბრალიც არის, რომ ძალიან მინდა, რაღაცას
35 მკითხველთა ლიგა
მივხვდე. მინდა, რომ რაღაც უჩვეულო გავიხსენო და ვთქვა -
ბინგო! ეგ არის! ვიპოვეთ ის ცუდი ტიპი და ახლა პოლიცია მას
დაიჭერს. რა მარტივია. ვიცი, ჰო, უკვე ვბოდიალობ, - თქვა ვიმ
და მსუბუქად დაამატა, - და მაინც... დავიფიცებდი, რომ...
ჩემი ოთახის კარი გაიღო და დედამ შემოყო თავი. - ვიძინებ, -
მითხრა და თავის „ბლექბერის“ დახედა. - უკვე გვიანია, ორივეს
მოსვენება და ძილი გვჭირდება. - შემდეგ დაიცადა და მისი და-
ფარული შეტყობინებაც ამოვიკითხე.
- უნდა წავიდე, ვი, ხვალ დაგირეკავ.
- ჯადოქარი მომიკითხე, - მითხრა და მობილური გათიშა.
- რამე ხომ არ გინდა? - მკითხა დედამ და „ბლექბერი“ გამო-
მართვა. - წყალი ან პლედები?
- არა, კარგად ვარ. ძილი ნებისა, დედა, - ვუთხარი და ნაძა-
ლადევად გავუღიმე.
- ფანჯრები შეამოწმე?
- სამჯერ.
დედამ ოთახი გადმოკვეთა, ფანჯრები გადაამოწმა და როცა
უსაფრთხოებაში დარწმუნდა, ოდნავ გაიღიმა. - ერთხელ შემოწ-
მებაც არ აწყენდა. ასე არ არის? აბა, ძილი ნებისა, პატარავ, -
მითხრა, შუბლზე თმა გადამიწია და მაკოცა.
როცა ოთახიდან გავიდა, ლოგინში გავეხვიე და ვის მონაყო-
ლის გაანალიზება ვცადე. სროლა დელფიკში. მაგრამ, რატომ?
რისი მიღწევა სურდა მსროლელს? და რატომ ჩააგდო ათასობით
ადამიანი საფრთხეში, თუ ბოლოს მძევლად მე ამირჩია? იქნებ,
უბრალოდ ძალიან არ გამიმართლა? მაგრამ არა, რაღაც ვერ
ჯდებოდა. მთელი ეს გაურკვევლობა ჩემს გონებაში ტრიალებ-
და.
ნეტავ, რამის გახსენება შევძლო.
დავამთქნარე და საბანში გავეხვიე.

36 მკითხველთა ლიგა
თხუთმეტმა წუთმა გაიარა. მერე ოცმა. ზურგზე ვიწექი და ოდ-
ნავ თვალღია ჭერს ვაკვირდებოდი. ვცდილობდი რაიმე გამეხსე-
ნებინა. თავი ბალიშზე მედო და გაურკვეველ სახეს წარმოვიდ-
გენდი, სახეს. რაღაც დიალოგს. აზრების ერთმანეთთან დაკავ-
შირება მინდოდა. ამ სიცარიელეზე რაიმეს აგებას ვაპირებდი.
ამ დილით საავადმყოფოდან რომ გამოვეწერე, დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, მეხსიერება სამუდამოდ დავკარგე, მაგრამ გონება
ერთიანად გამინათდა, როცა მივხვდი, რომ ფიქრს ნელ-ნელა
საპირისპიროდ ვიწყებდი. მინდოდა გონებაში ის ხიდი ჩამეტეხა,
რომლის მეორე მხარესაც ჭეშმარიტება იყო. ეს ხიდი კი ჩემთვის
ერთგვარ დაცვით მექანიზმს წარმოადგენდა, მოტაცების შემ-
დგომი ტრავმის წინააღმდეგ. ხიდი ხელახლა უნდა ამეგო. შავი
ფერით დავიწყე. ღრმა, ბნელი შავი ფერით. აქამდე არავისთვის
მითქვამს, მაგრამ ეს ფერი ჩემს ცნობიერებას ყველაზე უცნაურ
მომენტებში კვეთდა ხოლმე. ამ მომენტში მთელ სხეულში ჟრუ-
ანტელს ვგრძნობდი. თითქოს ეს სიშავე თავის თითს ფრთხი-
ლად მისვამდა ყბაზე, ნიკაპზე და პირდაპირ სახეზე მეკვროდა.
ვიცოდი, აბსურდი იყო იმაზე ფიქრი, რომ ფერი გაცოცხლდებო-
და, მაგრამ ერთი-ორჯერ დავიჭირე რაღაც მატერიალური ამ ფე-
რის მიღმა. თითქოს... წყვილი თვალი. რომლებიც პირდაპირ
გულში მიყურებდნენ.
მაგრამ, როგორ შეიძლებოდა, რომ იმ დროინდელ მოგონე-
ბას ჩემთვის ტკივილის ნაცვლად სიამოვნება გამოეწვია?
მშვიდად ამოვისუნთქე. დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა ამ
ფერის მიყოლისა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა მელოდა მის
მიღმა. მე ეს შავი თვალები მიზიდავდა და თავისკენ მიხმობდა.
ეს ფიქრი ტვინში ჩამებეჭდა და რაღაც ჰიპნოზის მსგავსის გან-
ცდა დამიტოვა. ძლიერი მაგნიტიზმი, რომელსაც ლოგიკით ვერ
ვეწინააღმდეგებოდი.

37 მკითხველთა ლიგა
ჩემს შიგნით წარმოქმნილ ამ სურვილს ნება მივეცი, რომ თა-
ვის ნებაზე ემოქმედა. კანში ვიბრაციას, მოუსვენრობას
ვგრძნობდი, თავი მიბჟუოდა. უცნაური თრთოლვა. გაუაზრებე-
ლი ციება.
სასაფლაო, გავიფიქრე მე. ყველაფერი სასაფლაოდან დაიწ-
ყო.
შავი ღამე. შავი ნისლი. შავი ბალახი. სასაფლაოს შავი ქვები.
მბზინვარე შავი მდინარე. ახლა კი ეს წყვილი შავი თვალი. მათ
ნათებას ვერ ვეწინააღმდეგებოდი და ვერ ვიშორებდი. მხოლოდ
სათანადო რეაქცია უნდა მქონოდა.
ლოგინიდან წამოვდექი. ნაქსოვი მაისური და ჯინსის შარვა-
ლი ჩავიცვი და ჟაკეტი მხრებზე მოვიგდე. ჩემი საძინებლის კარ-
თან მივედი. გარეთ, დერეფნის სიჩუმეში, მხოლოდ ძველებური
სადგამი საათის ტიკტიკის ხმა ისმოდა. დედას საძინებლის კარი
ბოლომდე მიხურული არ ჩანდა, მაგრამ შიგნიდან სინათლე არ
გამოდიოდა. კარგად რომ მომესმინა, მისი ფშვინვის ხმასაც კი
გავიგებდი.
კიბეზე ჩუმად დავეშვი, ფარანი და გასაღები ავიღე და უკანა
კარისკენ დავიძარი. თან ვფრთხილობდი, იატაკს ჭრაჭუნის ხმა
არ გამოეცა. სახლის წინ ოფიცერი იდგა, რომელიც აქ რეპორ-
ტიორებისა და ჟურნალისტების დასაფრთხობად დატოვეს. მაგ-
რამ, ეჭვი მქონდა, რომ როგორც კი გარეთ გამოსულს დამინა-
ხავდა, მაშინვე დეტექტივ ბასოს დაურეკავდა.
გონებაში რაღაც შორეულმა ხმამ გამაფრთხილა, რომ გა-
რეთ გასვლა უსაფრთხო არ იყო, მაგრამ უცნაური ტრანსით ვი-
ყავი მოცული. შავი ღამე. შავი ნისლი. შავი ბალახი. საფლავის
შავი ქვები. მბზინვარე შავი მდინარე. შავი თვალები, რომლებიც
მიყურებდნენ.
ეს თვალები უნდა მეპოვა. პასუხები იქ იყო.

38 მკითხველთა ლიგა
ორმოცი წუთის შემდეგ მე უკვე ქოლდვოთერის სასაფლაოს-
კენ მიმავალ გზას მივუყვებოდი და თაღოვან ჭიშკარში შევ-
დიოდი. მსუბუქი ბრიზი უბერავდა და დაშვებული ხის ტოტებს ქა-
ღალდის სათამაშო პროპელერების მსგავსად არხევდა. ჰაერში
დატრიალებული უხეში სიცივის გამო მთელი სხეულით ვთრთო-
დი. ვცდილობდი მიმეგნო სწორედ იმ საფლავის ქვისთვის,
საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო.
დაბლა დავიხარე და ხელი დაძველებულ მარმარილოს გადა-
ვუსვი. თვალები დავხუჭე, ყველა ღამისეული ხმა გავაქრე და
მთლიანად შავ თვალებზე მოვახდინე კონცენტრირება. ჩემი შე-
კითხვა მათკენ გავგზავნე. იმედი ვიქონიე, რომ მიპასუხებდა.
როგორ აღმოვჩნდი სასაფლაოზე თერთმეტთვიანი გაუჩინარე-
ბის შემდეგ?
სასაფლაოს თვალი მოვავლე. მოახლოებული შემოდგომის
ნესტიან სურნელს ვგრძნობდი. გადაჭრილი ბალახის მძაფრ
არომატს, მწერების ფრთების ხმას. თუმცა, არც ერთი მათგანი
პასუხს არ მცემდა. ჯიბეში ხელებჩაწყობილმა სიარული განვაგ-
რძე.
უცებ ძირს უცნაური რამ შევნიშნე. დავიხარე და ბალახიდან
შავი ბუმბული ავიღე. თითქმის ჩემი მკლავის სიგრძის ბუმბული
იყო. წარბები შევკარი და ვცადე მივმხვდარიყავი, რა ფრინველს
შეეძლო ასეთი ბუმბულის დატოვება. ან საერთოდ, იყო კი ეს
ფრინველი? თითები ბუმბულს გადავატარე და ბალახზე დავაბ-
რუნე.
რაღაც მოგონებამ გონება გამინათა. ანგელოზო. თითქოს
აშკარად მესმოდა ეს მსუბუქი ხმა. ეს ჩემია.
ამ უცნაურმა, გაურკვეველმა მოვლენამ სახე ერთიანად ამი-
წითლა. ირგვლივ მიმოვიხედე და ამგვარად ვცადე იმაში დარ-
წმუნება, რომ ხმა ნამდვილი არ იყო.
არ დამვიწყებიხარ.
39 მკითხველთა ლიგა
რაღაც გაურკვეველი სურვილით, მე ამ ხმის კიდევ ერთხელ
გაგონება მსურდა, მაგრამ ის ქარს გაჰყვა. ჩემი გონება ამ მო-
გონებებს ვერ ეჭიდებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს ბუმბული იქ უნ-
და მომესროლა, სადაც მას ვერავინ მიაგნებდა. ვხვდებოდი,
რომ რაღაც ძალიან დიდ საიდუმლოს მივაკვლიე, რომლის აღ-
მოჩენაც საშინელ ტკივილს მომაყენებდა.
სასაფლაოს გორის მიღმა მანქანა ავტოსადგომზე შევიდა.
შორეული მუსიკის, ლაპარაკისა და სიცილის ხმები მომესმოდა,
რომლებიც ადამიანებს ეკუთვნოდათ. სკოლისკენ წავედი. ქუ-
ჩებს გასწვრივ ხეები მიუყვებოდათ. სასიამოვნო ადგილი იყო
უქმეებზე, საღამოობით სასეირნოდ. ამასობაში, აღმოვაჩინე,
რომ ბუმბული იღლიის ქვეშ ამომედო და მთავარი ქუჩისკენ მივ-
დიოდი.
დაახლოებით სამის ნახევრისთვის ფერმის სახლში დავბრუნ-
დი და საძინებელში ავედი. ცოტა ხნით ოთახში ვიდექი, მერე
ბუმბული ტანსაცმლის კარადაში დავმალე. არც კი ვიცოდი, სა-
ერთოდ რატომ მოვიტანე სახლში. ეს რაღაც მთელის ერთ ნაგ-
ლეჯს ჰგავდა, რითაც ჩემი გონება მოგონებების გახსენებას
ცდილობდა.
ტანსაცმელი გავიხადე და დავამთქნარე. შემდეგ ისევ ლოგი-
ნისკენ მივბრუნდი. სანამ დავწვებოდი, უეცრად ნახევარი ფუტის
მანძილზე შევჩერდი. ჩემს ბალიშზე ქაღალდის ფურცელი იდო,
რომელიც ჩემი წასვლისას აქ არ დამიტოვებია.
მიმოვიხედე, შევამოწმე, ღია კარიდან გაბრაზებული დედა
ხომ არ მიყურებდა. იმაზეც დავფიქრდი, რომ შეუძლებელი იყო,
ამ ყველაფრის შემდეგ, თუკი ღამით ჩემს გაუჩინარებას აღ-
მოაჩენდა, მხოლოდ ბალიშზე დატოვებული გაფრთხილების წე-
რილი ეკმარა, შემდეგ კი ფურცელი ავიღე და მივხვდი, რომ ხე-
ლები მიკანკალებდა.

40 მკითხველთა ლიგა
წერილი ხაზებიანი რვეულის ფურცელზე იყო დაწერილი.
ზუსტად ისეთის, როგორსაც სკოლაში ვხმარობდი. შეტყობინება
კი შავი ფლომასტერით, გაკრული ხელით გაეკეთებინათ.
ის რომ სახლში ხარ, არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ხარ!

41 მკითხველთა ლიგა
4 თავი

ქაღალდი დავკუჭე. შეშინებულმა და შეძრწუნებულმა კე-


დელს ვესროლე. მაშინვე ფანჯარას მივვარდი, საკეტები შევა-
მოწმე და მერე დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ჩემს ოთახში
ვინმეს შემოეღწია. გარეთ ხეების ჩრდილები გრძელი შავი
ხმლებივით ეფინა გაზონს. წარმოდგენა არ მქონდა საიდან მო-
ვიდა ეს წერილი. წასვლამდე ოთახი ჩავკეტე, მანამდე კი, სანამ
მეორე სართულზე ამოვიდოდით, მე და დედამ ერთად შევამოწ-
მეთ ყველა კარი და ფანჯარა.
მაშინ როგორ მოხვდა უცნობი აქ?
და რას ნიშნავს ეს წერილი? რაღაც იდუმალი და ავბედითი
წერილი ჩანდა. ვინმემ იხუმრა? ამჯერად ყველაზე მეტად ამ ვერ-
სიისკენ ვიხრებოდი.
დერეფანში გავედი და დედას საძინებლის კართან შუქი ავან-
თე. კარი შევაღე და შევიხედე. - დეე?
ის სიბნელეში წამოდგა და შემომხედა. - ნორა? რა მოხდა?
ცუდი სიზმარი? - პაუზა. - რამე ხომ არ გაიხსენე?
მე ოთახში შევედი და ლოგინთან მდგარი სანათი ავანთე. -
ჩემს ოთახში წერილი ვიპოვე. იქ ეწერა, რომ რადგან სახლში
ვარ, არ მეგონოს, რომ უსაფრთხოდ ვარ.
დედამ მოულოდნელად მოსმენილ სიტყვებზე დაბნეულად
დაახამხამა თვალები. შევნიშნე, თუ როგორ ცდილობდა ჩემს
ნათქვამში გარკვევას. - წერილი სად იპოვე?
- მე... - ძალიან ვღელავდი. მიჭირდა სიმართლის თქმა. რო-
გორ უნდა ამეხსნა, რომ სახლიდან გავედი, სასაფლაო მოვიარე
და შინ დაბრუნებულს წერილი ბალიშზე დამხვდა? სისულელე
იყო ამის თქმა. ამიტომ, მომხდარი ოდნავ შევცვალე. - ბალიშის
ქვეშ იდო. როგორც ჩანს, როცა დავწექი, ვერ შევნიშნე. - ვიც-
42 მკითხველთა ლიგა
რუე და დავამატე, - მხოლოდ მაშინ გავიგე მისი შრიალი, როცა
ძილში ავმოძრავდი. დედამ აბაზანის ხალათი მოიცვა და საძი-
ნებლამდე გამომყვა. - სად არის წერილი? მინდა რომ წავიკით-
ხო. დეტექტივ ბასოს უნდა გავაგებინოთ. - ტელეფონი უკვე ხელ-
ში ეჭირა. დეტექტივ ბასოს ნომერი დანარეკ ზარებში მოძებნა.
როგორც ჩანს, ჩემი გაუჩინარების დროს ტელეფონით ხშირად
კონტაქტობდნენ.
- სახლის გასაღები შენ გარდა ვინმეს კიდევ აქვს? - ვკითხე
მე.
დედამ თითი ასწია და გაჩუმებისკენ მომიწოდა. ხმოვანი შეტ-
ყობინება, - ჩაილაპარაკა მან. - ბლითი ვარ, - ჩასძახა ყურმილს,
- როგორც კი ამ შეტყობინებას მიიღებ, დამირეკე. ნორამ ამაღამ
თავის საძინებელში ბალიშზე რაღაც წერილი იპოვა.
- მალე მოვა, - მითხრა და ტელეფონი გათიშა. - როგორც კი
მოვა, ოფიცერს ვაჩვენებ. შეიძლება, სახლის გაჩხრეკა დასჭირ-
დეს. აბა, სად არის წერილი?
მე კუთხეში დაგდებულ ქაღალდის გორგალზე მივანიშნე,
მაგრამ არ ამიღია. აღარ მინდოდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა.
ეს რაღაც ხუმრობა იყო? ის რომ სახლში ხარ, არ ნიშნავს, რომ
უსაფრთხოდ ხარ.
არადა, საფრთხეს ამ სიტყვებში უფრო ვხედავდი.
დედამ ქაღალდი კედელზე გაასწორა და ხელი გადაუსვა. - ეს
ცარიელი ქაღალდია, ნორა, - მითხრა მან.
- რა? - მივუახლოვდი, რომ მის სიტყვებში დავრწმუნებული-
ყავი. ქაღალდზე მართლაც არაფერი ეწერა. შემდეგ გადავაბრუ-
ნე, მაგრამ ვერც იქ მივაგენი რაიმეს.
- აქ იყო, - ვთქვი დაბნეულად. - ამ ფურცელზე ეწერა.
- შეიძლება, უბრალოდ ასე დაინახე. რაღაც სიზმრისეული
ხილვა გქონდა. - დედა საკმაოდ თავაზიანად მელაპარაკებოდა
და თან ზურგზე მეფერებოდა. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ყვე-
43 მკითხველთა ლიგა
ლაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილი ყოფილიყო? რა მჭირდა? პა-
რანოია? პანიკური შემოტევა?
- არაფერი მომჩვენებია, - ვუთხარი ოდნავ მტკიცე ხმით.
- არა უშავს, - ჩაილაპარაკა დედამ. - ექიმა ჰოულეტმა თქვა
რომ ეს ნორმალურია.
- რა არის ნორმალური?
- ის, რომ გესმოდეს ხმები, რომლებიც სინამდვილეში არ არ-
სებობს, ან...
- ან რა?
დედამ მსუბუქად შემომხედა. - ან... ნორა, ნუ ღელავ, ეს ყვე-
ლაფერი მძიმე სტრესის ბრალია. მოთმინება უნდა შევინარჩუ-
ნოთ.
- ექიმმა გითხრა, რომ მე შეიძლება ჰალუცინაციები მქონ-
დეს?
- ჩშშ, - მითხრა თბილად და ჩემი სახე ხელებს შორის მოიქ-
ცია. - ეს ყველაფერი მალე გაივლის, ნორა. მალე გამოკეთდები
და ამ რთულ პერიოდს ჩვენ ერთად გადავლახავთ.
ცრემლების მოწოლა ვიგრძენი, მაგრამ ტირილი შევიკავე.
რატომ დამემართა მილიარდობით ადამიანს შორის ეს საშინე-
ლება მაინცდამაინც მე? ჩემი გონება წრეებზე ბრუნავდა, მაგრამ
ვერაფერ კონკრეტულს ვერ ვამჩნევდი.
- გეშინია? - მკითხა დედამ.
მე გვერდზე გავიხედე. - ვბრაზობ.
ისევ ლოგინში შევძვერი და ჩემდა გასაკვირად სწრაფად ჩა-
მეძინა. ნელ-ნელა სიზმრის მორევში ვეშვებოდი - ღრმა, შავი
ფერის გვირაბში. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი და ვამჩნევდი, რომ
ამ სიზმრისეულ სამყაროში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი.
გვირაბის ბოლოს კარი შემხვდა. კარი შიგნით შეიღო, იქიდან
კი ნათება გამოვიდა და ნაცნობი სილუეტი გამოაჩინა. მას შავი
თმა, გარუჯული კანი და მკვრივი სხეული ჰქონდა. ჩემზე ექვსი
44 მკითხველთა ლიგა
დუიმით მაღალი მაინც იქნებოდა. ფართო ჯინსის შარვალი ეც-
ვა, მაგრამ მკერდი და ფეხები შიშველი ჰქონდა. მხრებზე დიდი
პირსახოცი მოეგდო. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ამოვიცა-
ნი ნაცნობი შავი თვალები... რასაც წამიერი შეშფოთება მოჰყვა.
- აქ რას აკეთებ? - მკითხა დინჯად.
პაჩი, გავიფიქრე და გული ამიჩქარდა. ეს პაჩია.
ვერ ვიხსენებდი, მას საიდან ვიცნობდი. ჩემი მეხსიერების ხი-
დი ჩატეხილი იყო და ვერ ვახერხებდი იმ პატარ-პატარა ფაქტე-
ბის შეკავშირებას, რომლებიც მის გახსენებაში დამეხმარებოდ-
ნენ. ამავდროულად ჩემს მუცელში მოგონებები პეპლების ფრე-
ნას იწვევდნენ. უუეცრად, ნათლად დავინახე, როგორ ვიჯექი მის
გვერდით ბიოლოგიის გაკვეთილზე. მერე გამახსენდა, როგორ
მიახლოვდებოდა უკნიდან და ბილიარდის თამაშს მასწავლიდა.
მისი თეძოები ჩემსას ეხებოდა.
მე პასუხებს ვეძებდი და ამ ძიებამ პაჩიმდე მომიყვანა. მე მი-
ვაგენი ამნეზიისგან გაქცევის გზას. ეს არ ყოფილა ბოლომდე
სიზმარი. ეს იყო რაღაც ბილიკი, რითაც პაჩიმდე მივდიოდი. ახ-
ლა კი ვხვდებოდი, მისი აქ ხილვით როგორ კმაყოფილებას
ვგრძნობდი. მე მჭირდებოდა პაჩი. და ვერ ვხვდებოდი მიზეზს -
იყო ეს გამართლება, შინაგანი სურვილი, თუ რაიმე სხვა - მაგ-
რამ მე ვიპოვე იგი.
ამ მძაფრი ემოციების ფონზე საკუთარი ხმა გავიგე. - ეგ შენ
მითხარი.
მან კარს თავი მიადო და გვირაბისკენ გაიხედა. - ეს სიზმა-
რია. ამას ხომ ხვდები?
- მაშინ რატომ ღელავ ჩემზე?
- აქ არ უნდა იყო.
ჩემმა შემდეგმა სიტყვებმა თითქოს ყინული ამოტეხეს. - რო-
გორც ჩანს, შენთან სასაუბრო გზას მივაგენი. შენ პასუხები
გაქვს. ასე არ არის?
45 მკითხველთა ლიგა
მან ხელი პირზე ჩამოისვა და თვალებში ჩამხედა. - იმედი
მაქვს, სიცოცხლეს შეგინარჩუნებ.
გონება ამერია. სიზმარში მოსმენილ ამ სიტყვებში ჩადებულ
აზრს ვეღარ ვხვდებოდი. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ის
იყო, რომ - მე ის ვიპოვე. ამ ყველაფრის შემდეგ მე პაჩი ვიპოვე.
და ამჯერად, მოსალოდნელი აღელვების ნაცვლად, უცნაურ...
სიშორეს ვგრძნობდი.
- რატომ ვერ ვიხსენებ ვერაფერს? - ვკითხე და ნერწყვი მძი-
მედ ჩავყლაპე. - რატომ ვერ ვიხსენებ როგორ... როდის დამტო-
ვე? - დარწმუნებული ვიყავი, სწორედ ეს მოხდა. მან მიმატოვა.
სხვაგვარად ახლა ერთად ვიქნებოდით. - ჩემი პოვნა რატომ არ
სცადე? რა დამემართა? რა დაგვემართა?
პაჩიმ ხელები კეფაზე შემოიწყო და თვალები დახუჭა. საოც-
რად მშვიდი და უემოციო იყო.
- რატომ დამტოვე? - აღმომხდა მე.
ის გაიმართა. - მართლა გჯერა, რომ ასე მოხდა?
ყელში მძიმე ბურთი გამეჭედა. - აბა რა უნდა ვიფიქრო? ამდე-
ნი თვეა არ მინახავხარ. ახლა კი უცებ ჩნდები და თვალებში
ძლივს მიყურებ.
- ერთადერთი რამ გავაკეთე, რაც შემეძლო. მე შენი სიცოც-
ხლე ვიხსენი. - ყბა უხეშად და მძიმედ უმოძრავებდა. - ეს არ ყო-
ფილა ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ასე უმჯობესი იყო.
- და ამიტომ მიმატოვე? ასე უბრალოდ? რა დრო დაგჭირდა ამ
გადაწყვეტილების მისაღებად? ა? სამი წამი?
თვალები მოგონებებზე ფიქრით გაციებოდა. - იმდენი დრო
დამჭირდა, რამდენიც მქონდა.
რაღაცები უკვე ლაგდებოდა. - ვიღაცამ გაიძულა ჩემი მიტო-
ვება, არა? ამას ამბობ?
პასუხი არ გაუცია, მაგრამ მე ჩემი პასუხი მქონდა.

46 მკითხველთა ლიგა
- ეს როგორ მოხდა? ასე როგორ შეგაშინეს? მე რომ პაჩის
ვიცნობდი, ის არავის გაურბოდა. - ჩემი შინაგანი ტკივილი ხმა-
მაღლა ლაპარაკს მაიძულებდა. - მე შენ გამო აუცილებლად ვიბ-
რძოლებდი, პაჩ! აუცილებლად ვიბრძოლებდი!
- და შენ დაიკარგებოდი. ჩვენ ალყა შემოგვარტყეს. ის შენს
სიცოცხლეს ემუქრებოდა და მუქარას აუცილებლად აასრულებ-
და. მას შენ ჰყავდი და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ვყავდი მეც.
- მას? ვინ არის ის?
პასუხად ისევ სიჩუმე მივიღე.
- ერთხელ მაინც სცადე ჩემი პოვნა? თუ მართლა ასეთი მარ-
ტივი იყო, - ხმა ოდნავ ჩამიწყდა, - ჩემი გაშვება?
პაჩიმ მხრებიდან პირსახოცი შემოიხსნა. ასე იდგა და ყოველ
სუნთქვაზე მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი. - აქ არ უნდა იყო.
შეწყვიტე, ნუ მიყურებ. ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. და
ასევე გავაგრძელებ, მაგრამ შენი დახმარებაც მჭირდება.
- როგორც მე მჭირდება შენი დახმარება? - შევძახე საპასუ-
ხოდ. - ახლა მჭირდები, პაჩ. უნდა დამიბრუნდე. დაკარგული და
შეშინებული ვარ. ვერ ხვდები რა დღეში ვარ? - მძიმედ ვსუნ-
თქავდი, ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი. - რატომ არ დაბრუნდი
ჩემთან? რატომ ვერ გიხსენებ? ხომ ხედავ, მე არ დამვიწყები-
ხარ, პაჩ. ყველგან შენ გხედავ. ყველგან შავი ფერი მეფარება
წინ. შენი თმის... შენი თვალების ფერი. შენს შეხებას ვგრძნობ
და მახსოვს, როგორ გეჭირე... - სიტყვა გამიწყდა და ვეღარ გა-
ვაგრძელე.
- უმჯობესი იქნება, თუ ყველაფერი არ გეცოდინება, - მითხრა
პაჩიმ უემოციოდ. - ეს ყველაზე საშინელი განმარტებაა, რაც
ოდესმე შენთვის მითქვამს, მაგრამ უნდა გამიგო, რომ სხვა გზა
არ მაქვს.
გამეცინა, მაგრამ ძალიან მძიმე, გაღიზიანებული სიცილით. -
ანუ ასე?
47 მკითხველთა ლიგა
ჩვენ შორის მანძილი შეამცირა. მომიახლოვდა და უეცრად
კინაღამ ტირილი დავიწყე. უკან გავიწიე და იდაყვით კარის სახე-
ლურს შევეხე. მის ნაცნობ სურნელს ვგრძნობდი, საპნის და პარ-
ფიუმის - სასიამოვნო მოგონებების სურნელს. მაბრმავებდა
სურვილი, ხელები შემოეხვია, მეგრძნო მისი სიახლოვე, მისი
კანის სითბო. მისი ტკბილი კისერი, მისი ჩურჩული ჩემს ყურთან
და ის საიდუმლო სიტყვები, რომლებსაც მხოლოდ მე მეტყოდა.
მინდოდა ახლოს ყოფილიყო. მინდოდა არასოდეს წასულიყო
ჩემგან.
- არაფერი დასრულებულა, - ვუთხარი მე. - იმ ყველაფრის
შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ, ასე მარტივად ვერ დავასრუ-
ლებთ. - დარწმუნებული არ ვიყავი ეს მუქარა იყო თუ თავდაცვის
ცდა, მაგრამ ამ სიტყვებს სრული სერიოზულობით ვამბობდი.
- მინდა, რომ დაგიცვა, - ჩუმად მითხრა პაჩიმ.
ისე ახლოს იდგა, რომ მთელი სხეულით მის სითბოსა და სი-
ჩუმეს ვგრძნობდი. ამას ვეღარ გავექცეოდი. ჩემი ყოველი ფიქ-
რი მას ეკუთვნოდა. ჩემი გული მას ეჭირა ხელით და ამ ძალის
წინააღმდეგ არანაირი მექანიზმი არ გამაჩნდა.
- მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ დამიცავი.
პაჩიმ ნიკაპი ამიწია. მისი შეხება წარმოუდგენლად ნაზი იყო.
- მართლა ასე გგონია? თავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ
ძალა არ მეყო. მის შეხებას ვერაფრით ვეწინააღმდეგებოდი.
ვერც მაშინ და ვერც ახლა. - არ ვიცი რა ვიფიქრო. ამის გამო
გამკიცხავ?
- მე გრძელი ისტორია მაქვს და მისი წაშლა არ შემიძლია.
თუმცა, ვცდილობ, რომ შეცდომა აღარ დავუშვა. განსაკუთრე-
ბით მაშინ, როცა საქმე შენ გეხება. გეგმა არ მაქვს, მაგრამ დავ-
ფიქრდები. - ამჯერად მკლავები მომხვია და სახიდან თმა გადა-
მიწია. მერე ცხელი ტუჩები ყურებთან მომიტანა და უეცრად ჩემი

48 მკითხველთა ლიგა
ლოყები ცრემლმა დაასველა. - თუ შენ დაგკარგავ, დავკარგავ
ყველაფერს, - ჩამჩურჩულა ჩუმად.
- ასე ვისი გეშინია? - ვკითხე მე.
ხელები მხრებზე დამაწყო, შუბლი ჩემს შუბლს მოადო და
მითხრა, - შენ ჩემი ხარ, ანგელოზო. არავის მივცემ ამის შეც-
ვლის უფლებას. მართალი ხარ. ჯერ არაფერი დასრულებულა.
ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მომავალში უფრო გაგვიჭირ-
დება. - მძიმედ ამოიხვნეშა. - შენ ეს სიზმარი არ გემახსოვრება.
და არც აქ დაბრუნდები. ამ სიზმარს შენს მოგონებებში მე წავ-
შლი. შენივე უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს. მთელი სხეული
ერთიანმა განგაშმა მომიცვა, როცა პაჩის მტკიცე თვალებს შევ-
ხედე. წინააღმდეგობის გასაწევად პირი გავაღე...
და უეცრად სიზმარი ქარს გატანებულ სილის მსგავსად
გაუჩინარდა.

49 მკითხველთა ლიგა
5 თავი

შემდეგ დილას კისრის ოდნავი ტკივილითა და გაურკვეველი


სიზმრის ბუნდოვანი მოგონებით გამეღვიძა. ზოლიანი პერანგი,
მომდგარი შარვალი და მაღალი ჩექმები ჩავიცვი. სხვა რომ
არაფერი, გარეგნულად აბსოლუტურად ნორმალურად გამოვი-
ყურებოდი.
სამზარეულოში შევიხედე და დედა დავინახე, რომელიც ძვე-
ლებურად, ქვაბში შვრიას ხარშავდა. სავარაუდოდ, ასე იქცეოდა
ის ყოველდღე, მას შემდეგ რაც მამა მოკვდა. წუხანდელი დრა-
მის შემდეგ კი ეს ღატაკის ულუფას ჰგავდა.
- რა ადრე ადექი, - მითხრა და მარწყვის დაჭრა დაიწყო.
- უკვე ათს გადასცდა, - ვუთხარი მე. - დეტექტივმა ბასომ არ
გადმოგირეკა? - შევეცადე ეს შეკითხვა ისე დამესვა, თითქოს
მასზე პასუხი დიდად არც მაინტერესებდა და ჩემს პერანგზე
არარსებულ ნაკეცებს სწორება დავუწყე.
- ვუთხარი, რომ შემეშალა. სხვა არაფერი უკითხავს.
ანუ, შეთანხმდნენ, რომ მე ჰალუცინაციები მაქვს. ახლა მე ის
გოგო ვიყავი, რომელიც მგელი, „მგელო“ ყვიროდა, ახლა ჩემ
მიერ ნათქვამი ნებისმიერი რამ ჰალუცინაციად წარმოჩინდებო-
და.
- არ გინდა, ლოგინში დაბრუნდე და საუზმე იქ ჭამო? - შემომ-
თავაზა დედამ და მარწყვის ჭრა განაგრძო.
- არ მინდა, უკვე გამოვფხიზლდი.
- ყველაფრის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, თუ კარ-
გად გამოიძინებ და დაისვენებ. აბა, ლოგინში საუზმეს რა ჯობია?
მერე რამე კარგი წიგნი წაიკითხე და ქაფის აბაზანა მიიღე.
ვერ ვიხსენებდი ვერც ერთ შემთხვევას, როცა დედას ჩემთვის
სკოლის დროს სიზარმაცის უფლება მოეცა. როგორც წესი, საუზ-
50 მკითხველთა ლიგა
მის პარალელურად ჩვენი ძირითადი განსახილველი საკითხები
შემდეგი იყო ხოლმე: - დაწერე ესე? ლანჩი ჩაალაგე? ლოგინი
გაასწორე? ელექტროენერგიის ფულს ვერ გადაიხდი?
- აბა, რას იტყვი? - მკითხა დედამ. - საუზმე ლოგინში. როგო-
რია?
- მერე სკოლა?
- სკოლა მოიცდის.
- რამდენი ხნით?
- არ ვიცი, - მიპასუხა მსუბუქად. - ალბათ, კვირა. ან ორი კვი-
რა. რა ვიცი, რაც შენს გამოსაკეთებლად იქნება საჭირო.
ამ სიტყვებზე დანა მაგიდაზე დადო. - ნორა...
ანუ, ყურადღება არ უნდა მივაქციო იმას, რომ ჩემი ცხოვრე-
ბის ბოლო ხუთი თვე არ მახსოვს. რომ ყველა უცნობი სახის შემ-
ხედვარეს უნდა მეფიქრა - ეს ის არის. მან ჩემ შესახებ ყველაფე-
რი იცის. და თუნდაც ექიმ ჰოულეტის მიერ ჩატარებული ყველა
ტესტის პასუხი დადებითი ყოფილიყო, მაინც ვერ შევძლებდი
კანკუნის მზის სხივებში ჩაძირვას. ეს ვეღარასდროს მოხდებო-
და. იქნებ, ჩემს გამტაცებლებს სწორედ ჩემი ამგვარი გამოცალ-
კევება სურდათ. არ ვიცი, რა იყო სინამდვილეში მათი მიზანი,
მაგრამ ვიცი, რომ შინ ჯდომით და რეალობისთვის თვალის არი-
დებით ვერაფერს მივაღწევდი. - მე დღეს სკოლაში წავალ, - შე-
ვაწყვეტინე დედას და გულში უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი,
თუმცა საკუთარი თავი დავაჯერე, რომ სწორი გადაწყვეტილება
სწორედ ეს იყო.
- სკოლაში? - დედა ახლა მთლიანად ჩემკენ იყო შემობრუნე-
ბული. მარწყვი და შვრიის ფაფა უკვე დავიწყებოდა.
- თუ კედელზე დაკიდებულ კალენდარს დავუჯერებთ, ახლა
ცხრა სექტემბერია. - როცა დედამ არაფერი მითხრა, გავაგრძე-
ლე, - სკოლა ორი კვირის წინ დაიწყო.
მან ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. - მაგას ვხვდები.
51 მკითხველთა ლიგა
- ჰოდა, თუ სკოლა დაიწყო, რატომ არ უნდა ვიყო მე იქ?
- სწორია, - მითხრა და ხელები წინსაფარზე შეიმშრალა. ვატ-
ყობდი, რომ ამ კამათის შეწყვეტის ყოველგვარ გზებს ეძებდა.
ვხვდებოდი, რაღაცის თქმა სურდა და მერჩივნა ეს ახლავე გამე-
გო.
- როდის აქედან გახდი ასეთი დამყოლი? - კითხვით ოდნავ
ვუჩხვლიტე.
- უბრალოდ, არ მინდა გიკარნახო, თუ როგორ იცხოვრო.
თუმცა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ცოტა ხანი აქტიურად არ
იცხოვრებ.
- აქტიურად არ ვიცხოვრო? ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენი-
მე თვეს ვერ ვიხსენებ და მე კიდევ პასიურობა მჭირდება? პირი-
ქით, აბსოლუტურად პირიქით უნდა მოვიქცე. დღეს მე სკოლაში
წავალ, მერე ვისთან ერთად საფუნთუშეში, ან სადმე სხვა არა-
ჯანსაღი კვების ობიექტში, რომელსაც ის აარჩევს, მერე კი, რო-
ცა შინ დავბრუნდები, საშინაო დავალებას მოვამზადებ. ძილის
წინ კი მამას დატოვებულ ძველ ჩანაწერებს მოვუსმენ. უამრავი
რამ არის გასაკეთებელი.
- შენი წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა...
- გგონია, ეგ არ ვიცი? - არ მინდოდა გამეღიზიანებინა, მაგ-
რამ რაღაცებს თავადაც ვხვდებოდი. ან რატომ აძლევდა თავის
თავს იმის უფლებას, რომ მდგარიყო აქ, ჩემ წინ და ლექცია
წაეკითხა? თავად ხომ არასოდეს გამოუვლია ის, რაც მე გამო-
ვიარე? - დამიჯერე, ყველაფერს ვხვდები. მეშინია და ვიცი, უკან
ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ ამავდორულად... - როგორ უნდა
ამეხსნა ეს „უკან დაბრუნება“? ამას ხომ საკუთარ თავსაც ვერ
ვუხსნიდი. ანდა როგორ უნდა გადავმხტარიყავი წინ, მაშინ რო-
ცა ფეხქვეშ საყრდენი პლატფორმა მეცლებოდა?
დედამ ღრმა, დამფრთხალი სუნთქვა ამოუშვა. - მე და ჰენკ
მილარი ერთმანეთს ვხვდებით.
52 მკითხველთა ლიგა
მისმა სიტყვებმა მთელ სხეულში დამიარა და საოცრად და-
მაბნია. - ბოდიში, რაა?
- ეს მაშინ მოხდა, სანამ შენ არ იყავი, - მითხრა და ხელები
დახლზე დააწყო. ვფიქრობ, მხოლოდ ამით გამოსდიოდა ფეხზე
დგომა.
- ჰენკ მილარი? - წამიერად ჩემს გონებაში რაღაც გაურკვევე-
ლი დატრიალდა ამ სახელის ირგვლივ, მაგრამ მალევე გაქრა.
- ცოლს გაშორდა.
- გაშორდა? მე აქ მხოლოდ სამი თვით არ ვიყავი.
- უშენოდ გატარებული მთელი დღეების განმავლობაში, რო-
ცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა და ძლივსღა ვინარჩუნებდი სი-
ცოცხლეს, ჩემ გვერდით მხოლოდ ის იყო, ნორა.
- მარსის მამა? - განცვიფრებულმა შევხედე და თვალები და-
ვახამხამე. ვერ ვიჯერებდი. ძალიან მიჭირდა ამ სიტყვების ჩემს
გონებამდე მიტანა. გოგო, რომელმაც ჩემი მანქანა გაჩხაპნა!
რომელმაც ჩემს წიგნების სათავსოს მიაწერა - „ნორა - ბოზი“.
- ჩვენ კოლეჯში და უფრო ადრე საშუალო სკოლაში ვხვდებო-
დით. ეს მანამდე იყო, სანამ მამაშენს შევხვდებოდი, - დაამატა
უცაბედად.
- შენ, - როგორც იქნა სუსტი ხმით ვთქვი, - და ჰენკ მილარი?
ძალიან სწრაფად ლაპარაკი დაიწყო. - ვიცი, ნაჩქარევ შეფა-
სებებს გააკეთებ მარსის გამო, მაგრამ დამიჯერე, მამამისი სულ
სხვა კაცია. ძალიან სასიამოვნო, კეთილშობილი და რომანტი-
კული, - გაიღიმა და გაწითლდა.
წარმოუდგენელ სიბრაზეს ვგრძნობდი. ანუ, ამით იყო დედა
დაკავებული იმ პერიოდში, როცა მე დაკარგული ვიყავი?
- გასაგებია, - ვთქვი და ხილის ჯამიდან ბანანი ავიღე. შემდეგ
გასასვლელისკენ გავემართე.

53 მკითხველთა ლიგა
- შეიძლება, ამაზე ვილაპარაკოთ? - ხის იატაკზე შიშველი ფე-
ხებით გაიარა და უკან გამომყვა. - შეგიძლია, რომ მომისმინო
მაინც?
- მემგონი, „მოდი-ამაზე-ვილაპარაკოთ წვეულებაზე“ მაინც
ცოტა დაგვიგვიანდა.
- ნორა!
- რა? - კბილებს შორის გამოვცერი. - რა გინდა რომ გითხრა?
მიხაროდეს? არ მიხარია. მილარებს სულ დავცინოდით. ვამბობ-
დით, რომ მარსი თავის პრობლემებს მერკურის მოწამვლით
წყვეტს, რადგან მისი ოჯახი გამუდმებით ძვირად ღირებულ
ზღვის პროდუქტებს მიირთმევდა. ახლა კი, შენ მას ხვდები?
- ჰო, ჰენკის და არა მარსის.
- ჩემთვის ერთი და იგივეა! საინტერესოა, განქორწინების
მოწმობაზე მელანს შეშრობა მაინც აცადე? თუ ჯერ კიდევ მაშინ
გადადგი ნაბიჯი, სანამ ის ჯერ მარსის დედის ქმარი იყო? იმი-
ტომ, რომ სამი თვე ამ ყველაფრისთვის ძალიან ცოტაა.
- ვალდებული არ ვარ ამ კითხვებზე გიპასუხო! - უეცრად მივ-
ხვდი, რომ იმდენად უხერხულად გრძნობდა თავს, ამის დასაფა-
რავად კეფას ისრესდა. - ასე იმიტომ მელაპარაკები, რომ გგო-
ნია, ამ გზით მამაშენს ვღალატობ? დამიჯერე, საკუთარი თავი
საკმარისად ვტანჯე იგივე შეკითხვით, მაგრამ არსებობს რაღაც
დრო, რის შემდეგაც მეც მაქვს წინსვლის უფლება, მამაშენსაც
ენდომებოდა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა და ბედნიერი
ვყოფილიყავი.
- მარსიმ იცის?
ჩემს სიტყვებზე მოულოდნელი გაკვირვება გამოხატა. - რა?
არა. არამგონია, ჯერ ეთქვა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის შიში არ უნდა მქონდეს,
რომ მარსი ჩვენი მშობლების გადაწყვეტილებას მე დამაბრა-
ლებს. რა თქმა უნდა, როცა სიმართლეს გაიგებს, მისგან კარგს
54 მკითხველთა ლიგა
ვერაფერს მოვისმენ, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ასე ჯობდა. -
სკოლაში მაგვიანდება, - ჩავიდუდღუნე და მაგიდაზე გასაღებე-
ბის ჯამს ხელი მოვავლე. - სად არის გასაღები?
- მანდ უნდა იდოს.
- სახლის კი, მაგრამ „ფიატის“?
დედამ თითებით ცხვირის ძგიდე მოისრისა. - „ფიატი“ გავყი-
დე.
მთელი ჩემი ბრაზი ერთ მზერაში ჩავაქსოვე და ისე შევხედე. -
გაყიდე? ბოდიში, როგორ? - ვერც კი გამოვხატავდი, თუ როგორ
ვბრაზობდი. ანუ, ასეთი მარტივი იყო ჩემი დაკარგულად ჩათ-
ვლა, რომ ჩემი მანქანაც კი მაშინვე გაყიდა? გასაგებია, რომ
ხშირად ვწუწუნებდი ამძვრალი ყავისფერი საღებავის, გაცრეცი-
ლი თეთრი სავარძლების და პრობლემური გადაცემათა კოლო-
ფის გამო, მაგრამ ის მაინც ჩემი მანქანა იყო. - კიდევ? - ვკითხე
მომთხოვნი ტონით. - კიდევ რომელი ჩემი ნივთი გაყიდე ჩემს
არყოფნაში?
- მანქანა შენს გაუჩინარებამდე გავყიდე, - ჩაილაპარაკა თვა-
ლებდახრილმა.
მე მძიმედ ჩავყლაპე ნერწყვი. გარდა იმისა, რომ მანქანა
აღარ მყავდა, ახლა იმასაც ვიგებდი, რომ არ მახსოვდა მომენ-
ტი, როცა ის გაიყიდა. დედასთან გამართულ ამ საუბარში, ალ-
ბათ იდიოტს ვგავდი. ამიტომ, კარისკენ უსიტყვოდ შევბრუნდი,
გამოვაღე და კიბეზე გავედი.
- ეს ვისი მანქანაა? - ვიკითხე, როცა ჩვენი სახლის წინ მდგო-
მი თეთრი „ფოლქსვაგენი“ დავინახე. ის სწორედ იმ ადგილზე
იდგა, სადაც ადრე ჩემი „ფიატი“. ის, ალბათ, იმ დილითაც აქ
იყო, როცა საავადმყოფოდან გამომწერეს, მაგრამ მაშინ ისეთ
მდგომარეობაში ვიყავი, რომ მანქანას ნამდვილად ვერ შევამ-
ჩნევდი. - ვისია? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
- შენი.
55 მკითხველთა ლიგა
- რას ნიშნავს - ჩემი? - ვკითხე და დილის მზის სხივები მოვიჩ-
რდილე.
- სკოტ პარნელმა გაჩუქა.
- ვინ?
- მისი ოჯახი ქალაქში ზაფხულის დასაწყისში გადმოვიდა.
- სკოტი? - გავიმეორე და გონებაში ძალიან ძველი მოგონება
ამომიტივტივდა. - ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად ბაღში და-
დიოდა? და რომელიც წლების წინ პორტლენდში გადავიდა?
დედამ უემოციოდ დამიქნია თავი.
- მანქანა რატომ მაჩუქა?
- ამის კითხვა ვერ მოვასწარი. იმ ღამით გაჩუქა, როცა
დაიკარგე. მოიყვანა და აქ დატოვა.
- იმ ღამით დავიკარგე, როცა სკოტმა გაურკვეველი მიზეზით
მანქანა მაჩუქა. ამაზე ეჭვი არავის გაუჩნდა? იქნებ... იქნებ მან-
ქანა ნივთმტკიცებულება, ან რაღაც ეგეთი ყოფილიყო. იქნებ,
უნდა მოგეშორებინათ. ამაზე არ გიფიქრიათ?
- პოლიციამ მანქანა გაჩხრიკა. წინა მესაკუთრეც დაკითხეს
და დეტექტივმა ბასომ სკოტის მიმართაც ყველა ეჭვი გამორიც-
ხა. არადა, თავიდან იმასაც ფიქრობდა, რომ სწორედ მან გეს-
როლა.
- მესროლა? - თავი გავაქნიე დაბნეულად. - რას ნიშნავს -
მესროლა?
დედამ თვალები დახუჭა. - ჰო, იარაღით.
- რა? ვის ეგ როგორ გამორჩა?
- ეს დელფიკის გასართობ ცენტრში მოხდა, - თავი გააქნია
დედამ. - ვერ ვიტან ამაზე ფიქრს, - განაგრძო უფრო ჩუმი ხმით. -
ქალაქიდან გასული ვიყავი, როცა დამირეკეს. დროულად ვერ
მოვედი. მას შემდეგ აღარ მინახავხარ. ასე ცხოვრებაში არაფე-
რი მინანია. სანამ გაუჩინარდებოდი, თურმე დეტექტივ ბასოს
უთხარი, რომ ვინმე, სახელად რიქსონმა სიცილის ოთახში გეს-
56 მკითხველთა ლიგა
როლა. მასვე უთხარი, რომ სკოტიც იქ იყო და რიქსონმა მასაც
ესროლა. პოლიციამ ამ რიქსონს ძებნა დაუწყო, მაგრამ თითქოს
ისიც გაუჩინარდა. დეტექტივი ბასო დარწმუნებული იყო, რომ ეს
დამნაშავის ნამდვილი სახელი არც არის.
- სად მესროლა? - ვკითხე და ვიგრძენი, რომ მთელ სხეულში
უსიამოვნო ტალღებმა დამიარა. აქამდე ნამდვილად არ შემიმ-
ჩნევია სადმე ჭრილობის კვალი.
- მარცხენა მხარში. - ვგრძნობდი, როგორ უჭირდა ამ სიტყვე-
ბის წარმოთქმა. - ტყვიამ ქსოვილში გაიარა და მხოლოდ კუნთი
დაგიზიანა. ძალიან, ძალიან გაგვიმართლა. მე საყელო გადავი-
წიე და მხარზე დავიხედე. იარა აშკარა იყო, მაგრამ ჭრილობა
საიმედოდ შეხორცებულიყო.
- პოლიცია ორი კვირის განმავლობაში ეძებდა რიქსონს. მათ
შენი დღიური წაიკითხეს, მაგრამ მისი რამდენიმე გვერდი ამოგ-
ლეჯილი იყო და სახელი ან რაიმე სხვა ხელმოსაჭიდი ვერ იპო-
ვეს. ვისაც ჰკითხეს, მაგრამ ვი ირწმუნებოდა, რომ ეს სახელი
პირველად ესმოდა. რიქსონის შესახებ არაფერი ფიქსირდებო-
და არც სკოლაში და არც DMV-ში.1
- ჩემი დღიურიდან გვერდები ამოვხიე? - შევაწყვეტინე მე. სა-
ერთოდ არ ჰგავდა ჩემს საქციელს. ეს რატომ უნდა მექნა?
- გახსოვს, სად შეინახე ეგ გვერდები? ან შიგნით რა ეწერა?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ასეთი საოცარი რა ჩავწე-
რე შიგნით, რომ დამალვა გადავწყვიტე?
დედამ უღონოდ ამოიხვნეშა. - რიქსონი მოჩვენებასავით
იყო, ნორა. სადაც არ უნდა იყოს, პასუხები სწორედ მას აქვს.

1Department of MotorVehicles - ავტოტრანსპორტის


დეპარტამენტი.

57 მკითხველთა ლიგა
- ამ პირობას ვერ დავთანხმდები, - ვუთხარი მე. - სკოტი სად-
ღაა? რა თქვა, როცა დეტექტივმა ბასომ დაკითხა?
- დეტექტივმა ბასომ მთელი ენერგია რიქსონის ძებნას
შეალია. არა მგონია, სკოტს დალაპარაკებოდა. ბოლოს, როცა
ლინას ველაპარაკე, მითხრა, სკოტი საცხოვრებლად სხვაგან
გადავიდაო. ალბათ, ახლა ნიუ ჰემფშირშია და კარდაკარ მწერე-
ბის გასანადგურებელ საშუალებებს ყიდის.
- და მორჩა? - ვკითხე უნდობლად. - დეტექტივ ბასოს სკოტის
მიგნება აღარ უცდია? - ვატყობდი, რომ დედაც მოუსვენრად
იყო. სკოტის ირგვლივ რაღაც ვერ ლაგდებოდა. მის ნათქვამს
თუ დავუჯერებთ, მე პოლიციას ვუთხარი, რომ რიქსონმა მასაც
ესროლა. მერე კი „ფოლქსვაგენი“ მაჩუქა? აქ რაღაც უმნიშვნე-
ლოვანესი ინფორმაცია აკლდა.
- დარწმუნებული ვარ, ასე მოქცევის მიზეზი ჰქონდა.
- მეც დარწმუნებული ვარ, - ცინიკურად დავეთანხმე. - და ალ-
ბათ, მიზეზიც ჰქონდა. მაგალითად - არაკომპეტენტურობა?
- დეტექტივ ბასოს შანსს თუ მისცემ, დარწმუნდები, რომ ძა-
ლიან გამჭრიახი პოლიციელია და თავის საქმეს ზედმიწევნით
კარგად ასრულებს.
ამის გაგონება არ მსურდა.
- კარგი, ახლა რას ვშვრებით? - ვკითხე მე კუშტად.
- ვცდილობთ, რაც შეგვიძლია. ასე თუ ისე, ცხოვრებას ვაგ-
რძელებთ.
რაღაც მომენტში სკოტ პარნელზე ჩემი ეჭვები გვერდზე გა-
დავდე. ამას გარდა კიდევ ბევრ რამეზე მქონდა საფიქრი. კიდევ
რამდენი რამ გამოვტოვე? როდის დავუბრუნდები ცხოვრების
ჩვეულ რიტმს? უკვე წარმომედგინა, რა საშინელება იქნებოდა
სკოლა. როგორ ამარიდებდნენ სიბრალულით სავსე მზერას
სკოლელები და როგორი სიჩუმე დაისადგურებდა ჩემ ირგვლივ.

58 მკითხველთა ლიგა
შინაგანი მხურვალება ვიგრძენი. არ მინდოდა ვინმეს შევცო-
დებოდი. არც ის მსურდა, ვინმეს სპეკულაციის საგანი გავმხდა-
რიყავი. ნეტავ, რა სამარცხვინო თეორიები გავრცელდა ჩემი
გაუჩინარების შესახებ?
- სკოტს თუ ნახავ, იქნებ შემახვედრო, რომ მანქანისთვის
მადლობა გადავუხადო, - ვუთხარი დედას, - ოღონდ, მას შემ-
დეგ, რაც ყველაფერს გამოვკითხავ. შესაძლოა, დეტექტივი ბა-
სო დარწმუნებულია, რომ ის უდანაშაულოა, მაგრამ მე პასუხები
მჭირდება.
- ნორა.
მე ხელი გავუწოდე. - შეიძლება გასაღები?
პატარა პაუზის შემდეგ ასხმას მანქანის გასაღები გამოაცალ-
კევა და ხელისგულზე დამიდო. - ფრთხილად.
- ოჰ, მაგაზე არ იღელვო. ერთადერთი, რისიც ახლა მეშინია,
საკუთარი თავის სულელად წარმოჩენაა. საბედნიეროდ სკო-
ლამდე გზა ვიცი. ოჰ, ეს ხომ, - ხელი გავიშვირე მანქანისკენ, -
ხუთ-სიჩქარიანი „ფოლქსვაგენია“. კიდევ კარგი, ასეთი მანქა-
ნის მართვა ამნეზიამდე ვისწავლე.
- ვიცი, ახლა ამისთვის სათანადო დრო არ არის, მაგრამ ჩვენ
სადილზე ვართ დაპატიჟებული.
მის თვალებს ცივი მზერა შევახვედრე. - ჩვენ...
- ჰენკის ქუფერსმიტში უნდა ჩვენი წაყვანა. შენი დაბრუნება
რომ აღვნიშნოთ.
- რა წინდახედულია, - ვთქვი და გასაღები თავის ადგილზე
მოვათავსე. დაძვრისთანავე გავიფიქრე, რომ მანქანა ჩემი
გაუჩინარების შემდეგ არავის დაუქოქია.
- ცდილობს, - ძრავის ღმუილის ფონზე გამომძახა დედამ, -
ცდილობს, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს და იქნებ, შენც
შეეცადო...

59 მკითხველთა ლიგა
ენაზე კიდევ ერთი ცინიკური პასუხი მქონდა მომდგარი, მაგ-
რამ სიტუაციის გართულებას მოვერიდე. - და შენ? შენ რას ცდი-
ლობ? იმიტომ, რომ ეს იცოდე - თუ ის რჩება, მე მივდივარ. ახ-
ლა, მაპატიე, მაგრამ უნდა გავერკვიო, როგორ დავუბრუნდე
ჩემს ცხოვრებას.

60 მკითხველთა ლიგა
6 თავი

სკოლასთან, მოსწავლეების ავტოსადგომის კუთხეში, ვიპოვე


ადგილი. შემდეგ გაზონი გადავჭერი, რომ შენობაში გვერდითი
შესასვლელიდან შევსულიყავი. ფერმის სახლიდან წამოსვლის
შემდეგ დასამშვიდებლად სულ რაღაც თხუთმეტი წუთი მქონდა.
ის ჰენკ მილარს ხვდება. მაზოხისტია? თუ ჩემი ცხოვრების დან-
გრევა სურს? თუ ორივე?
დედაჩემის „ბლექბერიზე“ ერთი დახედვა საკმარისი იყო იმა-
ში დასარწმუნებლად, რომ პირველი გაკვეთილი თითქმის
მთლიანად გავაცდინე. ათ წუთში უკვე ზარიც დაირეკებოდა.
დაუფიქრებლად ავკრიფე ნომერი და ვის დავურეკე.
- გამარჯობაააა. როგორ ხარ, ანგელოზო? - დაუყოვნებლივ
მიპასუხა ვიმ თავისი ყველაზე მაცდური ხმით. ცდილობდა
მხიარული ყოფილიყო, მაგრამ მე მხოლოდ საპირისპირო რეაქ-
ცია მქონდა.
ანგელოზო.
ამ ხმამ თითქოს ერთიანად მოიცვა ჩემი კანი. კიდევ ერ-
თხელ. შავმა ფერმა მხურვალება გამოიწვია და ეს უკვე რეალუ-
რი ფიზიკური შეხება იყო. ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა ლო-
ყებზე ეს უხილავი ხელი და მეც როგორ მივყვებოდი მის მსუბუქ
ზედაპირს, რომელიც ჩემს ტუჩებს უახლოვდებოდა...
შენ ჩემი ხარ, ანგელოზო და მე შენი. ამას ვერაფერი შეც-
ვლის.
- სიგიჟეა, - ჩავილაპარაკე ხმამაღლა. ერთია ხედავდე შავ
ფერს და მეორე - შეიგრძნობდე მას. ეს უკვე რაღაც სულ სხვა
დონეა. საკუთარი თავის ამგვარი ტანჯვა როგორღაც უნდა შე-
მეწყვიტა. ასე თუ გავაგრძელებდი, აუცილებლად ჭკუაზე შევიშ-
ლებოდი.
61 მკითხველთა ლიგა
- როგორ? - ე, მანქანას ვაყენებ, - სწრაფად მოვიგონე, - ყველა
კარგი ადგილი უკვე დაკავებულია.
- აბა, გამოიცანი ვის აქვს სპორტი პირველ გაკვეთილად? აი,
რა უსამართლობაა, რა! წარმოიდგინე, მთელი დღე გაოფლილ-
მა და სპილოსავით აყროლებულმა უნდა ვიარო. რას ფიქრობენ
ეს ცხრილის შემდგენლები? ამდენს ვერ ხვდებიან, რომ პირვე-
ლი გაკვეთილის მერე მთელი დღე ოფლის სუნი აგვივა?
- რატომ არაფერი მითხარი სკოტ პარნელის შესახებ? -
მოულოდნელად ვკითხე. ამ ნაბიჯის გადადგმის დრო იყო.
ვის სიჩუმე ცივად ჩამოწვა ჩვენ შორის და ამან კიდევ ერ-
თხელ დაადასტურა ჩემი ეჭვები. მან ეს ამბავი განზრახ დამიმა-
ლა.
- ა, ჰო, სკოტი, - ამოილუღლუღა ბოლოს. - თურმე რას გუ-
ლისხმობ.
- იმ ღამით, მე რომ გავუჩინარდი, სკოტმა ჩემს სახლთან
„ფოლქსვაგენი“ დააყენა. ეს დეტალი წუხელ აღარ გაგხსენებია,
ჰო? თუ საკმარისად საინტერესოდ, ან საეჭვოდ არ ჩათვალე ის?
შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისგანაც რაიმეს დამალვას მო-
ველოდი, ვი.
თითქოს გავიგე, როგორ აჭერდა ტუჩებს კბილებს. - ნუ, რა-
ღაცები ალბათ გამომრჩა.
- მაგალითად ის, რომ იარაღიდან მესროლეს?
- არ მინდოდა თავი ცუდად გეგრძნო, - მითხრა წამიერად. -
ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანე. არა, ტრავმაზე მილიონჯერ
ცუდი რამ იყო. აბა, რაღა მეგობარი ვიქნები, თუ შენ ტკივილს
კიდევ უფრო გავაუარესებ?
- ანუ?

62 მკითხველთა ლიგა
- კარგი, კარგი, გავიგე, რომ სკოტმა მანქანა გაჩუქა. ალბათ,
ეს რაღაც ბოდიშის მსგავსი ჟესტი იყო იმისთვის, რომ აქამდე
შოვინისტი ღორივით იქცეოდა.
- განმიმარტე.
- გახსოვს, დაწყებით კლასებში ბიჭები, რომლებსაც გოგოები
მოსწონდათ, გამუდმებით რომ აწვალებდნენ მათ? ხოდა, აი,
სკოტი, ურთიერთობის ნაწილში, სრულად მეშვიდე კლასში ჩარ-
ჩა.
- მოვწონდი. - დაეჭვებით ჩავილაპარაკე. ვფიქრობდი, რომ
ვი აღარ მომატყუებდა. ახლა, როცა გამოვიჭირე, აღარ. გასაგე-
ბია, რომ ჩემამდე მასზე დედაჩემმა იმუშავა და კარგად დაამუ-
შავა საიმისოდ, რომ ჩემი „სათუთი“ გონება სიმართლის თქმით
არ დაემძიმებინა.
- ამიტომ, ადგა და მანქანა გიყიდა.
- სკოტთან ჩემი გატაცების კვირაში რაიმე კონტაქტი მქონდა?
- შენს გაუჩინარებამდე ერთი ღამით ადრე მის საძინებელში
შეიპარე, მაგრამ დამჭკნარი მარიხუანის მეტს ვერაფერს მიაგე-
ნი.
როგორც იქნა, რაღაც კონტურებს ვკრავდით. - და რას ვეძებ-
დი?
- ეს შენთვის არასდროს მიკითხავს. მითხარი, რომ სკოტი
რაღაც ჩახლართულ ამბავში იყო გარეული და მტკიცებულება
გჭირდებოდა. მეც, დაუფიქრებლად გამოგყევი.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. ვის რაიმე სისულე-
ლის ჩასადენად ბევრი მიზეზი არასოდეს სჭირდებოდა. სამწუხა-
როდ, ასე ვიყავი მეც.
- მეტი არაფერი ვიცი, - ირწმუნებოდა ვი. - გეფიცები, ყველას
და ყველაფერს.
- აღარაფერი დამიმალო.
- ანუ, მპატიობ?
63 მკითხველთა ლიგა
თავს ვიკავებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ჩემი
ბრაზისა, ვი მართლა ჩემს დაცვას ცდილობდა და მას გავამარ-
თლებდი. უფრო მეტიც, მის ადგილზე, ალბათ მეც ასევე მოვიქ-
ცეოდი. - ერთნაირები ვართ.
სკოლის მთავარ შენობაში საკუთარ თავთან განმარტოებას
ველოდი, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა იქ სამდივნოს თა-
ნამშრომელი შევნიშნე. მან ჯერ დაეჭვებით შემომხედა, მერე კი
წამოიძახა, - ოჰ! ნორა. როგორ ხარ?
მისი ტონის მოჩვენებით სითბოს ყურადღება არ მივაქციე და
ვთქვი, - აქ ჩემი გაკვეთილების ცხრილის წასაღებად მოვედი.
- ოჰ. უკვე ასე მალე? იცი, ჯერ სკოლაში არავინ გელოდა. ამ
დილით თანამშრომლებმა და მასწავლებლებმა ვილაპარაკეთ
კიდეც და ვიფიქრეთ, რომ რამდენიმე კვირა დაგჭირდებოდა
საიმისოდ, რომ... - სათანადო სიტყვების პოვნა უჭირდა. - გამო-
კეთებულიყავი? გამოჯანმრთელებულიყავი? არა. იქნებ - „შე-
გუებოდი“? პრაქტიკულად, მთელი სხეულით აბდღვრიალებდა
ნეონის ნათებას წარწერით: „რა საცოდაობაა! საბრალო გოგო!
მას ძალიან სათუთად უნდა მოვეპყრა“.
მე მაგიდის კიდეს იდაყვი ჩამოვადე და ვთქვი, - არა, მე უკვე
მზად ვარ. განა ეს არ არის მთავარი? - მერე კი, რადგან ისედაც
ცუდ ხასიათზე ვიყავი, დავამატე, - თან, სკოლაში სწორედ ის
ვისწავლე, რომ ყველაზე მთავარი ჩემი აზრია.
პირი გააღო, მაგრამ მაშინვე დამუწა. მერე სამუშაო ფურ-
ცლებში იქექა, - აბა, ვნახოთ სად არის შენი ცხრილი... აჰ! აი
ისიც. - მან საქაღალდიდან ერთი ფურცელი ამოაცურა და გამო-
მიწოდა. - ყველაფერი რიგზეა?
ცხრილს თვალი გადავავლე. ამერიკის ისტორია, ინგლისუ-
რი, ჯანდაცვა, ჟურნალისტიკა, ანატომია და ფიზიოლოგია, ორ-
კესტრი და ბოლოს ტრიგონომეტრია. როგორც ჩანს წინა წელს

64 მკითხველთა ლიგა
ამ ცხრილის შედგენით საკუთარი თავისთვის აშკარად სიკვდი-
ლის განაჩენი გამომიტანია.
- მშვენიერია, - ვუთხარი, შემდეგ მხარზე ზურგჩანთა გადა-
ვიგდე და ოთახიდან გამოვედი.
დერეფანს ოდნავ ანათებდა ფლუროსცენციული ნათება. გო-
ნებაში კი ვცდილობდი იმის გააზრებას, რომ ეს ჩემი სკოლა
იყო. მე ამ ადგილს მივეკუთვნებოდი და მიუხედავად ყველაფრი-
სა, ახლა უფროსკლასელი ვიყავი და თუმცა არ მახსოვდა, რო-
გორ დასრულდა წინა სასწავლო წელი, როგორღაც ამ რიტმს
უნდა შევგუებოდი.
ზარი დაირეკა და მომენტალურად გაიღო ყველა კარი. ბავ-
შვები დერეფანში გამოცვივდნენ, გაიქცნენ ტუალეტებისკენ, სა-
თავსოებისა და გაზიანი სასმელების აპარატებისკენ. მე თავა-
წეული სიარულს ვცდილობდი, მაგრამ მაინც ვერაფერს ვუხერ-
ხებდი მათ თვალებში ამოკითხულ მზერას. ყველა ერთსა და
იმავეზე ფიქრობდა. მე დავბრუნდი და ჩემი ისტორია ბოლო პე-
რიოდის მთავარ განსახილველ ამბად ქცეულიყო. ახლა მათ
მზერაში სხვადასხვა შეკითხვა იკრებდა თავს - სად იყო? ვინ
გაიტაცა? რა უცნაური, წარმოუდგენელი რამ დამართეს იქ?
და მთავარი სპეკულაცია - ნუთუ მართლა ყველაფერი
დაავიწყდა? არა, თავს დავდებ, იტყუება. აბა, როგორ შეიძლება,
ასე უეცრად ბოლო რამდენიმე თვე სრულად დაგავიწყდეს?
რვეულის ფურცვლა დავიწყე, თითქოს რაღაც მნიშვნელო-
ვანს ვეძებდი. მერე ნაბიჯს ავუჩქარე, თვალი მოვარიდე მოსწავ-
ლეებს და გოგონების ტუალეტისკენ დავიძარი. როცა შიგნით
შევედი, ბოლო კაბინამდე მივაღწიე, კარი გავაღე, შიგნით შევე-
დი და ჩავიკეტე. მერე კედელს მივეყუდე, ნელ-ნელა ჩავიკეცე
და იატაკზე დავჯექი. მიკანკალებდა ხელები, დამბუჟებოდა ფე-
ხები და ვეღარ ვგრძნობდი ტუჩებს. ცრემლები ნიკაპს მისვე-
ლებდა, მაგრამ მათ მოწმენდას ვერ ვახერხებდი.
65 მკითხველთა ლიგა
რაც უნდა მაგრად დამეხუჭა თვალები, რაც უნდა ძლიერ მე-
ცადა, მაინც ცხადად ვხედავდი მათ გამომცდელ, გამასამარ-
თლებელ მზერებს და ვეღარაფერს ვუხერხებდი შეგრძნებას,
რომ მე აღარ ვგავდი მათ. განსმდგომად ვიქეცი.
ასე ვიჯექი კიდევ რამდენიმე წუთი, შემდეგ სუნთქვა დამიწ-
ყნარდა და იმაზე დავფიქრდი, რომ არც კლასში შესვლა მინდო-
და, და არც სახლში. ჩემს ერთადერთ სურვილს კი ახდენა არ
ეწერა. მინდოდა დამებრუნებინა დრო და ეს პერიოდი ხელახლა
გამევლო იმ ღამიდან, როცა გავუჩინარდი.
ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი და სწორედ ამ მომენტში ჰაერში
რაღაც ხმა გაისმა.
დამეხმარე.
ძალიან ჩუმი, ძლივს გასაგონი ხმა იყო და თავიდან ვიფიქრე,
რომ მეჩვენებოდა, მაგრამ...
დამეხმარე, ნორა.
ჩემი სახელის გაგონებაზე მთელი სხეული ბუსუსებით დამე-
ფარა. თავს ვიმაგრებდი და ვცდილობდი ამ ხმისთვის მეტი ყუ-
რადღება მიმექცია. რომ დავუკვირდი, ის თითქოს სადღაც ზემო-
დან, სავენტილაციო ხუფიდან მოდიოდა.
როცა ჩემთან მოამთავრებს, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფა-
სი იქნება. შინ ვეღარასდროს დავბრუნდები.
ამჯერად ხმა იყო უფრო ძლიერი და აშკარა. მე ზევით ავიხე-
დე და დავიძახე, - მანდ ვინ არის?
პასუხი არავის გაუცია. მერე ექიმი ჰოულეტის სიტყვები გა-
მახსენდა და ვივარაუდე, რომ ეს რაღაც ჰალუცინაცია იყო. ფიქ-
რები ამერია, ავღელდი და კარი გავაღე. დაბნეული გამოვედი
ტუალეტიდან და ვიგრძენი, როგორ გამოჩნდა ჩემს გონებაში
რაღაც სახება. ჩემ ირგვლივ ტუალეტი აღარ იყო. თითქოს კერა-
მიკა ბეტონად ქცეულიყო, ზემოთ კი მეტალის კოჭები გიგანტუ-

66 მკითხველთა ლიგა
რი ობობის ფეხებს დამსგავსებოდა. კედლის გასწვრივ კი მეტა-
ლის საწვავების კარები მოჩანდა.
ამ ჰალუცინაციაში მე...
საწყობში ვარ.
მან მე ფრთები დამაძრო. ახლა სახლამდე ვეღარ გავფრინ-
დები, გაიძახოდა ხმა. ვერ ვხედავდი ხმის პატრონს. ჩემს თავზე
შიშველი ნათურა ანათებდა და შუქს ჰფენდა საწყობის საკონ-
ვეიერო ნაწილს. მათ მიღმა კი საწყობი ცარიელი იყო. ძლიერი
ღმუილის ხმითა და მეტალისებრი ხრიალით დავინახე ჩემკენ
მოახლოებული სხეული.
- არა, - წამოვიძახე, რადგან ეს იყო ერთადერთი, რისი თქმაც
შემეძლო. ვცდილობდი ხელით მეპოვნა ტუალეტის კარი. ეს ჰა-
ლუცინაცია იყო. ზუსტად ისეთი, რაზეც დედა მაფრთხილებდა.
მე სასწრაფოდ უნდა მეპოვა გზა, რომლითაც რეალურ სამყა-
როს დავუბრუნდებოდი. მეტალის ხმა კი ძლიერდებოდა.
უკან დავიხიე და მოახლოებულ სხეულს დავცილდი. მერე კი
ნელ-ნელა შევამჩნიე, რომ ეს იყო დიდი გალია. შიგნით კი იჯდა
გოგონა. გოგონა გისოსებისკენ დაიხარა, უფერულ თვალებზე
თმა ჩამოეფარა, ყელზე შემოხვეული რაღაც თოკი კი შემზარავი
ლურჯი ნათებით ანათებდა.
დამეხმარე, ნორა.
ამ ადგილის დატოვება და გაქცევა მინდოდა, მაგრამ მეშინო-
და საცავების კარების. მათ შორის მხოლოდ ერთი იყო ის სწო-
რი კარი, რომელიც მე სკოლის ტუალეტში დამაბრუნებდა.
მას ყელსაბამი არ მისცე! - ღონივრად ანჯღრევდა გისოსებს
გოგონა. - ჰგონია, რომ ის შენ გაქვს! და თუ ყელსაბამს მოიპო-
ვებს, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება. სხვა გზა არ მექნება
და ყველაფერს მოვუყვები!
სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ზურგსა და მკლავებზე სიცი-
ვე ვიგრძენი. ყელსაბამი? რა ყელსაბამი?
67 მკითხველთა ლიგა
არანაირი ყელსაბამი არ არსებობს, - ვუთხარი საკუთარ
თავს. - ყელსაბამიც და ეს გოგოც ერთი გიჟური ჰალუცინაციის
ნაწილია. მეტი არაფერი. შეეცადე და განდევნე ისინი!
ზარმა დარეკა.
და უეცრად მე ვიხილე ტუალეტის კარი, ჩემგან ისევ რამდე-
ნიმე დუიმით ახლოს. მისტერ სარაფი მწოველია. ბ.ლ. + ჯ.ფ. =
შეყვარებულებს. ჯაზ ბენდი მაგრად უბერავს! - მე ხელი გავწიე
და შევეხე. კარი ნამდვილი იყო. შვებით ამოვისუნთქე.
ტუალეტი ხმებმა აავსო. შევხტი, თუმცა ეს ჩვეულებრივი,
მხიარული ხმები იყო. გოგონები სარკის წინ იკრიბებოდნენ,
თმებს ისწორებდნენ და ტუჩის საცხს ისვამდნენ.
- ამაღამ პიცა უნდა შევუკვეთოთ და ფილმი ვნახოთ, - თქვა
ერთ-ერთმა.
- არ გამოვა, გოგოებო. ეს ღამე მხოლოდ ჩემი და სუზანასია,
- ეს ხმა კი ვიცანი. მარსი მილარი იყო. დანარჩენ ორს შორის
იდგა, თმაზე პონის კუდს ისწორებდა და ვარდისფერი პლასტმა-
სის ყვავილს იმაგრებდა.
- დედაზე გვცვლი, არა?
- ემ, დიახ. შეეგუეთ, - თქვა მარსიმ.
გოგონებმა უკმაყოფილოდ გადახედეს. ეს ორნი სავა-
რაუდოდ ედისონ ჰეილსი და ქეისი სვინი იყვნენ. ედისონი მარ-
სის მსგავსად მხარდამჭერთა გუნდის წევრი იყო, მაგრამ მარ-
სისგანვე ვიცოდი - მასთან მხოლოდ იმის გამო მეგობრობდა,
რომ ისინი ერთ უბანში ცხოვრობდნენ და პრაქტიკულად, ცხოვ-
რების ერთ რიტმს მისდევდნენ. ერთი თაიგულის ორი იდენტური
ყვავილივით იყვნენ.
- არც კი სცადოთ გადამაფიქრებინოთ, - თქვა მარსიმ მწარე
ღიმილით. - დედაჩემს ვჭირდები. ამაღამ გოგონებთან ბოდიში...
- ის... ხომ ხვდები... დეპრესიაშია? - იკითხა გოგონამ, რომე-
ლიც ედისონი მეგონა.
68 მკითხველთა ლიგა
- სერიოზულად? - გაეცინა მარსის. - არა, სახლს უნდა მიხე-
დოს, თან მამაჩემს „ლექსუს შჩ-10“ ის ყიდვა აიძულა. იცით, რა
საყვარელია?! დარწმუნებული ვარ, ქალაქის თავისუფალი ბიჭე-
ბის ნახევარმა უკვე თვალი დაადგა. - ყოველ ფრაზას მარსი თი-
თებზე თვლით უსვამდა ხაზს.
- ძალიან ლამაზია, - თქვა ქესიმ.
- ნამდვილად. ვინც არ უნდა აარჩიოს მამაჩემმა, დარწმუნე-
ბული ვარ, მას ვერ აჯობებს.
- ვინმეს ხვდება?
- ჯერ არა. დედაჩემს ყველგან მეგობრები ჰყავს და რომც უნ-
დოდეს, ალბათ ვერ გარისკავს. - მერე კი რაღაც საჭორაოდ შემ-
ზადებული ხმა მიიღო, - ნორა გრეიზე ახალი ამბავი გაიგეთ?
მუხლები ამითრთოლდა, როცა ჩემი სახელი გავიგონე და
თავის შესამაგრებლად კედელს მივეყუდე.
- სასაფლაოზე იპოვეს და როგორც ამბობენ, არაფერი ახ-
სოვს. ისე ეშინოდა, რომ თურმე პოლიციისგანაც კი გარბოდა.
- დედაჩემი ფიქრობს, რომ ვინც გაიტაცა, იმ ვიღაცამ ტვინი
გამოურეცხა. თითქოს, ვიღაც შეშლილი ტიპი იყო, ვინც დააჯე-
რა, რომ ცოლად მოიყვანა, თუ რაღაც ეგეთი.
- ეუფ! - თქვა ყველამ უნისონში.
- რაც არ უნდა მომხდარიყო, ფაქტია, რომ ეგ გოგო უკვე ჩა-
მოწერილია. როგორი ამნეზიაც არ უნდა ჰქონდეს, რაღაც მაინც
ემახსოვრება და ეცოდინება, რომ ცხოვრებაზე დიდი დაღი ას-
ვია. შეიძლება, ყვითელი ლენტიც კი შემოიხვიოს წარწერით -
ფრთხილად, არ გადაკვეთოთ!
ახითხითდნენ, მერე კი მარსიმ თქვა, - კარგი, კლასში დავ-
ბრუნდეთ, გოგოებო. გამოსასვლელი ბილეთები აღარ მაქვს. ის
ბოზი მდივნები უჯრაში ჩაკეტილს ინახავენ.

69 მკითხველთა ლიგა
კარგა ხანს ვიცდიდი, სანამ ყველანი გავიდნენ. მერე სწრაფი
ნაბიჯით გავუყევი დერეფნისკენ გზას და როცა სკოლიდან გავ-
დიოდი, მივხვდი, რომ უკვე ავტოსადგომისკენ გავრბოდი.
„ფოლქსვაგენში“ ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მომეხერ-
ხებინა ჩემი ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში ჩაყენება.
იმიტომ, რომ სწორედ ეს მჭირდა. კალაპოტიდან ამოვვარდი
და სამყარომ უჩემოდ განაგრძო სვლა.

70 მკითხველთა ლიგა
7 თავი

ჰენკისთან და დედასთან ერთად სადილისთვის მოვემზადე.


დაბალი ფეხსაცმელი და მუხლამდე კაბა ჩავიცვი. უფრო კარგად
გამოვიყურებოდი, ვიდრე ჰენკი იმსახურებდა, თუმცა მოტივაცია
საკუთარი თავისთვისაც მჭირდებოდა. ამაღამ, ერთი მხრივ უნ-
და ენანათ, რომ ამ სადილზე მიმიწვიეს, მეორე მხრივ კი ნათ-
ლად უნდა მეჩვენებინა მათი კავშირისადმი ჩემი დამოკიდებუ-
ლება. მე უკვე ნავარჯიშები მქონდა ტექსტი, რომელსაც ფეხზე
წამომდგარი წარმოვთქვამდი მაშინ, როცა ჰენრის ღვინის ჭი-
ქიანი ხელი გაუშეშდებოდა. ამაღამ მე მარსის დივა-დედოფლის
ტახტი უნდა დამემხო.
მაგრამ, პირველ რიგში ჩემი გამოსვლა უნდა ყოფილიყო და-
მაჯერებელი. მე რომ ოთახიდან პირზე ქაფმოდებული, შავებში
ჩაცმული და მაისურზე გაკეთებული „სიკვდილი კლავს“ წარწე-
რით გამოვსულიყავი, ვერაფერს მივაღწევდი.
შხაპის ქვეშ ოცდაათი წუთი გავატარე. ცხელმა წყალმა ჩემი
სხეულის თითოეული დიუიმი ამოავსო, შემდეგ, საგულდაგულო
ხეხვის და პარსვის შემდეგ საბავშვო ლოსიონი წავისვი. პატარ--
პატარა ნაკაწრები მალევე მომიშუშდა. მერე კი გამახსენდა ჩემი
გატაცების შემდგომი პერიოდი. ის ჭუჭყი და სიბინძურე, რომ-
ლითაც სხეული მქონდა დაფარული. როცა საავადმყოფოში მი-
მიყვანეს, ვვარაუდობდი, რომ მთელი ეს პერიოდი ტყეში უნდა
გამეტარებინა. ტყეში ან რომელიმე ისეთ, ღვთისგან დავიწყე-
ბულ ადგილზე, სადაც ჩემი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო.
თუმცა, გადავრჩი. და როგორღაც სახლამდეც მოვაღწიე.
იქამდე კი, სავარაუდოდ, მენის და კანადის საზღვართან, ტყეში
ვიყავი და ამის მეტს ვერც ვერაფერს ვფიქრობდი.

71 მკითხველთა ლიგა
სანამ საძინებლიდან გავიდოდი, სარკესთან შევჩერდი, თმა
გავისწორე, რომელიც ახლა უფრო გრძელი იყო, ხერხემალზე
მეფინებოდა და კარამელის ფერი ჰქონდა, რისთვისაც მადლო-
ბა ზაფხულის მზისთვის უნდა მეთქვა, რადგან ჩემი გატაცების
პერიოდში, სოლარიუმში, სავარაუდოდ, არავინ დამაწვენდა. მა-
კიაჟის გაკეთებაც დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდო-
და, რომ ამგვარად მომხდარიყო ჩემი „ახალი მე“-ს წარმოჩენა.
უბრალოდ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ძვე-
ლად.
ქვევით ჰენკის და დედას შევხვდი. ჩემთვის შევნიშნე, რომ
ჰენკი პრაქტიკულად ადამიანური ზომების სათამაშო კაცი - „კე-
ნი“ იყო ლურჯი თვალებითა და ოქროსფერი კანით. ერთი
სხვაობა ის იყო, რომ სხეულის აგებულებით „კენი“ ნამდვილად
დაჯაბნიდა.
- მზად ხარ? - მკითხა დედამ. ისიც გამოწყობილიყო, მსუბუქი,
ბამბის შარვალი, ბლუზა და აბრეშუმის შემოსახვევი ეცვა. თუმ-
ცა, ვამჩნევდი იმას, რაც მას აკლდა. პირველად, დიდი ხნის შემ-
დეგ, თითზე არ ეკეთა საქორწინო ბეჭედი. მის ნაცვლად არა-
თითზე ახლა მხოლოდ თეთრი ზოლი მოჩანდა.
- მე ჩემით წამოვალ, - უკმეხად მივუგე.
ჰენკიმ მკლავზე ეშმაკურად მომქაჩა და სანამ უკან დავიხევ-
დი, მითხრა, - მარსიც ეგრეა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც
მართვის მოწმობა აიღო, უნდა, ყველაფერი მარტომ შე-
მოიაროს. - ხელი მომაშორა და დაამატა, - კარგი, მაშინ იქ შეგ-
ხვდებით.
ცოტა მაკლდა ჰენკისთვის იმის თქმამდე, რომ ცალკე წას-
ვლის სურვილს არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს ჯიბეში ჩადებულ
პლასტმასის ბარათთან და რომ მისი სიახლოვე უბრალოდ მუ-
ცელს მატკიებდა, თუმცა გაჩუმება ვარჩიე და დედას მივუბრუნ-
დი, - საწვავის ფულს მომცემ? ავზი ცარიელია.
72 მკითხველთა ლიგა
- საერთოდ, - წამოიწყო დედამ და ჰენკის „მომეხმარე“ მზე-
რით გახედა, - საერთოდ, იმედი მქონდა, რომ ამ დროს ჩვენ სამ-
ნი სალაპარაკოდ გამოვიყენებდით. წამოდი ჩვენთან ერთად და
საწვავის ფულს ხვალ მოგცემ. - თავაზიანი, მაგრამ მტკიცე ხმა
ჰქონდა. პრაქტიკულად, არჩევანს არ მიტოვებდა.
- იყავი კარგი გოგო და დაუჯერე დედას, - მითხრა ჰენკიმ და
ნათელი ღიმილით გამიღიმა.
- დაწმუნებული ვარ, ლაპარაკს სადილის დროსაც შევ-
ძლებთ. ვერ ვხედავ რა პრობლემაა იმაში, რომ მარტო წამოვი-
დე.
- არანაირი პრობლემა, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად მოგი-
წევს წამოსვლა, - მითხრა დედამ, - ამჟამად ხელზე ფული არ
მაქვს. შენი ახალი ტელეფონი არც ისე იაფი ღირდა.
- არა უშავს, შენი ბარათით ვერ გადავიხდი? - თუმცა, წინას-
წარ ვიცოდი რასაც მიპასუხებდა. ვის დედისგან განსხვავებით,
დედაჩემი არასდროს მაძლევდა თავის საკრედიტო ბარათს.
თუმცა, ახლა არც მე ვაპირებდი უკან დახევას. - ან ჰენკის რომ
ვთხოვო? არა მგონია, ოცი დოლარი არ მასესხოს. ასე არაა,
ჰენკ?
ჰენკიმ თავი უკან გადასწია და გაეცინა, თუმცა მის თვალებში
გამკრთალი გაღიზიანება არ გამომპარვია. - მოლაპარაკებები
ნამდვილად კარგად გამოსდის, ბლით. გული მიგრძნობს, რომ
მორიდებულობითა და კრძალვით შენ ნამდვილად არ დაგემ-
სგავსება.
- ნუ უხეშობ, ნორა. არაფრისგან ქმნი პრობლემას. ჩვენ რომ
გამოგვყვე არაფერი დაშავდება.
მე ჰენკის გავხედე და იმედი მქონდა, რომ ის ჩემი აზრების
წაკითხვას მოახერხებდა. ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები.
- კარგი, დროა წავიდეთ, - თქვა დედამ. - მაგიდა რვაზე
გვაქვს დაჯავშნილი და მისი დაკარგვა არ მინდა.
73 მკითხველთა ლიგა
სანამ მორიგ არგუმენტს მოვძებნიდი, ჰენკიმ წინა კარი
გააღო და გარეთ გაგვიძღვა. - ოჰ, ეს შენი მანქანაა, ნორა?
„ფოლქსვაგენი“? - იკითხა და ბორდიურისკენ გაიხედა. - სხვა
დროს ჩემს სალონში შემოიარე. იგივე ფასში მშვენიერ „სელი-
კას“ აგარჩევინებდი.
- ეს მეგობრის საჩუქარია, - განუმარტა დედამ.
ჰენკიმ სუსტი სტვენა ამოუშვა. - ოჰო, სერიოზული მეგობარი
გყოლია.
- მისი სახელია სკოტ პარნელი, - თქვა დედამ. - ჩვენი ოჯახის
ძველი მეგობარია.
- სკოტ პარნელი, - წარმოთქვა ჰენკიმ და ხელი პირზე ჩამო-
ისვა. - რაღაც ძალიან ნაცნობი სახელია. შემთხვევით, მის მშობ-
ლებს ხომ არ ვიცნობ?
- დედამისს ლინა ჰქვია, დიკონ როუდზე ცხოვრობს, თუმცა
სკოტი ამ ზაფხულს ქალაქიდან წავიდა.
- საინტერესოა, - ჩაილაპარაკა ჰენკიმ. - იცი სად წავიდა?
- სადღაც ნიუ ჰემფშირისკენ. იცნობ სკოტს?
ჰენკიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. - ლამაზი სოფელია ნიუ
ჰემფშირი. - ჩაიდუდღუნა უინტერესოდ და ხმაში რაღაც უცნაური
შრიალი დაეტყო.
ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ ის დედაჩემის უმცროს
ძმას უფრო წააგავდა, ვიდრე კავალერს. მართალია, წვერი ოდ-
ნავ მოეშვა, მაგრამ მთლიანობაში ისეთი პრიალა და უჭორ-
ფლო კანი ჰქონდა, რომ ვერ წარმოიდგენდით, თუ ამ ასაკის იქ-
ნებოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვი-
ან დედა ვინმეს შეხვდებოდა და ალბათ, მეორედაც გათხოვდე-
ბოდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ მისი მეორე ქმარი ასე-
თი იქნებოდა. ჰენკ მილარი ფართო პიჯაკს ამოფარებულ პატა-
რა მსუქანა ბიჭს წააგავდა.

74 მკითხველთა ლიგა
კუპერსმიტის რესტორანთან ჰენკიმ მანქანა სადგომის უკანა
ნაწილზე გააჩერა და როდესაც გადმოვედით, მაშინვე ჩემმა ტე-
ლეფონმა დარეკა. წამოსვლამდე ვის ახალი ნომერი მივწერე და
როგორც ჩანს, შეტყობინება დროულად მიიღო.
პატარავ, შენს სახლთან ვარ. სად ხარ?
- შიგნით გნახავთ, - ვუთხარი დედას და ჰენკის. - მისაწერი
მაქვს, - და ტელეფონზე მივანიშნე.
დედამ გამომხედა მზერით - „დაუჩქარე“, შემდეგ ჰენკის ხელ-
კავი გაუყარა და მასთან ერთად შესასვლელისკენ დაიძრა.
ვის პასუხი მივწერე.
- გამოიცანი სად ვარ.
- მინიშნება?
- დაიფიცე, რომ არავის ეტყვი.
- ღადაობ?
- ვსადილობ მარსის მამასთან ერთად.
- #?@#$?!&
- ის და დედაჩემი ერთმანეთს ხვდებიან.
- მოღალატე! მოიცა, ანუ თუ დაქორწინდებიან, შენ და მარ-
სი...
- მოდი, ცოტა შემიბრალე, რა!
- იცის, რომ ახლა მე მწერ?
- არა. შიგნით არიან. მე კუპერსმიტის ავტოსადგომზე ვდგა-
ვარ.
- დამპალი. სამაგისოდ ზედმეტად კარგი ადგილია.
- ახლა ყველაზე ძვირიან კერძს შევუკვეთავ და ყველაფერი
თუ კარგად ჩაივლის, ბოლოს ჰენკის სასმელს სახეში შევასხამ.
- ჰაჰ! არ შეწუხდე, მოვალ და წამოგიყვან. დიდი ხანია უშე-
ნოდ ვარ. დროზე უნდა გნახო!
- აუ როგორ ტეხავს! - მივწერე პასუხად. - არა, აქ უნდა დავ-
რჩე, დედაჩემი ისედაც ბრაზობს.
75 მკითხველთა ლიგა
- უარს მეუბნები?
- ოჯახურ მოვალეობებს ვასრულებ. ამ ერთხელ მაპატიე.
- უკვე ვთქვი, რომ შენი მონატრებით ვკვდები?
- მეც. საუკეთესო ხარ, ხომ იცი?
- ნუ...
- მოდი, ხვალ 4-ზე ლანჩზე ენცოში შევხვდეთ, კარგი?
- მოსულა.
მმობილური შევინახე, ავტოსადგომი გადავკვეთე და რეს-
ტორნის განათების ქვეშ გავიარე. როცა შიგნით შევედი მაშინვე
წითელი აგურის კედლები, ტყავის სავარძლები და რქების
მსგავსი ჭაღები შევნიშნე. ბართან დაკიდებული ტელევიზორი
დღის სპორტულ სიახლეებს გადმოსცემდა.
- ჩემები ცოტა ხნის წინ შემოვიდნენ, - ვუთხარი მიმტანს. - მა-
გიდა ჰენკ მილარის სახელზე უნდა იყოს დაჯავშნილი.
გოგონამ გამიღიმა. - დიახ, ჰენკი ეს-ესაა მოვიდა. იცით, ის
და მამაჩემი გოლფს ერთად თამაშობდნენ. კარგად ვიცნობ, ჩემ-
თვის მეორე მამასავითაა. დარწმუნებული ვარ, ცოლთან გაშო-
რებამ ერთიანად გაანადგურა და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ
ახლა ვიღაც სხვას ხვდება.
მე გამახსენდა მარსის სიტყვები იმის შესახებ, რომ დედამისს
ყველგან მეგობრები ჰყავს და გულში იმაზე ლოცვა დავიწყე,
რომ ერთ-ერთი მისი „რადარი“ კუპერსმიტშიც არ ყოფილიყო.
არ მინდოდა ამ ღამის ამბები ქალაქში სწრაფად გავრცელებუ-
ლიყო.
- გააჩნია ვისთვის, - ვუპასუხე მე.
გოგონას ღიმილი დაბნეული გამომეტყველებით შეიცვალა. -
ოჰ! რა სულელი ვარ, რა თქმა უნდა, მისი ყოფილი ცოლი არ და-
მეთანხმებოდა და ნუ, არც ის უნდა მეთქვა რაც ვთქვი. აქეთ წა-
მობრძანდით.

76 მკითხველთა ლიგა
გოგონამ ჩემი სათქმელი ვერ გაიგო, მაგრამ შევეშვი. პატა-
რა კიბეები ჩავიარეთ და შევედით სასადილო დარბაზში, რომ-
ლის კედლებზეც ცნობილი განგსტერების შავ-თეთრი ფოტოები
ეკიდა, მაგიდების ზედაპირი ძველი გემის რკინის მასალისგან
იყო დამზადებული, იატაკი კი, როგოროც ამბობდნენ, რომელი-
ღაც მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგული სასახლიდან მოეტანათ.
ჩემთვის ვფიქრობდი, რომ სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჰენკის
ძალიან მოსწონდა.
როცა მაგიდას მივუახლოვდით, ჰენკი წამოდგა. რა ჯენტლმე-
ნია. ნეტავ იცოდეს რა მოელის ჩემგან.
- ვის სწერდი? - მკითხა დედამ.
მე სკამზე დავენარცხე და ჰენკის დასაფარად ცხვირწინ მენიუ
ავიფარე. - ჰო.
- როგორაა?
- კარგად.
- ისევ ის ვი არის, არა?
პასუხი გაღიზიანებული ხმით ჩავანაცვლე.
- თქვენ ორნი ამ უქმეებზე სადმე ერთად უნდა გახვიდეთ.
- ეგ უკვე გადაწყვეტილია.
რამდენიმე წამში დედამ თავისი მენიუც აიღო, - აბა! ყველა-
ფერი დიდებულად გამოიყურება! არც კი ვიცი რა ავარჩიო. შენ
რას აპირებ, ნორა?
მე ფასების სვეტს თვალი ჩავაყოლე და ყველაზე ძვირად ღი-
რებულ კერძს დავუწყე ძებნა.
უეცრად ჰენკიმ ჩაახველა და ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა ისე,
თითქოს ყელში რაღაც გადასცდა. თვალები კი გაოცებისგან
გაუფართოვდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და რესტორანში
შემოსული მარსი მილარი დავინახე, რომლის გვერდითაც დე-
დამისი მოაბიჯებდა. სუზანა მილარმა შალის ჯემპრი ანტიკვა-

77 მკითხველთა ლიგა
რულ საკიდზე გადაკიდა და შვილთან ერთად მიმტანს ჩვენგან
მეოთხე მაგიდამდე გაჰყვა.
სუზანა მილარი ჩვენგან ზურგით იჯდა და დარწმუნებული
ვარ, არც შევუმჩნევივართ, მაგრამ მარსი კი, რომელიც პირდა-
პირ გვიყურებდა, მაშინვე შეცბა, ჭიქა ხელში გაუშეშდა, თვალე-
ბით მამამისს ჩაავლო, მერე მზერა ჩემკენ მომართა და თვალებ-
ში ჩამხედა. ოდნავ წინ გადაიხარა, დედამისს რაღაც უთხრა და
სკამიდან წამოდგა. მუცელში რაღაც უსიამოვნო ჟრუანტელი
ვიგრძენი, რომელიც მთელ სხეულში, ტერფებამდე ჩამყვა. მარ-
სი ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა.
- აჰა, - თქვა და მაგიდის კიდესთან გაჩერდა. - რა მშვენიერი
ოჯახური სადილია!
ჰენკიმ ჩაახველა. ჯერ დედაჩემს გადახედა და თვალები ბო-
დიშის ნიშნად დახუჭა, შემდეგ ისევ შვილს ახედა.
- გარეშე პირის მოსაზრებას არ იკადრებთ? - განაგრძო მარ-
სიმ ხელოვნურად მხიარული ხმით.
- მარსი, - თქვა ჰენკიმ მკაცრი ხმით.
- არა, ახლა მართალია ამის უფლება გაქვს, მაგრამ იქნებ და-
უკვირდე ხოლმე, ვის ხვდები, - მარსი გაცხარებული იყო და ხე-
ლები ოდნავ უკანკალებდა. ჩემი აზრით, ეს ცოტაოდენი შიშის
დამსახურებაც იყო.
ჰენკიმ, რომელიც ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა, წაილუღლუ-
ღა, - თავაზიანად გთხოვ, რომ დედაშენთან დაბრუნდე და სადი-
ლით ისიამოვნო. მე და შენ შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბ-
როთ.
მარსი გაჩერებას არ აპირებდა. - იცი რა, ცოტა მტკივნეულად
შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეს ქალბატონი
მხოლოდ შენი ფულითაა დაინტერესებული, - და დედაჩემისკენ
მკაცრად გაიხედა.

78 მკითხველთა ლიგა
მე ჩემი მზერა მარსის მივანათე და ჩემთვის დავფიქრდი. მა-
მამისი ხომ მანქანებს ყიდდა! მართალია, ქოლდვოთერის პი-
რობაზე ეს შესაძლოა, საკმაოდ სარფიანი საქმეც იყო, მაგრამ
კარგით, რა, დედაჩემს რომ მართლა ფულის ინტერესი ჰქონო-
და, ვინმე უკეთესს მოძებნიდა, ვიდრე ტიპს, რომელიც მანქანე-
ბით ვაჭრობდა და სახელად ჰენკი ერქვა.
- და თან ყველა სხვა რესტორანს შორის მაინცდამაინც კუ-
პერსმიტი რომ ამოარჩიე! ეს ხომ ჩვენი რესტორანი იყო? აქ
დავდიოდით დაბადების დღეებზე, ქორწინების თარიღს აღვნიშ-
ნავდით, წვეულებებს ვაწყობდით. კარგი რა, არ გრცხვენია?
ჰენკიმ თვალები მოისრისა.
დედაჩემმა ჩუმად თქვა, - რესტორანი მე ავარჩიე, მარსი.
წარმოდგენა არ მქონდა, თუ ის თქვენი ოჯახისთვის ამდენს ნიშ-
ნავდა.
- შენ ნუ მელაპარაკები, - მიახალა მარსიმ. - ეს ჩემი და მამა-
ჩემის საქმეა. ისე ნუ იქცევი, თითქოს რაღაც გესმის.
- კარგი! - ვთქვი და სკამი მაგიდას მოვაშორე. - მე ტუალეტში
მივდივარ. - და დედაჩემს იმგვარად გავხედე, რომ მარტივად
მიმხვდარიყო ჩემთან ერთად წამოსვლის სურვილს. თუმცა, ამ
სურვილს მარსიმ აჯობა და მაშინვე წამოიძახა, - მეც შენთან ერ-
თად მოვდივარ!
მერე კი, სანამ შემდეგ მოქმედებას მოვიფიქრებდი, მარსიმ
ხელკავი გამომდო და ტუალეტისკენ წამიყვანა. ხელი მხოლოდ
მაშინ გამიშვა, როცა ტუალეტის შესასვლელ კარს მივუახლოვ-
დით, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ეტეოდა.
- ჩემთვის რაიმეს ახსნას არ აპირებ? - ვკითხე მე.
- კი, ზავი უნდა დავდოთ.
- ოჰ! და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეგ შენი ზავი?
- მანამ, სანამ ჩვენი მშობლები არ დაშორდებიან.
- წარმატებებს გისურვებ, - გულცივად მივუგე მე.
79 მკითხველთა ლიგა
მარსიმ ტუალეტის ყველა კაბინის ქვეშ შეიხედა და შეამოწმა,
რომ მარტონი ვიყავით. - ისე ნუ იქცევი, თითქოს შენთვის სულ
ერთია, - მითხრა შემდეგ, - კარგად ვხედავდი, რა დღეში იყავი.
ცოტა გაკლდა და თვალებიდან არწყევდი.
- რას გულისხმობ?
- იმას ვგულისხმობ, რომ ახლა მე და შენ რაღაც საერთო
გვაქვს.
გამეცინა, თუმცა ეს ძალიან უემოციო, მშრალი სიცილი იყო.
- რა იყო, ჩემს მხარეს დადგომის გეშინია?
- უფრო მეტად ვუფრთხი, ვიდრე მეშინია. არ მინდა ზურგში
დანის მოხვედრა.
- მაგას არ ვიზამ, - მითხრა და ხელი აიქნია. - ასეთ სე-
რიოზულ ამბავში ნამდვილად არა.
- მოდი ჩავინიშნოთ: მარსი გულწრფელია მხოლოდ ტრი-
ვიალურად.
მარსი ნიჟარაზე შემოჯდა, ახლა ჩემზე ერთი თავით მაღლა
იყო და ზემოდან მიყურებდა. - მართალია, რომ არაფერი არ
გახსოვს? ანუ, ეს ამნეზია რეალურია?
- ღრმად ისუნთქე. - აქ ჩვენს მშობლებზე სალაპარაკოდ შე-
მომიყვანე, თუ ჩემს შესახებ ინფორმაციის მისაღებად?
მარსის შუბლზე ნაოჭები გაუჩნდა. - ანუ, ჩვენ შორის რომ ამ
პერიოდის განმავლობაში რაღაც მომხდარიყო, ეს შენ არ გემახ-
სოვრებოდა?
მე თვალები ავატრიალე. ყოველწუთიერად უფრო და უფრო
ვღიზიანდებოდი. - თქვი, რა. ეგეთი რა მოხდა?
- არა, მხოლოდ ჰიპოთეტურად ვლაპარაკობ.
მისი არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა, მაგრამ მაინც ვუსმენ-
დი. აშკარა იყო, რომ ჩემთან თანამშრომლობა სჭირდებოდა.
ამავდროულად, იმედი ჰქონდა, რომ ის რაღაც, რაც ჩვენ შორის
მოხდა, მე აღარ მახსოვდა. თუმცა, მე პირადად ბევრად მეტი სა-
80 მკითხველთა ლიგა
დარდებელი მქონდა, ვიდრე ის, თუ როგორ მაწყენინა მარსიმ
უკანასკნელად.
- ანუ მართალია, - თქვა მარსიმ არც მთლად ღიმილით, მაგ-
რამ არც მოღუშულმა. - მართლა არაფერი გახსოვს.
პირი გავაღე, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. სიცრუე ახლა კიდევ
უფრო რთულ სიტუაციაში ჩამაგდებდა.
- მამაჩემმა თქვა, რომ ბოლო ხუთი თვის ამბები არ გახსოვს.
ნეტავ, რატომ ვრცელდება ამნეზია ასეთ დიდ პერიოდზე? მხო-
ლოდ გატაცებიდან რატომ არ დაგავიწყდა ყველაფერი?
ჩემი მოთმინება თავის ზღვარს უახლოვდებოდა და ამ ბო-
დიალის გაგრძელების სურვილი აღარ მქონდა. ამ თემაზე სასა-
უბროდ სასურველ ადამიანთა სიაში მარსი მოწინავე პოზიციებს
ნამდვილად არ იკავებდა. უფრო სწორად, ის საერთოდ არ იყო
ამ სიაში. - კარგი, მე მაგიდასთან ვბრუნდები.
- უბრალოდ ინფორმაციის მიღებას ვცდილობ.
- თუნდაც ეს შენი საქმე არ იყოს?
ანუ, არც პაჩი გახსოვს? - გამოსცრა მარსის.
პაჩი.
ამ სახელის გაგონებისთანავე ჩემი მზერა კვლავ რაღაც შავი
ბურუსით დაიფარა. დამიარა რაღაც უცხო, მხურვალე ემოციამ.
ეს ძალიან ჰგავდა მოულოდნელად სახეში გაწნულ სილას და
მომენტალურად სუნთქვის უნარიც კი დავკარგე. მერე ქვეცნო-
ბიერად მივხვდი, რომ მე ვიცოდი ეს სახელი. იყო ამ სახელში
რაღაც, რაც...
- რა თქვი? - ვკითხე ფრთხილად და შემოვბრუნდი.
- კარგად გაიგე რაც ვთქვი. - თვალებით მკაცრად მაკვირდე-
ბოდა. - პაჩი.
შევეცადე, მაგრამ აღელვება ვერაფრით დავმალე.
- ნუ, ნუ, - თქვა მარსიმ, მაგრამ ისეთი ნასიამოვნები არ ჩან-
და, როგორსაც მე მოველოდი.
81 მკითხველთა ლიგა
ვიცოდი, რომ ნელ-ნელა ყველაფერს გამაგებინებდა და ახ-
ლა უბრალოდ ჩემი ემოციებით წვალობდა, მაგრამ მე
დროულად უნდა დამეღწია თავი ამ გაუგებრობისგან. - ნუ-ნუ უნ-
და იძახო ახლა, თუ ბოლოს და ბოლოს ამიხსნი რაზე ლაპარა-
კობ?
- პაჩიმ წინა ზაფხულს მოგცა რაღაც, რაც სინამდვილეში მე
მეკუთვნის.
- ვინაა პაჩი? - შევძელი ბოლოს წარმოთქმა. ეს შეკითხვა ძა-
ლიან უცნაურად ჟღერდა და ის მარსის მცირედ უპირატესობა-
საც აძლევდა. ესეც რომ არა, ხუთი თვე საკმაოდ დიდი დრო იყო
საიმისოდ, რომ თავი ასე უხერხულად მეგრძნო.
- ბიჭი, რომელსაც მე ვხვდებოდი. ნუ, საზაფხულო ამბავი
იყო, რა.
ამ სიტყვებმა კიდევ ახალი უხერხული და რაღაც ეჭვიანობის
მსგავსი გრძნობა გამიჩინა. არა, მე და მარსი ერთი და იგივე ბი-
ჭით არასდროს ვიქნებოდით დაინტერესებული, ეს წარმოუდგე-
ნელი იყო, მაგრამ რატომ დამაინტერესა მისმა სიტყვებმა ასე
ძლიერად?
- და რა მომცა? - ვიცოდი, რომ ბევრ ფაქტს უყურადღებოდ
ვტოვებდი, მაგრამ თავად ეს ფაქტიც ძალიან უცნაურად მეჩვენე-
ბოდა. მარსის ბიჭმა მე რაღაც მომცა, რომელიც სინამდვილეში
მარსის ეკუთვნოდა? ჩვენ ხომ არასოდეს გვქონია რაიმე საერ-
თო.
- ყელსაბამი.
აქ უკვე მივხვდი, რომ თავდაცვის არანაირი მიზეზი აღარ
მქონდა და მარსის გამომცდელად გავხედე, - უი, მარსი, ამ ამ-
ბავს რაღაც ღალატის სუნი უდის.
მარსიმ თავი უკან გადახარა და მხიარულად გაიცინა. ამან
ისევ დამიბრუნა უხერხული შეგრძნება. - არც კი ვიცი, ცუდია, თუ
სასაცილოა, ყველაფერი რომ დაგავიწყდა.
82 მკითხველთა ლიგა
მე გულზე ხელები დავიკრიფე და მოუთმენელი, გაღიზიანე-
ბული მზერით შევხედე. შინაგანად საშინელი სიცივე მაწუხებდა.
თან ვხვდებოდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ჩემი და
მარსის ურთიერთობა კიდევ გაგრძელდებოდა. - მე ყელსაბამი
არ მაქვს.
- ეგ შენ გგონია, რადგან აღარაფერი გახსოვს. სინამდვილე-
ში კი, ალბათ სადღაც ძვირფასეულობის ყუთში გიგდია. შენ პა-
ჩის დაჰპირდი, რომ ყელსაბამს მე გადმომცემდი, - შემდეგ და-
კეცილი ფურცელი გამომიწოდა. - ეს ჩემი ნომერია, როცა ყელ-
საბამს იპოვი, დამირეკე.
ფურცელი გამოვართვი, თუმცა ასე მარტივად დანებებას არ
ვაპირებდი. - და თვითონ რატომ არ მოგცა?
- ჩვენ ორივენი ვმეგობრობდით პაჩისთან, - ამ სიტყვებზე მე
სკეპტიკურად შევხედე, - თან ხომ ხვდები, ყველაფერი ხდება
პირველად...
- არ მაქვს ყელსაბამი, - გავიმეორე ამჯერად უფრო მტკიცედ.
- შენ გაქვს და მე მისი დაბრუნება მინდა.
როგორი შეუპოვარია - კარგი, ამ უქმეებზე დრო თუ გამოვნა-
ხე, მოვძებნი.
- უმჯობესია, ეს დროულად მოხდეს.
- ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.
შემდეგ მხრები აიჩეჩა. - ასეთი უხეში რატომ ხარ?
ისევ თავაზიანად ვუღიმოდი, თუმცა ეს ღიმილი არაფრით
განსხვავდებოდა შუა თითის ჩვენებისგან. - შეიძლება ბოლო ხუ-
თი თვე დამავიწყდა, მაგრამ კარგად მახსოვს უკანასკნელი თექ-
ვსმეტი და მათ შორის ის თერთმეტი წელი, რაც ერთმანეთს ვიც-
ნობთ.
- ანუ, ჯიბრში მიდგები. ყოჩაღ, ნამდვილად ზრდასრულის
საქციელია.

83 მკითხველთა ლიგა
- უბრალოდ პრინციპის ამბავია. მე შენ არ გენდობი და შენ
ამის საპირისპირო მიზეზი არასოდეს მოგიცია. ჯერ ნდობის მი-
ზეზი უნდა დავინახო.
- რა იდიოტი ხარ. დაფიქრდი და გაიხსენე. ერთადერთი კარ-
გი, რაც პაჩიმ გააკეთა, იყო ის, რომ მე და შენ ერთმანეთთან
დაგვაახლოვა. შენ ჩემს საზაფხულო წვეულებაზეც კი იყავი, რო-
გორც ჩემი მეგობარი. ჩემი თუ არ გჯერა, დანარჩენებს ჰკითხე.
- მე - შენს წვეულებაზე? - სკეპტიკური ხმა მქონდა, მაგრამ
მეორე მხრივ, რატომ უნდა მოვეტყუებინე? მართალი იყო, ამის
გადამოწმება მარტივად შემეძლო.
კიდევ ცოტა ხნით ვიჭოჭმანე, დამშვიდებას ვცდილობდი, მაგ-
რამ თან მარსის სიტყვებს ვერ ვივიწყებდი. როგორ უნდა მომ-
ხდარიყო, რომ პაჩის - მარსის ბიჭს - ჩვენ შორის არსებული ყი-
ნულის ფენა გაელხვო? ეს ისეთი რამ იყო, რაზეც მეცინებოდა
და თავში მხოლოდ ფრაზა „სანამ არ ვნახავ არ დავიჯერებ“ მიტ-
რიალებდა. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გული მწყდებო-
და იმ ამნეზიაზე, რის გამოც მარსისთან მომხდარი ამბები აღარ
მახსოვდა.
და თუ პაჩი თან ზაფხულში მას ხვდებოდა და თან ჩვენთან
ორივესთან მეგობრობდა, სად იყო ახლა ის?
როცა ტუალეტიდან გამოვედი, რესტორანში ვერც მარსი და-
ვინახე და ვერც დედამისი. ალბათ, სხვაგან გადაჯდომა სთხო-
ვეს, ან უბრალოდ, ორივენი წავიდნენ და ჰენკის ამ გზით უპასუ-
ხეს. ასეა თუ ისე, მე არც ერთ შემთხვევაში არ მქონდა პრობლე-
მა.
ჩვენი მაგიდა რომ დავინახე, შევნიშნე ჰენკისა და დედაჩემს
ერთმანეთისთვის ხელები ჩაეჭიდათ, რომანტიკული მზერით
უყურებდნენ და ჰენკი ახლა დედაჩემის ყურთან ჩამოვარდნილი
კულულის გასასწორებლად სწევდა ხელს.

84 მკითხველთა ლიგა
უკან დავიხიე. მივხვდი, რომ გული მერეოდა. ეს საოცრად ბა-
ნალური სცენა ამავდროულად ძალიან გამაღიზიანებელი იყო.
ამას უკვე არც ჰენკისთვის ღვინის გადასხმა და არც ინტრიგნუ-
ლი დივას როლის მორგება უშველიდა.
მიმართულება შევცვალე და გასასვლელი კარისკენ გავიქე-
ცი. მიმტანს კი დავაბარე, დედაჩემისთვის გადაეცა, რომ რესტო-
რანთან ვიმ გამომიარა და წავედი.
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, სისხლის წნევა დამისტაბი-
ლურდა და შემდეგ ღამის ცას ავხედე, რომელზეც უკვე ჩანდა
რამდენიმე ვარსკვლავი. საკმაოდ გრილოდა საიმისოდ, რომ
დამატებითი სვიტერის არჩაცმა მენანა. ჟაკეტი კი რესტორანში,
სკამზე გადაკიდებული დავტოვე. რესტორანში მიბრუნება მობი-
ლურის გამო უფრო მინდოდა, მაგრამ სადაც ბოლო სამი თვე
გავძელი, ამ ერთ ღამესაც მის გარეშე როგორღაც გავიჭირვებ-
დი.
რამდენიმე კვარტალის მოშორებით სევენ-ილევენი მეგულე-
ბოდა და თუმცა ახლა ღამეში მარტო სიარული არ მხიბლავდა,
თან იმ აზრსაც ვეგუებოდი, რომ მთელი ცხოვრება შიშით და
სიფრთხილით ვერ ვიცხოვრებდი. თუკი ზვიგენის მსხვერპლი
კვლავაც ახერხებს ოკეანეში შესვლას, როგორღაც ამ რამდენი-
მე კვარტალის გავლა მეც უნდა შემძლებოდა. ასე რომ, სიარუ-
ლი დავიწყე, ექვსი კვარტალის მოშორებით კი სევენ-ილევენში
შევაბიჯე და შიგ შესულს საკუთარი გულისცემის მოსმენაც კი
დამჭირდა, სრულად გონზე რომ მოვსულიყავი. საოცარი სიჩუმე
იდგა. ასეთი არაფერი მენახა. თუმცა, დაახლოებით ოთხ ბიჭს
მინის ტიხრის მეორე მხარეს ვხედავდი, მაგრამ ისინიც მალევე
გაქრნენ. მაღაზიის ძირითად დახლთან არავინ იდგა, გასაძარ-
ცვად ყველაფერი მზად იყო. მით უმეტეს, რომ უკვე ძალიან ბნე-
ლოდა.

85 მკითხველთა ლიგა
- გამარჯობა! - დავიძახე მე, მერე დახლს მივუახლოვდი, მის
მიღმა გადავიხედე და გადავათვალიერე ყველაფერი „ფიგ
ნიუტონსიდან“ „დრამამინამდე“. - ვინმე არის აქ? ტელეფონის
აპარატისთვის ხურდები მჭირდება.
სადღაც შორეულ დერეფნიდან უცნაური ხმა მოისმა, რომე-
ლიც სავარაუდოდ, ტუალეტისკენ მიდიოდა. მთელი ჩემი ყურად-
ღება მოვიკრიბე, მაგრამ მალევე ვივარაუდე, რომ ახლა ჩემი
მორიგი ჰალუცინაცია იწყებოდა.
მერე მეორე ხმა გავიგე. ეს უფრო კარის ჭრაჭუნს ჰგავდა და
უფრო რეალურიც იყო. ღელვამ მუცელში დამიარა და მაშინვე
უკან გამოვვარდი.
შენობას შემოვუარე, ფასიან ტელეფონს მივუახლოვდი, ხურ-
და ჩავაგდე და 9-1-1 ავკრიბე. მხოლოდ ერთი ზარი გავიდა, შემ-
დეგ კი ზურგს უკან ვიღაცის ხელი გამოჩნდა და ყურმილი გათი-
შა.

86 მკითხველთა ლიგა
8 თავი

შემოვბრუნდი. ჩემ წინ ჩემზე კარგა ექვსი დიუიმით და ორ-


მოცდაათი ფუნტით მძიმე ბიჭი იდგა. ავტოსადგომის განათება
ოდნავ წარმოაჩენდა მის მოწითალო ქერა თმას და წყლიან
ლურჯ თვალებს. ორივე ყურზე საყურეები, ყელზე კი ზვიგენის
კბილის ყელსაბამი ეკეთა. შუქი მისი სახის მხოლოდ ნახევარს
ააშკარავებდა. ბიჭს შავი უმკლავო მაისური ეცვა, რომელიც
მჭიდროდ ეკროდა დაკუნთულ ბიცეფსებს. მკლავზე კი ვხედავდი
დრაკონს, რომელიც პირიდან ცეცხლს უშვებდა.
- დახმარება გჭირდება? - მკითხა ოდნავ შეხსნილი ტუჩებით.
ცალ ხელში მობილური ეჭირა, მეორე კი საჯარო ტელეფონზე
მიედო და ამით ჩემს პირად სივრცეს უხეშად არღვევდა. მისი ღი-
მილი ოდნავ სასიამოვნო, ოდნავ უხეში იყო. - ვერ ვიტან, როცა
ლამაზი გოგონები დასარეკად ფულს ხარჯავენ.
როცა არაფერი ვუპასუხე, ოდნავ მოიღუშა.
- თუ, რა თქმა უნდა, უფასოდ დარეკვას არ გეგმავდი, - მერე
ლოყა მოიფხანა და ღრმა ჩაფიქრება გამოხატა, - უფასოდ კი
მხოლოდ... პოლიციაში თუ დარეკავ. - და მისი ხმიდან ყველა-
ნაირი საამური ტონი გაქრა.
მძიმედ ჩავყლაპე ნერწყვი და ვუპასუხე: - შიგნით არავინ
დამხვდა. ვიფიქრე, რაღაც რიგზე ვერ იყო.
ახლა კი ვხვდებოდი რაც. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ
ბიჭს ჩემი პოლიციაში დარეკვა არ ენდომებოდა, იყო... ძარცვა?
- მოდი, მარტივად აგიხსნი, - მითხრა და სახე ჩემკენ გადმო-
ხარა ისე, თითქოს ხუთი წლის ბავშვი ვყოფილიყავი, რომელსაც
ახლა ჭკუას არიგებდნენ. - ახლა მანქანაში დაბრუნდები და აქე-
დან წახვალ.

87 მკითხველთა ლიგა
მისი სიტყვების აღსაქმელად რამდენიმე წამი დამჭირდა,
თუმცა ყველაფერი ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც უკან, ხეივ-
ნიდან ჩოჩქოლის ხმები გავიგე. ყვიროდნენ და იგინებოდნენ.
ვიღაცას აშკარად რაღაც სტკიოდა.
ჩემს ვარიანტებს გადავხედე. შემეძლო ზვიგენის კბილის
ყელსაბამიანის რჩევას დავყოლოდი, ან უახლოეს ავტოგასა-
მართ სადგურამდე მიმერბინა და პოლიციაში იქედან დამერეკა,
თუმცა ზვიგენის კბილი და მისი მეგობრები ამდენს არ მაცდიდ-
ნენ. ერთი ვარიანტიღა მრჩებოდა - აქ უნდა დავრჩენილიყავი
და ვყოფილიყავი ან მამაცი, ან სულელი.
- რა ხდება აქ? - ვკითხე უცოდველის ხმით და შენობის უკან
მივანიშნე.
- მიმოიხედე, - მითხრა დინჯი და სასიამოვნო ხმით. - აქ არა-
ვინაა. ვერავინ გაიგებს რომ აქ ხარ. არავის ემახსოვრები. ახ-
ლა, მოდი კარგი გოგო იყავი და შენს მანქანაში დაბრუნდი. -
მე...
მან ტუჩებზე თითი დამადო. - მეტს აღარ გთხოვ. - ფლირტშე-
პარული, ნაზი ხმა ჰქონდა, მაგრამ თვალები - ყინულივით ცივი.
- გასაღები შიგნით, დახლზე დავტოვე, - ვთქვი პირველივე,
რაც თავში მომივიდა. - წეღან რომ შევედი.
- მკლავში ხელი მომკიდა და დიდი ნაბიჯებით მაღაზიისკენ
გამიძღვა. ის ჩემზე ორჯერ სწრაფად დადიოდა და მე უკან უღო-
ნოდ მივყვებოდი. არ ვიცოდი რას იზამდა, მაგრამ ეს სურათი
მთლიანობაში საშინლად მაშინებდა.
კარი შეაღო, შიგნით ღონივრად შემიყვანა, თავად კი სალა-
როსთან დაიწყო ფურცლების და ბარათების ქექვა. აშკარად
ჩემს გასაღებს ეძებდა. შემდეგ სხვა განყოფილებას მიუახლოვ-
და, იქაც სხვადასხვა ნივთი მოქექა და თვალები შემომანთა. -
აღარ მეტყვი სად არის შენი გასაღები?

88 მკითხველთა ლიგა
ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა მის გასწრებას. სავა-
რაუდოდ, ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ქუჩაში
არავინ გამოჩნდებოდა. რამ დამატოვებინა ჟაკეტი და მობილუ-
რი კუპერსმიტში?!
- რა გქვია? - მკითხა მან.
- მარსი, - ვიცრუე მე.
- მოდი, რაღაცას გეტყვი, მარსი, - მითხრა და ყურთან კულუ-
ლი გადამიწია. უკან დახევა ვცადე, მაგრამ ყურზე თითები მომი-
ჭირა, მერე ნელ-ნელა ყბისკენ ჩააცურა და თვალებში ჩამხედა. -
გეიბის ვერავინ ატყუებს. როცა გეიბი გოგონას ეუბნება, რომ წა-
ვიდეს, ის უნდა წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გეიბი ძალი-
ან გაბრაზდება და როცა გეიბი ბრაზობს, ის ძალიან იცვლება.
აბა, ხვდები რის თქმას ვცდილობ?
შევატყვე, რომ საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობდა,
მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა, რომ ახლა მისთვის რაიმეს შეს-
წორების დრო არ იყო და უპატივცემულობად გამოჩნდებოდა.
- მინდა რომ წახვიდე, - მითხრა ისევ იმ ხავერდოვანი ხმით.
თავი დავუქნიე და უკან დავიწიე. იდაყვი კარს მივარტყი, შე-
ვაღე და ცივი ჰაერი მაღაზიაში შემოვუშვი.
როგორც კი გარეთ აღმოვჩნდი, გეიბიმ მინის კარს მიღმიდან
გამომძახა, - ათი! - შემდეგ მინას მოუახლოვდა და საზარლად
გამიღიმა.
ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. უბრალოდ ისევ უკან--
უკან ვიხევდი, ოღონდ ამჯერად უფრო სწრაფად.
- ცხრა, - დაიყვირა შემდეგ.
აქ კი მივხვდი, რომ უკან ითვლიდა.
- რვა, - თქვა და კარისკენ კიდევ რამდენიმე დინჯი ნაბიჯი
გადმოდგა, თვალებში ჩამხედა და დაიყვირა, - შვიდი.
მე შევბრუნდი და გავიქეცი.

89 მკითხველთა ლიგა
გავიგე, რომ მანქანა მიახლოვდებოდა, თუმცა ქუჩისგან ჯერ
ისევ შორს ვიყავი. რამდენიმე წამში მანქანა გაუჩინარდა. როცა
ქუჩის კიდეზე აღმოვჩნდი, აქეთ-იქეთ გავიხედე და ისევ კუპერ-
სმიტისკენ გავიქეცი.
- ვინც დამალვა ვერ მოასწრო, ჩემი ბრალი არ არის, - გავიგე
გეიბის ხმა.
მე ნაბიჯს ავუჩქარე, მესმოდა როგორ ეხეთქებოდა ტერფები
ტროტუარს, წინ გადახრილი გავრბოდი და ჩემსა და გეიბის შო-
რის მანძილის შემცირებას ვცდილობდი. მალე რაიმე მანქანაც
გამოჩნდებოდა. ასე უნდა მომხდარიყო.
- სულ ეს არის შენი სიჩქარე? - ახლა უკვე ოცი ფუტის მან-
ძილზე იყო. მისი ხმა ძალიან ახლოდან მესმოდა და ვგრძნობდი,
რომ ამ კატა-თაგვობანათი ძალიან ერთობოდა. რაც უფრო ვიღ-
ლებოდი, თავად მეტად აღტყინებული ჩანდა.
- ირბინე, ირბინე! - მხიარულად მეძახდა უკნიდან, - მაგრამ
მთლად ნუ გამოიფიტები. მინდა, რომ დაგიჭერ, ცოტა წინააღ-
მდეგობა გამიწიო. მინდა ვითამაშოთ.
ჩემ წინ მანქანის ანთებული ფარები დავინახე და მათკენ და-
ვიძარი. გეიბი მოწმის თანდასწრებით ხომ არაფერს დამიშავებ-
და?
- შეჩერდით! - დავუყვირე მძღოლს, რომელიც, როგორც შემ-
დეგ შევნიშნე, პიკაპს მართავდა.
მანქანამ სვლა შეანელა და ჩემ წინ გაჩერდა. საჭესთან სა-
შუალო ასაკის კაცი იჯდა ფლანელის მაისურში და საშინელი
თევზის სუნი ასდიოდა.
- რა ხდება? - მკითხა და მისმა მზერამ ჩემ უკან გადაინაცვლა.
ამასობაში გეიბი უკნიდან მომეპარა და ხელები ჩამავლო.
- უბრალოდ, დაჭერობანას ვთამაშობთ.
მე მისგან გათავისუფლება ვცადე. - ამ ბიჭს პირველად ვხე-
დავ, - ვუთხარი მძღოლს. - სევენ-ილევენში დამიჭირა და მემუქ-
90 მკითხველთა ლიგა
რება. მგონი, ის და მისი მეგობრები მაღაზიის გაძარცვას აპირე-
ბენ. სასწრაფოდ პოლიციაში უნდა დავრეკოთ!
პაუზა ავიღე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ კაცი მობი-
ლურს ამოიღებდა, თუმცა ის არ იძროდა, თვალები კი ქუჩის-
თვის გაეშტერებინა.
- უნდა დამეხმაროთ! - დავუყვირე და მის შუშას მივვარდი,
რომელიც ნელ-ნელა ზევით იწეოდა. მთელ სხეულში სიცივემ
დამიარა. კაცი დახმარებას არ აპირებდა, ის მე აქ, გეიბთან პი-
რისპირ მარტო მტოვებდა.
გეიბიმ ეშმაკურად გამომხედა და ჩემი ხმის იმიტაციით დაიწ-
ყო ყვირილი. - დამეხმარეთ! გეიბი და მისი მეგობრები სევენ--
ილევენს ძარცვავენ! ოჰ, მისტერ, აუცილებლად უნდა დამეხმა-
როთ და შეაჩეროთ ისინი! - როცა დაამთავრა, თავი უკან გადა-
აგდო და ხმამაღლა ახარხარდა.
კაცმა კი, რობოტის მსგავსი უემოციობით მანქანა დაძრა და
ნელ-ნელა გამცილდა. მე უკან ავედევნე, ფანჯარაზე ხელი რამ-
დენჯერმე მივარტყი და ვცადე შემეჩერებინა, თან ვყვიროდი, -
რა გჭირთ, პოლიციას დაურეკეთ! - თუმცა, ის სიჩქარეს უმატებ-
და, მანქანა მცილდებოდა და მალე საერთოდ დამტოვა. მე
გეიბისკენ გავიხედე. - რა უქენი?
- რა იყო? - ახლა გეიბის თვალების ადგილზე შავი ღრმულები
მოჩანდა, ნელ-ნელა თმა ეზრდებოდა - ჯერ თავზე, შემდეგ
მთელ სხეულზე. თმით ეფარებოდა მკლავები, თითები, საბო-
ლოოდ კი მთლიანად ბეწვში გაეხვია, უკანა ფეხებზე დადგა,
ფრჩხილები ბრჭყალებად ექცა და თავისი შავი და სველი ცხვი-
რი ჩემი მიმართულებით გამოიქნია. ღრიალებდა, ბრაზობდა და
ვიბრირებად ხმებს გამოსცემდა. ჩემ წინაშე გეიბი გრიზლიდ იქ-
ცა.
ტერორით მოცულმა უკან დავიხიე, ფეხები ქვებს წამოვკარი
და დავეცი, მაგრამ თავი ცალი ხელით შევიმაგრე. ძირიდან ერ-
91 მკითხველთა ლიგა
თი ქვა ავიღე და დათვს თავში ვესროლე. ქვა დრუნჩში მოხვდა,
თავი გვერდით გადახარა და მისი პირიდან გადმოღვრილი
ლორწოვანი მასა დავინახე. შემდეგ ისევ დაიღრიალა და რამ-
დენიმე წამში ჩემთან გაჩნდა.
ბრჭყალების გამოყენებით ბორდიურზე დამაგდო, მაგრად
მაწვებოდა და ნეკნებს მტკენდა.
- შეჩერდი! - ვცადე წამომეყვირა, მაგრამ ზეწოლა ძალიან
ძლიერი იყო, თან მას ჩემი არ ესმოდა. ვერ ხვდებოდა. ასეთი
საშინელება ცხოვრებაში არაფერი მინახავს.
ქარი ამოვარდა, თმა ამიჩეჩა და სახეზე ჩამომაფარა. ისევ
ვხედავდი დათვის ბეწვს, რომლის პატარ-პატარა თმაც ღამის
ქარს მიჰქონდა. როცა კიდევ ერთხელ გავიხედე, ჩემ წინ გეიბი
იდგა. გეიბი თავისი სადისტური ღიმილით. შენ ჩემი თოჯინა ხარ.
ეს არ დაგავიწყდეს.
აღარ ვიცოდი რა უფრო მაძრწუნებდა: გეიბი, თუ დათვი.
- აბა, წასვლის დროა, - მითხრა და ფეხზე წამომაყენა. შემდეგ
ისევ ქუჩის გასწვრივ წამიყვანა და სევენ-ილევენის შუქებქვეშ
დამაყენა. გონება აღარ მემორჩილებოდა. რა მოხდა, დამაჰიპ-
ნოზა? დამაჯერა, რომ დათვს ვხედავდი? მეტ ახსნას ვერ
ვპოულობდი, ვიცოდი, რომ ვინმესთვის საშველად უნდა მომეხ-
მო, მაგრამ როგორ - ამას ჯერ ვერ ვხვდებოდი.
შემდეგ შენობას შემოვუარეთ და ხეივანში შევედით, სადაც
დანარჩენებიც შეკრებილიყვნენ, ასფალტზე კი ლაიმისფერ
პოლო-მაისურში გამოწყობილი ბიჭი ეგდო, რომელსაც მაისუ-
რის ჯიბეზე სევენ-ილევენის ლოგო და ბ.ჯ. ერტყა.
ბ.ჯ. მუხლებზე დამხობილიყო, ხელებს ნეკნებზე იხვევდა და
უღონოდ კვნესოდა. თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, პირი-
დან დორბლი და სისხლი სდიოდა, მის თავზე კი გეიბის მეგობ-
რები იდგნენ. ამასობაში ერთ-ერთი მათგანი - დიდი ზომის ნაც-

92 მკითხველთა ლიგა
რისფერ კაპიუშონიანი პულოვერით, წინ გამოვიდა და ბ.ჯ.-ს სა-
ბურავის ქანჩი მოუღერა.
ყელი გამიშრა, ფეხები დამისუსტდა და ამიკანკალდა. თვა-
ლებს ვერ ვუჯერებდი, როცა ბ.ჯ.-ს მუქი სისხლი მაისურზე ჩამო-
ეღვარა.
- სტკივააა! - დავიყვირე გაოცებულმა.
გეიბიმ ქანჩისკენ ხელი გასწია, მეგობარმა მიაწოდა და ახლა
მე შემომხედა, - ამას გულისხმობ? - მკითხა ყალბი გულწრფე-
ლობით.
შემდეგ ქანჩი მოიქნია და ბ.ჯ.-ს ხერხემალზე გადაარტყა.
ამას საშინელი ტკაცუნის ხმა მოჰყვა, ბ.ჯ. ასლფატზე განერთხა
და საზარელი ყვირილი აღმოხდა.
გეიბიმ ქანჩი მხარზე გაიდო და ისეთ პოზაში მოიქნია, თით-
ქოს ხელში ბეისბოლის ბიტი ეჭირა, - ჰოუმ რააან! - დაიღრიალა
და ამ სიტყვებზე დანარჩენ ორს სიცილი აუტყდა. მე საშინელი
გულისრევა ვიგრძენი.
- უბრალოდ ფული აიღეთ, რა! - დავუძახე თითქმის ყვირი-
ლამდე მისული ხმით.
აშკარა იყო, რომ აქ მაღაზიის გასაძარცვავად იყვნენ, მაგრამ
უკვე ზედმეტად ბევრი მოსდიოდათ. - ასე ხომ მოკლავთ!
ჩემს სიტყვებს მძარცველების ჯგუფში ხითხითი მოჰყვა. მათ
ნამდვილად რაღაც ისეთი იცოდნენ, რის შესახებაც მე წარმოდ-
გენა არ მქონდა.
- მოვკლავთ? ეჭვი მეპარება, - თქვა გეიბიმ.
- უკვე ამდენი სისხლი დაკარგა!
გეიბიმ ხელი მაღლა შემართა და ამ მომენტში მივხვდი, რომ
ვუყურებდი არა უბრალოდ ბოროტებას, არამედ სიგიჟეს. - არა
უშავს, აღდგება!
- არა, თუ საავადმყოფოში დროულად არ წავა! გეიბიმ ფეხ-
საცმლით ბ.ჯ. გვერდზე გადააგორა და დაუყვირა, - გაიგე?
93 მკითხველთა ლიგა
საავადმყოფოში უნდა მოხვდე! გინდა წაგიყვანო? - გინდა? შე-
მომფიცე და წაგიყვან.
დიდი წვალებით ბ.ჯ. ოდნავ წამოიმართა, გეიბის შეხედა, პი-
რი გააღო და თქვა ის, რასაც მისგან ამ მომენტში ყველაზე ნაკ-
ლებად მოველოდი. - ვერ მომკლავ, - წაისისინა ძლივს გასაგო-
ნად. მისი თვალები ძლივსღა არჩევდნენ სამყაროს. - მე... შავმა
ხელმა მი-ი-ითხრა.
- მცდარი პასუხია, - უთხრა გეიბიმ, ხელში ქანჩი პოლი-
ციელის ხელკეტივით შეათამაშა და რკინის ნაჭერი ბ.ჯ.-ს ხერხე-
მალს გადაუჭირა, რასაც ისეთი შემზარავი ხმა მოჰყვა, რომ თმა
ყალყზე დამიდგა.
პირზე სასწრაფოდ ხელები ავიფარე, რათა ჩემში აღძრული
ზაფრა დამეფარა. ამავდროულად ჩემს გონებაში ყვიროდა ერ-
თი სიტყვა, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი და რომლის
მნიშვნელობასაც ვერ ვხვდებოდი.
ნეფილიმი.
ეს იყო ბ.ჯ. - ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. -
და ისინი მისგან ერთგულების ფიცს ელიან.
ძალიან მეშინოდა, რადგან აშკარად ვაყალიბებდი ფიქრებს,
რომელთა შესახებაც წესით არაფერი უნდა მცოდნოდა.
ჩემი ფიქრები მოახლოებული „ეს-იუ-ვის“ ფარების შუქმა
გაწყვიტა. გეიბიმ ფრთხილად დასწია ქანჩი და მანქანისკენ
გაიხედა. გულში ვლოცულობდი, რომ მძღოლს უკან დაეხია და
პოლიციაში დაერეკა, რადგან თუ მოახლოვდებოდა, კარგად ვი-
ცოდი, რას დამართებდა გეიბი მას.
გონებაში სავარაუდო სცენარის დალაგება დავიწყე, თუმცა
ხელი შემიშალა ნაცრისფერ კაპიუშონიანის სიტყვებმა, რომე-
ლიც გეიბის მიმართავდა, - ფიქრობ ნეფილიმები არიან?
ნეფილიმი. ეს სიტყვა. ისევ. ამჯერად ხმამაღლა თქმული.

94 მკითხველთა ლიგა
დამშვიდების ნაცვლად ეს სიტყვა კიდევ უფრო მაფორიაქებ-
და. მე ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა და ვხვდებოდი, რომ
იცოდნენ გეიბიმ და მისმა მეგობრებმაც. ესეც მორიგი საერთო
ჩვენ შორის. ღმერთო, როგორ შეიძლებოდა, რომ ჩვენ საერ-
თოდ რაიმე გვქონოდა საერთო?
გეიბიმ თავი გააქნია. - ერთზე მეტი მანქანით მოვიდოდნენ.
შავი ხელი ჩვენთან მინიმუმ ოც კაცს მოიყვანდა.
- აბა პოლიცია? მანქანას არაფერი ეტყობა. შემიძლია მივიდე
და დავუმტკიცო, რომ აქ მოსვლით შეცდომა დაუშვეს.
ამ სიტყვებმა დამაეჭვა, როგორც ჩანს გეიბი თავისი შესაძ-
ლებლობებით აქ ერთადერთი არ იყო. ალბათ, ჰიპნოზის უნარი
მის ორ მეგობარსაც გააჩნდა.
ნაცრისფერ კაპიუშონიანი წინ დაიძრა, მაგრამ გეიბიმ მხარი
შემართა. - მოიცა.
„ეს-იუ-ვი“ კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და საბურავებქვეშ
ხრეში აახმიანა. ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. კიდევ
უფრო ავნერვიულდი. ახლა რომ აქ ჩხუბი ამტყდარიყო, მასში
გეიბი და დანარჩენებიც ჩაერეოდნენ, მე კი იქნებ ბ.ჯ.-სთან ერ-
თად აქედან გაქცევა მომეხერხებინა.
უეცრად გეიბის სიცილი აუტყდა, მეგობრებს ზურგზე შემოს-
ცხო და კბილები გააშიშვლა.
- ნახეთ, ნახეთ, ბიჭებო, ვინ შემოუერთდა ჩვენს წვეულებას!

95 მკითხველთა ლიგა
9 თავი

თეთრი მანქანა გაჩერდა, მძღოლის კარი გაიღო და შიგნი-


დან სიბნელეში ვიღაცამ გადმოაბიჯა. ბიჭი იყო. მაღალი, მომ-
დგარი ჯინსებით და თეთრ-მოლურჯო ბეისბოლის მაისურით. სა-
ხეზე ოდნავ ეფარებოდა კეპი, თუმცა კარგად მოჩანდა მისი ყბა
და პირის ფორმები. ამ სახებამ ადგილზე გამყინა. ჩემი გონების
კუნჭულებში ისევ გამოცოცხლდა შავი ფერის მოგონება და ამჯე-
რად ის გახდა ბევრად ცხადი, ვიდრე ოდესმე. - მაინც გადაწყვი-
ტე შემოერთება, არა? - გასძახა გეიბიმ.
ახალმოსულს პასუხი არ გაუცია.
- ეს ერთი წინააღმდეგობას გვიწევს, - განაგრძო გეიბიმ და
ბ.ჯ.-სკენ მიანიშნა, რომელიც ბურთივით ეგდო ასფალტზე. - ფი-
ცის დადება არ სურს. ჰგონია, ჩემთვის ზედმეტად კარგია. და
ამას მეუბნება ტიპი - ნახევარსისხლა.
მის სიტყვებს სიცილი მოჰყვა, თუმცა „ეს-იუ-ვის“ მძღოლი ან
ამ ხუმრობას ვერ მიხვდა, ან უბრალოდ, ეს კარგად დაფარა. მას
ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სიჩუმეში გვაკვირდებოდა. მტკიცე,
შეუპოვარი მზერა ჰქონდა და ეჭვს ტოვებდა, საერთოდ იყო თუ
არა იქ.
- ამას აქ რა უნდა? - იკითხა ჩუმად და თავი ჩემკენ გამოაქნია.
- არასწორ დროს არასწორ ადგილზე მოხვდა, - უპასუხა
გეიბიმ.
- ახლა ის მოწმეა.
- ვუთხარი წასულიყო, - მეჩვენებოდა, თუ გეიბი თავს იცავდა?
პირველად ამ დროის განმავლობაში ვიღაცამ მის ავტორიტეტში
ეჭვი შეიტანა? უკვე აშკარად ვგრძნობდი, როგორ შეცვლილიყო
მისი განწყობა.
- და?
96 მკითხველთა ლიგა
- და არ წავიდა.
- ყველაფერი ემახსოვრება.
გეიბიმ ქანჩი ხელში ისევ აიღო და დააბზრიალა. - მაშინ, და-
ვარწმუნებ, რომ არ ილაპარაკოს.
ახალმოსულმა ბ.ჯ.-ს დახედა. - როგორც ეს დაარწმუნე?
გეიბი მოიღუშა, მის ხელში კი ქანჩი შემსუბუქდა. - უკეთესი
იდეა გაქვს?
- კი. გაუშვი.
გეიბიმ ცხვირში ჩაიქსუტუნა და გაიცინა. - გაუშვი, - გაიმეორა
და იკითხა, - მერე რომ პირდაპირ პოლიციაში გავარდეს, არა?
ამაზე არ გიფიქრია, ჯევ?
- შენ პოლიციის არ გეშინია, - უთხრა ჯევიმ მშვიდად, თუმცა
მის სიტყვებში პაექრობის სურვილი შევნიშნე. ამან კიდევ ერ-
თხელ შეარყია გეიბის ძალაუფლება. მე რისკზე წასვლა და მათ
კამათში ჩართვა გადავწყვიტე. - თუ გამიშვებთ, გპირდებით,
არაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ჩემთან ერთად ისიც გამოუშვით, -
ვთქვი და ბ.ჯ.-ს მოხრილ სხეულზე მივანიშნე. ვერ ვუყურებდი
მას ასეთ მდგომარეობაში და ვერ დავუშვებდი, რომ ამგვარი სი-
სასტიკე დაუსჯელი დარჩენილიყო. თუ გეიბი კვლავ თავისუფა-
ლი იქნებოდა, არაფერი შეუშლიდა ხელს, კვლავ გაეგრძელები-
ნა სხვა მსხვერპლთა ტანჯვა-წამება.
- გაიგე რა თქვა, - უთხრა ჯევიმ.
გეიბის ყბა მოეღრიცა. - არა. ის ჩემია. თვეობით ველოდი,
როდის შეუსრულდებოდა თექვსმეტი. ახლა არ დავთმობ!
- კიდევ იქნებიან სხვები, - უთხრა ჯევიმ და თითებით კეპი მო-
სინჯა. შემდეგ მხრები აიჩეჩა, - გაუშვი.
- ჰო? და შენსავით ვიყო? შენ ნეფილიმი ვასალი საერთოდ არ
გყავს. ეს გრძელი და ეული ჩეშვანი იქნება, ძმაო.
- ჩეშვანამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა. დრო გაქვს, ვინ-
მეს ნახავ. ახლა კი ნეფილიმი და გოგო გაუშვი.
97 მკითხველთა ლიგა
გეიბი ჯევთან მივიდა. ჯევი უფრო მაღალი და საზრიანი იყო.
იცოდა, რომ თავი უნდა ეკონტროლებინა. ამ ყველაფერს სამ
წამში მივხვდი. გეიბი თუ ფიზიკურად ხარს ჰგავდა, ჯევი უფრო
მოქნილ ლეოპარდს მაგონებდა. - იმედი ადრეც გაგვიცრუე. ამა-
ღამ ვითომ საქმე გქონდა, ახლა კი მოდიხარ და ხელს გვიშლი.
მორჩა, აქედან არ წავალ, სანამ ნეფილიმი ერთგულების ფიცს
არ დადებს.
ისევ ეს ფრაზა - ერთგულების ფიცი. როგორღაც ბუნდოვნად
ნაცნობი და მაინც შორეული. სადღაც სიღრმეში ვხვდებოდი მის
მნიშვნელობას და ვხვდებოდი იმასაც, რომ ბ.ჯ.-სთვის ეს კარგს
არაფერს მოიტანდა.
- ეს ჩემი ღამეა, - დაამატა გეიბიმ და დასამტკიცებლად ფე-
ხებთან დააფურთხა. - და ეს ღამე საჩემოდ დასრულდება.
- მოიცა, - შეაწყვეტინა კაპიუშონიანმა ბიჭმა დაბნეული ხმით.
თვალებს ხეივნის მიმართულებით აცეცებდა. - გეიბ! შენი ნეფი-
ლიმი აქ აღარ არის!
ყველამ იმ ადგილისკენ გავიხედეთ, სადაც აქამდე ბ.ჯ. იწვა
და შევნიშნეთ, რომ ასფალტს მისი კვალი აჩნდა, თავად კი არ-
სად ჩანდა.
- შორს ვერ წავიდოდა, - დაიძახა გეიბიმ. - დომინიკ, იმ გზას
გაჰყევი, - უბრძანა კაპიუშონიანს და ხეივნისკენ გაიშვირა ხე-
ლი. - ჯერემია, მაღაზია შეამოწმე, - მეორე ბიჭი, თეთრ მაისურ-
ში, ძუნძულით გაუყვა გზას და კუთხესთან შეუხვია.
- და გოგო? - ჰკითხა ჯევიმ გეიბის და ჩემკენ გამოიხედა.
- არ გინდა, რომ რამე ღირებული გააკეთო და მაგალითად,
ჩემი ნეფილიმი დამიბრუნო?
ჯევიმ დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია. - კარგი, რა-
ხან არ იშლი...
მუცელში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა, რადგან მივხვდი,
რომ ჯევი აქედან წასვლას გეგმავდა. ის როგორღაც გეიბზე დი-
98 მკითხველთა ლიგა
დი ავტორიტეტის მქონე ტიპად წარმომედგინა და თუმცა ისიც ამ
წრეში ტრიალებდა, ჩემი გადარჩენის ერთადერთი იმედი ჯერჯე-
რობით მაინც მხოლოდ ის იყო.
- ასე უბრალოდ წახვალ? - გავძახე ჯევის, მაგრამ გეიბიმ უეც-
რად ზურგში ფეხი მომარტყა და მეც მუხლებზე დავემხე. ყვირი-
ლიც კი ვერ მოვახერხე, რადგან წამიერად სუნთქვა შემეკრა.
- შენთვისვე უკეთესი იქნება, თუ არ უყურებ, - მითხრა გეიბიმ.
- ერთი გემრიელი დარტყმა და ეს იქნება უკანასკნელი, რასაც
ცხოვრებაში იგრძნობ.
მე წინ გავხოხდი, რომ გავქცეოდი, მაგრამ გეიბიმ თმაში ხე-
ლი ძლიერად ჩამავლო და უკან დამქაჩა. - არაფერი გამოგივა! -
დავუყვირე მე. - ასე უბრალოდ ვერ მომკლავ!
- ჩუმად! - დამიღრიალა ზემოდან.
- ამის ნება არ მისცე, ჯევ! - დავიყვირე მე. ჯევის ვეღარ ვხე-
დავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ჩემი ესმოდა.
ჯერ „ეს-იუ-ვის“ დაძვრის ხმა არ გამიგია. მე ისევ ხრეშში მივხო-
ხავდი, ამობრუნებას ვცდილობდა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა.
ხრეშს ხელი დავავლე და როგორც შევძელი, გეიბის მიმართუ-
ლებით ვისროლე. პანიკით მოცული ვფიქრობდი, აპირებდა თუ
არა ჩემს წამებას. ჩემი მარტივად მოკვლა მისთვის საკმარისი
ალბათ არ იქნებოდა. მძიმედ ამოვისუნთქე და ნელ-ნელა ფეხზე
წამოდგომა მოვახერხე. თავდაცვითი პოზა მივიღე და მოვემზა-
დე გეიბთან შეტევისთვის, თუმცა ერთ ადგილას გავშეშდი, როცა
დავინახე, როგორ ეგდო გეიბი ასფალტზე, მისი ზურგიდან კი
რკინის ქანჩი ამოშვერილიყო.
ჯევიმ ოფლიან სახეზე სახელო მოისვა. გეიბის თავზე ადგა და
მძიმედ სუნთქავდა. ვერ ვიჯერებდი, რომ გეიბი ჯერ ისევ ცოცხა-
ლი იყო. რკინის ნაჭერი პირდაპირ ხერხემალში ჰქონდა ჩარჭო-
ბილი.
- ეს შენ ქენი, - წავიდუდღუნე დაზაფრულმა.
99 მკითხველთა ლიგა
- ჰო და ამით დიდად კმაყოფილი არ იქნება, ამიტომ სჯობს
აქედან მოუსვა, - მითხრა ჯევიმ და ქანჩს უფრო მაგრად დააწვა.
მერე მე ამომხედა, - რაც მალე მით უკეთესი.
მე უკან დავიხიე.
- და შენ?
საკმაოდ დიდხანს მაკვირდებოდა, თითქოს გარემოებებს
აფასებდა და გადაწყვეტილებას ეძებდა. მე კი უფრო და უფრო
მიძლიერდებოდა სიშავის შეგრძნება. პირი გავაღე რომ რაღაც
მეთქვა, მაგრამ ამის უნარი წამრთმეოდა, სრულებით გათიშუ-
ლი ვიყავი და ვეღარაფერს ვაანალიზებდი.
- შეგიძლია აქ დარჩე, მაგრამ ვფიქრობ, ბ.ჯ.-მ უკვე პოლიცი-
ას დაურეკა და ისინი ახლა აქეთ მოდიან, - მითხრა ჯევიმ და ქან-
ჩი უფრო მაგრად ჩაარჭო, რამაც კიდევ ერთი საზარელი ტკაცუ-
ნი გამოიწვია.
ამასობაში, დაბარებულივით გაისმა პოლიციის სირენების
ხმა. ჯევიმ გეიბის მხრებში ჩასჭიდა ხელები და ბუჩქებისკენ
გააცურა. - უკანა გზაზე ცოტა ჩქარა თუ დაეშვები, მალევე გახ-
ვალ სამშვიდობოს.
- მე მანქანა არ მყავს.
მისი თვალები ჩემსას შეხვდა.
- ანგელოზო, - მითხრა ისე, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ არ
ვხუმრობდი.
რამდენიმე წამი დამჭირდა გონებაში ამ სიტყვის სრულად აღ-
საქმელად. ანგელოზი. ამგვარი სიტყვით მომართვისთვის ის
ჩემთვის ძალიან უცხო იყო, მეორე მხრივ ეს სიტყვა მახსენებდა
იმ სიშავეს, რომელსაც ვგრძნობდი...
პაჩი. - გამომძახა შინაგანმა ხმამ. - შენ ასევე გრძნობდი თავს
მაშინ, როცა მარსიმ პაჩი ახსენა.
ამ სახელის ერთმა გახსენებამაც კი ხელახლა გახსნა კარი იმ
იდუმალი ბნელი სივრცისკენ, რომელსაც მთელი ამ დროის გან-
100 მკითხველთა ლიგა
მავლობაში ასე უცნაურად მოვეცვი და ახლა მისი სიახლოვე იმ-
დენად აშკარა იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამისთვის უბ-
რალო დამთხვევის დარქმევა.
მაგრამ როგორ? რა გვქონდა საერთო მე, პაჩის, მარსის და
ჯევის.
- მე შენ გიცნობ? - ვკითხე, რადგან სხვა ვერაფერი მოვიფიქ-
რე.
მან მტკიცედ გამომხედა. - მანქანით არ ხარ? - ყურადღება არ
მიაქცია ჩემს შეკითხვას.
- არა, - გავიმეორე ამეჯერად უფრო დამფრთხალი ხმით.
შემდეგ თავი უკან გადასწია ისე, თითქოს მთვარეს ეკითხე-
ბოდა - რატომ მე? - მერე ცერი თავისი მანქანისკენ გაიქნია და
მითხრა, - ჩაჯექი.
თვალები დავხუჭე და დაფიქრება ვცადე. - მოიცა. აქ უნდა
დავრჩეთ და ჩვენებები მივცეთ. პოლიციას ვეტყვი, რომ გეიბი
ჩემს გადასარჩენად მოკალი, ბ.ჯ.-საც ვიპოვით და მასაც მივაცე-
მინებთ ჩვენებას.
ჯევიმ მანქანის კარი გააღო. - ეგ ყველაფერი სწორი იქნებო-
და იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის იმედი გვექნებოდა.
- რას გულისხმობ? ეს ხომ პოლიციაა. დამნაშავეების დაჭერა
მათი საქმეა. ჩვენ აქ შეცდომით ვართ მოხვედრილი. შენ რომ
არ ჩარეულიყავი, გეიბი აუცილებლად მომკლავდა.
- აი, მაგაში ეჭვი არ მეპარება.
- აბა რაშია პრობლემა?
- ეს ის შემთხვევა არ არის, სადაც ადგილობრივი სამართალ-
დამცველების იმედი უნდა გქონდეს.
- დარწმუნებული ვარ მკვლელობის აღკვეთა სწორედ მათი
მოვალეობაა! - შევეწინააღმდეგე მე...
- ორ რამეს უნდა მიხვდე, - მითხრა დინჯად, - ერთი ის, რომ
მე გეიბი არ მომიკლავს. მხოლოდ ცოტა ხნით შევაჩერე. და
101 მკითხველთა ლიგა
მეორე: დამიჯერე, როცა ვამბობ, რომ ჯერემიას და დომინიკის
დაპატიმრებაზე მიდის ლაპარაკი, ეს ამბავი უსისხლოდ არასო-
დეს ჩაივლის.
მორიგი არგუმენტის სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ ამ მო-
მენტში შევნიშნე, როგორ მოძრაობდა გეიბი. წარმოუდგენელია,
მაგრამ ის ისევ ცოცხალი იყო. მე კი მხოლოდ ვარაუდი შემეძ-
ლო მისი ძალების შესახებ. განა თავად არ ვიხილე, როგორ
დააჰიპნოზა კაცი ჩემ წინ? ახლაც, სიკვდილისგან თავის დასაღ-
წევად რაღაც ხრიკს იყენებდა? როგორც ჩანს, გარეული ვიყავი
ბევრად დიდ საქმეში, ვიდრე ამას მე წარმოვიდგენდი. თუმცა...
რა?
- მითხარი რას ფიქრობ, - მითხრა ჯევიმ ჩუმად.
თავი შევიკავე, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. თუ ჯევი
გეიბის იმდენად კარგად იცნობდა, რამდენადაც ამას მე წარმო-
ვიდგენდი, მისი... შესაძლებლობების შესახებაც კარგად ეცოდი-
ნებოდა.

- მე ვნახე, როგორ გააკეთა გეიბიმ რაღაც - ხრიკი. ჯადოსნური


ხრიკი. - და როცა ჯევის ღიმილმა დაადასტურა, რომ ჩემი სიტ-
ყვები არ გაჰკვირვებია, დავამატე, - მომაჩვენა რაღაც არა-
რეალური - თითქოს დათვად გადაიქცა.
- ეს აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია. მას ბევრად მეტი
უნარი აქვს.
მიუხედავად საშინლად გამომშრალი ყელისა, ნერწყვი მაინც
მძიმედ ჩავყლაპე. - ეს როგორ გააკეთა? ილუზიონისტია?
- რაღაც ეგეთი.
- მოიცა, მართლა მაგია გამოიყენა? - წამითაც კი არასდროს
დამიშვია, რომ ამგვარი მაგია რეალურად იარსებებდა. ამ მო-
მენტამდე.

102 მკითხველთა ლიგა


- შეიძლება ასეც ითქვას. მისმინე, სიმართლე გითხრა, ბევრი
დრო არ გვაქვს.
მზერა ისევ გეიბის სხეულისკენ გამექცა. ილუზიონისტები
იყენებდნენ სხვადასხვა ხრიკს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შე-
ეძლო სიკვდილის დამარცხება. ასე არ არის? გეიბის გადარჩე-
ნის არანაირი ლოგიკური ახსნა არ არსებობდა.
სირენების ხმა უკვე ახლოდან ისმოდა და ჯევიც „ეს-იუ-
ვისკენ“ დაიძრა. - ჩქარა!
არ გავნძრეულვარ. არ შემეძლო. მორალური პასუხისმგებ-
ლობა მავალებდა აქ დარჩენას.
- თუ პოლიციასთან ლაპარაკს დაიწყებ, კვირის ბოლომდე
მოკვდები და ასე დაემართება ყველა პოლიციელს, ვინც ამ საქ-
მეში ჩაერევა. გეიბი გამოძიებას მის დაწყებამდევე შეწყვეტს.
კიდევ ორი წამით დავფიქრდი. ჯევი დიდად სანდო არ ჩანდა,
მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ ლაბირინთში მის მეტი ხელმოსა-
ჭიდი არავინ მყავდა.
თავი ვაიძულე, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი. ნეკნების
კიდეებზე გული მაგრად მიცემდა. მან დაძრა მანქანა, რომელიც
როგორც ახლა შევნიშნე - „ტაოე“ იყო, ცალი ხელი ჩემს სავარ-
ძელს ჩასჭიდა და უკანა ფანჯარაში გაიხედა.
ჯევი ხეივანს გაუყვა, ქუჩაზე გავიდა და მანქანა გზაჯვარედი-
ნისკენ დაძრა. კუთხეში გაჩერების ნიშანი იდგა, მაგრამ „ტაოე“
სვლას არ ანელებდა, მაინტერესებდა, თუ დაიყვირებდა მაინც
ჯევი ჩვენ წინ ქუჩაზე მდგარი შავი სილუეტის გამოჩენისას. სახე-
ლურს ორივე ხელით მაგრად ჩავეჭიდე და მანქანის საბურავე-
ბის საზარელი ხრჭიალი მომესმა. ჯევიმ პედალს მაგრად დაად-
გა ფეხი და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატა. გეიბი ჩვენგან ძალიან
შორს იდგა და ამიტომ მის გამომეტყველებას ვერ ვარჩევდი,
მაგრამ აშკარად ფეხზე იდგა, ხელები წინ გამოეშვირა, თითქოს
მანქანის გაჩერებას ამ გზით აპირებდა.
103 მკითხველთა ლიგა
მე უსაფრთხოების ღვედს მაგრად მოვეჭიდე და წამოვიყვირე,
- დაარტყამ!
- გზიდან გადავა.
ჩემმა ტერფმა წარმოსახვით მუხრუჭს დააჭირა. „ტაოესა“ და
გეიბის შორის მანძილი საოცარი სისწრაფით მცირდებოდა.
- შეჩერდი, ჯევ, გთხოვ!
- ეს მას მაინც არ მოკლავს.
„ტაოე“ სრული სისწრაფით გააქროლა, შემდეგ კი ყველაფე-
რი ძალიან ჩქარა მოხდა.
გეიბი საქარე მინას დაეჯახა, ზემოთკენ აფრინდა, წამის შემ-
დეგ კი საერთოდ გაუჩინარდა. მანქანაში კივილი გაისმა. ეს ხმა
მე მეკუთვნოდა.
- მანქანის სახურავზეა, - მითხრა ჯევიმ. შემდეგ რამდენიმე
მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და ისევ გაასწორა.
- ჩამოვარდა? სად არის? - სახე უკანა ხედვის სარკეს მივაბჯი-
ნე და გეიბის დანახვა ვცადე.
- მოიცა.
- რას მოვუცადო? - დავიყვირე და ისევ სახელურს მოვეჭიდე.
დამუხრუჭება არ მიგრძნია, მაგრამ როგორც ჩანს, ჯევი სწო-
რედ ასე მოიქცა, რადგან რამდენიმე წამში მანქანა გაჩერდა.
უკან ვიხედებოდი და მანქანის უკან ჩვენგან ზურგით მდგარ
გეიბის ვუყურებდი.
ჯევიმ „ტაოე“ პირველ სიჩქარეში ჩააგდო.
გეიბიმ მხარს უკან გამოგვხედა. ოფლიან სახეზე თმა ჩამოჰ-
ფარებოდა და ალაგ-ალაგ მისწებებოდა. თვალებით პირდაპირ
მე მიყურებდა. როცა მანქანა დაიძრა, შეუძლებელი იყო მისი
სიტყვების გაგება, თუმცა როგორღაც ტუჩების მოძრაობით მივ-
ხვდი, რა მითხრა. ეს დასასრული არ არის.

104 მკითხველთა ლიგა


სავარძელს ზურგით მაგრად მივეკარი და ღრმად დავიწყე
სუნთქვა. შემდეგ კი ჯევიმ ისე მკვეთრად მოუხვია, რომ დარწმუ-
ნებული ვარ, საბურავმა ასფალტზე საკმაო კვალი დატოვა.

105 მკითხველთა ლიგა


10 თავი

მხოლოდ ხუთი კვარტალი გაიარა. მე საკმაოდ გვიან გამახ-


სენდა მისთვის იმის თქმა, რომ კუპერსმიტთან მივეყვანე, მან კი
კვალის ასაბნევად უცნაური გვერდითი გზებით იარა და როცა
„ტაოე“ რომელიღაც მშვიდ, ხეებითა და ყანებით გარშემორ-
ტყმულ ქუჩაზე გაიყვანა, მკითხა, - აქედან სახლამდე გზას გააგ-
ნებ?
- უბრალოდ აქ დამაგდებ? - თუმცა რეალურად სულ სხვა შე-
კითხვის დასმა მინდოდა. - რატომ აქცია ზურგი თავისიანებს ჯე-
ვიმ და რატომ გააკეთა ეს ჩემს დასახმარებლად?
- თუ გეიბზე ღელავ, დამიჯერე, საფიქრალი მასაც საკმაოდ
აქვს. ჯერ ის რკინის ქანჩი უნდა ამოიძროს, მერე კიდევ ასეთი
დამღლელი ღამის შემდეგ დაახლოებით ისე იქნება, როგორც
საშინელი ნაბახუსევის დროს. შემდეგ რამდენიმე საათს მკვდა-
რივით იძინებს, ამიტომ ახლა გასაქცევად საუკეთესო დრო
გაქვს.
როცა ისევ არ გავინძერი, მან ცერა თითი იმ გზისკენ გაიქნია,
საიდანაც ჩვენ მოვედით. - უნდა დავრწმუნდე, რომ დომინიკმა
და ჯერემიამ გაქცევა მოახერხეს.
ვიცოდი, რომ ამით მინიშნებას მაძლევდა, მაგრამ ბოლომდე
მის ზრახვებს ვერ ვხვდებოდი. - რატომ იცავ მათ? - იქნებ ჯევი
მართალი იყო და დომინიკი და ჯერემია პოლიციის გამოჩენის
შემთხვევაში მართლა სასაკლაოს მოაწყობდნენ?
დაუყოვნებლივ თავი გავაქნიე. - არა, შენ მათნაირი არ ხარ.
ისინი მე მომკლავდნენ, შენ კი გეიბი შეაჩერე და დამიცავი.
პასუხის ნაცვლად „ტაოეს“ შემოუარა, კარი გამიღო და სიბ-
ნელისკენ მიმანიშნა. - პირდაპირ ქალაქისკენ წახვალ, მალე ტე-
ლეფონიც დაიჭერს.
106 მკითხველთა ლიგა
- ტელეფონი არ მაქვს.
ამ სიტყვებზე მხოლოდ წამით შეჩერდა. - მაშინ, უაით--
თეილის ჯიხურამდე მიდი და იქ ითხოვე რომ სახლში დაგარეკი-
ნონ.
მანქანიდან გადმოვედი.
- მადლობა გეიბისგან რომ მიხსენი და მადლობა, მანქანით
რომ წამომიყვანე, მაგრამ სამომავლოდ იცოდე, რომ ვერ ვიტან,
როცა მატყუებენ. ვიცი, რომ ბევრ რამეს მიმალავ. შესაძლოა,
ბევრის ცოდნას არც ვიმსახურებ და ფიქრობ, რომ საამისოდ ძა-
ლიან ცოტა ხანია მიცნობ, მაგრამ იმხელა ამბავი გამოვიარე,
რომ მგონი რაღაც მცირედის ცოდნას მაინც ვიმსახურებ.
ჩემდა გასაკვირად თავი დამიქნია, თუმცა ძლივს შესამჩნე-
ვად. ეს ჰგავდა ჟესტს, რომელიც მეუბნებოდა - „მართალი ხარ“.

- მე მათ ვიცავ, რადგან ვალდებული ვარ ასე მოვიქცე. ქალაქი


დომინიკის, ჯერემიას ან ნებისმიერი ჩვენგანისთვის მზად არ
არის. - მისი გამჭოლი და ბასრი მზერა ნელ-ნელა შემსუბუქდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნაური. ის თითქოს იმდენად აშკარა და
ნამდვილი იყო, რომ შემეძლო შევხებოდი.
- მე კი ჯერჯერობით ამ ქალაქის დასატოვებლად არ ვარ
მზად, - ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამხედა.
მივუახლოვდი და ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა სუნთქვა.
მას ჩემზე მუქი კანი ჰქონდა, ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ
სიმპათიურიც არ ეთქმოდა. ერთიანად ჩასკვნილი და დაკუნთუ-
ლი იყო. მე კი ვხვდებოდი, რომ ის იყო განსხვავებული. განსხვა-
ვებული არა მისნაირებისგან, არამედ ყველასგან და გონებაში
მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა.
- შენ ნეფილიმი ხარ?
თითქოს ამ კითხვით შოკირებულმა, მაშინვე უკან დაიხია. მა-
შინვე გაქრა უცნაური კავშირი ჩვენ შორის. - სახლში წადი და
107 მკითხველთა ლიგა
შენი ცხოვრება განაგრძე, - მითხრა და დაამატა, - ასე მოიქეცი
და უსაფრთხოდ იქნები.
მე კი ვიგრძენი, როგორ დამისველა ცრემლმა თვალების
კუთხეები. მან ეს შენიშნა და თითქოს ბოდიშის ნიშნად თავი ოდ-
ნავ გააქნია.
- მისმინე, ნორა... - ისევ საუბრის წამოწყება სცადა და მხარზე
ხელები დამადო.
გაოცებისგან შევცბი. - ჩემი სახელი საიდან იცი?
მთვარემ ღრუბლებს შორის გამოაღწია და მე მისი თვალების
დანახვა შევძელი. მსუბუქი ველვეტისფერი ახლა მუქ შავს შეეც-
ვალა. ეს იყო ორი პატარა თვალი, რომელიც უამრავ საიდუმ-
ლოს მალავდა. თვალები, რომლებიც დაუხამხამებლად იტ-
ყუებოდნენ და თვალები, რომლებსაც მზერას ვერ ვწყვეტდი.
გაქცევის შემდეგ ორივენი ოფლიანები ვიყავით, ჩვენ შორის
რომელიღაც შხაპის გელის სურნელი იდგა - რაღაც ნაზავი პიტ-
ნასა და შავ წიწაკას შორის და ჩემი გონება ამ სურნელს გაჰყვა.
მივხვდი, რომ მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და რომ მე
ვიცნობდი ჯევის. როგორღაც ვხვდებოდი, რომ ჯევი წარსულში
ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. სხვაგვარად ვერაფრით ვხსნიდი
მისი სიახლოვით გამოწვეულ ჩემს ასეთ ძლიერ ემოციას.
თავიდან ჩემს გონებას მისწვდა აზრი, რომ სწორედ ის იყო
ჩემი გამტაცებელი, მაგრამ ეს აზრი მალევე უარვყავი. არ მჯე-
როდა ამის. ან იქნებ, არ მინდოდა, რომ დამეჯერებინა.
- ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, არა? - ვკითხე საშინლად ათ-
რთოლებული ხმით. - ამაღამ პირველად არ შევხვედრივართ.
ჯევი ჩუმად იყო, თუმცა მე ჩემი პასუხი უკვე მივიღე. - იცი რომ
ამნეზია დამემართა და უკანასკნელი ხუთი თვე არ მახსოვს, ხომ
ასეა? სწორედ ამიტომ აჩვენებდი მთელი ღამე თავს, თითქოს არ
მიცნობდი, არა?
- კი, - მითხრა დაღლილი ხმით.
108 მკითხველთა ლიგა
გული ამიჩქარდა.
- რატომ?
- არ მინდოდა მოძრავი სამიზნე ყოფილიყავი. გეიბის რომ
ჩვენი კავშირის შესახებ გაეგო, აუცილებლად გამოგიყენებდა
ჩემს წინააღმდეგ.
კარგი. მან პასუხი გამცა, მაგრამ ახლა გეიბიზე ლაპარაკი არ
მინდოდა. - ერთმანეთს საიდან ვიცნობთ? და მას მერე, რაც
გეიბი უკან მოვიტოვეთ, ისევ რატომ არაფერს ამბობდი? რას მი-
მალავ? - გამომცდელად ველოდი, - არ აპირებ ამ სიცარიელის
ამოვსებას?
- არა.
- არა?
გამომხედა.
- მაშინ ეგოისტი ნაძირალა ყოფილხარ. - მივახალე სახეში,
მაგრამ ნათქვამს არ ვნანობდი. შეიძლება სიკვდილისგან მიხ-
სნა, მაგრამ მან აშკარად რაღაც იცოდა ჩემი ბოლო ხუთი თვის
შესახებ და მიმალავდა, რასაც საკუთარი საქციელით ამტკიცებ-
და. - რამე კარგის თქმა რომ შემეძლოს, დამიჯერე, აუცილებ-
ლად გეტყოდი.
- ცუდ ამბავსაც როგორმე ავიტან, - ვუთხარი უკმეხად.
თავი გააქნია და ისევ მძღოლის სკამს დაუბრუნდა. თვალე-
ბით ჩემს ხელს დახედა, მაგრამ არ დაძრულა.
- მითხარი რა იცი. რა დამემართა? ვინ დამმართა ეს? რატომ
ვერაფერს ვიხსენებ ბოლო ხუთი თვიდან? ასეთი საშინელება რა
შემემთხვა?
მისი სახე უემოციო ნიღაბს ჰგავდა, რომელსაც სიცოცხლის
ნიშანწყალი მხოლოდ ოდნავ ათრთოლებულ ყბის კუნთზე ეტ-
ყობოდა.
- ერთ რჩევას მოგცემ და იქნებ ამ ერთხელ მაინც დამიჯერო.
წადი და შენი ჩვეული ცხოვრება განაგრძე. თუ შეძლებ, თავიდა-
109 მკითხველთა ლიგა
ნაც დაიწყე. გააკეთე ყველაფერი, რომ ეს ამბავი უკან მოიტოვო,
თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი მოგელის.
- ეს ამბავი? არც კი ვიცი, რას გულისხმობ. არ ვიცი რა მოხდა
აქ? რა მოხდა მანამდე? შენ იცი ვინ მომიტაცა? იცი რატომ წა-
მიყვანეს?
- ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?
- როგორ ბედავ, - ახლა უკვე ემოციებისა და ხმის კონტროლს
ვეღარ ვახერხებდი. - როგორ ბედავ ამ ყველაფრის შემდეგ ასე-
თი შეკითხვის დასმას?
- თუ გაიგებ ვინ მოგიტაცა, ეს მშვიდი ცხოვრების გაგრძელე-
ბაში რამენაირად დაგეხმარება?
- დიახ, დამეხმარება. - ჯევის წარმოდგენა არ ჰქონდა რა სა-
შინელება იყო ეს ნახევრად-სავსე სიცარიელე და უიმედობა.
მან ერთხელ მძიმედ ამოიხვნეშა და თითები ჰაერში აათამა-
შა.
- ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, - დაიწყო დინჯად, - ერთმა-
ნეთს ხუთი თვის წინ შევხვდით და ჩემი დანახვისთანავე ეს შენ-
თვის ცუდ ამბად იქცა. მე გამოგიყენე და გული გატკინე.
საბედნიეროდ, შენ ჭკუა იხმარე და დროულად მომიშორე,
თორემ მეორე რაუნდში დაბრუნებას ვაპირებდი. ბოლოს რომ
ვილაპარაკეთ, დაიფიცე, რომ თუ კიდევ ერთხელ მნახავდი,
აუცილებლად მომკლავდი. შესაძლოა, სიმართლეს ამბობდი,
შესაძლოა არც. ამ ყველაფრის უკან ბევრი ძლიერი ემოცია
დგას. აჰა, ეს პასუხი გინდოდა?
მე თვალები დავახამხამე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ
სასტიკ სიტყვებს ოდესმე წარმოვთქვამდი. ზოგადად, ერთადერ-
თი, ვისაც ვერ ვიტანდი, მარსი მილარი იყო და მისთვისაც სიკ-
ვდილი არასდროს მისურვებია. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყა-
ვი, მაგრამ არა უგულო.
- ეგ რატომ უნდა მეთქვა? ასეთი საშინელება რა გამიკეთე?
110 მკითხველთა ლიგა
- შენი მოკვლა ვცადე.
მე მის მკაცრ თვალებს შევხედე. მისი ტუჩების ვიწრო ზოლი
ამტკიცებდა, რომ არ ხუმრობდა.
- სიმართლე გინდოდა, - მითხრა მან. - ჰოდა, შეეგუე ამ სი-
მართლეს, ანგელოზო.
- შევეგუო? ეს ხომ უაზრობაა? რატომ გინდოდა ჩემი მოკ-
ვლა?
- გასართობად, ან უბრალოდ ისე. ამას რა მნიშვნელობა
აქვს? მთავარია, რომ მე შენი მოკვლა ვცადე.
არა. რაღაც ვერ იყო რიგზე.
- თუ მაშინ ჩემი მოკვლა გინდოდა, დღეს რატომ გადამარჩი-
ნე?
- მთავარ აზრს ვერ ხვდები. მე შემეძლო შენი სიცოცხლე და-
მესრულებინა. ახლა კი, ჭკუა იხმარე და აქედან რაც შეიძლება
ჩქარა და შორს გაიქეცი. - ამ სიტყვებზე უარყოფის ნიშნად შებ-
რუნდა და საპირისპირო მიმართულებით დაიწყო სიარული.
- მატყუარა ხარ!
ოდნავ შემობრუნდა და შავი თვალები შემომანათა.
- კიდევ ქურდი, მოთამაშე, გაიძვერა და მკვლელი, თუმცა ახ-
ლა ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სიმართლეს ვამბობ. წადი
სახლში. შენ ყველაფრის ნულიდან დაწყების შანსი გაქვს. ასე
ბევრს არ უმართლებს. გამოიყენე ეს შანსი.
მე სიმართლე მჭირდებოდა, ახლა კი უფრო დავიბენი. რო-
გორ მოხდა, რომ მე - ფრიადოსანი მოსწავლე ასეთ არანორმა-
ლურს დავუკავშირდი? ყველაზე მეტად კი ის მაშფოთებდა, რომ
ვგრძნობდი შინაგან ბრძოლას, ვგრძნობდი რომ ოდნავ მეშინო-
და კიდეც, თუმცა აშკარა იყო ისიც, რომ „ტაოედან“ გადმოს-
ვლის შემდეგ ჩემი გული ჩვეულ რიტმს ვეღარ უბრუნდებოდა.
- და კიდევ ერთი რამ, - მითხრა მან, - ჩემს ძებნას შეეშვი.
- მე შენ არ გეძებ.
111 მკითხველთა ლიგა
მომიახლოვდა და საჩვენებელი თითი შუბლზე მომადო. ამ
შეხებამ მისი თითის ქვეშ კანი მაშინვე გამითბო. ვატყობდი,
რომ მუდმივად ჩემთან შეხების მიზეზს ეძებდა და ვხვდებოდი
იმასაც, რომ არც მე ვიყავი ამის წინააღმდეგი.
- სადღაც შენი გონების სიღრმეში შენს რაღაც ნაწილს ყვე-
ლაფერი ახსოვს და სწორედ ეს ნაწილი მეძებდა მე ამაღამ. ეს
ნაწილი დაგღუპავს საბოლოოდ, თუ ფრთხილად არ იქნები.
პირისპირ ვიდექით, ორივენი მძიმედ ვსუნთქავდით. სირენე-
ბის ხმა კიდევ უფრო ახლოვდებოდა.
- პოლიციას რა ვუთხრა?
- პოლიციას არაფერს ეტყვი.
- ოჰ, მართლა? სასაცილოა, რადგან პოლიციისთვის იმ სცე-
ნის ზუსტად აღწერას ვაპირებ, როცა გეიბის რკინის ქანჩი ხერ-
ხემალში ჩაარჭე. თუ, რა თქმა უნდა, ჩემს შეკითხვებზე პასუხის
გაცემას არ აპირებ.
ირონიულად ჩაიცინა. - შანტაჟი? ეს რაღაც ახალია, ანგელო-
ზო.
კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომა დავუშვი და ამან თავი
უფრო სუსტად მაგრძნობინა. შევეცდებოდი გონების დაძაბვას
და მის გახსენებას, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამას აზრი არ ჰქონ-
და. ჩემს მახსოვრობას ვერ ვენდობოდი, საშველი სადმე სხვაგან
უნდა მეძებნა.
- თუ მართლა ასე კარგად მიცნობ, ხომ იცი, რომ არ გავჩერ-
დები, სანამ არ გავიგებ პასუხებს ჩემს კითხვებზე? აუცილებლად
უნდა გავიგო ვინ მომიტაცა და სადამდე გრძელდება ეს პროცე-
სი.
- მოდი, მე გეტყვი, სადამდეც გრძელდება ეგ პროცესი და
რით დასრულდება. საფლავით. თან ისეთით, რომელსაც ვერა-
ვინ მიაგნებს. ვერავინ დაგიტირებს. აღარავის ემახსოვრები. ეს
დიდი დარტყმა იქნება დედაშენისთვისაც, რომელიც ვეღარასო-
112 მკითხველთა ლიგა
დეს გიხილავს გვერდით. შენ კი, ნაცვლად იმისა, რომ წლების
შემდეგ მის გვერდით, მწვანე მოლით დაფარულ საფლავში იწ-
ვე, სადღაც გაურკვეველ ადგილზე, ყველასგან მიტოვებული,
მარტო ეგდები. ასე იქნება სამარადისოდ.
წელში გავიმართე, შევეცადე მეჩვენებინა, რომ მისი სიტყვე-
ბი არ მაშინებდა, თუმცა მუცელში მაინც დამიარა უსიამოვნო
შეგრძნებამ. - მითხარი რაც მაინტერესებს, თორემ პოლიციას-
თან დაგასმენ. გპირდები.
მან პირზე ხელი მიიფარა და თავისთვის გაიცინა. ეს იყო და-
ძაბული და დაღლილი ხმა.
- ვინ გამიტაცა? - წამოვიძახე მოუთმენლად. არ ვაპირებდი
ადგილიდან დაძვრას მანამ, სანამ კითხვაზე პასუხს არ მივიღებ-
დი. ამ მომენტში ვინანე, რომ საერთოდ გადამარჩინა. ახლა მას
ზიზღითა და ბრაზით ვუყურებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ
თუ აზრს არ შეიცვლიდა, პოლიციას ყველაფერს დეტალებში
მოვუყვებოდი.
თავისი შეუვალი თვალები ჩემსას შეახვედრა, პირი ოდნავ
გახსნა. არ მოღუშულა. უფრო მეტად საზარელი და გავეშებული
სახე გაუხდა.
- ამ საქმეს სამუდამოდ უნდა ჩამოშორდე. შემდეგში მეც კი
ვეღარ გიხსნი.
შემდეგ შებრუნდა და წავიდა ისე, თითქოს ეს იყო მისი უკა-
ნასკნელი სიტყვა, მაგრამ მე შეგუებას არ ვაპირებდი. ის ჩემი
ცხოვრებისთვის აზრის დაბრუნების ერთადერთი გზა იყო.
დავეწიე და მაისური ისე მაგრად მოვქაჩე რომ გავუხიე, თუმ-
ცა ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალიც მქონდა. -
რას ნიშნავს, ამ საქმეს ჩამოვშორდე?
თუმცა, თითქოს ჩემი სიტყვები რაღაცამ დაბლოკა, ამ მომენ-
ტში მუცელში რაღაცამ დამიარა და ჰაერში ატყორცნის მსგავსი

113 მკითხველთა ლიგა


შეგრძნება გამიჩნდა, შემდეგ თვალები დამებინდა და გონება
გამეთიშა.
უკანასკნელი რაც მახსოვს, ჰაერის ძლიერი ნაკადის ხმა და
სრულად შავ სამყაროში ჩავარდნის შეგრძნება იყო.

114 მკითხველთა ლიგა


11 თავი

როცა თვალები გავახილე, ქუჩაში აღარ ვიდექი. არც „ტაოე“


ჩანდა სადმე აღარც ყანები და არც ვარსკვლავებიანი ღამე. ბე-
ტონის კედლებიან შენობაში ვიდექი, ვგრძნობდი ნახერხისა და
რაღაც მეტალისებრ ჟანგის სუნს. ვკანკალებდი, მაგრამ არ
მციოდა.
მე ჯევის პერანგს ხელი ჩავჭიდე, ქსოვილი გავხიე და ალბათ,
მის ზურგს შევეხე. ახლა კი... ვიყავი ადგილზე, რომელიც მიტო-
ვებულ საწყობს ჰგავდა.
ჩემ წინ ორი ფიგურა დავინახე. ჯევი და ჰენკ მილარი. იმით
გახარებული, რომ აქ მარტო არ ვიყავი, მათკენ გავიქეცი და
ხმამაღლა დავიყვირე, - ჯევ!
ჩემი მიმართულებით არც ერთ მათგანს არ გამოუხედავს,
მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გაიგეს. ასეთ ადგი-
ლებში ხმა უმარტივესად ვრცელდება.
უკვე მეორედ გავაღე პირი რაღაცის სათქმელად, მაგრამ მა-
შინვე დავმუწე. მათ უკან ტენტგადაფარებული რკინის გისოსე-
ბიანი გალია დავინახე. ყველაფერი ერთიან ტალღად დაბრუნ-
და, მე გამახსენდა შავთმიანი გოგონა სკოლის ტუალეტში, ხე-
ლისგულები ოფლით დამეფარა. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი
რამით აიხსნებოდა. ჰალუცინაციებს ვხედავდი.
ისევ.
- აქ ამის სანახავად მომიყვანე? - ჰკითხა ჯევიმ ჰენკის საკმა-
ოდ უკმეხად. - ხვდები, როგორი რისკის ქვეშ მაყენებ აქ მოს-
ვლით? ნუღარ მეძახი საჭორაოდ, მხარზე საქვითინოდ და ნურც
შენი უკანასკნელი გამარჯვების შესატყობინებლად.
- მოთმინება, ბიჭიკო. მე შენ მთავარანგელოზი განახე, რად-
გან შენი დახმარება მჭირდება. გასაგებია, რომ ორივეს გაგვაჩ-
115 მკითხველთა ლიგა
ნია შეკითხვები. - შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად გახედა გა-
ლიას. - ჰოდა, პასუხები მას აქვს.
- ამგვარი საკითხებისადმი ინტერესი დიდი ხნის წინ დავკარ-
გე.
- რას იზამ, გინდა თუ არა, ეს შენი ცხოვრებაა. მის ასალაპა-
რაკებლად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არაფერი გამომივი-
და. - ამ სიტყვებზე ოდნავ გაიღიმა. - მიდი და ათქმევინე რაც
მჭირდება. მერე შენ დაგითმობ. არა მგონია, შეხსენებას საჭი-
როებდეს ის პრობლემები, რომლებშიც მთავარანგელოზების
გამო გაეხვიე. თუკი არსებობს შურისძიების გზა... ნუ, დანარჩენი
შენც იცი.
- როგორ მოახერხე მისი გალიაში გაჩერება? - ცივად ჰკითხა
ჯევიმ.
ნასიამოვნებმა ჰენკიმ სახე მოღრიცა. - ფრთები წავაჭერი. ის,
რომ მათ ვერ ვხედავ, არ ნიშნავს, მათი მდებარეობა არ ვიცი.
თავდაპირველად ეს იდეა შენ მომაწოდე. მანამდე ხომ ვერავინ
წარმოიდგენდა, რომ ნეფილიმი ანგელოზისთვის ფრთების დაც-
ლას შეძლებდა.
ჯევის თვალებში რაღაც მუქი გაკრთა. - ამას ჩვეულებრივი
ხერხით ვერ შეძლებდი.
- ჩვეულებრივი ხერხი არც გამომიყენებია.
- რაშიც არ უნდა გახლართულიყავი, გირჩევ, რომ ახლავე
შეეშვა, ჰენკ.
- რომ იცოდე, რაში ვარ გახლართული, მთელი გულით
მთხოვდი, რომ ამ საქმეში შენც ჩამერთე. დამიჯერე, მთავარან-
გელოზების იმპერია დიდხანს ვეღარ გასტანს. არსებობენ ძალე-
ბი, რომლებიც დაჯაბნიან და ეს ძალები რეალურია, თუკი იცი
სად მოძებნო ისინი.
ჯევი ამრეზილი სახით შებრუნდა და წასასვლელად მოემზა-
და.
116 მკითხველთა ლიგა
- ჩვენი შეთანხმება, ბიჭიკო, - გასძახა ჰენკიმ.
- ეს შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
- მაშინ შეგვიძლია ახალ პირობებზე შევთანხმდეთ. როგორც
ხმები ამბობენ, ნეფილიმი ფიცის დადებაზე ვერ დაგითანხმები-
ა... - და ეს ბოლო ფრაზა თითქოს ჰაერში გამოკიდა.
ჯევი შეჩერდა. - ერთ-ერთ შენს კაცს მთავაზობ?
- ღვთის გულისთვის, დიახ! დიახ! - ხელები გაშალა ჰენკიმ და
მსუბუქად ჩაიქირქილა. - არჩევანი შენზეა. ზედმეტად კარგ შე-
თავაზებას გიკეთებ საიმისოდ, რომ უარის თქმა შეძლო, ხომ
ასეა?
- ნეტავ, შენი ხალხი რას იფიქრებს, თუ გაიგებს, რომ შენ მათ
უკეთესი წინადადების სანაცვლოდ ყიდი.
- შენ შენი ფასი მითხარი. ასეთი მიდგომით ვერაფერს მიაღ-
წევ. გინდა გითხრა, რატომ ვაღწევ ცხოვრებაში ყველაფერს?
იმიტომ, რომ გულთან ახლოს არაფერი მიმაქვს. შენც იმავეს
გირჩევ. ახლა ორივეს რაღაც გვჭირდება. დამეხმარე და დაგეხ-
მარები. საქმე ძალიან მარტივადაა.
შემდეგ პაუზა აიღო და ჯევის დაფიქრების დრო მისცა.
- უკანასკნელად, როცა ჩემს შეთავაზებაზე უარი თქვი, ყვე-
ლაფერი უბედურებით დამთავრდა, - დაამატა ჰენკიმ ოდნავ შეხ-
სნილი ტუჩებით.
- შენთან გარიგებებს მოვრჩი, - უპასუხა ჯევიმ მტკიცე ტონით.
- მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ. გოგო გაუშვი. მთავარანგელოზე-
ბი აუცილებლად შეამჩნევენ მის არყოფნას. შესაძლოა, გატაცე-
ბები შენი ძლიერი მხარეა, მაგრამ ამჯერად ბედს ეთამაშები.
ორივემ ვიცით, როგორ დასრულდება ეს. მთავარანგელოზები
არ დამარცხდებიან.
- ოჰ, მაგრამ აქამდე ხომ უკვე დამარცხდნენ? - შეუსწორა ჰენ-
კიმ. - ისინი დამარცხდნენ, როცა შენები დაეცნენ. დამარცხდნენ,
როცა ნეფილიმების რასა შეიქმნა. შესაძლოა, ახლაც დამარ-
117 მკითხველთა ლიგა
ცხდნენ და ასეც იქნება. მე და შენ ერთად შევძლებთ გამარჯვე-
ბას, ბიჭო. მაგრამ, საამისოდ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ.
კედელს მივეყუდე და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე. ღრმად
ისუნთქე. თავს ისევ ვაჯერებდი, რომ კვლავინდებურად ჰალუცი-
ნაციებს ვხედავდი, თუმცა შუბლიდან ოფლს ვიწმენდდი და ნა-
ნახ სცენას ვაკვირდებოდი. ჯევთან უნდა დავბრუნდე. ნამდვილ
ჯევთან. გონების კარი გახსენი და ჯევთან დაბრუნდი.
- მე ყელსაბამის შესახებ ვიცი.
ჰენკის სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა. ჩემ წინ მდგომ
კაცებს მზერა მოვავლე და განსაკუთრებით ჰენკის დავაკვირდი.
მან ყელსაბამის შესახებ იცოდა? ეს ის ყელსაბამი იყო, რომელ-
ზეც მარსი ლაპარაკობდა?
არა, არ დაიჯერო, - გადავწყვიტე ჩემთვის. - ამ ჰალუცინა-
ციაში ნამდვილი არაფერია. ამ სცენის ყოველ დეტალს შენი
ქვეცნობიერი ქმნის. უმჯობესია ყურადღება გასასვლელის
ძიებაზე გადაიტანო.
ჯევიმ უნდობლად ასწია ცალი წარბი.
- თუმცა, მირჩევნია ჩემი წყარო არ გავამჟღავნო, - მშრალად
დაამატა ჰენკიმ. - სინამდვილეში მე მხოლოდ ეგ ყელსაბამი
მჭირდება. შენ კი საკმაოდ ჭკვიანი ხარ საიმისოდ, რომ ხვდებო-
დე, საით მიმყავს ეს საუბარი. მინდა, რომ მთავარანგელოზის
ყელსაბამის პოვნაში დამეხმარო.
- შენს წყაროს სთხოვე დახმარება, - მიუგო ჯევიმ სრული სე-
რიოზულობით.
ჰენკის ტუჩები ძალიან ვიწრო ზოლად იქცა. - ორი ნეფილიმი.
რა თქმა უნდა, შენი სურვილის შესაბამისად. თავად აარჩევ...
ჯევიმ ხელი აიქნია. - ჩემი ყელსაბამი მე თავადაც არ მაქვს,
თუ ამას გულისხმობ. როცა დავეცი, მთავარანგელოზებმა ჩამო-
მართვეს.
- ჩემმა წყარომ სხვა რამ მითხრა.
118 მკითხველთა ლიგა
შენმა წყარომ მოგატყუა.
- მეორე წყარო ადასტურებს, რომ დაგინახა, როგორ გეკეთა
ყელსაბამი ამ ზაფხულს.
რამდენიმე წამმა განვლო, სანამ ჯევი თავს იატაკისკენ დახ-
რიდა. შემდეგ ისევ ჰენკის შეხედა და გაიცინა, თითქმის დაუჯე-
რებლობით გაკვირვებულმა. - არ გითქვამს... - და უეცრად სიცი-
ლი შეწყვიტა. - არ გითქვამს, რომ ამ ყველაფერში შენი შვილიც
ჩარიე.
- მან შენს კისერზე ვერცხლის ჯაჭვი ივნისში დაინახა.
ჯევის თვალები ჰენკის დააკვირდა. - რამდენი იცის?
- ჩემზე? ნელ-ნელა გაიგებს. არ მომწონს ეს სიტუაცია, მაგ-
რამ კედელთან ვარ მიმწყვდეული. დამეხმარე და მას აღარასო-
დეს გამოვიყენებ.
- ანუ, გგონია, რომ დიდად მადარდებს შენი შვილის ბედი.
- ერთ-ერთი გოგო მაინც რომ გადარდებს ფაქტია, - ოდნავ
ეშმაკურად თქვა ჰენკიმ. - ან, გადარდებდა.
ჯევის ყბაზე კუნთი ოდნავ შეირხა და ჰენკის გაეცინა. - მთელი
ამ ხნის შემდეგ შენ ისევ ცეცხლს ეთამაშები. სამწუხაროა, რომ
შენი არსებობის შესახებ არ იცის. ისე, ისიც გავიგე, რომ ყელსა-
ბამი ამ ზაფხულს შენს გოგოსაც ეკეთა.
ჯევიმ ჰენკის მტკიცე მზერა დაუბრუნა. - ყელსაბამი მას არა
აქვს.
- ისე, ეგ დიდად შესაქები გეგმა ვერ იქნებოდა. მან ხომ არა-
ფერი იცის, - შემდეგ გაეცინა, მაგრამ უემოციოდ, - რა სასაცი-
ლოა. ინფორმაციის დიდი ნაწილი ეკუთვნის გონებას, რომელ-
საც მეხსიერება წავუშალე. რა სირცხვილია.
ამის შემდეგ ჰენკიმ ტენტს ხელი ჩაავლო და გალიას გადააძ-
რო. მეტალის ყუთი სინათლეზე გამოახოხა. გოგონას თმა სახე-
ზე ჩამოფარებოდა, თვალებს კი აქეთ-იქით გამხეცებული აცე-
ცებდა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სურდა მაქსიმალუ-
119 მკითხველთა ლიგა
რად ყველაფერი დაემახსოვრებინა მანამ, სანამ ისევ ტენტს გა-
დააფარებდნენ.
- აბა? - ჰკითხა ჰენკიმ გოგონას. - როგორ გგონია, ჩიტუნა?
ვიპოვით მთავარანგელოზის ყელსაბამს?
გოგონა ჯევისკენ მიბრუნდა. თითქოს იცნო კიდეც. ხელები
გისოსებს მაგრად ჩაავლო და მთელი სხეულით მიეკრა. თან
წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ძალიან ჰგავდა „მოღალატეს“.
ჰენკისა და ჯევის შორის თვალებს აცეცებდა, შემდეგ კი პირი
დააღო და არაადამიანური ყვირილი ამოუშვა.
ყვირილის ძალამ უკან გადამაგდო, სხეულით საწყობის კე-
დელს მივენარცხე, წყვდიადში ჩავიძირე, მუცელი შემეკუმშა და
გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.
შემდეგ კი მახსოვს, როგორ ვიწექი ქუჩაში თავდახრილი, ხე-
ლები ხრეშში მქონდა ჩარგული, ვგრძნობდი ჰაერში დატ-
რიალებულ ყანის სუნს, ირგვლივ ღამის მწერები დაფრინავდნენ
და ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ძველად.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი გონდაკარგული. ათი წუთი? ნა-
ხევარი საათი? მთელი სხეული ოფლით მქონდა დაფარული,
შემდეგ კი სიცივის კანკალმაც ამიტანა.
- ჯევ? - დავიძახე ხრინწიანი ხმით.
მაგრამ, ის არსად ჩანდა.

120 მკითხველთა ლიგა


12 თავი

ჯევის ინსტრუქციისამებრ, უაითეილ ლოჯში მივედი, სარე-


გისტრაციო მაგიდასთან ტელეფონი ვითხოვე და ტაქსი გამოვი-
ძახე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მეცოდინებოდა, რომ დედა ახ-
ლა სადილობდა, მასთან დარეკვის თავი მაინც არ მქონდა. თავი
ზედმეტად დიდი ხმაურით მქონდა გამოტენილი და ახლა ლაპა-
რაკი ნამდვილად არ მსურდა. სხვადასხვა ფიქრი მიტრიალებდა
თავში და ძალიან მიძნელდებოდა. ამ ღამით მომხდარი ამბების
დალაგებას ვცდილობდი.
როცა სახლში მივედი, მაშინვე მეორე სართულზე ავედი,
ჩემს საძინებელში. გავიხადე, საღამური გადავიცვი, ემბრიონის
ფორმით პლედების ქვეშ შევძვერი და დავიძინე. ალბათ, სიზ-
მარში ჯევი ვნახე, რადგან როცა ოთახში კარის გაღების ხმამ გა-
მაღვიძა, პირველი ფიქრი იყო - ის არის. ამიტომ, მაშინვე წამო-
ვიწიე და პლედი ნიკაპამდე ავიფარე.
კარში დედაჩემი იდგა და კედელს ეყუდებოდა. - აქ არის! -
გასძახა მხარს უკან. - ლოგინშია! - შემდეგ სასწრაფოდ ჩემთან
მოვარდა. გულზე მუშტი ჰქონდა მიბჯენილი ისე, თითქოს ეს--
ესაა ამოუვარდებაო. - ნორა! რატომ არ მითხარი სად წახვედი?
მთელი ქალაქი შენს ძებნაში მოვიარეთ! - მძიმედ ქოშინებდა,
ანთებული და გაშმაგებული თვალები ჰქონდა.
- მიმტანს ვუთხარი, რომ ვი გამომივლიდა, - წავილუღლუღე
მე და ახლა, როცა ხელახლა დავფიქრდი მომხდარზე, მივხვდი,
რომ ეს ჩემგან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო. თუმცა, როცა დე-
დაჩემსა და ჰენკის ერთ მაგიდასთან ვხედავდი, ისე მეშლებოდა
ნერვები, რომ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
- ვისაც დავურეკე! წარმოდგენა არ ჰქონდა რას ვეკითხებო-
დი!
121 მკითხველთა ლიგა
რა თქმა უნდა, არ იცოდა. ამდენის გათვლა ვეღარ მოვასწა-
რი.
- ეს აღარასოდეს გაიმეორო! - მითხრა დედამ. - არასდროს
გაბედო!
და თუმცა ეს არაფერში დამეხმარებოდა, მე ტირილი დავიწ-
ყე. არ მინდოდა შეშინებოდა და მთელ ქალაქში ვეძებნე, უბრა-
ლოდ როცა ჰენკი მის გვერდით დავინახე... ეს ბუნებრივი რეაქ-
ცია იყო. და რადგანაც მინდოდა დაჯერება იმისა, რომ გეიბი ჩე-
მი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა, მაინც ვხვდებოდი, რომ ჯერ
ყველაფერი არ დასრულებულიყო. ხელახლა ვუბრუნდებოდი
ჩემს ფიქრებს. რაში გავეხვიე? ნეტავ, რამდენად სხვაგვარი ღამე
იქნებოდა, სევენ-ილევენი მაშინ რომ დამეტოვებინა, როცა ამის
შანსს გეიბი მაძლევდა?
არა. სწორად მოვიქეცი. ასე რომ არა, ისინი ბ.ჯ.-ს აუცილებ-
ლად მოკლავდნენ.
- ოჰ, ნორა.
დედაჩემის ნებას დავყევი, მან მაგრად ჩამიკრა და ჩემი სახე
თავის ბლუზაში ჩარგო.
დერეფნიდან ფიცრების ჭრაჭუნის ხმა გავიგე. კარის ჩარჩოში
ჰენკი გამოჩნდა. - ძალიან შეგვაშინე, პატარა ქალბატონო. -
მსუბუქი და მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ მის თვალებში მაინც
რაღაც მგლურ სიცივეს ვგრძნობდი.
- არ მინდა, რომ აქ იყოს, - ჩურჩულით ვუთხარი დედას.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ბოლოს ნანახი მხოლოდ ჩემი
ჰალუცინაციის ნაწილი იყო, ეს კაცი მაინც მზაფრავდა. ლოგიკუ-
რად კი ვხვდებოდი, რომ ამ გზით საკუთარ შიშებსა და შფოთვას
კიდევ უფრო რეალურს ვხდიდი. არა უშავს, მაინც არ მინდოდა
მისი აქ ყოფნა.
- მოგვიანებით დაგირეკავ, ჰენკ, - ჩემს თავს ზემოთ უთხრა
ჰენკის. - ჯერ ნორას მივხედავ. კიდევ ერთხელ მადლობა სადი-
122 მკითხველთა ლიგა
ლისთვის და ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ცრუ განგა-
ში აღმოჩნდა.
ჰენკიმ ხელი აიქნია. - ეგ არაფერი, ძვირფასო! ხომ არ გავიწ-
ყდება, რომ სახლში მე ჩემი დრამის დედოფალი მყავს. ნუ, თუმ-
ცა ამგვარი რამ მასაც კი არასდროს ჩაუდენია, - ამ სიტყვებზე კი
ისე გაეცინა, თითქოს მართლა რაღაც ყოფილიყო სასაცილო.
დავიცადე, სანამ მისი ნაბიჯების ხმა დერეფანს არ გასცდა,
თუმცა არ ვიცოდი რამდენი რამ უნდა მეთქვა დედასთვის. გან-
საკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯევიმ პოლიციაზე მითხრა. ამაღამ
ზედმეტად ბევრი რამ მოხდა საიმისოდ, რომ ეს დეტექტივ ბა-
სოსთვის გამემხილა.
- ამაღამ ვიღაცას შევხვდი, - ვუთხარი დედას. - კუპერსმიტი-
დან წასვლის შემდეგ. ვერ ვიცანი, მაგრამ როგორც ჩანს ვიცნობ
და ბოლო ხუთი თვის განმავლობაშიც ვხვდებოდი.
დედამ ჩაფიქრებული სახით გამომხედა. - სახელი არ უთ-
ქვამს?
- ჯევი.
სუნთქვაშეკრული მიყურებდა. ნუთუ სხვა სახელს ელოდა?
- იცნობ? - ვკითხე იმ იმედით, რომ იქნებ ჯევის ისტორიის
მოსმენით გონებაზე ნათელი მაინც მომეფინა.
- არა. არ უთქვამს საიდან გიცნობდა? იქნებ სკოლიდან? ან
ენცოსთან ხომ არ მუშაობდა?
მე ენცოსთან ვმუშაობდი? ეს კი ახალი ამბავი იყო. მე უკვე ამ
საკითხში ჩაღრმავებას ვაპირებდი, როცა დედამ უეცრად შემომ-
ხედა და მითხრა, - მოიცა. რა ეცვა? როგორი ტანსაცმელი?
ვიგრძენი, შუბლი დაბნეულად როგორ შემეკრა, - ამას რა
მნიშვნელობა აქვს?
ფეხზე წამოდგა, კართან მივიდა, მერე ისევ ლოგინთან დაბ-
რუნდა. თითქოს, ისეთი აღელვებული იყო, რომ ადგილს ვერ
პოულობდა, შემდეგ ჩემი მაკიაჟის მაგიდასთან დაჯდა და სუნა-
123 მკითხველთა ლიგა
მოების ფლაკონებს დააკვირდა. - იქნებ რამე სპეციალური უნი-
ფორმა ეცვა? ან მხოლოდ ერთი ფერი. მაგალითად... შავი? - აშ-
კარად რაღაცას მიმალავდა, მაგრამ რატომ?
- თეთრი ბეისბოლის მაისური ეცვა და ჯინსის შარვალი.
მის სახეზე ღელვა აშკარად სიმშვიდემ შეცვალა, თუმცა ჯერ
ისევ ფიქრებში იყო ჩაძირული.
- რას მიმალავ? - ვკითხე მე.
თვალები ღელვით აევსო.
- რა იცი და არ მეუბნები? - ვუთხარი უფრო მკაცრად.
- ერთი ბიჭი იყო, - დაიწყო დედამ.
მე ოდნავ წამოვჯექი. - ვინ ბიჭი? - ნეტავ ჯევის თუ გულის-
ხმობდა? მე კი შინაგანად ვხვდებოდი, რომ მსურდა, ეს ასე ყო-
ფილიყო. მის შესახებ მეტის გაგება მსურდა. მსურდა ყველაფე-
რი მცოდნოდა.
- რამდენჯერმე გამოჩნდა, რა. ყოველთვის შავები ეცვა, - ამ
სიტყვებს დედა აშკარა ძალდატანებით ამბობდა. - შენზე უფრო-
სი იყო და გთხოვ, ცუდად არ გამიგო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი,
შენით რატომ დაინტერესდა. სკოლიდან გაგდებული იყო, აზარ-
ტულ თამაშებთანაც პრობლემა ჰქონდა. ბორდერლაინში მიმტა-
ნად მუშაობდა. ანუ, არა, ღვთის გულისთვის, მე განა მიმტანო-
ბის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არ ვიცი, ეგონა, რომ შენ სამუდა-
მოდ ქოლდვოთერში დარჩენას აპირებდი? ის შენს ოცნებებში
არანაირად არ ჯდებოდა. ისიც კი გამიკვირდებოდა, ოდესმე კო-
ლეჯში თუ ჩააბარებდა.
- მე მომწონდა? - აღწერილობით ჯევის არ ჰგავდა, მაგრამ
ჯერ დანებებას არ ვაპირებდი.
- არაფერი მსგავსი! - სულ იმას მთხოვდი, რომ ტელეფონზე
როდესაც რეკავდა, შენი სახლში არყოფნის სხვადასხვა მიზეზი
მომეფიქრებინა. საერთოდ, მალევე შეგეშვა. ალბათ, მაქსიმუმ
რამდენიმე კვირაში. მეც არ მომწონდა, რაღაც უცნაური ტიპი
124 მკითხველთა ლიგა
იყო. არ ვაჭარბებ, მაგრამ რაც ის შენს ცხოვრებაში გამოჩნდა,
მას მერე მეჩვენებოდა, თითქოს შენი ცხოვრება რაღაც შავმა
ღრუბლმა მოიცვა.
- რა შეემთხვა? - გავიაზრე, რომ გული ორჯერ ჩქარა მიცემ-
და.
- შეგეშვა, - თავი გააქნია, - ხედავ? არა, ეგ ვერ იქნებოდა. უბ-
რალოდ, უეცრად ავღელდი. ახლა, ალბათ სხვა ქალაქშია გადა-
სული.
- რა ერქვა? პასუხის გაცემამდე ოდნავ შეჩერდა. - რაღაც პ--
ზე. მგონი, პიტერი. - მერე ხმამაღლა და უაზროდ გაიცინა. - ალ-
ბათ, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა უმნიშვნელო იყო ის.
მის ამ ხუმრობაზე მეც ავტომატურად გავიცინე, შემდეგ კი
გონებაში ჯევის სიტყვები გავიგონე.
ერთმანეთს ვიცნობდით, ერთმანეთს ხუთი თვის წინ შევ-
ხვდით და ჩემი დანახვისთანავე ეს შენთვის ცუდ ამბად იქცა. მე
გამოგიყენე და გატკინე.
თუ ჯევი და ეს მისტიკური ბიჭი ერთი ადამიანი იყო, ვიღაც ის-
ტორიას სრულად არ მიყვებოდა. შესაძლოა, პრობლემა ჯევიში
იყო და მართლა სჯობდა შევშვებოდი.
მაგრამ, რაღაც მეუბნებოდა, რომ ჯევი სინამდვილეში არ იყო
ისეთი ინდეფერენტული და უემოციო, როგორადაც თავს წარ-
მოაჩენდა. მერე გამახსენდა მისი სიტყვები ჩემი მორიგი ჰალუ-
ცინაციის წინ, როცა მითხრა, რომ თუ ამ საქმეში ჩავერეოდი, ის
ვეღარ დამიცავდა.
ჩემი უსაფრთხოება მისთვის რაღაცას ნიშნავდა. მისმა ამღა-
მინდელმა მოქმედებებმა ამაში დამარწმუნა. მოქმედება კი სიტ-
ყვაზე ბევრ სათქმელს ამბობს, - ვუთხარი საკუთარ თავს ღიმი-
ლით.

125 მკითხველთა ლიგა


რაც საბოლოოდ ორ პასუხგაუცემელ შეკითხვას ტოვებდა:
რაში აღარ უნდა ვყოფილიყავი ჩართული? და - ჯევისა და დედას
შორის რომელი მატყუებდა?
თუკი ეგონათ, რომ გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდი და არა-
ფერს მოვიმოქმედებდი, ძალიან ცდებოდნენ. არ ვაპირებდი
იდეალური, ინფორმაციის არმქონე პატარა გოგონას როლის
თამაშს. როგორც ჩანს, არც ერთი არ იყო ისეთი ჭკვიანი, რო-
გორც თავად ფიქრობდნენ.

126 მკითხველთა ლიგა


13 თავი

შაბათს დილით ადრე გავიღვიძე. მაშინვე ბამბის მოკლე შარ-


ვალი და უმკლავო მაისური ჩავიცვი და სარბენად გავედი. ტრო-
ტუარზე ტერფების შეხებას და ოფლს ვგრძნობდი და თავი უფრო
ძლიერი მეჩვენებოდა. ყველანაირად ვცდილობდი წინა ღამის
ამბებისა და პრობლემების დავიწყებას. ახლა ვფიქრობდი, რომ
უმჯობესია თუ საერთოდ არასოდეს წავალ სევენ-ილევენში და
ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა, უცნაურია, რომ გეიბიზე სულაც აღარ მეფიქრებოდა
ამაში დამნაშავე კი ის ორი შავი თვალი იყო, რომლებიც ცოტა
ხნის წინ მაკვირდებოდნენ და ერთიანად მამსუბუქებდნენ. ჯევიმ
მითხრა, რომ მე ის არ მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიშორებდი მის
შესახებ ფიქრებს, ფანტაზიებში წარმოვიდგენდი, თუ სად შეიძ-
ლებოდა ერთმანეთს გადავყროდით. ის ბოლო სიზმარიც კი გა-
მახსენდა, რომელშიც მე და ვი ოგუნქუიტის სანაპიროზე მივ-
დიოდით, იქ კი თურმე ჯევი მაშველად მუშაობდა. სიზმრიდან გუ-
ლაჩქარებულმა გამოვიღვიძე. შინაგანად კი რაღაც უცნაურ
გრძნობას მოვეცვი. ამ სიზმრის შინაარსს თავადაც კარგად
ვხვდებოდი: მიუხედავად აღელვებისა, მე კვლავ მინდოდა ჯევის
ნახვა.
ცას ღრუბელი გადაჰკვროდა და ჰაერში სიგრილე იდგა. მას
შემდეგ, რაც წამმზომმა სამი მილი მიჩვენა, საკუთარ თავს ეშმა-
კურად გავუღიმე და სირბილი გავაგრძელე. არ მსურდა ჯევიზე
ფიქრები რომ შემეწყვიტა. ფიზიკური აქტივობა ყოველთვის
მსიამოვნებდა. ადრე ვისთან ერთად ზუმბაზე და ველოსიპედ--
ტრენაჟორებზე დავდიოდი, თუმცა სუფთა ჰაერზე სირბილზე სა-
სიამოვნო მაინც არაფერი იყო. ამ დროს განსაკუთრებულად
ფიჭვებისა და დაცვარული ბალახის საამური სურნელი მსიამოვ-
127 მკითხველთა ლიგა
ნებდა. სწორედ ამიტომ ვარჩიე დარბაზში ვარჯიშს სუფთა ჰაერ-
ზე ოფლდენა. რაღაც პერიოდის შემდეგ ყურსასმენებიც კი მო-
ვიხსენი და გარშემორტყმული სამყაროს ბუნებრივი სურნელი-
თა და ხმებით დავტკბი.
შინდაბრუნებული შხაპის ქვეშ დიდხანს ვიდექი, შემდეგ კი
გარდერობთან გადავინაცვლე, ფრჩხილების კვნეტის პარალე-
ლურად ჩემს ტანსაცმელს ვაკვირდებოდი. საბოლოოდ არჩევა-
ნი მომდგარ ჯინსის შარვალზე, მუხლებამდე ჩექმებსა და ფირუ-
ზისფერ აბრეშუმის პერანგზე შევაჩერე. ეს სამოსი ვის აუცილებ-
ლად ემახსოვრებოდა, რადგან სწორედ მან დამაძალა ზაფხუ-
ლის ფასდაკლებებზე მათი ყიდვა. სარკის წინაც საკმაოდ დიდ-
ხანს ვიტრიალე და ძველი ნორა გრეის გახსენება ვცადე. სამო-
მავლო ათასი სწორი ნაბიჯიდან ეს პირველი იყო. ახლა ვხვდე-
ბოდი ასე ძლიერ მე და ვის რა გვაკავშირებდა. ვხვდებოდი, რო-
გორ მჭირდებოდა მასთან საუბარი. ნებისმიერი უაზრო თემის
წამოჭრა შემეძლო, რასაც ვი ავტომატურად აჰყვებოდა და ასე
საათობით გავიყვანდით დროს ლაპარაკში.
მხოლოდ ერთი რაღაც მაკლდა, - ბოლოს დავასკვენი და
ჩემს ანარეკლს დავაკვირდი. ჩემს ამ გამოსასვლელ სამოსს
რაიმე აქსესუარი დაამშვენებდა. ძვირფასეულობა? არა, შარფი.
უჯრა გამოვაღე და შარფს ძებნა დავუწყე, როცა უეცრად შავი
ბუმბული შემეფეთა. მის შესახებ სულ დამავიწყდა. ალბათ, რა
ბინძური იქნებოდა. როგორც კი ლანჩის შემდეგ შინ დავბრუნ-
დი, მაშინვე გონებაში ჩავინიშნე, რომ გადამეგდო, მაგრამ რა-
ტომღაც გადამავიწყდა. ჯერ ის მაინტერესებდა, საერთოდ რა
არსებას ეკუთვნოდა ეს ბუმბული, მერე კი როგორღაც საკუთარი
თავი იმაზე ფიქრისას გამოვიჭირე, რომ თითქოს მისი უსაფ-
რთხოების მიმართ რაღაც პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
დდაუჯერებელი იყო, მაგრამ სასაფლაოზე გაღვიძების შემდეგ

128 მკითხველთა ლიგა


აღარაფერი მიკვირდა. შემდეგ ბუმბული უჯრის სიღრმეში შევი-
ნახე და პირველივე შარფი შევარჩიე.
პირველ სართულამდე ჩავირბინე, ჩემი ჯიბის ფულის უჯრი-
დან ათ-დოლარიანი ავიღე და გარეთ გავედი. „ფოლქსვაგენის“
საჭესთან რომ აღმოვჩნდი, მის დასაქოქად მუშტის სამჯერ დარ-
ტყმა დამჭირდა, თუმცა თავი დავაჯერე, რომ ეს სულაც არ იყო
მანქანაზე უარის თქმის მიზეზი. ბოლოს და ბოლოს, მართალია
დიდი ხნის იყო, მაგრამ რამდენი ადამიანი იქნებოდა მისით ნამ-
გზავრი? თავს რამდენი საინტერესო რამ გადახდებოდა? ამას-
თანავე ჯერაც შენარჩუნებული ჰქონდა 1984 წლის შარმი და
რაც მთავარია, მასში ერთი ცენტიც არ დამიხარჯავს.
რამდენიმე დოლარის ღირებულების საწვავის ჩასხმის შემ-
დეგ პირდაპირ ენცოსკენ გავეშურე. შესასვლელ კართან მინაში
თმა შევისწორე და შიგნით შევედი.
მზის სათვალე მოვიხსენი და მიმოვიხედე. ენცოსთან ბევრი
რამ შეცვლილიყო. მეორე სართულიდან სალარომდე კიბე სპი-
რალურად ეშვებოდა, აქეთ-იქით კი ორი გრძივი პოდიუმი მიუყ-
ვებოდა, სადაც ვინტაჟური ალუმინის კოხტა მაგიდები იდგა.
სტერეო სისტემაში ბიგ-ბენდის ტიპის მუსიკა უკრავდა და ეს ყვე-
ლაფერი ისეთ განწყობას ქმნიდა, თითქოს დროში მოგზაურო-
ბისას პირდაპირ ძველებურ დისკოთეკაზე აღმოვჩენილიყავი.
ვი თავის სკამზე ფეხებშეკეცილი იჯდა და ხელს გამალებით
მიქნევდა.
- აქეთ, პატარავ, აქეთ!
შუა გზაზე შემხვდა და მაგრად ჩამეხუტა.
- ცივი მოკა და ერთი თეფში შაქრის პუდრმოყრილი ფუნთუ-
შები შევუკვეთე. ისე, თავიდან არ გითხარი, სიურპრიზი მინდო-
და გამომსვლოდა და იცი, რომ სამი ფუნტი დავიკელი? აბა, რო-
გორია? - მითხრა და ჩემ წინ დატრიალდა.

129 მკითხველთა ლიგა


- დიდებულად გამოიყურები, - ვუთხარი და მართლაც ასე
ვფიქრობდი. მთელი ამ დროის შემდეგ, რაც ერთმანეთი აღარ
გვენახა, თუნდაც ათი ფუნტი მოემატებინა, მე მაინც აბსოლუ-
ტურ ლამაზმანად ჩავთვლიდი.
- ჟურნალი „სელფი“ წერს, რომ შემოდგომაზე მომრგვალე-
ბული ფორმები მოდაშია. შესაბამისად, თავს საოცრად თავდა-
ჯერებულად ვგრძნობ. - მითხრა და სკამზე დაჯდა. მიუხედავად
იმისა რომ ოთხკაციან მაგიდასთან ვისხედით, მე ვის გვერდით
მივუჯექი. - აბა, - მითხრა და კონსპირაციულად გადმომხედა. -
მომიყევი წუხანდელის შესახებ. ნამდვილი საშინელებათა შოუ
იყო, არა? ვერ წარმოვიდგენ, რომ დედაშენი ჰენკი-ბენკის ხვდე-
ბა.
მე წარბები გაოცებით ავწიე.
- ჰენკი-ბენკი?
- ჰო, ეგრე ვეძახდით. მაგრად ჯდება, არა? ჰენკი-ბენკი.
- მე მგონი, საძმოს ბიჭი უფრო მოუხდებოდა.
- აუ, ზუსტად მაგას ვამბობ! - წამოიძახა ვიმ და ხელი მაგიდას
დაარტყა. - როგორ გგონია, რამდენი წლისაა? ოცდახუთის? იქ-
ნებ, მარსი სინამდვილეში მისი დაა? წარმოიდგინე, იქნებ ოიდი-
პოსის კომპლექსი სჭირს და მარსის დედა მისი დედაცაა და ცო-
ლიც!
მის სიტყვებზე ისტერიულად გამეცინა. მერე ამ სიცილზე
ფრუტუნი დამეწყო, რამაც კიდევ უფრო მეტი ხარხარი გამოიწ-
ვია.
- კარგი, გეყო, - ვუთხარი და შევეცადე სერიოზული სახე მი-
მეღო. - უცებ რომ მარსი შემოსულიყო და გაეგო?
- და რა მერე? თავისი შხამით მომწამლავდა?
სანამ პასუხს გავცემდი, ჩვენ წინ ორი თავისუფალი სკამი
უეცრად ოუენ სეიმურმა და ჯოუი მანკუსმა დაიკავეს. ორივე ბიჭს
სკოლიდან ვიცნობდი. ოუენი წინა წელს ვისთან და ჩემთან ერ-
130 მკითხველთა ლიგა
თად ბიოლოგიას გადიოდა, მაღალი და თხელი ბიჭი იყო. მზის
სათვალე ხშირად ეკეთა და რალფ ლორენის პოლო-მაისურები
ეცვა. მახსოვს, მეექვსე კლასში მაჯობა და მართლწერის სასკო-
ლო ოლიმპიადაზე ის გავიდა. არა, წყენას გულში არ ვინახავდი,
მაგრამ უბრალოდ, წლებია, მასთან ერთად კლასში აღარ ვყო-
ფილვარ. მახსოვდა ისიც, რომ ჯოუის მამა ქალაქში ერთადერთი
ქიროპრაქტიკოსი იყო. ჯოუი თმას ყოველთვის ცვილით ივარ-
ცხნიდა, ზამთარშიც კი „შლოპანცებით“ დადიოდა და სკოლის
გუნდში დრამებზე ურტყამდა. ერთი პერიოდი ვის ის ძალიან
მოსწონდა.
ოუენმა სათვალე ცხვირზე აიქაჩა და მომხიბვლელად გაიღი-
მა. ჩემი გატაცების შესახებ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად წი-
ნასწარ მოვემზადე, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა. მან უბრა-
ლოდ, ოდნავ აღელვებული ხმით თქვა, - დაგინახეთ და ვიფიქ-
რეთ, შეგვეძლო თქვენთან დავმჯდარიყავით.
- ღმერთო, რა დამთხვევაა, - წამოიძახა ვიმ ისეთი ხმით, რო-
მელსაც არ ველოდი. თავის თავს არ ჰგავდა. სხვა შემთხვევაში
პირდაპირ ფლირტზე გადავიდოდა. რა მოხდა, რამე განსხვავე-
ბული გეგმა ჰქონდა შემუშავებული? - დარწმუნებული ხართ,
რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ? მაგ ფანდს ვინ ჭამს?
- ემ... უქმეებზე რაიმე გეგმები გაქვთ? - იკითხა ჯოუიმ და ხე-
ლები მაგიდაზე, ვისთან ახლოს დააწყო.
ვიმ უკან დაიხია და წელში გაიმართა. - გეგმები, რომლებშიც
თქვენ არ ხართ, ბიჭებო.
კარგი, განსხვავებული გეგმა. თუმცა, ვხედავდი, რომ ოუენს
აშკარად ცუდი თვალით უყურებდა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით... - წარმოთქვა ვიმ და აშკა-
რად მიანიშნა ბიჭებს, რომ მათი წასვლის დრო ახლოვდებოდა.
ოუენმა და ჯოუიმ ერთმანეთში მოკლე უსიტყვო მზერა გაცვა-
ლეს.
131 მკითხველთა ლიგა
- გახსოვს, ადრე სპორტის გაკვეთილზე, მეშვიდე კლასში
ბადმინტონის შეჯიბრება რომ მოვიგეთ? მე და შენ პარტნიორები
ვიყავით. მაგარი იყო, არა? - თქვა და ხუთი თითი მაღლა შემარ-
თა.
- წარსულის გახსენების ხასიათზე არ ვარ.
ჯოუიმ ხელი ნელი მოძრაობით ჩამოუშვა. - ეჰ... კარგი. ნუ,
იქნებ ლიმონათი გიყიდოთ, ან რამე?
- რატომ, მერე მაგ ლიმონათში GHB2 ჩაგვიყაროთ, არა? მე
პას. თან სასმელი უკვე გვაქვს. მარტო მკერდზე რომ არ გვიყუ-
რებდეთ, ამასაც შენიშნავდით. - თქვა და ცივი მოკა სახესთან
მიიტანა.
- ვიიი, - მძიმედ ამოვიხვნეშე, რადგან ჯერ ერთი, ოუენი და
ჯოუი საერთოდ არ იყურებოდნენ იმ მიმართულებით, რაზეც ვიმ
მიანიშნა, და მეორე - რა ჯანდაბა სჭირდა ვის?
- უმ... კარგი... ბოდიში შეწუხებისთვის, - თქვა ოუენმა და
ფრთხილად წამოიმართა ფეხზე. - უბრალოდ, ვიფიქრეთ, რომ...
- არასწორად გიფიქრიათ, - გამოსცრა ვიმ. - არ ვიცი თქვენი
მზაკვრული გეგმების შესახებ, მაგრამ ჩვენთან არაფერი გამო-
გივათ!
- მზაკვრული რა? - გაიმეორა ოუენმა და სათვალე კიდევ ერ-
თხელ შეისწორა ბუსებრი თვალის ფახუნით.
- ყველაფერი გასაგებია, - თქვა ჯოუიმ, - არ უნდა შეგვეშალა
ხელი. გოგოური საუბარი ჰქონდათ. მეც მყავს დები, - თქვა ძა-
ლიან მცოდნე სახით, - შემდეგში ჯერ ვიკითხავთ, შეიძლება თუ
არა თქვენთან დაჯდომა, კარგი?

2Gamma hydroxybutyrate - ერთ-ერთი ნარკოტიკი, რომელსაც


სხვა დანარჩენთან ერთად დამაძინებელი ეფექტიც აქვს.

132 მკითხველთა ლიგა


- არანაირი შემდეგი აღარ იქნება, - თქვა ვიმ. - კარგად დაგ-
ვიმახსოვრეთ მე და ნორა, - და თითი ჩემსა და მას შორის გააქ-
ნია, - ჩვენთან თქვენი გზები დაკეტილია.
მე ჩავახველე და შევეცადე ამით მაინც მომეხერხებინა ამ სა-
უბრის პოზიტიურ ნოტზე დასრულება, შემდეგ ბოდიშის მთქმე-
ლი ღიმილით გავიღიმე და ოუენსა და ჯოუის ვუთხარი, - ემ, მად-
ლობა, ბიჭებო. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. - ჩემი ნათქვამი
შეკითხვასავით ჟღერდა.
- ჰო, მადლობა არაფრისთვის! - მიაძახა ვიმ, როცა ისინი
ჩვენს მაგიდას დაბნეული სახეებით შორდებოდნენ.
საკმაოდ რომ დაგვშორდნენ, ვიმ თქვა, - რა სჭირთ ბიჭებს
დღეს? ჰგონიათ, რომ ერთი მომხიბვლელი ღიმილით ყველა-
ფერს შეძლებენ? ჰეჰ, არამც და არამც! ჩვენთან არა! ჩვენ უფრო
ჭკვიანები ვართ, პატარავ!
მე ისევ ჩავახველე.
- ვაუ.
- ვაუ არ უნდა მაგას. ძალიან კარგად ვიცი ეგეთი ბიჭების
სურვილები.
წარბები ავწიე.
- ისე, მგონი, უბრალოდ საუბარი უნდოდათ... თუმცა, მე რა
ვიცი, - უეცრად დავამატე, როცა მისი მკაცრი მზერა შევნიშნე.
- როცა ბიჭი არსაიდან ჩნდება და მაშინვე თავის შარმს იყე-
ნებს, მისი ღრმა მოტივები უკვე გასაგებია. ნამდვილად ვიცი,
რა.
მე ჩემი საწრუპი მოვქაჩე. აღარ ვიცოდი რაღა მეთქვა.იმას კი
ვხვდებოდი, რომ ოუენსა და ჯოუის თვალებში ვეღარასოდეს
ჩავხედავდი, მაგრამ როგორც ჩანს, ვის უბრალოდ ცუდი დღე
ჰქონდა. მახსოვს, ერთხელ, როცა „ლაიფთაიმზე“ ფილმების ყუ-
რების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საყვარელი მეზობელი სინამ-
დვილეში სერიული მკვლელი აღმოჩნდა, ერთი-ორი დღე
133 მკითხველთა ლიგა
რეალობასთან შეგუება მიჭირდა. ალბათ, ვიც ახლა რაღაც ამ-
გვარ მდგომარეობაში იყო.
პირდაპირ ამაზე უნდა მეკითხა, რომ უეცრად ჩემი მობილუ-
რის ზარი გაისმა.
- მოდი გამოვიცნობ, - თქვა ვიმ. - ეს დედაშენი იქნება. გამოწ-
მებს, სად ხარ. არავისთვისაა ახალი ამბავი, რომ ვერ მიტანს.
ერთი პერიოდი, მეგონა, რომ შენს გატაცებასაც მე მაბრალებ-
და. - თქვა და უკმეხად ჩაიფრუტუნა.
- არა, მოსწონხარ, უბრალოდ შენი არ ესმის ხოლმე, - ვუთხა-
რი და გავხსენი მობილური, სადაც მარსის წერილი აღმოვაჩინე.
- სხვათა შორის, ყელსაბამი - მამაკაცის, ვერცხლის ჯაჭვზე,
ხომ არ გიპოვია?
- შემეშვი, რა, - ჩავიდუდღუნე ხმამაღლა.
- აბა? - თქვა ვიმ. - ამჯერად რა მიზეზი მოიფიქრა შენს შინ და-
საბრუნებლად?
- ჩემი ნომერი საიდან გაქვს? - მივწერე მარსის.
- ჩვენი მშობლები მარტო დორბლებს არ ცვლიან, სულელო.
- სულელისგან მესმის, - გავიფიქრე მე.
შემდეგ მობილური დავკეცე და ყურადღება ისევ ვიზე გადავი-
ტანე. - შეიძლება ერთი სულელური შეკითხვა დაგისვა?
- ჩემი საყვარელი შეკითხვები.
- ამ ზაფხულს მარსის წვეულებაზე მართლა ვიყავი?
მე მოსალოდნელი სიცილისთვის შევემზადე, მაგრამ ვიმ უბ-
რალოდ დინჯად ჩაკბიჩა ფუნთუშა და მითხრა, - ჰო, მახსოვს.
მეც თან წამიყვანე. სხვათა შორის, მაგის ვალი ჯერ ისევ გადა-
სახდელი გაქვს.
ამ პასუხს ნამდვილად არ ველოდი. - და კიდევ უფრო უარესი
შეკითხვა... მე და მარსი - აი, აქ კი ყველაფერი უნდა დასრულ-
დეს, - მეგობრები ვიყავით?

134 მკითხველთა ლიგა


და აი, ვიხილე მოსალოდნელი რეაქცია. ვიმ დონატი ლამის
მაგიდაზე გადმოახველა. - შენ და ის ბოზანდარა? მართლა მაგას
კითხულობ? მოიცა, ვიცი, რომ დროის აღქმის ამბებში ცოტა
აირიე, მაგრამ როგორ შეიძლება არ გახსოვდეს უკანასკნელი
თერთმეტი წელი, რაც იმ პატარა მის ტვინის-ბურღვას იცნობ?
აჰა, რაღაც მაინც გაირკვა. - აბა რა არ ვიცი? თუ მეგობრები
არ ვიყავით, მის წვეულებაზე რაღატომ დამპატიჟა?
- რა ვიცი, ყველა დაპატიჟა. მაშინ, ყოველ სტუმარზე 20-20
დოლარს აგროვებდა მხარდამჭერი გოგონების ახალი ფორმე-
ბისთვის, - განმიმარტა ვიმ. - თითქმის მისვლისთანავე წამოვე-
დით, მაგრამ თან უნდა გვეთვალთვალა... - ამ სიტყვებზე პირი
მაშინვე დამუწა.
- ვისთვის უნდა გვეთვალთვალა? - ვკითხე მე.
- მარსისთვის. მარსისთვის უნდა გვეთვალთვალა, - თქვა ოდ-
ნავ საეჭვო თავის ქნევით.
- და?
- მისი დღიურის ხელში ჩაგდება გვინდოდა. მერე ყველაზე
საინტერესო ამბებს სკოლის ჟურნალში გამოვაქვეყნებდით. დი-
დებული გეგმაა, არა?
მე კარგად დავაკვირდი ვის. აშკარად ვხვდებოდი, რომ რაღა-
ცას ბოლომდე არ მეუბნებოდა.
- ხომ ხვდები, რა არადამაჯერებლად ჟღერს ეს? მსგავსი მასა-
ლის ჟურნალში დაბეჭდვის ნებას არასოდეს მოგვცემდნენ.
- ცდად ღირდა.
მე ვის თითი დავუქნიე.
- ვიცი, რომ რაღაცას მიმალავ.
- ვინ, მე?
- ამოღერღე, ვი. შენ ხომ დამპირდი, რომ აღარაფერს დამი-
მალავდი,
- შევახსენე მე.
135 მკითხველთა ლიგა
ვიმ ხელები გაშალა.
- კარგი, კარგი. ჩვენ ვუთვალთვალებდით... - დრამატული
პაუზა, - ენტონი ემოვეცს.
მე და ენტონი ემოვეცი წინა კვირას სპორტზე ერთმანეთს
ვხვდებოდით. საშუალო სიმაღლისა და საშუალო სილამაზის ბი-
ჭი იყო. შინაგანად კი - ღორი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე,
რომ მახსოვდა, ვიმ ერთხელ უკვე დაიფიცა, მათ შორის არაფე-
რი ხდებოდა.
- ცრუობ.
- მე... მე ის მომწონდა, - გაწითლდა ვი.
- შენ - ენტონი ემოვეცი? - გავიმეორე დაეჭვებით.
- რას იზამ, გაკიცხვად არ ღირს. არ შეიძლება, რომ თემა შევ-
ცვალოთ?
თერთმეტი წლის შემდეგ ვის ჯერ ისევ შეეძლო ჩემი გაკვირ-
ვება. - ჯერ დაიფიცე, რომ არაფერს მიმალავ. იმიტომ, რომ ეს
ყველაფერი ძალიან საეჭვოდ ჟღერს.
- გოგონა სკაუტის სიტყვას გაძლევ, - თქვა ვიმ დაძაბული სა-
ხით.
- ჩვენ ენტონიზე სათვალთვალოდ ვიყავით მარსისთან. ის-
ტორიის დასასრული.
არა, ვი აღარ მომატყუებდა. ამ ყველაფრის შემდეგ ამას
აღარ იზამდა. ამის გამო შინაგანად ოდნავ შემრცხვა კიდეც.
- კარგი, - განვაგრძე მე, - მარსის რომ დავუბრუნდეთ, წინა
ღამით კუპერსმიტში მარსი მომადგა და მითხრა, რომ მისმა მე-
გობარმა ბიჭმა, ვინმე პაჩიმ, მე ყელსაბამი მომცა. ვის სასმელი
გადასცდა.
- გითხრა, რომ პაჩი მისი ბიჭი იყო?
- მგონი, საზაფხულო რომანი თუ რაღაც ეგეთი უწოდა, - მით-
ხრა, რომ პაჩი ორივესთან მეგობრობდა.
136 მკითხველთა ლიგა
- ჰაჰ.
მე მაგიდის ზედაპირზე მოუთმენლად ავათამაშე თითები.
- რატომ მგონია, რომ რაღაც ბოლომდე არ ვიცი?
- არავითარ პაჩის არ ვიცნობ, - თქვა ვიმ. - საერთოდ, ეგ ძაღ-
ლის სახელი არ არის? არ ვიცი, შეიძლება მარსიმ გამოიგონა
კიდეც. მოდი, დაივიწყე ეგ პაჩი, რა. მარსის ბიჭი, ჰეჰ. ვაჰ, განა
ამ დონატებისთვის სიკვდილი არ ღირს? - მითხრა და ერთი დო-
ნატი სახესთან ამითამაშა.
დონატი გამოვართვი და გვერდზე გადავდე.
- სახელი ჯევი თუ გახსენებს რამეს?
- ჯევი? უბრალოდ ჯევი? თუ რამის შემოკლებული ფორმაა?
- ერთ ბიჭს შევხვდი, - ავუხსენი მე. - მგონი, ერთმანეთს ვიც-
ნობთ. ნუ, ამ ზაფხულში ვიცნობდი. მისი სახელია ჯევი.
- ვერაფრით დაგეხმარები.
- იქნებ, მართლა შემოკლებული ფორმაა. ჯევინი, ჯევონი,
ჯევრო...
- არა, არა და არა.
მე ისევ მობილური გავხსენი.
- ახლა რას აკეთებ?
- მარსის წერილს ვწერ.
- რა უნდა უთხრა? - მკითხა და წამოიმართა. - მისმინე, ნო-
რა...
მე მივხვდი, რას ფიქრობდა ვი და თავი გავაქნიე.

- ეს არაფერს ნიშნავს, დამიჯერე. მე მჯერა შენი და არა მარსის.


ეს იქნება უკანასკნელი წერილი, რომელსაც მას მივწერ. ვეტყვი,
რომ თავისი მსუქანი ტყუილები ვინმე სხვაზე სცადოს.
ვის გამომეტყველება შეეცვალა და მტკიცედ დამიქნია თავი. -
აბა რა, პატარავ. მიახვედრე, რომ მისი ტყუილები ვერაფერს და-
გაკლებს!
137 მკითხველთა ლიგა
მე ტექსტი ავკრიფე და გავგზავნე.
- ყველგან მოვძებნე. ყელსაბამი ვერსად ვიპოვე. რა სამწუხა-
როა.
წუთზე ნაკლებ დროში პასუხი მივიღე.
- უკეთ მოძებნე.
- ისეთივე ტკბილია, როგორც ყოველთვის, - ჩავილაპარაკე
მე.
- აი, რას ვფიქრობ, - მითხრა ვიმ. - დედაშენისა და ჰენკი--
ბენკის ურთიერთობა დიდად ცუდი ამბავი არც არის. ეს თუ მარ-
სიზე უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარება, მაგ ურთიერთო-
ბას ხელსაც კი შევუწყობ.
ვის თვალმოჭუტულად გავხედე. - ჰო, აბა რას იზამ.
- ჰეი, ჰეი, ხომ იცი, რომ ჩემში ბოროტების ნატამალიც არ
არის.
- ჰო, მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს.
ვიმ გამიღიმა.
- უკვე გითხარი, რა კარგია, რომ დაბრუნდი?

138 მკითხველთა ლიგა


14 თავი

ლანჩის შემდეგ სახლში წავედი. „ფოლქსვაგენის“ ქუჩის პი-


რას დაყენებისთანავე კი, მის უკან დედაჩემის ტაურუსი გაჩერ-
და. დილით როცა გავედი, სახლში იყო. როგორც ჩანს, ლანჩზე
ჰენკისთან ერთად სადღაც გაძვრა. ენცოდან წამოსვლის შემდეგ
პირიდან ღიმილი არ მშორდებოდა, ახლა კი სახე ერთიანად შე-
მეცვალა.
დედამ მანქანა ავტოფარეხში დააყენა და ჩემთან მოვიდა.
- როგორი იყო შენი და ვის ლანჩი?
- როგორც ძველად. შენმა მხურვალე ლანჩ-პაემანმა როგორ
ჩაიარა? - ეშმაკურად დავუსვი შეკითხვა.
- პაემნის რა გითხრა, მაგრამ საქმიანი შეხვედრა კი იყო.
ჰიუგომ შემდეგ კვირას ბოსტონში ჩასვლა მთხოვა.
დედაჩემი ჰიუგო რენალდისთან მუშაობს. ის საკუთარი სახე-
ლობის სააუქციონო კომპანიას ფლობს და დედაჩემი მასთან
წლებია თანამშრომლობს. პრობლემა ის არის, რომ აუქციონე-
ბის კონტროლი შორიდან ვერ ხდება და დედასაც სხვადასხვა
ქალაქში ხშირად უწევს მიმოსვლა. თავსაც ვერ ანებებს ამ სამ-
სახურს, რადგან ჰიუგო ბევრად მეტს უხდის, ვიდრე ეს ქოლდვო-
თერის ტიპის ქალაქის სტანდარტებს შეესაბამება და თუ სამსა-
ხურიდან წამოვა, რამდენიმე დათმობაზე წასვლა მოგვიწევს.
მახსოვს, ერთხელ ამ თემას ჩვენი სახლის გაყიდვის ვარიანტიც
მოაყოლა, მე კი მამაჩემის ამბის მერე ამ სახლის მიმართ განსა-
კუთრებული გრძნობები მაკავშირებდა.
- იმედები გავუცრუე, - მითხრა დედამ. - ვუთხარი, რომ ისეთი
სამსახურის პოვნას ვაპირებ, რომელიც ჩემგან ქალაქის მუდმი-
ვად დატოვებას არ მოითხოვს.

139 მკითხველთა ლიგა


- მართლა ეგ უთხარი? - ძალიან გამიკვირდა და თან ხმაში
შეშფოთებაც დამეტყო. - სამსახურიდან მოდიხარ? რამე ახალი
იპოვე? ანუ, აქედან გადასვლა მოგვიწევს? - ვერ ვიჯერებდი,
რომ ასეთი გადაწყვეტილება ჩემთან შეუთანხმებლად მიიღო.
თან, ჩემი აზრი ისედაც კარგად იცოდა - აქედან გადასვლა გამო-
რიცხული იყო.
- ჰიუგომ მითხრა, რომ შეეცდებოდა რამე ადგილი აქ ეშოვნა,
მაგრამ არაფერი გამოვიდა. წლებია უკვე მდივანი ჰყავს, და ერ-
თი ეგ ვარიანტია, რაც მე მაწყობს. ჩემ გამო კი, რა თქმა უნდა,
მდივანს ვერ გაუშვებს.
ჩვენს სახლს გავხედე. წარმოვიდგინე, როგორ ცხოვრობს ამ
კედლებში სხვა ოჯახი და საშინელმა ღელვამ დამიარა. მერე,
ალბათ გადააკეთებდნენ კიდეც - მამაჩემის კაბინეტს შეცვლიდ-
ნენ, წითელ იატაკს აყრიდნენ და დაარღვევდნენ, შეცვლიდნენ
იდეალური ფორმის წიგნის კარადებსაც, ოხ ღმერთო!
- ჯერ სახლის გაყიდვას არ ვაპირებ, - თქვა დედამ. - რამე იქ-
ნება, რა. ვინ იცის? იქნებ, ჰიუგომ გადაწყვიტოს, რომ ორი მდი-
ვანი სჭირდება?
მისკენ მივბრუნდი.
- რა იყო, სამსახურს იმის გამო ხომ არ ანებებ თავს, რომ ჰენ-
კზე დაქორწინების იმედი გაქვს, ჰა? - ხმაში ცინიკური ტონი მეტ-
ყობოდა. გაღიზიანებას ვერ ვმალავდი. წარმოდგენაც კი არ
მქონდა, რა სიცარიელე მომელოდა წინ.
ამის შემდეგ ბევრი აღარაფერი უთქვამს, ავტომატურად მიბ-
რუნდა ავტოფარეხისკენ, კარი ჩამოკეცა და სახლისკენ წავიდა.
მე ჯერ ერთ ადგილზე ვიდექი. ვჭოჭმანობდი, მივსულიყავი
და ბოდიში მომეხადა, თუ არა. უბრალოდ, საქმე ის იყო, რომ ახ-
ლა სწორედ იმას აკეთებდა, რაშიც მარსიმ დასდო ბრალი:
ფულზე ფიქრობდა. ვიცოდი, რომ არც თუ ისე სახარბიელო ფი-
ნანსური მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ ხომ არ ვშიმშილობ-
140 მკითხველთა ლიგა
დით? არ მინდოდა მეფიქრა, რომ ამის საპირწონედ ის ჰენკზე
სერიოზულ გეგმებს ამყარებდა.
ისევ „ფოლქსვაგენში“ ჩავჯექი და ქალაქისკენ წავედი. არ ვი-
ცოდი საით მივდიოდი, არ ვიცოდი სად მინდოდა წასვლა. თან
ჰენკზე და დედაჩემის სამსახურზე ვფიქრობდი. რატომ იღებდა
გადაწყვეტილებას ჩემთან განხილვის გარეშე?
როცა ავტომაგისტრალის შესასვლელი გამოჩნდა, მე სანაპი-
როსკენ გადავუხვიე და დელფიკის გასართობ პარკს ჩავუარე.
აქეთ მხარეს ყოველთვის ნაკლები მოძრაობა იყო, თუმცა ახლა
განსაკუთრებულად მომეჩვენა, რომ ტურისტების ნაცვლად სა-
ნაპიროზე მხოლოდ ერთი მოხეტიალე და თოლიებზე დადევნე-
ბული ძაღლი მოჩანდა.
მეც სწორედ ეს მჭირდებოდა. ცოტა დრო მარტოს, დასამშვი-
დებლად.
შემდეგ „ფოლქსვაგენის“ უკანა ხედვის სარკეში ჩავიხედე და
ჩემ უკან წითელი მანქანა დავინახე. მახსოვდა, როგორ მომყვე-
ბოდა მანქანა გზატკეცილზე, თუმცა დიდად ყურადღება არ მი-
მიქცევია. ახლა არც ამაზე მინდოდა ფიქრი. მჭირდებოდა სანა-
პიროზე სეირნობა და ამინდით დატკბობა.
დამცავ მოაჯირს გადავახტი და ქვიან ზედაპირზე შევაბიჯე. აქ
ჰაერი უფრო გრილი იყო ვიდრე ქოლდვოთერში და სასიამოვნო
ქარიც უბერავდა. ცა უფრო ნაცრისფერი იყო, ვიდრე ლურჯი და
ოდნავი ნისლიც დატყობოდა.
მაღალი ქვებიდან ვაკვირდებოდი ტალღებს და ვფიქრობდი
დღეს მომხდარ ამბებზე. შემდეგ ნელ-ნელა ქვემოთ დავეშვი და
ამასობაში უკნიდან დიდმა ჩრდილმა დამფარა. მაშინვე შევ-
ბრუნდი და ჩემ წინ წითელი მანქანის მძღოლი ვიცანი. სა-
შუალოზე ოდნავ მაღალი და ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი
იქნებოდა. ძალიან დაბალზე შეეჭრა თმა, ქვიშისფერი მოყავის-
ფრო თვალებით და ნიკაპზე ოდნავი წვერით. წელზე მომდგარი
141 მკითხველთა ლიგა
მაისურით თუ ვიმსჯელებდით, ეს ბიჭი სპორტდარბაზის ხშირი
სტუმარი უნდა ყოფილიყო.
- როგორც იქნა სახლიდან გამოხვედი, - მითხრა და მიმოიხე-
და. - რამდენი დღეა ვცდილობ მარტო დაგიჭირო.
ფეხებს მაგრად დავეყრდენი და წონასწორობის შენარჩუნება
ვცადე. სახეზე ვაკვირდებოდი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი. -
უკაცრავად, ერთმანეთს ვიცნობთ?
- ფიქრობ უკან ვინმე მოგყვებოდა? - მისი თვალები ისევ სა-
ნაპიროს ათვალიერებდნენ. - კარგა ხანს გაკვირდებოდი, რამ-
დენიმე წრე კიდევ რომ დაგერტყა, უფრო საიმედო იქნებოდა,
მაგრამ მგონი, მარტონი ვართ.
- არა, მართლა ვერ ვიხსნებ ვინ ხარ.
- უცნაური დახვედრაა იმ ადამიანისთვის, ვინც ის მანქანა გა-
ჩუქა, რითაც აქ მოხვედი.
რამდენიმე წამში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.
- მოიცა, შენ - სკოტ პარნელი ხარ? - მიუხედავად იმისა, რომ
წლებია არ მენახა, მაინც შეენარჩუნებინა ძველებური გარეგნო-
ბა - ლოყები, თხილისფერი თვალები. იყო ახალი ნიშნებიც -
იარა ლოყაზე, კუშტი გამომეტყველება და რამდენიმე სხვა სი-
მეტრიული დეტალი.
- შენი ამნეზიის შესახებ გავიგე. როგორც ჩანს, ჭორები მარ-
თალია და საქმე სერიოზულადაა.
ოჰო, ეს ოპტიმისტურად ნამდვილად არ ჟღერდა. ხელები
მკერდზე დავიკრიფე და ცივად ვუთხარი, - რადგან საუბარი და-
ვიწყეთ, იქნებ ახლა გამაგებინო, რატომ დააყენე „ფოლქსვაგე-
ნი“ ჩემს სახლთან ზუსტად იმ ღამით, როცა მე მომიტაცეს? ნუ,
ჩემი ამნეზიის შესახებ თუ იცი, ისიც გეცოდინება, რომ მომიტა-
ცეს.

142 მკითხველთა ლიგა


- მანქანა ერთგვარი ბოდიში იყო იმისათვის, რომ ნაძირალა-
სავით გექცეოდი. - მერე ისევ ხეებისკენ გაიხედა. ნეტავ, ვის უფ-
რთხოდა ასე ძლიერ?
- მოდი, იმ ღამეზე ვილაპარაკოთ, - ვუთხარი მე. ვიცოდი,
რომ ეს ამგვარი საუბრისთვის საუკეთესო ადგილი არ იყო, თუმ-
ცა პასუხების მოსმენის სურვილმა მაინც თავისი ქნა. - როგორც
ჩანს, იმ ღამით ორივეს რიქსონმა გვესროლა. როგორც პოლი-
ციისთვის მითქვამს. მე, შენ და რიქსონი ერთად ვიყავით სიცი-
ლის ოთახში. საერთოდ, ისიც კი არ ვიცი, ეს რიქსონი მართლა
არსებობს, თუ შენ გამოიგონე, რადგან სინამდვილეში სწორედ
შენ მესროლე, მერე კი გსურდა ეს ვინმესთვის გადაგებრალები-
ნა. პოლიციისთვის რიქსონის შესახებ მოყოლაც შენ მაიძულე?
და მთავარი შეკითხვა: შენ მესროლე, სკოტ?
- რიქსონი ახლა ჯოჯოხეთშია, ნორა.
შევკრთი. ეს სიტყვები სრულებით უყოყმანოდ წარმოთქვა.
თუ ახლა მატყუებდა, ამისთვის ნამდვილად იმსახურებდა ჯილ-
დოს.
- რიქსონი მკვდარია?
- ჯოჯოხეთში იწვის. ნუ, ჰო, ანუ მკვდარია. ყოველ შემთხვევა-
ში, მე ასე ვიცი. მის სახეს კარგად დავაკვირდი და ტყუილის ნიშ-
ნებს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. ახლა სკოტთან
სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების შესახებ კამათს არ ვაპირებ-
დი, მაგრამ თუ რიქსონი აღარასოდეს შემხვდებოდა, ეს ჩემთვის
მხოლოდ კარგი იყო. - შენ რა იცი? პოლიციას უთხარი? ვინ მოკ-
ლა?
- არ ვიცი საამისოდ მადლობა ვის უნდა გადავუხადოთ, მაგ-
რამ კარგია, რომ რიქსონი მკვდარია. დამიჯერე, ასეთი ამბები
მარტივად ვრცელდება.
- არ ვიცი, შეიძლება, მთელი სამყარო გააცურე, მაგრამ მე
ასე ადვილად არ ვტყუვდები. იმ ღამით, მე რომ გამიტაცეს, ჯერ
143 მკითხველთა ლიგა
ჩემს სახლთან მანქანა დააყენე, მერე ადექი და სადღაც გაუჩი-
ნარდი, მგონი ნიუ ჰემფშირში, ხო? დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ყვე-
ლაფრის შემდეგ უკანასკნელი სიტყვა, რაც შენ შესახებ მახსენ-
დება გულწრფელობაა. მგონი, ეს ისედაც ცხადია: მე შენ არ გენ-
დობი.
სკოტმა ამოიხვნეშა. - სანამ რიქსონი გვესროდა, შენ მე და-
მარწმუნე, რომ მართლა ნეფილიმი ვიყავი და ვერავინ მომ-
კლავდა. ჩემი გაქცევის ერთ-ერთი მიზეზიც შენ ხარ. მართალი
იყო, მე არასდროს დავასრულებდი ისე, როგორც შავი ხელი. მე
მას ნეფილიმების არმიის შემოკრებაში არ დავეხმარებოდი.
მთელ სხეულში ცივმა ქარმა დამიბერა, როცა ეს სიტყვა გავი-
გე. ნეფილიმი. - მე შენ გითხარი, რომ ნეფილიმი ხარ? - ვიკითხე
ნერვიულად. შემდეგ წამით თვალები დავხუჭე და ვისურვე, რომ
საკუთარი ნათქვამი ჩაესწორებინა. იქნებ „ვერ მოვკვდებოდი“
არაპირდაპირ თქვა? იქნებ, სულ სხვა რამეს გულისხმობდა?
თუმცა, როგორც ჩანს, ესეც იმ დიდი და ჩახლართული ამბის ნა-
წილი იყო, რომლის ნაწილიც გეიბთან შეხვედრის შემდეგ გავ-
ხდი.
სიმართლე აშკარა იყო. მომხდარ მოვლენებს ვერ ვიხსენებ-
დი, გონება დამბინდვოდა და ამ ყველაფერს ნათლად ვგრძნობ-
დი, რის მიზეზი კი ის იყო, რომ სკოტი სრულ სიმართლეს ამბობ-
და.
- ძალიან მინდა გავიგო, რატომ არაფერი გახსოვს, - თქვა
მან. - არ მეგონა თუ ამნეზია ამხელა პერიოდს მოიცავდა.
- არ ვიცი რატომ არ მახსოვს! - წამოვიძახე. - გასაგებია? არ
ვიცი და მორჩა. გამეღვიძა სადღაც გვიან ღამით სასაფლაოზე
და მანამდე რა ხდებოდა არაფერი ვიცი. - მივხვდი, რომ ავღელ-
დი, ვკანკალებდი და თვალებს მიღმა ცრემლებს ვიკავებდი. ჩემ-
თვის ვიხსენებდი, რომ მერე პოლიციამ მიპოვა და საავადმყო-
ფოში წამიყვანა. სხვა დანარჩენი კი შავით იყო დაფარული.
144 მკითხველთა ლიგა
სრული სიგიჟე. სამაგიეროდ, მახსოვდა ის, რომ ვიღაც ჩემს სახ-
ლში შემოიპარა და ბალიშზე წერილი დამიტოვა. ან, იქნებ არც
ეს იყო რეალური? არ ვიცი, მაგრამ თუ მართლა ასე იყო, მათ
იციან რა შემემთხვა სინამდვილეში.
ლოგიკის თანახმად, წერილიც უნდა მომჩვენებოდა და ისიც
ჩემი წარმოსახვის ნაყოფი უნდა ყოფილიყო.
სკოტი ოდნავ მოღუშული მაკვირდებოდა. - ვინ ისინი?
მე ხელები მაღლა ავიქნიე. - დაივიწყე.
- წერილში რა ეწერა?
- გითხარი, დაივიწყე მეთქი. რა იყო, კლინექსი გჭირდება? -
ვიგრძენი, როგორ დამიარა ჟრუანტელმა. უკვე ისე მციოდა,
რომ ცხვირით ვქსუტუნებდი. გარდა ამისა ლოყებზე ცრემლების
შეხებასაც ვგრძნობდი.
- ჰეი, - თქვა სკოტმა თავაზიანად და მომიახლოვდა. - ყველა-
ფერი კარგად იქნება. არ იტირო, კარგი? მე შენს მხარეს ვარ.
მოგეხმარები, რომ ამ აბდაუბდაში გაერკვიო. - როცა მიხვდა,
რომ უარზე არ ვიყავი, ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა.
შემდეგ კი ზურგზე თბილად მომითათუნა. უეცრად მივხვდი, რომ
ეს ჩახუტება მსიამოვნებდა.
- იმ ღამით, როცა შენ დაიკარგე, მე დავიმალე, რადგან ჩემი
აქ ყოფნა სახიფათო იყო. თუმცა, როცა ახალი ამბებიდან შენ შე-
სახებ გავიგე, მივხვდი, რომ უნდა გამოვჩენილიყავი. შენგან
ისედაც საკმაოდ ვიყავი დავალებული.
ვფიქრობდი, რომ უნდა გავცლოდი, მაგრამ ნებას ვრთავდი,
ჩემზე მზრუნველობა ამ ფორმით გამოეხატა. ვგრძნობდი, რომ
ეს ყველაფერი სასიამოვნო იყო, - ამ ამბავში მარტო არ ვიყავი
და ძალიან მინდოდა მქონოდა რწმენა, რომ მე და სკოტი ერ-
თმანეთს დავეხმარებოდით.

145 მკითხველთა ლიგა


თან, ის აშკარად მიცნობდა. მთელი ამ იმედგაცრუებების მე-
რე, ის აშკარად ცდილობდა ჩემი მეხსიერების აღდგენასა და სი-
მართლის თქმას.
თვალები მოვიწმინდე და ვთქვი, - რატომ არის შენი აქ ყოფნა
სახიფათო?
- აქ შავი ხელია. - და რადგან მიხვდა, რომ ეს სიტყვები არა-
ფერს მეუბნებოდა, დაამატა, - რათა დავრწმუნდეთ, რომ ერთ
მდგომარეობაში ვართ, გთხოვ კიდევ ერთხელ დამიდასტურო -
მართლა არაფერი გახსოვს? საერთოდ არაფერი?
- არაფერი, - ერთი სიტყვით შევეცადე მისი ყველა ეჭვის გა-
ფანტვას.
- მაგრად ტეხავს, - თქვა და დარწმუნებული ვიყავი, რომ
გულწრფელი იყო. - შავი ხელი ერთი ძლევამოსილი ნეფილიმის
მეტსახელია. ის თავის ირგვლივ არმიას კრებს და მებრძოლთა
რიგებს აძლიერებს, სხვაგვარად ვერაფრით აგიხსნი. მე ახლა
დეზერტირი ვარ და თუ დამიჭერს, კარგი არაფერი მელის.
- მოიცა, უკან დაიხიე. ნეფილიმი რა არის?
სკოტის ტუჩები ოდნავ მოეღრიცა.
- მოემზადე გონების ასამღვრევად, გრეი. - თქვა და დინჯად
დამიწყო ახსნა, - ნეფილიმი უკვდავთა რასაა, - მერე კი ღიმილი
უფრო გაუფართოვდა, - მე ვერ მოვკვდები. ვერც ერთი ჩვენგანი.
- მოიცა, რას გულისხმობ? - ანუ, უკვდავი, როგორც - უკვდა-
ვი?
სკოტმა ოკეანის მიმართულებით გაიქნია ხელი.
- მაგალითად იმას, რომ თუ ახლა აქედან გადავხტები, აუცი-
ლებლად გადავრჩები.
კარგი, როგორც ჩანს, სკოტი ამ ყველაფრისთვის საკმარი-
სად სულელი იყო და იქნებ, რომ გადამხტარიყო მართლა გა-
დარჩენილიყო. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ამტკიცებდა. ის ხომ
ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო თავისი რამდენიმე გიჟური საქ-
146 მკითხველთა ლიგა
ციელითა და ფიქრებით. ახლა კი სჯეროდა, რომ არასოდეს მოკ-
ვდებოდა.
სკოტმა ოდნავი შეურაცხყოფის ნიშნად წარბები ასწია.
- ჩემი არ გჯერა. წინა ღამით ოკეანეში ერთ თევზს ორი საათი
ვდიე, სიცივეც კი არ მიგრძნია. წყალქვეშ რვა-ცხრა წუთი შემიძ-
ლია ცურვა. მერე შეიძლება ცოტა გამიჭირდეს და გონებაც დავ-
კარგო, მაგრამ როცა გონს მოვალ, ყველა ორგანო ძველებუ-
რად იფუნქციონირებს.
პირი გავაღე რომ შევწინააღმდეგებოდი.
- რა უაზრობაა.
- აზრი იმაშია, რომ მე მართლა უკვდავი ვარ.
სანამ შევაჩერებდი, სკოტმა ჯიბიდან შვეიცარიული დანა
ამოიღო და პირდაპირ წვივში შეირჭო. მე მაშინვე წამოვიყვირე
და სანამ გონს მოვიდოდი, შევნიშნე, როგორ დაეფარა ჯინსის
ზედაპირი სისხლით.
- სკოტ! - წამოვიკივლე მე.
- ხვალ ისევ მნახე, - მშვიდი ხმით განაგრძო სკოტმა, - და ნა-
ხავ, რომ ჭრილობა შეხორცებული იქნება.
- ჰოო? - ამოვიგმინე დაბნეულმა. ჭკუაზე სულ შეიშალა? რა
სისულელეს აკეთებდა?
- ეს პირველი შემთხვევა არაა. ერთხელ საკუთარი თავის
დაწვა ვცადე, კანი საშინლად დამეხრუკა, მაგრამ რამდენიმე
დღეში ყველანაირმა დამწვრობამ გამიარა.
ვამჩნევდი, სისხლი დენას მის წვივზე როგორ წყვეტდა. ის...
ხორცდებოდა და როგორც ჩანს, საამისოდ რამდენიმე კვირა არ
დასჭირდებოდა. არ მინდოდა საკუთარი თვალებისთვის დამეჯე-
რებინა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
უეცრად მე გეიბი გამახსენდა. აახლა უფრო აშკარად წარმო-
მიდგა თვალწინ სცენა, მის ზურგში ჩასობილი რკინის ქანჩით.

147 მკითხველთა ლიგა


შემდეგ კი ჯევის სიტყვები იმის შესახებ, რომ გეიბი ჭრილობით
არ მოკვდებოდა.
ამასვე მეუბნებოდა სკოტი საკუთარ თავზე.
- კარგი, - ვთქვი ჩურჩულით ისე, თითქოს ყველაფერი რიგზე
იყო.
- დაგარწმუნე? თუ გინდა, შემიძლია დასამტკიცებლად მანქა-
ნას შევუვარდე.
- არა. მგონი, მჯერა, - ვუთხარი და საკუთარ ტონში გაშმაგება
შევნიშნე.
შემდეგ თავი ვაიძულე, რომ დავმშვიდებულიყავი. ახლა რას
ვიზამთ? კიდევ რა არ ვიცი, რა არ მახსოვს? შეუძლია კი სკოტს
ამ ყველაფერში დახმარება?
- როცა ბოლოს ვილაპარაკეთ, ორივეს გვინდოდა ამ ყველა-
ფერში გავრკვეულიყავით. ზოგადად შავი ხელი მარტო არ არის
და მის ირგვლივ ბევრნი არიან, მაგრამ მე მხოლოდ მას გამოვ-
ყოფ. თავად შავი ხელი კი... მზად ხარ ამის მოსასმენად? - ჰენკ
მილარია.
ჰენკი არის... ვიიინ?
ახლა ჩვენ ბუნებრივ გამოქვაბულში ვისხედით. აქაურობა
ქვებით იყო შემოსაზღვრული და მხოლოდ მოშორებით, ოდნავ
ქვემოთ მოჩანდა სანაპირო. როგორც სკოტი ირწმუნებოდა, ეს
ქვები შავი ხელის ჯაშუშებისგან საიმედო სამალავს ქმნიდა. მე-
ტის თქმისგან კი უარზე იქამდე იყო, სანამ არ დარწმუნდა, რომ
მარტონი ვიყავით.
სკოტმა ჩექმის ქუსლზე ასანთის ღერი აანთო და მისმა ცეც-
ხლმა ოდნავ გაანათა გამოქვაბულის კედლები. მე შევნიშნე მა-
თი შავი ზედაპირი და იქვე გაშლილი საძილე ტომარა. ვხედავდი
ქვაზე მიყუდებულ გაბზარულ სარკეს და იქვე, თაროზე დაწყო-
ბილ საპარსს, ქაფსა და დეოდორანტს. შორეულ კუთხეში იდგა
ინსტრუმენტების ყუთი, ასევე რამდენიმე თეფში, ვერცხლის
148 მკითხველთა ლიგა
დანა-ჩანგალი და ტაფა. მათ გვერდზე კი ანკესი და ცხოველის
ხაფანგი ეწყო. გვირაბი მომწონდა კიდეც და სევდასაც მგვრიდა.
როგორი უნდა ყოფილიყო ასეთი, მუდამ მალვაში მყოფი სი-
ცოცხლე?
- ჰენკის რამდენიმე თვეა ვაკვირდები, - თქვა სკოტმა. - უქმად
არ ვმჯდარვარ.
- დარწმუნებული ხარ, რომ ჰენკია შავი ხელი? არ მიწყინო,
მაგრამ საერთოდ არ ჯდება ჩემს წარმოდგენაში არსებულ მი-
წისქვეშა მილიტარისტისა და მით უმეტეს უკვდავის ტიპაჟში. -
მართლაც რა სისულელე იყო. - ჰენკი ქალაქში წარმატებული
ავტო-დილერი, იახტ-კლუბის წევრია და გოგონების მხარდამ-
ჭერთა გუნდს ასპონსორებს. რად უნდა დასჭირვებოდა მთელი
ეს გაუგებრობა ნეფილიმების სამყაროსთან? მგონი, ისედაც ყვე-
ლაფერი აქვს, რაც უნდა.
- იმიტომ, რომ თავადაც ნეფილიმია, - ამიხსნა სკოტმა. - და
საერთოდ, არა აქვს ყველაფერი, რაც უნდა. ებრაული თვის, ჩეშ-
ვანის დროს, ყველა ნეფილიმი ერთგულების ფიცს დებს და შე-
დეგად ორი კვირით თავის სხეულს უთმობს - დაცემულ ანგე-
ლოზს. რიქსონიც დაცემული ანგელოზი იყო და შავი ხელის სხე-
ულს დაეუფლა, აქედან ვიცი, რომ ახლა ის ჯოჯოხეთში იწვის.
შავი ხელი, შესაძლოა თავისუფალია, მაგრამ არაფერი დავიწყე-
ბია. არმიასაც ამისთვის იკრებს. ის დაცემულ ანგელოზებთან
შეტაკებას გეგმავს.
- მოიცა, კიდევ უკან დაიხიე. დაცემული ანგელოზები ვინღა
არიან? რამე ბანდაა? - მართლა ასე ჟღერდა. ჰენკ მილარი კი
უკანასკნელი კაცი იყო, ვიზეც ვიფიქრებდი, რომ ამ დონეზე
დაეცა. - და რას გულისხმობ სხეულის დათმობაში?
სკოტის სახეს ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა გადაუარა, თუმცა
უნდა ვაღიარო - კითხვებზე პასუხებს მოთმინებით მცემდა.

149 მკითხველთა ლიგა


- დაცემული ანგელოზის განმარტება: სამოთხისგან განდევ-
ნილი და ნეფილიმის ყველაზე დიდი კოშმარი. ისინი ჩვენ ერ-
თგულებაზე დაფიცებას გვაიძულებენ, მერე კი ჩეშვანის დროს
ჩვენს სხეულებს ეპატრონებიან. თავად არასოდეს არაფერს
გრძნობენ და ამიტომ ვჭირდებით ჩვენ. ჰო, ეგეთი ამბავია,
გრეი. - მითხრა და ისე გამომხედა, რომ დარწმუნებული ვარ, ამ
დროს სახეზე ზიზღი მქონდა მიყინული. - პირდაპირ გეუბნები -
მოდიან და ჩვენს სხეულებს ეპატრონებიან. ამ პერიოდში ნეფი-
ლიმიც გონებრივად თავის სხეულშია, მაგრამ კონტროლის უნა-
რი არ გააჩნია.
შევეცადე, სკოტის ახსნა-განმარტება ჩამეყლაპა. ამ პერიოდ-
ში მინიმუმ ერთხელ მაინც წარმოვიდგინე, როგორ უკრავდა მი-
სი მონათხრობის პარალელურად, სადღაც ფონზე ფილმ „ბინ-
დის“ მუსიკა, თუმცა სიმართლე ითქვას, მჯეროდა მისი. ყველა-
ფერი ბრუნდებოდა. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი
ერთხელ უკვე მქონდა განაგონი და ახლა სადღაც შორეული,
მაგრამ მაინც რეალური მოგონებები ცოცხლდებოდნენ.
- იმ ღამით, მაღაზიასთან რომ ბიჭებთან აღმოვჩნდი, რომლე-
ბიც ერთს ურტყამდნენ, ეგეც ნეფილიმი იყო, ჰო? აიძულებდნენ,
ფიცი დაედო და ორი კვირით სხეული გაეცა? რა არაადამიანუ-
რობაა! საზიზღრები!
სკოტმა თვალები დახარა და კოცონში ჯოხი მოისროლა. ჩემი
ნათქვამის სიმწარეს გვიანღა მივხვდი და ჩურჩულით ვცადე გა-
მოსწორება, - ოჰ, სკოტ. მაპატიე, დაუფიქრებლად მომივიდა.
წარმოდგენაც კი არ მაქვს რა საშინელებაა სხეულის დათმობა.
- არა. მე ფიცი არ დამიდია. და არც ვაპირებ. - მორიგი ტოტი
მოისროლა და ჰაერში ოქროსფერი ნაპერწკლები აფრიალდა. -
სხვა თუ არაფერი, შავმა ხელმა ის მაინც მასწავლა, რომ დაცე-
მულ ანგელოზებს ყველაფრის ცდა შეუძლიათ - შეუძლიათ ამო-
მაძრონ ენა, მაქციონ ფერფლად, ან თავი წამაცალონ, მაგრამ
150 მკითხველთა ლიგა
მე მაინც აღვდგები და ფიცის დადებაზე ისევ უარს ვიტყვი. ვერ
გავუძლებ იმ შედეგებს, რაც ამას მოჰყვება. თან, თავდასაცავად
რაღაც ილუზიების შექმნაც შემიძლია და დამალვაში თავიდან
ესეც მიწყობდა ხელს.
- ილუზიები? - მთელ კანზე, ტერფიდან კეფამდე სიცივე ვიგ-
რძენი და ისევ გეიბი გამახსენდა.
- დაცემულ ანგელოზობას რაღაც უპირატესობებიც აქვს. მა-
გალითად, შეგიძლია ადამიანებს დაანახვო ის, რაც სინამდვი-
ლეში არ არსებობს. ეს უნარი ნეფილიმებმა მათგან მიიღეს.
ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი გეიბთან დაკავშირებით.
მან შექმნა ილუზია და თავი ჩემს თვალში დათვად წარმოაჩინა.
მან ნეფილიმის იარაღი - გონების კონტროლი გამოიყენა.
- მანახე როგორ ხდება. მანახე, როგორ მოქმედებს ეგ ილუ-
ზიები.
- დიდი ხანია პრაქტიკა აღარ მქონია, - მითხრა, ოდნავ უკან
გადაიხარა და ხელები კეფაზე შემოიწყო.
- არ შეგიძლია, სცადო მაინც? - ვკითხე და გუნების გამოსაკე-
თებლად მუხლზე ეშმაკურად გავკარი ფეხი. - მაჩვენე რასთან
მიწევს შეხება. მიდი, მითხარი.
როცა სკოტმა კვლავ ცეცხლის ყურება განაგრძო და სახეზე
სინათლე დაეფინა, ჩემი სახიდან ღიმილი გაქრა. ნამდვილად
არ ეხუმრებოდა.
- ერთი რამეა მნიშვნელოვანი. ამ ძალებმა მიჩვევა იცის. რო-
ცა გემოს უსინჯავ, მოგწონს და მერე მუდმივად, ნარკომანივით
გრძნობ შიმშილს. თავიდან, როცა დამალვა დავიწყე, ყველაფე-
რი მარტივად გამოდიოდა. შიმშილსაც კი ამ ძალის დახმარებით
ვიკმაყოფილებდი. შევიდოდი სუპერმარკეტში, ურიკას გავავ-
სებდი და მერე მოლარეს მოვაჩვენებდი, თითქოს არც ერთ მათ-
განს გატარება არ სჭირდებოდა. თუმცა, როცა შავ ხელზე თვალ-
თვალი დავიწყე, დავინახე, რომ ისიც ასევე იქცეოდა და ამ ამ-
151 მკითხველთა ლიგა
ბავმა ერთიანად შემძრა. გული მერეოდა იმის წარმოდგენაზე,
რომ ჩვენ რაღაც საერთო შეიძლებოდა გვქონოდა. მე არ ვიც-
ხოვრებ ასე. მე არ ვიქნები მისი მსგავსი. - შემდეგ ჯიბიდან რა-
ღაც ბეჭედი ამოიღო, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ
რკინას ჰგავდა. ცოტა ხნით აკვირდებოდა, ამასობაში კი ცეც-
ხლი ბეჭედში იმგვარად ირეკლებოდა, რომ მოლურჯო ნათებას
წარმოქმნიდა. მე კი თავს ვაჯერებდი, რომ ეს ბუნებრივი მოვ-
ლენა იყო.
- ნეფილიმს ადამიანთან შედარებით ბევრად დიდი ძალები
გააჩნია, მაგრამ ამ ბეჭედთან ერთად ეს ძალები სრულებით
სხვა დონეზე ადის. - მითხრა სკოტმა ცივად. - შავმა ხელმა ეს ბე-
ჭედი მას შემდეგ მომცა, რაც გადაწყვიტა, რომ მისი არმიის წევ-
რი გავმხდარიყავი. ზუსტად არ ვიცი, რა შელოცვას, თუ მაგიურ
ძალას შეიცავს ბეჭედი, მაგრამ ვიცი, რომ სხვა ჩვეულებრივი
ბეჭდებისგან განსხვავდება და შავი ხელის შექმნილია. სანამ ივ-
ნისში გაუჩინარდებოდი, ეს ბეჭედი მომპარე. ამან ისე შემაწუხა,
რომ ვეღარც ვჭამდი, აღარც მეძინა და გამუდმებით მასზე ვფიქ-
რობდი. ბოლოს იმ დონემდე მივედი, რომ შენთან სახლში შემო-
ვიპარე და ბეჭედი მოვიპარე. საძინებელში, ვიოლინოს ჩასა-
დებში ვიპოვე.
- ჩელო, - შევასწორე ბურტყუნით. ეს ჩელოს ჩასადები იყო.
მე კი ნელ-ნელა ბეჭედიც მახსენდებოდა.
- შეიძლება ყველაზე ჭკვიანი ბიჭი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვი-
ცი, რომ ბეჭდის ქონა უსაფრთხო არ არის. შავმა ხელმა მე ის,
როგორც არმიის წევრს, ისე გადმომცა და ახლა, მაშინაც კი,
როცა მე ის არ მიკეთია, გამუდმებით ვგრძნობ მის ბუნებრივ ძა-
ლას, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. მე კი იძულებული
ვარ ამ ძალას შევეწინააღმდეგო.
მე სკოტის მდგომარეობაში შესვლას ვცდილობდი, მაგრამ
თან იმედგაცრუებას ვგრძნობდი. ჩემთვის აუცილებელი იყო,
152 მკითხველთა ლიგა
უკეთ გამეგო, რაში მდგომარეობდა გეიბის ილუზიების შინაარ-
სი და კიდევ ერთხელ რომ შევხვდებოდი პირისპირ მას, ან თუნ-
დაც შავ ხელს, მზად ვყოფილიყავი. ამასთან, თავში მიტრიალებ-
და სხვა შეკითხვაც: თუ ჰენკი მართლა ამ მიწისქვეშა ერთობის
ლიდერი იყო, საიდან რჩებოდა დრო იმ ჩვეულებრივი ცხოვრე-
ბისთვის, რასაც ავტოსალონი, მამობა და დედაჩემთან პაემნებ-
ზე სიარული ერქვა? ამ ყველაფერს თავზე ჯერ ისევ დიდი კით-
ხვის ნიშანი ესვა. ჩემ გვერდით ვიღაც მჭირდებოდა, რომელთან
ერთადაც ჰენკის დავუპირისპირდებოდი. და ერთადერთ ასეთ
ადამიანად სკოტი მესახებოდა. მინდოდა, რომ ეს დამოკიდებუ-
ლება შეენარჩუნებინა, რადგან სწორედ მან იცოდა, როგორ
დავპირისპირებოდით ჰენკის.
- იქნებ ბეჭდის ძალების სასიკეთოდ გამოყენება სცადო? -
რამდენიმე წუთის შემდეგ ფრთხილად შევთავაზე.
სკოტმა ხელი თმაში შეიცურა. აშკარად სასაუბრო თემის შეც-
ვლა უნდოდა.
- უკვე ძალიან გვიანია. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. ბე-
ჭედს არ გავიკეთებ. ეს მე მასთან მაკავშირებს.
- იმაზე არ ღელავ, რომ თუ ბეჭედს არასოდეს გაიკეთებ, ეს
ჰენკის სახიფათო უპირატესობას მისცემს?
მისმა თვალებმა ჩემი იპოვა, მაგრამ პასუხს თავი აარიდა. -
არ გშია? შემიძლია ქორჭილა დავიჭირო. ღია ცეცხლზე საკმაოდ
გემრიელად იწვება. - და ისე, რომ ჩემს პასუხს არც დალოდებია,
მან ანკესი აიღო და გვირაბიდან გამავალ ქვებს გაუყვა.
უკან მივყევი და ვისურვე, ჩექმების ნაცვლად ახლა ბოტასები
მცმოდა, რადგან სკოტი ყოველ შემდეგ ქვას კოხტად და მარდად
აბიჯებდა, მე კი ყურადღებით და ფრთხილად მიწევდა მოძ-
რაობა. ის უკვე წინ იყო, უკნიდან რომ დავადევნე სათქმელი, -
კარგი, დავანებოთ თავი ილუზიებს. ერთი ის მითხარი, ჩემს გამ-
ტაცებელზე თუ გაქვს რამე ვერსიები?
153 მკითხველთა ლიგა
სკოტი ქვაზე ჩამოჯდა და ანკესზე სატყუარის დამაგრება და-
იწყო. როცა მასთან მივედი, საქმე თითქმის დაესრულებინა.
- თავიდან მეგონა, რომ ეს რიქსონი იყო, - მითხრა მან. - ეს,
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჯოჯოხეთში მისი ყოფნის შესახებ შე-
ვიტყობდი. მინდოდა დავბრუნებულიყავი და მომეძებნე, მაგრამ
ეს ადვილი არ იყო. შავ ხელს ყველგან ჯაშუშები ჰყავს და სიცი-
ლის ოთახში მომხდარი ამბის მერე, უკვე მეც ვფიქრობდი, რომ
პოლიცია ჩასაფრებული მყავდა.
- მაგრამ?
- მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა. - მითხრა და ალმაცერად გამომ-
ხედა. - ცოტა უცნაურად არ გეჩვენება? ჩემი იქ ყოფნის შესახებ
პოლიციელებს მარტო შენ, ან რიქსონი თუ ეტყოდა. შენ, ალბათ
უთხარი კიდეც. მაშინ, ეტყოდა იმასაც, რომ დაჭრილი ვიყავი.
რატომ არ მომძებნეს? რატომ ჩაიფარცხა ეს ამბავი ასე მარტი-
ვად? ეს ყველაფერი მაფიქრებს, რომ მათ...
- რა - მათ?
- მათ ყველაფერი დაავიწყდათ. ან, ვიღაცამ დაავიწყა. აქ
მარტო მატერიალური ნივთმტკიცებულებების გაქრობაზე არ
მაქვს ლაპარაკი. ვიღაცამ მათი გონება წაშალა.
- ანუ, ნეფილიმმა?
მხრების აჩეჩა. - ლოგიკურია, რომ ასე იყოს, არა? შესაძ-
ლოა, შავ ხელს არც უნდოდა, რომ პოლიციას მოვეძებნე. შესაძ-
ლოა, სურდა დარწმუნებულიყო, რომ მე, მარტოს შემეძლო გავ-
მკლავებოდი ამ ყველაფერს და ამგვარად გამოვეცადე. თუმცა,
თუ დამიჭერს, დამიჯერე, პოლიციას კი არ გადამცემს, თავის
ერთ-ერთ ციხეში ჩამკეტავს და ისეთ დღეში ჩამაგდებს, რომ
მისგან გაქცევის დღეს მაწყევლინებს.
ანუ, ვიღაც ძალიან ძლიერს ვეძებდით, რომელსაც მეხსიერე-
ბის წაშლა შეეძლო. ამას ჩემი შემთხვევაც ემატებოდა. ამ ვიღა-
ცამ ჩემს გონებაზეც იმოქმედა? ამ ფიქრებმა დამძაბა.
154 მკითხველთა ლიგა
- ასეთი ძალა რამდენ ნეფილიმს აქვს? - ვკითხე მე.
- ვინ იცის? ერთ - შავ ხელს, ნამდვილად.
- თუ გსმენია რაიმე ნეფილიმ, ან დაცემულ ანგელოზ ჯევის
შესახებ? - ვიკითხე, რადგან უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყა-
ვი - ჯევი ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო.
- არა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მე, საერთოდ ძალი-
ან ცოტა მათგანს ვიცნობ. როგორც კი ნეფილიმობის შესახებ
გავიგე, მაშინვე დამალვა დავიწყე. რატომ მეკითხები?
- წინა ღამით ერთ ბიჭს, სახელად ჯევის შევხვდი. მანაც იცო-
და ნეფილიმების შესახებ და სწორედ მან შეაჩერა ის სამი, - შემ-
დეგ სიტყვა გამიწყდა. ეჭვის შეტანას აზრი აღარ ჰქონდა, - მან
დაცემული ანგელოზები ნეფილიმ ბ.ჯ.-სთვის ფიცის დადების
იძულებისგან შეაჩერა. ვიცი, სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ იმ ჯევის
რაღაც ელექტრული მუხტის მსგავსი ენერგია ჰქონდა. ის ბევ-
რად ძლიერი ჩანდა, ვიდრე დანარჩენები.
- მისი სიძლიერის დასტურად სამი დაცემულის დამარცხებაც
კმარა. ეს ადვილი საქმე არ არის.
- ასეთი ძლიერია და მის შესახებ არაფერი გსმენია?
- გინდ დაიჯერე, გინდ არა, ამ ყველაფრის შესახებ მეც იმდე-
ნი ვიცი, რამდენიც შენ.
გამახსენდა ჯევის სიტყვები. მე შენი მოკვლა ვცადე. რას ნიშ-
ნავდა ეს? და თუ იყო ჩარეული ჯევი ჩემი მეხსიერების წაშლის
საქმეში? ესეც რაღაც ილუზიური ფანდი იყო - თუ უფრო სე-
რიოზული რამ?
- ძალიან მიკვირს ისევ თავისუფალი რომ ვარ, იმის გათვა-
ლისწინებით, თუ რამდენი ვიცი შავი ხელის შესახებ, - თქვა
სკოტმა. - ალბათ, როგორ ვეზიზღები თავის გამასხარავების-
თვის.
- ხო მართლა, ჰენკის არმია რატომ მიატოვე?

155 მკითხველთა ლიგა


სკოტმა ამოიხვნეშა და ხელები მუხლებზე მძიმედ დაიწყო. -
ეს იმ ტიპის საუბარია, რომლის წამოწყებაც არ მსურდა, ამის
თქმის მარტივი გზა არც არსებობს, ამიტომ პირდაპირ გეტყვი.
იმ ღამით, როცა მამაშენი მოკლეს, მე მისთვის უნდა მედევნები-
ნა თვალი. ის სახიფათო შეხვედრაზე მიდიოდა და შავ ხელს უნ-
დოდა, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველმეყო. მითხრა, რომ
თუ ამოცანას თავს წარმატებით გავართმევდი, დავამტკიცებდი,
რომ მისი არმიის წევრობის ღირსი ვიყავი, მაგრამ ეს ის არ იყო,
რაც მე მინდოდა.
ზურგზე საშინელმა სიცივემ დამიარა. უკანასკნელი, რასაც
მოველოდი, სკოტის მიერ ამ ამბებში მამაჩემის ჩართვა იყო. -
მამაჩემი... იცნობდა ჰენკ მილარს?
- მე შავი ხელის ბრძანებას გადავუხვიე. შევეცადე ჩემი სათ-
ქმელი პირდაპირ ამეხსნა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ იმას
მივაღწიე, რომ უდანაშაულო კაცი მოკვდა.
თვალები დავახამხამე, სკოტი ამ სიტყვებით თავზე ცივ
წყალს მასხამდა. - შენ შეგეძლო ხელი შეგეშალა ამ მკვლელო-
ბისთვის და არაფერი გააკეთე?
სკოტმა ხელები გაშალა. - არ ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე
დასრულდებოდა. მეგონა, შავი ხელი გაგიჟდა. ერთი ეგოისტი
იდიოტი იყო და თან ამ ნეფილიმების ამბავს ბოლომდე ვერც ვი-
გებდი. ვერ ვიგებდი მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ აღმოჩნდა.
მზერა პირდაპირ, ოკეანეზე გამეყინა. მკერდში უსიამოვნო
შეგრძნება მივლიდა და მოუსვენრობას მგვრიდა. მამაჩემი. მთე-
ლი ამ დროის განმავლობაში სკოტმა სიმართლე იცოდა და მა-
ნამ არ მითხრა, სანამ ძალით არ ვათქმევინე.
- ჩახმახს თითი რიქსონმა გამოჰკრა, - თქვა სკოტმა საკმარი-
სად ჩუმად საიმისოდ, რომ ფიქრებიდან გამოვრკვეულიყავი. -
მე მამაშენს ამ გზაზე დადგომაში ხელი არ შევუშალე, მაგრამ
მკვლელობა რიქსონმა ჩაიდინა.
156 მკითხველთა ლიგა
- რიქსონი, - გავიმეორე და გონებაში ნელ-ნელა აღდგა მოვ-
ლენათა ჯაჭვი, რომელიც აქამდე დამვიწყებოდა. რიქსონს სიცი-
ლის ოთახისკენ მივყავარ, აღიარებს, რომ მამაჩემი მან მოკლა,
შემდეგ იარაღს მიმიზნებს. სრულ სურათს ვერ ვიხსნებედი, მაგ-
რამ ადგილ-ადგილ მომენტები ნათლად მახსენდებოდა. საშინ-
ლად ვნერვიულობდი...
- თუ რიქსონმა არა, მაშინ ვინ მომიტაცა?
- გახსოვს, რომ გითხარი, მთელი ზაფხული შავ ხელს
ვუთვალთვალებდი-მეთქი? ჰოდა, აგვისტოს დასაწყისში ვაით
მაუნთინის ეროვნულ ტყე-პარკში გაემგზავრა. შემდეგ რაღაც
კოტეჯში შევიდა და იქ ოც წუთზე ნაკლებ ხანს გაჩერდა. ასეთი
მოკლევადიანი ვიზიტისთვის ამხელა მანძილის დაფარვა ცოტა
ბევრია, ჰო? ფანჯრებთან ახლოს მისვლა ვერ გავბედე, მაგრამ
რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე ქოლდვოთერში ყოფნისას, გავი-
გე, როგორ ლაპარაკობდა ტელეფონზე და ამბობდა, რომ გოგო-
ნა ისევ ოთახში იყო და ჯერჯერობით თავის დაზღვევა სჭირდე-
ბოდა. ეს მისი სიტყვებია. ასევე თქვა, რომ ახლა შეცდომების
დრო აღარ იყო. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, ის გოგონა...
- მე ხომ არ ვიყავი, - დავამთავრე მის ნაცვლად განცვიფრე-
ბულმა. ჰენკ მილარი, უკვდავი შავი ხელი, შესაძლოა ჩემი გამ-
ტაცებელი ყოფილიყო.
- არის ერთი ტიპი, რომელსაც, შესაძლოა ჩვენს კითხვებზე
პასუხები ჰქონდეს, - თქვა სკოტმა და წარბები მაღლა ასწია. -
მის მეტი არავინ მახსენდება, მაგრამ მისი მოძებნა ძალიან
რთული იქნება. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. თან, თუ გარე-
მოებებს გავითვალისწინებთ, დიდად ჩვენს დასახმარებლად
არც უნდა შეწუხდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენი ბო-
ლო შეხვედრის დროს კინაღამ ყბა მომტეხა იმის გამო, რომ შე-
ნი კოცნა ვცადე.
მე შევკრთი. - კოცნა? რა? ასეთი ვინ არის?
157 მკითხველთა ლიგა
სკოტი მოიღუშა. - ჰო, ალბათ არც ეგ გემახსოვრება. შენი ყო-
ფილი. პაჩია მისი სახელი.

158 მკითხველთა ლიგა


15 თავი

- უკან დაიხიე, - მკაცრად ვუთხარი მე. - პაჩი ჩემი ბიჭი იყო? -


ეს უკვე მარსის ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ასევე
ვის ნათქვამთან, თუმცა ამას ახლა რაღა მნიშვნელობა ჰქონდა.
- ჰო, მაგრამ დაშორდით. მგონი, მარსის ამბავი იყო. - თქვა
და ხელები გაშალა. - მეტი არაფერი ვიცი. ქალაქიდან ამ დრა-
მის შუაში გადავედი.
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი შეყვარებული იყო?
- თავად მითხარი ასე.
- როგორია?
- საშიში.
- ახლა სად არის? - უფრო მომთხოვნი ტონით ვკითხე.
- როგორც გითხარი, მისი პოვნა ძალიან ძნელია.
- მის მიერ ჩემთვის მოცემულ ყელსაბამზე თუ იცი რამე?
- ძალიან ბევრ კითხვას სვამ.
- მარსიმ მითხრა, რომ ის და პაჩი ერთად იყვნენ. მერე კი პა-
ჩიმ რაღაც ყელსაბამი მომცა, რომელიც სინამდვილეში მარსის
ეკუთვნოდა და ახლა უნდა, რომ დავუბრუნო.
სკოტმა ნიკაპი მოიქავა. თვალებით აშკარად დამცინოდა.
- და შენც დაუჯერე, ხო?
გონება ამერია. პაჩი ჩემი შეყვარებული იყო? რატომ მომატ-
ყუა მარსიმ? და ყელსაბამი? საერთოდ, ასე რატომ მოხდა?
თუ პაჩი ჩემი ბიჭი იყო, მაშინ გასაგებია ის დეჟა ვუს შეგრძნე-
ბა, რომელიც მისი სახელის ყოველ გაგონებაზე მეუფლებოდა,
მაგრამ...
თუ მართლა ჩემი შეყვარებული იყო და მისთვის რაღაცას
ვნიშნავდი, ახლა სადღაა?
- პაჩზე კიდევ რისი თქმა შეგიძლია?
159 მკითხველთა ლიგა
- მაგ ბიჭს თითქმის არ ვიცნობდი, თუმცა ყოველ დანახვაზე
ერთიანად შემძრავდა ხოლმე. მოდი, იმაზე მოვახდინოთ კონ-
ცენტრაცია, რაც დანამდვილებით ვიცით. ჰენკის შესახებ საკმა-
რისს თუ შევიტყობთ, იქნებ ისიც გავარკვიოთ, თუ რა ინტერესი
ამოძრავებს შენდამი და რას გეგმავს მომავალში. ორივეს ეს
გვინდა, არა, გრეი?
- არა, ჰო, მაგ საქმეში ერთად ვართ, - ვუპასუხე დაუყოვნებ-
ლივ.

***
ჰორიზონტს მიღმა მზის ჩასვლამდე სკოტთან დავრჩი. თევზი
სანახევროდ მივირთვი, მერე კი სანაპიროსკენ გზას გავუყევი.
მე და სკოტი ერთმანეთს მოაჯირთან დავემშვიდობეთ. არ სურ-
და შორს გამომყოლოდა და თუ გავითვალისწინებთ მის მონათ-
ხრობს ჰენკის ჯაშუშების შესახებ, მისი საკმაოდ კარგადაც მეს-
მოდა. სკოტისვე თქმით, შემდეგ ჯერზე თავად მომაგნებდა, რად-
გან გამოქვაბულში სიარული ხიფათთან იყო დაკავშირებული.
სახლისკენ გზაზე სკოტის სიტყვებს ვიხსენებდი. უცნაური
გრძნობა მივლიდა მთელ სხეულში. შურისძიება? - შეიძლება.
იქნებ ზიზღი. რა თქმა უნდა, საკმარისი მტკიცებულება არ მქონ-
და საიმისოდ, რომ ჩემს გატაცებაში ჰენკი დამედანაშაულებინა,
მაგრამ სკოტს სიტყვა მივეცი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი,
რათა ამ ამბის შესახებ ყველაფერი გამეგო. ამ სიტყვებს სრული
სერიოზულობით ვამბობდი და თუ ჰენკი მართლა გასვრილი
იყო, ამის გამო აუცილებლად ვანანებდი.
მერე კი მახსენდებოდა პაჩი. ჩემი, როგორც ჩანს, ექსშეყვა-
რებული. ბიჭი, რომელიც მისტიკით იყო მოცული და რომელმაც
ჩემი და მარსის მოხიბვლა სცადა, მერე კი უკვალოდ გაუჩინარ-
და. ზოგადად, მიჭირდა ნებისმიერი ბიჭის გვერდით თავის წარ-
160 მკითხველთა ლიგა
მოდგენა და თუ მაინც შევეცდებოდი, ეს იქნებოდა ბიჭი, რომე-
ლიც მათემატიკის საშინაო დავალების დროულად მომზადებაზე
და ჰა-ჰა ბეისბოლის თამაშზე იყო ორიენტირებული. ის კი, რაც
პაჩის შესახებ ვიცოდი, აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკი-
ცებდა.
და მე ეს უნდა შევცვალო.
სახლში კარადაზე დატოვებული წერილი ვიპოვე. დედაჩემი
ამ საღამოს ჰენკისთან ერთად ატარებდა. ვახშმის შემდეგ პორ-
ტლენდში, სიმფონიური ორკესტრის კონცერტი იყო დაგეგმილი.
მისი ჰენკ მილარის გვერდზე მარტო ყოფნის წარმოდგენაზე გუ-
ლი მერეოდა. თუმცა, სკოტს, რომელიც ამდენი ხანია ჰენკის უთ-
ვალთვალებდა, უეჭველად ეცოდინებოდა დედაჩემთან მისი
შეხვედრების შესახებ. ახლა მთავარი ის იყო, რომ ჰენკის სჯე-
როდა ჩვენი გასულელება. მეც ყველაფერი უნდა მეღონა, რომ
ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელებულიყო და დედაჩემიც
საფრთხისგან ამგვარად დამეცვა.
საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი. ვერ ვწყვეტდი, დამერე-
კა თუ არა ვისთან, რომელმაც პაჩის შესახებ აშკარად მომატყუა.
ან იქნებ ჯობდა, ერთი დღე ჩუმად ვყოფილიყავი, მერე კი პირ-
დაპირ მიმეხალა სათქმელი. პირისპირ დავუდგებოდი და ვეტ-
ყოდი, რომ ეთქვა სიმართლე - ამჯერად მაინც. ძალიან მატკინა
მისმა ღალატმა და მისთვისვე აჯობებდა, თუ საამისოდ შესაფე-
რისი ახსნა ექნებოდა.
პლასტმასის კონტეინერს თავი მოვხადე და შოკოლადის პუ-
დინგის ჭამით ტელევიზორს ჩავუჯექი, სადაც რომელიღაც კომე-
დიური სერიალის გამეორება გადიოდა. შევეცადე, ამ გზით დრო
მომეკლა, მერე კი, როცა თერთმეტი გახდა, ჩემს საძინებელში
ავედი, გამოვიცვალე და შარფი უჯრაში დავაბრუნე. შავი ბუმბუ-
ლი ისევ შემხვდა, მისმა ფერმა კი მაშინვე ჯევის თვალები გამახ-
სენა. შავი და უსასრულო, რომელიც სინათლის ყოველგვარ
161 მკითხველთა ლიგა
კვალს აქრობდა. მე გამახსენდა მასთან ერთად „ტაოეში“ ჯდო-
მაც, მიუხედავად უსაზღვრო შიშისა, ჯევის გვერდით თავს მაინც
დაცულად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ მჭირდებოდა, ეს რაც
შეიძლება ხშირად შემეგრძნო.
ყველაზე მეტად კი ჯევის კიდევ ერთხელ ნახვა მინდოდა.

***
ჯევი დამესიზმრა, თუმცა ძილიდან უეცრად, ხის ჭრაჭუნმა გა-
მომაფხიზლა. ჩემ წინ, ფანჯარასთან, რაღაც მოშავო სილუეტი
გამოჩნდა და მთვარის შუქს ამოეფარა. ის ფანჯრიდან ოთახში
კატის სიმარდით გადმოხტა, მე კი შეშინებულმა მაშინვე მძიმე
ხვნეშა ამოვუშვი.
- ჩშშ! - ჩაიბუტბუტა სკოტმა და თითი ტუჩებზე მიიდო. - დედა-
შენი არ გააღვიძო. - ა-ა-აქ რა გი-ინდა - ვცადე შეკითხვა ენის
ბორძიკის გარეშე დამესვა.
ფანჯარა დაკეტა და მითხრა, - ხომ გითხარი, თავად გნახავ--
მეთქი.
ლოგინზე წამოვჯექი და შევეცადე გულისცემის ჩვეულ რიტმს
დავბრუნებოდი, მაგრამ ამ ყველაფრისგან ძალიან შემცბარი ვი-
ყავი და აშკარად ვგრძნობდი დაჭიმულობას. - იმის თქმა დაგა-
ვიწყდა, რომ ჩემს ოთახში ფანჯრიდან შემოპარვას გეგმავდი.
- ჰენკი აქ არის?
- არა, დედაჩემთან ერთადაა. კი ჩამეძინა, მაგრამ მათი მოს-
ვლა არ გამიგია.
- ჩაიცვი.
დაეჭვებით გავხედე საათს. - თითქმის შუაღამეა, სკოტ.
- ძალიან დაკვირვებული ხარ, გრეი. სწორედ ამიტომ, მივდი-
ვართ ადგილზე, რომლისთვისაც ეს დრო ზედგამოჭრილია.
162 მკითხველთა ლიგა
ვახ, ბიჭო!
- რა ადგილზე? - ოდნავ წარმოვთქვი და მივხვდი, რომ შოკი-
დან ჯერ ბოლომდე არ გამოვრკვეულიყავი. მით უმეტეს, თუ
სკოტი რაღაც კანონსაწინააღმდეგოს ჩადენას სერიოზულად
გეგმავდა.
სიბნელეში თვალები დავძაბე და შევამჩნიე, როგორ მიღიმო-
და, - რა იყო, ერთი-ორი მუხლის დარღვევის ხომ არ გეშინია?
- რა პრობლემაა, კოლეჯში ჩაბარების იმედი მაინც არ მქონ-
და. - ვიხუმრე უაზროდ.
ჩემი სარკაზმი არ შეიმჩნია.
- შავი ხელის ერთ-ერთ საწყობს მივაგენი, - მითხრა, შემდეგ
რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა და დერეფნისკენ გაიხედა. -
დარწმუნებული ხარ, რომ შენები ჯერ არ მოსულან?
- ჰენკის ალბათ ბევრი საწყობი აქვს. ის ხომ მანქანებს ყიდის
და ამ მანქანებს სადმე შენახვა ხომ უნდა, - ვთქვი და პლედი ნი-
კაპამდე ავიწიე, თვალები დავხუჭე და იმედი ვიქონიე, რომ ჩემს
სიტყვებს მიღმა დაფარულ სათქმელს მიხვდებოდა. ახლა მხო-
ლოდ სიზმარში, ჯევისთან დაბრუნება მინდოდა. მსურდა ისევ
შემეგრძნო მისი ტუჩების გემო და ეს ფანტაზია გამეხანგრძლი-
ვებინა.
- ეს საწყობი ინდუსტრიულ უბანშია. თუ ჰენკი იქ მართლა
მანქანებს ინახავს, ეს იგივეა, რაც პირდაპირ გამოეცხადებინა,
მოდით და გამქურდეთო. მე კი მგონია, რომ საწყობში რაღაც
ისეთი აქვს, რაც მისთვის მანქანებზე ბევრად ფასეულია. სწო-
რედ ეს უნდა გავარკვიოთ და ზოგადად, რაც მეტ სიბინძურეს მი-
ვაკვლევთ მის შესახებ, მით უკეთესი.
- სხვის საწყობში შეპარვა უკანონოა. თუ ჰენკის გამოჭერა
გვინდა, ეს მხოლოდ კანონიერი გზით უნდა მოვახერხოთ.
სკოტმა ჩემს ლოგინს შემოუარა და ოდნავ ჩამოწია პლედი,
ჩემი სახე რომ დაენახა. - ის ამ წესებით არ თამაშობს. ერთა-
163 მკითხველთა ლიგა
დერთი გზა მის დონემდე დასვლაა. ოდნავ მაინც არ გაინტერე-
სებს, რას ინახავს იმ საწყობში?
ის ჰალუცინაცია გამახსენდა, სადაც საწყობში, გალიაში გა-
მომწყვდეული ანგელოზი ვიხილე. - თუ ამის გამო დამიჭერენ,
არა.
ოდნავ უკან გადაიწია და მოიღუშა. - აბა შავი ხელის დამარ-
ცხებაში დაგეხმარებიო?
ამაში იყო საქმე. რამდენიმე საათი საკუთარ თავთან მარტო
დავრჩი და მაშინვე ვიგრძენი, რომ გამბედაობა მაკლდებოდა.
თუ ჰენკი მართლა ასეთი ძლიერი იყო, რა უნდა გვექნა ჩვენ
ორს მის წინააღმდეგ? რაღაც უფრო ჭკვიანური გეგმა გვჭირდე-
ბოდა.
- მინდა, რომ დაგეხმარო და ასეც მოვიქცევი, მაგრამ ასე
პირდაპირ ვერ გავისვრები, - ვუთხარი მე. - ფიქრისთვისაც კი
ძალიან დაღლილი ვარ. წადი, შენს გამოქვაბულში დაბრუნდი.
მერე იქნებ დედაჩემს დაველაპარაკო, ჰენკის თავის საწყობში
ვესტუმროთ და გავარკვიოთ, რას ინახავს იქ.
- ჰენკის დამარცხებას თუ შევძლებ, ჩემს ძველ ცხოვრებას
დავიბრუნებ, - თქვა სკოტმა. - აღარ მომიწევს გაქცევა, დამალვა
და ისევ ვნახავ დედას. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში, დედაშე-
ნიც უსაფრთხოდ იქნება. ვიცი, რომ ეს ისევე გინდა შენ, რო-
გორც მე. - მის ხმაში შეპარული ტონი არ მომეწონა. თითქოს,
ამით დასტურდებოდა, რომ ის ძალიან კარგად იცნობდა ჩემს
ბუნებას. მე კი ეს არ მომწონდა. განსაკუთრებით ახლა, შუაღა-
მით, როცა მე მხოლოდ სიზმარში ჯევთან დაბრუნებაზე ვფიქ-
რობდი. - არ დავუშვებ, რომ რამე ცუდი შეგემთხვას, - მითხრა
სკოტმა ნაზად. - თუ ამაზე ღელავ...
- მაგაში როგორ დავრწმუნდები?
- ვერანაირად. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა მენდო და
შანსი მომცე განახო, თუ სინამდვილეში როგორი ვარ.
164 მკითხველთა ლიგა
მე ქვედა ტუჩზე ოდნავ ვიკბინე და იმაზე დავფიქრდი, რომ სა-
ერთოდ არ ვიყავი ის გოგო, შუაღამით სახლიდან რომ გადის.
ახლა აშკარად საკუთარი თავისგან ასოთხმოცი გრადუსით უნდა
შევბრუნებულიყავი და ჩემს მხარზე მჯდომი ეშმაკიც კმაყოფილი
ხითხითებდა.
ამ დროს გარეთ გასვლის და ჰენკზე თვალთვალის იდეა ჩემ-
ში დიდად სასიამოვნო გრძნობებს არ აღძრავდა, მაგრამ თან
ვხვდებოდი, რომ მხოლოდ სკოტთან ერთად მოქმედება იყო ჩე-
მი ცხოვრებიდან ჰენკის მოშორების ერთადერთი გზა. თუ სკოტი
ჰენკის ნეფილიმობის შესახებ მართალი იყო, მას ორი და სამი
პოლიციელისთვის ილუზიის შექმნა არ უნდა გასჭირვებოდა,
მაგრამ თუ უკან ბევრი ასეთი პოლიციელი აედევნებოდა, მისი
გეგმების შესრულება უფრო და უფრო რთული გახდებოდა.
- სახიფათო არ არის? - ვკითხე მე. - საიდან ვიცით, რომ არ
დაგვიჭერენ?
- ამ შენობას რამდენიმე დღეა ვაკვირდები. ღამღამობით
არავინ არის. ჩვენ უბრალოდ მივალთ და ფანჯრიდან ფოტოებს
გადავიღებთ. მხოლოდ მცირე რისკია, რა. ჰა, ჩემთან ხარ, თუ
არა?
მე ღრმად ამოვიხვნეშე. - კარგი, მაცადე, გამოვიცვალო.
ოღონდ, შეტრიალდი, ახლა მხოლოდ პიჟამა მაცვია. - პიჟამა კი
მხოლოდ მოკლე შარვლისა და თხელი მაისურისგან შედგებო-
და. ნამდვილად არ მინდოდა, სკოტის თვალში ასეთი ფორმით
წარვდგენილიყავი.
სკოტმა გამიღიმა.
- მე ბიჭი ვარ, ნორა. ეს იგივეა, პატარა ბავშვს ტკბილეულო-
ბის დახლისკენ გახედვა აუკრძალო.
ოჰჰ.
ნაპრალი მის ლოყაზე კიდევ უფრო გაღრმავდა. თუმცა, ამას
სასიამოვნო შესახედაობა ნამდვილად არ ჰქონია.
165 მკითხველთა ლიგა
მე უკვე წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ურთი-
ერთობა მხოლოდ თანამშრომლობით შემოიფარგლებოდა და
ჩვენ შორის გრძნობაც მხოლოდ პლატონურად თუ იარსებებდა.
ჩემი ფრთხილი ღიმილის ფონზე მან დანებების ნიშნად ხე-
ლები ასწია და ჩემგან ზურგით შებრუნდა. ლოგინიდან გადმო-
ვედი, საგარდერობე ოთახისკენ მივირბინე და შიგნით შევედი.
კარის ნაპრალები შიგნით საკმაო შუქს უშვებდნენ და ამიტომ
ნათურის ანთება აღარ დამჭირვებია. შემდეგ მომდგარი ჯინსის
შარვალი, ასეთივე მაისური და კაპიუშონიანი პულოვერი ჩავიც-
ვი. ფეხსაცმელად კი ბოტასები ავარჩიე, რადგან ვვარაუდობდი,
რომ ალბათ, ამაღამ სადმე გაქცევაც მოგვიწევდა.
როცა შარვალზე ღილი შევიკარი, კარადის კარი გავაღე,
სკოტს შევხედე, - იცი ახლა რაზე ვფიქრობ?
თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
- რომ ამ მეზობელი გოგონას ტანსაცმელში ძალიან საყვარ-
ლად გამოიყურები?
რატომ ამბობდა ასეთ რამეს? რატომ ვწითლდებოდი ლოყებ-
ზე და რატომ მქონდა იმედი, რომ ამ მკრთალ შუქში სკოტი ამას
ვერ შეამჩნევდა?
- რომ იმედია, არ ვცდები.

166 მკითხველთა ლიგა


16 თავი

სკოტის გადაადგილების საშუალებას 1971 წლის „დოჯ ჩარ-


ჯერი“ წარმოადგენდა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი იყო იმ ბი-
ჭისთვის, რომელსაც ამაღამ შეუმჩნევლად მოძრაობა სურდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მაყუჩის რახრახი რამდენიმე კვარ-
ტლის მოშორებითაც ისმოდა, თან ამას ემატებოდა ჩვენს სახე-
ებზე საკმაოდ საეჭვოდ ჩამოფარებული კაპიუშონები, სკოტი მა-
ინც შეუვალი იყო.
- შავ ხელს ყველგან ჯაშუშები ჰყავს, - ისევ შემატყობინა.
და ამ სიტყვების დასამტკიცებლად, თვალი უკანა ხედვის
სარკისკენ გააპარა. - თუ ერთად დაგვიჭერს... - თქვა და წინადა-
დება არ დაასრულა.
- გასაგებია, - ვთქვი მე. მიუხედავად შიშის ჟრუანტელისა, ამ
სიტყვების თქმას მაინც გამბედაობაში ვუთვლიდი. წარმოდგე-
ნაც არ მინდოდა, რა მოხდებოდა, თუ ჰენკი აღმოაჩენდა, რომ
ვუთვალთვალებდით.
- გამოქვაბულში არ უნდა მიმეყვანე, - მითხრა სკოტმა. - ჩემ
საპოვნელად ყველაფერს გააკეთებს, შენც მოგწვდება. ეს არ უნ-
და დამეშვა.
- არა უშავს, - ვუთხარი, მაგრამ შინაგანად ვღელავდი. - ჩემი
ნახვით გაკვირვებული იყავი და ბევრი აღარ გიფიქრია. არც მე
მიფიქრია და ახლაც ეგრე ვარ, - აკანკალებულს გამეღიმა. - თო-
რემ, აბა მის საწყობში ხომ არ გამოგყვებოდი. იქ ვიდეო--
კამერები დამონტაჟებული არა აქვს?
- არა. ჩემი ვარაუდით, შავ ხელს ზედმეტი ყურადღების მიპ-
ყრობა არ სურს. ვიდეო-კამერები მხოლოდ დამატებითი ნივ-
თმტკიცებულება იქნებოდა.

167 მკითხველთა ლიგა


სკოტმა „ჩარჯერი“ დაბალი ხეების ტოტებქვეშ, მდინარე უენ-
თვორთთან დააყენა. მას შემდეგ, რაც ცოტა მცირე მანძილით
მოვშორდით, მანქანას საერთოდ ვეღარ ვხედავდი. ჩვენ სანაპი-
როს გავუყევით, მთვარე ისეთი მილეული იყო და მისი შუქი ისე-
თი მკრთალი, რომ ჩვენი ჩრდილებიც კი არ ჩანდა.
ქუჩა გადავკვეთეთ და გზას ძველი, აგურებით ნაგები საწყო-
ბებისკენ გავუყევით. როგორც ჩანს, მათ არქიტექტორს ადგილი
რომ არ დაეკარგა, ყველა შენობა ერთმანეთთან მჭიდროდ მი-
ედგა. ქუჩის მხარეს ჩაბნელებული, რკინის დირეებით გადაკე-
ტილი ფანჯრები იყურებოდა, რომლებზეც შიგნიდან ქაღალდები
იყო აკრული. აქაურობა სარეველებითა და ათასგვარი ნაგვით
იყო სავსე.
- ეს შავი ხელის საწყობია, - ჩურჩულით მითხრა სკოტმა და
თითი ოთხ-სართულიანი აგურის შენობისკენ გაიშვირა, რო-
მელსაც თაღოვანი ფანჯრები ჰქონდა, ერთ მხარეს კი საავარიო
კიბე მიუყვებოდა.
- წინა კვირაში აქ ხუთჯერ იყო. ყოველთვის ღამით მოდის,
როცა ქალაქს სძინავს და მანქანას რამდენიმე კვარტალის მო-
შორებით აყენებს. ხანდახან ამ კვარტალს წრეებსაც ურტყამს,
რათა დარწმუნდეს, რომ არავინ მოჰყვება. აბა, კიდევ გგონია,
რომ ამ საწყობში მანქანებს ინახავს?
უნდა მეღიარებინა, რომ ამგვარი სიფრთხილის ზომები
„ტოიოტას“ მანქანებისთვის მეტისმეტი იყო. ძნელი იყო ამის და-
ჯერება, მაგრამ მეორე მხრივ, ჰენკის ქალაქის ერთ-ერთ ყველა-
ზე მდიდარ და გავლენიან კაცს, რაში უნდა დასჭირვებოდა ასეთ
მივარდნილ ადგილზე არსებული საწყობი? არა, ამას რაღაც ცუ-
დი სუნი ასდიოდა. კკეფაზე ყალყზე დამდგარი თმები კი მახვედ-
რებდა, რომ კარგი არაფერი გველოდა.
- რამენაირად შიგნით შეხედვას შევძლებთ? - ვიკითხე და და-
ვინტერესდი, ჰენკისის ფანჯრებიც დანარჩენების მსგავსად აჭე-
168 მკითხველთა ლიგა
დილი იყო თუ არა. ამის გადასამოწმებლად ჯერ საკმაოდ შორს
ვიდექით.
- ცოტა წინ მივიწიოთ და ვნახავთ.
შენობების კედლებს მივუყვებოდით და ფრთხილად ვუახ-
ლოვდებოდით საწყობს. მე სახეს კაპიუშონის ქვეშ ვფარავდი და
როცა ჰენკის შენობას მივუახლოვდით, შევნიშნე, რომ ქვედა
სართულებისგან განსხვავებით, ზედა სართულების ფანჯრები
ღია იყო.
- შენც იმას ფიქრობ რასაც მე? - ეშმაკურად ანთებული თვა-
ლებით მკითხა სკოტმა.
- ავცოცდეთ საავარიო კიბეზე და შიგნით შევიხედოთ.
- კენჭი ვყაროთ და წაგებული ავიდეს.
- არავითარ შემთხვევაში. ეს შენი იდეა იყო და კიბეზეც შენ
ახვალ.
- მშიშარა, - მითხრა სკოტმა ღიმილით, მაგრამ შუბლზე ოფ-
ლის წვეთები დაეტყო. შემდეგ ჯიბიდან იაფფასიანი პორტატული
კამერა ამოიღო, - ბნელა, მაგრამ იქნებ მაინც შევძლო რამდენი-
მე კარგი ფოტოს გადაღება.
უსიტყვოდ გადავკვეთეთ ქუჩა, ხეივნის მხრიდან ჰენკის შენო-
ბას წრე დავარტყით და გრაფიტით დაფარულ კედელს მივუახ-
ლოვდით. მე ხელები მუხლებზე დავიწყვე და ღრმად ჩავისუნ-
თქე. არ ვიცოდი, სირბილის გამო მიჭირდა სუნთქვა, თუ ეს
აღელვების ბრალი იყო. ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ ეს
ყველაფერი ჰენკის არ გაეგო. რა დარწმუნებული იყო სკოტი,
რომ არავინ დაგვიჭერდა.
- ზევით ადიხარ? - ვკითხე და ვიგრძენი, როგორ ვნანობდი
მანქანაში არდარჩენას.
- ან შიგნით. ნეტავ რას მალავს იქ შავი ხელი? - თქვა და ხე-
ლი საწყობის კარისკენ გაიქნია.

169 მკითხველთა ლიგა


წაბლის კარი მხოლოდ ახლაღა შევნიშნე. მაღალი, ჩარჩოში
ჩასმული კარი იყო და იდეალურად ერგებოდა პირად საცავს.
შენობას სამი ასეთი კარი ჰქონდა და უეცრად გონებაში რაღა-
ცამ დამარტყა. მივხვდი, რომ ეს კარები ზუსტად ისევე გამოიყუ-
რებოდა, როგორც ჩემს ჰალუცინაციაში და თავად ამ საწყობსაც
რაღაც უცნაური კავშირი ჰქონდა ჩემს ხილვებთან. რა თქმა უნ-
და, ამის შესახებ არაფრის თქმას არ ვაპირებდი. ახლა ყველა-
ფერს არევდა ფრაზა - მგონი, აქ ნამყოფი ვარ.
სანამ ჯერ ისევ ამ კავშირზე ვფიქრობდი, სკოტი პირველ
კარს მისწვდა და გაღება სცადა. - ჩაკეტილია. - თქვა და ავტომა-
ტურ საკეტს მიუბრუნდა. - როგორ გგონია, რა არის კოდი? ჰენ-
კის დაბადების თარიღი?
- ზედმეტად მარტივია.
- მისი გოგოს დაბადების თარიღი?
- მეეჭვება. - არამგონია, ჰენკი ასეთი სულელი იყოს.
- მაშინ, ისევ გეგმა ა-ს მივუბრუნდეთ, - ამოიხვნეშა სკოტმა.
შემდეგ საავარიო კიბის პირველ საფეხურზე შეხტა, ხელებით
მაგრად მოეჭიდა და შემდეგი საფეხური ფეხებქვეშ მოსინჯა. -
თუ ჩამოვვარდი, დამიჭირე, - ჩამომძახა და ზემოთკენ გზა გა-
ნაგრძო. მე ვიდექი და ქვემოდან ვაკვირდებოდი.
ვხვდებოდი, რომ მისი ყოველი მოძრაობისთვის უნდა მეყუ-
რებინა, ამიტომ თავი უკან გადავხარე და სკოტს დავაკვირდი,
რომელიც ვიწრო კიბეს მიუყვებოდა და ნელ-ნელა პატარავდე-
ბოდა. ამ მომენტში შენობის მიღმა ტროტუარზე ვიღაც კაცი შევ-
ნიშნე. მე მაშინვე უკან დავიხიე.
- სკოტ, - ავძახე ძლივს გასაგონი ჩურჩულით.
ჩემი ძახილი რომ გაეგონა, უკვე ზედმეტად მაღლა იყო.
ტროტუარისკენ კიდევ ერთხელ გავიხედე. შენობის კუთხეს-
თან აშკარად ვიღაც კაცი იდგა და ჩემკენ ზურგი ჰქონდა მოქ-
ცეული. მის თითებს შორის სიგარეტის ნარინჯისფერ ნათებას
170 მკითხველთა ლიგა
ვხედავდი. კაცი ქუჩისკენ გადაიხარა და ორივე მხარეს გაიხედა.
არამგონია, ასეთ დროს მანქანის მოლოდინი ჰქონოდა. ის აშკა-
რად ჰენკის ჯაშუში იყო და ამ შენობას იცავდა.
აი, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჰენკი აქ რაღაც
ღირებულს ინახავდა.
კაცმა სიგარეტი ფეხით გასრისა და საათს დახედა. შემდეგ კი
ხეივნის მიმართულებით დაიძრა.
- სკოტ! - წავისისინე და სულ ოდნავ შევხსენი ტუჩები. - პრობ-
ლემა გვაქვს.
სკოტი უკვე მეორე სართულს გასცდენოდა და მესამემდე
რამდენიმე საფეხურიღა აკლდა. ხელში კამერა ეჭირა და ნების-
მიერ მომენტში მზად იყო ფოტოს გადასაღებად.
რაკი მივხვდი, რომ ჩემს ხმას ვერაფრით გავაგონებდი, ძირი-
დან რამდენიმე კენჭი ავიღე და სკოტს ვესროლე, თუმცა მის-
თვის მორტყმის ნაცვლად, ქვის კიბის ლითონის კონსტრუქციას
გავარტყი და ისიც ხმაურითა და ჭახა-ჭუხით დაეშვა დაბლა.
შიშით პარალიზებულმა მაშინვე პირი დავმუწე.
სკოტმა ჩამოიხედა და გაშეშდა. მე აღშფოთებით გავიშვირე
თითები შენობის მეორე მხარეს.
შემდეგ ნაგვის ურნის უკან გავიქეცი და შენობას შემოვუარე.
მანამდე კი აშკარად შევნიშნე, როგორ დაიძრა ჰენკის მცველი.
მან, როგორც ჩანს, კენჭების ხმა გაიგონა და ამ ხმას გამოჰყვა.
- ჰეი! - გასძახა მან სკოტს, ისეთი სისწრაფითა და მოხერხე-
ბულობით ახტა საავარიო კიბეზე, რომ თვალებს ძლივს დავუჯე-
რე. ისიც მაღალი იყო, როგორც ყველა ნეფილიმი. ამის ცნობა
სკოტმა მასწავლა.
სკოტი უკვე თითქმის ბოლომდე ასულიყო. ვამჩნევდი, რო-
გორ ადიოდა ორ საფეხურზე ერთდროულად, შემდეგ ხელიდან
კამერა გაუვარდა და დაბლა, ხეივანზე დაეცა. ქვემოთ მხოლოდ
წამით ჩამოიხედა და ისევ სახურავისკენ განაგრძო სვლა.
171 მკითხველთა ლიგა
მე, რაც შეიძლება სწრაფად ვცადე გამოსავლის პოვნა. მან-
ქანის მიმართულებით გავიქეცი. თან უკან ვიყურებოდი და ვამ-
ჩნევდი, რომ ნეფილიმი უკვე თითქმის მისწვდენოდა სკოტს. რა
მოხდება, თუ ის სკოტს დაიჭერს? ჰენკის დაურეკავს, რათა მან
თავად მიხედოს სკოტს? - ეს ფიქრები საშინლად მანერვიულებ-
და...
შენობას კიდევ უფრო მოვცილდი და თავი უკან მოვაბრუნე.
სწორედ ამ მომენტში ჩემ ზემოთ რაღაცის ჩრდილმა გადაიარა.
ჩრდილის პატრონი შენობის სახურავიდან ჰაერში ხტებოდა და
მეორე შენობის სახურავზე ეშვებოდა. მე გაოცებული ვუმზერდი
ამ საოცარ მოძრაობას. რამდენიმე წამში მეორე სხეულიც გა-
მოჩნდა. ყბა ჩამომვარდა, აშკარად ჩანდა როგორ დახტოდნენ
სკოტი და ნეფილიმი სახურავებზე და ლამის დაფრინავდნენ.
სასწრაფოდ „ჩარჯერისკენ“ გავიქეცი და შევეცადე გამომეცნო,
სკოტს რა გეგმა ექნებოდა. იქნებ, როგორმე ნეფილიმისთვის
მანქანის დარტყმა მოგვეხერხებინა და ამ გზით დაგვეღწია მის-
გან თავი? სიჩქარეს უფრო ვუმატე, უკნიდან კი კვლავ მომესმო-
და მათი ფეხსაცმელების ზედაპირზე შეხების უხეში ხმები.
მანქანამდე ნახევარი გზა მქონდა გავლილი, შევნიშნე, რომ
სკოტმა მარჯვნივ გადაუხვია და ნეფილიმიც მას გაჰყვა. მივ-
ხვდი, რასაც აკეთებდა: სურდა, რომ ნეფილიმის ყურადღება გა-
დაეტანა და ამასობაში ჩემთვის მანქანის დაძვრის დრო მოეცა.
ისინი საოცრად სწრაფად მოძრაობდნენ, ჩემთვის ასეთი რამ
წარმოუდგენელი იყო. და მაინც, სკოტი ნეფილიმს სამუდამოდ
ვერ გაექცეოდა. უნდა მეჩქარა. მანქანაში მისულმა გასაღები
სასწრაფოდ გადავატრიალე და „ჩარჯერი“ დავძარი. როცა მთა-
ვარ ქუჩაზე გავედი, სიჩქარეს საგრძნობლად ვუმატე. გონება
რაღაც დაბინდული აზრებით მქონდა დაფარული, შემდეგ, რა-
ღაც მომენტში, დავამუხრუჭე, ცალ მხარეს გადავიხარე და შენო-
ბების სახურავებზე სკოტსა და ნეფილიმს დავუწყე ძებნა.
172 მკითხველთა ლიგა
უცნობის სილუეტი შენობის სულ ბოლო კედლიდან გამოჩ-
ნდა. ხელ-ფეხი გაეშალა და ქვემოთ ეშვებოდა. სკოტიც ოთ-
ხსართულიანი შენობის წინ დაეშვა და მოწინააღმდეგეს დაუხ-
ვდა. როგორც კი ჩხუბი გააჩაღეს, მაშინვე ხელახლა დავძარი
მანქანა და მათკენ გავაქროლე. ხელები საჭეზე მაგრად მეკიდა
და ჩემთვის გამალებით ვფიქრობდი - გთხოვ, გთხოვ, გამოვი-
დეს, რა.
ორივენი პირდაპირ მომჩერებოდნენ, სკოტი რაღაცას მიყვი-
როდა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ყვიროდა ნეფილიმიც. შემ-
დეგ სკოტმა ოდნავ გვერდზე გაიწია, მაგრამ არასაკმარისად
გაუმართლა. მანქანის ბუფერმა გვერდზე გაჰკრა და ძირს დააგ-
დო, თუმცა ტკივილზე ბევრი არ უფიქრია, მაშინვე გვერდით მო-
მიჯდა. - მიდი!
მე მაშინვე გაზის პედალს დავაწექი. - ეს რა იყო? - ვიკითხე
აკანკალებულმა. - შენობებს სპორტული ბარიერებივით ახტე-
ბოდით!
- ხომ გითხარი, რომ ჩვეულებრივ ბიჭზე ბევრად ძლიერი
ვარ?
- ჰო, მაგრამ არ გითქვამს, რომ ფრენა შეგიძლია! თან, მით-
ხარი, არ მიყვარს ძალის გამოყენებაო!
- როგორც ჩანს, ჩემში ეს შეხედულება შენ შეცვალე, - ეშმა-
კური ღიმილი. - აბა, მოგეწონა?
- იმ ნეფილიმმა კინაღამ დაგიჭირა და შენ მხოლოდ ეგ გა-
დარდებს?
- ასეც ვიცოდი, - თქვა თვითკმაყოფილი სახით და ის თითი
მოისრისა, რომელზეც შავი ხელის ბეჭედი ეკეთა. ვფიქრობდი,
რომ ახლა, მომხდარის ახსნის მისგან მოთხოვნის შესაფერისი
დრო არ იყო. თან მას შემდეგ, რაც სკოტს კვლავ გადაეწყვიტა ამ
ბეჭდის ტარება. ესეც რომ არა, სკოტი ჰენკის წინააღმდეგ ერთა-
დერთი გზა იყო და ახლა ამ გზის დაკარგვა არ მინდოდა.
173 მკითხველთა ლიგა
- რას გულისხმობ? - ვკითხე დაბნეულმა.
- გაწითლდი.
- უბრალოდ, ოფლიანი ვარ, - და როცა მივხვდი, რაზე მიანიშ-
ნებდა, სასწრაფოდ დავამატე, - არა! არაფერიც არ მომწონებია!
კაცმა არ იცის რა მოხდებოდა... - შემდეგ სახიდან თმა გადავი-
წიე და თავის ხელში აყვანა ვცადე. - ვფიქრობ, რომ უემოციო და
დაუკვირვებელი ხარ! თითქოს, ეს ყველაფერი შენთვის ერთი
დიდი ხუმრობაა!
მისი ღიმილი ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. - კარგი, მეტი
შეკითხვა არ მაქვს. ჩემი პასუხი უკვე მივიღე.

174 მკითხველთა ლიგა


17 თავი

სკოტმა სახლამდე ისეთი სიჩქარით მიმიყვანა, როგორიც


აქამდე არასდროს მიგრძნია, შემდეგ კი ჩემი თხოვნით ოდნავ
მოშორებით გამიჩერა. ამ დროს ორი სხვადასხვა შიში მაწუხებ-
და. ერთი ჰენკის მცველის მიმართ, რომელიც სავარაუდოდ,
ჩვენს ძებნას დაიწყებდა, მეორე კი დედაჩემის მიმართ, რომე-
ლიც გაგიჟდებოდა, თუ გაიგებდა, რომ ამ დროს სახლიდან გა-
ვიპარე. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი
ცარიელ ოთახს აღმოაჩენდა, მაშინვე დამირეკავდა. იმასაც
ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ჩემი საქციელით გამოწვეული აღ-
შფოთება იმხელა ყოფილიყო, რომ მეტყველების უნარი საერ-
თოდ დაეკარგა.
- ნუ, ძალიან ამაღელვებელი საღამო იყო, - ვუთხარი სკოტს
უემოციო ხმით.
მან თითები მაგრად შემოჰხვია საჭეს. - კიდევ ოცდაათი წა-
მიც... მეტი არაფერი მჭირდებოდა. კამერა რომ არ ჩამვარდნო-
და, საწყობის ფოტოები გვექნებოდა, - თქვა სიმწრით და თავი
გადააქნია.
ცოტაღა მაკლდა, რომ სკოტისთვის მეთქვა, თუ კიდევ აპი-
რებდა საწყობში დაბრუნებას, საამისოდ სხვა კომპანიონის მო-
ძებნა მოუწევდა. - თუ მცველმა დამინახა, ჰენკის უეჭველად ეტ-
ყვის ჰენკის. და თუ ჩემი სახე ვერ დაინახა, ნიშანს მაინც შეამ-
ჩნევდა. ჰენკი მიხვდება, რომ საწყობთან მე ვიყავი. - მისმა თვა-
ლებმა ჩემი მზერა იპოვა. - იმის შესახებაც მსმენია ჭორები, თუ
როგორ იჭერენ ნეფილიმებს და სიცოცხლის ბოლომდე მიწის-
ქვეშა საკნებში ამყოფებენ. მართალია, ჩვენი მოკვლა შეუძლე-
ბელია, მაგრამ შესაძლებელია წამება. როგორც ჩანს, რაღაც
დროის განმავლობაში საერთოდ არ უნდა გამოვჩნდე.
175 მკითხველთა ლიგა
- რა ნიშანზე ლაპარაკობ?
სკოტმა საყელო ოდნავ ჩაიწია და იარის მსგავსი დამღა და-
მანახა, რომელსაც ისეთივე შეკრული მუშტის ფორმა ჰქონდა,
როგორიც მის ბეჭედზე იყო გამოსახული. იარა შეხორცებული
ჩანდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მინდოდა, სკოტს რა ტკივი-
ლი გამოევლო. - ეს შავი ხელის ნიშანია. სწორედ ასე მაიძულა
მის არმიაში გაერთიანება, თუმცა საბედნიეროდ, შიგნით რაიმე
ისეთი მოწყობილობის ჩამონტაჟების ტვინი არ ეყო, რითაც ჩემს
ადგილსამყოფელს გაიგებდა.
ხუმრობის ხასიათზე არ ვიყავი და მის ნახევარღიმილისთვი-
საც არ მიპასუხია. ფიქრობ, მცველმა ეს ნიშანი დაინახა?
- ზუსტად ვერ ვიტყვი.
- როგორ გგონია, მე დამინახავდა?
სკოტმა თავი გააქნია. - მანქანის შუქზე ვერაფერს ვხედავ-
დით. მეც მხოლოდ „ჩარჯერით“ გიცანი.
წესით, ახლა თავი უკეთ უნდა მეგრძნო, მაგრამ იმდენად
მქონდა ყელი დაძაბული, რომ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
- ჰენკიმ დედაშენი ნებისმიერ დროს შეიძლება მოიყვანოს. -
სკოტმა ხელი ქუჩისკენ გაიშვირა. - უნდა გავიქცე. რამდენიმე
კვირის განმავლობაში თავი არსად არ უნდა გამოვყო. იმედია,
მცველს ჩემი ნიშანი არ უნახავს და იმედია, უბრალოდ რიგითი
ავაზაკი ვგონივარ.
- ჰო, მაგრამ ის მაინც დანამდვილებით იცის, რომ ნეფილიმი
ხარ. რამდენადაც მახსოვს, ადამიანები შენობებზე არ დახტიან.
როცა ჰენკი ამას გაიგებს, არა მგონია, უბრალოდ დამთხვევის
დაიჯეროს.
- ჰოდა, ეს კიდევ ერთი მიზეზია დასამალად. ჰენკი, ალბათ
ფიქრობს, რომ შეშინებული ვარ და ქალაქიდან გავიქეცი. თუმ-
ცა, რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად მოგაკითხავ და რაიმე
ახალი გეგმით დავიწყებთ მოქმედებას.
176 მკითხველთა ლიგა
უკვე ვიგრძენი, რომ მოთმინებას ვკარგავდი. - და ჩემზე რას
იტყვი? ამ ამბავში ჩამითრიე და ახლა მარტო უნდა დამტოვო?
თუ ჰენკი ჩემს გატაცებაშია გარეული, მინდა, რომ ამისთვის პა-
სუხი აგოს და თუ ახლა რაღაც უარესს გეგმავს, აუცილებლად
უნდა შევაჩეროთ! თან, არა რამდენიმე კვირის, ან თვის შემდეგ,
არამედ ახლა!
- და ვინ შეაჩერებს? - დინჯი, მაგრამ მტკიცე ხმა ჰქონდა. -
პოლიცია? რომლის ნახევარიც ჰენკის უკვე მოსყიდული ჰყავს?
მეორე ნახევარს კი ილუზიებით მარტივად გააცურებს. მისმინე,
ნორა. ჩვენ სწორი გეგმა გვჭირდება. საამისოდ კი, პირველ
რიგში, შავი ხელის სახელი ცოტა ხანი უნდა დავივიწყოთ. ჯერ
უნდა დარწმუნდეს, რომ საფრთხე არ ელის და ჩვენც მხოლოდ
ამის შემდეგ შევუტიოთ.
- ის უკვე მოქმედებს. დამთხვევა არ არის, დედაჩემს რომ
ხვდება. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ნეფილიმების არმიის მშენებ-
ლობაში მას დიდი როლი არა აქვს, მაგრამ... ჩეშვანი შემდეგ
თვეს იწყება. ჰოდა, რატომ დედაჩემი? რატომ ახლა? რა კავშირი
აქვს მას ჰენკის გეგმებთან? დროულად უნდა გავარკვიო, სანამ
გვიანი არ არის!
სკოტმა ყური გაღიზიანებით მოიქავა. - შენთვის არაფერი არ
უნდა მეთქვა. შავი ხელი ჩემს მოსაგნებად ყველაფერს გააკე-
თებს. შენამდეც მოაღწევს და ლაპარაკი მოგიწევს. ჩემზე და გა-
მოქვაბულზეც მოუყვები.
- ჩემზე ნუ ღელავ, - მივახალე. შემდეგ მანქანიდან გადავედი
და კარის მოჯახუნებამდე ერთხელ კიდევ გავხედე, - კარგი,
დაიმალე. მაგრამ, გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ის, ვის დედასაც
ნელ-ნელა მონსტრი უყვარდება. და ამ ამბავს აუცილებლად გა-
მოვარკვევ შენთან ერთად, ან შენ გარეშე.
რა თქმა უნდა, ვერ წარმომედგინა, როგორ. ჰენკის ამ ქა-
ლაქში დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ყველგან ჰყავდა მეგობრე-
177 მკითხველთა ლიგა
ბი, მოკავშირეები. ჰქონდა დიდი ფული და რესურსი. თავისი პი-
რადი არმია. ყველაზე მეტად კი ის მაშფოთებდა, რომ დედაჩე-
მიც მუჭში ჰყავდა მოქცეული.
მორიგმა ორმა დღემ ზედმეტი აღელვების გარეშე ჩაიარა.
როგორც თქვა, სკოტი მართლაც გაუჩინარდა. მე კი ვინანე, ბო-
ლოს მკაცრად რომ ველაპარაკე. ის აკეთებდა იმას, რაც უნდა
გაეკეთებინა და ამაში მისი დადანაშაულების უფლება არ მქონ-
და. მე ბრალს ვდებდი, რომ გარბოდა, არადა სხვა გზა არც ჰქო-
ნია. ის აშკარად უფრო ჭკვიანი... და მომთმენი აღმოჩნდა, ვიდ-
რე ეს თავიდან მეგონა.
მეორე მხარეს კი მე ვიდექი. არ მომწონდა ჰენკ მილარი და
კიდევ უფრო ნაკლებად ვენდობოდი მას. გარდა ამისა, მოახ-
ლოებული ჩეშვანი ჩემს გონებას მუქ ღრუბლად ეფარებოდა, ვი-
ცოდი, რომ ჰენკი რაღაცას გეგმავდა. საიმედო მტკიცებულება
არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი იმასაც, რომ დედაჩემიც მისი
გეგმის ნაწილი იყო. ერთ რამეს კი ვერ ვხვდებოდი - თუ ჩეშვა-
ნის წინ ჰენკი ნეფილიმების არმიას კრებდა და ანგელოზებთან
საბრძოლველად ემზადებოდა, დედაჩემს რაღატომ უთმობდა
ამდენ დროს? რაში სჭირდებოდა მისი ნდობა?
ამ ყველაფერზე კი გაკვეთილის მსვლელობისას ვფიქრობდი,
როცა ჩემი ისტორიის მასწავლებელი ინგლისში მიმდინარე
პროტესტანტული რეფორმაციის შესახებ გვიყვებოდა. სწორედ
ამ მომენტში თავში ნათურა ამენთო და მივხვდი - ჰენკი სკოტს
იცნობდა. რა თქმა უნდა, ეჭვი ჰქონდა, რომ სწორედ სკოტი დახ-
ტოდა წინა ღამით შენობიდან შენობაზე და ახლა, ბუნებრივია,
დარწმუნებული იყო, რომ სკოტი იმალებოდა. სხვა მომხდურს
კი ჰენკი, თავის სამფლობელოში არავითარ შემთხვევაში არ
ელოდა.
არავითარ შემთხვევაში.

178 მკითხველთა ლიგა


***
საღამო დადგა და გაილია. ათ საათზე დედამ მაკოცა, ტკბი-
ლი ძილი მისურვა და საძინებლიდან გავიდა. ერთ საათში მის
საძინებელშიც ჩაქრა შუქი. კიდევ დამატებით ერთი წუთი დავი-
ცადე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეძინა და პლედი გადა-
ვიძრე. სრულად ჩაცმული ვიყავი, ლოგინის ქვეშ შენახულ
სპორტულ ჩანთაში კი უკვე ჩამედო ფარანი, კამერა და მანქანის
გასაღები.
„ფოლქსვაგენი“ უხმოდ გამოვაგორე ჰოუთორნ ლეინზე და
გულში მადლობა გადავუხადე სკოტს, რათა სწორედ ეს მანქანა
და არა მაგალითად, რაიმე უფრო დიდი არ მაჩუქა, რომლის
ძრავის ხმაც დედას ახლა უეჭველად გააღვიძებდა.
მანქანა საბოლოოდ მეოთხედი მილის მოშორებით დავქოქე
და ოც წუთში უკვე იმ ადგილს მივუახლოვდი, სადაც მე და სკოტ-
მა ორი ღამის წინ „ჩარჯერი“ დავტოვეთ. სცენარი არ შეცვლი-
ლა. არავის შეუკეთებია ქუჩის ლამპიონები, სადღაც შორიდან
კი მატარებლის საყვირის ხმა მოისმოდა.
რადგან ვიცოდი, რომ ჰენკის შენობას იცავდნენ, ახლოს მი-
ახლოება არც მიფიქრია. სამაგიეროდ, მახსოვდა ისიც, რომ აქ
შენობები გვერდიგვერდ იყო ნაშენები და შესაბამისად, შემეძ-
ლო მეზობელ შენობაზე ასვლა და ჰენკის საწყობში ფანჯრიდან
შეხედვა მომეხერხებინა.
თავდაპირველად იგივე გზა გავიარე, რაც მე და სკოტმა და
ჰენკის შენობას ოდნავ მივუახლოვდი. შემდეგ ჩრდილებს მოვე-
ფარე. შევნიშნე, რომ საავარიო კიბე ჩამოეხსნათ. როგორც
ჩანს, ჰენკიმ უსაფრთხოების ზომებს აქტიურად მიმართა. საწყო-
ბის მესამე სართულზე, ფანჯრებზე ახლად გაკრული გაზეთები
შევნიშნე. თუმცა, ჯერ მეოთხე სართულამდე ვერ მიეღწიათ. და-
ვინახე მცველიც, რომელიც ყოველ ათ წუთში დაპროგრამებუ-
ლივით შენობის წინ გამოდიოდა და პერიმეტრს აკვირდებოდა.
179 მკითხველთა ლიგა
იმაში დარწმუნებულმა, რომ საკმარისი ინფორმაცია გამაჩ-
ნდა, საწყობს წრე დავარტყი და მის გვერდით მდგომ შენობას
მივუახლოვდი. აქ ისეთივე ნაგვის ურნა დავინახე, როგორიც
ჰენკის საწყობთან, მის ზემოთ კი საავარიო კიბე. რამდენჯერმე
ღრმად ამოვისუნთქე, საკუთარ თავს დაბლა ჩამოხედვა ავუკ-
რძალე და ნელ-ნელა კიბეზე ასვლა დავიწყე. ფანჯრებს მიღმა
ვერაფერს ვხედავდი, მუცელი საშინლად მეწვოდა, თვალებს კი
ნელ-ნელა ქვემოთ, ხეივნისკენ ვაპარებდი.
ჯერ მეორე სართულამდე ავედი, მერე მესამემდე, ცალ ხელ-
ში კამერა მეჭირა, მეორეთი კი ფანჯრებს ვეძებდი. როცა მეოთ-
ხე სართულამდე ავედი, ღია ფანჯარაში შეხედვა შევძელი. თვა-
ლები გამიფართოვდა და კინაღამ წონასწორობა დავკარგე, რო-
ცა შევნიშნე, რომ ოთახი ლოგინებზე მწოლიარე მამაკაცებით
იყო სავსე. ყველა მათგანი საოცრად მაღალი ტანის იყო.
ნეფილიმები.
და სანამ მორიგი აზრი გამიელვებდა, უეცრად უკნიდან ვიგ-
რძენი, რომ ვიღაცამ ხელი ჩამავლო.
- ჩადი! - ბრძანების ტონით მომმართეს და ვიღაცის ხელმა
ნელ-ნელა ქვევით დამქაჩა. გონზე მოსასვლელად რამდენიმე
წამი დამჭირდა. ძლიერმა ხელმა, კიბეზე ქვევით ჩამიყვანა, მე-
რე კი ჯევის მკაცრი სახე დავინახე, რომელშიც იგრძნობოდა დი-
დი, მაგრამ უსიტყვო აგრესია. როცა ბოლომდე ჩავედით, შენო-
ბიდან ჩოჩქოლის ხმა მომესმა. რამდენიმე წუთიც და სავა-
რაუდოდ, რომელიმე მხრიდან შეგვიპყრობდნენ. შემდეგ ჯევიმ
მხრებში ხელები მაგრად ჩამჭიდა და მითხრა: - რაც უნდა მოხ-
დეს, ხელი არ გამიშვა! - და შემდეგ საოცარი აღტაცება და გრა-
ვიტაციის რღვევა ვიგრძენი. ჰაერში მივფრინავდი, მსურდა ყვი-
რილი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, სხეული აღარ მემორჩილებო-
და. საღ აზრს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი, როცა ფეხები კვლავ
მიწას შევახე. ჯევიმ ხელი ჩამჭიდა და ქუჩისკენ წამიყვანა.
180 მკითხველთა ლიგა
- მანქანა ერთი კვარტალის მოშორებით მყავს.

კუთხეში შევუხვიეთ, კიდევ ერთი კვარტალი გავიარეთ, ხეივანი


გადავჭერით და იქვე, გზის პირას გაჩერებული თეთრი „ტაოე“
დავინახე. ჯევიმ მანქანის საკეტი გააღო და ჩვენც მაშინვე შიგ-
ნით შევცვივდით. ჯევის მანქანა სწრაფად მიჰყავდა. მტკიცედ შე-
დიოდა მოსახვევებში და გზატკეცილზე სიჩქარეს კიდევ უფრო
უმატებდა. ბოლოს „ტაოე“ სადღაც ქოლდვოთერის და პორ-
ტლენდის გზის შუაზე, ავტოგასამართ სადგურზე შეაჩერა. ვიტ-
რინაზე წარწერა - „დაკეტილია“ მოჩანდა და გარეთ მხოლოდ
სუსტი ნათება აღწევდა.
ჯევიმ ძრავა გამორთო. - იქ რას აკეთებდი? - დაბალი, მაგრამ
მრისხანე ტონი ჰქონდა.
- მგონი აშკარად ჩანდა, რომ საავარიო კიბეზე მივცოცავდი,
არა? - შევეპასუხე. შარვალი გამხეოდა, მუხლები გადამტყავე-
ბოდა, ხელებზე ნაკაწრებს ვამჩნევდი და ვგრძნობდი, ბრაზი ისე
მატულობდა, რომ ტირილამდე ცოტაღა მაკლდა.
- მაშინ მომილოცავს. კიბეზე ასვლა და კინაღამ თავის და-
ღუპვაც მოახერხე. ახლა არ მითხრა, რომ ეს უბრალოდ დამ-
თხვევა იყო. ასეთ ადგილებში, სიბნელეში არავინ სეირნობს. ეს
ნეფილიმების თავშესაფარია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
არ ვაპირებ შენი ტყუილების დაჯერებას. მითხარი, ვინ გითხრა,
რომ იქ მისულიყავი? შევკრთი.
- ნეფილიმების?
- თავს, ისევ ისულელებ? - მკაცრად აიქნია თავი. - დაუჯერე-
ბელია.
- ვფიქრობდი, ეგ შენობა ცარიელი იყო. ნეფილიმების საწყო-
ბი მის გვერდით მდგარი მეგონა.
- ორივე შენობა ნეფილიმს ეკუთვნის. - ერთ ძალიან ძლიერ
ნეფილიმს. ერთი შენობა სატყუარაა, მეორეში კი დაახლოებით
181 მკითხველთა ლიგა
ოთხას ნეფილიმს სძინავს. აბა, გამოიცანი, შენ რომელ შენობა-
ზე ახვედი.
სატყუარა. რა ჭკვიანურად მოუფიქრებია ჰენკის. ამაზე მანამ-
დე უნდა მეფიქრა. ამ გზით მარტივად წამასწრებდნენ და არაფე-
რი გამომივიდოდა. თუმცა, გადავრჩი და ახლა ის მაინც ვიცო-
დი, თუ რას მალავდა ჰენკი საწყობში. ეს იყო ნეფილიმების არ-
მიის (ნაწილის მაინც) - საძილე ბანაკი.
- მგონი, გითხარი, რომ ხიფათის ძიებისგან თავი შეგეკავები-
ნა. მგონი, გითხარი, რომ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება
გეცადა, - მითხრა ჯევიმ.
- ნორმალური ცხოვრება ძალიან ძნელია. შენი ნახვის შემ-
დეგ, ერთ ჩემს ძველ მეგობარს შევხვდი. ძველ ნეფილიმ მეგო-
ბარს. - სიტყვები დაუფიქრებლად ამოვუშვი, მაგრამ ჯევისთან
სკოტის შესახებ საუბრის საფრთხეს ვერ ვხედავდი. ბოლოს და
ბოლოს, ხომ სწორედ ის დამეხმარა ნეფილიმებისგან თავის
დახსნასა და ბ.ჯ.-ს გათავისუფლებაში? შეუძლებელია, ისიც ისე-
თივე ყოფილიყო, როგორც გეიბი.
ჯევის თვალები გაუმკაცრდა. - ვინ ნეფილიმი მეგობარი?
- ვალდებული არ ვარ გიპასუხო.
- კარგი, დაივიწყე. ისედაც ვხვდები. ერთადერთი ნეფილიმი,
რომელსაც შეგიძლია, რომ მეგობარი უწოდო, სკოტ პარნელია.
ამ სიტყვებზე გაოცების დამალვა ვერ შევძელი. - შენ სკოტს
იცნობ?
ჯევის პასუხი არ გაუცია. თუმცა, მისი მზერით მივხვდი, რომ
სკოტზე დიდად მაღალი შეხედულება არ ჰქონია. - ახლა სად
ცხოვრობს? - მკითხა ჯევიმ.
გამოქვაბული გამახსენდა და ისიც, თუ როგორ დავპირდი
სკოტს, რომ ამის შესახებ არავის ვეტყოდი. - არ უთქვამს. სრუ-
ლიად შემთხვევით, სირბილის დროს შევეჩეხე. მოკლე საუბარი
გვქონდა, ნომრების გაცვლის დროც კი არ იყო.
182 მკითხველთა ლიგა
- სად დარბოდი?
- დაუნთაუნში, - ვიცრუე მარტივად. - რომელიღაც რესტორ-
ნიდან გამოვიდა და ვიცანი. მერე რამდენიმე წუთით ვილაპარა-
კეთ.
- მატყუებ. სკოტი ქალაქის ცენტრში არასდროს გამოჩნდებო-
და მაშინ, როცა შავ ხელს მისი თავისთვის გასამრჯელოც კი
აქვს დაწესებული. დარწმუნებული ვარ, სადმე უფრო ფარულ და
მიჩქმალულ ადგილას ნახე. მაგალითად, შენი სახლის უკან,
ტყეში? - სცადა გამოცნობა.
- რა იცი სად ვცხოვრობ? - ვკითხე აღელვებით.
- არასაიმედო ნეფილიმი აგიკიდებია ჩრდილად. იცოდე, თუ
რაიმე საფიქრალი გაქვს, პირველ რიგში სწორედ ეს.
- არასაიმედო? მან მე ნეფილიმებისა და დაცემული ანგელო-
ზების შესახებ მომიყვა. ის, რაც შენ ჩემთვის არასოდეს გით-
ქვამს! - ვცადე დავმშვიდებულიყავი. არ მინდოდა მასთან სკოტ-
ზე საუბარი. მინდოდა გველაპარაკა ჩვენზე და მას შემდეგ, რაც
ჯევისთან ხელახლა შეხვედრა უამრავჯერ წარმოვიდგინე, ახლა
ასე მარტივად მის გაშვებას არ ვაპირებდი. უნდა გამეგო, ვინ
იყო ჩემთვის ჯევი.
- და ასეთი რა გითხრა? თავი მსხვერპლად წარმოაჩინა, არა?
რომ დაცემული ანგელოზები ცუდი ბიჭები არიან, თავად კი არა-
ფერს აშავებს? თუკი შენ ირგვლივ ტრიალებს, ესე იგი, შენგან
რაღაც სჭირდება. ყველაფერი სხვა მოჩვენებითია.
- სასაცილოა, რომ ამას შენგან ვისმენ. ყოველ შემთხვევაში,
ჩემი მახსოვრობის აღდგენაში მაინც ცდილობს დახმარებას.
გაკვირვებული ნუ მიყურებ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თვითკმა-
ყოფილი ნაძირალა ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი სამ-
ყაროც ასეთია. სკოტმა მომიყვა ჰენკ მილარის და ნეფილიმების
საიდუმლო არმიის შესახებ. შესაძლოა, ეს სახელი შენთვის არა-

183 მკითხველთა ლიგა


ფერს ნიშნავს, მაგრამ მე იმავეს ვერ ვიტყვი, რადგან ამჟამად
ჰენკი დედაჩემს ხვდება.
მისი სახიდან სიმკაცრე გაქრა. - რა თქვი? - მკითხრა რაღაც
ხელოვნურად მრისხანე ხმით.
- რომ თვითკმაყოფილი ნაძირალა ხარ და ყოველი სიტყვა
სრული სერიოზულობით წარმოვთქვი!
მან მზერა მომარიდა და ფანჯარაში გაიხედა. აშკარა იყო,
რომ მისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი წამომცდა. ყბაზე
კუნთი აუთამაშდა, თვალებში სიცივე ჩაუწვა და ახლა, მის გვერ-
დით მჯდომიც კი ვგრძნობდი მისი სხეულის დაძაბულობას და
მოზღვავებულ ემოციას.
- რამდენ ადამიანს უთხარი ჩემ შესახებ?
- და რატომ გგონია, რომ საერთოდ ვინმეს შენ შესახებ მოვუ-
ყევი?
მისი მზერა არ მშორდებოდა. - დედაშენმა იცის?
პასუხის გაცემამდე რამდენიმე წამით საკუთარ თავთან კამა-
თის შემდეგ ფრთხილად დავიწყე, - ნუ, ერთხელ გახსენე, მაგ-
რამ შენზე ვერაფერი გაიხსენა. ასე რომ, ისევ პირვანდელ
მდგომარეობას დავუბრუნდეთ. მითხარი, საიდან გიცნობ, ჯევი?
- ჩემთვის რაღაცის გაკეთება რომ გთხოვო, როგორ ფიქრობ,
აზრი ექნება? - და ჩემი ყურადღება რომ მიიპყრო, გააგრძელა, -
ახლა სახლში წაგიყვან. ამაღამდელი ამბების დავიწყება სცადე.
შეეცადე მოიქცე ბუნებრივად, განსაკუთრებით ჰენკის თანდას-
წრებით. ჩემი სახელი საერთოდ არ ახსენო.
პასუხის ნაცვლად ეჭვნარევი მზერით გავხედე და „ტაოედან“
გადავედი. მან მანქანას შემოუარა და მომიახლოვდა.
- ეს რა პასუხია? - მკითხა, მაგრამ არც ისე უხეში ხმა ჰქონდა.
მანქანას ყოველ შემთხვევაში მოვცილდი, თუ ჩემს შიგნით
დაბრუნებას შეეცდებოდა, თავი დამეცვა.

184 მკითხველთა ლიგა


- სახლში არ მივდივარ. ჯერ არა. რაც იმ ღამით გეიბისგან
მიხსენი, მას შემდეგ შენთან ხელახლა შეხვედრაზე მუდმივად
ვფიქრობდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რა ვიცოდი და რისი
გაგება მსურდა. თან ვხვდებოდი, იმ ღამით რომ გიხილე, რაღაც
უცნაური გრძნობა მომერია. ზუსტად არ ვიცოდი ეს რა იყო. ერ-
თნაირად ვგრძნობდი: სიფრთხილეს, სინანულს და სიმძიმეს.
შეკითხვებს პასუხს ჯერ კიდევ ვერ ვცემ - რატომ არ გინდა რომ
გამიხსენო? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვინ იყავი ჩემთვის?
ცოტა ხანი გავჩერდი.
- იმ ღამით ანგელოზი რატომ დამიძახე?
- სწორად რომ ვაზროვნებდე, ახლა სახლში უნდა მიმყავდე.
- მაგრამ?
- მაგრამ, რაღაც ისეთის გაკეთება მინდა, რასაც, სავა-
რაუდოდ, მოგვიანებით ვინანებ.
- სიმართლის თქმას გულისხმობ? - ამის დიდი იმედი მქონდა.
შავმა თვალებმა შემომანათა და ჯევიმ მითხრა, - ჯერ ქუჩას
უნდა მოგაშორო. ჰენკის ხალხი შორს არ იქნება.

185 მკითხველთა ლიგა


18 თავი

ამასობაში, ჩვენ უკან საბურავების მკვეთრი ხმა დაბარებუ-


ლივით გაისმა. ჰენკი თავისი ბიჭების დროული მოქმედებით
იამაყებდა. ჯევიმ მაშინვე აგურის კედლის უკან დამმალა.
- „ტაოეთი“ ვერ გავასწრებთ და რომც გავასწროთ, არ მინდა
ნეფილიმებთან სამანქანო რბოლაში ჩაგრიო. უმჯობესია გზა
ავუბნიოთ და მერე უკან, მანქანაში ფეხით დაბრუნდე, როცა ისი-
ნი დევნას შეწყვეტენ. აქედან ერთ კვარტალში ღამის კლუბია.
დედამიწის ყველაზე სუფთა ადგილი ნამდვილად არ არის, მაგ-
რამ იქ დამალვა შეიძლება. - შემდეგ იდაყვში ხელი ჩამავლო და
წამიყვანა.
- მაგრამ, თუ ჰენკის ხალხი მაგ კლუბს შეამოწმებს? როცა
„ტაოეს“ დაინახავენ, ხომ მიხვდებიან, რომ ჩვენც სადღაც ახ-
ლოს ვართ? ისინი სახეზე აუცილებლად მიცნობენ. საწყობში
როცა შევიხედე, შუქი ხუთი წამის განმავლობაში მაინც ენთო და
უეჭველად ვიღაც დამინახავდა. შემიძლია სააბაზანოში დავიმა-
ლო, მაგრამ თუ კარგად დაგვძებნიან, იქ დიდხანს თავს ვერ შე-
ვაფარებ.
- შენ რომ შეიხედე, ის საწყობი ახალბედებისთვისაა განკუთ-
ვნილი. ადამიანის წლოვანებით თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისები
არიან და ფიცი ახალი დადებული აქვთ, რაც ნეფილიმის ასაკ-
თან შედარებით მათ ერთი წლისებად ხდის. მე მათზე ძლიერი
ვარ და გონებრივი თამაშებიც უკეთ გამომდის. თუ ჩვენ შემოგ-
ვხედავენ, ისინი დაინახავენ შავი ტყავის სამოსში გამოწყობილ
ეკლებიან ყელსაბამიან ბიჭსა და ქერა დამატყვევებელ გოგონას
კორსეტსა და სამხედრო ჩექმებში.

186 მკითხველთა ლიგა


უეცრად თავში რაღაც სიმსუბუქე ვიგრძენი. ტრანსი. ნუთუ ასე
მოქმედებდა გონებრივი ხრიკები? ასე ხდებოდა მსხვერპლის
დატყვევება?
ჯევიმ ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა. - მენ-
დობი?
ჩემი მისდამი ნდობა ახლა მნიშვნელოვანი არ იყო. აუცი-
ლებლად ასე უნდა მოვქცეულიყავი. ალტერნატივა ჰენკის ხალ-
ხთან პირისპირ დარჩენას მთავაზობდა და ამის შესახებ ფიქრიც
კი არ მინდოდა.
მე თავი დავუქნიე.
- კარგი, მაშინ გზა განვაგრძოთ.
ჯევის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შევყევი. ეს ადგილი
ახლა სისხლიანი მერის ღამის კლუბად ქცეულიყო. ჯევიმ შესას-
ვლელი თანხა გადაიხადა. მე რამდენიმე წამი დამჭირდა, რათა
ამ ბინდბუნდში ფერები გამერჩია. შავი და თეთრი. კედლების
უმეტესი ნაწილი დანგრეულიყო, მათ შორის სივრცე კი ახლა მუ-
სიკის ტაქტში მოძრავი სხეულებით იყო სავსე. მე ვგრძნობდი ამ
სხეულების, სუნამოების, სიგარეტისა და ნარწყევის სუნს.
აქაური კლიენტების უმეტესობა თხუთმეტი წლით ჩემზე უფრო-
სები მაინც იყვნენ და ერთადერთი ვიყავი, ვისაც ნაჭრის შარვა-
ლი ეცვა, თმა კი ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული, თუმცა, რო-
გორც ჩანს, ჯევის ილუზია მოქმედებდა, რადგან ყურადღებას
არავინ გვაქცევდა.
ბრბოს ცენტრისკენ გზა გავიკვალეთ და როცა ხალხში მივი-
მალეთ, ცალი თვალი მაინც შემოსასვლელ კარზე გვეჭირა.
- მოკლედ, გეგმა „ა“ ასეთია, - დამიყვირა ჯევიმ და მუსიკის
ხმის გადაფარვა სცადა. - აქ ვრჩებით და ველოდებით, როდის
დაიღლებიან ჩვენი ძებნით და საწყობში დაბრუნდებიან.
- და გეგმა „ბ“?

187 მკითხველთა ლიგა


- თუ აქაც შემოგვყვნენ, მაშინ უკანა გასასვლელით მოგვი-
წევს გასვლა.
- რა იცი, რომ ამ კლუბს უკანა გასასვლელიც აქვს?
- აქ ადრეც ნამყოფი ვარ. ჩემი საყვარელი ადგილი ნამდვი-
ლად არ არის, მაგრამ ზოგადად, ჩემნაირისთვის ზედგამოჭრი-
ლია.
არ მინდოდა მეფიქრა იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს „ჩემნაირი“.
ახლა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე მინდოდა ფიქრი.
მე მიმოვიხედე.
- მეგონა შენი ფანდი მუშაობდა. რატომ გვიყურებს ყველა
ასეთი გაკვირვებული?
- იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვცეკვავთ.
ცეკვა. კაცები და ქალები, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ჯგუფ
„ქისის“ წევრებს, თავებს იქნევდნენ, ეჯახებოდნენ და ლოკავ-
დნენ ერთმანეთს. შემდეგ ვიღაც ბიჭი ჯაჭვის აჭიმებით კედელზე
აფოფხდა და პირდაპირ ბრბოში გადაეშვა. - კაცია და გუნება, -
გავიფიქრე მე.
- ჩემთან იცეკვებ? - მკითხა ჯევიმ და მომხიბვლელად გაიღი-
მა.
- მაგრამ, ახლა აქედან გასვლაზე არ უნდა ვფიქრობდეთ?
რამდენიმე სათადარიგო გეგმა კიდევ გვჭირდება.
მან მარჯვენა ხელზე ხელი მომკიდა, მარცხენით მჭიდროდ
მიმიზიდა და მუსიკის რიტმს აჰყვა. შემდეგ კი, თითქოს ჩემი სიტ-
ყვები გაიგონაო, მითხრა, - ისინი მალე შეწყვეტენ ჩვენზე დაკ-
ვირვებას. ერთმანეთს ყველაზე ექსტრემალურ ცეკვებში შეეჯიბ-
რებიან. მოეშვი. ხშირად თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა.
ამ მომენტში გული საოცრად ამიჩქარდა, თუმცა არა იმიტომ,
რომ ვიცოდი, ჰენკის ხალხი გვიახლოვდებოდა, არამედ იმიტომ,
რომ ვგრძნობდი ჯევის ძლიერი მკლავების შეხებას, მის სით-
ბოს. სუნამო არ ესხა, მაგრამ ახლად გაკრეჭილი ბალახისა და
188 მკითხველთა ლიგა
წვიმის სუნი მაინც ასდიოდა. მისი თვალები ღრმა, მისტიკური და
ამოუცნობი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, საშინლად მინდოდა
მისკენ დავხრილიყავი და... და მივნდობოდი.
- ასე სჯობს, - ჩამჩურჩულა ყურში.
სანამ პასუხის გაცემას შევძლებდი, ჯევიმ დამაბზრიალა.
ააქამდე ასე არასდროს მიცეკვია, ჯევის უნარები პირდაპირ
მაოცებდა. ეს ყველაფერი ქუჩის ცეკვებისგანაც კი განსხვავდე-
ბოდა და თითქოს, სულ სხვა დროსა და ადგილზე ვიყავი. ჯევი
თავდაჯერებული და ელეგანტური იყო... მშვიდი და სექსუალუ-
რი.
- გგონია, მოტყუვდებიან და დაიჯერებენ, რომ მოტკეცილ
ტყავის შარვალში გამოწყობილ ბიჭს ასეთი ცეკვა შეუძლია? -
ვკითხე და ჩავიცინე, როცა ოდნავ დამაბზრიალა და ისევ მიმი-
ზიდა.
- მოძრაობა განაგრძე და დავაჯერებთ, - არ იღიმებოდა, თუმ-
ცა მის ტონში მხიარულება შეიმჩნეოდა. კიდევ კარგი, ჩვენ ორს
შორის ერთს მაინც შეეძლო ამ ყველაფრისთვის ღიმილით
შეეხედა.
- როგორ მოქმედებს შენი ილუზიები? როგორც ჯადო?
- ეს ცოტა უფრო ჩახლართული პროცესია, მაგრამ შედეგი
დაახლოებით იგივეა.
- შეგიძლია მასწავლო?
- რაც ვიცი, ყველაფრის შენთვის სწავლება რომ მოვახერხო,
ამისთვის ერთად მეტი დრო უნდა გავატაროთ.
დარწმუნებული არ ვიყავი რას გულისხმობდა და მაინც ვუთ-
ხარი, - დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ურთიერ-
თობა პროფესიულ ჩარჩოებს არ გასცდეს.
- მხოლოდ შენს თავზე ილაპარაკე, - მითხრა ისევ იმ ტონით,
რომლის შინაარსსაც ძნელად თუ მიხვდებოდით.

189 მკითხველთა ლიგა


ზურგზე მის ხელს ვგრძნობდი და თავისკენ მიზიდავდა. გავი-
აზრე, რომ უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე თავიდან მეგონა. ნე-
ტავ, წინათაც ასეთი მიზიდულობა თუ იყო ჩვენს შორის? ჯევის-
თან სიახლოვე მაშინაც ცეცხლთან თამაშს თუ ჰგავდა? ეეს
მძაფრი გრძნობები, ყოველთვის სახიფათო უნდა ყოფილიყო.
იმისათვის, ჩვენი საუბარი ისევ არასასიამოვნო კალაპოტს
რომ არ გაჰყოლოდა, უბრალოდ მკერდზე თავი დავადე, თუმცა
ვიცოდი, რომ ესეც არ იყო უსაფრთხო. არაფერი არ იყო უსაფ-
რთხო, რაც მას უკავშირდებოდა. ამასობაში კი მთელი ჩემი
სხეული, მის შეხებაზე საპასუხოდ რაღაც უცხო, სრულებით უჩ-
ვეულო გრძნობას მოეცვა. ჩემს ერთ ნაწილს სურდა ემოციებს
არ აჰყოლოდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმის წინ ეფიქრა და ჯე-
ვისთან ურთიერთობაში მაქსიმალური სიფრთხილე გამოეჩინა.
თუმცა, იყო მეორე - ნაწილი, რომელიც უბრალოდ ზედმეტი ფიქ-
რისა და ლოგიკაზე მინდობისგან დაღლილიყო და მეც მის სურ-
ვილს დავყევი. უბრალოდ ავდექი და გონება რაღაც დროით გავ-
თიშე.
ნელ-ნელა, ჯევის ჩემზე ძალაუფლების მოპოვების ნებას
ვრთავდი. მთელი სხეული სითბოთი გამეჟღინთა და რაღაც არა-
რეალური რამ ვიგრძენი, ის, რაც აქამდე არასდროს მიგრძნია.
კვამლში გახვეული ვიყავი, უცნობ კლუბში ვცეკვავდი და ჯევის
თვალებით დატყვევებული ჩემს ნებაზე ვეღარაფერს ვახერხებ-
დი.
მისი ტუჩები ჩემს ყურს შეეხო. - რაზე ფიქრობ?
თვალები დავხუჭე და გრძნობებს მივენდე. როგორი სითბოა,
სიცოცხლის წარმოუდგენელი უნარი და თრთოლვა - სასიამოვ-
ნო შეგრძნება ჩემი სხეულის ყოველი უჯრედით.
მისი ტუჩები მიმზიდველ, სექსუალურ ღიმილად იქცა. - ჰმმმ.
- ჰმ? - ავხედე და დაბნეულობის დასაფარად ვითომ გაღი-
ზიანებულმა ვუთხარი: - რას ნიშნავს „ჰმ“? იქნებ, ცოტა უფრო
190 მკითხველთა ლიგა
გასაგებად მელაპარაკო და თითო-თითო სიტყვა არ მესროლო
ხოლმე? რას დუდღუნებ პირველყოფილივით.
მისი ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა. - პირველყოფილი.
- აუტანელი ხარ.
- მე - ჯევი, შენ - ნორა.
- გაჩერდი, - ვუთხარი, მაგრამ ღიმილი ვერ შევიკავე.
- პირველყოფილებზე გამახსენდა, - მითხრა და ამათვა-
ლიერა, - ძალიან კარგი სუნი გაქვს. - შემდეგ კიდევ უფრო მომი-
ახლოვდა და ახლა უფრო მკვეთრად ვიგრძენი მისი მკერდის,
მისი თბილი კანის ჩემს კანზე შეხება და მთელ სხეულში სიამოვ-
ნების ელექტრულმა ტალღებმა ისევ დამიარა.
- არსებობს ასეთი რაღაც... შხაპი ჰქვია, - დავიწყე მექანიკუ-
რად, თუმცა სიტყვა შუაზე გამიწყდა. თითქოს გონებაში, რაღაც
წარსულის ძალიან ნაცნობი ამბავი ამომიტივტივდა. - საპონი,
შამპუნი და ცხელი წყალი, - დავამატე თითქმის გაუაზრებლად.
- და სიშიშვლე. ვიცი, კი. - მითხრა და თვალებში რაღაც გა-
ურკვეველი გაუკრთა.
არ ვიცოდი რა მეპასუხა და ამიტომ უბრალოდ უაზროდ გავი-
ცინე. - მეფლირტავები, ჯევი?
- ასე გგონია?
- საკმარისად კარგად არ გიცნობ საიმისოდ, რომ რამე მეგო-
ნოს.
- მაშინ, ეგ უნდა გამოვასწოროთ.
მისი მოტივების შესახებ ჯერ ისევ ვერაფერს ვხვდებოდი. ოდ-
ნავ ჩავახველე და გადავწყვიტე ეს თამაში ორში გაგვეგრძლები-
ნა. - ცუდი ბიჭებისგან გაქცევა უკეთ გაცნობის კარგ საშუალე-
ბად მიგაჩნია?
- ეგ არა.
შემდეგ ოდნავ უკან გამწია, ნელი მოძრაობით ისევ მიმიხუტა
და ხელახლა ვიგრძენი სიმხურვალის შემოტევა. უკვე ვგრძნობ-
191 მკითხველთა ლიგა
დი, რომ მუხლები მეკეცებოდა, მისი დაკუნთული სხეული კი უფ-
რო და უფრო აშკარად მეხებოდა, მიჭერდა, მაცეკვებდა და ჩემ
შორს გაშვებაზე უარს ამბობდა.
მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ ეს ცეკვის ბრალი არ
იყო. სუნთქვა ამიჩქარდა და ამის მიზეზი ნამდვილად ვიცოდი.
ისე ახლოს ვიყავი ჯევთან, კანი მიხურდა, ფეხებით მის ფეხებს
ვეხებოდი, ჩვენ შორის რაღაც უხილავი, მგზნებარე სიმხურვალე
იყო გამეფებული. თავის ხელში აყვანა ვცადე და უკან დავიხიე. -
ასეთი ცეკვისთვის შესაბამისი სხეული არ მაქვს, - ვთქვი და ოდ-
ნავ მოშორებით მოცეკვავე ქალს გავხედე, რომელიც ენერ-
გიულად იქნევდა თეძოებს. - ასე არ შემიძლია.
- ჯევის თვალებმა ჩემი იპოვა. - ჩემი აზრი გაინტერესებს?
მე გავწითლდი. - ეგრე გამოდის.
თავი ოდნავ დახარა, მისმა სუნთქვამ კანი გამითბო, ტუჩები
კი შუბლზე ოდნავ შემახო. თვალები დავხუჭე და შევეცადე მომე-
შორებინა ფიქრი, რომელსაც საოცრად სურდა, ჯევი ოდნავ დაბ-
ლა ჩასულიყო და ამ ტუჩებით ჩემსას შეხებოდა.
- ჯევი, - მინდოდა მეთქვა. თუმცა, მისი სახელის წარმოთქმას
ვერ ვახერხებდი. - ჯევი, ჯევი, ჯევი, - ვფიქრობდი გონებაში და
ვუსმენდი აჩქარებულ პულსის ცემას. მის სახელს მანამ ვი-
მეორებდი გაუაზრებლად, სანამ თავბრუსხვევა არ ვიგრძენი.
ჩვენ შორის არსებული მხურვალე ჰაერის ნაკადი თითქოს
უკვე ფიზიკურად აღიქმებოდა. ის ისე ახლოს იყო, რომ ერ-
თდროულად აღტაცებასა და შიშს ვგრძნობდი. მე ვფრთხილობ-
დი და ველოდი.
უეცრად მისი სხეული დამცილდა. მაგია გაქრა, ჩვენ შორის
ნაპრალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ჯევიმ ნაბიჯი უკან გა-
დადგა.
- სტუმრები გვყავს, - მითხრა მან.

192 მკითხველთა ლიგა


უკან კიდევ უფრო დავიხიე, მაგრამ ჯევიმ ხელი ჩამავლო, მი-
მიზიდა და ცეკვა კვლავ გააგრძელა. - მშვიდად, - მითხრა ჩურ-
ჩულით. მისი ლოყა შუბლზე შემეხო. - გახსოვდეს, რომ შენ ახ-
ლა სამხედრო ჩექმებში გამოწყობილი ქერა გოგონა ხარ. ისინი
შენს რეალურ სახეს ვერ დაინახავენ.
- არ ელიან, რომ შენს გონებრივ ხრიკებს გამოიყენებ? - შევე-
ცადე კარისკენ გამეხედა, მაგრამ მაღალი კაცების მიღმა ვერა-
ფერი დავინახე. ვერ ვიტყოდი, სად იდგა ჰენკის ხალხი. შესაძ-
ლოა, კარის უკანაც იმალებოდნენ და გვითვალთვალებდნენ.
- კარგად არ დავუნახივარ, მაგრამ აშკარად შეამჩნიეს, რომ
შენობებზე დავხტოდი. დარწმუნებული ვარ, იციან, რომ ადა-
მიანი არ ვარ. ახლა უეჭველად გოგოსა და ბიჭს ეძებენ, მაგრამ
აქ ჩვენ გარდა ბევრი წყვილია.
- ახლა რას შვრებიან? - ვკითხე ჯევის, რადგან ხალხის მასაში
ისევ ვერაფერს ვამჩნევდი.
- აქაურობას ათვალიერებენ. მიდი, ცეკვა გააგრძელე და
იატაკს უყურე. სულ ოთხნი არიან და ახლა იშლებიან. - შემდეგ
შეიგინა, - ორნი აქეთ მოდიან. მგონი, დავიწვით. არადა, აქამდე
არასოდეს შევხვედრივარ ნეფილიმს, რომელიც ფიცის დადები-
დან პირველივე წელს შეძლებდა გონებრივი ხრიკის ამოცნო-
ბას. არა, აქეთ მოდიან. შენ სააბაზანოსკენ წადი, დერეფნის ბო-
ლოში. ძალიან ჩქარა არ იარო და არც უკან გამოიხედო, თუ ვინ-
მე შეჩერებას შეეცდება, ყურადღება არ მიაქციო და სიარული
გააგრძელე. მე კი მათ გზას ავუბნევ და ცოტა დროის მოგებას
შევეცდები. სადღაც ხუთ წუთში ხეივანში შეგხვდები.
ჯევი ერთ მხარეს წავიდა, მე მეორე მხარეს. გულისცემას
ყელში ვგრძნობდი, ხალხში გზას იდაყვებით ვინთავისუფლებ-
დი. - ადრენალინისა და ამდენი ხალხის სიმხურვალის გამო
მთელ კანზე ოფლი მასხამდა. იმ დერეფანს გავუყევი, რომელიც
სააბაზანოსკენ მიდიოდა და ცოტა ხანში ანტისანიტარიით გა-
193 მკითხველთა ლიგა
მოწვეული საძაგელი სუნი აშკარად ვიგრძენი. ტუალეტში გრძე-
ლი რიგი იდგა, ამიტომ რიგში მდგომების ნაჩქარევად და ბოდი-
შებით უხეშად გაწევა მიწევდა.
როგორც ჯევიმ მითხრა, კარი დერეფნის ბოლოში აღმოჩნდა.
მე სწრაფად გამოვაღე, გარეთ გავვარდი და ნაგავსაყრელთან
აღმოვჩნდი. შემდეგ ხეივანი გავირბინე. ნახევარი გზა უკვე გავ-
ლილი მქონდა, ზურგ სუკან კარის გაღების ხმა რომ მომესმა.
- იქ არის! - ისმოდა ყვირილის ხმა. - გარბის!
უკან წამით მხოლოდ იმისთვის გავიხედე, რომ დავრწმუნებუ-
ლიყავი, ისინი მართლა ნეფილიმები იყვნენ თუ არა. ახლა აღარ
ვიცოდი სად გავრბოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ჯევის სა-
დაც ვიქნებოდი, იქ რამენაირად უნდა ვეპოვნე. ჯერ ქუჩა გადავ-
კვეთე, შემდეგ კი „ტაოეს“ მიმართულებით გავიქეცი. როცა
ხეივანში ვერ მიპოვიდა, შემდეგ ალბათ მანქანასთან დამიწყებ-
და ძებნას.
ნეფილიმები ძალიან სწრაფები იყვნენ. მიუხედავად იმისა,
რომ მთელი ჩემი სრული სიჩქარით გავრბოდი, ისინი მაინც მი-
ახლოვდებოდნენ და როცა საბოლოოდ ჩამავლეს, ჰაერის ნაკა-
დის საოცარი დარტყმა ვიგრძენი.
ჩემ წინ მდგარი ორი ნეფილიმი დავინახე. მათ შორის თვა-
ლებს ვაცეცებდი და მძიმედ ვქოშინებდი. ვეღარ გავიქცეოდი.
ახლა ან ჩხუბი უნდა ამეტეხა, ან მთელი ხმით მეყვირა, რომ რო-
გორმე ჯევის გაეგო. თუმცა, ნებისმიერი ვარიანტი სიცოცხლის-
თვის სავალალოდ მეჩვენებოდა.
- ის არის? - იკითხა შედარებით დაბალმა აქცენტით, რომე-
ლიც ძალიან ჰგავდა ბრიტანულს და ყურადღებით შემათვა-
ლიერა.
- ის არის, - უპასუხა მაღალმა ამერიკელმა. - გონებრივ ხრიკს
იყენებს. ისე მოიქეცი, როგორც შავმა ხელმა გვასწავლა. ყუ-
რადღება მიაქციე მხოლოდ ერთ დეტალს. მაგალითად, თმას.
194 მკითხველთა ლიგა
დაბალმა ნეფილიმმა თავი დახარა და ჩემი თმის გასწვრივ
წითელი აგურის კედელს დააკვირდა. - ხოო, - თქვა რამდენიმე
წამის შემდეგ. - ახლა წითელია, არა? მე ქერა უფრო მომწონდა.
შემდეგ ორივემ რაღაც არაადამიანური ძალით ჩამავლეს ხე-
ლები იდაყვებში. წამოვიკივლე. - რა გინდოდა საწყობში? -
მკითხა მაღალმა ნეფილიმმა. - როგორ მიაგენი მაგ ადგილს? -
მე... მე - წამოვიწყე, მაგრამ სავარაუდო ტყუილის თქმის უკვე
ძალიან მეშინოდა. თან, არც დამიჯერებდნენ, რომ შუაღამით,
მათი საწყობის ფანჯარასთან უბრალო შემთხვევითობით მოვ-
ხვდი.
- ენა გადაყლაპე? - მკითხა დაბალმა და ნიკაპზე წამკრა თი-
თი.
მე თავი გავიქნიე.
- უკან, საწყობში უნდა მივიყვანოთ, - თქვა მაღალმა. - შავი
ხელი და ბლეიქლი დაჰკითხავენ.
- ეგენი ხვალამდე აქ არ იქნებიან. მგონი, ახლაც შეგვიძლია
რაღაც პასუხების მიღება.
- და თუ არ ილაპარაკებს?
დაბალმა ნეფილიმმა ტუჩები აილოკა და თვალებში რაღაც
ძალიან საშიში მზერა გაუკრთა. - დავარწმუნებთ, რომ ილაპა-
რაკოს.
მაღალი ნეფილიმი მოიღუშა. - მათ ყველაფერს ეტყვის.
- ბოლოს კი, როცა მოვრჩებით, მეხსიერებას წავუშლით და
ვერაფერს მიხვდება.
- ჯერ საკმარისად ძლიერები არ ვართ. ნახევრადაც რომ წა-
ვუშალოთ, მაინც არ გვეყოფა.
- ეშმაკისეული ხერხები რომ გვეცადა? - დაბნეული მზერით
შესთავაზა დაბალმა.
- ეშმაკისეული ხერხები მითია. შავმა ხელმა გასაგებად აგ-
ვიხსნა.
195 მკითხველთა ლიგა
- ნუ, თუ ანგელოზებს აქვთ ძალა, ჯოჯოხეთის დემონებსაც
რაღაც მსგავსი რომ ჰქონდეთ, არ შეიძლება? შენ ამას მითს
უწოდებ, მე კი პოტენციურ ოქროს საბადოს. წარმოიდგინე, რამ-
დენ რამეს შეგვიძლია მივაღწიოთ.
- ეგ ყველაფერი მართალი რომც იყოს, ის მაინც არ ვიცით,
საიდან დავიწყოთ.
დაბალმა ნეფილიმმა უნდობლად გადააქნია თავი. - ყოველ-
თვის ძალიან მხიარუალი ხარ, რა. მოდი, დავრწმუნდეთ, რომ
ჩვენი ისტორიები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი სიტყვა მისას და-
ვუპირისპიროთ, - და დაიწყო იმ ღამინდელი ამბების თითზე ჩა-
მოთვლა. - ჯერ საწყობიდან ვდიეთ, მერე კლუბში დამალული
ვიპოვეთ, იქ ჩავავლეთ და ისე შევაშინეთ, რომ ყველაფერს
მოჰყვა. მოგვიანებით უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება თუ რას
იტყვის, შავი ხელი იმის მოლოდინში იქნება, რომ ის ცრუობს.
მაღალი ნეფილიმი საბოლოოდ დარწმუნებული არ ჩანდა,
მაგრამ არც შეკამათებია.
- შენ ჩემთან წამოხვალ, - წაიდუდღუნა დაბალმა და ჩვენ უკან
მდგარ შენობებს შორის წამიყვანა. გზად მხოლოდ ერთხელ შე-
ჩერდა, რათა მეგობრისთვის ეთქვა, - აქ დარჩი და დარწმუნდი,
რომ არავინ შეგვაწუხებს. თუ მისგან ინფორმაციას მივიღებთ,
ეს მხოლოდ დამატებით პრივილეგიას შეგვმატებს. იქნებ, წოდე-
ბაც მოგვიმატონ.
მთელ სხეულში ნელმა სიცივემ დამიარა და ამ ნეფილიმთან
განმარტოვებაზე გაფიქრებამაც კი საშინელ განწყობაზე დამაყე-
ნა. მეორე მხრივ, იქნებ ეს ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ გამო-
მეყენებინა. ჩემი ერთადერთი - თუნდაც ძალიან სუსტი იმედი -
ის იყო, რომ მათ თამაშში ავყოლოდი და დაბალი ნეფილიმის-
თვის ნება მიმეცა, რომ ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩავეთრიე.
- დიდ შეცდომას უშვებ, - ვუთხარი და ამ სიტყვებში მთელი
შესაძლო მუქარა ჩავდე.
196 მკითხველთა ლიგა
მან სახელოები აიწია და თითებზე წამოცმული ბასრი ბეჭდე-
ბი გამოაჩინა. უეცრად ჩემი გამბედაობისგან აღარაფერი დარ-
ჩა. - აგერ უკვე ექვსი თვეა, რაც ამერიკაში ვარ. გამთენიისას
ვიღვიძებ, მთელი დღე ტირანის სურვილის მიხედვით ვვარჯიშობ
და ღამით გამოკეტილ ბარაკში ვიძინებ. ამ ექვსთვიანი პატიმ-
რობის შემდეგ, მინდა გითხრა, რომ განსაკუთრებით სასიამოვ-
ნო იქნება დაგროვებული აგრესიის ვინმეზე ამონთხევა, - ტუჩე-
ბი გაილოკა, - ოხ, რა სასიამოვნო იქნება, ძვირფასო.
- ეს-ესაა ჩემი სათქმელი თქვი, - ვუთხარი და მუხლი პირდა-
პირ ფეხებშუა ამოვარტყი.
არაერთხელ მინახავს ეს მოქმედება სკოლაში, სპორტის გაკ-
ვეთილებზე და ვიცოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში მოქმედების
უნარს საერთოდ დაკარგავდა, ამიტომ არ მეგონა, რომ ერთი
წამოღმუვლების შემდეგ მაშინვე შეტევაზე გადმოვიდოდა. ჩემ
ფეხთან პატარა ფიცარი ეგდო. ფიცარს მაშინვე დავწვდი და შე-
ვამჩნიე, რომ შიგ ჩარჭობილი ჟანგიანი ლურსმებით მისგან
მშვენიერი იარაღი დადგებოდა.
ფიცარი მოვიღერე და ვუთხარი, - შეიძლება, ბევრი ვერაფე-
რი დაგაკლოს, მაგრამ იცოდე, ძალიან გეტკინება.
როცა ფიცარი მოვუქნიე, მარჯვნივ გადახტა, თუმცა ამ მოძ-
რაობას ველოდი. შემდეგ მარცხნივ მოვიქნიე და გაისმა ნეფი-
ლიმის საზარელი ღმული.
- მწარედ ინანებ, - ამომძახა და ფეხი მომიქნია. ამ მოძ-
რაობას დროულად ვერ დავხვდი, ჩექმა ძლიერად მომხვდა, მი-
წაზე მხრებითა და თავით დავენარცხე.
შემდეგ სასწრაფოდ წამოხტა და ზედ დამახტა. - მომშორდი! -
ვყვიროდი მისი წონით დამძიმებული.
- აბა, რა, ძვირფასო. ოღონდ, ჯერ მითხარი, საწყობში რა
გინდოდა.
- მო-ო-ომშოორდი!
197 მკითხველთა ლიგა
- ვერ გაიგე რა გითხრა?
ნეფილიმს თვალები მოულოდნელობით გაუფართოვდა. - ახ-
ლა რაღაც... - შეკრთა და მაშინვე მიმოიხედა, რომ დაენახა, თუ
ვინ შეაწყვეტინა. - მემგონი, ძალიან მარტივი თხოვნა იყო, - გა-
ისმა ჯევის ხმა, რომელიც იქვე იდგა და იღიმოდა.
- ახლა ცოტა დაკავებული ვარ, მეგობარო, - შესძახა ნეფი-
ლიმმა და თვალები მრისხანებით აენთო. - თუ წინააღმდეგი არ
იქნები, შენს თავს მიხედე.
- როგორც ჩანს, წინააღმდეგი ვარ. - თქვა ჯევიმ, ნეფილიმს
მხრებში ჩაავლო ხელი და შენობის კედელზე მიანარცხა. შემ-
დეგ ხელი ყელში წაუჭირა და სასუნთქი გზები ჩაუკეტა.
- ბოდიში მოიხადე, - უთხრა ჯევიმ და ჩემზე მიანიშნა.
სუნთქვაშეკრულ ნეფილიმს ყელიდან სუსტი ხავილი ამოუვი-
და და სახე აუწითლდა. პირს თევზივით ამოძრავებდა და ჰაერის
ჩასუნთქვას ცდილობდა.
- უთხარი, რა ძლიერ ნანობ, თორემ დამიჯერე, ისე ვიზამ,
რომ კიდევ კარგა ხანს ვერაფერი თქვა. - შემდეგ თავისუფალი
ხელით ჯიბიდან გასაშლელი დანა ამოიღო და მივხვდი - ჯევი ნე-
ფილიმისთვის ენის ამოძრობას გეგმავდა. მე კი მის მიმართ
არანაირ თანაგრძნობას არ განვიცდიდი. - აბა, რას აირჩევ?
ნეფილიმის თვალები მრისხანებით ჰქონდა ანთებული და მე
მაკვირდებოდა.
ბოდიში, - გონებაში მისი სუსტი ხმა ჩამესმა.
- მთლად ოსკარს ვერ მიიღებ, მაგრამ მაინც ყოჩაღ, - უთხრა
ჯევიმ მწარე ღიმილით. - საერთოდ არ იყო რთული, არა?
როგორც კი გათავისუფლდა, ნეფილიმმა ხარბად ჩაყლაპა
ჰაერი და შემდეგ ისევ ჯევის მიუბრუნდა, - გიცნობ? ვიცი, რომ
დაცემული ანგელოზი ხარ, შენს ძალას ვგრძნობ, მაგრამ ბო-
ლომდე ვერ ვხვდები ვინ ხარ. შესაძლოა, ადრე მთავარანგე-
ლოზიც იყავი. ვხვდები, რომ სადღაც ჩვენი გზები გადაკვეთილა,
198 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ. - ეშმაკურ შეკითხვებს სვამდა,
მაგრამ ჯევი მის ხრიკებზე წამოგებას არ აპირებდა.
- ჯერ ადრეა, - თქვა მან. - მოგვიანებით გაგეცნობი. - მერე
მუშტი მოიღერა და ნეფილიმს მუცელში ჩაარტყა. ნეფილიმის
პირს ჯერ ისევ ო-ს ფორმა ჰქონდა, როცა ერთიანად მოიხარა და
მუხლებში ჩაიკეცა.
ჯევი მე მომიბრუნდა. ხეივანში არდალოდების გამო მისგან
საყვედურს ველოდი, მაგრამ მან ლოყიდან ჭუჭყი ჩამომწმინდა
და მეც მშვიდად შევიკარი ბლუზაზე შეხსნილი ორი ღილი.
- კარგად ხარ? - მკითხა ჩუმად.
მე თავი დავუქნიე, მაგრამ ყელში ცრემლების მოზღვავება
ვიგრძენი.
- მოდი, აქედან წავიდეთ, - მითხრა ჯევიმ.
ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გამიწევია.

199 მკითხველთა ლიგა


19 თავი

ჯევი მანქანას მართავდა, მე კი სახე მინაზე მქონდა მიყ-


რდნობილი და ხმას არ ვიღებდი. ჩემთვის უცნობი გზებით და-
დიოდა და წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიყავით. საბოლოოდ
ჩვენ წინაშე დელფიკის გასართობი პარკის ჭიშკარი აღიმართა.
ჯევიმ თავისუფალ ადგილზე, ჭიშკართან ახლოს დააყენა მანქა-
ნა, სადაც ოთხი საათის წინ, ძალიან უნდა გამართლებოდა, რომ
ადგილი თავისუფალი დახვედროდა.
- აქ რას ვაკეთებთ? - ვკითხე და სკამზე გავსწორდი.
მან ძრავა გამორთო და სერიოზული სახე მიიღო. - თქვი,
რომ ლაპარაკი გინდოდა.
- ხო, მაგრამ ეს ადგილი... ცარიელია.
მის ტუჩებს ნაძალადევი ღიმილი დაეტყო.
- ისევ არ იცი მენდო თუ არა? დელფიკი კი, მოდი ჩემს რომან-
ტიკოსობას მივაწეროთ.
რა თქმა უნდა, ვერც ამ მინიშნებას მივუხვდი. მე ჯევის ჭიშ-
კრამდე მივყევი და ირგვლივ მიმოვიხედე. შემდეგ კარი შეაღო
საკმარისად ფართოდ საიმისოდ, რომ შევტეულიყავი.
ახლა აქ ვინმეს რომ დავეჭირეთ...
მაგრამ, ჯევიმ თითქოს კარგად იცოდა, რას აკეთებდა. მე მას
მივყვებოდი. ლამპიონების თავზე ატრაქციონი მოჩანდა, უეც-
რად გონებაში რაღაც ნაცნობმა მომენტმა გამიელვა. დავინახე
ატრაქციონზე როგორ ვიჯექი და თავისუფალი ვარდნით ვეშვე-
ბოდი. ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე და ჩემი სიმაღლის შიშის გათ-
ვალისწინებით ეს მაშინვე დავივიწყე.
თავს უფრო და უფრო უსიამოვნოდ ვგრძნობდი. არ შემეძლო
ბოლომდე მივნდობოდი ჯევის მხოლოდ იმის გამო, რომ მან უკ-
ვე მესამედ იხსნა ჩემი სიცოცხლე. მაგრამ, მე პასუხები მჭირდე-
200 მკითხველთა ლიგა
ბოდა, ის კი დამპირდა, რომ ვილაპარაკებდით. ამიტომ, უარის
თქმაც აღარ შემეძლო.
ჯევი რაღაც პატარა ბილიკთან შეჩერდა, რომლის მიღმაც
ძველი ფარდული იდგა. ფარდულს ერთი მხრიდან ამერიკული
ბორცვების ატრაქციონი ეფარებოდა, მეორიდან კი ეშმაკის
ბორბალი. ეს მინგრეული რუხი კონსტრუქცია უკანასკნელი
ობიექტი იყო, რომელსაც ამ პარკში ვინმე ყურადღებას მიაქცევ-
და.
- ამ ფარდულში რა არის?
- სახლი.
სახლი? ჯევის აშკარად, ან უცნაური იუმორის გრძნობა ჰქონ-
და, ან სახლის განსაზღვრება არ ესმოდა კარგად.
- ძალიან გლამურულია.
ჯევიმ ჩაიცინა. - ბუნებრივი სტილი უსაფრთხოების ხარჯზე შე-
ვუნარჩუნე.
სუსტ, მორყეულ, ქაღალდის სისქის ფარდულს შევხედე, -
უსაფრთხოების? ამ ფარდულს ხომ შეიძლება დაკეტვის დროს
კარიც კი მოსწყდეს.
- მთავარანგელოზებისგან უსაფრთხოებას ვგულისხმობ.
ამ სიტყვაზე უეცარი პანიკური შემოტევა ვიგრძენი. გამახსენ-
და ჩემი უკანასკნელი ჰალუცინაცია. დამეხმარე რომ ვიპოვო
მთავარანგელოზის ყელსაბამი. თქვა ჰენკიმ. ამ დამთხვევის გა-
მო გულმა უსიამოვნოდ გამკენწლა.
ჯევიმ გასაღები მოსინჯა, კარი შეაღო და შიგნით შემიშვა.
- მთავარანგელოზების შესახებ როდის მომიყვები? - ვკითხე.
თამამად ვლაპარაკობდი, მაგრამ ნერვიულობისგან მუცელში
ჟრუანტელი მივლიდა. კი მაგრამ, სულ რამდენი სახის ანგელო-
ზი არსებობდა?
- ერთადერთი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ ახლა ისინი
ჩვენ მხარეს არ არიან.
201 მკითხველთა ლიგა
თითქოს მისი ნათქვამი სიღრმისეულად გავიგე. - მაგრამ, შესაძ-
ლოა მომავალში ჩვენ გვერდით იყვნენ? - მე ოპტიმისტი ვარ.
ფარდულში შევაბიჯე და ვიფიქრე, რომ ალბათ, შიგნით რა-
ღაც უფრო საინტერესო უნდა დამხვედროდა, ვიდრე გარედან
ჩანდა. საშინელი სუნი იდგა, ჩემ ფეხებქვეშ იატაკი ჭრაჭუნობდა,
თავად შენობა კი, ალბათ ათი ფუტი თხუთმეტზე იქნებოდა. არ
ჰქონდა ფანჯრები და როცა ჯევიმ კარი დაკეტა, სრულმა სიბნე-
ლემ დაისადგურა.
- შენ აქ ცხოვრობ? - ვკითხე დასარწმუნებლად.
- ეს მხოლოდ შესასვლელია.
სანამ ვკითხავდი, რას გულისხმობდა, ვიგრძენი, როგორ გა-
დაკვეთა ოთახი და კარის გაღების ხმაც მომესმა. ამის შემდეგ
მან უკვე ბევრად ხმადაბლა მითხრა: - ხელი მომეცი.
წინ ფრთხილად წავიწიე და ხელი ჩავჭიდე. ისეთი შეგრძნება
მქონდა, რომ ის ჩემთან შედარებით ოდნავ დაბლა იდგა. ჯევიმ
ხელები წელზე შემომხვია და ქვევით ჩამიყვანა.
ახლა ფარდულის ქვეშ, სრულ სიბნელეში, პირისპირ ვიდე-
ქით. მე ვგრძნობდი მის მშვიდ სუნთქვას. ჩემი კი შედარებით აჩ-
ქარებულიყო. სად მივყავდი?
- ეს რა ადგილია? - ჩურჩულით ვკითხე მე.
- პარკის ქვეშ გვირაბების ლაბირინთია. უდიდესი, რთული
კონსტრუქციით ნაგები ლაბირინთი. წლების წინ, დაცემული ან-
გელოზები ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრობდნენ, ქალა-
ქებსა და სოფლებს მხოლოდ ჩეშვანის დროს სტუმრობდნენ,
მაგრამ დრო გავიდა და ადამიანებმა უფრო და უფრო მეტი ტე-
რიტორია დაიკავეს. ტერიტორიებს შორის საზღვრები შევიწ-
როვდა და დაცემულ ანგელოზებსაც ადამიანებთან თანაცხოვ-
რებამ მოუწიათ. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი წინასწარვე ივა-
რაუდეს და სახლები მიწის ქვეშ ააშენეს. შემდეგ კი, ამ სახლე-
202 მკითხველთა ლიგა
ბის თავზე, აქ პარკის აგება გადაწყდა. ერთი მხრივ ეს ადა-
მიანებთან თანაცხოვრებაში, მეორე მხრივ კი სტაბილური შემო-
სავლის ქონაში ეხმარებოდათ.
ძალიან დაბალანსებული, მშვიდი და ისეთი ხმა ჰქონდა, რო-
მელიც ამ ზღაპრული ამბების სიმართლეში მარწმუნებდა.
ვიცოდი, რომ არ ტყუოდა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი
და სკოტის მონათხრობი ერთმანეთს ემთხვეოდა, არამედ იმი-
ტომაც, რომ მისგან მოსმენილი ყოველი სიტყვა ჩემს გონებაში
რაღაც ახალ ფრაგმენტს აცოცხლებდა, რომელიც მე სამუდა-
მოდ დავიწყებული მეგონა.
- ერთხელ კინაღამ აქ შენც მოგიყვანე, - მითხრა ჯევიმ. - მა-
შინ იმ ნეფილიმმა შემიშალა ხელი, რომლის საწყობშიც ამაღამ
შეიპარე.
ვალდებული არ ვიყავი, მასთან გულწრფელი ვყოფილიყავი,
მაგრამ რისკზე წასვლა გადავწყვიტე.
- ვიცი, რომ ეგ ნეფილიმი ჰენკ მილარია. სწორედ ამიტომ ვი-
ყავი საწყობშიც. მინდოდა გამერკვია რას მალავდა. სკოტმა
მითხრა, რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტი სიბინძურე უნდა
შეგვეგროვებინა, რათა მისი გეგმებისთვის ხელი შეგვეშალა.
ჯევის თვალებში რაღაც უცნაური მზერა გაკრთა. - ჰენკ მილა-
რი ჩვეულებრივი ნეფილიმი არ არის, ნორა.
- ვიცი. სკოტმა მითხრა, რომ ის არმიას კრებს. უნდა, რომ და-
ცემული ანგელოზები ნეფილიმების სხეულებს აღარ ეპატრონე-
ბოდნენ. ვიცი, რომ ძალიან დიდი ძალა და კავშირები აქვს. მხო-
ლოდ ერთ რამეს ვერ ვხვდები - ამაღამ, მის საწყობთან რას აკე-
თებდი ?
რამდენიმე წამით ჯევის არაფერი უთქვამს. - მე და ჰენკის
ბიზნესშეთანხმება გვაქვს. მაგ ადგილზე მისვლა ხშირად მიწევს.
- ისევ ორაზროვნად ლაპარაკობდა. ვერ ვხვდებოდი, საკმარი-

203 მკითხველთა ლიგა


სად არ მენდობოდა, თუ უბრალოდ ამ გზით ცდილობდა ჩემს
დაცვას. ჯევიმ ღრმად ამოიხვნეშა. - უნდა ვილაპარაკოთ.
იდაყვში ხელი მომკიდა და სიბნელეში უფრო ღრმად შემიყ-
ვანა. შემდეგ დაბლა ჩავიდა, დერეფანში მოუხვია და კარს მიად-
გა. იქვე, ქვემოდან რაღაც აიღო, შემდეგ ასანთის ანთების ხმა
გავიგე და ჯევიმ ხელში ანთებული სანთლით მითხრა, - კეთილი
იყოს ჩემთან მობრძანება.
სრულ სიბნელესთან შედარებით სანთლის შუქი ახლა უდი-
დეს ბრწყინვალებას გამოსცემდა. მას შემდეგ, რაც ჯევიმ კარი
გააღო, ჩემ წინ შავი გრანიტით ნაგები ფოიე გადაიშალა. იატაკ-
ზე სხვადასხვა მუქი ფერის აბრეშუმის ნოხები იყო გაშლილი,
მხოლოდ რამდენიმე ავეჯი იდგა, მაგრამ ყველა მათგანი
პრიალა, თანამედროვე და ძალიან სუფთა.
- ვაუ, - გაოცებისგან წამოვიძახე.
- აქ თითქმის არავინ მომყავს. არ მინდა, რომ ყველას გავა-
გებინო სად ვცხოვრობ. მარტოობა და სიმყუდროვე მიყვარს.
ამაში ნამდვილად ვერ შევედავებოდი. კიდევ ერთხელ მო-
ვათვალიერე სტუდიოს ტიპის ოთახი. ამასობაში ჯევიმ დანარჩე-
ნი სანთლებიც აანთო.
- სამზარეულო მარცხნივ, - თქვა მან. - საძინებელი უკან.
მე მორცხვად გავხედე მხარს უკან.
- რა, ჯევ, ისევ ფლირტს ცდილობ?
მისი შავი თვალები არ მცილდებოდა.
- მგონი, უბრალოდ ჩვენი წინა საუბრის თემის შეცვლას ცდი-
ლობ. - ვთქვი და ამ ოთახის ერთადერთ ანტიკვარულ ნივთს -
ვერცხლის ჩარჩოიან სარკეს შევეხე, რომელიც ალბათ, ოდეს-
ღაც ვიღაც შუასაუკუნეების დროინდელ ფრანგ გრაფს ეკუთვნო-
და. დედაჩემი აღფრთოვანდებოდა.
- ოჰ? ნუთუ?

204 მკითხველთა ლიგა


ვგრძნობდი, როგორ მაკვირდებოდა და ურცხვად მათვა-
ლიერებდა თავიდან ფეხებამდე. კოცნაც კი არ იქნებოდა ასეთი
ინტიმური.
მისი მზერით გამოწვეული მხურვალების ჩაცხრობა ვცადე და
ყურადღება კედელზე დაკიდებულ ზეთით შესრულებულ ნამუშე-
ვარზე გადავიტანე. საოცარი ნახატი იყო - კაშკაშა ფერებით და
მრისხანე დეტალებით.
- ფაეტონის დაცემა, - მაცნობა ჯევიმ. - ბერძნულ მზის
ღმერთს, ჰელიოსს მოკვდავი ქალისგან ჰყავდა შვილი - ფაეტო-
ნი. ყოველდღე ჰელიოსი თავისი ეტლით ცის კაბადონზე მოგ-
ზაურობდა. ერთხელ ფაეტონმა მას ეტლი სთხოვა, თუმცა ცხენე-
ბის სამართავად არც საკმარისი ძალა ჰქონდა და არც გამოცდი-
ლება. როგორც მოსალოდნელი იყო, ცხენებმა აიწყვიეტს, დე-
დამიწაზე დაენარცხნენ და გზად ყველაფერი დაწვეს. - მიცდიდა
და თვალებში მიყურებდა. - დარწმუნებული ვარ ხვდები, ჩემზე
რა გავლენაც გაქვს.
- ახლა უკვე მაწვალებ.
- შენი წვალება მომწონს. მაგრამ, არის რაღაცები, რაზეც
არასდროს ვხუმრობ. - მისი სახიდან მხიარულების ყოველგვარი
ნიშანი გაქრა და თვალები დაუსერიოზულდა.
მე ჯევის მზერის ტყვეობაში აღმოვჩნდი და მივიღე ის, რასაც
მთავაზობდა. ის დაცემული ანგელოზი იყო და მისგან ვიბრირე-
ბულ ძალას აშკარად ვგრძნობდი. ეს მეტად მწველი და ძლიერი
ძალა იყო, იმისგან განსხვავებით, რასაც სკოტთან ვგრძნობდი.
ჰაერიც კი ამ ენერგიით იყო გაჟღენთილი. ჩემი სხეულის ყოვე-
ლი უჯრედით მას აღვიქვამდი.
- ვიცი, რომ დაცემული ანგელოზი ხარ, - ვუთხარი მე. - ვიცი,
რომ ნეფილიმებს ერთგულების ფიცს ადებინებთ და მათ
სხეულებს ეპატრონებით. ამ ომში კი, რამდენადაც მე ვხვდები,

205 მკითხველთა ლიგა


სკოტის საპირისპირო მხარეს დგეხარ. ამიტომ, გასაგებია, რა-
ტომაც არ მოგწონს ის.
- რაღაცები გახსენდება.
- ჯერ ბევრი არაფერი. იმას ვერ ვხვდები, თუ დაცემული ანგე-
ლოზი ხარ, ნეფილიმ ჰენკისთან რა საქმე გაქვს? განა ერთმანე-
თის მტრები არ უნდა იყოთ? - ბევრად უფრო მკაცრად ჟღერდა
ჩემი სიტყვები, ვიდრე ამის სურვილი მქონდა. დარწმუნებული
არ ვიყავი როგორ მიმეღო ჯევის დაცემულობა. ცუდი ბიჭი. შემ-
დეგ კი უეცრად მივხვდი და გამახსენდა, რომ ერთხელ უკვე მო-
ვახერხე ამ პრობლემის მოგვარება. მოვახერხებდი ახლაც.
მის გამომეტყველებას კიდევ ერთხელ დაეტყო მწუხარება. -
რაც შეეხება ჰენკის... - თქვა და სახეზე ხელები ჩამოისვა.
- რა? - ვთქვი და თვალებში ჩავხედე. ნეტავ, ასე რატომ უჭირ-
და სათქმელის თქმა? ახლა ჯევი ისეთი დაძაბული ჩანდა, რომ
მეც ყველაზე უარესისთვის მოვემზადე.
წამოდგა და კედელს მიეყრდნო. სახელოები იდაყვებამდე
ჰქონდა აწეული, თავი დახრილი.
- მინდა, რომ ყველაფერი გავიგო. - ვუთხარი მე. - შენით დაწ-
ყებული - ყველაფერი. მინდა, რომ გავიხსენო ჩვენი ურთიერ-
თობა. როდის და როგორ შევხვდით, ერთმანეთისთვის რას წარ-
მოვადგენდით. ამის შემდეგ კი, მინდა ჰენკის შესახებ ყველა-
ფერს მომიყვე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონია, რომ მოსმენი-
ლი ინფორმაცია არ გამახარებს. დამეხმარე, რომ გავიხსენო.
წინ ვერ დავიძრები, თუ არ მეცოდინება, რას ვტოვებ უკან.
- მეშინია, ვიცი რაზეა წამსვლელი. არ გააჩნია საზღვარი, მა-
ნამ მიაწვება, სანამ შეძლებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰენ-
კის ვერ ენდობი. - შემდეგ პაუზა აიღო, - მოდი, ყველაფერს გეტ-
ყვი, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო. მე ყველაფერი გავაკეთე
საიმისოდ, რომ ამ საქმეს ჩამომეცილებინე. ჰენკიმ სიტყვა მომ-
ცა, რომ აღარ შეგეხებოდა. ახლა კი, როცა მითხარი, რომ დედა-
206 მკითხველთა ლიგა
შენთან აქვს ურთიერთობა, ვხვდები, რომ შენი ოჯახით ისევ და-
ინტერესებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ საფრთხის ქვეშ
ხარ.
პპულსი ამიჩქარდა, შინაგანი განგაში კი უფრო და უფრო
ძლიერდებოდა. როგორც ვვარაუდობდი, ყველა ეჭვი ისევ ჰენ-
კამდე მიდიოდა. - დამეხმარე რომ გავიხსენო, ჯევი.
- მართლა გინდა ეგ? - სახეზე დამაკვირდა, რათა დარწმუნე-
ბულიყო, რომ ნათქვამს სრულებით ვიაზრებდი.
- კი, - ვუთხარი და ჩემმა თანხმობამ აშკარად უფრო მტკიცედ
გაიჟღერა, ვიდრე სინამდვილეში ვგრძნობდი.
ჯევი სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და პერანგი ფრთხილად შე-
იხსნა. მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებდა, რას აკეთებდა,
ინსტინქტები მკარნახობდა, რომ მოთმინება გამომეჩინა. შემ-
დეგ ხელები ზემოთ ასწია და პერანგი ზურგზე ჩამოიწია. მისი
სხეულის ყოველი კუნთი დაჭიმული იყო. რაღაც მომენტში
ფაეტონს მაგონებდა, ნახატიდან. ოდნავ მივუახლოვდი, ჯერ ერ-
თი ნაბიჯი გადავდგი, შემდეგ მეორე. მის სხეულს სანთლის შუქი
დაჰნათოდა.
ჰაერი ჩავისუნთქე, როცა შევნიშნე ორი მსგავსი იარა, რომე-
ლიც მის უნაკლო ზურგს დაღად ესვა. ის წითელი, ხორცისფერი
და საოცრად ახალი იყო. წარმოდგენაც კი არ მინდოდა, თუ რა
ტანჯვის გადატანამ მოუწია ჯევის მაშინ, როცა ამ სასტიკ იარებს
ასვამდნენ.
- შეეხე მათ, - მითხრა ჯევიმ და აღელვებული, ამოუცნობი შა-
ვი თვალებით შემომხედა. - და კონცენტრაცია გააკეთე იმაზე,
რისი გაგებაც გსურს.
- ვერ ვხვდები.
- იმ ღამით, სევენ-ილევენიდან რომ წამოგიყვანე, რაღაც მო-
მენტში პერანგი შემომახიე და ჩემი ფრთების იარებს შეეხე. ამის
შემდეგ შენ ჩემი მოგონებები იხილე.
207 მკითხველთა ლიგა
შევკრთი. ჰალუცინაცია არ ყოფილა ჰენკი, ჯევი და გალიაში
დამწყვდეული გოგო - ეს ყველაფერი ჯევის მოგონებები იყო?
ყოველგვარი ეჭვი გამიქრა. ეს ფრთების იარები იყო. ჯევი
ხომ დაცემულ ანგელოზებს მიეკუთვნებოდა. და მიუხედავად
იმისა, რომ არ ვიცოდი რას ვეხებოდი, მე მაშინ აშკარად ვიხილე
ის მოვლენები, რომლებსაც ჩემი და ჯევის გარდა ვერავინ ნახავ-
და. საბოლოოდ, როგორც იქნა, მქონდა ის, რაც მჭირდებოდა.
ეს იყო ფანჯარა წარსულში. და შიში, რომელიც ამ ფანჯრის შე-
ღებას თან სდევდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
- ოღონდ, უნდა გაგაფრთხილო, რომ როცა მოგონებაში აღ-
მოჩნდები, რაღაც-რაღაცები აირევა, - მითხრა ჯევიმ. - შესაძ-
ლოა, გარეშე, უხილავი დამკვირვებლის მხრიდან დუბლირებუ-
ლად იხილო საკუთარი თავი და უკვე მომხდარი მოვლენები...
ამასთან, არსებობს იმის შანსიც, რომ ყველაფერი იხილო ისე,
როგორც ეს შენს გონებას სურს და ამან ერთგვარი ცდომილება
გამოიწვიოს.
ხელები მიკანკალებდა. - მეშინია.
- ხუთ წუთს გაძლევ. თუ ამ დროში არ დაბრუნდები, ხელს
იარებიდან მოგაშორებინებ. ეს მომენტალურად გაწყვეტს კავ-
შირს.
მე ტუჩზე ვიკბინე. ეს შენი შანსია, ვუთხარი საკუთარ თავს. არ
გაიქცე და ძალიანაც არ შეტოპო. სიმართლე საშიშია, მაგრამ
მისი არცოდნა გაგტანჯავს. ყველაზე კარგად ეს შენ გესმის.
- ნახევარი საათი მომეცი, - ვუთხარი ჯევის მტკიცედ.
შემდეგ გონება დავიმშვიდე და შევეცადე ფიქრები დამელა-
გებინა. ახლა ყველაფრის გარკვევა არ მჭირდებოდა. უბრა-
ლოდ, უნდა მივნდობოდი რწმენას. მე ხელები გავწიე, ცოტა ხანს
შევაჩერე, თვალები მაგრად დავხუჭე და სიმტკიცე მოვიკრიბე.
მადლიერი ვიყავი, როცა ჯევის ხელი შემეხო და ჩემი მტევანი
იარებზე დაიდო.
208 მკითხველთა ლიგა
20 თავი

პირველი შეგრძნება, რომელიც დამეუფლა, იყო დაბმის.


არა. დატყვევების. თითქოს ვიღაც სხვის სხეულში ვიყავი ჩაკე-
ტილი და ეს სხეული ჩემსას ჰგავდა - ისეთივე ხელები, თმა და
იდენტური დეტალები, მაგრამ მე მას ვერ ვაკონტროლებდი. რა-
ღაც უცნაური ფანტომი ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოძრაობ-
და.
მეორე ფიქრი კი პაჩის ეკუთვნოდა.
პაჩი მკოცნიდა. მკოცნიდა ისე, რომ ჩემი ფანტომი-სხეული
ერთიანად იძაბებოდა. მის სხეულს მტკიცედ ეკვროდა, დნებოდა
და თრთოდა. ეს იყო საოცრად თბილი და ტკბილი შეგრძნება.
მისი სხეული ისე ახლოს და მხურვალე იყო, რომ ენით აუწერელ
მიზიდულობას ვგრძნობდი.
პაჩი.
განცვიფრებულმა და აკანკალებულმა ამ მოგონებიდან თა-
ვის დაღწევა ვცადე.
უეცრად წარმოვიდგინე, თითქოს წყლის სიღრმიდან ამომეყ-
ვინთოს და სწორედ ამ მომენტში გავახილე თვალები.
- რა არის? - მკითხა ჯევიმ და მხრებზე ხელები მზრუნველად
შემომხვია.
კვლავ სანთლების შუქით ოდნავ განათებულ გრანიტის
ოთახში ვიყავით. ნაცნობი გარემოს დანახვაზე შვებით ამოვი-
სუნთქე, თუმცა ჯერ კიდევ იმ სხეულის ტყვეობის ქვეშ ვიყავი,
რომელიც მე მგავდა და მე ვერ ვაკონტროლებდი.
- შენი მოგონება ჩემზე იყო, - ამოვიქვითინე. - მაგრამ, ეს არ
იყო დუბლირება. მე საკუთარ სხეულში ვიყავი გამოკეტილი.
ვერ ვაკონტროლებდი და ეს... ეს საშინელება იყო.

209 მკითხველთა ლიგა


- რა დაინახე? - მკითხა ჯევიმ, რომელსაც ახლა ქვასავით
მკვრივი სხეული ჰქონდა. თითქოს, ერთი ხელის კვრა და დაიმ-
სხვრეოდა.
- აქ ვიყავით, ოღონდ ზევით, ფარდულში. როცა შენი სახელი
წარმოვთქვი, ჯევი არ დამიძახია. მე გიწოდე - პაჩი. და შენ მკოც-
ნიდი. - ზედმეტად შოკირებული ვიყავი საიმისოდ, რომ მეფიქრა,
ხომ არ გავწითლდი ამ დროს.
ჯევიმ სახიდან თმა გადამიწია და ლოყაზე ოდნავ მიჩქმიტა. -
ნუ ღელავ, - თქვა ბუტბუტით. - ადრე მაგ სახელით მიცნობდი.
როცა შეგხვდი ამ სახელს ვიყენებდი. ის მხოლოდ შენი დაკარ-
გვის შემდეგ შევიცვალე. მას მერე ჯევი მქვია.
ტირილისთვის თავს ზედმეტად სულელად ვგრძნობდი, მაგ-
რამ თავის შეკავებაც მიჭირდა. ჯევი იყო პაჩი - ჩემი ყოფილი
შეყვარებული. უეცრად ყველაფერმა აზრი შეიძინა. მას ვერავინ
ცნობდა ამ სახელით, რადგან ეს მისი ახალი სახელი იყო.
- მეც კოცნითვე გპასუხობდი, - ვუთხარი ტირილით, ჩუმად. -
მოგონებაში.
მისი სახიდან დაძაბულობა გაქრა. - ეგ ცუდია?
ნეტავ, თუ შემეძლო მეთქვა იმ შეგრძნების შესახებ, რაც მისი
კოცნისას დამეუფლა. ყველაფერთან ერთად ახლა ესეც ძალიან
მაშინებდა.
მისთვის პასუხის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, სულ
სხვა მიმართულებით წავიყვანე საუბარი, - ადრე მითხარი, რომ
ჩემი აქ მოყვანა სცადე, მაგრამ ჰენკიმ ხელი შეგიშალა. მგონი,
ეს სწორედ ის მომენტი იყო, რაც მე წეღან ვიხილე. უბრალოდ,
უდროოდ დავკარგე კავშირი. ამისთვის საკმარისად მზად არ ვი-
ყავი.
- გოგო, რომელსაც ვერ აკონტროლებდი, შენ იყავი, - შემახ-
სენა ჯევიმ. - შენ - წარსულში. მანამდე, სანამ მახსოვრობას და-
კარგავდი.
210 მკითხველთა ლიგა
უეცრად შევხტი და ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. - უნდა
დავბრუნდე.
- ნორა...
- არა, ჰენკი უნდა ვნახო და ეს იქ უნდა მოხდეს. - ვთქვი და
თითები ჯევის იარებისკენ გავწიე. და იხილო საკუთარი თავი, -
გავიფიქრე ჩემთვის. - საკუთარი თავის ის ნაწილი, რომელმაც
სიმართლე იცის.
ჯევიმ გამომცდელად შემომხედა. - ისევ გინდა, რომ გამოგაბ-
რუნო?
- არა. ამჯერად ბოლომდე მივყვები.
იმ მომენტში, როცა ჯევის მოგონებაში დავბრუნდი, მეჩვენა,
თითქოს საიდანღაც მისროლეს. მერე კი მახსოვს გოგონას თვა-
ლები, რომლის სხეულშიც ახლა ვიყავი ჩაკეტილი. ამ სხეულმა
სრულად მომიცვა. პანიკურად ვქოშინებდი. მე და პაჩი, ორივენი
წვიმისგან ვიყავით დასველებულები და ძალიან სუსტად ნაგებ
ფარდულში ვიდექით. პაჩიმ ჩემი ტუჩიდან წვიმის წვეთი ალოკა,
მე კი მის ქამარს ხელები ჩავავლე და ჩემკენ მოვიზიდე. ჩვენი
ტუჩები ერთმანეთს შეეხო და გრილ ჰაერში სითბოს ნაკადი და-
იღვარა.
მან კისერი ოდნავ ნაზად გადამიწია, - მიყვარხარ, ნორა. ასე-
თი ბედნიერი, როგორც ახლა ვარ, არასოდეს ვყოფილვარ.
ის-ის იყო, მეც უნდა მეპასუხა, რომ უეცრად მომესმა ნაცნობი
ხმა. - რა გულისამაჩუყებელია. შეიპყარით ანგელოზი!
მაღალი, ტანადი კაცები, რომლებიც უეჭველად ნეფილიმები
უნდა ყოფილიყვნენ, სიბნელიდან გამოვიდნენ, პაჩის გარს შე-
მოერტყნენ, მკლავებში ხელები ჩაავლეს და უკან დასწიეს. ჩემ-
და გასაკვირად, პაჩი არ ეწინააღმდეგებოდა.
„როცა ჩხუბს დავიწყებ, გაიქეცი“, - გაისმა ჩემს გონებაში მი-
სი ხმა და მივხვდი, ახლა იმიტომ არ ეწინააღმდეგებოდა, რომ
სიტუაციის გასააზრებლად დროს მაძლევდა. „მე მათ შევიტყუებ,
211 მკითხველთა ლიგა
შენ კი გაიქეცი. ჩაჯექი ჯიპში. ხომ იცი უგასაღებოდ როგორ და-
ქოქო? სახლში არ წახვიდე, მანქანაში დარჩი, სანამ არ გიპო-
ვი...“
კაცი, რომელიც ბრძანებებს გასცემდა, ახლა ოდნავ წინ წა-
მოიწია და კარის ღრიჭოებიდან შემოსული შუქის ფონზე მისი
სახეც უფრო გამოჩნდა. მაღალი იყო, სიმპათიური და ასაკთან
შედარებით, არაბუნებრივად ახალგაზრდულად გამოიყურებო-
და. ეცვა თეთრი პოლოს კლუბის ზედატანი და ნაჭრის შარვალი.
- მისტერ მილარ, - ჩავიჩურჩულე. მეტი ვერაფრის თქმა ვერ
მოვახერხე.
- ნება ნიბოძეთ სათანადოდ წარმოგიდგინოთ საკუთარი თა-
ვი, - თქვა მან. - მე ვარ შავი ხელი. მე მამაშენ ჰარისონს კარგად
ვიცნობდი. მიხარია, რომ ახლა ვერ ხედავს, როგორ იმცირებ
თავს ამ ეშმაკის ნაშიერთან - თავი გადააქნია.

- ისეთი არ ხარ, ნორა რომ გაიზრდებოდი, როგორიც წარმო-


მედგინე. მტერთან დამეგობრებით შენს წარმომავლობას სასა-
ცილოდ იგდებ. დარწმუნებული ვარ, წუხელ ჩემი ერთ-ერთი ნე-
ფილიმის სახლიც შენ ააფეთქე. მაგრამ, ამას აღარ აქვს მნიშ-
ვნელობა. ამის პატიება შემიძლია. - შემდეგ მცირედი, მაგრამ
მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა. - ოღონდ, ეს მითხარი,
ნორა: შენ მოკალი ჩემი ძვირფასი მეგობარი - ჩონსი ლანჟი?
ძარღვებში სისხლი გამეყინა. იმპულსური ტყუილისა და იმის გა-
აზრებას შორის ვიყავი გაჭედილი, რომ ეს კარგს არაფერს მო-
მიტანდა. მან იცოდა, რომ ჩონსი მე მოვკალი. და მისი ცივად
შეხსნილი ტუჩები ახლა ჩემთვის განაჩენის გამოტანას მოასწა-
ვებდა.
ახლა! დაიყვირა პაჩიმ და ჩემი ფიქრები შეწყვიტა. გაიქეცი!
ფარდულის კართან მივვარდი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე
ნაბიჯი გადავდგი და ნეფილიმი იდაყვში მწვდა. ასეთივე სისწრა-
212 მკითხველთა ლიგა
ფით მეორე ხელი ზურგს უკან გადამიგრიხა. თავის დაღწევა ვცა-
დე, მაგრამ მორიგი მოძრაობით კარს მიმანარცხა და მეც წინა-
აღმდეგობის გაწევის უნარი დავკარგე.
ჰენკ მილარმა ოთახი გადმოკვეთა და მომიახლოვდა. - ჩონ-
სისთან ვალში ვარ.
სიცივე, რომელსაც წვიმისგან ვგრძნობდი, გაქრა და ჩემი
სხეული თბილმა ოფლმა დაფარა.
- ჩვენ საერთო გეგმები გვქონდა. გვსურდა დაწყებული საქმე
ბოლომდე მიგვეყვანა და რას ვიფიქრებდი თუ ის, ვინც ამ ყვე-
ლაფერს ხელს შეუშლიდა და თითქმის გაანადგურებდა, შენ აღ-
მოჩნდებოდი?
თავში სხვადასხვა საპასუხო ვარიანტმა გამიელვა, მაგრამ
ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. შემდეგ ნეფილიმმა შემომაბრუნა,
ჰენკიმ კი ქამარზე შებმული ბუდიდან გრძელი ხანჯალი ამოაძ-
ვრინა.
ჩემს ზურგს შეეხე.
პაჩის ხმამ ჩემი პანიკა გაარღვია და ჩემს სმენას მისწვდა.-
მისკენ გავიხედე.
ჩემს მოგონებებს მისწვდი. შეეხე იმ ადგილს, სადაც ადრე
ფრთები მქონდა. შემდეგ თავი დამიქნია და მოქმედებისკენ მა-
ნიშნა.
სათქმელად ადვილია, ფიქრითვე ვუპასუხე მე, თუმცა კი ვი-
ცოდი, რომ ვერ გაიგებდა. ჩვენ ერთმანეთისგან ხუთი-ექვსი ფუ-
ტის მანძილი გვაშორებდა. ორივე ნეფილიმს ვყავდით დაჭერი-
ლი.
- გამიშვი, - წამოვიძახე და ნეფილიმის მკლავებში ხლართვა
დავიწყე. - ორივემ ვიცით, რომ აქედან არსად გამქცევი არ ვარ.
ნეფილიმმა ჰენკის გადახედა, რომელმაც თავის ოდნავი დაქ-
ნევით ჩემს მოთხოვნაზე თანხმობა გამოხატა. - ვწუხვარ, რომ

213 მკითხველთა ლიგა


ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღსრულ-
დეს. ჩემთვის ჩონსიც იგივეს გააკეთებდა.
ხელზე ის ადგილი მოვისრისე, ნეფილიმი რომ მიჭერდა და
ჰენკის შევხედე. - სამართლიანობაო? და ოჯახზე რაღას იტყვი?
მე ხომ შენი ღვიძლი შვილი ვარ.
და მეტი არაფერი.
- სწორია. შენ ჩემს ფესვზე ამონაყარი სარეველა, ჩემი მოღა-
ლატე და სირცხვილი ხარ.
ჰენკის ჩემი ყველაზე სასტიკი მზერით გავხედე და თუმცა მუ-
ცელი შიშით მეწვოდა, გავაგრძელე, - მართლა ჩონსისთვის აკე-
თებ ამას, თუ უბრალოდ საკუთარი სახელის შენარჩუნება გინ-
და? თავს ვერ პატიობ, რომ შენი შვილი დაცემულ ანგელოზს
ხვდება, არა? გეშინია, ნეფილიმების იმ შენს პატარა არმიაში სა-
ხელი არ გაგიფუჭდეს? ჰა, სწორად მივხვდი?
ჰენკი ოდნავ მოიღუშა.
როგორ ფიქრობ, მოასწრებ ჩემს მოგონებებთან მიწვდენას
მანამ, სანამ დაგიჭერს?
პაჩისკენ არც გამიხედავს. არ მინდოდა მათ რაიმე ეეჭვათ.
ჩვენ ორივემ კარგად ვიცოდით, რომ პაჩის მოგონებების ხილვა
მე აქედან გაქცევაში ვერ დამეხმარებოდა, მაგრამ მას სწორედ
ეს სურდა, მან იცოდა როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი.
მე კი ამ გეგმის პარალელურად გონებაში მხოლოდ სილაში
თავჩარგული სირაქლემა წარმომიდგებოდა.
თუ მომდევნო რამდენიმე წამში სიკვდილი მელოდა, ეს მხო-
ლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც ჰენკის ჩემს სათქმელს სრუ-
ლად ვეტყოდი, რომელიც სამუდამოდ თან გაჰყვებოდა.
- იცი, მგონი უკეთესიცაა, შვილად მარსი რომ აირჩიე და არა
მე, - ვუთხარი. - ლამაზი და პოპულარულია, სწორ ბიჭებს ხვდე-
ბა და თან ზედმეტად სულელია საიმისოდ, რომ რაღაც შენთვის
არასასიამოვნო შეკითხვა დაგისვას. მაგრამ, მე ვიცი, რომ
214 მკითხველთა ლიგა
მკვდრები ბრუნდებიან. ცოტა ხნის წინ, მე მამაჩემი ვიხილე. - ჩე-
მი ნამდვილი მამა.
ჰენკის სახე კიდევ უფრო მოეღუშა.
- თუ მან შეძლო ჩემთან სტუმრობა, დარწმუნებული ვარ
ხელს არაფერი შემიშლის, მეც ვესტუმრო მარსის ან შენს ცოლს.
მე ვიცი, რომ დედაჩემს ხვდები და დამიჯერე, მასაც გავაგებინებ
სიმართლეს. ვეტყვი ცოცხალი, ან მკვდარი, რომ სწორედ შენ
მომკალი და როგორ გგონია, კიდევ რამდენჯერ შეგხვდება ამის
შემდეგ?
ეს იყო და ეს. მეტის თქმა ვეღარ მოვასწარი, პაჩიმ ნეფილიმს
მუცელში მუხლი ამოარტყა. ნეფილიმი უკან გადავარდა, პაჩიმ
კი მუშტი პირდაპირ ცხვირში გაუქანა, გაისმა საშინელი ჭახანი
და ღმუილი.
მე მაშინვე პაჩისთან მივირბინე და ჩავეხუტე.
- ჩქარა! - მითხრა და მაისურზე მომქაჩა.
ზურგზე ხელების ცეცება ბრმად დავუწყე და შევეცადე მის
კანზე იარები მეპოვა. ვერც ვხედავდი და ვერც ვგრძნობდი მათ,
მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ იყო.
ამასობაში ვიღაცამ - ჰენკიმ, ან სხვა ნეფილიმმა, მხარზე
მომქაჩა, მაგრამ პაჩის მხოლოდ ოდნავ მოვცილდი, მას ჩემ-
თვის ხელები მაგრად ჰქონდა შემოხვეული. დრო რომ აღარ და-
მეკარგა, ხელები კიდევ ერთხელ შევაცურე მისი ზურგის მსუბუქ
ზედაპირზე. სად არის ფრთები?
პაჩიმ შუბლზე მაკოცა და რაღაც გაურკვეველი ჩაიბუტბუტა.
მეტი დრო აღარ გვქონია. ჩემი გონება ფეთქებადმა თეთრმა ნა-
თებამ ამოავსო, ფერადი სხივებით განათებული ბნელ სამყარო-
ში აღმოვჩნდი, სადაც ყოველი სხივის ნაკადი ჩემს მეხსიერებას
სწვდებოდა, ეს უკანასკნელი კი უამრავი მილით მშორდებოდა.
შემდეგ ჰენკის ყვირილი გავიგონე და მივხვდი, რომ რო-
გორც ჩანს, პაჩის ფრთებს ბოლომდე ვერ მივწვდი. ვერც იმაზე
215 მკითხველთა ლიგა
ფიქრს ვწყვეტდი, თუ რა საშინელი გზებით შეეცდებოდა ჰენკი
ჩემს მოკვლას და ამ წყვდიადში მე ვიბრძოდი, რათა უკანასკნე-
ლად მივწვდენოდი პაჩის მოგონებებს. მანამ, სანამ ძალიან
გვიანი იქნებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა.
ხედვა ცრემლებმა დამიფარეს. დასასრული. არ მინდოდა,
რომ ყველაფერი ასე მარტივად მორჩენილიყო. ჯერ კიდევ ძა-
ლიან ბევრი რამ მქონდა პაჩისთვის სათქმელი. ნეტავ, იცოდა,
რას ნიშნავდა ჩემთვის? ის, რაც ერთმანეთს გვაკავშირებდა, ჯერ
მხოლოდ ახლა იწყებოდა, ყველაფერი წინ იყო და ამ ყველაფ-
რის ასე უეცრად დასრულება არ შეიძლებოდა.
პაჩის სახე წარმოვიდგინე, მისი სილუეტი, ჩვენი პირველი
შეხვედრის დროს - გრძელი, ყურებზე ჩამოფარებული თმითა და
საოცრად ღრმა, შორსმჭვრეტელი თვალებით, რომელიც ჩემი
სულის საიდუმლო სურვილებს აღვივებდა. გამახსენდა მისი გა-
მომეტყველება ბო-ს გასართობ ცენტრში, როცა ბილიარდის თა-
მაში შევაწყვეტინე და ბიოლოგიის დავალების დაწერაში დახმა-
რება ვაიძულე. გამახსენდა მისი მგლური ღიმილი, რომლითაც
მიახლოვდებოდა და ის მომენტიც, როცა სამზარეულოში პირვე-
ლად მაკოცა...
პაჩიც ყვიროდა. ოღონდ, არა ჩემს გონებაში, არამედ იქვე,
ფარდულში. ყველა სხვა ხმა კი ჩემს სმენაში ორმა სიტყვამ გა-
დაფარა, რომლებიც აშკარად გაისმა და თითქოს საოცრად დი-
დი მანძილი დაფარა.
შეთანხმება. კომპრომისი.
მოვიღუშე, ყურადღება მოვიკრიბე რომ მეტი გამეგო. რას ამ-
ბობდა პაჩი? უეცრად ძალიან შევშინდი და მივხვდი, რომ ამის
გაგონება არ გამახარებდა.
არა! - დავიყვირე და პაჩის შეჩერება ვცადე. მინდოდა ამ ვა-
კუუმისთვის თავი დამეღწია და კვლავ ფარდულში დავბრუნებუ-
ლიყავი. - პაჩი! რას ეუბნები, პაჩი?!
216 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ხერხემლის მხრიდან უეცარი ბიძგი ვიგრძენი და პა-
ჩის მოგონებებში მოქცეული ერთიანად სხვადასხვა ყვირილის
ხმებით ამოვივსე.
ისევ.
დავბრუნდი მოგონების იმ წერტილში, რომელიც ბოლოს მი-
ვატოვე. ისევ ცივ საწყობში ვიდექი, ვუყურებდი ჰენკის, ნეფილი-
მებს და ჯევის, ოღონდ ამჯერად უცხო სხეულში არ ჩავკეტილ-
ვარ. გარედან ვაკვირდებოდი მოვლენებს ზუსტად ისე, როგორც
ეს ჯევის ახსოვდა.
ჯევი გალიაში ჩემს სხეულს აკვირდებოდა, რომელიც საოც-
რად მოშვებული იყო. თვალები გათეთრებული და უკან გადატ-
რიალებული მქონდა. ნეტავ, თუ შევძლებდი გამოფხიზლების
შემდეგ ამ ყველაფრის გახსენებას.
- აჰ, ჰო. მსმენია ამ ხრიკის შესახებ, - თქვა ჰენკიმ. - ახლა,
როცა ვლაპარაკობთ, ის შენს მოგონებებშია, არა? და ეს უბრა-
ლოდ შენს ფრთებზე შეხებითაა შესაძლებელი?
ვუყურებდი ჰენკის და ვგრძნობდი უმწეობას. როგორ შეიძ-
ლებოდა, რომ ის მამაჩემი ყოფილიყო? ერთი სული მქონდა
მისთვის მკერდზე მუშტები მაგრად დამეშინა და ამ გზით დამეც-
ხრო ემოცია. მეორე მხრივ კი, ვერაფრით უარვყოფდი სიმარ-
თლეს. ჩემს ვენებში ჰენკ მილარის სისხლი ჩქეფდა და შესაძ-
ლოა, ჰარისონ გრეიმ მთელი თავისი მამობრივი სიყვარული მა-
ჩუქა, მაგრამ სიცოცხლეს ჰენკის უნდა ვუმადლოდე.
- შეთანხმება დავდოთ, - მტკიცედ თქვა ჯევიმ. - ნორას სი-
ცოცხლის სანაცვლოდ მიიღებ იმას, რაც შენ გჭირდება.
ჰენკის ტუჩები შეუტოკდა. - ნეტავ ასეთს რას უნდა მთავაზობ-
დე?
- შენ ნეფილიმების არმიას აგროვებ და ვიცი, რომ უახლოეს
ჩეშვანამდე, დაცემულ ანგელოზებთან შესატაკებლად ემზადები.
ჰო, გაკვირვებული ნუ ხარ, მე ერთადერთი ანგელოზი არ ვარ,
217 მკითხველთა ლიგა
რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ იცის. დაცემულ ანგელოზთა
ჯგუფები ალიანსებს კრავენ და ემზადებიან. ძალიან მძიმე ჩეშვა-
ნი ელის იმ ნეფილიმებს, ვისაც შავი ხელის ნიშანი ადევთ და ეს
ყველაფერი მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია, სხვა დანარ-
ჩენს ვერაფრით გაიგებ, თუ შიდა წრეში საკუთარი კაცი არ გე-
ყოლება.
ჰენკიმ თავის ხალხს დატოვებისკენ მოუწოდა. - ანგელოზთან
მარტო დამტოვეთ და გოგოც შიგნით შეიყვანეთ!
- ხუმრობ? გგონია, მას თვალს მოვაშორებ?
ჰენკიმ მხიარულად ჩაიფრუტუნა. - კარგი, კარგი. დატოვეთ.
როგორც კი ნეფილიმები ოთახიდან გავიდნენ, ჰენკიმ თქვა, -
განაგრძე.
- ნორას სიცოცხლე შეუნარჩუნე და სანაცვლოდ მე შენს ჯაშუ-
შად ვიქცევი.
ჰენკის ქერა წარბები ზემოთ აიწია.
- ოჰ... არ მეგონა, თუ მისდამი ასეთი ძლიერი გრძნობა გა-
კავშირებდა, - შემდეგ გონებადაკარგულ სილუეტს გახედა. - მე
კი ვთვლი, რომ ამდენს არ იმსახურებს, მაგრამ შენი ნებაა. არ
მაინტერესებს რას ფიქრობთ შენ და შენი მფარველი მეგობრები
ჩემი გეგმების შესახებ, რადგან შენ დაცემულებს აღარ ეკუთვნი.
როგორ უნდა გამიმხილო მათი გეგმები?
- მოდი, მაგაზე მე ვიდარდებ.
ჰენკიმ ჯევის გამომცდელად გახედა. - კარგი, კარგი. დავინ-
ტერესდი. - მხრები უემოციოდ აიჩეჩა. - მე მაინც არაფერს ვკარ-
გავ. აბა, მზად ხარ დასაფიცებლად?
- სხვა გზა არ მაქვს, - ცივად თქვა ჯევიმ.
ჰენკიმ კიდევ ერთხელ ამოიღო ხანჯალი და მარცხენა ხე-
ლისგულზე დაისვა. - ვფიცავ, სიცოცხლე შევუნარჩუნო გოგოს.
და თუ ამ ფიცს გავტეხ, დაე მოვკვდე და ვიქცე იმავე მტვრად,
რისგანაც თავდაპირველად შევიქმენ.
218 მკითხველთა ლიგა
ჯევიმ იარაღი გამოართვა და მანაც გაიჭრა ხელი. შემდეგ
მუშტი შეკრა და ძირს რამდენიმე წვეთი სისხლი დაღვარა. - ვფი-
ცავ, მოგაწოდო ყველა შესაძლო ინფორმაცია დაცემული ანგე-
ლოზების გეგმების შესახებ. და თუ ფიცს გავტეხ, დაე, ჯოჯოხე-
თის ჯაჭვების ტყვედ ვიქცე.
შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და როცა გაუშვეს,
ჭრილობები უკვე სრულებით შეხორცებულიყო.
- კავშირზე იყავი, - ჰენკიმ რაღაც ირონიული ხმით უთხრა და
პერანგზე ხელი დაისვა, თითქოს აქ ყოფნის დროს დასვროდა.
შემდეგ მობილური აიღო და სადღაც დარეკა. ჯევი თვალმოუშო-
რებლად აკვირდებოდა. - ჩემი მანქანა მოამზადეთ, - თქვა ჰენ-
კიმ.
მის ტემბრში რაღაც შემაშფოთებელი იგრძნობოდა. - ჩემები
შემოუშვით. ყველა. გოგოს წაყვანა მინდა.
ჯევი ხმას არ იღებდა. შენობაში კი მოახლოებული ნაბიჯების
ხმა ისმოდა. - ეს რას ნიშნავს?
- მე დავიფიცე, რომ სიცოცხლეს შევუნარჩუნებდი, - აცნობა
ჰენკიმ, - მაგრამ მის გათავისუფლებაზე არაფერი მითქვამს. მას
შემდეგ, რაც ჩეშვანზე დაცემული ანგელოზების დასამარცხებ-
ლად საკმარის ინფორმაციას მომაწვდი, ნორას მხოლოდ ამის
შემდეგ გავუშვებ.
ჯევის მზერა ფარდულის კარს მისწვდა, მაგრამ ჰენკი მაშინვე
შეეწინააღმდეგა. - მაგ გზას არ დაადგე. შენ მარტო ხარ ოცის წი-
ნააღმდეგ. ჩვენ კი, ორივეს გვინდა, რომ ნორას არაფერი
დაუშავდეს. ჭკვიანურად მოიქეცი და დამითმე.
ჯევი ჰენკის სახელოში სწვდა და დაქაჩა. - თუ მას წაიყვან,
იცოდე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი გვამი იმ მიწის ქვეშ
აღმოჩნდეს, რომელზეც ახლა დგახარ. - ეს ყველაფერი კი ჩემ-
თვის აქამდე გაუგონარი ბრაზით წარმოთქვა.

219 მკითხველთა ლიგა


თუმცა, ჰენკის სახეზე ოდნავი შიშიც კი არ ეტყობოდა. - ჩემი
გვამი? ახლა ამაზე უნდა გამეცინოს?
ჰენკიმ კარი გააღო და მისი ნეფილიმები შემოცვივდნენ.
და როგორც სიზმარი, ჯევის მოგონებებიც ისევე მოულოდნე-
ლად შეწყდა, როგორც დაიწყო. ამას მოჰყვა წამიერი დეზორი-
ენტაცია და მე ისევ გრანიტის ოთახში აღმოვჩნდი. ჯევი სან-
თლის შუქის ჩრდილქვეშ იდგა. მისი შავი თვალების შესამჩნე-
ვად საკმარისი ნათება იყო. ნამდვილი ბნელი ანგელოზი.
- კარგი, - ჩავიჩურჩულე თავბრუდახვეულმა. - კარგი... მე-
რე...
მან გამიღიმა, მაგრამ სახეზე გაურკვეველი გამომეტყველება
ჰქონდა. - მერე?
სახე მისკენ მივაბრუნე. ძველებურად ვეღარ ვუყურებდი. შემ-
დეგ კი ისე, რომ ვერ გავიაზრე, ტირილი დავიწყე. - შენ ჰენკის-
თან შეთანხმება დადე. ჩემი სიცოცხლე იხსენი. ასე რატომ
მოიქეცი?
- ანგელოზო, - ჩაიბუტბუტა და ჩემი სახე ხელებს შორის მო-
იქცია. - მგონი, ვერ ხვდები, რაზე ვარ წამსვლელი იმისთვის,
რომ შენ გვერდით ვიყო.
მოზღვავებული ემოციებით დავმძიმდი. სიტყვებს ვერ
ვპოულობდი. ჰენკ მილარი - კაცი, რომელიც ამდენი წლის გან-
მავლობაში ჩუმად, ჩრდილში იდგა, თურმე ჩემი ნამდვილი მამა
ყოფილა. და ეს ჰენკ მილარი მომკლავდა, მისთვის ხელი ჯევის
რომ არ შეეშალა. ეს ის კაცი იყო, რომელიც დედაჩემს ხვდებო-
და და კოცნიდა. რომელიც ასეთი სითბოთი და თავაზიანობით
ლაპარაკობდა...
- მან მომიტაცა, - ვთქვი და აზრების ერთმანეთთან დაკავში-
რება ვცადე. ადრეც მივარაუდია, რომ ეს ჰენკის ჩადენილი იყო,
მაგრამ საბოლოოდ ვერასოდეს ვუშვებდი. - და დაიფიცა, რომ
არ მომკლავდა, მაგრამ მძევლად დამიტოვა და თვეების განმავ-
220 მკითხველთა ლიგა
ლობაში დატყვევებული ვყავდი. მთელი სამი თვე! ეს ყველაფე-
რი კი მხოლოდ იმისთვის, რომ დაცემული ანგელოზების შესა-
ხებ ინფორმაცია მიეღო. მან დედაჩემს დააჯერა, რომ მე მკვდა-
რი ვიყავი. რა თქმა უნდა, დააჯერა. ის ძალიან ძლიერი ნეფილი-
მი იყო და არც ხელების გასვრას ერიდებოდა. ჰენკის შეეძლო
გონებრივი ხრიკებისთვისაც მიემართა. შემდეგ კი, როცა სასაფ-
ლაოზე მიმაგდო, ასეთივე ხრიკები გამოიყენა ჩემთვის მეხ-
სიერების წასაშლელად. საბოლოოდ კი, მე არაფერი მეცოდინე-
ბოდა და ვერც მის ბოროტ გეგმებს გავანდობდი ვინმეს.
- მეზიზღება. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ბრაზს. მინდა,
რომ პასუხი აგოს. მინდა, რომ მოკვდეს, - ვთქვი კიდევ უფრო
მტკიცე ხმით.
- ნიშანი შენს მაჯაზე, - მითხრა ჯევიმ. - ეს თანდაყოლილი ხა-
ლი არ არის. ასეთი ნიშანი მანამდეც მინახავს ჩემს ძველ ნეფი-
ლიმ ვასალ, ვინმე ჩონსი ლანჟეს და ასევე ჰენკ მილარის ხელ-
ზე, ნორა. ეს ნიშანი მათთან ნათესაობრივად გაკავშირებს. ერ-
თგვარი დნმ-ის აღმნიშვნელი გენეტიკური დამღაა. ჰენკი შენი
ბიოლოგიური მამაა.
- ვიცი, - ვუთხარი და თავი აღელვებულმა დავუქნიე.
ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და თითებზე მაკოცა. ამ კოც-
ნაზე მაშინვე მთელ ჩემს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. - გახ-
სოვს?
- შენს მოგონებებში თავად ვთქვი, თუმცა სავარაუდოდ, ეს
მანამდეც ვიცოდი. ძალიან ვბრაზობდი. არ მახსოვს, პირველად
როდის გავიგე ამის შესახებ. - მე ცერა თითი მაჯაზე დამჩნეულ
ნიშანს გადავუსვი. - დიდი უფსკრულია ჩემს გულსა და გონებას
შორის. სამაგიეროდ, მეჩვენებოდა, რომ სხვა გრძნობა მიძლი-
ერდებოდა. როგორც ვიცი, ადამიანებს, რომლებიც კარგავდნენ
ხედვის უნარს, უძლიერდებოდათ სმენა. როგორც ჩანს, ახლაც,

221 მკითხველთა ლიგა


მართალია მეხსიერება დავკარგე, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი
ინტუიციის გაძლიერებას.
ეს ყველაფერი სიჩუმეში განვიხილეთ.
ჯევიმ ჯერ არ იცოდა, რომ ჩემი წარმომავლობა არ იყო ერ-
თადერთი, რაც მის მოგონებებში ვიხილე. - ჰენკზე ლაპარაკი არ
მინდა. ახლა მირჩევნია სხვა რაღაცაზე ვილაპარაკო, რაც წეღან
ვიხილე.
ჯევიმ ერთდროულად ფრთხილად და ინტერესით გამომხედა.
ღრმად ამოვისუნთქე და ვთქვი, - აღმოვაჩინე, რომ ძველად,
ან სიგიჟემდე მიყვარდი, ან ცხოვრებაში საუკეთესო თეატრა-
ლურ როლს ვთამაშობდი.
მისი თვალები ისევ ფრთხილად მაკვირდებოდნენ, მაგრამ
მეჩვენა, რომ მათში იმედის ნაპერწკალიც დავინახე. - შენ რო-
მელი გირჩევნია?
ამის შემოწმების ერთადერთი გზა არსებობს. - ჯერ ის მინდა
გავიგო, რა გაკავშირებდა მარსისთან. ეს ის შემთხვევაა, როცა
შენსავე ინტერესშია, სრული სიმართლე მითხრა, - გავაფრთხი-
ლე მე. - მარსიმ მითხრა, რომ ზაფხულში გხვდებოდა. სკოტმა კი
მითხრა, რომ მარსი ამ ყველაფერს იგონებს. ახლა შენი ვერსი-
ის ჯერია.
ჯევიმ ნიკაპი მოიქავა. - საზაფხულო გასართობს ვგავარ?
უეცრად წარმოვიდგინე, როგორ თამაშობდა ჯევი ფრიზბის
პლაჟზე და როგორ ყიდულობდა მარსისთვის ნაყინს, მერე კი
მოთმინებით უსმენდა მის ლაქლაქს. ნუ, წარმოდგენა მაინც ვცა-
დე და მაშინვე სახეზე ღიმილი გამომესახა. - გასაგებია. კარგი,
განაგრძე.
- მარსი ჩემი დავალების ნაწილი იყო. მაშინ, ჯერ კიდევ მქონ-
და ფრთები და მფარველი ანგელოზი ვიყავი. მთავარანგელოზე-
ბისგან მარსის დაცვის დავალება მქონდა მიღებული, რადგან ის
ძალიან სერიოზული ნეფილიმის შვილია და ყურადღების მიქცე-
222 მკითხველთა ლიგა
ვას საჭიროებდა. მე, რა თქმა უნდა, საფრთხისგან ვიცავდი, მაგ-
რამ ეს სასიამოვნო პერიოდი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან
ვცდილობ, რომ საიმედოდ დავივიწყო.
- ანუ არაფერი მომხდარა?
ტუჩები ოდნავ შეხსნა. - ნუ, ერთი-ორჯერ კინაღამ შემომაკ-
ვდა, მაგრამ მეტი არაფერი.
- სერიოზული შანსი გაგიშვია ხელიდან.
ჯევიმ მხრები აიჩეჩა. - ყოველთვის გვეძლევა მეორე შანსი.
აბა, კიდევ მარსიზე გინდა ლაპარაკი?
ჯერ ისევ განცვიფრებულმა, ვთქვი, - არა, არა, მარსიზე ლა-
პარაკი ნამდვილად არ მინდა.
შემდეგ წამოვდექი და ჯევიც წამოვაყენე. ოდნავ თავბრუ მეხ-
ვეოდა და ნამძინარევივით ვიყავი. ამას ემატებოდა სხვა ემო-
ციებიც - ცნობისმოყვარეობა და სურვილი.
ჯევი წელში გამართული იდგა. - ანგელოზო, - მითხრა დინ-
ჯად და ლოყაზე ცერი დამისვა, თუმცა მე არ გავნძრეულვარ.
- არ დააჩქარო. თუკი ჩემში შენ შესახებ ჯერ კიდევ რაღაც მო-
გონება დარჩა, მისი ნაძალადევად წარმოჩენა არ მინდა. - ეს სი-
მართლის მხოლოდ ნახევარი იყო. მეორე ნახევარს კი არ ვუმ-
ხელდი. არადა, მასთან პირველად შეხვედრის შემდეგ, ეს მო-
მენტი სხვადასხვა ფორმით ასჯერ მაინც წარმომედგინა. საოც-
რად მსურდა მისი სიახლოვე, მისი შეგრძნება. მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რა მახსოვდა და რა არა. მინდოდა მეგრძნო ის სიახ-
ლოვე, ის გემო და არომატი, რომელსაც ამიერიდან ვეღარავინ
წამართმევდა.
ხელები მკერდზე დავუსვი და მისი ყოველი კუნთის დამახ-
სოვრება ვცადე. ის სურნელი შევიგრძენი, ისე როგორც მაშინ -
„ტაოეში“. ტყავი, მენთოლი. შემდეგ თითები სახის ნაკვთებზე
დავუსვი და კარგად შევისწავლე მისი უხეში ნაკვთები, რომლე-
ბიც იტალიურ წარმომავლობას ჩამოჰგავდა. მიუხედავად ამისა,
223 მკითხველთა ლიგა
ჯევი ადგილიდან არ იძროდა. როცა თვალებზე შევეხე, დახუჭა
და მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა, - ანგელოზო.
- ჯერ არა.
თითები მის თმაში შევაცურე და ვიგრძენი მოგონებები რო-
გორ განმიახლდა - მისი პრიალა კანი, მტკიცე დგომა, მომხიბ-
ვლელი გრძელი წამწამები. მას იდეალურად სიმეტრიული ფორ-
მები არ ჰქონდა, მაგრამ ამით ჩემთვის კიდევ უფრო საინტერე-
სო ხდებოდა.
საკმარისია ყოყმანი, - ვუთხარი ბოლოს საკუთარ თავს, წინ
გადავიხარე და თვალები დავხუჭე.
მისი ტუჩებიც შეიხსნა. მმოვდუნდი და მივენდე... ხელები
წელზე შემომხვია, კიდევ უფრო მტკიცედ მივეკარი და ჩვენი ტუ-
ჩები ერთმანეთს შეეწება. ფეხები დამიმძიმდა, მოვეშვი და
მთლიანად მასში ჩავიძირე. ჯევი ზურგით კედელს მიეყრდნო და
ნელ-ნელა დაბლა დაეშვა. ჩემში რაღაც ძლიერმა შუქმა ინათა
და აქამდე ცარიელი ღრმული ამოავსო. ჩემ წინაშე ახალი სამ-
ყარო გადაიშალა, რომელიც იმდენად ნაცნობი იყო, რომ თით-
ქმის მეშინოდა. ასეთი კოცნა მანამდეც მიგრძნია. ოღონდ...
მხოლოდ პაჩისთან. სწორია. მთელი ამ დროის განმავლობაში
მე მას მხოლოდ ჯევის ვეძახდი, მაგრამ ახლა თითქოს პაჩი უფ-
რო... სწორად ჟღერდა, ეს მხურვალე შეგრძნება ხელახლა მიბ-
რუნდებოდა და ჩემს სრულად ჩაყლაპვას ლამობდა.
ოდნავ უკან გავიწიე და ენის წვერი ზედა ტუჩზე გადავატარე.
პაჩიმ ჩუმი ხმით მკითხა, - ცუდი არ არის, არა?
ამ სიტყვებზე თავი მისკენ დავხარე. - უკეთესადაც შეგვიძლი-
ა.

224 მკითხველთა ლიგა


21 თავი

თვალები გავახილე და ოთახმა ნელ-ნელა ფორმები შეიძინა.


შუქი არ ენთო, გრილოდა. ჩემს კანს კი ყველაზე მდიდრული და
სასიამოვნო ქსოვილი ეხებოდა. წუხანდელი მოვლენები ნელ--
ნელა გამახსენდა. მე და პაჩი რამდენიმე საათი ერთმანეთს გა-
დაბმულად ვკოცნიდით. მერე ბუნდოვნად მახსოვს, როგორ
ვბუტბუტებდი, რომ მანქანაზე დასაჯდომად ზედმეტად გამოფი-
ტული ვიყავი...
შემდეგ კი, აქ ჩამეძინა.
თავს ძალა დავატანე და წამოვჯექი. - დედაჩემი მომკლავს! -
წამოვიძახე უმისამართოდ. ჯერ ერთი, სკოლის პერიოდი იყო,
მერე მეორე - კომენდანტის საათი დამავიწყდა და მისთვის და-
რეკვითაც კი არ შემიწუხებია თავი.
პაჩი კუთხეში იჯდა და ნიკაპი მუშტზე ჩამოედო. - უკვე მოგვა-
რებულია. ვის დავურეკე და შენს გამოძრომაში დამეხმარა. დე-
დაშენს დაურეკა და უთხრა, თითქოს მასთან „სიამაყე და ცრურ-
წმენის“ ხუთსაათიან ვერსიას უყურებდით, შემდეგ ჩაგეძინა და
დედამისმა ნება დაგრთო ღამე მათთან გაგეთია.
- ვის დაურეკე? და მაგაზე შეკითხვების გარეშე დაგთანხმდა?
- ვისგან ასეთ რამეს ვერ დავიჯერებდი. განსაკუთრებით ახლა,
როცა ბიჭებისადმი დამოკიდებულება ასე მკვეთრად შეცვლო-
და.
- ნუ, ყველაფერი ასეთი მარტივი არ ყოფილა.
მისი ხმის ამოუცნობმა ტონმა მაშინვე მიმახვედრა: - გონების
ხრიკებით მოატყუე?
- ნების დართვისა და პატიების თხოვნას შორის მე ყოველ-
თვის პატიებისკენ ვიხრები.

225 მკითხველთა ლიგა


- ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას ასე ვერ მოექცევი! -
მიუხედავად იმისა, რომ ისევ ვბრაზობდი ვიზე, პაჩის შესახებ
მოტყუების გამო, ეს მაინც ზედმეტად მეჩვენებოდა. ვი ჩემთვის
უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო. პაჩიმ ზღვარს გადააბიჯა.
- გამოფიტული იყავი. თან, ჩემს ლოგინშიც ძალიან მშვიდად
გეძინა.
- ეგ იმიტომ, რომ შენს ლოგინს რაღაც მაგიური თეთრეული
აქვს გადაფარებული. თითქოს, მათში სამუდამოდ შევძლებდი
ძილს. - ატლასია? - ვცადე გამოცნობა.
- აბრეშუმი.
შავი აბრეშუმის თეთრეული. ნეტავ, რა ეღირებოდა? ერთი
რამ კი უდავო იყო - ჰქონდა ამ ქსოვილს რაღაც მიმზიდველი და
დამატყვევებელი. - დაიფიცე, რომ ვის გონებაში აღარასოდეს
შეძვრები.
- შევთანხმდით, - მითხრა მარტივად. როგორც ჩანს, პა-
ტიების თხოვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.
- იმედი მაქვს, იმის ახსნას შეძლებ, თუ რატომ უარობენ ვიც
და დედაჩემიც შენს არსებობას. საბოლოოდ, ის რომ გიცნობ-
დნენ, მხოლოდ მარსიმ და სკოტმა აღიარეს.
- ვი რიქსონს ხვდებოდა. ჰენკიმ რომ მოგიტაცა, მე მისი გო-
ნებიდან რიქსონი წავშალე. მან ვი გამოიყენა და დიდი ტკივილი
მიაყენა. ეს პროცესი ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ვის რიქსონი
დაავიწყდა, თუმცა ახსოვს, რომ ვიღაც ბიჭმა ძალიან აწყენინა
და მისი ახლანდელი დამოკიდებულებაც ამის ბრალია. დედაშე-
ნი კი, შენს გაუჩინარებაში მონაწილეობას მაბრალებს და უნდა,
რომ შენს ცხოვრებაში აღარასდროს გამოვჩნდე. ვისგან გან-
სხვავებით მისთვის მეხსიერება არ წამიშლია. აი, ვი კი, ძალიან
გამიძალიანდა. ზოგადად მეხსიერების წაშლა ადვილი არ არის.
ეს ჰგავს ნამცხვრიდან შოკოლადის ყველა ბურთულის გამო-
ცალკევებას. იდეალურად არასოდეს გამოგდის. ამიტომ, მარ-
226 მკითხველთა ლიგა
თალია, ვიმ არ იცის, რომ მეხსიერება მე წავუშალე, მაგრამ ახ-
სოვს, რომ არ უნდა მენდოს.
ეს ჰენკისადმი ჩემს უნდობლობასაც საბოლოოდ ხსნიდა.
- ვი არ უნდა გაკიცხო, - განაგრძო პაჩიმ. - ის უბრალოდ გი-
ცავდა. ამ შემთხვევაში სიმართლის თქმაზე მაღლა ერთგულება
დგას.
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავის მოტყუების უფლება
მივცე, ჰო.
პაჩიმ მხრები აიჩეჩა. - შენი ნებაა.
ვი თვალებში მიყურებდა და დაუფიქრებლად მატყუებდა. ეს
უბრალო წყენა არ იყო. თუმცა, ვიცოდი თავს როგორ გრძნობ-
და. მას მეხსიერება წაუშალეს და ყველაფრის გახსენება ძნელი
იყო. ვიმ მოიტყუა, რათა დავეცვი. განვსხვავდებოდი კი თავად
მისგან? მეც ხომ არაფერი მითქვამს დაცემული ანგელოზების ან
ნეფილიმების შესახებ იმავე მიზნით? როგორც ჩანს, ვი ან ორ-
მაგ სტანდარტებში უნდა მომექცია, ან პაჩის რჩევას დავყოლო-
დი და არაფერი მეთქვა.
რაც შეეხება დედაჩემს, გასაგები იყო მისი მოტივიც, მაგრამ
ამ ყველაფერს ახლა ემატებოდა ისიც, რომ ახლა მის გვერდით
ჰენკი იყო. ვფიქრობ, პაჩი ჯერ კიდევ სრულად ვერ იაზრებდა ამ
საფრთხეს.
ნნამდვილად არ მინდოდა, რომ ჰენკის მიმართ ემპათია მეგ-
რძნო და არც მის გაჰუმანურებას ვცდილობდი, მაგრამ მაინც ძა-
ლიან მაინტერესებდა, როგორი იყო მაშინ, როცა დედაჩემი
პირველად შეუყვარდა. ყოველთვის ბოროტი ზრახვები ჰქონდა?
თუ თავიდან ზრუნავდა ჩვენზე... და თან ნეფილიმების მისიის-
თვის იმპერიას აშენებდა.
ეს ფიქრები თავიდან მოვიშორე. ახლა ჰენკი ბოროტი იყო და
სხვას აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მან მე მომიტაცა და მე

227 მკითხველთა ლიგა


ამის გამო შურისძიებას ვგეგმავდი. - რიქსონის ჯოჯოხეთში
ყოფნის ამბავი მართალია? - ანუ... მართლა ჯოჯოხეთშია?
პაჩიმ ოდნავი თავის დახრით დამიდასტურა ნათქვამი. აშკა-
რად მივხვდი, რომ ჯოჯოხეთზე საუბარი არ სიამოვნებდა. დარ-
წმუნებული ვარ, ასევე იყო ნებისმიერი დაცემული ანგელოზი.
- შენს მოგონებებში ვნახე, რომ ჰენკის დაცემულებთან ჯაშუ-
შობაზე დათანხმდი.
პაჩიმ თავი დამიქნია. - ჰენკის მათი ყველა გეგმის შესახებ
ვაცნობებ. კვირაში ერთხელ ვხვდებით.
- და თუ დაცემულებმა შენი საიდუმლო გაიგეს?
- იმედი მაქვს არ გაიგებენ.
მისი ასეთი მიდგომა არ მომწონდა. - და თუ მაინც გაიგებენ?
- ამაზე უარესი მდგომარეობიდანაც გამოვმძვრალვარ. შენ
რა, ისევ არ გჯერა ჩემი? - მკითხა და ტუჩის კუთხით გამიღიმა.
- შეგიძლია, ორი წამით მაინც სერიოზული იყო?
დაიხარა და ხელზე მაკოცა. შემდეგ სრული გულწრფელობით
მითხრა, - ჯოჯოხეთში დამატყვევებენ. ალბათ, ჩემი ბედის გა-
დაწყვეტას მთავარანგელოზებს მიანდობენ. ყოველთვის ასე
ხდება ხოლმე.
- ამიხსენი, - ვუთხარი მტკიცედ.
ზანტი მოძრაობით ჯევი უკან გადაიხარა. - ადამიანებს ერ-
თმანეთის მოკვლა ეკრძალებათ, თუმცა მკვლელობები მაინც
ხდება. ჩემს სამყაროშიც დაახლოებით იგივე პრინციპია. მე
რიქსონის ჯოჯოხეთში დატყვევების უფლება არ მქონდა, მაგრამ
ეს სამართლიანობის სახელით მაინც გავაკეთე.
- რიქსონი ჯოჯოხეთში შენ დაატყვევე?
პაჩიმ ცნობისმოყვარეობით შემომხედა. - პასუხი უნდა ეგო.
მან შენი მოკვლა სცადა.
- მის შესახებ სკოტმა მომიყვა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ეს
შენ ჩაიდინე. გავაგებინებ, რომ შენი მადლიერი უნდა იყოს.
228 მკითხველთა ლიგა
- ნახევარ-სისხლას მადლიერება არაფერში მჭირდება, მაგ-
რამ მე მოგიყვები როგორ ხდება ხოლმე. როცა მთავარანგელო-
ზები დაცემულ ანგელოზს სამოთხიდან აძევებენ, მას ფრთებს
აჭრიან და ერთ ბუმბულს თავისთან ინახავენ. ამ ბუმბულს მაქ-
სიმალურად უფრთხილდებიან და იცავენ. თუკი დადგა შემთხვე-
ვა, რის შემდეგაც დაცემულის ჯოჯოხეთში დატყვევება გახდა
აუცილებელი, მთავარანგელოზები ამ ბუმბულს წვავენ. ერთგვა-
რი სიმბოლური აქტია და პრინციპში „ჯოჯოხეთში დაიწვი“ ტერ-
მინიც შემთხვევითი არ არის.
- შენ რიქსონის ბუმბული გქონდა?
- სანამ მიღალატებდა, ძმასავით მყავდა. ვიცოდი, რომ ბუმ-
ბული ჰქონდა და ისიც ვიცოდი, მას სად ინახავდა. მის შესახებ
ჩემთვის ყველაფერი ცხადი იყო. შემდეგ კი, ისეთი რამ ჩაიდინა,
რომ სხვა გზა არ მქონდა - ჯოჯოხეთში ჩავათრიე, დავატყვევე და
ბუმბულიც მის თვალწინ დავწვი.
მისმა მონათხრობმა თმა ყალყზე დამიყენა. ჩემთვის რომ ვის
ასეთი საშინელება გაეკეთებინა, ალბათ მაინც ვერ გავცემდი პა-
სუხს პაჩის მსგავსად... აშკარა იყო, რომ ახლა რიქსონი საშინ-
ლად იტანჯებოდა. ამ თემაზე საუბრისას პაჩის მძიმე განწყობაც
ახლა კიდევ უფრო გასაგები იყო. შემდეგ მისი მონაყოლის და-
ვიწყება ვცადე და გავიხსენე ბუმბული, რომელიც სასაფლაოზე
ვიპოვე. - ეს ბუმბულები ასე ყველგან მიბნეულია? შეიძლება,
რომ შემთხვევით სადმე შეგხვდეს?
პაჩიმ თავი გააქნია. - ერთს მთავარანგელოზები ინახავენ.
რამდენიმე ბუმბული კი, დაცემულს მათ შორის რიქსონსაც, დე-
დამიწაზე ჩამოსვლისას თან მოაქვს. თუმცა, ყველაფერს აკეთე-
ბენ საიმისოდ, რომ ეს ბუმბულები არასწორ ხელში არ მოხვდეს.
- შენ კი გეგონა, სენტიმენტები არ შეგვეძლო.
- და დანარჩენ ბუმბულებს რა მოსდის?
- პირდაპირ ზეციდან იბნევა.
229 მკითხველთა ლიგა
- და შენ? შენ არ გაქვს შენახული საიდუმლო ბუმბული?
პაჩიმ წარბი აზიდა - ჩემს განადგურებას ხომ არ გეგმავ?
საკითხის სერიოზულობის მიუხედავად, პასუხად გავუღიმე, -
გოგოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რაღაც ხელჩასაჭიდი.
- ვწუხვარ რომ იმედები უნდა გაგიცრუო, მაგრამ ბუმბულები
არ მაქვს. მე დედამიწაზე სრულებით შიშველი ჩამოვედი.
- მმმ, - ვთქვი მაქსიმალურად სერიოზულად, თუმცა როგორ
შემეძლო სახიდან იმ მღელვარების დაფარვა, რასაც ეს ერთი
სიტყვა - შიშველი - წარმოქმნიდა, მით უმეტეს მაშინ, როცა პა-
ჩის საძინებელში ვიყავი.
- მომწონხარ ჩემს ლოგინში, - თქვა მან. - ზოგადად, თეთრე-
ულს იშვიათად ვხმარობ და იშვიათადაც მძინავს. ამ სურათს კი
სიამოვნებით შევეჩვეოდი.
- მუდმივ დასარჩენ ადგილს მთავაზობ?
- შენი შარვლის ჯიბეში ჩემი სახლის სათადარიგო გასაღები
უკვე ჩავდე.
მე ჯიბე შევამოწმე და მართლაც აღმოვაჩინე შიგნით რაღაც
ახალი, პატარა და მკვრივი საგანი. - რა გულუხვი ხარ.
- გულუხვი არა მგონია, მაგრამ, - დაიწყო და თვალებში ჩამ-
ხედა, - ერთი კი ვიცი, რომ ძალიან მენატრებოდი, ანგელოზო.
ერთი დღეც კი არ გასულა, შენზე რომ არ მეფიქრა. არადა, იმ-
დენ ხანს აღარ გამოჩნდი, რომ იმასაც ვფიქრობდი, ჰენკიმ სიტ-
ყვა ხომ არ გატეხა-მეთქი. ყველგან შენს აჩრდილს ვხედავ, ვერ-
სად გაგირბოდი, მაწამებდი და მტანჯავდი, მაგრამ შენ დაკარ-
გვას ისევ ეს მერჩივნა.
- ეს ყველაფერი იმ ღამითვე რატომ არ მითხარი, ხეივანში,
გეიბთან ერთად პირველად რომ შეგხვდი? - მე თავი გავაქნიე და
იმ ღამინდელი ამბების გახსენება ვცადე. - მაშინ მეგონა, ვერ მი-
ტანდი.

230 მკითხველთა ლიგა


- მას შემდეგ რაც ჰენკიმ გაგათავისუფლა, მუდმივად თვალს
გადევნებდი და ამას შენივე უსაფრთხოების გამო ვაკეთებდი.
რაც ჰენკისთან შეთანხმება დავდე, იმაზეც დავითანხმე, რომ
როცა მეხსიერებას წაგიშლიდა, კიდევ რამდენიმე თვეც მიემა-
ტებინა, რათა არც მე გხსომებოდი. მინდოდა რომ მშვიდად,
ნორმალური ცხოვრებით გეცხოვრა და დაგევიწყებინა ყველა-
ფერი - დაცემული ანგელოზები, ნეფილიმები, მე.
მე თვალები პაჩის მივანათე. - რაა?
- ჰო, სხვა გზას ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერში ხელახლა ვე-
ღარ ჩაგითრევდი. მინდოდა, რომ საკუთარი ცხოვრება ხელახ-
ლა დაგეწყო და ეს ყველაფერი უკან დაგრჩენოდა. და მიუხედა-
ვად იმისა, რომ საშინლად მიძნელდებოდა ამის გაკეთება, შენი-
ვე უსაფრთხოებისა და მომავლისთვის სჯობდა, რომ გვერდზე
გავმდგარიყავი.
- პაჩი...
- რაც შეეხება ჰენკის, მე უარი ვთქვი, მეყურებინა, როგორ
განადგურებდა, როგორ გართმევდა ყოველგვარ ბედნიერებას.
მართალი ხარ, მან შენ მოგიტაცა, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა,
რომ ფიქრობდა, ამ გზით ჩემს გაკონტროლებას შეძლებდა.
მხოლოდ სექტემბერში გაგათავისუფლა. მთელი ამ დროის გან-
მავლობაში - ივნისიდან სექტემბრამდე, ყველგან გეძებდი, მაგ-
რამ ძალიან საიმედოდ ჰყავდი დამალული. რამდენჯერმე მისი
ნეფილიმებიც შევიპყარი, ვაწამე, მაგრამ ვერაფერი ვათქმევი-
ნე. არ გამიკვირდებოდა, თუ შენი ადგილსამყოფელი მხოლოდ
ერთი-ორ ყველაზე საიმედო ვასალს გაანდო. მანამდე კი, რო-
გორც იცი, მე ფიცი დავდე, რომ მის ჯაშუშად ვიქცეოდი. მე ჩემს
მოვალეობას ვასრულებდი, ის კი ამ რამდენიმე თვის განმავ-
ლობაში შენს თავს მიმალავდა, - პაჩის თვალები მრისხანებით
აენთო. - ამ ყველაფრისთვის სათანადოდ აგებს პასუხს, - თქვა
უფრო დინჯი, მაგრამ მომაკვდინებლად ცივი ხმით.
231 მკითხველთა ლიგა
- იმ ღამით, როცა ფიცი დავდე, - განაგრძო მოყოლა, - მისმა
ხალხმა შემომიტია. მე შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგ-
რამ ვერ გენდე და ამ ბრძოლაში ვერ ჩაგრთე. ამას კი ვნანობ.
არასათანადოდ დავაფასე შენი ძალები, მას შემდეგ, რაც ამდენი
რამ გამოიარე და საგრძნობლად გაძლიერდი. ნეფილიმების ნა-
ხევარი უკვე დასახიჩრებული მყავდა, მაგრამ ჰენკიმ მაინც
მოახერხა შენი ჩემგან მოცილება. რაც შემეძლო ვიბრძოდი,
მაგრამ შენი დატოვება მაინც ვერ შევძელი. ოთხი დღის შემდეგ
ჰენკის ისევ შევხვდი და საკუთარი ფრთების მოჭრა შევთავაზე,
თუმცა ის შენს გაშვებას მხოლოდ სექტემბერში დასთანხმდა.
შენს გათავისუფლებამდე, ერთი კვირით ადრე ჰენკიმ შიკრიკი
მომიგზავნა, მან დიდი სიამაყით გამომიცხადა, რომ ჰენკი შენს
გათავისუფლებასა და მეხსიერების წაშლას აპირებდა. მე ამ
შიკრიკის მოღიმარი სახე შევცვალე და დასისხლიანებული ჰენ-
კის სახლთან მივიყვანე. გათენებამდე იქ ველოდი. სწორედ ამ
დროს ვთხოვე, რომ შენთვის არამარტო ზაფხულის, არამედ
მთელი ხუთი თვის მეხსიერება წაეშალა, რომ ყველაფერთან
ერთად მეც დაგვიწყებოდი. მერე კი როგორღაც ჰენკის მოკ-
ვლის გზასაც მივაგნებდი, მიუხედავად იმისა, ამის გაკეთება თუ
რის ფასად მომიწევდა. შემდეგ კი გავიგე, რომ ჰენკი დედაშენს
ხვდება. ძალიან მეეჭვება, რომ ჰენკის სასიყვარულო ინტერესი
გააჩნდეს, ის აშკარად რაღაც ახალს გეგმავს.
გგული ამიჩქარდა. - რა გველია!
პაჩის ჩაეღიმა. - მე ცოტა უფრო მძაფრ სიტყვას შევურჩევდი,
მაგრამ არც ეგაა ურიგო.
როგორ შეეძლო ჰენკის ასე მოქცევა? ამ ყველაფრის შემდეგ
რაც გამიკეთა, როგორ მიყურებდა თვალებში და მიღიმოდა?
მან დედას მომაცილა, კვირების განმავლობაში გამომკეტა და
ახლა ისევ უდარდელად დააბიჯებდა ჩემს სახლში და ისე წარ-
მოაჩენდა, თითქოს ჩემს ოჯახზე ძალიან ზრუნავდა.
232 მკითხველთა ლიგა
- რაღაც ახალ თამაშს თამაშობს. ზუსტად არ ვიცი რას, მაგ-
რამ კარგი რომ არაფერი იქნება, ვხვდები. - პაჩიმ თვალები მო-
მანათა. - ჩეშვანი სამ კვირაშია. მისი გეგმები კი, წესით მანამდე
უნდა გაცხადდეს.
- ვიცი რასაც ფიქრობ, - ვუთხარი მე. - გინდა, რომ ამ ბრძო-
ლაში მარტო ჩაება, მაგრამ იცოდე, მე ჰენკის განადგურების
სიამოვნებას ვერ გამოვაკლდები.
პაჩიმ ყელზე ხელი შემომხვია და შუბლზე მაგრად მაკოცა. -
მაგაზე არც მიფიქრია.
- აბა, ახლა რას ვშვრებით?
- ის ერთი ნაბიჯით წინ არის, მაგრამ არის კიდევ ერთი ვარი-
ანტი: როგორც ამბობენ, შენი მტრის მტერი შენი მეგობარია, მე
კი ერთი ძველი მეგობარი მყავს, რომელსაც ახლა ჩვენი დახმა-
რება შეუძლია. დაბრია.
როგორც ჩანს, პაჩიმ შემდეგი ნაბიჯი უკვე განსაზღვრა. მე
ლოგინიდან წამოვხტი, პულოვერი და ფეხსაცმელი ავიღე და
ვუთხარი, - აქ ვეღარ დავრჩები, სასწრაფოდ შინ უნდა დავბრუნ-
დე. ვერ დავუშვებ, რომ ჰენკიმ დედას რამე დაუშავოს. მან უნდა
იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში.
პაჩიმ მძიმედ ამოიხვნეშა. - დედაშენს ვერაფერს ეტყვი. მა-
ინც არ დაგიჯერებს. ჰენკი მასზე იმოქმედებს ისევე, როგორც მე
ვიმოქმედე ვიზე. აზრი არა აქვს, ძალიანაც რომ არ უნდოდეს,
მაინც ჰენკის მხარეს დაიჭერს.
ჩემი მრისხანება უეცრად ჩაცხრა. საშინელება იყო დედაჩე-
მის მაკონტროლებელი ჰენკის წარმოდგენა. - არ შეგიძლია,
რომ უბრალოდ მივარდე და ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯო? ვიცი, ბევ-
რად უარესს იმსახურებს, მაგრამ ეს ჩვენს პრობლემებს მაინც
მოაგვარებდა და ოდნავ სიამოვნებასაც მომანიჭებდა, - ვთქვი
მწარედ.

233 მკითხველთა ლიგა


- ჯერ უნდა გამოვიყენოთ. არაფერი უნდა გავამჟღავნოთ მა-
ნამ, სანამ მისი გეგმები აშკარა არ გახდება. ის ნეფილიმების
არმიას დაცემული ანგელოზების წინააღმდეგ კრებს, მაგრამ
როგორც კი ჩეშვანი დადგება, ვერანაირი არმია ვერ შეეწინააღ-
მდეგება ზეცის წინაშე დადებულ ნეფილიმთა ფიცს და დაცემუ-
ლები კვლავ მათ დაეპატრონებიან. ჰენკი, აშკარად რაღაც სხვა-
საც გეგმავს, - ხმამაღლა ფიქრობდა პაჩი. - თუმცა, რასაც უნდა
გეგმავდეს, მას მთავარანგელოზებისგან მიღებული ინფორმა-
ცია დასჭირდება. საამისოდ კი მთავარანგელოზის ყელსაბამია
საჭირო.
პაჩის სიტყვები რაღაც მწარედ მომხვდა. გამახსენდა ღამი-
სეული ჰალუცინაცია, რომელშიც დატყვევებული გოგო ვიხილე
და ახლა ეს სურათი ნამდვილ მოგონებად წარმომიჩნდა. ის გო-
გო კი არა, მთავარანგელოზი იყო.
პაჩიმ ამოისუნთქა. - ვწუხვარ, ანგელოზო. ვხვდები, ძალიან
წინ გავიჭერი. მოდი, აგიხსნი.
მაგრამ, მე გავაწყვეტინე. - ყელსაბამის შესახებ ვიცი. ერთ--
ერთ შენს მოგონებაში დატყვევებული გოგო ვნახე და დარწმუ-
ნებული ვარ, ის სწორედ იმას მეუბნებოდა, რომ ყელსაბამი ჰენ-
კის ხელში არ უნდა ჩავარდნოდა. მე ეს ყველაფერი თავიდან
მხოლოდ ჰალუცინაცია მეგონა.
პაჩი რაღაც პერიოდი უსიტყვოდ მაკვირდებოდა. - ის მთავა-
რანგელოზია და თან საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ შენს
ცნობიერში შეაღწიოს. როგორც ჩანს, შენი გაფრთხილება აუცი-
ლებლად ჩათვალა.
მე თავი დავუქნიე. - იმიტომ, რომ ჰენკის აზრით, ყელსაბამი
მე მაქვს.
- მაგრამ, ეს ასე არ არის.
- მიდი და დაუმტკიცე.

234 მკითხველთა ლიგა


- ეს არც გვჭირდება, - მშვიდად მიპასუხა პაჩიმ. - ჰენკი ფიქ-
რობს, რომ მე ყელსაბამი შენ გადმოგეცი.
- ჰო, ალბათ.
პაჩი მოიღუშა და შავი თვალები შემომანათა. - ახლა თუ სახ-
ლში წაგიყვან, მპირდები, რომ ისე მოიქცევი, თითქოს არაფერი
მომხდარა? ჰჰენკის არ უნდა აგრძნობინო, რომ რაღაც იცი. ისე
უნდა მოიქცე, თითქოს ეს ღამე არასოდეს ყოფილა. არავინ და-
გადანაშაულებს, თუ ამ ბრძოლისთვის მზად არ იქნები, მაგრამ
ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ამ ინფორმაციის გაუთქმელობა შე-
გიძლია.
ამ პირობებზე დაუფიქრებლად მივეცი თანხმობა. მე შემეძ-
ლო შემენახა საიდუმლოებები - მიუხედავად მათი სიმძიმისა, -
თუკი სასწორის მეორე პინზე ის ადამიანები იდგნენ, რომლებიც
მიყვარდა.

235 მკითხველთა ლიგა


22 თავი

„ფოლქსვაგენის“ სიჩქარის პედალს ფეხს მაგრად ვაჭერდი


და იმედი მქონდა, რომ ქუჩაში ვიღაც პოლიციელი არ გამაჩე-
რებდა. პაჩი ძალიან ძნელად დავტოვე. წამოსვლა არ მინდოდა,
მაგრამ არც სახლში დედას და ჰენკის ერთად ყოფნა მახარებდა.
საშინელება იყო იმაზე ფიქრი, რომ ჰენკი მას მარიონეტივით ექ-
ცეოდა. და მართალია ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, მა-
ინც ვფიქრობდი, რომ ჩემი შინ ყოფნა მას როგორღაც დაიცავ-
და. სხვა ვარიანტად მისი ჰენკისთვის დათმობა მეჩვენებოდა, მე
კი მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე ეს მომხდარიყო.
მასთან დარჩენაზე არაერთი უშედეგო ცდის შემდეგ, პაჩი
როგორც იქნა დამთანხმდა და ჩემს მანქანასთან მიმიყვანა. ჩემ-
და გასაკვირად, ინდუსტრიულ უბანში უმეთვალყურეოდ მიტო-
ვებული ჩემი „ფოლქსვაგენი“ ხელუხლებელი დამხვდა. არადა,
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სიდი-ფლეიერი გამოც-
ლილი დამხვდებოდა.
სახლში მისვლისთანავე კიბეებზე ჩუმად ავირბინე და შიგნით
შევიპარე, თუმცა ჩემი ყურადღება მაშინვე სამზარეულოში ან-
თებულმა შუქმა მიიპყრო. ამით დაფეთებულმა ოდნავ წამოვი-
კივლე. სამზარეულოში ჰენკ მილარი იჯდა თითებს წყლით სავსე
ჭიქაზე ათამაშებდა. - გამარჯობა, ნორა.
მაშინვე ემოციებისგან თავდაცვითი ფარი მოვიშველიე და
შიშის დაფარვა ვცადე. დიდად ვიმედოვნებდი, რომ თვალები არ
გამცემდა. - აქ რას აკეთებ?
მან თავი ოდნავ წინ გადმოხარა. - დედაშენს სასწრაფოდ სამ-
სახურში წასვლამ მოუწია. ჰიუგომ დაურეკა.
- დილის ხუთი საათია.
- ჰიუგოს ხომ იცნობ.
236 მკითხველთა ლიგა
არა, მაგრამ შენ გიცნობ. - მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავი შე-
ვიკავე. შესაძლოა, ეს ჰენკის მორიგი გონებრივი ხრიკი იყო, დე-
და დააჯერა, რომ სამსახურში წასულიყო, რათა აქ ჩემთან
ერთი-ერთზე დარჩენილიყო. მაგრამ, რა იცოდა, რომ დავბრუნ-
დებოდი?
- ვიფიქრე, არასწორი იქნებოდა, თუ მისი წასვლის შემდეგ მე
ძილს გავაგრძელებდი, - მითხრა ჰენკიმ.
როგორც ჩანს, არც კი მალავდა იმ ფაქტს, რომ ამაღამ აქ
ეძინა. კარგი, ერთია დედაჩემის გონებით მანიპულირება, მაგ-
რამ მის ლოგინში ღამის გატარება უკვე მეტისმეტი იყო.
- მეგონა, შენს მეგობარ ვისთან რჩებოდი. წვეულება ასე მა-
ლე დასრულდა? - მკითხა ჰენკიმ. - უფრო სწორად... გვიან.
სხეულის სხვადასხვა ნაწილში აჩქარებულ პულსაციას
ვგრძნობდი. ძალიან ვცდილობდი თავის შეკავებას, რომ რაიმე
ზედმეტი არ წამომცდენოდა.
- საკუთარ ლოგინში ძილი ვარჩიე. - აბა, მინიშნებას თუ მიხ-
ვდები.
ჰენკის ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი გამოისახა. - გასაგებია.
- ჩემი არ გჯერა? - შევუტიე მე.
- ჩემთან თავის გამართლება საჭირო არ არის, ნორა. კარგად
ვიცი, რომ არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ახალგაზრდა
გოგონებს ხანდახან ამგვარი ტყუილის თქმა უწევთ, - ჩაიცინა,
მაგრამ ეს არ იყო სასიამოვნო ხმა. - მითხარი, ვინ არის ის იღ-
ბლიანი? - ჰენკიმ ქერა წარბი ზემოთ აზიდა, ჭიქა პირთან მიიტა-
ნა და წყალი მოსვა.
გულისცემას უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, მაგრამ მაინც
ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას. შეუძლებელია, ვერაფ-
რით ეცოდინებოდა, რომ მე პაჩისთან ვიყავი. ერთადერთი გზა,
რითაც ის ჩემს ამღამინდელ ამბავს გაიგებდა, ისევ ჩემი დახმა-
რება იყო. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი.
237 მკითხველთა ლიგა
გააფთრებული მზერით გავხედე. - ისე, რომ იცოდე, ვისთან
ფილმს ვუყურებდი. არ ვიცი, ალბათ, მარსის ჰქონია შემთხვევე-
ბი, როცა ბიჭების გამო ღამეს სხვაგან ათევდა, მაგრამ მე მარსი
არ ვარ.
- ეს კი საინტერესოა. არა, სხვაგვარად თავს ვერ დავიცავდი.
ჰენკის სახიდან მხიარული გამომეტყველება არ ქრებოდა. - ნუ-
თუ? - დიახ, სწორედ ასეა.
- მე ვის დედას დავურეკე და მისგან შევიტყვე, რომ დღეს არა-
თუ ღამე გაგითევია, მათ სახლში საერთოდ არც კი გამოჩენილ-
ხარ.
- შემამოწმე?
- ვშიშობ, დედაშენი საკმარისად ყურადღებიანი არ არის შენს
მიმართ, ნორა. ამიტომ, გადავწყვიტე, რაღაც-რაღაცები ჩემს
ხელში ამეღო. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთთან საუბრის შე-
საძლებლობა მოგვეცა.
- შენი საქმე არაა მე რას გავაკეთებ.
- ჯერჯერობით არა, მაგრამ მე და დედაშენი თუ დავქორწინ-
დით, ჩვენ ერთი ოჯახი ვიქნებით. - თვალები დაახამხამა, მაგ-
რამ მის განწყობას ბოლომდე ვერ ვხვდებოდი. - მე წესრიგი მიყ-
ვარს, ნორა.
- კარგი, მოდი სხვა გზით წავიდეთ. - სწორია. ვისთან არ ვყო-
ფილვარ. დედაჩემს მოვატყუე, რადგან სეირნობა და ცოტა გა-
მოფხიზლება მჭირდებოდა. ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში
ბევრი უცნაური რამ მოხდა. - თავი ოდნავ უკან გადავხარე. -
ასეთ მომენტებში ამნეზია ოდნავ მეფანტება და თითქოს, წინა
თვეების მოვლენებიც მახსენდება. როგორღაც ჩემი გამტაცებ-
ლების სილუეტებიც ჩნდება, რაღაც დეტალები ფორმას იძენენ.
თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს ვხედავ.
ჰენკი მტკიცედ და უემოციოდ მიყურებდა, მაგრამ მზერაში
სიფრთხილეს ვატყობდი.
238 მკითხველთა ლიგა
ასეც ვიცოდი, დამპალო ნაბიჭვარო.
- თუმცა, უკანა გზაზე პრობლემა შემექმნა, როცა ჩემს ჯაბახა-
ნას რაღაც შეემთხვა და ამ შუაღამით სახლამდე ძლივს მოვაღ-
წიე. ამიტომ, ვის დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მთელი და-
ნარჩენი პერიოდი კი მანქანის დაქოქვას ვცდილობდი.
სახეზე არაფერი შეეტყო.
- მოდი, მე შევხედავ. თუ იმას ვერ მივხვდი, რა სჭირს შენს
მანქანას, მაშინ ჩემი ადგილი მანქანების ბიზნესში საერთოდ არ
ყოფილა.
- ნუ შეწუხდები. ხვალ მექანიკოსთან მივიყვან. - და იმ შემ-
თხვევისთვის, თუ მინიშნებას ვერ მიხვდა, დავამატე, - ახლა კი
სკოლისთვის უნდა მოვემზადო, რაღაცები მაქვს გადასაკითხი,
სიმშვიდე და სიჩუმე მჭირდება.
ჰენკიმ ცალყბად გამიღიმა.
- სხვაგვარად რომ ვფიქრობდე, დავიჯერებდი, რომ ჩემ თავი-
დან მოშორებას ცდილობ.
გასასვლელი კარისკენ მივანიშნე.
- დედას დავურეკავ და გავაგებინებ, რომ წახვედი.
- მერე შენი მანქანა?
ო, ღმერთო, რა აუტანელი იყო.
- არ გახსოვს? მექანიკოსი...
- სისულელეა, - მითხრა და წამოიმართა. - არანაირი საჭი-
როება არ არის დედაშენმა დამატებით მექანიკოსს უხადოს ფუ-
ლი, როცა მეც შემიძლია პრობლემის მარტივად მოგვარება.
აბა, მანქანა ბორდიურთანაა?
და სანამ მის შეჩერებას შევძლებდი, ჰენკი გასასვლელ კარ-
ში გავიდა. გული ყელში მომებჯინა, ძალიან ვღელავდი და იმე-
დი მქონდა, რომ პაჩის გეგმა გაამართლებდა. მან, ყოველი შემ-
თხვევისთვის, თუ ვისთან დარჩენის ამბავი არ გაამართლებდა,

239 მკითხველთა ლიგა


მანქანას რაღაც დამართა. ახლა კი სახელოებაკაპიწებული ჰენ-
კი ძალიან დამაჯერებლად აკვირდებოდა მის დეტალებს.
- აგერ, - მითხრა და ძრავის შავ ზედაპირზე პატარა ბზარზე
მიმანიშნა. - კიდევ ცოტა ხანს გაძლებს, მაგრამ ადრე თუ გვიან
გამოცვლა მოგიწევს. ჩემთან მოიყვანე და ვინმეს გავაკეთები-
ნებ.
როცა არაფერი ვუპასუხე, დაამატა, - როგორც ჩანს, ჩემი მო-
მავალი მეუღლის შვილის მოხიბვლაც მჭირდება, - მსუბუქად
იყო ნათქვამი, თუმცა სიმწარე მაინც იგრძნობოდა. - ოჰ... და
ნორა? - გამომძახა სასხვათაშორისოდ. - კარგი იქნება, თუ ეს
ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება. სამომავლოდ კი, იცოდე,
მიუხედავად შენი მოტივებისა, ტყუილს ვეღარ ავიტან. კიდევ ერ-
თხელ გამასულელებ და...
მე უსიტყვოდ შევბრუნდი და თავს ძალა დავატანე, რომ სახ-
ლისკენ მიმავალ გზაზე უკან არ მიმეხედა. ზურგზე კი, ისედაც
ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდა მისი მზერა.
შემდეგმა კვირამ უინტერესოდ, პაჩისგან ახალი ამბის გაგე-
ბის გარეშე ჩაიარა. არ ვიცოდი, მიაგნო თუ არა დაბრიას, ან სა-
ერთოდ, წინ თუ წაიწია ჰენკის ჩემი ოჯახისადმი არსებული სურ-
ვილების გამოაშკარავების საქმეში. მე კი არაერთხელ შევებ-
რძოლე თავს, რომ დელფიკში არ მივსულიყავი და კიდევ ერ-
თხელ არ აღმოვჩენილიყავი იმ გრანიტის ოთახში. მე პაჩის დავ-
თანხმდი, რომ არ შევეხმიანებოდი, სანამ თავად არ მოისურვებ-
და, მაგრამ თან უკვე ვღიზიანდებოდი, ის ხომ დამპირდა, რომ
ყველაფერს გამაგებინებდა. მასაც ხომ ისევე ვენატრებოდი, რო-
გორც მე ის. არ ჩანდა არც სკოტი. მისი თხოვნის შესაბამისად,
არც მას ვახსენებდი თავს, მაგრამ თუ კიდევ დიდხანს გაგრძელ-
დებოდა ისე, რომ არც ერთი მათგანისგან ახალს არაფერს გავი-
გებდი, რაღაცის შეცვლა მომიწევდა.

240 მკითხველთა ლიგა


ერთადერთი, რაც პაჩისგან ყურადღების გადატანაში მეხმა-
რებოდა - სკოლა იყო, მაგრამ ვერც სკოლა დაიკვეხნიდა ამ
მხრივ. მე თავს ყოველთვის წარმატებულ და ბეჯით მოსწავლედ
ვთვლიდი, ახლა კი, ჰენკის ამბების მერე სკოლა ჩემთვის
მეორეხარისხოვნად იქცა.
- გილოცავ, - მითხრა შერი დიერბორნმა, როცა ინგლისურის
გაკვეთილის მეორე საათზე შევდიოდით.
ვერ ვხვდებოდი, რატომ მიღიმოდა ასე ფართოდ. - რას მი-
ლოცავ?
- სასკოლო წვეულებისთვის მეფის და დედოფლის ნომინაცი-
ებში პირველ ადგილზე ხარ. ამ დილით გამოქვეყნდა.
უუბრალოდ, უსიტყვოდ შევხედე.
- სასკოლო წვეულების დედოფალი, - გამიმეორა დამარ-
ცვლით.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, სიაში პირველ ადგილზე ხარ. ჯერჯერობით ყველაზე მე-
ტი ხმა გაქვს. შეცდომა ვერ იქნება.
- კი, მაგრამ ჩემი კანდიდატურა ვის უნდა წამოეყენებინა?
ეჭვის თვალით გამომხედა. - რა ვიცი, ნებისმიერს შეეძლო,
მერე კი უკვე ხელმოწერები უნდა შეგეგროვებინა - მინიმუმ ორ-
მოცდაათი. პეტიციის მსგავსად, რა. ვინც მეტ ხელმოწერას მო-
აგროვებს, ის გაიმარჯვებს.
- მოვკლავ ვის, - ჩავიბუტბუტე, რადგან სხვა ლოგიკურ ახსნას
ვერ ვპოულობდი. მე პაჩის რჩევას დავყევი და ვისთან მისი
ტყუილის შესახებ არაფერი მითქვამს, მაგრამ წვეულების დე-
დოფალი? კარგი, რა. ახლა მას პაჩიც ვერ დაიცავდა.
ჩემს მერხთან დავჯექი თუ არა, მაშინვე მობილური ამოვიღე
და მაგიდის ქვეშ დავმალე, რადგან მისტერ სარაფი ტელეფონე-
ბის სასტიკი წინააღმდეგი იყო.
- წვეულების დედოფალი? - მივწერე ვის.
241 მკითხველთა ლიგა
საბედნიეროდ, ზარი ჯერ არ დარეკილიყო. პასუხის წასაკით-
ხად დრო მქონდა.
- ეს-ესაა გავიგე. მმმ... მოგილოცო?
- მოგკლავ, - მივწერე მე.
- ბოდიში? მოიცა, გგონია, რომ ეს მე ვქენი?
- ჯობს, ეგ გვერდზე გადადო, - მხიარული ხმა მომესმა. - თო-
რემ სარაფი პირდაპირ თვალებით გჭამს.
მარსი მილარი ჩემ გვერდით სკამზე ჩამოჯდა. ვიცოდი, რომ
ინგლისურზე ერთად ვიყავით, მაგრამ ის ყოველთვის უკან, ჯონ
გალასთან, ან ედისონ ჰეილზთან ერთად ჯდებოდა ხოლმე.
საიდუმლო არ იყო, რომ მისტერ სარაფი თვალებიდან ნორმა-
ლურად ვერ იყურებოდა და უკანა რიგებში ყველა იმას აკეთებ-
და, რაც უნდოდათ.
- დიდხანს ასე თუ გიყურა ტვინში სისხლი ჩაგექცევა. - მით-
ხრა მარსიმ.
- დიდებულია, - ვუთხარი მე. - ეგ სად წაიკითხე?
ჩემს სარკაზმს ყურადღება არ მიაქცია და სკამზე თვითკმაყო-
ფილმა გაიჯგიმა.
- ვნახე, რომ წვეულების დედოფლობის შანსი გაგჩენია, -
მითხრა მარსიმ. არაფერი ვუპასუხე. დიდად დამცინავი ხმა არც
ჰქონია. თუმცა, ჩვენი ნაცნობობის თერთმეტი წელი საკმარისი
იყო საპირისპიროს გამორიცხვისთვის.
- როგორ გგონია, ბიჭებში ვინ მოიგებს მეფის ტიტულს? - გა-
ნაგრძო მარსიმ. - მე კამერონ ფერიზე დავდებდი ფსონს. და იმე-
დია, შარშანდელ მანტიებს კარგად გარეცხავენ, თორემ სარწმუ-
ნო წყაროებიდან ვიცი, რომ მაგალითად, კარა დალინგის მან-
ტიას საშინელი ოფლის სუნი ასდიოდა. წარმოიდგინე, მისი ნახ-
მარი მანტიის ჩაცმამ რომ მოგიწიოს, - მარსიმ ჩაიფრუტუნა. -
წარმოდგენაც კი არ მინდა, რა დღეში იქნება მისი დიადემა.

242 მკითხველთა ლიგა


გგაუაზრებლად, გონებით სკოლის იმ პირველ წვეულებაზე
წავედი, რომელსაც მე და ვი დავესწარით. მაშინ, როცა ახალი
შედგმული გვქონდა ფეხი მაღალ კლასებში და გვაინტერესებ-
და, რა როგორ ხდებოდა. მახსოვს მხარდამჭერ გოგონათა გუნ-
დმა უფროსი კლასებიდან მეფე და დედოფალი დაასახელეს, მა-
შინ ჩემი კლასიდან მარსიმ გაიმარჯვა და სწორედ ამის შემდეგ
ჩავიქნიე ხელი მსგავს წვეულებებზე.
- ამ ნომინაციაში მე წარგადგინე, - მითხრა მარსიმ, თმა
მხარს უკან გადაიყარა და ფართოდ გამიღიმა. - საიდუმლო უნ-
და ყოფილიყო, მაგრამ ანონიმურობასთან მე დიდად ვერ ვმე-
გობრობ.
მისმა სიტყვებმა წამიერად გამომაფხიზლა. - რაა?
მარსიმ სანდომიანი სახის მიღება სცადა. - ვიცი, რთული პე-
რიოდი გაქვს. ანუ, ჯერ ეს ამნეზია... - მერე ხმა უფრო დაადაბ-
ლა, - მერე იმ ჰალუცინაციების შესახებაც ვიცი. მამაჩემმა მით-
ხრა. გამაფრთხილა, რომ შენთან განსაკუთრებით თავაზიანი
უნდა ვიყო. თუმცა, არ ვიცოდი ეს როგორ მომეხერხებინა. ვი-
ფიქრე, ვიფიქრე და ამ დროს წლის მთავარი წვეულებისთვის
წარსადგენი ნომინაციები შევნიშნე. რა თქმა უნდა, ყველას ჩემი
წარდგენა უნდოდა, მაგრამ მე მხარი შენ დაგიჭირე. ნუ, ალბათ
შიგადაშიგ შენი ჰალუცინაციებიც ვახსენე, მაგრამ რას იზამ,
ხანდახან ბინძური წესებით უნდა ითამაშო, რათა გაიმარჯვო.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ უკვე ორასზე მეტი ხელმოწერა
მოვაგროვეთ. ამდენი არც ერთ სხვა ნომინანტს არა აქვს.
გონება ამერია. გაურკვევლობასა და ზიზღს შორის ვიყავი
არეული. - შენს საქველმოქმედო პროექტად მაქციე?
- დიახ! - წამოიძახა და მხიარულად შემოჰკრა ტაში.
მისკენ გადავიხარე და ჩემი ყველაზე მკაცრი მზერით გავხე-
დე. - ახლავე წადი და უარი თქვი. საერთოდ არ მინდა დედოფ-
ლობა.
243 მკითხველთა ლიგა
მარსიმ კი, ნაცვლად ნაწყენი მზერისა, ხელები თეძოებზე შე-
მოიწყო და მითხრა, - ეგ ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია. გინდა, რომ ამდენი ფურცელი
ნაგავში გადაყარონ? საერთოდ არ გეცოდება ის ხეები, რომლე-
ბიც ფურცლების დასამზადებლად მოჭრეს? მერე მე? მე ხომ უბ-
რალოდ თავაზიანობას ვცდილობდი. ასე უბრალოდ ხელს ვერ
მკრავ.
თავი უკან გადავაგდე და ჭერზე წყლის ლაქებს დავუწყე ყუ-
რება. რატომ მე?

244 მკითხველთა ლიგა


23 თავი

სკოლის შემდეგ, მთავარ კართან პატარა წერილი ვიპოვე,


მასზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: ფარდული. მე წერილი ჯი-
ბეში ჩავიდე და უკანა ეზოსკენ გავეშურე. გარღვეული ღობიდან
დიდი მინდორი იშლებოდა. მის შუაში კი თეთრად შეღებილი
ფარდული იდგა. დღემდე არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა ეს ქოხი.
წლების წინ მე და ვი მის საიდუმლო შტაბად გადაქცევაზე ვოცნე-
ბობდით, თუმცა ოცნება იმწამსვე მოკვდა, როგორც კი კარი შე-
ვაღეთ და შიგნით ჭერზე დაკიდებული ღამურა აღმოვაჩინეთ.
მას შემდეგ ფარდულში შესვლა აღარასდროს მიცდია და
მიუხედავად იმისა, რომ, კვლავაც ძველებურად მეშინოდა პატა-
რა მფრინავი ძუძუმწოვრებისა, ფარდულს მივუახლოვდი და კა-
რი ნელ-ნელა შევაღე.
- ჰეეეი, - გავძახე შიგნით.
ძველებურ, მყარ სკამზე სკოტი იჯდა და როგორც კი შევედი,
ფეხზე წამოდგა.
- ისევ ბრაზობ ჩემზე? - მკითხა სკოტმა, რომელიც რაღაც ვე-
ლურ ბალახს ღეჭავდა. მეტალიკას მაისური და გაცრეცილი ჯინ-
სის შარვალი რომ არ სცმოდა, ჩვეულებრივ, ტრაქტორის უკან
მჯდომ მუშას ემგვანებოდა.
მე ფარდულის კოჭებს ავხედე. - შემოსვლისას ღამურები არ
შეგიმჩნევია?
სკოტმა გამიღიმა. - რა იყო, ღამურების გეშინია, გრეი?
მის გვერდით სკამზე დავჯექი. - გრეის ნუ მეძახი, რა. თავი ბი-
ჭი მგონია. როგორც - დორიან გრეი.
- დორიან - ვინ?
მე ამოვიხვნეშე. - უბრალოდ, სხვა სახელი მოიფიქრე. ძვე-
ლებური ნორა, მგონი ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს.
245 მკითხველთა ლიგა
- რა პრობლემაა, შაქარყინულო.
მე უხეშად გავუღიმე. - კარგი, ისევ გრეი იყოს.
- იმის გასაგებად მოვედი, ჩემთვის რამე სიახლე ხომ არ
გაქვს, მაგალითად ჰენკის შესახებ? როგორ გგონია, იცის, რომ
იმ ღამით მის შენობას ჩვენ ვუთვალთვალებდით?
სრულებით დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰენკი ჩვენზე ეჭვს არ
აიღებდა. არაფერი განსაკუთრებული მის ქცევაში არ შემინიშ-
ნავს. - არა, მგონი სუფთად ვართ.
- ეს კარგია. ძალიან კარგი, - მითხრა სკოტმა, რომელიც ახ-
ლა თითებს შორის შავი ხელის ბეჭედს ათამაშებდა. მიხაროდა,
რომ ბეჭედი არ მოეხსნა. - იქნებ, ფარულად ცხოვრებას მანამ
შევეშვა, სანამ მე წარმომედგინა.
- ისე, მე მგონი, უკვე აღარც იმალები. რა იცოდი, რომ სკო-
ლის შესასვლელში შენს წერილს სწორედ მე ვიპოვიდი და არა,
მაგალითად ჰენკი?
- ჰენკის თავისი გეგმები აქვს, მე კი, ვიცი როდის ბრუნდები
სკოლიდან და თუ ძალიან არ გამიბრაზდები, გეტყვი, რომ ბო-
ლო პერიოდში გითვალთვალებდი კიდეც. ისე, დიდად საინტე-
რესო სოციალური ცხოვრება არ გაქვს.
- ამას ვინ მეუბნება?!
სკოტს გაეცინა, მაგრამ მე არ ავყოლივარ. შემდეგ მხარზე
ოდნავ შემეხო. - რაღაც მოწყენილი მეჩვენები, გრეი.
მე მძიმედ ამოვიხვნეშე. - მარსი მილარმა ჩემი კანდიდატურა
სკოლის წვეულების დედოფლობაზე წარადგინა. პარასკევს უკვე
არჩევნებია.
სკოტმა ამ მომენტში ზუსტად ისე ჩამომართვა ხელი, რო-
გორც სატელევიზიო გადაცემებში სტუდენტური კლუბის წევრები
ესალმებიან ერთმანეთს. - ყოჩაღ, ჩემპიონო.
მე მას ამრეზით გავხედე.

246 მკითხველთა ლიგა


- კარგი, ახლა. მეგონა, გოგონებს მოგწონდათ ეგეთი რაღა-
ცები. კაბის ასარჩევად მაღაზიებში სიარული, თმის მოვლა და იმ
პატარა გვირგვინის თუ რაღაცის თავზე დადგმა.
- დიადემის.
- ჰო, დიადემის. ვიცოდი, რომ ეგრე ერქვა. აბა, რატომღა ხარ
მოწყენილი?
- თავს სულელურად ვგრძნობ, როცა ჩემს სახელს წვეულების
დედოფლის ასარჩევ ბიულეტენზე წარმოვიდგენ. თან, კიდევ
რამდენიმე გოგოა კონკურენტი, რომლებიც მართლა პოპულა-
რულები არიან. მე კიდევ, უბრალოდ დამცინებენ. წარმომიდგე-
ნია, ლესბოსელებთან დაკავშირებულ რა ხუმრობებს გამოუშ-
ვებს მარსი, წვეულებაზე ვისთან ერთად რომ მივალ.
სკოტმა ამ სიტყვებზე ხელები ფართოდ გაშალა ისე, თითქოს
ეს-ესაა პრობლემის გადაჭრის გზა ეპოვა. - რა პრობლემაა,
წვეულებაზე ჩემთან ერთად წადი.
მე თვალები გადავატრიალე. უეცრად ისიც კი ვინანე, რომ სა-
ერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი დავიწყე. ეს ნამდვილად არ მინ-
დოდა. სკოტის შემოთავაზებაზე უარი კი ერთადერთ გამოსავ-
ლად ჩანდა. - შენ ჩვენს სკოლაშიც კი არ დადიხარ, - შევახსენე
მე.
- მერე რა? მაგას რომელიმე კანონი კრძალავს? მე მახსოვს,
როგორ დაჰყავდათ პორტლენდში გოგონებს კოლეჯელი მეგო-
ბარი ბიჭები წვეულებებზე.
- არა, კანონი, როგორც ასეთი, არ არსებობს.
რამდენიმე წამით უსიტყვოდ შემათვალიერა. - თუ შავ ხელზე
დარდობ, დამიჯერე, შევამოწმე და ნეფილიმებს ახალგაზრდუ-
ლი წვეულებები ყველაზე ნაკლებად ადარდებთ. ვერასდროს
გაიგებს, რომ შენთან ვიყავი.

247 მკითხველთა ლიგა


უეცრად წარმოვიდგინე, როგორ უთვალთვალებს ჰენკი სკო-
ლის სპორტდარბაზში გამართულ წვეულებას და სიცილისგან
თავი ვერ შევიკავე.
- ახლა გეცინება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ სმოკინ-
გში არ გინახავვარ. ან იქნებ ფართო მხრებიანი და დაკუნთულ-
მკერდიანი ბიჭები საერთოდ არც მოგწონს?
მე ქვედა ტუჩზე ვიკბინე, რათა საპირისპირო დამემტკიცებინა
და ვუთხარი, - კარგი, გეყოს, თორემ ვიფიქრებ, რომ ურჩხული-
სა და ლამაზმანის როლები ჩვენ შორის პირიქით არის. ყველამ
მშვენივრად ვიცით, რომ კარგად გამოიყურები, სკოტ.
სკოტმა ოდნავ სერიოზული მზერით გამომხედა და მითხრა, -
მოკლედ, შენთან არასდროს მიღიარებია და არ მითქვამს და
ამიტომ, ახლა კარგად მომისმინე. შენ დიდებულად გამოიყურე-
ბი, გრეი. ათ-ბალიან სკალაზე ნამდვილად ზედა პოზიციები გი-
ჭირავს.
- ოჰ, მადლობა.
- ისეთი გოგო არ ხარ, როგორებითაც პორტლენდში ვინტე-
რესდებოდი, მაგრამ მას მერე მეც ძალიან შევიცვალე. ჩემთვის
ზედმეტად კარგიც კი ხარ. და მოდი, სიმართლე ვთქვათ და ზედ-
მეტად ჭკვიანიც.
- ქუჩაში ცხოვრება რომ შეგიძლია, ჭკუას არც შენ უნდა
უჩიოდე.
- ნუ მაწყვეტინებ, თორემ დამავიწყდება სად ვიყავი.
- დიდი ხანია ამ მოხსენებას იმახსოვრებ?
ეშმაკური ღიმილი. - მე ხომ დიდი დრო მაქვს. მოკლედ, რო-
გორც ვამბობდი... ჯანდაბა, აი, დამავიწყდა სად ვიყავი.
- მეუბნებოდი, რომ სკოლის გოგონების ნახევარზე კარგად
გამოვიყურები.

248 მკითხველთა ლიგა


- ეს უბრალოდ ვთქვი. ნუ, თუ მაინცდამაინც დეტალურად
გინდა რომ განვმარტო, ვფიქრობ, სკოლაში ოთხმოცდაათ პრო-
ცენტზე ლამაზი ხარ. გინდ დაიჯერე, გინდ არა.
მე გულზე ხელი დავიდე. - სიტყვები არ მაქვს.
სკოტი მაშინვე მუხლებზე დაემხო და დრამატულად დაიჭირა
ჩემი ხელი. - დიახ, ნორა, დიახ. მე თანახმა ვარ წამოვიდე შენ-
თან ერთად სკოლის წვეულებაზე.
მე ჩავიცინე და ზემოდან დავხედე. - ოჰ, როგორ გიყვარს სა-
კუთარი თავი. მე ეგ არასდროს მითხოვია.
- ხედავ? აი, ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, ზედმეტად
ჭკვიანი ხარ-მეთქი. და ისე, რა პრობლემაა? მეწყვილე ხომ
გჭირდება? შეიძლება, შენი პირველი არჩევანი არ ვიყო, მაგრამ
მაინც თანახმა ვარ, გამოგყვე.
თვალწინ მაშინვე პაჩის სახება წარმომიდგა, მაგრამ წა-
მიერად უკუვაგდე. ლოგიკურად, შეუძლებელი იყო, სკოტს ჩემი
აზრები წაეკითხა, მაგრამ მაინც არ მინდოდა პაჩიზე ფიქრი. სა-
ერთოდაც არ მინდოდა სკოტთან ჩემი ყოფილი ბიჭის ხსენება,
რომელიც თურმე დაცემული ანგელოზი და თურმე ორჯერ უფრო
სახიფათო იყო, ვიდრე მე მეგონა. ამ ყველაფრის გამჟღავნება
სკოტს ძალიან ატკენდა გულს, მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინ-
დოდა. ისე რომ თავადაც ვერ მივხვდი, სკოტს ძალიან შევეჩვიე.
და თუმცა მაინც უცნაურად ვთვლიდი სკოტის გადაწყვეტილე-
ბას, თავს იმის უფლებას მაინც ვერ ვაძლევდი, რომ მისთვის ამ
ერთი ღამის სიამოვნებაზე უარი მეთქვა. თან, როგორც მან
თქვა, წვეულებაზე ჰენკის საფრთხე არ არსებობდა.
- კარგი, კარგი, - ვუთხარი და მხიარულად მოვუთათუნე
მხარზე. - შევთანხმდით. - მერე სერიოზული სახემივიღე. - მაგ-
რამ, იმედია მოლოდინს არ გამიცრუებ და სმოკინგში მართლა
დიდებული სანახავი იქნები.

249 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ მოგვიანებით, ღამით მივხვდი, რომ სკოტისთვის
არაფერი მითქვამს ჩემ მიერ აღმოჩენილ ჰენკის საიდუმლო სა-
ცავზე და ნეფილიმების ბუდეზე. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ინფორ-
მაციას თავისი მნიშვნელობით სკოლის წვეულება დაჯაბნიდა.
მერე ისიც ვინატრე, რომ სკოტის მობილურის ნომერი მცოდნო-
და, მაგრამ ალბათ, საერთოდ არც ჰქონდა მობილური. ასე ხომ
მისი თვალთვალი მარტივი იქნებოდა.
ექვს საათზე დედასთან ერთად ვისადილე.
- შენმა დღემ როგორ ჩაიარა? - მკითხა მან.
- თუ გინდა, შემიძლია გიპასუხო, რომ სრულებით ფანტასტი-
კურად, - მშრალად მივუგე მე.
- ო, ძვირფასო. ისევ „ფოლქსვაგენი“ ხომ არ გაფუჭდა? იცი,
როგორი მადლიერი ვარ ჰენკის? მისმინე, თუ პრობლემაა, ისევ
შეგიძლია სთხოვო და დაგეხმარება.
დედაჩემის მიერ ჰენკის ასე ხსენებაზე სხვა არაფერი შემეძ-
ლო, თუ არა რამდენიმეწამიანი სიჩუმე. - უარესი. მარსიმ სკო-
ლის წვეულების დედოფლის კანდიდატურაზე წარმადგინა. წარ-
მოიდგინე, ბიულეტენებიც კი უკვე მზად არის და საფინალო
ეტაპზე ვარ.
დედამ ჩანგალი დაბლა დასწია და განცვიფრებულმა შემომ-
ხედა. - მოიცა, მართლა იმ მარსიზე ლაპარაკობ, ვისაც მე ვიც-
ნობ?
- ჰო, მითხრა, რომ ჰენკიმ უთხრა ჩემი ჰალუცინაციების შესა-
ხებ და ახლა თავის ახალ საქველმოქმედო პროექტად მე მიყე-
ნებს.
- ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, - დედამ თვალების ფახუნით
გაოცებულმა შემომხედა. - ვერ ვიჯერებ, რომ მარსისაც უთხრა.
კარგად მახსოვს, რომ ჰალუცინაციების შესახებ, ჰენკის ვთხო-
ვე, არავისთვის ეთქვა. - შემდეგ პირი გააღო და მაშინვე დამუწა,
- თუ... - მერე ოდნავ ჩაფიქრდა, - არა, როგორც ჩანს, ასაკის
250 მკითხველთა ლიგა
ბრალია. დაზუსტებით აღარაფერი მახსოვს. გთხოვ, ჰენკის ნუ-
რაფერს დააბრალებ, ამ ამბავში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ.

არ შემეძლო იმის ატანა, თუ როგორ იდანაშაულებდა დედაჩემი


თავს და ვიცოდი, რომ აქ ასაკი არაფერ შუაში იყო. ეჭვი აღარ
მეპარებოდა, რომ ყველაფერი ჰენკის გონებრივი ხრიკების დამ-
სახურება იყო. ნეტავ, ყოველდღე ხელახლა აცურებდა, თუ
რაიმე ზოგადი ხრიკით მოენუსხა დედაჩემის გონება?
- მაგაზე არ იდარდო, - ჩავიბუტბუტე მე და ჩანგალზე მაკარო-
ნი დავიხვიე, თუმცა მადა დამკარგვოდა. ის, რაც პაჩიმ ჰენკის
და დედაჩემის შესახებ მითხრა, სრული სიმართლე ჩანდა. დარ-
წმუნებული აღარ ვიყავი, როდემდე შევძლებდი ამის ატანას.
ვჭამდი, მეძინა, ვიღიმოდი, ეს ყველაფერი კი ყალბი იყო.
- ალბათ, ამიტომ შესთავაზა ჰენკიმ მარსის, რომ კაბის ასარ-
ჩევად მაღაზიებში ერთად წასულიყავით. რა თქმა უნდა, ვალდე-
ბული არ ხარ სადმე მარსისთან ერთად წახვიდე, მაგრამ... -
თქვა და მაშინვე დაამატა, - თუმცა, მგონი, ძალიან კარგი იქნე-
ბა. ჰენკიმ ხომ არ იცის, რა დამოკიდებულება გაქვს მარსის მი-
მართ. ის უბრალოდ, ოცნებობს, რომ ოჯახში ერთმანეთთან ყვე-
ლას კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს. - თქვა და რაღაც უაზ-
როდ გაიცინა.
გასაგები გარემოებების გამო მე მის სიცილს არ ავყოლივარ.
არ ვიცოდი, რას მეუბნებოდა გულწრფელად და რას ჰენკის გო-
ნებრივი ხრიკების გამო. თუმცა, აშკარა იყო, რომ ის ჰენკისთან
ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა და როგორც ჩანს, მე და პაჩის უნდა
გვეჩქარა.
- მარსი სკოლის მერე შემხვდა და მითხრა, რომ ამაღამ სა-
ყიდლებზე ერთად უნდა წავიდეთ. თითქოს, არჩევანის თავისუფ-
ლება არც მქონდა. თუმცა, რაც არის, არის. ვის შევუთანხმდი და
გეგმა დავსახეთ. მარსის მივწერე, რომ კაბის საყიდი ფული არ
251 მკითხველთა ლიგა
მაქვს, მაშინვე მიპასუხა, რომ მამამისის საკრედიტო ბარათი მას
აქვს და შესაბამისად, არც ფულის პრობლემა არსებობს.
დედა მოიღუშა და თვალები დამიბრიალა. - გთხოვ, მითხარი,
რომ ასეთად არ აღმიზრდიხარ.
- ნუ ღელავ, კაბა უკვე ავარჩიე, - ვუთხარი მხიარულად. -
მარსის კაბის ფულს გადავახდევინებ, მერე კი, ვითომ შემთხვე-
ვით, ვის შევხვდები და ორივენი ერთად წამოვალთ.
- როგორი კაბაა?
- მე და ვიმ „აბრეშუმის ბაღში“ შევარჩიეთ. გრძელი, მუხლებს
ოდნავ ქვევით დაშვებული სადღესასწაულო კაბაა.
- რა ფერის?
- მაგის გასარკვევად ცოტა მოცდა მოგიწევს, - ეშმაკურად გა-
ვუღიმე, - თან ეგ კაბა ას ორმოცდაათი დოლარი ღირს.
დედამ ხელი აიქნია. - გამიკვრიდება, ჰენკიმ ეგ დანაკლისი
რომ შენიშნოს. ნეტავ იცოდე, როგორი მფლანგველია.
სკამზე უფრო კარგად წამოვჯექი. - ჰოდა, ალბათ, არც იმაზე
იტყვის უარს, ფეხსაცმელსაც თუ ვაყიდვინებ.
მარსის „აბრეშუმის ბაღთან“ შვიდ საათზე უნდა შევხვედრო-
დი. ეს ბუტიკი ეშერის და მეათე ქუჩის კუთხეში მდებარეობდა და
გარედან შატოს შესასვლელს უფრო ჰგავდა. ხის და რკინის კა-
რი ჰქონდა და შესასვლელთან ბილიკი რიყის ქვით მოეკირ-
წყლათ. კართან მანეკენები ისე მშვენივრად გამოიყურებოდნენ,
რომ მათი შეჭმა მოგინდებოდა. მახსოვს, ბავშვობაში ხშირად
მიფიქრია, რომ ეს ადგილი ჩემს სასახლედ ქცეულიყო.
სადღაც რვის ოც წუთზე ავტოსადგომზე მარსის „ფორ--
რანერიც“ გამოჩნდა. მანქანა ისე დადიოდა, შთაბეჭდილება
მრჩებოდა, რომ მარსის გადაცემათა კოლოფი არასდროს გა-
ჭედვია და სკოლისკენ მომავალს მანქანა შუა გზაშიც არ გასჩე-
რებია. ამ სცენის შემყურემ ოდნავ დაღვრემილმა გავიხედე ჩემი
„ფოლქსვაგენისკენ“ და მძიმედ ამოვიხვნეშე.
252 მკითხველთა ლიგა
წითელი „ფორ-რანერი“ სადგომზე გაჩერდა და შიგნიდან
მარსი გადმოხტა.
- ბოდიში დაგვიანებისთვის, - მითხრა და ხელჩანთა მხარზე
გადაიკიდა. - ძაღლი არ მიშვებდა.
- ძაღლი?
- ხო, ბუმერი. არ იცი, რომ ძაღლები ადამიანებივით არიან?
ეს ჩემი შანსი იყო.
- ნუ ღელავ, კაბა უკვე ავარჩიე, მალევე ვიყიდით და შენც მა-
ლევე შეძლებ შენს ბუმერთან დაბრუნებას.
მარსის სახე შეეცვალა.
- მერე ჩემი რჩევა? აქ მე მამაშენის ბარათი უფრო მჭირდება,
ვიდრე რჩევა.
- ჰო, ნუ, გელოდე, გელოდე და მერე ისეთი კაბა დავინახე,
რომელიც პირდაპირ მე მეძახდა.
- მართლა?
- ჰო, ეგრევე ზეცა გაიხსნა და ანგელოზებმა შესძახეს - ჰალი-
ლუია! - გულში კი ამ სიტყვების გამო კედელზე შუბლს ვურტყამ-
დი.
- მაჩვენე ეგ კაბა, - მიბრძანა მარსიმ, - იცი, რომ კანის თბილი
ფერი გაქვს, ჰო? არასწორმა კაბის ფერმა შეიძლება ყველაფერი
გააფუჭოს.
როცა მაღაზიაში შევედით, მარსის კაბა ვაჩვენე. შალის კუ-
ბოკრული, ოდნავ მომწვანო და ჯინსის ქსოვილნარევი კაბა იყო,
რომელიც კარგად გამოკვეთდა ჩემს ფეხებს. ვის თქმით კი, ამ
კაბის დამსახურებით, ჩანდა, თითქოს მართლა კარგი მკერდი
მქონდა.
- ეუ, - თქვა მარსიმ. - კუბოკრული? კარგი რა, ზედმეტად მოს-
წავლის კაბაა.
- ნუ, მე ეს მომწონს.

253 მკითხველთა ლიგა


მარსიმ ჩემი ზომის კაბა საკიდთან ერთად გამოიღო და დააკ-
ვირდა. - ნუ, შეიძლება ჩაცმულზე უფრო კარგი გამოჩნდეს, მაგ-
რამ არა მგონია, აზრი შევიცვალო.
მე კაბასთან ერთად კვლავ გასახდელში შევედი. ეს ის კაბა
იყო, რომელიც მინდოდა და მარსი აზრს ვერ შემაცვლევინებდა.
სასწრაფოდ ჯინსი გავიხადე და კაბა ამოვიცვი, თუმცა ელვა ვერ
შევიკარი. შემდეგ იარლიყს დავხედე - 4 ზომა იყო. შესაძლოა,
ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ გულში მაინც მარსიზე გავბრაზ-
დი, მერე ისევ კაბაში ჩატევა ვცადე, მაგრამ საბოლოოდ ვა-
ღიარე, რომ ეს ფუჭი მცდელობა იყო.
- მარსი? - გავძახე და გასახდელიდან კაბა გარეთ გავწიე.
- ჰოუ?
- ჩემი ზომა არ არის.
- ძალიან დიდია? - შეფარული გულუბრყვილობით სავსე ხმა
ჰქონდა.
მე იმის ნაცვლად, რომ რაღაც ცინიკური მეთქვა, სახიდან
თმა უკან გადავიყარე და გავძახე. - 6 ზომა მინდა. და დიდი მად-
ლობა.
- ა, პატარა ყოფილა.
კარგია, რომ საცვლებში ვიყავი, თორემ წინააღმდეგ შემ-
თხვევაში თავს ვერ შევიკავებდი და მარსის ვეცემოდი.
ერთ წუთში მარსიმ ჩემი ზომის კაბა შემომიტანა, თუმცა რამ-
დენიმე წამში ისევ გავიგე მაღაზიის იატაკზე მისი ქუსლების ბა-
კუნი და ამჯერად სხვა - წითელი კაბა შემომაწოდა. - იცი, არ გე-
გონოს, რომ შენთვის აზრის შეცვლას ვცდილობ, მაგრამ მგონი,
წითელი ბევრად უკეთესია. უფრო გლამურულია.
მე წითელი კაბა საკიდზე ჩამოვკიდე, მარსის ენა გამოვუყავი
და ისევ ჩემს კუბოკრულ კაბას მივუბრუნდი. შემდეგ ჩემს თავს
სარკეში ყურადღებით დავაკვირდი და წარმოვიდგინე, წვეულე-
ბის წინ როგორ ვეშვები ჩემი სახლის კიბეზე და როგორ მელის
254 მკითხველთა ლიგა
ქვემოთ, სმოკინგში გამოწყობილი სკოტი. თუმცა, უეცრად სკო-
ტის სახება შეიცვალა და მის ადგილზე ოფიციალურ შავ პიჯაკსა
და ვერცხლისფერ ჰალსტუხში გამოწყობილი პაჩი გაჩნდა.
პაჩის ეშმაკურად გავუღიმე, მან ხელი გამომიწოდა და კარამ-
დე მიმაცილა. საოცრად სასიამოვნო, თბილი და მზისგულზე გა-
ხურებული ქვიშის სურნელი ჰქონდა. ისე, რომ თავს ვეღარ ვა-
კონტროლებდი, პაჩის პიჯაკს ხელი ჩავავლე, ჩემკენ მოვქაჩე და
მაგრად ვაკოცე.
- შენს სახეზე მაგ ღიმილს დამატებითი გადასახადის გარეშეც
მივაღწევდი.
სასწრაფოდ შემოვბრუნდი და ჩემ წინ გასახდელში მდგარი
ნამდვილი პაჩი დავინახე. ჯინსის შარვალი და ფართო თეთრი
მაისური ეცვა. ხელები გულზე დაეკრიფა, შავი თვალებით და
ოდნავი ღიმილით დამყურებდა.
მთელ სხეულში უხერხულმა მხურვალებამ დამიარა. - ახლა
უამრავი ბინძური ხუმრობის თქმა შემიძლია, - ვუთხარი დამცი-
ნავი ხმით.
- მე კი შემიძლია გითხრა, რომ ამ კაბაში ძალიან მომწონ-
ხარ.
- აქ როგორ შემოხვედი?
- შეუცნობელ არს გზანი ჩემი.
- შეუცნობელ არს გზანი უფლისანი. შენ კი ჩრდილივით და-
დიხარ. ახლა აქ ხარ, მეორე წამს კი სადღაც სხვაგან. რამდენი
ხანია, რაც გასახდელში დგახარ? - სირცხვილით მოვკვდებოდი,
ის რომ ენახა, თუ როგორ ვცდილობდი ოთხი ზომის წვალებით
მორგებას, რომ აღარაფერი ვთქვა ჩემს ნახევრად სიშიშვლეზე.
- დავაკაკუნებდი, მაგრამ მარსის გამო რისკზე წასვლა ვერ
გავბედე. არ მინდა ჰენკიმ როგორღაც მაინც გაიგოს, რომ ჩვენ
ისევ საქმეში ვართ.

255 მკითხველთა ლიგა


შევეცადე ამ ფრაზის ღრმა მნიშვნელობა გამეგო. - ჩვენ ისევ
საქმეში ვართ.
- შენთვის ახალი ამბავი მაქვს, - მითხრა პაჩიმ. - დაბრიას მი-
ვაკვლიე და დამთანხმდა, რომ ჰენკის წინააღმდეგ ბრძოლაში
დაგვეხმაროს, მაგრამ ჯერ რაღაცაში უნდა გაგარკვიო. ერთი
ძველი გაუგებრობაა, რა. მე და დაბრია ერთმანეთს ჩემს დაცე-
მამდე ვიცნობდით და მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, -
პაჩიმ აქ ოდნავ პაუზა აიღო, - დაბრიამ შენი მოკვლა სცადა.
ოჰო-ო.
- მან ეჭვიანობა უკვე გადალახა, მაგრამ მაინც მინდოდა ეს
გცოდნოდა, - დაასრულა პაჩიმ სათქმელი.
- ნუ, ახლა ხომ ვიცი, - ვთქვი ოდნავ დაბნეულმა. დიდად ჩემი
უკმაყოფილება არ მომწონდა, მაგრამ განა არ შეეძლო რომ ეს
ყველაფერი მანამდე ეთქვა? - მაგრამ, საიდან ვიცით, რომ ისევ
მკვლელის როლის მორგებას არ მოინდომებს?
პაჩიმ გამიღიმა. - თავი დავიზღვიე.
- ბუნდოვნად ჟღერს.
- ჩემი უნდა გჯეროდეს.
- და როგორ გამოიყურება? - საბოლოოდ დავედი დეტალე-
ბამდე.
- დიდი გაჩეჩილი და დაუბანელი თმა აქვს და გადაბმული
წარბები. - გამიცინა. - კმაყოფილი ხარ?
მე კი იმაზე ვფიქრობდი, პაჩის ნათქვამი ხომ არ ითარგმნე-
ბოდა როგორც - საოცრად მომხიბვლელი გოგო ასტროფიზიკო-
სის გონებით. - პირადად უკვე შეხვდი?
- ამის საჭიროება არ იქნება. მე მისგან მარტივი რამ მჭირდე-
ბა. დაცემამდე დაბრია სიკვდილის ანგელოზი იყო და მომავლის
ხედვის უნარი გააჩნდა. თუ დავუჯერებთ, ეს ახლაც შეუძლია და
ამით კარგ ფულსაც აკეთებს. მისი კლიენტები კი არც მეტი არც
ნაკლები - ნეფილიმები არიან.
256 მკითხველთა ლიგა
მმივხვდი დაახლოებით რასაც გულისხმობდა. - ყურადღებით
იქნება და თუ კლიენტები ჰენკის შესახებ რამეს იტყვიან, გაგაგე-
ბინებს.
- ყოჩაღ, ანგელოზო.
- სანაცვლოდ დაბრია რას ითხოვს?
- მოდი, მაგას მე მივხედავ.
მე ხელები თეძოებზე შემოვიწყვე. - მცდარი პასუხია, პაჩი.
- დაბრიას ჩემდამი ინტერესი აღარ გააჩნია. მას ახლა მხო-
ლოდ ფული აინტერესებს, - შემდეგ ჩემამდე დისტანცია შეამცი-
რა და თითები ჩემი ყელსაბამის ქვეშ შეყო. - და აღარც მე მაინ-
ტერესებს. ახლა თვალი სხვა ვიღაცაზე მაქვს დადგმული. მისი
ხელის ზედაპირს დავაკვირდი, მისი შეხება ისეთი მომნუსხავი
იყო, რომ მაშინვე ათასგვარ ფიქრს აღმიძრავდა. - შეგვიძლია
რომ ვენდოთ?
- როცა დაეცა, ფრთები მე მოვაძვრე და ერთ ბუმბულს დღემ-
დე ვინახავ. ეს დაბრიამაც იცის და თუ არ სურს, რომ რიქსონის
ბედი გაიზიაროს, ყველაფერს გააკეთებს, რასაც მე ვეტყვი.
მაგარი დაზღვევაა. ბინგო.
მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. - დიდხანს ვერ დავრჩები, საქ-
მეები მაქვს. ამაღამ სახლში იქნები?
- კი, - ვუთხარი. - მაგრამ, ჰენკზე აღარ ვღელავთ? თითქმის
ყოველდღე ჩემთანაა.
- მაგას მე მივხედავ, - მითხრა და მის მზერაში რაღაც მისტი-
კური გაკრთა. შენს სიზმრებში შემოვაღწევ.
თავი ოდნავ მაღლა ავწიე. - ხუმრობ?
- თუ გინდა, რომ რამე გამოვიდეს, თავიდანვე სერიოზულად
უნდა მიუდგე ამ საკითხს.
გაგრძელებას ველოდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ პაჩი
სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა. - ეს როგორ ხდება? -
ვიკითხე სკეპტიკურად.
257 მკითხველთა ლიგა
- შენ სიზმარს ხედავ, მერე მე ამ სიზმარში ვაღწევ და შენ არ
ცდილობ ხელი შემიშალო.
ნეტავ, მისთვის ის თუ უნდა მეთქვა, რომ ამ მხრივ ხელის არ-
შეშლაში მე უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა?
- და კიდევ რაღაც, - თქვა პაჩიმ. - საიმედო წყაროებისგან გა-
ვიგე, რომ ჰენკიმ სკოტის ქალაქში ყოფნის ამბავი იცის. საერ-
თოდ არ გამიკვირდება თუ ჩაავლებს. ამიტომ, უთხარი, რაც შე-
იძლება ფრთხილად იყოს. ჰენკის დეზერტირები დიდად არ უყ-
ვარს.
აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ სკოტთან კავშირის ქონა აუცი-
ლებელი იყო.
ფარდის მეორე მხარეს მარსი მოლარესთან კამათობდა. ალ-
ბათ, საამისოდ ისეთი სულელური მიზეზი ექნებოდა, როგორც
მაგალითად, სარკეზე შემჩნეული ლაქა. - მარსიმ თუ იცის ვინაა
მამამისი? - ვიკითხე მე.
- მარსი საპნის ბუშტში ცხოვრობს, მაგრამ ჰენკი იმუქრება,
რომ ერთხელაც ამ ბუშტს გახეთქავს. - მითხრა და ჩემს კაბას
დააკვირდა. - რა შემთხვევისთვის გამოწყობილხარ?
- სკოლის წვეულება გვაქვს, - ვუთხარი და დავტრიალდი. -
მოგწონს?
- რამდენადაც მე ვიცი, წვეულებაზე პარტნიორია საჭირო.
- ჰო, მართლა, - ოდნავ დავიბენი მე, - წვეულებაზე... სკოტ-
თან ერთად მივდივარ. ორივემ გავარკვიეთ, რომ ჰენკი ასეთ
ადგილზე ძებნას არ დაგვიწყებს.
პაჩიმ გაიღიმა, მაგრამ ნაძალადევად. - უკან მიმაქვს ჩემი
სიტყვები. თუ ჰენკი სკოტს ჩაცხრილავს, საამისოდ ჩემი კურ-
თხევაც აქვს.
- ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
პაჩიმ ნიკაპი ოდნავ ამიწია და მაკოცა. - ჰო, აბა რა. - შემდეგ
ავიატორის სათვალე მაისურიდან ჩამოიხსნა და გაიკეთა. -
258 მკითხველთა ლიგა
სკოტს უთხარი, რომ გავაფრთხილე. ახლა უნდა გავიქცე, მაგ-
რამ კონტაქტზე ვიქნები.
პაჩი გასახდელიდან გავიდა და გაუჩინარდა.

259 მკითხველთა ლიგა


24 თავი

პაჩის წასვლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პრინცესობანას


თამაშმა თავი ამოწურა და ისევ ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩა-
ვიცვი. ის-ის იყო მაისურში თავი გავყავი, რომ მივხვდი - რაღაც
რიგზე ვერ იყო. აღარსად ჩანდა ჩემი ხელჩანთა.
რბილსაჯდომიანი სავარძლის ქვეშ შევიხედე, მაგრამ ვერც
იქ ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, საკიდ-
ზე არ დამეკიდა, წითელი კაბის ქვეშაც შევიხედე, შემდეგ სას-
წრაფოდ ფეხსაცმელები ჩავიცვი და გასახდელიდან გამოვედი.
მარსი ბიუსტჰალტერების განყოფილებასთან ვიპოვე.
- ჩემი ხელჩანთა ხომ არ გინახავს?
მარსიმ პასუხამდე დააყოვნა. - გასახდელში არ შეიტანე?
მოლარე მომიახლოვდა. - ყავისფერი ტყავის, მხარზე გადა-
საკიდი ჩანთა ხომ არ იყო? - მკითხა მან.
- კი!
- წეღან დავინახე ვიღაც კაცი მაგ ჩანთასთან ერთად მაღა-
ზიიდან გადიოდა. ჩავთვალე რომ მამაშენი იყო. - თქვა და მო-
ღუშულმა ხელი თავზე გადაისვა. - უფრო სწორად... დარწმუნე-
ბული ვიყავი, რომ ასე იყო. თუმცა... შეიძლება შემეშალა. ძალი-
ან უცნაური სიტუაცია იყო. აუ, რაღაც გაბრუებული ვარ, ამას ვე-
რაფრით ავხსნი.
გონების ხრიკი, - გავიფიქრე მე.
შემდეგ დაამატა, - რუხი თმა ჰქონდა და რომბებიანი სვიტერი
ეცვა.
- საით წავიდა? - შევაწყვეტინე მე.
- მთავარი კარიდან გავიდა, ავტოსადგომის მიმართულებით.
მე გარეთ გავვარდი. უკნიდან მარსის ქუსლების ბაკუნიც მო-
მესმა.
260 მკითხველთა ლიგა
- გგონია, ეს კარგი აზრია? - მკითხა ქოშინით. - ანუ... ვაი და
იარაღი აქვს? იქნებ, შეშლილია?
- ვის უნდა მოეპარა გოგოს ჩანთა გასახდელიდან? - შევძახე
ხმამაღლა.
- იქნებ ძალიან უჭირდა? იქნებ ფული სჭირდებოდა?
- მაშინ შენი ჩანთა უნდა აეღო!
- ყველამ იცის, რომ „აბრეშუმის ბაღი“ ძვირად ღირებული მა-
ღაზიაა, - რაციონალურად დაიწყო მარსიმ საუბარი, - ალბათ,
იფიქრა, რომ ნებისმიერის ჩანთაში კარგ საკბილოს მიაგნებდა.
ერთადერთი, რასაც მარსის ვერ დავაბრალებდი, ქურდობა
იყო. სავარაუდოდ, ჩემი ჩანთა ნეფილიმს, ან დაცემულ ანგე-
ლოზს უნდა წაეღო და რაღაც მკარნახობდა, რომ აქ უბრალოდ
პოტენციურად ხელსაყრელი თანხის ხელში ჩაგდებაში არ იყო
საქმე.
ჩვენ ავტოსადგომზე გავვარდით და ზუსტად იმ წამს დაიძრა
სადგომიდან შავი „სედანი“. მისი ფარების შუქზე საჭესთან
მჯდომი ადამიანის გარჩევა შეუძლებელი იყო. ძრავმა დაიღმუვ-
ლა და მანქანა ჩვენკენ გამოქანდა.
მარსიმ სახელოზე მომქაჩა. - გაინძერი, იდიოტო!
საბურავების წუილით მანქანამ წინ ჩაგვიქროლა და ქუჩაზე
გავარდა. კიდევ რამდენიმე წამიც და მანქანა ღამის სიბნელეში
გაუჩინარდა.
- შეამჩნიე რა მანქანა იყო? - მკითხა მარსიმ.
- „აუდი ა6“. მისი ნომრების ნაწილიც დავიმახსოვრე.
მარსიმ ამათვალიერა. - ყოჩაღ, ვეფხვო.
მარსის ცივად გავხედე. - ყოჩაღ? მას ჩემი ჩანთა აქვს! წარმო-
გიდგენია, რამდენად დაუჯერებლად ჟღერს, რომ ასეთი „აუდის“
მძღოლი გოგონების ჩანთებს იპარავდეს? თან, კონკრეტულად
ჩემს ჩანთას? - მეორე მხრივ ჩნდებოდა კიდევ ერთი შეკითხვა:
რა უნდოდა უკვდავს ჩემი ჩანთისგან?
261 მკითხველთა ლიგა
- დიზაინერული ჩანთა იყო?
- „თრაი თერგეთი!“
მარსიმ მხრები აიჩეჩა. - ნუ, საინტერესო ამბავია. ახლა რა
ვქნათ? დავიკიდოთ და საყიდლებს დავუბრუნდეთ?
- პოლიციაში დავრეკავ.
ნახევარ საათში „აბრეშუმის ბაღის“ წინ საპატრულო მანქანა
გაჩერდა და შიგნიდან დეტექტივი ბასო გადმოვიდა. ამ მომენ-
ტში გავიფიქრე, რომ ჯობდა მარსისთვის დამეჯერებინა და ეს ამ-
ბავი დამეკიდებინა. ეს ღამე ეს-ესაა ცუდიდან უარესისკენ შეიც-
ვალა.
მე და მარსი შენობაში ვიყავით და ფანჯრებიდან ვიყურებო-
დით. როგორც კი დეტექტივმა ბასომ დამინახა, თვალებში გაკ-
ვირვება დაეტყო და სახეზე ღიმილი გამოესახა. ის აშკარად
ცდილობდა ამ ღიმილის დაფარვას.
- ვიღაცამ ხელჩანთა მომპარა, - შევატყობინე მე.
- დეტალები მომიყევი.
- გასახდელში შევედი, წვეულებისთვის კაბა რომ მომეზომა.
როცა მოვრჩი, შევნიშნე, რომ ჩანთა იატაკზე, სადაც მე დავტო-
ვე, აღარ იდო. როცა გამოვედი, მოლარემ მითხრა, რომ დაინა-
ხა, ამ ჩანთით ვიღაც კაცი მაღაზიიდან გავიდა.
- რუხი თმა ჰქონდა და რომბებიანი სვიტერი ეცვა, - შემომეშ-
ველა მოლარე.
- ჩანთაში საკრედიტო ბარათები გქონდა? - მკითხა დეტექ-
ტივმა ბასომ.
- არა.
- ნაღდი ფული?
- არა.
- დაკარგული ნივთების ჯამური ღირებულება რა იქნება?
- სამოცდათხუთმეტი დოლარი. - მართალია, ჩანთა მხოლოდ
ოცი დოლარი ღირდა, მაგრამ ორი საათით მართვის ახალი
262 მკითხველთა ლიგა
მოწმობის აღების რიგში დგომა მინიმუმ ორმოცდაათ დოლა-
რად ფასდებოდა.
- ოქმს შევადგენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვიზამთ. საუკეთე-
სო შემთხვევაში ქურდი ჩანთას სადმე მოისვრის და მერე ვიღაც
მიაგნებს, ცუდ შემთხვევაში კი ახლის ყიდვა მოგიწევს.
მარსიმ ხელი მხრებზე შემომხვია. - მოდი, ამ ყველაფერს და-
დებითიც მოუძებნე, - მითხრა და ხელი მომითათუნა. - იაფფა-
სიანი ჩანთა დაკარგე, სამაგიეროდ მშვენიერი კაბა შეიძინე. - ამ
სიტყვებზე „აბრეშუმის ბაღის“ ლოგოიანი პაკეტი გამომიწოდა. -
ყველაფერი მოგვარებულია, მადლობას სხვა დროს გადამიხდი.
მე პაკეტში ჩავიხედე. იქ კოხტად დაკეცილი გრძელი წითელი
კაბა იდო.
ჩემს საძინებელში ვიყავი და შოკოლადის ნამცხვარს ჩან-
გლით ვეთამაშებოდი. თვალებით ვჭამდი ჩემ წინ, კარადის კარ-
ზე დაკიდებულ წითელ კაბას, რომელიც ჯერ არც მომესინჯა,
მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მასში „ვინ გააცურა როჯერ რები-
თის“ ჯესიკას დავემსგავსებოდი, ოღონდ ოთხი ზომის მკერდის
გარეშე.
კბილები გავიხეხე, სახეზე წყალი შევისხი და ღამის კრემი წა-
ვისვი. შემდეგ დედას ძილი ნებისა ვუსურვე, ჩემს საძინებლამდე
დერეფანს გამოვუყევი, ვიქტორია სიქრეთის ფლანელის პიჟამა
გადავიცვი და შუქი ჩავაქრე.
პაჩის რჩევის მიხედვით, მე გონება დავიმშვიდე და ძილის-
თვის მოვემზადე. ვიცოდი, რომ თუ პაჩი ჩემს სიზმარში შემოღ-
წევას შეეცდებოდა, მე მისთვის ხელი არ უნდა შემეშალა. ამ ყვე-
ლაფრის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ იმე-
დიც მქონდა, რომ თუნდაც სიზმარში შევძლებდი პაჩისთან ჩახუ-
ტებას.
ლოგინში ვიწექი და ჩემს განვლილ დღეს ვიხსენებდი. მოგო-
ნებები ნელ-ნელა ფანტომისებრ ფორმას იღებდა და სიზმარს
263 მკითხველთა ლიგა
ემსგავსებოდა. დიალოგები, ფერები, ხმები... მე ახლა ისევ „აბ-
რეშუმის ბაღის“ გასახდელში ვიდექი, ოღონდ ამ ვერსიაში პაჩის
თითები ჩემი ჯინსის შარვლის საქამრეებში გაეყო, მე კი თმაზე
ვეფერებოდი. მისი ტუჩები ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ აშკა-
რად შევიგრძნობდი მის თბილ სუნთქვას.
თითქმის სრულებით ამ სიზმარში ჩავეშვი, როცა უეცრად
სხეულიდან პლედის გადაძრობა ვიგრძენი. ლოგინზე სწრაფად
წამოვჯექი და ჩემ წინ მდგარი პაჩი დავინახე. მას ისევ ის ჯინსის
შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, რომლითაც მანამდე ვნახე.
პლედი ბოლომდე გადამაძრო და გვერდზე გადადო.
თვალები ირონიით აევსო. - ტკბილ სიზმრებს ხედავდი?
მიმოვიხედე. ისევ ჩემს ოთახში ვიყავი და ვერაფერ უცნაურს
ვამჩნევდი. ჩაკეტილი კარი, ანთებული ბრა, სკამზე გადაკიდებუ-
ლი ტანსაცმელი და აქვე, ჯესიკა რებითის კაბა. მიუხედავად იმი-
სა, რომ ვერაფერს აშკარად ვერ ვამჩნევდი, მაინც ვგრძნობდი
რაღაც ცვლილებას... რაღაც არასწორს.
- ეს რეალობაა? - ვკითხე პაჩის. - თუ სიზმარი?
- სიზმარი.
მე აღტაცებით გავხედე. - ვაუ. თავისუფლად მოვტყუვდებო-
დი, ყველაფერი ძალიან რეალურად ჩანს.
- ისევე როგორც სიზმრების უმეტესობა მანამ, სანამ გამოიღ-
ვიძებ.
- ამიხსენი.
- ახლა მე შენს სიზმარში ვარ. წარმოიდგინე - ჩემი და შენი
ქვეცნობიერი გაძვრა იმ კარში, რომელიც შენმა გონებამ შექ-
მნა. ოთახში ახლა ერთად ვართ და ყველაფერი რეალური ჩანს,
მაგრამ სინამდვილეში ფიზიკური ფორმით არაფერი არსებობს.
წარმოსახვითია ოთახიც და სამოსიც, რაც გაცვია, ოღონდ ზუს-
ტად ისე და იმგვარად, როგორც ეს შენ წარმოგიდგენია. ერთა-

264 მკითხველთა ლიგა


დერთი განსხვავება მე ვარ. მე შემიძლია ამ წარმოსახვაში საკუ-
თარი თავის კონტროლი.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს საკმარისად მივ-
ხვდი საიმისოდ, რომ საუბარი გამეგრძელებინა. - აქ უსაფ-
რთხოდ ვართ?
- იმას თუ გულისხმობ, ხომ არ გვითვალთვალებს ჰენკი, მგო-
ნია, რომ არა.
- მაგრამ, თუ შენ შეგიძლია სიზმარში შემოღწევა, მას რა შე-
უშლის ხელს, რომ იგივე გააკეთოს? ვიცი, რომ ნეფილიმია და
მგონი, ნეფილიმებს და დაცემულ ანგელოზებს ბევრი საერთო
გაქვთ, არა?
- სანამ რამდენიმე თვის წინ შენს სიზმრებში შემოვაღწევდი,
თავადაც არ ვიცოდი, როგორ მოქმედებდა ეს. მას შემდეგ მივ-
ხვდი, რომ ამ პროცესში ორივე მხარის მტკიცე კავშირია საჭი-
რო. სიზმარს ძალიან ღრმად უნდა ჩასწვდე, იქონიო მოთმინება
და დიდი სურვილი. თუ ადრე შეაღწევ, ობიექტს გაეღვიძება, იგი-
ვე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ანგელოზი, ან ორი ნეფი-
ლიმი ერთდროულად შეეცდება სიზმარში შეღწევას. შენთან კი,
მოგწონს ეს თუ არა, ჰენკის დიდი კავშირი აქვს, მაგრამ რადგან
აქამდე არ შემოღწეულა, არა მგონია თამაშში დაგვიანებით ჩა-
ერთოს.
- ამის შესახებ როგორ გაიგე?
- გამოძიებისა და შეცდომების მეთოდით. - შემდეგ ცოტა ხანი
შეყოვნდა და ფრთხილად შეარჩია შემდეგი სიტყვები. - ერთი
დაცემული ანგელოზიც დამეხმარა. ჩემგან განსხვავებით დაცე-
მამდე ის მშვენივრად ერკვეოდა ანგელოზთა კანონებში. არც ის
გამიკვირდება, ენოქის წიგნი რომ ჰქონდეს, რომელიც ანგელო-
ზების ისტორიას ინახავს. ვფიქრობ, თუ ვინმეს აქვს პასუხები,
პირველ რიგში სწორედ მას. მცირედი ჭიდაობის შემდეგ ყველა-

265 მკითხველთა ლიგა


ფერს მომიყვა. - პაჩის აქ ოდნავ სახე შეეცვალა. - დაბრიაზე
მაქვს საუბარი.
გულმა უსიამოვნო რეჩხი მიყო. არ მინდოდა პაჩის ყოფილზე
მეეჭვიანა და რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ პრაქტიკულად შე-
უძლებელი იყო, პაჩის მასთან რაიმე რომანტიკული კავშირი
ჰქონოდა, მაგრამ დაბრიას მიმართ მაინც დიდ სიფრთხილეს ვი-
ჩენდი. ამას ემატებოდა ბრაზი იმის გამოც, რომ დაბრია ჩემს
მოკვლას ცდილობდა. რა შეუშლიდა ხელს, რომ ჩვენთვის კი-
დევ ერთხელ ეღალატა?
- ანუ, პირადად მაინც შეხვდი? - ვკითხე დაეჭვებით.
- ჰო, დღეს გადავიკვეთეთ და სანამ დრო მქონდა, რამდენიმე
შეკითხვა დავუსვი. დამიჯერე, დიდი ხანია მასთან კომუნიკაციის
დამყარების გზებს ვეძებ და ახლა ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშ-
ვებდი.
ძლივსღა მესმოდა პაჩის სიტყვები. - ის შენთან შეხვედრის
მიზეზს ეძებდა?
- არა, ამას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა. ხომ გეუბნები,
ჩვენ მისგან უნდა მივიღოთ ის, რაც გვჭირდება. ამჯერად კი პი-
რადი კომუნიკაციაა უმჯობესი.
- ისევ ძველებურად უშნოა?
პაჩიმ თვალები გადაატრიალა.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ბოლო შეკითხვას
არ უპასუხებდა. - შენს სტუდიოში შეხვდით?
- ეს უკვე გადაცემა ოც შეკითხვას ემსგავსება, ანგელოზო.
- ანუ, კი.
- არა, ჩემთან არ შევხვედრივართ, - დინჯად მიპასუხა პაჩიმ. -
ახლა შეიძლება, რომ დაბრიას გარდა სხვა რამეზეც ვილაპარა-
კოთ?
- მე როდის შევხვდები მას? - რომ გავაფრთხილო, შენგან თა-
ვი შორს დაიჭიროს.
266 მკითხველთა ლიგა
პაჩიმ ლოყა მოისრისა, მაგრამ შევნიშნე, როგორ გაეღიმა. -
ეგ კარგი აზრი არ მგონია.
- ეს რას ნიშნავს? ფიქრობ, თავს ვერ გავაკონტროლებ? მად-
ლობა თავდაჯერებულობის მომატებისთვის! - ვუთხარი და დაეჭ-
ვებით გავხედე. ეს გამოხედვა ამავდროულად ჩემს სულელურ
არასაიმედო მდგომარეობასაც ეხებოდა.
- ვფიქრობ, დაბრია საშინელი ეგოისტია. უმჯობესია მისგან
თავი შორს დაიჭირო.
- იქნებ, მაგ რჩევას შენც უნდა დაჰყვე ხოლმე?
შემობრუნება და წასვლა დავაპირე, მაგრამ პაჩიმ თავისკენ
მიმიზიდა. ჩემი სახე მის სახესთან ახლოს აღმოჩნდა... მისი შუბ-
ლი ჩემსას ეხებოდა. მე უკან დახევა ვცადე, მაგრამ პაჩიმ თითე-
ბი ჩემსას გადააჭდო და კიდევ უფრო მიმიკრა. - რა გავაკეთო
შენთვის იმის დასამტკიცებლად, რომ დაბრია მხოლოდ ერთი
მიზნით მჭირდება: რათა ჰენკი ნაწილ-ნაწილ გავანადგურო და
იმ ყველაფრისთვის ვაზღვევინო, რაც იმ გოგოს დამართა, რო-
მელიც მე ასე მიყვარს?
- დაბრიას არ ვენდობი, - ვთქვი ისევ ოდნავ გულისწყრომით.
პაჩიმ თვალები დახუჭა და თითქოს ოდნავ ამოიხვნეშა კი-
დეც. - როგორც იქნა, რაღაცაზე ვთანხმდებით.
- არა მგონია, მისი გამოყენება საჭირო იყოს. თუნდაც იმ შემ-
თხვევაში, თუ ჰენკის შიდა წრეში ჩვენზე სწრაფად და მარტივად
შეაღწევს.
- მეტი დრო, ან სხვა ვარიანტი რომ გვქონდეს, დაბრიას არ
გავეკარებოდი, მაგრამ არ გვიღალატებს, საამისოდ საკმაოდ
ჭკვიანია. ის უბრალოდ ჩემ მიერ მიცემულ ფულს აიღებს და წა-
ვა, თუნდაც ეს სიამაყის ფასად დაუჯდეს.
- არ მომწონს ეს ყველაფერი, - ვთქვი და პაჩის მივეკარი.
სიზმარშიც კი საოცრად თბილი იყო და მისი სხეულის სიახლოვე
ძალიან მსიამოვნებდა. - მაგრამ, შენ გენდობი.
267 მკითხველთა ლიგა
პაჩიმ ხანგრძლივი, დამამშვიდებელი კოცნით მაკოცა.
- ამაღამ რაღაც უცნაურობა მოხდა, - ვთქვი მე. - „აბრეშუმის
ბაღში“ ვიღაცამ გასახდელიდან ჩემი ხელჩანთა მოიპარა.
პაჩი მომენტალურად მოიღუშა. - ეგ ჩემი წასვლის შემდეგ
მოხდა?
- ან მერე, ან ზუსტად შენი მოსვლის წინ.
- დაინახე ვინ წაიღო?
- არა, მაგრამ მოლარემ მითხრა, რომ უფროსი, დაახ-
ლოებით მამაჩემის ასაკის კაცი იყო და ამიტომაც მისთვის ხელი
არ შეუშლია, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ გონებრივი ხრიკი
იყო. ფიქრობ, დამთხვევაა, რომ ჩემი ხელჩანთა უკვდავმა
მოიპარა?
- დამთხვევების საერთოდ არ მჯერა. მარსიმ რა დაინახა?
- პრინციპში არაფერი, თუმცა კი მაღაზია თითქმის ცარიელი
იყო. - მე პაჩის თვალებს დავაკვირდი - ცივსა და ჩაფიქრებულს.
- ფიქრობ, ამ ამბავში მარსიც ჩართულია, არა?
- ძნელია იმის დაჯერება, რომ არაფერი დაუნახავს. უკვე
ნელ-ნელა იმას ვფიქრობ, რომ მთელი ეს ღამე დადგმული სპექ-
ტაკლი იყო. როცა გასახდელში შეხვედი, შესაძლოა სწორედ მა-
შინ დაურეკა ქურდს და მანაც საჭირო დრო იხელთა. შეიძლება,
შენი ჩანთა გასახდელის ფარდის ქვეშ შენიშნა და ქურდიც თა-
ვადვე მოიყვანა.
- და ჩემი ჩანთა რაში სჭირდებოდა? თუმცა... - სიტყვა გამიწ-
ყდა. - თუმცა, იქნებ ფიქრობდა, რომ სწორედ მაგ ხელჩანთაში
მქონდა ის ყელსაბამი, ჰენკი რომ ეძებს, - უეცრად გავიაზრე. -
მან მარსიც ჩაითრია. მარსი მის თამაშს თამაშობს.
პაჩის ტუჩები ოდნავ შეეხსნა. - ის არასოდეს დაიხევს უკან და
საკუთარ ქალიშვილს საფრთხეშიც კი ჩააყენებს, - და თვალები
მე შემომანათა. - ეს შენს შემთხვევაშიც დაამტკიცა.

268 მკითხველთა ლიგა


- გგონია, რომ მარსიმ ჰენკის ვინაობის შესახებ არაფერი
იცის?
- არ იცის. ჯერჯერობით. შესაძლოა, ჰენკის ის ყელსაბამის
მიღების მიზნით როგორღაც მოეტყუებინა. შეიძლება, უბრა-
ლოდ უთხრა, რომ ყელსაბამი მას ეკუთვნის. მარსი შეკითხვებს
არ დასვამდა. ის ასეთია, ხედავს მიზანს და პიტბულად იქცევა.
პიტბულად. მეტი მითხარი ამაზე.
- კიდევ ერთი მომენტია, ქურდის მანქანას თვალი მოვკარი.
„აუდი ა6“ იყო.
პაჩის თვალების მიხედვით მაშინვე მივხვდი, რომ მას რაღაც
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდე. - ჰენკის მარჯვენა ხე-
ლი, ნეფილიმი სახელად ბლეიქლი მართავს „აუდის“.
მთელ ზურგზე თრთოლვამ დამიარა. - მემგონი, ნელ-ნელა
ვგიჟდები. აშკარაა, რომ ჰენკის აზრით, ის მთავარანგელოზის
ასალაპარაკებლად ყელსაბამის გამოყენებას შეძლებს, მაგრამ
ეს რაში სჭირდება? რა იცის, რომ ეს გამართლებული რისკია?
- თან, ჩეშვანი ასე ახლოა, - ჩაიდუდღუნა პაჩიმ შორს მომზი-
რალი, დაბურული თვალებით.
- მთავარანგელოზი რომ ჩვენ დავიხსნათ? - შევთავაზე მე. -
ამ შემთხვევაში ხომ ჰენკი მის წინააღმდეგ ყელსაბამს ვეღარ გა-
მოიყენებს?
- მაგაზე მეც მიფიქრია, მაგრამ ორი დიდი პრობლემის წინ
ვდგავართ. ჯერ ერთი, მთავარანგელოზი მე კიდევ უფრო ნაკლე-
ბად მენდობა, ვიდრე ჰენკის და თავის გალიასთან ახლოს თუ
დამინახავს, ერთ ამბავს ატეხს. მერე მეორე, ჰენკის საწყობი მი-
სი ხალხით არის გადატენილი. შესაბამისად, იქ შესაღწევად და
მთავარანგელოზის გამოსახსნელად მე დაცემული ანგელოზე-
ბის საკუთარი არმია დამჭირდება.
ამ მომენტში ჩვენს შორის დიალოგი შეწყდა და ორივემ სიჩუ-
მეში დავიწყეთ მოქმედების ჩვენ-ჩვენი ვარიანტების დალაგება.
269 მკითხველთა ლიგა
- მეორე კაბაზე რა ქენი? - მკითხა ბოლოს პაჩიმ და თვალი
ჯესიკა რებითის კაბისკენ გააპარა.
მე ამოვიხვნეშე. - მარსის აზრით, წითელი უფრო მომიხდება.
- და შენ რას ფიქრობ?
- მე ვფიქრობ, რომ დაბრია და მარსი მომენტალურად დამე-
გობრდებოდნენ.
პაჩიმ ჩუმი სიცილით გაიცინა და ეს ხმა ისე შეეხო ჩემს კანს,
თითქოს მასზე ეკოცნა. - ჩემი აზრი არ გაინტერესებს?
- მაინტერესებს. რადგან, ყველა თავის აზრს მთავაზობს...
ჩემს სკამზე ჩამოჯდა და უკან, იდაყვებზე გადაიხარა. -
მოიზომე.
- ალბათ, ძალიან მომდგარია, - ვთქვი და აშკარად ავღელდი.
- მარსი ყოველთვის პატარა ზომის ტანსაცმელს ყიდულობს
ხოლმე.
პაჩიმ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. - თეძოდან არის ჩაჭრი-
ლი.
ღიმილი გაუფართოვდა.
მე გარდერობში ჩავიკეცე და კაბის ჩაცმა დავიწყე. მთელ სხე-
ულზე სითხის მსგავსად დამეღვარა, მაგრად მომეკრო ბარძა-
ყებზე და ფეხები გამომიკვეთა. შემდეგ მსუბუქ ნათელში გამოვე-
დი, თმა მაღლა ავიწიე და ვთქვი. - შევიკრა?
პაჩიმ თავისი კაშკაშა შავი თვალებით დაკვირვებით შემათ-
ვალიერა. - ამ ფორმაში თუ სკოტთან ერთად წვეულებაზე უნდა
იყო, რამდენიმე მძიმე საათის გადატანა მომიწევს. და თუ შინ
დაბრუნებულს კაბა ზუსტად ასეთივე ფორმაში არ გექნება, იმ
ვაჟბატონს მივაგნებ და ცუდ დღეში ჩავაგდებ.
- შენს სიტყვებს აუცილებლად გადავცემ.
- მითხარი სად იმალება და მე თვითონ ვეტყვი.
შევეცადე არ გამღიმებოდა. - რაღაც მკარნახობს, რომ პირა-
დად ცოტა სხვა სიტყვებს ეტყვი.
270 მკითხველთა ლიგა
- მოდი, ასე ვთქვათ - სათქმელს გავაგებინებ.
პაჩიმ მაჯაზე ხელი მომკიდა, მიმიახლოვა და კოცნა დააპირა,
მაგრამ რაღაც აირია. მისმა ნაკვთებმა სიმკვეთრე დაკარგა,
კოცნაც ისეთი იყო, რომ არაფერი მიგრძნია. მეც ისევე მოვცილ-
დი მის სხეულს, როგორც შუშაზე დაკრული პლასტირი.
ეს ყველაფერი პაჩიმაც შენიშნა და სუნთქვას გინება ამოაყო-
ლა.
- რა ხდება? - ვკითხე მე.
- ეს წყეული ნახევარ-სისხლა, - თქვა დაგუბული ხმით.
- სკოტი?
- ის შენი საძინებლის ფანჯარაზე აკაკუნებს. ახლა ნებისმიერ
წამს შეიძლება გაგეღვიძოს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასე
იქცევა?
ვიფიქრე, პასუხის გაცემისგან თავის შეკავება უფრო უსაფ-
რთხო იქნებოდა. პაჩი ჩემს სიზმარში იყო და არსად მეჩქარებო-
და, თუმცა ახლა ამ ორს შორის პაექრობის დრო არ იყო.
- საუბარს ხვალ დავასრულებთ! - მხოლოდ ეს მითხრა და
სიზმარი, თავის პაჩიანად, უეცრად გაუჩინარდა.
ჩემ წინ უკვე სკოტი იდგა და ზურგს უკან ფანჯარას კეტავდა.
- აღსდექ და გაბედნიერდი! - მითხრა მან.
ამოვიხვნეშე.
- სკოტ, ეს უნდა შეწყვიტო. ხვალისთვის მხოლოდ სკოლა
მაქვს დაგეგმილი და თან, საკმაოდ კარგი სიზმრიდან გამომაფ-
ხიზლე, - დავასრულე ბუზღუნით.
- მე გესიზმრებოდი? - მკითხა და ეშმაკურად გამიღიმა.
მხოლოდ ეს ვუპასუხე, - გირჩევნია, აქ მოსვლის კარგი მიზე-
ზი გქონდეს.
- კარგზე უკეთესი! - ბას-გიტარისტად ამიყვანეს ბენდში -
„სერფენთინ“. შემდეგ კვირას „ეშმაკის ხელჩანთაში“ ვუკრავთ.
ბენდის ყველა წევრს ორ-ორი უფასო ბილეთი შეგვხვდა, შენ კი
271 მკითხველთა ლიგა
ერთ-ერთი იღბლიანი ხარ! - შესძახა და ორი ბილეთი კმაყოფი-
ლებით დააგდო ჩემს ლოგინზე.
ყოველწამიერად უფრო და უფრო ვფხიზლდებოდი. - გაგიჟ-
დი? შენ ბენდში რა გინდა! ჰენკის უნდა ემალებოდე! წვეულებაზე
ჩემთან ერთად წამოსვლა ერთია, მაგრამ უკვე ზედმეტები მოგ-
დის.
მისი ღიმილი გაქრა, გამომეტყველება მოეღუშა. - მეგონა,
ჩემი ამბავი გაგიხარდებოდა, გრეი. ბოლო რამდენიმე თვეა ვი-
მალები. ახლა კი საერთოდ გამოქვაბულში ვცხოვრობ, საჭმელს
საკუთარი ძალისხმევით მოვიპოვებ და ეს ზამთრის მოახ-
ლოებასთან ერთად დღითი დღე რთულდება. კვირაში სამჯერ
დასაბანად ოკეანეში ჩავდივარ, მერე კი გასაშრობად კოცონთან
ვკანკალებ. არც ტელევიზორი მაქვს, არც ტელეფონი. სამყაროს
სრულებით მოწყვეტილი ვარ. გინდა სიმართლე? ყელში ამოვი-
და დამალვა. ასეთი ცხოვრება ცხოვრება არ არის! ამას მირჩევ-
ნია მოვკვდე! - შემდეგ თითები შავი ხელის ბეჭედზე გაათამაშა,
რომელიც ისევ თითზე ეკეთა. - იცი, კარგია, რომ მისი ხელახლა
გაკეთება მირჩიე. უკვე თვეებია ასე კარგად სიცოცხლე არ შე-
მიგრძნია. თუ ჰენკი რამეს აპირებს, ჩემი სახით დიდი მოულოდ-
ნელობა დახვდება. ჩემი ძალები საგრძნობლად გაიზარდა.
მე პლედი გადავიძრე და წამოვდექი. - სკოტ, ჰენკიმ იცის,
რომ ქალაქში ხარ. მისი ხალხი უკვე გეძებს. უნდა დაიმალო...
ჩეშვანამდე მაინც, - ამოვღერღე და იმედი ვიქონიე, რომ მის მი-
მართ ჰენკის გეგმები ამით შემოიფარგლებოდა.
- ჩემს თავსაც მაგას ვუმეორებ, მაგრამ იქნებ საერთოდ არ
მეძებს? - შენიშნა დინჯად. - იქნებ, საერთოდ დავავიწყდი და
ტყუილუბრალოდ ვიმალები?
- ვიცი, რომ გეძებს.
- საიდან? თვითონ გითხრა? - სიტყვაზე დამიჭირა სკოტმა.

272 მკითხველთა ლიგა


- ნუ, რაღაც ეგეთი, ჰო. - ახლანდელი მდგომარეობის გათვა-
ლისწინებით, ვერაფრით ვეტყოდი, საიდან მქონდა ეს ინფორმა-
ცია. სკოტი პაჩის რჩევას სერიოზულად არ მიიღებდა, მერე კი-
დევ იმის ახსნაც მომიწევდა, თუ საერთოდ რატომ ჩავრთე ამ
ყველაფერში პაჩი. - საიმედო წყაროსგან ვიცი.
სკოტმა თავი წინ და უკან გადასწია. - ჩემს შეშინებას ცდი-
ლობ და ამას ვაფასებ, - თქვა ცინიკურად, - მაგრამ, მე უკვე გა-
დავწყვიტე. ამაზე ბევრი ვიფიქრე და დარწმუნებული ვარ, რომ
შემიძლია. მთელი ცხოვრება ციხეში ყოფნას რამდენიმე თვის
თავისუფლება მირჩევნია.
- ჰენკის თავს ნუ აპოვნინებ! - მკაცრად ვუთხარი მე. - თუ ასე
მოხდა, თავის ერთ-ერთ მკაცრ ციხეში ჩაგსვამს და გაწამებს.
გთხოვ, ცოტა კიდევ უნდა გაძლო, - გულწრფელად ვეუბნებოდი
მე. - რამდენიმე კვირაც, რა!
- მაგის დედაც. მე დამალვას მოვრჩი და მიუხედავად იმისა,
წამოხვალ თუ არა, „ეშმაკის ხელჩანთაშიც“ დავუკრავ.
ვერ ვხვდებოდი სკოტის ასეთ ფეხებზემკიდია დამოკიდებუ-
ლებას. ამ მომენტამდე ჰენკისთან შეხვედრას თავადვე ფრთხი-
ლობდა, ახლა კი თავს საფრთხეში ისეთი სისულელის გამო იგ-
დებდა, როგორიც იყო სკოლის წვეულება... და ახლა კიდევ კონ-
ცერტი?
თავში საშინელი აზრი მომივიდა. - სკოტ, შენ მითხარი, რომ
შავი ხელის ბეჭედი მასთან გაკავშირებს, ასეა? შეიძლება, რომ
ის როგორღაც ჰენკისთან გიზიდავდეს? არ ვიცი, რაღაც გაურ-
კვეველი ძალის მოქმედებები...
სკოტმა ჩაიქირქილა. - შავი ხელი მე ვერ დამიჭერს.
- ცდები. და ამ დამოკიდებულებით ეგ ბევრად მალე მოხდება,
ვიდრე შენ ფიქრობ, - ვუთხარი დინჯად, მაგრამ მტკიცედ.
შემდეგ მის მკლავს მივწვდი, მაგრამ გასწია, რამდენიმე წამ-
ში კი რაფიდან გადაძვრა და ზურგს უკან ფანჯარა მოკეტა.
273 მკითხველთა ლიგა
25 თავი

პარასკევს წვეულებისთვის ხმის მიცემის ბოლო დღე იყო.


ოფიციალური გამოცხადება ლანჩის დროს იყო დაგეგმილი. ახ-
ლა კი კლასში ვიჯექი, საათს ვუყურებდი, ზარის დარეკვას ვე-
ლოდი და ჩემი სკოლელების ისტერიულ სიცილს წინასწარ წარ-
მოვიდგენდი, რომელსაც მაშინ გავიგებდი, მე რომ წვეულების
დედოფლად ამირჩევდნენ. ეს ფიქრები დაუყოვნებლივ განვდევ-
ნე და შევეცადე კონცენტრირება სკოტზე მომეხდინა.
როგორღაც უნდა დავლაპარაკებოდი და დამერწმუნებინა,
რომ უდაბნოში დაბრუნებულიყო. ნუ, ჩეშვანამდე მაინც. იმედი
მქონდა, რომ ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. მინდოდა
ისიც, რომ მოეხსნა შავი ხელის ბეჭედი. პარალელურად იმ ვა-
რიანტსაც განვიხილავდი, რომ ამ ყველაფერში დახმარება პა-
ჩისთვის მეთხოვა. რა თქმა უნდა, ეცოდინებოდა რამდენიმე
კარგი ადგილი, სადაც ნეფილიმის დამალვა იქნებოდა შესაძ-
ლებელი, მაგრამ სკოტის დახმარებით თავს რატომ შეიწუხებდა?
და ასეც რომ მომხდარიყო, შევძლებდი კი ამის შემდეგ სკოტის
ნდობის დაბრუნებას? ჩემს ამ მოქმედებას მაშინვე ღალატად
ჩათვლიდა. აზრი აღარ ჰქონდა მისთვის იმის მტკიცებას, რომ ამ
ყველაფერს მისივე უსაფრთხოებისთვის ვაკეთებდი. წინა ღამით
ნათლად გამაგებინა, რომ უსაფრთხოება საერთოდ აღარ ანაღ-
ვლებდა. ასეთი ცხოვრება ცხოვრება არ არის! ამას მირჩევნია
მოვკვდე!
ჩემი ეს ფიქრები მერხის თავზე დაკიდებული მეგაფონიდან
მის იარბოვსკის ხმამ შემაწყვეტინა. - მის იარბოვსკი, შეწუხების-
თვის ბოდიშს გიხდით. ნორა გრეი, თუ შეიძლება, სამდივნოში
გამოცხადდით, - ამ ხმაში რაღაც თანაგრძნობის მსგავსი ვიგ-
რძენი.
274 მკითხველთა ლიგა
მის იარბოვსკიმ მოულოდნელი ხმა არ შეიმჩნია და ხელი ჩე-
მი მიმართულებით გამოიშვირა. - შენი ნივთები წაიღე, ნორა. არ
მგონია, ზარის დარეკვამდე დაბრუნდე.
ზურგჩანთაში წიგნი ჩავდე და კარისკენ გავეშურე. უცნაური
იყო, სამდივნოში მოსწავლეებს მხოლოდ ორ შემთხვევაში იბა-
რებდნენ ხოლმე - ერთი, როცა რამე ფუჭდებოდა, ან როცა სკო-
ლაში უმიზეზოდ იგვიანებდი. ახლა კი, მე არც ერთი ეს შემთხვე-
ვა არ მესადაგებოდა.
სამდივნოს კარი შევაღე და იმწამსვე შევნიშნე შიგნით მჯდა-
რი, მხრებში მოხრილი ჰენკ მილარი.
საზარელი გამომეტყველება ჰქონდა, ნიკაპი მუშტებზე
დაედო, თვალებით კი სივრცეში უემოციოდ იყურებოდა.
მე ინსტიქტურად უკან დავიხიე. ჰენკი მაშინვე ფეხზე წამოდ-
გა. მის სახეს ისეთი გულმოწყალება დატყობოდა, რომ მუცელი
ამეწვა.
- რა ხდება? - აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები წავიბლუყუნე.
მან პირდაპირი მზერა ამარიდა. - უბედური შემთხვევა.
ამ სიტყვებმა შინაგანად მომცელა. პირველად ის გავიფიქრე,
თუ რაში მადარდებდა ჰენკის თავს გადამხდარი უბედური შემ-
თხვევა და საერთოდ, ამის სათქმელად სკოლაში რატომ მომა-
კითხა მეთქი.
- დედაშენი კიბეზე დაგორდა. ქუსლებზე იდგა და თავი ვერ
შეიმაგრა. ტვინის შერყევა აქვს.
პანიკამ ერთიანად მომიცვა. რაღაც ისეთი ვთქვი, რაც ალ-
ბათ, იყო - არა, ან ვაი - არ მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ
წამიერად ყველა ის მწარე სიტყვა ვინანე, რაც მისთვის ბოლო
კვირების განმავლობაში მითქვამს და მაშინვე ყველაზე ცუდმა
შიშებმა მომიცვა. მამა უკვე დავკარგე, ახლა კი, თუ დედაც...
- საქმე რამდენად სერიოზულადაა? - ათრთოლებული ხმით
ვიკითხე და სადღაც სიღრმეში იმასაც ვიაზრებდი, რომ ჰენკის
275 მკითხველთა ლიგა
თანდასწრებით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მეტირა. ეს იყო
რაღაც ტრივიალური სიამაყე, რომელიც საერთო სურათს თან
ახლდა. შემდეგ დედას სახის წარმოდგენა ვცადე, თვალები დავ-
ხუჭე და ცრემლები შევიკავე.
- როცა საავადმყოფოდან გამოვედი, დაზუსტებით ვერაფერი
მითხრეს. პირდაპირ აქ მოვედი. შენ ნაცვლად ხელი უკვე მოვა-
წერე, - ამიხსნა ჰენკიმ. - საავადმყოფოში მანქანით წაგიყვან.
შემდეგ კარი გამიღო, მე მექანიკურად მის მკლავქვეშ გავ-
ძვერი და დერეფანს გავუყევი. გარეთ მზე ზედმეტად კაშკაშად
ანათებდა. ვფიქრობდი, ნეტავ მომავალში ამ დღის გახსენებას
თუ შევძლებდი. ნეტავ, კიდევ ხელახლა მომიწევდა იმ ემო-
ციების გამოვლა, რაც მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ვიგრძენი?
უიმედობა, სისუსტე, სიმწარე და სიმარტოვე. არა, ახლა უკვე
ქვითინის შეკავება ძალიან გაძნელდა.
ჰენკიმ უსიტყვოდ გააღო თავისი „ლენდ კრუიზერის“ კარი.
ჯერ ხელი ასწია, თითქოს სურდა ჩემთვის მხარზე მოეხვია, შემ-
დეგ მუშტი შეკრა და მაშინვე დაბლა ჩასწია.
და სწორედ ამ მომენტში დამეუფლა აზრი იმის შესახებ, რომ
ყველაფერი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს. შესაძლოა, ეს
სრულებით ბუნებრივი მოქმედება იყო მისი მხრიდან, მაგრამ
იქნებ, ყველაფერს მატყუებდა და უბრალოდ, ამ გზით ჩემი მან-
ქანაში ჩასმა სურდა?
- მინდა, იმ საავადმყოფოში დავრეკო, - ვთქვი უეცრად. - მინ-
და გავიგო რამე სიახლე ხომ არ არის.
ჰენკი მოიღუშა. - იქით მივდივართ და ათ წუთში ყველაფერს
ექიმისგან პირადად გავიგებთ.
- დიდი ბოდიში, თუ ცოტა უფრო ვღელავ, მაგრამ ახლა დედა-
ჩემზე ვსაუბრობთ, - ვთქვი მშვიდად, ზედმეტი აგრესიის გარეშე.
ჰენკიმ ტელეფონზე ნომერი აკრიფა და გადმომაწოდა. პასუ-
ხი გამცა საავადმყოფოს ავტომოპასუხემ და რამდენიმე სასურ-
276 მკითხველთა ლიგა
ველი ვარიანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპერატორისთვის
დალოდება შემომთავაზა.
- შეგიძლიათ მითხრათ, მიიღეთ თუ არა დღეს პაციენტი სახე-
ლად ბლით გრეი? - ვკითხე ქალს, მან როცა მიპასუხა და ჰენკის
მზერას თვალი ავარიდე.
- დიახ, გვყავს ბლით გრეი.
ამოვისუნთქე. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჰენკი არ მატ-
ყუებდა, ამ უბედურ შემთხვევაში მის მონაწილეობას არ გამო-
რიცხავდა. ამდენი წელია ფერმის სახლში ვცხოვრობთ და დედა
კიბეებზე არასოდეს დაგორებულა. - იცით, მე მისი შვილი ვარ.
შეგიძლიათ, მისი მდგომარეობის შესახებ რაიმე მითხრათ?
- შემიძლია, რომ თქვენი შეტყობინება ექიმს გადავცე და ის
თავად დაგიკავშირდებათ.
- მადლობა, - ვუთხარი და ჩემი მობილურის ნომერი ჩავაწე-
რინე.
- რამე სიახლეა? - მკითხა ჰენკიმ.
- საიდან გაიგე, რომ კიბეებიდან ჩამოვარდა? - ვკითხე ჰენ-
კის. - თავად დაინახე?
- ლანჩზე უნდა შევხვედროდით. როცა კარი არ გამიღო, შევე-
დი და კიბის ძირას გონდაკარგული ვიპოვე. - თუკი ჰენკიმ ჩემს
ხმაში რაიმე ეჭვი შენიშნა, მის პასუხებს ეს ნამდვილად არ დატ-
ყობია. ის ახლა აშკარად დაღვრემილი ჩანდა, ჰალსტუხს ისწო-
რებდა და წარბებიდან ოფლს გამალებით იწმენდდა.
- მას რომ რაიმე დაემართოს... - ჩაიბუტბუტა, მაგრამ სათქმე-
ლი არ დაუსრულებია. - წავიდეთ?
მანქანაში ჩაჯექი, მომესმა შინაგანი ხმა და თითქოს, მეც ამ
ხმის ბრძანებას დავყევი. მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა
თავში: გავყოლოდი ჰენკის.

277 მკითხველთა ლიგა


იყო ამ ხმაში რაღაც ძალიან უცნაური, მაგრამ ამაზე დაფიქ-
რების დრო არ იყო. ჩემი საღი აზრი გამალებით მკარნახობდა:
ჩაჯექი მანქანაში.
ჰენკის გავხედე, მან მოწყენილმა დაახამხამა თვალები. აშკა-
რად მინდოდა მისი დადანაშაულება, მაგრამ რაში? აქ მართლა
დასახმარებლად იყო. ის დედაზე ზრუნავდა...
მე „ლენდ კრუიზერში“ მორჩილად ჩავჯექი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარეთ ჩუმად. ჩემი ფიქრები ერთმა-
ნეთში აბურდულიყო. შემდეგ კი უეცრად ჰენკიმ წამოიწყო, - მინ-
და იცოდე, რომ ის საუკეთესო ხელშია. დოქტორ ჰოულეტს
ვთხოვე, რომ მისთვის ყურადღება მიექცია. მე და დოქტორი
ჰოულეტი მენის უნივერსიტეტში ერთ ოთახში ვცხოვრობდით მა-
ნამ, სანამ ის ჯონს ჰოპკინსში გადავიდოდა.
ჰოულეტი, ჰოულეტი - გონებაში მიტრიალებდა ეს გვარი,
მაგრამ ვერ ვიხსენებდი, შემდეგ კი უეცრად ამომიტივტივდა ცო-
ტა ხნის წინანდელი ამბავი. სწორედ ექიმი ჰოულეტი მსინჯავდა
ჩემი დაბრუნების შემდეგ. უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც ჰენ-
კიმ სასაფლაოზე მიმაგდო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ის და ჰენკი
მეგობრობდნენ. ყოველგვარი გრძნობა, რასაც აქამდე
ვგრძნობდი, უეცარი შფოთვით შეიცვალა და ამ ექიმი ჰოულე-
ტის მიმართ მაშინვე უნდობლობით განვიმსჭვალე.
როგორც კი ამ ორ კაცს შორის არსებული კავშირი გავიაზრე,
უეცრად ქუჩაზე ჩვენ პირდაპირ რაღაც მანქანა გამოვარდა და
ჰენკის „ლენდ კრუიზერს“ შეეჯახა.
„ლენდ კრუიზერი“ გვერდზე გადავიდა და ბორდიურს დაეტა-
კა. გაისმა მეტალის მეტალზე შეჯახების ხმა. ჰენკიმ საჭე აგრე-
სიულად დაატრიალა. - ჩვენი გზიდან გადაგდება უნდათ! - წამო-
იყვირა. - ღვედს მაგრად მოეჭიდე!
- ვინ არიან? - აკანკალებულმა ვიკითხე და უსაფრთხოების
ღვედი შევამოწმე.
278 მკითხველთა ლიგა
ჰენკიმ მორიგი შეტაკების თავიდან ასაცილებლად საჭე კი-
დევ ერთხელ მაგრად მოიქნია და ჩემი მზერა ამ მომენტში ჩვენ
წინ მომავალ მანქანას მისწვდა. ეს იყო რუხი ფერის „ელ კამი-
ნო“, რომელიც ნელ-ნელა უკან იხევდა და აშკარად ახალი შეტა-
კებისთვის ემზადებოდა. შიგნით მჯდომ სამ სახეს ვერ ვარჩევდი,
მაგრამ იმის თქმა შემეძლო, რომ სამივენი კაცები იყვნენ.
ჩემ თვალწინ გეიბის, დომინიკის და ჯერემიას სახეებმა
გაიელვა. ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, მაგრამ ნაკლები სიზუსტის
გამო მეტ დასკვნებს ვერ გამოვიტანდი.
- გააჩერეთ მანქანა! - დავიყვირე მე. - ეს მახეა! მანქანა უკან
დასწიეთ!
- ჩემი მანქანა დალეწეს! - დაიღრიალა ჰენკიმ და სიჩქარის
პედალს დააწვა.
„ელ კამინომ“ უკან დაიხია, ქუჩაზე დახაზული თეთრი ზოლი
გადაკვეთა და ადგილს მოსწყდა. ჰენკი უკან დაედევნა. მუცელ-
ში საშინელი წვა ვიგრძენი. ჰენკი გამხეცებული მიაქანებდა მან-
ქანას.
„ელ კამინოს“ უკან წითელი ფარები აენთო.
- ფრთხილად! - წამოვიყვირე და ცალი ხელი ფანჯარას მივა-
ჭირე, მეორით კი ჰენკის შეჩერება ვცადე. შემდეგ მზერა დამე-
ბინდა, გავიგე რაღაც ხმამაღალი და გაურკვეველი ხმები, რომ-
ლებიც ისე შემაწუხებლად მესმოდა, რომ ყურები დამეგუბა.
ვიფიქრე, რომ ჰენკის ყვირილი გავიგე - წყეული დაცემული
ანგელოზები! - თუმცა, შემდეგ უკვე მივფრინავდი.
არა, კი არ მივფრინავდი, ვგორავდი. ისევ და ისევ.
არ მახსოვს როგორ დავეშვი, მაგრამ როცა გამოვფხიზლდი,
ზურგზე ვიწექი. ლენდ კრუიზერში აღარ ვიყავი. სადღაც სხვაგან,
ჭუჭყში ვეგდე. სხეულზე ფოთლებისა და წვეტიანი ქვების შეხე-
ბას ვგრძნობდი.

279 მკითხველთა ლიგა


სიცივე, ტკივილი, სიმძიმე სიცივე, ტკივილი, სიმძიმე. გონე-
ბაში ეს სამი სიტყვა მიტრიალებდა. მათ ჩემი მზერის მიღმა ვხე-
დავდი.
- ნორა! - დაიყვირა ჰენკიმ. მისი ხმა სადღაც ძალიან შორი-
დან მოისმოდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ თვალები გახელილი მქონდა,
მაგრამ ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. ერთი კუთხიდან
მეორისკენ ვიხედებოდი, ვამოწმებდი, ხომ არაფერი მტკიოდა,
მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიძროდი.
ფრთხილად, ჯერ კოჭებს შევეხე, მერე მაჯებს. სხეული ჭუჭყსა
და ფოთლის გროვაში მქონდა ჩაფლული. ირგვლივ კი უცნაური
შრიალის ხმა ისმოდა. ტუჩები მოვილოკე და შევეცადე ჰენკის-
თვის დამეძახა, მაგრამ როცა პირი გავაღე, სულ სხვა სიტყვები
წარმოვთქვი.
სიცივე, ტკივილი, სიმძიმე. სიცივე, ტკივილი, სიმძიმე.
ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ვცდილობდი. არა! - წამო-
ვიყვირე ფიქრებში. არა, არა, არა!
პაჩი! მიშველე! პაჩი, პაჩი, პაჩი!
- სიცივე, ტკივილი, სიმძიმე - ისევ უთავბოლოდ ჩავიდუდღუ-
ნე.
და სანამ საკუთარ თავს ნათქვამს შევუსწორებდი, პირი დამა-
ხურინეს და თვალები დამახუჭინეს.

***
მხრებზე ძლიერმა ხელებმა ჩამავლო და შემანჯღრია.
- ჩემი გესმის, ნორა? - წამოდგომა არ სცადო, იწექი. მე შენ
საავადმყოფოში წაგიყვან.

280 მკითხველთა ლიგა


თვალები ფართოდ გავახილე. ზევით ხეების რხევას ვამჩნევ-
დი. მათ შორის კი მზის სხივი ოდნავ აღწევდა, ნელ-ნელა მატუ-
ლობდა ჩრდილები, რომლებიც სამყაროს აბნელებდა და მერე
ისევ ქრებოდა.
ჰენკ მილარი ჩემკენ დახრილიყო. საშინლად სისხლიანი და
დაჩეხილი სახე ჰქონდა. სისხლის წვეთები თმიდან სდიოდა, მი-
სი ტუჩები კი მოძრაობდა, მაგრამ ტკივილი, რომელსაც
ვგრძნობდი, იმდენად დიდი იყო, რომ სიტყვებს ვერაფრით ვარ-
ჩევდი.
მე გადავბრუნდი. სიცივე, ტკივილი, სიმძიმე.
საავადმყოფოში გამეღვიძა. ჩემი ლოგინი თეთრ ბამბის ფარ-
დასთან იდგა. მშვიდი, თუმცა საეჭვოდ ჩუმი ოთახი იყო. ჩხვლე-
ტას ვგრძნობდი ხელისა და ფეხის თითებზე, თავი კი, თითქოს
აბლაბუდაში მქონდა გახვეული. ნარკოტიკი, - გავიფიქრე ჩემ-
თვის.
ამჯერად ჩემკენ სხვა სახე დაიხარა. ეს ოდნავ მომღიმარი
ექიმი ჰოულეტი იყო.
- საკმაოდ დიდი დოზა, ქალბატონო. მრავლად გქონდა დაბე-
ჟილობები. ექთანებს ვუთხარი, რომ შენთვის იბუპროფენი
მოეცათ. წასვლის წინ რეცეპტსაც გამოგიწერ. აგერ ნახავ, რამ-
დენიმე დღეში თავს რა კარგად იგრძნობ. გარემოებების გათვა-
ლისწინებით, უნდა ვთქვა, რომ აშკარად გაგიმართლა.
- ჰენკი? - შევეცადე ქაღალდივით მშრალი ტუჩები ოდნავ შე-
მეხსნა და სიტყვა მეთქვა.
ექიმმა ჰოულეტმა თავი გააქნია და ოდნავ ჩაიცინა. - ამის
მოსმენა არ გაგახარებს, მაგრამ უნდა გითხრა, რომ მას ოდნავი
ნაკაწრიც კი არა აქვს. ასეთი უსამართლო ამბავია.
მიუხედავად გაბრუებისა, მაინც ვცადე რაღაც-რაღაცები გო-
ნებაში დამელაგებინა. რაღაც ვერ ჯდებოდა. მერე დეტალებიც

281 მკითხველთა ლიგა


გამახსენდა. - არა. ის საშინლად იყო დაჭრილი, მთელ სხეულზე
სისხლი სდიოდა.
- გეშლება. ჰენკის ძირითადად შენი სისხლი ჰქონდა. შენ
მართლა ძალიან დაშავდი.
- მაგრამ მე დავინახე...
- ჰენკ მილარი მშვენიერ ფორმაშია, - გამაწყვეტინა მან. - და
როცა სახვევს მოგხსნით, შენც ასევე იქნები. ოღონდ, ჯერ ექთა-
ნებმა თავიანთი საქმე უნდა დაასრულონ. მიუხედავად ყველაფ-
რისა, ვიცოდი, რომ შინაგან პანიკას ვერაფერს მოვუხერხებდი.
ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა მქონდა. სიცივე,
ტკივილი, სიმძიმე. სიცივე, ტკივილი, სიმძიმე.
წითელი ფარები. შეჯახება. უფსკრული.
- ეს დაგეხმარება, - მითხრა ექიმმა ჰოულეტმა და მოულოდ-
ნელად მკლავში ნემსი გამიკეთა. სითხე ვენაში შევიდა და გონე-
ბა კიდევ უფრო დამიბინდა.
- მაგრამ, ეს-ესაა აზრზე მოვდიოდი, - ჩავიბუტბუტე და სა-
სიამოვნო ქიმიურ რეაქციას მივენდე. - როგორ დამეხმარება?
თავს კარგად არ ვგრძნობ.
- შინ უფრო სწრაფად გამოკეთდები, მაგრამ ჯერ მთელი ღამე
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყო.
მთელი ღამე? - უკვე საღამოა? მაგრამ, მაშინ ხომ ჯერ შუადღე
იყო. ჰენკიმ რომ ჯანმრთელობის გაკვეთილიდან გამომიყვანა...
ჯერ ლანჩიც კი არ მქონდა ნაჭამი.
- მძიმე დღე გქონდა, - მითხრა ექიმმა ჰოულეტმა და დამაჯე-
რებლად დამიკრა თავი.
მე მუცელზე ხელი დავიდე. - თავს რაღაც მხიარულად
ვგრძნობ.
- მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ, ტესტებმა დაადას-
ტურა, რომ შიდა სისხლდენა არ გაქვს. დამშვიდდი და რამდენი-
მე დღეში კვლავინდებურად კარგად იქნები. - შემდეგ მხარზე ხე-
282 მკითხველთა ლიგა
ლი მომითათუნა. - მაგრამ, ვერ დაგპირდები, რომ მანქანაში მა-
ლევე მშვიდად ჩაჯდები.
სადღაც ბინდის შუაში გამახსენდა დედა. - ჰენკი დედაჩემთა-
ნაა? მას ვერ ვნახავ? ავარიის შესახებ გაიგო?
- დედაშენი საკმაოდ ჩქარი ტემპებით მიიწევს გამოკეთების
გზაზე, - დარწმუნებით მითხრა ექიმმა. - მართალია, ჯერ ისევ ინ-
ტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვყავს და სტუმრებს ვერ
დავუშვებთ, მაგრამ ალბათ, ხვალ დილისთვის უკვე გავწერთ.
მერე მის ნახვასაც შეძლებ. - შემდეგ დაიხარა და კონსპირა-
ციულად ჩამჩურჩულა, - ისე, ჩვენში დარჩეს და ეს მდგომა-
რეობა რომ არა, მას ახლაც განახებდი. საკმაოდ ცუდ სი-
ტუაციაში იყო, როცა პირველად ჰენკიმ აქ მოიყვანა. მცირედი
ამნეზია ჰქონდა. ისიც მაგრადაა გადარჩენილი, - თქვა და ლო-
ყაზე მომეფერა. - როგორც ჩანს, ოჯახში ყველას გიმართლებთ.
- გვიმართლებს, - გაუაზრებლად გავიმეორე მე.
თუმცა, შინაგანი განგაშის ხმა მატყობინებდა, რომ გამარ-
თლება არაფერ შუაში იყო არც დედაჩემისა და არც ჩემს შემ-
თხვევაში.

283 მკითხველთა ლიგა


26 თავი

მას შემდეგ, რაც ექიმმა ჰოულეტმა წასვლის ნება დამრთო,


ლიფტით მთავარი დერეფნისკენ დავეშვი, ვის დავურეკე. სახ-
ლში წამყვანი არავინ მყავდა და იმედი მქონდა, რომ ადრიანი
დროის მიუხედავად, დედამისი მეგობრის გადარჩენას არ დაუშ-
ლიდა.
ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო. ტელეფონი ჩემს ფეხებთან
ტკაცუნით დაეცა.
- გამარჯობა, ნორა, - მითხრა ჩემ წინ მდგარმა ჰენკიმ.
სამმა წამმა განვლო, სანამ ხმის ამოღება შევძელი. - ზევით? -
ვკითხე და იმედი ვიქონიე, რომ ეს სიტყვა მშვიდად წარმოვ-
თქვი.
- საერთოდ, მე შენ გეძებდი.
- ძალიან მეჩქარება, - ბოდიშის მსგავსად ვუთხარი და ტელე-
ფონი ავიღე.
- ვიფიქრე, სახლამდე მიყვანა დაგჭირდებოდა. ერთ-ერთმა
ჩემმა ბიჭმა ნაქირავები მანქანა მომიყვანა.
- მადლობა, მაგრამ მეგობარს უკვე დავურეკე.
ჰენკის ხელოვნური ღიმილი გამოესახა. - კარამდე მაინც მი-
მაცილებინე თავი.
- ჯერ ტუალეტში უნდა შევიარო, - მივუგე მე. - გთხოვ, ნუ და-
მიცდი. მართლა კარგად ვარ. დარწმუნებული ვარ, მარსი აღელ-
ვებული გელოდება.
- დედაშენს ენდომებოდა, რომ სახლამდე უსაფრთხოდ მისუ-
ლიყავი.
ჩასისხლიანებული, საოცრად დაღლილი თვალები ჰქონდა,
მაგრამ თავს მის უდანაშაულობას ბოლომდე მაინც ვერ ვაჯე-
რებდი. მახსენდებოდა ექიმი ჰოულეტის სიტყვებიც. მე კი ვიცო-
284 მკითხველთა ლიგა
დი, რომ ის საავადმყოფოში საშინლად დასახიჩრებული მივიდა.
მაშინ მისი სახე გატარებულ ხორცს ჰგავდა, თუმცა როგორც
ჩანს, მისი ნეფილიმობა ამ მხრივ ძალიან სწრაფად მოქმედებ-
და. მახსოვდა ის მომენტიც, როცა მხრებით შემანჯღრია. სანამ
გავითიშებოდი რაღაც კიდევ მოხდა. შეეძლო ათასგვარი მიზე-
ზით უერყო ეს, მაგრამ იმას ვერაფრთ დაფარავდა, რომ ცოტა
ხნის წინ ვეფხვის მიერ დაგლეჯილს ჰგავდა.
საშინელ დღეში იყო, რადგან დღეს დაცემული ანგელოზების
ჯგუფს შეერკინა. აჰა, ესეც პირველი ხელმოსაჭიდი თეორია.
როცა ყველაფერ მომხდარს ხელახლა ვიხსენებდი, ერთა-
დერთ ლოგიკურ ახსნად სწორედ ეს მეჩვენებოდა. წყეული და-
ცემული ანგელოზები! - ეს იყო ჰენკის მიერ ნათქვამი ბოლო
სიტყვები, რომელიც გათიშვამდე გავიგე. რა მოხდა შეჯახების
შემდეგ? რა მოხდა მანამდე? აშკარაა, ჰენკი ამ ყველაფერს წი-
ნასწარ ვერ დაგეგმავდა. აბა... რისი მოხდენა დაგეგმა?
შიგნიდან რაღაც საშინელი შეგრძნება მწვავდა. ახლა ყველა-
ფერს ხელახლა ვიხსენებდი და ახლებურ ჯაჭვს ვაგებდი. მერე
რა, რომ ჰენკი თავად გამომეცხადა სკოლაში? იქნებ, ამ დღეს
მომხდარი ამბები თავიდან ბოლომდე მან დაგეგმა? დედა კი-
ბეებიდან მან დააგორა? ექიმმა ჰოულეტმა ხომ თქვა, რომ დე-
დას ამნეზია ჰქონდა. ეს, ალბათ ჰენკის გონებრივი ხრიკის დამ-
სახურებაა, მაგრამ რა მოხდა შემდეგ, როცა ჰენკიმ სკოლიდან
მანქანით წამიყვანა? ასე რატომ მოიქცა? რას ვტოვებდი?
- დამწვარი რეზინის სუნს ვგრძნობ, - მითხრა ჰენკიმ. - რაღა-
ცაზე ძალიან ხარ ჩაფიქრებული.
მისმა ხმამ აწმყოში დამაბრუნა. თვალებში ჩავხედე და შევე-
ცადე, მისი მოქმედების მოტივები მის გამომეტყველებაში მე-
პოვნა. ამ მომენტში უცაბედად გავიაზრე, რომ ისიც თვალებში
მიყურებდა და ძალიან ღრმა თვალები ჰქონდა.

285 მკითხველთა ლიგა


რაც უნდა დასკვნები გამეკეთებინა, ყველა ეს ფიქრი ერ-
თიანად გამებნა. ყველაფერი ერთმანეთში აიბურდა და უკვე
იმასაც ვერ ვხვდებოდი, მანამდე საერთოდ რაზე ვფიქრობდი.
რაც უფრო მაგრად ვცდილობდი რამის გახსენებას, უფრო და
უფრო მებინდებოდა გონება.
მთელ გონებაზე ჭიის პარკი შემომხვეოდა და ნებისმიერ საღ
აზრამდე მიწვდენაში ხელს მიშლიდა. ყველაფერი ხელახლა მე-
ორდებოდა. მე აზრებს თავს ვერ ვუყრიდი და ფიქრებს ვერაფ-
რით ვაკონტროლებდი.
- შენი მეგობარი შინ წაყვანაზე დაგთანხმდა, ნორა? - მკითხა
ჰენკიმ რაღაც შეფარვითი ყურადღებით.
სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ჰენკისთვის სიმარ-
თლე არ უნდა მეთქვა და უნდა მეცრუა, თითქოს ვი უკვე ჩემკენ
მოდიოდა, მაგრამ ასე რატომ უნდა მოვქცეულიყავი?
- ვის დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, - ვაღიარე მე.
- სახლამდე სიამოვნებით მიგიყვან, ნორა.
მე თავი დავუქნიე. - ჰო, მადლობა.
საშინლად მქონდა გონება არეული და ვერაფერს საღად ვერ
აღვიქვამდი. დერეფანი ჰენკისთან ერთად გავიარე, გაციებული
ხელები მიკანკალებდა. რატომ ვკანკალებდი? სასიამოვნო იყო,
რომ ჰენკიმ სახლამდე მიყვანა შემომთავაზა. ის დედაზე ზრუ-
ნავდა და ახლა იმავეს გამოხატავდა ჩემ მიმართ... ასე არ არის?
სახლამდე ზედმეტი უცნაურობების გარეშე მივაღწიეთ, ხო-
ლო როცა მანქანიდან გადმოვედი, ჰენკიც უკან გამომყვა და
სახლში შემოვიდა.
მე მაშინვე გავჩერდი. - რას აკეთებ?
- დედაშენს ენდომებოდა, რომ შენთვის ყურადღება ღამითაც
მიმექცია.
- მთელი ღამით აქ დარჩენას აპირებ? - ხელები ისევ ამით-
რთოლდა. ვიცოდი, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრე-
286 მკითხველთა ლიგა
ბინა და მისთვის აზრი შემეცვლევინებინა. მისი აქ ყოფნა კარგი
ნამდვილად არ იყო, მაგრამ რა მექნა? ხომ არ გავაგდებდი? ის
ჩემზე ძლიერი იყო და თან რომც გამეგდო, დედას მისთვის უკვე
მიეცა სახლის გასაღები და უკან დაბრუნებას მარტივად შეძლებ-
და.
- სახლში სიცივეს უშვებ, - თავაზიანად მითხრა ჰენკიმ და ჩე-
მი ხელები კარს მოაშორა. - მოდი, მოგეხმარები.
სწორია, გავიფიქრე მე და რაღაც სულელურად ჩამეღიმა. მას
დახმარება უნდა. ჰენკიმ გასაღები იქვე, დახლზე დადო, თავად
კი მისაღების დივანზე ჩაწვა და ფეხები ოტომანზე შემოაწყო.
შემდეგ მზერა მის გვერდით დადებულ ბალიშზე გადაიტანა. - არ
გინდა, რამე გადაცემას ვუყუროთ?
- დაღლილი ვარ, - ვთქვი და სადღაც მკლავებთან საშინელი
კანკალი ვიგრძენი.
- გრძელი დღე გქონდა. ახლა ძილი სწორედ ის არის, რაც
ექიმმა გვირჩია.
ჩემს გონებაზე შემოხვეულ ღრუბელს ვებრძოდი, მაგრამ ამ
ღრმა წყვდიადს დასასრული არ უჩანდა. - ჰენკ? - ვკითხე უეც-
რად სრულებით დაბნეულმა. - სინამდვილეში რატომ რჩები აქ
ამაღამ?
მას ჩაეცინა. - საკმაოდ შეშინებული ჩანხარ, ნორა. მოდი,
კარგი გოგოსავით მოიქეცი და დაიძინე. ძილში შენს დახრჩობას
ნამდვილად არ ვაპირებ.
ჩემს საძინებელში ასულმა კომოდი კარს მივადგი. ვიცოდი,
რომ სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ ჰენკის ძალიან მეშინოდა.
მან უბრალოდ დედას მისცა პირობა, რომ ყურადღებას მომაქ-
ცევდა. და თუ დამიკაკუნებდა, კომოდს გავწევდი და კარს გავუ-
ღებდი.
და მაინც...

287 მკითხველთა ლიგა


ლოგინში შევგორდი და თვალები დავხუჭე. მთელი სხეული
გამომფიტვოდა. ვფიქრობდი, გაციება არ ამცდებოდა. როცა გო-
ნება ასე მეძაბებოდა, მას ვეღარაფერს ვუპირისპირებდი. ნელ--
ნელა ჩემმა გონებამ რაღაც ფერებისა და სილუეტების გარჩევა
დაიწყო. ფიქრებში უფრო ღრმად ჩავეფლე. ჰენკი მართალი
იყო. გრძელი დღე მქონდა და ახლა ძილი მჭირდებოდა.
დიდი ხანი არ გასულა მანამ, სანამ პაჩის სტუდიოს ზღურ-
ბლთან აღმოვჩნდებოდი. ნელ-ნელა უკვე იმის გააზრებაც და-
ვიწყე, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. იმასაც მივხვდი, რომ
ჰენკი აქამდე ჩემზე გონების ხრიკებით მანიპულირებდა. მე პა-
ჩის სახლის კარი შევაღე და მისი სახელი დავიყვირე.
პაჩი სამზარეულოში ვიპოვე, ბარის სკამზე იჯდა. როგორც კი
დამინახა, მაშინვე მომვარდა. - ნორა? აქ როგორ აღმოჩნდი?
ჩემს თავში ხარ? - გაოცებული ჩანდა. - ახლა სიზმარს ხედავ? -
მისი თვალები ჩემს სახეს აკვირდებოდა და პასუხის პოვნას
ცდილობდა.
- არ ვიცი. ალბათ. ლოგინში ჩავწექი და ვიგრძენი, რომ სა-
შინლად მსურდა შენთან ლაპარაკი. და მერე... აქ აღმოვჩნდი.
შენც გძინავს?
მან თავი გააქნია. - არა, მე მღვიძავს, მაგრამ შენ ჩემს ფიქ-
რებში შემოაღწიე. ასეთი რამ მხოლოდ ძალიან ძლიერ ნეფილი-
მებს ან დაცემულ ანგელოზებს შეუძლიათ.
- რაღაც საშინელება მოხდა, - წამოვიძახე და მის მკლავებში
აღმოვჩნდი. ვცდილობდი ამ გზით ჩამექრო ის ღელვა, რომელ-
საც მთელ სხეულში ვგრძნობდი. - ჯერ დედაჩემი კიბიდან ჩამო-
ვარდა, მერე საავადმყოფოში მე და ჰენკი მის სანახავად წავე-
დით, გზად კი დაგვეჯახა მანქანა, რომელშიც, ჰენკის აზრით, და-
ცემული ანგელოზები ისხდნენ. ახლა ჩემთანაა, სახლში, ვუთხა-
რი წასულიყო, მაგრამ არ მიდის!

288 მკითხველთა ლიგა


პაჩის თვალები შფოთვით აენთო. - მოიცა, შეანელე. ჰენკი
ახლა შენთან სახლშია?
მე თავი დავაქნიე.
- გაიღვიძე. ახლავე შენთან მოვდივარ.

***
თხუთმეტი წუთის შემდეგ ჩემი საძინებლის კარზე მსუბუქი კა-
კუნი გავიგე. მე კომოდი გვერდზე გავწიე, კარი გავაღე და პაჩი
შიგნით შემოვუშვი. მაშინვე ხელი ჩავავლე და ჩურჩულით ვუთ-
ხარი, - ჰენკი დაბლაა, ტელევიზორს უყურებს. - ჰენკი მართალი
იყო, ძილი მართლა კარგი გადაწყვეტილება იყო. სიზმრისმიერი
ხედვიდან გამორკვევის შემდეგ შევძელი დამენახა ის, რასაც
აქამდე ვერ ვამჩნევდი: ჰენკიმ თავისი გონებრივი ხრიკებით ჩე-
მი დაყოლიება შეძლო. სწორედ ამიტომ გამოვყევი სახლამდე
დაუფიქრებლად, შემდეგ კი აქ დარჩენაზეც დავთანხმდი, ვითომ
აქაო და ჩემი დაცვა უნდოდა, სინამდვილეში კი თავისი სურვი-
ლი აიხდინა.
პაჩიმ კარი ნაზად მიხურა. - სხვენიდან მოვედი. - მერე კარ-
გად ამათვალ-ჩამათვალიერა. - თავს როგორ გრძნობ? - თითი
ნაზად დამისვა წვრილ ნაკაწრზე შუბლთან და თვალები ბრაზით
აენთო.
- მთელი ღამეა ჰენკი თავისი ხრიკებით მაცურებს.
- ყველაფერი თავიდან მომიყევი. დედაშენის დაცემიდან და-
იწყე.
მე ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ისტორია თავიდან გავიხსე-
ნე.
- როგორი იყო დაცემული ანგელოზების მანქანა? - იკითხა
პაჩიმ.
289 მკითხველთა ლიგა
- „ელ კამინო“. რუხი ფერის.
ამ სიტყვებზე ჩაფიქრებულმა მოისვა ხელი ნიკაპზე. - ფიქ-
რობ, გეიბი იყო? ნუ, ზოგადად მაგ მანქანით არ დადის, მაგრამ
ეს არაფერს ამტკიცებს.
- მანქანაში სამნი ისხდნენ. მათი სახეები ვერ შევამჩნიე, მაგ-
რამ შეიძლება, გეიბი, დომინიკი და ჯერემია ყოფილიყვნენ.
- ან, ვინმე სხვა დაცემული ანგელოზები, რომლებსაც ჰენკი
სამიზნეში ჰყავთ. რიქსონის შემდეგ მისი სიცოცხლე უკვე ძვი-
რად ფასობს. ის შავი ხელია - ყველაზე ძლევამოსილი ნეფილი-
მი და საკმაოდ ბევრ დაცემულ ანგელოზს უნდა მისი ვასალად
ქცევა. სანამ ჰენკი საავადმყოფოში მიგიყვანდა, გათიშული რამ-
დენ ხანს იყავი?
- არ ვიცი, ალბათ, რამდენიმე წუთით. როცა გამოვფხიზლდი,
გაოცებული და სისხლით დასვრილი ჰენკი დავინახე. მანქანაში
ძლივს ჯდებოდა. არა მგონია, ეს ჭრილობები და დაბეჟილობები
მარტო ავარიის დროს მიეღო. უფრო მეტად ფიცის დადებაზე და-
ძალების კვალს ვამჩნევდი.
პაჩის თვალებში გაშმაგება მოჩანდა. - მორჩა, შენი მონაწი-
ლეობა აქ მთავრდება. ვიცი, რომ ჰენკის დასამარცხებლად ხარ
მომართული, მაგრამ შენს დაკარგვას ვერ გავრისკავ. - იდგა და
ოთახს აშკარად ნაწყენი მზერით აკვირდებოდა. - მოდი, ამ საქ-
მეს მე მივხედავ. მოდი, ჰენკის მე ვაზღვევინებ.
- ეს შენი ბრძოლა არ არის, პაჩი, - მივუგე მშვიდად.
ახლა კი მის თვალებში ისეთი დაძაბულობა შევნიშნე, რომე-
ლიც აქამდე არასოდეს მინახავს. - შენ ჩემი ხარ, ანგელოზო და
ეს არ დაგავიწყდეს. შენი ბრძოლა ჩემი ბრძოლაა. და დღეს რომ
რაღაც ცუდი მომხდარიყო? როგორც კი სიზმარში შენი მოჩვენე-
ბა ვიხილე, მაშინვე მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. არ ვიცი, ეს
ყველაფერი რომ რეალური ყოფილიყო, რას ვიზამდი.

290 მკითხველთა ლიგა


მე მას მივუახლოვდი და ხელები მკლავებქვეშ შევუცურე. -
შესაძლოა, რაღაც ცუდი მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა, - ვუთ-
ხარი მშვიდად. - გეიბიც რომ ყოფილიყო, აშკარაა, რომ რაც
სურდა ვერ მიიღო.
- დაივიწყე გეიბი! ჰენკიმ რაღაც დაგეგმა შენი და შესაძლოა,
დედაშენის წინააღმდეგაც. მოდი, კონცენტრირება ამაზე მოვახ-
დინოთ, რა. მინდა, რომ დაიმალო. თუ ჩემი სახლი საიმედო ად-
გილად არ მიგაჩნია, კარგი, რაღაც სხვას ვიპოვით და იქ მანამ-
დე დარჩები, სანამ ჰენკი არ მოკვდება. არ დაიწვება, ან არ
დალპება.
- ვერსად წავალ. თუ გავუჩინარდი, ჰენკი მაშინვე რაღაცას
იეჭვებს. თან, დედაჩემს ამ საშინელებას ვეღარ გამოვატარებ.
ისედაც, შეხედე, რა დღეშია ჩემი გაუჩინარების შემდეგ. სულ
სხვა ქალია და აღარაფრით ჰგავს სამი თვის წინანდელს. შესაძ-
ლოა, რაღაც მხრივ, ჰენკის გონებრივი ხრიკების გავლენის ქვე-
შაცაა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი გაუჩინარება ისეთ დღეში ჩააგ-
დებს, რომლიდანაც, შესაძლოა, ვეღარც გამოძვრეს. ყოველ
დილით, გაღვიძებისთანავე შეძრწუნებულია. მისთვის აღარ არ-
სებობს რაღაც - უსაფრთხო. მორჩა, ყველაფერს უფრთხის.
- ეს ჰენკის ბრალია, - მოკლედ მომიჭრა პაჩიმ.
- მე ჰენკის მოქმედებებს ვერ გავაკონტროლებ. ის კი ვიცი,
რომ ახლა ვერსად წავალ და მართალი ხარ, მე გვერდზე გავ-
დგები და ჰენკისთან მარტო დაგტოვებ. ოღონდ, დამპირდი,
რომ, რაც არ უნდა მოხდეს, არ მომატყუებ. დამპირდი, რომ ჩემ
ზურგს უკან, ფარულად არაფერს იზამ, თუნდაც გულწრფელად
გჯეროდეს, რომ ამ ყველაფერს ჩემივე კეთილდღეობისთვის
აკეთებ.
- ნუ ღელავ, ასეთი ამბების დამალვა ძალიან ძნელია, - რა-
ღაც მომაკვდინებელი ღიმილით მითხრა პაჩიმ.
- დამპირდი, პაჩი.
291 მკითხველთა ლიგა
ამ სიტყვებს სიჩუმე მოჰყვა. ორივემ ვიცოდით, რომ ის უფრო
სწრაფი იყო, უფრო კარგი მებრძოლი და საჭირო დროს, უფრო
სასტიკიც. ის ბევრჯერ ჩაერია ჩემს საქმეში და ბევრჯერ გადა-
მარჩინა, თუმცა ეს იყო პირველი - და ერთადერთი შემთხვევა,
როცა ბრძოლის ერთადერთი მონაწილე მე ვიყავი.
როგორც იქნა, ძალიან უხალისოდ, მაგრამ მაინც თქვა, - არ
დავუშვებ, რომ მას მარტომ ებრძოლო, მაგრამ არც ისე მოვ-
კლავ, რომ წინასწარ არ დავრწმუნდე - ეს სწორედ ის არის, რაც
შენ გინდა.
ჩემგან ოდნავ შებრუნებულიყო, მაგრამ ლოყით მკლავზე მი-
ვეკარი და ოდნავ დაგუბული ხმით ვუთხარი. - მადლობა.
- თუ კიდევ თავს დაგესხნენ, დაცემული ანგელოზის ფრთების
იარებს მისწვდი. მთლად კარგად ვერ გავიგე რას ამბობდა. შემ-
დეგ თავადვე განაგრძო. - ბეისბოლის ბიტი ჩაარჭე, ან ხის ტო-
ტი, არ ვიცი, რაც ხელში მოგხვდება. ეს ჩვენი აქილევსის ქუს-
ლია. ზოგადად ტკივილს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ იარებზე მიყე-
ნებული დაზიანება ჩვენს პარალიზებას იწვევს. იმის მიხედვით,
თუ რამდენად ძლიერია დაზიანება, ჩვენი რამდენიმე საათით
გათიშვაც კია შესაძლებელი. მაშინ, გეიბის იარაში რომ რკინის
ქანჩი ჩავარჭე, ალბათ შოკიდან რვა საათი მაინც ვერ გამოვი-
დოდა.
- ეგ მახსოვს, - ვთქვი ფრთხილად. - პაჩი?
- მმმ. - გაისმა პასუხი.
- ბრძოლა არ მინდა. - შემდეგ ნაზად გადავატარე თითები მის
მხრებს, მის კუნთებს. მთელი სხეული ერთიანად დაძაბვოდა. -
ჰენკიმ დედა უკვე წამართვა და არ მინდა შენც დაგკარგო. შე-
გიძლია გამიგო, რატომ ვიქცევი ასე? რატომ ვერ გაგიშვებ ამ
ბრძოლებში, თუნდაც ორივემ ვიცოდეთ, რომ გამარჯვება მაინც
შენ დაგრჩება?

292 მკითხველთა ლიგა


ღრმად და მძიმედ ამოიხვნეშა, მე კი ვიგრძნი, როგორ მო-
დუნდა მისი კუნთები. - ერთადერთი რამ ვიცი დაზუსტებით. -
თქვა და მკაფიო შავი თვალები შემომანათა. - რომ შენი გულის-
თვის ყველაფერს გავაკეთებ. თუნდაც, ამის გამო საკუთარი ბუ-
ნების წინააღმდეგ წასვლამ მომიწიოს. რაც არ უნდა მოხდეს,
ყველაფერზე ვარ წამსვლელი, შენთვის დავთმობ ყველაფერს -
მათ შორის ჩემს სულსაც. და თუ ეს სიყვარული არ არის, ამაზე
კარგი მე მაინც არაფერი გამაჩნია.
არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა. ნებისმიერი სიტყვა უაზროდ
გაიჟღერებდა. მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მისი სახე ხელებს
შორის მომექცია და ამ მტკიცე და დაძაბულ ტუჩებში მეკოცნა.
ნელ-ნელა პაჩი ჩემს მოძრაობას აჰყვა და მე შევიგრძენი მი-
სი კანის, მისი ტუჩების სასიამოვნო სიახლოვე და მაგრად მივე-
კარი. არ მინდოდა გაბრაზებულიყო. მინდოდა, რომ ჩემი ნდობა
ჰქონოდა ისევე, როგორც მე ვენდობოდი მას. - ანგელოზო, -
თქვა მან ჩემი სახელი იმ მომენტში, როცა ჩვენი ტუჩები ერთმა-
ნეთს შეხვდა. ამ მომენტში მე უკან დავიხიე. პაჩი ისე მიყურებდა,
თითქოს სურდა გაეგო, თუ რა მსურდა მისგან.
მის სიახლოვეს და კოცნას ვერაფრით ვეწინააღმდეგებოდი.
თავს ვერ ვიკავებდი. ამ მომენტში კისერზე ხელი ნელ-ნელა
მოვხვიე, ჩემკენ მოვიზიდე და მორიგი კოცნისთვის მოვამზადე.
ამჯერად უფრო ძლიერად და ვნებიანად მაკოცა. ხელებით
მთელ სხეულზე მეფერებოდა, მისი შეხებისგან კანი მითრთოდა
და ელექტრული შეგრძნება მეუფლებოდა.
მისი თითები ჩემი ჯემპრის ღილებს ფრთხილად შეეხო. ჯერ
ერთი გახსნა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე. მერე ოდნავ ზევით
ასწია და ცერა თითით მუცელზე გამეთამაშა. სუნთქვა გამიხშირ-
და და ჰაერის ყლაპვა ხარბად დავიწყე.

293 მკითხველთა ლიგა


პაჩიმ ქურდულად გამიღიმა და ყურადღება ოდნავ ზევით, ჩე-
მი კისრისკენ გადაიტანა. ახლა ის დაფარა ნაზი და საამო კოც-
ნით.
უკან გადამხარა და ჩემს ბალიშებზე მიმაწვინა.
ახლა უფრო ღონიერად დამიწყო კოცნა, სხეულით მომეკრა
და უეცრად მისი შეხება ყველგან ვიგრძენი. მუხლით ფეხზე მაწ-
ვებოდა, მისი კოცნა კი უფრო თბილი, უფრო ძლიერი და
მგრძნობიარე ხდებოდა. თითებით ზურგზე მომეხვია და თავის-
კენ მიმიზიდა, მეც უფრო მაგრად შემოვხვიე თითები და ვიგრძე-
ნი, რომ ამ ყველაფრის გაგრძელება ჩემს რაღაც ნაწილთან გა-
მომშვიდობებას ნიშნავდა.
- ნორა?
მე კარისკენ გავიხედე და წამოვიყვირე.
იქ ჰენკი გამოჩნდა. ხელი კარის სახელურზე ჩამოედო. თვა-
ლებით ოთახს ათვალიერებდა და რაღაცის შემჩნევას ცდილობ-
და.
- აქ რას აკეთებ? - დავიყვირე მე.
პასუხი არ გაუცია. ისევ ჩემი საძინებლის ყოველ კუთხე--
კუნჭულს აკვირდებოდა.
არ ვიცოდი, სად წავიდა პაჩი და რამდენად ხვდებოდა ჰენკი
მის აქ ყოფნას, მაგრამ როგორც კი სახელურის ხმა გაისმა, პაჩი
მაშინვე გაუჩინარდა. რამდენიმე წამიც და ჰენკი აუცილებლად
დაინახავდა.
- აქედან წადი! - ყვირილით წამოვიწიე ლოგინიდან. - იმას ვე-
რაფერს ვუშველი, დედაჩემმა რომ სახლის გასაღები მოგცა,
მაგრამ აქ უკვე საზღვარია! არასოდეს გაბედო ჩემს საძინებელ-
ში შემოსვლა!
მან ფრთხილად შეათვალიერა ჩემი ტანსაცმლის კარადის კა-
რები, საიდანღაც რაღაც ტკაცუნის ხმა გაისმა. - თითქოს, რაღაც
გავიგონე.
294 მკითხველთა ლიგა
- ჰოო? რა ვიცი, ცოცხალი ადამიანი ვარ, ვსუნთქავ და ხანდა-
ხან რაღაც ხმებსაც გამოვცემ!
ამ სიტყვების შემდეგ კარს მივვარდი, მაგრად მოვკეტე და
ზურგით მივეყრდენი. მთელ სხეულში აჩქარებულ პულსირებას
ვგრძნობდი. ჯერ ჰენკის ნაბიჯების მიწყნარებას ველოდი, მერე,
როგორც იქნა, დერეფნიდან გავიდა და მეც იმაზე დავიწყე ფიქ-
რი, მიხვდა, თუ არა, რომ პაჩი აქ იყო.
ხუთი საშინლად ხანგრძლივი წუთი კიდევ კართან ვიდექი,
მერე კი თვალი საძინებელს მოვავლე და ჩურჩულით დავიძახე.
- პაჩი?
თუმცა, ოთახში მარტო ვიყავი.
სანამ არ დავიძინე, პაჩი არ მინახავს. სიზმრად კი ვიხილე
რაღაც ველური ბალახით დაფარული მინდორი. მაღალი ბალა-
ხი თეძოებზე მეხებოდა და მე წინ მივიწევდი. პაჩი რაღაც უნაყო-
ფო ხეს მიყრდნობოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. ტრადი-
ციულად შავი სამოსი ეცვა და ამით მინდვრის მოთეთრო--
მოკრემისფრო ფერებთან აშკარად კონტრასტს ქმნიდა.
ბოლოსკენ ნაბიჯს ავუჩქარე და პაჩისთან მივირბინე. მან თა-
ვისი ტყავის ქურთუკი შემომაცვა, თუმცა ეს ინტიმურობის გა-
მომხატველი ჟესტი უფრო იყო, ვიდრე ჩემი გასათბობი.
- ამაღამ შენთან დარჩენა მინდოდა, - მითხრა მან. - მეშინია,
ჰენკიმ რამე არ ჩაიდინოს. - არც შენ და არც მას თვალს არ მო-
გაშორებთ, ანგელოზო, - მითხრა რაღაც დამძიმებული ხმით.
- გგონია, იცის, ჩემს საძინებელში რომ იყავი?
პაჩიმ ოდნავ გასაგონად ამოიხვნეშა. - ერთი რამ დაზუსტე-
ბით ვიცი: მან ჩემი სიახლოვე იგრძნო და ეს შეგრძნება საკმარი-
სად ძლიერი იყო საიმისოდ, რომ მეორე სართულზე ამოსული-
ყო და შეემოწმებინა. უკვე ვეჭვობ, რომ იმაზე ბევრად ძლიერია,
ვიდრე მე მგონია. მისი ხალხი კარგად ორგანიზებული და გაწ-
ვრთნილია, თავად კი მთავარანგელოზის შეპყრობა მოახერხა.
295 მკითხველთა ლიგა
ჩემს სიახლოვეს რამდენიმე ოთახის მოშორებით გრძნობს. ამ
ყველაფრის ერთდერთი ახსნა - ეშმაკის ძალაა. როგორც ჩანს,
ამ ძალამდე მიღწევის გზებს მიაგნო, ან გარიგება დადო. ნუ,
ორივე შემთხვევაში მას შეეძლება, რომ ჯოჯოხეთის ძალები და-
იხმაროს.
შევკრთი.
- მაშინებ. იმ ღამით, სისხლიანი მერის შემდეგ, მე რომ მომ-
დევდა, იმ ნეფილიმმა ეშმაკის ძალა ახსენა, თუმცა მერე თქვეს,
რომ ჰენკის თქმით, ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი.
- შესაძლოა, ჰენკის არ უნდა, რომ ამის შესახებ ვინმემ იცო-
დეს. ამით ისიც აიხსნება, თუ რატომ გეგმავს ჩეშვანის წინ დაცე-
მული ანგელოზების წინააღმდეგ გაბრძოლებას. საერთოდ, ეშ-
მაკისეულ ძალებში დიდად გარკვეული არ ვარ, მაგრამ შთაბეჭ-
დილება მრჩება, რომ ამ გზით როგორღაც ფიცის - მათ შორის
სამოთხის წინაშე დადებული ფიცის წინააღმდეგ გაბრძოლებაც
შესაძლებელია. ალბათ, წლების განმავლობაში ათასობით ნე-
ფილიმის მიერ დადებული ფიცის გამო შურისძიებას გეგმავს.
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ არ ფიქრობ, რომ ეს მი-
თია.
- მე მთავარანგელოზი ვიყავი, - შემახსენა პაჩიმ. - და ეს ჩემს
იურისდიქციაში არ შედიოდა, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს. ამის
მეტი არავინ არაფერი იცის. ეს ძალა ჯოჯოხეთიდან იღებს სათა-
ვეს, სხვა ყველა ფაქტი კი, მის შესახებ, მხოლოდ სპეკულა-
ციებია. ეშმაკის ეს ძალა ჯოჯოხეთს მიღმა აკრძალულია და ამას
მთავარანგელოზები უნდა აკონტროლებდნენ. - მისი ხმის ტემ-
ბრში ოდნავი იმედგაცრუება შევნიშნე.
- შესაძლოა, არც იციან და ჰენკიმ მთავარანგელოზებსაც რო-
გორღაც დაუმალა ეს, ან იმდენად შეუმჩნევლად და მცირე ოდე-
ნობით იყენებს, რომ ჯერ ყურადღებას არ აქცევენ.

296 მკითხველთა ლიგა


- სასაცილო იცი რა არის? - განაგრძო პაჩიმ მცირედი პაუზის
შემდეგ, თუმცა ისევ სერიოზულად, - მას, ამ ძალის დახმარებით,
შეუძლია, ჰაერში მოლეკულურ დონეზე მოახდინოს ცვლილებე-
ბი. სწორედ ამიტომ ხდება მისი დევნა ძალიან რთული. მე მუდამ
კვალში დავდევ, ვცდილობ გავარკვიო რას აპირებს და როგორ
იყენებს ჩემ მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, მაგრამ
ყოველგვარ კვალს კარგად ფარავს, მოჩვენებასავით მოძრაობს
და არანაირ მტკიცებულებას არ ტოვებს. წარმოდგენა არ მაქვს,
რამდენი ხანია, რაც ამ ძალას იყენებს.
ორივენი ცივმა სიჩუმემ მოგვიცვა. ვცდილობდით გავ-
რკვეულიყავით რა ხდებოდა ჩვენ ირგვლივ. თუკი ჰენკის ასეთი
ძალა ჰქონდა, კიდევ რაზე იყო ის წამსვლელი და როგორ მანი-
პულირებას შეძლებდა?
რამდენიმე წამის შემდეგ პაჩიმ პერანგის შიგნიდან მკვრივი
მამაკაცური მკერდი გამოაჩინა და იქიდან ვერცხლის ყელსაბა-
მი ამოიღო, რომელიც ოდნავ პრიალებდა. - წინა ზაფხულს მე
შენ მთავარანგელოზის ყელსაბამი მოგეცი, მერე უკან დამიბრუ-
ნე, მაგრამ მინდა, რომ ისევ შენთან იყოს. მე მას მაინც ვეღარ
ვიყენებ, მაგრამ შესაძლოა, შენ გამოგადგეს.
- ჰენკი შენი ყელსაბამის მოსაპოვებლად ყველაფერზე წავა, -
წინააღმდეგობის გაწევა ვცადე მე და პაჩის ხელი გავწიე. -
შეინახე. კარგად უნდა დამალო. ჰენკიმ ის არ უნდა იპოვოს.
- თუ ჰენკი ჩემს ყელსაბამს მთავარანგელოზს გაუკეთებს, მას
სხვა გზა არ ექნება და სიმართლესლ იტყვის. მიაწვდის სრულ
და ზუსტ ცნობებს. ამ მხრივ მართალი ხარ, საფრთხე დიდია,
მაგრამ ამასთან, ყელსაბამი ამ ყველაფერს ჩაიწერს და სამუდა-
მოდ მასში შეინახება. ადრე თუ გვიან ჰენკი ყელსაბამს საკუთარ
ხელს შეახებს.
- ანაბეჭდს გულისხმობ?

297 მკითხველთა ლიგა


- მინდა, რომ ყელსაბამი მარსის გადასცე, - მითითება მომცა
პაჩიმ და კისერზე ყელსაბამი ჩამომკიდა. - ოღონდ, ეს აშკარად
არ უნდა მოხდეს. უნდა ეგონოს, რომ ყელსაბამი თავად მოგპა-
რა. ჰენკი აუცილებლად დაამუშავებს და მარსისაც ეგონება,
რომ ჭკუაში გაჯობა. შეძლებ ამას?
უკან დავიხიე და პაჩის დაკვირვებით შევხედე. - რას გეგმავ?
სულ ოდნავ გამიღიმა. - ძნელია ამას გეგმა დაარქვა. უფრო
სიკვდილისწინა ავე მარიას ვუწოდებდი.
მისი თხოვნა დაკვირვებით გავაანალიზე. - შემიძლია, მარსი
ჩემთან დავპატიჟო, - ვთქვი ბოლოს. - ვეტყვი, რომ წვეულების-
თვის კაბასთან შესაფერისი სამკაულის შერჩევაში დახმარება
მჭირდება და თუ ის მართლა ჰენკზე მუშაობს, დიდი სიამოვნე-
ბით დამთანხმდება ჩემს საძინებელში შეღწევის შესაძლებლო-
ბაზე. მთავარანგელოზის ყელსაბამიც იქ იქნება. რა თქმა უნდა,
არ მხიბლავს ის აზრი, რომ მარსი ჩემს ნივთებში ქექვას დაიწ-
ყებს, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ, - შემდეგ შევყოვნდი. - მაგ-
რამ, ჯერ ზუსტად უნდა მითხრა, თუ რატომ ვაკეთებ ამას.
- ჰენკის უნდა, რომ მთავარანგელოზმა ილაპარაკოს. ეს
ჩვენც გვინდა. ჰენკის მიერ ეშმაკისეული ძალების გამოყენების
შესახებ ზეცაში მთავარანგელოზებს როგორღაც უნდა ვამცნოთ.
მე დაცემული ვარ და არ მენდობიან, მაგრამ თუ ჰენკი ყელსა-
ბამს შეეხება, ყელსაბამი ყველაფერს ჩაიწერს და მთავარანგე-
ლოზებს უტყუარი მტკიცებულება ექნებათ.
ჯერ ისევ დაეჭვებული ვიყავი. - და თუ ეს გეგმა ჩავარდება?
ვთქვათ, ჰენკიმ მიიღო საჭირო ინფორმაცია და ჩვენ კი სანაც-
ვლოდ - არაფერი? პაჩიმ თანხმობის ნიშნად ოდნავ თავი დამიკ-
რა. - უკეთესს რას მთავაზობ?
ამაზეც ვიფიქრე. სხვა გზა არ ჩანდა. პაჩი მართალი იყო.
დრო გვეწურებოდა და ის კი მოქმედების ვარიანტებს ყველაზე
სწორად არჩევდა. რომელიმე სამაგიდო ჩახლართულ თამაშს
298 მკითხველთა ლიგა
რომ ვთამაშობდეთ, პაჩი ნამდვილად საუკეთესო პარტნიორი
იქნებოდა.

299 მკითხველთა ლიგა


27 თავი

ეს ერთი კვირის შემდეგ, პარასკევს ღამით მოხდა. დედაჩემი


და ჰენკი მისაღებში, დივანზე ისხდნენ და საერთო ჯამიდან ბატი-
ბუტს მიირთმევდნენ. მე სასწრაფოდ ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.
კარგად მახსოვდა პაჩისთვის მიცემული პირობა, რომ ჰენკის
არაფერს ვაგრძნობინებდი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზედმეტად თავა-
ზიანად იქცეოდა. დედა საავადმყოფოდან შინ მოჰყავდა, ყოველ
საღამოს ვახშმის დროს სახლში მზა საჭმელი მოჰქონდა, ამ დი-
ლით ჩვენი სახურავის მილებიც კი შეაკეთა. რა თქმა უნდა, ჩემი
მხრიდან ახლა ყურადღების მოდუნება სისულელე იყო, მაგრამ
ის, რომ მის მოტივებს ვერაფრით ვხვდებოდი, მაცოფებდა. აშკა-
რად, რაღაცას გეგმავდა, მაგრამ რას - ვერაფრით მიმეკვლია.
დედაჩემის სიცილი მესმოდა და ჭკუაზე მშლიდა. ამიტომ, მა-
შინვე ვის მივწერე.
- იო - მიპასუხა წამიერად.
- 2 ბილეთი მაქვს „სერფენთინის“ კონცერტზე. გინდა?
- სერფენ-რა???
ჩემი ოჯახის მეგობრის ახალი ბენდია, - ავუხსენი მე. - დღეს
პირველი კონცერტი აქვთ.
- 20 წუთში მანდ ვარ.
ზუსტად ოც წუთში გზასთან ვის მანქანა გაჩერდა. მე კიბეებზე
ჩქარი ნაბიჯით დავეშვი და იმედი ვიქონიე, რომ სახლიდან მა-
ნამდე გავასწრებდი, სანამ დედაჩემისა და ჰენკის კოცნის ხმას
გავიგებდი. გამოცდილებიდან კი ვიცოდი, რომ ჰენკიმ საკმაოდ
ხმაურიანი კოცნა იცოდა.
- ნორა? - დერეფანში გამომძახა დედამ. - სად მიდიხარ?

300 მკითხველთა ლიგა


- გარეთ, ვისთან ერთად. თერთმეტისკენ მოვალ! - და სანამ
ჩემი წინადადების უარყოფას მოასწრებდა, სასწრაფოდ სახლი-
დან გავედი და ვის 1995 წლის იისფერ „დოჯ ნეონში“ ჩავჯექი. -
მიდი, მიდი, მიდი! - ვუბრძანე მე.
ვიმ, რომელსაც, რომ არა კოლეჯი, მრბოლელის დიდი მომა-
ვალი ჰქონდა, სიტუაცია საკუთარ ხელში აიღო და ისეთი
ხმაურით გააქროლა მანქანა, რომ ყველა ახლოს მდგარ ხეზე
ჩიტები შეაშინა.
- შენთან ვისი „ავალონი“ იდგა? - მკითხა ვიმ, სანამ მანქანა
ქალაქის ქუჩებში მიჰყავდა და საგზაო ნიშნებს საერთოდ არ
იცავდა. ის, ვინც მართვის მოწმობის აღების შემდეგ უკვე სამჯერ
შეძლო საკუთარი მაღალი ხმის დახმარებით სიჩქარის გადა-
ჭარბების ჯარიმებისგან თავის არიდება, დარწმუნებული იყო,
რომ როცა საქმე კანონს ეხებოდა, მას ვერავინ დაამარცხებდა.
- ჰენკის ნაქირავები მანქანაა.
- მე გავიგე მიშელ ვან ტესელისგან, მან კი გაიგო ლექსი ჰო-
კინსისგან, რომელსაც ეს თავის მხრივ ჩვენმა კარგმა მეგობარ-
მა მარსიმ უთხრა, რომ თურმე ჰენკის დიდი ჯილდო აქვს დაწე-
სებული მათთვის, ვინც იმ გიჟებს მიაგნებს, თქვენ რომ ავა-
რიაში მოგაყოლეს.
წარმატებები.
მაგრამ, სათანადო სახე მივიღე და შევეცადე ვის რაიმე არას-
წორად არ გაეგო. ზოგადად, საუკეთესო ვარიანტში, რა თქმა უნ-
და, ვიცოდი, რომ მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა - ჰენკის მი-
ერ ჩემი მეხსიერების წაშლიდან დაწყებული... მაგრამ როგორ?
როგორ ავუხსნიდი იმ ყველაფერს, რაც თავადაც თითქმის არ
მესმოდა? როგორ დავაჯერებდი ღამის კოშმარების სიცხადეს
მაშინ, როცა ამ ყველაფრის დასამტკიცებლად თავად არაფერი
გამაჩნდა?

301 მკითხველთა ლიგა


- რამდენის გადამხდელია ჰენკი? - ვიკითხე მე. - იქნებ, რა-
ღაც მნიშვნელოვანის გახსენება მეც შევძლო.
- ჰო, მაგრამ თავი რატომ უნდა შეიწუხო? უბრალოდ, ადექი
და მის საბანკო ბარათს ხელი დაავლე. დარწმუნებული ვარ,
რამდენიმე ასიანის გაქრობას ვერც შენიშნავს. ნუ, რომც
გაიგოს, რას იზამს, შენს თავს ხომ არ დააჭერინებს? ამ შემთხვე-
ვაში, დედაშენთან ყველაფერი ჩაეშლება.
ეჰ, ნეტავ ყველაფერი ასეთი მარტივი იყოს - ვფიქრობდი მე
და სახეზე მკრთალი ღიმილი გამიჩნდა. ჰენკის გაცურება რომ
ასე იოლად შემეძლოს.
„ეშმაკის ხელჩანთას“ პატარა ავტოსადგომი ჰქონდა და ვის
მისთვის ხუთი წრის დარტყმამ მოუწია, თუმცა თავისუფალი ად-
გილი მაინც არ გამოჩნდა. შემდეგ ამავე მიზნით კვარტალ--
კვარტალ დაიწყო სიარული. ბოლოს, როგორც იქნა, „ნეონი“
ბორდიურზე შეაყენა იმგვარად, რომ მანქანის მარცხენა ნაწილი
ქუჩაზე დარჩენილიყო.
ვი მანქანიდან გადმოვიდა და თავის ნამუშევარს თვალი შე-
ავლო. - მოხერხებულობისთვის - ხუთი ქულა ვის!
დანარჩენი გზა ფეხით გავიარეთ.
- აბა, ვინ არის ის შენი ოჯახის მეგობარი? - მკითხა ვიმ. - ბი-
ჭია? სიმპათიურია? ვინმე ჰყავს?
- პირველ შეკითხვაზე - კი, მეორეზე - ალბათ, - მესამეზე კი, -
მგონი არა. გინდა გაგაცნო?
- არა, სეერ. უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა, ჩემი ეშმაკის
თვალით შემეხედა მისთვის, თუ არა. ხომ იცი, აღარავის ვენდო-
ბი და ჩემი დეტექტორი ლამაზ ბიჭებზე კიდევ უფრო აქტიურდე-
ბა.
ამ სიტყვებზე მხიარულად ჩავიცინე და შევეცადე წარმომედ-
გინა სკოტის მოვლილ-დაბანილი, თოჯინასავით ვერსია. - ყვე-

302 მკითხველთა ლიგა


ლაფერი ყველაფერი და სკოტ პარნელი ლამაზი ნაღდად არ
არის.
- უჰუ. მოიცა! შენ არ გითქვამს, რომ შენი ოჯახის ძველი მე-
გობარი სკოტია, საკმაოდ ცხელი ბიჭიკო.
მინდოდა ვისთვის მეთქვა, რომ ამის მიზეზი ჩემი ის სურვილი
იყო, რომ სკოტი ყოველგვარი საჯარო ცნობადობისგან მომერი-
დებინა, მაგრამ ვერც ერთ ამ სიტყვას ხმამაღლა ვერ ვიტყოდი. -
ბოდიში, ალბათ დამავიწყდა.
- ჩვენს სკოტის სხეულს ნამდვილად ვერ დაუწუნებ. ამას მა-
ინც ნუ წაართმევ.
მართალი იყო. სკოტი არც ისე დიდი ფორმების, მაგრამ ძა-
ლიან დაკუნთული ბიჭი იყო და ნამდვილი ათლეტის ტანი ჰქონ-
და. თან, ყოველთვის ისეთი გამომეტყველებით დადიოდა, რომ
ალბათ, უამრავი გოგოს მოხიბვლას შეძლებდა. მათ შორის, ვი-
საც, რომელიც ახლა თვითგამოცხადებული კაცთა მოძულე გახ-
ლდათ.
ბოლო მოსახვევშიც შევუხვიეთ და „ეშმაკის ხელჩანთაც“ გა-
მოჩნდა. არაფრით გამორჩეული ოთხ-სართულიანი აგურის შე-
ნობა, საკმაოდ უსახური კედლის მცოცავი მცენარეებითა და
ჩაბნელებული ფანჯრებით. გვერდზე შენობაში პატარა ლომბარ-
დი იყო, მეორე მხარეს კი ფეხსაცმელების შემკეთებელი მუშა-
ობდა, თუმცა მე ვეჭვობდი, რომ აქ ყალბ დოკუმენტებს ამზადებ-
დნენ. აბა, ლანჩებს დღეს ვინღა ცვლიდა?
- ბეჭდებს დაგვარტყამენ? - მკითხა ვიმ.
- ამაღამ არა. ბარში ალკოჰოლი არ გაიყიდება. ბენდის ნახე-
ვარი ხომ არასრულწლოვანია. სკოტმა მითხრა, რომ მხოლოდ
ბილეთები დაგვჭირდება.
რიგში ჩავდექით და ხუთ წუთში უკვე კარშიც შევედით. შიგ-
ნით საკმაოდ გაშლილი სივრცე დაგვხვდა. ცალ მხარეს სცენა
იყო, მეორე მხარეს კი ბარი. ბარს თავისი სავარძლები ჰქონდა,
303 მკითხველთა ლიგა
უფრო პატარა სკამები კი სცენის წინ იდგა. საკმაო რაოდენობის
ხალხს მოეყარა თავი და მათი რიცხვი ჯერ კიდევ მატულობდა.
სკოტის მოლოდინში რაღაც შინაგან შიშს ვგრძნობდი, თუმცა
გამოცდილება არ მყოფნიდა, რომ სტუმრებში ნეფილიმები აღ-
მომეჩინა. მეორე მხრივ, იმის დაჯერებაც მიჭირდა, რომ
არაადამიანები - ისინი, ვინც ჰენკის ექვემდებარებოდნენ, „ეშმა-
კის ხელჩანთაში“ შეიკრიბებოდნენ. მე, უბრალოდ, ყოველი შემ-
თხვევისთვის, სიფრთხილეს ვიჩენდი.
მე და ვი პირდაპირ ბართან მივედით.
- რამეს დალევთ? - გვკითხა წითურმა ბარისტამ, რომელსაც
მაკიაჟსა და ცხვირის პირსინგებზე დრო აშკარად არ დანანებია.
- სუისაიდი, - უთხრა ვიმ. - ხომ იცით, აი, ჭიქაში ცოტ-ცოტას
ყველაფერს რომ ასხამ?
მე მისკენ გადავიხარე. - რამდენი წლისები ვართ?
- ბავშვობა მხოლოდ ერთხელ გვაქვს. შეირგე, რა.
- მე - ალუბლის კოლა, - ვუთხარი ბარისტას.
მე და ვიმ სასმელები ავიღეთ და ჩამოვჯექით. ჩვენ წინ კი ამა-
სობაში ვიღაც ძალიან გამხდარი და ტანადი, ზევით აბურდულად
შეკრული ქერა თმისა და ძალიან სექსუალური გარეგნობის
მქონე გოგო მოვიდა, იდაყვები ბარის დახლს დააყრდნო და
ცნობისმოყვარედ შემომხედა. გრძელი, ბოჰემური კაბა ეცვა და
შესანიშნავი ჰიპის სტილის სხვადასხვა დეტალი ამშვენებდა. მა-
კიაჟიდან ყურადღებას იქცევდა მხოლოდ მისი კვასკვასა წითე-
ლი ტუჩის საცხი. ახლა მეც მას ვუყურებდი. რამდენიმე წამში,
ისე რომ სცენისთვის თვალი არ მოუშორებია, მითხრა, - აქამდე
არ მინახავხართ, გოგონებო. პირველად ხართ?
- ეგ შენი რა საქმეა? - ჰკითხა ვიმ.
გოგონას გაეცინა და მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი და
მხიარული ხმა იყო, კეფაზე მაინც სიცივე ვიგრძნი.
- სკოლაში სწავლობთ? - ისევ ჩვენ გვკითხა.
304 მკითხველთა ლიგა
ვიმ თვალები დააწვრილა. - შესაძლოა კი. შესაძლოა, არა.
და შენ...
ქერამ ისევ მკაფიოდ გაიღიმა. - დაბრია. - და ახლა თვალები
მე შემომანათა. - შენი ამნეზიის შესახებ გავიგე. ძალიან სამწუ-
ხაროა.
მე ჩემს ალუბლის კოლას მივუბრუნდი.
ვიმ კი თქვა, - საიდანღაც მეცნობი, მაგრამ შენი სახელი არა-
ფერს მეუბნება. - და დემონსტრაციულად ტუჩები მოკუმა.
ამის პასუხად დაბრიამ ვის ცივი თვალებით შეხედა და ვის სა-
ხიდან მაშინვე ყოველგვარი ეჭვი გაქრა, უეცრად წყალივით გამ-
ჭვირვალედ იქცა. - ჩემს ცხოვრებაში აქამდე არასოდეს მინახავ-
ხარ. პირველად გხედავ, - მონოტონურად თქვა ვიმ.
მე დაბრიას გავხედე. - შეგვიძლია ვილაპარაკოთ? მარტოებ-
მა.
- მეგონა, აღარასოდეს მკითხავდი, - სუნთქვას ამოაყოლა პა-
სუხი.
მე ოთახი გადავჭერი და საპირფარეშოებისკენ წავედი. როცა
შედარებით წყნარ ადგილს მივაგენი, დაბრიას მოვუბრუნდი. -
ჯერ ერთი, ჩემს საუკეთესო მეგობართან გონებრივ ხრიკებს შე-
ეშვი. მერე მეორე, აქ რა გინდა? და მესამე: აშკარად, უფრო ლა-
მაზი ხარ, ვიდრე პაჩის მონათხრობში, - ალბათ, ეს ბოლო აღარ
უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა დაბრიასთან მარტო ვიყავი და ეშმა-
კობის თავი არ მქონდა. ჯობდა, ყველაფერი პირდაპირ მეთქვა.
მის ღიმილს რაღაც კმაყოფილების მსგავსი დაეტყო. - შენ კი
ბევრად გახსნილი ჩანხარ, ვიდრე მახსოვხარ.
უეცრად ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მცმოდა რაიმე უფ-
რო აზრიანი, ვიდრე შეყვარებულის ჯინსის შარვალი, გრაფიკუ-
ლი მაისური და სამხედრო-სტილის ქუდი. - მან შენთან ყველა-
ფერი დაამთავრა. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

305 მკითხველთა ლიგა


სანამ ამომხედავდა, დაბრია ჯერ თავის ფრჩხილის საცხს და-
აკვირდა. მერე კი აშკარა დანანებით ჩაილაპარაკა, - ნეტავ შე-
მეძლოს იმის თქმა, რომ მეც დავამთავრე მასთან.
აჰა, ხომ გეუბნებოდი! - ბრაზით გავიფიქრე პაჩის მისამარ-
თით.
- ტეხავს ცალმხრივი სიყვარული, - მშვიდად მივუგე მე.
- ის აქ არის? - დაბრიამ ხალხის მოსათვალიერებლად თავი
უკან მოაბრუნა.
- არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგ უკვე იცი. როგორც
ჩანს, მისი თვალთვალი გადაგიწყვიტავს.
მის თვალებში რაღაც მავნებლური კიაფობდა. - ოჰ? და თა-
ვად შენიშნა ეს?
- ძნელია არ შეენიშნა, როცა მისი კუდში დევნა ცხოვრებისე-
ულ მიზნად გაქვს გადაქცეული.
მისი უკმაყოფილო გაღიმება ახლა უფრო მტკიცე გრიმასით
შეიცვალა.
- ისე, რომ იცოდე, შარვალში ჩემს ბუმბულს რომ ინახავს, ჯე-
ვის ეგ შველის. ახლა კი, არაფერი შემიშლიდა ხელს შენს გა-
რეთ გათრევასა და რომელიმე მანქანის ქვეშ შეგდებაში, მაგ-
რამ ალბათ, ჯევი მაშინვე აქ გაჩნდება. იცი ამ წლების განმავ-
ლობაში რამდენი მტერი გაიჩინა და რამდენს უნდა, რომ მისი
სახე ჯოჯოხეთში იხილოს? არა მგონია, ადამიანებს ისე ექ-
ცეოდე, როგორც ის ექცევა და ალბათ, ძილის დროს ორივე
თვალი დახუჭული გაქვს. - მითხრა მან. ამ ხმაში საზარლად ცივი
ტემბრი იგრძნობოდა. - თუ მიწაზე დარჩენა უნდა, არ შეიძლება,
რომ გატაცებული იყოს რაღაც... - თავიდან ბოლომდე ამათვა-
ლიერა, - ბავშვური ტიპაჟის პატარა გოგოთი. მას მოკავშირე
სჭირდება. ვიღაც, ვინც საჭირო დროს მის დაცვას შეძლებს და
დაეხმარება. - და გგონია, რომ ეგეთი გოგო შენ ხარ? - ჩავიდუდ-
ღუნე მე.
306 მკითხველთა ლიგა
- მგონია, რომ ვინმე შენი მსგავსი უნდა იპოვო. ჯევის არ უყ-
ვარს, როცა აბამენ. მე კი, ერთი შემოხედვითაც გატყობ როგორ
მჭიდროდ გაქვს მასზე ორივე ხელი შემოხვეული.
- ის შეიცვალა, - ვუთხარი მე. - ისეთი აღარ არის, როგორიც
ადრე - როცა შენ იცნობდი.
მისმა სიცილმა ლამის კედლები შეაზანზარა. - ვეღარ ვხვდე-
ბი, შენი გულუბრყვილობა მიმზიდველია თუ არა. ჯევი არასო-
დეს შეიცვლება და მას შენ არ უყვარხარ. ის უბრალოდ შავი ხე-
ლის დასაჭერად გიყენებს. იცი, რომ ჰენკ მილარის სანაცვლოდ
მილიონების მიღებაა შესაძლებელი? ჯევის ეს ფული დაცემული
ანგელოზებისთვის და თავის მტრებზე შურის საძიებლად სჭირ-
დება. ამიტომ, დამიჯერე, ახლა ამ თამაშში ოდნავ წინ არის მხო-
ლოდ იმიტომ, რომ შენ ყავხარ, შენ კი შავი ხელის მემკვიდრე
ხარ და მასთან ისე ახლოს შეგიძლია მიხვიდე, რაზეც ვერასო-
დეს იოცნებებდა ვერც ერთი დაცემული ანგელოზი.
წარბი არ შემიხრია. - შენი არ მჯერა.
- ვიცი, რომ შავი ხელი გჭირდება, ძვირფასო. ისიც ვიცი, რომ
მისი განადგურება გსურს. მისი ნეფილიმობის გათვალისწინე-
ბით, საკმაოდ რთული მისიაა, მაგრამ მოდი, წუთით დავუშვათ,
რომ ეს შესაძლებელია. ფიქრობ, ჯევი ჰენკის შენ გადმოგცემს
მაშინ, როცა შეუძლია, რომ საჭირო ხალხს დაუკავშირდეს და ამ
საქმეში ათი მილიონი აიღოს? აბა, ამაზე დაფიქრდი.
ოჰ, ეს ჟესტი - დაბრიამ წარბი შორსმჭვრეტელურად ასწია და
ხალხის მასას გაერია.
როცა ბართან დავბრუნდი, ვიმ მითხრა, - შენი არ ვიცი და ეს
გოგო ძალიან არ მომეწონა. სულელი ქათმის ტიტულის მისაღე-
ბად მარსის აშკარად სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ის უარესია, - გავიფიქრე ნაღვლიანად. ბევრად უარესი.

307 მკითხველთა ლიგა


- რაც შეეხება ინსტინქტებს... აი, ვერაფრით ამოვხსენი, ბო-
ლოს და ბოლოს რას ვფიქრობ ამ კონკრეტულ რომეოზე, - თქვა
ვიმ და სკამზე ოდნავ წამოიმართა.
მის მზერას თვალი გავაყოლე. იქ სკოტი იდგა.
უმეტესობაზე თითქმის ერთი თავით მაღალი იყო და ჩვენკენ
იყურებოდა. მზისგან გაუხეშებული ყავისფერი თმა თავზე კეპი-
ვით ედო, ეცვა დასვრილი ჯინსის შარვალი და მომდგარი მაისუ-
რი. ის დროებით შექმნილი როკ-ბენდის ტიპურ ბასისტს ჰგავდა.
- მოხვედი, - მითხრა მან, ოდნავ ჩაეღიმა და ამ მომენტში
ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მოსვლა ესიამოვნა.
- არც ერთ შემთხვევაში არ გამოვტოვებდი, - ვუთხარი და შე-
ვეცადე დამეფარა ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობა, რასაც მი-
სი აქ ყოფნის გამო განვიცდიდი. შემდეგ ხელზე დავხედე და მა-
შინვე შევნიშნე, რომ შავი ხელის ბეჭედი არ მოეხსნა. - სკოტ, ეს
ჩემი საუკეთესო მეგობარი, ვი სქაია. არ ვიცი, აქამდე თუ შეხ-
ვედრიხართ. ვიმ სკოტს ხელი ჩამოართვა და თქვა, - მოხარული
ვარ, რომ ამ დარბაზში ვიღაც ჩემზე მაღალიც არის.
- ჰო, სიმაღლე მამაჩემის მხრიდან გამომყვა, - თქვა სკოტმა
და აშკარა გახადა, რომ ამ თემაზე საუბარი დიდად არ ხიბლავ-
და. შემდეგ მე მომიბრუნდა, - რაც შეეხება წვეულებას, შენს სახ-
ლთან ხვალ ცხრისთვის ლიმუზინს გამოვგზავნი. მძღოლი დარ-
ბაზამდე მიგიყვანს, მე კი იქ შეგხვდები. აუ, შენი მაჯისთვის რა-
ღაც ყვავილი უნდა მეყიდა, ხო? ეგ სულ დამავიწყდა.
- მოიცა, სკოლის წვეულებაზე ერთად მიდიხართ? - ვიმ წარ-
ბებაზიდულმა მკითხა და ორივეს თითით ეშმაკურად მიგვანიშ-
ნა.
ამ დროს მზად ვიყავი საკუთარი თავისთვის წამომერტყა, ამ
ამბის ვისთან მოყოლის დავიწყების გამო, მაგრამ თავდასაცა-
ვად მხოლოდ ეს ვთქვი, - ჰო, როგორც მეგობრები. - დავარწმუ-
ნე ვი. - თუ გინდა, შენც წამოდი. რაც მეტი, მით უკეთესი.
308 მკითხველთა ლიგა
- ჰო, მაგრამ ახლა კაბის ყიდვასაც ვერ მოვასწრებ, - აშკარა
დანანებით თქვა ვიმ.
მე დაუყოვნებლივ ერთი აზრი მომივიდა თავში, - ჰოდა,
ხვალვე წავიდეთ „აბრეშუმის ბაღში“ და კაბა ვიყიდოთ. ჯერ საკ-
მარისი დრო გვაქვს. ის იისფერი კაბა არ მოგეწონა მანეკენს
რომ ეცვა?
სკოტმა მხარსუკან ცერა თითი მიჩვენა და გამომძახა, - აბა,
უნდა გავხურდე. თუ კონცერტის მერე დარჩებით, კულისებში შე-
მოიარეთ და პატარა პირად ექსკურსიას მოგიწყობთ.
მე და ვიმ მზერა გავცვალეთ. აშკარა იყო, რომ სკოტის მი-
მართ მოლოდინი გადაჭარბებულად გაუმართლდა. მეორე
მხრივ, გულში ვლოცულობდი, რომ ამ პირადი ექსკურსიის ჩა-
ტარების დროისთვის ჯერ ისევ ცოცხალი ყოფილიყო. ამ ყვე-
ლაფრის პარალელურად მე არ ვწყვეტდი ცალი თვალით გარე-
მოს თვალიერებას და ჰენკის ხალხის ძიებას.
ცოტა ხანში სცენაზე „სერფენთინი“ გამოვიდა და გიტარების
და დრამების შემოწმება დაიწყეს. სცენაზე სკოტიც მათთან ერ-
თად შეხტა. მხარზე გიტარა გადაეკიდა, ნოტებს სინჯავდა და ტუ-
ჩებს შორის მოქნეულმედიატორს კბენდა, თან მელოდიას თავს
აყოლებდა. გვერდზე გავიხედე და შევნიშნე, რომ ამავე რიტმში
მოძრაობდა ვის ფეხიც.
მე მას იდაყვი გავკარი. - რამის თქმა ხომ არ გინდა?
ვიმ ღიმილი დამიბრუნა. - საყვარელია.
- მეგონა, ბიჭებზე აცრა გქონდა გაკეთებული.
ვიმ მე უფრო მაგრად მიჯიკა. - დები დოუნერად( 2004 წლი-
დან სატელევიზიო ეთერში შაბათობით გასული ღამის გადაცე-
მის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ძირითადად ყოველთვის
ცუდ ამბებს ავრცელებდა და ამერიკულ სლენგშიც ამ ფორმით
დამკვიდრდა.) ნუ იქცევი.
- უბრალოდ, ფაქტებს აღვნიშნავ.
309 მკითხველთა ლიგა
- ისე, ჩვენ რომ ერთად აღმოვჩენილიყავით, ალბათ ბალა-
დებს დამიწერდა. მოდი, ვაღიაროთ, რომ იმაზე სექსუალური
არაფერია, ვიდრე ბიჭი, რომელიც მუსიკას წერს.
- უჰუმ, - ვთქვი მე.
- უჰუმს მოგცემ მე შენ!
სცენაზე „ეშმაკის ხელჩანთის“ თანამშრომლები ბენდის წევ-
რებს მიკროფონებისა და დინამიკების გაწყობაში ეხმარებოდ-
ნენ. ერთ-ერთი თანამშრომელი მუხლებზე იდგა და ნოტებს
ამაგრებდა. შემდეგ რაღაც მომენტში შეჩერდა და შუბლიდან
ოფლი მოიწმინდა. ამასობაში კი მე თვალი მოვკარი მის
მკლავს. სწორედ ამ მომენტში გამინათდა გონება, როცა ამ
მკლავზე ტატუირებული, შელოცვის მსგავსი სამი სიტყვა ამოვი-
კითხე. სიცივე, ტკივილი, სიმძიმე.
არ ვიცოდი რას გულისხმობდა ამ სამი სიტყვის კომბინაცია,
მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მანამდეც მენახა. უეჭველი იყო, რომ ეს
სიტყვები ჰენკის „ლენდ კრუიზერით“ მომხდარი ავარიის შემდეგ
წავიკითხე. მერე ჭუჭყში და გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ ახ-
ლა ჩემთვის აშკარა იყო, რომ ჩემ წინაშე „ელ კამინოში“ მჯდარი
ერთ-ერთი დაცემული ანგელოზი იდგა.
სანამ მე ამ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, დაცემული ანგელო-
ზი სცენიდან გადმოხტა, ხელები მტვრისგან გაიბერტყა და პერი-
მეტრს მოავლო თვალი. შემდეგ რამდენიმე ადამიანს გამოელა-
პარაკა და ნელ-ნელა დაიძრა ოთახის უკანა გასასვლელისკენ.
ის მიუყვებოდა იმ დერეფანს, რომელშიც ცოტა ხნის წინ მე და
დაბრიამ გავიარეთ.
მე ვის ყურში ჩავჩურჩულე, - ტუალეტში შევირბენ და მოვალ,
ადგილი შემინახე.
ხალხის ბრბოში გზა გავიკვალე, ბარს შემოვუარე და ანგე-
ლოზს დერეფანში გავყევი. ის ჯერ დერეფნის ბოლოში იდგა, მე

310 მკითხველთა ლიგა


მის პროფილს ვხედავდი, შემდეგ კი ტუჩებს შორის სიგარეტს
მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და გარეთ გავიდა.
რამდენიმე წამიანი უპირატესობა მივეცი, შემდეგ კარი გამო-
ვაღე და მეც გარეთ გავედი. იქ რამდენიმე მწეველი აბოლებდა,
თუმცა არც ერთი მათგანი არ მაქცევდა ყურადღებას. დაცემული
ანგელოზი კი ხეივანს მიუყვებოდა. შესაძლოა, მარტო უნდოდა
მოწევა, მაგრამ მე მაინც სხვა მიზეზს ვფიქრობდი.
სწრაფად გადავავლე თვალი ჩემს ვარიანტებს - ან სასწრა-
ფოდ შიგნით უნდა შევბრუნებულიყავი და ვისთვის დახმარება
მეთხოვა, თუმცა ამ შემთხვევაში მთელ ამ ამბავში ვის ჩაბმის
რისკი იყო და მე ეს არ მინდოდა. მეორე ვარიანტი პაჩი იყო,
თუმცა მის ლოდინში, სავარაუდოდ დაცემული ანგელოზი გამექ-
ცეოდა. იყო მესამე ვარიანტიც - პაჩის რჩევის მიხედვით ანგე-
ლოზისთვის პირდაპირ ფრთების იარებზე მიმეტანა შეტევა.
საბოლოოდ გადავწყვიტე, ანგელოზს ჩემით დავდევნებოდი,
პაჩისთვის კი ამ ყველაფრის შესახებ ტელეფონით მეცნობებინა.
ამიტომ, მობილური ამოვიღე და მოკლე ტექსტური შეტყობინება
მივწერე: „ეშმაკის ზურგჩანთის“ უკან, ხეივანში ვარ. ერთ-ერთი
დაცემული ანგელოზი ვნახე, რომელმაც ავარია მოგვიწყო. და-
ვუმიზნებ ფრთების იარებში. იქვე, გვერდით შენობასთან კე-
დელზე მიყუდებული თოვლის ნიჩაბი დავინახე. დაუფიქრებლად
ავიღე და ისე, რომ გეგმა არ მქონია ანგელოზს უკან ავედევნე.
თუ მის გათიშვას ვაპირებდი, იარაღი აუცილებლად დამჭირდე-
ბოდა. საბოლოოდ ხეივნის ბოლომდე მივყევი, მან ქუჩაზე გაუხ-
ვია და სიგარეტი საკანალიზაციო არხში ჩააგდო. შემდეგ მობი-
ლური ამოიღო და ნომერი აკრიფა.
ჩრდილებს ვეფარებოდი და მის საუბარს ნაწყვეტ-ნაწყვეტ
ვისმენდი.
- საქმეს მოვრჩი. ბიჭი აქ არის. კი, დარწმუნებული ვარ.

311 მკითხველთა ლიგა


შემდეგ მობილური გათიშა და კისერი მოიქავა. მერე კი ისე
ამოიხვნეშა, თითქოს რაღაცას ეწინააღმდეგებოდა.
მე კი ამასობაში მისი ამ ჩუმი ჩაფიქრებით ვისარგებლე, უკ-
ნიდან მივეპარე და ნიჩაბი პირდაპირ ზურგში ჩავარტყი, ზუსტად
იქ, სადაც ფრთების იარები უნდა ყოფილიყო. დაცემული ანგე-
ლოზი წინ გადაიხარა და მუხლებზე დაეცა.
ნიჩაბი მეორედაც მოვიქნიე, მერე მესამედ, მეოთხედ, მეხუ-
თედ და რადგან ვიცოდი, რომ არ მოკვდებოდა, იარაღი პირდა-
პირ თავში დავუმიზნე.
ჯერ წონასწორობა დაკარგა, შემდეგ ასფალტზე დაენარცხა.
ფეხი წავკარგი, მაგრამ აღარ იძროდა. გაითიშა. ჩემ უკან კი ნაჩ-
ქარევი ფეხის ნაბიჯის ხმა მესმოდა. სიბნელიდან აქოშინებული
პაჩი გამოვარდა. ჯერ მე შემომხედა, მერე ძირს დაგდებულ და-
ცემულ ანელოზს.
- გავ... თიშე, - ვუთხარი ამ ყველაფრის სიმარტივით გაკვირ-
ვებულმა.
პაჩიმ ფრთხილად გამომართვა ნიჩაბი და გვერდზე გადადო.
მის ტუჩებს ოდნავმა ღიმილმა გადაუარა. - ანგელოზო, ეს კაცი
დაცემული ანგელოზი არაა.
შევკრთი. - რაა?
პაჩი კაცთან დაიხარა, მისი მაისური ასწია და შუაზე გადახია.
მე მის ზურგს დავხედე. პრიალა და დაკუნთული იყო, მაგრამ
ფრთების იარები არსად ეტყობოდა.
- დარწმუნებული ვიყავი, - წავილუღლუღე მე. - მეგონა, ის
იყო. ტატუ ვიცანი...
პაჩიმ ამომხედა. - ის ნეფილიმია.
ნეფილიმი? - ყურებს ვერ ვუჯერებდი. - მე ნეფილიმი გავთი-
შე?
პაჩიმ ნეფილიმის სხეული გადმოაბრუნა, პერანგი შეხსნა და
მკერდზე რაღაცას დაუწყო ძებნა. ჩვენი მზერა ერთდროულად
312 მკითხველთა ლიგა
მისწვდა იქვე, ლავიწთან გაკეთებულ შანთით გაკეთებულ
იარას.
- შავი ხელის ნიშანი, - ვთქვი განცვიფრებულმა. - იმ დღეს
რომ ავარია მოგვიწყო, ის თურმე ჰენკის კაცი იყო? ეს რას ნიშ-
ნავს? ამხელა შეცდომა ჰენკიმ როგორ დაუშვა? მან ხომ თქვა,
რომ ისინი დაცემული ანგელოზები იყვნენ. ისეთი თავდაჯერებუ-
ლი ჩანდა...
- დარწმუნებული ხარ, რომ „ელ კამინოში“ ეს იჯდა? - მკითხა
პაჩიმ.
შინაგანმა მრისხანებამ ერთიანად შემომიტია, როცა გავიაზ-
რე, თუ როგორ გამაცურეს. - კი, დარწმუნებული ვარ.

313 მკითხველთა ლიგა


28 თავი

საგზაო შემთხვევა ჰენკიმ დადგა, მან უთხრა თავის ხალხს,


რომ მანქანით დასჯახებოდნენ, შემდეგ კი დამაჯერა, თითქოს ეს
დაცემული ანგელოზების გაკეთებული იყო. მე სულელიც ამ ან-
კესს წამოვეგე.
პაჩიმ ნეფილიმის სხეული მაღალ ბუჩქებში დამალა და ქუჩას
მოაშორა. - სანამ გამოფხიზლდება აქ ვერავინ შეამჩნევს. - შეგ-
ხედა?
- არა, მოულოდნელად შევუტიე, - ვუთხარი დაბნეულად. -
მაგრამ, რაში დასჭირდა ჰენკის ამ ყველაფრის მოწყობა? სრუ-
ლი უაზრობაა. მისი მანქანა დაილეწა, თვითონაც კარგად
დაიჟეჟა და - აზრი?
- სანამ ამას არ გავარკვევთ, არ მინდა თვალი მოგაშორო.
მიდი, ახლა შიგნით შედი და ვის უთხარი, რომ სახლამდე შენით
წახვალ. ხუთ წუთში გამოსასვლელთან დაგელოდები.
მე თითები მკლავებზე გადავისვი, რომლებიც ახლა ბუსუსე-
ბით დამფარვოდა. - ჩემთან ერთად წამოდი. მარტო ყოფნა არ
მინდა. იქნებ, ჰენკის ხალხი შიგნითაც ჰყავს?
პაჩიმ გამოსცა ხმა, რომელსაც მხიარული ნაკლებად ეთქმო-
და. - ვიმ რომ ერთად დაგვინახოს, ყველაფერი აირევა და
დაირევა. მიდი, უთხარი, რომ სახლამდე წამყვანი იშოვე. მე აქ-
ვე ვიდგები და აქედან გიყურებ.
- ეგრე ადვილად ვერ მოვატყუებ. ბოლო პერიოდში საგ-
რძნობლად დაკვირვებული გახდა, ადამიანებს ადვილად აღარ
ენდობა. მოდი, სახლამდე მას გავყვები, მერე კი, როგორც კი
დამტოვებს, სადმე ჩემს სახლთან შემხვდი. ოღონდ, ფრთხილად
იყავი, იქ ჰენკია.
პაჩიმ მიმიზიდა და სწრაფად მაკოცა. - ფრთხილად იყავი.
314 მკითხველთა ლიგა
როცა „ეშმაკის ხელჩანთაში“ შევბრუნდი, მთელ დარბაზში
ხმამაღალი უკმაყოფილება ისმოდა. ხალხი სცენას ხელსახო-
ცებსა და პლასტმასის საწრუპებს ესროდა. - „სერფენთინი“ ნაგა-
ვია! „სერფენთინი“ ნაგავია! - ყვიროდა რამდენიმეკაციანი ჯგუ-
ფი სადღაც შორიახლოს. მე ვის ხელკავი გავუყარე.
- რა ხდება?
- სკოტი გაიქცა. ასე, ადგა და გაიქცა. ბენდი კი მის გარეშე
ვერ უკრავს.
უსიამოვნო გრძნობამ დამიარა. - გაიქცა? როგორ?
- არ ვიცი, რომ შემძლებოდა მეც ვკითხავდი მაგას, მაგრამ
მოულოდნელად სცენიდან გახტა და კარში სირბილით გავიდა.
თავიდან ეს ყველას ხუმრობა ეგონა.
- აქედან უნდა მოვშორდეთ, - ვუთხარი ვის. - ცოტა ხანში
ხალხი სულ გადაირევა.
- ამინ! - წამოიძახა ვიმ, სკამიდან ჩამოხტა და გამომყვა.
ფერმის სახლთან „ნეონი“ ბორდიურთან გავაჩერეთ და ვი
ისევ მე მომიბრუნდა. - აბა, რას ფიქრობ სკოტის ამბავზე?
თავიდან ტყუილის სათქმელად განვეწყვე, მაგრამ ამ თამა-
შით ძალიან ვიყავი დაღლილი. - ვფიქრობ, სკოტი დიდ გასაჭირ-
შია.
- გასაჭირში?
- ხო, მგონია, რომ რაღაც შეცდომები დაუშვა და ამით საეჭვო
ხალხი გაანაწყენა.
ვი გახელებული იყურებოდა... მერე სკეპტიკური იერი
დაედო. - საეჭვო ხალხი? როგორი საეჭვო ხალხი?
- ძალიან ცუდი ხალხი, ვი.
ამაზე მეტის ცოდნა არ სჭირდებოდა. შემდეგ „ნეონი“ უკუს-
ვლის რეჟიმში გადართო - მერე აქ რას ვუზივართ? სადღაც
სკოტს დიდი პრობლემები აქვს და ჩვენ აქ ვზივართ. წამო, და-
ვეხმაროთ.
315 მკითხველთა ლიგა
- ჩვენ მას ვერაფრით დავეხმარებით. ის ხალხი, წარმოდგენა
არ გაქვს, რაზეა წამსვლელი. თუმცა, არის ერთი ვიღაც, ვისაც
დახმარება შეუძლია. მისი დახმარებით სკოტი ამაღამვე დატო-
ვებდა ქალაქს და უსაფრთხოდ იქნებოდა.
- სკოტმა ქალაქი უნდა დატოვოს?
- ის აქ უსაფრთხოდ ვერ იქნება. დარწმუნებული ვარ, ხალხს,
რომელიც მას ეძებს, იმის მოლოდინიც აქვს, რომ სკოტი ქალა-
ქიდან გავა, მაგრამ პაჩი ყველაფერს ისე მოაწყობს, რომ...
- მოიცა! უკან დაიხიე. გინდა, რომ სკოტის დახმარება მაგას
სთხოვო?
ვიმ უეცრად ხმას აუწია და როგორც დამნაშავეს ისე შემომი-
ტია. - დედაშენმა იცის, რომ ისევ მას დაუკავშირდი? არ გიფიქ-
რია იმის შესახებ, რომ ეს ისეთი ინფორმაცია იყო, რომელიც
ჩემთვის უნდა გაგემხილა? მე კიდევ მთელი ეს პერიოდი გატყუ-
ებ, თავს ვიშტერებ, ვითომ არც არასოდეს უარსებია, შენ კიდევ
ჩემ ზურგს უკან ისევ მას ხვდები?
მისი აშკარა აღიარების მოსმენის შემდეგ ყოველგვარი სინ-
დისის ქენჯნის გარეშე გავეცი მრისხანე პასუხი. - ანუ, როგორც
იქნა, აღიარებ, რომ პაჩის შესახებ მატყუებდი, არა?
- გატყუებდი? რა თქმა უნდა! მაგრამ, ამას იმიტომ ვაკეთებ-
დი, რომ მაგ გაიძვერას აღარასოდეს გაკარებოდი. მისი გამოჩე-
ნის შემდეგ შენი ცხოვრება სრულებით შეიცვალა. და შეიცვალა
ჩემიც. ძველებურად ვეღარც ერთი ვეღარ ვიცხოვრებთ. ზოგა-
დად, მირჩევნია დამნაშავეთა მთელ ბანდას შევხვდე პირისპირ,
ვიდრე ერთი-ერთზე ცარიელ ქუჩაში პაჩის. ის ადამიანებზე დიდ
ზეგავლენას ახდენს და როგორც ვუყურებ ახლაც თავის ძველ
საქმეს არის მიბრუნებული.
მე პირი გავაღე, მაგრამ ბოლომდე ჩემი ფიქრების გადმოცე-
მა ვერ მოვახერხე. - შენც რომ ისევე ხედავდე მას, როგორც მე...

316 მკითხველთა ლიგა


- ეგ თუ ოდესმე მოხდა, თავს ვდებ, იმ წამსვე თვალებს და-
ვითხრი!
შევეცადე დავმშვიდებულიყავი. ბრაზის მიუხედავად, რა-
ციონალურად უნდა მემოქმედა. - შენ მე მატყუებდი, ვი. თვალებ-
ში მიყურებდი და მატყუებდი. დედაჩემისგან კიდევ დავიჯერებდი
ასეთ რამეს, მაგრამ შენგან არა. - შემდეგ კარი გავაღე. - რო-
გორ აპირებდი ამის ახსნას ჩემი მეხსიერების დაბრუნების შემ-
დეგ? - უეცრად ვკითხე მომთხოვნი ტონით.
- იმედი მქონდა, რომ მაგას არასოდეს გაიხსენებდი, - მომა-
ძახა ვიმ. - გეუბნები, მის გარეშე ბევრად კარგად იცხოვრებ და
წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდება, ის საშინელებები რომ
კიდევ განმეორდეს. როცა მასთან ხარ შენ შენს თავს აღარ ჰგავ-
ხარ, როგორღაც იცვლები და შენ მხოლოდ მის იმ ერთ პრო-
ცენტს ხედავ, რომელიც შესაძლოა, კარგი იყოს, დანარჩენი ოთ-
ხმოცდაცხრამეტი კი შეუმჩნეველი გრჩება. არადა, სწორედ ეგ
ამტკიცებს რომ ის ჩვეულებრივი ფსიქოპათია!
პირი დავაღე.
- კიდევ რამეს მეტყვი? - კბილებს შორის გამოვცერი.
- არა. ეს ყველაფერი ჩემ მისდამი განწყობას სავსებით აღ-
წერს.
მანქანიდან გადმოვედი და კარი მაგრად მოვუხურე.
ვიმ ფანჯარა ჩამოსწია და თავი გამოყო. - როცა საღ აზრს და-
უბრუნდები, დამირეკე! - გამომძახა.
შემდეგ მანქანა დაძრა და მაღალი სიჩქარით სიბნელეში
გაუჩინარდა.
ფერმის სახლის ჩრდილქვეშ ვიდექი და ვცდილობდი თავი
გამეკონტროლებინა. მახსენდებოდა ის ბუნდოვანი პასუხები,
რომლებსაც ჩემს შეკითხვებზე ვი მცემდა მაშინ, პირველად რომ
საავადმყოფოდან შინ დავბრუნდი. მე მას ვენდობოდი და იმედი
მქონდა, რომ თუ ჩემით არ გამახსენდებოდა წარსული, ამაში ჩე-
317 მკითხველთა ლიგა
მი საუკეთესო მეგობარი დამეხმარებოდა. ის კი, დედაჩემს შეეკ-
რა და ორივემ ერთად სცადეს ჩემთვის წარსულის კიდევ უფრო
დავიწყება. სწორედ ამიტომ ვეძებდი პაჩის ამდენი ხანი.
ამ ფიქრებით იმდენად ვიყავი დატვირთული, რომ თითქმის
დამავიწყდა, პაჩის რომ უნდა შევხვედროდი. ჩემს სახლს ოდნავ
მოვცილდი და თვალებით მას დავუწყე ძიება. ამასობაში ჩრდი-
ლებიდან ჩემ წინ მისი სილუეტი ნელ-ნელა გამოჩნდა. მის და-
ნახვაზე ყველა ჩემი - წყენით გამოწვეული გრძნობა მინავლდა,
მაგრამ ჯერ ვის პატიებას მაინც არ ვაპირებდი. პაჩის თავისი შა-
ვი, ვინტაჟური „ჰარლი-დევიდსონ“ სპორტსტერი გზის პირას
დაეყენებინა. როგორც კი დავინახე ჰაერში რაღაც სიცივე დატ-
რიალდა. იყო მასში რაღაც ძალიან სახიფათო და მაცდური. გუ-
ლისცემა ამიჩქარდა, სუნთქვა ღრმად დავიწყე და მივენდე იმ
გრძნობას, რომელიც ახლა მისკენ მიმაქანებდა. მთვარით განა-
თებული პაჩი ახლა მართლაც რაღაც დამნაშავეს წააგავდა. რო-
ცა მივუახლოვდი, თავზე ჩაფხუტი დამახურა. - „ტაოე“ სად არის?
- ვკითხე მე.
- მისი გადაგდება მომიხდა. უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა
მნახა მასთან ერთად. ახლა მანქანა ერთ-ერთ მიტოვებულ მდე-
ლოზეა და მასში უსახლკარო ბიჭი სახელად ჩემბერსი ცხოვ-
რობს. - მიუხედავად ჩემი განწყობისა, თავი მაინც უკან გადავაგ-
დე და გულწრფელად გავიცინე.
პაჩიმ გაკვირვებით წარბები მაღლა ასწია. - ისეთი ღამე
მქონდა, რომ ეს ნამდვილად მჭირდებოდა.
მაკოცა, შემდეგ ნიკაპთან ჩაფხუტი შემიკრა და მითხრა, - მი-
ხარია, რომ დახმარება შევძელი. შემოაჯექი, ანგელოზო, ჩემ-
თან წაგიყვან.
მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მიწაში იყო ნაგები, პაჩის
სტუდიო მაინც საკმაოდ გამთბარი დაგვხვდა. რამდენიმე წამით
იმაზეც დავფიქრდი, ხომ არ ათბობდა აქაურობას დელფიკის
318 მკითხველთა ლიგა
ორთქლის მილები, რომლებიც პაჩის სახლის თავზე გადიოდა.
მას ჰქონდა ბუხარიც, რომელიც მისვლისთანავე დაანთო, შემ-
დეგ ქურთუკი გამომართვა და კარადაში დაკიდა.
- გშია? - მკითხა მან. ახლა ჩემი ჯერი იყო გაკვირვების ნიშ-
ნად წარბები ამეწია.
- საჭმელი იყიდე? ჩემთვის? - მახსოვდა მისი ნათქვამი, რომ
ანგელოზები გემოს ვერ გრძნობენ და არც საკვების მოთხოვნი-
ლება აქვთ.
- როგორც კი გზატკეცილზე გახვალ, კუთხეში ნატურალური
პროდუქტების მაღაზიაა. არც კი მახსოვს, ბოლოს მანდ როდის
ვიყავი. - მის სახეზე ღიმილი გაკრთა. - შესაძლოა, ზედმეტადაც
მოვინდომე.
სამზარეულოში შევედი. აქაურობა შავი გრანიტითა და უჟან-
გავი მეტალით იყო ნაგები. რამდენიმე კაკლის ხის ავეჯიც შევ-
ნიშნე და საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან მამაკაცურად და
უბრალოდ, თუმცა დახვეწილად გამოიყურებოდა. პირველ რიგ-
ში მაცივარს მივადექი და კარი გამოვაღე. პირველ სართულზე
ელაგა რამდენიმე ბოთლი წყალი, ისპანახი და არაგულა, სო-
კოები, კოჭა, გორგონზოლა და ფეტა, ნატურალური მიწის თხი-
ლის კარაქი და რძე. ქვედა თაროზე - სოსისები, ცივად შენახუ-
ლი ძეხვის ნაჭრები, კოლა, შოკოლადის პუდინგი და მათ გვერ-
დით ერთი ბოთლი ნაღები. უეცრად შევეცადე წარმომედგინა,
მაღაზიაში, სავაჭრო კალათში როგორ ალაგებს პაჩი ამ ყველა-
ფერს და შევეცადე სახეზე ღიმილი არ დამტყობოდა.
შოკოლადის პუდინგი გამოვიღე და პაჩის შევთავაზე. მან თა-
ვი გააქნია, იქვე, ერთ-ერთ ბარის სკამზე ჩამოჯდა და იდაყვები
მომლოდინედ ჩამოაწყო დახლის ზედაპირზე. - ავარიის დროს
გონების დაკარგვამდე სხვა რამე ხომ არ გახსენდება?
ერთ-ერთ უჯრაში კოვზი ვიპოვე და პუდინგის ჭამა დავიწყე. -
არა, - მოღუშულად ვუპასუხე. - არადა, რაღაც უეჭველად მოხდე-
319 მკითხველთა ლიგა
ბოდა. მანქანა რომ დაგვეჯახა, ჯერ ლანჩიც არ მქონდა ნაჭამი,
საავადმყოფოში კი ღამით გამეღვიძა. როგორც ჩანს, სადღაც
ექვსი საათი გათიშული ვიყავი. წარმოგიდგენია? როგორ უნდა
გავიხსენო ექვსი საათი, რომელიც საერთოდ არ მახსოვს? სად
ვიყავი? ჰენკისთან? თუ მთელი ეს დრო საავადმყოფოში ვიწექი?
პაჩის თვალებს რაღაც შეშფოთებისმაგვარი დაეტყო. - ვიცი,
რომ ეს არ მოგეწონება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დაბრიას დახ-
მარებით ჰენკისგან როგორღაც ამ ავარიის შესახებ ინფორმა-
ცია მივიღოთ. რა თქმა უნდა, დაბრია ვერ დაინახავს, რა მოხდა
ავარიის დროს, მაგრამ თუ მას თავისი შესაძლებლობების ნაწი-
ლი მაინც შერჩა, შეეძლება, რომ ჰენკის მომავალი განჭვრი-
ტოს, ეს კი ნაწილობრივ მისი წარსულის სურათსაც დაგვანახებ-
და. ყველაფერი - მომავალში მომხდარი, როგორღაც წარსულის
ფაქტებთანაა დაკავშირებული. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც ძალი-
ან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჰენკი ყოველთვის გაძლიერებული
დაცვით დადის. როცა გარეთ გამოდის, ათამდე თავისი კაცი შო-
რიახლოს ფრთხილად დაჰყვება და სიტუაციას აკონტროლებს.
მაშინაც კი, როცა ჰენკი შენს სახლშია, მისი ხალხი სახლის ირ-
გვლივ იმალება და ყველაფერს აკვირდებიან.
ეს ჩემთვის ახალი ამბავი და საკუთარი უსუსურობის გააზრე-
ბის კიდევ ერთი მიზეზი იყო.
- დაბრიას რაც შეეხება... - წამოვიწყე მე, - ამაღამ „ეშმაკის
ხელჩანთაში“ გამოჩნდა და წარმოიდგინე, ისეთი თავაზიანი აღ-
მოჩნდა, რომ გამომეცნაურა კიდეც.
პაჩის ახლოდან ვაკვირდებოდი, დარწმუნებული არ ვიყავი
რას ვუყურებდი ახლა. ეს იყო მომენტი, როცა ჩემს ემოციურო-
ბასა და მის ინდიფერენტულობას შორის კავშირის გაბმა ძნელი
ხდებოდა.
- მითხრა, რომ ჰენკის მოკვლისთვის დიდი ჯილდო - ათი მი-
ლიონი დოლარია დაწესებული და რომ არსებობს უამრავი ადა-
320 მკითხველთა ლიგა
მიანი, ვინც ამაზეა წამსვლელი, რადგან მათ არ უნდათ იხილონ
ჰენკის მიერ მოწყობილი ნეფილიმების აჯანყება. მიუხედავად
იმისა, რომ დაბრიას ჩემთვის დეტალები არ უთქვამს, რაღაცებს
ჩემითაც ვვარაუდობ. შესაძლოა, სულაც ვიღაც ახალი ნეფილი-
მი არსებობდეს, რომელსაც ჰენკის ამხელა ძალაუფლება სუ-
ლაც არ სიამოვნებს. ნეფილიმი, რომელსაც ურჩევნია, რომ ის
გამომწყვდეული იხილოს. - შემდეგ მომდევნო ფრაზის ხაზგა-
სასმელად შევჩერდი. - ნეფილიმი, რომელიც რევოლუციას გეგ-
მავს.
- ათი მილიონი მშვენიერი ციფრია, - ისევ და ისევ, ყოველ-
გვარი გულწრფელი გრძნობის გარეშე თქვა პაჩიმ.
- ჩემს გაყიდვას აპირებ, პაჩი?
კარგა ხანს პაჩის არაფერი უთქვამს, შემდეგ ალაპარაკდა და
მისი სიტყვები ოდნავ დამცინავად ჟღერდა. - ხვდები, რომ დაბ-
რია სწორედ ამის მიღწევას ცდილობს? ის შენ „ეშმაკის ხელჩან-
თამდე“ გამოგყვა და სცადა დაეჯერებინა, რომ მე შენს ღალატს
ვაპირებ. რა გითხრა? - რომ ათი მილიონი ზედმეტად დიდი თან-
ხაა საიმისოდ, რომ უკან დავიხიო? ან იქნებ ის დაგაჯერა, რომ
სამყაროს ყველა კუთხეში დაბრიყვებული ქალები მყავს, რომ-
ლებსაც ამ ფულის დახმარებით ირგვლივ შემოვიკრებ? ალბათ,
ეჭვიანობა უფრო ალაპარაკებდა. არ ვიცი, შესაძლოა ზუსტად
ვერ მივხვდი მის ნათქვამს, მაგრამ მგონი მაინც ახლოს ვარ.
თავი მაღლა ავწიე და ჩემი დაუცველობის დაფარვა ვცადე. -
მითხრა, რომ დიდი რაოდენობით მტრები გყავს და მათთვის სა-
მაგიეროს გადახდას აპირებ.
პაჩის სიცილი წასკდა. - მართალია, არ უარვყოფ, რომ უამ-
რავი მტერი მყავს, მაგრამ გგონია ათი მილიონი მათთან გასას-
წორებლად დამეხმარებოდა? არ ვიცი, შეიძლება ასეც ყოფილი-
ყო, შეიძლება არც. მთავარი ეგ არ არის. საუკუნეებია ჩემს
მტრებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით ვუსწრებ და ვგეგმავ, რომ
321 მკითხველთა ლიგა
მომავალშიც ასე გაგრძელდეს. ლანგარზე დადებული ჰენკის
თავი კი ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე შურისძიება. მერე კი,
რადგან გავიგე, რომ შენც ჩემს სურვილს იზიარებდი, ამ ბრძო-
ლაში მთლიანად ჩავერთე. მიუხედავად იმისა, ნეფილიმია ის თუ
არა.
არ ვიცოდი მისთვის რა მეპასუხა. პაჩი მართალი იყო - ჰენკი,
მთელი მის მიერ ჩადენილი საშინელებების შემდეგ, სიკვდილის
მეტს არაფერს იმსახურებდა.
პაჩიმ ტუჩებთან თითი მიიტანა და სიჩუმისკენ მომიწოდა.
რამდენიმე წამში შემოსასვლელ კარზე კაკუნიც გაისმა.
ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და პაჩიმ ფიქრებით მითხრა, -
არავის ველოდები. საძინებელში შედი და კარი ჩაკეტე.
მე თავი დავუქნიე, ვაგრძნობინე, რომ ნათქვამი გავიგე და
ჩუმი მოძრაობით შევედი პაჩის საძინებელში. კარს ავეკარი და
მისი მეორე მხრიდან მსუბუქი სიცილი გავიგე. შემდეგ კი სიტ-
ყვები, რომლებიც მუქარის მსგავსად გაისმა. - აქ რას აკეთებ?
- ცუდ დროს მოვედი? - მსუბუქი ხმა. ქალის. უჩვეულოდ ნაც-
ნობი.
- შენს კითხვას თავადვე უპასუხე.
- მნიშვნელოვან საქმეზე ვარ.
მთელ სხეულში განგაშის ზარმა დამიარა, როგორც კი დაბ-
რიას ხმა ვიცანი.
- შენთვის რაღაც მაქვს, - უთხრა პაჩის ძალიან სანდომიანი
და მსუბუქი ხმით.
ეჭვი არ მეპარება, ასეა. - გავიფიქრე ცინიკურად. ერთი სული
მქონდა ოთახიდან გავსულიყავი და დაბრიას დამსახურებულად
თბილად მივსალმებოდი, მაგრამ თავი შევიკავე და პაჩის რჩე-
ვას დავყევი. ჩემს სიამაყესა და პოტენციურ მნიშვნელოვან ინ-
ფორმაციას შორის ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

322 მკითხველთა ლიგა


- გაგვიმართლა. შავი ხელი ამ საღამოს დამიკავშირდა, - გა-
ნაგრძო დაბრიამ, - და მითხრა, რომ შეხვედრა უნდა. მეც უსიტ-
ყვოდ დავთანხმდი.
- უნდა რომ მისი მომავალი იხილო, - თქვა პაჩიმ.
- კი. თან, ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ.
იცი, მისი სახით სრულყოფილი ნეფილიმი გვყავს, მაგრამ ცოტა
სიფრთხილე აკლია. პატარ-პატარა შეცდომებს მაინც უშვებს.
ამჯერად თავისი მცველების გარეშე მეახლა. მითხრა, რომ არ
სურდა ვინმეს რამე გაეგო. ხელმეორედ შეამოწმა მომავალი. მე
ჩემი წინასწარმეტყველებების გადამოწმება არ მიყვარს, მაგრამ
წყენა არ შემიმჩნევია.
- და რა უთხარი?
- ზოგადად, ამგვარ ინფორმაციას თავისი ფასი აქვს.
- რამდენი გინდა? - ჰკითხა პაჩიმ.
- ის, ვინც პირველი ასახელებს ფასს, ყოველთვის წაგებუ-
ლია, - ეს შენგან ვისწავლე.
მომეჩვენა, თითქოს პაჩის გადატრიალებული თვალების ხმა
გავიგე. - ათი ათასი.
- თხუთმეტი.
- თორმეტი და ნუღარ ვივაჭრებთ.
- შენთან საქმის წარმოება ყოველთვის სასიამოვნოა. რო-
გორც ძველად. კარგი გუნდი ვიყავით.
ახლა ჩემი ჯერი იყო თვალების გადატრიალების.
- დაიწყე.
- მე ჰენკის სიკვდილი ვიხილე და ასეც ვუთხარი. დეტალებს
ვერ აღვუწერდი, მაგრამ ვთქვი, რომ სამყაროში ძალიან მალე
ერთით ნაკლები ნეფილიმი იქნებოდა. მემგონი, მაგათი „უკვდა-
ვების“ უკვე აღარ მჯერა. ჯერ ჩონსი, ახლა ჰენკი.
- ჰენკის რა რეაქცია ჰქონდა? - იკითხა პაჩიმ.
- არანაირი. უსიტყვოდ წავიდა.
323 მკითხველთა ლიგა
- სხვა?
- იცი, მგონი მას მთავარანგელოზის ყელსაბამი აქვს. მე ეს
ვიგრძენი.
ჩემთვის დავფიქრდი, როგორ მოახერხა მარსიმ ყელსაბამის
ჩემგან მოპარვა? არა, კი ვუთხარი, სამკაულების არჩევაში დამ-
ხმარებოდა, მაგრამ ამაზე უარი მითხრა. იქნებ, ჩემი სახლის გა-
საღები ჰენკიმ მისცა და ისიც ჩემს არყოფნაში ჩუმად შემოიპა-
რა, ყელსაბამი მომპარა და ჰენკის მიუტანა?
- ვინმე ყოფილ მთავარანგელოზს ხომ არ იცნობ, რომელმაც
ყელსაბამი დაკარგა? - ეშმაკურად იკითხა დაბრიამ.
- ფულს ხვალ გადმოგირიცხავ, - მშრალად უპასუხა პაჩიმ.
- მთავარანგელოზის ყელსაბამი ჰენკის რაში სჭირდება? მე-
რე, როცა ჩემგან მიდიოდა, გავიგე მძღოლს უთხრა, საწყობში
მიმიყვანეო. ან ეს საწყობი რაღაა? - კითხვები დააყარა დაბრი-
ამ.
- წინასწარმეტყველი შენ ხარ, - ყოველგვარი ხუმრობის გა-
რეშე მიუგო პაჩიმ. დაბრიას კისკისი მთელ სტუდიოში გაიბნა. -
იქნებ, შენს მომავალშიც ჩავიჭყიტო? იქნებ, სადმე ჩემთანაც იკ-
ვეთება.
აქ უკვე ვეღარ მოვითმინე, კარი შევაღე და დაბრიას ღიმი-
ლით შევეგებე. - დაბრია, რა სასიამოვნო მოულოდნელობაა.
დაბრია შემობრუნდა და სასტიკი თვალებით შემომხედა.
მე მხრებში გავიშალე და გავიზმორე. - ჩამთვლიმა, მაგრამ
შენმა სასიამოვნო ხმამ გამაღვიძა.
პაჩის გაეღიმა. - დაბრია, მგონი, ჩემს გოგოს იცნობ, ჰო?
- ოჰ, აქამდეც შევხვედრივართ, - მხიარულად ვთქვი მე. - სა-
ბედნიეროდ იმ შეხვედრას გადავურჩი და ახლა შემიძლია ამაზე
ვილაპარაკო.
დაბრიამ პირი გააღო, მაგრამ მაშინვე დამუწა. რამდენიმე
წამში კი მისი ლოყების ვარდისფერი ოდნავ გამუქდა.
324 მკითხველთა ლიგა
- როგორც ჩანს, ჰენკიმ მთავარანგელოზის ყელსაბამს მიაგ-
ნო, - თქვა პაჩიმ.
- სასაცილოა, ნეტავ როგორ.
- მაგას მალევე გავარკვევთ, - მითხრა პაჩიმ.
- ქურთუკს ავიღებ.
- არა, შენ აქ რჩები, ანგელოზო, - მითხრა პაჩიმ ხმით, რომე-
ლიც არ მომეწონა. ამგვარ ემოციებს არასოდეს გამოხატავდა,
მაგრამ ახლა აშკარა იყო, რომ სერიოზულად... მცირედი აღელ-
ვებით მელაპარაკებოდა.
- მარტო უნდა წახვიდე?
- ჯერ ერთი, არ უნდა დავუშვათ, რომ ჰენკიმ მე და შენ ერთად
გვნახოს. მერე მეორე, არ მინდა ისეთ რამეში ჩაერიო, რაც ძა-
ლიან ბინძურია და თუ კიდევ ერთი მიზეზი გინდა, ის არის, რომ
მიყვარხარ. ეს ჩემთვის აუთვისებელი ტერიტორიაა, მაგრამ ამ
ღამის გათენებამდე რაიმე უნდა გავარკვიო.
შევკრთი. პაჩისგან ასეთი ემოციური საუბარი იშვიათად მსმე-
ნია. თუმცა, ასე მარტივად მის სიტყვებს ვერ დავყვებოდი.
- შენ მე პირობა მომეცი, - ვუთხარი მე.
- მაგ პირობას შევასრულებ, - მიპასუხა და მოტოციკლისტის
ქურთუკი მოიცვა. შემდეგ მომიახლოვდა და შუბლი შუბლზე მო-
მადო.
ამ კარიდან ერთი დუიმით გასვლაზეც კი არ იფიქრო, ანგე-
ლოზო. როგორც კი შევძლებ დავბრუნდები. ვერ დავუშვებ, რომ
ჰენკიმ მთავარანგელოზს ყელსაბამი ისე გაუკეთოს, რომ მოის-
მინოს ის, რაც მას სჭირდება. მას ერთი რამ, რაც სჭირდებოდა,
უკვე აქვს. ნუ მივცემთ მეორესაც. ამ ყველაფერს ერთად დავას-
რულებთ.
- დამპირდი, რომ დარჩები აქ და შენი უსაფრთხოება საფიქ-
რალი არ მექნება, - თქვა ხმამაღლა. - მეორე ვარიანტია, რომ

325 მკითხველთა ლიგა


დაბრია დაგიტოვო და ყურადღება მან მოგაქციოს. - შემდეგ
წარბები ასწია, თითქოს მეკითხებოდა - აბა, რას ირჩევ?
მე და დაბრიამ მზერა გავცვალეთ. სასიამოვნო არც ერთს არ
ეთქმოდა.
- მალე დაბრუნდი, - ვუთხარი პაჩის.

326 მკითხველთა ლიგა


29 თავი

პაჩის სტუდიოში ბოლთას ვცემდი და საკუთარ თავს ვაკავებ-


დი, რომ უკან არ დავდევნებოდი. ის მე დამპირდა. დამპირდა,
რომ ჰენკის მარტო არ დაამარცხებდა და როცა მისი მოკვლის
გზას მიაგნებდა, მის გვერდით მეც ვიქნებოდი. მე ვიქნებოდი ის
ადამიანი, ვინც მას შემდეგ ცხოვრებაში გაისტუმრებდა, სადაც
აქ ჩადენილი სისასტიკეებისთვის სათანადოდ მიეზღვებოდა.
ჩემს ფიქრებში ეჭვნარევი ხმა გაისმა. დაბრია მართალი იყო.
პაჩის ფული სჭირდება. ის ჰენკის საჭირო ხალხს გადასცემს, მე-
რე მე თანხის ნაწილს მომცემს და გავსწორდებით. ნების დარ-
თვისა და პატიების თხოვნას შორის პაჩი ყოველთვის მეორეს
ირჩევდა, - გავიფიქრე ჩემთვის.
ხელები პაჩის სავარძელს ჩამოვაწყვე. მძიმედ ვსუნთქავდი
და გონებაში მისი წამების სხვადასხვა ხერხზე ვფიქრობდი იმ
შემთხვევისთვის, თუ ჰენკის ცოცხლად მომიყვანდა.
ჩემმა მობილურმა დარეკა, ხელჩანთა გავხსენი, მობილური
ამოვიღე და ვუპასუხე. - სად ხარ?
ყურში მძიმე სუნთქვის ხმა მესმოდა. - მათ მე მიპოვეს, გრეი.
„ეშმაკის ხელჩანთაში“ იყვნენ. ჰენკის კაცები. დავიწვი.
- სკოტ! - უჩვეულო ხმა ჰქონდა, თუმცა აშკარად ძალიან შეშ-
ფოთებული. - სად ხარ?
- ტელეფონზე ვერაფერს გეტყვი. ქალაქიდან უნდა მოვშორ-
დე. როცა ავტობუსების სადგურზე მივედი, იქაც ჰენკის ხალხი
დამხვდა. ყველგან ნაცნობები ჰყავს, ორი პოლიციელი პრო-
დუქტების მაღაზიაში დამედევნა, მაგრამ უკანა კარიდან გავეპა-
რე. მერე „ჩარჯერის“ დატოვებამაც მომიწია, ფეხით გავრბივარ.
ფული მჭირდება - რამდენსაც შეძლებ რომ მომცე - თმის შესა-
ღებად, ახალი ტანსაცმლის საყიდლად. თუ „ფოლქსვაგენი“ არ
327 მკითხველთა ლიგა
გჭიდება, მას წავიყვან და მოგვიანებით გაგისწორდები, რა. შეძ-
ლებ, რომ ჩემს სამალავში შემხვდე, ასე ნახევარ საათში?
რა უნდა მეთქვა? პაჩიმ მითხრა, სახლში დარჩიო, მაგრამ ასე
უბრალოდ ვერ ვიჯდებოდი მაშინ, როცა სკოტისთვის დრო იწუ-
რებოდა.
ჰენკი ახლა საწყობში იყო დაკავებული და მე, ალბათ სკოტის
ქალაქიდან გასაყვანად რაღაც დრო მქონდა. პატიებას მოგ-
ვიანებით ვითხოვდი.
- ნახევარ საათში მანდ ვარ, - ვუთხარი სკოტს.
- გზა გახსოვს?
- კი. - ნუ, მეტნაკლებად.
როგორც კი მობილური გავთიშე, პაჩის სტუდიოში დავიწყე
კარადების და უჯრების თვალიერება, რომ სკოტისთვის რაღაც
აუცილებელი ნივთები წამეღო. ჯინსი, მაისურები, წინდები და
ფეხსაცმელი. პაჩი მასზე რამდენიმე დუიმით დაბალი იყო, მაგ-
რამ არაუშავს.
მის საძინებელში ზედა ანტიკვარული წითელი ხის კარადა
გამოვაღე და ჩემი ნაჩქარევი ძიების პროცესიც აქ შენელდა.
ერთ ადგილზე გავიყინე, ეს იყო საოცრად მოწესრიგებული კა-
რადა, კოხტად დაწყობილი ნაჭრის შარვლებით, პერანგებითა
და სამი პიჯაკით, რომლებიც აშკარად სპეცშეკვეთით იყო შეკე-
რილი. აქვე ვიხილე მდიდრული საკინძეები, პატარა კალათი
ცხვირსახოცებით და თარო სხვადასხვა ფერის - დაწყებული
წითლით დამთავრებული იისფერი - ჰალსტუხებით. დაბლა
ელაგა ფეხსაცმელი - სარბენი შავი ბოტასები, კონვერსები და
იტალიური უთასმო ფეხსაცმელები. საზაფხულო ფლოსტებიც კი
შევნიშნე. ჰაერში კედარის სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. მე კი
პაჩის მხოლოდ ჯინსებით, მაისურებითა და დასვრილი კეპებით
ვიცნობდი. ნეტავ, თუ ოდესმე ვნახავდი მასზე ამ სხვა ფორმას
და ნეტავ, თუ ოდესმე დასრულდებოდა მისი ეს „სხვა ფორმები“.
328 მკითხველთა ლიგა
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე, მისი სახე მით უფრო მეტად
ეხვეოდა მისტიკურობის საბურველში. ამ ფიქრების განდევნა
ვცადე, მაგრამ თავს კიდევ ერთხელ დავუსვი შეკითხვა - მარ-
თლა ხომ არ აპირებდა პაჩი ამაღამ ჩემს ღალატს?
ამას ვერ ვიჯერებდი, მაგრამ მასში დარწმუნებული არ ვიყა-
ვი.
სააბაზანოდან ავიღე საპარსი, საპონი, ქაფი, შემდეგ ქუდი,
ხელთათმანები და რეიბანები. სამზარეულოს უჯრებში რამდენი-
მე ყალბ პირადობის მოწმობას და ნაღდ ფულს - ხუთი ათას დო-
ლარზე მეტს მივაგენი. პაჩი გაცოფდებოდა, როცა გაიგებდა,
რომ ეს ფული სკოტს გადავეცი, მაგრამ რა ვქნა, ახლა რობინ
ჰუდობა მიწევდა.
მანქანა არ მყავდა, მაგრამ სკოტის სამალავი დელფიკის გა-
სართობი პარკიდან დაახლოებით ორ მილში იყო და ამიტომ
ძუნძულით გავუყევი გზის პირს. სახეს კაპიუშონით ვიფარავდი,
შიგადაშიგ რამდენიმე მანქანამ სიგნალი მომცა, მაგრამ ძირი-
თადად მაინც შეუმჩნევლად მივდიოდი. პარკს რაც უფრო ვშორ-
დებოდი სინათლეც კლებულობდა და ახლა ჩემ ირგვლივ მხო-
ლოდ ფართოდ გაშლილ სანაპიროს და მუქ ოკეანეს ვხედავდი.
საბედნიეროდ, მქონდა ხელის სანათი და ქვის კლდოვან ზედა-
პირებს მისი დახმარებით ვანათებდი. მიუხედავად ამისა, სად-
ღაც ოცი წუთი გავიდა, შემდეგ ოცდაათიც და ჯერ ისევ წარმოდ-
გენა არ მქონდა, სად ვიმყოფებოდი. ვერ ვბედავდი სკოტის სა-
ხელის დაძახებას, მეშინოდა, ჰენკის რომელიმე კაცს არ გაეგო,
მაგრამ თან არც ერთი ადგილი, რომელსაც სანათს ვანათებდი,
არ მეცნობოდა და ვერ ვიხსენებდი სად შემეძლო სკოტის პოვნა.
ათი წუთის შემდეგ საიდანღაც ჩიტის ხმა გავიგე. შევჩერდი,
ყური დავუგდე და ხმა ისევ გაისმა, ამჯერად უფრო ძლიერად.
შემდეგ სანათი ხმის წყაროს მიმართულებით მივანათე და სწო-
რედ ამ მომენტში გავიგე სკოტის სისინი, - შუქი ჩააქრე!
329 მკითხველთა ლიგა
ქვებზე ავფოფხდი, ჩანთა მუცელზე მედებოდა, - ბოდიში რომ
დავიგვიანე, - ვუთხარი სკოტს. შემდეგ ჩანთა ფეხებთან დავუგ-
დე და მძიმედ ამოვისუნთქე. - როცა დამირეკე დელფიკში ვიყა-
ვი. „ფოლქსვაგენი“ ვერ მოგიყვანე, მაგრამ ტანსაცმელი და ზამ-
თრის ქუდი მოგიტანე, რომლითაც თმას დაიფარავ. აქ კიდევ ხუ-
თი ათასი დოლარია, მეტის მოგროვება ვერ შევძელი.
დარწმუნებული ვიყავი, რომ სკოტი შეკითხვებს დამაყრიდა,
თუ საიდან ვიშოვე ეს ფული, თუმცა მან უბრალოდ თვალებში
ჩამხედა, მკლავები შემომხვია და მძიმედ ჩაიბუტბუტა, - მადლო-
ბა, გრეი.
- კარგად იქნები? - ჩურჩულით ვკითხე.
- შენი მოტანილი ნივთები დამეხმარება. ალბათ, ქალაქიდან
ავტოსტოპით გავალ.
- მანამდე რაღაც მინდა გთხოვო და შეძლებ რომ გაითვა-
ლისწინო? - როგორც კი მისი ყურადღება მივიპყარი, სიმტკიცის
მოსამატებლად ერთხელ კიდევ ამოვისუნთქე და დავიწყე, - შავი
ხელის ბეჭედი უნდა მოიშორო. მიდი, ოკეანეში გადააგდე. ამაზე
ბევრი ვიფიქრე და დარწმუნებული ვარ, ის ჰენკისთან გიზიდავს.
მასში რაღაც წყევლა ჩადო და როგორღაც შენზე ბატონობს. -
ახლა ცხადად ვიაზრებდი, რომ სკოტმა ბეჭედი რაღაც ეშმაკი-
სეული ძალებით მოაჯადოვა. - ეს ყველაფერს ხსნის. დაფიქრდი,
ჰენკის შენი დაჭერა უნდა, ბეჭედიც ამ საქმეში ჯერჯერობით
მშვენივრად ეხმარება.
ველოდი, რომ ჩემს სიტყვებს გააპროტესტებდა, მაგრამ მისი
გამომეტყველება საპირისპიროში მარწმუნებდა. რაღაც ღრმა
ფიქრებში ჩაძირულიყო. უბრალოდ, სათქმელი ჯერ არ გად-
მოეცა. - და ჩემი ძალები?
- ამ ყველაფრად არ ღირს. მთელი ეს თვეები ხომ მხოლოდ
შენს თავზე იყავი დამოკიდებული? ის წყევლა კი, რაც ამ ბეჭედ-
შია, არაფერში გეხმარება.
330 მკითხველთა ლიგა
- შენთვის ეს ასე მნიშვნელოვანია? - ფრთხილად მკითხა
სკოტმა.
- შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი.
- და თუ უარს ვიტყვი?
- ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ბეჭედი თითიდან წა-
გაძრო. ჩხუბში ვერ მოგერევი, მაგრამ ვერც იმას ვაპატიებ საკუ-
თარ თავს, არაფერი რომ არ ვიღონო.
სკოტმა მსუბუქად ჩაიღიმა. - ჩემთან ჩხუბს აპირებ, გრეი?
- ჩემს ნათქვამში დარწმუნებას ნუ შეეცდები.
ჩემდა გასაკვირად სკოტმა თითიდან ბეჭედი წაიძრო, ხელის-
გულზე დაიდო და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩაფიქრებუ-
ლი აკვირდებოდა. - ესეც სასურათე მომენტი, - თქვა და ბეჭედი
ტალღებში მოისროლა.
მის ამ მოქმედებას ხანგრძლივი ამოსუნთქვით ვუპასუხე. -
მადლობა, სკოტ.
- კიდევ რაიმე ბოლო თხოვნა ხომ არ გაქვს?
- არა, წადი, - ვუთხარი და ვცადე არც ისეთი დანანებული ხმა
მქონოდა, როგორადაც სინამდვილეში თავს ვგრძნობდი. ამ ყვე-
ლაფრის შემდეგ გულწრფელად მიჭირდა მისი გაშვება. მაგრამ,
იქნებ ეს დამშვიდობება... ყველასთვის უკეთესია? თვალები
მტკიცედ დავახამხამე და მოზღვავებული ცრემლები შევიკავე.
სკოტმა გათბობის მიზნით თითებს შორის ჩაისუნთქა. - შე-
გიძლია პერიოდულად დედაჩემი ინახულო ხოლმე?
- ნახე, როგორ არის, მაგრამ ჩემზე არაფერი უთხრა.
- რა თქმა უნდა.
- შავი ხელი მას არაფერს დაუშავებს, რადგან იცის, მისგან
ვერაფერს მიიღებს.
- დავრწმუნდები, რომ უსაფრთხოდ არის, - მცირედი ხმის
კანკალით ვუპასუხე მე. - ახლა მიდი, დროზე წადი, თორემ ვიტი-
რებ.
331 მკითხველთა ლიგა
სკოტი ცოტა ხნით ერთ ადგილზე იდგა, შემდეგ თვალებში
რაღაც უცნაურმა გაუელვა, მომიახლოვდა, დაიხარა და მაკოცა.
მისი ტუჩები ნაზად შეეხო ჩემსას. მე ამ ყველაფრისგან იმდენად
შოკირებული ვიყავი, რომ ვერაფერი გავაკეთე და უბრალოდ
ნება მივეცი დაწყებული დაემთავრებინა.
- კარგი მეგობარი იყავი, - მითხრა მან. - მადლობა დახმარე-
ბისთვის.
პირთან ხელი მივიტანე, სათქმელი იმდენი მქონდა, მაგრამ
სიტყვებს ვერ ვათავისუფლებდი. ახლა სკოტს აღარ ვუყურებდი,
მის უკან სივრცეს ვაკვირდებოდი, სადაც ნეფილიმები ქვების ზე-
დაპირებს მოუყვებოდნენ და ხელში იარაღები ჰქონდათ მომარ-
ჯვებული.
- ხელები მაღლა! ხელები მაღლა!
ხმამაღლა გასცემდნენ ბრძანებებს, მაგრამ სიტყვები სადღაც
შორს, ჩემი ყურების მიღმა იბნეოდა. რაღაც უცნაური ზუზუნი
ვიგრძენი, რაც შემდეგ ღმუილად იქცა და მე დავინახე განრის-
ხებული ტუჩების მოძრაობა, შემდეგ მთვარის შუქზე აბრიალე-
ბული მათი იარაღები და რამდენიმე წამით უკვე ყველა მიმარ-
თულებით ვიღაც ყვიროდა. მიყვიროდნენ მეც და ვხედავდი, რო-
გორ მოექცა სკოტი ადამიანთა პატარა წრეში.
სკოტის თვალებში იმედის ნაპერწკალი შევნიშნე, რომელიც
მალევე შეიცვალა შიშით. მან ჩემ მიერ მიცემული ჩანთა უკან
გადმოაგდო და მერე რაღაც მკვრივი - იდაყვი, ან იქნებ მუშტიც
სიბნელეში გამოჩნდა და სკოტის თავის ქალას მიენარცხა.
როცა სკოტი გაითიშა, მე ჯერ ისევ სიტყვების პოვნას ვცდი-
ლობდი. ჩემ მიერ განცდილ საშინელებას ჩვეულებრივი კივი-
ლითაც ვერ გამოვხატავდი.
ბოლოს კი, ერთადერთი, რაც ჩვენ შორის დარჩა - იყო სიჩუ-
მე.

332 მკითხველთა ლიგა


30 თავი

ვკიოდი შავი „აუდი ა6“-ის საბარგულში, ხელები და ფეხები


მჭიდროდ მქონდა შეკრული, თვალებს რაღაც ნაჭერი მიფარავ-
და. ვერ ვხვდებოდი საით მივდიოდით, მაგრამ ეს აშკარად
საიდუმლო მარშრუტი იყო, რადგან მძღოლმა ჩემი გაჩუმება
არაერთხელ სცადა.
არ ვიცოდი სად იყო სკოტი. ჰენკის ნეფილიმებმა პლაჟზე
შეგვიპყრეს და სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანეს. ახლა
წარმოვიდგენდი ჯაჭვებით დაბმულ სკოტს, უღონოდ მიგდებულს
სადღაც მიწისქვეშეთში, სადაც ჰენკის მრისხანების მსხვერ-
პლად იქცეოდა.
ფეხები საბარგულის კედელს მივარტყი, გვერდზე გადავ-
ბრუნდი და ვიყვირე, შემდეგ სუნთქვა გამიჭირდა, რამდენჯერმე
ჩავახველე და ქვითინი დავიწყე.
ბოლოს, როგორც იქნა, მანქანა შენელდა, ძრავა გამოირთო
და ხრეშზე მოსიარულე ფეხის ხმა გავიგე. მერე გასაღების
წკრიალი და საბარგულის კარიც გაიღო. ოთხმა ხელმა გადმო-
მათრია და მკვრივი მიწის ზედაპირზე დამსვა. მგზავრობის გან-
მავლობაში ფეხები ძალიან დამსუსტებოდა და მათ ძლივსღა
ვგრძნობდი.
- ეს სად წავიყვანოთ, ბლეიქლი? - იკითხა ერთ-ერთმა გამტა-
ცებელმა, რომელიც თავისი ხმის მიხედვით, თვრამეტი--
ცხრამეტი წლის თუ იქნებოდა, თუმცა ისეთი ძალა ჰქონდა, რომ
იფიქრებდით, მეტალისგან არის ნაგებიო.
- შიგნით, - უპასუხა კაცმა, როგორც ჩანს, ბლეიქლიმ.
ფეხზე წამომაყენეს და რაღაც კარში გამიყვანეს. აქ საკმაოდ
ჩუმი და ცივი ოთახი დაგვხვდა. ჰაერში საწვავისა და სკიპიდრის
სუნი იდგა. ნეტავ, ეს იყო ჰენკის საწყობი?
333 მკითხველთა ლიგა
- მტკენ, - შევძახე ჩემ გვერდით მდგომ კაცს. - სად უნდა გა-
ვიქცე? ხელებს მაინც არ გამიხსნი?
მან უსიტყვოდ მომკიდა ხელი და რამდენიმე საფეხურის ავ-
ლით შემდეგ კარში გამიყვანა, იქ კი მეტალის სკამზე დამსვეს
და მუხლები სკამის ფეხებზე მიმიბეს.
მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში კარი ისევ გაიღო და მე
მივხვდი - უსიტყვოდაც - რომ ეს ჰენკი იყო. მისი სუნამოს სურ-
ნელმა შფოთვით და აღელვებით ამავსო. მან მაშინვე თვალები-
დან სახვევი მომხსნა და ჩემს კისერზე ჩამოაგდო. ახლა აშკარა
იყო, რომ ოთახში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ჰენკიმ იქვე
მდგარი სათამაშო მაგიდის ერთ-ერთი სკამი აიღო და ჩემ წინ
დაჯდა.
- რა გინდა? - მომთხოვნი ტონით ვკითხე მე და ხმა ოდნავ
ამიკანკალდა.
- ლაპარაკი.
- ხასიათზე არ ვარ, მადლობა, - მოკლედ მოვუჭერი მე.
ჰენკი ჩემკენ გადმოიხარა. ამ მომენტში, როცა ყურადღებას
იკრებდა, თვალებთან ხაზები უჩნდებოდა. - იცი ვინ ვარ მე, ნო-
რა?
სხეული ოფლით დამეცვარა. - პირდაპირ რომ გითხრა - ბინ-
ძური, მატყუარა, გაიძვერა და საძაგელი...
სანამ სათქმელს დავასრულებდი, მისი ხელის გარტყმა ვიგ-
რძენი. ეს იმდენად დიდი შოკის მომგვრელი იყო, რომ ტირილიც
კი ვერ შევძელი.
- იცი, რომ შენი ბიოლოგიური მამა ვარ? - მკითხა ფრთხი-
ლად, აღელვების გარეშე.
- მამა ძალიან განყენებული ცნებაა. უფრო მეტად ნაძირალა
და...
ჰენკიმ თავი დამიქნია. - მაშინ, მოდი, ამას გკითხავ - შენი აზ-
რით, მამას ასე უნდა ელაპარაკო?
334 მკითხველთა ლიგა
ახლა კი თვალებიდან ცრემლები გადმომდიოდა. - არაფერი
გაგიკეთებია საიმისოდ, რომ საკუთარ თავს ჩემი მამა უწოდო.
- რაც არ უნდა თქვა, შენში მაინც ჩემი სისხლი ჩქეფს და ჩემს
ნიშანს ატარებ. ამის უარყოფა აღარ გამოვა. ისევე, როგორც,
შენ ვერ უარყოფ შენს ბედისწერას, ნორა.
მხრები ავწიე, მაგრამ ცხვირის მოწმენდა მაინც ვერ შევძე-
ლი. - ჩემს ბედისწერას შენთან არაფერი აქვს საერთო. როცა
ჩემზე უარი თქვი, ამით ჩემს ცხოვრებასთან ყოველგვარი კავში-
რი გაწყვიტე.
- მიუხედავად იმისა, რას ფიქრობ შენ, ჩვენი კავშირის უარ-
ყოფა შეუძლებელია. ეს დაიწყო იმ მომენტიდან, როცა დაიბადე
და დღემდე გრძელდება. შენზე უარი შენივე უსაფრთხოების გა-
მო ვთქვი. მე დაცემული ანგელოზებისგან თქვენ დასაცავად,
თქვენზე უარი უნდა მეთქვა.
მისი სიტყვები დამცინავი სიცილით გავწყვიტე. - ძალიან
გთხოვ, ეგ ლაპარაკი არ გინდა, რა. ყველაფერში დაცემულ ან-
გელოზებს ნუ ადანაშაულებ. ჩემი მიტოვება შენი გადაწყვეტი-
ლება იყო და თან ახლა შენ მხოლოდ საკუთარ ნეფილიმურ სა-
ზოგადოებაზე ზრუნავ და მეტზე არაფერზე.
ჰენკიმ ტუჩები ისე დააწვრილა, რომ თითქმის აღარც ჩანდა. -
ჩემი, ჩემი საზოგადოებისა და სრულიად ნეფილიმების რასის
შესახებ ასეთი ლაპარაკის გამო ღირსი ხარ ახლავე მოგკლა.
- რაღას უცდი? - მივახალე და გადმოვაფურთხე. მრისხანება
ჩემში აღძრულ ყოველგვარ შფოთვას ფარავდა.
ჰენკიმ ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო და იქიდან შავი ბუმბუ-
ლი ამოიღო, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ბუმბულს, მე რომ
ჩემს საძინებელში ვინახავდი. - ერთ-ერთმა ჩემმა მრჩეველმა ეს
შენს საძინებელში იპოვა. ეს დაცემული ანგელოზის ბუმბულია.
წარმოიდგინე ჩემი გაოცება მაშინ, როცა გავიგე, რომ ჩემს სის-
ხლსა და ხორცს ჩემს მოსისხლე მტერთან ჰქონია კავშირი. შენ
335 მკითხველთა ლიგა
მე გამაცურე და მთელი ეს პერიოდი დაცემულ ანგელოზებთან
გქონდა ურთიერთობა. პაჩი დაცემულია, არა? - მკითხა უკმე-
ხად.
- შენი პარანოია უკვე მაოცებს. ჩემს უჯრაში ქექვისას, სად-
ღაც შავ ბუმბულს მიაგენი და ახლა რა? ამით ამტკიცებ, რომ
გარყვნილი ხარ. სხვა?
ჰენკი საზურგეს მიეყრდნო და ფეხი ფეხზე გადაიდო. - დარ-
წმუნებული ხარ, რომ ამ გზით გინდა სიარული? მე ეჭვი აღარ მე-
პარება, რომ პაჩი დაცემული ანგელოზია. ეს შენს საძინებელში
ვიგრძენი და ახლა აქაც ვგრძნობ.
- სასაცილოა, ჩემ შესახებ რომ ჩემზე მეტი რამ იცი. ადგილე-
ბი ხომ არ გაგვეცვალა?
- ოჰ? მაშინ ისიც მითხარი, ვისი ბუმბული ვიპოვე შენს უჯრა-
ში.
- მეც იმდენი ვიცი, რამდენიც შენ, - ვუთხარი და თავდაცვის
მიზნით თითოეული სიტყვა მკაცრად გამოვკვეთე. - ბუმბული იმ
სასაფლაოზე ვიპოვე, სადაც შენ მიმაგდე. ჰენკის სახეზე ეშმა-
კურმა ღიმილმა გადაიარა. - ჩემმა ხალხმა პაჩის სწორედ მანდ
დააცალა ბუმბულები. ვფიქრობ, ეს ბუმბულიც მისია.
ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე. ჰენკის პაჩის ბუმბული ჰქონდა.
წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეძლებდა ამით პაჩიზე ზემოქ-
მედებას, მაგრამ შემეძლო დამეფიცა, რომ კარგის იმედი არ უნ-
და მქონოდა.
შევეცადე ამ ფიქრებიდან ყურადღება გადამეტანა და ვთქვი, -
ვიცი, ავარიაც შენ დაგეგმე. ვიცი, რომ შენი ხალხი დაგვეჯახა.
რაში გჭირდებოდა ეს შარადა?
კიდევ ერთხელ უსიამოვნოდ გამიღიმა. - აქამდეც მივიდოდი.
იცი, სანამ გათიშული იყავი, ჩემი სისხლი გადმოგისხი, - ძალიან
მარტივად მაცნობა. - შენი ვენები ჩემი სისხლით შევავსე, ნორა.
ნამდვილი, ნეფილიმის სუფთა სისხლით.
336 მკითხველთა ლიგა
ჩვენ შორის მწარე სიჩუმე ჩამოწვა.
- ასეთი ოპერაცია აქამდე არავის ჩაუტარებია. ნუ, ყოველ
შემთხვევაში, წარმატებით არ დასრულებულა. თუმცა, როგორ-
ღაც ბუნების კანონების წინააღმდეგ წასვლა ვისწავლე. არ ვიცი,
გითხრა, რომ ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, ამ გადასხმას ად-
გილზევე არ მოეკალი?
შევეცადე პასუხები მეპოვნა, მაგრამ ამ საშინელებების ფონ-
ზე, რასაც ის მიყვებოდა, ვეღარაფერზე ვფიქრობდი. სისხლის
გადასხმა. რატომ, რატომ, რატომ? ახლა კი აიხსნებოდა ის უც-
ნაური შეგრძნება, საავადმყოფოში რომ დამეუფლა და ჰენკის
გამოფიტული სახე.
- ეშმაკის ძალა გამოიყენე, არა? - ნერვიულად გამოვუცხადე
მე.
წარბი მაღლა ასწია. - აჰა, ანუ ეშმაკის ძალის შესახებაც
გსმენია. რაო, ანგელოზმა მოგიყვა? - არცთუ ისე ნასიამოვნები
ხმით გამოიცნო ჰენკიმ.
- სისხლის გადასხმა რაში გჭირდებოდა? - ჩემი გონება პა-
სუხს ეძებდა, მას სურდა, რომ მე მსხვერპლად შევეწირე. სურდა
შეექმნა ორეული, საცდელი ობიექტი. ეს თუ არა, აბა სხვა რა მი-
ზეზი უნდა ჰქონოდა?
- შენ ჩემი სისხლი იმ დღიდან გქონდა, რაც დედაშენმა ამ-
ქვეყნად გაგაჩინა. ნეფილიმების პირველ თაობას არ ეკუთვნო-
დი და მე მინდოდა, რომ სუფთა სისხლი გქონოდა, ნორა. ახლა,
ამასთან ახლოს ხარ. დარჩენილია, მხოლოდ სამოთხისა და ჯო-
ჯოხეთის წინაშე გარდაქმნის ფიცის დადება. ამ ფიცით ტრან-
სფორმაციის პროცესი დასრულდება.
მისი ამ სიტყვების სიმძიმემ ერთიანად შემძრა. - ფიქრობდი,
რომ ერთ-ერთ შენს ტვინგამორეცხილ მსახურს დამამსგავსებ-
დი, არა? მორიგი მორჩილი ნეფილიმი გჭირდებოდა? - ამ სიტ-

337 მკითხველთა ლიგა


ყვებზე სკამს მაგრად დავეჯაჯგურე და თავის გათავისუფლება
ვცადე.
- ჩემი მომავალი სიკვდილის შესახებ წინასწარმეტყველება
მოვისმინე. იცი, ერთ-ერთი ეშმაკისეული ძალა გამოვიყენე
საიმისოდ, რომ მომავალი მეხილა და წინასწარმეტყველებაში
დავრწმუნებულიყავი.
მისი სიტყვების ძლივსღა მესმოდა. შეძრული ვიყავი ამ აღსა-
რებით და მთელი სხეულით მრისხანებას განვიცდიდი. მან ჩემს
ცხოვრებაში ცხვირი ჩაჰყო, თავის ნებაზე დაიწყო მანიპულირე-
ბა. ისე იქცეოდა, როგორც სურდა! მან ჩემს ვენებში თავისი ბინ-
ძური შხამი შეუშვა!
- შენ ნეფილიმი ხარ, ჰენკ. შენ ვერ მოკვდები. შენ არ მოკ-
ვდები. თუმცა, ძალიან კი მინდა, - დავამატე გესლიანი ხმით.
- ჩემი მომავალი ორივემ იხილა - ეშმაკის ძალით შექმნილმა
მოწყობილობამ და ყოფილმა სიკვდილის ანგელოზმა. მათი წი-
ნასწარმეტყველებები ერთმანეთს ემთხვევა. დედამიწაზე ჩემი
დღეები დათვლილია და დაცემული ანგელოზების წინააღმდეგ
ჩემი არმიის გასაძღოლად ახლა შენ უნდა მოემზადო, - მითხრა
და პირველად გააკეთა მინიშნება პოზიციის დათმობის სურვილ-
ზე.
ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა. - მთელი ეს გიჟუ-
რი გეგმა დაბრიას სიტყვების გამო შეადგინე? მას არანაირი
უნარი არა აქვს, ისევე ხედავს მომავალს, როგორც მე და შენ.
ერთხელ მაინც არ დაეჭვებულხარ მის სიტყვებში? ვინ იცის, ახ-
ლა სადღაც ზის და მხიარულად დაგცინის.
- ეჭვს აზრი არა აქვს, - მშრალად მომიჭრა ჰენკიმ ისე, თით-
ქოს დაბრიას შესახებ ჩემზე მეტი სცოდნოდა. - მე მჭირდება,
რომ შენ წმინდა სისხლის ნეფილიმი იყო, ნორა. შენ უნდა იქცე
არმიის მეთაურად. უნდა გაუძღვე ჩემს საზოგადოებას, როგორც
კანონიერი მემკვიდრე და ნეფილიმები ტყვეობისგან გაათავი-
338 მკითხველთა ლიგა
სუფლო. ამ ჩეშვანის შემდეგ ვეღარც ერთი დაცემული ანგელო-
ზი ვეღარ შეძლებს ჩვენს დამონებას.
- შეშლილი ხარ. შენ გამო არაფერს გავაკეთებ. განსაკუთრე-
ბით, თუ ეს ფიცის დადებას ეხება.
- შენ ჩემი ნიშანი გაქვს. უკვე შეცვლილი ხარ და მართლა
გგონია, რომ გულწრფელად მინდა ყველაფერ ჩემ მიერ შექ-
მნილს შენ უხელმძღვანელო? - თქვა უფრო დამძიმებულად. -
უბრალოდ, შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც არჩევანი არა აქვს.
ბედისწერამ ორივე ჩიხში მოგვიქცია. მე პირველი არ ვარ. ჯერ
ჩონსი იყო, ახლა მე. დროა პასუხისმგებლობა შენზე გადმოვი-
დეს.
მე ჰენკის თვალები შევანათე და ვცადე ამ მზერაში მთელი
ზიზღი ჩამედო. - გინდა, შენს არმიას სისხლით ნათესავმა უხელ-
მძღვანელოს? წაიყვანე მარსი. თან, უფროსობა მაგას უყვარს,
მისი ხასიათი ზედგამოჭრილი იქნება ამ საქმისთვის.
- დედამისი წმინდა სისხლის ნეფილიმია.
- არ მეგონა თუ ასე იყო, მაგრამ მერე რა, კიდევ უკეთესი. ამ
შემთხვევაში ხომ მარსიც წმინდა სისხლის გამოდის? - ზებუნებ-
რივების დიდებული ტრიო შეიკრა.
ჰენკის საოცრად დაღლილი სიცილი აღმოხდა. - არასოდეს
მოველოდით, რომ სუზანა დაორსულდებოდა. ამის შანსი წმინ-
და სისხლის ნეფილიმებში ძალიან ცოტაა. ამიტომ, თავიდანვე
გვესმოდა, რომ მარსი ერთგვარი სასწაული იყო და დიდხანს
ვერ იცოცხლებდა. მას ჩემი ნიშანი არა აქვს. ის ყოველთვის პა-
ტარა, სუსტი და დაუცველი იყო. დიდი ხანი აღარ დარჩენია და
ამას მეც და დედამისიც ვგრძნობთ.
ჩემს ქვეცნობიერში მოგონებათა ნაკადმა დაიწყო დენა. გა-
მახსენდა ძველი საუბრები ნეფილიმის მოკვლასა და მდედრო-
ბითი სქესის შთამომავლის მსხვერპლშეწირვაზე, რომელიც მა-
შინ სრულდებოდა, როდესაც მდედრობითი ნეფილიმი თექვსმე-
339 მკითხველთა ლიგა
ტი წლისა გახდებოდა. გამახსენდა ჩემი პირადი ეჭვებიც - რა-
ტომ მიმატოვა ბიოლოგიურმა მამამ და გამახსენდა...
და ამ რამდენიმეწამიან მომენტში ყველაფერი ცხადი გახდა.
- სწორედ ამიტომ არ შეიწუხე თავი მარსის რიქსონისგან და-
მალვით, არა? ამიტომაც ხელი ჩაიქნიე ჩემზე და ის დაიტოვე.
არასოდეს გეგონა, რომ დიდხანს იცოცხლებდა საიმისოდ, რომ
მსხვერპლშესაწირავად გამოგდგომოდა.
მე კი - მეორე მხრივ - გამაჩნდა ყველაფერი: ჰენკის ნეფილი-
მური ნიშანი და გადარჩენის დიდი შანსი. პატარა ბავშვივით
დამმალეს და რიქსონისთვის მსხვერპლშეწირვას გადამარჩი-
ნეს, მაგრამ ბედის დაცინვით, ახლა ჰენკის თავისი რევოლუციის
ხელმძღვანელად ვუნდოდი. ამ მომენტში თვალები დავხუჭე და
შევეცადე ჭეშმარიტების გააზრება დამებლოკა.
- ნორა, - მითხრა ჰენკიმ. - თვალები გაახილე და შემომხედე.
მე თავი გავაქნიე. - ფიცს არ დავდებ. არც ახლა, არც ათ წუთ-
ში და არასოდეს. - ცხვირიდან სისველე ჩამომივიდა, მაგრამ
მოწმენდა არ შემეძლო. აღარ ვიცოდი, რა უფრო მამცირებდა -
ეს, თუ ტუჩის კანკალი.
- შენს სიმამაცეს ვაფასებ, - მითხრა მან აშკარად თავაზიანი
ხმით. - მაგრამ, ამჯერად ეს უადგილოა.
როცა მისი თითი ჩემს ყურთან თმის კულულს შეეხო, წა-
მიერად შევხტი.
- დადე ფიცი, გახდი წმინდა სისხლის ნეფილიმი და უხელ-
მძღვანელე ჩემს არმიას. ამ შემთხვევაში, შენ და დედაშენს უვ-
ნებლად გაგიშვებთ. არ მინდა რამე დაგიშავო, ნორა. არჩევანი
შენზეა. დაიფიცე და შეძლებ ყველაფერი ამ ღამითვე დაასრუ-
ლო. ყველაფერი კარგად ჩაივლის. - შემდეგ მაჯებზე თოკები შე-
მიხსნა და თოკი იატაკზე დააგდო.

340 მკითხველთა ლიგა


როცა გავთავისუფლდი, ხელები ამითრთოლდა, მაგრამ ეს
სისხლის უკმარისობის ბრალი არ ყოფილა. საზარელი შინაგანი
სიცივე სულ სხვა მიზეზით იყო გამოწვეული. - დედა?
- სწორია. ის აქ არის. ერთ-ერთ ქვედა ოთახში სძინავს.
თვალები საშინლად ამეწვა. - რამე დაუშავე?
პასუხის გაცემის ნაცვლად ჰენკიმ განაცხადა, - მე შავი ხელი
ვარ. საკმაოდ დაკავებული კაცი, ამ ადგილზე ამაღამ ყოფნა ყვე-
ლაზე ნაკლებად ახლა მე მინდა. მისთვის რაიმის დაშავებაზეც
იგივე შემიძლია ვთქვა. მაგრამ, ხელები შეკრული მაქვს. ამ შემ-
თხვევაში ძალაუფლება შენს ხელთაა. დაიფიცე და შენც და დე-
დაშენიც აქედან თავისუფლად გახვალთ.
- ოდესმე გყვარებია?
ჰენკიმ მოულოდნელობით თვალები დაახამხამა. - დედაშე-
ნი? რა თქმა უნდა, მიყვარდა. რაღაც დროის განმავლობაში ძა-
ლიან მიყვარდა. თუმცა, ახლა სამყარო სხვაგვარია. ჩემი შეხე-
დულებებიც შეიცვალა და მე იძულებული ვიყავი დანარჩენი რა-
სის ინტერესების დასაცავად ჩემი სიყვარული გამეწირა.
- მის მოკვლას აპირებ, არა? თუ არ დავიფიცებ, ასე მოიქცე-
ვი?
- ჩემი ცხოვრება არჩევნის უფლებას არ მაძლევს ხოლმე. ეს
შემთხვევაც არაფრით განსხვავდება, - პირდაპირ პასუხს თავი
აარიდა და მეც დაეჭვებული დამტოვა.
- მანახე.
ჰენკიმ ოთახის მოპირდაპირე მხარეს, ფანჯრების რიგისკენ
გაიშვირა ხელი. ფრთხილად ავდექი. მეშინოდა, არ ვიცოდი, მას
რა მდგომარეობაში ვნახავდი. როცა ფანჯრებში გავიხედე, მივ-
ხვდი, რომ რაღაც, ოფისის მსგავს შენობაში ვიყავი. დედაჩემი
საკაცაზე იწვა და სამი შეიარაღებული ნეფილიმი უთვალთვა-
ლებდა. ნეტავ, მან ჩემსავით თუ შეძლო ჰენკის ნამდვილი, მონ-
სტრის სახის ხილვა? თუკი ჰენკი მის მანიპულირებას აღარ გააგ-
341 მკითხველთა ლიგა
რძელებდა, დედა იხილავდა ისეთს, როგორიც სინამდვილეში
იყო. სწორედ ეს იყო ის ფიქრები, რამაც ჰენკისთვის პასუხის გა-
ცემის გამბედაობა მომცა.
- თავს აჩვენებდი, ვითომ გიყვარდა, რათა ჩემამდე მოღ-
წეულიყავი, არა? მთელი ეს ტყუილები მხოლოდ ამ მომენტის-
თვის იქმნებოდა?
- შენ ახლა გცივა, - მომთმენი ხმით მითხრა ჰენკიმ. - დაღლი-
ლი და მშიერი ხარ. მოდი, დაიფიცე და დავამთავროთ ეს ყველა-
ფერი.
- ახლა თუ ფიცს დავდებ და შენ ცოტა ხანში სიცოცხლეს და-
ასრულებ - რაც, ჩემი აზრითაც, ასე მოხდება, - მინდა, რომ შენც
რაღაც შემომფიცო. მინდა, ამ ამბის შემდეგ ჩემი და დედაჩემის
ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე.
- შევთანხმდით.
- და მანამდე, მინდა პაჩის დავურეკო.
ჰენკის სიცილი წასკდა. - არა. თუმცა, ვხედავ რომ, საბოლო-
ოდ მასთან კავშირი აღიარე. არა, მისთვის ახალი ამბის შეტყო-
ბინებას ფიცის დადების შემდეგ შეძლებ.
არ გამკვირვებია, თუმცა მაინც უნდა მეცადა.
შემდეგ სიტყვებში კი მთელი ჩემი სიმტკიცე ჩავდე. - შენ გამო
არ დავიფიცებ, - შემდეგ ფანჯრებისკენ გავიხედე, - ამას მისთვის
გავაკეთებ.
- გაიჭერი, - მიკარნახა ჰენკიმ და გასაშლელი დანა გამომი-
წოდა. - დაიფიცე შენი სისხლით, რომ წმინდა სისხლის ნეფილი-
მი იქნები და ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს არმიას უხელმძღვა-
ნელებ. თუკი ფიცს გატეხ, მზად იქნები სასჯელისთვის - შენ და
დედაშენი დაიხოცებით.
მე თვალი თვალში გავუყარე. - ამაზე არ შევთანხმებულ-
ვართ.

342 მკითხველთა ლიგა


- ახლა ვთანხმდებით. და ხუთი წუთიღა დაგრჩა. შემდეგი შე-
თანხმება შენი მეგობარი ვის სიკვდილსაც შეეხება.
დაუჯერებლად და მრისხანებით ვუყურებდი, თუმცა მეტი არა-
ფერი შემეძლო. მახეში გამაბა.
- ჯერ შენ, - მივუგე მე.
ალბათ, ასეთი მობილიზებული რომ არ ყოფილიყო, სახეზე
მხიარულება დაეტყობოდა.
ჰენკიმ მაშინვე კანი გაიჭრა. - თუ კიდევ ერთი თვის სიცოც-
ხლე დამრჩენია, ვფიცავ, რომ დავტოვებ ქოლდვოთერს და აღა-
რასოდეს დაგიკავშირდებით არც შენ და არც დედაშენს. თუკი ამ
ფიცს დავარღვევ, დაე სხეული მტვრად მექცეს.
მე დანა გამოვართვი, ზუსტად ისე გავიჭერი ხელისგული რო-
გორც ეს პაჩის მოგონებებში მინახავს და სისხლი ძირს დავაწვე-
თე. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ეს ყო-
ველგვარ წმინდა სისხლზე და რასაზე მაღლა იდგა. ჩემი ფიქრე-
ბი აქ შევაჩერე და ორი სხვადასხვა მიმართულებით უღონოდ
მიმოვიხედე.
- ვფიცავ, ჩემი ახალი სისხლით, რომელიც ამ ვენებში ჩქეფს,
რომ ამ მომენტიდან ვტოვებ ადამიანობას და ვხდები წმინდა
სისხლის ნეფილიმი. და თუ შენ მოკვდები, მე წავუძღვები შენს
არმიას. ამ ფიცის გატეხის შემთხვევაში, ვიაზრებ, რომ მეც და
დედაჩემიც დავიღუპებით. - საკმაოდ მარტივად წარმოსათქმე-
ლი აღმოჩნდა ფიცი, რომლის შინაარსიც წარმოუდგენლად მძი-
მე იყო. შემდეგ ჰენკის გავხედე. - აბა, ყველაფერი სწორად გავა-
კეთე?
მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მითხრა, რომ უნდა
წავსულიყავი.
ჩემი, როგორც ადამიანის სიცოცხლე, დასრულდა.
არ მახსოვს, როგორ წავიდა ჰენკი, ან როგორ დავტოვეთ
საწყობი მე და დედამ. ის კი მახსოვს, რომ ისეთ მდგომარეობაში
343 მკითხველთა ლიგა
იყო, ძლივს დადიოდა. მე პატარა ოთახიდან პირდაპირ დაბინ-
დულ ქუჩაში გავედი. დედა კანკალებდა და ყურში რაღაცას მე-
ჩურჩულებოდა. ოღონდ რას, ვერ ვხვდებოდი, რადგან თავადაც
საშინლად გაყინული ვიყავი. ჰაერში ვერცხლისფერ კვამლს
ვუშვებდი და ვგრძნობდი, თუ თავს დროულად არ შევაფარებ-
დით, დედაჩემს ჰიპოთერმია დაემართებოდა.
არ ვიცოდი რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. არ ვი-
ცოდი არაფერი. გავიყინებოდით და დავიხოცებოდით? რა ფიცი
დავდე ცოტა ხნის წინ? რა შეიცვალა მას მერე? ჩვენ პირდაპირ
უპატრონო მანქანა იდგა, რომელსაც საბურავები პოლიციელე-
ბის მიერ ჰქონდა მონიშნული. მცირედი იმედით ვცადე კარის
გაღება. და პირველად, ამ ღამის განმავლობაში, გამიმართლა.
კარი ღია იყო, სასწრაფოდ დედაჩემი უკანა სავარძელზე ჩავაწ-
ვინე, მერე საჭის ქვეშ კაბელები ერთმანეთში გადავხლართე და
რამდენიმე ცდის შემდეგ ძრავაც დაიქოქა.
- არ იღელვო, - გადავუჩურჩულე დედას. - სახლში მივდი-
ვართ. ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა. - ეს სიტყვები უფ-
რო მეტად ჩემთვის წარმოვთქვი. მე მჯეროდა მათი, რადგან ახ-
ლა ასე მჭირდებოდა. ვერ ვფიქრობდი რას ვიზამდი მომავალში,
ან რამდენად ნელა და მტკივნეულად წარიმართებოდა ეს ტრან-
სფორმაციის პროცესი. რა მოხდებოდა, როცა ის საბოლოოდ
ამოქმედდებოდა? და საჭირო იყო კი მისი ამოქმედება?
პაჩი. მას უნდა შევხვედროდი და ამ ყველაფრის შესახებ მო-
მეყოლა. ნეტავ, კიდევ ოდესმე თუ ვიგრძნობდი მისი მკლავების
შეხებას? მე ხომ ახლა უბრალოდ ნორა გრეი აღარ ვიყავი. მე ვი-
ყავი წმინდა სისხლის ნეფილიმი და პაჩის მტერი.
გზაზე რაღაც მოთეთრო სილუეტი დავინახე და მაშინვე დავა-
მუხრუჭე. ჩემი მიმართულებით წყვილი თვალი აკიაფდა. გზის
პირას, ოდნავ მოშორებით დაგლეჯილ-დახეულ ტანსაცმელში
გამოწყობილი გოგო წაბორძიკდა, მერე ფეხზე წამოდგა და გაქ-
344 მკითხველთა ლიგა
ცევა სცადა, თუმცა იმდენად იყო ტრავმირებული, რომ მოძ-
რაობა უჭირდა. გაყინული და შეშფოთებული სახე ჰქონდა.
- მარსი? - ხმამაღლა გავძახე.
ავტომატურად გვერდზე გადავიხარე და მგზავრის კარი გავა-
ღე. - ჩაჯექი! - ვუბრძანე მკაცრად.
მარსი შუა ქუჩაში იდგა, მკლავები ერთმანეთზე შემოეხვია და
სუსტ, წკმუტუნისებრ ხმებს გამოსცემდა.
მე მანქანიდან გადავედი, მასთან მივირბინე და მანქანაში ძა-
ლით ჩავსვი. მან თავი მუხლებს შორის ჩარგო, მძიმედ და სწრა-
ფად დაიწყო სუნთქვა. - მე-ე-ემგონი ვა-ა-აღებინებ.
- აქ რას აკეთებ?
ისევ ჰაერის ხარბად ყლაპვას განაგრძობდა.
მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და მანქანა დავძარი. აღარ მინ-
დოდა ქალაქის ამ მიგდებულ ადგილზე გაჩერება. - მობილური
თან გაქვს?
მარსიმ რაღაც ხორხისმიერი ჩახველების ხმა გამოსცა.
- თუ აქამდე არ შეგიმჩნევია, ახლა გეტყვი, რომ ცოტა არ
იყოს გვეჩქარება, - ვუთხარი მტკიცედ და ვცადე სრულად გამე-
აზრებინა, თუ ვინ მეჯდა ახლა მანქანაში. ჰენკის ქალიშვილი,
ჩემი და. ჩემი მატყუარა, გაიძვერა და სულელი და. - მობილური-
მეთქი. კი, თუ არა?
თავი გაანძრია, მაგრამ ზუსტად ვერ მივხვდი რა მანიშნა.
- ყელსაბამის მოპარვის გამო ჩემზე ბრაზობ, - თქვა ძლივს
გასარჩევი სლუკუნით. - მამაჩემმა მომატყუა, მაფიქრებინა,
თითქოს ასე უნდა გაგხუმრებოდით, მან დამაწერინა ის წერი-
ლიც და ბალიშზე დამადებინა, მანვე გამიკეთა რაღაც ჯადოს
მაგვარი, რათა შენთან მოსული არ შეგემჩნიე.
რაღაც ისეთი მელანი იხმარა, წაკითხვის მერე წერილიდან
შეტყობინება რომ გამქრალიყო. მეგონა გავერთობოდით, მაინ-

345 მკითხველთა ლიგა


ტერესებდა რას იზამდი. მე ხომ მთლიანად მამაჩემს ვუჯერებდი.
ის ჩემზე თითქოს რაღაც ძალის გამოყენებით მოქმედებდა.
- მომისმინე, მარსი, - ვუთხარი მკაცრად, - ჩვენ აქედან გა-
ვალთ, მაგრამ თუ შენ მობილური თან გაქვს, მისი გამოყენება
მჭირდება.
აკანკალებული ხელებით ხელჩანთა გახსნა, შიგნით იქექა და
მერე მობილური ამოიღო. - გამაცურა, - თქვა და თვალების კი-
დეებიდან ცრემლები მოიწმინდა. - მეგონა, მამაჩემი იყო და მე-
გონა ვუყვარდი. არ ვიცი, თუ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მის-
თვის ყელსაბამი არ მიმიცია. ამას ნამდვილად ვაპირებდი, ამა-
ღამ მის საწყობში მივედი, მაგრამ მერე იქ... გალიაში გამოკეტი-
ლი გოგო ვნახე... და... - მარსის სიტყვა გაუწყდა. - გთხოვ, მომე-
ცი მობილური, - მშვიდად ვუთხარი მე. მარსიმ მობილური ხელ-
ში ჩამიდო. ფეხები მკერდთან მიიბჯინა და ჩუმად აქვითინდა. მე
პაჩის ნომერი ავკრიფე, მისთვის უნდა მეთქვა, რომ ჰენკის ყელ-
საბამი არ ჰქონდა. უნდა მეთქვა იმ საშინელების შესახებაც, რაც
მე ჩავიდინე. ყოველ გასულ ზართან ერთად კიდევ უფრო მტკი-
ცედ ვგრძნობდი იმ ბარიერს, რომელიც ახლა გაჩენილიყო. პა-
ჩის სახეს იმ მომენტში წარმოვიდგენდი, როცა სიმართლეს ვეტ-
ყოდი. ეს სახება მაციებდა, ტუჩები მითრთოლდებოდა და სუნ-
თქვა მიძნელდებოდა.
მას შემდეგ, რაც პაჩის ავტომოპასუხემ მიპასუხა, მე ვის და-
ვურეკე.
- შენი დახმარება მჭირდება, - ვუთხარი მე. - ცოტა ხნით დე-
დაჩემს და მარსის უნდა მიხედო, - შემდეგ ვის პასუხის მოსმენი-
სას ტელეფონი ყურიდან ცოტა ხნით მოვიშორე და გავაგრძელე,
- ჰო, მარსი მილარზე ვამბობ. ყველაფერს მოგვიანებით აგიხ-
სნი.

346 მკითხველთა ლიგა


31 თავი

თითქმის ღამის სამი საათი იყო. დედა და მარსი ახსნა--


განმარტების გარეშე ვისთან დავტოვე. როცა ვიმ პასუხები მომ-
თხოვა, თავი მტკიცედ გავაქნიე და შევეცადე ჩემი ყოველი ემო-
ცია კარგად აღსაქმელი ყოფილიყო. მისგან უსიტყვოდ წამოვე-
დი, ვცდილობდი მეპოვა რომელიმე გვერდითი გზა, სადაც მარ-
ტო ყოფნას შევძლებდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ
ერთი მიმართულება მქონდა.
დელფიკის გასართობი პარკისკენ რომ მივდიოდი, გზას
ძლივს ვამჩნევდი.
მანქანა პარკის ავტოსადგომზე გავაჩერე და სრულ სიცა-
რიელეში, სიმარტოვესა და სიბნელეში აღმოვჩნდი. აღარ შემეძ-
ლო მამაცი გოგოს თამაში. ამ ყველაფრის გასაძლებად ძალები
აღარ მყოფნიდა. ამიტომ თავი საჭეს დავადე და ავქვითინდი.
ვტიროდი იმ არჩევანის გამო, რომლის წინაშეც დავდექი და
იმ საფასურზე, რისი გადახდაც მომიხდა. ყველაზე მეტად ამ ამ-
ბის პაჩისთვის თქმა მაწუხებდა. როგორ უნდა გაგვეგრძელები-
ნა ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა? მე ხომ იმას და-
ვუკავშირდი, რასაც თავად გამუდმებით აბუჩად იგდებდა?
მარსის მობილურის დახმარებით პაჩის დავურეკე, მაგრამ
ისევ უშედეგოდ. არ იცოდა, რომ მე ვურეკავდი და ამიტომ არ
მპასუხობდა? ხომ არ გაიგო რა გავაკეთე? იქნებ, ჩემთან
საუბარს თავს სწორედ ამ მიზეზით არიდებდა? ალბათ, როგორ
მლანძღავდა ახლა ამ სულელური საქციელის გამო, მიუხედა-
ვად იმისა, რომ სხვა გზა არ მქონია?
არა, - ვუთხარი ჩემს თავს. არც ერთი ვარიანტი არ იყო სწო-
რი. პაჩი წინააღმდეგობას არასოდეს ერიდებოდა. პრობლემაც
ეს იყო.
347 მკითხველთა ლიგა
მანქანა ჩავაქრე და გადმოვედი. ფრთხილად შევაღე ჭიშკარი
და იმ ფარდულისკენ წავედი, რომლის ქვეშაც პაჩის სტუდიო
იყო. - პაჩი! - ვამბობდი ჩუმად, - ეს რა ჩავიდინე?
მე უკვე ადამიანი აღარ ვიყავი, ნამდვილ ნეფილიმად ვიქეცი,
ფიცი დავდე და უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ჩემი ახალი შე-
საძლებლობების წარმოდგენაზე მთელ სხეულში სიცივე მივლი-
და. როდესაც ფარდულში შევედი რამდენიმე შეცდომის შემდეგ
სწორ საიდუმლო კარს მივაგენი და კიბეებით პაჩის სტუდიოში
დავეშვი. როგორც კი სახლში შევედი, მაშინვე მივხვდი, რომ
რაღაც რიგზე ვერ იყო. აქაურობას სერიოზული კამათის კვალი
ეტყობოდა. ამის პირდაპირ ახსნა არ შემეძლო, მაგრამ მტკიცე-
ბულებები ისეთი აშკარა იყო, თითქოს მათ ფურცელზე ვკითხუ-
ლობდი. რაღაც უხილავ ვიბრაციას მივყვებოდი, ჯერ კიდევ ვერ
ვხვდებოდი ამ ენერგიის წყაროს, თუმცა როდესაც მის საძინე-
ბელში შევაბიჯე, საიდუმლო გრანტის კარი დავინახე, რომელიც
ოდნავ მარჯვნივ იყო გაწეული და მის უკან დაბინდულ დერე-
ფანს ააშკარავებდა. ზემოდან ჭუჭყიან იატაკზე წყალი წვეთავდა,
კედლებიდან გადმოხრილი ჩირაღდნები კი დაბურულად ანა-
თებდნენ.
დერეფნიდან ნაბიჯების ექო მომესმა. დავიძაბე. ჩირაღდნე-
ბის შუქზე ნელ-ნელა პაჩის სახის ნაკვთები გამოიკვეთა. გამოჩ-
ნდა მისი შავი თვალები, რომლებიც პირდაპირ მე მიყურებდნენ
და ეს იყო ისეთი მკაცრი, ისეთი შეუბრალებელი მზერა, რომ
ერთ ადგილზე გავშეშდი. ვერ ვუყურებდი და თან არ შემეძლო
არ მეყურებინა. უსაფუძვლო იმედითა და სირცხვილით სავსე ვი-
ყავი. ის-ის იყო თვალების დახუჭვასა და ტირილს ვაპირებდი,
რომ პაჩიმ მზერა გამისწორა, მე თვალი ვეღარ მოვწყვიტე და
ნელ-ნელა მისი მიმართულებით დავიძარი. ემოციებით დამძი-
მებული მთელი სხეული მითრთოდა და როცა მეტი ვეღარ გავ-
ძელი, ჩქარი ნაბიჯით ჩავეკონე მკლავებში.
348 მკითხველთა ლიგა
- პაჩ... არ ვიცი საიდან დავიწყო! - წამოვიძახე და ცრემლები
წამსკდა.
მან მაგრად მიმიხუტა. - ყველაფერი ვიცი, - მკაცრად ჩამჩურ-
ჩულა ყურში.
- არა, არ იცი, - უღონოდ ვცდილობდი შეწინააღმდეგებას. -
ჰენკიმ ფიცის დადება მაიძულა. მე... მე აღარ ვარ... - არ შემეძ-
ლო სათქმელის ჩამოყალიბება. არა, პაჩის წინაშე - არა. მის
მზერაში შემჩნეული ოდნავი უკმაყოფილება... ოდნავი ზიზღიც
კი...
სულ ოდნავ შემარხია. - არა უშავს, ანგელოზო. მისმინე, ამ
ფიცის შესახებ ყველაფერი ვიცი. დამიჯერე.
მის მაისურთან ამოვიქვითინე და თითები მაგრად ჩავავლე. -
როგორ?
- შენი წასვლის შემდეგ აქ დავბრუნდი.
- მაპატიე, სკოტს ძალიან უჭირდა. უნდა დავხმარებოდი. ბო-
ლოს კი ყველაფერი გავაფუჭე!
- შენს საძებნელად გამოვედი და პირველ რიგში ჰენკის მივა-
დექი. მეგონა, სახლიდან წასვლა მან გაიძულა. ის აქ მოვათრიე
და ყველაფერი ვათქმევინე. - ღრმად ამოისუნთქა და ღონემიხ-
დილი ხმა გამოსცა. - შემიძლია მოგიყვე, როგორი იყო ეს ღამე
ჩემთვის, მაგრამ შენითაც იხილავ.
თქვა და მაისური გადაიძრო.
თითები ფრთხილად შევახე მის იარებს, კონცენტრირება მო-
ვახდინე იმაზე, რისი ხილვაც მსურდა.
მისი გონების ბნელ ხვეულებში ჩავეშვი. მესმოდა რაღაც უც-
ნაურ ხმათა კაკოფონია, ჩემ თვალწინ კი სახეები ფერებს იძენ-
დნენ. ღამე იყო, ძირს ვიწექი, მანქანების სიგნალების მოახ-
ლოებული ხმები მესმოდა. ჰენკი, - გავიფიქრე მთელი ჩემი
ენერგიის დახმარებით. - რა მოხდა მას შემდეგ, რაც პაჩი ჰენკის
საძებნელად წავიდა? - ჩემი მიმართულებით ერთი მანქანა მოქ-
349 მკითხველთა ლიგა
როდა და მის ფარებს პირისპირ ველოდი... შემდეგი კადრი უკვე
მიტოვებულ ქუჩაზე, ჰენკის საწყობის წინ იყო. ეს იყო არა ის
საწყობი, რომელშიც შევიპარე, არამედ მეორე - მე და სკოტი
რომ ფოტოებს ვუღებდით. ძალიან მძაღე და მძიმე ჰაერი იდგა,
ქვედა კიბეები რაღაც ღრუბლის მაგვარი მასით იყო დაფარული,
პაჩი საწყობის შორიახლოს მოძრაობდა და უახლოვდებოდა
კაცს, რომელიც აშკარად ჰენკის მცველი უნდა ყოფილიყო. პაჩი
ფრთხილად მისწვდა უკნიდან, წამიერი მოძრაობით გათიშა და
მისი იარაღი ჯინსის ქამარში ჩაიჩარა.
ჩემდა გასაკვირად, ოდნავ წინ, ჩრდილებიდან გეიბი გამოვი-
და. სწორედ ის გეიბი, სევენ-ილევენის უკან ჩემს მოკვლას რომ
ცდილობდა. გამოჩნდნენ დომინიკი და ჯერემიაც. სამივეს სახე-
ზე ეშმაკური ღიმილი გამოსახვოდა.
- აბა, აბა, რა გვაქვს აქ? - იკითხა გეიბიმ და ნეფილიმი მცვე-
ლის საყელოდან მტვერი გადაბერტყა.
- იმედია, არ დამაღალატებ, ძმაო, - უთხრა გეიბიმ პაჩის. -
იმედი მაქვს, რომ იმ კარს მიღმა შავი ხელი დამხვდება. - თქვა
და თავი საწყობის კარისკენ გაიქნია. - შეთანხმებისამებრ ვი-
მოქმედებთ და მე ჩვენს ძველ წყენებს გავიხსენებ. არასწორად
იმოქმედებ და შენს ტყავზე იგრძნობ, როგორია ფრთების
იარებში ჩარჭობილი რკინის ქანჩი... ყოველდღე მთელი წლის
განმავლობაში.
პაჩიმ მის სიტყვებს მსუბუქი, ოდნავ ცივი მზერით უპასუხა. -
ჩემს სიგნალს დაელოდეთ.
შემდეგ კარში არსებულ პატარა სარკმელს მიუახლოვდა, მეც
უკან გავყევი და შიგნით შევიხედე.
გალიაში გამოკეტილი მთავარანგელოზი დავინახე. აქვე იდ-
გა ჰენკის რამდენიმე ნეფილიმი, მაგრამ ყველაზე მეტად იმან
გამაკვირვა, რომ ჩემგან რამდენიმე ფუტში მარსი მილარი იდგა.
მოშვებული პოზა ჰქონდა, თვალები გაფართოებოდა და აშკარა
350 მკითხველთა ლიგა
შიში დატყობოდა. გაფითრებულ ხელებში ყელსაბამი ეჭირა და
შიგადაშიგ იმ კარისკენ იხრებოდა, რომლის მეორე მხარესაც მე
და პაჩი ვიდექით.
შიგნიდან განრისხებული მთავარანგელოზის ბრაზიანი ხმები
ისმოდა. ჰენკის კაცებმა ლურჯად აბრიალებული ჯაჭვები
დაუყოვნებლივ მოქაჩეს, რომელიც, ალბათ ეშმაკის ძალებით
იყო დამუხტული. რამდენიმე განმეორებითი დარტყმის შემდეგ
გოგოს კანიც ლურჯად აენთო.
- გსურს ეს პატივი შენ დაგდო? - შესთავაზა მარსის და ჰენკიმ
მისკენ ხელი გაიშვირა. - თუ, გირჩევნია, ეს მე გავაკეთო?
მარსი უკვე კანკალებდა. საოცრად გამომშრალი, არაფრის-
მთქმელი გამომეტყველება ჰქონდა.
- მოდი, ძვირფასო, - უთხრა ჰენკიმ. - საშიში არაფერია, ჩემმა
ხალხმა ის საიმედოდ დააბა. არაფერს გავნებს. აი, ეს არის ნე-
ფილიმობა. ჩვენ ჩვენს მტრებს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.
- რას უპირებ? - ჩაიბუტბუტა მარსიმ.
ჰენკის გაეცინა, მაგრამ ძალიან უსიამოვნოდ. - ყელსაბამის
გაკეთებას, რა თქმა უნდა.
- და მერე?
- მერე ჩემს კითხვებზე პასუხების მოსმენას.
- და თუ მხოლოდ მასთან საუბარი გინდა, მისი გალიაში ჩამ-
წყვდევა რა აუცილებელია?
ჰენკის ღიმილი გაუცივდა. - ყელსაბამი მომეცი, მარსი.
- მითხარი, ყელსაბამი იმისთვის გინდოდა, რომ ნორას გავ-
ხუმრებოდით, მაგრამ მის შესახებ არაფერი გითქვამს, - გან-
ცვიფრებული მზერით გამოკეტილი მთავარანგელოზისკენ
გაიხედა მარსიმ.
- ყელსაბამი, - მკაცრად უბრძანა ჰენკიმ და ხელი გაუშვირა.
მარსიმ უკან დაიხია, თვალები კარს მიანათა და მართალია
ჰენკიც დაედევნა, მაგრამ მარსი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, კა-
351 მკითხველთა ლიგა
რიდან სასწრაფოდ გამოვარდა და პირდაპირ პაჩის დაეტაკა. პა-
ჩი არ ინძრეოდა, მტკიცედ დაჰყურებდა მთავარანგელოზის
ყელსაბამს. - ისე მოიქეცი, როგორც საჭიროა, მარსი, - უთხრა
ჩუმი ხმით. - ეს შენ არ გეკუთვნის.
უეცრად გავიაზრე, რომ ამ მოგონების მოქმედება იმ პერი-
ოდში მიმდინარეობდა, როცა მე და დედაჩემი საწყობიდან გა-
მოვდიოდით და მერე მალევე ვნახეთ ქუჩაში მარსი. პაჩის სულ
ოდნავ ავცდი, როცა ის გეიბთან საუბრით იყო დაკავებული.
მარსიმ თავი დაუქნია და პაჩის უსიტყვოდ მისცა ყელსაბამი,
რომელმაც ის ჯიბეში ჩაიდო და ცივი ხმით მარსის უთხრა, - წა-
დი!
წამიერად მან გეიბის, ჯერემიას და დომინიკს რაღაც ანიშნა
და ისინიც საწყობის კარისკენ გამოვარდნენ და კარი ხმაურით
შეანგრიეს. პაჩიც მათ მიჰყვა და თან ჰენკის მცველი წაიყოლა.
დაცემული ანგელოზების შემოცვენისთანავე ჰენკიმ საზარე-
ლი, დაუნდობელი ხმა გამოსცა.
- აქ მყოფ არც ერთ ნეფილიმს ერთგულების ფიცი არ
დაუდია, - უთხრა პაჩიმ გეიბის. - აბა, თქვენ იცით.
გეიბის ღიმილმა თითქოს მთელი ოთახი გაანათა. მისი მზერა
ჰენკის და თითოეულ მის ნეფილიმს მისწვდა. ისე უყურებდა,
თითქოს ამ მზერით სურდა მათი დაწვა. - რაო? არც ერთ ამ ვაჟ-
ბატონს ფიცი არ დაუდია?...ჯერჯერობით.
- ეს რას ნიშნავს? - კბილებს შორის გამოსცრა ჰენკიმ.
- და შენ რა გგონია? - უპასუხა გეიბიმ და თითები გაიტკაცუნა.
- როცა აგერ, ჩემმა მეგობარმა პაჩიმ მითხრა, რომ შავი ხელის
პოვნა აქ შეიძლებოდა, დრო აღარ დამიკარგავს. ჯერ არ მით-
ქვამს, რომ ახალ ნეფილიმ ვასალს ვეძებ?
ნეფილიმები ადგილებიდან არ იძროდნენ, მაგრამ თი-
თოეულის სახეზე აშკარა შიში უკვე ნათლად მოჩანდა. დარწმუ-
ნებული არ ვიყავი, რა დაგეგმა პაჩიმ, მაგრამ ეს აშკარად ამ
352 მკითხველთა ლიგა
გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მახსოვს, მეუბნებოდა, რომ
მთავარანგელოზის გადასარჩენად სხვა დაცემულების შემოკრე-
ბა ძნელი საქმე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც იპოვა მოკავ-
შირეების შემოკრების გზები. შესაძლოა, ნადავლის ნაწილიც
შესთავაზა.
გეიბიმ დომინიკს და ჯერემიას მოძრაობისკენ ანიშნა და მა-
თაც ნელ-ნელა ოთახში სიარული დაიწყეს.
- თქვენ ათნი ხართ, ჩვენ ოთხი, - უთხრა გეიბიმ ჰენკის. - თა-
ვად დათვალე.
- ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე შენ გგონია, - ფრთხი-
ლი ღიმილით მიუგო ჰენკიმ. - ათი ოთხზე უპირატესობას ჩვენ
გვაძლევს.
- სასაცილოა. მეგონა, კარგად გვიცნობდი. ისე, სიტყვები ხომ
კარგად გახსოვს, შავო ხელო? - ბატონო, ვიქცევი შენს ქვეშევ-
რდომად და არ დაგტოვებ მანამ, სანამ ამის ნებას არ მომცემ.
შენ ჩემი ხარ, ნეფილიმო, ჩემი! - და ეს ფრაზა ჰენკისკენ მკაც-
რად გაშვერილი თითით დაასრულა.
- ასე ნუ დგახართ, - უეცრად გაუწყრა ჰენკი თავის ხალხს, -
მუხლებზე დააჩოქეთ ეს ტუტუცი დაცემული!
თუმცა, ეს იყო ჰენკის პირველი და უკანასკნელი ბრძანება. ის
მაშინვე გასასვლელი კარისკენ გაიქცა. მთელ შენობაში გეიბის
ხარხარი გაისმა. ისიც კარებს მივარდა, ფართოდ გამოაღო და
გასძახა, - რაო, შეშინდი, ნეფილიმო? კარგია, უნდა შეშინდე!
აბა, მოვდივარ!
ამ სიტყვებზე შენობაში მყოფი ყველა ნეფილიმი წინა და უკა-
ნა კარებიდან გაიქცა. ჯერემია და დომინიკი კი მათ უკან ყიჟინი-
თა და ყვირილით დაედევნენ.
პაჩი დაცარიელებულ საწყობში იდგა და მთავარანგელოზის
გალიას აკვირდებოდა. შემდეგ მიუახლოვდა, თუმცა გოგომ გან-
გაშის ნიშნად უკან დაიხია და წაისისინა.
353 მკითხველთა ლიგა
- შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, - უთხრა პაჩიმ და
ხელები ისე ასწია, რომ ანგელოზს კარგად დაენახა. - ახლა გა-
ლიას გავხსნი და გამოგიშვებ.
- ამას რატომ აკეთებ? - მიუგო გოგომ.
- იმიტომ, რომ შენ აქ არ უნდა იყო.
გოგოს ანთებული თვალები გაოცებით შეჰყურებდნენ პაჩის.
- და სანაცვლოდ რას ითხოვ? სამყაროს რომელი იდუმალების
გაგება გსურს? რა ტყუილებს მიჩურჩულებ ჭეშმარიტების გაგე-
ბის მიზნით?
პაჩიმ გალიის კარი გააღო, გოგოს ფრთხილად მისწვდა და
ხელი მოჰკიდა. - გარდა მოსმენისა შენგან არაფერს ვითხოვ.
ყელსაბამის შენთვის მორგებაც არ მჭირდება. ვფიქრობ, როცა
მომისმენ, ჩემი დახმარების სურვილი ისედაც გაგიჩნდება.
მთავარანგელოზი გალიიდან გადმოვიდა, თან ყოველ წამს
პაჩის ეყრდნობოდა, მისი ლურჯად მოელვარე ფეხები ეშმაკი-
სეული ძალის კვალს ააშკარავებდა.
- ასე რამდენ ხანს ვიქნები? - იკითხა და მაშინვე ცრემლები
წამოუვიდა.
- არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარანგელოზებს ამ
მხრივ დახმარება შეუძლიათ.
- მან მე ფრთები მომაჭრა, - მწარედ ჩაილაპარაკა გოგომ.
პაჩიმ თავი დაიქნია. - მაგრამ, არ ამოუგლიჯავს. იმედი ჯერ
კიდევ არის.
- იმედი? - გაიმეორა და თვალები აენთო. - ამ ყველაფერში
რაიმე იმედის მომცემს ხედავ? კარგია, ასე თუ ფიქრობ. მოდი,
ახლა მითხარი, ჩემი დახმარება რაში გჭირდება?
- ჰენკ მილარის მოკვლის გზას ვეძებ, - პირდაპირ მიახალა
პაჩიმ.
გგოგომ მძიმედ გაიღიმა. - აჰა, ერთი მიზანიც გვქონია.
- შენ ამის მიღწევა შეგიძლია.
354 მკითხველთა ლიგა
მან წინააღმდეგობის გაწვის მიზნით პირი გააღო, მაგრამ პა-
ჩიმ გააწყვეტინა.
- მთავარანგელოზებმა სიკვდილის საქმეში ცხვირი ერთხელ
უკვე ჩაყვეს და თუ საჭირო გახდა, ისევ ასე მოიქცევიან.
- რაზე ლაპარაკობ? - დაცინვით იკითხა გოგომ.
- ოთხი თვის წინ, საშუალო სკოლის სპორტდარბაზში, ჩონსი
ლანჟეს მდედრობითი სქესის შთამომავალმა მსხვერპლშეწირვა
სცადა, რაც ჩონსის მკვლელობით დასრულდა. მისი სახელია
ნორა გრეი, თუმცა, გატყობ, რომ ამ ამბის შესახებ უკვე იცი.
პაჩის სიტყვებმა შოკში ჩამაგდო. არა იმიტომ, რომ რაღაც
ახალს ვისმენდი, არამედ იმიტომ, რომ ეს მახსენებდა ჩემს მო-
გონებებს, რომლებშიც მე თავადვე ვაღიარებდი ჩონსი ლანჟეს
მკვლელობას, მაგრამ რადგან დეტალებს ვერ ვიხსნებდი, ამ
ფაქტს ბოლომდე უარვყოფდი. თუმცა, ახლა ჩემ წინ ნათლად
გამოჩნდა სიმართლე - ნისლით დაბურულ ჩემს გონებაში ვიხი-
ლე ის მომენტი, როცა რამდენიმე თვის წინ სკოლის სპორტდარ-
ბაზში ვიდექი და ჩონსი ლანჟეს ვუყურებდი - ნეფილიმს, რო-
მელსაც ჩემი მოკვლა უნდოდა.
ნეფილიმი, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ მე მისი შთამომა-
ვალი ვიყავი.
- მე ის მაინტერესებს, თუ რატომ არ მოკლა მისმა მსხვერ-
პლშეწირვამ ჰენკ მილარი, - თქვა პაჩიმ. - ჰენკი ხომ ნეფილიმე-
ბის ხაზის ყველაზე პირდაპირი წარმომადგენელი იყო. რაღაც
მკარნახობს, რომ ამ ყველაფერში მთავარანგელოზების ხელი
ურევია.
გოგო უსიტყვოდ უყურებდა, პაჩის ეს საუბარი ამგვარად აშ-
კარად გამიზნულად მიჰყავდა და მთავარანგელოზზე ზემოქმე-
დებასაც ახდენდა. ბოლოს, ოდნავ ეშმაკური ღიმილით მთავა-
რანგელოზმა იკითხა, - აბა, კონსპირაციის თეორიას რამეს ხომ
არ დაამატებდი?
355 მკითხველთა ლიგა
- რატომ თეორია? ეს გადაფარვა იყო. მთავარანგელოზებმა
ამ გზით მომხდარი ამბავი გადაფარეს. თავიდან ამას ვერ ვხვდე-
ბოდი, მაგრამ ბოლოს გავიაზრე, რომ მთავარანგელოზები სიკ-
ვდილის საქმეში ჩაერივნენ. თქვენ ჰენკის ნაცვლად ჩონსი გაწი-
რეთ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ პრობლემას, რაც
ჰენკის გამო შეგხვდათ, ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქეცით.
- მართლა გგონია, რომ ამ თემებზე შენთან ვილაპარაკებ?
- მოიცა, ჯერ ჩემი თეორია ბოლომდე მოისმინე. აი, რას
ვფიქრობ: დაახლოებით ხუთი თვის წინ მთავარანგელოზებმა
გაიგეს, რომ ჩონსი და ჰენკი ეშმაკისეულ ძალებთან ამყარებ-
დნენ კონტაქტს და მათი შეჩერება მოინდომეს. ვინაიდან ფიქ-
რობდნენ, რომ ჰენკი ამ ორთაგან შედარებით ნაკლებ ბოროტე-
ბას წარმოადგენდა, პირველად მას მიადგნენ. მთავარანგელო-
ზები ნორას მსხვერპლშეწირვასაც წინასწარ იხილავდნენ და
ამიტომ, გადაწყვიტეს ჰენკისთვის წინადადება შეეთავაზებინათ
- მის ნაცვლად ჩონსის მოაკვლევინებდნენ, სანაცვლოდ კი ჰენ-
კის ეშმაკისეულ ძალებზე უარი უნდა ეთქვა.
- წარმოსახვის გასაოცარი უნარი გაქვს, - უთხრა მთავარან-
გელოზმა, მაგრამ მისი ხმიდან ირკვეოდა, რომ გულწრფელი არ
იყო. ვხვდებოდი, რომ პაჩის რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
- ჯერ ისტორიის დასასრული არ მოგისმენია, - თქვა პაჩიმ. -
დარწმუნებული ვარ, ჰენკიმ ჩონსის უღალატა. მერე უღალატა
მთავარანგელოზებსაც და შესაბამისად, ჩონსის წასვლის შემ-
დეგ ეშმაკისეულ ძალებს დღემდე იყენებს. მთავარანგელოზებს
მისი თამაშიდან გაყვანა უნდათ მანამ, სანამ ის ამ ცოდნის
სხვისთვის გადაცემას მოასწრებს. მათ სურთ, რომ ეშმაკისეული
ძალა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია - ჯოჯოხეთში. სწო-
რედ ამ მომენტში ვჩნდები მე და მთავარანგელოზებს კიდევ ერ-
თხელ ვთხოვ სიკვდილის საქმეში ჩარევას. ნება მომეცით, მოვ-
კლა ჰენკი, რომელიც ეშმაკისეულ ცოდნას საფლავში ჩაიტანს
356 მკითხველთა ლიგა
და თუ ჩემი თეორია მართალია, ამით მივაღწევთ შედეგს, რომე-
ლიც შენ და დანარჩენ მთავარანგელოზებს გინდათ. ნუ, რა თქმა
უნდა, შენ ჰენკის მოკვლის საკუთარი მიზეზებიც გაქვს, - მრა-
ვალმნიშვნელოვნად დაამატა პაჩიმ.
- მოდი, ცოტა ხნით წარმოიდგინე, რომ მთავარანგელოზებს
შეუძლიათ კიდევ ერთხელ ჩაერიონ სიკვდილის საქმეში. მე ხომ
გადაწყვეტილებას მარტო ვერ მივიღებ? საამისოდ ხმის მიცემა
და ერთსულოვნებაა საჭირო.
- ჰოდა, მოვიწვიოთ კრება.
მთავარანგელოზმა ხელები ფართოდ გაშალა. - თუ ეს შენ-
თვის ჯერ აშკარა არ არის, გეტყვი, რომ მე კრებას აღარ ვეკუთ-
ვნი. არც მათთან მისვლის შესაძლებლობა მაქვს. ვეღარ დავ-
ფრინავ. სახლთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი მაქვს,
ჯევ. და სანამ ეშმაკისეული წყევლა მადევს, მათი რადარების-
თვის უხილავი წერტილი ვარ.
- მთავარანგელოზის ყელსაბამის ძალა ბევრად დიდია ვიდრე
ეშმაკისეული.
- ჩემი ყელსაბამი თან არ მაქვს, - დანანებით თქვა გოგომ.
- ჩემს ყელსაბამს გამოიყენებ. დაუკავშირდები მთავარანგე-
ლოზებს და ეტყვი, რომ ხმის მიცემა ჩაატარონ, - შემდეგ ჯიბი-
დან ყელსაბამი ამოიღო და გახსნა.
- საიდან ვიცი, რომ არ მატყუებ? იქნებ, უბრალოდ ჩემგან პა-
სუხების მოსმენა გინდა?
- არსაიდან. ახლა ერთადერთი გზა რწმენაა.
- მეუბნები, რომ ვენდო საქვეყნოდ ცნობილ მოღალატეს,
განდევნილ ანგელოზს.
გოგოს თვალები პაჩისას უყურებდა, რომლებიც ისეთი მუქი
იყო, როგორც შუაღამის ტბის წყალი.
- ეგ დიდი ხნის წინ იყო, - ჩუმად თქვა პაჩიმ და ყელსაბამი წინ
გასწია. - შემობრუნდი, გაგიკეთებ.
357 მკითხველთა ლიგა
- რწმენა, - ჩუმად ჩაილაპარაკა გოგომ. თვალებზე ეტყობო-
და, რომ შესაძლო ვარიანტებზე ფიქრობდა - ერწმუნა პაჩის სიტ-
ყვების, თუ პრობლემებთან მარტო დარჩენილიყო.
ბოლოს მაინც შემობრუნდა და თმა მაღლა აიწია.
- გამიკეთე.

358 მკითხველთა ლიგა


32 თავი

სუნთქვა დამირეგულირდა, როცა შევნიშნე, რომ სხეულზე


პაჩის მკლავები მქონდა შემოხვეული. საძინებლის იატაკზე ვის-
ხედით და მე მის ზურგს ვეხებოდი. პაჩი მაგრად მომემკრა და
ყურში საამური ხმა ვიგრძენი.
- ანუ, ასე იყო, - ვთქვი მე. - ჩონსი მართლა მე მოვკალი. მე
მოვკალი ნეფილიმი. უკვდავი. ვიღაც მოვკალი. არაპირდაპირ,
მაგრამ მაინც. მოვკალი.
- შენს მსხვერპლშეწირვას ჰენკი უნდა მოეკლა.
მე გაუაზრებლად დავუქნიე თავი. - დავინახე, მთავარანგე-
ლოზს რომ ელაპარაკებოდი. ყველაფერი დავინახე. შენ გეიბი,
ჯერემია და დომინიკი გამოიყენე, რათა საწყობში მასთან მარ-
ტო დარჩენილიყავი.
- ასე იყო.
- გეიბიმ ჰენკი იპოვა? და დააფიცა?
- არა. შეიძლება ეპოვნა, მაგრამ მე დავასწარი. გეიბთან ბო-
ლომდე გულწრფელი არ ვყოფილვარ. მათ იფიქრეს, რომ ჰენ-
კის მისდევდნენ, მაგრამ მე დაბრია მყავდა საწყობის გარეთ და
ჰენკი სწორედ მან დაიჭირა. მერე, როცა აქ მოვედი და ვნახე,
რომ წასული იყავი, დაბრიას დავურეკე და ვუთხარი რომ ჰენკი
დაეკითხა, რადგან ვფიქრობდი, რომ შენ მან წაგიყვანა. დაბრი-
ას ნაწილში ვწუხვარ, - ბოდიში მომიხადა პაჩიმ. - უბრალოდ, არ
მაინტერესებს რა შეემთხვევა მას. მე შენ მაინტერესებ.
- არ ვბრაზობ, - ვუთხარი მე. ახლა დაბრია ყველაზე ნაკლე-
ბად მადარდებდა. ბევრად დიდი წუხილი იმალებოდა ჩემ შიგ-
ნით. - მთავარანგელოზებმა ხმა მისცეს? ჰენკის რა ბედი ელის?
- ხმის მიცემამდე ჩემთან საუბარი უნდოდათ. მომხდარის
შემდეგ ისინი მე არ მენდობიან. მე კი ვუთხარი, რომ თუ ჰენკის
359 მკითხველთა ლიგა
მოკვლის ნებას მომცემდნენ, ეშმაკისეულ ძალებზე დარდი აღარ
მოუწევდათ. ისიც შევახსენე, რომ ჰენკის სიკვდილის შემდეგ მი-
სი არმიის მეთაური შენ გახდები, შენ კი ამ ომს წერტილს დაუს-
ვამ.
- რაც არ უნდა მოხდეს, - თავი დავაქნიე მოუთმენლად. - მინ-
და, რომ ჰენკი გაქრეს. ხმის მიცემამ როგორ ჩაიარა?
- მთელი ამ აბდაუბდას დამთავრება უნდათ. ჰენკისთან და-
კავშირებით მწვანე შუქი ამინთეს. გათენებამდე დრო გვაქვს. -
სწორედ ამ სიტყვების შემდეგ შევნიშნე მის ფეხთან, იატაკზე და-
დებული რევოლვერი.
პაჩიმ მითხრა, - მე დაგპირდი, რომ მას შენ გარეშე არ გავუს-
წორდებოდი. თუმცა, იქ ბრმად ვერ ჩაგიშვებ. უნდა იცოდე, რომ
რასაც ახლა გააკეთებ, ვეღარასოდეს დაივიწყებ და მუდმივად
შენთან იქნება. ამის ნება მომეცი და მე მას მოვკლავ, ნორა. არ-
ჩევანი შენ უნდა გააკეთო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მინ-
და, რომ მზად იყო.
არ ვყოყმანობდი. რევოლვერი ავიღე და ვუთხარი, - მისი ნახ-
ვა მინდა. თვალებში უნდა ჩავხედო იმ მომენტში, როცა გაიაზ-
რებს მისმა არჩეულმა გზამ სადამდე მიიყვანა და ამის გამო სი-
ნანულს იგრძნობს.
მხოლოდ რამდენიმე წამი გავიდა, სანამ პაჩი ჩემს გადაწყვე-
ტილებას თავის დაქნევით დაადასტურებდა. შემდეგ დერეფანში
გამიძღვა. აქაურობას მხოლოდ ჩირაღდნების მსუბუქი შუქი ანა-
თებდა. თუმცა, მხოლოდ ქვედა რამდენიმე კიბე ჩანდა, მას მერე
კი ყველაფერი წყვდიადით იფარებოდა. პაჩის უფრო და უფრო
ღრმად მივყვებოდი, დერეფანიც ქვევითკენ ეშვებოდა. ბოლოს
კარს მივაგენით, რომელსაც პაჩიმ რკინის რკალში ხელი ჩაავ-
ლო და ჩვენკენ გამოაღო.
შიგნით ჰენკი იჯდა, რომელიც პაჩის დანახვისთანავე მუშტებ-
მოღერებული წამოვარდა, თუმცა ხელები ჯაჭვებით საკმაოდ
360 მკითხველთა ლიგა
კარგად ჰქონდა მიბმული. მას საშინლად გიჟური ხმა ჰქონდა. -
თავს ნუ ისულელებ! ნუ გგონია, რომ რამე გამოგივა! - თუმცა
მის თვალებში სიძულვილთან ერთად თანაბრად ვხედავდი სი-
ტუაციასთან შეგუებასაც.
- როგორც შენ გეგონა, რომ მთავარანგელოზების გაცურება
გამოგივიდოდა? - გაისმა პაჩის სათანადო პასუხი.
ჰენკიმ მრისხანებით დააწვრილა თვალები. შემდეგ მზერა
ჩემს რევოლვერზე გადმოიტანა და პირველად შეიმჩნია ის. - ეს
რა არის? - იკითხა აშკარა შეცბუნებული ხმით.
მე იარაღი ავწიე და ჰენკის დავუმიზნე. სასიამოვნო იყო მის
სახეზე აღბეჭდილი დაბნეულობის, შემდეგ კი მტრული გამომეტ-
ყველების ხილვა - ვინმე ამიხსნის რა ხდება? - გამოსცრა აგრე-
სიულად.
- შენი დრო ამოიწურა, - უთხრა პაჩიმ.
- ჩვენ მთავარანგელოზებს შევუთანხმდით, - ვუთხარი მე.
- შეუთანხმდით? - იკითხა საშინელად გაბრაზებულმა ჰენკიმ.
რევოლვერი მის მკერდს დავუმიზნე. - შენ უკვდავი აღარ ხარ,
ჰენკ. სიკვდილი კარზე გიკაკუნებს.
ამ სიტყვებზე სიცილის ხმა სულ ოდნავ გამოსცა, თუმცა ამ
ხმას ემჩნეოდა, რომ ჩემი სჯეროდა.
- ნეტავ, როგორი იქნება შენი შემდეგი ცხოვრება, - ჩავილა-
პარაკე მე, - ნეტავ, ახლა თუ გახსენდება ყველაფერი, რაც
ჩაიდინე. ის საშინელებები, რაც სხვა ადამიანებს დამართე? გახ-
სოვს მათი სახელები? დედაჩემის სახეს არ ხედავ? ოხ, როგორი
იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. უსასრულობა ძალიან დიდი
დროა, ჰენკ.
ჰენკიმ ისე ღონივრად დაქაჩა ჯაჭვებს, რომ შემეშინდა, არ
აეწყვიტა.
- მინდა, რომ ჩემი სახელი დაიმახსოვრო, - ვუთხარიჰენკის. -
მინდა, რომ კარგად იცოდე - მე გავაკეთე ის, რაც სინამდვილეში
361 მკითხველთა ლიგა
ჩემ მიმართ შენ უნდა გაგეკეთებინა. მცირედი მოწყალებით
გადმოგხედე.
მისი მხეცური, შურისძიებით გაჯერებული მზერა ერთიანად
მიპყრობდა. ჭკვიანი კაცი იყო, თუმცა არა მგონია ჩემს მიზანს
მიმხვდარიყო.
- არ ვაპირებ სათავეში ჩავუდგე შენს ნეფილიმებს, - ვუთხარი
მე, - იმიტომ, რომ შენ არ მოკვდები. უფრო სწორად, ცოტა დიდ-
ხანს იცოცხლებ. ნუ, სასტუმრო „Ritz“-ში ვერ გაგაჩერებთ - თუ,
რა თქმა უნდა, პაჩი აქაურობის შეკეთებას არ გეგმავს, - მაგრამ
იცოცხლებ. - შემდეგ პაჩის ეშმაკურად გავხედე.
- რას აკეთებ, ანგელოზო? - ჩამჩურჩულა ფიქრებით.
ჩემდა გასაკვირად, მეც შევძელი საპასუხო ფიქრებით დაკავ-
შირება. როგორღაც ეს ძალა აღმომაჩნდა. - მის მოკვლას არ ვა-
პირებ. ამას არც შენ გააკეთებ. ასე რომ, არაფერზე იფიქრო.
- მერე მთავარანგელოზები? ჩვენ ხომ შევთანხმდით.
- ეს არასწორია. მისი სიკვდილი ჩვენი მიზეზით არ უნდა დად-
გეს. იცი, ეს მინდოდა, მაგრამ შენ მართალი იყავი. თუ მას მოვ-
კლავ, ამას ვეღარასოდეს დავივიწყებ. მთელი ცხოვრება ამ
ტვირთით ვივლი, ეს კი არ მინდა. წინ უნდა გავიხედო და ამი-
ტომ, ვფიქრობ, ახლაც სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. - და მარ-
თალია, ეს პაჩისთვის აღარ გადამიცია, მაგრამ ხელები ისედაც
საკმარისად მქონდა გასვრილი.
ჩემდა გასაკვირად, პაჩის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან
ჰენკის შეხედა. - არა, მირჩევნია ასეთი იყოს - ცივი, ბნელი და
მივარდნილი. ერთი ხმისგან დამცავ იზოლაციასაც გავაკეთებ
და რაც არ უნდა იყვირო, შენს ხმას ვერავინ გაიგებს. შენი ერ-
თადერთი კომპანიონი შენივე სასოწარკვეთა იქნება.
მადლობა, - ვუთხარი პაჩის და ამ სიტყვებში მთელი ჩემი
გულწრფელობა ჩავდე.

362 მკითხველთა ლიგა


პაჩის სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოისახა. - სიკვდილი მის-
თვის ზედმეტად მარტივი გამოსავალი იქნებოდა. ასე უფრო გა-
ვერთობი.
ხუმრობის ხასიათზე რომ ვყოფილიყავი, ალბათ გავიცინებ-
დი.
- ეს იმისთვის, რომ დაბრიას სიტყვებს ენდე, - ვუთხარი ჰენ-
კის. - ის წინასწარმეტყველი კი არა, ფსიქოპათია. ახლა გეცო-
დინება.
მე უკანასკნელი სიტყვა ჰენკის დავუტოვე, თუმცა ვიცოდი,
რომ ამაზე უარს იტყოდა. სულ ტყუილად ველოდი მისგან ჩუმად
ნათქვამ ბოდიშს. სახეზე მხოლოდ რაღაცის მომლოდინე ღიმი-
ლი ეხატა, რამაც რამდენიმე წამით აღმაშფოთა, თუმცა მალევე
დავივიწყე.
მთელ სხეულში საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი. ეს პირ-
ველ რიგში ჩემს აკანკალებულ ხელებში გამოიხატა. მუხლებიც
და ორივე ფეხიც მიკანკალებდა. მეჩვენებოდა, რომ რაღაც მომ-
ნუსხველი ჯადოს ქვეშ ვიყავი და ერთადერთი, რაც ახლა მიწაზე
დგომის შესაძლებლობას მაძლევდა, პაჩი იყო.
მის მკლავებში გაუფრთხილებლად გავეხვიე, მანაც მაგრად
ჩამიხუტა და ძლიერად მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა, მის
მაისურს მაგრად ჩავეჭიდე. ჩემკენ ვიზიდავდი და ვგრძნობდი,
რომ ეს სიახლოვე ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასოდეს.
მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა და არაფერი იყო აქ ვნების მსგავ-
სი. საკნის ცივ წყვდიადში ჩვენ ასე ერთმანეთის დაუოკებელ სა-
ჭიროებას გამოვხატავდით.
- მოდი აქედან წავიდეთ, - ჩამჩურჩულა ყურში.
და ის-ის იყო უნდა დავთანხმებოდი, რომ უეცრად სადღაც,
თვალის კუთხით ანთებული ცეცხლი დავინახე. თავდაპირვე-
ლად ჩამოვარდნილი ჩირაღდანი მეგონა, მაგრამ მალევე მივ-
ხვდი, რომ წყარო ჰენკის ხელი იყო. მას ცალ ხელში ანთებული
363 მკითხველთა ლიგა
მოლურჯო ცეცხლის სფერო ეჭირა, მეორეში კი პაჩის შავი ბუმ-
ბული. რამდენიმე წამში მან ხელები ერთმანეთს მიუახლოვდა
და ნელ-ნელა ცეცხლმა ბუმბულის წვა დაიწყო.
ახლა პაჩის გაფრთხილების დრო აღარ იყო. არაფრის დრო
აღარ იყო.
და წამის მეათედებში მე რევოლვერი შევმართე და ჩახმახს
თითი გამოვკარი. ტყვიამ ჰენკი კედელზე მიანარცხა. ორივე ხე-
ლი უღონოდ ძირს დაუშვა.
მას მერე აღარ განძრეულა.

364 მკითხველთა ლიგა


33 თავი

პაჩის მისთვის საფლავის ამოთხრით თავი არ შეუწუხებია.


ბნელოდა. განთიადამდე ერთი-ორი საათი რჩებოდა. დელფიკის
კარიბჭის მიღმა, სანაპიროსთან გაათრია ჰენკის სხეული და ერ-
თი ფეხის კვრით პირდაპირ ოკეანის ტალღებში ჩაუშვა.
- ახლა რა მოუვა? - ვკითხე პაჩის და გასათბობად მივეხუტე.
ჩემს სხეულში გამყინავი ქარი ატანდა, ძვალსა და რბილს მიცი-
ებდა.
- მის სხეულს დინება წაიღებს, ზვიგენები კი იოლ საკვებს
იშოვიან.
მე თავი გავაქნიე და მივახვედრე, რომ ამას არ ვგულისხმობ-
დი. - რა დაემართება მის სულს? - შესაძლებელი იყო, რომ მე
მართალი ვყოფილიყავი მაშინ, როცა ჰენკის სამუდამო სატან-
ჯველით ვემუქრებოდი? შემდეგ სინდისის ქენჯნა გვერდზე გა-
დავდე, რადგან ფაქტია, ჰენკის მოკვლა არ მინდოდა, მაგრამ
მან უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვა.
პაჩი ხმას არ იღებდა, თუმცა ვატყობდი, რომ იძაბებოდა. შემ-
დეგ ხელები შემომხვია და მის მკლავებში მაშინვე სასიამოვნო,
თბილმა ტალღებმა დამიარა. - იყინები. მოდი, სახლში წაგიყვან.
მე ისევ ჩემსაზე ვიდექი, - ახლა რა მოხდება? - ვთქვი ჩურჩუ-
ლით. - მე ჰენკი მოვკალი და მისი ხალხის მეთაური უნდა გავ-
ხდე, მაგრამ რა უნდა გავაკეთო?
- მაგას გავარკვევთ, - მითხრა პაჩიმ. - გეგმას ერთად შევიმუ-
შავებთ და სანამ ყველაფერი არ დასრულდება მე შენ გვერდით
ვიქნები.
- ასეთი მარტივი გგონია?

365 მკითხველთა ლიგა


- სიმარტივისკენ რომ ვისწრაფვოდე, ჯოჯოხეთში, რიქსონის
გვერდზე მივიჯაჭვავდი თავს. ვფიქრობ, მე და შენ ამ ყველაფრი-
დან გამოძრომას მოვახერხებთ.
ქვემოთ აზვირთებულ ტალღებს დავაკვირდი, რომლებიც
კლდის ზედაპირს ეხეთქებოდნენ. - როცა მთავარანგელოზებ-
თან შეთანხმდი, იმაზე არ დაფიქრდნენ, რომ შეგეძლო ამ ყვე-
ლაფერზე გელაპარაკა? შეგეძლო ეშმაკური ძალის გამოყენების
შესაძლებლობის შესახებ ამბები გაგევრცელებინა და ნეფილი-
მებსა და დაცემულ ანგელოზებს შორის შავი ბაზარი შეგექმნა.
- დუმილის ფიცი დავდე. ესეც შეთანხმების ნაწილი იყო.
- შეგეძლო, რომ დუმილის სანაცვლოდ მათგან სხვა რამ მო-
გეთხოვა? პაჩის სხეული დაეჭიმა. მიხვდა, დაახლოებით საით-
კენ მიმყავდა საუბარი. - ამას რა მნიშვნელობა აქვს? - მკითხა
ზედაპირულად.
როგორ არ ჰქონდა. ახლა, როცა ჰენკი მკვდარი იყო, ჩემს
გონებას ყოველგვარი ბინდი შემოხსნოდა და წარსული ცხადად
მახსენდებოდა. თავდაპირველად აქა-იქ ნათდებოდა სურათები,
მერე კი ერთიანად ალბომად იქცა და მეც ყოველივე გამახსენ-
და. შესაბამისად, ვიხილე პაჩისთან ერთად განვლილი პერიოდი
- ერთგულების, ღალატისა და სურვილის გამოცდები. ვიცოდი,
რა ჰგვრიდა მას სიცილს, ან რა წყვეტდა გულს. ვიცოდი მისი
ყველაზე ფარული სურვილიც. მას ძალიან აშკარად ვხედავდი.
საოცრად აშკარად.
- შეგეძლო, რომ ადამიანად ქცევა გეთხოვა?
ვიგრძენი, ფრთხილად რომ ამოისუნთქა და როცა მიპასუხა,
მის ხმაში აშკარა სიმართლე ამოვიკითხე. - მოკლედ გიპასუხებ
- კი, შემეძლო.
ჩემი მზერა ცრემლებით დაიბურა. საკუთარმა ეგოიზმმა და-
მატყვევა. კარგად ვიცოდი, რატომ მიიღო პაჩიმ ის გადაწყვეტი-

366 მკითხველთა ლიგა


ლება და მიუხედავად ყველაფრისა, ახლა საშინელ სინდისის
ქენჯნას ვგრძნობდი.
როგორც კი ჩემი რეაქცია შენიშნა, უარყოფის ნიშნად თავი
გაიქნია, - არა, მოდი, მომისმინე. ახლა კი გრძელი პასუხი: შენ-
თან შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მინდოდა
თუ არა ადამიანის სხეული? - დიახ, მინდოდა, მაგრამ ჩემი მთა-
ვარი სურვილი ახლა ეს არის? - არა. - პაჩიმ სერიოზულად შე-
მომხედა.
- მე უარი ვთქვი იმაზე, რაც მსურდა, იმის სანაცვლოდ, რაც
მჭირდებოდა. და მე შენ მჭირდები, ანგელოზო. ბევრად მეტად,
ვიდრე ეს შენ გგონია. ამას, ალბათ ვერასოდეს გაიგებ. ახლა
შენც უკვდავი ხარ და მეც. ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს.
- პაჩი, - წამოვიწყე, მაგრამ თვალები დავხუჭე და გავჩუმდი.
გული, თითქოს ძაფზე მეკიდა.
მისი ტუჩები ჩემს ბიბილოს შეეხო და სასიამოვნო ჟრუანტე-
ლი მომგვარა. - მე შენ მიყვარხარ. - პირდაპირი, ემოციური ხმა
ჰქონდა. - შენ მახსენებ, როგორი ვიყავი... ისევ კაცად ყოფნას
მანდომებ. აი ახლა, როცა გვერდით მყავხარ, ვგრძნობ, რომ
ყველანაირი უბედურების ერთად დამარცხება შეგვიძლია. და
თუ ეს გინდა, იცოდე, რომ მე შენი ვარ...
და ასე მარტივად, მე მაშინვე დამავიწყდა ის საშინელი ყინვა,
რომელსაც განვიცდიდი. დამავიწყდა ისიც, რომ ნეფილიმების
საზოგადოების მეთაური ვიყავი. ახლა არაფერი მინდოდა. პაჩის
ვუყვარდი და არაფერი იყო ამაზე მნიშვნელოვანი.
- მეც მიყვარხარ, - ვუთხარი მე.
შემდეგ თავი ჩემს კისერში ჩარგო. - დიდი ხნით ადრე მიყ-
ვარდი მანამ, სანამ შენ შეგიყვარდებოდი. ეს ერთადერთია, რა-
შიც გჯობნი და ამას ყოველ ჯერზე გავიხსენებ. - მისი ტუჩები კან-
ზე მაგრად მეკროდა. ის ეშმაკურად იღიმოდა. - წამოდი ჩემთან.

367 მკითხველთა ლიგა


ამჯერად კარგი მიზეზი გვექნება. ხომ გახსოვს, დაუმთავრებელი
საქმე დაგვრჩა.
მე თავი შევიკავე. გონებაში ერთი დიდი კითხვის ნიშანი ენ-
თო. სექსი დიდი მნიშვნელობის მქონე რამ იყო. არ ვიცოდი
მზად ვიყავი თუ არა ჩვენი ურთიერთობის - და შესაბამისად ჩემი
ცხოვრების გასართულებლად. თან, ეს გართულებების მხო-
ლოდ დასაწყისი იქნებოდა. თუკი დაცემული ანგელოზისა და
ადამიანის კავშირის შედეგად ნეფილიმი დაიბადა - რასა, რო-
მელსაც წესით დედამიწაზე საერთოდ არ უნდა ეარსება, რა მოხ-
დებოდა, როცა დაცემული ანგელოზი და ნეფილიმი დაწვებოდ-
ნენ ერთად? ანგელოზებსა და ნეფილიმებს შორის არსებული ყი-
ნულივით ცივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვვარაუდობდი,
რომ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ეს ჩემს სიფრთხილეს
კიდევ უფრო აძლიერებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარანგელოზები ყოველთვის
ცუდ ტიპებად გამომყავდა, ახლა მაინც ვფიქრობდი - ხომ არ არ-
სებობდა რეალური მიზეზი იმისა, რომ ანგელოზებს მოკვდავები
- ჩემ შემთხვევაში კი ნეფილიმები არ უნდა შეყვარებოდათ?
რაიმე არქაული წესის თანახმად რასები ერთმანეთისგან უნდა
გაყოფილიყვნენ? თუ ეს ბუნებრიობის და ხასიათიდან გამომდი-
ნარე ხდებოდა? როგორც პაჩის ნათქვამიდან მახსოვდა, ერთა-
დერთი მიზეზი, რატომაც ნეფილიმები არსებობდნენ, დაცემუ-
ლების სურვილი იყო - შური ეძიათ სამოთხიდან გამოძევების
გამო. შედეგად, მთავარანგელოზების დასანახად, მათ დაიწყეს
ყველა იმ ადამიანის მოხიბვლა, რომელიც ძველად უნდა დაეც-
ვათ.
კარგი, შურისძიების თემა გასაგებია. ახლა მეც ამ საუკუნე-
ობრივ მიწისქვეშა ომში ვიყავი ჩაბმული. ცალ მხარეს დაცემუ-
ლი ანგელოზები იდგნენ, მეორე მხარეს კი ნეფილიმები. ადა-
მიანები მათ შორის მხოლოდ პაიკების როლს თამაშობდნენ და
368 მკითხველთა ლიგა
მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ფიქრი მაშინებდა, პაჩი ხომ დამ-
პირდა, რომ ეს ყველაფერი ერთ-ერთი რასის განადგურებით
დასრულდებოდა? თუმცა, არ დაუკონკრეტებია რომლის.
ეს ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ დაცემული ანგელოზი
არასწორ ლოგინში ჩაწვა. - ჯერ არა, - ვთქვი მე.
პაჩიმ მუქი წარბი აზიდა. - ჯერ არ წავიდეთ, თუ ჯერ არ წავი-
დეთ ჩემთან?
- შეკითხვები მაქვს, - ვუთხარი და მრავალმნიშვნელოვნად
შევხედე.
პაჩის ტუჩებმა ღიმილის ფორმა მიიღო, თუმცა დაეჭვების
არაფერი ეტყობოდა. - უნდა მცოდნოდა, რომ მხოლოდ მაგ შე-
კითხვებზე პასუხის გასაცემად გჭირდებოდი, რა. - და ცოტაც
კოცნისთვის. - ისე, შენთვის არავის უთქვამს, რომ საოცარი
კოცნა შეგიძლია?
- ერთადერთი ადამიანი, ვისი აზრიც მაინტერესებს ახლა ჩემ
წინ დგას. - მითხრა, ნიკაპი მაღლა ამიწია და თვალებში ჩამხე-
და. - აუცილებელი არ არის ჩემთან წავიდეთ, ანგელოზო. შემიძ-
ლია მიგიყვანო სახლში, ან ჩემთან, ოღონდ საძინებლის სხვა-
დასხვა მხარეს დავიძინოთ ისე, რომ შუაში „არ გადაკვეთოთ“
ლენტი გავაბათ. რა თქმა უნდა, ეს არ მინდა, მაგრამ თუ ასე
გირჩევნია, ასეც იქნება.
მისმა გულწრფელობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. თითი
მაისურის ქვეშ შევუცურე და კანზე მაგრად მოვუჭირე. ჩემში
დაგროვებული სურვილი შინაგანად მწვავდა. ოხ, რატომ ხდე-
ბოდა ასე, რომ მას მარტივად შეეძლო შეხებოდა ჩემს შეგრძნე-
ბებს, აენთო გრძნობათა ცეცხლი და ჩემში მისთვის სრულებით
უმიზეზოდ მინდობის სურვილი გაეჩინა?
- ჯერ თუ აქამდე ვერ მიხვდი, - ვთქვი ოდნავი მგზნებარება
შეპარული ხმით, - მეც მჭირდები.

369 მკითხველთა ლიგა


- ეს კის ნიშნავს? - მკითხა და თითები თმაში შემიცურა, შემ-
დეგ მხრებზე შემეხო და ისევ სახესთან დამიბრუნა. - გთხოვ,
იყოს კი, - ჩაილაპარაკა ეშმაკურად, - დარჩი ამაღამ ჩემთან. ნე-
ბა მომეცი ჩაგეხუტო, თუნდაც მეტი არაფერი მოხდეს. უბრა-
ლოდ, ნება მომეცი, შენზე ვიზრუნო.
პასუხის ნაცვლად ხელი ჩავკიდე და მის კოცნას მტკიცე გამ-
ბედაობით შევხვდი. ვგრძნობდი, რომ ეს შეხება ყოველგვარ ბა-
რიერს არღვევდა და ერთიანად მადნობდა. ეს ერთი კოცნაც კი
მანადგურებდა, უფრო და უფრო ვკარგავდი ჩემს თავზე კონ-
ტროლს, ვინუსხებოდი მხურვალებითა და სიბნელით. ამ მაცდუ-
რი სიამის შემდეგ ვრჩებოდით მხოლოდ ის და მე. კავშირი იმ-
დენად ძლიერი იყო, რომ აღარ ვიცოდი, სად მთავრდებოდა „მე“
და სად იწყებოდა „ის“.

370 მკითხველთა ლიგა


34 თავი

იმ დროისთვის, როცა პაჩიმ მოტოციკლი ჩემი ფერმის სახ-


ლის წინ დააყენა, მზის სხივები უკვე ნახევარი დღის განმავლო-
ბაში ანათებდნენ. სახეზე სულელური ღიმილი მქონდა. მთელი
სხეულით კი სასიამოვნო სითბოს შეხებას ვგრძნობდი. სრულ-
ყოფილება.
ისეთი გულუბრყვილო არ ვყოფილვარ, რომ მეფიქრა, ეს
დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ამჯერად აწმყოს ამ მომენ-
ტით ცხოვრებას ვაპირებდი. გადავწყვიტე, ყველაფერი გადამე-
დო, რაც ჩემს წმინდა სისხლით ნეფილიმობასთან, მასთან და-
კავშირებულ პრობლემებთან და ამ ჩემს ტრანსფორმაციასთან
იყო დაკავშირებული, რაც მომავალში ჰენკის არმიის ხელ-
მძღვანელობაში გამოიხატებოდა.
ამ წამს მე მქონდა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. სია საკმა-
ოდ დიდი იყო, მაგრამ თან საკმაოდ სასიამოვნო. ერთ-ერთ მო-
წინავე პოზიციას კი ჩემი ცხოვრების სიყვარულთან მკლავებში
დაბრუნება იკავებდა.
- წუხანდელი ღამე კარგად გავატარე, - ვუთხარი პაჩის, ნი-
კაპთან ღვედი შევიხსენი და ჩაფხუტი გადავაწოდე. - ოფიციალუ-
რად მიყვარს შენი ზეწრები.
- მარტო ზეწრები?
- კარგი, ლეიბიც.
პაჩის თვალებში ღიმილი ამოვიკითხე. - ჩემი ლოგინი შენ-
თვის ყოველთვის ღიაა.
რა თქმა უნდა, ლენტით გაყოფილებს არ გვძინებია, რადგან
პრინციპში, ერთად არც გვეძინა. პაჩიმ სავარძელზე გადაინაც-
ვლა, მე კი მისი ლოგინი დავიკავე. ვიცოდი, რომ მეტი უნდოდა,

371 მკითხველთა ლიგა


მაგრამ მითხრა, რომ ასევე უნდოდა, ჩემს გონებაში ყველაფერი
დალაგებულიყო. მას შეეძლო მოცდა და ჩემი სჯეროდა.
- ერთს მომცემ, ასს მოგთხოვ.
- მაშინ, ჩავთვლი, რომ იღბლიანი კაცი ვყოფილვარ.
- თუმცა, შენს სახლს ერთი დიდი მინუსი აქვს - სად არის თმის
კონდიციონერი? ან ტუჩის საცხი? მზის საწინააღმდეგო კრემი? -
მე ცერა თითი ჩემი კარისკენ გავიშვირე. - კბილები უნდა გავი-
ხეხო და შხაპი მივიღო.
გამიღიმა და მოტოციკლიდან გადმოხტა. - ამას უკვე მიპატი-
ჟება ჰქვია.
მე თითის წვერებზე შევდექი და ვაკოცე. - როცა აქ მოვრჩები,
დადგება განკითხვის მომენტი. ვის და დედაჩემს ყველაფერს უნ-
და მოვუყვე. ჰენკი მკვდარია და ჭეშმარიტებისთვის ფარდის ახ-
სნის დროა.
რა თქმა უნდა, საერთოდ არ მინდოდა ეს საუბარი, მაგრამ
უკვე საკმაოდ დიდხანს ვიცადე. აქამდე საკუთარ თავს ვუმტკი-
ცებდი, რომ სიმართლის დამალვით ვის და დედას ვიცავდი, მაგ-
რამ სინამდვილეში ამავე მიზნით უამრავ ტყუილს ვამბობდი. ახ-
ლა კი იძულებული ვიყავი ამ წყვდიადიდან გამოვსულიყავი და
მათთვის ყველაფერი ამეხსნა - თუნდაც ეს სრულებით ალოგი-
კური ყოფილიყო.
შესასვლელი კარი გავაღე და ის-ის იყო თასში გასაღები უნ-
და ჩამეგდო, რომ უეცრად პაჩიმ იდაყვი დამიჭირა. მის სახეზე
ერთი შეხედვა საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ რაღაც
რიგზე ვერ იყო.
სანამ პაჩი წინ გადამეფარებოდა, მე ჩემი სახლიდან გამოსუ-
ლი სკოტი დავინახე. მან ჩემკენ თავი გაიქნია და მის უკან ახლა
კიდევ ორი ნეფილიმი გამოჩნდა. ორივე დაახლოებით სკოტის
ასაკის იქნებოდნენ - მაღლები, დაკუნთული და მკვრივი

372 მკითხველთა ლიგა


სხეულის მქონენი იყვნენ. ორივე ცნობისმოყვარეობით მიმზერ-
და.
- სკოტ, - წამოვიყვირე მე, პაჩის მოვცილდი, მასთან მივირბი-
ნე, მკლავები შემოვხვიე და მაგრად ჩავიხუტე. - რა მოხდა? გაქ-
ცევა როგორ მოახერხე?
- გარემოებათა გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ წინა ხაზ-
ზე უფრო საჭირო ვიყავი, ვიდრე გალიაში. ნორა, გაიცანი დანტე
მატერაცი და ტონო გრენთემი, - მითხრა სკოტმა. - ორივენი შავი
ხელის არმიის პირველი რანგის ლეიტენანტები არიან.
პაჩი ჩვენ მოგვიახლოვდა. - და ეს ხალხი ნორას სახლში მო-
იყვანე? - თქვა და ანთებული თვალებით ისე შეხედა სკოტს,
თითქოს სადაცაა კისერში ეცემაო.
- დამშვიდდი, ძმაო. ესენი სუფთები არიან. შეგვიძლია ვენ-
დოთ, - თქვა სკოტმა.
პაჩის სიცილი იყო მსუბუქი და აგრესიული. - მარწმუნებს საქ-
ვეყნოდ ცნობილი მატყუარა.
სკოტს კისერი ოდნავ დაეძაბა. - დარწმუნებული ხარ, რომ ამ
თამაშის გაგრძელება გინდა? შენს გარდერობშიც არანაკლები
ჩონჩხები კიდია.
ვაჰ ჩემი.
- ჰენკი მკვდარია, - ვუთხარი სკოტს. ვერ ვხედავდი მიზეზს,
თუ რატომ არ უნდა გამომეჩინა თავაზიანობა, ან პაჩი და სკოტი
ახალი ტესტესტერონმოზღვავებული დაპირისპირებისთვის რა-
ტომ უნდა განმეწყო.
სკოტმა მაშინვე თავი დამიქნია. - ვიცით. ნიშანი აჩვენე, დან-
ტე.
დანტემ ნაბიჯი წინ წადგა. შავგვრემანი, სახელის შესაბამისი
გარეგნობა ჰქონდა და ექვსნახევარ ფუტზე მაღალი ჩანდა. მან
ხელი გამომიწია და საჩვენებლ თითზე ზუსტად ისეთი ბეჭედი
მაჩვენა, როგორიც სკოტს ჰქონდა. მოლურჯოდ პრიალებდა,
373 მკითხველთა ლიგა
მიუხედავად იმისა, რომ თვალები დავხუჭე მაინც საშინლად
მჭრიდა. - შავმა ხელმა მითხრა, რომ ეს მისი სიკვდილის შემ-
თხვევაში აუცილებლად მოხდებოდა, - განმიმარტა დანტემ. -
სკოტი მართალია, ეს ნიშანია.
- სწორედ ამიტომ გამიშვეს, - თქვა სკოტმა. - არმიაში დიდი
აურზაურია. არავინ იცის რა გააკეთოს. ჩეშვანი თითქმის მოვი-
და და შავი ხელი ომს გეგმავდა. მისი ხალხი კი არეულია, მათ
მეთაური დაკარგეს და ნელ-ნელა პანიკა ეწყებათ.
ამ ინფორმაციის გადახარშვა ვცადე. მერე რაღაც აზრმა და-
მარტყა, - მათ შენ იმიტომ გაგათავისუფლეს, რომ შენ შეგეძლო
გეპოვნე მე - ჰენკის საქმის ხაზის გამგრძელებელი, არა? - ვკით-
ხე და ფრთხილად გადავხედე დანტეს და ტონოს. შესაძლოა,
სკოტი მათ ენდობოდა, მაგრამ მე ჯერ ამაში უნდა დავრწმუნებუ-
ლიყავი.
- როგორც უკვე ვთქვი, ეს ბიჭები სუფთები არიან. შენს ერ-
თგულებაზე ფიცი უკვე დადეს. ახლა კი რაც შეიძლება მეტი ნე-
ფილიმი უნდა შემოვიკრიბოთ, რომლებიც უამისოდ, შეიძლება
დაიფანტონ. სახელმწიფო გადატრიალება კი ახლა ყველაზე
ნაკლებად გვჭირდება.
გონება უკვე გადამეტვირთა. სახელმწიფო გადატრიალება?
არა, მადლობა. ვინმე სხვას ხომ არ სურს ამ საქმეზე ხელის მო-
კიდება? მე შემეშვით.
ისევ დანტე ალაპარაკდა. - სიკვდილამდე შავმა ხელმა შეგ-
ვატყობინა, რომ ახალი მეთაური შენ იქნებოდი.
ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე. არ ველოდი, რომ მოვლენები ასე
სწრაფად განვითარდებოდა. ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა,
მაგრამ ამისათვის მეტი დრო მჭირდებოდა. იმის თქმა, რომ ამ
მომენტს შიშით ვუცქერდი, არაფრის თქმის ტოლფასი იყო.
სამივეს რიგრიგობით გადავხედე. - ჰო, ფიცი დავდე, რომ
ჰენკის არმიის მეთაური გავხდებოდი, მაგრამ ახლა აი, ეს მოხ-
374 მკითხველთა ლიგა
დება: არანაირი ომი. თქვენს ხალხთან დაბრუნდით და უთხა-
რით, რომ დაიშალონ. ნეფილიმები, რომლებმაც ერთგულების
ფიცი დადეს, შებოჭილები არიან კანონით და ამას ვერანაირი
არმია ვერ შეერკინება. ახლა ომში ჩაბმა თვითმკვლელობის
ტოლფასია. დაცემული ანგელოზები უკვე სამაგიეროს გადახდას
გეგმავენ და ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა ახლა ამ ბრძო-
ლაზე უარის თქმაა. მორჩა, დამთავრდა. შეგიძლიათ თქვენს
ხალხს უთხრათ, რომ ეს ბრძანებაა.
დანტემ გაიღიმა, მაგრამ ცივად. - მირჩევნია ეს საკითხები
დაცემული ანგელოზის თანხლების გარეშე განვიხილოთ. - შემ-
დეგ თვალი პაჩისკენ გააპარა. - ერთი წუთით არ დაგვტოვებ?
- მგონი, აშკარაა, რომ პაჩის გასვლას არანაირი აზრი არ ექ-
ნება, - ვთქვი მე. მაინც ყველაფერს მოვუყვები. - და როცა დან-
ტეს დამძიმებული გამოხედვა შევნიშნე, დავამატე, - როცა ფიცი
დავდე, არაფერი მითქვამს პაჩთან კავშირის შესახებ. ასე რომ,
იცოდეთ - თქვენი ახალი ნეფილიმი მეთაური დაცემულ ანგე-
ლოზს ხვდება.
აბა, წავიდა ჭორები.
დანტეს ოდნავი თავის დაქნევა ყველაფერი იყო თანხმობის
გარდა. - კარგი, მაშინ ერთი რამ გავარკვიოთ. არაფერი დასრუ-
ლებულა. შეიძლება რაღაც შეიცვალა, მაგრამ არ დასრულებუ-
ლა. შავმა ხელმა რევოლუცია წამოიწყო და ამაზე უბრალოდ
უარის თქმა ამ ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი არ იქნება.
- ცეცხლის ჩაქრობაზე არ ვდარდობ. მე ნეფილიმების რასა
და მისი ბედი მადარდებს. ვფიქრობ მოვიქცე ისე, რომ ეს საუკე-
თესო ვარიანტი იყოს ყველასთვის.
სკოტმა, დანტემ და ტონომ უსიტყვოდ გადახედეს ერთმა-
ნეთს. ბოლოს ისევ დანტემ აიღო თავის თავზე ყველას მაგივრად
ლაპარაკი. - მაშინ დიდი პრობლემის წინ ვყოფილვართ. იმი-

375 მკითხველთა ლიგა


ტომ, რომ ნეფილიმების აზრით, საუკეთესო გამოსავალი აჯანყე-
ბაა.
- სულ რამდენი არიან? - ჰკითხა პაჩიმ.
- ათასობით. საკმარისი საიმისოდ, რომ ეს ქალაქი შეავსონ. -
დანტეს თვალები ისევ მე მომწვდა. - და თუ თავისუფლებისკენ
შენ არ გაუძღვები, ისინი შენს ფიცს დაარღვევენ. მოკლედ რომ
გითხრა, საკუთარი სიცოცხლით ხარ პასუხისმგებელი, ნორა.
მე პაჩის გავხედე.
შენი პოზიციები დაიცავი, - მშვიდად მითხრა ფიქრებით. - უთ-
ხარი მათ, რომ ომი დასრულდა და სალაპარაკო აღარაფერია.
- მე შევფიცე, რომ ჰენკის არმიას გავუძღვებოდი, - ვუთხარი
დანტეს. - თავისუფლების პირობა არასოდეს დამიდია.
- თუ დაცემულ ანგელოზებს ომს არ გამოუცხადებ, მომენტა-
ლურად ათასობით ნეფილიმს მტრად გაიხდი. - მიპასუხა მან.
და თუ ომს გამოვაცხადებ, - გავიფიქრე უკვე თავდაჯერებუ-
ლად, - ეს მთავარანგელოზების წინააღმდეგ დაწყებული ბრძო-
ლა იქნება. მათ ჰენკის სიკვდილის ნება მხოლოდ იმიტომ მოგ-
ვცეს, რომ პაჩი მშვიდობას დაპირდა.
ჩემი ყურადღება ისევ პაჩიზე გადავიტანე. ვიცოდი, რომ ახლა
ორივენი ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით. ომი გარდაუვალი
იყო.
ერთადერთი ის მქონდა გადასაწყვეტი, თუ რომელ მხარეს
ვიდგებოდი ამ ომში.

376 მკითხველთა ლიგა


მადლობა

ეს წიგნის წერის ყველაზე მორიდებული ნაწილია.


უპირველესი და ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის ჩემს
ოჯახს - მათი მხარდაჭერის, გამხნევებისა და წელიწადში 365--
დღიანი მოთმინებისთვის.
ჯასტინ, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი რომ გიწოდო,
ალბათ არ იქნება შენი შესაფერისი ყველაზე მამაკაცური კომ-
პლიმენტი, მაგრამ ზუსტად აღგწერს. შენ ჩემი საუკეთესო ნახე-
ვარი ხარ.
მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად
მეხმარებოდნენ - დაწყებული ბავშვის მოვლით დამთავრებული
„არ ილაპარაკოს“ პირველი ვარიანტების კითხვითა და ჩემთვის
მუდმივად იმის შეხსენებით, რომ სიცილი საუკეთესო წამალია.
სანდრა რობერტს, მერი ლუიზ ფიცპატრიკ, შანა ბატლერ, ლინ-
დსი ლივიტ, რეიჩელ ჰოკინს, ემილი ვინგ სმიტ, ლიზა შროდერ,
ლორა ანდერსონ, ჯინჯერ ჩერჩილ, პეტი ესდენ, ნიკოლ რაიტ და
მეგ ჯერვინ, - ბედნიერი ვარ, რომ გიცნობთ.
უმადური ვიქნები, რომ არ გამოვხატო ჩემი მადლიერება ჯენ
მარტინისა და რებეკა სატონის მიმართ - ენერგიული დუეტი
ფალლენარცჰანგელ.ცომ-იდან. მადლობა თქვენ იმისათვის,
რომ ჩემს ფანებს მუდმივად აცნობთ ახალ ამბებს და ამას იმდე-
ნად სწრაფად ახერხებთ, რომ გაოცებული ვარ. თქვენი წვლილი
განუზომელია.
მადლობა ჯეიმს პორტოს - შემოქმედებით გენიოსს, რომე-
ლიც ჩემი წიგნების დამატყვევებელი გარეკანების უკან დგას.
მადლიერების ბუკეტი ეკუთვნის ლინდსი ბლესინგზს - ჩემს
აგენტს, რომელიც საერთაშორისო მიმართულებით მუშაობს და
შესაძლებელი გახადა, რომ ჩემი წიგნები მსოფლიოს სხვადას-
377 მკითხველთა ლიგა
ხვა წერტილში წაეკითხათ. ასევე მადლობა ჩემს აგენტ კეტრინ
დრეიტონს... ყველაფრისთვის (მათ შორის, იმისთვისაც, ბოლო-
ნიაში იმ გასაოცარი ფეხსაცმლის ყიდვაზე რომ დამიყოლია).
როგორც ყოველთვის, ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს
„საიმონ ენდ შუსტერის“ ახალგაზრდა მკითხველთა თავდადებუ-
ლი გუნდი. მადლობა კორტნი ბონიოლატის, ჯულია მაგუაერს
და ვენიშა გოზლინგს მათ მიერ გაწეული სარედაქციო გმირობი-
სათვის. უდიდესი მადლობა ჯასტინ ჩანდას, ენ ზაფიანს, ჯენიკა
ნესვორტის, ლუსი რუთ კამინსს, ლუსილი რეტინოს, ელკე ვი-
ლას, ქრისი ნოს და ანა მაკკინს ჩემს ცხოვრებაში გაჩენილი
უდიდესი ბედნიერებისთვის. ეს ყველაფერი ცხოვრებას ძალიან
მიმარტივებს.
პატივისცემის ნიშნად თავს ვუხრი ვალერია შეის - გამორჩე-
ულ ლიტერატურულ რედაქტორს. უშენოდ ეს წიგნი ბევრად სა-
საცილო იქნებოდა. ოღონდ, კარგი გაგებით არა!
დიდი მადლობა დაიანა გომეს მარკესს და ვალენტინ ბულგა-
კოვს „არ ილაპარაკო“-ს გმირების, დანტე მატერასის და ტონო
გრენთჰემის მონათვლისათვის.
ბოლოს, მაგრამ არა უკანასკნელად კი მადლობას ვუხდი
ჩემს მკითხველებს. ყველას - ახლოსა და შორს. თქვენთვის წე-
რა წარმოუდგენლად ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. გამი-
ხარდა პაჩის და ნორას ამბის თქვენთან ერთად გაზიარება.

378 მკითხველთა ლიგა

You might also like