You are on page 1of 320

1

კოლინ ჰუვერი

მთარგმნელი
ნათია ჩუბინიძე

2
ეძღვნება ლინსა და მერფის,
ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს,
რომლებიც ჩემი ღვიძლი დები არიან.

3
თავი 1

ტეიტი

– ახალგაზრდა ქალბატონო, ყელზე ნაჭრილობევი გაქვთ!


თვალებგაფართოებული ნელა ვტრიალდები მოხუცი ჯენტლმე-
ნისკენ, რომელიც ჩემ გვერდით დგას, ლიფტის გამოსაძახებელ ღი-
ლაკს თითს აჭერს, მიყურებს, მიღიმის და ყელზე მანიშნებს.
– თანდაყოლილი ხალი ჩანს, ‒ მეუბნება.
ხელი ინსტინქტურად მიმაქვს ყელისკენ და ათცენტიანი მონე-
ტისხელა ხალს ვისინჯავ, პირდაპირ ყურს ქვემოთ.
–ბაბუაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ხალის ადგილი სხეულზე იმის
მანიშნებელია, თუ როგორ დამარცხდა ადამიანი ბრძოლაში წინა
ცხოვრებაშიო. როგორც ჩანს, თქვენ ყელში დაგჭრეს, თუმცა
სწრაფად გარდაიცვლებოდით!
ვიღიმი, მაგრამ ვერ ვხვდები, უნდა შემეშინდეს თუ, უბრალოდ,
უნდა გამამხიარულოს მისმა სიტყვებმა. მიუხედავად ამ ავბედითი
საუბრისა, საშიში არ ჩანს, მოხრილი, აცახცახებული სხეულით თუ
ვიმსჯელებ, ოთხმოც წელზე ნაკლების არ იქნება. რამდენიმე ნაბიჯს
ნელა დგამს წითელი ხავერდგადაკრული სკამისკენ, რომე-
ლიცლიფტის გვერდით, კედელთან დგას, ხვნეშის, ჯდება და ისევ მი-
ყურებს.
– მეთვრამეტე სართულზე ადიხართ?
ამ შეკითხვაზე თვალები მივიწროვდება. საიდან იცის, რომელ
სართულზე მივდივარ, პირველად შემოვაბიჯე ამ კორპუსში და მა-
საც პირველად ვხედავ.
– დიახ, სერ, – ვეუბნები ფრთხილად, – აქ მუშაობთ?
– ნამდვილად!
თავს მიქნევს და ლიფტისკენ მიდის, მე ნომრის ანთებულ ღილ-
აკს ვუყურებ, ჯერ მეთერთმეტე სართულზეა და ვლოცულობ, რომ
სწრაფად ჩამოვიდეს.

4
– ლიფტის ღილაკს თქვენ ნაცვლად თითი მე დავაჭირე, – მეუბ-
ნება, – არა მგონია, ჩემს თანამდებობას ოფიციალური სახელი
ჰქონდეს, მაგრამ მე თავს თვითმფრინავის კაპიტანს ვუწოდებ, ადა-
მიანები ხომ ჰაერში, ოცი სართულის სიმაღლეზე ამყავს!
მის სიტყვებზე მეღიმება, ძმა და მამა, ორივე მფრინავი მყავს.
– რამდენი სანია თვითმფრინავის კაპიტანი ხართ? – ვეკითხები
და ველოდები, როდის ჩამოვა ლიფტი – ეს წყეული ყველაზე ნელია
ლიფტებს შორის.
– მას შემდეგ, რაც შენობის მუშა-ტექნიკოსად მუშაობა ვეღარ
შევძელი. სანამ ფრენის კაპიტანი გავხდებოდი, აქ ოცდაცამეტი წე-
ლი ვიმუშავე, ლიფტს კი, თუ არ ვცდები, უკვე თხუთმეტი წელია, ვემ-
სახურები, მეპატრონეს შევებრალე და სიკვდილამდე დამასაქმა, –
თავისთვის იღიმის, – ალბათ, ვერ მიხვდა, რომ ღმერთმა ცხოვრე-
ბაში უამრავი დიდებული საქმე დამავალა, მაგრამ ვერ ვასწრებ და
ჯერ კიდევ დიდხანს არ ვაპირებ სიკვდილს!
ვიცინი და, როგორც იქნა, ლიფტის კარიც იღება. ჩემოდნის სა-
ხელურს ხელს ვკიდებ და სანამ გავალ, კიდევ ერთხელ მივმართავ
მოხუცს:
– რა გქვიათ?
– სემუელი, მაგრამ კეპი დამიძასე, – მეუბნება, – ყველა ასე მომ-
მართავს.
– თქვენ თუ გაქვთ ხალი, კეპ?
იღიმის.
– ნამდვილად მაქვს. როგორც ჩანს, წინა ცხოვრებაში პირდაპირ
უკანალში დამჭრეს, ალბათ, სისხლისგან დავიცალე.
ვიღიმი და ხელი შუბლთან მიმაქვს, კაპიტანს სალუტს ვაძლევ.
შემდეგ ლიფტში შევდივარ და სანამ კარი დაიხურება, მდიდრულად
გაწყობილი ვესტიბიულით ვტკბები.
ეს ადგილი ისტორიულ სასტუმროს უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვ-
რებელ კორპუსს, ძვირად ღირებული სვეტები და მარმარილოს ია-
ტაკი ამშვენებს.
როდესაც კორბინმა მითხრა, სამსახურის შოვნამდე ჩემთან და-

5
რჩიო, რას ვიფიქრებდი, ზრდასრული ადამიანივით თუ ცხოვრობდა.
მეგონა, ისევ ისეთი დამხვდებოდა, როგორიც მაშინ იყო, უკანასკნე-
ლად რომ ვნახე, სკოლის დამთავრების შემდგომ, სულ ახალი დაწ-
ყებული რომ ჰქონდა სწავლა მფრინავის ლიცენზიის მისაღებად. ეს
ყველაფერი ოთხი წლისა და ორსართულიანი, საცოდავი ბინის წინ
იყო. ამას ნამდვილად არ ველოდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ სან-
ფრანცისკოს შუაგულში, მაღალსართულიან მდიდრულ კორპუსში
აღმოვჩნდებოდი.
პანელს ვპოულობ და მეთვრამეტე სართულის ღილაკს ვაჭერ
თითს, შემდეგ ლიფტის სარკის კედელში ვიხედები. გუშინ მთელი
დილა ჩემი სან-დიეგოს ბინის ნივთების ჩალაგებას მოვანდომე. ბე-
დად, ბევრი არაფერი გამაჩნია, მაგრამ დღეს მარტომ რომ გამოვია-
რე ხუთასი მილი მანქანით, დაღლა გარეგნობაზეც დამეტყო და ანა-
რეკლში კარგად ჩანს. თმა კეფაზე მაქვს ფანქრით დამაგრებული,
რადგან მანქანაში სამაგრი ვეღარ ვიპოვე. თვალები თმასავით
თაფლისფერი მაქვს, მაგრამ ახლა, ჩამუქებული უპეების წყალო-
ბით, ერთი ტონით უფრო მუქი მიჩანს.
ხელჩანთაში „ჩეფსტიკის ბალზამის ტუბს ვეძებ. იმედია, ის მაინც
გამომიცოცხლებს ტუჩებს, რომლებიც სხვა ნაკვთებივით უსიცოც-
ხლო მეჩვენება. როგორც კი ლიფტის კარი იხურება, მაშინვე ისევ
იღება, ვიღაც ტიპი სწრაფად შემოდის, მაგრამ მანამდე მოხუცს ეუბ-
ნება:
–გმადლობ კეპ!
კეპს ლიფტიდან ვეღარ ვხედაგ, მაგრამ პასუხად მისი ბუტბუტი
მესმის. ეტყობა, მასთან საუბარი ისე არ ეხალისება, როგორც ჩემ-
თან. ახალგაზრდა მამაკაცია, ოცდაათ წელს იქნება მიტანებული,
მიღიმის და ზუსტად ვიცი, რას ფიქრობს, რადგან მარცხენა ხელს ჯი-
ბეში მალავს, ხელს, რომელზეც ნიშნობის ბეჭედი უკეთია.
– მეათე სართულზე მივდივარ, ‒ თვალს არ მაშორებს, ისე მეუბ-
ნება, და მაისურის მოკრძალებულ ჭრილზე დამცქერის, შემდეგ ჩემ-
ოდანს აკვირდება, გვერდით რომ მიდგას. მეათე სართულის ღი-
ლაკს თითს ვაჭერ. სვიტერი უნდა ჩამეცვა.

6
– აქ საცხოვრებლად გადმოდიხართ? ‒ მეკითხება და ისევ უტიფ-
რად მითვალიერებს დეკოლტეს.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, მაგრამ არა მგონია, შეემჩნიოს,
სახის გარდა, ყველგან მიყურებს.
– რომელ სართულზე მიდიხართ? – მეკითხება.
ო, არა, არა, ვცდილობ ღილაკების პანელს ავეფარო, რომ ანთე-
ბული მეთვრამეტე სართულის ღილაკი დავმალო, შემდეგ სათითა-
ოდ ვაჭერ თითს ყველა ღილაკს ათსა და თვრამეტს შორის,.
ის დაბნეული უყურებს პანელს.
– რა თქვენი საქმეა? – ვეუბნები.
ის იცინის.
ჰგონია, ვეხუმრები.
შემდეგ სქელ, მუქ წარბებს იჭმუხნის, მიმზიდველ წარბებს, რომ-
ლებიც მიმზიდველ სახეს უმშვენებს, მიმზიდველი სახე – მიმზიდ-
ველ თავს, მიმზიდველი თავი კი მიმზიდველ სხეულს აგვირგვინებს.
დაქორწინებულ სხეულს.
დამპალი!
ხვდება თუ არა, როგორ ვაკვირდები, მაცდურად მიღიმის, თუმცა
ცდება, მე სხვანაირად ვათვალიერებ, უბრალოდ, ვფიქრობ, რამ-
დენჯერ ჩახვევია ამ სხეულით იმ გოგოს, რომელიც მისი ცოლი არ
იყო.
მეცოდება მისი მეუღლე!
მეათე სართულამდე რომ ავდივარ, ისევ ჩემი დეკოლტეს ჭრილს
მიშტერებია:
– შემიძლია ამის წაღებაში დაგეხმარო, – ჩემოდნისკენ მანიშ-
ნებს.
სასიამოვნო ხმა აქვს. ნეტავ ამ ცოლიანი მამაკაცის ხმით რამდე-
ნი გოგო ჰყავს წამოგებული ანკესზე? ჩემკენ მოემართება, პანელს
უახლოვდება და მონდომებით აჭერს ღილაკს ხელს კარის დასახუ-
რად.
მე თვალს ვუსწორებ და მერე კარს ვაღებ.
– ჩემითაც წავიღებ!

7
თავს ისე მიქნევს, თითქოს მიმიხვდა, მაგრამ თვალები წამიე-
რად ისე უბრწყინავს, რომ მაშინვე ვხედები, თანდათან უფრო მეტად
რომ არ მომწონს!
ლიფტიდან ნაბიჯს დგამს და სანამ გავა, თვალებში მიყურებს.
– ისევ შევხვდებით, ტეიტ! ‒ მეუბნება და კარიც იკეტება.
წარბებს ვიჭმუხნი, თავს უხერხულად ვგრძნობ, სულ ორ ადამი-
ანს გავესაუბრე, რაც ამ კორპუსში შემოვაბიჯე, და ორივემ იცის, ვინ
ვარ.
ლიფტში მარტო ვრჩები, ის კი ყოველ სართულზე ჩერდება, სანამ
მეთვრამეტე სართულამდე მივაღწევ. ბოლოს, როგორც იქნა, აღ-
წევს ჩემს სართულს, ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და კორბინთან მი-
მოწერას ვხსნი. არ მახსოვს მისი ბინის ნომერი – ან 1816-ია, ან
1814.
იქნებ სულაც 1826?
1814-თან ვჩერდები, რადგან 1816-ის კართან, იატაკზე, ვიღაც
მთვრალი ბიჭი მიგდებულა და სძინავს.
ნეტავ 1816 არ იყოს.
შეტყობინებას ვკითხულობ და ვკრთები. 1816-ია.
რა თქმა უნდა...
ნელა მივდივარ ბინასთან, იმედია, არ გავაღვიძებ ამ ტიპს. ფეხე-
ბი მთელ სიგრძეზე გაუჭიმავს, ზურგით კი კორბინის კარსაა მიყ-
რდნობილი. ნიკაპი მკერდზე ჩამოვარდნია და ხვრინავს.
– მაპატიეთ! – ვამბობ ჩურჩულზე ოდნავ ხმამაღლა.
ის არ ინძრევა.
ფეხს ვწევ და ტერფით მხარზე ვეხები:
– ამ ბინაში ვარ შესასვლელი!
ის იშმუშნება, შესდეგ ნელა ახელს თეალებს და პირდაპირ ფე-
ხებზე მომშტერებია, მზერა მუხლებამდე ააქვს, წარბებს ჭმუხნის და
სახემოღრუბლული წინ იხრება. ხელს სწევს და თითს ისე იშვერს ჩე-
მი მუხლისკენ, გეგონება, მსგავსი ცხოვრებაში არაფერი უნახავს.
მერე ხელი უვარდება, თვალებს ხუჭავს და ისევ განაგრძობს ძილს
კარზე მიყრდნობილი.

8
დიდებულია!
კორბინი ხვალამდე არ დაბრუნდება, ასე რომ, მისი ტელეფონის
ნომრის აკრეფას ვიწყებ, უნდა გავიგო, ეს ტიპი ღირს თუ არა ნერ-
ვიულობად.
– ტეიტ! – ალოს არ ამბობს, პირდაპირ სახელით მომმართავს.
– ჰო, მე ვარ! სახლამდე მშვიდობით მოვედი, მაგრამ ბინაში ვერ
შევდივარ, რადგან კართან ვიღაც ტიპს სძინავს. როგორ მოვიქცე?
– ნამდვილად ათას რვაას მეთექვსმეტე ბინასთან დგახარ? – მე-
კითხება, – სწორად მიაგენი სახლს?
– რა თქმა უნდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ მთვრალია?
– რა თქმა უნდა.
– უცნაურია, – მეუბნება, – რა აცვია?
– რაში გჭირდება იმის ცოდნა, რა აცვია?
– თუ მფრინავის ფორმა აცვია, ალბათ, ჩემს კორპუსში ცხოვ-
რობს და ჩვენს ავიახაზებთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული.
არა, ამ ბიჭს ფორმა არ აცვია, მაგრამ ვამჩნევ, რომ ძალიან უხ-
დება ჯინსი და მოკლესახელოიანი მაისური.
– ფორმა არ აცვია.
– შეგიძლია ისე შეხვიდე ბინაში, რომ არ გააღვიძო?
‒ მისი განზე გათრევა მომიწევს, კარი რომ გავაღო, ძირს დავარ-
დება.
კორბინი ცოტა ხანს ჩუმადაა, ფიქრობს:
– ქვემოთ ჩადი და კეპი იკითხე, – მეუბნება ბოლოს, – მას შევატ-
ყობინე, რომ ამაღამ ჩამოდიოდი. დაგელოდება, სანამ ბინაში არ
შეხვალ.
ვოხრავ, რადგან ექვსი საათი მანქანის საჭესთან ვიჯექი და ახლა
ისევ ლიფტით უნდა ჩავიდე ქვემოთ, თანაც კეპს ამ სიტუაციაში ყვე-
ლაზე ნაკლებად შეუძლია დახმარება.
– ტელეფონი არ გამითიშო, სანამ ბინაში არ შეხვალ.
ჩემი გეგმა უფრო მომწონს. ტელეფონს ყურთან მხრით ვიმაგრებ
და ხელჩანთაში იმ გასაღებს ვეძებ, კორბინმა რომ გამომიგზავნა.

9
გასაღებს საკეტს ვარგებ და კარის გაღებას ვიწყებ, მაგრამ მთვრა-
ლი ტიპი, როგორც კი კარს ვწევ, მაშინვე ძირს იწყებს ვარდნას.
კვნესის, მაგრამ თვალს არ ახელს.
– ცუდია, ასე გალეშილი რომ არის, – ვეუბნები კორბინს, – უსიმ-
პათიო ტიპი არ ჩანს!
– ტეიტ, გირჩევნია უკანალი გაანძრიო, შიგნით შეხვიდე, კარი
ჩაკეტო და საშუალება მომცე შენთან საუბარს მოვრჩე!
თვალებს ვატრიალებ. ისევ ისე უფროსობს ჩემი ძმა, როგორც
ყოველთვის უფროსობდა. ვიცი, ჩვენი ურთიერთობისთვის კარგი
არ იქნება მასთან საცხოვრებლად გადმოსვლა, რადგან პატარები
რომ ვიყავით, მაშინაც კი მამასავით მექცეოდა, თუმცა სამსახურის
საპოვნელად და ბინის საშოვნელად დრო არ მქონდა, ვერ მოვას-
წრებდი სწავლის დაწყებამდე, და არჩევანიც დიდი არ იყო.
თუმცა იმედია, ახლა ჩვენ შორის ყველაფერი სხვაგვარად იქნე-
ბა. კორბინი უკვე ოცდახუთი წლისაა, მე – ოცდასამის. ასე რომ, თუ
იმაზე უკეთ ვერ შევეწყობით ერთმანეთს, ვიდრე ბავშვობაში ვეწყო-
ბოდით, კიდევ მეტად მოგვიწევს გაზრდა.
როგორც ვხვდები, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კორბინი
შეიცვალა თუ არა მას შემდეგ, რაც ერთად ვცხოვრობდით. ყველა
ბიჭს პრობლემებს უქმნიდა, რომელთაც კი ვხვდებოდი, ყველა მე-
გობარს, ყველა არჩევანს მიწუნებდა, რასაც კი ვაკეთებდი, კოლეჯ-
საც კი, სადაც ჩაბარებას ვაპირებდი. მიუხედავად ამისა, მის აზრს
არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას: მანძილმა და დრომ ერთმანეთს
დაგვაშორა და ბოლო რამდენიმე წელია, ასე ვეღარ იქცეოდა, მაგ-
რამ ახლა მასთან გადმოსულს მოთმინების გამოცდა მაქვს ჩასაბა-
რებელი.
ხელჩანთას მხარზე ვიმაგრებ, მაგრამ ის ჩემოდნის სახელურს
ედება და იატაკზე ვაგდებ. მარცხენა ხელს მაგრად ვჭიდებ კარის სა-
ხელურს, კარს ისევ ვკეტავ, რომ ნასვამი ბიჭი ბინაში არ შემომივარ-
დეს, ფეხს მხარზე ვადგამ და ვცდილობ კარს მოვაშორო.
ამაოდ.
– კორბინ, მეტისმეტად მძიმეა,შენთან საუბარს უნდა მოვრჩე, ორ-

10
ივე ხელის გამოყენება დამჭირდება.
– არა, არ გამითიშო. უბრალოდ, ტელეფონი ჯიბეში ჩაიგდე, არ
გამითიშო!
ჩემს ფართხუნა მაისურსა და ლეგინსებს დავყურებ:
– ჯიბე არა მაქვს, ბიუსჰალტერში ჩავიდებ!
კორბინი ხითხითებს, მე კი ტელეფონს ყურიდან ვიშორებ და ბი-
უსტჰალტერში ვიტენი. გასაღებს საკეტიდან ვიღებ, ხელჩანთაში
მინდა ჩავაგდო, მაგრამ ვაცილებ და ძირს მივარდება. ხელს ვავლებ
მთვრალ ტიპს და ვცდილობ გზიდან ჩამოვიშორო.
‒ კარგი, მეგობარო, – ვეუბნები და ისევ ვეჯაჯგურები, – მაპატიე,
ძილს არ გაცდი, მაგრამ ამ ბინაში უნდა შევიდე!
როგორღაც ვუმკლავდები ამ საქმეს, ტიპს კარის კიდეს ვაყუდებ
და ისიც ბინაში აღარ ვარდება, შემდეგ კიდევ მეტად ვაღებ და ჩემი
ნივთების ბინაში შეტანას ვცდილობ!
ამ დროს რაღაც თბილი მეხება კოჭებზე. ვქვავდები. ქვემოთ ვი-
ხედები.
‒ შემეშვი! – ვკივი და მის ხელს, რომელიც კოჭზე მაგრად მაქვს
შემოხვეული, ისე ვიშორებ, დარწმუნებული ვარ, დავილურჯებდი.
ნასვამი ბიჭი ახლა მე მიყურებს, მე კი, სანამ მის მოშორებას ვცდი-
ლობ, უკან, ბინისკენ ვტორტმანებ.
– შემოსვლა მჭირდება, – ბუტბუტებს, მე კი უკანალით ვეცემი ია-
ტაკზე. ის ცდილობს კარი ღია დატოვოს, ხელს აშველებს და მე პა-
ნიკა მეუფლება. ფეხებს ბინაში ვდგამ, მაგრამ მისი ხელიც მომყვე-
ბა. თავისუფალ ფეხს ისევ კარს ვურტყამ, რომ დავხურო და ბიჭს მა-
ჯა შიგ მოჰყვა.
– ჯანდაბა! – ყვირის და ხელის გათავისუფლებას ცდილობს, მაგ-
რამ მე ისევ კარზე მაქვს ფეხი მიჭერილი. მხოლოდ ოდნავ ვუშვებ,
რომ ხელი გასწიოს, ბოლოს კი დაუყოვნებლივ მაგრად ვხურავ
კარს, საკეტითაც ვკეტავ და ჯაჭვითაც, რაც შეიძლება სწრაფად ვა-
მაგრებ.
როგორც კი გულისცემა მიმშვიდდება, მკერდიდან ყვირილი მეს-
მის.

11
მკერდი მიყვირის ბოხი, მამაკაცური ხმით :
‒ ტეიტ, ტეიტ!
კორბინია.
მაშინვე მკერდზე ვიხედები, ბიუსჰალტერიდან მობილურს ვიღებ
და ყურზე ვიდებ.
– ტეიტ, მიპასუხე!
ვკრთები, შემდეგ ყურიდან რამდენიმე დუიმით ვიშორებ ტელე-
ფონს:
– კარგად ვარ, – ვეუბნები აქოშინებული, – შემოვედი და კარი
გადავკეტე!
– ღმერთო, – მეუბნება შვებამოგვრილი, – ისე იკივლე, ლამის
მოვკვდი, რა ჯანდაბა მოხდა?
– ის ტიპი სახლში შემოჭრას ცდილობდა, თუმცა კარის დაკეტვა
მოვასწარი, – სასტუმრო ოთახში შუქს ვანთებ, სამ ნაბიჯს ვდგამ და
ვქვავდები.
‒ ღმერთო ჩემო, ტეიტ!
ნელა ვბრუნდები კართან და თანდათან ვხვდები, რა გავაკეთე.
– ჰმ, კორბინ! – ცოტა ხანს ენაჩავარდნილი ვდგავარ, – მგონი,
რამდენიმე ნივთი გარეთ დამრჩა. ისინიც უნდა შემომეტანა, მაგრამ
მთვრალმა ტიპმა ხომ რატომღაც შენს ბინაში შემოჭრა სცადა, მე კი
ახლა კარს ვეღარ გავაღებ. როგორ მოვიქცე?
ჩემი ძმა რამდენიმე წამს დუმს:
– რა დაგრჩა დერეფანში?
არ მინდა ვუპასუხო, მაგრამ...
– ჩემოდანი!
– ღმერთო ჩემო, ტეიტ! – ბუტბუტებს.
– და... ხელჩანთაც!
– ხელჩანთა როგორ დატოვე გარეთ?
– მგონი, შენი ბინის გასაღებიც დერეფანში დამივარდა.
კორბინი პასუხად კვნესის:
– მაილსს დავურეკავ და გავიგებ, შინ არის თუ არა, ორი წუთი
დამაცადე.

12
– მოიცა, მაილსი ვინაა?
– ჩემ პირდაპირ ცხოვრობს. კარი არაფრით არ გააღო, სანამ
ისევ არ დაგირეკავ.
კორბინი მითიშავს ტელეფონს, მე კი შემოსასვლელ კარს ვეყ-
რდნობი.
ოცდაათი წუთია, სან-ფრანცისკოში ვცხოვრობ და უკვე პრობ-
ლემებს ვუქმნი ჩემს ძმას. არ მიკვირს. ბედი გამიღიმებს, აქ მანამ
თუ გამაჩერებს, სანამ სამსახურს ვიპოვი. იმედია, ამას მალე შევ-
ძლებ, რადგან უკვე სამ უახლოეს საავადმყოფოში შევიტანე განცხა-
დება მედდის პოზიციაზე. ალბათ, ღამღამობით მომიწევს მუშაობა,
ან უქმეებზე, ან ღამითაც და უქმეებზეც, მაგრამ ყველაფერზე თანახ-
მა ვარ, ოღონდ სწავლის დაწყებამდე დანაზოგი არ დავხარჯო.
ტელეფონი რეკავს, მეც ცერს ვუსვამ ეკრანს და ვპასუხობ:
– ჰო!
‒ ტეიტ!
– გისმენ! ‒ ვეუბნები და მაინტერესებს, ორჯერ რატომ ამოწმებს,
მე ვარ თუ არა, თვითონ დამირეკა, თანაც, აბა, ვის ექნება ზუსტად
ჩემისთანა ხმა?
– მაილსს დავურეკე.
– კარგია, დამეხმარება?
– არა, – მეუბნება კორბინი, – პირიქით, დიდად დამავალებ, ერთ
რამეში თუ დამეხმარები.
თავს კარს ვადებ. ვგრძნობ, ბევრჯერ დამჭირდება მისთვის დახ-
მარება ამ რამდენიმე თვეში, თანაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახ-
მარება, თუკი მის ბინაში უნდა ვიცხოვრო. ჭურჭელია დასარეცხი?
მზად ვარ. კორბინს სარეცხი აქვს დასარეცხი? მზად ვარ. კორბინს
სურსათი აქვს შესაძენი? მზად ვარ!
– რა გჭირდება? – ვეკითხები.
– მაილსს შენი დახმარება სჭირდება.
– მეზობელს? – უეცრად რაღაცას ვხვდები და თვალებს ვხუჭავ,
– კორბინ, არ მითხრა, რომ ის ბიჭი, რომლისთვისაც ჩემი მთვრალი
ტიპისგან დაცვა უნდა დაგევალებინა, თვითონ ეს მთვრალი ტიპია?

13
კორბინი ოხრავს:
– კარი უნდა გააღო და შემოუშვა, დივანზე წამოწოლის ნება მი-
ეცი, მე ხვალ გამთენიისას დავბრუნდები. დილით, რომ გამოფხიზ-
ლდება, მიხვდება, სადაა და თვითონვე დაბრუნდება შინ.
თავს ვიქნევ:
– ეს რა კორპუსში ცხოვრობ? მზად უნდა ვიყო, რომ შინ ყოველი
დაბრუნებისას მთვრალი ხალხი უნდა მეხვეოდეს ფეხებზე?
ხანგრძლივი დუმილი:
– ფეხზე მოგხვია ხელი?
– „მომხვია" მეტისმეტია, ხელი წამავლო კოჭში.
კორბინი ოხრავს:
– გთხოვ, ტეიტ, შემოუშვი, შენი ნივთებიც შემოიტანე და დამირე-
კე.
– შესანიშნავია, – ვგმინავ და ხმაზე ვატყობ, კორბინი როგორ
ნერვიულობს.
ყურმილს ვუთიშავ და კარს ვაღებ. მთვრალი ტიპი ზურგით ეცე-
მა, ხელიდან მობილური უვარდება და მის თავთან ეცემა, იატაკზე.
ხელს ვავლებ და ზემოდან დავცქერი, ის ფხიზლდება და ცდილობს
შემომხედოს, მაგრამ თვალები ისევ ეხუჭება.
– კორბინი არა ხარ, – ბუტბუტებს.
– ჰო, კორბინი არა, შენი ახალი მეზობელი ვარ და როგორც ვხე-
დავ, ჩემი ვალი გექნება – მინიმუმ ორმოცდაათი ფინჯანი შაქარი მა-
ინც.
მხრებში ხელჩავლებული ვეხმარები წამოჯდომაში, მაგრამ არ
მემორჩილება, უფრო სწორად, როგორც ვხვდები, არ შეუძლია. რო-
გორ შეიძლება ადამიანი ასე გაილეშოს?
ხელს ვკიდებ, მივაჩოჩებ და ბინაში მივათრევ, შემდეგ კარის და-
საკეტად ვჩერდები. ჩემი ნივთებიც შემომაქვს ბინაში და კარს საკე-
ტით ვკეტავ. დივნიდან ბალიშს იატაკზე ვაგდებ, მაილსს ზედ თავს
ვადებინებ, გვერდულად ვაწვენ, იმ შემთხვევისთვის, ძილში თუ გუ-
ლი აერევა, და საშუალებას ვაძლევ დაიძინოს.
ჩემგან მეტ დახმარებას ვერ ეღირსება!

14
როდესაც მაილსი გულიანად იძინებს სასტუმრო ოთახის იატაკ-
ზე, თავს ვანებებ და ბინას ვათვალიერებ.
სასტუმრო ოთახში კორბინის ძველი ბინის სამი სასტუმრო ოთა-
ხი დაეტეოდა, მაგრამ სასადილო ოთახი მასთანაა გაერთიანებუ-
ლი, სამზარეულო კი – მხოლოდ ნახევარი კედლით გამოყოფილი.
ოთასში რამდენიმე თანამედროვე ნახატი კიდია და რბილი დივანიც
მათ ცოცხალ ფერებსაა შეხამებული. ჩემს ძმასთან ბოლოს რომ ვი-
ყავი, მხოლოდ ერთი ფუტონი ედგა ოთახში, ერთიც პუფი, კედელი
კი მოდელების პლაკატებით ჰქონდა მორთული.
მგონი, ჩემი ძმა მართლაც გაიზარდა.
– ძალიან შთამბეჭდავია, კორბინ, – ვამბობ ხმამაღლა, ოთახი-
დან ოთახში გავდივარ, ზედიზედ ეანთებ შუქს და ჩემს მომავალ
დროებით საცხოვრებელს ვათვალიერებ, ის კი იმდენად მშვენი-
ერია, ალბათ, აღარც მომინდება ცალკე საცხოვრებლად გადასვლა,
ფულს რომ მოვაგროვებ.
სამზარეულოში შევდივარ და მაცივარს ვაღებ. მისი კარის თა-
როებზე სანელებლებია ჩამწკრივებული, შუა თაროზე პიცის ნარჩე-
ნები ჩანს, ზედა თაროზე კი რძის ცარიელი ბოთლია.
რა თქმა უნდა, ხილ-ბოსტნეული არსად ჩანს. არც ველოდი, რომ
ჩემი ძმა მთლიანად შეიცვლებოდა.
წყლის ბოთლს ვიღებ, სამზარეულოდან გამოვდივარ და იმ ოთა-
ხს ვეძებ, რომელშიც მომდევნო რამდენიმე თვე უნდა ვიცხოვრო.
ბინაში ორი საძინებელია, ასე რომ, იმას ვირჩევ, რომელიც კორბი-
ნის არ არის.
საწოლზე ჩემოდანს ვდებ. კიდევ სამი ჩემოდანი და ექვსი ყუთი
მანქანაში მაქვს, ტანსაცმელსა და საკიდრებზე რომ არაფერი
ვთქვა, მაგრამ ამაღამ არც ვეცდები მათ ამოტანას. კორბინმა ხომ
მითხრა, დილით დავბრუნდებიო, ასე რომ, ამ საქმეს მას მივანდობ..
ტანსაცმელს ვიცვლი, სპორტულ შარვალსა და ტოპს ვიცვამ, კბი-
ლებს ვიხეხავ და დასაძინებლად ვემზადები.
წესით, უნდა ვნერვიულობდე, რადგან ბინაში უცხო ადამიანია,
მაგრამ ვგრძნობ, სანერვიულო არაფერია. კორბინი არასოდეს მთ-

15
ხოვდა იმ ადამიანის დახმარებას, რომელიც ჩემთვის საფრთხეს
წარმოადგენს. მხოლოდ ერთი რამ მაბნევს, თუ ეს მაილსისთვის და-
მახასიათებელი ქცევაა, გაოცებული ვარ, კორბინმა მისი შინ შემოშ-
ვება რომ მთხოვა. კორბინი ბიჭებს, რომლებიც ჩემ ირგვლივ ტრი-
ალებდნენ, არასოდეს ენდობოდა, რაშიც ბლეიკს ვადანაშაულებ. ის
კორბინის მეგობარი და ჩემი პირველი სერიოზული შეყვარებული
იყო თხუთმეტი წლის ასაკში.
ბლეიკი მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო და რამდენიმე თვის განმავ-
ლობაში უზომოდ მიყვარდა. რა თქმა უნდა, მე და ჩემს მეგობრებს
უმეტესად სწორედ კორბინის მეგობრები გვივარდებოდა გულში
მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენზე უფროსები იყვნენ.
ბლეიკი უქმეებზე ხშირად მოდიოდა ჩვენთან კორბინთან ღამით
დასარჩენად და როცა კორბინი ყურადღებას არ გვაქცევდა, დროს
ერთად ვატარებდით. უქმეებზე რამდენიმე ასეთი შეხვედრის შემდეგ
ბლეიკს მალულად შეხვედრები მობეზრდა და მითხრა, მინდა ოფი-
ციალური გავხადო ჩვენი ურთიერთობაო. პრობლემა კი ის იყო,
რომ ბლეიკმა ვერ გათვალა, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს ძმას, თუკი
ოდესმე გულს მატკენდა.
გული კი ნამდვილად მატკინა, რადგან თხუთმეტი წლის გოგოს-
თვის ადვილია იმედის გაცრუება, როდესაც რამდენიმეკვირიანი მა-
ლული შეხვედრების შემდეგ გაიგებს, რომ მისი შეყვარებული ამა-
სობაში კიდევ რამდენიმე გოგონას ხვდებოდა. კორბინმა ეს ამბავი
რომ შეიტყო, მათი მეგობრობა დასრულდა და მეგობრებიც გააფ-
რთხილა, ჩემს დას ახლოსაც არ გაეკაროთო. მოკლედ, სანამ კორ-
ბინმა სკოლა არ დაასრულა და სხვაგან არ გადავიდა სასწავლებ-
ლად, ვეღარავის ვხვდებოდი, თუმცა ამის შემდეგაც კი ბიჭები ერ-
თმანეთს აშინებდნენ იმით, თუ რა ელოდათ, თუკი კორბინის უმ-
ცროს დაიკოს გაეკარებოდნენ.
ადრე ეს ამბავი არ მომწონდა, ახლა კი, პირიქით, მივესალმები
მის საქციელს. სკოლის დასრულების შემდგომ ცუდი გამოცდილება
დამიგროვდა, შეყვარებულებთან დაახლოებით ერთი წელი ვიყავი
ხოლმე, შემდეგ კი ვხვდებოდი, რომ სხვადასხვა რამ გვინდოდა ცხ-

16
ოვრებაში და ვშორდებოდით. მათ ოჯახი სურდათ, მე კი – კარიერა.
ახლა კი აქა ვარ, მაგისტრის ხარისხი მინდა ავიღო, როგორც
მედდამ, და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბიჭებთან ურთიერთობას თა-
ვი ავარიდო. იქნებ კორბინთან ცხოვრება სულაც არ იყოს ცუდი სა-
ამისოდ.
სასტუმრო ოთახში გავდივარ შუქის ჩასაქრობად, მაგრამ კუთ-
ხემდე მისული მოულოდნელად ვქვავდები, მაილსი სასტუმრო ოთა-
ხის იატაკზე კი არა, სამზარეულოში მხვდება, თავი სამზარეულოს
ბარის მაგიდაზე შემოხვეულ ხელებზე დაუყრდნია, ბარის მაღალ
სკამზე ზის და მეჩვენება, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ძირს ჩამო-
ვარდეს. ვერც ვხვდები, ისევ სძინავს, თუ, უბრალოდ, გამომჯობინე-
ბას ცდილობს.
– მაილს!
ჩემს ძახილზე არც ინძრევა, ამიტომ მისკენ მივემართები, მხარ-
ზე ხელს ვადებ და გამოღვიძებას ვცდილობ.
ჩემი თითი ეხება თუ არა, ისე უეცრად ხტება და ფხიზლდება,
თითქოს უეცრად ღრმა სიზმრიდან გამოვარკვიე... ან კოშმარიდან.
მაილსი მაშინვე სკამიდან ჩამოდის, ფეხზე დადგომას ცდილობს,
მაგრამ გადაქანდა, მეც ხელს მხარზე ვახვევინებ და სამზარეულო-
დან გამომყავს.
– მოდი, დივანზე დაგაწვენ, მეგობარო!
ის შუბლს მადებს თავზე და მომყვება, მაგრამ თანდათან უფრო
მიჭირს მისი წაყვანა დივნისკენ.
– ბადი არ მქვია, მაილსი ვარ, – ლუღლუღებს.
დივნამდე ვაღწევთ და ვცდილობ მისი ხელი მოვიშორო მხრი-
დან.
– კარგი, მაილსი გქვია თუ სხვა რამ, არა აქვს მნიშვნელობა, უბ-
რალოდ, დაიძინე!
მაილსი დივანზე წვება, მაგრამ მხრიდან ხელს არ მაშორებს, მეც
მასთან ერთად ვეშვები დივანზე და მაშინვე ვცდილობ თავის გათა-
ვისუფლებას.
– რეიჩელ, არ წახვიდე, – მევედრება, მკლავში მკიდებს ხელს და

17
ცდილობს გვერდით მიმიწვინოს.
– რეიჩელი არ მქვია, – ვცდილობ მისი რკინის მარწუხივით ხე-
ლი მოვიშორო, – ტეიტი ვარ, – არც ვიცი, ამას რატომ ვეუბნები,
რადგან ცხადია, ხვალ აღარც ემახსოვრება. ძირს დაგდებულ ბა-
ლიშთან მივდივარ და ვიღებ.
სანამ თავქვეშ ბალიშს ამოვუდებ, ვჩერდები, რადგან ვხედავ,
დივნის ბალიშში ჩაურგავს თავი და ისე მაგრად ჩასჭიდებია, ხელის
თითების სახსრები გასთეთრებია. თავიდან მგონია, ეს-ესაა, გული
აერევა-მეთქი, მაგრამ მალე ვხვდები, რომ ვცდები.
გული არ ერევა.
მაილსი ტირის.
მაგრად ქვითინებს, მაგრამ უხმოდ.
ამ ბიჭს არც ვიცნობ, მაგრამ რთული საყურებელია, როგორაა
გაუბედურებული. ჯერ დერეფნისკენ ვიხედები, შემდეგ – მისკენ.
ვფიქრობ, მარტო ხომ არ უნდა დავტოვო, პირადი სივრცე მივცე. ახ-
ლა ნამდვილად არ მსურს ვინმეს ამბებში გახლართვა. აქამდე ხომ
წარმატებით მოვახერხე ჩემი სამეგობროს დრამებისთვის თავის
არიდება – ნამდვილად ვიცი, არაფერში მჭირდება ყველაფრის თა-
ვიდან დაწყება. ინსტინქტი მკარნახობს, რომ გავერიდო მაილსს,
მაგრამ რატომღაც უცნაურ სიმპათიას ვგრძნობ. მისი ტკივილი უნი-
კალური მეჩვენება და ვხვდები, რომ მხოლოდ ალკოჰოლის ჭარბ
მოხმარებას არ უკავშირდება.
მის წინ მუხლებზე ვეშვები და მხარზე ვეხები:
‒ მაილს!
ის ღრმად სუნთქავს, ნელა სწევს თავს და მიყურებს. თვალები ჩა-
სისხლიანებული აქვს, არ ვიცი, ეს რისი შედეგია, ტირილის თუ ალ-
კოჰოლის:
– მაპატიე, რეიჩელ! – მეუბნება, ხელს იწვდის ჩემკენ, კისერზე
მხვევს და თავისკენ მიზიდავს, შემდეგ სახეს ჩემს კისერსა და მხარს
შორის რგავს, – ვწუხვარ.
აზრზე არა ვარ, ვინ არის რეიჩელი, ან რა დაუშავა მაილსმა, მაგ-
რამ ვხვდები, რომ რაღაცას ძალიან ნანობს და იმის გაფიქრებაც კი

18
მაშინებს, რას გრძნობს ახლა ის გოგო. ცდუნება მიტევს, მისი ტელე-
ფონი ვიპოვო, რეიჩელის ნომერი მოვძებნო და დავურეკო, რომ მა-
ილსის სინანული იგრძნოს. ამის ნაცვლად ბიჭს ნელა ვაწვენ ისევ
დივანზე, ბალიშს ვუმარჯვებ და ზედ ვადებინებ თავს:
– დაიძინე, მაილს, – ვეუბნები ფრთხილად.
მაილსი თავს ბალიშზე დებს, თვალები ტკივილით აქვს სავსე:
– რა ძალიან გეზიზღები! – მეუბნება და ხელში ხელს მავლებს.
შემდეგ თვალებს ხუჭავს და ღრმად ოხრავს.
მე ვუყურებ, ხელს არ ვაშვებინებ, სანამ არ დამშვიდდება და არ
დავრწმუნდები, რომ თვალები ცრემლებით აღარ აქვს სავსე. შემ-
დეგ ხელს ვაცლი, მაგრამ მის გვერდით ვრჩები კიდევ რამდენიმე
წუთს.
ჩაძინებულიც კი, ვგრძნობ, ტკივილს განიცდის – წარბები შეკ-
რული აქვს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს, ვერ მშვიდდება.
პირველად ვამჩნევ მის სახეზე მკრთალ, ზიგზაგისებრ ნაიარევს,
რომელიც სიგრძეში ოთხი დუიმი მაინც იქნება და სახის მარჯვენა
მხრიდან ყბისკენ მიემართება, ტუჩებამდე სულ ორ დუიმში კი მორ-
ცხვად ქრება. უცნაური სურვილი მიჩნდება, მინდა ზედ თითი გადა-
ვუსვა, მაგრამ ამის ნაცვლად ხელი მიმაქვს მისი თმისკენ, რომელიც
გვერდებზე მოკლედ აქვს შეჭრილი, ზემოთ კი ოდნავ გრძელი და-
უტოვებია. თმის ფერი გარდამავალი აქვს, სადღაც, ყავისფერსა და
ქერას შორის. ხელს ვუსვამ, ვცდილობ დავამშვიდო, მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლოა არც არის ღირსი.
იქნებ ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს იმ სინდისის ქენჯნას, რო-
მელსაც ახლა განიცდის, თუმცა რაც უნდა დაეშავებინა რეიჩელის-
თვის, ნამდვილად ნანობს.
ეს არ უნდა დავუკარგო.
რაც უნდა დაეშავებინა რეიჩელისთვის, ჩანს, იმდენად უყვარს,
რომ სინანულითაა სავსე.

19
თავი 2

მაილსი

ექვსი წლის წინ

ადმინისტრაციის კაბინეტის კარს ვაღებ და აღრიცხვის ჟურნალს


მდივანს ვუდებ მაგიდაზე. სანამ გამოვალ და კლასში დავბრუნდები,
მაჩერებს და მეკითხება:
– თქვენ მისტერ კლეიტონის ინგლისური ენის უმცროს კლასში
არა ხართ, მაილს?
– დიახ, – ვუპასუხებ მისის ბორდენს, – გნებავთ რამე გადავცე?
მდივნის მაგიდაზე ტელეფონი რეკავს, ის თავს მიქნევს და იღებს
ყურმილს, რომელსაც ხელს აფარებს:
‒ ერთი-ორი წუთი დამელოდე, ‒ მეუბნება და დირექტორის კა-
ბინეტისკენ მანიშნებს, – ახალი მოსწავლე გვყავს, ისიც მისტერ
კლეიტონის ამ ჯგუფშია, მინდა საკლასო ოთახამდე მიაცილო.
ვთანხმდები და კართან სკამზე ვჯდები. კაბინეტს ვათვალიერებ
და ვხვდები, რომ საშუალო საფეხურის სკოლაში ოთხწლიანი სწავ-
ლის შემდეგ პირველად ვზივარ აქ. ეს ნიშნავს, რომ მთელი ოთხი
წელი ამ კაბინეტში ჩემი გამოგზავნა არავის დასჭირვებია.
დედას ეს რომ გაეგო, იამაყებდა, თუმცა, ცოტა არ იყოს, იმედ-
გაცრუებული ვარ საკუთარი თავით. დირექტორის კაბინეტში ერ-
თხელ მაინც გამოძახებაზე ხომ სკოლის ყველა ბიჭი ოცნებობს. არა
უშავს, წინ კიდევ ერთი წელი მაქვს, იმედია, მოვასწრებ დანაკარგის
ანაზღაურებას.
მობილურს ჯიბიდან ვიღებ, იმედია, მისის ბორდენი დამინახავს
და დასჯას გადაწყვეტს, ის კი ისევ ტელეფონზე საუბრობს, მხედავს,
მიღიმის და მდივნის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
იმედგაცრუებული ვიქნევ თავს და იანთან მიმოწერას ვხსნი.
ჩვენს სკოლაში იმდენად იშვიათად ხდება რამე, რომ ნებისმიერი ახ-

20
ალი ამბავი საინტერესოა.
მე: „ახალი გოგო გადმოვიდა კლასში“.
იანი: „სექსუალურია?“
მე: „ჯერ არ მინახავს, კლასამდე უნდა მივაცილო“.
იანი: „ფოტო გადაუღე, თუ სექსუალურია“.
მე: „უცილებლად. სხვათა შორის, მაინტერესებს, დირექტორთან
რამდენჯერ იყავი წელს?“
იანი: „ორჯერ. რაო, რატომ მეკითხები, რამეს აპირებ?“
ორჯერ? მოკლედ, სანამ სკოლას დავამთავრებ, ამბოხება უნდა
მოვაწყო, თუნდაც საშინაო დავალების გარეშე გამოვცხადდე გაკვე-
თილზე.
რა საცოდავი ვინმე ვარ!
დირექტორის კაბინეტის კარი იღება, მობილურს ვკეცავ, ჯიბეში
ვიდებ და თავს მაღლა ვწევ.
დაბლა დახედვა აღარც მახსენდება.
– მაილსი გაგაცილებს, მისტერ კლეიტონის გაკვეთილზე ის შე-
გიყვანს, რეიჩელ, – მისის ბორდენი რეიჩელს ჩემზე უთითებს და
ისიც ჩემკენ მოემართება.
მე მაშინვე ვხვდები, რომ მუხლები მიკანკალებს და წამოდგომა
მიჭირს.
ტუჩებს მოძრაობა ავიწყდებათ.
ხელები უარს ამბობენ, მიესალმონ ახალგაცნობილს.
გული ვერ იხსენებს, რომ ჯერ უნდა გაიცნო გოგო და მერე გა-
იწიო მისკენ, და საგულიდან ამოხტომას ლამობს.
რეიჩელი.
რეიჩელი.
რეიჩელი,
რეიჩელი,
რეიჩელი.
ლექსივით გაისმის.
ლექსივით გოგოა.
პროზის, სატრფიალო წერილისა და ლირიკის მსგავსად

21
გვერდის
ცენტრში
მიიწევს!
რეიჩელი, რეიჩელი, რეიჩელი!

ისევ და ისევ ვიმეორებ გონებაში მის სახელს, რადგან ვხვდები,


რომ ეს იმ გოგონას სახელია, რომელიც ჩემი მორიგი შეყვარებული
გახდება!
მოულოდნელად ვდგები, მისკენ მივდივარ, ალბათ, ვიღიმები,
ვცდილობ არ ვაგრძნობინო, რომ იმედი მაქვს ამ მწვანე თვალებს
ჩემკენ მომართული ღიმილი გააცისკროვნებს, ან ჩემი გულივით წი-
თელი ეს თმა მაცდუნებლად არ შეუქმნია ღმერთს საგანგებოდ ამ
გოგონასათვის.
შემდეგ ვესაუბრები.
ვეუბნები, რომ მაილსი მქვია.
ვეუბნები, გამომყევი, მისტერ კლეიტონის კლასამდე მიგაცი-
ლებ-მეთქი.
მივშტერებივარ, რადგან მას ჯერ არ დაულაპარაკია, თუმცა თავი
ყველა გოგოზე უფრო ლამაზად დამიქნია.
ვეკითხები, საიდანაა.
– არიზონიდან, ფენიქსელი, – აზუსტებს.
არ ვეკითხები, კალიფორნიაში რამ ჩამოიყვანა, მაგრამ ვეუბნე-
ბი, რომ მამას საქმეები აქვს ხოლმე ფენიქსში, რადგან იქ რამდენი-
მე შენობას ფლობს.
გოგონა მიღიმის.
ვეუბნები, რომ ამ ქალაქში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ერთ
დღეს ვაპირებ ჩასვლას.
ისევ მიღიმის.
ვფიქრობ, მეუბნება, ლამაზი ქალაქიაო, მაგრამ ძნელია, მისი
ნათქვამის გაგონება, რადგან თავში ისევ მისი სახელი მიტრიალებს
რეიჩელი!
მგონი, მიყვარდები, რეიჩელ!

22
მისი ღიმილი საუბრის სურვილს მიჩენს და სანამ მისტერ კლე-
იტონის კლასთან მივალთ, კიდევ ვუსვამ შეკითხვას.
სიარულს ვაგრძელებთ.
ისიც ლაპარაკობს, რადგან შეკითხვებს ვაყრი.
ხანდახან თავს მიქნევს.
პასუხებს მცემს.
მღერის.
ან ეს უკვე მეჩვენება...
დერეფნის ბოლომდე სწორედ მაშინ მივდივართ, როდესაც მეუბ-
ნება, ფენიქსიდან მოულოდნელად გადმოვედით, ამისთვის მზად არ
ვიყავი და იმედია, ახალი სკოლა მომეწონებაო.
ჩანს, სულაც არაა ბედნიერი აქ გადმოსვლით.
ის კი არ იცის, ამით მე როგორ გამაბედნიერა.
– სადაა მისტერ კლეიტონის საკლასო ოთახი? – მეკითხება.
იმ პირს ვეკითხები, რომელსაც ეს შეკითხვა აღმოხდა. ტუჩები
სიმეტრიული არა აქვს, ზედა ტუჩი ოდნავ თხელი აქვს, ვიდრე ქვედა,
მაგრამ სანამ არ დაილაპარაკებს, ამას ვერ შეამჩნევ. ვცდილობ
მივხვდე, რატომაა მისი პირიდან ამოსული სიტყვები უფრო მშვენი-
ერი, ვიდრე სხვისი პირიდან.
და მისი თვალები. შეუძლებელია ეს თვალები უფრო ლამაზ, უფ-
რო მშვიდ სამყაროს არ ხედავდნენ, ვიდრე დანარჩენები.
კიდევ რამდენიმე წუთს მივჩერებივარ; შემდეგ ჩემ უკან ვანიშნებ
და ვეუბნები, მისტერ კლეიტონის საკლასო ოთახს ჩავუარეთ-მეთქი
რეიჩელს ლოყები უვარდისფრდება, ჩემი აღიარება მასზე ისევე
მოქმედებს, როგორც თვითონ – ჩემზე.
ისევ ვიღიმები.
თავს მისტერ კლეიტონის საკლასო ოთახისკენ ვიქნევ.
ისიც იმ მხარეს მიემართება.
რეიჩელი!
შენც შემიყვარებ, რეიჩელ!
კარს ვუღებ და მისტერ კლეიტონს ვატყობინებ, რომ რეიჩელი
მოვიყვანე. მინდა კიდევ დავამატო რამე თანაკლასელი ბიჭების გა-

23
საგონად, თუნდაც ის, რომ რეიჩელი მათი არ არის.
ის ჩემია.
მაგრამ არაფერს ვამბობ.
არც არის საჭირო, რადგან ერთადერთი, ვინც უნდა იცოდეს, რა
მსურს რეიჩელისგან, რეიჩელია.
ისევ მე მიყურებს და მიღიმის, შემდეგ ოთახის ბოლოში ერთა-
დერთ ცარიელ სკამზე ჯდება.
თვალებით მეუბნება, რომ იცის, ჩემია.
ეს, უბრალოდ, დროის საკითხია.
მინდა იანს მივწერო, რომ რეიჩელი სექსუალური კი არა, ვულ-
კანივით გოგოა, მაგრამ ამაზე გაეცინება.
ამის ნაცვლად მალულად ვუღებ რეიჩელს ფოტოს იმ ადგილი-
დან, სადაც ვჯდები.
შემდეგ ფოტოს იანს ვუგზავნი და ვწერ: ის ჩემი შვილების დედა
უნდა გახდეს!
მისტერ კლეიტონი გაკვეთილს იწყებს.
მაილს არჩერი კი შეპყრობილია.

***

რეიჩელი ორშაბათს გავიცანი.


დღეს პარასკევია.
მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდით, ერთმანეთისთვის არა-
ფერი გვითქვამს, არც კი ვიცი, რატომ. სამი გაკვეთილი ერთად გვი-
ტარდება. ყოველთვის, როდესაც ვხედავ, მიღიმის და მგონია, რომ
სურს დაველაპარაკო. ყოველთვის, როდესაც საამისოდ სიმამაცეს
ვიკრებ, თავს ვირწმუნებ, რომ არ ღირს გაბედვა.
ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი.
შემდეგ კი რეიჩელი გავიცანი და...
დღეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს. თუ გამბედაობას ვერ მოვიკ-

24
რებ, ერთადერთ შანსს დავკარგავ მასთან.
რეიჩელისნაირი გოგონები დიდხანს არ რჩებიან მარტო.
შესაძლოა ახლაც კი გვიანია.
არ ვიცი, როგორია მისი ცხოვრებისეული ისტორია,
იქნებ ფენიქსში ჰყავს შეყვარებული, მაგრამ მხოლოდ ერთი გზა
არსებობს ამის გასარკვევად.
მის კარადასთან ვდგავარ და ველოდები. რეიჩელი საკლასო
ოთახიდან გამოდის და მიღიმის.
– სალამი, – ვეუბნები, როდესაც თავის კარადას უახლოვდება.
ვამჩნევ, რომ ლოყები ისევ ეფაკლება.
ეს მომწონს.
ვეკითხები, როგორ ჩაიარა პირველმა კვირამ. ისიც მეუბნება,
მშვენივრადო, ვეკითხები, ვინმეს თუ დაუმეგობრდა, ის კი მხრებს
იჩეჩს და მეუბნება, სულ რამდენიმესო.
ფრთხილად ვიყნოსავ მის სურნელს.
ამას ამჩნევს.
ვეუბნები, რომ კარგი სუნი ასდის.
– გმადლობ, – მეუბნება რეიჩელი.
არ ვიმჩნევ, ყურებში რომ საკუთარი გულისცემა ჩამესმის, არ
ვიმჩნევ ოფლით დასველებულ ხელისგულებს, მის სახელში ვიძი-
რები, მინდა ხმამაღლა ვიმეორო და ვიმეორო. ბოლოს ყველაფერს
ვუმკლავდები, ისევ რეიჩელს ვუყურებ და ვეკითხები, მოგვიანებით
რას აპირებ-მეთქი.
ყველაფერს ვივიწყებ და მხოლოდ მისი პასუხის ადგილს ვიტო-
ვებ გონებაში, ის ერთადერთია, რისი გაგონებაც მსურს.
მინდა თავი მაინც დამიქნიოს, სიტყვები აუცილებელი ხომ არ
არის?
ან, უბრალოდ, გამიღიმოს.
თავს არ მიქნევს,
ამ საღამოს უკვე რაღაც აქვს დაგეგმილი.
ისევ მიტევს ყველაფერი ერთად, წყალივით გუბდება, მე კი კაშ-
ხალი ვარ; გულისცემა, ოფლიანი ხელისგულები, მისი სახელი, დაუ-

25
ცველობის ახალშეძენილი შეგრძნება, რაც ჩემთვის ადრე უცხო
იყო, მკერდში გუბდება და ერთიანად მასსა და ჩემ შორის კედლად
წამოიმართება.
– თუმცა ხვალ მცალია, – მეუბნება და ეს სიტყვები მაშინვე უკვა-
ლოდ აქრობს კედელს.
ახლა ამ სიტყვებისთვის ვათავისუფლებ ადგილს, უზარმაზარ ად-
გილს. რეიჩელის ნათქვამი ერთიანად მიპყრობს, ფრაზას ღრუბე-
ლივით ვისრუტავ და ვყლაპავ.
– ხვალ ჩემი დღე ყოფილა, – ვეუბნები, ჯიბიდან მობილურს ვი-
ღებ და აღარც მადარდებს ღიმილის დამალვა, – რა ნომერი გაქვს?
დაგირეკავ.
რეიჩელი ტელეფონის ნომერს მაწერინებს.
აღელვებულია.
აღელვებულია.
მის ნომერს მობილურის კონტაქტებში ვინახავ, ვიცი, იქ ძალიან,
ძალიან დიდხანს დარჩება.
და აუცილებლად გამოვიყენებ.
უამრავჯერ.

26
თავი 3

ტეიტი

ჩვეულებრივ, გაღვიძებულს, ახალთვალგახელილს, გაბრაზებუ-


ლი კაცი რომ დამენახა, რომელიც საძინებლის ზღურბლიდან შე-
მომცქეროდა, ვიკივლებდი, რამეს ვესროდი, სააბაზანოში შევვარ-
დებოდი და კარს ჩავკეტავდი.
თუმცა ასე არ ვიქცევი.
მეც ვუყურებ, რადგან დაბნეული ვარ, ეს ხომ ის ბიჭია, რომელიც
მთვრალი შემოვათრიე დერეფნიდან. ნუთუ ეს ის ბიჭია, რომელსაც
წუხელ ტირილში ჩაეძინა?
ეს ტიპი ახლა მაშინებს, ეს ტიპი ახლა გაბრაზებულია, ეს ტიპი ახ-
ლა ისე მიყურებს, თითქოს ელოდება, რომ ბოდიშს მოვუხდი, ან
ავუხსნი რამეს.
თუმცა ისევ ის ტიპია, გუშინ რომ გავიცანი, ისევ ის ჯინსი და შავი
მაისური აცვია, რომლებითაც წუხელ ჩაიძინა. ერთადერთი განსხვა-
ვება მის გარეგნობაში წუხანდელსა და ამდილანდელს შორის ისაა,
რომ დახმარების გარეშე დგას ფეხზე.
– ხელზე რა მჭირს, ტეიტ?
ჩემი სახელი იცის. იმიტომ იცის, რომ კორბინმა უთხრა, ჩემი და
გადმოდის საცხოვრებლადო, თუ წუხელ მე რომ ვუთხარი, ის ახ-
სოვს? იმედია, კორბინმა უთხრა, რადგან არ მინდა ახსოვდეს წუხან-
დელი ამბავი. უცებ უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან შეიძლება
მოაგონდეს, ქვითინით ჩაძინებული რომ ვნახე.
მაგრამ, ეტყობა, აზრზე არ არის, ხელზე რა დაემართა და იმედია,
არაფერი გაახსენდება.
მაილსი ჩემი საძინებლის კარს ეყუდება და ხელებს გულზე იკ-
რეფს. თავდაცვითი პოზაა, თითქოს მე ვიყო მის წუხანდელ ცუდ ღა-
მეზე პასუხისმგებელი. მე ვტრიალდები, ჯერ კიდევ არ დამიღწევია
ძილისთვის თავი, ის კი რატომღაც ჩემგან ახსნა-განმარტებას ელ-

27
ის. საბანს თავზე ვიფარებ.
– გასვლისას კარი გაიკეტე, – ვეუბნები და იმედი მაქვს, მინიშნე-
ბას მიმიხვდება, რომ შინ უნდა დაბრუნდეს.
– ჩემი მობილური სად არის?
თვალებს ვიფშვნეტ, ვხუჭავ და ვცდილობ ჩავიძირო მის რბილ
ხმაში, რომელიც ჩემი სხეულის ყოველ ნერვს სწვდება და იმ ადგი-
ლებსაც კი მითბობს, რომელთა გათბობა ღამით საბანმაც კი ვერ
მოახერხა.
შემდეგ უცებ ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ადამიანი, რომელსაც
ეს ვნებიანი ხმა ეკუთვნის, ზღურბლზე დგას და უხეშად ითხოვს რა-
ღაცებს, ისე, რომ აზრზე არ არის, წუხელ როგორ დავეხმარე. მინდა
ვიცოდე, სადაა „გმადლობ“, ან თუნდაც „სალამი, მე მაილსი ვარ, მი-
ხარია შენი გაცნობა“.
მოკლედ, ამ ბიჭისგან ვერც ერთს ვერ ვეღირსე. მეტისმეტად
ნერვიულობს ხელებსა და მობილურზე. ისე ძალიან ადარდებს საკუ-
თარი თავი, რომ არ აინტერესებს, წუხანდელი დაუდევრობით შე-
საძლოა რამდენიმე ადამიანი რომ დააზარალა. თუ ეს ტიპი ასეთი
ქცევით ჩემი მეზობელი უნდა იყოს რამდენიმე თვის განმავლობაში,
უმჯობესია, ახლავე მოვსვა თავის ადგილას!
საბანს ვიხდი და ვდგები, შემდეგ კართან მივდივარ და მზერას
ვუსწორებ:
– კეთილი ინებე და უკან დაიხიე!
ჩემდა გასაოცრად მაილსი მემორჩილება, მე კი თვალს მანამ არ
ვაშორებ, სანამ ცხვირწინ არ მივუხურავ საძინებლის კარს, შემდეგ
კი კარის უკანა მხარეს ვათვალიერებ, ვიღიმები და უკან, ლოგინში
ვბრუნდები და საბანს ისევ თავზე ვიფარებ.
გავიმარჯვე.
ვახსენე, რომ დილით ადრე გაღვიძების მოყვარული არა ვარ?
კარი ისევ იღება.
ბოლომდე.
– რა ჯანდაბა გემართება?! – მიყვირის.
ვგმინავ, ლოგინზე ვჯდები და ვუყურებ. ის ისევ ზღურბლზე დგას

28
და ისე მიყურებს, გეგონება, მისი ვალი მქონდეს.
– ჯანდაბა შენ გემართება! – მეც ვუყვირი.
უხეშ პასუხზე გაოცებული ჩანს და მეც თავს ცუდად ვგრძნობ,
მაგრამ თვითონ მეუხეშა პირველად.
ვფიქრობ.
მან დაიწყო!
ვფიქრობ...
ის რამდენიმე წუთს მიყურებს, შემდეგ ოდნავ წინ ხრის თავს და
წარბებს კრავს.
– ჩვენ რა... – თითით ჯერ ჩემკენ მანიშნებს, შემდეგ თავისკენ, –
ჩვენ რა, წუხელ რამე გვქონდა? ამიტომ ხარ განერვიულებული?
ვიცინი, რადგან ჩემი პირველი შთაბეჭდილება მართლდება.
თავხედია.
დიდებულია, იმ ბიჭის მეზობელი ვხდები, რომელიც უქმეებზე
ილეშება, და ცხადია, იმდენი გოგო მოჰყავს სახლში, რომ არც ახ-
სოვს, რომელთან როდის იწვა.
საპასუხოდ პირს ვგაღებ, მაგრამ კარის დაკეტვის ხმა და კორბი-
ნის ყვირილი მესმის:
– ტეიტ!
მაშინვე ვხტები და კარისკენ მივრბივარ, მაგრამ მაილსი მიღო-
ბავს გზას, მიყურებს და კითხვაზე პასუხს ელის.
მეც პირდაპირ თვალებში ვუყურებ, რომ ვუპასუხო, მაგრამ მისი
თვალები წამში განმაიარაღებს.
ეს ყველაზე დაწმენდილი ცისფერი თვალებია, რომლებიც კი
ოდესმე მინახავს. ქუთუთოებდამძიმებული, ნაბახუსევის შემდეგ ჩა-
სისხლიანებული კი არა, ისეთი ცისფერია, ლამის უფერული მომეჩ-
ვენოს. ისევ ვაგრძელებ თვალებში ყურებას და მეჩვენება, რომ თუ
ახლოს მივალ, ტალღებს დავინახავ. ვიტყოდი, რომ კარიბის ზღვის
წყლისფერი თვალებია, მაგრამ კარიბის ზღვა არასოდეს მინახავს
და საიდან უნდა ვიცოდე?
მაილსი თვალებს ახამხამებს და მეც კარიბის ზღვიდან უკან, სან-
ფრანცისკოში ვბრუნდები, საძინებელში, იმ უკანასკნელ კითხვასთ-

29
ან, რომელიც მანამ დამისვა, სანამ კორბინი შემოვიდოდა ბინაში.
– დარწმუნებული არა ვარ, რომ იმას, რაც წუხელ მოხდა, რამის
ქონა შეიძლება უწოდო, – ვეუბნები ჩურჩულით, თან ვუყურებ, ვე-
ლოდები, რომ გზას დამითმობს.
მაილსი წელში სწორდება, მთელი სიმაღლითაა წამომართული,
და ამ პოზით, გაშეშებული სხეულის ენით, უხილავ კედელს აგებს
ჩემ წინ.
ჩანს, ამ ტიპს სულაც არ ხიბლავს ჩემთან სიყვარულობაში თავის
წარმოდგენა, იმით თუ ვიმსჯელებ, როგორც მიყურებს. თითქოს ზიზ-
ღი აქვს მზერაში გარეული და კიდევ უფრო ნაკლებად მომწონს.
უკან არ ვიხევ, არც თვალს ვაშორებთ ერთმანეთს, თუმცა განზე
იწევს და გავლის საშუალებას მაძლევს.
კორბინი დერეფანში მაშინ შემორბის, როდესაც მე ჩემი ოთახი-
დან გავდივარ. ის ჯერ მე მიყურებს, შემდეგ მაილსს, მეც სწრაფად
ვაგრძნობინებ, რომ მისი ეჭვი უსაფუძვლოა.
– სალამი, დაიკო, – მეუბნება და მეხვევა.
ექვსი თვე იქნება, ჩემი ძმა არ მინახავს, ზოგჯერ ადვილად გვა-
ვიწყდება, როგორ გვენატრება ადამიანები და მხოლოდ მათ დანახ-
ვაზე ვხვდებით ამას. კორბინზე ამას ვერ ვიტყვი, ის ყოველთვის მე-
ნატრება. მართალია, ზოგჯერ მაღიზიანებს მისი წრეგადასული დამ-
ცველობა, მაგრამ ეს იმის მტკიცებულებაცაა, თუ რა ახლოს ვართ
ერთმანეთთან.
კორბინი ხელს მიშვებს და თმის კულულზე მკიდებს:
– მოგზრდია, – მეუბნება, ‒ მომწონს, მგონი, ახლა ვიყავით ყვე-
ლაზე დიდხანს ერთმანეთისგან შორს.
მეც ვწვდები მის შუბლზე ჩამოვარდნილ თმას.
– შენც მოგზრდია, – გეუბნები, – და არ მომწონს!
შემდეგ ვუღიმი, გაგრძნობინებ, რომ ვეხუმრები. პირიქით, მომ-
წონს, დაუდევრად რომ გამოიყურება. ყოველთვის გვეუბნებოდნენ,
რომ ერთმანეთს ვგავართ, მე კი მსგავსებას ვერ ვხედავ,. ჩემს ძმას
ჩემზე მუქი კანი აქვს და ამის გამო ყოველთვის მშურდა. თმა ორივეს
ერთნაირად თაფლისფერი გვაქვს, მაგრამ სახის ნაკვთებით განვს-

30
ხვავდებით, განსაკუთრებით – თვალებით. დედა გვეუბნებოდა
ხოლმე, თქვენი თვალები ერთად რომ მოვახვედროთ, ხეს მივიღებ-
თო, ჩემს ძმას ფოთლებივით მწვანე თვალები აქვს, მე კი – ხის ვარ-
ჯივით ყავისფერი.
იმისიც ყოველთვის მშურდა, კორბინს რომ ფოთლისფერი თვა-
ლები აქვს, რადგან მოზარდობაში მწვანე ჩემი საყვარელი ფერი
იყო.
კორბინი მაილსს თავის ქნევით ესალმება:
– გაუმარჯოს, მეგობარო, მძიმე ღამე გქონდა? – ისე ეუბნება,
რომ ეტყობა, შესანიშნავად იცის, როგორ გაატარა ღამე მაილსმა.
მაილსი გვერდს გვივლის:
– არ ვიცი, – ეუბნება პასუხად, – არაფერი მახსოვს, – შემდეგ
სამზარეულოში შედის, კარადას აღებს და ისე იღებს ფინჯანს იქი-
დან, რომ ეტყობა, თავს აქ შინაურად გრძნობს.
მე კი ეს არ მომწონს.
არ მომწონს, მაილსი თავს აქ შინაურულად რომ გრძნობს.
შინაურული მაილსი მეორე კარადას აღებს და ასპირინის
ბოთლს იღებს, ფინჯანს წყლით ავსებს და ორ აბს პირში იდებს.
– შენი ნივთები ამოიტანე? – მეკითხება კორბინი.
– არა, – ვეუბნები და მაილსს ვუყურებ ‒ მთელი ღამე შენი მე-
გობრით ვიყავი დაკავებული.
მაილსი ნერვიულად ახველებს, ფინჯანს რეცხავს და უკან, კარა-
დაში დებს.
წუხანდელი ღამის გახსენება რომ უჭირს, ვხალისდები, მეცინე-
ბა, მომწონს, აზრზე რომ არ არის, რა ხდებოდა. მგონი, ისიც მიხა-
რია, ჩემთან შესაძლო სიახლოვე რომ ანერვიულებს. მზად ვარ, ეს
თამაში გავაგრძელო და ამით ავადმყოფური სიამოვნება მივიღო.
კორბინი ისე მიყურებს, თითქოს მიმიხვდა რა ჩავიფიქრე.
მაილსი სამზარეულოდან გამოდის და ჯერ მე მისწორებს მზერას,
შემდეგ კორბინს.
– სახლში უნდა შევიდე, მაგრამ გასაღებს ვერ ვპოულობ, სათა-
დარიგო ხომ შენ გაქვს?

31
კორბინი თავს უქნევს, სამზარეულოს კარადის უჯრას აღებს, გა-
საღებს პოულობს და ესვრის მაილსს რომელიც ჰაერში იჭერს.
– შეგიძლია ერთ საათში დაბრუნდე და ტეიტის მანქანიდან ნივ-
თების ამოტანაში მომეხმარო? მინდა ჯერ შხაპი მივიღო!
მაილსი თავს უქნევს, მაგრამ კორბინი საძინებლისკენ მიდის თუ
არა, მე მიყურებს.
– მოგვიანებით ვილაპარაკოთ, ჯერ დილაა და ძალიან ადრეა, –
მეუბნება კორბინი.
მართალია, თითქმის შვიდი წელია, ერთად აღარ გვიცხოვრია,
მაგრამ კარგად ახსოვს, დილით ბევრი ლაპარაკი რომ არ მიყვარს.
ცუდია, მაილსმა რომ არ იცის ეს.
კორბინი თავის საძინებელში შედის თუ არა, მაილსისკენ ვტრი-
ალდები და ვუყურებ. მას ისევ მოლოდინით სავსე მზერა აქვს, გეგო-
ნება, ელოდება, როდის გავცემ პასუხს იმ კითხვას, რომელიც კორ-
ბინის მოსვლამდე დამისვა.
მე კი მხოლოდ ის მინდა მალე წავიდეს აქედან, ამიტომ ყველა-
ფერზე ერთბაშად ვცემ პასუხს:
– წუხელ, რომ ჩამოვედი, გათიშული ეგდე დერეფანში. არ ვიცო-
დი, ვინ ხარ, ამიტომ როდესაც ბინაში შემოსვლა სცადე, კარი მოვი-
ჯახუნე და ხელი მოგყვა. მოტეხილი არა გაქვს, ვნახე, მხოლოდ და-
გილურჯდა. ყინული დაიდე და რამდენიმე საათით შეიხვიე... და კი-
დევ, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ბინაში შემოგიყვანე და დასა-
ძინებლად წავედი. ტელეფონი იატაკზე გდია, შემოსასვლელში, წუ-
ხელ დაგივარდა, გათიშულს სიარულიც კი არ შეგეძლო.
ჩემი ოთახისკენ მივდივარ, მინდა მის დაჟინებულ მზერას ავარი-
დო თვალი, თუმცა უეცრად მკვეთრად ვტრიალდები მისკენ და ვეუბ-
ნები:
– ერთ საათში, უკან რომ დაბრუნდები და ისევ მექნება გაღვიძე-
ბის საშუალება, შეგვიძლია ისევ ვცადოთ!
ყბა უქვავდება.
– რა უნდა ვცადოთ? – მეკითხება.
– მარჯვენა ფეხზე წამოდგომა და ერთმანეთის ნორმალურად

32
გაცნობა!
საძინებლის კარს ვხურავ და ბარიერად აღვმართავ ჩემსა და მის
ხმას შორის.
კიდევ, მისი დაჟინებული მზერის წინ...

***

– რამდენი ყუთი გაქვს? – მეკითხება კორბინი და კართან, ფეხ-


საცმელს იცვამს. მე ბარის მაგიდიდან გასაღებს ვიღებ.
‒ ექვსი, პლუს სამი ჩემოდანი და ჩემი ტანისამოსი საკიდრებით.
კორბინი მოპირდაპირე კარზე აკაკუნებს, შემდეგ ლიფტისკენ
მიდის და ღილაკით იძახებს:
– დედას გააგებინე, რომ მშვიდობიანად ჩამოხვედი?
– ჰო, წუხელ გავუგზავნე შეტყობინება.
ლიფტი ამოდის თუ არა, მესმის, როგორ იღება მოპირდაპირე ბი-
ნის კარი, მაგრამ არ ვტრიალდები მისკენ, პირდაპირ შევდივარ
ლიფტში, რომელსაც კორბინი აყოვნებს მაილსის მოსვლამდე.
შემოდის თუ არა, ომში ვმარცხდები, ომში, რომელშიც არც ვი-
ცოდი, თუ ვმონაწილეობდი. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ
როდესაც ბიჭი მომხიბლავად მიმაჩნია, უკეთესია, ის ბიჭი იყოს, რო-
მელთან ურთიერთობაც მესიამოვნება.
მაილსი კი არ არის ასეთი ადამიანი. სულაც არ მინდა მოვიხიბ-
ლო იმ ბიჭით, რომელიც გათიშვამდე სვამს, გოგოების გამო ტირის
და არც ახსოვს, ღამე ვისთან გაატარა, თუმცა შეუძლებელია არ შე-
ნიშნო, როდესაც მისი არსებობა ყველაფერი ხდება.
– ორჯერ მოგვიწევს ჩასვლა, – ეუბნება კორბინი მაილსს და
პირველი სართულის ღილაკს აჭერს თითს.
მაილსი მიყურებს, მე კი მიჭირს მისი საქციელის განსჯა, რადგან
ისევ განერვიულებული მეჩვენება. მეც ვუყურებ, რადგან მის მშვენი-

33
ერ გარეგნობას ქცევასთან არაფერი აქვს საერთო, ჯერ კიდევ ვე-
ლოდები იმ მადლობას, რომელიც ჯერაც არ უთქვამს.
– სალამი, – მეუბნება მაილსი ბოლოს, წინ დგამს ნაბიჯს. არც იმ-
ჩნევს ლიფტში ქცევის დაუწერელ კანონს, მეტისმეტად ახლოს მო-
დის და ხელს მიწვდის, – მაილს არჩერი. თქვენ პირდაპირ ვცხოვ-
რობ.
და მე ვიბნევი.
– მგონი, ეს უკვე გავარკვიეთ, – ვეუბნები და მის გამოწვდილ
ხელს დავცქერი.
– ხელახლა ვიწყებ ყველაფერს, – მეუბნება და წარბს სწევს, –
ნორმალურად რომ გავიცნოთ ერთმანეთი!
ჰო, გამახსენდა, ეს ხომ მე ვუთხარი.
ხელს ვართმევ:
– ტეიტ კოლინსი, კორბინის და.
მაილსი უკან იხევს, მაგრამ ისევ თვალს არ მაშორებს და, ცოტა
არ იყოს, უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან კორბინი ჩემგან სულ
ერთ ნაბიჯზე დგას, თუმცა ჩანს, დიდად არ ადარდებს მაილსის ქცე-
ვა, არც ერთს არ გვაქცევს ყურადღებას, მობილურშია ჩამძვრალი.
მაილსი, როგორც იქნა, თვალს მაშორებს და ჯიბიდან ტელე-
ფონს იღებს. მეც შემთხვევით ვსარგებლობ და სანამ ყურადღებას
არ მაქცევს, საფუძვლიანად ვაკვირდები.
იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მაილსს წინააღმდეგობრივი გა-
რეგნობა აქვს. გეგონება, ორი ადამიანი, რომლებმაც მისი შექმნა
ჩაიფიქრეს, ერთმანეთს ეომებოდა.
ძვლის ძლიერი სტრუქტურა მის ნაზ, მიმზიდველ ტუჩებს სულ არ
ესადაგება, მეტისმეტად უმწიკვლო ჩანს უხეში ნაკვთებისა და მარ-
ჯვენა ყბისკენ წასული ზიგზაგისებრი ნაიარევის ფონზე. თმას ვერ
გადაუწყვეტია, თაფლისფერი იყოს თუ ქერა, ხვეული თუ სწორი.
ქცევაც წინააღმდეგობრივი აქვს, ხან მხიბლავს, ხანაც უხეში და
გულგრილია, რითაც მაბნევს, ვეღარ ვამჩნევ, თბილი ტიპია თუ ცი-
ვი. ბუნებრივი პოზა მის თვალებში ჩამდგარ მრისხანებას ვერაფ-
რით ეხამება. ვერც ის გადაუწყვეტია, მე მიყუროს თუ მობილურში

34
ჩაიხედოს, რადგან სანამ ლიფტის კარი გაიღება, მზერა ჩემგან ტე-
ლეფონზე არაერთხელ გადააქვს.
მის თვალიერებას თავს ვანებებ და ლიფტიდან პირველი გავდი-
ვარ. კეპი თავის სკამზე ზის, თუმცა ფხიზლადაა. გვხედავს თუ არა
სამივეს ლიფტიდან გამოსულს, კეპი ნელა ცახცახით დგება სკამი-
დან. კორბინი და მაილსი, ორივე, თავს უქნევენ და გზას განაგრძო-
ბენ.
– როგორ გაატარე პირველი ღამე აქ, ტეიტ? – ღიმილით მეკით-
ხება კეპი და შუა გზაში მაჩერებს. ის, რომ უკვე იცის ჩემი სახელი,
აღარ მაოცებს, რადგან წუხელ ისიც იცოდა, რომელ სართულზე ავ-
დიოდი.
მაილსის კეფას ვუყურებ, ის და ჩემი ძმა უჩემოდ გადიან გარეთ.
‒ მოვლენებით მდიდარი ღამე აღმოჩნდა, ვფიქრობ, ჩემი ძმა
ცუდ წრეშია მოხვედრილი!
კეპს შევცქერი, ისიც მაილსს უყურებს, დანაოჭებულ ტუჩებს კუ-
მავს და ოდნავ იქნევს თავს.
– ეჰ, ეს ბიჭი, ალბათ, თავს ვერაფერს უხერხებს, – ამბობს და
ჩემს შენიშვნას არაფრად აგდებს.
ვერ ვხვდები, ბიჭში კორბინს გულისხმობს თუ მაილსს მაგრამ
აღარ ვეკითხები.
კეპი მშორდება და ტუალეტისკენ მიფრატუნებს.
– მგონი, ჩავისველე. – ბუტბუტებს თავისთვის.
ვუყურებ, როგორ შედის ტუალეტშმი და მაინტერესებს რა ასაკში
ბერდება ადამიანი ისე, რომ თავს ვეღარ აკონტროლებს. თუმცა კე-
პი არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ოდესმე აკონტროლებდა საკუ-
თარ საქციელს, მე კი ეს მომწონს მასში.
– ტეიტ, წამოდი, – მეძახის ვესტიბიულის ბოლოდან კორბინი,
მეც ვეწევი, რომ ვაჩვენო, სად დგას ჩემი მანქანა.
ბინაში ყველაფრის ასატანად ორჯერ კი არა, სამჯერ გვჭირდება
ასვლა და ამ სამჯერ ასვლის განმავლობაში მაილსი ერთ სიტყვასაც
აღარ მეუბნება.

35
თავი 4

მაილსი

ექვსი წლის წინ

მამა: „სად ხარ?“


მე: „იანთან, სახლში“.
მამა: „უნდა ვილაპარაკოთ“.
მე: „ხვალამდე ვერ მოიცდი? შინ გვიან დავბრუნდები“.
მამა: „ვერა, ახლავე მოდი სახლში, მას შემდეგ გელოდები, რაც
გაკვეთილები დაგიმთავრდა".
მე: „კარგი, მოვდივარ“.
ეს უკანასკნელი საუბარი იყო, რომელმაც ამ წამამდე მომიყვანა.
ახლა მამაჩემის წინ ვზივარ დივანზე. მამაც რაღაც ისეთს მიყვება,
რისი მოსმენაც არ მაინტერესებს.
– უფრო ადრე მინდოდა მეთქვა, მაილს, უბრალოდ...
– თავს დამნაშავედ გრძნობ? – ვაწყვეტინებ, – თითქოს რაღაცას
აშავებ? – მამა მიყურებს, მე თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რაც
ვთქვი, მაგრამ თავს ვთოკავ და ვაგრძელებ, – ჯერ ერთი წელიც არ
არის, რაც დედა გარდაიცვალა!
როგორც კი ეს სიტყვები ამომდის პირიდან, მაშინვე გულისრე-
ვის შეგრძნება მიჩნდება. მამას არ უყვარს, როდესაც ვინმე განსჯის,
განსაკუთრებით კი ჩემგან არ სიამოვნებს. მიჩვეულია, რომ ყოველ-
თვის მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებებს. დღემდე ასე იყო, ყო-
ველთვის ვფიქრობდი, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.
– მისმინე, ვიცი, რომ ამის მიღება ადვილი არ არის, მაგრამ შენი
მხარდაჭერა მჭირდება, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიჭირს გადას-
ვლა მისი სიკვდილის შემდეგ!
– გიჭირს? – ვდგები და ხმას ვუწევ. ისე ვიქცევი, თითქოს მაწუ-
ხებდეს ეს საკითხი, არადა, ასე არ არის, ფეხებზე მკიდია, საყვარე-
ლი რომ გაიჩინა. ვისაც უნდა იმას. შეხვდეს, ვინც უნდა ის იხმაროს!

36
ვფიქრობ, ერთადერთი მიზეზი ჩემი ასეთი რეაქციის ისაა, რომ
დედა ვეღარაფერს ეტყვის. ძნელია, ქორწინება დაიცვა, როცა
მკვდარი ხარ. მის მაგივრად ვუწევ მამას წინააღმდეგობას.
– გეტყობა, ძალიან გიჭირს, მამა!
სასტუმრო ოთახის ბოლომდე მივდივარ, ვტრიალდები და უკან
ვბრუნდები.
სახლი მეტისმეტად პატარაა, ჩემი იმედგაცრუება და მრისხანება
რომ დაიტიოს.
ისევ მამას ვუყურებ და ვხვდები, რაც მაღიზიანებს: სხვა ქალს
რომ ხვდება, ეს ნაკლებად მაწუხებს, მაგრამ მასზე როდესაც საუბ-
რობს, ისეთი მზერა უდგება თვალებში, რომელიც მეზიზღება, არ
მახსოვს, დედაზე ასეთი გამოხედვა ჰქონოდა და ვხვდები, რომ ეს
ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მისი საყვარელი ნელ-ნელა შემოაბი-
ჯებს ჩვენს ცხოვრებაში, შემოიჭრება და ჩემსა და მამას შორის შხა-
მიან სუროსავით ჩადგება. მხოლოდ მე და მამა აღარ ვიქნებით, ვიქ-
ნებით მე, მამა და ლიზა. ეს არ მომწონს, მით უმეტეს, დედის არსე-
ბობას ჯერ კიდევ ვგრძნობ მთელ სახლში.
მამას ხელები აქვს გულზე დაკრეფილი და იატაკს დასცქერის.
– არ ვიცი, აქვს თუ არა პერსპექტივა ჩემი და ლიზას ურთიერთო-
ბას, მაგრამ მინდა შანსი მივცე. ლიზა მაბედნიერებს, ზოგჯერ ვინ-
მესთან ცხოვრების დაწყება ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი
გზაა.
პირს გაღებ, რომ რამე ვუთხრა, მაგრამ სიტყვას ზარის ხმა მაწ-
ყვეტინებს. მამა მე მიყურებს და ყოყმანით დგება, თითქოს პატარავ-
დება და ნაკლებად ჰგავს გმირს.
– არ გთხოვ, რომ მოგწონდეს ლიზა, არც იმას გთხოვ, მასთან
ერთად გაატარო დრო, უბრალოდ, მინდა ნორმალურად მოექცე, ‒
მავედრებელი მზერა აქვს და მეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ასე
რომ ვუწევ წინააღმდეგობას, თავს ვუქნევ:
– ნორმალურად მოვექცევევი, მამა, ხომ იცი, რომ ასე იქნება!
მამა მეხვევა, მე კი თავს კარგადაც ვგრძნობ და ცუდადაც. სულაც
აღარ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ იმ კაცს ვეხვევი, რომელიც ჩვიდ-

37
მეტი წელი პიედესტალზე იდგა.
ასე მგონია, უბრალო ნაცნობი გადამეხვია.
მამა მთხოვს, კარი გავაღო, თვითონ კი სამზარეულოში შედის
სადილის მზადების დასასრულებლად. მეც ვემორჩილები. თვალებს
ვხუჭავ და დედას ვატყობინებ, რომ ლიზას კარგად მოვექცევი, მაგ-
რამ ის ყოველთვის ლიზა იქნება ჩემთვის, რაც უნდა მოხდეს მასსა
და მამას შორის. შემდეგ კარს ვაღებ.
– მაილს!
ვუყურებ და დედაჩემისგან სრულიად განსხვავებული სახე აქვს.
ეს თავს კარგად მაგრძნობინებს. ლიზა დედაზე ბევრად დაბალია,
არც დედაჩემივით ლამაზია. არაფერი აქვს ისეთი, რითაც დედას შე-
ედრება. მას იმად ვიღებ, რაც არის: ჩვენი სტუმარია ვახშამზე.
მამას თავს ვუქნევ და კარს უფრო ფართოდ ვაღებ, შინ რომ შე-
მოვუშვა:
– ალბათ, ლიზა ბრძანდებით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
შემდეგ ჩემ უკან ვანიშნებ, – მამა სამზარეულოშია.
ლიზა წინ იხრება და მეხვევა – ეს ისე უხერხულად მეჩვენება,
რომ რამდენიმე წამი მჭირდება, მეც რომ გადავეხვიო. მის უკან გო-
გონა დგას და ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება.
შემიყვარებ, რეიჩელ!
– მაილს... – ამბობს გაბზარული ხმით.
მას დედამისისნაირი ხმა აქვს, მაგრამ უფრო სევდიანი.
ლიზა ხან ერთს შემოგვცქერის, ხან მეორეს:
– ერთმანეთს იცნობთ?
რეიჩელი თავს არ უქნევს.
არც მე.
ჩვენი იმედგაცრუება იატაკზე ჩამოდნა და ჩვენს ფეხებთან დაუღ-
ვრელი ცრემლების გუბედ იქცა.
–ის, ჰმ... ის... რეიჩელს ენა ებმის და წინადადების დასრულება-
ში ვეხმარები:
– მე და რეიჩელი ერთ სკოლაში დავდივართ, – ვლუღლუღებ,
თუმცა ვნანობ, რადგან სინამდვილეში მხოლოდ ამის თქმა მინდა:

38
რეიჩელი ის შემდეგი გოგოა,რომელიც უნდა შემიყვარდეს.
თუმცა ამას ვეღარ ვიტყვი, რადგან ცხადია, რა მოხდება – რეიჩე-
ლი ის მომდევნო გოგო კი არ არის, რომელიც შემიყვარდება, არა-
მედ ის გოგოა, რომელიც მალე ჩემი გერი და გახდება.
ამ ღამით უკვე მეორედ მერევა გული. ლიზა იღიმის და ტაშს უკ-
რავს:
– რა დიდებულია, – მეუბნება, – შვება ვიგრძენი!
მამა ოთახში შემოდის და ლიზას ეხვევა, რეიჩელსაც ესალმება
და ეუბნება, მიხარია შენი ნახვაო.
მამაჩემი უკვე იცნობს რეიჩელს. რეიჩელიც იცნობს მამაჩემს.
მამაჩემი ლიზას ახალი შეყვარებულია.
მამაჩემი ხშირად ჩადის ფენიქსში.
მამაჩემი დედას სიკვდილამდეც ხშირად ჩადიოდა ფენიქსში.
მამაჩემი ნაბიჭვარია!
– რეიჩელი და მაილსი უკვე იცნობენ ერთმანეთს, – ეუბნება ლი-
ზა მამას.
მამა იღიმება და მასაც შვება აწერია სახეზე: – კარგია, კარგი, –
ამბობს და ორჯერ იმეორებს ამ სიტყვას, თითქოს ასე ყველაფერი
უკეთ იქნება.
არა. ცუდია, ცუდი!
– ამაღამ ბევრად ნაკლებად ვიგრძნობ თავს უხერხულად, – ამ-
ბობს მამა სიცილით.
მე რეიჩელს ვუყურებ. რეიჩელი მე მიყურებს.
ვერ შეგიყვარებ, რეიჩელ!
მას სევდიანი თვალები აქვს.
მე კიდევ უფრო სევდიანი ფიქრები მღრღნის.
ვერც შენ შემიყვარებ!
რეიჩელი ნელა შემოდის სახლში და თვალს მარიდებს, საკუთარ
ფეხებს დასცქერის ნაბიჯის ყოველი გადადგმისას. ეს ყველაზე ნაღ-
ვლიანი ნაბიჯებია, რომლებიც ოდესმე გადადგმულა.
კარს ვკეტავ.
ასე სევდიანად კარი არასოდეს დამიკეტავს.

39
თავი 5

ტეიტი

– მადლიერების დღეს არ მუშაობ? – მეკითხება დედა.


მე მობილური მეორე ყურთან გადამაქვს და ბინის გასაღებს ვი-
ღებ ხელჩანთიდან:
– არა, ვისვენებ, მაგრამ შობას მიწევს მუშაობა, შაბათ-კვირის
ცვლაში ვარ ხოლმე.
– ძალიან კარგი, კორბინს უთხარი, რომ ჯერ არ დავხოცილ-
ვართ, იქნებ ოდესმე დაგვირეკოს!
ვიცინი:
– ვეტყვი, მიყვარხარ!
დედასთან საუბარს ვასრულებ, მობილურს სამედიცინო ფორმის
ზედა ჯიბეში ვიდებ. მართალია, სრული დატვირთვით არ ვმუშაობ,
მაგრამ მთავარია, დავიწყე. ამაღამ მომზადების უკანასკნელი გაკ-
ვეთილი მაქვს, სანამ ხვალ ღამით ცვლაში მუშაობას შევუდგები.
მომწონს ჩემი სამსახური და გაოცებული ვარ, პირველივე გასა-
უბრების შემდეგ რომ ვიპოვე, თანაც ცხრილთანაც ვახერხებ შეთავ-
სებას. სასწავლებელში კვირის დღეებში ვარ, ხან ლექციებს ვესწრე-
ბი, ხანაც პრაქტიკას გავდივარ. შემდეგ მეორე ცვლაში მივდივარ
საავადმყოფოში სამორიგეოდ, შაბათსა და კვირას. ჯერ ყველაფერი
რიგზეა. სან-ფრანცისკოც მომწონს. მართალია, ამ ქალაქში სულ
ორი კვირაა, ვცხოვრობ, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნები, დამთავ-
რების შემდეგ, მომავალ გაზაფხულამდე, სან-დიეგოში წასვლამდე
აქ ხომ არ დავრჩე-მეთქი.
მე და კორბინიც კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, თუმცა შინ იშ-
ვიათადაა და, ალბათ, ამის წყალობით ვართ ასე.
ვიღიმი, როგორც იქნა, ვიპოვე ჩემი ადგილი. ბინის კარს ვაღებ,
მაგრამ ღიმილი მაშინვე მიქრება სახიდან, რადგან ვხედავ სამ ბიჭს,
რომელთაგანაც ორს ვიცნობ, მაილსი სამზარეულოში დგას, და-
ქორწიზებული იდიოტი ლიფტიდან კი დივანზე ზის.

40
რა ჯანდაბა უნდა მაილსს აქ?
ამ ორს აქ რა უნდა?
მაილსს ვუყურებ, ფეხსაცმელს ვიხდი და ხელჩანთას მაგიდაზე
ვაგდებ. კორბინი კიდევ ორი დღე მორიგეა, მე კი ერთი სული მქონ-
და, მშვიდად და თავისუფლად გამეტარებინა ეს ორი დღე მეცადი-
ნეობაში.
– დღეს ხუთშაბათია, – მეუბნება მაილსი, რადგან ხედავს, რო-
გორ ვიღუშები, გეგონება, კვირის ამ დღეს ახსნა -განმარტება საჭი-
რო არ არის. დგას, მიყურებს სამზარეულოდან და ხვდება, რომ ბედ-
ნიერი არა ვარ.
– ჰო, ვიცი, – ვეუბნები, – ხვალ კი პარასკევია, – იმ ორი ტიპის-
კენ ვიხედები, რომლებიც კორბინის დივანზე სხედან, – რატომ
ხართ ჩემს ბინაში?
ქერა, აწოწილი ბიჭი მაშინვე დგება, ჩემკენ მოდის და ხელს მიწ-
ვდის:
– ტეიტი ხარ? მე იანი ვარ, მაილსის ბავშვობის და შენი ძმის მე-
გობარი, ‒ შემდეგ მანიშნებს ლიფტში შეხვედრილ ტიპზე, რომელიც
ისევ დივანზე ზის, – ეს დილონია, მხოლოდ თავს მიქნევს, რამის
თქმით თავს არ იწუხებს. არც არის საჭირო, მისი ირონიული ღიმი-
ლი ისედაც კარგად მაგრძნობინებს, რას ფიქრობს ამწუთას.
მაილსი სასტუმრო ოთახში ბრუნდება და ტელევიზორისკენ მა-
ნიშნებს:
– ერთგვარი ტრადიციაა, ხუთშაბათობით, თუ შინ ვართ, სპორ-
ტულ თამაშებს ერთად ვუყურებთ ხოლმე.
ფეხებზე მკიდია მათი ტრადიცია; დავალებები მაქვს შესასრულე-
ბელი!
– კორბინი ხომ შინ არ არის ამაღამ, არ შეგიძლიათ თქვენთან
უყუროთ? სამეცადინო მაქვს!
მაილსი დილონს ლუდს აწვდის, შემდეგ მე მიყურებს
– მე საკაბელო ტელევიზია არა მაქვს.
ეჭვიც არ მეპარებოდა!
– დილონის ცოლი კი მასთან სპორტული გადაცემების ყურებას

41
გვიშლის!
არც ამაში მეპარებოდა ეჭვი.
თვალებს ვატრიალებ, საძინებელში შევდივარ და შემთხვევით
კარს ვაჯახუნებ.
სამედიცინო ფორმას ვიცვლი და ჯინსს ვიცვამ. შემდეგ მაისურს
ვკიდებ ხელს, რომელშიც წუხელ მეძინა, თავზე ვიცვამ და ვიღაც
კარზე აკაკუნებს. მეც ისე დრამატულად ვაღებ, როგორც მოვიხურე.
რა მაღალია!
აქამდე არც მიფიქრია, რა მაღალია, ახლა კი, როდესაც ჩემი კა-
რის ზღურბლზე დგას და კარის ჩარჩოს ბოლომდე სწვდება, მარ-
თლაც ძალიან მაღალი მეჩვენება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს
ახლავე მომხვევს ხელს და მეც ყურს გულზე მივადებ. შემდეგ ლო-
ყას მოხერხებულად დამადებს თავზე.
თუ ჩემს კოცნას დააპირებს, თავის აწევა მომიწევს, არადა, რა
კარგი იქნება, ალბათ, ხელს შემომხვევს წელზე და ისე მიმიზიდავს,
რომ ჩვენი ტუჩები თავსატეხის ორი ნაწილივით შეერთდეს. მაგრამ
ერთმანეთს კარგად მაინც ვერ მოერგებიან, რადგან უფრო სავარა-
უდოა, რომ ორი სხვადასხვა თავსატეხის ნაწილები აღმოჩნდნენ.
რაღაც უცნაური ხდება ჩემს გულში, ძალიან, ძალიან მიფართხა-
ლებს. ეს კი მეზიზღება, რადგან ვიცი, რას ნიშნავს – იმის ნიშანია,
რომ ჩემს სხეულს ნამდვილად თანდათან უფრო მეტად მოსწონს მა-
ილსი.
იმედია, გონება სხეულს არ დანებდება!
– სიმშვიდე თუ გჭირდება, შეგიძლია ჩემს ბინაში გახვიდე, – მე-
უბნება მაილსი.
თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან მის შემოთავაზებაზე თით-
ქოს გულში რაღაც ჩამწყდა.
მის ბინაში შესვლის წინადადებას ასე არ უნდა ავეღელვებინე,
არადა, ვღელავ.
– კიდევ ორი საათი ვიქნებით აქ, – ამატებს მაილსი.
მის ხმაში თითქოს სინანული გაისმის. მინდა გავიგო, საიდან მო-
დის, მაგრამ სადღაც, შორს, გულის სიღრმეში აქვს ჩამალული, მგრ-

42
ძნობიარე ბუნების მიღმა.
ვოხრავ და ვნებდები. ნამდვილი ძუკნა ვარ, ეს ხომ ჩემი ბინაც კი
არ არის, თავი ვინ მგონია? რატომ ვფიქრობ, რომ შემიძლია ისინი
აქედან გავაძევო და ტრადიცია მოვაშლევინო?
– უბრალოდ, დავიღალე, – ვეუბნები, – არა უშავს, მაპატიე, უხე-
შად გამომივიდა შენს მეგობრებთან.
– მეგობართან, – მისწორებს მაილსი, შემდეგ ამატებს, – დილო-
ნი ჩემი მეგობარი არ არის.
აღარ ვეკითხები, რას გულისხმობს, ის კი ჯერ სასტუმრო ოთახს
ათვალიერებს, შემდეგ მე მიყურებს. ბოლოს კარის ჩარჩოს ეყ-
რდნობა და ცხადად მაგრძნობინებს, რომ ჩემი დაყვავება საუბრის
გაგრძელების საბაბს აძლევს. მზერა სამედიცინო ფორმაზე გადა-
აქვს, რომელიც საწოლზე მაქვს მიფენილი:
– სამსახური იშოვე?
– ჰო, – ვეუბნები და მაინტერესებს, რატომ მოინდომა საუბრის
გაგრძელება, – სასწრაფო დახმარების რეგისტრირებული ექთანი
ვარ.
მაილსს შუბლზე ნაოჭი უჩნდება, ვერ ვხვდები, ეს დაბნევის შედე-
გია თუ აღფრთოვანების.
– შენ ხომ ჯერ კიდევ საექთანო სასწავლებელში სწავლობ, რო-
გორ მუშაობ სასწრაფო დახმარებაში?
– მაგისტრის ხარისხს ვიღებ, ასე რომ, შემიძლია ვიმუშაო, რო-
გორც „ალბერტას რეგისტრირებული მედდების კოლეჯის“ სტუდენ-
ტმა, თანაც უკვე მაქვს მედდის ლიცენზია.
ურწმუნოდ მიყურებს, მეც ვცდილობ განვუმარტო:
– მოკლედ, უფლება მაქვს ანესთეზიოლოგადაც ვიმუშაო.
მაილსი რამდენიმე წამს მიყურებს, შემდეგ კარის ჩარჩოს შორ-
დება და წელში სწორდება:
– კარგია, – მეუბნება, თუმცა არ იღიმის.
ნეტავ რატომ?
მაილსი სასტუმრო ოთახში ბრუნდება. მე ზღურბლს გადავდივარ
და ვუყურებ. ის დივანზე ჯდება და ყურადღება ტელევიზორზე გადაა-

43
ქვს.
ამჯერად დილონი ინტერესდება ჩემით, მაგრამ მე თვალს ვარი-
დებ და სამზარეულოს ვაფარებ თავს. მინდა საჭმელი მოვძებნო,
თუმცა ბევრი არაფერია, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი კვირაა,
არაფერი მომიმზადებია.
მაცივრიდან ყველაფერი გამომაქვს, რაც სენდვიჩისთვის მჭირ-
დება. რომ ვტრიალდები, დილონი ისევ მიყურებს, მაგრამ ახლა უკ-
ვე ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე დგას, სასტუმრო ოთახში კი არ
არის, ის მიღიმის, წინ დგამს ნაბიჯს, მაცივარს უახლოვდება და ჩემს
სახეს სულ ცოტაღა აშორებს:
– ესე იგი, შენ კორბინის უმცროსი დაიკო ხარ?
ერთ რამეზე მაინც მე და მაილსს ერთი აზრი გვაქვს. დილონი
არც მე მომწონს. მის თვალებს საერთო არაფერი აქვს მაილსის თვა-
ლებთან – როდესაც მაილსი მიყურებს, მისი თვალები ყველაფერს
მალავენ, დილონის თვალები კი არაფერს და ახლა პირდაპირ მა-
შიშვლებს მზერით.
– დიახ, – ვეუბნები მოკლედ, ვცდილობ შემოვუარო და სამზა-
რეულოში გზა გავაგრძელო, საპურეს ვაღებ და პურს ვეძებ. რომ
ვპოულობ, მაგიდაზე ვდებ და სენდვიჩის მზადებას ვიწყებ. პურს კი-
დევ ერთი სენდვიჩისთვის ვიღებ, მინდა კეპს გავუმზადო. რაც აქ
გადმოვედი, მას რაღაცნაირად მივეჯაჭვე. კეპი დღეში თოთხმეტი
საათის განმავლობაში მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ შენობაში
მარტო ცხოვრობს და უკეთესი საქმე არაფერი აქვს.
მას სიამოვნებს ჩემი სტუმრობა და ისიც უხარია, საჭმელი რომ
მიმაქვს ხოლმე. სანამ აქ ვინმე სხვასაც დავიმეგობრებ, მირჩევნია,
თავისუფალი დრო ოთხმოცი წლის მოხუცის გვერდით გავატარო.
დილონი უდარდელად ეყრდნობა მაგიდას:
– მედდა ხარ თუ რაღაც ამდაგვარი, არა? – ლუდს ხსნის და პირ-
თან მიაქვს, მაგრამ სანამ მოსვამს, ჩერდება.
ჯერ პასუხი უნდა გავცე.
– ჰო, – მოკლედ ვუჭრი.
იღიმის და ლუდს სვამს. მე სენდვიჩის კეთებას განვაგრძობ, თან

44
ვცდილობ დილონს ყურადღება არ მივაქციო, ის კი ამას ვერ ხვდე-
ბა, თვალს მანამ არ მაშორებს, სანამ სენდვიჩის მომზადებას არ და-
ვასრულებ.
თუ აქ იმიტომაა, რომ სენდვიჩის მომზადება შევთავაზო, ვერ
ეღირსება!
– მე მფრინავი ვარ, – ამას ძალიან უშუალოდ მეუბნება, მაგრამ
როდესაც ადამიანი უკითხავად გეუბნება, სად მუშაობს, ძალაუნებუ-
რად ტრაბახად უთვლი.
– მე და კორბინი ერთსა და იმავე ავიახაზებში ვმუშაობთ.
დილონი თვალს არ მაშორებს, ელოდება, როდის აღმაფრთოვა-
ნებს მისი პროფესია. იმასაც ვერ ხვდება, რომ ჩემს ცხოვრებაში არ-
სებული ყველა მამაკაცი მფრინავი იყო. ბაბუა მფრინავი მყავდა, მა-
მა მფრინავი იყო და სულ რამდენიმე თვის წინ გავიდა პენსიაზე, ჩე-
მი ძმაც მფრინავია.
– დილონ, თუ გინდა თავი მომაწონო შენი პროფესიით, გირჩევ,
სხვა რამ მოიფიქრო, შენზე მოკრძალებული და უცოლო მამაკაცები
მომწონს, – თან თვალს არ ვაშორებ ნიშნობის ბეჭედს მის მარცხენა
ხელზე.
– თამაში ეს-ესაა დაიწყო, – ამბობს მაილსი, სამზარეულოში შე-
მოდის და დილონისკენ მიემართება. თითქოს უწყინარი ცნობაა,
მაგრამ თვალებით ანიშნებს დილონს, დროა, სასტუმრო ოთახში
დაბრუნდეო.
დილონი ისე ოხრავს, თითქოს მაილსმა გართობა ჩააშხამა:
– მიხარია, ისევ რომ გნახე, ტეიტ, – ისე მეუბნება, თითქოს თვი-
თონ აპირებდა საუბრის დასრულებას, და სულაც არაა იძულებული
მაილსის ნებას დაჰყვეს, – შენც წამოდი, ჩვენთან ერთად უყურე
მატჩს! – მეუბნება და მაილსს უყურებს, თუმცა მე მომმართავს, –
მით უმეტეს, ახლა დაწყებულა, – დილონი წელში სწორდება, მა-
ილსს გვერდს უვლის და სასტუმრო ოთახში ბრუნდება.
მაილსი არაფრად აგდებს დილონის ცხად გაღიზიანებას, ხელს
უკანა ჯიბეში იყოფს და იღებს გასაღებს, რომელსაც მაწვდის.
– შედი ჩემთან და იქ იმეცადინე!

45
ეს შეთავაზება არ არის, მოთხოვნაა!
– აქაც მშვენივრად ვიმეცადინებ, – გასაღებს მაგიდაზე ვდებ და
მაიონეზის ქილას თავსახურს ვარგებ – უარს ვამბობ, სამი ბიჭის ნე-
ბას დავყვე და საკუთარი ბინა დავტოვო. ორივე სენდვიჩს ქაღალ-
დის ხელსახოცში ვახვევ, – ტელევიზორიც არა გაქვთ მაღალ ხმაზე
ჩართული!
მაილსი წინ დგამს ნაბიჯს და ისე მიახლოვდება, რომ. მისი ჩურ-
ჩული გავიგონო, მე მთელი სხეული, თხემით ტერფამდე, დაძაბული
მაქვს, პურზე თითის ანაბეჭდებს ვტოვებ.
– მე კი წინააღმდეგი ვარ, რომ აქ იმეცადინო, სანამ ყველა არ
წავა. გადი ჩემთან და სენდვიჩებიც წაიღე.
სენდვიჩებს დავცქერი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ ეს
წუთია, მათ შეურაცხყოფა მიაყენა:
– ორივე ჩემთვის არ მინდა, – ისე ვეუბნები, თითქოს თავს ვიცავ-
დე, – ერთი კეპს უნდა წავუღო!
ისევ მაილსს ვუყურებ, ის თვალს არ მაშორებს და ისე მიყურებს,
თითქოს რამე უკანონო ჩამედინოს. წარბს ვწევ, რადგან თავს ნამ-
დვილად უხერხულად მაგრძნობინებს. მე ხომ ექსპონატი არა ვარ,
არადა, ისე მიყურებს ლამის დავეჭვდე.
– კეპს სენდვიჩი მოუმზადე?
თავს ვუქნევ:
– საჭმელი აბედნიერებს, – ვეუბნები და მხრებს ვიჩეჩ.
მაილსი ისევ ექსპონატივით მათვალიერებს, მერე ისევ ჩემკენ
იხრება, მაგიდიდან ბინის გასაღებს იღებს და წინა ჯიბეში მიცურებს.
არც ვიცი, მისი თითები შეეხო თუ არა ჩემს ჯინსს, მაგრამ ღრმად
ვოხრავ და დავცქერი ჯიბეს, რომელსაც ამწუთას მოაშორა ხელი,
რადგან, ღმერთო მაღალო, ამას ნამდვილად არ ველოდი!
ვქვავდები, ის ისე ბრუნდება სასტუმრო ოთახში, თითქოს არაფე-
რიო, მე კი ასე მგონია, ჯიბეზე ცეცხლი მიკიდია.
ნაბიჯის გადადგმას ვცდილობ, მაგრამ დრო მჭირდება გონს მო-
სასვლელად.
კეპთან სენდვიჩი მიმაქვს, შემდეგ მაილსს ვუჯერებ და მის ბინაში

46
შევდივარ. ამას ჩემი ნებით ვაკეთებ, არა იმიტომ. რომ მაილსს
სურს ასე, მე ხომ უამრავი დავალება მაქვს, თანაც მის ბინაში მოხ-
ვედრა სადისტურ სიამოვნებას მანიჭებს. ასე მგონია, მისი საიდუმ-
ლოებების ყველა გასაღები ჩემს ხელთაა.

***

უნდა მივმხვდარიყავი, თუ მაილსის თვალები იოტისოდენსაც


არაფერს მეუბნებიან მასზე, ვერც ბინა გამომადგებოდა ამ საქმეში.
რა თქმა უნდა, აქ ბევრად მშვიდად ვარ და დიახ, ორ საათს ვა-
ტარებ მეცადინეობაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ყურად-
ღებას აქ არაფერი იქცევს.
საერთოდ არაფერი.
არც ნახატებია სტერილურად თეთრ კედლებზე. არც დეკორაცი-
ები. არც ფერი. მუხის ხის მასიური მაგიდაც კი, რომელიც სამზარეუ-
ლოს მიჯნავს სასტუმრო ოთახისგან.
არაფრითაა გაწყობილი. აქაურობა სრულიად არ ჰგავს იმ
სახლს, რომელშიც გავიზარდე. იქ სამზარეულოს მაგიდა, რომელ-
საც ვიწრო სუფრა ზოლივით გასდევდა, სანთლებით იყო უხვად
მორთული, ზედ სეზონის შესაფერისი თეფშები ეწყო ხოლმე და დე-
დაჩემისთვის ოჯახური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა.
მაილსს სახილე ვაზაც კი არა აქვს.
ერთადერთი შთამბეჭდავი რამ ბინაში სასტუმრო ოთახში წიგნე-
ბის კარადაა. მასზე რამდენიმე დუჟინიწიგნი აწყვია და იმაზე მეტ ყუ-
რადღებას იქცევს, ვიდრე ამ ცარიელ კედლებზე განთავსებული
სხვა ნივთები მიიქცევდა, რადგან იმედი მაქვს, რომ მის ლიტერატუ-
რულ არჩევანზე შემექმნება წარმოდგენა.
იქ კი რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ყოველი წიგნი აერო-
ნავტიკაზეა.
იმედგაცრუებული ვარ, რადგან მაილსის ბინის დათვალიერები-

47
დან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შემიძლია – გადამეტებუ-
ლად შრომისმოყვარეა და ინტერიერის დიზაინში ან არაფერი გა-
ეგება, ან გემოვნება არა აქვს.
სასტუმრო ოთახს თავს ვანებებ და სამზარეულოში შევდივარ.
მაცივარს ვაღებ, მაგრამ შიგნით თითქმის არაფერი მხვდება. მხო-
ლოდ რესტორნიდან გამოძახებული საჭმლის სულ რამდენიმე ყუ-
თი, სანელებლები და ფორთოხლის წვენია.მოკლედ, კორბინის მა-
ცივარივით ცარიელი, ნაღვლიანი და ბერბიჭულია.
კარადას ვაღებ, ფინჯანს ვიღებ და წვენს ვისხამ. ვსვამ, ფინჯანს
კი ნიჟარაში წყლის ჭავლქვეშ ვავლებ. მასში კიდევ რამდენიმე თეფ-
ში აწყვია და მათ რეცხვას ვიწყებ. აქ ჭურჭელიც კი უღიმღამოა, ყვე-
ლაფერი უბრალო, თეთრი და ნაღვლიანია.
უეცრად სურვილი მიჩნდება საკრედიტო ბარათი ავიღო, მაღა-
ზიაში წავიდე და ფარდები ვუყიდო, კიდევ ხასხასა ფერის ჭურჭელი,
ნახატები, შესაძლოა ერთი ან ორი ოთახის მცენარეც. აქაურობას
სიცოცხლის შთაბერვა სჭირდება.
საინტერესოა, როგორ ცხოვრობს. არა მგონია, შეყვარებული
ჰყავდეს. აქამდე მის გვერდით არავინ დამინახავს, ბინასაც აკლია
ქალის ხელი. არა მგონია, ვინმეს შემოებიჯებინა მის ცხოვრებაში
და ბინას ოდნავ მაინც არ დასტყობოდა, აქედან დასკვნა – ამ ბინაში
ქალს ფეხი არასოდეს შემოუდგამს!
კორბინის პირადი ცხოვრებითაც ვინტერესდები. სანამ ერთად
ვიზრდებოდით, არასოდეს მიყვებოდა თავის ურთიერთობებზე, მაგ-
რამ დარწმუნებული ვარ, მოსაყოლი არც არაფერი ჰქონდა. ყოველ-
თვის, როდესაც წარსულში გოგოს მაცნობდა, ერთ კვირასაც ვერ
ვხედავდი მას ჩემი ძმის გვერდით.
არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ კორბინს არ სიამოვნებს დიდხანს
მის გვერდით ერთი და იმავე გოგოს ყოფნა, თუ მათთვისაა მეტისმე-
ტად რთული ჩემს ძმასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, საქ-
მე ამ უკანასკნელში უფროა, თუ იმით ვიმსჯელებ, რომ ქალები ტე-
ლეფონზეც იშვიათად ურეკავენ ხოლმე.
იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კორბინი ხშირად იცვლიდა

48
გოგონებს, მიკვირს, მე რატომ მმფარველობდა მოზარდობაში. ალ-
ბათ, იმიტომ, რომ საკუთარ თავს კარგად იცნობს და არ სურდა, მეც
მისნაირ ბიჭებთან მევლო პაემნებზე.
საინტერესოა, მაილსი კორბინს ჰგავს ამაში?
– ჩემს ჭურჭელს რეცხავ?
მაილსის ხმაზე მოულოდნელად ვკრთები, მისკენ ვტრიალდები
და ლამის ჭიქა გამივარდეს. ის მართლაც მისხლტება ხელიდან, მაგ-
რამ როგორღაც დაჭერას ვახერხებ, სანამ იატაკზე დაენარცხება.
ჰაერს ვისუნთქავ, დამშვიდებას ვცდილობ და ფინჯანს ფრთხი-
ლად ვაბრუნებ ნიჟარაში.
– მეცადინეობა დავამთავრე, – გეუბნები და ვცდილობ ყელში
გაჩხირულმა ბურთმა ლაპარაკში ხელი არ შემიშალოს. შემდეგ
ჭურჭელს ვუყურებ, რომელიც ახლა საწრეტზე აწყვია, – ძალიან
ჭუჭყიანი იყო!
მაილსი იღიმის.
მგონი.
უბრალოდ, ტუჩის კუთხე ეწევა, მაგრამ მალევე უბრუნდება საწ-
ყის პოზიციას. ცრუგანგაშია!
– ყველა წავიდა, – მეუბნება მაილსი და ვხვდები, დროა, ბინიდან
გავიდე.
მაილსი ფორთოხლის წვენს ამჩნევს, რომელიც ჯერ ისევ მაგი-
დაზე დევს, იღებს და მაცივარში აბრუნებს.
– მაპატიე, – ვბუტბუტებ, – მომწყურდა!
მაილსი მაცივარს ეყუდება და გულზე ხელებს იკრეფს
– ტეიტ, წინააღმდეგი არა ვარ ჩემი წვენი დალიო!
ოჰო!
რა უცნაურად სექსუალური წინადადებაა და რა სექსუალურად
წარმოთქვამს!
თუმცა ისევ არ იღიმება. ღმერთო, რა ტიპია! ნუთუ არ იცის, რომ
საუბრისას სახის გამომეტყველებაც მნიშვნელოვანია?
არ მინდა მაილსმა გაწბილება შემამჩნიოს, ამიტომ ისევ ნიჟა-
რისკენ ვტრიალდები და საპნის ქაფის მოწმენდას ვცდილობ. შესაფ-

49
ერისი საქმიანობაა, თუ გავითვალისწინებ, სამზარეულოში რა უც-
ნაურად ემოციური ატმოსფეროა.
– რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობ? – ვეკითხები მაილსისკენ
ვტრიალდები და უხერხული დუმილის დარღვევას ვცდილობ.
– ოთხი წელია.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიცინი. მაილსი წარბს სწევს, დაბნე-
ულია, ვერ ხვდება, რატომ მეცინება მის პასუხზე.
‒ უბრალოდ, შენს ბინაში... – სასტუმრო ოთახს გავცქერი, შემ-
დეგ კი ისევ მაილსს ვუყურებ, – სიცარიელეა.მეგონა, ახალი გად-
მოსული იყავი და მისი მოწყობა ვერ მოასწარი.
არ მინდოდა ჩემი შენიშვნა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო, მაგ-
რამ ასე გამოვიდა. საუბრის გაგრძელებას ვცდილობ, მაგრამ, მგო-
ნი, ამით უფრო იმატებს ჩვენ შორის უხერხულობა.
მაილსი ნელა ათვალიერებს ბინას და ჩემს შენიშვნაზე ფიქრობს.
მინდა უკან წავიღო ჩემი სიტყვები, მაგრამ აღარ ვცდილობ, უფრო
გავაუარესებ ყველაფერს.
– ბევრს ვმუშაობ, – მეუბნება, – სტუმრებიც იშვიათად მყავს, ამი-
ტომ ეს ჩემთვის პრიორიტეტული ნამდვილად არასოდეს ყოფილა.
მინდა ვკითხო, მეგობრები რატომ არ სტუმრობენ, მაგრამ
ვხვდები, რომ არის თემები, რომლებზეც საუბარი არ სიამოვნებს.
– მეგობრებზე გამახსენდა, დილონი რატომ არ მოგწონს?
მაილსი მხრებს იჩეჩს და ზურგით ეყრდნობა მაცივარს:
– დილონი იდიოტია, რომელიც ცოლს პატივს არ სცემს,– ამ-
ბობს სიტყვების ტკეპნით. შემდეგ ტრიალდება, სამზარეულოდან სა-
ძინებელში გადის და კარს ოდნავ შეღებულს ტოვებს, რომ გავიგო-
ნო მისი ნათქვამი, – მინდოდა გამეფრთხილებინე, სანამ მის ანკესს
წამოეგებოდი.
– მე არავის ანკესზე არ ვეგები, – ვეუბნები, – განსაკუთრებით
დილონისთანებზე.
– კარგია! – მეუბნება.
კარგია? ჰმ! მაილსს არ უნდა დილონი მომეწონოს. მომწონს ის
მაილსი, რომელიც დილონისთვის ვერ მიმეტებს!

50
– კორბინს არ მოეწონება, თქვენ შორის რამე რომ მოხდეს,
ეზიზღება დილონი!
ოჰ! თურმე კორბინის გამო არ სურს დილონი მომეწონოს. ღმერ-
თო, ასე რატომ მიცრუვდება იმედი?
მაილსი საძინებლიდან გამოდის, უკვე ჯინსი და მაისური აღარ
აცვია, ნაცნობ სლაქსებსა და გახამებულ თეთრ პერანგშია გამოწ-
ყობილი, თუმცა ჯერ არ შეუკრავს ღილები, მფრინავის ფორმას იც-
ვამს.
– მფრინავი ხარ? – ვეუბნები საგონებელში ჩავარდნილი. უცნა-
ურია, რატომღაც აღტაცებული ხმა მაქვს.
მაილსი თავს მიქნევს და შედის სამრეცხაოში, რომელიც სამზა-
რეულოს გაგრძელებაა.
– კორბინსაც ამიტომ ვიცნობ, – მეუბნება, – ერთმანეთი საფრე-
ნოსნო სკოლაში გავიცანით, ერთად ვსწავლობდით, – მაილსი სამ-
ზარეულოში ბრუნდება სარეცხით სავსე კალათით, რომელსაც მაგი-
დაზე დებს, – ის კარგი ბიჭია!
პერანგი ისევ არა აქვს შეკრული.
მუცელზე დავცქერი.
შეწყვიტე მის მუცელზე ცქერა!
ღმერთო, იდეალური პრესი აქვს, მუცლის კუნთების ლამაზად
გამოკვეთილი ხაზები ლათინურ V-ს ფორმას ხაზავს და წვერით ისე
უჩინარდება ჯინსში, თითქოს იდუმალ მიზანზე მიანიშნებს.
ღმერთო ჩემო, ტეიტ, მოსწყვიტე მზერა მის წყეულ შარვლის
უბეს!
მაილსი პერანგს იკრავს, მე კი სუპერადამიანის ძალას ვიკრებ
და ისევ სახეზე გადამაქვს მზერა.
ფიქრები...
სადღაც დავქროდი, მაგრამ ეს ფიქრებიც გაქრა.
იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ მაილსი მფრინავია?
მაგრამ ამას რატომ უნდა მოვეხიბლე?
დილონი რომ მფრინავია, ამან არ მომხიბლა, თუმცა როდესაც
ეს ამბავი მამცნო, ხელში სარეცხით სავსე კალათა არ ეჭირა და არც

51
ტორსი ჰქონია გაშიშვლებული.
მფრინავი ბიჭი ხელში სარეცხის კალათითა და შიშველი ტორ-
სით მართლაც შთამბეჭდავი სანახავია!
მაილსი უკვე ფორმაშია გამოწყობილი. ახლა ფეხსაცმელს იც-
ვამს, მე კი ისე ვუყურებ, თითქოს თეატრში ვიყო და ის იყოს სპექ-
ტაკლის მთავარი გმირი.
– მერე, არ გეშინია? – ვეკითხები და როგორღაც თავს ვუყრი აზ-
რებს, – შენ ხომ ბიჭებთან ერთად დალიე ლუდი, ნუთუ ამ მდგომა-
რეობაში შეგიძლია თვითმფრინავის გაკონტროლება?
მაილსი ქურთუკს იკრავს და იატაკიდან სპორტულ ჩანთას იღე-
ბს:
– მე მხოლოდ წყალს ვსვამდი, – მეუბნება, სანამ სამზარეულო-
დან გამოვა, – საერთოდაც, დიდად არ ვსვამ, განსაკუთრებით კი მუ-
შაობის წინ ვარიდებ თავს სასმელს.
ვიცინი და სასტუმრო ოთახიდან გასვლისას უკან მივყვები, თან
ჩემს ნივთებს ვიღებ მაგიდიდან:
– მგონი, დაგავიწყდა, ერთმანეთი როგორ გავიცანით! – ვეუბნე-
ბი, – გადმოსვლის-დღე? ვიღაც-რომ-გალეშილიეგდო-დერეფანში-
ის-დღე?
მაილსი კარს აღებს და გარეთ მიშვებს:
– აზრზე არა ვარ, რაზე ლაპარაკობ, ტეიტ, – მეუბნება, – ჩვენ
ხომ ერთმანეთი ლიფტში გავიცანით, არ გახსოვს?
ვერ ვხვდები, მეხუმრება თუ არა, რადგან არც იღიმის, არც თვა-
ლები უბრწყინავს.
მაილსი კარს ხურავს, მე გასაღებს ვაწვდი, რომ ჩაკეტოს, შემდეგ
ჩემს ბინაში შევდივარ.
– ტეიტ!
ლამის თავი მოვაჩვენო, რომ ვერ გავიგონე, ისევ რომ გაიმეო-
როს ჩემი სახელი, ამის ნაცვლად კი მისკენ ვტრიალდები და თავს
ვიკატუნებ, თითქოს ეს მამაკაცი სულ არ მაღელვებს!
– იმ ღამეს გულისხმობ, დერეფანში რომ მიპოვე? ეს გამონაკლი-
სი იყო, ძალიან იშვიათი გამონაკლისი!

52
არის რაღაც, რასაც მისი თვალები და შესაძლოა მისი ხმაც კი მა-
ლავს. მაილსი კარის წინ ჩერდება, შემდეგ კი ლიფტისკენ აპირებს
წასვლას, თუმცა ცოტა ხანს მელოდება, აინტერესებს, პასუხად თუ
ვეტყვი რამეს. ალბათ, აჯობებს დავემშვიდობო და უსაფრთხო ფრე-
ნა ვუსურვო, მაგრამ შეიძლება ეს ცუდად ენიშნოს. უბრალოდ, ღამე
მშვიდობისა რომ ვუთხრა, ესეც საკმარისი იქნება.
– გამონაკლისი რეიჩელს უკავშირდება?
ჰო, სწორედ ამის თქმა ვარჩიე!
რატომ წამომცდა ეს შეკითხვა?
მაილსს პოზა ეცვლება, ისე ქვავდება, თითქოს ჩემმა სიტყვებმა
მეხი დასცა. ჩემმა ნათქვამმა სწორედ იმიტომ დააბნია, ცხადია, არა-
ფერი ახსოვს, რა მოხდა იმ ღამით.
სწრაფად, ტეიტ, ეცადე ყველაფერი გამოასწორო!
– ვიღაც სხვა გეგონე, სახელად რეიჩელი, – ვბუტბუტებ და ვცდი-
ლობ როგორმე სიტუაცია განვმუხტო, – უბრალოდ, ვიფიქრე, თქვენ
ორს შორის რამე ხომ არ მოხდა.
მაილსი ლრმად სუნთქავს და ცდილობს მღელვარება არ გაამ-
ჟღავნოს. აშკარად გავანერვიულე!
როგორც ჩანს, რეიჩელზე არ საუბრობს.
– ღამე მშვიდობისა, ტეიტ, – მეუბნება და ზურგს მაქცევს.
ვერ ვხვდები, რა მოხდა. თავი უხერხულად იგრძნო? გაბრაზდა?
დადარდიანდა?
რაც უნდა იყოს, მაცოფებს ის, რაც ჩავიდინე, მაცოფებს უხერხუ-
ლობა, ჩემი კარიდან ლიფტის კარამდე, იმ ადგილამდე არსებულ
სივრცეს რომ ავსებს, სადაც მაილსი დგას!
ბინაში შევდივარ და კარს ვკეტავ, მაგრამ უხერხულობის შეგ-
რძნება აქაც თან მდევს, დერეფანში ვერ დავტოვე.

53
თავი 6

მაილსი

ექვსი წლის წინ

ვვახშმობთ, მაგრამ უხერხულად. ლიზა და მამა ცდილობენ გვე-


საუბრონ, მაგრამ არც ერთი არა ვართ ლაპარაკის ხასიათზე, ჩვენს
თეფშებს დავცქერით და ჩანგლებით ვაწვალებთ საჭმელს.
ჭამა არ გვინდა.
მამა ლიზას ეკითხება, უკანა ეზოში ხომ არ დავსხდეთო.
ლიზა წინააღმდეგი არ არის და რეიჩელს სთხოვს მაგიდის ალა-
გებაში დამეხმაროს.
რეიჩელი თანხმდება.
თეფშები სამზარეულოში გაგვაქვს.
ჩუმად ვართ.
რეიჩელი მაგიდისკენ იხრება, მე კი ჭურჭელს ვაწყობ სარეცხ
მანქანაში.
რეიჩელი მიყურებს და ხვდება, რომ ყველანაირად ვცდილობ ყუ-
რადღება არ მივაქციო. ვერ ხვდება, რომ ის ჩემთვის ყველგანაა,
ყველაფერშია, ნებისმიერი საგანი რეიჩელად იქცა.
და ეს მანადგურებს.
ჩემი ფიქრები ფიქრებს აღარ ჰგავს.
ფიქრებიც კი რეიჩელია.
ვერ შეგიყვარებ, რეიჩელ!
ნიჟარას ვუყურებ – მინდა რეიჩელს ვუყურებდე!
ვსუნთქავ – მინდა რეიჩელით ვსუნთქავდე!
თვალებს ვხუჭავ – მხოლოდ რეიჩელს ვხედავ.
ხელებს ვიბან – მინდა მხოლოდ რეიჩელს შევეხო.
ხელებს პირსახოცზე ვიმშრალებ, სანამ შევტრიალდები მისკენ
და თვალს გავუსწორებ. რეიჩელს ხელები მაგიდისთვის ჩაუვლია,

54
მე გულზე მაქვს დაკრეფილი.
‒ ყველაზე უარესი მშობლები არიან მსოფლიოში! – ჩურჩუ-
ლებს...
ხმა გაბზარული აქვს, გული – გატეხილი.
– საზიზღრები, – ვეუბნები მე.
რეიჩელი იცინის.
შენი სიცილი არ უნდა შემიყვარდეს, რეიჩელ!
რეიჩელი ოხრავს და მე მისი ოხვრაც მიყვარდება.
– რამდენი ხანია, ერთმანეთს ხვდებიან? – ვეკითხები.
გულახდილად მეტყვის!
რეიჩელი მხრებს იჩეჩს:
– დაახლოებით ერთი წელი იქნება, თავიდან ერთმანეთისგან
შორს ცხოვრობდნენ და იშვიათად ხვდებოდნენ, მერე დედა აქეთ
გადმოვიდა, მასთან ახლოს რომ ყოფილიყო.
ვგრძნობ, როგორ სტკივა გული დედას.
მამა გვეზიზღება!
‒ ერთი წელი იქნება? – ვეკითხები, – დარწმუნებულიხარ?
რეიჩელი თავს მიქნევს.
მან არაფერი იცის დედაჩემის შესახებ და ვერც ვეტყვი
– რეიჩელ!
მის სახელს ხმამაღლა ვამბობ, სწორედ ისე, როგორც თქმას
ვნატრობ მისი გაცნობის პირველივე წამიდან.
რეიჩელი ისევ მე მიყურებს, ყელს იწმენდს და მძიმედ მეუბნება:
– ჰო!
მისკენ ვდგამ ნაბიჯს.
რეიჩელის სხეული ამაზე რეაგირებს, ის ოდნავ მაღალია ჩემზე.
არც ისე მძიმედ სუნთქავს, ლოყებიც არც ისე უწითლდება, მაგრამ
ჩემთვის ესეც საკმარისია. ხელს ვხვევ წელზე და მის თვალებს ვეძებ
მზერით. ისინი არას არ მეუბნებიან, მეც ვმოქმედებ. ჩემი ტუჩები რე-
იჩელისას რომ ეხება, ერთდროულად თავს კარგადაც ვგრძნობ და
ცუდადაც, სწორადაც ვიქცევი, არასწორადაც და იმავდროულად, ეს
შურისძიებაცაა.

55
რეიჩელი ოხრავს და სუნთქვას მპარავს, მე კი მის სხეულს შთავ-
ბერავ სულს, ენებით ვეხებით ერთმანეთს, დანაშაულის გრძნობა
გვერევა და თითებს ისეთ თმაში ვუცურებ, როგორითაც ღმერთმა
მხოლოდ ის დააჯილდოვა.
ჩემი ახალი საყვარელი სურნელი რეიჩელია.
ჩემი ახალი ფავორიტი რეიჩელია.
მინდა რეიჩელი ჩემ გვერდით იყოს დაბადების დღეზე, რეიჩელ-
თან ერთად გავატარო შობა, რეიჩელის მეწყვილე ვიყო სკოლის
დამამთავრებელ წვეულებაზე.
რეიჩელ, რეიჩელ, რეიჩელ,
ყოველთვის მეყვარები, რეიჩელ!
სახლის უკანა კარი იღება.
რეიჩელს ვათავისუფლებ.
ისიც მშორდება, მაგრამ ფიზიკურად. ისევ მას ვგრძნობ ყველ-
გან.
თვალს ვაშორებ, მაგრამ ყველაფერი რეიჩელია.
ლიზა სამზარეულოში შემოდის, ბედნიერი ჩანს.
მას აქვს ბედნიერების უფლება, ის არ მომკვდარა!
ლიზა რეიჩელს ეუბნება, შინ დაბრუნების დროაო.
მე ორივეს ვემშვიდობები, მაგრამ ყოველი ჩემი სიტყვა მხოლოდ
რეიჩელს ეკუთვნის.
მან ეს იცის.
ჭურჭლის რეცხვას ვამთავრებ.
მამას ვეუბნები, ლიზა მშვენიერი ქალია-მეთქი.
ჯერ არ ვეუბნები, რომ მეზიზღება. შეიძლება არც არასოდეს ვუთ-
ხრა, არ ვიცი, კარგს რას მომიტანს მისთვის იმის გამხელა, რომ
ამიერიდან სულ სხვანაირ ადამიანად ვთვლი.
ახლა ის ჩემთვის... ერთი უბრალო ადამიანია. ალბათ, სწორედ
ასეთი ამბები გვაქცევს ნამდვილ მამაკაცებად – იმის გაცნობიერე-
ბა, რომ მამაშენს შენზე მეტი არაფერი გაეგება ამ ცხოვრების.
ოთახში შევდივარ, მობილურს ვიღებ და რეიჩელს შეტყობინებას
ვწერ.

56
მე: „ხვალ საღამოს არ შევხვდეთ ერთმანეთს?“
რეიჩელი: „მშობლები მოვატყუოთ?“
მე: „შეგიძლია შვიდ საათზე შემხვდე?“
რეიჩელი: „ჰო!“
მე: „რეიჩელ!“
რეიჩელი: „რაო?“
მე: „ღამე მშვიდობისა“.
რეიჩელი: „ღამე მშვიდობისა, მაილს!“
ტელეფონს ვთიშავ, რადგან მინდა ეს ამაღამ მიღებული უკანას-
კნელი შეტყობინება იყოს. თვალებს ვხუჭავ.
მიყვარდები, რეიჩელ!

57
თავი 7

ტეიტი

ორი კვირაა, რაც ბოლოს ვნახე მაილსი, მაგრამ სულ ორი წამია
გასული მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ვფიქრობდი მასზე. ისიც
კორბინივით ბევრს მუშაობს და მიუხედავად იმისა, ჩემი ძმის ბინაში
მარტო ყოფნა მსიამოვნებს, ისიც მიხარია, როცა კორბინი არ მუშა-
ობს და შინ ხმის გამცემი მყავს. კარგი იქნებოდა, კორბინი და მაილ-
სი ერთდროულად ისვენებდნენ ხოლმე, მაგრამ რაც აქ ვცხოვრობ,
ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
დღემდე.
– მამამისი მუშაობს და მაილსი ორშაბათამდე ისვენებს, – ამ-
ბობს კორბინი.
აქამდე აზრზე არ ვიყავი, კორბინი მაილსის ჩვენი მშობლების
სახლში დაპატიჟებას თუ აპირებდა „მადლიერების დღეზე“, ის კი
მის კარზე აკაკუნებს ახლა და მეუბნება:
– სხვა საქმე მაინც არაფერი ექნება!
მგონი, თავს ვუქნევ ჩემს ძმას, მაგრამ მაშინვე ლიფტისკენ მივ-
დივარ, მეშინია, მაილსი კარს რომ გააღებს, არ შემატყოს, როგორ
მიხარია მისი ჩვენთან წამოსვლის ამბავი.
ლიფტში კედელს ვეყუდები, მაილსი და კორბინიც შემოდიან. მა-
ილსი თავის დაქნევით მესალმება, მეტს ვერაფერს იმეტებს ჩემ-
თვის. ბოლოს რომ დაველაპარაკე, უხერხულ მდგომარეობაში ჩა-
ვაგდე, ამიტომ მეც არაფერს ვეუბნები, თან ვცდილობ არ ვუყურო,
მაგრამ ეს მეტისმეტად რთულია, სხვა რამეზე ყურადღების გადატა-
ნა მიჭირს. მაილსს უბრალოდ აცვია – ჯინსი და მაისური წარწერით
„49-ერს“, ბეისბოლის კეპიც ახურავს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ
ვერ ვაშორებ თვალს – ყოველთვის ის ბიჭები მიზიდავდა სხვებზე მე-
ტად, რომლებიც ხაზგასმით არ ცდილობდნენ გამოჩენილიყვნენ
მომხიბლავები.

58
მზერას ვაშორებ მის ტანსაცმელს და ახლა ის მიყურებს.
არ ვიცი, რა გავაკეთო, უხერხულად გავიღიმო თუ მზერა ავარი-
დო, ამიტომ მის მეთოდს მივმართავ, ველოდები, როდის გაიხედავს
სხვა მხარეს.
ის კი მაინც ჩემს ყურებას განაგრძობს, უხმოდ მათვალიერებს,
სანამ ლიფტით ჩავდივართ ქვემოთ და მეც ჯიუტად არ ვარიდებ მზე-
რას.
პირველ სართულზე ჩავდივართ თუ არა, პირველი გავდივარ
ლიფტიდან და შვებით ვსუნთქავ, რადგან ბოლო სამოცი წამია, არ
ამომისუნთქავს.
– სად მიბრძანდებით სამივენი? – გვეკითხება ლიფტიდან გამო-
სულებს კეპი.
– სან-დიეგოში, – ეუბნება კორბინი, – თქვენ რა გეგმა გაქვთ
„მადლიერების დღისთვის“?
– ვფიქრობ, ფრენებით დატვირთული სამუშაო დღე მექნება, –
ეუბნება კეპი, – ალბათ, ისევ სამსახურში მომიწევს ყოფნა, – კეპკი
მე მიკრავს თვალს, მეც იმავეთი ვუპასუხებ, სანამ ყურადღებას მა-
ილსზე გადაიტანს:
– შენ საით, შვილო? – ეკითხება, – შენც შინ მიდიხარ?
მაილსი ისე უყურებს კეპს, როგორც მე მიყურებდა ლიფტში. იმე-
დი მიცრუვდება, რადგან ლიფტში ყოფნისას ჩავთვალე, რომ მასაც
ისევე მოვწონდი, როგორც მე მომწონს. ახლა, როდესაც ვხედავ მის
კეპისკენ მიმართულ დაჟინებულ მზერას, თითქმის დარწმუნებული
ვარ, რომ მოწონება არაფერ შუაშია. მაილსი ყველას ასე უყურებს,
ხუთი წუთის განმავლობაში უხერხული დუმილი დგება, რადგან არც
ერთი აღარ იღებს ხმას, იქნებ მაილსს კეპის მიმართვა, „შვილო“ არ
ესიამოვნა?
– ბედნიერ „მადლიერების დღეს“ გისურვებ, კეპ,– ეუბნება ბო-
ლოს მაილსი და თავსაც არ იწუხებს კითხვაზე პასუხის გაცემით.
შემდეგ ტრიალდება და კორბინთან ერთად კვეთს ვესტიბიულს.
მე კეპს ვუყურებ და მხრებს ვიჩეჩ:
– იღბალი მისურვეთ, – ვეუბნები ხმადაბლა, – ალბათ, მისტერ

59
არჩერს ცუდი დღე ჰქონდა და ხასიათზე არ არის!
კეპი მიღიმის:
– არა, – მეუბნება და თავის სკამს უბრუნდება, – უბრალოდ,
ზოგს შეკითხვები არ სიამოვნებს, – ჯდება, სალუტით მემშვიდობება,
მეც იმავეთი ვუპასუხებ და გარეთ გავდივარ.
ვერ ვხვდები, კეპი მაილსის სიუხეშეს იმიტომ ამართლებს, რომ
მოსწონს ეს ბიჭი, თუ, უბრალოდ, ყველას ასე ამართლებს ხოლმე.
– მე დავჯდები საჭესთან, – ეუბნება მაილსი კორბინს, როდესაც
მანქანას ვუახლოვდები, – ვიცი, არ გამოგიძინია, შეგიძლია ხვალ
მართო მანქანა.
კორბინი თანხმდება, მაილსი მძღოლის მხარეს კარს აღებს, მე
უკან ვჯდები, მაგრამ ადგილს ვარჩევ, არ ვიცი, სად მოვკალათდე,
მაილსის უკან, შუაში თუ კორბინის უკან.
სადაც უნდა დავჯდე, მაილსს ყველგან ვგრძნობ.
ის ყველგანაა, ყველაფერი მაილსია!
ასე ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს ვინმე მოსწონს.
მინდა თუ არა, მაილსი მაშინაც კი ყველგანაა, როცა არსადაა.
საინტერესოა, მეც ყველგან ვარ თუ არა მისთვის, მაგრამ დიდ-
ხანს არ მიტრიალებს თავში ეს შეკითხვა. ყოველთვის ვხვდები
ხოლმე, როდესაც ბიჭებს მოვწონვარ,
მაილსზე კი ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. სწორედ ამის გამო მინ-
და მივხვდე, როგორ ამოვიგდო თავიდან. ყველაზე ნაკლებად მჭირ-
დება ახლა, როდესაც სამსახურსა და კოლეჯს შორის ძლივს ვანაწი-
ლებ დროს, სულელურად შემიყვარდეს ეს ბიჭი.
ხელჩანთიდან სქელყდიან წიგნს ვიღებ და კითხვას ვიწყებ. მა-
ილსი რადიოს რთავს, კორბინი კი სავარძელს სწევს და ფეხებს მან-
ქანის ხელსაწყოთა დაფაზე ალაგებს:
– სანამ არ ჩავალთ, არ გამაღვიძოთ, – გვეუბნება და კეპს თვა-
ლებზე იფარებს.
ვუყურებ მაილსს, რომელიც უკანა ხედვის სარკეს ასწორებს,
შემდეგ უკან იხედება, მანქანა რომ მოატრიალოს, და შემთხვევით
ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება.

60
– მოხერხებულად მოეწყვე? – მეკითხება, სანამ ვუპასუხებ, ისევ
წინ იწყებს ყურებას, მანქანას ძრავს და მხოლოდ უკანა ხედვის სარ-
კიდან მიყურებს.
‒ ჰო, – ვეუბნები და გაღიმებას ვცდილობ. არ მინდა იფიქროს,
არ სიამოვნებს, მათთან რომ მივდივარ სტუმრადო, მაგრამ, რა
ვქნა, მიჭირს გახსნა მასთან.
მაილსი წინ იხედება, მეც წიგნს ვუბრუნდები.
ოცდაათი წუთის შემდეგ მანქანის მოძრაობასთან ერთად კითხვა
სულ უფრო მიძნელდება და თავი მტკივდება. წიგნს გვერდზე ვდებ
და სავარძელს ვეყრდნობი, თავს უკან ვხრი, ფეხებს კი მაილსსა და
კორბინს შორის, კონსოლზე ვალაგებ. მაილსი ისევ უკანა ხედვის
სარკიდან მიყურებს და მეჩვენება, რომ მისი თვალები ხელებია,
რომლებიც ჩემი სხეულის ყოველ გოჯს მიუყვება.
მაილსი სულ ორი წამით აჩერებს ჩემზე მზერას, შემდეგ ისევ
გზას გასცქერის.
მეზიზღება ასეთი ქცევა!
აზრზე არა ვარ, თავში რა უტრიალებს. არასოდეს იღიმება, არა-
სოდეს იცინის, არასოდეს არშიყობს. ისეთი სახე აქვს, თითქოს მუ-
ზარადი ახურავს, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან მიჯნავს.
ჩუმი ბიჭები ყოველთვის მომწონდა. განსაკუთრებით იმიტომ,
რომ ბიჭების უმრავლესობას ბევრი ლაპარაკი უყვარს, და რთულია
იმ ყველაფრის მოსმენა, რაც ენაზე ადგებათ.
მაილსი იძულებულს მხდის ვინატრო, სრულიად საპირისპირო
ტიპი იყოს და არა ასეთი წყნარი. მინდა ვიცოდე, რა ფიქრები უტრია-
ლებს თავში, განსაკუთრებით ის მაინტერესებს, ახლა რას ფიქ-
რობს, რას მალავს ამ შეუვალი, მტკიცე გამომეტყველების უკან.
ისევ ვუყურებ მის გამოსახულებას უკანა ხედვის სარკეში და
ვცდილობ გამოვიცნო, როგორი ადამიანია, როდესაც ვამჩნევ, რომ
მიყურებს. მობილურს დავცქერი, თავს უხერხულად ვგრძნობ, რად-
გან შენიშნავდა, მეც რომ ვუყურებდი. ეს სარკეც მაგნიტივითაა, ამ
წყეულ თვალებს ვერაფრით ვაშორებ.
მეორედ რომ ვიხედები სარკეში, ისევ მიყურებს.

61
ისევ ქვემოთ ვხრი თავს.
ჯანდაბა!
მგონი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდხანს ვმგზავრობ.
სამი წუთი ვიკავებ თავს, შემდეგ ისევ ვუყურებ.
ჯანდაბა, ისიც მიყურებს!
ვიღიმი, მართობს ეს თამაში.
ისიც იღიმის.
ისიც
იღიმის!
მაილსი ისევ გზას უყურებს, მაგრამ ღიმილი რამდენიმე წამით
რჩება სახეზე. ეს იმიტომ ვიცი, რომ ისევ ვერ ვაშორებ თვალს. მინ-
და სურათი გადავუღო, სანამ ღიმილს შეწყვეტს, მაგრამ უცნაური იქ-
ნება.
ხელის ჩამოდებას აპირებს კონსოლზე, მე კი ისევ ფეხები მიწ-
ყვია ზედ.
– მაპატიე, – ვცდილობ წამოვიწიო და ფეხები მოვაშორო.
მაილსი შიშველ ტერფზე მკიდებს ხელს და მაჩერებს:
– არა უშავს, – მეუბნება.
ხელი ისევ არ გაუშვია და მეც ზედ დავცქერი. ღმერთო დიდებუ-
ლო, ცერს ამოძრავებს, სრულიად გაცნობიერებულად მისვამს ტერ-
ფზე. თეძო მეკუმშება, წყვეტილად ვსუნთქავ, ფეხები მეძაბება, რად-
გან, დასწყევლოს ღმერთმა, შემიძლია თავი დავდო, რომ ეს შემ-
თხვევითი მოძრაობა არ არის. ლოყაზე ვიკბენ, რომ არ გამეცინოს.
ვფიქრობ, მაინც გიზიდავ, მაილს!

***

მშობლების სახლში რომ მივდივართ, მამა კორბინსა და მაილსს


საშობაო ნათურების დაკიდებას ავალებს. მე ნივთები სახლში შე-
მაქვს და ბიჭებს ჩემს ოთახს ვუთმობ, რადგან მხოლოდ იქ დგას ორი
საწოლი. თვითონ კორბინის ძველ ოთახში ვბინავდები, შემდეგ სამ-

62
ზარეულოში ჩავდივარ, დედას რომ მივეხმარო ვახშმის სამზადისში.
„მადლიერების დღეს“ ყოველთვის მოკრძალებულად აღვნიშ-
ნავდით. დედასა და მამას არ მოსწონდათ იმაზე ფიქრი, თუ რომელი
მათგანის ოჯახში ჯობდა სტუმრობა, თან მამას იშვიათად უხდებოდა
ამ დღეს შინ ყოფნა, რადგან მფრინავებისთვის დღესასწაულები უფ-
რო დატვირთული სამუშაო დღეებია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა
დედამ, შინ დავრჩენილიყავით და ყოველ „მადლიერების დღეზე“
მხოლოდ მე, კორბინი, დედა და მამა ვიყავით. მამა მაშინ, როდესაც
მუშაობა არ უწევდა. შარშან, მაგალითად, მხოლოდ მე და დედამ
ვიდღესასწაულეთ, რადგან მამაც მუშაობდა და კორბინიც.
წელს ოთხივენი ერთად ვართ.
და მაილსიც.
უცნაურია მისი ჩვენთან ყოფნა. დედა ბედნიერია მისი გაცნო-
ბით, გამოდის, წინააღმდეგი არ არის, სტუმარი რომ გვყავს, მამას
ყველა უყვარს და ბედნიერზე მეტია, რადგან საშობაო ნათურების
დასაკიდებლად დამხმარე ემატება. მოკლედ, მესამე მამაკაცის
ყოფნა ჩვენს ოჯახში მასაც ოდნავადაც არ აწუხებს.
დედა მოხარშული კვერცხით სავსე ქვაბს მაწვდის. მეც მათ გაფ-
ცქვნას ვიწყებ, რადგან მათ შეკაზმვა-გამოტენას ვაპირებთ. დედა
სამზარეულოს მაგიდაზე თავს ხელებზე აყრდნობს და შემომცქერის:
– ეს მაილსი რა სიმპათიური ბიჭია, – მეუბნება და წარბს სწევს.
მოკლედ, დედაზე რამდენიმე სიტყვა უნდა გითხრათ. ის დიდებუ-
ლი დედაა. ნამდვილად დიდებული, მაგრამ მასთან ყოველთვის მე-
უხერხულებოდა ბიჭებზე საუბარი. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო,
როდესაც თორმეტი წლის შევსრულდი და მენსტრუალური ციკლი
დამეწყო. დედა ისე ააღელვა ამ ამბავმა, რომ სამ მეგობარს დაურე-
კა და ახარა, სანამ ამიხსნიდა, რა ჯანდაბა მჭირდა. მეც მალე მივ-
ხვდი, რომ ის, რასაც დედა მოჰკრავდა ყურს, ძნელად თუ დარჩებო-
და საიდუმლოდ.
– ჰო, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის,– ვცრუობ, უსირცხვილოდ
ვცრუობ, რადგან მაილსი მართლაც სიმპათიურია. მოოქროსფრო-
ყავისფერი თმა აქვს, მომნუსხავი ცისფერი თვალები, ფართო მხრე-

63
ბი, ოდნავ წამოზრდილი წვერი, რადგან რამდენიმე დღეა, ისვენებს,
თან ყოველთვის ფანტასტიკური სუნი ასდის, გეგონება, ეს-ესაა საშ-
ხაპიდან გამოვიდა და პირსახოცით შეიშრო სხეული.
ო, ღმერთო ჩემო!
რა ჯანდაბა ვარ ამის შემდეგ?
– შეყვარებული ჰყავს?
მხრებს ვიჩეჩ:
– არც კი ვიცი, დედა, – ქვაბი ნიჟარისკენ მიმაქვს და კვერცხებს
ცივ წყალს ვავლებ, რომ კარგად გაიფცქვნას, – მამას როგორ მოს-
წონს პენსიაზე ყოფნა? – ვეკითხები და ასე ვცდილობ საუბრის სხვა
თემაზე გადატანას. დედა მრავალმნიშვნელოვნად იღიმება, რაც მე-
ზიზღება. მოკლედ, საჭირო არ არის მას რამე ვუამბო, დედაჩემია და
ისედაც ყველაფერს ხვდება.
ვწითლდები, შემდეგ ვტრიალდები და წყეული კვერცხების გაფ-
ცქვნას ვასრულებ.

64
თავი 8

მაილსი

ექვსი წლის წინ

– ამაღამ იანთან მივდივარ, – ვეუბნები მამას. მას ფეხებზე ჰკი-


დია, თვითონ ლიზასთან მიდის, მისი გონება ლიზასთან ტრიალებს.
ლიზა მისთვის ყველაფერია. ადრე კეროლი იყო მისთვის ყველა-
ფერი. ზოგჯერ მისთვის ყველაფერი კეროლი და მაილსიც იყო, ახ-
ლა ლიზაა მისთვის ყველაფერი.
არა უშავს, რადგან ჩემი ყველაფერი ის და კეროლი იყო ადრე.
ახლა ასე აღარ არის.
რეიჩელს ვწერ, იქნებ შეხვედრა შეძლო-მეთქი.
მეუბნება, ლიზა ამწუთას წამოვიდა თქვენთან, შეგიძლია გამო-
მიარო და წავიდეთ სადმეო.
მათთან რომ მივდივარ, არ ვიცი, მანქანიდან გადმოვიდე თუ
არა, არ ვიცი, უნდა თუ არა ეს რეიჩელს.
გადმოვდივარ.
კართან მივდივარ და ვაკაკუნებ. არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, კარს
რომ გამიღებს, ჩემი არსების ნაწილს სურს ბოდიში მოუხადოს კოც-
ნის გამო, მეორე ნაწილს კი მილიონი შეკითხვის დასმა სურს. ერთი
სული მაქვს, ყველაფერი შევიტყო მის შესახებ, მესამე, ყველაზე დი-
დი ნაწილი კი ისევ მისი კოცნის სურვილით იწვის, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც კარი იღება და ვხედავ.
– ხომ არ შემოხვალ? – მეკითხება, – დედა, სულ ცოტა, რამდე-
ნიმე საათს არ მოვა.
თავს ვუქნევ. ნეტავ მასაც ისე თუ მოსწონს ჩემი თავის დაქნევა,
როგორც მე მომწონს მისი?
რეიჩელი კარს ხურავს. მე ოთახს ვათვალიერებ.
პატარა ბინაა, ასეთ პატარა სახლში არასოდეს მიცხოვრია. რაც
უფრო მომცროა საცხოვრებელი, მით მეტად უყვართ ხოლმე ერთმა-

65
ნეთი ოჯახის წევრებს.
უსიყვარულობისთვის ადგილი არ ჰყოფნით. ნეტავ მე და მამასაც
უფრო პატარა სახლში გვეცხოვრა, ისეთ სახლში, სადაც იძულებუ-
ლი ვიქნებოდით, ერთმანეთთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით, სა-
დაც არ დაგვჭირდებოდა თავის დაჯერება იმაში, რომ დედის გარ-
დაცვალებამ არც ისე დიდი სიცარიელე დაგვიტოვა.
რეიჩელი სამზარეულოში შედის და მეკითხება, რამეს ხომ არ
დალევო.
მე უკან მივყვები და ვეკითხები, რა აქვს, ის კი მეუბნება, თითქმის
ყგელაფერი მაქვს რძის, ჩაის, გაზიანი სასმლის, ყავის, წვენისა და
ალკოჰოლის გარდაო:
– იმედია, წყალი გიყვარს, – დასძენს და იცინის.
მეც ვიცინი.
– წყალი? შესანიშნავია, პირველ რიგში·სწორედ მას ვარჩევდი!
რეიჩელს ჩემთვისაც მოაქვს ჭიქით წყალი და თავისთვისაც, მა-
გიდასთან პირისპირ ვსხდებით და ერთმანეთს მივმტერებივართ.
არ უნდა მეკოცნა წუხელ!
– არ უნდა მეკოცნა წუხელ, რეიჩელ!
– მე არ უნდა მომეცა ამის უფლება! – მეუბნება ის.
ისევ ერთმანეთს ვუყურებთ. მაინტერესებს, ისევ თუ მომცემს
კოცნის ნებას. იქნებ აჯობებს, წავიდე?
– ამ ამბავს ადვილად მოვაგვარებთ! – ვეუბნები.
ვცრუობ.
– არა, ვერ მოვაგვარებთ!
მართალს ამბობს.
– ფიქრობ, დაქორწინდებიან?
რეიჩელი თავს მიქნევს. რატომღაც ეს თავის დაქნევა ნაკლებად
მსიამოვნებს, არც ის შეკითხვა მხიბლავს, რომელზეც ასეთ პასუხს
მცემს:
– მაილს!
რეიჩელი ფეხებს დასცქერის, ჩემს სახელს კი ისე წარმოთქვამს,
თითქოს თოფი იყოს, რომელიც გამაფრთხილებლად გაისროლა,

66
და უნდა გავიქცე.
მეც ფეხზე ვხტები:
– რაო?
– ეს ბინა ერთი თვით ვიქირავეთ. დედა საუბრობდა გუშინ მობი-
ლურზე და გავიგონე, – რეიჩელი მიყურებს, – ორ კვირაში თქვენ-
თან გადმოვდივართ.
ფეხზე წამომხტარი და გასაქცევად გამზადებული მაშინვე წინა-
ღობას ვაწყდები.
რეიჩელი ჩემთან გადმოდის.
ჩემს სახლში იცხოვრებს.
დედამისმა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი სიცარიე-
ლე უნდა ამოავსოს.
თვალებს ვხუჭავ. ისევ რეიჩელს ვხედავ.
თვალებს ვახელ. რეიჩელს მივშტერებივარ.
ვტრიალდები და მაგიდას ვებღაუჭები. თავჩაქინდრულმა არ ვი-
ცი, რა გავაკეთო. არ მინდა რეიჩელი მომწონდეს.
არ მინდა შემიყვარდე, რეიჩელ!
სულელი არა ვარ. ვიცი, რა შეუძლია ვნებას.
ვნება იმას ითხოვს, რაც მიუწვდომელია.
ჩემს ვნებას რეიჩელი სწყურია.
გონებას სურს რეიჩელი გამეცალოს.
გონების მხარეს ვარ და ისევ რეიჩელისკენ ვტრიალდები:
– ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, – ვეუბნები, – ჩვენი ერთმანე-
თისაკენ ლტოლვა კარგად არ დასრულდება!
‒ ვიცი, – მეჩურჩულება.
– როგორ შევჩერდეთ? – ვეკითხები.
რეიჩელი ისე მიყურებს, ვფიქრობ, იმედი აქვს, მე თვითონ ვუპა-
სუხებ საკუთარ შეკითხვას.
მე კი არ შემიძლია.
დუმილი.
დუმილი.
დუმილი.

67
ხმამაღალი, გამაყრუებელი დუმილი...
მინდა ყურებზე ხელები ავიფარო.
მინდა გული აბჯრით დავიფარო.
არც კი გიცნობ, რეიჩელ!
– უნდა წავიდე, – ვეუბნები.
‒ კარგი, – მესმის რეიჩელის პასუხი.
თვალს ვერ ვაშორებთ ერთმანეთს.
იქნებ იმდენი ვუყურო, რომ დავიღალო.
მინდა მისი გემო ვიგრძნო.
იქნებ საკმარისად რომ გავუსინჯო გემო, დავიღალო მისით.
რეიჩელი არ ელოდება, როდის მივწვდები, შუა გზაში მხვდება.
მის ხელს სახეში ვიქცევ, ის მკლავებში მწვდება და ჩვენი ტუჩები
ერთმანეთს ასკდება თუ არა, ჩვენი დანაშაულის გრძნობაც ერთმა-
ნეთს ეჯახება. ერთმანეთს ვატყუებთ სიმართლის შესახებ.
ერთმანეთს ვეუბნებით, რომ გამოსავალს ვიპოვით...
როდესაც გამოსავალი არ არსებობს.
ჩემი კანი უკეთაა, როდესაც ის ეხება, ჩემი თმა უკეთაა, როდესაც
ის ეხება, ჩემი პირი უკეთაა, როდესაც შიგ მისი ენა ხვდება.
ვნატრობ, ასე სუნთქვა შემეძლოს.
ასე ცხოვრება შემეძლოს.
მასთან ერთად ასე სიცოცხლე უკეთესი იქნება.
რეიჩელი ზურგით მაცივარს ეყრდნობა, მეც მაცივარზე მიდევს
ხელები, მისი თავის აქეთ-იქით. ოდნავ განზე ვიწევი და ვუყურებ.
– მინდა მილიონი შეკითხვა დაგისვა, – ვეუბნები.
იღიმის:
– აჯობებს, ახლავე დაიწყო.
– კოლეჯში სად აპირებ სწავლას?
– მიჩიგანში, – მეუბნება, – შენ?
– აქ ვრჩები ბაკალავრის ხარისსის მისაღებად, შემდეგ მე და ჩე-
მი მეგობარი იანი საფრენოსნო სკოლაში მივდივართ. მფრინავი უნ-
და გამოვიდე. შენ ვინ გინდა გამოხვიდე?
– ბედნიერი ადამიანი! – მეუბნება ღიმილით.

68
შესანიშნავი პასუხია.
– დაბადების დღე როდის გაქვს? – ვეკითხები.
– სამ იანვარს, – მეუბნება, – თვრამეტის ვხდები, – შენ როდის
გაქვს?
– ხვალ, – ვეუბნები, – თვრამეტის ვხდები.
რეიჩელს არ სჯერა, რომ დაბადების დღე ხვალ მაქვს, მეც პირა-
დობის მოწმობას ვაჩვენებ. რეიჩელი მეუბნება, წინასწარ გილოცავ
დაბადების დღესო, და ისევ მკოცნის.
– რა მოხდება, თუ დაქორწინდებიან? – ვეკითხები.
– არასოდეს მიესალმებიან ჩვენს ერთად ყოფნას, მაშინაც კი, თუ
არ დაქორწინდებიან.
მართალია. გაუჭირდებათ მეგობრებისთვის ან ნათესავების-
თვის ამის ახსნა.
– აბა, რატომ ვაგრძელებთ ამ ურთიერთობას, თუ კარგად არ
დასრულდება? – ვეკითხები.
– იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორ შევჩერდეთ.
მართალია.
– შენ შვიდ თვეში მიჩიგანში მიდიხარ, მე აქ, სან-ფრანცისკოში
ვრჩები, იქნებ ესაა გამოსავალი.
თავს მიქნევს:
– შვიდი თვე?
თავს ვუქნევ. მის ტუჩებს ვეხები თითებით, რადგან ეს ის ტუჩებია,
რომლებიც მაშინაც კი ითხოვენ დაფასებას, როდესაც არ კოცნიან.
– შვიდი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ვხვდებოდეთ.
არავის არაფერს ვეტყვით.
შემდეგ... – ვჩუმდები, რადგან არ ვიცი, როგორ წარმოვთქვა
სიტყვა „შევწყვეტთ“.
– შემდეგ შევწყვეტთ, – ჩურჩულებს.
– შემდეგ შევწყვეტთ, – ვეთანხმები.
რეიჩელი თავს მიქნევს და მაშინვე ვხვდები, რომ უკუათვლა იწ-
ყება.
ვკოცნი და თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, რადგან გეგმა გვაქვს.

69
‒ ყველაფერი გამოგვივა, რეიჩელ!
თანხმობის ნიშნად მიღიმის:
– ყველაფერი გამოგვივა, მაილს!
ვაფასებ მის ტუჩებს და საკადრისს მივაგებ.
შვიდი თვე მეყვარები, რეიჩელ!

70
თავი 9

ტეიტი

– ექთანი! – ყვირის კორბინი, რომელიც სამზარეულოში შემო-


დის, უკან მაილსი მოჰყვება. კორბინი განზე დგება და გვანიშნებს
მაილსისკენ, რომელსაც ხელები სისხლით აქვს დაფარული და ია-
ტაკზე წვეთავს. მაილსი ისე მიყურებს, თითქოს ფიქრობს, რომ მე ვი-
ცი, რა უნდა გავაკეთო. აქ ხომ სასწრაფო დახმარება არ არის. ჩემი
სამზარეულოა!
– ხომ ვერ დამეხმარები? – მეუბნება და მაგრად იჭერს ხელს მა-
ჯაზე. იატაკი სისხლის წვეთებით ირწყვება.
– დედა, – ვყვირი, – პირველადი დახმარების ნაკრები მჭირდე-
ბა! – კარადას ვაღებ და ვეძებ ნაკრებს.
– ქვემოთაა, სააბაზანოში, ნიჟარის ქვეშ, – ყვირის დედა.
ბიჭებს სააბაზანოსკენ ვანიშნებ. მაილსი უკან მომყვება. კარა-
დას ვაღებ და ნაკრებს ვიღებ, შემდეგ უნიტაზს ვახურავ თავსახურს
და მაილსს ვანიშნებ, დაჯდეს, მე აბაზანის კიდეზე ვჯდები და ვცდი-
ლობ ხელზე მოვკიდო ხელი:
– რა მოგივიდა? – ჭრილობას ვუსუფთავებ და ვამოწმებ. ღრმაა,
პირდაპირ ხელისგულზეა გადასერილი.
– კიბე იქცეოდა და ხელი წაავლო.
სინანულით ვიქნევ თავს:
‒ არ უნდა წაგევლო ხელი, წაქცეულიყო!
– არ შემეძლო, – მეუბნება, – ზედ კორბინი იყო ასული.
მაილსს ვუყურებ, ისიც იმ თავისი, უცნაურად მკვეთრი ცისფერი
თვალებით მიყურებს. შემდეგ ისევ ხელზე დავხედე
– ნაკერები გჭირდება!
– დარწმუნებული ხარ?
– ჰო, – ვეუბნები, – შემიძლია სასწრაფო დახმარების განყოფი-
ლებაში წაგიყვანო.

71
‒ აქ ვერ დამადებ ნაკერებს?
თავს ვიქნევ:
– აქ საჭირო მარაგი არა მაქვს, თანაც ქირურგიული ნაკერია სა-
ჭირო. საკმაოდ ღრმაა.
მაილსი მეორე ხელით ნაკრების ყუთს ჩხრეკს, ძაფს პოულობს
და მაწვდის:
‒ მოინდომე!
– მაილს, ღილს ხომ არ ვაკერებ!
– მთელ დღეს ვერ გავატარებ სასწრაფო დახმარების განყოფი-
ლებაში, უბრალოდ, ის გააკეთე, რაც შეგიძლია. კარგად ვიქნები.
არც მე მინდა მთელი დღე საავადმყოფოში გაატაროს, თან ეს
იმას ნიშნავს, რომ მაილსს აქ სურს ყოფნა.
– იცოდე. ხელში ინფექცია რომ შეგეჭრას და მოკვდე, ჩემს თავზე
არ ავიღებ პასუხისმგებლობას!
‒ თუ ინფექცია შემეჭრება ხელში და მოვკვდები, გარდაცვლილი
ბრალს ვერაფერში დაგდებ!
–ლოგიკური შენიშვნაა,– ვეუბნები, იარას ისევ ვწმენდ, შემდეგ
საჭირო ნივთებს ვიღებ და მაგიდაზე ვდებ. ვცდილობ მოხერხებუ-
ლად მოვკალათდე, ვდგები და ფეხებს აბაზანაზე ვაწყობ, მაილსს
ხელს ფეხზე ვადებინებ.
ხელს ჩემს ფეხზე ვადებინებ.
ო, ღმერთო!
არა, სანამ მისი ხელი ჩემს ფეხზე მიდევს, არაფერი გამოვა. ხე-
ლები არ უნდა მიკანკალებდეს, მშვიდად უნდა ვიყო, სხვა გზა უნდა
გამოვნახო.
– ასე არ გამოვა! – ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები, შემდეგ
ხელს ვიღებ და მაგიდაზე ვადებინებ, მეც მის წინ ვდგები.
პირველი პოზა მერჩივნა, მაგრამ ასე მისი ხელი ფეხზე მაინც არ
მეხება.
– გეტკინება! – ვაფრთხილებ.
მაილსი ისე იცინის, თითქოს უნდა მითხრას, ეს არაფერია, უარე-
სი ტკივილი ბევრჯერ ამიტანიაო.

72
ნემსი კანში შემყავს, ის კი არც კრთება.
მშვიდად მიყურებს. ჯერ ხელს დასცქერის, შემდეგ მზერა ჩემს სა-
ხეზე გადააქვს. არც ერთი არ ვიღებთ ხმას, როგორც ყოველთვის.
ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, ვცდილობ ვიფიქრო მხო-
ლოდ მის ხელსა და ჭრილობაზე, ვიფიქრო იმაზე, რა ძალიან სჭირ-
დება ამ იარის გაკერვა, მაგრამ სახეები ისე ახლოს გვაქვს, მის ყო-
ველ ამოსუნთქვას ლოყაზე ვგრძნობ, თან ნელ-ნელა სუნთქვა უხ-
შირდება.
– ნაიარევი დაგრჩება, – ვეჩურჩულები ძლივს გასაგონად.
ნეტავ ეს ხმა სადღა გამიქრა.
მეოთხედ შემყავს კანში ნემსი, ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ მა-
ილსი ამას არ მაგრძნობინებს. ყოველ ჯერზე, როდესაც საკერს ვიწ-
ყებ, ვცდილობ თავი შევიკავო და მის მაგივრად მე არ შევკრთე.
ჭრილობაზე უნდა მქონდეს მთელი ყურადღება, მაგრამ ერთა-
დერთი, რაც თავში მიტრიალებს, მისი ჩემს მუხლზე შეხებაა. ის ხე-
ლი, რომელზეც ნაკერებს არ ვადებ,თავის მუხლზე უდევს, მაგრამ
რამდენიმე თითის წვერი მეც მეხება მუხლზე და ჯინსის შარვლის
შიგნითაც გახურებულ რკინასავით მწვავს. მაილსს სერიოზული
ჭრილობა აქვს, პირსახოცი მისი სისხლითაა სველი, მე კი ნემსით
ვუხვრეტ კანს და მაინც მუხლზე იმ თითების ციცქნა შეხებაზე მაქვს
გადატანილი მთელი ყურადღება, თან იმაზე ვფიქრობ, ეს შეხება
რას მიზამდა მაშინ, მის თითებსა და ჩემს კანს ქსოვილი რომ არ
ყოფდეს.
ორი წამით თვალს თვალში ვუყრით ერთმანეთს. შემდეგ სწრა-
ფად ვაკვირდები ხელზე. მაილსი სულაც არ უყურებს იარას, მე მომ-
შტერებია და მეც მთელი არსებით ვცდილობ მისი სუნთქვა არ შე-
ვიმჩნიო.
ვერ ვხვდები, სუნთქვას რა უხშირებს, ჩემი სიახლოვე თუ ის, რომ
ტკივილს ვაყენებ.
მისი ორი თითის წვერი მუხლზე მეხება
სამი. ისევ ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ ნაკერების დადება და-
ვასრულო.

73
არ შემიძლია.
განზრახ იქცევა ასე, შემთხვევითი არ არის ეს შეხება, იმიტომ მე-
ხება, რომ ჩემი შეხება სურს. თითებს მისვამს მუხლზე და ხელს ფე-
ხის უკანა მხარეს მიცურებს. შუბლს ოხვრით მადებს მხარზე და ფეხ-
ზე ხელს მაგრად მიჭერს
აზრზე არა ვარ, ისევ როგორ ვდგავარ.
– ტეიტ! – მეჩურჩულება, ტკივილით სავსე ხმით წარმოთქვამს
ჩემს სახელს, ამიტომ ვჩერდები და ველოდები, როდის მეტყვის,
მტკივაო. ველოდები, როდის მთხოვს, ერთი წუთით შევასვენო. ამი-
ტომ მეხება, არა? იმის გამო, რომ ტკივილს ვაყენებ!
მაილსი აღარაფერს ამბობს, მეც ბოლო ნაკერს ვადებ და ძაფს
ვკვანძავ.
– დავამთავრე, – ვეუბნები და ნივთებს მაგიდაზე ვალაგებ. მა-
ილსი არ მათავისუფლებს და არც მე ვშორდები.
მაილსი ხელს ნელა მისვამს ფეხის უკანა მხარეს, ბარძაყებისკენ
მიუყვება, თეძოს სწვდება და. ბოლოს წელზე მხვევს.
ისუნთქე, ტეიტ!
თითებს ხელზე მაგრად მიჭერს, თავისკენ მიზიდავს და თავი ისევ
ჩემზე აქვს მოყრდნობილი. მეც ხელებით ვეძებ მის მხრებს, რადგან
რაღაცას უნდა ჩავეჭიდო, რომ თავი შევიმაგრო.
ჩემი სხეულის ყოველი კუნთი როგორღაც ივიწყებს მოვალეობის
შესრულებას. ისევ ვდგავარ, მაილსი ისევ ზის, მაგრამ ფეხებს შო-
რის ვყავარ მომწყვდეული და თავისკენ მიზიდავს. შემდეგ ნელა
სწევს თავს ჩემი მხრიდან და მე იძულებული ვარ, თვალები დავხუ-
ჭო, რადგან ძალიან მანერვიულებს და ვერ ვუყურებ.
ვგრძნობ, როგორ ხრის თავს, მაგრამ თვალები ისევ დახუჭული
მაქვს და კიდევ უფრო მაგრად ვხუჭავ. არ ვიცი, რატომ, ახლა არა-
ფერი ვიცი მაილსის გარდა.
ვფიქრობ, რომ მაილსს ჩემი კოცნა უნდა.
დარწმუნებული ვარ, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ მეც
მსურს.ის ნელა მიუყვება ხელით ჩემს ზურგს, სანამ კისრამდე არ აღ-
წევს.

74
ვგრძნობ, როგორ ტოვებს მისი ხელი ანაბეჭდს ნებისმიერ იმ ად-
გილზე, რომელსაც ეხება. თითები ახლა მაგრად აქვს კისერში ჩავ-
ლებული, მის პირს კი ჩემი ყბა სულ ნახევარი დუიმით არის დაშო-
რებული. ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ ვერ ვარჩევ, მისი
ტუჩები მეხება თუ მისი სუნთქვა კანზე.
მეჩვენება, რომ ცოტაც და, მოვკვდები, თან ვერანაირი პირვე-
ლადი დახმარების ნაკრები ვერ მიშველის.
მაილსი მაგრად მიჭერს ხელს კისერზე... და შემდეგ მკლავს...
ან... მკოცნის. ვერ ვხვდები, რომელია, რადგან ასე მგონია, რომ
ორივეს ერთნაირად ვგრძნობ. მისი ჩემს ტუჩებზე დაკონებული ტუ-
ჩები ყველაფერია ერთად, სიცოცხლეც, სიკვდილიც, ხელახალი და-
ბადებაც
ღმერთო ჩემო, მკოცნის!
მისი ენა ჩემს პირში მოძრაობს, ფრთხილად ეხება ჩემს ენას და
არც კი მახსოვს, ეს როგორ ხდება, თუმცა მსიამოვნებს.
მაილსი წამოდგომას იწყებს მაგრამ ტუჩებს არ მაშორებს. კიდევ
რამდენიმე ფუტით მიახლოვდება და კედელს მისი ჩემს თავს უკან
შეცურებული ხელი ანაცვლებს. წელზეც მეხება.
ო, ღმერთო, მისი პირი დამოკიდებულებას იწვევს
თითებს ისევ ბარძაყებში მასობს.
ღმერთო ჩემო, ეს-ესაა, დაიკვნესა.
ხელებს წელიდან ფეხისკენ აცურებს.
მკლავს, უბრალოდ, მკლავს!
ფეხს მაწევინებს, წელზე იხვევს, შემდეგ ისე მოხდენილად მაწვე-
ბა, რომ მის პირში ვკვნესი, და შემდეგ კოცნა უეცრად წყდება.
რატომ მიშორებს თავიდან? განაგრძე, მაილს!
მაილსი ფეხზე მიშვებს ხელს, მისი ხელისგული კედელს ხვდება
ჩემი თავის გვერდით, თითქოს ცდილობს, ფეხზე დგომა რომ შეძ-
ლოს, ასე შეიმაგროს თავი.
არა, არა, არა. განაგრძე, ისევ დამეწაფე ტუჩებზე.
ვცდილობ თვალებში ჩავხედო, მაგრამ დახუჭული აქვს.
ნანობს.

75
თვალები არ გაახილო, მაილს, არ მინდა მათში სინანული ამო-
ვიკითხო!
მაილსი ჩემი თავის გვერდით, კედელს ადებს შუბლს, ისევ ჩემკე-
ნაა დახრილი, ორივე ჩუმად ვდგავართ და ვცდილობთ, ფილტვებში
ჰაერი ჩავუშვათ. რამდენიმეჯერ ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ მაილ-
სი კედელს შორდება, ტრიალდება და მაგიდისკენ მიაბიჯებს. ბედად,
ვერ დავინახე, როგორ გაახილა ისინი, რადგან ახლა ჩემგან ზურ-
გით დგას და ვერც ის სინანული ამოვიკითხე მათში, რასაც, ცხადია,
განიცდის. მაილსი სამედიცინო მაკრატელს იღებს და დოლბანდს
ჭრის.
მე კედელს ვარ აწებებული. მგონი, სამუდამოდ ასე დავრჩები.
შპალერი ვარ, სულ ესაა, ჩემგან მეტი აღარაფერი დარჩა.
– ეს არ უნდა დამეშვა, – ამბობს. მტკიცე, მკაცრი, ლითონგარე-
ული, ხმალივით ხმა აქვს.
– მე წინააღმდეგი არ ვიყავი! – ვეუბნები, თუმცა მტკიცე კი არა,
წყალგარეული ხმა მაქვს, ორთქლდება.
მაილსი დაჭრილ ხელს იხვევს, შემდეგ მე მიყურებს. მზერაც ხმა-
სავით მტკიცე, კიდევ მკაცრი, ლითონგარეული და იმ ხმალივით
ბასრი აქვს, რომელიც ჩემს წვრილ თოკებზე ჩამოკიდებულ იმედს
ჭრის. იმედს, რომელსაც მას, ჩემს თავსა და კოცნას ვუკავშირებდი.
– მეორედ აღარ მომცე ამის უფლება! – მეუბნება.
მე კი „მადლიერების დღის“ ვახშამზე მეტად მინდა ეს, მაგრამ
ვერ ვეუბნები, ლაპარაკი არ შემიძლია, მისი სინანული ყელში ბურ-
თად მეჩრება.
მაილსი სააბაზანოს კარს აღებს და გადის.
მე ისევ კედელს ვარ აწებებული.
რა
ჯანდაბას.
ნიშნავს.
ეს?

76
***

კედელზე აღარ ვარ აწებებული.


ახლა სკამზე ვარ დაკრული და მოხერხებულად ვარ მოკალათე-
ბული მაგიდასთან მაილსის გვერდით.
იმ მაილსის, რომელსაც მას შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ,
რაც საკუთარ თავს, ან ჩვენ, ან კოცნას „ეს" უწოდა.
„მეორედ აღარ მომცე ამის უფლება“.
ჭამაც კი არ მინდა, არადა, მაილსმა არც კი იცის, რა ძალიან მიყ-
ვარს „მადლიერების დღის“ ვახშამი.
„ეს“ ჩემთვის ბევრს ნიშნავს და არაფრით უკავშირდება თეფშზე
გადაღებულ საჭმელს,. „ეს“ მაილსია, ჩვენ ვართ, მე ვარ მაილსის
კოცნისას და მაილსი – ჩემი კოცნისას.
უცებ ძალიან მწყურდება. ჭიქას ვავლებ ხელს და წყალს სამ
ყლუპში ვცლი.
– შეყვარებული გყავს, მაილს? – ეკითხება დედა.
ჰო, დედა, განაგრძე მსგავსი შეკითხვების დასმა, მე მეტისმეტად
შეშინებული ვარ, რომ ეს გავბედო!
მაილსი ახველებს:
– არა. მემ, – ამბობს ბოლოს.
კორბინს ჩუმად ეცინება, რაც იმედგაცრუებას ბადებს ჩემს გულ-
ში. ჩანს, მაილსს ქალებთან ურთიერთობებზე კორბინისნაირი წარ-
მოდგენა აქვს და კორბინს ართობს ის ამბავი, რომ დედას ჰგონია,
მისი მეგობარი ერთგული შეყვარებული იქნება.
უეცრად ჩვენი კოცნა ნაკლებად შთამბეჭდავ მოვლენად მეჩვენე-
ბა.
– გამოდის, სასურველი სასიძო ხარ, – ეუბნება დედა, – მფრინა-
ვი, უცოლო, სიმპათიური, ზრდილი...
მაილსი პასუხს არ სცემს, ოდნავ იღიმის და პირში კარტოფილს
იდებს, თავის თავზე საუბარი არ სურს. ძალიან ცუდი!
– მაილსს დიდი ხანია, შეყვარებული გოგო არ ჰყოლია, დედა, ‒
ამბობს კორბინი და ჩემი ეჭვი მართლდება, – მაგრამ ეს იმას არ ნიშ-

77
ნავს, რომ მარტოა.
დაბნეული დედა თავს გვერდზე ხრის, მეც. მაილსიც.
– რას გულისხმობ? – ეკითხება დედა კორბინს და თვალები
უფართოვდება, – ო, ღმერთო, მაპატიე, აი, რა მოაქვს ცნობისმოყ-
ვარეობას! – ამბობს ბოლოს და რაღაც ისეთს ხვდება, მე რომ აზრზე
არა ვარ.
მაილსს ბოდიშს უხდის. თავს უხერხულად გრძნობს.
ისევ დაბნეული ვარ.
– რამე გამომრჩა? – ეკითხება მამა.
დედა ჩანგლით ანიშნებს მაილსზე:
–ის ცისფერია, საყვარელო! – ეუბნება.
ჰმ...
– არ არის, – ამბობს მამა მტკიცედ და დედაზე ეცინება.
მეც თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. გეყოფა, ტეიტ!
– მაილსი ცისფერი არ არის, – თითქოს თავს ვიცავ, თან დედას
ვუყურებ.
რად მინდოდა ამის ხმამაღლა თქმა?
ახლა კორბინი იბნევა, მაილსს უყურებს და კარტოფილიანი კოვ-
ზი ჰაერში, მაილსის წინ უშეშდება. მაილსი წარბშეკრული მიშტერე-
ბია.
– ო, ჯანდაბა, – ამბობს კორბინი, – არ ვიცოდი, ამ ამბავს სა-
იდუმლოდ თუ ინახავდი, მეგობარო, მაპატიე!
მაილსი კარტოფილის პიურეთი გავსებულ კოვზს დაბლა სწევს
და ისევ საგონებელში ჩავარდნილი უყურებს მეგობარს:
– მე ცისფერი არა ვარ!
კორბინი თავს უქნევს, პირზე ხელს იფარებს და ეუბნება:
– მაპატიე! – თანაც ისე, თითქოს დიდი საიდუმლო გასცა.
მაილსი თავს აქნევს:
– კორბინ, მე ცისფერი არა ვარ, არც ვყოფილვარ და არც არასო-
დეს ვიქნები, ეს რა ჯანდაბამ გაფიქრებინა, მეგობარო?
კორბინი და მაილსი ისევ ერთმანეთს უყურებენ, დანარჩენები
მაილსს არ ვაშორებთ თვალს.

78
– მ-მაგრამ, – ენა ებმის კორბინს, – შენ ხომ... ერთხელ მითხა-
რი...
მაილსი კოვზს დებს, პირზე ხელს იფარებს და ხარხარებს.
ო, ღმერთო, მაილს, იცინე!
იცინე, იცინე, იცინე, გთხოვ, ჩათვალე, რომ ყველაზე სასაცილო
რამ მოხდა ახლა, რადგან შენი სიცილი ბევრად სჯობს „მადლიერე-
ბის დღის“ ვახშამს!
– ასეთი რა გითხარი, რამაც გაფიქრებინა, რომ ცისფერი ვარ?
კორბინი ისევ ჯდება:
– ზუსტად არ მახსოვს, მგონი, თქვი, უკვე სამი წელია, გოგოსთან
არ ვწოლილვარო. ვიფიქრე, ასე მანიშნებს ,ცისფერია-მეთქი
ახლა ყველა ვიცინით. მეც.
– ეს ხომ სამი წლის წინ იყო, ამდენი ხანია, გგონია, რომ ცისფე-
რი ვარ?
კორბინი ისევ დაბნეულია:
– მაგრამ...
ცრემლები. მაილსი ისე იცინის, ცრემლები მოსდის.
რა მშვენიერია!
კორბინი მეცოდება. უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ
მომწონს მაილსის რეაქცია ამ კურიოზზე. მომწონს, თავს უხერხუ-
ლადაც რომ არ გრძნობს.
– სამი წელი? – ამბობს მამაჩემი და მასაც ის აზრი აბნევს, რაც
მე.
– თანაც სამი წლის წინ, – ამბობს კორბინი, რომელიც, ბოლოს
და ბოლოს, ჩვენთან ერთად იცინის, – სულ ექვსი წელი გამოდის.
მაგიდაზე სიჩუმე ისადგურებს. ეს კი მაილსს უხერხულ მდგომა-
რეობაში აყენებს.
მახსენდება მისი კოცნა სააბაზანოში და ეჭვი მეპარება, ექვსი წე-
ლი უქალოდ ყოფილიყოს – ბიჭს, რომელსაც ასეთი ვნებიანი ტუჩე-
ბი აქვს და იცის მათი გამოყენება, შეუძლებელია ამდენი ხნის გან-
მავლობაში ვინმე არ ჰყოლოდა.
ამაზე ფიქრი არ მინდა.

79
არც ის მინდა ამაზე ჩემი ოჯახი ფიქრობდეს.
– ისევ სისხლი მოგდის, – ვეუბნები და სისხლით გაჟღენთილ
მარლაზე ვანიშნებ, რომლითაც ხელი ისევ შეხვეული აქვს. შემდეგ
დედას ვეუბნები, – სამედიცინო წებო ხომ არა გვაქვს?
– არა, – მეუბნება დედა, – ასეთი რამეები მაშინებს.
მაილსს ვუყურებ:
– რომ შევჭამთ, ჭრილობა შევამოწმოთ
მაილსი თავს მიქნევს და ზედაც არ მიყურებს, დედა სამსახურზე
მეკითხება, მაილსი ყურადღების ცენტრში აღარ არის და ვფიქრობ,
ეს ამბავი ნამდვილად შვებას ჰგვრის.

***

შუქს ვაქრობ და ლოგინში მივძვრები დღევანდელი ამბით თავ-


გზააბნეული. ვახშმობისას მეტი აღარ გვისაუბრია, არც მერე დამ-
ლაპარაკებია, მთელი ათი წუთი ჭრილობას ხელახლა რომ ვუხვევ-
დი სასტუმრო ოთახში.
სიტყვაც არ დაგვიძრავს, ფეხებით ერთმანეთს არ შევხებივართ,
მისი თითები მუხლებზე არ მომფერებია, ზედაც კი არ შემოუხედავს.
ხელებს ისე დასცქეროდა, კაცი იფიქრებდა, თვალს თუ მოაშორებს,
კიდურები დასძვრებაო.
არ ვიცი, რა ვიფიქრო მაილსზე ან იმ კოცნაზე. აშკარად ვიზიდავ,
სხვანაირად არ მაკოცებდა, სამწუხარო ისაა, რომ ჩემთვის ეს ერთი
კოცნა აღმოჩნდა საკმარისი, იმდენად მომწონს, არც მადარდებს,
მოვწონვარ თუ არა, უბრალოდ, მინდა ვხიბლავდე, რადგან მოწო-
ნება თავისთავად მოვა.
თვალებს ვხუჭავ და მეხუთედ მაინც ვცდილობ დაძინებას, მაგ-
რამ არაფერი გამომდის. კარისკენ ვბრუნდები და უცებ ვიღაცის
ჩრდილს ვხედავ. კარს ვაკვირდები, ველოდები, როდის გაიღება,თუ

80
მცა აჩრდილი ქრება და ნაბიჯების ხმა უკვე ქვედა სართულის დე-
რეფნიდან მესმის. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მაილსია,
მაგრამ ის ხომ ისედაც ერთადერთი ადამიანია, რომელზე ფიქრიც
სულ თავში მიტრიალებს. ვცდილობ რამდენჯერმე ჩავისუნთქო და
ამოვისუნთქო, თავი ისე დავიმშვიდო, რომ მივხვდე, ღირს თუ არა
მასთან ჩასვლა. მესამე ამოსუნთქვაზე კი უკვე ლოგინიდან ვხტები.
კბილებს განზრახ ვიხეხავ კიდევ ერთხელ, არადა, სულ ოცი წუ-
თის წინ გამოვიხეხე.
სარკეში თმას ვისწორებ, შემდეგ საძინებლის კარს ვაღებ და რაც
შემიძლია, სწრაფად შევდივარ საძინებელში.
კუთხეში ვუხვევ თუ არა, მას ვხედავ. მთლიანად. ბარის მაგიდას
ეყრდნობა და ისე მიყურებს, თითქმის ვიჯერებ, რომ მელოდა.
ღმერთო, მეზიზღება!
თავს ვაჩვენებ, თითქოს ვფიქრობ, ორივე შემთხვევით აღმოვ-
ჩნდით აქ ამ შუაღამისას:
‒ ვერ იძინებ? – ვეკითხები, შემდეგ მაცივრისკენ მივდივარ და
ფორთოხლის წვენს ვეძებ, ვპოულობ, ვისხამ და მის პირდაპირ
ვჯდები. მაგიდასთან. ის მიყურებს, მაგრამ შეკითხვაზე პასუხს არ
მცემს.
– მთვარეული ხარ?
მაილსი იღიმის და თავიდან ფეხებამდე ღრუბელივით მიწოვს:
– ფორთოხლის წვენი მართლაც გყვარებია, – ამბობს გამხიარუ-
ლებული.
ჭიქას შევცქერი, შემდეგ ისევ მაილსს ვუყურებ და მხრებს ვიჩეჩ.
მაილსი ჩემკენ დგამს ნაბიჯს და ჭიქისკენ მანიშნებს. მე წვენს ვაწ-
ვდი, ისიც ტუჩებს ადებს ჭურჭელს, ნელა წრუპავს და უკან მიბრუ-
ნებს. თან თვალს არ მაშორებს.
ჰო, დღეიდან ნამდვილად მიყვარს ფორთოხლის წვენი!
–მეც მიყვარს, – მეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ გა-
მიცია.
ჭიქას გვერდით ვიდგამ, მაგიდის კიდეს ვებღაუჭები და ბარის
სკამზე ვჯდები, თან ვცდილობ არ შემეტყოს, გონებაში მხოლოდ მა-

81
ილსი რომ მიტრიალებს, მეტიც, ის უკვე მთელ სამზარეულოს, მთელ
სახლს ავსებს.
სიჩუმეა, დროა, პირველი ნაბიჯი გადავდგა.
– ნამდვილად ექვსი წელია, რაც შეყვარებული არ გყოლია?
მაილსი უყოყმანოდ მიქნევს თავს, მე კი ერთდროულად თავზარ-
საც მცემს მისი პასუხი და მსიამოვნებს კიდეც. არც კი ვიცი, რატომ.
ალბათ, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება ახლა იმაზე უკეთესი მეჩვენე-
ბა, ვიდრე წარმომედგინა.
– ოჰო! მაგრამ, ალბით – არ ვიცი, ეს წინადადება როგორ დავას-
რულო.
– სექსი მაინც გექნებოდა ქალებთან, – დაასრულა ჩემ მაგივრად
მაილსმა.
მიხარია, სამზარეულოს მხოლოდ ქურის შუქი რომ ანათებს,
რადგან ერთიანად ვწითლდები.
– ყველას ერთი და იგივე ხომ არ სურს „ცხოვრებისგან, – ამ-
ბობს. ბუმბულის საბანივით ხმა აქვს, მინდა მასში გავეხვიო.
– სიყვარული ყველას უნდა – ვეუბნები, – ან სექსი მაინც. ადა-
მიანის ბუნება ასეთია.
ვერ ვიჯერებ, რომ მასთან ასეთ თემაზე ვსაუბრობ.
‒ ფეხიფეხგადადებული მაილსი ხელებსაც მკერდზე იკრეფს. ეს
პოზა ჯავშანია, თითქოს უხილავი ფარი აქვს აფარებული და საკუ-
თარ თავს ასე იცავს, რომ საჭიროზე მეტი არ წამოსცდეს.
– ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს ერთს მეორის გარეშე ვერ
აძლევს. ამბობს, ‒ მე კი ორივეს გარეშე ცხოვრება უფრო მეადვი-
ლება, – მაკვირდება, ცდილობს გამოიცნოს, როგორი რეაქცია მექ-
ნება მის სიტყვებზე.
მეც ვცდილობ ვერაფერი შემატყოს.
‒ ორიდან რომელი არ გინდა, მაილსს, – უხერხულად დაბალი
ხმით ვეუბნები, – სიყვარული თუ სექსი?
მაილსს გამოხედვა არ ეცვლება, მაგრამ ტუჩებს ძლივს შესამ-
ჩნევი ღიმილი უპობს:
‒ ვფიქრობ, ამ კითხვის პასუხი უკვე იცი, ტეიტ!

82
ოჰო!
ვოხრავ და სულაც არ მადარდებს თუ მიხვდება, რა რეაქცია
მაქვს ამ სიტყვებზე. ისე წარმოთქვა ჩემი სახელი, ისევე ავღელდი,
როგორც კოცნისას ფეხებს მუხლებზე ვიჯვარედინებ და იმის იმედი
მაქვს, მაილსი ვერ მიხვდება, ეს რომ ჩემი თავდაცვითი პოზაა.
მაილსი ფეხებზე მიყურებს და ვხედავ. როგორ ძლივს შესამჩნე-
ვად ოხრავს ისიც.
ექვსი წელი. წარმოუდგენელია!
მეც საკუთარ ფეხებს დავცქერი. მინდა კიდევ ერთი შეკითხვა და-
ვუსვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვბედავ ამას. თვალებში ვერ
ვუყურებ:
– რამდენი ხანია, რაც გოგოსთვის არ გიკოცნია?
– რვა საათი. – უყოყმანოდ მეუბნება. მე ვუყურებ, მაილსი იღი-
მება, რადგან მშვენივრად იცის, რა ვკითხე.
‒ ამდენივე, – ამატებს მალევე. – ექვსი წელია.
არ ვიცი, რა მემართება, მაგრამ რაღაც იცვლება. რაღაც ლღვება
ჩემში, ქრება სიმტკიცე ან სიცივე, ან ჩემი პირადი ჯავშანი იქცევა
წყლად, რადგან ვხვდები, რას ნიშნავდა ის კოცნა. ასე გონია, მეც
თხევადი ვარ, სითხე კი ადგომას ან სიარულს ვერ ახერხებს, მეც არ
ვინძრევი.
– მეხუმრები? – ვეკითხები ურწმუნოდ.
მგონი. ახლა ეს წითლდება.
დაბნეული ვარ. ვერ ვხვდები. როგორ შევცდი მასში, ან როგორ
შეიძლება სიმართლე იყოს ის, რასაც მეუბნება.
მაილსი სიმპათიურია. შესანიშნავი სამსახური აქვს, ნამდვილად
კარგად იცის კოცნა, რატომ არავისთვის უკოცნია ამდენი ხნის გან-
მავლობაში?
– აბა, რაშია საქმე? – ვეკითხები, – სგგდ გაქვს? – ჩემში ახლა
მედდა ლაპარაკობს, მედიკოსებს არ გვეჩოთირება ასეთ თემებზე
საუბარი.
მაილსი იცინის:
– სუფთა ვარ. – მეუბნება, თუმცა მაინც არაფერს მიხსნის.

83
– თუ ექვსი წელია არ გიკოცნია გოგოსთვის, მე რატომ მაკოცე?
ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ საერთოდ არ მოგწონდი.
მართლაც ძნელია შენი გაგება.
მაილსი არ მეკითხება, ასეთი შთაბეჭდილება რატომ მრჩებოდა
მასზე.
ვფიქრობ, ცხადია, რომ მაილსი სხვანაირი ხდება ჩემ გვერდით
და, ალბათ, აქვს ამის მიზეზი.
– საქმე ის არ არის, რომ არ მომწონხარ, ტეიტ, – მძიმედ ოხრავს
და ხელს თმაზე ისვამს, შემდეგ კი კისერზე იკიდებს, – უბრალოდ,
არ მინდა მომწონდე, არ მინდა ვინმე მომწონდეს ან ვინმეს ვხვდე-
ბოდე, არ მინდა ვინმე მიყვარდეს. უბრალოდ... – ხელებს ისევ მკერ-
დზე იკრეფს და იატაკს დასცქერის.
– უბრალოდ, რა? – ვეკითხები და წინადადების დასრულებას ვა-
იძულებ. მაილსი თვალს თვალში მიყრის, მე კი ძალას ვიკრებ, რომ
მაგიდასთან დავრჩე, „მადლიერების დღის“ ვახშამივით მიყურებს.
– მიზიდავ, ტეიტ, – მეუბნება ხმადაბლა, – მინდიხარ, მაგრამ
იმის გარეშე, რაც ჩამოგითვალე.
ფიქრები გამიქრა.
ტვინი – სითხედ მექცა.
გული – კარაქად.
მხოლოდ ოხვრა შემიძლია და მეც ვოხრავ.
ველოდები, როდის. შევძლებ ფიქრს. შემდეგ ბევრს ვფიქრობ.
მაილსმა ეს-ესაა, განმიცხადა, რომ ჩემთან სურს სექსი, რომე-
ლიც არაფრამდე მიიყვანს. არ ვიცი, ეს ამბავი თავბრუს რატომ მახ-
ვევს. მინდა ვუჩქმიტო, მაგრამ ის, რომ კოცნისგან ექვსწლიანი თავ-
შეკავების შემდეგ მე ამირჩია, ისე მახვევს თავბრუს, თითქოს პული-
ცერის პრემია მიმეღოს.
ისევ ერთმანეთს ვუყურებთ. მაილსი ოდნავ განერვიულებული
ჩანს. დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, ხომ არ ვაწყენინეო. მე კი არ
მინდა ასე იფიქროს, პირიქით, მთელი გულით, ფილტვების დახეთ-
ქამდე მსურს ვიყვირო:
„გავიმარჯვე!“·

84
აზრზე არა ვარ, რა ვთქვა. მას შემდეგ, რაც გავიცანი, ყოველ-
თვის უცნაური და უხერხული საუბარი გამოგვდის, დღევანდელი კი
ნამდვილად პირველ ადგილს იმსახურებს მათ შორის.
– რა უცნაური დიალოგები დაგვჩემდა, – ვეუბნები.
მაილსი შვებით იცინის:
– ჰო!
სიტყვა „ჰო“ ბევრად საამური მოსასმენია, თანაც ხავერდოვანი
ხმით მოქარგული. მაილსს შეუძლია ნებისმიერი სიტყვა აქციოს სა-
სიამოვნოდ მოსასმენად. ვცდილობ, ის სიტყვა გავიხსენო, რომე-
ლიც მეზიზღება. მგონი, ასეთია სიტყვა „ხარი“, მახინჯი მეჩვენება,
მოკლე და უსიამოვნო ჟღერადობის, საინტერესოა, ის თუ წარმოთ-
ქვამს, შემიყვარდება?
–აბა, თქვი „ხარი!“
მაილსი წარბს სწევს, თითქოს ფიქრობს, რამე ხომ არ მომესმაო.
ალბათ, თვლის, რომ უცნაური ვარ.
ფეხებზე მკიდია!
– უბრალოდ, მითხარი! – ვეუბნები.
– „ხარი!“ – მეუბნება უყოყმანოდ.
ვიღიმი. შემიყვარდა სიტყვა „ხარი", ეს ჩემი ახალი საყვარელი
სიტყვაა.
– რა უცნაური ხარ! – მეუბნება გამხიარულებული.
გადაჯვარედინებულ ფეხებს სწორად ვდგამ. მაილსი ამჩნევს.
– მოკლედ, მაილს, – ვეუბნები, – მითხარი, აბა, სწორად გაგიგე?
ექვსი წელია, შეყვარებული არ გყოლია, რვა საათია, გოგოსთვის
არ გიკოცნია. ცხადია, ახლო ურთიერთობა ქალთან არ მოგწონს...
ან სიყვარული... მაგრამ ცისფერი არა ხარ. მამაკაცებს კი მოთხოვ-
ნილებები აქვთ!
ისევ გამხიარულებული მიყურებს:
– განაგრძე, – მეუბნება უნებლიე სექსუალური ჩაღიმებით.
– არ გინდა გიზიდავდე, მაგრამ გიზიდავ, გინდა სექსი გქონდეს
ჩემთან, მაგრამ პაემნებზე ჩემთან სიარული არ გინდა, არც ის გინდა
შეგიყვარდე, არც ის, რომ მე შემიყვარდე!

85
ისევ ვართობ. ისევ იღიმის:
– არ მეგონა, ასე ადვილად თუ ვიშიფრებოდი!
მერწმუნე, მაილს, არ იშიფრები!
– თუ მაინც შემიყვარებ, აჯობებს, ყველაფერი ნელა მოხდეს, –
ვეუბნები გამოჯავრებით, – არ მინდა ის დაგაძალო, რისთვისაც
მზად არა ხარ. პრაქტიკულად, უმანკო გამოდიხარ!
მაილსს ღიმილი უქრება სახიდან და სამ ნელ, მტკიცე ნაბიჯს
დგამს ჩემკენ. მეც აღარ ვიღიმი, რადგან მაილსი უკვე სერიოზულად
მაშინებს. ჩემამდე რომ აღწევს, აქეთ-იქით ადებს კედელს ხელებს,
მიმწყვდევს და კისერთან იხრება:
– ექვსი წელია, ტეიტ, დამიჯერე, მართალს გეუბნები... მზად ვარ!
ესენიც ჩემი საყვარელი სიტყვები ხდება: „დამიჯერე“, „მარ-
თალს“, „გეუბნები“, „მზად“, „ვარ“.
ყველა ძალიან მიყვარს!
მაილსი ოდნავ უკან იხევს და შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს
სუნთევა მეკვრის იქ ბრუნდება, სადაც იდგა, ჩემ პირდაპირ, თან
თავს იქნევს, თითქოს არ სჯერა, რაც ეს-ესაა, მოხდა:
– ვერ ვიჯერებ, რომ სექსისკენ გიბიძგე, ასე რომელი ბიჭი იქცე-
ვა?
ნერწყვს ვყლაპავ:
– თითქმის ყველა!
მაილსი იცინის, მაგრამ ვხვდები, რომ თავს დამნაშავედ
გრძნობს, იქნებ ეშინია, რომ ამას ვერ ავიტან. ალბათ, მართალი-
ცაა, მაგრამ არ ვაპირებ ვაგრძნობინო. ასე თუ იფიქრა, თავის სიტ-
ყვებს უკან წაიღებს, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთ ისეთ კოცნას, ცო-
ტა ხნის წინ რომ დამაჯილდოვა, ვეღარ ვეღირსები.
ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ ისევ მაკოცებს, განსაკუთრებით
თუ ეს ყველაფერი კოცნაზე მეტის განცდას გულისხმობს.
ამაზე ფიქრზეც კი ყელი მიშრება, ჭიქას ვიღებ და ისევ წვენს
ვსვამ, თან ფიქრს ვაგრძელებ.
მას სექსისთვის ვუნდივარ.
მეც მაკლია სექსი. კარგა ხანია, არ მქონია.

86
ვიცი, რომ მაილსი მიზიდავს და სხვა არაფერზე ვფიქრობ, გარდა
მფრინავსა და ჩემს სარეცხის კეცვაში დამხმარე მეზობელთან ჩვე-
ულებრივი, ყოველგვარ აზრს მოკლებული სექსისა.
ჭიქას ისევ ვდგამ, ხელებს მაგიდას ვაჭერ და ოდნავ წინ ვიხრები:
– მისმინე, მაილს, შენ მარტო ხარ, მეც არავინ მყავს, შენ მეტის-
მეტად ბევრს მუშაობ, მე ჩემს კარიერაზე ვფიქრობ და ამას საკუთარ
ჯანმრთელობას ვწირავ. ჩვენ შორის მაინც არაფერი მოხდება, მე-
გობრებიც კი არა ვართ, იმაზე ვიფიქროთ, რომ ამგვარ კავშირს ჩვე-
ნი მეგობრობა შეეწირება. გინდა ჩემთან სექსი? თანახმა ვარ, თანაც
როგორ!
მაილსი ისე მიყურებას ტუჩებზე, თითქოს ჩემი სიტყვებიც მის
საყვარელ სიტყვებად იქცევა.
– თანაც როგორ?!
თავს ვუქნევ:
– ჰო, ასეა!
მაილსი გამომწვევად მიყურებს:
– კარგი, – მეუბნება მაცდუნებლად.
– კარგი!
ერთმანეთისგან ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯზე ვდგავართ. ეს-
ესაა, ამ ბიჭს ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მასთან სექსი მქონდეს ყო-
ველგვარი ვალდებულებების გარეშე,ის კი ისევ არ იცვლის ადგი-
ლიდან ფეხს, ჩანს, მცდარი წარმოდგენა შემექმნა მასზე. ჩემზე მე-
ტად ის ნერვიულობს, თუმცა, მგონი, ორივე სხვადასხვა მიზეზით
ვნერვიულობთ: მაილსს ეშინია სექსი უფრო სერიოზულ ურთიერ-
თობაში არ გადაიზარდოს, მე კი იმიტომ, რომ მგონია, მასთან მხო-
ლოდ სექსი შეუძლებელია – იმით თუ ვიმსჯელებ, როგორ ადამია-
ნადაც წარმოვიდგინე მაილსი, დარწმუნებული ვარ, სექსი ყველაზე
მცირე იქნება ჩვენს მომავალ პრობლემათა შორის. დიახ, ვზივარ აქ
და თავს ვაჩვენებ, რომ „უბრალოდ, სექსი“ საკმარისია ჩემთვის,
მაგრამ ასე დაწყებული ურთიერთობაც ხომ შეიძლება სხვა რამით
დასრულდეს?
– მოკლედ, შეგვიძლია ახლავე გვქონდეს სექსი? – მეკითხება.

87
ჯანდაბა!
– რატომაც არა?
– ერთადერთი პრეზერვატივი, რომელიც მაქვს, საფულეში მი-
დევს და, ალბათ, მარტივ მამრავლებადაა დაშლილი!
ვიცინი, მომწონს მისი თვითკრიტიკული იუმორი.
– თუმცა, მინდა ისევ გაკოცო, – მეუბნება იმედიანი ღიმილით.
მე მიკვირს, უკვე რომ არ მკოცნის:
– რა თქმა უნდა.
მაილსი ნელა მიახლოვდება და ხელებს წელზე მხვევს. მე თვა-
ლებში ჩავცქერი, რადგან ისე მიყურებს, თითქოს ეშინია არ გადავი-
ფიქრო. არაფერსაც არ გადავიფიქრებ, მასზე მეტად ეს მე მინდა.
მაილსი ხელს თმაში მიცურებს, ცერა თითებით ლოყებზე მეფე-
რება, ღრმად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს და ტუჩებზე მიყურებს:
– სუნთქვას მიძნელებ!
წინადადებას კოცნით ვაწყვეტინებ და მის ტუჩებს ჩემსაში ვიქ-
ცევ. თუ ჩემში დარჩა რაღაც, რაც აქამდე არ გადამდნარა, მყისიე-
რად სითხედ გადაიქცა. ვცდილობ ის დრო გავიხსენო, როდესაც მა-
მაკაცის პირმა მსგავსი სიამოვნება მაგრძნობინა. მაილსი ენას ტუ-
ჩებს შორის მიცურებს, ღრმად შემოდის პირში, გემოს მისინჯავს,
მავსებს, მეუფლება.
ო... ღმერთო!
მიყვარს
ეს
პირი!
თავს გვერდზე ვხრი, მეტად რომ შევიგრძნო მისი გემო. ისიც ასე
იქცევა. მაილსის ენას დიდებული მეხსიერება ჰქონია, ზუსტად ახ-
სოვს, როგორ მოიქცეს. მაილსი ნატკენ ხელს ქვემოთ სწევს და ბარ-
ძაყში მწვდება, მეორე ხელი თავზე აქვს მოკიდებული და ტუჩს ტუჩზე
მაწებებს. მე ხელს ვუშვებ მის პერანგს და მკლავებზე, კისერზე, ზურ-
გზე, თმაზე ვუსვამ. ჩუმად ვკვნესი, ის კი უფრო მაწვება, რამდენიმე
დუიმით მაახლოებს ბარის მაგიდის კიდესთან.
– მოკლედ, ნამდვილად არ ყოფილხარ ცისფერი! – ამბობს ვიღ-

88
აც უკნიდან.
ო, ღმერთო.
მამა.
მამა!
ჯანდაბა!
მაილსი.
მშორდება.
მე.
ბარის მაგიდიდან ვხტები.
მამა.
გვერდს გვივლის.
მაცივრის კარს აღებს და ბოთლით წყალს იღებს, ისე იქცევა,
თითქოს მის ქალიშვილს ყოველღამე ეთომარებიან ხოლმე სტუმ-
რები. ჩვენკენ ტრიალდება, გვიყურებს, წყალს გრძელ ყლუპებად
სვამს, შემდეგ ისევ თავსახურს არგებს და ბოთლს უკან, მაცივარში
დგამს. შემდეგ მაცივრის კარს კეტავს, კვლავ ჩვენ შორის ჩაივლის
და კიდევ უფრო მეტ მანძილს აჩენს ჩემსა და მაილსს შორის.
– წადი, დაიძინე, ტეიტ! – მეუბნება სამზარეულოდან გასვლის
წინ.
პირზე ხელს ვიფარებ. მაილსი სახეზე ხელებს იფარებს, ორივე
განადგურებული ვართ. მაილსი, დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად!
– უნდა წავიდეთ და დავწვეთ! – მეუბნება.
ვეთანხმები.
სამზარეულოდან ისე გავდივართ, ერთმანეთს აღარ ვეხებით.
ჯერ ჩემს საძინებელთან მივდივართ, მეც ვჩერდები და ვუყურებ.
მაილსიც ჩერდება.
შემდეგ ჯერ მარცხნივ იხედება, შემდეგ მარჯვნივ, თითქოს სურს
დარწმუნდეს, რომ დერეფანში არავინაა. ბოლოს ჩემკენ დგამს ნა-
ბიჯს და კიდევ ერთ კოცნას მპარავს. მე ზურგით საძინებლის კარს
ვეყრდნობი, მაგრამ მაილსი როგორღაც პოულობს ძალას, რომ ტუ-
ჩები მომწყვიტოს.
– ყველაფერი რიგზეა? – მეკითხება და ჩემს თვალებში ეჭვის კვ-

89
ალს ეძებს.არ ვიცი, რიგზეა თუ არა, თავს კარგად ვგრძნობ, მაილსი
მომწონს, მასთან ყოფნის მეტი არაფერი მინდა, თუმცა ის მიზეზები,
რომლებიც ექვსთვიან თავშეკავებას უკავშირდება, ცოტა არ იყოს,
მადარდებს.
– მეტისმეტად ბევრს ნერვიულობ, -- ვეუბნები და ძალით ვიღიმი,
– წესები რომ გვქონდეს გულზე მოგეშვება?
მაილსი მაკვირდება, მე კი უკან ვიხევ.
– ალბათ, – მეუბნება, – მაგრამ მხოლოდ ორი წესი მაგონდება.
– რომელი?
მაილსი რამდენიმე წამს მიყურებს:
– წარსულზე არაფერი მკითხო, – მეუბნება მტკიცედ, – და მომავ-
ლის იმედი არ გქონდეს.
არც ერთი წესი არ მომწონს, ორივე სურვილს მიჩენს, მასთან სი-
ახლოვე გადავიფიქრო და გავიქცე, მაგრამ ამის ნაცვლად თავს ვუქ-
ნევ. თავს ვუქნევ, რადგან აუცილებლად მივიღებ მისგან სასურ-
ველს. მაილსის გვერდით ტეიტი არა ვარ, სითხე ვარ, სითხემ კი არ
იცის, როგორ მიაღწიოს სიმყარეს, ან თავისით როგორ დადგეს ფეხ-
ზე. სითხე მიედინება. მეც მაილსისგან მეტი არაფერი მინდა.
დინებას მივყვები.
– კარგი, მე მხოლოდ ერთი წესი მაქვს, – ვეუბნები ჩუმად. მაილ-
სი ელოდება, როდის ვეტყვი, რა წესს ვგულისხმობ, არადა, არანაი-
რი წესი არა მაქვს მოფიქრებული. ისე, რატომაც არა, ხომ შეიძლება
მეც დავადგინო წესი?
ის მელოდება, – არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებ და მოგიწევს დაც-
ვა!
მაილსი იცინის. შემდეგ ჩემკენ იხრება, შუბლზე მკოცნის და თა-
ვისი ოთახისკენ მიდის. კარს აღებს, მაგრამ ისევ ჩემკენ იხედება წა-
მით, სანამ ოთახში შევა.
ნამდვილად ასეა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, მგონი, სახეზე შიშს
ვამჩნევ და ვნატრობ ვიცოდე, რამ დააფრთხო, რადგან, იცის ღმერ-
თმა, მე ზუსტად ვიცი, რისი მეშინია.
მეშინია, რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს.

90
თავი 10

მაილსი

ექვსი წლის წინ

იანმა იცის.
იძულებული გავხდი, მეთქვა. სკოლაში დაბრუნების პირველივე
კვირიდან ყველაფერი ვუამბე რეიჩელზე.
რეიჩელმაც იცის, ჩვენი ამბავი იანმაც რომ იცის, მაგრამ იმასაც
ხვდება, რომ ის არაფერს იტყვის.
რეიჩელს, გადმოვიდა თუ არა, ჩემი ოთახი დავუთმე, მე კი ცარი-
ელ საძინებელში გადავინაცვლე. ერთადერთი ოთახია, რომელსაც
სააბაზანოც აქვს და მსურდა რეიჩელს უკეთეს პირობებში ეცხოვრა.
– ეს ყუთი სად დავდო? – ეკითხება იანი რეიჩელს.
რეიჩელი ეკითხება, რა ყუთიაო, ისიც ეუბნება, შიგ ბიუსტჰალტე-
რები და ქვედა საცვლები აწყვიაო, – პირდაპირ მაილსის ოთახში
ხომ არ დავდგა? – ეხუმრება იანი.
რეიჩელი თვალებს უბრიალებს:
– ჩუმად! – თან ჩურჩულებს. იანი იცინის. მოსწონს, ასეთ პირა-
დულ რამეს რომ ვანდობ. სწორედ ამიტომ არაფერს იტყვის, კარგად
ესმის საიდუმლოების ძალა.
ყველა ყუთის ამოლაგების შემდეგ იანი მიდის. მამაჩემი ჩამივ-
ლის დერეფანში და ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ მეც უნდა შევჩერდე.
– გმადლობ, მაილს!
მამა ფიქრობს, რომ ყველაფერი რიგზეა, ფიქრობს, რომ შევე-
გუე, სხვა ქალი რომ აძევებს ჩვენი სახლიდან ყველაფერს, რაც დე-
დას მახსენებს.
არადა, არ შევგუებივარ.
უბრალოდ, თავს ვაჩვენებ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, რადგან

91
ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ‒ რეიჩელია.
მამაჩემი – არა!
– რა პრობლემაა, – ვეუბნები.
მამა მიდის, შემდეგ ისევ ჩერდება, მეუბნება, ვაფასებ, რეიჩელს
კარგად რომ ექცევიო, ‒ დასძენს, პატარა რომ იყავი, მე და დედას
სულ გვინდოდა შენთვის და ან ძმა გაგვეჩინაო.
მაქებს, კარგი ძმა იქნებიო.
საშინელებაა მისი პირიდან ამოსული ეს სიტყვები!
ისევ რეიჩელის ოთახში ვბრუნდები და კარს ვხურავ.
მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ.
ვიღიმით.
რეიჩელს ვუახლოვდები, გულში ვიკრავ და კისერზე ვკოცნი. სა-
მი კვირა გავიდა, რაც პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს. მას შემდეგ
კოცნას ვეღარ ვითვლი.სკოლაში ამას ვერ ვბედავთ, ვერც საჯაროდ.
ვერც მშობლების წინ, მხოლოდ მაშინ ვახერხებ შეხებას, როდესაც
მარტო ვართ, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ხშირად ვერ
ვახერხებდით განმარტოებას.
ახლა?
ვკოცნი.
– რამდენიმე ძირითადი პრინციპის შემუშავება გვჭირდება, შარ-
ში რომ არ გავებათ, – მეუბნება რეიჩელი და თავიდან მიშორებს. ის
თავის მაგიდასთან ჯდება, მე – მის საწოლზე.
ჰო... ის თავის მაგიდასთან ჯდება, მე – მის საწოლზე.
‒ პირველი – ამბობს, – მშობლები როცა სახლში არიან, არ
ვრისკავთ.
არ მინდა ამ წესს დავეთანხმო, მაგრამ თავს ვუქნევ.
– მეორე – სექსი არ გვექნება.
თავს აღარ ვაქნევ.
‒ არასოდეს? – ვეკითხები.
თავს მიქნევს. ეს თავის დაქნევა ჩამდვილად მეზიზღება.
– რატომ?
რეიჩელი მძიმედ ოხრავს:

92
– სექსი ყველაფერს გაართულებს, როდესაც განშორების დრო
მოგვივა. ხომ გესმის?
მართალია, მაგრამ ცდება, თუმცა ვგრძნობ, ამ საკითხს მოგვია-
ნებით ისევ დაუბრუნდება.
– შეიძლება გკითხო, წესი ნომერი სამი რა იქნება, სანამ ნომერ
ორზე დაგთანხმდები?
რეიჩელი იღიმის: – მესამე წესი არ არსებობს.
მეც ვიღიმი:
– გამოდის, სექსი ერთადერთია, რაც შეზღუდვაში მოყვა? მხო-
ლოდ პენეტრაცია გვეკრძალება და არა ორალური, არა?
რეიჩელი სახეს ხელებით იფარავს:
– ო, ღმერთო, ნუთუ აუცილებელია ასე დეტალურად ამის გან-
ხილვა?
რა საყვარელია, როდესაც თავს უხერხულად გრძნობს:
– უბრალოდ, მინდა დავაზუსტო, იმდენი რამ მინდა შენთან, მთე-
ლი ჩემი ცხოვრება არ ეყოფა, მე კი სულ ექვსი თვე მაქვს.
– მოდი, სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
– სამართლიანი გადაწყვეტილებაა, – ვეუბნები და ვაღმერთებ
მის შეფაკლულ ლოყებს.
– რეიჩელ, ქალიშვილი ხარ?
ლოყები კიდევ უფრო უწითლდება. თავს აქნევს, მანიშნებს,
არაო, და მეკითხება, შენთვის ეს პრობლემა ხომ არ არისო.
– სულაც არა, – ვეუბნები ალალად, მეც მეკითხება, მორცხვი ხმა
აქვს.
– არა, – ვეუბნები, – მაგრამ რაც შენ გაგიცანი, ვნატრობ, გიყო.
რეიჩელს მოსწონს, ამას რომ ვეუბნები.
ვდგები და საძინებელში წასასვლელად ვემზადები, რომ მივ-
ლაგდე. სანამ გარეთ გავალ, მისი საძინებლის კარს შიგნიდან ვკე-
ტავ საკეტით, ვტრიალდები და ვუღიმი.
ნელა მივდივარ მისკენ.
ხელს ვკიდებ და ვიზიდავ, გულში ვიკრავ, ხელებს მაგრად ვხვევ
წელზე და ვკოცნი.

93
თავი 11

ტეიტი

– მოსაშარდად მინდა გასვლა.


კორბინი გმინავს:
– ისევ?
– ორი საათია, ტუალეტში არ ვგყოფილვარ, – თავს ვიცავ!
სინამდვილეში, არაფერიც არ მინდა მანქანიდან გადმოსვლის
მეტი. მას შემდეგ, რაც მაილსს ვესაუბრე წუხელ, მანქანაში მასთან
თავს სხვაგვარად ვგგრძნობ. თითქოს ის ახლა მეტად ავსებს სივ-
რცეს, ყოველ წუთს, როდესაც არ ლაპარაკობს, მაინტერესებს, რა
უტრიალებს თავში, მაინტერესებს, წუხანდელს თუ ნანობს, მაინტე-
რესებს, თუ აპირებს თავი ისე დაიჭიროს, თითქოს არაფერი მომ-
ხდარა, ნეტავ მამაჩემს თავი ისე დაეჭირა, თითქოს არაფერი მომ-
ხდარა. დილით, სანამ წამოვიდოდით, სამზარეულოს მაგიდასთან
რომ ვიჯექი, მაილსი შემოვიდა.
– კარგად გეძინა? – ჰკითხა მამამ მაილსს, რომელიც მაგიდას
მიუჯდა.
მეგონა, მაილსი უხერხულობისგან გაწითლდებოდა, მაგრამ
ამის ნაცვლად თავი გააქნია:
– არც ისე კარგად, – უპასუხა, – თქვენი ვაჟი ძილში ლაპარა-
კობს!
მამამ ჭიქა აიღო და მაილსისკენ გაიშვირა:
– კიდევ კარგი, შემატყობინე, რომ წუხელ კორბინის ოთახში იწე-
ქი.
ბედად, კორბინი სამზარეულოში ჯერ კიდევ არ იყო შემოსული,
ეს შენიშვნა რომ მოესმინა. მაილსი მთელი საუზმის განმავლობაში
ჩუმად იყო და მხოლოდ ერთხელ დაილაპარაკა, მას შემდეგ, რაც მე

94
და კორბინი მანქანაში ჩავსხედით. მაილსი მამაჩემისკენ წავიდა,
ხელი ჩამოართვა და რაღაც უთხრა მხოლოდ მის გასაგონად. ვეცა-
დე, მამაჩემის გამომეტყველებით მივმხვდარიყავი რამეს, მაგრამ
ამაოდ, მამასაც მაილსივით ეხერხება განცდების დამალვა.
ამ დილით, წამოსვლისას, ნამდვილად მინდოდა მცოდნოდა, რა
უთხრა მაილსმა მამას, გარდა ამისა, კიდევ მთელი დუჟინი კითხვა
მქონდა მაილსთან.
პატარები რომ ვიყავით, მე და კორბინი ყოველთვის ვთანხმდე-
ბოდით, რომ თუ სუპერძალები გვექნებოდა, მე ფრენას შევძლებდი.
მას შემდეგ კი, რაც მაილსი გავიცანი, გადავიფიქრე, აზრების კით-
ხვა მინდა შემეძლოს. მაილსის ყველა ფიქრს შევიტყობდი, გავშიფ-
რავდი მის გულისთქმას და ვირუსივით მოვედებოდი.
თავს აზრების წამკითხველს ვუწოდებდი.
ჰო, კარგად ჟღერს!
– წადი, მოფსი! – მეუბნება გაღიზიანებული კორბინი და მანქა-
ნას ავტოსადგომზე აყენებს.
ნეტავ ისევ სკოლის მოსწავლე ვიყო და შემეძლოს „პროჭო“ და-
ვუძახო.
თუმცა ზრდასრული ადამიანები ძმებს „პროჭოს" არ ეძახიან.
მანქანიდან გადავდივარ და ოდნავ მეტად ვგრძნობ, რომ სუნ-
თქვა შემიძლია, როდესაც მაილსი კარს აღებს და მანქანიდან მიწა-
ზე ვაბიჯებ ფეხს. მაილსი უფრო დიდი მეჩვენება, ფილტვები კი – უფ-
რო პატარა. ორივე ერთად მივაბიჯებთ ავტოგასამართი სადგურის-
კენ, მაგრამ ხმას არ ვიღებთ.
რა სასაცილოა, ზოგჯერ სიჩუმე სამყაროს ყველა სიტყვაზე მე-
ტია. ზოგჯერ დუმილი ლაპარაკობს და გეუბნება: „არ ვიცი, როგორ
დაგელაპარაკო. არ ვიცი, რაზე ფიქრობ. დამელაპარაკე, მითხარი
ყველაფერი, რაც ოდესმე გითქვამს. არც ერთი სიტყვა არ დაინანო
პირველიდან დაიწყე“.
საინტერესოა, მისი დუმილი რას ამბობს.
შენობაში რომ შევდივართ, მაილსი ტუალეტისკენ თავით მანიშ-
ნებს და წინ მიმიძღვის. მეც. უკან მივყვები, რადგან ის მყარია, მე კი

95
ახლაც სითხედ ვარ ქცეული, მხოლოდ მისი დანატოვარი კვალი
ვარ.
ტუალეტთან მივდივართ თუ არა, ის მამაკაცების კაბინაში შედის
უყოყმანოდ. არც ტრიალდება და არც მიყურებს. არც მელოდება,
რომ ჯერ მე შევიდე ქალების კაბინაში. კარს ვაღებ, მაგრამ ტუალე-
ტი არ მჭირდება, მხოლოდ ის მინდა ვისუნთქო, მაილსი კი ამის სა-
შუალებას არ მაძლევს. მიპყრობს. არა მგონია, ეს უნდოდეს, მაგრამ
ასეა, ჩემს ფიქრებს ედება მუცელს, ფილტვებს, მთელ ჩემს სამყა-
როს.
მასაც აქვს სუპერძალა. დამპყრობელი და აზრების წამკითხვე-
ლი – ორივე ხომ თითქმის ერთი და იგივეა, ასე რომ, გამოდის, შე-
სანიშნავი შეშლილი წყვილი ვიქნებით. ხელებს ვიბან და იმდენ
ხანს ვჩერდები კაბინაში, რომ კორბინი დარწმუნდეს, გაჩერება სა-
ჭირო იყოო. შემდეგ კარს ვაღებ და ის ისევ მიპყრობს, გზაზე მეღო-
ბება, იმ ზღურბლზე დგას, რომელსაც უნდა გადავაბიჯო.
არ ინძრევა, მიუხედავად იმისა, რომ მიპყრობს. მართალი გით-
ხრათ, მეც არ მინდა ფეხი მოიცვალოს და ხელს არ ვუშლი.
– გინდა რამე დავლიოთ? – მეკითხება.
ვუარობ:
‒ მანქანაში წყალი მაქვს.
– არ გშია?
ვეუბნები, არა-მეთქი, და ოდნავ იმედგაცრუებული ჩანს, არაფე-
რი რომ არ მსურს. იქნებ არ უნდა ჯერ მანქანაში დაბრუნება.
– ისე, კანფეტებზე არ ვიტყოდი უარს, – ვეუბნები.
მისი იშვიათი ღიმილი ნელ-ნელა ჩნდება სახეზე:
– მაშინ კანფეტებს გიყიდი!
მაილსი ტრიალდება და კანფეტების დახლისკენ მიდის. მე მის
გვერდით მივაბიჯებ და ტკბილეულს ვათვალიერებ. დიდხანს ვუყუ-
რებთ დახლებს. არც ვიცი, მართლა მინდა თუ არა კანფეტი, მაგრამ
ორივე თავს ვიკატუნებთ, თითქოს ნამდვილად გვინდა.
– უცნაურია, – ვჩურჩულებ.
– რა არის უცნაური? – მეკითხება, – კანფეტების არჩევა ან თავის

96
მოკატუნება, თითქოს არც ერთს არ გვინდა მანქანაში დაბრუნება?
ოჰო! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლაც შევძელი მისი
აზრების წაკითხვა.
‒ უკანასკნელი სიტყვები თქვა თუ არა მაილსმა, მაშინვე გუნება
გამომიკეთდა.
– ორივე! – ვეუბნები მტკიცედ და სახეში შევცქერი, – სიგარეტს
ეწევი?
მაილსი მიყურებს, ისეთი სახე აქვს, ფიქრობს, რომ უცნაური
ვარ.
ფეხებზე მკიდია!
– არა, – მეუბნება პირდაპირ.
– გახსოვს ის სიგარეტის ფორმის კანფეტები, ჩვენს ბავშვობაში
რომ იყიდებოდა?
– ჰო, – მეუბნება, – რომ დაფიქრდე, საძაგელი რამე იყო.
თავს ვუქნევ:
– მე და კორბინი სულ ვყიდულობდით, ჩემმა ბავშვმა რომ მოინ-
დომოს ასეთი კანფეტის ყიდვა, მოვკვდები და არ ვაყიდვინებ!
– არა მგონია, ისევ გამოდიოდეს, – ამბობს მაილსი.
ისევ კანფეტებს ვუყურებთ,
– შენ? – მეკითხება.
– რა, მე?
– ეწევი?
ვუარობ:
– არა!
– კარგია, – მეუბნება, ცოტა ხანს ისევ ვუყურებთ კანფეტებს, შემ-
დეგ მაილსი მიყურებს და მეც ვუყურებ, – კანფეტი მართლა გინდა,
ტეიტ?
– არა.
იცინის:
– მაშინ, როგორც ვხვდები, მანქანაში უნდა დავბრუნდეთ.
ვეთანხმები, მაგრამ არც ერთი არ ვიცვლით ფეხს.
მაილსი ხელზე ისე ნაზად მეხება, თითქოს იცის, რომ თვითონ ცხ-

97
ელი ლავაა, მე კი – არა. ორ თითზე მკიდებს ხელს, მთელ ხელს არც
ეხება.
– მოიცადე, – ვეუბნები და ხელზე ვექაჩები ფრთხილად. მაილსი
ჩემკენ იხედება და მერე ერთიანად ტრიალდება.
– მამაჩემს რა უთხარი ამ დილით, სანამ წამოვიდოდით?
მაილსი თითებს მაგრად მიჭერს, მაგრამ გამჭრიახ სახეზე ის უც-
ვლელი გამომეტყველება აქვს, რომლის დაყენებაშიც საკმაოდ გა-
ზაფულია:
– ბოდიში მოვუხადე!
მაილსი ისევ კარისკენ მიდის, ამჯერად მეც უკან მივყვები. ის
ხელს მანამ არ მიშვებს, სანამ შენობის გასასვლელს არ ვუახლოვ-
დებით.
ბოლოს, მაინც რომ მიშვებს ხელს, ისევ ვორთქლდები.
მანქანისკენ მივყვები და იმედია, მართლა არ მჯერა, რომ აზრე-
ბის კითხვა შემიძლია. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ მაილსს რაღაც
ჯავშანი ფარავს.
მაილსის აზრების წაკითხვა შეუძლებელია!
არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მაილს, არ ვიცი, დავიცავ თუ არა მე-
ორე წესს, რადგან უეცრად საშინლად მინდება შენს მომავალში
შეღწევა, ისე საშინლად, როგორც შენთან ერთად მანქანის უკანა სა-
ვარძელზე დაჯდომა მსურს!
– დიდი რიგი იყო, – ეუბნება მაილსი კორბინს, როდესაც ორივე
მანქანაში ვსხდებით. კორბინი მანქანას ქოქავს და რადიოსადგურს
ცვლის. სულ არ ადარდებს, დიდი რიგი იყო თუ არა ტუალეტში. ეჭ-
ვიც არაფრის აუღია, ან უბრალოდ, არჩევს, არაფერი თქვას, გარდა
ამისა, საეჭვო ჯერ არაფერი ხდება ჩვენ შორის.
თხუთმეტი წუთი რომ გადის მგზავრობაში, ვხვდები, რომ ისევ მა-
ილსზე აღარ ვფიქრობ, გონებაში მხოლოდ მოგონებები მიტრიალე-
ბს.
– გახსოვს, ბავშვობაში სუპერძალას რომ ვნატრობდით? გვინ-
დოდა ფრენა შეგვძლებოდა!
– ჰო, მახსოვს, – მეუბნება კორბინი.

98
– შენ უკვე გაქვს ეს სუპერძალა, ფრენა შეგიძლია!
კორბინი უკანა ხედვის სარკეში მიღიმის:
– ჰო, – მეუბნება, – გამოდის, ეს სუპერგმირად მაქცევს!
მანქანის საზურგეზე გადაწოლილი ფანჯრიდან ვიყურები და
ორივესი ოდნავ მშურს. მშურს იმის, რასაც ისინი ხედავენ, იმ ადგი-
ლების, სადაც მოგზაურობენ.
– როგორია ფრენისას მზის ამოსვლის ცქერა?
კორბინი მხრებს იჩეჩს:
– არც ვიცი, არ ვუყურებ ხოლმე, – მეუბნება, – ფრენისას მეტის-
მეტად გართული ვარ საქმეში.
ვნაღვლიანდები. არ შეიძლება მზის ამოსვლის ჩვეულებრივ ამ-
ბად ქცევა, კორბინ!
– მე ვუყურებ ხოლმე, – ისიც ფანჯრიდან იხედება და ისე ჩუმად
მეუბნება ამას, რომ ძლივს მესმის, – ყოველთვის, როცა ცაში ვარ,
მზის ამოსვლას აუცილებლად ვუყურებ!
იმას არ მეუბნება, როგორია ეს მზის ამოსვლა, მისი ხმა შორი-
დან ჩამესმის, თითქოს უნდა ეს შეგრძნება თავისთვის დაიტოვოს.
მეც ხელს არ ვუშლი.
– როდესაც დაფრინავთ, სამყაროს კანონებს უვლით გვერდს, --
ვეუბნები, – შთამბეჭდავია, გრავიტაციას იწვევთ, არა? მზის ამოს-
ვლა-ჩასვლას უცქერით იმ ადგილიდან, საიდანაც ცქერის ნება დე-
დაბუნებას არ მოუცია, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ნამ-
დვილი სუპერგმირები ხართ!
ამ ამბავს ჩვეულებრივი ამბავივით ნუ უყურებ, კორბინ. აი, მაილ-
სი არც იცინის, ისევ ფანჯრიდან იხედება.
– შენ სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია, – მეუბნება მაილსი, –
ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
ჩემი გული მყისიერად იწოვს ამ სიტყვებს.
წესი ნომერი ორი მაინცდამაინც კარგ წესად აღარ მეჩვენება ამ
გადმოსახედიდან.

99
თავი 12
მაილსი

ექვსი წლის წინ

პირველი წესი, რომლის მიხედვითაც მშობლების შინ ყოფნისას


სისულელე არ უნდა ჩაგვედინა, შეიცვალა. ახლა ამ წესის მიხედვით
შეგვიძლია ერთმანეთს მოვესიყვარულოთ, თუ ოთახის კარი ჩაკე-
ტილი გვაქვს. მეორე წესი, საუბედუროდ, იგივე დარჩა. სექსი ისევ
აკრძალული გვაქვს. კიდევ მესამე წესიც შევიმუშავეთ. ღამე დადგე-
ბა თუ არა, ერთმანეთის ოთახებში არ ვიპარებით. ლიზა ისევ ამოწ-
მებს ზოგჯერ ღამით რეიჩელს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის თინეიჯერი
ქალიშვილის დედაა და ამის უფლება აქვს.
მაგრამ ვერ ვიტან, ამას რომ აკეთებს.
თითქმის მთელი თვეა, ერთსა და იმავე სახლში ვცხოვრობთ.
იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ კიდევ ხუთი თვე გვრჩება. არ ვსაუბ-
რობთ, თუ რა მოხდება, როდესაც მამაჩემი რეიჩელის დედას მოიყ-
ვანს ცოლად, არც იმაზე, როცა ეს მოხდება, ხუთთვიანი კი არა, გა-
ცილებით ხანგრძლივი კავშირი გვექნება.
არდადეგები.
უქმეებზე სტუმრობა.
ხელახალი შეხვედრები.
ორივეს მოგვიწევს ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე შეკრებებზე
დასწრება, მაგრამ ამ შეხვედრებზე ერთი ოჯახის წევრები ვიქნებით.
ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან რომ ვისაუბროთ, მაშინვე ვიგ-
რძნობთ, რომ არასწორად ვიქცევით.
კიდევ იმიტომ არ ვსაუბრობთ, რომ რთული საკითხია. იმ დღეებ-
ზე ფიქრისას, როდესაც რეიჩელი მიჩიგანში გადავა, მე კი სან–
ფრანცისკოში, ვერ ვახერხებ წარმოდგენას, ამის მერე რა მოხდება.
ვერ წარმომიდგენია ისეთი მომავალი, სადაც რეიჩელი ჩემი ყველა-
ფერი არ იქნება.
– კვირას დავბრუნდებით, – მეუბნება მამა, – სახლი შენს განკარ-

100
გულებაშია. რეიჩელი მეგობართან დარჩება, შენ შეგიძლია იანი
დაპატიჟო.
– აუცილებლად, – ვატყუებ.
რეიჩელიც იტყუება, მთელი უქმეების განმავლობაში ჩემთან იქ-
ნება. არ გვინდა ეჭვი აიღონ ჩვენებმა, ამიტომ ძალიან გვიჭირს
მშობლების წინაშე ჩვენი გრძნობის დამალვა, მიჭირს თავი მოვაჩ-
ვენო, რომ რეიჩელთან საერთო არაფერი მაქვს. ძლივს ვახერხებ
არ გავიცინო რეიჩელის ყოველ სიტყვაზე. მინდა გაშლილი ხელის-
გული შევაგებო მის გაშლილ ხელისგულს. მინდა მამასთან ვიტრა-
ბახო, რა ჭკვიანია რეიჩელი, რა კარგი ნიშნები აქვს, რა კეთილია,
რა საზრიანი. მინდა ვუთხრა, რომ მყავს საუცხოო შეყვარებული,
რომელიც მინდა გავაცნო, რადგან ვიცი, მაშინვე შეუყვარდება.
მამას ახლაც უყვარს რეიჩელი, მაგრამ არა ისე, როგორც მე მინ-
და უყვარდეს. მინდა ჩემთვის უყვარდეს.
მშობლებს ვემშვიდობებით. ლიზა რეიჩელს ეუბნება, კარგად
მოიქეციო, მაგრამ დიდად არ ნერვიულობს. ლიზამ იცის, რეიჩელი
კარგი გოგოა, რეიჩელი კარგად იქცევა, რეიჩელი წესებს არ არ-
ღვევს!
გარდა მესამე წესისა. ამ უქმეებზე რეიჩელი ამ წესს ნამდვილად
დაარღვევს!
ჩვენ სახლობანას ვთამაშობთ.
წარმოვიდგენთ, რომ ის ჩვენია. სამზარეულოს ვიპყრობთ და რე-
იჩელი საჭმელს მიმზადებს. მე წარმოვიდგენ, რომ რეიჩელი ჩემია
და უკან დავყვები, სანამ საჭმელს ამზადებს, ვეხები, კისერზე ვკოც-
ნი.
ვცდილობ ჩამოვაშორო საქმეს, არ დავასრულებინო,
გულში ვიკრავ, ეს რეიჩელს მოსწონს, მაგრამ თავს მაჩვენებს,
თითქოს ბრაზობს.
ჭამას რომ ვასრულებთ, რეიჩელი ჩემთან ერთად ჯდება დივანზე.
ფილმს ვრთავთ, მაგრამ არც ვუყურებთ.
კოცნას ვერ ველევით. იმდენ ხანს ვკოცნით ერთმანეთს, რომ ტუ-
ჩები გვტკივა, ხელები გვტკივა, მუცლებ გვტკივა, რადგან ჩვენს სხე-

101
ულებს უსასრულოდ სწყურიათ მეორე წესის დარღვევა.
წინ ხანგრძლივი შაბათ-კვირა გველის.
შხაპის მიღება მჭირდება, თორემ შევევედრები რეიჩელს, რომ
მეორე წესი შეცვალოს!
შხაპს მის სააბაზანოში ვიღებ. მომწონს ეს საშხაპე, იმაზე მეტად
მომწონს, ვიდრე მაშინ მომწონდა, როდესაც ჩემი იყო. მომწონს,
რომ იქ რეიჩელის ნივთებს ვხედავ. მომწონს მისი სამართებელი,
წარმოვიდგენ, როგორია მისი გამოყენებისას. მომწონს მისი შამპუ-
ნის შუშის ყურება და იმის წარმოდგენა, თუ როგორია რეიჩელი,
როდესაც ამ შამპუნით იბანს, როგორ იხრება წინ, წყლისკენ, თავი-
დან რომ ჩამოიბანოს.
მომწონს, რომ ჩემი საშხაპე ახლა მისი საშხაპეცაა.
– მაილს! – მეძახის, აკაკუნებს, მაგრამ უკვე სააბაზანოშია. კან-
ზე ცხელი წყლის ჭავლი მესხმება, მაგრამ მისი ხმა ამ წყალს კიდევ
უფრო აცხელებს. ფარდას ვწევ. ალბათ, მეტისმეტი მომდის, რადგან
მინდა მეორე წესი დავარღვევინო.
რეიჩელი ნაზად ოხრავს, მაგრამ მზერა იქ გაურბის სადაც მინ-
და, რომ შემომხედოს.
– რეიჩელ! – ვეუბნები და მის უხერხულობისგან შეფაკლულ სა-
ხეზე მეცინება.
რეიჩელი სახეში მიყურებს.
უნდა ჩემთან ერთად მიიღოს შხაპი. უბრალოდ, რცხვენია მკით-
ხოს.
– შემოდი, – ვეუბნები.
ხმა ისე მაქვს ჩახლეჩილი, გეგონება, ბევრი ვიყვირე.
ხუთი წუთის წინ მშვენიერი ხმა მქონდა.
საშხაპის ფარდას ვხურავ, რომ დავმალო, რა მემართება რეიჩე-
ლის დანახვაზე, ასევე იმიტომ, რომ გახდა მშვიდად შეძლოს. ჯერ
შიშველი რეიჩელი არ მინახავს. აქამდე ტანსაცმლის იქით შევიგ-
რძნობდი მის ფორმებს
უცებ ვნერვიულობ.
რეიჩელი შუქს აქრობს.

102
– წინააღმდეგი ხომ არა ხარ? – მეკითხება მორცხვად.
მე ვეუბნები, არა-მეთქი, მაგრამ ვნატრობ, უფრო თავდაჯერებუ-
ლი იყოს. ეს აუცილებლად მჭირდება.
რეიჩელი საშხაპის ფარდას სწევს და ვხედავ, როგორ დგამს ნა-
ბიჯს ჩემკენ, შემდეგ სხეულის დანარჩენი ნაწილი იკვეთება და ნერ-
წყვის გადაყლაპვა მიძნელდება.
იღბლად, ღამის განათების წყალობით, მაინც ვახერხებ მის შეთ-
ვალიერებას.
კარგად ვხედავ.
შესანიშნავად ვხედავ!
რეიჩელი თვალს არ მაშორებს. მიახლოვდება, ნაბიჯს დგამს
ჩემკენ, მე კი მაინტერესებს, ვინმესთან ერთად ადრეც თუ მიუღია
შხაპი, მაგრამ არ ვეკითხები, ამჯერად მე ვდგამ მისკენ ნაბიჯს, რად-
გან შეშინებული მეჩვენება. არ მინდა რეიჩელს ეშინოდეს.
მხრებზე ვეხები და ვცდილობ წყლის ჭავლის ქვეშ დავაყენო. ჯერ
არ ვეხუტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მსურს. ვცდილობ,
მანძილი შევინარჩუნო.
უნდა შევინარჩუნო!
ერთმანეთს მხოლოდ პირებით ვეხებით. ნაზად ვკოცნი, ოდნავ
ვეამბორები, მაგრამ მაინც მტკივნეულია ეს კოცნა, უფრო მტკივნე-
ული, ვიდრე სხვა კოცნები.
კოცნისას ჩვენი ტუჩები ფეთქდება, კბილები ფეთქდება, გაშმაგე-
ბული ვლოშნით ერთმანეთს და ყველაფერი იმით სრულდება, რომ
ან მე ვკბენ ტუჩზე, ან ის.
ეს კოცნა არც ერთ სხვა კოცნას არ ჰგავს და არ ვიცი, რატომ
არის ჩემთვის ასე მტკივნეული.
ტუჩებს ვწყვეტ, ვთხოვ ერთი წუთით დამელოდოს, ისიც თავს
მიქნევს, შემდეგ ლოყას მადებს ლოყაზე. კედელს ვეყრდნობი და
რეიჩელს ისევ ჩემკენ ვიზიდავ, მაგრამ თვალები დახუჭული აქვს.
სიტყვები კიდევ ერთხელ ცდილობენ ბარიერის გადალახვას, რომე-
ლიც მათ წინ აღვმართე. ყოველთვის, როდესაც რეიჩელთან ვარ,
მინდა რაღაც ვთქვა, მაგრამ მხოლოდ ცემენტს ვამატებ ჩემს კედე-

103
ლს. რეიჩელს კი არ სჭირდება ამ სიტყვების გაგონება.
არ არის საჭირო რამის თქმა...
მაგრამ სიტყვები კედლებს აწყდებიან, ისეთი ძალით ილტვიან
გარეთ, რომ ჩვენი კოცნები ასე სრულდება.
მე წუთი მჭირდება სულის მოსათქმელად და რეიჩელიც მთან-
ხმდება, მაგრამ ახლა წუთიც არ მეყოფა. სიტყვები ითხოვენ, რომ
რეიჩელმა გაიგონოს. ისე მაწვებიან, ადრე თუ გვიან, კედლები და-
ინგრევა.
უკვე ბევრჯერ შევეხე მის ტუჩებს, ისე, რომ სიტყვებს არ მივეცი
ნება, კედელს გასცდენოდნენ, ბზარებიდან გამომთვრალიყვნენ,
ჩემს გულში ეტრიალათ, სანამ რეიჩელის სახე მქონდა ხელებში
მომწყვდეული, სანამ თვალებში ჩავცქეროდი, ახლა კი ნებას ვაძ-
ლევ გადალახონ ბარიერი, რომელიც ჩვენ შორისაა და გარდაუვა-
ლი გულისტკენა გამოიწვიონ.
სიტყვები თავისთავად ამოდიან პირიდან.
– ვერაფერს ვხედავ, – ვეუბნები.
ვიცი, რეიჩელი ვერ ხვდება, რაზე ველაპარაკები. არ მინდა გა-
ვაგრძელო მაგრამ სიტყვები არ ჩერდებიან:
– შენ რომ მიჩიგანში წახვალ მე კი სან-ფრანცისკოში დავრჩები,
ამის იქით ვეღარაფერს ვხედავ. ადრე ყოველთვის ვხედავდი სასურ-
ველ მომავალს, ახლა ვერაფერს ვხედავ!
რეიჩელს ცრემლი ჩამოსდის ლოყაზე და მე კოცნით ვუშრობ.
– თავს ვერაფერს ვუხერხებ, – ვეუბნები, -- ერთადერთი, რისი
დანახვაც მინდა, შენ ხარ... და თუ შენ არ მეყოლები... სხვა არაფერი
არ ღირს. ყველაფერს შენ ხდი უკეთესს, რეიჩელ, ყველაფერს! --
მაგრად ვკოცნი ტუჩებში, მაგრამ ამჯერად ტკივილს არ განვიცდი,
რადგან სიტყვები გავათავისუფლე, – მიყვარხარ, – ვეუბნები და ბო-
ლომდე ვთავისუფლდები.
შემდეგ ისევ ვკოცნი, ისე, რომ, პასუხის გაცემის საშუალებასაც
არ ვაძლევ. არაფერში მჭირდება მისგან სიტყვები, სანამ მზად არ
იქნება და არც ის მინდა მითხრას, ის, რასაც შენ გრძნობ, არ არის
სწორიო.

104
რეიჩელი ხელს მადებს ზურგზე, თავისკენ მიზიდავს, ფეხებს
გარს ისე მხვევს, თითქოს ცდილობს დამნებდეს.
წამიც და, მნებდება.
ისევ გაშმაგებული ვესიყვარულებით ერთმანეთს.
კბილებს ვაღრჭენთ, ტუჩებზე ვკბენთ ერთმანეთს,
ვჩქარობთ, ვქოშინებთ, ერთმანეთის შეხებით ვტკბებით.
რეიჩელი კვნესის და ვგრძნობ, როგორ ცდილობს ტუჩები მომა-
შოროს, მაგრამ მე ხელი თმაში მაქვს ჩავლებული და ისევ სასოწარ-
კვეთილი ვკოცნი, გეგონება, არ მინდა ამოვასუნთქო.
მაინც მაიძულებს მოვწყდე მის ტუჩებს.
შუბლს შუბლზე ვადებ და ვცდილობ ემოციამ ჯებირი არ გადმო-
ლახოს.
– მაილს, – მეუბნება სუნთქვაშეკრული რეიჩელი, – მაილს, მიყ-
ვარხარ. მეშინია. არ მინდა ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდეს!
გიყვარვარ, რეიჩელ!
უკან ვიხევ და თვალებში ვუყურებ.
რეიჩელი ტირის.
არ მინდა შევაშინო. ვეუბნები, რომ ყველაფერი რიგზეა, ვეუბნე-
ბი, რომ სკოლის დასრულებამდე თავს შევიკავებთ, შემდეგ კი მშობ-
ლებს ყველაფერს ვეტყვით.
ვეუბნები, რომ ისინი წინააღმდეგი არ იქნებიან. ამ სახლიდან
რომ გადავალთ, ყველაფერი სხვანაირად იქნება. ყველაფერი კარ-
გად იქნება. მშობლებს მოუწევთ გაგვიგონ.
ვეუბნები ყველაფერი კარგად იქნება- მეთქი
ის თავს მიქნევს სასოწარკვეთილი.
– ყველაფერი კარგად იქნება, – მეუბნება, მეთანხმება. მე ისევ
შუბლს ვადებ შუბლზე:
– ყველაფერს გავუმკლავდებით, რეიჩელ! – ვეუბნები. – ვერა-
სოდეს მიგატოვებ, არ არსებობს.
რეიჩელი ჩემს სახეს ხელისგულებში იქცევს და მკოცნის :
შეგიყვარდი, რეიჩელ!
მისი კოცნა იმხელა ტვირთს მაშორებს გულიდან, რომ ვგრძნობ,

105
როგორ ვლივლივებ. ისიც ჩემთან ერთად ლივლივებს.
რეიჩელისკენ ვტრიალდები და ისევ ზურგით კედელს ეყუდება.
მკლავებს თავზემოთ ვაწევინებ, თითებს თითებში ვაწნავ და შო-
რენკეცით მოპირკეთებულ კედელზე ვადებინებ.
შემდეგ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს... და მეორე წესს მი-
წასთან ვასწორებთ.

106
თავი 13

ტეიტი

– გმადლობ, რომ მაიძულე წამოსვლა, – ეუბნება მაილსი კორ-


ბინს, – ნატკენ ხელსა და იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ცისფერი გე-
გონე, მშვენიერი დრო გავატარე.
კორბინი იცინის და კარის გასაღებად ტრიალდება:
– მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის, ცისფერი რომ მეგონე, გოგო-
ნებზე არასოდეს გისაუბრია, თანაც ბოლო ექვსი წელია, სექსი არ
ყოფილა შენს ცხოვრებაში.
კორბინი კარს აღებს, სახლში შედის და პირდაპირ საძინებლის-
კენ მიემართება. მე ზღურბლთან ვდგავარ და მაილსს ვუყურებ.
ისიც მიყურებს და მიპყრობს:
– სექსი ახლა პირველია ჩემს დღის წესრიგში, – მეუბნება ღიმი-
ლით.
ახლა მე ვარ დღის წესრიგში. არ მინდა დღის წესრიგში ვიყო,
მინდა გეგმები ააგოს ჩემზე, რუკა შეადგინოს, მე მისი მომავლის
რუკაზე მინდა ვიყო.
მაგრამ მაშინ მეორე წესი უნდა დაირღვეს.
მაილსი კარს აღებს, თავის ბინაში შედის და თავის ქნევით მანიშ-
ნებს საძინებლისკენ.
– შენი ძმა რომ დაიძინებს? – მეჩურჩულება.
მშვენიერია, მაილს, შეგიძლია ხვეწნა არ დამიწყო, მე შენს დღის
წესრიგში ვარ!
მეც თავს ვუქნევ, სანამ კარს დახურავს.
შხაპს ვიღებ, სხეულს ვიპარსავ, კბილებს ვიხეხავ, ვმღერი და
ისეთ ბუნებრივ მაკიაჟს ვიკეთებ, რომ არც მეტყობა. თმასაც ისე ვი-
ვარცხნი, თითქოს ამ ამბისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. ისეთი-
ვე ტანისამოსს ვიცვამ, როგორიც ცოტა ხნის წინ მეცვა, და ვერც მიხ-
ვდება, რომ გამოვიცვალე. აი, ბიუსტჰალტერსა და საცვალს კი საგ-

107
ულდაგულოდ ვარჩევ, რადგან წინა თეთრეული ერთმანეთთს არ
მქონდა შეხამებული. შემდეგ საშინლად ვნერვიულობ, რადგან მა-
ილსი ჩემს ბიუსტჰალტერსა და ქვედა საცვალს დაინახავს ამაღამ.
მეტიც, ალბათ, შეეხება კიდეც.
ეს დღის წესრიგის ნაწილია, ალბათ, ჩემთვის მათი გახდაც გათ-
ვალისწინებული აქვს.
ტელეფონზე შეტყობინება მოდის და ხმა მაოცებს, რადგან ეს
დღის წესრიგში არ შედის ღამის თერთმეტ საათზე. შეტყობინება უც-
ნობი ნომრიდანაა და ვკითხულობ:
მაილსი: „კორბინი უკვე თავის ოთახშია?“
მე: „ჩემი ნომერი საიდან გაქვს?“
მაილსი: „კორბინის მობილურში ვნახე მალულად, სანამ მანქა-
ნით მოვდიოდით“.
თავში უცნაური ხმა მიღიღინებს, „ლა-ლა-ლა-ლა-ბუ-ბუმ, ჩემი
ნომერი მოუპარავს!“
რა ბავშვი ვარ!
მე: „არა, ტელევიზორს უყურებს:
მაილსი: „კარგი, მეც საქმეები მაქვს, გავდივარ. ოც წუთში დავ-
ბრუნდები. ბინას ღიას ვტოვებ, იმ შემთხვევისთვის, თუ შენი ძმა
ჩემს დაბრუნებამდე წავა დასაძინებლად“.
ღამის თერთმეტ საათზე ვინ გადის გარეთ საქმეებზე.
მე: „კარგი“.
ბოლო შეტყობინებას ვუყურებ და ვიღმიჭები. ყველაფერი ძალი-
ან ჩვეულებრივად არის. ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ მასზე, თით-
ქოს ყოველთვის ასე ვიქცევი. ალბათ, ფიქრობს, რომ ჩემი ჩვეულებ-
რივი დღეები ასე გადის:
ვიღაც ბიჭი: „ტეიტ, გინდა სექსი გქონდეს?“
მე: „რა თქმა უნდა, მოდი, ამ ორ ბიჭთან მოვრჩები და მოვალ.
სხვათა შორის, არანაირი წესები არ გამაჩნია, ყველაფერი მოსუ-
ლა!“
ვიღაც ბიჭი: „შესანიშნავია!“
თხუთმეტი წუთი გადის და, როგორც იქნა, კორბინი ტელევიზორს

108
რთავს.
როგორც კი მისი საძინებლის კარის დახურვის ხმა მესმის, ჩემი
საძინებლის კარი იღება. სასტუმრო ოთახის გავლით ჩუმად მივიპა-
რები კარისკენ და პირდაპირ ვეჩეხები მაილსს, რომელიც დერეფან-
ში მხვდება.
– მშვენიერ დროს გამოჩნდი! – მეუბნება.
ხელში ჩანთა უჭირავს, რომელიც მეორე ხელში ისე გადააქვს,
რომ ვერ შევათვალიერო.
– მხოლოდ შენ შემდეგ, ტეიტ, – მეუბნება და კარს მიღებს.
არა, მაილს. მე უნდა გამოგყვე უკან. ასეა საჭირო, შენ მყარი
ხარ, მე – თხევადი. შენ წყალს მიუყვები, მე ჭავლად მოგდევ.
– გწყურია? – სამზარეულოსკენ მიდის, მაგრამ არ ვიცი, ამჯე-
რად შემიძლია თუ არა უკან გაყოლა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე და
მეშინია, რომ მიხვდება, ცხოვრებაში არც პირველი და არც მეორე
წესი რომ არასოდეს მქონია.
თუკი წარსულსა და მომავალს ტაბუ ადევს, მაშინ მხოლოდ აწ-
მყო მრჩება და აზრზე არა ვარ, აწმყოში როგორ უნდა მოვიქცე.
მეც აწმყოში სამზარეულოში შევდივარ:
– რა გაქვს? – ვეკითხები.
ჩანთა უკვე მაგიდაზე დევს და მაილსი ხედავს, როგორ ვუყურებ,
ამიტომ განზე ისე დებს, რომ ვერ დავინახო.
– მითხარი, რას დალევ და ვნახავ, მაქვს თუ არა, – ამბობს.
– ფორთოხლის წვენი.
იღიმება, ჩანთიდან ფორთოხლის წვენით სავსე მუყაოს კო-
ლოფს იღებს და ის უბრალო ფაქტი, რომ მის ყიდვაზე იზრუნა, მის
გულუხვობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, იმის ხაზგასმაცაა, რომ
ჩემი გულის მოგებას ბევრი არაფერი სჭირდება. უნდა ვუთხრა, რომ
პირველი წესი შემდეგია: შეწყვიტე ისეთი რამის კეთება, რაც მაიძუ-
ლებს შენი წესების დარღვევა მოვინდომო.
ღიმილით ვართმევ ფორთოხლის წვენს:
– კიდევ რა გაქვს ჩანთაში?
მხრებს იჩეჩს:

109
– ათასი წვრილმანი.
მაილსი მიყურებს, როგორ ვხსნი წვენის მუყაოს ყუთს, მიყურებს,
როგორ ვსვამ წვენს, მიყურებს, როგორ ვახურავ თავსახურს კო-
ლოფს, მიყურებს, როგორ ვდებ წვენს სამზარეულოს მაგიდაზე, მაგ-
რამ ისე ახლოდან ვერა, რომ შენიშნოს, როგორ ვეპარები მის ჩან-
თას.
მაგრამ სანამ ხელს დავავლებ, მაილსი წელზე მხვევს ხელს .იცი-
ნის:
– უკან დადე, ტეიტ!
ჩანთაში ვიხედები.
პრეზერვატივები.
ვიცინი და ჩანთას ისევ მაგიდაზე ვაგდებ დაუდევრად, ვტრიალ-
დები, მაგრამ ხელს არ მიშვებს:
– მინდა რაღაც უადგილო და უხერხული ვთქვა, თუმცა ვერაფე-
რი მოვიფიქრე, მოდი, უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ ვთქვი და მა-
ინც გაიცინე!
მაილსი არ იცინის, მაგრამ არც ხელიდან მიშვებს.
– რა უცნაური ხარ! – მეუბნება.
– მკიდია!
იღიმის:
– ყველაფერი უცნაურია.
მეუბნება, რა უცნაურია ყველაფერი ჩვენ შორის, მაგრამ მე სა-
ოცრად კარგად ვგრძნობ თავს. ვერ გეტყვით, სიტყვა „უცნაურს“
მისთვის რა დატვირთვა აქვს, კარგი თუ ცუდი.
– უცნაური კარგია თუ ცუდი?
– ორივე, – მეუბნება, – და არც ერთი.
– შენც უცნაური ხარ, – ვეუბნები.
იღიმის:
– მკიდია!
მაილსი ხელს მისვამს ზურგზე, მხრებზე, შემდეგ ნელა მიუყვება
მკლავებს, სანამ ხელში არ ჩამკიდებს ხელს. ეს რაღაცას მახსენებს.
ხელს ვუთვალიერებ:

110
– როგორ გაქვს?
– კარგად.
– ხვალ აუცილებლად გაგისინჯავ, – ვეუბნები.
– ხვალ არ ვიქნები სახლში, რამდენიმე საათში უნდა გავემგზავ-
რო.
გონებაში ორი ფიქრი მიტრიალებს. პირველი: ძალიან იმედგაც-
რუებული ვარ, რომ ამაღამ მიემგზავრება, და მეორე: რატომ ვარ მე
აქ, თუ ამაღამ უნდა გაემგზავროს?
– არ უნდა გამოიძინო?
უარობს:
– ახლა ვერ დავიძინებ.
– არც კი გიცდია, – ვეუბნები, – შეუძლებელია გამოუძინებელმა
იფრინო, მაილს!
– პირველი ფრენა ხანმოკლე მაქვს, გარდა ამისა, მფრინავის
თანაშემწე ვარ. თვითმფრინავში გამოვიძინებ.
ძილი მის დღის წესრიგში არ შედის, ტეიტი შედის.
ტეიტი მის დღის წესრიგში ძილს ანაცვლებს.
საინტერესოა, კიდევ რა ჩავანაცვლე?
– აბა, – ვეჩურჩულები და ხელს ვაშვებინებ. ვყოყმანობ, არ ვიცი,
რა მოვაყოლო სიტყვას „აბა“. ვერაფერს მივაყოლებ, ლა-სი-დოსაც
კი.
მაილსი ჩუმადაა.
უხერხული მომენტია.
– აბა, – ამბობს ისიც, თითები ჩემი თითებისკენ მოაქვს და მაშ-
ლევინებს, ჩემს თითებს მისი თითები მოსწონს.
– გინდა იცოდე, რამდენი ხანია, რაც არავინ მყოლია, მით უმე-
ტეს, შენ შესახებ ისედაც ვიცი ინტიმური დეტალები? – ვეკითხები.
ვფიქრობ, სამართლიანად მოვიქცევი, რადგან მარტო მე კი არა,
მისი ცხოვრების ინტიმური დეტალები მთელმა ჩემმა ოჯახმა იცის.
– არა, – მეუბნება უბრალოდ, – მაგრამ მინდა გაკოცო.
ჰმ... უარი, მაგრამ გაანალიზების დრო არა მაქვს, მას ხომ მაც-
დური წინადადება მოჰყვება.

111
თითებს მიშვებს, ხელი ჩემი თავისკენ მოაქვს და მეხვევა.
– იმედია, შენს კოცნას ისევ ფორთოხლის წვენის გემო აქვს.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა. უკანასკნელი
წინადადების სიტყვებს ვითვლი, შემდეგ გონებაში იმ ადგილს ვეძებ,
სადაც ამ რვა სიტყვას შევინახავ. მინდა გონების უჯრაში მივუუჩინო
ბინა, ზედ „პირადი“ წავაწერო და მაშინ გამოვიღო და წავიკითხო,
როდესაც სულელური წესი ნომერი ორი ნაღვლიან და ეულ საჩუქ -
რად იქცევა.
მაილსი უკვე ჩემს პირშია. ისევ მიპყრობს. გონების უჯრას ვკეტავ
და მას ვუბრუნდები.
დამიპყარი, დამიპყარი, დამიპყარი!
ალბათ, ჩემს კოცნას ნამდვილად ფორთოხლის წვენის გემო
აქვს, რადგან ისე იქცევა, თითქოს ამ გემოთი ტკბება. მეც უნდა
ვტკბებოდე მისი გემოთი, რადგან ჩემკენ ვიზიდავ, ვკოცნი, ყველა-
ფერს ვაკეთებ, რომ მის გონებას დავეუფლო და მხოლოდ ტეიტით
ავავსო.
მაილსი ჩემს ტუჩებს სწყდება, სულს ითქვამს და მეუბნება:
– დამავიწყდა, რა სასიამოვნოა ეს შეგრძნება!
ვიღაცას მადარებს. ეს არ მომწონს, მაგრამ ვისაც უნდა მადარებ-
დეს, ნამდვილად დიდ სიამოვნებას იღებდა მისგანაც.
– გინდა რაღაც გითხრა? ‒ მეუბნება.
მინდა მინდა ყველაფერი ვიცოდე, მაგრამ რატომღაც ამწამს იმ
ერთი სიტყვის გამო შურის საძიებლად ვირჩევ, ცოტა ხნის წინ რომ
მითხრა.
– არა, – ვეუბნები და ისევ ვცდილობ ვაკოცო. ის მაშინვე არ
მნებდება, რადგან არ იცის, ჩემი უარი როგორ მიიღოს. თუმცა შემ-
დეგ სწრაფად ამყვება.
ეტყობა, მასაც ისევე არ ესიამოვნა ჩემი მოჭრილი პასუხი, რო-
გორც მე, და ახლა ხელებს იყენებს პირადი შურისძიებისთვის. ვერ
ვიტყვი, სად მეხება, რადგან ერთ ადგილას შეხების შემდეგ მეორის-
კენ ინაცვლებს. ყველგან მეხება, არსად, საერთოდ არა, და ყველგან
ერთდროულად.

112
მაილსის კოცნაში განსაკუთრებულად ხმა მიყვარს მისი ტუჩების
ხმა ჩემს ტუჩებზე დაკონებისას. ჩვენი ხმა, როდესაც ვცდილობთ ერ-
თმანეთი სუნთქვით ვშთანთქათ: მიყვარს, როდესაც ჩვენი სხეულე-
ბის შეერთებისას გმინავს. ბიჭები ხშირად გოგონებზე მეტად იკავე-
ბენ ხმებს ასეთ რამეებში.
მაილსი ასე არ იქცევა, მას ვსურვარ, უნდა ეს მაგრძნობინოს და
მე ეს მიყვარს.
ღმერთო, მიყვარს!
– ტეიტ, – ისევ მეჩურჩულება ტუჩებთან ახლოს, – წამო, ჩემს სა-
ძინებელში შევიდეთ!
თავს ვუქნევ, ისიც ჩემს ტუჩებს სწყდება და მაგიდაზე დაგდებულ
პრეზერვატივების ყუთს იღებს. შემდეგ ორივე მისი საძინებლისკენ
მივდივართ, თუმცა უეცრად მაილსი უკან ბრუნდება და ფორთოხ-
ლის წვენი გამოაქვს სამზარეულოდან. გვერდს რომ მივლის, საძი-
ნებლის კარის გასაღებად წინ წასული, თვალს მიკრავს.
ეს პატარა თვალის ჩაკვრა ისეთ დღეში მაგდებს, მეშინია, რა და-
მემართება, როცა მაილსი დამეუფლება, ალბათ, ვერ გადავრჩები!
მის საძინებელში შევდივართ თუ არა, შიში მიპყრობს. უფრო
იმიტომ, რომ მაილსის სახლში სიტუაციის სადავეები მის ხელშია, მე
კი ოდნავ არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარ.
– რამ შეგაშფოთა? – მეკითხება, თან ფეხსაცმელს იხდის, შემ-
დეგ სააბაზანოში შედის, შუქს აქრობს და კარს ხურავს.
– ცოტა ვნერვიულობ, – ვჩურჩულებ. მისი საძინებლის შუაგულ-
ში ვდგავარ და ზუსტად არ ვიცი, რა მოხდება.
ჩვეულებრივ, ასეთ რამეებს წინასწარ არ განიხილავენ, ყველა-
ფერი სპონტანურად, ვნების ცეცხლმოდებულ წყვილს შორის უნდა
მოხდეს და არც ერთმა არ უნდა იცოდეს, რა მოხდება, სანამ მოსახ-
დენი არ მოხდება.
მაგრამ მე და მაილსმა მშვენივრად ვიცით, რა მოხდება.
მაილსი საწოლს უახლოვდება და კიდეზე ჯდება:
– მოდი ჩემთან, – მეუბნება, ვიღიმი, შემდეგ კი რამდენიმე ნაბიჯ-
ზე ვუახლოვდები. ის ჩემს ბარძაყებს ხელებში მჭიდროდ იქცევს, მა-

113
ისურზე კი, მუცელს რომ მიფარავს, ტუჩებს მაწებებს. მე ხელები მი-
სი მხრებისკენ მიმაქვს, თან თვალებში ჩავცქერი, მაილსიც მიყუ-
რებს და მის მზერაში ჩაბუდებული სიმშვიდე გადამდებია.
– შეგვიძლია ნელა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა, – მეუბ-
ნება, – აუცილებელი არ არის დღეს მოხდეს ყველაფერი. ეს ჩვენს
წესებში არ შედიოდა.
ვიცინი, მაგრამ თან ვუარობ:
– არა, არაფერია, რამდენიმე საათში ხომ მიემგზავრები და რამ-
დენ ხანს არ დაბრუნდები, ხუთი დღე?
– ამჯერად ცხრა.
მეზიზღება ეს ციფრი.
– არ მინდა ცხრა დღე გალოდინო მას შემდეგ, რაც იმედი გაგი-
ჩინე, – ვეუბნები.
მაილსი ხელებს მისვამს ბარძაყებზე, ჯინსის წინა ნაწილს უახ-
ლოვდება და ადვილად ხსნის ღილს:
– დამიჯერე, იმის წარმოდგენა, თუ რა ამბები შეგვიძლია დავატ-
რიალოთ, საერთოდ არაა ჩემთვის წამება, – მეუბნება და თითებით
შარვლის ელვას ეპოტინება, შემდეგ ხსნის და გული ისე გამალებით
მიბაგუნებს, თითქოს რამეს აშენებდეს. იქნებ მართლაც აშენებს ზე-
ცისკენ მიმავალ კიბეს, რადგან იცის, რომ როგორც კი ჯინსი ჩამ-
ძვრება, გასკდება და მოვკვდები.
– ჩემთვის ნამდვილად წამებაა! – ვჩურჩულებ.
ელვა იხსნება მაილსს შარვალი თემძოებამდე ჩამოაქვს...
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ თავბრუ არ დამეხვეს, მაგრამ მა-
ილსი მეორე ხელით ისე მიწევს პერანგს, რომ მუცელზე მაკოცოს.
ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ!
მაილსს ახლა ორივე ხელი შარვალში აქვს ჩაყოფილი და მუხ-
ლებამდე ჩამოდის ნელ-ნელა. შემდეგ ენით მეხება მუცელზე, მე კი
ხელებს მის თმაში ვკარგავ.
ბოლოს და ბოლოს, შარვალი კოჭებამდე რომ ჩამდის, ფეხსაც-
მელსაც ვიხდი და ორივე ტოტიდან ვყოფ ფეხს. მაილსი ისევ ბარძა-
ყებზე მხვევს ხელებს, შემდეგ წელისკენ ინაცვლებს, ბოლოს თავის-

114
კენ მიზიდავს, მუხლებზე მაჯენს, ფეხებს მაშლევინებს და საჯდომზე
მკიდებს ხელებს. სუნთქვა მეკვრის!
არ ვიცი, მაგრამ მეგონა, მაილსი გამოუცდელი იყო. დარწმუნე-
ბული ვიყავი, ამდენი ხნის თავშეკავება მასზე გავლენას მოახდენდა,
მაგრამ არ ვწუწუნებ
საერთოდ არ ვწუწუნებ!
ხელებს მაშინვე ვწევ, როგორც კი ცდილობს მაისური გამხადოს.
მაილსი მაისურს ჩემ უკან, იატაკზე აგდებს, ისევ ტუჩებზე მეწაფე-
ბა და გაწაფული ხელით მარჯვედ მხდის ბიუსტჰალტერს.
ეს უსამართლობაა. მე ლამის მხოლოდ ერთი საცვლის ამარა
დავრჩე, მას კი ჯერ არაფერი გაუხდია.
– რა ლამაზი ხარ, – მეჩურჩულება, ბიუსტჰალტერის ბრეტელებს
ექაჩება და მკლავებზე მიწევს. მე სუნთქვა მაქვს შეკრული, ველო-
დები, როდის გამხდის ბოლომდე.ისე საშინლად მინდა ტუჩებით შე-
მეხოს მკერდზე, რომ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.
ბოლოს, როდესაც ბიუსტჰალტერს მხდის და მთელი ჩემი დიდე-
ბულებით წარვდგები მის წინაშე, აღტაცებული აღმოხდება:
– ოჰო! – ამბობს აკანკალებული ხმით.
ბიუსტჰალტერს იატაკზე აგდებს და ისევ მიყურებს. მიცინის და
სწრაფად, ნაზად მკოცნის.
მაილსი უკან იხევს, ხელებს ლოყებზე მკიდებს და თვალებში მი-
ყურებს:
– გსიამოვნებს?
ისე მინდა გავიღიმო, მაგრამ ტუჩზე კბენით მაინც ვახერხებ მის
შეკავებას. მაილსი ჩემკენ იხრება და ისე მაგრად მკოცნის, ტუჩებს
ბოლომდე აშორებს კბილებს. ასე რამდენიმე წამის განმავლობაში
აგრძელებს, შემდეგ მათავისუფლებს:
– ტუჩზე აღარ იკბინო, მიყვარს შენი ღიმილი!
რა თქმა უნდა, მეც ისევ ვიღიმი.
ხელები მაილსის მხრებზე მიდევს, მაგრამ ახლა ზურგზე ჩამაქვს
და მაისურზე ვექაჩები. მაილსი სახეს მითავისუფლებს, მკლავებს
აღმართავს, რომ ადვილად გავხადო. უკან ვიხევ და ვათვალიერებ

115
ზუსტად ისე, როგორც ის მათვალიერებდა, ხელებს მკერდზე ვუს-
ვამ, ყოველ კუნთს ვეხები:
– შენც მშვენიერი ხარ!
მაილსი ხელისგულებს ზურგზე მაჭერს და ასე მანიშნებს, რომ წა-
მოვჯდე. როგორც კი ასე ვიქცევი, მკერდისკენ იხრება და ძუძუსთა-
ვებზე ენას ნელა მისვამს. ვკვნესი, ის კი კვნესას კოცნით მიხშობს.
მაილსს ცალი ხელი ჩემი ბარძაყისკენ მიაქვს და ქვედა საცვლის
არშიას ეხება:
– მინდა ზურგზე დაწვე, – მეჩურჩულება.
ცალი ხელი ზურგზე აქვს, მშვიდად იცვლის პოზას და მეც კალ-
თიდან მიშორებს, ლოგინზე მაწვენს. ახლა უკვე ჩემკენაა დახრილი,
ქვედა საცვალზე მექაჩება და ენით ჩემს პირში აღწევს.
მე ხელები მაშინვე მისი ჯინსის ღილისკენ გამირბის, ვუხსნი კი-
დეც, მაგრამ მაილსი სასწრაფოდ მიშლის ხელს.
– ჯერ არ გინდა, – მუუბნება, – არ მინდა ყველაფერი იმაზე სწრა-
ფად დამთავრდება, ვიდრე დაიწყო.
სულ ფეხებზე მკიდია, რამდენ ხანს გაგრძელდება აქტი, უბრა-
ლოდ, მინდა ტანსაცმელი გავხადო!
მაილსი ნელა მხდის ტრუსს, ჩემი ფეხებისკენ იხრება და საც-
ვალს ჯერ ერთი, მერე კი მეორე ფეხიდან მაცლის.
თვალებში ნამდვილად აღარ მიყურებს. ჩემს ფეხებს საშუალე-
ბას აძლევს ისევ ლოგინზე დამივარდეს, თვითონ წელში სწორდება
და ოდნავ მშორდება.
– ოჰო! – ჩურჩულებს და დამცქერის. დგას, მიყურებს შიშველს,
ლოგინზე დაწოლილს, თვითონ კი ჯერ ისევ ჯინსი აცვია.
– უსამართლობაა! – ვეუბნები.
მაილსი უარობს, შემდეგ მომუშტულ ხელს იკბენს, ტრიალდება
და გრძლად, ღრმად სუნთქავს, შემდეგ ისევ სახით ჩემკენ დგება,
სხეულს მითვალიერებს და ბოლოს სახეში მიყურებს:
– ეს უკვე ჩემს ძალას აღემატება, ტეიტ!
ვატყობ, როგორ ერევა მის სიტყვებს იმედგაცრუება·
მაილსი ისევ დგას, თავს იქნევს, მაგრამ შემდეგ ტუმბისკენ მიდ-

116
ის. იქიდან პრეზერვატივების ყუთს იღებს, ერთ ცალს არჩევს და შე-
ფუთვას კბილებით ხსნის.
– მაპატიე, – მეუბნება და სასწრაფოდ იხდის შარვალს, – მინდო-
და მესიამოვნებინა... მინდოდა ეს დღე დასამახსოვრებელი მაინც
ყოფილიყო, – შარვალგახდილი თვალებში მიყურებს, მაგრამ მე უკ-
ვე მიჭირს მისთვის მზერა, რადგან უკვე ტოტებიან ტრუსსაც იხდის,
– ორ წამში თუ არ დაგეუფლე, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდები!
მაილსი სწრაფად მოდის ჩემთან, თან ერთდროულად ახერხებს
პრეზერვატივის მორგებასა და ჩემი მუხლების გაწევას მეორე ხე-
ლით.
– დანაშაულს რამდენიმე წუთში გამოვისყიდი, გპირდები! – მე-
უბნება და ჩემს თანხმობას ელოდება.
– მაილს, – ვეუბნები, – ყველაფერი ფეხებზე მკიდია, მინდა და-
მეუფლო!
– მადლობა ღმერთს, – ოხრავს მაილსი, ჩემი ფეხი მარჯვენა ხე-
ლით მუხლს უკან მიაქვს და ტუჩებს ტუჩებზე მაწებებს, თან ისე მო-
ულოდნელად შემოდის ჩემში, ისე მაგრად, რომ პრაქტიკულად პირ-
ში ჩავკივი. არც ჩერდება, რომ მკითხოს, ხომ არაფერი გატკინეო,
არც ტემპს ანელებს, მანამ შემოდის ჩემში მაგრად და ღრმად, სანამ
არ ხვდება, რომ ამაზე მეტი შეუძლებელია.
ჩემთვის კი ეს აქტი მტკივნეულია, მაგრამ ამ სიტყვის საუკეთესო
მნიშვნელობით!
მაილსს პირში ჩავკვნესი, ისიც ჩემს კისერთან გმინავს მისი ტუ-
ჩები ყველგანაა, ხელებთან ერთად. უხეში სექსი გვაქვს, ავხორცი,
ვნებიანი, ცხელი და ხმაურიანი. მაილსი სწრაფად მოძრაობს და
ვხედავ თუ არა მის დაძაბულ ზურგს, ვხვდები, რომ აქტი დიდხანს
ვერ გაგრძელდება.
– ტეიტ! – ძლივს სუნთქავს, – ღმერთო, ტეიტ! – ფეხის კუნთები
ეძაბება და თრთის, – ამის დედაც! – გმინავს, ტუჩებს არ აშორებს
ჩემს ტუჩებს, მაგრად მკოცნის, ჩერდება, მაგრამ ფეხები და ზურგი
მაინც უთრთის. ბოლოს ტუჩებსაც მაშორებს, ღრმად ოხრავს და ჩე-

117
მი თავის გვერდით დებს შუბლს, – ამის დედაც, ღმერთო! – ამბობს
ისევ დაძაბული, ისევ ათრთოლებული და ისევ ღრმად ჩემში შემო-
სული.
გამოდის თუ არა ჩემგან, ტუჩებით დაუყვება ყელს, შემდეგ კი
მკერდისკენ მიემართება. ძუძუებსაც მიკოცნის, მაგრამ სწრაფად,
შემდეგ ისევ ჩემს პირს უბრუნდება:
– მინდა შენი გემო შევიგრძნო, – მეუბნება, – ხომ შეიძლება?
თავს ვუქნევ.
თავს ენერგიულად ვუქნევ.
მაილსი დგება, პრეზერვატივებს ყრის და ისევ ჩემ გვერდით წვე-
ბა. მე თვალს არ ვაშორებ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სულაც
არ აინტერესებს, რამდენი ხანია, რაც ვინმესთან ვიწექი, მაინც უნდა
დავაზუსტო – თითქმის ერთი წელი იქნება. ექვს წელთან შედარე-
ბით ეს არაფერია, მაგრამ ჩემთვის საკმარისია და ნამდვილად არ
მინდა თვალებდახუჭულს რამე გამომრჩეს.
განსაკუთრებით ახლა, როდესაც თავისუფლად შემიძლია, ვუყუ-
რო მის V ზონას და არ შემრცხვეს, რომ თვალს ვერ ვაშორებ.
მაილსიც მოჯადოებული მიყურებს სხეულზე, ჯერ მუცელზე მის-
ვამს ხელს, შემდეგ თეძოებამდე ჩადის, ფეხებს მაშლევინებს და მო-
ხიბლული აკვირდება, რა დღეში მაგდებს, მეც იძულებული ვარ
თვალგახელილმა ვადევნო თვალი, როგორ მიცქერის. აღსაგზნე-
ბად შეხება აღარ მჭირდება, იმის ყურებაც მყოფნის, რასაც მიშვრე-
ბა.
ორ თითს საშოში მიყოფს და მოულოდნელად ვხვდები, რომ მისი
ყურება უფრო მიძნელდება. ცერა თითი გარეთ აქვს და ყოველ წერ-
ტილს მიგზნებს, რომელსაც კი სწვდება. ვკვნესი, ხელებს ლოგინზე
ვყრი, თავზემოთ, თვალებს კი ვხუჭავ.
ვლოცულობ, მაილსი არ გაჩერდეს არ მინდა შეწყვიტოს!
მაილსი ისევ ჩემს პირს სწვდება, ნაზად მკოცნის, მისი ტუჩების
შეხება სრულ კონტრასტს ქმნის ხელების მტკიცედ შეხებასთან. პი-
რით ნელა იკვლევს გზას ნიკაპისკენ, შემდეგ ყელისკენ, მკერდს
ჩასდევს, ძუძუსთავებს ფარავს, მუცლამდე ჩადის, კიდევ, კიდევ უფ-

118
რო დაბლა, დასწყევლოს, ღმერთო, მთლად ქვემოთ!
მაილსი ჩემს ფეხებს შორის იკალათებს, თითებით ისევ საშოში
შედის, ენას კანზე მისვამს, მიყოფს, წელში მოხრასა და ყველა ფიქ-
რის დავიწყებას მაიძულებს.
მეც მთელი არსებით ვნეტარებ!
ისე ხმამაღლა ვკვნესი, ალბათ, მთელი სართული გავაღვიძე,
მაგრამ ეს არ მანაღვლებს!
არ მანაღვლებს, ქუსლები ლეიბში რომ მაქვს ჩასობილი და
ვცდილობ მოვშორდე, რადგან მეტი აღარ შემიძლია!
არ მანაღვლებს, მისი თითები მხოლოდ იმიტომ რომ გამოდიან
ჩემი საშოდან, თეძოებზე ჩამებღაუჭონ და საშუალება არ მომცენ
მოვშორდე. მადლობა ღმერთს!
არ მანაღვლებს, რომ ტკივილს ვაყენებ, თმაში ვექაჩები, მინდა
უფრო მეტად მომიახლოვდეს, ყველაფერს ვაკეთებ, იმ წერტილამ-
დე მივიდე, რომელამდეც არასოდეს მივსულვარ.
ფეხები მითრთის, მისი თითები ისევ საშოში ბრუნდებიან, ლამის
მისი ბალიშით თავი გავიგუდო, რადგან არ მინდა ამ შენობიდან გა-
აგდონ ხმაურის გამო, არადა, არ შემიძლია არ ვიყვირო.
მოულოდნელად ვგრძნობ, ჰაერში როგორ დავლივლივებ,
ვფრენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იქიდან, საიდანაც მზე ამო-
დის, მთელ სამყაროს დავცქერი, ვლივლივებ!
მე...
ო, ღმერთო!
მე...
უფალო იესო!
მე... ეს... ის.
ვეცემი.
ვლივლივებ.
ოჰო!
ოჰო, ოჰო, ოჰო!
ასე არასოდეს მომწყურებია, მიწასთან შეხება.
ლოგინზე ბოლომდე რომ ვდნები, მაილსი ისევ ხარბად მიკოცნ-

119
ის სხეულს. შემდეგ ბალიშს მაშორებს სახიდან, გვერდზე ისვრის და
სწრაფად მკოცნის.
– კიდევ ერთხელ! – ამბობს, ლოგინიდან ჩადის, მაგრამ ორ წამ-
ში ისევ ლეიბზე ჩნდება, ისევ ჩემში შემოდის, მე კი ამჯერად არც
ვცდილობ თვალების გახელას. ხელები თავზემოთ მაქვს გაშლილი,
მისი თითები ჩემს თითებში იხლართება, მაწვება და სწრაფი ბიძგე-
ბით ჩემში ცხოვრობს. ლოყები ერთმანეთზე გვაქვს მიდებული, მა-
ილსს თავი ბალიშზე უდევს და არც ერთს აღარ გვაქვს ამჯერად თავი
ხმის გამოსაცემად.
მაილსი თავს ისე სწევს, რომ ტუჩებით ყურამდე მომწვდეს. შემ-
დეგ ტემპს ანელებს და ნელ-ნელა გამოდის ჩემი სხეულიდან. გა-
რინდებულია. შემდეგ ისევ შემოდის ჩემში. ისევ გამოდის. კიდევ
რამდენჯერმე იმეორებს ყველაფერს, მე კი მხოლოდ იმის ძალაღა
შემწევს, ვიწვე და მას გგრძნობდე.
– ტეიტ, – მეჩურჩულება და ტუჩები ყურებთან მოაქვს, ისევ შე-
მოდის ჩემში და ისევ ჩერდება, – შემიძლია ვამტკიცო, რომ ასი
პროცენტით...
ისევ შემოდის ჩემში.
ეს
ისევ გამოდის.
საუკეთესო
ისევ.
რამაა
ისევ.
რაც კი
ისევ.
ოდესმე
ისევ.
განმიცდია!
კვლავ ჩერდება, მძიმედ სუნთქავს ჩემს ყურთან, ხელებს ისე მი-
ჭერს ხელებზე, რომ მტკივა, მაგრამ ჩქამსაც არ გამოსცემს.
არ ვინძრევით.

120
დიდხანს გაუნძრევლად ვწევართ.
ვერაფრით ვახერხებ სახიდან დაღლილი ღიმილის წაშლას და
დარწმუნებული ვარ, სამუდამოდ დამრჩება.
მაილსი ისევ უკან იხევს და მიყურებს, ჩემს სახეს რომ ხედავს,
მიღიმის, მე კი ვუყურებ და იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ სა-
ნამ ჩემში იყო, ერთხელაც არ ჩაუხედავს თვალებში. ნეტავ ასე გან-
ზრახ იქცეოდა თუ ამჯერად ასე გამოვიდა?!
‒ შენიშვნები? – მაჯავრებს, – წინადადებები?
ვიცინი:
– მაპატიე, უბრალოდ... ერთი სიტყვის... თქმაც კი არ შემიძლია,
– თავს ვაქნევ და ვაგრძნობინებ, რომ ჯერ კიდევ დრო მჭირდება,
სანამ დავილაპარაკებ.
– სიტყვები არ გყოფნის? – მეუბნება, – კიდევ უკეთესი!
ლოყაზე მკოცნის, შემდეგ დგება და სააბაზანოში შედის. მე თვა-
ლებს ვხუჭავ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ჩვენი სიგიჟე კარ-
გად დასრულდეს.
შეუძლებელია!
ვიცი, სხვა აღარავისთან აღარაფერი მომინდება.
მხოლოდ მაილსი მსურს!
მაილსი საძინებელში ბრუნდება, იხრება და ტოტებიან ტრუსს
იღებს იატაკიდან. ჩემს საცვალსა და ჯინსსაც იღებს და ლოგინზე,
ჩემ გვერდით ალაგებს.
მეც ვხვდები, რომ მანიშნებს, ჩაიცვიო.
ვდგები, ვუყურებ, როგორ იღებს ჩემს ბიუსტჰალტერსა და პე-
რანგს და მაწვდის. ყოველთვის, როდესაც მიყურებს, იღიმის, მე კი
მიჭირს საპასუხო ღიმილის შეგებება.
ვიცვამ თუ არა, თავისკენ მიზიდავს და მკოცნის, შემდეგ გულში
მიკრავს:
– გადავიფიქრე, – მეუბნება, – იმის შემდეგ, რაც ახლა მოხდა,
დარწმუნებული ვარ, მომდევნო ცხრა დღე ნამდვილი ტანჯვა იქნება
ჩემთვის.
ვცდილობ ტუჩზე ვიკბინო, რომ არ გამეღიმოს, მაგრამ მაილსი

121
ვერ ამჩნევს, რადგან ისევ გულში ვყავარ ჩაკრული.
– ჰო!
მაილსი შუბლზე მკოცნის:
– რომ გახვალ, შეგიძლია კარი ჩაკეტო?
იმედგაცრუებული ყელს ვიწმენდ და როგორღაც მათავისუფ-
ლებს თუ არა, გასაღიმებლად ძალას ვპოულობ.
– რა თქმა უნდა! – მისი საძინებლიდან გამოსვლისას მესმის,
როგორ ენარცხება ლოგინზე.
გავდივარ და არც ვიცი, რას ვგრძნობ. მაილსი არაფერს შემპი-
რებია იმის გარდა, რაც ეს-ესაა, ჩვენ შორის მოხდა. ის გავაკეთეთ,
რაც ორივეს გვინდოდა – სექსი გვქონდა.
უბრალოდ, არ ველოდი, უხერხულობა ასე თუ დამეუფლებოდა.
იმის გამო კი არა, რომ სექსის მერე მაშინვე გამომიშვა ბინიდან, უფ-
რო იმიტომ, რომ ამან ამაღელვა.
მეგონა, მასთან მხოლოდ სექსი მსურდა, მაგრამ იმით თუ ვიმ-
სჯელებ, როგორ მიცემს გული ბოლო ორი წუთია, არ ვიცი, შევძლებ
თუ არა მასთან მხოლოდ მარტივ ურთიერთობას.
გონებაში სუსტი ხმა ჩამძახის, მაფრთხილებს, ამ სიტუაციას მა-
ნამ ავარიდო თავი, სანამ მაილსთან ურთიერთობა გამირთულდება.
საუბედუროდ, უფრო მაღალი ხმამარწმუნებს, ყველაფერი დინებას
მივანდო, მეუბნება, იმსახურებ, ცხოვრებაში ცოტათი მაინც ისია-
მოვნო, ისედაც მთელ დროს მუშაობას უთმობო.
იმის გაფიქრებაც კი, ამაღამ როგორ ვისიამოვნე, საკმარისია,
რომ მაილსის დაუდევარი დამშვიდობებაც ჩვეულებრივად მივიღო.
იქნებ დროთა განმავლობაში მეც შევიძინო ეს თვისება.
ბინასთან მივდივარ, მაგრამ ვჩერდები, რადგან ვიღაცის ლაპა-
რაკი მესმის. კორბინი სასტუმრო ოთახში მარტოა და, ალბათ, მო-
ბილურით ვიღაცას ესაუბრება.
ვერ შევალ. ჩემს ძმას ჰგონია ჩემს საძინებელში მძინავს.
მაილსის ბინის კარს ვუყურებ მაგრამ დაკაკუნებას არ ვაპირებ.
არა მარტო იმიტომ, რომ უხერხული იქნება,არამედ იმის გამოც,
რომ მე მასზე ნაკლებად შევძლებ გამოძინებას.

122
ლიფტთან მივდივარ და გადავწყვეტ მომდევნო ნახევარი საათი
ფოიეში დავჯდე, იმედია, კორბინი მალე შევა თავის საძინებელში.
სასაცილოა, კორბინს რომ ვემალები, მაგრამ ყველაზე ნაკლებად
მინდა მაილსზე გაბრაზდეს. არადა, ნამდვილად ეს მოხდება.
ლიფტიდან გამოვდივარ, მაგრამ არ ვიცი, რა ვქნა ალბათ, მან-
ქანაში მომიწევს ლოდინი.
– დაიკარგე?
კეპს ვუყურებ, ის ჩვეულ ადგილას ზის, მიუხედავად იმისა, რომ
უკვე შუაღამეა და ცარიელ სკამს უსვამს ხელს
–მოდი, დაჯექი!
ცარიელ სკამზე ვჯდები.
– ამჯერად საჭმელი არ მომიტანია, – ვეუბნები, – ბოდიშს გიხდი!
თავს აქნევს.
‒ სულაც არ მომწონს შენი საჭმელები, ტეიტ დიდი ვერაფერი
მზარეული ხარ!
ვიცინი და მსიამოვნებს, გაცინება რომ შემიძლია. ბოლო ორი
დღის დაძაბულობა მეხსნება.
– როგორ ჩაიარა „მადლიერების დღემ“? – მეკითხება, – ბიჭმა
როგორი დრო ატარა?
ვუყურებ და თავს ოდნავ გვერდზე ვხრი:
– ბიჭმა?
თავს მიქნევს:
– მისტერ არჩერმა. მგონი, თქვენთან იყო ამ უქმეებზე, არა?
თავს ვუქნევ, უკვე ვხვდები, რასაც მეკითხება:
– დიახ, – ვეუბნები. მინდა ვამცნო, რომ დარწმუნებული ვარ,
მისტერ არჩერს ცხოვრებაში საუკეთესო „მადლიერების დღე“ ჰქონ-
და ამ ექვსი წლის განმავლობაში, მაგრამ თავს ვიკავებ, – მისტერ
არჩერმა შესანიშნავი დრო გაატარა!
– ეს ღიმილი?
მაშინვე მიქრება ღიმილი სახიდან, ვერც მივხვდი, რომ ყველა-
ფერი ჯერ ისევ სახეზე მაწერია, ცხვირს ვიჭმუხნი:
– რა ღიმილი?

123
კეპს ეცინება:
– ო, ღმერთო, – ამატებს, შენ და ის ბიჭი? შეგიყვარდა, ტეიტ?
ვუარობ:
– არა, – ვეუბნები მაშინვე, – საქმე ეგ არ არის!
– აბა, რა?
სწრაფად ვათვალიერებ გარემოს და ვგრძნობ, როგორ ვწით-
ლდები. კეპი ისევ იცინის ჩემი იმ სკამივით წითელი ლოყების დანახ-
ვაზე, რომელზეც ვზივარ.
– შესაძლოა მოვხუცდი, მაგრამ არა მგონია, სხეულის ენის კით-
ხვა დამვიწყებოდეს, – მეუბნება, – ეს იმას ნიშნავს, რომ შენ და ის
ბიჭი... როგორ ამბობთ ხოლმე? ერთად ხართ? შეწყვილდით?
სასწრაფოდ ვუარობ:
– ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ!
– ვხედავ, – თავს მიქნევს კეპი. ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვართ და
იმაზე ვფიქრობ, რაშიც, პრაქტიკულად, გამოვტყდი.
– მაშ, კარგი, – მეუბნება კეპი, – იქნებ იმ ბიჭმა ამიერიდან მაინც
გაიღიმოს!
მე თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად, ნამდვილად არა ვარ წინააღ-
მდეგი, მაილსი რომ მეტს იღიმებოდეს.
– თემა ხომ არ შეგვეცვალა?
კეპი ნელა ტრიალდება ჩემკენ და ჭაღარა წარბებს ჭმუხნის:
– გითხარი, მესამე სართულზე ცხედარი რომ ვიპოვე?
თავს ვუქნევ, შვებას ვგრძნობ, სხვა თემაზე რომ საუბრობს, მაგ-
რამ დაბნეული ვარ, რადგან ცხედრის აღმოჩენის ამბავი როგორ-
ღაც დამეხმარა, გულზე მომშვებოდა.
მეც კეპივით პათოლოგი ვარ!

124
თავი 14

მაილსი

ექვსი წლის წინ

– როგორ ფიქრობ, იმიტომ უფრო გვსიამოვნებს ეს, რომ არ შე-


იძლება? – მეკითხება რეიჩელი.
კოცნას გულისხმობს.
ბევრს ვკოცნით ერთმანეთს.
ყოველ შესაძლებლობას ვიყენებთ, იმ შესაძლებლობებსაც კი,
რომლებიც არ გვეძლევა.
– როდესაც ამბობ, არ შეიძლებაო, ჩვენი მშობლების ერთად
ყოფნის გამო ფიქრობ ასე?
რეიჩელი მეთანხმება. სუნთქვა უჭირს, რადგან თან კისერზე
ვკოცნი.
მომწონს, სუნთქვა რომ ეკვრის.
– გახსოვს, პირველად რომ დაგინახე, რეიჩელ?
კვნესის და ეს თანხმობას ნიშნავს.
– გახსოვს, როგორ შევედით მისტერ კლეიტონის საკლასო
ოთახში?
რეიჩელი ისევ უსიტყვოდ მეთანხმება.
– როგორ მინდოდა იმ დღეს შენთვის მეკოცნა, – უკვე ტუჩებით
მისი ტუჩებისკენ მივიკვლევ გზას და თვალებში ვუყურებ, – შენც
გინდოდა მაშინ ჩემი კოცნა?
რეიჩელი ისევ მეთანხმება და მის თვალებში ვკითხულობ, რო-
გორ იხსენებს იმ დღეს.
დღეს
როდესაც
რეიჩელი
ჩემი
ყველაფერი

125
გახდა.
– იმ დღეს ჩვენი მშობლების ამბავი ხომ არ ვიცოდით, – ვუხსნი,
– და მაინც გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეკოცნა, ასე რომ, არა,
არა მგონია, საქმე ამაში იყოს!
რეიჩელი იღიმის.
– ხედავ? – ვეჩურჩულები და ტუჩებით ნაზად ვეხები ტუჩებზე,
მინდა ვაჩვენო, თავს რა კარგად ვგრძნობ.
რეიჩელი ბალიშს იღებს და იდაყვით ეყრდნობა.
– იქნებ მხოლოდ კოცნა მოგვწონს? – მეკითხება, – და არაფერ
შუაში ვართ მე და შენ?
რეიჩელმა სულ ასე იცის ხოლმე. ვეუბნები, ვექილი უნდა გახდე-
მეთქი, რადგან შესანიშნავად გამოსდის ეშმაკის ადვოკატობა. თუმ-
ცა მომწონს, ასე რომ იქცევა, ასე რომ, საუბარში ისევ ვყვები.
– საინტერესო აზრია, – ვეუბნები, – კოცნა ნამდვილად ძალიან
მომწონს, არა მგონია, ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ხომაა გან-
სხვავება ჩვენს კოცნასა და უბრალო მოწონების გამო კოცნას შო-
რის?
ცნობისმოყვარედ მიყურებს:
– რა განსხვავებაა?
პირს კიდევ უფრო ვუახლოვებ პირთან:
– შენშია განსხვავება, – ჩავჩურჩულებ, – შენი კოცნა მომწონს!
ამას რეიჩელი პასუხად მითვლის, რადგან ჩუმდება და პირით
ისიც ჩემკენ მოიწევს.
მომწონს, რეიჩელი ყველაფერზე შეკითხვებს რომ სვამს.
ასე მგონია, მოვლენებს უკვე სხვაგვარად ვუყურებ.
გოგონების კოცნა ნამდვილად ძალიან მომწონდა წარსულში,
მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მიზიდავდნენ.
მეტი მათთან საერთო არაფერი მქონია.
სხვა ადამიანების კოცნა მსიამოვნებდა. ადამიანებს ამიტომაც
მოსწონთ კოცნა, მოკლედ, სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ როდე-
საც ადამიანის კოცნა იმიტომ მოგწონს, რომ ის შენთვის გამორჩე-
ულია, მხოლოდ სიამოვნებაში არაა საქმე.

126
განსხვავება იმაშია, რომ როდესაც ასეთ ადამიანს არ კოცნი, მა-
შინ ტკივილს განიცდი.
სხვა გოგონების კოცნა არასოდეს მომნატრებია და არასოდეს
ყოფილა ჩემთვის მტკივნეული, თუკი არ ვაკოცებდი.
მხოლოდ რეიჩელის უკოცნელობა მტკივა.
იქნებ ამით აიხსნება, რატომაა ასე მტკივნეული
ვინმეს შეყვარება.
მომწონს შენი კოცნა, რეიჩელ!

127
თავი 15

ტეიტი

მაილსი: „გცალია?“
მე: „მე სულ დაკავებული ვარ, რა ხდება?“
მაილსი: „შენი დახმარება მჭირდება. დიდ დროს არ წაგართმევ“.
მე: „ხუთ წუთში მოვალ!“
ხუთის ნაცვლად ათი წუთი უნდა მომეთხოვა, რადგან დღეს შხაპი
არ მიმიღია. წუხელ ათსაათიან ცვლაში ვიყავი და მისი მიღება ნამ-
დვილად მჭირდება. რომ მცოდნოდა მაილსი შინ იყო, შხაპს მივი-
ღებდი, მაგრამ მეგონა, რომ დღეის ნაცვლად ხვალ ჩამოვიდოდა.
თმას კეფაზე მსუბუქად ვიმაგრებ, პიჟამის შარვლის ნაცვლად
ჯინსს ვიცვამ. ჯერ შუადღეც არ არის, მაგრამ არ მინდა მიხვდეს, რომ
ამდენ ხანს ლოგინში ვნებივრობდი.
კარზე რომ ვაკაკუნებ, მეძახის, შემოდიო, და მეც კარს ვაწვები,
რომ შევაღო. მაილსი სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან, სკამის
გვერდით დგას მიყურებს და თავით სკამისკენ მანიშნებს.
– აიღე ეგ სკამი და აქ დადგი, – მეუბნება და თავისგან რამდენი-
მე ნაბიჯზე მითითებს, – ვცდილობ გავზომო. ფარდები არასოდეს მი-
ყიდია, არც ის ვიცი, გარე ჩარჩო უნდა გავზომო თუ თვითონ ფანჯა-
რა.
ჰმ, დალახვროს ეშმაკმა, ფარდებს ყიდულობს!
სკამს ფანჯრის მეორე მხარეს ვდგამ და ზედ ავდივარ, მაილსი სა-
ზომი ლენტის ერთ ბოლოს მე მაწოდებს და თავისკენ ექაჩება.
– იმაზეა დამოკიდებული, როგორი ფარდები გინდა, ასე რომ,
ორივეს გაზომვას გირჩევ.
მაილსს ჩვეულებრივად აცვია, ჯინსი და მუქი ლურჯი მაისური
რატომღაც ამ ფერის ფონზე თვალები ნაკლებად ცისფერი და უფრო
კამკამა მოუჩანს, თითქმის გამჭვირვალე, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუ-

128
ძლებელია, რადგან მათში მხოლოდ მის მიერ აღმართული კედელი
მოჩანს.
მაილსი ფარდის ზომებს მობილურში იწერს. მერე მეორედ ვზო-
მავთ. მეორე მონაცემსაც მობილურში ინახავს, რის შემდეგაც ორი-
ვე სკამებიდან ჩამოვდივართ და მათ უწინდელ ადგილას, მაგიდას-
თან ვაბრუნებთ.
– ნოხზე რა აზრის ხარ? – მეკითხება და იატაკს დასცქერის, მა-
გიდის ქვეშ, – როგორ ფიქრობ, საჭიროა?
მხრებს ვიჩეჩ: – ეგ იმაზეა დამოკიდებული, შენ რა მოგწონს
მაილსი ნელა მიქნევს თავს და ისევ მოშიშვლებულ იატაკს დას-
ცქერის:
– აღარც კი ვიცი, რა მომწონს, – ამბობს ხმადაბლა საზომ ლენტს
დივანზე აგდებს და მიყურებს, – გინდა გამომყვე?
თავს ვიკავებ, რომ დაუყოვნებლივ არ დავეთანხმო.
– სად?
მაილსი თმას იწევს შუბლიდან, შემდეგ კი დივნის საზურგეზე მი-
ფენილ ქურთუკს იღებს: – იქ, სადაც ადამიანები ფარდებს ყიდულო-
ბენ.
უარი უნდა ვუთხრა. ფარდების შერჩევა წყვილის საქმეა. ფარდე-
ბის შერჩევაში მეგობრებიც მონაწილეობენ, ფარდების შერჩევა არ
არის ის საქმე, რომლითაც მაილსი და ტეიტი უნდა დაკავდნენ, თუ
სურთ წესებს მისდიონ, მაგრამ აბსოლუტურად, ჭეშმარიტად და ნამ-
დვილად მინდა გავყვე!
მხრებს ვიჩეჩ, რომ ჩემი პასუხი სრულიად ჩვეულებრივად და ბუ-
ნებრივად გაისმას: – რა თქმა უნდა. ჯერ ჩემი ბინის კარს ჩავკეტავ!

***
– ყველაზე მეტად რომელი ფერი გიყვარს? – ვეკითხები მაილსს,
როგორც კი ლიფტში შევდივართ. მინდა ყურადლება დასახულ მი-
ზანზე გადავიტანო, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ,მაილსის შეხების
ნატვრას. არა აქვს მნიშვნელობა, მაკოცებს, მომეხევა... თუ სხვა რა-

129
მე. ლიფტში ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. იმ ღამის შემდეგ,
რაც პირველად გვქონდა სექსი, ერთმანეთს არც შევხებივართ. თუმ-
ცა არც გვისაუბრია, არც შეტყობინებები გაგვიგზავნია მობილურზე.
– შავი? – ამბობს ყოყმანით მაილსი, – შავი მიყვარს.
თავს ვაქნევ:
‒ ოთახში შავ ფარდებს ხომ არ დაკიდებ, სხვა ფერია საჭირო.
თუნდაც შავთან ახლოს მდგომი, თუმცა არა ნამდვილი შავი.
– მუქი ლურჯი? – მეკითხება. ვამჩნევ, რომ მე აღარ მიყურებს.
მზერას ჩემს ყელს აყოლებს და ფეხებამდე ჩადის. სადაც უხდა შემ-
ხედოს, აშკარად ვგრძნობ სხეულზე.
– მუქი ლურჯი ნამდვილად გამოდგება, – ვეუბნები ჩუმად, დარ-
წმუნებული ვარ, ეს საუბარი მხოლოდ იმიტომ გავაბით, რომ ჩუმად
არ ვყოფილიყავით. ვხედავ, როგორ მიყურებს და ეჭვი არ შეგეპა-
როთ, არც ერთი არ ვფიქრობთ ახლა არც ფარდის ფერებზე, არც ნო-
ხებზე,
– ამაღამ მუშაობ, ტეიტ?
თავს ვუქნევ. მომწონს, რომ მეკითხება და მიყვარს, როდესაც შე-
კითხვების ბოლოს ჩემს სახელს ახსენებს. უნდა მოვთხოვო, ყოველ-
თვის სახელით მომმართოს ხოლმე, – ათამდე შემიძლია არ მივიდე.
ლიფტი ბოლო სართულამდე ჩადის და ორივე ერთდროულად
ვუახლოვდებით კარს. მაილსი ოდნავ მადებს ხელს ზურგზე და ისე-
თი ჟრუანტელი მივლის სხეულში შეუძლებელია ვერ შეამჩნიო.
ადრეც შემვარდნია გული ბიჭებზე, მეტიც, შემყვარებია კიდეც,
მაგრამ არც ერთის შეხებას არ უმოქმედია ჩემზე ასე.
ლიფტიდან გამოვდივართ თუ არა, მაილსი ხელს მაშორებს.
მისი შეხების არარსებობას უფრო მეტად ვგრძნობ, ვიდრე თავად
შეხებას ვგრძნობდი. რაც ნაკლებს ვიღებ, მით უფრო მეტი მსურს!
კეპი ჩვეულ ადგილას არ გვხვდება. თუმცა გასაკვირი არ არის,
ჯერ ხომ მხოლოდ შუადღეა. კეპი არ არის ის ადამიანი, რომელიც
ადრე გაღვიძებასაა შეჩვეული.
იქნებ სწორედ ამიტომ ვუგებთ კარგად ერთმანეთს.
– გინდა ფეხით გავისეირნოთ? – მეკითხება მაილსი.

130
ვთანხმდები, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცივა. ფეხით სიარუ-
ლი ნამდვილად მირჩევნია, თანაც იმ მაღაზიების ახლოს ვართ, სა-
დაც მაილსს იმის ნახვა შეუძლია, რასაც ეძებს. ვთავაზობ იმ მაღა-
ზიას, რომელშიც ორიოდე კვირის წინ ვიყავი და ჩვენიდან სულ ორი
კვარტალის მოშორებითაა.
– მხოლოდ შენ შემდეგ, – მეუბნება და კარს მიღებს. მე გარეთ
გავდივარ და პალტოს უფრო მჭიდროდ ვიხვევ ტანზე. ეჭვი მეპარება
მაილსი იმ ტიპის ბიჭი იყოს, რომ საჯაროდ გადამხვიოს ქუჩაში ხე-
ლი, ასე რომ, იმაზეც კი არ ვფიქრობ, ხელები გამოვაჩინო ისე, რომ
მაილსი შემეხოს. ვცდილობ თავად ვიზრუნო საკუთარი ხელებითვე
სხეულის გათბობაზე. ერთმანეთის გვერდიგვერდ მივაბიჯებთ.
თითქმის მთელი გზა ჩუმად ვართ, მაგრამ ეს მომწონს კიდეც.
არა ვარ ის ტიპი, რომელთანაც მაინცდამაინც საუბარი უნდა გააბა,
თანაც ვხვდები, რომ მაილსიც ასეთი ადამიანია.
– აქვეა, – ვეუბნები და გზაჯვარედინთან მისვლისთანავე ვანიშ-
ნებ მარჯვნივ. ტროტუაზე ხანში შესულ მამაკაცს ვამჩნევ, დაკონკი-
ლი, თხელი პალტო აცვია, თვალები დახუჭული აქვს; დახვრეტილ-
ხელთათმნიანი ხელები უკანკალებს.
ყოველთვის თანავუგრძნობ ადამიანებს რომლებსაც არაფერი
გააჩნიათ და არც წასასვლელი აქვთ სადმე. კორბინი ვერ იტანს,
უსახლკარო ადამიანებს გვერდს ისე რომ ვერ ვუვლი, ფული ან საჭ-
მელი არ მივაწოდო. მიმტკიცებს, უმრავლესობა იმიტომაა საცხოვ-
რებლის გარეშე დარჩენილი, რომ რამეზე არიან დამოკიდებული და
შენ რომ ფულს აძლევ, თავიანთი ვნებების დაკმაყოფილებას ახმა-
რენო.
მართალი გითხრათ, მე სულ ფეხებზე მკიდია ეს ამბავი. თუ ვინმე
იმიტომაა უსახლკაროდ დარჩენილი, რომ სახლის მოთხოვნილება-
ზე მეტად სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურს, ეს ვერ
მაბრკოლებს. იქნებ იმიტომ, რომ მედდა ვარ, თანაც მიმაჩნია, რომ
რამეზე დამოკიდებულება სულაც არაა ადამიანის არჩევანი, ეს და-
ავადებაა და გული მტკივა, როდესაც ადამიანებს ასე ცხოვრება იმი-
ტომ უწევთ, რომ თავს ვერ ერევიან.

131
ამ კაცსაც აუცილებლად მივცემდი ფულს, ხელჩანთა რომ წამო-
მეღო.
გაჩერებული რომ ვარ ერთ ადგილას და აღარ მივდივარ, იმით
ვხვდები, რომ მაილსი ჩემკენ იხედება. მიყურებს, როგორ შევცქერი
მოხუცს, მეც, სხვა რა გზაა, ვცდილობ დავეწიო. არც იმას ვცდილობ
ავუხსნა, შეწუხებული სახე რატომ მაქვს, აზრი არა აქვს. კორბინთან
ბევრჯერ ვცადე და მივხვდი, რომ უშედეგო იქნება, ისეთი ადამიანე-
ბი, რომლებიც არ მეთანხმებიან, რამეში დავარწმუნო.
– აი, ესაა, – ვეუბნები და მაღაზიის წინ ვჩერდები.
მაილსი ჩერდება და მაღაზიის ვიტრინას ათვალიერებს:
– ეს მოგწონს? – მეკითხება და ვიტრინისკენ მითითებს.
მე ახლოს მივდივარ და მასთან ერთად ვათვალიერებ გამოფე-
ნილ ნივთებს. ვიტრინაში საძინებელი ჩანს, მაგრამ იმ ელემენტებ-
საც ვამჩნევ, რომლებსაც მაილსი ეძებს. იატაკზე რამდენიმე ლურჯი
და შავი გეომეტრიული ფიგურით დამშვენებული ნაცრისფერი ნოხი
აგია. ზუსტად მაილსის გემოვნების შესაფერისი ჩანს. ფარდები მუქი
ლურჯის ნაცვლად ფიქლისფერია და თან მარცხენა კუთხეში შვე-
ულად თეთრი მსხვილი ზოლი ჩაჰყვება.
– მომწონს, – ვეუბნები მაილსს.
მაილსი ჩემ წინ დგამს ნაბიჯს, კარს აღებს და პირველს მიშვებს
მაღაზიაში. გამყიდველი ქალი მანამ ჩნდება ჩვენთან, სანამ კარს
დავკეტავთ და გვეკითხება, რამის პოვნაში ხომ არ დაგეხმაროთო.
მაილსი ვიტრინისკენ ანიშნებს:
– ეს ფარდები მინდა ოთხი ცალი... და ეს ნოხი!
გამყიდველი გვიღიმის და გვანიშნებს, გავყვეთ, თან გვეკითხება:
– შეგიძლიათ მითხრათ, რა სიგრძისა და სიგანის ფარდები
გჭირდებათ?
მაილსი მობილურს აწვდის და ზომებს აჩვენებს. ქალი მაილსს
კარნიზის შერჩევაში ეხმარება, შემდეგ კი გვეუბნება, ხუთ წუთში და-
ვბრუნდებიო, მიდის და მარტო გვტოვებს დახლთან. მე მაღაზიას
ვათვალიერებ და მინდება ჩემი ბინისთვისაც შევარჩიო რამე. კორ-
ბინთან რამდენიმე თვით ვრჩები, ასე რომ, არ მაწყენდა, ახლავე შე-

132
მერჩია ის ნივთები, რომლებითაც საკუთარ ბინას მოვაწყობდი გა-
დასვლისთანავე.
იმედია, ამის დრო რომ დადგება, მაშინაც ისე იოლად შევარჩევ
ყველაფერს, როგორც ახლა მაილსის ბინისთვის შევარჩიეთ.
– არასოდეს მინახავს, ვინმეს ასე სწრაფად ეყიდა რამე, – ვეუბ-
ნები.
– იმედი გაგიცრუე?
მაშინვე ვუარობ. თუკი არის ისეთი რამ, რაც როგორც გოგოს,
კარგად არ გამომდის, საყიდლებზე სიარულია. ნამდვილად გულზე
მომეშვა, მაილსმა რომ ერთ წუთში აარჩია ყველაფერი.
– ცოტა კიდევ ხომ არ უნდა მიმომეხედა მაღაზიაში? – მეკითხება
დახლისკენ დახრილი და მიყურებს. მომწონს მისი მზერა, მგონი, ამ
მაღაზიაში ჩემი ყურება უფრო აინტერესებს.
– თუ მოგწონს, რაც შეარჩიე, რა საჭიროა ზედმეტი თვალიერე-
ბა? რაც იცი, იცი!
მაილსი თვალს თვალში მიყრის და მაშინვე პირი მიშრება. მთე-
ლი ყურადღება ჩემზე აქვს გადმოტანილი და ისე სერიოზულად მი-
ყურებს, თავს ერთდროულად უხერხულად, განერვიულებულად და
დაინტერესებულად ვგრძნობ. მაილსი დახლს შორდება და ჩემკენ
დგამს ნაბიჯს.
– მოდი ჩემთან! – თითებს თითებში მაწნავს და თავისკენ მექა-
ჩება. პულსი უცნაურად მიცემს. მართლა სევდიანია ეს ამბავი.
ეს მხოლოდ თითებია, ტეიტ, ნუ მისცემ საშუალებას შენზე ასე
იმოქმედონ.
მაილსი მანამ მოიწევს ჩემკენ, სანამ ხის სამმაგ, გარედან აზიუ-
რი ორნამენტებით მორთულ შირმასთან არ მივდივართ. ეს ის შირ-
მაა, ადამიანები საძინებლების კუთხეში რომ დგამენ ხოლმე. არა-
სოდეს მესმოდა, რა საჭირო იყო ეს ნივთი. დედას ჰქონდა, მაგრამ
ეჭვი მეპარება, ოდესმე გამოსაცვლელად მას მოჰფარებოდა
– რას აკეთებ? – ვეკითხები.
მაილსი ტრიალდება და მიყურებს, ხელი ისევ ხელში აქვს ჩაკი-
დებული. შემდეგ შირმის უკან შედის, მეც მიმათრევს და ორივე ამ

133
შირმას ფარად ვიფარებთ. მაღაზიაში. მეცინება, რადგან ისეთი შეგ-
რძნება მაქვს, თითქოს სკოლაში ვარ და მასწავლებელს ვემალები.
მაილსი თითებს ტუჩებზე მადებს:
– ჩუუუ! – მეჩურჩულება, მიღიმის და ტუჩებზე მიყურებს.
მეც მაშინვე ვწყვეტ სიცილს, თუმცა არა იმიტომ, რომ ეს ამბავი
აღარ მართობს, არა, ამის მიზეზი ისაა, რომ მაილსის თითების ტუ-
ჩებით შეგრძნებაზე სიცილი, უბრალოდ, მავიწყდება.
ყველაფერი მავიწყდება!
ახლა ერთადერთი, რაზეც ყურადღების გადატანა შემიძლია, მი-
სი თითებია, რომლებსაც ნელა მიაცურებს პირიდან ნიკაპისკენ.
მზერას თითის წვერებს აყოლებს და ფრთხილად ყელამდე მიდის,
მერე მკერდისკენ, ქვემოთ, უფრო ქვემოთ, კიდევ უფრო ქვემოთ, ჩე-
მი მუხლისკენ.
მეჩვენება, რომ მაილსი ერთი თითით კი არა, ათასი ხელით მე-
ხება სხეულზე და ჩემს ფილტვებს სუნთქვა უჭირთ!
მაილსის თითი ჩემს ჯინსთან, პირდაპირ ღილის ზემოთ ჩერდება,
უკვე აღარ მეხება კანზე, მაგრამ ეს ჩემს პულსს არ ეტყობა, ისევ აჩ-
ქარებული მაქვს. ახლა თამაშში მისი მთელი ხელი ერთვება, პერან-
გის ზემოდან, მსუბუქად მისვამს მუცელზე და წელამდე მიუყვება.
ორივე ხელს თეძოებზე მავლებს, თავისკენ მიზიდავს და გულში მიკ-
რავს.
მაილსი ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს, შემდეგ ისევ ახელს, მაგ-
რამ ქვემოთ კი არა, პირდაპირ მიყურებს.
– დღეს რაც ჩემს ზღურბლს გადმოაბიჯე, მას შემდეგ მინდა შენი
კოცნა, – მეუბნება.
ამ აღიარებაზე გულიანად მეღიმება:
– წარმოუდგენლად მომთმენი ყოფილხარ!
მაილსი მარჯვენა ხელს იღებს ჩემი ბარძაყიდან და თავზე მა-
დებს, რაც შეიძლება ნაზად მეხება თმაზე, თან უარის ნიშნად ნელა
იქნევს თავს:
– მე რომ წარმოუდგენლად მომთმენი ვიყო, შენ ახლა ჩემ გვერ-
დით არ იქნებოდი.

134
მის ამ წინადადებას ვეჭიდები და მაშინვე ვცდილობ მნიშვნელო-
ბას ჩავწვდე, მაგრამ იმწამსვე, როგორც კი მისი ტუჩი ჩემსას ეხება,
აღარ მაინტერესებს სიტყვები. მხოლოდ ის მადარდებს, მისი პირი
როგორ იპყრობს ჩემსას: ნელა, მშვიდად მკოცნის, რასაც ჩემს პულ-
სზე ვერ ვიტყვი. მარჯვენა ხელს ახლა კეფაზე მისვამს, მარცხენას კი
წელისკენ მიაცურებს. ტუჩებს ისე ნელა, მოთმინებით სწავლობს,
თითქოს აპირებს მთელი დღე ამ შირმის უკან გავატაროთ. ნებისყო-
ფას ვიკრებ, მკლავები და ფეხები რომ არ შემოვხვიო, ვცდილობ მეც
მასავით მომთმენი ვიყო, მაგრამ ძალიან მიჭირს, რადგან მისი ხე-
ლის თითები, მისი ტუჩები ფიზიკურ რეაქციას იწვევს ჩემში.
ოთახის უკანა კარი იღება და იატაკზე გამყიდველი ქალის ქუს-
ლების კაკუნი ისმის. მაილსი კოცნას წყვეტს და გული მიტირის. ბე-
დად, ამ ტირილს მხოლოდ შინაგანად შევიგრძნობ, არ ისმის.
სანამ საბოლოოდ მომშორდება და დახლისკენ გავემართებით,
მაილსს ორივე ხელი ჩემს სახესთან მოაქვს, მაჩერებს და მაკვირ-
დება რამდენიმე წამის განმავლობაში. ცერა თითებს მსუბუქად მის-
ვამს ყბაზე და ჩუმად ოხრავს. წარბებს იკრავს და თვალებს ხუჭავს.
შუბლს შუბლზე მადებს, ჩემი სახე ისევ ხელებში აქვს მომწყვდეული
და ვგრძნობ, რა სულიერი ბრძოლის გადატანა უწევს.
– ტეიტ!
ჩემს სახელს ისე ჩუმად ამბობს, ვგრძნობ, ნანობს, რომ რამდე-
ნიმე სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს ჩემთვის:
– მომწონს... – თვალებს ახელს და მიყურებს, – მომწონს შენი
კოცნა, ტეიტ!
არ ვიცი, რატომ უჭირს ამ წინადადების წარმოთქმა, მაგრამ ბო-
ლოში ხმა ისე უწყდება, თითქოს ცდილობს თავი შეიკავოს მისი დას-
რულებისგან.
ბოლოს, წარმოთქვამს თუ არა ბოლომდე, მათავისუფლებს და
სწრაფი ნაბიჯებით ისე გადის შირმიდან, თითქოს საკუთარ აღიარე-
ბას გაურბის.
მომწონს შენი კოცნა, ტეიტ!
მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ, როგორ ნანობს ნათქვამს, და-

135
რწმუნებული ვარ, გულში მთელი დღე ჩუმად გაიმეორებს ამ სიტ-
ყვებს.
დაახლოებით ათი წუთი დაბნეული დავდივარ მაღაზიაში და გო-
ნებაში ვიმეორებ მის ქათინაურს სანამ თვითონ ფულს გადაიხდის.
დახლს რომ ვუახლოვდები, მაილსი უკვე საკრედიტო ბარათს აწ-
ვდის გამყიდველს.
– ერთი საათის განმავლობაში ყველაფერს შინ მოგიტანთ, –
გვეუბნება გამყიდველი ქალი, მაილსს საკრედიტო ბარათს უბრუ-
ნებს და დახლიდან ჩანთების ალაგებას იწყებს, მაილსი კი ერთ-ერთ
ჩანთას ჰკიდებს ხელს და ეუბნება:
– ამას მე წავიღებ, – შემდეგ ჩემკენ ტრიალდება, – მზად ხარ?
გარეთ გავდივარ და ასე მგონია, გარეთ ტემპერატურა ასე, ოცი
გრადუსით მაინცაა დაცემული მას შემდეგ, რაც მაღაზიაში შევედით.
ალბათ, იმიტომ, რომ მაილსი შიგნით გაცილებით თბილად მექცე-
ოდა.
ქუჩის კუთხემდე რომ მივდივარ და ჩვენი კორპუსისკენ ვაპირებ
გახვევას, ვამჩნევ, რომ მაილსი ჩერდება. ვტრიალდები, ის კი ჩან-
თიდან რაღაცას იღებს, შეკვრას ხევს და დაკეცილ საბანს შლის.
არა, შეუძლებელია!
მაილსი საბანს იმ მოხუცს აძლევს, რომელიც ჯერ კიდევ ტროტუ-
არზე ზის სიცივისგან მოკუნტული.
არც ერთი არ ამბობს რამეს.
მაილსი უახლოეს ნაგვის ურნასთან მიდის და შიგ ცარიელ ჩან-
თას აგდებს. შემდეგ ჩემთან ბრუნდება თავდახრილი, თვალებშიც კი
არ მიყურებს, ისე მივემართებით ორივე ჩვენი კორპუსისკენ. მინდა
მადლობა ვუთხრა, მაგრამ არაფერს ვეუბნები. მადლობა რომ გადა-
ვუხადო, ისე გამოვა, თითქოს ჩემთვის ჩაიდინა ყველაფერი. დარ-
წმუნებული ვარ, ასე არ არის. მან ეს გათოშილი მამაკაცისთვის გა-
აკეთა.

136
***

დაბრუნებისას მაილსმა მთხოვა, შინ დაბრუნდი, არ მინდა ნახო


ბინა, სანამ მის გაწყობას არ დავასრულებო, რაც ძალიან მესიამოვ-
ნა. ისედაც, უამრავი რამ მქონდა სასწავლი. ჩემს განრიგს თუ გადა-
ვავლებდი თვალს, ნამდვილად ვერ გამოვძებნიდი მისთვის ფარდე-
ბის დაკიდებაში დასახმარებელ დროს, ამიტომ მშვიდად მივიღე ის
ამბავი, რომ ჩემი დახმარება არ სჭირდებოდა.
აღელვებული ჩანდა, შევამჩნიე, რომ უხაროდა ახალი ფარდების
დაკიდება, იმდენად, რამდენადაც მაილსს სიხარულის გამოხატვა
შეეძლო.
მას შემდეგ უკვე რამდენიმე საათი გავიდა. სამ საათზე ნაკლები
მრჩება სამსახურში წასვლამდე და ვიწყებ თუ არა იმაზე ფიქრს, რო-
დის დამიძახებს ფარდების სანახავად, მისგან ტექსტური შეტყობი-
ნება მომდის.
მაილსი: „უკვე ივახშმე?“
მე: „ჰო!“
უცებ გული მწყდება, რომ ვივახშმე, მაგრამ დავიღალე მისი ლო-
დინით, თანაც არც უთქვამს, რომ ჩემთან ერთად ვახშმობას გეგმავ-
და.
მე: „კორბინმა გამგზავრების წინ ხორცის რულეტი დამიტოვა,
გინდა გამოგიტანო?“ ·
მაილსი: „მშვენიერია, მგელივით მშია, გელოდები!“
თეფშზე ხორცის რულეტს ვდებ, ზემოდან ფოლგას ვაფარებ და
დერეფნისკენ მივდივარ. მაილსი კარს მანამ მიღებს, სანამ დავაკა-
კუნებ, შემდეგ თეფშს მართმევს:
– დამელოდე, – მეუბნება, ბინაში შედის და ორი წამის შემდეგ
თეფშის გარეშე ბრუნდება
– მზად ხარ?
აზრზე არა ვარ, როგორ ვხვდები, რომ გახარებულია, რადგან არ
იღიმის. მგონი, ხმაზე ვატყობ; ოდნავ შეცვლილი აქვს და მეღიმება.

137
წარმოიდგინეთ, ისეთი უბრალო რამ აბედნიერებს, როგორიც
ფარდების დაკიდებაა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეჩვენება, რომ
ცხოვრებაში ბევრი რამ არ ახარებს, ამიტომ ძალიან მსიამოვნებს ეს
ამბავი!
მაილსი კარს აღებს, მეც რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ ბინაში. ფარ-
დები დაკიდებულია და მიუხედავად იმისა, რომ დიდად არაფერი
შეცვლილა ინტერიერში, სხვაობა მაინც უზარმაზარია. ვიცი, მაილ-
სი ოთხი წელია, აქ ცხოვრობს და ის, რომ ახლა დაკიდა ფარდები
მთელ ბინას სხვა ელფერს სძენს.
– კარგი არჩევანია, – ვეუბნები და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
მართალია, მაილსს ჯერ კიდევ ცოტათი ვიცნობ, მაგრამ ძალიან შე-
ეფერება მის პიროვნებას.
შემდეგ ნოხს დავცქერი და მაილსი მამჩნევს, როგორ ვიბნევი.
– ვიცი, მაგიდის ქვეშ უნდა დამეგო, –მეუბნება და ზედ დასცქე-
რის, – მოგვიანებით ასეც მოვიქცევი.
ნოხი უცნაურ ადგილასაა დაგებული, არც ცენტრშია, არც დივნის
წინ. ვერ ვხვდები, აქ რატომ დააგო, თუ იცის, სად აჯობებდა, რომ
დაეგო.
– აქ იმიტომ დავაგე, რომ იმედი მქონდა, მოვნათლავდით, – ვუ-
ყურებ და სახეზე საყვარელ, იმედიან გამომეტყველებას ვამჩნევ.
ამაზეც მეღიმება:
–მშვენიერი აზრია, – ვეუბნები და ისევ ნოხს დავცქერი.
ხანგრძლივი დუმილი ისადგურებს. არ ვიცი, ახლა უნდა ნოხის
„მონათვლა“ თუ ჭამის შემდეგ. ჩემთვის ორივე მისაღებია. როგორც
უნდა იყოს, სამსახურამდე დარჩენილ სამსაათიან მონაკვეთში
მშვენივრად ჩავეტევი.
ორივე ისევ ნოხს დავყურებთ, შემდეგ მაილსი ამბობს:
– მოგვიანებით ვჭამ! – ამბობს და ასე სცემს პასუხს იმ შეკით-
ხვას, ამდენ ხანს თავში რომ მიტრიალებდა, შემდეგ მაილსი პე-
რანგს იხდის, მე ფეხსაცმელებს ვიშორებ და ჩვენი სამოსი პირდა-
პირ ნოხის გვერდით, ერთმანეთზეგროვდება.

138
თავი 16

მაილსი

ექვსი წლის წინ

რაც რეიჩელი მყავს, ყველაფერი უკეთესადაა. უკეთესად ვიძი-


ნებ, როდესაც ვიცი, რომ რეიჩელს დერეფნის ბოლოში სძინავს. დი-
ლით ადრე გაღვიძებაც უკეთესია, რადგან ვიცი, რომ რეიჩელი დე-
რეფნის ბოლოში იღვიძებს. სკოლაში სიარული უკეთესია, რადგან
ერთად მივდივართ.
– მოდი, დღეს გაკვეთილები გავაცდინოთ, – ვეუბნები რეიჩელს
მას შემდეგ, რაც ავტოსადგომზე მანქანას ვაყენებ.
დარწმუნებული ვარ, შატალოც უკეთესი იქნება რეიჩელთან ერ-
თად.
– რომ გამოგვიჭირონ?
არა მგონია, ადარდებდეს, ვინმემ რომ გამოგვიჭიროს.
– იმედია, გამოგვიჭერენ, – ვეუბნები, – ეს იმას ნიშნავს, რომ ერ-
თსა და იმავე სახლში გამოგვკეტავენ.
რეიჩელს ეღიმება ჩემს სიტყვებზე და ხელს კისერზე მადებს, მიყ-
ვარს, ასე რომ იქცევა.
– შენთან ერთად სახლში გამოკეტვა მართლაც სახალისო იქნე-
ბა. წავიდეთ! – რეიჩელი ჩემკენ იხრება და სწრაფად მკოცნის ტუ-
ჩებში. ასეთი უბრალო კოცნაც უკეთესია, როცა რეიჩელი მკოცნის.
– შენ ყველაფერს უკეთესს ხდი, – ვეუბნები, – ჩემს ცხოვრებაც
უკეთესია შენთან ერთად.
ჩემს სიტყვებზე რეიჩელს ისევ ეღიმება. რეიჩელმა არ იცის, მაგ-
რამ ყოველი სიტყვა, რომელსაც წარმოვთქვამ, სწორედ ამ ერთ მი-
ზანს ემსახურება – რეიჩელის გაღიმებას.
მანქანა ავტოსადგომიდან გამომყავს და რეიჩელს ვეუბნები,
პლაჟზე მივდივართ-მეთქი. ამბობს, მაშინ საცურაო კოსტიუმი დამ-

139
ჭირდებაო, ამიტომ ჯერ მის ასაღებად ვბრუნდებით სახლში. გარდა
ამისა, სამხარი და დასაფენიც მიგვაქვს.
შემდეგ პლაჟზე მივდივართ.
სანამ კითხულობს, რეიჩელს გარუჯვა სურს.
მე კი მსურს ვუყურო, როგორ იღებს მზის აბაზანებს კითხვისას.
მუცელზე წევს. იდაყვებს ეყრდნობა. მე თავს ხელებით ვიმაგრებ
და ვუყურებ, მზერას მის გლუვ მხრებს ვაყოლებ... ჩაზნექილ წელს...
ოდნავ მოხრილ მუხლს და ჰაერში აშვერილ, კოჭებთან გადაჯვარე-
დინებულ ტერფებს.
რეიჩელი ბედნიერია.
მე რეიჩელს ვაბედნიერებ.
რეიჩელის ცხოვრებას უკეთესს ვხდი.
მისი ცხოვრებაც უკეთესია ჩემთან ერთად.
‒ რეიჩელ! – ვჩურჩულებ.
რეიჩელი სანიშნს წიგნში დებს და ხურავს, მაგრამ არ მიყურებს.
– მინდა რაღაც იცოდე.
რეიჩელი თავს მიქნევს, მაგრამ თვალებს ისე ხუჭავს, სურს ყუ-
რადღება მხოლოდ ჩემს ხმაზე ჰქონდეს გადატანილი, სხვაზე არა-
ფერზე.
– დედას გარდაცვალების შემდეგ ღმერთის აღარ მწამდა!
რეიჩელი თავს ხელებზე იდებს და თვალებს ხუჭავს.
– არ მეგონა, ღმერთი თუ ვინმეს ასეთი ფიზიკური ტკივილის-
თვის გაიმეტებდა. არ მეგონა, რომ შეიძლებოდა ღმერთს ვინმე ისე
ეტანჯა, როგორც დედას ტანჯავდა. არ მეგონა, რომ ღმერთს შეიძ-
ლებოდა ადამიანი ასეთი საშინელებისთვის გაეწირა!
რეიჩელის დახუჭული თვალიდან ცრემლი მოგორავს.
– მაგრამ შემდეგ შენ გაგიცანი და მას შემდეგ ყოველდღე მაინ-
ტერესებს, როგორ შეიძლება შენნაირი მშვენიერება შექმნილიყო
ღმერთის გარეშე. მაინტერესებს, თუ ღმერთი არ არსებობს, ვის შე-
უძლია ასეთი წარმოუდგენელი ბედნიერების ღირსი გამხა-
დოს...ალბათ, ღმერთი იმიტომ უშვებს საშინელებებს, რომ ჩვე-
ულებრივად არ მივიღოთ მშვენიერება!

140
ჩემს სიტყვებზე რეიჩელს არ ეღიმება.
ჩემს სიტყვებზე რეიჩელი შუბლს იჭმუხნის.
ჩემს სიტყვებზე რეიჩელს ეტირება.
– მაილს! – მეჩურჩულება.
ჩემს სახელს ისე ჩუმად ამბობს, თითქოს არ სურს გავიგონო.
მე მიყურებს და ვხვდები, რომ ეს წამი მისთვის მშვენიერი არ
არის. არც ჩემთვის.
– მაილს... მაგვიანდება.

141
თავი 17

ტ ეიტი

კორბინი: „გინდა ვახშამი წამოგიღო? სამსახურიდან რომელზე


თავისუფლდები?“
მე: „ათ წუთში. სად მომაკითხავ?“
კორბინი: „ახლომახლო ვართ. ჩვენ გარეთ დაგელოდებით”.
ჩვენო?
ამ სიტყვის წაკითხვა ისე მაღელვებს, რომ არ შემიძლია არ შევ-
ნიშნო. რა თქმა უნდა, მაილსს გულისხმობს. ვერ წარმომიდგენია,
მასთან ერთად მაილსის გარდა ვინმე სხვა იყოს, თანაც ვიცი, რომ
მაილსი წუხელ დაბრუნდა შინ.
ბოლო საბუთს ვავსებ, ტუალეტში თმას ვისწორებ (ვერ ვიტან,
ფიქრი რომ მჭირდება ვარცხნილობაზე) და ბიჭების შესახვედრად
გავდივარ.
გარეთ გავდივარ თუ არა, სამ კაცს ვხედავ. კორბინს თან იანი და
მაილსი ახლავს. იანი ჩემს დანახვაზე იღიმის. მხოლოდ ის მიყუ-
რებს, კორბინი, რომ ვუახლოვდები მხოლოდ მაშინ ტრიალდება
ჩემკენ.
– მზად ხარ? „ჯეკთან" წავიდეთ.
მშვენიერი გუნდია. სამივე თავისებურად სიმპათიურია, განსა-
კუთრებით მფრინავების ქურთუკებში გამოწყობილი რომ მიაბიჯე-
ბენ ქუჩაში. ერთი მე მაცვია უხეიროდ – მათ გვერდით ექიმის ხალა-
თით ვდგავარ.
– წავიდეთ, – ვეუბნები, – მგელივით მშია!
მაილსს ვუყურებ, ის ოდნავ მიქნევს თავს, არ მიღიმის. ხელები
ქურთუკის ჯიბეებში აქვს ჩაყოფილი, მთელი გზა განზე იცქირება.
ერთი ნაბიჯით წინაა ჩემგან, მე კორბინის გვერდით მივაბიჯებ.

142
– რას აღვნიშნავთ? – ვეკითხები რესტორნის გზაზე, – იმას, რომ
სამივე ერთსა და იმავე ღამეს ისვენებთ?
ბიჭები თვალებით ესაუბრებიან ერთმანეთს. იანი მაილსს უყუ-
რებს, კორბინი – იანს, მაილსი – არავის, წინ, ტროტუარს არ აშო-
რებს თვალს.
– გახსოვს, ბავშვობაში, დედამ და მამამ „ლა კაპრეზეში“ რომ
წაგვიყვანეს? – მეკითხება კორბინი.
მახსოვს ის ღამე. ჩემი მშობლები ასე ბედნიერი. არასოდეს მინა-
ხავს. ხუთი ან ექვსი წლის ვიქნებოდი, მაგრამ ეს იმ რამდენიმე მო-
გონებათაგანია, რომლებიც ამ ასაკიდან შემომრჩა. მამა სწორედ იმ
დღეს დააწინაურეს და ავიახაზების კაპიტანი გახდა.
ვჩერდები და კორბინს ვუყურებ:
‒ კაპიტანი გახდი? ვერ გახდებოდი, მეტისმეტად ახალგაზრდა
ხარ! – ვიცი, რა ძნელია, ავიახაზების კაპიტანი გახდე და რამდენი
საათი უნდა გქონდეს მფრინავად ნამუშევარი, ეს წოდება რომ მი-
იღო. ოცი წლის ასაკში უმრავლესობა მფრინავის თანაშემწე თუ
ხდება მხოლოდ.
კორბინი თავს აქნევს:
– არა, კაპიტანი არ გავმხდარვარ. მეტისმეტად ბევრჯერ მაქვს
ავიაკომპანია შეცვლილი, – შემდეგ მაილსზე გადააქვს მზერა, –
მაგრამ ბატონი რაც - შეიძლება-მეტი-მამუშავეთ დღეს დაწინაურდა.
ჩვენი კომპანიის რეკორდი მოხსნა!
ვუყურებ მაილსს, რომელიც კორბინს უსმენს და თავს აქნევს.
ვხვდები, თავს უხერხულად გრძნობს, მაგრამ მომწონს მისი თავ-
მდაბლობა. დილონი რომ გამხდარიყო კაპიტანი, ალბათ, სადმე
რესტორანში ბარზე ახტებოდა და ამ ამბავს მთელ სამყაროს მეგა-
ფონით ამცნობდა.
‒ დიდი არაფერია, – ამბობს მაილსი, – მხოლოდ. რეგიონული
ავიაკომპანიის კაპიტანი გავხდი, ბევრი არავინ ჰყავდათ დასაწინაუ-
რებელი.
იანი თავს იქნევს:
– მე არ დავუწინაურებივარ, არც კორბინი, არც დილონი, ამ კომ-

143
პანიაში ჩვენზე ნაკლები ხანია, რაც მუშაობ, თანაც ჯერ ოცდაოთხი
წლის ხარ!
იანი წინაურდება, ჩვენკენ ტრიალდება და უკან-უკან მიაბიჯებს:
– ერთხელ მაინც დაივიწყე თავმდაბლობა და იტრაბახე, შენს ად-
გილას ჩვენ სწორედ ასე მოვიქცეოდით!
არ ვიცი, რამდენი ხანია, კორბინი და იანი მეგობრობენ, მაგრამ
მომწონს ეს ბიჭი. ჩანს, მაილსთანაც ახლოსაა, რადგან საერთოდ
არ ეჭვიანობს და ამაყობს მისით.
მომწონს, კორბინი ამ ორთან რომ მეგობრობს. ბედნიერი ვარ,
მათნაირი ადამიანები რომ უდგანან ჩემს ძმას გვერდში. ყოველ-
თვის წარმომედგინა, რომ აქ იცხოვრებდა, ბევრს იმუშავებდა, მაგ-
რამ დროის უმეტეს ნაწილს მარტო გაატარებდა სახლიდან შორს.
არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მეგონა, არადა, მამაც მფრინავი
იყო, თუმცა ჩვენთან საკმარის დროს ატარებდა, საფუძველიც კი
არმქონდა, კორბინის მფრინავულ ცხოვრებაზე ასე მეფიქრა.
რიგორც ვხვდები, მხოლოდ კორბინს არ ახასიათებს დედმამიშ-
ვილზე გადამეტებული ნერვიულობა.
რესტორანს ვუახლოვდებით. კორბინი კარს აღებს. პირველი ია-
ნი შედის, მას მაილსი მიჰყვება, მაგრამ ჯერ გზას მე მითმობს.
– ტუალეტში უნდა შევიდე, – ამბობს იანი, – მოგაგნებთ, ბიჭებო!
კორბინი ადმინისტრატორს უახლოვდება, მე და მაილსი მის
უკან ვდგავართ, მეც ჩუმად ვაპარებ მისკენ მზერას:
– გილოცავ, კაპიტანო!
ამას ძალიან ჩუმად ვეუბნები, თუმცა არ ვიცი, რატომ. არა მგო-
ნია, კორბინმა ეს მილოცვა რომ გაიგონოს, რამე იეჭვოს. ალბათ,
უბრალოდ, ვთვლი, რომ თუ მხოლოდ მაილსის გასაგონად ვიტყვი
ამ სიტყვებს, მეტ მნიშვნელობას მივანიჭებ.
მაილსი მიყურებს, იღიმის, კორბინისკენ აპარებს მზერას, ხე-
დავს, რომ ის ჩვენგან ზურგით დგება, ჩემკენ იხრება და თავზე მკოც-
ნის.
უნდა მრცხვენოდეს ჩემი სისუსტის მამაკაცს საშუალებას არ უნ-
და ვაძლევდე მოპარული კოცნით თავი ასე მაგრძნობინოს. მეჩვენ-

144
ება, რომ ვტივტივებ, ვიძირები ან ვფრენ. ნებისმიერ რამეს ვაკეთებ,
რასაც საყრდენად არ სჭირდება ფეხები, რადგან ისინი უკვე ვეღარა-
ფერში მადგება.
– გმადლობ, – ჩამჩურჩულებს მაილსი, როგორღაც ისევ ინარ-
ჩუნებს იმ საუცხოო, მოკრძალებულ ღიმილს, მხარზე მხარს მკრავს
და ფეხებს დასცქერის, – მშვენივრად გამოიყურები, ტეიტ!
მინდა ეს ოთხი სიტყვა დიდ სარეკლამო აბრაზე განვათავსო,
გზაზე გამოვაკრა და ყოველ დილით სამსახურის გზაზე მანქანით ჩა-
ვუარო ხოლმე. ალბათ, ასე დასვენების დღესაც აღარასოდეს მო-
ვითხოვ!
ძალიან მინდა ვირწმუნო, რომ მაილსის ქათინაური გულწრფე-
ლია, მაგრამ წარბშეკრული დავცქერი სამედიცინო ფორმის პერან-
გსა და შარვალს, რომელიც უკვე თორმეტი საათია, არ გამომიც-
ვლია:
– მე ხომ სამედიცინო ფორმა მაცვია მინი-მაუსის გამოსახულე-
ბით!
მაილსი ჩემკენ ისე იხრება, რომ მხრებით ვეხებით ერთმანეთს.
– ყოველთვის მომწონდა მინი-მაუსის გამოსახულებიანი სამო-
სი, – მეუბნება ჩუმად.
ზურგშექცეული კორბინი ჩვენკენ ტრიალდება, ამიტომ მაშინვე
ვიქრობ ღიმილს სახიდან, ის კი გვეკითხება:
– კაბინაში ვსხდებით თუ მაგიდასთან?
მე და მაილსი მხრებს ვიჩეჩთ:
– არა აქვს მნიშვნელობა, – ეუბნება მაილსი კორბინს.
იანი ტუალეტიდან სწორედ მაშინ ბრუნდება, როდესაც რესტორ-
ნის ადმინისტრატორი მაგიდისკენ მიგვაცილებს.
კორბინი და იანი წინ მიდიან, მაილსი ჩემ გვერდით მოაბიჯებს,
ძალიან ახლოს, ხელს წელზე მხვევს, ჩემი ყურისკენ იხრება და ჩამ-
ჩურჩულებს:
– არც მედდების მიმართ ვარ გულგრილი!
ვცდილობ მხრით მოვიქავო ყური, რომელშიც მაილსმა ეს სიტ-
ყვები ჩამჩურჩულა, მთელი ყელი მეხორკლება ჟრუანტელისგან. მა-

145
ილსი წელზე ხელს მიშვებს და ოდნავ განზე იწევს, როდესაც კაბი-
ნასთან მივდივართ, კორბინი და იანი მაგიდის ერთ მხარეზე სხდე-
ბიან, მაილსი იანის გვერდით, მაგიდის თავში იკავებს ბოლოს მე
კი– კორბინის გვერდით, მაილსის პირდაპირ.
მე და მაილსი გაზიან სასმელს ვუკვეთთ, იანი და კორბინი კი –
ლუდს. მისი არჩევანი კიდევ ერთხელ მაოცებს. რამდენიმე კვირის
წინ გამომიცხადა, ჩვეულებრივ, არ ვსვამო, მაგრამ გაცნობის პირ-
ველ ღამეს უგონოდ მთვრალი იყო, ვიფიქრე, დღეს მაინც ერთ ჭიქა
ლუდს შეუკვეთდა. მიზეზი ნამდვილად ჰქონდა.
სასმლის მოტანისთანავე იანი ჭიქას სწევს
– შენი დაწინაურებისა შევსვათ! – ამბობს.
‒ კიდევ ერთხელ, – ამატებს კორბინი.
– თქვენთან შედარებით ორჯერ მეტს ვმუშაობ,– ხუმრობით ცდი-
ლობს თავდაცვას მაილსი.
– მე და კორბინს აქტიური სექსუალური ცხოვრება გვაქვს, რაც
დამატებით მუშაობის საშუალებას არ გეაძლევს, – ისმის იანის რეპ-
ლიკა.
კორბინი თავს იქნევს.
– შეწყვიტე ჩემი დის თანდასწრებით სექსუალურ ცხოვრებაზე
საუბარი!
– რატომ? – ვერევი, – გეგონება, ვერ ვამჩნევდე, დასვენების
დღეებში ღამეს შინ რომ არ ათევ!
კორბინი გმინავს:
– სერიოზულად ვამბობ, თემა შევცვალოთ!
მეც კმაყოფილი ვცდილობ ძმის თხოვნის შესრულებას:
– რამდენი ხანია, თქვენ სამი ერთმანეთს იცნობთ? – ვსვამ შე-
კითხვას, რომელსაც პირადად არც ერთს არ ვუსვამ, მაგრამ იმედია,
მაილსი გამცემს პასუხს.
– მე და მაილსი მას შემდეგ ვიცნობთ შენს ძმას, რაც საფრენოს-
ნო სკოლაში შევხვდით რამდენიმე წლის წინ, აი, ჩვენ ორნი კი ცხრა
ან ათი წლის ასაკიდან ვიცნობთ ერთმანეთს.
– ორივე თერთმეტი წლისანი ვიყავით, – უსწორებს მაილსი, –

146
მეხუთე კლასში ვსწავლობდით.
აზრზე არა ვარ, ეს საუბარი არღვევს თუ არა პირველ წესს, რო-
მელიც წარსულზე შეკითხვების დასმის აკრძალვას გულისხმობს,
მაგრამ მაილსი ნამდვილად არ გრძნობს თავს უხერხულად.
ოფიციანტს პურით სავსე კალათა მოაქვს რესტორნის კომპლი-
მენტის სახით, ჩვენ კი ჯერ მენიუც არ გადაგვიშლია, ისიც გვეუბნება,
ცოტა ხანში დავბრუნდები შეკვეთის მისაღებადო.
– ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ცისფერი არა ხარ, – ეუბნება კორბი-
ნი მაილსს, ისევ ცვლის თემას და მენიუს შლის.
მაილსი მენიუში იჭყიტება.
– მეგონა, სექსუალური ცხოვრების განხილვაზე უარი ვთქვით!
– არა, – ეუბნება კორბინი, – ვიგულისხმე, ჩემი სექსუალური
ცხოვრება არ განვიხილოთ-მეთქი, თანაც შენ ხომ განსახილველი
არც არაფერი გაქვს! – კორბინი მენიუს მაგიდაზე დებს და პირდა-
პირ მაილსს უყურებს, – სერიოზულად გეკითხები, პაემნებზე რატომ
არ დადიხარ?
მაილსი მხრებს იჩეჩს და ხელში აღებული სასმლით ინტერესდე-
ბა, თან ქვემოდან აჰყურებს ჩემს ძმას:
– არ მიღირს სერიოზული ურთიერთობის გაბმა ვინმესთან!
გულში რაღაც მებზარება და მეშინია, დანარჩენებმა არ გაიგონ
ტკაცუნის ხმა.
კორბინი სკამის საზურგეს აწვება.
– ჯანდაბა, ალბათ, ის გოგო ნამდვილი ძუკნა იყო!
უცებ მზერას მაილსისკენ ვაპარებ, ველოდები, წარსულის გახსე-
ნება მასზე როგორ იმოქმედებს, ის კი თავს ოდნავ აქნევს და ასე,
მსუბუქად ცდილობს კორბინის ნათქვამის უარყოფას. იანი უხერხუ-
ლობისგან ახველებს და სახეზე გადაფენილი ჩვეული ღიმილი უქ-
რება. ჩანს, იცის, რაც გადახდენია მაილსს წარსულში.
იანი წელში სწორდება, ჭიქას სწევს, ნაძალადევად იღიმება და
ტუჩებთან მიაქვს:
‒ მაილსს გოგონებისთვის არ სცალია, მეტისმეტად დაკავებუ-
ლია კომპანიის რეკორდების მოხსნით, ის ხომ ყველაზე ახალგაზრ-

147
და კაპიტანი გახდა!
იანის მინიშნებას ვხვდებით, ჭიქებს მაღლა ვწევთ და ერთმანეთს
ვუჭახუნებთ, შემდეგ ვსვამთ.
მაილსი იანს მადლიერ მზერას აგებებს, რაც შეუმჩნეველი არ
მრჩება, თუმცა კორბინზე ამას ვერ ვიტყვი. ახლა კიდევ მეტი მაინ-
ტერესებს მაილსის შესახებ და ვდარდობ, რომ გამიჭირდება წესე-
ბის დაცვა – რაც მეტ დროს ვატარებ მასთან ერთად, მით უფრო მე-
ტად მსურს ყველაფერი ვიცოდე.
– უნდა აღვნიშნოთ! – ამბობს კორბინი.
მაილსი მენიუს დებს:
– მეგონა, უკვე აღვნიშნავდით!
– ამის მერეც. ამას ვგულისხმობ. გავიდეთ სადმე, იქნებ გოგო
გიპოვოთ, რომ წყევლა მოგაშოროთ, ბოლო მოვუღოთ შენს თავშე-
კავებას! ‒ ეუბნება კორბინი...
ლამის სასმელი გადამცდეს, მაგრამ ბედად ვახერხებ სიცილის
შეკავებას. მაილსი ჩემს რეაქციას ამჩნევს და კოჭზე გამკრავს
ტერფს, თუმცა შემდეგ განზე აღარ სწევს.
– არ არის საჭირო, – ამბობს მაილსი, – გარდა ამისა, კაპიტანს
დასვენება სჭირდება!
მენიუს ასოები თვალწინ მედღაბნება და შემდეგ წინადადებად
ფორმირდება: „წყევლა მოგაშოროთ, ბოლო მოვუღოთ შენს თავშე-
კავებას!“
იანი კორბინს უყურებს და თავს უქნევს:
– მე შენ გამოგყვები, კაპიტანი კი დაე, წავიდეს, „კოლათი“ გა-
მოფხიზლდეს და გამოიძინოს!
მაილსი მალულად მიყურებს და ისე ჯდება, რომ ჩვენი მუხლები
ერთმანეთს შეეხოს, თან ტერფს მისვამს კოჭზე.
– გამოძინების იდეა ნამდვილად მომწონს, – ამბობს და ჩემს
მზერას აყოლებს თვალს მენიუში, – ვიჩქაროთ, საჭმელი შევუკვე-
თოთ, დროზე რომ ავიდე სახლში და დავიძინო, ასე მგონია, ცხრა
დღეზე მეტია, არ მძინებია. ამის მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობ!
ლოყებზე ცეცხლი მეკიდება, კიდევ სხეულის რამდენიმე ნაწილზე.

148
– ისე, ახლავე დავიძინებდი, – ამბობს მაილსი და მიყურებს, –
აქვე, მაგიდასთან!
ახლა ჩემი მთელი სხეულის ტემპერატურა ლოყების ტემპერატუ-
რას უთანაბრდება!
– ღმერთო, რა უმაქნისი ვინმე ხარ, – ეუბნება სიცილით კორბი-
ნი, – შენ ნაცვლად დილონი უნდა წამოგვეყვანა.
– არა, რას ამბობ! – ამბობს მაშინვე იანი და თვალებს ატრიალე-
ბს.
– რას ერჩით დილონს? – ვეკითხები, – ასე რატომ გეზიზღებათ?
კორბინი მხრებს იჩეჩს:
– არ გვძულს, უბრალოდ, ვერ ვიტანთ, თუმცა ამას მანამ ვერ მივ-
ხვდით, სანამ სპორტული თამაშების საყურებლად არ მოვიპატიჟეთ,
ნამდვილი რეგვენია!
კორბინის თვალებში ნაცნობი მზერა კრთება:
– და კიდევ, არ მინდა ოდესმე მასთან მარტო დარჩე, – მეუბნება,
– მართალია, დაქორწინებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წესიე-
რი კაცია!
ოჰ, ეს მესაკუთრული, ძმური სიყვარული, ამდენი ხნის განმავ-
ლობაში ასე რომ მენატრებოდა!
– საშიში ტიპია?
– არა, – მეუბნება კორბინი, -- უბრალოდ, ვიცი, როგორ არ უფ-
რთხილდება საკუთარ ქორწინებას და არ მინდა დაუახლოვდე, უკვე
მივახვედრე, რომ შენგან თავი შორს უნდა დაიჭიროს!
მეცინება ჩემი ძმის სიტყვების აბსურდულობაზე:
– კორბინ, მე ხომ ოცდასამი წლის ვარ, შეწყვიტე ისე მოქცევა,
თითქოს მამაჩემი იყო!
ჩემი ძმა ტუჩებს კუმავს და წამით მამას ემსგავსება:
– არაფერსაც არ შევწყვეტ, ჩემი უმცროსი და ხარ, შენთან დამო-
კიდებულებაში განსაზღვრული სტანდარტი მაქვს შემუშავებული და
დილონი ამ სტანდარტებთან ოდნავადაც არაა მიახლოებული!
კორბინი ოდნავადაც არ შეცვლილა, ისევ ისეთივე გამაღიზიანე-
ბელია, როგორიც სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლისას

149
იყო, თუმცა მსიამოვნებს, ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო რომ
სურს. უბრალოდ, ვშიშობ, ბუნებაში არ არსებობს მამაკაცის იმ სა-
უკეთესო სტანდარტთან მიახლოებული ვერსია.
– კორბინ, იმ სტანდარტებს, შენ რომ გაქვს, ვერც ერთი ბიჭი ვერ
დააკმაყოფილებს!
კორბინი თავს მიქნევს:
– ჯანდაბა, მართალი ხარ!
ჩემმა ძმამ მაილსი თუ გააფრთხილა, საინტერესოა, მაილსსა და
იანთანაც ასევე მოიქცა? მაშინ არ იფიქრებდა, რომ მაილსი გეია,
რაღაც ალბათობას მაინც დაუშვებდა, რომ ის ჩემთან ურთიერთო-
ბას გააბამდა. საინტერესოა, მაილსი თუ აკმაყოფილებს კორბინის
სტანდარტებს?
თვალს მაილსისკენ ვაპარებ, მაგრამ მეშინია, რამეს არ მიმიხ-
ვდნენ, ამიტომ ძალით ვიღიმი და თავს დანანებით ვიქნევ:
– რატომ მე არ გავჩნდი შენზე ადრე, კორბინ?
‒ რა მნიშვნელობა ექნებოდა? – მეკითხება კორბინი.

***

იანი მიმტან ქალს უღიმის და ანიშნებს, ჩეკი მოგვიტანეო:


‒ დღეს მე ვიხდი, – ამბობს და ქვითარზე საჭირო თანხასთან ერ-
თად ფეხის ქირასაც დებს, შემდეგ ყველა ერთად ვდგებით და ვიზ-
მორებით.
‒ აბა, ვინ სად მიდის? – კითხვას სვამს მაილსი.
– ჩვენ ბარში, – ისე უცებ ეუბნება კორბინი, თითქოს ეშინია,
სხვამ არ დამასწროსო.
–მე ამ საღამოს დავასრულე ოცდაოთხსაათიანი ცვლა, – ვეუბ-
ნები ბიჭებს, – გადავიწვი!
‒ წინააღმდეგი ხომ არა ხარ, მეც რომ შენ გამოგყვე? – მეკითხე-
ბა მაილსი გარეთ გასულს, – არსად წასვლა არ მინდა, ძილი მირ-
ჩევნია.

150
მომწონს, მაილსი კორბინთან რომ არ ნიღბავს სიტყვა „ძილს”,
გეგონება, სურს დარწმუნდეს, რომ სინამდვილეში ვხვდები, სულაც
რომ არ აპირებს დაძინებას.
‒ ჰო, ჩემი მანქანა საავადმყოფოს უკანა ეზოში დგას, – ვეუბნები
და მიმართულებას ვაჩვენებ.
– კარგი, – ამბობს კორბინი და ტაშს უკრავს, – თქვენ, უმაქნისე-
ბი, დასაძინებლად წადით, მე და იანი კი გავისეირნებთ, – კორბინი
და იანი ტრიალდებიან და წამსაც არ კარგავენ, ისე მიემართებიან
სულ სხვა მხარეს.
შემდეგ კორბინი ისევ ჩვენკენ ტრიალდება, უკან-უკან მიდის, წა-
მითაც კი არ რჩება უკან იანს და მაილსს ეუბნება:
– შენს საღეგრძელოსაც დავლევთ, ელ-კაპიტანო!
მე და მაილსი ფეხს არ ვიცვლით, ლამპიონიდან ჩამოღვრილი
შუქის ნაკადქვეშ ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ მიდიან ბიჭები.
მე ტროტუარს დავცქერი და ფეხსაცმლით ვაწვალებ შუქისგან წარ-
მოქმნილი წრის კიდეს, ვაკვირდები, როგორ ერევა სიბნელე. ლამ-
პიონი პროჟექტორივით გვანათებს და მიკვირს, რატომაა ეს შუქი
ასეთი მკვეთრი.
– ასე მგონია, სცენაზე ვდგავართ, – ვამბობ და ისევ შუქს ვუყუ-
რებ. მაილსი თავს უკან სწევს და ისიც უცნაურ ნათებას აკვირდება:
– „ინგლისელი პაციენტი“, – ამბობს და მე თვალებით ვეკითხე-
ბი, რას გულისხმობს.
მაილსი ლამპიონზე მანიშნებს:
– სცენაზე რომ ვიყოთ, ეპიზოდი იქნებოდა „ინგლისელი პაციენ-
ტიდან“, – ხელს ჩვენ შორის მიმოატარებს, – როლის შესაფერისად
გვაცვია, მედდისა და მფრინავის ფორმები.
ამ სიტყვებზე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ, მეტისმეტადაც კი.
ვიცი, მფრინავი ახსენა. სინამდვილეში კი „ინგლისელი პაციენტის“
პერსონაჟებს თუ ადარებს ჩვენს თავს, თვითონ ჯარისკაცი უნდა
იყოს. სწორედ ჯარისკაცს აქვს სექსუალური კავშირი მედდასთან და
არა მფრინავს.
თუმცა მფრინავს იდუმალი წარსული აქვს...

151
– მე სწორედ მაგ ფილმმა მიბიძგა, მედდა გავმხდარიყავი, – ვე-
უბნები და პირდაპირ სახეში შევცქერი.
მაილსი ისევ ჯიბეში იყოფს ხელებს და მზერა ლამპიონიდან ჩემ-
კენ გადმოაქვს:
– მართლა?
მეცინება:
– არა!
მაილსი იღიმის.
ჰმ... ისეთი ფრაზებია, ლექსის დასაწყისს ჰგავს!..
ორივე ერთდროულად მივდივართ საავადმყოფოსკენ.
ჩვენი საუბრის სიტყვები თავში მიტრიალებს და უხეირო ლექსს
ვთხზავ:
„მაილსი იღიმის,
სხვისთვის არავისთვის,
მაილსი იღიმის
მხოლოდ ჩემთვის!“

– რაზე გეღიმება? – მეკითხება.


იმაზე, რომ მესამეკლასელის დონის ლექსს ვთხზავ გონებაში
ჩვენზე.
ტუჩებს ვკუმავ, ღიმილის შეკავებას ვცდილობ, ვრწმუნდები, რომ
სერიოზული სახე მაქვს მიღებული და ვეუბნები:
– ვფიქრობდი, რა დაღლილი ვარ, ერთი სული მაქვს, კარგ... –
თვალს თვალში ვუყრი, – ...ად გამოვიძინო ამაღამ!
ახლა მას ეღიმება:
– როგორ მესმის შენი, მეც საშინლად დავიღალე, მანქანაში ჩავ-
ჯდები თუ არა, მაშინვე დამეძინება!
კარგი იქნებოდა...
ვიღიმი, მაგრამ აღარ მაქვს ამ მეტაფორული საუბრის გაგრძე-
ლების თავი. მეც გრძელი დღე მქონდა, მართლა დავიღალე. ორივე
ჩუმად მივაბიჯებთ, მაგრამ მხედველობიდან არ მრჩება, მაილსს ხე-
ლები მაგრად რომ აქვს ჯიბეებში ჩაყოფილი. თითქოს რაღაცისგან

152
იცავს მათ. იქნებ ჩემგან?
სულ ერთი კორპუსი გვაშორებს ავტოსადგომისგან, როდესაც
მაილსი ნაბიჯს ანელებს-და უცებ ჩერდება კიდეც. ბუნებრივია, მეც
ვჩერდები და ვცდილობ დავინახო, რამ მიიპყრო მისი ყურადღება.
მაილსი ცაში იხედება, მე კი ნაიარევს ვხედავ, რომელიც ყბაზე გას-
დევს. მინდა ვკითხო, რა ნაიარევია, მინდა ყველაფერი გავიგო მა-
ილსზე. მილიონ შეკითხვას დავუსვამდი, დავიწყებდი იმით, რომ გა-
ვიგებდი, როდის აქვს დაბადების დღე, შემდეგ ვეცდებოდი გამეგო,
როგორ ახსოვს პირველი კოცნა. მერე მშობლებზე, ბავშვობაზე,
პირველ სიყვარულზე გადავიდოდი.
მინდა რეიჩელის შესახებაც ვკითხო, მაინტერესებს, რა მოხდა
მათ შორის ისეთი, რომ ექვსი წელია ქალებთან ინტიმურ სიახლო-
ვეს არიდებს თავს. განსაკუთრებით კი ის მაინტერესებს, რა დაინახა
ჩემში ისეთი, რამაც ამდენი ხნის თავშეკავებაზე უარი ათქმევინა.
– მაილს, – ვეკითხები და კითხვები სათითაოდ მადგება ენაზე.
– წვიმის წვეთი დამეცა, – ამბობს.
წინადადება დასრულებულიც არა აქვს, როდესაც მეც მეცემა
წვეთი. ახლა ორივე ცას ავცქერით და შეკითხვებს უკან, ყელში ვაბ-
რუნებ. წვეთები ახლა უფრო სწრაფად ეცემა მიწაზე, მაგრამ ჩვენ
ისევ ვდგავართ ცისკენ მიმართული სახეებით. წვეთები შხეფებად
იქცევა, შემდეგ წვიმა იწყება, ჩვენ კი ფეხს არ ვიცვლით. არც ერთი
არ გავრბივართ შეშლილივით მანქანისკენ. კანი მისველდება, წვე-
თები კისერზე ჩამომდის, თმას და პერანგს მისველებს. სახე ისევ
ცისთვის მაქვს მიშვერილი, მაგრამ თვალებს ვხუჭავ. სამყაროში ვე-
რაფერი შეედრება წვიმის სუნს!
ამის გაფიქრებაზე თბილი ხელები მეხება ლოყებზე და კისრის-
კენ მიემართება, რაც მუხლებში ძალას მართმევს, ფილტვებში ჰა-
ერის ჩაშვებაში მიშლის ხელს. მაღალი მაილსი ახლა წვიმას ფარად
ეფარება, მე თვალები ისევ დახუჭული მაქვს და თავი ცისკენ ამიპ-
ყრია, მისი ტუჩები ნაზად ეხება ჩემსას და ვხვდები, როგორ ვადარებ
ახალმოსული წვიმისა და მაილსის კოცნის სურნელს ერთმანეთს.
მისი კოცნა ბევრად, ბევრად უკეთესია.

153
მაილსს ტუჩები წვიმისგან დასველებული და ოდნავ ცივი აქვს,
რასაც მისი ენის ჩემს ენაზე თბილი შეხება აწონასწორებს. გარს წვი-
მა და სიბნელე გვარტყამს და მართლაც მეჩვენება, რომ ერთმანეთს
სცენაზე ვკოცნით და ჩვენი ამბავი კულმინაციას აღწევს. ისეთი შეგ-
რძნება მაქვს, თითქოს ჩემი გული, მუცელი და სული მისას ერწყმის.
მთელი ოცდასამწლიანი ცხოვრების გრაფიკი რომ ავაგო, ეს წამი
უმაღლეს წერტილად იქნება მონიშნული.
ალბათ, ამის გაცნობიერება ოდნავ მაინც უნდა მანაღვლიანებ-
დეს და თავს იმედგაცრუებულად მაგრძნობინებდეს. წარსულში
რამდენიმე სერიოზული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იმ ბიჭების
ერთ კოცნასაც ვერ ვიხსენებ, რომელმაც ასე მაგრძნობინა თავი. ის,
რომ მაილსთან ჯერ არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს და ასე
ბედნიერი ვარ, რაღაცას უნდა მეუბნებოდეს, მაგრამ ისე ვარ კოც-
ნით გართული, ვერ ვხვდები, რას.
თავსხმა დაიწყო, მაგრამ ეს არც ერთს არ გვაწუხებს. მაილსს ხე-
ლი წელზე აქვს შემოხვეული, მე მისი პერანგი მაქვს მუშტში მოქცეუ-
ლი და ჩემკენ ვექაჩები. მისი პირი ისე ეძებს ჩემსას, თითქოს ერთი
და იმავე თავსატეხის ნაწილი ვიყოთ. ერთადერთი, რაც ოდნავ მა-
ინც მომწყვეტს მაილსის ტუჩებს, მეხის ჩამოვარდნაა, ან კიდევ წვი-
მისგან გაგუდვა. ვერც წარმომედგინა, ტანსაცმელი ასე მჭიდროდ
თუ მომეწებებოდა სხეულზე. თმა ისე მაქვს გაჟღენთილი, ერთ წვეთ-
საც ვეღარ შეიწოვს.
ვცდილობ მოვიშორო მაილსი, ისიც ტუჩებს მწყვეტს და თავს მის
ნიკაპქვეშ ვრგავ, მიწას დავცქერი, ვცდილობ ამოვისუნთქო და არ
გავიგუდო. მაილსი ხელებს მხრებზე მხვევს და ავტოსადგომისკენ
მივყავარ, თავზე ქურთუკს მაფარებს. ნაბიჯს ვუჩქარებთ, ფეხდაფეხ
მივყვებით ერთმანეთს და ცოტა ხანში სირბილზე გადავდივართ.
მანქანამდე რომ ვაღწევთ, მაილსი მძღოლის მხარეს მიღებს
კარს და ისევ მიცავს წვიმისგან. მანქანაში ვჯდები თუ არა, ის ჩემ
გვერდით იკავებს ადგილს, ორივე კარს ვკეტავთ და მანქანაში და-
სადგურებულ სიჩუმეში ისმის, რა მძიმედ ვსუნთქავთ. ხელებს თავ-
გზე ვისვამ, თმას ვიკრეფ და ვიწურავ. წყალი წურწურით ჩამომდის

154
კისერსა და ზურგზე, სავარძელზე იღვრება, პირველად მიხარია, კა-
ლიფორნიის შტატში ტყავისსალონიანი მანქანა რომ მყავს.
თავს უკან ვწევ და მძიმედ ვოხრავ, შემდეგ თვალს მაილსისკენ
ვაპარებ:
– არ მახსოვს, ოდესმე ასე დავსველებულიყავი.
ვხედავ, მაილსს როგორ ეფინება სახეზე ღიმილი ვხვდები, რომ
რაღაც უხამსი გაიფიქრა.
– გარყვნილო! – ანცად ჩავჩურჩულებ.
მაილსი წარბს სწევს და ირონიულად იცინის:
– შენი ბრალია, – მეუბნება, – ჩემთან!
გარემოს ვათვალიერებ, მაგრამ ისე კოკისპირულად წვიმს, გა-
რეთ ვერავის ვხედავ, რაც ნიშნავს, რომ ვერ დაგვინახავენ.
მაილსს ზემოდან ვექცევი, ის სავარძელს ბოლომდე სწევს უკან,
მაგრამ არ მკოცნის. ხელებს მკლავებზე მისვამს და თეძოებამდე ჩა-
დის.
– მანქანაში სექსი არასოდეს მქონია, – ამბობს იმედიანად.
– არც მე მქონია სექსი ოდესმე კაპიტანთან, – არც მე ვუდებ
ტოლს.
მაილსი ხელებს მიცურებს სამედიცინო ფორმის ზედატანში, მუ-
ცელზე მისვამს და ბიუსტჰალტერამდე ადის. ორივე ძუძუს ხელში იქ-
ცევს, წინ იხრება და მკოცნის. კოცნა ხანმოკლეა, რადგან ისევ ლა-
პარაკს იწყებს:
– არც მე მქონია სექსი კაპიტნის რანგში!
ვიღიმი:
– მე კი სამედიცინო ფორმაში!
მაილსი ზურგზე მისვამს ხელს, შარვლის წელში მიყოფს, თეძო-
ებს მიუყვება, თავისკენ მექაჩება და იმავდროულად ოდნავ ზემოთ
იწევს, საპასუხოდ მეც მაგრად ვეჭიდები მხრებზე და ბაგეებიდან ოხ-
ვრა მწყდება.
მაილსს პირი ჩემს ყურთან მოაქვს, ხელით ცდილობს გრძნობა-
დი რიტმი შექმნას და ამისათვის ბარძაყებს წინ მაწევინებს:
– ფორმაში საოცრად სექსუალური ხარ, მაგრამ მირჩევნია შიშ-

155
ველთან მქონდეს სექსი.
თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ეს სიტყვებიც კი საკმარისია
ჩემს ასაკვნესებლად. ისიც მეუხერხულება, მაილსის ხმაც კი რომ
აღმაგზნებს და იქამდე მივყავარ, რომ მასზე მეტად მე მსურს სამო-
სის შემოძარცვა:
– გეხვეწები, მითხარი, რომ მომზადებული მოხვედი, – ვეუბნები
უკვე ვნებისგან გაუხეშებული ხმით.
მაილსი ხელებს იქნევს:
– მხოლოდ იმიტომ, რომ ამაღამ გნახავდი, დიდად არაფრის მო-
ლოდინით არ მავსებდა.
მე მაშინვე იმედგაცრუებას ვგრძნობ. მაილსი სავარძელზე წა-
მოიმართება და ხელს უკანა ჯიბეში იყოფს:
– თუმცა მაინც წამოვიღე, რადგან იმედი არ დამიკარგავს, – ამ-
ბობს, საფულიდან ღიმილით იღებს პრეზერვატივს და ორივე გადამ-
წყვეტ ქმედებებზე გადავდივართ.
მე მაშინვე მისი ჯინსის ღილებს ვეპოტინები, ლამის მანამ, სანამ
ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეწებება. მაილსი ხელებს მიცურებს ზე-
დატანის ქვეშ და ბიუსტჰალტერის გახსნას იწყებს, მაგრამ მე ვუ-
არობ.
– შეეშვი, – ვეუბნები სუნთქვაშეკრული, – რაც უფრო ნაკლებ
ტანსაცმელს გავიხდით, მით უფრო სწრაფად ჩავიცვამთ, თუ ვინმე
გამოგვიჭერს.
მაილსი, მიუხედავად ჩემი პროტესტისა მაინც მიხსნის ბიუს-
ტჰალტერს:
– მინდა შენი სხეული შევიგრძნო ჩემით.
ოჰო... მაშ, კარგი!
ბიუსტჰალტერს მიხსნის თუ არა, მაშინვე ზედატანს მხდის და თი-
თებს მიცურებს ბრეტელებში. შემდეგ მკლავებზე მიწევს და ბიუს-
ტჰალტერიც მძვრება. მაილსი მას უკანა სავარძელზე ისვრის და
თვითონაც იხდის პერანგს, რომელიც ბიუსტჰალტერის გვერდით,
უკანა სავარძელზე ვარდება. ამის შემდეგ მაილსი მკლავებში მაქ-
ცევს და შიშველი მკერდით სხეულზე მიკრავს.

156
მაშინვე ორივე მძიმედ ვიწყებთ სუნთქავს, მისი სხეულის სითბო
ისეთ საოცარ შეგრძნებას მიჩენს, ოდნავადაც არ მინდა მოვწყდე.
მაილსი კისერზე მკოცნის და მისი სუნთქვა ტალღებად მეფინება
კანზე.
–აზრზე არა ხარ, რა დღეში მაგდებ! – მეჩურჩულება მაილსი.
ვიღიმი. რადგან ზუსტად ამ ფიქრმა გამიელვა გონებაში:
– მგონი, აზრზე ვარ! – ვეუბნები ხმამაღლა.
მაილსი მარცხენა ხელისგულს მკერდზე მისვამს, გმინავს და
მარჯვენა ხელით შარვალში მიძვრება.
– გაიხადე! – მეუბნება პირდაპირ და თასმის შეხსნას ცდილობს.
მეორედ თხოვნის გამეორება არ სჭირდება, მაშინვე ცარიელ სავარ-
ძელზე ვინაცვლებ და დარჩენილ ტანსაცმელს ვიხდი, თან ვუყურებ
როგორ იხსნის მაილსი ჯინსის ელვას.
თვალს არ მაშორებს და პრეზერვატივის პაკეტს კბილებით ხევს.
სამოსის ბოლო და ერთადერთი დაბრკოლება ჩვენ შორის მისი ელ-
ვაშეხსნილი ჯინსია და მე მაილსისკენ მივიწევ. თავს უცნაურად
ვგრძნობ, ჩემი სამსახურის წინ, ავტოსადგომზე მდგარ ჩემს მანქა-
ნაში სრულიად შიშველი ვარ. მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია.
არც სურვილი გამჩენია. მომწონს, ერთმანეთი ასე საშინლად რომ
გვწყურია, არც ასეთი მიზიდულობა მიგრძნია ვინმეს მიმართ აქამ-
დე.
ხელებს მხრებზე ვადებ და ზემოდან ვექცევი, სანამ მაილსი პრე-
ზერვატივს ირგებს.
– ჩუმად იყავი, – მეუბნება გამოჯავრებით, – არ მინდა შენი სამ-
სახურიდან გაგდების მიზეზი გავხდე!
სარკმლიდან ვიხედები, გარეთ ისევ არაფერი ჩანს.
– ისეთი თავსხმაა, მაინც ვერავინ გაიგონებს ჩვენს ხმას, – ვეუბ-
ნები, – გარდა ამისა, ამის წინ შენ უფრო ხმამაღლა ყვიროდი.
მაილსს ჩემს შენიშვნაზე ეცინება და ისევ მკოცნის. ხელებს მაგ-
რად მკიდებს ბარძაყებზე და მიზიდავს, მზადაა, ჩემში შემოვიდეს. ამ
პოზაზე ჩვეულებრივ, ვკვნესი ხოლმე, მაგრამ უცებ ვჯიუტდები, რად-
გან ხმაურზე საუბარი მაილსმა წამოიწყო.

157
– არ არსებობს, მე უფრო მეხმაურა, – მეუბნება და ტუჩებს მა-
ხებს, – თუ რამეა, ფრე უფრო იყო ჩვენ შორის!
თავს ვაქნევ:
– ფრედ რამის დასრულების არ მჯერა, მხოლოდ თავის დაძვრე-
ნის საშუალებაა მისთვის, ვისაც წაგების ეშინია!
მაილსი ისევ ბარძაყებზე მისვამს ხელებს და ცდილობს ისე მო-
ეწყოს, რომ დამეუფლოს, მე კი ვყოყმანობ, მხოლოდ იმიტომ, რომ
მიყვარს, როდესაც ვინმეს ვეჯიბრები.
მაილსი წამოიმართა, ჩანს, მზადაა საქმეს შეუდგეს, მეც ფეხები
მეძაბება, თუმცა ვცდილობ მას მოვშორდე. ჩემს გაჯიუტებაზე მა-
ილსს ეცინება:
– რა ხდება, ტეიტ? შეგეშინდა? ხვდები, რომ როცა დაგეუფლები,
ორივე დავინახავთ, ვინ უფრო ხმაურიანია?
თვალებით მიწვევს, მე კი სიტყვებით მის გამოწევას არ ვუპასუ-
ხებ, დაე, ნახოს, ვის შეუძლია ჩუმად იყოს. სამაგიეროდ, თვალს არ
ვაშორებ და ნელ-ნელა ვუახლოვდები.
ორივე უნებურად ვგმინავთ, მაგრამ ეს ერთადერთი ხმაა, რო-
მელსაც გამოვცემთ.
მაილსი ჩემში შემოდის თუ არა, ზურგზე მხვევს ხელს და უფრო
მიზიდავს თავისკენ. უფრო მძიმედ ვსუნთქავთ და სული გვეხუთება.
წვიმის წვეთები, მანქანის სარკმლებსა და სახურავზე რომ კაკუნებს,
კიდევ უფრო ამძაფრებს ამ სიჩუმეს, რაც უფრო ვიკავებთ თავს, მით
მეტად გვჭირდება, რაც შეიძლება მეტად ჩავეკრათ ერთმანეთს. მა-
ილსს წელზე აქვს ხელი შემოხვეული და ისე მაგრად მიჭერს, რომ
მოძრაობა მიჭირს. მე კისერზე მაქვს ხელი მოხვეული, თვალებს
ვხუჭავ, ძნელად ვმოძრაობთ, რადგან საოცრად მაგრად ვართ ერ-
თმანეთს ჩაკრული, მაგრამ ეს მომწონს. მომწონს, ნელა და ჯიუტად
რომ ვინარჩუნებთ რიტმს და ორივე ვცდილობთ ყელში მომდგარი
კვნესა შევიკავოთ.
რამდენიმე წუთს ასე ვაგრძელებთ, საკმარისად ვმოძრაობთ,
მაგრამ იმავდროულად, არც ბოლომდე საკმარისად. ვფიქრობ,
ორივეს გვეშინია უნებლიე ან უფრო მკვეთრი მოძრაობების, რომ

158
არ დავმარცხდეთ ამ შეჯიბრებაში.
შემდეგ მაილსი ცალ ხელს ისევ წელისკენ მიცურებს, მეორე კი
კეფისკენ მიაქვს, ჩემს თმას მუშტში იქცევს და ფრთხილად მექაჩება,
სანამ ჩემი ყელი მის პირთან არ აღმოჩნდება. მეხება თუ არა ყელზე
მისი ტუჩები, ვკრთები, რადგან ასე იმაზე ძნელია ჩემთვის ხმაურის
შეკავება, ვიდრე წარმომედგინა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ
პოზით მაილსი უპირატესობას ფლობს. ხელები თავისუფალი აქვს,
სადაც სურს, იქ რომ მიფათუროს, სწორედ ამას აკეთებს ახლაც; მე-
ფერება, მეალერსება, მუცელზე მეთომარება ისე, რომ მაიძულოს,
უარი ვთქვა გამარჯვებაზე.
ვგრძნობ, აკრძალულ ხერხებს იყენებს.
მაილსის თითები როგორც ეხება ზუსტად იმ ადგილს, რომელზე
შეხებაც მაიძულებს მისი სახელი ვიყვირო მთელი ძალით, ისე მაგ-
რად ვუჭერ ხელს მხრებზე და ისე ვკალათდები, რომ მოძრაობა გა-
ვაკონტროლო. მინდა ისე ვაწამო, როგორც მე მაწამებს ახლა.
ვახერხებ თუ არა პოზის შეცვლასა და კიდევ უფრო თავისუფლად
ვექცევი ზემოდან მაილსს, ნელი და სტაბილური რიტმი ქრება. მა-
ილსი ვნებიანად მკოცნის ტუჩებში, მეტი წყურვილითა და მეტი ძა-
ლით, ვიდრე აქამდე მკოცნიდა. გეგონება, ორივე ვცდილობთ ხმის
ამოღების ბუნებრივი სურვილის კოცნით ჩახშობას.
უცებ მთელ სხეულში ვნების საოცარი ტალღა მივლის და იძულე-
ბული ვარ ოდნავ წამოვიმართო, სანამ წავაგებ. მაილსი ჩემს სურ-
ვილს, რომ ტემპი შევანელოთ, უგულებელყოფს და უფრო მეტი ჟი-
ნით მიფათურებს ხელებს. მეც სახეს მის ყელში ვრგავ და ოდნავ
ვკბენ მხარზე, ასე ვცდილობ თავი შევიკავო მისი სახელის წამოყვი-
რებისგან. ჩემი კბილები ეხება თუ არა მის კანს, წყვეტილი სუნთქვა
მესმის და ვგრძნობ, როგორ უშეშდება ფეხები.
ლამის წააგო.
ლამის!
კიდევ ერთი დუიმით თუ შემოვა ჩემში და განაგრძობს ჩემს სხე-
ულზე ხელების ასე ფათურს, მოიგებს არადა, არ მინდა გაიმარჯვოს!
და მაინც, ვფიქრობ, მინდა კიდეც მისი გამარჯვება, ისე მძიმედ სუნ-

159
თქავს პირდაპირ ჩემს ყელთან, ისე ცდილობს დავეშვა მისი სხე-
ულისკენ.
მაილს, მაილს, მაილს!
მაილსი გრძნობს, რომ ფრედ ჩვენი შერკინება არ დასრულდება,
ამიტომ კიდევ მეტი ძალით, თითებით შემოდის ჩემში და იმავდრო-
ულად, ენას მისვამს ყურზე.
უჰ... ოჰო!
ლამის წავაგო.
ნებისმიერ წამს შეიძლება დავმარცხდე.
მაილსი წინ იწევა, თავისკენ მექაჩება და მეც „მაილს!“ აღმომ-
ხდება ხვნეშასა და კვნესასთან ერთად. ვცდილობ მოვშორდე, მაგ-
რამ როგორც კი ხვდება, რომ გაიმარჯვა, მძიმედ სუნთქავს და გა-
ორმაგებული ძალით მიზიდავს.
– როგორც იქნა! – ამბობს სუნთქვაშეკრული ჩემს კისერთან, –
მეტს წამითაც კი ვეღარ შევიკავებდი თავს!
შეჯიბრება დასრულდა და ორივე ისე თავაშვებული მივყვებით
ვნების მორევს, ისეთ ხმებს გამოვცემთ, რომ იძულებული ვართ
კოცნით ჩავახშოთ. სხეულებს სინქრონულად, სწრაფად ვამოძრა-
ვებთ, ჩვენი სხეულები მთელი ძალით ეხლება ერთმანეთს. ეს სიშ-
მაგე რამდენიმე წუთს კიდევ გრძელდება, კულმინაციას აღწევს და
ვხვდები, რომ წამითაც კი ვეღარ ავიტან აქტის გაგრძელებას მაილ-
სთან.
– ტეიტ! – ჩემს პირთან ახლოს ჩურჩულებს და ხელებით ცდი-
ლობს ჩემი ათრთოლებული თეძოების რიტმის დარეგულირებას, –
მინდა ერთად გავათავოთ!
ო, ღმერთო!
თუ უნდა ცოტა ხანს კიდევ შევძლო მასთან სიყვარულობა, ასეთი
სიტყვებით არ უნდა მომმართოს!
თავს ვუქნევ, სიტყვების წარმოთქმა აღარ შემიძლია.
– ცოტა დაგრჩა? – მეკითხება.
ისევ თავს ვუქნევ და ყველანაირად ვცდილობ ხმა ამოვიღო, მაგ-
რამ მხოლოდ კვნესა აღმომხდება.

160
– ეს „დიახ“ იყო?
მაილსი ტუჩებში აღარ მკოცნის, ჩემს პასუხს ელის, მე კი ხელს
ვკიდებ თავში და ვცდილობ ლოყა ლოყაზე მივადო.
– ჰო, – ძლივს ვახერხებ თქმას, – ჰო, მაილს, ჰო! – ვგრძნობ,
მთელი სხეული მეძაბება და იმავდროულად, მაილსიც ხმაურით
ისუნთქავს ჰაერს.
მეგონა, აქამდეც მაგრად ვეკვროდით ერთმანეთს, მაგრამ ამ-
წამს ვერ შევადარებ – ასე მგონია, ჩვენი გრძნობა ერთმანეთში გა-
დავადნეთ, ერთდროულად ვიგრძენით ეს, ერთნაირ ხმებს გამოვ-
ცემთ და ერთნაირ, მძაფრ სიამოვნებას ვგრძნობთ.
ნელ-ნელა რიტმს ვანელებთ და ათრთოლებულ სხეულებს ვიც-
ხრობთ. ისე მაგრადაც აღარ ვეკვრით ერთმანეთს. მაილსი ჩემს
თმაში რგავს თავს და ხმამაღლა სუნთქავს.
– ხელმოცარულო! – ჩამჩურჩულებს.
მე ვიცინი და ხუმრობით კისერზე ვკბენ:
– აკრძალულ ხერხებს იყენებდი, – ვეუბნები, – ხელების გამო-
ყენება არ უნდა დაგეწყო, ეს დაუშვებელი იყო!
მაილსიც იცინის და თავს იქნევს:
‒ ხელების ჩართვაც მოსული ამბავია, მაგრამ თუ თვლი, რომ გა-
გაცურე, შეგიძლია რევანში აიღო!
წარბს ვწევ:
– ხომ არ აჯობებს სამით ორი დაგამარცხო?
მაილსი წელზე მხვევს ხელს და მგზავრის სავარძელში მსვამს,
თვითონ კი ცდილობს საჭესთან მოკალათდეს, შემდეგ ტანსაცმელს
მაწვდის, პერანგს იცვამს და ჯინსს იკრავს. ამასობაში მეც ვიცვამ
მგზავრის სავარძელზე მოკალათებული. ისიც მანქანას ქოქავს.
– ღვედი შეიკარი, – მეუბნება და თვალს მიკრავს.

161
***

ლიფტიდან გამოვდივართ და სანამ ლოგინამდე მივაღწევთ, მა-


ილსი ლამის დერეფანში დამეუფლოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე
არც ვეწინააღმდეგები.
მაილსი ისევ იგებს. მეც ვხვდები, რომ ცუდი იდეაა ისეთ ადამი-
ანთან შერკინება, რომელიც ყველაზე ჩუმი ტიპია ჩემს ცხოვრებაში.
მესამე რაუნდში დავამარცხებ, ოღონდ არა ამაღამ. კორბინი,
ალბათ, მალე დაბრუნდება.
მაილსი მუცელზე წევს, ხელები ბალიშის ქვეშ ამოუდვია, თავი კი
მკლავზე უდევს. ვიცვამ, რადგან არ მინდა კორბინმა ბინაში შემას-
წროს და ახსნა დამჭირდეს, თუ სად ვიყავი.
მაილსი თვალს არ მაშორებს, სანამ ვიცვამ:
– მგონი, შენი ბიუსტჰალტერი დერეფანში გდია – მეუბნება სი-
ცილით, – დროზე აიღე, სანამ კორბინი იპოვის.
ამის გაფიქრებაზეც კი ცხვირს ვიბზუებ:
‒ კარგი აზრია, – ვეუბნები, ლოგინზე ჩამუხლული ლოყაზე
ვკოცნი. ის ტრიალდება წელზე მხვევს ხელს და იმაზე უკეთ მკოცნის,
ვიდრე მე ვაკოცე.
– შეიძლება, რაღაც გკითხო?
მაილსი თავს მიქნევს, მაგრამ ვგრძნობ, თავს ძალას ატანს, ჩემი
ნებისმიერი შეკითხვა ანერვიულებს.
– რატომ არ მიყურებ თვალებში სექსის დროს?
შეკითხვამ ლამის მოცელოს. ის რამდენიმე წუთის განმავლობა-
ში ჩუმადაა, მე კი გვერდით ვუჯდები და ველოდები, პასუხს როდის
გამცემს.
მაილსი წამოიმართება და საწოლის საზურგეს ეყრდნობა, თან
ხელებს დასცქერის:
‒ ადამიანები სექსის დროს ადვილად მოწყვლადები არიან, – ამ-
ბობს და მხრებს იჩეჩს, – ამ დროს ადვილია გრძნობა და ემოციები
ერთმანეთში აგვერიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთმანეთს
თვალებში ვუყურებთ, – მაილსი თვალს მისწორებს, – გაწუხებს ეს

162
ამბავი?
ვუარობ, მაგრამ გული მიყვირის, დიახო.
– შევეჩვიე, უბრალოდ, მაინტერესებდა.
მიყვარს მაილსთან ყოფნა, მაგრამ რამდენჯერაც ტყუილი მომ-
წყდება ბაგეებიდან, სულ უფრო მზიზღდება საკუთარი თავი.
მაილსი მიღიმის, ისევ თავისკენ მიზიდავს და ამჯერად საბოლო-
ოდ მკოცნის:
– ღამე მშვიდობისა, ტეიტ!
მე ოთახიდან გამოვდივარ, მაგრამ მთელი გზა ვგრძნობ მაილ-
სის მზერას. სასაცილოა, სექსის დროს თვალებში არასოდეს მიყუ-
რებს, არადა, სხვა დროს მზერას ვერ მწყვეტს.
სულაც არ მინდა ჯერ ბინაში შესვლა, ამიტომ, როგორც კი ვპო-
ულობ ჩემს ბიუსტჰალტერს, მაშინვე ლიფტთან მივდივარ და ვესტი-
ბიულში ჩავდივარ. მაინტერესებს, სადმე ახლომახლო კეპი ხომ არ
არის. სანამ მაილსი ლიფტში შემაცილებდა და დამეუფლებოდა, ხე-
ლის დაქნევა ძლივს მოვასწარი მისალმების ნიშნად.
რა თქმა უნდა, კეპი ისევ თავის სკამზე ზის, მიუხედავად იმისა,
რომ უკვე ღამის თერთმეტი საათია დაწყებული.
– ოდესმე გძინავს? – ვეკითხები და მის გვერდით სკამზე ვვჯდე-
ბი.
– ადამიანები ღამით უფრო საინტერესონი არიან, – მეუბნება, –
გვიან დაძინება მიყვარს, დილითაც გვიან ვდგები და იმ სულელებს
ვარიდებ თავს, ადრიანად რომ გარბიან სამსახურში.
იმაზე ხმამაღლა ვოხრავ, ვიდრე განზრახული მქონდა და თავს
სკამის საზურგეს ვადებ. კეპი ამას ამჩნევს და მიყურებს.
– ოჰ, – მეუბნება, – პრობლემები გაქვს იმ ბიჭთან? არადა, სულ
რამდენიმე საათის წინ მეგონა, ჰარმონიული წყვილია-მეთქი. მგო-
ნი, მის სახეზე ღიმილიც კი გაკრთა, შენ გვერდით რომ მოაბიჯებდა.
‒ ყველაფერი კარგადაა, – ვეუბნები, რამდენიმე წამით ვდუმდე-
ბი და ფიქრებს ვუყრი თავს, – კეპ, ოდესმე შეყვარებული თუ ყო-
ფილხარ?
სახეზე ღიმილი ეფინება:

163
‒ ო, როგორ არა, – მეუბნება, – მას ვანდა ერქვა.
‒ რამდენი წელი იყავი დაქორწინებული?
მიყურებს და წარბს სწევს:
‒ დაქორწინებული არასოდეს ვყოფილვარ, აი, ვანდა კი, დაახ-
ლოებით ორმოცი წლის გათხოვილი იყო, როდესაც გარდაიცვალა.
თავს გვერდზე ვხრი და ვცდილობ მივხვდე, რას მეუბნება:
‒ მგონი, მეტი უნდა მიამბო!
კეპი სკამზე სწორდება, სახიდან ღიმილი არ შორდება:
‒ ის ერთ-ერთ იმ შენობაში ცხოვრობდა, რომელსაც ვემსახურე-
ბოდი. ქმარი ნაბიჭვარი ჰყავდა, სახლში თვეში მხოლოდ ორი კვირა
იყო ხოლმე. მაშინ შემიყვარდა, როდესაც ოცდაათი წლისა ვიყავი,
ის ოცდახუთი-ოცდაექვსი წლისა იქნებოდა. დაქორწინებული ადა-
მიანები ხშირად განქორწინებაზე უარს ამბობენ, განსაკუთრებით
ისეთ ოჯახში აღზრდილი ქალები, როგორშიც ვანდა აღიზარდა. მეც
ოცდახუთი წელიწადი მის სიყვარულში გავლიე, რამდენადაც ამის
საშუალებას მასთან თვეში ორკვირიანი შეხვედრები მაძლევდა.
გაოცებული მივშტერებივარ კეპს, არ ვიცი, რა ვუთხრა. ეს არ
არის ჩვეულებრივი სიყვარულის ამბავი, ისეთი, ადამიანები რომ
ჰყვებიან ხოლმე. იმაშიც კი არა ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ
სიყვარულის ისტორიაა.
– ვიცი, რაზეც ფიქრობ, – მეუბნება, – დამთრგუნველი ამბავია,
უფრო ტრაგედიას ჰგავს!
თავს ვუქნევ, მის სიტყვებს ვეთანხმები.
– სიყვარული ყოველთვის ლამაზი არ არის,ტეიტ, ზოგჯერ წლე-
ბის განმავლობაში იმედოვნებ, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნე-
ბა, უკეთესად, შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ უკან ბრუნდები და სადღაც,
გზაში გულს კარგავ.
კეპს აღარ ვუყურებ, წინ, სივრცეს გავცქერი, არ მინდა ჩემი წარ-
ბშეჭმუხნილი სახე დაინახოს. მეც კეპივით მემართება? ველოდები,
რომ ჩემსა და მაილსს შორის ყველაფერი სხვაგვარად, უფრო უკეთ
იქნება?
დიდხანს, მეტისმეტად დიდხანს ვფიქრობ მის სიტვვებზე, ისე დი-

164
დხანს, რომ ხვრინვა მესმის. მზერას კეპისკენ ვაპარებ და ვხედავ,
როგორ ჩამოვარდნია ნიკაპი მკერდზე. პირი ფართოდ აქვს დაფჩე-
ნილი და ხმაურიანად სძინავს.

165
თავი 18

მაილსი

ექვსი წლის წინ

რეიჩელს ზურგზე ვუსვამ ხელს.


– კიდევ ორი წუთი, – ვეუბნები. ის თავს მიქნევს, მაგრამ სახე
ისევ ხელისგულებში აქვს ჩარგული. არ უნდა შემოხედვა.
არ ვეუბნები, რომ სულაც არაა ორი წუთი საჭირო, არც შედეგს
ვუმხელ, რომელიც დღესავით ნათელია.
არ ვეტყვი რომ ფეხმძიმედაა, დაე, ამ ორი წუთის განმავლობაში
კიდევ ჰქონდეს იმედი.
ისევ ზურგზე ვუსვამ ხელს. დრო რომ იწურება, არ ვინძრევი. ისიც
არ ტრიალდება ჩემკენ, რომ შედეგი შეიტყოს, თავს ბეჭზე ვადებ და
ტუჩს ყურთან ვუახლოებ.
– მაპატიე, რეიჩელ, – ჩავჩურჩულებ, – ძალიან, ძალიან ვწუხ-
ვარ.
რეიჩელი ქვითინებს.
ამ ხმაზე გული მეფლითება.
ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია!
ერთადერთ რამეზე შემიძლია ახლა ფიქრი, როგორ გამოვასწო-
რო ჩადენილი!
რეიჩელს ჩემკენ ვატრიალებ და გულში ვიკრავ:
– ვეტყვი. რომ თავი ცუდად იგრძენი და სკოლაში ვერ წახვედი.
სანამ დავბრუნდები. აქ დარჩი!
თავსაც კი არ მიქნევს, ისევ ტირის. მეც სელში ამყავს და ლოგინ-
ზე ვაწვენ, შემდეგ სააბაზანოში შევდივარ, ფეხმძიმობის ტესტს ვი-
ღებ და ნიჟარის ქვეშ, სულ უკან ვმალავ. ჩემს ოთახში შევდივარ და
ტანსაცმელს ვიცვლი ბოლოს გავდივარ.
თითქმის მთელი დღე შინ არ ვბრუნდები.

166
სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობ.
მანქანას სახლის წინ რომ ვაყენებ, მამაჩემისა და ლიზას დაბრუ-
ნებამდე ერთი საათი რჩება. ყველაფერს ვიღებ წინა სავარძლიდან
და სახლში შევრბივარ. რეიჩელი რომ ვნახო. ამ დილით სიჩქარეში
მობილურიც შინ დამრჩა და ვერც მოვიკითხე. მოგატყუებთ, თუ გეტ-
ყვით. რომ მთელი დღის განმავლობაში ეს ფაქტი ბოლოს არ მიღებ-
და.
შინ შევდივარ.
მის კარს ვუახლოვდები.
გაღებას ვცდილობ, მაგრამ ჩაკეტილია
ვაკაკუნებ.
– რეიჩელ!
ჩქამი მესმის. ვიღაც ჯერ კარს აწყდება, შემდეგ უკან ხტება. რომ
ვხვდები, რა ხდება, მაშინვე კარზე ვაბრახუნებ:
– რეიჩელ! – სასოწარკვეთილი ვყვირი, – კარი გააღე!
ტირილი მესმის:
– გაეთრიე!
კიდევ ორ ნაბიჯს ვდგამ უკან, წინ მთელი ძალით ვიჭრები და
მხრით მაგრად ვეხლები კარს, ისიც იღება და ოთახში შევრბივარ.
რეიჩელი საწოლის საზურგესაა მიყრდნობილი და სახეზე ხელება-
ფარებული ქვითინებს. ვუახლოვდები. ის თავიდან მიშორებს. ისევ
ვუახლოვდები.
რეიჩელი სილას მაწნავს, შემდეგ საწოლიდან დგება და მკერდზე
მიბრაგუნებს ხელებს:
– მეზიზღები! – მიყვირის აცრემლებული. მე ხელზე ხელს ვავ-
ლებ და ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ უფრო ბრაზდება, – თავი
დამანებე, – მიყვირის, – თუ არ გინდა ჩემთან საქმე დაიჭირო, მომ-
შორდი!
რეიჩელის სიტყვები მაოცებს:
– გეყოფა, რეიჩელ! – ვევედრები, – აქა ვარ და არსად მივდივარ!
ახლა უარესად ტირის და მიკივის, მეუბნება, მიმატოვეო.
ამ დილით ლოგინში მე ჩავაწვინე და იმიტომ წავედი სახლიდან,

167
რომ ვერაფრით დავამშვიდე. იმედი გამიცრუა.
მიყვარხარ, რეიჩელ, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ!
– არა, საყვარელო, – ვეუბნები და ჩემკენ ვიზიდავ, – არ მიგატო-
ვებ, ხომ გითხარი, დავბრუნდები-მეთქი?
ნერვები მეშლება, რომ ვერ ხვდება, დღეს რატომ წავედი სახ-
ლიდან, ვერ ვიტან, ამის ახსნა რომ მჭირდება.
ისევ ლოგინში ვაწვენ და თავს საწოლის თავზე ვაყრდნობინებ:
– რეიჩელ, – ვეუბნები და ცრემლებისგან დასველებულ ლოყაზე
ვეხები, – იმედი სულაც არ გაგიცრუებია ჩემთვის, – ვეუბნები, – ოდ-
ნავადაც არა, იმედი საკუთარმა თავმა გამიცრუა. ამიტომ მინდა ყვე-
ლაფერი გავაკეთო შენთვის, ჩვენთვის... ამიტომაც წავედი დილით.
ვცდილობდი გზა მეპოვა, რომ უკეთ ვყოფილიყავით!
ვდგები და საქაღალდეებს ვუშლი საწოლზე, ყველაფერს ვაჩვე-
ნებ, ვათვალიერებინებ ბროშურებს, რომლებიც სტუდენტური საერ-
თო საცხოვრებლიდან წამოვიღე, მათში ოჯახებისთვის განკუთვნი-
ლი ოთახების ფოტოებია. ვუჩვენებ განცხადების ფორმებს, რომ-
ლებიც უნდა შევავსოთ, ბავშვზე საერთო საცხოვრებელმა უფასოდ
რიმ იზრუნოს, ვუხსნი, რა ფინანსური დახმარება გვეკუთვნის, რო-
გორ შეგვიძლია საღამოს დავესწროთ ლექციებს, ონლაინკურსის
მიმოხილვას ვაცნობ, აკადემიური მრჩევლების სიასა და იმას. თუ
როგორ შევძლებ ყველაფრის შეთავსებას ჩემი საფრენოსნო სკო-
ლის ცხრილთან. მის წინაშე ყველა შესაძლებლობაა გადაშლილი
და მინდა დაინახოს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვინდოდა, მიუხე-
დავად იმისა, რომ მსგავსს არაფერს ვგეგმავდით... მაინც ყველა-
ფერს შევძლებთ.
– ვიცი, ჩვილთან ერთად სწავლა ბევრად რთული იქნება. რე-
იჩელ, ვიცი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია!
რეიჩელი გადაშლილ ფურცლებს დაჰყურებს. მეც ჩუმად ვადევ-
ნებ თვალს, სანამ ისევ არ უწყებს მხრები თრთოლას და პირზე ხელს
არ აიფარებს. მიყურებს და თვალებიდან ცრემლები ღვარად ჩამოს-
დის, შემდეგ მიახლოვდება და მეხუტება.
მეუბნება, რომ ვუყვარვარ.

168
რა ძალიან გიყვარვარ, რეიჩელ!
მკოცნის და მკოცნის.
– ყველაფერი გამოგვივა, მაილს! – ყურში ჩამჩურჩულებს, – მეც
თავს ვუქნევ და ვეხვევი:
‒ ყველაფერი გამოგვივა, რეიჩელ!

169
თავი 19

ტეიტი

ხუთშაბათი. სპორტული თამაშების ღამე.


ჩვეულებრივ, ხუთშაბათ საღამოს თამაშების გაგონებაზე ნერვე-
ბი მეშლება ხოლმე, მაგრამ ამაღამ ხმაური მუსიკად მომეჩვენება,
რადგან მაილსი მეგულება ჩვენთან.
აზრზე არა ვარ, რას უნდა ველოდე მისგან ან ჩვენი შეთანხმების-
გან. იმ ხუთი დღის განმავლობაში, რაც მუშაობდა, არც შეტყობინება
მიმიწერია, არც დავლაპარაკებივარ.
ვიცი, მაილსს მეტისმეტად ბევრ დროს ვუთმობ და ასე არ უნდა
ვიქცეოდე. ჩვენ შორის ყველაფერი ჩვეულებრივ უნდა ყოფილიყო,
თუმცა ასე ნამდვილად არ არის. მეტისმეტად ავყევი გრძნობას, ძა-
ლიან ჩამითრია. იმ წვიმიანი ღამის შემდეგ სულ მასზე ვფიქრობ და
სანამ ბინაში შევალ, წყეული ხელი მიკანკალებს, რადგან იქ ის მე-
გულება.
კარს ვაღებ და პირველად კორბინს ვხედავ. ის არც მესალმება,
მხოლოდ თავს მიქნევს, იანი დივანზე მოკალათებულა, ხელს მი-
წევს და ისევ ტელევიზორს უყურებს.
დილონი მზერით მჭამს, მე კი ვცდილობ მოვინდომო და თვალე-
ბი არ ავატრიალო მის საქციელზე.
მაილსი არაფერს აკეთებს, რადგან მაილსი აქ არ არის. მთელი
სხეული მიკვნესის იმედგაცრუებისგან, ხელჩანთას ცარიელ სკამზე
ვაგდებ სასტუმრო ოთახში და თავს ვირწმუნებ, რომ ეს კარგია,
რადგან ბევრი სამეცადინო მაქვს.
– მაცივარში პიცაა, – მეუბნება კორბინი.
– მშვენიერია, – სამზარეულოში შევდივარ, კარადას ვაღებ და
თეფშს ვიღებ. ამასობაში ვიღაცის ნაბიჯების ხმა ჩამესმის, მიახ-
ლოვდება და გული აჩქარებით მიწყებს ძგერას.
ზურგის ქვედა ნაწილზე ხელი მეხება თუ არა, მაშინვე ვიღიმი და

170
ვტრიალდები, რომ თვალებში ჩავხედო მაილსს.
მაგრამ ეს მაილსი არ არის, დილონია!
– ჰეი, ტეიტ, – მეუბნება და ისიც კარადისკენ მიიწევს,ხელი ჯერ
არ ჩამოუღია და ჩემი შეტრიალებისას უფრო ქვემოთ, წელზე უცურ-
დება. თვალს არ მაშორებს, ისე აღებს კარადას და რაღაცას ეძებს,
– ლუდის კათხა მჭირდება, – ამბობს და თითქოს ასე მიბოდიშებს,
აქ რომ არის. მეხება და ჩემს სახეს მხოლოდ რამდენიმე დუიმი აშო-
რებს.
ნერვები მეშლება, რომ დაინახა, როგორ შევტრიალდი მისკენ
გაღიმებული. ასე ხომ არასწორად ფიქრის საბაბი მივეცი.
– ჰმ, კათხას ჩემს ჯიბეში ვერ იპოვი,– ვეუბნები და მის ხელს ვი-
შორებ წელიდან. დილონს თვალს ვაშორებ თუ არა, მაილსი შემო-
დის სამზარეულოში და ლამის მზერით ამომიწვას ის ადგილი, სა-
დაც დილონი ხელით მეხებოდა.
მაილსმა დაინახა დილონის ხელი ჩემს წელზე.
მაილსი ახლა მას ისე უყურებს, თითქოს ვიღაც მოკლაო.
– როდის აქეთ დაიწყე ლუდის კათხიდან სმა? – ეკითხება მაილ-
სი.
დილონი ტრიალდება, მაილსს უყურებს, შემდეგ ისევ მე მათვა-
ლიერებს და საუცხოო, მოარშიყე ღიმილით მაჯილდოებს:
– მას შემდეგ, რაც ტეიტი მიუახლოვდა კარადას!
ჯანდაბა. განზრახვას არც მალავს, ფიქრობს, რომ გული შემი-
ვარდა მასზე.
მაილსი მაცივართან მიდის და აღებს:
– დილონ, შენი ცოლი როგორ არის?
არც ცდილობს რამის გამოღებას მაცივრიდან, უბრალოდ, დგას
და მაცივრის სახელურს ისე მაგრად უჭერს ხელს. დარწმუნებული
ვარ, მე ასე ვერასოდეს მოვუჭერდი.
დილონი ისევ მიყურებს, მომშტერებია.
‒ სამსახურშია, – ამბობს სიტყვების ტკეპნით, ‒ სულ ცოტა, ოთ-
ხი საათი კიდევ არ დაბრუნდება.
მაილსი ხმაურით კეტავს მაცივრის კარს და ორ სწრაფ ნაბიჯს დგ-

171
ამს დილონისკენ. დილონი წელში სწორდება და მე მაშინვე ორი ნა-
ბიჯით უკან ვიხევ.
‒ კორბინმა ხომ გაგაფრთხილა, მის დას არ მიჰკარებოდი, კე-
თილინებე და პატივი ეცი!
დალონს ყბები ეძაბება, უკან არ იხევს და მაილსს თვალს არ
აშორებს, პირიქით, ოდნავ წინაც კი მიიწევს:
‒ მეჩვენება, რომ საქმე სულაც არ არის კორბინში – კბილები-
დან ცრის.
გული ლამის ყელში მომებჯინოს. თავს ისედაც დამნშავედ
ვგრძნობდი, უნებლიეთ დილონს რომ იმედი მივეცი ჩემი ღიმილით,
ახლა კი უფრო ვიდანაშაულებ, რადგან ჩემ გამო კამათობენ, თუმცა,
დალახვროს ეშმაკმა.
მომწონს, ეს ტიპი მაილსს რომ ეზიზღება. ნეტავ ვიცოდე. რატომ
ვერ იტანს, ცოლიანი რომ არის თუ მე რომ მეარშიყება?
ზღურბლზე ახლა კორბინი დგას.
ჯანდაბა!
– რა არ არის ჩემში? – კითხვას სვამს კორბინი და ერთმანეთს
დაპირისპირებულ მაილსსა და დილონს უყურებს.
მაილსი უკან იხევს და ისე დგება, რომ დილონსა და კორბინს.
ორივეს ხედავდეს, დილონს მკაცრ მზერას ისევ არ აშორებს.
– შენი დის გაჟიმვას აპირებს! – ეუბნება კორბინს.
ღმერთო, მაილს, ოდნაკ მაინც შეგელამაზებინა სათქმელი!
კორბინი წარბსაც არ იხრის:
‒ შინ დაბრუნდი, დილონ შენს ცოლთან! – ეუბნება მტკიცედ.
მიუხედავად იმისა, რომ საოცრად უხერხულად ვგრძნობ თავს,
დილონის დასაცავად არაფერს ვამბობ, ვგრძნობ, მაილსი და კორ-
ბინი დიდი ხანია, ეძებდნენ მიზეზს დილონის ჩამოსაშორებლად,
თანაც არასოდეს დავიცავ კაცს, რომელიც ქორწინებას პატივს არ
სცემს. დილონი რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდება კორ-
ბინს, შემდეგ მაილსსა და კორბინს ზურგს აქცევს და ჩემკენ ტრი-
ალდება.
მგონი, ამ ბიჭს სიკვდილი მოსწყურებია!

172
– მე ათასმეთორმეტე ბინაში ვცხოვრობ, – ჩამჩურჩულებს და
თვალს მიკრავს, – შემომიარე, ჩემი ცოლი სამუშაო დღეებში ღამის
ცვლაში მუშაობს, – შემდეგ კორბინს და მაილსს შორის ჩაივლის და
აგინებს, – თქვენ ორნი კიდევ... წადით თქვენი!..
კორბინი მისკენ მიიწევს მუშტშემართული, უნდა თავს დაესხას
დილონს, მაგრამ მაილსი მკლავში ჰკიდებს ხელს და სამზარეულო-
ში შეჰყავს, მანამ არ უშვებს, სანამ კარის გაჯახუნების ხმა არ ისმის.
კორბინი მიყურებს, გაოცებული ვარ. ისეა გაბრაზებული, ყურე-
ბიდან ლამის ბოლი გამოსდის, სახე გასწითლებია და თითებს ატკა-
ცუნებს. დამავიწყდა, გიჟივით რომ მიცავდა ხოლმე.
ასე მგონია, ისევ თხუთმეტი წლის ვარ, თუმცა ახლა ორი ზედმე-
ტად მზრუნველი ძმა მყავს.
– გონებიდან ამოშალე მისი ბინის ნომერი, ტეიტ! ‒ მეუბნება
კორბინი.
თავს ვიქნევ, იმედგაცრუებული ვარ. როგორ იფიქრა, რომ დი-
ლონის ბინის ნომერი მაინტერესებდა.
– მე ჩემი სტანდარტები მაქვს, კორბინ!
კორბინი თავს მიქნევს და ისევ დამშვიდებას ცდილობს. ღრმად
სუნთქავს და სასტუმრო ოთახში შედის.
მაილსი ბარის მაგიდასაა მიყრდნობილი და ფეხებს დასცქერის.
მე უსიტყვოდ ვუყურებ, სანამ თვალებს არ ასწევს და შემომხედავს.
ის სასტუმრო ოთახისკენ იხედება, შემდეგ ჩემკენ მოდის. მე კი რამ-
დენად მეტად მიახლოვდება, იმდენად მეტად ვეკვრი ბარის მაგი-
დას, ვცდილობ თვალი ავარიდო მის დაჟინებულ მზერას, მაგრამ წა-
სასვლელი არსად მაქვს.
მაილსი მიახლოვდება.
კარგი სუნი ასდის – ვაშლის, აკრძალული ხილის!
– მთხოვე, რომ ჩემს ბინაში შეგიშვა სამეცადინოდ, – ჩამჩურჩუ-
ლებს.
თავს ვუქნევ, მაგრამ მაინტერესებს მას შემდეგ, რაც მოხდა, ამას
რატომ მეუბნება. მიუხედავად ამისა, ვემორჩილები.
– შეიძლება შენს ბინაში ვიმეცადინო?

173
მაილსი ფართოდ იღიმება, შუბლს თავზე მადებს, ტუჩები ჩემს ყუ-
რებთან მოაქვს და ჩამჩურჩულებს:
– იმას ვგულისხმობ, რომ ეგ შენი ძმის წინ უნდა მთხოვო! – მე-
უბნება და ჩუმად იცინის, – მიზეზი მექნება ჩემთან გასაყვანად.
ჰმ, რა უხერხულია!
მაილსი უკვე ხვდება, როგორ აღარ ვგავარ ტეიტს მის ახლოს.
სითხედ ვიქცევი. ყველაფერს ვეგუები. იმას ვაკეთებ, რასაც მაილსი
მთხოვს, რასაც მეუბნება, რაც სურს გავაკეთო
–ოჰ, ‒ ვეუბნები ჩუმად და ვაკვირდები, ნელ-ნელა როგორ მა-
შორებს თვალს, – ახლა გასაგებია.
იღიმის და ვხვდები, რა ძალიან მომნატრებია ეს ღიმილი. სულ
უნდა იღიმოდეს, მუდამ! მე უნდა მიღიმოდეს!
მაილსი სამზარეულოდან გადის და სასტუმრო ოთახისკენ მი-
ემართება, მე კი ჩემს ოთახში შევდივარ და რეკორდულად სწრაფად
ვიღებ შხაპს.
არ მეგონა, ასეთი კარგი მსახიობი თუ ვიყავი. თუმცა ვივარჯიშე,
ხუთი წუთი ვივარჯიშე. ვიდექი ჩემს ოთახში და საუკეთესო, ყველაზე
ბუნებრივი მიზეზის მოფიქრებას ვცდილობდი, სასტუმრო ოთახში
რომ შევსულიყავი და მაილსისთვის ოთახის გასაღები მეთხოვა. გა-
დავიწყვიტე, თამაშის ყველაზე ხმაურიან მომენტს დავლოდებოდი,
შემდეგ კი ყვირილით შევიჭერი ოთახში:
– ბიჭებო, ან დაუწიეთ მაგ წყეულ ტელევიზორს ხმა, ან მეზობ-
ლად გავალ. ვცდილობ რაღაც მაინც ვისწავლო!
მაილსი მიყურებს და გაღიმებას ცდილობს. იანი დაეჭვებული მი-
ყურებს, კორბინი კი თვალებს ატრიალებს:
– მეზობელთან გადი, – ამბობს ბოლოს, – ჩვენ თამაშს ვუყუ-
რებთ, – თან მაილსს უყურებს, – შეიძლება შენთან გავიდეს?
მაილსი მაშინვე დგება და ეუბნება:
– რა თქმა უნდა... გავაცილებ.
ჩემს ნივთებს ვიღებ და ბინისკენ მივყვები, წამიც და, თითქმის
მისული ვართ.
მაილსი ბინის კარს მიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი

174
არც აქვს. არა უშავს, კორბინმა ეს არ იცოდა. მაილსი სახლში შედის
და მეც უკან მივყვები. ის კარს კეტავს და ერთმანეთის პირისპირ
ვდგებით
– მართლა სამეცადინო მაქვს, – ვეუბნები, არ ვიცი, რას ელოდე-
ბა ამ წამისგან, მაგრამ ვხვდები, ერთი რამ უნდა გავათავისებინო:
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა არ მინახავს, ჩემთვის სუ-
ლაც არ არის ნომერი პირველი პრიორიტეტი.
არადა, არის.
– მეც თამაშს უნდა ვუყურო, – მეუბნება და ჩემი ბინისკენ მანიშ-
ნებს, მაგრამ თან მიახლოვდება. წიგნებს ხელიდან მართმევს, მაგი-
დასთან მიდის და იქ დებს. შემდეგ ისევ ჩემთან მოდის და არ ჩერდე-
ბა, სანამ მისი ტუჩი ჩემსას არ ეხება, თუმცა იმის იქით ნაბიჯს მაინც
ვერ გადადგამს, რადგან ზურგით მისი ბინის კარს ვართ აკრული.
ხელებს წელზე მხვევს, მე მას – მხრებზე, ენას ტუჩებს შორის,
პირში მიცურებს და მეც მოწყურებული ვეწაფები. გმინავს და მაწვე-
ბა, მე კი ხელებს კისრიდან თმაში ვუცურებ. ისე მიყურებს, თითქოს
ჩემი ბრალი იყოს, გამგზავრებამ რომ მოუწია. ორ ხელისგულს სა-
ხეზე ისვამს და ღრმად სუნთქავს:
‒ჭამა ვერ მოასწარი, – მეუბნება, – წავალ, პიცას მოგიტან. –
ისევ ჩემკენ მოდის, მე კი პასუხს არ ვცემ, ისე ვიწევი განზე, მაილსი
კართან მიდის და უჩინარდება.
რა უცნაური ვინმეა!
მაგიდასთან მივდივარ და ყველაფერს ზედ ვალაგებ, რაც სწავ-
ლისთვის მჭირდება. სკამს ვწევ დასაჯდომად, როდესაც მისი ბინის
კარი ბოლომდე იღება. ვტრიალდები, მაილსი სამზარეულოში შე-
მოდის ხელში თეფშით. პიცას მიკროტალღურ ღუმელში დებს, რამ-
დენიმე ღილაკს აჭერს თითს, რთავს და პირდაპირ ჩემკენ მოდის.
ისევ საშიში ქცევა აქვს, ბუნებრივია, უკან ვიხევ, მაგრამ იქ მაგიდა
მხვდება და ვერსად გავექცევი.
მაილსი მიახლოვდება და სწრაფად მაწებებს ტუჩს ტუჩზე:
‒ უნდა დავბრუნდე, – მეუბნება, – კარგად მოეწყვე?
თავს ვუქნევ.

175
‒ გინდა რამე?
ვუარობ.
‒ მაცივარში წვენი და წყალია.
‒ გმადლობ.
სწრაფად მკოცნის, სანამ გამათავისუფლებს, და გადის.
მე სკამზე ვეშვები.
რა საყვარელია!
ამას უნდა შევეჩვიო!
რვეულს ვიღებ, წინ ვიდებ და მეცადინეობას ვიწყებ. დაახლოე-
ბით ნახევარ საათში შეტყობინება მომდის.
მაილსი: „როგორ მიდის მეცადინეობის საქმე?“
ვკითხულობ ტექსტს და იდიოტივით მეღიმებ!ა, ცხრა დღეა, რაც
არ ვუნახივარ და არ მოუწერია, ახლა ჩემგან სულ ოც ნაბიჯშია და
შეტყობინებას მიგზავნის.
მე: „კარგად, თამაში როგორ მიდის?“
მაილსი: „მატჩის ნახევარი გავიდა, ვაგებთ!“
მე: „უქნარები!“
მაილს: „ხომ იცოდი, რომ საკაბელო ტელევიზია არ მქონდა?“
მე: ???
მაილსი: „ადრე გვიყვირე, გვითხარი, წადით და მაილსთან უყუ-
რეთ თამაშსო, მაგრამ უკვე იცოდი, რომ საკაბელო ტელევიზია არ
მქონდა. ვფიქრობ, იანმა რაღაც იეჭვა“.
მე: „ოჰ, ამაზე არც მიფიქრია!“
მაილსი: „არა უშავს, უბრალოდ, მრავალმნიშვნელოვნად გად-
მომხედავს ხოლმე, თითქოს ხვდება, რომ რაღაცაშია საქმე. ფეხებ-
ზე მკიდია, თუ გაიგებს. ისედაც ყველაფერი იცის ჩემზე“.
მე: „მიკვირს, აქამდე რომ არაფერი გითქვამს. ნუთუ ყველა ბიჭი
არ იწონებს თავს გოგონებთან ურთიერთობის გაბმით?“
მაილსი: „მე არა, ტეიტ!“
მე: „როგორც ვხვდები, გამონაკლისი ვარ. ახლა კი თავი დამანე-
ბე, უნდა ვიმეცადინო!“
მაილსი: „სანამ არ მოგწერ, რომ თამაში დასრულდა, არ გამოხ-

176
ვიდე!“
ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და ვერაფრით ვიშორებ სახიდან ღი-
მილს.

***

ერთი საათის შემდეგ ბინის კარი იღება. თავს ვწევ. მაილსი შე-
მოდის კარს კეტავს და უდარდელად ეკვრის ზედ ზურგით.
– თამაში დამთავრდა, – მეუბნება.
– მშვენიერია, მეც დავამთავრე მეცადინეობა
მაილსი მაგიდაზე გადაშლილ წიგნს უყურებს.
– კორბინი, ალბათ, გელოდება.
არ ვიცი, ასე ცდილობს მიმახვედროს, რომ წავიდე, თუ საუბრის
გაბმა სურს. ვდგები, წიგნების შეგროვებას ვიწყებ და ვცდილობ არ
დამეტყოს იმედგაცრუება.
მაილსი პირდაპირ ჩემთან მოდის, წიგნს მართმევს და ისევ მაგი-
დაზე დეის. შემდეგ ოდნავ განზე სწევს ჩემს ნივთებს, წელზე ხელს
მხვევს და მაგიდაზე მსვამს.
– ეს არ ნიშნავს, რომ შენი წასვლა მინდა, ‒ მეუბნება მტკიცედ
და თვალებში ჩამცქერის.
ამჯერად არ ვუღიმი, რადგან ისევ მანერვიულებს. ასე დაჟინებით
მიწყებს თუ არა ყურებას ნერვიულობას ვიწყებ.
მაილსი მაგიდის კიდეზე მაცურებს და ჩემს ფეხებს შორის დგება.
ხელები ისევ წელზე აქვს შემოხვეული, ტუჩები კი ჩემს ლოყასთან
მოაქვს.
‒ ვფიქრობდი,‒ ამბობს ნაზად და მისი სუნთქვა კისერზე მელა-
მუნება, ჟრუანტელს მგვრის, ‒ამღამინდელზე, იმაზე, თუ როგორ ეს-
წრები ლექციებს, – ხელებს ქვეშ მიცურებს და მაგიდიდან მწევს, ‒
იმაზე, თუ როგორ მუშაობ ყოველ შაბათ-კვირას,‒ ფეხები უკვე მას-

177
ზე მაქვს შემოხვეული, მაილსს კი საძინებელში შევყავარ. შემდეგ
ლოგინზე მაწვენს.
ზემოდან მექცევა, თმას უკან მივარცხნის, თვალებში მიყურებს,
– მივხვდი, რომ არასოდეს ისვენებ, – პირს ისევ ლოყას მიახ-
ლოებს და ნაზად მკოცნის ყოველ წინადადებას შორის, – „მადლიე-
რების დღის“ შემდეგ არ დაგისვენია, არა?
თავს ვუქნევ, მაგრამ ვერ გხვდები, ამდენს რატომ ლაპარაკობს,
მაგრამ მომწონს, მაილსი პერანგის ქვეშ მიძვრება, ხელისგულს მუ-
ცელზე მისვამს და მკერდს მუშტებში იქცევს:
– ალბათ, ძალიან დაიღალე, ტეიტ!
ვუარობ:
–არც ისე!
ვატყუებ.
ძალაგამოცლილი ვარ.
მაილსი ტუჩებს მწყვეტს ყელიდან და თვალებში მიყურებს:
– მატყუებ, – მეუბნება და ცერა თითს ბიუსტჰალტერის თხელ
ქსოვილს უსვამს, ძუძუსთავებს რომ მიფარავს, – ვხვდები, რომ გა-
დაიღალე, – ისე ნაზად მკოცნის, რომ ძლივს ვგრძნობ, – უბრალოდ,
მინდა რამდენიმე წუთი გკოცნო, კარგი? შემდეგ გახვალ და დაისვე-
ნებ. არ მინდა იფიქრო, მხოლოდ იმის გამო, რომ ორივე შინ ვართ,
რამეს ველოდები!
ისევ მკოცნის ტუჩებში, მაგრამ ამ შეგრძნებას ვერაფრით შევა-
დარებ იმას, რაც მისი სიტყვების მოსმენისას მემართება. არასოდეს
მეგონა, ასე თუ აღმაგზნებდა მისი ზრუნვა.
მაგრამ, ო, ღმერთო, რა სექსუალურია!
მაილსი ხელებს აზღუდში მიცურებს და პირით მიპყრობს. ყო-
ველთვის, როდესაც მისი ენა ჩემს პირში ხვდება, თავბრუ მეხვევა,
არა მგონია, ოდესმე მომბეზრდეს ესკოცნა.
ვიცი, მაილსმა რომ მითხრა, მინდა მხოლოდ გკოცნო რამდენი-
მე წუთიო, მაგრამ მისი „კოცნა“ და ჩვეულებრივი კოცნა სხვადას-
ხვანაირად განიმარტება. მაილსის პირი ყველგანაა.
ხელებიც.

178
მაილსი პერანგს ბიუსტჰალტერამდე მიწევს და ცალ ძუძუს მი-
შიშვლებს, შემდეგ ენით მიღიზიანებს ძუძუსთავს და თვალებში მი-
ყურებს. თბილი პირი აქვს, ენა –კიდევ უფრო თბილი და მეც კივილი
აღმომხდება.
ახლა მუცელზე მეფერება იდაყვებზე დაყრდნობილი და ოდნავ
ზემოთ მწევს, თან ჯინსში მიცურებს ხელს და ბარძაყებს პოულობს.
თითებს ფეხებს შორის, ქსოვილს უსვამს, მე თავს უკან ვწევ და თვა-
ლებს ვხუჭავ.
ღმერთო, როგორ მომწონს კოცნის მისეული განსაზღვრება!
ისევ მიფათურებს ხელებს, ჯინსის შარვალზე მაწვება და,უკვე
მთელი ჩემი სხეული უხმოდ ევედრება. მკერდიდან კისერზე ინაც-
ვლებს და ისე მიკოცნის, მიღრღნის და მიწუწნის ამ ადგილს, თით-
ქოს დაღის დასმას ცდილობს.
ვცდილობ ჩუმად ვიყო, მაგრამ ისე საოცრად მეხახუნება მთელ
სხეულზე, ეს შეუძლებელი ხდება. თუმცა არა უშავს, არც თვითონაა
ჩუმად. ყოველთვის, როდესაც ვკვნესი, მისი გმინვა, ოხვრა ან ჩემი
სახელის ჩურჩული მესმის. ასე ხმამაღალიც ამიტომ ვარ, მიყვარს ეს
ხმები.
მიყვარს!
ხელები სწრაფად მიაქვს ჯინსისკენ, მიხსნის, მაგრამ არც პოზას
იცვლის, არც ყელს სწყვეტს პირს, ელვაშესაკრავს მიხსნის, ხელებს
შარვალსა და ტრუსს შორის აცურებს, იმავე მოძრაობებს იმეორებს,
მაგრამ ახლა მილიონჯერ უფრო ინტენსიურად და ვგრძნობ, ეს ყვე-
ლაფერი დიდხანს არ გაგრძელდება.
ზურგს საწოლიდან ვწევ და დიდი ძალისხმევა მჭირდება, ხე-
ლიდან არ დავუძვრე. მაილსმა ზუსტად იცის, სად უნდა შემეხოს,
რომ ჭკუიდან გადამიყვანოს.
– ღმერთო, ტეიტ, სულ სველი ხარ! – ორი თითით საცვალს
მიწევს – მინდა ვიგრძნო და ასეც იქცევა.
მორჩა, განწირული ვარ!
მაილსი თითებით შემოდის ჩემში, თუმცა ცერა თითს გარეთ ტო-
ვებს, მე კი ისე შეუჩერებლად ვიმეორებ, „ო,ღმერთო" და „არ შეჩერ-

179
დე", თითქოს რეკორდის მოხსნას ვაპირებ. მაილსი მკოცნის და ჩემს
ხმებს ახშობს, მე კი სხეული ერთიანად მითრთის მის ხელში.
სიამოვნების მწვერვალი ისეთი ხანგრძლივია, ისეთი ინტენსი-
ური, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგაც მეშინია მაილსის
გაშვების. არ მინდა ხელი მომაშოროს, მინდა ასე ჩამეძინოს.
უძრავად ვწევარ, ორივე მძიმედ ვსუნთქავთ და ვერ ვინძრევით.
მაილსს ტუჩები ისევ ჩემს სხეულზე აქვს, თვალდახუჭული ვართ,
მაგრამ აღარ მკოცნის. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელს მაშორებს
საცვლიდან, ელვაშესაკრავსა და ღილებს მიკრავს. თვალებს რომ
ვახელ, ვხედავ, ნელ-ნელა როგორ იდებს გაღიმებული თითებს
პირში.
ღმერთო!
მიხარია, რომ არ ვდგავარ ამის დანახვისას, თორემ მაშინვე ია-
ტაკზე დავენარცხებოდი.
– ოჰო! – ვეუბნები და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, – მაგრად გა-
მოგდის!
კიდევ უფრო ფართოდ იღიმება:
– გმადლობ, – მეუბნება, წინ იხრება და შუბლზე მკოცნის, – ახ-
ლა შინ წადი და დაიძინე, გოგონი!
ლოგინიდან დგება, მე კი მკლავში ვავლებ ხელს და ისევ საწოლ-
ზე ვაბრუნებ:
‒ მოიცა, – ვეუბნები, ზურგზე ვაწვენ და ზემოდან ვექცევი, -- ეს
უსამართლობაა!
– ქულებს არ ვითვლი, – მეუბნება და გვერდზე მაგორებს, –
კორბინი, ალბათ, ფიქრობს, ამდენ ხანს სად წავიდაო, – დგება,
წელში მწვდება და ისევ თავისკენ მიზიდავს, ვხვდები, რომ ჯერ მზად
არაა გასაშვებად.
– კორბინი თუ რამეს მკითხავს, ვეტყვი, რომ არ მინდოდა წამოს-
ვლა, სანამ მეცადინეობას არ დავასრულებდი!
მაილსი თავს იქნევს:
– უნდა დაბრუნდე, ტეიტ, – მეუბნება, – ცოტა ხნის წინ შენმა ძმამ
მადლობა გადამიხადა, დილონისგან რომ დაგიცავი. როგორ ფიქრ-

180
ობ, თუ გაიგებს, რომ ეს ეგოიზმმა ჩამადენინა და ჩემთვის მინდი-
ხარ, გაუხარდება?
– ფეხებზე მკიდია, მოეწონება თუ არა, მისი საქმე არ არის!
მაილსი ხელებს მადებს ლოყებზე:
– მე არ მკიდია, კორბინი ჩემი მეგობარია, არ მინდა გაიგოს,
რომ ვფარისევლობ, – შუბლზე მკოცნის და მანამ მაგდებს საძინებ-
ლიდან, სანამ პასუხს გავცემ, შემდეგ წიგნებს მიგროვებს და კართან
მისულს მაწვდის, მაგრამ სანამ გავალ, იდაყვში მკიდებს ხელს და
მაჩერებს. მიყურებს, მაგრამ ამჯერად კიდევ არის რაღაც მის გამო-
მეტყველებაში, რომელსაც ვერც წადილს უწოდებ, ვერც ნდომას,
ვერც იმედგაცრუებას ან მუქარას. რაღაც ამოუთქმელია, რისი
თქმაც სურს, მაგრამ ეშინია გამხელის.
ლოყებს ხელებში იქცევს, ტუჩებზე კი ისეთი ძალით მეწაფება, კა-
რის ჩარჩოს ვეჯახები. ისე ვნებიანად, ისე შეუპოვრად მკოცნის, ასე
რომ არ მიყვარდეს, ნაღველი დამეუფლებოდა. ღრმად სუნთქავს,
თავს მანებებს, ხმაურით უშვებს ჰაერს ფილტვებიდან და თვალებში
ჩამყურებს. შემდეგ ხელს მიშვებს, უკან იხევს, მელოდება, როდის
გავალ დერეფანში და კარს კეტავს.
აზრზე არა ვარ, ეს რა იყო, მაგრამ კიდევ მჭირდება. რაღაც მა-
იძულებს, ფეხები ავამოძრაო და კორბინის ბინაში ჰევიდე. კორბინი
სასტუმრო ოთახში არ მხვდება. მეც წიგნებს მაგიდაზე ვალაგებ.
შხაპის ხმა მესმის.
კორბინი შხაპს იღებს.
მაშინვე კარს ვაღებ, დერეფანში ვბრუნდები და მაილსს ვუკაკუ-
ნებ. ისე სწრაფად აღებს, გეგონება, ისევ იქ იდგა, სადაც დავტოვე,
ჩემ მიღმა იხედება, ჩემს ბინას უყურებს.
– კორბინი შხაპს იღებს, – ვეუბნები.
მაილსი ისევ მე მიყურებს და სანამ ვფიქრობ, რომ დრო დასჭირ-
დება ჩემი სიტყვების გასაანალიზებლად, ბინაში მიმათრევს. კარს
ხმაურით კეტავს, ზედ მაყუდებს და მისი პირი ისევ ყველგანაა ჩემს
სხეულზე.
მეც დროს არ ვკარგავ, ჯინსს ვუხსნი და რამდენიმე დუიმით ვუწევ

181
ქვემოთ, ის კი მე მხდის ჯერ შარვალს, შემდეგ ტრუსს. მეც ფეხები-
დან ვიშორებ თუ არა მათ, მაშინვე სამზარეულოს მაგიდისკენ მივ-
ყავარ.
მაილსი მატრიალებს და მუცლით მაწვენს სამზარეულოს მაგი-
დაზე.
შემდეგ ფეხებში მწვდება, ფართოდ მაშლევინებს და თვითონაც
თავიდან იშორებს ჯინსს. ორივე ხელი ჩემი წელისკენ მოაქვს, მაგ-
რად მიჭერს, მოხერხებულად ეწყობა და ფრთხილად შემოდის ჩემ-
ში.
– ო, ღმერთო! – გმინავს.
მე ხელისგულებს ვაჭერ მაგიდას. ჩასაჭიდებელი არაფერია,
არადა, სასწრაფოდ მჭირდება რამის ჩაჭიდება.
მაილსი წინ იხრება, მკერდით ზურგზე მაწვება, მძიმედ, ვნებია-
ნად სუნთქავს და ჩემს კანს ეხლება:
– პრეზერვატივი უნდა ავიღო!
‒ კარგი!– ძლივს აღმომხდება.
თუმცა მაილსი ჯერ არ მშორდება, ჩემს სხეულს კი, ბუნებრივია,
არ სურს მისი გაშვება. მეც ვცდილობ დავეხმარო, ისევ ჩემში დარ-
ჩეს და ისიც იძულებულია ისე მაგრად ჩამავლოს თითები ბარძაყებ-
ში, რომ ვკრთები.
– არ გინდა, ტეიტ!
მაფრთხილებს... ან მიწვევს.
მეც არ ვჩერდები, მაილსი გმინავს და ჩემიდან გამოდის. ხელები
ისე მაგრად აქვს ბარძაყებში ჩავლებული, თითქოს ჯერ კიდევ ჩემ-
შია, სინამდვილეში კი ასე არ არის.
– ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვსვამ, – ვჩურჩულებ,
მაილსი არ ინძრევა.
თვალებს ვხუჭავ და მინდა რაღაც გააკეთოს. ნებისმიერი რამ,
თორემ მოვკვდები!
– ტეიტ! – ჩამჩურჩულებს, მაგრამ აღარ აგრძელებს,ჩუმად ვდგა-
ვართ, ის პოზას არ იცვლის, ჯერ არ შემოდის ჩემში.
– ჯანდაბა! – წელს მითავისუფლებს, ხელებში მწვდება, რომლე-

182
ბიც მაგიდაზე მიდევს, მაგრად მიჭერს და სახეს ჩემს კისერში რგავს.
– მოემზადე!
ისე სწრაფად მეუფლება, რომ ვკივი. ცალ ხელს ითავისუფლებს
და ჩემს პირთან მიაქვს.
– ჩუ! – მაფრთხილებს, წამით გარინდებულია, შემდეგ ისევ შე-
მოდის ჩემში.
გამოდის, ხვნეშის და ისევ შემოდის, მე კი კიდევ ერთხელ მაიძუ-
ლებს ვიკივლო. ხმაურს ხელით მიხშობს და ისევ იმეორებს მოძრა-
ობებს.
ძლიერად.
სწრაფად.
ყოველ ბიძგზე მისი კვნესა მესმის, მეც ისეთ ხმებს გამოვცემ,
არც მეგონა, მათი გამოცემა თუ შემეძლო. მსგავსი ადრე არაფერი
განმიცდია.
არც მეგონა, თუ სექსუალური აქტი შეიძლებტოდა ასეთი ინტენ-
სიური, უხეში, ასეთი ცხოველური ყოფილიყო!
სახეს ვწევ და ლოყას მაგრად ვაჭერ მაგიდას.
თვალებსაც მაგრად ვხუჭავ და საშუალებას ვაძლევ ბოლომდე
გამჟიმოს.
მაილსი ჩუმადაა.
ისე ჩუმად, არც ვიცი, რაშია საქმე. ეს იმის გამო ხდება, რომ ორი-
ვე ძალიან ხმამაღლა ვკვნესოდით სულ რამდენიმე წუთის წინ, თუ
იმიტომ, რომ გონს მოსვლა სჭირდება.
ჯერ ისევ ჩემშია, მაგრამ გაათავა. უბრალოდ, არ ინძრევა.
ცალი ხელი ისევ პირზე აქვს ჩემთვის აფარებული, მეორით თი-
თებზე მიჭერს თითებს. სახეც ჯერ კიდევ ჩემს კისერში აქვს ჩარგუ-
ლი.
მაგრამ ისე ჩუმადაა, განძრევის მეშინია, მის სუნთქვასაც ვერ
ვგრძნობ.
პირველი, რასაც აკეთებს, ხელს მაშორებს პირიდან.
შემდეგ თითებს მიშვებს, შლის და ხელს მითავისუფლებს.
ორივე ხელისგულს მაგიდაზე აწყობს და სახეს სწევს ჩემი კისრი-

183
დან. უხმოდ მშორდება.
ისევ ჩუმადაა, მე ისევ არ ვინძრევი. მესმის, როგორ იცვამს და
იკრავს შარვლის ელვაშესაკრავს.
მესმის ნაბიჯების ხმა, მიდის.
მშორდება.
საძინებლის კარს ისე აჯახუნებს, ვკრთები. ლოყა, ხელისგულე-
ბი და მუცელი ჯერ ისევ სამზარეულოს მაგიდას მაქვს მიწებებული,
მათთან ერთად მაგიდას ჩემი ცრემლებიც ეკვრის.
ისინი ღვარღვარით ჩამომდის,
ჩამომდის, ჩამომდის, ჩამომდის და ვერ ვაჩერებ.
თავს უხერხულად ვგრძნობ. მრცხვენია. აზრზე არა ვარ, რა და-
ემართა, მაგრამ მეტისმეტად ამაყი და ნაკლებად მამაცი ვარ საიმი-
სოდ, რომ გაგება ვცადო.
ასე მგონია, ყველაფერი დასრულდა. თუმცა არა მგონია, ამის-
თვის მზად ვიყო. არა მგონია, მზად ვიყო ყველაფრის დასასრულებ-
ლად, მაგრამ საკუთარი თავი მეზიზღება, საქმე აქამდე რომ მივიყ-
ვანე.
გაბრაზებულიც ვარ, რადგან აქა ვარ, მის ბინაში, შარვალს ვე-
ძებ, ვცდილობ ეს უცნაური ცრემლები შევიკავო. ვგრძნობ, როგორ
მეღვრება მისი სხეულიდან დადენილი სითხის ნარჩენები და ვერაფ-
რით ვხვდები, რატომ ადგა და ყველაფერი გაანადგურა.
რატომ გამანადგურა!
ვიცვამ და გავდივარ.

184
თავი 20
მაილსი

ექვსი წლის წინ

– ფეხმძიმობა დაგეტყო, – ვეუბნები, თითებს ვუსვამ მუცელზე და


ვკოცნი, – რა საყვარელი ხარ! – ყურს ვადებ და თვალებს ვხუჭავ, ‒
სანაძლეოს ჩამოვალ, იქ თავს მარტო გრძნობს... ძმაო, თავს მარტო
გრძნობ?
რეიჩელი იცინის:
– სულ ბიჭად თვლი, იქნებ გოგოა?
რეიჩელს ვეუბნები, გოგო იქნება თუ ბიჭი, ერთნაირად მეყვარე-
ბა-მეთქი. უკვე მიყვარს,
ჩვენი მშობლები ქალაქში არ არიან. ისევ სახლობანას ვთამა-
შობთ, ოღონდ ამჯერად ამას თამაშს ძნელად უწოდებ, ყველაფერი
სერიოზულადაა.
– რა მოხდება, თუ მამაშენი დედას ცოლობას სთხოვს? ‒ მეკით-
ხება.
ვეუბნები, არ იდარდო-მეთქი, ვარწმუნებ, რომ მამა მსგავსს არა-
ფერს აპირებს, აუცილებლად მეტყოდა რამეს, ასე რომ იყოს. კარ-
გად ვიცნობ.
– უნდა ვუთხრათ მშობლებს, – ვეუბნები.
რეიჩელი თავს მიქნევს, იცის, რომ მოგვიწევს მათთვის ყველაფ-
რის გამხელა. უკვე სამი თვე გავიდა. ორ თვეში სკოლას დავასრუ-
ლებთ, თანაც რეიჩელს უკვე მუცელი დაეტყო.
ფეხმძიმობა ეტყობა და ამშვენებს.
– ხვალ უნდა ვუთხრათ.
კარგიო, მეთანხმება რეიჩელი.
მუცელს თავს ვანებებ და მის გვერდით ვწვები. გულში ვიხუტებ,
სახეზე ვეფერები.
– რეიჩელ, მიყვარხარ, – ვეუბნები.
ახლა ისეთი შეშინებული აღარ არის. მეუბნება, მეც მიყვარხარო.

185
ყველაფერი მშვენივრად გამოგდის, – ვეუბნები, მაგრამ რეიჩე-
ლი ვერ ხვდება, რაზე ვეუბნები, მეც ვიღიმი და... მუცელზე ვეხები, –
შესანიშნავად ზრდი, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ბავშვს გა-
აჩენ!
რეიჩელს ეცინება ჩემს სისულელეზე.
ძალიან გიყვარვარ, რეიჩელ!
ვუყურებ გოგონას, რომელზეც გული შემივარდა, და ვფიქრობ,
რა ბედნიერი ვარ!
ნეტავ რატომ ვუყვარვარ მასაც ისე ძალიან, როგორც მე მიყ-
ვარს?
ნეტავ მამა რას იტყვის, ყველაფერს რომ გაიგებს?
ნეტავ ლიზა შემიძულებს? ნეტავ რეიჩელს ისევ ფენიქსში ხომ არ
დააბრუნებს?
– რა გინდა, რომ დაარქვა? – ვეკითხები.
რეიჩელს უხარია, ამას რომ ვეკითხები, უყვარს სახელებზე სა-
უბარი.
მეუბნება, თუ გოგო იქნება, ბებოს სახელი, კლერი უნდა დავარ-
ქვაო.
ვეუბნები, ნეტავ შენი ბებია გამეცნო-მეთქი. მინდა ვიცოდე, რო-
გორი ქალის სახელს არქმევს ქალიშვილს.
რეიჩელი მეუბნება, მოეწონებოდიო, მე კი დავძენ, რომ სახელი
კლერი მომწონს.
– ბიჭი რომ იყოს?
– შეგიძლია სახელი შენ შეურჩიო.
ვეუბნები, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რადგან
მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს სახელი.
–მაშინ გირჩევნია კარგი სახელი შეურჩიო! – მეუბნება რეიჩე-
ლი.
მართლაც აჯობებს.
– ისეთი, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს, – მეუბნება.
ისეთი, რომელიც ჩემთვის ბეერს ნიშნავს...
ვეუბნები, რომ შესანიშნავი სახელი მოვიფიქრე.

186
რეიჩელს აინტერესებს, რა სახელს ვგულისხმობ, მაგრამ ვეუბ-
ნები, რომ არ ვეტყვი, არ ვეტყვი, სანამ შვილს ამ სახელს არ დავარ-
ქმევ მას შემდეგ, რაც ბიჭი დაიბადება.
მეუბნება, რომ გიჟი ვარ და უარს ამბობს, გააჩინოს შვილი მანამ,
სანამ არ შეიტყობს, რის დარქმევას ვაპირებ.
ვიცინი. ვეუბნები, სხვა გზა მაინც არ გექნება-მეთქი.
რეიჩელი გიჟს მეძახის.
შენც ხომ ეს გიყვარს ჩემში, რეიჩელ!

187
თავი 21
ტეიტი

მთელი შაბათ-კვირა ვმუშაობდი, ამიტომ ხუთშაბათ ღამის შემ-


დეგ არც მინახავს მაილსი, არც დავლაპარაკებივარ. საკუთარ თავს
ვარწმუნებ, უკეთესიც არის-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა
უნდა, ასე არ არის, რადგან ეს ამბავი გულს მიღრღნის. ამაღამ ორ-
შაბათია და სამიდან პირველი დღეა, როდესაც კორბინი შინ არ იქ-
ნება, მაილსი კი – იქნება. ვიცი, მაილსმა იცის, რომ კორბინი წასუ-
ლია. მაგრამ თუ იმით ვიმსჯელებთ, როგორ დავშორდით ერთმა-
ნეთს ხუთშაბათს, მეეჭვება, ეს ამბავი დიდად აინტერესებდეს. გუ-
ლის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ ამიხსნიდა, რამე დავაშავე თუ
არა, ან პირდაპირ მეტყოდა, რამ გააბრაზა, მაგრამ მისგან მხოლოდ
კარის გაჯახუნებას და საძინებელში განმარტოებას ვეღირსე.
უკვე ვხვდები, ექვსი წელი რატომ არავისთან გაუბამს ურთიერ-
თობა. ეტყობა, აზრზე არ არის, საქმე საქმეზე რომ მიდგება, გოგოს
როგორ უნდა მოექცეს, რაც ძალიან მიკვირს, რადგან თავიდან წე-
სიერი ბიჭის შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა სექსის დროს და სექსის
შემდეგ მისი საქციელი ნაკლებად შეესაბამება მის ხასიათს. გეგო-
ნება, ისეთი ბიჭის ნაწილები, როგორიც ადრე იყო, იმ ბიჭის არსება-
ში იჩენს თავს, როგორად ყოფნასაც ცდილობს.
ნებისმიერი სხვა მამაკაცი ასე რომ მომქცეოდა, პირველად და
უკანასკნელად მივცემდი მსგავსად მოქცევის უფლებას. არა ვარ
მომხრე ისეთი რამ დავუშვა, რასაც ურთიერთობაში ბევრი ჩემი მე-
გობარი უშვებს, თუმცა ვგრძნობ, როგორ ვუძებნი გამართლებას
მის საქციელს, თითქოს გასულ კვირას მის საქციელს საერთოდ
ჰქონდეს გამართლება.
უკვე ვშიშობ, რომ სულაც არა ვარ ისეთი ყოჩაღი, როგორიც მე-
გონა თავი.
ჩემი შიში მაშინვე მართლდება, როგორც კი ლიფტში შევდივარ,
რადგან გული ლამის საგულიდან ამომივარდეს. ჩემი ბინის კარზე
ბარათია მიკრული, მაშინვე მისკენ გავრბივარ და ვაძრობ. უბრალო

188
გაკეცილი ქაღალდია, რომელზეც გარედან არაფერი წერია. ვხსნი:
„საქმეები მაქვს თუ გინდა შემომიერთდე, შვიდისთვის შემოგივლი”.
რამდენჯერმე ვკითხულობ წინადადებას. ნამდვილად მისგანაა
და მე ვარ ადრესატი, მაგრამ წამიერად ისე ჩვეულებრივად მეჩვენე-
ბა ეს. ბარათი, რომ ეჭვიც კი მეპარება, ხუთშაბათს რამე ხომ არ მო-
მეჩვენა, იქნებ საერთოდ არაფერი მომხდარა.
თუმცა მაილსი იქ იყო და იცის, როგორ დასრულდა ის ღამე
ჩვენთვის. იცის, რომ გავნერვიულდებოდი, ან გავბრაზდებოდი, ბა-
რათში კი ამ ამბავთან დაკავშირებით არაფერია ნახსენები.
კარს ვაღებ და სახლში შევდივარ, თავს ვძლევ, მის კართან არ
მივიდე, არ დავაკაკუნო და არ ავყვირდე.
შინ შესული ნივთებს ვყრი და კიდევ ერთხელ ვკითხულობ მაილ-
სის მოწერილს. ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობ – ხელნაწე-
რით დაწყებული, სიტყვების შერჩევით დამთავრებული. ხელებში
ვჭმუჭნი განერვიულებული და სამზარეულოში ვისვრი.
ვნერვიულობ, რადგან უკე ვიცი, წავალ მასთან ერთად.
არ ვიცი, როგორ არ უნდა წავიდე!

***

ზუსტად შვიდ საათზე კარზე ფრთხილი კაკუნი ისმის. მისი პუნ-


ქტუალურობაც მაგიჟებს, არადა, ამ თვისების
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ასე მგონია, ყველაფერი, რასაც
ამაღამ მაილსი გააკეთებს, ჭკუიდან გადამიყვანს!
კართან მივდივარ და ვაღებ.
მაილსი დერეფანში დგას, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში. ალბათ,
უფრო თავისი კარის ახლოს, ვიდრე ჩემთან. ფეხებს დასცქერის,
მაგრამ შემდეგ დახრილ თვალებს სწევს და მიყურებს. ხელები ქურ-
თუკის ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი, თავის აწევა უჭირს. ამას უსიტყვო
მორჩილების ნიშნად ვიღებ, თუმცა უფრო სარწმუნოა, რომ სულაც
არ არის ასე.

189
– გინდა გამომყვე?
მისი ხმა მიპყრობს. მასუსტებს. ისევ სითხედ მაქცევს. თავს ვუქ-
ნევ, დერეფანში გავდივარ და კარს ვკეტავ. შემდეგ მისკენ ვიხედები.
მაილსი ლიფტისკენ მანიშნებს და უსიტყვოდ მეუბნება, გამომყევიო.
ვცდილობ წავიკითხო მისი თვალების გამომეტყველება, მაგრამ უკ-
ვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ აზრი არა აქვს ცდას.
ლიფტთან მივდივარ და ღილაკს ვაჭერ თითს.
მაილსი გვერდით მიდგას, მაგრამ არც ერთი არ ვიღებთ ხმას.
მეჩვენება, რომ ლიფტი მთელ წელს უნდება ამოსვლას. კარი რომ
იღება, ბოლოს და ბოლოს, ორივე შვებით ვსუნთქავთ, მაგრამ რო-
გორც კი შიგნით შევდივართ, სუნთქვა ისევ გვიჭირს.
ვგრძნობ, როგორ მიყურებს, მაგრამ მისკენ არ ვიხედები.
არ შემიძლია.
თავს სულელად ვგრძნობ, ისევ მინდა ვიყვირო. ახლა, როცა აქა
ვარ და ვერ გამიგია, სად მივდივართ, ვხვდები, იდიოტივით მოვიქე-
ცი, აქამდე რომ მოვიყვანე საქმე.
– მაპატიე, – ჩუმად, მაგრამ გასაოცარი გულწრფელობით მეუბ-
ნება.
არ ვუყურებ. არც პასუხს ვცემ.
მაილსი სამ ნაბიჯს დგამს ჩემკენ, შემდეგ ჩემ უკან დგება და სა-
ავარიო ღილაკით აჩერებს. თითს არ უშვებს ღილაკს, ისე მიყურებს.
მე არ ვუყურებ, სახე მისი მკერდის გასწვრივ მაქვს, მაგრამ კბილებს
მაგრად ვაჭერ კბილებს, ყბაგაქვავებული, არც ვუყურებ.
არ შევხედავ!
– ტეიტ, ბოდიშს გიხდი, – მიმეორებს. ისევ არ მეხება, მაგრამ
მთლიანად მიპყრობს. ისე ახლოს დგას ჩემთან, მის სუნთქვას
ვგრძნობ, ვგრძნობ, მართლა როგორ ნანობს, მაგრამ არ ვიცი, უნდა
ვაპატიო თუ არა, მაილსი არასოდეს არაფერს შემპირებია სექსის
გარდა, ამ პირობას კი მისრულებს.
სექსი.
არც ნაკლები და არც, რა თქმა უნდა, მეტი.
– მაპატიე, – მეუბნება ისევ, – ამას არ იმსახურებდი.

190
ამჯერად ნიკაპზე მკიდებს ხელს და თავს მიწევს, რომ შევხედო.
მისი ხელის შეხებაზე ყბა უფრო მიქვავდება. ყველაფერს ვაკეთებ,
ფარ-ხმალი არ დავყარო. რადგან ვგრძნობ, როგორ მიჭირს ცრემ-
ლების შეკავება.
ზუსტად იგივე დავინახე მის თვალებში, როდესაც კართან მი-
სულს მაკოცა ხუთშაბათ ღამით. რაღაც გამოუთქმელი... მეჩვენება,
რომ ნატრობს შეეძლოს ამ გამოუთქმელი ამბის გამხელა, მაგრამ
მხოლოდ ბოდიში ამოსდის პირიდან.
ისე კრთება, თითქოს ფიზიკურ ტკივილს განიცდის, შუბლს შუბ-
ლზე მადებს და ისევ იმეორებს:
– მაპატიე! – შემდეგ ხელისგულებს ადებს ლიფტის კედელს და
ისე იხრება ჩემკენ, რომ მკერდით მეხება. ხელები ჩამოყრილი
მაქვს, თვალები დახუჭული და ძალიან მინდა ვიტირო, მაგრამ არ
მინდა ცრემლები დავანახვო.
აქამდე ვერ მივხვდი, რის გამო მიხდის ბოდიშს, თუმცა მნიშვნე-
ლობა არა აქვს, რადგან ვგრძნობ, ეს მობოდიშება ყველაფერს ეხე-
ბა. თუნდაც იმას, რომ რაღაც წამოიწყო ჩემთან ისეთი, რაზეც იცის,
კარგად არ დასრულდება, იმას, რომ წარსულს ვერ მიმხელს, იმას,
რომ ვერც მომავლის პერსპექტივას მაჩვენებს, იმას, რომ გამანად-
გურა, როდესაც გაიქცა და ჯახუნით მოიკეტა საძინებლის კარი.
მაილსი ცალ ხელს თავზე მხვევს და გულში მიკრავს, მეორე ხე-
ლი ზურგისკენ მიაქვს, ლოყას კი თავზე მადებს.
– არ ვიცი, რა დამემართა, ტეიტ, ‒ აღიარებს, – მაგრამ გეფიცე-
ბი, არ მინდოდა შენთვის მეწყენინებინა, უბრალოდ, არ ვიცოდი,
რას ვაკეთებდი.
მის ხმაში გამკრთალი სინანული საკმარისია, რომ მისი ჩახუტე-
ბა მომინდეს, ამიტომ ხელებს პერანგის სახელოებში ვკიდებ და სა-
ხეს მის მკერდში ვრგავ. ასე ვდგავართ რამდენიმე წუთს, ორივე
ფიქრებში გართული, დაკარგული, დაბნეული, რაღაც ახალი
გრძნობით ერთიანად მოცული.
შემდეგ მაილსი ხელს მიშვებს და პირველი სართულის ღილაკს
აჭერს თითს. მე ისევ არაფერს ვამბობ, რადგან არ ვიცი, ამ სიტუაც-

191
იაში რა ვთქვა. ლიფტის კარი იღება თუ არა, მაილსი ხელში მკიდებს
ხელს და თავისი მანქანისკენ მიმიძღვის. შემდეგ კარს აღებს.
მის მანქანაში არასოდეს ვმჯდარვარ და გაოცებული ვარ, რა უბ-
რალოა. კორბინი, მაგალითად, იმდენ ფულს კი შოულობს, რომ
მანქანისთვის სალონის გასაწყობი ლამაზი ნივთები შეიძინოს.
მაილსის მანქანა კი ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც მა-
ილსი.
მაილსს მანქანა ავტოფარეხიდან გამოჰყავს და კარგა ხანს ხმას
ავიღებთ, მე კი მღლის სიჩუმე და ცნობისმოყვარეობა და პირველი,
რასაც ვეუბნები მას შემდეგ, რაც გამანადგურა, ესაა:
– სად მივდივართ?
ჩემი ხმა უხერხულობას უმალ ფანტავს და მაილსი შვებით ოხ-
რავს.
– აეროპორტში, – მეუბნება, – თუმცა არა სამუშაოდ, ხანდახან
მივდივარ ხოლმე და ვუყურებ, როგორ ფრინდებიან თვითმფრინა-
ვები.
მაილსი ხელში მკიდებს ხელს. ეს მამშვიდებს და მაშინებს კი-
დეც. თბილი ხელები აქვს და სურვილი მიჩნდება ჩავეხუტო, მაგრამ
ისიც მაშინებს, ეს ასე ძალიან რომ მსურს.
სანამ აეროპორტამდე მივალთ, ისევ ჩუმად ვართ. მისულებს აბ-
რები გვხვდება, რომელზეც „შესვლა შეზღუდულია“ აწერია, მაგრამ
მაილსი გვერდს უვლის, ზუსტად იცის, საითაც მიემართება. ბოლოს
ისეთ ადგილს პოულობს მანქანის დასაყენებლად, რომელიც ასაფ-
რენ ბილიკს გადაჰყურებს.
რამდენიმე თვითმფრინავი ბილიკებზეა ჩამწკრივებული და აფ-
რენას ელოდება. მაილსი მარცხნივ მანიშნებს, მეც იმ მხარეს ვიხე-
დები და ვხედავ, როგორ უმატებს სიჩქარეს რამდენიმე. მაილსის
მანქანა მათი ძრავების გუგუნით ივსება და ერთ-ერთი ჩვენს ახლოს
ჩაიფრენს. ორივე ვუყურებთ, როგორ ავითარებს თვითმფრინავი
სიჩქარეს, როგორ უჩინარდება შასი და როგორ შთანთქავს ღამე.
– აქ ხშირად მოდიხარ? – ვეკითხები და ფანჯრიდან ვიხედები.
იცინის, თან ისე ბუნებრივად, რომ მისკენ ვტრიალდები.

192
– გაცნობის ცდასავით გამოგივიდა, – მეუბნება ღიმილით.
მის ღიმილზე მეც მეღიმება. ის ტუჩებზე მიყურებს და ჩემს ღი-
მილზე სახიდან თვითონ უქრება ღიმილი.
– ჰო, ხშირად მოვდივარ ხოლმე, – მეუბნება, სარკმლიდან იხე-
დება და უყურებს, როგორ სწყდება ბილიკს კიდევ ერთი თვითმფრი-
ნავი.
სწორედ ამწამს ვხვდები, რომ ჩვენ შორის ყველაფერი ძველებუ-
რად აღარ არის. რაღაც უზომოდ შეიცვალა და არ ვიცი, ეს კარგია
თუ ცუდი. აქ იმიტომ მომიყვანა, რომ ჩემთან საუბარი უნდა.
უბრალოდ, არ ვიცი, რაზე სურს ლაპარაკი.
– მაილს, – ვეუბნები და მინდა ისევ შემომხედოს, ის კი არ მიყუ-
რებს.
– ჩვენ შორის რაც ხდება... – იწყებს, ‒ სახუმარო ამბავი არ
არის.
არ მომწონს ეს წინადადება. მინდა უკან წაიღოს, რადგან ჩემ-
თვის მტკივნეული მოსასმენია, თუმცა მართალია.
– ვიცი, – ვეუბნები.
– თუ არ შევჩერდებით, ყველაფერი უარესად იქნება.
ამჯერად სიტყვიერად არ ვეთანხმები. ვიცი, მართალია, მაგრამ
მე არ მინდა ჩვენ შორის ყველაფერი შეწყდეს. ამის გაფიქრებაზეც
კი გული მეკუმშება:
– ასე რით გაგანერვიულე?
მაილსი თვალს თვალში მიყრის და ვეღარ ვცნობ მის მზერას,
რადგან მათი უზარმაზარი ყინული ჩაბუდებულა.
– შენ არაფერ შუაში ხარ, ტეიტ. – მეუბნება მტკიცედ,– წამითაც
არ იფიქრო, რომ ის, რასაც აკეთებ ან არ აკეთებ, ამ ყველაფერთან
რამე კავშირშია!
წამით შვებას ვგრძნობ, მაგრამ ისევ ვერ ვხვდები, რა დაემართა.
ერთმანეთს ისევ თვალებში ვუყურებთ და მე ველოდები, როდისა
იტყვის მაილსი კიდევ რამეს, როდის დაარღვევს დუმილს.
არ ვიცი, რატომ ტანჯავს ასე წარსული მაილსს, მაგრამ, ალბათ,
საქმე მართლა ძალიან რთულადაა, რაკი ექვსი წელი ვერ მოიშორა

193
მასზე ფიქრი.
– ისე იქცევი, თითქოს კარგი არ იყოს, ერთმანეთი ასე რომ მოგ-
ვწონს.
– იქნებ ასეცაა, – მეუბნება.
მინდა საუბარი შეწყვიტოს, რადგან ყველაფერი, რასაც ამბობს,
უფრო მეტი ტკივილით მავსებს და უფრო მაბნევს:
– აქ იმიტომ მომიყვანე, რომ დავშორდეთ?
მაილსი ხმამაღლა ოხრავს:
– მინდოდა ეს ყველაფერი მხოლოდ გართობა ყოფილიყო, მაგ-
რამ... ვფიქრობ ჩემგან სხვა რამეს ელი. მე კი არ მინდა გული გატ-
კინო. არადა, თუ ასე გავაგრძელებთ... – მაილსი ისევ სარკმელში
იხედება.
მინდა რაღაცას დავარტყა მუშტი, მაგრამ ამის ნაცვლად იმედ-
გაცრუებული ხელებს ვიფარებ სახეზე და მაგრად ვეყრდნობი სკა-
მის საზურგეს. არასოდეს მინახავს ვინმე, ასე ცოტა ეთქვას საუბრი-
სას. ნამდვილად დიდოსტატია პირდაპირი პასუხისთვის თავის არი-
დების.
– მაშინ მეტი უნდა მითხრა, მაილს, იქნებ ამიხსნა, რა ჯანდაბა
გემართება?
მაილსი ყბას მაგრად კუმავს და მთელი ძალით უჭერს ხელს სა-
ჭეს:
– მე სულ ორი რამ გთხოვე, ჩემს წარსულზე კითხვა არ დაგესვა
და არაფრის იმედი გქონოდა. შენ ამ ორივე პირობას არღვევ.
თავს ვუქნევ:
– ჰო, მაილს, მართალი ხარ, ასეა, რადგან მომწონხარ და ვიცი,
შენც მოგწონვარ, ერთად რომ ვართ, თავს საუცხოოდ ვგრძნობთ.
ნორმალური ადამიანები ასე ცხოვრობენ, როდესაც ისეთ ადამიანს
იპოვიან, რომელთანაც თავს კარგად გრძნობენ, ერთმანეთთან უფ-
რო იხსნებიან, გულახდილი არიან, ერთად ყოფნა სწყურიათ, სამზა-
რეულოს მაგიდაზე არა აქვთ სექსი და თავს ამის შემდეგ საზიზღრად
არ აგრძნობინებენ.
არაფერი.

194
არაფერს მაძლევს.
არანაირი რეაქცია.
წინ იხედება და მანქანას ქოქავს:
– მართალი იყავი, – მეუბნება, მანქანას უკან ხევს და ავტოსად-
გომიდან გასასვლელად ემზადება, – კარგია, რომ თავიდან მეგობ-
რობით არ დავიწყეთ ურთიერთობა, ამით ყველაფერი გართულდე-
ბოდა.
ზურგს ვაქცევ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, ისე მაბრა-
ზებს მისი სიტყვები. მეუხერხულება, ასე რომ მტკენს გულს, მაგრამ
მაილსთან რაც მაკავშირებს, ყველაფერი გულისტკენას უკავშირდე-
ბა. გული მტკივა, რადგან ვიცი, რა კარგი წუთები გადავიტანეთ ერ-
თად და რა ადვილად შეიძლება ცუდი წუთები გადავაგოროთ, თუ სა-
კუთარ თავთან ბრძოლას შეწყვეტს.
– ტეიტ, – მეუბნება დანანებით.
მინდა ხმა ამოვგლიჯო ყელიდან.
ხელებს მხარზე მადებს, მაგრამ მანქანას აღარ ატარებს.
– ტეიტ, არ მინდოდა...
მის ხელს ვიშორებ.
– არ არის საჭირო, – ვეუბნები, – ან აღიარე, რომ ჩემგან სექსის
მეტი არაფერი გინდა, ან შინ წამიყვანე.
ჩუმადაა. იქნებ ჩემს ულტიმატუმზე ფიქრობს?
აღიარე, მაილს, აღიარე, გთხოვ!
ისევ ძრავს მანქანას.

***

– აბა, სხვას რას ელოდი? – მეუბნება კეპი და ქაღალდის კიდევ


ერთ ცხვირსახოცას მაწვდის.
მე და მაილსი ჩვენს კორპუსში რომ დავბრუნდით, ვერ ავიტანე
მასთან ერთად ლიფტით მგზავრობა და კეპს გვერდით მივუჯექი, ის

195
რომ შინ მარტო ასულიყო.
მაილსთან ვცდილობდი თავი მაგრად დამეჭირა, მაგრამ შორს
რომ დავიგულე, კეპს გული გადავუშალე, თან ისე, რომ სულ არ მა-
დარდებდა, მისმენდა თუ არა.
ცხვირი მოვიწმინდე და ცხვირსახოცი იატაკზე დავაგდე, ქაღალ-
დების გროვას მივუმატე :
– თავს ვიტყუებდი, – ვეუბნები, – თავს ვირწმუნებდი, რომ ყვე-
ლაფერს გავუმკლავდებოდი, თუკი მაილსი მეტს არასოდეს მოინ-
დომებდა. მეგონა, თუ დავაცდიდი, ადრე თუ გვიან, გონს მოვიდო-
და.
კეპი ნაგვის ურნას იღებს და ჩვენ შორის დგამს, მასში რომ ჩავ-
ყარო ქაღალდის ცხვირსახოცები, – თუ ეს ბიჭი ვერ ხედავს, რა კარ-
გად იქნება შენ გვერდით, მაშინ არ ღირს მითვის დროის დაკარგვა.
თავს ვუქნევ, ვეთანხმები, ისედაც უამრავი მნიშვნელოვანი საქ-
მე მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, მაილსმა მაინც დაინახა, რა კარგად
გრძნობს თავს ჩემთან. მგონი, სურს კიდეც ჩვენი ურთიერთობის
განვითარება, მაგრამ რაღაც მას ან მე, ან ორივეს ერთად, უკან
გვხევს. ნეტავ ვიცოდე, რა!
– მოგიყევი ჩემი საყვარელი ანეკდოტი? – მეკითხება კეპი.
ვუარობ, ახალ ცხვირსახოცს ვიღებ ყუთიდან, რომელიც კეპს
უჭირავს, და შვებას ვგრძნობ, საუბრის თემას რომ ცვლის.
–კაკ-კუკ, ‒ ამბობს.
არ მეგონა, მისი საყვარელი ანეკდოტი კაკ-კუკ-ით თუ იწყებოდა,
მაგრამ მხარს ვუბამ:
– მერე?
– ძროხა ვარ, რომელიც საუბარს გაგაწყვეტინებს!
– საუბარს გამაწ...
– მუუუ! – მაწყვეტინებს ხმამაღლა.
მივშტერებივარ.
შემდეგ ვიცინი.
ასე გულიანად კარგა ხანია არ მიცინია!

196
თავი 22

მაილსი

ექვსი წლის წინ

მამა ამბობს, უნდა დაგელაპარაკოთო.


მთხოვს, რეიჩელი მოვიყვანო და ლიზასთან ერთად დავსვა სა-
სადილო ოთახის მაგიდასთან. მეც ვთანხმდები, რადგან არის რა-
ღაც, რაზეც ჩვენც გვაქვს მათთან სასაუბრო.
მამას თვალებში ცნობისმოყვარეობა კრთება, მაგრამ წამიერად.
ფიქრობს, საქმე ისევ ლიზას არ ეხებაო და დიდად აღარ აინტერე-
სებს.
ლიზა მისთვის ყველაფერია.
რეიჩელთან ავდივარ და ვეუბნები, რომ მშობლებს ჩვენთან და-
ლაპარაკება სურთ.
ყველა სასადილო ოთახის მაგიდას ვუსხდებით.
ვიცი, მამა რის თქმას აპირებს, გვამცნობს, ხელი უნდა ვთხოვო
ლიზასო. მინდა ეს ამბავი ფეხებზე მეკიდოს, მაგრამ არ გამომდის,
ნეტავ ჯერ მე რატომ არ მითხრა?
ვსევდიანდები, მაგრამ ცოტათი. მას შემდეგ, რაც ჩვენს სათ-
ქმელს ვეტყვით, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება.
– ლიზას ხელი ვთხოვე, – მეუბნება. ლიზა უცინის, მამაჩემიც
იღიმება.
მე და რეიჩელს არ გვეღიმება.
– და დავქორწინდით, – ამბობს ლიზა და ბეჭედს გვაჩვენებს.
და დავქორწინდით.
რეიჩელი ჩუმად ოხრავს.
უკვე დაქორწინებულან!
ბედნიერი ჩანან.
გვიყურებენ და ჩვენი რეაქცია აინტერესებთ.

197
ლიზა დაბნეულია. არ მოსწონს, რეიჩელი რომ ნერვიულობს.
‒ ძვირფასო, ვეგასში ვიყავით და უცებ გადავწყვიტეთ. დიდი
ქორწილი არც ერთს არ გვინდოდა, არ გაბრაზდე!
რეიჩელი ხელებს იფარებს სახეზე და ტირის, მე ხელებს ვხვევ,
მინდა დავამშვიდო, ვაკოცო, მაგრამ მამა და ლიზა ვერ გაგვიგებენ.
ყველაფერი უნდა ვუთხრა.
მამა გაოცებულია, რეიჩელი ასე რომ ნერვიულობს.
– არ მეგონა, რომელიმე ამის წინააღმდეგი თუ იყავით, – გვეუბ-
ნება, – ორივე ხომ რამდენიმე თვეში აქედან მიდიხართ და კოლეჯში
აგრძელებთ სწავლას.
ჰგონია, მასზე ვბრაზობთ.
–მამა, – ვეუბნები და რეიჩელს ხელს არ ვაშორებ, – ლიზა!
ორივეს ვუყურებ.
დღევანდელი დღე ჩაუმწარდებათ.
განადგურდებიან.
– რეიჩელი ფეხმძიმედაა.
დუმილი.
დუმილი.
დუმილი.
გამაყრუებელი დუმილი.
ლიზა თავზარდაცემულია.
მამა ამშვიდებს, ხელს ზურგზე უთათენებს.
– შენ ხომ შეყვარებულიც კი არ გყავდა, – ეუბნება რეიჩელს ლი-
ზა.
რეიჩელი მე მიყურებს.
მამა ფეხზე დგება, გაბრაზებულია:
– ამ ამბავზე ვინაა პასუხისმგებელი? – ყვირის და მიყურებს, –
მითხარი, მამა ვინაა, მაილს! ვინ აფეხმძიმებს გოგოს და ტრაკი არა
აქვს, მის გვერდით იყოს, როდესაც ის ამ ამბავს დედას ატყობი-
ნებს?! რომელი ბიჭი მისცემს უფლებას გოგოს ძმას, ეს ამბავი მან
შეატყობინოს მშობლებს?!
– მე მისი ძმა არა ვარ, – ვეუბნები მამას.

198
არა ვარ!
მამა ჩემს კომენტარს ყურადღებას არ აქცევს,
სამზარეულოში ბოლთას სცემს და ეზიზღება ის, ვინც რეიჩელი
დააფეხმძიმა.
– მამა, – ვეუბნები და ვდგები.
მამა ბოლთის ცემას წყვეტს, ჩემკენ ტრიალდება და მიყურებს.
– მამა...
უცებ აღარ ვარ ისეთი თავდაჯერებული, როგორიც მაშინ ვიყავი,
როდესაც ამ ამბის გამხელა გადავწყვიტე.
უნდა შევძლო!
– მამა, ბავშვის მამა მე ვარ, რეიჩელი ჩემგანაა ფეხმძიმედ!
მამას ყურებს არ უჯერებს.
ლიზა ხან მე მიყურებს, სან რეიჩელს, ვერც ის იჯერებს ჩემს ნათ-
ქვამს.
‒ შეუძლებელია, – ამბობს მამაჩემი და ცდილობს ის ფიქრები
გაფანტოს, რომლებშიც უშვებს ჩემს რეიჩელთან კავშირს.
ველოდები, როდის გააცნობიერებს ყველაფერს.
მამას დაბნეულ გამომეტყველებას გაბრაზებული ცვლის. ისე მი-
ყურებს, თითქოს არასდროს ვყოფილვარ მისი ვაჟი. ისე მიყურებს,
თითქოს ვიღაც ბიჭი ვიყო, რომელმაც მისი გერი ქალიშვილი დაა-
ორსულა.
ვეზიზღები.
ვეზიზღები.
მართლა ვეზიზღები!
– გაეთრიე ამ სახლიდან!
რეიჩელს ვუყურებ. ის ხელში ხელს მკიდებს და თავს იქნევს, ჩუ-
მად მანიშნებს, არ წახვიდეო.
– გაეთრიე! – იმეორებს მამა.
ვეზიზღები.
რეიჩელს ვეუბნები, რომ უნდა წავიდე.
– ცოტა ხნით მაინც.
რეიჩელი მევედრება, არ წახვიდეო. მამა მაგიდასთან მოდის, ხე-

199
ლს მკიდებს და მაგდებს, მეც ხელს ვუშვებ რეიჩელს.
– იანთან ვიქნები, – ვეუბნები, – მიყვარხარ!
ეს სიტყვები, ცხადია, მეტისმეტია მამაჩემისთვის, რადგან მაშინ-
ვე მისი მუშტი მხვდება. შემდეგ ხელი უკან მიაქვს და ისეთივე თავ-
ზარდაცემულია, როგორიც მე მისი მუშტის მოხვედრით.
გარეთ გავდივარ, მამა კი ჯახუნით კეტავს კარს.
მამაჩემს ვძულვარ!
მანქანასთან მივდივარ და კარს ვაღებ. მძღოლის სავარძელში
ვჯდები, მაგრამ არ ვქოქავ. სარკეში ვიხედები, ტუჩიდან სისხლი
მდის.
მამაჩემი მძულს!
მანქანიდან გადმოვდივარ და კარს ვაჯახუნებ, ისევ შინ შევდი-
ვარ, მამაჩემი კართან მორბის.
მე ხელს ვწევ. არ მინდა დავარტყა, მაგრამ დავარტყამ, კიდევ თუ
შემეხება, აუცილებლად დავარტყამ!
რეიჩელი მაგიდასთან აღარ ზის.
რეიჩელი ოთახში არ არის!
– ვწუხვარ, – ვეუბნები ორივეს, – არ გვინდოდა ასე მომხდარი-
ყო, მაგრამ მოხდა და უნდა გავუმკლავდეთ!
ლიზა ტირის. მამა გულში იკრავს, მე ლიზას ვუყურებ.
–მე ის მიყვარს, – ვეუბნები, ‒ მიყვარს თქვენი ქალიშვილი და
ვიზრუნებ მასზე.
ყველაფერს გავუმკლავდებით!..
ლიზა ვეღარ მიყურებს.
ორივეს ვეზიზღები.
– ჩვენი ურთიერთობა მანამ დაიწყო, სანამ გაგიცნობდით, ლიზა.
მანამ გავიცანი, სანამ გავიგებდი რომ თქვენ და მამაჩემი ერთად ვი-
ყავით და ვცადეთ ურთიერთობა შეგვეწყვიტა.
ეს კი სიცრუეა.
მამა წინ დგამს ნაბიჯს:
– მთელი ამ ხნის განმავლობაში? მთელი ამ ხნის განმავლობაში,
რაც რეიჩელი ჩვენთან ცხოვრობდა, ერთად იყავით?

200
ვუარობ:
– ყველაფერი მანამდე დაიწყო!
ახლა მამას კიდევ უფრო ვეზიზღები, უნდა ისევ დამარტყას, მაგ-
რამ ლიზა ცდილობს ამის საშუალება არ მისცეს, ეუბნება, ყველა-
ფერს მოვაგვარებთო, არწმუნებს, ამაზე მე ვიზრუნებო.
– უკვე გვიანია, – ვეუბნები ლიზას, – უკვე დიდი ხნის ორსულია.
აღარ ველოდები, მამა როდის დამარტყამს, დერეფნისკენ გავ-
რბივარ, რომ რეიჩელთან შევიდე და კარს ვკეტავ.
რეიჩელი მეგებება, ხელებს კისერზე მხვევს და ჩემს პერანგში
თავჩარგული ტირის.
– კარგი, – ვეუბნები, – ყველაზე ძნელი ამბავი უკან მოვიტოვეთ.
რეიჩელი იცინის და ტირის, მეუბნება, ჯერ სულაც არ მოგვიტო-
ვებია ყველაზე ძნელი ამბავი უკან, ყველაზე რთული ბავშვის გაჩე-
ნააო.
ვიცინი.
‒ მეტისმეტად ძლიერ მიყვარხარ, რეიჩელ!
– მეც ძალიან მიყვარხარ, მაილს, – ჩურჩულით მეუბნება რეიჩე-
ლი.

201
თავი 23

ტეიტი

ძალიან მენატრები, მაილს!


სწორედ ასეთი ფიქრების გამო ვიქარვებ დარდებს შოკოლა-
დით. სამი კვირაა მას შემდეგ, რაც მაილსმა შინ მომიყვანა, სამი
კვირაა, რაც უკანასკნელად ვნახე. შობა მოვიდა და ჩაიარა კიდეც,
მაგრამ არაფერი გამიგია, რადგან ვმუშაობდი. ხუთშაბათ ღამის
ორმა თამაშმაც ჩაიარა, რომლებზეც მაილსი არ გამოჩენილა, ახა-
ლი წელიც დადგა და ჩაიარა კიდეც დღესასწაულებმა, კოლეჯში
მომდევნო სემესტრი დაიწყო.
ტეიტს კი ისევ ენატრება მაილსი.
შოკოლადის ჩიფსებსა და რძიან შო კოლადს ვიღებ, სამზარეუ-
ლოში შევდივარ და იმ ადამიანს ვუმალავ, რომელიც კარზე აკაკუ-
ნებს.
ვიცი, რომ მაილსი არაა, რადგან ჩადსა და ტარინს ველოდები,
ეს ის ორად ორი ადამიანია, რომელთაც აქ დავუმეგობრდი, რადგან
ძალიან დაკავებული ვარ, თან სამივე ერთ ჯგუფში ვართ.
ამიტომაც მიკაკუნებენ კარზე.
ვაღებ და მხოლოდ ჩადს ვხედავ, ტარინის გარეშე
‒ ტარინი სადაა?
– ცვლაში მოუწია ვიღაცის შეცვლამ, – მე უბნება ჩადი – ამაღამ
ვერ მოვა.
კარს ღიას ვტოვებ, სანამ შემოვუშვებ და ჩადი ბინისკენ დგამს
თუ არა ფეხს, მაშინვე მაილსი აღებს დერეფნის მეორე ბოლოში
კარს, ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება და მაილსი ქვავდება.
რამდენიმე წამს მისი მზერა ადგილზე მაჯაჭვავს, ჩემ შემდეგ მა-
ილსი მხარს მიღმა იხედება და ჩადს უყურებს.
მეც ჩადს შევცქერი, ის წარბაწეული მიყურებს.

202
აშკარად ხვდება, რომ რაღაცაშია საქმე, ამიტომ ბინაში შედის და
მეუბნება:
– შენს ოთახში ვიქნები, ტეიტ.
ძალიან კარგად იქცევა ჩადი... მარტო რომ მტოვებს მეზობელ
ბიჭთან, თუმცა იმის გამოცხადება, რომ ჩემს ოთახში დამელოდება,
სულაც არ ემთხვევა მაილსის წარმოდგენას თავაზიანობაზე, რად-
გან ისევ უკან, თავის ბინაში შედის.
სანამ კარს დაკეტავს, თვალებს ძირს ხრის, მეც ვუყურებ და და-
ნაშაულის გრძნობა მიღრღნის გულს. საკუთარ თავს უნდა შევახსე-
ნო, რომ ის, რაც მოხდა, მისი არჩევანი არ იყო. დანაშაულიც არა-
ფერ შუაშია, თუნდაც ყველაფერი სხვაგვარად გაეგო კარის გაღე-
ბისთანავე.
კარს ვხურავ და ჩადს ჩემს ოთახში მივუძღვი. საკუთარ თავთან
პირისპირ საუბარმა ვერაფრით ჩამიხშო დანაშაულის გრძნობა. სა-
წოლზე ვჯდები, ჩადი მაგიდასთან ჯდება.
– უცნაური ტიპია, – მეუბნება და მიყურებს, – კაცს ბინაში მარტო
დარჩენა შეგეშინდება.
თავს ვაქნევ:
– მაილსზე არ იდარდო. თავისებური ვინმეა მაგრამ ჩემთან სა-
ერთო აღარაფერი აქვს.
ჩადი თავს მიქნევს და კითხვებს აღარ მისვამს სახელმძღვანე-
ლოს შლის, კალთაში იდებს და საწოლზე აწყობს ფეხებს.
‒ ტარინმა უკვე დააკონპექტა მეორე თავი, ასე რომ, თუ შენ მე-
სამის დაკონსპექტებას დაიწყებ, მე მეოთხეს შევეჭიდები.
– მოსულა! – ვეუბნები, ბალიშს გეყრდნობი და მომდევნო ერთი
საათის განმავლობაში მესამე თავს ვაკონსპექტებ, მაგრამ აზრზე
არა ვარ, როგორ ვახერხებ ყურადღების მოკრებას, რადგან ერთა-
დერთი, რაზეც ვფიქრობ, მაილსის სახეა, როდესაც კარს კეტავდა.
ვხვდები, რომ გული ვატკინე.

203
***

როგორც ვხვდები, ანგარიში გათანაბრდა.


მე და ჩადი კონსპექტებს ვცვლით, ყოველი თავის ბოლოს დას-
მულ შეკითხვებს ვცემთ პასუხებს, შემდეგ ასლებს პრინტერით ვბეჭ-
დავთ. სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ როდესაც სამი ადამიანი სამ
თავს იყოფს და პასუხებს ერთმანეთს უზიარებს, ასე მეცადინეობა
გადაწერას ემსგავსება და უნამუსობაა, მაგრამ ვის ადარდებს? თავი
არასოდეს მომქონდა უნაკლო ადამიანად.
მეცადინეობას რომ ვასრულებთ, ჩადს ვაცილებ, ვატყობ, ცოტა
გაანერვიულა მაილსის სახის დანახვამ, ამიტომ ველოდები სანამ
ლიფტი მოვა და კარს მხოლოდ ამის შემდეგ ვკეტავ. მართალი გით-
ხრათ, ცოტა მეც ვნერვიულობ მასზე.
სამზარეულოში შევდივარ და თეფშს მორჩენილი საჭმლით ვივ-
სებ, რამის გაკეთებას აზრი არა აქვს, რადგან კორბინი შინ გვიანო-
ბამდე არ მოვა. სანამ ამ საქმეს მოვრჩები, კაკუნი ისმის და იმაგ-
დროულად, კარიც იღება.
მაილსია ის, ვინც კარს ერთდროულად აღებს და თან ზედ აკაკუ-
ნებს.
დამშვიდდი.
დამშვიდდი, დამშვიდდი, დამშვიდდი!
– ვინ იყო? – მეკითხება ჩემ უკან მდგარი მაილსი.
არც ვტრიალდები მისკენ, ისევ ვაგრძელებ თეფშზე საჭმლის და-
ლაგებას, თითქოს ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მაილსის
უნახაობა ემოციების მორევში არ მითრევდეს. ამ ემოციებს შორის
გამორჩეული ადგილი ბრაზს უკავია.
‒ ჩემი ჯგუფელია, – ვეუბნები, – ვმეცადინეობდით.
ვხვდები, როგორ იძაბება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუყურებ.
– მთელი სამი საათი?
მისკენ ვტრიალდები, მაგრამ ფრაზები, რომელთა დაყვირებასაც
ვაპირებდი, ყელში მეჭედება. მაილსი სამზარეულოს ზღურბლზე
დგას და თავზემოთ კარის ჩარჩოსთვის ჩაუვლია ხელი.

204
ვხვდები, რომ რამდენიმე დღეა, არ უმუშავია, რადგან წვერი აქვს
წამოზრდილი. ფეხშიშველია, აღმართული მკლავებისგან პერანგი
ასწევია და მუცლის კუნთი უჩანს.
პირველად სწორედ მისი სხეულის ამ ნაწილს ვუყურებ.
შემდეგ ვუყვირი:
– რომ მინდოდეს სამი საათის განმავლობაში სექსისთვის გან-
მარტოება ნაცნობ ბიჭთან, უკეთესიც იქნებოდა ჩემთვის! შენი საქმე
არ არის, იცოდე, რით ვარ დაკავებული ცხოვრებაში. იდიოტი ხარ
და სერიოზული ახირებები გაქვს, მე არ მსურს ამ ყველაფრის ნაწი-
ლი ვიყო!
ვატყუებ. ნამდვილად მინდა მისი ახირებების ნაწილი ვიყო, მინ-
და ყველაფერი, რაც გააჩნია, მეც მეხებოდეს, მაგრამ დამოუკიდე-
ბელი, ძლიერი გოგო უნდა ვიყო, რომელიც სულაც არ არის ადვი-
ლად მოწყვლადი, თუ ბიჭი შეუყვარდა.
მაილსი თვალებს აწვრილებს, მძიმედ და სწრაფად სუნთქავს,
შემდეგ ხელებს დაბლა სწევს, სწრაფად მიახლოვდება, სახეში მავ-
ლებ ხელს და მაიძულებს შევხედო.
შეშლილი თვალები აქვს და ვხვდები, რომ გვარიანად ეშინია ჩე-
მი დაკარგვის. რამდენიმე წამს არაფერს ამბობს, მაგრამ თვალებით
მჭამს. ცერა თითებს მსუბუქად მისვამს ღაწვებზე, მფარველური ხე-
ლები აქვს, თბილი, მაგრამ მეზიზღება, მათი შეხება რომ მსურს სხე-
ულის ყველა ნაწილზე. არ მომწონს, რადაც მაქცია მაილსმა!
– წევხარ მასთან? – მეკითხება და ისევ ისე მიყურებს, თითქოს
სურს ჩემს მზერაში ამოიკითხოს სიმართლე.
ეს შენი საქმე არ არის, მაილს!
– არა! – ვეუბნები ამის ნაცვლად
– გიკოცნია?
არც ესაა შენი საქმე, მაილს!
– არა!
მაილსი თვალებს ხუჭავს და შვებით ოხრავს, შემდეგ ხელებს მა-
გიდაზე ალაგებს, ჩემს აქეთ-იქით, და შუბლს მადებს მხარზე.
მეტ შეკითხვას აღარ მისვამს.

205
გულნატკენია, მაგრამ არ ვიცი, რა მოვუხერხო.
ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ჩვენ შორის ყველაფერი
შეცვალოს, მაგრამ როგორც ვხვდები, ამას არ აპირებს.
– ტეიტ, – მეუბნება ტკივილნარევი ჩურჩულით. სახეს კისერთან
მიახლოებს და წელზე მხგევს ხელს, – ჯანდაბა, ტეიტ, – მეორე ხელს
კეფაზე მხვევს და კისერზე მკოცნის, – რა გავაკეთო? – მეჩურჩულე-
ბა, – რა ჯანდაბა გავაკეთო?
თვალებს ვხუჭავ, რადგან აუტანელია მისი აღიარება და ტკივი-
ლიანი ხმა. თავს ვაქნევ, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ამ
შეკითხვაზე, რადგან არც ვიცი, რას გულისხმობს. თავს იმის გამოც
ვაქნევ, რომ არ ვიცი, ფიზიკურად როგორ მოვიშორო თავიდან.
ყურს ქვემოთ მკოცნის და სურვილი მიჩნდება ახლოსაც მოვიზი-
დო და შორსაც გავწიო ჩემგან. პირით ისევ დაუყვება ჩემს კანს,
ვგრძნობ, როგორ ვწევ ისე ყელს, რომ უკეთ მაკოცოს. თმას თითე-
ბით მიწეწავს და მაგრად მავლებს თავში ხელს, ტუჩები რომ არ მო-
მაშოროს.
–მაიძულე წასვლა, – ამბობს, მისი მავედრებელი ხმა კი თბი-
ლად მელამუნება კისერზე, – შენ ეს არაფერში გჭირდება! – ყელში
მკოცნის და მხოლოდ ლაპარაკისას სუნთქავს, – არ ვიცი, როგორ
ვაიძულო ჩემი სხეული, რომ არ სურდე. მითხარი, წადი-თქო, და წა-
ვალ!
მე არ ვეუბნები, რომ წავიდეს, თავს ვაქნევ:
– არ შემიძლია!
სახით მისკენ ვტრიალდები, ისიც ჩემი პირისკენ მოიწევს. მე პე-
რანგში ვავლებ ხელს და ჩემკენ ვექაჩები, ზუსტად ვიცი, რას ვაკე-
თებ. ვიცი, არც ეს შეხვედრა დასრულდება წინაზე სასიამოვნოდ,
მაგრამ მაინც უწინდებურად მწყურია მაილსი, თუ უფრო მეტად არა!
მაილსი ჩერდება და თვალებში მიყურებს:
– ამაზე მეტს ვერაფერს შემოგთავაზებ, – ჩურჩულით მაფრთხი-
ლებს, – უბრალო არ შემიძლია!
მეზიზღება, ამას რომ მეუბნება, მაგრამ პატივსაც ვცემ.
პასუხად ისეე ჩემკენ ვიზიდავ და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ხვდე-

206
ბა. ორივე ერთდროულად ვაღებთ პირებს და ერთმანეთს ხარბად
ვშთანთქავთ. გაშმაგებული ვესიყვარულებით ერთმანეთს, ვკვნე-
სით, ფრჩხილებს ვასობთ კანში.
ეს მხოლოდ სექსი, – ვახსენებ საცუთარ თავს, – მხოლოდ სექსი
და სხვა არაფერი. მაილსს მეტის მოცემა არ შეუძლია!
მერე თავს ვირწმუნებ, რომ მეც მხოლოდ სექსი მინდა, თან ვცდი-
ლობ ავიღო, ავიღო და ავიღო მისგან რაც შეიძლება მეტი. მის ყო-
ველ ხმას ვიმახსოვრებ, ყოველ შეხებას, თავს ვირწმუნებ, რომ ის,
რასაც მაძლევს, იმაზე მეტია, რაც, ალბათ, სინამდვილეშია.
სულელი ვარ!
სულელი ვარ, მაგრამ ამას ვაღიარე მაინც.
ჯინსს ვუხსნი, ის ბიუსტპჰალტერს მიხსნის და სანამ საძინებელში
შევალთ, პერანგი უკეე გახდილი მაქვს. პირებს არ ვკეტავთ ერთმა-
ნეთს ოთახში შესვლისას, მაილსი კარს კეტავს და ბიუსტჰალტერს
მხდის, შემდეგ ლოგინზე მაწვენს და ჯინსს ექაჩება, მასაც მხდის,
დგება და თვითონაც იხდის შარვალს.
ეს რბოლაა.
მე და მაილსი ვეჯიბრებით, ყველა სხვას ვეჯიბრებით: საკუთარ
სინდისს, სიამაყეს, პატივისცემას, სიმართლეს.
მაილსი ცდილობს მანამ შემოვიდეს ჩემში, სანამ ჩამოთვლილ-
თაგან რომელიმე შეაჩერებს.
როგორც კი ისევ ლოგინზე ამოდის, ზემოდან მექცევა,მიპყრობს,
ჩემში შემოდის.
და ჩვენ ვიმარჯვებთ.
მაილსი ისევ პოულობს ჩემს პირს, მაგრამ სულ ესაა. არ მკოც-
ნის. ტუჩები ერთმანეთს ეხება, ჩვენი სუნთქვა ერთმანეთში ირევა,
თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს კოცნა არ არის.
ის, რასაც ჩვენი პირები აკეთებენ, კოცნაზე ბევრად მეტია. ყოვე-
ლი ბიძგისას მაილსის ტუჩები ჩემს ტუჩებს ედება, თვალებში უფრო
მეტად უდგება შიმშილი, მაგრამ არ მკოცნის.
კოცნა იმაზე ბევრად ადვილია, რასაც ვაკეთებთ. როდესაც ადა-
მიანს კოცნი, შეგიძლია თვალები დახუჭო, შეგიძლია კოცნიდე ვინმ-

207
ეს და ფიქრობდე, შეგიძლია გტკიოდეს, ეჭვი გეპარებოდეს, გრცხვე-
ნოდეს, მაგრამ მაინც კოცნიდე პარტნიორს, თვალებს რომ ხუჭავ და
კოცნი ადამიანს, თავს იცავ, რომ აღარ იყო ადვილად მოწყვლადი.
ეს დაცვა არ არის, შეტაკებაა. პირისპირ შერკინება. ეს გამოწვე-
ვაა: მე მაილსს ვიწვევ, მაილსი – მე. მიდი, გაბედე, სცადე, შემაჩერე,
‒ გულში ვყვირით ორივე. მაილსი თვალს არ მაშორებს, ისე შედის
ჩემში და გამოდის ჩემგან. ყოველი ბიძგისას მესმის მისი სიტყვები,
რომლებიც ამ მცირე დროში, რამდენიმე კვირის წინ წარმოთქვა, და
თავში ვიმეორებ.
ადვილია, გრძნობა და ემოციები ერთმანეთში აგერიოს, განსა-
კუთრებით, როდესაც თვალებში უყურებ პარტნიორს.
მისი ახლა ნამდვილად მესმის, მესმის ისე კარგად, რომ ვნატ-
რობ თვალები დახუჭოს, რადგან ნამდვილად არ გააჩნია ის გრძნო-
ბა, რომელსაც ახლა მისი თვალები მაჩვენებენ.
– თავს ისე კარგად ვგრძნობ შენთან! ‒ მეჩურჩულება მაილსი.
მისი სიტყვები პირში ჩამდის და მაიძულებს პასუხად დავიკვნესო. ის
მარჯვენა ხელს სწევს და იმ ადგილზე მაჭერს, რომელზე შეხებაც მა-
იძულებს ხოლმე, თავი უკან გადავხარო და თვალები დავხუჭო.
მაგრამ ამჯერად ასე არ ვიქცევი. უკან არ დავიხევ, განსაკუთრე-
ბით ახლა, როდესაც თვალებში მიყურებს და იმის საპირისპიროში
მარწმუნებს, რაც მითხრა.
მიუხედავად იმისა, რომ უკან არ ვიხევ, ვაგრძნობინებ, რომ მომ-
წონს მისი ალერსი. თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვაგრძნობინო, რად-
გან საკუთარ ხმას ვერ ვაკონტროლებ. ის იმ გოგოს ეკუთვნის, რო-
მელიც ფიქრობს, რომ მაილსისგან მეტი სურს.
– არ შეჩერდე, ‒ ამბობს ჩემი ხმა, რომელსაც სულ უფრო და უფ-
რო მეტად იპყრობს მაილსი.
– არც ვაპირებდი!
მაილსი მეტი ძალით შემოდის ჩემში და გამოდის ჩემიდან, ფეხზე
მაგრად მკიდებს ხელს, მუხლს უკან, ჩვენს მკერდებს შორის ათავ-
სებს და ოდნავ სხვა კუთხიდან მეუფლება. ჩემს ფეხს ბოლოს მტკი-
ცედ იქერს მხარზე და როგორღაც უფრო ღრმად შემოდის ჩემში.

208
– მაილს, ო, ღმერთო! – მის სახელს და ღმერთს ერთად ვახსე-
ნებ, მეტიც, ერთი-ორჯერ იესოს სახელიც აღმომხდება და არ ვიცი,
რომლის სხეული ნებდება პირველი, მაგრამ ახლა ერთმანეთს
ვკოცნით, ვკოცნით ისე მაგრად, როგორიც მაილსის ბიძგებია ჩემს
სხეულში.
მაილსი ხმამაღლა ათავებს.
მე – მასზე ხმამაღლა.
ვთრთი.
ის ჩემზე მეტად თრთის.
მაილსს სუნთქვა უჭირს. მე ორივეს ნაცვლად ვსუნთქავ.
ის ბოლოჯერ შემოდის ჩემში და მთელი ძალით მაკრავს ლეიბს:
– ტეიტ, – მეუბნება და პირთან ჩამჩურჩულებს ჩემს სახელს, სხე-
ული კი ნელ-ნელა უმშვიდდება, აღარ უკანკალებს, – ამის დედაც,
ტეიტ! – მაილსი ნელა გამოდის ჩემიდან და ლოყას მკერდზე მადებს,
– დალახვროს ეშმაკმა– ძლივს ახერხებს ამოსუნთქვას, ‒ რა კარგი
იყო. ეს...ჩვენ... ამის დედაც, რა მაგარი იყო!
– ვიცი.
მაილსი გვერდით მიწვება და ხელები ისევ შემოხვეული აქვს.
ჩუმად ვწევართ.
მე არ მსურს ვაღიარო, რომ ისევ მივეცი ჩემი გაჟიმვის უფლება.
მას არ სურს, აღიაროს, რომ ჩვენ შორის რაღაც სექსზე მეტია.
ორივე თავს ვიტყუებოთ.
– კორბინი სადაა? -- მეკითხება.
– შინ გვიან დაბრუნდება, ამაღამ.
მაილსი თავს სწევს და მიყურებს, წარბები ეჭმუხნება შეშფოთე-
ბულს:
– უნდა წავიდე, – ლოგინიდან გორდება და ჯინსს იცვამს, – შე-
მომივლი მოგვიანებით?
თავს ვუქნევ, ვდგები და მეც ჯინსს ვიცვამ.
– სამზარეულოდან პერანგი მომაწოდე! – ვეუბნები მაილსს, შემ-
დეგ ბიუსტჰალტერს ვიცვამ და ვიკრავ.
მაილსი საძინებლის კარს აღებს, მაგრამ არ გადის.

209
ზღურბლთან ჩერდება. ვიღაცას უყურებს.
ჯანდაბა!
დანახვაც არ მჭირდება, ისე ვხვდები, რომ ზღურბლს იქით კორ-
ბინი დგას. მაშინვე კართან მივრბივარ, რომ შევაჩერო ის, რაც შე-
იძლება მათ შორის მოხდეს.
კარს კიდევ მეტად რომ ვაღებ, კორბინს ვხედავ დერეფანში, რო-
მელიც მაილსს უყურებს.
პირველი მე ვდგამ ნაბიჯს:
– კორბინ, სანამ რამეს იტყვი...
კორბინი ხელს სწევს და მანიშნებს, გავჩუმდე, მერე ჩემს ბიუს-
ტჰალტერს უყურებს, კრთება და მეჩვენება, რომ იმედი ჰქონდა, სი-
ნამდვილეში ჩვენ შორის არაფერი იქნებოდა მომხდარი. შემდეგ
განზე იხედება და მე მაშინვე ხელით ვიფარავ მკერდს. იმის წარ-
მოდგენაც კი მეუხერხულება, რომ ჩემმა ძმამ რამე გაიგონა. კორ-
ბინს მზერა მაილსზე გადააქვს და თვალებში ბრაზი და იმედგაცრუე-
ბა ერთდრო ულად ჩასდგომია:
– დიდი ხანია?
– არ უპასუხო, მაილს, – ვამბობ და მინდა წავიდეს.
კორბინს მისი დაკითხვის უფლება არა აქვს. ეს, უბრალოდ, სასა-
ცილოა!
– კარგა ხანია, – ეუბნება დარცხვენილი მაილსი.
კორბინი თავს ნელა უქნევს, ნათქვამის გააზრებას ცდილობს.
– გიყვარს?
მე და მაილსი ერთმანეთს ვუყურებთ. მაილსს კორბინისკენ გა-
დააქვს მზერა, თითქოს ცდილობს გადაწყვიტოს, პასუხით მე მასია-
მოვნოს თუ ჩემს ძმას.
ბოლოს ნელა აქნევს თავს უარყოფის ნიშნად და მიხარია, რომ
მისი პასუხი არც ჩემთვისაა სასიამოვნო, არც ჩემი ძმისთვის.
–აპირებ მაინც შეყვარებას? – ეკითხება კორბინი.
მე ისევ ისე ვაკვირდები მაილსს, თითქოს ვინმეს მისთვის ეკით-
ხოს, რაშია შენი ცხოვრების აზრიო. მე უფრო მაინტერესებს მისი პა-
სუხი კორბინის შეკითხვაზე, ვიდრე თვითონ კორბინს.

210
მაილსი ღრმად ოხრავს და ისევ უარობს:
– არა, – ჩურჩულით ეუბნება კორბინს.
არა!
არც აპირებს ჩემს შეყვარებას!
ვიცოდი, ამას რომ უპასუხებდა, ველოდი, თუმცა მაინც ძალიან
მტკივა გული. ის, რომ არც ცდილობს კორბინის მოტყუებას, იმედი
რომ არ გაუცრუოს, კიდევ ერთხელ მიმტკიცებს, რომ არ მეთამაშე-
ბა.
ასეთია მაილსი. მაილსს სიყვარული არ შეუძლია, ყოველ შემ-
თხვევაში, ალბათ, აღარ შეუძლია, კორბინი კარის ჩარჩოს სჭიდებს
ხელს და შუბლს მკლავში რგავს, ნელა, თანაბრად ცდილობს სუნ-
თქვას. შემდეგ ისევ მაილსს უყურებს ისეთი მზერით, თითქოს ისრე-
ბის მომართვას ცდილობდეს მიზნისკენ. კორბინი ასე გაბრაზებული
არასოდს მინახავს.
– ასე, უბრალოდ ჟიმავ ჩემს დას?
ველოდები, მაილსი როგორ დაიხევს კორბინის სიტყვებზე უკან,
მაგრამ ამის ნაცვლად წინ დგამს ნაბიჯს:
– კორბინ, ის ზრდასრული ქალია!
კორბინი სწრაფად მიიწევს მაილსისკენ:
– გაეთრიე!
მაილსი ისევ მე მიყურებს, ისეთი მზერა აქვს, თითქოს თვალე-
ბით მებოდიშება, სინანულიც ემჩნევა ‒ არ ვიცი, ჩემ გამო ნანობს
თუ კორბინის, მაგრამ იმას აკეთებს, რასაც კორბინი სთხოვს.
სახლიდან გადის.
მე ისევ საძინებლის ზღურბლზე ვდგავარ და ისე ვუყურებ, მზად
ვარ თავს დავაცხრე.
კორბინი მტკიცედ მიყურებს:
– შენ ძმა არა ხარ, ტეიტ, ‒ მეუბნება, – არ გაბედო და არ მითხრა,
რომ გაბრაზების უფლება არა მაქვს, – საძინებელში შედის და კარს
ბრახუნით კეტავს.
თვალებს სწრაფად ვახამხამებ, ვცდილობ კორბინსა და მაილზე
გაბრაზებისგან, სირცხვილისა და ჩემი ეგოისტური არჩევანისგან

211
მომდგარი ცრემლები შევიკავო. არა, მათ თვალწინ ტირილს არ ვა-
პირებ!
სამზარეულოში შევდივარ, პერანგს ვიღებ, ვიცვამ და პირდაპირ
მაილსისკენ მივდივარ. კარზე ვაკაკუნებ თუ არა, მაილსი მაშინვე
აღებს. ჩემს მიღმა სივრცეს ათვალიერებს, ელოდება, რომ იქ კორ-
ბინი იდგება. შემდეგ შიგნით შედის და მეც მეპატიჟება.
– გადაუვლის! – ვეუბნები, როდესაც კარს კეტავს.
– ვიცი, – მეუბნება მშვიდად, – მაგრამ ერთმანეთთან ძველებუ-
რად ვეღარ ვიქნებით, – მაილსი სასტუმრო ოთახში შედის და დი-
ვანზე ჯდება, მეც მივყვები და გვერდით ვუჯდები. არ ვიცი, რა ვურ-
ჩიო, რადგან მართალია, მას და კორბინს ნამდვილად ვეღარ ექნე-
ბათ ძველებური ურთიერთობა. მეც თავს საძაგლად ვგრძნობ, ამის
მიზეზი რომ გავხდი.
მაილსი ოხრავს და ჩემს ხელს კალთაში იდებს, თითებს თითებში
მაწნავს:
– ტეიტ, – მეუბნება, ‒ მაპატიე!
მაილსს ვუყურებ, ისიც თვალებში მიყურებს.
– რისთვის? – ვეკითხები.
არ ვიცი, რატომ ვაჩვენებ თავს, თითქოს ვერ ვხვდებოდე, რაზე
მესაუბრება. არადა, ზუსტად ვიცი.
– როდესაც კორბინმა მკითხა, ვგეგმავდი თუ არა შენს შეყვარე-
ბას, –მეუბნება, – მაპატიე, „დიახ“ რომ ვერ ვუთხარი. არც ერთის
მოტყუება არ მინდოდა.
თავს ვაქნევ:
– მაილსს, იმას, რაც გსურდა ჩემგან: ყოველთვის ალალად მე-
უბნებოდი და ამაზე ნამდვილად არ გიბრაზდები.
მაილსი ოხრავს, დგება და სასტუმრო ოთახში ბოლთისცემას იწ-
ყებს.
მე დივანზე ვრჩები და ვუყურებ, როგორ ცდილობს ფიქრებს თა-
ვი მოუყაროს. შემდეგ ჩერდება და ხელებს თავზე იხვევს:
– არც იმის უფლება მქონდა, შენთვის იმ ბიჭზე მეკითხა რამე, მე
თუ არ გაძლევ ნებას, ჩემს წარსულზე მკითხო რამე, თვითონ რა უფ-

212
ლება მაქვს მსგავსი შეკითხვები დაგისვა?
ურყევი ლოგიკაა, ვერ შეეკამათები!
– უბრალოდ, არ ვიცი, იმას, რაც ჩვენ შორის ხდება, როგორ გა-
ვუმკლავდე!
მაილსი მიახლოვდება. მე ვდგები. ის მხრებზე მხვევს ხელს და
გულში მიკრავს:
– არ ვიცი, მარტივად ან ზრდილობიანად როგორ გითხრა, მაგ-
რამ ის, რაც კორბინს ვუთხარი, სიმართლეა. ამიერიდან აღარასო-
დეს შემიყვარდება ვინმე. ვფიქრობ, საერთოდ არ ღირს ვინმეს შეყ-
ვარება. თუმცა შენთან პირმართალი არა ვარ. ვიცი, რომ თავგზას
გიბნევ, რომ გულს გტკენ და ძალიან ვწუხვარ. მომწონს შენთან
ყოფნა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ერთად ვართ, მეშინია იმაზე
მეტად არ ჩათვალო ჩვენი სიახლოვე, ვიდრე არის.
ვიცი, იმაზე, რასაც მეუბნება, რეაქცია უნდა მქონდეს, მაგრამ
ჯერ კიდევ ვცდილობ მისი სიტყვების გაანალიზებას. ყოველი მისი
აღიარება ჩემთვის წითელ დროშად უნდა ქცეულიყო, განსაკუთრე-
ბით, როდესაც მწარე სიმართლე მითხრა, მამცნო, რომ არ აპირებს
შემიყვაროს, ან რაღაც ურთიერთობა მაინც გვქონდეს, მაგრამ ეს
წითელი დროშაც რომ არსად ჩანს? სამაგიეროდ მწვანე დროშა
ფრიალებს.
– მაინტერესებს, საერთოდ არ გსურს ვინმე შეიყვარო, თუ ეს
მხოლოდ მე მეხება?
მაილსი მკერდიდან მიშორებს, რომ შემომხედოს, სანამ მიპასუ-
ხებდეს.
– თავად სიყვარულის წინააღმდეგი ვარ, ტეიტ. რაც შეგეხება
შენ... შენ მხოლოდ... მსურხარ!
მისი პასუხი მომწონს, არ მომწონს და ბოლოს ისევ მომწონს.
გიჟი ვარ. ყველაფერი, რაც მაილსმა მითხრა, უნდა მიბიძგებდეს
მისგან გაქცევისკენ, მაგრამ პირიქითაა, სურვილი მიჩნდება მკლა-
ვები შემოვხვიო და რასაც მთხოვს, მივცე. მასაც ვატყუებ, საკუთარ
თავსაც, ამით ჩემს თავსაც ვუშავებ და მასაც, მაგრამ ვერაფრით ვა-
ჩერებ სიტყვას, რომელიც პირიდან ამომდის:

213
‒ ყველაფერს გავუმკლავდები, სანამ მარტივი ურთიერთობა
გვაქვს, – ვეუბნები, – მაგრამ რა ჯანდაბა დაგემართა რამდენიმე
კვირის წინ, გასვლისას კარი რომ გაიჯახუნე? ეს ჩვენს ურთიერთო-
ბას ძალიან ართულებს,მაილს!
მაილსი თავს მიქნევს, ხვდება, რას ვგულისხმობ:
– მარტივი? – მეუბნება და სიტყვებს ძლივს ღერღავს, – თუ შენ
შეგიძლია მარტივი ურთიერთობა გქონდეს ჩემთან, მეც შევძლებ!
– კარგი, ‒ ვეუბნები, – მაშინ როდესაც რომელიმეს გაგვიჭირ-
დება, მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთს!
– მე არ ვდარდობ იმაზე, რომ შეიძლება ყველაფერი გართულ-
დეს ჩემთვის, – მეუბნება მაილსი, – მე ის მადარდებს, შენთვის არ
გართულდეს ჩვენი ურთიერთობა.
ეგ მეც მადარდებს, მაილს, მაგრამ მინდა აქვე ვიყო ახლა, შენ-
თან, და ნაკლებად მაფიქრებს, ბოლოს ამ ურთიერთობამ როგორ
შეიძლება დამაზიანოს.
ამის გაფიქრებისას უცებ ვხვდები, რა იქნება ჩემი პირველი წესი
– ამ ხნის განმავლობაში საზღვრებს მაილსი აწესებდა, თავს იცა-
ვდა, რომ მოწყვლადი არ გამხდარიყო.
– მგონი, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რას შემოვიღებ პირველ
წესად, – ვეუბნები. მაილსი მიყურებს და წარბს სწევს, აინტერესებს,
რას ვეტყვი.
– მომავლის ფუჭი იმედი არ მომცე, – ვეუბნები, – განსაკუთრე-
ბით, თუ იცი, რომ მომავალი ვერასოდეს გვექნება.
მაილსი მაშინვე ქვავდება:
– მომიცია ფუჭი იმედი ოდესმე? ‒ მეუბნება შეშფოთებული და
დადარდიანებული, – ჩამიდენია ეს ოდესმე?
დიახ, დაახლოებით ოცდაათი წუთის წინ, როდესაც ჩემში იყავი,
თვალს თვალში მიყრიდი!
– არა, – ვეუბნები სასწრაფოდ, ‒ უბრალოდ, მინდა დავრწმუნ-
დე, რომ ისეთ რამეს არ ჩაიდენ ან არ მეტყვი,რაც სხვაგვარად და-
მაწყებინებს შენზე ფიქრს. თუ ილუზია არ გვექნება ორივეს, ყველა-
ფერი შესანიშნავად იქნება.

214
მაილსი ცოტა ხანს უსიტყვოდ მათვალიერებს, მაკვირდება, ჩემს
სიტყვებს წონის:
– ვერაფრით გამიგია, შენი ასაკისთვის ნამდვილად მეტისმეტად
მომწიფებული ხარ თუ ილუზიებით ცხოვრობ.
მხრებს ვიჩეჩ და ჩემს ილუზიებს გულში ვინახავ:
– ორივეს არაჯანსაღი ნაზავი ვარ.
მაილსი ტუჩებს მადებს თავზე:
‒ ეგ ფრაზა მეტისმეტად ცუდი მოსასმენია, მაგრამ გპირდები,
ცრუ იმედს არ მოგცემ, ტეიტ!
ამ სიტყვებზე გული მეკუმშება, მაგრამ ძალით ვიღიმი.
– კარგი, – ვეუბნები, – მაინც საკმაოდ პრობლემური ტიპი ხარ
და მირჩევნია ვინმე ემოციურად მყარი მამაკაცი შევიყვარო ოდეს-
მე!
მაილსი იცინის, ალბათ, იმიტომ, რომ იცის, რა მცირეა ალბათო-
ბა იმისა, იპოვო ვიღაც, ვინც ისეთ ურთიერთობაზე დაგთანხმდება,
როგორიც ჩვენ შორისაა, თუ ამას შეიძლება ურთიერთობა უწოდო.
და მაინც, სწორედ ასეთი გოგონა გადმოდის მეზობლად და ის ნამ-
დვილად მოსწონს,
მე შენ მოგწონვარ, მაილს არჩერ!

***

– კორბინმა გაიგო ყველაფერი! – ვეუბნები კეპს და მის გვერ-


დით, ჩვეულ ადგილას ვჯდები.
– ოჰ, რას ამბობ, – მეუბნება, ‒ და ის ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალია?
თავს ვუქნევ:
– ჯერჯერობით, თუმცა არ ვიცი, როდემდე.
ვესტიბიულის კარი იღება და ვხედავ, როგორ შემოდის დილონი.
ის ქუდს იხდის და წვიმის წვეთებს იბერტყავს სანამ ლიფტში შევა.
– ზოგჯერ ვნატრობ, რომ ლიფტი რომელსაც ზემოთ ვგზავნი, ჩაწ-

215
ყდეს, – ამბობს კეპი დილონის დანახვაზე.
როგორც ვხვდები, არც კეპს მოსწონს დილონი. უკვე, ცოტა არ
იყოს, მეცოდება ეს ტიპი.
სანამ ლიფტში შევალ, დილონი გვხედავს. კეპი მიდის, რომ ღი-
ლაკს თითი დააჭიროს, მაგრამ დილონი ასწრებს:
– ბებერო, მე თვითონაც არ მიჭირს ლიფტის გამოძახება, – ეუბ-
ნება მას.
მაშინვე მახსენდება, ათი წამის წინ როგორ შემეცოდა დილონი
და საკუთარ ნაფიქრზე უარს ვამბობ
დილონი თვალს მიკრავს:
– რას აკეთებ, ტეიტ?
– სპილოებს ვბან! – ვეუბნები წარბშეუხრელად.
დილონი დაბნეული მიყურებს, ვერ ხვდება, რა ვიგულისხმე.
– თუ სარკასტული პასუხის მოსმენა არ გსურს, – ეუბნება კეპი, –
სულელურ შეკითხვებს ნუ დასვამ!
ლიფტის კარი იღება, დილონი თვალებს ატრიალებს ჩვენს დასა-
ნახავად და შიგნით შედის.
კეპი მიყურებს და იღიმება, შემდეგ გაშლილ ხელისგულს მაღლა
სწევს და მეც ჩემსას ვაგებებ.

216
თავი 24

მაილსი

ექვსი წლის წინ

– რატომ არის ყველაფერი ყვითელი?


მამაჩემი რეიჩელის საძინებლის ზღურბლზე დგას და იმ რამდე-
ნიმე ნივთს უყურებს, რომლებიც იმ ერთ თვეში შევიძინეთ, რაც
მშობლებმა რეიჩელის ფეხმძიმობის შესახებ შეიტყვეს, ‒ გეგონება,
რომელიღაც გიგანტურ ფრინველს გული აერიაო!
რეიჩელი იცინის, სააბაზანოს სარკესთან დგას და მაკიაჟის ბო-
ლო შტრიხებს ასრულებს. მე მის ლოგინზე ვწევარ და ვუყურებ.
– არ გვაინტერესებს, ბიჭია თუ გოგო, ამიტომ ნეიტრალურ ფე-
რებში ვყიდულობთ ყველა ნივთს.
რეიჩელი მამაჩემის შეკითხვას ისე სცემს პასუხს, როგორც ერთ
ჩვეულებრივ შეკითხვას მრავალთაგან, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ
მამას სწორედ ეს აინტერესებს. ფეხმძიმობაზე არაფერი უკითხავს,
არც გეგმებზე გვეკითხება, ჩვეულებრივ, თუკი ოთახში ერთად გვხე-
დავს მე და რეიჩელს, მაშინვე გადის ხოლმე.
ლიზაც არ იქცევა განსხვავებულად. ჯერ იმედგაცრუებასა და
ნაღველს ვერ გამკლავებია და ჩვენც ვცდილობთ დრო მივცეთ.
ახლა რეიჩელს მხოლოდ მე დავრჩი, რომელთანაც ბავშვზე შე-
უძლია საუბარი, მეც მხოლოდ ის მყავს და მიუხედავად იმისა, ეს მე-
ტისმეტად ცოტაა, ჩვენ ორს გვყოფნის.
– ცერემონია რამდენ ხანს გაგრძელდება? – მეკითხება მამა.
– ორ საათზე მეტხანს არ გასტანს, – ვეუბნები.
მამა მეუბნება, უნდა წამოხვიდეთო.
მეც ვეუბნები, როგორც კი რეიჩელი მზად იქნება, წავიდეთ-მეთ-
ქი.
რეიჩელი ამბობს, მზად ვარო. მივდივართ.

217
***

– გილოცავ! – ვეუბნები რეიჩელს.


– გილოცავ! – მეუბნება ისიც.
სამი საათის წინ სკოლა დავამთავრეთ. ახლა ორივე ჩემს სა-
წოლზე ვწევართ და მომდევნო ნაბიჯზე ვფიქრობთ, ან, ყოველ შემ-
თხვევაში, მე ვფიქრობ.
– მოდი, ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად, – ვეუბნები.
რეიჩელი იცინის.
– ისედაც ერთად ვცხოვრობთ, მაილს, – და ოთახზე მანიშნებს.
ვუარობ.
– ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ვიცი, რომ აგვისტოს შემდეგ
კოლეჯში სწავლის დაწყებას და საერთო საცხოვრებელში გადას-
ვლას ვგეგმავთ, მაგრამ, მგონი, გადადება არ ღირს!
რეიჩელი წარბს აწევს და მიყურებს, ალბათ, ჩემი გამომეტყვე-
ლების მიხედვით სურს განსაზღვროს, სერიოზულად გამბობ ამას თუ
არა.
– როგორ? სად გადავიდეთ?
ჩემს ტუმბასთან მივდივარ და ზედა უჯრას ვწევ, იქიდან წერილს
ვიღებ და რეიჩელს გაწვდი.
რეიჩელი ხმამაღლა იწყებს კითხვას:
„ძვირფასო მისტერ არჩერ...“
რეიჩელი თვალებგაფართოებული მიყურებს.
„...გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ საზაფხულო რეგის-
ტრაცია. სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადება, რო-
მელშიც საოჯახო საცხოვრებლის უზრუნველყოფას ითხოვდით, მი-
ღებული და დაკმაყოფილებულია!“
რეიჩელი იღიმის:

218
„...ამ წერილს თან ახლავს მეორე კონვერტი საბოლოო პასუხის-
თვის, მასში საბუთების ფორმებია, რომელთა შევსება და გამოგზავ-
ნა საფოსტო შტამპზე აღნიშნულ თარიღამდე მოგიწევთ“.
რეიჩელი კონვერტს დასცქერის და სწრაფად კითხულობს შესავ-
სებ საბუთებს. შემდეგ წერილს მათ ზემოთ ათავსებს.
„მოუთმენლად ველით შევსებული საბუთების მიღებას. თუ შე-
კითხვები გაგიჩნდებათ, საკონტაქტო ინფორმაციას წერილის ქვე-
მოთ ნახავთ.
გულწრფელად თქვენი
პეიჯ დონეჰიუ, მდივანი“.

რეიჩელი ხელს იფარებს გაღიმებულ სახეზე და წერილებს გვერ-


დზე ისვრის. შემდეგ წინ იხრება და მეხვევა.
– შეგვიძლია ახლავე გადავიდეთ? – მეუბნება.
ვთანხმდები. რეიჩელს უხარია. იცის, როგორ მეუხერხულება
ბოლო რამდენიმე კვირაა მშობლებთან ერთად ერთ სახლში ცხოვ-
რება.
– მამას უკვე სთხოვე ნებართვა?
ვეუბნები, გავიწყდება, უკვე ზრდასრული რომ ვართ- მეთქი. უკვე
აღარ გვჭირდება ნებართვის აღება. მხოლოდ ამბის შეტყობინებაა
საკმარისი.
რეიჩელი მეუბნება, მაშინ ახლავე შევატყობინოთო.
ხელიხელჩაკიდებული სასტუმრო ოთახში გავდივართ და მშობ-
ლებს ვატყობინებთ, რომ მათი ბინიდან გადავდივართ. ერთად.

219
თავი 25

ტეიტი

რამდენიმე კვირა გავიდა, რაც კორბინმა ჩვენი ურთიერთობის


შესახებ შეიტყო და ისევ არ ელაპარაკება მაილსს, მაგრამ თანდა-
თან ეგუება ამ ამბავს. იცის, ღამით ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე გავდივარ სახლიდან რამდენიმე საათით და შემდეგ ვბრუნ-
დები, ამიტომ შეკითხვებსაც არ მისვამს.
რაც შეეხება მაილსს, მეც ვეგუები ყველაფერს. ვეგუები მის წე-
სებს, რადგან წარმოუდგენელია მაილსმა მათი დარღვევა აიტანოს.
ისიც ვისწავლე, როგორ შემეწყვიტა მაილსის აზრების გაშიფვრა და
ჩვენი ურთიერთობის დაძაბვა.
ზუსტად ისე ვიქცევით, რაზეც თავიდანვე შევთანხმდით.
მხოლოდ სექსი გვაქვს.
სექსი დიდი დოზით.
სექსი საშხაპეში.
სექსი საძინებელში.
სექსი იატაკზე.
სექსი სამზარეულოს მაგიდაზე...
მთელი ღამით მასთან ჯერ არ დავრჩენილვარ და ჯერ კიდევ
მტკივნეულია ზოგჯერ იმის ატანა, როგორი გულჩათხრობილი ხდე-
ბა სექსის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, როგორ ვუთხრა
უარი.
ვიცი, მისგან იმაზე ბევრად მეტი მინდა, ვიდრე შეუძლია მომცეს,
მას კი იმაზე ნაკლები სჭირდება, ვიდრე მე შემიძლია მივცე, თუმცა
ორივე მხოლოდ იმას ვიღებთ, რაც შეგვიძლია ერთმანეთისგან.
ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდება იმ დღეს როდესაც
ვეღარ შევძლებ ამ ყველაფრის გამკლავებას. ვცდილობ არ ვიფიქ-
რო იმ სხვა რამეებზე, რასაც მსხვერპლად ვწირავ მაილსთან ყოფნ-

220
ით. ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე, მაგრამ ფიქრები თავისთავად მო-
დიან.
ყოველ ღამით, დავწვები თუ არა, ამაზე ვფიქრობ. ვფიქრობ ყო-
ველთვის, საშხაპეში, ლექციებზე, სასტუმრო ოთახში, სამზარეუ-
ლოში, სამსახურში... ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც
ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც გონს მოვა.
– ტეიტს შემოკლებით გეძახიან? – მეკითხება მაილსი. ლოგინში
ვწევართ, ეს-ესაა, შინ დაბრუნდა ოთხი დღე სამსახურში ყოფნის
შემდეგ და მიუხედავად იმისა, მხოლოდ სექსი გვაქვს განზრახული,
ორივე ჩაცმული ვართ. არც კი ვეხებით ერთმანეთს. მაილსი ჩემ
გვერდით წევს და პირად შეკითხვებს მისვამს, მე კი ეს დღე ყველა
ერთად გატარებულ სხვა დღეს მირჩევნია.
პირველად ხდება, რომ მაილსი ნახევრად პირად შეკითხვას მას-
ვამს. ნერვები მეშლება, ეს შეკითხვა იმედით რომ მავსებს, არადა,
მხოლოდ ის აინტერესებს ტეიტს რატომ მეძახიან.
– ტეიტი ჩემი მეორე სახელია, ‒ ვეუბნები, – ბებოს ქალიშვილო-
ბის სახელი.
– ისე რა გქვია?
– ელიზაბეთი.
– ელიზაბეთ ტეიტ კოლინსი, – მეუბნება და ასე, ხმამაღლა ესიყ-
ვარულება ჩემს სახელს. ჩემი სახელი არასოდეს მომჩვენებია ისე-
თი ლამაზი, როგორიც მისი პირით წარმოთქმულია, ‒ თითქმის ორ-
ჯერ მეტი მარცვალია მასში, ვიდრე ჩემს სახელში, – მეუბნება მაილ-
სი, ‒ უამრავი მარცვალია.
– შენი მეორე სახელი რა არის?
– მიკელი, ადამიანები ყოველთვის არასწორად წარმოთქვამენ
ამ ჩემს მეორე სახელს, მაიკლში ერევათ და ეს მაღიზიანებს.
– მაილს მიკელ არჩერი, – ვეუბნები, – სერიოზული სახელია.
მაილსი იდაყვებზე იწევს და მშვიდი სახით მიყურებს თმას ყურ-
თან მიწევს და სახეს მითვალიერებს:
– მოხდა რამე საინტერესო ამ კვირაში, რაც აქ არა ვარ, ელიზა-
ბეთ ტეიტ კოლინს? – მეხუმრება.

221
ეს ჩემთვის უცხოა, მაგრამ მომწონს, ძალიან მომწონს.
–ისეთი არაფერი, მაილს მიკელ არჩერ, – ვეუბნები ღიმილით, –
ბევრი ვიმუშავე დამატებით.
– ისევ მოგწონს შენი სამსახური? – სახეზე თითებით მეხება, ტუ-
ჩებზე გადადის, შემდეგ ყელისკენ ინაცვლებს.
– მომწონს, – ვეუბნები, – შენ მოგწონს კაპიტნობა? ‒ვცდილობ
კითხვა დავუბრუნო, მგონია, რომ უსაფრთხო ნაბიჯია, რადგან ის
მხოლოდ იმაზე მპასუხობს, რაც თვითონ სურს.
მაილსი თვალს აყოლებს თავისივე ხელს და პერანგის ზედა
ღილს მიხსნის:
– მიყვარს ჩემი სამსახური, ტეიტ – მერე თითებით მეორე ღილს
მისწვდება, – უბრალოდ, არ მსიამოვნებს, დიდი ხნით რომ მივდი-
ვარ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩემი ბინის პირდაპირ შენ მე-
გულები. ეს სურვილს მიჩენს სულ შინ ვიყო.
თავის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ ჩუმად მაინც ვოხრავ, თუმცა
ეს ყველაზე ჩუმი ოხვრაა.
ის კი მაინც ამჩნევს.
წამით თვალებში მიყურებს, მაგრამ ვხვდები როგორ სურს ამ
სიტყვების უკან წაღება, უკან დახევა სურს, რადგან მათში იმედია.
მაილსს ასეთები არ სჩვევია და ვხვდები, მზადაა ბოდიში მოიხადოს,
მზადაა, შემახსენოს, რომ არ შეუძლია ჩემი შეყვარება, რომ არ სურ-
და ჩემთვის ცრუ იმედის მოცემა.
უკან არ წაიღო, მაილს, გემუდარები, ნება მომეცი შევინახო ჩემს
მეხსიერებაში...
კიდევ რამდენიმე გრძელი წამის განმავლობაში ვუყურებთ ერ-
თმანეთს. თვალს ვერ ვწყვეტ და ველოდები, როგორ იტყვის უარს
თავისივე ნათქვამზე. მაილსს თითები ისევ ჩემი პერანგის მეორე
ღილისკენ აქვს წაღებული, მაგრამ მის გახსნას აღარ ცდილობს.
მაილსი ჯერ პირზე მიყურებს, შემდეგ თვალებში, ბოლოს ისევ
პირზე.
– ტეიტ, – ჩურჩულებს და ისე ჩუმად ამბობს ჩემს სახელს, რომ
დარწმუნებული არა ვარ, ამოძრავებს თუ არა პირს.

222
პასუხის დრო არა მაქვს. მისი ხელები პერანგის ღილს შორდება
და თმისკენ მიცურავს, თან გაშმაგებით მაწებებს ტუჩს ტუჩზე.
ღრმად, თავშეუკავებლად მკოცნის და მის კოცნაში არის რაღაც ახა-
ლი, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. გრძნობით, იმედითაა სავსე.
ამ წამამდე ვფიქრობდი, რომ კოცნა მხოლოდ კოცნა იყო. აზრზე
არ ვიყავი, თუ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობაც ჰქონდა.
წარსულში ყოველთვის ვგრძნობდი ვნებას, სურვილსა და წყურ-
ვილს... მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.
ეს სხვანაირი მაილსის კოცნაა და ვიცი, გულში სწორედ ეს რომ
არის ნამდვილი მაილსი, ისეთი მაილსი, როგორიც ადრე იყო; მა-
ილსი, რომლის შესახებაც კითხვების დასმის უფლება არა მაქვს!

***

მაილსი ათავებს და გვერდზე გორდება. მე ჭერს ვუყურებ.


გული უამრავი კითხვით მაქვს სავსე, დაბნეული ვარ.
ჩვენი კავშირი არასოდეს ყოფილა მარტივი. ვინმეს შესაძლოა
ეგონოს, რომ იმაზე ადვილი არაფერია, ვინმესთან მხოლოდ სექსი
გქონდეს, მაგრამ ასე არ არის –ყოველ მოძრაობაზე, ყოველ სიტ-
ყვაზე, რომელიც პირზე მადგება, კითხვები მიჩნდება და ვხვდე-
ბი,როგორ ვაანალიზებ მაილსის ყოველ გამოხედვას.
არც ვიცი, რა გავაკეთო.
ვიწვე აქ, სანამ არ-მეტყვის, გადიო? მასთან მთელი ღამით არა-
სოდეს დავრჩენილვარ. მეც გვერდზე გადავგორდე და მკლავები შე-
მოვხვიო მაილსს იმ იმედით, რომ ისიც გულში ჩამიკრავს და ასე
ჩაგვეძინება? მეტისმეტად მეშინია, ზურგი არ მაქციოს...
სულელი ვარ.
სულელზე სულელი გოგო ვარ!

223
რატომ არ არის საკმარისი ჩემთვისაც მხოლოდ სექსი? რატომ
არ შემიძლია მოვიდე აქ, ის მივცე, რაც მაილსს სურს, მივიღო, რაც
მეც მწყურია და აქედან წავიდე?
ჩემს მხარეზე ვგორდები და ნელ-ნელა ვდგები. ტანსაცმელს ვი-
ღებ და ვიცვამ. მაილსი მიყურებს და ჩუმადაა.
თვალს ვარიდებ, სანამ ბოლომდე არ ჩავიცვამ და ფეხსაცმელში
არ ჩავყოფ ფეხს. ძალიან მინდა, ისევ გვერდით მივუწვე, მაგრამ
ამის ნაცვლად კარისკენ მივდივარ, არც კი ვტრიალდები მისკენ, ისე
ვეუბნები:
– ხვალამდე, მაილს!
კარამდე მივდივარ. მაილსი ხმას არ იღებს. არც იმას მეუბნება.
ხვალამდეო, არც მემშვიდობება.
იმედია, ეს დუმილი იმას ამტკიცებს, რომ მაილსს არ მოსწონს,
როგორ ვტოვებ.
კარს ვაღებ, დერეფნისკენ მივემართები და ჩემს ბინაში შევდი-
ვარ.
კორბინი დივანზე ზის და ტელევიზორს უყურებს. ჩემს შესვლაზე
კარისკენ იხედება და გამკიცხავ მზერას მაგებებს.
–მოდუნდი, – ვეუბნები შინ შესული, ფეხსაცმელს კართან ვიხდი
და ვაგრძელებ, გირჩევნია ნელ-ნელა შეეგუო ყველაფერს!.
ვხედავ, როგორ იქნევს თავს კორბინი, მაგრამ ყურადღებას არ
ვაქცევ და საძინებლისკენ მივდივარ.
– ჩემს ზურგს უკან ჟიმავდა ჩემს დას და მატყუებდა, – მეუბნება
კორბინი, – როგორ შეიძლება ამას შევეგუო?
სასტუმრო ოთახისკენ ვიხედები, კორბინი მიყურებს.
– შენ რა, იმედი გქონდა გაგიმხელდა, ჩვენ შორის რაც ხდებო-
და? ღმერთო, კორბინ, დილონი მხოლოდ იმიტომ გააგდე ოთახი-
დან, რომ ცუდად შემომხედა!
კორბინი ბრაზდება და დგება.
– ნამდვილად ასეა! – ყვირის, – მეგონა, მაილსი დილონისგან
გიცავდა, სინამდვილეში კი თვალი თვითონ დაუდგამს შენზე, ნამ-
დვილი ფარისეველია, ამიტომ მანამ ვიქნები მასზე ათხრილი, სანამ

224
მინდა და გირჩევნია შეეჩვიო!
ვიცინი, რადგან კორბინს უფლება არ აქვს სხვისკენ გაიშვიროს
თითი.
– რა გაცინებს, ტეიტ? – ცივად ცრის კორბინი.
სასტუმრო ოთახში ვბრუნდები და წინ ვუდგები:
– მაილსმა პატიოსნად მითხრა თავიდანვე, რა სურდა ჩემგან, სი-
სულელეებით თავბრუ არ დაუხვევია. ერთადერთი გოგო ვარ, რო-
მელთანაც ექვსი წლის თავშეკავების შემდეგ სექსი ჰქონდა, შენ კი
ფარისეველს უწოდებ? ‒ აღარც კი ვცდილობ ხმის დაწევას, – იქნებ
სარკეში ჩაიხედო, კორბინ, რამდენი გოგო გყავდა, რაც აქ გადმო-
ხვედი? რამდენ მათგანს ჰყავდა ძმა, რომელსაც სურვილი გაუჩნდე-
ბოდა პანღური ამოერტყა შენთვი·? თუ აქ ვინმეა ფარისეველი, შენ
ხარ!
კორბინს დოინჯი აქვს შემოყრილი და კიდევ უფრო მკაცრად მი-
ყურებს. პასუხს რომ ვერ მცემს, ისევ ჩემი ოთახისკენ მივდივარ,
მაგრამ კარზე კაკუნი ისმის და ვიღაც შემოდის...
მაილსია.
მე და კორბინი ერთდროულად ვტრიალდებით კარისკენ და ისიც
მაშინვე გვეკითხება:
– ყველაფერი რიგზეა? – თან რამდენიმე ნაბიჯს დგამს სასტუმ-
რო ოთახში.
კორბინს ვუყურებ, კორბინი მე მიყურებს. წარბს ვწევ და ველო-
დები, როდის გასცემს ჩემი ძმა პასუხს მაილსის შეკითხვას, რადგან
სწორედ მას ეხება ჩვენი კამათი.
– კარგად ხარ, ტეიტ? – ახლა მე მომმართავს მაილსი.
მეც ვუყურებ და თავს ვუქნევ.
– მშვენივრად, – ვეუბნები, – არა ვარ ის ტიპი, რომელიც ძმისგან
ბევრს მოელის.
კორბინი გმინავს, შემდეგ ტრიალდება და წიხლს ურტყამს დი-
ვანს.
მე და მაილსი ვხედავთ, კორბინი როგორ იჩეჩს თმას, შემდეგ კი
როგორ ივლებს კისერზე. ბოლოს მაილსს უყურებს, მძიმედ ოხრავს

225
და ეუბნება:
– რა იქნებოდა, მართლა ცისფერი რომ ყოფილიყავი?
მაილსი აკვირდება, ველოდები, როდის გასცემენ ერთმანეთს პა-
სუხს, რომ მივხვდე, ღირს თუ არა შვებით ამოსუნთქვა.
მაილსი თავს უქნევს და იღიმის.
კორბინი სიცილს იწყებს, მაგრამ შემდეგ ისე ოხრავს, თითქოს
უნდა მიგვახვედროს, შევეგუე თქვენს ურთიერთობას, მაგრამ მაინც
არ მსიამოვნებს ეს ამბავიო.
ვიღიმი და მაშინვე სახლიდან გავდივარ, იმედია, დაილაპარაკე-
ბენ, შერიგდებიან და ისევ ისე იქნებიან ერთმანეთთან, როგორც
ჩემს გამოჩენამდე იყვნენ.
ლიფტის კარი იღება, ვესტიბიულში გავდივარ და გასასვლელად
ვემზადები, მაგრამ კეპს ვხედავ, რომელიც ლიფტში შემოსვლას
აპირებს.
– მე მომაკითხე? – მეკითხება.
მე თავს ვუქნევ და მაღლა ვანიშნებ:
‒ კორბინი და მაილსი ურთიერთობას არკვევენ, მეც გამოვეცა-
ლე, დრო მივეცი.
კეპი ლიფტში შემოდის და მეოცე სართულის ღილაკს აჭერს
თითს:
– გამოდის, სახლამდე მაცილებ, არა? – მეუბნება, შემდეგ თე-
ჯირს ჰკიდებს ხელს, რომ არ წაიქცეს. მეც გვერდით ვუდგები და კე-
დელს ვეყრდნობი.
– შეიძლება რაღაც გკითხო, კეპ?
კეპი თავს მიქნევს – შეკითხვებზე პასუხის გაცემაც ისევე მიყ-
ვარს, როგორც მათი დასმა!
ფეხსაცმელებს დავცქერი და ცალ ტერფს მეორეს ვადებ.
– როგორ ფიქრობ, რამ შეიძლება მამაკაცს სიყვარულის სურვი-
ლი გაუქროს?
ხუთ სართულს ისე ავდივართ, კეპი პასუხს არ მცემს, მე შიგადა-
შიგ ვუყურებ, ის თვალებმოწკურული მათვალიერებს და კიდევ მეტ
ნაოჭს იჩენს მათ ირგვლივ:

226
– ალბათ, თუ მახინჯ სიყვარულს გამოცდის, ვინმეს შეყვარების
სურვილი აღარ გაუჩნდება!
კეპის ნათქვამის აწონ-დაწონას ვცდილობ, მაგრამ დიდად ვერა-
ფერში მეხმარება – არ მესმის, როგორ შეიძლება სიყვარული ისე
მახინჯად აღიქვას ადამიანმა, რომ სრულიად უარი თქვას მასზე.
ლიფტი მეოცე სართულზე იღება და კეპს გარეთ გასვლას ვაცდი,
შემდეგ ბინის კარამდე ვაცილებ და ველოდები, როდის გააღებს.
– ტეიტ, – მეუბნება, კარს უყურებს და არც ტრიალდება ჩემკენ,
წინადადებას ისე ასრულებს, – ზოგჯერ მამაკაცის სულს არ შეუძლია
წარსულის აჩრდილების გამკლავება, – მეუბნება, კარს აღებს და
შინ შედის, – იქნებ იმ ბიჭმაც სადღაც, გზად, ეს სული დაკარგა!
კეპი კარს ხურავს, მე კი უფრო დაბნეულს მტოვებს

227
თავი 26

მაილსი

ექვსი წლის წინ

ჩემი ოთახი ახლა რეიჩელისაა, რეიჩელის ოთახი კი –ჩემი.


სკოლა დავასრულეთ, ერთად გადავედით საცხოვრებლად, კო-
ლეჯში ვსწავლობთ.
ხედავთ? ჩვენ ეს შევძელით.
იანი უკანასკნელ ყუთს იღებს მანქანიდან:
– ეს სად დავდო? – გვეკითხება და რეიჩელს ეუბნება, მგონი, შე-
ნი ბიუსტჰალტერებისა და საცვლების ყუთიაო.
რეიჩელი იცინის და ეუბნება, მაილსის ტუმბაზე დადეო.
იანიც ასე იქცევა. იანს მოსწონს რეიჩელი. იანს მოსწონს, რეიჩე-
ლი ხელ-ფეხს რომ არ მიკრავს, მოსწონს, რეიჩელს რომ სურს საფ-
რენოსნო სკოლა დავასრულო და ხარისხი მივიღო.
რეიჩელს უნდა ბედნიერი ვიყო. რეიჩელს ვეუბნები, რომ მანამ
ვიქნები ბედნიერი, სანამ ის მყავს.
ისიც მეუბნება, მაშინ სულ ბედნიერი იქნებიო.
მამას ისევ ვძულვარ, თუმცა არ სურს ვძულდე.
მშობლები ცდილობენ მიიღონ ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ეს
ძნელია, ყველასთვის ძნელია. რეიჩელს არ ადარდებს, ვინ რას ფიქ-
რობს ჩვენზე, მას მხოლოდ ჩემი აზრი აინტერესებს, მე კი – მხო-
ლოდ რეიჩელის აზრი.
მივხვდი, რაც უნდა რთული იყოს სიტუაცია, ადამიანები სწავლო-
ბენ მის მიღებას. მამაჩემი და რეიჩელის დედა შესაძლოა ჩვენს საქ-
ციელს არ იწონებენ, მაგრამ მაინც შეეგუებიან ყველაფერს.
რეიჩელი შესაძლოა მზად არ არის დედობისთვის,
ალბათ, არც მე ვარ მამობისთვის მზად, მაგრამ ყველაფერს ვე-
გუებით.
მოსახდენი მოხდა.

228
თუ ადამიანებს სურთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვრონ,
შეგუება აუცილებელია.
ვფიქრობ, სასიცოცხლოდ აუცილებელიც.

***

– მაილს!
მიყვარს, როდესაც ის წარმოთქვამს ჩემს სახელს. ტყუილად
არასოდეს მახსენებს ხოლმე, მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც
სჭირდება. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი სახელის თქმა აუცილე-
ბელია.
მაილს!
მეორედ მომმართავს.
ალბათ, ნამდვილად რაღაც სჭირდება.
მისკენ ვტრიალდები. რეიჩელი ლოგინზე წამომჯდარა და თვა-
ლებგაფართოებული მიყურებს
მაილს! – მესამედ
მაილს! ‒ მეოთხედ.
მტკივა?
ჯანდაბა!
ლოგინიდან ვხტები და ჩვენს ჩანთას ვიღებ, შემდეგ რეიჩელს
ტანსაცმლის გამოცვლაში ვეხმარები და მანქანამდე მიმყავს.
შეშინებულია,
მგონი, მე უფრო შეშინებული ვარ.
სანამ მანქანით მიმყავს, ცალი ხელი ხელში მაქვს მისთვის ჩაკი-
დებული, გეუბნები, ისუნთქოს, თუმცა არ ვიცი, რატომ, რა თქმა უნ-
და, თვითონაც იცის, რომ სუნთქვა აუცილებელია.
არ ვიცი, სხვა რა ვუთხრა.
თავს უმწეოდ ვგრძნობ.

229
იქნებ დედა სჭირდება.
– გინდა დავურეკო?
უარობს.
– ჯერ არა, ‒ მეუბნება, ‒ მერე...
უნდა მარტო ჩვენ ვიყოთ და ეს მომწონს. მეც მირჩევნია მარტო
ვიყოთ.
მედდა მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარება. შემდეგ ოთახში შევ-
ყავართ. მე ყველაფერი შემაქვს, რაც რეიჩელს სჭირდება.
‒ ყინული გჭირდება?
ისიც მომაქვს.
– ცივი ტილო გინდა?
მომაქვს.
– გინდა ტელევიზორი ჩაგირთო?
ვურთავ.
‒ საბანი კიდევ გჭირდება, რეიჩელ? მგონი, გცივა.
მეორე საბანი აღარ მომაქვს. არ სცივა.
– კიდევ გინდა ყინული?
მეტი ყინული აღარ უნდა.
უნდა, რომ მოვკეტო.
მეც ვჩუმდები.
– ხელი მომკიდე, მაილს!
ვკიდებ.
მტკენს.
მაინც არ ვუშვებ.
მშობიარობისას ჩუმადაა. ხმას არ იღებს. უბრალოდ, სუნთქავს.
წარმოუდგენლად ყოჩაღია!
ვტირი და არც ვიცი, რატომ.
უზომოდ მიყვარხარ, რეიჩელ!
ექიმი მეუბნება, ცოტაც და, ყველაფერი დასრულდებაო.
მეც შუბლზე ვკოცნი რეიჩელს.
ყველაფერმა ჩაიარა.
მე მამა ვარ.

230
რეიჩელი დედაა.
– ბიჭია, – გვეუბნება ექიმი.
რეიჩელს ჩვილი – ჩემი გული უჭირავს.
პატარა ტირილს წყვეტს და თვალების გახელას ცდილობს.
რეიჩელი ტირის.
რეიჩელი იცინის.
რეიჩელი მადლობას მიხდის.
რეიჩელი ისე მიხდის მადლობას, თითქოს თვითონაც არ იყოს ამ
სასწაულის შემქმნელი.
რეიჩელი გიჟია.
– როგორ მიყვარს, მაილს! – ისევ ტირის, – რა ძალიან მიყვარს
ჩვენი ბიჭი!
– მეც ძალიან მიყვარს, – ვეუბნები. ჩვილს ვეხები, მინდა ხელში
ავიყვანო, მაგრამ მინდა რეიჩელსაც დიდხანს ეჭიროს. ძალიან უხ-
დება ბავშვი.
რეიჩელი მიყურებს:
– იქნებ მითხრა, რას არქმევ?
სწორედ ამ წამისთვის მინდოდა ვაჟი შეგვძენოდა. მინდოდა სა-
შუალება მომცემოდა, რეიჩელისთვის მეთქვა, რას ვარქმევდი ჩვენს
ვაჟს, რადგან ვიცოდი, გაუხარდებოდა.
იმედია, ახსოვს ის წამი,როდესაც ჩემი ყველაფერი გახდა.
მაილსი გაგაცილებს, მისტერ კლეიტონის გაკვეთილზე
ის შეგიყვანს, რეიჩელ.
– კლეიტონს ვარქმევ.
რეიჩელი ქვითინებს.
ახსოვს.
– შესანიშნავია, – მეუბნება ცრემლმორეული.
ახლა ძალიან ტირის. სურს ჩვილი სხელში მე დავიკავო.
მეც ლოგინზე ვჯდები, მის გვერდით, და ბავშვს ვართმევ.
ის ხელში მიჭირავს.
ჩვენი ვაჟი ხელში მიჭირავს!
რეიჩელი თავს მკლავზე მადებს და ორივე ერთად დავცქერით

231
პატარას.
დიდხანს ვუყურებთ. რეიჩელს ვეუბნები, რომ ჩვენს ვაჟს დედის-
გან წითელი თმა გამოჰყვა.
რეიჩელი მეუბნება, შენი ტუჩები აქვსო.
მე ვეუბნები, იმედია, ხასიათით შენ დაგემსგავსება-მეთქი.
ის არ მეთანხმება და მეუბნება, იმედია, შენი ხასიათი ექნებაო.
–ის ცხოვრებას ბევრად უკეთესს გახდის, – მეუბნება რეიჩელი.
– უკვე გახადა.
– რა ბედნიერი ვართ, მაილს!
– რა თქმა უნდა, ვართ.
რეიჩელი ხელზე მიჭერს ხელს.
– ჩვენ ეს შევძელით! – ჩურჩულებს რეიჩელი.
– ჩვენ ეს შევძელით! – ვეუბნები მე.
კლეიტონი ამთქნარებს და ორივეს გვეცინება.
როდიდან გახდა მთქნარება ასეთი სასწაული?
თითებზე ვეხები პატარას.
ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, კლეიტონ!

232
თავი 27

ტეიტი

კეპის გვერდით, სკამზე ვეშვები, ჯერ ისევ მედდის ფორმა მაცვია.


სამსახურიდან შინ დავბრუნდი თუ არა, ორი საათი ვიმეცადინე. უკვე
თერთმეტი საათი დაიწყო და ჯერ არც მივახშმია, ამიტომაც ვზივარ
ახლა კეპის გვერდით, მან უკვე კარგად შეისწავლა ჩემი ჩვევები და
ორივესთვის პიცა აქვს შეკვეთილი.
კეპს პიცის ნაჭერს ვაწვდი, ჩემთვისაც ვიღებ, ყუთს თავსახურს
ვახურავ და ჩემ წინ ვდებ, იატაკზე. შემდეგ უზარმაზარ ნაჭერს პირში
ვიდებ, კეპი კი თავის პიცას ჯერ კიდევ დასცქერის.
– რა სამწუხაროა, პიცა რომ იმაზე სწრაფად მოაქვთ, ვიდრე პო-
ლიცია მოვა, – ამბობს, – სულ ათი წუთის წინ შევუკვეთე, – შემდეგ
კბეჩს და თვალებს ისე ხუჭავს, თითქოს ამქვეყნად ყველაზე გემრიე-
ლი რამ გაესინჯოს.
ორივე ვასრულებთ თითო ნაჭრის ჭამას და მეორის ასაღებად
ვიხრები. კეპი უარს მეუბნება, მეც ერთ ნაჭერს უკან, ყუთში ვაბრუ-
ნებ.
– აბა, – მეუბნება, – შეურიგდა შენი ბიჭი თავის მეგობარს?
მეცინება, კეპი მაილსს სულ ბიჭად რომ მოიხსენიებს. პირი პი-
ცით მაქვს გამოტენილი და თავს ვუქნევ:
– მგონი. ხუთშაბათს თამაშების ღამე ისევ ჰქონდათ, მაგრამ
ჩანს კარგად იმიტომ ჩაიარა, რომ მე ისე ვიქცეოდი, თითქოს მაილ-
სი ჩვენთან არ იყო, მაილსი კი ისე, თითქოს მე ვერ მამჩნევდა. ვიცი,
ცდილობს კორბინს პატივი სცეს, მაგრამ ამის გამო თავს საძაგლად
ვგრძნობ.
კეპი თავს მიქნევს, მანიშნებს, ყველაფერი მესმისო, არა მგონია,
მართლაც ასე იყოს, მაგრამ მომწონს, ყოველთვის ყურადღებით
რომ მისმენს: – რა თქმა უნდა, თამაშის განმავლობაში შეტყობინე-
ბებს მწერდა კორბინის გვერდით მჯდარი და საწუწუნო არაფერი მა-

233
ქვს, მაგრამ ხანდახან კვირები ისე გადის, ჩვენს შტატშიც კი არ იმ-
ყოფება და მეჩვენება, რომ ასეთ დროს აღარ ვარსებობ მისთვის.
არც მწერს, არც მირეკავს. თითქმის მჯერა, რომ მხოლოდ მაშინ
ფიქრობს ჩემზე, როდესაც მისგან რამდენიმე ნაბიჯში ვარ.
კეპი თავს აქნევს:
– ეჭვი მეპარება, სანაძლეოს ჩამოვალ, ეგ ბიჭი იმაზე მეტს ფიქ-
რობს შენზე, ვიდრე სურს ფიქრობდეს.
მიხდა მჯეროდეს, რომ კეპი მართალია, მაგრამ დარწმუნებული
არა ვარ ამაში.
– მაგრამ თუ არ ფიქრობს, – მეუბნება კეპი, – მაინც არ უნდა გაბ-
რაზდე მასზე. ეს ხომ თქვენი შეთანხმების ნაწილი იყო, არა?
თვალებს ვატრიალებ. მეზიზღება, როდესაც კეპი მახსენებს, მა-
ილსი წესებსა თუ შეთანხმებებს რომ არ არღვევს ჩემთან. მხოლოდ
მე მაქვს პრობლემები შეთანხმებებთან და ეს სხვისი ბრალი არ
არის, მხოლოდ ჩემი ბრალია.
‒ ნეტავ რატომ გავეხვიე ამ შარში? – ვკითხულობ და პასუხი არც
მჭირდება, მშვენივრად ვიცი. მეტიც, ისიც ვიცი, როგორ გამოვასწო-
რო ყველაფერი... მაგრამ არ მინდა.
‒ ეს გამოთქმა გაგიგონია? „როდესაც ცხოვრება ლიმონს გთა-
ვაზობს..."
– „ლიმონათი გააკეთე“, ‒ ვასრულებ ციტატას.
კეპი მიყურებს და თავს უარის ნიშნად აქნევს:
– არა, ასე არ არის, – მეუბნება, ‒ „როდესაც ცხოვრება ლიმონს
გთავაზობს, დარწმუნდი, რომ იცი, ვის შეიძლება თვალში შეასხა მი-
სი წვენი“.
ვიცინი, კიდევ ერთ ნაჭერ პიცას ვიღებ და მაინტერესებს, როგორ
მოხდა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ეს ოთხმოცი წლის მოხუცი
გახდა.

234
***

კორბინის სახლის ტელეფონი არასოდეს რეკავს, განსაკუთრე-


ბით, შუაღამისას. საბანს ვიხდი, მაისურს ვიცვამ, თუმცა არ მესმის,
რა საჭიროა – კორბინი სახლში არ არის, მაილსი კი ხვალამდე არ
დაბრუნდება.
მეხუთე ზარზე შევდივარ სამზარეულოში, ავტომოპასუხე ჩარ-
თვას იწყებს, მე შეტყობინების რეჟიმს ვაუქმებ და ყურმილი ყურთან
მიმაქვს.
– ალო!
– ტეიტ! – დედაჩემის ხმაა, – ო, ღმერთო, ტეიტ!
შეშინებული ხმა აქვს, რაც მეც პანიკას მგვრის:
– რა მოხდა?
– თვითმფრინავი. ნახევარი საათის წინ თვითმფრინავი ჩამო-
ვარდა, მე კი ავიახაზებს ვერ ვუკავშირდები. შენს ძმას ელაპარაკე?
მუხლებით ვეშვები იატაკზე.
– ნამდვილად მისი ავიახაზის თვითმფრინავი იყო? – ვეკითხები.
ისეთი შეშინებული ხმა მაქვს, ვერც ვცნობ.
მაშინაც ასეთი ხმა მქონდა... ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ ყოველი
დეტალი ისეთი სიცხადით მახსოვს, თითქოს გუშინ მომხდარიყოს.
ისიც არ დამვიწყებია, რომ პიჟამა მეცვა, რომელსაც მთვარე და
ვარსკვლავები ეხატა. მამას შიდა ფრენა ჰქონდა, ჩვენ კი ნასადი-
ლევს ახალი ამბები ჩავრთეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ერთი თვით-
მფრინავის ძრავა წყობიდან გამოვიდა და ყველა დაიღუპა.
მახსოვს, დედა როგორი შეშლილი სახით უყურებდა ტელევი-
ზორს და როგორ ცდილობდა გარკვევას, ვინ იყო მფრინავი. მალე
გავარკვიეთ, რომ იმ დროს მამას არ ჰქონდა რეისი, მაგრამ ის ერთი
საათი თავზარდავცემი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
ამ წუთამდე.
ჩემს ოთახში შევრბივარ, ტუმბიდან მობილურს ვიღებ და მაშინ-
ვე ჩემი ძმის ნომერს ვკრეფ.
– სცადეთ კორბინთან დარეკვა? – ვეკითხები დედას და სასტუმ-

235
რო ოთახში შევდივარ. დივანზე დაჯდომას ვაპირებ, მაგრამ რატომ-
ღაც მეჩვენება, რომ იატაკზე უფრო კომფორტულად ვიქნები, მუხ-
ლებზე ვეშვები და მლოცველის პოზას ვიღებ.
მგონი, ვლოცულობ კიდეც.
– შეუჩერებლად ვურეკავ, მაგრამ მხოლოდ ავტომოპასუხე ირ-
თვება.
რა სულელური შეკითხვაა. რა თქმა უნდა ეცდებოდა დარეკვას.
ისევ ვრეკავ მეც, მაგრამ ტელეფონი ხმოვან შეტყობინებაზე
მრთავს.
დედაჩემის დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ ვხვდები აზრი არა
აქვს. სანამ კორბინის ხმას არ გაიგონებს, არაფერი გაჭრის.
– ავიახაზის ტელეფონზე დავრეკავ, – ვეუბნები, – როგორც კი
შევიტყობ რამეს, მაშინვე გაგაგებინებ.
დედა არც მემშვიდობება.
სახლის ტელეფონით ავიახაზის ტელეფონზე ვრეკავ,
მობილურით კი მაილსს ვუკავშირდები. პირველად ვკრეფ მის
ნომერს. ვლოცულობ მიპასუხოს, რადგან გარდა იმისა, რომ მეში-
ნია, კორბინს არაფერი სჭირდეს, არც ის მავიწყდება, რომ მაილსი
იმავე კომპანიაში მუშაობს.
ნერვიულობისგან მუცელი მგვრემს.
– ალო! – მესმის მაილსის ხმა. ხმაზე ყოყმანი ეტყობა, თითქოს
ვერ ხვდება, რატომ ვურეკავ.
– მაილს! – ვეუბნები ერთდროულად განერვიულებელი და შვე-
ბამოგვრილი, – კორბინი კარგადაა? ცოცხალია?
პაუზა.
რატომ არაფერს მეუბნება?
– რას გულისხმობ?
– თვითმფრინავს, – ვეუბნები მაშინვე, – დედამ დამირეკა, –
ავიაკატასტროფის ამბავი შეუტყვია, კორბინი კი ყურმილს არ იღე-
ბს.
– სად ხარ? – მეუბნება სწრაფად
– სახლში.

236
– შემომიშვი!
კართან მივდივარ და ვაღებ. მაილსი შემოდის, ყურზე ტელეფო-
ნი აქვს მიდებული. მხედავს თუ არა, მობილურს გვერდზე დებს, მა-
შინვე დივანთან მიდის, ტელევიზორის პულტს იღებს და რთავს.
არხებს არჩევს, ახალი ამბების არხს პოულობს, თან ნომერს
კრეფს, შემდეგ ისევ გამორთავს ტელევიზორს და ჩემკენ გამორბის,
ხელში მკიდებს ხელს:
– მოდი აქ, – მეუბნება და თავისკენ მიზიდავს, – დარწმუნებული
ვარ, კარგადაა.
მკერდზე მიდებულ თავს ვუქნევ, მაგრამ მისი სიტყვები ვერ მამ-
შვიდებს.
– გერი! – ამბობს, როგორც კი ვიღაცის ხმა გაისმის ყურმილის
მეორე ბოლოში, – მაილსი ვარ. ჰო, ჰო, მესმის, – ამბობს, – ვისი
ეკიპაჟი იყო?
გრძელი პაუზა. მისთვის შეხედვისაც კი მეშინია. შეძრწუნებული
ვარ.
– გმადლობ, – საუბარს ასრულებს, – კორბინი კარგადაა, ტეიტ,
– მეუბნება მაშინვე, – კორბინიც კარგადაა და იანიც.
შვების ცრემლები მომდის.
მაილსი დივანთან მოდის, ჯდება და გულში მიკრავს. შემდეგ ხე-
ლიდან მობილურს მართმევს და სანამ ყურთან მიიდებს, რამდენიმე
ღილაკს აჭერს თითს.
– ალო, მაილსი ვარ, კორბინი კარგადაა! – რამდენიმე წამით
ჩუმდება, – ჰო, ტეიტიც კარგადაა, ვეტყვი, რომ ხვალ დილით დაგი-
რეკოთ! – კიდევ რამდენიმე წამი გადის და მაილსი მოსაუბრეს ემ-
შვიდობება. მობილურს იქვე, გვერდით, დივანზე დებს, – დედაშენს
ვესაუბრე.
თავს ვუქნევ. უკვე მივხვდი და ამ უბრალო ჟესტმა, დედაჩემთან
დარეკვამ, კიდევ მეტად შემაყვარა მაილსი.
ახლა თავზე მკოცნის და მკლავზე ხელს მისვამს დასამშვიდებ-
ლად.
– გმადლობ, მაილს, – ვეუბნები.

237
არაფრისო, არ მეუბნება, რადგან არ ფიქრობს, რომ ის, რაც გა-
აკეთა, მადლობას იმსახურებს.
– იცნობდი მათ? – ვეკითხები, – იმ ეკიპაჟის წევრებს, რომლე-
ბიც ბორტზე იყვნენ?
– არა, სხვა განყოფილებიდან იყვნენ, გვარებიც კი არ მეცნო.
ჩემი ტელეფონი ვიბრირებს, მაილსი იღებს და მაწვდის. ეკრანს
დავყურებ. შეტყობინებაა კორბინისგან.
– კორბინი მწერს, – ვეუბნები მაილსს, – მაილსიც კარგად არის,
არ ინერვიულოო.
მაილსი იცინის:
– ჩემი ამბავიც იკითხა? – მეუბნება ღიმილით, – ვიცოდი, სამუ-
დამოდ რომ ვერ შემიძულებდა.
ვიღიმი. მომწონს, კორბინს რომ მოუნდა მაილსის ამბის გაგება.
მაილსს ისევ გულში ვყავარ ჩახუტებული და ყოველი წამით
ვტკბები.
– რა დროს ბრუნდება სახლში?
– ორი დღის შემდეგ, – ვეუბნები, – შენ როდის მოხვედი?
– დაახლოებით ორი წუთის წინ, რომ დამირეკე, იმ წუთის შეერ-
თებული მქონდა მობილური დასატენად.
– მიხარია, რომ დაბრუნდი!
ჩუმადაა, არ მეუბნება, მეც მიხარია, შინ რომ დავბრუნდიო, ცრუ
იმედს არ მაძლევს, უბრალოდ, მკოცნის.
– იცი, რა? – მეუბნება და კალთაში მისვამს, – მართალია, არ
მომწონს, რა სიტუაციამაც გაიძულა ასე დამხვედროდი, მაგრამ მი-
ხარია, შარვალი რომ არ გაცვია.
მაილსი ხელებს მიცურებს ბარძაყებზე, თავისკენ მიზიდავს და
ჯერ ცხვირის წვერზე მკოცნის, შემდეგ – ნიკაპზე.
– მაილს, – ვეუბნები, ხელს ვუსვამ ჯერ თმაზე, შემდეგ კისერზე
და მხრებზე ვჩერდები, – შენზეც ვინერვიულე, – ვეჩურჩულები, –
შემეშინდა, შენ არ ყოფილიყავი იმ რეისში, ამიტომ მიხარია, რომ
დაბრუნდი!
მაილსს მზერა ულბება და დარდისგან გაჩენილი ნაოჭები უქრე-

238
ბა. შეიძლება არაფერი ვიცი მისი წარსულის შესახებ, მაგრამ შევ-
ნიშნე, რომ არავისთვის დაურეკავს, რათა ეცნობებინა, კარგად ვა-
რო. ამ ამბავმა მის ნაცვლადმე დამადარდიანა.
მაილსი თვალს მარიდებს და ახლა მკერდზე მიყურებს. თითებით
ეთამაშება ჩემი პერანგის ბოლოს, შემდეგ კი ნელა მხდის, მხოლოდ
ქვედა საცვლის ამარა ვრჩები.
მაილსი წინ იხრება, მკლავებს მხვევს, პირთან მაახლოებს, მისი
ტუჩები ჩემი ძუძუსთავებისკენ მიიწევენ და მეც თვალები მეხუჭება.
მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის, ის კი ხელით დაუყვება ჩემი
სხეულის ყოველ შიშველ ნაწილს. პირი გზას მიიკვლევს ჩემი მკერ-
დისკენ, ხელები კი საცვალში მიძვრება და ბარძაყებს ეძებს.
– მგონი, მომიწევს საცვლის შემოხევა, რადგან არ მინდა ჩემი
კალთიდან გაგიშვა.
მეღიმება.
– რა პრობლემაა, კიდევ ბევრი ქვედა საცვალი მაქვს.
მაილსს ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ იღიმის, როდესაც
ხელები მიაქვს ჩემი ქვედა საცვლის რეზინისკენ. თავისკენ ექაჩება,
მაგრამ ვერ ხევს. ცდილობს მეორე მხრიდან სცადოს გახევა და გახ-
და, მაგრამ არაფერი გამოსდის.
‒ საცვალი უკანალში ამომეკვეტა, – ვეუბნები სიცილით.
მაილსი ოხრავს:
– ტელევიზორში ასეთი წამები ბევრად სექსუალური ჩანს!
წამოჯდომას ვცდილობ.
–ისევ სცადე, – მაილსის წახალისება მინდა, – შენ ამას შეძლებ,
მაილს.
მაილსი მარცხენა მხრიდან სწვდება საცვალს და მაგრად ექაჩე-
ბა.
– უჰ! – ვყვირი, რადგან რეზინი მარჯვენა მხარეს მიჭერს.
მაილსი ისევ იცინის და სახეს ჩემს კისერში რგავს.
– მაპატიე, – მეუბნება, – მაკრატელი არა გაქვს?
წარმოვიდგენ მაილსს, რომელიც ხელში მაკრატლით მიახლოვ-
დება და ვიღმიჭები. შემდეგ თავს ვითავისუფლებ მისგან, ვდგები,სა-

239
ცვალს ვიხდი და წიხლით ვიშორებ.
– ამის ყურება ნამდვილად ღირდა ჩემს მარცხად სექსუალურად
გამოჩენის მცდელობისას, – მეუბნება მაილსი.
ვიღიმი.
– სექსუალურად გამოჩენის მცდელობისას შენმა მარცხმა სწო-
რედაც სექსუალური გამოგაჩინა!
ჩემს შენიშვნაზე მაილსს ისევ ეცინება. ვუახლოვდები და ისევ
კალთაში ვუჯდები. ისიც ცდილობს უწინდელ პოზას დავუბრუნდეთ.
– ჩემი მარცხი აღგაგზნებს? – მაჯავრებს.
– ო, დიახ, – ვლუღლუღებ, – ერთიანად ვიწვი!
მაილსის ხელები ისევ მიუყვება ჩემს მკლავებს, შემდეგ კი სხე-
ულის სხვა ნაწილებისკენ ინაცვლებს:
– ცამეტიდან თექვსმეტი წლის ასაკში რომ გენახე, აუცილებლად
შემიყვარებდი. ეს პერიოდი მეტისმეტად მარცხიანი მქონდა, განსა
კუთრებით ფეხბურთში.
ვიღიმი.
– ვსაუბრობთ? კიდევ რაში განიცდიდი მარცხს?
– ბეისბოლში, – მეუბნება და კისერზე მკოცნის, შემდეგ კი ყუ-
რისკენ ინაცვლებს, – ერთი სემესტრი კი – მსოფლიო გეოგრაფი-
აში!
– ღმერთო, – ვკვნესი, – რა სექსუალურია!
ტუჩებით ჩემი პირისკენ მოიწევს და ნაზად მკოცნის, სულ ოდნავ
მეხება.
– კოცნაშიც კი დავმარცხდი. საშინელება იყო. ენით ლამის და-
ვახრჩვე ერთი გოგო.
ვიცინი.
– გინდა გაჩვენო, როგორ?
როგორც კი თავს ვუქნევ, დივანზე ზურგით მაწვენს და ზემოდან
მექცევა.
– პირი გააღე, – მეც ვაღებ. მაილსი მკოცნის, ენით შემოდის პირ-
ში და ყველაზე საშინლად მეალერსება, რაც კი ოდესმე გამომიც-
დია. მკერდზე ხელს ვკრავ და ვცდილობ მისი ენა პირიდან მოვიშო-

240
რო, მაგრამ ამას არად აგდებს.სახეს მარცხნივ ვატრიალებ, ის კი
ლოყას მიკოცნის და კიდევ უფრო მეტად მაცინებს.
– ო, ღმერთო, ეს რა საშინელება იყო, მაილს!
მაილსი მშორდება და ახლა ჩემს ქვედა ნაწილს დაუყვება.
– ახლა უკეთესად გამომდის!
თავს ვუქნევ:
– ფაქტია, – მთელი გულით ვეთანხმები.
ორივე ვიღიმით. მის სახეზე გაჩენილი მოდუნებული გამომეტ-
ყველება უამრავი ემოციით მავსებს და უკვე მიჭირს მათი განსაზ-
ღვრა. ბედნიერი ვარ, რადგან სიამოვნებას ვანიჭებთ ერთმანეთს,
დადარდიანებული ვარ, რადგან სიამოვნებას ვანიჭებთ ერთმანეთს,
გაბრაზებული ვარ, რადგან სიამოვნებას ვანიჭებთ ერთმანეთს, და
სურვილი მიჩნდება მეტი მივიღო მისგან. ბევრად მეტი!
ჩუმად ვუყურებთ ერთმანეთს, სანამ ნელა არ ასწევს თავს და
ისევ არ მკოცნის ტუჩებში. ჯერ ისევ ნაზად იწყებს კოცნას, შემდეგ
უფრო და უფრო ინტენსიურად, ენით მიპობს ბაგეებს და ანცობას სე-
რიოზული ვნება ანაცვლებს.
მაილსი უფრო და უფრო სწრაფად მკოცნის და მისი ტანსაცმელი
ჩემ გვერდით იყრება იატაკზე, სათითაოდ.
– დივანზე თუ საწოლში? – ჩამჩურჩულებს.
‒ ორივეგან, ‒ ვეუბნები მე.
ის მთანხმდება.

***

ჩემს ლოგინში მეძინება.


მაილსის გვერდით.
ადრე არასოდეს ჩაგვძინებია. ერთ-ერთი ჩვენგანი ყოველთვის
მიდიოდა. თავის დარწმუნებას ვცდილობ, რომ ეს არაფერს ნიშნავს,
მაგრამ აშკარად პირიქითაა. ყოველთვის, რამდენჯერაც ერთად
ვართ, კიდევ უფრო მეტად მინდება. წარსულის წამიერი გახსენება,

241
უსექსოდ გატარებული დრო თუ, მეტიც, ერთად ძილი მაილსს უფრო
და უფრო, ნელ-ნელა მაცნობს. ვგრძნობ, ეს ერთდროულად კარგი-
ცაა და ცუდიც: კარგია, რადგან მინდა მასზე რაც შეიძლება მეტი ვი-
ცოდე, და მცირედიც კი მაკმაყოფილებს, როდესაც ვდარდობ, რომ
ვერაფერს ვიღებ მისგან, მაგრამ ცუდიცაა, რადგან ყოველთვის,
როდესაც ოდნავ მეტს ვიგებ მაილსზე, მისი არსების რაღაც ნაწილი
უფრო მეტად მშორდება. ამას მის თვალებში ვკითხულობ. მაილსი
დარდობს, რომ იმედს მაძლევს, მე კი მეშინია, რომ შეიძლება ამის
გამო დამშორდეს.
ოდესღაც ყველაფერი განადგურდება, რაც მაილსთან მაკავში-
რებს. ეს გარდაუვალია. მაილსმა ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრე-
ბისგან, მე კი მხოლოდ ახლა ვხვდები, რა სერიოზული ადამიანია,
და მიუხედავად ამისა, რაც მეტად ვცდილობ გულიდან ამოგდებას,
მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა ცდა ფუჭია. ის ოდესმე აუცი-
ლებლად გამიტეხს გულს, მე კი მაინც ვაძლევ ნებას გრძნობებით
ამივსოს. ყოველთვის, როდესაც მაილსთან ვარ, გული სულ უფრო
და უფრო მეტად მევსება მისი ნაწილებით, ამიტომ, ვიცი, მკერდს
რომ გამიგლეჯს და გულს ისე ამომიღებს, თითქოს მისი ადგილი სა-
გულეში არასოდეს ყოფილა, ეს ჩემთვის საოცრად მტკივნეული იქ-
ჩება.
ტელეფონი ვიბრირებს, ვგრძნობ, როგორ ტრიალდება მაილსი
ტუმბისკენ და ცდილობს უპასუხოს. ჰგონია, მძინავს, მეც ისე ვიქცე-
ვი, რომ სჯეროდეს ამის.
– ჰეი, – ჩურჩულებს. ხანგრძლივი დუმილი... პანიკა მიპყრობს,
მაინტერესებს, ვის ესაუბრება, – ჰო, ბოდიშს გიხდი, უნდა დამერეკა,
მაგრამ მეგონა, გეძინებოდა.
გული ყელში მებჯინება და ამოვარდნას ლამობს, ძალიან ცდი-
ლობს მაილსისა და ამ სიტუაციისგან თავის გარიდებას. გულმა
იცის, როგორი იქნება ჩემი რეაქცია ამ სატელეფონო ზარზე, და
ხვდება, რომ პრობლემა ჩნდება, ამიტომ სურს, გაქრეს, ყველაფერი
გააკეთოს და აქედან გაიქცეს.
ოდნავადაც ვერ ვადანაშაულებ ჩემს გულს.

242
– მეც მიყვარხარ, მამა!
ჩემი გული ისევ საგულეში ბრუნდება და კუთვნილ ადგილს იკა-
ვებს. ის ახლა ბედნიერია. მეც ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ
სინამდვილეში ჰყავს ვიღაც, ვისაც ასეთ დროს უნდა დაურეკოს.
თან მახსენდება, რა ცოტა ვიცი მაილსის შესახებ, რა ცოტა რამეს
მიმხელს, როგორ მიმალავს ყველაფერს და როდესაც დავშორდე-
ბით, ეს მისი ბრალი ნამდვილად არ იქნება.
თუმცა განშორების დრო მალე არ მოვა. ყველაფერი ნელა და
მტკივნეულად მოხდება, უამრავი ასეთი წამი მექნება გასახსენებ-
ლად, რაც გამანადგურებს. წამები, როდესაც მაილსი ფიქრობს,
რომ მძინავს და ლოგინიდან ჩუმად დგება. წამები, როდესაც თვა-
ლები დახუჭული მაქვს, მაგრამ მესმის, როგორ იცვამს. წამები, რო-
დესაც ვცდილობ მშვიდად სუნთქვას, რადგან მაილსი იხრება და
შუბლზე მკოცნის.
წამები, როდესაც მიდის.
რადგან ის ყოველთვის მიდის.

243
თავი 28

მაილსი

ექვსი წლის წინ

– რა მოხდება, ცისფერი რომ აღმოჩნდეს? – მეკითხება რეიჩე-


ლი, – შეგაწუხებს ეს ამბავი?
ხელში კლეიტონი უჭირავს. ორივე საავადმყოფოს ლოგინზე
ვსხედვართ, მე – საწოლის ბოლოში, და რეიჩელს ვუყურებ.
რეიჩელი ისევ მისვამს შემთხვევით შეკითხვებს, ისევ ეშმაკის
ადვოკატობას ცდილობს. ამბობს, ასეთი რამეები ახლავე უნდა გა-
ვარკვიოთ, მომავალში რომ არ ვიკამათოთო.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში შემაწუხებს, თუ იფიქრებს, რომ ამის
შესახებ ჩვენთან საუბარს ვერ შეძლებს. მინდა ნებისმიერ თემაზე
შეეძლოს ჩემთან ლაპარაკი.
რეიჩელი კლეიტონს უღიმის, მაგრამ ვიცი, ეს ღიმილი მე უფრო
მეკუთვნის, რადგან მოეწონა ჩემი პასუხი.
– რა მოხდება, ღვთის რწმენა თუ არ ექნება? – მეკითხება.
– რისიც უნდა, იმის სწამდეს. უბრალოდ, რწმენამ თუ ურწმუნოე-
ბამ უნდა გააბედნიეროს.
რეიჩელი ისევ მიღიმის.
– რა მოხდება. თუ საშინელ, აღმაშფოთებელ, სასტიკ დანაშა-
ულს ჩაიდენს და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან?
– მაშინ საკუთარ თავს დავუსვამ შეკითხვას, რა შემეშალა რო-
გორც მამას.
რეიჩელი მიყურებს.
– მოკლედ, ჩემს შეკითხვებზე გაცემული პასუხებით თუ ვიმსჯე-
ლებ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილი არასოდეს ჩაიდენს დანაშა-
ულს, რადგან უკვე საუკეთესო მამა ხარ!
ახლა მე მეღიმება.
ორივე კარს ვუყურებთ, როდესაც ის იღება და მედდა შემოდის,

244
სახეზე სინანულის ღიმილი დასთამაშებს.
– დროა, ‒ ამბობს.
რეიჩელი გმინავს, მე კი აზრზე არა ვარ, მედდა რას გულისხმობს.
რეიჩელი მატყობს, რომ დაბნეული ვარ.
‒ მისი წინადაცვეთის დროა.
გული მეკუმშება. ეს საკითხიც განვიხილეთ რეიჩელის ფეხმძი-
მობისას, მაგრამ უცებ სულ სხვა ფიქრი მიელავს თავში, რადგან
წარმოვიდგენ, რისი გადატანა უწევს ჩვენს ვაჟს.
– არაფერია, – ამბობს მედდა, – ანესთეზიას გავუკეთებთ.
ის რეიჩელს უახლოვდება, რეიჩელიც აპირებს, ჩვილი მიაწო-
დოს, მაგრამ მე ვიხრები კლეიტონისკენ.
– მოიცადე, – ვეუბნები რეიჩელს, – ცოტა ხნით მე დავიჭერ ხელ-
ში.
მედდა უკან იხევს, რეიჩელი ჩვილს მაწვდის. მეც პატარას დავ-
ცქერი და ვეუბნები:
– მაპატიე, კლეიტონ, ვიცი, მტკივნეული იქნება, ვიცი, შენი მამა-
კაცური ღირსების შეურაცხმყოფელია, მაგრამ...
– კარგი, რა, ის ხომ ჯერ სულ ერთი დღისაა, – მაწყვეტინებს რე-
იჩელი სიცილით, – ძნელად შეიძლება ამ ასაკში ვინმემ მისი მამა-
კაცური ღირსება შეურაცხყოს.
რეიჩელს ვეუბნები, გაჩუმდი-მეთქი, განიშნებ, ვაჟთან საუბარში
ხელი არ შემიშალოს და ისე მოიქცეს, თითქოს არც არის პალატაში.
– არ ინერგიულო, დედა პალატიდან გავიდა, – ვეუბნები კლეი-
ტონს და რეიჩელს თვალს ვუკრავ, – გეუბნებოდი, ვიცი, ეს ამბავი
შენს მამაკაცურ ღირსებას შეურაცხყოფს-მეთქი, მაგრამ მოგვიანე-
ბით მადლობასაც გადამიხდი. განსაკუთრებით, როდესაც გაიზრდე-
ბი და გოგონებს გაეპრანჭები. იმედია, თვრამეტ წლამდე არ დავაჟ-
კაცდები, თუმცა მაინც მგონია, რომ პირველი სექსუალური გამოც-
დილება ჩემსავით თექვსმეტი წლის ასაკში გექნება.
რეიჩელი წინ იხრება და ბავშვისკენ იშვერს ხელებს.
– საკმარისია, – მეუბნება სიცილით, – ფიქრობ, საზღვრები უნდა
დავუწესოთ მამა-შვილურ საუბრებს, სანამ კლეიტონის მამაკაცურ

245
ღირსებას საფრთხე ემუქრება!
სწრაფად ვკოცნი ჩვილს შუბლზე და ისევ რეიჩელს ვაწვდი, ის კი
პატარას მედდას გადასცემს. ორივე ვუყურებთ, როგორ გაჰყავს ჩვე-
ნი შვილი პალატიდან.
შემდეგ ისევ რეიჩელს ვუყურებ, მისკენ მივიწევ და გვერდით ვუწ-
ვები.
– მარტო ვართ, – ვეჩურჩულები, – მინდიხარ!
რეიჩელი იღმიჭება:
– სულ არ ვგრძნობ თავს სექსუალურად, – მეუბნება, – მუცელი
ჩამომეკიდა, ძუძუები მომემჩვარა, საშინლად მჭირდება შხაპის მი-
ღება, მაგრამ ახლა ადგომაც კი არ შემიძლია ისე ცუდად ვგრძნობ
თავს მშობიარობის შემდეგ.
საავადმყოფოს პერანგის საყელოს ვუწევ და შიგნით ჩავცქერი,
შემდეგ ვიღიმები:
– რამდენ ხანს გექნება ასე?
რეიჩელი იცინის და ჩემს ხელს იშორებს.
– ტუჩები როგორ გაქვს? – ვეკითხები.
რეიჩელი ვერ ხვდება, რაზე მივანიშნებ, მეც ვეხმარები.
–მაინტერესებს, ტუჩებიც თუ გტკივა მთელი სხეულივით, თუ არ
გტკივა, მინდა გაკოცო.
იღიმის.
‒ ტუჩები მშვენიერ ფორმაში მაქვს.
იდაყვებზე ვიწევ, რომ რეიჩელს ჩემკენ გადმოტრიალება არ
დასჭირდეს.
ზემოდან დავცქერი და ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა ჩემში.
ყველაფერი რეალობად იქცა.
გუშინდლამდე ის, რაც ჩვენ შორის ხდებოდა, სახლობანას თა-
მაშს მაგონებდა. რა თქმა უნდა, ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარს,
ურთიერთობაც რეალური გვაქვს, მაგრამ სანამ ჩემი ვაჟის დედა არ
გახდა გუშინ რეიჩელი. ყველაფერი ბავშვურ თამაშად მიმაჩნდა.
– მიყვარხარ, რეიჩელ, იმაზე მეტად. ვიდრე გუშინ მიყვარდი.
რეიჩელი ისე მიყურებს, რომ ვხვდები, შესანიშნავადესმის, რა

246
საც ვეუბნები:
– თუ დღეს იმაზე მეტად გიყვარვარ, ვიდრე გუშინ, მაშინ მოუთ-
მენლად ველი ხვალინდელ დღეს, – მეუბნება. რეიჩელს ტუჩებში
ვკოცნი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უნდა ვაკოცო, არა, უბრალოდ,
მჭირდება მისი კოცნა!

***

რეიჩელის პალატის გარეთ ვდგავარ. რეიჩელს კლეიტონი შიგ-


ნით ჰყავს და ორივე თვლემს.
მედდამ მითხრა, თითქმის არ წამოუტირიაო.
დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელს ამას ეუბნება, მაგრამ მა-
ინც მჯერა მისი.
მობილურს ვიღებ და იანს ვწერ:
მე: „რამდენიმე საათის წინ წინადაცვეთა გავუკეთეთ, ჩემპიონი-
ვით ვაჟკაცურად გაუძლო!“
იანი: „უჰ! ამაღამ მოვალ და გავიცნობ, შვიდის შემდეგ თქვენთან
ვარ!“
მე: „მაშინ გნახავ!“
მამაჩემი ორი ყავის ჭიქით ხელში ჩემკენ მოდის, მეც ტელეფონს
უკანა ჯიბეში ვიდებ.
მამა ყავას მაწვდის.
– შენ გგავს, – მეუბნება.
ცდილობს შეეგუოს ყველაფერს.
– კარგია, მე ხომ შენ გგავარ, ძლიერ გენებს გაუმარჯოს!
ყავიან ჭიქას მაღლა ვწევ, მამაც თავის ქაღალდის ჭიქას მიჭახუ-
ნებს და იღიმის. ცდილობს, ყოველ შემთხვევაში. შემდეგ კედელს
ეყრდნობა და თავის ყავას დასცქერის.
უნდა რაღაც მითხრას, მაგრამ უჭირს.

247
– რა ხდება? – ვეკითხები და ვცდილობ წავახალისო, სათქმელი
რომ მითხრას, მამა ყავას არიდებს მზერას და მე მიყურებს.
– ვამაყობ შენით! – მეუბნება გულწრფელად.
რა მარტივი წინადადებაა.
სულ ორი სიტყვაა მასში.
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა!
– რა თქმა უნდა, შენგან ამას არ ველოდი, არავის უნდა მისი ვაჟი
მამა თვრამეტი წლის ასაკში გახდეს, მაგრამ... ვამაყობ შენით, ვამა-
ყობ იმით, თუ როგორ გაუმკლავდი ამ სიტუაციას, როგორ მოექეცი
რეიჩელს, – იღიმის, – შენ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღე
რთულ სიტუაციაში, ამას ყველა ზრდასრული კი ვერ შეძლებდა.
მეღიმება და მადლობას ვუხდი.
მგონია, საუბარი დასრულდა, მაგრამ ასე არ არის.
– მაილს, – მეუბნება და ცდილობს ნათქვამს კიდევ რაღაც და-
ამატოს, ‒ ლიზასა და... დედაშენზე მინდა რაღაც გითხრა.
ვცდილობ ხელი ავწიო და გავაჩუმო, არ მინდა დღეს ამ თემაზე
საუბარი, არ მინდა ეს დღე მისი დაცვის დღედ იქცეს, თავი იმარ-
თლოს იმის გამო, დედას როგორც მოექცა.
– ყველაფერი რიგზეა, მამა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ!
მეუბნება, არაო. ახლავე სჭირდება ამ საკითხის ჩემთან განხილ-
ვა, დასძენს, ძალიან მნიშვნელოვანიაო.
მინდა ვუთხრა, რომ არ არის მნიშვნელოვანი.
მინდა ვაგრძნობინო, რომ მნიშვნელოვანი ახლა კლეიტონია.
მინდა მთელი ყურადღება კლეიტონსა და რეიჩელზე მქონდეს
გადატანილი და ყველაფერი დავივიწყო, დავივიწყო, რომ მამაჩე-
მიც ადამიანია და მასაც შეუძლია საშინელი შეცდომა დაუშვას. თუმ-
ცა არაფერს ვეუბნები.
ვუსმენ.
რადგან ის მამაჩემია.

248
თავი 29

ტეიტი

მაილსი: „რას აკეთებ?“


მე: „დავალებებს ვასრულებ“
მაილსი: „არ გინდა შეისვენო და იცურაო?“
მე: „?? თებერვალია!“
მაილსი: „ჩვენს სახურავზე რომ აუზია, ის ხომ თბება, თანაც კი-
დევ მთელი საათი არ დაკეტავენ“.
შეტყობინებას დავყურებ, შემდეგ კორბინს ვუყურებ.
– აქ რა, სახურავზე აუზია?
კორბინი თავს ისე მიქნევს, რომ ტელევიზორს თვალს არ აშო-
რებს.
– ჰო!
– მეხუმრები? რამდენი ხანია, აქ ვცხოვრობ და არც გითქვამს,
რომ შენობის სახურავზე აუზია, რომლის წყალიც თბება?
ჩემი ძმა მიყურებს და მხრებს იჩეჩს:
– მეზიზღება აუზები!
უჰ, ნეტავ შემეძლოს მივტყიპო.
მე: „კორბინს არასოდეს უხსენებია, რომ აქ აუზია. გამოვიცვლი
და ამოვალ“.
მაილსი: „ ;)“

***
მაილსის ბინის კარს გამოვიხურავ თუ არა, ვხვდები, რომ დაუკა-
კუნებლად შევედი. არადა, ყოველთვის ვაკაკუნებ. როგორც ჩანს,
შეტყობინებით რაკი მივწერე, რომ გამოვიცვლიდი და მასთან შევი-
დოდი, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მაილსი ისე მიყურებს საძინებ-
ლის ზღურბლიდან, რომ მგონი, არ ესიამოვნა ეს ფაქტი.
სასტუმრო ოთახში ვჩერდები და ვუყურებ, მაინტერესებს, როგ-

249
ორ ხასიათზეა დღეს.
– ბიკინი გაცვია? – მეკითხება.
ჩემს სამოსს დავცქერი.
– და შორტი, – ვეუბნები ისე, თითქოს თავის დაცვას ვცდილობ,
– აბა, რა უნდა მეცვას, როდესაც თებერვალში საცურაოდ მივდი-
ვარ?
მაილსი ისევ გაქვავებული დგას ზღურბლთან და ჩემს სამოსს არ
აშორებს თვალს.
პირსახოცს მკლავიდან ვიხსნი და მუცელზე ვიფარებ, უცებ მე-
ტისმეტად უხერხულად და შიშვლად ვგრძნობ თავს.
მაილსი თავს იქნევს და ბოლოს და ბოლოს, ჩემკენ მოდის.
– უბრალოდ... – ისევ ბიკინიზე მიყურებს, – იმედია, ზემოთ არა-
ვინაა, რადგან თუ ეს ბიკინი გეცმება, ამათში ნამდვილად უხერხუ-
ლად ვიგრძნობ თავს, – დასცქერის თავის შორტს, რომელიც ერთ
ადგილას გამობერილი აქვს.
ვიცინი. ნამდვილად მოსწონს ჩემი ბიკინი.
მაილსი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს წინ, ხელებს შორტის ჯიბეში მი-
ყოფს და თავისკენ მიზიდავს.
– გადავიფიქრე, – ამბობს ღიმილით, – მირჩევნია, აქ დავრჩეთ.
მაშინვე ვუარობ.
– მე საცურაოდ მივდივარ, – გეუბნები, – თუ არ გინდა, ნუ წამოხ-
ვალ, მაგრამ მარტო მოგიწევს დარჩენა.
მაილსი მკოცნის და ბინის კარისკენ მივყავარ·
– მაშინ სხვა რა გზაა, მეც მოვდივარ საცურაოდ.

250
***

მაილსი სახურავის კოდს კრეფს და კარს მიღებს. მიხარია, რომ


ვერავის ვხედავ, თან მოხიბლული ვარ სუნთქვაშემკვრელი მშვე-
ნიერებით. უსასრულო აუზია, რომელიც ქალაქს გადასცქერის, მის
ნაპირას, მთელ სიგრძეზე, შეზლონგებია ჩარიგებული, ბოლოში კი
ჯაკუზი მოჩანს.
– ვერ ვიჯერებ, რომ არც ერთმა არ ახსენეთ ეს აუზი ჩემთან, –
ვეუბნები, – ამ ხნის განმავლობაში ეს სიამოვნება მოვიკელი!
მაილსი პირსახოცს მართმევს და აუზის ერთ-ერთ მაგიდაზე
დებს. შემდეგ მიახლოვდება და ჩემი შორტის ღილს სწვდება.
– მეც პირველად ვარ აქ, – შორტის ელვაშესაკრავსაც მიხსნის
და თეძოებზე მიწევს. ტუჩები მოახლოებული აქვს, სახეზე ანცი გა-
მომეტყველება დასთამაშებს, – მოდი, – მეჩურჩულება, – დავსველ-
დეთ!
ორივე ერთდროულად ვიხდით, მე შორტს, ის – პერანგს. გვა-
რიანად ცივა, მაგრამ წყლიდან ამოსული ორთქლი გვაიმედებს.
იქით მივდივარ, სადაც თავთხელია, ნაბიჯს ვდგამ საფეხურზე, მაგ-
რამ მაილსი ყვინთავს და აუზის ღრმა ბოლოსკენ მიცურავს. მეც მივ-
ყვები და ფეხებს თბილი წყალი ელამუნება, ასე რომ, სწრაფად
ვცდილობ დაწევას. აუზის შუაგულს გავცდი, კიდისკენ მივიწევ, ბე-
ტონის კედელს ვუახლოვდები, ხელებს ზედ ვაყრდნობ და ქალაქს
გადავყურებ.
მაილსი ჩემ უკან მოცურავს, მკერდით ზურგზე მეკვრის და ხე-
ლებს კედლის მეორე მხარეს აწყობს. თავს თავზე მადებს და ხედით
ვტკბებით.
– რა სილამაზეა! – ვჩურჩულებ.
მაილსი ჩუმადაა.
მდუმარედ ვუყურებთ ქალაქის ხედს და წამი მარადისობად გვეჩ-
ვენება.
მაილსი პეშვით იღებს წყალს, ზურგზე მასხამს, მათბობს.
– ყოველთვის სან-ფრანცისკოში ცხოვრობდი? – ვეკითხები მაი-

251
ლსს, ვტრიალდები, ზურგით ვეყრდნობი ბეტონის კედელს და თვა-
ლებში ვუყურებ. მას ხელები ისევ ისე აქვს მიდებული კედელზე, რომ
შუაში ვყავარ მომწყვდეული და თავს მიქნევს.
– აქვე, ახლოს, – მეუბნება და ჩემს მხრებს მიღმა ისევ ქალაქს
გასცქერის.
მინდა დავაკონკრეტებინო, მაგრამ თავს ვიკავებ. სხეულის ენაზე
ვამჩნევ, სულაც არ სურს საკუთარ თავზე საუბარი. არასოდეს სურს
საკუთარ თავზე საუბარი.
– დედისერთა ხარ? – ვეკითხები და ვცდილობ მივხვდე, რა შეიძ-
ლება დავაცდენინო, – და ან ძმა არ გყავს?
მაილსი ახლა თვალებში მიყურებს და ტუჩებს მაგრად კუმავს.
– რას აკეთებ, ტეიტ? – მეუბნება, მართალია, არა უხეშად, მაგ-
რამ ჩემგან მაინც ასე აღიქმება.
– უბრალოდ, ვცდილობ საუბარი გაგიბა, – ვეუბნები ნაზი და წყე-
ნანარევი ხმით.
– უამრავი თემაა, რომლებზეც ბევრად დიდი სიამოვნებით გესა-
უბრები, ვიდრე საკუთარ თავზე.
მაგრამ მე შენზე საუბარი მაინტერესებს, მაილს...
თავს ვუქნევ, ვხვდები, რომ მართალია, წესები არ დამირღვევია,
მაგრამ მაილსს ვძაბავ, თავს უხერხულად გრძნობს.
ისევ ზურგს ვაქცევ მაილსს და ქალაქისკენ ვიხედები. ის არ ინ-
ძრევა, მე მეხუტება, მაგრამ სხვანაირად. გაქვავებულია. დაძაბული.
თითქოს თავდაცვითი პოზა აქვს მიღებული.
მე ხომ არაფერი ვიცი მის შესახებ. არ ვიცი, ვინ არიან მისი ოჯა-
ხის წევრები, ჩემებს კი იცნობს. არც მისი წარსული ვიცი, მაგრამ ჩე-
მი ბავშვობის ლოგინში ეძინა. არ ვიცი, რა თემები ან რა საქციელი
გახდის უფრო გულჩათხრობილს, მე კი არაფერი მაქვს მისგან და-
მალული.
ის ზუსტად ისეთს მხედავს, როგორიც ვარ.
მე საერთოდ ვერ ვხედავ მაილსს.
სწრაფად ვწევ ხელს და ვიწმენდ ცრემლს, რომელიც ლოყაზე ჩა-
მომიგორდა. ყველაზე ნაკლებად მინდა ატირებული დამინახოს.

252
როგორც ვხვდები, მეტისმეტად შორს შევტოპე, მხოლოდ სექსი
არ მაინტერესებს, მაგრამ ვერც თავს ვიკავებ მისგან. მეშინია არ
დავკარგო, ამიტომ საკუთარ თავს ვღალატობ და იმას ვიღებ მაილ-
სისგან, რისი საშუალებაც მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, უკე-
თესს ვიმსახურებ.
მაილსი ხელს მხარზე მადებს და თავისკენ მატრიალებს. როდე-
საც ხედავს, რომ მის ნაცვლად წყალს დავცქერი, თითით მიწევს ნი-
კაპს და მაიძულებს შეგხედო,
მეც ნებას მაძლევს სახე თავისკენ გადამახრევინოს, მაგრამ თვა-
ლებში მაინც არ ვუყურებ. მაღლა და მარცხნივ ვიხედები და ცრემ-
ლიან თვალებს ვახამხამებ.
– მაპატიე!
არც ვიცი, ბოდიშს რატომ მიხდის. არც ის ვიცი, თვითონ თუ ხვდე-
ბა, რისთვის მთხოვს პატიებას, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ჩემი
ცრემლები მისი ბრალია და, ალბათ, მხოლოდ ესაა მისი ბოდიშის
მიზეზი, რადგან ესმის, რომ ვერ მომცემს იმას, რაც მსურს.
მაილსი აღარ ცდილობს შევხედო, ამის ნაცვლად გულში მიკ-
რავს. მე ყურს ვადებ გულზე, ის კი ნიკაპს – თავზე.
– როგორ ფიქრობ, უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა? – მეკით-
ხება ჩუმად. შეშინებული ხმა აქვს, ალბათ, იმედი აქვს, რომ „არას“
ვეტყვი, თუმცა მაინც თვლის, რომ საჭიროა ეს შეკითხვა დამისვას.
– არა, – ვეუბნები ჩურჩულით.
მაილსი ხმამაღლა ოხრავს. მეჩვენება, რომ ეს შვების ოხვრაა,
თუმცა დარწმუნებული არა ვარ:
– თუ რამეს გკითხავ, გულწრფელად მიპასუხებ?
მხრებს ვიჩეჩ, რადგან არ ვაპირებ „ჰო“ ვუთხრა, სანამ არ გავი-
გებ, რას მეკითხება.
– იმიტომ მხვდები, რომ ფიქრობ აზრს შემაცვლევინებ? გგონია,
არის შანსი შეგიყვარო?
ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც შენთან ვარ, მაილს!
ამას არ ვეუბნები, მირჩევნია საერთოდ არაფერი ვთქვა.
– ტეიტ, მე არ შემიძლია, უბრალოდ, არ შემიძლია... – ხმა უწყდე-

253
ბა და ჩუმდება. ვაანალიზებ მის სიტყვებს და იმას, რომ მითხრა, არ
შემიძლიაო, და არა არ მსურსო.
მინდა ვკითხო, რატომ არ შეუძლია, ეშინია? იქნებ შესაფერისად
არ მიმიჩნევს? იქნებ ეშინია, გული არ გამიტეხოს? არც ამას ვეკით-
ხები, რადგან მისი პასუხებიდან ვერც ერთი ვერ გადამარწმუნებს.
ვერც ერთი სცენარი ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ აბსოლუტურად
გამოვრიცხო ჩემი ბედნიერების შესაძლებლობა.
ამიტომაც არაფერს ვეკითხები, ვგრძნობ, რომ მზად არა ვარ სი-
მართლისთვის. იქნებ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მოხდა მის წარ-
სულში ისეთი, რაც ხელს უშლის ვინმე შეიყვაროს. რაღაც ნამდვი-
ლად მოხდა, რაღაც ისეთი, რასაც ვერ გავიგებ, რომც შევიტყო კი-
დეც. რაღაცამ სული გამოაცალა, კეპისა არ იყოს.
მაილსი უფრო მაგრად მიკრავს გულში და ეს ბევრს მეუბნება. ეს
ჟესტი ჩახუტებაზე მეტია, გულში ჩაკვრაზე მეტი. ისე იქცევა, თითქოს
ეშინია, თუ ხელს გამიშვებს, დავიხრჩობი.
– ტეიტ, – მეჩურჩულება, – ვიცი, ვინანებ ამას, მაგრამ უნდა გით-
ხრა, – ოდნავ უკან იხევს, ტუჩებით რომ შეეხოს ჩემს თმას და მერე
ისევ მაგრად მიკრავს გულში, – რომ შემეძლოს ვინმეს შეყვარება...
შენ იქნებოდი, – ამ სიტყვებზე გული მებზარება, ვგრძნობ, რომ იმე-
დი ხელიდან ახლავე მეცლება, – მაგრამ არ შემიძლია... ასე რომ,
თუ ძალიან გიჭირს...
– არ მიჭირს, – ვაწყვეტინებ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ შევა-
ჩერო. რაღაცნაირად იმის ძალასაც ვპოულობ, რომ თვალებში ჩავ-
ხედო და ყველაზე დიდი ტყუილი ვუთხრა, – ყველაფერი ისე მომ-
წონს, როგორც არის!
მაილსმაც იცის, რომ ვატყუებ. ვხედავ, როგორ ჩასდგომია ეჭვი
თვალებში, მაგრამ მაინც თავს მიქნევს. მეც ვცდილობ კისერზე მო-
ვეხვიო და სანამ ყველაფერს მიმიხვდება, ყურადღება გადავატანი-
ნო, თუმცა მაილსი კარს უყურებს, რომელიც იღება. მეც ვტრიალდე-
ბი და ვხედავ, როგორ ნელა, ფრატუნით მოემართება სახურავისკენ
კეპი. ის ჯაკუზის ჩამრთველთან მიდის, ცდილობს გამორთოს და ნე-
ლა ტრიალდება კარისკენ, მაგრამ წამით გვხედავს თვალის კუთხ-

254
ით. კეპი ჩვენკენ ტრიალდება და გვიყურებს, სულ ხუთ ნაბიჯში დგას
ჩვენგან.
– შენა ხარ, ტეიტ? – მეკითხება თვალებმოჭუტული.
– ჰო, მე ვარ, – ვეუბნები, მაილსი ხელიდან არ მიშვებს.
– ჰმ,‒ ამბობს კეპი და ორივეს გვიყურებს, – ვინმეს თუ უთქვამს,
რომ ძალიან ლამაზი წყვილი ხართ?
ვკრთები, რადგან ვიცი, მაილსს ამის გაგონება სულაც არ გა-
უხარდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უხერხული დიალოგი
გვქონდა, თანაც ვხვდები, რატომ გვეუბნება კეპი.
– კეპ, აქედან რომ წავალთ, შუქს გამოვრთავთ, – ეუბნება მაილ-
სი, კეპის შეკითხვას არაფრად აგდებს და საუბარი სულ სხვა რამეზე
გადააქვს.
კეპი თვალებს წკურავს, იმედგაცრუებული იქნევს თავს და კა-
რისკენ მიდის.
– ეს რიტრორიკული შეკითხვა იყო, – ბუტბუტებს. შემდეგ ვხე-
დავ, როგორ მიაქვს ხელი შუბლთან და როგორ გვაძლევს მხედ-
რულ. სალამს, – ღამე მშვიდობისა, ტეიტ! – მეუბნება ხმამაღლა.
– ღამე მშვიდობისა, კეპ!
მე და მაილსი ვუყურებთ, როგორ კეტავს კარს კეპი, მე ხელს ვი-
ღებ მაილსის კისრიდან და ნელა ვაწვები მკერდზე, სანამ ის უკან არ
იხევს, რომ გზა გამითავისუფლოს.
მეც ზურგზე ვწვები და აუზის მეორე ბოლოსკენ მივცურავ.
– რატომ ექცევი ყოველთვის ასე უხეშად კეპს? – ვეკითხები.
მაილსი წყალში ყვინთავს, მკლავებს შლის, კედელს წიხლს
კრავს და პირდაპირ ჩემკენ მოცურავს. ვხედავ, როგორ მიყურებს.
მე ისევ ზურგზე ცურვით მივემართები აუზის მეორე ბოლოსკენ. მა-
ილსი ჩემკენ მოცურავს, ლამის დამეჯახოს, მაგრამ დროზე ჩერდება
და მოაჯირს ეყრდნობა ხელებით, რომელთა შორისაც ჩემს თავს აქ-
ცევს, თან წყლის ტალღებს უშვებს ჩემი მკერდისკენ.
– სულაც არ ვექცევი უხეშად, – კისერზე მკოცნის ნაზად და კანს
მანამ მიუყვება, სანამ ყურებამდე არ მოდის, – უბრალოდ, არ მიყ-
ვარს კითხვებზე პასუხის გაცემა.

255
ეს უკვე შევნიშნე.
თავს უკან ვწევ, რომ შევათვალიერო: თვალის გასწორებას
ვცდილობ, მაგრამ ტუჩებზე წვეთები აქვს და მიჭირს ამ სანახაობაზე
არ გადავიტანო მზერა, – მერე რა, კეპი მოხუცია, მოხუცებს კი არ
უნდა ეუხეშო, თანაც ძალიან მხიარული ადამიანია, კარგად რომ გა-
იცნობ.
მაილსი იცინის.
– შენ კარგად გაიცანი, არა? – აშკარად გამხიარულებული ჩანს.
თავს ვუქნევ:
– ჰო და ძალიან მომწონს. ზოგჯერ შენზე მეტადაც.
მაილსი ამჯერად ხარხარებს და ლოყაზე მკოცნის. შემდეგ მხარ-
ზე მადებს ხელს და ტუჩებზე მიყურებს:
– მომწონს, კეპი რომ მოგწონს, – მიყურებს, – გპირდები, უხე-
შად აღარ მოვექცევი!
ტუჩს ვკბენ, არ მინდა მიხვდეს, როგორ მეღიმება მის ამ პირობა-
ზე. ეს ხომ უბრალო, მაგრამ მაინც სასიამოვნო აღთქმაა.
მაილსი ახლა ყბაში მკიდებს ხელს, ცერა თითს ტუჩზე მადებს და
კბილებს აშორებს.
– რა გითხარი ღიმილის დამალვაზე? – ქვედა ტუჩზე კბილებს
მავლებს და მსუბუქად მკბენს.
მეჩვენება, რომ აუზში წყლის ტემპერატურამ ეს-ესაა, ოცი გრა-
დუსით აიწია.
მაილსი ახლა ყელში მკოცნის და ჩემს კანთან ახლოს მძიმედ ოხ-
რავს. მე თავს უკან ვხრი და აუზის მოაჯირს ვადებ, ის კი კოცნით და-
უყვება ჩემს ყელს.
– ცურვა აღარ მინდა, – მეუბნება და ყელიდან კოცნით ჩემი პი-
რისკენ მიემართება.
– აბა, რა გინდა? – ვეჩურჩულები მისუსტებული.
– შენ მინდიხარ, – მეუბნება უყოყმანოდ, – ჩემს შხაპქვეშ, უკნი-
დან...
ჰაერს ხმაურით ვყლაპავ:
– ოჰო, რა განსაკუთრებული სურვილია!

256
– კიდევ, ჩემს საწოლში, – მეჩურჩულება, – შენ ზემოდან, მე –
ქვემოდან, საშხაპიდან ახალგამოსული და ჯერ კიდევ სველი.
ხმამაღლა ვოხრავ და ორივე ვამჩნევთ, როგორ ვთრთი ამ ამო-
ოხვრისას.
– კარგი, – ვცდილობ ვუთხრა, მაგრამ სანამ სიტყვა აღმომხდე-
ბა, მაილსის ტუჩები ჩემს ტუჩებს ეკონება.
და კიდევ ერთხელ, საუბარს, რომელსაც ჩემთვის რაღაცებზე
თვალი უნდა აეხილა, ის ერთადერთი რამ ანაცვლებს, რისთვისაც
მაილსი ყოველთვის მზადაა.

257
თავი 30

მაილსი

ექვსი წლის წინ

სწრაფად მივდივართ ცარიელი მოსაცდელისკენ. მამა პირველი


ჯდება, მე მის პირდაპირ უხალისოდ ვიკავებ ადგილს.
მამას აღიარებას ველოდები, მაგრამ არ ვიცი, მჭირდება თუ არა.
მე ხომ ვიცი მისი ლიზასთან ურთიერთობის შესახებ, ისიც ვიცი, რამ-
დენი ხანია, ხვდებიან ერთმანეთს.
– მე და დედაშენმა... – მამა იატაკს დასცქერის. თვალებსაც კი
ვერ მისწორებს. – ...მაშინ გადაგწყვიტეთ დაშორება, შენ რომ თექ-
ვსმეტი წლის იყავი, თუმცა რაკი ხშირად მიწევდა მოგზაურობა, გა-
დავწყვიტეთ, რომ ჯობდა, მანამდე მოგვეცადა, სანამ სკოლას დაას-
რულებდი და მერე გავყრილიყავით. ასეც მოვიქეცით.
– თექვსმეტი წლის?
დედა სწორედ მაშინ გახდა ავად, მე რომ თექვსმეტი წლის ვიყა-
ვი.
– ლიზა რომ გავიცანი, უკვე თითქმის ერთ წელი იყო გასული
განშორებაზე საუბრიდან, მამა ახლა მე მიყურებს. ყველაფერს ალა-
ლად მიმხელს.
– დედას ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგე, ისე მოვიქეცი, რო-
გორც სწორად მიმაჩნდა, მაილს. ის დედაშენი იყო და ვერ მივატო-
ვებდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი.
გული მტკივა.
– ვიცი, შენ თვითონ მიხვდი ყველაფერს, – აგრძელებს, – იმასაც
ვხვდები, როგორ გეზიზღებოდი, რადგან გეგონა, რომ მაშინ გავაბი
ლიზასთან ურთიერთობა, როდესაც დედა ავად იყო და ამის გამო ჩე-
მი თავი მძულს.
– რატომ არ მითხარით ყველაფერი? – ვეკითხები, – რატომ და-
უშვით, რომ ასე მეფიქრა?

258
მამა ისევ იატაკს დაჰყურებს.
– არ ვიცი, – ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ვერ გაგერკვია, როდი-
დან დავიწყეთ შეხვედრა მე და ლიზამ, რომ ყველაფრის გამხელა
ზიანს უფრო მოგიტანდა, ვიდრე სარგებელს. არც ის მინდოდა გე-
ფიქრა, რომ ჩემი და დედაშენის ქორწინებამ არ გაამართლა. არ
მსურდა ჩაგეთვალა, რომ დედა უბედური მოკვდა.
– არ მომკვდარა უბედური, მამა, – ვარწმუნებ, – შენ მის გვერ-
დით იყავი. ორივე მის გვერდით ვიყავით.
მამას სიამოვნებს, ამას რომ ვეუბნები, რადგან იცის, რომ სიმარ-
თლეა.
დედა ბედნიერი მოკვდა.
ის ბედნიერი იყო ჩემთან ერთად.
საინტერესოა, რომ გაეგო, როგორ განვითარდა მოვლენები,
იმედი გაუცრუვდებოდა?
– ის შენით იამაყებდა, მაილს, – მეუბნება მამა, – იამაყებდა
იმით, თუ როგორ გაუმკლავდი ყველაფერს!
მამას ვეხვევი.
თურმე იმაზე მეტად მჭირდებოდა მამასთან ეს საუბარი, ვიდრე
მეგონა.

259
თავი 31

ტეიტი

ვცდილობ მოვუსმინო კორბინს, რომელიც დედას ესაუბრება,


მაგრამ ერთადერთი, რაზე ფიქრიც შემიძლია, ისაა, რომ მაილსი ნე-
ბისმიერ წუთს შეიძლება შინ დაბრუნდეს. ათი დღე სამსახურში იყო
და ეს ყველაზე ხანგრძლივი განშორებაა, თუ იმ რამდენიმე კვირას
არ ჩავთვლით, როდესაც ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით..
– უკვე უთხარი მაილსს? – მეკითხება კორბინი.
– რა უნდა მეთქვა?
კორბინი მიყურებს.
– აქედან რომ გადადიხარ, – და ქვაბის ასაღებისკენ მითითებს,
რომელიც ჩემ გვერდით, მაგიდაზე დევს.
ასაღებს ვტყორცნი და ვუარობ:
‒ გასული კვირის მერე არ მილაპარაკია მაილსთან, ალბათ, ამა-
ღამ ვეტყვი.
მართალი გითხრათ, მინდოდა მეთქვა მისთვის, ახალი ბინა რომ
ვიპოვე, მაგრამ არ მინდოდა ან დამერეკა, ან შეტყობინება გამეგ-
ზავნა. ამას იშვიათად მივმართავთ. შეტყობინებებს მხოლოდ მაშინ
ვუგზავნით ერთმანეთს, როდესაც ორივე შინ ვართ. ვფიქრობ, ასე
იმიტომ ვიქცევით, რომ პირადი ურთიერთობისთვის დაწესებული
საზღვრები არ გადავლახოთ.
გარდა ამისა, ჩემი გადასვლა დიდად არ მაღელვებს. მხოლოდ
რამდენიმე კორპუსის მოშორებით ვიცხოვრებ. ისეთ ადგილას შე-
ვარჩიე ბინა, რომ სამსახურსა და კოლეჯთან ახლოს ვყოფილიყავი.
მართალია, მაღალსართულიანი და ულტრათანამედროვე კორპუსი
არ არის, მაგრამ მომწონს.
საინტერესოა, ჩემი გადასვლა რა გავლენას მოახდენს ჩვენზე?
ერთი რამ ძალიან მაფიქრებს – მეშინია, თუ მაილსის ახლოს, მისი
ბინის პირდაპირ არ ვიცხოვრებ, მეტისმეტად მოუხერხებლად ჩათვ-

260
ლის ჩვენს სიახლოვეს და ყველაფერზე უარს იტყვის.
მე და კორბინი მაშინვე კარისკენ ვიხედებით, როგორც კი კარი
იღება და კაკუნი გაისმის. კორბინისკენ ვიხედები, ის თვალებს
ატრიალებს.
ჯერ კიდევ ეგუება ჩვენს სიახლოვეს.
მაილსი სამზარეულოში შემოდის და ვხედავ, როგორ ერევა სა-
ხეზე ღიმილი ჩემს დანახვაზე, მაგრამ კორბინს ხედავს და თავს იკა-
ვებს.
‒ რას ამზადებ? ‒ ეკითხება მაილსი კორბინს, კედელს ეყრდნო-
ბა და ხელებს გულზე იკრეფს, თუმცა მზერას ჩემს ფეხებს აყოლებს.
ხედავს თუ არა, რომ ქვედაკაბა მაცვია, მიღიმის. ბედად, კორბინი
ქურისკენაა მიტრიალებული.
– ვახშამს, – მოკლედ უჭრის კორბინი.
დრო სჭირდება, ყველაფერს რომ შეეგუოს.
მაილსი ისევ მიყურებს.
– სალამი, ტეიტ, – მეუბნება ბოლოს.
– სალამი! ‒ ვუღიმი.
– როგორ ჩაიარა შუალედურმა გამოცდებმა? – ყველგან მიყუ-
რებს, სახის გარდა.
– კარგად.
უხმოდ, ტუჩებით მეუბნება, ლამაზად გამოიყურებიო.
ვუღიმი და ვნატრობ, ახლა აქ კორბინი არ იყოს, რადგან თავს
ძლივს ვიკავებ, გულში არ ჩავიკრა მაილსი და თავიდან ფეხებამდე
არ დავკოცნო.
კორბინმა იცის, მაილსი აქ რატომაა. მე და მაილსი ვცდილობთ
პატივი ვცეთ იმას, რომ ჩემი ძმა ჯერ კიდევ ვერ ეგუება ჩვენს სიახ-
ლოვეს და ვამჯობინებთ მოვერიდოთ.
მაილსი ლოყას იკბენს, პერანგის სახელოს აწვალებს და მიყუ-
რებს. სამზარეულოში სიჩუმეა, კორბინი ჯერ კიდევ არ შემობრუნე-
ბულა მაილსისკენ. მაილსს ისეთი სახე აქვს, ეს-ესაა, იფეთქებს.
– ამის დედაც, – ამბობს, ჩემკენ მოიწევს და კორბინის წინ მაგ-
რად მკოცნის.

261
მკოცნის!
კორბინის წინ!
ამაზე არ იფიქრო, ტეიტ!
მაილსი ხელს მკიდებს და სამზარეულოდან მიმათრევს. რო-
გორც ვხვდები, კორბინი ისევ ქურას დასტრიალებს და ყველანაი-
რად ცდილობს ყურადღება არ მოგვაქციოს. ჯერ კიდევ ეგუება ყვე-
ლაფერს.
სასტუმრო ოთახში გავდივართ. მაილსი ტუჩებს მწყვეტს:
– დღეს მთელი მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, სულ ესაა!
–მეც.
მაილსი კარისკენ მიმათრევს. მეც მივყვები. კარს აღებს, ბინას-
თან მივყავარ და ჯიბიდან გასაღებს იღებს. ბარგი ჯერ კიდევ დერე-
ფანში აწყვია.
– ბარგს აქ რა უნდა?
მაილსი კარს აღებს:
– ბინაში ჯერ არ შევსულვარ, – მეუბნება, ტრიალდება და თავისი
ნივთები დერეფნიდან სახლში შეაქვს, შემდეგ მე მეპატიჟება.
– შენ რა, ჯერ ჩვენთან შემოხვედი?
მაილსი თავს მიქნევს, ჩანთას დივანზე აგდებს, ჩემოდანს კი კე-
დელს აყუდებს.
– ჰო, – მეუბნება და თავისკენ მიზიდავს, – ხომ გითხარი, ტეიტ,
დღეს მთელი დღეა, სხვაზე არავისზე და არაფერზე ვფიქრობ, ‒ მი-
ღიმის და თავს ხრის, რომ მაკოცოს.
ვიცინი.
– მოგენატრე? – ვაჯავრებ.
მაილსი უკან იხევს, ისე იძაბება, გეგონება, მიყვარხარ-მეთქი,
ვუთხარი.
– მოდუნდი, – ვეუბნები, – ნებას გაძლევ, მოგენატრო, მაილს,
თანაც ეს შენი წესების დარღვევაც არ არის.
მაილსი მაინც რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.
– გწყურია? – მეკითხება და, როგორც ყოველთვის, უკან იხევს.
შემდეგ ტრიალდება და სამზარეულოში მიმიძღვის, მაგრამ ვხვდე-

262
ბი, რომ მასში ყველაფერი შეიცვალა – შეეცვალა მანერა, ღიმილი,
ათი დღის შემდეგ ჩემი ნახვის სიხარული.
სასტუმრო ოთახში ვდგავარ და ვხედავ, როგორ იმსხვრევა ყვე-
ლაფერი ჩემ ირგვლივ: რეალობას შევეჩეხე, მაგრამ ასე მგონია,
მეტეორი დამეჯახა.
ეს კაცი იმასაც კი ვერ აღიარებს, რომ მოვენატრე. აქამდე იმედი
მქონდა, რომ ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდებოდა, გატყდებოდა
და გამიზიარებდა იმას, რასაც აქამდე არ მიმხელდა, მეგონა, უბრა-
ლოდ, დრო სჭირდებოდა, ამ ხუთ წუთში კი ყველაფერს მივხვდი.
საქმე მაილსში კი არა, ჩემშია.
მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ვერ იღებს იმას, რაც ჩვენ შორის
ხდება.
– კარგად ხარ? – მეკითხება მაილსი სამზარეულოდან კარადის
კარის უკან დგას, მიყურებს და პასუხს ელოდება, მე კი ვერაფერს
ვეუბნები,
– მოგენატრე, მაილს?
მაილსი ისევ უხილავი ჯავშნით იფარება, განზე იხედება და სამ-
ზარეულოში ბრუნდება.
– ასეთ რამეებს ერთმანეთს არ უნდა ვეუბნებოდეთ, ტეიტ, – მე-
უბნება და ისევ უმკაცრდება ხმა.
ამას სერიოზულად მეუბნება?
– არ უნდა ვეუბნებოდეთ? – რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ სამზარეუ-
ლოსკენ, – მაილს, ეს ჩვეულებრივი ფრაზაა, ის არც მუდმივ ურთი-
ერთობას უსვამს ხაზს, არც სიყვარულს უკავშირდება. ამას მეგობ-
რებიც ეუბნებიან ერთმანეთს!
მაილსი სამზარეულოს ბარის მაგიდას ეყრდნობა და ჩუმად მიყუ-
რებს.
– ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ. არ მინდა შენი ერ-
თადერთი წესი დავარღვიო და ფუჭი იმედი მოგცე, ამიტომაც გეუბ-
ნები ამას.
ვერ ვხსნი, რა მემართება, რადგან არ ვიცი მაგრამ ყველაფერი,
რაც კი ოდესმე უთქვამს და გაუკეთებია ჩემთვის, ერთბაშად მიტევს.

263
მინდა ვუყვირო, მინდა მეზიზღებოდეს, მინდა ვიცოდე, რა ჯანდაბა
მოხდა ისეთი, რაც აიძულებს ისეთი რამეები მითხრას, რაც იმაზე მე-
ტად მტკენს გულს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანების ნათქვამს უტკე-
ნია.
წყლის ნაყვით დავიღალე!
დავიღალე თავის მოჩვენებით, თითქოს საშინლად არ მაინ-
ტერსებს ყველაფერი, რაც მაილსს ეხება.
დავიღალე თავის დარწმუნებით, რომ ყველგან ის არ არის. ყვე-
ლაფერი ის არ არის, ჩემი ერთადერთი არ არის!
– ასეთი რა დაგიშავა იმ გოგომ? -- ვეუბნები ჩურჩულით.
– არ გინდა, – მეუბნება.
მაფრთხილებს. მემუქრება!
დავიღალე მის თვალებში ჩაბუდებული ტკივილის ყურებით და
იმით, რომ არ ვიცი, რა არის ტკივილის მიზეზი. დავიღალე იმაზე
ფიქრით, თუ რომელი სიტყვების თქმის უფლება მაქვს მასთან.
– მითხარი!
მაილსი თვალს მარიდებს.
‒ შინ წადი, ტეიტ, – ტრიალდება, მაგიდის კიდეს ავლებს ხელს
და თავს მხარზე იდებს.
‒ შენი დედაც! – ვეუბნები და სამზარეულოდან გავდივარ. სას-
ტუმრო ოთახამდე მისულს მესმის, როგორ მომდევს უკან და ნაბიჯს
ვუჩქარებ, კართან მისული მის გაღებას ვცდილობ თუ არა, ვხედავ,
როგორ ხვდება კარს მისი ხელისგული და ბრახუნით იკეტება.
თვალებს მაგრად ვხუჭავ და იმ სიტყვებისთვის ვემზადები, რომ-
ლებიც სრულიად გამანადგურებს. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად
გამანადგურებს.
მაილსს სახე ჩემს ყურთან აქვს მოტანილი, მკერდი ჩემს ზურგზე
მიუყრდნია.
– ჰო, ჩვენც ხომ ამით ვართ დაკავებული, ტეიტ, ვჟიმაობთ და ეს
საკითხი სექსის პირვლივე დღეს ნათლად აგიხსენი.
ვიცინი, რადგან არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, ვტრიალდები და
შევცქერი, ის ზურგს არ მაქცევს, მაგრამ იმაზე დაძაბულია, ვიდრე

264
ოდესმე მინახავს.
– გგონია, ყველაფერი ნათლად ამიხსენი, არა? – ვეკითხები, –
რა საზიზღარი ვინმე ხარ, მაილს!
მაილსი ისევ არ ინძრევა, ყბები ისევ დაძაბული აქვს.
– როგორ არ აგიხსენი? ნუთუ მე არ დაგიწესე ორი წესი? ამაზე
მარტივი გასაგები რა უნდა იყოს?
ირონიულად ვიცინი, შემდეგ კი ყველაფერს, რაც აქამდე დამიგ-
როვდა, ერთბაშად ვანთხევ:
– იცი, რა? უზარმაზარი განსხვავებაა ჟიმაობასა და ადამიანთან
სიყვარულით სექსს შორის. ერთი თვეც კი არ გვიჟიმავია. ყოველ-
თვის, როდესაც ჩემში შემოდიოდი, სიყვარულით შემოდიოდი. ამას
შენს გამოხედვაში ვხედავდი. შენ სულ ჩემზე ფიქრობ, ათი წამიც
ვერ ითმენ, ბინაშიც კი არ შედიხარ შინ დაბრუნებული, სანამ მე არ
მნახავ. ასე რომ, როგორ ბედავ და მეუბნები, პირველივე დღიდან
ყველაფერი ნათლად აგიხსენიო. შენ ყველაზე წყეული და იდუმალი
მამაკაცი ხარ ამქვეყნად!
ამის შემდეგ ამოსუნთქვას ვახერხებ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქამდე, მთელი თვის განმავ-
ლობაში, სუნთქვა მქონდა შეკრული.
მაილსს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურს. მე მცდელობას
ვწყვეტ. მაილსი მშვიდად, ღრმად ამოსუნთქვას ცდილობს, შემდეგ
უკან დგამს რამდენიმე ნაბიჯს, კრთება და ისე ტრიალდება, თითქოს
არ უნდა ის ემოციები ამოვიკითხო, სახეზე რომ აწერია და აქამდე
გულში ღრმად ჰქონდა ჩამარხული. ხელს კისერზე მაგრად იჭერს
და ამ პოზაში მთელი ერთი წუთი რჩება, არ ინძრევა, შემდეგ ისევ
ცდილობს ამოსუნთქვას, თითქოს ყველა ღონეს ხმარობს, რომ არ
ატირდეს. როგორც კი ამას ვხვდები, მეც გული მტკივდება.
მაილსი ტყდება.
– ო, ღმერთო, – ჩურჩულებს ხმაში ტკივილგარეული, რას გიკე-
თებ, ტეიტ!
მაილსი კედელთან მიდის და ეყუდება, შემდეგ იატაკზე ჩაცურდე-
ბა, მუხლებს ერთმანეთს ატყუპებს, ზედ იდაყვებს იდებს და სახეზე

265
ხელებს იფარებს, ემოციები რომ დამალოს. მხრები უცახცახებს,
მაგრამ ხმას არ იღებს.
ტირის.
მაილს არჩერი ტირის!
ეს ისეთივე სულშემძვრელი ტირილია, როგორითაც გაცნობის
ღამეს ტიროდა.
ეს ზრდასრული მამაკაცი, ურყევი კედელი, მტკიცე ჯავშნით და-
ფარული პიროვნება, ჩემ თვალწინ ნადგურდება.
– მაილს, – ვჩურჩულებ. მის დაურღვეველ დუმილთან შედარე-
ბით სუსტი ხმა მაქვს, ვუახლოვდები და მის წინ მუხლებზე ვეშვები,
მხრებზე ხელს ვხვევ და თავს თავზე ვადებ.
აღარ ვეკითხები, რა დაემართა, რადგან უკვე მეშინია ამის შეტ-
ყობის.

266
თავი 32

მაილსი

ექვსი წლის წინ

ლიზა გიჟდება კლეიტონზე.


მამაჩემს უზომოდ უყვარს კლეიტონი.
კლეიტონი ოჯახს აერთიანებს.
ის უკვე ჩემი გმირია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი
დღისაა.
მამაჩემისა და ლიზას წასვლის შემდეგ, ცოტა ხანში, იანი მოდის.
მეუბნება, სულაც არ მინდა კლეიტონი ხელში დავიკავოო, მაგრამ
რეიჩელი აიძულებს. იანი თავს უხერხულად გრძნობს, რადგან ჩვი-
ლი არასოდეს სჭერია ხელში, თუმცა თავს ართმევს ამ ამოცანას.
‒ მადლობა ღმერთს რეიჩელს ჰგავს, – მეუბნება იანი.
მეც ვეთანხმები.
იანი რეიჩელს ეკითხება, ოდესმე თუ მითქვამს, რა ვუთხარი იმ
დღეს, როდესაც რეიჩელი გავიცანი.
ვერ ვხვდები, რას გულისხმობს.
იანი იცინის.
– მას შემდეგ, რაც იმ პირველ დღეს კლასში შემოხვედი, ფოტო
გადაგიღო, – ეუბნება იანი რეიჩელს, – შეტყობინებად გამომიგზავ-
ნა მობილურზე და მომწერა: „ის ჩემი შვილების დედა უნდა გახდეს!“
რეიჩელი მიყურებს.
მე მხრებს ვიჩეჩ.
თავს უხერხულად ვგრძნობ.
რეიჩელს მოსწონს, ეს რომ ვუთხარი იანს, მოსწონს ისიც, იანი
რომ ამას მახსენებს. ექიმი შემოდის და მეუბნება, რომ შინ წასვლა
შეგვიძლია. იანი ნივთების მანქანამდე ჩატანასა და რეიჩელის ჩაყ-
ვანაში მეხმარება.
სანამ რეიჩელის ოთახამდე მივალ, იანი მხარზე მეხება.

267
მეც მისკენ ვტრიალდები. მგონია, იანს სურს მამობა მომილო-
ცოს, მაგრამ ამის ნაცვლად, უბრალოდ, მეხვევა. შესაძლოა უხერ-
ხულად მოგეჩვენოთ ეს მომენტი, მაგრამ არა, მომწონს, რომ იანი
ჩემით ამაყობს. მეც თავს კარგად ვგრძნობ. ვხვდები, რომ სწორად
ვიქცევი.
იანი მიდის.
ჩვენც მივდივართ.
მე, რეიჩელი და კლეიტონი·
ჩემი ოჯახი.
მინდა რეიჩელი წინ, ჩემ გვერდით დავსვა, მაგრამ მე მომწონს,
უკან რომ ზის. მომწონს, როგორ უყვარს ჩვენი პატარა, მომწონს,
რომ, რაც დედა გახდა, კიდევ უფრო მიზიდავს. მინდა ვაკოცო. მინდა
ვუთხრა, რომ ისევ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, მეტისმეტად ხშირად
ვეუბნები ამას და არ მინდა დავღალო.
– გმადლობ, შვილი რომ მაჩუქე, – მეუბნება უკანა სავარძლი-
დან, – ძალიან ლამაზია!
ვიცინი.
– ყველაზე მშვენიერ ნაწილზე შენ ხარ პასუხისმგებელი, რე-
იჩელ, ჩემი მხოლოდ ყვერები აქვს!
რეიჩელი კისკისებს, გულიანად კისკისებს.
– ო, ღმერთო, ვიცი, – მეუბნება, – თანაც რამხელა!
ორივეს გვეცინება ჩვენი ვაჟის დიდ ყვერებზე.
რეიჩელი ოხრავს.
‒ დაისვენე, – ვეუბნები, – ორი დღეა, არ გიძინია.
უკანა ხედვის სარკიდან ვხედავ ღიმილს მის სახეზე.
– თვალს ვერ ვწყვეტ, – მეჩურჩულება.
ვერც მე გწყვეტ თვალს, რეიჩელ!
მაგრამ მაინც ვწყვეტ, რადგან შემხვედრი მანქანის შუქი
მეტისმეტად მკვეთრად მანათებს.
ხელებს მაგრად ვავლებ საჭეს
მეტისმეტად მკვეთრი სინათლეა!
ყოველთვის მსმენია, რომ სიკვდილის წინ ადამიანს თვალწინ მთ-

268
ელი ცხოვრება ჩაუვლის ხოლმე.
ალბათ, ასეცაა.
თუმცა თვალწინ ჩაივლის არა მთელი ცხოვრება თანამიმდევ-
რობით ან არეულად, არამედ მხოლოდ ერთი სურათი.
ეს სურათი
გებეჭდება
გონებაში და ყველაფერი ხდება, რასაც გრძნობ და
ხედავ.
გონებაში არა ჩვეულებრივი ცხოვრება, არამედ ის ადამიანები
გრჩება, რომლებიც მთელი ცხოვრება არიან შენთვის.
რეიჩელი და კლეიტონი.
მხოლოდ ამ ორს ვხედავ, მთელ ჩემს ცხოვრებას, ისინი მიელავს
თვალწინ.
და ხმა, რომელიც ყველაფერი ხდება.
ყველაფერი.
ჩემ შიგნით, ჩემ გარეთ, ჩემში, ჩემქვეშ, ჩემ ირგვლივ.
რეიჩელ, რეიჩელ, რეიჩელ!
რეიჩელს ვერ ვპოულობ.
კლეიტონ, კლეიტონ, კლეიტონ.
სულ სველი ვარ. მცივა. გული მტკივა. მკლავები მტკივა. ვერ ვხე-
დავ რეიჩელს, ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ.
დუმილი
დუმილი.
დუმილი.
გამაყრუებელი დუმილი.
– მაილს!
თვალებს ვახელ.
სისველეა, სისველე, წყალი, სისველე.
მანქანაში წყალია.
უსაფრთხოების ღვედს ვიხსნი და ვტრიალდები.
რეიჩელს ხელები მანქანის სავარძლისთვის ჩაუვლია.
– მაილს, დამეხმარე, ღვედის შესაკრავი გაიჭედა!

269
ვცდილობ.
ისევ ვცდილობ.
მაგრამ რეიჩელიც გადმოსაყვანია მანქანიდან.
ფანჯარას წიხლს ვურტყამ და შუშას ვამტვრევ...
ფილმში მაქვს ნანახი.
ეცადეთ მანამდე გახვიდეთ გარეთ, სანამ მეტისმეტი წნევა მიაწ-
ვება ფანჯარას.
– რეიჩელ. გადმოდი! ბავშვს მე გამოვიყვან!
რეიჩელი მეუბნება, არაო, ბავშვის გამოყვანას ცდილობს.
რეიჩელ, მე გამოვიყვან!
რეიჩელი ვერ გადმოდის, ღვედის საკეტი გაიჭედა,
მეტისმეტად უჭერს.
მანქანიდან გადმოვდივარ და რეიჩელის ღვედს ვწვდები, წყალ-
ქვეშ ვპოულობ.
რეიჩელი ხელს მირტყამს, თავიდან მიშორებს.
– ჯერ ის გაიყვანე, ‒ კივის, – პირველად ბავშვი გადაარჩინე!
არ შემიძლია.
ორივე გაჭედილია.
რეიჩელ, გაიჭედე.
ო, ღმერთო!
მეშინია.
რეიჩელსაც ეშინია.
ყველგან წყალია, ბავშვს ვერ ვხედავ.
ვერც რეიჩელს ვხედავ.
არც მისი ხმა მესმის.
ისევ მის ღვედს ვწვდები.
რეიჩელი გამომყავს.
ხელებს ვავლებ. მისი ფანჯარა არ არის ჩატეხილი.
ჩემი ჩატეხილია.
წინ ვექაჩები.
რეიჩელი მებრძვის.
ის მებრძვის.

270
შემდეგ ბრძოლას წყვეტს.
მეჩხუბე, რეიჩელ.
ბრძოლას ნუ შეწყვეტ.
იმოძრავე.
ვიღაც ფანჯრიდან ხელს გვიწვდის.
– დამეხმარე, რომ ხელი მოვკიდო ქალს! – მესმის ვიღაცის ყვი-
რილი.
წყალი ახლა ჩემი ფანჯრიდან შემოდის.
მთელი სავარძელი წყალშია.
ყველაფერი წყალშია.
ბავშვის პოვნას ვცდილობ.
ვერ ვსუნთქავ.
ბავშვის პოვნას ვცდილობ.
ვერ ვსუნთქავ.
ბავშვის გადარჩენას ვცდილობ.
მინდა მისი გმირი ვიყო.
ვერ ვსუნთქავ.
ასე რომ, უბრალოდ, ვწყვეტ სუნთქვას.
დუმილი.
დუმილი.
დუმილი.
დუმილი.
დუმილი.
დუმილი. _
დუმილი.
დუმილი.
დუმილი.
გამაყრუებელი დუმილი.
ყურებს ხელით ვიფარავ.
გულს ჯავშნით ვიცავ.
მანამ ვახველებ, სანამ ისევ არ შევძლებ სუნთქვას.
თვალებს ვახელ. ნავში ვართ.

271
ირგვლივ ვიხედები.
ტბაზე მივცურავთ.
ხელი ყბასთან მიმაქვს.
ხელი წითელი მაქვს.
სისხლით მაქვს დაფარული და რეიჩელის თმასავით
წითელია.
რეიჩელი.
რეიჩელს ვპოულობ.
კლეიტონი.
კლეიტონს ვერ ვპოულობ.
ხელებს ვწევ და ნავის კიდისკენ მივდივარ.
კლეიტონი უნდა ვიპოვო.
ვიღაც მაჩერებს, უკან მექაჩება.
ვიღაც ამის ნებას არ მაძლევს.
ვიღაც მეუბნება, რომ მეტისმეტად გვიანია.
ვიღაც მეუბნება, ვწუხვარო.
ვიღაც მეუბნება, ბავშვს ვერ ვუშველეთო.
ვიღაც მეუბნება, რომ ხიდიდან გადავცვივდით.
ვიღაც მეუბნება, ვწუხვარო.
მე რეიჩელისკენ მივიწევ.
ვცდილობ მოვეხვიო, მაგრამ უფლებას არ მაძლევს.
კივის.
ქვითინებს, ტირის, მოთქვამს.
რეიჩელი მირტყამს.
რეიჩელი ფეხებს მიშენს.
მეუბნება, ჩემ ნაცვლად ბავშვი უნდა გადაგერჩინაო.
მაგრამ მე ხომ ორივეს გადარჩენა ვცადე, რეიჩელ!
– ის უნდა გადაგერჩინა, მაილს! – მიყვირის.
ის უნდა გადაგერჩინა!
ის უნდა გადაგერჩინა!
კლეიტონი უნდა გადამერჩინა!
რეიჩელი კივის, ქვითინებს, ტირის, მოთქვამს.

272
მე მაინც ვეხვევი.
ნებას ვაძლევ დამარტყას.
ნებას ვაძლევ ვძულდე.
რეიჩელს ვძულვარ.
მე მაინც ვეხვევი.
რეიჩელი ტირის, მაგრამ არაფერს მეუბნება. ისე ტირის,
რომ ყელიდან ხმა არ ამოსდის. მთელი სხეული უტირის,
მაგრამ ხმა ‒ არა.
განადგურებულია.
განადგურებულია.
განადგურებულია.
მასთან ერთად მეც ვტირი. ვტირი და ვტირი და ვტირი და ვტირი
და ვტირით და ვტირით.
განადგურებული ვართ.
წყალი ახლა ყველაფერია.
რეიჩელს ვუყურებ ‒ მხოლოდ წყალს ვხედავ.
თვალებს ვხუჭავ – მხოლოდ წყალს ვხედავ.
ცაში ვიხედები – მხოლოდ წყალს ვხედავ
საშინელ ტკივილს ვგრძნობ. არ ვიცოდი, გულს თუ შეეძლო მთე-
ლი სამყაროს სიმძიმის ზიდვა.
მე ვეღარ გავხდი რეიჩელის ცხოვრებას უკეთესს.
მე შენ გაგანადგურე, რეიჩელ.
ჩვენი ოჯახი გავანადგურე – საკუთარი თავი, შენ და კლეიტონი!
გავანადგურე!
ამის შემდეგ ვეღარ გეყვარები, რეიჩელ!

273
თავი 33

ტეიტი

მაილსს ვეხვევი, ზურგზე ვეფერები, თმაზე ვეხები. ის ტირის და


მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, დამშვიდდი-მეთქი. მინდა ვუთხრა
დაივიწყოს ყველაფერი, რაც ამაღამ ვუთხარი. მინდა ყველაფერი
გავაკეთო, რომ ეს ტკივილი დავავიწყო, რადგან რაც უნდა მომხდა-
რიყო, არა უშავს. რაც უნდა მოხდეს, არავინ იმსახურებს ისე იგ-
რძნოს თავი, როგორც ახლა მაილსი გრძნობს.
ხელებს ვაშორებინებ სახიდან და კალთაში ვუჯდები, მის სახეს
ჩემს ხელებში ვიქცევ და თავს ჩემკენ ვახრევინებ. მაილსს თვალები
დახუჭული აქვგს.
– მაილს, აუცილებელი არ იყო ეს ამბავი მცოდნოდა!
მაილსი ხელს მხვევს, სახეს ისევ ჩემს მკერდში რგავს, სუნთქვა-
გახშირებული ცდილობს თავის მოთოკვას. მე ხელები ისევ თავზე
მაქვს მაილსისთვის შემოხვეული და ჯერ თმაზე ვკოცნი, შემდეგ ქვე-
მოთ დავუყვები, ვკოცნი მანამ, სანამ უკან არ ხრის თავს და არ მი-
ყურებს.
ვერანაირი ჯავშანი, ვერანაირი კედელი ვერ დამალავს იმ სასო-
წარკვეთას, რაც ახლა მაილსს თვალებში უდგას. ის ისეთი ცხადია,
ისეთი საგრძნობი, რომ სუნთქვა მეკვრის და მეც მასთან ერთად
ვტირი.
რა დაგემართა, მაილს?
– აუცილებელი არ იყო ეს მცოდნოდა, – ისევ ვეჩურჩულები და
თავს ვაქნევ. მაილსი ხელს ზურგიდან თავისკენ მაყოლებს და ტუჩს
ტუჩზე მაწებებს მაგრად და მტკივნეულად. მანამ მოიწევს ჩემკენ, სა-
ნამ ზურგით იატაკს არ ვეკვრი. ხელებით პერანგს მხდის, სასოწარ-
კვეთილი გაშმაგებული მკოცნის და პირი მისი ცრემლების გემოთი
მევსება.
საშუალებას ვაძლევ დამეუფლოს, რომ ტკივილი დაავიწყდეს.
ყველაფერს გავაკეთებ, რასაც ისურვებს, სანამ ის ტკივილი არ

274
გაუვლის, რომელიც ტანჯავს.
მაილსი ხელებს ახლა ქვედაკაბაში მიცურებს და სწორედ მაშინ
მხდის საცვალს, როცა მე ცერა თითებით ჯინსს ვხდი. ჩემი ტრუსი
კოჭებთან ჩერდება, მეც წიხლით ვიშორებ, მაილსი კი ორივე ხე-
ლებში მწვდება, მაღლა მაწევინებს და იატაკზე მაჭერინებს.
მაილსი შუბლს შუბლზე მადებს და აღარ მკოცნის. თვალებს ხუ-
ჭავს, მე კი ღია მაქვს. დროს არ კარგავს, ჩემს ფეხებს შორის იკალა-
თებს და ბოლომდე მაშლევინებს, შუბლს საფეთქელზე მადებს და
ნელა შემოდის ჩემში. თავისას რომ აღწევს, ღრმად ოხრავს და ტკი-
ვილისგან თავისუფლდება. რაც უნდა დიდი საშინელება უტრი-
ალებდეს თავში, ნელ-ნელა ივიწყებს.
გამოდის ჩემიდან, შემდეგ ისევ შედის, ამჯერად მთელი ძალით.
მტკივნეული აქტია.
გამიზიარე შენი ტკივილი, მაილს!
‒ ღმერთო, რეიჩელ, ‒ ჩურჩულებს.
ღმერთო, რეიჩელ...
რეიჩელ, რეიჩელ, რეიჩელ.
ეს სიტყვები ჩემს გონებაში მეორდება·
ღმერთო!
რეიჩელ!
თავს ვწევ. ეს ყველაზე საშინელი ტკივილია, რაც კი ოდესმე გა-
მომიცდია. ნამდვილად ყველაზე საშინელი.
მაილსის სხეული მაშინვე ქვავდება ჩემს სხეულში, როგორც კი
ხვდება, რა თქვა. ერთადერთი, რაც ჩვენ შორისაა, ჩემი თვალები-
დან წამოსული ცრემლებია.
– ტეიტ, – მეჩურჩულება და მისი ხმა ჩვენ შორის იმსხვრევა – ტე-
იტ, მაპატიე!
თავს ვაქნევ, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიშრობ. სადღაც, გულის
სიღრმეში, რაღაც ქვავდება, რაღაც ისეთი, რაც ოდესღაც თხევადი
იყო, სრულიად იყინება და ეს ის მომენტია, როდესაც ვხვდები, რომ
ყველაფერი დასრულდა
მისი სახელი.

275
მაილსმა ყველაფერი მიამბო, მე ვერასოდეს გავხდები მისი წარ-
სულის ნაწილი, რადგან წარსულში რეიჩელი იყო.
მე ვერც მისი მომავალი გავხდები, რადგან მაილსი ყველაფერზე
უარს ამბობს, რაც რეიჩელის არ არის.
და ვერასოდეს მივხვდები, რატომ, რადგან მაილსი ამას არასო-
დეს მეტყვის.
მაილსი ჩემიდან გამოდის, მაგრამ მე ფეხებს ვუჭერ, ის მძიმედ
ოხრავს ჩემს ლოყებთან.
– ღმერთს გეფიცები, ტეიტ, არ მიფიქრია
– გაჩუმდი, – ვეჩურჩულები. არ მიხდა, ვისმინო როგორ ცდი-
ლობს თავის მართლებას, ‒ უბრალოდ გაათავე და მორჩი!
მაილსი თავს სწევს და მიყურებს. ნათლად ვხედავ როგორ ნა-
ნობს მთელი არსებით და ეს სინანული მის ახალწამოსული ცრემ-
ლების მიღმა იმალება. არ ვიცი, ეს ჩემი სიტყვების ბრალია თუ, უბ-
რალოდ, ორივე მივხვდით, რომ ყველაფერი დასრულდა და მეჩვე-
ნება, რომ მასაც გული უტყდება.
თუკი ეს შესაძლებელია საერთოდ.
მაილსს ცრემლები ჩამოსდის და ლოყებზე მეწვეთება.
ვგგრძნობ, ერთ-ერთი მათგანი როგორ მოგორავს ჩემს ლოყაზე და
როგორ ერწყმის ჩემს ცრემლს.
უბრალოდ, მინდა გაათავოს და ყველაფერს მორჩეს. ხელს თავ-
ზე ვხვევ და ტუჩებში ვკოცნი, მაილსი ჩემში აღარ მოძრაობს, ამი-
ტომ წამოვიმართე და ბარძაყებს მაგრად ვუჭერ. მაილსი ჩემს პირ-
თან კვნესის და ისეგ შემოდის ჩემში, შემდეგ კი ჩერდება.
– ტეიტ, – მეუბნება ტუჩებთან.
– უბრალოდ, გაათავე, მაილას, – ვეუბნები აცრემლებული, – გა-
ათავე!
მაილსი ხელისგულს მადებს ლოყაზე და ტუჩებს ყურებზე მადებს.
ახლა ორივე გულამოსკვნილი ვტირით, ისე, რომ ვხვდები, მე მის-
თვის რამდენად ძვირფასი ვარ. ვგრძნობ, როგორ სურს ვუყვარდე,
მაგრამ რაც უნდა უშლიდეს ხელს, ისეთი რამაა, რასაც ვერ მოვერე-
ვი. ხელებს კისერზე ვხვევ.

276
‒ გემუდარები, – ვევედრები, – გთხოვ, მაილს, – ვტირი, რაღა-
ცას ვთხოვ, მაგრამ რას, უკვე აღარ ვიცი.
მაილსი ისევ მაგრად მიბიძგებს, ისე მაგრად, რომ მისგან შორს
ვვარდები, მაილსი მკლავებს მიდებს მხრებქვეშ, ხელს მხვევს და
ხშირ-ხშირი ბიძგებით მჟიმავს, გრძელი, მაგარი, ღრმა ბიძგებით და
ყოველ მოძრაობაზე ორივე ვკვნესით.
– უფრო მაგრად! ‒ ვევედრები.
ის უფრო მაგრად შემოდის ჩემში.
– უფრო სწრაფად!
მაილსი თხოვნას მისრულებს.
ორივე თან ვტირით, თან ღრმად ვოხრავთ, ჩვენი სექსუალური
აქტი ინტენსიურია, გულის გამგლეჯი, სასოწარკვეთილების მომ-
გვრელი.
მახინჯი!
ყველაფერი მთავრდება.
როგორც კი მისი სხეული უძრავად ჩერდება ჩემს სხეულზე,
მხრებიდან ვიშორებ. მაილსი გვერდზე გორდება. მე ვდგები და თვა-
ლებსა და ხელებს ვიწმენდ, შემდეგ საცვალს ვიცვამ.
მაილსი კოჭებზე მხვევს თითებს. იმ თითებს, რომლებიც გაცნო-
ბის პირველ ღამეს წამავლო ფეხზე.
– ტეიტ, – მეუბნება და მისი ხმა ყველაფრითაა სავსე, ყოველი
ემოცია გარს ეხვევა ყოველ ბგერას, რომელიც ჩემს სახელშია.
მის ხელებს ვიშორებ.
კართან მივდივარ, ჯერ კიდევ ვგრძნობ მაილსს ჩემში. ჯერ კიდევ
მატყვია ლაქებად ლოყაზე მისი ცრემლები.
კარს ვაღებ და გავდივარ.
კარს ვკეტავ და ყველაზე მკაცრად ვიქცევი ჩემს ცხოვრებაში.
თუმცა იმ სამ ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამ, ჩემს ბინას რომ მაშორებს.
დერეფანში ვეცემი.
სითხედ, ცრემლებად ვარ ქცეული.

277
თავი 34

მაილსი

ექვსი წლის წინ

შინ ვბრუნდებით, ოღონდ არა ჩვენს სახლში.


რეიჩელს ლიზა უნდოდა, რეიჩელს დედა სჭირდებოდა.
მეც მამაჩემი მჭირდება.
ყოველ ღამით გულში ვიკრავ რეიჩელს. ყოველ ღამით ვეუბნები,
როგორ ვწუხვარ, ყოველ ღამით ორივე ვტირით.
არ მესმის, თავიდან რატომ არის ყველაფერი იდეალურად. რა-
ტომაა, რომ თავიდან სიცოცხლე და ადამიანები ასე სრულყოფილი
და მშვენიერები არიან.
შემდეგ კი – არა!
შემდეგ ყველაფერი მახინჯდება.
სიცოცხლე მახინჯდება, სიყვარული მახინჯდება, ადამიანები მა-
ხინჯდებიან.
ყველაფერი წყლად იქცევა.
ამაღამ ყველაფერი სხვანაირადაა. ამაღამ პირველად, სამი კვი-
რის შემდეგ, რეიჩელი აღარ ტირის. მე მაინც გულში ვიკრავ. მინდა
ბედნიერი ვიყო, რეიჩელი რომ არ ტირის, მაგრამ მე ის მაშინებს.
მისი ცრემლები იმას ნიშნავს, რომ რაღაცას გრძნობს, მაშინაც კი,
როდესაც ყველაფერი განადგურებულია, ცრემლები მაინც რაღაცას
ნიშნავს. ამაღამ კი ცრემლები არ არის.
ისევ ვეხვევი რეიჩელს. ისევ ვეუბნები, რომ ვწუხვარ. .
რეიჩელი არასოდეს მეუბნება, არა უშავსო.
არც იმას მეუბნება, შენი ბრალი არ არისო.
არც იმას მეუბნება, გაპატიეო.
სამაგიეროდ, ამაღამ მკოცნის. მკოცნის და პერანგს იხდის. მეუბ-
ნება, ვისიყვარულოთო, მე კი ვცდილობ დავარწმუნო, რომ არ ღირს

278
ვეუბნები, აჯობებს კიდევ ორი კვირა თავი შევიკავოთ-მეთქი, ის
კი მკოცნის და მეუბნება, გაჩუმდიო.
მეც ვკოცნი.
რეიჩელს ისევ ვუყვარვარ.
ჩემი აზრით...
ისე მკოცნის, თითქოს ვუყვარვარ.
მეც ნაზად ვექცევი...
ნელა ვეუფლები.
რეიჩელი ისე მეხება კანზე, თითქოს ვუყვარვარ.
არც მე მინდა ტკივილი მივაყენო.
რეიჩელი ტირის.
გთხოვ, არ იტირო, რეიჩელ.
ვჩერდები.
რეიჩელი მეუბნება, არ გაჩერდეო.
მეუბნება, გაათავეო.
ვათავებ.
არ მომწონს ეს სიტყვა...
გეგონება, სამსახურს უკავშირდება.
ისევ ვკოცნი რეიჩელს.
ვათავებ.

***

„მაილს...“ ·
რეიჩელმა წერილი მომწერა.
„მაპატიე!“
არა!
„არ შემიძლია, მეტისმეტად მტკივნეულია ჩემთვის!“

279
არა, არა, არა!
„დედას უკან, ფენიქსში მივყავარ. ორივე იქ დავრჩებით. ყველა-
ფერი ძალიან გართულდა, მათ შორისაც კი. მამაშენმა უკვე იცის“.
კლეიტონი ოჯახებს აერთიანებს.
მაილსი – აშორებს.
„ვცადე დარჩენა. ვცადე, მყვარებოდი, მაგრამ ყოველთვის, რო-
დესაც გიყურებ, მას ვხედავ. ყველაფერი ისაა. რომ დავრჩე, ყველა-
ფერი ის იქნება. შენ ეს იცი. ვიცი, რომ გამიგებ, არ უნდა დამედანა-
შაულებინე".
მაგრამ შენ დამადანაშაულე.
„ძალიან ვწუხვარ“.
წერილით წყვეტ ჩემს სიყვარულს, რეიჩელ?
„..სიყვარულით...“
მე მას ვგრძნობ, სიყვარულის ყველაზე მახინჯ ნაწილს, ის ჩემს
ფორებშია, ჩემს ვენებში, ჩემს მოგონებებსა და მომავალში!
„...რეიჩელი“.

სიყვარულის მახინჯ და ლამაზ მხარეს შორის განსხვავება ისაა,


რომ ლამაზი მხარე ბევრად მსუბუქია. ის თავს ისე გაგრძნობინებს,
თითქოს ლივლივებ, მხრებით დაგატარებს. სიყვარულის მშვენიერი
მხარე სამყაროს ზემოთ აგამაღლებს, ცუდს გარიდებს, შენც ზემო-
დან დასცქერი სამყაროს და ფიქრობ „ოჰო, რა ბედნიერებაა, აქ რომ
ვარ!“ ·
ზოგჯერ მშვენიერი სიყვარული ფენიქსში ბრუნდება.
მახინჯი სიყვარული კი ისე მძიმეა, რომ საშუალებას არ გაძლევს
უკან, ფენიქსში დაბრუნდე.
მახინჯი სიყვარული ვერ გზიდავს.
ის ძირს გ ა ნ ა რ ც ხ ე ბ ს !
ის ზემოთ ამოსვლის საშუალებას არ გაძლევს
გახრჩობს.
შენც მაღლა იხედები და ფიქრობ, ნეტავ იქ ვიყოო,
მაგრამ არა ხარ.

280
მახინჯი სიყვარული შენად იქცევა.
განადგურებს.
საერთოდ გაძულებს ამ გრძნობას.
ცდილობს დაგარწმუნოს, რომ სიყვარულის მშვენიერება არ
ღირს იმად, რომ სიყვარულს მიეცე. მშვენიერების გარეშე კი ვეღარ
რისკავ გიყვარდეს.
ვეღარ რისკავ, მისი სიმახინჯე შეიგრძნო.
და შენ ნებდები, ნებდები და აღარ გინდება გიყვარდეს ვინმე.
რაც უნდა მოხდეს, რადგან არანაირი სიყვარული არ ღირს იმად,
რომ მისი მახინჯი მხარე შეიგრძნო
მეც აღარასოდეს შევიყვარებ ვინმეს, რეიჩელ!
აღარასოდეს!

281
თავი 35

ტეიტი

– უკანასკნელებია, – მეუბნება კორბინი და დანარჩენ ორ ყუთს


იღებს. მეც ჩემი ახალი ბინის გასაღებს ვაწვდი, – ერთხელ კიდევ შე-
მოვივლი ბინას და აქ შეგხვდები, – კორბინს კარს ვუღებ და ისიც
გარეთ გადის. მე კი ვდგავარ და მოპირდაპირე ბინის კარს მივშტე-
რებივარ.
გასული კვირის შემდეგ არც მინახავს მაილსი, არც დავლაპარა-
კებივარ. ეგოისტურად მწამდა, რომ გამოჩნდებოდა და ბოდიშს მო-
მიხდიდა, მაგრამ რისთვის უნდა მოეხადა ბოდიში? მას ხომ არასო-
დეს მოვუტყუებივარ, არასოდეს მოუცია პირობა და არც დაურღვე-
ვია.
მაილსი ერთადერთხელ არ მომექცა პატიოსნად. მაშინ, როდე-
საც არ დამელაპარაკა. ამ შემთხვევისას მაილსი მხოლოდ თვალებ-
ში მიყურებდა და ის გრძნობა, რაც მის თვალებში დავინახე, იმაზე
მეტი იყო, რისი სიტყვებით გადმოცემაც შეეძლო.
ახლა კი ცხადია, უფრო გამოვიგონე ის, რომ მაილსი ჩემ მიმართ
რაღაცას გრძნობდა. ის შემთხვევითი ემოცია, მაილსის თვალებში
რომ გაკრთა, ცხადია, ჩემი წარმოდგენის ნაწილი უფრო იყო, ჩემი
იმედის ნაპერწკალი.
ბინას უკანასკნელად ვავლებ თვალს, რომ დავრწმუნდე, ყველა-
ფერი ჩალაგებულია. გარეთ რომ გავდივარ დაკორბინის ბინის
კარს ვკეტავ, ჩემს მოძრაობას რაღაც უცხო გრძნობა აკონტრო-
ლებს. არ ვიცი, რა გრძნობაა ეს, სიმამაცე თუ სასოწარკვეთილება,
მაგრამ ხელი მუშტად მაქვს შეკრული და ეს მუშტი მაილსის კარზე
აკაკუნებს.
საკუთარ თავს ვეუბნები, რომ თუ ათ წამში არ გამიღებს, შემიძ-
ლია ლიფტისკენ გავიქცე.
საუბედუროდ, მაილსი კარს მეშვიდე წამზე აღებს.
ფიქრები მერევა, რაციონალურ აზრს ვებრძვი, კარი კი ფართოდ

282
იღება. სანამ გონება გაიმარჯვებს გულზე და აქედან გაგიქცევი,
კარს იანი მიღებს. ხედავს თუ არა, რომ კართან მე ვდგავარ, მაშინვე
თანაგრძნობით მიყურებს.
– ტეიტ, – მეუბნება და ეღიმება. ვამჩნევ, რომ თვალის კუთხით
მაილსის საძინებლისკენ იხედება, სანამ ისევ მე შემომხედავს, – მე
დავუძახებ, – მეუბნება.
ვგრძნობ, როგორ ვუქნევ თავს, გული კი ჯერ საგულიდან ამო-
ვარდნას ლამობს, შემდეგ ნელ-ნელა მეპარება.
– ტეიტია კართან, – მესმის იანის ხმა. ყოველ სიტყვას, ყოველ
მარცვალს ვაკვირდები და გასაღებს ვეძებ. მინდა ვიცოდე, იანი ამ
სიტყვების წარმოთქმისას თვალებს ატრიალებს თუ შიგ იმედს აქ-
სოვს. თუ ვინმემ იცის, რას გრძნობს მაილსი კარის ზღურბლთან
ჩემს დანახვაზე, იანია. საუბედუროდ, იანის ხმა იოტისოდენა მინიშ-
ნებასაც კი არ მაძლევს იმაზე, თუ რას გრძნობს მაილსი ჩემს სიახ-
ლოვეს. ნაბიჯების ხმა მესმის. ამ ხმას ვაანალიზებ. აჩქარებული ნა-
ბიჯების ხმაა თუ ყოყმანობს, სანამ ჩემამდე მოვა? იქნებ სულაც ბრა-
ზობს?
როდესაც მაილსი კართან მოდის, ჯერ მის ფეხებს ვუყურებ. ისი-
ნი არაფერს მეუბნებიან, არანაირ მინიშნებას არ მაძლევენ, რაც და-
მეხმარება, ის რწმენა გამიჩნდეს, რაც ახლა საოცრად მჭირდება
უკვე ვხვდები, რომ სიტყვები ნაწილ-ნაწილ, სუსტი ხმით ამომივა
პირიდან, მაგრამ მაინც ვაძალებ თავს, ისინი წარმოვთქვა:
– გადავდივარ, – ვეუბნები მაილსს და ისევ ფეხებზე დავცქერი,
– უბრალოდ, დასამშვიდობებლად მოვედი.
მაილსისგან მყისიერ რეაქციას ვერ ვხედავ, ვერც ფიზიკურს,
ვერც სიტყვიერს. ბოლოს მაინც ვიკრებ სიმამაცეს, მაღლა ვიხედები
და მის მკაცრ სახეს ვხედავ თუ არა, მაშინვე უკან დახევის სურვილი
მიჩნდება, მაგრამ ვშიშობ, საკუთარ გულს არ დავადგა ფეხი.
არ მინდა მაილსმა დაინახოს, როგორ ვეცემი.
მისი პასუხი მესმის თუ არა, ვხვდები – თავს ვერ ვაპატიებ, არჩე-
ვანი მის კარზე დაკაკუნების სასარგებლოდ რომ გავაკეთე.
– ნახვამდის, ტეიტ!

283
თავი 36

მაილსი

აწმყო

ბოლოს სიმამაცეს პოულობს, რომ შემომხედოს, მე კი ვცდილობ


არ დავინახო. ჩემთვის მეტისმეტია მისი ყურება. ყოველთვის, რო-
დესაც მასთან ვარ, მისი თვალები, მისი პირი, მისი ხმა, მისი ღიმი-
ლი, ყოველთვის პოულობს ჩემი არსების მოწყვლად ნაწილს და ჩე-
მი ჯავშანი ირღვევა. მიპყრობს და მანადგურებს.
ყოველთვის, როდესაც მის გვერდით ვარ, საკუთარ თავს ვებ-
რძვი. ასე რომ, ახლა ვცდილობ, უბრალოდ, ვუყურო და მეტი არა-
ფერი...
მეუბნება, დასამშვიდობებლად მოვედიო, მაგრამ აქ ამისთვის
არ არის და ეს მშვენივრად იცის. ის აქ იმიტომაა, რომ შევუყვარდი,
მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, ვერ შეგიყვარებ-მეთქი. ის აქ იმი-
ტომაა, რომ ისევ აქვს ჩემგან საპასუხო სიყვარულის მიღების იმედი.
მეც მინდა, ტეიტ, მეც მინდა მიყვარდე. ისე მინდა, რომ, ამის დე-
დაც, ეს ჩემთვის მტკივნეულიც კია!
საკუთარ ხმასაც კი ვერ ვცნობ, როდესაც ვემშვიდობები.
ემოციის ნაკლებობა ჩემს სიტყვებში მან შეიძლება ზიზღად ჩათ-
ვალოს. გული მიტირის, როგორ არ ჰგავს ეს ზიზღი იმ გულგრილო-
ბას, რისი გამოხატვაც მსურდა და როგორ ვერ გამოხატავს სურ-
ვილს, შევევედრო, არ წახვიდე-მეთქი.
ის მაშინვე ფეხებზე იხედება. ვხვდები, რომ ჩემმა პასუხმა გული
მოუკლა, მაგრამ ისედაც ბევრჯერ ტყუილად მივეცი იმედი.
რაც მეტად ახლოს ვუშვებ ჩემთან ტეიტს, მით უფრო უჭირს მა-
შინ, როდესაც იძულებული ვხდები ხელი ვკრა.
მაგრამ მაინც მიჭირს თანავუგრძნო, რადგან რაც უნდა სტკი-
ოდეს გული, მაინც არ იცის, როგორია ნამდვილი ტკივილი. არ იცის

284
ისე, როგორც მე ვიცი. ჩემში ტკივილი ცოცხლობს, ის საქმის კეთე-
ბისასაც ჩემთანაა, სულ ფეთქავს ჩემში.
ტეიტი ოხრავს, შემდეგ ოდნავ აწითლებული აპრიალებული
თვალებით, მეუბნება:
– შენ იმაზე მეტის ღირსი ხარ, ვიდრე თავს თვლი ღირსად, – შემ-
დეგ ფეხის წვერებზე დგება, ხელებს მხრებზე მადებს და ლოყაზე
მკოცნის, – ნახვამდის, მაილს!
შემდეგ ტეიტი ლიფტისკენ მიდის, სწორედ ამ დროს კორბინი გა-
მოდის ლიფტიდან მის შესახვედრად. ვხედავ, როგორ ცდილობს ტე-
იტი ცრემლის მოწმენდას.
ვუყურებ, როგორ მიდის.
კარს ვკეტავ და ვცდილობ ოდნავ შვება ვიგრძნო იმის გამო, რომ
ტეიტს წასვლის საშუალება მივეცი, ამის ნაცვლად კი მხოლოდ ერ-
თადერთი, ნაცნობი გრძნობა მიტევს: ტკივილი.
– წყეული იდიოტი ხარ, – მეუბნება უკნიდან იანი .
ვტრიალდები, ის დივანზე ზის და მიყურებს, – რატომ არ გინდა
დაედევნო?
იმიტომ, იან, რომ მეზიზღება ეს გრძნობა. მეზიზღება ყველაფე-
რი, რასაც ტეიტი აღვიძებს ჩემში, რადგან ისევ ვივსები იმ ყველაფ-
რით, რასაც ექვსი წელი თავს ვარიდებდი.
– რატომ უნდა დავედევნო? – ვეკითხები და ჩემი ოთახისკენ მივ-
დივარ, თუმცა ვჩერდები, რადგან კარზე კაკუნი მესმის.
აღშფოთებული მძიმედ ვსუნთქავ, სანამ კარისკენ შევტრიალდე-
ბი, არ მინდა მეორედ გავაცილო სახლიდან ტეიტი, თუმცა მომიწევს.
შესაძლოა ამით უფრო ვატკინო გული, მაგრამ უნდა შეეგუოს, რომ
ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. ისედაც ღრმად შევტოპე. ჯან-
დაბა, არც უნდა დაწყებულიყო ჩვენ შორის რამე, არ უნდა მიმეცა
ამის ნება საკუთარი თავისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცოდი,
ყველაფერი ასე რომ დასრულდებოდა.
კარს ვაღებ და ტეიტის ნაცვლად კორბინს ვხედავ. მინდა შვება
ვიგრძნო, მის ნაცვლად კორბინი რომ დგას ჩემ წინ, მაგრამ ისეთი
განრისხებული სახე აქვს რომ ეს შეუძლებელია.

285
სანამ რამეს მოვიმოქმედებ, ტუჩებში მისი მუშტი მხვდება, ვტორ-
ტმანებ და სადაცაა დივანზე უნდა დავეცე, მაგრამ იანი მაკავებს, მეც
წელში გამართვას ვახერხებ, შემდეგ კი ისევ კარს ვუყურებ.
– რა ჯანდაბა გჭირს, კორბინ? – ყვირის იანი და ცდილობს გამა-
კავოს, რადგან ჰგონია, რომ კორბინს ხურდას დავუბრუნებ.
მე კი არ ვაპირებ. დავიმსახურე.
კორბინი ხან მე მიყურებს, ხანაც იანს, ბოლოს მზერას ჩემზე აჩე-
რებს:
– ორივემ კარგად ვიცით, რომ ასე დიდი ხნის წინ უნდა მოვქცეუ-
ლიყავი, – კარისკენ მიდის, სახელურს ხელს ჰკიდებს, აღებს და დე-
რეფანში უჩინარდება.
მხრებს ვიჩეჩ, იანს ხელს ვაშვებინებ და ხელი ტუჩებთან მიმაქვს.
თითებს დავცქერი, სისხლისგან ერთიანად მაქვს გაწითლებული.
– ახლა რას აპირებ? – ამბობს იმედიანად იანი, ‒არც ახლა და-
ედევნები ტეიტს?
ერთი შევხედავ და საძინებლისკენ მივდივარ.
იანი ხარხარებს, თითქოს მეუბნება, წყეული იდიოტი ხარო. თუმ-
ცა ეს უკვე მითხრა და მხოლოდ გაიმეორებას.
შემდეგ საძინებელში მომყვება.
სულაც არა ვარ მასთან საუბრის ხასიათზე. კარგია, რომ შემიძ-
ლია ვუყურო ადამიანებს და ვერ ვხედავდე. საწოლზე ვჯდები.
– დავიღალე, მაილს, ექვსი დედააფეთქებული წელია, გიყურებ,
ზომბივით როგორ დააბიჯებ! – მეუბნება იანი.
– ზომბი არა ვარ, ‒ ვეუბნები სიტყვების ტკეპნით, – ზომბებს
ფრენა არ შეუძლიათ!
იანი თვალებს ატრიალებს, ნამდვილად არ არის ხუმრობის ხა-
სიათზე, კიდევ კარგი, არც მე მეხალისება მისი გამხიარულება.
ისევ მიყურებს, მეც მობილურს ვიღებ, ვწვები და არ ვიმჩნევ მის
არსებობას.
‒ ტეიტი პირველი ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე შთაგბერა
მას შემდეგ, რაც იმ წყეულ ტბაში გადაცვივდით.
რაღაცას დავუშავებ, ამწამსვე თუ არ გავა აქედან, რაღაცას დავ-

286
უშავებ!
– მოშორდი აქედან!
– არა!
ვუყურებ.
– ჯანდაბამდე გზა გქონია, იან!
იანი ჩემს მაგიდასთან მოდის, სკამს იღებს და ჯდება.
– შენი დედაც, მაილს, – მეუბნება, – ჯერ არ დამისრულებია!
– გაეთრიე!
– არა!
აღარ ვეჩხუბები, ვდგები და მე თვითონ გავდივარ ოთახიდან.
ის უკან მომდევს.
– ერთი შეკითხვის დასმის უფლება მომეცი, ‒ მეუბნება და სას-
ტუმრო ოთახში შემოდის.
– შემდეგ წახვალ?
თავს მიქნევს:
– წავალ.
‒ მშვენიერია!
რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად მიყურებს.
მოთმინებით ველოდები მის შეკითხვას, იქნებ ისე წავიდეს, რომ
არ ვცემო.
– რა მოხდება, ვინმემ რომ გითხრას, შემიძლია მთელი ის ღამე
შენი მეხსიერებიდან წავშალოო? თუმცა ისიც რომ შემოგთავაზოს,
ამასთან ერთად ყველაფერ კარგსაც წავშლიო?! ყველა იმ მოგონე-
ბას, რომლებიც რეიჩელთან გაკავშირებს; ყოველ სიტყვას, ყოველ
კოცნას, ყოველ ნათქვამს „მე შენ მიყვარხარ“, ყოველ წამს, თუნდაც
მოკლეს, შენს ვაჟთან რომ გაკავშირებს, ყოველ იმ წუთს, როდესაც
რეიჩელს ხედავდი, მკლავებში ჩვილატატებულს, შენი ვაჟის ყოველ
ტირილს ან ყოველ ჩაძინებას. რა იქნება, ყველაფერი რომ გაქრეს
სამუდამოდ, ვიღაცამ რომ გითხრას, სიყვარულის მთელ სიმახინჯეს
გავაქრობ, მაგრამ სხვა დანარჩენსაცო... დათანხმდები?
იანი ფიქრობს, რომ ისეთ კითხვას მისვამს როგორიც არასოდეს
დამისვამს საკუთარი თავისთვის. ნუთუ ჰგონია, რომ არ ვმჯდარვარ

287
და ამ შესაძლებლობაზე არ მიფიქრია ჩემი დედააფეთქებული სი-
ცოცხლის ყოველ წამს?
– შენ არ გითქვამს, რომ აუცილებლად უნდა მეპასუხა შენს კით-
ხვაზე. უბრალოდ, მითხარი, ხომ შეიძლება კითხვა დაგისვაო. ასე
რომ, შეგიძლია წახვიდე!
ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ.
– შეგიძლია პასუხი არ გამცე ‒ მეუბნება ‒ რადგან დიახო, ვერ
მეტყვი.
– ვერც „არას” გეტყვი, – ვეუბნები, ‒ გილოცავ, იან, ჩიხში მო-
მაქციე. ნახვამდის!
უკან, ოთახში ვბრუნდები, მაგრამ ის ისევ მეძახის. დოინჯს ვიყრი
და თავს ვღუნავ. რატომ არ დამანებებს თავს? უკვე ექვსი წყეული
წელი გავიდა. უნდა იცოდეს რომ სწორედ იმ ღამემ მაქცია იმად, რაც
ვარ, უნდა გაიგოს, რომ არ ვიცვლები.
– ეს რომ რამდენიმე თვის წინ მეკითხა, მანამ იტყოდი, დიახო,
სანამ შეკითხვას დავასრულებდი, – მეუბნება, – შენი პასუხი ყო-
ველთვის „დიახ" იყო, ყველაფერზე თანახმა იქნებოდი, ოღონდ ის
ღამე დაგევიწყებინა.
ვტრიალდები, იანი კი უკვე კარისკენ მიდის. აღებს, ჩერდება,
შემდეგ ისევ მიყურებს:
– თუ ტეიტთან გატარებულმა რამდენიმე მოკლე თვემ ეს ტკივი-
ლი შენთვის ისეთი ასატანი გახადა, რომ დაფიქრდი, „დიახ“ გეთქვა
თუ „არა“, წარმოიდგინე, რა მოხდება, თუ მის გვერდით მთელ ცხოვ-
რებას გაატარებ!
იანი კარს ხურავს.
მე თვალებს ვხუჭავ.
რაღაც მოხდა. რაღაც შეიცვალა ჩემში, თითქოს იანის სიტყვებმა
ის ყინული, ჩემს გულს რომ აკრავს გარს, ზვავად აქცია. ვგრძნობ,
როგორ იმსხვრევა ყინულის უზარმაზარი ნატეხი და როგორ ეცემა
იმ მომცრო ნატეხების გვერდზე, რომლებიც ირგვლივ მას შემდეგ
მიმოფანტულა, რაც ტეიტი გავიცანი.

288
***

ლიფტიდან გამოვდივარ და კეპის გვერდით ცარიელ სკამზე


ვჯდები. ის არც მამჩნევს, არც მიყურებს, მხოლოდ წინ, ვესტიბიუ-
ლის ბოლოში გასასვლელისთვის გაუსწორებია თვალი.
– უბრალოდ, გაუშვი, – მეუბნება და არც ცდილობს ხმაში გარეუ-
ლი იმედგაცრუების დამალვას.
პასუხს არ ვცემ.
კეპი ხელებს ადებს სკამის საზურგეს წელს გასწორებას ცდი-
ლობს:
– ზოგი ადამიანი... ასაკთან ერთად ბრძენდება, ზოგიც კი, სამ-
წუხაროდ, მხოლოდ ბერდება, – მეუბნება და მიყურებს, – შენც ამ
უკანასკნელს მიეკუთვნები, რადგან დაბადებიდან სულელი დარჩი!
კეპი კარგად მიცნობს, ის ჯერ მამაჩემის ბინაში მუშაობდა, რო-
დესაც დავიბადე, მანამდე კიდევ პაპაჩემთან. ეს ნიშნავს, რომ ჩემს
ოჯახზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე მე.
– ასე იყო საჭირო, კეპ, – ვეუბნები და ვუბოდიშებ, რომ ის ერთა-
დერთი გოგონა გავუშვი, რომელიც ამ ექვსი წლის განმავლობაში
პირველად მოვიდა ჩემს გულამდე.
– ასე იყო საჭირო? ჰმ! – ბურტყუნებს.
რაც ვიცნობ, რამდენი ღამეც გამიტარებია მის გვერდით საუბარ-
ში, ერთხელაც არ გამოუთქვამს კეპს თავისი აზრი ჩემი გადაწყვეტი-
ლებების შესახებ. ის იმ ცხოვრებასაც იცნობს, რომელიც რეიჩელ-
თან დაშორების შემდეგ ვარჩიე. ათასნაირ სიბრძნეს მიზიარებდა
ხოლმე, მაგრამ საკუთარ აზრს თავს არ მახვევდა. თვეების განმავ-
ლობაში უსიტყვოდ იჯდა და მისმენდა, როგორ ვესაუბრებოდი ტე-
იტთან ურთიერთობაზე, მაგრამ რჩევაც კი არასოდეს მოუცია. აი, რა
მომწონს მასში!
ვგრძნობ, კეპშიც რაღაც შეიცვალა.
– სანამ ლექციას დაიწყებ, კეპ... – ვეუბნები და ისე ვაწყვეტინებ,
რომ გაგრძელების საშუალება არ მივცე, – თვითონაც ხომ იცი, რომ
უკეთესია დამივიწყოს, – სახეში ვუყურებ, – შენ ხომ მას კარგად იც-

289
ნობ!
კეპი ხითხითებს და თავს მიქნევს:
– ნამდვილად!
ურწმუნოდ ვუყურებ. ნუთუ მეთანხმება?
– გინდა მითხრა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე?
კეპი ცოტა ხანს ჩუმადაა, შემდეგ ოხრავს. მისი გამომეტყველე-
ბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაღაცის აუცილებლად გაზიარება
სურს. სკამზე დუნდება და ხელებს გულზე იკრეფს.
– საკუთარ თავს შევპირდი, რომ შენს საქმეებში არ ჩავერეოდი,
ბიჭო, რადგან თუ კაცი რჩევას იძლევა, კარგად უნდა იცოდეს, რაზე
საუბრობს. იცის ღმერთმა, ოთხმოცი წლის კი ვარ, მაგრამ მსგავსი
რამ, რაც შენ გამოიარე, არ განმიცდია. ვერც წარმოვიდგენ, რა
ტრიალებდა შენს გულში მაშინ. იმ ღამის გახსენება დღემდე მე თვი-
თონ მტკენს გულს და მესმის, რა ტრიალებდა შენს გულში, მუცელ-
ში, ძვლებსა და სულში.
თვალებს ვხუჭავ და ვნატრობ, ამის ნაცვლად ყურების დახშობა
შემეძლოს. არ მინდა ამის მოსმენა.
– შენს ცხოვრებაში არსებული ვერც ერთი ადამიანი ვერ მიხვდე-
ბა, რა ხდება შენს გულში: ვერც მე, ვერც მამაშენი, ვერც შენი მეგობ-
რები, ტეიტიც კი, ერთადერთი, ვისაც შენსავით სტკივა, შენი ვაჟის
მეორე მშობელია. ის ხომ მასაც შენსავით ენატრება!
თვალებს მაგრად ვსუჭავ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძ-
ლია, რომ კეპს პატივი ვცე, საუბარი დავასრულებინო, არ წამოვდგე
და არ წავიდე. მას არ ჰქონდა რეიჩელის ხსენების უფლება.
– მაილს, – მეუბნება ხმადაბლა კეპი. ხმა ისე მტკიცე აქვს, რომ
სურს სერიოზულად მოვუსმინო. მე კი ყოველთვის სერიოზულად
გვუსმენ.
– შენ გწამს, რომ იმ გოგონას ბედნიერების საშუალება წაართვი
და სანამ წარსულს ჩაებღაუჭები, წინ ვერასოდეს წახვალ. სიკ-
ვდილამდე ასე იქნები, ყოველთვის იმ დღეს გაიხსენებ, სიკვდილამ-
დე, სანამ არ მიხვალ და საკუთარი თვალით არ ნახავ, რომ რეიჩელი
კარგადაა. მაშინ იქნებ მიხვდე, რომ შენც გაქვს ბედნიერების უფლ-

290
ება.
წინ ვიხრები და ხელებს სახეზე ვიფარებ, შემდეგ იდაყვებით მუხ-
ლებს ვეყრდნობი და ძირს ვიხედები. ვუყურებ, როგორ მწყდება
ობოლი ცრემლი თვალიდან და როგორ ეცემა ჩემს ფეხთან, იატაკ-
ზე.
‒ რა მოხდება, თუ ვნახავ, რომ რეიჩელი კარგად არ არის? ‒ვე-
კითხები.
კეპი წინ იხრება და ხელებს მუხლებზე იხვევს
მისკენ ვტრიალდები და იმ ოცდაოთხი წლის განმავლობაში, რაც
ვიცხობ, მის თვალებში ცრემლს ვხედავ.
‒ მაშინ, რამდენადაც ვხვდები, არაფერი შეიცვლება. შეგიძლია
ისევ განაგრძო ცხოვრება იმაზე ფიქრით, რომ სიცოცხლის ღირსი
არა ხარ, რადგან მომავალი გაუნადგურე, და კვლავ უარს იტყვი იმა-
ზე, რასაც შეუძლია გრძნობები გაგიღვიძოს, – წინ, ჩემკენ იხრება
და ხმას იდაბლებს, – ვიცი, რომ წარსულზე ფიქრი გაშინებს. ეს ყვე-
ლა მამაკაცს აშინებს, მაგრამ ზოგჯერ ამას ჩვენთვის არ ვაკეთებთ,
ვაკეთებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად
გვიყვარს.

291
თავი 37

რეიჩელი

– ბრედ, – ვყვირი, – კართან ვიღაც არის, – ჭურჭლის ტილოს ვი-


ღებ და ხელებს ვიმშრალებ.
– გავიგონე, – მეუბნება და სამზარეულოდან გადის, მე კი ოთახს
ვათვალიერებ, რომ არაფერი იყოს აქ ისეთი, რაზეც დედა მისაყვე-
დურებს. ყველაფერი რიგზეა. მაგიდები სუფთაა, იატაკები – მოწმენ-
დილი.
მოდი, დედა!
– აქ დამელოდეთ, – ეუბნება კართან ვიღაცას ბრედი.
აქ დამელოდეო?
ბრედი ამას დედაჩემს არ ეტყოდა.
– რეიჩელ, – მეძახის სამზარეულოს ზღურბლიდან ბრედი, ვტრი-
ალდები, ვუყურებ და მაშინვე ვიძაბები. იშვიათად მინახავს მის სა-
ხეზე ასეთი გამომეტყველება. მანიშნებს, მოვემზადო, რაღაც ისეთი
აქვს სათქმელი, რაც არ მესიამოვნება, ან ეშინია, რომ არ მომეწო-
ნება. მაშინვე დედაზე ვიწყებ ფიქრს და ვნერვიულობ.
– ბრედ, – ვჩურჩულებ, – რა ხდება? – მაგიდას ვეყრდნობი. ნაც-
ნობი შიში მივლის, ის შიში, ჩემში რომ ცოცხლობდა, მაგრამ ახლა
იშვიათად მიტევს.
ახლაც ასეა, ჩემს ქმარს ეშინია, რაღაც ისეთი არ მითხრას, რისი
გაგონებაც არ მესიამოვნება:
– ვიღაცას შენი ნახვა უნდა, – მეუბნება.
არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ისეთი, ბრედი რომ ასე ააფორიაქა.
– ვინ არის?
ბრედი ნელა მოდის ჩემთან, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მაკ-
ვირდება. შემდეგ თვალებში ისე მიყურებს, თითქოს უნდა გამამხნე-
ვოს, რომ არ დავეცე:
– მაილსი!

292
არ ვინძრევი.
არც ვეცემი. მაგრამ ბრედი ხელს მაინც არ მიშვებს, გულში მიკ-
რავს.
– რატომ მოვიდა? – ხმა მიკანკალებს.
ბრედი თავს აქნევს.
– არ ვიცი, – განზე დგება და მიყურებს – თუ გინდა ვეტყვი, რომ
წავიდეს.
მაშინვე ვუარობ. ასე ვერ მოვექცევი, ამხელა გზა აქვს ფენიქსამ-
დე გამოვლილი, თან მას შემდეგ, რაც იმ ამბებიდან თითქმის შვიდი
წელი გავიდა.
– რამდენიმე წუთი ხომ არ გჭირდება? შემიძლია სასტუმრო
ოთახში შევიყვანო.
ამ კაცს არ ვიმსახურებ. არც კი ვიცი უმისოდ რა მეშველებოდა.
მან იცის ჩემი და მაილსის ამბავი, ყველაფერი იცის, რაც გამოვი-
არეთ, თუმცა დრო დამჭირდა ყველაფრის საამბობლად. ბრედმა
ყველაფერი იცის, მაგრამ ისევ აქ დგას და მთავაზობს, ის მეორე მა-
მაკაცი, რომელიც მიყვარდა, შინ შემოვიპატიჟოთ.
– კარგად ვარ, – ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ არის.
არც კი ვიცი, მინდა თუ არა მაილსის ნახვა, არც ის ვიცი, რატომ არის
აქ.
– შენ კარგად ხარ?
ბრედი თავს მიქნევს.
– განერვიულებული ჩანს, ვფიქრობ, უნდა დაელაპარაკო.
ბრედი იხრება და შუბლზე მკოცნის:
‒ კორიდორშია. კაბინეტში ვიქნები, თუ დაგჭირდები.
მეც თავს ვუქნევ და ვკოცნი, მაგრად ვკოცნი.
ბრედი გადის, მე კი ჩუმად ვდგავარ სამზარეულოში გული კი აჩ-
ქარებით მიცემს. ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ ვერ ვმშვიდდები. ხე-
ლებს პერანგზე ვიმშრალებ და კორიდორისკენ მივდივარ.
მაილსი ზურგით დგას, მაგრამ ჩემი ნაბიჯების ხმა ესმის და ისე
ნელა ტრიალდება, თითქოს მასაც ისევე ეშინია ჩემი დანახვის, რო-
გორც მე მისი.

293
ფრთხილად, ნელა მიყურებს და უცებ ჩვენი მზერა ერთმანეთს
ხვდება.
ვიცი, უკვე ექვსი წელი გავიდა, მაგრამ ისეა შეცვლილი, რომ
სულ არ შეცვლილა; ისევ მაილსია, მაგრამ უკვე დაკაცებული. ვფი-
ერობ, ნეტავ მის გონებაში რა ხდება ჩემი დანახვისას მას შემდეგ,
რაც მივატოვე.
– გამარჯობა, – მეუბნება ფრთხილად. ხმაც განსხვავებული
აქვს, ეს უკვე აღარ არის თინეიჯერის ხმა.
– სალამი!
მაილსი თვალს მაშორებს და კორიდორს თვალს ავლებს, შემ-
დეგ სახლში შემოდის, იმ სახლში, რომელშიც არასოდეს ველოდი
მის დანახვას. მთელი წუთი ორივე ჩუმად ვართ. შეიძლება – ორიც.
–რეიჩელ, მე...‒ ისევ მიყურებს, – არც კი ვიცი, რატომ ვარ აქ.
მე ვიცი.
ყველაფერს მის თვალებში ვხედავ. ეს თვალები კარგად გავიცა-
ნი ერთად ყოფნისას, მის ფიქრებსაც კი ვხვდები, მის ემოციებს, რო-
მელთაც ვერასოდეს მალავდა. ყოველთვის გრძნობებით იყო სავსე,
ყოველთვის!
აქაც იმიტომაა, რომ რაღაც სჭირდება, თუმცა რა, არ ვიცი.
იქნებ პასუხები სჭირდება? იქნებ წერტილის დასმა სურს? მიხა-
რია, რომ ახლა გადაწყვიტა ეს, მაშინ, როდესაც უკვე მზად ვარ.
– მიხარია შენი ნახვა, – ვეუბნები.
ჩუმი, მოკრძალებული ხმები გგაქვს. უცნაურია იმ ადამიანის
განსხვავებულ სიტუაციაში ნახვა, რომელსაც კარგად იცნობდი.
მე მიყვარდა ეს მამაკაცი, მთელი გულითა და სულით მიყვარდა,
ისე მიყვარდა, როგორც ბრედი მიყვარს.
მაგრამ მძულდა კიდეც.
– შემოდი, – სასტუმრო ოთახისკენ ვანიშნებ ‒ ვისაუბროთ.
მაილსი ორ ნაბიჯს ყოყმანით დგამს სასტუმრო ოთახისკენ. მეც
ვტრიალდები და საშუალებას ვაძლევ გამომყვეს.
ორივე დივანზე ვსხდებით. მაილსი თავს უხერხულად გრძნობს,
კიდისკენ იწევს, წინ იხრება და იდაყვებს მუხებზე იწყობს. სახლს კი-

294
დევ ერთხელ ყურადღებით აკვირდება. აკვირდება ჩემს ცხოვრებას.
– მამაცი ხარ! – ვეუბნები. მაილსი მიყურებს, ელოდება, როდის
განვაგრძობ:
–მეც ვფიქრობდი ამაზე, მაილს, მინდოდა ისევ მენახე, მაგრამ...
– დაბლა ვიხედები, ‒ ვერ შევძელი.
– რატომ? – მაშინვე მეკითხება.
ისევ თვალებს ვუსწორებ:
– იმავე მიზეზის გამო, რატომაც შენ არ მნახე. არ ვიცოდით, რა
გვეთქვა ერთმანეთისთვის.
მაილსი იღიმის, მაგრამ ეს ის ღიმილი არ არის, მაილსში რომ
მიყვარდა. ახლა ფრთხილად იღიმის და ვფიქრობ, მე ხომ არა ვარ
ამის მიზეზი. იქნებ მე ვარ პასუხისმგებელი მის სევდაზე. მეტის-
მეტად ბევრი სევდაა მასში ახლა.
მაილსი ჩემი და ბრედის ფოტოს იღებს მაგიდის ბოლოდან. ცოტა
ხანს აკვირდება, შემდეგ მეკითხება:
– გიყვარს? – თან სურათს თვალს არ აშორებს, – ისე გიყვარს,
როგორც მე გიყვარდი? ‒ ამას მწარედ ან ეჭვით სავსე არ მეკითხე-
ბა, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობით·
– ჰო, – ვეუბნები, – შენსავით ძლიერ!
მაილსი ისევ მაგიდის ბოლოში დებს. სურათს, მაგრამ თვალს არ
აშორებს.
– როგორ? – მეკითხება, – როგორ შეძელი?
მის სიტყვებზე თვალები ცრემლებით მევსება, რადგან ზუსტად
ვიცი, რას მეკითხება. საკუთარ თავსაც დავუსვი მსგავსი შეკითხვა
შვიდი წლის წინ, როდესაც ბრედს შევხვდი. არც ვფიქრობდი, რომ
ვინმეს შეყვარებას ისევ შევძლებდი. რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს
ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომელმაც შესაძლოა ისეთი
ტკივილი მიაყენოს, რომ სიკვდილი ინატროს?
– რაღაც მინდა გაჩვენო, მაილს.
ვდგები და ხელს ვუწვდი. მაილსი ფრთხილად დასცქერის ჩემს
ხელს, სანამ თავისას ჩამჭიდებს. თითებს თითებში მიცურებს, ხელს
მიჭერს და დგება. საძინებლისკენ მივდივარ და ისიც უკან მომყვება.

295
საძინებლის კართან მივდივარ და თითებს კარის სახელურზე ვაყოვ-
ნებ. გული დამძიმებული მაქვს. ემოციები და ყველაფერი, რაც ერ-
თად გადავიტანეთ, ზედაპირზე ამოდის, მაგრამ არ ვიცი, როგორ
მივცე მათ გზა, თუ მსურს მაილსს დავეხმარო. კარს ვაღებ და ოთახ-
ში შევდივარ, მაილსიც შემყავს.
ოთახში შევდივარ თუ არა, ვგრძნობ, თითებს როგორ მიჭერს.
– რეიჩელ, – ჩურჩულებს. ხმაში ვედრება აქვს გარეული, არ უნ-
და ეს გავაკეთო. ვგრძნობ, როგორ მიიწევს უკან, კარისკენ, მაგრამ
არ ვუშვებ. მინდა ჩემი გოგონას საწოლთან მივიყვანო.
მაილსი გვერდით მიდგას, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ებრძვის სა-
კუთარ თავს, რადგან აღარ სურს ახლა აქ ყოფნა. ხელზე ხელს ისე
მაგრად მიჭერს, რომ ვგრძნობ, როგორ სტკივა გული. ხმამაღლა
ოხრავს და ჩვილს დასცქერის. ვხედავ, როგორ ძნელად ყლაპავს
ნერწყვს და როგორ ღრმად ხვნეშის.
ვუყურებ, თავისუფალი ხელით როგორ სჭიდებს ხელს ბავშვის
საწოლს და ისევე მაგრად უჭერს, როგორც ჩემზე შემოხვეულ ხელს
მიჭერს.
– რა ჰქვია? – მეკითხება.
– კლერი.
ჩემს პასუხზე მთელი სხეული უთრთის. უთრთის მხრებიც, სუნ-
თქვის შეკავებას ცდილობს, მაგრამ ვერაფრით იკავებს, ასე რომ,
მეც საშუალებას ვაძლევ, დაიცალოს.
მაილსი ხელს მაცლის, პირზე იფარებს და ფილტვებიდან ჰაერის
ამოშვებას ცდილობს, შემდეგ ტრიალდება და სწრაფად გადის ოთა-
ხიდან. მეც სწრაფად მივყვები უკან და ვხედავ, როგორ ეყრდნობა
ზურგით ბავშვის ოთახისა და დერეფნის კედელს. იქიდან იატაკზე
ეშვება და ცრემლები ნიაღვარივით ჩამოსდის თვალებიდან.
მაილსი აღარ ცდილობს მათ დამალვას. ხელებს თმაში ივლებს,
თავს კედელს ადებს და მიყურებს.
– ის.. – კლერის ოთახისკენ მანიშნებს და რაღაცის თქმას ცდი-
ლობს, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ მხოლოდ ამას ახერხებს, –
ის ხომ მისი დაა, – ძლივს მეუბნება და წყვეტილად სუნთქავს, – რე-

296
იჩელ, შენ მას და აჩუქე.
მეც მის გვერდით, იატაკზე ვეშვები, ცალ ხელს მხარზე ვხვევ, მე-
ორეს კი თავზე ვუსვამ. ის ხელისგულებს შუბლზე იჭერს, თვალებს
ხუჭავს და ჩუმად ტირის:
– მაილს, – ხმაზე მეტყობა, რომ მეტირება და არც ვცდილობ ამის
დამალვას, – შემომხედე!
მაილსი ისევ კედელს ადებს თავს, თვალებში ვერ მიყურებს.
– მაპატიე, რომ გადანაშაულებდი. შენც ხომ დაკარგე ის, არც ვი-
ცოდი, სხვანაირად როგორ მოვქცეულიყავი.
ჩემმა სიტყვებმა მაილსი გაანადგურა და ექვსი წელია, თავს დამ-
ნაშავედ ვგრძნობ, მათი მოსმენის გარეშე რომ დავშორდი.
მაილსი ჩემკენ იხრება, მაგრად მეხვევა და მეც არ ვუშლი.
დიდხანს ვყავარ ასე, გულში ჩაკრული, ჩემს მობოდიშებასა და
პატიებას ერთიანად იწოვს და ჩვენ ისევ ჩვენ ვართ. ცრემლები აღარ
მოგვდის.
მოვიტყუებოდი, თუ ვიტყოდი, რომ არასოდეს მიფიქრია იმაზე,
თუ როგორ მოვექეცი მაილსს. ამაზე ყოველდღე ვფიქრობდი, მაგ-
რამ განადგურებული თვრამეტი წლის გოგო ვიყავი და იმ ღამის მე-
რე აღარაფერი მაინტერესებდა.
აღარაფერი.
უბრალოდ, მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა მაგრამ ყოველ
დილით ვიღვიძებდი და კლეიტონს რომ ვერ ვხედავდი ჩემ გვერ-
დით, მაილსს ვადანაშაულებდი. ვადანაშაულებდი ჩემი გადარჩე-
ნისთვის, რადგან სიცოცხლის მიზეზი აღარ დამრჩა. მიუხედავად
ამისა, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მაილსმა ყველაფერი გააკე-
თა, რაც შეეძლო. გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი
ბრალი არაფერი იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში ვერ ვა-
ხერხებდი გონივრულად აზროვნებას... ვერ მეპატიებინა მისთვის.
მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ტკივილის გარდა სხვა ვერაფრის
განცდას ვერ შევძლებდი.
ასე ვიცხოვრე, სანამ ბრედი არ გავიცანი.
არ ვიცი, ვინ ჰყავს მაილსს, მაგრამ თვალებში ისეთი ნაცნობი სუ-

297
ლიერი ბრძოლის კვალი ატყვია, ვხვდები, რომ აუცილებლად არის
ვიღაც მის ცხოვრებაში. საკუთარ თვალებშიც ამ ბრძოლის კვალს
ვხედავდი სარკეში ყოველი ჩახედვისას და დარწმუნებული არ ვიყა-
ვი, რომ ისევ შევძლებდი შეყვარებას.
– გიყვარს? – ვეკითხები. სახელის გაგებაც კი არ მჭირდება იმ
გოგოსი. ის ჩვენ შორის არ დგას. ვიცი, მაილსი აქ იმიტომ არ არის,
რომ ისევ მე ვუყვარვარ. აქ იმიტომაა, რომ არ იცის, ისევ როგორ
შეიყვაროს ვინმე.
მაილსი ოხრავს და ნიკაპს თავზე მადებს:
– მეშინია, რომ სიყვარულს ვეღარ შევძლებ.
მაილსი თავზე მკოცნის, მეც თვალებს ვხუჭავ და მის გულისცე-
მას ვუსმენ, იმ გულის ხმას, რომელმაც იცის, როგორ უყვარდეს. მე-
ტიც, ეს ის გულია, რომელიც მეტისმეტად სავსეა სიყვარულით. მა-
ილსს უდიდესი სიყვარული შეუძლია, მაგრამ ეს გრძნობა ერთმა ღა-
მემ წაგვართვა, ღამემ, რომელმაც ჩვენი სამყარო შეცვალა, მაილ-
სის გული შეცვალა.
– მე სულ ვტიროდი, – ვეუბნები, – სულ: შხაპში, მანქანაში, ლო-
გინში, ყოველთვის, როდესაც მარტო ვიყავი, ვტიროდი. პირველი
ორი წელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ დარდი იყო, რომელსაც ვერა-
ფერი შველოდა, კარგი წამებიც კი.
ვგრძნობ, მაილსი ხელებს როგორ მიჭერს უფრო მაგრად და რო-
გორ მანიშნებს, რომ კარგად იცის, რაზე ვსაუბრობ.
– ბრედი რომ გავიცანი, მივხვდი, რომ ყოველდღე იმატებდა ჩემს
ცხოვრებაში ისეთი წამები, როდესაც მასთან შეხვედრის შემდეგ,
ცოტა ხანს მაინც, ნაღველი აღარ მიტევდა. მანქანით გავყევი სად-
ღაც და პირველად მოხდა, რომ ისე ვიმგზავრე, არ მიტირია. ის ღა-
მეები, რომლებსაც ერთად ვატარებდით, ერთადერთი იყო, როდე-
საც ჩაძინებამდე არ ვქვითინებდი. პირველად მოხდა, რომ ჩემი ურ-
ღვევი დარდი ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერმა წუთებმა გაფანტა, იმ
წუთებმა, რომლებიც ბრედთან გავატარე.
ვჩუმდები. წუთი მჭირდება დასამშვიდებლად. ამაზე დიდი ხანია,
არ მიფიქრია, არადა, ემოციები განმიახლდა, ყველაფერი ისევ რეა-

298
ლური გახდა. მაილსს ვშორდები და მეც კედელს ვეყრდნობი, თან
მხარზე ვადებ თავს. ისიც ასევე იქცევა და თითებს თითებში მიყრის.
– კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ბრედთან გატარებულმა ბედ-
ნიერმა წუთებმა ნაღვლიანი წუთები გადაწონა. ის ნაღველი წარეც-
ხა, რომელიც იმ დროისათვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწი-
ლი იყო. საბოლოოდ ნაღველი ბედნიერებამ შეცვალა.
ვგრძნობ, როგორ ოხრავს მაილსი და ვხვდები, იცის, რაზე ვლა-
პარაკობ. ვიცი, ვინც უნდა იყოს მის ცხოვრებაში, მასთან ერთად
ბევრი კარგი წუთი აქვს გატარებული.
– მთელი ცხრა თვე, რაც ფეხმძიმედ ვიყავი კლერზე, საოცრად
მეშინოდა, რომ ბედნიერებისგან ვერ ავტირდებოდი მის დანახვაზე.
როგორც კი დაიბადა და მომაწოდეს, ის წამი ისეთივე ბედნიერი აღ-
მოჩნდა, როგორიც კლეიტონის დაბადება იყო. კლერი ძალიან
ჰგავს მას, მაილს, ძალიან, ვუყურებდი და ცრემლები ჩამომდიოდა,
ბედნიერების ცრემლები და მივხვდი, რომ სიხარულით პირველად
ვტიროდი მას შემდეგ, რაც კლეიტონი მეწვინა ხელებზე.
თვალებს ვიმშრალებ და ხელს ვუშვებ მაილსს, შემდეგ. თავს ვი-
ღებ მისი მხრიდან.
– ამას შენც იმსახურებ, – ვეუბნები, – ღირსი ხარ, შენც იგრძნო
ბედნიერება.
მაილსი თავს მიქნევს.
– ძალიან მინდა მიყვარდეს, რეიჩელ, ‒ მეუბნება და ისე ოხრავს,
თითქოს ამ სიტყვების წარმოთქმა უკვე დიდი ხანია, სურდა, – მინდა
ბედნიერი ვიყო მასთან ერთად, მაგრამ მეშინია, რომ ტკივილი არა-
სოდეს მომშორდება.
– ტკივილი არ გაქრება, მაილს, არასოდეს, მაგრამ თუ ნებას
დართავ საკუთარ თავს გიყვარდეს ის გოგო, მხოლოდ ხანდახან შე-
მოგიტევს, მთელ ცხოვრებას არ გაგინადგურებს.
მაილსი მკლავებს მხვევს და შუბლზე მკოცნის. დიდხანს, მაგრად
მკოცნის, თავს მიქნევს და მანიშნებს, რომ ხვდება, რის ახსნას ვცდი-
ლობ მისთვის.
– ყველაფერს გაუმკლავდები, მაილს, – ვეუბნები და იმ სიტყვებს

299
ვიმეორებ, რომლებითაც ოდესღაც თვითონ მამშვიდებდა, – ყვე-
ლაფერს გაუმკლავდები!
ისე იცინის, ვხვდები, უნდა მაგრძნობინოს, რამხელა ტვირთი
მოვაშორე გულიდან.
– იცი, რისი მეშინოდა ყველაზე მეტად ამაღამ? – მეკითხება, –
მეშინოდა, რომ აქ ჩამოსულს შენც ჩემს დღეში არ დამხვედროდი, ‒
თმაზე ხელს მისვამს და მიღიმის, – მიხარია, რომ ასე არ არის. თავს
კარგად ვგრძნობ, შენ რომ ბედნიერს გხედავ.
მაილსი მაგრად მიკრავს გულში.
– გმადლობ, რეიჩელ, – მეჩურჩულება და ნაზად მკოცნის ლოყა-
ზე, სანამ გამათავისუფლებს და წამოდგომის საშუალებას მომცემს,
– უნდა წავიდე, მილიონი რამ მაქვს მისთვის სათქმელი!
მაილსი დერეფნიდან სასტუმრო ოთახისკენ მიდის და უკანასკნე-
ლად ტრიალდება ჩემკენ, მე კი ვეღარ ვხედავ მასში სევდას. ახლა
თვალები დამშვიდებული აქვს.
– რეიჩელ! – წამით მიყურებს, თან სახეზე მშვიდი ღიმილი ეფი-
ნება, – ვამაყობ შენით!
გარეთ გადის, უჩინარდება, მე კი იატაკზე ჩამჯდარს მესმის, რო-
გორ გაიხურა კარი.
მეც ვამაყობ შენით, მაილს!

300
თავი 38

ტეიტი

მანქანის კარს ვკეტავ და კიბით ჩემს ბინაში, მეორე სართულზე


ავდივარ. მიხარია, რომ ლიფტი აღარ მჭირდება, მაგრამ ცოტათი
კეპი მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ მისი რჩევების ნაკლებად
მესმოდა ხოლმე. სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას შენი მოსმენა შე-
უძლია. ვცდილობ ყურადღება გადავიტანო სამსახურსა და კოლეჯ-
ზე, მაგრამ რთულია.
უკვე ორი კვირაა, რაც ჩემს ბინაში გადავედი და მიუხედავად იმი-
სა, რომ მარტო ვცხოვრობ, მარტო არასოდეს ვრჩები. ყოველთვის,
როდესაც კართან მივდივარ, ყველგან მაილსს ვხედავ. ის ისევ ყვე-
ლაფერია ჩემთვის და ველოდები, როდის აღარ იქნება. ველოდები,
როდის აღარ იქნება მისი ლოდინი ასე მტკივნეული, როდის არ მო-
მენატრება ასე ძალიან. ვიტყოდი, გული მაქვს გატეხილი-მეთქი,
მაგრამ ასე არ არის. ასე არ ვთვლი. მართალი გითხრათ, ვერც
ვხვდები, რადგან გული საგულეში არ მქონია მას შემდეგ, რაც მისი
ბინიდან გამოვედი და დავემშვიდობე.
საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიც-
ხოვრო, მაგრამ თქმა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება. განსა-
კუთრებით, როდესაც დღეებს ღამეები ცვლის, ლოგინში მარტო ვწე-
ვარ და დუმილს ვუსმენ.
დუმილი არასოდეს ყოფილა ასე ხმამაღალი, სანამ მაილსს არ
დავემშვიდობე.
მიუხედავად იმისა, რომ კიბის ბაქნის ნახევარიც არ გამივლია,
უკვე მეშინია ბინის კარის გაღება. ისიც ვიცი, რომ ეს ღამე არაფრით
იქნება სხვა ღამეებისგან განსხვავებული მაილსის შემდეგ. კიბის
ბოლომდე ვაღწევ, მარცხნივ, ჩემი ბინისკენ ვუხვევ, მაგრამ ფეხები
უარს ამბობენ გზის გაგრძელებაზე.
ჩემი ფეხები სიარულს წყვეტენ.

301
მესმის, როგორ ისევ ამიძგერდა გული სადღაც, საგულეში, ორი
კვირის შემდეგ:
– მაილს!
მაილსი არ ინძრევა, იატაკზე ზის, ჩემი ბინის წინ, და კარსაა მიყ-
რდნობილი. ნელა მივდივარ მისკენ და ვერაფერს ვხვდები. ფორმა
არ აცვია. უბრალო ტანსაცმელშია გამოწყობილი, სახეზე მოშვებუ-
ლი წვერი ამტკიცებს რომ რამდენიმე დღეა, არ უმუშავია. მეტიც,
მარჯვენა თვალის უპე ჩალურჯებული აქვს. მეშინია, არ გავაღვიძო
რადგან თუ ისეთივე აგრესიული იქნება, როგორიც გაცნობის პირ-
ველ დღეს, სულაც არ მინდა მასთან საქმე დავიჭირო. მაგრამ ისევ
იგივე მეორდება, ვერაფერს ვიზამ ბინაში მისი გაღვიძების გარეშე
ვერ მოვხვდები.
თავს ვწევ და ღრმად ვსუნთქავ, ვფიქრობ, როგორ მოვიქცე. მე-
შინია, თუ გავაღვიძებ, დავნებდები, შინ შემოვუშვებ და იმას მივცემ,
რისთვისაც აქ არის და რაც იმის ნაწილიცაა, რისი მიცემაც მე მინდა
მისთვის.
– ტეიტ, ‒ მეუბნება. დავცქერი. ღვიძავს. წამოდგომას ცდილობს
და განერვიულებული მიყურებს. მე უკან ვიხევ, რადგან ის უკვე წა-
მოდგა, მე კი დამვიწყებია, რა მაღალია, როგორ იქცევა ყველაფ-
რად მაშინ, როდესაც ჩემ წინ დგას.
– რამდენი ხანია აქა ხარ?
მაილსი მობილურს დასცქერის, რომელიც ხელში უჭირავს.
– ექვსი საათია... ‒ ისევ მე მიყურებს ‒ და ძალიან მინდა შენს
ტუალეტში შერბენა!
მეცინება, მაგრამ აღარ მახსოვს, როგორ უნდა გავიცინო.
კარისკენ ვტრიალდები, ის კი გზას მითმობს გასაღები რომ მო-
ვარგო საკეტს.
– მარჯვნივაა!
არც ვუყურებ, როდესაც ტუალეტისკენ მიდის. ველოდები, რო-
დის დაკეტავს სააბაზანოს კარს, დივანზე ვეცემი და სახეს ხელებში
ვრგავ.
ნერვები მეშლება, აქ რომ არის, ნერვები მეშლება, შეკითხვის

302
დასმის გარეშე რომ შემოვუშვი, ნერვები მეშლება, რომ ვიცი, სა-
აბაზანოდან გამოვა თუ არა, მომიწევს აქედან მივაბრძანო, მაგრამ
საკუთარ თავს ძველებურად ვეღარ მოვექცევი.
ვცდილობ თავს მოვერიო, როდესაც სააბაზანოს კარი იღება და
მაილსი სასტუმრო ოთახში ბრუნდება. ვუყურებ და თვალს ვერ ვა-
შორებ.
რაღაც შეიცვალა.
მაილსი შეცვლილია.
სახეზე ღიმილი დასთამაშებს... მზერა მშვიდი აქვს...
გეგონება, კი არ დადის, ლივლივებს.
სულ ორი კვირა გავიდა, მაგრამ საერთოდ შეცვლილია.
დივანზე ჯდება და არც იწუხებს თავს, რომ ჩემგან ოდნავ მაინც
შორს დაიჭიროს თავი. პირდაპირ გვერდით მიჯდება, მეყრდნობა,
მეც თვალს ვხუჭავ და ველოდები, როდის მეტყვის კიდევ ისეთ რა-
მეს, რაც გულს მატკენს. ეს ხომ ნამდვილად ეხერხება.
– ტეიტ, – მეჩურჩულება, – მენატრები!
ოჰო!
საერთოდ არ ველოდი ამ სიტყვის გაგონებას, მაგრამ ის ჩემი
საყვარელი სიტყვა ხდება!
მენატრები!
– გაიმეორე, მაილს!
– მენატრები, ტეიტ, – მაშინვე მეუბნება, – ძალიან მენატრები,
თანაც პირველად არა, მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავით ერთად.
ყოველ წამს მენატრები!
მაილსი მხრებზე მხვევს ხელებს და თავისკენ მიზიდავს. მეც
ვნებდები.
მის მკერდზე ვეშვები და პერანგზე ვავლებ ხელს, თან თვალებს
ვხუჭავ. ვგრძნობ, როგორ მადებს ტუჩებს შუბლზე.
– შემომხედე, – მეუბნება ალერსით, კალთაში მისვამს და იძუ-
ლებულს მხდის სახეში შევხედო.
მეც ვუყურებ. თვალს არ ვაშორებ. ისედაც ხომ სულ ვხედავდი,
თანაც ახლა ხელს არაფერი მიშლის,აღარ არსებობს ის უჩინარი კე-

303
დელი, რომელიც ხელს მიშლიდა, შემესწავლა და ყველაფერი გამე-
გო მის შესახებ. ის ნებას მაძლევს, დავინახო და მშვენიერია. ბევ-
რად მშვენიერია, ვიდრე ადრე. რაც უნდა შეცვლილიყო მასში –
ცვლილება უზარმაზარია.
– მინდა რაღაც გითხრა, – მეუბნება, – თუმცა მეძნელება, რად-
გან პირველი ადამიანი ხარ, რომლისთვისაც ამის გამხელა მომინ-
და.
განძრევის მეშინია, მისი სიტყვები მაშინებს, მაგრამ თავს ვუქ-
ნევ.
– მე ვაჟი მყავდა, – მეუბნება ხმადაბლა და დასცქერის ხელებს,
რომლებიც ერთმანეთისთვის გვაქვს ჩაკიდებული. ეს სამი სიტყვა
ისეთი უზარმაზარი ტკივილითაა სავსე, აქამდე რომ არავისთვის შე-
მიმჩნევია.
ღრმად ვოხრავ. ის ცრემლიანი თვალებით მიყურებს. ვჩუმდები,
მიუხედავად იმისა, რომ მისმა სიტყვებმა სუნთქვა შემიკრა.
– ის ექვსი წლის წინ დაიღუპა, – შორიდან, ჩუმად ჩამესმის ეს
სიტყვები, მაგრამ ხმა მისია.
ვხვდები, რომ ამ სიტყვების წარმოთქმა ყველაზე მეტად უჭირს.
ისეთი მტკივნეულია ამის გახსენება, რომ მეტისმეტია. მინდა ვუთ-
ხრა შეჩერდეს. მინდა ვუთხრა, რომ არ მჭირდება ამის მოსმენა, თუ
ასე უჭირს. მინდა მკლავები შემოვხვიო და ის ნაღველი ამოვგლიჯო
შიშველი ხელებით სულიდან, ასე რომ აწუხებს, მაგრამ ამის ნაც-
ვლად საშუალებას ვაძლევ, დაასრულოს.
მაილსი ჩვენს ერთძანეთში ჩაწნულ თითებს დაჰყურებს.
– მზად არა ვარ მის შესახებ გიამბო, მაგრამ მჭირდება ამის გა-
კეთება.
თავს ვუქნევ და ხელს ვუჭერ, ვამხნევებ.
– ერთხელ ყველაფერს მოგიყვები, გპირდები. მინდა, რეიჩელ-
ზეც გიამბო. მინდა ყველაფერი იცოდე ჩემი წარსულის შესახებ.
არ ვიცი, დაასრულა თუ არა საუბარი, მაგრამ წინ ვიხრები და ტუ-
ჩებით ვეხები. ისიც უფრო მაგრად მიკრავს გულში და თვითონ ისე
მაგრად მკოცნის, რომ მთელ ამბავს უსიტყვოდ მიყვება.

304
– ტეიტ, – მეჩურჩულება და ტუჩები ისევ ჩემს პირთან აქვს ახ-
ლოს მოტანილი. ვგრძნობ იღიმება – არ დამისრულებია.
ხელში ავყავარ და თავის გვერდით, დივანზე მსვამს. ცერა თი-
თებს წრიულად მისვამს მხრებზე, კალთას დასცქერის და სათქმელს
აყალიბებს.
– მე სან-ფრანცისკოს ერთ პატარა გარეუბანში დავიბადე, – მე-
უბნება და თვალებში მიყურებს, – დედისერთა ვარ, საყვარელი საჭ-
მელი არასოდეს მქონია, რადგან თითქმის ყველაფერი მომწონს.
რაც თავი მახსოვს, მინდოდა მფრინავი გავმხდარიყავი. დედა სიმ-
სივნით გარდამეცვალა, როდესაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი. მამა ერთ
წელიწადში იმ ქალზე დაქორწინდა, რომელიც მასთან მუშაობდა. ის
კარგი ქალია და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ყოველთვის მინ-
დოდა ძაღლი მყოლოდა, მაგრამ არასოდეს მყოლია...
მონუსხული ვუყურებ. ვამჩნევ, როგორ მათვალიერებს, სანამ
ლაპარაკობს. ამასობაში მიამბობს, როგორი ბავშვობა ჰქონდა,
როგორ გაიცნო ჩემი ძმა და როგორი ურთიერთობა აქვს იანთან.
მაილსი ჩემს ხელს პოულობს და ისე მაფარებს თავის ხელს,
თითქოს ფარი ხდება ჩემი, ჩემი საჭურველი.
– იმ დღეს, როდესაც გაგიცანი, ‒ მეუბნება. ბოლოს, – როდესაც
დერეფანში დაგდებული მიპოვე, – თვალები კალთისკენ მიაქვს, მე
ვეღარ მისწორებს მზერას, – ჩემი ვაჟი ექვსი წლის უნდა გამხდარი-
ყო!
მეუბნება, მინდა მომისმინოო, მაგრამ ახლა მე მხოლოდ ჩახუტე-
ბა მსურს. წინ ვიხრები, ხელებს ვხვევ, ის დივანზე წვება და მეც ზე-
მოდან მაქცევს.
– ყველაფერი გავაკეთე, რომ თავი დამერწმუნებინა, არავინ მიყ-
ვარდება-მეთქი, ტეიტ. ყოველთვის, როდესაც შენ გვერდით ვიყავი,
ყველაფერი მაშინებდა. ექვსი წელი ისე გავიდა, მეგონა, საკუთარ
ცხოვრებასა და გულს ვაკონტროლებდი ისე, რომ ვერაფერი მატ-
კენდა გულს. მაგრამ როდესაც ერთად ვიყავით, იყო წამები, როდე-
საც სულ არ მანაღვლებდა, გული მეტკინებოდა თუ არა, რადგან
შენთან ყოფნა პოტენციურ ტკივილად ნამდვილად ღირდა. ყოველ-

305
თვის, როდესაც თავს ასე ვგრძნობდი, დანაშაულის გრძნობა და ში-
ში მიტევდა და ვცდილობდი დაგშორებოდი, რადგან ვთვლიდი, რომ
არ გიმსახურებდი. საერთოდ არ ვიმსახურებდი ბედნიერებას, რად-
გან ის იმ ორ ადამიანს წავართვი, რომლებიც მიყვარდა!
მაილსი კიდევ უფრო მიკრავს გულში და გრძნობს, როგორ მით-
რთის მხრები ცრემლების გამო, რომლებიც თვალთაგან მაწვიმს.
ტუჩებს თავზე მახებს, ღრმად სუნთქავს და დიდხანს, მაგრად მკოც-
ნის.
– ვწუხვარ, ამდენი ხანი რომ დამჭირდა, – მეუბნება და ხმაში ეტ-
ყობა სინდისის ქენჯნა, – მაგრამ ვერასოდესშევძლებ მადლობის
გადახდას, რომ არ დანებდი, არ მიმატოვე. შენ რაღაც შენიშნე ჩემში
ისეთი, რამაც იმედი მოგცა და ფარ-ხმალი არ დაყარე, და ტეიტ, ეს
ყველაფერზე მეტს ნიშნავს ჩემთვის.
მაილსი ხელებს ლოყაზე მისვამს, მკერდიდან მიშორებს და სა-
ხეში შემომცქერის:
– ამ მცირე დროში ჩემი წარსული შენიც გახდა. მთელი ჩემი წარ-
სული. ყველაფერი შემიძლია გითხრა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს
უნდა შემპირდე, მე შენი მომავალი უნდა მომანდო!
ლოყებზე ისევ ჩამომდის ცრემლები. მაილსი მწმენდს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ არ მჭირდება მათი მოწმენდა. ფეხებზე მკიდია, რომ
ვტირი, რადგან ეს არაა დარდის ცრემლები. საერთოდ არ არის.
დიდხანს ვკოცნით ერთმანეთს, სანამ ტუჩები გულივით არ
მტკივდება. თუმცა არც ეს ტკივილია მტანჯველი ჩემი გულისთვის.
უბრალოდ, სრული სისავსით შევიგრძნობ მომხდარს და ამის ბრა-
ლია.
თითებს ვუსვამ ნაიარევზე, ყბასთან; და ვიცი, რომ იმასაც მეტ-
ყვის, საიდან აქვს. ჩალურჯებულ თვალსაც ვეხები და ბოლოს ვა-
ხერხებ, ისე დავუსვა შეკითხვა, რომ არ შემეშინდეს, ინერვიულებს-
მეთქი:
– თვალზე რა მოგივიდა?
მაილსი იცინის და თავს ადებს დივნის საზურგეს:
– კორბინს შენი მისამართი ვკითხე, მანაც ასე მიპასუხა, დიდხანს

306
არ უფიქრია.
მაშინვე წინ ვიხრები და ნაზად ვკოცნი თვალზე
– ვერ ვიჯერებ, რომ დაგარტყა!
– პირველი შემთხვევა არ არის, – მიცხადებს, მაგრამ დარწმუნე-
ბული ვარ, უკანასკნელია, მგონი, საბოლოოდ მოვაგვარეთ ურთი-
ერთობა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მის წესს დავთანხმდი.
– რა წესებს?
– ჰმ... პირველი: გული არ უნდა გაგიტეხო, – მეუბნება, – მეორე:
გული არაფრით არ უნდა გაგიტეხო და მესამე: ამის დედა ვატირე,
არანაირი უფლება არა მაქვს გული გაგიტეხო.
სიცილს ვერ ვიკავებ, რადგან ვიცი, სწორედ ასე ეტყოდა კორბი-
ნი. მაილსიც იცინის. შემდეგ ორივე ვწყნარდებით ცოტა ხნით. ახლა
მის თვალებში ყველაფერს ვხედავ ყოველ ემოციას.
– მაილს, – ვეუბნები ღიმილით, – ისე მიყურებ, მგონი, შეგიყ-
ვარდი!
მაილსი თავს იქნევს:
– კი არ შემიყვარდი, შენმა სიყვარულმა შემშალა!
მაილსი ისევ გულში მიკრავს და საკუთარი არსების იმ ერთა-
დერთ ნაწილს მიძღვნის, რომელიც აქამდე არ მოუძღვნია:
საკუთარ გულს.

307
თავი 39

მაილსი

საძინებლის ზღურბლზე ვდგავარ და ვუყურებ, როგორ სძინავს.


მან ეს არ იცის, მაგრამ ყოველ დილით, რაც ჩემთანაა, ასე ვიქცევი.
ისაა ის, ვინც დღეს კარგად მაწყებინებს.
პირველად რომ ასე მოვიქეცი, მასთან შეხვედრის მეორე დილა
იყო. ღამიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის. მე დივანზე ვი-
წექი, ის კი თმაზე მისვამდა ხელს, მეჩურჩულებოდა, მთხოვდა, წა-
დი, დაიძინეო. მეორე დილით, კორბინის ბინაში რომ გამეღვიძა,
თავიდან ვერ ამოვიგდე. მეგონა, სიზმარი იყო, სანამ მისი ჩანთა არ
დავინახე სასტუმრო ოთახში.
მის საძინებელში შევიჭყიტე, რომ გამეგო, ოთახში ვინმე იყო თუ
არა ჩემთან ერთად. იმწამს თვალი დავადგი თუ არა, რაღაც ისეთი
ვიგრძენი, რაც რეიჩელის შემდეგ აღარ მიგრძნია.
მეგონა, ვლივლივებდი. მისმა კანმა, თმამ, ტუჩებმა... ანგელო-
ზის გამოხედვამ, სანამ ვიდექი და ვუყურებდი, ის გრძნობა გამიღვი-
ძა, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში უცხო იყო ჩემთვის.
საკუთარ თავს ძალიან დიდხანს ვუკრძალავდი, რომ ვინმეს მი-
მართ რამე მეგრძნო.
იმ დღეს კი ის გრძნობა, რომელიც ტეიტის მიმართ გამიჩნდა,
ვერ გავაკონტროლე, ვერ გავაკონტროლე, რადგან არც მსურდა.
ვიცი, რადგან ძალიან ვეცადე.
ვეცადე და ცდა ჯოჯოხეთური იყო.
მაგრამ თვალი გაახილა და შემომხედა თუ არა, მივხვდი: ან სიკ-
ვდილის კარამდე ჩემთან იქნებოდა... ან ის ერთადერთი ადამიანი
აღმოჩნდებოდა, რომელიც სიცოცხლისკენ მომაბრუნებდა.
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მე არ მსურდა სიცოცხლის-
კენ მობრუნება. თავს ასე კომფორტულად ვგრძნობდი. თავს ვიცავ-
დი, არ მინდოდა კიდევ შემმთხვეოდა ისეთი რამ, რაც იმას განმაც-

308
დევინებდა, წარსულში რომ განვიცადე. თუმცა იმდენი წამი იყო,
როდესაც მავიწყდებოდა ჩემი პრიორიტეტები...
ბოლოს, როდესაც გრძნობას დავნებდი და ვაკოცე, იმ წამიდან
ყველაფერი შეიცვალა. იმ კოცნის შემდეგ უზომოდ მწყუროდა,
მწადდა მისი ტუჩები, მისი სხეული და გონება. ერთადერთი მიზეზი,
რამაც შემაჩერა, ის იყო, რომ მისი გულიც მსურდა, თუმცა მაინც
კარგად გამომდიოდა თავის მოტყუება.
თავის დარწმუნებას ვცდილობდი, რომ საკმაოდ ძლიერი ვიყავი
და მხოლოდ ფიზიკური ლტოლვის დაკმაყოფილებას ვიკმარებდი.
არ მინდოდა მე მტკენოდა გული, მაგრამ იცის ღმერთმა, არც მის-
თვის მსურდა ზიანის მიყენება.
არადა, მაინც ასე გამომივიდა. ძალიან ვავნე, თანაცარაერ-
თხელ. ახლა კი ვგეგმავ მთელი ცხოვრება გავატარო ამ დანაშაუ-
ლის გამოსყიდვაში.
საწოლთან მივდივარ და კიდეზე ვჯდები. ტეიტი გრძნობს, რომ
საწოლი ირყევა, თვალებს ახელს, ოღონდ ნახევრად. ტუჩებზე ღიმი-
ლი დასთამაშებს, საბანს თავზე იფარებს და გვერდს იცვლის.
ოფიციალურად ექვსი თვის წინ დავიწყეთ შეხვედრა და ეს დრო
საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად, რომ ადრიანად გაღვიძება
არ უყვარდა. მისკენ ვიხრები და საბანზე, იმ ადგილას ვკოცნი, ყურს
რომ უფარავს.
– გაიღვიძე, ძილისგუდა! – ვეჩურჩულები.
ტეიტი გმინავს, მეც საბანს ვხდი, გვერდით ვუწვები და ვეხვევი,
ისიც გმინვის ნაცვლად ნაზად კვნესის.
– ტეიტ, უნდა ადგე, თვითმფრინავს უხდა მივუსწროთ.
ამით უცებ ვიპყრობ მის ყურადღებას.
ტეიტი ტრიალდება და საბანს იხდის.
– რა ჯანდაბას ნიშნავს „თვითმფრინავს უნდა მივუსწროთ“?
მეღიმება.
– ადექი, ჩაიცვი და წავედით!
ტეიტი დაეჭვებული მიყურებს, მეც ნელ-ნელა ვხვდები ამის მი-
ზეზს, ჯერ ხომ დილის ხუთი საათიც არ არის.

309
– ხომ იცი, ნორმალური უქმეები იშვიათად მაქვს, ამიტომ იმე-
დია, ღირს დილაადრიან გაღვიძებად.
ვიცინი და სწრაფად ვკოცნი:
– ყველაფერი ჩვენს პუნქტუალურობაზეა დამოკიდებული, –
ვდგები და რამდენჯერმე ხელისგულს ვუსვამ ლეიბს, – მოკლედ,
ადექი, ადექი, ადექი!
ტეიტი იცინის და საბანს იშორებს, შემდეგ ლოგინიდან წამოდ-
გომას ცდილობს და მეც ვეხმარები.
– ძნელია გავღიზიანდე, როდესაც ასეთი მხიარული ხარ, მაილს!

***

ვესტიბიულში შევდივართ. კეპი, ჩემი თხოვნით, ლიფტს ელოდე-


ბა, ხელში მუყაოს ფინჯნით ტეიტის წვენი და ჩვენი საუზმე უჭირავს.
მომწონს მათი ურთიერთობა. ცოტა ვნერვიულობდი, ტეიტისთვის
რომ უნდა მეთქვა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი კეპს-მეთქი. მარ-
თლაც, ვუთხარი თუ არა, ორივეზე გაბრაზდა, ჩემზეც და მასზეც. ალ-
ბათ, იმიტომ, რომ ჩათვალა, კეპი ყველაფერს მე მიკაკლავდა, რა-
საც ტეიტი უმხელდა.
დავარწმუნე, კეპი ასე არ მოქცეულა-მეთქი.
ნამდვილად არ მოიქცეოდა ასე, რადგან კეპი ერთ-ერთი იმ იშ-
ვიათ ადამიანთაგანია, რომელსაც ამ სამყაროში ვენდობი.
კეპმა კარგად იცის, რა უნდა მითხრას ისე, რომ არ ვიფიქრო,
ლექციას მიკითხავს ან რჩევას მაძლევს-მეთქი.
ყოველთვის ისე მესაუბრებოდა, საკმარისი იყო, დიდხანს ჩავ-
ფიქრებულიყავი ჩემსა და ტეიტის სიტუაციაზე. ბედად, ის იმ ადამი-
ანთა რიცხვს მიეკუთვნება რომლებიც ასაკთან ერთად ბრძენდები-
ან. შესანიშნავად ხვდებოდა, რა გვემართებოდა ორივეს.
– დილა მშვიდობისა, ტეიტ, – ესალმება და ყურებამდე უღიმის.
ხელს უწვდის, ტეიტი კი ხან მას უყურებს, ხან მე.

310
– რა ხდება? ‒ ეკითხება კეპს და მისკენ მიდის, ვესტიბიულის გა-
სასვლელისკენ.
კეპი იღიმება.
– ამ ბიჭს პირველად მივყავართ თვითმფრინავით საფრენად,
მინდა შენც წამოხვიდე.
ტეიტი ეუბნება, არ მჯერა, რომ პირველად უნდა იმგზავრო თვით-
მფრინავითო.
– მართლა ასეა, – არწმუნებს კეპი, – მიუხედავად მეტსახელისა,
ნამდვილად არასოდეს მიფრენია.
ტეიტი საქციელს მიწონებს მზერით და ეს საკმარისია, რომ დღე-
ვანდელი დღე ჩემს საყვარელ დღედ იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ
ჯერ ალიონიც კი არ დამდგარა.

***

‒ ყველაფერი რიგზეა, კეპ? – ვეუბნები ყურსასმენებში. ის ტე-


იტის უკან ზის, ილუმინატორში იხედება, ცერა თითის მაღლა აწევით
მანიშნებს, რიგზეაო, და თვალს არ აშორებს სარკმელს. მზე ჯერ არ
გამოსულა ღრუბლებიდან, ასე რომ, ჯერ სანახავი არაფერია, თვით-
მფრინავში სულ ათი წუთის ჩამსხდრები ვართ, მაგრამ დარწმუნებუ-
ლი ვარ, ჩემი იმედი გამართლდა, კეპი აღფრთოვანებული და მო-
ნუსხულია.
ყურადღება სამართავ პულტზე გადამაქვს საჭირო სიმაღლეს ვი-
ღებ და კეპთან ყურსასმენით კავშირს ვწყვეტ, თან ტეიტს ვუყურებ,
ის კი მე მიყურებს და ბაგეზე მოწონების ღიმილი დასთამაშებს.
– გინდა იცოდე, აქ რატომ ვართ? – ვეკითხები ტეიტს.
ის კეპს უყურებს, შემდეგ მე მომმართავს:
– იმიტომ, რომ კეპს არასოდეს უფრენია.
ვუარობ, შესანიშნავი დრო მაქვს შერჩეული:
– გახსოვს, უკან რომ ვბრუნდებოდით, „მადლიერების დღის“ შე-

311
მდეგ შენი მშობლების სახლიდან?
ტეიტი თავს მიქნევს, თვალები ცნობისმოყვარეობისგან ენთება.
– შენ მკითხე, როგორი იყო თვითმფრინავიდან მზის ამოსვლის
ყურება, მე კი ამის ახსნა არ შემიძლია, ტეიტ, – ილუმინატორისკენ
ვუთითებ, – ამიტომ მინდა შენი თვალით ნახო.
ტეიტი მაშინვე სარკმლიდან იყურება, ხელებს მინას ადებს და
ხუთი წუთის განმავლობაში ერთი კუნთიც კი არ უკრთის სახეზე. ასე
უყურებს და არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამწამს უფრო მეტად მიყვარ-
დება.
ღრუბლებიდან მზე რომ გამოდის, თვითმფრინავი მყისვე მისი
შუქით ნათდება. ტეიტი მხოლოდ მაშინ სწყვეტს მზერას ილუმინა-
ტორს და მე მიყურებს. თვალებში ცრემლები აქვს და ერთ სიტყვა-
საც კი არ ამბობს, მხოლოდ ხელს მკიდებს და აღარ მიშვებს.

***

– დამელოდე, – ვეუბნები ტეიტს, – მინდა ჯერ კეპს მივეხმარო.


მძღოლი მას სახლში მიიყვანს, ჩვენ კი ვისაუზმოთ!
ტეიტი კეპს ემშვიდობება და მოთმინებით მელის თვითმფრინავ-
ში, სანამ კეპი ტრაპიდან ჩამყავს. კეპი ჯიბეში იყოფს ხელს და კო-
ლოფებს მაწვდის, შემდეგ მოწონებით მიღიმის. მე კოლოფებს ქურ-
თუკის ჯიბეში ვიდებ და ისევ ტრაპზე ავდივარ.
– ჰეი, ბიჭო, – მეძახის კეპი, სანამ მანქანაში ჩაჯდება.
მეც ვჩერდები და ვუყურებ, – ის თვითმფრინავს ათვალიერებს,
შემდეგ მეუბნება, – გმადლობ ამისთვის! – და ხელს მიქნევს.
თავს ვუქნევ, მაგრამ კეპი მანქანაში ჯდება, სანამ მეც მადლობას
გადავუხდი.
ისევ თვითმფრინავში ვბრუნდები. ტეიტს უსაფრთხოების ღვედი
შეუხსნია და მზადაა თვითმფრინავიდან ჩამოსასვლელად, მაგრამ
მე ისევ შტურვალთან ვჯდები.

312
ტეიტი თბილად მიღიმის:
– შეუდარებელი ხარ, მაილს მიკელ არჩერ, და უნდა ვთქვა, რომ
თვითმფრინავის შტურვალთან საოცრად სექსუალურად გამოი-
ყურები. უფრო ხშირად უნდა მოვხვდეთ ასეთ სიტუაციაში!
ტეიტი სწრაფად მკოცნის ტუჩთან და დგება.
მე ისევ სავარძელში ვსვამ:
– მგზავრობა არ დაგვისრულებია, – ვეუბნები და ვუყურებ, შემ-
დეგ ხელს ვკიდებ, დავცქერი, ნელა ვსუნთქავ და ვემზადები, ის ვუთ-
ხრა, რასაც იმსახურებს, – იმ დღეს მთხოვე, მზის ამოსვლას უყუ-
რეო, – ისევ თვალებში ჩავცქერი, – ამისთვის მადლობა უნდა გადა-
გიხადო. ექვსი წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ
მსურდა ვინმე ისევ მყვარებოდა.
ტეიტი სწრაფად სუნთქავს, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებს და
ქვედა ტუჩზე იკიდებს ხელს, რომ დამალოს. მე ხელს ვუახლოებ სა-
ხესთან და ცერა თითის დაჭერით ვაშორებ ტუჩს კბილებიდან.
– ხომ გითხარი, ასე არ გააკეთო-მეთქი, შენი ღიმილიც შენსავით
მიყვარს!
წინ ვიხრები და ისევ ვკოცნი, მაგრამ თვალებს არ ვხუჭავ. მინდა
დავრწმუნდე, რომ პირველად შავ კოლოფს ვიღებ ჯიბიდან. ხელში
ვიგდებ თუ არა, კოცნას ვწყვეტ და ტეიტს ვიშორებ. ის კოლოფს უყუ-
რებს და მაშინვე თვალები უფართოვდება, მზერა ხან ჩემზე გადმო-
აქვს, ხანაც კოლოფზე. ხელები პირთან მიაქვს და ასე ახშობს წამო-
ძახილს.
– მაილს! – მეუბნება და ისევ, ხან მე მიყურებს, ხანაც კოლოფს.
ვაწყვეტინებ.
– ეს ის არ არის, რაც გგონია, – ვეუბნები და მაშინვე კოლოფს
ვხსნი, რომ გასაღები გამოვაჩინო, – ეს ისაა, რაზეც არ გიფიქრია, ‒
ყოყმანით ვამატებ.
ტეიტს ფართო, იმედით სავსე თვალები აქვს და მე მომწონს მისი
რეაქცია, ღიმილით ვხვდები, რომ ესეც სურდა.
გასაღებს ვიღებ, ხელს ვაშლევინებ და ხელისგულზე ვუდებ. ისიც
რამდენიმე წამს დაჰყურებს გასაღებს, შემდეგ მე მიყურებს.

313
– ტეიტ, – ვეუბნები და იმედიანი სახით შევცქერი – გადმოხვალ
ჩემთან?
ტეიტი კიდევ ცოტა ხანს დასცქერის გასაღებს, შემდეგ იმ ორ სიტ-
ყვას ამბობს, რომელთა გაგონებაზე მაშინვე სახე ღიმილით მებად-
რება.
ჯანდაბა, დიახ!
წინ ვიხრები და ვკოცნი. ჩვენი ფეხები, მკლავები და პირები ორი
თავსატეხის ერთმანეთზე ზუსტად და ძალდაუტანებლად მორგებუ-
ლი ნაწილებია. ტეიტს მფრინავის კაბინაში შევყავარ და კალთაში
მიჯდება, აქ მცირე სივრცეა და ძლივს ვეტევით.
თუმცა ეს მშვენიერია!
– იცოდე, საჭმლის მომზადება არ მეხერხება, – მაფრთხილებს,
– სარეცხსაც შენ ჩემზე უკეთ რეცხავ, მე თეთრ და ფერად სამოსს
ერთად ვყრი მანქანაში. და კიდევ, ისიც კარგად გესმის, დილაობით
გაღვიძება რომ მიჭირს!
ტეიტს ხელებში აქვს მოქცეული ჩემი სახე და მეც ყოველ გაფ-
რთხილებაზე ისე ვიბუსხები, თითქოს არ ვიცოდე, თავს რაში ვყოფ.
‒ მისმინე, ტეიტ, – ვეუბნები, – მინდა არეულობა იყოს, მინდა შე-
ნი ტანსაცმელი ჩემი საძინებლის იატაკზე ეყაროს, მინდა შენი ფეხ-
საცმელები ჩემს გარდერობში ვიპოვო, მხოლოდ უგემური სადილის
ნარჩენები მაცივარში.
ამაზე იცინის.
‒ ოჰ, ლამის დამავიწყდა, – ვეუბნები და მეორე კოლოფს ვიღებ
ჯიბიდან, მაშინვე ვხსნი და ბეჭედს ვაჩვენებ,– და კიდევ, მინდა ჩემი
მომავალი გახდე, სამუდამოდ!
ტეიტი გაოცებული აღებს პირს და ბეჭედს დაჰყურებს. გაქვავე-
ბულია. იმედია, არ იყოყმანებს, რადგან მე აბსოლუტურად არაფერი
მაქვს საყოყმანო, მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარებაზე
რომ ვფიქრობ. მართალია, სულ ექვსი თვეა, რაც ერთმანეთს ვიც-
ნობთ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ.
ტეიტის დუმილი მანერვიულებს, ამიტომ ბეჭედს და მის ხელს ვი-
ღებ: – დაარღვევ ჩემთან ერთად მეორე წესს, ტეიტ? მართლა ძალ-

314
იან მინდა ცოლად გამომყვე.
დიახო, არც მეუბნება, მის ნაცვლად მისი ცრემლები, კოცნა და
სიცილი მთანხმდებიან.
შემდეგ ტეიტი უკან იხევს და ისეთი სიყვარულითა და აღფრთო-
ვანებით მიყურებს, გული მტკივდება.
ის უსაზღვროდ მშვენიერია. მშვენიერია მისი იმედი,ღიმილი,
რომელიც სახეზე დასთამაშებს, ცრემლები, ლოყებზე რომ ჩამოს-
დის.
მშვენიერია
მისი
სიყვარული!

ტეიტი ჩუმად ოხრავს და ნელა, ნაზად მკოცნის. ეს კოცნა სინა-


ზით, სიყვარულითა და უთქმელი აღთქმითაა სავსე – მპირდება,
რომ ჩემი იქნება სამუდამოდ.
– მაილს, – ისევ მეჩურჩულება და ტუჩით მიხელებს ტუჩს, –
თვითმფრინავში სექსი არასოდეს მქონია. მაშინვე მეღიმება. თით-
ქოს ჩემი ფიქრი წაიკითხა.
– მე კი არასოდეს მქონია სექსი საცოლესთან, ‒ ვეუბნები. ტე-
იტის ხელი ნელა მიცურავს კისრიდან პერანგისკენ, შემდეგ კი ჩემი
ჯინსის ღილთან ჩერდება.
– გამოდის, ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, – მეუბნება და წინა-
დადებას კოცნით ასრულებს.
როდესაც მისი ტუჩები ჩემსას ხვდება, მეჩვენება, რომ ჩემი უხი-
ლავი ჯავშანი ბოლომდე, უკანასკნელ ნაწილამდე ნადგურდება, ჩე-
მი გული კი დნება და ფეთქდება.
ვინც უნდა თქვას ფრაზა, „სიკვდილამდე მეყვარები, ცხადია, ვე-
რასოდეს დაიტევს ისეთ სიყვარულს, როგორიც მე და ტეიტს გვაკავ-
შირებს. და თუ ამ ფრაზას შევცვლით, გამოვა „სიცოცხლემდე მეყვა-
რები“.
ტეიტს სიცოცხლემდე ვუყვარდი . და მან სიცოცხლისკენ მომაბ-
რუნა!

315
ეპილოგი

იმ დღეს ვიხსენებ, ტეიტი ცოლად რომ მოვიყვანე. ეს ჩემს ცხოვ-


რებაში საუკეთესო დღე იყო.
მახსოვს, იანისა და კორბინის გვერდით ვიდექი ტაძრის სკამებს
შორის, გასასვლელის ბოლოს. ტეიტის შემოსვლას რომ ველოდით,
კორბინი ჩემკენ დაიხარა და მიჩურჩულა:
– შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც ტეიტის საქმროს
ჩემეულ სტანდარტში ჯდება, მაილს. მიხარია, რომ შენ მოგყავს ცო-
ლად ჩემი და!
მეც მიხარია ეს.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ყოველდღე კიდევ უფრო და უფ-
რო მიყვარდება ტეიტი.
სიყვარულის მორევი უფრო და უფრო მითრევს.
ცოლად რომ მოვიყვანე, იმ დღეს არ მიტირია, მას კი ცრემლები
ჩამოსდიოდა.
ჩამოსდიოდა.
ჩამოსდიოდა.
მე არ ჩამომდიოდა.
და დარწმუნებული ვიყავი, არც არასოდეს ავტირდებოდი.
თუმცა ეს არ მინატრია.
რვა თვის წინ გავიგეთ, რომ ტეიტი ფეხმძიმედ იყო.
ტეიტი არც გეგმავდა დაფეხმძიმებას, არც თავის დაცვას ცდი-
ლობდა.
და ეს მოხდა.
ეს რომ გავიგეთ, ორივე ავღელდით.
ტეიტი ატირდა.
ცრემლები
ჩამოსდიოდა
ჩამოსდიოდა
ჩამოსდიოდა

316
მე კი არ ჩამომდიოდა.
ამ ამბავმა ძალიან გამახარა, მაგრამ შემაშინა კიდეც.
შემაშინა, რადგან არ მსურდა რამე ცუდი მომხდარიყო.
შემაშინა იმ მოგონებების გამო, წლების წინ, მამად გახდომის
შემდგომ პერიოდთან რომ მაკავშირებდა.
ახლაც მეშინია.
ვძრწი...
– გოგოა, – გვეუბნება ექიმი.
გოგო!
გოგო გვეყოლა!..
მე ისევ გავხდი მამა.
ტეიტი დედა გახდა.
იგრძენი რამე, მაილს..
ტეიტი მიყურებს.
იცის, რომ მეშინია, ისიც იცის, რამხელა ტკივილი გადაიტანა
თვითონ, მაგრამ მაინც ახერხებს გაღიმებას.
– სემ, – ჩურჩულებს, შემდეგ პირველად წარმოთქვამს მის სა-
ხელს ხმამაღლა. ტეიტმა დაიჟინა, კეპის პატივსაცემად ჩვენს გოგო-
ნას სემი დავარქვათო. მისი ნამდვილი სახელი სემუელია.
უკეთეს სახელს ვერც მოვიფიქრებდი.
მედდა ტეიტს უახლოვდება და სემს მკლავებში უწვენს.
ტეიტი ტირილს იწყებს.
მე ისევ მშრალი მაქვს თვალები.
ისევ მეტისმეტად მეშინია, ტეიტს გამოვართვა ჩვენი ქალიშვი-
ლი. არ მეშინია იმის, რასაც მის დანახვაზე ვიგრძნობ.
მეშინია იმის, რასაც ვერ ვიგრძნობ.
მეშინია, რომ სრულიად გამინადგურდა მამობის სიხარულის
შეგრძნების უნარი.
ვეღარ ვიგრძნობ იმას, რასაც ასეთ წამებში სხვა მამები გრძნო-
ბენ.
– მოდი ჩემთან, – მეუბნება ტეიტი.
საწოლზე, მის გვერდით ვჯდები.

317
ის სემს მიწვდის, მე ხელები მიკანკალებს, მაგრამ მაინც ვარ-
თმევ ჩვილს.
თვალებს ვხუჭავ და ნელა ვსუნთქავ, სანამ ძალას მოვიკრებ მათ
გასახელად.
ვგრძნობ, ტეიტი ნელა როგორ მადებს ხელს მკლავზე.
– ის მშვენიერია, მაილს, – მეჩურჩულება, – შეხედე!
მეც თვალებს ვახელ და მის დანახვაზე ვოხრავ.
ჩვილი ისეთივეა, როგორიც ჩემი ვაჟი იყო, მხოლოდ ერთი გან-
სხვავებაა – მას ტეიტის თაფლისფერი თმა გამოჰყვა.
თვალები ცისფერი აქვს.
ჩემი თვალების ფერი.
ჩემს ქალიშვილს ჩემი თვალები აქვს.
მე
ამას
ვგრძნობ.
მთელი
არსებით.
ყველაფერი, რაც პირველად ვიგრძენი, როდესაც ჩემი ვაჟი პირ-
ველად დავიკავე ხელში, ისევ მეორდება,
როდესაც სემს დავცქერი...
მწამდა, რომ სიყვარულის უნარი აღარ მქონდა და ეს ის ერთა-
დერთი შიში იყო, რომლითაც ერთიანად ვიყავი მოცული.
სემისთვის ერთი შეხედვა და, ეს შიში დავამარცხე.
სულ ორი წუთია, რაც დაიბადა, და უკვე ჩემი გმირია.
–ის მშვენიერია, ტეიტ, – ვგჩურჩულებ, – უზომოდ მშვენიერი.
ხმა მებზარება.
სახეს ცრემლები მისველებს.
რომლებიც ლოყებზე
ჩამომდის
ჩამომდის
ჩამომდის
და პირველად ვტირი მას შემდეგ, რაც კლეიტონი მეკავა ხელში.

318
პირველად ვტირი სიხარულის ცრემლებით.
რეიჩელი მართალი იყო.
ტკივილი არსად წავა.
არც შიში.
მაგრამ ტკივილი და შიში აღარ იქნებიან ჩემი ცხოვრების მუდმი-
ვი თანამგზავრები. ისინი მხოლოდ წამიერად შემომიტევენ ხოლმე.
და იმ წამებსაც ყოველთვის ტეიტთან გატარებული წუთები გა-
ფანტავს.
კიდევ ის ყოველი წუთი, რომელსაც სემთან ერთად გავატარებ.
მე, ტეიტი და სემი.
ჩემი ოჯახი.
ჩვილს შუბლზე ვკოცნი, შემდეგ ტეიტისკენ ვიხრები საკოცნე-
ლად ამ მშვენიერების მოძღვნისთვის.
ტეიტს თავი ჩემს მკლავზე უდევს და ჩვილს დავცქერით.
ჩვენს ქალიშვილს.
ძალიან მიყვარხარ, სემ!
ისევ დავყურებ იმ მშვენიერებას, რომელიც მე და ტეიტმა შევქმე-
ნით, და უცებ ვხვდები.
ყველაფერი ამად ღირდა!
სწორედ მახინჯი სიყვარულია, ასეთ წამებს კიდევ უფრო რომ ამ-
შვენიერებს!

319
320

You might also like