You are on page 1of 1

მატყუარა და მედროვე ადამიანის აღზევებას საზოგადოებაში არსებული სიბრიყვე უწყობს ხელს.

მედროვე ადამიანები ოდითგანვე არსებობდნენ, დღესაც არსებობენ და ,სამწუხაროდ, კიდევ იარსებებენ.


ისინი ყოველთვის ელოდებიან მომენტს, როდესაც ფეხი დაგვიცდება, რათა სხვის უბედურებასა თუ პატარა
შეცდომაზე აიწყონ თავიანთი ბედნიერება. ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ არ უნდა მივცეთ მათ, ჩვენი
გაუნათლებლობისა თუ სიბრიყვის ხარჯზე, აიწყონ ცხოვრება. ბრიყვი ადამიანები არა მხოლოდ თავისთვის,
არამედ სხვისთვისაც ცუდ საქმეს აკეთებენ, რადგან როდესაც ბოროტი და მატყუარა ადამიანი ერთხელ შეძლებს
ვინმეს მოტყუებას და გაცურებას, შემდეგ ის აღარ ყოფნის და სხვასაც ცდილობს მოატყუოს,რათა მიიღოს თავისი.
ამ თეზისის ზუსტი მაგალითი და გამამართლებელია სულხან საბას ნაწარმოებიდან ,,სიბრძნე სიცრუისა”
ერთ-ერთი იგავი ,, მელი მოძღვარი”. ტექსტში მოცემული ამბავში კარგად ჩანს, რომ მამლის სიბრიყვითა და
დაუფიქრებლობით თავისი თავი ხომ დაიზარალა, ამის გარდა სხვებიც დააზარალა და მელის ტყუილში გააბა.
ეს,რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია ძალით, ეს მხოლოდ დაუფიქრებლობის ბრალია. მოგვიანებით ძერა და ოფოფიც
არა მხოლოდ მამლის გამო, არამედ თავისი სიბრიყვის გამოც მოტყუვდნენ. როგორ შეიძლება მელა და მამალი
ერთად მიდიოდნენ და მელას გულში ბოროტი განზრახვა არ ჰქონდეს? ისინი არ ფიქრობდნენ და ამიტომ
სულელური მიზეზი მარტივად დაიჯერეს. იმის შემდეგ რაც მამალი და ძერა ორივე მელას მახეში გაება, როგორც
იქნა, მიხვდა ოფოფი და გაიაზრა, რომ მელი მართლაც არიყო კარგი საქმისთვის მოსული. განსხვავებით მამლისა
და ძერისა, ოფოფმა ჭკუა იხმარა და მელას მოატყუა, გონივრული გზით სცადა მისგან თავის დაღწევა. ოფოფმა
მელა ისეთი რამით მოხიბლა, რაზეც იცოდა, რომ მელა აუცილებლად გაჰყვებოდა. აქ კი უკვე თვით მელა
მოტყუვდა და გაება ოფოფის მახეში. ესეც დაუფიქრებლობის ბრალი იყო, მაგრამ ოფოფს სხვა გზა არ ჰქონდა ეს
ხომ თავისი სურვილების გამო არ გაუკეთებია, მან თავი გადაირჩინა. სწორედ ეს არის იმის მაგალითი, რომ თავის
დროზე თუნდაც ოფოფმა, მამალმა და ძერამ, სწორედაც რომ თავისი სიბრიყვისა და დაუფიქრებლობის ხარჯზე
ხელი შეუწყვეს მელიას ბოროტი მიზნის განხორციელებას. ჩვენ ამიტომ არ უნდა მივცეთ პატარა შანსიც კი, რომ
დრო იხელთონ ასეთმა ადამიანებმა და ჩვენი სიბრიყვის ხარჯზე რაიმე ზიანი მოგვაყენონ.
ასევე ამ თეზისს ძალიან კარგად ერგება მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ზიზნები”. ნაწარმოებში თეიმურაზი
არ არის გაუნათლებელი, უბრალოდ ის თავისი სიბრიყვის გამო კარგავს თავის ცხოვრებაში ყველაფერს. განა ვინ
არის ჯაყო ისეთი, რომ ეს თავისი ჭკუით მოეხერხებინა, არა პირიქით ის ერთი უბრალო ოსი სოფლელი ბიჭია,
მაგრამ მან თავისი ველური ბუნებითა და ძალით წაართვა თავის ბატონს, ქონება, სახლ-კარი და ცოლიც კი. ეს ხომ
დაუჯერებელია, მაგრამ, ალბათ, ასეთებიც არსებობენ, თუმცა ვაი მათ ცხოვრებას.
ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები დღესაც არსებობენ და ცდილობენ თავიანთი მზაკვრული გეგმებითა თუ
ტყუილებით, სხვისი გაუბედურების, გაცურების ხარჯზე აიწყონ ცხოვრება და იყვნენ ბედნიერები, მაგრამ ისიც
ჩვენი ბრალია, რომ ისინი დღესაც არიან. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩვენი სიბრიყვის ხარჯზე, როცა ერთი
ორი მოტყუვდა და მიაღწიეს თავისი ტყუილებითა და ბოროტებით საწადელ მიზნებს, უკვე სხვა მათნაირებსაც
მიეცათ იმედი, რომ ეს მათაც გამოუვათ და ეს ერთგვარი წახალისებაა. ჩვენ ამის აღმოსაფხვრელად ერთადერთი
გზაღა დაგვრჩა, რომ ჩვენი განათლებისა და გონიერების ხარჯზე არ მივცეთ ასე მოგვატყუონ და გაგვაცურონ
მედროვე ადამიანებმა. ისინი მხოლოდ ჩვენს ერთ პატარა ფეხის დაცდომას ელოდებიან და ეს იქნება მათი
ბედნიერების საწინდარი. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ წინდახედული, ფრთხილი და გონივრულად
მოფიქრალი ადამიანები ვიყოთ, რათა ასეთი მედროვე და მატყუარა ადამიანების მსხვერპლი არ გავხდეთ.

You might also like