You are on page 1of 1

პატარა მეცნიერი

Sunday, April 20, 2014

რა უფრო ადვილია
შურისძიება თუ პატიება?
სამყაროში კეთილისა და ბოროტის მუდმივმა ჭიდილმა მრავალი

ადამიანის გული დააბნელა.

ადამიანი არის ზე ქმნილება, ღვთის მიერ შექმნილი, მაგრამ ეს

ქმნილებაც პროგრამირდება

არსებული გარმოცვიდან გამომდინარე. ადამიანთა მიერ შექმნილმა

მრავალმა სტერეოტიპმა

და მოსაზრებამ ცხოვრებაზე მათ გულს დიდი ძალა მისცა

ყველაფერში უარყოფითის

დასანახად და ბოროტის საკეთებლად.

ცხოვრება ასე ყოფილა მოწყობილი, სულ სწორ გზაზე ვერ ივლი,

ზოგჯერ ეკლად ამოსულ

ადამიანებს გვერდს ვერ აუქცევ, მაგრამ სხვის მიერ შექმნილი

პრობლემის ან ზიანის გამო

ადამიანმა გულს შურუსძიების ფარდა კი არ უნდა გადააფაროს,

არამედ ნათელი მოჰფინოს და

ზიანის მომტანისთვის საკადრისის მიზღვაც მხოლოდ შემოქმედს

მიანდოს.

ვინმესგან ზიანის მოყენების შემდეგ ლოგიკურია გულში ბრძოლის

დაწყება შურისძიების

მბოჭავ გრძნობასა და ერთი შეხედვით არც თუ ადვილ პატიებას

შორის. ძნელია ადამიანმა

სულში მიყენებული ყველა დარტყმა აიტანოს და მოითმინოს, მაგრამ

არა შეუძლებელი.

შურისძიება მხოლოდ მის აღსრულებამდე არსებული დაუოკებელი

გრძნობაა, რომელიც

ასრულების შემდეგ გულს მოსვენებას ჰპირდება, მაგარამ მისი

განხორციელებიდან მხოლოდ

რამდენიმე წამი გრძელდება კმაყოფილების შეგრძნება და შემდეგ

იწყება მტანჯველი განცდა

და ღრმა სინდისის ქენჯნა. სწორედ ამ ასპექტებში უპირისპირდება

მას პატიების უნარი.

ჭრილობა მიყენებულ გულს ეძნელება პატიება.

განა რა, ვინ ხარ შენ ადამიანო?განა ქრისტემ არ მიუტევა მის

დამსჯელებს დიდი ცოდვა?

სიკვდილის წინაც მათზე ლოცულობდა ,,მამაო მიუტევე მათ, რამეთუ

არ იციან რას აკეთებენ."

იესომ ყველას ყელაფერი აპატია, ჩვენც უნდა შეგვეძლოს პატიება.

ყოველი დანაშაულის

ჩადენისას უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ყოველდღე გვპატიობს

ცოდვებს და მაინც

ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენც ჭეშმარიტ სულიერ გზაზე სვლით,

მაცხოვრის ბაძვით, ყველას

პატიებით სულსაც უნდა მივსცეთ განათების საშუალება.

Video is unavailable

Unknown at 8:40 AM

Share

No comments:

Post a Comment

‹ Home ›
View web version

About Me
Unknown
View my complete profile

Powered by Blogger.

You might also like