You are on page 1of 642

1 მკითხველთა ლიგა

სარჩევი
"შემინდევ და შემივედრე,მკვდარსა რაღა გარდმეხდევის".
.............................................................................................4

"ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა,რა გინდა, ვინ გივაზიროს".


...........................................................................................72

"ბროლო და ლალო, ოროვე,კვლა ერთად შენათხზენაო".


...........................................................................................89

"გულსა შუქი შემომადგა"...............................................114

"გულმა გლახ რა ქნას უგულოდ,თუ გულსა გული ელია".


.........................................................................................137

"სხვა სხვისა ომსა ბრძენია"...........................................149

1905 წლის თებერვალი - "ხელი ვითა იქმს ბრძნობასა".


.........................................................................................165

"ვა, ჭირნი ჩემნი ეზომნი,ვა, სიცოცხლისა თმენანი"......201

"საწუთრო ნაცვლად გვატირებს,რაც ოდენ გაგვიცინია".


.........................................................................................215

"უგვანო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია"..............230

"მზე აღარ მზეობს ჩვენთანა,დარი არ დარობს დარულად".


.........................................................................................242

1930 წლის აგვისტოს 19 - " ცთების და ცთების,


სიკვდილსავინ არ მოელის წამისად"..............................357

"ქაჯნი სახელად მათ ჰქვიათ,არიან ერთად


კრებულნი...ყოველთა კაცთა მანენი,იგი არვისგან
ვნებულნი".......................................................................398

2 მკითხველთა ლიგა
"ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისად".
.........................................................................................442

"გაწირვა და დავიწყებაჩემგან თქვენი არ იქნების".......451

"ბინდის გვარია სოფელი,ეს თურე ამად


ბინდდების,კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე
წარმოსდინდების"...........................................................459

"ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე".........494

"მე თუ მოვკვდი, ჩემი კერძისოფელიცა გარდიფხვრების".


.........................................................................................583

"რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია".............609

"რასაცა გასცემ, შენია,რაც არა – დაკარგულია"............638

ვედრებისა.......................................................................640

შენდობისა.......................................................................641

მადლობისა......................................................................642

3 მკითხველთა ლიგა
"შემინდევ და შემივედრე,მკვდარსა რაღა გარდმეხდევის".

გათენდა... ბოლოს-ბოლოს ინათა. არადა, მეგონა, დრო გა-


ჩერდა და აღარ გათენდებოდა. გავიგონე თუ არა ურმის ხმა, პა-
ტარა სარკმელს გავხედე. სარკმლის წინ, ბზის დათოვლილ ბუჩ-
ქთან ურემი გაჩერდა, კოფოდან გურამა გადმოხტა და ისა და
იოსება კუბოს ჩამოღებას შეუდგნენ. სწორედ ისეთი იყო, რო-
გორსაც ბებია მაბარებდა:
– მუხისა არა, არაფრის გულისთვის რომ გვაჩუქონ კიდეც,
არ გვინდა, როდის მუხა დალპება! ასე უთხარი იოსებას, რაც შე-
იძლება რბილი და თხელი ფიცარი! ცხედარს ერთადერთი ვალი
აქვს: მიწას შეერიოს და მიწად იქცეს! გაიგეთ? სახურავზე კი
აუცილებლად გამოსახოს ჯვარი... არ მეშინია, არა, უღმერ-
თოების კავშირის წევრებისა!
მე საგანგებოდ შევიჭმუხნე შუბლი და ბებიას თავი დავუქნიე.
– ნუ იღიმები, – საყვედურით მითხრა, – დიახაც რომ ცხე-
დარსაც აქვს ვალი, – მერე დაიხარა, რამდენიმე კალთა მიყო-
ლებით აიწია და სულ შიდა, ნაცრისფერი დაბლა კაბის დიდი,
ჭრელი ჯიბიდან ხავერდის დაქარგული ქისა ამოიღო: – იოსებას
კი უთხარი, არავითარი პუპრუჭანები, არავითარი ანაოჭ--
ჩანაოჭებული აბრეშუმები, ტილო-თქო, ტილო უბრალოდ
გამოაკარი-თქო!
ასეც მოქცეულიყო იოსება, ამ მოყავისფრო, ტილოგამოკრუ-
ლი ყუთის ერთადერთი მოსართავი სახურავზე უხვად მოფ-

4 მკითხველთა ლიგა
რქვეული თოვლის მსხვილი ფანტელები იყო და იმის მოსაშო-
რებლადაც იოსებამ ურმიდან ცოცხი ჩამოიღო და გურამას მის-
ცა, თვითონ კი სიგარეტს მოუკიდა. გურამამ ძირს დადგმულ კუ-
ბოს გადაუსვა, სახურავი გადაცოცხა, მერე გვერდებზედაც
გაჰკრა-გამოჰკრა და ამ "სასახლის", როგორც ბებია იტყოდა,
დაღვრემილი სისადავე გამოაჩინა. თუმცა, მეცა და ბებიაც გა-
ლახული და გასავათებული ვიყავით მიცვალებულთან ღამის
თევით, შეფერხებული დროის წიაღში სიფხიზლითა და ერთმა-
ნეთთან ურთიერთობით, კუბოს დანახვაზე გამოვცოცხლდით.
– ესეც ასე, კუბოც მოიტანეს! – თქვა ბებიამ მხნე და გამომ-
წვევი კილოთი, – ვითომ ღირდა კი, აქ დარჩენაზე უარს რომ მე-
უბნებოდიო, – და პატარა სამფეხაზე დაყუნცული და მუშტივით
შეკრული მყისვე შეირხა, ჯოხს დაებჯინა, მეორე ხელი მე გამო-
მიწოდა, სახსრებადქცეული, დაჯირჯვებული და დალაქული მტე-
ვანი მაჯაში ჩამჭიდა და წამოიწია, ნელ-ნელა გაიშალა, ჩაჟანგუ-
ლი ძვლები ტკაცუნით გამართა და ტახტისკენ გამიძღვა...
მე მართლაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა მთელი ღამე აქ
ყოფნა, გამჭვარტლული ლამფისა და მიცვალებულისთვის დან-
თებული სანთლების შუქზე... დაგრძელებული ჩრდილებით
აფორაჯებულ, ჩამოფხავებულ კედლებში... შმორის, ფსუტის,
ზინზლისა და კიდევ, ვინ იცის, რა უსიამოვნო სუნით გაჯერებულ
ნესტიან სარდაფში, სადაც კედლიდან კედლამდე გამართულ
ძველებურ ტახტზე ნაკუწების ჭრელი საბნის ქვეშ მიცვალებული
ესვენა. მაგრამ რას გავაწყობდი ბებიასთან? ერთსა და იგივეს
გადაბრჯნილი მიმეორებდა: სანამ კუბოში ჩავასვენებდეთ, ნუ
დავტოვებთო, ბუხრიდან ან კატა არ ჩამოვიდეს, ან ვირთხები არ
იყოს და მიცვალებულს არ მიეტანონო; ადამის შვილს კაცად
მოვალეობა ხდის, სხვა კი არაფერიო, ჩვენ კი აქ ყოფნა გვმარ-
თებსო, მოვალენი ვართო...
ბებიამ პატარა სარკმელს ჯოხის წვერი მიუკაკუნა და იოსე-
ბას, რომელიც თუთუნს აბოლებდა და შეცბუნებული შემოჰყუ-

5 მკითხველთა ლიგა
რებდა თითქოს სრულიად უკაცრიელსა და დადუმებულ სახლს,
ანიშნა, კუბო აქ შემოიტანეთო.
– კედლისკენ უნდა ჩავადგმევინოთ, უფრო ადვილად ჩავას-
ვენებთ, – მითხრა ბებიამ და მიცვალებულის თავით დადგმული
სურა და ხორბლიანი ჯამი მომაწოდა ტაბლაზე გადასადგმელად.
მე ვფიქრობდი, რომ ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებო-
და, კუბო დაბლა დაგვედგმევინებინა და დაბლა ჩაგვესვენებინა,
ტახტის გასწვრივ, მაგრამ გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ
გადავწყვიტე, ბებიას აღარ შევკამათებოდი, მაინც ისე გამაკეთე-
ბინებდა, როგორც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ, მე კი, მივუახ-
ლოვდი თუ არა ტახტს და შევიყნოსე ჭუჭყიანი ქვეშაგებისა და
მიცვალებულის სუნი, ვიგრძენი, რომ დაღლილობისა და უძი-
ლობისაგან გული მერეოდა... ამიტომაც მაშინვე ავუკეცე საბანს
ნაპირი და ლეიბის კიდეს დავეჭიდე.
– ეეჰ, – თავი გადააქნია ბებიამ, – ეგრე ხომ ულაზათოდ გა-
მოდის, ფარდაგიც მოჰყვება და... ადი და სასთუმლიდან დავიწ-
ყოთ!
მინდოდა, მეთქვა: აქ სხვა ულაზათოს ვერაფერს ვერ ხედავ--
მეთქი, მაგრამ საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, ტახტზე ავედი, თავ-
თან ჩავიმუხლე, ფარდაგს დავებჯინე, ხელები შევყავი და მიცვა-
ლებულს მხრებში წავავლე... ბებია მეორე მხრიდან დაეჭიდა
ლეიბს და "სასთუმალი" ჩამოვაცურეთ...
სარდაფის კარი გაიღო, იოსებასა და ცამეტი-თოთხმეტი
წლის გურამას, იოსებას შვილიშვილს, კუბო მოჰქონდათ.
– როგორ, კაცო! – დაიძახა იოსებამ, სარდაფს თვალი რომ
მოავლო და ჩვენს მეტი ვერავინ დაინახა, – თქვენ დაგრჩათ
ბურთი და მოედანი?!
– აქეთ მოიტათ, იოსებ, – გასძახა ბებიამ, – აი, აქ ჩადგით!
ბებიამ თავმოხდილ კუბოს თვალი გამოაყოლა და თავი და-
იქნია:
– კარგია, ხალვათი დაგიჭერია.

6 მკითხველთა ლიგა
მე ტახტზე წამოვიწიე და ვეცადე, იოსებას არ მივშტერებოდი.
ეს, რა თქმა უნდა, ბავშვობაში ჩარჩენილი შთაბეჭდილების გა-
მოც იყო, როცა იოსება ლამის მისტიკურ არსებად მესახებოდა
და ალბათ, არა მხოლოდ მისი მწუხარე და მიუწვდომელი (რო-
გორც ბავშვობაში მეგონა) ხელობის გამო, არამედ რაღაც უც-
ნაურად უშნო, მიღრეცილ-მოღრეცილი და თვალში საცემი გა-
რეგნობის წყალობითაც.
– შენ როო ბუსავით დიდი თავი გაქვს, ეს კი ყველამ იცის,
რუსუდანო, – იძახდა გზადაგზა იოსება, – მაგრამა ყვავიც ხო
ცოტა უნდა გაისარჯოს, კაცო! ეგრეც ხო არ იქნება?! მაინც სად
გადაზღვავებულან?
– გიგლა დასასვენებლად წასულა... ცოტა მაღლა ასწიეთ,
იოსებ, ცხედარს არ მოახვედროთ... სად წასულა? – მომმართა
ბებიამ და თან იოსებას ხელით ანიშნა, ფრთხილად ჩადგითო.
– ტრუსკავეცში, – ვუპასუხე მე და ტახტიდან ხელი ჩამოვაშ-
ველე... კუბო გადმოვატარეთ და მიცვალებულის გვერდით ჩავ-
დგით.
– აი, ის დამბლა, ისა! კაი დრო კი შეურჩევია დასასვენებ-
ლად! – იოსებამ წარბებამდე ჩამოჩაჩული თუშური ქუდი მოიხა-
და და ნაკუწების საბანს დახედა: – ძალიან კი ჩაგიფუთნიათ, აი!
ემანდ არ გაცივდეს!
– ბევრს ნუ ლაპარაკობ, იოსებ! – შეუტია ბებიამ იოსებას და
ტახტთან მიდგმულ სკივრს თავი ახადა, – ჩვენი საქმე ახლა ისე-
ა: ბრმა რომ კედელს მიადგა, შენს იქით გზა არა მაქვსო! გაიგე,
იოსებ! – ბებიამ სკივრიდან ამოიღო შავი ღაზლის შალი, ძვე-
ლისძველი პალტო და სახელოებმორღვეული ჟაკეტი და კუბოში
ჩასაფენად გადმომაწოდა.
– კაცო, ჩემი იმედით იყავიით?! – დაიძახა როყიოდ იოსებამ.
ბებია იოსებას მიაშტერდა და შეტევით უთხრა:
– აი, სწორედ შენი იმედით ვიყავით!

7 მკითხველთა ლიგა
– რუსუდანო! – შესძახა იოსებამ, – ხო არა გგონია, ჩვენი ხე
კიდევა შრიალებს? ალბათ, მოჭრილიც არის უკვე და დახერხი-
ლიც!
– და შენს სახელოსნოში მოტანილიც, ჩემო იოსებ! რამ შეგა-
შინა, კაცო, ორი მოხუცი და ორი ახალგაზრდა ერთ ცხედარს ვე-
ღარ გავასვენებთ?
ბებიამ მიცვალებულს საბანი გადახადა, ოთხად გაკეცა და
ტახტის ბოლოს დადო. იოსებამ მიცვალებულს დახედა და ისე
გადაიქნია თავი, გეგონებათ, პირველად ხედავსო:
– აბა, უყურე, მოხუცი და ეგრე სახედაწყობილი! გურამ, ბიჭო,
ხედაავ?! – მიუბრუნდა ბუხართან მიფიცხებულ გურამას, –
დაინახე, გენაცვალოს პაპა, რა ქალები დადიოდნენ ამ ჩვენს
თელავში!
გუშინ მეც ასევე გამიკვირდა. მაგრამ სხეულმა უფრო გამაკ-
ვირვა, ვიდრე სახემ (ხშირად ვხედავდი და მიჩვეული ვიყავი,
თუმცა სულთმობრძავს საბოლოოდ სიკვდილმა რომ გადაუარა
და ნატანჯი სახე გაეშალა, დაუწყნარდა და დაუმშვიდდა, მარ-
თლაც კარგი დასანახი გახდა). დარწყილული ნიფხავ-პერანგი
რომ გავხადეთ, სახტად დავრჩი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი,
თუ ოთხმოცი წლის მოხუცს შეიძლებოდა ასეთი სხეული ჰქონო-
და.
– გახსოვს, პლუტარქე, – მეუბნებოდა ბებია და თან არაყიანი
წყლით სავსე თასში ტილოს ასველებდა მიცვალებულის გასაწ-
მენდად, – როგორ ახასიათებს კეისარს, როცა მას სხვა მხედარ-
თმთავრებსაც და სახელმწიფო მოღვაწეებს ადარებს? ყველას-
თან შედარებით კეისარს რაღაც უპირატესობა ჰქონდაო, ზოგ-
თან რაო და ზოგთან რაო... ამიტომაც მას ვერავინ შეედრებო-
დაო... ევას სილამაზეც სწორედ ასეთი იყო.
ბებიამ შემომხედა, საქმეს ხომ არ აფუჩეჩებსო. დაინახა, რო-
გორ მუყაითად ვუწმენდდი ცხედარს ჭუჭყისაგან შავად მოქცე-
ულ მაჯას და დაფიქრდა... ვიცოდი, როგორც ყოველთვის, შესა-

8 მკითხველთა ლიგა
ფერის სიტყვას ეძებდა ევას სილამაზის გამოსახატავად, მაგრამ,
ეტყობა, ვერცერთი სიტყვა ვერ მიიჩნია დამაკმაყოფილებლად
და ისევ გრძლად თქმა არჩია:
– ერთხელ გიორგობას, ყმაწვილქალები ვიყავით მაშინ, მამა
ლუკამ უთხრა მაწიას: მშვენიერება დაჰქრის ჩვენს ველ--
მინდვრებზე, მაწიავ, სხივოსანი და სხივმფინარე მშვენიერება-
ო... მაღალფარდოვანი სიტყვა ჰქონდა მამა ლუკას, მაგრამ ნამ-
დვილად კი ასე იყო: სხივოსანიც იყო და სხივმფინარეც.
ბებიამ ისევ ჩაასველა ტილო არაყიან წყალში და შავად და-
გაზული და დახეთქილი ქუსლების წმენდა განაგრძო.
იოსებაც დაახლოებით იმასვე ეუბნებოდა თავის შვილიშვილ
გურამას:
– ერთი ევა იყო და ერთიც რუსუდანის ქალი ქეთო. უბნის
ლამაზები არ გეგონოს, ბიჭო, სხვაგან რო იმდენად ვეღარა ლა-
მაზობენ ხოლმე... ცხრა მთას იქით რო წაგეყვანა, იქაც მზეთუნა-
ხავებად დარჩებოდნენ, იგეთები იყვნენ. ეეჰ, რუსუდანო, ნეტა
შენი ქეთოც ამხნისა მოყრილიყო...
ბებიამ ამოოხვრით გადახედა იოსებას, რომელიც თვალს
ვერ აშორებდა მიცვალებულს.
– რა არის მაინც ეს ოხერი სილამაზე! იტყვი, ფრთები როგორ
არ გამოესხა და როგორ არ გაფრინდაო, – ხელები გაშალა
იოსებამ.
– ერთი კბილი არ აკლდა, სახის წყობაც იმიტომ შეინარჩუნა,
– ბებიამ კუბოს გადმოხედა, ჩაფენილები შეამოწმა, ჯიბიდან
სუფთა ცხვირსახოცი და სანთლები ამოიღო, – მაგრამ, იოსებ,
ევას ახალგაზრდობა რომ გახსოვს, ახლაც იმ თვალით უყურებ.
– იმ თვალითაც და ამ თვალითაც, რუსუდანო, მაგრამ ამისი
რჯული არ იყოს, – იოსებამ ორმოებივით ფოსოებში ჩაკარგული
მზერა ბებიაჩემს მიაპყრო, – ვისი მხარე უნდა დამეჭირა, ვერა
და ვერ გამოვარკვიე, სუ ის მინდოდა, გამეგო, საბოლოოდ ვინ
იყო მართალი და ვინ მტყუანი, მარო თუ ევა?

9 მკითხველთა ლიგა
– ტაბლას რომ შემოვუსხდებით, ჩემო იოსებ, მაგაზე მაშინ
ვილაპარაკოთ, ახლა კი, აბა, ჩავასვენოთ.
– ნახაა მაინც ქალბატონმა?
– ნახა, ნახა! – მოუთმენლად დაიძახა ბებიამ, – გურამ, ადი
ტახტზე, გენაცვა და ჩავასვენოთ!
– მერე! – არ ცხრებოდა იოსებაც, – დაუარაა დავლური?
– არა, არ დაუვლია! იოსებ, მე და შენ, აი, აქ, ტახტის კიდეზე
ჩამოვსხდეთ და აქედან ვუშველოთ, მე თავს დავუჭერ და შენ გუ-
რამას მიეშველე!
იოსებამ ჭერს ახედა და მიაყურადა, თითქოს ზემოდან მარ-
თლა დავლურის ხმა უნდა გაეგონა.
– არა მჯერა და რა ვქნა, – თავს აქეთ-იქით აქანებდა იოსება,
– არა მჯერა, რომა იმ დედალმა არწივმა ნახა და სიხარულით
ფრთები არ შეაფრაშუნა! – ჩასვენების მოლოდინში, ტახტზე,
მიცვალებულის თავთან ჩამუხლულს, ისე მეხვეოდა თავბრუ და
საფეთქლებიც ისეთი ძალით მიფეთქავდა, კედელს რომ არ მივ-
ყუდებოდი, ნამდვილად მიცვალებულს გადმოვემხობოდი.
– ოოჰ, – დაიძახა გაბეზრებულმა ბებიამ, – ადი, ბიჭო, ტახ-
ტზე!
გურამა ტახტზე ამოხტა.
არა, მარო დავლურს არ უვლიდა. ან რა ედავლურებოდა, გა-
ბოღმებული ცოფებსა ყრიდა:
– ჭერმა არ უნდა გაიგოს ამ აძაღლებულის სიკვდილი! კედ-
ლებმა არ უნდა იგრძნონ, ჩემი სახლის კედლებმა! ამ ალქაჯის
სიკვდილს აქ რა უნდოდა, ტყეში უნდა მომკვდარიყო, ტყეშიიი!
დათვსა და მგელს ეთრიაა! აი, მადლი რა იქნებოდა! აი, სამარ-
თალი სად იქნებოდა! ეს ღვთის გარეგანი, ესა! ძაღლუმადურად
რო გამატარებინა მთელი სიცოცხლე და საბოლოოდაც შარში
გამხვია! სადაც გინდათ, იქ ჩაფალით და რაც გინდათ, ის გაუკე-
თეთ!

10 მკითხველთა ლიგა
ტახტთან დახრილი დამუშტულ ხელებს იქნევდა და, ჩვენ
რომ არ ვყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, მიცვალებულს
სცემდა. მაგრადაც სცემდა. დაუწყებდა ჯანჯღარს და თავს ტახ-
ტის კიდეზე ახლევინებდა. იქნებ ჯოხიც აეღო და გაეჯოხა კიდეც.
ასე მეგონა, მაროს დიდ მკერდში (ჩემი ძუძუმკერდი, გენაცვა-
ლეთ, ათ ქალადა ღირდა!) აღშფოთებისა და სიბრაზის მორევი
უდუღდა, რომელიც ხორხიდან უხეში და უტიფარი სიტყვების ნა-
კადად იფრქვეოდა. სარდაფის კარი რომ შემოაღო, ტახტის კი-
დეზე მიკრული სანთელი დაინახა და, ცხადია, ჩვენც დაგვინახა,
სწორედ მის მოლოდინში იქვე, ჩამქრალ ბუხართან ჩამომ-
სხდრები, კოპები ისე შეყარა, სახე ისე შეეცვალა, როგორც იმ
კაცს, რომელმაც ეს არის, მუხანათური შეთქმულება გახსნა, ბო-
როტმოქმედებს თავს წაადგა და ახლა გამალებული იმის ფიქ-
რსა და გონებაშია, ერთი ხელის დაკვრით როგორ გააცამტვე-
როს მოწინააღმდეგე და კუდით ქვა ასროლინოს. რა თქმა უნდა,
ევამ საბოლოოდაც ნამდვილი მუხანათობა ჩაიდინა, მაროსთან
უსიამოვნების შემდეგ რომ არც აცია, არც აცხელა, აიღო და
მოკვდა, თან ეცადა, თავის ჭუჭყიან სარდაფში მარტოდმარტოს
არ ამოსვლოდა სული, თვალების დამხუჭიც ჰყოლოდა, ყბის
დამჭერიც, ფეხების გამკვრელიც. ეცადა, თავისი უკანასკნელი
სურვილი თან არ წაეღო და მაროს გასაცოფებლად და გასაბო-
როტებლად მოწმეებად დავეხვედრებინეთ, ჩამქრალ ბუხართან
ჩამომსხდრები. მკვდარიც ისევ ის ევა იყო, წითელი ცხენი წი-
თელ ტყავში მომკვდარიყო!
ბინდდებოდა...
ბზის დათოვლილ ბუჩქს ლურჯად შემოსდგომოდა ბინდი...
მე ვხედავდი მაროს ფართო, ნაკუწების საბანთან დახრილ
ზურგს, ვხედავდი, როგორ ირხეოდა და ქანაობდა რუხი დრა-
ფით შემოსილი ზურგი და ვგრძნობდი, რომ ცოტაც და აღდგებო-
და დროის მიერ დაწყვეტილი კავშირი ჩემსა და ამ ზურგს შო-
რის... ვგრძნობდი, როგორ ათრთოლდებოდა ბინდისფერი

11 მკითხველთა ლიგა
ჰაერი ბზის დათოვლილ ბუჩქთან და ყოველივეს ჭმუნვა და სა-
სოწარკვეთა მოიცავდა...
ავწრიალდი... მოუსვენრობამ შემიპყრო... მინდოდა, ჩქარა
წავსულიყავით აქედან, გავცლოდით ამ ლანძღვა-გინებას...
ესეც რომ არა, საცაა, ჩამობნელდებოდა... ბებია ცუდადაც ხე-
დავდა და სიარულიც უჭირდა, როდის ჩვენ მოლიპულ აღმარ-
თებს ავათავებდით, როდის ჩვენ შინამდე მივაღწევდით და
სულს მოვითქვამდით... თანაც, რაც წკიმლები და გუდურის ნარ-
ჩენები ეყარა ტახტის ქვეშაც და ბუხართანაც, მომაკვდავ ევას-
თან ვანთეთ და ვანთეთ, მერე კი ჩაგვიქრა თუ არა ბუხარი, სარ-
დაფში ნესტიანმა სიცივემ დაისადგურა. ძვლებამდე ატანდა. მე
კიდევ არა მიშავდა, ბებიამ წინ და უკან დაოთხილი მარბენინა:
ეს სანთელიო, ეს ახალი საცვლებიო, ეს შესასუდრი ტილოო, ეს
გარდაცვალების ცნობაო, ეს კუბოს შეკვეთაო... თვითონ კი მთე-
ლი დღე სარდაფში საქმიანობდა და ბოლოს-ბოლოს, მიუხედა-
ვად წარმოუდგენელი სიკერპისა, რომელშიც, როგორც რაღაც
უშრეტი ძალ-ღონის ქსელში, ისე ჩაერთვებოდა ხოლმე და ვე-
რასოდეს ვერავინ ვერ შეატყობდა, როდის რა აწუხებდა, ამ ნეს-
ტიანი სიცივისაგან მთლად გადანათდა. მარო რომ მობრძანდა,
სწორედ ბებიას ვუზელდი გაფიჩხულ ხელებს, ჯაფისა და მარი-
ლებისაგან სახსრებადქცეულს და დაწერნაქებულ ხელებს, თან
გამგებიანად ვუჭერდი ხელს და ვანიშნებდი, არავითარ შემ-
თხვევაში ამ გაცოფებულ ქალს არ შებმოდა, მაგრამ ბებიაც იქ-
ნებოდა, სეტყვისათვის ქვა არ დაეხვედრებინა?! ჯერ აცადა მა-
როს ბოღმის ამონთხევა, თითქოს აინტერესებს, სადამდე მივა
და რას მოიმოქმედებსო, მერე კი დაიწყო თვალების ცეცება,
ბუხრის კალთიდან ფილთაქვა აიღო, მუხლზე დამებჯინა, მეორე
ხელი მაჯაში მარწუხივით ჩამჭიდა და ერთბაშად წამოდგა. თახ-
ჩისკენ წავიდა, პატარა გოდორში ხელი ჩაყო და მუჭით ჭალის
კაკალი ამოიღო...
– გაშალე მუშტები, მარო! – შესძახა პირქუშად.

12 მკითხველთა ლიგა
ბებიას ხმამ გაარღვია მაროს ბოღმა და სიბრაზე. თავი მოატ-
რიალა და გააფთრებული სახე ბებიას მოაპყრო. ისედაც დიდი,
გუდალი თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა.
– გაშალე მუშტები-მეთქი! – დაიძახა ისევ ბებიამ.
მარომ თითქოსდა უნებლიეთ გამოშალა ხელები, – რა გინ-
დათ ჩემგან, ხელში არაფერი მიჭირავსო. ბებიამ ერთ მუჭზე კაკ-
ლები დაუყარა, მეორეზე კი ფილთაქვა დაუდო. განრისხებული
იყო, დაყვლეფილ თვალებს არ აცილებდა მაროს და ხმადაბლა
(ხმამაღალი ლაპარაკი ბებიას არ შეეძლო), მაგრამ მძიმედ და
მკაფიოდ, თითოეულ სიტყვას მრისხანების დაღს რომ ასვამდა,
ისე უთხრა:
– დაგვამტვრიე თავზე კაკალი, მარო! რაც იყოს, იყოს, დაგ-
ვამტვრიე! მეცა და ჩემ შვილიშვილსაც! მოდი შენც და შევუშვი-
როთ თავი!
მაროს მსხვილი სახე, გადაქანებული შუბლი და საომრად შე-
მართული ცხვირი რომ დავინახე, კინაღამ ვუთხარი ბებიას, მა-
ინცდამაინც, თავს ნუ გამოიდებ თავის შეშვერით-მეთქი. მაგრამ
მარო შედრკა. და კიდევაც ეს ვერ აპატია ბებიას. რამდენიმე წა-
მი ხელებგამოწვდილი და შეცბუნებული ჩამოჰყურებდა ბებიას,
მერე კი მიხვდა, რაც უნდა ექნა: კაკალი ბუხართან დაყარა,
ფილთაქვასაც ბუხრის კალთაზე მოადენინა რახვანი, გულზე ხე-
ლები დაიჭდო და ბებიასკენ ზვავივით წავიდა. ბებია არც შერ-
ხეულა, წარბიც არ შეუხრია, გააფთრებული მზერაც არ მოუცი-
ლებია მაროსთვის. ისე უყურებდა, ქვას გახეთქავდა. მე წამოვ-
ხტი, მაროს გადავასწარი და ბებიას გვერდით დავუდექი.
– თქვენ ვინა გგონივართ, დეიდა რუსუდანო! არა, მაინც ვინა
გგონივართ? – შემოგვძახა მარომ და თავზე ზვინივით წამოგ-
ვადგა.
– მაინცდამაინც გინდა, გაიგო, ვინ მგონიხარ? – ბებიამ ქა-
ლაქის გამქვავებელი ზღაპრული კუდიანივით ახედა მაროს.

13 მკითხველთა ლიგა
ერთხანს ასე უყურებდნენ ერთმანეთს. მარო ისაზრებდა, რა
ეთქვა და რით მოეკლა გული ამ გადახრწნილი და აუტანელი
მოხუცისათვის. ჰოდა, მოისაზრა. სიამოვნებით ლამის ჩაიხვიხ-
ვინა, პალტოს ჯიბიდან გახსნილი კონვერტები ამოიღო და ბები-
ას ცხვირწინ აუფრიალა:
– ვინა ვარ? ვინა ვარ? ვალმოხდილი დედა ვარ! აი, ვინა ვარ!
ვალმოხდილი დედა! ორი შვილი გავუზარდე სამშობლოს! აი!
აი! – მარო მთელი ძალით იქნევდა კონვერტებს, – ერთი დასავ-
ლეთ უკრაინიდანა მწერს, მეორე კიდევ გერმანიიდან! აი, ესა
ვარ! ეს გახლავართ! თქვენ, თქვენა? თქვენა!
ჭინჭარს მდუღარეს რომ გადაასხამენ და სუსხიანი ბუსუსები
ერთბაშად ჩაეფუფქება, ისე დაემართა ბებიას. ცდილობდა, რო-
გორმე დამცინავი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე და ვერა-
ფერს ახერხებდა. ნიკაპი უკანკალებდა და პირიც რაღაც უმწეოდ
და საცოდავად ეპრუწებოდა. მგონი, ასეთი არც კი მენახა. მა-
რომ ნიშანში მოარტყა. სწორედ იმას უკიჟინებდა, რომ არცერ-
თი შვილი აღარ ჰყავდა ბებიას, უკიჟინებდა, რომ ყველა მათ-
განს თვითონ ვერ მიაყარა მიწა და არც იცოდა მათი საფლავი,
უკიჟინებდა, რომ მეღა ვყავდი და მეც ვინ ვიყავი და რა მერქვა?
უმაქნისი, კითხვით თავგამოტენილი ქარიფანტია, რომელსაც
"ვალმოხდილი" მარო ორ ბატსაც არ მიაბარებდა. მაგრამ ბები-
ამ სწრაფადვე მობოჭა თავი. ისე სწრაფად, რომ ასე მეგონა, მო-
მეჩვენა ის წუთიერი "წახდენა". მე ხელით გამაჩერა, ქომაგები
არ მჭირდებაო, ბებიაც იქნებოდა და დააცდიდა ვინმეს, თუნდაც
ეს ვინმე საკუთარი შვილიშვილი ყოფილიყო, უპრაგონოდ წა-
მოსროლილი სიტყვის გამო თანაეგრძნოთ და შებრალებოდათ
– სახეზე დამახასიათებელი გოროზი გამომეტყველება აღიბეჭ-
და, დედამიწის ზურგზე მთავარ ცნებას ვერაფერი დამაკარგვი-
ნებსო და მაროსთვის არც შეუხედავს, ისე უთხრა:

14 მკითხველთა ლიგა
– ჩამოიტანე გასაღები და გააღე შეშის ფარდული! ღამე ყინვა
მოუჭერს და უცეცხლოდ გაგვიჭირდება... თან შენთანაც სიტყვა
მაქვს სათქმელი...
ღამე უცეცხლოდ გაგვიჭირდებაო, რომ გავიგონე, ერთბაშად
გადამიბრუნდა გუნება, ძლივს შევიკავე თავი, მაროს თანადას-
წრებითვე არ შევბმოდი ბებიას, არ მეთქვა: ულმობელი და შეუბ-
რალებელი ხარ-მეთქი, არ გეყო, რაც მთელი დღე სული ამომ-
ხადე, რომ ახლა ღამეც ყოვლად უაზრო გვემაში არ
გამატარებინო-მეთქი! მარომ კი ზმუკუნით ჩაიცინა, კონვერტები
ჯიბეში ჩაიწყო, ბეჭდებასხმული ხელებით მიცვალებულს ქოქო-
ლა მიაყარა და შეცვლილი კილოთი, გულღია, შინაურული კი-
ლოთი უთხრა ბებიას:
– ნეტავ ვის უდგებით ჭირისუფლად ეს ამდროული ადა-
მიანი?! მოსამძიმრეებისა გერიდებათ, თუ მოტირლები მოვლენ
დანგიდუნგით და თქვენც აქედან ბანი უნდა მისცეთ? ჩაიხედეთ
ერთი სარკეში, დეიდა რუსუდანო, რა ფერი გადევთ! ამ თქვენმა
სანაქებოდ გაპატიოსნებულმა ყვავის დედოფალმა თავისი ერ-
თადერთი ამფსონი ხომ შემოინარცხა და გაამგზავრა საიქიოს!
იცოდეთ, გაფრთხილდით, თქვენც გზას არ გიკაფავდეთ წვრი-
ლიანებში!
ბებიამ ხელზე ხელი დამადო და ნიკაპი წინ გაიწოდა, სკამზე
დამსვიო. მაროსთვის კი არც შეუხედავს და არც ხმა გაუცია. ხე-
ლები სეტყვასავით ჰქონდა და ნაბიჯებსაც ისე ადგამდა, ეტყო-
ბოდა, ფეხებიც სიცივისაგან დაბუჟებოდა. მაგრამ მაროს უკვე
გეზი შერიგებისკენ ჰქონდა აღებული, ბებიას უბრობას ყურად-
ღებაც არ მიაქცია და კიდევ უფრო გულითადი კილოთი დაგვიწ-
ყო პატიჟი: განა შეშა მენანება, რამდენიც გინდათ დაწვითო,
მაგრამ რა ძალააო, ზევით ამოსულიყავით, გავახშმებდით კი-
დეც, მორთულ ჩაისაც დაგალევინებდითო, ერთ-ორ სიტყვასაც
ვიტყოდით და კარგადაც მოგასვენებდითო, შორეულები ხომ
არა ვართო, თან მიგვითითა კიდეც: ცუდია ნათესავისაგან შორს

15 მკითხველთა ლიგა
რო დაიჭერ თავსაო, ხომ იცით, ცხვირი პირისაგან არ მოიჭრე-
ბაო... ერთი სიტყვით, ჯერ ხომ გამოლანძღვის ულუფა მოგვარ-
თვა, ახლა კი შერიგებისას გვთავაზობდა. კარლო და გულო და-
მიდგნენ თვალწინ... ისე ცოცხლად და მკაფიოდ... მე მათ ვხე-
დავდი მოგუნდავე და ციგით მოსრიალე ბავშვებად... რომ შემ-
ხვედროდნენ, ვინ იცის ვეღარცერთი ვერ მეცნო, ბავშვობის შემ-
დეგ არცერთი აღარ მენახა... სრულიად დარწმუნებული ვიყავი,
რომ მაროს უნდოდა, თავისი ოჯახით და თავისი შვილებით
ჩვენთან თავი მოეწონებინა. ჰოდა, ახლა ადგებოდა და მშვენი-
ერ საღამოს გამოიწყობდა: საკუთარ მოედანზე, საკუთარ
დაკრიალებულ-დაწკრიალებულ ოჯახში, ათუხთუხებულ სამო-
ვარს და სურნელოვან ჩაის მოგვართმევდა, კარლოსი და გუ-
ლოს ამბავსაც დაწვრილებით მომიყვებოდა და აუცილებლად
მანანებდა "ბავშვობის მეგობრების" მიმართ გულგრილობასა
და უყურადღებობას, ამასთანავე, ბებიას წინაშე თავსაც უკეთე-
სად იმართლებდა თავისი დედამთილის გამო. და თუ ვერ დაგ-
ვაჯერებდა, ჯანდაბამდისაც გვევლო, გულს ხომ მაინც მოიოხებ-
და და თავისი სანიმუშო ოჯახით თვალებს დაგვიყენებდა.
ნესტიანი სიცივით გამსჭვალულ სარდაფში, სადაც თან მიც-
ვალებულიც ასვენია, თუკი სითბოს, სისუფთავეს და სინათლეს
შემოგთავაზებენ, არამცთუ ბავშვობის მეგობრების წერილებით,
ბევრად უფრო უმნიშვნელო ამბებითაც შეიძლება დაინტერეს-
დეს კაცი და, ალბათ, ყველა დაინტერესდებოდა, გარდა ამ აუტა-
ნელი და გაუსაძლისი ბებიაჩემისა, რომელმაც ჯიუტად გაიქნია
თავი და მკვახედ წარმოთქვა:
– აქ იმიტომა ვარ, რომ სწორედ აქ ვიყო! ვახშმობით კიდევ,
ორმოცი წელიწადიც იქნება, არ მივახშმია. ჩემი შვილიშვილიც
ამას მივაჩვიე.
ვითომ მსუყე სადილის შემდეგ ვახშამზე უარს ამბობდა.
ოჰ, როგორ მძულდა! შეხედვისა მეშინოდა, მარომ არ
შემატყოს-მეთქი. ენას კბილი დავაჭირე, სიტყვა არ დამცდეს--

16 მკითხველთა ლიგა
მეთქი, მარომ არ აიტაცოს, არ გაჰკრას და გააბუოს-მეთქი. აღა-
რაფერი არ მინდოდა, არც სითბო, არც სინათლე, ბებიაჩემთან
ჩხუბი მწყუროდა.
– კერპი ხაართ, დეიდა რუსუდანო, კერპი... – და მარომ ხე-
ლი გაშალა, რომ ბებიაჩემისთვის მხარზე მოესვა შერიგებისა
და მფარველობის ნიშნად, აქაოდა შეშა უნდა მოგცეთო, მაგრამ
ბებიამ სრულიად მოურიდებლად აუკრა ხელი და მშრალად უთ-
ხრა:
– დიახაც, რომ კერპი ვარ და არცა ვნანობ!
ვერ მოვითმინე და შევხედე. სკამზე დაყუნცული, თიხის ცუ-
დად გამომწვარ, დამსკდარსა და დაშაშრულ მოხუც კერპს ჰგავ-
და, რომელსაც თითქოს სულ არ ეკითხებოდა, გარშემო რა ხდე-
ბოდა, იჯდა და უწამწამო, დაყვლეფილი თვალებით ტახტის კი-
დეზე მოპარპალე სანთელს მისჩერებოდა.
მარომ დაიქნია თავი და მე შემომხედა, ვითომ ამისთანა
ღრმა მოხუცს კაცმა ყველაფერი უნდა აპატიოსო. ძალა მოვიკ-
რიბე და კრიჭაშეკრულმა მდუმარედ შევხედე მაროს.
– თქვენ იცით თქვენი საქმისა, – თქვა მარომ მხრების აჩე-
ჩით, ცხადია, გულისხმობდა, გიჟი თავისუფალიაო, – მაგრამ
თვალები მაინც არ დაითხაროთ ამ სიბნელეში, – და ბუხრის
თავზე შემომდგარ ლამფას გამჭვარტლული შუშა მოხსნა, აან-
თო, შუშა ისევ გაუკეთა და თავისი თავით კმაყოფილი წავიდა
კარისკენ.
მოუთმენლად გავაყოლე თვალი, ჩქარა გასულიყო და გას-
ცდენოდა აქაურობას, რომ სანამ დაბრუნდებოდა, მომესწრო და
ბებიასთვის კარგისები მომეხსენებინა. ასეც მოვიქეცი: სულთამ-
ხუთავი ხარ-მეთქი, კრიჭაში ჩამდგომის ჭია გხრავს-მეთქი! პა-
ტივმოყვარეობით ხარ დაბრმავებული და შენი თავი ყარამანი
გგონია-მეთქი! გაიგე და შეიგნე, ოთხმოცდაშვიდი წლისა ხარ
და ამ შენს თავკერძობას ცოტა ძვრა მიეცი-მეთქი! – თავზე ვა-
დექი და, გაჩქარებული და გაალმასებული, მარომ არ

17 მკითხველთა ლიგა
მომისწროს-მეთქი, დავძახოდი და დავძახოდი. ბოლოს ისიც კი
ვუთხარი: ეტყობა, დაგავიწყდა, გულღონება რომ გემართება
ხოლმე და იცოდე, შუაღამისას გული რომ შეგიღონდეს, ზედაც
არ შემოგხედავ, წამოდგეს ბებია ევა ამ ტახტიდან და
მოგაბრუნოს-მეთქი!
გაყუჩებული იჯდა, არც შერხეულა, მაგრამ ახლა აღარ ჰგავ-
და თიხის კერპს. ვინც არ იცნობდა, ვინც არ იცოდა, რა ქვის ნა-
ტეხი იყო, იქნებ შესცოდებოდა კიდეც: სკამზე მობუზული, მტკივ-
ნეულად შეჭმუხნილი, გაქუცული წარბებისა და ჟანგისფერი, და-
ბეგვილი სახის მქონე მიხრწნილი მოხუცი. ამ შეუსაბამისობამაც
ისე გამაბრაზა, კინაღამ შევძახე, თავს ნუ იკატუნებ-მეთქი. თავი
აიღო და შემომხედა. რაღაცის თქმა უნდოდა და ეტყობა, უჭირ-
და ხმის ამოღება, ნერწყვს ისე ყლაპავდა, გეგონებათ, გულზე
რაღაც დაადგაო. მერე კი გადასძლია თავს და, თუმცა ხმა ეხშო-
ბოდა და ებორკებოდა, სვენებ-სვენებითა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ
სათქმელი მაინც მითხრა:
– ზოგჯერ მგონია, რომ შენგან არაფერი არ გამოვა... და ეს
გულს მიკლავს. სულ იმის ცდაში ხარ, არც ტანჯვით შეიწუხო თა-
ვი... არც სიძულვილით... და სიყვარულიც მხოლოდ სიამოვნე-
ბას დაარქვა... – გაჩერდა, ისევ გულზედამდგარივით ჩაყლაპა
ნერწყვი... ხელების ფათურს მოჰყვა... გათოშილი და გაფიჩხუ-
ლი თითები არ ემორჩილებოდა, ძლივს აცაცუნებდა... პალტოს
კალთას კიდე მოუნახა და გადასწია, ქვედატანის ჯიბიდან სან-
თელი ამოიღო, – ადამის შვილს კაცად მოვალეობა ხდის, სხვა
კი არაფერი, – ათასჯერ ნათქვამი ათასმეერთეჯერ გამიმეორა
და სანთელი გამომიწოდა მიცვალებულის თავთან დასანთებად.
ცხედარს მე მხრებში წავავლე ხელი, გურამამ – ფეხებში, ავ-
წიეთ და კუბოში ჩავასვენეთ. ბებიამ ჭუჭყიანი ლეიბი გადაახვია,
იოსებამ ტახტის ბოლოს საბანთან დადო, მერე კი კუბო ჩამოვ-
წიეთ და ტახტის შუაში დავდგით. ბებიამ მიცვალებულს გულზე
დაკრეფილი ხელები გაუშალა და სუფთა ცხვირსახოცი და სან-

18 მკითხველთა ლიგა
თელი ჩაუდო. ფეხებთან კაბის ბოლო გაუსწორა, ღილებს თვა-
ლი ჩამოაყოლა, ერთი ღილი დაგვრჩენოდა შესაკრავი და ის
ღილიც შეუკრა, ჯიბიდან სავარცხელი ამოიღო და სასთუმალ-
თან ჩაუდო, მერე კი გაკეცილი სუდარა აიღო და შესუდრვას
მოჰყვა... მზრუნველად უსწორებდა ნაოჭებს, უკეცავდა ნაპი-
რებს...
ჩვენ ვიდექით და შევყურებდით. სუდარა, ის იყო, გულზე დაკ-
რეფილ ხელებთან გადააფარა, რომ იოსებამ ხმამაღლა ამოიზ-
მუკუნა, კაცს ერთბაშად რაღაც რომ გაახსენდება, ისე, დოინჯი
შემოიდგა და ბებიაჩემს მიაჩერდა:
– რუსუდანო, ეს რა მოგვივიდა, ადამიანო, სავარცხელიო,
სანთელიო და!
ბებიამ უცებ შემოხედა იოსებას, თავი გაარაცრაცა და პირზე
ხელი მიიფარა. არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა, ამ უკანას-
კნელი გაპატიოსნების დროს იოსებას ეთქვა ის, რის თქმასაც
აპირებდა.
– კაცო, – დაიძახა იოსებამ უფრო ხმამაღლა, – რაც მთავა-
რია, კუბოში იმას არ ვაყოლებთ? იმას არ ვატაანთ? აი, გადაყ-
რუებაც ამას ჰქვიან! კაი რამ, ეხლა მაინც მომაგონდა!
– გაჩერდი, იოსებ! – დაუტია ბებიამ და ხელი გაუქნია, – გა-
დაყრუება რა შუაშია? არ ჩავაყოლებ!
– ყველაფერი რომ წარმომედგინა, შენგან ცოდოობის ჩადე-
ნას ვერ წარმოვიდგენდი, რუსუდანო! რაღა ევას ცოდო უნდა
დაიდო, ადამიანო! – და იოსებას სახის ყველა ღირსშესანიშ-
ნაობა: რაღაც უცნაურად ამობნელებული მზერაც, ერთ მხარეს
მიგრეხილი ყბაც და მეორე მხარეს დაცერებული ცხვირიც,
გაოცებისა და აღშფოთებისგან კიდევ უფრო ამოუბნელდა და
მიეღრიც-მოეღრიცა.
ბებია ერთ წამს დაფიქრდა, ლამის შეჭოჭმანდა, მართლა ცო-
დოს ხომ არ ჩავდივარო, მაგრამ ისევ ჯიუტად გააქნია თავი:

19 მკითხველთა ლიგა
– მზადა ვარ, ეგ ცოდვა ვიტვირთო! ახლა კი, იოსებ, ბარემ
სახურავიც შემოიტანეთ და მერე აქვე დავჭედოთ! – განგებ
სწრაფად დაუმატა, რომ ამ საუბრისთვის ბოლო მოეღო, მაგრამ,
ნურას უკაცრავად, იოსებამ ისეთ მადანს მიაგნო, რომელსაც
ასე იოლად ხელიდან ვერავინ გააგდებინებდა:
– შენა გგონია, მაკა შემომწყრალი იქნებაა? ნეტა როგორც
უკვე შერიგდებოდნენ კიდეც?! უერთმანეთოდ რა გააძლები-
ნებთ? ჰოდა, ჩააყოლე!
ბებია თავისებურად გაჯიქდა:
– არ ვაყოლებ! აი, სწორედაც არ ჩავაყოლებ! საკმარისი
ითამაშა ამ ქვეყანას!
– ჰოდა, დაჩვეული გვამი პრუწს ვერ მოიშლის! – იოსებამ
თავისი გაშავრკინებული ხელი ზევით ამართა, – მივლენ თუ არა
იმ ქვეყანას, აი, ამ ბიჭის მზემ, თუ მაშინვე თამაში არ გაახურონ!
ჰოდა, ჩააყოლე!
– სანამ კარტის თამაშს დაიწყებდა, – თქვა ბებიამ და ბუხრის
თავზე შემომდგარ უკვდავას კონას გადასწვდა, ქილაში უწ-
ყლოდ ჩარგულს, – მთელი სიცოცხლე ცხვრებსა მწყემსავდა,
ჰოდა, მწყემსოს! ბევრი ითამაშა, აი, ხომ ხედავ, სადამდე ითამა-
შა!
ბებიამ კონა დაშალა და ყვავილების გაცალკევებას მოჰყვა.
– ვიცი, ვიცი, მაგრამ რაღა დროს ცხვრებია?! ოთხმოცი წლი-
სა ან როგორღა აედევნება ცხვრებსა?! – ისე გაშალა ხელები
იოსებამ, თითქოს ეს არის, ბებია ევა კომბალს იღებდა და
ცხვარში მიდიოდა, – თანაც მაკამ რაღა ქნას, იმ საცოდავმა და
კენტად დარჩენილმა!
– ოჰ, იოსებ, ოჰ, იოსებ, – კისერი გადააგდო ბებიამ, – ნეტა
ღმერთი გამწყრომოდა და შენთვის დახმარება არ მეთხოვნა...
ბებიამ ხმელი ყვავილები სუდარაზე მოაბნია... რამდენიმე
ცალი კი ევას სასთუმალზე დაუდო. იოსებას, ის იყო, კიდევ რა-

20 მკითხველთა ლიგა
ღაც უნდა წამოეძახა კარტის ჩაყოლებასთან დაკავშირებით,
რომ ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:
– დამშვიდდით, ძია იოსებ... გუშინ ჩემი თვალით ვნახე,
იზოლდი უნივერმაღში კარტს ყიდულობდა და თან გამყიდველ
გოგოებს ეუბნებოდა, პაპიდასთვის მინდა, თან უნდა გავაყო-
ლოო.
მართლაც, მე ფართლეულის განყოფილებისკენ მივიჩქარო-
დი სასუდარე ტილოს საყიდლად, რომ საგალანტერიო დახ-
ლთან იზოლდის გაბუებულ თავს მოვკარი თვალი, შემეშინდა,
არ შემნიშნოს და არ შემომტიროს-მეთქი, ფეხი უფრო ავაჩქარე,
სვეტს ამოვეფარე და ცალი თვალით გამოვხედე: იზოლდის
ხელში კარტის რამდენიმე დასტა ეჭირა და რჩევაში იყო, რომე-
ლი ეყიდა.
– მაგრე გეთქვათ, კაცო, კინაღამ დარდი შემომყარეთ, იმ
ქვეყნად ევასა და მაკას რა ეშველებათ-მეთქი! – დაიძახა იოსე-
ბამ კმაყოფილებით აღსავსე კილოთი და გურამას ხელით ანიშ-
ნა: წამო, კუბოს სახურავი შემოვიტანოთო.
ევასი და მაკას ამფსონობა და კარტის თამაში საყოველთაოდ
იყო ცნობილი. ან კი როგორ არ იქნებოდა, როცა ნახევარი თე-
ლავი მაროსთან დაიარებოდა და მაროს კი გულის მოოხება უყ-
ვარდა, – შინაურთან და გარეულთან ევას ლანძღვა-გინების
მეტს არაფერს აკეთებდა. იცოდნენ ზევით უბანშიც, დიდი თელის
უბანში, სადაც მაკა ცხოვრობდა... ქვევით უბანშიც. მაწანწარა-
ზეც, სადაც ევა ცხოვრობდა და, ალბათ, მთელ ჩვენს პატარა ქა-
ლაქშიც. მაგრამ, ცხადია, ეს მხოლოდ მაროს გამო არ იყო. ლა-
მის მთელი სიცოცხლე ევამა და მაკამ თამაშში გაატარეს და სა-
ბოლოოდაც ისე ითამაშეს, რომ კოკა წყლის გზაზე გატყდა,
ორივე იმ თამაშს გადაჰყვა. ესვენნენ ახლა თავ-თავიანთ ტახ-
ტებზე: ევა თავის სარდაფში და მაკაც თავის ნახევრად დამწვარ
სახლის დარბაზში, ბებია და მე ევას ვჭირისუფლობდით, იზოლ-
დი კი – თავის პაპიდა მაკას. ასე იყო ეს ამბავი, ოდესღაც ისინი

21 მკითხველთა ლიგა
შემთხვევამ და ბედისწერამაც შეახვედრა ერთმანეთს, დაკავში-
რებით კი, ალბათ, მაინც მარტოობამ დააკავშირა; მარტოობამ
და მიუსაფარობამ... ევას თუმცა შვილიც ჰყავდა და შვილიშვი-
ლებიც, თავისი რძლის, მაროს გამოისობით, ყველას მიერ, დი-
დი ხანია, აბუებული იყო. ზევით უბანშიც და ქვევით უბანშიც ძი-
რითადად ევას ამტყუნებდნენ. მაკა ჯანდაბას, შინაბერაა, ერთი
ბეხრეკი თავი აბია და აბარია, არავის წინაშე ვალდებული არ
არის, ევას კი არ ეპატიებაო. მთელი ცხოვრება თავის ქეიფზე
გაატარა, ტყე-ტყე, ღედე-ღუდე სიარულისა და კარტის თამაშის
მეტი არაფერი გაუკეთებია და საწყალ შვილსა და რძალს მაროს
მთავარცნება დააკარგვინაო.
მართლაც, ერთხელ მაროს რა მოსვლოდა?! მამიდა მოჰ-
კვდომოდა ქვემო ხოდაშენში და დასაფლავებაზე მიდენილიყო.
მატარებელში თბილისს მიმავალი ნაცნობი ქალები შეხვედ-
როდნენ. თავის დედამთილზე დაეწყო გულის მოოხება. ჰოდა,
რა?! ქვემო ხოდაშენსაც გასცდა თურმე და სამ პლატფორმასაც.
ხალხი დასაფლავებიდან ბრუნდებოდა, ძაძით მოსილი, დაქას-
ქასებული მარო რომ გამოჩნდა სასაფლაოს ჭიშკარში, ცალი ხე-
ლით თავიდან გადამძვრალ შავი აბრეშუმის თავშალს ისწორებ-
და, მეორეთი კი უკვე შემჭკნარი და ყინწმოწყვეტილი ვარდების
მომცრო გვირგვინს მოარბენინებდა. გამობრუნებული ჭირისუ-
ფალი რომ დაინახა, ვაიმე, მამიდაო! შეჰბღავლა, შურდულივით
მიიჭრა ახლად მიწამიყრილ საფლავთან, ზედ გადაემხო და ყვა-
ვილები და გვირგვინები სულ მიშალ-მოშალა.
მაროს კლიენტები ამბობდნენ: ასეთი დედამთილი რომელ
რძალს არ აუბნევს დავთრებსო?! მერე იმსახურებდეს მაინცო!
მშრომელი, ოჯახის მუჭუჭი, შემომტანი, ჭრელი ქვა რომ იპო-
ვოს, სახლში მიარბენინებსო; ხელია და ისეთი ხელი აქვს, ყვე-
ლა მაგას აჭრევინებს თმას, აცლევინებს ბეწვებს და აკეთები-
ნებს ექვსთვიანებსო. ტყუილად კი არ ეძახის თავის თავს სილა-
მაზის მსახურსო; მართლაც სილამაზის მსახურიაო, უფრო მე-

22 მკითხველთა ლიგა
ტიც, ხელოვნების მსახურიაო. მარტო საპარიკმახეროს კი არ
სჯერდება, თეატრშიც მუშაობს გრიმიორ-პარიკმახერადო და სა-
ნიმუშოდაც მუშაობსო.
ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო, თეატრშიც მუშაობდა და
საპარიკმახეროშიც მუშაობდა. შინ და გარეთ ჯარასავით
ტრიალებდა. სკოლაში მიმავალს, ან სკოლიდან მომავალს რამ-
დენჯერ შემინელებია ნაბიჯი საპარიკმახეროსთან, რომ დამენა-
ხა, როგორ დასტრიალებდა თავს კლიენტებს, როგორ მარჯვედ
ხმარობდა მაკრატელსა და სავარცხელს... იმას არ ჩიოდა და
ტიროდა?! მე ვშრომობ და ჩემი დედამთილი დროს ატარებსო:
ან ტყეში დაძრწის, ან მაკას ეთამაშებაო.
მაგრამ ბებია, მაგალითად, ევასა და მაკას არასოდეს არ გა-
ნაქიქებდა. სიამაყის გამო კი არა და არც მხოლოდ იმიტომ, რომ
გაჭირვების ჟამს ევამ შეგვიფარა, შეგვიკედლა და დახმარების
ხელი გამოგვიწოდა, არამედ იმის გამო, რომ ბებიას ფხიზელი
და დაუცხრომელი სული მიმართული იყო მოვლენათა წვდომი-
საკენ და ნიადაგ იმას ესწრაფვოდა, წყალი სათავით მოენახა.
თორემ ბებიაზე უკეთ, ჩვენზე უკეთ ვინ იცოდა ევასი და მაკას
თამაშისა და წაგებ-მოგების ამბავი. ევა თუ ტყეში არ იყო, იყო
მაკასთან, ისხდნენ ტახტზე და თამაშობდნენ კარტს. დამშლელი
არავინა ჰყავდათ და, ესეც რომ არა, გვერდებჩამარილებულ მა-
კას სიარული უჭირდა, ბუნებით დაუდეგარი ევა კი ჯერ ისევ ნი-
ავქარივით დაჰქროდა აღმა-დაღმა. თამაშის დროსაც მსუბუქად,
კოხტად წამოჯდებოდა ტახტზე, ჯვარედინად მოიკეცავდა ფე-
ხებს, წელში გამართული, ბეჭებში გაშლილი და ოდნავ გადაზნე-
ქილი, გეგონებოდათ, მუთაქაზე მაღლად შემომჯდარაო; იმ
დროს, როცა საწყალი მაკა მთელ თავის მუთაქებსა და ბალი-
შებს ტახტის კუთხეში მიაქუჩებდა და ზედ მიეყუდებოდა, შიგნით
მიბრეცილ, გახრიოკებულ ფეხებს კი ტახტზე გამოშლიდა. ევას
თამაშის დროს ლაპარაკი არ უყვარდა, მშვენივრად მოყვანილი
ნიკაპი და ჩამძივულ კბილებზე კოხტად შემომჯდარი ტუჩები არ

23 მკითხველთა ლიგა
შეერხეოდა, გაყუჩებული თამაშობდა. მაკას კი ყმაწვილქალური
თუ შინაბერული აღფრთოვანება ბოლომდე შემორჩენოდა და
შეძახილების, წყევლა-კრულვის, ჩაცინებისა და ჩაზმუკუნების
გარეშე თამაში არ შეეძლო.
– წვიმა-წყალი, გენაცვაათ! – დაიძახებდა გულამოგლეჯით,
– წვიმა-წყალივით მოსდიის! ვინ გაუმკლავდება ამ კუდიანს, ვი-
ნაა?! – ზოგჯერ გამწარებული ასაკრეფ კარტს ხელს დააფარებ-
და: – ეზიდები და ეზიდებიი, ქალო! დაკარგეე სინდის-ნამუსი!
ევა უსიტყვოდ შეხედავდა... კარგი ათიანისა და კარგი
ორიანის წაყვანასაც აუცილებლად სათქმელს დააყოლებდა:
– გააქანეე ათიანი? ორიანიცაა?! ოიი, დაგიმიწდეს ეგ ხელე-
ბი, მთლად რომ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი!
და ვინ მოთვლის, რას არ იტყოდა და ამოიძახებდა ხოლმე.
ყბების გასაწევ-გამოსაწევი კალაპოტივით ჩადგმულ პროთეზს
კაპიკუპი გაჰქონდა და ამ კალაპოტზე მრუდედ გადაჭიმული ბებ-
რული, მოლურჯო, გალეული ტუჩები წამიწუთს ეხსნებოდა.
ისინი ახლა კონჩინას თამაშობდნენ, კონჩინაზე ჩამოქვეით-
დნენ. რაც უბნის ქალები, დარუხანა, პელო და სონა გამოეცალ-
ნენ ხელიდან და გაუდგნენ გზას გრძელი ქვეყნისაკენ, ევამა და
მაკამაც პრეფერანსსა და პიკის ქალს ძალაუნებურად გაანებეს
თავი, ცხრიანსაც შეეშვნენ, როგორც თვითონ ამბობდნენ, ბე-
დაურიდან ვირზე გადასხდნენ და ახლა ბებრულ კონჩინას
მიერეკებოდნენ, მაგრამ ისე მიერეკებოდნენ, ზარბაზნები რომ
დაგეცალათ, იქნებ ვერც კი გაეგონათ. აკი ერთხელ ასე მოხდა,
როცა საწყალ მაკას ნახევარი სახლი დაეწვა. წმინდა გიორგის
ხატთან დანთებული სანთლის ნამწვი ჩამოვარდნილიყო და იქი-
დან გაჩნდა ცეცხლი. ევა და მაკა, როგორც ყოველთვის, დარ-
ბაზში თამაშობდნენ და ვერაფერიც ვერ გაიგეს, სანამ ცეცხლი
ისე არ მოედო იქაურობას, რომ სახანძრო რაზმმაც იმ ორ ოთხს
ვეღარაფერი უშველა, იატაკი ჩაიწვა და ჩაიქცა, ჭერი ჩამოიწვა
და ჩამოინგრა და კედლებგაბოლილ, ქარახინა სივრცეს შავად

24 მკითხველთა ლიგა
დაშრეშილი და აქა-იქ გაშვერილ-გამოშვერილი კავები და კო-
ჭები კვეთდა.
რამდენი რამ დანთქა მაშინ იმ ხანძარმა: ლუკა მღვდლის
ოთახი, საღვთისმეტყველო წიგნებითა და მაკას ბებიის ბებიის
ხელით გადაწერილი სახარება, მშვენიერ ტყავის ყდაში ჩასმუ-
ლი და სამ ადგილას ვერცხლის პაწია რაზებით შეკრული. ჩვენი
მუზეუმის დირექტორი ბატონი სანდრო ლამის თავში ხელს
იცემდა, ჩემ მრავალგზის თხოვნას ყური არ ათხოვა მაკამ და,
აი, რა მოხდაო...
მაგრამ მამა ლუკას ოთახში ერთი საოცრებაც მოხდა: წმინდა
გიორგის ფერწერული ხატი, მღვდლის ხელით დახატული, გა-
დარჩა. ისევე უვნებლად ეკიდა გაჭვარტლულ კედელზე. მეხან-
ძრეები უბრალოდ ამბობდნენ: სანამ ცეცხლი მისწვდებოდა, ხან-
ძარი ჩავაქრეთო, მაგრამ მაკამა და ევამ სასწაულმოქმედად მი-
იჩნიეს ეს ხატი, საქმეც ის არის, ცეცხლი რომ ვერ მისწვდა, რა-
ღა ყველაფერს მისწვდა, ხატის გარდაო. ეს ერთი სიხარული გა-
მოჰყვა იმ ხანძრიდან საწყალ მაკას, – მით უმეტეს, ძია ლუკას
დახატული შესანიშნავი ხატები თელავის "სობოროდან" აქეთ--
იქით გაიბნა, – სასოებით წააბრძანა ხატი და დარბაზის ბოლოს,
კუთხეში ჩამოკიდა. ეს ერთი სიხარული, თორემ იმ ხანძარმა
პირწმინდად დანთქა მაკას მზითევი, რამდენიმე სკივრში ჩაზიმ-
ზიმებული და საწოლ ოთახში, მაღალფეხა კაკლის საწოლის
ქვეშ შებინავებული... ლეიბები კი, მზითვის ლეიბები, ლამის ფუ-
თიანი, აფუებული ლეიბები წალოში იყო ჩალაგებული... არა,
არა, არ ეღირსა ამ ლეიბებსა და ოქროსფერი ფარჩის კლავე-
ლის საბნებში არჩილთან ერთად ჩაცქრიალება, არც არჩილთა-
ნა და არც სხვებთან... მაგრამ მთავარი ხომ არჩილი იყო, იმას-
თან ერთად უნდა დასწაფებოდა სიყვარულის ბანგსა, იმასთან
ერთად უნდა დანთქმულიყო სიყვარულის მორევში... ჰოდა, აგე
ბედმა რა განაჩენი გამოუტანა: დაიწვა და დაინაცრა... სუნი, სუ-
ნი, სუნი, საშინელი სუნი დამწვარი მატყლისა, ვინ იცის, რამდე-

25 მკითხველთა ლიგა
ნი ხანი იდგა მაკას გაცრუებული ბედის დასტურად... და არა
მარტო მაკასი, არჩილისაც... არჩილსაც რა ბედი გამოუვიდა?
საშინელი და შემზარავი! მაგრამ 24 წლის შემდეგ, როცა მხო-
ლოდ მაკასთვის კი არა, ყველასთვისაც, არჩილმა საკოცნელი
პირი საფურთხებლად გაიხადა, მაკამაც საბოლოოდ გადაუსვა
ხაზი, და ამ ხანძრის დროსაც, საშინელი სუნით რომ გაიჟღინთა
არაემარე, მაკა ფიქრობდა: ეტყობა, რაც არჩილის სახელს
დაუკავშირდებოდა, ყველაფერი უნდა დანაცრულიყოვო...
მაშინ კი, როცა ეს მზითევი იკერებოდა, როგორ კისკისებდა
და კისკისებდა... საკერავი მანქანის გრიალი და მატყლის აწკე-
პის ხმა ყურში ნანად ჩაესმოდა... კისკისებდა და თავისიანები
ბოლოს-ბოლოს დაიყოლია, მართალია, კბილების კრაჭუნითა
და თავის გადაქნევ-გადმოქნევით, მაგრამ დაიყოლია. ძია ლუ-
კაც კი, რომელიც ვერ იტანდა ახალი დროების კაცებს, პუნ-
ქტობრივად განაქიქებდა, ბოლოს კი დაასკვნიდა ხოლმე: იმის
მაგივრად, თავის განუჭვრეტლობას ებრძოლონ, ღმერთს ებ-
რძვიანო და რას უნდა მოელოდე ამისთანა ხალხისგანო, ძია
ლუკაც კი დუმდა და აღარაფერს ამბობდა. ჰოდა, მაკას ეგონა,
მიხვდაო, ყველა მიხვდაო, რომ არჩილზე ჭკვიანი, არჩილზე გა-
ნათლებული, არჩილზე მომხიბლავი და მიმზიდველი, თელავი
რა სათქმელია, დედამიწის ზურგზე არავინ მოიპოვებოდა... არ-
ჩილი, ახალი იდეების დამნერგავი, დღედაღამ ცხოვრების
უკუღმართობაზე დაფიქრებული და თავატკივებული... და არჩი-
ლი – მაკასთვის თვალანთებული, მომავალი მეუღლე და მეგო-
ბარი... განა არჩილმა არ გაუღვიძა საზოგადოებრივი ცხოვრე-
ბის ინტერესი, არჩილმა არ აზიარა პროგრესულ იდეებს?.. არ-
ჩილი ისე მწყობრად, ისე დალაგებით მოუთხრობდა ჩაგრული
ხალხის განთავისუფლებაზე, მთელ ქვეყანაზე სამართლიანობი-
სა და თანასწორობის დამკვიდრებაზე, თან ისეთ ნაპერწკლებს
დააფრქვევდა თავისი შავი – ისეთი შავი, გუგა რომ არ ემ-
ჩნეოდა, – თვალებიდან, მაკა თუნდ მთელი დღე მოუსმენდა და

26 მკითხველთა ლიგა
არ მობეზრდებოდა, არ დაიღლებოდა. განა შეიძლება, იმაზე
ამაღელვებელი იყოს რაიმე, როგორც მომავალზე ფიქრია, უბ-
რალო ფიქრი კი არა, მხოლოდ პირადი ბედის მოწყობაზე ზრუნ-
ვა კი არა, ხალხზე ფიქრი, ხალხის მდგომარეობაზე ზრუნვა და
მეცადინეობა... და ეს, აი, ამისთანა კაცი ამისთანა გულდათუთ-
ქული ქვეყნის ბედისთვის, კაცთა მოდგმისთვის, თავდადებული
და თავგანწირული, ვინც თელავი ახალი მოძრაობის ფერხულში
ჩართო, ვინც დღედაღამ მასების გათვითცნობიერებისთვის იღ-
ვწოდა, მაკას საქმრო იყო, მაკას ჩაჰყურებდა თვალებში... თურ-
მე სულ ტყუილი ყოფილა ის ფერად-ფერადი სიტყვებიო, ფიქ-
რობდა მერე საწყალი მაკა, როგორც ჩვენს მომავალს თურმე
არავითარი საერთო არ ჰქონია იმ ოცნების მომავალთან, ასევე
არჩილის დალაგებულად ჩამოწიკწიკებულ თეორიებსო... ღმერ-
თო ჩემო, სანეტარო ცხოვრება?! თავისუფლებისა და თანასწო-
რობის ფერხულში ჩაბმული ხალხი?! განთავისუფლებული შრო-
მის პათოსით გალომებული თუ გაბრწყინებული მშრომელები?!
სიამაყით, სილაღით, მტკიცე ნაბიჯით, ლამის ფერხულით, ლა-
მის დავლურით, ყელმოღერებით მოცქრიალენი აყვავებულ დე-
დამიწაზე?! რომელთა მსგავსი ბუნებაში საერთოდ არ არსებო-
ბენ და არც შეიძლება არსებობდნენო... ისიც დაიწვა, ისიც, და
უკვალოდ გაქრა – უთხოვრის მშვენიერი ზარდახშა, არჩილის
ნაჩუქარ ალმასის ბეჭედთან ერთად, საგანგებოდ მოჩუქურთმე-
ბული კოტე ბოტკოვლის მიერ, მაკასი და არჩილის ინიციალე-
ბით, ჩუქურთმაში სანიმუშოდ ამოტვიფრული ულამაზესი "მანი-
თა" და "ანით"... ვერცხლის ანჯამებითა და საკეტებით... არჩილი
იმ ხანებში გადაასახლეს გაგრაში და იქიდან გამოგზავნილ წე-
რილებს მაკა სწორედ იმ ზარდახშაში ინახავდა და გასაღებით
კეტავდა. თუმცა წარსულს სრულიად ადრიკა ზურგი, წერილებს
ხელი არ ახლო, არც წერილებს და არც თავისი ხელით გადაწე-
რილ პროკლამაციას, ყველაზე მიუვალ ადგილას, ზარდახშის
საიდუმლო ფსკერზე დაკრულს. მაშინ ღამეებს ათენებდა პროკ-

27 მკითხველთა ლიგა
ლამაციების წერაში, მერე კი სძულდა, სძულდა, სძულდა და მა-
ინც ნიმუშად დაიტოვა, წარსულს ვერავინ გაასწორებს და შაირი
კიდევ არ გამრუდდებაო, დაე, ჩემი სიკვდილის შემდეგ კოტე
ბოტკოვლის ხელით სანიმუშოდ გამოჩუქურთმებული ეს ზარ-
დახშა თავისი პროკლამაციით ჩვენს მუზეუმს გადასცენო. მაგ-
რამ ბედოვლათსა და თავქარიან მაკას ყველაზე მეტად რაზე
სწყდებოდა გული და კავებზე, იმ ზარდახშაში სამკვდროდ შენა-
ხული კავები რომ დაეწვა. სწორედ ამაზე ითქმოდა, თავის დამ-
კარგავი თმას დასტიროდაო. ალბათ ეს უკანასკნელი წვეთი იყო
და ისე იტირა, ისე იტირა, გული ამოიგდებინა ტირილით. თავ-
დაუხურავი როგორ უნდა დავიმარხოო, გაფითრებულ, დატეტ-
კილ სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა... ევა გამტკნარებულიღა
შეჰყურებდა თავის დობილს. მაკა არასდროს არ ტიროდა, პირი-
ქით, ყოველთვის ყველაფერს აქილიკებდა და კიდევ ამიტომაც
მაკას ცრემლებმა განსაკუთრებით გაუცხოველა დანაშაულის
გრძნობა. დღე ერთი იყო და ის კავები, ვინ იცის, რამდენჯერ უნ-
და მოეგონებინა მაკას და გული მიემტკივნებინა, თავისი საკუ-
თარი ნაწნავის კავები, არჩილის მოგონებასთან, ტკბილსა და
მწარე მოგონებასთან დაკავშირებული. ნათლისმცემლის პატა-
რა საყდრის ბორცვზე ისხდნენ, ნადიკვრის ქვევით. არჩილმა
მზერა ჩააყოლა ჩამავალი მზით გაბრწყინებულ მაკას მსხვილ
ნაწნავს, მერე მაკას გაშუქებულ სახეს ფრთხილად შეახო ხელი,
ძალიან ფრთხილად, თითქოს ეშინია, ვნება არ მივაყენოო, თი-
თის წვერები ჩამოუსვა ყვრიმალებზე და სთხოვა: თუ ჩემი ხათ-
რი გაქვს, ნაწნავი დაიშალეო. მაკამ გაიღიმა, ნაწნავის დაშლა
კი იუარა, მოერიდა, ჯერ ისედაც გაშლილ ადგილას ვსხედვართ,
მარტოები, ან ქვევიდან არავინ მოდიოდეს, ან ნადიკვრიდან
არავინ დაგვინახოსო. მაკა, ჩემო სიცოცხლეო, უთხრა მაშინ არ-
ჩილმა, შენ ხომ მარტო მეუღლე კი არა, ჩემი ამხანაგი და თანა-
მებრძოლი უნდა გახდეო, ახალი დროების ქალიო, ტრადი-
ციების ტყვეობიდან განთავისუფლებული, დამოუკიდებელი და

28 მკითხველთა ლიგა
თავაწეულიო. მაკამ კი მაინც ტრადიციულად, ანუ კდემამოსი-
ლად დახარა თავი: ახალი დროება იმას ხომ არ ნიშნავს, ქალმა
სიმორცხვე და თავშეკავება დაკარგოსო. არჩილმა ხელი მოხ-
ვია, გულზე მიიკრა, წინ გადმოგდებული ნაწნავის დაშლას მოჰ-
ყვა, მჭიდრო წნულებს ნელ-ნელა უშლიდა... უშლიდა და უწეწავ-
და, უშლიდა და უწეწავდა... მხარზე ბულულივით ჩამოეშალა
წაბლისფერი თმა, არჩილი კი უფრო უბუებდა, თითებით უვარ-
ცხნიდა და ვეღარ ეშვებოდა მაკას თმას, აი, ეგრე სულ მთლად
ევროპელ ქალსა ჰგევხარო... მერე კი ღრმად ამოიოხრა: ეჰ,
როდის იქნება, ჩვენი დაჩაგრული ქალიც ადამიანად იქცესო,
თავის მეორე ნახევარს გაუტოლდესო... მაკა კი ვერავისაც ვერ
გაუტოლდა, პირიქით, სულ უფრო და უფრო ჩამოქვეითდა და
ჩამოქვეითდა... სიდუხჭირემ, უიღბლობამა და მიუსაფრობამ
ერთ დროს მშვენიერ, თავმომწონე მაკას ცალკე ფიქრი და ოც-
ნება, მეორე მხრივ კი ხუმრობა და გაქილიკება შეაყვარა, რაზეც
ღამით ოცნებობდა, რაზეც გრძნობამორეული ფიქრობდა და ვა-
ლალებდა, დღისით, ევასთანა და უბნის ქალებთან, სწორედ
იმას დასცინოდა და აქილიკებდა.
ძილგამკრთალი მაკას ფიქრები სულ თავის დაოჯახებასა და
მოახლოებულ სიკვდილს უტრიალებდა... ვიჰ, გენაცვათ, რამდე-
ნი ვინმე შეიძლება ვყოფილიყავი, ოჯახი რომ მქონოდაო და რა-
ტომ თავს ძალა არ დავატანეო, რატომაო; რად ვიყავი ეგეთი
თავქარიანიო, ზოგს ამითა ვწუნობდიო, ზოგს იმითაო, ეხლა ერ-
თი ვარ და მაშინ რამდენი ვიქნებოდიო?!
ჯერ პირველ რიგში დედაო, მერე ცოლიო, მერე რძალიო, მე-
რე დედამთილიო, მერე სიდედრიო, მერე ბებიაო... თუ დიდ
ოჯახში შევიდოდიო (მაკა ოცნებით ყოველთვის დიდი ოჯახის
რძალი იყო) ქალებით, კაცებით, მოხუცებით, ახალგაზრდებით,
მიმსვლელით, მომსვლელით დახუნძლული ოჯახისა! ჰოდა,
თქვენი ჭირიმეთ, რამდენი ხლართები, რამდენი ძაფები, რამდე-
ნი კავშირები, რამდენი მისვლა-მოსვლა, საზრუნავი, სიყვარუ-

29 მკითხველთა ლიგა
ლი, სიძულვილი იქნებოდა, რამდენი ზარი და ზავთი, რამოდენა
ორომტრიალი... ახლა ნათლიები, ახლა ნათელ-მირონი?! ამო-
დენა შვილებისა, ამოდენა შვილიშვილებისა, მათი მიმყოლ--
მომყოლი?! მათი ავანჩავანი?! კაცი კაცითაო და ღობე ქაცვი-
თაო, გენაცვათ, რამოდენა კვირტი, ყვავილი, ნაყოფი, ტკბილი
და მწარე, მჟავე და მწარე, მლაშე და ცხარე! ამ გაუთავებელი
სამარხვოს ნაცვლად, მარხვის, მარხვის, გაუთავებელი მარხვის!
განა ეგეთი იქნებოდაა! ეგეთი თავკერძა! თავის თავს ცივი ნიავი
რო არ უნდა მიაკაროს, რაღაცა წამოსტკივდება თუ არა და მა-
შინვე ციებ-ცხელება აიტანს, ვაიმე, ეგ არის და ვკვდებიო და,
თან შიში რომ დამალოს, ხუმრობს და ქილიკაობს, ვაი, ჩვენი
ბრალიცა... მარტო მინდვრის თაგვივით ჩაიჭუჭკოს თხილები და
კაკლები, თუკი ვინმე მოსაკითხს მიუტანს, თუკი ვინმეს კიდევ
მოაგონდება, რა თქმა უნდა, მეზობლებსა, თორემა ვინ არის მი-
სი მომგონებელი?! რამდენი ვინმე, რამდენი ვინმე, ვინმეო?!
ვინმე კი არა, ღვიძლი, ღვიძლი, რა კარგი სიტყვაა, ღვიძლზე რო
გყავს გამობმული, შენგან განუყოფელი როა, შენთან
შესისხლხორცებულ-შენივთებული! ყველა თავისებურად რო
გწიწკნის და გხიწნის, ყველა თავისებურად რომ გბურჩქნის და
გლოკავს... მარილივით, როგორც პირუტყვი მარილს... მერე ამ
მარილს ნალოკის კვალი რო ეტყობა, ხაოიანი ენების ანასვა-
მი... სადა, თქვენი ჭირიმე, სადა, დრო და ჟამის კვალი როგორ
არ ეტყობა მაკას დამჭკნარ სხეულს, ჩამომჭკნარს, ხელუხლებ-
ლად ჩამომჭკნარსა და ჩამოტყლარჭულს, მარილებისგან შე-
სიებულსა და დაჯირჯვებულ სახსრებსა და გამრუდებულ
ძვლებს... ფეხებზე მაინც რა დამემართა, რა ღმერთი გამიწყრა,
რა კოხტა და სწორე ფეხები მქონდა და ეხლა იგრე დამეგრიხა,
უღლიანი ბურვაკი თავისუფლად გამეტევა, ვიჰ, გენაცვათ! რა-
მოდენა ხალხი, ყველას თავისებური დახვედრა-გასტუმრება...
მაკაც ჯარასავით რო დატრიალდებოდა, მაკაც მაქოსავით რო
დაბზრიალდებოდა! ეს კი ვერაფრით ვერ წარმოედგინა გაზან-

30 მკითხველთა ლიგა
ტებულსა და გაზარმაცებულ მაკას, მაგრამ, რასა ჰქვია, ვერ
წარმოედგინა, რასა ჰქვია?! ეს ახლა ვერ წარმოუდგენია თორე-
მაა?! ქალმა თქვა, საქმარშვილე წელი სხვა მაქვსო და მაკასაც
ექნებოდა, მაშინ განა ეგრე იქნებოდა მობოშებული, ალმასივით
იქნებოდა, მეხი და მედგარი იქნებოდა... განსაკუთრებით სიამე
მოეფინებოდა, როცა წარმოიდგენდა გრძელ, ძალიან გრძელ
მაგიდას, გრძლად გაშლილს, და განა სტუმრებით? მხოლოდ
ოჯახის წევრებით გარშემო შემომსხდარს, მხოლოდ მაკას დიდი
ოჯახით! აბა, თქვენი ჭირიმეთ, მომსვლელიცა და სტუმარიც რას
დაეტეოდა მათ გრძელ მაგიდაზე?! ჰოდა, გაშლილ სუფრას,
საოჯახო სუფრას და მაკას, ოჯახის დედასა და დიასახლისს, სა-
თაყვანებელ მეუღლესა და მეგობარს, მთელი ამოდენა ოჯახის
გამძღოლსა და დამაპურებელს, საზრდოს მიმცემს, ყველასთვის
სათაყვანოსა და პატივსაცემს, სუფრის თავში დაბრძანებულს,
აქეთ-იქიდან რომ დასძახიან: დედა, მე ეს ნაჭერი მინდა და დე-
და, ხომ იცი, მე რაც მიყვარსო, დედა, ასე და დედა, ისეო... ჰო,
შვილებო, ჰო, გენაცვალეთ, ახლავე, ახლავე ყველას ჩამოგირი-
გებთ საჭმელს, ნუ ხართ მოუთმენლები... ურიგებს და ურიგებს,
სულ საუკეთესოებს, სულ საუცხოვო ნაჭრებს, აი, ეგრე, აი, ეგ-
რე... თავისთვის კისერი და ფეხები, იქნებ საწიწკარაც, სხვა არა-
ფერი, სად არის, გენაცვათ, ნეტავ ოჯახი დააპუროს მაძღრისად,
რომ ცოტა ხანი მაინც მიდგნენ და მოეშვნენ... მეუღლე კი გად-
მოხედავს ქვეშ-ქვეშ ღიმილით და თავის საუკეთესო ნაჭერს მა-
კას გადმოუდებს. არავითარ შემთხვევაში, აპაპაპა, არასდიდე-
ბით, ოჯახს ქორივით თავს ევლება, ამდენს შრომობს, საქვეყნო
საქმეშია ჩაბმული, მთელი ქალაქი და მაკას მეუღლე, ყველა და
ყველაფერი მაგის კითხულია და კიდევ თავისი საყვარელი კურ-
ტუმიც არ შეჭამოს?!
ვიჰ, გენაცვათ! პირს მუწუკი მოერიდება, ზოგი კი ისეთი
დაურიდებელია, აიღებს და როყიო სიტყვასა კეტივით გთხლე-
შავს, ჩაგწიხლავს, რაც ძალი და ღონე აქვს, და თან ვითომ შენი

31 მკითხველთა ლიგა
შეცოდებით, თან ვითომ შენდამი გულისტკივილით. მათულიანთ
ბაბეს რომ შვილი გაუგიჟდა, მშვენიერი, თვალმახარა ბიჭი, მა-
კას თვალწინ გაზრდილი, ჯილა კაკალივით სწორებში გამორ-
ჩეული, ქვაც ატირდებოდა იმათი საცოდაობით და მაკა – მით
უმეტეს! აღარ იცოდა, რა ექნა და რა ეთქვა, ვაივიშით აავსო
აქაურობა... მოუბრუნდა თებრო და – ნეტავი კი რა სხვისასა
სტირი და სჩივიო, შენი თავი იჩივლე, რო არც გიჟი გყავს და
არც ჭკვიანიო, თორემ ბაბეს ორი სხვა ჭკვიანი უზის სახლშიო...
აი, ეგეთი სიტყვა უთხრა და ვაივიში პირზე შეაშრო... ვითომ
თებროს რო არ ეთქვა, თვითონ ცოტა უფიქრია ამაზედაც, უბე-
დურებაზედაც, თუნდაც ზოგჯერ უბედური ვყოფილიყავიო, თუნ-
დაც მრავალი სიმძიმილი შემხვედროდაო, რაა მერე, ეგეც სიმ-
დიდრეა, ტანჯვაცა და უბედურებაც ავლა-დიდებაა, კაცის თავს
არის, შეადარეთ ვაშლი პანტას, მსხმოიარე ხეხილი – გაცდე-
ნილსა, ნაყოფი იყოს და რა ვუყოთ, ზოგი ჭიანი იქნება, ზოგი
დამპალი, ზოგს იქნებ სიცივე მოშუშავდა, მაგრამ გაბ-
რდღვიალებული ნაყოფიც რამდენია?! მაკას კი რა?
ფლუსტი! როგორც გოგო-ბიჭებს დაუჩემებიათ, ვანცეტსა და
იზოლდის – ღოლოს შეჭამანდი, იხვის ტოლმა, აი, რაა! ვითომ
თვითონ მაკას თავის უბოლოო ფიქრებსა და ოცნებებში თავისი
თავი ერთხელ და ორჯერ წარმოედგინა დათალხული და
ზვიადად მგლოვიარე, საფლავთან გლოვის სვეტად ამართული,
წვიმასა და ქარში, თეთრი მიტკლის ცხვირსახოცებს, მაკას
ცრემლით დალტობილს, ქარი შემოდგომის პეპლებივით რომ
გააფრიალებდა და ხან რომელ საფლავს მიანარცხებდა, ხან
რომელს, ვიდრე შემოდგომის წვიმით გალუმპული მომაკვდავი
ფრთოსნებივით, სადმე რკინის მოაჯირის ამოშვერილ ისარს არ
ჩამოაგებდა... მაგრამ არა, მაკას არც გლოვა არგუნა ღმერთმა
და არც გულსავსე სიხარული, არც ფლავი და არც ფსტანი, არა-
მედ ეს კუდიანი ევა და მასთან ქაღალდის ტკაცუნი, აგური და
ყვავი, გული და ჯვარი...

32 მკითხველთა ლიგა
რას იზამ, ასეთი ბედი ჰქონია, ზღვა ფაფად იდგა და უბედურ
მაკას კოვზი არ შეხვდა... ახლა კი, როცა მიეწურა კუთვნილი წუ-
თისოფელი, აღარაფერს ელოდა სიკვდილის მეტსა... უყვარდა
სამგლოვიარო განცხადებების კითხვა. იზოლდის მხოლოდ ამი-
ტომ გამოაწერინა ადგილობრივი გაზეთი "კოლხმა". გაიკეთებ-
და ყურებმომტვრეულ, ძაფჩაბმულ სათვალეს, ტახტის კუთხეში
თავისებურად მიაქუჩებდა მუთაქებსა და ბალიშებს, მიწვებოდა
და დაიწყებდა საგულდაგულოდ კითხვასა, თითო განცხადებას
ორსამჯერ მაინც წაიკითხავდა, ჩაღრმავებით, ჩაკირკიტებით,
ვის ვინ ჰყოლია, ვის ვინ შერჩენია, ვინ რა ასაკისა იქნებოდა,
ვის ვინ დაიტირებდა. ზოგი მაინც, გეთაყვათ, რამოდენა ჭირი-
სუფლის პატრონი იყო, რამოდენა ცრემლი გაჰყვებოდა... აი, რა
შურდა მაკას, აი, რაზე სწყდებოდა გული, აი, რაზე უტიროდა და-
ჩაგრული გული. ცრემლია, რაც არის, ცრემლია დაა?! აი, რასა
სთხოვდა ყველას თავის გულში, ცრემლი გამაყოლეთო, თქვენი
ჭირიმეთ, ცრემლი ნუ დაგენანებათო, ვითომ ცრემლი ძვირფასი
თვლებივით საგანგებო ზარდახშაში ედოთ, უნდა ამოეღოთ და
მაკასთვის გადაებნიათ... მეტი არ არის ჩემი მტერი! ისე უკუღ-
მართად არის ეს ქვეყანა მოწყობილი, რო ისევ ბედნიერი და
დალხენილი ებრალებათ, ისევ იმათ დაადევნებენ ლაზათს და
მაკა კი, რომლისთანა დასატირებელი მთელ ზევით უბანში იქ-
ნებ მეორე არც იყოს, მაკა კი, შვინდის ჯოხით რო უნდა გამოეჯა-
როს კარები და კაცმა არ იცის, მისი სახლ-კარი ვინ უნდა წეწოს
და გლიჯოს, მაკა ისე უნდა წავიდეს, უცრემლოდ, დაუტირებლად
ვინ დაიტირებს, ვინ შეიბრალებს, ვინ ეტყვის ზარს, ვინა, თქვენი
ჭირიმეთ?! იქნებ მიტუშა და მიტუშას ცოლი ლამარა?! ან იმათი
თავაღერილი შვილები, ჩაცმა-დახურვისა და გავლა-გამოვლის
მეტს რო არაფერსა ფიქრობენ! საკუთარი პაპა არ დაიტირეს,
ქაა! ის მშვენიერი, ყველასგან დაფასებული კაცი... ვიჰ, ვიჰ, ვიჰ,
იწვა ისე ყვავილებში ჩაფლული, დაუტირებელი, ვითომ ეხლა
მოდაში აღარ არის ტირილიო, ეხლაო გურგურია მოდაშიო, იგე-

33 მკითხველთა ლიგა
თი გურგური იდგა პანაშვიდებზედა, იგეთი შეუწყვეტი ბუბუნი,
მუსიკასა ფარავდა, იჯდა ლამარა მოლოკილივით და ამ თავის
საუცხოო მამას არცა ტიროდა და არცა! არც ცოლი! გინდ დაიჯე-
რეთ და გინდ არა! ეგ კიდევ რა! მიტუშას თოთხმეტი წლის
ვეებერთელა გოგო, პაპის გაზრდილი, მთელი ბავშვობა ცალ
მუხლზე რო ეჯდა და ჩიტის ბარტყივით გაღებულ პირში სულ
ნუგბარ-ნუგბარ საჭმელს უდებდა, საერთოდ სახლიდან გახიზ-
ნეს, ვითომდა ბალღები არიან და არ ინერვიულონო! გაგონილა
და თქმულა?! ამ ბალღმა, თორმეტისა რო იყო, მაშინ მაკა ზამ-
თარში იქ იყო, ქალაქში, იმათთან, ჰოდა, ამ ბალღმა ტირილით
მოიკლა თავი, სწორედაც ასეთი და ისეთი კურტკა უნდა მიყიდო-
თო, იმოდენა იტირა, იმოდენა, ეხლაო მოდაში არისო კურტკაო,
ასეთი და ისეთიო, ნეტა დაგენახათ, რა მსხვილ-მსხვილ ცრემ-
ლსა ჰყრიდა კურტკისთვინა, არც სკოლაში წავალო, არც მუსი-
კაზედაო, თუო, იმ კურტკასაო, არ მიყიდითო... კურტკასა ტირო-
და და მოამაგე პაპას – არა! ჰოდა, ლამარამ თუ საკუთარი მამა
არ ატირა თავის შვილებსა, მაკა ვინ არის და ვის დაჰკარგვია?!
ქმრის მამიდაა?! რომელიც იმიტომ უნდა მოკვდეს, რო სასწრა-
ფოდ მიყიდ-მოყიდონ აქაურობა და სულ კურტკებში და ნიფხვებ-
ში გაანიაონ მამა-პაპის სახლ-კარი! მერე რა კარგი მამა ჰყავდა,
რა გაგებული, რა გულღია! ქალბატონო მაკაო, უქალბატონოდ
სიტყვას არ ეტყოდა, – ქალბატონო მაკაო, ეხლანდელ ახალ-
გაზრდობას წვრთნა არ უყვარსო, თქვენ მაგაზე ნუ იბობოქრებ-
თო, ხომ იცითო, კარგ მთქმელსაო კარგი გამგონე უნდა და
სხვა. სულ თქვენობით, სულ ქალბატონობით, სულ მიბრძან--
მობრძანებითა და საამური კილოთი ელაპარაკებოდა ხოლმე...
და აემისთანა კაცი უცრემლოდა და გურგურ-ბუბუნით გაასვე-
ნეს. მაკას უნდოდა ეტირა, მაკას უნდოდა, თავისებურად, გერგი-
ლიანად, გულამოსკვნით დაეტირებინა. მერე მე თქვენ გეტყვით,
სიტყვა არ მოსდგამს, თუ ცრემლის სასესხებლად დასჭირდებო-
და სადმე წასვლა. ადგა კიდეც, მივიდა კუბოსთან, ცალი ხელით

34 მკითხველთა ლიგა
კუბოს კიდეს დაეყრდნო, მეორე ხელში ცხვირსახოცი ააფ-
რიალა, სატირლად მოსახერხებელი მდგომარეობა მონახა,
მარჯვენა ჩამარილებულ გვერდს შვება მისცა, მარცხენა ფეხს,
შედარებით უფრო ჯანსაღ ფეხს დაეყრდნო და ისე იყო, ღრმა
ამოოხვრითა და სინანულის გამომხატველი თავის ქნევით დახე-
და მიცვალებულსა, ის იყო, უნდა დაეწყო თავისებურად და თან-
დათან მოემატებინა და მოემატებინა, როგორც და საითაც გუ-
ლისთქმა წაიყვანდა, მთავარი ის იყო, მიჰყოლოდა გულის-
თქმას, მიჰყოლოდა ამოსკვნილი გულის კარნახს, ენდობოდა
მაკა თავის ამოსკვნილ გულს, ტირილის დროს ენდობოდა, სხვა
არაფერში გაუმართლა გულის კარნახმა და ტირილის დროს კი
გულისთქმას ენდობოდა, გულისთქმასა და კილოს, მშვენიერ
ჩახვევებს, სწორედ მაშინ მოაგონდებოდა ყველა გულში ჩამ-
წვდომი სიტყვა... მივიდა მიტუშა, ვითომ ყვავილები გაასწორა,
ახალი ყვავილები ჩაამატა ქვევით ვაზაშია და თან მაკას ხელი
მოჰკიდა, დუდუნით უთხრა: წამოდი, მამიდა, დგომა გიჭირს, დი-
ლასაც წვეთები დალიე და არ გინდა ახლა გულის ამოგლეჯაო...
მოჰკიდა მაგრად მკლავში ხელი, წაიყვანა და დასვა გატრიზავე-
ბული.
ვისაც უნდა, რაზედაც უნდა დაუდებს სანაძლეოს მაკა, რომ
მიტუშა სამსახურშიაც არ შეატყობინებს არავის მაკას სიკ-
ვდილს. დაიხსომეთ, ხალხო, მაკა ხო ვერაფერს გაიგებს და და-
იხსომეთ, მერე იქნებ თქვას კიდეც, მერე, როცა მაკას გასაგისი
ქვეყნად აღარ იქნება და მაკასთვის უკვე თავს ვეღარავინ შეიწუ-
ხებს. ესეც მაკას ბედი ყოფილა, ძმისშვილებიც რო ეგეთი ჰყავს.
მიტუშას ეჯავრება ჰაი-ჰუი, ხალხის შეყრა და გრიალი. მე რო
მკითხოვო, ერთხელ ეუბნებოდა მაკას, უნდა მოისპოს მკვდრებ-
ზე ეგეთი ამბებიო, ესაო, პირდაპირ სამარცხვინო ამბავიო,
აიღებენ თავსა და საიდან სად დადიან დასაფლავებებზედაო. მა-
კას გული ჩასწყდა, მაინცდამაინც ყველაფერი მაკასთვის უნდა
მოისპოს.

35 მკითხველთა ლიგა
ვინც დანგიდუნგით გააჯირითა ეს ცხოვრება, სიკვდილშიაც
იმასვე შეხვდება ზარი და ზავთი... მაშ არადა, მაკასთანა უბედო-
სა და უიღბლოსა, სიცოცხლეშიც დაჩაგრულსა და სიკვდილში-
აც, სიცოცხლეში ეულსა და აბუებულსა, სიკვდილში უჭირისუფ-
ლოსა და დაუტირებელსა. ვინაა მაკა, ვინ დაიტირებს? ჭირისუ-
ფალი თუ არა ტირის, მოსამძიმრე ვისი ტიკიტომარაა?! ჰოდა,
ვინ ჭირისუფალი ჰყავს საწყალ მაკასა, ვინა?! მიტუშა და იმისი
ცოლი ლამარაა?! სურათსაც არ გაადიდებენ! თავი არ მომიკ-
ვდეს! ერთი, რო ფულს არ დახარჯავენ, ამისთანა ტყუილუბრა-
ლო რამეზედა, ისევ ის არა სჯობია, ლამარამ რამე ძონძი იყი-
დოს?! თანაც იმას იფიქრებენ, მერე რა უნდა ვუყოთ ამ სურათსა-
ო?! სად წავიღოთ და სად გადავაგდოთო?! მართალია, მაკა ვერ
მოსთხოვს, რო კედელზე ჩამოჰკიდონ მაკას გადიდებული სურა-
თი, მამიდისა კი არა, დედ-მამის სურათებს აღარა ჰკიდებენ...
მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი ლაზათი აქვს, სურათი რო მიუძ-
ღვის პროცესიასა და უსურათობა განა ერთია?! უნდა დაჯდეს მა-
კა, ერთხელაც უნდა დაჯდეს და წვრილად დაუწეროს მიტუშას,
რა ქნან და რა მოიმოქმედონ მაკას სიკვდილის დროს... ქარი
რო ფუნჯებიან ბაირაღს აფრიალებს, გვირგვინები ჩამწკრივებუ-
ლი როა... მკვდრის ბუზი სანდრო ანუ ოდოლა ყვავილებით სავ-
სე კალათით მისდევს გვირგვინებსა და მარჯვენა ხელს მთელი
ძალით იქნევს და მიცვალებულს ფეხქვეშ ყვავილების ფიანდაზს
უგებს, ყვავილებს უფანტავს... არც მოატარებენ, მაკას ბედია
ესეც, რო სასაფლაო ეგეთი ახლოა, ლამის მაკას ფანჯრებიდან
მოჩანს სასაფლაოს ჭიშკარი... ასეთ დროს მკვდარს ყოველთვის
სხვა გზით წაასვენებენ ხოლმე. მაშ ხო არ შეიძლება, ერთ წუთში
გადაარბენინო და უცებ ჩაფლა, კატა ხო არ არის, ქაა... არ
მოატარებენ, არა, არ გამოათხოვებენ ქალაქსა, არ გამოეფინე-
ბა ხალხი მაკას გასაცილებლად, არა. მაგრამ დღისით, ოჰოჰო,
როგორ დასცინოდა ყველასა და ყველაფერსა: თავის თავსაც,
ყოფილ საქმროებსაც (ცხადია, მთავარი საქმროს, არჩილის

36 მკითხველთა ლიგა
გარდა, რომელსაც არასდროს, არასდროს არ ახსენებდა), სიბე-
რესაცა და სიკვდილსაცა, რომელსაც თავის უკანასკნელსა და
ყველაზე ერთგულ საქმროს უწოდებდა: "აი, ვინ არ გიღალა-
ტებს, ევავ, აი, ვინ იქნება შენი ერთგული საუკუნოდა და სამა-
რადჟამოდ. ჰოდა, მე თუ სამოთხეში მიკრეს თავი, როგორც
უმანკო ქალწულსა, იცოდე, არ შეშინდე, გამოვიპარები და შენ-
თან მოვალ ჯოჯოხეთში, დავსხდებით ცეცხლთან და მივეფიცხე-
ბით მუგუზლებს..." "რაებს ამბობ, მაკავ, გესმის? – დაუტევდა
ევა, – თანაც, ვითომ აქ არ გვეყოფა ერთმანეთი, რომ იქაც ერ-
თად არ ვიყვნეთ..." "იქაც ჩემი ხარ, ევავ, იქაც ერთმანეთისანი
უნდა ვიყვნეთ, იმიტომა ,რომა, თუ შენ გიოსთან შეხვედრის იმე-
დი გაქვს, ძალიან ტყუილად, ძია ლუკა სულ იმას ამბობდა, გიო
სამოთხის კაცი იყოვო... მერე კიდევა ასაკი, შემთხვევით ერთა-
დაც რო მოხვედრილიყავით, თუ იშვილიშვილებდი, თორემა ვე-
ღარც გიცნობდა. ჩაგივლიდა ისე და ზედაც არ შემოგხედავდა..."
"შენ, როგორცა ჩანს, მაკავ, წუხელაც მოგივიდა შეტევა..." – ეტ-
ყოდა ევა, მწირი სადილის შემდეგ ჯიბიდან სიგარეტს ამოიღებ-
და და თამაშის მოლოდინში გააბოლებდა. "შენ ეგა თქვი და, წუ-
ხელაც მომადგა კარზე, – მაკა ბადიაში წყალს ჩამოასხამდა
თუნგიდან და ჭურჭლის რეცხვას შეუდგებოდა, – უნდა წამომყვე,
მაკაო, გეყოფა, ქალო, განაზებაო, გაიბოტა კარებში და სუ თვა-
ლები მიჩხლაკუნა." "ფერად როგორი იყო სასიძო, მოგეწონა მა-
ინც?" – ეტყოდა ევა და ისიც ტილოს აიღებდა ჭურჭლის გასაწ-
მენდად. "ფიცხი ჩანს, ევავ, ძალიან ფიცხი ვინმე ჩანს, ძლივს
დავუსხლტი ხელიდან, არ დავნებდი, ქალოო... – და მაკა ბებრუ-
ლად ჩაიქირქილებდა, – ჯერ ნუგბარი ვარ-მეთქი, ჯერ ოთხმოც-
დაათი არ შემსრულებია-მეთქი, აეგრე მოვახსენე, მაინც კი მო-
ასწრო და ცოტა დამჯმუჯნა იმ გიჟმაჟმა..." "მერე რა გუნებაზე და-
დექი, აგიფანცქალდაა გული?" "ხო იცი ქალწული ქალის ამბავი,
ამიფანცქალდა და იგრე ამოფანცქალდა, რომა, მთელი შუშა
კაპლი ჩავჭყლურტე, თან რო იცოდე, რასა ვჩიოდი: საქმროს ეგ-

37 მკითხველთა ლიგა
რე თავდაუხურავი როგორ გავყვე-მეთქი, როგორ ვათქმევინო--
მეთქი, ვინ მეტრევლიანთ მაკა და ეგეთი ულაზათობაო?! რო-
გორც ჩანს, დაწუნებასაცა აქვს ადგილი, ქალო... – და მაკამ, ვი-
თომ დარცხვენის ნიშნად, პირზე ხელი მიიფარა და ჩაიფრუტუნა,
– დაწუნების დარდი ნუ გექნება, მაკავ და მიტუშას კი მისწერე,
წინ-წინ რო სვამდი, ის წამალი გამოგიგზავნოს, არ მომწონს,
რომ შეტევებმა რაღაცა მოგიხშირა..." "მე შენზე ადრე უნდა წა-
ვიდე, ევავ და არ დამიტირებ, ქალო, არ დამაგდეებ ობოლ
ცრემლსა?" – ეტყოდა დაეჭვებით, რადგან სულ არ ფიქრობდა,
რომ ევას ან დატირება შეეძლო, ან ტირილით გულს გაიხეთქავ-
და. "კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, – ეუბნებოდა ევა, – სიკ-
ვდილმა დიდ-პატარა არ იცის, მაკავ, თანაც რა ისეთი პატარაც
მე ვარ, სამი და ოთხი წელი აქეთ იყოს, იქით იყოს". "აღარაფერ-
ზე თვალი აღარ მრჩება, ევავ, მარტო იმაზე მწყდება გული, თავ-
დაუხურავი რო უნდა დავიმარხო".
მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება და ერთ მშვენიერ დღეს
მაკას დამტირებელიც გაუჩნდა და სამკვდრო კავებიც ჩაიგდო
ხელში.
ამ წელიწად-ნახევრის წინ, აგვისტოს ერთ თაკარა დღეს, რო-
ცა მაკა უკანა, ფილაქნიან ოთახში ტახტზე მიწოლილიყო და თან
თვლემდა და თან კი იმის ფიქრსა და გონებაში იყო, რა გავაკე-
თო და რა მოვახლაფორთო ევას მოსვლისთვისო (ტყუილი
წვნიანისთვის პამიდორი არ ჰქონდა და პურის ხარჩოსთვის კი –
კვერცხი), არადა, ევა მაყვალზე იყო წასული და მაკასაც, თავის
მხრივ, უნდოდა, რაღაც მაინც დაეხვედრებინა. ისადილებდნენ,
ევა ერთს გააბოლებდა, ცოტას დაისვენებდა და მერე კი გაახუ-
რებდნენ თამაშს; ჰოდა, სწორედ ამ დროს გაიღო ბაღში გამავა-
ლი კარი და ოთახში ვიღაც შემოვიდა. მაკა ტახტზე წამოიწია და
დაბნეული მიაჩერდა ახალგაზრდა ქალის სიცხისაგან აჭარხლე-
ბულ სახეს, მაგრამ ქალმა ხმა ამოიღო თუ არა და გახვითქული
სახის წმენდით ტახტისკენ წამოვიდა, მაკა მიხვდა, ვინც უნდა

38 მკითხველთა ლიგა
ყოფილიყო, ნამდვილად ნაზო იყო, მაკას ბიძაშვილის – რუისპი-
რელი სანდროს რძალი. პატარძლობის შემდეგ აღარც ენახა და
მაშინ წიწლიკა გოგო, ახლა ჩასუქებული ქალი დამდგარიყო.
– გამარჯობა, მამიდა, გამარჯობა... ვერ მიცანით? ღირსიცა
ვარ, რო ვერ მიცანით... ღირსიცა ვაარ...
ნაზო დაიხარა, მაკას მხრებზე ხელი შემოხვია და გადაკოცნა.
– უიმეე, – შეიცხადა მაკამაც, – რა ქარმა, ნაზო, საიდან, ქა-
ლო, როგორ მოგაგონდით, როგორა! ჩემ ბიძაშვილ სანდროს
ხო არაფერი მოსვლია?!
– რასა ბრძანებთ, მამიდავ, ეხლაც ბოსტანში დავტოვე! – შე-
იცხადა თავის მხრივ ნაზომაც, მაკა სულ ძალისძალით მიაწვინა
მუთაქებზე და თვითონაც იქვე ჩამოჯდა. მაკამ შეხედა ნაზოსა და
გაიფიქრა: ვაითუ ნამგზავრსა შია და რა ვქნა და რა ვიღონოო,
თურმე ნუ იტყვით, რა ელოდა...
– ოცნება ავისრულე, მამიდავ, – ჰყვებოდა ნაზო, – წელს და-
ამთავრა სკოლა ჩემმა იზოლდიმ და საფერშლოზე ჩავაბარები-
ნეთ... ჩემსავით არ იქნება მარტო სახლის მონა.
– როგორი დადგა იზოლდი, შენა გგავს თუ მამას? – ჰკითხა
დაინტერესებულმა მაკამ.
– აი, ნახავთ ეხლავე, აქ, თქვენ კაკალქვეშა ზის... ჯერ მე მინ-
დოდა მენახეთ და თქვენთვის პირი მეკითხნა, არკი მოგერი-
დოთ, მამიდავ, თუ არ შეგიძლიათ, ჩვენ საწყენად არ დაგვრჩე-
ბა, გვინდა იზოლდიმ თქვენთან იცხოვროს...
– მერე, რა გარეთ გაგიჩერებია?! – დაიძახა აღელვებულმა
მაკამ.
– განა ცალკე არ ვუქირავებდით ოთახსა, – განაგრძობდა ნა-
ზო, – მაგრამ ხომ იცით გოგო-ბიჭების ამბავი, თავს რო დაიმარ-
ტოხელებენ... ჰოდა, ვაითუ სწავლას უღალატოს-მეთქი! ვიფიქ-
რეთ, ვიფიქრეთ და მერე ისევ თქვენმა ბიძაშვილმა მითხრა: წა-
დი, შვილო, მაკასთანაო და პირი უკითხეო...

39 მკითხველთა ლიგა
– დაუძახე, დაუძახე ერთი იზოლდის! – შესძახა მაკამ მოუთ-
მენლად.
– ის მინდოდა მეთქვა, მამიდავ, ერთი ვარდისუბნელი ბიჭი
ჰყავს გადაკიდებული, მეშინიან ამ წვითა და დაგვით მოწყო-
ბილზე გული არ ააცრუებინოს... მაგან რო ეხლა სწავლას უღა-
ლატოს, ის არის კიდეც!
– ვინ ბიჭია?
– ჭიბალაანთ ბიჭია, ვანცეტი ჰქვიან.
– რაო, რაო, რა ჰქვიან? – შეიცხადა მაკამ.
– რა ვიცი, საიდან გამოუთხარეს ეს სახელი, ვანცენტი ჰქვი-
ან, მაგრამ კარგი ბიჭია, განა ვწუნობ, არ მინდა, დროზე ადრე
მოახდინონ მოსახდენი. თქვენ თვალქვეშ რო იქნება, წარამარა
სიარულს ვერ გაბედავს.
– ვიჰ, როგორ გარბის დრო, რაც სანდრომ ერთხელ პატარა
გოგოობას მომიყვანა და მაჩვენა, მას შემდეგ იზოლდი აღარც
მინახავს! – თქვა მაკამ ლამის აღფრთოვანებით.
– ისე, მამიდავ, დაუზარელი გოგოა, მაგისმა სიცოცხლემ, დე-
დობით არ ვამბობ, თქვენც მოგხედავთ და თავის თავსაც... – ნა-
ზომ ფილაქნიან ოთახს თვალი მოავლო, – იგრე დაგიმარმა-
როთ აქაურობა, რომაა! ჩვენც ხელს შეგიწყობთ, აბა, მაშ ვის-
თვისღა გვინდა?!
– დაუძახე, ნაზო, დაუძახე ქალო! – დაიძახა უკვე გაბეზრე-
ბულმა მაკამ.
შემოვიდა იზოლდი, შავ-შავი, თვალებბრიალა, დიდ ხელფე-
ხიანი, გრძელნაწნავიანი, ჭრელკაბიანი, ჯან-ღონითა და სიცოც-
ხლით სავსე ჩვიდმეტი წლის გოგო, ცალ ხელში თავაბმული,
ლეღვის ფოთლებით დაფარული და ხრალით გადაჭერილი დი-
დი მოწნული კალათა ეჭირა, მეორეში – მოზრდილი და კოხტად
მოყვანილი, ქეჩეჩით თავდაცული გოზაური. იდგა კარებთან და
თავისი საცრისოდენა თვალებით შეუპოვრად მოსჩერებოდა მუ-
თაქებზე მიწოლილ მაკას.

40 მკითხველთა ლიგა
– რა საყესავითა დგეხარ, გენაცვალოს დედა, მოდი, გაიცანი
პაპიდა! – უთხრა ნაზომ და თან ანიშნა, კალათა და გოზაური
მანდვე დადგიო.
– გამარჯობა, პაპიდ! – დაიძახა იზოლდიმ, მივიდა და მაკას
წინ დაუდგა.
მაკამ მკლავზე წაავლო ხელი, სინათლისკენ შეატრიალა და
შეხედა, მოეწონა იზოლდი, პროთეზი დაკრიჭა, დიდ ტორზე თა-
ვისი გამომშრალი და ძარღვებდაბერილი ხელი მოუთათუნა, მე-
რე თავისკენ მიიზიდა და შავ-წითელ, დამკვრახულ ლოყაზე
აკოცა.
იზოლდიმ ძღვენი ამოალაგა: რა ნაზუქები, რა დედალი, რა
ყველი, რა შოთები და რა ყველაფერი, ხილი თუ ბოსტნეული.
ოჰოჰოჰო, გაუხუნდება ევიკოს თავისი ხიჩატელიო, – გაიფიქრა
მაკამ.
დატრიალდა იზოლდი, მაგრამ რა დატრიალდა, ხელ--
ფეხიდან სულ ნაპერწკლები სცვიოდა. ნაზო სადილის კეთებას
შეუდგა, იზოლდიმ კი იქაურობის დალაგებასა და დამარმარე-
ბას მიჰყო ხელი.
ევა ტყიდან რომ ჩამოვიდა, მაკას სახლ-კარი ვეღარ იცნო.
დარბაზიც, ფილაქნიანი ოთახიც, დიდი აივანიც ისე იყო დაკ-
რიალებული, ერბო აიკრიფებოდა. თან რა შემწვარ--
მოხრაკულის სუნი ტრიალებდა... ვერცხლის სინზე კი ქარვასა-
ვით გულაბი, შავი ღორქლიავი და ადრეულა დიდმარცვალა
ყურძენი იყო დაზვინული, სინს აქა-იქღა უჩანდა კიდეები, მაგ-
რამ რაც მთავარია, მაკა აღარ იცნობოდა, ისე იყო გახალისებუ-
ლი, აღტაცებული, ნაზოსთანაცა და იზოლდისთანაც ერთი ხე-
ლის დაკვრით სულითა და გულით გაერთიანებული.
– იზოლდიი, მოდი, გენაცვალოს პაპიდა, ვინ გაგაცნო, – გას-
ძახა მაკამ იზოლდის და რომ მოვიდა, უთხრა: – ეს ევა ბებოა,
იცნობდე, ჩვენი ოჯახის წევრი და ჩემი განუყრელი მეგობარი.

41 მკითხველთა ლიგა
– ევა ბებო, მოგართოოთ კოკურით წყალი, დაღლილი სჩან-
ხართ! – შესძახა იზოლდიმ და კოკურას ხელი რომ დასტაცა და
გაიქცა, მაკამ სიამოვნებით გადაიქნია თავი, ხედაავ, ევიკო, ეს
ვინ მომევლინაო.
განსაკუთრებით სიამოვნებდა, "პაპიდას" რომ ეძახდა. არ
მოსწონდა მაკას, ნათესაობის აღმნიშვნელი სახელები რომ გა-
დავარდა და მოდიდან გავიდა. არც მიტუშას, არც მიტუშას
ცოლ-შვილს მაკასთვის სახელის გარდა არ უღირსებიათ არც
"მამიდას" დაძახება და არც "პაპიდასი". ეს გასაქრობი გოგო კი
სიმღერასავით გააგრძელებდა ხოლმე "პაპიიდ" და მაკას და-
ნატრებულ გულსაც საალერსო სიტყვასავით ხვდებოდა. ვანცე-
ტიც მოეწონა. ერთი ეგ არის, სახელს ვერ შეეჩვია, რა არის, ბი-
ჭო, ვინ დაიდო შენი ცოდოვო, ეუბნებოდა.
– რა ვიცი აბა, ჰკითხოს კაცმა მამაჩემს! – ამბობდა სიცილით
ვანცეტი.
– უნდა გადაგარქვათ, ტყუილია, ვანოს ცეტი უნდა მოგაშო-
როთ, რა არის, ბიჭო, ცეტი! – ეუბნებოდა მაკა.
ერთ კაცად მარტო მაგისი ქოჩორი ღირსო, ამბობდა, ვიდრე
ქუჩა-ქუჩა იარონ და ხან რომელი ხის ძირას აიტუზნენ და ხან
რომელი, სჯობია, ისევ სახლში მოვიდეს ხოლმე და ჩემ თვალ-
ქვეშ იყვნენო.
ვანცეტიმ ბიჭები მოიყვანა და ჭინჭრითა და ეკალ-ბარდით
გადაბურული ბაღი წმინდად გაასუფთავეს. გაზაფხულზე საბოს-
ტნეც დაუბარეს, მწვანილიც დაუთესეს, ხეხილიც შემოუბარეს,
გაუსხლეს კიდეც, დიდი კაკლის ქვეშ ჩამპალი და ჩატეხილი სკა-
მის ნაცვლად ახალი გაუმართეს, მაგიდაც გაუწყვეს, ვანცეტიმ
გრძელი ზონარი მოიტანა და კაკლის ქვეშ მაგიდის თავზე სი-
ნათლეც დააყენა, უკანა, ფილაქნიან ოთახში აერთებდნენ ზო-
ნარს და იქიდან ანთებდნენ. ერთი სიტყვით, სახლი სახლს დაამ-
სგავსეს და ბაღი – ბაღს.

42 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მაკასთვის მაინც განსაკუთრებულად სასიამოვნო
იყო იზოლდისთან ურთიერთობა, რადგან სახლის მოვლა--
პატრონობა კი მოსწონდა, მაგრამ დიდად არ დაგიდევდათ. თან
რა ფეხი მოუტანა იზოლდიმ, ევასთან თამაშიც სულ წაღმა დაუტ-
რიალდა. მართლაც, ბოლო ხანს, რაც იზოლდი მაკასთან დაბი-
ნავდა, ევამ წაგება დაიწყო. თან რაც აქამდე არ გაუკეთებია,
იმას აკეთებდა, სახლიდან მოჰქონდა ხან რა, ხან რა და ნივთებ-
ზე თამაშობდა... და აგებდა. ასე წააგო ხავერდის მშვენიერი
ტალმა, ვინ იცის, რამდენი ხნისა, მაგრამ ძალიან კარგად შენა-
ხული, ასე წააგო ვერცხლის დიდი შანდალი, ხატთან დასანთები
სანთლისთვის, ასე წააგო სპილენძის დიდი სინი, კუწუბებიანი
და ფაქიზად ამოტვიფრული, ამ ორმოცდაათი წლის წინ რომ
იყიდა სპირიდონამ ლეკი ალიასაგან... ხელი შემობრუნებოდა
მაკას, იზოლდის მართლა მოეტანა კარგი ფეხი. ერთხელ კოჭ-
ლიც წინაო! – ამბობდა მაკა და თუმცა ამას სიცილით ეუბნებო-
და ევას, სრულიად აშკარა იყო, რომ, ხუმრობისა და გაქილიკე-
ბის მიუხედავად, სიკვდილზე ფიქრისა და სამკვდრო საცვლების
დამზადების მიუხედავად, ევას გვერდით სულ მუდამ დაჩაგრუ-
ლი მაკა, ამჟამად გამარჯვებული მეტოქის ნამდვილ დაკმაყოფი-
ლებას განიცდიდა. სამაგიეროდ მარო იფაფრებოდა. თუმცა ეს
ნივთები ყველა პირადად ევასი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნე-
ლობა ჰქონდა, თუ მათი სახლიდან გადიოდა და ვინ იყო იმისი
თავდები, რომ ხვალ და ზეგ თავზეხელაღებული მოხუცი სხვისას
დაინდობდა?!
და აკი ასეც მოხდა. ერთ დღესაც ევამ მოიხურა სარდაფის კა-
რი და ის იყო, ეზოდან უნდა გამოსულიყო, რომ თითქოს ხელი
ჰკრეს და მიახედესო... ახედა აივანს და რა დაინახა: ბოძებს შუა
გაბმულ ბაწარზე, სადაც მარო წვრილმან სარეცხსა ჰფენდა
ხოლმე, შავი თასმით გადაბმული, წაბლისფერი კავები კონ-
წიალობდა! თითქოს განგებო. ისე გაუხარდა, ერთბაშად ვერც
კი მიხვდა, რა უნდოდა მათ აივანზე კავებს. იდგა ევა და უყურებ-

43 მკითხველთა ლიგა
და. მშვენიერი კავები იყო, მზეზე ბზინავდა წაბლისფრად, თან
ნიავიც ანდამატურად არხევდა. იცოდა მარომ თავისი ხელობა,
იმის გაკეთებულს არაფერს წყალი არ გაუვიდოდა. ჯერ უბრალო
კლიენტისთვის როგორ ცდილობდა და ეს ხომ ხანუმას კავები
იყო, ორ დღეში პირველი ჩაცმული რეპეტიცია უნდა ჰქონოდათ
თეატრში და ახლად გაკეთებული კავები მარომ საგანგებოდ გა-
რეცხა და მზეზე გასაშრობად გაკიდა.
ევამ, იმ დღისით მაკასთან რომ მივიდა, ჩვეულებრივ ფეხსაც-
მელი წაიძრო, ტახტზე მოიკეცა, ჯიბიდან პრიმა ამოიღო, გააბო-
ლა და ფანჯრის რაფაზე შემომდგარ იხვის ყულაბას ჰკიდა თვა-
ლი. გადაწყვეტილი ჰქონდა, ჯერ კავები არ გამოეჩინა. მაკამაც
მიახვავა ტახტის კუთხეში ბალიშები და მუთაქები, მიეყუდა, შე-
საფერისი მდგომარეობა მოუნახა თავის ჩამარილებულ გვერ-
დებსა და თეძოებს და პატარა ყუთი, რომელშიც კარტის დასტას
ჩაჰკეტავდნენ ხოლმე, ფანჯრის რაფიდან ევას გადმოაწოდა.
– პირველი ჩამოსვლა რამდენი იყოს?! – იკითხა ევამ და ჯი-
ბიდან გასაღები ამოიღო ყუთის გასახსნელად.
– რამდენსაცა ვდებთ ხოლმე...
– გააოთხმაგე, მაკავ!
– რა მოგელანდა?! გააღე, რაღას უცდი!
– მომელანდა! – ევამ გასაღების ძეწკვი თითზე გადაიხვია.
– არა, მაინც? – მაკას მოუთმენლობა დაეტყო.
– იხვი უნდა დაკლა! – და ევა გადასწვდა იხვის ყულაბას და
ისე სტაცა ხელი, თითქოს იხვი გარბოდა და დაიჭირა, – ყელი
უნდა გამოსჭრა!
– დადე, დადე ადგილზე, ქალო! – აღელდა მაკა.
– რაღაცა არ მომწონს, მსუბუქადა ჩხრიალებს!
– დადგი-მეთქი ადგილზე, – შესძახა მოუთმენლად მაკამ და
იხვს წაეტანა, – ნეტა რა დიდ გულზე ხარ, რა ოქროს ზოდი გი-
დევს ჯიბეში?!

44 მკითხველთა ლიგა
ევამ თვალები გაუჟუჟუნა მაკას, გამომწვევად გააჩხრიალა
იხვის ყულაბა, მერე ყულაბა დადგა, ჯიბიდან ქაღალდში გამოხ-
ვეული კავები ამოიღო, გაზეთის მონახევი შემოხსნა, კავები გა-
შალა და მაკას ზედ ცხვირწინ შეურხია. მაკამ თავი გაარაცრაცა
და გაოცებისა და სიხარულისაგან ტახტზე შეტორტმანდა, კალა-
პოტივით პროთეზიც პირში აუთამაშდა:
– ვიჰ, ქაა... ვიჰ, ქაა... ზილფი! თქვენი ჭირიმეთ... თქვენ გე-
ნაცვალეეთ...
– ნახე, ნახე, როგორია! ნახე! ყაჭი, წმინდად დართული ყაჭი!
– ამას ჰქვიან ზილფი! საიდან, ქალო, საიდან? საიდან, შე
მართლა ალქაჯო და კუდიანო, საიდან? ვუიმეე, ეს რა ნახა ჩემმა
თვალებმაა! – და მაკა ხელში სინჯავდა კავებს, თითებს უსვამ-
და, განზე დაიჭერდა და გახედავდა: – ახლა შემიძლიან მშვიდად
დავიკრიფო ხელები, სასიძო აღარ დამიწუნებს, ქალო, – და მა-
კა სიამოვნებისაგან ჩაკუჭკუჭდა, – რაც ის ამ კავებს მოეფერება
და თითებზე დაიხვევს!
– თუ როკაპი მიხვდა, კაი წითელ კაბას შემიკერავს! – თქვა
ევამ და გასაღებით კარტის ყუთი გახსნა, – ეგეთ ხიფათში ვიგ-
დებ თავსა და შენ კიდევ აქ ეჭვებში ხარ! რასა სდებ, მაკავ!
– ჯანდაბას, გავტეხავ იხვსა! – ისეთი თავგამოდებით წარ-
მოთქვა მაკამ, თითქოსდა იხვის მუცელი სულ ვერცხლის უზალ-
თუნებით ყოფილიყოს სავსე და არა კაპიკიანებითა და სამკაპი-
კიანებით, – მაგრამ თუ სუფთად მოგიგე? თუ მშრალად მოგიგე?
მაშინ? მაშინა!
ევამ სწრაფად შეხედა მაკას და დამცინავად გაიღიმა:
– შენი საქმე ისეა, თხა რომ გასუქდა და მგელს დამაჭიდეთო!
– და კარტის არევას მოჰყვა. მაკამ თაბაშირის ფრთებშეღებილ
იხვს ფანჯრის რაფაზე დაახლევინა ნისკარტი.
მაროს გულმა რეჩხი უყო, კავები ადგილზე რომ არ დახვდა.
მთელი უჯრები ამოატრიალა, იქაურობა ძირს დასცა, მაგრამ კა-
ვები ვერსად იპოვა. ისე აღელდა, მთელ სახლში დაუწყო ძებნა

45 მკითხველთა ლიგა
და ვერსად რომ ვერ ნახა, ადგა და სარდაფში ჩავიდა. ევა სახ-
ლში არ იყო. ჩავიდა კი იმიტომ, რომ მოაგონდა: გუშინ საღა-
მოს, ევა ეზოდან რომ გადიოდა, თითქოს რაღაც საეჭვოდ მი-
დიოდა... რაც არ უნდა მომხდარიყო, ევას დააბრალებდა და მით
უმეტეს კავებს. მაროს აბა, რა გამოეპარებოდა, ამდენი წლის
მანძილზე თავისი დედამთილის მიხრა-მოხრა შესწავლილი
ჰქონდა. მარო აივანზე რომ გადადგა და თვალი გააყოლა, ევას
არ გამოუხედია, ისე წავიდა. მაროს რაღაც თვალში არ მოუვი-
და. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ეგონა, იმიტომ, რომ რაც არ
უნდა დაჰკარგოდა, მაინც თავის დედამთილზე იფიქრებდა. ჰო-
და, ახლა ქვევით რომ ჩავიდა და გასაღები ჩვეულ ადგილას არ
დახვდა, იფიქრა, სწორ კვალზე ვდგავარო. უფრო აღელდა,
ვაითუ გასაღები თან წაიღოო, მაგრამ წყლიანი ვედროს ქვეშ
ამოედო და მაროსაც არ გასჭირვებია პოვნა. შევიდა და
მიათვალიერ-მოათვალიერა აქაურობა. ეზიზღებოდა ყველაფე-
რი, აქაურობაზე გული ერეოდა. მაგრამ თხელი ბადე, რაშიაც
კავები გამოხვია გუშინ და "ნიანგის" ორი ფურცელი, ზევიდან
რაც შემოახვია, ბუხრის კალთაზე დაგდებული რომ ნახა, აღ-
შფოთებამ ყველა სხვა გრძნობა ჩაუხშო. გული გახეთქვაზე
ჰქონდა. პირველი ჩაცმული რეპეტიცია და ხანუმა უკავებოდ! მა-
რო, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი საათივით აქვს აწყო-
ბილი და ასეთი უპასუხისმგებლობა!
მარომ ფრთხილად დააკაკუნა და პასუხი რომ ვერ მიიღო, კა-
რის სახელური დასწია და დარბაზში შევიდა. მაკა ტახტზე იჯდა,
ფანჯარასთან, რაფაზე სინით ბრინჯი ედგა და იმას არჩევდა,
იზოლდი კი უკანა, ფილაქნიან ოთახში გაკვეთილსა ზუზუნებდა.
იზოლდიმ ის იყო აალაგა ჭურჭელი, დარეცხა, ოთახები დაამარ-
მარა და თავის სასწავლს მიუჯდა...
მაკამ მაროს შესვლა ვერ გაიგო, ცოტა ყურთაც ეკლდა საწ-
ყალ მაკას.

46 მკითხველთა ლიგა
მარო იქვე სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა და ასევე ფრთხილად
გაიხედ-გამოიხედა, თითქოს კავები სადმე გამოსაჩენ ადგილას
გულწითელა ჩიტივით შემომჯდარი უნდა ყოფილიყო და მაროს
დანახვაზე შეფრთხიალდებოდა და გაფრინდებოდა. ის კი არ
იცოდა მარომ, როგორ ამბობდა მაკა: გველის ტყავი უნდა გადა-
ვაკრა ამ კავებსაო.
ყურნაკლულ მაკას თუმც მაროს შესვლა არ გაუგია, მაგრამ
რაღაც იგრძნო, მოიხედა და ლამის შეხტა ტახტზე:
– ვიჰ, გულიღა გამისკდა, როგორ შემოპარულხარ, მარო?!
– ნეტავი გულს რაღა გიხეთქავდა, დეიდა მაკავ, გულის გასა-
ხეთქიცა და თავში სახლელიც მე მააქვს! დავაკაკუნე და არ მი-
პასუხეთ, ხო ვიცი თქვენი მახვილი ყურის ამბავი! – მთელი ხმით
შესძახა მარომ.
– ეეჰ, მე საცოდავს ყურთაც დამაკლდა და თვალთაც... –
ამოიკნავლა მაკამ და მაშინვე, ვითომც აქ არაფერიო, ისე გა-
ნაგრძო: – სხვაა, როგორა ხართ, რას მივაწეროთ შენი მობრძა-
ნება, რასაა? – გააგრძელა მაკამ და თავის ჭკუაში მაროს გაუღი-
მა კიდეც.
– ძალიან კარგად იცით, რასაც!
– თქვენი ჭირიმეთ, ნეტავ საიდანღა უნდა ვიცოდე! გუშინ მი-
ნახნიხარ თუ გუშინწინ?
– ლათაიები რომ არ დავიწყოთ, გამოუჯავრდით კავებს! აი,
ახლავე, ამავ წუთს გამოუჯავრდით!
– კავეებს! რა კავებს, ქალო?! – მეტისმეტად შეიცხადა მაკამ.
– სანამ ჩხუბზე გადავსულვარ, დეიდა მაკავ, მშვიდობიანად
მოიტათ კავები!
– რა კავები, რის კავები, მარო, რაც არა მაქვს, რა უნდა მოგ-
ცე! – ხმა გაიმაგრა მაკამაც.
– თავს ნუ იკატუნებთ, გირჩევთ! ყვავის დედოფალმა თვი-
თონვე მომახსენა თავისი პირით! აი, ეს არის თქვენი ამფსონო-
ბა! ჰოდა, ჩქარა! თქვენსავით მოცლილი კი არა ვარ!

47 მკითხველთა ლიგა
– ვერ იტყოდა, თავი არ მომიკვდეს, ვერ იტყოდა! – თანდა-
თან წელში გაიშალა მაკა, – ვერ იტყოდა, ვერ იტყოდა, ვერ იტ-
ყოდა! – საბოლოოდ გაიმართა მაკა.
– საწყალი, დაიხვალიებდა! დამიბრუნეთ-მეთქი! მართლაცა
და მართლაც, მთელმა ჩემმა ქონებამ სულ თქვენს მუცელში
ხომ არ უნდა გაიაროს!
მაკამ ისიც გაბედა, რომ ყური მოიყრუა და ბრინჯის რჩევა გა-
ნაგრძო.
– მშვიდობიანად არ გინდაათ მომცეთ? მშვიდობიანად არ
გინდაათ დამიბრუნოთ? – მარომ ისედაც დიდი ნესტოები კიდევ
უფრო დაბერა და სკამიდან წამოხტა, – ეხლავე გაანებე მაგ
ბრინჯს თავი, თორემა, მაშ მე ქალი არ ვიყო, თუ მილიცია თავზე
არ დაგცეთ და ობისკი არ დავარტყმევინოთ!
სიტყვა "ობისკმა" მაკას ცივად დაუარა და კაკალ გულშიც
მოხვდა. თვალები აახამხამა და პირშიც პროთეზი აუთამაშდა.
არ იცოდა, რა ეთქვა და რა ექნა.
– ჩქარა, ჩქარა! თავზე ხელი არ ამაღებინოთ, არ მომაყვანი-
ნოთ მილიცია!
მაკა გატყდა, თავი გადააგდო საწყლად, მაროს ყელისწევით
თხოვნა დაუწყო:
– რა ვქნა, მარო, სამკვდროდ მინდა, ქალო... თუ ღმერთი
გწამს, დამანებე...
– რაო, რაოო... – სიბრაზისგან ხმა აუკანკალდა მაროს, –
თეატრის სცენის მაგივრად მიწაში ჩაიდოოს! მიწაში ჩაიდოოოს?
ჩქარა, ჩქარა, ჩქარა-მეთქი!
– დამანებე, რა იქნება მარო! – მაკამ გადაწყვიტა თხოვნას
არ მოშვებოდა, – ყველა სიკვდილის შვილები ვართ, არ მინდა
ულაზათოდ დავიმარხო...
– ოჰ, შე ასნაოჭავ, შენა! – თავაზიანობა დაკარგა მარომ, –
ჯოჯოხეთს მუგუზლად უკავებოდაც კარგად გამოადგები! მე მით-

48 მკითხველთა ლიგა
ქვამს და დაიმახსოვრე, დეიდა მაკავ, ცუდადა ხართ ატეხილი ეს
ბებრები! ცუდად!
იზოლდი, რომელიც აქამდე უკანა, ფილაქნიანი ოთახიდან
უგდებდა ყურს მაკასი და მაროს შეპაექრებას, კბილებს ილესავ-
და და შესაფერის მომენტს უცდიდა ჩასარევად, უფრო დიდი
აყალმაყალის შესაქმნელადა და პაპიდის დასაცავად, რადგან
ძალიან იზიდავდა ასეთი რამეები, შუა კარებში ჩადგა, დოინჯი
შემოიდგა და მაროს გეზად გამოხედა:
– ვის აშინებთ აქა ობისკებითა და ერთითა და მეორით? ვი-
საა? პაპიდ, რა სუდში გამტყუნებულივით ჩაგიქინდრია თავი,
ჰაა, ქალო?! გმართებს რამეე ამ ქალისა? ის კავები აკი ბებო
ევამ უკანვე წაიღო, აბა, მიდი, ნახე, სადღაა კავები?! – და
იზოლდიმ კომოდისკენ გაიშვირა ხელი ისე ბუნებრივად, კინა-
ღამ მაკამაც კი დაიჯერა იზოლდის ნათქვამი, – ჰოდა, მიბრძან-
დით, ქალბატონო მარო და თქვენს დედამთილს მოჰკითხეთ!
მარო ერთწამს თავში ჩაკრულივით მიაჩერდა იზოლდის, მე-
რე კი განარებულმა შეჰყვირა:
– ეს ვიღასი ტიკიტომარაა, ეს გუშინდელი გამოჭყლეტილი
გომბიო?! – და გაკაპასებული პირდაპირ კომოდისკენ წავიდა, –
მე თვითონ, მე თვითონ დაგარტყამთ ობისკს! მე თვითონ გადა-
ვანგრევ აქაურობას!
– აბა, ერთი გაბედეთ! – და იზოლდი შუა ოთახში გადაეღობა,
– სადაც დიდი სასამართლოა, წაბრძანდით და იქ გვიჩივლეთ!
– როგორ... როგორ... – ამოიხრიალა მარომ.
– როგორ და ისე! პაპიდას ის მუცელგაბერილი იხვი ვინ გა-
დაყლაპა, ვინა? იქნებ ჩვენა! იქნებ ჩვენა, ჰაა?! იმოდენა ფული
სუ ცხვირით გააბოლა და გააქშუტუნა ბებო ევამ!
– მერე ჩემი კავებისგან რა გინდათ!
– არც ჩვენი იხვი იყო შუაში!

49 მკითხველთა ლიგა
– გზა, გზა, შე არსაქნელო, შენა! – და მარომ იზოლდის ხელი
აუქნია, გასხლტა და კამოდთან მიიჭრა. მაგრამ იზოლდიმ იმარ-
ჯვა, გადაასწრო, კვალში ჩაუდგა და კამოდის უჯრებს აეკრა.
მაკამაც იკადრა ტახტიდან გადმობრძანება, ისიც მიჩლახუნ-
და კამოდთან და რაკი შეატყო, რომ მარო იზოლდის ვერ აჯო-
ბებდა, მოდი, დამარცხებას გავუადვილებო, მაროს მკლავში წა-
ავლო ხელი და შეუსაბამო რაღაც უთხრა:
– ჩემ ჭაღარას ეცი პატივი, მარო, ქალო...
მარომ თვალები ჭყიტა და სახეში შესცინა მაკას:
– უიიი, ხუმრობაში გენაცვალე, დეიდა მაკავ, დიდი საპატივ-
საცემო ჭაღარა კი გააქვს!
– პაპიიდ! – არხეინი კილოთი დაიწყო იზოლდიმ, – ეს მე
თვალში მპატარაობს, ხედავ? არ კი იცის, ვისთანა აქვს საქმე,
აიიი! – და იზოლდიმ მაროს ცხვირწინ გაფაჩხული თითები და-
უტრიალა, მერე ორივე ხელი მხრებში ჩასჭიდა, დარბაზი გაარ-
ბენინა და ზედ ტახტთან მიაგდო.
მიხვდა მარო, რომ იზოლდის ვერ აჯობებდა და გასავათებუ-
ლი იქვე ტახტის ბოლოში ჩამოჯდა:
– რა გინდათ, ხალხნო, ჩემგან... ამდენი ხანია ვმუშაობ და
ჩემი გამოისობით არასოდეს შეფერხება არა ყოფილა... ხალხნი
არა ხაართ... რა დამიშავებია თქვენთვის, რა ჯავრი გჭირთ...
რას მემართლებით, რასა...
და მარო ის იყო ტირილის დაწყებას აპირებდა, რომ ერთბა-
შად თითქოს თავში ჩაჰკრეს და გამოაფხიზლესო, პირდაღებუ-
ლი მიაჩერდა იზოლდის ამობურცულ მხარზე გადმოგდებულ
მსხვილ ნაწნავს. ამ გომბიოს ყველაფერი დიდი და მოსული
ჰქონდა: რამოდენა თვალებს აბრიალებდა, რამოდენა პირს
აღებდა, ლამის მთელი ყია და ხახა უჩანდა, რამოდენა ტორებს
უტრიალებდა ცხვირწინ მაროს, ჰოდა, ეხლა ეს ამოდენა ნაწნა-
ვი! მარომ თვალი ჩამოაყოლა! თეძომდე უწევდა და დიდი კუ-

50 მკითხველთა ლიგა
ლულით თავდებოდა! მეორე ნაწნავიც ზურგზე ეგდო! მთელი
ქონება! კავები, შინიონები, კუდები და ვინ იცის კიდევ რა!
მარომ მკლავზე ჩამოკიდებული ჩანთა გახსნა ვითომ ცხვირ-
სახოცის ამოსაღებად, მაკრატელი, რომელიც ყოველთვის თან
ჰქონდა, სახელდახელოდ დაბღუჯა, იზოლდის მივარდა და ისე
სწრაფად და მოხერხებულად შეუგდო მსხვილ ნაწნავს, მეორე
ხელით კი მაგრად დაიჭირა, რომ ახლა უკვე მთელი ბატალიონი
რომ დახვეოდა და ეს ტროყია იზოლდიც ერთი ათად ქცეულიყო,
მაროს ამ ნაწნავს ვეღარ გამოჰგლეჯდა ხელიდან, ერთბაშად
ისეთმა ატაცებულმა გამძვინვარებამ შეიპყრო. ხელი, ხელიო,
დაიჭყივლა იზოლდიმ და გაიბრძოლა კიდეც, მაგრამ მარომ
დასჭივლა: ფრთხილად, გოგო, თორემ პირდაპირ ყელში გატა-
კებ მაკრატელსაო! მაკამაც შვებით ამოისუნთქა, იზოლდის ხე-
ლი დაუჭირა და დაყვავებით უთხრა:
– სუუ, გენაცვალოს პაპიდა, სუუ!
ორიოდ წამში მაროს იზოლდის ნაწნავი ხელში ეჭირა, გაგუ-
ლისებული იზოლდი კი შემოტრიალდა, სარკეში ჩაიხედა და
ღრიალი მორთო. მაკა მხრებზე ხელებს უცაცუნებდა და ამშვი-
დებდა, მასეთი ნაწნავი კი ამოგივაო, ეუბნებოდა.
– მოიტა მეორეც, გოგო! – უთხრა მარომ და ხელი წაიღო
მეორე ნაწნავისკენ, მაგრამ იზოლდი განზე გახტა გაცეცხლებუ-
ლი:
– ჩემი ცოცხალი თავიით, არ მოგაჭრევინეებთ! დეე, ვიყო ეგ-
რე ცალი ნაწნავით! მთელი სიცოცხლე ვიზრდიდი!
– გენაცვალოს პაპიდა, რაღად გინდა ეგრე ცალად ჩამოკან-
კურებული?
– რიღას მაქნისია ეგ ცალი ნაწნავი, გოგო! – შემრიგებლუ-
რად ეუბნებოდა მარო, – რა გინდა, იგეთ ექვსთვიანს გაგიკე-
თებ, იგეთი დალალები დაგაყარო მაგ თავზე, რო ქვეყანა დაგ-
ნატროდეს!
მარომ და მაკამ ერთსულოვნად გადახედეს ერთმანეთს.

51 მკითხველთა ლიგა
– არა, – გაჯიქდა იზოლდი, – სწორედაც ვანცეტიმ ამ დღეში
უნდა მნახოს, რო ძალადობის კვალი არ წაიშალოს! სუ იმას ამ-
ბობდა, ქალი თმითაოო! – არასგზის არ უნდოდა მაროსთვის
თავი კიდევ შეეშვირა, მოვიჭრი და გადავაგდებო, ან არადა ვან-
ცეტის ვაჩუქებ, თქვენ კი არ შეგაჭრევინებთო.
მაკამ მღელვარებისგან თავის რაცრაცი დაიწყო, რამდენი
უყვავა და ევედრა:
– მე ვეტყვი ვანცეტის ყველაფერს, გენაცვალოს პაპიდა, ყვე-
ლაფერს წვრილად ვეტყვი, ერთხელ სტრიჟკითაც იყავი, იციი,
ცალ მხარეზე როგორ გიხდება? ნამდვილი ცუგრუმელა გახდი,
თავი არ მომიკვდეს, ჩაიხედე სარკეში!
– აი, შე გაგრიავ, შენა! – შემოუძახა მარომაც, – ნეტა იმ შენ
ვანცეტის მაგ ფერიმჭამელებით როგორ ენახვები, ცხვირი სავსე
რომ გააქვს, ჩემზე კარგთან ვისთან მიხვალ, იგრე გაგიწ-
კრიალო სახე, თავს დანატროდე! სტრიჟკას კიდევ მრგვალს გა-
გიკეთებ, კინოში მაინც არ დადიხაარ, ვიღასა აქვს ნაწნავები?!"
ერთი სიტყვით, დაიყოლიეს. იზოლდის კი ნაწნავების დაკარ-
გვაზე უფროც და ვანცეტის გულდაწყვეტაზე უფროც, მარომ რო
აჯობა, იმაზე ერეოდა ბოღმა:
– ერთი არ გაგიკეთებიათ კაი ექვსთვიანი! ჩემზე მეტი მტერი
ნუ გინდათ! – ამოიზლუქუნა იზოლდიმ, თან პაპიდას ზედმეტად
აღშფოთებაც აღარ უნდოდა, და რაკი დათანხმდა, მაშინვე ის
იფიქრა, დაკუწკუწებული თმებიც ძალიან ლამაზიაო.
მარო კი იმავე საღამოს, თავის თავს რომ დანატრის ადა-
მიანი, ისეთი სიცილით ეუბნებოდა თეატრის ბუტაფორ ქალს:
– მე, გენაცვალეთ, იგრე არ გავგორდები, ძუნწა არ ავიკრა!
აბა, მაშ როგორ?!
...დაბოღმილმა გამოვართვი ბებიას სანთელი. თავი შევიკა-
ვე, რომ არ გამომეგლიჯა ხელიდან და ძირს არ დამენარცხები-
ნა... დაბუხული თითებით ძლივს გავკარი და ძლივს ავანთე
ასანთი, რომელიც დანოტიოებულიყო და გაკვრისთანავე ქრე-

52 მკითხველთა ლიგა
ბოდა... კოკურას ტახტის კიდეს ნამწვი მოვაცილე და ის იყო ახა-
ლი სანთელი მივაკარი, რომ სარდაფის კარი ხმაურით გაიღო:
მაროს ხელში შეშა დაეხვავებინა და შემოფრიალებულ კარებში
გვერდულად შემოდიოდა.
– ერთ წუთში უნდა გაგიძგრიალოთ ბუხარი, – ამბობდა მა-
რო ხალისიანი კილოთი, – ისეთი შეშაა, ბიკონივით ინთება.
შეშა ბუხრის წინ დაყარა და თვითონაც იქვე ჩაიმუხლა ცეც-
ხლის დასანთებად. ცხადია, მიხვდა, რომ ბებიასთან ჩხუბი მის-
თვის სულ არ იყო სახეირო. ამიტომაც მოლბა. მისი დიდი, გუდა-
ლი თვალების მზერაც, ჩვეულებრივ კადნიერი და შეუპოვარი
მზერა, რომელიც ბავშვობიდან ისე მქონდა ჩარჩენილი, რო-
გორც ლექი ჭურჭლის ფსკერზე, ახლა მორბილებული და ლამის
ღიმილიანიც კი მეჩვენა.
– ყველაფერი კარგი მიყვარს, დეიდა რუსუდანო, – მარო შე-
შის ნაჭრებს ნახლეჩებს აცლიდა და ბუხარში ახუხულავებდა, –
შეხედეთ, სულ რცხილაა...
ბამბაზიის ხალათის ჯიბიდან ასანთი ამოიღო და მოუკიდა.
ხმელი ნაფოტები და ნახლეჩები ხელად აბრიალდა. მარომ
აქეთ-იქიდან კარავივით შემოუწყო შეშის ნაჭრები... ცეცხლის
ენები ჯერ აქა-იქ გამოსხლტებოდა ხოლმე, მერე თანდათან ძა-
ლა მოიცა, გახშირდა, გამთლიანდა, შრიალითა და ტკაცუნით
აბრიალდა და მთელი ბუხარი ცეცხლის ალში გაეხვია. მე და ბე-
ბია გაყუჩებულები და ლამის მონუსხულები მივეფიცხეთ
ცეცხლს... ისე მინდოდა, ცოტა ხანს მაინც ასე ვმსხდარიყავით
ბუხართან, აბრიალებულ ცეცხლსა და სითბოს მიცემულნი,
ვმსხდარიყავით და ჩუმად გვეფიქრა და ცოტა ხანს მაინც ერთმა-
ნეთის ხმა არ გაგვეგონა... მაგრამ ამაოდ... ჩაახველა თუ არა
ბებიამ, რომ თავისი სათქმელი წამოეწყო, მარო, რომელიც მა-
ღალ "ტაბურეტზე" იჯდა, იქვე ბუხართან, ბებიასკენ გადმოიხარა,
კალთაზე ხელი დაადო და:

53 მკითხველთა ლიგა
– დეიდა რუსუდანო, სანამ თქვენ მეტყოდეთ, მე ის უნდა გით-
ხრათ, რომა არავითარ შემთხვევაში გიგლას დეპეშას არ გავუგ-
ზავნი! ჩემი ცოცხალი თავით! ვინ აღარ ჩავრიეთ საგზურის სა-
შოვნელად! მე ცალკე ვთხოვე ჩვენი თეატრის რეჟისორს და
გიგლამ ცალკე სთხოვა თავიანთ დირექტორს... სპეციალურად
გამოითხოვეს გიგლასთვის, რის ვაივაგლახით უშოვნეს და კაცი
ერთი კვირაც არ არის, რაც წავიდა და დეპეშები დავადევნო?!
მეც მაგასა ვფიქრობ! ვინც უნდა გამამტყუნოს, მაგრამ რა თხის
ჭკუა იქნება და რა თვალთმაქცობა, საძულველი დედამთილის
გულისთვის საყვარელი ქმარი მკურნალობას, თანაც ვაივაგლა-
ხით მოპოვებულ მკურნალობას, დასვენებას და საყვარელ
შვილთან ახლოს ყოფნას მოვწყვიტო და აქ გამოვაქანო?! მერე-
და რისთვის? ყოვლად უვარგისი და უარყოფითი ადამიანის და-
სამარხად! რა თხის ჭკუაა, გამაგებინეთ ერთი! მტერი კი არა ვარ
ჩემი ქმარ-შვილისა?! აგერა, რა უთხრა ვანიჩკა ბურჯანაძემ:
აუცილებლად ზედიზედ სამი წელიწადი უნდა იარო ტრუსკავეც-
შიო და სამი კურსი ჩაიტაროვო. ჰოდა, რაკი გიგლა აქ არ არის,
არაფერი საჭირო არ არის ეზოს ატალახება. გიგლას მე თვითონ
ვეტყვი, რაც საჭიროა... ვიცი, დამიტევს, მაგრამ დამიტიოს, ავი-
ტან როგორმე, ბევრი სხვა ამიტანია და ამასაც ავიტან. იმდენი
კარგად ყოფნა თქვენა, დეიდა რუსუდანო და ამ თქვენს შვილიშ-
ვილს, რამდენი სიმწარე მე გიგლასგან მახსოვს. ჩემი კარლოსი
და გულოს სიცოცხლეს გეფიცებით, ერთხელ ხელითაც კი შემე-
ხო. გიგლას ხო ჩვილი გული აქვს და დამყოლი ხასიათი. დაით-
ვრებოდა და დაიწყებდა ტირილს (ზოგი ეხლა დალიოს, წვეთი
არ უნდა ჩაუშვა პირშიო, ბურჯანაძემ უთხრა), ისაო, შემჭამეთ
და შემხარითო, აქეთ შენა და იქით დედაჩემმაო, თქვენს შორის
ჩემი მტერი მოხვდესო. სანამ მოვარჯულე, რამდენი რამე გადა-
ვიტანე. ეს ხომ კუდიანი იყო, ნამდვილი თილისმა ჰქონდა. მე
რომ ეგრე მედგრად არ დავდგომოდი, ქმარსაც გამიგიჟებდა და
შვილებსაც. დღეს კი, თუ ვინმეს თელავში ოჯახი აქვს, მეც იმათ-

54 მკითხველთა ლიგა
ში ვწერივარ. ოცი კაცი რომ მომადგეს, დეიდა რუსუდანო, სუფ-
რასაც გავუშლი და ლოგინსაც, ტკბილსაც მივართმევ და მწარე-
საც. ჩემი მამამთილი, ნათელი დაადგეს იმის ხსოვნას, ჩემთვის
ის ყოველთვის ტკბილად მოსაგონარი იქნება, სულ იმას მეუბნე-
ბოდა: მარტო ამაში მქონია ბედი, რო შენისთანა ყოჩაღი რძალი
შემოვიდა ჩემ ოჯახშიო. აღარ იცოდა, როგორ გავენებივრები-
ნეთ, სანამ დუქანი ჰქონდა, სახლში ხომ ხელცარიელი არ მოსუ-
ლა, ხან რას მომიტანდა, ჩემ რძალს უყვარსო და ხან რასა. საწ-
ყალს რამდენჯერ უთქვამს: ამ კუდიანთან იყავი ფრთხილადო.
მე ხომ გამიმწარა სიცოცხლე და შენ უნდა მაგრად დაუდგეო,
ერთმა ნაბიჯმა შეიძლება მთლად შეცვალოს ადამიანის ცხოვ-
რება და დიდი სიფრთხილე გმართებსო. რა გგონიათ, მე რო ერ-
თი ვიღაც საცოდავი ვყოფილიყავი, დღეს ჩემი ოჯახი, ოჯახი არ
იქნებოდა... რა ოჯახი ჰქონდათ ჩემ მოსვლამდე, ქვეყნის სალა-
პარაკოები იყვნენ! მთელი სიცოცხლე ერთი ალთას დაიარებო-
და და მეორე – ბალთას! ჩემი მამამთილის საცოდაობით ეხლაც
გული მიდუღს, აბა, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგა და მაინც!
აი, ამისთანა ამჩემფეხება რო ეჯდა სახლში! ჯავრის ამოყრისაა
ეს ქვეყანა, დეიდა რუსუდანო, და მეც ჩემ სიცოცხლეში არ დამა-
ვიწყდება ჩემი მამამთილის სიკვდილი! ამ ალქაჯმა მკვდარს რო
დახედა, ნეტა ერთი ცრემლი, წამლად ერთი ცრემლი გადმოეგ-
დო. თავის ოთახში შეიკეტა და ფეხი არ გამოუჭაჭანებია! გიგ-
ლამ დაუჩოქა, რამდენი ეხვეწა: ნუ მომჭრი, დედი, ქვეყანაზე
თავსაო, არ გიყვარდა, არ გიყვარდა, ყველაფერს თავისი ლაზა-
თი აქვს და ერთი საათი მაინც დაჯექი პანაშვიდზეო, მე მაინც გა-
მიწიე ანგარიშიო... აბა?! ეგეც იქნებოდა და ვინმეს ანგარიშს
გაუწევდა. ის კი არა, მაკასთვისაც აეკრძალა ჩვენთან მოსვლა.
იცოდე, შემოგწყრები, ფეხი რომ მიაწაწანოვო. თვითონ ხან
ტყე-ტყე დადიოდა და სწორედ მაშინ მაინცდამაინც სოფელში
მოიწადინა წაბრძანება. გიგლა კინაღამ გაგიჟდა, სახლში მიცვა-
ლებული გვისვენია და მთავარი ჭირისუფალი თავაღერილი

55 მკითხველთა ლიგა
აქეთ-იქით დადისო! ვაიმე, ჩემო ვაჟკაცო მამავო! თმას იგლეჯ-
და კაცი! უფრო იმის შემდეგ იყო, ჩემკენ გული რომ მოიბრუნა:
თუ ვინმე ყოფილა ამქვეყნად ცრემლიანი მკვდარი, ჩემი მამამ-
თილიც იმათში ურევია! კვეხნით არ ვამბობ, მაგრამ ისე დავიტი-
რე, ყველა ჩემ ქებას ამბობდა: ეს ვინა ყოფილაო! ჰოდა, გეკით-
ხებით, დეიდა რუსუდანო, თუკი მაგან ყასიდადაც არ იგლოვა
საკუთარი ქმარი, რომელთან ერთადაც ლამის ოცდაათი წელი-
წადი იცხოვრა, მე რა ვალდებული ვარ, მაგის გარდაცვალებაზე
ჰაი-ჰუი შევქმნა და თავზე ნაცარი წავიყარო?! რადა და რის-
თვის, გამაგებინეთ ერთი! ჩემი დაცინვის მეტი არაფერი გაუკე-
თებია და რა მრჯის?! ტირილი კი არა, იძულებით კაცს სიცილი
არ მოუნდება და მე, ორი ვაჟკაცის დედა, დავითალხო და გლო-
ვის კარავი დავიდგა?! მეტი საქმე არა მაქვს! რაც დაიმსახურა,
ის უნდა მიიზღოს, ჯავრის ამოყრისაა ეს ქვეყანა!
ბებია დაიხარა, საჩხრეკი აიღო, ბუხარში შეყო და ბუხრის
კუნჭულში აყუდებული ზედადგარი გადმოაბრუნა, მერე ბუხრის
კალთაზე შემომდგარი სპილენძის ქეთლს დასწვდა... მე გამო-
ვართვი, თუნგიდან წყალი ჩავასხი და ზედადგარზე შემოვდგი.
ბებიამ პალტოს ღილები შეიხსნა, თავშალი მოიხადა, მარომ
პალტოს გახდა უშველა და მხოლოდ ამ დროს ერთი წამით გა-
ჩერდა, მაგრამ დაჯდა თუ არა, მაშინვე ისევ თავისი სათქმელი
განაგრძო:
– ჯერ იყო და მაგისი სილამაზით შემიჭამეს გული. სულ ის მა-
გონეს: ლამაზი და ლამაზი, ლამაზი და ლამაზი! მესმის, ერთი
რაღაც თვალნავსი ვყოფილიყავი! აფსუს, ჩემო თვალ-წარბო და
ტუჩ-კბილო! აფსუს! ეს დაბდური გიგლაც: ჩემი ლამაზი დედა,
ჩემი მზეთუნახავი დედაო! – შეჰხაროდა. მეც ავდექი და ვუთხა-
რი სიმართლე, რა დედაც იყო და რა ვაი-ვუითა ჰყავდა გაჩენი-
ლი! ვითომ რა უნდა დამემალა?! სიმართლეს ადამიანმა თვა-
ლებში უნდა შეხედოს! ლამაზი და ლამაზი! შეუსმენელი ხალხია
ქვეყანაზე, დეიდა რუსუდანო, სულ იმას მაგონებდნენ: სარჩული

56 მკითხველთა ლიგა
სჯობს საპირესაო! ახალ პატარძალს მაგონებდნენ! შემაჯავრეს
ოჯახურად სადმე წასვლა, ისე მიაჩერდებოდნენ, გეგონებათ, ქა-
ლი არ უნახავთო. ვინმეს ჩემ თავს გააცნობდნენ და აუცილებ-
ლად დააყოლებდნენ: ეს ლამაზ ევას რძალიაო. ერთმა ბრიყვმა
ისიც კი გამაგონა, დამჭკნარი ვარდი სჯობს ახალ ჭინჭარსო!
თითქოს დამნაშავე ვიყავი, რომ მაგისთანა კალმით ნახატი არ
ვიყავი! იმიტომ უნდა გავგებოდი ფეხქვეშ, რო ლამაზი იყო?! მი-
მიფურთხებია მაგისი სილამაზისთვის! ჩირადაც არ მიმაჩნია! თუ
ქალი აესეთი ბოდოშალი და ბედოვლათია, აესეთი ამჩემფეხე-
ბაა, რას მიქვია სილამაზე?! გინდ ჰქონდეს და გინდ არა.
მარო ყველაფერ ამას ისე გვიამბობდა, ვითომ ჩვენ საიდან-
ღაციდან ვიყავით ჩამოსული, ყურმოკვრითაც არაფერი ვიცო-
დით მათ შესახებ და ახლა ისღა დაგვრჩენოდა, მაროსადმი თა-
ნაგრძნობის ნიშნად თავი გვექნია და ხელები გაგვეშალა. ჩვენ
კი არც ერთს ვაკეთებდით და არც მეორეს. ბებია ცეცხლს ჩაჰყუ-
რებდა ბედს მინდობილივით და ალბათ იმასღა ფიქრობდა: რო-
ცა მორჩება, მორჩება, მეც ჩემ სათქმელს მაშინ ვეტყვიო. გალე-
ულ მაჯებზე გამობმული, დაჯირჯვებული და დასახსრული, წერ-
ნაქით დაფარული მტევნები კალთაში ჩაებუდებინა ფრთებდაკე-
ცილი, ბებერი ფრინველებივით. მე კი ფაიფურის ფინჯანს ვუყუ-
რებდი, გაცივებული პიტნის ჩაით სავსეს. ბებია ევას დალევა ვე-
ღარ მოესწრო. იდგა ახლა ეს "შეუსმელი ჩაი" ბუხრის კალთაზე,
კედელთან მიყუჟული, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის შეჭიდე-
ბას გარიდებული. დაესხა ბებია ევას, თვითონ კი წასულიყო. და
მე ახლა ამ მანძილზე ვფიქრობდი, მანძილზე ფაიფურის ფინჯნი-
დან ტახტამდე, სადაც ბებია ევა ესვენა. ვფიქრობდი ფაიფურის
ფინჯანზე, რადგან ეს ჩინური ცისფერი ფინჯანი, ფრთაგაშლილი
წეროებით მოხატული, ბავშვობას მაგონებდა... ეს ჩემი ფინჯანი
იყო, ჩვენი სახლიდან გამოყოლილი და მე მიყვარდა ამ ფინ-
ჯნით ჩაის დალევა. ვუყურებდი ხოლმე უწმინდესი თეთრი ზო-
ლებით დაფარულ ტბას, ისეთ ახლობელს, რომ შემეძლო ცხვი-

57 მკითხველთა ლიგა
რი მიმებჯინა ამ ტბისთვის და თან ისეთ შორეულსა და საოცნე-
ბოს... ვუყურებდი წეროების ფაქიზად გამოხატულ ფრთების მა-
რაოს და პაწია ფეხებს, უფაქიზესი წითელი წკიმლების ხლარ-
თებს რომ ქმნიდნენ ფაიფურის ლაჟვარდზე. ცისფერი ლამბაქი
კი მოფენილი იყო პაწია, დაკუთხულშტოიანი, უცნაური მცენა-
რეებით. ამის გამო ბებიაჩემის ან ბებია ევას დაყენებული პიტ-
ნის ჩაი შეზავებული და შერწყმული იყო შორეულ ტბებთან, გაფ-
რენილ წეროებთან, რაღაც უცნაურ, არნახულ მცენარეებთან და
უცხო ლაჟვარდთან... და როცა ჩვენ სახლი დაგვიბრუნეს და ამ
სარდაფიდან მივდიოდით, მაშინ ვაჩუქე ეს ფინჯანი ბებია ევას.
მარომ თვალი გამოაყოლა ჩემ მზერას, ერთბაშად გაჩერდა,
მერე კი დასწვდა ცისფერ ფინჯანსა და ლამბაქს, ბებია ევას შე-
უსმელი ჩაი ბუხარში შეღვარა და ვითომც აქ არაფერიაო, ისეთი
არხეინი კილოთი თქვა:
– მაშინ ვეღარ ვუთხარი უარი, დეიდა რუსუდანო, აქ რომ ჩა-
მოდიოდა საცხოვრებლად, დაავლო ხელი და მეც ვიფიქრე,
ჯანდაბას-მეთქი, ახლა კი წავიღებ!
ბებიამ სწრაფად შემომხედა, მაგრამ დაინახა თუ არა, რომ მე
მდუმარედ ვუყურებდი მაროს, სიტყვების ტკეპნით უთხრა:
– ახლა ევას დანაბარები მინდა გითხრა, მარო!
– უი, უი, უი, დეიდა რუსუდანო, – შესძახა მარომ, – ბარემ
მოვრჩები ჩემ სათქმელს და ისე მითხარით, აი, ახლავე ყველა-
ფერს გეტყვით. მე ყველაფერში წესრიგი მიყვარს, წესრიგი და
სისუფთავე! დავიკვეხნი კიდეც: სისუფთავის მონა ვარ! ჩემ სახ-
ლში რომ შემოხვიდეთ, თორემ ხომ ყოფილხართ კიდეც, ყველა-
ფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ჰოდა, თქვენ თვითონა
თქვით, როგორ უნდა მოვრიგებულიყავით ერთად? მე მთელი
დღე ცოცხი და მტვრის ტილო ხელიდან გაუგდებლივ მეჭიროს,
ვაპრიალო და ვაწკრიალო სახლ-კარი, ეგ კი ტყიდან დაბრუნ-
დეს, პირდაპირ შემოალაჯოს და სარკესავით გამარმარებულ
იატაკზე კვალი დატოვოს, როგორია?! არა, თქვით ერთი, როგო-

58 მკითხველთა ლიგა
რია?! რა მაქვს დასამალი, პირდაპირ გულ-მუცელი მიტრიალ-
დებოდა! სანამ ეგ ჩვენთან ზევით იყო, ჩემი მოსვენება არ შეიძ-
ლებოდა, მივდევდი კვალდაკვალ და ვწმენდავდი, მივდევდი და
ვწმენდავდი. თავისებური ჩაცინება რომ იცოდა, აი, ისე ჩაეცინე-
ბოდა ხოლმე და ჩემ გასაცოფებლად მთელ ოთახებს მოივლი-
და. კიდევ მე დამცინოდა თავის ჭკუაში! უყაირათო, უყაირათო,
უყაირათო, რომ რაღა, სადაური გლეხის შვილი იყო, არ ვიცი!
მაგის ხელში არაფერს ბარაქა არა ჰქონდა! მოვხარშავდი მურა-
ბებს, პავიდლოებს, ტყემლებს, შევინახავდი ზამთრისთვის, მაგ-
რამ საქმეში ხარ?! ბავშვებს როცა რა მოუნდებოდათ, იმას აძ-
ლევდა, თან უპრაგონოდ, ყოველთვის იმის მტკიცებაში იყო,
რომ დედაზე მეტად მაგას ემეტებოდა ბავშვებისთვის, რომ დედა
ცუდია და ეგ კარგია, დედა ქვაწვიაა და ეგ ხელგაშლილია... ის
კი ავიწყდებოდა, რომ აზიზი გული მაქვს, ზიზღიანი ვარ და მაგის
ნატურტლი ყველაფერი მეჯავრებოდა. ის კი არა, გიგლა ტრუს-
კავეცში რომ მიდიოდა, ჩავიდა, დედაჩემს გამოვეთხოვებიო:
წინდები მოეჩხლართა კარლოსთვის და მიეცა – წაუღეო. არც
გამიტანებია, რად გინდა, ბარგად გაიხადო-მეთქი, ოფიცერი კა-
ცი სწორედ ევას დაქსოვილ წინდებს ჩაიცვამს-მეთქი. მაინც ჩა-
დო, რაკი დაუქსოვია, წავუღებო. მე კიდევ ავდექი და ამოვაცა-
ლე, ზევითა ყრია ეხლაც. წინდებზე არ მიმდის გული და საჭმე-
ლი ხომ, თუ არ ვიცი, რანაირად არის გაკეთებული, გემოსაც
ვერ გავუსინჯავ. აი, მაგალითად, საწყენად კი არ ვამბობ, დეიდა
რუსუდანო, თქვენ ქეთლი შემოდგით ზედადგარზე და აქ ჩაის
დალევას აპირებთ. მე კი... მე რომ მოვკვდე, აპაპაპა! აქა? დაგე-
მოვნებითაც ვერაფერს ვერ დავიგემოვნებ! აესეთი აზიზი გულის
პატრონი ვარ! სანამ ეგ ზევით იყო და სადილს აკეთებდა, სულ
მშიერი ვიყავი, სულ ყველზე და პურზე გადავდიოდი, არაფერზე
გული არ მიმდიოდა... ჩემ სიცოცხლეში არ დამავიწყდება,
დეიდა რუსუდანო, აქ რომ ცხოვრობდით, ერთხელ წამომაყვედ-
რეთ: სარდაფში ჩამოდევნე შენი დედამთილიო. ჭკვიანი ადა-

59 მკითხველთა ლიგა
მიანი ხართ და მიკვირს სწორედ, ეგ რამ გაფიქრებინათ. რაც
თვითონ არ ეჭაშნიკებოდა, იმას ბატალიონი რომ მისდგომოდა,
ვერ გააკეთებინებდა. გიგლაც იმიტომ ეხვეწა: ნუ იზამ, დედი, მა-
გასაო, ყველა მე გამამტყუნებსო, განა იმას იტყვიან, რომ შენ
თვითონ მოიწადინეო. როდის-როდის მიხვდა, რო მე მართალი
ვიყავი და ის მტყუანი და ისიც საბოლოოდ შეიგნო, რომ მაგისი
დაჩაგვრა ქვეყანაზე არავისაც არ შეეძლო. დაბლა ჩამოსვლაც
იმიტომ უნდოდა სწორედ, როცა უნდოდა, თხუნელასავით შე-
მომძვრალიყო სოროში და როცა უნდოდა, გამძვრალიყო, არა-
ვისთვის თვალ-წარბში არ ეყურებინა. ხალხი შეტანას ფიქრობს
და მაგას გაეტანა. თავაღერილს ან ტყე-ტყე ევლო და ან კარტი
ეთამაშა... და რა შეუპოვარიც იყო, ისევე შეუპოვრად დარჩენი-
ლიყო...
მარო მოსხლეტით გაჩერდა და მიაყურადა. ზევით სადარბა-
ზოდან, რომელიც სწორედ სარდაფის თავზე იყო, უცებ ზარმა გა-
იწკრიალა. ეტყობა, ვიღაცამ ზარის ღილაკს თითი დაჰკრა და მა-
შინვე აიღო, ისეთი მოკლე, უეცარი გაწკრიალება იყო. ბებიას,
ცხადია, არ გაუგია და მარო ერთბაშად რომ წამოდგა, წავალო,
გაკვირვებულმა მოატრიალა თავი, მაროს ამრეზით შეხედა,
თქმით კი არაფერი უთქვამს, მაშინვე ისევ მიბრუნდა და ცეცხლს
დაუწყო ყურება.
მაროს თვალები დაუმრგვალდა, თითქოს რაღაცას ორჭო-
ფობდა და როგორ მოქცეულიყო, არ იცოდა. ცალ ხელში ფინჯა-
ნი ეჭირა, მეორეში – ლამბაქი და სწორედ ლამბაქიანი ხელი
გადმოაბრუნა და ვითომ ლამბაქის ყვავილებს ათვალიერებსო,
შეუმჩნევლად დახედა ოქროსსამაჯურიან, პატარა, ოთხკუთხედ
საათს. ისევ ისე გაიწკრიალა ზარმა.
– დაგვიანებული კლიენტი მოვიდა, ალბათ, დეიდა რუსუდა-
ნო! მერე ჩამოვალ, თქვენ ხომ მაინც იფხიზლებთ, – წარმოთქვა
ნაჩქარევად და ფიცხლავ წამოდგა.

60 მკითხველთა ლიგა
ბებიამ ხელი მოიჩრდილა და თვალი გააყოლა მაროს, რომე-
ლიც ფინჯანსა და ლამბაქს მიიქნევდა და ადლიანი ნაბიჯებით
კარისკენ მიდიოდა.
მე სმენა მივადევნე მის ნაბიჯებს... ჯერ ეზოდან ამავალ კიბე-
ზე... მერე აივანზე... სადარბაზოს კართან... რომელიც გაიღო და
მაშინვე მიიხურა. თითქოს მარომ დაინახა, რომ არავინ იყო და
კარი მაშინვე მიხურაო. მაგრამ არა, ეტყობოდა, რომ ვიღაც შე-
მოვიდა, ნახევრად გამოღებულ კარში უცებ ვიღაც შემოვიდა,
იმიტომ, რომ ერთბაშად მკვდრული სიჩუმე ჩამოვარდა და მა-
როს ნაბიჯებიც სადარბაზოში თითქოს ჩაკვდა. ერთი-ორი წუთის
შემდეგ სიჩუმე დაარღვია მტვრევის ხმამ, ვიღაცის ამოხვნეშამ
და მაროს უნებლიე წამოძახილმა, რაღაც გაურკვეველმა შო-
რისდებულმა. მაროს ეტყობა, ან ფინჯანი გაუვარდა ხელიდან,
ან ლამბაქი, სადარბაზოს რამდენიმე საფეხურზე დაგორდა და
ზედ კარს მიემსხვრა.
– გვეყო დასვენება! – თქვა ბებიამ, – ამაღამ ბევრი საქმე
გვექნება გასაკეთებელი და უნდა მოვასწროთ! რადგანაც არც
გიგლას ატყობინებს, არც მით უმეტეს ბიჭებს, ცხადია, ხვალვე
უნდა დავასაფლავოთ! სხვის სახლში, აბა, ჩვენ ხომ არ ვიქნებით
განმკარგულებლები! შენ ხვალ დილითვე წახვალ გარდაცვალე-
ბის ცნობით და გაათხრევინებენ საფლავს!
მე ცალი ყური ზევითკენ მქონდა. მარო ხაზგასმული ბრაგუ-
ნით მიაბიჯებდა აივანზე, მაგრამ მთლიანად ვერ ახშობდა ვიღა-
ცის ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს, მაროს ფეხის რიტმს რომ სცდე-
ბოდა და სუსტი სინკოპასავით გაისმოდა...
– გაანებე თავი ყურის გდებას! – დატევით მითხრა ბებიამ, –
მაგისი ამბავი დიდი ხანია გამორკვეულია... ჩაფიქრებული
მაქვს მაგაზე საგანგებოდ გელაპარაკო... მხოლოდ მერე... ახლა
კი, მოდი, ჯერ ჩაი დავლიოთ, ქეთლი წეღანდელს შემდეგ დუღს!
ბებიამ თავისი მიმთითებელი მარჯვენა განჯინისკენ გაიწო-
და. განჯინიდან გამხმარი პიტნა, პური და შაქარი გამოვიღე,

61 მკითხველთა ლიგა
თლილი ჭიქებიც ვნახე, სწორედ ორი და კარგად გავრეცხე... სა-
ნამ მე ჩაის სამზადისში ვიყავი, ბებია წამოდგა, თავისი შავი ხა-
ვერდის პალტო დაკეცა და ტახტზე დადო, მერე მიცვალებულ-
თან მივიდა, ახალი სანთელი დაუნთო, ცხვრის ტყავზე დაიჩოქა
და ბუტბუტი დაიწყო... ჯერ ბებია ევას სულს ავედრებდა
ღმერთს... "დაუდეგარ" "გზაკვალარეულ სულს", "ყმაწვილის სუ-
ლივით ერთგულსა და მგზნებარე სულს", რომელიც ბებიაჩემის
ღაღადისით "ყოვლად მოწყალე უფალს" უნდა დაემკვიდრებინა
"ზეცის უკიდეგანო ლაჟვარდებში სანავარდოდ". მერე კი ევას
ებუტბუტებოდა და პატიებას სთხოვდა, მარო ვერაფრით ვერ გა-
ვაჩერეო, აქ შენს გვერდით ჯერ აყალმაყალი და ლანძღვა--
გინება ატეხა და მერე სული ამოგვხადა შენზე ლაპარაკითო და
მაპატიეო... ჩემო კეთილოვო, – ეუბნებოდა, – არც გიგლას ატ-
ყობინებს, არც ბიჭებსო და ჩვენ, აბა, რა ძალგვიძსო, თავზევით
ძალა არც მე მაქვსო და მაპატიეო.
თუმცა გაგიზგიზებულ ბუხართან გავლხვი და გავთბი, ქაფქა-
ფა, სურნელოვანი პიტნის ჩაიც, რომელიც ბავშვობის შემდეგ, ამ
სარდაფიდან წასვლის შემდეგ აღარ დამილევია, მთელი დღის
მშიერ-მწყურვალს ლამის სანეტაროდ მომეჩვენა, ხოლო მა-
რომ, ჯერ თავისი ლაპარაკით, შემდეგ კი იმ ვიღაცის მოსვლით
საბოლოოდ დამისამარა ყოველგვარი სურვილი ზევით ასვლისა
და გულოსი და კარლოს წერილების კითხვისა, მე მაინც ბებიაზე
მომდიოდა ბრაზი და გულიც არ მომბრუნებია. ახლაც, სუდარის
კერვის დროს (ტილო ცალგანი იყო და ჯერ ორი სიგრძე უნდა
გადაგვეკერებინა, შემდეგ ბოლოები ამოგვეხვია), როცა ერთმა-
ნეთის პირისპირ ვისხედით დაბალ სამფეხებზე, ბებიას გახ-
რიოკებული მუხლები ლამის მუხლებზე მებჯინებოდა და ვხე-
დავდი, აკანკალებული ხელებით თითო ნემსის ამოგდება ნების-
ყოფის რა დაძაბვად უჯდებოდა, სულ არ მეცოდებოდა, პირიქით,
გაბრაზებული ვფიქრობდი: მისი ეს გადაბრჯნა რომ არა, ჩვენს
გაჩახჩახებულ სახლში, ჩვენს ძველ ზინგერის მანქანაზე ხელად

62 მკითხველთა ლიგა
შევკერავდი-მეთქი ამ სუდარას, არც დაგრძელებული ჩრდილე-
ბით სავსე სარდაფში ვიჯდებოდით და არც მაროზე ავიშლიდით
ნერვებს, სუდარაში თავჩარგული, გონების თვალით მაროს ვხე-
დავდი... ცუდ გუნებაზე მაყენებდა, გულმუცელს მიმღვრევდა
იმისი წარმოდგენა, რომ ზევით, სარდაფის თავზე, თავის ჩაწ-
კრიალებულ "სპალნაში", იქნებ სწორედ გიგლას ლოგინშიც, იმ
დროს როცა გიგლა, ტრუსკავეცის გამაჯანსაღებელი წყლით
გაჭყიპული, ალბათ, ასევე გამაჯანსაღებელ ძილს მისცემოდა და
ბაიბურში არ იყო, იმის სახლში რა ხდებოდა, მარო თავის ხვნე-
შია კუროსთან კოტრიალობდა, ევას ცხედართან სულ ოთხიოდე
მეტრის მანძილზე, ჩემი სიახალგაზრდავისა და ბებიას შეგონე-
ბებზე აღზრდის გამო, "ვალმოხდილი დედა" საკოტრიალო ასაკს
გადაბიჯებულად მესახებოდა და თანაც, ყველაფერში უხეში,
"კოტრიალშიც" ისე უხამსად აღტყინებული წარმომედგინა, რომ
ზიზღი მიპყრობდა, ლამის ფიზიკურ გულისრევას ვგრძნობდი და
ოდნავადაც არ მსიამოვნებდა ის ამბავი, რომ სწორედ ამ სარ-
დაფში დარჩენის წყალობით შევიტყვე კიდევ ერთი "ასეთი სი-
მართლე" და მე ისევ ბრაზი მომდიოდა ბებიაზე, რომელსაც თა-
ვის უპირველეს მოვალეობად მიაჩნდა "მწარე სინამდვილით"
გაენელებინა ჩემი "ლაჩრული მისწრაფება" თავის მოტყუების,
თვალის დახუჭვისა და ყურის მოყრუებისადმი და რომლის
ნიადაგ ჩახმახზე შეყენებული, ფხიზელი სული ჩემი "წვრთნის"
სადარაჯოზე იდგა, სისხამ დილიდან დაწყებული, როცა გაღვი-
ძებისთანავე უნდა ავეფრინე ლოგინიდან, რადგან გაღვიძებუ-
ლი ადამიანის ქვეშაგებში მცირე ხნით დარჩენა "მცონარეობა"
იყო და მეტი არაფერი, ხოლო "მცონარეობა" ყოველგვარი ბო-
როტების სათავედ მიაჩნდა, – და დაძინებამდე, გაბმული ვიყავი
"წვრთნის" ჭაპანში და მარადჟამს ჩემი მფრთხალი სულის
წრთობაში იყო.
ბებიამ სუდარიდან თავი აიღო და შემომხედა. ჩვენ ასე გავი-
ნაწილეთ სუდარა: მე შუიდან ერთი ბოლოსკენ მივდიოდი, ბებია

63 მკითხველთა ლიგა
მეორე ბოლოდან შუისკენ მოდიოდა. მერე კი ბოლოებს ამოვუხ-
ვევდით... მეგონა, ძაფი აქვს ასაგები და იმიტომ გაჩერდა--
მეთქი. მაგრამ არა, ძაფი არ ჰქონდა ასაგები. რაღაცნაირად მი-
ყურებდა, ერთი პირობა თვალებიც მოწკურა და ოდნავ გაეღიმა,
თავისთვის გაეღიმა, თითქოს რასაც ფიქრობდა, იმას უღიმოდა
დაეჭვებითა და ორჭოფულად. მე თავი ჩავღუნე და კერვა გან-
ვაგრძე და სწორედ მაშინ მითხრა თავისი "მთავარი სათქმელი":
– შეიძლება დიდი გულუბრყვილობაა ჩემგან... ვინ არის დაზ-
ღვეული მიამიტობისა და გაზვიადებისაგან, როცა საქმე შენს
სისხლსა და ხორცს ეხება?! მაგრამ ორი პარასკევი მაქვს დარ-
ჩენილი და მინდა გითხრა ჩემი მთავარი სათქმელი, შეგიძლია
ჩემ ანდერძადაც ჩათვალო.
ბებია ჩვეულებრივ უფრო წყნარად ლაპარაკობდა, ისეთი კი-
ლოთი, რაღაც მნიშვნელოვანს რომ გიბარებენ, და რადგან იგი
არ იყო ადამიანი, ვისგანაც კაცი არაფერს უნდა ელოდეს, უცებ
ავღელდი, განსაკუთრებით "ორმა პარასკევმა" და "ანდერძმა"
გამიკენწლა გული, გაბრაზებაც, გაბერილ ბუშტს ნაპერწკალი
რომ მოხვდება, ისე ჩამეჩუტა, მაგრამ არ შევიმჩნიე, შეუპოვრად
შევხედე, გაგულისებით ამოვუყარე ნემსი სუდარაში და ვითომ
გულს გარეთ, ხუმრობითაც კი შევეკითხე: ნეტავ რა არის ეს შენი
მთავარი სათქმელი-მეთქი.
– გენაცვალოს ბებია, კარგია ზღაპრები... ძალიანაც კარგი-
ა... ალეგორიებიც კარგია და ქარაგმულად ნათქვამიც... და ის-
ტორიული რომანებიც... მაგრამ... მაგრამ...
ბებია გაჩერდა, თვალი მოწკურა და გამიღიმა... თუ გაღიმება
ჰქვია დაბეგვილი და გაფუყული ლოყების შეტოკებას და ერ-
თიანად ნაოჭასხმული პირის ოდნავ გვერდზე მოქცევას... და
ცხადია, ჩემ მეტი ვერავინ იგრძნობდა ბებიას სიტყვებსა და ღი-
მილში ჩამალულ ნესტარს, მომართულს ჩემი ზღაპრებისკენ და
იმ განდობისკენ, ოცნების სფეროს რომ მიეკუთვნებოდა და
თეიმურაზ პირველის შესახებ რომანის დაწერას გულისხმობდა.

64 მკითხველთა ლიგა
ხანგრძლივი გულის აჩუყების არავითარ სახსარს არ იძლეოდა
ბებია და მეც მყისვე ავიქოჩრე:
– მაგრამ რაა, მითხარი ერთი რაა, მითხარი, აქა ვარ ჩემის
თავითა!
– ძალიან კარგი რომ აქა ხარ, მე რომ მკითხო, უნდა მიმად-
ლოდე კიდეც, რომ აქა ხარ, შეემატოს მღვიძარესო, შემოაკ-
ლდეს მძინარესო...
– ჰო, ჰო, მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ, როგორ ვივსები და
მემატება...
– მეც მესმის, მესმის, რომ თხზვა ინტიმური სფეროა და წარა-
მარა არ უნდა ჩაერიო, მაგრამ სადაც არის გაღმა გავაბიჯებ და
ამ ერთხელ მინდა გითხრა, გითხრა და მოგიწოდო, თუ მართლა
აპირებ რაიმე შეთხზა, არ გაქვს უფლება, მთავარ თემას, რაც
თვითონ ჩვენმა ყოფამ განსაზღვრა, გვერდი აუარო; გვერდი
აუარო იმ ჭირს თუ ხანძარს, ნაპერწკლიდან რომ აალდა, რო-
გორც მეტაფორულად ამბობდნენ, რომელმაც გადაბუგა მთელი
ქვეყანა, გათელა ღირსება, გააქარწყლა სინდისი, მარწუხებში
მოაქცია ჩვენი ყოფა და უსასოობაში ჩაგვაგდო და, რაც მთავა-
რია, გააჩანაგა მილიონობით სიცოცხლე... აი, ეს მიხუთავს
სულს, ამდენი გაჩანაგებული სიცოცხლე... მერე შენ მოხვალ და
საფლავში ჩამომძახებ, რომ შესძელი, წვითა და დაგვით, ტან-
ჯვით და გვემით გეთქვა მართალი სიტყვა, ამოტანილი ჩვენი სუ-
ლის უფსკრულიდან". თუმცა მაინც ვერ მოვითმინე, რომ არ გავ-
ხუმრებოდი: მაინც როგორ ფიქრობ, საფლავში ჩამოგძახო, თუ
ზეცაში ამოგძახო-მეთქი! მაგრამ ეს იმიტომ, რომ გულდაწყვეტა
დამემალა, რადგან ასე მკაფიოდ არასოდეს მიგრძნია, რომ ბე-
ბიას წუთისოფელი იწურებოდა, წამოუბერავდა ზურგის ქარი,
გააფარფატებდა, როგორც ჟანგისფრად გამშრალ ხმელ ფო-
თოლს, მოსწყვეტდა მიწას, აატივტივებდა მაღლა ჰაერში, მე
თვალს მოვკრავდი შავი ხავერდის პალტოს გაფრიალებულ
კალთებს, ძველთაძველი "პოლსაპოჟკების" გადაცრეცილ ცხვი-

65 მკითხველთა ლიგა
რებსა და გაცვეთილ ლანჩებს... მერე კი შეერეოდა ღრუბლებს
და სამუდამოდ გაუჩინარდებოდა. და მე ვეღარასოდეს ვეღარ
ვნახავდი, ვეღარც ჩვენი სასადილო ოთახის ფანჯარასთან, მა-
ღალზურგა სავარძელში ჩამჯდარს, თავისი საყვარელი და განუ-
შორებელი წიგნების კითხვისას... ვეღარც სამზარეულოში მო-
ფუსფუსეს, ქონდრის ტაბაკას რომ მიკეთებდა ათრთოლებული
ხელებით და ჯამ-ჭურჭელს წკრიალი გაჰქონდა... ვეღარც ჩვენს
ბაღში, ქათმებს რომ ჩამოაფრენდა ლეღვის ხიდან და ჯიუტად
მიერეკებოდა საქათმისკენ, რათა მათ სცოდნოდათ თავისი ბუ-
დე და ქანდარა და ლეღვის ხე არ დაესვარათ... ვეღარც თავის
"სენაკში" დავინახავდი, ჯვარცმის წინ ხელაპყრობილს, სან-
თლის მოფარფატე შუქით სახეგანათებულს და ვერასოდეს გავი-
გონებდი ბებიას ლოცვას, მღაღადებლის წრფელ ხმას, დაბადე-
ბიდან მოაქამომდე თან რომ მდევდა და ურომლისოდაც არსე-
ბობა, ჯერ საერთოდ და მით უმეტეს ახლა, ჩრდილებით სავსე
ნესტიან სარდაფში, მაროს უტიფარი სიტყვებით გასავათებულსა
და რეტდასხმულს, წარმოუდგენლად და შეუძლებლად მეჩვენე-
ბოდა.
ვიღასთვის არ ლოცულობდა, ვიღას არ ავედრებდა ყოვლად
მოწყალე ღვთაება პირი ღვთისას, რაღას არ უმხელდა სულთა
მპყრობელს და არსთა გამრიგეს. განსაკუთრებით კი ავედრებ-
და "განუკითხველად დასჯილთ და უკანონოდ დაწიხლულთ":
უფალო, სანთლად გენთებიო, – გულმხურვალედ შეჰღაღადებ-
და, – უსამართლოდ შებღალულთა და განუსჯელად შეგინებულ-
თათვისო... მაგრამ ალბათ, არავის სულს არ ახვეწებდა ისეთი
სასოებით, ალბათ, არავისთვის არ ლოცულობდა ისე ხშირად,
როგორც ბავშვობისდროინდელი, თანასოფლელი, პატარა, ბო-
როტი ბიჭისთვის, რომელიც ბავშვობის შემდეგ აღარც ენახა და
არც ასავალ-დასავალი იცოდა, ვისი სახელიც, არ ვიცი, მართლა
აღარ ახსოვდა, თუ განგებ არ ამხელდა და ვისი სახელითაც სა-
ერთოდ "უკუღმა გზებზე მავალთ" და მათ შორის ბოლშევიკებ-

66 მკითხველთა ლიგა
საც გულისხმობდა, ლოცვაშიც ასე მოიხსენიებდა ხოლმე: უფა-
ლო, შეივედრე პატარა, ბოროტი ბიჭიო. უკვირდა ბებიას, რატომ
უნდა ჩათესლილიყო ბიჭის გულში ასეთი ბოროტება, რატომ უნ-
და ყოფილიყო ასეთი ულმობელი. ბიჭის მამა სოფლის ფერშა-
ლი იყო თურმე, "ფერშალ კოლას" ეძახდნენ და სოფლის ნამ-
დვილი ჭირისუფალი იყოო. ბიჭი კი, ჭროღა, მწითური ბიჭი, რო-
მელსაც ბრტყელი თავი, გატეხილი ცხვირი და გადმოფურჩქნუ-
ლი ყურები ჰქონდა, მთელი დღეები ან წიხლებს იქნევდა, ან მუჯ-
ლუგუნებს იკვრევინებოდა, გამუდმებით ვიღაცას აწვალებდა,
ბავშვი იქნებოდა, ცხოველი თუ ფრინველი. ამბულატორიის
ეზოში მშვენიერი ვარდები გაშლას ვერ ასწრებდნენ, ჯოხით
სხეპდა... და, ვინ იცის, კიდევ რას არ აკეთებდა, ნამდვილი მტე-
რი იყო სიცოცხლის და მშვენიერებისო. ბებია ამ ბიჭს "საწუთ-
როგაცრუებულსა და ბედუკუღმართს" ეძახდა და ყოვლად მაც-
ხოვარს ემუდარებოდა: ბოროტი ბიჭის წყვდიადში მოხეტიალე,
გაუხარელ სულს გარდამოუვლინე სიკეთის შუქი, გაუფანტე
წყვდიადი და ბნელი სინათლედ უქციეო.
ბებიას "სენაკი", როგორც თვითონ უწოდებდა თავის პატარა
ოთახს, ჩემ ოთახს ემიჯნებოდა და ბებია, ვისი კითხულიც იყო
არა მხოლოდ ჩემი სიფხიზლე, არამედ ძილიც, შუა კარს ყოველ-
თვის ღიას ტოვებდა. ჩვეულებრივ გვიან წვებოდა და დაწოლის
წინ აუცილებლად მოვიდოდა, მით უმეტეს, დედაჩემის სიკვდი-
ლის შემდეგ, დამხედავდა, საბანს გამისწორებდა, მერე კი თავი-
სი სენაკისკენ გასწევდა და უკვე განმარტოებული, როგორც მაშ-
ვრალი მებრძოლი საჭურველს, ისე იხსნიდა სიკერპისა და
შეუპოვრობის ჯავშანს და "უფლისა წინაშე" თავმოდრეკილი
მსასოებელი წარდგებოდა. ზოგჯერ ღაღადისის სიწრფელე ისეთ
მტანჯველ ნეტარებას განაცდევინებდა, რომ ბებიას ლოცვა წყო-
ბილსიტყვაობად იქცეოდა ხოლმე...
ბავშვობა გამახსენდა... და გაუთავებელი, დაუბოლოვებელი
რიგები... პურის... ნავთის... მარილის... საპნის... შაქრის რიგე-

67 მკითხველთა ლიგა
ბი. ყაყანით, შეხლა-შემოხლით, მიწევ-მოწევით, ჩხუბითა და
ლანძღვა-გინებით სავსე რიგები... შიშველი, გათოშილი ხელე-
ბით, ძირგავარდნილი კალოშებით, საკერებელდადებული, გაფ-
ხეკილი შარვლებითა და უხეში ბაწრის მოჩხლართული შალე-
ბით ჩამოგლეჯილ-ჩამოწეწილი, აჯაჯულ-დაჯაჯული რიგები, რაც
მთავარია, მშიერ-მწყურვალი რიგები... და მე და ბებია ამ რი-
გებში, ერთმანეთთან მიხუტებული, ერთმანეთის პირისპირ.
ომის დროს დედა სამ ადგილას მუშაობდა, გვიანობამდე სახ-
ლში ვერ შემოდიოდა, ჩვენი მოსამსახურე თუ ერთი რიგისკენ
წავიდოდა, ვთქვათ პურის, მე და ბებია ნავთის რიგში ვიდექით...
ჰოდა, აი, მე ბებიას ხავერდის პალტოს ჯიბეებში მაქვს ხელები
ჩაწყობილი, – ეს შავი ხავერდის პალტო, უკვდავ-უბერებელი,
მარადიული პალტო, შავი ფარჩის დალიანდაგებული სარჩული-
თა და პრიალა თასმების ღილკილოებით, ჯერ კიდევ პირველი
მსოფლიო ომის წინ პეტერბურგიდან გამოეწერა პაპაჩემს და სა-
შობაო საჩუქრად მიერთმია ბებიასთვის და მას შემდეგ ჰქონდა
სიცოცხლის ბოლომდე... და სიცოცხლის შემდეგაც... ევას გარ-
დაცვალების წელს გარდაიცვალა ბებიაც, შემოდგომაზე, ოქ-
ტომბრის წყნარ, ალერსიან დღეს და მე იმდენად ვერ წარმო-
მედგინა ბებია უიმპალტოოდ, რომ კაბის ზემოდან ჩავაცვი და
თან გავაყოლე, – ბებია კი მხრებზე მხვევს მკლავებს, რომ გა-
მათბოს და შეძლებისდაგვარად დამიცვას კიდეც შეხლა--
შემოხლისაგან და თან ისეთი დამახასიათებელი ყურადღებით
ჩამყურებს თვალებში, რომ უკვე ვიცი: თავისი ძირითადი პრინ-
ციპი "წვრთნისა" უნდა განახორციელოს.
– ჩემო გოგო, აბა, თუ მიხვდები, რომელი აფორიზმი გამახ-
სენდა?! აბა, თუ მიხვდები?
ბებიას ხმაში მოწოდება გაისმის, თან თვალს არ ახამხამებს
და ჯიუტი მოლოდინით ჩამცქერის სახეში. მე სანამ "მივხვდებო-
დე", მინდა ცოტა მაინც გავიბრძოლო. არ მსურს ასე ერთბაშად
დავნებდე ბებიას.

68 მკითხველთა ლიგა
– იცი, ბები, მენავთე სიკას უთქვამს, დღეს ხუთ-ხუთ ლიტრს
დავარიგებო. ესე იგი, მე და შენ ათ ლიტრს ავიღებთ და მერე
დიდხანს აღარ დაგვჭირდება ნავთის ყიდვა.

ბებია წარბს აწკეპავს და კიდევ უფრო შეუპოვრად მომაჩერდე-


ბა: – ეგ ძალიან კარგი, მაგრამ ხორცთან ჭიდილში იწრთობა
სული, გეთაყვანე, და მე არ მსურს ჩვენი სიხარული და მწუხარე-
ბა მხოლოდ ნავთსა და პურს უკავშირდებოდეს! ღმერთმა მხო-
ლოდ დრო მოგვცა, ჩემო გოგო, სხვა კი არაფერი, ჰოდა სულის-
თვისაც უნდა გავისარჯოთ!
მე ფეხებს ვაბაკუნებ, თოვლით დაზეპილ ქუჩაზე დიდხანს
დგომას ვერ უძლებენ მამაჩემის ფეტრის შლიაპისაგან ბებიას
შეკერილი დაბალყელიანი "ვალენკები" და სიძველისგან სრუ-
ლიად გასიფრიფანებული და განაცრისფერებული კალოშები.
– დააბაკუნე ფეხი, დააბაკუნე, მაგრამ გაიხსენე ჩემი საყვა-
რელი აფორიზმი, ლამის ყველა აფორიზმზე მნიშვნელოვანი
ჩემთვის!
ლამის გამბურღოს თავისი შავი ხოჭოებივით თვალებით და
მეც აღარ შემიძლია გავუძლო ამ "დაბურღვას" და ვერ "გავიხსე-
ნო":
– "ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან".
– ყოჩაღ, ჩემო გოგო, ყოჩაღ! – მიღიმის და მაგულისებს ბე-
ბია, – და შენ, რა თქმა უნდა, გახსოვს, რაც ვთქვით ჩვენ ჭკუისა
და ურჩობის შესახებ?
– მახსოვს, ძალიან კარგადაც მახსოვს, სიტყვასიტყვით შე-
მიძლია გითხრა, რომ ჭკუა, ანუ აზროვნება თავისუფლების გა-
რეშე არ არსებობს, აზროვნება უკვე ნიშნავს თავისუფლებას,
მაგრამ როცა თავისუფლებას ებრძვიან, ძალიან ხშირად, აზ-
როვნება გმირობას ნიშნავს, გმირობას და ურჩობას...
– ო-ჰო-ჰო-ჰო, ნამდვილად არა ხარ ჩალაში გასახვევი! – ბე-
ბია ახლა უკვე თავზე ხელს გადამისვამს და ალერსიანად მეტ-

69 მკითხველთა ლიგა
ყვის: – გენაცვალოს ბებია, ლამის ნახევარზე მეტ დროს რიგებ-
ში ვატარებთ და ხომ არ შეიძლება, ჩვენი ძირითადი საქმე ცოტა
მაინც წინ არ წავწიოთ?! გულისყური უნდა მოიკრიფო, ჩემო გო-
გო, მთავარი გულისყურია, ყოველთვის და ყველა ვითარებაში!
– და თავის ათასგან დაკემსილ ხელთათმანიან ხელს, დამაჯე-
რებლობის განსამტკიცებლად, ზევით აღმართავს.
ჩვენი "მთავარი საქმე", რითაც უნდა შევჭიდებოდით სიცივი-
თა და შიმშილით შეჭირვებულ ხორცს, "ვეფხისტყაოსანი" იყო,
რომელიც ბებიამ მართლა ზეპირად იცოდა. ხან დაყვავებით,
ხან შეგონებით, ხან თავის მოკატუნებით, ხანაც გახელებით ბე-
ბია ყოველთვის ახერხებდა ჩემ დათათბირებას და "გულისყუ-
რის მოკრებას". მერე კი თავს დახრიდა და გამახალისებელი
ღიმილით ჩამეკითხებოდა: "სად გავჩერდით, გენაცვალოს ბე-
ბია? თითქოსდა ავთანდილის ლოცვასთან არა?" და რომ ვიტყო-
დი, უკვე ავთანდილის მეორედ წასვლაზე ვართ-მეთქი, შეიცხა-
დებდა, აბა, უყურე, როგორ გაგვივაკიაო?! მაშ, აბა, განვაგრძო-
თო! და ეს თამაში ისე ბუნებრივად გამოსდიოდა, ისე გულით
გაიცინებდა, მეც აუცილებლად ამიყოლიებდა ხოლმე...
განსაკუთრებით მიყვარდა უკვე გავლილისა და ნასწავლის
გამეორება "განმტკიცებისთვის". ბებია საგანგებოდ არჩევდა "ა-
მოგლეჯილ" ტაეპებს და მე უნდა გამომეცნო, საიდან იყო და ვინ
ამბობდა. ოჰ, რა ჩუმი ნეტარებით წარმოთქვამდა ხოლმე:
– "ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შევარდენსა,
– აქა ვდექ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა". აბა,
გენაცვალოს ბებია, ვინ ამბობს, ვის უამბობს და რა უმნიშვნე-
ლოვანეს ცნობას აწვდის, მომაგონე!
გამეორების დროს აუცილებლად სიტყვასაც ცალკე შემეკით-
ხებოდა და შეამოწმებდა, მტკიცედ მახსოვდა თუ არა:
– აბა, გეთაყვანე, თან სიტყვებიც განმიმარტე და მითხარი,
რომელ სასახლეზეა ლაპარაკი და ვინ უამბობს ვისა: "ქვად ფა-

70 მკითხველთა ლიგა
ზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, სა-
ბანლად სარაჯი ვარდის წყალისა".
დაღლილ-დაწყვეტილები რომ ვბრუნდებოდით ან ბიდონი
ნავთით, ან კილოგრამი ნამჯიანი პურით, ან ქვამარილის პატა-
რა ლოდით, ბებია ხალისიანად შთამაგონებდა:
– დღეს ჩვენ ძალიან ვიყოჩაღეთ და გახარებულებიცა ვართ!
ასეა, გენაცვალოს ბებია, ტანჯვის გრდემლზე იკვერება სიხარუ-
ლი, მაშ! – და ბებიას წყალობით რუსთაველი ჩემთვის ბავშვო-
ბიდანვე გადაეჯაჭვა შეჭირვებული ადამიანის ყოფას, სულის
საოხად და სასიხარულოდ.
და თუმცა დრო და ჟამი "წვრთნისა" უკვე მიწურულიყო, ბებია
ახლა, ამ ბნელ სარდაფში, სუდარის კერვისას, მიცვალებული
ბებია ევას გვერდით და თავისი მოახლოებული სიკვდილით
შთაგონებული, მომიწოდებდა, ის ტრაგიკული დრო, აქ რომ ვი-
ყავით შემოფარებული, დარბეულები და გზაკვალარეულები,
არა მხოლოდ დამვიწყებოდა, არამედ წვითა და დაგვით, გარ-
ჯით და წვალებით სიტყვებად, ტექსტად მექცია. როგორც ჩანს,
"ცოდვილი მიწა" მაინც თავისკენ ეზიდებოდა, ეტყობა, უმძიმდა,
გასაფრენად გამზადებული სული მხოლოდ და მხოლოდ ლაჟ-
ვარდოვანი სივრცეებისთვის მიენდო, სურდა, შეფარებოდა სიტ-
ყვების წიაღს. ამ უნდო და ცრუ წუთისოფელში, ადამიანური ყო-
ფის ამ წამიერ გაელვებაში მაინც ყველაზე უფრო მისანდობად
რომ მიაჩნდა. აკი ბევრჯერ უთქვამს: არა არის რა სიტყვაში გაც-
ხადებულ ჭეშმარიტებაზე მაღალიო. უფალსაც ხშირად ევედრე-
ბოდა: "დაწმინდე, უფალო სიავით ამღვრეული სისხლი და სიც-
რუით წარყვნილი სიტყვა."

71 მკითხველთა ლიგა
"ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა,რა გინდა, ვინ გივაზიროს".

სანთლების შრიალი ისმოდა...


ჩუმი, იდუმალი შრიალი...
იღვენთებოდა თაფლის სანთლები მიცვალებულის თავთან,
კუბოს გასწვრივ, კედელში დატანებულ აგურის ვიწრო თაროზე,
წყლიან სურაზე, წანდილით სავსე ქაშანურის ბადიაზე, ბუხრის
თავზე...
ყველგან, მთელ სარდაფში, სანთლები ენთო... და სარდაფიც
ის სარდაფი აღარ იყო. ჩვენ თვალწინ გაიცრიცა და გაიფანტა
სარდაფის ჩამოფხავებულ კედლებში ჩამომდგარი ბინდი. სარ-
დაფი ახლა სავსე იყო ცვილისა და ახლად შენელებული თბილი
წანდილის სურნელით, სავსე იყო ციმციმითა და შრიალით.
გუნება გადამეწმინდა, ვიგრძენი შვება და ის თავისებური
ნაღვლიანი ნეტარება, მიცვალებულის გვერდით ყოფნა და "სუ-
ლის წიაღში ჩაღრმავება" (ბებიას სიტყვით) რომ აღძრავს ხოლ-
მე.
უსამართლობა იქნებოდა, არ დამეფასებინა ბებიასთვის ის
გაბრძოლება.
– ჩვენ სხვა რა ძალგვიძს?! – გვეუბნებოდა ცოტა ხნის წინ
ხაზგასმული სერიოზულობით და სანთლების დასტას გაზეთის
ნახევს აცლიდა, – პანაშვიდი არაო, ხალხის შეყრა არაო, დატი-
რება არაო! რაც ჩვენ ხელთ არის, ის უნდა აღვასრულოთ! გასვე-
ნების წინ დავანთოთ სანთლები და სანამ ჩაიწვება, სიჩუმითა და
სულის წიაღში ჩაღრმავებით ვცეთ პატივი მიცვალებულს.
გაისმა ღრმა ამოოხვრა, რომელიც ფრუტუნს უფრო ჰგავდა.
იოსებას შევხედე და კინაღამ გამეცინა. საბოლოოდ დავრწმუნ-
დი, რომ ბებია ცალი წიბოთი ნეტარიც იყო. იოსება წეღან ისეთი
გამალებული მოარბენინებდა კუბოს სახურავს, ახლა კი ისე მო-
უთმენლად ატრიალებდა ხელში ჩაქუჩს, რომ, ცხადია, მას ერთი

72 მკითხველთა ლიგა
სული ჰქონდა კუბოს სახელდახელოდ დასაჭედად, ურემზე და-
სადებად და სასაფლაოზე გასაქანებლად და ოდნავაც არ
გრძნობდა იმის საჭიროებას, პირში წყალი ჩაეგუბებინა, სან-
თლების წინ გაყუჩებულიყო და ფიქრებში ჩაძირულიყო.
– რას შემომყურებ, იოსებ! – დაუტია ბებიამ, – დადე ეგ ჩაქუ-
ჩი, მოესწრები მაგის კაკუნსაც! აბა, გამომართვით ეს სანთლე-
ბი! – ბებიამ მე და გურამას სანთლები გამოგვიწოდა, – მიაკა-
რით ყველგან და დაანთეთ!
– კაცო! – დაიძახა გაგულისებით იოსებამ, – ჩვენი პანაშვი-
დებისთანა საყაყანო ადგილს კაცი ვერა ნახავს და ევა ვითომ
რა წითელი კოჭია?!
– გრცხვენოდეს, იოსებ, გრცხვენოდეს! მიცვალებულისთვის
სანთლების დანთებას იყვედრინები! – ბებიას წყენისაგან ხმა
გაებზარა.
– როდის ეს სანთლები ჩაიწვება, კაცო! წამიერი სიჩუმე კი-
დევ მესმის და ამოდენა პირის დამუწვა რა ამბავია?! აი, ვინც და-
მუწა, იმასაც ეყოფა!
იოსებამ ჩაქუჩი კუბოს ქიმს დააბჯინა და მიცვალებულს უკმა-
ყოფილოდ დახედა, მერე ტელოგრეიკის ჯიბიდან ასანთის კო-
ლოფით ლურსმანი ამოიღო და კუბოს სახურავთან დაიხარა,
რომ ნაპირებზე ჩაერიგებინა.
– ყოჩაღ, იოსებ, ყოჩაღ! აღარ დაგვაცადო წმინდა სანთლის
დანთება! – შესძახა ბებიამ.
– საქმეს წინ წავიგდებ, კაცო! ჯანდაბას, თქვენ სანთლები და-
ანთეთ, მე კუბოს დავჭედავ, სიჩუმე რაღა საჭიროა?!
ბებიამ ჯიუტად გაიქნია თავი. აქამდე იგი ცდილობდა, წანდი-
ლით სავსე ქაშანურის ბადიაზე სანთლები შემოერიგებინა, მაგ-
რამ საჭირო სიჩუმეს რომ ვერ იცავდა იოსებასთან პაექრობის
გამო, ხელები კიდევ უფრო უთრთოდა და ძლივს მიკრული სან-
თლები აქეთ-იქით უცვიოდა. ერთი სანთელი პირდაპირ წან-

73 მკითხველთა ლიგა
დილშიც ჩაუვარდა. ახლა მან შეუპოვრად გაიქნია თავი, იოსე-
ბას შეხედა და დაქადნებით წარმოთქვა:
– მაშ, დაიხსომე, იოსებ, მოწმეებად ჩვენი შვილიშვილები
მომიწვევია, შენს შეკრულ კუბოში არამცა და არამც არ ჩავწვე-
ბი! ამით გათავდება ჩვენი ნაცნობ-მეზობლობა! ჰოდა, გადი ეხ-
ლა გარეთ და გააქშუტუნე ეგ შენი საქშუტუნო!
იოსებამ თავი აიღო და ღრმა ფოსოებში ჩამჯდარი ამობნე-
ლებული თვალები ბებიას საყვედურით მიაპყრო, ეტყობოდა, ბე-
ბიას სიტყვებმა გული დასწყვიტა:
– რათა, რუსუდანო, რათა, ადამიანო? სიკეთე იყოს და იციი,
რა კუკლასავით კუბო უნდა შეგიკრა! აემისთანა ყუთი კი არა!
– ცუდი კაცის შეკრული კუბო არ მინდა! ჩემი ცოცხალი თა-
ვით არ ჩავწვები! – გადაბრჯნით იმეორებდა ბებია.
– ჰო და ჰო, პაპავ, ახია შენზე! – შემოსძახა იოსებას გურა-
მამ.
– რა არის, ძია იოსებ, – ვუთხარი მეც, – ხომ ხედავთ, რა
მდგომარეობაა.
– ჯანდაბას ლეკების თავი! – თქვა იოსებამ და ჩაქუჩი ტახტის
კიდეზე დააგდო, კუბოს სახურავის გვერდით, – მოიტა ეგ სანთე-
ლი, მივაკრავ და მივატრიალებ ამ შენი გზაკვალარეული ევას-
თვის...
მაგრამ ბებია აღარ ანებებდა იოსებას სანთლების დანთებას,
ისეთი სიტყვა თქვი, ღირსიც არა ხარ წმინდა სანთლის ხელში
ჭერისაო, კი გედროვება, შეიგნო სამოცდაათი წლის მეკუბოვემ,
რომ ჩვენ ყველა გზაკვალარეულები და ეულები ვართო.
– მოდი, შევრიგდეთ, რუსუდანო, – თქვა იოსებამ და ბებიას
დაფანტული სანთლები მაგიდიდან წამოკრიფა, – ყველაფერიც
კარგად ვიცი, მაგრამ აგე, ბიჭს დღეს გუნდის მეცადინეობა აქვს,
საოლიმპიადედ ემზადებიან და არ დაგვაგვიანდეს-მეთქი...

74 მკითხველთა ლიგა
– ნუ გეშინიან, პაპავ, – სიტყვა ჩართო გურამამ, რომელიც
სწრაფად და მარჯვედ ამწკრივებდა სანთლებს ბუხრის თავზე, –
იქამდე თუნდ ათ მკვდარს დავმარხავთ...
– ნეტავი ვინ იმსგავსა ეს მორბედი ბიჭი, – ბებიამ გაქუცული
წარბები შეჭმუხნა გამანადგურებელი დაცინვის ნიშნად და
იოსებას შეხედა, – რა თქმა უნდა, შენ არა, ვაჟბატონო!
– ღმერთსაც დაეფარებინა, რუსუდანო, ჩემისთანას ჩემი მტე-
რი დაემსგავსოს, – ერთბაშად გაიბადრა იოსება, რის გამოც თა-
ვისი განუმეორებელი სიფათი კიდევ უფრო მიეჩაჩ-მოეჩაჩა და
ეშმაკს დაემსგავსა, – ჯერ ანზორაზე მისკდებოდა გული, დარ-
დით აღარ ვიყავი, ჩემისთანა საფთხუნი არ გამოვარდეს-მეთქი,
ან ყბა არ გამოჰყვეს ჩემი, ან ცხვირი, ან რა ვიცი, რომელი ერთი
ჩამოვთვალო. აქლემო, ყელი გაქვს მრუდე და რაღა მაქვს სწო-
რეო. მაგრამ, აი, ეგრეცა ხდება, გამოგორდა ჯერ ჩემი ბიჭი
ბროწი კაკალივით და ჩემმა გურამამ ხომ, ენაცვალოს პაპა, ამ
უნდილ გოგრაზე გვირგვინი დამადგა.
გურამამ ხმამაღლა გაიცინა, ბებიასაც შეჭმუხნული შუბლი
გაეხსნა და ჩვენ ყველა ერთსულოვნად შევუდექით სანთლების
დანთებას...
– პაპავ, ხედავ, რა საყურებელია! – გურამა შუა სარდაფში
გაჩერებულიყო, ხელები გაეშალა და თავის ფოფინა თვალებს
დანთებულ სანთლებს ავლებდა, თან ვარაუდს სწევდა, დაუნთე-
ბელი ხომ არსად დამრჩაო...
...ყველგან, მთელ სარდაფში სანთლები ენთო...
ჩვენც ორ-ორი სანთელი გვეჭირა ხელში და ბებიას უკანას-
კნელი გაბრძოლების წყალობით გაყუჩებულები ვიდექით ტახ-
ტთან. თვითონაც არაფრით არ მოინდომა დაჯდომა, იდგა მიცვა-
ლებულის სასთუმალთან, ჯოხზე ჩამოყრდნობილი და კრიჭაშეკ-
რული, გეგონებათ, მთელი თავისი სატკივარი შეკრულ კრიჭაში
მოუქცევიაო. მაგრამ მე მაშინვე მოვაცილე თვალი ბებიას და
აღარც იოსებასთვის და გურამასთვის შემიხედავს. სანთლის შუ-

75 მკითხველთა ლიგა
ქით გაჩირაღდნებული მიცვალებული, რომლის ფაქიზად გამო-
ძერწილ ნაკვთებს არც ცხედრისთვის დამახასიათებელი გახევე-
ბა ემჩნეოდა და არც ტანჯვის ნატამალი, მშვენიერი სახე, რომე-
ლიც უსაზღვრო, თითქოს დაუსაბამო სიმშვიდეს გაემსჭვალა,
ფიქრისა და განცდისთვის განმაწყობდა... დამიამდა თავის ტკი-
ვილი, ვიგრძენი შვება და თანდათან დამეუფლა ის თავისებური,
ჭმუნვით სავსე სიამე, სიკვდილით დამუხტული მოგონებები და
ზმანებანი რომ აღძრავს ხოლმე...
ჩამომდგარ სიჩუმეში სანთლების უჩუმარი შრიალი ისმო-
და...
და მე უკვე სხვა შრიალი მესმოდა...
რიყისპირა წნორის შორეული შრიალი...
შორეული... ძალიან შორეული...
ევასი და გიოს სიყვარულისდროინდელი...
ჩუმათხევის სიოსი და ჩუმათხევის წნორის შრიალი...
როცა ჩამავალი მზის ირიბი სხივები ანათებდა რიყეს და საძ-
ნე ურემს რიყისპირა საურმე გზაზე...
ურმის კოფოზე ევა და გიო ისხდნენ, ძნაზე ხალვათად მიყ-
რდნობილნი და ნელი ტაატით მიირწეოდნენ...
მე კი გავრბოდი... მათკენ გავრბოდი... მათი უიღბლო სიყვა-
რულის გადასარჩენად...
მე ვიცოდი, რომ, აი, საცაა ისინი სამუდამოდ გაიყრებოდ-
ნენ...
მე ვიცოდი უკვე მათი სიყვარულის მწუხარე ბოლო...
მე ხომ ევასი და გიოს სიყვარულის ამბავი ბავშვობიდან თან
მდევდა.
იმ დროიდან, ბებია ევამ დარბეულები რომ შეგვივრდომა და
ამ სარდაფში შემოგვიფარა. როცა ბებიაჩემი და ბებია ევა, გაჯა-
ხირებული ცხოვრებით შეღონებულნი, ხშირად სიყმაწვილის
მოგონებითღა ითქვამდნენ სულს, ისხდნენ ბუხართან, ზამთრის
გრძელ ღამეებში, საკერებელს ადებდნენ გაცვეთილ ტანსაც-

76 მკითხველთა ლიგა
მელს, კემსავდნენ გაწყალებულ წინდებს... ან საბატიბუტე
წვრილკბილა სიმინდს ფხვნიდნენ, რომ ჩემთვის ბატიბუტი
დაეხალათ... და იგონებდნენ...
– მამა ლუკა გულდაწვეტილი მეუბნებოდა...
– როდის, რუსუდანო, მაშინ?
– ჰო, თქვენი უბედურების დროს, გიოს ანდერძის ასაგებად
რო მოვიდა...
– ოჰ, როგორ სწყდებოდა გული... გაუცრუვდა ლოცვა--
კურთხევა ჩვენს მამა ლუკას...
– კაკალქვეშ იჯდა, სანამ დიაკვანი და მგალობლები მოვი-
დოდნენ და სწორედ მაშინ მეუბნებოდა...
– ალბათ იმას ამბობდა, მე და გიოს რო შეგვხვდა ჩუმათხევ-
ში და დაგვლოცა...
– ჰო, ამ ცოტა ხნის წინ შემხვდნენ რიყეშიო ევა და გიოვო და
არასდროს ცოცხალი ადამიანის ნახვას ასეთი სრულყოფილე-
ბის გრძნობა არ აღუძრავსო...
– მინდვრიდან მოვდიოდით საძნე ურმით... ძნა მოგვქონდა...
– არასოდეს ცოცხალი ადამიანის ნახვას ჩემში ასეთი სრულ-
ყოფილების გრძნობა არ აღუძრავსო...
– ეჰ, ჩემო რუსუდანო, შენა და მამა ლუკა იყავით ჩემი მანუ-
გეშებლები...
მე ტახტზე ვწევარ, აი, ამ ტახტზე, სადაც ახლა ბებია ევა ასვე-
ნია და როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ყველაფერი აღმატებულ ხა-
რისხში, მოჯადოებულივით წარმომიდგენია: წნორი
შრიალებს... და ეს შრიალი კი არა, მოთქმაა...
არავის არ ესმის, რაზე შრიალებს წნორი, რას მოთქვამს, მე
კი ვიცი, ყველაფერი ვიცი, და სწორედ ეს უნდა შევატყობინო
ევასა და გიოს...
ახოვან კამეჩებსაც.
– ბებია ევა, რა ერქვათ თქვენს კამეჩებს?
– შენ არ გძინავს? – შეიცხადებს ბებია.

77 მკითხველთა ლიგა
– რომელ კამეჩებს? – იკითხავს ბებია ევა.
– აი, საძნე ურმით რო მოდიოდით და მამა ლუკა რომ შეგ-
ხვდათ...
– ყორანა და მერცხალა ერქვათ...
– ყორანა და მერცხალა, აღარც დამავიწყდება...
– გიომ დაარქვა, იმან იცოდა კარგი სახელების დარქმევა.
– დაიძინე, გენაცვალოს ბებია, დაიძინე!
მიკვირს ბებიასი, რა დროს დაძინებაა, როცა ყორანასა და
მერცხალასაც თავები ჩაუქინდრავთ და დიდი შავი თვალები კა-
ეშნითა აქვთ სავსე... ისინი გრძნობენ და იქნებ ხედავენ კიდეც
გიოსკენ დამიზნებულ სიკვდილის მახვილს, ბასრი წვერი ვარ-
სკვლავივით რომ უელავს.
და მე გავრბივარ, მათკენ გავრბივარ, მუჭაში ნატვრისთვალი
მაქვს დამუწული და დედამიწას ფეხს არ ვაკარებ, ისე გავრბი-
ვარ. მხოლოდ შარაგზას ვხედავ, გრძლად გაწელილს, მაღლა,
მაღლა რომ მიიწევს და თითქოს ცას უერთდება... შარის გაყო-
ლებით მაყვლის ბარდებს კი ყურადღებასაც არ ვაქცევ, დაე, გა-
კენკონ მთელი მაყვალი გაუმაძღარმა შაშვებმა და ჩხართვებმა,
სიხარბით აჭრიახებულმა, ფრთხიალ-ფრთხიალით გარს რომ
ევლებიან მწიფე მაყვლით გადაშავებულ, სურნელოვან ბარ-
დებს...
მე მათთვის არ მცალია...
მე არავისთვის არ მცალია...
მე უნდა დავეწიო ევასა და გიოს და გავაფრთხილო...
მე უნდა გადავარჩინო მათი სიყვარული!
ამიტომ გავრბივარ ისე სწრაფად...
რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად, ვიდრე აივენჰო, რებეკას გა-
დასარჩენად რომ მიათქარუნებდა თავის რაშს... ყველაზე სწრა-
ფად, ვისაც კი ოდესმე ვინმეს გადასარჩენად ურბენია... გული
ამოვარდნაზე მაქვს... ცოტაც და, ასე მგონია, სული ჩიტივით
ამომიფრინდება...

78 მკითხველთა ლიგა
უკან მოვიტოვე მაწანწარა...
ვარდისუბანი...
თურდო...
ბურდელაური...
რუისპირი...
აგერ იყალთოც... საცაა ჩუმათხევიც გამოჩნდება...
ქვიშას ჩხრიალი გააქვს ჩემ ფეხქვეშ...
აი, ავუხვიე ჩუმათხევისკენ, შორს ურემიც გამოჩნდა, ჯერ
მხოლოდ ზვინს ვხედავ, მაგრამ მანძილი სწრაფად კლებულობს
ჩემსა და მათ შორის... აი, დავეწიე კიდეც ურემს, გადავასწარი,
წინიდან დავუარე და...
მოჯადოებულივით მივაჩერდი ევასა და გიოს, ძნაზე მიყ-
რდნობილნი, ნელი ტაატით რომ მოირწეოდნენ ახლა უკვე ჩემ-
კენ...
ევას შაბიამნისფერი თავშალი აქვს თავზე დაბორბლილი,
შუბლზე ჩამოშლილ ფოჩებს რიყის სიო ურხევს და უშლის, უფა-
ქიზეს ყვრიმალებთან დიდი ზურმუხტები თილისმასავით
უელავს, ოქროსფერ შუქს ასხივებენ მისი საოცარი თვალები,
ზვიადი ბედისწერის მომნუსხავ შუქს, მოახლოებული განშორე-
ბის გულსაკლავ ნათელს. გიო ევასკენ გადახრილა და სახეში
ჩასცქერის...
თვალები ლურჯად უკაშკაშებს...
ძნისფერ თმაზე კი ჩამავალი მზის ნათელი განწირულების შა-
რავანდედით უბრწყინავს. მათ სხეულებში, დაწინწკლული ჩი-
თით შემოსილ სხეულებში სიტკბოებაა ჩაღვრილი, სიყვარულის
მთრთოლვარე სიტკბოება...
– ჩემო გიო... – ამბობს ევა.
– ჩემო ევა... – ამბობს გიო.
მე მოჯადოებულივით ვუყურებ მათ და უკან ვიხევ...
არა, მე არ დამვიწყებია, რისთვის მოვრბოდი, მათკენ რის-
თვის მოვისწრაფოდი. მაგრამ მათ დანახვაზე მყისვე ვგრძნობ

79 მკითხველთა ლიგა
ბედისწერის სუნთქვას და სასოწარკვეთით ვხვდები, რომ ჩემ
მუჭში მომწყვდეულ ნატვრისთვალსაც არ ძალუძს გათიშოს და
გაყაროს სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული წყვილი.
– დიდი ცოდოობა დატრიალდა, – მეუბნებოდა ხოლმე ბებია,
– და ეს განსაკუთრებით დასანანია იმიტომ, რომ ევას ცხოვრე-
ბა, მშვენიერი ქალის საღი და ჯანსაღი ცხოვრება ჩემ თვალწინ
გაცამტვერდა და თვითონ ევა უფსკრულში ჩაკიდებული ნამეხარ
ხესავით დარჩა.
ბებიას სიტყვები ლახვარივით მხვდებოდა, გულს მიკოდავდა,
უსამართლობისა და უწყალობის შეურიგებელი განცდით მავ-
სებდა.
– სიმართლე გითხრა, – განაგრძობდა ბებია, – ზოგჯერ მეც
კი მაოცებდა, როგორ შესძლო ცალად დარჩენილმა მზეთუნა-
ხავმა, წინ აღდგომოდა აღტაცებულ მსურველთა ლაშქარს, წინ
აღდგომოდა თავისი მეორე ქმრის, სპირიდონას ბობოქარ ვნე-
ბებს, მთელი სიცოცხლე ჰყვარებოდა თავისი უდროოდ წასული
გიო და არასოდეს მისი ხსოვნისთვის არ ეღალატა. ჩემ თავს
რომ ყოფილიყო ეს ამბავი, გასაკვირიც არ იქნებოდა, იმიტომ,
რომ ქალვაჟური სიყვარული ჩემთვის გადამწყვეტი არასოდეს
არ ყოფილა. გათხოვებამდე მე საქვეყნო საქმეზე ვოცნებობდი
და რაც გავთხოვდი, ძალიანაც მიყვარდა პაპაშენი გრიგოლი,
მაგრამ ჩემთვის მთავარი ოჯახი და შვილები იყვნენ. ევა კი სწო-
რედ სიყვარულისთვის იყო დაბადებული და ერთი დღე ვერ წარ-
მოედგინა უსიყვარულოდ არსებობა. თანაც, ყოველგვარი პრან-
ჭვის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიანაც სანდომიანი ვიყა-
ვი, მაგრამ ასეთი ლამაზი და მით უმეტეს მზეთუნახავი არასო-
დეს არ ვყოფილვარ. ჰოდა, საქმეც ეს არის, ევას დანახვაზე ხომ
ყველას, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, გაოცება აღებეჭდე-
ბოდა ხოლმე სახეზე. ევას აღმართზე გამოჩენისთანავე ხომ მე-
დუქნეები დუქნებს კეტავდნენ და გარეთ გამოეფინებოდნენ
ხოლმე... გიუნა ვახვახიშვილი კი, მშვენიერი ჭაბუკი, თელავის

80 მკითხველთა ლიგა
გიჟმაჟი ყმაწვილკაცობის თვალისჩინი, ყოველ მისვლაზე სათა-
ვადაზნაურო კლუბის მეკარეს ხელში ოქროს ჩაუდებდა ხოლმე:
ფხიზლად იყავი და ევას თუ მოჰკრა თვალი, ან ავლილს, ან ჩავ-
ლილს, ან ქვეითად, ან ეტლით, ფიცხლავ შემატყობინე, რომ და-
ვინახო, მაინც არის და თვალგული გავახაროვო. რაღა გიუნა
ვახვახიშვილი და რაღა სხვები, ვინ მოთვლის, რამდენნი იყვნენ.
მაგრამ ვეღარავინ ვერ აუძგერა გული, თავის სიყვარულს მის-
ტიროდა და მართლაც რომ უღმერთობა იყო იმ სიყვარულის და-
ღუპვა... "უღმერთობა".
მე ახალი ძალით მომაწვებოდა სასოწარკვეთა და სინანული,
აკანკალებულ ნიკაპზე მუშტებს მივიბჯენდი, რომ მოზღვავებუ-
ლი ცრემლისთვის გზა გადამეკეტა. ბებია კი ხმას გაიმტკიცებდა
და ჩემ დამშვიდებას მოჰყვებოდა:
– გენაცვალოს ბებია, სიყვარული ტანჯვითაც ხომ უნდა აიწ-
ყას, მხოლოდ ტკბობასა და ლხენის საწყაულით ხომ მრუშები და
თავქარიანები წყავენ სიყვარულს ?! ევა კი თავის გრძნობას
ჩვენს სალოცავ წმინდა გიორგის უკავშირებდა და ასეთი სიყვა-
რული რომ ჰქონდა, მთავარი ხომ ეს არის?! სოფელში ამბად
დარჩა მათი სიყვარული და ესეც ხომ რამედ ღირს?! მამა ლუკა,
ჩემი დაუვიწყარი მოძღვარი, ზეგარდმო ნების განხორციელე-
ბად მიიჩნევდა ევასი და გიოს სიყვარულს, უფლის წყალობად
თვლიდა და განა ეს ჩვენთვის სანუგეშო არ უნდა იყოს?!
ჩემთვის ეს ნაკლებ სანუგეშო იყო და მე ისევ მოვმუჭავდი
ნატვრისთვალს და ბავშვის თავგანწირვით გავრბოდი მათ გადა-
სარჩენად.
მაგრამ ზოგჯერ გრძნობით ვხვდებოდი ბებიას სიტყვებში გაც-
ხადებულ პირქუშ ჭეშმარიტებას. და ეს ხდებოდა მაშინ, როცა
ბებია ევა ტყეში წამიყვანდა ხოლმე, საღამოს თუ მეტყოდა: ეცა-
დე, დილით ადრე გაიღვიძო და ტყეში წაგიყვანო, სიხარულით
ძილი გამიკრთებოდა. ბედნიერება იყო ბებია ევასთან ერთად
ტყეში წასვლა. ტყე-ველი ხომ მისი სამფლობელო იყო.

81 მკითხველთა ლიგა
ტყუილად კი არ ეძახდა მარო თავის დედამთილს ტყის ქალსა
და ტყის ალქაჯს. ტყეში მას მართლაც თითქოს სხვა სული ედ-
გმებოდა, გულ-გვამში თითქოს ტყე-ველის სიო ჩაუსახლდაო,
სხეული ერთბაშად შეუმსუბუქდებოდა და აუმჩატდებოდა და მის
ყოველ მოძრაობასა თუ მიმოხვრაში იგრძნობოდა ის შვება და
სიხალვათე, მშობლიური წიაღი რომ ბადებს.
ახლაც თვალწინ მიდგას: მიდის ტყის ბილიკზე ბებია ევა,
სხარტად, მსუბუქად მიაბიჯებს, თავშლის ბოლოები კეფაზე აუკ-
რეფია, კაბის საყელო შეუხსნია, მიდის მლოცველივით თავა-
წეული, ხეებს თვალს აყოლებს და დუდუნით, თავისთვის ამ-
ბობს: "მიყვარს კენწეროებს შორის გამომზირალი ცა... დაილო-
ცოს შენი სინათლე".
ახლაც თვალწინ მიდგას: ქვიან ფერდობზე, შავჯაგასთან ჩა-
ყუჟულა ბებია ევა, მარჯვე საფარი მოუნახავს და განაბული უთ-
ვალთვალებს ჩიტბატონას, იქვე შორიახლოს ბალღოჯის გაპენ-
ტილ შტოზე რომ გალობს, პაწია სალამურის კამკამა ხმით ამ-
ბობს თავის საგალობელს და გალობის დროს ღაბუა მკერდი ისე
უთრთის, ასე მგონია: ხმაც რომ არ გავიგონოთ, თრთოლვით
ვიგრძნობთ ჩიტბატონას ჰანგის ფაქიზ მიმოხვრას. ბებია ევა
მხარზე ფრთხილად მხვევს ხელს, მის მშიერ თვალებში სინაზე
კრთის, ცვილისფერ სახეზე კი სათუთი ღიმილი დაჰფენია...
ახლაც ვხედავ, როგორ იწვდის ხელს ცისკენ ბებია ევა, რომ
დამანახოს კირკიტა, ცაში მოლივლივე და ჰაერში მეყსეულად
შეჩერებული. საოცარი იყო ეს შეჩერება, ეს წამი, ნადირობის
ლტოლვითა და ჟინით დამუხტული წამი, როცა კირკიტას ელვა-
სავით მზერას ბრძოლის ველი მყისიერად უნდა აღენუსხა, რათა
თვალის დახამხამების უმალ ციდან მოსხლეტილი მეხივით დას-
ცემოდა ნადავლს.
ახლაც მახსოვს ის უსურვაზი, ბებია ევამ რომ მაჩვენა. რამ-
დენი ვიარეთ, რამდენი ვიხეტიალეთ, სანამ მივაგნებდით უღრა-
ნი ტყის შუაგულში, დიდ წიფელზე ასულ უსურვაზს, მზის მოტ-

82 მკითხველთა ლიგა
რფიალეს, შავ ხაზად რომ ასდევდა წიფლის თეთრ ტანს, ბედმა
თუ შემთხვევამ უღრან ტყეში, უზარმაზარი ხის ქვეშ ამოაყოფინა
თავი და ისიც კერპი და თავგადაკლული მოთმინებითა და მის-
წრაფებით დაადგა მზისკენ მიმავალ გრძელ გზას, და კინაღამ
გაწყდა წელში, კინაღამ სული ამოხდა, სანამ თავისას გაიტანდა,
სანამ წადილს ეწეოდა, სანამ ცაში ატყორცნილ ხეს წვერზე მო-
ექცეოდა და მაღლა გასული თავისუფლად ამოისუნთქავდა, ლა-
ღად და ნებივრად გაირთხმებოდა, კელაპტარივით ანთებულ წი-
ფელს ჩამოაბნელებდა და კენწეროზე გადაბარდული, ცის ნამით
განბანილი, მზის გულზე სურნელოვან თაიგულად გადაიშლებო-
და...
ბებია ევას შემწეობით გაჭირვების დროს სანახევროდ ტყით
ვირჩენდით თავს: შეშა-ფიჩხი იქნებოდა, ტყის მხალეული, თუ
ხიჩატელი... ჯერ კიდევ ყვავილობის დროს მიხვდებოდა, როგო-
რი მოსავალი იქნებოდა ტყეში, მერე ხომ სულ ზეპირად იცოდა,
როგორ ესხა მუხებსა და წიფლებს, მაყვალსა და ზღმარტლს,
შვინდს, ქაცვს, პანტასა და მაჟალოს, გუმანით ხვდებოდა, სად
როგორი სატაცური გაიხარებდა, სად როგორი არჯაკელი, სოკო
და ღანძილი... წყალი ხომ, რაც უნდა გვალვა ყოფილიყო, და
რაც უნდა უწყლო ადგილი, გეგონებათ, ფრჩხილში ჩაიხედაო,
ისე უტყუარად, ისე შეუმცდარად აიღებდა გეზს უჩინარი წყლის-
კენ. თითქოს ჩვენი უძველესი წინაპრის, ტყის ბინადრის პირ-
ველყოფილი სული იყო ჩასახლებული და შერწყმული თანამედ-
როვე ადამიანის სულთან და მეც მის გვერდით მეუფლებოდა
გრძნობა, რომ ჩვენ დაგვკარგოდა რაღაც მნიშვნელოვანი, შე-
იძლება ძირითადი და არსებითი, ჩვენს უღრმეს ფენასთან, სი-
ცოცხლის მთავარ ძარღვთან დაკავშირებული. ამიტომ ბებია
ევასთან ერთად ტყე-ველზე ხეტიალი და ხიჩატელის კრეფა სხვა
მნიშვნელობით ტვირთავდა, სხვა შინაარსით ავსებდა ირგვლივ
ყოველივეს. მის გვერდით, მის თვალქვეშ ყველაფერი სხვაგვა-
რად ცოცხლდებოდა, სხვაგვარად იწყებდა ფეთქვას. აქ მისთვის

83 მკითხველთა ლიგა
უცნობი და უსახო არაფერი იყო, აქ მისთვის ყველაფერი განუ-
მეორებელი და გულში ჩამწვდომი სახელით იყო სახელდებული
და ჩემს შეკითხვაზე, თუ ვინ მოიგონა ამდენი უჩვეულო და
ნაირ-ნაირი სახელი, ბებია ევა შემომანათებდა თავის სხივიან
თვალებს, ტყეში რაღაც უცნაურად მოელვარე რომ გაუხდებოდა
და ღიმილით მეტყოდა: "ღმერთისა და კაცის მონათლულია ეს
მთა-ბარი, ჩემო გოგო, დაიხსომე!"
ჩემზე ეს სიტყვები გამოუთქმელ შთაბეჭდილებას ახდენდა.
სივრცე უსაზღვროდ ვრცელი და დიადი ხდებოდა...
ყოველივეს სხვა ელფერი ედებოდა...
წარმოვიდგენდი, როგორ დააბიჯებდა ღმერთი თავისივე შექ-
მნილ ბიბინა ველ-მინდვრებზე, მოშრიალე ჭალებში, მთების ხა-
ვერდოვან კალთებზე, მისი უმაღლესი ნებით სივრცეში ცვარი
ციმციმებდა, ჟუჟუნა წვიმა ეპკურებოდა ირგვლივ ყოველივეს,
ის კი ღვთაებრივ თვალს ავლებდა მიდამოს, შემოქმედის გამჭო-
ლი მზერით დაღავდა და მცენარე იქნებოდა, მღილი, ყვავილი
თუ ჩიტი, ხე თუ ქვა, ბალახის ღეროდან დაწყებული, "კენწერო-
ებს შორის გამომზირალი ცით" გათავებული, ყველაფერს სა-
ხელს ჩაუთქვამდა, გულში ჩამწვდომ, უცნაურსა და უჩვეულო
სახელს, რომელიც შემდგომში ადამიანებს უნდა გამოეცნოთ.
ღრმა სინანული მიპყრობდა იმის გამო, რომ მეც იმ ბედნიერ
ადამიანებში არ ვერიე, ღმერთის ნაგულისხმევი სახელები რომ
ამოიცნეს და მიხვდნენ: ამ უმშვენიერეს ყვავილს "ნაღველა" ერ-
ქვა, ამ ვარდისფრად აფეთქებულ ბუჩქს, რუხ ქვიშრობზე უზარ-
მაზარ თაიგულად რომ გაფურჩქნულიყო, "იალღუნი" და ამ ვერ-
ცხლისფრად მოშრიალე დიდებულ ხეს კი – "ვერხვი". მაგრამ
ბებია ევა მარწმუნებდა: მაგაზე შენ გულს ნუ დაიწყვეტ, იმათ თუ
ის ამოიცნეს, სხვებმა სხვა უნდა ამოიცნონო. ყველამ თავისი
ამოსაცნობი უნდა ამოიცნოსო, ეს არის მთავარიო; ღმერთს ხომ
ყველას წილად რაღაც აქვს ჩაფიქრებულიო.
– ჩემ წილადაც? – გაფაციცებული შევეკითხებოდი.

84 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, პირადად შენ წილადაც! ღმერთი არავის ჩა-
ლაში არა ხვევს, რაღა შენ უნდა გაეხვიე?!
– მერე, როგორ უნდა ამოვიცნო?
– საქმეც ტოროლაა! ამოცნობა ჭირს, ძალიან ჭირს, უმრავ-
ლესობას უჭირს, იმიტომ, რომ ჩემი ფიქრით, გულში ღრმად ჩა-
ხედვაა საჭირო... ძალიან ღრმად...
– მერედა ასე ძნელია გულში ღრმად ჩახედვა?
– ჭრელი სოფლით თავბრუდახვეული, საწუთროს სიმუხ-
თლით დალაჩრებული კაცისთვის სწორედაც რომ ძალიან ძნე-
ლია. ყველაფერს თავის მოტყუება ურჩევნია. ჰოდა, თავის მოტ-
ყუების გზაზე დამდგარი, თავისი მანანავებელი, სულ იავნანა--
ვარდოვნანას მოღიღინე, ვერასოდეს მიხვდება, ღმერთმა მის-
თვის რა ჩაიფიქრა და გულში რა ჩაუდო. ივლის ბენტერასავით
თავისი დღე და მოსწრება და გრძელ გზასაც ბენტერასავით გა-
უდგება.
მე ჩავჩუმდებოდი, არ შევეკითხებოდი: შენ თუ ამოიცანი, რაც
ღმერთმა შენს წილად ჩაიფიქრა-მეთქი, იმიტომ, რომ ტყე--
ველზე ხეტიალის დროს მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი, რომ
ეს ჩანაფიქრი შორეულ წარსულთან იყო დაკავშირებული,
გიოსი და ევას მწყემსობასთან და სიყვარულთან.
ტყისპირებში ფიჩხის გროვების დროს ცხვრისა და მწყემსის
ხმას თუ გაიგონებდა, გეგონებათ, ზარი ჩამოურეკესო, ფიცხლავ
აიღებდა თავსა და თვალს გააყოლებდა ტყის გზაზე ჩამოვლილ
ფარას. დიდხანს, დიდხანს უყურებდა...
– შეხე, შეხე ქეჩსა! რა დარბაისლური სვლა აქვს! მიდის და
თან ისე დინჯად ატრიალებს აქეთ-იქით თავსა, ღირსებით ავ-
ლებს თვალს გარემოს! ცხვარი კი მიყვარს! ძალიან მიყვარს!
უბედური ცხოველია, დაბნეული ცხოველია, სუნი მაგან არ იცის,
გეზის აღება მაგან არ იცის, ოგური მაგან არ იცის, სიუცხოვე მა-
გან არ იცის, გზა და კვალი... ქეჩის გარეშე ფეხს ვერ გადაად-
გმევინებ... სულ შენს თვალქვეშ უნდა იყოს... მარტოდ დარჩე-

85 მკითხველთა ლიგა
ნილმა ერთმა ცხვარმა შეიძლება ბღავილი დაიწყოს და სამნი
უკვე ხმას არ იღებენ... რო დაინახო, როგორ მისდევს მგელსა!
თვითონ უფრო სწრაფად გარბის, ერთი ბეწვა წინააღმდეგობას
არ უწევს, გარბის, რაც ძალი და ღონე აქვს, საცოდავია და რა
ქნას?!
– შენ საცოდავი თქვი და სიღარიბეს როგორ დაუბაკუნა ფეხი
და ფარეხიდან გააგდო?! – ვეტყოდი მე დიდი თავგამოდებით,
რომ მესიამოვნებინა, აქაოდა, შენი ნათქვამი და ნაამბობი
მახსოვს-მეთქი.
– გააგდო მაშ, გააგდო! აბა, შენი ადგილი აქ სად არისო?
ერთ კუთხეში მე უნდა დავდგე, მეორეში მატყლი დავდო, მესა-
მეში – ყველი და მეოთხეში ბატკანი დავაყენოვო... – ღიმილით
თავს გადააქნევდა, – დალოცვილი ცხოველია.
ჩვენ ისევ ფიჩხს მივუბრუნდებოდით, ერთხანს გაჩუმებულები
ვაგროვებდით და მე ვიცოდი: ბებია ევა თავის წარსულზე ფიქ-
რობდა, თავის გიოზე, ამქვეყნად თავის დაკარგულ ადგილზე და
თავისი ნამდვილი დანიშნულების გაცრუებასა და გაქარწყლება-
ზე.
– ეჰ, ჩემო გოგო, – როდის-როდის მეტყოდა დანანებით, –
ვინღა ვარ მე ეხლა და რა მქვია?.. არც არავინ... ვიღაც... ფეს-
ვებდაგლეჯილი...
ჩემთვისაც ყველაზე უფრო სანუკვარი და ამაღელვებელი
სწორედ იმ შორეული, უიღბლო სიყვარულის მოგონება იყო, ბე-
ბია ევას სულში სამუდამოდ რომ დაეტოვებინა გლოვის დაღი
და ბუნების წიაღში თითქოს ხელმეორედ იბადებოდა და ცოც-
ხლდებოდა. არც მახსოვს, ტყეში წავსულიყავით ისე, რომ თავი-
სი გიო და თავიანთი მწყემსობა არ გაეხსენებინა.
მზის ჩასვლის ფიქრიანი ჟამი რომ ჩამოდგებოდა და ჩვენც
მთელი დღის ხეტიალით, ფიჩხის გროვებითა თუ ხიჩატელის
კრეფით დაღლილ-დაწყვეტილები ამორჩეულ ვერხვის კორომ-
თან, დიდი ვერხვის ამოკუზულ ფესვებზე ჩამოვსხდებოდით და

86 მკითხველთა ლიგა
ჩვენს ღარიბულ სუფრას გავშლიდით, ბებია ევა მჭადპურის ნა-
ტეხს წყალღვინოში ჩააწობდა, მიაგებოს ჩემს გიოსო, – იტყოდა
და ისე გახედავდა მიდამოს, თითქოს გიოს ცხოველ სულს აქ
დაედო სამუდამო ბინა, ამ ტყე-ველზე, ამ ახოებში, ამ ჭალებში
დარჩენილიყო, აქ დავანებულიყო... და ამ სულთან შეხება იყო
სწორედ, მოგონებასა და სიყვარულს რომ აცხოველებდა. მე
ისიც კი მეგონა, თუ ძალიან დავძაბავდი სმენას, ძალიან... გიოს
სალამურის ხმასაც კი გავიგონებდი... ვინ იცის, იქნებ ამ ვერ-
ხვის ქვეშ რამდენჯერ მჯდარა, რამდენჯერ აუკვნესებია სალამუ-
რი. აკი მეუბნებოდა ბებია ევა: იმისთანა ცეკვა-თამაში, ფანდუ-
რი და სალამური ამ არემარეზე არავინ იცოდაო.
– ბებია ევა, – ვეტყოდი მუდარით, – თუ ხათრი გაქვს, გიოს
სიმღერა მითხარი, შენ რომ მოგიმღერებდა ხოლმე.
ბებია ევა გულიანად გაიცინებდა, დრო-ჟამისაგან შეუმუსრავ
კბილებს გააელვებდა:
– სად ბერი ცხენი, სად ჭრელი უნაგირი...
– თუ ხათრი გაქვს, მითხარი...
– ეჰ, სახუმაროდ მოიგონა ის შაირი და გამართლდა კია...
– ჰოდა, მითხარი, გეხვეწები, მითხარი.
ბებია ევა წყნარი, მოღუღუნე ხმით დაიწყებდა შაირის წამღე-
რებას: "გულის ნატეხო ევაო... დარდი ნაბდად მეხვევაო... შენი
სიტურფის პატრონსა... მოელის ცრემლთა ნჩქრევაო..."
მე ვიჯექი ვერხვის ამოკუზულ ფესვზე, ყურს მივუგდებდი ბე-
ბია ევას მოღუღუნე ხმას და ვგრძნობდი: ღმერთისა და კაცის
მონათლული ეს მთა-ბარი სიყვარულისა და განშორების სევ-
დით იყო გამსჭვალული და ჩემთვის ახლა ნამდვილი ღირებუ-
ლება სწორედ ამ განცდას ჰქონდა, სამუდამოდ დაკარგული აღ-
თქმული ქვეყნისა და სიცოცხლის მუდმივი მდევარი ბედისწერის
განცდას. მეც მიყვარდა ის შორეული მწყემსი, ჩემი არსება მას
ეკუთვნოდა, ამიტომაც მოვისწრაფოდი ტყისკენ, ამიტომაც მო-

87 მკითხველთა ლიგა
მიხაროდა, რომ განმეცადა ოდესღაც ნათქვამი ჰანგი, თითქოს
მაშინაც საგანგებოდ ჩემთვის ნათქვამი.
და მე აღარ გავრბოდი ევასი და გიოს გადასარჩენად, აღარ
მივფრინავდი გასროლილი ისარივით, შველისა და გადარჩენის
წყურვილით ატანილი, არამედ მთელი დღე ტყეში ხეტიალით
დაღლილ-დაწყვეტილი, ვერხვის დაშაშრულ მერქანს მიყრდნო-
ბილი, ყურს მივუგდებდი ბებია ევას დაბალ, მოღუღუნე ხმას, გა-
რინდებული გავყურებდი გიოს სულით გამსჭვალულ მიდამოს
და გულს მიკლავდა გორს იქით ჩაბრძანებული მზის ათინათი,
მთის წმინდა გრეხილს და ფერდაზე შეფენილი ტყის ოქროსფერ
ქოჩორს რომ ევლებოდა...
მე ვგრძნობდი, რომ ახლა უკვე ჩემი განცდა ხდებოდა ჩემ-
თვის ფასეული, დრო-ჟამის შამბნარში ჩაკარგულ, საიდუმლო
ბილიკისკენ რომ მიბიძგებდა...
ვგრძნობდი, რომ მათი უბედურება უნდა გამხდარიყო ჩემ-
თვის საწინდარი საკუთარი ჭეშმარიტების ძიებისა და იქნებ პოვ-
ნისაც და კიდევაც ამისი შეგრძნება მავსებდა ჭმუნვით სავსე ნუ-
გეშით.

88 მკითხველთა ლიგა
"ბროლო და ლალო, ოროვე,კვლა ერთად შენათხზენაო".

გაზაფხულის გიორგობას მაწია ყოველთვის სოფელში ხვდე-


ბოდა. ამოვიდოდა ზამთრის ბინებიდან, დაიბანდა, დასუფთავ-
დებოდა, წვერს შეისწორებდა, კოხტად დაიყენებდა, ლურჯი
მაუდის ჩოხას ჩაიცვამდა, ვერცხლის ქამარ-ხანჯალს შეიბამდა,
კრაველის ქუდს დაიხურავდა, ევასაც ახალ კაბა-ჯუბაში გამოაწ-
ყობდა, ახალ ფეხსამოსს ჩააცმევდა, ლამაზად აწვდილ ყელ--
კისერზე ჭრელ ქალაღაიას მოახვევდა და თავის მორთულ--
მოკაზმულ გოგოსთან ერთად დილის წირვაზე საყდრისკენ გას-
წევდა.
უყვარდა მაწიას ეს დღე, გულს მიამტკივნებდა და გამორ-
ჩეულადაც აღნიშნავდა. სწორედ გიორგობა დღეს იყო, ამ თვრა-
მეტი წლის წინათ საყდრის ეზოში პატარა, მწყაზარ ხვარამზეს
რომ მოჰკრა თვალი და ვინ მოთვლის, რამდენი ღამე გაათენა
თეთრად, სანამ გაბედავდა და უცოლოდ ჩამობერებული ნორჩი
მზეთუნახავის მამას კაცებს გაუგზავნიდა. ის დიდებული შუბლის
ქინძისთავებიც, ძველებური მსხვილი ალმასებისა, მაშინ მიარ-
თვა საჩუქრად. ასი სული ცხვარი კი არა, რომლის საფასური ამ
ალმასებში გადაუხადა მაყაშვილის ქვრივს, სული რომ ეთხო-
ვათ, ალბათ, სულსაც არ დაიშურებდა, ისე იყო შეძრული ხვა-
რამზეს მშვენებით.
ახლა კი არა?! ავიდოდა თუ არა საყდრის ეზოში, წირვის დაწ-
ყებამდე ჯერ თავისი დაუვიწყარი ხვარამზესი და დედ-მამის საფ-
ლავებს მოინახულებდა, სეფისკვერს გაჭრიდა, წირვის შემდეგ
კი აუცილებლად გადაუხდიდა პარაკლისსაც.
მუხთალი წუთისოფელი! შვიდი გაზაფხული იზეიმა ხვარამ-
ზესთან ერთად, შვიდი გიორგობა, შვიდი "დიდბატონობა". მერე
კი გამოეცალა ხელიდან, გადაჰყვა მუცელს და თავისი მაგიერი
პატარა ჩვილი დაუტოვა. გულმოკლული მაწია თავდაპირველად

89 მკითხველთა ლიგა
ახლად დაბადებულისაკენ არც კი იხედებოდა. ღმერთო, მაპა-
ტიე, მაგან გამაუბედურა და მაგან მომიკლა ჩემი ხვარამზეო,
ღმერთო, მაპატიეო, – თავის გულში, ჩუმად შეღაღადებდა
ღმერთს. მაგრამ "ხვარამზეს სახსოვარზე" ჩქარავე მოიტრიალა
გული, დედის სახელი – ევა დაარქვა და მას შემდეგ უბიდან და
კალთიდან აღარ მოუცილებია. თვალადი და შემძლე კაცი იყო
მაწია, ჭარმაგობის მიუხედავად, ბევრი სიამოვნებით შეებმებო-
და მასთან უღელში, მაგრამ ჯერ იყო და ხვარამზეს გლოვობდა,
დიდხანს გლოვობდა... მერე კი გადაწყვეტით ფიქრობდა: ჩემს
თვალისჩინს, ჩემს ობოლ ევას არავის დავაჩაგვრინებო, სანამ
კარგად არ მოვაჩიტებ, ჩემს თავზე არც ვიფიქრებო. აკი შეასრუ-
ლა კიდეც ნაფიქრალი, ევა სადაცაა, თორმეტი წლისა გახდებო-
და, კვიცივით სულ მამას დასდევდა და მაწიაც თავისი სიცოც-
ხლის აზრს სწორედ ამაში ხედავდა. რამდენჯერ უთქვამს: წყალ-
სა და მეწყერს წაუღია ყველაფერი, თუ ჩემი ევა კარგად არ მე-
ყოლებაო.
ახლად ფეხადგმული იყო, პირველად მთაში რომ წაიყვანა და
მას შემდეგ ევას გარეშე მთაში აღარც წასულა. ავიდოდა – აიყ-
ვანდა, ჩამოვიდოდა – ჩამოიყვანდა. თავიდან ხურჯინში ჩასვამ-
და ხოლმე და ისე მიჰყავდა, ცოტა რომ წამოიზარდა, ცხენზე და-
ისვამდა, მერე და მერე კი თვითონ ევა ისე დააჭენებდა ცხენს,
ვერავინ გაუსწრებდა.
მწყემსებსაც ვეღარ წარმოედგინათ ევას გარეშე, რა გვეშვე-
ლებოდა, ეს გოგო რო არ გვახარებდეს და გვახალისებდესო.
კეთილი ზნის ბავშვი იყო და თან ასეთი მშვენიერი, ყველა შეხა-
როდა: აჰაა, მაწიავ, თუ ხვარამზესაც არ გაუსწროს სილამაზი-
თაო. ამოიოხრებდა მაწია, სახე დაუნაღვლიანდებოდა, იმისი
დღეები შეემატოს და ღმერთმა ბედნიერი მიმყოფოსო. მაგრამ
განსაკუთრებით რა უხარებდა გულს მაწიას და ისა, რომ ევა გამ-
რჯე და მშრომელი იყო. თუ რამ აზრი აქვს ამ წუთისოფლის
წაღმა-უკუღმა ბრუნვას, შრომითა აქვს აზრიო, იტყოდა ხოლმე

90 მკითხველთა ლიგა
მაწია, მადლი უფალს, ჩემს ევას ჩემგან დაანათლა შრომის სიყ-
ვარულიო. მართლაც საკვირველი ბავშვი იყო, ჯერ ისევ ერთი
ბეწვა საქმეს ეტანებოდა, ცოტა რომ მოიზარდა ხომ, სისხამ დი-
ლიდან გვიანობამდე მუხლს არ ჩახრიდა, არ გაჩერდებოდა,
წველა იქნებოდა, დღვება, ყველის ჩადედება თუ მატყლის დამუ-
შავება, რთვა და ქსოვა, ყველაფერში ფიცხი და დაუდგრომელი
იყო, მარჯვე და შნოიანი, მის ნახელავს წუნი არ დაედებოდა.
ასეთი სანიმუშო გუმანი როგორა აქვს ამ გასაქრობ გოგოსაო,
ამბობდნენ ხოლმე მისი მაყურებელი მწყემსები. მაგის ჩადედე-
ბულ და მოწეულ ყველს ხომ ყველი არ შეედრებაო და მაგის
მოქსოვილ წინდასა და საჩოხეს ხომ კბილით ვერ გაგლეჯავს კა-
ციო. თავი მოსწონდა მაწიას: ვისი შვილია, რო ზარმაცი და ბო-
დოშალი იყოსო. მთაში ყოფნის დროს ევას განსაკუთრებით რა
უყვარდა და ხეიბარი და ავადმყოფი ცხვარ-ბატკნის მოვლა, იმა-
თი დევნა და მწყემსვა. ვაი, თქვე საწყლებოვო, იგრე უნდა გიშ-
ველოთო, იგრე უნდა გიპატრონოთო, ედუდუნებოდა ხოლმე თა-
ვის სამწყსოს: ფიშმით ჩლიქდაწყლულებულებს, პარსვის დროს
შემთხვევით დაჭრილებს, ციცაბო ბილიკებზე ფეხნაღრძობსა და
ფეხმოტეხილ ცხვარ-ბატკანს. წამლისა და მალამოს გაკეთებაც
კარგი იცოდა, ბავშვობიდანვე მიეჩვია, მიუცუცქდებოდა მამას
და გაფაციცებული მიადევნებდა თვალს, ემანდ არაფერი გამომ-
რჩეს და გამომეპაროსო, როგორ ამზადებდა მაწია ფიშმის წა-
მალსა თუ მოტეხილისა და ნაღრძობის მალამოს.
ხეიბრების პატარა ფარა ქვევით, ბინებთან შორიახლოს ბა-
ლახობდა და ევა მწყემსავდა კიდეც, ბინასაც უგდებდა ხოლმე
ყურს: ან თავის პატარა გუდას გადააბრუნ-გადმოაბრუნებდა,
რომ ყველს წაქა მისდგომოდა ყოველი მხრიდან, ან სახმიადე
ცომს მოჰქნიდა, ან რძის ჭურჭელს მოამზადებდა... თან თვალი
თავისი ხეიბრებისკენა ჰქონდა... მაწია თუ ბინებში არა საქმობ-
და და ცხვარი გორზე ჰყავდა გარეკილი, დღეს ისე როგორ გაიყ-
ვანდა, ერთი-ორჯერ მაინც არ ჩამოეძახა გორიდან:

91 მკითხველთა ლიგა
– ევააავ! ჰაი, ევააავ!
– რაოო, მამააავ, რაოოო! – გასძახებდა ევაც.
– როგორა ხაროოო, როგორაოოოო!
– კარგადაო, მამაავ, კარგადაოოო!
– აბა, შენ იცი და შენმა ქალობამაოოოო!
დაიწყებდა ევა სიცილს, მოეფინებოდა მიდამოს ევას
წკრიალა ხმა. პირჯვარს გადაისახავდა გორზე შემომდგარი მა-
წია: ღმერთო, ჩემს ევას წკრიალა სიცილს ნუ მოუშლიო. საღა-
მოთი, ბინებში რომ მოიყრიდა ყველა თავს, ვახშმისთვის მზადე-
ბას შეუდგებოდნენ; ხშირად აკეთებდნენ ხოლმე ხინკალს, ან
ხორცისას, ან ხაჭოსას, ან ახალი ყველისას, ან მხალეულისას.
ოჰოჰო, როგორ დაფაცურდებოდა ევა, როგორ ცდილობდა,
კოხტა ხინკლებიც გაეკეთებინა და ჩქარ-ჩქარაც მოეხვია. ზოგ-
ჯერ, მაწიაც კი დაუტევდა ხოლმე: შვილო, შენოდენები კუკაობა-
სა თამაშობენ, შენ რომ სულ საქმისკენ მიგირბის ხელები, ჩვენ
აქ რას ვაკეთებთ და რისი მოხელეები ვართო. მეხალისება, მა-
მავ და რა ვქნაო.
ვახშმის შემდეგ, თუ ხალისზე იყვნენ, ტაშფანდურას გამარ-
თავდნენ ხოლმე. ახალგაზრდა მწყემსები ჩამოჰკრავდნენ ფან-
დურს, ჩაბერავდნენ სალამურს და მოჰყვებოდნენ შაირობას და
ცეკვა-თამაშს. მაწიას მუხლზე ჩამომჯდარი ევა მყისვე გადმოხ-
ტებოდა, კოხტად მოიღერებდა ყელს, გაშლიდა ხელებს, შეარ-
ხევდა მტევნებს და ფეხის წვერებზე, ნარნარად ჩამოცქრიალდე-
ბოდა. გეგონებათ, ვიღაცას საგანგებოდ უსწავლებია ცეკვის
ილეთებიო, ისეთი მშვენიერი იყო მისი ცქრიალი. ძალიან უყ-
ვარდა ცეკვა-თამაშიცა და სიმღერაც.
აბა, ჩემო ქალო, ეტყოდა ტკბილად მაწია, ცეკვით გულნაჯე-
რები ევა ისევ მუხლზე რომ ჩამოუსკუპდებოდა, – აბა, ეხლა ერ-
თი შენი ხმაც გაგვაგონეო.
მამავ, რომელი გიმღეროთო? – ჰკითხავდა ევა.
ჩვენ რო გვიყვარს ის იმღერეო. – ეტყოდნენ მწყემსები.

92 მკითხველთა ლიგა
მაინც რომელიო?
რუსუდანმა რო გასწავლა ამასწინეებზე, ის იმღერეო, – ეტ-
ყოდა მაწია.
სადაც ვშობლივარო?
ჰოო, სწორედ ეგაო.
ბანს მომცემთო?
მოგცემთო, მოგცემთო...
ევაც შემოსძახებდა თავისი წკრიალა ხმით, მწყემსები ბანს
მისცემდნენ და გაჭრიალდებოდა სიმღერა...
ბოლოს მაწია იტყოდა: ეხლა კი, ჩემო ქალო და თვალო,
მწყემსებსაც მოსვენება უნდათ და ჩვენცაო. მოჰკიდებდა ევას
ხელსა და თავიანთი ქოხისკენ გასწევდნენ. მცირე მანძილი
ჰქონდათ გასავლელი, მაგრამ თუ უმთვარო ღამე იყო, არაფერი
არ ჩანდა და გოგონასაც ეშინოდა, განსაკუთრებით, გრძელ
ჩარდახს რომ გაუვლიდნენ, ევა მამას მიეკვრებოდა.
– რა იყო, შვილო?
– რა ვიცი, მამავ, ფარდულთან რაღაცამ გაიკვესა და...
– მერე რა, რო გაიკვესა...
– არ ვიცი. ჭინკა არ იყოს-მეთქი და...
– თუ იქნება და იყოს მერე...– იტყოდა მაწია, ევა კი გრძნობ-
და, რომ მამა განგებ ამბობდა, სიბნელეში კილოზეც ატყობდა –
იღიმებოდა მაწია.
– იი, ცხვარ-ძროხა რო გაგვითვალოს, მერეც თუ გაგეღიმე-
ბა?!
– ნუ გეშინიან, შვილო, წმინდა გიორგი გვყავს მფარველი,
ჭინკა რას დაგვაკლებს? იხტუნებს, ყირამალა გადავა, ცხენებს
კუდებს დაუწნავს და წატუსტუსდება. საშიში ცუდი კაცია, ჭინკას
რა უშავს?
მწყემსების დიდი ბინა, სადაც შუაცეცხლი ენთო და ვახშამი
მზადდებოდა, მრგვალი ხეებითა და ნახლეჩებით იყო შეკრული
და ყავრით დახურული. მაწიას კი, როგორც ცხვრისა და

93 მკითხველთა ლიგა
სარქალ-მწყემსების პატრონს და, რაც მთავარია, პატარა გოგოს
პატრონს, იქვე ახლოს კარგი მკვიდრი ქოხი ჰქონდა გამართუ-
ლი, ბრტყელი ფიცრით ნაგები და ფიქლით გადახურული. ქოხი
შუაზე იყო გადატიხრული, ერთ მხარეს ეძინათ, მეორე მხარეს
კი, რომელიც უფრო დიდი და ვრცელი იყო, საწყობად და სანო-
ვაგის შესანახად ჰქონდათ გამოყენებული. აქ ელაგა ცხენის
უნაგირ-მოსართავები, მატყლის შეკრულები, გუდები, ხურჯინე-
ბი, ერბო-კარაქისა და ხაჭოს ქოთნები და სხვა საჭირო საციქვე-
ლი.
საძილე სადგომში ორი ტახტი ედგათ, პაწია სარკმლის
აქეთ-იქით, მოპირდაპირე მხარეს, ბუხარი და ბუხრის წინ ხონჩა
თავისი პატარა სამფეხებით.
ძილის წინ მაწია პირჯვარს გადაიწერდა, უფალს მადლს მო-
ახსენებდა კეთილად დაღამებისთვის, მშვიდობის დილა გაგვი-
თენეო, შესთხოვდა. თავის სალოცავ წმინდა გიორგისაც შემ-
წეობასა და სიკეთეს შეევედრებოდა, ევას სიმრთელესა და კარ-
გად ყოფნას. მერე დახედავდა თავის გოგოს, საბანს ამოუგებდა,
პირჯვარს გადასახავდა, თავზე ალერსიანად გადაუსვამდა ხელ-
სა და დაწვებოდა.
ისიც ხშირად ხდებოდა, რომ მაწია და ევა თავიანთ ქოხში
რჩებოდნენ, ერთად საქმობდნენ, მარტონი ვახშმობდნენ, მერე
კი, თუ ჟინჟღლიანი საღამო იყო, დიდხანს ისხდნენ ბუხართან,
თან სასამალდე ბაწარს წნავდნენ და თან საუბრობდნენ. ევას
ასეთი საღამოებიც ძალიან უყვარდა, მამასთან გატარებული სა-
ღამოები. როცა მაწია გვერდით მოიდგამდა თხის ბალნით სავსე
წნელის კალათას, ევას თავზე ხიხრიკას გადააცვამდა და ბაწრის
წვნას შეუდგებოდა. ევა ხიხრიკას ატრიალებდა და თან მამას მი-
უგდებდა ყურსა. მაწია ხან ზღაპარს მოუყვებოდა, ხან ერეკლე
მეფის ამბებს, ხანაც თავის დუხჭირ ბალღობას გაიხსენებდა,
როცა წვრილშვილმა და ხელმოკლე მშობლებმა ჯერ კიდევ შვი-
დი წლისა თუშებში სხვისშვილად მისცეს. ევას ისე არაფერი უყ-

94 მკითხველთა ლიგა
ვარდა, როგორც მაწიას სიყმაწვილისდროინდელი ამბებისა და
თავგადასავლების ხელმეორედ მოსმენა.
მამავ, შენი ჭირიმე, ერთი ის მიამბე, მშიერ მგლებს რომ გა-
უმკლავდიო... და მაწიაც მოუყვებოდა საუცხოო ქოფაკის,
ყაითარის, ამბავს, რომელმაც გაიგონა პატარა ბიჭის ძახილი,
აგელებული მიიჭრა და კეტით შეიარაღებულ მაწიასთან ერთად
მშიერ მგლებს სულ ბუნდღა ადინა.
– სწორედ მაშინ გაჩუქა არაა, მამავ, ცხვრის პატრონმა ჭყო-
პიშვილმა თოფი?
– არა, მაშინ არ უჩუქებია, მაშინ ერთი კარგი თოხლი მაჩუქა;
თოფი ალავერდობას მაჩუქა, სანიშნედან სამჯერ რომ ჩამოვიღე
ბოხოხი.
– ვაიი, – შეიცხადებდა ევა ისე, ვითომ პირველად გაიგო მა-
წიას ზუსტი მიზნის ამბავი, თავმომწონე ღიმილით გადმოხედავ-
და მამას და ხიხრიკის ტრიალს განაგრძობდა. იცოდა ევამ, რომ
ის თოხლი უბრალო თოხლი არ იყო, იმ თოხლიდან დაიწყო პა-
ტარა მაწიამ საკუთარი ცხვრის შექუჩება და იმ თოფსაც მერე
აღარ გაშორებია, სადაც წავიდოდა, სულ თან დაჰქონდა. თით-
ქოს იმ ნაჩუქარმა თოხლმა, ჯილდოდ ბოძებულმა, თითქოს მში-
ერ მგლებთან შებრძოლებამ განსაზღვრეს მაწიას შემდგომი ბე-
დი. ევაზე ყველაზე მეტად ის მოქმედებდა, რომ მაწია სიმწრითა
და სიძნელითაც აფასებდა თავის საქმეს. შვილო, სიძნელემ
უკან არ უნდა დაგახევინოს, პირიქით, კიდევ უფრო უნდა აგაზავ-
თოს, რო შეება და დასძლიოვო, სულ ამას ეუბნებოდა თავის გო-
გოსაც.
მაწია რაც დაოჯახდა, შორს წასვლა და სოფლიდან შორს გა-
ხიზვნა აღარ უყვარდა. ზაფხულობით ცივ-გომბორისკენ, აბი-
დასტურისკენ გარეკავდნენ ცხვარ-ძროხას, ბალახიც კარგი იყო.
იქვე გვერდით ხევიც ჩამოუდიოდათ და ნაჟური წყლებიც ჰქონ-
დათ, სოფლიდანაც ასე ნახევარი დღის სავალი იქნებოდა. ზამ-
თრობით კი, თუ საკვებს კარგად მოიმარაგებდნენ, სოფლის ზე-

95 მკითხველთა ლიგა
ვით, გრძელ ახოში ჰქონდათ საზამთრო ბინები გამართული. მა-
წიას ცხვარ-ძროხისა და ცხენების გარდა, ერთი ხუთასი სული
ღორიც დაუდიოდა ცივ-გომბორის ტყეებში, სოფელთან შორი-
ახლოს და, ცხადია, ხელს აძლევდა სახლთან ახლოს ტრიალი,
ხელს აძლევდა, რაც მთავარია, ევას გამო, რომლის დიდი ხნით
დატოვება ძალიან უჭირდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი,
რაც ცხვარმა იმატა და იმატა, ზამთარში შირაქისკენ დაეშვე-
ბოდნენ ხოლმე. ზამთრობით ევა ყოველთვის სოფელში იყო,
რუსუდანთანა და მაწიას მოხუც მამიდასთან. თუ გრძელი ახო-
დან სოფელში მისვლა-მოსვლა იოლი იყო, შირაქიდან, რა თქმა
უნდა, ძალიან ჭირდა. მაგრამ მაწია, როგორც ცხვრის პატრონი,
სარგებლობდა თავისი უპირატესი მდგომარეობით, ამიტომ,
ცხვარს რომ დააბინავებდა ზამთრის საძოვრებზე, გიორგობის-
თვის დასასრულს, ღორების ტყიდან ჩამორეკის დროს, ამობ-
რუნდებოდა სოფელში, სახლში დატრიალდებოდა, შობა--
ახალწელს თავის ევასთან გაატარებდა და დოლობისთვის ისევ
დაეშვებოდა ზამთრის ბინებისკენ.
დოლობას არ ეღალატებოდა, დოლობას ცხვარში უნდა ყო-
ფილიყო, დედა-ბატკანში პატრონის თვალსა და ხელს უნდა ეტ-
რიალა, კარგ მოსავალს კარგი გამრიგე უნდოდა. თავის
სარქალ-მწყემსებთან ერთად მაწიასაც, თუმცა დილიდან საღა-
მომდე თავის მოსაფხანი დრო არ ჰქონდა, მაინც სოფელში და-
ტოვებული ევა თვალიდან არ სცილდებოდა. განსაკუთრებით
პირველ ხანებში გაუჭირდებოდა ხოლმე, ადგილს ვერ ნახუ-
ლობდა: აი, ცუდი სიზმარი ვნახეო, აი, თვალი მითამაშებსო, აი,
ყური მიწივისო, აი, ჭედილა რომ დავკალით, ბეჭი ცუდი ჰქონდა-
ო...
შარშანდელს აქეთ ხომ, რაც ევამ ერთბაშად აიყარა ტანი და
ნორჩი, ხასხასა ყლორტივით იფეთქა, რაც მისი სიტურფისა და
სილამაზის ხმა დაირხა და ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ გიორ-
გობის შემდეგ, მთხოვნელებმა კაცები გამოგზავნეს, მაწიამ ძი-

96 მკითხველთა ლიგა
ლი და მოსვენება დაკარგა. მაშინ კი კაცები კინწისკვრით გარე-
კა: ვინ გაიგონა თერთმეტი წლის ბალღის თხოვნაო, მაგრამ
იცოდა: როგორც ევას გაფურჩქვნას, ისევე კაცების მიმოსვლას
ვერაფერი ვერ შეაჩერებდა. კიდეც ამას დარდობდა და ჯავრობ-
და. ევა კი აწყნარებდა: ნეტავი რა გულს იღონებ, მამავ, შენს
უნებურად, ასი წლისაც რომ ვიყო, ტყუილია, არავის გავყვებიო.
მაგრამ სახლს მოშორებული მამა უფრო ცუდს ფიქრობდა, ვიდ-
რე კარგსა: ათასი მტერი ჰყავს მოწიფულ ქალსა, ათასი ოხერი
და მუდრეგი დაეთრევაო. მაწიას დიდი იმედი ჰქონდა რუსუდა-
ნისა, ხვარამზეს დისშვილის, ევაზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი
რუსუდანისა, მისი გახსნილი გონებისა და მოსიყვარულე გული-
სა. მოძღვარი ლუკას მოწაფე იყო რუსუდანი, წიგნის ერთგული
და წერა-კითხვის დიდი მოყვარული. რაც არ უნდა მიეტანა მაწი-
ას საშობაო თუ საახალწლო ნობათად, არაფერი ისე არ გაახა-
რებდა, როგორც ქაღალდების და კარანდაშების ჩუქება.
ჩვეულებრივად დინჯი და თავშეკავებული, გახარებული შესძა-
ხებდა: უი, შენს წვერს ვენაცვალე, ძია მაწიაო, თავის გრძელ
მკლავებს გაშლიდა და შემოხვევდა. თვითონ მამა ლუკაც აკი
ამბობდა: რუსუდანი სხვანაირად მოსწივისო. დიდად მფარვე-
ლობდა თავის დეიდაშვილს რუსუდანი, როცა სოფელში ერთად
იყვნენ, გვერდიდან არ იცილებდა. მაწიას უთხრა შარშან: ძია მა-
წიავ, ევას წიგნი მინდა ვასწავლო და მამა ლუკას ვთხოვო, შე-
გირდად მიიღოსო. ჰოდა, რუსუდანის გამოისობით მაწია თუმცა
უფრო გულდანდობილად იყო, მაინც ერთი სული ჰქონდა, რო-
დის გამოზაფხულდებოდა, როდის ჩამოშრებოდა მთის კალთე-
ბი, როდის შეჯდებოდა თავის ჩალისფერ საფერხეზე და გაუდგე-
ბოდა სოფლისკენ გზას. გულშიც სხვაგვარი სიამე გაუჯდებოდა
ხოლმე, შინ დაბრუნების სიამე, სიცოცხლის განახლების, მომა-
ვალი "დიდბატონობის", გაზაფხულის გიორგობის მადლით სავ-
სე სიამე. ჭარმაგობისა და გრძელი გზის მიუხედავად, ხალი-
სიანად მოათოხარიკებდა თავის იაბოს. მოუხაროდა, რომ თა-

97 მკითხველთა ლიგა
ვის სალოცავ ხატებს მუხლს მოუყრიდა, საკლავს დაუკლავდა
და გულმხურვალედ შეევედრებოდა, თავისიანებთან ერთად,
მრევლთან ერთად წირვა-ლოცვით გულს მოიოხებდა.
კარგად სწირავდა ლუკა მღვდელი. უყვარდა მაწიას მისი პა-
რაკლისებიც და ქადაგებებიც. დოლობის შემდეგ ცხვარ-ბატკნის
ბღავილით გაყრუებული, განსაკუთრებული გულისყურით მიუგ-
დებდა ყურს მამა ლუკას "ჟღეროვან" ხმას და ასე ეგონა კლიტე-
ნი სულისა ეხსნებოდა. ეუბნებოდა ხოლმე: მამაო, მთაში საგ-
ზლად უნდა წავიყოლო შენი ნაქადაგარიო. წმინდა მხედრის
წარმტაცი თავგადასავალი ხომ დიდ სარბიელს უხსნიდა მოძ-
ღვარი ლუკას ფრთაშესხმულ წარმოსახვასა და მგზნებარე ბუნე-
ბას. ვინ იცის, რაღას არ ქადაგებდა სიკეთესა და ბოროტებაზე.
რაღას არ ქადაგებდა, ერთი მხრივ, წმინდა მხედრის საკვირ-
ველმოქმედებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხალხის გამხრწნელსა
და გამრყვნელ ვეშაპზე, რომელსაც "შიგანში" შხამისა და გეს-
ლის ულევი მადანი ჰქონდა და, რომლის უწმინდური ზრახვა და
ეშმაკეული ამოცანა ადამიანთა საბოლოო, საყოველთაო გახ-
რწნა და გაურცხვება იყო... მაგრამ წირვა-ლოცვასა და ქადაგე-
ბაზე არანაკლებ და იქნებ მეტადაც, მაწიას ლუკა მღვდელთან
ურთიერთობა უყვარდა. ყოველთვის და ყველაფერში უაღრესად
სადას და უბრალოს, იშვიათი უნარი ჰქონდა გულშემატკივარის
ყურის გდებისა და გონივრული რჩევის მიცემისა. ამიტომ ეკლე-
სიის ეზოში გამოსულს, ხალხი ბუზივით მიეხვეოდა ხოლმე, ყვე-
ლა მიესწრაფოდა, გული გადაეშალა მისთვის და თავისი სატკი-
ვარი ეთქვა. საგიორგობო თოხლებიდან, მაწიას სამარქაფე
ცხენზე გადაკიდებული დიდი ხურჯინით რომ მოუდიოდა, ერთი
ყოველთვის მოძღვარი ლუკასთვის ჰყავდა ძღვნად გამიზნული.
თავის უნაგირზე კი ცარიელ ხურჯინს გადაიკიდებდა საჩუქრე-
ბისთვის. გზადაგზა ბაზრობებზე შეივლიდა, ურიების სახელდა-
ხელოდ გამართულ ფარდულებთან და ფანჩატურებთან ჩამოხ-
დებოდა, ღამეს გურჯაანში გაათევდა, იქაც ბაზრობაზე მიივლ--

98 მკითხველთა ლიგა
მოივლიდა, თელავში ამოსული ხომ საგანგებოდ დაივლიდა
დუქნებს, საწვრილმანოებს, დიდოების სახელოსნოებს... სადაც
რაიმე სათვალიო მოხვდებოდა, ჩასაცმელი, დასახური თუ მო-
სართავი, ყველაფერს გულუხვად ყიდულობდა და ხურჯინის
თვლებში ალაგებდა.
სოფელს რომ მოუახლოვდებოდა და ჩუმათხევისკენ შემოუხ-
ვევდა, მშობლიური რიყის სიო შემოეგებებოდა და გორზე წა-
მომდგარი წმინდა გიორგის ეკლესიაც თეთრად გამოჩნდებოდა,
მაწია სვლას შეანელებდა, პირჯვარს გადაწერდა, მადლი
უფალს, რომ კვლავ გიხილე, ჩემო სალოცავო წმინდა გიორგიო,
იტყოდა, მერე კი ქუსლს უკანასკნელად გაჰკრავდა ფერდზე თა-
ვის იაბოს, უკანასკნელად ააჩქარებდა, რომ გზა სახლამდე
სწრაფად გაევლო. ძლივსღა იოკებდა თავს ევას ნახვის სურვი-
ლით. ბოლოს-ბოლოს დაინახავდა თავის კარმიდამოს, დაინა-
ხავდა ძეძვის ღობესაც და, შვილის სახელს მონატრებული, გე-
გონებათ გული ამოატანაო, ისე დაიძახებდა: "ევააავ! ევააავ!!
– ევაა! ევა! – იძახის რუსუდანი.
ევა კი დგას და აფეთქებულ კუნელს შეჰყურებს... ასე ჰგონია,
ახლად გაფოთლილ ნორჩ სიმწვანეს ზეცამ დაათოვა გუნდ--
გუნდად შეჯგუფული და საგანგებოდ აკინძული სიფრიფანა, სპე-
ტაკი ყვავილები.
რუსუდანი ზევით, ფერდაზე მიჰქრის... ისე მსუბუქად მიჰქრის,
გეგონებათ მისრიალებსო. ერთბაშად მოსხლეტით გაჩერდება,
შემოტრიალდება და ჩამოიძახებს: "ევა... ევააა!" თავშლის ბო-
ლოებს ნიავი უფრიალებს, თხელი და წერწეტა დავლურის მო-
ცეკვავესავით შლის ხელებს და ევას უქნევს. ევა კი დგას და აყ-
ვავებულ კუნელს შეჰყურებს: ღრმად დანაკვთულ, ფაქიზად დაკ-
ბილულ ფოთლებს და წითელი მტვრიანებით დაწინწკლულ
გულყვითელა ყვავილებს. ფოთლები ხშირად პირდაპირ ეკლებ-
ზეა შემომსხდარი, გაუშლელი საყვავილე კვირტები კი პაწია
გუნდებად გამოკრული და სიმწვანეზე დაფრქვეული ფანტელე-

99 მკითხველთა ლიგა
ბივით... ევას კი სურს იდგეს ასე და თვალმოუცილებლად უყუ-
როს, თუ მზის სხივებით დაისრული ნორჩი კვირტები რა ფრთხი-
ლად გაიღეღავენ სიფრიფანა, სპეტაკ ფურცლებს და სისხლის-
ფერი მტვრიანებით დაწინწკლულ, ოქროვან გულმკერდს
საალერსოდ მიუშვერენ მზეს და ამ პაწია ყვავილების ნარნარი,
კდემამოსილი ფურჩქვნა სიხარულით ავსებს გოგონას აფეთქე-
ბულ, მოხიბლულ სულს.
უცებ იგრძნობს, რომ დიდი ხანია, რუსუდანის ძახილი აღარ
გაუგონია. ადგილს მოსწყდება, სიმინდის ქეჩეჩის მომცრო კა-
ლათას მჭიდროდ მიიკრავს და სირბილით დაედევნება რუსუ-
დანს, რომლსაც აგერ უკვე აუთავებია კიდევ გრძელი ფერდა და
წმინდა გიორგის საყდრისკენ გამალებული მიიჩქარის.
– რუსუდაან! რუსუდაან! – მაგრამ რუსუდანი არ ჩერდება და
გოგონაც სირბილს უმატებს. რუსუდანი სერზე შემომდგარ საყ-
დარს უახლოვდება... გალავანში დატანებულ ლურჯად შეღებილ
კართან გაჩერდება, სულს მოითქვამს, პირჯვარს გადაიწერს,
თავშალს გაისწორებს და საყვედურით გამოხედავს ევას:
– იცოდე, გამიფრთხილებიხარ, მოძღვარი ლუკა დაგვიანე-
ბას ვერ იტანს!
– ხო მაინც დაგეწიე და... – ამბობს ღიმილით გოგონა, –
ქოთნები არ დაგემტვრა?
ევა თავს გაიქნევს, კალათას მკლავიდან მოიხსნის და რუსუ-
დანს გაუწვდის:
– შენ მიართვი, რაა!
– კარგად კი შეიდღვიბებოდა.
– რას ამბობ, აი, შეხედე! – ევა თიხის ქოთანს ამოიღებს და
გადმოატრიალებს, ქოთნიდან წვეთი არ გადმოვარდება, –
ჩვენს მერცხალას რო რძე აქვს, ტყუილია... – ქოთანს ისევ ჩად-
გამს კალათაში.

100 მკითხველთა ლიგა


რუსუდანი უბეში ხელს ჩაიყოფს, გულის ჯიბიდან ოთხად გა-
კეცილ ქაღალდს ამოიღებს, გაშლის და ბატიფეხურით ნაწერ
გვერდს თვალს ჩააყოლებს...
თავს აიღებს, შუბლშეჭმუხნილი გაჩერდება... მერე კი ისევ
განაგრძობს კითხვას...
– ისე მოეწონება, ისე მოეწონება, აი, ნახავ! – ამბობს ევა.
– ოჰ! – დამცინავად აღმოხდება რუსუდანს. ქაღალდს ისევ
ისე გაკეცავს, ჯუბის გარეთა ჯიბეში ჩაიდებს, ევას კალათას გა-
მოართმევს და პატარა კარს შეაღებს. გოგონა უკან მიჰყვება და
თან ბილიკის აქეთ-იქით, ხასხასა ბალახში მოკიაფე ღიღილო-
ებსა და ცხვირის სატეხელებს ავლებს თვალს. მოპირდაპირე
მხარეს, გალავანთან ჩარიგებული დიდი ცაცხვები, თუმცა ჯერ
ისევ შიშვლები და შეუმოსავები, უძრავად დგანან, გოგონას
მგრძნობიარე თვალი ღიმილით აღბეჭდავს ახალი სიცოცხლით
ფერნაცვალ შტოებს...
– დღეს-ხვალ ცაცხვებიც გაიფოთლება, ხედავ რუსუდან,
კვირტებია უკვე შემომსხდარი...
– ვერა და ვერ გადამიწყვეტია... – რუსუდანი ევასკენ შემოტ-
რიალდება, – აბა, ყური დამიგდე: სიქველე შენი ძალმოსილი
განაფინე, თუ განფინე ყველგან?
– მე მგონი განაფინე, თითქოსდა უფრო უსაზღვროსავით
არის, – ამბობს გახარებული გოგონა, ხუმრობა ხომ არ არის,
რუსუდანმა აზრი ჰკითხა და სიტყვა გაუზიარა.
– მეც განაფინე მირჩევნია, მაგრამ თან თითქოს გადაპრან-
ჭულივით არისო... – რუსუდანი ქვის კიბესა და ვიწრო სარ-
კმელს მიაჩერდება: – თავის სენაკშია მამა ლუკა.
– ალბათ, მთელი დედამიწის ზურგზე არავის არა აქვს მამა
ლუკასნაირი წარბები, არა, რუსუდან? – ალერსიანი კილოთი
წარმოთქვამს გოგონა.
– ეჭვიც არ მეპარება! – ლამის აღფრთოვანებით დაეთანხმე-
ბა რუსუდანი, თითქოს მოძღვარი ლუკას ღირსებებს მისი უჩ-

101 მკითხველთა ლიგა


ვეულოდ დაფანჩული წარბები კიდევ უფრო აშკარასა და საცნა-
ურს ხდიდეს.
ქვის მაღალ კიბეებზე ადიან... ჭიკჭიკი ისმის. ევა აქეთ-იქით
იყურება. ჭიკჭიკი კი არა, ბოლოცეცხლას ცალფა, გაგრძელებუ-
ლი ხმა... "რა გამჭვირვალეა ჰაერი..." – გაიფიქრებს გოგონა,
შორს ლურჯი ცის ტატნობზე თოვლიანი მწვერვალების მკაფიოდ
გავლებულ ზიგზაგს თვალს რომ გააყოლებს... "სად არის ეს
მატრაკვეცა ბოლოცეცხლა?"
ვიწრო, ერთი ბეწვა აივანზე მცირე ხნით შეყოვნდებიან. რუ-
სუდანი ქვევით, ალაზნის ველზე თეთრად მოქათქათე ალა-
ვერდს სასოებით გახედავს და პირჯვარს გადაიწერს. "აგერ
თურმე სად შემომჯდარა, ცაცხვის დაბლითა შტოზე..." – გოგონა
კისერს წაიგრძელებს... "წია... წიიი"-ს მოძახილის დროს ღაბუა
ყელი შეუთრთოლდება ხოლმე ბოლოცეცხლას, ჟანგისფერ ბო-
ლოსაც დაუდგრომლად იქნევს...
რუსუდანი დაკვირვებით შეავლებს თვალს ევას, ოდნავ
გაიღიმებს გოგონას სიმშვენიერით კმაყოფილი, ქათიბშემოვ-
ლებულ ჯუბაზე ხელს ჩამოუსვამს, აქა-იქ მატყლს თითოოროლა
ბეწვს ააცლის, მერე შეტრიალდება და კარზე ფრთხილად მიაკა-
კუნებს.
– მობრძანდით, – ისმის შიგნიდან მოძღვარი ლუკას ხმა.
რუსუდანი და ევა კართანვე გაჩერდებიან და მოძღვარს თავს
დაუკრავენ. მამა ლუკა სათვალესა და ფანქარს გაშლილ ფურ-
ცლებზე დადებს და სკამიდან წამოიწევს, ნელა წამოიმართება
და ლამის მთელ ამ პატარა სენაკს გაავსებს. მართლაც ყველა-
ფერი პაწაწინაა ამ სენაკში: ბუხარიც, მაგიდაც, ხონჩაც თავისი
ორი სამფეხათი. ერთ მხარეს ცხვრის ტყავები, მუთაქა და ნაბა-
დი აფენია. "ალბათ, როცა სახლში ვერ მიდის, აქ იძინებს მამა
ლუკა, თავს ერთ კუთხეს მიაბჯენს, ფეხებს – მეორეს..." და უცებ
თვალს მოსტაცებს იქვე კედელთან მიყუდებული მუყაოები, ერ-
თზე შვინდისფერმანდილიანი ქალია დახატული ხელში ჯვრით.

102 მკითხველთა ლიგა


რუსუდანივით, სწორედ რუსუდანივით მძაფრი მზერა აქვს. "ნამ-
დვილად წმინდა ნინოა".
– მობრძანდით, ქალებო, მობრძანდით, – ხალისით ამბობს
მოძღვარი და მოსულებს სამფეხა სკამებზე მიუთითებს.
"ო-ჰო-ჰო-ჰო, რა სანიმუშო წარბები აქვს".
სენაკში საკმლისა და ნაცრის სუნი დგას... და კიდევ რაღა-
ცის... ჰო, საღებავების... "ცეცხლი, ეტყობა , დიდი ხანია, ჩაჰ-
ქრობია", – გაიფიქრებს გოგონა.
რუსუდანი ნაბიჯს გადადგამს, თავდახრილი გაჩერდება და
როგორც კი მოძღვარი ხელს გაუწვდის, დაიხრება, ხელზე ემ-
თხვევა, მერე გაიმართება და კალათს გაუწვდის:
– მამაო, ეს ევამ მოგართვათ... კარაქი შეგიდღვიბათ და მა-
წონიც ჩაგიდედათ კამეჩისა.
მოძღვარი კალათას ჩამოართმევს რუსუდანს, ევას ღიმილით
ჩამოხედავს და მზერა გაუჩერდება... მერე კი სიმინდის ქეჩეჩის
კალათას ყურებს გადაუწევს:
– მადლობთ, ჩემო ევა, მადლობთ. დიდებული მაწონი ჩანს.
– მერცხალა გაგვიბერწდა, მამაო. ისეთი მაწონი აქვს, უკე-
თესი არ შეიძლება.
– უხაროდეს მაწიას, კამეჩის მაწონს არაფერი მირჩევნიაო,
მეუბნებოდა.
– მამასაც ჩავუდედე, მამაო.
– ამოვიდა უკვე მაწია?
– დღესაც ველოდები, მამაო.
მამა ლუკა თიხის ქოთნებს პატარა თახჩაში შედგამს, ჯამისა
და სურის გვერდით. ევა ახლაღა შენიშნავს თახჩის გვერდით,
მარცხენა კედელში დატანებულ ვიწრო ჭრილს, დაინახავს კი-
დეც ეკლესიის შიგა სივრცის ნაწილს, საკურთხეველთან, ქორ-
კანდელის სანთლებს და წმინდა გიორგის დიდი ფრესკის ჩამო-
ნაჭერს: ცხენის კუდსა და გაფრიალებული მოსასხამის სამკუთ-

103 მკითხველთა ლიგა


ხედს. სივრცეს ჰკვეთს მზის სხივი, რომელიც ოქროს პაწია ფირ-
ფიტასავით ეცემა ცისფერი მოსასხამის კუნჭულს.
– ქადაგებას ვამუშავებდი და ცეცხლი სულ ჩამქრობია. ხომ
არ გცივათ, ქალებო? – მოძღვარი თავის სკამს უბრუნდება, დიდ
ხელებს გაშლილ ფურცლებზე დააწყობს და სამფეხებზე ჩამომ-
სხდარ რუსუდანსა და ევას გამოხედავს.
– მე კარგი ცეცხლის დანთება ვიცი, მამაო, – გოგონა უეც-
რად წამოდგება, გეგონებათ წამოფრთხიალდაო და ბუხრის სიპ-
თან ჩაიმუხლებს.
რუსუდანი აწურული ზის სამფეხაზე, ძალზე გაფითრებულია,
თვალებს სწრაფად ახამხამებს და ხელისგულებზეც ისე ისვამს
ცხვირსახოცს, თითქოს ესაა ხელები დაუბანია და იმშრალებსო.
მოძღვარი დაფანჩულ წარბებში შეყუჟულ საფირონივით თვა-
ლებს რუსუდანს მიაპყრობს და ხელით ანიშნებს, იჯექი, არ წა-
მოდგეო.
– მამაო, – ჩავარდნილი ხმით ამბობს რუსუდანი, – ორი სა-
გალობელი დავწერე... სიტყვებიცა და გალობაც... რა ვიცი...
არც კი ვიცი, როგორი გამომივიდა...
ევა ნაცარს გადაქექავს და მინავლულ ნაკვერჩხლებს წკიმ-
ლებს დააყრის.
– გული ყელში ნუ გებჯინება, რუსუდანო, – წყნარი ხმით ამ-
ბობს მამა ლუკა, – ეს ხომ საერთო სამზადისია.
ევა ცქვიტად გამოიხედავს, ყოველთვის თავშეკავებული და
ზომიერი რუსუდანი არასოდეს ასეთი აღელვებული არ უნახავს.
"რა დაემართა? ნეტავ რა სჭირს..."
– ერთი მუდარის საგალობელია, მამაო, და მეორეც დიდები-
სა, – და რუსუდანი ჯიბიდან ოთხად გაკეცილ ქაღალდს
ამოიღებს, – ჯერ წაგიკითხოთ თუ გიმღეროთ კიდეც?
– წამიკითხე... ოღონდ ნუ იღელვებ...
წკიმლები აბრიალდება, გოგონა პატარა ნაჩეხებს მოუწყობს
ცეცხლს, ისევ ისე სწრაფად და მსუბუქად დაჯდება სამფეხაზე,

104 მკითხველთა ლიგა


მუხლებს ერთმანეთს მიატკუცებს, ხელებს შემოიჭდობს და რუ-
სუდანს მიაჩერდება.
– მე ვეცადე, მამაო, – ამბობს რუსუდანი ლამის აკანკალებუ-
ლი ხმით, – ისე დამეწერა, როგორც თქვენ მიხსნიდით ვეშაპისა
და წმინდა გიორგის არსს.
– საქმემან ჩემმანო, რუსუდანო... – გააწყვეტინებს მოძღვა-
რი და ანიშნებს, წაიკითხეო და რუსუდანიც იწყებს კითხვას:
– წმინდავ გიორგი / შენ გადმომხედე / ვეშაპით ძლეულს, /
ჩემს ბნელ წიაღში/ ჩაკვერცხილ და გამოჩეკილ/შხამიან გვე-
ლებს... / უწმინდურების, / ბოროტების / ულმობელ მცველებს... /
შენ გადმოხედე ჩემს სულს დაგესლილს,/ მწუხარეს, ეულს.
რუსუდანი მაშინვე თავს ჩაღუნავს და პირმოკუმული ფილა-
ქანს დააჩერდება.
სიჩუმე ჩამოვარდება...
"ღმერთო, ეს რა დაუწერია რუსუდანს! დაფუთფუთებენ შიგ-
ნით ღრმად, თავებს ასავსავებენ, იკლაკნებიან, იგესლებიან,
შხამს აფრქვევენ, შხამს...." და გოგონა წარმოიდგენს როგორ
იფრქვევა შხამი გველების დაღრენილი ხახებიდან... თავს სწრა-
ფად გადასწევს, შეშფოთებულ მზერად ვიწრო ჭრილს დაუპი-
რისპირებს და დაინახავს მზის სხივს, რომელიც ახლა ქორკან-
დელის ნაპირა სასანთლეზე ბრწყინავს. "მამა ამოვა! მამა ამო-
ვა! ვინ იცის დღესაც ამოვიდეს! წყლებს დავუმზადებ! ჩოხას გა-
ვუწმინდავ! მუხლზე დავუჯდები, წვერს ჩამოვუვარცხნი! ევაა!
ევაა! ვინ იცის დადის ეზოში და მეძახის!!!
"წიი... წიიი..." – ისმის გარედან ბოლოცეცხლის ცალფა მო-
ძახილი...
ბუხარში ფიჩხი გაიტკაცუნებს...
– დიახ, რუსუდან, – სიჩუმეს დაარღვევს მამა ლუკა, – სწო-
რედ ამას ვგულისხმობდი... რამეთუ ადამიანი მოწყალე თვა-
ლით ჩაიჭვრიტება საკუთარ სულში... გარდას გადასული მოწყა-
ლებითა და გულის მიმტკივნებით. და ვეშაპი კი სხვა არა არის

105 მკითხველთა ლიგა


რა, თუ არ საკუთრად ჩვენი, ყველა ჩვენგანისაგან გამოკრეფი-
ლი და ხორცშესხმული უწმინდურება.
რუსუდანი ისე ღრმად ამოისუნთქავს, თითქოს ქვეყნიერების
დარდი შემოსწოლიაო, თხელი, ჩამოქნილი ლოყები შეფაკლუ-
ლი აქვს, მუქი თვალები კი უფრო მეტად ჩამუქებია:
– მამაო, მე "დაგესლილ სულს" დავუსვი მახვილი და გალო-
ბის დროს სწორედ ამის გამეორებას ვფიქრობდი, ოღონდ სხვა-
დასხვაგვარად: "დარბეულ სულს", "დაწეწილ სულს", "დაფლე-
თილ სულს", "მჭმუნვარე სულს"... როგორც თქვენ ინებებთ, ისე
ამოვუწერდი მგალობლებს, გადაძახილებიც აღმოხდებათ, გო-
დების გადაძახილები – ეს იქნება გოდება.
– ყველა ამოწერე, ჩემო რუსუდან, შერჩევა კი ლოტბარს მი-
ვანდოთ. გალობა გოდებასავით უნდა გაისმას. როგორც უწმინ-
დურებით შებღალული და დამძიმებული სულის ღაღადისი, – მა-
მა ლუკა მტკივნეულად შეარხევს თავის უჩვეულოდ დაფანჩულ
წარბებს და ღრმად ჩამჯდარ თვალებს რუსუდანს ჩაშტერებით
მოაპყრობს, – აბა, ახლა დიდებისა წამიკითხე... ოღონდ გული
ყელში ნუ გებჯინება.
რუსუდანი ჩაახველებს, ხმას ჩაიწმენდს, ქაღალდს გადააბ-
რუნებს და ბატიფეხურით აჭრელებულ გვერდს დააჩერდება, მე-
რე ერთბაშად აიღებს თავს და მოძღვარს მორიდებით შეხედავს.
– რა იყო, რუსუდან?! – წყნარი, გულშიჩამწვდომი ხმით
შეეკითხება მამა ლუკა.
ევა რუსუდანს მიაჩერდება.
– არაფერი, მამაო, – ხმა გაებზარა რუსუდანს, – ახლავე წა-
გიკითხავთ... – თავს დაღუნავს და კითხვას დაიწყებს: – მახვილ-
მა შენმა/, /ვითარც სხივმა/ გამჭვალოს მინდა! /ცისკრის ნათე-
ლო/, პირნათელო, /მხედარო წმინდა! / სიქველე შენი ძალმოსი-
ლი / განაფინე გარეთ და შინ და/ უწმინდურება დათრგუნე და
იავარ ჰქმენ, / დიდება შენდა! / ფრთების ფათქუნით / სიხარული
მგალობელი / გულს მომაფრინდა... / და სული ჩემი დაწმენდი-

106 მკითხველთა ლიგა


ლი/ ვითარც სპეკალი /, თეთრო რაინდო /, აწ და მარადის / შენ
დაგეწინდა!
ევას მუხლებზე შემოუჭდვია ხელები და ვიწრო სარკმლიდან
ციხისჯვრის მზემიმდგარ კლდეებს გაჰყურებს... მოათქარუნებს
კლდის ბილიკზე თავის თეთრონს თეთრი მხედარი, გაფრიალე-
ბული ბაირაღივით ულივლივებს ცისფერი მოსასხამი, მზეზე უბ-
რწყინავს მოზიდული მშვილდ-ისარი, ლურჯი ცის ფონზე თეთ-
რად მოქათქათე ფრინველთა გუნდი ფრთხიალითა და გალო-
ბით დასტრიალებს თავს თეთრ მხედარს... "ო, რა მშვენიერი
ხარ, თეთრო რაინდო! შენს მუხლებს ვენაცვალე... შენს წმინდა
სახელს... მამას გზაში წყალი არ აუდიდდეს... ბოგირი არ ჩაუტ-
ყდეს... ფონის მონახვა არ გაუჭირდეს... ცხვარო, მოხვალ, მო-
რაკრაკებ, დადგები და გაიშლები! გზა დაულოცე ჩვენს ცხვარს,
წმინდაო გიორგი!" – და გოგონა სასოებით მიიჭდობს გულზე ხე-
ლებს... მკაფიო ხმა გამოაფხიზლებს, ციხისჯვრის მზემიმდგარ
კლდეებს თვალს მოაცილებს და მოძღვარსა და რუსუდანს გა-
დახედავს.
– ძალიან კარგი, რუსუდან! მომწონს განწყობილება, სიწმინ-
დისათვის მზადყოფნის განწყობილება! ეს არის მთავარი! – მამა
ლუკა იქვე მაგიდასთან ვერცხლის ძეწკვზე ჩამოკიდებულ ვერ-
ცხლისავე ჯიბის საათს შეხედავს, – სარეფრენო სიტყვების შერ-
ჩევაც შენთვის მომინდვია, ფანჯარასთან მიიდგი სამფეხა და
მგალობლებს გადაუწერე, მე და ევა კი მაგიდასთან ვიმეცადი-
ნებთ, – და მოძღვარი ევას ხელით ანიშნებს მოიწიეო, მაგიდაზე
გაშლილ ქაღალდებს წყობისად მიაქუჩებს ერთ მხარეს და თახ-
ჩიდან დიდ შავყდიან წიგნსა და მაწვნის ქილას გადმოიღებს.
რუსუდანი გაუნძრევლად ზის, ფილაქანს დასჩერებია და თვა-
ლებს ხშირ-ხშირად ახამხამებს. გეგონებათ, მოძღვრის სიტყვე-
ბი არც გაუგონიაო.
"ვაიმე, რა მოუვიდა რუსუდანს?!" – გაიფიქრებს გოგონა.

107 მკითხველთა ლიგა


მამა ლუკა მაგიდის უჯრიდან რქის გრძელტარა კოვზს
ამოიღებს და რუსუდანს შეხედავს:
– შენ... ხომ არაფერი გაქვს სათქმელი? – ხმადაბლა იკით-
ხავს.
რუსუდანი უეცრად სახეზე ხელებს აიფარებს და ტირილს
ამოუშვებს...
ტირის, ტირის, გულამოსკვნით ტირის... მხრები ლამის ყურე-
ბამდე აუწურავს, ნიკაპი გულზე დაუბჯენია და მკერდიც ისე უთ-
რთის, როგორც იმ ჩიტს, ცაცხვის ქვედა ტოტზე რომ შემომჯდა-
რა და წიო-წიოს მოსძახის. მოძღვარი და გოგონა ჯერ შეცბუნე-
ბულები მიაჩერდებიან, მერე კი ევა სწრაფად ჩაიჩოქებს ფილა-
ქანზე, მუხლებზე ხელებს შემოხვევს და რა დაგემართაო, ეკით-
ხება. მამა ლუკა თავს დაადგება, მხარზე ხელს დაადებს, დაყვა-
ვებით ჩაეკითხება, რა მოგივიდაო.
რუსუდანი ცრემლებით დასველებულ ლოყას მამა ლუკას
დიდ მტევანს დააყრდნობს და კიდევ უფრო აზლუქუნდება.
– შენი ჭირიმე, რუსუდან! შენ დაგენაცვლე, რუსუდან! – ვედ-
რებით ამბობს გოგონა და ატირებულ რუსუდანს ეხუტება.
– აბა, დამშვიდდი, დამშვიდდი და წყნარად მითხარი, რა
გჭირს... – ჩაეკითხება მომთხოვნი კილოთი მოძღვარი.
– ხმალი დამიღერა... ჩემმა ძმამ ივანემ... მამაო, თავს გაგაგ-
დებინებო! – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს რუსუდანი და თან თავ-
შლის ბოლოებით იწმენდს ჩამომდინარე ცრემლებს.
– რატომო! რატომო! – შეშფოთებით შესძახებს ევა, – უპატ-
რონო კი არა ხარ!
გოგონას თანაგრძნობაზე რუსუდანს ცრემლების ახალი
ტალღა მოაწვება...
– მამაჩემი ამოვა და ისეთი დღე დააყაროს ივანეს რომაა! –
არ ცხრება ევა.
– ახლაც თუ უარი თქვიო... – ზლუქუნით ამბობს რუსუდანი, –
დაგვრჩები გაუთხოვარი და... დაგიდგება თვალიო...

108 მკითხველთა ლიგა


– ვაიი, – აღმოხდება ევას.
– მაშ, განა სიავით მოსდის ივანეს რომა, გაბეზრდა და რა
ქნას?! ჩემი ბედნიერებისთვის იღვწის...– გამოესარჩლა ძმას
რუსუდანი.
მამა ლუკა თვალებს მოხუჭავს, დაფანჩულ წარბებში ჩამა-
ლავს მზერას, არაფრით არ სურს გულდაწყვეტა გამოამჟღავ-
ნოს, არადა, ამ რამდენიმე დღის წინ, რაც გოგლომ გაუმჟღავნა
გადაწყვეტილება და გუშინ კი ივანე ყელისწევით სთხოვდა: ბე-
დი კარზე მოგვდგომია, მამაო, გაბრუნება არ იქნება, ჩვენ ვერ
ვითანხმებთ რუსუდანს და თქვენ უნდა როგორმე დაარწმუნო-
თო, თუმცა ერთიც და მეორეც დააიმედა: აუცილებლად თვითონ
გამიმჟღავნებს და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ დავარწმუნოვო,
ნაღველმა მოიცვა, სევდა დაეუფლა, აშკარად იგრძნო: თელავი-
დან ამ სოფელში გამოდევნა, შურისა და ინტრიგების წყალობით
აღმა სვლისა და მომავალი ეპისკოპოსობის ნაცვლად პატარა
საყდრის მღვდლად ჩამოქვეითება უპირველესად რუსუდანთან
მეცადინეობამ, რუსუდანის გალობამ და რუსუდანთან ურთიერ-
თობამ შეუმსუბუქა. გოგლოსაც ხომ გალობის დროს დაედგა
თვალი. ხარებობის წინა დღეებში გადმოეყვანათ თელავიდან
რაღაც საქმეზე, ისე როგორ გავბრუნდე უკან, მამა ლუკა არა
ვნახოვო, ეთქვა. მოშუადღევებულზე ავიდა, ეკლესიაში აღარა-
ვინ იყო, წმინდა გალობა კი ისმოდა... მარცხნივ, სვეტთან გო-
გონები იდგნენ და გალობდნენ. სამნი ზურგით იყვნენ კარისკენ,
ერთი კი წინ ედგათ, თან გალობდა და თან ხელმძღვანელობდა
გოგონებს, ხმას აძლევდა, უსწორებდა, აწევ-დაწევას ანიშნებდა,
თვითონ პირველ ხმაზე გალობდა, კრიალა ხმა ჰქონდა, მკვრივი
და მორაკრაკე, წმინდა, წმინდა ინტონაცია... ჩითის კაბები ეც-
ვათ გოგონებს, თავზე ჩითის მოსახვევები ეხვიათ... გოგლო
ფრთხილი ნაბიჯით წავიდა, მოპირდაპირე სვეტს ამოეფარა და
გოგონებს გვერდიდან შეხედა. მუქი მოსახვევები კიდევ უფრო
გახაზავდა მათი სახეების სინორჩეს... ხელმძღვანელს კი თავშა-

109 მკითხველთა ლიგა


ლი გადასწეოდა, მაღალი შუბლი, დაძგიბული შავი თმა, დიდი
მრგვალი, ახლოახლოს დამსხდარი და შეუპოვრად მომზირალი
თვალები სულიერ ძალაზე მიანიშნებდა, "ოო, კურთხეულო დე-
დათა შორის... ველის შროშანიი სპეტაკი წმინდაა... მომირთმე-
ვია ქალწულო შენთვის", – გალობდნენ გოგონები. სვეტს ამო-
ფარებული გოგლო შეიყოლია მათმა ყურებამ... ერთხელაც, შუა
გალობაში, ხელმძღვანელმა გააჩერა გოგონები და მკაცრად
მიუთითა:
– პელო, ქალო, ნინუავ, სონავ, სიტყვებს ხეირიანად რო ვერ
გამოსთქვამთ?! რადა ჰყლაპავთ სიტყვებსა, ჰაა? მთავარანგე-
ლოზის სიტყვა თქვენა უბრალო სიტყვა ხო არა გგონიათ?! ეს
ხომ ჩვენი მაცხოვრის ხორციელად ჩასახვის დასაბამია?! ვიჰ,
რამდენჯერ უნდა გითხრათ და განგიმარტოთ?!
სალაპარაკო ხმაც მკაფიო, მჟღერი ჰქონდა, გაგრძელებული
კილო კი გულუბრყვილობას სძენდა. ბზობას ისევ გასწია გულმა
მამა ლუკასკენ. უყვარდა თავის ყოფილ პედაგოგთაგან და ახ-
ლობელთან სიტყვის გაზიარება, ზოგად თემებზე მსჯელობა თუ
ცხოვრების ჭირ-ვარამის ჩხრეკა. გარდა სურვილისა, გოგლოს
თავის მოვალეობადაც მიაჩნდა ხანდახან მაინც მოენახულებინა
მამა ლუკა, შურისა და მზაკვრობის მსხვერპლი, უსამართლოდ
ჩამოქვეითებული და გამოდევნილი თელავიდან, ენახა და გა-
მამხნევებელი სიტყვა ეთქვა, მარტოობა შეემსუბუქებინა. ახლა
კი ამასთანავე სხვა ინტერესიც ამოძრავებდა: გაეგო იმ მგალო-
ბელი გოგოს ამბავი.
თითქოს განგებო, ისხდნენ, თევზს შეექცეოდნენ. ვარდისუბ-
ნის ბოგირთან, დუქანში გამოართვა მოხარშული ცოცხალი
გოგლომ. კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა, ის მგალობელი
გოგონა შემოვიდა ბადიით ხელში, ნიგვზის ხინკალი მოგართვი-
თო, თავის დაკვრით მოახსენა მამა ლუკას, გოგლოსაც მიესალ-
მა, ბადიას ხუფი მოხადა და ტაბლაზე დაუდგა, ისევ დაუკრა თა-
ვი, გატრიალდა და სწრაფად წავიდა, კარში გასულსღა დაადევ-

110 მკითხველთა ლიგა


ნა მადლობა მამა ლუკამ. მერე გოგლოს მოუბრუნდა: ჩემი შე-
გირდიაო, ძალზე გონებაგახსნილი და თანატოლებში დიდად
გამორჩეული გოგოა. რამდენი წლისააო, რატომღაც დაინტე-
რესდა გოგლო. ცხრამეტი უსრულდებაო. არ დაგიმალავთ, მა-
მაო, უთხრა გოგლომ, ამას წინათ, ხარებობას რომ მოვედი
თქვენთან, გალობის დროს ვნახე და თვალში მომივიდაო...
მოძღვარი რუსუდანს გადახედავს, რომელიც ახლა, სათქმე-
ლის ამოხეთქვის შემდეგ, ნაავდრი ბეღურასავით აბუზულა სამ-
ფეხაზე. ის პატარა, მშვენიერი გოგონა კი გაფაციცებული გამოჰ-
ყურებს რუსუდანს და მღელვარებისაგან ხელებს ხან გულზე მი-
იჭდობს, ხანაც მსასოებელივით მიატკუცებს. მოძღვარი უკან
დაიხევს, ფანჯრის დირეს მიეყრდნობა:
– ივანემ მითხრა ყველაფერი, ჩემო რუსუდან... ივანემაც და
თვითონ გოგლომაც. მე კარგად ვიცნობ შენს მთხოვნელს. ამ
თოთხმეტი წლის წინ ჩემი შეგირდი იყო თელავის სასულიერო
სასწავლებელში... მერე წავიდა, კიდევ ისწავლა, გორის საოს-
ტატო სემინარია დაამთავრა, რამდენიმე წელია მასწავლებ-
ლობს... ადვილად ხელსაკრავი კაცი არ არის, იცოდე! დაფიქრე-
ბა გმართებს, ჩემო რუსუდან, გამიხარდებოდა... ძალიანაც გამი-
ხარდებოდა, ჩემს ძმისშვილ მაკას ასეთი ღირსეული საქმრო თუ
გამოუჩნდებოდა...
– განა ვწუნობ, მამაო! – წამოიძახებს რუსუდანი ცხვირის
სრუტუნით, – ჩემი დასაწუნი ვის რა სჭირს?! მზითევი მე არა
მაქვს და ქრთამი... დედინაცვალმა ცარიელზე დაგვსვა მეცა და
ჩემი ივანეც, მოუკვდეს იმას ჩემი თავი... მაგრამ გათხოვებით
მაინც ვერ გავთხოვდები, მამაო, ვერ გავთხოვდები და რა ვქნა...
ისეთი კილოთი ამბობს და ისეთი ვედრებით მიაპყრობს მოძ-
ღვარს ნამტირალევ სახეს, თითქოს აღთქმა ჰქონდეს დადებუ-
ლი. მოძღვარი გულხელს დაიკრეფს და შუბლშეკრული მიაჩერ-
დება რუსუდანს:

111 მკითხველთა ლიგა


– კარგად მიგდე ყური, რუსუდან, ბედისწერის ძახილი არ გა-
მოგეპაროს.
"ალბათ, უშნოა, – ფიქრობს აღელვებული ევა და შუაში გა-
მოჩხირული რომ არ იყოს, შეუმჩნევლად ჩაცურდება და კუთხე-
ებში დაგებულ ცხვრის ტყავზე მოირთხავს ფეხს, – ვერც გავამ-
ტყუნებ, უშნოს ცოცხალი თავით არ გავყვებოდი, ბრძენთ--
ბრძენიც რომ ყოფილიყო..."
– ქვეყანას მინდა წავადგე, მამაო! – შეღაღადებს მოძღვარს
რუსუდანი, – ჩვენი სოფლის ბავშვებს წერა-კითხვა მინდა ვას-
წავლო... თქვენ ხომ იცით, თიბათვის დასაწყისში ეგზამენი უნდა
დავიჭირო, უფლება უნდა მივიღო... მაშ, წყალში უნდა გადაგიყა-
როთ იმოდენა გარჯა?
მამა ლუკა სარკმლიდან ალაზნის ველსა და ალავერდს გახე-
დავს, პირჯვარს გადაიწერს, უფალო, მაპატიე ის უღირსი ჭმუნ-
ვაო, – გუნებაში იტყვის და ღრმად შეყუჟულ საფირონებივით
თვალებს რუსუდანს მოაპყრობს:
– დიდი რამ არის წმინდა ბუდის აგება, ჩემო რუსუდან... ყვე-
ლა რომ თავისი ბუდის სიწმინდისთვის ისევე იღვწოდეს, რო-
გორც კეთილდღეობისთვის იღწვის, ეს ქვეყანაც, ალბათ, სიყვა-
რულისა და სათნოების ბუდედ იქცეოდა... და შენც სწორედ ასე-
თი ბუდის ასაგებად მოგიწოდებ. მერწმუნე, ეს ეგზამენზეც ძნე-
ლია და წერა-კითხვის სწავლებაზეც... – მამა ლუკა ხელს გამო-
იწვდის, რუსუდანს თავზე დაადებს, თითქოს იმიტომ, რომ უკეთ
შთააგონოს ნათქვამი და ღიმილით დასძენს: – ეგზამენს ისევე
ყოჩაღად დაიჭერ, როგორც, აი, ეს საგალობლები დაწერე და
არც არავინ გადაგეღობება, პირიქით, დაგეხმარებიან კიდეც,
ჩემი შეჭედილი ხატის ამბავი მეც ხომ ვიცი და დამიჯერე...
რუსუდანი დაიხრება, ანაფორის კალთაზე ემთხვევა მოძ-
ღვარს, მერე კი ღრმა ამოოხვრით წარმოთქვამს:

112 მკითხველთა ლიგა


– მადლობთ, მამაო, ნუგეშისათვის... თქვენი სიტყვა ჩემთვის
ბევრს ნიშნავს... შემინდეთ, ამდენ დროს რომ გართმევთ... ვი-
ფიქრებ... და მერე იქნებ ორიოდ სიტყვა კიდევ შემომაწიოთ...
"გათხოვდება... ნამდვილად გათხოვდება!" – სინანულითა და
სიხარულით ფიქრობს გოგონა და თავისი კუთხიდან რუსუდანს
სასოებით გამოჰყურებს.
– აბა, ახლა შევუდგეთ საქმეს, სადაც არის მგალობლებიც
გამოჩნდებიან... – მოძღვარი ევას მაგიდისკენ ანიშნებს, თვი-
თონაც თავის ადგილს იკავებს.
რუსუდანი თიხის პაწია ჯამში ბოთლიდან მელანს გადმოას-
ხამს, სარკმლის რაფასთან მიიდგამს სამფეხას. ჯიბიდან ბატის
ფრთას ამოიღებს და გადაწერას შეუდგება. მოძღვარი შავყდიან
დიდ წიგნს გადაშლის და ევას გამამხნევებლად გაუღიმებს:
– აბა, მშვენიერო ქალო, შენ კითხვას დაიწყებ, აი, აქედან, მე
კი შენს ჩადედებულ მაწონს შევექცევი, – და რქის გრძელტარა
კოვზით მაწვნის პატარა ბელტს ამოიღებს.
"მეერე... მეერე... მამასაც ეტყვიან ევა მოგვეციო..." –
გაიფიქრებს გოგონა, ასომთავრული თავკიდურებით გაწყობილ
გვერდს ჩააჩერდება და ნელა, ჩათვლით დაიწყებს კითხვას:
– აბ...რა...ამ შ...ვა ის...ა...აკ...

113 მკითხველთა ლიგა


"გულსა შუქი შემომადგა".

იმ წმინდა გიორგობას, ღმერთმა გიო რომ მოგვაყენა კარზე,


წინა ღამით დიდი დელგმა მოვიდა. დილიდანვე ემზადებოდა
საწვიმრად, იკრიბებოდა ცაზე მოქუფრული ღრუბლები. ჯარდე-
ბოდა პირქუში ლაშქარივით. ციდან დროდადრო ყრუ გუგუნი ის-
მოდა, თითქოს ელია რკინის ეტლით უვლის ლაშქარს და საბ-
რძოლო მზადყოფნას ამოწმებსო. მე ბავშვობიდან მეშინოდა
ჭექა-ქუხილისა, სახლში თუ მარტო ვიყავი, წალოში დავიმალე-
ბოდი ხოლმე. საღამოს ეკლესიიდან რო ვბრუნდებოდით მე და
მამა, წმინდა გიორგის ფერდობი სულ სირბილით ჩამოვათავე,
მამასაც ვაჩქარებდი, ქარიშხალი გვიახლოვდება და გზაში არ
მოგვისწროს-მეთქი. ის იყო, ეზოში ფეხი შემოვდგით და ცამაც
იჭექა. კიდევ კარგი, ნახირი დაბრუნებულიყო, ჩვენი საქონელი
ეზოში დაგვხვდა, დარბაზის წინ, უმოაჯირო აივნის დირესთან
ჩარიგებულიყვნენ და მარილსა ლოკავდნენ. ჭექის ხმაზე ბაღდა-
დამ, ჩალისფერმა ლამაზმა ძროხამ, თავი აიღო, დაიზმუვლა,
მარილის ლოკვას თავი ანება და გომურისკენ წავიდა. მას და-
ნარჩენი ფურ-კამეჩებიც მიჰყვნენ. მე და მამამ მოჯამაგირე
უშანგას ვუშველეთ ფურ-კამეჩის ჩამოწველა, ყველანი ვჩქა-
რობდით, რომ უშანგას ქარიშხლისთვის გაესწრო. არემარე
შრიალმა აავსო, იძალა ქარიშხალმა, ფრთა გაშალა, რიყისპი-
რა საურმე გზაზე კორიანტელი ავარდა, დელგმამ ჩამოაბნელა
ქვეყანა, ისეთი გრიალი და გრუხუნი იდგა, გეგონებათ, მეხი მეხ-
ზე ტყვრებაო. მე და მამა დარბაზის ფანჯარასთან, ტახტზე ჩამოვ-
სხედით, მამამ ხელი მომხვია და არემარეს გამოვყურებდით.
ღმერთო, შენ გადმოხედე ცისქვეშ დარჩენილს, – ამბობდა მამა
პირჯვრის წერით, – წმინდაო გიორგი, ნუ ჩაუშხამებ ნურავის
შენს დღესასწაულსო.

114 მკითხველთა ლიგა


უამინდობა მამას არ ესწავლებოდა და თუ თვითონ სახლში
იყო, მაშინვე გული მწყემსებისკენა და ცხვრისკენ გაუქანდებო-
და ხოლმე. ახლაც წამოდგა, ბუხრის თავზე სანთლები მიაკრა,
თან სულ იმეორებდა: წმინდაო გიორგი, გადმოხედე საწყალ
მწყემსს, წყალობის დღესასწაული დაუყენე ყველა გაჭირვებულ-
სო. ქარიშხალი კი მძვინვარებდა. ძეძვის ღობესთან დიდი ტყემ-
ლის ტოტებს ისე ახეთქებდა ერთმანეთს, შტო-ფოთოლს ისე უწ-
ყალოდ აფრიალებდა, ღუნავდა და ზნექავდა, ტყემლის მსხვილ
ტანსაც ისე აზანზარებდა, თითქოს საგანგებო ჯავრი სჭირს და
გულში ამოიჭრა ხის ძირიანად მოგლეჯაო.
ვაიმე, მამავ, ან მლოცველს რა ეშველება, ან ჩვენ რა გვეშვე-
ლებაო... – ვეუბნებოდი მამასა და თან ვეხუტებოდი. "გა-
დაიღებს, აუცილებლად გადაიღებს, – დაბეჯითებით მეუბნებო-
და მამა, – "როგორც გვიზეიმია, ისევაც ისევ ვიზეიმებთო".
ეგეთ დროს ნეტავ როგორ ადიდდებოდა ხოლმე ჩვენი რიყე,
ჩვენი ჩუმათხევი. ჩვენ ხომ სწორედ რიყის პირას, სოფლის თავ-
ში ვესახლეთ, დიდი კლდეების პირდაპირ, სერების, ახოებისა
და ტყეების მიჯნაზე. ჰოდა, კლდის ძირას ძაფივით მიკარგული
წყალი, მზის შუქზე აბლაბუდას ბეწვივით რომ გაიკიაფებდა
ხოლმე, გაზაფხულის წვიმების დროს ისე გადიდგულდებოდა,
ისე გაიფოფრებოდა, ისეთ ძალას მოიცემდა, მთელ რიყეს გადა-
ფარავდა და ღრიალით არემარეს აყრუებდა. ჩვენი ჩუმათხევი
ერთი ხელის დაკვრით დოღრიალად გადაიქცეოდა ხოლმე. ახ-
ლაც დელგმის ხმას რიყის ღმუილი უერთდებოდა, თან თითქოს
ვიღაც უსტვენდა, წიოდა, თუ მოსძახოდა.
მამავ, ნეტავ კლდიდან ჭინკები ხო არ გამოვიდნენ და ადიდე-
ბულ რიყეში ხო არა ჭყუმპალაობენ-მეთქი? – ვუთხარი მამას.
– რაღა ეხლა გამოვლენ და თავებს დაიცივებენ? – გამიქარ-
წყლა ეჭვი მამამ, – იმათ თავსხმაში უგზოუკვლოდ ხეტიალი კი
არ უყვართ, იმათ უყვართ ნაწვიმარზე გამოსვლა, წყალი რო და-

115 მკითხველთა ლიგა


იწრიტება, ქვიდან ქვაზე ხტომა და ქვიშის აჩხრიალება... მაგრამ
მე მაინც მესმოდა ვიღაცის სტვენა თუ წივილი.
მთელი ღამე შფოთიანად გავატარე. ჯერ იყო და როდის--
როდის დავწექით. სადღეობოდ მამამ უშანგა რო დაითხოვა,
ჩვენც საქმე მოგვემატა. მე თან საქადე ცომიც მოვქენი. გასაღვი-
ვებლად დავდგი, ნაღვერდალზე ქადის გულიც მოვშუშე; მამას
ნიგვზიანი ქადა უყვარდა, თაფლშერეული, ის კიდევ ცალკე ვნა-
ყე და ვზილე. რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, ყველაფერი მინდოდა
ხოლმე ამ დღეს გამეკეთებინა.
მამამ კი საღამოს ჩამონაწველი ძროხა-კამეჩის რძე მაწვნად
ჩაადედა, დანარჩენისა კი ახალი ყველი ამოიყვანა. ჰოდა,
როდის-როდის დავწექით და ბალიშზე ყური რო დავდე, ასე მე-
გონა, დედამიწა ზანზარებს-მეთქი...
პირველივე ძილიდან უცნაურმა სიზმარმა გამომაფხიზლა.
ერთბაშად ვერც მივხვდი სად ვიყავი, თავი ისევ სიზმრის მინ-
დორში მეგონა. მამას დავუძახე მაშინვე.
– რა იყო, შვილო, რა ამბავია?! – ფრთხილი ძილი იცოდა მა-
წიამ, მყისვე დამეხმიანა.
– სიზმარი ვნახე, მამავ...
– თუ ცუდი სიზმარი ნახე, გადი კარებთან და წყალს უთხარი,
წაიღებს და გაგიქარწყლებს, ეს ნიაღვარი რას არ გააქარ-
წყლებს...
გარეთ ისევ ქარიშხალი გუგუნებდა.
– არ ვიცი, ცუდია, თუ კარგია, არ ვიცი, მამავ!
– მაშ, მითხარი ბარემ რა ნახე!
– ვითომ ყვავილებით გადაბიბინებულ მზიან ველზე ვიდექი...
ირგვლივ ყველაფერი ჩახჩახებდა.
– ძალიან კარგია, შვილო, მზე და ყვავილები სიხარულის ნი-
შანია.
– მეც მიხაროდა, რა მზიანი გიორგობა გაგვთენებია-მეთქი.

116 მკითხველთა ლიგა


– მაგრეც იქნება, ნახე, თუ დილისთვის ქვეყანა არ დაშოშ-
მინდეს... მერე, მერე?
– გაოცებული თვალს ვავლებდი ველსა, მთისა და ბარის ყვა-
ვილს ერთად შეეყარა თავი და ეს მიკვირდა... რას არა ნახავდა
კაცის თვალი, რომელი მცენარე გინდა, რო იქ არ იყო, გინდ
სამკურნალო, გინდ სამღებრო, გინდ მხალეული... და ყველაფე-
რი ყვაოდა...
– მთა-ბარის ერთობა მოგზმანებია და ეგ არის.
– ლურჯად კაშკაშებდა ნაღველა, თეთრად ანათებდა მჟავე-
ლა, მაღლა-მაღლა ოქროსფრად ყელყელაობდა სკიპალო, ვარ-
სკვლავებივით ციმციმებდნენ მთელ ველზე მიმობნეული სამყუ-
რას წითელ-ყვითელი ყვავილები, იფურჩქნებოდა ტანმაღალი
კენკეშა, ალაგ-ალაგ დიდ ვარდისფერ თაიგულებად აფეთქებუ-
ლიყვნენ იალღუნის ბუჩქები... რომელი ერთი ჩამოგითვალო,
ისე ბრწყინავდა და ელავდა ირგვლივ ყველაფერი, წალკოტი გე-
გონებოდა.
– სწორედ რო წალკოტი გინახავს, ევავ, ამ გიორგობა ღამეს!
– მეც ეგრე მეგონა, მამავ... სანამ ვიდექი და ვუყურებდი
ველსა და ვტკბებოდი მზერით, მეც ეგრე მეგონა... მაგრამ გა-
დავდგი თუ არა ნაბიჯი, რაღაცას წამოვკარი ფეხი და კინაღამ
წავიქეცი, დავხედე და ყვავილებში მკვდარი ცხვარი ეგდო, სის-
ხლის ნიშანი არსად ეტყობოდა, უსულადოდ იყო მკვდარი, მუცე-
ლი ჰქონდა გაბერილი და ვიფიქრე: ვაიმე, დამხრჩვალა--
მეთქი...
– ღმერთო, გადმოხედე საწყალ მწყემსს... – აღმოხდა მამას.
– საითაც არ მივბრუნდი, საითაც არ გადავდგი ნაბიჯი, ყველ-
გან დამხრჩვალი ცხვარი მებლანდებოდა ფეხებში, ნაბიჯს მი-
ბორკავდა და მთელი ეს წალკოტი მოფენილი იყო დამხრჩვალი
ცხვრით... ვაიმე, ვაიმე-მეთქი, გული ამომიფუვდა, ჩავჯექი და
ტირილი დავიწყე, ვტირი, ვტირი, ღვიარება ჩამომდის...

117 მკითხველთა ლიგა


– ტირილი კარგია, გენაცვალოს მამა, – გული მოიცა მაწიამ,
– ტირილი სიხარულის ნიშანია, მოულოდნელი სიხარულის ნი-
შანია...
– ამ ტირილში ვარ და ცხენის ფეხის ხმა გავიგონე, გავიხედე
და ველზე თეთრი ცხენოსანი მოდის, სპეტაკი ცხენოსანი, მზეზე
ულივლივებს თეთრი მოსასხამი, თავზე შარავანდედივით გვირ-
გვინი უბრწყინავს... გავითანგე, ცრემლები შემაშრა, მზერად-
ქცეული, სასოებით მივაჩერდი თეთრ მხედარს... ცხენი ნელა
მოირწეოდა, თითქოს მოცურავსო, მიკვირდა კიდეც, როგორ
არც ერთხელ არ წამოჰკრავს ფეხს დამხრჩვალ ცხვარს-მეთქი...
ასე ნელი სვლით შემოუარა ველს გარშემო და ჩემკენ გა-
მოემართა... ბრწყინვალებისაგან თვალთ დამიბნელდა და მიწა-
ზე დავეცი... რაღაც უჩვეულო სიომ გადამიარა და ცხენის ფეხის
ხმაც მიწყდა, თავი ავიღე და რა დავინახე. შუა ველზე, ჩემთან
შორიახლოს, ბატკანი იდგა და შემომბღაოდა... აღარც თეთრი
მხედარი იყო და აღარც დამხრჩვალი ცხვარი...
– შვილო! – შესძახა მამამ, – ეგ სიზმარი კი არა, გამოცხადე-
ბაა! ჩვენი სალოცავი წმინდა გიორგი გამოგცხადებია და ბატკა-
ნი უბოძებია! ადექი ახლავე, შენი ხელით დაუნთე სანთელი და
მადლი მოახსენე.
რაღა თქმა უნდა, მაშინვე სანთელიც დავუნთე და მადლიც
მოვახსენე.
სანამ სანთელი ჩაიწვებოდა, საქადე ცომი გადავზილე და
თბილად დავაფარე, რომ დილაადრიანად ქადები დამეცხო...
გარეთ ჩვენი რიყე ღრიალებდა და ბობოქრობდა, მე კი ისევ
მზით გაჩახჩახებულ ველსა და პატარა ბატკანს ვხედავდი...
ჯერ განათებული არ იყო, რო ავდექი. მამა უკვე ბუხარს ან-
თებდა და მახარა: ქარიშხალი ჩადგა და თავსხმამაც გადაიღოო.
ცომიც კარგად გაღვივებულიყო, ამოვაგუნდავე და მაშინვე ქა-
დების ცხობას შევუდექი. რო ვსაქმობდი, მამასაც ჩემ გვერდით
ტრიალი უყვარდა, ამიტომ ჯერ ხანჯალი გალესა ბუხრის პირას

118 მკითხველთა ლიგა


ცხვრების დასაკლავად, მერე კი, ირიჟრაჟა თუ არა, გარეთ გავი-
და ეზო-ყურის სანახავად და საქონლის მისახედად. მეც ერთი
სული მქონდა, როდის გავხედავდი ჩვენს რიყეს და ჩვენს ტყე-
მალს. მერე როგორ მიყვარდა ერთიცა და მეორეც. მივეყუდე-
ბოდი ხოლმე ძეძვის ღობესთან და თვალს ვერ ვაცილებდი თი-
ხისფერ ღვარცოფს. ოჰ, როგორ გაოცდებოდნენ შორი სოფლე-
ბიდან მოსული მლოცველები, მოჩურჩულე და მოშრიალე ჩუ-
მათხევის ნაცვლად ეს როხროხა ბაყბაყდევი რო დახვდებო-
დათ... დაბრაწული საგიორგობო ქადები წყობისად დავალაგე
ტაბაკზე და ქათქათა ტილო გადავაფარე. ცოტაოდენი ცომი დამ-
რჩა და გულისთვის ქოთანში სახელდახელოდ ერბო ჩავადნე,
ფქვილი ავურიე, ავზილე, მარილი მოვაყარე და ღადარში მოსა-
შუშებლად ჩავდგი, ვიფიქრე, ერთი წუთით თვალს დავკრავ არე-
მარეს, მაშინვე შემოვბრუნდები და იმ უკანასკნელ ქადასაც
ჩავაცხობ-მეთქი.
თეთრი ღაზლის შალს დავუწყე ძებნა. თეთრგიორგობა დი-
ლით სწორედ ის შალი უნდა მომეხვია, რო წმინდა გიორგის
ყმობაც მეთქვა და დამკვებებოდა კიდეც მრავალი დღესას-
წაული. გამახსენდა, რო ის შალი საქსოვთან ერთად წალოში შე-
ვინახე. მაშინვე რუსუდანი დამიდგა თვალწინ და გული ჩამწყდა.
რუსუდანი ხო სააღდგომოდ დავნიშნეთ, საამაღლებოდ ჯვარი
უნდა დაეწერა და მე საჩუქრად სწორედ ჩემნაირ ღაზლის შალს
ვუქსოვდი. ძალიან მოსწონდა რუსუდანს და იმიტომ. მამამ სხვე-
ნიდან ორი გაძეკილი ტომარა მატყლი ჩამოიტანა, რუსუდანს
ჩვენგან ორი ხელი ლოგინი გავატანოთ მზითევშიო, კარგ პი-
რებს გიყიდით, ქიშმირისას, დასხედით და ლეიბ-საბნები შეკე-
რეთო. შენ კი თუ გინდა, შენი მხრიდან სხვა რამეც დაუმატეო.
ჰოდა, მე სწორედ ღაზლის დიდი შალის მოქსოვა გადავწყვიტე.
რუსუდანის ნიშნობა-ქორწილი მაღელვებდა კიდეცა და მამწუხ-
რებდა კიდეც. რო წარმოვიდგენდი: ჯვარს დაიწერდა, წავიდოდა
და როცა მომინდებოდა, ვეღარა ვნახავდი, დარდით გული ამიძ-

119 მკითხველთა ლიგა


გერდებოდა ხოლმე. გუშინ საღამოსაც ეკლესიაში რუსუდანი
თავის ახლად დანიშნულ გოგლოსთან ერთად იყო და მამამ
მითხრა: შუბლი გახსენი, ეგრე დარუშხული ნუ უყურებო. მაგრამ
რუსუდანის დანიშვნის შემდეგ მეც ძალაუნებურად საბედოზე
დავიწყე ფიქრი, თითქოსდა რუსუდანისაგან გადმომედოვო.
აქამდე, თუმცა მამას უკვე კაცებს უგზავნიდნენ, ფიქრადაც არ
მომსვლია. კაცმა რომ თქვას, გათხოვებაზე არც ახლა ვფიქრობ-
დი, მამასთან დაშორება ვერ წარმომედგინა, მაგრამ რუსუდანის
დანიშვნის შემდეგ საბედოზე კი დავიწყე ფიქრი...
ჩვენს სოფელში ვისაც თვალს გადავავლებდი, ყველა ჩე-
მიანი მეგონა... ოცნებით კი ჩემი საბედო ვიღაც უნდა ყოფილი-
ყო... ვიღაც უცხო და უცნობი, საიდანღაც მოვლენილი, ჯერ უნა-
ხავი, მაგრამ განგების მიერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის შექ-
მნილი, ერთმანეთის დანახვისთანავე ცა რო გაგვეხსნებოდა და
მყისვე ვიგრძნობდით, რომ არავინ, სხვა არავინ, დედამიწაც რო
გადაბრუნებულიყო, არასოდეს არავინ არ მოგვესურვებოდა ერ-
თმანეთის მეტი. ჩემი საბედო გმირთ-გმირად წარმომედგინა,
ვინ იცის, რის არ ჩამდენად. ჰოდა, ღაზლის შალი რომ მოვიხვიე
და რუსუდანისთვის დაწყებული საქსოვი თავის გორგლიანად
წალოში შევდე, გულმა გამკენწლა და, იქნებ გასაქარვებლადაც,
იქნებ ცნობისწადილის გამოც, გავიფიქრე: ნეტავ ამ თეთრგი-
ორგობა დილას ჩემი საბედო სად არის-მეთქი.
ღაზლის შალი მოვიხვიე და გარეთ გავედი. ახალი გარიჟრა-
ჟი იყო. პირველი რა დავინახე და ჩვენი ტყემალი, ქარიშხალთან
ნაბრძოლს ცალ მხარეს დიდი ტოტი რომ ჩამოლეწოდა და ძეძ-
ვის ღობესთან გალუმპული და ფრთამოტეხილი იდგა...
არემარეს ავსებდა აზვირთებული რიყის ხმაური. წელს მაინც
ჩუმათხევს მეტისმეტად გაეგიჟებინა თავი. ლამის ჩვენს ღობემ-
დე უწევდა. სადღა იყო საურმე გზა რიყის პირას, ღობესა და
წყალს შორის საცალფეხო ბილიკი ძლივსღა შეინიშნებოდა...
ქვევით, ალაზნის ველზე, ნისლი იდო, თეთრი, ქათქათა ნისლი

120 მკითხველთა ლიგა


და მწვერვალებდათოვლილი ლაჟვარდოვანი მთები ნისლზე
ატივტივებულივით მოჩანდნენ. აქეთ-იქით გავიხედ--
გამოვიხედე, თითქოს ვიღაც უნდა დამენახა... ვინ იცის, სწორედ
ახლა შორეული და უცნობი დები თავის ძმას ხურჯინში ახლად
გამომცხვარ ქადა-ნაზუქს ულაგებდნენ ჩვენს თეთრგიორგიში
სადღეობოდ-მეთქი, გავიფიქრე.
ზევით, ცივ-გომბორის კალთებს თხელი ნისლი ლეჩაქივით
ეფინა. ვინ იცის, მოდის, მოაგელვებს თავის თეთრონს და ისიც
ჩემზე ფიქრობს-მეთქი. ამის წარმოდგენისას რაღაც უცნაურმა
განცდამ შემიპყრო; მანამდე არასოდეს ასეთი რამ არ მიგრძნია,
თითქოს წვიმით გაჟღენთილი სივრცე ჩვენი ფიქრით იყო სავსე,
ერთმანეთის საძიებლად დაძრული ჩვენი ფიქრით, უხილავი
ფრინველებივით რო დაფარფატებდნენ თეთრგიორგობის ლი-
ლისფერ განთიადში. ქარიშხალმა და იმ უცნაურმა სიზმარმა კი-
ნაღამ გონებიდან გადამიგდო, მე და რუსუდანს რომ უნდა გვე-
გალობა დღესა მგალობლებთან ერთად. და როგორც გოგლომ
გალობის დროს შენიშნა რუსუდანი, ისიც, უცხო და შორეული,
სწორედ ჩვენს თეთრგიორგობაზე, ჩვენს ეკლესიაში მოსული
სალოცავად და სადღეობოდ, ზღვა ხალხში გამომარჩევს და ვინ
არისო? ვინ არისო? შფოთიანად იკითხავს...
მაწიას ევაო... მაწიას ევაო...
მე ვდგავარ ახლად დანიშნული რუსუდანის გვერდით, რუსუ-
დანს "ბორბლებიანი" ვარდისფერი კაბა აცვია, ნიშნობისთვის
მკერავმა ბაბალემ რო შეუკერა, ისა. მე გულს მიკოდავს რუსუ-
დანთან განშორება, მაგრამ სულში ნათელი მიდგება, რო ერ-
თად ვგალობთ რუსუდანის შეთხზულ საგალობელს, წმინდა გი-
ორგისას... ორივენი განწირულებივით ვგალობთ, ჩვენი გალო-
ბა ავსებს ჩვენს ეკლესიას, მე გალობის დროსაც მესმის, მკაფი-
ოდ მესმის ჩუმი ძახილი: ევავ! ევავ!
სურვილმა მომიარა, ჩვენს აზვირთებულ რიყეს შევხმიანებო-
დი, შევმღერებოდი, არემარე რო მოგაქვს, მარტო შენ კი არა

121 მკითხველთა ლიგა


ხარ ქვეყანაზე-მეთქი, მარტო შენ კი არა გაქვს დიდი გული--
მეთქი, აბა, მიყურე, როგორი მოძახილი გითხრა-მეთქი. მე გან-
საკუთრებით მიყვარდა, წირვის ბოლოს მრავალჟამიერს რო
დავცხებდით ხოლმე. ზევიდან რო გუნდი დააგუგუნებდა, ჩვენ
ქვევიდან ხმას მივცემდით, შევუერთდებოდით, ჟრუანტელი და-
მივლიდა ხოლმე. ჰოდა, ახლაც ყელი მოვიღერე, გამომწვევად
გავხედე ჩვენს რიყეს და მთელი ხმით შემოვძახე: მრავალჟამი-
ერ... მრავალჟამიეეერ... უკანასკნელ, მეოთხე მრავალჟამიერზე
ისე ავუწიე ხმას, რაც ძალი და ღონე მქონდა, რო მევე შევ-
კრთი... მაგრამ ჩემი სიმღერა არავის ესმოდა, მამასაც კი არა,
იმიტომ რო ის ახლა სახლს უკან, გომურში ფურებსა წველიდა...
გაღმა კლდეს გავხედე, ჩამოსველებულს და ჩამოჟამებულს,
ძირზეც მღვრიე თიხისფერი ღვარები რო ეხეთქებოდა. ნეტავი
ჭინკები ხო არ მითვალთვალებენ კლდიდანა-მეთქი. მაგრამ მა-
შინვე უკუვაგდე ეს ფიქრი, დღეს ისეთი დღეა, კლდიდან ცხვირის
გამოყოფასაც ვერ გაბედავენ-მეთქი... სადაც არის, მლოცველე-
ბი გამოჩნდებოდნენ, სადაც არის, თეთრებში ჩაცმული მონა დე-
დაკაცები აივლიდნენ... სადაც არის, წაბლა ვირზე გადამჯდარი
მამა ლუკა ამოივლიდა. მერე ჩვენც წავიდოდით... უჰ, რამდენს
ვიცეკვებდი! დღეობაზე ხელის გაშლას და წრეში ჩამოვლას არა-
ფერი მერჩივნა, დოლ-გარმონის ხმას რო გავიგონებდი, ხელ--
ფეხი თავისით დამიწყებდა ტოკვას. თუნდ მთელი დღე ნიავივით
ვიქროლებდი და ფეხს არ ჩავიკრეფავდი, არ დავიღლებოდი...
და დოლ-გარმონის ხმაშიაც გავიგონებდი შფოთიან კითხვას:
ვინ არისო? ვინ არისო? ვინაო!
მაწიას ევაო! მაწიას ევაო!
ტაშის გუგუნშიაც გავიგონებდი ჩუმ ძახილს:
ევაო! ევაო!
ტყემალი გავარხიე და ხშირ წვეთებს სახე შევუშვირე.
საქადე გული უკვე მოიშუშებოდა, მე კი ფეხი უკან მიდგებო-
და. თეთრგიორგობის დილა არავისთვის მიმილოცავს, არავის-

122 მკითხველთა ლიგა


თვის მადლის შეწევნა არ მითქვამს, ჩემთვისაც არავის მოულო-
ცავს და ეგრე უსალმოდ და უმადლოდ სახლში როგორ
შევტრიალდე-მეთქი. თანაც ჩვენი რიყე გეგონებათ კალთაზე მე-
ჭიდება და არ მიშვებსო, თვალს ვერ ვაცილებდი იმის ზვირთებს
და ვგრძნობდი, რო ჩემ შიგნითაც ზვირთდებოდა უჩვეულოსი და
ჯერარგანცდილის წყურვილი და მოლოდინი.
ჩავიფიქრე: თუ, აი, ახლა, ამ წუთსავე პირველი მლოცველი
ამოივლის და ცხენოსანი იქნება – ბედნიერების ნიშანი იქნება--
მეთქი. ყურთასმენა დავძაბე, მაგრამ წყლის შხუილის მეტი ისევ
ვერაფერი გავიგონე. გავიხედ-გამოვიხედე, არემარეს თვალი
მოვავლე და ზევით, ბეჟანაანთ ახოში ვიღაც შევნიშნე. ცხენოსა-
ნი კი არა, ფეხითაც ძლივს მოდიოდა, დროდადრო წაბარგანავ-
დებოდა ხოლმე. ვინ უნდა იყოს ეხლა ზევიდან მომავალი--
მეთქი, თუ მთვრალია, ეგრე წინასწარ როგორ გაილეშა-მეთქი.
იერზე ვერ ვიცანი, სულ ვერ ვიცანი, მოკლე ნაბადი ჰქონდა მოხ-
ვეული, თავზე ბოხოხი ეხურა, გულთან კი რაღაცა თეთრად
მოუჩანდა. ნათლისმცემლის პატარა საყდარს ჩამოუარა და ქვე-
ვითკენ დაეშვა... ფერდაზე ჩამოსვლისას იგრე დატორტმანდა,
მეგონა, ჩამოგორდება და პირდაპირ რიყის ზვირთებში გაადენს
ზღართანსა-მეთქი... კისერი წავიგრძელე, ძეძვის ღობეზე გადა-
ვიწიე და გადავიხედე... როგორც იყო, გამოჩნდა რიყისპირა ბი-
ლიკზე... ძლივს მოლასლასებდა... თუმცა ბოხოხი წარბებამდე
ჩამოეფხატა და თავიც ჩახრილი ჰქონდა, ეტყობოდა, ახალგაზ-
რდა იყო. ნაბდიდან კი კრავს თუ ციკანს გამოეყო თავი. სათეთ-
რგიორგობო და საზეიმო ამ კაცს არაფერი ეტყობოდა. თითქოს
ნაძალადევად ადგამს ნაბიჯებსო, თვალებდახრილი ბილიკს
დასჩერებოდა და არსაით იყურებოდა. ვაიმე, ნეტა რა სჭირს--
მეთქი... მომიახლოვდა და ახლა უკვე მკაფიოდ გავარჩიე ყვე-
ლაფერი. სულ მთლად დამბალი იყო, ქალამნები, ტოლუღები
გალუმპული ჰქონდა, ეტყობა, თიხიანებში კარგა მაგრად ეჭიმა
სასახლეები, ნაბადი სულ სველი თიხით ჰქონდა გაგლესილი,

123 მკითხველთა ლიგა


ჩამოფხატული ბოხოხიდანაც წვეთები სცვიოდა... გაჩერდა,
ღრმად ამოისუნთქა, სული მოითქვა, ადიდებულ რიყეს გახედა...
ეტყობა, თავბრუ დაეხვა, უეცრად შექანდა და კინაღამ მუხლებში
ჩაიხვეწა... რო მობრუნდა და აქეთკენ წამოვიდა, ახალგაზრდა
ბიჭის მოჭმუხნული სახე დავინახე, კრიჭაც ისე ჰქონდა გაკრუ-
ლი, გეგონებათ, ვერა ძალა ვერ გაუხსნისო. მართალია, ჩემკენ
არ გამოუხედავს, მაგრამ გვერდიდან უეჭველად უნდა დავენახე.
ვაიმე, რა სჭირს ამისთანა, ამ თეთრგიორგობა დილას სალამ-
საც რომ მიჭერს-მეთქი. რო გამისწორდა, ღობეზე გადავიწიე და
ხმამაღლა გადავძახე, მეგონა, ისე ვერ გაიგონებს-მეთქი, თანაც
სურვილი მომერია გამომეფხიზლებინა და გულისხმაში ჩამეგ-
დო:
– რა დაგემართა, ბიჭო, სალამსაც რო არ ამბობ?
გაჩერდა, თავი აიღო და გაოგნებულივით შემომხედა. ლურჯი
თვალები ჰქონდა და რატომღაც გამიკვირდა, თითქოს სხვა ფე-
რი უნდა ჰქონოდა და მოულოდნელი იყო ის ლურჯი მზერა... ერ-
თხანს ასე მიყურებდა დარეტიანებულივით, ისიც კი მეგონა,
მომჩერებია, მაგრამ ვერა მხედავს-მეთქი. მერე კი, თითქოს
ბოღმა ყელში ეჩხირება და ენას უბორკავსო, ისე ამოილაპარა-
კა:
– ცხვარი დამეხრჩო...
ამისი თქმა იყო და ბატკანი ხელიდან გაეშვა, ნაბდიდან ჩა-
მოუცურდა, თვითონ ჯერ ღობეს მოეყრდნო, მაგრამ თავი ვერ
შეიმაგრა, ზედ დაეცა და ასე მეგონა, უეცრად სული განუტევა--
მეთქი, ეგრე დარჩა ძეძვზე გარდიგარდმო გახიდული.
– მამააავ! მამაააავ! – დავიძახე და გომურისკენ გავიქეცი.
მამამ ცუდუბრალო აღელვება არ იცოდა, მაგრამ ჩვენს ღო-
ბეზე ცოცხალმკვდარი ბიჭი რო დაინახა, ეს რა ამბავიაო! – შეს-
ძახა, გალუმპული ნაბადი მხრებიდან გადააძრო, ბიჭი ბუმბული-
ვით აიტაცა და სახლისკენ წავიდა.

124 მკითხველთა ლიგა


ბატკნის ბღავილი მომესმა. გავიქეცი, მარტოდ დარჩენილი,
აბღავლებული ბატკანი წამოვიყვანე, მერე სველი ნაბადი რო-
გორც იყო მოვაცალე ძეძვის ღობეს...
მამას ბიჭი დარბაზში ტახტზე დაეწვინა და შეწუხებული თავს
დასტრიალებდა, ყბებს უზელდა, ნიკაპზე ეჭიდებოდა, ხელებს
განზე უწევდა, რომ როგორმე გულისხმაში ჩაეგდო, მაგრამ ბიჭი
გრძნობაზე ვერ მოდიოდა. ჩქარა ძმარი და ჩემი საცვლები მო-
მიტანეო, მითხრა მამამ, ზედადგარზე ქვაბით წყალი შედგი და
ტახტზე ლოგინი დააგეო. მე ჯარასავით დავტრიალდი, ფიცხლავ
მივურბენინე მამას ძმარიცა და საცვლებიც, ბუხარს ჩავუკეთე
და ახლაღა გამახსენდა ქადის გული, ღადარში ჩადგმული პაწია
ქოთანი რო დავინახე. გავიფიქრე: ამ უკანასკნელ ქადას ამ ბი-
ჭის ბედობაზე გამოვაცხობ-მეთქი, წყლისთვის გავიქეცი. ქვაბით
წყალი შემოვიტანე ზევით ოთახიდან, ცეცხლზე შემოვდგი და
ლოგინის გაშლა დავიწყე. თან თვალი მამასკენა მქონდა, ბიჭის-
თვის სველი შარვალ-ხალათი და საცვლები რო გაეხადა, თავი-
სი ტყაპუჭი დაეფარებინა და გულმკერდს ძმრით უზელდა.
– აბა უყურე, მამავ, – დანანებით გადავულაპარაკე მამას, –
თეთრგიორგობა დილას ლოგინს რო ვშლი...
– საყვედური არ დაგცდეს, შვილო, არ იქნება...
– რა უნდა ვქნათ, რო არც ვიცით, ვინ არის?!
– გაღმიდან უნდა იყოს, იმათ იციან ეგეთი ტოლუღები.
– რამე რო მოუვიდეს?
– უნდა მოვუაროთ, ცოცხალსაც და მკვდარსაც მოვლა უნდა,
– ხელები აღაპყრო, შეღაღადა: – ღმერთო, ნუ დაგვატეხ რის-
ხვას, უცხო შვილს ჩვენს კარზე ნუ მოჰკლავ!
ბიჭს დაუბუმბლავი მკერდი ჰქონდა, სუფთა, სუფთა გულ-
მკერდი. მამასი მერიდებოდა, რო ტახტთან მივსულიყავი და ნა-
ხევრად შიშველისთვის გაბედვით დამეხედა, ლოგინის გაშლის
დროს გავხედავდი ხოლმე ცალი თვალით და ტახტზე უსულოდ
მდებარეს რო ვხედავდი, სიბრალულთან ერთად და იქნებ უფრო

125 მკითხველთა ლიგა


მეტადაც, უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, განგებისა თუ ბედის-
წერისა. ახლა უკვე სხვაგვარად გამიცოცხლდა ჩემი სიზმარი,
დამხრჩვალი ცხვრით მოფენილი დიდი მინდორი და შუა მინ-
დორში პატარა ბატკანი რო ვნახე. ნეტავი. ეს ბატკანი როგორღა
გადაურჩა-მეთქი, გავიფიქრე.
– აბა, თვალი გაახილე, ბიჭო, თვალი გაახილე! – ჩასძახოდა
მამა.
ბიჭმა წარბი შეჭმუხნა და ძლივს ამოიკვნესა. მამამ თავისი
საცვლები ჩააცვა, ტყაპუჭში გახვია და მეორე ტახტზე, ფანჯარას-
თან, ჩემ დაგებულ ლოგინში ჩააწვინა.
– გტკივა რამე? – კიდევ ჩასძახა მამამ.
ბიჭმა რაღაც ამოილუღლუღა. ყველაფერი მტკივაო, – თქვა
მამამ.
– ნუ გეშინია, – ჩასძახა ისევ მამამ, – კიდევ ბედი გქონია,
რიყეში რო არ ჩავარდი და წყალმა არ წაგიღო.
ცოტა ხნის შემდეგ ისეთი ბაბანი აუტყდა, კბილს კბილზე
სცემდა. საბნები დავაყარეთ, ზევიდან მამას ნაბადიც დავაგდე,
მაინც კი ვერ წყნარდებოდა... სუნთქვითაც ქოშინითა და სტვენი-
თა სუნთქავდა... ზოგჯერ იგრე მეგონა, მკერდი გაუსკდება და
სული ამოხდება-მეთქი... მამამ ისა თქვა: საჩვენოს არა ჰგაავს,
და უზიარებლად მაინც არ უნდა მოკვდესო, ნუ მოკვდებაო, ნუ
მოვკლავთო. ავცახცახდი, მთლიანად შემძრა ამ ბიჭის ამბავმა.
მამას შევევედრე: მამავ, შენი ჭირიმე, როგორმე ვუშველოთ,
როგორმე გამოვატრიალოთ, ხელს ნუ ჩაიქნევ, შენი მუხლების
ჭირიმე-მეთქი და მამას მუხლებზე შემოვეხვიე, – შენ ყველაფე-
რი შეგიძლიან, შენ ხო რაღა არ შეგიძლიან, ჩვენ სახლში ნურა-
ფერი დაემართება-მეთქი, – ვეხვეწებოდი მამას, ვეღმერთებო-
დი, რო ვეუბნებოდი, ჩვენს სახლში ნუ დაემართება-მეთქი, გან-
გებ ვეუბნებოდი... თან იმასაც კი ვფიქრობდი, ეხლა უკვე საყ-
დარშიც უნდა ვყოფილიყავით, წირვაზე რუსუდანი უკანასკნე-
ლად ამღერებდა გოგოების გუნდს, აგალობებდა და მერე კი

126 მკითხველთა ლიგა


ნიშნობა უნდა ყოფილიყო. გოგლოც ეკლესიაში იქნებოდა, თა-
ვისი ძმითა და მომყოლებით, ამ დღეს განსაკუთრებული მოლო-
დინით ველოდი. სულ რუსუდანის გვერდით უნდა ვყოფილიყავი,
არცერთი წამით არ უნდა მოვცილებოდი, ერთად უნდა წავსუ-
ლიყავით, ერთად უნდა ვყოფილიყავით საყდარშიც, ერთად გვე-
გალობა რუსუდანის საგალობელი "წმინდავ გიორგი" და მრა-
ვალჟამიერი. მერე კი მამას ჭედილა უნდა დაეკლა, დასხდებოდ-
ნენ ალაჩოხში, იქვე, ან არადა სახლში წამოვიდოდნენ, გაშ-
ლიდნენ სუფრასა და კარგად იქეიფებდნენ. მამა რუსუდანს მო-
ისვამდა ხოლმე გვერდით, კარგი სიმღერა იცისო და რუსუდანის
გარეშე არ გასტეხავდა ლუკმას. ეხლა რაღა, ყველა გახარებუ-
ლი იყო, გოგლოს ყველა აქებდა, სწორედ იგეთია, წერა--
კითხვის მოყვარულ რუსუდანს რო შეეფერებოდაო, თანაც აზ-
ნაურიაო, თუმცა შეძლების პატრონი არ არის, მაგრამ თავის-
თვის ტკბილი ლუკმა ყოველთვის ექნებათ, რადგან სამსახურშია
ჩამდგარიო... ნასწავლია და სწავლა კიდეც ჩვენს დროში შეძ-
ლებაც არის და ქონებაცო. ჰოდა, მე სულ სხვა მოლოდინი მქონ-
და ამ დღისა, ჯერ ისედაც განსაკუთრებით მიყვარდა და მით
უმეტეს, დღევანდელ დღეს ხომ საგანგებოდ ველოდი. ეხლა ამ
ახალგაზრდა მომაკვდავი ბიჭის სახეს რო დავცქეროდი, გული
სხვაგვარად მიძგერდა... წავსულიყავით, როგორ წავსულიყა-
ვით, არ წავსულიყავით და ეგეც ვერ წარმომედგინა, რაკი დღე-
ვანდელ დღეს ეგეთი სტუმარი მოგვაყენა ღმერთმა კარზე, მაშ,
სწორედ ამ სტუმრის გადარჩენასა გვთხოვს-მეთქი; ჯერ როცა
არ უნდა მოეყენებინა და ისიც ეგეთ დღესა, – ვეუბნებოდი მამას,
იმისი შიშით, რო ბოლომდე გვებრძოლა და მამას ხელი არ ჩა-
ექნია, მე ეგრე მეგონა: თუ ვიბრძოლებდით, თუ თავს გადავიკ-
ლავდით, ღმერთი გადმოგვხედავდა... ბიჭი კი ბორგავდა, ეხლა
უკვე სახე დატეტკილი და ფერმკრთალი კი აღარა ჰქონდა,
მთლად გაჭარხლდა, ოფლმა დაასხა...

127 მკითხველთა ლიგა


– ბიჭოო, ბიჭოო... – ჩავძახოდი მე, – აბა, თვალები გაახი-
ლე...
ოფლს ხილაბანდითა ვწმენდდი, გახურებულ ტუჩებს – წუა
გავხსენი წყალში და იმითი ვუსველებდი...
– იწვის საწყალი, იწვის, თუ ამ სიცხეს როგორმე გაუძლო...
ვარვარებს... – ამბობდა მამა.
მე ეგრე რო ვევედრებოდი, მითხრა: მერე წირვას რა ვუყო-
თო, ეგეთი დღეა, რუსუდანიც მისახედი გვყავსო, ჭედილაც და-
საკლავიო, ჩვენი წილი ვინ ილოცოსო, ვინ შეევედროს წმინდა
გიორგის, ვინ დაანთოს სანთელიო... ეხლა რაც გასაკეთებელი
იყო, გავუკეთეთ, თუ გასძლო საღამომდე, საფენებს გავუმეორე-
ბო... ჭედილაც ამის სახელზე დავკლათ-მეთქი, შევეხვეწე.
რამდენიმე დღე სიკვდილს ებრძოდა და მერეც ძალიან ცუ-
დად იყო, დააწყებინებდა ხურვებას და ვარვარი გაჰქონდა, რა-
ღას არ უკეთებდა მამა, რა ნახარშებს აღარ ასმევდა, რა დასაზე-
ლებით აღარა ზელავდა, რა მტლეებს აღარ ადებდა, მეც ვშვე-
ლოდი, გვერდიდან არ ვშორდებოდი, საფენებს ვუცვლიდი,
ფაფა-ფუფას ვუხარშავდი, მამა რასაც მეტყოდა, ყველაფერს ვუ-
კეთებდი. თვალები სულ დახუჭული ჰქონდა, ზოგჯერ, გრძნობა-
ზე რომ მოვიდოდა, გაახელდა, ლურჯად გამოაბრჭყვიალებდა,
ამოიგმინებდა, ამოაქოშინებდა, ძლივს გასაგონად ამოილუღ-
ლუღებდა, რად მივლითო, ცუდი მწყემსი გადასარჩენი არ არი-
სო. რას ვიზამთო, – ერთხელ ხუმრობით ჩასძახა მამამ, – იგეთ
დღეს მოგვაყენა შენი თავი განგებამ, ხელის კვრა არ იქნებო-
დაო, წმინდა გიორგი გაგვიწყრებოდაო. მეც გიო მქვიაო, – ამო-
იკვნესა. ჩვენც ვინაობას გვეკითხებოდა, იქვე ავიწყდებოდა, მო-
ვიდოდა გრძნობაზე და ისევ იკითხავდა, სადა ვარო. ცოტა რო
მოვარგდა, ამბავი ვკითხე. პირველად იყო, რო დალაგებით ხმა
ამოიღო: იმ ღამეს დიდი დელგმა მოვარდაო, ეგეთი არცა მსმე-
ნია, არც გამიგიაო, ელვა რო გაკრთებოდა, წყალს კაპკაპი გაჰ-
ქონდაო, მტკიცედ შეკრული ძეძვის ღობე მიინაშა, მიილამა, ჩა-

128 მკითხველთა ლიგა


იხრჩო მთელი ცხვარი ბაკშიო, ხუთმეტისა ვიყავი, ცხვარი რო
დავიზიარე, ცხრამეტი გავათავე, ყავლიც გადიოდა, ნამატი უნდა
გაგვეყო, ოთხი წლის შრომა წყალში ჩამეყარა, დავრჩი
ცარიელ-ტარიელიო. სამი თხა გადარჩა, შორიახლოს ნიშის ნან-
გრევებზე იყო ასული, იმათთვის აღარ მიმიხედავს, ბატკანი შე-
მეცოდა, ჩლიქებზე ფიშმა სჭირს, ხურჯინში გვეჯდა, მაღლად,
ტახტზე... მე და მეორე მწყემსმა, ამხანაგმა, ბაკშივე გადავყა-
რეთ ჯოხები, ჩამხრჩვალ ცხვარს დავაგდეთ, ის იქით წავიდა, მე
აქეთ, მაგრამ რამდენიც უნდა ვიცოცხლო, არც როდის ჩემი
ცხვრის ბღავილი ჩემი გულიდან არ ამოვაო...
– ბაკს კარი საწვიმრიდან ხო არა ჰქონდა? – დავეჭვდი მე, –
კარგი შერჩევა უნდა ბაკსა, ქვათა ცვენაც არ უნდა იყოს, წყალს
გასავალი კარგი უნდა ჰქონდეს, ეგრე პირწმინდად რო დაგეღუ-
პა, ეს მაფიქრებინებს...
ბიჭი შეკრთა, ფერმა გადაჰკრა.
– იგრე მყუდროდ იყო ჩვენი ბაკი გორის ძირას მიყუჟული,
მეორე მხარეს კიდევ, მოშორებით ფლატე ჩასდევდა... არც რო-
დის ეგეთი დელგმა იქ არა ყოფილა... – სიტყვა გაუწყდა, რაღაც-
ნაირად შემომხედა, იტყვი პირველად დამინახაო. ჰოო, მაგრამ,
ამ პატარა გოგომ საიდან იცი ამისთანები, ან ბაკის გუმანი
საიდანა გაქვსო?!
ვიუკადრისე, ოჰ, როგორ ვიუკადრისე, – პატარა რადა ვარ,
თერთმეტისა ვარ-მეთქი და ბაკისაც ვიცი, ცხვარისაცა და პი-
რუტყვისაცა... და ღორისაცა-მეთქი და ცხენი ხო მიყვარს და
მიყვარს-მეთქი; მთის დაკაწრულ ბილიკებზე იგეთი ჭენაობა შე-
მიძლიან, გულითაც რო გინდოდეს, ვერ დამეწევი-მეთქი.
სულ დარდიანად იყო, დანა პირს არ უხსნიდა, ჩემს სიტყვებზე
კი გამოცოცხლდა, თვალები ლურჯად აენთო, თითქოს გამოჯავ-
რებაც შევატყვე ხმაში: არა, მართლა?! იქნებ მითხრა, მაინც რა
იცი ცხვრისაო?! ვითომ ბალღს ელაპარაკებოდა, იგეთი კილო-
თი მითხრა, მე კიდეც არაფერი იგრე არ მაბრაზებდა, როგორც

129 მკითხველთა ლიგა


ისა, უასაკოდ თუ ჩამთვლიდნენ და ბაუასავით დამელაპარაკე-
ბოდნენ, ამიტომაც მაშინვე ავიღე დიდი საქსოვი, რუსუდანის
ღაზლის შალისა, საწოლის ბოლოს სამფეხზე ჩამოვჯექი და ენად
გავიკრიფე, შეიგნოს კარგად, რა ვიცი და რისი შემძლე ვარ--
მეთქი, თან მეც ისეთი კილოთი მოვუთხრობდი, ვითომ ცხვრისა
არაფერი გაეგებოდა:
– უბედური ცხოველია... დაბნეული ცხოველია... ღორი რო
ჭკვიანია და უცხოზე დაიხუვლებს, ცხვარი ეგრე არ არის, სიუც-
ხოვე არ იცის, სუნი მაგან არ იცის, გზა მაგან არ იცის და კვალი,
ქეჩის გარეშე ფეხს ვერ გადაადგმევინებ... ქეჩს კიდევ, ოჰოჰო-
ჰო, რა დარბაისლური სვლა აქვს, როგორ თავმომწონედ მიდის
და თან აქეთ-იქით იყურება, თვალს ავლებს არემარეს. ჰოდა,
საწყალი ცხვარი, ერთი თუ დარჩა მარტოკანა, დაიწყებს ბღა-
ვილს, სამნი უკვე ხმას არ იღებენ, სულ უნდა თვალქვეშა გყავ-
დეს, ააყოლო, ჩააყოლო, იმიტომ რო დიდძალი მტერი ჰყაავს,
თანაც რო შორსმჭვრეტელი მტერიი, მგელიცა და დათვიც, სუ
იციან, როგორ უნდა იმოქმედონ, ვერც მოიპოვებდნენ საზ-
რდოს, ამოდენა მეცხვარეებსა და ძაღლებში, ეგეთი გამჭრიახე-
ბი რო არ იყვნენ... ჩვენ საბატკნეს შემოეჩვია დათვი, – ბატკანი
ხო სუმთლად ცოდოა, დღისით ორბი და არწივი იწევს ბატკანზე,
ბატკნიჭამია ორბი, ყელტიტველა, ფრთებსა შლის აქედან აგე
იქამდე, გაძღება და ადგილიდან ვერ აიწევს, ვერ აფრინდება,
თუ არ გაიქცა, – ღამე კიდევ დათვი, თუ გაირყვნა ბატკანზე, გა-
თავებულია საქმე, ჰოდა, ორნი მოდიოდნენ, ერთი ძაღლებს გა-
იტყუებდა, – დათვმა ხო სროლა იცის და გამოუწუწუნებდა ქვასა
და ბელტს ძაღლებისკენ, თეოსკენ, მეორე კიდევ, სანამ მწყემსე-
ბი მოგონდებოდნენ, ამოიჩრიდა ბატკანს და გააძუნძულებდა.
აი, თქვე უშნოებოო, შეუძახა მამამა და თვითონ ავიდა საბატ-
კნეში. საბატკნეები ხო მთაში ყველაზე მაღლაა, ბატკანი ყინულ-
ზე თამაშობს, ყინულზე უნდა გაიმაგროს ჩლიქი, თანაც ბატკანს
ბუსნო უყვარს, ახლად წამოსული ხამი ბალახი. ჰოდა, დაუმიზნა

130 მკითხველთა ლიგა


თუ არა მამამ დათვს თოფი, იმან კიდევ თავპირზე თათები აიფა-
რა, – არ მომკლაო, – მონანური გული ააქვს მამას, არ ესრო-
ლა, ჩამოიღო თოფი, დათვი გატრიალდა, გაძუნძულდა და ის
იყო და ისა, აღარც გამოჩენილან ჩვენ საბატკნეებში. აი, რამდე-
ნი რამე გითხარი, კიდევაც გეტყოდი, მაგრამ...
– ეხლა არ მითხრა რო წველისა და პარსვისაც იცი... – გამა-
გულისა და მეც გავგულისდი.
– მაშ, რაღა ვიცი?! – დავუტიე, – ორივე ძალზე ძნელია, იმი-
ტომ რო ცოტას იწველება ცხვარი, ჭიქა, ჭიქა-ნახევარი,
მოუჭერ-შხხ და გათავდა, ერთი-ორჯერ დაუნაცვლებ და ეგ
არის, თანაც დამჟავება არ შეიძლება, ყველი უნდა აკეთო,
ყველს კიდევ კარგი გუმანი უნდა, ყველა კი ვერ აკეთებს კარგ
ყველსა?!
– იქნებ შენ აკეთებ?
– ვაკეთებ, მაშ არა?! თუ გინდა მოგიტან პურსა და ყველსა და
ნახავ რა ყველს ვაკეთებ!
– პატარა ქალო... პატარა ქალო... – უცებ გული აუჩუყდა და
ლამის თვალიც მოუწყლიანდა, მე კიდევ გავუწყერი, ხო გითხა-
რი პატარა ქალი არა ვარ-მეთქი. დაფიქრებით შემომხედა: –
დაიცადე, დაიცადე... მე სადა ვარ, ვისთანა ვარ, გოდერძიანთ
მათიასთან?
– ბოდიში და უკაცრავად! – ვითაკილე, ჭაკატიც გამოვიკარი,
– ბოლო კაცი პირველში აგერია, ის ჩალაჩულაში გასახვევი უქ-
ნარა მათია სამხარაულთ მაწიაშიიი!!! – რა მამა მყავდა, რა მა-
მა, თუ თვალტანადობით თუ დოვლათით, თუ სიტყვა-პასუხითა
და ადამიანობით, თვალში ვინმეს ჩავარდნოდა, ხელს არ მოის-
ვამდა, – მათიასთან კაი დღეც გაგითენდებოდა, იმან წამლობი-
სა რა იცის!
ბიჭი გაშრა, გამტკნარდა, მაწიაო, მაწიაოოო, მაშ შენ მაწიას
ქალი ხაროო?! დიახაც, მაწიას ევა ვარო, თავმომწონედ ვუთხა-
რი. მოიღრუბლა, კიდევ უფრო დადარდიანდა, მიყურა, მიყურა

131 მკითხველთა ლიგა


და მწუხარედ თქვა: აბა, მე თქვენთან რა მინდაო, სად ჩემი ღა-
რიბი ქოხი და სად თქვენი კარვებიო... აბა, რა ვიცი, რა გინდაო,
ჩვენ ღობეს რო გადმოეყუდე, რასა ფიქრობდიო, – სიცილით
ვუთხარი. სახე გაუნათდა, ხელი გამომიწოდა, ეს რა კარგი პატა-
რა... არა, პატარა კი არა, ყოჩაღი ქალი-ქანცია ხარო, მითხრა
და თან დაატანა: თქვენს ამაგს მე როგორ გადავიხდი... ღმერთი
გადაგიხდითო... ეს თქვა და გეგონებათ ცეცხლი თქვა და პირი
დაეწვაო, ტკივილით მოექცა პირისახე, ნიკაპზე ხელი იტაცა,
მაგრამ მოზღვავებული ცრემლები ვერ შეაფერხა, ღაპაღუპით
წამოუვიდა თვალებიდან, კედლისკენ გადაბრუნდა და ქვითინი
დაიწყო... ქვითინებდა, ისე ქვითინებდა, მხრები უტოკავდა. მე
გავისუსე, გავინაბე, სიტყვა ვეღარ ვუთხარი... იმ ღამით ისევ და-
აწყებინა ცხელება, ბორგავდა, წასასვლელადაც იწევდა, ქვეშა-
გებში ძლივს აკავებდა მამა, სიცხის გამოსანელებლად მტლეებს
ადებდა, დასამშვიდებელ ნაყენს ასმევდა... დილისთვის სიცხე
გამონელდა, მაგრამ ისეთი დაზაფრული იყო და მჭმუნვარე, და-
ნა პირს არ უხსნიდა. მამა საწოლთან სამფეხზე ჩამოუჯდა და
წყნარი ხმით დაიწყო: გიო ბიჭო, აბა ერთი ყური მომიპყარო,
სიტყვა მინდა გითხრაო, უფლებაცა მაქვს, ასაკითაცა და ამაგი-
თაცო, შენს ბედობაზე ჭედილა დავკალი, ბეჭში ჩავიხედე, შენი
ავადობა ეხლა დარდისააო; რა ვუყოთ, დაგეხრჩო, დაგეხრჩო,
თავსაც ხო არ გადააყოლებ იმ ცხვარსაო, უარეს საქმეს ხო არ
დაიმართებო, კაცის ეგრე შეკრთომა როგორ იქნებაო, კიდევაც
შეაქუჩებ ფარას, კიდევაც დაიჭერ სალამურს, ეგრე დაძმარება
ვინ გაიგონაო, წამალი წყლად წაგივა, გაგიწყალდება და ჩვენც
ცოდონი ვართ, ამდენს ვცდილობთ, ამდენს ვირჯებით და მადლს
მატლად ნუ გვიქცევო, არც კაცი მოგიწონებს მაგასა და არც
ღმერთიო. აი, მაშინა თქვა, რაცა სჭირდა, რა სახმილი სდაგავ-
და და სტანჯავდა, იგრე ჩუმად ამბობდა, ლამის ჩურჩულით,
თითქოს ძლივს ამბობსო, თითქოს ამ სიტყვების თქმით სული
ეპარებაო:

132 მკითხველთა ლიგა


– იმ ღამეს... ღმერთი... დავწყევლე... ზეცას მუშტები... მოვუ-
ღერე... ღმერთი ჩემზე გამწყრალია.
ელდა მეცა, მამასაც ფერმა გადაუარა, თავი ჩაჰკიდა, ჩაფიქ-
რდა... ერთხანს გაჩუმებულები ვიყავით, მერე მამამ ჰკითხა:
– შენი საქციელი გაწუხებს, თუ გეშინია, რომ ღმერთი აღარ
შეგეწევა, აბა, ჩაუკვირდი შენ თავსა და ისე მითხარი.
სასოწარკვეთით ჰქონდა თვალები ჩაღრმავებული, თეთრი
პერანგი ეცვა მამასი ქათქათა მიტკლისა, ნეტავ როგორ უხდე-
ბოდა, თვალს ვერ ვაშორებდი, თან სასოებით ვფიქრობდი, ვი-
ლოცებ და სანთლებს დავუნთებ, რომ ღმერთმა აპატიოს-მეთქი.
– არცა ვარ შეწევნის ღირსი და არც უნდა შემეწიოს, – თქვა
ბიჭმა.
– რაკი ასერიგად წარგიკვეთია სასო, – დარწმუნებით უთხრა
მამამ, – მაღალია ღმერთი, შეგიწყალებს, არ გაგწირავს, ჩვენ
ვილოცებთ შენთვის, იმდენ სანთელს დავანთებთ, შენი სიგრძე
გამოვიდეს, ეს ამბავი კი, ღმერთთან შეტოქებისა, ჩვენში
დაიმარხება.
თუმცა მაშინ მამას ნუგეშმა შვება მოჰგვარა, თანდათან წინ
და წინ წამოვიდა და მალე გამომრთელდა კიდეც, ის დაღი წყევ-
ლისა სულ გაჰყვა, ის უცნაური სევდა და ჭმუნვა, დროდადრო
რომ მოიცავდა ხოლმე. აკი ამბობდა რუსუდანი: ზოგჯერ გიოს
რო ვუყურებ, გული მტკივაო, მეტირებაო, მეც არ ვიცი, რატომ
მომდის ასეო. გული უთქვამდა ღვთისმოსავ რუსუდანს, თორემ
გამხელით იმისთვისაც კი არ გამიმხელია. ვიჰ, რამდენს ვლო-
ცულობდი. როგორ ვავედრებდი ღვთაება პირი ღვთისას,
აპატიე-მეთქი, რამდენ სანთელს ვუნთებდი! მაშინ რო ჩაეძინა,
მტკავლით გადავზომე და რა დამემართა, ერთიანად ავკანკალ-
დი, საბანზე ხელი ისე მითრთოდა, შემეშინდა, არ გავაღვიძო--
მეთქი. რჩენაში რომ შევიდა, მე კიდევ თითქოსდა არ მიხარიაო,
გული მიკვნესოდა, ადგება, წავა და რაღა უნდა ვქნა-მეთქი, ვე-
ღარა ვშორდებოდი, გავაძგრიალებდი ბუხარს, თექაზე ფეხს მო-

133 მკითხველთა ლიგა


ვირთხავდი, იგრე მოვეწყობოდი, იმისი დანახვა შემძლებოდა,
მოვიმარჯვებდი საჩეჩელსა და სართავს და ხანა ვჩეჩავდი, ხა-
ნაც ვართავდი... ყველა სამუშაოს ხომ თავისი შნო და ლაზათი
აქვს, მიყვარდა წმინდად ნაჩეჩი ფთილები წყობისად რო ჩალაგ-
დებოდა მოწნულ კალათაში...
ახლა რთვა! ვაბზრიალებდი და ვაბზრიალებდი ტარსა, ლა-
რივით ბაწარს ვართავდი... მერე აკი ამბობდა: ევას საჩეჩლის
წკრიალში და თითისტარის ძგრიალში გამოვრჩიო, ძილ--
ღვიძილში ნანასავით ჩამესმოდაო...
გადავწყვიტე, მამას გავტყდომოდი, ჩემი სათქმელი მეთქვა.
ის იყო თერთმეტი შემისრულდა, ტანაყრილი ვიყავი და ვიღაცე-
ებს მოწიფული ვეგონე, მამას კაცებს უგზავნიდნენ, ჩემს თავსა
სთხოვდნენ, სოფელში რო გამოჩნდებოდა, ხო ეშურებოდნენ,
გზავნიდნენ და გზავნიდნენ, ერთ სულელს ისიც კი ეთქვა,
ტყუილია, მოვიტაცებთო. ბრაზობდა მამა, ოჰ, როგორ განრის-
ხდებოდა, დაიქუხებდა: ერთხელ გაგიბედიათ, მეორედ არ გაბე-
დოთო, დაიფრენდა ყველას – ბალღის უღელში შებმა ვინა
თქვაო.
ნაღები დაგვიგროვდა, მოჯამაგირეები წასულები იყვნენ, ვინ
სათესში, ვინ ღორში; ვიფიქრე: მამას უფრო ადვილად ვეტყვი
დღვების დროს-მეთქი, იგრე როგორ იქნება, ხელი არ გამიკრას
სადღვებელზე, არ მომეშველოს-მეთქი. ეგრეც მოხდა და მეც
აღარ დავიხიე უკან, მამავ-მეთქი, ვუთხარი, შენს უნებურად
წყალს არ გადავღვრი, მინდა გაგენდო და შენ იცი, როგორც გა-
დამიწყვეტავ ჩემს ბედს-მეთქი. აღელდა მამა, გამეტებით გამოჰ-
კრა სადღვებელს, თავი დამიქნია – თქვიო.
– გიოზე გული შემივარდა, მამავ. გთხოვ, მწყემსად აიყვანო,
გაუხარდება კიდეც, დარჩა ცარიელ-ტარიელი, მაგრამ სიტყვას
გაძლევ, თუ ფხა არ გამოიჩინა, უქნარა და ბოდოშალი სულაც
არ მინდა, ამოვიფხვრი გულიდან, თუ არა და, შენც თუ თვალში
მოგივა, თუ შეატყობ სამამულე რქას, დამნიშნე გიოზე, მამავ,

134 მკითხველთა ლიგა


გაყოლით კიდევ, როცა დავქალდები და შენი ნებაც იქნება, მა-
შინ გავყვები. ჰოდა, მაჭანკლებიც მოგვეშვებიან.
მამამ მითხრა, გაუშვი სადღვებელს ხელი, მე შევდღვებავო
და დაიწყო გაგულისებით დღვება, წნელებს სულ ჭრიალი გაჰ-
ქონდა, ჭანჭყარის ხმაც ჩაყრუვდა და ჩაყურსდა...
– მომიტანე ბადია, ამოვიღოთ კარაქი, – მითხრა მამამ და
ბადია რომ მივურბენინე, შემომძახა: ჰაიტ, ჩემო ქალოვო, რო-
გორ მოჩიტებულხარო, რო დაგიწუნოს გიომო, რა ვქნათო, რო-
მელ წყალს მივცეთ თავიო? თან გამიცინა და თავი გაიქნია, მე-
რე კი თავისებური სიდინჯით გამიზიარა სათქმელი: – თვალა-
დობაზე ნუ ვილაპარაკებთ, ყველასთვის დასანახია, ის კი სათ-
ქმელია, რომ აზრიანი და სანდო მზერა აქვს, მე კი ყველაზე მე-
ტად რითი მიზიდავს და იმითი რო უპოვარია და შენს თავს ვერ
მომტაცებს, მაგრამ, ჩემო გოგო, გენაცვალოს მამა, ხვაშიადს
მორიდება უნდა, ჩვენ ნურაფერს ვეტყვით, ცოტა დავაცადოთ,
ვადროვოთ, რა პირით გამოგვეთხოვება, ან არადა იქნებ სულაც
არ გამოგვეთხოვოს...
მართალი გამოდგა მამა, ორიოდ დღესაც არ გაუვლია, თვი-
თონ დაილაპარაკა: თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთო,
საიქიოსკენ პირმიქცეული სააქაოს დამაბრუნეთ, სული ჩამბე-
რეთო, მე რა ძალმიძს, რა და მწყემსად თუ ამიყვან, მინდა, უსას-
ყიდლოდ გემსახურო, მაწიაო, რამდენ ხანსაც დამიდებ ვადას და
როგორც იტყვიო, მე წასასვლელი არსადა მაქვს, შვიდი წლისა
ვიყავი, სხვის შვილად რო გამაბარეს და ეხლა ჩემ ბედობაზე ზე-
ვით, ახოებში სამი თხაღა დაიარება, ეს არის ჩემი ავლადიდე-
ბაო.
– და კიდევ ბატკანი, რომელიც მე მოვარჩინე, – ჩაურთო მა-
მამ, – შენ რომ იცოდე, გიორგი, ცხრა წლისამ მე ერთი თოხ-
ლით დავიწყე ჩემი საქმეო... ახლა კი ჩემი პირობა ასეთი იქნე-
ბაო: ექვსი წლის ვადა მომიცია, აქედან წელიწადი გამოსაცდე-
ლი იყოს, კაცნი ვართ, რამდენს ასცრუებია გული მწყემსობაზე,

135 მკითხველთა ლიგა


ვინ იცის, იქნებ არა საქმე ეგეთ ერთგულებასა და ჯაფას არ ით-
ხოვდეს, როგორც მწყემსობა, ჰოდა, ცხვარს თუ ისევ დაჰყრი
გულსა, ექვს წელიწადში იმდენს მოინაგრებ, იმდენს შეაქუჩებ, –
შენი ჯამაგირით, ნამატიდან მიღებული წილით, უყვედრი ლუკ-
მაც გქონდეს და ოჯახსაც მოეკიდო. ჯამაგირს თავიდანვე გამო-
გიყოფ, მუქთი შრომა არ იქნება, ჩემი სამართალი ეგრე არა
სჭრის; ჩვენი ამაგი კი ალალი და უსაყვედურო იყოსო, სადაც
არის, ჩვენს ცხვარს ამოასხამენ, მთაში უნდა წავიდეთ, ის შენი
სამი თხაც, – თუ კიდევ დაეხეტებიან ტყე-ღრეში, მოინახებიან, –
და ეს შენი ბატკანიც თან წავიყვანოთო.
ო, როგორი დანთქმული იყო მაწიას სმენით, გეგონებათ, სი-
ცოცხლის წყაროს ეწაფებაო, დაძაბულობისაგან შუბლი ეჭმუხ-
ნებოდა და თვალები მგზნებარედ ენთებოდა... მამას სიტყვებმა
თვალდათვალ ააღორძინა, აკი თქვა კიდეც: ხელმეორედ დავი-
ბადეო.

136 მკითხველთა ლიგა


"გულმა გლახ რა ქნას უგულოდ,თუ გულსა გული ელია".

მოკეთეს ახარებდა, ბევრს კი ამწუხრებდა ევასი და გიოს სიყ-


ვარული.
ცუდია ავი თვალი და მწყინს, თორემ სულაც არ მიკვირსო,
იტყოდა ხოლმე მაწია, შურიან კაცს ვაშლი შეშურდება შენი და
ბედნიერებას როგორ გაპატიებსო, არადა, შური დაფრინავს ჰა-
ერშიო... მართლაც, რაღას არ ამბობდნენ, როგორ აღარ განა-
ქიქებდნენ: ერთმანეთის გარდა აღარავინ აგონდებათო... ისე
ხარობენ, გეგონებათ, მთა და ბარი მათ ეკუთვნითო... აშკარად
ნიშნს გიგებენ, აქაოდა, შენც მათნაირად არა ხარ ატანილი და
აზავთებულიო... ევას არა აქვს ქალური მორიდებაო, გიოს არა
აქვს ვაჟური თავდაჭერაო, შინ და გარეთ ერთმანეთს შესციცი-
ნებენო, მეტის მეტიო, რეტის რეტიო... დრო და ჟამი თავისთვი-
სო და მაგათი სიყვარული თავისთვისო, რით ვერ მოისურვილეს
ერთმანეთიო... უყურეთ, უყურეთ, დღეობაში ურმით ან ეტლით
კი არ მოდიან დარბაისლურად, როგორც გათხოვილ ქალსა და
ჭკუადამჯდარ ქმარს შეშვენის, ცხენებს მოაჭენებენ, ვინ წინ და
ვინ უკანაობას თამაშობენ, თან როგორ არიან გაცისკროვნებუ-
ლი, გეგონებათ, ნატვრისთვალი უპოვნიათო... ზოგი კი იმასაც
ამბობდა: ცუდია, ცუდი ასე გადარევა და გადაშლაო, ერთმანეთს
ეშურებიანო და ხომ გაგიგიათ: ბედნიერების საღამოს გადაადი-
ლავებს ზენაო...
სახლში არ დაჯდა, ჯვრისწერის შემდეგაც სულ თან დაჰყვე-
ბოდა გიოს, მთასა და ბარში. და იმასაც უძრახავდნენ, გარეთ
გასული კაცის დევნა ვინ გაიგონაო.
სახლს ახლა გულქანი უძღვებოდა, მაწიას ცოლი. დედის სიკ-
ვდილისა და გიოს გამოჩენის შემდეგ, მაწიამ ევას ყოფილი ძი-
ძა, აწ დაქვრივებული გულქანი მოიყვანა, თავისი შიოთი, ევას
ძუძუმტეთი. შვილად მიიღო მაწიამ ევას ტოლი შიო, თან იმასაც

137 მკითხველთა ლიგა


ფიქრობდა, ჩემს ევას ძმად გავუზრდიო. შეივსო ოჯახი. ოჯახი
ოჯახს დაემსგავსა, გიომაც ისეთი შნო და ალღო გამოიჩინა, დუ-
მითა და უკანა ფეხებით შეეძლო ცხვრის ცნობა, მარჯვე იყო და
თავდაუზოგავი, ყველაფერში გამოსცადა მაწიამ, მშრალშიც
ჰყავდა, სველშიც ჰყავდა – მეწველებში, პარსვაშიაცა და დოლ-
შიაც, მის გაკეთებულ საქმეს წუნი არ დაედებოდა, და სიფხიზ-
ლეც ისეთი ჰქონდა, ბატკანი არ დაუკარგავს. მეორე წელსვე სა-
სიძოდ გამოაცხადა მაწიამ და ახალი პირობაც დაუდო: ჩვიდმე-
ტისა რო შესრულდება ევა, გამოგაყოლებო. ახლა უკვე პირვე-
ლი ექვსი წელიც ჩათავებულიყო და ევას გათხოვებიდან მეორე
ექვსი წელიც იწურებოდა. ერთი ეგ არის, შვილი არ ჰყავდათ და
ეს იყო მათი საწუხარი. თუმცა მაწია და გულქანი ანუგეშებდნენ
და ევამაც იცოდა: მათი ჯიშის ქალებს გვიან ეძლეოდათ შვილე-
ბი, საწყალ ხვარამზესაც ხომ ექვსი წლის შემდეგ მისცემოდა
ევა, ხვარამზეს დასაც, რუსუდანის დედას და თვითონ რუსუდა-
ნიც ექვსი წელი ცარიელ-ტარიელი დაიარებოდა. ისე შემოაწვე-
ბოდა ხოლმე ჯავრი, ერთხელ ევას გამოუტყდა: ლამის არის
გრიგოლზედაც გული ამიცრუვდესო, ეგრე ყოფნას ხო ისა სჯობ-
და, სოფლის ბავშვებისთვის წერა-კითხვა მესწავლებინაო. და
მიეცა კიდეც ვაჟიშვილი და მერე ხო დაუხანებლად ქალებიც
შეეძინა. მაგრამ მიუხედავად ამნაირი გამოცდილებისა, ევას მა-
ინც შიშითა და მოლოდინით ელეოდა გული, ისე როგორ გადაბ-
რუნდებოდა წელიწადი, ორჯერ-სამჯერ მაინც არ ასულიყო რძის
საყდარში, ქადა არ გაეჭრა, სანთლები არ აენთო და მამალი არ
შეეფრინა... ბერწ ძროხებს რქებზე სანთლები ენთოთ, უშვილო
ქალები მუხლმოყრილი უვლიდნენ გარშემო საყდარს. ევაც
გულმხურვალედ ლოცულობდა, მოიღე წყალობა, უფალო და
ჩვენი სიყვარული ნაყოფით დააგვირგვინეო. ერთხელ აკი მოეჩ-
ვენა კიდეც, რომ დაფეხმძიმდა. ისე იყო დარწმუნებული და ისე
ხარობდა, ჯარა ექიმმა იმედი რომ გაუცრუა, ღაპაღუპით წა-
მოუვიდა ცრემლები, როგორო, როგორო, განა შეიძლება ეგეთი

138 მკითხველთა ლიგა


მოჩვენებაო?! იცისო, ჯარა ექიმმა უთხრა, სურვილსა და წა-
დილს რაღა არ შეუძლიანო, მე ისეთი შემთხვევაც კი ვიცი, თა-
ვის ფეხმძიმობაში დაიმედებულ ქალს მუცელიც კი დასიებიაო,
ისე, ტყუილუბრალოდო.
ბოლო დროს, მართლა რო დაფეხმძიმდა, შეშინებულმა არა-
ფერი თქვა, ვაითუ, ახლაც მეჩვენება და მაშინდელივით გავ-
მტყუნდეო, სანამ ისევ ის აწყურელი ექიმი არ მეტყვის და არ და-
მიდასტურებს, არ გავამხელ, გიოსაც არ ვეტყვიო. ცრუმორწმუ-
ნედ ისიც ეგონა: ადრიდანვე თუ ვიტყვი, ავმა თვალმა მუცელში
არ გამიწყალოსო. გიოს უთხრა: სოფელში უნდა ჩავიდე, ყველ-
საც ჩავიტან, დასარეცხიც დამიგროვდა, დავრეცხავ, გულქანსაც
მივეშველები და შენც ხილს ამოგიტანო.
ბოლო ზამთარი, თითქოს გულმა უგრძნოვო, გადაწყვიტა გი-
ომ სოფელთან, სახლთან ახლოს ყოფილიყვნენ, არ წავიდა
ალაზნის პირებში, აქვე, ახოების ზევით, ცხენით ერთი საათის
სავალზე, ცივგომბორის მთებში, კარგი ბინები გაუმართა
ცხვარს, ალაჩოხებივით, გასანთლული ბრეზენტით გადახურა
და მოაფარდაგა, საკვებიც საკმარისი მოუმარაგეს, ზვინები
დადგეს, იქაურობა ზვინებით მოფინეს, ევამ ისეთი დადგმა იცო-
და ზვინებისა, ისე დააცერებდა, წვეთი წყალი არ ჩავარდებოდა.
ფერი ფერსაო და ორივეს უყვარდა გარჯა, შრომასთან შეჭიდე-
ბა, ყოველ დღეს დასაძლევი ფალავანივით შეჰყურებდნენ, სა-
ღამოს კი, დატვირთული დღის შემდეგ, რა სჯობდა გორზე შე-
მოჯდომას, ევა ფეხს მოირთხამდა საქსოვით ხელში, გიოს ფან-
დურზე დამღერება უყვარდა, მიუმღერებდა ხოლმე ევას, მერე კი
გადასდებდა ფანდურსა და ხან სალამურის თლას დაიწყებდა,
ხანაც, ბოლო დროს, კრაველის ტყაპუჭს იკერავდა... მშვენივ-
რად გამოიყვანა ტყავები, სანახევროდ გაპარსა დუქარდით,
ერთ დონეზე დააყენა, ნაპირებს სადგისით ჩხვლეტდა და თასმე-
ბით კერავდა, საუცხოო რამ გამოდიოდა. ევა საქსოვიდან თავს
აიღებდა, გიოს ტყაპუჭს მიადევნებდა თვალს, მერე მზის ჩას-

139 მკითხველთა ლიგა


ვლას გახედავდა, თვალს ვერ აშორებდა ჩამავალი მზით განა-
თებულ გორებს, ნეტავ როგორ უნდა მობეზრდეს კაცს ან შრომა,
ან სიყვარული და ან მზის ჩასვლა-ამოსვლის ყურებაო, გაიფიქ-
რებდა. სოფელში რომ ჩავიდა, სულაც არ ჩქარობდა აწყურში
გადასვლას და თავისი ამბის გამორკვევას, სახლის საქმეს
დაეშურა, წელავდა ჯარა ექიმთან მისვლას, მოვასწრებო, თან
საშინელი სიზმრები აეკვიატა, რაც სოფელში ჩამოვიდა, სულ
ცუდ სიზმრებს სინჯავდა, ვითომ რიყეში მოდიოდნენ და მგელი
შემოეფეთათ, ველური ცეცხლი ენთო თვალებში, ევასა და მაწი-
ას ეტოტებოდა, თქვენი ფარის ძაღლი ვიქნებიო და მაწიაც ამ-
ბობდა, ამაზე კარგ პატრონს ჩვენს ფარას ვერ ვუშოვნითო, რა
ძალაა, მამავ, რა ძალაა, მგელი ძაღლად რად გვინდა, ძაღლე-
ბის მეტი რა გვყავსო, ემუდარებოდა ევა და შეშინებულს ეღვიძე-
ბოდა... ვითომ გიოს ნისლა ჭიხვინით დარბოდა ეზოში და პირი-
დან სისხლი სდიოდა, წითლად ირწყვებოდა ბალახი. ვაიმე უშვე-
ლეთ, უშველეთ, უშველეთ, ყვიროდა ევა, მაგრამ არავინ იძრო-
და, ირგვლივ ყველა თითქოს მარილის სვეტებად ქცეულანო,
გაშეშებულები იდგნენ, თითქოს არც ესმით ევას მუდარაო... ვი-
თომ წყაროსთან ქალებს სამღებრო გაემართათ, ცეცხლები და-
ენთოთ, ქვაბები შემოედგათ და ნართის შულოებს ღებავდნენ,
ნაირფერი შულოები ამოჰქონდათ, წყაროს აუზში ავლებდნენ
და იქვე სარებზე გადებულ ხარიხებზე ფენდნენ, თვალს ახარებ-
და ხასხასა ფერები, ისეთი ხასხასა, ცხადში რო ვერ ნახავ... ევა-
საც ვითომ თეთრი ნართის შულოები ჰქონდა ხელებზე აცმული
და ჯერს ელოდა, უხაროდა, ვიჰ, რა საამური ფერებია, ბალღს
მოვუქსოვ აკვნის გადასაფარებელსაო, პაჭიჭებსაო, წინდებსაო.
სულ ჭრელაჭრულასო... უვლიდა ქვაბებს და ჰყრიდა თავის
ნართს... ქალები ქვაბებს ჯოხებს უტრიალებდნენ... ამოიღეს წი-
თელი ქვაბიდანა და ევასი შავი ამოვიდა, ამოიღეს ფირუზისფე-
რი საღებავიდანა და ისევ შავი... ყველასი სათანადო ფერი ამო-
დიოდა და ევასი სულ შავი და შავი. ვაიმე ქალებო, რა არის ესა,

140 მკითხველთა ლიგა


რატომ მიღებავთ ეგრე, რატომაო, ნანატრი ბალღისთვის მინ-
დოდა მომექსოვა და, აბა, ეს რა არისო! ტიროდა, ტიროდა, სა-
ხეზე ღვიარება ჩამოსდიოდა... ამ სიზმრების შემდეგ, ადგებოდა
უბრად, წავიდოდა და წყალს ეტყოდა, წყალო, წაიღე ჩემი სიზმა-
რიო... გულქანი თუმცა ყველა სიზმარს კარგად უხსნიდა და ამ-
შვიდებდა, მაინც კი გული უკვნესოდა, ვაითუ, ახლაც არ გამარ-
თლდეს ჩემი ვარაუდი და მოლოდინი კვლავაც გამიქარწყლდე-
სო. არც არავინ გააფრთხილა, არც გაიყოლა, ცხენიც არ შეკაზ-
მა, მოკლეებზე გადავირბენო და აწყურისკენ გასწია. მერე კი გუ-
ლის კანკალით შეჰყურებდა ბებიაქალს და განაჩენივით ელოდა
მის სიტყვას. გასინჯვის დროს შუბლი ჰქონდა შეჭმუხნული ბე-
ბიაქალსა და კიდევაც ეს აფიქრებდა. მაგრამ თანდათან სახე
გაეშალა, გეგონებათ, გაუფართოვდაო, გაიღიმა და ევას თავი
დაუქნია, ახლა კი ნამდვილად ხარ ფეხმძიმედ, უტყუარია შენი
მდგომარეობა და ჩემი გუმანით ხარებობისთვის კიდევაც უნდა
ელოდო უცხო სტუმრის მობრძანებასო. გაიხარა, გაიხარა,
გაიხარა! აი, ჩემი სიზმრები როგორ შემომიბრუნდაო... უკანა
გზაზე ისე მოფრინავდა, დედამიწას ფეხს არ აკარებდა, კიდევ
კარგი, ცხენით არა ვარ, თორემ პირდაპირ გიოსკენ გავქუსლავ-
დიო. ახლა უკვე ერთი სული ჰქონდა, ენახა გიო და ეხარებინა.
რამდენჯერ უნატრია: ნეტავი შეიძლებოდეს, პატარა გიო დამე-
ნახაო, ნეტავი კი როგორი იყოვო, ჰოდა, ახლა წარმოიდგინა,
თუ ბიჭი მეყოლება, – და უნდა სწორედაც ბიჭი ჰყოლოდა, მწყა-
ლობელი უფალი ამ ნატვრასაც განუხორციელებდა, – ნამდვი-
ლად გიოს ემსგავსებაო, პატარა ტყაპუჭსაც შეუკერავსო და პა-
ტარა გიო გამომეცხადებაო...
ბევრი უთხრა გულქანმა, ნუ წახვალ დღესა, ცივისკენ შავი
ღრუბელია და შეიძლება გაგიავდრდეს, ვერ აასწროვო, მაგრამ
არცერთი წუთი დახანება აღარ შეეძლო. მხოლოდ ღვინა ლეღვი
უყვარდა გიოს, წინა ჩამოსვლაზეც აუტანა, ახლაც, ილეოდა უკ-
ვე, ჩამოუკრიფა რაც იყო, ხურჯინის ერთ თვალში პატარა წნული

141 მკითხველთა ლიგა


კალათა ჩადგა ყურძნითა და ლეღვით, მეორეში სუფთა თეთ-
რეული, თვითონაც, ყოველთვისაც უყვარდა ლაზათიანი ჩაცმა--
დახურვა და ახლა ხომ საგანგებოდ, გიოს რომ მოსწონდა, წმინ-
და ქიშმირის ღვინისფერი კაბა, მანებიანი – ის ჩაიცვა, ოქროს
ბურთულებიანი საყურეებიც მოიხსნა და გიოს ნაჩუქარი, ზურ-
მუხტის საყურეები და ზურმუხტისავე ბეჭედი გაიკეთა. ეცინებო-
და გულქანს, ეგრე მოკაზმული რო აუხვალ გოს, რას გეტყვისო,
მთაში მოდიოდი თუ დღეობაშიო. შესცინა გულქანს, გადაეხვია,
სადაც გიოა, ჩემთვის დღეობაც იქ არისო... ბოლოს აბრეშუმის
ბაღდადიც გადაიფრიალა თავზე, შემოაჯდა ცხენსა და რიყისპი-
რა საურმე გზაზე სულ ნავარდით წავიდა... წმინდა გიორგის
ფერდა რომ აათავა, მარცხნივ გაუხვია და სანამ კლდისპირა ბი-
ლიკს გაჰყვებოდა, ცხენი შეაჩერა, გუმბათზე ჯვარს სასოებით
გახედა და სამჯერ გადაისახა პირჯვარი: "მაპატიე, შენს მუხლებს
ვენაცვალე, დიდო მოწამეო, ჩამოვლისას დაგინთებ სანთლებს,
მადლი მომიხსენებია, უფლის ბოძებული უნდა სულერთი იყოს,
მაგრამ ჯერ ვაჟს გთხოვ, გიოსნაირ ვაჟს, ასე მგონია, კიდევ უფ-
რო მეყვარება-მეთქი და შენს სახელს დავარქმევ, დიდო მოწა-
მეო". თან რა მოხდა, რა სანიმუშო რამ მოხდა, გაავდრების ნაც-
ვლად, ერთ ადგილას გაიპო ღრუბელი, მზემ ჯერ გამოაჭიატა,
მერე გამოშუქდა, შემდეგ კი გამობრწყინდა კიდეც, ღრუბელი
გათხელდა, გაცრიატდა, თანდათან სულ ალაგდა, ცა მოკრიალ-
და, ეს კი ნამდვილად წყალობააო, გახარებულმა გაიფიქრა და
უცებ ისე მოენატრა გიო, ისეთმა სურვილმა წამოუარა მასთან
ყოფნისა, ცხენს ქუსლი ჰკრა და გააჭენა... რა დაგემართაო, ჩა-
მოსძახებს, რას მოაჭენებ ცხენს ამ ბილიკებზეო, რა დამემარ-
თაო და აი, რა დაგვემართაო, ასძახებს, გაუხარდებათ, გაუხარ-
დებათ, გაუხარდებათ, რამდენს განსჯიან, რა მომავალს დასახა-
ვენ. ხინკალსაც მოუხვევენ, გამარჯვებისასაც დალევენ, მერე კი
ჩაიძირებიან ჩუმ სიხარულში. ო, რა კარგია გიოსთან სიჩუმეც,
სანეტარო სიჩუმე... სხედან ჩუმად... ან საქმიანობენ ჩუმად, ისე

142 მკითხველთა ლიგა


შეწყობილად... მათი სიჩუმეც ხმაშეწყობილი მდუმარებაა თით-
ქოს, არავის, არავის რომ არ ესმის ამ მდუმარების უტყვი ჰან-
გი... კურთხეული მყუდროების იდუმალი ჰანგი... ცხვრების ბღა-
ვილი შემოესმა შორიდანვე... მიაყურა, ხომ არ მეჩვენებაო, ახ-
ლომახლო არავის ჰქონდა ბინები და ნამდვილად ჩვენი ცხვარი
ბღავისო... ძაღლების ხმაც ერთვოდა... ხმა კი არა, ყმუილი...
ცხენი ააჩქარა... აგერ, ბინებიც გამოჩნდა, მისკენ მორბოდა ყვე-
ლაზე დიდი და ყველაზე ჭკვიანი ჩობანი ალმასა, უზანგზე აეტო-
ტა ევას გაბმული ყეფით თუ წკმუილით. არასდროს გაეგონა ალ-
მასასაგან ასეთი მოთქმის მსგავსი გაბმული ყეფა... ნიავივით
წავიდა ცხენი... ბაკში ცხვარი დონდგოლებდა და ბღაოდა... და-
ფეთებული შევარდა ქოხში... გიო პირქვე იყო ტახტზე წავარდნი-
ლი, ზევიდან თავისი შეკერილი ტყაპუჭი ეხურა, ცალი ხელი და
ფეხი ჰქონდა ჩამოვარდნილი ტახტიდან... გიო... გიო... გიო...
დაიძახა ევამ შეცვლილი ხმით, მაგრამ გიო მკვდარი იყო.
"...ჰოი, რა სწრაფია და დაუდგრომელი ბედნიერების ფრინ-
ველი, შემოფრინდება შენს ერდოზე, გაიჭიკჭიკებს, ერთ-ორს
ჩაიჟღურტულებს, ფეხს მოინაცვლებს, ფრთებს შეარხევს და
გაფრინდება, შეერევა ცის ლაჟვარდს... და მის ნაცვლად შავი
ფრთების ფრაშუნით დაგაცხრება ტანჯვა და ურვა... კლანჭებს
ჩაგარჭობს, გულს დაგიკორტნის და სასოს წარგიკვეთს..." თავი-
სი რომელიღაც ქადაგებიდან ამოუტივტივდა მამა ლუკას; და
დაზაფრულსა და შეწუხებულს, უსიამოვნო ფიქრებში ჩაფლულს,
თითქოს რაღაც თავსატეხი ამოცანა ჰქონდა ამოსაცნობი, უც-
ნაური და ამოუხსნელი ამოცანა.
კაკალქვეშ, გრძელ სკამზე ზის და დიაკვანსა და მგალობ-
ლებს ელის.
იქნებ არც იგვიანებენ... თვითონ ვეღარ გაჩერდა თავის სე-
ნაკში, სული ეხუთებოდა, არც ჯორზე შემოჯდომა მოისურვა, ფე-
ხით ჩამოიარა წმინდა გიორგის გრძელი ფერდა, სიარული გუ-
ნებას მიქარვებსო, აწეწილ ფიქრებს დამილაგებსო...

143 მკითხველთა ლიგა


ზევით, კალოს ბექზე მოზვრები ბღავიან...
დარბაზიდან გაბმული გოდება ისმის... "ჰოი, კაეშანო, სასტი-
კო და ულმობელო, ჰოი, გლოვის ძალმოსილებავ..." კაკლის
ხეს ფოთლები სწყდება და სწყდება ჩუმი წკაპუნით... კენწეროზე
ნელა ირხევა მოლაღურის დაცარიელებული ბუდე... რიყიდან
ცივი ნიავი ქრის... იქვე კაკალთან გიოს ნისლა ბალახს წიწ-
კნის... თავს აიღებს, ყელმოღერებული მოაჩერდება სივრცეს,
თითქოს მგოდებელი ქალების გაბმულ ბანსა და ევას შემზარავ
ამოკივლებას ყურს მიუგდებსო... "სარეცელნი მისნი ისრის პირ-
ნის მახვილნი... საწოლი მისი საჩხვლეტელი ლესული..."
გაღმა კლდეებს ნაცრისფერი დასდებიათ... ნაცრისფერია
ცაც...
– რა მოგვივიდა, მამაო, ეს რა დაგვატყდა... რამ მოგვიკლა,
რამა საღსალამათი... – ხმა ებზარება მაწიას, ხელები უმწეოდ
გაუშლია, მწუხარე ვედრებით მიმართავს მოძღვარს, – რო აპა-
ტიოსნებდნენ, საგანგებოდ დაათვალიერეს, არსად არავითარი
კვალი ძალადობისა...
– მაშინ რო იმდენი იავადა, თქვენ რო გამოარჩინეთ, მაწიავ,
იქნებ რაღაც ზადი დარჩა, იქნებ ჩუმად რაღაც აწუხებდა...
– არა, მამაო, შენი ჭირიმე, ის იყო და ისა, მას შემდეგ ფრჩხი-
ლი აღარ წამოსტკივნია...
ოჰ, რომ შემეძლოს, ოჰ, რომ ძალუძდეს "ტაბითა აღსდეგ! და
მან მეყსეულად აღიხილნა თვალნი თვისნი... " ლურჯი თვალე-
ბი... ყოველთვის მოულოდნელობას იგრძნობდა ხოლმე... სი-
კაშკაშის გამო... თითქოს გამოაბრჭყვიალაო წაბლისფერი, ხში-
რი წარბებიდან... "და იხილა რა პეტრე, წარმოსჯდა". არა, ჩა-
მოხტა ურმიდან, ანაფორის კალთაზე ემთხვია. "დაგვლოცე, მა-
მაო..." არც ახსოვს ასეთი განცდა სრულყოფილებისა, იშვიათი
განცდა, უიშვიათესი, ცოცხალი ადამიანისგან მოგვრილი.
– შენი იმედი მაქვს, მამაო, შენი ჭირიმე, ევა როგორმე უნდა
მინუგეშო. აღარ უნდა სიცოცხლე, გულქანს შიო რო არ დაედევ-

144 მკითხველთა ლიგა


ნებინა, ეხლა ცოცხალიც აღარ მეყოლებოდა. უსულოდ ეგდო
ქოხის წინა, სისხლში ცურავდა... მაშინვე გადმოვიყვანეთ თე-
ლავიდან დანილოვი, გაუკეთა, რაც გასაკეთებელი იყო, უნდა
დაწვესო, აუცილებლადაო... ღამეც არა წვება, მამაო, დღისით
ვინა ჩივის, ეგრე ჩაცმული ზის გიოსთან, გოდებს და გოდებს,
მადლი იქნებოდა ჩემთვის სიკვდილიო...
– ოჰ, ჩემო მაწიავ, გული მიწუხს... რით განუგეშო, არც ვი-
ცი...
მწუხარებითა აქვს მაწიასაც თვალები ამოღამებული, სა-
სოებით იწვდის ხელებს მამა ლუკასკენ, მერე ნისლას მიაპ-
ყრობს მზერას:
– ეს ცხენიც გულს მიკლავს, მამაო, კისერზე შემოხვია ხელი
ევამ... იმდუღრებოდა, ისე იმდუღრებოდა, გული შეუღონდა,
ძლივს გამოვარიდეთ...
"მამაო, ხედავთ, რა კვიცია! –ესმის მამა ლუკას გიოს ხმა, –
თუშებისაგან ვიყიდე ალავერდობას. ნახავთ, ორ-სამ წელიწად-
ში რა დადგება..."
ევას კი შაბიამნისფერი თავშალი დაუბორბლია თავზე, თავ-
შლის ფოჩები შუბლზე ჩამოშლია, დიდი ზურმუხტები თილისმა-
სავით უელავს ყვრიმალებთან, წმინდა გიორგის გორიდან ჩამა-
ვალი მზის გრძლად გამოძაბული სხივები მისდგომია მის მშვე-
ნიერ სახეს, ოქროსფერ შუქს ასხივებენ მისი საოცარი თვალები,
თითქოს საწყისი სიცოცხლისა ჩაბუდებულა ამ უცნაურ თვალებ-
ში...
– დამილოცნიხართ, შვილებო, დამილოცნიხართ, გწყალობ-
დეთ უფალი, იხარეთ და იმრავლეთ...
კარგად იხარეს... რიყისპირა გზაზე ხალხი მლოცველივით
მოედინება, სავსეა ეზოც მოსამძიმრეებით... "ჰო, ჰო, არსი ჩვენი
ცხოვრებისა ცვალებადობაა... და თუ ეს ასეა, ბერკეტები ამ ცვა-
ლებადობისა ხან სიკეთე იქნება და ხან ბოროტება... და ადა-
მიანიც ამიტომ არის ჩავარდნილი ბედისწერის ორომტრიალ-

145 მკითხველთა ლიგა


ში... აი, ახლა ყველა წუხს... უმტირალი ვერავინ ვნახე... და სწო-
რედ ბოროტების აუცილებლობის გამო... სწორედ უბედურების
გარდუვალობის გამო... სწორედ ეკალნარით მოფენილი გზისა
და სასოწარკვეთის გამო... გოლგოთის გამო საჭიროა ის უზე-
ნაესი ძალა, იდეა სიკეთისა და ნუგეშისა, ღმერთში განსხეულე-
ბული... და ასევე სჭირდება ადამიანს, იმავე ბოროტების გამო
უმაღლესი მსაჯული... მაშინ ერთადერთი რწმენა გამოდის, რო-
მელშიც შეიძლება გადაჭრას ადამიანმა თავისი პრობლემა...
ასეა ეს, ასეა..." ჯიუტად გაიმეორა თავის გუნებაში მამა ლუკამ,
თითქოს თავის ძმისწულ მაკასთანა და მის საქმრო არჩილთან
კამათს აგრძელებსო...
გიოს დასაფლავების შემდეგ, დიდი თხოვნის მიუხედავად, მა-
მა ლუკა არ დარჩა ქელეხში, ახალგაზრდების ქელეხს არას-
დროს ესწრებოდა, მხოლოდ სუფრა აკურთხა და გაჩქარებული
გაემართა თავისი სენაკისკენ... მაგრამ იმიტომ არა, რომ გიოს
სულისთვის ელოცა, არამედ იმის გამო, რომ გიო დაეხატა წმინ-
და გიორგის სახით. ვერა და ვერ იცილებდა ამ ხატებას... მარ-
თლაც, მუყაო მოამზადა, საღებავები გახსნა, მყუდროებისთვის
ბუხარში ცეცხლი შეანთო და ხატვას შეუდგა...
პაპაჩემი გრიგოლი ბებიას თურმე შინაურ მგოსანს ეძახდა.
აბა, ჩვენო შინაურო მგოსანო, რა დაგვიწერე და რა მოგვარ-
თვიო, თურმე ხუმრობით ეტყოდა ხოლმე. შობა-აღდგომას, თა-
ვისი შვილების დღეობებზე, წმინდანთა დღესასწაულებზე, თუ
სხვა ძლიერი შთაბეჭდილების შედეგად, ლექსებსა და ლოცვებს
შეთხზავდა ხოლმე. რომ გამოვიდოდა და სუფრასთან გაყუჩებუ-
ლი დაჯდებოდა, პაპა თურმე თავის შვილებს გადახედავდა:
ჩვენმა შინაურმა მგოსანმა, ეტყობა, კვერცხი დაგვიდოვო. ბები-
ას არასდროს არ სწყინდა პაპას ხუმრობა, იმიტომ, რომ ჯერ ერ-
თი, თავის მთხზველობას პირად ამბად თვლიდა და დიდად არ
მიაჩნდა და მეორეც, გოგლო უფრო უფრთხილდებოდა ამ ლექ-
სებს, ვიდრე თვითონ შინაური მგოსანი, რომლის ფარატინაზე

146 მკითხველთა ლიგა


მიწერილ ტაეპებსა და ლოცვებს სუფთად გადაწერდა ხოლმე სა-
ერთო რვეულში და თავის უჯრაში შეინახავდა საოჯახო რელიკ-
ვიად.
ჰოდა, გიოს სიკვდილის დროს ევას გოდებას ბებია ისე შეეძ-
რწუნებინა, ისე შეეძრა, რომ სახლში დაბრუნებულს ლექსი
დაეწერა. პაპა თვლიდა თურმე, რომ ბებიამ მწუხარების ჟამს,
რაღაც თვალსაზრისით, შეძლო განეჭვრიტა ევას შემდგომი
ცხოვრების მთავარი შინაარსი. აი, ის ლექსიც, პაპაჩემი გოგ-
ლოს ხელით გადაწერილი შავყდიან დავთარში:
"დამატყდა მეხი, /ჯოჯოხეთის გაჩნდა ხანძარი,/ იავარმექმნა
სიყვარულის წმინდა ტაძარი,/ ო, ტანჯვა ჩემდა, ულმობელი და
შესაზარი,/ აწ და მარადის... ვეღარ ვხარობდე მოხარულთ თა-
ნა,/ ავივსო რისხვით,/ ვეღარ ვტიროდე მტირალთა თანა,/ ბალ-
ღამად მექცეს, ამემღვრას სისხლი/ უსიყვარულოდ, ო, ვეღარ
მივწვდე სიკეთეს დიადს,/ ვერ განვეშორო, ვეღარ გავექცე ბო-
როტების უდაბურ წიაღს,/ არა ვიბრალო მტერი ჩემი,/ არცა მოყ-
ვასი,/ არ განვიკითხო, რომელსა შია... ვერ შევიმოსო აწ ნათ-
ლისა მე საჭურველი,/ და სამუდამოდ განუჭვრეტელს დავენთქა
წყვდიადს/. გულქვა ვაება დამეუფლოს მადლის წილადო,/ სი-
ცოცხლე ჩემი არ ჩავაგდო არცა ჩირადო, / ადამის მოდგმა მი-
ვიჩნიო არცა მღილადო, /ამპარტავნება შემომიდგეს, კად-
ნიერად მივიტაცო სიტყვა უფლისა/ რომ შურისგება ჩემი არს და
მევე მივაგო." ხოლო როცა მაწიამ თბილისიდან ყევარი ხარის
ურმით იტალიური ლაბრადორი ჩამოიტანა გიოს საფლავის-
თვის, ევას ტირილი წასკდა, მოეხვია თურმე რუსუდანს, მის სა-
ნახავად და სანუგეშებლად თელავიდან გადასულს და გულა-
მოსკვნით სთხოვა: საფლავის წარწერა შენ შემითხზე, ჩემო რუ-
სუდანო, შენ იცოდი ყველაზე უკეთ ჩვენი ბედნიერების თავი და
ბოლოვო. ბებიასაც დაეწერა "გიოს ეპიტაფია", რომელიც შემ-
დეგ კიდევაც ამოტვიფრა ქვისმთლელმა რამანამ. ახლაც ჩვენი
სოფლის სასაფლაოზე, დიდი ცაცხვის ქვეშ, ლაბრადორის მშვე-

147 მკითხველთა ლიგა


ნიერ ლოდზე იკითხება ბებიას შეთხზული სიტყვები: "იცოცხლე
დიდხანს,/ რომ თვალთა შენთა/ ნამი აპკურონ/ ჩემი სამარის გა-
დამხმარ ბალახს/. იცოცხლე დიდხანს,/ რომ შენთა ბაგეთ/ სიყ-
ვარულით კვლავ წარმოთქვან ჩემი სახელი./ ო, იდღეგრძე-
ლე, /რომ ჩვენს სიყვარულს,/ ვარსკვლავჩამქრალს,/ სვედაბნე-
ლებულს/სანთლად დაენთოს შენი სიცოცხლე".

148 მკითხველთა ლიგა


"სხვა სხვისა ომსა ბრძენია".

მე კინაღამ ცეცხლში ჩავაგდე ეს დაჭმუჭნული ქაღალდები...


ბებიამ ახლომხედველი ადამიანის დაეჭვებით გამომაყოლა
სწრაფი მზერა, გორგალი გამომართვა და ნელა, დაკვირვებით
დაუწყო გახსნა... ნეტავ რა მადანი უნდა აღმოეჩინა ამ აშმორე-
ბულ ქაღალდებში?!
სუდარის კერვას რომ მოვრჩით, მითხრა: ხომ იცი, მიცვალე-
ბულს რა უთქვამსო, ხორბალი თუ არა გქონდეთ, ბაგანი წამო-
ბერტყეთ, ნარჩენი მარცვალი ამოხვეტეთ და წანდილი მოგვი-
ხარშეთო, ჰოდა, ადექი ახლა, განჯინაში დაძებნე, შეუძლებე-
ლია ჩემს საწყალ ევას ცოტაოდენი ხორბალი მაინც არ ჰქონო-
დაო.
მე უკვე ლამის თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ ხელჩაქნეული
ადამიანის მორჩილებით წავედი განჯინისკენ, ჯერ მუშტები მივ-
ცხე განჯინის კარს თაგვებისა და ვირთხების შიშით, მერე გამო-
ვაღე, დამატებითი ულუფასავით გადავყლაპე განჯინიდან გამო-
ვარდნილი, შმორით გაჯერებული მძიმე ჰაერი, თვალების ცეცე-
ბით სიბნელეში ხელი მოვაფათურე და პირველივე თაროზე
მოწნული დიდი კალათა გავარჩიე. კალათა ტომსიკებით, ქილე-
ბითა და ქოთნებით იყო სავსე. ავიღე და ბუხართან მივიტანე.
ტომსიკებს აქა-იქ ვირთხების მსხვილი ცურცლი და ჩურჩისა და
მუხუდოს დაღრღნილი ნამუსრევი ეყარა... ბებიამ დახედა თუ
არა კალათას, მაშინვე გაახსენდა, სადაც ინახავდა ხორბალს
ევა და სიპით მჭიდროდ თავდაცულ ქოთანზე მიმითითა. მართა-
ლიც გამოდგა, თიხის ქოთანში მსხვილი, თეთრი საწანდილე
ხორბალი ეყარა. ქოთანი ამოვიღე და მაშინვე ისევ კალათას მი-
ვუბრუნდი, ბებია ადრევე მეუბნებოდა, ევას სახსოვრად რაიმე
წამოიღეო. ჩემი ყურადღება ქილებსა და პარკებს შორის ჩად-
გმულმა სპილენძის მომცრო თუნგმა მიიპყრო, ამოვიღე და კარ-

149 მკითხველთა ლიგა


გად შევათვალიერე, კოხტა თუნგი იყო, პირგანიერი, ლამაზად
მოყვანილი, ამოტვიფრული ყურით. აი, სწორედ ამ თუნგს ჰქონ-
და თავი დაცული ქაღალდების გორგლით, ბებიამ ცეცხლს რომ
გადაარჩინა და ახლა ფრთხილად ხსნიდა... თუნგს ჩავხედე,
ცეცხლის შუქზე რაღაც შავად თიმთიმებდა. თხლე გამოდგა, ტა-
ლახივით იდგა თუნგში, ჩამჟავებული და ჩაშმორებული. ეტყო-
ბა, შეჭამანდისთვის მოიტანა ბებია ევამ და მიავიწყდა...
გარეთ გავედი, თხლე გადავღვარე და თუნგში თოვლი ჩავყა-
რე. გულდაგულ თოვდა... მესიამოვნა გარეთ, სუფთა ჰაერზე...
სარდაფის გვერდით, საქათმეში მამალმა იყივლა, მაშინვე ქათ-
მების ხმადაბალი ჭუკჭუკი მოისმა...
ზევით, ფანჯრებს ავხედე. ნაპირა, ბაღისკენ გამავალი საწო-
ლი ოთახის ფანჯრიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა. თოვლის
ფანტელები პეპლებივით ირეოდა, ფანჯრის იქით კი მარო ალ-
ბათ, თავის კუროსთან კოტრიალობდა. მე განსაკუთრებით მა-
ღიზიანებდა ახლა, ამ თოვლში, ამ სითეთრეში, მამლის თავგა-
მოდებულ ყივილში მაროს ავხორცობის წარმოდგენა... თუნგი
დავდგი, გადათეთრებულ ბზასთან მივედი, ორივე მუჭით მოვ-
ხვეტე ბუჩქიდან თოვლი და სახე დავისრისე. მივუახლოვდი თუ
არა უშიშრად ბზის დათოვლილ ბუჩქს, მაშინვე ვიგრძენი, რა-
ტომ მაღიზიანებდა მარო, ის ხელს მიშლიდა აღმედგინა ბავშვო-
ბისდროინდელი მთრთოლვარე შეძრწუნება ღამეული ჩვენებე-
ბით: ბზის ბუჩქში სასიკვდილოდ დაჭრილი მნათე ჩაყუჟულა და
კვდება, ჩუმად, უდრტვინველად კვდება... ტუჩის კუთხეებიდან
სისხლი მოჟონავს. ზოგჯერ გაიბრძოლებს, ამოსუნთქვას მოკლე
სტვენას ამოატანს... და ისევ კვდება... სულ კვდება... მე ვცდი-
ლობ დავინახო მკვდარი მნათე, უსიცოცხლოდ ჩაკეცილი ბუჩ-
ქში, უკვე გაშეშებული და დაფიჩხებული... მაგრამ არა, თითქოს
მოსჯილი მქონდეს, ნიადაგ სულთმობრძავს ვხედავდე, ვხედავ-
დე ამოსტვენის დროს როგორ უთრთის ჩამოტყლარჭული ყელი,
როგორ ეკრუნჩხება ცვილისფერი ბებერი ხელები... რამდენჯერ

150 მკითხველთა ლიგა


უამბნია ბებია ევას: მომაკვდავმა მნათემ სპირიდონას დაუბარა:
ღრმა სამარე არ გამიჭრათ, სასთუმალიც ამიმაღლეთ, რომ მამ-
ლის ყივილი გავიგონოვო...
მე კიდევ მოვხვეტე ბზის ბუჩქიდან თოვლი, სახე კარგად და-
ვიზილე, რომ ძილი არ მომრეოდა, თუნგი ავიღე და სარდაფის-
კენ შევბრუნდი. სარდაფის გვერდით, საქათმეში, ისევ ყიოდა მა-
მალი...
ბებიას ამასობაში გორგალი გაეხსნა, გრძელი ნახევები ბუხ-
რის კალთაზე წყობისად დაელაგებინა. ხელში რაღაც მონაც-
რისფრო ქაღალდი ეჭირა და ჩაციებით ჩასცქეროდა. აბა, თუ
იპოვე, ბები, ნეხვში მარგალიტი-მეთქი, ღიმილით ვუთხარი და
ბუხართან ჩავიმუხლე თუნგის გასაწმენდად. თუნგს ძირი და მუ-
ცელი გამურული ჰქონდა და სანამ ბებია ხორბალს გაარჩევდა,
მინდოდა, ნაცრით კარგად გამეპრიალებინა. შენ წარმოიდგინე,
ვიპოვნეო, მითხრა ბებიამ და ქაღალდი გამომიწოდა. ეს იყო კი-
დეებშემოჭმული, ნესტითა და ობით დალაქულ-დაწერნაქებული
თაბახივით ქაღალდი, სიტყვები სანახევროდ იყო გადაშლილი,
ზოგან ხომ სულ არაფერი აჩნდა... მეც ბებიასავით ჩაციებით ჩა-
ვაცქერდი ქაღალდს, შმორის სუნი ცხვირში მცემდა... დასაწყისი
რამდენიმე სტრიქონი ვერაფრით ვერ გავარჩიე, მერე კი
ბორძიკ-ბორძიკით დავიწყე კითხვა: "სულამდე ხელი ჩაგვაწ-
ვდინეს, თავისუფლება მოგვისპეს... ჩვენს მონობაში ქვაც კი
ხმას ამოიღებდა, ჩვენ კი დაგვიმუწავს პირი და შეგინებულნი და
თავლაფდასხმულნი დადამბლავებულებივით შევყურებთ ერ-
თმანეთს..."
თავი ავიღე და ბებიას შევხედე.
– ვერა ხვდები, რა არის? – შემეკითხა და თავი რომ გავუქ-
ნიე, ვერ ვხვდები-მეთქი, მანიშნა, განაგრძეო.
მე ისევ ჩავაცქერდი გადაცრეცილ და დალაქულ სტრიქონებს
და ჯახირით განვაგრძე კითხვა:

151 მკითხველთა ლიგა


– მეტი მოთმენა შეუძლებელია... ის, ვინც დედამიწას გული
გაუხსნა და ზურმუხტად აახავერდა, ვინც ტყეები გაჩეხა და სოფ-
ლები გააშენა, ვინც წელებზე ფეხს იდგამს და დღემუდამ ოფლს
იწურავს, ის ხალხი გლეხკაცობაა და, აი, სწორედ ეს ხალხია
დღეს სიღარიბესა და შიმშილობაში ჩავარდნილი... დიახ, მეტი
მოთმენა შეუძლებელია... – ამ ადგილას სულ აღარ იკითხებო-
და არაფერი, მე თვალი ჩავაყოლე ქაღალდს და ბოლოში რამ-
დენიმე მკაფიოდ შემორჩენილი სტრიქონი წავიკითხე: – წყევლა
და სიკვდილი საზიზღარ მთავრობას, რომელმაც ასე ახლართ--
დახლართა ჩვენი ცხოვრება. როგორც ძაღლისაგან ბატკანი ვერ
დაიბადება, ისე ამ მთავრობისაგან სიკეთეს არ უნდა ველოდეთ.
მაშ, ძირს მუქთაყლაპიები, ძირს თვითმპყრობელობა! – ქაღალ-
დი გადავატრიალე, მეორე მხარეს არაფერი ეწერა.
– ახლა ხომ მიხვდი, რაც არის? – მომეშველა ბებია, – რო-
გორც მახსოვს, ჩვენს მუზეუმში პირველი რევოლუციისდროინ-
დელი პროკლამაციები არც უნდა ჰქონდეთ, ჰოდა, გააუთოვებ
ნელი უთოთი მეორე მხრიდან და ხვალვე წაუღებ სანდროს. ალ-
ბათ, ამ სამუზეუმო ექსპონატებს ახლა უკვე სიზმარშიც ხედავს.
პირი დავაღე, როგორ, ეს პროკლამაციაა-მეთქი?
დიახ, პროკლამაცია გახლავსო, თავის ქნევით მითხრა ბები-
ამ.
– აი, ეს კი, – და ბუხრის კალთაზე წყობისად დალაგებული
ქაღალდები ერთმანეთის მოყოლებით გაშალა, – გაზეთი
"ბრძოლაა", ხედავ?"
რა თქმა უნდა, ვხედავდი, მით უმეტეს, მთელი სათაური ერთ
ნახევზე იყო მოხვედრილი.
– 1902 წლის მეოთხე ნომერია... მე მგონი, სჯობს ასევე ნახე-
ვებად წაიღო მუზეუმში, სანდრო თავისებური გულმოდგინებით
მოუვლის და აღადგენინებს.

152 მკითხველთა ლიგა


– კი მაგრამ... – ვთქვი და თან ბუხრის კალთაზე გაშლილ ნა-
ხევებს თვალი ჩავაყოლე, – ბებია ევას განჯინაში საიდან მოხ-
ვდა ეს ექსპონატები? ან პროკლამაცია და ან ეს გაზეთი?
– როგორ! – ხმას აუწია ბებიამ და საყვედურით შეიჭმუხნა
თავისი გაქუცული წარბები, – ნუთუ აღარ გახსოვს სპირიდონის
რევოლუციონერობის ამბავი?! ცოტა ხნის წინ ანდერძად გიბა-
რებდი მართალი სიტყვის სამსახურს და შენ თუ ასე სწრაფად
დაივიწყე შენიანების ისტორია, კაი დახლიც დაგიდგება!
მე იქით შევუტიე: სპირიდონა რომ მოკვდა, ჯერ არც
დავბადებულიყავი-მეთქი და ბებია ევამ ამ სარდაფში რომ შე-
მოგვიფარა, პატარა ოქტომბრელს შეიძლება ყველაფერი არც
დამხსომებოდა, რასაც თქვენ ჰყვებოდით-მეთქი და თუ ასე
გწყდება გული, მადლობა ღმერთს, ნახევარი ღამე წინ გვიდევს
და ჩვენც ყარყუმებივით შევყურებთ ერთმანეთს-მეთქი.
მე კიდევაც გამიხარდა, ახალი სალაპარაკო თემა რომ გაგ-
ვიჩნდა, ჩვენს საქმიანობასა და მიცვალებულთან ღამის თევას
ცოტათი მაინც გაახალისებდა.
– ძალიან კარგი, ძალიანაც კარგი... – გახალისდა ბებია, რა-
კი დაინახა, რომ მეც დავინტერესდი სპირიდონას ამბით: ბებიას
ხომ არაფერი ისე არ იზიდავდა, როგორც წარსულის, გარდასუ-
ლი ამბების რკვევა და ჩხრეკა, იზიდავდა მას დინჯი თხრობაც და
პოლემიკური პათოსიც და თუმცა ამ სარდაფში ყოფნისას და
შემდეგ მაკასთანაც, "ისტორიული ქარტეხილების" მომსწრე (ა-
სე ამბობდა ხოლმე მაკა) სამი მანდილოსნის გვერდით ბევრი
რამ გამეგონა, ბებია შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა და ყო-
ველთვის მიესწრაფოდა მინავლული მოგონებების გაცოცხლე-
ბასა და გაცხოველებას, ამას ის თავის მოვალეობად თვლიდა, –
რაკი ღმერთმა ჩვენ ერთმანეთის თავი გვარგუნა, – გამიმეორა
კიდეც თავისი შეგონება, – ჩვენი ვალია, გავიგოთ ერთმანეთისა
და ჩავუღრმავდეთ ერთმანეთს...

153 მკითხველთა ლიგა


– მე უკვე ჩავიცვი აკვალანგები, მზად ვარ დავეშვა ფსკერზე!
– სიცილით ვუთხარი და კვლავ დავხედე გაზეთის ნახევებს...
– რევოლუცია! – მკვახედ შესძახა ბებიამ და მუშტი შემართა,
– ასე მგონია, არცერთი სიტყვა ასე არ მძულს! რა იქნებოდა
მსოფლიო რევოლუციების გარეშე, ვერ გეტყვი, ცხადია, დიდი
დრამატიზმი და ტრაგიზმი მოაკლდებოდა, მაგრამ როცა
უშუალოდ შენ გატყდება თავს რევოლუციის მეხი და მედგარი,
როცა იფეთქებს ძალადობა და უმეცრება, მკვიდრი საყრდენები
თუ არა გაქვს, – და ვისა აქვს ასეთი საყრდენები, ერთ-ორს,
მეტს კი არა, – წავიდა ალაოზე სინდის-ნამუსი და გაირყვნა სიტ-
ყვა... მაგრამ, საუკუნის დასაწყისში ასე არავინ ფიქრობდა და
ყველას რევოლუცია ეკერა პირზე, თქვენც ხომ სკოლაში ამას
გასწავლიდნენ და მართლაც, საითაც არ გაიხედავდი, რევოლუ-
ციურად განწყობილ, რევოლუციურად მოაზროვნე, რევოლუ-
ციური სულისკვეთებით გამსჭვალულ ადამიანებს დაინახავდი,
ყოველივე პროგრესულსა და მოწინავეს დამპალი ცარიზმის რე-
ვოლუციის გზით დამხობას უკავშირებდნენ... აბა, ერთი დახედე
ამ ლექსსა! – ბებიამ გაზეთის ერთ ადგილზე მიმითითა, სადაც
კარგა მოზრდილი ლექსი (დავთვალე და რვა სტროფი გამოვი-
და) იყო დაბეჭდილი, – საპირველმაისო ლექსია, ასე ვთქვათ,
რევოლუციური მგზნებარებითა და პათოსით სავსე.
– არ მითხრა ახლა, რომ სპირიდონას ლექსია! – ვთქვი და
ლექსიანი მონახევი ავიღე.
– ასეთ ლექსს მაშინ ვინც გინდა, ის წერდა, მით უმეტეს, სპი-
რიდონა, არჩილის მოწაფე, არჩილ აბელიშვილის, თელავის
რევოლუციური უჯრედის მესვეურისა და სულისჩამდგმელის,
სწორედ მან აიყოლია ხიფათიანი და დაუდგომელი ცხოვრების
მოყვარული ახალგაზრდები, ვითომ ქვეყნის ბედი რომ აღელ-
ვებდათ, სინამდვილეში კი ყველას ტვინს უბნელებდა ხელისუფ-
ლების წყურვილი და ტკბილი კვერი...

154 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ ვიყოთ ობიექტურები, ბები, იდეურებიც ხომ იყვნენ
მათ შორის, გარიჟრაჟზე მაინც, თუნდაც იგივე პაპა არჩილი...
– ღმერთო ჩემო! – გაწყრა ბებია, – იდეურები?! იდეურები!
და შენ ამბობ ამას?! სერიოზულად?! რას ნიშნავს იდეურები, გა-
მაგებინე ერთი, რა სიტყვაა ეს! ბოლშევიკების მოგონილი ცრუ
სიტყვა, რომლის უკან ძმათა მკვლელობა და ღვთის გმობა იმა-
ლება, თუმცა რაღა იმალება, იგულისხმება თვალთმაქცურად და
ყოვლად უტიფრად! იდეურობის სახელით მათ შეეძლოთ, ილიაც
მოეკლათ და მთელი ქვეყანაც ციხედ ექციათ და ციხის კედლებ-
ზე იდეური ლოზუნგები გაეკრათ, ყველაზე იდეური საბჭოთა ცი-
ხეაო! შენ თუ ასეთ სიტყვებს წარმოთქვამ პროტესტისა და ზიზ-
ღის გარეშე, სიცრუის მსახურებს ამოუდგები მხარში, გესმის?
გესმიის!
ბებიამ მუხლზე მარწუხივით მომიჭირა ხელი, ფრჩხილები
ჭანგივით ჩამასო და ეცადა შევენჯღრიე... საწყალი ბებია, ნამ-
დვილად გიგის ღალატად ჩამითვალა და ამიტომ გამწარდა, მე
კი პაპა არჩილის ხსენებაზე მყისვე ჩიკო დამიდგა თვალწინ, ჩე-
მი დაუვიწყარი ჩიკო:
– ბავშვობაში როგორ შევნატროდი ჩიკოს, ასეთი "დიდი კა-
ცი" პაპა რომ ჰყავდა, მერე კი რა გამოვიდა, შენთვის არც მით-
ქვამს, ჩიკო შემეცოდა და იმიტომ... მაშინ იყო, ამ სარდაფში
რომ ვიყავით ბებია ევასთან... ახალ ბაღში წაგვიყვანეს და ჩიკო
შემეხვეწა, ზევით გამომყეო. მათი სახლი ხომ ბაღის თავში იყო
და სწორედ თავიანთ სახლს გულისხმობდა. ჩვენ "კარმაქსის"
ძეგლთან თოვლში ვთამაშობდი... გავიქეცით ზევით და რა ვნა-
ხეთ, სწორედ ბარგი გამოჰქონდათ, ხომ გახსოვს, რა მშვენიერი
ავეჯი ჰქონდათ და დეიდა ალისას ის არაჩვეულებრივი მცენა-
რეები. ყველაფერს თოვლზე ჰყრიდნენ, სახლში კი ფანერის სა-
წერი მაგიდები და კარადები შეჰქონდათ... თოვლზე ეგდო პაპა
არჩილის დიდი სურათიც, ძია ლექსოს თავის კაბინეტში, სავარ-
ძლის თავზე რომ ეკიდა. ჩვენ სვეტს ამოვეფარეთ და გათანგუ-

155 მკითხველთა ლიგა


ლები და თვალებდაჭყეტილები ვუთვალთვალებდით, რა ხდე-
ბოდა. ის იყო შევნიშნეთ პაპა არჩილის სურათი, ის იყო ჩიკო შე-
ირხა, რომ ახალგაზრდა კაცი დასწვდა სურათს, მოჩუქურთმებუ-
ლივით შავი ჩარჩო მოგლიჯა, სურათი გამეტებით დაანარცხა,
ფეხით შესდგა, დავინახეთ ცალი ქუსლი სახეზე როგორ დაუტ-
რიალა პაპა არჩილის სურათს, მერე კი დააფურთხა, ფუო,
დაიძახა და ჩარჩოთი ხელში ისევ აირბინა კიბეები...
– ოჰ, ოჰ, ჯოჯოხეთია მოსაგონებლად, როგორც პოეტი იტ-
ყოდა... – თქვა ბებიამ, – ჯობს ისევ ჩვენს თეთრ ვირს მოვუბ-
რუნდეთ, ანუ სპირიდონას, ის მაშინ ბოზორჯიანცის თამბაქოს
ქარხანაში მუშაობდა მუშად, მერე კი ისევ თელავში დაბრუნდა
არჩილის მითითებით და არჩილისავე თაოსნობით სოფლებში
პროკლამაციებს ავრცელებდა, ახალი დროების თავგამოდებუ-
ლი ქალების ხელით დაწერილ პროკლამაციებს...
მე ისევ დავხედე "ბრძოლის" მონახევს:
– ხმამაღლა წავიკითხო ეს ლექსი?
– აუცილებლად, აფსუსია, სმენა არ დავიტკბოთ და არ გავხა-
ლისდეთ...
მეც დავიწყე:
– ავაფრიალოთ წითელი დროშა, ნუ შევუდრკებით ქარიშ-
ხალს, მეხსა! ძმებო, არ ვენდოთ ცარიზმის როშვას, ბრძოლის
ყიჟინით ვეკვეთოთ მტერსა!
შემდეგ ლექსში მხილებული იყო ცარიზმის სისასტიკე და და-
უნდობლობა, ციხე, დევნა, ბორკილები, სახრჩობელები, ციმ-
ბირში გადასახლება... და ყოველი სტროფი ლექსისა მთავრდე-
ბოდა მოწოდებით "ბრძოლის ყიჟინით ვეკვეთოთ მტერსა!" ლექ-
სის კითხვა რომ ჩავათავე, ხელმოწერას დავხედე, ბრჭყალებში
ჩასმულ "ნაღარას" და იმდენად ვერ დავუკავშირე ეს სიტყვა ზე-
მოთ, ყარაბაღულ ხალიჩაზე გაკრულ, ჩამოქრუშული კაცის სუ-
რათს, ისევ შევხედე ბებიას დაეჭვებით:
– ნამდვილად იცი, რომ ეს "ნაღარა" სპირიდონაა?

156 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა... პოლიკლინიკაში და შინსახკომში ყოფი-
ლიყო ცნობებისათვის და სულის მოსათქმელად ჩემთან შემოვი-
და. ჰოდა, გაზეთიც თან ჰქონდა წამოღებული, როგორც ყოფი-
ლი რევოლუციონერობის დამადასტურებელი ნივთმტკიცება.
ბებიამ შუბლი შეიჭმუხნა, გაზეთის მონახევები და პროკლა-
მაცია წამოკრიფა და მაგიდაზე გადადო, ეს ამბები რომ მორჩე-
ბა, სანდროს წაუღებ მუზეუმშიო, მითხრა, მერე კი ისევ ქოთანზე
მანიშნა:
– დამიყარე ახლა ხორბალი გასარჩევად და შენც თუნგი გაწ-
მინდე...
ქოთნიდან საწანდილე ხორბალი წამოვყარე ხის ტაბაკზე და
ბებიას მუხლებზე დავუდგი.
– მე კი მახსოვს კარგად სპირიდონას გადიდებული სურათი,
მაგრამ ფოტო მაინც ფოტოა და ცოცხალი როგორი იყო? –
ვკითხე ბებიას.
– უშნო არ ეთქმოდა. პირიქით, სწორნაკვთადი კაცი იყო.
შავყვითელი, ჩამოგრძელებული სახე ჰქონდა და შეყრილი წარ-
ბები.
აქანდაზით ბუხრის კუთხიდან ნაცარი გამოვხვეტე, ქეთლი-
დან ცოტაოდენი წყალი დავასხურე, ჩვარი მოვიმარჯვე და ბუხ-
რის კალთაზე ჩამოვჯექი:
– თვალები როგორი ჰქონდა, "სარკე სულისა?"
– თვალები? – ბებია ჩაფიქრდა, ერთხანს ჩუმად არჩევდა
ხორბალს, ნელა აცაცუნებდა ხის ტაბაკზე თავის დაკოჟრებულ,
მიბრეცილ მტევნებს, ასე მეგონა ხორბლის რჩევასთან ერთად
ფიქრის უხილავ ძაფს ართავდნენ ეს ხელები. მათი მოძრაობა
თანდათან თითქოს შინაგან რიტმს დაემორჩილა და ხალისიანი
გახდა, – გამახსენდა, – თქვა ბოლოს კმაყოფილი კილოთი, –
მაინც მწყინდა, რომ ვერ ვიხსენებდი.
– ოჰოჰოჰო, ვინც არ გიცნობს, შენს თავმომწონეობას საზ-
ღვარი არა აქვს, ბები – სიცილით ვუთხარი.

157 მკითხველთა ლიგა


– ვითომ რატომაც არა?! იმ უკანასკნელ დღეს მე რომ შემო-
ვიყვანე, არჩილს ჰგავდა, ხელი მივაშველე, ასე ხელიხელ წამო-
ვიყვანე და ჩვენს სასადილოში ტახტზე დავაწვინე. მძიმედ სუნ-
თქავდა, წამლის და შმორის ოხშივარი ამოსდიოდა გვამიდან.
აქვე, შინსახკომში ყოფილიყო და სულის მოსათქმელად შემო-
ვიყვანე... სიტყვა მინდა ჩაგაბაროვო, აი, ასე მითხრა, მაგრამ
მერე ის "სიტყვა" აღარ ჩაუბარებია, შემდეგისთვის იყოსო. ვა-
ნომ წაიყვანა. მერე მთელი დღე სპირიდონზე ვფიქრობდი... აი,
სწორედ მაშინ წარმომიდგა ნათლად პავლე მოციქულის სიტ-
ყვები რომაელთა ეპისტოლედან... – ბებიამ წარბებს ქვეშიდან
ამომხედა და როგორც ყოველთვის, მარჯვენა ხელი ასწია: –
"რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს; მალე არიან
ფერხნი მათნი დათხევად სისხლისა, შემუსრვა და უბადრუკება
არს გზათა მათთა; და გზა მშვიდობისა არა იცნეს. არა არს შიში
თვალთა მათთა".
– მნათეს შვილობილი და ასეთი უღმერთო! – წამოვიძახე მე
გულისტკივილით, – "არა არს შიში წინაშე თვალთა მათთა..."
მნათე ხომ ისეთი ღვთისნიერი იყო!
ისევ ამოვაწე ნაცარტუტში ჩვარი და გაგულისებით გავუსვი
თუნგის ძირს.
– მნათე! მნათე ნახევრად ღვთის გლახა იყო და სპირიდონას
ნამდვილი მამა, ზორბა კი მთისოდენა ყაჩაღი, ერთ დაჯდომაზე
ექვს ხელადა ღვინოს ნთქავდა და კაცის მოჭრილ თავს ყარფუზს
ეძახდა. ერთხელ ღამით საყვარელთან მისულიყო და დედაკა-
ცო, ხურჯინს მიხედე, ყარფუზი მოგიტანეო, ეთქვა. ჩაეყო ხელი
ქალს ხურჯინის თვალში და წვერულვაშიანი თავი კი შერჩენოდა
ხელში... თვითონ კი თურმე როხროხებდა: მოუხდებათ ჩემს
მტრებსაო! ამ ამბავს ზორბას რამდენიმე საყვარელი ჰყვებოდა
თურმე, არა, მე მომართვა "ყარფუზი", არა მეო... შეიძლება მარ-
თლა ყველას მიართვა სხვადასხვა "ყარფუზი", ან იქნებ ერთი და
იგივე შემოუტარა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

158 მკითხველთა ლიგა


– საყვარლები ბლომად ჰყავდა?
– უჰ, თავისი დღე და მოსწრება თურმე ხონჯარშეხსნილი
დაიარებოდა!
– სპირიდონას დედაც ზორბას საყვარელი იყო?
– რაა! საწყალ თებროს ზორბას საყვარლობა არ ღირსებია,
ეს მისთვის მეტისმეტი პატივი იქნებოდა, ერთხელ შეეცდინა
თურმე და მიეგდო! მაშინ ჯერ ყაჩაღად არ იყო გასული, თურმე
დილიჟანსზე იჯდა და თელავსა და თბილისს შორის დააგ-
რიალებდა ცხენებს. თებრო ვახვახიშვილების მოახლე გოგო
იყო, კნეინა ანიკოს ამოეყვანა ხორხლიდან, ღარიბ-ღატაკები
იყვნენ თურმე და მადლს მოვისხამო, ეფიქრა, გაიზრდება და გა-
ვათხოვებო. საქმეებისგან რომ მოიცლიდა, ბატებსა და ინ-
დაურებს გარეკავდა ხოლმე ნადიკვრის ფერდაზე სამწყსოდ,
ზორბაც ზოგჯერ დილიჟნით სწორედ ნადიკვრის ქვევით ჩაგრი-
ალდებოდა ხოლმე, სამხედრო პოლკიდან ჩინიანი მგზავრის წა-
საყვანად, ჰოდა, შეემჩნია თმაგაწეწილი თებრო, კალთააწეული
რომ უგლეჯავდა ჭუკებს ნაცარქათამასა და მატიტელას. ზორბა
თურმე რაღაც თავისებურად უწრუწუნებდა ცხენებს და თებრო
ცხენების თქარათქურისა და, რაც მთავარია, ზორბას იმ გულის-
გამგმირავ დაწრუწუნებას რომ გაიგონებდა, ჩამოწეწილ თმებს
უკან გადაიყრიდა და დაგლეჯილ მატიტელას დაუქნევდა ამწვა-
ნებული ფერდობისკენ კისერმოღრეჯილ მედილიჟანეს. ჰოდა,
ერთხელაც, მგზავრები რომ მიერიგ-მოერიგებინა, ქვევიდან
ამოევლო, ცხენები იქვე მიეყენებინა, კოფოდან გადმომხტარი-
ყო, ფერდა ამოერბინა და თმაგაწეწილი თებრო სახელდახე-
ლოდ გაეგორებინა ბუჩქებში... მერე ისევე ჩაერბინა ფერდა,
შემხტარიყო კოფოზე, თავისებურად დაეწრუწუნა ცხენებისთვის
და თქარათქურით გაგრიალებულიყო.
სულ მალე თურმე თებრო გაითქვირა, გვერდები განზე
გაუვიდა, გახორხლილი სახე გადაეწმინდა და მუცელიც წა-
მოეზარდა. საწყალი, რაღას არ აკეთებდა თურმე, რომ მუცელი

159 მკითხველთა ლიგა


როგორმე მოეშორებინა: შემოიკეცდა კაბის კალთებს, გაწვებო-
და და ნადიკვრის ფერდას სულ გორიგორით ჩაათავებდა... შედ-
გებოდა თურმე კიბის თავზე, გაშლიდა ხელებს, წაიხრებოდა,
აიქნევდა კურტუმს, გადმოხტებოდა... და დაეზღართებოდა...
ერთი სიტყვით, ძალს თებრო და ძალს უკანონოდ ჩათესლილი
ნაყოფი, რომელიც არც ხტუნვას ეპუებოდა, არც გორაობას, არც
მუცელში წაშენილ მუშტებს და მით უმეტეს, აინუნშიც არ აგდებ-
და თებროს ცრემლებსა და სასოწარკვეთას, ყველას ჯიბრზე იზ-
რდებოდა და მწიფდებოდა. საწყალ თებროს საქმე ხელში უჩერ-
დებოდა, მიდგებოდა კუთხეში და ჩუმად იმდუღრებოდა. ერთხე-
ლაც კნეინა ანიკოს დაენახა ბალკონიდან: დგას თებრო შუა
ოთახში და გადმომსკდარ ცრემლებს მტვრის ტილოთი იწმენ-
დავს, სახე შავადა აქვს ალესილი. რა იყო, გოგო, რა მოგივი-
დაო, წამომდგარიყო და შესულიყო ოთახში. თებროს თურმე
მოწოლილმა ბოღმამ გამოხეთქა, ფეხებში ჩაუვარდა კნეინას და
კაბის კალთა დაუკოცნა, შემიბრალეთო. ხომ არავინ შეგაცდი-
ნაო, მაშინვე ის ეთქვა და თებროსაც ტირილი უფრო ავარდნო-
და. მეტი რაღა გზა ჰქონდა, გასტყდომოდა და შევედრებოდა: ნუ
გამაგდებთ, ქალბატონო, ნუ დამტოვებთ ულუკმაპუროდ, ჩე-
მიანები, მოგეხსენებათ, შიმშილითა ფართხალებენ, თავისი
უბედურებაც ეყოფათ და ეგრე თავლაფდასხმული ვერ მივადგე-
ბიო. თან სადღაც შიგნით იმედი უჭიატებდა, იქნებ ბატონი გამო-
მესარჩლოს, მოელაპარაკოს იმ პირქვე დასამარხ ზორბას და
ნამუსი მოაწმენდინოსო, ოღონდ ყასიდად მაინც დაიწეროს ჯვა-
რი და აღარაფერს არ დავეძებო. კნეინა ანიკო კეთილი და
ღვთისმოსავი ქალი იყო, შეეცოდა მოახლე გოგო და ქმარს
მოელაპარაკა. ითაკილა თურმე თავადმა გიგომ, როგორ თუ იმ
მამაძაღლმა მოახლე გამომიორსულაო და მოურავი გაუგზავნა
მედილიჟნეს. მაგრამ ყურებჩამოყრილი დაბრუნდა მოურავი:
შემოგითვალათ, ბატონო, სხვისი ნატვლეპი ჯამი ერთხელ ავ-
ტვლიპე და მეყოფაო, მე რა დაბალი ღობე მნახა, საკუთარ შვი-

160 მკითხველთა ლიგა


ლებს მოჰკითხოსო. გაბრაზდა თურმე ბატონი გიგო, შემოჰკრა
ტაში და ყველას ბალკონზე მოუყარა თავი, თავის ექვს ვაჟსაცა
და საწყალ თებროსაც. ერთ მხარეს ბიჭები ჩაამწკრივა, მეორე
მხარეს, სკამზე თებრო დასვა, შუაშიც თვითონ დაბრძანდა და
კნეინა ანიკოს წინააღმდეგობის მიუხედავად ბჭობა გამართა.
ჰაიტ, თქვე მამაძაღლებო, თქვენა! ავი ბუღა შინაურს წაახტე-
ბაო, თქვით ეხლავე, რომელმა გამოაორსულეთ ეს საწყალი გო-
გოვო, ფარნა, შენაო?! არა, დედა არ მომიკვდესო! – შესძახა
თურმე სულ უფროსმა, ცხრამეტი წლის ფარნამ. რევაზიკა, შენა-
ო?! არა, მამა არ მომიკვდესო! – დაიძახა ფარნას მომდევნო რე-
ვაზიკამ. ანდო, შენაო? ღმერთი გამიწყრეს და ეშმაკმა დამლახ-
ვროს! – შეჰფიცა ანდუყაფარმაც. დანარჩენებმაც ასევე იუარეს
თორმეტი წლის თაზოს ჩათვლით, რომელიც თვალებდაჭყეტი-
ლი მისჩერებოდა ხან თებროს, ხან თავის ძმებს, ეტყობა, მოს-
წონდა მთელი ეს თამაშა და მამა რომ აღარ შეეკითხა, ითაკი-
ლა, როგორ თუ ძმებს უნდა ჩამოვრჩეო, ორი ნაბიჯი წინ წამოდ-
გა, ფეხი ფეხს მიარტყა და მთელი ხმით შესჭყივლა: ღვთისმშო-
ბელმა დამკრუნჩხოს და დამაკუტოს, თუ ეს მანდილოსანი მე
გა-მო-მე-ორ-სუ-ლე-ბი-ნა-ო. ბიჭებმა ჩაიფხუკუნეს, ბატონმა
ულვაშებზე ხელი გადაისვა, ჩაახველა და საწყალ თებროს მიუბ-
რუნდა, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა სკამზე და ჩუმად იმ-
დუღრებოდა: აბა, დაზარალებულო თებრო, შენ რაღას იტყვიო?
თებრომ ძლივს ამოილუღლუღა: "მართალს ამბობენ, ბატონო,
ჩემთვის ხელი არავის უხლია". "ეგ ძალიან კარგი, რომა ჩემი ბი-
ჭები არაფერ შუაში არ ყოფილან, მაგრამ ამას რას ამბობს ზორ-
ბა, სხვისი ნატვლეპი ჯამიო, ვინ გტვლიპა, გოგო, კიდევა, ჰაა?"
"არავის არ ვუტვლეპივარ... ბატონო... ზორბას მეტსა". "სადა
გტვლიპა მერე, გოგო, სადა?" "ნადიკვრის ფერდობზე ჭუკების-
თვის ნაცარქათამას და მატიტელას ვგლეჯდი ხოლმე და იქ მო-
მატანა". "მატიტელა! აი, შე ტრაკტიტველა შენა! – დაიძახა ბა-
ტონმა, – შემომფიცე რომა ზორბამ შეგაცდინა და თანაც ეგეთ

161 მკითხველთა ლიგა


ცილსა გწამებს, შემომფიცე და გაპატიებ! მაგრამ! გააჩენ თუ არა
ნაბიჭვარს, ზორბა თუ არ დანამუსდება და არ შეგირთავს, იმის
დევნას თავი უნდა გაანებო! თუ შეგატყობ კალთააწეულ ხეტი-
ალსა, გუდა-ნაბადს აგიკრავ კიდეც იცოდე! წადი და უყარე კაკა-
ლი შენი ბუშიანადა!" თებრომ, რა თქმა უნდა, გულმხურვალედ
შეჰფიცა, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ თვეში იყო უკვე ჩამდგა-
რი... თურმე მუცელი ცხვირზე ეკიდა... რომ...
ბებია ერთბაშად დადუმდა... მზერა სადღაც წაუვიდა, ხორ-
ბლიან სინზე ხელები გაეფარჩხა და გაუშეშდა... სკამზე შეტორ-
ტმანდა...
თუნგს ხელი ვუშვი, წამოვხტი, ბებიას მივვარდი, ხორბლიანი
სინი გაფარჩხული ხელებიდან გამოვაცალე, ბუხრის კალთაზე
გადავდგი, ჩავიმუხლე, ცალი ხელი ბებიას შემოვხვიე და მივიყ-
რდენი, მეორე ხელით კაბის კალთა ავუწიე და შიდა ქვედატანის
დიდი, ჭრელი ჯიბიდან ორი შუშა ამოვიღე, ერთი იქვე კალთაში
ჩავუგდე, მეორეს თავი მოვხადე და ცხვირთან მივუტანე... ერ-
თხელ და ორჯერ არ მენახა ბებიას გულღონება. პირველად 24
წელს დამართნოდა, უფროსი ვაჟი, დედაჩემის უფროსი ძმა გიგი
რომ დაუხვრიტეს, გვამი რომ მოიპარეს დედამ და დეიდამ გი-
გოსგორიდან და ჩვენს ეზოში ჩუმად დამარხეს. ჰოდა, ბებიას
გულღონობას სხვა დროსაც არაერთხელ შევსწრებივარ, მაგრამ
ყოველთვის ელდა მეცემოდა ხოლმე გაფარჩხული ხელებისა და
უსიცოცხლოდ ჩამოვარდნილი თავის დანახვაზე. ახლაც შეშინე-
ბული და დაბნეული შევყურებდი ბებიას განაცრისფრებულ სა-
ხეს, უმოძრაო ნაკვთებს, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ აღარ ეტ-
ყობოდა და ხან ნიშადურს ვასუნებინებდი, ხან ვუზელდი ხე-
ლებს, თან ჩავძახოდი: ბები, ბები, აბა, გამოიხედე, აბა, თვალი
გაახილე-მეთქი... როგორც იყო, შეერხა გაქუცული წარბები, გუ-
ლი მოუბრუნდა და ღრმად ამოისუნთქა... თვალები კი ისევ ეხუ-
ჭა, სანამ სულ გამოგონდებოდა, თვალს ვერ ახელდა. მაგრამ
ახლა ხელების ფათურს მოჰყვა, მუხლებზე სინი რომ აღარ დახ-

162 მკითხველთა ლიგა


ვდა, თვალები გაახილა და ენის ბორძიკით მკითხა: – ხორბალი
ხომ არ დამიბნევიაო? არა ბატონო, არ დაგიბნევია, აგერ შენი
გარჩეული ხორბალი-მეთქი. მობოდიშებისა თუ მოფერების ნიშ-
ნად ხელზე ხელი მომითათუნა და წამლის შუშა გამომიწოდა. სა-
ერთოდ, წამლებს ვერ იტანდა, თავისი გულღონების დროს ორა-
დორ წამალს სცნობდა და ხმარობდა: ნიშადურის სპირტსა და
ვალერიანის ნაყენს. ჩაფურიდან ჭიქაში ცოტაოდენი წყალი ჩა-
მოვუსხი, ვალერიანი ჩავუწვეთე და დავალევინე. ახლა აღარა
მიშავს რაო, – მითხრა, მაგრამ ფერწასული და გასავათებული
თვალებს საცოდავად წკურავდა. ასეთი შეტევების შემდეგ ძალ--
ღონე ეცლებოდა და ყოველთვის ძილად მიეგდებოდა ხოლმე.
ამიტომაც ვუთხარი, მოდი, ცოტა დაიძინე-მეთქი. დამნაშავესა-
ვით შემომხედა: ხუთ წუთს მართლა დავხუჭავ თვალს, თორემ
ასე უდროო დროს უარესი არ დამემართოსო. წამლის შუშები
აიღო და ისევ დიდ, ჭრელ ჯიბეში ჩაიდო. ასეთ დროს ამ ჭრელი
ჯიბის დანახვა გულს გამიკენწლავდა ხოლმე. ძნელია სულ
თალხის ტარება, ჩემო გოგო, ძნელიაო, – რამდენჯერ უთქვამს,
– მსიამოვნებს, შიგნითა ქვედატანზე შენი კაბის მონარჩენი რომ
მაკერიაო. ჰოდა, ჩაიდო შუშები ჯიბეში და ტახტს გახედა. სან-
თლის ნამწვიღა პარპალებდა. წამოვდექი, ახალ სანთელს მო-
ვუკიდე, იქვე მივაკარი. ამ ტახტზე თუნდ ათი კაცი დაეტეოდა,
მაგრამ ბუხართან მოშორებით უკვე ციოდა. ბებიას ვუთხარი,
მხარზე მომეყრდენი და ისე დაიძინე-მეთქი. არაო, არ ინდომა,
სკამი ცოტა უკან მისწია, მაგიდის ჩამოშვებულ კალთას მიეყ-
რდნო, ნიკაპიც შეკრულ მუშტებს ჩამოაყრდნო და ის იყო, თვა-
ლები დახუჭა, რომ მაშინვე ისევ წამოსწია თავი და შემომხედა:
– მეშინია, ღრმად არ ჩამეძინოს... თუნგის წმენდას რომ
მორჩები, კაკალი დაამტვრიე წანდილისათვის.
– ნუ გეშინია, ისეთს დავცხობ ბუხრის კალთას, დიახაც რო
ახია, გაგაღვიძო...

163 მკითხველთა ლიგა


– ჰოო, მართლა, საწყალი თებროს ამბავი ხომ ბოლომდე
გითხარი?!
– რა თქმა უნდა... თვეში იყო ჩამდგარი, რომ გათხოვდა მნა-
თეზე, არა?
– ჰოდა, სპირიდონაც ყოვლად კანონიერად მოევლინა ამ
ქვეყანას, – და ბებიამ ისევ ისე ჩამოაყრდნო ნიკაპი თავის და-
ჯირჯვებულ მუშტებს, ღრმად ამოიოხრა, სული მოიბრუნა და
ჩაიძინა.
ბებიას ამოოხვრამ რატომღაც შემაკრთო... და უეცრად, სრუ-
ლიად მოულოდნელად გამიცოცხლდა და აღმიდგა შორეული
წარსულის თვალუწვდენ სივრცეებში გაბნეული სახე, აქვე,
ჩვენს გვერდით, ტახტზე დასვენებული მიცვალებულისა: ბებია
ევას, აი, ეს თუნგი უჭირავს ჩამწიფებული ზღმარტლით სავსე და
თიხის ჯამში მიყრის... მე ასევე ვზივარ ბუხართან ბებიაჩემის
გვერდით და ქვევიდან შევყურებ ბებია ევას გამწყრალ სახეს,
ჯავრით გამომზირალ ჩამუქებულ თვალებს... და მესმის, ისე
ცოცხლად და მკაფიოდ, თითქოს, აი, ახლა ფხვნიდეს ბებიაჩემი
საბატიბუტე წვრილკბილა სიმინდს და ამოოხვრით ამბობდეს:
"არ უნდა გაჰყოლოდი, ჩემო ევა, არა... მოინელებდი შენს დარ-
დსა და გამოჩნდებოდა მერე ვინმე, შენი სწორი... აუცილებლად
გამოჩნდებოდა... "ქაღალდის მონახევადაც აღარ მიღირდა სი-
ცოცხლე, რუსუდანო, ვიფიქრე, მამას მაინც წავადგები-მეთქი..."
მე გამალებული შევექცევი მწიფე ზღმარტლს, თვალს ვერ ვაცი-
ლებ ბებია ევას დარდიან და თითქოს ამიტომ კიდევ უფრო მშვე-
ნიერ სახეს, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის, მწიფე ზღმარ-
ტლთან ერთად ვყლაპავ და ვფიქრობ: რატომ ვართ ჩვენ ყველა
ასეთი უბედურები... რატომ?

164 მკითხველთა ლიგა


1905 წლის თებერვალი - "ხელი ვითა იქმს ბრძნობასა".

ქოფაკი ყეფით გამოვარდა თავისი ბუდრუგანიდან, ძუნძუ-


ლით გადაიარა ეზო და ძეძვის ღობეში დატანებულ ხის პატარა
კარს გაავებული აებღოტა. მაწიას ეძახდნენ: "მაწიაავ... მა-
წიაავ..."
დარბაზის კარმა გაიჭრიალა.
– ვინა ხარ მანდა! – გადმოიძახა აივნიდან მაწიამ.
– გამიღე კარი... მაწიაავ... საქმეზე ვარ მოსული... – ყრუ და
თითქოს თხოვნის კილოთი ამბობდა ვიღაც.
მაწია ერთ წუთს გაჩერდა, უცნობ ხმას გულისყური მიადევ-
ნა... მერე შებრუნდა, ჭრაქი გამოიტანა და ეზოში ჩავიდა.
– იქით, ძაღლო! – დაუტია ძაღლს და ჭრაქი ძეძვის ღობეზე
გადაანათა.
დიდი, შიშველი ხელები მოხვდა თვალში...
განამქრული წვერ-ულვაში... განამქრული კრაველის ქუდი...
აყრილი, ყურებამდე ატანილი მხრები... და თვალები, სიცივისა-
გან მორღვეული დაყვლეფილი თვალები...
ღამეული მგზავრი გათოშილ ხელებს იორთქლებდა.
– სად გივლია, კაცო! – ჰკითხა მაწიამ, მაგრამ პასუხისთვის
არ მოუცდია, კარი გაუღო და ბილიკი გამოუნათა.
კაცი ძლივს ადგამდა დაბუხულ ფეხებს. სიარულისა და სიცი-
ვისგან იყო ნაგვემი დ გალახული!
ვინ არის და რა უნდაო, ფიქრობდა მაწია, რატომ მაინცდამა-
ინც ამ ავსა და ბოროტ ღამეს უნდა მომდგომოდაო.
– თელავიდან მოვდივარ... – დაიბუხუნა კაცმა. ეტყობა, ლა-
პარაკიც უჭირდა, – გამსინჯე, იარაღი არა მაქვს.
კაცმა შინლის ჯიბეები ამოიტრიალა. შინელი გაიხსნა. დარ-
ბაზის კართან ფეხებიც ვერ დააბრაცუნა. მაწიამ ცოცხი აიღო და
გათოვლილი ფეხები გაუცოცხა. დარბაზში შემოუძღვა და მაშინ-

165 მკითხველთა ლიგა


ვე შენიშნა, რომ ყვავის ბახალებმა ისკუპეს და ბუდეებში ჩას-
ხდნენ. შენიშნა, რომ ფეხის შემოდგმის უმალ უცნობმა მზერა
მოიკრიფა, მობოჭა და დარბაზის სიღრმისკენ გატყორცნა. უც-
ნობის პირქუშმა მზერამ დარბაზის სიღრმეში ევა მოიძია.
დათალხული ევა ბუხრის წინ იჯდა, ცხვრის ტყავებზე ფეხმო-
კეცილი ცეცხლს ჩაჰყურებდა. ეტყობა, დასცხომოდა, შავი თავ-
შლის ბოლოები კეფაზე აეკრიფა და ყელ-ყური გამოეჩინა. ყუ-
რებში დიდი ზურმუხტები უკიაფებდა და, ალბათ, ეს დიდებული
ზურმუხტები და ეს უცხო მშვენიერება იყო, მის გლოვასა და
კაეშანს საზეიმო, შეუვალ იერს რომ სდებდა.
ახლად მოსულმა კრაველის ქუდი მოიხადა და ისე ფრთხი-
ლად ამოისუნთქა, თითქოს უეცრად ჭვალი დაადგა და ტკივილი
სუნთქვას უფერხებსო.
აქა მშვიდობაო, – როდის-როდის ჩაილაპარაკა. იდგა შუა
დარბაზში და ევას უყურებდა.
– წამო, კაცო, ბუხართან! – დატევით უთხრა მაწიამ, მერე
გულქანს გასძახა, თავის ცოლს, რომელიც ამ დროს გვერდით
ოთახში იყო გასული: გამოდი, სტუმარს მოხედეო.
ევა წამოდგა, კეფაზე აკრეფილი თავშლის ბოლოები გად-
მოიშალა და წინ გაიკრა. დარბაზი გადაიარა და გვერდით ოთახ-
ში გავიდა.
გულქანმა სტუმარს ბუხართან სამფეხა დაუდგა და ხონჩა მო-
ართვა: ხელადით არაყი და ლეღვის ჩირით სავსე ბადია. მაშინ-
ვე გაბრუნდა და კაცები მარტო დატოვა.
ახალმოსულმა კრაველის ქუდი ბუხარში ჩაბერტყა და მუხ-
ლზე დაიდო.
სიცივისაგან გალურჯებული ხელები ცეცხლს მიუფიცხა.
ან ტანზე რა ეცვა, ან ფეხზე! ამ უამინდობაში ყურიანი ძველი
ჩუსტები, დამბალი და დასველებული. შარვლის ტოტები ჩათვა-
ლულსა და ალაგ-ალაგ ამოგლეჯილ წინდის ყელებში ჰქონდა
ჩატანებული. ზევით რომ ასეთია, ძირები რაღა იქნებაო, გაიფიქ-

166 მკითხველთა ლიგა


რა მაწიამ, წამოდგა, განჯინიდან თავისი ახალი, მტკიცედ ნაქსო-
ვი ჭრელი წინდები გამოიღო და სტუმარს წინ დაუყარა, ფეხები
გაიშრე და ესენი ჩაიცვიო.
მერე არაყი ჩამოუსხა პატარა ყანწში.
სიმწარე გაშოროთო, თქვა სტუმარმა, არაყი სწრაფად გადაჰ-
კრა და ლეღვის ჩირი აიღო.
მაწიამ წარბი შეიკრა. საიდანღაც ეცნო ეს კაცი... ვერ მოიგო-
ნა საიდან...
– ვიფიქრე, მოკლეებზე გადავალ-მეთქი... – ამბობდა სტუმა-
რი, – წმინდა შიოსთან მუხლამდე თოვლი იდო... გაუკვალავი...
ზევით ქარიც მაგრად უბერავდა...
ხმა კი არ ეცნობოდა. არასოდეს არ გაეგონა ეს ყრუ, დაბალი
ხმა.
– რა გრჯიდა მერე! – თქვა მაწიამ და ყანწი ისევ აუვსო, – თა-
ნაც ამ უამინდობაში! ჩირი ბლომად მიაყოლე, კაცო, არაყთან
კარგია! – უფრო შეკითხვის გასაქარწყლებლად დაუმატა.
– მრჯიდა? ძალიანაც მრჯიდა... – და კაცმა მეორე ყანწიც გა-
დაჰკრა. სიცივისგან გალურჯებული ვიწრო, ჩამოგრძელებული
სახე არყისაგან და ცეცხლისაგან სულ გაუჭარხლდა. ძველის-
ძველი, გაცრეცილი და გაფხეკილი, იდაყვებზე და კალთებზე სა-
კერებელდადებული შავი შინელი გაიხსნა. შიგნით სიძველისგან
ფერდაკარგული ცენდილის ხალათი ეცვა.
სად მინახავსო, სად მინახავსო, წვალობდა მაწია. თითქოს
რაღაც უსიამოვნო იყო ამ კაცთან დაკავშირებული, თითქოს რა-
ღაც იცოდა ამ კაცმა ისეთი, რაც მაწიასაც არა მხოლოდ უნდა
სცოდნოდა, არამედ განცდილიც უნდა ჰქონოდა.
კაცმა კი მეორე ყანწს მესამე მიაყოლა... შემდეგ მეოთხე...
– კაცო! სათქმელი თუ გაქვ რამე, თქვი და გაათავე! – შესძა-
ხა გაბეზრებულმა მაწიამ.
კაცმა თავი ჩაჰკიდა.
– მოკვლას გიპირებენ, მაწიავ...

167 მკითხველთა ლიგა


ისედაც ყრუ ხმა სულ დაეხშო.
– რამდენი დაგაბარეს? – გულის გარეთ შეეკითხა მაწია,
თუმცა იგრძნო, რომ კაცი არ ტყუოდა.
– არც რამდენი... რო გაიგონ, ჩემი საქმეც შაბზე წავა...
– მაშ რას მემართლებიან! – ხმას აუწია მაწიამ.
– აბა, ვის უნდა ემართლებოდნენ, შენისთანა შემძლე აქ ვინ-
ღაა...
– ყაჩაღსა და მთხოვარას ერთ ნოტო ცხვარსა და ორ ღორს
მივცემ! წადი და ესე უთხარი!
– გაგაქრობენ საპნის ბუშტივით... –ჩაილაპარაკა კაცმა ისე,
თითქოს ამას თავისთვის ამბობს და მაწიას გარდაუვალი სიკ-
ვდილი მასში მხოლოდ დანანებას იწვევსო.
– ვინა, კაცო, ვინა! – ახლა კი გაწყრა მაწია, – რას მიეთ-
მოიეთობ! თქვი და გაათავე!
კაცმა საჩხრეკით ნაკვერჩხალი გამოჩხრიკა, მერე თავი
აიღო, მაწიას შეხედა და თვალი თვალში გაუყარა.
– ახალი დროების კაცები!
– ფუუჰ! – მაწიამ ბუხარში ჩააფურთხა, – მაგათი სვინდის--
ნამუსისა რა ვთქვი.
ბოღმა შემოაწვა... გული ამოუფუვდა...
სოფელში ავკარგიანი, სამართლიანი კაცის სახელი ჰქონდა.
მსხვილი და წვრილი იცოდა. მწყემსები აფასებდნენ და არა მხო-
ლოდ აფასებდნენ, უყვარდათ კიდეც. თვითონ ბევრი გაჭირვება
აქვს ნანახი და იცის ჩვენი ამბავიო. დანახვაც შეუძლია და თვა-
ლის დახუჭვაცო.
მაწიას ახლა სიკვდილის გამო არ მოსწოლია ბოღმა. სიკვდი-
ლი ჩვენი დოსტიაო, ამბობდა. კაცის მოკვლაც, თავისთავად,
სრულიადაც არ მიაჩნდა მიუტევებელ ცოდვად. გააჩნია, რატომ
უნდა მოიკლასო. ეს უნდა სცოდნოდა და თავისებურად გაეგო.
ლუკა მღვდელსაც რამდენჯერმე შეჰპასუხებია: მამაო, თუ ადა-
მიანი პურის გამლეწავ ხარსა ჰკლავს და ღმერთი ამას ცოდვად

168 მკითხველთა ლიგა


არ უთვლის, ავსისხლა და ავგულა კაცის მოკვლა ცოდვად რად
უნდა ითვლებოდესო.
მაგრამ მაწია ხომ არც ავსისხლა იყო და არც ავგულა!
არავისი არც სისხლი ემართა, არც ვალი და ვახში; ცხენი
არავისი მოეპარა და ქალი არავისთვის წაერთმია... არც ვაზი
აეჭრა, არც ხოდაბუნი დაეწვა! ის კი არა, უდიერი სიტყვაც არა-
ვისთვის უთქვამს! ბავშვობიდან მოყოლებული, რაც წვრილ-
შვილმა და უპოვარმა მშობლებმა სხვის შვილად მისცეს და
მოაქამომდე, სანამ ამ სარჩო-საბადებელს შეიძენდა, ერთგული,
თავდაუზოგავი, მართლაც რომ მამაცური შრომის მეტი არც
არაფერი ახსოვს. ყველა სიკეთე, დიდი თუ მცირე, საკუთარი
მარჯვენით, საკუთარი ოფლით მოირეწა.
ჰოდა, უნდა მოგკლათ იმიტომ, რომ შეძლებული ხარო, იმი-
ტომ, რომ რაკი შეძლებული ხარ, "სოფლის წურბელა" ხარო.
ამას მაწია ვერასდროს ვერ გაიგებდა. მაწიას ღრმა რწმენით,
ასე ნიშანში ამოღება შეძლებული ხალხისა, ვიღაც ბოგანო,
ნათრევ-ნაგდები, უფესვო და უწესჩვეულებო, სხვის ჯამში ჩამყუ-
რე ხალხის მოგონილი იყო. უშრომლად, მზამზარეულად რომ
ნებავდათ გაშლილ სუფრაზე ფეხის მორთხმა. მუცელღმერთები!
მუქთახორები და კაცისმკვლელები! და მაწიას, გაჯავრებულ
გულზე, ერთბაშად მოაგონდა, სად და როდის ენახა ეს კაცი. იმა-
საც მაშინვე მიხვდა, დანახვისთანავე რატომ ვერ იცნო... გიოს
დასაფლავების დღეს ენახა... ეს სწორედ ის კაცი იყო... იმ დი-
ლით სასაფლაოზე წავიდა მაწია. მიცვალებულთან ღამენათევი
და გულგასივებული ადგილს ვეღარ პოულობდა. დარბაზში ევა
და გიო უკლავდნენ გულს, გარეთ მოსამძიმრეთა დინება და
გაუთავებელი სამძიმარი და მოუნდა მჯდარიყო სასაფლაოზე
თავისი დედ-მამის საფლავებთან, თავისი მწყაზარი ხვარამზეს
საფლავთან და ეყურებინა, როგორ თხრიან ბიჭები გიოს სამა-
რეს. მოუნდა, განეცადა სასაფლაოს სიჩუმე, ბარისა და ნიჩბის
ხმებით დასერილი.

169 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ბიჭებს ადრიანადვე გაეჭრათ სამარე და წასულიყ-
ვნენ. სასაფლაოზე არავინ აღარ იყო. არავინ, აი, ამ კაცის მეტი.
შედგა თუ არა ფეხი და სიღრმეში, დედ-მამის საფლავებისკენ
გაიხედა, დაინახა, რომ ახლად ამოყრილ, ფხვიერ მიწაზე, გიოს
ახლად გაჭრილ ღია სამარესთან ვიღაც კაცი იდგა და სამარეში
იყურებოდა. მაწიას მახვილმა მზერამ მაშინვე აღბეჭდა სამარის-
კენ გადახრილი, ცენდილის გამოხუნებული, მჭლე ზურგი და
გრუზათმიანი კეფა. კაცმა გაიგონა თუ არა მოახლოებული ნაბი-
ჯების ხმა, უკან არ მოუხედავს, ისე წავიდა... მაღალი კაცი იყო.
შემკრთალი კაცის სისხარტით მიაბიჯებდა... სამების პატარა
საყდართან თვალს მიეფარა... მალევე ისევ გამოჩნდა... მაწია
გრუზათმიან კეფას მისჩერებოდა... მაგრამ კაცს არც ერთხელ
არ გამოუხედავს. თითქოს საგანგებოდ არის პირშექცეულიო.
დიდი ცაცხვის იქით გადანგრეულ გალავანს გადაახტა და წვრი-
ლიანს შეერია.
მაწია სამებასთან მივიდა. უკანა კედელზე ახლად მიკრული
სანთელი ენთო... ყოველივე ეს ეუცნაურა... მაგრამ, ალბათ,
ვერც გაიგებდა სამარეში ჩამყურე კაცის ვინაობას, გიოს დასაფ-
ლავების დროს კიდევ ერთხელ რომ არ ენახა.
...ევამ უბიდან სალამური ამოიღო და გიოს სასთუმალთან
ჩაუდო. აქამდე კიდევ მაგრობდა, მაგრამ სუდარა რომ გადააფა-
რეს, სასოწარკვეთილებისაგან სრულიად გაოგნდა. მაწიას ამო-
ხედა და უთხრა: "ჩავალ საფლავში, მამავ" და რადგანაც ეს არ
იყო ნათქვამი ტირილითა და მოთქმით, არ იყო ნათქვამი სასო-
წარკვეთილი ადამიანის ღაღადისით, არამედ თითქოსდა სრუ-
ლიად ჩვეულებრივად, თითქოსდა ისევე, როგორც ბავშვობაში
ეტყოდა ხოლმე: "წავალ ბალღებში, მამავ!" – თხოვნისა და ნე-
ბართვის კილოთი, – მაწია შედრკა, ვაიმე, შვილებოვო! – ამო-
იქვითინა, დაჩოქილ ევას მხრებზე ხელი შემოხვია და წამოაყე-
ნა. "აღარ მინდა მიწაზე სიარული, გამიშვი, ჩავიდე, ჩემო მამავ!"
– იხვეწებოდა ევა და მაწიას ხელს გულში იკრავდა.

170 მკითხველთა ლიგა


მაწიამ ევა განზე გამოიყვანა, დიდი ცაცხვის ქვეშ საფლავის
ქვაზე დასვა და გულზე მიიხუტა...
და აი, სწორედ მაშინ დაინახა ეს კაცი! გადანგრეულ გალა-
ვანთან იდგა და მათ უყურებდა, ევასა და მაწიას... ვიწრო, ჩა-
მოგრძელებული სახე... უწვერო იყო, ცალი ყბა თალხი ხილა-
ბანდით ჰქონდა ახვეული... ამიტომაც ვერ იცნო ერთბაშად, ახ-
ლა ამ კაცს ხშირი, შავი წვერით ჰქონდა ყბები დაფარული. თან
ისიც გაიფიქრა, ალბათ, მაშინვე კიდევ იმიტომ ვერ ვიცანი, რომ
მძიმე წუთები უნდა გამეხსენებინა და ამას კი უნებურად ეწინა-
აღმდეგებოდა ჩემი გულისთქმაო.
თორემ ისეთი სიცხადით გაიელვა მაშინ ამ უცხო მოსამძიმ-
რემ, ისეთი სიცხადით გაიფიქრა მაწიამ: ეს სწორედ ის კაცია,
დილით სამარეში რომ ჩაიყურებოდაო, როგორი სიცხადეც კაც-
მა შეიძლება მხოლოდ დიდი, სულიერი თუ ფიზიკური რყევების
ბურანში განიცადოს.
სასაფლაოდან შინმიბრუნებულმა გაიკითხა და ლუკა
მღვდელმა უთხრა, ეგ თელაველი სპირიდონააო, ახალი
დროების კაცებშია გარეულიო, დადის სოფელ-სოფელ და ქა-
ღალდებს ავრცელებსო... ის ნაცრისფერი ქაღალდები კი კარ-
გად იცოდა მაწიამ, რამდენჯერ ნახირიდან დაბრუნებულ ძრო-
ხებს რქებზე ჰქონიათ წამოცმული... რამდენჯერ წყაროზეც გაკ-
რული უნახავს: თავისუფლებისა და ძმობა-ერთობისკენ მოუწო-
დებდა გლეხობას.
კაი ძმობა-ერთობაა, მე და ჩემმა ღმერთმა, მოკვლას გიპი-
რებენო!
მაწიამ ხელმეორედ შეხედა კაცს, დაკვირვებით მოჭუტა თვა-
ლები და თავის გულისყურს ჩაუღრმავდა... მართლა ნიშანში
ჰყავდათ ამოღებული, თუ ყოველივე ამ სპირიდონასაგან იყო
გამიზნული, მაწიასთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, გინდ მგელს შეეჭამა, გინდ მგლისფერ ტურას.

171 მკითხველთა ლიგა


ცხადია, ორი ნოტო ცხვრისა და ოციოდე ღორისთვის ეს კაცი
თავის ამფსონებს არ უგანებდა და ამ ყინვა-ყიამეთში ფარღალა-
ლა შინელითა და ძირგავარდნილი ჩუსტებით აქ არ გადმოთ-
ხლაშუნდებოდა. მეტისმეტად ღატაკი და უპოვარი ჩანდა საიმი-
სოდ, რომ ან დოსთვის ექურდა, ან ხურდა ფულზე ეთამაშა.
ეტყობოდა შეყრილ წარბებზეც, შეუპოვარ მზერაზეც, შავ
წვერ-ულვაშში ამომჯდარ მსხვილ, ხორციან ტუჩებზეც, იმაზეც,
თუ როგორ მოსხლეტით და ჟინიანად იპირქვავებდა პირში
არაყს, როგორ ჩასაფრებული მიაყურადებდა გვერდით ოთახში
ყოველ გაფაჩუნებას და გახმაურებას... ყველაფერზე ეტყობოდა,
რომ ამ კაცს მძაფრი გულისთქმა ამოძრავებდა და მსხვილი გა-
რიგებისთვის იყო აღძრული. ასეც გამოვიდა. მაწიას შეძახილზე:
სპირიდონავ, გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო, რა გინდა ჩემგანო!
სპირიდონას ახლა უკვე ენა არ დაუსველებია, ისე უთხრა: გაჟე-
ჟილს გატეხილი სჯობს, მაწიავ, ევა მომეცი ცოლადო!
ევა მომეცი ცოლადო?! მაწიამ თავი ჩაჰკიდა... ცეცხლს ჩააშ-
ტერდა... საფიქრალს მიეცა... თუკი ბედნიერი იქნებოდა თავის
ქმართან, ევას სახელს ან კი როგორ წამოვაორთქლებდიო, მაგ-
რამ რაკი ბუნებამ ამნაირად ინება და ჩემთვისაც ძილი აღარ
არის და ღვიძილი, რაკი ახლა შენი სიცოცხლეც სასწორზე
დაიდო, მხოლოდ მაშინ გადარჩები სიკვდილსაცა და აკლება--
აწიოკებასაც, თუ ევა ჩემი გახდებაო! ევაო... ევაო...
მაწიას ახლა თუ რაიმე უმწარებდა წუთისოფელს და გულს
უკლავდა, ევას უსასოობა და უნუგეშობა იყო. ევას დარდსა და
ვარამს ნაპირი არ უჩანდა და მაწიას ფიქრითა და გუმანით კი-
დევ დიდხანს, ძალიან დიდხანს არც გამოუჩნდებოდა... ჩემი შე-
ჭედილი ხატის ამბავი ჩემზე უკეთ ვინ იცისო, ფიქრობდა მაწია,
მე კაცი ვარ, თან გასული კაცი და რამდენი წლები დამჭირდა ჩე-
მი ხვარამზეს შემდეგ, ჩამოვბერდი იმის ფიქრსა და მოგონება-
შიო...

172 მკითხველთა ლიგა


გიოს შემდეგ ევა სამჯერ გამოგლიჯეს სიკვდილს. ჯერ იყო და
მუცელი მოსწყდა და დიდხანს იავადა. მერე ისეთი შავნაღ-
ვლიანობა მოეძალა, რომ ორჯერ სადღვებლის წნელს ყულფი
შეაბა და თავს იკლავდა. ორივეჯერ გონდაკარგული ჩამოხსნეს
და ძლივს მოასულიერეს. ოდესღაც თავმომწონედ აღერებულ
ყელზე საბლის კვალი ახლაც ეტყობოდა. აღარაფერი სურდა და
აღარაფერი აღარ ახალისებდა: აღარც ტყე-ველი, აღარც
ცხვარ-ძროხა... აღარც ცხენები... აღარც თიბვა და თივის ზვინე-
ბი. თითქოს აღარ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა: ან სად წასული-
ყო, ან რად წასულიყო, ან რა ეთქვა... მთელი ზამთარი ბუხრის
პირას ცეცხლის ყურებაში გაატარა. სადილ-ვახშამზეც არ ადგე-
ბოდა და არ მივიდოდა. ის კი არა, რამდენი ხანი პურის ლუკმა
არ გაუტეხია. მაწიას ცოლი ფაფაფუფას უხარშავდა, მიუტანდა
და შეეხვეწებოდა: შენი მკვდრის ცხონებასა და განათლებას,
ამასაც ხომ დაღეჭვა არ უნდა და ცოტაოდენი მაინც გადაყლა-
პეო. წყაროზე ქალებს შესჩიოდა გულქანი: მე თუ მომკლავს,
ევას საცოდაობაო. მაწიას ცხვრისკენ პირი არ უქნია. ცხვარი კი
არა, ვენახში რომ გავიდოდა, გული აქეთკენ ჰქონდა, საღა-
მოობით მიუჯდებოდა თავის ქალს ბუხრის პირას და ვედრებითა
და დაყვავებით ეტყოდა: – თავს ნუ დაიბეჩავებ, შვილო... გეყუ-
რება, ევა? მონად ნუ გაუხდები მწუხარებას... რა შნოთი ხარ, ჩე-
მო ქალო, ვინ შენა და ეგრე დაყურსება... გულიღა მიკვდება
შენს მაყურებელსო...
მამის დაყვავება მაინც უფრო ხვდებოდა გულზე, უფრო უღებ-
და გულის კარს. მამის ხელს კალთაში ჩაიდებდა და თავს ჩაჰკი-
დებდა... ხედავდა მაწია, როგორ წვეთწვეთად ეცემოდა ცრემ-
ლები ბუხრის კალთას, როგორ სველდებოდა ლეგა სიპი... ბო-
ლოს კი ასე გადაწყვიტა და მამასაც სთხოვა: წლის ჯერს რომ გა-
დავიხდით, შუამთაში წავალ, მონასტერში და უარს ნუ მეტყვი,
ჩემო მამავ, გთხოვ, გამიშვაო.

173 მკითხველთა ლიგა


მაწია დასამშვიდებლად კი დაეთანხმა, მაგრამ თავის გულს
ასკდებოდა: ვისაო, გულქან, ვისაო, ქალებში გამორჩეულ ჩემს
ევას ქალობაზე ჯვარი დავასმევინოვო?! წუთისოფელზე ხელი
დავაკრეფინოვო?! ვიღაც მაჯლაჯუნები, ვიღაც საფრთხუნები
ბღარტობდნენ და ჩემი ედემის ხე ზეზეურად ჩამოვახმოვო?! ვერ
ვიქმ ამას, ვერ მოვიგლეჯ გულიდან და ცოცხლივ ვერ დავმარხა-
ვო!
ჰოდა, ევაო, ამ უცხო კაცმა რომ უთხრა, მაწიამ იგრძნო, რომ
მთის ციცაბო ბილიკზე მიმავალ ხურჯინაკიდებულ მგზავრს, გუ-
ლი ყელში რომ უცემს და პირზე მლაშე ოფლი ასკდება, ძლივ-
სღა რომ იკიდებს ფეხს ხან კლდოვან და ხან ნაშალ ბილიკზე,
უკანიდან ვიღაც წამოეწია და ხურჯინზე ხელი წაუკრაო. მაწიამ
მძიმედ მოაბრუნა თავი და სპირიდონას გაწვდილი ხელები
დაინახა. ვინ იცის, იქნებ სწორედ საშველად გაწვდილი ხელე-
ბი?! და თუ საშველად, იქნებ სწორედ განგებამ გაუგზავნა ეს კა-
ცი მაწიას და ევას! მაწია წამოდგა, დარბაზი გადაიარა და კუთ-
ხეში განჯინასთან მივიდა. თან ფიქრობდა: რატომ უნდა შევადა-
რო გიოსაო; ყველა თავისი წილი სიცოცხლითა ცოცხლობსო...
წყლული გულის წამალი კი გულშივე არისო... ასეთი პირობით
რომ არ მოსულიყო და ისე მენახა, შეიძლება კიდევაც მომწონე-
ბოდა: სიმაღლე აქვს, სწორნაკვთა კაცია, პირქუშია, მაგრამ
შეუხედავი და თვალნავსი არ არისო...
მაწიამ ხის ჯამით კოდიდან კაკალი ამოიღო.
თავისი გუნებით ევა იფიქრებსღაა დაბინავებას? აგერ, საით-
კენა აქვს პირი მიქცეული... ამ კაცს კი შეუძლია, ძალად შემოაბ-
რუნოს! ახალი ცხოვრება დააწყებინოს, აქაურობას გაარიდოს...
მეტი გზა რომ არ ექნება, ჩაებმება საკუთარ ოჯახში, გუნებაც გა-
დაეწმინდება, გადახალისდება, წყლულიც მოუშუშდება... პირო-
ბაც მოსწონდა – მოგკლავთო. ღმერთმანი, ამ პირობით რო არ
მოსულიყო, მე უნდა გამომეგონებინაო. მაგრამ ამასთანავე ერ-
თად მაწიას გულ-მუცელს უმღვრევდა სპირიდონას ახალ

174 მკითხველთა ლიგა


დროების კაცებში გარევა, ამას იგი მთელი თავისი გულის-
თქმით ეწინააღმდეგებოდა. ხედავდა, რომ ევას გულისთვის თა-
ვის ამფსონებს უკვე უგანა, მაგრამ ესეც რამე?! საქმე ის იყო, აშ-
კარად და საბოლოოდ თუ მიუბრუნებდა კეხს და შეაქცევდა
ზურგს!
მაწია ბუხრის პირას ჩამოჯდა და კალთიდან ფილთაქვა
აიღო.
– მომკლა კი არა, აქვე, აემწუთს სული რო გამაფრთხობინო,
მე ახალი დროების კაცს ქალს არ მივცემ! – და მაწიამ ფილთაქ-
ვა კაკალს დაჰკრა.
– ახალი დროების კაცებისაა მომავალი, მაწიავ... – ამოიბუ-
ხუნა სპირიდონამ.
– ვაი, მაშინ ჩვენა! ეხლა კი გინდ მომკალით, გინდ გადამკა-
ლით! – და მაწიამ კაკლებს სულ ჭახაჭუხი აუყენა, თან დატევით
უთხრა სპირიდონას: – აიღე ეს კაკალი და გაარჩიე!
სპირიდონა გადმოიხარა, მუჭით კაკალი აიღო და მაწიას ჩა-
ციებით ჩააცქერდა:
– რომელი მგელიც შენ არ შეგჭამს, რა გენაღვლება, დაე,
იცოცხლოს... ეგრე არ არის?!
მაწიამ წარბი შეიკრა, სპირიდონას გოროზად გადახედა:
– მე სიცოცხლეს არავის ვედავები! თქვენ მაყვედრით სიცოც-
ხლეს, აქაოდა ცხვარი და საქონელი მყავს!
– სიცოცხლეს რო გაყვედრიდე, აქ არ ვიჯდებოდი, მაწიავ...
აი, ეხლაღა გავლღვი... ნაწლავებიც კი გათოშილი მქონდა...
– პატრონი არა გყავდა, სწორე გზაზე დაეყენებინე, საქმეს
რამეს მისწეოდი?!
– მე ძალიან მესწორება ჩემი გზა!
– სადა ცხოვრობ?
– თელავში, მაწანწარაზე.
– გესწორება და გესწორებოდეს. ახალი დროების კაცს,
ღვთის მგმობელს, მე ქალს არ მივცემ!

175 მკითხველთა ლიგა


– სიღარიბითა მწუნობ, მაწიავ და ხო გაგიგია, ერთი დროვო!
– სიტყვას ნუ ასხვაფერებ! ქონება მგზავრია, სიღარიბე და
სიმდიდრე ძმები არიან! სიღარიბე თქვენ მიგაჩნიათ, თორემ მე
ჩემი ცხოვრება ცარიელ-ტარიელმა დავიწყე და მოკვლა კი არ
მიფიქრია ჩემი პატრონისა, აქაოდა, მდიდარი იყო!
– ევა უნდა მომცე, მაწიავ!
– სოფელ-სოფელ დავლაზე მოსიარულეს მე ჩემს სისხლსა
და ხორცს ვერ გავუგდებ! მოეშვი მაგ წანწალს და იგრე ვილაპა-
რაკოთ!
მაწიას ყოველი სიტყვა სპირიდონას გულის ფიცარზე ხვდე-
ბოდა... იგრე ვილაპარაკოთო... ვილაპარაკოთო... არ ეჩვენე-
ბოდა, არა, რომ მას, მოხეტიალე, ჩამოგლეჯილ-ჩამოწეწილსა
და გაძვალტყავებულ ხვად კატას აშკარად ფილტვს ესროდნენ
და თან ეუბნებოდნენ: დაჯექ და ისე მიირთვიო... სანუკვარი ნა-
დავლის სურნელი იდგა ამ დარბაზში, ცხვირში სცემდა სპირი-
დონას და არაყთან ერთად, ცეცხლთან ერთად, კაკლის ჭახაჭუხ-
თან ერთად ათრობდა და აბრუებდა, სადავეებს უშვებდა და და-
უკრეფავისკენ უბიძგებდა და აკი აღმოხდა კიდეც:
– ევასა ვკითხოთ, მაწიავ!
– რაო, რაოო! გული უცივს შენთვისა და გული უშფოთავს! –
ხმას აუწია მაწიამ, – არც კი წამოვაორთქლებ შენ განზრახვას
სანამ არ დავრწმუნდები, რო ჩიტი ბრდღვნადა ღირს... წანწალს
უნდა მოეშვა და საქმე დაიჭირო ხელში, გესმის?
სპირიდონას კი სული კბილითღა ეჭირა; მას, ვისი კვერიც ან
ნაცრიანი იყო ან გატეხილი, დაბრაწულ ქადა-ნაზუქს სთავაზობ-
დნენ, ნაკურთხსა და კელაპტრიანს... კელაპტრის ციმციმი
თვალს სჭრიდა სპირიდონას, თვალებმოწკურული და შუბლშეჭ-
მუხნილი ვითომ მოყოყმანე კაცის დაეჭვებით შეჰყურებდა მაწი-
ას...

176 მკითხველთა ლიგა


– გირჩევნია მითხრა, რა უფრო გემარჯვება მაგ შენი ქაღალ-
დებისა და მუქარების გარდა, საით მიგიწევს გული და რის მოქ-
მედი ხარ, კაცო! – ჩასძახოდა მაწია.
– შენ არაფერს დაგიშავებს ჩემი ქაღალდები, მაწიავ... ბეწ-
ვიც არ ჩამოგვარდება თავიდან, ხელს აღარავინ გახლებს, არა,
არა, არა!!!
– ოიი! – დაიძახა ბოღმიანად მაწიამ და ტაბლას მუშტი დაჰ-
კრა, – მე იმ კაცისა რა ვთქვა, სიტყვით ძმობა-ერთობას ამბობ-
დეს და საქმით კიდევა ძმობასაცა და ერთობასაც ძირს უთხრი-
დეს! ეგ ხომ ის გამოდის, რო ენას ძვალი არა აქვს და სიტყვა კი-
დევა ქარია! აიკრიფე შენი გუდა-ნაბადი და მომწყდი თავიდან!
ვნახოთ რა ფეხებსაც მომჭამთ!!!
მაწია წამოდგა და ფართე ნაბიჯებით კარისკენ წავიდა...
სპირიდონას საქმე კი ისე იყო, რაც გულში ევა ჩაუვარდა და
თავის პირად ბედზე დაიწყო ფიქრი, ახალ დროებაზეცა და
ძმობა-ერთობაზეც როგორღაც გული აუცრუვდა. ღარიბ-ღატაკი
ვერავის დავუწყვილდებიო, ფიქრობდა და ახლა იქ უნდოდა მაყ-
რობა, სადაც ჭერი მაღალი იყო. ახლა ის თავის გუნებაში სულ
არჩილს ეკამათებოდა. იქ, იმ მშვენიერ სახლში, დიდაბაჟუ-
რიანი, მომინანქრებული ლამფის ქვეშ, უზარმაზარი, ჭერს მიბ-
ჯენილი, სურნელოვანი ლიმონის გვერდით ყველაფერი ისე
მწყობრად, ისე დალაგებულად, ისე მართებულად გამოდიოდა...
არჩილი, უჯრედის მესვეური, თბილისსა და თელავს შორის გა-
ხიდული, ჭკუითა და განათლებით გამორჩეული, უმწიკვლო და
კაცთმოყვარე, მოწინავე იდეებისთვის თავდადებული და კაცობ-
რიობის ნათელი მომავლისთვის თავატკივებული, აი, ეს არჩი-
ლი, ოთახში მიდი-მოდიოდა და შთაგონებული ლაპარაკობდა,
მაგიდას რომ მიუახლოვდებოდა, ზოგჯერ თავისი დედის გაშ-
ლილ ქაღალდს დაჰკრავდა თვალს და უკარნახებდა: "ყვავის
ცხრიანს ჩადით, დედა..." დეიდა ნატო, სიყვარულით გაბრწყინე-
ბული ამოხედავდა თავის პირმშოს და ღრმად, თითქოს შვებით

177 მკითხველთა ლიგა


ამოისუნთქავდა, რომ იმისი სასიქადულო არჩილი, სანაქებო
არჩილი, ახლა ციხეში კი არ იყო, გვერდით ჰყავდა, ჩაგრულთა
ხსნაზე ქადაგებდა და თან საყვარელ დედას ქაღალდის ამოხ-
სნას შველოდა... სპირიდონა ბავშვობიდან იყო შეზრდილი არ-
ჩილთან, საწყალი თებრო კვირაობით ნატოს სარეცხს ურეცხავ-
და და სახლს ულაგებდა. აბა, მნათეს, სპირიდონას მამობილს,
ბეჩავსა და საცოდავს, მაწანწრის მცირემრევლიანი, მწირი ეკ-
ლესიიდან რა შემოსავალი შეიძლებოდა ჰქონოდა?! სასუ-
ლიერო სასწავლებელშიც არჩილის მამის შემწეობით შეარგვე-
ვინეს სპირიდონას თავი, და თუმცა სრულიადაც არ იყო სწავლა-
ში უუნარო, თითქოს კითხვაც უყვარდა, მაინც კი, მოიზარდა თუ
არა, უმეტესად მშიერ-მწყურვალსა და არჩილის გამონაცვალე-
ბით შემოსილს, კატეხიზმოსა და ბერძნულზე მეტად მუშაობა და
დამოუკიდებელი ცხოვრება უფრო იზიდავდა. მართლაც, ჯერ სა-
ბაყლო დუქანში დადგა ხელის ბიჭად, მერე ღვინით მოვაჭრეებს
დაუკავშირდა და მათთან ერთად რუსეთში დაიწყო სიარული,
სად აღარ იყო, სად აღარ... იმ ხანებში არჩილმაც თავი დაანება
პეტერბურგში სწავლას, ინჟინრობას რევოლუციონერობა არჩია
და ახალი იდეებით, მგზნებარე სულისკვეთებითა და სამოქმედო
გეგმით აღჭურვილი საქართველოში დაბრუნდა. ოჰ, როგორ
გაიტაცა სპირიდონა არჩილის ქადაგებამ, შეჰყურებდა და შეს-
ციცინებდა და მის სიტყვას დაბლა არ უშვებდა... არჩილის რჩე-
ვით, რადგან აუცილებელი იყო პროლეტარიატთან დაახლოება,
მათ ყოფასთან ზიარება, სპირიდონაცა და რამდენიმე თელავე-
ლი ახალგაზრდა, კახეთის მომავალი უჯრედის წევრები, თბი-
ლისში, ბოზორჯიანცის ქარხანაში მოეწყვნენ მუშებად, დაუკავ-
შირდნენ ახალი დროების კაცებს და მათი შეკრებების აქტიური
წევრები გახდნენ. აკი სპირიდონას რევოლუციური პათოსით
გამსჭვალული ლექსი "ბრძოლის" ფურცლებზეც მოხვდა. მაშინ
სპირიდონას სჯეროდა, რომ მომავალში მათ მაღალი ჭერი და
მაღალი ბანი ელოდათ, ამასთანავე ახალგაზრდა, ჯანიანსა და

178 მკითხველთა ლიგა


ამყოლ კაცს ხიფათიანი და დაუდგრომელი ცხოვრება იზიდავდა,
სიტყვა "კონსპირაციას" ანდამატური ძალა ჰქონდა, შურდა კი-
დეც არჩილისა, მოწინავეთა შორის რომ იყო, ხან ბაქოში ამოჰ-
ყოფდა თავს, ხან ბათუმში, ხან აფხაზეთში და, რა თქმა უნდა, ცი-
ხეშიც, რადგან ციხე თუ გადასახლება განუყოფელი ნაწილი იყო
რევოლუციონერის ცხოვრებისა და ვისაც ციხის კედლები არ
ელესა, იმისი ხარისხის ნიშანიც სხვაგვარად ბრწყინავდა. რო-
გორ არა, სპირიდონაც მიეწია ხიფათებს... დიდ ხიფათებსაც...
რაც ბოლოს იმით გათავდა, რომ ბოზორჯიანცმა რევოლუციურ
მოძრაობაში ეჭვმიტანილები ყველა კინწისკვრით გააგდო თავი-
სი ფაბრიკიდან. არჩილის მითითებით, მაშინვე დაბრუნდნენ თე-
ლავში, რადგან აუცილებელი იყო კახეთის სოფლებში რევოლუ-
ციური შეგნების გაღვიძება, გლეხობის გამოფხიზლება. მეტის-
მეტად ჩამორჩენილი იყო კახეთის გლეხობა, ჩაჰყურებდნენ მი-
წას და აჰყურებდნენ ცას და არავითარი საზოგადოებრივი აზრი
და პრობლემა თავში არ უჭაჭანებდათ... ვერასოდეს ვერ შეედ-
რებოდნენ დასავლეთის გლეხობას, ვერასოდეს... იყვნენ ჩაფ-
ლულები უმეცრების ლაფში და არხეინად იცოხნებოდნენ... შენ-
ჯღრევა, შენჯღრევა სჭირდებოდათ, შენჯღრევა და ჩიჩინი, ანუ
რევოლუციურ ენაზე აგიტაცია და პროპაგანდა... ღარიბსა და
ბოგანო გლეხობას... მომავალი რევოლუციის დასაყრდენს
სოფლად. ჰოდა, დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ატარებდნენ ფა-
რულ კრებებს და ავრცელებდნენ ქაღალდებს. სპირიდონა მარ-
ჯვე იყო და მარჯვედაც ავრცელებდა... მამასახლისსა და ჩაფ-
რებს ხელიდანაც ყოველთვის მარჯვედ უსხლტებოდა... განსა-
კუთრებით დიდ საზრიანობაში უთვლიდა თავის თავს ქაღალდე-
ბის გავრცელებას ნახირის საშუალებით. წყაროზე გაკვრა
ჩვეულებრივი, ნაცადი და გატკეპნილი გზა იყო ქაღალდების
გავრცელებისა და სხვათა შორის, არავითარ შემთხვევაში არ
შეედრებოდა ნახირს... წყაროზე უმთავრესად ქალები დადიოდ-
ნენ, რომელთა უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა. ჰოდა,

179 მკითხველთა ლიგა


მიდი და გაუკარი ძმობა-ერთობა-თავისუფლება! სანამ წერა--
კითხვის მცოდნე კაცი ტყისკენ ან აივლიდა ან ჩამოივლიდა, მა-
მასახლისს შეიძლება მათრახის ტარით კიდევაც ჩამოეხია წყა-
როზე გაკრული ქაღალდი... ნახირი კი სხვა იყო, მენახირეები
ხომ უმეტესად ერთი რაღაც ბეჩავები იყვნენ, ჰოდა, სულ
იოლად, ქრთილის ფასად, სპირიდონა მთელ ნახირს რქებზე წა-
მოაცვამდა ამ მოწინავე ქაღალდებს! ისე, რომ პირდაპირ სახ-
ლებში მისდიოდა დაბეჩავებულ გლეხობას ეს გამომაფხიზლე-
ბელი მოწოდებები! მერე, რა თქმა უნდა, ამოწმებდა, აზუსტებდა,
უმეორებდა და უჩიჩინებდა. მაგრამ ჯერ კიდევ თბილისში ყოფ-
ნისას, ერთი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, როცა
მათ სალაროს შესავსებად თათარი ნეგოციანტი გაძარცვეს და
მოკლეს, შემსრულებლებს კი იმ ნაძარცვი ავლა-დიდებიდან
არაფერიც არ შეახვედრეს, სპირიდონას გულში ეჭვი ჩაეთესა
რევოლუციით მოპოვებული სიკეთის გამო და მის რწმენასაც
ბზარი გაუჩნდა... ხოლო ერთხელ, თეთრგიორგობას, აწყურში,
სადაც სპირიდონას ღვთის საგმობი ქაღალდების გავრცელება
ჰქონდა დავალებული და ევა ნახა, მთელი არსებით იგრძნო.
რომ იმისი ბედის ჩარხი სხვაგვარად უნდა დატრიალებულიყო.
თუმცა ძველებურად ავრცელებდა ქაღალდებს და შიგადაშიგ
შეკრებებსაც მართავდა, ხალისი აშკარად გაუნელდა და გულიც
აუცრუვდა. ისე იყო ევას წადილითა და სურვილით აღერღილი,
ისე იყო გულისთქმამორეული და აზვირთებული, თუკი საჭირო
იქნებოდა, ნამდვილად არ დაიხვალიებდა, ზურგი ებრუნებინა
იმ ხალხისთვის, ცაში წეროს რომ ჰპირდებოდნენ და იმის მაგივ-
რად, ხელში ბეღურა მაინც მიეცათ, ნაცრისფერი ქაღალდების
დასტასა და აკრძალულ ლიტერატურას აჩეჩებდნენ გასავრცე-
ლებლად... საშოვარი კი სიკვდილს გაღმა იყო და საერთოდ სა-
ლაროდან კაპიკები უნდა მიეგდოთ, რომ შიმშილით არ ეფარ-
თხალა... დიდი მადლობა, ამხანაგებო, დიდი მადლობა, პირვე-
ლი თვითონ დახევდა და თიქმა-თიქმა აქცევდა ამ ქაღალდებს!

180 მკითხველთა ლიგა


მაგრამ... როცა ჟამი დაჰკრავდა. მანამდე კი ეს ხალხიც სჭირდე-
ბოდა და მათი იდეებიც. სიფრთხილე იყო საჭირო, სიფრთხილე.
ხალხი ყოველთვისაც გამოსადეგია, რომ მათი სახელით იმოქ-
მედო... იდეები? იდეებს ხომ, როგორც ლამაზ ქალს სამეჯლისო
შლეიფი, ისე მოსდევდა სრულიად უიდეო ზრახვები... ხშირად
ბნელი ზრახვებიც... და თუ ყოველივე ისე წარიმართებოდა, რო-
გორც მას გულში ჰქონდა ამოკვეთილი, ცხადია, ქაღალდებს
აღარ გაავრცელებდა, მაგრამ ამ ხალხს კი ისე მოუვლიდა, რო-
გორც გარემოება და ალღო უკარნახებდა, რომ არც მწვადი და-
ეწვა და არც შამფური.
ამიტომაც ახლა ბუხრის პირას შავი ღრუბელივით ჩამოქრუ-
შულ სპირიდონას მაწიას აღშფოთებაზე გუნებაში ეცინებოდა და
არყით შემთვრალს მოსწონდა კიდეც, თავისი თავი ორ ცეცხლს
შუა გადებულ უანგარო კაცად წარმოედგინა, რომელიც იწვის
და იდაგვის მრწამსისა და განცდის შეჯახებისა და შეუთავსებ-
ლობის გამო. მას ხელსაც აძლევდა მაწიას თვალში თავისი
უსაზღვრო წადილი მიწის ღრმა წიაღიდან ამოხეთქილ წმინდა
ნაკადად დაესახა და არა მღვრიე შენაკადების ღვართქაფად,
რომლის შფოთიან ტალღებს ცოცხალ თევზთანა და ქათქათა ნა-
რიყთან ერთად დამხრჩვალი კაცის მუცელგაბერილი გვამიც შე-
იძლება მოჰყვეს... თავის ამ თავგადაკლულ აზვირთებაზე სპი-
რიდონას ბევრი რამ ეთქმოდა, ძალიან ბევრიც... წვიმაში, ქარ-
ში, თოვლსა და ჭყაპში... მზეში და მთვარეში... როგორ დაადგე-
ბოდა შარას ძირგავარდნილი მესტებით, დაადგებოდა და მი-
დიოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ევასთვის შორიდან მაინც მო-
ეკრა თვალი. გასცდებოდა თუ არა ვარდისუბანს და თურდოში
მოკლეებისკენ აუხვევდა, როგორ წაიძრობდა მაშინვე ფეხსა-
მოსს და რიყეზე იბეგვავდა და იღადრავდა შიშველ ფეხებს...
წმინდა შიოსთან მცირე ხნით ჩაიმუხლებდა, მლოცველის დანა-
ტოვარ პურის ან ქადის გაკორკოწებულ ნატეხებს მოიძიებდა...
მერე ისევ დაადგებოდა გზას, გადაივლიდა კვირაცხოვლისა და

181 მკითხველთა ლიგა


რძის საყდრის სერებს, ჩაივლიდა ციხიჯვრის ფერდას და მაწიას
კარმიდამოს გადმოღმა, რიყისპირა კლდის თავზე, მაღალ ბა-
ლახში ჩაწვებოდა... ისევე როგორც მშიერი მგელი, ჟანგიანი
ლოდივით უძრავი რომ გდია ბალახში და გატრუნული და თვა-
ლებმოწკურული სერზე შეფენილ ფარას გაჰყურებს... გაჰყუ-
რებს და ისაზრებს...
ამ ხნის განმავლობაში, ამდენი ძრწოლისა და წანწალის სა-
ფასურად, მხოლოდ ერთხელ დაინახა ევა, მხოლოდ ერთადერ-
თხელ. იდგა დათალხული, მხრით მიჰყრდნობოდა ძეძვის ღო-
ბესთან დარგულ ტყემალს, გულხელი დაეკრიფა და გარინდებუ-
ლი გამოჰყურებდა ადიდებულ რიყეს...
და რაც უფრო მეტად იბეგვავდა შიშველ ფეხისგულებს თურ-
დოს ქვა-ღორღზე, რაც უფრო მეტად უწეწავდა ქარი თმა-წვერსა
და უფრიალებდა ცენდილის გამოხუნებულ ხალათს, რაც უფრო
ხშირად ულტობდა წვიმა მჭლე ზურგს, რაც უფრო გამხმარი იყო
წმინდა შიოსთან ნაპოვნი პურის ნატეხები, მით უფრო ცხოვლად
და ანდამატურად წარმოუდგებოდა რბილი, ფაფუკი მატყლით
შემოსილი ცხვრის ფარები, ხიჩატელით რილო-ჭრილოდ ნასუქი
ღორის კოლტები, თბილ გომურში სავსე ბაგასთან მიმდგარი
ფურ-კამეჩი და ხარ-ძროხა, ფეხმარდი ცხენები და განსაკუთრე-
ბით კი მაწიას სახლწინ, მწვანე მოლზე მიშვებული გიოს ნისლა,
კიდევ სხვაგვარად რომ უმღვრევდა სისხლს და უძგერებდა
გულს... მით უფრო სჭრიდა თვალს ნათლით მოსილი პირისახე
ევასი, ამ აურაცხელი პირუტყვის მზეთუნახავი მწყემსისა. ეჩვე-
ნებოდა, თითქოს გაღმიდან მას ეძახდნენ, მას უხმობდნენ... ეჩ-
ვენებოდა, თითქოს უსიტყვოდ მოუწოდებდნენ და ელოდნენ,
როდის წამოიმართებოდა კლდის თავზე, გადმოალაჯებდა ამ
რიყეს და მაწიას კარმიდამოში შეალაჯებდა... ძეძვის ღობეში
დატანებული ტყემალი, რომელსაც მაშინ, იმ ერთადერთხელ
ევა მიჰყრდნობოდა და ადიდებულ რიყეს გამოჰყურებდა, თით-
ქოს კლდისკენ სპირიდონას უწვდიდა ტოტებს და რტოებს... გი-

182 მკითხველთა ლიგა


ოს ნისლაც იმიტომ ცქვეტდა ყურებს, იმიტომ სცემდა ტორს მი-
წას და იმიტომ ფრუტუნებდა, რომ ზურგი ექავებოდა სპირიდო-
ნას ლაჯების მოლოდინში... ევაც! დიახაც, რო ევაც! ქალობაგა-
შავებული, ხელფეხგაყინული, სპირიდონას ელოდა, სპირიდო-
ნას აცახცახებულ ხელებსა და შავ წვერ-ულვაშში ამომჯდარ
ხორციან ტუჩებს... და სპირიდონაც მათ მიელტვოდა ატეხილი
ხვადისა და დამშეული ბოგანოს გამძვინვარებული სიკერპით.
ვინ შეაჩერებდა მას ამ გზაზე? ძმობა, ერთობა, თავისუფლება,
რომელიც თითქოს ხვალ-ხვალზევით უნდა დამყარებულიყო?!
მაგრამ სპირიდონას ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა, რომ არამცთუ
ხვალ და ზეგ, ოდესმე მაინც თუ რაიმე შეიცვლებოდა. ბოლო
დროს ხომ, როდესაც გადაწყვიტა გარკვეული ნაბიჯები გადაედ-
გა და თავისი ცხოვრება სხვაგვარად წარემართა, ბევრს ფიქ-
რობდა, ძალიანაც ბევრს... სოფელ-სოფელ ნაწანწალევი, გაქა-
რული და განამქრული რომ შემობრუნდებოდა თავიანთ სახ-
ლაკში და საჭმლის ნაცვლად სანთლისა და საკმლის სუნი შე-
მოეგებებოდა, აიღებდა მჭადპურის ნატეხს, მიეგდებოდა ტახტზე
და ფიქრობდა და ფიქრობდა, თავის გუნებაში სულ არჩილს ეკა-
მათებოდა, ჭკუითა და განათლებით გამორჩეულს, საზოგადო
საქმისთვის თავდადებულ არჩილს, რასაც პირადად ვერასოდეს
ვერ ეტყოდა. აბა, არჩილს მსჯელობაში ვინ მოუგებდა, მაშინვე
ორივე ბეჭზე დააწვენდა სპირიდონას, ტახტზე მიგდებული ეკა-
მათებოდა და ეკამათებოდა... ნეტავი გამაგებინა, ეს სამი სიტყვა
ერთად ვინ მოათავსაო, ნეტავი თუ დაფიქრდა იმაზე, რო საცა
ძმობაა, თავისუფლებას იქ რა უნდაო, უბრალოდ ვერც გაჭაჭან-
დებაო... ძმობა ხომ ის არის, მთელი შენი სიცოცხლე დამოკიდე-
ბული იყო ძმობაზე და თავისუფალი როგორღა უნდა იყოვო...
თავისუფლება სპირიდონას წარმოუდგებოდა ცაში მიმფრინავ
წეროდ... აგდია სპირიდონა თავის ჭრაჭუნა ტახტზე, საწყალ მნა-
თეს ზედადგარზე შემოუდგამს თუნგი, ცვილი დაუდვნია და
გრძელ პატრუქს ავლებს ჩურჩხელასავით... რამდენჯერ უნატ-

183 მკითხველთა ლიგა


რია სპირიდონას, ნეტავ მართლა ჩურჩხელად გადაიქცესო...
ჰოდა, გდია თავის ტახტზე, გონების თვალით ხედავს მაღლა,
მაღლა, ცის ტატნობზე გაკრულ წეროს – თავისუფლებას და თა-
ვის თავსა და უჯრედის წევრებს, თავ-თავიანთ ბუდრუგანებში
რომ სხედან და შამფურებს თლიან... წერო კი მიფრინავს... და
ძალიან კარგსაც აკეთებს... რამდენჯერ უფიქრია, თუმცა არ ვი-
ცი, რა ფერისაა ეს პიროვნების თავისუფლება, რა არის და რო-
გორია, მაგრამ ერთი უცებ რომ დამეცეს, ან კი რა თავში ვიხ-
ლიო? თავისუფლება, ეს იყო ის, რაზედაც, თუ დრო გაქვს, დაჯექ
და რამდენიც გინდა, იოცნებე... რევოლუციის წმინდათაწმინდა
სამებიდან სპირიდონას გულსა და სულს ყველაზე მეტად თანას-
წორობა ესალბუნებოდა. ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებია თანას-
წორობაზე, იმ ბედნიერ დროზე, როცა თანასწორობა დამყარდე-
ბოდა ქვეყანაზე, რადგან უბედურების წყარო სწორედაც უთანას-
წორობააო, ფიქრობდა სპირიდონა. მაგრამ ბოლო დროს, როცა
ყველა კარგად გაიცნო და თან ევაც გულში ჩაუვარდა, არჩილ-
თან შინაგანი კამათის დროს სწორედ თანასწორობას შეუყენა
წყალი, სწორედ თანასწორობაზე ფიქრი მიიჩნია ფუჭ ოცნებად,
თავის მოტყუებაა და მეტი არაფერიო, ბურანში მყოფი კალმოს-
ნების მოგონილი და შეთხზულიო, რომელსაც ცხოვრების
ორომტრიალთან არავითარი საერთო არა აქვსო. თავიდათავი
ის არის, რომ ოხერ-მუდრეგია ადამიანი, შორს რომ არ წავი-
დეთ, აი, მაგალითად, მეო და ჩემზე უარესი კიდევ რამდენიო და
განა შეიძლება, ჩაგვრა არ იყოსო? ჩაგვრა ხომ სწორედ ის
არის, რის გარეშეც არ შეიძლება არსებობაო, იმიტომ, რომ ადა-
მიანი შექმნილია საიმისოდ, რომ ხან დაჩაგროს და ხან დაიჩაგ-
როსო, და როგორც ღობეს მარგილი, ისევე ვერ ასცდება ხან ერ-
თი და ხან მეორეო... საქმე ის არის, როგორმე მჩაგვრელებში
ჩაიგდო თავი, მთელი ამბავი ამაშიაო. ეხლა ცხადია, მე ჩაგრუ-
ლებში ვარ და სულ იმას ჩამჩიჩინებენ, რომ ჩაგრულებმა ერთ
მშვენიერ დღეს უნდა გავიმარჯვოთო, თუ ეს მოხდა, ხომ გავხდე-

184 მკითხველთა ლიგა


ბით მჩაგვრელებიო, იცოცხლე, რო გავხდებითო... ჰოოდა, გა-
მოდის, რო ხვალინდელი დღის მჩაგვრელი ვარ, მე კიდევ მინ-
და, დღევანდელი დღისა ვიყო, ეს არის და ესა... რომელი სულე-
ლი არ არჩევს დღევანდელ ქათამს ხვალინდელ კვერცხს?! თუნ-
დაც იმიტომა, რო ხვალ შეიძლება, უკვე ზეცას მუხუდოსა სთე-
სავდე. ახლა უკვე თავის მომავალზე ფიქრით მოცულს, განსა-
კუთრებით აღაშფოთებდა არჩილის შეგონებები კაცობრიობის
ნათელ მომავალზე. ბოღმა ებჯინებოდა, რა ჩემი საქმეა ჯერ არ-
დაბადებულ და ჯერარშექმნილ ადამიანთა ბედნიერებაზე ზრუნ-
ვაო... რატომ უნდა გადაეცეს ანდამატივით მიმზიდველი "ბედ-
ნიერება" შინაარსისგან დაცლილ აჩრდილს მომავლისას, განუ-
ხორციელებელი ოცნების სფეროს, რომელსაც არავითარი სა-
ერთო სინამდვილესთან, ანუ ადამიანის ბედ-იღბალთან არა აქ-
ვსო. ბედნიერება ხომ სხვა არა არის რა, თუ არა "აი, ახლა" და
"აი, ამ წუთსო..." ჰოდა, თუკი მომიწოდებენ, კაცობრიობის ნათე-
ლი მომავლისათვის თოფი ავიღო ხელში და კლასობრივი
მტრები გავანადგურო, ეს კლასობრივი მტრები ჩემი ძმებიც რომ
იყვნენო, გამოდის: ადამიანი კი არ არის შუაში, არამედ ის წი-
ნასწარ შედგენილი თარგი ბედნიერებისა და კაცობრიობის მო-
მავლის მოწყობისა, რომელსაც არჩილი და არჩილისნაირები
გვაჩეჩებენ ხელშიო, ესე იგი, ძირი და ფესვი ამ თარგის შედგე-
ნისა ძალადობააო, და არა მარტო ძალადობა, არამედ კაი ფან-
ტაზიორობაცო, იმიტომ, რომ არც ბედნიერების გამოჭრა შეიძ-
ლება თარგის მიხედვით და ვერც ვერავინ დაუდგება თავდებად
მომავალ თაობებსო... კაცმა თავისი საქმე მოიგვაროს, ყველას
ისა სჯობსო, კაცობრიობა სათითაოდ ადამიანებზე რო გაყო და
კაცობრიობის მომავალიც სათითაო ადამიანის მომავალზე, ჩე-
მი და ჩემი შვილის მომავალი გამოვაო. ჰოდა, თუ თოფის სრო-
ლაა, რაღა უგზო-უკვლოდ ვისროლო, ბარემ იმას მოვუღირო,
ვინც გზაზე მეღობებაო... მადლობა, დიდი მადლობა ახალი
დროების კაცებს, არ დაუკარგავს ამაგს. არა, ეს მათ ჩააგონეს,

185 მკითხველთა ლიგა


რო კაცის კვლა არაფერიც არ არის, თუ დიადი მიზნისთვისა და
მოწინავე იდეისთვის სჩადიხარ ამას და ადამიანს სიცოცხლეს
ასალმებ...
მაგრამ ზოგჯერ კი ცახცახი აიტანდა იმის წარმოდგენისას,
რომ საშოვარი მართლაც სიკვდილს გაღმა იყო...
...მაწია ბობოქრობდა, გამოღებულ კართან იდგა ხელგაშვე-
რილი და გამწყრალი ეძახდა სპირიდონას: აუსვი ეხლავე აქედა-
ნო და რა ხახვსაც დამაჭრით ყურებზე, მაგასაცა ვნახავთო! გას-
წი და ასწორე მთა და ბარიო! მაწია აღარ ხუმრობდა, არ დაგინა-
ხოს ჩემმა თვალებმა, ეხლავე წავალ და პოლიციაში გავაცხადე-
ბო! და სპირიდონაც შედრკა, შებორძიკდა, იგრძნო, რომ რიყეში
მორბენალმა ქვას ფეხი წამოჰკრა...
აღარ, აღარ, აღარ უნდოდა მთა და ბარის გასწორება, ევას-
თან ტკბილი ძილი და ფერადი სიზმრები უნდოდა... გუნდასავით
შეიკრა, სწრაფი მზერა გაჰკრა მაწიას, ემანდ მართლა არ მიპინ-
ტრიშოს გაბრაზებულ გულზე და ტკბილი ძილიცა და ფერადი
სიზმრებიც ღამის წყვდიადში არ გაფანტოს და გააბნიოსო, ბუხ-
რის წინ სიპზე დაეცა მუხლებით და მთელი განცდით აღმოხდა:
– ცხვირით მიწას მოვხნავ, მაწიავ... ევამ რო მითხრას, თა-
ვით მარილი ნაყეო, მთელი ჩემი სიცოცხლე დავნაყავ! ევას გა-
რეშე ჩალად არ მიღირს სიცოცხლე, მაწიავ...
სიჩუმე ჩამოვარდა... ბუხარში ცეცხლმა გაიტკაცუნა... განჯი-
ნაში კი თაგვი კაკალს აჩხრიალებდა... მაწია კარს არ მოშორე-
ბია, არც მოუხურავს, მხოლოდ ყრუდ ჩაილაპარაკა, თითქოს
თავისთვის ამბობსო:
– წადი ეხლა და იფიქრე... რა ძალგიძს და რა შეგიძლია... და
მერე იგრე ვილაპარაკოთ...
სპირიდონა რომ წავიდა, მაწიამ ყანწში არაყი ჩამოისხა, და-
ლია, ყანწი ხონჩაზე დააგდო და დაიძახა:
– ევა! ევა!
– ევა... ევა... – კვნესით ამბობს ბებიაჩემი, – ჩემო ევა...

186 მკითხველთა ლიგა


– მოგიკვდეთ ჩემი თავი... მოგიკვდეთ ჩემი თავი... – ოხრავს
ბებია ევა.
ოთხ ათეულზე მეტმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც იმ პირ-
ქუშ დღეს ბებიაჩემის სასოწარკვეთილი კვნესა და ბებია ევას
ამოოხვრით ნათქვამი თანაგრძნობა განვიცადე. დიდი ხანია,
ორთავე თელავის სასაფლაოზე წვანან, დიდი ხანია, აღარ ისმის
მათი ხმა... მაგრამ, აი, ახლა, კომპრესორის გაბმულ დუგდუგში,
ბულდოზერის გუგუნში, მიწის სიღრმიდან ამოტანილი ქვა--
ღორღის ხრიალსა და მეტრომშენებელთა გადაძახილებში... ამ
ყურისწამღებ, მუდმივ ხმაურში, ვგრძნობ, რომ ჩემკენ შორეული
ხმები მოიკვლევენ გზას... ხან ერთ ხმას ჩანთქავს ბულდოზერის
დაღრენილი ხახა, ხან მეორე ხმა წაიფორხილებს და კომპრესო-
რის დიდ ბორბლებში ჩავარდება... მაგრამ ისევ წარმოდგებიან,
მტვერს დაიფერთხავენ, გადახვევენ ერთმანეთი ხელს და გზას
მოიკვლევენ ჩემკენ... და, აი, მე უკვე მკაფიოდ მესმის: "ევა...
ევა... ჩემო ევა..." და ბებია ევას "მოგიკვდეთ ჩემი თავი..." მკა-
ფიოდ ვხედავ ჩვენი ეზოს შემოსასვლელში, თეთრად და იის-
ფრად გათოშილ შემოდგომურებს შორის ჩქარი ნაბიჯით მომა-
ვალ ბებია ევას... შავი ხავერდის გრძელი ტალმა აქვს მოსხმუ-
ლი, თავზეც შავი ბაწრის შალი მოუხვევია და ამ სიშავეში თანაგ-
რძნობის უქრობი კანდელივით გამოკრთის მისი მშვენიერი სახე
და დიდი თაფლისფერი თვალები...
ბებიაჩემსაც შავი ხავერდის პალტო აცვია და თავზეც შავი
ქიშმირის შალი ახვევია. ბებია ევას დანახვაზე მსასოებელივით
იწვდის ხელებს და კვნესის: ევა, ევა, ჩემო ევაო... ის პირქუში
დღე ჩემში დარჩა, როგორც განსაკუთრებული და არაჩვეულებ-
რივი დღე, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ მთელი ჩემი ბავშვური
არსება პირამდე იყო სავსე სასოწარკვეთითა და გაოცებით და
ეს გაოცება, ჩემი მწუხარე გაოცება ავსებდა ჩვენს ბაღს, გათო-
შილ ვარდებს და შემოდგომურებს, გაძარცვილი ხეხილის შავ
ტოტებში გამომზირალ დეკემბრის მოქურუხებულსა და დაღვრე-

187 მკითხველთა ლიგა


მილ სივრცეს და, ასე მეგონა, მთელ ქვეყანასაც, არამედ ძირი-
თადად იმის გამოც, რომ იმ ბნელ დღეს პირველად დავინახე
მკაფიოდ ადამიანური ყოფის ოკრობოკრო ბილიკზე მავალი გა-
ნუყოფელი წყვილი, განუყრელი დობილი: სასოწარკვეთა და
თანაგრძნობა, პირველად გავიგონე მათი ნაღვლიანი ჰანგი,
დაუსაბამო, მარადიული ჰანგი... და მძაფრი, გამჭოლი განცდით
ვიგრძენი, რომ მე არ ვარ მხოლოდ საწყალი ბავშვი, მღვრიე ყა-
ვისფერი ლუქით დაბეჭდილი კარების წინ, საკუთარი სახლის
აივანზე დროებით შეხიზნული და ბებიის კალთას შეფარებული,
არამედ მეც ვარ, ჩემი უასაკობის მიუხედავად, წიბო და გვერდი
დიდი სიცოცხლისა, სასოწარკვეთით და თანაგრძნობით სავსე
სიცოცხლისა და მეც მევალება, მეც მეკისრება, ისევე როგორც
ბებიაჩემსა და ბებია ევას და ალბათ, ყველას, ყველას, ყველა
ადამიანს, საკუთარი ხვედრის გადატანა და სხვათა ხვედრის გა-
ზიარება... და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს არის ადამიანური ყო-
ფის დასაბამი.
...გარეთ თოვს... ისე თოვს... სარდაფის პატარა, ოთხკუთხე-
დი სარკმლებიდან ჩანს დათოვლილი ბუჩქი ბზისა... მე ვიცი,
რომ ეს ბუჩქი წინათ, ძალიან დიდი ხნის წინათ დაურგავს სპირი-
დონას მამობილს, საწყალ მნათეს... როცა ბებიაჩემი და ბებია
ევა წარსულ ამბებს მიამბობენ, მე აღარ ვიცი, სად თავდება და
სად იწყება წარსული... აი, მაშინ ყოველთვის მგონია, რომ მნა-
თე ახლაც ცოცხალია, ოღონდ გატრუნული ჩაყუჟულა ბზის და-
თოვლილ ბუჩქში... ჩაყუჟულა და თვლემს... ზოგჯერ გაახსენდე-
ბა, რომ დიდი ხანია, სანთელი არ ჩამოუსხამს... გამოვა ბუჩქი-
დან, შემოვა ჩვენს სარდაფში, როცა ჩვენ გვძინავს, დაჯდება
ბუხრის პირას, ნაღვერდალს გააღვივებს და იწყებს სანთლის ჩა-
მოსხმას...
კარლო და გულო კი, ბებია ევას შვილიშვილები, არასოდეს
ჩვენთან სარდაფში არ ჩამოდიან. რამდენჯერმე ერთად ვითოვ-
ლავეთ ეზოში და მერე ზევით ამიყვანეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ

188 მკითხველთა ლიგა


მაროს არ ვუყვარვარ... წინათაც არ ვეპრიანებოდი და ახლა,
რაც ბებია ევამ ჩვენ შეგვიფარა, განსაკუთრებით აიმრიზა. რამ-
დენჯერაც კარლომ და გულომ ზევით სათამაშოდ ამიყვანეს და
მარო მომაშტერდა, იმდენი ხან რა მეგონა და ხან რა... ხან ის,
თითქოს სადღაც მხარზე საზიზღარი ჭია მიმაცოცავს, რომელსაც
მხოლოდ მარო ხედავს და რომელმაც ასე უნდა იცოცოს, რად-
გან სისუფთავისა და კრიალ-წკრიალის მოყვარულ მაროს ზიზ-
ღიანი გული აქვს და არ შეუძლია, ამ საზიზღარ ჭიას წკიპურტი
გაჰკრას და მომაცილოს... ხან ის, თითქოს შუბლზე მური მაქვს
ჩამოსმული, მური და სიბინძურე და ამასაც მხოლოდ მარო ხე-
დავს... ხან კი ისე იჭმუხნის თავის ფართე სახეზე ავად წამომ-
დგარ ცხვირს, თითქო ერთბაშად მყრალი სუნი შეიყნოსა და ეს
სიმყრალეც, მხოლოდ მაროს ცხვირისთვის შესაყნოსი და შემა-
წუხებელი, სწორედ ჩემგან მოედინება... ერთი სიტყვით, მაროს
თვალქვეშ ჩემი თავი ერთი ვიღაც პირდაუბანელი და თავში-
ხელწამოსარტყმელი ბავშვი მგონია და ყოველთვის ისეთი გან-
ცდა მეუფლება, თითქოს მარო უშუალოდ მე კი არ მიყურებს და
ჩემთან კი არ ამყარებს ურთიერთობას, არამედ ვიღაცასთან,
რომელსაც ჩემში ხედავს და რომლის შესახებაც რაღაც ისეთი
სამარცხვინო იცის, რაზედაც მე, ჩემი უასაკობისა და სიბრიყვის
გამო, შეუძლებელია მქონდეს წარმოდგენა.
ერთი შემთხვევის შემდეგ კი სულ აღარ ამიდგამს ზევით ფე-
ხი. ეს მაშინ მოხდა, კარლო და გულო რომ გადამეკიდნენ, სახ-
ლაობა ვითამაშოთო და ეზოდან ძალისძალით ამიყვანეს თავი-
ანთას. ჩვენ მაგიდის ქვეშ ფარდაგი გავშალეთ და მუთაქების და
ბალიშების მოფარდაგული უნდა გაგვეკეთებინა. მარო მეორე
ოთახში კლიენტს თმას უხვევდა. ძალიან კარგი მუშაობა იცოდა,
ისე მარჯვედ ხმარობდა მაშებს, ისე შეჰხაროდა თავის გაკეთე-
ბულ ვარცხნილობებს, რომ მე სიამოვნებით გამოვძვრებოდი
მაგიდის ქვემოდან და მაროსა და მაროს კლიენტს დავუწყებდი
ყურებას, ეს მოშტერებული, უსიამოვნო მზერა რომ არა... მუთა-

189 მკითხველთა ლიგა


ქები დაგვაკლდა, ამიტომაც კარლო და გულო მეორე ოთახში
გაიქცნენ მოსატანად. მე ფეხმორთხმული დავრჩი მაგიდის ქვეშ
და შუა ოთახის გაღებული კარიდან ყარაბაღულ ხალიჩაზე ჩა-
მოკიდებულ სპირიდონას გადიდებულ სურათს გავყურებდი.
როგორც კი მიირბინეს კარლომ და გულომ და მუთაქებს ხელი
დასტაცეს, მარომ თმის დასახვევი ცხელი მაშა მოუღირა, მერე
მაშა ღუმელზე დააგდო და ორივეს მუთაქები ხელიდან გამოჰ-
გლიჯა, თან გაბრაზებულმა ისე ხმამაღლა და მკაფიოდ დაიჩურ-
ჩულა, რომ ცხადია, ყველაფერი გარკვევით გავიგონე: "რას გა-
დაეკიდეთ მაგ მავნებლის შვილს! რა ჩაგიძვრათ, რაა, თქვე სა-
სიკვდილოებო, თქვენა! გტაცებენ თქვენც ხელსა და წადით და
ირიკავეთ!"
ქვევით, სარდაფში კი ნაღვლიანი სიმყუდროვე სუფევს... დი-
დი ბუხრის აქეთ-იქით, კედლიდან კედლამდე გრძელი ტახტებია
გამართული. ერთ ტახტზე, უფრო სწორად, ტახტის ერთ ნაწილზე
ბებია ევას ლოგინი აქვს დაგებული, ძალიან ლამაზი ნაკუწების
საბნით, მეორე ტახტზე კი ფარდაგია დაფენილი და ფარდაგს ზე-
ვიდან ერთმანეთზე გადაკერებული ცხვრის ტყავები. თახჩებში
პატარა გოდრები და კალათებია შედგმული, ყველაფერი ბებია
ევას ხელით მოწნული, შიგაც ბებია ევას დაკრეფილი და ჩამო-
ტანილი ხიჩატელი ყრია: ზღმარტლი, ასკილი, წაბლი, მაჟალო,
თხილი... ქოთნებში ქაცვისა და ჟოლოს ნაყენი, კედლებზე კი
გამხმარი სამკურნალო მცენარეების წნულები, მინდვრის ქონ-
დრისა და გარეული პიტნის ასხმულები...
საბავშვო ბაღიდან რომ მომიყვანენ, ბუხარს გააღუდღუდე-
ბენ, ბუხრის პირას ჩამოსხდებიან და მეც შუაში ჩამისვამენ. ბე-
ბია ევა წაბლს წვერებს აჭრის დასახლელად, ბებიაჩემი კი საბა-
ტიბუტე პაწია ტაროებს ფხვნის... მე მანებივრებენ... ბებიას ეში-
ნია, უდედმამოდ დარჩენილი "არ დავიზაფრო", შემატყობს თუ
არა მოწყენას, მაშინვე ჩემ დარწმუნებას მოჰყვება:

190 მკითხველთა ლიგა


– ეს რაღაცა სრული გაუგებრობაა, გენაცვალოს ბებია, რო-
გორ, ჩემი აშენებული სახლი, სადა თქმულა, სად გაგონილა! ჩა-
მოვიდეს ჩემი ლიდა! რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს
დავიჭერ ხელში, ჩემს სახლს კი დავიბრუნებთ! შენ გული შიგნი-
თა გქონდეს, შემოგევლოს ბებია!
– ჩიკო?! ჩიკოსთან ვინ დაიბრუნებს სახლს, ბები, მაგათი სახ-
ლი ხო ძია ლექსოს პაპის აშენებულია... იქ რომ აღარავინ დარ-
ჩა?!
– როგორ ვინა? ალისა და ლექსოც დაბრუნდებიან, მამაშე-
ნიც დაბრუნდება, ყველაფერი სულ მალე გამოირკვევა, ბოროტ
კაცებს დასჯიან, სულ კუდით ქვას ასროლინებენ, ისინი კიდევ
ჩვენ პატიებას გვთხოვენ, შევცდით, შევცდითო, არ გაგვეგებო-
და, რას ვიქმოდითო...
– მერე ჩვენ უნდა ვაპატიოთ?
– თუ მოინანიებენ, უნდა ვაპატიოთ, გენაცვალოს ბებია,
სხვაგვარად არ იქნება და თუ არ მოინანიებენ, მაშინ პატიებაც
აზრს კარგავს, ჩვენ ჩვენთვის, თქვენ თქვენთვისო... მხოლოდ
მონანიებას ძალუძს ხიდი გადოს ადამიანთა შორის, ეს დაიხსო-
მე, გენაცვალოს ბებია...
სარდაფში სანუკვარი სურნელი ტრიალებს: ცეცხლის, ნეს-
ტის, დახალული წაბლისა და ბატიბუტის... სულ საბოლოოდ კი
სურნელოვანი ქონდრისა და პიტნის ჩაის.
სარდაფის პატარა, ოთხკუთხედ სარკმლებში ზამთრის ლურ-
ჯი ბინდი ჩამდგარა... ბზის დათოვლილ ბუჩქში კი საწყალი მნა-
თე ჩაყუჟულა... მე სულ ასე ვხედავ... დღისით მგონია, ჩაყუჟულა
და თვლემს... საღამოობით კი, განსაკუთრებით იმ საშინელი
დღის შემდეგ, შიში რომ დამჩემდა, მეჩვენება, რომ ბზაში ჩაკე-
ცილი მნათე კვდება, სისხლი მოჟონავს, დათოვლილ ბუჩქს წით-
ლად ღებავს... ზოგჯერ გამოყოფს გასისხლიანებულ ხელს ბზის
ბუჩქიდან, სარდაფისკენ უმწეოდ იქნევს და ძლივს გასაგონად

191 მკითხველთა ლიგა


იძახის: ევა... ევა... მინდა, გავფანტო ეს ჩვენება, ბებია ევას ვე-
კითხები:
– რა ერქვა მნათეს, ევა ბებია?
– თურმე მშობლებს შვილი არ რჩებოდათ, შეუგორეს ეკლე-
სიას და ღვთისო დაარქვეს, იქნებ ასე გადარჩესო.
ბებია ევა ბებიას შეხედავს და თავს ოდნავ გაარაცრაცებს, ვი-
თომ ეკლესიაზე აღარაფერი თქვაო, მაგრამ მე ვიცი, ვიცი, სწო-
რედ ამიტომაც მეჩვენება მომაკვდავი მნათე. მამა ლუკა ბოლოს
მაწანწრის ეკლესიაში გადმოიყვანეს თურმე. თავისი დახატული
დიდებული ხატი ღვთისმშობლისა შეუწირია ეკლესიისათვის.
საიდან არ მოდიოდნენ თურმე ხატის სანახავად და სალოცავად,
ხმა დაუვარდა, ძლიერი ხატიაო... ეკლესიები რომ აკრძალეს,
ეგრეთ წოდებული მსუბუქი კავალერიის წევრები მოცვივდნენ
თურმე ხატის წასაღებად. მნათეს არ დაენებებინა. დაემუქრნენ
თურმე, მაგრამ არაფერმა გაჭრა, ჩაიკრა გულში ხატი და ამას-
თან ერთად მოვკვდები და არკი დაგანებებთო. თავში კონდახი
ჩასცხეს ისეთი ძალით, სახლამდე კი ჩაუღწევია რის ვაივაგლა-
ხით, მაგრამ იმავ ღამით მომკვდარა.
ასეთი უწყინარი არავინ მინახავსო,– ამბობს ბებია ევა, – მო-
ვიდოდა და რაღაცნაირი საცოდავი ღიმილით შემომაცქერდე-
ბოდა. ერთი-ორჯერ სცადა, სიყვარულის ნიშნად, თავისი ჯამი-
დან ხორცი ჩემს ჯამში გადმოედო, მაგრამ მე არ ვქენი, სამყო-
ფია ყველასთვის და მიირთვით-მეთქი. ყოველთვის იხაფრებო-
და, ფეხი უკან უდგებოდა, თითქოს ყველასი რაღაც მართებსო.
– რა საწყალი ყოფილა... – დანანებით ვამბობ.
– მაგიტომაც მიუყვანეს და დაუსვეს თურმე სპირიდონას დე-
და თებრო.
– ჰა და ჰა, დაწოლაზე იყოვო, ჩემი დედამთილი იტყოდა
ხოლმე, – ამბობს ბებიაჩემი.
– მნათე კი თურმე სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, ერთბაშად
შევიძინე ცოლი და შვილიო. ერთხელ ასე ბუხრის პირას ვისხე-

192 მკითხველთა ლიგა


დით და მეც მითხრა: განა არ ვიცი, დამცინოდნენ, მაგრამ რა
არის, შვილო, ამაში დასაცინიო... მედილიჟნე ზორბა, რომელ-
საც საწყალი თებრო შეეცდინა და მიეგდო, ერთ დაჯდომაზე ჩაფ
ღვინოსა სვამდა და ვაცს თავფეხიანად გადასანსლავდა, თავისი
დღე და მოსწრება ხონჯარშეხსნილი დაიარებოდა და ამიტომ
თავი პირველი კაცი ეგონაო. იმისი დაცინვა ფიქრად არავის
მოსდიოდაო.
– ჩემო ევა, შენ ის უთხარი, როგორ გეჭიკჭიკებოდა ხოლმე...
– მოუწოდებს ბებია.
– ოოო, გაოცდები, ჩემო გოგო, ისე ზედმიწევნით ბაძავდა
ფრინველ-ცხოველსაც და ადამიანსაც... მოწყენილსა და დარ-
დიანს თუ დამინახავდა, ჩაცუცქდებოდა ჩემთან და მოჰყვებოდა
ჭიკჭიკ-გალობას, აბა, თუ გამოიცნობ, ეს რომელი ჩიტია და ეს
რომელიო... გუნება რომ გადამეწმინდებოდა და გავუღიმებდი,
თვითონაც გახარებული მეტყოდა: განიხარა გულმან ჩემმან და
გალობდა ენა ჩემიო...
– ეეჰ, რა უთხრას კაცმა ბედის მწერალს... – ამბობს ამოოხ-
ვრით ბებია, – საწყალი მნათესთვის კი კარგად მოხდა, მაგრამ
შენ რა შუაში იყავი, ჩემო ევა...
– მითქვამს შენთვის, მამაზე ვფიქრობდი-მეთქი, მაგრამ ხში-
რად მიფიქრია, მარტო მამას გამო არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი.
მეტისმეტად ვიტანჯებოდი და როგორც ჩანს, მეგონა, ტანჯვას
შევიმსუბუქებდი. თანაც ასეთი არაფერი მინახავს, როგორც ეს
კაცი იყო აზვირთებული, ვაჭრობა უნდოდა, დუქანი უნდოდა გა-
ეხსნა, მამასაც ეს ხელს აძლევდა... ბოლოს-ბოლოს თანხმობა
რომ გამოვაცხადე, დაემხო ჩემ წინ და დიდხანს თავი არ აუღია,
შენ მე სიცოცხლე დამიბრუნეო, მღელვარებისაგან ძლივს
ამოთქვა, თვალებიც ცრემლებით ჰქონდა სავსე და სიხარული-
საგან შეძრწუნებული... არ დამავიწყდება ის მზერა... თავზარდა-
ცემული კაცის საშინელი მზერა...

193 მკითხველთა ლიგა


უცებ ვიგრძენი, რომ შუქმა იკლო, სანთელი ჩამქრალიყო
მიცვალებულთან. წამოვდექი, სანთელს მოვუკიდე. ბებია თავი-
სი მიღრეცილი ხელებით ფშვნეტას მოჰყვა, ნიკაპი ჩამოუვარდა,
მაგრამ თვალი არ გაუხელია, ძილში იფშვნეტდა... მთლად გას-
ცივებოდა ხელები, ჩემი მერინოსის თავშალი დავახურე და შე-
შის შემოსატანად გავედი. ბარდნიდა, კიდევ უფრო მეტად და
ხშირად ბარდნიდა... მთელი ეზო გათეთრებული იყო... ნეტავ
რასა აქვს კიდევ ასეთი უნარი მოგონების, გახსენების, ფიქრის
აღძვრის, სევდის და სიხარულის, როგორც თოვლს... და ალბათ,
წარმოსახვის ამოქმედებისაც, რადგან ავიღე თუ არა რამდენიმე
ნაჭერი შეშა და უკან უნდა შემოვბრუნებულიყავი, რატომღაც
შევჩერდი, ეზოს გადაღმა უკაცრიელ გზას გავხედე და დავინახე
დათოვლილი შარა და სპირიდონა, არყისაგან და სიხარულისა-
გან შემთვრალი და რეტდასხმული, ადლიანი ნაბიჯებით რომ
მოალაჯებდა უკაცრიელ შარაზე და ცივის კალთებიდან მონაბერ
თოვლიან ქარს, ტურების ჩხავილსა და მგლის ყმუილს ერთვო-
და სპირიდონას აფოფრილი გულისთქმა: "ევაა... ევა..... არის
განა ამაზე ანდამატური სახელი... არიის... არიიის? არის, არის
ერთი ანდამატური სიტყვა... საქონელი... საქონელიიი. ოჰოჰო,
რამდენი რამე იგულისხმება ამ სიტყვაში: რა აღარ, რა აღარ, რა
აღარ, ყველაფერი, ყველაფერი, მთელი ქვეყანა... ევა და საქო-
ნელი, ევა და საქონელი, ქსოვილის, ლითონის, ბამბის, მატ-
ყლის, ოქროს, ვერცხლის... სურსათი, სურსათი, სურსათი
ნაირ-ნაირი... ვაჰ, ეს სპირიდონა არ არის?.. ეს რა უცხო ქედანი
გაუბამს კაკანათში... ფეხით მიდის თუ ფაეტონით... ფეხით...
იმიტომ რო ფაეტონი თავლაში უდგას... ტკაცუნა მათრახი...
ტკაც! და გადაუშხუვლებს ცხენებს... ატკაცუნებს და ატკაცუ-
ნებს... ბიჭებო, თქვე ყურუმსაღებო, აბა, ჩქარა, აბა ფიცხლად,
აბა, ყოჩაღად, დრო არ იცდის, დრო ფულია, თქვე სახეძაღლე-
ბო, თქვე ვირისთავებო, გადმოცალეთ, ბიჭებო, საქონელიიი..."

194 მკითხველთა ლიგა


არა, არა, ყინვა კი არა, გულისთქმა მოარბენინებდა, სიტყვე-
ბად ამომსკდარი... და უკაცრიელი შარის გადაღმა, ცივის და-
თოვლილი კალთებიდან ტურების ჩხავილსა და მგლის ყმუილ-
თან ერთად სპირიდონას გამოძახილიც ისმოდა.
სპირიდონამ მთელი არსებით იგრძნო, რომ ბედისწერის
ბორბალი წაღმა დაუტრიალდა, აცახცახებული ხელით ნასრო-
ლი კოჭი ალჩუზე დაუჯდა, საითაც არ მიბრუნდა, გზა ხსნილი და
საამოდ სავალი დაუხვდა. სასიმამრო დიდ მზითევს ატანდა თა-
ვის ქალს, სპირიდონა გრძელვადიან სესხს იღებდა და თვითონ
ევასაც თავისი მონაგარი ჰქონდა. სახლის მოწყობასა და დუქ-
ნის სამზადისში ხალისიანად მიჰქროდა დრო. ხელოსნები კარ-
გები და პირიანები შეხვდა, გამოიამინდა თუ არა, შეუდგნენ საქ-
მეს და წუთი აღარ გაუცდენიათ, ისე მუშაობდნენ. სპირიდონასი
და მნათეს ის ერთი ოთახი, თავისი ფარდულითა და შეშის საწ-
ყობით, დიდ სარდაფად აქციეს, კედლები ამოუშენეს, ფილაქანი
დააგეს, მნათეს საცხოვრებელი მოუწყვეს... მაღლა კი, სპირი-
დონასთვის და ევასთავის, ახალი მეოჯახეებისთვის, სამი ოთახი
გამართეს, ორი დიდი, ხალვათი ოთახი, ერთიც მომცრო, გა-
ნიერი შუშაბანდითა და სამზარეულოთი, ქუჩიდან სადარბაზოთი
და შიდა, ამოსასვლელი კიბით.
სასოებით შეჰყურებდა სპირიდონა ამ კედლებს, ევას მომა-
ვალ ადგილსამყოფელს. მალე, მალე გავიდოდა დათქმული ვა-
და, მალე დაიწერდა ჯვარს თავის მზეთუნახავზე და იხილავდა
კიდეც ევას მშვენიერ თავს, ბალიშზე ძვირფასი განძივით დადე-
ბულს და თუმცა სპირიდონას შეყრილი წარბებიდან გამოსხლე-
ტილი მზერა არც ერთხელ არ მოხვედრია მიზანს, მგლოვიარე
საცოლეს არც ერთხელ არ შეუხედავს თავისი ახალი საქმრო-
სათვის, სპირიდონას მხოლოდ წამიერად გაჰკენწლავდა ხოლმე
უსიამოვნო განცდა უიღბლო მსროლელისა, თორემ ბედნიერე-
ბის ტალღაზე ატივტივებული, ჩვეულებრივ ფიქრობდა: ჩემი გუ-
ლისთქმა ქვას დაადნობს და ხეს დასწვავსო, სიკვდილი კი იმის-

195 მკითხველთა ლიგა


თანა გადაწყვეტილი რამეა, მიდი და უყარე კაკალიო, ადამიანე-
ბიც ყველაზე იოლად სწორედ სიკვდილს ეგუებიანო. მით უმე-
ტეს, ახალგაზრდა, მშვენიერი ქალი, ადრე სიყმაწვილითვე კა-
ცის ალერსს, კაცის ხელს ნაჩვევი და ახლა კი, ბედის უკუღმარ-
თობით სიყვარულის თავბრუდამხვევი, აქოჩრილი მორევის
ნაცვლად, დამშრალ და დაწრეტილ რიყესთან გლოვის კარავში
მიყუჟულიო. ო, როგორ ეძალებოდა სურვილი, სწრაფად გასუ-
ლიყო დათქმული დრო, კარვის თალხი კალთები ნაფლეთ--
ნაფლეთ ექცია და მწყურვალი და გვემული ევა სიხარულის სამ-
ზეოზე გამოეყვანა. სურვილით ატანილს შიში შეიპყრობდა
ხოლმე, ვაითუ დათქმულ დრომდე ვერ მივაღწიოვო, ფათერაკი
წყლის ფერიაო, ვაითუ ვერ ვეღირსოო ევასთან ყოფნასო. ზოგ-
ჯერ კი, ძალიან იშვიათად, მთელი დღე წინ და უკან ნარბენსა და
ნაჯაფევს, ახალი ცხოვრების მოწყობით გართულს, ავი ფიქრები
შემოაწვებოდა, მუშტებს ბალნიან მკერდზე მიიბჯენდა და ბოღ-
მიანად ჩურჩულებდა: "ღმერთო, შემინდე და შემიწყალე! ღმერ-
თო, მომიტევე ყველა შეცოდება..."
ერთხელ, შუაღამისას, მძინარე მნათეს დაადგა თავს:
– მამი, გაიღვიძე, მამი...
შეშინებულმა მნათემ თვალი ჭყიტა:
– რა იყო, ბიჭო, რა დაგემართა, სპირიდონ!
– ილოცე, მამი, ჩემი ბედნიერებისთვის ილოცე! – და ათ-
რთოლებული და აცახცახებული ტახტის წინ დაემხო.
მნათე ჩააშტერდა სპირიდონას და მთვარის შუქზე მისი გა-
ტანჯული სახე დაინახა.
– ვილოცებ... მაშ ვიღასთვის ვილოცებ... ღვთისმშობელსაც
შევავედრებ შენს თავს და ჩვენს სალოცავ წმინდა გიორგისაც...
სპირიდონამ თავი ჩაჰკიდა და თუმცა ჩუმად, ძლივს გასაგო-
ნად თქვა, მნათემ იგრძნო, რომ ხმა სასოწარკვეთით ჰქონდა
სავსე:

196 მკითხველთა ლიგა


– არა, არა, არ გადმომხედავს, მამი... – მერე თავი აიღო, შე-
შინებულმა შეხედა მნათეს და აჩქარებულად დაუმატა: – მე ხომ
ღვთის საგმობ ფურცლებს ვავრცელებდი...
ქვეშაგებში წამომჯდარი მნათე აიბუზა, ერთხანს სიტყვა ვერ
გასძრა, თავისი გამომშრალი, პატარა ხელი სპირიდონას თავზე
დაადო და როდის-როდის, ჩავარდნილი ხმით წარმოთქვა:
– უსაზღვროა უფლის წყალობა... სპირიდონ, – მერე ხელი
აიღო და სპირიდონას ჯვარი გადასახა.
მართლაც დიდი იყო უფლის წყალობა და სპირიდონაც ყო-
ველ ნაბიჯზე გრძნობდა ამას. ჯერ ის რად ღირდა, რომ არჩილი
დააპატიმრეს, თელავის უჯრედის მესვეური და სულისჩამდგმე-
ლი, ვინც უშუალოდ იყო დაკავშირებული ცენტრთან, ვინც ამა-
რაგებდა აკრძალული ლიტერატურით, ვინც დავალებებს აძ-
ლევდა უჯრედის წევრებს და ვისი მგზნებარე პრინციპულობა და
თავგანწირვისთვის მუდმივი მზადყოფნა ასულდგმულებდა რე-
ვოლუციური უჯრედის საქმიანობას. დააპატიმრეს სწორედ ახ-
ლა, თითქოს საგანგებოდ, როცა სპირიდონას სრულიადაც აღარ
სურდა პროკლამაციების გასავრცელებლად წანწალი და აკრძა-
ლული ლიტერატურის შესასწავლად თავის მტვრევა, როცა სპი-
რიდონას ასე სჭირდებოდა რევოლუციურ უჯრედთან გამიჯვნა
და როცა, ბოლოს და ბოლოს, თავისი ახალი ცხოვრება უნდა
მოეწყო არჩილის მიმთითებელი მარჯვენისა და გამომცდელი
მზერის გარეშე. აკი მოელაპარაკა კიდეც არჩილსა და უჯრედის
წევრებს, ასეო და ისეო, მინდა ოჯახს მოვეკიდო და თქვენ თვი-
თონაც იცით, რა მაქვს და რა მაბადიაო, მიწა ჩვენ არა გვაქვს და
ბაღ-ვენახიო, გადავწყვიტე, ვაჭრობას მივყო ხელი და თქვენ-
თვისაც კარგია, თუ არ გავკოტრდი და შემოსავალი მექნება,
შეძლებისდაგვარად ხელს დაგატანთო. არჩილსაც არაფერი ეთ-
ქმოდა, რადგან ცენტრი მცირე გროშებს აძლევდა პროვინციის
უჯრედებს და იმასაც არა. ეს კი იყო, აკრძალული ლიტერატუ-
რით ამარაგებდა. ძირითადად არჩილის მამულის შემოსავალსა

197 მკითხველთა ლიგა


და უჯრედის წევრების რევოლუციურ სულისკვეთებას ეყრდნო-
ბოდა მათი მოძრაობა და საქმიანობა. არჩილს ოდნავაც არ ეპა-
რებოდა ეჭვი, რომ ვინმე აუცილებლად გამოჩნდებოდა სპირი-
დონასავით ღატაკი და შეავსებდა მათ რიგებს, მომავალი რევო-
ლუციისთვის და სპირიდონასგანაც უახლოეს მომავალში იქნებ
მართლა რაღაც დახმარება გამომდნარიყო.
არჩილის დაპატიმრების ამბავი რომ გაიგო, გამოუთქმელი
ნეტარება იგრძნო. რა იყო ეს, თუ არ განგების ხელით გამოწ-
ვდილი წყალობა. თავისი შეყრილი წარბები კიდევ უფრო შეყა-
რა, პირქუში სახე კიდევ ჩამოექრუშა: რას-რასა და ნეტარებას
შარაზე გამოფენა არ უხდებოდა, ნეტარებას გულში უნდა ჩაებუ-
დებინა, როგორც საბუდარში და იქ კუტკუტით ეჩეკა წიწილები.
ჯერ ნატოსთან გავარდა, არჩილის მარტოხელა დედასთან, წყა-
ლი მოუტანა, შეშა დაუპო, მეპურე დანიელასაგან კაი ხუთგირ-
ვანქიანი პური ჩამოურბენინა. მერე გაიქცა და ლამპა იყიდა,
პატრუქი და შუშა გაუწყო, ნავთი ჩაასხა და ციხისკენ გაქუსლა,
ზედამხედველს სამი მანეთი ქრთამი მისცა და არჩილს შეუგზავ-
ნა. რამდენჯერ გაუგონია არჩილისაგან: ციხეში ჯდომა რევო-
ლუციონერისათვის აუცილებელიც არისო, ციხეში იწრთობა და
მწიფდება პიროვნებაო, ერთი ეგ არის, განათებაა ძალიან ცუდი
და წერა-კითხვა ჭირსო. ჰოდა, ამ ლამპის შუქზე, დაე, უკეთესად
გამოიწრთოს და დამწიფდესო, ფიქრობდა, მე კი ამასობაში დუ-
ქანსაც გავხსნი და ჯვარსაც დავიწერო.
დუქნის საქმეც მშვენივრად გაიჩარხა, ბედი რომ გაუღიმებს
კაცს, გაუღიმებს! თელავში ძირითადად ორი სავაჭრო რიგი იყო,
ორი ერთმანეთის პარალელური ქუჩა, რომელთაგან ერთს "ზე-
მო ბაზარი" ეწოდებოდა და მეორეს "ქვემო ბაზარი". არც ზემო
ბაზარზე და არც ქვემო ბაზარზე ნემსი არ ჩავარდებოდა, ისე იყო
აქაურობა გაზიმზიმებული მიჯრით მიწყობილი დუქნებით, საწ-
ვრილმანოებით, ფარდულებითა და ნაირ-ნაირი სახელოს-
ნოებით, ისე იყო აქაურობა გაჭედილი მრავალი წვრილი თუ

198 მკითხველთა ლიგა


მსხვილი საწარმოთი. აქ იყო აღებ-მიცემობის შუა წერტილი, აქ
ფეთქავდა მთავარი ძარღვი ვაჭრობისა, აქ ბრუნავდა საქონე-
ლი, ტრიალებდა ფული, აქ ხვდებოდა ერთმანეთს ათასი მილე-
თის ხალხი და აქ გაისმოდა დილიდან საღამომდე ათასი ჯურის
ხმა. და რა გასაკვირია, თუ სპირიდონასაც აქ უნდოდა საბაყლო
დუქნის გახსნა, აქ სურდა დამკვიდრება და ამ ნანატრი ადგილის
თუხთუხსა და ორომტრიალში ჩაბმა. მაგრამ ძალიან ჭირდა აქ
ადგილის შოვნა, ხელსახოცისოდენა თავისუფალი მიწის ნაგლე-
ჯი არსად იყო. სპირიდონა დაგეშილივით დასუნსულებდა
ზევით-ქვევით და იმდენი ირბინა, სანამ საქმე არ გამოიწყო. იღ-
ბალი რომ გაეხსნება კაცს, საქმეც წაღმა წაუვა. დაადგა თვალი
ფართლეულით მოვაჭრე თარხანოვის თავლას, შეუჩნდა და
აღარც მოეშვა. იმდენი ქნა, იმდენი იჩალიჩა, ხან დაყვავებით,
ხან დამუქრებით და თავლის ჩამონაჭერი კი დაათმობინა, თა-
ნაც შეღავათიან ფასად. მერე სადა? სწორედ ქვემო ბაზარზე, რი-
ყის ქვევით მოკირწყლულ, მშვენიერ სავაჭრო ქუჩაზე. თავლის
ჩამონაჭერი გაწმინდა, გაასუფთავა, გადატიხრა, წმინდად
გაალესინა, ფილაქანი დააგებინა, გადატიხრული ნაწილი საწ-
ყობადა და დამხმარე ოთახად აქცია, ქუჩის მხარე საბაყლო
დუქნისთვის გააწყო, შემინული კარი და დარაბა შეაბა, დახლი
და ყაფაზები დურგალ ფირუზას გაამართვინა და ერთ მშვენიერ
დღეს დახლში რომ ჩადგა, სპილენძის ძგიდეს ხელი დააბჯინა
და სასწორის გადაღმა, მინიანი კარიდან ქუჩას გახედა, უცნაური
რამ დაემართა. ასეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ
განუცდია, ისე ეგონა, ცხადში სიზმარს ვხედავო, ყოველივე სიზ-
მრისეული სიცხადით მოეჩვენა: ჩამავალი, მკვდრის მზით ფერ-
მიხდილი ქუჩაც, ორთვალაზე სპილენძის კასრის მოწითალო
ვარვარიც, სხარტად მოჩიკჩიკე ვირის დიდი შავი თვალები და
ამობურცული ნაცარა ყბებიც, მოპირდაპირედ, ქუჩის პირას, კა-
რის ღიობში ჩამდგარი აკვნის რწევაც და ცოტა იქით, გეზად,
ბნელი გამოქვაბულივით გამურული სამჭედლო, ცეცხლის ენე-

199 მკითხველთა ლიგა


ბი, გრდემლზე დაგდებული გაღუებული რკინა და წითელპერან-
გა კაცი ხელში უროთი... და, რაც მთავარია, თავისი თავი, რო-
მელსაც ამ ხილვის დროს ისე განიცდიდა, როგორც გაოცებული
მაყურებელი, გულხელდაკრეფილი სცენას რომ მისჩერებია და
სცენაზე კი, რაღაც სასწაულად, სწორედ თავის თავს ხედავს.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს კაცი, დახლზე ჩამოყ-
რდნობილი, წმინდა ქიშმირის ხალათითა და კასტორის ტუჟურ-
კით შემოსილი კაცი, სპირიდონაც იყო და ვიღაც სხვაც, რომელ-
საც ოდესღაც, სხვა დროში და სხვა სინამდვილეში ეცხოვრა...
და არა მარტო ის, ყველა ირგვლივ: წითელპერანგა მჭედელიც,
უროს ყოველ დარტყმაზე ხვნეშას რომ აყოლებდა, დაძონძილი
თულუხჩიც, ჰაერში სახრეს რომ ატყლაშუნებდა და სტვენა--
სტვენით მიჰყვებოდა ორთვალას, აკვნის გვერდით ჩამომჯდარი
პატარა ბიჭიც, მაჯაზე თასმა რომ წამოეცვა, "სუუ, გოგო, სუუ,
გოგოს" ძახილით თან აკვანს არწევდა და თან ჩილიკას თლიდა,
მოჩიკჩიკე მომცრო ვირიც, დიდი შავი თვალები მდუმარებითა
და იდუმალებით რომ ჰქონდა სავსე... ყველა და ყველაფერი ირ-
გვლივ, სპირიდონას ამ სიზმრისეული ჩვენებისას, ერთსა და
იმავე დროს, სავსე იყო უსაზღვრობითა და დაუსაბამობითაც და
წამიერების განუზომელი მომხიბლაობითაც.

200 მკითხველთა ლიგა


"ვა, ჭირნი ჩემნი ეზომნი,ვა, სიცოცხლისა თმენანი".

ჯვრისწერის დათქმულმა ვადამაც მოაწია... სახლიც მზად


იყო, დუქანიც მზად იყო და სპირიდონას გულისთქმაც ზღვას
ერეოდა... მაგრამ ევამ არც საქორწინო კაბის ჩაცმა მოისურვა,
არც ჯვრისწერის გახმაურება და ხალხმრავალ ეკლესიაში შეს-
ვლა, და არც ქორწილის გადახდა... "ვერა, მამავ, ვერა! ვერ და-
მიყაბულებთ და ნუ მეუბნებით... შენც ნურაფერს მეტყვი, რუსუ-
დანო, შენი ჭირიმე, ჩემი ცოცხალი თავით გალობა--
მრავალჟამიერს ვერ გავიგონებ, ვერა..." "კარგი, ევავ, დამშვიდ-
დი, ქალო, სპირიდონა ყველაფერზე თანახმაა, მღვდელ--
დიაკვნისა და ორი მეჯვარის მეტი არავინ იქნება... არც საკლავს
დავკლავთ, არა, არა". ის კი არა, თალხების გახდაც არ უნდო-
და... მერე ვითომ დაითანხმეს, მაგრამ რა, თეთრი ატლასის კა-
ბაში ხელი ვერ გააყრევინეს, თაგვისფერ კაბაზე შავი აბრეშუმის
ქალაღაია მოიხვია და გამწყრალი და გაკერპებული გაიძახოდა:
ეს არის ჩემი საქორწინო სამოსიო.
სპირიდონა ხშირად იგონებდა ჯვრისწერის იმ ავბედით დღეს,
განსაკუთრებით მერე, როცა ბოლომდე გამოცალა სიძულვილი-
სა და ათვალწუნების მწარე სამსალა, ხშირად იგონებდა ევას
თვალების სასტიკ ელვარებას და ვიწრო სახელოებში გამოკ-
ვალთული გრძელი ხელების ფიცხსა და გაგულისებულ მოძ-
რაობას. თურმე საშვილიშვილო ომს უცხადებდნენ, ის კი მუხ-
ლებზე დაჩოქილი, თავბრუდასხმული და დაბრმავებული, სა-
სოებით უკოცნიდა კაბის კალთას... თურმე შხამსა და ბალღამს
უმზადებდნენ, მას კი, ბენტერას, შაქარყინულისთვის დაეღო
ღლავივით პირი... მაშინ რომ სცოდნოდა, წინ რა ელოდა, რომ
სცოდნოდა, ეს ნანატრი მზეთუნახავი რა გულქვა და შეუბრალე-
ბელი გამოდგებოდა, რა უწყალო სულისმხდელი, რა ძაღლუმა-
დურ ცხოვრებას გაატარებინებდა და თვითონაც რას

201 მკითხველთა ლიგა


მიეწეოდა... მაგრამ მაშინ კი არა, როცა მართლა არ შეიძლებო-
და სცოდნოდა, მერეც, როცა უკვე იცოდა, დიდხანს, ძალიან
დიდხანს არ უტყდებოდა თავს, დიდხანს უხუჭავდა სინამდვილეს
თვალს და დიდი სიამოვნებით დაუხუჭავდა სულ მუდამ, ევა ასე-
თი შეუპოვარი რომ არ ყოფილიყო. ბედნიერება სწყუროდა და
იმიტომ... ევასთან ერთად, ევას გვერდით აუცილებლად ბედ-
ნიერი უნდა ყოფილიყო, სხვანაირად ვერც წარმოედგინა და
არც უნდოდა წარმოედგინა. მეტისმეტად გაისარჯა ამ ბედნიერე-
ბისთვის, იგვემა და ივაგლახა, შეივიწროვა ხორცი და სული...
თითქოს პირობა იყო ასეთი, მასში ჩასახლებული, მასში ჩაბუ-
დებული ვიღაც უხილავის მიერ წამოყენებული, ვისთვისაც სპი-
რიდონას ყველაფრის გადამწონ-გამამართლებელ საბუთად თა-
ვისი და ევას ბედნიერება უნდა წარედგინა. ასე ეგონა სპირიდო-
ნას, რომ მხოლოდ ბედნიერების უხვ მდინარებას შეეძლო
წაელეკა ცოდვა-ბრალის სივაგლახე და უწმინდურება...
და უნდა წაელეკა, უეჭველად უნდა წაელეკა!!! ამ იმედით
ცოცხლობდა... სიყვარულთან ერთად მის გულში ჩანერგილ
იმედს ღრმად გაედგა ფესვი...
ევას უმოწყალო ხელი პირველივე დღიდან, თუ პირველი ღა-
მიდან სწორედ ამ იმედს მისწვდა, დაურიდებლად და დაუნანებ-
ლად მისწვდა, რომ ძირიანად ამოეძირკვა, დაემსხვრია და მო-
ესპო, მაგრამ სპირიდონა უმალ სიცოცხლეს დასთმობდა, ვიდრე
ამ უჯიათ იმედს, წვითა და დაგვით მოვლილს და მთელ მის არ-
სებაში დაფესვიანებულს და გახარებულს... ღონიერი ხელები
ჰქონდა სპირიდონას და ჯიუტი ბუნება... "ნუ, შენი ჭირიმე, ნუ
მკრავ ხელს... ქმარი ვარ შენი, ჯვარდაწერილი, უცხოსავით ნუ
მექცევი, შენი ბუდე ეხლა აქ არის, გაიგე და შეიგნე, ევავ, ჩემო
სიცოცხლევ, შენი სახლი ეხლა ეს არის, შენთვის გამართული,
ჩვენი ბედნიერებისათვის გამართული... გესმის, ევავ! გაიგონე,
ქალო, გაიგონე!"

202 მკითხველთა ლიგა


– არაფერი მეყურებოდა იმ კაცისა... და არც მინდოდა გამე-
გო... უცხო იყო ჩემთვის ისა და იმ სახლშიც ყველაფერი მეუც-
ხოებოდა... ჩემი მოქსოვილი ფარდაგიც კი აღარ მეჩემებოდა...
დღენიადაგ ეკლებზე ვიჯექი, როგორც ჩიტი ნარზე, ყოველწუთს
ასაფრენად გამზადებული... თან რა უამურად გხვდება ყურში
იმისი ხმა, ვინც არ გიყვარს, მით უფრო, თუ სულ იმის ცდაშია,
მოგეფეროს და დაგიყვავოს... იმისი დაყვავება გულში ბოღმად
ჩამიგუბდებოდა ხოლმე... დარდი დარდია და ბოღმა ყოფილა
თურმე ყველაზე გაუსაძლისი, ბოღმა რო გერევა და ჯავრის
ამოყრის სურვილი...
– მაკვირვებს თქვენი გუმანი, ევა ბები, მაშინ ხომ არაფერი
იცოდით... – ვუთხარი მე და "ყაზბეგის" კოლოფი გავუწოდე.
– მადლობთ, გენაცვა, მადლობთ, გინდაა გამანებივრო პაპი-
როსით, ვითომ ჩემს "პრიმას" ვერ მოვწევდიი?!
– დედამ გამომატანა, დეიდა ევას წაუღეო, რაკი არ იშლის,
ხანდახან მაინც უკეთესი მოსწიოსო...
– თანაც ამ მშვენიერ ფერისცვალების დღეს არაა...
ბებია ევამ პაპიროსს თავი მოუფშვნიტა, ნაკვერჩხალზე
მოუკიდა და გააბოლა... ჩვენ ტყის პირას, რცხილის ქვეშ ვისხე-
დით, შუამთის ტყეში, ტყისპირებში მაყვალი იცის, მაყვალი
იცის, უნდა კრიფო და ვერ დაკრიფო, თან მსხვილი, მსხვილმარ-
ცვალა და სურნელოვანი. ბებია ევამ ვედრო გაავსო, მეც რძის
ბიდონები მქონდა წამოღებული ორ-ორ კილოიანი.
– უკანა გზობა ყოველთვის უფრო ძნელია, ჩემო გოგო, ხომ
იცი, თხის ტყავი მანძილზე თხად იქცაო, ჰოდა, ფერდები მაღ-
ლად უნდა გვქონდეს, რომ არ გაგვიჭირდეს მოძრაობა, დიდი
გზა გვაქვს გასავლელი, უნდა კარგად დავნაყრდეთ და დავისვე-
ნოთ...
ბებია ევამ წკიმლებისა და ნაყარი ტოტებისაგან სახელდახე-
ლოდ გააჩაღა ცეცხლი, შეგულებული ჰქონდა სოკოს რამდენიმე
ბუჩქი, იქვე, რცხილების ქვეშ, მერე რა სოკოსი, სანამ ცეცხლი

203 მკითხველთა ლიგა


ნაკვერცხალს დასდებდა, მიიარ-მოიარა და მთელი კალთა ხოხ-
ბისმკერდა მოიტანა, ჯიბის დანით თავები დაუწმინდა, შემხმარი
ფოთოლი თუ მიწა მოაშორა, ძირები დააჭრა და ნაკვერჩხლებზე
დააწყო, რამდენიმე თავი ხახვიც ჰქონდა წამოღებული და ისიც
ღადარში ჩაყარა, მე კი მათარას წამოვავლე ხელი და წყაროზე
ჩავირბინე. დიდებული სუფრა გამოგვივიდა, ხოხბისმკერდა ხომ
ისეთი გემრიელია, არც კი ვიცი, რომელი სოკო შეედრება, დათ-
ვის სოკოსაც კი მირჩევნია. ჰოდა, ვისხედით რცხილის ქვეშ და
გემრიელად შევექცეოდით ჩვენს სადილსა თუ სამხარს. მერე ჩა-
იც მომიდუღა პატარა კათხაში მაყვლის ფოთლებისა და გა-
რეული ქონდრისა, სურნელოვანი, ისეთი სურნელოვანი, ლამის
დასაბნედი, მაყვალს ვატანდი და ყოველ ყლუპზე ვნეტარებდი...
– აბა, რა საჭიროა იკლიკანტურად მომზადებული ნაირ--
ნაირები, ჩემო გოგო?! – მეუბნებოდა ბებია ევა, – საზრდელი სა-
ღი და გემრიელი უნდა იყოს, მარტო სიმაძღრეში კი არ არის
საქმე – გუნება გადაგიწმინდოს, გაგახალისოს, თორემ ათნაირი
ჩაიპირქვავო სტომაქში, სულაც არ არის შესარგო. რა ვქნა,
არასდროს არ მიყვარდა მუცელღმერთობა. იმ კაცმა ერთხელ
წიგნი მომიტანა... ოჰ, რა ამბითა და სასოებით...
"შეხედე, ევავ, შეხედე, ქალო, რა სანიმუშო რამ მოგიტანე...
– მორბოდა, მორბოდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ დაინახავდა
და ამ წიგნს გადასცემდა. არა, კი არ გადასცემდა, ერთად დას-
ხდებოდნენ და ერთად დაათვალიერებდნენ, ევა რომ გაერთო,
ევა რომ გაეხალისებინა, ევა რომ დაეინტერესებინა, თორემ მო-
უჯდებოდა თუ არა გვერდით, შეიგრძნობდა თუ არა ევას
სხეულის სურნელს, – ესეც ბედი იყო, ასეთი თავბრუდამხვევი
სუნი რომ უდიოდა, მყისვე სურვილი ეუფლებოდა და დიდი ძა-
ლისხმევა სჭირდებოდა, უდროო დროს თრთოლვისა და ცახცა-
ხის ტყვეობაში არ აღმოჩენილიყო. შეაგვიანდა იმ დღეს, კნეინა
ფეფიკოსთან შეყოვნდა ვახვახიშვილების უბანში, წიგნისთვის
მისული და, ალბათ, ამიტომაც წარმოიდგინა, რომ ევა უცდიდა.

204 მკითხველთა ლიგა


ისეთი სანეტარო იყო ამისი გაფიქრება, რომ იჯდა ევა და უცდი-
და... განა საკვირველია, ცოლი უცდიდეს დაგვიანებულ ქმარს,
რა არის ამაში წარმოუდგენელი და აღსანიშნავი... გული ჩას-
წყდა, სახლი ჩაბნელებული დახვდა, სულ მთლად ჩაბნელებუ-
ლი. ალბათ, მნათეს გაჰყვა ეკლესიაშიო. მაშინვე უკან გაბრუნე-
ბას აპირებდა, წიგნს დავდებ და შევეგებებიო... კიბეები აირბინა
და კარი ღია დახვდა. არ გაჰკვირვებია, ევას ხშირად რჩებოდა
კარი ღია. შევიდა სახლში, მიიხედ-მოიხედა და ბინდბუნდში ევა
კი დაინახა, რიკულებიანი ტახტის კუთხეში იყო მიყუჟული და გა-
ნაბული. იგრძნო, როგორ შეუხტა გული სიხარულისაგან, თავი-
სებურად გადათარგმნა, რომ დავიგვიანე, უჩემობით გაბეზრდა
და მოიწყინაო, მის წინ მუხლებზე ჩაიჩოქა, თავი კალთაში
ჩაუდო, საჩუქარი მომქონდა შენთვის და იმიტომ დავიგვიანეო,
იმიტომ გაცდევინეო, ჩემო სიცოცხლევ და ჩემო ერთადერთო-
ვო... არა, არ აუღია ხელი და სპირიდონასთვის თავზე არ გადა-
უსვია, იჯდა ისევ ისე მარტოსული და ეული, მხოლოდ უნებლიეთ
მხრები აიწურა, მუშტივით შეიკრა... სპირიდონა წამოდგა, დიდი
ლამფა აანთო, გვერდით მიუჯდა და წიგნი გადაშალა:
"ევავ, შეხედე ქალო, რა სანიმუშო წიგნია, რაღა არ არის ში-
გა, ყველაფერი, გენაცვალე, სუფრის გაშლიდან დაწყებული,
სუფრის ალაგებით გათავებული, კერძები, კერძები, ნაირ--
ნაირი, ამ მთისა და იმ მთისა, თუ აღმოსავლური, თუ დასავლუ-
რი, თუ ესა და თუ ისა, ხედაავ, შენი ჭირიმე, თან სურათებით,
თან ნახატებით..."
ამ სხვადასხვა კერძების სურათებს პაპიროსის ქაღალდები
ჰქონდა გადაფარებული, ფრთხილად შეუბერავდა სპირიდონა,
გადაფრიალდებოდა პაპიროსის ქაღალდი და გამობრწყინდე-
ბოდა მადის აღმძვრელი ნახატები. ევაც თითქოს დაინტერესდა,
უფრო კი გაოცდა, დროდადრო ჩაიცინებდა ხოლმე და სპირი-
დონასაც სულ უფრო და უფრო ეუფლებოდა სიამე და კმაყოფი-
ლება. აი, რა სწორად მიხვდა, ევა რითი უნდა დაეინტერესებინა,

205 მკითხველთა ლიგა


აი, რა საამოდ ჩაიჟღურტულებს ხოლმე, მაშ, არადა, სოფლელ
ქალს საიდან უნდა სცოდნოდა ეგეთები? უხარია სპირიდონას,
უხარია და იმიტომ კი არა, რომ მუცელღმერთაა, არავითარ შემ-
თხვევაში! ზედმეტად ჭამა-სმა და მიძღომა არასოდეს ჰყვარე-
ბია, მაგრამ ეგეთი წიგნის სახლში ქონა ეს ხომ უკვე მდგომა-
რეობას ნიშნავს?! და სპირიდონაც სულ უფრო და უფრო შე-
დიოდა ეშხში:
"აი, უყურე, გენაცვალე, უყურე, ათნაირი მარტო ფლავია, აი,
წაიკითხე, ფლავი კომშით, ფლავი ერბოკვერცხით, ფლავი
ქიშმიშ-ლაბლაბოთი, ფლავი აღჯანაბადით, ფლავი დაკეპილი
ხორცით, შილაფლავები კიდევ სხვა არის, ქათმისა თუ ცხვრის
ხორცისა, სოკოსი თუ რა ვიცი კიდევ რისა... აი, კიდევ ინგი-
ლოური ფლავი წაბლითა და ნუშითა... და ეს კიდევ რაა..."
სპირიდონას შუაზე გაუწყდა სიტყვა, რადგან ევას ისეთი კის-
კისი ამოსკდა, ვეღარ და ვეღარ ჩერდებოდა, კისკისებდა და კის-
კისებდა... ქალაღაია თავიდან გადასძვრა, ღაბუა ნიკაპი და ყე-
ლი ოდნავ უთრთოდა... გამტკნარდა სპირიდონა, თვალი გაუშ-
ტერდა... დაკეცა წიგნი, გადადო, ევა კი, გეგონებათ საკუთარმა
კისკისმა შეაკრთოვო, მოწყვეტით გაჩერდა, სახეზე ხელები
აიფარა და ახლა უკვე, ასევე მოულოდნელად ტირილი დაიწ-
ყო...
– თივის ზვინების დადგმა მიყვარდა, ჩემო გოგო, ვერავინა
მჯობნიდა, იგეთ ზვინებს ვდგამდი, იტყოდი, დანით ჩაუსხე-
პიათო, გიოს არ ვანებებდი, შენ მომწოდებელი იყავ-მეთქი...
მაღლა-მაღლა რო ავიდოდი და ვუვლიდი გარშემო ჭიგოს, ვზვე-
პავდი თივას, ხელებს გავშლიდი ხოლმე მოცეკვავესავით, ამომ-
ძახებდა: ოჰ, შე ალქაჯო შენაო, ტყუილია შენისთანაო... საქმეს-
თან შეჭიდება მიყვარდა, არ გადავიტარებდი თავზე საქმეს, არა,
– ბებია ევამ ბუევის ფოთოლზე დაალაგა ცხელ-ცხელი ხოხბის-
მკერდა და მომაწოდა, – სულ მთლად შემწვარი ღვიძლის გემო
აქვს, თან რა ცვრიანია, ნახე!

206 მკითხველთა ლიგა


– უგემრიელესია... შეიძლება, ხახვი ზედმეტიც იყო...
– წარმოიდგინე, უხდება, ძალიანაც უხდება და თან სარგოც
არის, ჩვენ ჩავყრიდით ხოლმე ღადარში ხახვს, მერე დავაჭერ-
დით ხოლმე ხელს, შემწვარი ხახვი სუფთად გამოვარდებოდა,
მოვაყრიდით მარილს, ახალშედღვებილ კარაქს დავადებდით
და ისე შევექცეოდით...
რა იყო დრო? რას ნიშნავდა დრო? რა ძალა ჰქონდა დროს?
თუ ბებია ევა მაინც იქ იყო დარჩენილი, იქ, თავის სოფელში, თა-
ვის გიოსთან, თივის ზვინებთანა და ცხვარ-ძროხასთან და "ის
კაცი", ანუ სპირიდონა მხოლოდ იმიტომ კი არ გაახსენდა, რომ
ფერისცვალების დღეს გარდაცვლილიყო და ჩვენც შუამთის
ტყეში მაყვალზე სწორედ ფერისცვალების დღეს ვიყავით, არა-
მედ, როგორც სხვა დროსაც დაკვირვებული ვიყავი, სპირიდო-
ნას გახსენება კიდევ უფრო ცხოველად განაცდევინებდა იმას,
რაც დაკარგა და რასაც დაშორდა.
– დავშორდი ჩემს ბუდეს და ჩემს ადგილს, აღარ მესმოდა
ცხვარ-ძროხის ბღავილი, ცხენების ფრუტუნი, სადღვებლის ხმა,
ვეღარ ვხედავდი ჩემს ველ-მინდორს, ახოებსა და კლდეებს...
ქარიც სხვაგვარად ზუზუნებდა და ხეებიც სხვაგვარად შრიალებ-
დნენ... ვფიქრობდი... ვფიქრობდი... ვფიქრობდი... დარდი ხომ
ფიქრის დედაა... და მივხვდი, რო სიყვარულში კი არ იყო მხო-
ლოდ საქმე, მარტო ის კი არ იყო, რო გიო მიყვარდა და ის კაცი
არ მიყვარდა, მთელ ჩემს ყოფაში იყო საქმე, ჩემს წუთისოფელ-
ში იყო მთელი ამბავი, სადაც სიყვარული, რა თქმა უნდა, მთავა-
რი ძარღვი იყო, მაგრამ ერთადერთი არ იყო და სიყვარულთან
ერთად ყველა დანარჩენიც შედიოდა, ცხვარ-ძროხის წველაც,
ყველის ჩადედებაც, დღვებაც, ბღავილიც, რძისა და ნაკელის სუ-
ნიც, საბძელ-გომურიც... ჰოდა, მთავარი ძარღვი ჩამწყდა, ეს
იყო საქმე... რასაკვირველია, გიოსთან რო ვიყავი, გიოს უნებუ-
რად ნაბიჯი არ გადამიდგამს, ჩხირი არ გადამიბრუნებია და სულ
ლაღადა ვგრძნობდი თავს, ფრთაშესხმულად... დავდიოდი და

207 მკითხველთა ლიგა


დედამიწას ფეხს არ ვაკარებდი, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი
სიამისა და სიხარულისა იყო, მე ხელთუპყარი ადამიანი ძალიან
მეჯავრებოდა და თვითონაც სულ საქმეში ვიყავი... მერე კი ასე
მეგონა, საძრაობა შემებორკა, შევიბოჭე... მივდგებოდი ფანჯა-
რასთან, ვუყურებდი ბაზარში მიმავალ ხალხს, მაწანწარა ხომ
ბაზრის გზაზეა, საპალნეაკიდებულ ვირებს, დატვირთულ ურ-
მებს და მეგონა, რაღაც ქსელში გავები... და მივხვდი, რომ ჩემ-
თვის თავისუფლება საყვარელ შრომასთან და სიყვარულთან
იყო დაკავშირებული, მე კი ერთიც დავკარგე და მეორეც... დავ-
კარგე ჩემი ადგილი... და დავკარგე თავისუფლება... და კიდევაც
ეს იყო უბედურება... ამას ყველაფერს იმიტომ გეუბნები, ჩემო
კარგო და მშვენიერო, რომ წინა კაცი უკანას ხიდია და შენც იქ-
ნებ რაშიმე წაგადგეს ჩემი ამბავი... – და ბებია ევამ ჩანავლულ
ცეცხლს მუჭით მიწა მიაყარა, მაყვლით სავსე ვედრო აიღო, მეც
ჩემს ბიდონებს წამოვავლე ხელი და გზას გამოვუდექით...
სპირიდონას კი არ ესმოდა, ეს რა იყო... და არც უნდოდა
გაეგო...
ყველა ეგუება სიკვდილს. ან განა წარმოსადგენია, ასეთ გარ-
დაუვალ მოვლენას კაცი არ შეეგუოს, მით უმეტეს, ახალგაზრდა,
სიცოცხლით სავსე ქალი. სამწუხაროდ და სავალალოდ, ევა გა-
მოდგა ის გამონაკლისი, რომელსაც არც გიოს სიკვდილთან და
არც სპირიდონას ცოლობასთან შეგუება არ სურდა. ღმერთო
დიდებულო, ადამიანი ხომ ჩაფიქრებულია იმდაგვარად, რომ
მიელტვის ბედნიერებას და თუ ბედნიერება ხშირად საჭოჭმანო
რამ არის და თუ ბედნიერება უმეტესად მიუწვდომელია, სურ-
ვილს ხომ წინ არაფერი უდგას, სურვილი ხომ უტყუარია, სურვი-
ლის გარეშე ხო არ არსებობს ძეხორციელი, სურვილი ხო თავი-
სით ეძალება ხორცშესხმულ ადამიანს, კაცი იქნება თუ ქალი,
სურვილი ხო თავისით იფეთქებს შენს შიგნით, შენს უკითხავად,
უნებლიეთ და მოულოდნელად... იფეთქებს და შემოგეგზნება,
ხანძარივით შემოგედება და შეუძლებელია, არ დანებდე და არ

208 მკითხველთა ლიგა


დამორჩილდე, არ დაინთქა ამ ხანძარში... მაშ, რა იყო ევას ეს
უსურვილობა, მოურჩენელი ავადმყოფობასავით რო შეჰყროდა,
რა ტანჯვა და გვემა იყო?! რაღა ევა უნდა გამომდგარიყო ამის-
თანა უკუღმართად მოწყობილი?! არადა, არ იყო უკუღმართად,
არ იცოდა, რო არ იყო და სწორედ ეს აგიჟებდა, ის დაუვიწყარი
სურათი აგიჟებდა, ევა და გიო რო ნახა ჩანჩქერში მობანავეები,
ის თავზარდამცემი სურათი, მაღლიდან, ფლატის პირას, ბალა-
ხებში ჩაწოლილი რო ჩაჰყურებდა, პირგამშრალი და საძრაობა-
დაკარგული... პატარა მორევში ბანაობდნენ, დაბალი კლდეების
ყურეში. ჩანჩქერის ქვეშ მყუდრო და მოფარებული, მიუვალი
ადგილი იყო; სპირიდონა სწორედ ქაღალდების გასავრცელებ-
ლად მიდიოდა და თვითონაც არ იცის, რატომ გადაუხვია ბი-
ლიკს და ფლატისკენ წავიდა, კუნელები იყო ჩარიგებული, ჩა-
მოვკრეფავ და პირს გავისველებო...კარგად გაისველა პირი,
ოჰ, რა სანახავები იყვნენ, დედიშობილები, ჩანჩქერის ქაფიან
ჩქერში გახვეულები... ერთმანეთს ერთვოდა გიოს ხმადაბალი
სიცილი და ევას კისკისი... ჩანჩქერში ერთმანეთს თავს აყოფი-
ნებდნენ, მერე ხელიხელგადაჭდობილი მორევში ჩაყურყუმა-
ლავდებოდნენ და სწრაფადვე ამოხტებოდნენ, თან გაუთავებ-
ლად, გაუთავებლად იცინოდნენ, არემარეს ეფინებიდა ევას ზა-
რივით სიცილი... საბოლოოდ კი გიომ ხელები მოხვია, აიყვანა,
წყლიდან გამოიყვანა და იქვე, ხევის პირას, დიდი წიფლის ქვეშ
შარშანდელ ფოთოლზე მიაწვინა... და მწყურვალივით დაეწაფა
ევას სალუქ სხეულს... წელათრეული გაეცალა სპირიდონა
იქაურობას... მერე კი... მერე... ჩამოვიდა ხევში, წიფლის ქვეშ
იმათ ნაწოლზე წაიქცა და გათანგული და გაშეშებული სველ
ფოთლებზე იწვა... განა რა ჰქონდა იმ ტყაპუჭიანს ისეთი, რაც მე
არა მაქვსო, გამწარებული ფიქრობდა, ევას მუდმივი ხელის-
კვრით გამწარებული და გაბოროტებული... ზოგჯერ დადგებოდა
სარკესთან შიშველი და ჩაციებით შეჰყურებდა თავის თავს,
თითქოს სარკეში უნდა დაენახა, აუცილებლად აღმოეჩინა

209 მკითხველთა ლიგა


რაიმე ზადი, შეემჩნია რაიმე ნაკლი. თვალს თვალში უყრიდა
თავის თავს, ჩაშტერებით ჩაჰყურებდა სასოწარკვეთით სავსე,
მერე ჩაჰყვებოდა შიშველ სხეულს, ითვალიერებდა ყოველ
ნაკვთს, დაკვირვებულ მზერას შეაჩერებდა "ნაშენობაზე", თით-
ქოს იქ უნდა ამოეცნო მიზეზი უბედურებისა და უიღბლობისა,
მაგრამ, პირიქით, კმაყოფილი და თავმომწონეც კი თავისი
მძლავრი "ნაშენობით" კიდევ უფრო დაიბოღმებოდა: რადა, კა-
ცო, რადა? რად იმსახურებს ამ გამაბიაბრუებელ, კაცობის შე-
მარცხვენელ დამცირებას? ვინ იყვნენ, ვინა, თითი თითზე რო არ
დაუკრავთ ბედნიერებისთვის და არიან კი გაფოფინებულები,
ვიღაც მაიმახები, ვიღაც ჩიხომახოები, ვიღაც ლოტოს კოჭები,
მიწას მტკაველზე რო ძლივს ასცილებიან, ბუზი არ გაუქშევიათ
და თავის თავს კი დანატრიან. სპირიდონა კი, ამსიმაღლე, – კა-
ცისთვის ხო მთავარი სიმაღლეა, – ეგეთი ასო-ტანისა, ეგეთი
მხურვალე წადილისა, ეგეთი მორევივით გულისთქმისა და ეგრე
უნდა იტანჯებოდეს, გაძაღლებული დაიარებოდეს, საკუთარ
ხორცებს იგლეჯდეს; სპირიდონამ კი, ბედნიერებისთვის თავზე
ხელი რო აიღო და ცოდვის ზღვაში გავიდა, ვერა და ვერ უნდა
გაიბედნიეროს თავი. მერე რა გულდასაწყვეტი იყო, სხვები რო
გაიგებდნენ სპირიდონას ამბავს, ის ხომ ყველას თვალში ბედ-
ნიერი კაცი იყო და რა შეუსაბამო რამ გამოდიოდა, ბედნაწევი
კაცის უბედურება, არა, არ სურდა და დარწმუნებულიც იყო –
უფლება ჰქონდა, არ შეჰგუებოდა ევას გულქვაობასა და დაუნ-
დობლობას. რამდენი იტყუა თავი, რა მიზეზი აღარ მოუნახა: აი
და სოფლელია და რცხვენია, თავისი გრძნობა ახდილად გამო-
ამჟღავნოსო, მე მაინც ქალაქელი კაცი ვარ, გასული კაცი ვარ,
მაგისი ყოფილი ქმარივით ტყაპუჭიანი მწყემსი კი არა ვარ, ქვე-
ვიდან ზევით მიყურებსო, – ამ სისულელემდეც კი მიდიოდა და
დღედაღამ იმის ცდაში იყო, ევა გაეთამამებინა და გაელაღები-
ნა, დაჰყავდა სტუმრად, დაჰყავდა კლუბში, დაჰყავდა "ვეჩერებ-
ზე" და "გულიანიებზე", სხვათა შორის, არასდროს უარს არ ეუბ-

210 მკითხველთა ლიგა


ნებოდა და ხალისითაც მიჰყვებოდა. თვითონაც გამოუთქმელ
სიამოვნებას გრძნობდა, ევას შემხედვარე ყველა რომ იღიმებო-
და, ყველას სახე ეცვლებოდა, გეგონებათ, უეცრად კარგ გუნება-
ზე დადგნენ და გახალისდნენო, ისეთი სიამე ეფინებოდათ სახე-
ზე. თვითონაც თავმომწონეობა მოეძალებოდა, თავაწეული, ბე-
ჭებგამართული მიჰყვებოდა გვერდით. ხალხში ევაც აშკარად
უკეთესად ექცეოდა, ხელსაც გაუყრიდა, ფეხსაც აუწყობდა,
ჩვეულებრივად, ცოლქმრულად დაელაპარაკებოდა, მოუსმენდა
კიდეც, ვინ ვინ იყო და ვის რა მდგომარეობა ეჭირა, უცხოებთან
საუბარშიც ჩაებმებოდა... განსაკუთრებით რუსუდანთან სტუმ-
რობისას დაირწმუნებდა თავს, რომ ყველაფერი გამოსწორდე-
ბოდა. ჯერ ერთი, ევას ძალიან უყვარდა რუსუდანთან ყოფნა,
სრულიად შეიცვლებოდა ხოლმე და მეორეც, სპირიდონასთვის
რუსუდანი ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, რომ ქალი შეიძლება
ლამის ძალად, ტირილითა და ქუხილით გაათხოვონ, – აკი მა-
წიამა და ივანემ იმარჯვეს, – რომ ქალს შეიძლება სრულიადაც
არ უფუვდებოდეს გული მომავალი ქმრისათვის და მერე კი, აი,
ასეთი სანიმუშო ოჯახი შექმნას, გამგებიანი, მეგობრული დამო-
კიდებულება ჰქონდეს თავის ქმართან და შვილებსაც ერთად,
შეხმატკბილებულად, სიყვარულით ზრდიდნენ. სპირიდონასაც
ოჯახი უნდოდა, ოჯახი, ოჯახური სითბო და სიმყუდროვე... იმთა-
ვით ამთავამდე, ბავშვობიდან მოაქამომდე, ოჯახი სწყუროდა
ოჯახის ნატრულს. რა მშვენიერი სიტყვები არსებობდა, რა კარ-
გი, რა გულშიჩამწვდომი სიტყვები, ხან რომელი სიტყვა აეკ-
ვიატებოდა, ხან რომელი, ოჯახური ერთობის გამომხატველი.
აი, მაგალითად, "მოზიარე"... ტრაპეზის მოზიარე, სიტყვის მო-
ზიარე, ლოგინის მოზიარე, სიხარულისა და ბედნიერების მო-
ზიარე... ან არადა "მეუღლე", შენთან ერთად შებმული ცხოვრე-
ბის უღელში, ოჯახის უღელში, ერთად რომ ეწევიან ცხოვრების
ჭაპანს, ერთმანეთს რომ მხარში უდგანან, როგორც რუსუდანი
და გოგლო. და სპირიდონაც მათთან სტუმრობის შემდეგ იმედ-

211 მკითხველთა ლიგა


მოცემული წარმოიდგენდა: ეგ არის და ყინული გალღვაო. მაგ-
რამ სახლში ჭირდა, პირისპირ დარჩენა იყო ძნელი, ღამღამო-
ბით კი გაუსაძლისიც, როცა ევა, მაინცადამაინც ძილის წინ, და-
წოლისას, ხან თავის ტკივილს იმიზეზებდა, ხან საქმეს გა-
მოიჩენდა და თავს არიდებდა სპირიდონასთან ერთად დაწო-
ლას, მაინცადამაინც მაშინ მოუნდებოდა ქსოვა თუ კერვა, ჭურ-
ჭლის გარეცხვა თუ სხვა საოჯახო საქმე... ჩამოდნა, სახე მთლად
ჩამოექნა ცვილის სანთელივით, მაგრამ უფრო გამშვენიერდა,
მომაჯადოებელი გახდა. თვალს ვერ აცილებს, გათვალულივით
მიშტერებია, ოჰ, როგორ ჩაციებით უყურებს ხოლმე ღამე, მძი-
ნარეს... ფრთხილი ძილი იცის, გაფაჩუნებაზეც ეღვიძება. სპირი-
დონას ისიც კი ჰგონია, რომ ხშირად თავს იმძინარებს... ბალიშ-
ზე წამოწეული დააჩერდება თვალებდახუჭულ ევას, კედლისკენ
თავმიბრუნებულს, დააჩერდება, მხედველობას დაძაბავს, ღამის
მკრთალ შუქზე კარგად დაინახოს... ყოველთვის უყვარდა ევას
ყურება, მაგრამ ახლა მხოლოდ სიამოვნებისთვის კი არ უყუ-
რებს, მხოლოდ თვალის დასატკბობად, მხოლოდ სიყვარულის
გამო კი არა... ისეთი განცდა მოიცავს, თითქოს გამოცანა ჰქონ-
დეს გამოსაცნობი და ამ გამოცანის გამოცნობაზე იყოს დამოკი-
დებული მისი არსებობა... ო, როგორი ახლობელი და შესის-
ხლხორცებულია ეს სხეული, ათასჯერ ნაგრძნობი და განცდი-
ლი, როგორა აქვს ჩაჭედილი მთელს არსებაში ევას მიმოხვრა,
ევას ხმა, თაფლისფერი თვალების გარინდებული და უცხო მზე-
რა, უმცირესი მოძრაობაც კი, ყოველი ხაზი, ყოველი ხვეული მი-
სი სხეულისა... მაგრამ გამოცანის ამ ნაწილებისაგან მთელი არ
გამოდის, ასე ჰგონია სპირიდონას და ვერ გამოუცნია ეს გამო-
ცანა, არადა, აუცილებლად, ყოველმიზეზგარეშე უნდა გამოიც-
ნოს, როგორც იმ ზღაპრებში, სადაც გამოცნობაზე კაცის სიცოც-
ხლეა დამოკიდებული, არ გამოიცნობ და თავს გაგაგდებინებენ,
კლდეზე გადაგჩეხავენ, ან არადა უარესი, ათასჯერ უარესი, სი-
ცივით გაგთოშავენ, უსიყვარულობით სულს ამოგხდიან... ერთი

212 მკითხველთა ლიგა


რაღაც სიზმარივით ჩვენება აეკვიატა, ხშირად ტანჯავდა ეს ჩვე-
ნება, დაღლილი და დამტვრეული იღვიძებდა... ვითომ ლეკები
მისდევდნენ, ის კი გარბოდა ხელში გასაღების აცმულათი, მირ-
ბის სპირიდონა, მიაჩხარუნებს გასაღებებს, მიირბენს ბატონის
ციხის მაღალ გალავანთან, გულამოვარდნილი მიადგება ჭიშ-
კარს, უნდა შევიდეს, აგერ სადაცაა ლეკებიც მიცვივდებიან, უნ-
და მოარგოს გასაღები, შეხსნას ჭიშკარი და ვერაფერი გაუწ-
ყვია, არცერთი გასაღები, არცერთი არ ერგება... ხელები უკან-
კალებს. გულს ბაგაბუგი გააქვს, ნაბიჯების ხმა ესმის: ძაგ-ძუგ...
ძაგ-ძუგ... სხვა კარი მაინც... სხვა კარი მაინც გაიღება... და ისევ
გარბის მაღალი გალავნის გასწვრივ, გარბის... გარბის... და
იცის, რომ ტყუილად... იცის, რომ ვერც მეორე კარს გააღებს...
ერთხელ, შუაღამისას გაეღვიძა გულგახეთქილს, წამოჯდა ლო-
გინში და ევა მის გვერდით არ იყო... "ევა, ევა..." დაიძახა, მაშინ-
ვე გადმოვიდა ლოგინიდან, მიიხედ-მოიხედა. "სადა ხარ, ქა-
ლო!" შუშაბანდში არ იყო, გაიქცა, ქუჩისპირა ოთახში გავიდა...
ღამისპერანგიანი, მთვარის შუქზე მოჩვენებასავით ატუზულიყო
ფანჯარასთან... "ევა, ევა, რას გაჩუმებულხარ, არ გეყურება, ქა-
ლო, ამ ყინვაში ფანჯარა გაგიღია, გინდა გაცივდე?!" ევამ მოიხე-
და, ტუჩზე ხელი მიიდო, ჩუმადო... "რა იყო, ევავ, რა დაგემარ-
თა?" ქარი ზუზუნებდა, გადაწეულ ფარდას არხევდა, სპირიდო-
ნამ გაიხედა, გზას გახედა... ჩაშავებულ სახლებს შორის გზა
თეთრად მოჩანდა... შორიდან ცხენის ფეხის ხმა ისმოდა, ქარის
ზუზუნს ერთვოდა... "გიოს ნისლაა... ფეხის ხმაზე ვცნობ..." – უფ-
რო თავისთვის ჩაილაპარაკა ევამ.
გული დაესერა, თითქოს სიზმრის ლეკებმა მართლა ლახვა-
რი ჰკრესო... ახალი ძალით იფეთქა უიმედობამ: ნამდვილად იმ
ტყაპუჭიანმა ეს ალქაჯი დატოვა თავის სამაგიეროდ, ჯავრის
ამოსაყრელადო; განა არა, შეჯავშნილი ეგონა, შეჯავშნილი მტე-
რი და როგორც ვირთხა – ჭალის კაკალს, ისე აცვეთდა კბილებს
ამ ჯავშანს, რომ გაეტეხა და დაემსხვრია, რადგან ბოლოს--

213 მკითხველთა ლიგა


ბოლოს იფიქრა, რომ გამოცანის პასუხი ჯავშნის შიგნით იყო ჩა-
ბუდებული... და ეს იყო სული... ევას მოუხელთებელი სული...
სპირიდონასთვის მიუღწეველი და შეუღწეველი... და ერთ დღე-
საც გაბრაზდა სპირიდონა, ხელში შემოადნა ყველა მიზეზი და
საბაბი, აღარ მოუნდა თავის მოტყუება და გაბრაზდა. ეს სა-
დაური ამბავიაო, ზღვა ფაფად იდგეს და მე უბედურს კოვზიც არა
მხვდესო, ადგა და დათრგუნვასა და ძალადობას მიჰყო ხელი...
და რაც უფრო ეწინააღმდეგებოდა ევა, მით უფრო მსჭვალავდა
სურვილი, დაემორჩილებინა და დაეთრგუნა. ევას ქვითინი ხან
აბრაზებდა, ხან სინანულით ავსებდა და ასეთ ურთიერთობას
მისთვის შვებაც არ მოჰქონდა. მეორე დღისით მოწამლული
დაიარებოდა, ქმარი ცოლთან იყოს, რად უნდა გრძნობდეს თავს
დამნაშავედ, რადაო, რადაო... სადა თქმულა, სად გაგონილაო...
გაბოროტებული ფიქრობდა, სიყვარულისთვის თავმკვდარი სი-
ძულვილში იხრჩობოდესო...
და რაკი ბოღმა და სიძულვილი გახდა მათი ურთიერთობის
საფუძველი და რაკი ვერც გათვისდნენ, ორივემ თავისებური გა-
მოსავალი ნახა შექმნილი ვითარებიდან, მოხდა ისე, რომ ევა
მაკას დაუახლოვდა და ტყეში სიარულთან ერთად კარტის თა-
მაშს მიჰყო ხელი, სპირიდონამ კი მიკიტან ძველოს სამიკიტნოსა
და საროსკიპოს მიაშურა.

214 მკითხველთა ლიგა


"საწუთრო ნაცვლად გვატირებს,რაც ოდენ გაგვიცინია".

ევასი და მაკას დაახლოება ფრიად დრამატულ ვითარებაში


მოხდა, მაშინ, როცა არჩილი გაგრის გადასახლებიდან დაბრუნ-
და ცოლთან და ჩვილ ბავშვთან ერთად. გადასახლების იმ თერ-
თმეტმა თვემ, აი, ასეთი ნაყოფი გამოიღო, მაკასთვის მწარე და
მოუნელებელი. კიდევ ბედი, რომ არჩილი მაშინვე არ დაბრუნე-
ბულა, რამდენიმე თვე შეაგვიანდა, ბავშვი ცოტა მაინც მოჩიტე-
ბულიყო – და მაკას დრო ჰქონდა გონს მოსვლისა, თორემ ეს
ამბავი პირველად თავს რომ დაატყდა, ლოგინად ჩავარდა, მთე-
ლი ორი კვირა საძრაობა ჰქონდა დაკარგული, უჭმელ-უსმელი
იწვა და ყველაფერი ამაო იყო, ნუგეშიცა და შეძახილიც. საწყა-
ლი ნატო, არჩილის დედა, კედელს თავს ახლიდა, არჩილზე პა-
ტიოსანი მეორე არ ვიცი და ალბათ, მომიწამლეს შვილიო, ალ-
ბათ, რაღაცა ისეთი შეამთხვიეს, უკანდასახევი გზა აღარ ჰქონ-
დაო; მთელ დღეებს ტირილში ატარებდა, ვნახო მაკა და რა პი-
რით ვნახოვო, არა ვნახო და როგორ არ შევტიროთ ერთმანეთს
ჩვენი უბედურებაო, როგორც არჩილს, ისევე მეც ხომ მხოლოდ
მაკა გვინდოდაო... და ვერ წარმოედგინა იმ უცხო, გადამთიელი
ქალის სახლში შემოსვლა, ვერ წარმოედგინა არჩილსა და მას
შორის ვიღაც უცნობი, თანაც არაქართულად მოლაპარაკე ჩამ-
დგარიყო... არადა, რა ბედნიერ საღამოებს ატარებდნენ, ზამ-
თრის გრძელ საღამოებს, არჩილის გადასახლების პირველ
თვეებში, როცა დეიდა ნატო არჩილის ბავშვობის ამბებს უამ-
ბობდა თავის სარძლოს, როცა ერთად მიეცემოდნენ ხოლმე
ნაღველსა და სიხარულს, როცა ერთად უცდიდნენ თავიანთ სა-
თაყვანებელ არჩილს და მომავლის ფერად-ფერად სურათებს
ხატავდნენ... და დეიდა ნატო სულ იმის ცდაში იყო, მაკას მოს-
ვლისთვის ან ტკბილი კვერი გამოეცხო, ნუგბარი რამ დაეხვედ-
რებინა, ან თავისი ძველი ყუთიდან რაიმე საჩუქარი გაემზადები-

215 მკითხველთა ლიგა


ნა, მაქმანები იქნებოდა, ფირუზისთვლიანი ქინძისთავი, თუ
მშვენიერი, ალმასებით მოკირწყლული მედალიონი, ოქრომჭე-
დელ ალიას ძვირფასი ნაკეთობა, რომელშიც მაკამ მაშინვე არ-
ჩილისა და თავისი ძმის სურათები ჩასვა და სასოებით გულზეც
ჩამოიკიდა; დეიდა ნატოც სასოებით მიუპყრობდა ყურს არჩი-
ლის წერილებს, მაკა ყოველ მეორე დღეს რომ იღებდა და მყის-
ვე თავისი სადედამთილოსკენ გაფრთხიალდებოდა... ვიშ, რა
სიყვარულითა და მონატრებით სავსე წერილები იყო, პირამდე
გალიცლიცებული სურვილითა და ოცნებით: "ჩემო სიცოცხლევ"
და "ჩემო ერთადერთოვო", "ვიტანჯები უშენოდ და რა ბედნიერი
ვიქნებოდი, შენც აქ რომ იყოვო, თუმცა კი დიდი ეგოიზმია ჩემ-
გან შენი გამეტება აქ ყოფნისთვისო, იმიტომ, რომ საშინელი ად-
გილია გაგრა, გაუვალი ტყეებითა და ჭაობებით დაფარულიო...
მაგრამ მაინც თავი უნდა ვინუგეშოთ იმით, რომ საქართველოში
ვარ და არა ციმბირშიო..."
თან რა შვილი იყო, რა შვილი, ყოველ წერილში დედას ავედ-
რებდა: "შენ გენაცვალე, მაკა, ჩემო სულო და გულო, სადედამ-
თილოს შენებურ გულისხმიერებას, ყურადღებას ნუ მოაკლებ,
უჩემობას ნუ აგრძნობინებ; ნეტავ როგორ უყვარხარ, ქალო.
შენს თავს ვფიცავ, ჩემზე ნაკლებად არ უყვარხარ, ამიტომაც
გთხოვ, გემუდარები, ხშირად იყავი ჩვენთან. ჩვენს სახლში; ოჰ,
როგორ ვნანობ, რომ დაგთანხმდი და ყოველგვარი ნიშნობის
გარეშე, პირდაპირ ჯვარი არ დავიწერეთ, გაცილებით უფრო
მშვიდად ვიქნებოდი, მშვიდად კი არა, ბედნიერად, იმიტომ, რომ
მაშინ თქვენები ვეღარაფერს იტყოდნენ... ვგრძნობ, ჩემო სი-
ცოცხლევ, ვგრძნობ, შენიანებს ჩემზე გული არა აქვთ, არ კი
იციან – ნუ მიწყენ, გეთაყვანე, – რა საამაყოა, იყო რევოლუ-
ციონერი და იოტისოდენა ეჭვი არ გეპარებოდეს, რომ მომავა-
ლი ჩვენ გვეკუთვნის..."
ო, როგორ ცდებოდნენ, რა სათაკილო ჩამორჩენილობას ამ-
ჟღავნებდნენ მაკას მშობლები, ძია ლუკაცა და მირიანიც, მაკას

216 მკითხველთა ლიგა


ძმა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხაზინაში მუშაობდა და სულ
არ დაგიდევდათ მასების გამოფხიზლებასა და პოლიტიკურ გათ-
ვითცნობიერებას და დამცინავი ღიმილით სულ არჩილის გაკენ-
წვლაში იყო: კარგი ქვა ყორეს არ გამოსძვრებაო და არჩილი და
მაგისნაირები კი აგორებულ ქვასავით არიან, ხავსს რომ ვერ
მოიკიდებენ და ვისაც დაეჯახებიან, თან გაიტანენ და თვითონაც
სად ჩაიჩეხებიან, კაცმა არ იცისო; აგერ, ჯერ ოცდაათისაც არ
არის და უკვე სამი პატიმრობა ჰქონდა და ეხლა გადასახლება-
შიც ბრძანდებაო. ჰოდა, გირჩევ, სანამ დროა, შეუთვალე უარი
და მოსაგლეჯი კბილივით მოიგლიჯეო... აი, ამ სისულელეს ჩას-
ჩიჩინებდა მირიანი და მაკა, ამაყად თავაწეული, ასევე დამცინა-
ვი ღიმილით უპასუხებდა: სირცხვილია, მირიან, ახალგაზრდა
კაცი ეგეთი დახავსებული რეტროგრადი იყოვო და შენი საანგა-
რიშო კოჭების ჩხაკაჩხუკის მეტი არაფერი გეყურებოდესო... აკი
ერთხელაც ნიშნის მოგებით გაუწოდა თავის ძმას არჩილის წე-
რილი, სადაც ის დაწვრილებით აღუწერდა მაკას, თუ რამდენს
მუშაობდა და რა თავდადებით იღვწოდა მომავლისთვის; ფოს-
ტაში ხომ დავიწყე სამსახური, სწერდა, ამასთანავე მოწაფეები
ავიყვანე და ვამეცადინებო (მაკა, ცხადია, მაშინვე მიხვდა, რა
მოწაფეებიცა და მეცადინეობაც იგულისხმებოდა) და, რაც მთა-
ვარია, მომავლისთვის პოლიტიკური სისტემის სრულყოფაზე
ვმუშაობო, დღე და ღამეს ვასწორებ, ლიტერატურას ვამუშავებ
ეკონომიკასა და პოლიტიკაშიო, იმიტომ, რომ ყველაზე არას-
რულყოფილი პოლიტიკააო, არც ერთი სფერო ჩვენი ცხოვრები-
სა ისეთი არასრულყოფილი არ არის, როგორც ქვეყნის მარ-
თვის სისტემაო და არ შეიძლება, ჩვენ ეს არ გავითვალისწინოთ
მომავალი ქვეყნის შენებისთვისო. პოლიტიკა ყოველთვის იყო
ასპარეზი უგულო ხელისუფალთა, ხშირ შემთხვევაში შარაგზის
ყაჩაღთა, შარახვეტია კაცუნათა და ამჩემფეხება მუტრუკთა, სა-
ხელმწიფო ბედ-იღბალს კი არა, ორ ბატს რომ ვერ მიაბარებო.
"და განა არ ღირს, კაცმა სიცოცხლე შესწიროს მასების პოლი-

217 მკითხველთა ლიგა


ტიკურად მომწიფებას და მომავლისთვის ისეთი ჰუმანური პო-
ლიტიკური და ეკონომიკური სისტემების შექმნას, რაიცა ახალი
საზოგადოების დონისა და მოთხოვნილების შესაფერი იქნება,
რადგან, მოგეხსენებათ, მდგომარეობა განსაზღვრავს შეგნებას
და ახალი პოლიტიკური სისტემა აუცილებლად იქნება საფუძვე-
ლი ადამიანის ძირეული გადახალისებისა, ანუ ახალი ადამიანის
შექმნისაო..." – და მირიანს, მაკას გულის მოსაკლავად, მაინც
დასთამაშებდა სახეზე ის თავისი დამცინავი ღიმილი; მერე კი
მხარზე ხელი მოხვია და დაყვავებით უთხრა: "ჩემო დაო, რობეს-
პიერიც დარწმუნებული იყო, რომ საფრანგეთის რევოლუციის
დროს ახალი ადამიანები იბარტყებდნენ და კეფაში როგორი
ტყვიაც მიიღო, ეს ხომ ამ ჩვენს თელავშიაც ყოველმა მოწაფემ
იცის, და შენს საქმროს რატომ გამორჩა ეს ამბავი, ვერაფრით
ვერ ამიხსნიაო..." აბა, ღირდა კი რაიმე ეპასუხა ღვიძლი ძმის-
თვის, ათაპაპიჟამის დროინდელი მაგალითები რომ მოჰყავდა
და ბურჟუაზიული და მომავალი სოციალისტური რევოლუციები
ერთმანეთში ერეოდა?! ცხადია, არაფერი, გარდა წერილის ხე-
ლიდან გამოგლეჯისა და გამანადგურებელი შეხედვისა...
მაგრამ, ერთი ეგ არის, ბოლო დროს სიზმრებს ხედავდა შე-
მაშფოთებელს... აქაოდა, გაგრა ტყიანი და ჭაობიანიაო. უსიერ
ტევრს ხედავდა ხოლმე, აეკვიატა ასეთი ჩვენება, ვითომ დაძ-
რწოდა და არჩილს ეძებდა... ვითომ ერთად იყვნენ წამოსული,
ხელგადახვეული მიიკვლევდნენ გზას გაუვალ ბილიკზე და არ-
ჩილი უეცრად გაქრა... მაკა დაძრწოდა, ბილიკი ეკარგებოდა,
გაუვალ ჩირგვნარში ხვდებოდა... სინოტივით, ჭაობის სუნით
იყო გაჟღენთილი იქაურობა... არჩილ, არჩილ, არჩილ, შეძრწუ-
ნებული იძახდა... და მხოლოდ უცნობი ფაჩუნი ესმოდა... შეშინე-
ბული მიიკვლევდა გზას ლაქაშებში, დიდი ხეების ტოტები სახე-
ში სცემდა, უნდოდა, გარიდებოდა ამ ფაჩუნს და ჩურჩულს, მაგ-
რამ გამუდმებით ესმოდა, გეგონებათ, ვიღაც ყურში რაღაცას
ჩასჩურჩულებსო... სმენას ძაბავდა, რომ გაეგო, რას ჩურჩულებ-

218 მკითხველთა ლიგა


დნენ, ან ვინ იყვნენ ეს მოჩურჩულენი... შეშინებულს ეღვიძებო-
და და ადგებოდა თუ არა, მაშინვე წერილის წერას შეუდგებოდა,
გრძელ უსტარებს სწერდა, როგორც არჩილმა სთხოვა, სწორედ
ისე წვრილად გააჭრელებდა ხოლმე... რაც ეს სიზმრები აეკ-
ვიატა, ყოველ წერილში ეხვეწებოდა: იცოდე, არ დამიმალო შე-
ნი ჯანმრთელობის მდგომარეობაო, ცუდ სიზმრებს ვხედავ, სულ
რაღაცას მეჩურჩულებიან და დარწმუნებული ვარ, მაგ ჭაობიან
ადგილას ციება გაგიახლდებოდაო, ბოლოს-ბოლოს ხალხი
"ზაგრანიცაში" დადის და მეც როგორმე გადავდებ თავს, ჩამო-
ვალ და გამოგარჩენო... ხან იმასაც ფიქრობდა, მოწაფეებთან
მეცადინეობას რომ მატყობინებდა, ნამდვილად მარქსისტული
წრე ჩამოაყალიბა, ჟანდარმერიამ გაიგო, რაღაც უარესის მო-
ლოდინშია და მე მიმალავსო... არჩილს ხომ არაერთხელ უთ-
ქვამს: ისეთ გზაზე ვარ შემდგარი, ჩემიანი სულ ხიფათის მოლო-
დინში უნდა იყოსო... და მაკაც ხიფათს ხან არჩილის არცთუ სა-
ღი ჯანისგან ელოდა, ხან ჟანდარმერიიდან და პოლიციიდან.
მაგრამ ამჯერად მაკას აწმყოსა და მომავალს ხიფათს სულ სხვა
ვინმე უქადდა და ეს ვინმე გახლდათ არჩილის სახლის პატრო-
ნის, პლასტუნის ოფიცრის ქალიშვილი ვეროჩკა, დიდი, თეთრ--
წითური, ჩამკვრივებულ-ჩაფუნთუშებული, მოკისკის-მოცინარე
ანცი ქალი, ზღვის ტალღებს დელფინივით რომ აპობდა და შეეძ-
ლო, შინნაქსოვი საბანაო ჩასაცმელით, ძლივს რო უფარავდა
გოგრებივით მკერდსა და ნავივით გავას, ზღვისპირას თავაღე-
რილი მდგარიყო, ან ფეხებგაშლილი ქვიშაზე გაშხლართულიყო
და მზეს მიფიცხებოდა... რომ გაიგო, არჩილმა ცურვა არ იცოდა,
სიცილით მოკვდა, სწორედაც უნდა გასწავლოთ, ალღოიანი კა-
ცი ჩანხართ და მალე დაეუფლებითო... ერთხელ, ზღვისპირა სე-
ირნობის დროს, ვეროჩკას სიცილ-კისკისზე ისე მოენატრა თავი-
სი საყვარელი მაკა, ისეთი სევდა შემოაწვა, ბოდიში არც კი მო-
უხდია, ჩემს დანიშნულთან წერილი უნდა დავწეროვო, უთხრა
ვეროჩკას და ისე გამოიქცა სახლში, თითქოს უკან მოსდევენ და

219 მკითხველთა ლიგა


ეშინია, არ დაიჭირონო. მყისვე აანთო ლამფა, მოიმარჯვა სა-
წერკალამი და გრძელი წერილი დაწერა, მენატრებიო, ასე
არასდროს მომნატრებიხარო, ოჰ, ერთი ჩქარა გავიდეს ეს ოხე-
რი დროვო... ვეროჩკასაც რამდენჯერ მოურბენინებია წერილი.
უნდა გაგახაროთო, – ეტყოდა ხოლმე პირმოცინარი და კონ-
ვერტს გადასცემდა. მერე ჩამოჯდებოდა და უყურებდა, არჩილი
წერილს როგორ კითხულობდა. ერთხელ კი, მაკას წერილმა
რომ დაიგვიანა, არჩილი ადგილს ვერ პოულობდა, იმედი გადა-
იწყვიტა, დღეს, ალბათ, ვეღარ მივიღებო და ზღვის პირას
გაიარა, გულს გადავაყოლებო... არ გამოხდა დიდი ხანი და ვე-
როჩკა მორბის კისრისტეხით, სულს ძლივს ითქვამს, აფუებული
მკერდი სირბილისგან აუდ-ჩაუდის, ხელში კი კონვერტი უჭი-
რავს და შორიდანვე უქნევს არჩილს, რომ გაახაროს და დაამ-
შვიდოს... არჩილი ისე აღელდა, ისე გაუხარდა, გადაეხვია ვე-
როჩკას და ლოყაზე აკოცა; თეთრ-წითური, მკვრივი ლოყები
ჰქონდა, პაწია ღრმულებიანი. ვეროჩკა შორიახლოს ჩამოჯდა
ფიჭვის ნარჩენ ფესვზე და ღიმილით გამოხედავდა ხოლმე და-
ნიშნულის წერილში ჩაფლულ არჩილს, მღელვარებისგან თან
ბოლთას რომ სცემდა ზღვის პირას...
ყველაზე ნაკლებ თვითონ არჩილი ელოდა ვეროჩკასთან და-
ახლოებას და ვითარების ასეთ შემობრუნებას. ვეროჩკას კი ერ-
თი ოცნება ჰქონდა, აქედან როგორმე გაეღწია. აქ უკვე სამი წე-
ლია, რაც ცხოვრობდნენ და აქაური უდაბურება ყელში ჰქონდა
ამოსული. არჩილი თავიდანვე თვალში მოუვიდა, მაგრამ განსა-
კუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაიგო, რომ დანიშნუ-
ლი ჰყავდა და ეს დანიშნული ძალიან უყვარდა, როცა თავისი
თვალით დაინახა, როგორ ელოდა წერილებს, როგორ უხარო-
და ამ წერილების მიღება და, პირიქით, როგორ უფუჭდებოდა
გუნება, წერილი თუ დააგვიანებდა. რა საინტერესოა შეყვარებუ-
ლი კაციო, ფიქრობდა, ღმერთმანი, ბევრად დიდ ინტერესს აღ-
ძრავს ის, ვისაც სხვა უყვარსო... და რაც უფრო დიდ სიყვარულსა

220 მკითხველთა ლიგა


და ერთგულებას ამჩნევდა არჩილს, უფრო მოსწონდა და ამ-
ღელვარებდა და, თუ ნაღველსა და სევდას შენიშნავდა, მთელი
ძალით ცდილობდა, გაერთო და გაემხიარულებინა... ერთხელ,
არჩილის ოთახის დალაგებისას, ჩუმად გახსნა საწოლთან მიდ-
გმული პატარა კარადის უჯრა, სადაც არჩილი წერილებს ინახავ-
და ხოლმე, ერთ-ერთი ცისფერი კონვერტიდან, – კარგად იცოდა
ვეროჩკამ ეს კონვერტები, რუსულად გაგრისა და თელავის მი-
სამართები ეწერა, – წერილი ამოიღო და უცხო და უცნაურ ასო-
ებს დააშტერდა... ღმერთო, რა ამაღელვებელი იყო შორეული,
მაგრამ საყვარელი დანიშნულის საიდუმლოებით სავსე წერი-
ლი... ლამაზი ხელით იყო ნაწერი, ზოგიერთი ასო რაღაც უც-
ნაურად ჩაკაუჭებული, ზოგი კი პირიქით, წერწეტა იყო და მოხ-
დენილი, ზოგი პაწია, რუსული, გახსნილი, ო-სავით... ო, როგორ
იზიდავდა, როგორ აჯადოებდა... თან ის პატარა ქალაქი, ცივ--
გომბორის კალთებზე შეფენილი, შორეული, უჰ, როგორი შო-
რეული, აქედან იქამდე დაოთხილმა რო იარო, სამი კვირა მა-
ინც დაგჭირდებაო, არჩილი ამბობდა... ივლიდა, ივლიდა, უდი-
დესი სიამოვნებით, კისრისტეხით გაიქცეოდა... ყველაზე მეტად
სწორედ სიარული და მოგზაურობა უყვარდა, ბავშვობიდან იყო
დაჩვეული... სხვათა შორის, ექვსი წლის შემდეგ თელავშიაც
ასევე ატროკდა, მოსწყინდა არჩილის ხშირი წასვლა-წამოსვლა,
მოსწყინდა რევოლუციონერის გზაზე ყურება და თუმცა თვითონ
გართობას არ იკლებდა და სამხედრო ქალაქის, ანუ "გოროდო-
კის" ხშირი სტუმარიც იყო, ისე არ გაიმართებოდა აღლუმი და
კარნავალი, თავისი დედამთილის ქართულ კაბაში გამოწყობი-
ლი, ლეჩაქგადაფრიალებული, მეჯლისის დედოფლად არ აერ-
ჩიათ და პოლკის უფროსთან პირველი ვალსი მას არ დაეწყო.
ერთ მშვენიერ დღეს, – არჩილი პარტიულ კონფერენციაზე იყო
წასული, – ოფიცერთან ერთად გაიპარა, პირუჩუმრად და სიტ-
ყვის უთქმელად. მერე დიდხანს სალაპარაკოც გახდა ვეროჩკას
წასვლა. ჯერ თავისთავად როგორი ამბავია ცოლის გაქცევა და

221 მკითხველთა ლიგა


თანაც ასე, უდიერად – ხუთი წლის ლექსო, სწორედ გაგრაში და-
ბადებული ბიჭი, წარმოდგენის შემდეგ დარბაზში რომ დატოვა,
ცოტა ხანს მომიცადე, ნატუკას საპირფარეშოში გავიყვანო და
ახლავე მოვალო. წავიდა და წავიდა უკანმოუხედავად. ლექსო
ეძახდა, კარებისკენ თვალები აწყდებოდა, მერე როცა დარბაზი
დაცარიელდა და დედა არ გამოჩნდა, აწრიალდა, შეშინებული
ატირდა, საძებნელად წავიდა, "დედაა, დედაა, დედიკოო..."
ეძახდა დედას... ვაითუ, ნატუკა გახდა ცუდადო, ორი წლის და,
დედამ სასწრაფოდ სახლში წაიყვანაო. ნატუკამ ჩაბჟირება იცო-
და და ამიტომაც იფიქრა...
მაგრამ ეს მერე იყო, ექვსი წლის შემდეგ, ახლა კი, გაგრაში
შეჰფრფინავდა არჩილს და რარიგ შეჰფრფინავდა, ოთახს
დაულაგებდა, დაუწკრიალებდა, მაგნოლიის ტოტს ჩაუდგამდა
პატარა ლარნაკში, კვებაზეც იყვნენ გარიგებული და სადილ--
ვახშამს შემოუცქრიალებდა და მარჯვედ და მზრუნველად მოემ-
სახურებოდა... და ერთ კვირა დღესაც მშობლებს ბაზრობაზე არ
გაჰყვა, ბოსტანში უნდა ვიმუშავოო. იცოდა, არჩილი დილიდან-
ვე შეუძლოდ გრძნობდა თავს და მიწოლილი წიგნს კითხულობ-
და, ჰოდა, არც აცია, არც აცხელა, ჯერ ლოგინთან დაუჯდა, მერე
ლოგინზე ჩამოუჯდა, ბოლოს კი ჩაუგორდა კიდეც, შეეჩვია და
შეეჩვია, თან ამშვიდებდა: მე შენ არაფერსა გთხოვ, მარტო ის
მინდა, აქ ყოფნა შეგიმსუბუქოვო და ამასობაში მალე თავიც
დაიორსულა, და სანამ მუცელი კარგად არ წამოეზარდა, ხმა არ
ამოიღო და კრინტი არ დაძრა. ერთი სიტყვით, ძველთაძველ
ილეთს მიმართა, ყველაზე უფრო გავრცელებულს ქალთა შო-
რის და ხშირ შემთხვევაში უტყუარსაც. და აკი ქორფა ლექსოთი
კიდევაც დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს. მათი ჩამოსვლა ერ-
თხანს ამბად იქცა. საითაც არ გაიხედავდით, ყველგან არჩილის
"ჩოკჩოკა" ცოლზე, საწყალ მაკაზე და მის გაცრუებულ საქმროზე
ლაპარაკობდნენ... მართლაც, ახალი დარტყმასავით განიცადა
მაკამ არჩილის დაბრუნება, არც განელებოდა დარდი და ახლა

222 მკითხველთა ლიგა


ხომ საშინელი ძალით ეკვეთა, აღარც ჯდომა იყო მისთვის,
აღარც დგომა, თავისიანებთანაც ვეღარ იკავებდა თავს, ხან ცეც-
ხლწაკიდებულივით დარბოდა თავიანთ დიდ ბაღში, ხანაც მუხ-
ლებში თავჩარგული და სახეზე ხელებაფარებული იჯდა და იჯდა
კაკალქვეშ... მოვკლავო, მირიანი ეუბნებოდა, შენ თუ გონს არ
მოეგე, თუ არ მიხვდი, რა უვარგისიც ყოფილა შენი არჩილიო,
წავალ და სულს გავაფრთხობინებო, მეც ჩამსვამენ ციხეში და
სულ მთლად კარგად იქნება ჩვენი საქმეო. მართალია, ყველაფ-
რის ღირსი იყო არჩილი, მაგრამ თავის თავს მაინც ვერაფერს
უხერხებდა საწყალი მაკა, დღენიადაგ თვალწინ ედგა არჩილის
შავ-ყვითელი, ლამაზი სახე, სანიმუშოდ მოლაპლაპე, გამჭოლი
თვალები და ნიადაგ მზად იყო, ეტირა და ევაგლახა. უყვარდა,
მიელტვოდა თავისი განცდების მეტაფორულ გაფორმებას და
ახლაც აფორმებდა: ჩემ შიგნით, ასე მგონია, დაჭრილი ნადირი
ბღავისო, დაჭრილი სიყვარულით, როგორც ვეფხვი შამბნარ-
შიო, ისე გდიაო, უნდა ვეცადო, მთელი ჩემი ძალ-ღონე დავძაბო,
როგორმე ამოვაგდო ჩემი გულიდანო, რომ არ ჩაკვდეს, არ ამ-
ძორდეს, სამარე არ გაითხაროს და მეც შიგ არ ჩამიტანოსო...
სანუგეშოდ ისღა დარჩა, არჩილის უარყოფასთან ერთად ზურგი
ედრიკა ახალი იდეებისთვის და ძია ლუკას შეგონებებით
მოეოხებინა ჩაგრული გული; სურვილიც ჰკლავდა, დაენახვები-
ნა არჩილისთვის, რომ ჩირად აღარ თვლის მის მოწინავე შეხე-
დულებებს, ჩირად აღარ მიაჩნია მისი ქადაგებანი ახალ-
დროების ქალის შესახებ, ტრადიციის უღლიდან განთავისუფ-
ლებული, ამაყად თავაღერილი რომ მიხუნტრუცებს ცხოვრების
შარაზე და ხელების ქნევით ქაქანებს მამაკაცთან თანასწორო-
ბას, დაენახვებინა, რომ რევოლუციურ უჯრედს ერთი ყველაზე
უფრო აქტიური და თავდადებული წევრი გამოაკლდა და ეს წევ-
რი არამცთუ ეჭვქვეშ აყენებს არჩილის საქმიანობას, ანუ რევო-
ლუციურ მოძრაობას, არამედ უბრუნდება მთელი ჩვენი ისტო-
რიითა და ტრადიციებით ნაპატივებ ეროვნულ წიაღს... და მაკას

223 მკითხველთა ლიგა


თვალწინ დაუდგა ლეჩაქითა და სარტყელ-გულისპირით დამ-
შვენებული, კდემამოსილად თავდახრილი ქართველი ქალი...
აი, სწორედ ასე უნდა სჩვენებოდა არჩილს, სწორედ ქართულად
ჩაცმული უნდა წარსდგომოდა, ისეთი სახე მიეღო, როგორიც
არჩილს არ ენახა, როგორითაც დაანახვებდა სრულ გამიჯვნას,
რადგან ყოველგვარი სხვა შურისძიება უღირსად და მარტივად
ეჩვენებოდა... მხოლოდ ამასთანავე სიტყვა იყო საჭირო და
აუცილებელი, დაუნდობელი, მახვილი სიტყვა, ისარივით რომ
მოხვდებოდა და გულს მოუკლავდა. სულ ამ სიტყვაზე ფიქრობ-
და, არჩილის უსინდისობას ბეჭედივით რომ დაესმებოდა. მარ-
თლა უსინდისო, იმის მაგივრად, შესაძრომ კუნჭულს ეძებდეს,
თურმე ყოველ საღამო "გულიანიებზე" დასეირნობს ბულვარში
თავის ჩოკჩოკა ცოლთან ერთად... რა იცოდა მაკამ, რომ ვე-
როჩკას ერთი სული ჰქონდა დასაღამოვებულიყო, ჩაეცვა თავი-
სი ლურჯად მოხასხასე ლიბერტის კაბა, აესხა ჟღარუნები, ჯაჭვე-
ბი და სამაჯურები და ბულვარსა და კლუბში გამოჭენებულიყო...
რა იცოდა მაკამ, რომ ვეროჩკა ცხენიან კაცს ძირს დასცემდა,
არამცთუ თავის კანონიერ ქმარს, არჩილს, თუნდაც ის ათმაგი
რევოლუციონერი ყოფილიყო. ჰოდა, გულმოკლული მაკა სიტ-
ყვას ეძებდა, წონიან სიტყვას, საკუთარი გულისთქმისა და არჩი-
ლის მოღალატური ბუნების გამომხატველ სიტყვას... და იპოვა
კიდეც ეს სიტყვა, თუ სიტყვები, ეპითეტებისა და მეტაფორების
მოყვარულმა ჩვენმა მაკამ; არჩილის უგვანო საქციელს მიუსა-
დაგა ჯერ "მნგრეველი", ხოლო შემდეგ "ტაძარი" და გამოიყვანა
"ტაძრის მნგრეველი", რა თქმა უნდა, "სიყვარულის ტაძრის..."
მაგრამ ეს არასრულად მოეჩვენა, მხოლოდ სიყვარულის ტაძ-
რის მნგრეველი არ უნდა ყოფილიყო არჩილი, სოციალისტურ
რევოლუციას საბოლოოდ უნდა დაემხო რელიგია და საწყალმა
მაკამ მიგნების სიხარული იგრძნო, როცა ამ თავსდატეხილ უბე-
დურებაში მომაკვდინებელი წინადადება შეადგინა: "ვაჟბატონო!
შენ მოვლენილი ყოფილხარ თურმე ტაძრების მნგრეველად,

224 მკითხველთა ლიგა


სიყვარულის ტაძრისა და ღმრთის ტაძრისა!" მერე კი იფიქრა,
შეიძლება სჯობდეს, მოკლედ მივაძახოვო: "ტაძრების მნგრევე-
ლო! სიყვარულისა და ღვთის ტაძრისა!!!" და კმაყოფილიც დარ-
ჩა, ასე უფრო მრისხანედ გამომივაო... მაგრამ საქმე საქმეზე
რომ მიდგა, ბეჩავი მაკა ფლავივით წავიდა... ლეჩაქგადაფ-
რიალებული გამოჩნდა თუ არა კლუბის დარბაზში, გაბუჟღავე-
ბული კავებით, ხავერდის ჩიხტაზე ალმასის ბაღჩებიანი ქინძის-
თავებით, შავი ფარჩის კაბითა და ოქრომკედით ნაქარგი სოსანი
სარტყელ-გულისპირით, შემოდგა თუ არა ფეხი და მყისვე, იმავ
წამში, დარბაზის სიღრმეში, თითქოს საგანგებოდ გაკაშკაშებუ-
ლი არჩილის სახე დაინახა, თვითონაც არ მოელოდა, ისე აუკან-
კალდა მუხლები, აუფრიალდა გული და მისი სანდომიანი სახე
ფერწასულსა და გაშეშებულ ნიღაბს დაემსგავსა. თავის ძმას, მი-
რიანს რომ არ მიყრნობოდა, იქნებ ჩაკეცილიყო კიდეც. თან უც-
ნაური რამ დაემართა: ყველაფერს, ყველას და ყველაფერს სიზ-
მრისეული სიცხადით ხედავდა და განიცდიდა... აგერ, ხაზინად-
რიანთ მაკრო, მაღალი და კნაჭა, ხელში გიტარით, ვახვახიანთ
ბიჭებით გარშემორტყმული, საცეკვაოსავით რაღაცას უკრავს
და ბიჭები როხროხა ხმებით დამღერიან... სანდრო გამოეყო თა-
ვის ძმებს, მაკას ხელზე ემთხვია, მერე კი ომახიანად შესძახა:
"ვიშ, ქალო, როგორ გშვენის ქართული კაბა, სად იყავ აქამდი-
სინ, სადა? აი, ეხლა კი ჩვენი მაკა ხარ!" თან ხელები გაშალა და
გაიცინა, თავისებურად ჩაიროხროხა... გულზე ეცა მაკას ეს რო-
ყიო თანაგრძნობა, ოჰ, როგორ ჩასწყდა გული, სიტყვისუთქმე-
ლად, გამტკნარებული მიაჩერდა სანდროს... და კიდევ კარგი
მყისვე მირიანი წამოეშველა: "სანდრო, აქ ამისი დრო არ არის,
მაგრამ მაინც უნდა გითხრა, კონდოლის მამულს ვადა გასდის
და რაღაცა უნდა მოახერხო..." მაკას აღარ გაუგია სანდროს პა-
სუხი, რადგან იმ ნათქვამმა, ისედაც გამწარებულს, სულ
მოუფუტკნა გუნება: არჩილის აღარა ხარო, არაო, ახლა ჩვენი
ხარო... თურმე მოქეიფე, დარდიმანდი სანდროსია, შფოთისთა-

225 მკითხველთა ლიგა


ვისა, მუშტი-კრივისა და ხანჯლების ტრიალში მამულები რო
გაანახევრა... ამ სიტყვებმა – ჩვენი ხარო – გული მოუკლა, რად-
გან არასდროს უგრძნია ასე მწვავედ, ასე ნათლად, მხოლოდ
არჩილის გამო კი არა, არჩილთან დაკავშირებული საქმიანო-
ბის გამო, წუხილი და გულდაწყვეტა... თვალწინ დაუდგა ის ავი
ღამე, ქარი ნამქერს სახეში რომ აყრიდა და ნაბდის მიუხედავად,
ასე ეგონა, გათოშილ ხელ-ფეხს ნემსებით უჩხვლეტდნენ...
ღმერთო, რა ბედნიერი იყო, ამაყი და შეუვალი, რა თავმომწო-
ნე, რომ საქვეყნო საქმისთვის, ბედნიერი მომავლისთვის ქარსა
და წყვდიადს არ ეპუებოდა, შინაურების საშინელი წინააღმდე-
გობის მიუხედავად, მაინც გაიჭრა გაღმა, შილდაში, ერთ-ერთ
ყველაზე დიდ სოფელში, ფარული კრების ჩასატარებლად და
თანამოაზრეთათვის პროკლამაციების გადასაცემად... არა, არა,
არა, არავინ იყო ამ დარბაზში მასზე უბედური... ის იყო, ისა, მი-
ტოვებული და ჩამოქვეითებული... სანდროს თავისი გუნდი მოჰ-
ყვა, მაკრო გიტარის დაკვრით, აცეკვებული ნაბიჯითა და ვახვა-
ხიანთ ყმაწვილკაცების თანხლებით; ზარ-ზეიმითა და სიცილ--
კისკისით შემოეჯარნენ, ვინ რას შემოსძახოდა, ვინ რასა: რა
კარგია, კლუბში რომ გამოჩნდიო, სარკეში ჩაიხედე, ქალო, რა
მშვენიერი ხარო, დაუბრმავდეთ მტრებს თვალებიო... აუტანელი
იყო მათი გულშემატკივრობა და ფარული სიბრალული... ყოვე-
ლი სიტყვა ისარივით ხვდებოდა... ჰო, ჰო, იცის მაკამ, ხაზინად-
რიანთ მაკროს, ხაზინადარი მეღვინეთუხუცესის ქალს, მირიანზე
უჭირავს თვალი, აგერ როგორ შეჰღიმის მირიანს: ამ ჩვენს თე-
ლავში გამორჩეული და-ძმა ხართო, და თან გიტარის სიმებს აწ-
კრიალებს... არაფერი აქვს საწინააღმდეგო მაკას, ღმერთმანი,
მაგრამ რა ქნას, არ შეუძლია ახლა "ხელი შეუწყოს", აჰყვეს მათ
ჟრიამულს, იცის, მირიანსაც აფერხებს და ძარღვები კიდევ უფ-
რო ეწეწება...
აგერ, ის ქალიც, ის ზონზროხა, თეთრ-წითური ქალი, თვა-
ლებში ეჩხირება და მაინც თვალი ვერ მოუშორებია, გაშეშებუ-

226 მკითხველთა ლიგა


ლი მისჩერებია... ვის დაჰკარგვია... ვისა... ამ გომბიოზე გაცვა-
ლა არჩილმა... აფთიაქარი ვოლხოვის ცოლს გამალებით რაღა-
ცას ელაპარაკება, თან თვალები აქეთკენ აწყდება, რო დაინა-
ხოს, რა გულმოკლულია მაკა... გაცრუებული... პირში ჩალაგა-
მოვლებული... და მარტო ის კი არა, მაკას ჰგონია, ყველა, ყვე-
ლა მას მისჩერებია... მრგვალ მაგიდასთან ლოტოს მოთამაშე-
ნიც ერთმანეთს რაღაცას ანიშნებენ და აქეთ იყურებიან... აგერ,
სპირიდონაც აქეთკენ მოდის, თავის მზეთუნახავთან ერთად...
ყოფილი თანამებრძოლი... ოოო, როგორი გაბადრულია... უხა-
რია... გულიგულში უხარია... არა, არა, მაკას გამო კი არა, არჩი-
ლის გამო, სახეზე აწერია: ეგეც თქვენი არჩილიო, ეგეც თქვენი
სანიმუშოვო... ყურები რო მქონდა გამოჭედილი მაგის ქებითა-
ო... აგე, რა დღეში ჩაგაგდო, აგე, რა ბერიკაობა მოგაწყობინა-
ო... მაგრამ ეს ლამაზი ევა... როგორ უყურებს, როგორ... მიმი-
ნოსავით... თითქოს უნდა მონუსხოსო... "მაკა! მაკა!" უკანიდან
ხელი ვიღაცამ მოხვია... ნუციკო გოგოლაძე, "სევდიას" ფსევდო-
ნიმით აქვეყნებს ლექსებს "ცნობის ფურცელსა" და "განათლება-
ში". ტანმომცრო ნუციკო ფეხისწვერებზე შედგა, და აღსავსე შეგ-
ნებითა და მოვალეობით, მაკას ყურში ჩასჩურჩულებს: "გეხვეწე-
ბი, გემუდარები, ჩირად არ ჩააგდო ეგ მოღალატე, ეგა! შეხედე,
შეხედე, შენს ფრჩხილად არ ღირს ეგ საახალწლო ბასილა, ეგ
ჩოკჩოკა, ეგა..." მაკრო და ყმაწვილკაცები იცინიან, მაკას ჰგო-
ნია, ყური მოჰკრეს და იმიტომ... სპირიდონა ამბობს, მოდი,
ბულვარში წავიდეთო... აქ ცხელაო... ნუციკო კი ყველას მცირე
დარბაზში გასვლას სთავაზობს, ახალი ლექსები უნდა წავიკით-
ხო, რუსიაანთ ქალებმა, აი, სადაცაა, გამოჩნდებიან, თარზე უნ-
და იმღერონ და ზოგიერთი ჩემი ლექსი თარის თანხლებითაც
გაიჟღერებსო. და ეს პატარა მგოსანი მაკას შეხედავს და თანაგ-
რძნობისა თუ გამხნევების ნიშნად თავს დაუქნევს. მაკას ყელში
ბოღმა გაეჩხირება, ოჰ, ღმერთო, რა ბედნიერება იქნებოდა,
ყველა ესენი მოსამძიმრეები იყვნენო... ნამდვილი მოსამძიმ-

227 მკითხველთა ლიგა


რეები... და არჩილი, გაჩირაღდნებულივით რომ დგას დარბაზის
სიღრმეში და შავად ულაპლაპებს თვალები, მომკვდარიყოვო...
ჩამპალიყო გაგრის ჭაობიან მიწაშიო... არა, არა, აქ იწვესო, შუა
დარბაზშიო... ჰოდა, წევს არჩილი შუა დარბაზში და ამ უბედურე-
ბით ბედნიერი მაკა კუბოს თავს ახლის... ახლა რომ არ სურს ამ
ხალხის ნუგეში, ახლა რომ არ სურს მათთან ყოფნა, მაშინ ყვე-
ლას გულში იხუტებს, მაშინ უხარია მათი სამძიმარი... შესტირის,
შესტირის, ყველას შესტირის არჩილის სიკვდილს... ბედნიერი-
ა... ბედნიერია... მაგრამ ნიკაპი უკანკალებს და თვალებს ხუ-
ჭავს, რომ მომდგარი ცრემლები არ გადმოსკდეს... მირიანს ეყ-
რდნობა, რომ არ ჩაიკეცოს.
ლამაზი ევა მიმინოსავით უყურებს, მერე მარწუხივით ჩასჭი-
დებს მაჯაში ხელს, თუ შეიძლება, ერთი წუთით, რაღაც საქმე
მაქვსო, უნდა წაგართვათ მაკას თავიო, ყმაწვილკაცებს ეტყვის
და მაკა დარბაზიდან გაჰყავს. პატარა ტალანს გაივლიან და
სარკეებიან და სავარძლებიან მომცრო ოთახში შევლენ: "მოდი,
აქ მიწექით, აი, ეგრე..." გაჭერილი ზონრები გაუხსნა, ჩიხტა შუბ-
ლიდან აუწია, სეტყვასავით ხელები დაუსრისა... "აბა, შემომხე-
დეთ, ახლავე გიშველით... ნახეთ, როგორ მოგეშვებათ..." თვა-
ლებში ჩახედა, ჩაანათა თითქოს და მაკას გულში ჩასწვდა ამ
თვალების ძალმოსილი, მომნუსხავი მზერა, მერე კი თავისი
თბილი, თბილი, ლამის ცხელი ხელები სახეზე ჩამოუსვა, ყელზე
და გულზე ჩაუტარა და ბოლომდე ჩაჰყვა... და თან ისეთი რამ
უთხრა, გაოცდა მაკა, გაოცდა და ყური მიუგდო, მინებდა ამ ქა-
ლის გულთმისნურ სიტყვებს: "არა, არა, ნუ ნატრობთ მაგის სიკ-
ვდილს... ნუ ნატრობთ... მე ვხედავდი, როგორ გიყურებდათ...
მას თქვენ უყვარხართ... ძალიან უყვარხართ... უფრო მეტადაც,
ვიდრე აქამდე უყვარდით... მთავარია, თქვენ ორივეს სიცოცხლე
გაქვთ... სიცოცხლე... სიცოცხლე... ყველაზე მთავარი ხომ ეს
არის! სიცოცხლე გაქვთ და ერთმანეთი გიყვართ... და თუ თქვენ
ღალატად უთვლით ამ იძულებით ნაბიჯს, ღალატი ხომ ხელ--

228 მკითხველთა ლიგა


ფეხის გახსნაა, ღალატი ხომ შურისძიებისთვის თავდადებაა. ამ
შემთხვევაშიც სიცოცხლეს აზრი ეძლევა, ვიღაც მოქიშპე რომ
გყავს, ვისაც უნდა ანანო ღალატი, ვისგანაც უნდა გაიგო სინანუ-
ლის სიტყვები... სიცოცხლე ხომ მარტო ამიტომ ღირს, ამ სინა-
ნულად..." მაკა ტიროდა... ტიროდა... და თავის ცივ ხელებს გა-
სათბობად უწვდიდა ევას.

229 მკითხველთა ლიგა


"უგვანო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია".

ელამჭუტა ლაზრო, მგოსანი და მომღერალი, ძველოს სამი-


კიტნოს სული და გული, თარს აჟღერებდა და ყელგადაგდებული
მღეროდა:
– რა სჯობია ძველოს სამიკიტნოსააა, ხაშს და ხინკაალს,
არაყსა და ღვინოსააა... მგოსან ლაზროოს კუპლეტების სიტკბო-
სააა... მოჟღურტულე ცუგრუმელებს კუკლას, თაფლოს და ბატ-
კანააას... და წმინდაოოს მობუქნავე კინტოსაა... აქაური ჰაერი
ვინც იყნოსაა... დრო ატარა, იქეიფა იბოზააა, ვერ მოეშვას ვერა,
ვერააა... სახეძაღლი ვიყო, ჩათლახი ვიყო! – აქ ლაზრო მთელი
ხმით შესძახებდა, გულზე მიირტყამდა ხელს, მერე თარის სი-
მებს უფრო ძალუმად ჩამოჰკრავდა თითებს და კილოს გაგრძე-
ლებითა და ხმის აკაკანებით დაასრულებდა: – დამიჯერე თუ არ
გჯერააა... ვეღარ დასთმობს ძველოოს სამიკიტნოსააა...
და აკი ვერც თმობდნენ, მუშტარი ბუზივით ეხვეოდა ძველოს
სამიკიტნოსა და საროსკიპოს... მაშ არადა, დაიხვალიებდნენ!
თან რა მშვენიერ ადგილასაც იყო! თვალსმოფარებულ, მივარ-
დნილ ადგილას. გვირაბის უბანში, ხეებით დაჩრდილულ, მომ-
ცრო ორსართულიან სახლში, კურდღელაურისკენ ჩამავალ,
უკაცრიელი ბილიკის პირას, ამასთანავე, შუაგული ქალაქიდან
ორ ნაბიჯზე. ვისაც ჯიბეში ორიოდე გროში უჭყაოდა, ისინიც ხან-
დახან მაინც გაჰკრავდნენ კბილს ძველოს ცუგრუმელებს. ძვე-
ლო ხომ თავის გოგოებს ქებით ძირს აგდებინებდა. ისე არ მივი-
დოდა სპირიდონასთან, ვისთანაც ახალ ხორცზე იყო გარიგებუ-
ლი და ხშირად დაკლულ ცხვარსაც ყიდულობდა, თავმომწონედ
არ ეთქვა და ჩამოქრუშული სპირიდონა არ შეეგულიანებინა:
– ქება არ უნდათ ჩემს გოგოებს, სპირიდონ, წრფელად და პა-
ტიოსნად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, დიდი გულმოდგინე-
ბით, დიდი ოსტატობით, დიდი შუშპრობით, იგეთები არიან

230 მკითხველთა ლიგა


როო, მკვდარს გააცოცხლებენ, დავარდნილს ააღორძინებენ...
სულს ჩაჰბერავენ... ჩამოდი, კაცო, ჩამოდი, ზოგჯერ მაინც იგრე
გამოიცქირები, კაცი იტყვის, ჟამი შეჰყრიაო... გაბედე, კაცო, ჯერ
მარტო წმინდაოს ნახვა ღირს ერთ რამედ, რა ოინბაზია, რა ხუ-
ტურნაკია, რა ნომრები ააქვს, გაგაგიჟებს... თუ სწორე არ გა-
მოვდექი, მოდი და გამცხე სილა, მზადა ვარ!
მართალი იყო ძველო, მართალი, ტურფა და ცქრიალა გო-
გოები ჰყავდა, ხოლო რაც შეეხება წმინდაოს, თუმცა ის შორს
იყო ცუგრუმელობიდან, "ბლომა" იყო, როგორც თვითონ ამბობ-
და, ექვსფუთიანი და კარგად ამოფუებული ცომივით ყველაფერი
ამობურცული ჰქონდა, თუ ლოყები, თუ გვერდები, მკერდზე ხომ
ლაპარაკიც ზედმეტია, წმინდაოს ჯადო და თილისმა სულ სხვა
იყო, აკი მის დარბაზში გამოჩენას მგოსანი ლაზრო დაირის ბათ-
ქაბუთქითა და ბაიათის ხმაზე აწყობილი სიმღერით ხვდებოდა:
– ძუძუებიი გიფახფახებს წმინდაოოო... დაგინახეე გული შა-
მიიშინდაოო... ჩიტი გვრიტიი მოლაღურიი ფრინდააოოო... ვიცი
გიჟოო კოტრიალიიი გინდაოო... მაშ ჩაიძრე ნიფხავი დაა წინ-
დააოო... ჩიტი-გვრიტიი მოლაღურიი ფრინდააოოო... ძუძუებიი
გიფახფახებს წმინდააოოო...
ჰოდა, ისედაც უზარმაზარი წმინდაო, კინტოს მინაოჭებულ
შარვალში გამოწყობილი, გულამოთხლეშილი ვიწრო ბლუზითა
და ვიწროკარტუზიანი ქუდით გამოზანზარდებოდა დარბაზში წი-
თელი ბაღდადის ფრიალითა და ყიჟინით: "აბა, მორჩი ბაიათე-
ებს, ბაღდადური ბუქნიით!" და ექვსი ფუთის მიუხედავად, ნეტა
რა მსუბუქად ჩამოუვლიდა, რა საამოდ შეათამაშებდა მოჭიდა-
ვესავით მრგვალ მხრებსა, შეზარხოშებულ კაცებს რა ვნების აღ-
მძვრელად გაჰკრავდა და გამოჰკრავდა ნავივით გადგმულ
გვერდებს და ხან ვის ჩაუკრავდა ოინბაზურად თვალსა და ხან
ვისა... და თუმცა აღარ იყო ნუგბარი და, სადაცაა, ოცდაათსაც
მიუკაკუნებდა, თუმცა ცომივით სახეზე, გეგონებათ, სილა
ჩაუფარებიათ და ცოტა გაუბრტყელებიათო, მაინც მზეთუნახავი-

231 მკითხველთა ლიგა


ვით თავდაჯერებული გახლდათ. საფუძველიცა აქვსო, – ძველო
ამბობდა, – არტისტკააო, თანაც ჯან-ღონეც მოსდგამს, დაღლა
არ იცის, ყველაფერს გემოს ატანს და მუშტარიც თმაზე უმრავ-
ლესი ახვევიაო. არ დაიჯეროთ, არაა, რო ვითომ კაცებს გაკნა-
ჭულები უყვართო, სუ ტყუილი ლათაიებიაა. და წმინდაო თავისი
ამომჯდარი, უტიფრად გარინდებული თვალებით გადახედავდა
ბატკანასა და თაფლოს, კუკლას, ნაზიასა და პატრას, ტანწვრი-
ლებს, ყელყარყარებს, მასზე ახალგაზრდებს: "წვნიანი საქონე-
ლი! ყველას წვნიანი საქონელი უყვარს, მააშ, კაცების ამბავს მე
ვინ მასწავლის, ვინა?!"
ამბობდნენ კიდეც: ასე მუშტრის ცნობა და გრძნობა არავისა
აქვსო, ერთს რომ ცერად გახედავს, უკვე იცის, ვისთანაცა აქვს
საქმეო. თვითონაც უყვარდა ზოგჯერ სამიკიტნოს ფიცარნაგი-
დან, ანუ სცენიდან, ენის მოქარგვა:
– კაცებო და კაცუნებოო, ყურცქვიტებო, კურდღლებოო, იგ-
რე გხედავთ, ვითომ შუშაში გამეხედოოს, იგრე ვიციი, საითა გა-
აქვს ჭკვა და გონება წასულიი, რა გიძგერეებთ სულსა და გულ-
საა, თქვე ქარაქუცებოო, თქვე ფახიფუხებოო, დაიწვას თქვენი
ჯიგარი, თქვე დიდგულებოო, ვითომ ჩვენისთანა ვინ დადის ქვე-
ყანაზედაოო, განი-განიოო, თქვე ქვეშაფსიაა-ცრუპენტელებოო,
ყველას როო ატყუებთ, სახლში ცოლსა და გარეთ საყვარლებ-
საა, ჰოდა, თქვენ რო ეგეთები არ იყვნეეთ, ჩვენც ხო ამნაირები
არ ვიქნებოდიით, ბარი – ბარში, თოხი – ტარში! მაგრაამ, იგე-
თები მიყვარხაართ, როგორებიცა ხაართ, თქვენთვიის თავ-
დაუზოგავი ვაარ, თქვენთვის მდნარი და მკვდარი ვაარ, ხოლო-
ოდ, ნუ მიწყენთ და უნდა გითხრაათ, სად ვიქნებოდი კარგადა
და ლამაზად, სადა და ამბობენ აქედან შოორს, ძალიან შოორს,
ქვეყანა ყოფილა ერთი და იმ ქვეყანაში რამდენიმე კაცსა, ძმებ-
სა, სახლიკაცებსა თურმე ერთი ცოლი ჰყაავთ, აი, მესმის, აი, ეს
იქნებოდა ჩემთვის ზედგამოჭრილიი, გყაავს რამდენიმე ქმარი
ერთადა, ერთდროულადა და უვლიი, აპურებ, არწყულეებ, ბუქ-

232 მკითხველთა ლიგა


ნაოობ... უჩენ და უჩენ შვილებსაა, შეუწყვეტლივ და ზედმიყო-
ლებიით, ჰოდაა, ნეტა მომცა ფრთები და იქ გამაფრინაა, იმ ქვე-
ყანაშიი! იქამდე კიი, აბა, ლაზრო, სიფრანუშა და შალახოო!
ამის გაგონებაზე ძველოს მუშტარს სიამოვნების ხვნეშა აღ-
მოხდებოდა, რადგან დიდებული ნომერი იყო "სიფრანუშა და შა-
ლახო" და წმინდაოც თავის ნიჭებსა და უნარებს ისე სრულყოფი-
ლად ამჟღავნებდა, ხალხს სიცილით ხოცავდა. ლაზრო მაშინვე
თარს მოიმარჯვებდა და დაამღერებდა:
– სიფრანუშამ თქვააოო, რწყილბაღლინჯო გვყააო...
გვყვააო და გვყააოო, რწყილ-ბაღლინჯო გვყააო...
ცხადია, სიფრანუშა წმინდაო იყო, რომელიც შალახოს ცეკ-
ვის დროს თან რწყილ-ბაღლინჯოს ებრძოდა, უეცრად აცქმუტ-
დებოდა, ვითომ ქავილი აუტყდებოდა, ჯერ ცეკვით, ანუ ხელ--
ფეხის სასაცილო გაქნევ-გამოქნევით აუტანელ ქავილს განასა-
ხიერებდა, მერე კი მოჰყვებოდა რწყილ-ბაღლინჯოს ჭერას თუ
უბეში, თუ უადგილო ადგილას და მუშტრისაკენ სროლას... თან
ფართე, გაბრტყელებულ სახეზე განცდათა ისეთ გამას აისახავ-
და, ისეთ მიმიკას ფლობდა, ხალხი სიცილით იხოცებოდა და არა
მარტო სიცილით, ბევრს ქავილიც აუტყდებოდა წმინდაოს მიერ
დარბაზში "გაბნეული" რწყილ-ბაღლინჯოსაგან. ბოლოს კი ტა-
შის გრიალში წმინდაო ქევქევით ჩამოივლიდა მაგიდებს, ხოლო
ლაზრო თვალების ჭუტვითა და ხელების ქნევით გადმოიძახებ-
და: "თქვენი კეთილისმყოფელი ლაზრო ოგანეზოვი!"
სპირიდონამ ბოლოს-ბოლოს, ევას უკარებლობით თავგაბეზ-
რებულმა რომ გაბედა და ძველოს სამიკიტნოში მაგიდას ნაავ-
დრი ყვავივით აბუზული მიუჯდა, წმინდაო დარბაზში იყო და
თუმცა "სიფრანუშას" არა, სხვა არანაკლებ სანიმუშო ნომერს
ასრულებდა, რასა და "დავლურს მათლაფით", წარმოიდგინეთ,
თავის მაღალსა და უზარმაზარ მკერდზე წვნიანით სავსე მათლა-
ფა ედგა და ხელების პრანჭვითა და ხშირი დალალ-კავების რხე-
ვით დავლურს უვლიდა და არცერთი წვეთი, წამლად, მათლაფი-

233 მკითხველთა ლიგა


დან არ ვარდებოდა. სპირიდონაც თანდათან გაიშალა მხრებში,
მართლა ეს ვინა ყოფილაო, ძველოს გადაულაპარაკა. ძველომ
მზერა სტყორცნა წმინდაოს და თვალი ჩაუკრა. ამ დიდებული
ნომრის შემდეგ წმინდაო თითების ტკაცუნით მიუახლოვდა სპი-
რიდონას მაგიდას და შაირი მიუმღერა:
– აღარ მინდაა ყვინჩილებიიი, ეხლა მინდა ვიჩინაოო, ვა-
ჟოო, მე შენმა სურვილმა ჩიხოტკა გაამიჩინაოო...
სპირიდონამ მალე შეიტკბო და შეითვისა აქაურობა. ევასგან
წახდენილს, დათრგუნულსა და დაჩაგრულს ამათ აგრძნობინეს
კაცობა, კირთების უღელში შებმულსა და ლაგამამოდებულს ახ-
სნეს ქედიდან მძიმე უღელი, მიუშვეს აღვირი, რომ ფაფარაშ-
ლილს ჭიხვინითა და ფრუტუნით ენავარდა გარყვნილების უცხო
ბაღნარში... მაგრამ მხოლოდ ნავარდსა და დროსტარებაში არ
იყო საქმე, არამედ განცდათა იმ თაიგულში, რასაც აქ ყოფნა და
ეს მშვენიერი ცუგრუმელები მიართმევდნენ, იმ სითბოსა და გუ-
ლითადობაში, როგორც აქ ხვდებოდნენ: ერთი ქუდს ხდიდა,
მეორე – ქურთუკს, მესამე დუქნის ამბავს ეკითხებოდა, მეოთხე
ქეჩის ფეხსაცმელებს მოარბენინებდა... თურმე კაცს ბევრი ქალი
სჭირდებაო, ფიქრობდა სპირიდონა, ხშირად ფიქრობდა მათზე
და უყვარდა მათთვის თვალის მიდევნება. ბავშვივით არიანო,
ფიქრობდა, გულუბრყვილოებიო, ადვილად კეთილები და ადვი-
ლად ავებიო, ერთი ფოჩიანი კამფეტისა და ერთი ნიფხვის გუ-
ლისთვის რომ შეუძლიათ, აყალმაყალი გამართონ, მუშტრის
გულისთვის გველის ტყავში გაძვრნენ და ამყოლს აჰყვნენ და
ჩამყოლს ჩაჰყვნენო...
მალე ამათი ყველაფერი გაიგო, უამბობდნენ ცისასა და ბარი-
სას, ევასაგან სიჩუმეს დაჩვეული, გულში ჩაკეტვასა და ჩამარ-
ხვას დაჩვეული, ამათ უსმენდა... ევა არასოდეს არაფერს
უზიარებდა, არც ახსოვს სპირიდონას, ერთხელ რა არის, ერ-
თხელ მაინც ეამბა ან ბალღობისა, ან დიდობისა, ან ამისა ან იმი-
სა, არასოდეს, გაზიარების ღირსად არასოდეს არ გახდიდა, პი-

234 მკითხველთა ლიგა


რიქით, თუ მნათეს რაიმეს უამბობდა, სპირიდონას გამოჩენაზე
მაშინვე გაჩუმდებოდა, გეგონებათ, განძი აქვს და სპირიდონას
უმალავსო. ესენი კი, რაკი მუდმივ მუშტრად დაიგულეს, რაკი შე-
ეჩვივნენ და შეეთვისნენ, რაკი თავისიანად მიიჩნიეს, გულიც გა-
დაუშალეს... აღარ უყვარდა სპირიდონას ევას თვალმარგალი-
ტი, ცივად რომ ბრწყინავდა, ამ გოგოების ფანციფუნცები შეიყვა-
რა, ამათი პუპრუჭანები, ამათი რიოში მარგალიტები, ამათი ზი-
ზილპიპილოები, ყველაფერი, რასაც ცოდვილი ცხოვრების კვა-
ლი და დაღი აჩნდა... სპირიდონა რაღაც უცნაურ კმაყოფილებას
განიცდიდა მათი ნაამბობის მოსმენისას, თითქოს მის სათქმელს
ამბობენ ეს ქალებიო, გულს უფონავდა სპირიდონას მათი ნაამ-
ბობი ადამიანთა გაუტანლობის, დაუნდობლობისა და სისასტი-
კის შესახებ და სპირიდონაც, თუმც, არასოდეს არ შეეძლო თა-
ვისი მთავარი სათქმელის გამხელა, გულში ლოდივით რომ
ედო, ასე ეგონა, თითქოს თავის მუდმივ მოპასუხეს, თავის მუდ-
მივ მოთვალთვალეს ნიშნისმოგებით ეუბნებოდა, აი, ხედავო,
როგორია ცხოვრებაო, უკუღმართი და გამოუცნობიო... აი, ხე-
დავო, რა თვალჩაუწვდენელია ადამიანის ბრმა გულისთქმაო...
ამ დროს კიდევაც სწყუროდა ვიღაცისთვის ზრუნვა და თავის გა-
მოდება, ვიღაცის დახმარება, გოგოების დასაჩუქრება ქალა-
ღაიებით იქნებოდა, ტკბილეულითა, თუ ხმელი ხილით... ცოდო-
ნი იყვნენ, ცოდონი, ზოგი ღალატის მსხვერპლი იყო, ზოგი სიღა-
რიბისა და უპოვრობისა, ზოგი სიობლისა და მიუსაფრობისა, ზო-
გი გაცრუებული სიყვარულისა, ვინ რისა და ვინ რისა, ვინ მოთ-
ვლის... ძველო ამბობდა: მე გავათბე და მე მოვასულდგმულე ეს
საწყლებიო, აი, წმინდაომ პური პირველად ჩემთანა ჭამაო, ბა-
ლახის მძოველი გახლდათო... ეხლა რო ლამის შემჭამოს და
შემხრასო. მართლა ძალიან იცოდა წმინდაომ ყბის მოქნევა, სა-
ნაძლეოზე ხომ თუნდა ას ხინკალს გადასანსლავდა, ძველოსაც
არ ეპუებოდა: ამ ოხერმა და მუდრეგმა, თვალის მიდევნება იცის
ჭამის დროსაო, ჩემი მონაგარია და მაინც ვიხაფრები მაგ ღორის

235 მკითხველთა ლიგა


ფაშვთან, მაგასთანაო... თუმცა კი მედგარი წმინდაო ამ დახაფ-
რვის გამო ძველოს ჯიბრით ორჯერ მეტს ჭამდა, აზირ ჩემ გვერ-
დებზე იყოს, ვიდრე ძველოს ჯიბეშიო?!
გოგოების ნაშრომ-ნაღვაწი საერთო ყულაბაში მიდიოდა,
გამგებელი და გასამრჯელოს გამნაწილებული ძველოს დარ-
ბაისელი მეუღლე მადამ ფეფო გახლდათ, მეორე სართულის
დიასახლისი და მუშტრის აღმრიცხველი. აი, როდის ატყდებოდა
ხოლმე აყალმაყალი და ალიაქოთი, როდის ავიწყდებოდა მადამ
ფეფოსაც პატივი და სიდარბაისლე, – როდის და გასამრჯელოს
განაწილების დროს, მთელ სახლს ზანზარი გაჰქონდა... ძველო
ამოვიდოდა მაშინვე დასაშოშმინებლად:
– მოინგრა ყორე თქვენი წიოკობით, თქვე ტუტუცებო, ანგა-
რიში რო არცერთმა არ იცით, თქვე უტვინოებო! ნავთი, მარილი,
სახლის ქირა, ჭამა-სმა ვითომ არაფერი, არააა?! თურმე უნდა
მუქთად შეგინახოთ, არააა?! მაშინ აგიდგებათ გვერდები! მაშინ
გამოგიცხვებათ კვერია!
მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ხელი ხელსა ჰბანს და ბოლოს--
ბოლოს მორიგდებოდნენ ხოლმე. განსაკუთრებით რაც სპირი-
დონა მათი ხშირი სტუმარი გახდა, საქმეების გარჩევაც იკისრა
და ყოველთვის ცდილობდა, გოგოები არ დაეჩაგრათ, სულ იმას
ამბობდა: ამათ თავისი ჩაგვრაც ეყოფათ და ერთი-ორი კაპიკი
მაინც გადაინახონ შავი დღისთვისაო. კიდევ იმიტომ ებრალებო-
და, რომ უაღრესი გულახდილობის დროსაც, გულიდან ბოღმის
ამოხეთქვის დროსაც, არცერთ მათგანს თავისი ნამდვილი სახე-
ლი და გვარი არ უთქვამს, არც თავისი სადაურობა, რომ ოჯახის-
თვის ჩირქი არ მოეცხოთ, რადგან ყოველი მათგანი გვარის შე-
მარცხვენლად გრძნობდა თავს. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახი
იყო სწორედ დამნაშავე მათ წინაშე. ჩვენი სახელი ჩვენი "კლიჩ-
კააო", ამბობდნენ, და თაფლოც კი, მშვენიერი თაფლო, გვირა-
ბისუბნელი, – აქედან ორ ნაბიჯზე იყო მათი სახლი და მისი მწუ-
ხარე ამბავიც ყველამ იცოდა; ვიღაც შალაურელ ხეპრეს მოეტა-

236 მკითხველთა ლიგა


ცა და გამოჰქცეოდა, გულქვა მამას ძალისძალით მიებრუნებინა
მომტაცებელთან, თაფლო ისევ გამოჰქცეოდა, ძველოს შეეფა-
რებინა და მისი სახლის მკვიდრიც გამხდარიყო, – აი, ეს თაფ-
ლოც არასდროს ახსენებდა თავის ოჯახს და თავის და-ძმას.
თაფლოსავით სხვებიც მოძულებული იყვნენ ოჯახისაგან და მა-
თი ლეგენდებიც ძირითადად ოჯახს დასტრიალებდა თავს. მაგა-
ლითად, როგორ გათხოვდა ასეთი სახლიდან მავანი და მავანი,
როგორ დაუჩნდა შვილები, როგორი გაფუფუნებულია ოჯახში
და სხვა... ან როგორ თქვა მავანმა და მავანმა კაცმა, მე არა-
ფერს არ დავდევო, ჩემთვის მთავარი გულიაო, მე ეს ქალი მიყ-
ვარს და ეგეთ სახლში კი არა, ჯოჯოხეთში რო იყოს, იქიდან წა-
მოვიყვანდიო... იგეთი შემთხვევები ხომ, თუმცა რო არ ირთა-
ვენ, მაგრამ მარტო თავისთვის უნდათ და გაიყვანენ, დაუქირა-
ვებენ სახლსა, მეუღლესავითა ჰყაავთ, ინახავენ და არაფერსაც
არ აკლებენ, ქვიშაზე უმრავლესი იყო თურმე... "ეჰ", – ამოიხვნე-
შებდა ხოლმე ასეთი მონათხრობების შემდეგ პატრა, ანუ
კლეოპატრა, ყოფილი ცირკის ჯიგიტი. ცხენს რომ დააჯირითებ-
და არენაზე, ზედ ყირას სჭიმავდა, როკავდა, ჩამოხტებოდა და
შეახტებოდა, ცალ უზანგზე დაეკიდებოდა და კიდევ ვინ მოთ-
ვლის, რაღას არ აკეთებდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს უზანგში
არ გაეხლართა ცალი ფეხი, ცხენმა არ აითრია, კოჭი არ გაუტეხა
და არ დააკოჭლა. "ცირკაჩკობა" აღარ შეეძლო, თორემ აქ ოს-
ტატურად მალავდა თავის სიკოჭლეს. სპირიდონას გაუტყდა და
ერთხელ ის თავისი მოელვარე მოკლე კაბა ჩაიცვა, წვრილი
მძივით ნაკერი, საღი ფეხის წვერზე დადგა და მეორე ფეხი გაიშ-
ვირა, მშვენიერი იყო, მერე ბზრიალასავით დატრიალდა ცალ
ფეხზე, მეორე ფეხს კი მოხრიდა და გაშლიდა, მოხრიდა და გაშ-
ლიდა. მაგრამ მაინც თავისი სიკოჭლის გამო ასეთი ლეგენდები,
მავანი და მავანი კაცის შესახებ, გულს დასწყვეტდა ხოლმე და
ამოიოხრებდა: "ეჰ, საქმე გამგებიანი ქმარია, თორე თუკი, ბუ-

237 მკითხველთა ლიგა


ზანკალივით, ნეხვიან ტრაკში იქნები შემძვრალი, გინდ ბე-
დაურისა იყოს და გინდ ჩოჩრისა, სულერთი არ არის?!"
და თუმცა სპირიდონა ამ სახლში, ამ ქალებთან თბილად და
შინაურულად იყო ჩაბუდებული, მაინც დროდადრო შავნაღ-
ვლიანობა მოეძალებოდა ხოლმე, ისეთ უგემურ გუნებაზე დად-
გებოდა, გეგონებათ, საჭმელს უწყენია თუ სასმელს მოუწამლავ-
სო. მაშინ ასე ეგონა, მობუყბუყე, თბილ ჭაობში ვარ ჩაწოლილი
და შმორის სუნით გაჟღენთილი, რაღაცა გულ-ღვიძლს მიჯიჯ-
გნისო, ლამის შიგნიდან გამომჭამოს და შემხრასო და ეს "სიყვა-
რულის მსახურნი და სიყვარულის ქვეშევრდომნი", როგორც
თვითონ უწოდებდნენ თავის თავს, ხოლო წმინდაო ამბობდა –
სიყვარულის გამურულ ქვაბში ვართ მოხარშულები, ბოლი და
ცეცხლი ერთნაირად რო ასდისო – ეს მშვენიერი ქალები, სხვა
დროს სალონის ფერადაბაჟურიანი ლამფების შუქში ლამის გუ-
ლისამაჩუყებლად მორიალეები ღამის პეპლებივით, სქლად წას-
მული ფერუმარილით სახედადღაბნილები, კირით შელესილებს
რომ ჰგავდნენ, ხოლო ბატკანა იმდენს ისვამდა, კლოუნი გეგო-
ნებოდა, დამცირებისა და შფოთის გუნებაზე აყენებდნენ... სახ-
ლში ევას ეჩხუბებოდა, შენ გამაქსუე, შენ გამდევნე სახლიდანო,
შენი ბრალია ყველაფერი, შე ალიწეწია ტყის ქალო, შენაო... სა-
როსკიპოში კი მოწოლილ ბოღმას უხამსი და სასტიკი თამაშე-
ბით იქარვებდა... ცხადია, ქალებიც არ რჩებოდნენ ვალში, მა-
თაც იცოდნენ სამაგიეროს გადახდა, ერთხელ კი, ალაზანზე
ქეიფის შემდეგ, ისეთ ტალახიან გუბეში აგორავეს მთვრალი
სპირიდონა, რამდენი წამოდგომა სცადა, იმდენი კვანტი გამოს-
დეს და შეერთებული ძალით სანამ ჩურჩხელასავით არ ამოავ-
ლეს ტალახში, ისე რომ აღარც პირი უჩანდა და აღარც ცხვირი,
არ მოეშვნენ და კაი ხნით დაავიწყეს საკუთარი ჭვინტაკები...
მაგრამ სპირიდონას მუყაითმა სიარულმა ძველოს სამიკიტ-
ნოში ნაყოფი გამოიღო, დიდად მნიშვნელოვანი ნაყოფი, და არა
მხოლოდ სპირიდონასათვის. იმ დღით, სწორედ შაბათი იყო,

238 მკითხველთა ლიგა


არც აპირებდა იქ მისვლას, იცოდა, რომ გოგოები გასტროლებ-
ზე მიდიოდნენ ორი დღით ყვარელსა და გურჯაანში. ისედაც,
შაბათ-კვირას ბევრი მუშტარი ირეოდა, ეს პოლკიდან ამოსული
სამხედროებიო, ეს უფროსკლასელებიო, ფრთხილად რომ
მოიპარებოდნენ გვირაბის ბილიკზე, ღვინოებისთვის სავაჭროდ
ჩამოსული ხალხიც ეტანებოდა ძველოს სამიკიტნოს და ასე გა-
სინჯეთ, ზოგიერთი შეძლებული სოფლელიც, შაბათ-კვირას ბაზ-
რობაზე ამოსული თელავში. მაგრამ სპირიდონას ხორცი დარჩა
დუქანში, კარგი დეკეულის ხორცი და ბარემ ჩავუტან ძველოსო,
იფიქრა. გაუკვირდა, სამიკიტნო დაკეტილი რომ დახვდა, ქალე-
ბის გარდა ხომ შეიძლებოდა, სადილ-ვახშმად ერთი-ორი მუშტა-
რი მაინც ჰყოლოდათ. კარზე დააბრახუნა. ხანი გამოხდა, შესას-
ვლელში ძველო გამოჩნდა, გავდივარ უკვე საქმეზე და ვერ შე-
მოგიპატიჟებო. ხორცი კი ჩამოართვა სპირიდონას, შევიდა და
კარიც შეიკეტა. სპირიდონა ფეხათრევით მივიდა წყაროსთან,
წყლის სმა დაიწყო და თან ძველოს კარისკენ იყურებოდა. ძვე-
ლო მართლაც გამოვიდა და ქვევით, აბანოებისკენ დაეშვა, მერე
თვითონაც უკვირდა სპირიდონას თავისი გუმანისა, არავითარი
საბუთი არა მქონდა დავეჭვებულიყავიო, მაგრამ როცა განგება
თუ ბედისწერა რაღაცას გიმზადებს, საგულისგულოსა და საგან-
გებოს, ეტყობა, გულისყურს გიფაქიზებს, რომ იგრძნო ნიშანი,
შემობრუნდე, სამიკიტნოს შემოუარო, ბაღის მხრიდან, გულის
ჯიბეში სრულიად შემთხვევით ჩაკარგული გასაღები მოიჩხრი-
კო, ჟასმინის ბუჩქებში მიმალული პატარა კარი გააღო, არავი-
თარი ყურადღება არ მიაქციო მტირალა თუთის ძირში გათ-
ხრილ პატარა ღრმულს და იქვე დაგდებულ ბარს, ფრთხილი ნა-
ბიჯით ახვიდე მეორე სართულზე, ჩუმად გადაიარო სალონი,
გაიარო გრძელი კორიდორი, შეაღო ბოლო ოთახის კარი და
დაინახო: საწოლზე მიწოლილი გაფითრებული წმინდაო და მა-
დამ ფეფო, სკივრთან დახრილი, რაღაცას ბალიშს აფარებს...

239 მკითხველთა ლიგა


მადამ ფეფო შემობრუნდა, აეფარა სკივრზე დადებულ ბა-
ლიშს, ხელები აუქნია სპირიდონას, გადი აქედანო, მერე კი
სწრაფად წამოვიდა მისკენ, რომ გაეყვანა. ოთახში ზინზლის თუ
უმი ხაშის სუნი იდგა...
– რა იყო, რა ხდება...
– წადი, წადი, წადი, აქედან! – და მადამ ფეფომ კარებისკენ
უბიძგა, სპირიდონამ იდაყვი გაჰკრა, გზიდან ჩამოიცილა.
– ძველო, ძველო, ამოდი, კაცო, მოგვხედე! – დაიყვირა ქალ-
მა და სპირიდონას დაეჯაჯგურა...
წმინდაო გაუნძრევლად იწვა, გეგონებათ მას არაფერი ეხება-
ო... სპირიდონა სკივრთან მივიდა და მადამ ფეფოს გაბრძოლე-
ბის მიუხედავად, ბალიში აიღო... ბავშვი... ჩვრებიდან სულ ერთი
ციცქნა გალურჯებული სახე უჩანდა, სპირიდონამ ბავშვს ლო-
ყებზე თითები გაუწკაპუნა, მერე აიყვანა, უკან შემოჰკრა და შე-
ანჯღრია... ბავშვმა სუსტი, ძლივს გასაგონი ხმა გამოსცა...
– ცოცხალია... აგე, სუნთქავს... – სპირიდონამ ქალებს გადა-
ხედა, – ბეწვზე მოვუსწარი...
– შენია, სპირიდონ... რო იცოდე, შენია... – ახლაღა ამოიღო
ხმა ბალიშებზე გადასვენებულმა წმინდაომ.
– იიი, ჩაძვერი შენა?! ჩემია?! ვიჰ, რა ერთი ბეწოა, პირიდან
წამოვარდნილსა ჰგაავს... – და სპირიდონამ ბავშვი ბალიშზე
დააწვინა.
– რა ვიცი, ამოდენა დევერხანა ქალს აემისთანა წრუწუნა გა-
მიჩნდა... შვიდთვიანი...
– მერე! თუ მოსაკლავად გინდოდა, რაღას აჩენდი... რო არც
არაფერი გეტყობოდა?!
– არ იცოდა, არა, – დაიწყო მადამ ფეფომ, – წესი ხანა აქვს,
ხან არა, ზოგჯერ ექვსი თვეც არ მოსვლია, როგორ უნდა გაეგო?
– გახსომს, სპირიდონ, რო გეუბნებოდი, საკნატუნებელი მინ-
და რამე-მეთქი, შენც რამდენჯერ მოგიცია ფული, წავიდოდი ბა-
ზარში და სუ მწნილსა ვყიდულობდი... მაგრამ იცოდე, შენგან

240 მკითხველთა ლიგა


არი სპირიდონ, შენამდე მე არავისგან არაფერი ამყოლია...
იციი, როგორ მეწვებოდა ჯიგარი, მაგრამ რა მექნა, მითხარი...
გეხვეწები, წაიყვანე... შვილად გაზრდი... შენ ხო არა გყავს არა,
გაგებული მაქ, შენ ცოლს არც ეყოლება... წაუყვანე, სპირიდონ,
გეხვეწები, წაიყვანე, შენ ეხლა აქ ღმერთმა მოგიყვანა, რო ეს
ბალღი არ მოგვეკლა... მეეე, მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, თუ
ხმა ამოვიღო, თუ როდისმე რამე ვთქვა, ძველოსაცა და მადამ
ფეფოსაც ჩემი ხელით დავახრჩობ, ერთი სიტყვა რო წამოაორ-
თქლონ, სხვამ არავინ არაფერი არ იცის... ჰოდა, წაიყვანე, სპი-
რიდონ, გეხვეწები წაიყვანე...
ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ვეღარ ჩერდებოდა წმინდაო,
ისე ეხვეწებოდა, ისე ეღმერთებოდა, თითქოს ხუთიოდე წუთის
წინ, ვითომც აქ არაფერიაო, ამ ბავშვის მოკვლას არ ლამობ-
და... მართალი იყო წმინდაო, მართალი, განგებამ მოიყვანა აქა,
ბედისწერამ მოიყვანა აქა, რო გაისარჯოს, ერთი სიცოცხლე გა-
დაარჩინოს... თავი დადოს. და გზა მისცეს... ეკუთვნის... მოვა-
ლეა... ვისიც არ უნდა იყოს ეს წრუწუნასავით ბალღი... დადებს
თავიანთი კიბის საფეხურზე... თვითონ თვალს მიეფარება... ვი-
თომ მიუგდეს...
– სპირიდონ... სპირიდონ... – ვეღარ ჩერდებოდა ქადაგად
დაცემული წმინდაო, – ორი წლისა ვიყავი თურმე, მამაჩემი
დათვმა რო დაგლიჯა, კარგი მონადირე ყოფილა თურმე, მაგრამ
მოხდა... ყველაფერი ხდება ამ ქვეყნად... ჰოდა, გიგლა ერქვა
თურმე... შენ რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ მამაჩემს კი გიგლა
რქმევია და კარგი კაცი ყოფილა... ვინ იცის, მეც ეხლა სად ვიქ-
ნებოდი, ის რო დათვს არ დაეგლიჯა...
იმ ღამით წმინდაოს სისხლის დენა დაეწყო, ისე რომ ქალები
გასტროლებიდან რო დაბრუნდნენ, წმინდაო ახლად გარდაც-
ვლილი დახვდათ.

241 მკითხველთა ლიგა


"მზე აღარ მზეობს ჩვენთანა,დარი არ დარობს დარულად".

ქარში მოხვედრილს ჰგავდა ჩიკო, ქარში ნარბენს... წაბლისფე-


რი თმა აშლოდა, ისეც ფერმკრთალი სახე სრულიად გასცრეცო-
და, შიშითა და ეჭვით სავსე დაჭყეტილი თვალები გაღვივებული
ნაკვერჩხლებივით უელავდა და ბობრიკის გაღეღილ პალტოზეც
წამლად შერჩენილი ღილი ცალ ძაფზეღა ეკიდა მოსაწყვეტად
გამზადებული ფოთოლივით. ჩემ წინ ცმუკავდა, ჩქარაო, დამძა-
ხოდა, ისეთი რამე მოვიფიქრე, გაგიჟდებიო, ჩვენი არცერთი
საიდუმლოება ამასთან შედარებით არაფერიც არ არისო, თან
ცდილობდა, თავისი ცხელი ხელი ჩემთვის მარწუხივით ჩაეჭიდა,
გავეჭენებინე მოფარებული ადგილისკენ, სადაც ვერ მოგვწვდე-
ბოდა ქსენია მასწავლებლისა და ბავშვების თვალი და ახალი
შემზარავი საიდუმლოებით სული ამოეხადა, შეუბრალებლად
დაეჩუტა და დაეხეთქა იმედისა და ოცნების გამჭვირვალე ბუშ-
ტები, მოტივტივე, მოფარფატე, ნიავს ადევნებული ფერადი ბუშ-
ტები, ბებია ევას შელოცვითა და ბებიაჩემის ჩაგონებით დღე-
ნიადაგ რომ ვბერავდი და ვბერავდი... რომ არც ეთქვა, ეჭვი არ
მეპარებოდა, გუშინდლის შემდეგ ის საშინელი პლაკატები –
ძირს მავნებლებიო, ძირს ხალხის მტრები – და ის საშინელი
ლანძღვა-გინება რა ძალით ააფეთქებდა მის ისედაც აფეთქე-
ბულ ფანტაზიას. ამას წინათ შეთქმულივით რომ მომიახლოვდა
და ჩამჩურჩულა: ყველას, ყველას აწამებენო, სტანჯავენ და
ჰკლავენო და მითხრა კიდეც, როგორ აწამებდნენ. გავშეშდი,
გავითანგე, მერე კი გავიქეცი, თოვლში ჩავემხე და ტირილი და-
ვიწყე. თვითონ ხომ წარამარა ტიროდა. ჩვენ ვთამაშობდით
დარბაზში, ჩვენ ვძერწავდით თიხისგან ფიგურებს, ის კი იდგა
ფანჯარასთან, გაჰყურებდა გზას და ცრემლები ჩამოსდიოდა...
ყოველ წუთს შეეძლო ტირილი... და როგორც ჩანს, ბოღმითა და
დარდით სავსეს ჩემი შეძრწუნება შვებას ჰგვრიდა, პირქუში ნე-
ტარებით მიზიარებდა თავის შავბნელ ფიქრებს... მომიახლოვ-

242 მკითხველთა ლიგა


დებოდა თუ არა, თავის გაცრეცილ სახესა და არაჩვეულებრი-
ვად მოძრავ, თხელ, წითელ ტუჩებს მომიახლოვებდა, მუჭაში გა-
მომწყვდეული ჩიტივით გავითანგებოდი... ღამე კი ძილი მიკ-
რთებოდა, განგაშით მეღვიძებოდა და წამებითა და წვალებით
ცოცხალ-მკვდარ ადამიანებს ვხედავდი... და მამას მათ შორის...
ღამეული, შემაძრწუნებელი სიცხადით ვხედავდი მათ დასახიჩ-
რებულ ნაკვთებს, ფრჩხილებდახლეჩილ ხელის მტევნებს,
უმოძრაოდ რომ ეყარნენ ქვის იატაკზე და ზოგჯერ უმწეოდ ასავ-
სავებდნენ... ბუდიდან ამოყრილ თვალებს, გამყინავი მზერით
რომ მომჩერებოდნენ და სისხლის ბელტებით ამოვსებულ ცარი-
ელ ფოსოებს... ვხედავდი წარბებამდე აგლეჯილ ნესტოებსა და
საფეთქლებამდე ახეულ ყურებს... კბილებგამომტვრეულ, მოღ-
რეცილ ყბებსა და დაკვნეტილ, გასიებულ ტუჩებს, რაღაც შემზა-
რავის სათქმელად რომ გატოკდებოდნენ ხოლმე... ვხედავდი
დაწიხლულ სხეულებს და მესმოდა ყრუ კვნესა, ამ წამებულ
სხეულებში ჩაყუჟული, დევნილი სიცოცხლის ყრუ ამოძახილი,
ღამის წყვდიადსა და მდუმარებაში საკუთარ გულისცემასავით
რომ განვიცდიდი. იმ ამბის შემდეგ კი, ცუდად რო გავხდი და გუ-
ლი შემიღონდა, შეეშინდა; ოჰ, როგორ შეეშინდა, ტირილის ხმა-
ზე ჩამომძახოდა: "თვალები გაახილე რააა, თვალები გაახილე
რააა, ოღონდ თვალები გაახილე და ჩემს სიცოცხლეში აღარა-
ფერს აღარ გეტყვი!" თან სახეს თოვლით მიზელდა... მე კი, თუმც
ვგრძნობდი ყველაფერს, დადამბლავებულივით ვიყავი და არც
თვალის გახელა შემეძლო, არც ხმის ამოღება. მაგრამ ჩავვარ-
დი თუ არა საბოლოოდ გულისხმაში, დავინახე თუ არა ჩიკოს
დაფეთებული სახე და დაჭყეტილი თვალები, გულიანად გამეცი-
ნა... ისიც, ცხადია, მაშინვე წამოყვინჩილდა, მაშინვე გული
მოიცა და თითის ქნევით გამოჯავრება დამიწყო: აი, შე ფაფა-
სუაო, სიტყვის თქმაზე ფლავივით წახვედიო... მართლაც უც-
ნაური რამ დამემართა: ხერხემალს უმტვრევენო, რომ მითხრა
და თან აღწერა დაიწყო, თუ როგორ უმტვრევდნენ ხერხემალს.

243 მკითხველთა ლიგა


მეგონა, წელზე მთელი ძალით შემომკრეს, მეგონა, ხერხემლის
ტკაცუნიც კი გავიგონე გადამტვრეული ჭიგოსავით, ყურები გა-
მიბჟუვდა, თვალთ დამიბნელდა და დათოვლილ ფერდასთან ჩა-
ვიკეცე, სადაც გუნდას ვაგორებდი თოვლის პაპის ასაგებად. ახ-
ლაც სწორედ ის თოვლის პაპა უნდა დამესრულებინა. სამზა-
რეულოში დეიდა პაშამ ნახშირის ნატეხებიც მომცა თვალების-
თვის და სტაფილოც ცხვირისთვის, აგრეთვე ვიღაცის დარჩენი-
ლი გაქუცული თუშური ქუდიცა და ძველი ცოცხიც. და მეც ერთი
სული მქონდა, ჩემი თოვლის პაპა ყოველმხრივ შემკული ყოფი-
ლიყო. მაგრამ მოიჭრა თუ არა ჩემთან აღელვებული ჩიკო და
მომახარა: გუშინდელს შემდეგ ისეთი რამე მოვიფიქრე, გაგიჟ-
დებიო, მე მყისვე მოვწყდი ადგილს და თავქუდმოგლეჯილი გა-
ვიქეცი... მინდოდა მერბინა, მერბინა გუშინდელი ლანძღვა--
გინებისა და შეჩვენების ჯიბრით, თოვლში ყირამალა მეკოტ-
რიალა, ფერდაზე მესრიალა ბავშვებთან ერთად და სათოფედ
აღარ გავკარებოდი ჩიკოს, ბოლო დროს ჩემ მწვალებლად და
სულთამხუთავად რომ გადაქცეულიყო და ვისთან ერთადაც,
სულ ცოტა ხნის წინ, შორეული ოკეანის აყვავებულ კუნძულზე
სახლობანასა და ოჯახობანას ვთამაშობდი, მონუსხული მივუგ-
დებდი ყურს ჩვენს მოგუგუნე ქოხსა და სირინოზის მთრთოლვა-
რე ხმას და ვისთან ერთადაც წარმტაცი საიდუმლოებები მქონ-
და. მაშინ კიდევაც ვამაყობდი, რომ ასეთი მეგობარი მყავდა,
ნამდვილი გამომგონებელი, თამაშებისაც, საიდუმლოებებისაც
და შაირებისა თუ ლექსებისაც. ყველა, ყველა, ყველა იმას ამ-
ბობდა, ბებიას ჩათვლით, ჩიკო კვერცხში წივისო და იქამდეც კი
მივიდა ჩიკოს წივილი, რომ ერთხელ, ენა არ დაუსველებია, ისე
გამოაცხადა: მე ილია ჭავჭავაძე უნდა გამოვიდეო! ეს იმის შემ-
დეგ მოხდა, ბებიამ "კაკო ყაჩაღის" სცენები რომ დაგვადგმევი-
ნა... აი, ჩვენს აივანზე სკამს მივაცურებ, ანუ ურემს მივაჭ-
რიალებ, მეორე ხელში თხილის წკეპლა მიჭირავს და, რაც ძალი
და ღონე მაქვს, ვიქნევ, შოლტს მივატყლაშუნებ, თან მაღლა--

244 მკითხველთა ლიგა


მაღლა ვიყურები, მთვარესა და ვარსკვლავებს შევყურებ და
ოროველას კილოზე ვმღერი: "მკრთალი ნათელი სავსე მთვარი-
სა..." ჩიკო კი სწორედ ამ დროს ჯოხის ცხენს შემოაჯირითებს და
კუდიგორის გზას მეკითხება... მეორე სცენაში მე უკვე ზაქრო
ვარ, ჩიკო კაკოა, ანწილის ქოხშია მიწოლილი და ჩემ გამოჩენა-
ზე წამოხტება, ხელს შემართავს და ისე დასჭექს: "ხოშგელდი,
ძმაო, მე ვარ მდიდარი, ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა, გაშ-
ლითა არის ჩემი სახლ-კარი და ვერას მაკლებს აქამდე მტრო-
ბა"... ეს სიტყვები ჩიკოს ისე აჯადოებდა, რომ სცენიდან გადას-
ძახა ბებიას: ბებია რუსუდან, თუ შეიძლება, ერთხელაც გავი-
მეორებო, და ისეთივე რიხით გაიმეორა, თვალებიდან სულ ნა-
პერწკლები სცვიოდა. სცენების შემდეგ ლექსებიც გვათქმევი-
ნეს: "ტყემ მოისხა", "ჩემო კარგო ქვეყანაც", "ვიშ გაზაფხული",
"ლოცვა"... და ყოველივე ამან ჩიკო ისე ააღელვა, მაშინ გადაწ-
ყვიტა, ილია უნდა გამოვიდეო, ბებია რუსუდან, თქვენ ხომ მაინც
იცით, რომ ლექსებს ვიგონებო...
– მიხარია, ჩემო ჩიკუნა, ილიაობა რომ გინდა, – უთხრა ბები-
ამ, – ილიასთანა ჭირისუფალი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და
შენ თუ ილიას ნაათალი მაინც იქნები, ქვეყნის გულშემატკივარი
თუ იქნები, მარტო მე კი არა, ქვეყანა შენთვის ილოცებს, ჩემო
ბიჭო.
– ნაათალი არა, ბებია რუსუდანო, მე მთლიანი ილია მინდა
გამოვიდე! – შესძახა ჩიკომ.
– აბა, შენ იცი, ჩემო ჩიკო, როგორც ეცდები და გაირჯები,
ღირს, ღირს, ასეთი მიზნისთვის ცხრაპირი ტყავი გადაიძრო.
– ისე გადავიძრო, როო, აი, ნახავთ, როგორ გადავიძრობ, მე
გუშინაც ლექსი გამოვიგონე, უბრალო ლექსია, მაგრამ უცებ
პირზე მომადგა, დავინახე თუ არა ღობის ძირას გაშლილი პა-
ტარძალა, – თავმომწონედ ამბობს ჩიკო.
– არა, მართლა?! – შეიცხადებს ბებია.

245 მკითხველთა ლიგა


– დედა არ მომიკვდეს: პატარძალას მეძახიან, ყვავილი ვარ
კოხტა, გაზაფხულზე გავიშლები, ველს და მინდვრებს მოვ-
რთავ... ეს რა არის, უბრალოდ პირზე მომადგა, თორემ მე ისეთ
ლექსებს ვიგონებ, როო...
– ყოჩაღ, ჩემო ჩიკუნა, ყოჩაღ, მე კიდევ აი, ეს ჩურჩხელა მო-
მირთმევია... – ბებია ჯიბიდან ჩურჩხელას ამოიღებს და დიდის
ამბით გადასცემს. ღამე კი, ძილის წინ, ბებიას რომ გადავეკიდე,
მიამბე ან ზღაპარი, ან რაიმე ამბავი-მეთქი, მან ისეთი რამ მით-
ხრა, ჩემს მწუხარე გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: – უფალს შე-
იძლება ნებავს, რომ ჩიკომ პაპის უღმერთო სულისკვეთებას
ზურგი ადრიკოს, უნდა იცოდე, გენაცვალოს ბებია, პატარა აღა-
რა ხარ, ექვსის ხარ უკვე. პაპა არჩილისნაირები ილიას ებ-
რძოდნენ, ათას სისაძაგლეს სწერდნენ, ცილს სწამებდნენ,
გაუგებელსა და უბირ ხალხს უმხედრებდნენ და ბოლოს აკი გა-
უგმირეს კიდეც მამულის ჭირ-ვარამით აძგერებული დიდი გული
და ნათელი შუბლი, ღმერთო დიდებულო, კონდახით უმტვრი-
ეს...
მე თავზარი დამცა პაპა არჩილის ამბავმა, თორემ სიტყვა "წი-
წამური", ასე მეგონა, დაბადებამდე დამაწერეს გულისფიცარზე.
– პაპა არჩილი ხომ დიდი კაცია და შეიძლება, დიდი კაცი
იყოს და ბოროტი იყოს? – შევიცხადე მე.
– შეიძლება, გენაცვალოს ბებია, ყველაფერი შეიძლება, შა-
რაგზის ყაჩაღიც კი შეიძლება ეგრეთ წოდებული "დიდი კაცი"
იყოს, თორემ ნამდვილი დიდი კაცი ილია იყო და შენ ეს უნდა
იცოდე.
განა არა, ბოლო დროს მამა და ძია ლექსო სულ კამათობ-
დნენ და აკი ერთხელ პაპა არჩილიც ახსენეს: ეს დედას მოსკოვ-
ში წასვლის წინ იყო, დეიდა ალისა და ძია ლექსო რომ მოვიდ-
ნენ. მე და ჩიკომ მაშინვე როიალის ქვეშ მოფარდაგული გავაკე-
თეთ, თოჯინები დავსხით და ოჯახობანას თამაშს შევუდექით. ის
იყო, ჩიკომ თოჯინების ჰამაკს ანუ ბადეს დასტაცა ხელი, რომ

246 მკითხველთა ლიგა


ოკეანეში სათევზაოდ გასულიყო, სწორედ ამ დროს ჩვენი დარ-
ბაზის, ანუ ოკეანის შუაგულში აღმართულმა მამამ და ძია ლექ-
სომ ისეთი ყიჟინა დასცეს ერთმანეთს და ისეთი კამათი გააჩა-
ღეს, ჩვენ ქოხის კიდეზე ჩამოვსხედით და სეირივით მოვაჩერ-
დით ხომალდების – "ნადიკვრისა" და "ახალი ბაღის" შერკინე-
ბას, თან საკენკივით ვკენკავდით მათ სიტყვებს და მერე თამა-
შობისას კიდევაც ვიმეორებდით.
– ინტელექტი თავისუფალია! – მეხის ტეხასავით ისმოდა მა-
მაჩემის ხმა, – ეს არის უპირველესი თვისება ინტელექტისა! ეგ
თქვენი შავბნელი იდეოლოგია კი მაჯლაჯუნასავით დაგვწოლია,
გველეშაპივით გართხმულა ჩვენს თავებზე, შხამსა და გესლს
გვანთხევს, ბუნებრივ მისწრაფებებს გვიხშობს და თავფეხიანად
გვხრწნის!
მამაჩემი ასპარეზზე გამოსული მებრძოლივით აღმართულა
შუა დარბაზში, ისედაც მაღალი და ბეჭგანიერი, კიდევ უფრო
ბრგე და ახოვანი მოჩანს, იგი მრისხანედ აღმართავს ხელს,
თითქოს გველეშაპი ჩვენს ბრინჯაოს დიდი ჭაღზე იყოს გარ-
თხმული.
– რას ამბობ, რასა! – შეჰყვირებს ძია ლექსო, – ვინ მოგცა
უფლება, პროგრესულ იდეებზე განავრცო უბირი და უკულტურო
ადამიანების შეცდომები! ასე ხომ ყველაფრის უარყოფა და გა-
ბიაბრუება შეიძლება?! რა შუაშია იდეოლოგია და სოციალიზმი,
როცა ისტორიის ბორბალს ხშირ შემთხვევაში პარტიაში შეპა-
რული არამზადები ატრიალებენ და სპეტაკი ბოლშევიკები ეწი-
რებიან მათ მავნებლობას, ზევით კი არა აქვთ სწორი ინფორმა-
ცია, არა აქვთ, სამწუხაროდ, არ იციან, ქვეყანაზე რა ხდება...
– ოჰოჰო, მაგათი სისპეტაკე აღარსად ეტევა, რაც დათესეს,
იმას იმკიან!
– გეყოფათ, გეხვეწებით, რას ფიქრობთ, ვინმემ რომ გაიგოს,
გინდათ დავიღუპოთ, ეს გინდათ?! ალისა, თუ ხათრი გაქვს,
მიუჯექი როიალს, ჩაახშობ მაინც ამ სულელურ კამათს! – მუდა-

247 მკითხველთა ლიგა


რით მიმართავს დედაჩემი მოკამათეებსა და დეიდა ალისას,
მაგრამ ძია ლექსო, ეტყობა, მამაჩემის სიტყვებმა კიდევ უფრო
გააცოფა, ლამის შუბლით შეეტაკოს მამაჩემს, თან ასეთი გამ-
ძვინვარებით დაიძახებს:
– უმადურობა სანაქებო თვისება არ არის! ლიდასაც მამაჩემ-
მა გაუკეთა მოსკოვის კვალიფიკაცია, საუკეთესო კლინიკაში,
მთელი ოთხი თვით!
– შენ მე გამაგიჟებ, დემაგოგიაა ეს და მეტი არაფერი! – და-
იგრგვინებს ახლა მამაჩემი, – ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში
ვცხოვრობდეთ, რაში დასჭირდებოდა ლიდას მამაშენის მფარ-
ველობა და ტელეფონის ზარები, ნიჭიერ ადამიანს, შესანიშნავ
სპეციალისტს, გამაგებინე რაში!
– არა, არა, როგორ შეიძლება აქედან სადმე წასვლა, – ტი-
რილის ხმაზე ამბობს დედაჩემი, – რა გულით უნდა წავიდე მოს-
კოვში, როცა აქ ეს ამბავია და, არა, არსადაც არ წავალ, ვინც უნ-
და ის წავიდეს!
– რას ამბობ, გენაცვალე, ხუმრობ?! – შეიცხადებს დეიდა
ალისა, – ამათ რა ყურს უგდებ!
– ალისა, მიუჯექი როიალს, თუ ხათრი გაქვს, იცოდე, მარტო
შენი სიმღერა დაგვამშვიდებს...
– დეიდა ალისა, იმღერეთ რაა, გეხვეწებით რაა...
– დედა, დედა, დედიკო, ბულბული რაა, თუ ხათრი გაქვს,
ბულბულიი! – ვყვირით მე და ჩიკო და ჩვენი ქოხიდან თავებს
ვყოფთ.
– ალე, ალე, ბავშვები სიმღერას მთხოვენ. თუ ხათრი გაქვთ,
ახლავე გაჩერდი!
მაგრამ მამაჩემსა და ძია ლექსოს აღარაფერი ესმით ერთმა-
ნეთთან ჩხუბის მეტი.
დეიდა ალისა დედაჩემს ხელით რაღაცას ანიშნებს. დედაჩემი
სასწრაფოდ გაიქცევა დარბაზიდან, მე და ჩიკო თვალებდაჭყე-
ტილები ერთმანეთს შევაჩერდებით, ჩვენი მზერა დაშიფრულია

248 მკითხველთა ლიგა


თამაშის ერთსულოვნებით. ჩიკო მყისვე "დურბინდში" გაიხე-
დავს და თავს გადაიქნევს:
– საბრძოლო ხომალდები "ნადიკვარი" და "ახალი ბაღი"
სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეეტაკნენ ერთმანეთს, გახედე,
ოკეანეში რა ხდება! ბახ, ბახ, ბახ, ჭახ, ჭახ, ჭაახ!
– ვაიმე, ვაიმე, – შემოვიკრავ მეც თავში ხელს, – წვრილშვი-
ლი არ დაგვიწიოკდეს! ელო, პელო, ჩემო პატარებო!
მე შიოსა და პელოს დავტაცებ ხელსა და გულში ვიხუტებ.
– დავიღუპეთ, დავიღუპეთ, – ამოიგმინებს ჩიკო, – ქარიშხა-
ლიც ამოვარდა, გესმის, როგორი გუგუნი გვიახლოვდება!
მე და ჩიკო სასწრაფოდ დავიბერავთ ლოყებს და სარეკელა-
სავით მოვყვებით თავის ქნევას: ქრრრრ... ბრრრრ. ქრრრრ...
ბრრრრ. ბახ, ბახ, ჭახ, ჭახ, ქრრ... ბრრრრ... ამასთანავე ჩიკო
მოფარდაგულის მუთაქას დასტაცებს ხელს, აქეთ-იქით გააქან--
გამოაქანებს, მერე მთელი ძალით დარბაზის შუაგულისკენ გატ-
ყორცნის და მამაჩემისა და ძია ლექსოს ფეხებთან დაანარცხებს,
მეც მყისვე მივბაძავ, მეორე მუთაქას გავისვრი და ბალიშსაც მი-
ვაყოლებ.
ისინი კი ისევ და ისევ განაგრძობენ კამათს...
ჩიკო ახლა მსახიობივით განზე გატყორცნის ხელებს და სა-
სოწარკვეთით ამოიბღავლებს:
– შიო და აბრამი დაჭრილები ყრიან... ელო და პელოც ატირ-
დნენ...
ჩვენ ონავრულად შევხედავთ ერთმანეთს და ისეთ წივილ--
კივილს ავტეხთ, ისეთ ღრიალს მოვრთავთ დამდუღრებულები-
ვით, მამაჩემსა და ძია ალექსის მაშინვე დავავიწყებთ ჩხუბსა და
კამათს, როიალთან მოირბენენ, რა დაგემართათ, რა გაღ-
რიალებთო, ახლავე გაჩერდითო! ჩვენ კი ნამდვილი აღტკინება
გვეუფლება, თავში ვიცემთ ხელს და გავკივით და გავწივით
ჩვენს უბედურებაზე:

249 მკითხველთა ლიგა


– ქოხი თავზე დაგვენგრააა... წავრილშვილი დაგვიწიოკ-
დააა... შიოსა და აბრამს ჭრილობებზე ცეცხლი ეკიდებააათ...
– ოჰ, რა მაიმუნი ბავშვები არიან?! – კისკისებს დეიდა ალი-
სა.
– მორჩით ახლავე ჭიჭყინს, ნუ გამოითქვიფეთ თავები! –
დაგვძახის ძია ლექსო.
– ვაიმე, ვაიმე, – ამბობს მამა, ჩვენი ქოხის წინ ფეხს მოირ-
თხავს და თავის დიდ ხელებს მუხლებზე დაიბჯენს, – ძალიან
ვწუხვართ, მაგრამ ნუ გეშინიათ, ქოხსაც აღგიდგენთ და შიოსა
და აბრამისთვისაც თურმანიძის მალამოს მოგცემთ, კიდევ რას
გვიბრძანებთ?
– ბატონო ჩემო, – ხმას დაიბოხებს ჩიკო, – სიმღერის მეტი
ჩვენს წვრილშვილს არაფერი გააყუჩებს.
– ბატონო ჩემო, – ვიმეორებ მეც ჩიკოს მიბაძვით, რადგან
ძალიან მომეწონა ასეთი თეატრალური მიმართვა, – მხოლოდ
სირინოზის გალობა მოგვიშუშებს იარებს...
მამა იცინის, თეთრ, მსხვილ კბილებს აჩენს.
– აი, ჭადრაკიც გაგიწყეთ, – ამბობს დედაჩემი, რომელსაც
პატარა, მრგვალ მაგიდაზე ჭადრაკი დაულაგებია, – მობრძან-
დით და ითამაშეთ...
– წამოდი ერთი, ზურგზე ბოლი აგადინო?! – ეუბნება ძია
ლექსო მამას, მერე დეიდა ალისას ღიმილით შეხედავს: – აბა,
შენ იცი, ჩემო სირინოზო, ამ მაიმუნებს როგორ ჩააწყნარებ...
მამა და ძია ლექსო სავარძელში ჩასხდებიან. დედა ჭადრაკის
მაგიდასთან აანთებს მაღალფეხიან დიდ ლამფას, პატრუქის მა-
გივრად ნათურა რომ აქვს ჩადგმული და ოქროსპეპლებიანი,
ცისფერი, ვენეციური აბაჟური ადგას. მაღლითა ჭაღს კი ჩააქ-
რობს. ერთბაშად სიწყნარე და სიმყუდროვე დაისადგურებს...
ჩიკო აბაჟურს გახედავს, მერე უეცრად პირზე მომდგარ ტაეპებს
წარმოთქვამს:

250 მკითხველთა ლიგა


– ო, მადლობა ღმერთს, ქარიშხალმა ფრთები დაკეცა, ღამის
პეპლებიც ფარფატებენ მთვარის ნათელში...
– ელო, პელო, – ვამბობ მე თავმოწონებით, – ხედავთ რა მო-
ლექსე მამა გყავთ?!
– მაშ არადა! – ხმას დაიბოხებს ჩიკო, – აი, შიოსა და აბრამ-
საც ჭრილობები მოურჩათ, – და თოჯინებს ჩვენს წინ ჩაამწკრი-
ვებს.
დეიდა ალისა ქოხთან ჩამოჯდება, კლავიატურას თითებს და-
უსვამს.
– აბა, რა გინდათ, რომ გიმღეროთ, ბავშვებო? – თავისებუ-
რად ჩაგვიჟღურტულებს. დეიდა ალისას არაფერი ისე არ უყ-
ვარს, როგორც სიმღერა და კისკისი. მე მშვენიერი მანონ კო-
რინთელივით, ჩვენი პირველი მსახიობივით გულზე მივიჭდობ
ხელებს და ხმასაც ავითრთოლებ:
– ო, ქალბატონო, გთხოვთ, გვიმღეროთ "გაზაფხული" ან "ა-
ლილუია".
– არა, დედა, არა, "ბულბული" ან "ლორელაი", – სთხოვს ჩი-
კო.
– კარგი, ბავშვებო, ჯერ "გაზაფხულს" გიმღერებთ, მერე
"ლორელაის".
დეიდა ალისა იწყებს სიმღერას და ისე გულისჩამწვდომად
მღერის, ისეთი წმინდა, წკრიალა ხმა აქვს, ისე მომხიბლავად
ხუჭავს და ახელს თავის დიდ, ლურჯ თვალებს, შეუძლებელია,
არ მიაჩერდე და ყური არ მიუგდო. მე და ჩიკო ხელიხელგადახ-
ვეული ავყურებთ დეიდა ალისას და ასე გვგონია, გაზაფხული
მოვიდა მერცხლების ჭიკჭიკით, ფოთლების შრიალით, ნაკადუ-
ლის რაკრაკით...
როცა დედა და დეიდა ალისა სუფრის გაშლას შეუდგნენ, ჩი-
კომ საიდუმლო გამანდო, რა თქმა უნდა, ცხრაკეცი ფიცისა, მუშ-
ტების გამოკვრისა და "კიჭი-კიჭი, ქვა და რკინას" წარმოთქმის
შემდეგ:

251 მკითხველთა ლიგა


– ღამე იყო და მე ვიწექი და შუა კარი ღია იყო და მამა დედას
ეფერებოდა და შენო ჩემი ელისო ხარო, მარტო გერმანელი კი
არა ხარ, ქართველიც ხარო, ალისაც ხარო და ჩემთვის კი ელი-
სოვო... წარმოგიდგენია?!
– მერე შეიძლება ადამიანი გერმანელიც იყოს და ქართვე-
ლიც? – გავიოცე მე.
– შეიძლება, აბა არაა?! მე და მამა ხო ქართველები ვართ,
ესე იგი დედაც სანახევროდ ქართველია და ელისოა, აგე ქარ-
თულს როგორ ლაპარაკობს, ვერავინ ვერ შეატყობს, რომ
მთლიანი ქართველი არ არის, არა, მაშ?
– აბა, რაა, აბა, რაა! – სიხარულით დავეთანხმე და თან გავი-
ფიქრე, ეს ჩიკო რა ჭკუის კოლოფია-მეთქი. მაგრამ მყისვე ფრაუ
ელზასკენ გადამიქანდა გული, ჩვენი გერმანულის მასწავლებ-
ლისკენ, როგორ ფიქრობ-მეთქი, ჩიკოს ვკითხე, ფრაუ ელზა ცო-
ტათი მაინც არ არის-მეთქი ქართველი? არცერთი წვეთითო,
მტკიცედ მიპასუხა ჩიკომ, იმიტომ, რომ არავინ არა ჰყავსო, მარ-
ტოდმარტოაო და მხოლოდ და მხოლოდ გერმანელიაო.
– მე მეცოდება, ფრაუ ელზა რომ მარტო გერმანელია.
– თანაც ამას აღარაფერი არ ეშველება, იმიტომ, რომ
ხნიერია და აბა, ეხლა ვინღა ეყოლება?
– ჩვენ ხომ ვყევართ? ჩვენ გარდა კიდევ რამდენი მოწაფე
ჰყავს, თანაც სულ ქართველები?!
მინდა, მინდა, თქვას ჩიკომ, რომ ფრაუ ელზა ერთი წვეთით
მაინც ქართველია.
– რა გგონია, შეიძლება კიდევაც არის ერთი წვეთით, უკვე
რამდენი ხანია აქ ცხოვრობს და... – დამაიმედებს ჩიკო, მაგრამ
ჩემთვის ყველაზე საოცარი ის არის, რომ დეიდა ალისაც და
ფრაუ ელზაც ორივე ჰამბურგელია. ძია ლექსო ხომ გერმანიაში
სწავლობდა და თურმე დეიდა ალისაც იმავე უნივერსიტეტში
იყო, ჰოდა, რა მიკვირს და გამკვირვებია, ფრაუ ელზამა და
დეიდა ალისამ, ორივე ჰამბურგელმა აქ, ჩვენს ქალაქში გაიცნეს

252 მკითხველთა ლიგა


ერთმანეთი. თურმე უნდა ევლოთ, ევლოთ, ევლოთ, სხვადასხვა
გზებით ჩვენს პატარა ქალაქში ჩამოსულიყვნენ, პატარა კახის
ქონგურებიან ბურჯებთან შეხვედროდნენ ერთმანეთს და თით-
ქმის ყოველდღე, შუადღისას, სადილობამდე, ფრაუ ელზას დიდი
შესვენების დროს, ახალი ბაღის აუზთან ჩამომსხდარიყვნენ სა-
ქარგავით ხელში. აი, რა იყო ჩემთვის იდუმალი და მიუწვდომე-
ლი, მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის ახლობელი ვიყავი და
ვიცოდი, ორივე მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებდა...
ფრაუ ელზას ჯგუფები ჰყავდა და გერმანულს ასწავლიდა, თავი-
სუფალ დროს ქარგავდა ან პრიალა ლენტებით ფერად-ფერად
ბალიშებს კერავდა. აკი მეც მაჩუქა დაბადების დღეს ისეთი ლა-
მაზი პუპრუჭანებიანი ბალიში... დეიდა ალისას კი მცენარეების
სიგიჟე სჭირდა... ბებია ნატო თურმე ბებიაჩემს ეუბნებოდა: ალი-
სას მზითევში შლაპები და ყვავილები მოჰყვაო. პირველად რომ
ჩამოვიდნენ, ალექსისაც და ალისასაც ხელში აყვავებული ქოთ-
ნები ეჭირათო, ეტლი კი სავსე იყო შლაპების კოლოფებითო.
მართლაც, ჩიკოანთ სახლში რომ შეხვიდოდით და განსაკუთრე-
ბით დარბაზში, გეგონებათ, ბაღში შეხვედითო. ყველა იმას ამ-
ბობდა: ერბო რომ გადმოსდიოდეს, ალისა ყვავილებს არ უღა-
ლატებსო... მართლაც, დაბრუნდებოდა პოლიკლინიკიდან და
მაშინვე ბაღნარს მიაშურებდა, თუ სახლში და თუ ქვევით, თავი-
ანთ ეზო-ბაღში... მართლაც, ნამდვილი წალკოტი ჰქონდათ ში-
ნაც და გარეთაც... მე ძალიან კარგად ვიცოდი, როგორ უვლიდა
ყვავილებს, როგორ წნავდა კალათებს, როგორ ამზადებდა სა-
უზმეს და აცხობდა რულეტს, და ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან
მიმზიდველი, თუმცა კი ჩვეულებრივი რამ იყო... მაგრამ რო-
გორც კი დავინახავდი ფრაუ ელზასა და დეიდა ალისას ჩვენს
შადრევანთან, – საბავშვო ბაღიდან სასეირნოდ და სათამაშოდ
ხან ნადიკვარზე მივყავდით, ხან ახალ ბაღში. მე და ჩიკოს გვიყ-
ვარდა მათთან ახლოს თამაში, – დავინახავდი, როგორ მყუდ-
როდ ისხდნენ, ერთმანეთისკენ მიბრუნებულნი, გავიგონებდი

253 მკითხველთა ლიგა


მათ ხმადაბლა საუბარს მუტერშპრახეზე, ჩვენი შადრევნის
ჩხრიალს რომ ერთვოდა, ისეთი სულში ჩამწვდომი მეჩვენებო-
და მათი კავშირი, ისეთ უცხო გრძნობას აღმიძრავდა ამ ორი
გადმოხვეწილი ადამიანის სიახლოვე, თითქოს ჩვენი შადრევა-
ნიც, ყვავილნარებიც, ცაცხვებისა და წაბლების კორომებიც
იერს იცვლიდა, მათი თვალით დანახული ხდებოდა და მათი
განცდით განცდილი, თითქოს მათთან ერთად ჩვენს ბაღსაც
ამოუცნობი კავშირი ჰქონდა მათ შორეულ სამშობლოსთან,
რადგან ისინი აქაც იყვნენ და იქაც... აკი არაჩვეულებრივი
საიდუმლო გვქონდა ფრაუ ელზაზე, ცხადია, ჩიკოს მეშვეობით,
ასეც მითხრა: ისეთი გასაგიჟებელი და გამაოგნებელი საიდუმ-
ლო უნდა გაგანდო, იქნებ ენაც ჩაგივარდესო, მაგრამ რაც კი
ფიცია ქვეყანაზე და რაც კი წყევლაა, ყველაფერი უნდა გულზე
ხელის მიბაგუნებით წარმოთქვაო. მეც არ დავახანე და ისეთი
ფიცილი და წყევლა-კრულვა ავტეხე, ის საშინელებაც კი ვთქვი,
გუდიანმა კაცმა წამიყვანოს, ფიცი თუ გავტეხო-მეთქი, ჩიკომაც
შემომძახა, კარგი, კარგიო და მართლაც საკვირველი საიდუმ-
ლო გამანდო: ფრაუ ელზა ღამღამობით თურმე ყანჩად გადაიქ-
ცევა ხოლმე, იმიტომ ყანჩად, რომ აწოწილია, გრძელი ფეხები
აქვს და გრძელი კისერი, მოკაუჭებული ცხვირი და მრგვალი,
ყვითელი თვალები, თან თვალები ზოგჯერ უელავს ხოლმე. დე-
დამ თქვა, ეს უიშვიათესი რამ არის, ადამიანს კატასავით უელავ-
დეს თვალებიო, ჰოდა, ფრაუ ელზა ეს იშვიათი გამონაკლისი
ყოფილა თურმე. პირველად ჩვენთან რომ მოვიდა და ასე უც-
ნაურად გაუელვარდა თვალები, კინაღამ შემეშინდა. ჰოდა, ჩი-
კოს ნათქვამი მყისვე დავიჯერე და შემშურდა კიდეც, ასე მეგო-
ნა, ჩემი გულიდან ამოიძახა, აღტაცებისგან ტაშიც შემოვკარი.
– მაგრამ ყოველღამე კი არა, შაბათობით გადაიქცევა ხოლ-
მე და, აბა, თუ მიხვდები, რატომ მაინცდამაინც შაბათობით? –
ჩიკო გამომწვევად მიყურებს და მიყურებს...
– იმიტომ, რომ მეორე დღეს კვირაა... – ვეუბნები ომახიანად.

254 მკითხველთა ლიგა


– და უნდა გაფრინდეს, აბა თუ გამოცნობ, სად უნდა გაფრინ-
დეს?!
– გამოვიცნობ... გამოვიცნობ... სადა და თავის ჰამბურგში!
– ყოჩაღ, ყოჩაღ! – ამბობს დაბოხებული ხმით ჩიკო და მხარ-
ზე ხელს მიტყაპუნებს.
მე არაჩვეულებრივად მომწონს ჩვენი ახალი საიდუმლო, გა-
ნა მართლა გადასარევი არ არის იმის წარმოდგენა, როგორ
მიფრინავს ფრაუ ელზა, დიდი ფრთები გაუშლია ვერცხლის-
ფრად ღამეულ ცაზე და მიფრინავს... მიფრინავს... და მიფრი-
ნავს... ზოგჯერ დაისვენებს, ხნიერი ყანჩაა, ჩიკო მეუბნება, აუცი-
ლებლად ხნიერ ყანჩად გადაიქცევაო, ამიტომ ხშირად იღლება
და ღრუბლებზე შემოჯდება ხოლმე, ჰამბურგისკენ მიმავალ
ღრუბელზე, თან ისვენებს და თან მიფრინავს...
– რა არის არაა, სამშობლოს სიყვარული? – მეუბნება ჩიკო,
– იყო ხნიერი ყანჩა ფრაუ ელზასავით და მაინც მიფრინავდე...
– ფრენისგან პირგამშრალი, ალბათ ღრუბელს ჩაჰკენკავს
ხოლმე, არაა? – ვეკითხები ჩიკოს და ისიც მაშინვე მიდასტუ-
რებს:
– ღრუბელი ხომ ნოტიოა, ჩაჰკენკავს, ჩაჰკენკავს, მერე კი
დიდ ფრთებში ნისკარტს ჩაჰყოფს და თვალსაც მოატყუებს...
– მაგრამ მალევე დაჭყეტს თავის მოელვარე თვალებს! –
ვამბობ მე, – ერიჰაა, ამასობაში ღრუბელს მიმართულება შეუც-
ვლია, აგეერ, საით არის ჰამბურგი და ღრუბელი კი საით წასუ-
ლა?!
– წამოფრთხიალდება, – განაგრძნობს ჩიკო, – გაშლის ისე-
ვე ფრთებს და მიფრინავს და მიფრინავს, სანამ ახალ ღრუბელს
არ გადაეყრება, ჰამბურგისკენ მიმავალს...
– რო მოშივდება, ნეტავ რას შეჭამს, როგორ გგონია?
– ჭამა გაუჭირდებაა? – შეიცხადებს ჩიკო, – ზევიდან სადაც
ყანას შენიშნავს, დაფრინდება, აჰკენკავს, აჰკენკავს, გამოივ-
სებს ჩიჩახვს და წავა ისევ თავის გზაზე...

255 მკითხველთა ლიგა


– ჰოდა, ჩაფრინდება ჰამბურგში, გულს იჯერებს თავის სახ-
ლში და ბაღში ყოფნით, მერე მთელ ჰამბურგს მოუვლის, ნავ-
სადგურშიც მიფრინდება...
– გახსოვს არა, დედა რომ გვეუბნებოდა, რამდენი გემებია
ჰამბურგის ნავსადგურში?!
– ჩვენ კიდევ გემები არასოდეს არ გვინახავს, – გულდაწყვე-
ტით ვამბობ.
– ეე, მე სიზმარში მინახავს რამდენჯერაც გინდა, ერთხელ
ტიტანიკიც ვნახე, აისბერგს რომ ეჯახებოდა და მე კიდევ ვყვი-
როდი აისბერგი, აისბერგი-მეთქი!
– მე სიზმარშიც არ მინახავს, მაგრამ ხომ შეიძლება დღესვე
ვნახო?!
– ან ნახავ, ან არა, მე კიდევ ბევრჯერ მინახავს, შენ რო იცო-
დე, ონკელ ჰაინრიხი გემთმშენებელია...
– დაიცადე, დაიცადე, ონკელ ჰაინრიხი კი არა, ფრაუ ელზა
ჰამბურგში ისევ ფრაუ ელზად არ გადაიქცევა და თავის სახლში
ისე არ მივა?
– არავითარ შემთხვევაში! სადაც ყანჩად გადაიქცა, ადა-
მიანადაც იქ უნდა იქცეს, ჩამოფრინდება ორშაბათს, სისხამ დი-
ლით, ჩვენს ბულვარში, აუზის პირას დაფრინდება, წყალს და-
ლევს, ჯადოსნურ ქვას გადააბრუნებს და ეგეც შენი ფრაუ ელზა!
– მე არ დავბრუნდებოდი, ტყუილია. უკან აღარ დავბრუნდე-
ბოდი, დავრჩებოდი ჩემს სახლში, მერე რა კარგი სახლი ჰქონი-
ათ!
ფრაუ ელზას თავის მყუდრო, მზიან ოთახში გაკრული აქვს
კედელზე თავიანთი სახლის სურათი. პირველ სართულზე მაღა-
ზიაა და გერმანულად აწერია "მიხელსონ უნდ კო", ასოები კარ-
გად ჩანს, ფრაუ ელზას გვარი მიხელსონია და ეს "კო" რაღაა, ჩი-
კოსაც კი ვერ აუხსნია.
– ჰოდა, ნუთუ არ ურჩევნია თავის სახლში დარჩეს, ვიდრე ჯა-
ფარიძიანთან ჰქონდეს ოთახი დაქირავებული?!

256 მკითხველთა ლიგა


ჩიკო ერთ წუთს ჩაფიქრდა, მხოლოდ ერთ წუთს, მერე კი
მთელი ხმით შესძახებს:
– ეეე, დაგავიწყდა, იქ რო ფაშისტები არიან? დედას ეუბნებო-
და, ალისაო, ყველა ჩემიანი, ყველანიო, მთელ ქვეყანაზე არიან
მიმოფანტულებიო...
– მიმოფანტულებიოო? – ლამის სასოებით ვიმეორებ, რად-
გან ეს სიტყვა ჩემზე მომნუსხავად მოქმედებს.
– აი, ზუსტად მიმოფანტულებიო, ფაშისტების შემდეგ ვინ სად
გაიქცა, ვინ სადაო, აღარავის ასავალ-დასავალი არ ვიციო, დე-
და კიდევ ტიროდა, იმიტომ, რომ დედამაც აღარ იცის ონკელ ჰა-
ინრიხისა და ტანტე მარიას ამბავი...
– მერე, ფაშისტები ყანჩებსაც ეტანებიან?
– ვიღას არ ეტანებიან, ბოროტები არიან და ყველასაც ეტანე-
ბიან! – და ჩიკომ მწყრალად გაიქნია თავი.
ოო, ჩვენი ყველაზე დიდი საიდუმლო ხომ სწორედ ფაშისტებს
ეხებოდა. ჩვენ ესპანური ქუდები გვეხურა, ლურჯი, უნაგირა ქუ-
დები, წითელკანტიანი და წითელფუნჯიანი.
– ოჰ, საწყალი ესპანელი ბავშვები, – მეუბნებოდა ხოლმე ჩი-
კო, – ჩვენ აქ ვთამაშობთ, ჩვენ ბედნიერი და საამური ოქტომ-
ბრელები ვართ, ისინი კი ფაშისტების ხელში იტანჯებიან, ოჰ,
როგორ იტანჯებიან... – თან ისე გადაიქნევდა თავს და დაჭყეტ-
და თვალებს, ვგრძნობდი უამბოდ არ გათავდებოდა მისი გუ-
ლისთქმა და, მართლაც, კიდევაც მითხრა: – ისეთი ფიქრები
მიტრიალებს თავში, ისეთი ფიქრები, რაც კი აქამდე საიდუმ-
ლოებები გვქონია, ყველაფერი სასაცილოდ მოგეჩვენებაო... მა-
ინც რა არის ასეთი-მეთქი? – ჩავეკითხე... იცოდეო, – გამაფ-
რთხილა, – გინდ აგკუწონ, გინდ ცეცხლზე დაგწვან, გინდ მიწაში
ჩაგაძვრინონ, არაფერით არ უნდა თქვაო!.. თან ჩემ გასაგული-
სებლად დაამატა: გოგო ხარ და ეჭვი მეპარება შესძლებ თუ ვე-
რა ამ საიდუმლოს შესრულებასო.

257 მკითხველთა ლიგა


– რატომაც ვერ შევძლებ ვითომ?! – ვითაკილე მე, – გოგო
რა შუაა? შენ თუ შესძლებ, მე ვინღა ვარ?!
– შეადარე ვაშლი პანტას! – და ჩიკომ ხელი ამიქნია.
– პანტაცა ხარ და პანტაზე უარესიც და შენ სწორედ ის პანტა
ხარ, სიდამპლე რომ შეეპარა! – შევძახე მე მთელი ძალით.
ჩიკომ მხარზე ხელი გამკრა, მეც გავკარი, გამკრა... გავკარი,
გამკრა... გავკარი... თუ გინდა, სულ ნუ მეტყვი მაგ შენ
საიდუმლოს-მეთქი და მოლბა: რაკი ეგეთი ღონიერი ხარ, კინა-
ღამ დამაბარბაცე, ხელი რო გამკარი, ღირსიცა ხარ საიდუმლო
გაგანდო, იმიტომ, რომ დიდი გამბედაობა და ძალ-ღონე იქნება
საჭიროვო. მე უკვე სული მეწანწკლებოდა, რა საიდუმლო იყო
ამისთანა, ჩიკო რომ ასე მაგულისებდა და მართლაც, დედასთან
გამოსათხოვებლად რომ მოვიდნენ, მაშინ გავიგე ყველაფერი
და გაოცებისა და აღტაცებისაგან კინაღამ ენაც ჩამივარდა, ჩიკო
კი სადღაც ღრუბლებში აიტყორცნა. ხელდამშვენებულები მო-
ვიდნენ. ძია ლექსოს "პონჩიკებით" სავსე სინი ეჭირა, დეიდა
ალისას ქაშანურის ქოთანი უმშვენიერესი ჭრელფოთლებიანი
მცენარით, ჩიკოს – თიხის გაფერადებული გოჭი-ყულაბა, დიდი
ამბით გადმომცა და თვალით რაღაც მანიშნა... ჩვენ მაშინვე
ბაღში გავედით, ხეივნის ქვეშ მაგიდასთან დავსხედით, აიღო ჩი-
კომ "პონჩიკი", დიდი, გაფუებული, დაპუდრული და სურნელო-
ვანი, ჩაკბიჩა, კრემით მოთხუპნული ტუჩები გაილოკა და
მოულოდნელად ჩაფიქრდა... რა იყო-მეთქი, ბოლოს-ბოლოს,
უნდა მითხრა თუ არა ის შენი საიდუმლო-მეთქი, – გაჯავრებით
ვუთხარი. ბავშვიც ადამიანია და ადამიანი ღორი არ უნდა იყო-
სო... – აი, ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ჩიკომ, – მარტო
პონჩიკების ჭამაში კი არ არის საქმე, უნდა გავინძრეთო... რაებს
ამბობ, როგორ უნდა გავინძრეთ-მეთქი. როგორ და ფული უნდა
მოვაგროვოთ, ყულაბა რომ გაივსება, გავიპაროთ ესპანეთში,
შევებრძოლოთ ფაშისტებს, კუდით ქვა ვასროლინოთ, ესპანელი
ბავშვები კი ოქტომბრელები გავხადოთ, რომ ისინიც ბედნიერე-

258 მკითხველთა ლიგა


ბი იყვნენ ჩვენსავითო. მე თავში ჩარტყმულივით მივაჩერდი ჩი-
კოს, ღმერთო, რა გადასარევი რამე იყო, ბოროტებასთან საბ-
რძოლველად, ბავშვების გასაბედნიერებლად თავგანწირვა. მე
პაპაჩემის ხმალსა და ხანჯალს წამოვიღებ-მეთქი. მყისვე თვალ-
წინ დამიდგა იმ ქალის სურათი, თავზე ჩაჩქანი რომ ახურავს,
ხელში ხმალი უჭირავს და სადღაც მაღლა, ცისკენ იყურება. ბე-
ბიამ მითხრა, ეგ ორლეანელი ქალწულია და თავისი სამშობ-
ლოს მტრებს ებრძოდაო. მეც ლეკებთან ბრძოლაზე რამდენი მე-
ოცნება, რამდენჯერ წარმომედგინა, რომ მე და მამა ერთად ვიბ-
რძვით! უჰ, ვინ მოთვლის რამდენჯერ მეფიქრა: ცა რომ გაიხ-
სნას, შევთხოვდი, მეც მაშინ ვყოფილიყავი და ორლეანელი
ქალწულივით თავი გამეწირა-მეთქი. ჩიკომ კიდევ მითხრა, ფა-
შისტებთან შედარებით არავინ არაფერიც არ არისო, რის ლეკე-
ბი, რის ყიზილბაშები. თბილისში რომ ვიყავით, პაპა არჩილმა
თქვა, კაცობრიობას ასეთი მტერი ჯერ არ ჰყოლიაო. ოჰოჰოჰო,
"კაცობრიობასო..." ჩიკო უკვე ალვის კენწეროზე იყო შემომჯდა-
რი და იქიდან ჩამომცქეროდა... რა თქმა უნდა, ხმალიც დავუთ-
მე, არაო, ხმალი მე უნდა დავიჭიროვო და ხანჯალი შენ გქონდე-
სო. ყულაბის ფულით კიდევ საჩუქრები უნდა ვიყიდოთო, ძია
ლენინისა და ძია სტალინის გულზე დასაბნევი პატარა სურათები
სამკერდე ნიშნებივით, ჩვენც რო გვიკეთია ხოლმეო და ძალიან
ბევრი წითელი ალმებიო... და აღარასოდეს, აღარასოდეს ესპა-
ნური ქუდები აღარ უნდა მოვიხადოთო, მარტო ძილის დროს არ
უნდა გვეხუროს, რო არ დაგვეჭმუჭნოსო... აშკარად ვიგრძენი,
რომ დედასთან მომავალი განშორებაც შემიმსუბუქდა. დედა
მამხნევებდა: იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ უნდა წავიდე, იმაზე
იფიქრე, თქვენ ყველა, საახალწლოდ მოსკოვში რომ ჩამოხ-
ვალთ და კრემლს ნახავო, მერე მეც დავბრუნდები და საჩუქ-
რებს ჩამოგიტანო... ჩიკოს ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, დეიდა
ალისამა და ძია ლექსომ მაშინვე რომ აიტაცეს დედას წინადა-
დება, მოსკოვშიო, ძია სტალინი უნდა ვნახოთ და ჩვენი ამბავი

259 მკითხველთა ლიგა


ვუთხრათო. ეჭვიც არ მეპარება, ძალიან გაუხარდება ესპანელი
ბავშვების გაოქტომბრელების ამბავიო, სურათსაც გადაიღებს
ჩვენთან მამლაკატივით და მერე გაზეთებში დაგვბეჭდავენო...
ისეთ რამეებს მეუბნებოდა ჩიკო, სიხარულით სულ მაღლა--
მაღლა ვხტოდი... იმ საღამოს დედამ, ჩვენი ხვეწნა-მუდარის გა-
რეშე, სპირტქურა რომ გვათხოვა, – იარაღების კარადა უნდა
ჩავკეტო და ნებას გაძლევთ ითამაშოთო, – ჩვეულებრივ ამბად
მივიღე, ისე ვიყავი მოცული ჩვენი ახალი საიდუმლოთი. ცხადია,
თამაშის შესაძლებლობას ჩვენ ხელიდან არ გავუშვებდით. რაც
ბებიამ ამირანის ზღაპარი გვიამბო, "ამირანობანა" ჩვენი საყვა-
რელი თამაში იყო, ჩვენებურად გადაკეთებული. მოფარდაგულ-
ში ჩვენი შვილები პირქვე ეყარნენ, მე და ჩიკო, ანუ ამირანი და
ყამარი, ერთხმად მოვთქვამდით: "ვაიმე, ჩამქრალო კერავ!
ვაიმე, გაცივებულო შვილებო, როგორ გაგათბოთ, რა ვქნათ, რა
წყალში ჩავცვივდეთ! როგორ გავუძლოთ ამ უბედურებას! რა
გზას დავადგეთ!" როცა გულს მოვიჯერებდით ვაი-ვიშით, მე
ხელს გავიწვდიდი დედას კაბინეტისკენ, აი, იქ გულქვა ბერიკა-
ცი, ღმერთი, სდარაჯობდა ცეცხლს ანუ იარაღების მინის კარა-
დაში ჩაკეტილ სპირტქურას. ჩვენ ფეხაკრეფით მივდიოდით კა-
რადისკენ, მე თან იავნანას ვდუდუნებდი, რომ ღმერთს ჩასძინე-
ბოდა... როგორც კი ამირანი ცეცხლს ჩაიგდებდა ხელში,
ღმერთს ეღვიძებოდა, მაგრამ რაღა დროს, ჩვენ თავქუდმოგლე-
ჯილი გამოვრბოდით ჩვენი ქოხისკენ, სადაც ჩვენი შვილები
გვიცდიდნენ და მერე, გამარჯვებულები, სპირტქურის გარშემო
ფერხულს ვუვლიდით და ვმღეროდით: "ცეცხლი, ცეცხლი, ცეც-
ხლი... დავამარცხეთ ღმერთი... ტირის ცხარე ცრემლით... ტი-
რის... ტირის... ტირის..."
ჰოდა, დედამ სპირტქურა რომ გვათხოვა, ჩვენ მაშინვე გადა-
ვაკეთეთ თამაში: ავი ბერიკაცი ფაშისტი იყო, ჩვენი გათოშილი
შვილები კი – ესპანელი ბავშვები... მე გულში ვერ დავიტიე
საიდუმლო, განსაკუთრებით ძილის წინ მივამტკივნებდი ხოლმე

260 მკითხველთა ლიგა


გულს ესპანელ ბავშვებს და ერთხელაც, სწორედ დაძინებისას,
მამას გავუტყდი, ცეცხლში დაწვისა და მიწაში ჩაძვრენის მიუხე-
დავად, მეც ასევე დავაფიცე და "კიჭი-კიჭიც" ვათქმევინე: ასე და
ასე-მეთქი; გადავწყვიტეთ, მოსკოვში რომ წავალთ, იქიდან გა-
ვეშუროთ ესპანეთს-მეთქი, ფაშისტებთან საბრძოლველად--
მეთქი, რომ ბავშვები გავაბედნიეროთ-მეთქი... მამამ მითხრა,
გადასარევად გიფიქრიათ ყველაფერიო, მე თვითონ ჩაგიყრი
ხოლმე ფულს ყულაბაშიო, რაც შეიძლება, მალე შეგიგროვდე-
თო და თუ შვებულება გამიგრძელეს და ჩიკო წინააღმდეგი არ
იქნება, მეც წამოვალ თქვენთან ერთადო... ხმალზე და ხანჯალ-
ზედაც დამეთანხმა, ყველაფერი მოგვიწონა, მხოლოდ ახლა კი
დამშვიდდი და დაიძინეო... ღმერთო, რა საშინელება მოხდა, იმ
კაცებმა, შუაღამისას რომ მოვიდნენ, ჩვენი სახლი ძირს დასცეს
და მამა წაიყვანეს, პაპას ხმალ-ხანჯალიც წაიღეს, ჩემი ყულაბაც
და ათასი სხვა რამეც, მე გულამოსკვნილი ვტიროდი. ვერ მეპა-
ტიებინა მამასთვის ასეთი დალაჩრება, ვერ მეპატიებინა, რომ
დამტოვა და დასაკლავი ცხვარივით გაჰყვა იმ ავაზაკებს; იმის
მაგივრად პაპას ხმალ-ხანჯლით თავები დაეყრევინებინა, რად-
გან სულ არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს მრბეველები ფაშისტებზე
ნაკლები სრულებითაც არ იყვნენ, ჩიკო, რომელიც მარტოდმარ-
ტო დარჩა, შორეული ნათესავების ამარა, ტირილის ხმაზე წარა-
მარა ამბობდა, თითქოს გამოცანა აქვს გამოსაცნობიო: ჩვენ
ხომ ბედნიერი და საამური ოქტომბრელები ვართ, ჩვენთან ფა-
შისტები ხომ არ არიან და მაშ რატომ ვართ ასეთი უბედურებიო.
ბევრი იფიქრა და ის მოიფიქრა, რაც მოიფიქრა და ერთი სული
ჰქონდა, ჩემთვის ეთქვა. მაგრამ მე ისე ვიყავი დაზაფრული, გუ-
შინდელი ლანძღვა-გინების შემდეგ კი, ბებია ევას შელოცვისა
და ბებიაჩემის ათასკეცი დაიმედების მიუხედავად, გაცამტვერე-
ბული და წყალწაღებული, მართლაც ხავსივით ვეჭიდებოდი ჩემს
აგებულ თოვლის პაპას, მისი "გაცოცხლებით" მეც სულს ვით-
ქვამდი და აღარ მინდოდა, გამეგო ერთი სიტყვაც კი, იმიტომ,

261 მკითხველთა ლიგა


რომ ჩიკოსაგან კარგს აღარაფერს მოველოდი... სულ მოიფუშა
და მოიღვენთა, ტირილის სულ არ რცხვენია, წარამარა გადმოს-
კდება ცრემლები... დაჯდება კიბის საფეხურზე, თავს ჩარგავს
მუხლებში და არის ასე... აღარც სიამაყე... აღარც თავმოწონე-
ბა... მის დანახვაზე შიგნით ყველაფერი მეფუტკნება... მინდა
მივვარდე და შევანჯღრიო... შეხედე ბავშვებს, შეხედე, რამდენნი
ვართ რამდენნი... თოვლის პაპისთვის გუნდას რომ ვაგორებ,
თან რაღაც სიმღერას ვზმუკუნებ... გამუდმებით ვზმუი... რომ არ
გავიგონო... და სხვამაც არავინ გაიგონოს კვნესა... კვნესა... გა-
მუდმებით რომ ისმის ჩემ შიგნით... ღობეში გაჩხირული წიწი-
ლის წივწივივით... წიო... წიო... ამოიწივლებს ეკალბარდები-
დან... უნდა ჩაახშო, მაგრად წაუჭირო წვრილ კისერში ბაწარი...
მოუგრიხო სუსტი ნისკარტი... მე "ჩამოყალიბებული ოქტომბრე-
ლი ვარ"... არ მინდა, ეული და გზადაბნეული წიწილის წივწივი
მესმოდეს, არა-მეთქი! ასე მგონია, ჩემ ფეხქვეშ ყოველთვის იბ-
ზარება მიწა... ვერსად ვერ ვპოულობ საყრდენს... თითქოს ცალ
ფეხზე ვიდგე... ალბათ იმიტომ, სახლში რომ აღარა ვარ... აღარა
მაქვს ჩემი ადგილი... არა, ტყუილად არ მეჩვენება, რომ ასე
თავგანწირვით არასდროს მითამაშია... უნდა გადავასწრო, ყვე-
ლას უნდა გადავასწრო სირბილში... და სახტუნაოთიც დაოსე-
ბამდე უნდა ვიხტუნო... ისე უნდა ვისრიალო, ისე, ისე, ისე... ყვე-
ლაზე შორს წავიდე... სარკესავით ყინულზე ჩავსრიალდე გორი-
დან... მივსრიალებ და თან ვუსტვენ გრძლად, შეუჩერებლად...
სულ ფხიზლად უნდა ვიყო, ყურდაცქვეტილი. არ უნდა დამავიწ-
ყდეს, არა, რომ ჩვენ ბედნიერი ოქტომბრელები ვართ, რომ ჩვენ
ბედნიერი და საამური თაობა ვართ... რომ ჩვენისთანა სიხა-
რულსა და ბედნიერებას არავინ, მთელი დედამიწის ზურგზე არც
ერთი ბავშვი არ მოსწრებია... ეს ხომ პირადობის მოწმობასავით
არის, რომელიც უნდა გვქონდეს... აუცილებლად... ყოველ მიზეზ
გარეშე... იმ შინელიანმა კაცმა კი, რაღაც უცნაური სახე რომ
ჰქონდა (გეგონებათ, ვიღაცას მუჭში მოუმწყვდევია, მერე ხელი

262 მკითხველთა ლიგა


გაუშვია და მიჭყლეტ-მოჭყლეტილი სახე დარჩენია) და თვალებ-
საც ფეთიანივით ატრიალებდა, ჩვენ "ჩამოყალიბებული ოქტომ-
ბრელები" გვიწოდა. ქსენია მასწავლებელი იდგა საცოდავად
მხრებში თავჩაძვრენილი და პატარები არიანო, ეუბნებოდა. იმ
კაცმა კი თავი გაიქნია და ამათ ყველაფერი უნდა იცოდნენო, უკ-
ვე "ჩამოყალიბებული ოქტომბრელები" არიანო, ასეთია პარ-
ტიული აღზრდაო... და ქსენია მასწავლებელმაც კარადებისკენ
მიგვითითა.
თოვს... თოვს... თოვს... ჩვენ დარეტიანებული წიწილებივით
მივდევთ ჩვენს გაქუცულ კრუხს, ქსენია მასწავლებელს და ვი-
ცით, ყველამ უკვე ვიცით, როგორც არ უნდა გაიქნიოს თავი და
როგორც არ უნდა მწუხარედ გადმოგვხედოს, ვერ აკრიახდება,
ვერა, ვერ ააფრაშუნებს ფრთებს, ვერ გაიჭრება წინ, რომ შინე-
ლიან, სახემოჩაჩულ ძერას კინკრიხოში ნისკარტი ჩაჰკრას...
მხოლოდ ზოგჯერ დაგვიკუტკუტებს სურდოიანი ხმით და ნიღნი-
ღით გვაფრთხილებს, თოვლაობის და ცურაობის დრო არ არი-
სო...
ჩიკომ გადმოგვილაპარაკა, ასაცრელად მივყევართო, თურ-
მე რაღაც საშინელი ავადმყოფობა გავრცელებულა და ყველა
უნდა აცრანო, განსაკუთრებით ბავშვებიო, ძალიან დიდი ნემსე-
ბითო... მართლა უნდა აგვცრაან, ქსენია მასწავლებელო, მარ-
თლაა? საიდან იგონებ ამ სისულელეებს, ჩიკო? მაგრამ სულ არ
ბრაზობს, თითქოს მოფერებითაც კი ეუბნება. ვიტრინას გავხე-
დე, სწრაფად, სწრაფად, სწრაფად მივირბინ-მოვირბინე, ჩვენი
სურათი აღარ არის... მე, დედა და მამა... აღარ... ცარიელია...
აღარც ჩიკოსი, დეიდა ალისასი და ძია ლექსოსი... პაპა არჩი-
ლის დიდი სურათი სადღაა... დეიდა ალისას შავი ბერეტი კოხ-
ტად ჰქონდა ჩამოწეული... აღარც დეიდა ანეტასი და ძია კოტესი
თავის შვილებთან ერთად... რუსუდანი, თემო და ედი... ყველანი
ისეთი ლამაზები... ძალიან, ძალიან ლამაზები... საკვირველია,
ყველანი ასეთი ლამაზებიო... ეტყობა, ვერ მოასწრო პაპა ვასომ

263 მკითხველთა ლიგა


სხვა სურათების შერჩევა... ცხადია... სულ ჯგუფური სურათები-
ა... და აგერ ხარება და გოგია, პატრონტაშებით, ხის ქვეშ მიწო-
ლილები... დათოვლილ ბაღში სურათს იღებენ... პაპა ვასო ნაც-
რისფერკრაველიან თავზე შავ ნაჭერს იფარებს... ჟრიამული ის-
მის... გოგოები თოვლაობენ, დათოვლილ ბუჩქებს შორის... ერ-
თი თოვლშია ჩამუხლული და ხელებს იშვერს გოგოებისკენ...
სწორდით, ვიღებ... გოგოები ერთმანეთს გუნდებს უღერებენ...
თითქმის ფეხდაფეხ მოგვყვნენ, ხალხით სავსე ფოიეში შემოც-
ვივდნენ, დათოვლილები, სიცილ-კისკისით... პიონერებიც დო-
ლების ბრახუნით, საყვირების ჟღრიალა, თითქოს დაფხრეწილი
მოძახილით... "ქსენია მასწავლებელო, მერე ჩვენც ხო პიონერე-
ბი ვიქნებით". "ჰო, ელისო, რა თქმა უნდა, აუცილებლად..." და
ქსენია მასწავლებელი სწორედ ამ დროს ვიღაც ქალს უქნევს
თავს, თვალებს უშტერებს და თავის ქნევას განაგრძობს... "ქსე-
ნია მასწავლებელო, "კომბლე" უნდა იყოს თუ "ნაცარქექია?" მე
"კომბლე მინდა", მე "ნაცარქექია", მე "მგლის მოწმობა", "აყვა-
ვებულ ბაღში", მე მინდა, "აყვავებულ ბაღში" იყოს..." "გაჩერ-
დით, ბავშვებო! – ქსენია მასწავლებელი ხმას დაუწევს, ყაყანში
ძლივს გვესმის რასაც გვეუბნება: არა, ბავშვებო, სამწუხაროდ,
არა..." იქნება, იქნება, ვიცით, რო იქნება... მაშ რად მოგვიყვა-
ნეს... ეს ვიღაც ხალხია, ვერავის ვერ ვცნობ... იქნებ იმიტომაც,
რომ ბოლო დროს ბევრი ხალხის მეშინია... თითქოს ორმოში
ჩავვარდი ღრმად... ღრმად... ხალხი კი ორმოს თავზე შეკრები-
ლა და ჩამომყურებენ... გაშეშებულები ჩამომყურებენ... და
უცებ... ზევით... ჩიკო მუჯლუგუნს გამკრავს... სარკის თავზე...
ყველას თან უნდა გამოაჩინოს, რომ კითხვა იცის... დემნა, გივი,
ციცნა, ელისო, ცოტნე, ირაკლი... გუნდურად კითხულობენ
"ძი...რს ხალ...ხის მტრები... ძი..რს მავ...ნებ...ლები..." სხვა
დროს გვეტყოდა ქსენია მასწავლებელი: ყოჩაღ, ბავშვებოვო,
ეხლა კი ჩაღუნავს თავს და კიბისკენ მივყევართ... შინლიანი კა-
ცი მოვიდა და ზევით ადითო, აივანზეო... ჩუმად მივყვებით კიბე-

264 მკითხველთა ლიგა


ებს... აღარავინ არ კითხულობს პლაკატებს... თურმე ყველგან
ყოფილა გაკრული... თვალს ვარიდებთ... მაგრამ ჩავმწკრივდით
თუ არა აივნის პირველ რიგში და გადავხედე დარბაზს, თვალში
შემეჩხირა სცენის თავზე გაკრული უზარმაზარი პლაკატი: "ძირს
ტროცკისტი მავნებლები! ძირს იაპონიის დაქირავებული აგენ-
ტები! ძირს ხალხის მტრები!" და მე უცებ, სრულიად შეუსაბამოდ,
საკვირველი ფიქრი მეუფლება: თუ თვალებს მოვჭუტავ და დავი-
ძაბები... იქ, შორს, პარტერის წინა რიგში მამას დავინახავ... და-
ვინახავ, დავინახავ, აგერ, ვხედავ კიდეც... სადაც ჩვენ ვისხედით
ხოლმე... მხოლოდ ჩვენ არა ვართ იქ... მამა მოკეცილ გაზეთს
თუ პროგრამას ათვალიერებს... მე ვხედავ, ის თავს აიღებს და
აქეთკენ გამოიხედავს... ძია გიგლა... ეს ხომ ძია გიგლაა... ვიღა-
ცას უღიმის... კარლო და გულო... პიონერებში, ჩამწკრივებულე-
ბი გვერდით გასასვლელთან... დოლითა და საყვირით... მა-
როც... თურმე გვერდით ზის ძია გიგლასთან... ის კიდევ ხელს
უქნევს კარლოს და გულოს... არა, არა, ეს აღარ არის ჯადოსნუ-
რი ქვეყანა... სცენა... გამოშიგნული... ცარიელი... ფარღალალა
სივრცე... სადღაა შვინდისფერი ხავერდის ფარდა, საგანგებოდ
რომ განათდება და თითქოს თიმთიმებს, ღუის... მერე დიდი
გონგი სამჯერ დაჰკრავს და ფარდა ნელ-ნელა იხსნება... ერთა-
დერთი ნათურაა სცენაზე ჩამოკანკურებული, წითელი მაგიდა...
ეს იგი, მართლა არ იქნება წარმოდგენა... არც ნაძვისხე, ვიღაც
ამბობდა, წარმოდგენა თუ არა, ნაძვისხე მაინც იქნებაო... არა-
ვითარი ნაძვისხე, აბა სად არის? აგერ, სამი კაცი გამოდის და
მაგიდასთან ჯდება... ზარს აწკრიალებენ... სიჩუმე... შუა კაცი რა-
ღაცას ლაპარაკობს... აქა-იქ გვესმის სიტყვები... ვიღაც უყვი-
რის, ხმამაღლაო... დიდი სიფხიზლე გვესაჭიროებაო, ამბობს...
სახე გახევებული აქვს, მარტო პირს აღებს, ნისკარტივით... ხის-
გან გამოთლილს ჰგავს... ჩვენ სულ არ გვაინტერესებს, ყაყანსა
და ცქმუტვას ვიწყებთ... გაჩუმდით ახლავეო, გვეძახიან უკანი-
დან. ქსენია მასწავლებელი ხელებს ასავსავებს, გაჩუმდითო, მე-

265 მკითხველთა ლიგა


რე თავს დახრის და ჩურჩულით რაღაცას ამბობს. რაო, რაო,
რაო, მოშლილი ტელეფონივით ვეკითხებით ერთმანეთს... სა-
ბავშვო ბაღში საახალწლო ნაძვისხე უნდა დავდგათ და იმაზე
იფიქრეთო... საჩუქრებსაც დაგირიგებთო... ჩუმად, გაგვაგები-
ნეთ, იძახიან უკანიდან... სცენაზე მაგიდასთან ზარს აწკრიალე-
ბენ... ჩვენ თავს ჩავღუნავთ, ლამის ბარიერს დავაბჯენთ და ჩურ-
ჩულს ვიწყებთ... საკვირველია, არასდროს აღარ ვახსენებთ
ჩვენს მშობლებს. ერთი ჩიკოა, სულ მუდამ თავპირი რომ ჩამოს-
ტირის და საშინელებებს მეუბნება ხოლმე, თორემ დანარჩენ
ბავშვებს ისე გვიჭირავს თავი, ვითომ არაფერი მომხდარიყოს,
ყველას გულში გვაქვს ჩამარხული თავსდატეხილი უბედურება.
და უცებ დემნა პირის ცმაცუნს იწყებს და ძლივს გასაგონად ჩურ-
ჩულებს, მაგრამ ჩვენ გვესმის, თითქოს ზარი შემოეკრას, ისე
გვესმის: ყველანი... საახალწლოდ დაბრუნდებიანო... დღეს ოც-
დასამია... ქსენია მასწავლებელო, დღეს ხომ ოცდასამია? ჩუ-
მად, ბავშვებო, ოცდასამია... ესე იგი, ერთ კვირაში? ერთ კვირა-
ში! დემნას ლურჯი თვალები ისეთი ძალითა აქვს სავსე, ასე მგო-
ნია, ჭორფლიან სახეზეც, მოწითალო "ჩოლკით" დაფარულ
ფართე შუბლზეც შეუპოვრობა აქვს აღბეჭდილი. იცის, იცის,
იცის, ნამდვილად დაბრუნდებიან ახალ წელს, ერთი კვირაღაა
დარჩენილი, ერთი კვირა, თუნდაც ცოტა მეტი, მერე რაა... ჩვენ
სახლში წავალთ. თუ უნდა, ბებია ევაც ჩვენთან წამოვიდეს, სახ-
ლში სახლში... ო, როგორი კარგია დემნა, რა კარგია, რა კარ-
გია, სახლში წავალთ, სახლში, მენატრება, მენატრება სახლი,
როგორც მამა, ისე მენატრება, იმიტომ, რომ მამა და სახლი გა-
ნუყოფელია, თითქოს ეს ერთი და იგივეა, მამა და სახლი... "ძია
გიგლა, ეე, შეხედე, აგე, ძია გიგლა!" ჩიკო გვერდში მუჯლუგუნს
მკრავს. იმიტომაც იყო თურმე გაჩუმებული, სცენას უყურებდა...
ძია გიგლა სცენაზე დგას წითელგადაფარებული მაგიდის ბო-
ლოში, ფერმიხდილია ისეთი, ისეთი, მიცვალებულს ჰგავს. ხელ-
ში ქაღალდი უჭირავს და თითქოს კითხულობს და არაფერი არ

266 მკითხველთა ლიგა


ისმის, არაფერი, ტუჩებს ამოძრავებს და არაფერი არ ისმის. ხის-
გან გამოთლილი რაღაცას ეუბნება შეტევით, ძია გიგლა მხრებს
აიწურავს, გეგონებათ, შეიკუმშაო და უეცრად ლამის მჭექარე
ხმით დაიწყებს კითხვას:
– ჩვენ დიად დროში ვცხოვრობთ... ოქტომბრის მონაპოვარი
ჩირაღდანივით ანთია, თვალებს უბრმავებს გარეულ და შინაურ
მტრებს, შემოპარულებს ჩვენს რიგებში... ჩვენ, ამხანაგებო, რო-
გორც პარტიის ერთგული ჯარისკაცები, მუდამ ჩახმახზე შეყენე-
ბული უნდა ვიყოთ ხალხის მტრებისა და მავნებლების მიმართ...
ძია გიგლა სულ აღარ ჰგავდა მიცვალებულს, ფერიც მოუვი-
და, გაწითლდა, საკუთარმა სიტყვებმა აანთო... და მეცა და ჩი-
კომაც გავიგონეთ ჩვენი გვარები, ძია გიგლა პაპა არჩილს უკა-
ნასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, იმპერიალიზმის ჯაშუშს, სო-
ციალიზმის მტერსა და დუშმანს უწოდებდა და ამბობდა, რომ მან
მუხანათურად ჩაითრია საკუთარი შვილი და მისი მეგობრები
თავის ბნელ საქმიანობაში და ისინი გახდნენ პირსისხლიანი
იაპონელების დაქირავებული აგენტები... დარეტიანებული და
გაოგნებული ვუსმენდი ძია გიგლას და ასე მეგონა, ძია გიგლაში
კიდევ სხვა ძია გიგლა იჯდა, სულ სხვა, სულ სხვა და ის ამბობდა
ამ მჭექარე, გაუგებარსა და საშინელ სიტყვებს... ევა ბებიასაგან
სულ ის მესმოდა, ჩემი საცოდავი შვილიო, ვეშაპის ხელში ჩა-
ვარდნილიო, კუდზე რომ ჰყავს გამობმული და რასაც უნდა, იმას
აკეთებინებსო, მეც ამ თვალით ვუყურებდი, მაგრამ მხოლოდ
ბებია ევას გავლენით არა, ჩემი შთაბეჭდილებითაც. მაროსთან
ერთად თუ დამინახავდა, ვითომ ვერც მამჩნევდა, ცალკე კი ისე
გამიღიმებდა და ხელს მომხვევდა, თითქოს ეხათრება და გუ-
ლიც სწყდება ჩემი აქ ყოფნის გამოვო. ამ სამი დღის წინათ, ქვე-
ვიდან შეშა აჰქონდა და სარდაფის შესასვლელში რომ დამინა-
ხა, სვეტს მიეყუდა, ცალი ხელი მოაცილა შეშას, ჯიბიდან კანფე-
ტი ამოიღო, ლიმონის მოგრძო კარამელი... მე სულ არ მინდო-
და ჯიბეში ნადები თბილი კარამელი, მაგრამ მომერიდა და გა-

267 მკითხველთა ლიგა


მოვართვი, ხელზე ხელი მომიჭირა და ისეთი კარგი სიტყვა მით-
ხრა, ძლივს შევიკავე თავი, გული არ ამჩუყებოდა და ტირილი
არ დამეწყო; შენო ისეთი კარგი მამა გვყავდა, ყოჩაღი გოგო უნ-
და გაიზარდოვო, ყოჩაღიო... მართლაც, რაიმე საქმეზე რომ მო-
ვიდოდა მამასთან, ისე შესციცინებდა ხოლმე და ისეთ მადლო-
ბას უხდიდა... აქ კიდევ ასე ილანძღებოდა... არ მესმოდა, არა,
რა იყო ეს, მინდოდა, დამეცო ყურები, აღარ გამეგონა ეს შემზა-
რავი სიტყვები, ძია გიგლას შემდეგაც ყველა ყველა, თითქოს
პირი შეუკრავთო, ერთნაირად რომ გმობდა ხალხის მტრებს...
ასე საჯაროდ... ასე ულმობლად... ასე შეუბრალებლად... თეატ-
რში... ჩვენს საყვარელ თეატრში... თითქოს თავში ურო ჩაგ-
ვცხეს, ყველა სავარძლებში ჩავიკარგეთ... აღარავინ აღარა-
ფერს კითხულობდა, ქსენია მასწავლებელიც თავჩაქინდრული
ცხვირს ასრუტუნებდა... და მე საშინელი რაღაც წარმოვიდგინე:
ამოიძახებენ ჩვენს გვარებსაც და, როგორც ჩამოყალიბებულ
ოქტომბრელებს, კინწისკვრით გაგვათრევენ სცენაზე, რომ ჩვე-
ნი მშობლები გვალანძღინონ! აგერ რამოდენა კაცები ლაფში
სვრიან საკუთარ ძმებს, მამებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნათე-
სავებს... აბა, ახლავე გამობრძანდით! ბედნიერი თაობა რომ
ხართ და ჩამოყალიბებული ოქტომბრელები! არა, ცოცხალი თა-
ვით არა! ზედ დავაკვდები ბარიერს! ჩავეჭიდები, ჩავებღაუჭები,
ტკიპივით მივეკვრები, მე მინდა, უბედური ბავშვი ვიყო, რაც კი-
დევაც ვარ, ეული, უსახლკარო, არ მინდა ვიყო ჩამოყალიბებუ-
ლი ოქტომბრელი, აღარ, აღარ, აღარ... მინდა გავვარდე
მოედანზე და ყვირილით გავაყრუო მთელი ქვეყანა, მითხრან,
რას ნიშნავს ხალხის მტერი და მთელი ქვეყანაც ვერ დამაჯე-
რებს, რომ მამა ხალხის მტერია, ვერა, ვერა! მაშინ მითხარით,
ვინ ხალხია ეს ხალხი, ვინ, ვინ, ვინ... მამა ყველას უყვარდა! გე-
ფიცებით, მართალს გეუბნებით! იქნებ თქვენც იცნობთ მამედასა
და პავლიას, მხერხავები არიან, მერე კიდევ კუნძებს ხეთქავ-
დნენ და მამა გაეჯიბრა, თქვენ ორნი და მე ერთიო, შენ კიდევ მი-

268 მკითხველთა ლიგა


დექი განზე, ნაფოტი არ მოგხვდესო. ლეღვთან გავჩერდი და ვუ-
ყურებდი, და ვუყურებდი, ისე მიყვარს, რაიმე საქმიანობას რო
ვუყურებ. ნაჯახებს შხუილი გაჰქონდა, მერე მამედა ეუბნება მა-
მას, არ გვეკუთვნის ამდენიო, შენ ჩვენზე მეტი იმუშავეო, პავლი-
ამ კიდევ მხარზე ხელი დამკრა, პატარა ქალო, ტყუილია მამაშე-
ნისთანაო... ეს კიდევ რაა? მემაწვნე თიკოს ბოსტანი?! რო იცო-
დეთ, როგორ ვემზადებოდით, როგორ ვემზადებოდით პაპასთან
და ბებიასთან ბლებზე წასასვლელად, წინა დღიდან ვემზადებო-
დით, მოლოდინით მთელი ღამეც კი არ მეძინა... მეორე დღესაც,
სანამ ბებია სოფელში გასატანებლად ნაზუქებს დააცხობდა
ჩვენს პატარა თონეში, სანამ მამა პაპას დავალებებს შეასრუ-
ლებდა და, რაც საყიდელი ჰქონდა, იყიდდა, სახლიდან წამოსა-
ღებს მონახავდა, თავს მოუყრიდა და კალათში ჩააწყობდა, მე
პირამდე ვივსებოდი ამ მოლოდინით, უკვე ვეღარ ვჩერდებოდი
ერთ ადგილზე, წინ და უკან დავრბოდი, ხან თონეს ვუკეთებდი
ფიჩხს, ხან მამას ვშველოდი კალათის ჩალაგებას, სოფელში წა-
საყვანად ერთი თოჯინა უნდა შემერჩია და ვერ გადამეწყვიტა,
პაპას ქოხში სათამაშოდ რომელი წამეყვანა, მერე ისევ ვუყუ-
რებდი, როგორ აკრავდა ბებია თონეში ნაზუქებს, აკი ერთი პა-
ტარა კვერი მეც ჩამაკვრევინა... და, საბოლოოდ, როცა ყველა-
ფერი მზად იყო, როცა მეც ისე გავიტენე მოლოდინით, შარაბან-
ში შებმული ჩვენი ქურანას დანახვაზე, გრძლად რომ ფრუტუნებ-
და და თავის გრძელ კუდს მთელი ძალით დაიქნევდა ხოლმე,
ასე მეგონა, სიხარულით გული საგულედან ამომიფრინდებო-
და... აი, სწორედ ამ დროს ჩვენი მემაწვნე, შალაურელი თიკო
შემოიჭრა ჭიშკარში ქარიშხალივით და ერთბაშად, თითქოს საძ-
რაობა დაეკარგაო, სიქაგამოცლილი და აქლოშინებული გალა-
ვანს მიეყუდა. პირს აღებდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ხმა არ
ამოსდიოდა პირიდან. სწორედ ჩიკოანთ ბებერი კატასავით,
დეიდა ალისას გერმანიიდან რომ ჰყავდა ჩამოყვანილი და სიბე-
რისგან სულ ვეღარ კნაოდა, პირს აღებდა, თვითონვე შეაცბუ-

269 მკითხველთა ლიგა


ნებდა თავისი სიჩუმე და უფრო ფართედ აღებდა პირს. წადი,
ჩქარა წყალი მოიტანეო, მითხრა მამამ. მე გავიქეცი, სამზა-
რეულოდან ლიტრა და ჯამი გამოვარბენინე. თიკოს კი უკვე ცხა-
რე ცრემლები ჩამოსდიოდა ღაპაღუპით და თავისი ბოსტნის ამ-
ბავს შესტიროდა მამას. კინაღამ გავგიჟდი, მამამ რომ თქვა, სო-
ფელში ვეღარ წავალთო. ვიღაც კაცები, ვისაც თიკოსთვის ბოს-
ტანი უსამართლოდ ჩამოერთმიათ, "წვითა და დაგვით მოყვანი-
ლი ბოსტანი", წინანდალში წასულიყვნენ სასადილოდ და ისე
გამოდიოდა, მამა აუცილებლად წინანდალში უნდა დასდევნე-
ბოდა იმ კაცებს თიკოს ბოსტნის გულისთვის, არადა, ის კაცები
გაასწრებდნენ თბილისში. ისეთი ღრიალი მოვრთე, შევძარი
ქვეყანა: როგორ თუ ახლავე სოფელში ვეღარ წავალთ-მეთქი.
დასანახად მეჯავრებოდა თიკო, ასე მუხანათურად რომ დაამ-
თხვია თავისი რაღაც ბოსტანი ჩვენს წასვლას და როგორც თვი-
თონ ბოდიშობდა, თავისი ბოსტანი და "თავისი წვრილშვილი"
კვალში ჩაგვიყენა, არაფრით არ მინდოდა, შევრიგებოდი იმას,
რომ ჩვენი ქურანა ახლავე არ გაგვაქროლებდა იყალთოსკენ,
ვერ ვნახავდი ახლად დადგმულ თივის ზვინებს ჩვენი ვენახის სა-
თიბში, ვერ შემოვსხდებოდით მე და ჩიკო ბლის კენწეროზე, მე-
რე კი, სანამ დედა და დეიდა ალისა გოგრა ბალს სამურაბედ მო-
არჩევდნენ, ჩემი უსაყვარლესი პაპის ქოხში ვერ ავაბრიალებ-
დით შარშანდელ ჩალაბულას, ვერ გამოვაცოცხლებდით "ჩვენს
კერას", ვერ ვითამაშებდით და ვერ ვიგიჟებდით... არაფრით, ვე-
რაფრით ამას ვერ შევურიგდებოდი და მოვთქვამდი, რაც ძალი
და ღონე მქონდა... ერთი სიტყვით, იმდენად შეუძლებლად მი-
მაჩნდა აქ ყოფნა, როცა იქ უნდა ვყოფილიყავი, მამამ განზე გა-
მიყვანა და დარწმუნება დამიწყო, თუ რას ნიშნავდა თიკოსთვის
ბოსტანი, მაგრამ არავითარ სიტყვას არ შეეძლო ჩემი აბობოქ-
რებული აღშფოთების დაცხრობა. ბოლოს მითხრა, რომ მე ცუ-
დი, შეუბრალებელი ბავშვი ვყოფილვარ, არაფერი მადარდებს
თურმე საკუთარი სიამოვნების მეტი და ჩვენ ამიერიდან მეგობ-

270 მკითხველთა ლიგა


რები ვეღარ ვიქნებით, სწრაფად შევიდა სახლში, ამბავი დაუბა-
რა, მერე ისე ჩამიარა, ზედაც არ შემოუხედავს, თიკო შარაბანში
ჩასვა, თვითონაც შეხტა, ქურანამ წინა ფეხი დასცა მიწას, მამამ
თასმები აიქნია და დავინახე თუ არა, როგორ მოწყდა ქურანა
ადგილს, სულ გადავირიე, ყვირილით გამოვეკიდე შარაბანს,
მივდევდი, კინაღამ ფეხებში ჩავუვარდი ქურანას, ხელნას დავე-
ჭიდე, მაშ იქ წამიყვანე, სადაც მიდიხარ-მეთქი. მამამ ამახტუნა.
ვეღარ ვსუნთქავდი. "ვიჰ, რა დღეშია ეს ბალღი, – წუწუნით ამ-
ბობს თიკო, – უნდა მაპატიო, გენაცვალე". გულზე მხვდება "ეს
ბალღი", გაბუსხული არც ვიყურები თიკოსკენ, მაგრამ რაკი უკვე
შარაბანში ვზივარ, მამას გვერდით და ქურანას ფეხის ხმა მეს-
მის, თუმცა ამ ქარიშხლების შემდეგ ერთმანეთს ხმას არ ვცემთ,
მაინც უკვე სულს ვითქვამ, გული ბუდეში მიჯდება... "რას ამბობ,
თიკო, პირიქით, შენ უნდა აპატიო, ასე ცუდად რომ მოიქცა".
"რასა ბრძანებთ, პატარა კი არა, დიდიც არ მეგულება, ეგრე
გულთან ახლოს მიიტანოს სხვისა ამბავი, ერთ გზაზე დამდგარი
მეორე გზას დაადგეს ჩემისთანას გულისთვის". მამიყიანთ აღ-
მართთან მე და მამაც შევრიგდით, ახლა ჩემი გულისყური იქით-
კენ იყო მიმართული, დამაჭერინებდა აღვირს ხელში თუ არა, ეს
უკვე სრული შერიგება იქნებოდა. მართლაც კისისხევის ალვები
რომ გამოჩნდა, მამამ "ჩემს კოფოზე" მანიშნა, მეც მყისვე წინ,
ცხვრისტყავიან ვიწრო დასაჯდომზე მუხლებით დავდექი და თას-
მები ავიქნიე, თან ენას ვუტკაცუნებდი ქურანას, ხმას ვაძლევდი,
ვუკიჟინებდი და გული სიხარულით მევსებოდა, მამაჩემისთანა
მამა დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება-მეთქი. კიდევ რისთვის
მიყვარს გზა და – ფიქრის გუნებაზე მაყენებს, ახლაც გავყურებ-
დი შარას და ვფიქრობდი, რა ძნელია კეთილი იყო-მეთქი, რა
ძნელია, ბობოქარ სურვილებს ზურგი შეაქციო-მეთქი და რა
ძლიერია მამა, რომ ეს შეუძლია-მეთქი... გული სიამით მევსებო-
და, რომ მეც მამასთან ერთად ასეთ ძნელ საქმეზე მივდიოდი და
ძალაუნებურად მონაწილე გამოვდიოდი. ახლა უკვე მრცხვენო-

271 მკითხველთა ლიგა


და საწყალი თიკოსი და ვფიქრობდი, როცა დიდი გავიზრდები,
ვეცდები, მამასავით მეც ყველა გაჭირვებული შევიბრალო--
მეთქი. ისიც ხომ სათქმელია, რომ წინანდლის მშვენიერი ბაღის-
კენ მივათქარუნებდი ქურანას და მამამაც სიოს კანფეტი გამო-
მიწოდა. თიკომ მერე, ბოსტნის დაბრუნების ქაღალდი რომ
მიიღო, ქაშანურის მოზრდილ ქილაში ჩაედედებინა კამეჩის მა-
წონი, – თიკოს ხომ "წყვილი კამეჩი და ორი წყვილი შვილი"
ჰყავდა, – და ძღვნად მოგვართვა, თან სასოებით ეუბნებოდა მა-
მას: რა ვქნა, ჩემო ვანო, შენი ჭირიმე, სხვაც რამ მინდოდა, მო-
მერთმივნა, მაგრამ შემეშინდა, ერთხელაც უკან რო გამატანე
ჩემს წვრილშვილთან, ეხლაც იგრე გააკეთებს-მეთქი... განა
მხოლოდ თიკო, პავლია და მამედა? ყველა ერთბაშად თვალწინ
დამიდგა, ყველა შემომეჯარა, ჩვენი ბაღის მუშა ყაზარა, ჩვენი
მოსამსახურეები. მკალავი ლეკები ალია და მუსლიმა... ასე
ვთქვათ, "უბრალო ხალხი" და არა დედასი და მამას მეგობრები
და თანამშრომლები. და მივხვდი კიდეც რატომ. მე ხომ ლამის
დაბადებიდან ვიცოდი, რომ ჩვენში მთავარი მშრომელი ხალ-
ხია, შარშან სიმღერასაც მოვძახოდით: "აღსდექ, მუშავ შენ!" და
ეხლაც, დიდი ოქტომბრის ოცი წლისთავზე, ლექსი გვასწავლეს
საბავშვო ბაღში, ასე თავდებოდა: "ჩვენ სიღარიბის ძონძმანძები
დიდხანს გვეხურა, ეხლა მტრის ჯიბრზე ქვეყანა გვაქვს მუშურ--
გლეხური, დიდო ბელადო, შენი გარჯით აყვავებული! დიდო ბე-
ლადო, შენი სიბრძნით გაბრწყინებული!" ამ სიტყვების წარმოთ-
ქმისას ჩვენ ხელი უნდა გაგვეტყორცნა ძია სტალინის სურათის-
კენ, ფორტეპიანოს თავზე რომ ეკიდა და თავიც ამაყად აგვეწია.
მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა თურმე სწორედ "მუშათა კლა-
სისაგან" მელოდა. იდგა ახალგაზრდა, ლოყაწითელი ქალი სცე-
ნაზე, – მყისვე ვიცანი, მყისვე. სწორედ ის იყო, პაწია ურემი რომ
მაჩუქა, თავისი მამამთილის გამოთლილი, გულში მიკრავდა და
მკოცნიდა, და დავინახე თუ არა რიგებს შორის სცენისკენ მიმა-
ვალი, იმედით ავივსე, ხომ შეუძლებელია, ჩვენზე სიმართლე

272 მკითხველთა ლიგა


არა თქვას-მეთქი, ის კი, აი, რას ამბობდა; არა, ამბობდა კი არა,
დაწერილ ქაღალდს კითხულობდა გამართულად, ჯიყჯიყით სრუ-
ლებითაც არა და თავიდან კითხვა რომ დაიწყო, კინაღამ გამი-
ხარდა... კითხვის დროს მთლად გაჭარხლდა და მღელვარების-
გან, თუ არ ვიცი რისგან, მეორე ხელით ხან ტუჩის კუთხეებს
ამოიწმენდავდა, ხან კი თმაზე ისვამდა: "ძაფსახვევი ქარხნის მუ-
შათა სახელით ვგმობთ, წყევლა-კრულვას ვუთვლით ხალხის
მტრებს, შემოპარულებს ჩვენს რიგებში, კერძოდ კი ვკიცხავთ
იმას, ვინც დასცინოდა მუშათა კლასს, აბუჩად იგდებდა რევო-
ლუციის შემოქმედს, ვისაც წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვი-
დაციის დროს ხშირად მოჰყავდა თავისი თითის სიგრძე გოგონა
და, არად აგდებდა რა მშრომელი კაცის ღირსებასა და სიამაყეს,
პატარასა და უასაკოს მონაწილეობას აღებინებდა ასეთ მნიშ-
ვნელოვან საქმეში და ისინი ერთად ხითხითებდნენ და დასცი-
ნოდნენ მუშათა კლასს. ამავე დროს, იმის მაგივრად, კლასობ-
რივი შეგნება აემაღლებინა, მსოფლიო პროლეტარიატთან ერ-
თობისა და ძმობის სულისკვეთება გაეღვივებინა, ყველასთვის
საოცნებო მსოფლიო რევოლუციაზე მოეთხრო, ვიწრო ნაციონა-
ლისტურ და შოვინისტურ განწყობილებებს უღვივებდა... ილია
ჭავჭავაძეზე და ქართველ მეფეებზე მოუთხრობდა..."
ასეთი სიმწარე ჯერ არ განმეცადა, ეს იყო სულ სხვაგვარი
უბედურება. ის თითის სიგრძე ბავშვი ხომ მე ვიყავი, მამას ქარ-
ხანაში რომ დავყავდი გაკვეთილებზე და განა წარმოსადგენი
იყო, რომ ის სიხარული, ის სიცილ-ხარხარი ასე შემოგვიბრუნეს,
ასეთი უმოწყალო ცილისწამებით... ის სიამაყე, პირამდე რომ
მავსებდა, მამა თვით "მუშათა კლასს" ასწავლის-მეთქი, ასე
შეელახათ და დაეკნინებინათ. ყურები მიწიოდა, პირი მიშრებო-
და, მძიმე, მძიმე სუნი, დარბაზში რომ იდგა, ახლა უკვე სულს მი-
ხუთავდა, გული ამოვარდნაზე მქონდა... როგორ მიკვირდა, დე-
და რომ ეუბნებოდა მამას: ასეთი დატვირთული ხარ და არ გინ-
და მაგ ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღებაო. მე კი ისე აღ-

273 მკითხველთა ლიგა


მაფრთოვანებდა, რომ მამას მუშებისთვის წერა-კითხვა უნდა ეს-
წავლებინა, აკი გულის კანკალით ვკითხე, ვაითუ არ
დამიდასტუროს-მეთქი: შენი მოწაფეებიც მუშათა კლასს
ეკუთვნიან-მეთქი? მამამ კი უბრალოდ მითხრა: რა თქმა უნდაო.
მე ისედაც მამაზე უკეთესი არავინ მეგონა და ეს სიტყვა რომ გა-
ვიგონე, მამა კიდევ უფრო გადიდდა ჩემს თვალში, წარმოუდგე-
ნელ დიდებას მიაღწია, იმიტომ, რომ მე დაბადებიდან ვიცოდი,
რომ მთავარი მუშათა კლასია, იმიტომ, რომ ჩაგრულები იყვნენ
და დიდი ოქტომბრის რევოლუცია მოახდინეს, ჩაგრული ხალხი
გაათავისუფლეს და დედამიწის ერთ მეექვსედზე ბედნიერება და
სამართლიანობა დაამკვიდრეს, იმიტომ, რომ შემდგომში მსოფ-
ლიო რევოლუციაც უნდა მოეხდინათ და მთელი მსოფლიო
გაებედნიერებინათ... ხოლო ერთხელაც, ძალიან რომ ვთხოვე,
მეცადინეობაზე წამიყვანე-მეთქი და წამიყვანა, მეც ხომ გამი-
ხარდა და გამიხარდა და ქარხნის მუშებიც, უმთავრესად ქალე-
ბი, ისეთი ჟრიამულით შემხვდნენ, სულ გულში მიკრავდნენ,
თურმე წერა-კითხვა გცოდნია და მოდი, მამაშენთან ერთად,
შენც ჩვენი პატარა მასწავლებელი იყავიო და მეც სიამაყით გუ-
ლი თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ეს სულ სხვა თამაში იყო,
დიდებთან თამაში, ნამდვილი მასწავლებლობანას თამაში. ასე-
თი შეცვლა როლებისა, მე ვითომ დიდი ვიყავი და ისინი კი პატა-
რები და უვიცები, ყველას გვამხიარულებდა. მამა გამოუწერდა
ასოებს, თან გაუთვალსაჩინოებდა, ხან შრომის იარაღს შეადა-
რებდა, ხან საციქველს, ხან რას, ხან რას, მე კიდევ დავქროდი
რიგებს შორის და თვალყურს ვადევნებდი, როგორ წერდნენ,
ხან "ოჰოჰოს" ვიძახდი აქეთ-იქით გადაწოლილი ასოების და-
ნახვაზე, ხან წყრომით ტაშს შემოვკრავდი, ხანაც შევაქებდი და
რვეულში ფრიადს ვწერდი. ეს სულ რამდენჯერმე მოხდა და დიდ
დროსტარებაში ვიყავით, ისეთი ჟრიამული იდგა, ერთი სიტ-
ყვით, მამაიმუნებდნენ და მეც სიამოვნებით ვმაიმუნობდი. მამას
გადაწყვეტილი ჰქონდა, მეცადინეობის შემდეგ ნახევარი საათი

274 მკითხველთა ლიგა


მაინც ილიას თხზულებები წაეკითხა. ჩემს დროს "აჩრდილს"
უკითხავდა და "ჩემო არაგვო, რარიგ მიყვარხარ" – ეს მონაკვე-
თი ზეპირადაც ასწავლა. აი, მაშინ კი, მამა როცა კითხულობდა,
ჩვენ ყველა სულგანაბული ვუსმენდით... ჩიკომ რომ გაიგო ჩემი
ამბავი, – ქარხანაში მუშათა კლასს წერა-კითხვას ვასწავლიდი
მამასთან ერთად, – სახტად დარჩა, გამტკნარებული შემომა-
ჩერდა და მაშინვე ლაპარაკი სხვა რამეზე გადაიტანა, აღარ და-
მაცადა დაწვრილებით მომეყოლა, მერე კი, ურემი რომ ნახა, აი,
ამ მაყვალას ნაჩუქარი, ნეტავ რა კოხტა პაწია ურემი, მამამ-
თილმა გამოგითალაო, პაწია ხელნებით, სულ ერთი ბეწო ჭალე-
ბით, კოფოც ჰქონდა და თვლებიც, ყველაფერი, – ჩიკო გა-
დაირია, ლამის თვალები გადმოსცვივდა, გინდა თუ არა, უნდა
მაჩუქოვო, თამაშის დროს გამოვიყენებთო, მე აღზევანს უნდა
წავიდე მარილზე და ქალები მარილზე არასოდეს დადიოდნენო,
ჰოდა, უნდა მაჩუქოვო, გქონდეს ცოტა ხანს და ჩემი დაბადების
დღეზე მაჩუქეო. ისეთი გადაკიდება იცოდა, რაღას ვიზამდი, ვა-
ჩუქე.
მამას მოწაფეების უმრავლესობა ძირითადად ახლომახლო
სოფლებიდან იყვნენ და როცა გავიგე, ისინი ამავე დროს გლე-
ხებიც იყვნენ, – და ჩვენი ქვეყანა ხომ მუშურ-გლეხური იყო, –
ლამის სასოებამ მომიცვა და ძირგამომთხრელი კითხვები წარა-
მარა, არამკითხე მოამბესავით რომ ამეკვიატებოდა, მუშათა და
გლეხთა უცოდინრობასა, უვიცობასა და უკულტურობასთან და-
კავშირებით, მყისვე უნდა უკუმეგდო და როგორც არ უნდა
ცალ-ცალკე და სათითაოდ ადამიანებისაგან ყოფილიყო შემ-
დგარი ეს ჯგუფი, რომელთაგან ზოგი მეტად მომწონდა, ზოგი –
ნაკლებად, ზოგი მართლა ძალიან ნიჭიერი იყო, ხელად ითვი-
სებდა ყველაფერს და საზეპიროსაც უცებ სწავლობდა, ზოგს კი
მიწისმთხრელი იარაღივით ეჭირა ხელში ფანქარი და ისე აჭერ-
და, ფურცელს ჩვრეტავდა, ამას იდეისთვის მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რადგან ისინი, მთელ მუშათა კლასთან და გლეხობას-

275 მკითხველთა ლიგა


თან ერთად, "შემოქმედნი" იყვნენ დიდი ოქტომბრისა და ჩვენი
ქვეყნისა და სიტყვა "შემოქმედი" ჩემზე მაგიურად მოქმედებდა.
ახლა კი ყველაფერი გაქარწყლებული იყო, მაგიაც და ჯადოც
და თილისმაც და ყველაფერი, ის სიტყვებიც, მამას არიფანა
რომ გადაუხადეს და ეუბნებოდნენ, შენაო, ყველას გინდა, შენი
თავი გაუნაწილო და ამით გაფასებთო, რამდენი რამე გვასწავ-
ლე და რამდენი რამე გაგვაგებინეო, რამდენ რამეზე აგვიხილე
თვალიო და მეც, ბრიყვი კრავი, პირღია სულელივით ვფიქრობ-
დი, თუკი ესენი ასე შეხარიან, დანარჩენი მუშათა კლასიც ასე
იქნება-მეთქი და ჩვენ რა დიდებას მივაღწიეთ-მეთქი... ახლა კი
ასე ლანძღავენ, ასეთ დამამცირებელ სიტყვებს: "შემოპარულს",
მავნებელს და ხალხის მტერს უწოდებენ და მეც მაბრალებენ,
რომ "ვხითხითებდი" და დავცინოდი... ყველა სიმწარე მერჩივნა,
რაც თავს გადამხდენოდა, ამ საშინელებასთან შედარებით აღა-
რაფერი აღარაფრად მეჩვენებოდა, თუნდა ყველაფერი ერთბა-
შად დამტეხოდა თავს, ქუნთრუშაც, – ძლივს რომ გადავრჩი,
ისიც, – ხიდან რომ ჩამოვვარდი და ხელი მოვიტეხე და ის უმწა-
რესი ქინაქინის ნემსები, – გაეკეთებინათ, გაეკეთებინათ. აღარ
შემაშინებდა სპირტქურის ცისფერი ალი, ზედ შემოდგმული
შპრიცით, ოღონდ მამას ძველებურად მოეხვია ხელები და ეთ-
ქვა: ნუ გეშინია, შენი ტკივილი სანახევროდ ჩემზე გადმოვა, აი,
ნახავო... ასე მეგონა, გული გამისკდება, თუ არ ვიყვირებ, გული
კი არა, მთლიანად გავსკდები. გოგრასავით გავსკდები, თუ არ
ვიღრიალებ, დარბაზს არ შევძრავ. წეღანდელი შიში, ვაითუ სცე-
ნაზე ძალად გამიყვანონ-მეთქი, კინწისკვრით გამიყვანონ--
მეთქი, სულ გამიქრა, პირიქით, პირიქით, როცა გავიგე, რაშიც
გვდებდნენ ბრალს, ეს ხომ მე მესმოდა, მხოლოდ მე. აქ არავინ
იყო, არც ჩემი ბიძები, არც მამიდები, დედაც კი მოსკოვში იყო
და ბებია სულ იმას ამბობდა: კიდევ კარგიო, ვინ იცის, აქ რომ
ყოფილიყო, იმასაც რა დღე დაადგებოდაო, აგერ, საწყალი ალი-
საო, ჩამოვა და ყველაფერი გამოსწორდებაო, მაიმედებდა... და

276 მკითხველთა ლიგა


თვითონ ბებიაც, დილიდან იქ წავიდა, იმ საშინელ ადგილას, ჩა-
აწყო კალათაში ტომსიკით შაქარი, ფურნის პური, ძეხვი და ნი-
გოზი, ჩირიც ქლიავისა და ვაშლისა... მე ცალი თვალით გავხე-
დავდი ხოლმე, ისეთ ტკივილსა და დამცირებას ვგრძნობდი...
მერეც, კლუბთან რომ ჩაუხვია და ქვევითკენ, ბატონის ციხის დი-
დი ჭიშკრისკენ წავიდა, მე და ევა ბებიამ კი საბავშვო ბაღისკენ
განვაგრძეთ გზა. ჰოდა, მარტო ვიყავი, მარტო, საწყალ დეიდა
ქსენიას თურმე არაფერი შეეძლო თავის ჩაქინდვრისა და ცხვი-
რის სრუტუნის მეტი და ბავშვებს, მით უმეტეს, ყველა გაშეშებუ-
ლი და ბარიერზე ნიკაპით დაყრდნობილი მისჩერებოდა სცე-
ნას... ჩიკოც კი მეუცნაურა, ისე ჩაყუჩდა და გაირინდა, გეგონე-
ბათ, ფიქრებში ჩაეფლოვო და მერე ხომ მართლა გამოირკვა,
რასაც ფიქრობდა და რაც მოიფიქრა. ჰოდა, მე მესმოდა, ის თი-
თის სიგრძე ბავშვი მე ვიყავი და არც ისეთი თითის სიგრძე, და
განა შეიძლება, თუკი ტყუილუბრალოდ ბრალში გხვევენ, არ
უპასუხო, პირში წყალი ჩაიგუბო, არ გამოჭენდე და არ იყვირო:
თუ ეს დანაშაულია, ზოგჯერ რომ გამეცინებოდა ხოლმე, დაცინ-
ვით არა, გეფიცებით, ჩვენ არასოდეს არავის არ დავცინით, არა-
სოდეს! არც გიჟ გოგიას, ჭრუტა თვალების პაჭუნით რომ უწვდის
ყველას თავის პატარა ჭუჭყისგან გაშავებულ ხელებს, არც "შეხ-
ტი კოტეს", დაუძახებენ თუ არა "შეხტიო", მაშინვე სხარტად რომ
აიქნევს მუგუზალივით ფეხებს და ლამის თავის სიმაღლეზე შეხ-
ტეს, ოღონდ კი შაურიანი ჩაუგდონ თებოთი გაზინთულ ამოტ-
რიალებულ თუშურ ქუდში. ჩვენთან, სახლში არასოდეს არავის
არ ამცირებენ, არავის და არასოდეს, და თუ ვინმემ დამცირებად
მიიღო ჩემი სიცილი, თუ ამაში ხედავენ მუშათა კლასის დამცი-
რებას, მე შემიძლია, პატიება გთხოვოთ, ყველას, ყველას... გით-
ხრათ, რომ ჩვენ მაწანწალა ძაღლისთვისაც არ მიგვიყენებია
შეურაცხყოფა, არ დაგვიმცირებია. იცით, როგორ დავღონდები
ხოლმე, ლეკი მუჰამედა დათვს რომ ჩამოატარებს, ჯაჭვზე ჰყავს
გამობმული, თვითონ დაირა უჭირავს და ნადიკვარზე, ცაცხვის

277 მკითხველთა ლიგა


ქვეშ ათამაშებს. დათვს თავზე წითელი ბანტი აქვს შებმული,
ჭრელი ჩითის მოკლე ქვედა კაბა აცვია, უბნის ბავშვებს ვის რა
მიგვაქვს, ვის – რა, ხილიც, პურიც, ერთხელ კიდევ გოგლიმოგ-
ლი წავუღე მოზრდილი კათხით, მოიქცია თათებში და ლოკა და
ლოკა, კათხას გამკეთებელი ამოუყვანა... აღარ უნდოდა ადგო-
მა, მუჰამედა კიდევ დასძახოდა და წკეპლასაც უშხუილებდა "ა-
დე, ბაბუც, ადე, ბაბუცო!" საღამოთი კიდევ სულ თვალწინ მედგა,
როგორ უნდომლად ბაჯბაჯებდა, როგორ იქნევდა ბანტიან თავს
და ისე მეცოდებოდა, ლამის ტირილი დამეწყო... დედა და მამა
მამშვიდებდნენ, რა აქვს შესაცოდი ბაბუცასო, კარგს ჭამს,
კარგს სვამს და ცეკვავს კიდეცო... დამცირებულია და იმიტომ--
მეთქი, ტირილის ხმაზე ვეუბნებოდი, დათვი ტყეში უნდა იყოს,
ბაბუცას კიდევ ბანტი აბია-მეთქი... დიახ, რო ყველაზე ძნელი
დამცირებაა, ყველაზე აუტანელი, ყველაზე გაუსაძლისი... მაშ,
რად გვამცირებთ, ჩვენ კი არა, თქვენ გინდათ, დაგვამციროთ,
ძალიან კარგად ვხედავ და მესმის, მარტო ის არ მესმის, რატომ,
რატომ, რატომ, რატომ... მე სიზმარშიც არ მინახავს ვინმეს და-
ვემცირებინე, იცით, როგორ მანებივრებდნენ, შინ და გარეთ,
ყველანი, ნათესავებიც და მეზობლებიც... ჯერ მარტო პაპა სან-
დრო რად ღირს? დამინახავდა თუ არა და, – ჩემი პატარა ქალი
მოდის და, აბა, გამახარეო. გავიქცეოდი მეც შესაგებებლად,
დამტაცებდა ხელსა და ამაფრენდა მაღლა. კიდევ გინდაო?
კიდევ-მეთქი. ამაფრენდა და ამაფრენდა... სახლში კიდევ იმდე-
ნი სურათები აქვთ, მთელი კედელი წინაპრების სურათებითა
აქვთ მოფენილი, სულ ვიცი, ვინ ვინ არის, თან ისე უყვარს პაპა
სანდროს, გამართოს და გამაცინოს, კნიაზების ჭვინტაკებისა
გინდა გითხრაო? მეც შევძახებ: მინდა, მინდა-მეთქი და მიამ-
ბობს და მიამბობს... თავად-აზნაურთა გიმნაზიაში რო სწავლობ-
და სხვა თელაველ ყმაწვილებთან ერთად და მასწავლებელიც
ქართულისა თელაველი მთვარელიშვილი ჰყავდათ. მეტისმე-
ტად დაუდეგარი და თავზეხელაღებულები ვიყავითო, როცა ავ-

278 მკითხველთა ლიგა


ტყდებოდით, ისე ავტყდებოდით, ცხენოსან პოლიციას იძახებ-
დნენ ჩვენს დასაშოშმინებლადო. შემოვიდოდა მთვარელიშვი-
ლი მეორე დღესა, გადმოგვხედავდა უკანა მერხებზე და, აბა, ნა-
დიკვრის ვირებო, ჰყარეთ ტლინკებიო?! გვეტყოდა თავის ქნევი-
თა და თვალების ბრიალით... და პაპა სანდრო ისე დააჯავრებდა
მთვარელიშვილს, მე ვიცინოდი და ვიცინოდი... ის დიდი სურა-
თი კიდევ, შავ ჩარჩოში ჩასმული, ყაბალახიანი, ცოტა მოკუზუ-
ლი კაცისა, ეს ჩემი სიმამრი დავით ჭავჭავაძეაო, მეუბნება, სუ
იმასა ჩიოდა: წაიღო მთელი ჭავჭავაძიანთ ტვინი ილია ჭავჭავა-
ძემ და დავრჩით ეგრე უტვინოდაო. მე ვიცინი, ვიცინი, პაპა სან-
დროც იცინის ჩემთან ერთად, მერე გასძახის ოთარს: "ოთარ,
შვილო, გადმოიღე ციტრა, ამისთანა დიდებული სტუმარი მოგ-
ვივიდა და არ დაიზარო, გვიმღერე რამე... ოთარიც დადგამს მა-
გიდაზე ციტრას, სიმებს გამოჰკრავს ხელს და "მხოლოდ შენ
ერთს" დაამღერებს... ბებია ელიჩკაც, ისეთი კარგი და კეთილი,
სულ მეფერება. მოვა საქსოვით ან საკერებლით ხელში, ქალბა-
ტონი მობრძანებულა და მე კი ახლაღა გავიგეო, იტყვის, ღიმი-
ლით ვითომ მომიბოდიშებს, დაჯდება ჩვენთან და სიმღერას მი-
უგდებს ყურს და თუ ამ დროს პაპა სანდრო თავისი მამის, გიგოს,
მარჯნისა და გიშრისბურთულებიან კრიალოსანსაც დამაჭერი-
ნებს ხელში... კრიალოსანი ყოველთვის თავადი გიგოს დიდი
პორტრეტის ქვეშ კიდია. დიდი ბურთულების გვერდები თავადი
გიგოს თითებისაგან ოდნავ, სულ ოდნავ გასწორებულია და მის
ნათითურებს რომ ვეხები, სასოება მიპყრობს...
თქვენ კიდევ გინდათ, მომისროლოთ დასახრჩობი კნუტივით,
ჩამძიროთ და ჩამაშეშოთ! უნდა აქ მქონდეს ის ურემი, ის საზიზ-
ღარი ურემი, მძულს, მეზიზღება, რომ თავში მოგახეთქოთ!
თქვენ არ იცით, არა, თქვენ გუშინ ისწავლეთ წერა-კითხვა, მე
კიდევ სამი წლისამ უკვე ვიცოდი, დაბადებიდან კიდევ სულ მი-
კითხავდნენ და მიყვებოდნენ... თქვენ კიდევ ისიც არ იცით, რომ
ყიზილბაშებიც კი არ იყვნენ ხალხის მტრები, თავისი ხალხის

279 მკითხველთა ლიგა


მტრები, ისინი სხვისი მტრები იყვნენ, დიახ, დიახაც რო ასეა...
თქვენ კი არა, მთელი ქვეყანა რომ მომდგეს, ვერ დამაჯერებს
მამას მტრობას, ვერა, ვერა, ვერა, ვერა, ვერა... ხომ გახსოვთ,
მაშინ ყველა ერთად ვიცინოდით, იმ ვარდისუბნელმა ვარამ რო
უთხრა მამაჩემს, რას მაწვალებ, მასწავლებელოვო, პურის ცხო-
ბაც კარგად ვიცი, ძროხის მოწველაც, შვილების დაჩენაც, ეხლა
კიდევა ამ ქარხანაშიც კარგადა ვმუშაობ, თავი ცოცხალი არ
მინდა, სტახანოველი რო არ გავხდე და კითხვას კიდე, დავიწყებ
თუ არა, მაშინვე რეტი მესხმის, თავი მილაყდება და რა თავში
ვიხლი, მითხარით ერთიო... ყველა იცინოდა და ჩვენც ვიცინო-
დით... მამა იცინოდა... მამა... როგორ იცინოდა... ცრემლები
მომაწვა... მუცელში კიდევ თითქოს ხანჯალი დამიტრიალეს...
ქსენია მასწავლებელო, საჭიროში წავალ, თუ შეიძლება... ეხლა-
ვე ამოვალ... ვიცი, ვიცი, სადაც არის... ვიწრო გასასვლელში
გზას მივიკვლევ, რო ავდექი და გავიმართე, თანდათან მუცლის
ტკივილიც შემეშვა, მაგრამ უკან არ მოვბრუნებულვარ, ბიჭებით
არის სავსე აივნის ნაპირები... არა, არა, არა, არა, არა, არა –
ვიძახი და მგონია, სულ ასე ვიძახებ. კიბეზე ჩავრბივარ... სანამ
ის ქალი ლაპარაკობს, უნდა ავვარდე სცენაზე, კაბის კალთაზე
დავეჭიდო, ჩამოვაფხრიწო, თან დაუსრულებლად ვიძახო:
ტყუილია, ტყუილია, ტყუილია, ტყუილია, არა, არა, არა,
ტყუილია! ფოიეში ჩამოვედი და პარტერის გამოღებულ კარში
ხალხი რომ დავინახე, შევკრთი, გუნება შემეცვალა და ჰაერზე
გასვლა მომინდა. მივირბინე გასასვლელ კართან და დაკეტილი
დამხვდა, ქალი გამოდიოდა საპირფარეშოდან ფოიეს ბოლოში.
ვიცანი, შემომშვები იყო, დილის სპექტაკლებზე მე და მამას ბი-
ლეთებს გვისინჯავდა ხოლმე. იმანაც მიცნო, გამიღიმა, მარტოს
ვერ გაგიშვებო, მითხრა. ზევით ისე ცხელა, სული შემეხუთა--
მეთქი. ქალმა მხარზე ხელი დამადო, მგონი, მალე უნდა დამ-
თავრდესო, მანამდე პარტერში შეგიყვან, ჩემს სკამზე დაგსვა-
მო... მე თავი ჩავღუნე, აღარ მინდოდა პარტერში შესვლა,

280 მკითხველთა ლიგა


აღარ... ერთი სიტყვაც რომ ვთქვა, ტირილს დავიწყებ-მეთქი,
იმიტომ, რომ სულ ცრემლები მებჯინებოდა და არ მინდოდა, იმ
საზიზღარ ქალს ისედაც დამცირებული, ატირებულიც ვენახე...
არა, არა, არ ვიტირებ-მეთქი, ჩემ თავს ჩავძახოდი... აქ იმიტომ
მოგიყვანეს, მითხრა შემშვებმა ქალმა, შიგ უნდა იყოვო. მერე
დაიხარა და თუმც ფოიეში არავინ იყო, ძლივს გასაგონად
დაიჩურჩულა: "ნუ გეშინია... ისე იჯექი, ყურს ნუ დაუგდებ... – მე-
რე ხმამაღლა დაამატა: – გათავებისას გამოგიყვან და თქვენებს
ჩაგაბარებ..." შევედით თუ არა და იქვე, ნაპირას, შემშვები ქა-
ლის სკამზე მარტო აღმოვჩნდი, მახეში გაბმულივით ვიგრძენი
თავი და, გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გავიგონე ახალ-
გაზრდა, სიმპათიური კაცის სიტყვები: "ჩვენს შორის იყვნენ...
ჩვენს შორის სუნთქავდნენ... ჩვენს წმინდათაწმინდა რიგებში
შემოპარულებიი... თავისი ბნელი ზრახვებიით... და ავრცელებ-
დნენ იმპერიალისტურ ფლუიდებს..." და ახალგაზრდა სიმპა-
თიური კაცი აღშფოთების ნიშნად მკვეთრად გაიქნევდა ხოლმე
თავს... მე არ ვიცოდი, სიტყვა "ფლუიდები" რას ნიშნავდა. ალ-
ბათ ამაზე საშინელება არაფერი არ არის-მეთქი... ახალი ძა-
ლით შემომეგზნო სასოწარკვეთა, თითქოს ქეჩოში მომკიდეს
ხელი და ჩამაქვესკნელეს, საიდანაც ვეღარ ამოვიდოდი, ვეღარ
ამოვფოფხდებოდი და იქნებ კარგი იქნებოდა, იმიტომ, რომ
ამიერიდან ყველა ჩვენზე მოათითებს, ყველა აგვიბუებს და ჯო-
ბია, მოვკვდე, მოვკვდე, ავვარდე სცენაზე და იქვე უსულოდ დავ-
ვარდე. მაშინ ხომ ინანებენ, თავში ხელს წაიშენენ, ბავშვი მოვ-
კალითო, სიმართლისთვის მოკვდაო, განა შეიძლებოდა, თეატ-
რში ხალხის ლანძღვაო... მე კი ვწევარ გაშოტილი, მკვდარი
ვარ, მაგრამ ყველაფერი მესმის და მიხარია. ჩემს სიხარულს
საზღვარი არა აქვს. მთელი მუშათა კლასი იჩოქებს ირგვლივ.
ძია გიგლა დამტირის, ცხვირსახოცს აფრიალებს, ის ქალი კი
ყველასთან ერთად პატიებას გვთხოვს, იმიტომ, რომ მე მოვ-
კვდი ამ ცილისწამების გამო, ის კი, ნამდვილი ჯინგოდორა,

281 მკითხველთა ლიგა


დგას და თან ლოყებიც უღაჟღაჟებს... მამა ისეთია, აპატიებს,
ნამდვილად აპატიებს, მამაც აქ არის, გაიგო თუ არა ჩემი სიკ-
ვდილის ამბავი, საიდან იყო, საიდან არა, მყისვე აქ გაჩნდა, რომ
უკანასკნელად მნახოს, – მე კი როგორღაც ვანიშნებ, არ
აპატიო-მეთქი, დაე, უპატიებლად ინანოს-მეთქი... ეს ახალგაზ-
რდა სიმპათიური კაცი კი, ფლუიდებიო რო თქვა და თავზარი
დამცა, სიტყვის თქმის შემდეგ ისე დაიბნა, იმის მაგივრად, იქით
წასულიყო, წინ წამოვიდა და კინაღამ საორკესტრო ორმოში
გადმოეშვა... უსიამოვნოდ გაიქნია თავი და ახლა კიდევ უკან წა-
ვიდა, იმის მაგივრად, მარჯვნივ წამოსულიყო, ხიდისკენ. ხალ-
ხში ხმაური ატყდა, აქეთ, კაცო, აქეთ, კაცოვო, ეძახდნენ...
შუათანა კაცმა, ხისგან გამოთლილს რომ ჰგავდა, ზარი ააწ-
კრიალა და მთელი ხმით დაიძახა: "შამანაური იათამზე!" უცებ
სიჩუმე ჩამოვარდა... "შამანაური იათამზე! გამობრძანდით ახ-
ლავე სცენაზე!" ღმერთო ჩემო, იათამზე, ჩვენუბნელი, ჩვენი ახ-
ლობელი! მამა და ძია ლექსო წავიდოდნენ ძია მიხასთან და მე
და ჩიკოსაც წაგვიყვანდნენ, კაცები ბურჯის აივანზე დასხდებოდ-
ნენ და საუბრობდნენ, იათამზე კიდევ ჩვენთან ერთობოდა, ჯერ
შეგვეკითხებოდა: აბა, რაც არ მინახავხართ, რა ისწავლეთო, ან
ლექსი, ან სიმღერა, ან სხვა რამეო, ბაღში ჩაგვიყვანდა ხილზე.
ბილიარდს გვეთამაშებოდა... რა ვიცი, ერთხელ ჩიკოსთან ერ-
თად ჩარლსტონიც კი იცეკვა... ჩიკო კიდევ ამბობდა: ოჰ, რა დი-
დია იათამზე და რა კარგია, ნეტავ ჩვენ როდისღა გავხდებით
თოთხმეტი წლისანიო...
იათამზე სცენისკენ მიდიოდა გვერდითი გასასვლელიდან,
წაბლისფერი, მსხვილი ნაწნავები ერხეოდა, ბოლოში კულულე-
ბად დაგრეხილი. თვალმოუცილებლად ვუყურებდი და
ვგრძნობდი, ისე დავიძაბე, სანამ რამდენიმე საფეხურს აივლიდა
და საორკესტროზე გადებულ ვიწრო ხიდს გადაივლიდა, ასე მე-
გონა, ბეწვის ხიდი აქვს გადასავლელი და არ ჩაუწყდეს-მეთქი.
მერე კი სცენაზე იდგა მაღალი და ლამაზი, თავაწეული და მე მა-

282 მკითხველთა ლიგა


შინვე თვალწინ დამიდგნენ ბებიას დიდ წიგნში გამოხატული
წმინდანები... ალბათ, სიმშვენიერისა და ზევით, სივრცისკენ მი-
მართული შეუპოვარი მზერის გამო... მთლად იყო ფერდაკარგუ-
ლი, სანთლისგან გამოძერწილს ჰგავდა... მე ისე გავყურებდი,
თითქოს ჩემი ბედ-იღბალი იათამზეზე იყო დამოკიდებული, ბო-
ლო იმედი, გადმომიგდებდა თუ არა ბაწარს, რომ ჩაშეშებული
და ჩაქვესკნელებული როგორმე ამოვფოფხებულიყავი... მო-
ლოდინში მუშტები გამოვკარი, ნიკაპით დავებჯინე, მოვიბღუნ-
ძე, მე თვითონაც მუშტივით შევიკარი... იათამზე კი გაქვავებული
იდგა სცენაზე, ხელები გახსნილი პალტოს კიდეებზე ჩაეჭიდა და
პირიც ისე ჰქონდა მოკუმული, არ ეტყობოდა, რომ რაიმეს
თქმას აპირებდა.
– რას გაჩუმებულხარ, იათამზე შამანაურო! – დაიძახა მაგი-
დის შუაში მჯდომმა კაცმა და ზარი უკმაყოფილოდ გააწკრიალა:
– მამაშენი მიხა შამანაური ხალხის მტერია! გმობ თუ არა მამა-
შენის საქციელს, აუწყე ხალხს!
– ვაჟა-ფშაველა! – ამოიძახა და ხელები გულზე მიიჭდო, –
ვაჟა-ფშაველა! – ხმას აუწია იათამზემ, – ჩვენი დიდი მგოსანი,
გულთამხილავი იყო, მას ესმოდა ხისა და ქვისა, ყვავილისა და
ბალახისა... წყაროსი და მთისა...
იათამზე სულ უფრო და უფრო უწევდა ხმას, ეგზნებოდა, დიდი
თვალები უელავდა და ისეთი ლამაზი იყო, ყველამ სული განაბა,
აბა, ერთი რას იტყვისო, მე ხომ ლამის აღარ ვსუნთქავდი, გავი-
კანკე, იათამზეს ყოველი სიტყვა ჩემ შიგნით ექოსავით გაისმო-
და...
– მას ესმოდა ფრინველისა და ცხოველისა, იმიტომ, რომ ეს-
მოდა ადამიანისა.... ჰოდა, ჩვენი გენიოსი მგოსანი მამას მეგო-
ბარი იყო, ვაჟა-ფშაველა ჩემი უფროსი დის, მარის ნათლია იყო.
მამამ მოგონებებიც დაწერა ვაჟა-ფშაველაზე. ვაჟა-ფშაველას
რომ სამშობლოს ბედ-იღბალი აწუხებდა, განა ვის აწუხებდა ასე-
რიგად, ვისა! და ხალხის მტერს და მავნებელს ვაჟა-ფშაველა მე-

283 მკითხველთა ლიგა


გობრად გაიხდიდაა? ეძმობოდაა? თვითონ ხალხის ქომაგი და
მოჭირნახულე?! გულის კარს გაუღებდაა?! ნათლიად მოეკიდე-
ბოდააა! მითხარით, ვინ ხალხის მტერია, ვინ უჩინარი ხალხისა,
ვისი, ვისი!
დიდი ხანია, კაცი ზარს აწკრიალებდა, ხელებს იქნევდა,
იათამზე კი ვეღარ ჩერდებოდა, გულზე მიჭდობილი ხელები თა-
ვისით გაეშალა და წინ, ხალხისკენ იწვდიდა... ჩემკენ იწვდიდა,
მე მიწვდიდა ხელს, ჩემს ამხანაგებს უწვდიდა მაღლა. აივანზე...
ყველას, ყველას უწვდიდა... გული ამომიჯდა, ღაპაღუპით ჩამომ-
დიოდა ცრემლები... კაცი ყვიროდა, ახლავე გაჩერდიო, იათამ-
ზემ პალტოს ჯიბიდან ამოიღო პატარა წიგნი და ხელი ასწია,
დარბაზს დაანახა:
– აი, თუ არ გჯერათ, მამას მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე!
– მაჩვენეთ ეგ წიგნი! – დაიძახა კაცმა, გაწვდილი ხელი
უცახცახებდა: – მაჩვენეთ-მეთქი!
იათამზე მაგიდასთან მივიდა და წიგნი გაუწოდა, კაცმა წიგნი
გამოგლიჯა ხელიდან, შუაზე გაგლიჯა, კიდევ გაგლიჯა და
იათამზეს სახეში მიაყარა... მაგიდის წინ, ავანსცენა წიგნის ნაფ-
ლეთებით მოიფინა, ზოგი ფურცელი საორკესტროშიც გადმოფ-
რიალდა... ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა და ამ სიჩუმეში აივნი-
დან გაისმა ბიჭის დაბოხებული ხმა: "ცარევნა!"
აივნის კიდეზე გადმოხრილი იყო მთელი ტანით ზევითუბნე-
ლი ზაურა. ამბობდნენ, იათამზეს დასდევს და შორით ეტრფისო,
მართლაც რამდენჯერ დამინახავს ჩვენი ფანჯრებიდან, იათამზე
სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, ზაურა თავის ბიჭებთან ერთად
შორიახლოს მოსდევდა... სულ აუშვა თავი ზაურამო, რაც მამა
დაუჭირესო, რაიკომის მეორე მდივანი, პირველ მდივანთან ერ-
თადო. ახლა, ზაურას ამ "ცარევნაზე" დარბაზში სიცილი გაისმა,
სიცილს კი ზევიდან ბიჭების სტვენა და ფეხების ბრახუნი მოჰ-
ყვა...
იათამზე კი წიგნის ნახევებს კრეფდა და ჯიბეში იწყობდა...

284 მკითხველთა ლიგა


– თქვენი აღშფოთება სამართლიანია, ხალხნო! – დაიგრგვი-
ნა ხისგან გამოთლილმა და იათამზეს მუშტი მოუღერა, – ხომ
ხედავ, ქალბატონო, რა დღეშია ხალხი!
– მამაჩემის ხელის ბიჭოო! – დაიძახა ისევ ზევიდან ზაურამ,
– ჩასვრილოო, ააყროლე აქაურობაააა, ააყროლეეე!
– შე ხულიგანო შენა! – ღრიალებდა კაცი: – გაეთრიე მანდე-
დან, დავრეკავ ეხლავე, წაგიყვანენ და ამოგალპობენ ციხეში!
– ამ ჩემს ფეხებს, თუ წამიყვანენ! – ზევიდან კიდევ ზაურა
გრგვინავდა: – სადაც მამაჩემი, იქაც მეე! ტყუილად გგონია,
ლანძღვა-გინება გიშველის, იგრე ჩაგაყუდებენ, არ დაიხვა-
ლიებენ, არა, არა, არა!
დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაცეები წამოხტნენ, ზევით
იყურებოდნენ და უყვიროდნენ, ჩქარა გაეთრიე მანდედანო...
იათამზემ უკანასკნელი ნახევი ჩაიდო ჯიბეში და სანამ სცენიდან
გავიდოდა, აივანს გახედა: "იაა, იააა!" – იძახდა ზევიდან ზაურა
და თავის ბიჭებთან ერთად გასასვლელისაკენ მიდიოდა, "გე-
თაყვანებიი... გეთაყვანებიიი!!" ბიჭებმა თითქოს სიტყვების დას-
ტურად გრძელი სტვენა მოაყოლეს და ასე სტვენა-სტვენით და-
ტოვეს აივანი. მეც არავითარ შემთხვევაში აღარ შემეძლო აქ
დარჩენა, იასი და ზაურას შემდეგ ისევ სალანძღავი სიტყვები
რომ გამეგო, ასე მეგონა, გავგიჟდებოდი, ასე მეგონა, მართლა
სული შემეხუთებოდა და გავიგუდებოდი, უნდა სასწრაფოდ, სას-
წრაფოდ გავცლოდი აქაურობას, არც ერთ წუთს აღარ უნდა დავ-
რჩენილიყავი, არც ერთი სიტყვა აღარ უნდა გამეგონა, აღარ უნ-
და მესუნთქა ეს დამპალი, ოფლისა და ზინზლის სუნით გაჯერე-
ბული, შეხუთული ჰაერი... იქით ვერ წავიდოდი, ფოიეს მთავარი
კარისკენ, მეორე მხარეს, ეზოსკენ უნდა წავსულიყავი... კურ-
დღელივით გავირბინე პარტერის შუა გასასვლელი, მერე კორი-
დორები გავიარე, უკანა კარით გავვარდი ეზოში, ვიწრო და
გრძელი იყო ეზო, ორ მხარეს მაღალი კედლებით შემოზღუდუ-
ლი, აქეთ-იქით კი გალავნებით. ერთ გალავანში ჭიშკარიც იყო

285 მკითხველთა ლიგა


დატანებული. აქედან, ეტყობა, არავინ არ დადიოდა, რკინის დი-
დი რაზა ჩაჟანგებული იყო. ჯერ იყო და ძლივს ავწვდი, მაგრამ
ვერაფრით ვერ გავაღე, ლამის ხელები გადავიტყავე, რას ვიზამ-
დი, მეორე მხარეს მივაშურე, ეზოში ფანერის შეღებილი ყუთები
ეყარა, კუთხეში კი მაღალი ყუთი იდგა, დახურული, სანაგვე ყუ-
თივით. ავდექი და ყუთიდან მაღალ ყუთზე ავძვერი, ფეხის წვე-
რებზე შევდექი, გალავნიდან თოვლი გადავფერთხე, მერე გა-
ლავნის თავს მოვეჭიდე, როგორც იქნა, ავფოფხდი და იქით გა-
დავიხედე: აფთიაქის პატარა ეზო იყო, იქიდან გალავანი არც
ისეთი მაღალი მომეჩვენა, თანაც კუთხეში ქვიშაც ეყარა... ჩავ-
ხტი და სველ ქვიშაში გადავგორდი, მაგრამ არაფერი მტკენია...
როგორც კი წამოვდექი, ქვიშა ჩამოვიფერთხე, მაგრამ ჭიშკარში
გასვლა ვერ მოვასწარი, კარის ჭრიალი შემომესმა და ჩემი სა-
ხელიც გავიგონე: დეიდა ნუცა იყო, ზურაბის დედა. ზურაბის მამა
აფთიაქის გამგე იყო, დეიდა ნუცაც პროვიზორი, აფთიაქის შე-
ნობაში ცხოვრობდნენ და მათი ფანჯრები ეზოსკენაც გამო-
დიოდა. მე ავიძურწე, თავი ჩავღუნე. სხვა დროს გავიქცეოდი,
დეიდა ნუცას ხელებს გავუწვდიდი, ახლა კი ლანძღვა-გინების
შემდეგ ისე ვიყავი დარეტიანებული და დათრგუნული, ალბათ
იცის ჩვენი შეჩვენების ამბავი და იქნებ სჯერა-მეთქი, ამიტომ არ
გავნძრეულვარ, გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი, რა მომე-
მოქმედა. დეიდა ნუცა კი მიყურებდა თავისი მოცინარი თვალე-
ბით, ოქროსფერი თმა თივის ბულულივით ჰქონდა მიშლილ--
მოშლილი, გრძელი, რაღაცთვლიანი საყურეები უბრწყინავდა
ზილფებს შორის და როგორც ყოველთვის, ისეთი მიმზიდველი
და მშვენიერი იყო...
– ზურაბთან მოხვედი? სწორედ ახლახან წავიდა მუსიკის გაკ-
ვეთილზე... რა მოგივიდა, გენაცვალე, მოდი, თუ გინდა მოუცა-
დე, მე უცებ სარეცხს გავფენ და შემოვალ...
და დეიდა ნუცამ დახვეული თოკის გახსნა დაიწყო... სუნამოს
სურნელი მომივიდა, წამლის სუნთან არეული, ისეთი სასიამოვ-

286 მკითხველთა ლიგა


ნო და მშობლიური... დედასაც უდიოდა ხოლმე ასეთი სურნე-
ლი... უცებ ცრემლები მომაწვა... თავი გავუქნიე დეიდა ნუცას,
ვერ დავრჩები-მეთქი. თუ აქამდე იმის მეშინოდა, ხომ არ გაიგო
და დაიჯერა-მეთქი, ახლა ეს მსუბუქი, ალერსიანი კილო, თით-
ქოს სულ სხვა ცხოვრებიდან იყო, ჩემთვის უკვე შორი და მიუწ-
ვდომელი ცხოვრებიდან. გამოვაღე ჭიშკარში დატანებული პა-
ტარა კარი, ნახვამდის-მეთქი, მივაძახე დეიდა ნუცას და გავიქე-
ცი, ქუჩა გადავირბინე და რკინის მესერთან შევდექი... გაოგნე-
ბული ვაცეცებდი თვალებს და არ ვიცოდი, საით წავსულიყავი,
რა გზას დავდგომოდი... იმ უფლისწულივით, ტრიალ მინდორზე
რომ დგას, ოთხივე მხრიდან ქარი უბერავს, მან კი არ იცის, რა
ქნას, რომელი გზა ამოირჩიოს... მყისვე გულო და კარლო და-
მიდგნენ თვალწინ, ახლა კი ნამდვილად ჩამაშეშებენ-მეთქი; ბე-
ბიაც არ იქნება ჯერ სახლში, ბებია ხომ დილიდან "იქ" წავიდა,
ბებია ევა კი ტყეში აპირებდა წასვლას და ჩიტებისთვის საკენკის
წაღებას, დიდი თოვლი მოვიდა და საწყლებს არაფერი ექნებათ
საზრდოვო. ჰოდა, მე ვერავინ დამიცავს-მეთქი, მომვარდებიან
და გამგლეჯენ-მეთქი... უნდა მეფიქრა, მეფიქრა, მეფიქრა და
რაღაც მომეფიქრა... მესერს გავუყევი და ძველ ბაღში შევედი,
სკამებზე კი თოვლი იდო, ბილიკი გაკვალული იყო... არავინ
იყო ბაღში. მე მაინც მოფარებული ადგილი მოვნახე, მაღალ,
ქონგურებიან ბურჯსა და კედელს შორის ჩადგმულ სკამზე თოვ-
ლი გადავხვეტე და ჩამოვჯექი... საკვირველია, მთელი დღე რომ
მერბინა, არ დავიღლებოდი, ავადმყოფობის შემდეგაც კი არ
ვგრძნობდი ხოლმე თავს ასე გასავათებულად... ნაცემივით ვი-
ყავი. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო ჩემთვის, რომ მთა-
ვარცნება მქონდა დაკარგული, რადგან ვერ ვხვდებოდი, ყველა-
ფერი ეს რატომ ხდებოდა... მინდოდა, ასე ვმჯდარიყავი ამ სველ
კედლებთან, ამ თოვლში, გარინდებული და გაყუჩებული, იქნებ
როგორმე მომეკრიბა გონება და მივმხდარიყავი ჩვენი უბედუ-
რების თავსა და ბოლოს. ასე მეგონა, ამ გამოცნობით რაღაცას

287 მკითხველთა ლიგა


მივაღწევდი, ასეთი ჩაქოლილი და გაცამტვერებული აღარ ვიქ-
ნებოდი. ასე ერთბაშად უმნიშვნელო და უჩინარი რომ გავხდი,
ალბათ ქაღალდის მონახევად აღარავის მივაჩნივარ-მეთქი,
ვფიქრობდი. მინდოდა, რაღაც საყრდენი მეპოვნა, რაღაცას
მოვჭიდებოდი, ხან საით გამექცეოდა ფიქრი, ხან – საით, ხან
დედასკენ, ხან მამასკენ, ხან დედასკენ, ხან მამასკენ... ნეტავ
დადგება დრო და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით-მეთქი? ერთად,
ერთად, ერთად, ჩვენს სახლში... და უცებ წარმოვიდგინე, რომ
მე აქა ვარ, შავბნელი ფიქრებით შეპყრობილი, დედა და მამა კი
უკვე სახლში არიან, ჩვენს სახლში, კედლის ღუმელთან სხედან
სავარძლებში, მამას თავის დიდ ხელებში უჭირავს დედას პატა-
რა, იოდით დალაქული ხელები და ხმადაბლა, ძალიან ხმადაბ-
ლა უამბობს რაღაცას. სახლში, სახლში უნდა წავსულიყავი,
ჩვენს სახლში... გუშინწინდელს შემდეგ ხომ აკვიატებულად სულ
ჩვენს სახლზე ვფიქრობდი, გამუდმებით ჩვენი სახლი მედგა
თვალწინ, შიშითა და ეჭვით ვიყავი შეპყრობილი, მაგრამ ბებიას
სწორედ ამის გამო ვერაფერს ვეკითხებოდი, ვაითუ ჩვენს სახ-
ლსაც ჩიკოანთ სახლის ბედი ეწია, იცის ბებიამ და მიმალავს--
მეთქი. და ეს ჩემთვის ისეთი მძიმე წარმოსადგენი იყო, მომეძა-
ლებოდა თუ არა შავბნელი ფიქრები, მაშინვე დავტაცებდი ხელს
სახტუნაოს და ხტუნვას ვიწყებდი, თან ხმამაღლა ვითვლიდი...
ბებია ევა და ბებია შემომძახოდნენ, გავილახეთ შენი ამდენი
ხტუნვითო და შენ რაღა მოგივიდოდაო, მაგრამ მე ათიათასჯერ
მერჩია გავლახულიყავი, ვიდრე ის წარმომედგინა, რაც გუშინ-
წინ მე და ჩიკომ ვნახეთ, იქამდე მთელი ჩემი არსებით მჯეროდა
ბებიასი, ყველაფერი ეს გაუგებრობაა, მალე ყველაფერი გაირ-
კვევა და ჩვენც ჩვენ ბუდეს დავუბრუნდებითო. და მეც ასე მტკი-
ცედ მჯეროდა, მაგრამ გუშინწინ რაც ვნახე და ახლაც, ამ
ლანძღვა-გინების შემდეგ სახლში ყოფნის მწვავე სურვილი მარ-
წუხივით ჩამეჭიდა და აღარ მანებებდა თავს... არსად, არსად,
არსად აღარ მინდოდა ყოფნა ჩვენი სახლის გარდა... მით უმე-

288 მკითხველთა ლიგა


ტეს, ამ განცდას მიცხოველებდა ისიც, რომ გუშინ ჩიკომ რამ-
დენჯერმე ლახვარი ჩამცა: ნეტავ თქვენს სახლში რაღა იქნება-
ო... უშოსდორი, უშოსდორი, უშოსდორი... ყურებში მიწიოდა ეს
საზიზღარი სიტყვა... ახლა ჩიკოანთ სახლში უშოსდორი უნდა
ყოფილიყო... იდგა ჩიკო და გაიყურებოდა თავიანთ სახლისკენ.
ტყუილად არ უნდოდა ახალ ბაღში წამოსვლა, თითქოს გული
ცუდს უგრძნობდა, ნუ წავალთო, ნუ წავალთო, აღელვებული
მეხვეწებოდა, ქსენია მასწავლებელს ვთხოვოთ, რაიმე მოვიმი-
ზეზოთ და ნუ წავალთო... მე უარი ვტკიცე. სულ იქით მივისწრა-
ფი, ტოლებს არ ჩამოვრჩე, არ გავნაპირდე. არაფერი ისე არ
მაფრთხობს, როგორც გარიყვა, როგორც აბუება. ჩიკო კი პირი-
ქით, ახლაც არ უნდოდა ბაღში წამოსვლა. მაგრამ რომ მივუახ-
ლოვდით მოედანს, ბაღისკენ ავუხვიეთ და ზევით, შორს, გაშიშ-
ვლებულ წაბლებსა და ცაცხვებს შორის, გალავანგადაღმა სახ-
ლი გამოჩნდა, ჩიკომ თავი მხრებში ჩარგო და თვალები ხშირ--
ხშირად აახამხამა... მე მაშინღა მივხვდი, რატომ უდგებოდა ფე-
ხი უკან... ოჰო-ჰო-ჰო, თავს როგორ იწონებდა ყოველთვის თა-
ვიანთი სახლით, ჩვენი გაუთავებელი კამათების დროს, თუ ვისი
სახლი სჯობდა – ჩვენი თუ იმათი. გამოჯავრებით სულ იმას მე-
უბნებოდა: შეადარე ვაშლი პანტასო, ჩვენი სახლი ბაღის გვერ-
დით არის და ვითომ ტყის პირას მდგარაო, თანაც ზუსტად ქალა-
ქის შუაგულშიო, ჩამოირბენ ბულვარს და მოედანზე ხარო,
მოედანი კიდევ ცენტრიაო, თანაც ზამთრობით, როცა ხეები შიშ-
ვლდება, ჩვენი ფანჯრებიდან მეფე ერეკლეს ბურჯებსა და ქონ-
გურებიან გალავანს ვხედავთ და შენ სულ ნადიკვარი, ნადიკვა-
რი რომ იძახო, ბურჯებთან ნადიკვარი ვერასოდეს ვერ მოვაო...
ბოლოს ხომ ახალ სიტყვასაც მოიშველიებდა ხოლმე – ძია ლექ-
სოსგან რომ გაეგო, – და ეს სიტყვა იყო "ოზონი", თურმე უდიდე-
სი სიკეთე ჩიკოანთ სახლისა კიდევ ის იყო, რომ იქაურობა სავსე
იყო "ოზონით" და ცხოვრებაში მთავარი კიდევ თურმე ეს "ოზო-
ნი" ყოფილა. ამ სიტყვაზე პირველად, ცოტა არ იყოს, შევდრკი,

289 მკითხველთა ლიგა


მაგრამ მალე მეც მივხვდი, რომ ჩვენი უბანი ცაცხვებით იყო სავ-
სე, ნადიკვარზე კიდევ ისეთი უზარმაზარი ცაცხვი იდგა, ჩიკოანთ
ბაღს სიზმარშიც არ მოელანდებოდა, ჰოდა, ჩვენთანაც მოედი-
ნებოდა ამ რაღაცა "ოზონის ჯარი".
იმ დღეს ბევრი შეშა მოიტანეს, გორის მხრიდან დაცალეს და
თან ხერხავდნენ. რამდენიმე კაცი მუშაობდა... საუზმის შემდეგ,
"სუფთა ჰაერზე" ახალ ბაღში წაგვიყვანეს. გვიყვარდა კიდეც იქ
წასვლა და კარმაქსის ძეგლთან, სადაც გრანიტის მაღალ ოთ-
ხკუთხა სვეტზე კარმაქსის უზარმაზარი თავი იყო დადებული, კა-
ლოსავით მოედანზე თამაში. ფაფუკი თოვლი იდო, საგუნ-
დაოდაც და საკოტრიალოდაც უკეთესს ვერ ვინატრებდით, ისე-
თი, გუნდაც რომ კარგი კეთდება, ხელში კარგად მოგდევს და
"კაცის დასახატადაც" ანუ პირქვე თოვლში ჩასამხობად და სახი-
სა და ტანის ანაბეჭდის მისაღებადაც ძალიან სასიამოვნო და
ჩვენც მაშინვე ისეთი თამაში გავაჩაღეთ, როცა შეიძლება, არა-
ფერზე, არაფერზე არ იფიქრო, არაფერი აღარ მოიგონო და გა-
იხსენო, სრიალისა და კოტრიალის გარდა... მაგრამ შუა თამა-
შის დროს მაინცდამაინც ჩიკოს მოვკარი თვალი... მოშორებით
იჯდა ხის ქვეშ, გაბუტული თუ გამწყრალი, ფეხები გაეშალა,
ხელში ხიდან ჩამოვარდნილი ხმელი ტოტი ეჭირა და მიწას ურ-
ტყამდა... ახლა კი გული დამწყდა, ქსენია მასწავლებელსაც კი
არ მოუსაკლისებია ჩიკო, თუმცა კი ის ზურგშექცევით იჯდა და
მოთამაშე ბავშვებს გაჰყურებდა... დამნაშავესავით გავეშურე
ჩიკოსკენ...
– იქ მანქანა დგას, – მაშინვე წამოდგა და თავიანთი სახლის-
კენ მიიხედა.
– იყავი?
ჩიკომ თავი გამიქნია, მოსწყდა ადგილს და ზევითკენ გაიქ-
ცა... ნელა მირბოდა და თან ჩემკენ იყურებოდა, რომ დავწეოდი.
მეც მაშინვე მივირბინე:

290 მკითხველთა ლიგა


– მალე უნდა დავბრუნდეთ, დეიდა ქსენიამ ძებნა არ დაგვიწ-
ყოს...
– მოვასწრებთ, ნუ გეშინია...
ჩიკომ შუბლი მოჭმუხნა და თავი გვერდზე გადასწია, ლამის
მხარზე დაიბჯინა, გეგონებათ, უცებ ყური ასტკივდაო. ბოლო
დროს ეს ახალი მოძრაობა გაუჩნდა, მხრის აწურვა და თავის
დაბჯენა, ყოვლად საწყალი და დამამცირებელი მოძრაობა. მინ-
დოდა, მეყვირა, ასე ნუ დასაწყლდი-მეთქი, მაგრამ, მაშინვე ნა-
ძალადევად გამიღიმა, მეც ხელი გავუწოდე და ორივენი ზევით
გავიქეცით... სახლწინ მართლაც დიდი მანქანა იდგა და ავეჯს
ცლიდნენ... სადარბაზოს კარი მთლიანად იყო მოფრიალებული,
გვერდით ჭიშკარიც ყურებამდე იყო გაღებული, სახლი გამო-
ფატრულს ჰგავდა... ავეჯი ელაგა ტერასის ქვეშ, შანდლებიანი
ფორტეპიანოც, მაგიდაც და სკამებიც, ბუფეტიც და არ ვიცი, კი-
დევ რა აღარ... სახლიდან დარჩენილი ავეჯი გამოჰქონდათ,
დაბლა ალაგებდნენ, სახლში კი შეჰქონდათ ფანერის საწერი მა-
გიდები, ყვითელი სკამები და ძალიან უშნო, ფანერისავე კარა-
დები... ჩვენ კუთხეში მივიყუჟეთ, ბაღის გალავნისა და ჩიკოანთ
ჭიშკრის კუთხეში, გაშეშებული ვუყურებდით, ჩიკო ტუჩებს იკ-
ვნეტდა გამუდმებით და თვალებიც გადმოცვენაზე ჰქონდა... ჯერ
მეგონა, იქაურობას ტირილითა და ყვირილით ჩამოიცვამს--
მეთქი და გული შემეკუმშა, ხმა რომ არ გაუღია და კრინტი არ
დაუძრავს... ალბათ გული გახეთქვაზე აქვს-მეთქი, ვფიქრობდი.
მეც ძლივს ვიკავებდი თავს, ტირილი არ დამეწყო, ჩემთვისაც
ჩიკოანთ სახლი ხომ ისეთი მახლობელი, ლამის მშობლიური
იყო, თან ჩვენს სახლზედაც გულმა რეჩხი მიყო, ვინ იცის, იქაც
რა ხდება-მეთქი... ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, პაპა
არჩილის სურათზეც კი, აივნის წინ, პირდაპირ თოვლში რომ ეგ-
დო. წარბი არ შეუხრია და სიტყვა არ უთქვამს, გეგონებათ, და-
მუნჯდაო... ვიღაც კაცი, – გაქუცული პალტო ეცვა და ქუდი კიდევ
საჩეხივით ჰქონდა წამომდგარი, – დაიხარა, სურათს ფეხი დაჰ-

291 მკითხველთა ლიგა


კრა, ჩარჩოდან გააძრო, მოჩუქურთმებული შავი ჩარჩო
ამოიიღლიავა, მერე აივნის ქვეშ შევიდა და გამოსვლისას
მეორე ხელში მოზრდილი ქოთანი ეჭირა დეიდა ალისას საამა-
ყო ალისფრად გაშლილი კაქტუსით, მოდიოდა და თვალს ვერ
აცილებდა ამ უმშვენიერეს ყვავილს, ისე ჩაგვიარა, არც შევუმ-
ჩნევივართ. ვიღაცეებსაც გამოკრული ფუთები მიჰქონდათ, ერ-
თი კაცი კი, ხელში გაბერილი საქაღალდე რო ეჭირა, ის იყო, უნ-
და შესულიყო სადარბაზოს სვეტებთან შესასვლელში, რატომ-
ღაც ნაბიჯი შეანელა, ჩვენკენ გამოიხედა და... აქ რას აკეთებთ,
ბავშვებოო, შეგვეკითხა.
– ეს ჩვენი სახლია! მამაჩემის პაპის აშენებულია... – თქვა ჩი-
კომ ისე უბრალოდ, ისე ჩვეულებრივი კილოთი, გეგონებათ,
სულ არ განიცდისო, ოდნავადაც არ აჰკანკალებია ხმა და თუმცა
მთლად გაფითრდა, მკვდრის ფერი დაედო, თვალიც არ მოური-
დებია კაცისთვის, შეუპოვრად უყურებდა და მე ვიფიქრე, რომ
არ არსებობდა ძალა, რომელიც ჩიკოს ამ სიტყვების თქმის უფ-
ლებას წაართმევდა.
კაცი ის იყო, მოფრიალებულ კარში უნდა შესულიყო, რომ მე
ჩემდაუნებურად დავუძახე:
– რა უნდა იყოს ამ სახლში, ძია... ჩიკოს სახლში რა უნდა
იყოს!
კაცი მობრუნდა და თავისი კეთილი განწყობა იმით გამოხა-
ტა, მკაფიოდ და დამარცვლით წარმოთქვა: "უშოსდორი", ... და,
რადგან დაეჭვდა, რომ ჩვენ ამას ერთი თქმით ვერ დავიხსომებ-
დით, კიდევ გაიმეორა: "უშოსდორი... უშოსდორი..."
კაცის შესვლა და გამოსვლა ერთი იყო, მხოლოდ ახლა ხელ-
ში საკერავი მანქანა ეჭირა და ჩვენ ისევ ატუზულები რომ დაგვი-
ნახა, ჩვენკენ ნაბიჯი გადმოდგა და ხმადაბლა გვითხრა:
– მიდით ქვევით აივნის ქვეშ, ქვეყნის რაღაცები ალაგია და
წაიღეთ რამე... თქვენზე უფრო უპრიანია... – ჩვენ არც გავნძრე-
ულვართ... ამ კაცს სულ სხვა რაღაც ესმოდა, რაც ჩვენ არ გვეს-

292 მკითხველთა ლიგა


მოდა... ჩაგვიარა, ისევ მობრუნდა და მოგვაძახა: – უპრავლენიე
შოსეინიხ დოროგ...
წავიდეთ-მეთქი, ჩიკოს ვუთხარი. მაშინვე გამოვიქეცით. ის
იყო, ბავშვები მწკრივად ეწყობოდნენ და ქსენია მასწავლებელი
აქეთ-იქით მოუსვენრად იყურებოდა... ჩიკომ ხელი გამკრა და
აუზისკენ მანიშნა. აუზთან იდგა ფრაუ ელზა. რაღაც უცნაურად
აწოწილი მეჩვენა, იდგა და მწუხარე თუ ჩაფიქრებული დასცქე-
როდა ცარიელ აუზს... მე და ჩიკო როცა ერთმანეთს ვეკითხებო-
დით, რა გგონია, როგორ გავჩნდითო, ჩიკო ნაირ-ნაირ ამბებს
მიყვებოდა და ყველა ამბავი მათ სახლ-კარს უკავშირდებოდა.
მაგრამ ჩვენ ორივეს "ცისა და მიწის" ამბავი მოგვწონდა. ოჰ,
როგორი ხელების შლით ჰყვებოდა ჩიკო: "ანგელოზს ვეჯექი
ფრთებზე, ეე, და დავფრინავდით და დავფრინავდით... მეუბნე-
ბოდა, იქ ჩაგაფრენ, სადაც თქვენი სახლიაო და აბა, თუ იცნო-
ბო... დედა და მამა კიდევ იდგნენ ტერასაზე და ხელს მიქნევ-
დნენ. ჩამაფრინე, ჩამაფრინეო, რაც ძალი და ღონე მქონდა და-
ვიძახე და მაშინვე ჩამომაფრინა..." მიწის ამბავი კიდევ ის იყო,
რომ მეო, ჩვენს ბაღში ამოვიზარდეო. "ეე, მამა ბოსტანსა მარ-
გლავდა, კიდევ კარგი პაწია თოხით, თორემ იქნებ თავიც
გაეჩეჩქვა ჩემთვის, ისეთი პატარა ვიყავი, ჰოდა, გადამაყოლა
შალაფის კონას... არა, კინაღამ გადამაყოლა, დედა უკანა აივნი-
დან ჩამოჰყურებდა მამას, შემნიშნა თურმე, შემნიშნა, ეს ნამ-
დვილად ჩემი ბიჭიაო, ჩამოირბინა კიბეები, დამტაცა ხელი და
გულში ჩამიკრა..." და ჩიკო გახარებული იცინოდა ხოლმე...
მიუხედავად ასეთი მწარე გამოცდილებისა, ჩემი ეჭვებისა და
ახლა კი თეატრში ამ საშინელი ლანძღვა-გინებისა, მაინც ვერ
წარმომედგინა, ბოლომდე ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს სახ-
ლშიც იგივე უნდა დატრიალებულიყო. ადამიანებს ხომ ხშირად
ჰგონიათ, რომ ავი სნება სხვებისთვის არის და მათ ეს არ შეეხე-
ბათ. უცებ კი პუპლუც, ავი სენი კიდეც ჩავარდნიათ ჯანში, ფეს-
ვიც გაუდგამს, ისინი კი ჯერ ბაიბურშიაც არ არიან... და მეც, ძვე-

293 მკითხველთა ლიგა


ლი ბაღის სკამზე ჩამომჯდარს, სახლში დაბრუნების სურვილით
ატანილს, მეგონა ჩვენი სახლი ხელშეუხებელი იყო, თითქოს
ჩვენი სახლი იდგა და ჩვენს მისვლას ელოდა, იდგა დაობლებუ-
ლი, დამარტოვებული, ჩაბნელებული, ჩაკეტილ-ჩახურული,
ცოცხალი არსებასავით დამწუხრებული და დადარდიანებული.
უნდა წავსულიყავი... წავსულიყავი... მარტო იქ მინდოდა წას-
ვლა, სხვაგან არსად, არსად და არავისთან. რაკი ყველას მტრე-
ბი და მავნებლები ვეგონეთ. რაკი ყველას შეეძლო ქვა და გუნდა
დაეშინა ჩვენთვის. ის იყო, უნდა წამოვმდგარიყავი, კაცის გამო-
ჩენამ შემაჩერა. შემაჩერა იმიტომ, რომ არ შემეშინდა... გამიკ-
ვირდა, ძალიან გამიკვირდა. სხვა დროს ამ კაცის დანახვაზე
სუნთქვა მეკვრებოდა, თავით ფეხებამდე ჟრუანტელი დამივლი-
და ხოლმე, ახლა კი მივხვდი, სულ არ შემეშინდა, პირიქით,
თითქოს დავინტერესდი კიდეც. ერთხელ მამას დაუწყო ლაპარა-
კი, მე და ჩიკო უკან, შორიახლოს მივდევდით და მე ისე ვიწო-
ნებდი თავს, რა მამაცია მამა-მეთქი, ჩიკოს ვეუბნებოდი, შეშლი-
ლი გიგოსი სულ არ ეშინია-მეთქი. მერე მამა მეუბნებოდა, გიგო
ძალიან ნიჭიერი იყოვო, პირველი მოწაფე იყოვო, მაგრამ მძიმე
ამბები გადახდა თავს და ასე დაემართაო... მიდიოდა ხოლმე და
ხელებს იქნევდა, ვიღაცას საშინლად ეჩხუბებოდა და სიტყვების
ღვართქაფს აფრქვევდა. ზოგჯერ კი ისეთი ჩაციებით, თვალ-
მოუცილებლად მოგაჩერდებოდათ, გეგონებოდათ, თვალებით
უნდა გაგბურღოსო. ახლა ადლიანი ნაბიჯებით მოალაჯებდა ბა-
ღის ბილიკზე და ქათმებს ეძახდა: "ჯუგი, ჯუგი, ჯუგი..." თან გაფა-
ციცებით აქეთ-იქით იყურებოდა, გაკერპებულ მზერას ავლებდა
გარემოს, თავისი განუშორებელი, გადაქექილი ტუჟურკა ეცვა,
თოკებით ამოკრული, ძველთაძველი კალოშები, მოფლაშული
და განაცრისფრებული, მხრებზე კი შინნაქსოვი, ფოჩიანი შალი
ჰქონდა მოგდებული და წინ გამოკრული.
ჩემკენ წამოვიდა, თან ჩაციებით მომჩერებოდა:

294 მკითხველთა ლიგა


– მანდ ხო არ არიან მიყუჟულები? ერთი მეგრულაა, ნეტავი
კი არავინ გამოსჭრას ყელი და... მეორე კიდევ წითელია, კვერ-
ცხი ჰქონდა, არ მინდა, დამეკარგოს. გადაიხედე ერთი, მანდ
კუნჭულში ხო არ არიან დაღუღულები?!
– აქ მარტო მე ვარ... ქათმები არ დამინახავს...
– თვალი აღარ მიჭრის. აბა, ახედე, კენწეროზე ხო არ შეფრე-
ნილან? – და თვითონაც ყელყელაობა დაიწყო, თავს აქეთ-იქით
ატრიალებდა და ეძახდა: – ჯუგი, ჯუგი, ჩამოდით, თუ მანდა
ხართ, ჩამოეხირენით! – ტუჟურკის ჯიბიდან ცოტაოდენი სიმინ-
დი ამოიღო და თოვლზე მიმოაბნია...
– არ არიან, იცით... თუ გნებავთ, მთელ ბაღს მოვირბენ და
ყველა კენწეროს შევხედავ... – მე რაღაც უცნაური გრძნობა და-
მეუფლა, როგორც უნდა აშკარა ყოფილიყო ქათმების ამაო ძებ-
ნის ამბავი, რატომღაც მომინდა, შეშლილი გიგოსთვის თავი გა-
მომედო, მაგრამ გიგომ ყურადღება არ მიაქცია ჩემს შეთავაზე-
ბას, თითქოს არც გაეგოს, აღშფოთებით ისევ თავისას მოსძახო-
და: "სად წავიდნენ, სად გადაზღვავდნენ! მეზობლები არ მიყენე-
ბენ, გამიციეს მთელი ქათმები. იმათაც რა ქნან, ვინ საით მიფ-
რინავს, ვინ საით!" ბაღის ბილიკიდან გადმოვიდა, პირდაპირ
ჩემკენ წამოვიდა, სულ ახლოს მოვიდა და მე ვიგრძენი მძიმე სუ-
ნი, ალბათ, ჭუჭყიანი სხეულისა და გაზინთული ტანსაცმლის, ხე-
ლებიც გაშავრკინებული ჰქონდა და დაუჭრელი ფრჩხილები
ხომ სულ მთლად ჩაშავებული. მე კიდევ უფრო გამიკვირდა,
რომ მაინც არ შემეშინდა. ჩემი სკამის ქვეშ შეიხედა, ხელიც
მოაფათურა, ბურჯისკენაც გადაიხედა... მერე კი სკამის კიდეზე
ჩამოჯდა, გადმომხედა და თითქოს ახლაღა დამინახაო, მზერა
დაურბილდა და კმაყოფილებისა თუ არ ვიცი რის ნიშნად, პირი
გააწკლაპუნა:
– გიცანი... აი, ეხლა გიცანი... მამაშენს სუ რო კვიცივით მის-
დევდი ხოლმე... მისდევდი და მისდევდი... მისდევდი და მისდევ-

295 მკითხველთა ლიგა


დი... კარგი არავინ უნდათ ამ მამაძაღლებს, ამათ, რა უნდათ
ჩვენგან, რაა!
ხელები მწყრალად აიქნია, თვალებსაც ისე მრისხანედ აბ-
რიალებდა, ჯადოქარი გეგონებოდათ, ქვას გახეთქავსო, იტყო-
დით. და მე ამის გამო თითქოს კმაყოფილებაც ვიგრძენი, ვითომ
პატარა კი არა დიდი ვიყავი, მარტოდმარტო ვიჯექი ასეთი შეშ-
ლილის გვერდით და არც ვიცი, რატომ, თითქოს შვებასაც კი
მგვრიდა აქ ჯდომა...
– უიმე, უიმე, ეს რა მომსვლია ამ შლაპუნში! ეგრე ხო ვეღარც
წავალ! – ერთბაშად შეიცხადა, დაიხარა და ხელების ფათურს
მოჰყვა. კალოშებზე თოკები მოშვებოდა, თან გაჰკვანძოდა, წვა-
ლობდა და კვანძებს ვერაფერს უხერხებდა. მე საშველად ხელი
წავატანე, ისე შეხტა, გეგონებათ მოულოდნელობისგანო და
თოკი გასწია, კიდევ უფრო გაქაჩა.
– ნუ გეშინიათ, თქვენი თოკი რად მინდა... – ვუთხარი მე ლა-
მის დაყვავებით, – მე პატარა ხელები მაქვს და კვანძებს კარგად
ვხსნი, მერე თუნდა თქვენ თვითონ მოიჭირეთ.
ჩავიმუხლე მის წინ და კვანძების გახსნას შევუდექი. უჰ, რა
საშინელი სუნი უდიოდა ფეხებზე, შინნაქსოვი, გაფხოკილი და
აქა-იქ ამოგლეჯილი წინდები ეცვა და შარვალიც მუხლებთან
ჰქონდა გაწყალებული. ალბათ, ერთი და ერთი, რაც ჩაიცვა, მე-
რე აღარ გაუხდია-მეთქი, გავიფიქრე.
– აი, ხედავთ, ერთი კვანძი გაგიხსენით კიდეც, დანარჩენებ-
საც მალე მოვრჩები... – ავხედე და გავუღიმე, უცებ შემეცოდა და
იმიტომ.
– შენ აქ საიდან გაჩნდი? წეღან გავიარე აქა და არავინ იყო, –
დაინტერესებით მკითხა.
– იქიდან მოვედი... თეატრიდან...
– ვაიმე, ვაიმე, რა მწუხარედ გაიქნიე თავი! ილანძღებოდ-
ნენ?

296 მკითხველთა ლიგა


– მერე თქვენ საიდან იცით? – გამიკვირდა, ასე "ჭკვიანურად"
რომ დაილაპარაკა.
– ვიცი, ვიცი, მაშ რაღა ვიცი?! აი, რა ყოჩაღად აცაცუნებ ხე-
ლებს, ისინი კიდევ გლანძღავდნენ არა?! – ხელი გამომიწოდა,
უკანკალებდა ხელი, ერთხანს ჰაერში ჰქონდა გაჩერებული, მე-
რე ნელა და ფრთხილად მხარზე დამკრა.
მე ვერ ვიტანდი შეცოდებას, ძვალსა და რბილში მქონდა გამ-
ჯდარი, რომ ყოველთვის ლაღი და ბედნიერი უნდა ვყოფილიყა-
ვი და არა დაჩაგრული და საცოდავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, ყვე-
ლაზე სამარცხვინო, ყველაზე, ყველაზე დამამცირებელი ჩაგვრა
იყო... და კიდევ უფრო გამიკვირდა, რომ ამ შეშლილი კაცის თა-
ნაგრძნობაზე, წამიერ თანაგრძნობაზე გული ამიჩუყდა, ალბათ
არავისი თანაგრძნობა არ იმოქმედებდა ასე. ჩვენმა ჩაწიხვლამა
და დამცირებამ გულისხმაში ჩააგდო-მეთქი, გავიფიქრე და შე-
მეცოდა. ძალიან შემეცოდა. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი,
როგორ უბედურადაც უნდა ჩამეთვალა თავი, მას ვერ შევედრე-
ბოდი, ვერა, ვერა, ვერა... ვერც მე და ვერც ჩემისთანა სხვა. ალ-
ბათ ამიტომაც ამოვყარე გულის ბუხარი და მთელი ჩემი დარდე-
ბი გადმოვულაგე. შვება ვიგრძენი იმის გამო, რომ შემეძლო, არ
დამემალა და გულწრფელად მეთქვა ჩვენი უბედურების ამბავი.
მივხვდი, რომ რაც მშობლებთან აღარ ვიყავი, გამუდმებით არა-
ბუნებრივად ვგრძნობდი თავს, სულ რაღაცის მალვასა და
ჩქმალვაში ვიყავი და ყველაზე უფრო რა მტანჯავდა და – გულის
გადაშლა რომ აღარ შემეძლო. იქამდეც კი მივიდა ჩემი განდობა
თუ თავშეუკავებელი გულის მოოხება, რომ იმას, რასაც ვერა-
ვის, ვერავის ვერ გავუმხელდი, დედასაც კი, ასე მეგონა, ვერ
ვეტყოდი, ვერ გავუმხელდი, რადგან ეს მამის შერცხვენად მი-
მაჩნდა და ამიტომ გამხელაც მამის ღალატად, ის რაც ღამღამო-
ბით ძილს მიკრთობდა, აქ, დათოვლილ, უკაცრიელ ბაღში შეშ-
ლილ გიგოს, თუ შეშლილი გიგოს თანდასწრებით, – ამას მნიშ-
ვნელობა არა აქვს, ვთქვი... და ეს იყო იმ საშინელ ღამეს მამას

297 მკითხველთა ლიგა


დალაჩრების ამბავი, ის ფორმიანი ვიგინდარები რომ არ მიბ-
ღერტა, არ გაყარა და თვითონაც დასაკლავი ცხვარივით გაჰ-
ყვა... მაგრამ ეს რა ვნახე და რა განვიცადე?!
სიტყვა "დალაჩრებამ" მაგიურად იმოქმედა შეშლილ გიგოზე,
ისე შეტორტმანდა სკამზე და ხელებიც ისე გაყარა, გეგონებათ,
მის შიგნით მიწა იძრაო. მე უკან თოვლში გადავვარდი, წამოხ-
ტა, საყელოში მწვდა, წამომაყენა, თან დამძახოდა:
– შეენ, შეეენ თურმე არაფერი არ გესმის!!! ხტუნვა იციი,
იციი? გეკითხები გადახტომაობას თამაშობ, თამაშობ? მიპასუხე,
რა ენა მუცელში ჩაგივარდა, გეკითხები და მიპასუხე!
– ხტუნვა... ვიცი... კარგადაც ვიცი...
– იცი, არააა?! იცი, არააა?! მაშ გადაახტი ამ ბურჯსა და გალა-
ვანს... გადაახტი-მეთქი! ეხლავე ჯოხს მოვიტან და დაგცხობ ბე-
ჭებში, ერთი არ გადამხტარხარ, მაშინ გაიგებ ლაჩრები ვართ
თუ არა, მაშინ მიხვდები, გესმიის?!
– მე როგორ უნდა გადავახტე... – ტირილის ხმაზე ძლივს
ამოვთქვი, – ამ ბურჯს და გალავანს ვერავინაც ვერ გადაახტე-
ბა...
– მაშ, რა გგონია, რო ჩვენ უნდა გადავხტომოდით? რადა
გგონია, რადა!
– მერე ბურჯი და გალავანი რა შუაა?
– ჰოდა, ათი ამოდენა ბურჯი და გალავანია ეს საზიზღარი
ქვეყანა, უნდა გაიგო შენა ესა! არც ისეთი ბაუა ხარ!
– მამა იცით, რა ღონიერია, რო მოენდომებინა, იმათ ცალი
ხელით შეჰკრავდა და გადაჰყრიდა, ისეთ დღეს დააყრიდა, კუ-
დით ქვას ასროლინებდა!
– გეგონოს, გეგონოს! მააშ, დაიხსომე! – თითის ქნევით დამ-
ძახა, მერე თითი მოკაკვა და თავში ჩამიკაკუნა, კიდევ კარგი
ხშირი თმა მაქვს და ქუდიც მეხურა, თორემ ძალიან მეტკინებო-
და, – ჭიანჭველა რო შემოვიდეს ჩეკისტის ფორმით, გესმიის, ჭი-
ანჭველა, მღილი და არარაობა, უნდა თრთოდე და კანკალებდე,

298 მკითხველთა ლიგა


შესაძრომ კუნჭულს ეძებდე და მაინც ვერ დაიმალები, მაინც გი-
პოვიან და შამფურზე აგაგებენ, როგორც მე ამაგეს, გესმიის,
გესმიის!
მხრებში ჩამავლო ხელი და სკამზე დამსვა. ავიბუზე, თავი
მხრებში ჩავრგე, ხელები გადავაჭდე და გულზე მივიკარი და
თუმცა გათანგული ვიყავი, მაინც შევნიშნე, ცალი კალოში გას-
ძრომოდა, სწორედ ის, რომელზედაც ნასკვები სულ გამოვუხსე-
ნი, მაგრამ ვერ გრძნობდა, მშფოთვარე და აღელვებული ჩემ
წინ მიდი-მოდიოდა. დავიხარე და თოკის ნაგლეჯი მივაწოდე:
– გამოიკარით, თორემ გაცივდებით, მეორეც, სადაცაა, გაგ-
ძვრებათ...
ერთბაშად მოკვეთილივით გაჩერდა, ჩამომხედა, დაკვირვე-
ბით მიყურა, მიყურა, მუშტივით გამოკრული სახე თანდათან მო-
ულბა და სრულიად მოულოდნელად თბილი, მამის მაგვარი კი-
ლოთი წარმოთქვა:
– ოო, შენ კი გენაცვალე, რო ეგეთი ზრდილობიანი ყოფილ-
ხარ?! ნუ გეშინიან, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება...
– დიახაც, რო ზრდილობიანი ვარ, იქ კიდევ საზიზღრები და
უზრდელები იყვნენ...
– რო იგინებოდნენ არაა?! – თქვა და გაიცინა.
– გთხოვთ, ნუ იცინით, სულ ტყუილად გვაბრალებდნენ რა-
ღაცებს და ცილს გვწამებდნენ, რატომ, რატომ, რატომ, რა უნ-
დათ ჩვენგანო!
– არ იცი რატოომ, არ იციი? იმიტომ, რომ ლაფში ამოგსვა-
რონ, სამარცხვინო ბოძზე გაგაკრან, გაგაბიაბრუონ, ჩაგწიხ-
ლონ, მოგაფურთხონ, პანჩური გიჭირონ, თავი მოგჭრან, სახე-
ლი გაგიტეხონ, ყბად აგიღონ, მიწასთან გაგასწორონ, ძაღლთან
დაგაბან... კიდევ რა გინდა, პატარა ქალო, რაა-მეთქი, რაა,
ილია გეტყოდა, რით გაგახარო და რა გითხრაო, გესმიის, ხო
კარგად გაიგე?
– მერე რატომ, მერე რატომ, მერე რატომ! – დავიყვირე მე.

299 მკითხველთა ლიგა


– იმიტომ, რომა, იმათი გული ვითა ჯურღმული, იმათი გული
ვითა ჯურღმული, გესმიის? გესმიის? ჰოდა, როგორ ფიქრობ,
გველი მტრედს გამოსჩეკაავს? ჭინჭრის ძირზე ვარდი გაიხარე-
ებს... ჯურღმულიდან წყვდიადის მეტი რა გამოჭიატდება, ჰაა?!
ხო კარგად გითხარი, ხო კარგად აგიხსენი? – თქვა და სიცილი
დაიწყო... თავს იქნევდა და იცინოდა...
ცუდი დასანახი იყო სიცილის დროს, სახე სულ მოეპრანჭა,
ისე დაუნაოჭდა, საშინელი ნიღაბი გეგონებოდათ... სხვა დროს
ეს სიცილი რომ მენახა, თანაც ასე ახლოს, გული გამისკდებო-
და, მაგრამ ახლა, არამც თუ არ მეშინოდა, რაღაცნაირ კმაყოფი-
ლებასაც მგვრიდა, იმიტომ, რომ ეს საშინელი სიცილი მათი მი-
სამართით იყო, ვინც ჩვენ სამარცხვინო ბოძზე გვაკრავდა... და
რომ იყო ერთი კაცი, ალბათ, ერთადერთი მთელ ჩვენს ქალაქ-
ში, დაე, ის შეშლილი ყოფილიყო, ვისაც შეეძლო, ასე საზარ-
ლად ეცინა...
– შუბლი გახსენი, გოგო, რა თავპირი ჩამოგტირის? მოდი,
ერთად ვიცინოთ, ვიცინოთ და ვიცინოთ! – შემომძახა გიგომ და
მხარზე ხელი გამკრა, – იმიტომ, რომ, შენ გული დაიარხეინე,
მერე იმათ გალანძღავენ, ვინც დღეს ილანძღებოდა, ახლა იმ
სხვებს სხვები, იმ სხვებს სხვები და სულ ეგრე ლანძღვა--
გინებაში იქნებიან, იქნებიან და იქნებიან, იქნებიან და იქნებიან,
იქნებიან და იქნებიან...
გიგო ხელებს პრანჭავდა, გეგონებათ ცეკვას აპირებსო.
– მერე რატომ იქნებიან, მერე რატომ იქნებიან... – მეც დაქო-
ქილივით ვეღარ ვჩერდებოდი, ვიცინოდი და ერთსა და იმავეს
ვიმეორებდი... გიგოს კილო კაკალ გულში მომხვდა, თითქოს
ვიპოვე ის რაღაც, ჩავწვდი იმ კილოს, როცა შეიძლება შეურაც-
ხყოფა მოიგერიო და თამაშის ილეთივით, ხელების პრანჭვითა
და წამღერებით იმეორო ერთი და იგივე... – ოდა, რატომ იქნე-
ბიან! – საბოლოოდ მტკიცე ხმით შევეკითხე გიგოს.

300 მკითხველთა ლიგა


– რატო იქნებიან? რატო იქნებიან? – გიგომ ძლევამოსილი-
ვით გადმომხედა და თითის ქნევით და დამარცვლით მითხრა:
გულის ფიცარზე უნდა დაიწერო რასაც გეტყვი, დაიწეერ?
– დავიწერ, დავიწერ! – შევძახე მე და ხელი გულზე დავიდე,
ვითომ დასაწერად.
– მაშ, კარგი... იმიტომ, რომ... ჩვენ ვცხოვრობთ... ლან-
ძღვა... გინების... ქვეყანაში... – დამარცვლითა და რიხით წარ-
მოთქვა, მერე კი ჩქარ-ჩქარა მიაყოლა: – მაგრამ შენ გული შიგ-
ნითა გქონდეს, როცა ყველა ყველას გალანძღავს და გაულან-
ძღავი არავინ დარჩება. ამ ლანძღვა-გინებით სულ მთლად
დაიბურება ქვეყანა, ისეთი კორიანტელი დადგება, ისეთი კორი-
ანტელი, ისეთი, ისეთი, ისეთი... და მაგას მეორედ მოსვლა ჰქვი-
ან, გაიგეე!
გიგო ქადაგად დაეცა, სკამზე შედგა, ხელებს იქნევდა, ყელის
ძარღვები ებერებოდა.
– ყველა ისე გაბეზრდება. გაბეზრდება და გაბეზრდება... დე-
დამიწაც დამძიმდება, ცაც შეტორტმანდება, იჭექებს და იგრუხუ-
ნებს, იჭექებს და იგრუხუნებს და კარგად მეყოლეე, არ გინდა ჟი-
ჟინი, ნაცარტუტად იქცევა ყველაფერიი! ყველა თავში ხელს
წაიშენს, მაგრამ რაღა დროსაოო, გვიანღა იქნება თითზე კბენა-
ნი, – თვალებიდან ნაპერწკლებს აკვესებდა... შენ მანდ ტაში
დასცხეო, ჩამომძახა და მეც ქვევიდან ტაშიც დავცხე და ხმაც მი-
ვეცი და ტაშის რიტმზე ვყვიროდი: – დაინ-გრევა... დაინ... გრე-
ვა... დაინ... გრევა... დაინ... გრევა...
ჩვენი გაზიდულობა უეცრად დამთავრდა, გიგომ ხელები გა-
შალა, ფრთებივით აიქნია, სკამიდან გადმოხტა და ბაღის ბი-
ლიკს დაადგა, მე აღარც გავხსენებივარ, ცოტა რომ გაიარა, ისევ
ისე დაიწყო აქეთ-იქით თავის ტრიალი და თვალიერება...
მოიხედა და დამიძახა:
– ერთი მეგრულაა, თანაც ქოჩორა, მეორე კიდევ დიდი წითე-
ლი დედალია. თუ გამოჩნდნენ, გამოაფრინე აქეთკენ, კარგიი?!

301 მკითხველთა ლიგა


კვერცხები ჰქონდათ და არ მინდა დაკარგონ, გესმიის, ხო გამო-
რეკავ?
– გამოვრეკავ, გამოვრეკავ! – დავუძახე და ხელიც დავუქნი-
ე... გიგო მაშინვე მიტრიალდა, დაადგა ისევ ბაღის ბილიკს და
მალე თვალსაც მიეფარა. მეც მაშინვე ჩვენი სახლისკენ მოვკურ-
ცხლე, თან აკვიატებულად გიგოს სიტყვებს ვიმეორებდი, ფრა-
ზას, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმიტომ, რომ
ასე მეგონა, თეატრში სათქმელი ფრაზა იყო: "გვიანღა იქნება
თითზე კბენანი... გვიანღა იქნება თითზე კბენანი..."
უცებ ისე მომინდა, ჩიკო მენახა და ყველაფერი მომეყოლა,
ბოლოს კი ამ არაჩვეულებრივი ფრაზით დამეგვირგვინებინა...
ოჰ, როგორ დაჭყეტდა თვალებს, იმდენ რამეს წარმოიდგენდა,
იმდენ რამეს, რომ მეტი არ შეიძლება... ჩვენ "სიტყვის ჩუქებას"
რომ ვთამაშობდით ხოლმე, ჩიკოს ვერავინ ვერ სჯობდა. ერ-
თხელ ისეთ ჩვეულებრივ სიტყვას, როგორც "პურია", ჩიკომ არც
"მშია" მოაბა, არც "პური გამოაცხეს", არც "პური მოზილეს", არც
"პური მოიტანეს"... არაფერი ამისი მსგავსი, არამედ თავისებუ-
რი რიხით წარმოთქვა: "პურის მკის დროს პაპა ესტატე ჰოპუნას
მოსძახოდაო"... ვინ პაპა ესტატე-მეთქი და მაშინვე აღმიწერა ვი-
ღაც პაპა ესტატე, რომელიც ასე და ასე მკიდა და ასე და ასე მოს-
ძახოდა ჰოპუნას, თან დაუმატა: ეჭვი არ მეპარება, სადმე იქნება
ასეთი პაპა ესტატეო... როგორ, მოიგონე-მეთქი? დიახაც რომ
მოვიგონე. მეორედ კიდევ, ისევ "პურის" დასახელების დროს,
როცა მე ვთქვი "პური ჩვენი არსობისა", – ასეთი ყოვლად
ჩვეულებრივი სიტყვები, ბებია ყოველდღე რომ ამბობდა, ჩიკომ
თქვა: შარის პირას მინდორში პური ღაღანებდაო... ზოგჯერ კი,
სიტყვების თამაშის დროს, "პატარძალასი" არ იყოს, ჩიკო შაირ-
საც კი შეთხზავს ხოლმე; მაგალითად, ბებიამ "წყალი" რომ
გვითხრა, ჩიკო ერთ წუთს გაჩერდა, მერე კი შეუფერხებლად
ჩაარაკრაკა: "წყლის ძალი და ღონე მომცა, გამიწყალდეს მტე-
რიო, ჩიკო ყველას მოერევა, ჰერი, ჰერი, ჰერიო". ჰოდა, ცხოვ-

302 მკითხველთა ლიგა


ლად წარმოვიდგინე იმ არაჩვეულებრივ ფრაზაზე: "გვიანღა იქ-
ნება თითზე კბენანი", ჩიკო რა ნაირ-ნაირ ამბებს შეთხზავდა თე-
ატრის მაგინებელ ხალხზე. ჩვენ ვიცინებდით, ვიცინებდით და
ასე მოვიგერიებდით ლანძღვასა და შეურაცხყოფას... მაგრამ
საწყალი ჩიკო ალბათ ისევ თეატრში იჯდა თავში ჩაკრულივით,
ნიკაპით ბარიერზე დაბჯენილი და მართლაც უჩვეულოდ გაყუჩე-
ბული, მე კი ჩვენი სახლისკენ მივრბოდი... ოჰ, როგორ ამიძგერ-
და გული იმის წარმოდგენისას, რომ ჩვენი სახლისკენ მიმავალ
გზაზე დიდ, ყვითელ შენობასთან უნდა გამევლო. ვარჩიე იქვე,
ცხაკაიას ქუჩასთან ავსულიყავი, ზევიდან მომევლო, ნადიკვარ-
თან ჩამოვუხვევდი და ისე მოვიდოდი, კუთხეში წყაროსთან შეჯ-
გუფული ხალხი დავინახე და შურდულივით გავიქეცი, ვითომ
სახლიდან სადღაც გამაგზავნეს... ცხაკაიას ქუჩიდან გადავუხ-
ვიე, ჯორჯიაშვილის ქუჩა ნიავივით ჩავიქროლე და ნადიკვრის-
კენ ჩამოვუხვიე... მეშინოდა ვინმე ახლობელთან შეხვედრისა,
როცა დავუბრუნდებით ჩვენს სახლს, მაშინ ძველებურად მო-
ვირბენ მთელ უბანს-მეთქი, ვფიქრობდი... ახლა კი არც არავინ
შემხვედრია, მხოლოდ მოშორებით ბებო საშას მოვკარი თვა-
ლი, ნადიკვრისკენ მიდიოდა, თავიანთი სახლისკენ... ჩვენს
სახლს გაცდენილი იყო და მე მყისვე თეატრის მლანძღველებს
მივმართე: აგერ ბებო საშა-მეთქი, იცით რა კეთილია, რა კარგი-
ა?! ისე არ შემხვდება, თავზე ხელი არ გადამისვას, არ მომიკით-
ხოს, კანფეტით არ გამიმასპინძლდეს, შალიკო და ლამარა რომ
ჩამოვლენ ხოლმე და ნადიკვარზე ერთად ვთამაშობთ, მაშინ
ხომ ყურადღებას არ გვაკლებს, თავს დაგვტრიალებს...
ბებო საშას დიდ ოთახში, ბუხრის თავზე ფოტოსურათია მიყუ-
დებული, ლამაზი და თან ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა კა-
ცისა, ძველებური, სქელმუყაოიანი, მოყვითალო-მოყავისფრო
სურათი. "ჩემი ძმა ვანო, – ამბობს ბებო საშა, – სტუდენტობის-
დროინდელია..." "რა მშვენიერია, – და ბებიას სახე გაუნათდე-
ბა, – ერთი ცნობილი ფსიქოლოგი, ამბობს თურმე, საშა, კაცი

303 მკითხველთა ლიგა


რაც შიგნით არის, გარედანაც ის არისო, ჰოდა, შენი სასიქადუ-
ლო ძმა სწორედ ამის დასტურია..." მერე მე მომიბრუნდება: "ი-
ცი, გენაცვალოს ბებია, შენ ეს უნდა იცოდე, ბებო საშას ძმა, ივა-
ნე ჯავახიშვილი, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მოამაგეა, დიდი კა-
ცია, ნამდვილი დიდი კაცი..."
ბებო საშა უკვე ნადიკვართან იყო მისული, მე აღმართი რომ
ავირბინე და ისე ავღელდი, ჩვენი უშუალო მეზობლის, ბაბო
სულხანიშვილის სახლწინ დიდ ცაცხვს მოვეფარე. საფარიდან
გვერდულად გავყურებდი ჩვენ სახლს და გულს ბაგაბუგი გაჰ-
ქონდა... არა, არაფერი არ იყო მოფრიალებული ჩიკოანთ სახ-
ლივით, პირიქით, ყველაფერი ჩაკეტილი იყო, სადარბაზოს კა-
რიც, დიდი ალაყაფიც, ქუჩისკენ ყველა ფანჯრის დარაბა დახუ-
რული იყო და მე ისევ ის შეუსაბამო სურათი დამიდგა თვალწინ,
რომ დედა და მამა სწორედ ამ დარაბებს გადაღმა, ჩვენს დარ-
ბაზში კედლის ღუმელთან სხედან... მე მათ მხოლოდ აქ ვხედავ,
სხვაგან მათი დანახვა არ შემიძლია... ეს ხომ ჩვენი სახლია, ჩვე-
ნი სახლი, ჩვენი, ჩვენი... ბებიასი და პაპას აშენებული... ბებია
თურმე ზოგჯერ ხალისობდა და აგურებს აწვდიდა კალატოზებს,
ჩაიცვამდა ბაწრის ძველ ხელთათმანებს და პაპას პროტესტის
მიუხედავად, ყელისწევით სთხოვდა თურმე, ერთ-ორ აგურს მეც
მივაწვდიო და პაპაც იძულებული იყო, თვითონაც მიეღო მონა-
წილეობა... ღმერთო, რა სიხარული იყო, კედლები რომ თანდა-
თან ამოდიოდა... კალატოზების უსტაბაში სახელგანთქმული ფი-
რუზა (გენაცვალოს ბებია, რაც კი თელავში კარგი სახლებია, სუ
ფირუზას აშენებულია), ხუმრობით ეტყოდა ბებიას: "აბა, ქალბა-
ტონო რუსუდან, გამოხედეთ კედელსა, ბედგონიოდ ხომ არ
არის გახიდული?!" "ფირუზას ამოყვანილი კედელი ბედგონიოდ
არასდროს არ იქნება", – ჩაცინებით ეტყოდა პაპა ფირუზას. მეც
იქ ვიყავი, მართალია, ჯერ არ ვარსებობდი, მაგრამ ვიყავი, იმი-
ტომ, რომ ბებია ყოველთვის მეუბნებოდა: სახლს რომ ვაშენებ-
დით, შენზეც ვფიქრობდითო, შენ ყოველთვის იყავი ჩვენს ფიქ-

304 მკითხველთა ლიგა


რებშიო... და მე ყველაფერს ვხედავ, სურათიც გვაქვს, ახლად
გადახურულ სახურავზე სხედან პაპა, ფირუზა და დანარჩენი მუ-
შები, ხელში შამფურები უჭირავთ, პაპასა და ფირუზას კიდევ ხე-
ლადა და ყანწები, სახლის დამთავრების სადღეგრძელოსა სვა-
მენ, ბებია კიდევ ქვევით, აივნის სვეტს მიჰყრდნობია, ხელები
სასოებით მიუტყუპებია, თითქოს ილოცებაო... იმ საღამოს თურ-
მე ბებიამ წმინდა გიორგი იხილა, ჩვენს სახლთან ჩაიარა თურმე
და ჯვარი გადასწერა... მე ბებიას ჩავეკითხები ხოლმე,
მთლიანად დაინახე-მეთქი და გაფრიალებული მოსასხამი დავი-
ნახე და წმინდანის მშვენიერი ხელის მოძრაობაო... ისე იმოქმე-
და თურმე, აიღო პატარა ნახშირი და აივნის ბოლოს, სამზა-
რეულოს კედელზე მიაწერა, ახლაც კი მკრთალად იკითხება ბე-
ბიას მიწერილი ლექსი: "ო, ჩემო სახლო, მკვიდრად ნაგებო, ფი-
რუზას ხელით დანახატებო, ჩემი ოჯახის მყუდრო სავანევ, შენს
ჭერქვეშ ჩვენი მოდგმა ამრავლე, დიდი მოწამის მადლი გვფა-
რავდეს".
ჩემი საფრიდან გამოვედი, ფეხაკრეფით მივედი ალაყაფის
კართან და კორა გადავატრიალე, კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი
რაზით და არ გაიღო. ო, როგორ მინდოდა, ჩვენს ბაღში გადამე-
ხედა, სახლი შიგნიდან, აივნის მხრიდან დამენახა... ამ დროს
დეიდა ბაბოს, სულხანიშვილს, ჩვენს მეზობელს, ავადმყოფები
ჰყავდა ხოლმე თავის კაბინეტში, კუთხის ოთახში, ეზოდან მო-
შორებით... მეც ავდექი, პატარა ჭიშკარში შევედი და უცხოსავით
მოვათვალიერე იქაურობა. სულ რაღაც ორი კვირის წინ ეს ეზო
ხომ ჩემთვის მშობლიურივით იყო... ახლა კიდევ აქეთ-იქით ვი-
ყურებოდი და ისეთ დამცირებას ვგრძნობდი... გალავანთან მი-
ვედი, დიდ კომშს ხელები შემოვხვიე და ავცოცდი... გალავანზე
გადავჯექი და სანამ ეზოში ჩავხტებოდი, მაშინვე თვალში შემო-
მეჩხირა თუნუქის მილი, საიდანაც ბოლი ამოდიოდა, მილი კი
პირდაპირ ფანჯარაში იყო გამოჩხერილი, დედას და მამას საწო-
ლი ოთახის ფანჯრიდან... ესე იგი, ცხოვრობდნენ, ჩვენს სახლში

305 მკითხველთა ლიგა


ვიღაცები ცხოვრობდნენ... და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით... ბე-
ბიას არაფერი უთქვამს... დავბრუნდებითო, სულ ამას ამბობდა,
დავბრუნდებითო, აბა, სად დავბრუნდებით, სად, სად... და უცებ
მივხვდი, სწორედ ამ უშნო თუნუქის მილმა მიმახვედრა, ასე რომ
ვითაკილე მისი დანახვა და თანაც მარლის ფარდებმა, ბებიას
ოთახისა და კაბინეტის ფანჯრებზე რომ იყო გაკრული, ვიღაცები
აქეთ მხარეს ცხოვრობდნენ, თანაც საწოლი ოთახი დარბაზის
კედლის ღუმელით თბებოდა, დარბაზის დარაბები დაკეტილი
იყო, ესე იგი, იქით მხარეს არავინ იყო. უნდა მენახა, უნდა ჩავ-
მხტარიყავი და მენახა, ვისაც არ უნდა ეცხოვრა ჩვენს სახლში...
და სწორედ ამ დროს კაკუნის ხმა შემომესმა, გავიხედე და ფან-
ჯარასთან ქალი იდგა და ხელს მიქნევდა. ისეთი ლამაზი იყო,
ჩარჩოში ჩასმულ სურათს ჰგავდა... ქალმა ფანჯარა გამოაღო
და დამიძახა:
– მოდი, გენაცვალე, მოდი... – და ხელით მანიშნა, სახლს შე-
მოუარეო. მე გალავნიდან ჩავხტი, გავიქეცი... და აივანზე რომ
ავირბინე, მაშინვე, როგორც წეღან ის უშნო თუნუქის მილი, ახ-
ლაც თვალში შემომეჩხირა ჩვენი სასადილო ოთახის კარზე ყა-
ვისფერი ლუქი, ბაწრის კუდებით, ჩვენი გამოსახლების დროს
რომ დაადეს. ქალი კარებში შემომეგება, გეგონებათ, ნათელს
აფრქვევსო, ისეთი ლამაზი იყო და ჩემდა გასაოცრად და არა
მხოლოდ გასაოცრად, დედაჩემის ძველი ხალათი ჰქონდა
მხრებზე მოგდებული. მე გავჩერდი... ქალს ვუყურებდი... მაღა-
ლი ქალი იყო, წარმოსადეგი, თმა შუაზე ჰქონდა გაყოფილი და
დაძგიბული, თავზე კი გვირგვინივით ედგა შემოხვეული მსხვი-
ლი ნაწნავები.
– რატომ გაჩერდი? მოდი, გენაცვალე, შემოდი სახლში! –და
ქალმა მხარზე ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა. ბებია ყო-
ველთვის მებრძოდა გადაჭარბებული თავმოწონების გამო, ყო-
ველთვის ჩამაგონებდა: ღვთის წინაშე ყველა ერთიაო, ღმერთმა
ყველას თავისი წილი უბოძა და კაცი თუ გონიერია, თავის წილ

306 მკითხველთა ლიგა


ბედს უნდა ეწიოსო... მაგრამ არასოდეს არ მქონია ასეთი სურვი-
ლი, თავი მაღლა დამეჭირა, არავითარ შემთხვევაში საწყლად
არ გამოვჩენილიყავი, არავითარ შემთხვევაში არ შემტყობოდა,
რა საშინელებიდან მოვდიოდი, როგორი გალანძღულ--
გათათხული, შეძრწუნებული და უბედური... მთელი ჩემი არსება
ამბოხებული იყო ყოველივე იმის წინააღმდეგ, რისი მოწმეც გავ-
ხდი... და ახალი დარტყმა რომ მარგუნა ბედმა, კიდევ უფრო შე-
ვიკარი მუშტივით... არა, არა, არა, არ უნდა დაენახათ, ჩემ შიგ-
ნით რა ხდებოდა, არ უნდა ეგრძნოთ, რა მინდოდა და რა მსურ-
და, რომ დავმდგარიყავი შუა მოედანზე და მეყვირა, მეყვირა,
მეყვირა, ისეთი ძალით და ისეთი თავგამეტებით, ქვეყანა გამეყ-
რუებინა... აი, ეს მინდოდა, ეს მსურდა, ეს მწყუროდა! ქვეყანა
გამეყრუებინა ჩემი ყვირილით, რომ ყველაფერს ეზანზარა! ჩემი
ყვირილით შეძრულიყო მთელი ქვეყანა!
ამის მაგივრად მე ვიდექი ჩვენს ოთახში, დედას და მამას სა-
წოლ ოთახში, და აქეთ-იქით ვიყურებოდი... აი, თურმე რას ნიშ-
ნავდა მამას სიტყვები... და მე ახლა, ჩვენს სახლში მოსულს, ასე
მეგონა, მამას სიტყვებმა ჩემში იხარა და ფესვი გაიდგა... სწო-
რედ ახლა, როცა მამა ჩვენთან აღარ იყო... ბოლო დროს მამა
სულ იმას მეუბნებოდა, ყოჩაღი უნდა იყოვო, ჩვენი თამაშები,
ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მამას შეგონებით თავდებოდა:
რაც არ უნდა შეგემთხვეს, იცოდე, ყველაფერი, ყველა გაჭირვე-
ბა ყოჩაღად უნდა გადაიტანოვო... შეიძლება მე არ ვიყო შენ
გვერდით, დიდი ხნით სადმე გამგზავნონ და, სადაც უნდა ვიყო,
იცოდე, ვიგრძნობ, შენ თუ ყოჩაღად არ მოიქცევიო... ამ სიტ-
ყვებზე მე გავითანგებოდი, შიგნით ყველაფერი გამიჩერდებო-
და, რად მეუბნები ამას, სად უნდა წახვიდე-მეთქი, ხმის კანკა-
ლით შევეკითხებოდი... არსად, არსადო, გაიცინებდა, ეს იმ შემ-
თხვევაში, თუ მაინც წავედიო, ჰოდა, შენ არასოდეს არ უნდა იყო
მტირალა და უშნო ბავშვიო. იცოდე, შენს ტირილს ცხრა მთას
იქითაც გავიგონებო... "მტირალა ბავშვი", – ეს იყო ყოვლად და-

307 მკითხველთა ლიგა


მამცირებელი. და ჩემთვის ახლა აშკარა იყო, რომ მამამ იცოდა,
რა უბედურებაც უნდა დაგვტეხოდა თავს და მამზადებდა, მაფ-
რთხილებდა და ჩამაგონებდა... განსაკუთრებით ერთი საღამო
ამომიტივტივდა, დედა ავადმყოფთან წაიყვანეს, ბებიაც არ იყო
სახლში, მე და მამა ვიყავით მარტო. მამა პატარა მაგიდასთან
იჯდა და რაღაცას წერდა, მეც იქვე, შორიახლოს, საშენი მასა-
ლით კოშკს ვაგებდი... მამამ თავი აიღო, გამომხედა და: "მოდი,
ჩემო გოგო, ილიას "ყვარლის მთებს" მითხარი... ხომ გახსოვს?
რაღაც ძალიან მომინდა შენგან გავიგონო... მხოლოდ იჯექი, არ
ადგე..." მე როგორც კი დავიწყე: – "სამშობლო მთებო, თქვენი
შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე
დავიწყებასა..." – მამას ისეთი მწუხარე სახე გაუხდა, მაშინვე წა-
მოვდექი, მივირბინე, მუხლზე დავუჯექი და რა დაგემართა,
მამიკო-მეთქი, ვუთხარი... არაფერი, არაფერიო... და მაშინაც ის
მითხრა: რაც არ უნდა შეგემთხვეს, გთხოვ, ყველაფერი ყოჩა-
ღად გადაიტანოვო...
ეს ჩვენი ოთახიც იყო და აღარც იყო ჩვენი ოთახი, პირველ
რიგში, სუნის გამო. მომერიდა თორემ, ცხვირზე უნდა ამეფარე-
ბინა ხელი და სწორედ ამ დროს, თუნუქის ღუმელთან, რომელ-
ზეც ქვაბი იყო შემომდგარი და რაღაც იხარშებოდა, – ჩვენ არა-
სოდეს სახლში საჭმელს არ ვაკეთებდით, მხოლოდ და მხოლოდ
სამზარეულოში, ვერავინ ვერ იტანდა საჭმლის სუნს, მარტოდ-
მარტო მამა და ძია ლექსო ჩვენი სასადილო ოთახის ბუხარში
მწვადებს წვავდნენ ხოლმე, ისიც იშვიათად და დედა და დეიდა
ალისა იმასაც კი აპროტესტებდნენ, – ჩემხელა ბიჭი დავინახე,
იდგა და მიყურებდა...
– ჯონდო, ნახე, შენთან სათამაშოდ რა კარგი გოგონა მოვი-
და, – უთხრა ლამაზმა ქალმა, როგორც ჩანს, დედამ, – ასე მით-
ხრა, ჯონდოსთან მოვედიო, მოდი, ჩემო ბიჭო, გაიცანით ერთმა-
ნეთი.

308 მკითხველთა ლიგა


ჯონდო კი ისევ ისე იდგა და მიყურებდა თავისი უცნაური თვა-
ლებით... ასე მეგონა, უბიძგეს, სიზმრიანი ძილიდან გამოაფხიზ-
ლეს და მაინც ბოლომდე ვერ გამოფხიზლებულაო... მაგრამ
არაჩვეულებრივად ჰგავდა თავის დედას, ისეთივე ლამაზი იყო,
თითქოს საგანგებოდ გაუფერადებიათო. თეთრი, ფაიფურივით
გამჭვირვალე სახე და მკაფიოდ წითელი ტუჩები ჰქონდა, თვა-
ლები კი რაღაც გაურკვეველი, ღია ფერის, თითქოს ოქროსფერი
გადაჰკრავსო. არ ვიცი რატომ, თვალებს ჭუტავდა და ძალიან
გრძელი წამწამების ჩრდილი ეფინებოდა უპეებზე...
– გიცანი... გიცანი... – თქვა ბიჭმა, – დედა, ეს ის გოგოა, იმ
ოთახში, სურათზე რომ ვნახეთ... თავის მშობლებთან ერთად...
აი, ეს ქურქი გაცვია იქაც, არაა?!
მე თავი დავიქნიე.
– ააა, – თქვა ქალმა და თვალებში რაღაც გაუკრთა, – მე კი
მეგონა, მეზობელი იყავი და იმ ეზოდან მოხვედი...
– მე აქ ვცხოვრობდი... ეს ჩვენი სახლია... – ჩემზე ისეთი
შთაბეჭდილება დატოვა ამ სამი დღის წინ ჩიკოს ნათქვამმა, –
ისეთი სერიოზულობით და ისეთი ღირსებით, – რომ მეც ზუსტად
ჩიკოსნაირად ვთქვი: – ბებია ამბობს, რომ ჩვენ აუცილებლად
დავბრუნდებით ჩვენს სახლში.
– ნეტავ არ იქნება?! – ღიმილით თქვა ქალმა, – მაშინ ჩვენც
ასე გამოყრუებულები არ ვიქნებით?! აი, გენაცვალე, – მიმართა
თავის ბიჭს, – სულ რომ გეჩვენება იქით ოთახებში ვიღაცები და-
დიანო, აბა, ვინები დადიან, არავინაც არ დადის, აი, თუ ეს გო-
გონა დაბრუნდა, ეს ივლის... – და ქალმა ქაფქირი აიღო ფან-
ჯრის რაფიდან და მოთუხთუხე ქვაბს ამოურია. ხუფი რომ ახადა,
კიდევ უფრო საშინელი სუნი ამოვარდა... დავინტერესდი, რას
ხარშავს-მეთქი, – ღორის ნაწლავებია, ისეთი გემრიელია
მწნილთან ერთად... ხომ არ გინდა?
მე უარის ნიშნად თავი გავუქნიე, წარმოდგენითაც ვერ წარ-
მოვიდგინე ღორის ნაწლავების ჭამა, მით უფრო გამიმტკიცდა

309 მკითხველთა ლიგა


აზრი, რომ ეს ვიღაც საწყალი ხალხია, თავისი არც სახლი ჰქო-
ნიათ, არც კარი. დედაჩემის ძველი ხალათი მოუსხამს, სხვის სა-
წოლში წვანან და ღორის ნაწლავებს ხარშავენო... ქალმა ქვაბს
ხუფი დაახურა, მერე თაროდან ქაღალდის პატარა პარკი ჩა-
მოიღო.
– აბა, ჯონდო, წამლის დროა, დალიე და გაიქეცი ეზოში სა-
თამაშოდ! გთხოვ, გენაცვალე, – მომიბრუნდა ქალი, – ითამა-
შეთ შენ და ჯონდომ ერთად, კარგიი?
ქალმა ჩემს პასუხს არ დაუცადა, ფხვნილის ქაღალდი გახსნა,
ჯონდოს ენა გამოაყოფინა, ფხვნილი დააყარა ენაზე, წყალი
მიაყოლებინა. ჯონდომ ისე მოჭმუხნა სახე და უჰო, თქვა, ეტყობა
წამალი მწარე იყო.
– ქინაქინაა? – ვკითხე მე.
– არა გენაცვალე, ეს სხვა წამალია...
ქალმა ბიჭს ნაბდის ძველა მოახვია, საყელოსთან ზონარზე
გამოკრული, მატროსული ხალათის ოთხკუთხედი საყელო ლა-
მაზად ამოუწია, ნაქსოვი ქუდი უნდოდა დაეხურა და ჯონდომ
არაფრით არ ქნა, ტუბეტეიკა უნდა დავიხუროვო და მართლაც
თავისი გაიტანა და ძალიან ლამაზი, ოქრომკედით ნაკერი ტუბე-
ტეიკა დაიკოსა. ქალმა ჯონდო წინ გაუშვა, მე კი ხელი მომკიდა
და გამაჩერა, მერე დაიხარა და დაბალი ხმით და თხოვნის კი-
ლოთი მითხრა:
– ჯონდომ თუ სიკვდილზე რამე გითხრას, მაშინვე სხვა რაღა-
ცაზე გადაუტანე ლაპარაკი, კარგი?
მე დაბნეული შევაჩერდი ქალს...
– სიკვდილის ეშინია... აქ კიდევ სულ მოიწყინა, გარეთ არ
გადის, ძალიან გთხოვ, ითამაშეთ ერთად, ჰაერზე იყავით, მერე
თუ გინდა, კარტოფილს შეგიწვავთ, ერბოკვერცხს გაგიკე-
თებთ...
ქალმა ხელი მომხვია და მიმიზიდა. და მე ვიფიქრე, ეტყობა
უჭირს-მეთქი, იცის ვინა ვარ და მაინც მომეხვია-მეთქი... ჯონდო

310 მკითხველთა ლიგა


ეზოში, იქვე აივანთან მიცდიდა, მივირბინე, მხარზე ხელი დავკა-
რი, მივაძახე, დამიჭირე-მეთქი, და გავიქეცი... არაჩვეულებრი-
ვად მესიამოვნა ჩვენს ეზოში გაქცევა, ძალ-ღონის ისეთი მოზ-
ღვავება ვიგრძენი, მინდოდა მერბინა, მერბინა, მერბინა ჩვენს
დათოვლილ ბაღში. ხეებს გარშემო ვურბენდი, ჭასაც ერთი სამ-
ჯერ შემოვურბინე, დიდ ცაცხვთან მივირბინე, სახლის მეორე
მხარეს, ქუჩისკენ, კუთხეში რომ იდგა... ჯონდომ ერთხანს მდია,
მაგრამ ვერ დამეწია, გაჩერდა და ყურება დამიწყო, მე კი ისევ
დავრბოდი, ფარდულშიც შევირბინე, თონეებსაც დავხედე, შეშის
წყებასაც ავავლე თვალი, ფარდულის ერთი ნაწილი, რომელიც
იკეტებოდა და ბებიამ კლიტე დაადო, ისევ ისე იყო კლიტით და-
კეტილი... ჯონდო კი ისევ ისე იდგა ლეღვის ბუჩქთან და წარბებ-
ქვემოდან გამომყურებდა... მე მოვირბინე ჯონდოსთან, რატომ
არ გამომეკიდე-მეთქი? – ვკითხე, ჩვენ ხომ დაჭერობანა უნდა
გვეთამაშა-მეთქი.
– მე ვიფიქრე, შენ მარტოს გინდოდა გერბინა და... ჩემთან
თამაში სრულებითაც არ გინდოდა... გინდა, ქუდიდან ოქროს ძა-
ფი ამოგიძრო?
– არაა... აბა, რად მინდა? – ვუთხარი მე გულის გარეთ, თუმ-
ცა ძალიან მინდოდა.
– მე კიდევ მეგონა, რომ გინდოდა...
– არა, არა, მამა ჩამომიტანს, მე დავაბარე, ოქროსძაფე-
ბიანიც ჩამომიტანე და ვერცხლისძაფებიანიც-მეთქი! – ვთქვი
და გავიცინე.
– მეც ეს ქუდი მამამ ჩამომიტანა ბუხარიდან... – თავისი უც-
ნაური თვალებით მიყურებდა, ასე მეგონა, ბავშვისთვის სრული-
ად შეუფერებელი იყო ასეთი მიბნედილი თვალები. – შენ ჩემზე
ბრაზი მოგდის? და გეჯავრები? – მკითხა ისეთი საწყალი კილო-
თი, თითქოს, სადაცაა, ტირილს დაიწყებსო. ასეთი ბავშვი მე ჯერ
არ მენახა და ვერ ვიგებდი, რა სჭირდა.

311 მკითხველთა ლიგა


– მე ბრაზიანი არ ვარ და არც მეჯავრები, დედას გეფიცები,
არ მეჯავრები.
– მე კიდევ ვიფიქრე, აქ რომ ვცხოვრობ, უნდა ვეჯავრებოდე--
მეთქი...
– ძალიანაც კარგი, აქ რომ ცხოვრობ! – ვუთხარი მე უდარ-
დელი და ხალისიანი კილოთი, – ჩვენ ხომ შემოგიფარეთ ჩვენ-
თან, თქვენ არც სახლი გაქვთ, არც კარი. ჰოდა, შემოგიფარეთ,
დედა მოსკოვშია კვალიფიკაციაზე, მამა კიდევ მივლინებაში
გაგზავნეს, მე და ბებია კიდევ თბილისში წავედით ნათესავებ-
თან, ჩვენ მალე დავბრუნდებით, აი, ნახავ, ჰოდა, მიხარია კი-
დეც, აქ რომ ცხოვრობ!
დაფიქრებით თუ დაეჭვებით მიყურებდა, უკმაყოფილოდ გა-
იქნია თავი.
– მე კიდევ სულაც არ მიხარია, იმიტომ, რომ ეს ცუდი სახ-
ლია, ციხესავით არის... და ბაღიც... თითქოს სასაფლაოაო...
არავინ არ არის... ჩვენთან არავინ არ მოდის...
აი, როდის ვიგრძენი თავი სახლის მფლობელად და მასპინ-
ძლად, როდის ვითაკილე აუგად ნათქვამი ჩვენს სახლსა და ბაღ-
ზე და მთელი არსებით მომინდა, წკიპურტი ჩამეკრა ამ უცნაური
ბიჭისთვის და გამეგებინებინა, ვისთან და რასთან ჰქონდა საქ-
მე:
– ჯერ ეს ერთი, ჩვენს სახლს კეთილი ანგელოზი ჰყავს, იცი
შენ თუ არა?! მოფრინდება ხოლმე და ჩვენს სხვენში დაიდებს ბი-
ნას...
– შენ გინახავს? – მაშინვე დაინტერესდა ბიჭი.
– ანგელოზზე ტყუილის თქმა არ შეიძლება, მთლიანად არ
დამინახავს, მაგრამ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად გამიგონია
ფრთების შრიალი და ერთხელ ცალი ფრთაც დავინახე, ისეთი
ლამაზი, სულ ვერცხლისფრად ლივლივებდა...
– მაჩვენე, რაა, სად დაინახე, ხომ შეიძლება, მეც დავინახო,
ხომ შეიძლება?

312 მკითხველთა ლიგა


– რატომაც არ შეიძლება, იქნებ კიდევაც დაინახო! – მე ხელი
ჩავჭიდე, გავიქეცი სახლის ყველაზე მაღალ, გვერდითა კედ-
ლისკენ, იმიტომ, რომ სხვენში ასასვლელი შიგნიდან არ გვქონ-
და, გარედან, სამკუთხედად ამაღლებულ კედელზე, საყვავეს-
თან, მოზრდილი სარკმელი და მრგვალად ამოჭრილი ღიობები
იყო... – მე, აი, აქ, გალავნის ძირას ვიყავი ჩამჯდარი, არც ქარი
იყო, არც სიო, ერთი ბეწო ნიავიც კი არა, ჰოდა, შრიალი ჩამო-
მესმა სწორედ აგერ იმ სარკმლიდან, ხედავ, რა მყუდრო ადგი-
ლია, ეტყობა, იმ დროს მოფრინდა და ფრთებს კეცავდა, ან
სხვენში დაფრინავდა, ხომ ხედავ, რა მაღალი სხვენია და
ფრთებს ალივლივებდა...
– მერე რანაირი შრიალი იყო, ხესავით შრიალებდა?
– იცი, როგორი... იცი, როგორი... ჩვენს ხეებს შემოდგომაზე
რო ფოთოლი სცვივა... ისეთი არაჩვეულებრივი შრიალი...
– მეც მინდა, გავიგონო ის შრიალი, ხომ შეიძლება, გავიგო-
ნო?!
– რატომაც არ შეიძლება, მაგრამ ძალიან უნდა მოინდომო...
– ეს ანგელოზი კეთილია, არა?
– ძალიან კეთილია... იცი, მე ბებიამ მითხრა, თურმე კეთილ
ანგელოზს არაფერი ისე არ აფრთხობს, როგორც ბოროტებაო
და ადამიანი თუ დაადგება ბოროტების გზას, დამფრთხალი ან-
გელოზი მაშინვე გაეცლება იმის სახლსაო...
– და მაშინვე იგრძნობსო? იგრძნობსო?
– არაჩვეულებრივად მგრძნობიარეაო... არავინ ასეთი
მგრძნობიარე არ არისო...
ბიჭი მოიღრუბლა, შუბლი შეიჭმუხნა და გეგონებათ დიდიაო,
ისე სევდიანად წარმოთქვა:
– მეც ძალიან მგრძნობიარე ვარ... ანგელოზი რომ ვიყო, კი-
დევ ჰო, ჩემთვის კი ცუდია...
– რად არის ცუდი, ყველა ბავშვიც მგრძნობიარეა და მერე
რაა...

313 მკითხველთა ლიგა


– შეენ... – თქვა ბიჭმა და თავი ჩაღუნა.
– რა მეე... – ჩიკოსგან სხაპასხუპით ლაპარაკს დაჩვეულს მე-
ხამუშებოდა ამ ბიჭის პაუზებით წარმოთქმა სიტყვებისა, – ჰოდა,
რა მეე, რა უნდა გეთქვა? – მოუთმენლად შევძახე.
– შეენ... გეშინია... სიკვდილისა? – ისე ჩუმად თქვა, თითქოს
საიდუმლოს მიზიარებსო.
– სიკვდილისა? სიკვდილისა? მაგაზე არც მიფიქრია...
– მაშ... სულ არ... გეშინია?
მე დაბნეული მივაჩერდი ბიჭს...
– მეე... ზოგიერთი... ადამიანისა მეშინია... – ვუთხარი და, რა
თქმა უნდა, ფორმიანი კაცები ვიგულისხმე, ისინი, ვინც მაშინ, იმ
საშინელ ღამეს ჩვენთან მოვიდნენ და მამა წაიყვანეს.
– მე კიდევ... მე კიდევ... სიკვდილის მეშინია... სიკვდილის
მეშინია...
ბიჭმა ხელი წამავლო, სეტყვასავით ჰქონდა ხელი, ყურები
კიდევ წითლად უღვიოდა, ნაკვერჩხლები გეგონებოდათ, თვა-
ლები გაუფართოვდა, შიშით იყო მოცული. თითქოს მართლა
სიკვდილს ხედავსო... მე მხარზე მოვხვიე ხელი, შევანჯღრიე:
– ნუ გეშინია, აბა, რა არის საშიში, აქ სიკვდილს რა უნდა, წა-
მოდი, წამოდი, რა გაჩვენო, ჩვენ ყველა ჩვენი ეზოს მშვენებას
ვეძახით!
ხელი ჩავჭიდე და სახლის მეორე მხარეს, საურმე გზის ბო-
ლოს, დიდი ცაცხვისკენ გავაქანე... ჩვენი ცაცხვი მართლა ულა-
მაზესი იყო, განზე წასული და გაბარჯღული კი არა, ზეცისკენ ატ-
ყორცნილი შვეული ტოტებით და, რაც მთავარია, ძირიდანვე სამ
უზარმაზარ ტოტად შეტყუპებული, შემდეგ გაშლილი და ასე აღ-
მართული ცისკენ. მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში აყვავდე-
ბა და მთელ ჩვენს არემარეს საუცხოო სურნელს ჰფენს. მაგრამ
მაინც მთავარი სულ სხვა რამ იყო და სწორედ ეს ვუთხარი ჯონ-
დოს:

314 მკითხველთა ლიგა


– ხედავ, როგორი ხეა? ახლა ფოთლები არა აქვს და ძალიან
კარგად ჩანს, აი, ხედავ ძირიდანვე ამ სამ დიდ ტოტს? ეს ტა-
რიელი, ავთანდილი და ფრიდონია! – და მე ძლევამოსილად გა-
დავხედე ბიჭს. მან კი წარბები შეიჭმუხნა და ვინა, ვინაო, ისე
მკითხა, თითქოს არასოდეს არ გაუგონია და პირველად ესმის
ეს სახელებიო. – როგორ! – შევძახე მე გაოცებით, – არ იცი ტა-
რიელი, ავთანდილი და ფრიდონი ვინ არიან?
არა, არ იცოდა, არაფერი არ იცოდა.
– გმირები არიან, ქაჯეთის ციხე აიღეს, ქაჯები დაამარცხეს და
ნესტან-დარეჯანი გამოიხსნეს... მე შენ ყველაფერს მერე გიამ-
ბობ! – დატევით ვეუბნებოდი და კმაყოფილებასაც ვგრძნობდი...
– მხოლოდ ძალიან გთხოვ, წყნარად მითხარი რაა.. იცი, რო-
გორ მომეწონა, ქაჯები რომ დაამარცხეს...
– კარგი, ვეცდები წყნარად გითხრა... მაგრამ ძალიან მიკ-
ვირს, რო არაფერი არ გცოდნია, ღმერთო ჩემო, თანაც "ვეფხის-
ტყაოსანი!" – ზუსტად ბებიას კილოთი ვუთხარი, ტაშიც შემოვ-
ცხე, დატუქსვის ნიშნად თავიც გავაქნიე და შვებაც ვიგრძენი...
ბიჭმა თავი ჩაღუნა, ტუჩები გამობუშტა და გრძელი, ნამჯის-
ფერი წამწამები აახამხამა...
– რა მოგივიდა, ჯონდო, რა მოგივიდა?! – პირველად ვუთხა-
რი სახელი და ვეცადე, დაყვავებით მეთქვა... თავი აიღო, შემომ-
ხედა, მომეჩვენა, თვალებში ცრემლი უბრწყინავდა და ისეთი
ლამაზი იყო, ასეთი ლამაზი ბავშვი არც მენახა.
– შენ გინდა დამამცირო... რაკი მე არ ვიცი ის... რაც შენ
იცი...
მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მაგრამ ვიუარე:
– გამიკვირდა... უბრალოდ გამიკვირდა...
– მე კიდევ მეგონა, რომ გაგიხარდა...
– შენ თუ ასეთი წყენია ხარ, მე აღარაფერსაც არ გეტყვი! –
ვთქვი და შევბრუნდი, ვითომ წასასვლელად. შეეშინდა, ხელზე
ხელი მომკიდა:

315 მკითხველთა ლიგა


– არ წახვიდე, რაა, მითხარი იმ გმირებზე, რაა?!
– ჰოდა, რაინდები არიან ტარიელი, ავთანდილი და ფრიდო-
ნი, მათი სულები ყველგან თავს დაგვტრიალებენ და ჩვენს ეზო-
ში მათ ამორჩეული აქვთ, აი, ეს ჩვენი ცაცხვის ხე შესახიზნა-
ვად... როცა ავადა ვარ ხოლმე, ციება რომ მქონდა და საშინელი
ქინაქინის ნემსი უნდა გაეკეთებინათ... იცი, რა მწარეა, გეგონე-
ბა, დანა ჩაგცესო, ჰოდა, ბებია ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე,
ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის სულები ჩამოგყურებენ
ჩვენი ცაცხვიდან და გამხნევებენო, ჰოდა, ძალიან ეწყინებათ,
შენ თუ სილაჩრე გამოიჩინეო... ჰოდა, რას გეტყვი, იცი, შემოეხ-
ვიე ეხლავე ცაცხვის ხის ტოტებს, ხელები გაშალე და შემოეხვიე.
ნახავ, როგორ შვებას იგრძნობ, სიკვდილის შიშიც გაგიქრება...
– მართლა?.. მართლა?.. აბა, როგორ... როგორ უნდა შემო-
ვეხვიო, აბა მაჩვენე!
– მოდი, აი, მე იქიდან შემოვეხვევი, შენ აქედან შემოეხვიე
და ხელები ჩავჭიდოთ ერთმანეთს და ნახავ, ნახავ, ნახავ, აღა-
რაფრისაც არ შეგეშინდება!
ჩვენ მართლა შემოვეხვიეთ, ხელებიც მივაწვდინეთ ერთმა-
ნეთს, აბა, ახლა ჯერ ერთი ლოყა მიადე, ხეს, მერე მეორე და
ცოტა ხანს გაყუჩებული ვიყოთ-მეთქი... ჩვენ სამივე ზროს ჯერჯე-
რობით შემოვეხვიეთ... ჯონდო თანდათან ხალისდებოდა, რა
კარგიაო, მეუბნებოდა, ბოლოს კი მითხრა, ქუდიდან ოქროს ძა-
ფი უნდა ამოგიძროვო... მე კი ჩვენი ბაღის "გაცოცხლების" და
ჯონდოს მოჯადოების ისეთ ეშხში შევედი, რომ რაღას არ ვუამ-
ბობდი... განსაკუთრებით მოიხიბლა ალიწეწიებითა და მისტერ
ბრაუნით. ალიწეწიები ხომ პაწია, ერთიბეწვა ქალუკები არიან,
წყლის სულები, ჩვენს ჭაში ცხოვრობენ, ქვევით, სულ ქვევით,
წყლის პირას ქოხები აქვთ და ჩვენი ჭის სიწმინდეს სდარაჯო-
ბენ...
– მერე იქ სული არ ეხუთებათ? – იკითხა ჯონდომ.

316 მკითხველთა ლიგა


– სრულებითაც არ ეხუთებათ, ისინი წყალშიც ისე გრძნობენ
თავს, როგორც ჩვენ ჰაერზე... მერე კიდევ ამოდიან ხოლმე, ძა-
ლიან უყვართ მზიან-ქარიანი ამინდი. ამოვლენ და ჭის ირგვლივ
ისეთ ფერხულს გააჩაღებენ, თვალს ვერ მოსწყვეტ...
მართლა, პირველად მაშინ ვნახე მათი ცეკვა-თამაში, ავად
რომ ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა. წამოვიწიე ლოგინში, ბა-
ლიშს დავეყრდენი და ჩვენს ბაღს გავხედე... ნიავი არხევდა იის-
ფერ შემოდგომურებს. ბალახი ბიბინებდა, შემოდგომის ნორჩი
ბალახი, ალიწეწიებს კი, პაწია ქალუკებს, ჭის ძირში ფერხული
გაემართათ, ჩაებათ ერთმანეთისთვის წკირა ხელები და ჭას
გარშემო უვლიდნენ, თან ხმაშეწყობილად გალობდნენ...
– მაშ შენ გინახავს? გინახავს? – თვალები დაჭყიტა ჯონდომ.
– აბა, არ მინახავს? აგერ იმ გულაბის ქვეშ დავჯდები ხოლმე,
თვალებს მოვჭუტავ და გავინაბები... ბევრი დრო გავა თუ ცოტა,
შევხედოთ და გამოჩნდებიან, ამოყოფენ ლამაზ თავებს, მზეზე
უბრწყინავთ ოქროსფერი დალალებიც და ვერცხლისფერი კაბე-
ბიც... მხოლოდ აუცილებლად მზიან-ქარიანი ამინდი უნდა იყოს,
ისე არ ამოვლენ, იმიტომ, რომ გაგიჟებით უყვართ მზეც და ქა-
რიც... აბა, მოდი, ჭაში ჩავიხედოთ, გაჩვენებ, სადაც სხდებიან
ხოლმე... – მე ჭას სახურავი ავხადე, ორივენი ჭის ბარიერს და-
ვეყრდენით და ჭაში ჩავიხედეთ. ყოველთვის მაღელვებს ჭაში
ჩახედვა, ღრმად, ძალიან ღრმად ჩანს წყაროს თვალი და ამ
თვალში ჩემი გამოსახულება. ახლა ორივენი გამოვჩნდით, მე
და ჯონდო.
– რა კარგი იქნებოდა, ალიწეწიებიც დაგვენახა! – თქვა ჯონ-
დომ.
– მათ ეხლა თავიანთ ქოხებში სძინავთ, ზაფხულობით კი,
ხომ ხედავ პატარა საფეხურებს ჭის კედლებზე, პაწია ქალუკები
მანდ ჩამოსხდებიან ხოლმე და ჭაში ერთ ქინქლას არ ჩააჭაჭანე-
ბენ, თანაც კედლების ჩაჭიკჭიკებულ აგურებს ხავსისაგან წმენ-
დენ, აი, ასეთი თავდადებულები არიან, თავდაუზოგავები...

317 მკითხველთა ლიგა


– იცი როგორ მინდა, მეც ვნახო პაწია ქალუკები! თუკი შენ
ხედავ, ხომ შეიძლება მეც დავინახო?! შენ რა წითელი კოჭი ხარ?
– რა ვქნა, მე ვაარ წითელი კოჭი და... – ვთქვი და ხელები
გავშალე, ვითომ რა ჩემი ბრალია-მეთქი.
– როგორ თუ ხაარ?! – ხმას აუწია ჯონდომ, – აბა, რითა ხარ,
მითხარი, რითა ხარ?
– რითა ვარ? რითა ვაარ? – მე, რომ იტყვიან, ჭკუას წიხლი
დავაჭირე, – რითა ვარ და მისტერ ბრაუნმა საჩუქრები უნდა გა-
მომიგზავნოს, მამას უნდა გამოატანოს რაღაც არაჩვეულებრივი
საჩუქრები, ისეთი სათამაშოები, ისეთი, ისეთი, შენ სიზმარშიც
რო არ გინახავს, და მე შეიძლება, გაჩუქო კიდეც რომელიმე სა-
თამაშო, ვთქვათ, ნაძვისხის პოპოზი!
– დიდი მადლობა, დიდი მადლობა, მაგრამ ეს მისტერ
ბრაუნი ვიღაა?
ღმერთო ჩემო, შენ არაფერი იცი! – შევძახე აღშფოთებით, –
მიკვირს და გამკვირვებია!
მაგრამ ჯონდო აღარ გაბრაზებულა, პირიქით გაიცინა, სახე
გაუნათდა:
– მე მივხვდი, შენ მკვეხარა ხარ და სულ გინდა იტრაბახო და
იტრაბახო...
– მკვეხარა ვარ და შენ კიდევ არც ფოქსტროტი იცი! – გამო-
ჯავრებით ვუთხარი და ცხვირწინ თითი დავუტრიალე.
– ფოსტროტი რაღაა?
– ფოსტროტი კი არა, ფოქსტროტი! – გადავიკისკისე და მა-
შინვე დავიმღერე – "ჰაუ დუ იუ დუ მისტერ ბრაუნ?" და როგორც
კი დავიმღერე, მაშინვე ცეკვაც დავიწყე... მე მისტერ ბრაუნის
მთელი ფირფიტა ზეპირად ვიცოდი, მე და მამაც, მე და ჩიკოც,
უჰ, რამდენს ვცეკვავდით... მე მამამ მითხრა, რომ მისტერ
ბრაუნის ქვეყანა, არამც თუ შორს, არამედ ჩვენი უზარმაზარი
დედამიწის მეორე მხარეს იყო, ჰოდა, ეს ჩვენი უცნობი და უსაყ-
ვარლესი მისტერ ბრაუნი იმ სიშორიდან ხელს გვიქნევდა, გვე-

318 მკითხველთა ლიგა


სალმებოდა, გვიმღეროდა და თან სიცილით კვდებოდა, დიდი
ონავარი ვინმე იყო... მე ასე მეგონა, ვხედავდი მისტერ ბრაუნს
და მიყვარდა კიდეც. ერთხელ აკი სიზმარშიც ვნახე, ვითომ
ჩვენს გულაბზე იჯდა და გადმობრუნებულ ცილინდრში გულაბს
კრეფდა. მისტერ ბრაუნ, ვეძახდი ქვევიდან, კალათას
მოგაწვდით-მეთქი, არა, არა, არაო, ჩამომძახა, ცილინდრის გუ-
ლაბი კიდევ უფრო გემრიელიაო. აბა, მეც ჩამომიგდეთ-მეთქი.
დიდი სიამოვნებითო, დიდი სიამოვნებითო, – გადმოაბრუნა ცი-
ლინდრი და მთელი გულაბი თავზე დამაყარა... თან იცინოდა,
კვდებოდა სიცილით...
მე ცეკვა-ცეკვით მივუახლოვდი ჯონდოს, ხელები მხრებზე შე-
მოვხვიე და ცეკვა დავაწყებინე... ჯერ ნელა გამომყვა, ბორძიკი-
თა და ფეხის შეშლით, მე თან ვმღეროდი, თან ვაჩვენებდი ცეკ-
ვის ილეთებს და ისიც მიხვდა და სულ მალე თავისუფლად გა-
მომყვა... ცეკვის დროს თანდათან ჭის იქით, ბაღის ბოლოსკენ
წავედით... ჯონდოც უცებ გაჩერდა, თვალებში ისევ შიში ჩაუდგა,
ერთ წუთს გაშეშებული შემომყურებდა, მერე კი სწრაფად წამო-
მიყვანა. რა მოგივიდა-მეთქი. ასე მგონია, იქით, ბაღის ბოლოს
სასაფლაოაო... ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ბაღის ბო-
ლოს ხომ, მარცხნივ, დედას უფროსი ძმა გიგი იყო დასაფლავე-
ბული. თუმცა არასოდეს არ უთქვამთ, ბებია ისე საგანგებოდ
რწყავდა ხოლმე იქ დარგულ ვარდებს და თავისთვის ისე ზუზუ-
ნებდა, ამასთანავე ყურმოკრული სიტყვებითაც ძალიან კარგად
მივხვდი, რომ ძია გიგი, მეხუთე კურსის სტუდენტი, სანიმუშო და
სასიქადულო, ოცდაოთხ წელს დახვრიტეს, დედამ და დეიდამ
ღამით მოიპარეს ძია გიგის გვამი და იძულებული იყვნენ, ჩვენს
ბაღში დაემარხათ. ჰოდა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,
როგორ და საიდან იგრძნო ამ ბიჭმა, რომ იქ, გაძრცვილი ვარ-
დნარის ქვეშ მართლაც საფლავი იყო. მაგრამ ახლაც, როგორც
წეღან, მალე გავუფანტე ჯონდოს შიშის შემოტევა: დავრბოდით
თოვლში, "კაცებს ვხატავდით". სხვათა შორის არც ეს თამაში

319 მკითხველთა ლიგა


იცოდა და მე ვასწავლე. ვგუნდაობდი, მერე კიდევ ხან სად მი-
ვარბენინებდი, ხან სად, ენად გავიკრიფე და ვუყვებოდი და ვუყ-
ვებოდი... აი, ეს გაფიჩხებული ბუჩქი როგორ აყვავდებოდა, ჟას-
მინის უზარმაზარ კარვად იქცეოდა და მთელ ბაღში თავბრუდამ-
ხვევ სურნელს დააფრქვევდა, რა თვალწარმტაცი იქნებოდა ჩვე-
ნი ბაღი, გულაბი, ვაშლები და ალუბლები რომ აფეთქდებოდა,
ნორჩი ბალახი აბიბინდებოდა და აქაურობას გადაამწვანებდა...
ჩემს ნეტარებას საზღვარი არ ჰქონდა, ჩემივე სიტყვები მალამო-
სავით მედებოდა, ამ უცხო და უცნაური ბიჭის შემოციცინება
გულს მიხალისებდა და იქნებ შეუსაბამოდაც, მაგრამ რწმენით
მავსებდა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებოდით, მამაც დაბ-
რუნდებოდა და მლანძღველებს სულ კუდით ქვას ვასროლინებ-
დით. სხვათა შორის, ტყუილებმაც ძალიან მიშველა, მამაზე რომ
ვეუბნებოდი, ჩამოვა და სათამაშოებს ჩამომიტანს-მეთქი, ისე
მიხაროდა და ისე ვიცინოდით, მგონი, მართლა მჯეროდა. ჯონ-
დოს კი, არ ვიცი სჯეროდა თუ არა, ტყუილების დროს თითქოს
დაეჭვებით მიყურებდა. მიკვირდა ამ ბიჭისა და მაინტერესებდა
კიდეც, იმის ნაოთხალიც არ იცოდა, რაც მე უკვე ვიცოდი და ალ-
ბათ იმის გამო, რომ უცნაური რაღაც სჭირდა და ეს რაღაც სიკ-
ვდილის შიში იყო, მას ყველა ჩემი ნაცნობი ბავშვისაგან გამო-
არჩევდა, რადგან ყველაფერს გრძნობდა და ყველაფერი ესმო-
და. ეს ერთი მხრივ თუ მიმზიდველი იყო, ამასთანავე თანაგ-
რძნობას იწვევდა... ამიტომაც მთხოვა თუ არა, მოდი, ისევ იმღე-
რეო, მე მყისვე ჭის ბარიერზე შევხტი, ხელები ერთმანეთს გადა-
ვაჭდე მსახიობივით და გადავწყვიტე, ყველაზე თავმოსაწონებე-
ლი სიმღერა მემღერა. ეს იყო "სერდცე". ოჰოჰო, როგორ ვიწო-
ნებდი თავს, კისერი გვერდზე მოვიღერე, მზერა გულაბის კენწე-
როს ვტყორცნე და დიდი განცდით დავიწყე სიმღერა. ჯონდო გა-
კანკული შემომყურებდა. ამ სიმღერას მამა მამღერებდა ხოლმე,
დეიდა ალისა როიალზე უკრავდა და მეც იქვე სკამზე შემომდგა-
რი ვმღეროდი. სიმღერის ბოლოს, "სპასიბო სერდცეს" დროს

320 მკითხველთა ლიგა


ხმას რომ ავუწევდი, მამა შემომძახებდა: ყოჩაღ, ყოჩაღო! ახ-
ლაც ასე მოვემზადე კულმინაციისთვის, ჩამოვხედე ჯონდოს,
რომელსაც უკვე პირიც დაეღო, ხელები გამოვიწოდე და ის იყო
ავუწიე ხმას, რომ მაშინვე ჩამიწყდა, ჭიდან ჩამოვხტი და თავ-
ქუდმოგლეჯილი ალაყაფის კარისკენ გავიქეცი... ჯონდო მომ-
დევდა და მომძახოდა: "დარჩი რაა, ნუ მირბიხარ რაა, გეხვეწები
რაა..." მაგრამ ჯონდო კი არა, ჯარი რომ მომდგომოდა, ვერ შე-
მაჩერებდა! ჩვენკენ ფორმიანი კაცი მოდიოდა! იმ ღამეს მამა
რომ წაიყვანა, სწორედ ის იყო უფროსი, დაალაჯებდა ჩვენს
დარბაზში, ის უთითებდა თავის ხელქვეითებს, როგორ უნდა გა-
ეჩხრიკათ ყველა კუთხე-კუნჭული, როგორ უნდა დაერბიათ ჩვე-
ნი სახლი. არა, მე სიკვდილის არ მეშინოდა, აღარც შეშლილი
გიგოსი მეშინოდა, მე ამ კაცის მეშინოდა, ჯონდო კი სწორედ მას
სთხოვდა: "მამა, უთხარი, დარჩეს რაა, დაუძახე რაა, დარჩეს
რაა... არ გაუშვა რაა..." "გოგონა, გოგონა..." – მესმოდა იმ კა-
ცის ხმა და გავრბოდი უკანმოუხედავად, ალაყაფის კარი მოვიჯა-
ხუნე და ქუჩაზე დავეშვი...
ბებია უნდა მენახა, სასწრაფოდ, აი, ამწუთას, ბებიასთვის
მეთქვა ყველაფერი. დღეს უკვე მერამდენედ მქონდა გული გა-
ხეთქვაზე, მაგრამ ახლა, ჩვენს სახლში ის საშინელი კაცი რომ
დავინახე, ისეთი სასოწარკვეთა დამეუფლა, ისე გავოგნდი, თუ,
აი, ახლავე არ გავიგონებდი ბებიას ხმას, თუ არ ვიგრძნობდი ბე-
ბიას ხელის შეხებას, მეგონა, გული გამისკდებოდა. მივრბოდი
იქითკენ, საითკენაც გახედვაც კი მაძრწუნებდა... ბებია ამანათს
რომ ამზადებდა ციხეში გადასაცემად, მე მაშინვე სახტუნაოს
დავტაცებდი ხელს, რომ ხტუნვითა და ზმუკუნით მოწოლილი
ტკივილი და აღშფოთება როგორმე ჩამეხშო... ჩიკო ხომ უარე-
სად მიხეთქავდა გულს და მე ვიცოდი: დედამიწის ზურგზე არ
იყო იმაზე უარესი ადგილი, ვიდრე ციხეა, ვერავინ გადამარწმუ-
ნებდა, რომ დამცირებასა, შეურაცხყოფასა და წამებაზე უარესი
შეიძლება კიდევ რამე ყოფილიყო. სულ უჩინმაჩინის ქუდზე ვოც-

321 მკითხველთა ლიგა


ნებობდი... ალბათ, აბლაბუდასავით იქნება-მეთქი, თან ისეთი,
შეიძლება გაიწელოს და ორმა კაცმა მაინც დაიხუროს. ღმერთო,
მაპოვნინე, ღმერთო მაპოვნინე! ჩამოვიცვამ თავზე, შევიპარები
ციხეში და ყველას, ყველას გავათავისუფლებდი. ჯერ, რა თქმა
უნდა მამას, მერე დეიდა ალისას და ძია ლექსოს, ძია მიხას, ძია
კოტეს, ძია შალვას და ვინ მოთვლის, რამდენ ხალხს... ერთად
მივცვივდებით ფორმიანებს, გავრეკავთ ჩვენი ქალაქიდან და
ბედნიერად ვიცხოვრებთ. თუმცა ვერ ვიპოვე უჩინმაჩინის ქუდი
და ვერ წარმომედგინა გაუჩინარების გარეშე იქ მისვლა, მაინც
თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი, რადგან ბებია სწორედ იქ მეგუ-
ლებოდა და არა მხოლოდ ბებია, არა! სირბილის დროს ვიგრძე-
ნი, რომ მამასთან მივრბოდი, მამასთან! მივირბენდი იმ გრძელ,
დაბალ კედელთან, ციხე ხომ ქალაქის შუაგულში იყო, ბატონის
ციხის ეზოში, სკოლების გვერდით, – მივეკვრებოდი კედელს,
რომლის იქით მამა იტანჯებოდა და ჩუმად, ჩუმად დავუძახებდი:
"მამა, მამა, მე აქა ვარ, შენს გვერდით. რაც უნდა გიწოდონ, რო-
გორც უნდა გლანძღონ, მე ყოველთვის შენთან ვიქნები... გესმი-
ის? გესმიის? მე ვიცი, რომ შენ გესმის, გესმის..."
მაგრამ ქონგურებიან დიდ შესასვლელში რომ შევირბინე,
ციხესთან იმდენი ხალხი დამხვდა და ისეთი უზარმაზარი რიგი,
დაბალი კედელი არც ჩანდა... განაპირას ცეცხლი დაენთოთ და
ვიღაცები გარს ეხვივნენ... დღე გალეული იყო, ბინდი მოიპარე-
ბოდა... შემეშინდა, ბებიას ვერ ვიპოვი-მეთქი, პატარა რომ ვარ
და მარტო, ვინმე ფორმიანმა, – ციხის შესასვლელთან ფორ-
მიანების ჯგუფი ტრიალებდა, – ხელი არ მტაცოს-მეთქი. მყისვე
სკოლის ეზოში შევირბინე, არც თუ ისე მაღალ გალავანზე ხე-
ლად ავფოფხდი, გალავნის თავს ხელებით დავეყრდენი, რიგს
ზემოდან ჩამოვხედე და გაფაციცებით დავიწყე ბებიას ძებნა...
ბევრი, ბევრი ნაცნობი შევნიშნე: დეიდა ნუცა შამანაური, იათამ-
ზეს დედა, დეიდა ანეტა, გეგელიძე, თემოსი, რუსუდანისა და
ედის დედა, დეიდა თამარა გიორგელაშვილი, ჯანიკოს დედა,

322 მკითხველთა ლიგა


დეიდა ანია, შურასი და ირას დედა... და კიდევ სხვებიც, სხვებიც,
ბევრი ნაცნობი იყო, ბევრიც ქუჩიდან მეცნობოდა... სოფლელე-
ბიც ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი, სწორედ მათ დაენთოთ ცეც-
ხლი და მოხუცი კაცები ცეცხლს ეფიცხებოდნენ... ძალიან
ციოდა... ყინავდა... სიცივისა და ლოდინისგან გაშეშებულები და
გალურჯებულები ჩანდნენ... გახევებული სახეები ჰქონდათ... ბე-
ბია კი ვერა და ვერ დავინახე... ჩემ ქვევით, გალავნის ძირში მო-
ხუცი ქალები იდგნენ, ხმადაბლა, მაგრამ განარებით იწყევლე-
ბოდნენ და ილანძღებოდნენ... მე მათ საგანგებოდ ყურს არ ვუგ-
დებდი, მე ისევ და ისევ ბებიას ვეძებდი, მაგრამ ცალი ყურით მა-
ინც მესმოდა მათი გაგულისებული ნათქვამი... "მე არაფერს არ
ვთხოულობ, – ამბობდა ერთი თავშალმოხვეული ხნიერი ქალი,
– არაფერი მინდა, მხოლოდ და მხოლოდ ის მინდა, რამდენი
ადამიანიც იმსხვერპლა ტყუილუბრალოდ და უდანაშაულოდ,
იმდენი მათრახი დაჰკრან, იმდენი როზგი დაარტყან... მე არც
იმისი საგანგებო ტანჯვა მინდა, არც წამება... მხოლოდ როზგე-
ბი! და თუ ეს ძალიან ბევრი გამოვა და სული ამოხდება, თავის
თავს დააბრალოს!" "რას ამბობ, ქეთო, რას ამბობ, ქალო, შენზე
მეტი დატანჯული არა ვაარ? შენ ერთი გყავს მანდა, მე კიდევა
ორი, მაგრამ ის რა შუაა? განა იმან რო იცოდეს, ეგრე გაგვწი-
რავდა? თავისიანები არა ვაართ? არ ეუბნებიან. ქალო, არა,
არა, ღალატობენ, რო ძირი გამოუთხარონ, ხალხს შეაჯავრონ!"
"ეგრე გეგონოს და მაგ სიმართლით იარე, შენ ჭკვას მაინც ვერ
ისწავლი. ორი კი არა, ათი რომ გეჯდეს მანდა!" "შენ ხო, ერთი
სიტყვით, თავზე სალტე გჭირდება. ჭკვა არ დაგებნეს!" "ისემც
გიქნია, გულში ჩაგიხუტებია ის ეშმაკეული!" – შესძახა პირველ-
მა ქალმა. მიკვირს და გამკვირვებია, გარეთ რომ დაიარები და
იქ არა ზიხარო! – შეუყვირა ახლა მეორემ. ფუუ, შენ ქალობასო!
– უთხრა პირველმა, – ვინძლო წახვიდე და დამაბეზღოვო! და
ხუსხუსით გაეცალა იქაურობას, მიბრუნდა და ხალხს შეერია,
მეორე ქალმა კი ქოქოლა მიაყარა. მე მაშინვე მივხვდი, ვისაც

323 მკითხველთა ლიგა


გულისხმობდნენ, სულ ცოტა ხნის წინ ვერ მივხვდებოდი, არავინ
არაფერს მეუბნებოდა. საბავშვო ბაღში კი გვასწავლიდნენ ლექ-
სებს და გვამღერებდნენ სტალინზე და ჩვენ გვწამდა, რომ ის იყო
ბრძენთაბრძენი, ჩაგრულ ხალხთა ბელადი... რომ ის დღედაღამ
ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და ხან უებარ წამლებს უგ-
ზავნიდა ავადმყოფ ბავშვებს, ხან ხელში აიტაცებდა პიონერ მამ-
ლაკატს და მასთან ერთად სურათს გადაიღებდა, ხანაც
ფრიადოსან მოსწავლეებს ოქროს საათით აჯილდოებდა... ჩიკო
სულ იმას მეუბნებოდა, პაპა არჩილმა კრემლში უნდა წამიყვა-
ნოსო, ძია სტალინი ჩემთან ერთად სურათს გადაიღებს და
მთელ თელავში ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნებაო. მე კი
იმითღა ვინუგეშებდი თავს, რომ იმ სურათს ჩიკო აუცილებლად
მაჩუქებდა. ოჯახობანას თამაშობის დროს მივაყუდებდი პაწია
მაგიდაზე და ელოსა და პელოს ვეტყოდი: ხედაავთ, როგორი ჩი-
კო გვყავს-მეთქი, მერე კი ყველა ერთად ვიმღერებდით ჩვენს
დიად და საამურ ბავშვობაზე. ახლა კი ყველაფერი მეხის დატე-
ხასავით იყო და ძია სტალინის ლანძღვა-გინებასა და წყევლა--
კრულვას თავსდამტყდარი განსაცდელივით განვიცდიდი... ჯერ
ეს ერთი, ბებია ჩემ წინ, სრულიად დაუფარავად მზაკვარსა და
სულისმხდელს უწოდებდა, თან მე მაფრთხილებდა, არსად არა-
ფერი თქვაო, – "ჩვენც ცოდონი ვართ, გენაცვალოს ბებია, სახ-
ლშიც ვეღარაფერი ვთქვათ, ბოღმამ ხომ დაგვახრჩო და თანაც
შენც ხომ აქედანვე უნდა იცოდე, ვინ ვინ არის". მეც ძალიან მინ-
დოდა, გამეგო ვინ ვინ იყო, ყოველთვის მინდოდა, მცოდნოდა,
ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი, ვინ მართალი და ვინ მტყუანი, ვინ
კეთილი და ვინ ბოროტი, მაგრამ ჩემი უასაკობის გამო ვერ ვა-
კავშირებდი ერთმანეთთან ფორმიან კაცებს, რომლებიც ჩემი
უშუალო მტრები მეგონა და ძია სტალინს, რომელიც შორს,
კრემლში იჯდა და ქვეყანა ტაშს უკრავდა. მართალია, ბოლო
დროს მე ვხედავდი, რომ ის მიაბიჯებდა დიდების ჰიმნებსა და
ლანძღვა-გინებას შორის, გამაყრუებელ ტაშსა და წყევლა--

324 მკითხველთა ლიგა


კრულვას შორის, ეს მტანჯველ გაოგნებასა და გაუგებრობას იწ-
ვევდა და უსასოობაში მაგდებდა... მაგრამ ბებიას შეგონებებმა,
სიზმრებმა და გაუთავებელმა წერილებმა ნაწილობრივ მაინც
თავისი ქნა და თუ დიდ ბელადს მთლიანად ვერ მოჰგლიჯა თავი-
დან ბდღვრიალა შარავანდედი, გაუხუნა მაინც, ძალიანაც
გაუხუნა, ისე რომ ხალხთა მამა არა მხოლოდ ჩვეულებრივ,
ხორცშესხმულ ადამიანად ჩამომიქვეითდა, არამედ ზოგჯერ
ისიც კი შემეძლო, ჩემს ოცნებებსა და ფიქრებში სასაცილო და
დამაკნინებელ ვითარებაშიც წარმომედგინა. ამიტომაც თუმცა
იმ ქალების შეკამათება არ მეუცხოვა, სამაგიეროდ შემაშინა და-
ლეული, რაღაც ფლასებში ჩაკარგული მოხუცი ქალის უცნაურმა
წყევლამ, ასეთი წყევლა არასდროს არ გამეგონა და არც მესმო-
და და ალბათ, ამის გამოც ეს სიტყვები: "ოო, შვინდის ჯოხით გა-
მოეჯაროს კარები... აუბალახდეს ერდო და ბანი, შამბნარი
მოედოს იმის სადგომს... გეენის ცეცხლში იწვოდეს ეშმაკის ეგ-
ზეკუტორი!" ჯადოქრული ძალის მეგონა, გახშირებულ ბინდში
მოხუცი ქალიც აჩრდილსა და კუდიანს ჰგავდა, წყევლის დროს
მომუშტულ მტევნებს ასავსავებდა და მე თან თვალს ვერ ვაშო-
რებდი, თან შეძრწუნება მეუფლებოდა... გამალებით ვაცეცებდი
თვალებს... ბებიას კი ვერა და ვერ ვპოულობდი... გალავნიდან
ჩამოვხტი, გამოვიქეცი და სწორედ ამ დროს ფორმიანმა კაცებმა
რიგის დაშლაც დაიწყეს: დღეს გადაცემები დამთავრებულიაო,
მესმოდა. ხალხი შორდებოდა ციხის კედელს და მე, შიშისა და
შეკრთომის მიუხედავად, ისევ დამეუფლა მწვავე სურვილი, ცი-
ხის კედელთან ჩამერბინა და ხელით შევხებოდი.
ის იყო, დაშლილ ხალხს შორის სწრაფად გავსხლტი და კე-
დელთან მივირბინე, რომ ვიღაცამ მხარში ჩამჭიდა ხელი.
– შენ აქ მარტოს რა გინდა?
ფორმიანი კაცი იყო, თან ისეთი შავი, გეგონებათ, სახეზე ტა-
ლახი უსვიაო. შიშმა ამიტანა.

325 მკითხველთა ლიგა


– მე ბებიასთან ერთად ვარ, აგერ ბებია იქ მიდის! – აკანკა-
ლებული ხმით ძლივს წარმოვთქვი, – გამიშვით, გამიშვით!
– აბა, მაჩვენე სადა, თუ არადა ბავშვთა ოთახში წაგიყვან!
– არა, არა, გამიშვით, გამიშვით, უნდა დავედევნო! – მე ციბ-
რუტივით მოვტრიალდი, მხარი გავითავისუფლე და შურდული-
ვით გავიქეცი... მივრბოდი, მივრბოდი, მივრბოდი, მეგონა, შავი
კაცი მომდევდა, ნაბიჯების ხმაც მესმოდა და უკანმიუხედავად
მივრბოდი... ვიღაც ქალები, ვიღაც კაცები ბინდში ირეოდნენ...
გაურკვეველი ყაყანი, დაუნაწევრებელი ხმაური მაშფოთებდა...
სულ ახლოს ქვაფენილზე ეტლმა თქარათქურით ჩამიარა, გვერ-
დზე გავხტი... "ჩაჩეე! – ყვიროდნენ ბიჭები, – მარჯვენა ცხენი
მოგიკვდეს, ჩაჩეე!" და ეტლს მისდევდნენ... და სწორედ ამ
დროს ქუჩის მეორე მხარეს მარო დავინახე. "დეიდა მარო,
დეიდა მარო!" – დავიძახე და ქუჩა გადავირბინე... მაგრამ სანამ
მივუახლოვდებოდი, მარო გაიქცა... ჩემ წინ მირბოდა და მე მივ-
დევდი... "დეიდა მარო, დამიცადეთ, გეხვეწებით, მე ვარ, მე
ვარ!" – ვეძახდი და მივდევდი, არ შემეძლო, გავჩერებულიყა-
ვი... ვხედავდი ლურჯი დრაფის ფართე ზურგს, რომელიც სიდი-
დისა და სიმსხოს მიუხედავად ისე სწრაფად მიზანზარებდა, ვერ
ვეწეოდი... გეხვეწებით, დამიცადეთ... მეშინია... ძალიან მეში-
ნია, მე არავისთვის არაფერი დამიშავებია... ჩიტისთვისაც არას-
დროს ქვა არ მისვრია... დამიცადეთ... დამიცადეთ... მარო ერ-
თბაშად საყესავით გაჩერდა, ჩემკენ მობრუნდა, საშინელი დასა-
ნახი იყო, სიბრაზისაგან თვალები სულ ამოთეთრებული ჰქონ-
და. "ნუ მომდევ! ნუ მომდევ! ნუ მომდევ-მეთქი!" – მთელი ძა-
ლით დამჭყიოდა. ისევ შებრუნდა და გაიქცა... მე ერთ წუთს გავ-
შეშდი, გავიკანკე, მაგრამ მყისვე ვიგრძენი, როგორ მომიცვა სა-
ზარელმა შიშმა, მთელი ჩემი არსება გამსჭვალა... ნიავივით გა-
დავირბინე ქუჩა, ჩავურბინე ჩაბნელებულ ქვემო ბაზარს... სანამ
შემეძლო ფიქრი, სანამ შიშმა არ ჩამიხშო ფიქრის უნარი, მარო
მედგა თვალწინ და მის საქციელზე ვფიქრობდი, მაგრამ სულ მა-

326 მკითხველთა ლიგა


ლე შიშმა სრულიად გამაყრუა და რიყეს რომ მივუახლოვდი და
ხიდი გადავირბინე, უკვე ვეღარაფერს ვერ ვხედავდი და არაფე-
რი არ მესმოდა, უფრო სწორად რომ ვთქვა, წარმოუდგენელი
სიცხადით ვხედავდი საშინელ ჩვენებებს... ხეები იზნიქებოდა,
შიშველი ტოტები ლაწალუწით ეხეთქებოდა ერთმანეთს, ღრუბ-
ლები წარმოუდგენელი სიჩქარით მიჰქროდნენ ცაზე. იშლებოდ-
ნენ, ერთდებოდნენ, თითქოს ურჩხულები შეიბნენო, ბახუტაანთ
ფერდა შავად დამცქეროდა, სადაცაა, ჩამოიშლებოდა და ჩამი-
ყოლებდა... ვიღაც ქვებს მესროდა, უკან მხვდებოდა, რა გინდათ
ჩემგან, რა გინდათ ჩემგან... ჩემი ფეხდაკრული გზიდან აქეთ--
იქით კენჭები ცვიოდა... სამჭედლო... არა, ეს სამჭედლო არ
იყო... ეს გამოქვაბული იყო... ფორმიან კაცებს ცეცხლი ენთოთ,
გარშემო გავარვარებული სიპები შემოეწყოთ და ზედ ბავშვებს
აშიშხინებდნენ... მე მესმოდა ცეცხლზე შემწვარი ხორცის შიშხი-
ნი, რიყის შხუილივით... არა, ეს წყლის შხული არ იყო... ბავშვე-
ბი შიშხინებდნენ... ცეცხლზე შემწვარი ბავშვები...
მივრბოდი რიყისპირა დაღმართზე ბებია ევას სახლისკენ, გი-
ჟივით მივრბოდი, ყურებში ქარს შხუილი გაჰქონდა... და მინდო-
და, ქარს გავყოლოდი, ავსულიყავი ზევით და შავ ღრუბლებს
შევრეოდი...
– სადა ხარ, გენაცვალე, სადა! საბავშვო ბაღში რო არ დახ-
ვდი, ბებიაშენი გაგიჟებული ჩამოვიდა, ეხლახანს ქსენია მასწავ-
ლებელთან წავიდა! აღარ ვიცოდი, რა გვექნა...
მე კრიჭაგაკრული შევყურებდი ბებია ევას.
– რა იყო, გენაცვალე, როგორ კანკალებ, აბა, შემომხედე, ნუ
გეშინია, ახლავე მივალთ სახლში და შეგილოცავ, ნახე, როგორ
დამშვიდდები...
ბებია ევამ ხელში ამიყვანა, მე ყელზე შემოვხვიე ხელები, თა-
ვი მხარზე დავადე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი... ეზოში რომ შევე-
დით და ბზის დათოვლილი ბუჩქი დავინახე, დავიყვირე: მნათეს
ხელი გამოეყო, სისხლიანი ხელი, ვხედავდი, როგორ მოსწვე-

327 მკითხველთა ლიგა


თავდა თითებიდან სისხლი, როგორ წვეთწვეთად ეცემოდა
თეთრ თოვლზე და შავად ღებავდა...
ბებია ევამ სასწრაფოდ შემიყვანა სარდაფში, სარკმელს ფარ-
და გააფარა, ცოცხალმკვდარი ბუხართან ტყავზე დამსვა, ჩანავ-
ლულ ცეცხლს ფიჩხი ჩაუკეთა, გამოაცოცხლა, თვითონაც წინ
დამიჯდა, ფეხი მოირთხა ცხვრის ტყავზე, ორივე ხელი თავზე შე-
მომხვია და მშვიდი ხმით მითხრა:
– აი, ეხლა მე შეგილოცავ, ჩემო გოგო და ნახე, როგორ დაწ-
ყნარდები, მხოლოდ უნდა მომყვე... დამიჯერო... – და ბებია ევამ
შელოცვა დამიწყო... პირველად ვიგრძენი მთელი ჩემი არსე-
ბით, რას ნიშნავს ადამიანის ხმა და რა ძალა შესწევს. სწორედ
ხმა, თორემ სიტყვები ზოგი მესმოდა, ზოგს კი ყურსაც არ ვუგ-
დებდი, თუმცა ბებია ევა დუდუნით კი არ მილოცავდა, ზღაპარი-
ვით ჰყვებოდა შიშის შავ წყალზე, ზღვად რომ დგებოდა, წითელ
ვეშაპზე, შიშის შხამს რომ აფრქვევდა... კიდევ ბევრ, ბევრ რაღა-
ცეებს ამბობდა... ბოლოს კი მოცუნცულდებოდა პატარა თაგუნა,
დალევდა და დალევდა შიშის ზღვას, დალევდა და დალევდა,
დააშრობდა, თანდათან სულ დააშრობდა, გამოჩნდებოდა აყვა-
ვებული მიწა, თაგუნა კი მოიმარჯვებდა გუდასტვირს, ჩაჰბერავ-
და გახარებული, რომ ხალხი შიშისგან იხსნა... მაგრამ მთავარი
მაინც ევა ბებიას ხმა იყო, რომელიც დაუსაბამო სიღრმეებიდან
მოედინებოდა, გამსჭვალული იყო სიმშვიდით და სათნოებით
და დაუბრკოლებლად აღწევდა ჩემ გულამდე, თითქოს სხი-
ვიაო... მე შევყურებდი მის მშვიდსა და მშვენიერ სახეს და თან-
დათან ვმშვიდდებოდი, შიშითა და ძრწოლით შებოჭილი თანდა-
თან ვთავისუფლდებოდი; კისერი ჩამომივარდა, თვალები მე-
ლულებოდა და ძილ-ღვიძილში იავნანასავით მესმოდა ახლა
უკვე მონოტონური დუდუნი: – მოდიოდა შიშის წყალი, მოჰქონ-
და შიშის ხე, მოფრინდა შიშის ფრინველი, შემოჯდა შიშის ხეზე,
დადო შიშის კვერცხები, გამოჩეკა შიშის ბარტყები... ღმერთო

328 მკითხველთა ლიგა


და წმინდაო კოზმან და დამიანე, ამისი ტანიდან გამოიტანე შიში
და ძრწოლა...
შუაღამისას გამეღვიძა, ძალიან მშიოდა, მაგრამ მაშინვე გა-
დავწყვიტე, მომეთმინა დილამდე, რადგან მაგიდაზე ლამფა ენ-
თო, ბებია იჯდა და წერდა, ბებია ევა კი ქსოვდა, ბუხართან ფეხ-
მოკეცით. სწორედ მე მიქსოვდა გრძელყელიან ჭრელ წინდებს...
ხმა რო გამეღო, მყისვე მოიჭრებოდა ჩემთან ბებია, მე ვერ მო-
ვითმენდი, დღევანდელი ამბები არ მომეყოლა და შემეშინდა,
ისევ ისე არ დამემართოს-მეთქი, ბებიაც გადაირევა-მეთქი, ამი-
ტომაც მოთმენა ვარჩიე. ჩემს სასთუმალთან სკამი იდგა ზედ გა-
დაფენილი ტანსაცმლით, ლამფის შუქს მიჩრდილავდა... ბებია
ბოლო დროს სულ წერილებისა და განცხადებების წერაში იყო,
გრძელი, კოხტად გამოყვანილი ასოებით წერდა და წერდა...
ზოგჯერ, თუ ძილი გამიკრთებოდა ან კოშმარული სიზმარი გა-
მომაფხიზლებდა, – რაც ხშირად მემართებოდა, – ბებიას მოწკუ-
რული თვალებისა და მტკივნეულად მოკუმული ტუჩების დანახ-
ვაზე შევკრთებოდი ხოლმე, ასე მეგონა, რაღაც სტკიოდა, ან კბი-
ლი, ან თავი, მაგრამ მაშინვე გამახსენდებოდა, რომ ახლომხედ-
ველია და წერისა და კითხვის დროს არ უყვარს სათვალის გაკე-
თება. წერას რომ მორჩებოდა, აუცილებლად წაუკითხავდა ბე-
ბია ევას და მე არ მახსოვს, ბებია ევას თავისი მშვენიერი თაფ-
ლისფერი თვალები ცრემლით არ ავსებოდა, თან ანუგეშებდა და
აგულიანებდა, ქვას გახეთქავსო, თუ მიაღწია ადგილამდე, უპა-
სუხოდ არ დატოვებენო... ერთი არ მიაღწევს, ორი არ მიაღწევს,
მესამე მაინც მიაღწევსო, ამდენი ფრთაშესხმული სიტყვიდან
რომელიმე მაინც მიაღწევსო. შენ გენაცვალე, ევა, ასეთი იმე-
დიანი სიტყვისთვისო, – ეტყოდა ბებია, მაგრამ ტირილით კი
არასოდეს არ ტიროდა, მხოლოდ ზოგჯერ ხმა გაებზარებოდა,
ვითომ ჩაახველებდა, ვითომ სასულეში ნერწყვი გადასცდებო-
და, ტირილით კი არასოდეს არ ტიროდა, ბავშვი დაიზაფრებაო.
ყველამ იცოდა ბებიას გაუთავებელი წერილებისა, განცხადებე-

329 მკითხველთა ლიგა


ბისა და თხოვნის ამბავი, ზოგჯერ ბებიასთან მოდიოდნენ სხვე-
ბიც და აწერინებდნენ... ბებია დაუზარებლად უწერდა ყველას და
ეს თავის მოვალეობადაც მიაჩნდა. ღმერთო ჩემო, რა ხვეწნა--
მუდარის წერილები იყო, სიმართლის წყურვილითა და სამარ-
თლის მოთხოვნით აღბეჭდილი: თქვენ რა გესწავლებათო,
თქვენ ხომ ბრძენთა-ბრძენი ხართო და, ალბათ, არ იცით, ქვეყა-
ნაზე რა ხდებაო, ეს ხომ წარმოუდგენელია, განუსჯელად ხალ-
ხის ციხეებში ამოლპობაო. გთხოვთ, გემუდარებით, სამართალი
გაუჩინეთ ჩემს ამას და ამას, პირუთვნელმა სამართალმა თქვას
თავისი სიტყვა და ქალობას გეფიცებით, თუ დამნაშავე იქნება
ჩემი ოჯახის წევრი, პირველი მე დავსჯი და მე მოვიკვეთავო...
თან ვრცელ განსჯას ურთავდა სამართლის შესახებ...
ბებიას სიტყვებს ზოგჯერ ცოცხალ არსებებად წარმოვიდგენ-
დი ხოლმე, თოვლსა და ყინვაში ფეხჩაუკრავად და თავდაუზოგა-
ვად რომ მიქროდნენ პირდაპირ კრემლისკენ და, ვინ იცის, მი-
აღწევდნენ თუ არა დათქმულ ადგილს. მაგრამ საღამოობით,
როცა ხშირად მომეძალებოდა სევდა, როცა გაუსაძლისი გახდე-
ბოდა დედას და მამას მონატრება, გულის გასაკეთებლად წარ-
მოვიდგენდი, რომ ბებიას წერილებმა მიაღწია მოსკოვამდე და
კრემლამდე. და, აი, დიდი ბელადი ჩიბუხის ბოლებით კითხუ-
ლობს ბებიას წერილებს, კითხულობს და სულ თავს იქნევს, აი,
თავზე ხელი იტაცა და სინანულით ლამის თმა გაიგლიჯოს, აბა,
უყურეთო, აღშფოთებით შესძახებს, აბა, უყურეთო, თურმე ხალ-
ხი რა დღეშია და მე კი, ეს ოხერი და მუდრეგი, კამეჩის რქაში
ვიჯექი თურმეო, არაფერი ვიცოდიო, გამათრახების ღირსი ვა-
რო, მეცა და ჩემი თანამებრძოლებიცო და გაცეცხლებული ტაშს
შემოჰკრავს: ბიჭებო, აბა, აქეთ, ვიაჩესლავ, კლიმ, სემიონ, ლავ-
რენტი... და თანამებრძოლები რომ შემოცვივდებიან, ძია სტა-
ლინი არც აციებს, არც აცხელებს და ყველანი უნდა გავიროზგო-
თო... თვითონ კი უკვე შარვალს იხდის და გასაროზგად ემზადე-
ბა. თანამებრძოლები მიჰბაძავენ ბელადს, ბელადი ბრძანებს:

330 მკითხველთა ლიგა


"მე ორასი როზგი დამკარით, თანამებრძოლებს კი სამასი!" წი-
თელარმიელებს შემოაქვთ წყლიან ტაშტებში ჩასველებული
როზგები. "დიდო ბელადო, – მიმართავს ტახტზე გასაროზგად
წამოგორებულ ძია სტალინს მეთაური, – ნება მოგვეცით, გავა-
ნაწილოთ მაინც და ორმოცდაათ-ორმოცდაათი დაგკრათ დღე-
გამოშვებით..." მაგრამ ხალხთა მამა თვალებს ამოუბრიალებს
მეთაურს და მოუთმენლად შესძახებს: ერთად, ერთადო! და შე-
შინებული წითელარმიელები იწყებენ ბელადისა და მისი თანა-
მებრძოლების გაროზგვას. მაგრამ ჩემი შურისძიება ათ როზგზე
ზევით არასოდეს არ წასულა. როგორც კი ტახტზე პირქვე დამ-
ხობილი ბელადი ამოიგმინებდა, ათიო, მაშინვე საიდან იყო,
საიდან არა, იქ გაჩნდებოდა ბებია, რომელიც აღმართავდა მარ-
ჯვენას და შესძახებდა: ახლავე შეჩერდითო! ქალის ხმის გაგო-
ნებაზე დიდი ბელადი მაშინვე ხელებით დაიფარავდა როზგებით
აჭრელებულ უკანალს და მწყრალად გამოხედავდა არამკითხე
მოამბეს, რომელმაც ეს წმინდათაწმინდა საქმიანობა შეაფერხა.
ვინა ხართ და აქ რა გინდათო?! გოროზად ამოიბუხუნებდა ძია
სტალინი, ღირსი ვარ და უნდა დამკრანო! მე სწორედ ისა ვარ,
დიდო ბელადო, – გულმხურვალედ ეტყოდა ბებია, – ვინც თქვენ
გაროზგვის გუნებაზე დაგაყენათო, ეს მე გწერდით და გწერდით
წერილებსო... "მით უმეტესო! – ჯიუტად თავს გაიქნევს ბელა-
დი,– სწორედ კარგ დროს მობრძანებულხართო! უნდა დაბრძან-
დეთ და გვიყუროთ, როგორ გვროზგავენო! და ბელადი უკანა-
ლიდან ხელებს მოიშორებს და წითელარმიელებს უბრძანებს,
დაგვკარითო! "არა, დიდო ბელადო, არა! – შესძახებს თავგან-
წირვით ბებია, – ყველამ რომ ის მიიზღოს, რისი ღირსიც არის,
ქვეყანა ჯოჯოხეთად გადაიქცევა! და ბებია კდემამოსილად მიიბ-
რუნებს თავს, მხრებიდან ქიშმირის შალს მოიხსნის და ბელადს
ზოლ-ზოლად აჭრელებულ და ალაგ-ალაგ გადაქლეშილ უკა-
ნალზე გადააფარებს. ბელადი ღრმად ჩაფიქრდება, მერე დაკ-
ვირვებით ამოხედავს ბებიას და თხოვნის კილოთი ეუბნება: თუ

331 მკითხველთა ლიგა


შეიძლება, გაიმეორეთ, რაც წეღან ბრძანეთო... ბებია მორ-
ცხვად აიწურება, რომ თვით დიდი ბელადი გამეორებასა
სთხოვს, მხრებს აიჩეჩავს, რა მეტი გზააო და იმეორებს: ყველამ
რომ ის მიიზღოს, რასაც იმსახურებს, ქვეყანა ჯოჯოხეთად გადა-
იქცეოდაო... ქალბატონო, რუსუდანო, – აღმოხდება ბელადს, –
თქვენმა წერილებმა დამარწმუნა, რომ მთავრობის შემადგენ-
ლობაში თქვენისთანა ბებია აუცილებელიაო და გთხოვთ, გახ-
დეთ ჩემი მრჩეველიო. ბებიას სახეზე გრძნობათა ჭიდილი აღე-
ბეჭდება, აღარ იცის, რა ქნას და რა გზას დაადგეს. მაგრამ ეს
მხოლოდ ერთი წუთით, მერე კი თავს ასწევს და მტკიცედ ეტ-
ყვის: "ვერა, დიდო ბელადო, ვერა, ღირსი არა ვარ, თანაც ჩემს
შვილიშვილს ვერ ვუღალატებ, ვერ დავტოვებ..." ამის წარმოდ-
გენისას მე ყოველთვის გული ამიჩუყდება, თამაშს თავს ვანებებ,
მივირბენ და ბებიას მოვეხვევი, თავდადებას ვუფასებ... მაგრამ
ეს ერთ-ერთი ვარიანტი იყო, სხვა დროს ბებია რჩებოდა მრჩევ-
ლად და ყველას, ყველას ათავისუფლებინებდა... და, რა ვიცი,
კიდევ რაღას არ წარმოვიდგენდი ხოლმე... ახლაც წერდა, წინ
სამელნე ედგა, რაღაც საცოდავი შუშის სამელნე, თავისი მშვე-
ნიერი, თავსახურიანი ბროლის სამელნე, თანაც გოფრირებუ-
ლი, ზევით დარჩა, ჩვენს სახლში, ბებიას ოთახში. რამდენჯერაც
გადმოიღებდა ბუხრის თავიდან ამ სამელნეს, ორკაპიკად რომ
იყიდა სახელგამში, იმდენჯერ ამრეზით დახედავდა და რახუნით
დაიდგამდა წინ მაგიდაზე. მე გასუსული ვიწექი ლოგინში და ბე-
ბიას გავყურებდი, თვალს ვერ ვაცილებდი. თავშალი უკან ჰქონ-
და გადაწეული, თავშლის ბოლოები კეფაზე აკრეფილი, ამიტომ
ჩვეულებრივისაგან განსხვავებით ფართე შუბლი და თხელი,
გამჭვირვალე ყბები უჩანდა... ბებია ზოგჯერ თავს აიღებდა, ახ-
ლომხედველ თვალებს კიდევ უფრო მოწკურავდა და ტახტისკენ
გამოიხედავდა... ბებიას წერა მე ყოველთვის იმედით მავსებდა,
მაგრამ ახლა გული მეწურებოდა, მთელი დღის განმავლობაში
რამდენი რამ გადამხდა თავს, მე კი აკვიატებულად სულ იმაზე

332 მკითხველთა ლიგა


ვფიქრობდი, დილა რომ გათენდება, ასე გალანძღული საბავშვო
ბაღში როგორ უნდა წავიდე-მეთქი. ნეტავ არ დამძინებოდა, სა-
შინელი რაღაც მომელანდა, ვითომ თხრილში ჩამაგდეს, საში-
ნელი შავი კაცები, ქაჯებს ჰგავდნენ, ქაჯურად რაღაცას ჩამომძა-
ხოდნენ და თან მაფურთხებდნენ... მთლიანად, თავიდან ბო-
ლომდე, ფურთხით ვიყავი დაფარული, სახეზე ხელებს ვიფარებ-
დი და ფურთხები ხელებზეც მეცემოდა...
გამეღვიძა და თვალის გახელაც მიჭირდა... უკვე გათენებუ-
ლიყო, მე კი არასდროს, არასდროს, ჩემი სიცოცხლის მანძილ-
ზე, ასე არ შევგებებოდი დილას, მაშინაც კი არა, როცა ბებიას
ანაბარა დავრჩი. ასე მეგონა, შიგნით რაღაც გადამიტეხეს. გუ-
ლი მიკანკალებდა იმის წარმოდგენისას, რომ მივიდოდი საბავ-
შვო ბაღში და ყველანი, მასწავლებლებიც, ბავშვებიც, მზა-
რეულებიც, დეიდა პაშაც კი, გუშინდელი ლანძღვა-გინების ამ-
ბავს განსჯიდა. ყველას რომ თავი დავანებო, ჩიკოს რა
გაუძლებს-მეთქი, ალბათ მის უბედურებას და სასოწარკვეთას
საზღვარი არა აქვს და ვის, ვის და მე გადამჭამს თავპირს-მეთქი.
ამის წარმოდგენისას შიგნით ყველაფერი მეფუტკნებოდა, გულ-
მუცელს მიშხამავდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემს მეორე სახლში, ჩვე-
ნი სახლის შემდეგ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადგილას, სადაც
თანატოლები მყავდნენ, სადაც ვთამაშობდით, ვმღეროდით,
ვცეკვავდით, ვხატავდით და თიხის გუნდებისგან გატაცებით
ვძერწავდით, სადაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში
ვცხოვრობდი და ეს ჩემი წმინდათაწმინდა მოვალეობა იყო, სა-
დაც ჩემი კარადა მქონდა და სასადილო მაგიდასთან ჩემი ადგი-
ლი, სადაც ყოველთვის ხალისითა და სიხარულით ვივსებოდი,
ახლა საცოდავად წელათრეული უნდა მივტუზულიყავი და ქსე-
ნია მასწავლებელს მისვლისთანავე კუთხეში უნდა დავეყენები-
ნე, რადგან ასე მეგონა, თავსდატეხილმა უბედურებამ მე სამუ-
დამოდ კუთხეში დამაყენა, ბედნიერი ბავშვებისაგან განაპირას,
ათვალწუნებული და აბუებული. ჰოდა, ვფიქრობდი, რა ვქნა და

333 მკითხველთა ლიგა


რა მოვიმოქმედო-მეთქი, ხომ არ ვუთხრა ბებიას, ცუდადა ვარ
და არ შემიძლია ადგომა-მეთქი. მაგრამ სახლში, ანუ სარდაფში
დარჩენაც ვერა და ვერ წარმოვიდგინე. ყველაზე კარგი იქნებო-
და, ბებია ევას ტყეში წავეყვანე, იმ დღეს წამიყვანა და სულ
მთლად გადამეწმინდა გუნება, წამოიღო ფეტვი პარკით, თივის
ზვინს ბღუჯა-ბღუჯა თივა მოაცალა, დიდი აბგა გაავსო და წავე-
დით, დიდი ზამთარია და უჭირს ცხოველ-ფრინველსო... მაგრამ
დღეს არ აპირებდა წასვლას, ვიცოდი, აბანოში მიდიოდა მაკას-
თან ერთად, მერე კი იმასთან აპირებდა წასვლას...
ერთხანს ვიყავი ასე ორწყალშუა, თავმომძინარებული, მერე
კი მე თვითონვე ვითაკილე ჩემი ასეთი დასაწყლება, ბრაზი მო-
მივიდა ჩემს თავზე, როგორთუ ასე ჩამკვდარი და მოწამლული
ვარ-მეთქი და თვალები გავახილე...
– აბა, გენაცვალოს ბებია, – მითხრა ბებიამ და შუბლზე ხელი
გადამისვა, – როგორ გეძინა და რა სიზმრები ნახე? აღარ მინდა,
გენაცვალოს ბებია, გუშინდელი მოგაგონო, რაც მე ვივაგლახე
და ვიურვე, ასე მეგონა, გული გამისკდებოდა... ჰოდა, როგორ
გეძინა?
– კარგად მეძინა, სიზმარი კი არ მინახავს, – ვუთხარი ბები-
ას, სხვა კი არაფერი მითქვამს, მოწოლილმა სიამაყემ გული და-
მიხურა და აღარ მსურდა გუშინდელის გახსენება, პირიქით, ახ-
ლა უკვე მინდოდა ღრმად, ღრმად, ჩემი არსების უღრმეს კუნჭუ-
ლებში ჩამემარხა, რაც მოხდა და რაც განვიცადე...
– ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, მე კი რა კარგი სიზმარი
ვნახე, – თქვა ბებიამ, – ევა, გენაცვალოს ჩემი თავი, აბა, ერთი
შენებურად ამიხსენი, მე კი მგონია, კარგად დავცდი და...
– ჩემო რუსუდანო,– ბებია ევას ქეთლი აედუღებინა, ზედად-
გარიდან გადმოდგა ბუხრის კალთაზე და ბებიას მოხედა, – სიზ-
მარი ხომ დაცდაზეა და განცდაზეა და რაკი კარგი გუნებით გა-
იღვიძე, ესე იგი, კარგი სიზმარი გინახავს და, აბა, ერთი ბარემ
გვითხარი კიდეც!

334 მკითხველთა ლიგა


– გეტყვით, გეტყვით, მაშ. დიდი კაცის ნახვა სიზმარში უტ-
ყუარია, ჰოდა, ასეთი დიდი კაცი ვნახე, ყველაზე დიდი კაცი,
თქვენ თვითონ მიხვდით ვინა, ჰოდა, ვითომ ქვევით მივდივარ
მართასთან და აბანოს დაღმართზე ჩამოვდივარ... წვიმს, წვიმს,
წვიმს... ნეტა იმ წვიმაში მაინც რად მივდიოდი მართასთან... ჰო-
და, ქუჩების შესაყარზე გავიხედოთ. ვიღაცა კაცი დგას და დაბ-
ნეული აქეთ-იქით იყურება, ერთიანად არის გალუმპული, ძვე-
ლი შინელის კალთები ერთიანადა აქვს ამოწუწული და ამოლა-
ფული, ჩექმები ხო ისეთი ტალახიანი, ფერი აღარა ჩანს... მოიხე-
და და მაშინღა ვიცანი. ის იყო. მივუახლოვდი, ქოლგა გადავა-
ფარე, რა გაგჭირვებია-მეთქი, ეგრე დაბნეული რო იყურები
აქეთ-იქით-მეთქი...
შენი ჭირიმე, რუსუდანო, სიზმარშიაც ეგეთი კეთილი რო ხა-
რო, – ჩაურთო ბებია ევამ.
– პირისპირ კაცი რო შეგხვდება, ჩემო ევა, ვინც არ უნდა
იყოს, უდიერად ვერ მოექცევი, – განმარტა ბებიამ და ისევ სიზ-
მარი განაგრძო: – პირი ჰქონდა ახავსებული მგლოვიარესავით,
თვალებში ჩამაშტერდა და არ დაიჯერებთ, სულ მთლად ყვითე-
ლი თვალები ჰქონდა, ზინზლისა და წეკოს სუნი მეცა, ისეთი
უსიამოვნო, თითქოს თავის სიცოცხლეში არ დაუბანიაო. ჰოდა,
მკითხა, საით უნდა წავიდეო, გზა დამებნაო, მე კიდევ არც ვაციე,
არც ვაცხელე და არსაითაც არ უნდა წახვიდე-მეთქი, ვუთხარი,
რადგან აქვე არის ის, რაც ყველაზე ძალიან გჭირდება-მეთქი და
ხელი გავიწოდე აბანოსკენ... ხედავ, ევიკო, რა გასაბედი გავუბე-
დე, იქნებ კეკესაც ვერ გაებედნა, ჰაა? – და ბებია ჩაკუჭკუჭდა.
– რა არის მაინც სიზმარი, მშვენიერი სიზმარი გინახავს, ჩემო
რუსუდანო.
– ჯერ სადა ხარ?! მტკიცედ მოვუწოდე: ამწუთშივე შედი
აბანოში-მეთქი, აავსებინე აუზი ჯინჯიხი წყლით. ერთი ახმახი
დედაკაცია მექისე ჰაიკანუშა, კარგი ქისებიცა აქვს და ჯანის და-

335 მკითხველთა ლიგა


ზოგვაც არ იცის, მაგარი მშრომელია და ისე გაგხეხავს, შენი
მოწონებული-მეთქი...
ბებია გამოთქმით ჰყვებოდა, თან თავისივე სიზმრით გახარე-
ბული თავს გაიქნევდა ხოლმე.
– რა გითხრა მერე, დაგთანხმდაა? – დაინტერესდა ბებია ევა.
– დამთანხმდა მაშ, მადლობთო, მადლობთო, სუ მადლობა
მიხადა, მე კიდევ მივაძახე, საცვლები უთუოდ დაარეცხინე--
მეთქი, შინელიც გააწმენდინე-მეთქი, ჩექმებიც არ დაგავიწყდეს,
კარგად დააპრიალებინე-მეთქი.
ბებია ევამ კარგი ამბის მაუწყებლად სცნო სიზმარი და მეც
გულმოცემული გავყე ბებიას საბავშვო ბაღში და იქაც ყველაფე-
რი სხვაგვარად მოხდა, ვიდრე მეგონა. მე სმენად ვიყავი
ქცეული, მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ აქ, იქ, კიდევ იქით და
იმის იქით, გუშინდელისას არსად არავინ არაფერს არ ახსენებ-
და. ჩვენც, ბავშვებსაც, ყველას ისე გვეჭირა თავი, თითქოს არა-
ფერი მომხდარიყოს. ერთხელ ისიც კი გავიფიქრე, ყველაფერი
სიზმარში ხომ არ მოხდა-მეთქი, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი. სიჩუ-
მე... სრული სიჩუმე... და მე ახლა სწორედ ეს მეხამუშებოდა,
ასეთი სიჩუმე და ერთი სიტყვითაც კი არ მოგონება გუშინდელი
ლანძღვა-გინებისა, მიჩქმალვა და მიფუჩეჩება იმისა, რის გამოც
უნდა გვეყვირა და გვევაგლახა... არა, ეს არ იყო უბრალო სიჩუ-
მე, ეს იყო შიში, დაუძლეველი და ყოვლისმომცველი და ასე მე-
გონა ვერასოდეს, ვეღარასოდეს ჩვენ ამ შიშისაგან ვერ გავთა-
ვისუფლდებოდით... ჩიკოც არ იყო, თორემ ის მაინც გაფხაკუნ-
დებოდა და მე ვფიქრობდი, ალბათ ლოგინად ჩავარდა-მეთქი.
ჩიკო ხომ დღედაღამ თავში ხელს იცემდა და გუშინდელს შემდეგ
რაღა დაემართებოდა-მეთქი. მაგრამ ჩემი მოლოდინი სრულე-
ბითაც არ გამართლდა. ჩვენ უკვე დარბაზში მწკრივში ვიდექით,
უკვე გავითვალეთ კიდეც. მე გუნებაში გადავწყვიტე, ბებიას
ვთხოვ, დღესვე წავიდეთ, ჩიკო ვნახოთ და ვანუგეშოთ-მეთქი,
რომ დარბაზის კარი შემოფრიალდა, ჩიკო შემოვარდა და სახ-

336 მკითხველთა ლიგა


ტად დავრჩი: აღელვებული კი ჩანდა, მაგრამ სახე სრულიადაც
არ ჩამოსტიროდა, პირიქით, გახალისებული ჩანდა, ჩემ გვერ-
დით მწკრივში ჩაიჩხირა და, – მე ყველაფერს მივხვდიო, გად-
მომჩურჩულა. მე სულ არ გამომიხატავს სურვილი, რომ გამეგო,
რას მიხვდა ჩიკო, კარგს არაფერს მოველოდი... საუზმის დრო-
საც თავი ჩავღუნე და კორკოტის ჭამას შევუდექი, თან ვფიქრობ-
დი, გორაზე გავეპარები და თოვლის პაპას დავამთავრებ-მეთქი.
ჩიკო კი ისე იყო მოცული თავისი ამბით, არც უზოლო კოვზის-
თვის მიუქცევია ყურადღება და არც გოჭიანი თეფშისთვის. სხვა
დროს ჭამა არ ეხალისებოდა. დეიდა ალისას დაპატიმრების
შემდეგ ძლივს იკიკნებოდა, ახლა კი ყოჩაღად ილუკმებოდა და
არც ერთხელ ცხვირი არ აუბზუებია. ვერ მოვითმინე და ჩუმად
ვკითხე: კარგი ამბავი გაიგე-მეთქი? სრულებითაც არ გამიგია
კარგი ამბავიო, პირიქით, საშინელი ამბავიაო, მაგრამ მე თვი-
თონ მივხვდიო. აბა, კარგად იყავი-მეთქი, გავიფიქრე და ოდნავ
აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩუმად გავეპარებოდი გორაზე ჩემს
თოვლის პაპასთან, მით უმეტეს, პაშამ ნახშირის ნატეხებიც მო-
მიმარაგა, სტაფილოც და ქუდიც, ძველი ცოცხიც.
საუზმემ ხალისიანად ჩაიარა, დემნა და ელისო ერთმანეთს
ეჯიბრებოდნენ, ვინ მალე გაათავებდა კორკოტს და ასე გასინ-
ჯეთ, ჩიკოც კი ჩაერია. რევიმ და ცისანამ ერთმანეთს გაუცვა-
ლეს, როგორც ყოველთვის ნამცხვარი და ყველი, პაშა
ჩვეულებრივ თავს დაგვტრიალებდა, თეფშებს გვიცვლიდა,
დეიდა ქსენიაც ჩვეულებრივ გვადევნებდა თვალყურს, არაფერი
დაგვეტოვებინა და კოვზი და ჩანგალი წესიერად გვჭეროდა
ხელში. ბოლო დროისთვის ისეთი უცნაური რამ მოხდა, რომ ჩი-
კოს არცერთი შენიშვნა არ მიუღია. საუზმეს რომ მოვრჩით და
ავდექით, ჩიკო გამომეკიდა, მაგრამ ვუთხარი, საჭიროში უნდა
გავიქცე და მოვალ-მეთქი, სინამდვილეში კი სამზარეულოში შე-
ვირბინე, ცოცხსა და პატარა ტოპრაკს დავტაცე ხელი, პაშას
ვთხოვე, დეიდა ქსენია გააფრთხილეთ-მეთქი და საბავშვო ბა-

337 მკითხველთა ლიგა


ღის გვერდით გორაზე გავედი. ჩემს თოვლის პაპას დაგორგლი-
ლი ტანიც ჰქონდა, გადალესილ მხრებზე ბურთივით თავიც ედგა
და "გაცოცხლებასღა" უცდიდა. მე პატარა ჯოხით თვალების ად-
გილას ცოტა ამოვჩიჩქნე და მოზრდილი ნახშირები, – მინდოდა,
თოვლის პაპა დაჭყეტილი გამოსულიყო, – დავასვი, ცხვირის
ადგილასაც სტაფილო დავაკოსე, მსხვილი და კოჟრიანი სტაფი-
ლო, ლოთბაიას ცხვირივით. ძალიან მომინდა, პირში ჩიბუხი გა-
მეჩარა. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ შესაფერისი მოკლე ჯოხი
ვერ ვნახე. ფერდობისკენ წავედი, შეიძლება ბუჩქებთან რამე
ეგდოს-მეთქი. გავხედოთ და ჩიკო არ მორბის პირდაპირ ჩემ-
კენ?! ხომ გიპოვე, ხომ გიპოვეო. მიპოვიდა აბა, რა, დეიდა ქსე-
ნიასაც გორისკენ მოჰყავდა ბავშვები. საშუალო ჯგუფიც ოლია
მასწავლებელთან ერთად აქეთ მოდიოდა. ბავშვები მთელ გო-
რაზე გაიფანტნენ, მე და ჩიკო ვიდექით მხოლოდ განაპირას, მე
გაფაციცებული საჩიბუხე ჯოხს ვეძებდი, ჩიკომ კი ხელად მიპო-
ვა, საუცხოო პატარა კაპიანი მოკლე ჯოხი მომაწოდა და ვითომც
აქ არაფერიო, შემეკითხა: რა გგონია, ჩვენ ვინა ვართო? – და
ისე შემომაჩერდა თვალებში, წეღან რომ მეუბნებოდა, სწორედ
ის უნდა ეთქვა. მე გავიქეცი, თოვლის პაპასთან მივირბინე და
პირის ადგილას "ჩიბუხი" გავურჭე. ჩიკომაც მყისვე მოირბინა,
თოვლის პაპა აათვალიერ-ჩაათვალიერა და მითხრა:
– რა კარგია, ეე, უყურე, რა კოხტად გაგიკეთებია!
– ჯერ სადა ხარ? აი, ქუდი უნდა დავახურო, – და ძველი კეპი
დავახურე, მაგრამ ცოცხის დაჭერინება კი ძნელი იყო, მივარდე-
ბოდა.
– რა გინდა, მე დავაჭერინებ ცოცხსა და გეტყვი, რაც მოვი-
ფიქრე, ყაბულსა ხარ?
– არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, მე თვითონ დავაჭერინებ! –
ვიუარე მე.
– ლობიო ხარ და მეტი არაფერი, ისიც კი არ იცი, ჩვენ ვინა
ვართ! – და ცხვირწინ თითი დამიტრიალა.

338 მკითხველთა ლიგა


– ვინ უნდა ვიყო? ბავშვები ვართ!
– არა, მაინც, მაინც, ვინ გგონია, ვინა ვართ" – ჩამაცივდა ჩი-
კო, – ვინ ბავშვები, ვინ ბავშვები?
– ვინა და ოქტომბრელები! – ვუპასუხე დაბეჯითებით.
– ოქტომბრელები, ოქტომბრელები, ეგრე გეგონოს! – ხელი
ამიქნია.
გავჯიქდი, სწორედაც ოქტომბრელები ვართ-მეთქი, რადგა-
ნაც ჩვენ უკვე ოქტომბრელებად დავიბადეთ და ახლა ვეღარ
გადავიბადებით-მეთქი, მხოლოდ როცა მოვიზრდებით, პიონე-
რები გავხდებით-მეთქი.
– მაგ იმედით იყავი! შენ ალბათ, ისიც გგონია, რო ბედნიერე-
ბი და საამურები ვართ?!
მეგონა კი არა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, როგორც
ზევითაც ვთქვი, რადგან "ბედნიერი და საამური ოქტომბრელი"
სახელი და გვარივით მეგონა, ურომლისოდაც წარმოუდგენე-
ლია არსებობა. ჩიკომ კიდევ ისევ ფერდობის დათოვლილი ბუჩ-
ქნარისაკენ გამაქანა, სადაც არავინ იყო და ჩვენკენ არავინ იყუ-
რებოდა, მხარზე ხელი დამადო გასამხნევებლად და მწუხარე სა-
ხით წარმოთქვა; თან თავს აკანტურებდა, ვითომ წყალი არ
გაუვა, რასაც ვამბობო:
– ჩვენ იაპონიის შპიონები ვართ... იაპონიის დაქირავებული
აგენტები... აი, ჩვენ ვინა ვართ...
მე მეგონა, გაგიჟდა! იმიტომ, რომ შპიონები ლამის ზღაპ-
რულ, ფანტასტიკურ ურჩხულებად მესახებოდნენ... რაც ბებიას
ჩემთვის ეამბნა და წაეკითხა, რაც გამეგონა და მენახა და ბო-
ლოს, რაც ფიქრითა და წარმოსახვით წარმომედგინა, შპიონებ-
ზე უარესი არავინ მეგონა, ლეკებზედაც, თათრებზედაც, ქაჯებზე-
დაც, ყველაზე უარესები. ალბათ, იმიტომ, რომ ყველა ისინი, დი-
დი ხანია, მოვსპეთ და გავანადგურეთ, ყველა ისინი წარსულს
ჩაბარდნენ... შპიონები კი! საზიზღარი მუხანათი შპიონები! ჩვენ
გარემოცული ვიყავით შპიონებით! და ჩვენი პურის მაღაზიაში

339 მკითხველთა ლიგა


გაკრულ პლაკატზეც სწორედ ასეთი შპიონი იყო გამოხატული,
მზაკვარი, ქვებუდანი, ბოროტი და საზიზღარი, თვალებზე აფა-
რებული შავი სათვალით, ზემოთ ატყორცნილი გადატეხილი
წარბით, მზაკვრულად მოკუმული ტუჩებით, გადალესილი თმით,
კლანჭებივით თუ მარწუხებივით თითები კი გაეფარჩხა, სის-
ხლში ჰქონდა ამოსვრილი და პლაკატიც წითელი წინწკლებითა
და ლაქებით იყო დაფარული... მათი მუხანათობა ჩემთვის ისე-
თი მიუწვდომელი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემეძ-
ლო, ან ჩემი მშობლები ან ჩემი თავი მათთან დამეკავშირებინა.
– რას ამბობ, ეე, საიდან მოიგონე ეგეთი რამე, სიზმარში ხო
არ ნახე? – შევიცხადე მე.
– აი, რას ნიშნავს, რო გოგო ხარ და ვერაფერს ვერ მიხვდი.
მე კიდევ, მთელი ღამე არა მძინებია და მივხვდი. აი სწორედაც
მივხვდი, ჯერ გუშინაც იქ რო ვიჯექით, თეატრში, მე სულ ფიქრე-
ბი მერეოდა, თავი გავიხეთქე, იმდენი ვიფიქრე და მივხვდი,
შენც ხო იცი, რო მე ძალიან ჭკვიანი ვარ!
– ჰოდა შენი ჭკვა შენთვის შეინახე...
– მე კიდევ გული არ მითმენს, რო შენ ბრიყვი იყო და არაფე-
რი არ გესმოდეს! განა შეიძლება, მშობელი სხვა იყოს და შვილი
სხვა? თუ ჩვენი მშობლები არიან იაპონიის შპიონები, ესე იგი,
ჩვენცა ვართ, იმიტომ, რომ ჩემი მშობლები თუ გველები იქნე-
ბოდნენ, მე ხომ გველის წიწილი უნდა ვყოფილიყავი? და ვიქნე-
ბოდი კიდეც და მენდომებოდა კიდეც, ვყოფილიყავი გველის წი-
წილი და მეხოხა დედაჩემთან ერთად.
– მე არა მჯერა, მე არა მჯერა! დამანებე, თავი, მომეცი ცოც-
ხი, მე თვითონ ძალიან კარგადაც დავაჭერინებ! – დავიყვირე მე,
მივბრუნდი და თოვლის პაპას ხელები შემოვხვიე.
– რა არა გჯერა... რა არა გჯერა, ჩვენ ყველა ხომ მოჯადოებუ-
ლები ვართ! მოჯადოებულები! – და ჩიკო, სავსე შთაგონებით,
მარწმუნებდა, რომ ყველაზე დიდი ჯადოქრები დედამიწის ზურ-
გზე თურმე იაპონელები იყვნენ, მათ შეეძლოთ მსხდარიყვნენ

340 მკითხველთა ლიგა


თავიანთ კუნძულებზე შორს, ძალიან შორს და დედამიწის რო-
მელ წერტილშიც გინდა, ამ შემთხვევაში კი, ჩვენდა სავალა-
ლოდ, მათ თელავი ამოერჩიათ, ჰოდა, შეეძლოთ, ვინც გინდა,
რადაც გინდა გადაექციათ, შენ კი ბაიბურშიც არ იყავი და კარ-
გად მეყოლეე! თურმე უკვე გადაქცეული ხარ კაპიტალიზმის და-
ქირავებულ აგენტად, შპიონად და თუ მოიწადინებენ, იქნებ
გველხოკერადაც. თურმე ამიტომ იყო, რომ ასე ერთხმად და ერ-
თსულოვნად ჩვენს მშობლებს ლანძღავდნენ და აგინებდნენ.
მე თოვლის პაპას ხელი ვუშვი და ჩიკოს შევაჩერდი. ვინ იცის,
მართლა ასეა-მეთქი, საშინელმა ეჭვმა გამკრა, მაგრამ არავი-
თარ შემთხვევაში არ მინდოდა, ასე ერთბაშად დავნებებოდი და
მოვიფიქრე კიდეც, რა უნდა მეპასუხა და რით უნდა გამექარ-
წყლებინა ჩემი ეჭვი:
– განა შეიძლება, შენ თვითონ არ იცოდე და ისე იყო შპიონი,
მაშინ როგორღა უნდა იყო შპიონი?
– მე მაგალითად, ვგრძნობ, რო ვაარ! – მტკიცედ წარმოთქვა
ჩიკომ, – იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ... დავიფიცე, რო არავის
არ ეტყვი, დაიფიცე...
მე ცხრაკეცი ფიცით დავიფიცე. ჩიკომ ლამის ცხვირი ცხვირზე
მომადო და ჩამდუდუნა:
– მე ვგრძნოობ, რო არავითარი ბედნიერი და საამური აღარ
ვარ... რო შემეძლოს, მთელ ქვეყანას გადავწვავდი, გესმიის...
და შენც, თუნდ სანაძლეო, მალე იგრძნობ ამას, თუ ჯერ ვერა
გრძნობ... გამოტყდი, გრძნობ თუ არა!
მე შემეშინდა, ჩიკოს დუდუნისა ძალიან შემეშინდა, ვგრძნობ-
დი, რომ შეეძლო დავერწმუნებინე და სწორედ ამისი მეშინოდა.
– მაშინ... მაშინ... – ვცადე, მე ისევ გაბრძოლება, – თუ მათ
ასეთი მანქანები აქვთ, აზირ ძია სტალინი და კლიმ ვოროშილო-
ვი გადააქციონ თავიანთ შპიონებად?
– ვაიიი! – შეიცხადა ჩიკომ სიცილით, – ძია სტალინზე დიდი
ჯადოქარი ვინღაა? რას დააკლებენ იაპონელები? იცი, რა მაგა-

341 მკითხველთა ლიგა


რია? ყველაზე მაგარია... იაპონელები ჩვენ და ჩვენ მშობლებს
გვაჯადოებენ. ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი! – გაიცინა ჩიკომ
გამოჯავრებით.
მეუცნაურა ჩიკოს ასეთი შეუსაბამო საქციელი, ვთქვათ, მთე-
ლი ღამე იმის გამოცნობაში გაატარა, თუ როგორ გახდნენ ჩვენი
მშობლები კაპიტალიზმის დაქირავებული აგენტები, მერე რა
იყო ამაში სასაცილო და გამოსაჯავრებელი?!
– მერე რა გიხარია, თუ ეს ასე? – შევძახე აღშფოთებით, –
სულ ტიროდი, ტიროდი და ტიროდი...
– ჰოდა, აი, აღარა ვტირი და აღარ ვიტირებ და არაფერი და
ბებია რუსუდანი მინდა ვნახო...
– მერე ბებიაჩემისაგან რა გინდა?
– როცა მოვალ, მაშინ გაიგებ!
– დაიცადე... დაიცადე... ვთქვათ, ჩვენ მართლა მოგვაჯადო-
ვეს... როგორ ფიქრობ... ბებია ხომ ჩვენგან განუყოფელია და...
განა შეიძლება, ბებია ჩვენს გვერდით არ იდგეს?
გეგონებათ, განძი იპოვაო, ისეთი აღგზნებით დამიდასტურა,
მაგას წყალი არ გაუვაო. რა თქმა უნდა, ბებია რუსუდანსაც გახ-
დიდნენ იმპერიალიზმის აგენტად.
– საქმეც ეგ არის! – თვალებს აკვესებდა ჩიკო, – ხო გითხა-
რი, თუკი შეუძლიათ ისეთი ვაჟკაცები გადააქციონ, როგორიც
მამაჩემი და მამაშენია, ბებია რუსუდანი ხომ თითქმის მოხუცი-
ა?!
დამაჯერა ჩიკომ, დამაჯერა და როგორც კი ბებია, ეს შეუვალი
ციხესიმაგრე ჩემ თვალწინ დაეცა, საბოლოოდ ვირწმუნე, რომ
ბოროტმა ადამიანებმა ისე გვაქციეს შპიონებად, ჩვენ თვითონ
ამის შესახებ არაფერი ვიცოდით და კიდევაც ეს იყო ყველაზე
უფრო შემაძრწუნებელი.
კიდევ კარგი, ქსენია მასწავლებელი გვეძახდა, დარბაზში
მივდივართ და ჩქარა წამოდითო. შვებით ამოვისუნთქე. ჩვენ
ყველას გვიყვარდა დარბაზში თამაში და გართობა, დარბაზში

342 მკითხველთა ლიგა


გვამღერებდნენ სიმღერებს თოვლის ფანტელებზე, ყურცქვიტა
ბაჭიებზე, დარბაზში ვთამაშობდით საგნის დამალობანას და მუ-
სიკის საშუალებით პოვნას, დარბაზში ვამბობდი ლექსებს თვა-
ლებბრიალა ავტოებზე, მოხტუნავე ჭრელ ბურთებზე, ჭალაში
ჩადგმულ პატარა წისქვილზე, მოწუწუნე ნავთის ლამფაზე და,
რაც მთავარია, ძია სტალინზე. "ძია სტალინს ჩიბუხი აქვს, მაგ-
რამ თურმე არ აქვს ქისა, შევუკერავ ლამაზ ქისას, ქისას წითელ
ხავერდისას..." და შემდეგ დაწვრილებით იყო აღწერილი, რო-
გორ მოვუქარგავდით წვრილი ნემსით ამ ქისას და როგორი სა-
სოებით გაუგზავნიდით... "ქისა" ახალი ნასწავლი გვქონდა და
გამტკიცებისთვის გვამეორებინებდნენ, თორემ ძია სტალინზე
სხვაც ბევრი ლექსი ვიცოდით.
დარბაზში გავერთე, გავხალისდი, გულიდან გადავიყარე ჩვე-
ნი მოჯადოება, ჩიკოც პირველად იყო თავისი მშობლების შემ-
დეგ ასე მოცოცხლებული და ჩემთვის ეს გაუგებარი იყო, ეჭვი
არ მეპარებოდა, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მართლაც, სა-
დილად რომ მივყავდით, გვერდში ამომიდგა და საიდუმლოს
რომ გამანდობდა ხოლმე, აი, ისეთი კილოთი გამიმეორა:
– ბებია რუსუდანთან სათხოვარი მაქვს და ხვალ თქვენთან
მოვალ, რაა!
მე სრულებითაც არ მინდოდა, ბებია ევას სარდაფში მოსუ-
ლიყო, თანაც გულო და კარლო თუ დაინახავდნენ კიდევ ერთ
მავნებლის შვილს, ეჭვი არ მეპარებოდა, დაგვცინებდნენ და
გაგვაბრაზებდნენ. დღეს დილითაც, ბებიასთან ერთად საბავშვო
ბაღში რომ მივდიოდი, სადარბაზოსთან ეტლში სხდებოდნენ
ყველანი, გულომ და კარლომ ზევიდან დამჭყივლეს: "ღორის ქე-
ლეხში მივდივაართ, ღორის ქელეხში მივდივაართ!" და თან და-
მეპრანჭნენ, ცერები მიიდეს ცხვირთან. ჰოდა, სრულებითაც არ
მინდოდა, იმათი ოინები ჩიკოს ენახა. მე და ბებია ხვალ სხვაგან
მივდივართ-მეთქი. მაშინ ხვალზევით მოვალო, იმიტომ, რომ გა-
დაუდებელი საქმე მაქვსო და უცებ, მოულოდნელად ისე საწ-

343 მკითხველთა ლიგა


ყლად შემომხედა, ისეთი ვედრებით, თითქოს მისი ბედი ამ საქ-
მეზე იყო დამოკიდებული. კარგი, კარგი-მეთქი, – ჩავილაპარა-
კე, ხელი მოვკიდე და სასადილო ოთახში ერთად შევედით.
კარგი სადილი გვქონდა, სიამოვნებით შევექცეოდი სურნე-
ლოვან კატლეტსა და შებრაწულ კარტოფილს და ვფიქრობდი,
რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეჯერებინა ჩიკოს ნათ-
ქვამი... და მართლაც, სადილობისას ყოველგვარი ეჭვი გამე-
ფანტა... ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, ჩემ შესაშინებლად და გულის
გასახეთქად მოიგონა ეს ყველაფერი-მეთქი; ბრაზი მოსდის,
რომ მასთან არ ვტირი და თავში ხელს არ ვიცემ და თვითონაც
სწორედ ამიტომ არ იყრის თავზე ნაცარს-მეთქი. მაგრამ საბავ-
შვო ბაღის შემდეგ, უკვე შებინდებულზე, მე და ბებია ევამ რიყის-
პირა დაღმართზე რომ ჩავუხვიეთ, მოუსვენრობა დამეუფლა,
ბზის ბუჩქის დანახვაზე ხომ ახალი ძალით შემომაწვა შავბნელი
ფიქრები... ბებია თურმე ფოსტაში იყო წასული, მე კი მაშინვე
სახტუნაოს ვეცი და ხტუნვა დავიწყე. როგორ აღარ ვხტუნავდი,
წაღმა, უკუღმა, ასკინკილით, სკუპსკუპით, მაინც ვერ ვახშობდი
ჩიკოს ნათქვამს... მე, როგორც ბავშვს, იმპერიალიზმის აგენტო-
ბას თუ მაპატიებენ, ბებიას თავზე ხელს არავინ გადაუსვამს--
მეთქი, შეძრწუნებით ვფიქრობდი და თუმცა შეძრწუნებას დაჩ-
ვეული ვიყავი, მაინც ელდა და შიში ახალი ძალით შემომიტევდა
ხოლმე... დაწოლისას ხომ სულ ჩავიფუშე. ბებია ევა და ბებია ბუ-
ხართან ისხდნენ, ძალიან ხმადაბლა, ლამის დუდუნით ლაპარა-
კობდნენ, ბებია ევა საბატიბუტე წვრილკბილა ტაროს კალთაში
იფხვნიდა, ბებია კი ჩემი ბამბაზიის კაბას ჩამორღვეულ ჯიბეს
აკერებდა და თვალებმოწკურული ჩემკენ გამოიხედავდა ხოლ-
მე. ვუყურებდი და გული მიკვნესოდა... მოვიდოდნენ! აუცილებ-
ლად მოვიდოდნენ! როგორც მაშინ მოვიდნენ, იმ საზარელ ღა-
მეს, ის საშინელი შავი კაცი, ახლა ჩვენს სახლში რომ ბოგინობს,
ხელს სტაცებდნენ ბებიასაც და წაიყვანდნენ, რომ მერე ისევე
დაეგმოთ გაჩირაღდნებულ თეატრში, როგორც მამაჩემი დაგ-

344 მკითხველთა ლიგა


მეს, როგორც მე დამწამეს ცილი! დაძაბული მივაყურადებდი.
აივნის ქვეშ ქარი სიმინდის ქეჩეჩს აშრიალებდა, თუ ვიღაცის ნა-
ბიჯების ხმა იყო, ვიღაც დადიოდა, ვიღაც უახლოვდებოდა სარ-
დაფის კარს და ჩემსავით აყურადებდა... არა, არა, ეს ქარი არ
იყო... ვიღაც მოდიოდა, სწორედ სარდაფისკენ... ჩვენს კარს უახ-
ლოვდებოდა... აი, მიუახლოვდა კიდეც... ფეხები დააბრაცუნა...
ვაიმე-მეთქი, დავიძახე, თავზე საბანი წავიფარე და ტირილი
ამოვუშვი... ბებიამ მოირბინა, საბანი გადამხადა, ხელი მომხვია,
რა იყო, გენაცვალოს ბებიაო, გაიხედე, აგერ ვინ მოვიდაო... შე-
მოღებულ კარში ძია გიგლა იდგა და სარდაფში იყურებოდა, მას
ხელში დიდი ბადია ეჭირა ხილითა და სანოვაგით თავმობმული,
ზევიდან კი რამდენიმე ჩურჩხელა იყო გადახიდული. შემოვიდა,
შიგნიდანაც მიჰკრა კარს ფეხი და არეული ნაბიჯით მაგიდისკენ
წამოვიდა. გზადაგზა გულღია, ხალისიანი კილოთი ამბობდა:
– აბა, როგორ ხართ, ბებრებო! როგორა ხართ, ბალღებო!
ისეთი მოსაკითხი მოგიტანეთ, ტყუილია ამისთანა! აბა, ადგილი
მოცალეთ, ადგილი!
გიგლამ ბადია მაგიდის კიდესთან დადგა და პირდაპირ მაგი-
დაზე დაიწყო გადმოცლა... ბებიამ თახჩიდან სპილენძის სინი
გადმოიღო, ბებია ევა კი არ განძრეულა, ერთი მქისედ გამოხე-
და გიგლას და უჩუმარი პირით განაგრძო სიმინდის ფხვნა.
– მადლობთ, გიგლა, მადლობთ, – ეუბნებოდა ბებია.
– მსხალია, თაფლი და შაქარი, დეიდა რუსუდანო, თქვენ რო
გიყვართ, თამრო მსხალია, აი, ეს კიდევ მშვენიერი ნედლი ხორ-
ცი, ხო იცით, ჩემს სიმამრთან ვიყავი კონდოლში, ღორი დავკა-
ლით, ყაურმაო, მწვადებიო, დავლიეთ კიდეც და ცოტა ისე ვარ.
ბებია სინზე ალაგებდა ხილს და ჩირის ასხმულებს, ძია გიგ-
ლა კი ჩურჩხელით ხელში ტახტისკენ წამოვიდა. ჩურჩხელა ძა-
ფით ეჭირა და ცხვირწინ მიქნევდა, ხელში ჩამიდო და თავზე ხე-
ლი გადამისვა.
– ჭამე, გენაცვალე, ხედავ, როგორი დაშაქრებულია.

345 მკითხველთა ლიგა


მადლობთ-მეთქი, ვუთხარი, მერე შევჭამ-მეთქი და ჩურჩხე-
ლა ფანჯრის რაფაზე გადავდე. ღვინის სუნი უდიოდა და შავი,
ხშირი თმაც შუბლზე ჰქონდა ჩამოწეწილი... ჩურჩხელა ძალიან
მიყვარდა, მაგრამ ასე მეგონა, ეს სხვა ჩურჩხელა იყო, სულ
სხვა... რომელიც არ უნდა მეჭამა, თითქოს ვიღაც შიგნიდან მიკ-
რძალავდა, მამაჩემის მლანძღველის მოცემული, ჩურჩხელა კი
არა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლოს არ გამეკარებინა.
– დედი, შენ რა პირი გაგიკერნია? რა მოხდა, რაშია საქმე?
აი, ეს კიდევა, დეიდა რუსუდანო, ნაფერდალია, ხო იცით, ერბოს
სჯობია, ბალღს გამოუდნეთ, ხელის შეწყობა უნდა ბალღსა, ცო-
დოა, ცოდო, გული მიკვდება, მაგრამ რაა...
რატომღაც გაგრიულად უქცევდა, იმ დროს როცა სულ არ
იყო გაგრია, სიტყვებს ჭიმავდა, ხმოვნებს აგრძელებდა, თით-
ქოს ვიღაცის ლაპარაკს აჯავრებსო, თვალებში კი, ამომჯდარ,
დიდ შავ თვალებში დაბნეულობა თუ უხერხულობა გაუკრთა...
ბებია ევამ საბატიბუტე სიმინდი ხრიალით ჩაცალა სპილენძის
ყურიან ტაფაში, ხუფი დააფარა და ზედადგარზე შემოდგა. გიგ-
ლამ გაიცინა:
– შენ ისევ ბატიბუტსა ხლი, დედი, ბავშვობაში რო მიხლიდი
ხოლმე...
ბებია ევამ შუბლი შეიჭმუხნა:
– ბატიბუტსაც გიხლიდი და კარგ კაცობასაც გასწავლიდი...
– მერე, რა გინდა, მაგითი თქვა, არ გამოვედი კარგი კაცი?!
– შენ თავსა ჰკითხე, გამოხვედი თუ არ გამოხვედი და შენს
მოამაგეებს ამაგი როგორ დაუფასე!
ბებია ევა სამფეხიდან წამოდგა, ბუხართან აისვეტა და ისე
შეუპოვრად გამოხედა გიგლას, თითქოს საბრძოლოდ იწვევსო.
გიგლას სახეზე ჩრდილმა გადაუარა, ოდნავ შეტორტმანდა და
სკამის საზურგეზე ჩამოეყრდნო.
– განა არა, ფეხი უკან მიდგებოდა, წამომაყვედრებს-მეთქი,
ხო ვიცი შენი ამბავი! – ბოღმიანად გაიქნია თავი გიგლამ, – ისე-

346 მკითხველთა ლიგა


დაც ვიწურები და ყელში მიჭერ, ორი ბოთლი ღვინო დავლიე სა-
განგებოდ, რო დეიდა რუსუდანთან მოვსულიყავი, ბალღი მენახ-
ნა...
– რა პირით მერე... რა პირით, გლანძღეთ და გაგინეთო, ეს
რო გეთქვაა?! – ბებია ევამ მრისხანედ გააელვარა თვალები და
ისეთი შთამბეჭდავი იყო მისი სილამაზე, დაჭყეტილი ვუყურებ-
დი, თან მიხაროდა, რომ თავის შვილს პასუხს სთხოვდა. ამასთა-
ნავე ბატიბუტმაც ბათქიბუთქი დაიწყო, თითქოს გიგლას გაეპა-
სუხაო.
– დეიდა რუსუდან, დეიდა რუსუდან! – ლამის შეღრიალა გიგ-
ლამ, – თქვენ ხომ გაგებული ადამიანი ხართ, უთხარით, რამე
გააგებინეთ! ეს ან ქვევრში ზის, ან კამეჩის რქაში და ვერა ხე-
დავს, ქვეყანაზე რა ხდება. ოთხას ორმოცდაათი კაცი ეტევა
ჩვენს თეატრში და იმის ნახევარიც ალბათ გასასვლელებში იდ-
გა. მოსულიყავით და დაგედოთ ხელი ვისთვისაც გინდა, თუ ვინ-
მე არ გამოვიდოდა, თუ ვინმე არ დაგმობდა, სანთელივით კაცი,
ბურჭულაძე ალექსანდრე საკუთარმა ძმამ, უმცროსმა ძმამ, თა-
ვისმა გამოზრდილმა ძმამ დაგმო და მე ჩემი თავი არც წითელი
კოჭი მგონია, არც გმირთაგმირი. მითხრეს, დამავალეს, აუცი-
ლებელია შენი გამოსვლაო, ფეხი გავაფხაკუნო და მაშინ გამო-
უცხვებათ ჩემს შვილებს კვერია. ეს ცხარე დედა კიდევ მაშინ
გაიხარებს, მაშინ დაჰკრავს ბუკსა და ნაღარას, იმის მაგივრად...
იმის მაგივრად... – გიგლას ბოღმისგან ხმა აუკანკალდა, ფარ-
თოყვრიმალებიანი სახე მთლად გაუჭარხლდა, შუბლზე ჩამოწე-
წილ თმას ხელით დაეჭიდა, თითქოს უნდა დაიგლიჯოსო: – გა-
მიგოს... გამიგოს... მაშ, დედამ შვილს არ უნდა გაუგოს, არ უნდა
გაუგოს?! მითხარით, დეიდა რუსუდანო?
– მესმის, გიგლა, ყველაფერი მესმის, – თქვა ბებიამ, – ჩვენს
დროში, დიდი ხანია, დაასამარეს მართალი სიტყვა და ყალბი
სიტყვით გმობასაცა და დიდებასაც ერთი ფასი ააქვს...

347 მკითხველთა ლიგა


ბებია მოვიდა ჩემთან, ტახტზე ჩამომიჯდა და ხელზე ხელი
მომკიდა.
– აი, ადამიანი, გაგებული ადამიანი! – გიგლამ ხელი მოწვე-
ტით გამოიშვირა ბებიასკენ, – ვის რა დააკლდა ამ დაგმობით,
გამაგებინე, ისინი უკვე ციხეში სხედან, ან ვის რა მოემატება, მეც
რო ხელი მტაცონ!
– რუსუდანო, ხედავ, როგორ გაიგო შენი ნათქვამი! ვაიმე,
ვაიმე, რო სხედან, თქვენც უნდა ჩაწიხლოთ, თქვენცა? ფუუ,
თქვენ კაცობას და თქვენ სიმართლეს!
– დაუნდობელი... დაუნდობელი! – ამოიგმინა გიგლამ, – გუ-
ლი რო უსკდება სიამაყით, მაგისი გაზრდილი თითით საჩვენებე-
ლი რო არ გამოვიდა! აი, ესა ვარ, რაცა ვარ! მაგრამ შენც ეგა
ხარ, რაცა ხარ! თავკერძა და დაუნდობელი!
– გაიგე, სიმართლეა დაუნდობელი, სიმართლე!" – შეცვლი-
ლი ხმით დაიძახა ბებია ევამ.
– სიმართლე! მერე ვის რაში სჭირდება ეგ სიმართლე! ერთი
მე მჭირდებოდა, გული რომ მომიკალი ათი წლის ბიჭს და სი-
ცოცხლე მომიშხამე! საბოლოოდ შემაძულე და შემაჯავრე!
– რას მამუნათებს, რუსუდანო, რა უნდა ჩემგან? – ტკივილით
აღმოხდა ბებია ევას, ეტყობოდა გიგლამ სიტყვა გულში მოახ-
ვედრა, – დაითვრება, მოვა და ლამის ყვედრებით სული ამომხა-
დოს... – მავედრებელივით გაშალა ხელები ბებია ევამ.
– კარგია სიმართლე? კარგია, გეტკინა გული? იმდენი სიმარ-
თლე გითხრა, რო... – გიგლამ ცალყბად გაიცინა, ჩაიფრუტუნა,
თითქოს ბოღმიანი სიხარულითაც, რომ თავიანთი დაპირისპი-
რების მთავარ ძარღვს ჩასჭიდა ხელი მაშველი რგოლივით. ერ-
თბაშად სკამზე ისე დაეზღართა, გეგონებათ, მუხლებში ჩაიხვე-
წაო. ცეცხლის შუქმა გაჭარხლებული სახე წითლად აუვარვარა,
თვალებში დამცინავი ღიმილი უკრთოდა და მინდოდა, გამომეც-
ნო რას დასცინოდა: თავის უნიათობასა და უსასოობას, თუ ორ

348 მკითხველთა ლიგა


ხნიერ ქალს, რომელთაც ცხოვრების სიდუხჭირისა და სიმუხ-
თლის მიუხედავად, მაინც სწამდათ სიკეთისა და სიმართლისა.
– სიმართლე ისიც არის, – თქვა ბებიამ შემარიგებელი კი-
ლოთი და ევას ვედრებით გახედა, ვითომ ნუ აუხირდებიო, –
პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო ჩვენი მაცხოვარი, და ჩვენ ვინ
ვართ იმასთან შედარებით...
– ოჰ, რუსუდანო, რა მაგალითები იცი! პეტრე მოციქულმა, –
მქისედ, ამრეზით თქვა ბებია ევამ, – როგორ გამოისყიდა თავი-
სი შეცოდება, ვიცით ჩვენ და ამან, ამან? რით უნდა გამოისყი-
დოს, ვაშლის ჩირითა და ნაფერდლის ქონით?
გიგლამ კბილები გააღრჭიალა, სიმწრით ამოიზმუვლა, მერე
კი თითქოს გული ამოატანაო, ისე აღმოხდა:
– როგორ მიყვარდა... როგორ მიყვარდა... ამის კალთაზე ვი-
ყავი გამოკერებული... – გიგლამ ბებია ევას შეხედა, თვალები
ბოღმით ჰქონდა სავსე, ისე სავსე, გეგონებათ გადმოსცვივდე-
ბაო, – პირველად რო წამომძახეს, შე აყვანილოვო, მთელი კაკ-
ლები მოვუგე ქვევითუბნელებს და გაბრაზებულებმა ესღა მომა-
ძახეს, ნამდვილი შვილი ხომ არ გგონია შენი თავიო, ჰკითხე შენ
მშობლებს, საიდან მოგიყვანესო. იმდენად შემაძრწუნებელი
იყო ჩემთვის იმის წარმოდგენა, რომ შენ ჩემი ნამდვილი დედა
არ იყავი, რომ მე შენი გაჩენილი არ ვიყავი, შურსა და ცილისწა-
მებას დავაბრალე; შურთ ამისთანა დედა რო მყავს-მეთქი, შურთ
დედაჩემისთანა მარტო ჩვენს უბანში კი არა, მთელ თელავშიც
არავინ არის-მეთქი, ვინც ყველაზე კეთილი და მშვენიერია, მა-
ინცდამაინც დედაჩემია-მეთქი. მე სწორედ ამიტომ გითხარი,
ამიტომ! რომ ჩვენ ერთად გვეცინა, ერთად გვემხიარულა ამ სიც-
რუეზე, ამ სისულელეზე! მეთქვა, ისეთი კარგი ხარ, შურთ შენი
თავი ჩემთვის და ხედავ, რა მოიგონეს-მეთქი... მაგრამ რაგინდ
ტყუილი ყოფილიყო ეს ამბავი, სიტყვა მაინც ბოროტი იყო და მე
მოვისწრაფოდი შენკენ იმისთვის, რომ შენ ეს წამოსროლილი
ბოროტი სიტყვა გაგექარწყლებინა, შენი ღიმილით გაგებათი-

349 მკითხველთა ლიგა


ლებინა... შენ კი, გეგონება, ქვა გესროლესო, ტკივილით შეგეჭ-
მუხნა სახე, გულში ჩამიკარი და ტირილი დაიწყე. შენი ჭირიმეო,
მეუბნებოდი, ვინა მყავს შენს მეტიო, ჩემი შვილი ხარ, მაშ ვინა
ხარო, მთავარი გაჩენა კი არა, გაზრდააო... მაგრამ შენ გეგონა,
მე მართლა დავეჭვდი, შენ გეგონა, სიმართლის გაგების წყურ-
ვილი მტანჯავდა! არავის, არავის არ ტანჯავს სიმართლის გაგე-
ბის წყურვილი, სიმართლისა, გულს რომ მოუკლავს და თავგზას
დაუბნევს! რაღა მე უნდა დავტანჯულიყავი, ათი წლის ბიჭი! მარ-
თალი მითხარი-მეთქი, გეუბნებოდი და ვგულისხმობდი იმას,
რასაც ჩემი გული განიცდიდა, შენთან გადაჯაჭვული და შესის-
ხლხორცებული, ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ მახსოვდა ის საკ-
ვირველი დრო და ვგრძნობდი კიდეც როგორ ვიყავი შენში ჩაბუ-
დებული, შენთან განუყრელი! ეს იყო სიმართლე! და არა ის ქვე-
წარმავალი, სიმართლის სახელით გულში რო ჩამისვი მოსაწამ-
ლად და მოსაშხამად! განა ეგრე არ არი, დეიდა რუსუდანო, მით-
ხარით, თუ ხათრი გაქვთ, მითხარით!

გიგლამ ისევ მავედრებელივით გამოიწოდა ხელი ტახტისკენ.


მაგრამ სანამ ბებია სიტყვას იტყოდა, თუმცა ისე იყო შუბლგა-
მოკრული და პირიც ისე მტკიცედ ჰქონდა მოკუმული, ეტყობა
ჩარევას არ აპირებდა, ბებია ევამ შეცვლილი ხმით, – გეგონე-
ბათ მის ბუნებრივ, ჩვეულებრივ ხმას, რბილ, ხავერდოვან ხმას,
ხაო გააცილეს და გააშიშვლესო, – უკმეხად დაიძახა:
– ავსისხლავ! ავსისხლავ! იმას უნდა გაეზარდე, იმას, ვინც
გაგაჩინა, ამის ღირსი იყავი, მაგრამ რო არ უნდოდა შენი გაზ-
რდა, არ უნდოდა! სანაგვეში უნდოდა გადაეგდე, გესმიის, გესმი-
ის! უმადურო! შე უგულო და უმადურო, ხო ვიცი, ვინც გწამლავს,
ვინ გამხედრებს ჩემ წინააღმდეგ! ვიცი, ვიცი, ჩემი ხიზნები ადგას
გულზე მაგ უსინდისოს, მაგ საზიზღარს მაგას! შენი უჭკუობით
რო სარგებლობს, ათი წლის შემდეგ ჭკუა რო არ მოგემატა, ახია
შენზე, ახია!

350 მკითხველთა ლიგა


– განა არა, ვიფიქრე როდის მიხსენებს-მეთქი, რა გინდა იმი-
საგან, რა გინდა! – ღრიალებდა გიგლა, – ცხარე დედა როა, ისა
გშურს ისა, ოჯახის მუჭუჭი როა, ჭრელი ქვა რო იპოვოს, შინ მო-
არბენინებს, შე ბედოვლათო შენა, რო ვერაფერი დაგანახა საწ-
ყალმა ქალმა!
საშინელი ჩხუბი გაიმართა. ისინი უყვიროდნენ ერთმანეთს,
თვალებს უბრიალებდნენ, გაფარჩხულ ხელებს ცხვირწინ უტ-
რიალებდნენ... მე კი მოუსვენრობა და შეშფოთება მიპყრობდა
და მიუხედავად ამისა, მინდოდა, გარკვევით მივმხდარიყავი, ვინ
იყო მართალი და ვინ მტყუანი, ვინ უფრო მართალი იყო. ჩვენი
გაჩირაღდნებული სახლიდან გამოყოლილი გულუბრყვილო,
ბავშვური მისწრაფება ყოველივე ნათელი, მკაფიო და გარ-
კვეული ყოფილიყო, ამაოდ აწყდებოდა სარდაფის ნახევრად
ბნელსა და ჩრდილებით აფორაჯებულ კელდებს, ჩხუბითა და
ყვირილით გაყრუებულ სივრცეს, მაცბუნებდა და მაოცებდა ის
ამბავი, რომ თეატრის შემდეგ მტკიცედ ვიცოდი: ძია გიგლა იყო
უსინდისო და უგულო, ჩემი და ჩიკოს მშობლების ტყუილუბრა-
ლოდ შემჩვენებელი და მგმობელი და მე ის უნდა მჯავრებოდა
მთელი ჩემი არსებით... მაგრამ პირისპირ რომ ვხედავდი ასე
აღელვებულს, უბედურსა და შერცხვენილს, არამცთუ ვერავი-
თარ სიძულვილს ვერ ვგრძნობდი, არამედ ამ გამძვინვარებული
ჩხუბის დროს ხშირად მეცოდებოდა კიდეც და უფრო მეტადაც,
ვიდრე ბებია ევა... კაცმა რომ თქვას, შეუძლებელიც კი იყო ბე-
ბია ევას შეცოდება, შეცოდება კი არა, სულ მალე ისე შევძრწუნ-
დი, ისეთმა ძრწოლამ ამიტანა, აღარც იმის გაგება მინდოდა ვინ
იყო მართალი და ვინ მტყუანი და აღარც არაფრისა, მხოლოდ
და მხოლოდ აქედან გაქცევა მინდოდა.
გიგლა სულ მთლად გადაირია, ბებია ევამ ისევ გუშინდელი
ამბავი რომ მოაგონა:
– ათასჯერ რომ ვტყუოდე შენთანაც, შენს უგულო ცოლთა-
ნაც, მაინც ეს არ გამართლებს, მეგონა, სიმხნევე და სიკეთე ჩა-

351 მკითხველთა ლიგა


გინერგე და, აი, ვინა ყოფილხარ, ჩაგრულის მაგინებელი, შე
ლაჩარო, ლაჩარო, ქვეშაფსიავ!
გიგლამ არაადამიანური ხმით დაიღრიალა:
– მკვლელო! მკვლელო – მამაჩემის ცოდო გაქვს კისერზე
წამოკიდებული და მე ტყუილუბრალოდ გმობას მიკიჟინებ! შენ
ამოხადე სული მამაჩემს, ბოღმითა და სიძულვილით შეიკალი
ხელში! მკვლელი ხარ, მკვლელი!
ბებია ევამ თავი ისეთი გამწარებით გააქნია, თავშალი გადას-
ძვრა, აკეცილი შავი თმა ჩამოეშალა, თვალისმომჭრელად
გაიელვა ზურმუხტის საყურეებმა და ასე მეგონა, მრისხანებისა-
გან ელავენ-მეთქი, თვალებსაც ისე ატრიალებდა, ისე აცეცებდა,
რაღაცას ეძებდა, შეძრული და აზავთებული აქეთ-იქით აწყდე-
ბოდა... და უცებ იპოვა კიდეც, რასაც ეძებდა – ტახტის ბოლოს
მოჰკრა თუ არა თვალი ჩემს სახტუნაოს, დასტაცა ხელი, ორივე
ტარი მუჭში მოიქცია და მაგიდასთან გადმოწოლილ გიგლას
მთელი ძალით ბეჭებზე გადაუჭირა. თან დასძახოდა:
– მკვლელი მამაშენი იყო... თქვენი ჯიში და ჯილაგი უნდა
გაქრეს... სიკვდილის წინ მითხრა, რო მკვლელი იყო, ჩემი გიოს
მკვლელი...
საშინელი შესახედი იყო, ყბამოღრეცილი, თმაგაშლილი,
მობრიალე თვალებით და, რაც მთავარია, ხავილის მსგავსი
ამოძახილებით, ალქაჯსა და კუდიანს მაგონებდა და ჩემი სახტუ-
ნაოც ჯადოსნური მათრახი მეგონა, რომელიც გიგლას თაგვად
თუ რაღაცად გადააქცევდა და კიდევაც ამან შემაძრწუნა და თავ-
გზა ამირია. ბები, ბები, წავიდეთ აქედან-მეთქი, – და თავზე სა-
ბანი გადავიფარე. ბებია წამოხტა, მათ შორის ჩავარდა.
– გაგვათენებინეთ ღამე! ბავშვი დაიზაფრება! ვის მივადგეთ
ამ შუაღამისას! სად წავიდეთ, გათენდეს და წავალთ, არ დავრჩე-
ბით! – მერე მოირბინა ჩემთან, საბანი თავიდან გადამიწია, თავ-
ზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა.

352 მკითხველთა ლიგა


სახტუნაო რახუნით დავარდა ბუხრის კალთაზე, ბებია ევამ
სახეზე ხელები აიფარა და ზურგით შებრუნდა ბუხრისკენ. ერ-
თბაშად სიჩუმე ჩამოვარდა. გიგლა კარისკენ წავიდა, კარი გა-
მოაღო, მაგრამ გაჩერდა და ჩემკენ შემობრუნდა: "თქვენ მაპა-
ტიეთ, დეიდა რუსუდანო". მერე კარი მიხურა, ტახტთან მოვიდა
ბორძიკით, თითქოს ფეხი უკან რჩებაო, ბებიას წინ გაჩერდა,
თავში ჩაკრულივით გაოგნებული აქნევდა თავს, მერე დაეშვა
მუხლებზე და ტირილის ხმაზე პატიებას სთხოვდა ბებიას: "
– მაპატიეთ, დეიდა რუსუდან... შენც მაპატიე, გენაცვალოს
ძია გიგლა... გეხვეწებით მაპატიეთ... ჩვენ ხო ხალხი არა ვართ...
ჩვენ ხო ტიკინები ვართ... ჩვენ ხო ურჯულოები ვართ... ჩვენ ხო
სალახანები ვართ, დეიდა რუსუდან... მაგრამ ტყვია ჩამესხას
პირში, თუ ტყუილად ვგმობდი... ძალა აღმართსა ხნავს... მაპა-
ტიეთ... მაპატიეთ...
გიგლა ვეღარ ჩერდებოდა, სახეზე მართლა ღვიარება ჩამოს-
დიოდა და ამ ერთ სიტყვას "მაპატიეთო" გაიძახოდა და გაიძახო-
და... მე ისე მეუხერხულებოდა ეს ყველაფერი, შიგნით სულ ვიბ-
ღუნძებოდი, არ მინდოდა, დამენახა, როგორ იყო დაჩოქილი და
როგორ ტიროდა, თვალს ვარიდებდი... ბებიამ მხრებში მოჰკიდა
ხელი. ძალად წამოაყენა.
– ყველანი ერთ ტაფაში ვიწვით, გიგლა, თორემ წამოსაძახე-
ბელი ვის არა აქვს? რას ვიზამთ, ხორცი თრთის, სული კანკა-
ლებს. ხო გაგიგიათ.
– ეეჰ, – ამოიოხრა გიგლამ, – კაი გასაჯორები ვართ, მაგ-
რამ...
ბებიამ გულიანად გაიცინა:
– მერე ხო გაიჯორე კიდეც...

ბებია ევა შემობრუნდა, გიგლას ისე გამოხედა და ის უყურებდა,


ისე ჰქონდა სახე შეჭმუხნილი, თითქოს რაღაც სტკივაო, თით-
ქოს უნდოდა, რაღაც ეთქვა და ვერ მოეხერხებინა. ნერწყვს

353 მკითხველთა ლიგა


ყლაპავდა და გიგლასკენ ხელს იწვდიდა. მერე, როგორც იყო,
გასძრა ყბა და თავისი ჩვეულებრივი ხმით უთხრა:
– დაჯექი, გიგლა, ჩაი დავლიოთ... შენ ხო გიყვარდა პიტნის
ჩაი ბატიბუტით...
– დედი... დედი... – ისე აღმოხდა გიგლას, ლამის გულიც თან
ამოატანა: – მართალია განა... რაც შენ თქვი.. ნუთუ მართალი-
ა...
ბებია ევამ თავი დაიქნია:
– არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი... არც ვიტყოდი, გავმწარდი
ძალიან... – ქეთლი აიღო და ზედადგარზე შემოდგა, ბატიბუტი კი
ჯამფილში წამოცალა და მაგიდაზე დადგა.
– ჰოდა, ასე, – თქვა ბებიამ და სუფრის გაშლას შეუდგა.
ძია გიგლა მიხვდა, რა გამოიყვანდა შექმნილი მდგომა-
რეობიდან. თან, ალბათ, ჩემი სიამოვნებაც უნდოდა, ტახტზე ჩა-
მომიჯდა.
– ეგეთი ცუდები ვართ დიდები, – თქვა და ცალყბად გაიცინა,
გასაქარწყლებლად, თან მხარზე ხელი მომითათუნა. "ნახე, ეხ-
ლა რაები რაები უნდა გაჩვენო, აი, უყურე, – ძია გიგლამ ხელე-
ბი ერთმანეთს მიატკუცა, ზევით ასწია და თითები აათამაშა, –
აბა, შეხედე კედელს და გამოიცანი, რა არის.
სარდაფის ცუდად ნალესსა და დაკეჭნილ კედელზე კურ-
დღლის ჩრდილი გამოჩნდა. "კურდღელი" ყურებს აბარტყუნებ-
და და პირს აცმაცუნებდა.
– უყურე, უყურე, როგორ გადაიწყო გრძელი ყურები ზურგზე,
აი, ეს სახეძაღლი ესა! აბა, ახლა ამას შეხედე?
ძია გიგლამ თითები ახლა სხვაგვარად დააწყო... ეს კი დათვი
იყო და თან ისე კოხტად მიბაჯბაჯებდა კედელზე... მე დაძაბულო-
ბამ გამიარა, დავმშვიდდი, ახლა უკვე ჩურჩხელაც სიამოვნებით
ჩავკბიჩე და ძია გიგლას ჩრდილებიც კიდევ უფრო საინტერე-
სოდ მომეჩვენა, იმიტომ, რომ ჩრდილები მხოლოდ იმას კი არ
გამოხატავდა, რასაც ძია გიგლა განასახიერებდა, არამედ სხვა-

354 მკითხველთა ლიგა


დასხვა რამეებსაც, ერთსა და იმავე დროს კურდღელი შეიძლება
ძაღლიც ყოფილიყო, ცალყურაც და კიდევ ვინ იცის რამდენი რა-
მე. ძია გიგლა თითებს ათამაშებდა, სხვადასხვაგვარად აწყობ-
და, მე კი ჯერ უნდა გამომეცნო მთავარი ფიგურა, მერე კი, კედ-
ლის ჩრდილები მიმემსგავსებინა ხან რისთვის, ხან რისთვის...
ბუხარი გუზგუზებდა, პიტნის ჩაის სურნელი ტრიალებდა, ჩურ-
ჩხელას შევექცეოდი და თან "ჩრდილების გამოცნობანას" ვეთა-
მაშებოდი ძია გიგლას... ისე რომ მაგიდასთან რომ გადაჯდა ძია
გიგლა, აღარ მეთმობოდა და გულიც დამწყდა.
ბებია მოვიდა ჩემთან, საბანი ამომიგო, შუბლზე მაკოცა, გა-
დაბრუნდი და დაიძინეო, მითხრა.
– სიკეთით შეიცვლება ყველაფერი, გენაცვალოს ბებია,
გულში ჩაიყოლე და კარგად დაგეძინებაო... – მე მყისვე ჩიკოს
ნათქვამი გამახსენდა ჩვენი მოჯადოების შესახებ და ბებიას
ჩურჩულით ვუთხარი: ასე და ასე-მეთქი, ჰოდა თუ ეს მართალია,
რა დამაძინებს-მეთქი. ბებიამ ცხრაკეცი ფიცით შემომფიცა, არა-
ვითარ შემთხვევაში არ არის ეგ მართალი, რადგან თვით მამა-
ზეციერსაც კი არ ძალუძს რაიმედ გადაგაქციოს შენი საკუთარი
სურვილისა და ნების გარეშეო, თან მეფერებოდა, თავზე ხელს
მისვამდა და მარწმუნებდა, რომ აუცილებლად, აუცილებლად,
ყოველ მიზეზ გარეშე გაქარწყლდებოდა ეს ცილისწამება. მე უკ-
ვე ერთი სული მქონდა, მალე გათენებულიყო, რომ ჩიკოსთვის
მეხარებინა: არავითარი ჯადო არ გვაქვს გაკეთებული და არც
ჩვენი მშობლები და არც ჩვენ არავითარი შპიონები არა ვართ--
მეთქი, ეს ყველაფერი სიცრუეა და ცილისწამებაა-მეთქი! ისინი
კი ისხდნენ და სვამდნენ ჩაის. ბებია ევა ისევ ლამაზი იყო, თავზე
დაწინწკლული ხილაბანდი ჰქონდა გაკრული, პატარა ყურები
და დიდი ზურმუხტები ძალზე შვენოდა, დატეტკილი, ფერმკრთა-
ლი სახე სინაზეს სძენდა, ისხდნენ და ხმადაბლა ლაპარაკობ-
დნენ, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალათ...

355 მკითხველთა ლიგა


მე მაშინვე ჩამეძინა, მაგრამ შუაღამისას გამეღვიძა... ბოლო
დროს თითქმის ყოველთვის მეღვიძებოდა შუაღამისას, იმ საში-
ნელი ღამიდან დამჩემდა... შეშფოთებულს მეღვიძებოდა და ასე
მეგონა, ნაბიჯების ხმა მესმოდა, ახლაც გავიგონე ნაბიჯების
ხმა... აივნის ქვეშ ისევ აშრიალებდა ქარი სიმინდის გამხმარ ფუ-
ჩეჩს... და მე დავინახე კარებთან ატუზული ჩრდილი. სპირიდო-
ნა! ნამდვილად ის იყო... ზუსტად ისეთი, ზევით, ფარდაგზე გაკ-
რულ შავჩარჩოიან სურათზე რომ იყო გამოსახული, შავი და
პირქუში... ასე მეგონა, თვალს თვალში მიყრიდა, თითქოს რა-
ღაც უნდოდა, რაღაც უნდა ეთქვა... მე თავზე საბანი წავიფარე და
ბებიას მივეკარი და მაინც მესმოდა, როგორ გაიხურა კარები და
წავიდა.

356 მკითხველთა ლიგა


1930 წლის აგვისტოს 19 - " ცთების და ცთების,
სიკვდილსავინ არ მოელის წამისად"

მთელი ღამე შფოთვაში გაატარა... სიცხე უწევდა და უწევდა...


გულგვამში ბალღამის სადღვებელი უტრიალებდა შეუჩერებ-
ლად, შხამსა და დურდოს ზევით მოეზიდებოდა, ყელში აბჯენდა,
ისეც გამომშრალსა და გამომწვარ პირს უშაშხავდა და უშხამავ-
და, მთავარცნებას აკარგვინებდა... თავი... თავი... უდიერად
სტკიოდა... ასე ეგონა, თავის ქალის ძვლები ღრჭიალით ეხსნე-
ბოდა და კბილანები ტვინში ერჭობოდა... და მაინც... და მაინც...
ჭაობის ციების ამ სასტიკი შეტევის დროსაც, სიცხის ალმურსა და
ბოდვაშიც არცერთი წუთით არ ავიწყდებოდა თავისი მთავარი
საფიქრალი, მთავარი გასაჭირი, მხოლოდ გულსა და გონებაში
კი არა, თითქოს მთელ გვამში სოლივით ჩაჭედილი, გუშინდელს
შემდეგ კი იმ საზიზღარი, ერთადერთი სიტყვით გამოხატული, –
სიტყვა კი არა ბერკეტიაო, ჩვენი ყოფის მთავარი ბერკეტიაო,
ფიქრობდა სპირიდონა, – ბოდვის დროსაც ხომ სწორედ იმ სიტ-
ყვას ამოილუღლუღებდა ხოლმე... და განთიადისას, შეტევა რომ
ჩაცხრა, სიცხე გამონელდა და როგორც იყო თვალზეც რული
მოეკიდა, სიზმარსა თუ მოლანდებაში ყვავების გუნდი არა მხო-
ლოდ ამ სიტყვა "ცნობას" დასჩხაოდა, არამედ ზოგიერთი მათგა-
ნი ნისკარტებით თეთრ ქაღალდებს აფრიალებდნენ და ეს უბრა-
ლოდ ქაღალდები კი არა, ცნობები იყო, ასე რომ სჭირდებოდა
სპირიდონას და სულიც რო გასძრომოდა, უნდა ეშოვა და
მოეპოვებინა... აკი სიზმარშიც სულ მაღლა-მაღლა ხტოდა, გუ-
ლიც ამოვარდნაზე ჰქონდა და მაინც თავს არ იზოგავდა, ამ ეშ-
მაკი და ონავარი ყვავებისთვის, ცხვირწინ რომ უფრიალებდნენ
და უშრიალებდნენ ბეჭედდასმულ ცნობებს, – ამასაც მკაფიოდ,
ძალზე მკაფიოდ ხედავდა, – როგორმე გამოეგლიჯა ნისკარტი-
დან, როგორმე მოეხელთებინა... აი, თითქოს უნდა მისწვდომო-

357 მკითხველთა ლიგა


და კიდეც. ბოლოში ხელი ეტაცა, მაგრამ ონავრულად გაუელვა-
რებდნენ თვალებს და გაუსხლტებოდნენ... დაღლილ--
დაქანცულს, გალახულსა და გასავათებულს გაეღვიძა, სრული-
ად გამოსცლოდა ფიტი და ნიათი, მაგრამ როგორმე ძალღონე
უნდა მოეკრიფა, წამოხანხალებულიყო და წასულიყო ბედის სა-
ძიებლად, სანამ შემდეგი შეტევა ძირს დასცემდა და საძრაობას
დაუკარგავდა. გული გაუსკდებათ, რო დაინახავენ, ვინ გაიგონა
ეგეთი ავადმყოფის ფეხზე დგომა, მაგრამ უფლება არა აქვს...
არაფრის უფლება არა აქვს... სიკვდილისა ხომ არა და არა, არა-
ვითარ შემთხვევაში..., თუ მოკვდა და მოგვჭამა ჭირი ცნობამ...
ოჰოჰო, რა უაზრობაა ყველაფერი... ეგეც შენი სამართალი... აი,
დადგა დრო, როცა ისევ მათთან უნდა მივიდეს... ვერ აუქცევს
გვერდს, ვეღარ... როგორც უალაგო ალაგას ამოშვერილ წვეტი-
ან ქვას, გავლისას და გამოვლისას ფეხი რო უნდა წამოჰკრა...
შმორის სუნი ახრჩობს... გულზიდებამ კი ცოტა უკლო... კიდევ
კარგი, თორემ ტყლაპსაც ვერ ჩაიდებს პირში სისხლის აღების
წინ, ვერაფერს ვერ ჩაიდებს... არც უნდა ჭამა, მთლად დაეკარგა
მადა, მაგრამ პურის ნატეხი და ტყლაპი მაინც უნდა წაიღოს,
სისხლს რო აუღებენ ერთი ლუკმა მაინც გაღეჭოს როგორმე,
არსად წაზღვავდეს და გული არ შეუღონდეს... მაინც უკვირს,
თუმცა არ უნდა უკვირდეს, არაფრის დარდი რო არა აქვთ,
არაფრისა, ადამიანის ოფლი და შრომა არაფრად უღირთ, დაე,
განიავდეს ყველაფერი, დაე, წყალმა და მეწყერმა წაიღოს დოვ-
ლათი, ოღონდ კი კლასთა ბრძოლა მიმდინარეობდეს, ოღონდ
კი იდეოლოგიის მიხედვით გამოცხადებული ექსპლოატატორუ-
ლი კლასი დაემხოს და გაცამტვერდეს... პურსაც, ღვინოსაც,
ადამიანის ღირსებასაც ანაცვალებენ ამ იდეოლოგიას! ღირსე-
ბას? სიცოცხლეს! სიცოცხლეს! ფეხზე დაიკიდებენ... და აკი ჰკი-
დიათ კიდეც... მშობელძაღლები... ვირის გავარდნილები... წავი-
და შაბზე ყველაფერი... წავიდა და განიორწყლდა... გულ--
მუცელი ემღვრევა და, ასე ჰგონია, ეს ციებ-ცხელებისა კი არა,

358 მკითხველთა ლიგა


ამ ენით აუწერელი უაზრობის შედეგია... მოდი და ნუ აგერევა
გული, ნუ აგივარდება სიცხე, ატეხილი შალაფასავით ნუ მოგე-
დება დარდი და ვარამი, ნუ დაგახრჩობს ბოღმა. შემოვიდა გუ-
შინ ევა და ორი ქაღალდი შემოიტანა... გულმა რეჩხი უყო, ნაც-
რისფერი და ლურჯი ქაღალდები რო დაინახა, სულ ცუდს ელო-
და, სულ, სულ... ცუდიც მოხდა და ცუდზე მეტიც, ვითომ რაღა უნ-
და მომხდარიყო?! არაფერი შეარჩინეს, ცარიელზე დატოვეს,
შავ სიაში ჩაწერეს, რაღა უნდოდათ, რაღას ერჩოდნენ! აგე, ბე-
დის სიმუხთლე რო სრული ყოფილიყო, განგებამ ეს საშინელი
სნებაც მოუვლინა, თითქოს უამისოდაც მთელი სიგრძე-სიგანით
ვერა გრძნობდა თავის უბედურებას. ფინინსპექტორები რო მი-
ვიდნენ საქონლის აღსაწერად, დამბლა თუ არ დაეცემოდა, არ
ეგონა. თვითონაც აღარ გაეგებოდა, რას სჩადიოდა... ღერბიან
ქაღალდზე კალიგრაფი ვალერიანის მიერ ჩაწიკწიკებული ნას-
ყიდობის ქაღალდი იმ ცინგლიანმა ინსპექტორმა თავზე რომ გა-
დაახია, თვალთ დაუბნელდა და ფეხები მოეკვეთა. სწრაფად
მოჰკიდა ევამ ხელი, უკანა ოთახში გაიყვანა, ტახტზე დასვა, წყა-
ლი ჩამოუსხა, გონს მოდი, კაცო, რას ვიზამთო, სადაც ყველა,
იქაც ჩვენო... ერთ ლუკმას კაცი ყოველთვის იშოვისო, აგერ,
გიგლა დაამთავრებს სწავლას, იმუშავებს, ჩვენც მივდგებ--
მოვდგებით, სახლი ქვიშაზე ხომ არ გვიდგასო! არ გვიდგას, არა,
სახლი ქვიშაზე არ გვიდგას, ჩვენ თვითონ ვდგავართ ქვიშაზე,
ჩვენა, ფეხქვეშ ნიადაგი გვეცლება! ის გამართული წისქვილიც
თავის ვენახით, რათა, რათა, გეუბნებით, რათა და რისთვის!
გიგლამ კი უნდა დაამთავროს, უნდა, უნდა, სულიც რო გასძვრეს
სპირიდონას! ის ლურჯი ქაღალდი თბილისიდან იყო, უნივერსი-
ტეტიდან, სწავლის დაწყების წინ მავანი სტუდენტისაგან და ამ
შემთხვევაში გიგლასაგან სოცმდგომარეობის ცნობას ითხოვ-
დნენ! მესამე კურსის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტისა-
გან... წადი და უყარე კაკალი, სპირიდონა კიდევ შავ სიაშია ჩა-
წერილი! ჩაგწიხლეს! გაგძარცვეს! და კიდევ შავ სიაში ჩაგწე-

359 მკითხველთა ლიგა


რეს! მართლა, სატირალი რო არა ყოფილიყო, უნდა დამჯდარი-
ყავი და გეცინა! შავი სია... ხომ უნდა მოიგონო... ხო უნდა მოგი-
ვიდეს თავში, ხო უნდა გაგიჩნდეს ეგეთი ულმობელი აზრი... შა-
ვი სია! ადამიანი იგრედაც ულმობელია... თავკერძა და ულმობე-
ლი და იმის ბუნებრივ თავკერძობას, მუხანათობასა და ულმობ-
ლობას ეგეთი სასტიკი მოძღვრება თუ ჩემი ფეხები კლასთა
ბრძოლის შესახებ რო მიემატება და წელს გაუმაგრებს, თავზე
ხელს ააღებინებს და შუბლის ძარღვს გაუწყვეტს, ვიღას რა უნდა
მოჰკითხო, სადღა უნდა ნახო სამართალი?! რა პასუხი უნდა გას-
ცეს გიგლას, მოუკვდეს იმას მამა, როდის გიგლა ეუბნებოდა, გა-
ყიდე დუქანი, კარგი მუშტარიცა ჰყავდა, თათარი მუსრადინა,
რაღას არა ჰპირდებოდა... მაშ არა და, ეგეთ ბაღდადივით ადგი-
ლას! როგორ უნდა გაეყიდნა, როგორ! თავის ცხოვრებას კაცი
გაჰყიდის და ცარიელზე დარჩება, როგორ, რანაირად... ჰოდა,
აგე, მთელი ის იმოდენა საქონელი, ის მშვენიერი საბაყლო მა-
ღაზია, ყველაფერი შაბზე წავიდა... ფულისთვის მერე რა უნდა
ექნა, გამოეჭამა და გამოეყლაპა? მე შენ გეტყვი, ენდობი ჩვენს
ბანკებსა და სალაროებს?! ჯერ რევოლუციის დროს ხაზინაში შე-
ტანილი ოქროები რომ ჩამოართვეს! ღმერთო, რა დაუცველია
საწყალი კაცი, რა საწყალი და საცოდავი! ის ყველაფერი ჯანდა-
ბას, ეხლა, ეხლა, სწორედ სპირიდონა აღმოჩნდა იმ კლასის
წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცა ეშმაკეული მოძღვრების
მიხედვით უნდა ებრძოლონ, თავში ჩაჰკრან, ლიკვიდაცია (რა
კარგი სიტყვა მოიგონეს, არაა?) უყონ, გაანადგურონ, თავზე
ლაფი დაასხან, ულუკმაპუროდ დატოვონ და თანაც სამარცხვი-
ნო სახელი – "შავსიელი" დაარქვან, სტუდენტი შვილი უნივერ-
სიტეტიდან გამოურიცხონ, გამოაპანღურონ და თავით მარილი
ანაყინონ! აგერ შავსიელების შვილები, იობის ნინიკო, ალექსის
ნიკო, ესტატეს თამრიკო... რამდენსაც გინდა, იმდენს ჩამოთ-
ვლის... ყველა სკოლებიდან გამორეკეს, გაგონილა და თქმუ-
ლაა? ნინიკო, ყლორტივით გოგო, კარგი მოსწავლე, მეშვიდე

360 მკითხველთა ლიგა


კლასიდან დაითხოვეს, აქაოდა იობს, მეწაღეს, თრიმლის წის-
ქვილი ჰქონდა და სადაბაღო სახელოსნო. ვერ შევხედავ გიგლა-
საო, ფიქრობდა, თითქოს დამნაშავე ყოფილიყოს, მაინც ჩემი
გამოისობით უნდა გამოირიცხოსო... და რომ წარმოიდგენდა
როგორ ჩამოვიდოდნენ კისლავოდსკიდან და ასეთი ამბავი დახ-
ვდებოდათ, სოცმდგომარეობის ცნობა არ იქნებოდა და სასწავ-
ლებლად ვერ წავიდოდა, აღარ იცოდა, რა ეღონა და რომელი
კედლისთვის ერტყა თავი... ცოლ-შვილის პატრონი კაცი მამის
გულისთვის უნდა გამორიცხონ სასწავლებლიდან, ცოლ-შვილის
წინაც პირშავი გამოვიდეს! სპირიდონას ერჩივნა, წასულიყო და
კლდეზე გადავარდნილიყო, შავი სიიდან კი როგორმე ამოეშ-
ლევინებინა თავი. სტუდენტის მამა რო იყო, როგორ ეამაყებო-
და, როგორ მოსწონდა თავი, ყველაფერს მალევე მოესწრო,
ოცი წლისა დააქორწილა გიგლა და უკვე ორი პატარაც გაუჩინა
მარომ ზედმიყოლებით, გზაზე დააყენა, კაი გზაზე... ეგეც შენი
გზა და კვალი... ეხლა ხომ, როცა ყველაფერი ხელიდან ეცლება,
ეცლება კი არა, გამოეცალა, გიგლას სწავლამ გადამწყვეტი
მნიშვნელობა შეიძინა. ეს ერთადერთი იყო, რაც გიგლას ად-
გილს აპოვნინებდა, კარგ ადგილს მისცემდა საზოგადოებაში.
"ბიჭი ჩამოვა, ბიჭი ჩამოვა დღეს-ხვალ, მამის შავსიელობით
ამოშლილი სტუდენტობიდან"... იმეორებდა დასიცხული, ბალ-
ღამიანი პირით და მიბინდულ თვალებში ეჩხირებოდა უზარმა-
ზარი ფანქარი, რომლითაც გიგლას სტუდენტთა სიიდან შლიდ-
ნენ. გიგლას ამბავმა თუმცა მთლიანად ვერ გააქარწყლა ნაც-
რისფერი ქაღალდის, ანუ მეორე უწყების ძალმოსილება, მაგ-
რამ შეასუსტა კი. გიგლას დარდი, თორემ მეორე უწყებაც რო-
გორ არა, საარაკო იყო. ხვალვე, გადაუდებლად, თავისი სამუ-
შაო იარაღითა და თავისივე ულუფით უნდა გამოცხადებულიყო
რაიაღმასკომში, ბამბის სამუშაოებზე ყარაღაჯში გასამგზავრებ-
ლად. დიდ იმედს ამყარებდნენ ბამბის მოყვანაზე, მსუბუქი ინ-
დუსტრიისთვის ამ აუცილებელი ნედლეულის მოყვანაზე. ჰოდა,

361 მკითხველთა ლიგა


სპირიდონა, როგორც შავსიელი, ორმოცგრადუსიანი სიცხითა
და კუნთების ტეხვით ვითომ უნდა გასდგომოდა ყარაღაჯის გზას.
უბნის ექიმიც იმიტომ არ ჩამოვიდა სპირიდონას გასასინჯად.
თურმე ყარაღაჯში გაუგზავნიათ სასწრაფოდ, რადგან ხალხი
პანტასავით ცვივა ციებისგანო. ევას კი ეთქვა, კაცი ავად არის,
წევს და მაგ უწყებას ნურც დატოვებთო, მაგრამ გაიგეს? მგელს
რა ენაღვლება, თუ ცხენი და ჯორი ძვირი ღირს? რა ენაღვლება?
ეგრეც უთხრეს: ჩვენი საქმე ამ ქაღალდის მოტანააო და თქვენ
კიდევ, თუ ეგრეა, ავადმყოფობის ცნობა წარადგინეთო. წას-
ვლაა საქმე, იმისთვისაც და იმისთვისაც, თორემა ჯანმრთელო-
ბის ცნობის იმედი შეიძლება კაცს ჰქონდეს, პოლიკლინიკა ხო
არ ექვემდებარება კლასობრივ ბრძოლას, პოლიკლინიკას ხო
არ შეიძლება ეკითხებოდეს, ავადმყოფი მტრულ კლასს ეკუთ-
ვნის და შავსიელია თუ არა? პოლიკლინიკა ცნობას ვერ
დაუჭერს, ვერ დაუკავებს, სულ რო იუდა იყოს! იმიტომა რომა
საწოლი მისი საჩხვლეტელი ლესული... სარეცელი მისი ისრის
პირი მახვილი... და სწორედ ეხლა, როცა ყველა უბედურება ერ-
თადა სჭირდა, როცა ყველაფერი ერთად გადაეკიდა, სწორედ
ეხლა გადაწყვიტა, არ შეჰპუებოდა თავის უბედურებას, არ შეეშ-
ვირა თავი, მკვდარი თუ ცოცხალი წამომდგარიყო და ცნობები
ეშოვნა... ჯერ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისა, იმიტომ რო დი-
ლიდანვე უნდა აუღონ სისხლი, მერე კი, მერე კი... ხან საით გა-
ექცეოდა ფიქრი, ხან საით... ტანჯვის ღამე გაათენა, წამებისა,
ჯერ თავის საწოლზე იწვა და იქა წვალობდა, იქ იტანჯებოდა,
ვერც სიცხემ, ვერც კუნთების ტეხვამ, გულისრევამაც კი ვერ
დაავიწყა ცნობების ამბავი. მერე ფანჯარასთან გადაწვა, იქ, ტახ-
ტზე გააშლევინა ქვეშაგები ევას, ფანჯარასთან იქნებ შვება მო-
მეცესო. წყალს ივლებდა პირში, ბალღამიან პირში, გამოივლებ-
და და ჯამში ჩააფურთხებდა... ევას ეძინა აივანზე, ფანჯარასთან,
წამოიწევდა, რა იყო, კაცო, ხო არაფერი გინდაო, შეეკითხებო-
და... უნდოდა, უნდოდა, ეს ქალი რო თავის სიცოცხლეში არას-

362 მკითხველთა ლიგა


დროს არ ენახა, ეს უნდოდა. ეგრე მწარედ არც როდის არ უგ-
რძნია, რა მრუდე ხისაგან არის გამოთლილი ადამიანი, რა
უკუღმაა მოწყობილი, იმიტომ რო, აბა, რანაირი ბოღმა და სი-
ძულვილი ჰქონდა ბოლშევიკებისა, მოსვლის უმალ სისხლით
რო მორწყეს აქაურობა, ხან ვის რო გამოაცხადებდნენ კლასობ-
რივ მტრადა და ხან ვისა, იგრე რო დაატრიალეს ჩარხი, ლექი
და დურდო ზევით ამოატივტივეს და ვინ მოაჯდა ცხოვრებას ქე-
ჩოზე, ვინ, უგვარტომო ვიგინდარები, აი, ვინა... ყოფილი უჯრე-
დის წევრები, ვინც შემორჩა და ალო გაიტანა, დედაქალაქში
ბრძანდებიან, არჩილი ხომ მთლად დიდი კაცი გახდა... ოჰოჰო-
ჰო, რა ცოდვები წამოიკეცა და წამოიკეცა, მიაწვინა და მიაწვინა
ოცდაოთხში გიგოს გორაზე სუ რჩეული ხალხი... და მაინც... და
მაინც, რაც უფრო მეტად რწმუნებოდა, რომ ყველა ეს კამპა-
ნიები, ბამბის კამპანიის ჩათვლით, საზღაპრო უაზრობა იყო, ნე-
ტავი კი ვის ნამყენ ტვინში დაბადებული და ნაბარტყი, რაც უფ-
რო არ ეშვებოდა ცნობებზე ფიქრი და ტვინს უბურღავდა, რაც
უფრო მეტად ერეოდა გული, ბალღამი ყელში ებჯინებოდა და
პირს შხამით უვსებდა, იმდენად არ ეპარებოდა ეჭვი, რომ მათ-
თან უნდა ყოფილიყო, მათთან ერთად ცხოვრების ტილიან ქე-
ჩოზე უნდა ყოფილიყო მომჯდარი. ორგული კი არა, ათგულია
ადამიანიო და რაკი ერთხელ ფეხი შევდგი, იმ გზას უნდა გავყო-
ლოდიო. ყველაფერი ამ კუდიანის ბრალიაო, ამან ამირია ჟამკა-
რიო... როდის, კაცო, როდის, იმ დროს, როცა აქ ჯერ არავინ
ბაიბურში არ იყო... თითოოროლა კაცი ეწეოდა ამ საქმიანობას,
მათი უჯრედის წევრები... იმ თითოოროლაში იყო სპირიდონაც,
აი, ვინ იყო! წავა და წაიღებს ყველაფერს, იმდროინდელ პროკ-
ლამაციასაც, გაზეთის იმ ნომერსაც, რევოლუციური სულით გაჟ-
ღენთილი ლექსი რო იყო დაბეჭდილი... სურათიც უნდა წაიღოს,
აუცილებლად, ბავშვობაში არჩილთან ერთად გადაღებული...
ალიოშასთან წავა, ალიოშასთან, ალიოშასთან... ოო, რა კარ-
გად მიხვდა, რა კარგად დაუდგა თვალწინ პატარა ბიჭი აბრია,

363 მკითხველთა ლიგა


კატის კნუტივით რო გამოსიკნავდა ხოლმე, ქვევითა სოფლიდან
რო ამოიყვანდა ხოლმე, დედა, იობის შორეული ნათესავი თუ
ნათლიდედა. სწორედ სპირიდონას დუქნის მოპირდაპირედ
ჰქონდა იობსაც სახელოსნო და ეს პატარა ბიჭი აბრია გადმოირ-
ბენდა ქუჩას, თუ მით უმეტეს, ევას დაინახავდა დუქანში შესულს,
თვალებდაყვლეფილი შეაჩერდებოდა და – "დეიდა ევა, დედამ
დამაბარა, საკერებლები თუ გექნებათ, იქნებ გაიმეტოთ და მოგ-
ვცეთო." კონკი კონკზე ედო დედასაცა და შვილსაც. ჰოდა, ეს აბ-
რია ეხლა ალიოშაა და არც მეტი არც ნაკლები შინსახკომში მო-
ადგილეა. რა კარგად მოიფიქრა, ამ უდიერი ციების მიუხედა-
ვად... ვითომ თვითონ ჩააბარა დუქანი... ოო, მტარვალები, შავ
ქვას მისცემდა, დუქანს კი არა... ყოფილი რევოლუციონერი...
ინანიებს თავის წვრილბურჟუაზიულ სულისკვეთებასა და საქ-
მიანობას... გაუტყდება, გაუტყდება ალიოშას, რო ის ამოდენა
საქონელი, აღწერილი და დალუქული, იქნებ გაიყონ, თავისი
მონაგრისა იქნებ ცოტა მაინც რაღაცა შეახვედრონ, მშობელ-
ძაღლებმა... ეხლა კი ადგომა იყო საქმე, ადგომა და ჩაცმა, რო
მერე გადაეშვას ბრძოლაში... შვილსა და შვილიშვილებს წაად-
გეს, იმათი დედის წინაშე, საყვარელი რძლის წინაშეც პირნათე-
ლი გამოვიდეს... რაღაც ესიამოვნა, რაღაც ეიმედა, ისა რომ ამ
სასტიკი ციებ-ცხელების დროს ეგეთი გადაწყვეტილება მიიღო,
ეგრე გამოიანგარიშა და გამოთვალა ყველაფერი. სისუსტეს კი-
დევ აჯობებს... ძალ-ღონეს რაც შეიძლება მოიკრეფს!
– ევაა! – დაიძახა სპირიდონამ, რაფასთან მიყუდებულ ჯოხს
ხელი მოჰკიდა და იატაკზე დაარახუნა. ყური მიუგდო, კიბეებზე
ვიღაც ამოდიოდა ჩქარი ნაბიჯით. კიდევ იმიტომ წეღან სახლში
ჩამიჩუმი არ ისმოდა. ახლა კი ჩქარი და მსუბუქი ნაბიჯების ხმა
შემოესმა ეზოდან ამომავალი კიბიდან. იცნო ევას ნაბიჯები, ის
დადის ეგრე ნიავქარივით. ხილით სავსე თეფში ეჭირა ხელში,
ნარბენი ჩანდა, სახეზე ხვითქი გადასდიოდა, თავშალი მოეხსნა,
კავები და ნაწნავები თავზე აეკეცა.

364 მკითხველთა ლიგა


– გეძინა, კაცო, კიდევ კარგი, განთიადისას მაინც ჩაგეძინა
და მეც ვიფიქრე მოვასწრებ-მეთქი...
ევამ თეფში პატარა მაგიდაზე დაუდგა, სპირიდონამ ხილიან
თეფშს ხელი გაუქნია:
– რა გქონდა მერე მოსასწრები...
– ფერიცვალებაა დღესა, აი, ეს ნაკურთხი ხილიც იქიდან წა-
მოგიღე, გზადაგზა ცოტაოდენი შვინდიც ჩამოვკრიფე, თუ გინდა,
შვინდის შეჭამანდს გაგიკეთებ.
სპირიდონამ უსიამოვნოდ მოატრიალა თავი, მთელი დღეები
მარტო გდია, მარტო ებრძვის ამოდენა სიცხეს, დარდსა და უბე-
დურებას... განა ეს მოვლაა? მოვლა ისა ჰგონია, ბუზები გაურე-
კოს, ფარდები ჩამოაფაროს, მაწონი ან ტყემლის ტყლაპი
დაუდოს პატარა მაგიდაზე, ხელში ტოტი დააჭერინოს ბუზების
მოსაგერიებლად, კარები გაიხუროს და თვითონ ან აღმა-დაღმა
იქარავნოს, ან აქვე სახლში იბუდარაოს. ქვის ნატეხი! გავარდა
დილაადრიანად სოფელში, სასაფლაოზე გავიდა და ახალგაღ-
ვიძებულ სპირიდონას მოუსწრო კიდეც, ამან უფრო გააღიზიანა.
ხანდახან შემოვა და შემოაკითხავს, ხო არაფერი გინდა, კაცო...
ავადმყოფს ეკითხებიან? შეიძლება, ეგეთ მძიმე ავადმყოფს
რაიმე არ სჭირდებოდეს? მაგრამ საიდან უნდა იცოდეს? თვითონ
ერთხელაც არ გამხდარა ავად. რაც ერთად არიან, ამ ოცდახუთი
წლის მანძილზე, ფრჩხილი რა არის, ფრჩხილიც არ წამოსტკივ-
ნია! მართლა ნამდვილი ალქაჯი! აკი ოცნებობდა სპირიდონა
ერთ დროს, ბევრი, ბევრი წლის წინ, როცა ამ კუდიანის სიყვა-
რულით ელეთმელეთი მოსდიოდა, ვინ იცის, რამდენჯერ უოცნე-
ბია, ნეტავ ავად გახდებოდეს და ჩემი მოსავლელი შეიქმნებო-
დესო, ჩემზე იყოს მოანაბრებულიო, როგორ ოცნებობდა, რა
თავდადებით მოუვლიდა, როგორ არ მოსცილდებოდა ევას სა-
წოლს, რა ექიმებს დაახვევდა თავზე, რა რეცეპტების ფრიალ--
ფრიალში იქნებოდა, წამლებს თვითონ დაალევინებდა, საჭმელ-
საც თავისი ხელით შეაჭმევდა... ევა კი, სპირიდონას თავდადე-

365 მკითხველთა ლიგა


ბული მოვლით გულაჩუყებული, სახეზე მადლიერების ნაზსა და
მქრქალ ღიმილს გადაიფენდა და სპირიდონას მარჯვენა სულ
თავის დასუსტებულ ხელებში ეჭირებოდა... მაგრამ არც ერ-
თხელ! არც ერთხელ! ამ ოცდახუთი წლის მანძილზე სურდოც კი
არ შეხვედრია! რა ჯიშისა და ჯილაგისაა, დაქრის ნიავქარივით
ტყესა და ღრეში, თუნდ მთელ ღამეებს კარტსა და ლოტოს თა-
მაშში გაატარებს და არის ეგრე უმსნელი მტევანივით, კბილი რა
არის, კბილიც არ წამოსტკივნია, თმაშიც, თავის მშვენიერ, წაბ-
ლისფერ მბზინავ თმაში ერთი ღერი თეთრი არ გარევია! უხერ-
ხულიც კია, მე და ჩემმა ღმერთმა! არის ეგრე, ჯანსაღი და უხინ-
ჯო, გარეთ რო მტრებს დაუბრმაოს თვალი, შიგნით კი სპირიდო-
ნას! დაუჯერებელიც კია, ისე გაატარო წუთისოფელი, ავად არ
გახდე, ან არ შეგცივდეს, ან არ დაგცხეს, მხოლოდ ერთხელ
იავადა, მუცელი რო მოსწყვეტოდა და ძლივს გამოგლიჯეს სიკ-
ვდილს და ნეტავი არც გამოეგლიჯათ, მომკვდარიყო და გაჰყო-
ლოდა იმ თავის გიოს, იმისი მოგონებით სპირიდონას სული
რომ ამოხადა, იგრედაც დამძიმებული სული და აგერ მართლა,
სული კბილით უჭირავს საწყალ კაცსა და კიდევ იქ წასულა, ფე-
რიცვალებააო და საფლავზე წასულა...
– შვინდის შეჭამანდი ხო არ გაგიკეთო, კაცო, ცოტა გულს
დაგიჭერს, – გაიმეორა ევამ, – გუშინაც არაფერი გიჭამნია და
ტყლაპი რას გიზამს...
– რა დროს ჭამაა, ანალიზზე უნდა წავიდე... – დაიკვნესა სპი-
რიდონამ.
– შენი წასვლა როგორ იქნება, სად უნდა იარო ამ გადასუს-
ტებულმა! წავალ და მე ავუხსნი ყველაფერს ლიდას, ხო იცი,
არაფერზე არ დაგზარდება, ცნობასაც ავიღებ და ჩავაბარებ, სა-
ცა საჭიროა.
– იქნებ შავსიიდანაც როგორმე ამოაშლევინო ჩემი თავი,
ჰაა, მომეცი, მომატიალე შარვალ-ხალათი...

366 მკითხველთა ლიგა


ევამ ბალღამიანი ტაშტი ფეხით შესწია, ქეჩა გაასწორა, ნა-
ფურთხი ჯამი გაიტანა, კარადიდან სპირიდონას სუფთა საცვლე-
ბი და ლურჯი შალის შარვალი, ნაცრისფერი ჩაღილული ხალა-
თი და ქათქათა ცხვირსახოცი მოუტანა. საბანი რო გადახადა,
ნელა წამოსვა, პერანგი გახადა და ამოყრილი ბეჭები და გვერ-
დებზე ჩატყლარჭულ-ჩაკეცილი კანი დაინახა, ოფლის სუნი შე-
იყნოსა, თავი განზე გასწია და გაიფიქრა, ალბათ სანამ ცოცხლე-
ბი ვართ, ამ ზიზღს არაფერი ეშველებაო. სპირიდონა საწოლზე
შექანდა.
– კაცო, მარტო შენი წასვლა არ იქნება, მე გამოგყვები, რაკი
წასვლა არ დაგიშლია, – თან მშრალი პირსახოცით იღლიები
ამოუწმინდა, – ეგრე ჩაშმორებული სად მიდიხარ ნეტავი, სადმე
რო გადაიქცე!
– თორემ შენ თვალები არ დაისიო ტირილით...
– დაიცა ერთი, კაცო, რა დროს ეგენია, გამოგყვები-მეთქი!
ძლივს-ძლივს გადააცვა პერანგი, სპირიდონას ხელები უკან-
კალებდა, რის ვაივაგლახით ამოიცვა ნიფხავი და ზორტებსაც
ძლივს მოუყარა თავი.
– ჩემი ცოცხალი თავით არ წაგიყვან-მეთქი, ნავსი ხარ, ნავ-
სი!
თავის სიცოცხლეში მოტირალი ევა არ ენახნა და ნიფხვის
ზორტებს რომ ვერა და ვერ იკრავდა, ისე შეეცოდა თავისი თავი,
ისეთი მიუსაფრობა იგრძნო, ისეთი უპატრონობა, თითქოს ევას
ცრემლებზე იყო დამოკიდებული დღევანდელი იღბალი და ოჯა-
ხის კეთილდღეობა...
– ჩვენ ხო იგრე ვართ მოწყობილი, რო მე თუ ვტირი, შენ უნ-
და იცინო და მართლა რო მოვკვდე, ნეტა დამანახა, რას იზამ...
– მარო ვის დაანებებს შენს ტირილს, კაცო! კაი რომ, რძალ-
ში მაინც გაგიმართლა. უთქვამს კიდეც მეზობლებში, მართლა,
მართლა, ჩემს მამამთილს სიცოცხლე რო დასჭირდეს, ხელგაწ-

367 მკითხველთა ლიგა


ვდილი ვივლი და სიცოცხლეს ჩამოვითხოვო, ხო კაი ნათქვამი-
ა...
ევამ ხალათის ღილები შეუკრა და ცხვირსახოცი ჩაუდო გუ-
ლის ჯიბეში, თან კი გაიფიქრა: ნეტავ რაღაა ადამიანის ფასი,
თუკი შეიძლება, მთელი სიცოცხლე კაცთან გაატარო, სიკვდი-
ლის პირას იყოს და არ გეცოდებოდესო. ამიტომ კიდევ უფრო
მონდომებით შეუკრა ხონჯარი და მეწაღე იობის შეკერილი შავი
შევროს ფეხსაცმელებიც ჩააცვა.
– ენაცვალოთ იმათ ჩემი თავი... – ამოიკვნესა სპირიდონამ:
– იმათთვისა ვარ მეც მდნარი და მკვდარი...
მაშ, არადა?! ვინ აგრძნობინა ოჯახის სიტკბო, იქნებ ამ ქალ-
მა, ყასიდად რო ეუბნება, წამოგყვებიო და ერთი სული კი აქვს,
თვალს მიეფაროს... თვალთმაქცი... გაიყოლოს თავის გვერ-
დით, ყელმოღერებული და თავაღერილი, ყველას თვალში ჩასა-
ვარდნად, რო უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს ციებ-ცხელებისგან
ილაჯგაწყვეტილი და გასავათებული სპირიდონა, გაკოტრებუ-
ლი შავსიელი... დიახაც, რო მარომ აგრძნობინა ოჯახის სიტკბო-
ცა და სიამეც... მაროს გამოისობით უკანასკნელ წლებში ოჯახი
გახდა სპირიდონას მთავარი საყრდენი... რაც გიგლას ცოლი
შერთო და შვილებიც გაუჩნდათ, სპირიდონამ ახლებურად დაჰ-
ყარა ოჯახს გული. მარომ თავიდანვე მამამთილისკენ აიღო გე-
ზი, დედამთილი ჯერ სილამაზით აღიზიანებდა, აკი გააგონეს კი-
დეც ნიშნობაშივე, დამჭკნარი ვარდი სჯობია ახალ ჭინჭარსო და
ევა სრულებით არ იყო დამჭკნარი, მერე კიდევ ოჯახს არ დაგი-
დევდათ და თავის ქეიფზე იყო მოსიარულე. მარო კი შინაურუ-
ლად დაცქრიალდა, სპირიდონას მოსვლისთანავე, ჯერ არის და
ქუჩის კარებშივე შეეგებებოდა, კალათას ჩამოართმევდა, ხელ-
ში რაც ეჭირა, ჩამოართმევდა, სუფრას გაწყობილს დაახვედ-
რებდა, თვითონაც სადილ-ვახშამს მამამთილის მისვლა--
მოსვლას უთანხმებდა და დედისაგან გატყიურებული გიგლაც
სახლში მოაგურგურა. სპირიდონამ მაშინ იგრძნო პირველად

368 მკითხველთა ლიგა


თავის სიცოცხლეში, რომ ოჯახი ჰქონდა, დაჯდებოდა სუფრის
თავში, გაქათქათებულ თეთრ ხელსაწმენდს გაშლიდა, ვერ-
ცხლის დანა-ჩანგალს სიამოვნებით გადახედავდა... ყველაფერი
გამოჩნდა, ყველაფერს ლაზათი დაედო მაროს ხელში, გეგონე-
ბათ, წინათ არც ეს ვერცხლეული ჰქონდათ, არც ეს წმინდა ტი-
ლოს ხელსაწმენდები, არც ბროლის სამარილეები, არც ეს მშვე-
ნიერი, ენძელებით მოფენილი ფაიფურის ჯამ-ჭურჭელი. თვითო-
ნაც ახლა იგრძნო ზრუნვისა და ყურადღების სიამე, ახლა იგ-
რძნო ოჯახის უფროსი, პატივსაცემი უფროსი რომ იყო. სულ მუ-
დამ გრძნობდა მაროსაგან სიყვარულსა და პატივისცემას, გაავ-
სებდა ჯინჯიხი წყლით ტაშტს, მიართმევდა მამამთილსა და ფე-
ხებს დააბანინებდა, ეს კიდევ რა, დროდადრო მოიმარჯვებდა
თავის ხელსაწყოებს და ნეტავ რა ფაქიზად, რა კოხტად დაუმუშა-
ვებდა ფეხებს, რა სიმსუბუქესა და შვებას აგრძნობინებდა. აი,
ეხლა მიგრიალებს ეტლით პოლიკლინიკისკენ, კაი რამ, ბედმა
გაუღიმა, გამოვიდა თუ არა სახლიდან, ეტლმაც ჩამოიარა და
ბედად ზევით მიდიოდა ის ორი მგზავრიც. ჰოდა, თვალები დახუ-
ჭა მაშინვე, არავის დანახვა არ უნდოდა და თანაც ეგრე უფრო
ჩავუყუჩდები ჩემ მდგომარეობასაო და თითქოს გულმა უგრძნო-
ვო, სწორედ მაშინ გაახილა, ქვემო ბაზართან რო მივიდნენ და
დალაქი ილოს სახელოსნოს გაუსწორდნენ. მარო ხო აქა ნახა
პირველად და მაშინვე თვალში მოუვიდა. არა, სპირიდონა და-
ლაქ ილოსთან არ იკრეჭდა თმა-წვერს, ილო უფრო დაბალი
მუშტრისთვის იყო, სპირიდონა ჟორჟთან დადიოდა, არა დალაქ,
არამედ პარიკმახერ ჟორჟთან, უცხოეთში, სულაც საფრანგეთში
რო ესწავლა ხელობა და დიდებული თმავარცხნილობითაც დაბ-
რუნებულიყო, წმინდად დახუჭუჭებული, აბუებული თმა შუაზე
ჰქონდა გაყოფილი და კისერთან კოხტად შემოკვერცხილი
"სტრიჟკა". საერთოდ, თელავში ჟორჟმა დანერგა რამდენიმე სა-
ნიმუშო თმავარცხნილობა... მშვენიერი სალონიც ჰქონდა, –
თუმცა რაღა ჰქონდა, ჩამოართვეს ჟორჟსაც, ჩამოართვეს, –

369 მკითხველთა ლიგა


მარმარილოსდაფიანი და მოჩუქურთმებულშავჩარჩოიანი დიდი
სარკეებით. აღჭურვილობასაც ვარვარი გაჰქონდა. ფუნჯები ხო
იმისთანა, რო საამოდ გელამუნებოდა. სამართებლებსაც ნუღარ
იტყვით... მაგრამ უდიერად სტკიოდა ფეხები, ჯერ კიდევ პროკ-
ლამაციების გავრცელებისა და ფეხით სოფელ-სოფელ სირბი-
ლის დროიდან ნაბეგვი და დაკოჟიჟებული ჰქონდა, მერე კიდევ,
რაც გამოეთხოვა იმ ბუდესა და ბუნაგს, რაც დაუშრეს და დაუწ-
რიტეს ის საამო გუბე და დახურეს ძველოს "ზავედენია", მორჩა
სპირიდონას ფეხების პატივი, კოჟიჟების ქლიბვა და წმენდა,
გარქოვანებული ფეხისგულებისა და ქუსლების ფხეკა, თან
ფრჩხილების ქეცი სჭირდა, განსაკუთრებით ცერა თითების
ფრჩხილები ძალზე გასქელებული და დაფუტურავებული ჰქონ-
და, ნუნებში ჩაზრდილი. ჰოდა, დუქნიდან რო მოდიოდა ფეხე-
ბატკივებული, – საქონელზე იყო წასული თბილისში, ბოლო
დროს ჭირდა კაი საქონლის შოვნა და ბევრი წანწალი მოუხდა.
საკვირველია, ამ ბოლშევიკების დროს თანდათანობით ყველა-
ფერი წყდებოდა და ქრებოდა, სად რა ეშოვნა, სად რა შეეძინა,
აღარ იცოდა. ჰოდა, რო დაბრუნდა, ფეხები ისე ჰქონდა, წაღები
კინაღამ შემოიჭრა, ვეღარ იხდიდა. საქონელი რო დააბინავა და
სახლში წამოვიდა, ქვაფენილზე ძლივს ადგამდა გასივებულ,
დაჯირჯვებულ ფეხებს, ყოველ ნაბიჯზე თითქოს ქინძისთავებით
ჩხვლეტენო... ქვემო ბაზარზე, ილოს დუქანთან გოგო იდგა, კა-
რის დირეს მიყრდნობილი და ქუჩას გამოჰყურებდა. სპირიდონა
რო მიუახლოვდა, გოგომ საშველად ხელი გამოუწოდა და – ძია,
ძია, აექ დაბრძანდით, ფეხები დაასვენეთო... სადალაქოს წინ
ილოს სკამი ჰქონდა გამართული, მუშტრის მოლოდინში გამო-
ვიდოდა, ჩამოჯდებოდა, ქვემო ბაზარს გახედავდა, ვინ მი-
დიოდა, ვინ მოდიოდა... სპირიდონამ გოგოს შეხედა, გახუნე-
ბულ ჩითის კაბაში იყო გამოკვართული, მსხვილნაკვთა და
მსხვილძვალა, დიდ ხელფეხიანი. სპირიდონა ჩამოჯდა სკამზე,
მადლობთო, ამოიბუხუნა, მართლა ძალიან შემაწუხა ფეხებმაო.

370 მკითხველთა ლიგა


– ძია, – უთხრა გოგომ გულითადი კილოთი, – თუ კოჟიჟები
გაწუხებთ, მე კარგად ვიცი კოჟიჟების დაყრევინება, იგრე გაგა-
თავისუფლოთ, ვერაფერი გაიგოთ, იარაღებიც კარგი მაქვს...
ძია ილო კიდევ ემანდ გადავიდა და თმა-წვერის შესწორებასაც
თუ მოინდომებთ, ამასობაში გადმოვა და მოგემსახურებათო.
თურმე ილოს მადლი მოესხა, ღატაკი და წვრილშვილი ოჯა-
ხიდან დამხმარედა და ხელის გოგოდ წამოეყვანა, ამას კიდევ
აეგეთი უნარები გამოეჩინა.
– აბა, ერთი მაჩვენე რა იარაღი გაქვს? –დაინტერესდა სპი-
რიდონა.
გოგომ მაშინვე გამოარბენინა ყუთი და რა ყუთი, შავი, ხავერ-
დისა, თავი კიდევ კანვითა ჰქონდა ნაკერი, გახსნა და სპირიდო-
ნამ თვალებს არ დაუჯერა, არც როდის არ ენახა ეგეთი ყუთი და
ეგეთი იარაღები, შიგნიდან ცისფერატლასგამოკრული, დალი-
ანდაგებული და ოქროსფერი ჭიკარტებით მოფენილი, რა ქლი-
ბები, რა ჭოპოსნები, რა ნაირ-ნაირი მაკრატლები, ყველაფერს
ვარვარი გაჰქონდა. სად იყო სპირიდონა აქამდის, თუ აქ ეგეთი
გოგო და ეგეთი ყუთი ელოდა?!
– ვიჰ, რა უცხო ფრინველივით არის შემოფრენილი ეს ყუთი
ილოს სადალაქოში?! საიდან, გოგო, ეგეთი იარაღები, საიდან
და როგორ?! – სულ თავს იქნევდა სპირიდონა.
– საიდანა, ძია და თავადიშვილები რო გარეკეს ჩვენი სოფ-
ლიდანა, მაშინ ჩვენ კამოდი წამოვიღეთ და იმ კამოდში იდო.
მიესია მთელი სოფელი და ჩვენ ესღა შეგვხვდა, იგეთი წეწვა--
გლეჯა იყო, გენერლიანთ ეძახდნენ, იმას ჩამოეტანა ზაგრანიცი-
დან ეს იარაღები, თავისი ფეხებისთვინა, დედაჩემი ემსახურებო-
და, მივყავდი ხოლმე და მოჯამაგირე ბიჭი ჰყავდათ, ის უკეთებ-
და კნიაზს ფეხებსა, თვალსა მტაცებდა და ვუყურებდი ხოლმე,
ინტერესიანი ვიყავი... ჰოდა, თქვენც შეგიძლიათ მენდოთ, ბე-
დად თბილი წყალიც მომეპოვება.

371 მკითხველთა ლიგა


გოგო შეუძღვა სპირიდონას სადალაქოში, ფარდის უკან, სა-
დაც ვიწრო ტახტი იდგა, გოგოს თურმე სწორედ ამ ტახტზე ეძინა,
გაქუცულ ქეჩაზე, თავქვეშ მუთაქა ედო და საბნის ძველა ეხურა.
გოგომ სპილენძის ტაშტში ბლომად ჩაასხა წყალი, დაუნანებ-
ლად:
– წყლისა ნუ მოგერიდებათ, ძია, სანასამედოდ ვირი გვყავს
დაქირავებული, იმას მოაქვს. დასალევ წყალს კიდევ, ჩავირბენ
ხოლმე კაკლის წყალზე კოკითა და ამოვარბენინებ.
– ყოჩაღ, ყოჩაღ, – შეაქო სპირიდონამ, – კაკლის წყლიდან
ამოტანას კოკითა კაი ჯანი და ღონე უნდა.
– მაშ, რა შავქვად მინდა ჯანი და ღონე, რას ვაქნევ, თუ არ
მოვიხმარებ? დაზარება კიდევა არ ვიცი... მე თვითონ გაგხდით
წაღებსა, ძია, მე თვითონ, თქვენ უფრო გაგიჭირდებათ...
მართლაც ნელა, ნელა, ნელა გახადა წაღები, წინდებიც
მიაყოლა და ფეხები რო ჩადგა სპირიდონამ თბილ წყალში,
მყისვე შვება იგრძნო, საამოდ დაუარა სითბომ... ოჰო-ჰო, რა
ცხონებაა... გოგომ სარეცხის საპონი ჩაფხიკა, სოდაც ჩააყარა,
დაბალ სამფეხაზე დაუჯდა წინა, ფეხებზე ხელი დაუსვა, სათითა-
ოდ უნახა კოჟიჟები, სათითაოდ დაუთვალიერა თითები.
– ეხლა მე ერთი კარგად დაგიმარმარებთ ფეხებსა, ძიავ, ძაან
ცუდ დღეში გაააქვთ და მალამოსაც მოგცემთ, კნიაზის მალა-
მოს, ალბობს, ალბობს ფეხებს, რო ხელებივითა ხდის, ბარიშნა
ქალის ხელებივითა... (მერე ხომ თანდათან მარომ ამ კოჟიჟების
მალამოთიც გაითქვა სახელი).
ჰოდა, ეამა სპირიდონას ამ გოგოს ხელების ცაცუნი, ისე ეამა,
ისე, რომ მეტი არ იყოს. ჯერ ერთი ფეხი ამოუღო, გაუწმინდა
ჩვრითა, ჩაიდო თავის კალთაში, პაწია სოლებით მოფენილი
ჭოპოსანი გაუსვა ფეხის გულზე, გაუსვა და გამოუსვა, გაუსვა და
გამოუსვა, ფეხის გულები სულ გაუსუფთავა, მერე კოჟიჟებს მის-
დგა, რა გულდაგულ, რა სუფთად, თან რა ტკბილი ხელით უკე-
თებდა ყველაფერს. წარამარა ეკითხებოდა, ხო არა გტკენთო,

372 მკითხველთა ლიგა


მაშინვე მითხარითო, მეო, მიყვარს ტკბილად გაკეთება საქმი-
საო. ფეხების დამუშავების ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე
სპირიდონამ ისიც გაიგო, რომ გოგო თურმე საღამოს სკოლაშიც
სწავლობდა და კვირაში სამჯერ ჰქონდათ სწავლა, უკვე მეცხრე-
შიც იყო და კომკავშირშიც აუცილებლად უნდა შესულიყო.
– ეგრე მითხრა კომიტეტის წევრმა, მაშ ვინღა უნდა მივიღოთ
თუ შენ არაო, ღარიბი გლეხის შვილიო, შენისთანა კლასობრივი
შეგნება ვიღას ექნებაო?!
– გააქვს მერე კლასობრივი შეგნება? – გაეცინა სპირიდო-
ნას.
– მააქვს, მაშ, რაღა მაქვს?! – თავი მოიწონა გოგომ.
– აბა, მაშ, მითხარი, რა არის კლასობრივი შეგნება? – ჰკით-
ხა სპირიდონამ.
– მაგალითად, ისა, რომ ეს ყუთი და კამოდი ჩვენ იქიდან წა-
მოვიღეთ, ეს კლასობრივი შეგნებაა.
– შენ იგრე გამოგდის, რომა ყაჩაღობა კლასობრივი შეგნება
ყოფილა.
– არა, ძია, ოცდაოთხში ამხანაგი არჩილი რო ჩამოვიდა და
კახეთის სოფლებზე ჩამოიარა, სოფელი შარაზე შეეგება, მოგვი-
წოდა, რო უნდა ავიმაღლოთ კლასობრივი შეგნება, რო უნდა
ოქტომბრის შუქით განათებული ჩვენი ქვეყანა სუ უნდაო, კლა-
სობრივი შეგნების შუქში ლივლივებდესო და რო თავადაზ-
ნაურობა და თქვენ, გლეხობა, ანტაგონისტური კლასები ხართო,
იგრე ეცვა, იგრე კოხტად, თან იგრე მწყობრად ლაპარაკობდა,
მერე სუ ამ კაცზე ვფიქრობდი...
"კაი მწყობრადაც დახვრიტა იმდენი ხალხი", – ბოღმიანად
გაიფიქრა სპირიდონამ და სხვათა შორის, შურითაც, არჩილის
ასეთი აღზევების გამო, ის ცხოვრება მოაგონდა, ან კი როგორ
არ უნდა მოჰგონებოდა და ბოლო დროს ხშირადაც წარმოუდგე-
ბოდა ხოლმე რევოლუციური პათოსით აზავთებული ახალგაზ-

373 მკითხველთა ლიგა


რდა კაცი, სოფელ-სოფელ რო დარბოდა და პროკლამაციებს
ავრცელებდა.
– რას ვიზამთ, – ხმამაღლა აღმოხდა თავისი ფიქრი სპირი-
დონას, – ერთი სიმართლე არ არსებობს და ყველა დროს თავი-
სი სიმართლე მოაქვს...
– რა კარგადა ბრძანებთ, ძია, რა კარგადა ბრძანებთ, წინ-წინ
თავადიშვილები იყვნენ, ეხლა კიდევა ჩვენ უნდა ვიყვნეთ... –
თან ახედა და უყურებს, საგანგებო შეციცინებით, დიდრონი, შა-
ბიამნისფერი თვალებით... ამობურცული, მოსული მხრები აქვს,
ისეთი მხრები, თითქოს მხრულით უნდა გამოარღვიოს ცხოვრე-
ბის ტალღები და გადაქანებულ შუბლზეც აწერია, რო ცხოვრება
ბრძოლაა...
"ოჰო-ჰო-ჰო, როგორა აქვს გულში ამოჭრილ-ამოკვეთილი
აქ გათხოვება, აქ დაბინავება, ქალაქის ცხოვრებაში ჩაბმა,
აქაური შვილების დედობა..." იცის, იცის, რო ეს კაციც სამამამ-
თილოა, გიგლაც შემჩნეული ჰყავს და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა
ვინმეც, აბა, ტყუილად კი არ დგას ხოლმე კარის დირეზე და ქვე-
მო ბაზარს გაჰყურებს და სულ ზეპირად იცის ამვლელჩამვლე-
ლი.
– რა გქვიან, გოგო?– ჰკითხა სპირიდონამ.
– მარო მქვიან, ძია, – უპასუხა გოგომ.
სახელი კარგი გქონიაო, უთხრა სპირიდონამ და სიამოვნები-
საგან თვალები მილულა. რამდენი ხანია, არ მოხვედროდა ქა-
ლის ხელი, რბილი, ალერსიანი, მზრუნველი ხელი... და მაამებე-
ლი, დამაწყნარებელი, ჭრილობების მომშუშებელი, წყლულზე
მალამოს დამდები... მარო, მართლაც, დამუშავებულ ფეხებზე
სპირიდონას კნიაზის მალამოს უსვამდა... მგზავრები, ბედად, სა-
საფლაოზე მიდიოდნენ, სთხოვა სპირიდონამ, თუ შეიძლება პო-
ლიკლინიკისკენ წადით და იქიდან აუხვიეთო, ცოტა გაგიგ-
რძელდებათ გზაო და სპირიდონაც იქვე, პოლიკლინიკასთან ჩა-
მოვიდა. სანამ ეტლში იჯდა, ჩარდახიც გადმოხურული იყო,

374 მკითხველთა ლიგა


ნიავიც უბერავდა და სიცხე იმდენად არ იგრძნობოდა, მაგრამ
ჩამოვიდა თუ არა, იგრძნო, როგორ ცხელოდა, დილიდანვე
აჭერდა და მერე რაღა იქნებოდა... პოლიკლინიკის მისაღებში
კი, ბელეტაჟის გრძელ შუშაბანდში, შედარებით გრილოდა,
ჩრდილოეთით იყო და თან შემოჯარული ცაცხვები სიცხეს აკა-
ვებდა. სულს მოვითქვამ და ზევით, ლიდასთან ავალო, გაიფიქ-
რა სპირიდონამ, ლიდა ცნობაზეც დამეხმარება, ლაბორატო-
რიაშიც შემიყვანს, რო მალე გამიკეთონ ანალიზიო, შუშაბანდში
ხალხი ბლომად ირეოდა. იქვე, მარცხნივ ლაბორატორიასთან
მიჯგუფებულიყო რამდენიმე ადამიანი. გრძელ სკამზე ადგილი
დაუთმეს. ჩამოჯდა, ცხვირსახოცი ამოიღო და გახვითქული შუბ-
ლი მოიწმინდა. სკამთან დიდი ოთახის ფანჯრები გამოდიოდა,
მაგიდასთან კაცი იდგა, პატარა მაგიდებთან თეთრხალათიანი
ახალგაზრდები ისხდნენ. ეტყობა, პრაქტიკანტები იყვნენ და კა-
ცის ლაპარაკს ყურს უგდებდნენ. სპირიდონას ლექციისთვის არ
სცხელოდა, მაგრამ ძალაუნებურად ჩაესმა ლექტორის სიტყვები
და მიხვდა, სწორედ მის დაავადებაზე იყო ლაპარაკი. რა ყოფი-
ლა თურმე ეს ციებ-ცხელებაო, რა მოდებული, მთელ ქვეყანაზე
გავრცელებული, ყველა სარტყელშიო, მთელ მსოფლიოშიო...
კოსმოპოლიტური ინფექციააო, ანუ ინვაზიაო, მსოფლიო რევო-
ლუციასავითა ყოფილა... ბოღმამ მოუჭირა სპირიდონას, ხო სუ
იმას ამბობენ, მსოფლიო რევოლუცია უეჭველიაო... ძალიან
კარგი, სწორედაც ყველამ უნდა იწვნიოს ეს სიკეთე, ვითომ ჩვენ
რა წითელი კოჭები ვართ... ყველა რო იწვნევს, მაშინ შემოირ-
ტყამენ თავში ხელს... და იქნებ მაშინ მაინც ყველას ეშველოს და
შავსიელობაც და ცნობებიც აღარ იყოს საჭიროვო...
კიბეებზე ასვლისას ისეთი სისუსტე იგრძნო, მუხლები უკანკა-
ლებდა, ლამის ყოველ საფეხურზე ჩერდებოდა სულის მოსათ-
ქმელად. სახელურს მიეყრდნობოდა და გადამსკდარ ოფლს
ცხვირსახოცით იმშრალებდა წარამარა... მეორე სართულზეც,
კაბინეტებთან, კარგა ბლომად ხალხი დახვდა, ლიდასთანაც

375 მკითხველთა ლიგა


გრძელ სკამზე იყვნენ ჩარიგებული ავადმყოფები და კართან
ორი-სამი ქალი იდგა. ერთი სიტყვა მაქვს სათქმელიო, სპირი-
დონამ და კარი შეაღო.
– ვაიმე, ძია სპირიდონ, რატომ ადექით... – შეწუხდა ლიდა
გადანათებული სპირიდონას დანახვაზე, სწრაფად წამოდგა, მი-
ვიდა სპირიდონასთან და ხელი მოხვია, მერე იქვე, ზეწარგადა-
ფარებულ ტახტზე ჩამომჯდარ ქალს მოუბოდიშა, ახლავე მოგხე-
დავთო და სპირიდონა გარეთ გამოიყვანა: – ყველაფერი ვიცი,
ძია სპირიდონ, გუშინ საღამოს დეიდა ევამ შემოირბინა ჩვენ-
თან, მთავარი ექიმი სადაც არის, მოვა, მაგრამ მაინც ანალიზის
პასუხი უნდა ჩაიკრას ცნობაში... მე ეხლავე, ძია სპირიდონ,
ქალს გავისტუმრებ და ჩამოგყვებით ლაბორატორიაში...
ესიამოვნა სპირიდონას ლიდას თანაგრძნობა და თავში
გაუელვა, იქნებ ალიოშასთან წასვლასაც გადავრჩეო:
– ლიდა, გენაცვა... რა დღეში ვარ, რო იცოდე... მეორე ცნო-
ბაცა მაქვს ასაღები, შავსიელობისა, სოცმდგომარეობისა გიგ-
ლასთვის და ვანო ვერაფერს გამიხერხებდა?!
– ძია სპირიდონ, ეტყობა, არ გაგიგიათ, ჩემი მამამთილიც ხო
შავსიელია. კვირას ვიყავით იყალთოში, კაცს დანა პირს არ უხ-
სნის...
– ოოო... – ამოიგმინა სპირიდონამ, – კარგი მაშა და ჩავალ
ქვევით, ლაბორატორიასთან დაგიცდი...
– ათ წუთში მეც იქა ვარ, ძია სპირიდონ, საგულეს ჩამოგი-
ტანთ, ანალიზის შემდეგ დაგალევინებთ...
– ვანო არაფერს ამბობს, ჩვენი ეგეთი შევიწროების გამო? –
თავი გადააგდო სპირიდონამ და ხელები გაასავსავა.
– ოჰ! ძია სპირიდონ, ვის რა ძალუძს, ვის რა შეუძლიან?!
აგერ ჩემი მამამთილი, სოფლის თავკაცი იყო, ჭკუას ეკითხე-
ბოდნენ და ეხლა ბოგანოები კრებაზე არ უშვებენ, შავსიელი ხარ
და არ გეკუთვნისო.. – ლიდა კაბინეტში შებრუნდა, სპირიდონა-

376 მკითხველთა ლიგა


მაც ხალხში გზა გამოიკვლია და სვენებ-სვენებით ისევ ქვევით
ჩავიდა.
უჰ, უჰ, რამოდენასა ლაპარაკობდა ეს კაცი, გაბმით... შეუსვე-
ნებლივ... სპირიდონა თუმცა სმენას ვერ ადევნებდა, მაინც აქაიქ
ჩაესმოდა ხოლმე ყურში საკვირველი ამბავი ადამიანისა და კო-
ღო ანოფელესისა... "ა-ნო-ფე-ლე-სი..." – რა სახელია, რა სახე-
ლი, უცხოდ მჟღერი, თითქოს ბედისწერასავით გარდაუვალი ხმა
ჩაესმისო, – გადაჯაჭვული ურთიერთკავშირისა... აგერ, ტაბუ-
ლებზე გამოხატული ანოფელესი... სპირიდონა თვალებს წკუ-
რავს... ფრთები! დიდებული ფრთები... ხუთ-ხუთი ხალი თი-
თოეულ ფრთაზე... თან როგორი თანაფარდობით არიან განლა-
გებული... უწმინდესი ხაზები გავლებული და უწმინდესი ფოჩი
შემოვლებული ფრთების გარშემო, მოგრძო მუცელიც ასეთივე
ფოჩით დაფარული და ეს ყველაფერი, დასახსრულ, წვრილ კან-
ჭებთან ერთად საკვირველი თანაფარდობით შერწყმული და შე-
ნივთული. ანოფელესი, ვერცხლისებური, თუ ვერცხლისფერი...
თან რა უცნაური ჯაჭვი გამოდის და სპირიდონას ისე აოცებს, ისე
აოცებს თავისი მდგომარეობის გამო, მართლაც ავადმყოფურად
აოცებს ეს კავშირი, ეს უნივერსალური და სრულყოფილი კავში-
რი, თითქოს იდუმალიც კი, ადამიანსა და ანოფელესს შორის...
რას ამბობს ეს კაცი, რასა, ანოფელესი მალარიის გადამტანიაო,
მხოლოდ მდედრობითი სქესის ანოფელესიო, მაგრამ ჯერ თვი-
თონ უნდა დაავადდეს ადამიანისგანო და მხოლოდ შემდგომში
ძალუძს, გადაიტანოს და გაავრცელოს ავადმყოფობაო... ესე
იგი, ჯერ თვითონ უნდა დაავადდეს? და ადამიანი ვისგან უნდა
დაავადდეს? ანოფელესისაგან... და ანოფელესი? ადამიანისა-
გან... ესა... ფერხულივით გამოდის... ციებ-ცხელების ფერხული-
ვით... ხელგადახვეულები... თავი უბრუის სპირიდონას... ყურებ-
შიაც შხუილი გააქვს... გამოდის, რო განუყრელია ანოფელეს-
თან... აღარც კი ახსოვს, სად და როდის გაიცნო და სისხლხორ-
ცეულად დაუკავშირდა... იმიტომ, რომ ანოფელესი ხომ სწორედ

377 მკითხველთა ლიგა


ისეა აგებული, სისხლი უნდა წოვოს, თავისი გრძელი, სამკა-
პიანი ხორთუმითა და ბუსუსიანი წანაზარდებით... ანოფელესი
სისხლის მწოველია, სისხლი მისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის არ-
სობის პური და უფრო მეტიც, იმიტომ, რომ მისი განაყოფიერე-
ბული კვერცხები სისხლის გარეშე არ განვითარდება, ანოფელე-
სი ვერ გამრავლდება... თავი... თავი... თავი... უბრუის სპირიდო-
ნას... ესე იგი, მე ვამრავლებ ანოფელესს... თავისი წვრილი კან-
ჭებით დამეყრდნობა შიშველ კანზე, შიშველ სხეულზე, თვალის
დახამხამების უმალ ჩაუშვებს ხორთუმს და მწოვს და მწოვს
სისხლს... ამ თავისი დაწინწკლული, ვერცხლისფერი ფრთებით
კი წონასწორობას იცავს, სისხლის სმის შემდეგ მძიმდება...
მძიმდება... და რომ არ დაბარბაცდეს... რომ ისევე მსუბუქად აფ-
რინდეს და თავისი განაყოფიერებული კვერცხები დაამწიფოს
ადამის ძის სისხლით... ღმერთო, რა უცნაურია, ჰო, როდის გა-
იცნო, როდის? მაშინ... მაშინ... პირველად მაშინ, გაღმა რო ავ-
რცელებდა პროკლამაციებს... დაღლილ-დაწყვეტილს ალაზნის
პირას რო დაეძინა პირდაპირ მიწაზე, დაუხურავს... აი, მაშინ...
რა არის ესა, რა, ისე ფიქრობს, თითქოს ადამიანის გაცნობაზე
ფიქრობდეს... ის რაღაცა პლაზმოდიუმებია... არცა ჩანს თვალი-
თო, უხილავი... უამრავი პლაზმოდიუმია შენში, ხეთქავენ წი-
თელ ბურთულებს... გიტევენ... შენ კი არც იცი, ვინ არიან და რა
ჰქვიათ... აი, ეხლა გაიგო.... შემთხვევით... არაფერი არ იცის
ადამიანმა, არაფერი... არც თავის თავზე, არც სხვაზე... და ბევ-
რიც უნდოდეს, არ ეცოდინება... საიდან... როგორ... მერე საქო-
ნელი? მერე ღვინო? მერე ქალები? მერე ესა, მერე ისა?! ვინც
რამე იცის, იმანაც მცირე იცის, მცირე, მცირე, მცირე... ჩაესვენე-
ბა ციებცხელებიანი გრილ მიწაში და იქ გაიგებს ყველაფერს...
და ეს ოხერი ცნობები რო არა, იქნებ კარგიც იქნებოდა, ჩაბინა-
ვებულიყო და ყოფილიყო თავისთვის...
– ძია სპირიდონ, აბა, წამობრძანდით, – მხარზე ლიდას ხელი
იგრძნო, – თავი-ბოლო ერთი საათი დაგჭირდებათ, მერე კი მიხ-

378 მკითხველთა ლიგა


ვალთ თუ არა სახლში, დაწვებით... აი, საგულეც ჩამოგიტანეთ,
ძალიან კარგი წვეთებია, დაგალევინებთ და ისე გაგისტუმ-
რებთ...
სპირიდონამ ერთიც მოუწკურა თვალი ანოფელესის დიდე-
ბულ ფრთებს და ლიდას გაჰყვა... და ათიოდე ნაბიჯის შემდეგ,
ერთი კარის შეღებით, ნამდვილ წალკოტში აღმოჩნდა. გაკვირ-
ვებულმა მიიხედ-მოიხედა... მცენარეები... მცენარეები... ირ-
გვლივ, ყველგან, ზოგი კედლის თაროდან ლეჩაქივით ჩამოფ-
რიალებული, ზოგი დეკორატიული დიდი ქოთნებიდან ლამის
ჭერამდე ასული, ზოგიც სართულებად განლაგებული პატარა
ქოთნებში ნაირფერად აყვავებული და თვალმახარა... მოგრძო
მაგიდაზე ვარდისფრად აფეთქებული ყვავილების გვერდით
ყვითელ-წითელი სინჯარები და კოლბები იქნებ რაღაც უცხო
ემულსიები გგონებოდათ და არა შარდი და სისხლი... მაგიდას-
თან ქალი იჯდა და მიკროსკოპში იყურებოდა, ახლავეო, შემო-
სულებს უთხრა ისე, რომ მიკროსკოპიდან თავი არ აუღია. ლი-
დამ სკამი მოუწია სპირიდონას, დასვა და მაჯის გასინჯვა დაუწ-
ყო...
– ძია სპირიდონ, სისხლის აღების შემდეგ აუცილებლად შე-
ჭამეთ რამე, აი, მე ჩემი საუზმიდან პატარა ნაჭერი პური და ყვე-
ლი წამოგიღეთ, მერე კი, აი ეს წვეთები დალიეთ, ალისა დაგა-
ლევინებთ.
ქალმა მყისვე აიღო მიკროსკოპიდან თავი და შემოტრიალ-
და.
– ლეიკოცეტებს ვითვლიდი და მაპატიეთ... – თქვა ისეთი უც-
ხო კილოთი, სპირიდონამ ვერც კი გაიგო, რას ამბობდა ეს უცხო
ქალი, ამ ყვავილებივით უცხო და მშვენიერი ფერფლისფერი
ბუწკა თმა ბუჩქივით ედგა ოდნავ ამობურცულ, ფაქიზად მოყვა-
ნილ შუბლზე და ნათელი, ნათელი თვალებით შემოჰყურებდა
ლიდასა და სპირიდონას.

379 მკითხველთა ლიგა


– ალისა, შენ ხომ იცნობ ძია სპირიდონას, ტროპიკული მა-
ლარია აქვს და ყარაღაჯში გამოძახებული ბამბის სამუშაოებზე,
სასწრაფოდ ცნობა სჭირდება.
ალისამ თავი გააქნია გაოცების თუ აღშფოთების ნიშნად:
– ახლავე აგიღებთ სისხლს და მერე ერთი საათი დაგჭირდე-
ბათ მოცდა...
– მე წავალ აბა, ალისა, ავადმყოფები მიცდიან, ერთი საათის
შემდეგ ნიკოს შევუტან და ცნობასაც ავიღებ. ანემია აქვს, მაჯაც
ძალიან სუსტი, აუცილებლად დაალევინე საგულე... აბა, თქვენ
იცით, ძია სპირიდონ...
ის იყო ლიდა შებრუნდა, ალისამ გააჩერა, რაღაც უნდა გაჩ-
ვენოვო და სპირიდონამ ახლაღა შენიშნა – ორსულად იყო ალი-
სა, თეთრი, ქათქათა ხალათის კალთები აქეთ-იქით ჰქონდა გა-
დაშლილი და შიგნიდან ცისფერი აბრეშუმის ყურთბალიშივით
მოუჩანდა წამოზრდილი მუცელი.
– შეხედე, შეხედე, რა საოცრად გაიშალა, ამ დილით დამ-
ხვდა... – და ალისამ გრძელი ლაბორატორიის ბოლო კუთხის-
კენ წაიყვანა ლიდა და რაღაც მცენარე აჩვენა, – ეს ხომ წელი-
წადში ერთხელ იშლება და მე ჩავუთქვი, იცი?
– ოო, ალისა, გარწმუნებ ყველაფერი, ყველაფერი კარგად
იქნება... – ლიდამ ხელი მოხვია ალისას, ასე ხელგადახვეულები
წამოვიდნენ და სპირიდონას ესიამოვნა მათი დანახვა, გაუკვირ-
და კიდეც, ამ წალკოტში აშკარად უკეთ იგრძნო თავი. რაღაც ზუ-
ზუნებდა, ნელი სიო უბერავდა, ტილოს ფარდებსა და ლეჩაქი-
ვით ჩამოფრიალებულ მცენარეს არხევდა... მხოლოდ შო-
რეული, შორეული სინანული გაკრთა სპირიდონას გულში, რო-
გორც ჩაშრეტილ, ჩამქრალ ცეცხლში გამოკრთება მინავლული
ნაკვერჩხალი, იმ დიდი სინანულის ანარეკლი... ადგე, მიატოვო
ყველაფერი, დედაც, მამაც, მეგობარიც, ნათესავიც... მთელი შე-
ნი ქვეყანა... და გამოჰყვე საიდან სადა... ევა, აგერ, იყალთოდა-
ნაც არ მოსდევდა... ყურის ძირიდან... ყოველდღე ფეხით ივლის

380 მკითხველთა ლიგა


კაცი... რას არ ჩაადენინებს სიყვარული... ის კი არა, რო ლექსო
ღირსი არ არის...რა შუაშია, ღირსი და უღირსი... უყვარდა... უყ-
ვარდა და გამოჰყვა... რა სასიამოვნო ხელიცა აქვს... მაგრამ გუ-
ლი ეწურება... გეგონებათ, უნდა ჩაუვარდეს სადღაც, ქვევით,
სპირტიან ბამბას უსვამს თითზე... "ერთი ჩხვლეტაა..." – ამბობს
ქალი და უღიმის... უჰ... წვრილ სინჯარაში იღებს სისხლს... ესე
იგი კვერცხებით არის ეს სისხლი სავსე? ფუუჰ... გულზიდება იგ-
რძნო... "მე მაქვს კარგი აბი გულისრევის გასაყუჩებელი, იმას
დაგალევინებთ და, აი, ამ საგულეს." ძლივს ესმის, რას ეუბნე-
ბა... "მადლობთ, მადლობთ..." წამოიწია... "ზუსტად ერთი
საათია საჭირო სისხლის დამუშავებისათვის, საშუალება რომ
იყოს, სადმე მიწოლილიყავით..." "რა ვიცი... ჩამოვჯდები... შუშა-
ბანდში..." "აბრძანდით მაინც მეორე სართულზე, ლიდა ფიზიოში
შეგიყვანთ. იქ ახლა ნამდვილად იქნება ადგილი, რომ მოისვე-
ნოთ, ერთი საათი სკამზე ჯდომა გაგიჭირდებათ..." მაგრამ სკამ-
ზე დასაჯდომი ადგილიც აღარ იყო. ზევით ასვლა კი არ მოინდო-
მა, აგერ აქვე, პოლიკლინიკის წინ, გზის იქით ნადიკვარზე გადა-
ვალ და იქ ცაცხვის ქვეშ სკამზე წამოვწვებიო. ასეც მოიქცა. ცაც-
ხვის ირგვლივ მშვენიერი გრძელი სკამები იყო შემორიგებული,
დაჯდა, ხელები საზურგეზე გადაყარა, სული მოითქვა, მერე ჯი-
ბიდან ქაღალდში გამოხვეული ყველი და პური ამოიღო, წეღან
ლიდამ რომ მისცა, თავისი ტყლაპიც ამოაყოლა. პირში არაფ-
რის ჩადება არ უნდოდა, ძალისძალით გაღეჭა ორიოდე ლუკმა.
კიდევ კარგი, იმ წვეთებმა ცოტა მოასულდგმულა, გული თით-
ქოს ისე აღარ ეპარებოდა, როგორ არა, ნადიკვრის ნიავმაც სუნ-
თქვა გაუადვილა, თვალმოჭუტულმა გახედა მიდამოს... მიდა-
მოს კი არა, შუა მინდორს... ზუსტად მის მოპირდაპირედ... თვა-
ლი გაუშტერა... ცაცხვისკენ რო მოდიოდა, იგრძნო, რომ ნაბიჯი
შეანელა, ფერდობის პირას გოგო და ბიჭი ისხდნენ ბალახზე,
არც ჩრდილი, არც არაფერი, პირდაპირ მზის ქვეშ, ნიავი კი მარ-
თალია უბერავდა... გოგოს სალათისფერი ფარფარა კაბა გად-

381 მკითხველთა ლიგა


მოეფარებინა მუხლებზე, ბიჭს კი ლურჯი სატინის ხალათი ეცვა.
არა, არა, მათთვის არ შეუნელებია ნაბიჯი, იმ შუა ადგილს
გრძნობდა, მიუხედავად თავისი გაცამტვერებული მდგომა-
რეობისა, თუ სწორედ ამის გამო... რა საცოდაობაა, უნდოდა,
მხნედ გაევლო... ამ გოგო-ბიჭის გამოც, ერთმანეთს თვალ-
მოუცილებლად რო უყურებდნენ, ერთმანეთს შესციცინებდნენ
და გაბმით რაღაცას ამბობდნენ, თითქოს თავისთვის, დაბალ
ხმაზე, შეუწყვეტლად, შეუჩერებლად, გაბმით მღერიანო.... და
სულ არ ჰქონდათ სპირიდონას დარდი. მაგრამ ეს ახალგაზრდე-
ბი თავისი ერთსულოვნებით თითქოს იწვევდნენ, აფორიაქებ-
დნენ დამარტოებულსა და ციებ-ცხელებისგან გასავათებულს...
ოო, სიყვარულის ერთსულოვნება ყოველთვის გამომწვევია, მე-
რე როგორი გამომწვევიო, გაიფიქრა სპირიდონამ, რადგან ორ-
მოცდაათი წლის კაცსაც, თუ ბედი გაუღიმებს, ძალუძს ისეთივე
მძაფრი განცდებით იცხოვროს, როგორც ცხრამეტი წლის ბიჭმა-
ო... სუნთქვა შეეკრა... გაჩერდა... ზუსტად შუა ნადიკვარზე იდ-
გა... იმ ადგილას... სამუდამოდ რომ ჩაეჭრა გულსა და გონება-
ში, თითქოს მისი ბავშვობის ყველა უბედურება შენივთდა, შე-
დედდა და, აი, აქ, ამ ადგილას მოიყარა თავი.
აქ ხომ, სწორედ ამ ადგილას, ნადიკვრის შუაგულში, მოკლუ-
ლი ზორბას გვამი იყო გამოფენილი, ნახევრად გახრწნილი,
უზარმაზარი გვამი და გარემოს ნთქავდა გაუსაძლისი სუნითა და
შეძრწუნებით. რა ძალუძს დროს? ადამიანისთვის გამოყოფილ-
სა და განსაზღვრულ დროს?.. ხორცის დამჭლევება ჰოო... ჯანის
შემუსვრა, ჰოო... სხვა კი ვერაფერი... ვერაფერი... თუკი შეიძ-
ლება ბავშვობის დროინდელი ტანჯვა ასე ცოცხლად ცოცხლობ-
დეს შენში და ახლაც, ამდენი ათეული წლის შემდეგ, ცაცხვის
ქვეშ სკამზე დათხაპულს, ციებ-ცხელებისგან ნიათგამოცლილს,
სულს გიშფოთებდეს, ვინ იცის, იქნებ სულაც წყალზე გამდგარ
სულს... ოო, ბედისწერასთან წილნაყარი ტანჯვა უმსნელად რჩე-
ბა ადამიანშიო, – ფიქრობდა სპირიდონა და თან ცდილობდა,

382 მკითხველთა ლიგა


როდის ჩადებული ლუკმა როგორმე გადაეყლაპა. ზორბას ბან-
ჯგვლიანი სხეული დაუდგა თვალწინ და გულზიდება იგრძნო...
გაწყალებული ლუკმა გადმოაფურთხა... "მეე მოსიარულე კაცი
ვაარ... მეე აგორებული ქვა ვაარ... ხავსი არც მომკიდებია და
არც მოვიკიდებ... მივლია გამოშვებული ხარივით და ეგრე უნდა
ვიარო... უღელს ვერ დავიდგამ, ვერაა... შეუშვი მაგ გოგრაში,
ქალო და თავი დამანებე, რას მეტორღიალები, იმ შენ ქმარს
დაჰბერე ტკბილი სული, რაც გინდ იყოს, გათხოვილი გქვიან და
თავზე ჭერი გახურავს..." მაგრამ თებრო მაინც დასდევდა, საწყა-
ლი მნათეს გროშებით ვითომ ქალაქში ექიმთან მიდიოდა, სპი-
რიდონასაც დაიდევნებდა, ჩაჯდებოდა დილიჟანში, რო სადმე,
ან "პერევალზე", ან გომბორში, ცხენების გამოცვლისას ზორბა
მოეხელთებინა... ჭამაზე კი, ნუ გეშინიათ, არ დაიხვალიებდა,
დიდ-დიდ ლუკმებს ისროდა, თებროს ცალთვალა ხურჯინით წა-
მოღებული სანოვაგიდან და უსინდისო პირით, თან უხათროდ
და უდიერად ბუხუნებდა: "მე ერთი ვარ და თქვენ ბევრნი ხართ,
თან ხო ვერ გადმოგყვებით!" თებრო ტიროდა, იღველფებოდა,
თან ხორცის მოზრდილ ნაჭრებს უმარჯვებდა ზორბას, "ცოდოა,
ბალღი, რად უნდა დაუკარგო მამა, რადა! იქნებ როგორ მიგდის
ცხოვრება, იქნებ რაში გამოგადგეს, კაცო, ე ბალღი, რად უნდა
ჩაუთესო ღვარძლი შენ სისხლსა და ხორცსა, რადა..." "ეგეთი
ბალღები, ქალო, ამ გზაზე რაც სოფლებია, ყველგან შეგხვდება,
სად გაგწვდებით, სადა!" სპირიდონა სუ განზე იწევდა... ბიჭი რო
გადადგებოდა "პერევალზე", საყვირს ჩაჰბერავდა და ცხენების
მოლოდინში მგზავრები გადმოვიდოდნენ დილიჟანიდან, ვინ
წყაროსთან მივიდოდა წყლის დასალევად, ვინ იქვე გზის პირას,
მწვანე ფერდაზე გაშლიდა საუზმეს, ვინ კიდევ საგზაო სახლის
"ტრაქტირს" მიაშურებდა, თებროც მოფარებულ ადგილს შეარ-
ჩევდა, სპირიდონას პრიანიკს მისცემდა, გაიქეცი წყაროზე, ხმე-
ლა რო არა ჭამო, წყალს შეატანო. თებროს რომ არც ეთქვა,
თვითონ სპირიდონამაც რაკი იცოდა, რომ ზორბა ზედაც არ უყუ-

383 მკითხველთა ლიგა


რებდა თვითონაც სულ იმის ცდაში იყო, ზორბას არ დანახვებო-
და. რცხვენოდა, ბავშვობიდანვე თან აჰყვა სირცხვილი და ყვე-
ლასი და ყველაფრის რცხვენოდა... უხერხულობის გრძნობა
სტანჯავდა, ზორბას დანახვაზე ხომ შეურაცხყოფითა და თაკი-
ლით ევსებოდა გულისთქმა. ისეთი წყენა ეუფლებოდა, ისეთი
სირცხვილი, ერჩივნა, დედამიწა გახეთქოდა და შიგ ჩავარდნი-
ლიყო, რომ არ დაენახათ ერთად და არ მოჰგონებოდათ, რომ
სპირიდონა, ეს "საწყალი ბალღი" ზორბას "შექმნილია"; მამა კი
არ არის, მშობელი, ღვიძლი მამა კი არ არის, მხოლოდ ზორბას
"შექმნილია", როგორც ძაღლის ლეკვი, კატის კნუტი, როგორც
ადამიანისა კი არა, ცხოველის ნაშიერი. თვითონაც ხო ცხოველს
ჰგავდა. უკვირდა სპირიდონას, რა უყვარს ამ პატარა, დალეულ
ქალს, მის დედას, ამ უზარმაზარი, მთასავით კაცისაო, ფაშვგად-
მოგდებული, დიდხელებიანი და დიდფეხებიანი ვირგლასიო,
რას ამჩნევს ამისთანა მიმზიდველსო... მარტო მაშინ მოსწონდა,
კოფოზე რო იჯდა, თავის მაზარაში გამოწყობილი, ხელში აღვი-
რითა და მათრახით და ცხენებს ომახიანად უწრუწუნებდა და პა-
ტარა ბიჭსაც მფარველად მაინც ის ეგულებოდა, იმაზე ფიქრობ-
და, ხან ბოღმით, ხან შურისძიებით, ხან გამანადგურებელი სი-
ძულვილით. რატომ არ გინდა, მამა იყო ჩემიო, რატომო, რატო-
მო... მეე, პატარა ბიჭმა, როგორ შეგაშინეო, რატომ გამსრისე
და რატომ ჩამწიხლეო... ღამის სიჩუმეში, კოშმარებიდან გამოფ-
ხიზლებული მიმართავდა ზორბას და ეს იყო შვილის ძახილი,
მუხლზე დაცემული და ხელაპყრობილი მამას რომ მოუხმობს...
სულ თან სდევდა ზორბას დიდი, გულადი თვალები, სპირიდო-
ნას დანახვაზე ლიბრი რომ გადაეკვრებოდა ხოლმე და სპირი-
დონასაც თავისი თავი სულ ერთი ბეწო, მღილივით უმნიშვნე-
ლო, ფეხით გასასრესი ეგონა, რომ ვისაც უნდა, მივა და გას-
რესს, იმიტომ, რომ ყველაზე ცუდია, ყველაზე უშნო და ულაზა-
თო, ყველაზე ბრიყვი და რეგვენი... რა იქნებოდა, დაენახა...
დაენახა... დაენახა... თავისი ამომჯდარი, ჭროღა თვალებით...

384 მკითხველთა ლიგა


ყველაფერს რო ხედავდა, ყველაფერს, ხესაც, ქვასაც, ძაღლსაც,
კატასაც, აგერ იჯდა, მაღლა კოფოზე, თავის ლაბადაში გამოწ-
ყობილი, გზაზე კენჭი არ გამოეპარებოდა, მარჯვნივ და მარ-
ცხნივ ნაცნობებს თავს უქნევდა, მარჯვნივ და მარცხნივ უცხოსა
და ახლობელს გაეპასუხებოდა, მარტო სპირიდონას ვერა ხე-
დავდა, ვერა, ვერა, ვერა! ეჩვენებოდა, თუ სიზმარში ელანდებო-
და ხოლმე: მოაქროლებს ცხენებს ზორბა, დიდ მინდორზე მოაქ-
როლებს, მოაჯირითებს, გადაუდგა გზაზე სპირიდონა, განგებ
გადაუდგა, დამინახეო, დამინახეო, ხომ უნდა დაინახოს ამ ვირ-
გლამ გზაზე გადამდგარი ხელებგაშლილი პატარა ბიჭი, დაინა-
ხოს, გააჩეროს დილიჟანი, ჩამოხტეს და თუნდაც წაუთაქოს,
თუნდაც წაეჩხუბოს, თუნდაც დაუყვიროს, რას მიღობავ გზასაო,
ვინა ხარ და ვინ გდიხარო... მაგრამ არა, აგერ მოჰქრის, მოჰ-
ქრის, სპირიდონას კი გაშლილი ხელები ისევე რჩება... ჩაიქრო-
ლებს და წავა უკანმოუხედავად... როცა გავიზრდები, როცა მეც
კაცი დამერქმევა, მაშინ მივალ, მაშინ მოვთხოვ პასუხსო, მაშინ
ვეტყვი: რატომ არც ერთხელ არ მოიხედე ჩემკენო, რატომ არ
მოინდომე ჩემი დანახვაო, დედაჩემზე თუ გული აიცრუე, მე ხო
შენი სისხლი და ხორცი ვიყავიო, მე ხო იგრეც პირზე მური მქონ-
და ჩამოსმული და შენ რატომ არ მოინდომე ჩემი ტვირთის შემ-
სუბუქებაო, ეგეთმა ბრგემა და გოლიათმაო, ნალს რო გაღუნავ-
დი და ათი კაცი ვერ მოგერეოდაო... მერე ხო მალევე ყაჩაღად
გავიდა და სამი-ოთხი წელი თავზარსა სცემდა იქაურობას, გზებ-
ზე ხო სძარცვავდა ხალხსა და თელავის შეძლებულ მოქალაქე-
ებს შემოუთვლიდა: ქაფქირივით გაგიხდით გულმკერდს, თუ აქა
და აქ ფულს არ მოიტანთ და ამა და ამ ქვის ქვეშ არ ამოსდებთო.
იმ ხანებში საწყალი თებროც გარდაიცვალა და გულდათუთქუ-
ლი სპირიდონა ახლა შურისძიებაზე ფიქრობდა, ხან როგორ შუ-
რისძიებაზე და ხან როგორზე. ხან იმას წარმოიდგენდა, რომ
დაიჭირეს ზორბა და გაბაწრული მიჰყავთ, სპირიდონა კი გამა-
ნადგურებელი ღიმილით მიაცილებს მას ციხის კარამდე და მო-

385 მკითხველთა ლიგა


გიხდება, მოგიხდებაო, მისძახის. მაგრამ ყველაზე დიდებულ შუ-
რისძიებად ესახებოდა უგულებელყოფა, სწორედ ზორბასნაირი
უგულებელყოფა და არად ჩაგდება. აი, გაიზარდა, დავაჟკაცდა,
ხალხში გამოვიდა, კარგი აცვია, კარგი ახურავს, კარგსა ჭამს და
კარგსა სვამს, გალაღებული მოდის და დაბერებულ, დაჩაჩანა-
კებულ ზორბას ხედავს, ძლივს მოხანხალებს ქუჩაში და თავის
დიდ, გულად თვალებს, გაფუყული პარკები რომ დაჰკიდავს უპე-
ებზე, საცოდავად აცეცებს. სპირიდონას დაინახავს, მაშინვე იც-
ნობს და თავის ქნევით მიაჩერდება: ბიჭო, ეუბნება, აკანკალებუ-
ლი ხმით, შვილო, შენ ხომ სპირიდონა ხარო? მერე, რო ვარო,
მერე, რო ვარო! – მიუგებს გოროზად სპირიდონა. მერედა ისა,
რომა, მე ხო მამა ვარ შენიო, მამაო, მამაო, ღვიძლი მამაო... მა-
მაოოო?! გააგრძელებს გაკვირვებული სპირიდონა, ვინ მამა, რა
მამაო? მე ერთი მამა მყავს და ხო არ შეიძლება კაცს ორი მამა
ჰყავდესო, ზიზღით დახედავს და გააგრძელებს გზასა... მაგრამ
ვერ ეღირსა, ვერა, ვერავითარ შურისძიებას, გადაჰყვა თავის
ყაჩაღობას ზორბა. ნადიკვარზე იყო გამოფენილი იმისი გვამი.
მართლა რო საყურებელი იყო, იდგა გათანგული და თვალს ვერ
აცილებდა... მაშინ იგრძნო გულის გამპობი სიმძაფრით შეგინე-
ბის სიმწარე. არც ეგონა, თუ ასე შეძრწუნდებოდა. ეს ისეთი რამ
იყო, რასთან შეგუებაც არ შეიძლებოდა! არავითარ შემთხვევა-
ში! არა! სწორედ იმის გამო, რომ არ შეიძლებოდა, სწორედ იმის
გამო, რომ მის შიგნით ყველაფერი აღმდგარი იყო და ზიზღთან
ერთად ბოღმა და სასოწარკვეთა ეუფლებოდა, ადგილს მიჯაჭვუ-
ლი იდგა თვალებდაჭყეტილი უყურებდა ამ უშვერად და ურ-
ცხვად გამოფენილ გვამს, გახრწნილს, აყროლებულს, ფეხშიშ-
ველას, თითქოს ყველაზე შემაძრწუნებელი ეს ყოფილიყოს...
მაგრამ არა, სახე ჰქონდა ყველაფერზე შემზარავი... ახლა ის ტუ-
ჩები, ხორციანი, გადმოპროშილი ტუჩები, სპირიდონა მონუსხუ-
ლივით რო უთვალთვალებდა ხოლმე თავიანთი მოგზაურობე-
ბის დროს და ყოველთვის საშინელი განაჩენის მაუწყებელი

386 მკითხველთა ლიგა


ეგონა, რადგან ამ მოფლაშულ ტუჩებს მშვიდობიანი სიტყვების
წარმოთქმა არ შეეძლო, ახლა ის ტუჩები მთლიანად დაფარული
ჰქონდა ბუზებით... შორიდან ვერც მიხვდებოდა კაცი, რა იყო,
ეგონებოდა, ტუჩებზე შავი რაღაც დაუფარებიათო. ეს ერთმა-
ნეთზე მიჯრით მიმსხდარი ბუზები იყო, ხრწნის სურნელით და-
ბანგული და გაბრუებული, ადგილს არ იცვლიდნენ... მაშინაც კი,
ქალაქის თავმა იმნაძემ ფეხი რო დაადგა გვამს შუბლზე, ბუზები
აფრინდნენ ზანტად, მაგრამ კი არ გაფრენილან, იქვე დაჰბზუ-
ოდნენ ზორბას ლურჯი ლაქებით დაფარულ, სისხლშემხმარსა
და დაჯირჯვებულ სახეს. "არა, არა, არა, – ბოღმა ახრჩობდა სპი-
რიდონას, – არ შეიძლება, ადამიანი ასე ეგდოს ნადიკვარზე და
ბუზები ეწაფებოდნენ მის გახრწნილ პირს..." "ცოდოა კაცო,
გულხელი დაუკრიფეთ!" "არ იქნება ეგრე დამარხვა, არა, მიწა
არ მიიღებს!" "ხალხნო, როგორ იქნება მკვდრის გაწვალება, ყა-
ჩაღი იყო თუ რაც იყო, ჰყარს აქაურობა!" "მოიწამლა გარემო,
მეტი აღარ შეიძლება!" "გულხელი დაუკრიფეთ, გულხელი!" "მი-
დი და დაუკრიფე, თუ ეგრე გული შეგტკივა!" – ისმოდა აქეთ--
იქიდან. მართლაც, ზორბას დიდი ხელები ისე ჰქონდა აქეთ--
იქით გადაყრილი, თითქოს მისი არც ყოფილიყოს. სპირიდონას
გვერდით კი მნათე კვნესოდა: "ცვენც ცოდვასი გაგხვია, სპირი-
დონ, ცვენცა, იმდენი ატრიალა ცოდვის ბორბალი, ვაიმე,
ვაიმე..." ქალაქის თავი იმნაძე მოჰქროდა, მსუბუქი, აჩქარებუ-
ლი ნაბიჯით, უკან ფოტოგრაფი სოსნოვი მოჰყვებოდა თავისი
დიდი აპარატით. მოჰქროდა მოვალეობის შესასრულებლად. წე-
ღან ხომ იყო, შუბლზეც დაადგა ფეხი ზორბას, მერე კი უცებ
მოიფიქრა, გაგზავნა ბიჭები ფოტოგრაფთან, სასწრაფოდ აქ მო-
ვიდესო, თვითონ კი გენერლიანთან შევიდა, მათ ფანჯრები და
დარაბები მაგრად მოეხურათ, რომ საშინელ სუნს არ შეეწუხები-
ნათ. მოდიოდნენ იმნაძე და ფოტოგრაფი. იმნაძე თხელი, კაფან-
დარა კაცი იყო, ცხვირსახოცს ინიავებდა, მერე კი ცხვირზე
მიიჭირა.

387 მკითხველთა ლიგა


– ვასილი მიხაილიჩ, ერთი შეხედეთ, მეტისმეტად ჰყარს! –
მიმართა პოლიციის ბოქაულს.
– დაიმსახურა! რაც ეკუთვნოდა, ის მიიზღო! – თქვა ვასილი
მიხაილიჩმა, მერე კი ხალხს მიმართა: – ხალხნო, ამ გვამის მი-
ერ გაძარცვული და გაუპატიურებული ადამიანები ბლომად
დაიარებიან ამქვეყნად, ბევრიც ვეღარ დაიარება და რა თქმა უნ-
და, მან დამსახურებულად მოიმკო ასე გდება ნადიკვარზე, აგ-
ვისტოს თაკარა მზის გულზე, გახრწნილ და აყროლებულ მდგო-
მარეობაში...
მცირე ბჭობის შემდეგ, ისევ მრავალნაცადმა ფოტოგრაფმა
შეურჩია იმნაძეს პოზა, მას ცალი ფეხი შუბლზე უნდა დაებჯინა
გვამისთვის, მარჯვენა ხელით დოინჯი შემოეყარა, ხოლო მარ-
ცხენა საჩვენებელი თითი გვამისკენ მიემართა, ყელი კი აუცი-
ლებლად უნდა მოეღერებინა, სახეზეც გამარჯვებული კაცის
იერი აღებეჭდა და მზერაც კავკასიონისკენ გაეტყორცნა. მაგრამ
ყველაფერს ამას დრო უნდოდა, გვამი კი "ჰყარდა" და იმნაძესაც
ცხვირსახოცი ჰქონდა ცხვირზე მიჭერილი. მერე კი, სოსნოვმა
დიდ აპარატს შტატივები გაუკეთა და კადრი დააყენა, იმნაძემ
ღრმად ჩაისუნთქა, მოიხსნა ცხვირსახოცი და იდგა ასე სულშე-
გუბებული. ჰოდა, სწორედ ამ დროს, როცა იმნაძემ ცხვირსახო-
ცი მოიხსნა და ჩასუნთქულ მდგომარეობაში გაშეშდა, როცა ფე-
ხიც მაგრად დააბჯინა, დოინჯიც შემოიდგა და ხელიც ძირს დაუშ-
ვა, ხოლო გამარჯვების გამომხატველი შეუპოვარი მზერა შორს,
კავკასიონის მწვერვალებისკენ მიმართა. სწორედ ამ დროს
ზორბას ის ცნობილი დაწრუწუნება გაისმა, თანაც იქვე, იმნაძის
ფეხებთან, ის განუმეორებელი დაწრუწუნება ცხენებისა: "აბა,
მაშკაა, აბა, კოხტაა!" თანაც ისე ზუსტად, ისე ზედმიწევნით, რომ
იმნაძე შეკრთა, ის მშვენიერი პოზა მყისვე დაერღვა, დოინჯიც
მოეშალა, გვამისკენ მიმთითებელი ხელიც და კავკასიონისკენ
გატყორცნილი მზერაც... ხალხმა სიცილი დაიწყო, ბიჭები ხომ
იფხრიწებოდნენ სიცილისგან. ყოველივე ამის მოქმედი მნათე

388 მკითხველთა ლიგა


კი დიდი ცაცხვისკენ გარბოდა. ბოქაულმა ბიჭები დაადევნა. სპი-
რიდონა მისდევდა მნათეს, იმათ ეხვეწებოდა ხელი არ ახლო-
თო, კალთაზე ეჭიდებოდა შეშინებული, გემუდარებითო. მნათე
კი გარბოდა. ფერდა ჩაათავა და წამოეწივნენ კიდეც, ერთი თუ
ორი უთავაზეს, იქვე დიდ გუბესთან მიათრიეს, ჩააგდეს შიგა და
გააგორეს და გამოაგორეს, გააგორეს და გამოაგორეს... სპირი-
დონა ტიროდა, ემუდარებოდა, გეყოფათო... კიდევ კარგი, თავა-
დი გიგო გამოესარჩლა, გააგდებინა ბიჭებს საწყალი მნათე.
– არა ვნანობ, არა, – სულს ძლივს ითქვამდა მნათე, – მას,
აბა, როგორ გამოვსარჩლებოდი ზორბასა? არ ესმით არა, არა-
ფერი არ გაეგებათ...
სპირიდონა უსხამდა წყალსა ამოწუწულ მნათეს, შეჰყურებდა
მის ჩიტივით მხრებს, ჩამოტყლარჭულ მუცელსა და თან საყვე-
დურობდა:
– ახია შენზე, ახია, რა შენი გამოსარჩლება უნდოდა ყაჩაღსა
და მუდრეგსა!
– მაინც მამა იყო შენი, სპირიდონ, მამა... თორემა, სად ცვენი
სახლი დგას და სად ზორბას ბუნაგი იყო, მაგრამ ცოდოა ყველა
სულიერი და არა ვნანობ. თვითონ იჩივლონ, რომა აეგეთი სეუბ-
რალებლები არიან... – ამბობდა მნათე და თან შიშველ ტანზე
ხელებს იტყაპუნებდა.
სპირიდონას კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, თვალი-
დან არ სცილდებოდა ზორბას გვამი, ხანაც თავისი საწყალი და
საცოდავი დედა აგონდებოდა და ისე ობლად და მიუსაფრად
გრძნობდა თავს, მნათეს ამარა, მნათეს დაწრუწუნების ამარა...
იმ ღამით იგრძნო, რომ თურმე იმედი სდებია გულში, სიძულ-
ვილთან, ზიზღთან, შურისძიების წყურვილთან ერთად, თურმე
იმედი უჭიატებდა, თურმე იმედი უბჟუტავდა, თურმე სიძულვი-
ლისა და შურისძიების მოგიზგიზე ცეცხლი ეფარებოდა ამ სუს-
ტად მოჭიატე იმედს და ახლა იგრძნო, როგორ ჩაუქრა ის იმედი,
როგორ გაეფანტა... ახლა გაუტყდა თავის თავს, რომ თვითონაც

389 მკითხველთა ლიგა


ყაჩაღობაზე ოცნებობდა, თოფ-იარაღის ასხმაზე, ზორბას მხარ-
დამხარ ნავარდზე ტყესა და ღრეში. რო გეთქვა, მეც ხო წამოვი-
დოდი შენთან ერთად, სუ მეცოდინებოდა, რა გიჭირს და რა
გილხინსო, სუ მეცოდინებოდა, რით უნდა დაგხმარებოდიო, ეგ-
რე რო არა გდებულიყავი ნადიკვარზეო... ქვესკნელში გაგეგ-
ზავნებოდიო, გველის ხვრელში გავძვრებოდიო, ვაიმე, ვაიმე,
რო იცოდე, რა შემზარავი შესახედი ხარო... ახლა მიხვდა, რომ
ზორბა ავსებდა მის არსებობას, ზორბაზე ფიქრი იყო მისი არსე-
ბობის მამოძრავებელი და ისე სწყდებოდა გული, ოჰ, როგორ
სწყდებოდა, რომ ვეღარასოდეს ვეღარ ნახავდა, ვეღარ მოს-
თხოვდა პასუხს, ვეღარ იფიქრებდა მასთან შეხვედრაზე, ვეღარც
შურისძიებაზე, ვეღარც ვეღარაფერზე, რომ წაიშალა ის ბილიკი,
რომელიც მამის კვალზე დააყენებდა, საბოლოოდ გადაიკეტა ის
შესავალი, რომლის იქით ზორბა იდგა. ავდგები და ჩუმად წავალ
ნადიკვარზეო, ეხლა არავინ აღარ იქნება იქა, რაკი დაღამდა და
აგრილდა, ალბათ აღარც ისეთი სუნი ექნება გვამსა, მივალ და
ყველაფერს ვეტყვიო, დავადგები თავთან და უკანასკნელად ვნა-
ხავო... ჯერ არ გათენებულიყო, ჩუმად ადგა, ჩაიცვა, ფეხაკრე-
ფით გამოვიდა თავიანთი ბუდრუგანიდან და წავიდა... კურდღე-
ლივით მირბოდა... გაირბინა ქალაქი, აირბინა ნადიკვარზე,
ბადრი მთვარე დანათებდა იქაურობას... მაგრამ გვამი კი იქ
აღარ იყო. ცაცხვის ქვეშ, სკამზე დაჯდა სულის მოსათქმელად,
თავი მუხლებში ჩარგო და ტირილი დაიწყო. თან ბრაზობდა თა-
ვის თავზე, რატომ ვტირი და რა მატირებსო... შეცოდებას სულ
ვერ გრძნობდა, მაგრამ მაინც ტიროდა, ცრემლები ღაპაღუპით
ჩამოსდიოდა...
მას შემდეგ აღარც ყოფილა ნადიკვარზე. იქამდეც არ უყვარ-
და და ზორბას გვამის შემდეგ ხო მთლად შესჯავრდა, ან ეხლა
რად მოვედიო, რამ მომიყვანაო, ავსულიყავი ლიდასთან, სადმე
მიმაწვენდაო... ამუნათებდა თავის თავს და თან თვალებმოწკუ-
რული უნდომლად გაჰყურებდა ზორბას ადგილიდან ცოტა იქით,

390 მკითხველთა ლიგა


ფერდობთან ჩამომსხდარ გოგო-ბიჭებს... დიდება შენთვის,
ღმერთო, ისევ ისე გაუნძრევლად ისხდნენ... ნეტავ როგორ შეეძ-
ლოთ აეგრე გაუნძრევლად ჯდომა... ხედავდა სპირიდონა თავი-
სი შორსმხედველი თვალებით მათი სახის წამიწუთ ცვალებადო-
ბას, თითქოს სიო ჩასახლებულა მათში და გამუდმებით არხევს
მათ გულისთქმასო. აგერ, უღიმიან ერთმანეთს, შეციცინებაც
ამას ჰქვია... ახლა უკვე იცინიან... ბიჭმა ხელები დაუჭირა გო-
გოს, იცინიან ისევ... აგერ, გოგო რაღაცას ამბობს... გაბმით...
ეტყობა, ლექსს... ბიჭი უსმენს... ისე უსმენს, თითქოს გოგოს ოქ-
როები სცვიოდეს პირიდან და არიქა, არცერთი არ გამომეპარო-
სო... ახლა კიდევ ჩაფიქრებულები ერთმანეთს უყურებენ...
აგერ, ერთად მოსწყდნენ ადგილს და ხელიხელჩაჭიდებულები
გაიქცნენ... ჰოო, თურმე მოხუცი ქალი დაინახეს კალათით ხელ-
ში... ერთად მოარბენინებენ კალათას, მოხუცი ქალი ღიმილით
გაჰყურებს... სპირიდონა კი, ისევ მოშხამული, კიდევ უფრო ჩა-
მოიქრუშა... გული ელევა... თავბრუ ესხმის... თვალები ეხუჭე-
ბა... ხელებს გადასდებს სკამის საზურგეზე... ცაცხვთან ახლოს,
ყვავილნარიდან ფუტკრების ბზუილი ისმის... ეს ოხერი სიყვარუ-
ლი... ცხოვრება ხელიდან ეცლება... ცნობები, ცნობები, ცნობები
აქვს ასაღები... დუქანი ჩამოართვეს... ყველაფრიდან ცარიელი
დატოვეს... ციებამ ლამის სული ამოხადოს... და მაინც, და მაინც
ბოღმა ერევა... არავისთანა მჯდარა ეგრე შეწყობილად... არას-
დროს და არავისთან... შეწყობილად როგორ არა მჯდარა და
ბევრჯერაც... ოჰოჰო, უთვალავჯერაც... მაგრამ ის სუ სხვა შეწ-
ყობა იყო... სუ სხვა... ძველომ რო ჩასჩურჩულა: ახალი გოგო
მოვიყვანე, ნამდვილი მწყერჩიტაო... მართლა მწყერჩიტა... ცა-
მეტისაც არ იქნებოდა... შიშით თვალებგაშტერებული უყურებს
სპირიდონას... დგას ტიტლიკანა, ცალი ხელი ხომარდულებივით
პატარა ძუძუებზე მიუფარებია, მეორე კი ქვევით... "რამდენი
წლისა ხარ, გოგო?" რაღაცას ამბობს ხმადაბლა, ძალიან ხმა-
დაბლა... "იგრე თქვი, გავიგო, რამდენი წლისა ხარ." გოგო თავს

391 მკითხველთა ლიგა


ჩაღუნავს, წამოწითლდება, თითქოს ყველაზე გულდასაწყვეტი
ის იყოს, წლოვანებას რომ ეკითხებიან. "რაო, გოგო რა თქვიი,
დღეს პური არ გიჭამნია?!" "თურდო ძალიან რო ადიდებულა და
ბახსოლიანთ წისქვილი წაუღია, მაშინ დავბადებულვარ". "ყო-
ჩაღ, ყოჩაღ!" – ამბობს სპირიდონა და თვითონაც არ იცის, რა-
ტომ... გოთვერანი ძველო, ნეტავი რა უნდა სპირიდონას, ამ
მწყერჩიტას ლუკმა დაუთვალოს. გაკნაჭულია, ხორცი აკლია...
ჯერ შეისხას ხორცი, რა იქნება?" "მოდი, გოგო, ჩამომიჯექ, მით-
ხარი ორიოდ სიტყვა..." გოგო კიდევ უფრო ჩაღუნავს თავს, სპი-
რიდონა მიიზიდავს, მუხლზე დაისვამს. არა, სპირიდონას სიჩქა-
რე არ უყვარს... ცომი კარგად უნდა მოიზილოს, თუ კარგი პური
გინდა... იზილოს და იზილოს... მერე უნდა ამოფუვდეს თანდა-
თანობით, ამოფუვდეს და ამოვიდეს... აბა, მაშ როგორ! მერე კი
ისევ ისე ხმადაბლა და მორცხვად ეკითხება სპირიდონას: "ძია,
ჩავიცო ნიფხავი, თუ კიდე ინებებთ?" სპირიდონა იცინის... კიდევ
ინებებთო... მაშ, მაშ, კიდევ ვინებებ მწყერჩიტას! ეს მწყერჩიტა
კი ნამდვილი უძირო ქვევრი გამოდგა, ძღომას ვერ იგებდა, ერ-
თი და ერთი რო დაიმშევა ადამიანი. ეს მშობელძაღლი ნამდვი-
ლად გამაკოტრებსო, – ძველო ამბობდა. მერე და მერე კი გემო
გაუგო კარგ საჭმელს. სასუსნავებზე ხო გიჟდებოდა, ფუსტუღზე
განსაკუთრებით. ისე არ მივიდოდა სპირიდონა, ფუსტუღი არ
მიეტანა, პრიალა კოლოფით, დახალული და მარილმოყრილი,
ციყვივით აკნაწუნებდა და აკნაწუნებდა. თან საქმე, გოგო, თან
საქმე, ნუ გადაჰყევი მაგ ფუსტუღსაო, იცინოდა სპირიდონა და
ხელებს უტყაპუნებდა. ფუსტუღსაო, ძია სპირიდონ, თუნდ რამ-
დენსაც გინდა შევჭამ და ვერ მოვისურვილებო. მაშინ გადაწყვი-
ტა სპირიდონამ, გოგო გამოეცადა, ისედაც ხო უყვარდათ სიანცე
და თამაშობანი ძველოს სამიკიტნოში და სპირიდონამაც დიდი
პარკით მოიტანა ფუსტუღი... მაშინ გოგო უკვე გაჩვეული იყო,
ახალბედად აღარ ითვლებოდა, უკვე სახელი "ტურფაც" შეურჩი-
ეს, თვითონაც ყველას თვალწარბში აღარ შესცქეროდა. სალონ-

392 მკითხველთა ლიგა


ში ისხდნენ, მეორე სართულზე, ღუმელი გუზგუზებდა. აბა, დავა-
ფურთხებ ღუმელს და სანამ აშრება ამ ფუსტუღს თუ გაათავებ,
აბაზს მოგცემო! "შაურიც მოუმატე!" "ორი შაური!" – დაიძახეს
აქეთ-იქიდან წმინდაომა და ბატკანამ. "ვაა, ფუსტუღიც ჩემი და
ექვსი შაურიც ჩემიი! – იუარა სპირიდონამ, – აბაზი და მორჩა--
გათავდა!" სპირიდონამ დააფურთხა ღუმელს, გოგომ კი ჭამა
დაიწყო, ოჰ, რა გამალებით ჭამდა... ჭამდა და ჭამდა... ჭამდა და
ჭამდა... ნაფურთხიც შრებოდა და შრებოდა... და სანამ გაათა-
ვებდა და ნაფურთხიც უკვე წკიპზე იყო, გოგოს გული აერია...
პირდაპირ ხალიჩაზე არწყია... ჩვრით აწმინდა, მერე კი ნარწყე-
ვის ლაქას ტოლჩით წყალს ასხამდა და ისე წმენდავდა, თან
გულდათუთქული ჩუმად სლუკუნებდა. "გული სწყდება დაა, – ამ-
ბობდა ბატკანა, – ამოდენა ფუსტუღი ნარწყევად რო აქცია!" გო-
გომ კი, ბატკანას ამ სიტყვებზე, კიდევ უფრო უმატა სლუკუნს.
მაგრამ არც ქალები რჩებოდნენ ვალში სპირიდონას და იმ ფუს-
ტუღის შემდეგ კარგად რო გამოთბა და ალაზანზე წავიდნენ
დროს სატარებლად, ეცნენ სპირიდონას და ტალახში აგორავეს,
ჩურჩხელასავით ამოავლეს. ესეც შენაო, ესეც შენაო! – დასძა-
ხოდნენ... აბა, რამდენი ხანი გამოხდა მას შემდეგ და არ გახსე-
ნებია, არა, წამიერია ყველაფერი... ეხლა ამ ნადიკვარმა გაახსე-
ნა... ამ გოგომა და ბიჭმა... ისეც მოშხამული აქვს გუნება და აქ
კიდევ უფრო ეშხამება... არ კი ღირს, არა, წამიერია ყველაფერი,
რა იცი, ხვალ რა იქნება, იყოს, ბატონო, წმინდა და სპეტაკი, ხვა-
ლაც ეგრე იქნებიან? ხვალაც ეყვარებათ ერთმანეთი? ვინ იცის,
ან ერთმა უგანოს ან მეორემ! სიყვარული! მე შენ გეტყვი, სიკე-
თეს უნერგავს და უღვივებს ადამიანს! ცოდვას, ულმობელ ცოდ-
ვას! დიდ საფასურს თხოულობს და იმიტომ! არ დაინდო, ვინც
გზაზე გადაგეღობება, კბილებით გაგლიჯო, წიხლი ამოჰკრა, სი-
ცოცხლეს გამოასალმო... ვინა, ვინა, ვინა... ვინ არ გამოასალ-
მებს სიცოცხლეს, თუკი შეძლებს... თუკი გამბედაობა ეყოფა...
თუკი არ შეეშინდება... თუკი სიმამაცე ნებას მისცემს! ვის შეეცო-

393 მკითხველთა ლიგა


დება თავისი მეტოქე, ვინ არ ამოსთხრის თვალებს თავის შემ-
ფერხებელს! ვინა, ვინ არის ეგეთი მირონცხებული, გამოვიდეს,
დამენახოს! ვინ არის... ეგრე უკუღმართად არის ადამიანი მოწ-
ყობილი, სულ მეე, მეე უნდა იძახოს თხასავით, მთელი თავისი
მოსწრება, სულ მეე და არა სხვა, სხვას კი ნეკნებზე ფეხი დაად-
გას და თავით მარილი ანაყინოს! და მაინც ვერ მიეწიოს საწა-
დელს, ვერა! ან კი ვინ მისწევია საწადელს, ვინა, ხანგრძლივად
და შეხმატკბილებით... არც იცის, რა არის ამისთვის საჭირო, ბე-
დი, შემთხვევა თუ ხასიათი... თუ ლატარიის მოგებასავით არის,
იშვიათი მოგებასავით, მილიონში ერთხელ რო მოიგებს ვიღაცა
იღბლიანი, ძირითადად კი ვერ მოიგებს, რადგან მაშინდელი
ლატარიის გათამაშებისა არ იყოს, ბულვარში რო მოაწყვეს,
მსუქანი თხა რო გაათამაშეს და იმას უნდა მოეგო, ვინც თხის სა-
ხელს გამოიცნობდა, სახელად კი სწორედ იმნაძის, ქალაქის თა-
ვის, ვაჟის სახელი "ფერდინანდი" დაერქმიათ, ქაღალდზე
დაეწერათ და თხისთვის კისერზე შეებათ, ჰოდა, ყველას თვალს
უყენებდა ეს მშვენიერი თხა, გრძელბეწვა და მსუქანი, ჯიქანი
ლამის მიწამდე უწევდა, მაგრამ სახელი კი ვერავინაც ვერ გამო-
იცნო, ვერავინ... ან, აბა, ვის უნდა გამოეცნო? ვინ უნდა მიმხვდა-
რიყო, რომ თხას ქალაქის თავის აყლაყუდა ბიჭის სახელი ერ-
ქვა? ვინ იყო ისეთი, ვისაც ფრჩხილში ჩახედვა და წყალში ამო-
კითხვა შეეძლო? ვინ იყო ისეთი გრძნეული და ალქაჯი... და
უცებ შორეული, ძალიან შორეული სურათი გაუცოცხლდა... ის
შემაშფოთებელი სურათი... ზევიდან რო ჩაჰყურებდა ევასა და
გიოს... როგორ გაშიშვლდნენ და ჩანჩქერის ქვეშ ბანაობა დაიწ-
ყეს ... ეხვეოდნენ ერთმანეთს... თავდავიწყებით ეკვროდნენ...
ქათქათა, თეთრ ქაფში გახვეული... წყლის ჩქერებში გაკრთებო-
და მათი სხეულები... და მათი ვნებაც ჩანჩქერივით იყო მოხეთ-
ქილი... ვინ იცის... ვინ იცის... სწორედ მათი სიყვარული იყო ის
საოცნებო სიყვარული... აუმღვრეველი.... წმინდა... უცოდველი
და უბოროტო სიყვარული... არ უნდა, არ უნდა, არა, ეგეთი ფიქ-

394 მკითხველთა ლიგა


რები... ეგეთი მოგონებები... საშინელი... საშინელი... ისეც და-
სუსტებულს ძალა სულ გამოეცალა... ძლივს სუნთქავდა... თავი
გადასწია, ცაცხვიდან ბეღურების ჟღურტული ისმოდა... ალბათ,
პირველად საწყალმა დედაჩემმა ჩამცა ლახვარიო, გაიფიქრა,
თავგადაკლული რო დასდევდა ზორბას და მზად იყო, მტვრიან
შარაზეც კი გაგორებულიყო, ოღონდ კი იმ ყაჩაღს ენებებინა და
იმისი ღვთის ცეცხლი ღვთის წყალობად ეჩვენებოდაო. ღრმად
ამოისუნთქა და თვალები დახუჭა... უნდა მოეშვას ეგეთ ფიქ-
რებს... როგორმე იქნებ ჩათვლიმოს... როგორმე... მაგრამ ერ-
ჩია, არ ჩაეთვლიმა... საშინელი რაღაც მოელანდა... ზორბა წა-
მოიმართა და პირდაპირ მისკენ მოდის... ფეხშველა... მოაბი-
ჯებს... ტანსაცმელშემოძარცვული... ნიფხვის ჭუჭყიან ზორტებს
მოაფართხუნებს... და თვალმოუცილებლად სპირიდონას უყუ-
რებს... არც კი ახამხამებს დიდ, გულად თვალებს... აძრწუნებს
სპირიდონას ამ ჭროღა თვალების უკმეხი მზერა... აი, ბიჭო, შე-
მომხედე, შემომხედეო, რო მთხოვდი... უნდა სუ გიყურო და გი-
ყურო... გიყურო და გიყურო... – უახლოვდება სპირიდონას, თან
დიდ ტორებს შლის, რო სპირიდონა გულში ჩაიხუტოს... უნდა გა-
იქცეს სპირიდონა... გაერიდოს აქაურობას და წელი ვერ წა-
მოუწევია... ფეხებიც არ ემორჩილება... ვაი... ვაი... ვაი...
– ძია, ძია, აბა, წყალი მოსვით... – ესმის გოგონას ხმა. თვა-
ლებს ახელს, ბიჭიც იქვეა, შეწყობილად დასცქერიან, ბიჭი სპი-
რიდონას მაჯას უზელს... – ეტყობა ცუდად გახდით, ფერი გაქვთ
წასული...
– რომელი საათია? – ამოიკნავლებს სპირიდონა.
– ახლა თერთმეტი იქნება, – ამბობს გოგო, – მოსვით კიდევ.
სპირიდონა წყალს მოსვამს... წამოიწევს.
– როგორ მიხვდით, რომ ცუდად გავხდი?
– კვნესოდით, ისე კვნესოდით... გვეგონა, გული შეგიწუხ-
დათ... – აქეთ-იქიდან ხელს ჰკიდებენ: – გაგაცილებთ, ძია.
– არა, არა, აქვე პოლიკლინიკაში მივდივარ.

395 მკითხველთა ლიგა


– ჩვენ სულ არ გვეზარება, ძია, – ხმებიც კარგი აქვთ, თით-
ქოს ჟღურტულებენო... – დაღმართზე მაინც ჩაგიყვანთ, ძია.
ჰოდა, პოლიკლინიკის ეზომდე მიაცილეს, ჩაუჟღურტულეს,
ნახვამდისო და გაიქცნენ. შედგა თუ არა ფეხი მოსაცდელ შუშა-
ბანდში, პლაკატზე გამოხატული კოღო ანოფელესი, იმისი გაშ-
ლილი, დიდებული ფრთები მოხვდა თვალში... მზერა მოარიდა
და პირდაპირ შეაღო ლაბორატორიის კარი. ქალი მიკროსკოპ-
ში იყურებოდა. კარის ხმაზე თავი მოატრიალა, სპირიდონას იქ-
ვე, მაგიდასთან მიდგმულ სკამზე ანიშნა და თვითონ ისევ მიკ-
როსკოპს მიუბრუნდა. სპირიდონა ქალს უყურებდა, ნეტა რასა
ხედავსო, ფიქრობდა, ჩემი ავადობა როგორა ჩანსო... ქალისკენ
კისერი წაიგრძელა და თითქოს თავისთვის ამბობსო:
– ნეტავი კი რა ჩანს და რასა ხედავთ...
ქალმა სპირიდონას მოხედა, თავი დაუქნია, თვითონ კი
გაიწია:
– აი, ნახეთ... სამწუხაროდ, ძალიან მდიდარი ხართ...
სპირიდონამ მიკროსკოპში ჩაიხედა და რა დაინახა, რა საოც-
რება, ბეჭდები, ოქროს ბეჭდები, ლალისთვლიანი, სხვადასხვა
ზომის, ზოგი დიდი, ზოგი უფრო პატარა, ზოგი ერთ მხარეს გახ-
სნილი... ბევრი, ბევრი ბეჭედი, რა მშვენიერი... რა წარმტაცი...
თვალს რო ვერ მოაშორებ...
– პლაზმოდიუმებია... უამრავი პლაზმოდიუმი... – თქვა ქალ-
მა და სპირიდონას ახედა.
– რა საკვირველია... – აღმოხდა სპირიდონას და იქვე სკამზე
მოწყვეტით დაეშვა, – ეგეთი საზიზღარი ავადობა და... ეგრე გა-
მოხატული...
– დიახ, – თქვა ქალმა, – ასეა ეს, – თითქოს ამაზე ჩვეულებ-
რივი არაფერი ყოფილიყოს, – ჰემოგლობინიც ძალიან დაბალი
გაქვთ... კვებას უნდა მოუმატოთ, კვერცხი ყლაპოთ, ჭარხლის
წვენი მიიღოთ...

396 მკითხველთა ლიგა


სპირიდონა უყურებდა ქალს და სანახევროდ არ ესმოდა, რას
ეუბნებოდნენ, ქალის უცხო აქცენტის გამოც და პლაზმოდიუმე-
ბის შთაბეჭდილებით აღძრული ფიქრებისაც. ქალი ელაპარაკე-
ბოდა, მერე ანალიზის პასუხს წერდა... სპირიდონა კი ფიქრობ-
და: ეგრეა სილამაზეცაო, ეგრეაო, ეს პლაზმოდიუმებია თუ დარ-
დუბალა, ამასავითო, შხამისა და ტანჯვის ბუდეო.... სიყვარულის
ბუდეო... უპირველესად სწორედ სიყვარულისაო... და უეცრად,
თავისთვისაც სრულიად მოულოდნელად, გული დასწყდა და
ტკივილი იგრძნო ამ უცხო ქალის გამო, უყურებდა მის ბუწკა
თმასა და ფაქიზ პროფილს და მიუხედავად იმისა, რომ ქალი
სწორედ ბედნიერს ჰგავდა, ისეთი მშვიდი და მოღიმარი იყო,
სპირიდონას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მომავალში ის აუცილებ-
ლად უნდა დატანჯულიყო. ინანებსო, აუცილებლად ინანებსო
თავის სიყვარულსო, ასეთი მსხვერპლის გაღებასო... და სპირი-
დონა ისე გადაწყვეტით ფიქრობდა, თითქოს ბედის მწერალს სა-
განგებოდ შეეტყობინოს მისთვის ამ ქალის მომავალი ტანჯვის
ამბავი.
– აი, ეს ქაღალდიც... თქვენ სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ და
დაწვეთ, არ შეიძლება თქვენი სიარული.
ქალმა ქაღალდი გაუწოდა. მერე შუშიდან პატარა ჭიქაში წვე-
თები ჩამოაწვეთა, კოლბიდან ცოტა წყალი დაასხა და სპირიდო-
ნას გაუწოდა.
– დალიეთ.
– ერთი ცნობაცა მაქვს ასაღები, – ამოიკვნესა სპირიდონამ
და წვეთები დალია.
– იცოდეთ, არ გირჩევთ, თუნდ ლიდას ჰკითხეთ. სხვამ აიღოს
ის ცნობა, არ შეიძლება?! – სპირიდონამ თავი გაიქნია, – ოჰ,
ღმერთო ჩემო, – თქვა ქალმა და სპირიდონა კარებამდე მიაცი-
ლა.

397 მკითხველთა ლიგა


"ქაჯნი სახელად მათ ჰქვიათ,არიან ერთად
კრებულნი...ყოველთა კაცთა მანენი,იგი არვისგან ვნებულნი".

შინსახკომი ახლოს იყო, ძალიანაც ახლოს, პოლიკლინიკი-


დან ორასიოდე მეტრი თუ იქნებოდა, ნადიკვრის ქუჩაზე, რუსუ-
დანის სახლის თითქმის მოპირდაპირედ, და მაინც სპირიდონა
ძლივს, სვენებ-სვენებით მიხანხალდა იქამდე. ისიც კია, ფეხი
უკან რჩებოდა... თუმცა ალიოშას კარგად იცნობდა, ერჩივნა კე-
ტი ეთხლიშათ და იქ მისასვლელი არ ყოფილიყო. მართლაც,
არც ცდებოდა, კარგი და სასიამოვნო იმ დაწესებულებაში არა-
ვის არაფერი ელოდა და ყურისწამღები წიოკი შორიდანვე შემო-
ესმა სპირიდონას. ჯიბიდან ქაღალდში გამოხვეული ტყლაპი
ამოიღო, მოგლიჯა და პირში ჩაიდო, გულს დამიჭერსო. მაგრამ
მიუახლოვდა თუ არა შინსახკომის დიდ, ყვითელ შენობას – "გე-
პეუ" თავიდან ჯანდიერების ყოფილ სახლში იყო, მერე კი აქ, ნა-
დიკვრის ქუჩაზე გადმოიტანეს ჯორჯაძეების ფართო, ორსართუ-
ლიან შენობაში, მილიციასთან ერთად – დაინახა თუ არა შესას-
ვლელთან მიჯგუფული ეს ამოდენა აწრიალებული ხალხი და,
რაც ყველაზე აუტანელი და შემაწუხებელი იყო, ახალგაზრდა
გლეხის ქალი, გადაწეული თავშლიდან ქერა, ხუჭუჭა ბუწუწები
შუბლზე რო ჩამოშლოდა, ამობურცულ, დამკრახულ ლოყაზე
ღვიარება ჩამოსდიოდა და ტირილითა და წიოკობით ცა ჩამოჰ-
ქონდა, ისეც გაწვალებულსა და გაუგემურებულს მთლად წაერ-
თვა სასო, სულის მოსათქმელად კედელს მიეყრდნო და თვალე-
ბი გააცეცა, იქნებ ნაცნობი ვინმე დავინახოვო. მილიციელებს
ბევრს იცნობდა, დამეხმარნენ და ურიგოდ შემიყვანონ
ალიოშასთანაო, თორე ნამდვილად სული გამძვრება ამ ღავღავ-
ში და ბიჭის ცნობაც ალაოზე წავაო. ეს გლეხის ქალიც თავის
ბიჭზე მოსთქვამდა:

398 მკითხველთა ლიგა


– ხალხნოო, გაგიგიათ, ცამეტისა არ არის ჯერაა, ბალღია
ბალღი, სად გაგონილა, სადა, სადაა… მიტროო, მიტროო, ჩვენი
სოფლელი არა ხაარ… რა გული გაისალკლდევე, შემიშვიი, შე-
მიშვიი… თუ არადა, უთხარი, ჯოჯოხეთში წავალთ-თქო, ჯოჯო-
ხეთშიი… გამოუშვან ბალღიო… გამოუშვან… – და ძალს ქალი
იყო, ძალს შესასვლელში ჩამდგარი მილიციელები, მაგრამ, აბა,
ქალი იმათთან რას გახდებოდა. დაკავებულია, ქალო, გაიგე, ნუ
აგვიკელი, განთავისუფლდება და შეგიშვებთო, – ეუბნებოდნენ
და ძლივს აკავებდნენ, ისე იყო გავეშებული. კიდევ კარგი, ხალ-
ხმაც მილიცილებს დაუჭირა მხარი, ჩვენც აქ გასართობად კი
არა ვართ მოსული, ჩვენც გვიჭირსო, რაკი შენსავით არ ავიკე-
ლით აქაურობა, ეგრე კი არ არისო, როგორმე დაშოშმინდი, ქა-
ლო, და ლამფას ჩაუწიო... შესძახეს და შესძახეს აქეთ-იქიდან...
სპირიდონას კი ნამდვილად ბედი მოუვიდა, ამ გნიასსა და აყალ-
მაყალში დაეხვა თავბრუ, დაეხვა თავბრუ, მუხლებში ჩაიხვეწა
და გული შეუწუხდა. კაცი კვდებაო, – ვიღაცამ დაიძახა. ხალხი
ახლა სპირიდონას მიეხვია, მილიციელმა მიტრომ სამორი-
გეოდან წყალი გამოიტანა ჭიქით. კარგად იცნობდა მიტრო სპი-
რიდონას, თაღლაურელი იყო. ყველანი, ეს მილიციელები ხომ
ახლომახლო სოფლებიდან იყვნენ, ჩასძახა და ჩასძახა: ძია სპი-
რიდონ, ძია სპირიდონო; სახეზე წყალი შეასხა და როგორც იყო
მოაბრუნა. ეხლავე ეტლს დავიჭერ და სახლში გაგისტუმრებთო,
უთხრა, მაგრამ სპირიდონამ ხელები გაასავსავა, მართლა რო
სული გამძვრეს, ალიოშას უნახავი ვერ წავალო. მიტრომ ხელი-
ხელ წაიყვანა, სამორიგეოში შეიყვანა, გრძელ სკამზე დააწვინა,
ცოტა დაისვენეთ და მობრუნდითო, მაინც ალიოშა ჯერ ძალიან
დაკავებულია, არა სცალია, მე შეგატყობინებთ, როცა გათავი-
სუფლდებაო. არა ტყუოდა მიტრო, არა. ალიოშა მართლაც რომ
ძალიან იყო დაკავებული, დილიდან მოყოლებული, ფანქარმო-
მარჯვებული ჩასცქეროდა, საწერ მაგიდაზე გაშლილ დიდ თა-
ბახს და თავს იმტვრევდა თავისი ახლად დაბადებული შვილის-

399 მკითხველთა ლიგა


თვის სახელის შერჩევით. ოღონდაც, ეს ადვილი საქმე არ იყო,
რადგან ალიოშა სულაც არა ფიქრობდა რაღაც უბრალო სახე-
ლებზე, ივანე იქნებოდა თუ პეტრე, ვალიკო თუ პალიკო, არა და
არა, არავითარ შემთხვევაში, რადგან სახელშიც უნდა გამოხა-
ტულიყო მისი დამოკიდებულება რევოლუციისადმი, პარტიისად-
მი, პროლეტარიატისადმი. მოდაში იყო კიდეც შედგენილი სახე-
ლები და ძალიანაც მოსწონდა. ქვემოდან, ქუჩიდან წიოკობა ის-
მოდა, მაგრამ ალიოშა აინუნშიც არ აგდებდა, ქსენოს მძიმე
მშობიარობის შემდეგ და იმ სამარცხვინო ამბის შემდეგაც, მას
თავს რომ დაატყდა, სასოწარკვეთილსა და გონდაკარგულს, კი-
დევ უფრო თავგამეტებით, კიდევ უფრო ჟინიანად ადგენდა სახე-
ლებს, სხვების მიერ შედგენილებს იგონებდა და ვარაუდობდა,
რომელი რომელს დაემჯობინებოდა თუ კეთილხმოვანებითა და
თუ შინაარსით, თუ მასში ჩაქსოვილი სულისკვეთებით. რა თქმა
უნდა, პირველ რიგში პროლეტარიატის ბელადებზე შეჩერდა,
უპირველეს და უდიადეს ბელადებზე, იმ ოთხზე, რომელთა ერთი
მეორეზე მიჯრით მიწყობილი პროფილები მუდმივად თან სდევ-
და პლაკატებს, დროშებს, გაზეთებს, მედლებს, ტრანსპარან-
ტებს, წიგნის ყდებს და ვინ იცის კიდევ რას, ვინ მოთვლის კიდევ,
რაღას არ ამშვენებდნენ და საიდან აღარ შემოანათებდა ხოლ-
მე... ჰოდა, პირველ რიგში სწორედ მათ გვარებსა და სახელებს
დაუწყო დამარცვლა და ახლებურად შერწყმა სახელის შესათ-
ხზველად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არცთუ ისე ადვილი საქმე
იყო, ახალი სახელის შეთხზვა გვარების მარცვლებისაგან, თა-
ნაც ისე, რომ დასაძახებლადაც მარჯვე, მართლა სახელივით
ყოფილიყო, და ისიც მკაფიოდ გამოჩენილიყო, რომელი ბელა-
დები იგულისხმებოდნენ. ცხადია, ამ მხრივ "მარლენზე" უკეთესი
მგონი არც არაფერი არსებობდა, მშვენიერი იყო: მარქსი და
ლენინი, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ეს სახელი ლამის ძაღლის-
თვის კუდზე გამოებათ, იმდენად იყო გახშირებული. ალიოშამ
ოთხი მარლენი იცოდა, ჰოდა, მიდი და ეგრე წვითა და დაგვით

400 მკითხველთა ლიგა


გაჩენილ ბავშვს ეგეთი სახელი დაარქვი. გარდა ამისა, მარლე-
ნი თურმე თავისთავად სახელი ყოფილა, ყოველგვარი მარქსისა
და ლენინის მიუხედავად, თურმე მსახიობ ქალსაც რქმევია და
ესე იგი, ქალის სახელიცა ყოფილა. რაც შეეხება "ლენმარის",
იგივე მარცვლების შებრუნებას, ძალიანაც კარგი იქნებოდა, გო-
გო რო გასჩენოდა, იმიტომ, რომ ნამდვილად ქალის სახელივით
იყო – "მარი" ბოლოში ხვდებოდა. ამიტომ "მარქსის" პირველი
მარცვლის ბოლოში მოხვედრა არამც და არამც არ შეიძლებო-
და. ასევე იყო სხვათა შორის "სტალინიც". სიხარულით კინაღამ
სკამზე შეხტა, სტალინის ნამდვილი გვარისა და შერქმეული გვა-
რის პირველი მარცვლებისაგან "ჯუსტა" რომ მიიღო, გამომგო-
ნებლის ნამდვილი სიხარული განიცადა, ისე მოეწონა, იმეორებ-
და და იმეორებდა: "ჯუსტა... ჯუსტა... ჯუსტა!" თან იმაშიც უტყდე-
ბოდა თავს: ათასიც რო ვიძახოთ ინტერნაციონალიზმი, ინტერ-
ნაციონალიზმიო, მაინც შენიანი კიდევ სხვანაირად გაბია გულ-
ზეო. ჰოდა, ამ სახელმა ნამდვილი წამიერი ბედნიერება აგ-
რძნობინა, წამიერი კი იმიტომ, რომ რამდენჯერმე გამეორები-
სას მიხვდა, "ჯუსტაც" აშკარად ქალის სახელივით გამოდიოდა,
გოგოს მოუხდებოდა. კინაღამ ინანა, რატომ გოგო არ გამიჩნდა-
ო... მარცვლების გადასმამ კი აღარაფერი არ მისცა. აბა, რა იყო
"სტაჯუ"! არც კაცისათვის ვარგოდა და არც ქალისთვის. ესე იგი,
სტალინის პირველი მარცვლის ბოლოში მოქცევა არ შეიძლე-
ბოდა. ასევე იყო "ლენსტაც", და რა დასანანი იყო, ოჰ, რა დასა-
ნანი, თავის ქნევითა და სინანულით ფიქრობდა ალიოშა, იმი-
ტომ, რომ ამ სახელში, ლენინისა და სტალინის მარცვლების გა-
მოყენებით შეთხზულში, რუსი და ქართველი ხალხის ურღვევი
მეგობრობაც ჩანდა, და განა რაიმეს ჰქონდა ისეთი მნიშვნელო-
ბა, როგორც ამას?.. მაგრამ სამწუხაროდ, "ლენსტაც" ჯერ ერთი
ქალის სახელივით იყო და მეორეც იმათ სოფელში ძაღლის გავ-
რცელებულ სახელს, "ლენტას" აგონებდა, და რადგანაც ბავშვო-
ბიდან თავში ჩაჭედილი ჰქონდა ძაღლის ეს სახელი, სულ უნდო-

401 მკითხველთა ლიგა


და ასო "ს" ამოეგდო და ლენტა ეთქვა. რაღა დარჩენოდა? აიღო
და ფანქარი მაგრად გადაუსვა. ცხადია, მყისვე გადაადგილა
მარცვლები, "სტალენი" მიიღო, სრულიად გამოუყენებელი და
გამოუსადეგარი, დიდი ბელადის სახელის დამახინჯებასავით. ამ
"სტალენმა" გაახსენა კიდევ ერთი სახელი, ზევითუბანში, პატა-
რა ბიჭს რომ ეძახდა ხოლმე მჭახე ხმით დედა და მთელ უბანზე
ისმოდა "სტალიკო". ბიჭიც თვალწინ დაუდგა, ცინგლიანი, უნიფ-
ხო ბიჭი, ტრიკები მუხლებზე რომ სცემდა, ლახლახით რომ მირ-
ბოდა სახლისაკენ. მაგრამ როგორი უშნოც არ უნდა ყოფილიყო
ზევითუბნელი ბიჭი, სახელი მართლა ძალიანაც მოხდენილი
ჰქონდა, ბავშვისათვის ამაზე უკეთეს სახელს ვერც ინატრებდი,
მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა ეფიქრა კარგ მშობელს, მომავა-
ლიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა! გაზრდილ, ვაჟკაც კაცს
სულ ასე "კოებით" ხომ არ მიმართავდნენ, არადა, სტალინსაც
ხომ ვერ დაუძახებდნენ, დიდი ბელადის ასე გამოსახელება და
გამოჭენებაც ხომ არ შეიძლებოდა! ბრაზიც მოუვიდა იმ ზევი-
თუბნელ ქალზე, თავის ცინგლიან ბიჭს ასე პირდაპირ როგორ
დაარქვა ხალხთა მამის სახელიო.
აჭრელებულ თაბახს დახედა და ღრმად ჩაფიქრდა... კარზე
დააკაკუნეს... მიტრომ შემოყო თავი, მერე შემოვიდა და კართან
გაჩერდა:
– ალიოშა უფროსო, უკაცრაოდ კი, მუშაობთ, მაგრამა იმ
ქალს რა ვუყოთ... მეჭურჭლის რძალსა? აგვიკლო, აქაც გესმით
ალბათ, წივის და კივის... კოლმეურნეობაში კი არა, თუნც ჯოჯო-
ხეთში შევალთო, ჩემი ბიჭიო... ბიჭი დამიბრუნეთო....
ბიჭი! კაი რამ ბიჭი კია, მე და ჩემმა ღმერთმა! რო არ მოეს-
წრო და განზე არ გამხტარიყო, კეტით თავს გაუხეთქავდა,
მკლავზე მოხვდა კეტის ბოლო და არყის კომპრესი ადევს ეხლა-
ცა! მდუმარედ მიაჩერდა მიტროს, ვარაუდობდა რა ეღონა, მიტ-
რო შეიშმუშნა, აშკარად იხაფრებოდა, მაგრამ მაინც ამოღერღა:

402 მკითხველთა ლიგა


– პაპა კიდე ამბობსო, თავს არ ვიცოცხლებ, ბიჭი რო ან გააწ-
ვალონ, ანაო...
– არ იცოცხლებს და დედამიწას ერთი კლასობრივი მტრით
ნაკლები დაამძიმებს! – შესძახა ალიოშამ.
– არა, არა, უფროსო, თუნდ ჯოჯოხეთში შევალთო!
– კაცო, რად იცი შენა ეგრე შეპასუხება! – დაუტია მიტროს,
მაგრამ მიტრომ, როგორც გამოცდილმა ხელქვეითმა, დატევის
მიუხედავად, მყისვე იგრძნო ალიოშას მშვიდობიანი განწყობა,
მაგრამ ხმა აღარ გაუღია, თავი მოიკატუნა, ზედმეტი გამოქომა-
გებით საქმე უფრო არ გავუფუჭო იმ საწყალ ქალსო.
მართლაც, ვინ იყვნენ ამ აწიოკებული გლეხების შემწეები და,
სოფლელი მილიციელები, თვითონაც სანახევროდ გლეხები.
ალიოშა კი აყოვნებდა, ვითომ დიდ ორჭოფობაში იყო, რა გზას
დასდგომოდა, ვითომ ყოყმანობდა, ეპატიებინა თუ არა იმ პატა-
რა ბიჭისათვის ის თავხედობა. არადა, კარგად მოხდა, მეჭურ-
ჭლე თავის წვრილშვილით კოლმეურნეობაში გაწევრიანდებო-
და. ო-ჰო-ჰო, რა უჯიათი კულაკი იყო, კირკიტი კაკალი, ურტყამ
ქვასა, ურტყამ და ისხლეტავს, არ უნდა, ცოცხალი თავით არ უნ-
და, თავში რამე შეუშვას. რეგვენები! კარგადაც მიიღეს... ხვედუ-
შამ, იყალთოში საკოლმეურნეო მოძრაობის პიონერმა, შეატყო-
ბინა, სისხამ დილით, როგორც სხვა დროსაც, მეჭურჭლეს
თიანეთში მიაქვს ჭურჭელი ბაზარზე გასაყიდადო. დაედევნენ
ცხენებით. მატანს კარგად იყვნენ გაცდენილები, ტყის პირას
მიჭრიალებდა ურემი, კოფოზე პაპა და შვილიშვილი ისხდნენ, აი
ეს თორმეტი წლის ბიჭი. მოაბრუნე ურემიო, – დასძახა ხვედუ-
შამ. არ მოაბრუნა. მოაბრუნე, კაცო, რო გეუბნებიანო, – ხმას
აუწია ალიოშამ, – წახვალ და პირდაპირ კოლმეურნეობის კან-
ტორაში ჩააბარებ ამ შენს ჭურჭელსაო. ვერაო, ვერაო, ვერაო,
სიტყვა მაქვს მიცემული, ქერზე და კარტოფილზე უნდა გადავ-
ცვალო ეს ჭურჭელი, გამიშვით ჩემს გზაზე, ხალხი არა ხართო!
ვერაფერი რო ვერ შეასმინეს, ხვედუშამ სულ ლაწალუწი აუყენა

403 მკითხველთა ლიგა


ჭურჭელს, აი, ეხლა გადაცვალეო, აი, ეხლა წადი თიანეთშიო.
გამოატრიალეს ცხენები და გამოქუსლეს. სადილშემდეგ დიდი
კრება იყო დანიშნული, მუშები ჩამოიყვანეს ქალაქიდან, სააგი-
ტაციოდ. სოფლიდან სოფლად დაჰყავდათ და კრებაობდნენ. რა
უყვარდა ალიოშას განსაკუთრებით და მტრული ელემენტების
საჯარო გამათრახება, როცა თვითონვე, თვითონვე გამოდიოდ-
ნენ ხოლმე და მიესეოდნენ ერთი მეორეს, როცა საჯარო ლან-
ძღვისა და შეჩვენების შემდეგ შავსიელებს უნდა დაეტოვებინათ
კრება... ხედავდა მათ ზურგებს, როგორ გადიოდნენ დარბაზი-
დან წელში მოხრილები, თავწახრილები, გაწბილებულები, შეჩ-
ვენებული... მაშ, აბა, როგორ! უნდა ეგრძნოთ, უნდა ეწვნიათ,
უნდა შეეშვათ გოგრებში, რო სხვა გზა არ ჰქონდათ, მთელი ქვე-
ყანა იყო ჩაბმული დიად მშენებლობაში და ისინიც უნდა ჩაბმუ-
ლიყვნენ... კრების შემდეგ წავიდნენ ისევ იმ მეჭურჭლესთან,
ჩარხის ჩამოსართმევად. ისხდნენ შუა ეზოში თავის დამტვრეულ
ჭურჭელთან მოხუცი მეჭურჭლე და რძალი ნატო თავისი ექვსი
შვილით, ჯამით კოწიწი ედგათ და აკოწიწებდნენ, რისი დაკოწი-
წებაც შეიძლებოდა... მიწას ვჭამდითო... მიწასო... აი, ეს გალა-
ვანი ავაშენე, სხვა არაფერიო... ჩემს მამა-პაპას ჭურჭელი უკე-
თებია და რად გინდათ, ხელი ამაღებინოთ ჭურჭლის კეთებაზეო,
მე ეს ვიცი კარგად, ეს უნდა ვაკეთოვო. კაცო, რადა ხარ ეგეთი
გაუგებელიო, – ალიოშამ უთხრა, – ვინ გიშლის ჭურჭლის კეთე-
ბას, შედი კოლექტივში და იქ აკეთე ჭურჭელიო... თორე... თუ
აქაურობა დაგატოვებინეს, ვეღარც ჭურჭელს გააკეთებ და ვე-
ღარც ვერაფერსო... არ უნდოდა, არა, არა, კოლექტივში შეს-
ვლა, არ ესმოდა დიადი მიზანი დიდი ბელადისა: ჩამოეყალიბე-
ბინა ახალი ტიპი გლეხობისა, საკოლმეურნეო გლეხობა! არა
კულაკობა, არა საშუალო გლეხობა, არა ღარიბი და უღარიბესი,
არამედ საკოლმეურნეო გლეხობა, ერთი მისწრაფების, ერთი
სულისკვეთების, თავისუფალი შრომის ფერხულში ჩაბმული
გლეხობა, რომლის მსგავსი ისტორიას ჯერ არ სცოდნია... დიდი

404 მკითხველთა ლიგა


ბელადი ხომ ხალხის მსახურია, იმან ხო ჩვენზე ყველაზე უკეთ
იცის, რა და როგორ გაარიგოს, გაიგეთ, შეიგნეთ, თქვენთვისვე
უკეთესი იქნებაო! მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი! ღმერთმანი,
უფრო ადვილია, კაცი მოკლა, ვიდრე გადააკეთო! ჩარხი კიდევა
საბძელში დაემალნათ, ბზე ჰქონდა მიყრილი, კარსუკან, კუთხე-
ში, ვითომცდა არაფერი. გადაირია მეჭურჭლე, სიმწრის ცრემ-
ლები წამოუვიდა. აი, მაშინ დასტაცა კეტს ხელი პატარა ბიჭმა,
ხმალივით იქნევდა... კიდევ კარგიო, – ფიქრობდა ალიოშა მე-
რე, – ძალიანაც კარგიო. გაბრაზდა ბიჭზე და იმიტომ, გაცეც-
ხლდა და იმიტომ... თორემ იყო რაღაცა, რაღაცა იმისთანა... ამ
დიად იდეებს რომ არ ეპუებოდა... ამ ისტორიაში ჯერ არსმე-
ნილს, ჯერ არგაგონილს... და ეს რაღაცა, ალიოშას დაუკითხა-
ვად, ალიოშასათვისაც მოულოდნელად და ალიოშას დასაბნე-
ვად წამოჰყოფდა ხოლმე თავს... კიდევ კარგი, იშვიათად, ძალი-
ან იშვიათად, მაგრამ მაინც წამოჰყოფდა... და ეს რაღაცა სულ
უბრალო ადამიანური შებრალება იყო, ხედავდა მოხუც მეჭურ-
ჭლეს დამტვრეულ ჭურჭელთან, ხედავდა მის კოწიწით დალა-
ქულ ნაჯაფ ხელებს და ებრალებოდა... როგორიც უნდა კლასობ-
რივი მტერი ყოფილიყო ეს მეჭურჭლე, არადა იყო, ყველა მონა-
ცემების მიხედვით იყო... ოო, რა მავნე იყო ეს შებრალება, რა
საჭოჭმანო ფიქრებს აღუძრავდა... მაშინვე საითკენღაც მიჰყავ-
დი, გიბიძგებდა, მუჯლუგუნს გკრავდა, მაცდურად თვალს გიკ-
რავდა, რომ გაეტყუებინე, შარაგზიდან გადაეყვანე ეკალბარ-
დიანი ბილიკებისაკენ... ოჰ, როგორ შეუტევდა ხოლმე თავის
თავს, როგორ ამუნათებდა, ვინა ვარ და ვინა ვგდივარ ბელა-
დებთან შედარებითაო, მღილი ვარ და მეტი არაფერიო. მაშინვე
აგიტსემინარიისათვის დაიწყებდა მზადებას, მაშინვე გადაშლი-
და სტალინის აგრარულ კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვას,
საკოლმეურნეო მოძრაობის შესახებ ვრცელ მოხსენებას, სადაც
ბელადი ისე მკაფიოდ, ისე შეუპოვრად, ისეთი შეუვალობით,
ისეთი პრინციპულობით ანადგურებდა კაპიტალიზმის რესტავ-

405 მკითხველთა ლიგა


რატორებს სოფლად, – კულაკობას, და როგორც მაშვრალი
მგზავრი სალ კლდეს, რომლის გულიდან მოსჩქეფს ანკარა წყა-
რო სიბრძნისა – ისე მიეყუდებოდა, ისე მიეყრდნობოდა, მუჭს
შეუშვერდა ამ სიბრძნეს და მაშინვე გაეფანტებოდა ის ფიქრე-
ბი... შერცხვებოდა თავისი უადგილო შებრალებისა და ის უცაბე-
დი, თავისდაუნებურად ამოფრქვეული შებრალება მცირე კვამ-
ლივით მყისვე გაეფანტებოდა... მყისვე გაუქრებოდა. ეს არისო
რევოლუცია სოფლადო, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის
ტოლფასოვანია, აი, რა შეფასებას აძლევდა დიდი ბელადი სა-
კოლმეურნეო მოძრაობას, აი, რა ამბავში იყო ჩართული
ალიოშა. კარგად მოხდა, კარგად, იმ ლაწირაკმა კეტი რომ
მოიმარჯვა, სულ კინწისკვრით წამოიყვანეს... ხო იწრუწუნა სარ-
დაფში ერთი ღამე... ჩარხიც ხვედუშასა აქვს, წავიდნენ და სდი-
ონ... შევლენ კოლექტივში, სუ ფხაჭაგლეჯით შევლენ, მეტი რა
გზა აქვთ.
– ჰოდა, რა ვუყოთ იმ ბიჭსა, უფროსო? – ისევ ეკითხება მიტ-
რო.
– წაუთაქე ერთი, ჭიტლაყიც ამოჰკარი და გააგდე!
– ეგ ჩემზე იყოს, მაგრამა... ხალხი თავპირს გვაჭამს და რა
ვქნათ... მალე მოიცლიით?
– ვინძლო, აღარაფერი აღარ დამაცადოთ! – ალიოშამ თავის
ქნევით დახედა საწერ მაგიდას, – მალე მოვიცლი, მალე! ბევრნი
არიაან?
– საკმარისად... დღეს ალბათ, ყველას ვერც მიიღებთ..
ო-ჰო-ჰო, მთელი რაიონი გამსჭვალულია არაჯანსაღი სუ-
ლისკვეთებით...
– მზე რო გადავა, გაღმა უნდა გავიდე, ცხენი დამჭირდება...
სამი დღეა გამოვიდა ენისლიდან, სამი დღეა პირმშო დაება-
და და ვერც კი მოიცალა, დაჯდეს მშვიდად და სახელი შეურჩი-
ოს... ენაგადმოგდებული უვლის რაიონს და თავის მოსაფხანი
დრო არა აქვს... მიტრო ის იყო უნდა გასულიყო, შემობრუნდა:

406 მკითხველთა ლიგა


– ჰოო, მართლა, უფროსო, თქვენი ნაცნობი მედუქნეა მოსუ-
ლი, სპირიდონა, ცუდად გახდა, სამორიგეოში დავაწვინე,
ალიოშას უნახავი ვერ წავალო...
– პირიდონა... – გააგრძელა ალიოშამ და მიტროს ისე შეხე-
და, თითქოს რაღაცას ვარაუდობსო.
– იგეთია, დაუმარხავი მკვდარი გეგონებათ...
– კაპლი დაალევინე... კარგა მოასულიერე და პირველი ის
შემომიყვანე...

გავიდა თუ არა მიტრო, ალიოშამ გრაფინიდან წყალი ჩამოასხა,


გული გაიგრილა, და ისევ თავის წმინდათაწმინდა საქმიანობას
მიჰყო ხელი... ისევ დახედა აჭრელებულ თაბახს, დახედა და
ღრმად ჩაფიქრდა... და, როგორც მოსალოდნელი იყო, ენგელ-
სისკენ გაექცა ფიქრი... მცირე შესვენების შემდეგ კიდევ უფრო
მედგრად შეუდგა თხზვას, წერა და შალა, წერა და შალა, მაგრამ
ამჯერადაც ამაოდ, რადგან ვერც ლენინსტალინსა და ვერც
მარქსს ენგელსი ვერ შეურწყა, არაფერი გამოუვიდა, არ მოს-
წონდა და რა ექნა?! ენგლენი... ლენენგი... სტაენგი... რაღაც ემ-
ბლემასავით გამოდიოდა, ემბლემასავით თუ აბრევიატურასა-
ვით... და თუ თავკიდურ მარცვლებს აიღებდა, არც მაინცდამა-
ინც თავკიდურმა მარცვლებმა გაუმართლა: მარსი... ენგსი...
სტასი... ლენსი... სტანი... და ა.შ. რა ექნა, რა გზას დასდგომოდა!
ზოგი თავისთავად უკვე სახელი იყო, მაგალითად, "სტასი" და
მეტრიკაში ჩაწერის დროს ხომ არ აიღებდა და ცალ-ცალკე არ
ჩააწერინებდა სტალინსა და მარქსს? რა ექნა, რა ეღონა, თავისი
პირმშოსთვის, ეგრე ძნელად დაბადებულისთვის, რის ვაივაგ-
ლახით ამქვეყნად მოვლინებულისთვის ღირსეული სახელი ვერ
მოეგონებინა! "მარსი" იყო და, ყურო, ნუ გაიგონებ! ღმერთის სა-
ხელი უღმერთობის კავშირის აქტიური წევრობის დროს, სწო-
რედ იქ გაიგო, მეცადინეობაზე, მარსი რო ღმერთის სახელი
იყო, აღარ კი ახსოვს რომელი ღმერთისა, მაგრამ ღმერთის სა-

407 მკითხველთა ლიგა


ხელს ხო ვერ დაარქმევს შვილსა, კაკლის ძებნაში კატას ხო არ
გამოსთხრის? აი, ამასა ჰქვია, ვერიდებოდი ღოლოსაო... რაღა-
ცა ხიფათს არ გადავეყარო ამ სახელების ძებნაშიო. თუ გადავი-
დოდა მეორე რანგის მოღვაწეებზე, რევოლუციის მეორე და მე-
სამე რანგის ბელადებზე, ძალიან კოხტა და პატარა გვარები იყო
ფრუნზე და შჩორსი, მაგრამ აქაც ყოყმანი დაიწყო, რაც შეეხება
შჩორსს, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ "შ"-სა და "ჩ"-ს ერთად ქარ-
თველები ვერ გამოთქვამდნენ და "შორსი" გამოვიდოდა, და
ესეც რომ არა, რადა და რისთვისო? რაც გინდ კოხტა გვარები
ყოფილიყო და სახელად გამოსაყენებელი, მთავარ ბელადზე
უარი ეთქვა და მეორე რანგის ხალხს გამოჰკიდებოდა? ამაზე თუ
წავიდოდა, აგე, მის მარჯვნივ, მაღლა, ფელიქს ძერჟინსკის დი-
დი სურათი ეკიდა, აიღებდა და ფელიქსს დაარქმევდა, – მათი
ორგანოების სულისჩამდგმელი, "გეპეუს" მფარველი, შეუდრე-
კელი, რკინის ფელიქსი... ფელიქსი.. ფელიქსი... არავითარ შემ-
თხვევაში! ფელიქსი ხო თელავის თეატრის მსახიობ უზუნაშვილს
ერქვა. ხალხი ამ სახელს მსახიობებსა და პამპულებს არქმევდა,
თელაველი მსახიობის სახელს სწორედაც არ დაარქმევდა თა-
ვის ვაჟს, არა და არა! მართლაც და მართლაც. გაგულისებით
ფიქრობდა, თითქოს ვიღაცის წინაშე თავს იმართლებსო, მამა
ვაარ, უცხო ხო არა ვარ და პირველ რიგში მეც ხო უნდა მომწონ-
დესო, ყველაზე ბევრჯერ ხო მე უნდა ვთქვა, მე უნდა დავუძახო
ჩემ შვილს სახელი და ხო უნდა მიხაროდესო! ადგა განარებუ-
ლი, პიროვნებებს მოეშვა და ლოზუნგებზე გადავიდა, ჩვენი
ქვეყნის გეზის მიმცემ, რევოლუციური პათოსით სავსე, საპროგ-
რამო მნიშვნელობის ლოზუნგებზე, იქნებ შემადგენელი სიტყვე-
ბის მარცვლებისაგან რაიმე გამომდნარიყო. რამდენიმე ლო-
ზუნგი აიღო: "გაუმარჯოს მსოფლიო რევოლუციას!" იმიტომ,
რომ ძირითადი და უპირველესი მიზანი იყო მსოფლიო რევო-
ლუცია, მთელი მსოფლიოს გაწითლება... დიდი ბელადის უპირ-
ველესი საზრუნავიც ხომ მსოფლიო პროლეტარიატი იყო, საცო-

408 მკითხველთა ლიგა


დავი, დაბეჩავებული, დამონებული, იმ კაციჭამია კაპიტალისტე-
ბის ხელში, აი, ვის უნდა ეტიროს დედაო, აი, ვინ არის თვალებ-
დასათხრელი, ერთი მიმიშვან და მე ვუჩვენებ სეირსაო, ქედზე
ხუნდები რო დაადეს საცოდავ პროლეტარებსო... მეორე ლო-
ზუნგი სწორედ პროლეტარებს შეეხებოდა: "გაუმარჯოს მსოფ-
ლიო პროლეტარიატს!" მერე ხო მიაყოლა და მიაყოლა, თაბახი
სულ გაჭედა, "გაუმარჯოს ოქტომბრის რევოლუციას!" "გაუმარ-
ჯოს დიდი სტალინს!" ახლა ამ ლოზუნგის წაღმა-უკუღმა ტრიალი
და მარცვალთა შედგენა დაიწყო... ბევრი იმტვრია თავი, ბევრი
ივაგლახა, მაგრამ ვერაფერი სასიკეთო ვერ გამოიყვანა. გაახ-
სენდა ერთი ასეთი შედგენილი სახელი, რაჭველ ბიჭს რომ ერ-
ქვა – "დისტაგო" – "დიდ სტალინს გაუმარჯოს", – მაგრამ მყისვე
უარყო. დასტამბოსავით გამოდისო... ვერაფერი, ვერაფერი ვერ
გამოადნო... მარტო სახელებზე ხო არ შევჩერდეო, გუნებაში
გაჰკრა. მაგრამ ვლადიმერი და იოსები რომ დაერქმია, ეს არა-
ფერიც არ იყო, სოსოსა და ლადოს დაუძახებდნენ და მიდი და
მიხვდი, ვინ სოსო და ვინ ლადოა. შორს რომ არ წავიდეთ, ქსე-
ნოს მამასაც იოსება ერქვა და ყველა იმას იფიქრებდა, სიმამრის
სახელი დაარქვაო. მამა უცხონდა იოსებას, იგეთი შეუგნებე-
ლია, იგეთი შორსუჭვრეტი, როდემდე, როდემდე უნდა იგმინოს
ხალხმაო. მეტი საქმე არა აქვს ალიოშას?! თანაც არც იყო მოდა-
ში პაპებისა და ბებიების სახელები, აბა, ვინღა არქმევდა?..
ოჰ, რა დამნაშავედ გრძნობდა თავს, რა დამნაშავედ... ამაო
შრომამ კიდევ უფრო გაუმძაფრა იმღამინდელი ამბით გამოწ-
ვეული შეცბუნება და შეშფოთება: პარტიული კაცი, ჩეკისტი კა-
ცი, უღმერთობის აქტიური წევრი უცებ, თავისდა მოულოდნე-
ლად, მუხლებზე რო დაემხო და ღმერთს შველა სთხოვა! არავის
რო არ დაენახა, მაშინაც კი შეაკრთობდა და შეაშფოთებდა თა-
ვისი ის ყოვლად უღირსი და გაუმართლებელი საქციელი. არა-
და, ბებიაქალმა დაინახა, დაინახა, ბიჭის დაბადება რო ახარა,
სიცილით ჩაუნისკარტა. ჩანისკარტება იყო, აბა, მაშ რაა, იმის

409 მკითხველთა ლიგა


მაგივრად ისე დაეჭირა თავი, ვითომ ვერც შენიშნა, ვითომ ვერც
მიხვდა, სწორედაც ნიშნის მოგებით ჩაუნისკარტა, ეგეც თქვენი
უღმერთობის კავშირის აქტიური წევრობაო, ეგეც თქვენი ღმერ-
თის გმობაო, ამას ნიშნავდა ის ნათქვამი, მაშ რასა: "თქვენმა
ლოცვამაც უშველა, ალიოშა, ღმერთმაც გადმოგვხედა!" ბე-
ბიაქალის მიმართ ბოღმით ევსებოდა გული... რა სიფრთხილე
მართებს კაცს... თუმცა სიფრთხილეშიც არ არის საქმე, გაფ-
რთხილება იმას უნდა, რაც იცი, რომ გასაფრთხილებელია, და
ამის წარმოდგენა როგორ შეეძლო კაცს, რომელსაც არასოდეს
არ ულოცია ბავშვობის შემდეგ და ღმერთი, ხატი, ლოცვა,
მღვდლები, და ღვთის მსახურები რევოლუციის უპირველეს
მტრებად ესახება... და, აი, პაჟალსტა, მუხლებზე დავარდა...
გონდაკარგული იყო, აღარაფერი არ გაეგებოდა... სამი დღეღა-
მე იტანჯებოდა ქსენო, აჩენდა და ვერ აჩენდა, კინაღამ გადაჰყვა
მუცელს... მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ალიოშას, მთელი
ღამე აივანზე ბოლთასა სცემდა, ხან ჩავიდოდა ქვევით, ეზოში,
იქ გადი-გამოდიოდა, ვახშმობითაც არ ივახშმა, ლუკმა არ გადა-
მივა ყელში, ქსენო ეგრე რო ეწამებაო... ეხლა კი არა, თუნდა
ერთი კვირა საჭმელს არ შევჭამ, ოღონდ რამე ეშველოსო. და-
დიოდა... დადიოდა... დადიოდა... მერე გამოიქცეოდა, იქნებ
ამასობაში ეშველაო, მაგრამ არაფერი, ქვევით ოთახში ისევ ისე
ისხდნენ ქსენოს მამა, ძმა და მეზობლები, ვახშმობდნენ და სვამ-
დნენ, ქსენოს დედაც ისევ ისე ეყუნცა აივანზე, ფანჯარასთან მიმ-
დგარ ტახტზე და ქსენოც ისევ ისე ეწამებოდა... შევიდოდა ოთახ-
ში, ფეხაკრეფით მიუახლოვდებოდა ძველებურ, მაღალ, რიკუ-
ლებიან ტახტს, დაინახავდა ქსენოს წამებისაგან წაშლილ სახეს:
სადღა იყო ის ლამაზი გოგო, აღარაფერი აღარ ჰქონდა თავის
ადგილზე, აღარც ცხვირი, აღარც პირი, ყველაფერი მიშლილ--
მოშლილი ჰქონდა... როცა ყვიროდა და წიოდა, საშინელება
იყო, მაგრამ კიდევ უარესი ის იყო, რომ თითქოს ყოველგვარი
ხმა უკვე დაეხარჯა და აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. გასავა-

410 მკითხველთა ლიგა


თებული იდო ზეწარგადაფარებულ ტახტზე, ხელებით ტახტის
რიკულებს ეჭიდებოდა და ძლივს გასაგონად, სუსტად ამოიხავ-
ლებდა ხოლმე... ბებიაქალი კი, მშვიდი, ფაშფაშა ქალი, დინჯად,
აუღელვებლად, ნაკვთი რო არ ასტოკებია, ისე, ქსენოს ზვინი-
ვით წამომდგარ მუცელს უზელდა. ალიოშამ კი არ იცოდა, რო-
გორ მოქცეულიყო, რა ემოქმედა, რომ ეთქვათ, თუნდ საკირეში
ჩახტებოდა, ოღონდ ქსენოს შველებოდა... არ შეეძლო, აღარ შე-
ეძლო ალიოშას ეგრე გულხელდაკრეფილი ცდა, როდემდე, რო-
დემდე, ესმის, განა ისეთი გაუგებელია, არ ესმოდეს, მშობიარო-
ბას თავისი მსვლელობა აქვს და ეგ არავისზე დამოკიდებული
არ არის, მაგრამ როცა ეგეთი გაჭირვებაა, რად უნდა ჰქონდეს
მარტო თავისი თავის იმედი ამ ბებიაქალს, რადა!
– გქონიაათ ეგეთი შემთხვევები? – ხმა გაიმკაცრა ალიოშამ.
ბებიაქალმა თავი დაუქნია.
– იქნებ ექიმი მოგვეყვანა? შილდიდან ან ყვარლიდან გად-
მოვიყვანდი ექიმს!
– ჯერ კიდევ დავუცადოთ. თუ დილამდე არაფერი იქნება,
შილდაში პროფესორი ისვენებს და ის გადმოვიყვანოთ.
რა საჭიროა ცდა, რა საჭიროა, არ ესმის ალიოშას, ვინ იცის,
კლასობრივი მტერია და საქმეს განგებ აჭიანურებსო, განგებ
აფერხებსო, როგორც საჭიროა, ისე არა ცდილობს, ისე არა შვე-
ლისო, კლასობრივი მტერი თუ რკინიგზებს აფეთქებს, ძნებსა
სწვავს, საქონელსა სწამლავს, რო კოლექტივში არ შეიყვანოს,
ვინ იცის, რა მავნებლობას აღარ ეწევა, რომ ავნოს რევოლუცი-
ის მონაპოვარსო, ერთი ბალღის არგაჩენაც რამეაო კლასობრი-
ვი მტრისთვისაო?.. მერე უკვე, თავის კაბინეტში სწორედ ეს უკ-
ვირდა, ეს აოცებდა, თავისი თავის წინაშე თავს იმართლებდა:
იგეთი სიფხიზლე მააქვს, იმდენად ჩახმახზე ვარ შეყენებული
დღენიადაგა და არცერთი წუთით, თვით შვილის დაბადების
დროსაც კი არ მავიწყდება მძაფრი კლასობრივი ბრძოლა, უკი-
დურესად გამწვავებული კლასობრივი შეტაკებები, იმდენად რო-

411 მკითხველთა ლიგა


მა, ბებიაქალშიაც კი ეჭვი შემეპარაო და ეს როგორ მომივიდაო,
მუხლებზე როგორ დავეციო...
ჩაჭედილ ნაყოფს თავზე მაშები დაადო ბებიაქალმა და პატა-
რა გირი დაჰკიდა... ამ ამბავმა ალიოშა ისე შეაძრწუნა, ეხლავე
გავჭენდები შილდაში და პროფესორს მოვიყვანო. მაგრამ ქსე-
ნომ რო გაიგო, ხელები გაასავსავა, მე აღარაფერი მეშველება
და არ მინდა, უშენოდ მოვკვდეო, არ წახვიდეო, არაო, თავს იქ-
ნევდა გაწამებული, ცოცხალს ვეღარ მომისწრებო... ვეღარო...
და აი, სწორედ მაშინ, ქსენომ რომ წარმოიდგინა, წავა ალიოშა
და მე მოვკვდებიო, საშინელი ხმა აღმოხდა, თითქოს ქსენო კი
არ იყო, მისი ბნელი სტომაქიდან თავისთავად მოედინებოდა ეს
შემაძრწუნებელი ხმა... აუტანელი... გაუსაძლისი... თითქოს
თვალჩაუწვდენელი სიღრმეებიდან მომდინარე და უსაზ-
ღვროებასთან შენივთებული. ამ ხმამ თავზარი დასცა ალიოშას,
ამ ხმამ მთავარცნება დაუკარგა, გალიაში გამომწყვდეული ნა-
დირივით დაბორიალდა, ფანჯარას ეცა, სწორედ იმ ფანჯარას,
საიდანაც დილის რიჟრაჟში გრემის მთავარანგელოზის ტაძარი
ილანდებოდა. სხვა დროს ლამის თვალში ეჩხირებოდა ეს ტაძა-
რი ალიოშას, ახლა კი თავისდა მოულოდნელად მუხლებზე
დაეცა, პირდაპირ ტაძრისაკენ გატყორცნა და "ღმერთო გად-
მომხედე, ღმერთო გვიშველე, გრემის მთავარანგელოზო, ქსენო
მომირჩინე, გევედრები, გემუდარები, მომირჩინე, ნუ გაგვწირავ,
ნუ გაგვიმეტებ ნუ, ნუ, ნუ... " – ევედრებოდა ღმერთსა და მთავა-
რანგელოზს და ვეღარ ჩერდებოდა. უნდა ეძახა, ეძახა, რომ
აღარ გაეგონა ის საშინელი ხავილი… რომ ეშველათ, წყალობა
მოეღოთ, გადაერჩინათ გაწამებული მშობიარე.
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.
– ბიჭია, ბიჭი! – თქვა ბებიაქალმა.
შვება და სიხარული ელდასავით ეცა ალიოშას, წამოდგა და
ძალგამოცლილი კედელს მიეყრდნო, თან კისერი წაიგრძელა,
ვაითუ ჯერ მისვლა არ შეიძლებაო. მართლაც, ახლად დაბადე-

412 მკითხველთა ლიგა


ბული ხმას არ იღებდა. ბებიაქალმა ხელი შემოარტყა, პირი
ამოსწმინდა, გვერდზე დააწვინა, გულზე მასაჟი გაუკეთა, პირით
პირში ჩაასუნთქა, ფეხში ნემსი უჩხვლიტა, და როგორც იყო,
ბავშვმა ამოიკნავლა... მერე კი ძლივს გასაგონი კვნესით სუნ-
თქავდა... ქსენოს იმავწუთს ჩაეძინა... ალიოშა კი გაოგნებული
დასცქეროდა თავის ახლად დაბადებულ ბიჭს და გული ეკუმშე-
ბოდა, სიხარული რა მტკივნეული ყოფილაო, გაიფიქრა კიდეც.
და სწორედ ამ დროს, – კიდევ კარგი, სანამ დარბაზში ქსენო-
სიანები შემოლაგდებოდნენ, – ბებიაქალმა მიულოცა და ის სა-
შინელი ფრაზა უთხრა, – თქვენმა ლოცვამაც გვიშველაო, თან
დანდობილად უღიმოდა. ის ღიმილი კი ერთბაშად შეუშრო პირ-
ზე ალიოშას საშინელმა მზერამ. შეკრთა ბებიაქალი, შეიშმუშნა,
თვალი მოარიდა ალიოშას. ამ კაცს ალბათ, საშინელი საიდუმ-
ლოებები ექნებაო, მერე, სახლში მიმავალი ფიქრობდა და ასე
ეგონა, ის მზერა თან მისდევდა... შეიძლება, არც ცდებოდა,
რადგან ალიოშას რამდენი ხანი ვერ დაევიწყებინა ის თავისი
საქციელი, წარმოუდგენელი და თავზარდამცემი, გაოგნებასა და
გაუგებრობას რომ იწვევდა. მან ხომ მტკიცედ იცოდა, რომ
ღმერთი არ სწამდა, ყოველგვარი რელიგიური გამოვლენა მას-
ში ზიზღსა და აღშფოთებას იწვევდა, რელიგია – ეს იყო ბანგი და
შხამი, "ოპიუმი ხალხისათვის", როგორც დიდი ბელადი გვასწავ-
ლიდა, მაშ რა იყო ეს "ღმერთო, მიშველე, ღმერთო, მიშველე?!"
და ეგეთი დამთხვევა, სწორედ მაშინ რო დაიბადა ბიჭი. ეს, რა
თქმა უნდა, დამთხვევა იყო და ალიოშას ამაში ეჭვი არ ეპარებო-
და, მაგრამ თავისი მუხლებზე დავარდნა კი ისე აუგემურებდა,
ისე არცხვენდა და აშინებდა, როგორ აეხსნა და როგორ ემარ-
თლებინა თავი, აღარ იცოდა. მისთვის ყველაფერი მარტივი და
გასაგები უნდა ყოფილიყო, როგორც პოლიტმეცადინეობებზე
და უღმერთობის კავშირის ლექციებზე. ეხლა კი რა გამოდიოდა?
იმ საშინელმა აზრმაც კი გაურბინა გუნებაში, ვინ იცის, სული
მართლაც არსებობსო... ვინ იცის, არსებობს სული დამოუკიდე-

413 მკითხველთა ლიგა


ბული... თავისუფალი... შენდა მოულოდნელად, მოწმენდილ ცა-
ზე მეხის გავარდნასავით რო შეგატყობინებს თავის არსებობა-
სო, ვსუფევო, ვსუფევო, გინდა თუ არა, მაღიარებთ, თუ არ მა-
ღიარებთ, დამწიხლავთ თუ არ დამწიხლავთო, მე მაინც თქვენ-
და ბედად, თქვენი ნების გარეშე თავს წამოვყოფო, წამოვიმარ-
თებიო, ისევე როგორც თქვენი ნების გარეშეა მზის ამოსვლა და
ჩასვლაო, მთვარე და ვარსკვლავებიო, ქარი და წვიმაო, მეც ასე
ვარო... მეც ასე ვარსებობო... შეეშინდა, შეეშინდა თავისი ფიქ-
რებისა, უკუაგდო, მოიშორა თავიდან, მაგრამ თავის ლოცვას,
აბა, რას მოუხერხებდა?! კიდევ ამიტომაც ცდილობდა ისეთი
მონდომებითა და გამწარებით, თავისი ვაჟისათვის იდეური სა-
ხელი დაერქმია, ცდილობდა და არაფერი გამოსდიოდა... არა-
და, დღეს საღამოს აუცილებლად უნდა გასულიყო ენისელში, სა-
მი დღეა ვეღარ გავიდა, ბამბაზია და ჩითჩუთები უნდოდა ეშოვნა
ბავშვისათვისა და ქსენოსთვის, ხელდამშვენებული გასულიყო
და მაღაზიაში ერთი გოჯი და ერთი ციდა არავითარი ქსოვილი
არ იყო, არსად არაფერი არ იშოვებოდა, საწყობიც კვირას დაკე-
ტილი იყო... კიდევ კარგი, ბოლოს ისევ საქვაჭრობის საწყობის
გამგეს გადანახული ჰქონდა, და წუხელ თავისი ხელით მოუტანა
ჩითიცა და ბამბაზიაც, ქსენოსთვის კიდევ მშვენიერი ვარდისფე-
რი ბატისტი, საღამოს პერანგებად. ასე გასინჯეთ, ემალის მშვე-
ნიერი ტაშტიც კი მიართვა. თავის სიცოცხლეში ალიოშას არც
ენახა ეგეთი მშვენიერი ტაშტი, კიდეებზე წითელვარდებიანი. უყ-
ვარდა ალიოშას ქსენოს გახარება, ეხლა ხო, ამდენი ტანჯვა--
წვალების შემდეგ განსაკუთრებით ცდილობდა. საჩუქრები სა-
ჩუქრებად და სახელის გარეშეც არავითარ შემთხვევაში არ უნ-
დოდა ენისელში გასვლა.
ცხელოდა, ძალიან ცხელოდა, სიცხესაც აბრალებდა თავის
წარუმატებლობას სახელის მოგონებაში. ხალათის ღილი შეიხ-
სნა, ცხვირსახოცით კისერი მოიწმინდა... მაგრამ განსაკუთრე-
ბით ჩექმებში ჩაჭედილმა ფეხებმა შეაწუხა. რა კარგი იქნებოდა

414 მკითხველთა ლიგა


ეხლა გრილ წყალში ფეხების ჩაყრაო, – და ჯონდოს ნათქვამი
გაახსენდა: არაფერი არ ბოჭავს ისე ტვინის მოძრაობას, რო-
გორც მოჭერილი ფეხსაცმელიო, საშუალო საუკუნეებში მოწმეს
სასამართლოზე პირველ რიგში იმას ეკითხებოდნენ, ფეხსამოსი
ხომ არ გიჭერთო, რომ სწორი ჩვენების მიცემაში ხელი არ შეშ-
ლოდაო. და თვითონ ჯონდო წარამარა ფეხებს იბანდა. კიდევ
კარგი გაახსენდა, აქამდეც კი უნდა გახსენებოდა, ახლა ხო სწო-
რედ ჯონდოს კაბინეტში იჯდა, ჯონდოს მშვენიერ საწერ მაგიდას-
თან. ჯონდოს სილამაზე უყვარდა, ყველაფერს ლაზათს დაადევ-
ნებდა, ეს კაბინეტიც კოხტად ჰქონდა მოწყობილი, ალიოშას
ყველაფერი მოსწონდა ამ კაბინეტში, ყველაფერი, სიამოვნებდა
კიდეც, ჯონდო რო წავიდოდა ან ქალაქში, ან სადმე მივლინება-
ში და ალიოშას შეეძლო, ნება ჰქონდა ჯონდოსაგან დართული,
აქ ყოფილიყო. იატაკზე კიდევ დიდი, ყარაბაღული ხალიჩა იყო
დაფენილი, ლურჯი, სხივიანი, ჯანდიერებისაგან წამოღებული
ქვემო ხოდაშნიდან... ახლა კარადები? ერთი წითელი ხისა და
ერთიც კაკლისა, ანდრონიკაშვილებისა და მაყაშვილების ნაქო-
ნი, ახლა უკვე წიგნებით კი აღარ, ორგანოების საქაღალდეებით
გამოტენილი... დიდი სავარძელიც, ტყავისა, რო ჩაჯდები და ჩა-
ეფლობი... ერთ-ერთი კარადის უკან დიდი პირსაბანი იდგა, ჩუ-
ქურთმებიანი, მარმარილოს დაფით, ესეც რომელიღაც დარ-
ბეული თავადის სახლიდან მოტანილი. უცხო თვალს ეს ნივთები
იქნებ აქ უადგილოდ მოსჩვენებოდა, იქნებ ეფიქრათ, რომ ყოვ-
ლად შეუსაბამო იყო ამ ძველებური ავეჯის, სხვადასხვა სტილი-
სა და სხვადასხვა ხის ავეჯის ამ კაბინეტში დგომა, მაგრამ ეს
მხოლოდ უცხო თვალს. ალიოშასათვის კი ეს ყველაფერი და-
მარცხებულ, ლიკვიდირებულ თავადაზნაურობას გულისხმობ-
და, ძალაგამოცლილს, პოლიტიკურად უვნებელს, მორალურად
და ნივთიერად განადგურებულს... აი, რას გულისხმობდა, აი,
რას ნიშნავდა ეს საწერი მაგიდაც, ეს ხალიჩაც და ეს ყველაფე-
რიც... დიახაც რომ სხვა ანდამატი ჰქონდა ალიოშასათვის ამ კა-

415 მკითხველთა ლიგა


ბინეტში ჯდომას, ამ დიდებულ საწერ მაგიდაზე წერასა და კით-
ხვას, თუ დაკითხვის ოქმებისას, თუ მოხსენებითი ბარათებისას,
თუ აურაცხელი დასმენებისას... ვინ მოთვლის. თილისმა, თი-
ლისმა, ისეთი თილისმა, რომ ნუღარ იტყვით, აგერ დღესაც, აქ
ზის, აქ, ჯონდო თბილისშია გამოძახებული, ის კი თავისი ახლად
დაბადებული შვილისთვის სახელებს თხზავს... ვინ იცის, კიდევ
რამდენ ხანს იმტვრევდა თავს, რამდენ ქაღალდს ააჭრელებდა
იდეურად მჟღერი სახელის ძიებაში, სიცხესა და ფეხებს ძალიან
რომ არ შეეწუხებინა. წამოდგა, კარადის უკან, პირსაბანის ტუმ-
ბოდან მომცრო სპილენძის ტაშტი გამოიღო, იქვე წყლით სავსე
თუნგიდან მზეზე ნადგომი წყალი ჩამოასხა, წაიღო და თავისი
სკამის წინ, საწერი მაგიდის შუა ღიობში შედგა. გარეთა მხრი-
დან საწერ მაგიდას გაზეთი ჩამოაფარა, პრესპაპიეთი დაამაგრა,
მერე ჩექმები გაიხადა, გალიფე ცოტა აიწია, სადამდეც შეიძლე-
ბოდა, სკამზე კარგად მოკალათდა, რომ თავისი წმინდა საქმე
განეგრძო და ფეხები წყალში ჩადგა. სიგრილემ საამოდ
დაუარა... დაუარა და ფეხების შვებამა და სიამემ მართლაც გა-
უხსნა ტვინი და მიხვდა! მიხვდა, რაც უნდა დაერქმია თავისი ბი-
ჭისათვის, ისე მიხვდა, რო ამ მიხვედრას წყალი არ გაუვიდოდა,
არა, არა! როგორ არის ადამიანი მოწყობილი, სად გაგექცევა
ფიქრი, შენ ჩემო თაო, ბეჩაო, სად დაუწყებ ძებნას, თურმე კი რა
ახლო ყოფილა! ეძებ, ეძებ, ეძებ, ცასა და ქვეყანას შეაჯერებ და
თურმე ცხვირწინ კი გდებია, შენ კი რატომღაც ვერა ხედავდი და
ვერა ხვდებოდი! ჯონდო! აი, რა უნდა დაარქვას! ჯონდო! ჯონდო!
ჯონდო!!! თავის უშუალო უფროსის, რომელზედაც ყველაზე მე-
ტად არის ალიოშას ბედი დამოკიდებული... თანაც ეხლა, ამ
უზარმაზარი კამპანიის ჩატარების დროს, რომელ კამპანიასაც
დიდმა ბელადმა "რევოლუცია სოფლად" უწოდა და ჯონდო და
ალიოშა მხარდამხარ იბრძვიან, სახეზე ოფლჩამომდინარე! ჯონ-
დო! ჯონდო! ჯონდო!!! რევოლუციის ბელადები შორს არიან,
ჯონდო კი ახლოა, უპირველესად მას უნდა დაბეროს ტკბილი სუ-

416 მკითხველთა ლიგა


ლი... განა მის გვერდით არ გამოიწრთო და დავაჟკაცდა?! ჩვიდ-
მეტი წლიდან 21-ში სწორედ ჯონდო ქირთბაია მიუძღოდა რუ-
სებს. სოფელში დიდი შიშიანობა იყო, ვისაც რა გააჩნდა, მალავ-
დნენ, ფიცრებს ჰყრიდნენ სახლებში და ყველაფერს მალავდნენ.
გურჯაანთან მოხდა თურმე მცირე შეტაკება, მერე კი მოდიოდნენ
და მოდიოდნენ. ალიოშაც, რომელსაც მაშინ ნამდვილი სოფ-
ლური სახელი "აბრია" ერქვა და თუქურმიშაზე მებოსტნეობის
სკოლაში სწავლობდა, ჩვიდმეტი წლის ბიჭი, მათ გამოჰყვა. რუ-
სი ჯარისკაცი იყო, საწყალს ტიფი შეხვდა, იმას ერქვა ალიოშა
და სწორედ ჯონდომ იმ გარდაცვლილი ჯარისკაცის სახელი და-
არქვა აბრიას. გაუხარდა კიდეც, აბრია ხო ნამდვილი გაგრიული
სახელია და მართლაც რად მინდაო.
ჯონდო! ჯონდო! თავის პატარა ბიჭს დაუძახებს! მაშ, რა ქნას?
ხომ ეცადა, ხომ იმტვრია თავი, ლამის გადაჰყვა სახელის შედ-
გენას, რა ქნას, ვერ შეადგინა, აი, ნახეთ, ნახეთ, თქვენი თვალი-
თა ნახეთ მთელი ეს უზარმაზარი თაბახი, მარცვლებითა და ვი-
თომ სახელებით აჭრელებული, რამდენიმე საათის ნაღვაწი და
ნაჯაფი, არ გამოვიდა და, ბიჭოს?! არ გამოვიდა! ჯონდო კი გამო-
სულიც არის და გადასულიც! ჯონდო! ყველაზე დიდი გაფრთხი-
ლება სწორედ იმას უნდა, ვისთანაც შენი ცხოვრების მთავარი
საქმიანობითა ხარ დაკავშირებული, ვისთან ერთადაც ჩაპად-
რუჩკებული მიდიხარ ეგეთი რთული და საშიში კამპანიების ოღ-
როჩოღრო ბილიკებზე, საით უნდა გადაიზნიქო, საით უნდა გად-
მოიზნიქო, როდის ვის უნდა გაუერთიანდე, როდის და სად რა
სიტყვა უნდა თქვა, როდის რა იხუმრო, როდის გაიღიმო, როდის
შეყარო წარბი... ვინ მოთვლის, რამოდენა ანგარიშია საჭირო...
მაგალითად, ამასწინათ შეცდომა დაუშვა და კინაღამ ჯონდოს
გულისწყრომაც დაიმსახურა. რა და ჯონდომ საიდუმლოდ მზაკ-
ვრული გეგმა გააცნო ვარდისუბნელი კულაკების დასჯისა და
გადმობირებისა. რევოლუცია მოითხოვს მსხვერპლს, კოლექტი-
ვიზაცია ეს არის რევოლუცია სოფლად, ჰოდა, საჭირო იყო ბო-

417 მკითხველთა ლიგა


განო გლეხის შვილი, კომკავშირელი ჩოჩმანა მოეკლათ და კუ-
ლაკებისათვის დაებრალებინათ. კულაკებს სახელი და გვარი
ჰქონდათ და მათგან ყველაზე გამორჩეულსა და შეძლებულს,
ბესო ჯაშიაშვილს, კაცს მშრომელსა და პატიოსანს, ალიოშა პი-
რადად იცნობდა. არავინ სოფელში არ დაიჯერებდა, რომ ბესო
ვინმეზე ხელს აღმართავდა. ეს უთხრა ჯონდოს, მე ვფიქრობ,
სვანაირად უნდა მოვუაროთ მაგ საქმეს და ნუ ავჩქარდებითო,
გაჟონავს ხმა და ჩვენთვისვე ცუდი არ იყოსო. არ ესიამოვნა
ჯონდოს, ოჰ, როგორ არ ესიამოვნა ალიოშას ნათქვამი, თვალე-
ბი ნაპერწკლებით აევსო... და იმღამესვე მოაკლევინა ჩოჩმანა,
სხვათა შორის, სწორედ გაფართოებული კრებიდან მომავალი,
სადაც "სოფლად კაპიტალიზმის რესტავრატორების" საკითხი
იხილებოდა. რამდენიმე ვარდისუბნელი რესტავრატორი კი,
მათ შორის ბესო ჯაშიაშვილი, თელავის ციხის კედლებს ლესავ-
დნენ სასამართლოს მოლოდინში. ჩვენს საქმეს ყოყმანი არ გა-
მოადგებაო! – თითის ქნევით უთხრა ჯონდომ, – ეს კარგად და-
იხსომეო! მართალი იყო, მართალი, ჯონდოს მისგან მსჯავრი არ
ეკუთვნოდა, არა. ჯონდოს გვერდით, ჯონდოს თვალქვეშ გამო-
იწრთო და დავაჟკაცდა, ჯონდოსაგან სწავლობდა ყველაფერს,
ჯონდოს ბაძავდა ყველაფერში, გლახა ჭრიაშვილივით გაგრძე-
ლებული ლაპარაკიც კი ცოტა ააჩქარა. ჯონდოსთან შეხვედრამ-
დე ვინ იყო და ვის დაჰკარგვოდა? შაშიანელი ტლუ ბიჭი, აი, ვი-
ნა, ნატამალი კლასობრივი შეგნებისა რო არა ჰქონდა, ნატამა-
ლი საქვეყნო საქმეზე ფიქრისა და ზრუნვისა. არადა, ესა ყოფი-
ლა თურმე ცხოვრება, მაშინა ხარ კაცი, მაშინა ხარ მხრებში გაშ-
ლილი, მაშინა გრძნობ თავს ლაღად, საქვეყნო საქმეს რო ადგე-
ხარ, მოგიზგიზე ცხოვრების წინა ხაზზე, მტერსა და დუშმანს თავ-
ზარსა სცემ. აქა მიხვეულ-მოხვეულები არ იქნება! ზოგჯერ, კი-
დევ კარგი, ძალიან იშვიათად, რო გადაუბრუნდება ხოლმე გუ-
ნება და ერთხელ, დალეულზე ისიც კი იფიქრა, ვინ იცის, სუ სხვა
რამეებისთვის არის გაჩენილი ადამიანიო, სუ სხვა რამეების-

418 მკითხველთა ლიგა


თვის შექმნილიო, ვინ იცის, სუ სხვა დანიშნულება აქვსო, სუ
სხვა სიცოცხლე სწყურიაო, სუ სხვა ცხოვრებაო... კიდევ კარგი,
არავისთვის გაუმხელია, არავისთან წამოუორთქლებია, ეგეთი
სიტუტუცე... არადა, რა იქნებოდი შენა, ალიოშა ჯიჯიაშვილო,
მიმართავდა თავის თავს გამოფხიზლებული, დატევითა და და-
ტუქსვით, რა იქნებოდი ამ ფორმის, ამ ნაგანის გარეშე?! ვინ
არის და რა ჰქვია თავის ამარა დარჩენილ კაცსა? ნივრის ნაფ-
ცქვენი! ჭიანი კაკალი! რა ძალუძს და რა შეუძლიან? რაღაცა
როგორ არ შეუძლიან, იქნებ ბევრიც შეუძლიან, მაგრამ შეადა-
რე ვაშლი პანტას – თვითონ რა შეიძლებოდა ყოფილიყო და რა
გახდა. რო გაიხსენებს, თავის თავზე ეცინება და მეტი არაფერი.
ბალღობიდან კარგად მოვლილ, სურნელოვან ბოსტანზე ოცნე-
ბობდა. საკვირველია, ვენახზედაც კი იმდენად არა, რამდენადაც
ბოსტანზე. აკი სწავლობდა კიდეც მებოსტნეობას. და, აი, რა
ბოსტანი ჩააბარეს, პარტიის მითითებით რა ბოსტანი უნდა მარ-
გლოს, მთელი ქვეყნის მარგვლაში იღებს მონაწილეობას! ჯონ-
დოს გვერდით, ჯონდოს მხარდამხარ! ჯონდოა მესვეური მთელ
კახეთში ამ საქვეყნო ბოსტნის გამარგვლისა! როგორ ჩაატარა
ოცდაოთხის კამპანია?! ყველას კუდით ქვა ასროლინეს, თავა-
დაზნაურობა ხო ერთი ხელის დაკვრით გამორეკეს. ქაქუცამ ვი-
თომ ცოტა იფაფხურა, მაგრამ იმასაც კარგად მოუკუპრეს და
ამოძირკვეს. კაცმა რომ თქვას, ზედმეტი ბარგიც იქნებოდა მემა-
მულეთა სოფელში დარჩენა, ბარზე და თოხზე მუშაობა იმათ არ
შეეძლოთ და ადგილ-მამულები იმათ აღარ გააჩნდათ, მათი
მშვენიერი სახლები კიდევ, განა უფრო უპრიანი არ იყო, სო-
ფელს მოხმარებოდა?! გლეხობის საქმე კი ძალიან რთული იყო,
ო-ჰო-ჰო-ჰო, მერე რა რთული! ეხლა მათი გარეკვის საკითხი კი
არ იდგა, არამედ კოლმეურნეობაში შერეკვისა, აბა, მაშ ვის უნ-
და აეშენებინა სოციალისტური სოფელი? ვისა, თუ არა გლეხო-
ბასა? გაგიჟებას იყო ჯონდო, კახელისთანა პოლიტიკურად ჩა-
მორჩენილი მე არავინ ვიციო, ამათ ოღონდ მიწა ახვნევინე და

419 მკითხველთა ლიგა


ვენახი აფურჩქნინე, შენი კლასობრივი შეგნება და სოციალიზმი
ფეხებზედაც არა ჰკიდიათო, ვირები და ვირის გავარდნილები!
არადა, ისე იყო ეს ქვეყანა ჩაფიქრებული, სოციალიზმის მშენებ-
ლობისათვის ეტაპური სვლა იყო საჭირო, ეტაპური ბრძოლა,
ანუ კამპანიები. დიახაც, რო კამპანიების გარეშე, დაუნდობელი
წმენდის გარეშე, სასტიკი მარგვლის გარეშე ვერ აშენდებოდა,
ვერა. შალაფა, მყრალა ბალახი, სარეველა მცენარეები სო-
ციალიზმის ბოსტანს უნდა მოშორებოდა, გამოჩენილიყო კვლე-
ბი ნათლად და მკაფიოდ, სად კიტრია, სად პამიდორი ღუის წით-
ლად, სად ბადრიჯანი შემოგცინებს სოსანისფრად. უნდა იმარ-
გლებოდეს ბაღი, გამარგვლის გარეშე რომელი ბაღი გაშენებუ-
ლა, რომელი?! ჰოდა, როგორ არ აევსოს სიამაყით გული
ალიოშას, განსაკუთრებით დღეს, ამ კაბინეტში, როცა სახელიც
შეურჩია თავის პირმშოს, რო მთავარი გამმარგლავები ისინი
არიან. ისინი, ორგანოები! მათ გარეშე უბრალოდ დაინგრევა ეს
ამოდენა ქვეყანა და მსოფლიო რევოლუციის საქმეც შაბზე წავა.
აი, რა მოხდება, აი, რა შეიძლება დატრიალდეს. მაგრამ ნურას
უკაცრავად, ნურავის ექნება ამის იმედი. მათი ორგანოები სა-
განგებოდ გამჭრიახი და ეშმაკი ადამიანების მოგონილია, მათი
წესები და შინასამოქმედო კანონები ისეა შედგენილი, სუ თავი-
სუფლად შეიძლება, ყველა ადამიანი დამნაშავე გამოიყვანო,
ყველას მიუყენო დანაშაული, ყველა ამხილო, ყოველი მოქალა-
ქე დანაშაულის ქსელში გახვიო. იმიტო რო ეს კანონები ითვა-
ლისწინებს არა მხოლოდ ანტისაბჭოთა საქმიანობასა და ამაში
მხილებას, არამედ ითვალისწინებს აგრეთვე დამნაშავესთან ნა-
თესაურ კავშირს. ისე რომ, ერთი თუ ძირგამომთხრელ, კონ-
ტრრევოლუციურ საქმიანობას ეწევა და აშკარად არის, ვთქვათ,
კოლექტივის წინააღმდეგი, ესე იგი, ყოვლად უსინდისოდ და შე-
უგნებლად უარს ამბობს კოლმეურნეობაში შესვლაზე, ადგება
და უსინდისოდ გადამალავს ჩამორთმეულ ცხენს, – ცხენი რა
სათქმელია, აგერ მაწიასა და თუშებს მთელი ფარები ჰყავთ გა-

420 მკითხველთა ლიგა


დამალული, – ჩამორთმეულ ძროხასა და ხარს, ხალიჩასა და
ჭურჭელს, ერთი თუ აშკარად გაანადგურებს თავისი დუქნის სა-
ქონელს, ერთს თუ აშკარად წამოსცდება სალანძღავი სიტყვა ხე-
ლისუფლების მიმართ, მეორე შეიძლება კონტრრევოლუ-
ციურად იყოს განწყობილი, გულში გველი ეჯდეს და თავი ანტი-
საბჭოთა ფიქრებით ჰქონდეს გამოჭედილი, ფიქრი და გრძნობა
კი ვის სად წაიყვანს და ვის რას ჩაადენინებს, კაცმა არ იცის...
ერთი თუ ჩუმჩუმად კვლავაც ეწევა რელიგიის მსახურებას, ჩუმ-
ჩუმად ნათლავს ბავშვებს, – როგორც მაგალითად მამა ლუკა
და მნათე, – და ხალხს სახარების მცნებებს უქადაგებს, მეორე
და მესამე ან მათი შვილი შეიძლება იყოს, ან ცოლი, ან დედა, ან
ნათესავი... ანუ, ამ წესებისა და კანონების ენით რომ ვთქვათ,
"ოჯახის წევრი", და რაც მართალია, მართალია, ყოვლად საშიში
ელემენტი, – რადგან ნათესაურმა კავშირმა შეიძლება კაცს თავ-
გზა აუბნიოს, რევოლუციური პათოსი მოუდუნოს, კლასობრივი
შეგნება შეურყიოს და ბურჟუაზიის მსახურად აქციოს. ცხადია, ეს
კანონები სანიმუშოდ გამჭრიახი და ეშმაკობით გატენილი ადა-
მიანების მოგონილი იყო. ოღონდაც! აიღო და მიხვდე, რო დანა-
შაული საყოველთაო და ყოვლისმომცველია! აიღო და მიხვდე,
რო შენი ქვეყნის, შენდამი რწმუნებული ქვეყნის ყოველი მოქა-
ლაქე, ახლად დაბადებული ბავშვით დაწყებული, მიხრწნილი და
დავრდომილი მოხუცით დამთავრებული, ყველა შეიძლება და-
ნაშაულში ამხილო! ალიოშა ფიქრობდა, რომ თანასწორობა
სწორედ ამაში მდგომარეობდა, თანასწორობის პრინციპი ჩვენი
ქვეყნისა სწორედ ეს იყო! ამხილო არა მხოლოდ ცოცხლები,
არამედ გარდაცვლილნიც, ერთ დროს თავისი საქმიანობით ქვე-
ყანას რო აზანზარებდნენ და ბრიყვი ხალხი თავის წინამძღო-
ლად აღიარებდა, – ილია ჭავჭავაძე! მეტი თანასწორობა რაღა
იქნება?! ილია ჭავჭავაძე დაგმობილი და მხილებულია, რო-
გორც რევოლუციის მტერი და თავადაზნაურობის იდეოლოგი.
აგერ სკოლაშიაც აკრძალეს! აი, როგორია ჩვენი თანასწორობა,

421 მკითხველთა ლიგა


ნებისმიერ დროს ყველა შეიძლება ამხილო დანაშაულში!
დიახაც რო, ჩვენა ვართ რაცა ვართო! – ჯონდოს ხშირად უყვარს
თქმა, – ჩვენს მხრებზე დგას ეს ქვეყანაო, ჩვენს ალღოზე, ჩვენს
სიმამაცეზე და ჩვენს თავგანწირვაზეო! ერთხელ აკი ნაქეიფარმა
ისიც კი თქვა: ლენინიც რო გაცოცხლდეს და ადგეს, ტყუილია
ჩვენი ორგანოების მახვილის გარეშე ვერაფერს გახდებაო, სო-
ციალიზმს ვერ ააშენებსო, ამოდენა მტერსა და დუშმანს ვერ
ამოძირკვავსო! ჯონდო! იგეთია, აუცილებლად მაღლა-მაღლა
წავა, ალღო ააქვს იმისთანა უტყუარი, ნამდვილი მონადირის გე-
ში და ალღო, შამბნარში ჩაკარგულ კვალს შენიშნავს, ვერავინ
წაუვა იმის მახვილ მზერას... ჯონდო, ძმაო, ვინა მყავს – არა არა
"ვინა მყავს" კი არა, ვინ მყავს, ჰოდა – ჯონდო, ძმაო, ვინ მყავს
მე შენზე უკეთესი, შენზე საყვარელი, გადავწყვიტეთ რაა, გეპა-
ტიჟებით სახელის დარქმევაზე, – არავითარ "ნათლობაზე", –
გვინდა, შენ იყო სახელის დამრქმევი, გვინდა, რაა, შენი სახელი
დაარქვა ჩვენს პატარა ბიჭსა და შენი შნო და მარიფათი დაანათ-
ლო... – აქ კი მეტი გზა არ არის, "დაანათლო" უნდა უთხრას.
ჯონდო გაიცინებს თავისი მოხდენილი სიცილით, ტყუილია,
იმისთანად სიცილი არავის არ უხდება, მიმონოსავით თვალები
შუქით გაევსება... მიდი და გაამტყუნე ქალები, ზედ რო ეხვევი-
ან... ისაო, ამ თქვენ თელავშიო, ამ ჩვენს კახეთშიო ქათამი არ
დამრჩენია, კურტუმზე ხელი არ მომესვას და კბილი არ გამეკრა-
სო და მავანი და მავანი ქალი ვითომ ვინ არისო?! – თან ჩაიცი-
ნებს თავისებურად... მარტო ქალი რასა ჰქვია? ადამიანის ბედის
გამგებელი ვართო, აი, ვინა ვართო, ჩვენ, ჩეკისტებიო! სადღეგ-
რძელოებში ესეც უთქვამს, ჰოდა, ჯონდო მაღლა-მაღლა წავა და
ალიოშაც მის ადგილს დაიკავებს, იმიტომა რომა ვერავისა ხე-
დავს თავისზე უკეთესს, უკეთესები ვინც იყვნენ, წავიდნენ, აგეე,
სამწუხაროა, მაგრამ ალიოშასთვის კი კარგად გამოვიდა, ხვთი-
სო ქიბიშაური, ჩეკისტი და რა ჩეკისტი, 24-ში მოკლეს, იმისი ამ-
ხანაგი კიდევ, გიგა ღელეღუტაშვილი თბილისში წაიყვანეს.

422 მკითხველთა ლიგა


ალიოშას ჯონდოს მომავალ ნათლიობასთან ერთად ესიამოვნა
ხვთისოსი და გიგას გახსენება, ერთბაშად ისეთი სიამე იგრძნო,
ძალის მოზღვავების, სიცოცხლის სისავსის სიამე, თითქოს მოკ-
ლული ხვთისოს დაუხარჯავი ძალ-ღონე, ალღო და მარიფათი
მას უნდა შემატებოდა, თითქოს ახლად დაბადებული პირმშო სა-
ნიმუშო და სახელოვანი კაცი უნდა გაზრდილიყო და, რა თქმა
უნდა, ეს რთული და სასტიკი კამპანია კოლექტივიზაციისა სრუ-
ლი გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო. ასეთ დროს, როცა
კარგ გუნებაზე იყო, როცა განსაკუთრებით აშკარად და თვალ-
ნათლივ ხედავდა, ბედი როგორ უღიმოდა, ბედი როგორ უკრე-
ჭავდა კბილებს, აი, ამ დროს ეუფლებოდა ადამიანთა მიმართ,
მოწინააღმდეგეთა მიმართ რაღაც თავისებური კეთილგანწყო-
ბა... მაშინ ეუფლებოდა სურვილი არა დასჯის, არა გამათრახე-
ბის, არა სულის ამოხდის, არამედ... გადმობირების... ხელის
გაწვდისა და ნდობის გამოცხადების... მართლა ასეც ხომ არ
არის საქმეო, მართლა ყველა მტერი ერთნაირი ხო არ არისო,
ადამიანია ყველა, ადამიანი ყველა სხვადასხვანაირიაო, ყურ-
მოკრული სიტყვები ლენინისა, აგიტსემინარებზე გაგებული "ნა-
ბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთო", გაახსენდებოდა და სა-
მოქმედოდ მოიმარჯვებდა.
აი, სწორედ ამ განწყობილებით დააწკარუნა ზარი და სპირი-
დონას შემოსვლა ბრძანა. სპირიდონა, შეიძლება ითქვას, კი არ
შემოვიდა, შემოლასლასდა, თავის კანტურით წამოვიდა და
ალიოშას მითითებულ სავარძელში ჩაემხო. არ ესიამოვნა, ეგო-
ნა ჩაიკარგა.
– რა ამბავია, ძია სპირიდონ, გახდებოდით კარგად და იგრე
მოხვიდოდით... ფერი აღარ გადევთ... – და ალიოშამ გრაფინი-
დან ჭიქაში წყალი ჩამოასხა და სპირიდონას მიაწოდა.
– დრო არ იცდის... – ჩავარდნილი ხმით ამოთქვა სპირიდო-
ნამ და წყალი მოსვა.

423 მკითხველთა ლიგა


– თანაცა მარტო რო წამოსულხართ, ვერ წამოიყოლეთ
დეიდა ევა, ხო იცით, ციება რა ოხერია...
– არ მინდოდა... არა. არავისი წამოყოლა...
– ისევ ისეთი ლამაზია? დიდი ხანია აღარსად შემხვედრია...
დედაჩემი შაშიანიდან რო ამომიყვანდა ძია გიგოსთან, თქვენი
დუქნის მოპირდაპირედ, ვყარაულობდი ხოლმე დეიდა ევას, ერ-
თი თალია ხო სადილი მოჰქონდა დუქანში და მივეტუზებოდი
ფანჯარას, რო დამენახა... საწყალ დედაჩემს გულს ვუსიებდი.
რატო შენც დეიდა ევასავით ლამაზი არა ხარ-მეთქი... მთელი
მედუქნეებიც კარებებს მოაწყდებოდნენ ხოლმე... – და
ალიოშამ სიამოვნებით გაიცინა, – ხო გახსოვთ, ძია სპირიდონ,
რამდენჯერ პურიც გიჭმევიათ ჩემთვის.
სპირიდონას (თუმცა ის კიდევ უფრო ცუდად გრძნობდა თავს,
ამ ავადმყოფობაში მეტისმეტად გაუფაქიზდა სმენა და ყნოსვა,
ვეღარავითარ სუნს ვერ იტანდა, აქ კი ფეხებისა და გაუფლილი
ჩექმების მძიმე სუნი იდგა და თან ღრჭიალის ხმა ისმოდა, თით-
ქოს შუშას ჭრიანო) ესიამოვნა ალიოშას გულღია ლაპარაკი,
ცხადია, არა ევას სილამაზის გახსენება, არამედ კეთილგანწყო-
ბილი, შინაურული კილო. თითქოს შიგნით კვანძი გაეხსნაო,
გულს მოეფონა, რო ეს ამოდენა კაცი, რაიონს რო აზანზარებდა,
აეგრე ბალღობის მოგონებით ელაპარაკებოდა, და არა მარტო
ბალღობისა, მნათეც გაიხსენა, შეცოდებითა და გულის მიმტკივ-
ნებით:
– ის ხო კლასობრივი მტერი არც შეიძლება ყოფილიყო, იმი-
ტომა რომა ჩვეულებრივი ადამიანი ხო არ იყო, კაცო, თუმცა
მთელი სიცოცხლე ეკლესიაში იყო… აუცილებლად დავახვრეტი-
ნებდი იმ ბიჭებს, იმ გაუგებლებს იმათ, მაგრამ ქვეყანა ჩვენ გვი-
ყურებს, ძია სპირიდონ და არ ივარგებდა, ეკლესიის მსახურის-
თვის თავი გამოიდოვო, იტყოდნენ. ფეხებში ჩამივარდნენ, გვა-
პატიეო, კარგა წავუთაქე და ჭიტლაყებიც მივაყოლე, გული ამი-
დუღდა, გული, იგეთი რამეები მითხრეს, ის ხო ჩიტებს აჯავრებ-

424 მკითხველთა ლიგა


და და ოღონდ ხატს ნუ წამართმევთ, ჩიტებს დავაჯავრებო. აჭიკ-
ჭიკეს, თურმე აჭიკჭიკებს ხან რას დააჯავრებინეს, ხან რასა და
მერე მოსთხოვეს: აბა! ეხლა ფასკუნჯს დააჯავრეო.… ჰოდა, ვე-
ღარ დააჯავრა ფასკუნჯს... დამარხვაზედაც ვერ მოვედი, ძია სპი-
რიდონ, უნდა მაპატიოთ.
– მადლობთ, ალიოშა, თანაგრძნობისათვის, მადლობთ... ეხ-
ლა გამომიწოდე ხელი და ის რაც იყო, იყო, ეგეთი დრო მოვიდა,
რას ვიზამთ...
– უნდა გამოგიწოდოთ ხელი, მაშ, აი, გიწვდით კიდეც, გიწ-
ვდით...
ისევ გაიცინა ალიოშამ, მაგიდაზე გადმოიწია და სპირიდონას
ხელი გამოუწოდა. სპირიდონა სავარძელში შეირხა, შეტორ-
ტმანდა, როგორც იყო აიღო თავისი დამძიმებული ხელი და მა-
გიდას გადააყრდნო. გაზეთი ჩამოვარდა, გამოჩნდა ემალატკე-
ჭილი ტაშტი, შემღვრეული წყალი და ალიოშას დიდი, შიშველი
ფეხები, ტაშტის კიდეზე ჩამოლაგებული. სპირიდონა შეკრთა,
გულზიდება იგრძნო, ალიოშას უღონოდ ჩამოართვა ხელი, ისევ
დასწვდა ჭიქას და წყალი მოწრუპა.
– რა ცხელი ხელი გაქვთ, ძია სპირიდონ, მართლა რო დრო
არ იცდის, სანამ თქვენ მეტყოდეთ, მე გეტყვით, ხო ვიცი, არაა,
რაც გაწუხებთ, დუქანი რო ჩამოგართვეს და შავსიაში შეგიტა-
ნეს, ხო ეგრეა არაა?
– ეგრეა... ეგრეა, – ამოიკვნესა სპირიდონამ, – სანამ სიცხე
ამიწევს, უნდა მოვასწრო და გითხრა – ცნობაა საჭირო, ცნობა,
ბიჭისთვის, უნივერსიტეტიდან რო არ გამორიცხონ, სოცმდგო-
მარეობის ცნობა... ამისთვისა ვარ მოსული, აი, ამასა გთხოვ.
– ო შავსიელი არა ხართ?!
– ვინ მოიგონა, კაცო, ეს საზიზღარი სიტყვა, ვინა! – ამოიგმი-
ნა სპირიდონამ, – უნდა ამომშალოთ შავსიიდან... ხო ჩამომარ-
თვეს დუქანი, წინააღმდეგობა არავისთვის გამიწევია, პირიქით,

425 მკითხველთა ლიგა


მინდოდა, თვითონ ჩამებარებინა და უცებ მოხდა, ვერ მოვასწა-
რი...
სპირიდონას ვერაფერი გაუგია, დაუშვეს თვითონ, თვითონვე
აუქმებენ, თავიანთი ნებაა, თვითონ უკეთ იციან, სოციალიზმის
მშენებლობისათვის რა უფრო აუცილებელია, მაგრამა ეს სა-
დაური ამბავია, გამოგიყენეს ეკონომიკისათვის და ეხლა სანაგ-
ვეზე უნდათ გადაგაგდონ, ჩამოგართვეს, ცარიელზე დაგსვეს და
თან გამცირებენ...
– კლასთა ბრძოლაა, ძია სპირიდონ, გააფთრებული კლასთა
ბრძოლა, ხო უნდა იცოდეს ხალხმა, ვინ არის კლასობრივი მტე-
რი, რას იზამთ, აბა, ეგრეა, და...
– მერე ჩვენა ვაართ კლასობრივი მტრები, სადაური კლასობ-
რივი მტრები ვართ, სადაური...
ისეც გასავათებულს კინაღამ სული შეეხუთა და ასე ეგონა,
ავადმყოფობა კი არა, ახლა ეს უსამართლობა უხუთავდა სულს.
ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, თურმე იმიტომ მოხდა რევოლუ-
ცია, რო საბოლოოდ დაესამარებინა თავისუფლება, საბოლოოდ
ბორკილები დაედო ხალხისათვის და ხან ვინ გამოეცხადებინა
კლასობრივ მტრად და ხან ვინა...
– სადაური და იქაური, ძია სპირიდონ, რო არამცთუ თქვენით
ჩააბარეთ დუქანი, არამედ დუქნის საქონელიც გადამალეთ,
ჩვენ ხო ყველაფერი ვიცით, არაა, ყველაფერი ვიცით, და ცნობა
ცნობაო რო ამბობთ, აბა, ვინ მოგცემთ ეგეთ ცნობას, ვინა... ძა-
ლიანაც გული შემტკივა, მაგრამა, რო დავურეკო და ვთხოვო კი-
დეც პირადად, სადაც საჭიროა, არ მეტყვიაან, ვის ექომაგებიო,
რადაო და რისთვისაო? რა წითელი კოჭიაოო? – და ალიოშამ
შეწუხებული კაცივით ხელები გაშალა.
– მეე... – ამოიხრიალა სპირიდონამ და ბოღმისა და დაძაბუ-
ლობისაგან ყელის ძარღვები დაებერა, – წითელი კოჭი ვარ, აი,
სწორედაც წითელი კოჭი ვარ, აი, ნახე, ნახე შენი თვალით, არა-
ვინ რო ბაიბურში არ იყო აქა, მე რეებსა ვწერდი, რაში ვიღებდი

426 მკითხველთა ლიგა


მონაწილეობასა, არჩილის მარჯვენა ხელი ვიყავი, ეგრე კი არ
არის, დრო არ იცდის, თორემ... თან ეს ოხერი ციება გადამეკი-
და, – წავიდოდი ქალაქში, არჩილსა ვნახავდი და ყველაფერსაც
მომიგვარებდა...
სპირიდონამ ხალათის ჯიბიდან გაზეთი "ბრძოლის" ძველ-
თაძველი ნომერი ამოიღო. გაშალა და ალიოშას მაგიდაზე
დაუდო, ისევ მოჰყვა ჯიბეების ქექვას, აი, ეს პროკლამაციაც, გა-
ნა ადვილი იყოო ეგეთი პროკლამაციების გავრცელება, რამდე-
ნი ხიფათი უნახავს, რამდენი პანღური მოხვედრია, ერთხელ
წისქვილში რო არ შეესწრო, იქნებ ცოცხალიც აღარა ყოფილი-
ყო, ეგეთი წარსული ააქვს, ნუთუ ერთი ცნობის ღირსი აღარ
არის... ძლივს სუნთქავდა, სული ეხუთებოდა და მაინც ლაპარა-
კობდა, გამხდარ, ძარღვებამოყრილ, მიტკალივით ხელს გულზე
იჭერდა და ლაპარაკობდა...
– კარგი, ძია სპირიდონ, კარგი... – ალიოშამ ტაშტი აიღო,
წაიღო და პირსაბანში ჩაღვარა, მერე წინდები და ჩექმები ჩაიც-
ვა, ისევ დახედა გაზეთსა და პროკლამაციას და სინანულით აღ-
სავსე კილოთი წარმოთქვა: – რა სტაჟი, რა სტაჟი პარტიისა?!
ოქროს ზოდი გეჭიროს და წყალში გადაუძახო! მაშ, მოსაკლავი
არ არიი, ვინც აეგეთ გზას აგაცდინათ, ძია სპირიდონ?!
სპირიდონას გულმა რეჩხი უყო, საითკენ გამიკრა სიტყვაო,
ცნობაზე კი არაფერს მეუბნებაო.
– რა გზას ავცდი, – იუარა მაშინვე, – მეე ტაქტიკა შევიცვა-
ლე, აბა, ჩვენი უჯრედის წევრებიდან აქ აღარავინ არი, თორემ
შეეკითხებოდით, რამდენს ვეხმარებოდი, რევოლუციის საქმეს
ნივთიერად როგორ მხარში ვედექი...
ალიოშამ ახლა უკვე წარბი აწკიპა:
– ძია სპირიდონ, რა ვქნა, პირდაპირ უნდა გითხრათ, რომა
მაგ ყველაფერს იმ შემთხვევაში ექნებოდა ფასი, თუკი ეხლაც
რაღაცა გზას დაადგებოდით, განახლებული ცხოვრებისა და სო-
ციალიზმის მშენებლობის გზას, პარტიის გენერალურ ხაზს, თუკი

427 მკითხველთა ლიგა


რევოლუციის მონაპოვარს დაიცავდით, მაშინ მეც რაღაცა მეთ-
ქმოდა, მეც შემეძლო, უკან არ დამეხია, წინააღმდეგ შემთხვევა-
ში წარსულ რევოლუციონერობას, რომელსაც რო უღალატეთ,
ეხლა რა აზრი აქვს? ხო აშკარაა, რო დუქანი უფრო გეტკბილე-
ბოდათ პარტიაზედაცა და რევოლუციონერობაზეც და ეხლა კი-
დე პირადი მიზნებისთვინა გსურთ გამოიყენოთ? არ მეტყვიან,
წვრილბურჟუაზიულ ელემენტს ხელს აფარებო, და რადაო და
რისთვინაო, თუ შენც მაგათ სულისკვეთებას არ იზიარებო?! ცეც-
ხლი უკიდია ქვეყანას, ათასი თვალი გვიყურებს, ეგრე კი არ
არის!
– შვილი რა შუაა, ალიოშა, შვილი რა შუაა, ის ხო სტუდენ-
ტია, კაცო, რა უფრო წაადგება ქვეყანას, გამაგებინე, ისწავლოს
გიგლამა თუ უსწავლელი დარჩეს! მირჩევნია აეგ ნაგანი დამ-
კრა, მირჩევნია, ცარიელს კი ნუ გამიშვებ აქედან, ალიოშა, ნუუ!

საშინელი თავის ტკივილი იგრძნო, საფეთქლები უცემდა, თავ-


ბრუ ეხვეოდა, თვალებიც ისე აუჭრელდა, გადაქანდა, სავარ-
ძლის ზურგს მიეყრდნო, ღრჭიალის ხმა კიდევ დროდადრო ისე-
თი ძალით ჩაესმოდა, თითქოს შიგ ყურში უმტვრევენ შუშებსო.
მართალი იყო მიტრო, მართალი, დაუმარხავი მკვდარი გეგონე-
ბათო, რო უთხრა. ერთი თალია კიდევაც შეეშინდა ალიოშას,
ემანდ აქვე არ გააცხოს სულიო, ისე იყო გადანათებული და
მკერდიც ისე აუდ-ჩაუდიოდა, ამ ლაპარაკის შემდეგ ხო სულს
ვეღარ ითქვამდა, შვილიო, შვილიო, ამბობდა და მართლაც ჩან-
და, ძირითადად შვილისთვის აიხვეწა ლოგინიდან, რის ვაივაგ-
ლახით შეკრიბა თავისი დარღვეული ნაწილები და ბედის საძებ-
ნელად დაადგა გზას. უყურებდა ალიოშა ამ შვილისათვის თავ-
განწირულ მამას და სულ უფრო უმტკიცდებოდა გადაწყვეტილე-
ბად ქცეული სურვილი, რომ თავისი ახლად დაბადებული ვაჟი-
სათვის, რომელიც მოესწრება არათუ სოციალიზმის აყვავებას,
არამედ კომუნიზმს, რომელიც ასახელებდა სამშობლოსა და

428 მკითხველთა ლიგა


მშობლებს, თავისი პატარა ჯონდოსათვის მიერთმია არა მხო-
ლოდ ჩითები და ბამბაზიები, ემალის ლამაზი ტაშტი და საჩხარუ-
ნებლები, მიერთმია არა მხოლოდ მატერიალური საჩუქრები,
არამედ მიეძღვნა იდეური ნობათი, ჩვენი დიდი ეპოქისათვის შე-
საფერისი, რასაც საგანივით ხელში ვერ დაიჭერ, ვერ ჩაიცვამ
და ვერ დაიხურავ, გემოს ვერ ჩაატან, მაგრამ რაც ყველაზე უფ-
რო მნიშვნელოვანია, მიეძღვნა ერთი ეული სული, სწორ გზაზე
დაეყენებინა, აი, ეს მისიკვდილებული ადამიანი და მისი სა-
შუალებით ახლად ფეხადგმული კოლმეურნეობისთვისაც შეემა-
ტებინა ისეთი ოჩანი ხარი, როგორიც ამ კაცის სიმამრი მაწია
იყო, თავისი ცხვარ-ძროხითა და ფურ-კამეჩით. ამ ეგრეთ წოდე-
ბულმა იდეურობამ რაღაც თავისებური თვალთმაქცობა ასწავ-
ლა ალიოშას, ის ახლა თავის თავსაც არ უტყდებოდა, თუ რამ-
დენს ისარგებლებდა ან სპირიდონას გადამალული საქონლით
და ან მაწიას ცხვარ-ძროხით. თუმცა ისიც კი სათქმელია, პირ-
ველ რიგში ალიოშა მათ მოქცევასა და სწორ გზაზე დაყენებაზე
ფიქრობდა. ეს კი ხშირ შემთხვევაში დროსა და ლაილაის მოით-
ხოვდა, ზოგი მაინც ისე გაჯიუტდებოდა, რამდენი რწმუნება, ჩი-
ჩინი და მუქარა იყო საჭირო, რო გადმოგებირებინა, შენ სამსა-
ხურში ჩაგეყენებინა და დამსმენად გექცია. ხან რას იგონებდნენ,
ხან რასა, ესაო, ძილში ლაპარაკი ვიციო, და არა ვარ პასუხის-
მგებელიო, ესაო, ცალი ყურით ყრუ ვარო და მეორითაც კარგად
არ მესმისო, ერთმა თავხედმა კი ისიც გაბედა, რომ უტიფრად
თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: ეგეთი პატივსაცემი საქმის
ღირსად თავი არ მიმაჩნიაო, დაიხურა ქუდი და წავიდა. ვიღაც--
ვიღაცები კი, რა თქმა უნდა, თანხმდებოდნენ, ბოლოს-ბოლოს
თანხმდებოდნენ. ეს საწყალი სპირიდონაც ძალიან იყო გამწა-
რებული, თანაც ყოველმხრივ, და ალიოშას სწორედ ამისი იმე-
დი ჰქონდა და ალბათ არც ტყუილად.
– შუშაბანდში შუშებსა სხამენ, აქვე და იმისი ხმაა, ჭრისა და
მსხვრევისა, ეტყობა შეგაწუხათ ამ ხმაურმა, ძია სპირიდონ, –

429 მკითხველთა ლიგა


თქვა ალიოშამ და სიცილით დაამატა: –მე კი იგრე ვარ შეჩ-
ვეული აყალმაყალსა და წიოკობას, ვერც კი ვერაფერს ვამჩნევ,
აი, ეხლა ყურზე ხელი რო მიიდეთ, მაშინღა მივაქციე ყურადღე-
ბა...
– კაცო, რა სიტყვას ბანზე მიგდებ... – ამოიხრიალა სპირი-
დონამ, – ჯანდაბას ყველაფერი, ვაარ შავსიელი და ვიყო!
ოღონდ ცნობა გამიხერხე, რა იქნება, უნივერსიტეტში ამის
კვლევას ხო არ დაიწყებენ, ცნობა თუ ექნება ბიჭსა. დიდი რამეაა
ერთი ცნობა, დიდი რამეააა, პატივისცემა ჩემზე იყოს, არ დაგე-
კარგება, არა...
ალიოშამ მაგიდას ხელი დაჰკრა: რაებს მიბედავო, ყალბ
ცნობასა და ქრთამსო? საწყალი სპირიდონა, ისეც ჩაკარგული
სავარძელში, სულ მოიღვენთა და თავი მოწყვეტით ჩაქინდრა.
მაგრამ თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ალიოშას გაბრაზე-
ბის მიუხედავად, არცერთი წუთით არ უფიქრია ფარ-ხმალის
დაყრა, სიკვდილი ერჩია აქედან უარაფროდ წასვლას. მოუსვენ-
რობამ მოიცვა, რადგან გრძნობდა მთელი თავისი მოღვენთილი
არსებით, რომ დრო არ იცდიდა, სადაც არის დაეწყებოდა შეტე-
ვა, დაიწყებდნენ თარეშს ის ოხერი, თვალით უჩინარი არსებები
გასამრავლებლად, და გამრავლდებოდნენ კიდეც... და მერე
როგორ, მილიონობით და იმათი სიკეთე სპირიდონასთვის სიც-
ხე, ბოდვა და მთავარცნების დაკარგვა იყო. მუხლებზე უმწეოდ
დაყრილ ხელებს დახედა და ხელისგულებს ისე ჩააცქერდა,
თითქოს უნდა დაენახა როგორ დათარეშობდნენ სისხლში, შიგ-
ნით ის ყაჩაღები... ვაი და ვაი, რა მოსწრებაა ცხოვრება... მოს-
წრება... სიბნელიდან შემოგაგდებენ საჭიდაო მოედანზე... გაჭი-
დავებენ და გაჭიდავებენ... რამდენი სარმა, რამდენი მოგვერდი,
რამდენი ჯმუჯნა, რამდენი წამოჩოქება... ბოლოს კი ისეთი ფა-
ლავანი გამოვა, ისეთი მოჭიდავე, დაგცემს, გაგშხლართავს ბე-
ჭებზე, შეგინებულს და გაუპატიურებულს ამოგხდის სულსა და
ისევ სიბნელისაკენ გაგაქანებენ... ვინ იცის, ვკვდებიო, – შეში-

430 მკითხველთა ლიგა


ნებულმა გაიფიქრა, – დარჩება ბიჭი უცნობოდაო, მკვდარ შავ-
სიელს მაინც შავსიელად ჩასთვლიან ეს მუდრეგებიო. მაშინვე
თავი აიღო, დაყვლეფილი თვალებით შეხედა ალიოშას და, რამ-
დენადაც ძალღონე ნებას აძლევდა, შეღაღადა:
– ალიოშა, ჩემო ალიოშა, რადგანაც ჩვენ იგეთ ქვეყანაში
ვცხოვრობთ, რომა მთავარი კლასობრივი შეგნებაა, და არა კა-
ნონი, გამოდის, რო ადამიანის ბედი მეორე ადამიანის ხელშია.
ჰოდა, შენა ხარ ეს მეორე ადამიანი, შენ ხარ, შენა... შენ ხელშია
ჩემი ბედი, ჩემი შვილის მომავალი. შენ ყველაფერი შეგიძლიან,
თუ მოიწადინებ, ერთი ფარატინა ქაღალდი რაღაა და მეც რო
ხელი გამოვიღო, მეც რო დაგიფასო ამაგი, რად უნდა გამიბრაზ-
დე, რადა, მამისტოლა კაცსა...
ალიოშა მაგიდაზე გადმოიხარა, სპირიდონას თვალი თვალ-
ში გაუყარა, სახეში ჩააცქერდა, თითქოს ვარაუდობს, ვუშველო
თუ არ ვუშველოვო, სპირიდონამაც შეაგება მზერა. საშინელი
თვალები ჰქონდა... თითქოს იმ ქვეყნიდან უყურებსო... და
ალიოშას უცებ გაახსენდა, ბოლო აგიტსემინარზე ლექტორი რო
ამბობდა უკლასო საზოგადოების შესახებ, კომუნიზმის დროს
რო აღარაფერი არ იქნებოდა, აღარც ექსპლუატაცია, აღარც
კლასები, აღარც ანტაგონიზმი, აღარც სახელმწიფო და აღარც
ფული და ადამიანის ბედნიერებას საზღვარი არ ექნებოდა. მაგ-
რამ შორს იყო უკლასო საზოგადოებაზე ფიქრი და ოცნება, ჯერ
დიდი ბრძოლები იყო გადასატანი, ჯერ ცხრაპირი ტყავის გადაძ-
რობა იყო საჭირო და თავით მარილის ნაყვა… და დაუნანებლად
სმა კლასობრივი მტრების სისხლისა. მაგრამ ალიოშას ფიქრიც
უყვარდა და მონანური გულიც ჰქონდა. როცა ფიქრობდა იმ შო-
რეულ, ბედნიერ ადამიანზე, უნდოდა წარმოედგინა, მართლა
ბედნიერი შეიძლება ყოფილიყო თუ არა, და ვერა და ვერ წარ-
მოიდგენდა ხოლმე. ის კი არა, რომ კომუნიზმი არ დადგებოდა,
რა თქმა უნდა, დადგებოდა, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებდა მსოფ-
ლიო პროლეტარიატი, მაგრამ ნუთუ ისე გამოიცვლებოდა ადა-

431 მკითხველთა ლიგა


მიანი, რომ აქაოდა კომუნიზმია, აღარაფრად ჩააგდებდა
სნეულებას, სიბერესა და სიკვდილს, ჩირად აღარ მიიჩნევდა ღა-
ლატსა და განშორებას?! ადამიანი ხომ მოკვდავიაო, ფიქრობდა
ალიოშა, და ამას, აბა, რა ეშველებაო?! აი, ასეთი ფიქრები იპ-
ყრობდა ამ ბოლო სემინარის შემდეგ და ახლაც, სპირიდონას
რომ უყურებდა, ხედავდა მის ჩაცვივნულ ყბებსა და ჩაბნელე-
ბულ მზერას, ესმოდა მისი სასოწარკვეთით სავსე, ჩახრინწული
ხმა, გრძნობდა მის უბედურებასაცა და მოკვდავობასაც, მთელი
გულით უნდოდა დახმარების ხელი გაეწოდებინა მისთვის. ბავ-
შვობაში ძალიან მოსწონდა, მოსწონდა მისი ახოვანი აღნაგობა,
ჩექმებში გამოკვალთული წერწეტა ფეხები... სახე, მართალია,
პირქუში ჰქონდა, მაგრამ სიცილი როგორ შვენოდა! გაუცინებდა
ალიოშას და ხელში კანფეტს ჩაუდებდა. თან რა ღონის პატრონი
იყო?! იობი რო იობია, ხარაზი იობი, ყველას რო სჯობნიდა
მკლავის გადაწევაში, სპირიდონას ხელს ვერა და ვერა, ძვრას
ვერ უზამდა, ერთხელ რა არის, ერთხელაც ვერ დაამარცხა.
– ძია სპირიდონ, თქვენი ჯან-ღონის პატრონს ეგრე რო გხე-
დავთ, პირდაპირ გული მტკივა, – თქვა ალიოშამ და სინანულით
თავი გადაიქნია, – ტყუილია, ფეხზე უნდა დაგაყენოთ... წეღან
ცოტა გაგიბრაზდით, მაგრამა როცა გაიგებთ, რას გიპირებთ,
მადლობას მეტყვით... ბედმა გაგიღიმათ, ამ დროს რო მოხვე-
დით. მამა გავხდი, სამი დღისაა ჩემი ბიჭი, ჰოდა, არ მინდა, არა,
ხელცარიელი გაგიშვათ... მაგრამ, ხო იცით, ხელი ხელს ჰბანს,
მარტო მეე, მეეს, ძია სპირიდონ, თხა იძახის, ჰოდა, თქვენ ჩვენა
და ჩვენ თქვენა, გაიგეეთ?
– ეგ... როგორ გამოდის... – ძლივს გასაგონად ამოიკნავლა
სპირიდონამ, რადგან მას თავის ტკივილმა კიდევ უფრო უმატა
და ეგონა, ხმას ძალა რომ დავატანო, აქ დარჩენა გაუსაძლისი
გახდებაო.
– როგორ და ისე, ძალიან კარგად...

432 მკითხველთა ლიგა


და მართლაც ალიოშამ დიდებული გეგმა დაუსახა სპირიდო-
ნას. ჩამორთმეულ დუქანში მშვენიერ მაღაზიას გახსნიან, ან სა-
სურსათოს, ან საფუნთუშეს, და ისევაც სპირიდონას დააყენებენ
ნოქრად. რას ჰკარგავს? დუქანს ვერ გაყიდის, მაგრამ გაყიდვას
ხო არცა ფიქრობდა? მიწის გადასახადი არ ექნება და არაფერი.
მართალია, გეგმა ექნება და შეიძლება იმდენი შემოსავალი აღა-
რა ჰქონდეს, მაგრამ ტკბილ პურს მაინც შეშჭამს, ოჯახს შეინა-
ხავს.
– გადამალული საქონელი კიდევ, ძია სპირიდონ... ვითომ
წინა დღეებში გაძარცვეს დუქანი და პირწმინდად წაიღეს ყველა-
ფერი, – თქვენ თვითონ მოიხმარეთ... აბა, როგორი სიტყვაა?!
გიგლასაც, არ დავუშვებთ, რო გამორიცხონ უნივერსიტეტიდან,
მართლა ცოდო არ არიი ახალგაზრდა კაცი, ადგე და გზა გაუმ-
რუდო?! ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიან, ძია სპირიდონ, თქვენ
ხათრიჯანად იყავით! გული დაიმშვიდეთ!
სპირიდონა წამოყელყელავდა, დაეჭვებით შეხედა ალიოშას,
მართალს ამბობს თუ მეხუმრებაო. ალბათ ყალბ საბუთებს
გააფორმებენ წინა რიცხვით, დუქანს კოოპერატივს მიჰყიდიან,
ფულს ჯიბეში ჩაიდებენ და მე კიდევ ხელს მომაწერინებენო. ეს
კი მერე მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ახლა ალიოშა სხვა რამეს
უმიზნებდა და სპირიდონამ აკანკალებული ხმით ისევ რომ
ჰკითხა – მაშ, ცნობას მომცემთო? – ალიოშამ გაიცინა და ხელი
გამოუწოდა, რა თქმა უნდა, ცნობასაც ნამდვილად გაგიხერხებ-
თო, ოღონდ... ოღონდ... გაჟეჟილს გატეხილი სჯობია, ჩვენი
აგენტი უნდა გახდეთო. და ალიოშამ, სანამ სპირიდონა გულის-
ხმაში ჩავარდებოდა და ყბას გასძრავდა, ისეთი შთაგონებით
დაიწყო ლაპარაკი, გეგონებათ, პოლიტმეცადინეობაზე გაკვე-
თილს აბარებსო, ლაპარაკობდა კაპიტალისტურ გარემოცვაზე...
ლაპარაკობდა გამწვავებულ კლასობრივ ურთიერთობებზე, რო-
ცა ძველი ჯერ კიდევ ვერ ჩაბარდა მწარე წარსულს, რადგან ადა-
მიანთა შეგნება დაბანგულია ბურჟუაზიული ბანგით... ლაპარა-

433 მკითხველთა ლიგა


კობდა სოციალიზმის მშენებლობაზე, ანუ ქალაქად ინდუს-
ტრიალიზაციასა და სოფლად კოლექტივიზაციაზე... ლაპარა-
კობდა ერთგული, თავდადებული კადრის საჭიროებაზე, რადგან
კლასობრივ მტერს არა სძინვს, კლასობრივი მტერი ფხიზლობს
და ჩვენც უნდა დღედაღამ ჩახმახზე ვიყოთ შეყენებული... სპირი-
დონა თვალის დაუხამხამებლად, დამუნჯებულივით შეჰყურებდა
ალიოშას. სიტყვების ჯავშანში იჯდა ეს კაცი, რკინასავით
გაუვალ ჯავშანში, ასე ეგონა, თვალნათლივ ხედავდა, როგორ
იყო ჩამჯდარი ეს უბირი და გულუბრყვილო კაცი ამ ჯავშანში.
აქა-იქა ჭუჭრუტანები ექნებაო, გაიფიქრა სპირიდონამ და უეც-
რად ძველთაძველი სიტყვები ამოტივტივდა, ენაზე მოადგა და
ხმამაღლა თქვა:
– საზიზღარი! მოქალაქეთა სისხლით და ცხედრებით ცდი-
ლობს იგი, გაამაგროს თავისი საზიზღარი ტახტი! დანგრეული
სახლები, გაძარცული მაღაზიები და ტყვიების საშინელი, განუწ-
ყვეტელი ზუზუნი, – აი, რით ამაგრებს მეფის ტახტს მეფე – პა-
ტიოსან მოქალაქეთა მკვლელი.
ალიოშა ერთ წუთს შეჩქვიფდა, მერე კი ხელი ხელს შემოჰ-
კრა, ყოჩაღ ძია სპირიდონო, – შესძახა, – აბა, უყურე, როგორი
მეხსიერება გაქვსო, სწორედ როგორიც ჩვენა გვჭირდებაო. სპი-
რიდონას წარმოთქმული ტირადები დასტურის ნიშნად ჩათვა-
ლა, ახლა უკვე ლექტორის კილოს მოეშვა და საქმიანად განაგ-
რძო:
– ჰოდა ძია სპირიდონ, თან თქვენს მაღაზიაში იქნებით, თან
ჩვენთან, იქნებით გუგულივით, იგრძნობთ, რო საჭირო ხართ და
მერე როგორი საჭირო, იგრძნობთ, რო ქვეყანას ეხმარებით,
ერთადერთს მთელ მსოფლიოში, მშენებარე ქვეყანას, სო-
ციალისტურს... ეეს ძალიან დიდი მოვალეობაა, ძია სპირიდონ,
ნდობას გიცხადებთ ჩვენა, აი, რაა, ნდობას, გვინდა, ჩაგრთოთ
ცხოვრების ორომტრიალში, გარიყული რო არ იყოთ, თავი ქუდ-
ში გქონდეთ, თქვენ ეს უნდა დააფასოთ, ძია სპირიდონ, უნდა

434 მკითხველთა ლიგა


დაგვიფასოთ ეგეთი ნდობა, იმიტომა რომა მთავარი ფიქრი და
სულისკვეთებაა და თქვენ კიდევა სწორედ ფიქრისა და სულის-
კვეთების გამგებელი იქნებით და ჩვენც ამას შეგვატყობინებთ,
ვის რა ამოძრავებს, ვინ რითი სუნთქავს...
"ვირეშმაკა..." – გაიფიქრა სპირიდონამ და თავი ჩაჰკიდა, ატ-
კივებული და მერე როგორ ატკივებული თავი, სცხელოდა კი-
დეც, სული ეხუთებოდა, არ იცოდა, სიცხე უწევდა თუ ოთახში
ცხელოდა. ვინ რითი სუნთქავს? განა ამისი გაგება ძნელია? ქვაც
კი... ქვაც კი არ არის... ქვასაც ვერა ნახავ კმაყოფილსა და დალ-
ხენილს... რა საშინელ დროში მოუხდა ცხოვრება... რა მტარვალ
დროში… ჯერ იგრედაც სინდისი და სურვილი ერთ გზაზე არ
იარებიან, არც როდის არ უვლიათ, მაგრამ ეხლა ყველაფერი
გადასულია... სინდისი უკვე დაგმობილია... განდევნილია... ურ-
ტყამენ და ურტყამენ... არა, არა, ვერ წარმოუდგენია... ისინი,
ვინც მთელი სიცოცხლე დადიოდნენ სპირიდონას დუქანში, იგ-
რე შინაურულად, იგრე ახლობლურად... მუშტარი და მედუქნე
ვინ გაყო, ვინაა...
– უკაცრაოდ კი, მაგრამ... ხალათის ღილს შევიხსნი, დამცხა
ძალიან... – თქვა სპირიდონამ და ხალათის ზედა ორი ღილი შე-
იხსნა, გაოფლილ ყელზე და კისერზე ცხვირსახოცი გაისვა და
გაინიავა.
– ზრდილობაში გენაცვალეთ, ძია სპირიდონ, არც როდის რო
არ გავიწყდებათ, მაგრამა ნურც ის დაგავიწყდებათ და პასუხი
მომეცით. პასუხს ვითხოვ. მეე თქვენკენა ვარ და თქვენ ეშმაკე-
ბისკენ ნუ იქნებით, თავსაც გაიუბედურებთ და შვილსაც გზას გა-
უმრუდებთ... – ალიოშა წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა,
სპირიდონასთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო გამამხნევებლად:
– პარტიის სტაჟსაც აღგიდგენთ, ძია სპირიდონ, კაცი იქნებით
კლაპიტონისა, მამალ ბუზს მხარზე არ დაისვამთ!
სპირიდონას კი სცხელა, სცხელა, ფეხისგულებიც ეწვის, გე-
გონებათ, გავარვარებულ სილაში აქვს ჩაფლულიო... უდაბნო...

435 მკითხველთა ლიგა


უდაბნო... ისე ცხელა... ყურებიც უშრიალებს... რა არის ეს... რა
შრიალია... ქვეწარმავლების შრიალია... ქვიშაში... აგერ... ჭრე-
ლი ტყავებიც ყრია აქა-იქა... ბუდეები... ხვრელები... სავსე კვერ-
ცხებით... წ-წ-წ. იჩეკებიან... და მაშინვე სხმარტალს იწყებენ...
თვალები უჭრელდება... იგრიხებიან... ბევრნი... ბევრნი... აგეე,
ამ იდეებიდან რა გამოვიდა... დაწყობილ-დალაგებული სიტყვე-
ბიდან რა შხამიანი ასპიტი გამოსრიალდა...
– თანახმა ვარ, – თქვა უცებ სპირიდონამ, – ვითანამშრომ-
ლებ თქვენთან... თუკი ვინმეს რაიმეს შევნიშნავ, ყველაფერს
მოგახსენებთ...
არაფერსაც არ მოახსენებს, არავინ არაფერს მეუბნება და რა
უნდა მოგახსენოთო? თუკი მეტყვიან… თუკი მეტყვიან... თუკი
ვინმეს წამოსცდება სააუგო სიტყვა... ან მთავრობის ლანძღვა...
– ცნობა, ცნობა, ალიოშა, ხო თანახმა ვარ და აქედან უცნო-
ბოდ ვერ წავალ, ვერა...
წკმუილი მოისმა... ძაღლი წკმუოდა თუ ქალი? ისე საწყლად
წკმუოდა, ვინც იყო...
– ძალიან კარგი, ძია სპირიდონ, ძალიან კარგი! მაგრაამ...
ხო უნდა დაგვიმტკიცოთ, რო თქვენ მართლა ჩვენთანა ხართ,
იგრე მარტო სიტყვით კი არა, საქმით...
უჰ, როგორ გაბმით წკმუოდა ვიღაცა… გულის გამაწვრილებ-
ლად... გულიც თითქოს ბეწვზე ჰკიდია სპირიდონას... და ის
წკმუილი, ის კი არა, რომ ეცოდებოდა ის ვიღაცა, თითქოს სწო-
რედ გულის ბეწვს ეჭიდება, რო გაუწყვიტოს...
– რა წკმუილია ესა, კაცო, რა არის?
– ნუ აქცევთ ყურადღებას, ძია სპირიდონ, მაგეთებს რა გამო-
ლევს, მთელი გაკულაკებული რუსეთი მთელ ქვეყანაზეა მოდე-
ბული... ქალია, ქალი... ბოგანო ქალი... – და ალიოშამ უსიამოვ-
ნოდ გაიქნია ხელი. ო-ჰო-ჰო, როგორი სიძულვილის ჩანერგვა
შეძლეს კლასობრივი მტრის წინააღმდეგ... რა ძალები წამოტივ-
ტივდა... რა შუღლი... რა ბოღმა... რა ქიშპი... რა საქმე, რა უნდა

436 მკითხველთა ლიგა


დაავალონ სპირიდონას, რაა... თითქოს ფიქრს მიუხვდაო, მა-
შინვე საქმე რო უთხრა... საქმით უნდა დაგვიმტკიცოვო... – ეხ-
ლა გამოჩნდება, ძია სპირიდონ, მართლა ჩვენთანა ხართ, მარ-
თლა სოციალიზმისთვის გინდათ გაისარჯოთ და ხელი გა-
მოიღოთ, თუ არა. ჰოდა, მე გთხოვთ, ერთი ოპერაციის ჩატარე-
ბაში დაგვეხმაროთ, თქვენს მეტს ეს არავის შეუძლია. უნდა
გვითხრათ, სადა ჰყავს მაწიას ცხვარ-ძროხა დამალული და თვი-
თონაც სად არის!
– მაწია, კაცო, ჩემი სიმამრია! – უნებურად აღმოხდა სპირი-
დონას.
– სწორედ მაგიტომ, ძია სპირიდონ, სწორედ მაგიტომ, რო
სიმამრია და თქვენ გეცოდინებათ, აუცილებლად გეცოდინებათ,
არ გეცოდინებათ, გაგება არ გაგიჭირდებათ!
სპირიდონამ მახეში გაბმულივით დაიწყო აქეთ-იქით ყურება,
თვალების ცეცება. კარს მიაშტერდა, თითქოს ახლავე უნდა წა-
მომხტარიყო და გაქცეულიყო, სავარძელშიც შეტორტმანდა,
თითქოს წამოიწია კიდეც... ალიოშას ეცნო, ძალიანაც ეცნო ეს
მოძრაობა... კარისაკენ ყურებაც... ბევრისთვის შეუმჩნევია, ძა-
ლიანაც ბევრისთვის... აქედან გაქცევის სურვილი... და სპირი-
დონას ისე მიაშტერდა, თითქოს უნდა მონუსხოს, გათვალოს და
საძრაობის უნარი დაუკარგოსო.
– დამშვიდდით, ძია სპირიდონ, დამშვიდდით და დაფიქ-
რდით, ყველამ ყველაფერი იცის და მაწიას თქვენი წრფელი სიყ-
ვარული რო არ გამოეყენებინა და გზიდან არ აეცდინეთ, ეხლა
ცხოვრებას ქეჩოზე მოექცეოდით, დიახაც, ეგრე კი არ არის, მა-
წიაა თქვენი უპირველესი შემცდენი და გზის გამმრუდებელი, და
რა უფრო მნიშვნელოვანია, მაწიას ცხვრები თუ თქვენი შვილის
მომავალი? ხო, ტყუილია, ბოლოს-ბოლოს მაინც მიაგნებენ, მი-
წაში ხო არ ჩარეკავს თავის ფარებს და მიწის ზევით, ტყუილია
ეგ ხელიდან ვერ წაგვივა, დროის ამბავია, დროისა, და თანაც
იმისაც: რო რაც დრო გავა, მით უარესი იქნება მაწიასთვისვე,

437 მკითხველთა ლიგა


დაატოვებინებენ აქაურობას და დაუყენებენ თვალებს, ცხვრებს
კი არა, იქნებ ნაბადიც არ გაატანონ თანა. ჩაუფიქრდით,
ჩაუფიქრდით კარგად, რა უფრო გიღირთ?!
სპირიდონას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს გააშიშვლეს,
გახადეს ყველაფერი და შუა მოედანზე გამოაჭენეს. დგას შიშვე-
ლი და დაუცველი, რა ქნას, რა იღონოს, საით წავიდეს, რას მი-
აწყდეს... მაწია... მაწია... აღდგომის წინა დღეებში გადმოვიდა
სოფლიდან, სააღდგომოდ ძღვენი მოართვათ, თუ ყველი, თუ
"ვიჩინა", თუ დეკეულის ფეშხო, თუ თოხლი... ჯანგაუტეხავი ყო-
ჩაღად იჯდა თავის წითლაზე. ეთქვა თურმე სოფლის უფროსო-
ბისთვის, გვიან არის ჩემთვის ფერხულებში ჩაბმაო, მე ჩემი
ფერხულიც ჩამოვათავე, ჩემი ჩასახვნელიც ჩავხანიო, ოთხმოც-
დასამი წლისა ვარ და როგორც აქამდე მიცხოვრია, ეგრევე და-
მამთავრებინეთ ჩემი ცხოვრებაო. სანამ ცოცხალი ვარ, უც-
ხვროდ არ ვიქნები კი არა, ვერ ვიქნებიო. მოუკუპრავენ მაწიას,
მოუკუპრავენ, ესენი იგეთი ცომისაგან არიან, ტყუილია აღარ
აპარპაშებენ... კაცმა რო თქვას, ან რად უნდა აპარპაშონ... თუკი
სპირიდონას ჩამოართვეს დუქანიც, წისქვილებიც, ვითომ მაწია
რა წითელი კოჭია?! შეჰყვეს თავის ცხვრებს კოლმეურნეობაში,
დანიშნავენ ფერმის გამგედ, რა უნდა მეტი? როცა ეგეთი უკუღ-
მართი დრო დადგა, ხო უნდა გაუწიოს სხვებსაც ანგარიში... ხო
უნდა ესმოდეს, რო ჩათრევას ჩაყოლა სჯობია... ვერავინ, ვერა-
ვინა ნახეს, ვინც მაწიას გასცემდა, ერთსულოვნება იყო მაწიას
ფარეხებში, არავის დაჩაგრავდა, არავის მოექცეოდა უდიერად,
მხართეძოზე არ წამოწვებოდა, თავზე არავის წამოაჯდებოდა,
სამართლიანი იყო, არავის არაფერს დაუკარგავდა...
– აღდგომის შემდეგ მაწია არ მინახავს, საიდან უნდა ვიცო-
დე, იმას ჩემთვის არაფერი უთქვამს... რა გინდა, ძლივს ავხან-
ხალდი ცნობისათვის, გავხდები კარგად, გავიგებ, წავალ, და-
ვარწმუნებ, რო შეჰყვეს თავის ცხვარს კოლმეურნეობაში, და-
ნიშნავენ ფერმის გამგედ, გაუძღვება ისევ თავის ცხვრებს, ნამუ-

438 მკითხველთა ლიგა


სიან სიტყვას გაძლევ, გეფიცები რაც მეფიცება, ყველა ღონეს
ვიხმარებ, რო დავარწმუნო...
საცოდავი იყო, ისეთი საცოდავი იყო, ორივე ხელი ყელთან
ჰქონდა მიტანილი, გეგონებათ, ეშინია, თავი არ ჩამოუვარდე-
სო, ძლივს ყლაპავდა ნერწყვს, წარამარა თავს გაარაცრაცებდა
ხოლმე, და თვალებიც, დაცეცებული თვალები, გეგონებათ, ბუ-
დეებში უხტისო. თავისებურად შეეცოდა კიდეც ალიოშას, მაგ-
რამ ეს სრულებითაც არ ნიშნავდა იმას, რომ ამდგარიყო და
არაფრის გულისათვის მადანი ხელიდან გაეშვა. საწყალი სპი-
რიდონაც გრძნობდა ამას, არაო, არაო, ესენი ცნობას კი არა,
შავ ქვას არ მომცემენო, და მართლაცა და მართლაც, რა გახდა
ეს მაწიას ცხვრებიო, – ბოღმიანად გაიფიქრა.
– ძია სპირიდონ! – შემტევი კილოთი დაიწყო ალიოშამ, – გი-
ყურებთ და გული მედაგება თქვენი საცოდაობით, როგორ, კუ-
ლაკისა და ბობოლას მოყვრობა საქვეყნო საქმეზე წინ უნდა
დააყენოთ? რათა და რისთვის, კაცო, ყოფილი რევოლუციონე-
რი მაინც არ იყოთ! რა უნდა მაწიას დაჭერას, ხო ვიცით, რო ჩა-
მოდის ხოლმე სოფელში, ჩაუსაფრდებიან ბიჭები და სტაცებენ
ხელსა! მაწიასაც გაუყენებენ გზასა და საქონელიც დაიღუპება,
მწყემსები გაიკლებენ, დაიქსაქსება ყველაფერი, არადა უნდა
ავიდეთ, რაც შეიძლება ჩქარა (ოჰ, როგორ უნდა, ჯონდოს თბი-
ლისიდან დაბრუნებისთვის დაახვედროს, აი, ეგეთი საჩუქარი)
უნდა პირწმინდად აღირიცხოს რა არის და რამდენია, ჰოდა, უნ-
და გვითხრათ, უნდა გვითხრათ! აეხლა რო ზიხართ და ეგრე კან-
კალებთ, სახეზე ფერი აღარ გადევთ, განა მარტო ციებისაგან?
შიშისაგანაც! და აღარ შეგეშინდებათ, ძია სპირიდონ, აღარ,
აღარ! შიში განაგებს ქვეყანას, შიშზეა ყველაფერი დამოკიდებუ-
ლი. თქვენ კიდევა შიშს იქნებით გამორიდებული, როგორც ადი-
დებულ მდინარეს, როგორც წყალდიდობას! ვის აფარებთ ხელს,
ვისა? რევოლუციონერი კაცი, პროკლამაციების გამავრცელებე-
ლი, ღმერთთან მებრძოლი ვაჭრად გაქციათ, თავის ყაიდაზე გა-

439 მკითხველთა ლიგა


დაგიყვანათ, ეგეთი მსხვერპლი მოგთხოვათ სიყვარულისთვის,
მიკვირს თქვენგან, მიკვირს და გამკვირვებია.
სპირიდონამ ხელი გაიქნია, სახეზე ზიზღი აღებეჭდა. ახლა ეს
საზიზღარი სიტყვა "სიყვარული" რო ესმოდა, მზად იყო, თავისი
თავი თვითონვე ერთი მაგრად ეჟეჟა... გაქანებულიყო და კედ-
ლისათვის თავი ერტყა, თავი კი ისედაც უსკდებოდა და ძა-
ლიანაც კარგად რო უსკდებოდა, უფრო მაგრად უნდა გახეთქო-
და, ერთსა და ორს რო გახეთქია, ისე, დაიღუპა თავი და რის-
თვის! სიძულვილისა და ზიზღისთვის?! იქურდო და დოსთვის?!
ჰოდა, ისეთი სიძულვილი და შურისძიების წყურვილი იგრძნო
ევას მიმართ, თავისდა გასაკვირადაც გაიფიქრა ის, რასაცა ვე-
რასოდეს ვერ წარმოიდგენდა: ტყუილია, არ წავალ, ამ ქვეყნი-
დან ისე, იმ კლდის ალქაჯს სიმართლე არ ვუთხრაო. ის სიმარ-
თლე, რომლის არათუ თქმას, გახსენებასაც სულ მუდამ უფ-
რთხოდა...
– რასა ფიქრობთ ამდენს ძია სპირიდონ, თქვენ ალბათ იმასა
ფიქრობთ, ცნობაზე რატო არაფერს მეუბნებაო, ჩემს პატარა
ბიჭს გეფიცებით, წავალ ფინგანშიაც, აღმასკომშიაც ყველგან
საცა საჭიროა, ხვალვე გექნებათ ცნობა. თქვენ ნურც შეწუხდე-
ბით, აგე, სულს ძლივს იბრუნებთ. სახლში გამოგიგზავნით მი-
ლიციელის ხელით, ამაზე კარგი სიტყვა რაღა გინდათ!
სპირიდონამ კი ერთი ალმაცერად ახედა ალიოშას მაგიდის
კიდეს დაეყრდნო და წამოდგა... ერთ წუთს ასე იდგა, ალიოშას
ჩამოჰყურებდა, მერე მიბრუნდა და კარისკენ წავიდა, ძლივს მი-
აქლასუნებდა ფეხებს...
– ძია სპირიდონ, დაფიქრდი! – დაადევნა ალიოშამ უკანას-
კნელი სიტყვა, – ვინა ხარ და რა გქვია! ხაარ შიშვლად და ტიტ-
ვლად აგორებულ ქვასავით! სად იგორებ, რომელ თავდაღმარ-
თებზე დაეშვები, რომელ უფსკრულში ჩაეცემი, არავინ უწყის!
დაფიქრდი, ძია სპირიდონ, სანამ დროა!

440 მკითხველთა ლიგა


სპირიდონამ კარი გამოაღო, ის იყო უნდა გასულიყო, სანა-
ხევროდ შემობრუნდა და ძლივს გასაგონად, თითქოს ტუჩები
დაბუჟებია და სიტყვებს კარგად ვერ აგნებსო, ამოილუღლუღა:
– ზუროს გორა... ზუროს გორა...
მაგრამ ალიოშამ გაიგო და იკითხა:
– რომელი, რომელი, პანკისის ზევით, თუ ცივისკენ!
– პანკისის ზევით... – თქვა სპირიდონამ და კარი გაიხურა.
და კიდევ უფრო მკაფიოდ შემოესმა წკმუილი, მართლა ძაღლი-
ვით წკმუოდა ის საწყალი, ბოგანო ქალი... ნახევრად ბნელი დე-
რეფანი გამოიარა და სანამ სვენებ-სვენებით ჩამოათავებდა კი-
ბეებს, ეს გულის გამაწვრილებელი წკმუილიც თან მოსდევდა.

441 მკითხველთა ლიგა


"ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისად".

გარეთ კი გაუსაძლისი სიცხე შემოენთო, და ხალხიც ისევე


ჩოჩქოლებდა შენობის წინ. ძლივს გადაჭრა ქუჩა და მოპირდა-
პირე მხარეს, ცაცხვის ხეს მიეყრდნო, მთლად გამოეცალა
ნიათი, ეგონა, ნახევარ ნაბიჯსაც ვეღარ გადავდგამო... თავსაც
ვეღარ იჭერდა, ხელებიც ამძიმებდა, ქამარზე ჩამოიწყო, იქაც
შეაწუხა, აღარ იცოდა, რა ექნა და რა ეღონა, ყველაფერი
სტკიოდა, ყოველი ნაკვთი, ყოველი კუნთი, მაგრამ მაინც ყვე-
ლაზე მეტად უჰაერობა აწუხებდა, უჰაერობა და დაძენძილი ფიქ-
რები. ერთი სიტყვით, გაჩანაგებული იყო ხორციელად და სუ-
ლიერად... და ეს ნანატრი ცნობაც დაბნეულობისა და დათრგუნ-
ვის მეტს აღარაფერს არ აგრძნობინებდა, მცირეოდენ კმაყოფი-
ლებასაც კი არა, პირიქით, თითქოს ამ ცნობით დამთავრებული-
ყოს ყველაფერი, ცხოვრებაც კი, თითქოს დიდი შავი ლაქა წერ-
ტილივით დასმოდეს მის არსებობას. უნდა როგორმე ჩაეღწია
სახლამდე, ეტლი კი არა და არ ჩანდა. ქვაფენილზე მარტო
ურემმა გაირახრახა, ისიც საპირისპირო მიმართულებით მი-
დიოდა და თან ტომრებით იყო დატვირთული. თვალი გააყოლა,
იქნებ ზევიდან ლინეიკა მოდიოდესო და რუსუდანი კი დაინახა,
ხელში კოკურა ეჭირა, სველი. მოვიდა, სპირიდონა მოიკითხა:
რა მოგივიდა, კაცო, ეგრე გადანათებული აქ რას აკეთებო... ხე-
ლი გამოუწოდა ყავარჯნად, დამეყრდენიო, ლინეიკები ეხლა აქ
იშვიათად დადის, უფრო ზევით ქუჩაზეა, შემოდი ჩვენსა, სადა-
ცაა ვანო მოვა და ბეგოვკით ჩაგიყვანსო. თეთრიანზე ყოფილი-
ყო, დასალევი წყალი მოჰქონდა. ხელიხელ შეიყვანა სახლში,
ტახტზე მიაწვინა, ფეხთ გახადა, ფეხები აუკრიფა, ხალათის ღი-
ლები შეუხსნა, პირსახოცი მოიტანა ტილოსი და ოფლი გაუწმინ-
და, მერე ბოლო დაუსველა და ხელები გაუწმინდა, ყელზე, კი-
სერზე მოუსვა... შვება იგრძნო, ყელში რაღაცა მოებჯინა... რომ

442 მკითხველთა ლიგა


იცოდესო... რომ იცოდესო... დღეს ვერ მოასწრებენ... დღეს ვე-
ღარ მოასწრებენ... მაგრამ წავლენ... პანკისში გაათევენ ღამეს
და დილით შეუდგებიან აღმართებს... ბოღმისა და უმწეობის
ცრემლებით გაევსო თვალები... "ეხლავე ბოღლიწოს გაგიკე-
თებ, სპირიდონ, გულს დაგიჭერს..." "გულმუცელი მემღვრევა...
პირში ვერაფერს ჩავიდებ..." "პირიქით, გულისრევისათვს სწო-
რედ კარგია ბოღლიწო..." სახლში გრილოდა... რაღაც საამო
სურნელიც იდგა... იქვე აივნის გამოღებულ კარებთან დიდი ლი-
მონი იდგა, ზოგი ყვაოდა, ზოგი მწიფდა, ზოგიც ჯერ მკვახე იყო...
მსხვილი, ყვითელი ლიმონი ჩამოწყვიტა რუსუდანმა, ხელში
მისცა სპირიდონას, აბა, უსუნე და გეამებაო, თვითონ კი კარა-
დიდან შავი ღვინის ბოთლი, პური და ჯამი გამოიღო, ცოტაოდე-
ნი პური ჩაფშვნა ჯამში და ღვინო დაასხა: "აკურული ღვინოა, სა-
უცხოო, ნახე, როგორ გესიამოვნება". და ისე ირჯებოდა, თით-
ქოს ამ მისიკვდილებული კაცის გამობრუნება ბოღლიწოზე ყო-
ფილიყოს დამოკიდებული. სპირიდონა კი, რუსუდანის შემხედ-
ვარე, ცდილობდა, მომდგარი ცრემლები როგორმე გაებრუნები-
ნა და ტირილი არ დაეწყო, მაინც კი ვერ მოითმინა და აკანკა-
ლებული ხმით ამოილუღლუღა:
– რუსუდანო... რო რამე იყოს... სანთელს დამინთებ?
რუსუდანმა ბოღლიწოში კოვზი ამოურია, თავის ქნევით გა-
მოხედა სპირიდონას და დატევით უთხრა:
– აი, რა მშიშრები ხართ კაცები, რა უნდა იყოს, სპირიდონ,
ქვეყანას აციებს.
– სხვანაირადა ვარ... რუსუდანო... – სპირიდონამ თვალები
აატრიალა, საცოდავი მათხოვარივით მიაჩერდა რუსუდანს: –
ეგრე მგონია... მიიწურა ჩემი წუთისოფელი... დამინთე სანთე-
ლი... რუსუდანო...
– ტყუილად გგონია, სპირიდონ, მაგრამ თუ გამასწარი, და-
გინთებ, აუცილებლად დაგინთებ, ვილოცებ კიდეც შენთვის...

443 მკითხველთა ლიგა


აბა, ეხლა ეს ერთი ლუკმა ჩაიდე პირში! – და კოვზით ბოღლიწო
გაუწოდა.
ლუკმა ცოტა ხანს პირში გაიჩერა, დაიგემოვა და გადაყლაპა:
– ზიარებასავით არის... ჩემო რუსუდანო...
ცრემლები მოაწვა ისევ, ხმა აუკანკალდა, ნეტავ ჩემი და ყო-
ფილიყოვო, აი, სწორედ დაო... და ძმისთვისო, გაიფიქრა, და
ძმისთვისო... ევასავით არ არის, გოროზი ევასავით, ტანჯვას არ
გაუზვიადებია, არ გაუამაყებია, ქვეყნის ჭიპად არ წარმოუდგე-
ნია თავი... მის თვალებში ისეთი თანაგრძნობა გამოკრთის, ისე
შეუზიზღებლად სწმენდს ოფლს და აწვდის კოვზით ბოღლიწოს...
ყოვლად უღირსს და დაცემულს... გაჩანაგებულს... მაღალი კე-
ლაპტარი პარპალებს მაგიდაზე, ხილით სავსე ხონჩის კიდეზე,
სანთლის ციმციმზე თვალი გაუშტერდა... მამა ლუკა დაუდგა
თვალწინ... წმინდა გიორგის ფერდაზე რომ შეხვდა მაშინ...
გააჩერა თავისი სახედარი და უკუღმა შემოხედა: არ გირჩევ,
სპირიდონ, ღვთის საგმობი პროკლამაციების გავრცელებასო...
იმდენი ბოროტებაა დედამიწაზე, ღმერთზე ბოროტი აღარვინ გე-
გულება? აბა, დაფიქრდი, შვილო, რას ჩადიხარო? ჩამოხტა სა-
ხედრიდან, ბალახზე მიუშვა სახედარი, თვიითონ კი ფერდაზე ჩა-
მოჯდა... ვინ იცის, იქნებ კიდევაც დადგეს დრო და ადამიანი იმ-
დენად გადასხვაფერდეს, ღმერთისკენ აღარ გაიხედოსო, მაგ-
რამ აგრე ნაძალადევად, აგრე ლანძღვა-გინებით როგორ იქნე-
ბა ღვთის გმობაო, ეს ხო იგივეა და კიდევაც მეტი, სინდის--
ნამუსის გმობას მოჰყვეს კაციო... ეხლა კიდევ როგორ უნდა
დაძმური სიყვარული... სწორედ დაძმური... ჩემი ძმის მზემო...
ჩემი ძმის სიცოცხლემო... ჩემი ძმის შერჩენამო... სხვა ყველაფე-
რი სიცრუე და იონბაზობა... სხვა ყველაფერი სურვილია... ბნე-
ლი და შეუცნობელი...
– რუსუდანო... საგზლად წამყვება შენი ადამიანობა...
– აბა, ეს ერთი ლუკმაც გადაყლაპე და საგზალი აღარ დაგ-
ჭირდება, სპირიდონ! – მხნედ თქვა რუსუდანმა, დაჯერებული

444 მკითხველთა ლიგა


კილოთი და ბოღლიწოიანი კოვზი ისევ ჩაუდო პირში სპირიდო-
ნას. ძალა დაატანა თავს, ოჰ, როგორი ძალა და ძლივს გადაყ-
ლაპა, ამ ქალის ხათრით, რომ არ გაეწბილებინა მისი ზრუნვა და
გარჯა.
– ზიარებისათვის კმარა, რუსუდანო... კმარა... მეტიც არის...
– კარგია, რო ზიარებასავით მიიღე ეს ბოღლიწო, სპირიდონ,
უკეთ შეგერგება, ყუათსაც მოგცემს შინ ჩასვლამდე...
ხვალ დილით...
ხვალ დილით დაესხმიან თავს... ვერავინ ნახეს, ვინც გასცემ-
და... ვერავინ... რატომ... რატომ... მაწია ხო ყველგან მოწინავე
იქნებოდა და თითით საჩვენებელი... შესულიყო თავისი ნებით,
რა მოხდებოდა... რად აიძულა სპირიდონა, რადა...
– ოჰ, როგორი მძიმე დღე გამოვიდა, რუსუდანო... მძიმე...
მძიმე...
ხმა ჩაეხრიწა, ყბა მოექცა, თითქოს შველას ითხოვსო, ხელი
გამოუწოდა რუსუდანს...
– არა თქვა, სპირიდონ, არა ფერიცვალებაა დღეს, კაცო, ფე-
რიცვალება... – რუსუდანმა თეფში მაგიდაზე გადადგა, ხელი
დაუჭირა სპირიდონას: – სიცხე გვაქვს ნამდვილად, აი, საცაა,
ვანო მოვა და ჩაგიყვანს... ნემსებს ხო იკეთებ...
– აღარაფერი არ მინდა, აღარაფერი... სიკვდილი მინდა...
სიკვდილი... ხო მაზიარე კიდეც და...
რუსუდანი დაიხარა, სახეში ჩახედა, მისმა სასოწარკვეთამ
შესძრა:
– ჩემო სპირიდონ, აღსარების გარეშე აბა, რა ზიარებაა? გუ-
ლი გაიმაგრე, კაცო, ხო თქვი, რო დღეს შენ ტყუილად არ გივ-
ლია, რისთვისაც იყავი გამოსული, მიგიღია...
– სიტყვა მინდოდა შენთვის ჩამებარებინა... რუსუდანო...
სიტყვა...
გულზიდება იგრძნო, ერთბაშად წითლად შეეღება ტუჩპირი...
რუსუდანი გაიქცა, ტაშტი მოიტანა, შუბლი დაუჭირა, აღებინებდა

445 მკითხველთა ლიგა


ხმაურითა და ხლუჩუნით, ამოსდიოდა წითლად და ყვითლად
ბოღლიწო და ბალღამი... გალახულმა და გასავათებულმა თავი
გადააგდო მუთაქაზე, რუსუდანმა პირი მოსწმინდა, შუბლზე გა-
დამსკდარი ოფლი შეუმშრალა, პირში წყალი გამოავლებინა,
ტაშტი გაიტანა და ალაყაფის ანჯამების ხმაც გაიგო. ეს ნამდვი-
ლად ვანო იქნებაო, და აჩქარდა, ბეგოვკა არ შემოიყვანოსო,
სპირიდონაა ჩასაყვანი სახლში, ცუდად არის და ბარემ ჩაიყვა-
ნეო, – უთხრა. ფეხზეც ვეღარ დადგა, ფეხები აღარ ემორჩილე-
ბოდა, აიყვანა ხელში ვანომ, წაიყვანა ეგრევე ჩასვა ბეგოვკაში,
თვითონაც გვერდზე მიუჯდა, მხარზე ხელი მოხვია, მეორეში აღ-
ვირი ეჭირა, აიქნია და გაქუსლეს. სანამ სახლში ჩაიყვანდა, მა-
წანწარაზე, ისე იყო მიმკვდარებული, თვალებდახუჭული და და-
დუმებული, ვანოს გუნებაში გაჰკრა, ნეტავ ხომ არაფერი
დაემართაო. "ძია სპირიდონ, ძია სპირიდონ!" – ჩასძახა. სახლს
რომ მიუახლოვდნენ, მაშინღა გაახილა თვალები და თვალის
კაკლებიც მტკივაო, – თქვა. ევა გამოეგებათ საშველად, მაგრამ
ვანომ არ დაანება, ისევ ისე აიყვანა ხელში და საწოლამდე ასე
მიიყვანა, კარგად იყავითო, უთხრა და გაბრუნდა. ევა ხდიდა
ტანსაცმელს, დილანდელზე კიდევ უფრო მეტად გრძნობდა ოფ-
ლისა და სიდამპლის სუნს, ხრწნის სუნს და სახეზე უნებლიეთ
ზიზღი ჰქონდა აღბეჭდილი. ჩქარა, ჩქარა უნდა გაეხადა, რომ
განზე გამდგარიყო და ეს საზიზღარი სუნი აღარ ეგრძნო. "ხელი
ნუ მატკინე, ქალო... იგრედაც ძვლები მტკივა..." თვალები აატ-
რიალა, ევას ახედა და თუმცა მას, როგორც ყოველთვის, მშვე-
ნიერი სურნელი სდიოდა. ისეთი სიძულვილი იგრძნო, ისეთი
გაუვალი სიძულვილი, უმწეოდ დაიწკმუტუნა, სწორედ იმ ბოგა-
ნო ქალივით, თვითონაც შეაკრთო თავისმა წკმუტუნმა და ოხ-
ვრასა და კვნესას მოჰყვა. რამოდენა ცოდვები აჰკიდა ამ საზიზ-
ღარმა ქალმა. თუ უბედური უნდა ვყოფილიყავი უამალქაჯოდ,
რა ბედნიერება იქნებოდა ის უბედურებაო. მაინც მთელი სიცოც-
ხლე ძაღლუმადურად გამატარებინაო.

446 მკითხველთა ლიგა


– რა ქენი, გააკეთე, რისთვისაც იყავი წასული? – ჰკითხა და
თან დაიხარა წაღების წასაძრობად.
– გავაკეთე... გავაკეთე... ქოთანი მომიტანე, მოშარდვა მინ-
და...
– შორი ხო არ არი, კაცო, ვერ გახვაალ შენ თვითონა და ვერ
მოშარდავ? დამეყრდენი და გაგიყვან.
ფლოსტებში ჩაადგმევინა ფეხი და მხარი მიუშვირა, მაგრამ
სანამ მიაღწევდნენ აივნის ბოლოს საკუჭნაომდე შეტორტმანდა,
წაბარგანავდა, ევამ ვეღარ შეიკავა, წაიქცა და შარდიც იქვე
გაუვიდა, გუბე დააყენა. იჯდა ამ შარდის გუბეში, აცეცებდა თვა-
ლებს და ევას ხელებს უწვდიდა.
– წმინდე ეხლა... არ გერჩივნაა, მოგეტანა ქოთანი... არ გე-
კადრებოდა, არაა?!
– გადაგეფსა მოაჯირიდან ქვევით ეზოში, რა იქნებოდა! ჩემი
ჯიბრით რას არ გააკეთებ!
ძლივს, ძლივს წამოაყენა, იქვე, სკამზე დასვა, მოლორთხი-
ლი საცვალი გამოუცვალა; ჩვარივით იყო, ხელები ტოტებივით
დაჰკიდავდა, ნიფხავიც ვერ გამოიკრა.
– გიხაროდეს... გიხაროდეს, რო აგრე მხედავ...
– მეტად საამური დასანახი კი ხარ აი!
ეცადა, სკამიანად გაეცურებინა მაგრამ ძვრა ვერ უყო, ისევ
წამოაყენა და რის ვაივაგლახით მიიყვანა საწოლამდე. ვარვა-
რებდა. ტუმბოდან სიცხის საზომი აიღო და მიაწოდა. გაიზომეო.
მოახერხა და ხელი უკრა თერმომეტრს, არ მინდაო, იატაკზე და-
ვარდა და გატყდა თერმომეტრი, წვრილ მარცვლებად გაიბნია
ვერცხლისწყალი.
– რა ჯიბრს მიწევ, კაცო, რა გინდა, რაა!
– მძარცველი ხარ, მძარცველი და იმიტომ! გამძარცვე
თავიან-ფეხიანად! – საშინელი ხმით ამოიხრიალა და მოწყვე-
ტით გაჩერდა, ერთბაშად, წამოჯდა ლოგინში, შიშით მხრები
აიწურა და მაღლა დაიწყო ყურება. ევა ცოცხისთვის იყო შებრუ-

447 მკითხველთა ლიგა


ნებული, სწრაფად შემობრუნდა, რომ არ შეერჩინა სპირიდონა-
სათვის ეს საშინელი სიტყვა, მაგრამ მის დანახვაზე გაჩერდა და
ზევით აიხედა:
– ჯოხი შემოიტანე, ჯოხი... რა საშინელი ფრინველია... გას-
წი... გასწი... რამოდენა ნისკარტი აქვს დაღებული... კლანჭები...
გასწი...
ევამ ვერაფერი დაინახა, სპირიდონა კი საწოლის თავზე მო-
ფარფატე უზარმაზარ შავ ფრინველს ხედავდა, თავს დას-
ტრიალებდა ეს საშინელი ფრინველი და თანდათან სულ უფრო
და უფრო ავიწროებდა წრეს... სპირიდონა გადაწვა ბალიშზე და
თავზე ზეწარი წაიფარა... ფრთების ფრაშუნი ჩაესმა... გაითან-
გა... მერე კი ხელების ფათურს მოჰყვა და აღარაფერი რო არ
დახვდა, გადაიხადა ზეწარი და ევა კი შერჩა საწოლთან...
– ფასკუნჯი იყო... ნახე... როგორ დამაცხრა...
– სადაც არის, ანიკო მოვა და ნემსს გაგიკეთებს, – თქვა
ევამ, – მეც ტლე გაგიკეთე.
გავიდა, სამზარეულოდან ჯამით ტლე გამოიტანა, ტილო ამო-
ავლო ტლეში და სპირიდონას შუბლზე დაადო. სპირიდონა გუ-
ლისხმაში ჩავარდა, ევას შეხედა და გაიცინა... რა ცუდი დასანა-
ხიაო, გაიფიქრა ევამ, გაძვალტყავებული და კბილებდაკრეჭი-
ლი...
– რას იცინი, კაცო, რა იყო?
– შენ ტლეს მადებ დაა... მე კიდევ... გიო მოვკალი...
ის, რასაც მთელი სიცოცხლე მალავდა და ჩქმალავდა, რაც
ღრმად ჰქონდა ჩამარხული თავისი სულის აკლდამაში და ლო-
დიც მიგორებული, ის ახლა, აი, ასე უბრალოდ გამოიხმო დღის
სინათლეზე... რადგან მოწევნილიყო ჟამი თქმისა. წვერი რო
გაიპარსა გუშინ საღამოს, სამართებელი იქვე ფანჯარაზე, დარა-
ბის უკან შეინახა, იყოსო, აქვე, ჩემ გვერდითო, იმედად და ნუგე-
შადო... ო-ჰო-ჰო, ამ ქალთან ძაღლუმადური ცხოვრებით გამწა-
რებულს რამდენჯერ უფიქრია და დღესაც ალიოშასთან აკი ისევ

448 მკითხველთა ლიგა


გაჰკრა გუნებაში, ტყუილია, არ ავიბარგები ამქვეყნიდან ისე,
რომ ამ ალქაჯს სიმართლე არ ვუთხრაო... მაწიას ვერა... ვერა...
ვერა... ვერავითარ შემთხვევაში... გულ-მუცელი, ისეც ამ-
ღვრეული, უარესად ემღვრევა... ისე წავა, რო ვერავინ ვერა-
ფერს გაიგებს... ვერა... ვერა... ამისი ჯავრი კი უნდა ამოიყა-
როს... ღმერთო, ღმერთო, საიდან გაახსენდა, მნათე რო ამბობ-
და ხოლმე: "იფქლისა წილ აღმომეცენინ ჭინჭარი..." მოიგონოს
ის ღამე, ის შორეული ღამე, მოიგონოს თორემ, დიდი წვალება
დასჭირდება, თორემ დაწვრილებით არ ახსოვს, როგორ იყო და
რანაირად... როგორ ხედავდა მის გადაზნექილ, კოხტად მოყვა-
ნილ ზურგსა და კეფას... კეფას... სამიზნესავით... იცის, იცის...
მუშტი აქვს ისეთი, ყურს უკან რო ჩასცხობს, სულს გააფრთხობი-
ნებს... ეხლა, ალბათ, ჩონჩხიღა დარჩაო, რამდენჯერ უფიქრია,
ალბათ სულ ჩაიშალა და აღარაფერი დარჩა იმისგანო... უნდო-
და, ჩონჩხად წარმოედგინა, მაგრამ მშვენიერი კაცის ცოცხალ
ხატს ვერ იცილებდა ხოლმე, ზოგჯერ მაინც ისე ცხოვლად დაუდ-
გებოდა თვალწინ... ლამის ესმოდა ცეცხლის ტკაცუნი, აბ-
რიალებული ფიჩხის ძგრიალი... ხინკალს მოვახვევო... ბასტურ-
მა მაქვს კარგიო... არა, არა, ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა... არც
ეგეთი უნამუსო იყო... ჰოდა, აი, დადგა ჟამი... გაიღო აკლდამის
კარი... ლოდი გარდაგორებულ და ტილონი შეკეცილ... იდგა
ევა, გულხელდაკრეფილი, ქანდაკებასავით... თითქოს არ იცის,
რა თქვას და რა ქნასო... მერე შებრუნდა, მე ტყეში წავალო,
თქვა, კარი გაიხურა და წავიდა... ის კი დარჩა მარტო, სასტიკი
შეტევის მარწუხებში მოქცეული, ცნობიერება ებინდებოდა, ბო-
დავდა... ყველაფერი გაორებული ეჩვენებოდა, ვიღაცის ჩრდი-
ლებს ხედავდა... აგერ, ამ ჩრდილებს გამოეყო ერთი ჩრდილი
და კარებთან აიტუზა... მერე კი წამოვიდა, წამოვიდა პირდაპირ
მისკენ, ღმერთო, რა მშვენიერია!.. მოდის, თითქოს მოცეკვავ-
სო, საკვირველი სიწვრილისა და სიფაქიზის კანჭებს იქნევს, ცა-
ლი ფრთა ვერცხლისფერი და გამჭვირვალე, ხალებიანი ფრთა

449 მკითხველთა ლიგა


გაუშლია, მეორე ფრთა კი მხარზე გადაუგდია შარფივით, ატმის
ნაზი ბუსუსივით დაფარული შიშველი მუცელი მოუჩანს, სახე
აქვს უცნაური, ვიწრო, ვიწრო, ზევიდან ამომსხდარი მრგვალი
თვალებით მისჩერებია სპირიდონას, ხორთუმივით ნესტარს კი
სისხლის მოლოდინში ნელა ატოკებს... "ვინა ხარ, ვინა ხარ, ვი-
ნა!" – ბოდავს სპირიდონა. აი, სულ მთლად მიუახლოვდა,
მეორე ფრთაც გაშალა, სპირიდონა ხედავს, ისე მკაფიოდ უწ-
ვრილეს ხაზებს და ხალებს... თვალები უჭრელდება... "ვერ-
ცხლისფერი მქვია, – ესმის სპირიდონას, – ვერცხლისფერი..."
"მომშორდი... მომშორდი..." – ხრიალებს სპირიდონა... ლამის
დაუსკდეს ყელის ძარღვები... ლამის გააცხოს სული... უმწეოდ
იქნევს ხელებს და ვერაფერი გაუწყვია. რა მშვენიერი ხმა ჰქო-
ნია... რა მომნუსხავი ხმა... არც ზუზუნებს... არც წუის... "შენი
სისხლი მწყურია... ხომ იცი, რომ ასეთია ჩემი წესი... სისხლი...
სისხლი..." სურვილისაგან შეტოკდა, შეტორტმანდა, ხორთუმი-
ვით ნესტარი კიდევ უფრო აასავსავა, მსუბუქად აიწია თავის და-
სახსრულ ფეხებზე, აფრინდა და ის იყო სპირიდონას გაღეღილ
გულზე უნდა დაშვებულიყო, არაადამიანური ხმით იღრიალა
სპირიდონამ: არ დაგნებდები, არაო! დარაბა გაარახუნა, სამარ-
თებელი აიღო, გახსნა და გამეტებით გამოისვა ყელში.

450 მკითხველთა ლიგა


"გაწირვა და დავიწყებაჩემგან თქვენი არ იქნების".

შემეშინდა, ოჰ, როგორ შემეშინდა, მომეჩვენა, სარდაფის


ჭერზე სისხლი ჩამოდიოდა სპირიდონას გამოღადრული ყელი-
დან. საკვირველი რამ არის შიში. ბებიას ხომ ეძინა და ერთი თა-
ლია ისიც კი მომეჩვენა, რომ ბებიამ სუნთქვა შეაჩერა, ბებია
ევას ნაკუწების საბანი კი სწორედ სუნთქვისაგან ადიჩადიოდა.
გარდასულ განცდებს ზოგჯერ უნარი აქვთ აღდგენის, აღორძინე-
ბის, იქნებ მცირე ხნით, გაელვებასავით, მაგრამ მაინც. მეც ის
შიში აღმიდგა, ძია გიგლას სარდაფში ჩამოსვლის ღამეს რომ
განვიცადე. შუაღამისას გამეღვიძა. ბებია და ბებია ევა ხმადაბ-
ლა, ლამის დუდუნით იგონებდნენ სპირიდონას თვითმკვლელო-
ბის ამბავს. ტყიდან რომ დაბრუნდა ბებია ევა და ოთახში შევი-
და, სისხლით იყო იქაურობა გადაწითლებული... მე მაშინ, ყოვე-
ლივე იმის გამო, რაც იმ სარდაფში ხდებოდა, ისე შევძრწუნდი,
ბებიას შეეშინდა, ბავშვი დაიზაფრებაო, და მალევე მაკასთან გა-
დავედით. ახლაც ის ღამე გამახსენდა... ბედად შუქმაც იკლო,
ლამის ჩამობნელდა სარდაფში. მიცვალებულის თავთან სანთე-
ლი ჩამწვარიყო, ბუხარშიც ცეცხლი მიინავლა, მხოლოდ საწან-
დილე ხორბალი ჩუმად ოხრავდა... ვიცოდი, ბებია დიდხანს არ
მისცემდა ძილს თავს, რაღა კაკლის მტვრევით გავაღვიძო--
მეთქი, ბუხარს შეშა ჩავუმატე, მიცვალებულის თავთან კელაპ-
ტარი ავანთე და ბუხრის თავზეც ხუთი სანთელი ჩავამწკვრივე...
ბებიამაც არ დაახანა, ჭყიტა თვალები და, რა თქმა უნდა, მაშინ-
ვე კაკლისა მკითხა, დაამტვრიეო? რომ იცოდე-მეთქი, სიცილით
ვუთხარი, შენი ანდერძის აღსრულებას აქედანვე შევუდექი და
სულ სპირიდონაზე ვფიქრობდი-მეთქი. "ჰოდა, რა მაინტერე-
სებს, ბები, ეს მე ვიცოდი, სპირიდონამ მაწია რომ გასცა, დაფი-
ცებულიც ვიყავი, არსად არაფერი მეთქვა, ბებია ევაც ისე წავი-
და, დაინდე და მისთვისაც არ გაგიმხელია, გამოდის, რომ მხო-

451 მკითხველთა ლიგა


ლოდ და მხოლოდ შენ და დედამ იცოდით ეს ამბავი და საიდან
იცოდით, თქვენ როგორღა გაიგეთ, შენ ჩემთვის არასდროს არ
გითქვამს..." "გეტყვი, გეტყვი, გენაცვალოს ბებია, მაშ, ვიღას
ვეტყვი, თუ შენ არა, ყველაფერს წვრილად გეტყვი, მიყოლე-
ბით... თან კაკალი ხო არ დაგვემტვრია?" "არავითარ შემთხვევა-
ში, კაკლის ჭახაჭუხში ისე ვერ მოჰყვები?.. რა ბევრი საქმეც ჩვე-
ნა გვაქვს ათასჯერ მოვასწრებთ ყველაფერს..." "ნეტა რომელი
საათია..." "წარმოიდგინე უკვე ოთხია, ზაფხული რო იყოს, სადა-
ცაა ირიჟრაჟებდა კიდეც..." გათენდება, გათენდება, ეს დროც მა-
ლე გავა... მე კი იქიდან დავიწყებ, რომ სპირიდონას დასმენის
ამბავი თვითონ ალიოშამ წამომაძახა გაბრაზებულ გულზეო...
"როგორ, მაგათ ხო არა აქვთ უფლება საიდუმლოს გამჟღავნე-
ბისა?" "ძალიან იყო ჩვენზე გულმოსული, თან იცოდა, – შეგ-
ვხვეწნოდა კიდეც, ჩვენ ამას არსად არ ვიტყოდით, და სპირიდო-
ნას სიკვდილიდანაც ცამეტი წელი იყო გასული..." "მერე მე სად
ვიყავი?" "სადა და იყალთოში, ბებიაშენთან. ზაფხული იყო, 43
წლისა, აგვისტოს ბოლოს დაბრუნდი, ისინი უკვე ერთი თვის წა-
სულები იყვნენ, შენ მაგიდაზე ჯონდოს წერილი დაგხვდა." "ვერ
წარმომიდგენია, აქ რომ აღარ ვიქნებიო და ერთად არ ვითამა-
შებთო, გეხვეწები მომწერე წერილიო, მეც სულ, სულ მოგწერ
წერილებსო... ჩვენ თბილისში მარის ქუჩაზე ვიცხოვრებთო."
"ჯონდო ღვთის ნათლული იყო. ასეთი ბავშვი მე არ მინახავს,
ალბათ, იმიტომაც, რომ ავად იყო... უშენოდ ხომ ერთ წუთს ვერ
სძლებდა..." "ღმერთო, რა ბედნიერება იყო, სახლში რო დავ-
ბრუნდით, ასეთი ბედნიერება, მგონი, არც განმიცდია, ეს ხომ მა-
შინვე მოხდა, დედა რომ დაბრუნდა მოსკოვიდან... რა უნდა გით-
ხრა, ხო ჩვენ თვითონ გავაცილეთ... შენც სულ დადიოდი ფოს-
ტაში. მაგრამ მე აღარ მჯეროდა, რომ დედა მოსკოვში იყო და
ციხეში არა... ბებო მაკასთან ვიყავით, თან რა მწუხარენი ჩიკოს
გამო, და სისხამ დილით, თვალები რომ გავახილე და საწოლ-
თან დედა დავინახე, სიზმარი მეგონა... სანეტარო სიზმარი... დე-

452 მკითხველთა ლიგა


დას ხელში ბრტყელი ლამაზი კოლოფი ეჭირა, სურათებიანი, აი,
რა ჩამოგიტანეო, მითხრა, ქაღალდიც ჩამოვიტანე თბილისიდან
ჩვენი სახლში დაბრუნებისო, წავალთ სახლში, დავსხდებით და
ვითამაშებთო, ეს პუშკინის ზღაპრების ლოტოაო, გახსოვს? მერე
ჯონდოსაც წავუკითხეთ პუშკინის ზღაპრები და ერთად ვთამა-
შობდით ხოლმე..." "ჰოდა, ასე შეხმატკბილებით იცხოვრეს იმათ
ჩვენთან თითქმის ექვსი წელი, ხომ მართალია... ვიდრე
ალიოშას 43 წელს თბილისში არ გადაიყვანდნენ.
შეხმატკბილებით-მეთქი, ვთქვი და შენა და ჯონდო გიგულის-
ხმეთ, მეც არ მქონდა მათთან ცუდი დამოკიდებულება, ალიოშა
მთელი დღე გასული იყო და ქსენო ერთი კეთილი, ლამაზი ქალი
იყო. მაგრამ დედაშენი, მოუკვდეს იმას ჩემი თავი, ხომ იცი, რა
მიუდგომელი ადამიანი იყო. ცივ სალამს კი აძლევდა, მაგრამ
წარბს არ გახსნიდა, ძალიან შორს ეჭირა მათგან თავი, ცხადია,
გარდა ჯონდოსი, რომელიც უმეტესწილად ჩვენთან იყო. ქსენოც
მეუბნებოდა ხოლმე მობოდიშებით: ხალხის მტრის ოჯახი კი
ხართ, მაგრამ მიხარია, ჯონდო თქვენთან როა, რასაც არ ისწავ-
ლის, რა დააკლდებაო. ალიოშას გადაყვანის ამბავიც ქსენომ
მითხრა ადრევე, მგონი თბილისში უნდა გადავიდეთო... ლიდას
შეეშინდა, ისევ შინსახკომელი არ ჩაგვისახლონო, სამხედრო
ქალაქის გარდა, თელავი მოფენილი იყო სამხედროებითა და
ევაკუირებულებით. ჩამოსული იყო თელავში საზაფხულოდ თუ
მივლინებით გენერალი დიმოვი ოჯახით, ცოლი ქართველი
ჰყავდა, ჯორჯაძის ქალი და ლიდა ახლოს იცნობდა, წავიდა ლი-
და და სთხოვა, ასე და ასეო, თურმე გადაჰყავთ ჩვენთან შემო-
სახლებული ოჯახი და თუ გამართლდა ეს ამბავი, გთხოვთ და-
მეხმაროთ და ვინმე ოფიცრის ოჯახი შემოგვისახლოთო. ისეთი
ამბავი იყო მაშინ ბინებზე, ხომ გახსოვს და ისე იყო დანერგილი
სიტყვა "შემჭიდროება", ანუ "უპლოტნენიეო", რომ ცხადია, ჩვენ
არავინ უიმისოდ არ დაგვტოვებდა. ალიოშას კი თურმე რა ედო
გულში: ერთ საღამოსაც შემოვიდა ჩვენთან და ენა არ დაუსვე-

453 მკითხველთა ლიგა


ლებია, ისე მიმართა პირდაპირ ლიდას, მე თბილისში გადავყა-
ვარ და თუ თქვენ გინდათ, თქვენი ბინა დაიბრუნოთ, ფასი უნდა
გადამიხადოთო, ფასზე მოვრიგდებითო, რაც აქ ვცხოვრობ,
თქვენ ხომ იცით, როგორ ვუვლიდით სახლსო, რამდენჯერ კრა-
მიტები გავასწორეთო, ჩვენს ოთახებში იატაკიც შევარემონტე-
თო, ფიცარიც გამოვცვალეთ, სადაც გამოსაცვლელი იყო და
ერთ ადგილას ახალი კოჭიც ჩავსვითო, რამდენიმე კავიც ჩვენს
სხვენში დამპალი იყო და შევცვალეთო, ეზო იყო და როგორი
ბოსტანი გაგიკეთეთ, კარგად ხედავთო, და ეს ყველაფერიც რო
არა, მე მომცეს ეს ბინა, მე ვიცხოვრე ექვსი წელიწადი და საფა-
სური თქვენგან ნამდვილად მეკუთვნისო. ძალიან იყო თავდაჯე-
რებული და კილოც მომთხოვნი ჰქონდა, თავის სიმართლეში ეჭ-
ვი რომ არ ეპარება კაცს, ისეთი. ლიდა წიგნს კითხულობდა, ერ-
თი კი ახედა ალიოშას, მერე განზე გაიხედა და აღარ შეუხედავს.
პასუხსაც ისე აძლევდა, ზედაც არ უყურებდა... ახლაც ყურში
მაქვს მისი პასუხი: "იცით რას გეტყვით, ფული მე არა მაქვს,
ომია, გაჭირვებაა, ნამდვილად ნეტავ იმდენი ვიშოვო, როგორმე
გამოვკვებო ოჯახი, მაგრამ რომ მქონდეს კიდეც, კაპიკს არ მოგ-
ცემდით, ჩემი მშობლების აშენებულ სახლში, თუ პირიქით, სა-
დაც სამართალია, თქვენ უნდა გადაგეხადათ ქირა... ზრუნვაზე
ხომ ზედმეტიც არის ლაპარაკი, ცხოვრობდით და უფასოდ აკე-
თებინებდით რაც საჭირო იყო... ხოლო რაც შეეხება ბოსტანს, მე
ვერ ვიტან სახლთან ბოსტანს, თქვენ სამურაბე ვარდები ამო-
ძირკვეთ მაგ ბოსტანის გულისათვის, ჩვენ მაგ ბოსტნიდან ერთი
ღერი ქინძი არ მოგვიწყვეტია და თქვენ ეს იცით, თქვენ შემდეგ
კი აქ არავითარი ბოსტანი აღარ იქნება..." ალიოშას გაოცებისა
და სიბრაზისაგან თვალები დაუმრგვალდა, უცებ ვერ მიხვდა, ქა-
რი საიდან უქროდა, ამიტომ შეუპოვრად და მკვახედ წარმოს-
თქვა: "მე კიდევ არ დავცლი ბინას, დავიტოვებ... ჩავკეტავ და
იყოს, ზაფხულობით ჩამოვალთ!" ლიდამაც მქისედ უპასუხა:
"თქვენ მაგას ვერ გააკეთებთ, როცა ომია და ოფიცრებისა და

454 მკითხველთა ლიგა


ევაკუირებულებისთვის ჭირს ბინები... თუმცა ერთი რამ კი შე-
გიძლიათ, თუ ასე გსურთ ჩვენი ბინა, არ გადახვიდეთ თბილის-
ში, დარჩეთ და იცხოვროთ!" ლიდამ თავი დაღუნა და კითხვა გა-
ნაგრძო. გაბრაზდა და როგორ გაბრაზდა. თავიდანვე გაღი-
ზიანებული იყო, მეც ლიდას შიშით დაჯდომა ვერ შევთავაზე და
როგორღაც უხერხულად იდგა, მაგიდაზე ჩამოყრდნობილი. ცხა-
დია, მიხვდა, რომ დიდი ქომაგი გვყავდა და ვეღარაფერს გახდე-
ბოდა, და აი, სწორედ მაშინ წამოგვძახა ის სიტყვები; ხელების
ქნევითა და თვალების ჭყეტით: "ნეტავი კი რა თავი მოგაქვთ!
თქვენი ქმარი ხალხის მტერია! თქვენმა ნათესავმა კიდევ საკუ-
თარი სიმამრი დაასმინა!" შებრუნდა და სანამ გავიდოდა, არ და-
ვიბენი და მივაძახე: "შენი მესვეურობით, ჩემო ალიოშა, შენი
ხელშეწყობით!" იმიტომ, რომ, სპირიდონა რომ მოვიდა იმ უკა-
ნასკნელ დღეს, მართალია, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ რაღაც
სხვანაირად იყო სასოწარკვეთილი. ვიცოდი, საიდანაც მო-
დიოდა, ისიც ვიცოდი, რისთვისაც იყო იქ და იმ დაწესებულებე-
ბის წესი და რიგიც ხომ ვიცოდით და ვიცოდით... მე მაშინვე გამ-
კრა გუნებაში, ალბათ თანამშრომლობა შესთავაზეს-მეთქი, ეს
ისეთი მოარული რამ იყო... დასმენა კი არ მიფიქრია, არავითარ
შემთხვევაში. მაგრამ თქვა თუ არა ალიოშამ, მაშინვე დავიჯერე,
მაწიას ხომ იმ დღეებში დაესხნენ თავს, პირწმინდად ჩამოარ-
თვეს ყველაფერი, დააპატიმრეს და ტაშკენტის ციხეში გადაგზავ-
ნეს... შენც ხომ იცი, ერთ-ერთი ჩემი გულსაკლავი მოგონება
სწორედ მაწიას უკავშირდება". "ბავშვობაში არაფერი ისე არ
მიყვარდა, როგორც ის, შენა და ბებია ევა თქვენი მოგზაურობის
ამბებს რომ იგონებდით ხოლმე, და ის უცხო გეოგრაფიული სა-
ხელები ახლაც ზეპირად მახსოვს... ნებიტ-დაგი... კიზილ--
არვატი... ბაჰარდენი... მარბა... ჩარჯოუ... დიდი ქურდობა იყო
და შენ ფული კაბის კალთაზე გქონდა დაკერებული უკუღმა
მხრიდან და ეს რამდენ უხერხულობას გიქმნიდა... თან ეს მზე-
თუნახავი ბებია ევა, ვისი სილამაზეც ხან გშველოდათ, ბილეთე-

455 მკითხველთა ლიგა


ბის კომპესტირების, სასტუმროსა თუ გლეხთა სახლებში გასა-
თევი ადგილის შოვნის, ციხის ზედამხედველობის მოსყიდვისა,
თუ სხვა შემთხვევებში, და ხანაც, არც თუ იშვიათად, დიდ ხიფა-
თებშიც გაგდებდათ, ერთი სიტყვით, ნამდვილი ეპოპეა მოგ-
ზაურობისა. შენ ისე გულმდუღარედ და ხატოვნად ჰყვებოდი
ხოლმე, ასე მეგონა, მეც თქვენთან ერთად ვიყავი... და იმ ტაშ-
კენტის ციხეშიც, იმ ჭუჭყიან ნახვის ოთახშიც, თქვენთან ერთად
შევძრწუნდი მაწიას დანახვაზე, მცველებს რომ მოჰყავდათ, რო-
გორც პირშავი ბრალეული, – სოფლის ბურჯი, ველ-მინდვრების
ბატონ-პატრონი, ღირსებით სავსე, თავმომწონე მაწია – ახლა
დათრგუნული, დაჩაჩანაკებული და ჭუჭყიანი, ტაშკენტის ციხის
პატიმარი. ჰოდა, შენ კიდევ ერთხელ იფიქრე, რომ არ შეიძლე-
ბა, არ დაინგრეს ქვეყანა, ადამიანის დამდაბლებასა და გაჩანა-
გებაზე აგებული, უზნეო, გაველურებული ქვეყანა, რომელსაც
საშვილიშვილოდ გაყვება თავისი ცოდვები..." "ყოჩაღ, ჩემო გო-
გო, ყოჩაღ, რაღაც იმედი მომეცა, რომ რიყეზე ქვას დაინახავ..."
ბებიამ მუხლებზე ხელი მომიჭირა და ბებრულად ჩაიქირქილა...
მაგრამ მყისვე შეყარა თავისი გაქცეული წარბები: "ერთი კვირა
დავრჩით მაშინ ტაშკენტში და სამჯერ მოვახერხეთ ძია მაწიას
ნახვა. ვუკეთებდით ხინკალს, ხაჭო-ერბოს, სატაცურს... სწორედ
გაზაფხული იყო, მაისი, იქ უკვე კარგად ცხელოდა... საკანში
ხომ ისეთი გაუსაძლისი ჰაერია, მიკვირს კიდეც, სული როგორ
არ გვეხუთებაო... მაგრამ ყველაზე ძალიან უსამართლობას
სწუხდა, მინდა, ვიცოდე, რატომ ვისჯებიო... რატომო... რატო-
მო... სიტყვა, რომელიც მთელ ქვეყანას პირზე ეკერა... რა დამი-
შავებიაო... ვისთვის რა წამირთმევიაო, ღმერთი მაინც რატომ
გვსჯის ასე, რატომ გადაგვიდგაო... და კიდევ იმას სწუხდა, აქ
რომ უნდა ჩაეყარა თავისი ძვლები, გადმოხვეწილს და ყველა-
სათვის უცხოს. გული მიდუღდა. დავჯექი ერთ ღამესაც და დიდი
ლექსი დავწერე გულის მიმტკივნებითა და ცრემლთა ნჩქრე-
ვით... რაღას არა ვწერდი, ძია მაწიას მთელ თავგადასავალს...

456 მკითხველთა ლიგა


ლექსი ძია მაწიას დავუტოვე, მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა
და ცხადია, ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ღმერთზე ნათქვამმა
გული გამიკენწლა, იმაზეც ძალიან შევწუხდი, დღესვე რომ მოვ-
კვდე, მაინც ჩემს გვამს, როგორც პატიმრისას, არ დაგანებებე-
ნო... და ამის გამო ნათქვამი თითქოს ჩამახსოვდა: "გთხოვ, გე-
ვედრები, / ღმერთს ნუ ემდური,/ ძია მაწია./ "ხელკეტიანთან, მო-
ძალადესთან და ავაზაკთან, /მაგინებელთან და სულის მტერთან
/ღმერთი არ სუფევს... ღმერთი არ სუფევს /ქაჯურ ენასა, /ყურთა
გლეჯასა/და ფუჭ სიტყვათა კორიანტელში, /და სუფევს ღმერთი
მლოცველთან და /მსასოებელთან, /მას, ვისაც სწყურის
/ღმრთის სიახლოვე./ გთხოვ, გევედრები,/ნუ იწუხებ შენს ძვალ--
ხორცზე, /ძია მაწია,/ მიწაა ყველგან... / დედა-მიწა.../ მაგრამ სუ-
ლი, /ო, შენი სული, /იქნება კვლავაც შენი სამშობლოს მთა--
გორებთან და ველ-მინდვრებთან,/შენს ცხვარ-ძროხასთან...
/რადგან ხელყოფა ჩვენი სულის / არ ძალუძს არვის, /თუ ჩვენ
თვითონ არ განვუდგებით, ხელს არ ავიღებთ, საკუთარ სულ-
ზე.../ ო, მიითვალე შენი ტანჯვა/ სულის გამოცდად, /დაე, სუფევ-
დეს ღმერთი შენთან, ძია მაწია." "ალბათ, როგორ იამა, არა, ბე-
ბი?" "ძალიან იამა, ძალიან, თქვენ მე სული ჩამბერეთო, ჩემო
ქალებოვო, ლექსი ხო ორჯერ-სამჯერ წამაკითხა, მერე გულის
ჯიბეში ჩაიდო, ნეტავი კი არავინ წამართვასო, ტყუილია, არ და-
ვანებებო..." "ბები, შენ რომ მაშინ გცოდნოდა სპირიდონას გაცე-
მის ამბავი, ნუთუ მოითმენდი და არ ეტყოდი?" "არავითარ შემ-
თხვევაში არ ვეტყოდი. ვერ ვეტყოდი, ენა არ მომიბრუნდებო-
და." "მაგრამ ადამიანმა ხომ უნდა იცოდეს თავისი ამბავი, განა
არა?!" "არ ვიცი, სიმართლე გითხრა, რამდენად ეს საჭიროა,
ყველაფერი იცოდეს... სასტიკი თვითმკვლელობით დაასრულა
სპირიდონამ თავისი სიცოცხლე და მე მჯერა, ცოდვამ მოაკვლე-
ვინა თავი. ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ და გაცემა და დასმენა
ჩემთვის ყველაზე დიდი ცოდვაა, იუდას ცოდვა... ჰოდა, მაშინ
ალიოშამ სპირიდონას ამბავი რომ წამოგვძახა, მე ისევ რუსთა-

457 მკითხველთა ლიგა


ველის სიტყვები გამახსენდა: "განგებით ქმნილსა რისხვასა ვე-
რავინ დაჰრიდებია." "რა საინტერესოა! – წამოვიძახე მე, – აი,
რას ნიშნავს რომ შენი შეგირდი ვარ, მეც სწორედ ეს სიტყვები
ამომიტივტივდა, ალიოშა უკანასკნელად რომ ვნახე..." "ეგ სიტ-
ყვა არ დაივიწყო, იცოდე. მოდი, ახლა კაკალი დავამტვრიოთ,
საქმე წინ წავიგდოთ... სულ დავამტვრიოთ, რაც არის, ვიღას უნ-
და შევუნახოთ, არ ვიცი?! მაგრამ შენ მაინც როდის ნახე
ალიოშა?" "ორმოცდაცამეტში, სტალინის გარდაცვალების
დროს..." "უყურე შენ. მაშ, მოდი, შევუდგეთ საქმეს და მერე დაწ-
ვრილებით მითხარი" – და ჩვენ მაშინვე კაკლის მტვრევას შევუ-
დექით.

458 მკითხველთა ლიგა


"ბინდის გვარია სოფელი,ეს თურე ამად ბინდდების,კოკასა
შიგან რაცა დგას,იგივე წარმოსდინდების".

ეს დღეები გადაუღებლად თოვდა, ავი ზამთარი დაგვიდგა


ჩვენცა და ნადირ-ფრინველსაცაო, ბებია ევა სულ ამას ამბობდა.
გუშინ დამპირდა, ტყეში წაგიყვანო, იმდღევანდელივით საკენკს
წამოვიღებ, ცოტაოდენ ხორბალსა და ფეტვს ვიყიდი, თივასაც
წამოვაყოლებ და ტყისპირებში დავუყაროთ ფრინველსაო. თან
ხეებსაც შევხედოთო. ყინვა რომ გატყდება, მოშუადღევდება,
ამოგივლი და წავიდეთო. ჩვენ ეს რამდენიმე დღეა ბებია მაკას-
თან გადმოვედით. იმ დღის შემდეგ, მარო რომ გარბოდა და მე
მივდევდი, მერე ძია გიგლაც რომ მოვიდა, მე შიში დამჩემდა, ბე-
ბია ევა ყოველ საღამო შემილოცავდა ხოლმე, ღამეც ცუდად მე-
ძინა, და ბებიამ გადაწყვიტა, მაკას შემოთავაზებაზე უარი არ ეთ-
ქვა და გადავსულიყავით. დიდი მადლობა, ჩემო ევიკოვო, მაგ-
რამ ნუ გეწყინება, ბავშვი დაიზაფრა და ადგილს გამოვუცვლიო,
ბებია ევას უთხრა, თანაც სადაცაა, დაბრუნდება ჩემი ლიდა კარ-
გი ქაღალდით და იმედი მაქვს, ჩვენს სახლში დავბრუნდებითო.
ჩიკო თუ გულში რაიმეს ამოიკვეთდა, გათავებული იყო საქ-
მე, უთუოდ უნდა შეესრულებინა... ეს დღეები საბავშვო ბაღში არ
მივლია და გუშინ მივედი თუ არა, მაშინვე ის მითხრა, სადა ხარ,
სადა ხარო, თქვენი გზა-კვალი არ ვიციო, მე კიდევ ბებია რუსუ-
დანთან გადაუდებელი საქმე მაქვსო... ასე თქვა, დიდი ადა-
მიანივით, გადაუდებელი საქმეო. მეც ერთი სული მქონდა, მეხა-
რებინა, რომ ჩვენ არავითარი შპიონები არ ვიყავით, არც ჩვენ,
არც ჩვენი მშობლები, და ეს ყველაფერი ბოროტი კაცების მო-
გონილი სიცრუე იყო, რომელიც სულ ცოტა ხანში გამოაშკარავ-
დებოდა და ამ ცილისწამებისათვის ჩვენ ბოდიშს მოგვიხდიდ-
ნენ. ჩვენს გაოცებასა და გატრიზავებას საზღვარი არ ჰქონდა,
ჩიკომ გულთან ახლოსაც არ გაიკარა ეს ამბავი, მე ვგრძნობო,

459 მკითხველთა ლიგა


"მთელი ჩემი არსებითო", რომ სწორედაც შპიონი ვარო. გუშინ
საგანგებოდ გააფრთხილა ჩემ წასაყვანად მოსული ბებია:
– თქვენთან უნდა მოვიდე, ბებია რუსუდან, და ზუსტად მითხა-
რით, სადა ხართ.
ბებიამაც ასწავლა:
– არც ისე შორს თქვენი სახლიდან, ჩემო ჩიკუნა, გამოჰყვები
მარქსის ქუჩას ზევით და წყარო რომ შეგხვდება და დიდი თელე-
ბი, სასაფლაოს გადასახვევთან, სწორედ იმ კუთხეშია ჩემი მე-
გობარი მაკას სახლიო.
– მაშინ, ბებია რუსუდანო, ხვალ ხო კვირაა და ხვალვე მო-
ვალ, კარგი? – თხოვნის კილოთი უთხრა ბებიას.
– მე კიდევ ხალიფაფას დაგახვედრებ და კაკა-კუკებს,
ოღონდ არ დაიგვიანო, მერე ეს შენი ამხანაგი ბებია ევას მის-
დევს ტყეში...
– ჰოდა, მერე ტყეში მეც გავყვები, ძალიანაც კარგი, – გახა-
ლისდა ჩიკო.
მეც გამიხარდა, გარდა იმისა, რომ უფრო ხალისიანად ვიქნე-
ბოდით, უდიდესი საიდუმლოს მფლობელი ვიყავი და ერთი სუ-
ლი მქონდა, ეს არაჩვეულებრივი საიდუმლო ჩიკოსთვის გამენ-
დო. გუშინ საღამოს ბებია მაკას ხავერდისყდიან, დიდ ალბომს
ვათვალიერებდი და განსაკუთრებით ერთმა სურათმა დამაინტე-
რესა, იმიტომ, რომ მაშინვე ვიცანი პაპა არჩილი, აბა, ჩიკოან-
თას პაპა არჩილის სურათებზე მეტი რა მენახა, დაწყებული სულ
პატარაობის სურათებიდან, ბებია ნატოს ლამის ნორჩი რომ უჭი-
რავს ხელში, დამთავრებული იმ დიდი სურათით, ძია ლექსოს
საწერი მაგიდის ზემოთ რომ ეკიდა და მერე ის კაცი ეზოში ფე-
ხით რომ თელავდა. ბებია მაკას ალბომში კი პაპა არჩილი
ახალგაზრდა, მშვენიერ ქალთან იყო გადაღებული, ქალს ფუშ-
ფუშასახელოებიანი, გრძელი კაბა ეცვა, ფეხზე იდგა და სადღაც
განზე გაიყურებოდა, პაპა არჩილი კი, პირიქით, სკამზე იჯდა,

460 მკითხველთა ლიგა


ხელში ახალგაზრდა ქალის ხელი ეჭირა და მსასოებელივით ას-
ცქეროდა ქალს.
– პაპა არჩილი! – დავიძახე მე უნებლიეთ, – ეს ხომ პაპა არ-
ჩილია? – მერე უკვე დაინტერესებით ვიკითხე.
ბებია და ბებია მაკაც იქვე იყვნენ, ბებია დაძველებულსა და
დაფურცლულ წიგნებს აწებებდა და აახლებდა, ბებია მაკას შვე-
ლოდა, ის ხომ საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და იქიდან
ჰქონდა მოტანილი წიგნები, თვითონ კი, ბებია მაკა, თავის
მოლბერტთან იჯდა, მაგრამ ტილოს მაგივრად იქ მას მიმაგრე-
ბული ჰქონდა ოთხკუთხედი დიდი ჩარჩო, ზედ გაკრული ერთფე-
რი აბრეშუმით, მომავალი ქალაღაიით თუ "კასინკით" და იმას
ხატავდა. ეს ბებია მაკას "ზედმეტი" შემოსავალი იყო, მიტუშას
დახმარებით მიღებული; საქმე ის არის, რომ თურმე თბილისში
არსებობდა არტელი თუ კოოპერატივი, რომელიც ქალაღაიებით
ვაჭრობდა, კაპიკებად იძენდა აბრეშუმისა და კრეპდეშინის
დაუჩითავ, ერთფერ, ძირითადად თეთრ ჩამონაჭრებს, ახატვი-
ნებდა, – ასევე ძალიან იაფად, – გაჭირვებულსა და სანდო
ხალხს და მერე კარგ ფასად ჰყიდდა. აი, სწორედ ეს მოუხერხა
მიტუშამ. მაკა ახალგაზრდობაში თურმე კარგად ხატავდა, ჩვენს
ოჯახში ყველას ემარჯვებოდა ხატვაო, ამბობდა, და ახლაც ამ აბ-
რეშუმებზე დიდი ხალისითა და მონდომებით ნაირ-ნაირი ფიგუ-
რები გამოჰყავდა ფლორის, ფაუნის, თუ გეომეტრიის წიაღიდან.
და თუმცა ორივენი, ბებიაცა და ბებია მაკაც თავისი საქმით იყ-
ვნენ გართულნი, ჩემს შეკითხვაზე ყურები ცქვიტეს, ორივემ ერ-
თდროულად აიღო თავი და შემომხედა.
– ეს ქალი ვინღაა, ბებია მაკა? – ვიკითხე მე გულუბრყვი-
ლოდ.
– აბა, კარგად დააკვირდი, იქნებ იცნო? განა ისეა შეცვლი-
ლი, რომ ვერა სცნობ? – ცოტა არ იყოს, საყვედურის კილოთი
მითხრა ბებია მაკამ.

461 მკითხველთა ლიგა


ღმერთო ჩემო, ნამდვილად ბებია მაკა იყო, ნამდვილად, ახ-
ლა უკვე ეჭვი არ მეპარებოდა.
– ეს თქვენა ხართ, ბებია მაკა! – წამოვიძახე და სახეში მი-
ვაცქერდი.
– დიახ, მე გახლავართ, ქალბატონო, – თქვა ბებია მაკამ სი-
ცილით, – ეგ კიდევ ჩემი გაცრუებული საქმროა...
– პაპა არჩილი? – შევიცხადე მე.
– აი, სწორედ პაპა არჩილი.
– ვაიი... – აღმომხდა მე და მყისვე ჩიკოსკენ გადამიქანდა
გული, თუ არ იცის ეს ამბავი, ხვალვე უნდა გავანდო
საიდუმლოდ-მეთქი, და წარმოვიდგინე კიდეც, როგორ დაჭყეტ-
და თავის ისედაც დაჭყეტილ თვალებს, – ესე იგი, ბებია მაკა, ჩე-
მი მეგობარი ჩიკო შეიძლება თქვენი შვილიშვილი ყოფილიყო?
– გენაცვალოს ბებია, ჩიკო ვერ იქნებოდა, მაგრამ ჩიკოს
მსგავსი კი შეიძლება ყოფილიყო... თუმცა... შვილიშვილი რასა
ჰქვიან, სხვანაირად რომ წასულიყო საქმე, ვინ იცის, ეხლა სად
იქნებოდი, ჩემო მაკა, პარტიული ამხანაგი იქნებოდი, ქალო, იქ-
ნებ დოლორეს იბარურისა და მისთანათა გვერდით ყოფილიყა-
ვი კიდეც, – თქვა ბებიამ ღიმილით.
– უფრო კი შეიძლება ციხეში ვყოფილიყავი, მაგრამა... –შეს-
ძახა ბებია მაკამ გრძნობით, – დიდკაცობას არა ვნანობ, თავი
არ მომიკვდეს, არა ვნანობ, გინდ დამიჯერე, რუსუდან, და გინდ
არა, რასა ვნანობ, გითხრაა? სხვა არაფერსა, რატო შვილი არ
გავაჩინე არჩილისაგან! წასულიყო და ვისაც გინდა გამოჰკიდე-
ბოდა, გინდა რუსსა და გინდ სომეხსა, არაფერსაც არ ვინაღ-
ვლებდი, აი, ეხლა იმ პატარა ბიჭის მსგავსი ჩემი შვილიშვილი
იქნებოდა...
– ეჰ, რა ვუთხრა ბედის მწერალსა, მაგრამ მიტუშაც ხომ შვი-
ლივით არის, ჩემო მაკა.
– ეგ იქით იყოს და რა მიკვირს, იცით, – დაიწყო ბებია მაკამ
თითქოს გულდაწყვეტით, – ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, პატარა

462 მკითხველთა ლიგა


ქალაქში, თან ჩვენი ბიბლიოთეკა ხომ გამოჭენებულია შუაგულ
მოედანზე, თქვენც ასეთი მახლობლები ხართ და ეს ბავშვი თვა-
ლით არ მინახავს.
– ოჰ, ჩვენს უბედურებაზე არანაკლებ მიკლავს გულს ამ ბავ-
შვის ამბავი, ლიდა რომ დაბრუნდება, თუ არაფერი გამოსწორ-
და, ჩიკოს აუცილებლად წამოვიყვანთ.
– თქვენი შეიძლება გამოსწორდეს, ჩემო რუსუდანო, – უთ-
ხრა ბებიას ბებია მაკამ, – ვანოს არავითარი კავშირი პოლიტი-
კასთან არ ჰქონია, პარტიულიც კი არ იყო, მაგათი კი, აბა, რო-
გორ უნდა გამოსწორდეს?! მთელი ძველი რევოლუციონერები
ერთმანეთს არიან დარეული... ნეტა როგორც არჩილი ცოცხა-
ლიც აღარა იქნება!..
ბებია მაკას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ერთბაშად გა-
ჩუმდა და მე ძალიან კარგადაც შევნიშნე, როგორ შეხედა ბებიამ
და თავი გაარაცრაცა, ანიშნა, ჩემი თანდასწრებით ცუდი და
უიმედო აღარაფერი ეთქვა.
– ჩიკუნას კი ხვალვე ნახავ, ჩემო მაკა, დღეს დიდის ამბით
მითხრა, თქვენთან საქმე მაქვსო.
– ამბობენ, კვერცხში წივისო და ალბათ მართალია, ეგენი
ყველანი ნიჭიერები იყვნენ... – თქვა ბებია მაკამ.
– ლექსებს იგონებს, – ჩავერიე მეც, – შეუძლია უცებ გა-
მოიგონოს ლექსი...
– არა, მართლა? – შეიცხადა ბებია მაკამ.
– ბლობას რომ იყალთოში წავედით, ორი ლექსი გამოიგონა
ერთ საღამოს...
– უყურე შენ, რა ყოჩაღი ყოფილა! გახსოვს მერე ის ლექსე-
ბი? – მკითხა ბებია მაკამ.
– როგორ არ მახსოვს, თუ გინდათ გეტყვით კიდეც, – ვთქვი
მე თავმომწონედ.
– მითხარი, გენაცვალე, მითხარი, – მღელვარედ შესძახა ბე-
ბია მაკამ.

463 მკითხველთა ლიგა


– ერთი ლექსი ჩვენს გოგრაბალზე გამოიგონა, ეო-მეოს ხმა-
ზე, მეორე კიდევ სოფლის საღამოზე, – მე წამოვდექი, თავი ავ-
წიე და რიხით დავიწყე: – ეო, მეო, ბლით მორთულო, მოკაზმუ-
ლო /ქარვისფერო ხეო,/ დაგვხვდი კვლავაც შენებურად/ და გვი-
მასპინძლეო,/ უხვადა და უშურველად/ ნაყოფს გასცემდეო,/ კუნ-
წულებით გაპენტილო/მოშრიალე ხეო.
მე თავი დავუკარი და ბებია მაკამაც შემომძახა, ყოჩაღ, ყოჩა-
ღო, აბა, ახლა მეორე ლექსიც გვითხარიო, და მეც მაშინვე დეკ-
ლამატორის პოზა "დავიჭირე", ხელები გულთან გადავაჭდე, კი-
სერი მოვიღერე და "გულში ჩამწვდომი ხმით" დავიწყე:
– გორაზე ჩამოჯდა მზე/რიყეში ქრის სიო ნელი,/შრიალებს
ალვის ხე,/დუდუნებს ჩუმათხევი/ქოთანში ჩხრიალებს რძე,/წიქა-
რა მარილსა ლოკავს,/აჰა, მიიწურა დღე,/და კლდიდან მოისმის
ზარნაშოს ოხვრა.
ბებია მაკამ სულ ჰაიჰუით შეიცხადა ჩიკოს ლექსი, უყურე შენ,
რა ყოჩაღი ყოფილაო, ბებიას გადახედა და ლამის საყვედურით
უთხრა:
– რუსუდან, რას გაჩერებულხარ, ქალო, ნუთუ შენ არ მოგ-
წონს ეს მშვენიერი სოფლის საღამო?
ბებიამ წიგნში ახლად ჩაწებებული ფურცელი ცერით გაასწო-
რა და თავი აიღო:
– მე რას ვუფასებ ჩიკოს და იმას, რომ რაც იცის, ის განცდი-
ლიც აქვს, ვაჟას "ღამე მთაშიც" და წიქარაც; გორაზე ჩამომჯდა-
რი მზე – ეს ხომ გორის ფხაზე შემომჯდარი მთვარიდან არის და
ძალიანაც კარგი...
– თვალად როგორია? – დაინტერესდა ბებია მაკა.
– სათვალიო ბავშვია, მოგეწონება, – თქვა ბებიამ.
– თვალებდაჭყეტილია, მაგრამ უხდება, – დავუმატე მე.
– არა, შენ უყურე, ზარნაშოც რო იცის! – თავი გადაიქნია ბე-
ბია მაკამ.

464 მკითხველთა ლიგა


– ჩვენი სახლის პირდაპირ ხო კლდეებია და იქ არ ვიცი,
ბუები და ზარნაშოები იბუდებენ თუ რა, ოხვრა ღამით ისმის
ხოლმე. ჩიკო ხო ისეთი ყურდაცქვეტილი ბავშვია, არცერთი ხმა
არ გამოეპარება, მაშინვე იკითხავს, ეს რა ხმააო...
ჯერ კიდევ ლექსის თქმის დროს, ჩვენი ჩუმათხევი ცოცხლად
დამიდგა თვალწინ და ვიგრძენი როგორ შემომაწვა სევდა, ახლა
კი ჩვენი სახლის ხსენებაზე კიდევ უფრო დავდარდიანდი, ალბო-
მი დავხურე, თავის ადგილას დავდე, ბამბუკის ფოჩიანი ეტაჟერ-
კის ზედა თაროზე, წავედი, ფანჯრის რაფაზე დავჯექი და დათოვ-
ლილ თელებს დავუწყე ყურება.
– ხშირი ბინდია, გენაცვალოს ბებია, – დამიძახა ბებიამ, –
დაკეტე დარაბები, აბა, რად გინდა, სიბნელეს მიაჩერდე?!
– ხუთი წუთი შევხედავ თელებს, ბები, სანამ დაბნელებულა,
– ვუთხარი ბებიას და ჩემს შავბნელ ფიქრებს მივეცი თავი.
ამჟამად ჩემი ფიქრისა და დარდის საგანი გიო პაპა იყო, მა-
მაჩემის მამა, რადგან ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ისიც დაიჭი-
რეს. მამა აგერ სამი კვირაც შესრულდებოდა, რაც წაიყვანეს და
ბებია და პაპა ამ ხნის განმავლობაში იყალთოდან არ გადმოსუ-
ლან, არ გამოჩენილან, ეს კი შეუძლებლად და წარმოუდგენ-
ლად მესახებოდა. არადა, შიშით ვერც ვკითხულობდი, ვითომც
არაფერი – ისე მეჭირა თავი. ახლა კი ჩიკოს ლექსებმა ფიქრები
ამიშალა, ყველაფერი კარგად გამახსენდა, პაპა ხომ ერთ დროს
შავსიელი იყო, როგორც ამბობდნენ, გააკულაკეს, მე ამ სიტყვა-
ზე ძალიან მეცინებოდა, – გაკულაკება რაღაა-მეთქი, არ მესმო-
და. ახლა კი მშვენივრადაც გავიხსენე, რომ ეს ძალიან ცუდი რა-
მე იყო. ევა ბებიას მამა მაწია ხომ მაშინ დაიჭირეს და ტაშკენტის
ციხეში გარდაიცვალა, ჰოდა, პაპა კიდევ, ეტყობა, ეხლა დაიჭი-
რეს, როგორც ყოფილი კულაკი-მეთქი. მე ერთი ამბავიც ამომი-
ტივტივდა, ჩვენს ოჯახში მომხდარი სამარცხვინო ამბავი. ისეთი
სამარცხვინო, რომ პაპას არც უნდოდა ამისი გახსენება, ბებიამ
ერთხელ რომ გაიხსენა, პაპამ დატევით უთხრა: "ნუ იგონებ, ივ-

465 მკითხველთა ლიგა


ლიტ, ნუ იგონებ, ხო იცი, რომ ეგ ამბავი მე დავივიწყეო, ერ-
თხელ და სამუდამოდ." მერე მე ბებიას გადავეკიდე, რა ამბავია,
რა ამბავი, გეხვეწები, მითხარი და მეც პაპასავით დავივიწყებ--
მეთქი. ჰოდა, მითხრა... პაპას ძმისშვილმა ნიკომ, სანდროს
შვილმა, კომკავშირელმა, მაშინ თურმე საშინელი წერილი და-
წერა თავის ბიძაზე. თექვსმეტი წლის ბიჭი იყო და დაავალეს,
სწორედ ბიძაშენზე უნდა დაწერო რაიონული გაზეთისთვისო,
გამოაჭენო ის კულაკი ისა. "სანდრო პაპა კი არ იყო კულაკი?"
დავინტერესდი მე. "არა ძალიან უჭირდათ და იმიტომ. სანდროს
ხომ სანიმუშო ხმის გამო "მეორე დედას ლევანას" ეძახიან. ამ
არემარეზე მაგნაირად არავინა მღერის, ყველას მაგის სიმღერა
უნდა და სანდროც ოღონდ ამღერე, სხვას არაფერს დაგიდევს,
არც შვილების სწავლა-განათლებაზე უზრუნია დიდად და არც
ხალხში გამოყვანაზე. ისე უჭირდათ, ჩემი რძალი მაშო გოგოებს
გამოაგზავნიდა ხოლმე, ნაკუწები გექნება და საკერებლებად გა-
მომიგზავნეო. ნიკომაც კომკავშირით გადაწყვიტა დაწინაურება
და ამისთანა წერილი დაწერა თავის ბიძაზე, სოფლის წურბელა
უწოდა და დაგმო, ვემიჯნები, როგორც კლასობრივ მტერს, კრი-
ტიკის ქარცეცხლში ვატარებ და ვგმობო. თანაც რაიონულ გა-
ზეთ "კოლხმაში". მეორე დღესვე გადმოვიდა ჩემი ლადო თელა-
ვიდან, სწავლაც გაეცდინა, გაზეთით ხელში, ნახე ერთი, მამი,
ნიკოს რა დაუწერიაო, წავალ და ცხვირ-პირს ამოვუნაყავო. არ
გაუშვა გიომ, ეგ რო გააკეთო, იცოდე, ხმას არ გაგცემო. მეორე
თუ მესამე დღეს გავიხედოთ და დაუჭერია სანდროს სახრე და
მოზვერივით მოერეკება ნიკოს, სახრეს სულ ჰაერში ატყლაშუ-
ნებს. მოიყვანა თავისი შვილი და შეჰღაღადა თავის ძმას: გიო,
ძმაო, გველის წიწილი გამიზრდია და შენ რასაც გადაუწყვიტავ,
იმას მიიღებს ეს ჩვენი შემარცხვენელიო. ნიკო ფეხებში ჩაუვარ-
და გიოს: ძიავ, მაპატიე, მაცდუნესო, ხვედუშამ დამაწერინა ეს
წერილიო. აპატია გიომ. მაგრამ ხვედუშამაც თავისი მიიღო. ხვე-
დუშა საკოლმეურნეო მოძრაობის ბაირახტარი იყო, თან კარგა-

466 მკითხველთა ლიგა


და მღეროდა, სანდრო და ის შემღერებულები იყვნენ და იმ წე-
რილის შემდეგ სანდრო აღარ ემღერებოდა ხვედუშას, ეხვეწე-
ბოდა, ეღმერთებოდა ხვედუშა – მემღერეო, რაც იყო, იყო, მემ-
ღერეო, სანდრო კიდევ სულ იმას გაიძახოდა: მე ჩემი ძმის მო-
ღალატეს და ჩემი შვილის მაცდუნებელს შუაზეც რომ გასკდეს,
არ ვემღერებიო. ჰოდა, თუმცა ეს ამბავი ჩემ დაბადებამდე მომ-
ხდარიყო, ისევე როგორც "ტაშკენტის ციხეც", ეს ყველაფერი
ლამის გულში მქონდა ამოკვეთილი, ამიტომაც ჩიკოს ლექსის
წკიპურტიც კი კმაროდა, აგრეთვე ბინდში გახვეული დათოვლი-
ლი თელები, რომ მე, დარბეულ ხიზანს, მიუსაფრობის სევდა შე-
მომწოლოდა და მეფიქრა: პაპა, ალბათ, ხვედუშამ დააჭერინა--
მეთქი, ისევე როგორც მაშინ ნიკოს წერილი დააწერინა-მეთქი.
გავბედე, თავზე ხელი ავიღე და ხმის კანკალით ვკითხე ბებიას:
– ბები, პაპაც... დაიჭირეს?
– რას ამბობ, გენაცვალოს ბებია, საიდან წარმოიდგინე! – შე-
იცხადა ბებიამ.
– და არც ტაშკენტის ციხეში გადაუსახლებიათ?
– უიმე, უიმეე, რაებს ამბობ, ის ხომ ძია მაწია იყო!
– ხო შეიძლებოდა, პაპაც გადაესახლებინათ?
– ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ გა-
დაუსახლებიათ! ხო გითხარი, დაკეტე დარაბა-მეთქი, ბინდმა კი-
დევ, აი, ეგ იცის! – ბებიამ მწყრალად თავი გაიქნია, წამოდგა,
ფანჯარასთან მოვიდა, ხელი მომხვია, რაფიდან ჩამომსვა და
დარაბები დაკეტა.
– მაშ, აბა, დაიფიცე, თუ არ დაუჭერიათ... – არ ვეშვებოდი მე.
– გეფიცები, რაც მეფიცება, არ დაუჭერიათ, არა! – მტკიცე კი-
ლოთი წარმოსთქვა.
– მაშ სად არის! ან ბებია სად არის! – აღშფოთებით შევძახე.
– მე არ მინდოდა შენთვის მეთქვა, გენაცვალოს ბებია, პაპა
ავად არის. ოპერაცია რო გაუკეთეს, ის გაუმიზეზდა, ივლიტა
ვერ ანებებს თავსა. ორჯერ გადმოვიდა ვანოს ამბის გასაგებად,

467 მკითხველთა ლიგა


თან ამ უგზოობაში ფეხით, გზები გადალესილია, წაქცეულიყო
კიდეც და კაირამ არაფერი მოიტეხა, ეჩქარებოდა, რომ გადაეს-
წრო და გზაში არ დაღამებოდა...
– ძალიან ცუდად არის? – და ვიგრძენი, როგორ ამიძგერდა
გული.
– ნუ გეშინია, გენაცვალოს ბებია, საშიში არაფერი სჭირს, სა-
დაც არის ჩამოვა დედაშენი, ანეტასა და ლადოს ეხლა გამოცდე-
ბი აქვთ უნივერსიტეტში, ისინიც მორჩებიან გამოცდებს, ლონ-
გოც ამოვა ხირსიდან, მამიდა და ბიძები შენც წაგიყვანენ იყალ-
თოში, დაეხვევით გიო პაპას და მოარჩენთ, მაშ.
– ალბათ, მამას ამბავი რომ გაიგო, იმიტომ გახდა ავად, –
ვთქვი მე და თავი ჩავღუნე, რომ მოწოლილი ცრემლები დამემა-
ლა.
– აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, – შემომძახა ბებია მაკამ, –
ცოცხლის ტირილი ვინ გაიგონა! მერე რა პაპა გყავს, რა პაპა,
სოფლის თვალი, იმას რა ავადმყოფობა მოერევა?!
– აბა, რას ამბობ, გენაცვალოს ბებია, – დამიტატანა ბე-
ბიამაც, მომხვია ხელი და კალთაში ჩამისვა, – პაპაშენი ისეთი
ჭკვიანი და გამჭრიახი კაცია, ძალიან კარგად იცის, რომ ეს
გაუგებრობა გაიფანტება და მამაშენი სულ მალე დაგვიბრუნდე-
ბა ეჭვი არ მეპარება. იმავწუთს დაგტაცებს ხელს და გაგაქანებს
იყალთოსაკენ. ოჰ, როგორ გაიხარებენ! ბებია მაშინვე დახვეულ
ქადას გამოგიცხობს, პაპა კიდევ ვენახში წაგიყვანს, საღამო ხან-
ზე კიდევ აიღებს თავის კრიალოსანს, ტახტზე მიწვება, შენც წინ
დაგისვამს და ან ზღაპრებს გიამბობს, – მერე რა ზღაპრები იცის,
– ან თავისი ბავშვობისა და სიყმაწვილის ამბებს...
ბებიას უნარი შესწევს, დარდი გამიფანტოს და დამაიმედოს,
აკი ახლაც სწორედ ის მითხრა, რაც გამახარებდა, რაც მე ძალი-
ან მიყვარდა და მენეტრებოდა, ჩვენი ვენახი და პაპას ზღაპრები.
რაკი პაპა ისევ წამიყვანდა ვენახში, ესე იგი, კარგადაც გახდე-
ბოდა. წელს თებერვალში ბევრი ვიავადმყოფე, ქუნთრუშა მქონ-

468 მკითხველთა ლიგა


და და ძალიან ცუდად ვიყავი. რომ გამოვრჩი, გამოთბა კიდეც
და მამამ ერთ შაბათ-კვირას სოფელში წამიყვანა, ცოტა გაინა-
ვარდოს და ჰაერი ჩაყლაპოსო. თან პაპასაც უნდა წახმარებოდა
ვენახში. ასე გადაწყვიტეს: ერთ დღეს გაესხლათ ვენახი და
მეორე დღეს მოეხნათ. ჭიგოც შიგადაშიგ გამოსაცვლელი იყო
და მამა ტყეში წავიდა ჭიგოს მოსაჭრელად, მე კი, რადგან ავად-
მყოფობის შემდეგ დასუსტებული ვიყავი და შორს სიარული გა-
მიჭირდებოდა, პაპამ ვენახში წამიყვანა, სათიბში ირბენ, იას
დაჰკრეფ, თან ჩემ გვერდით იქნები და მეც მუშაობა გამიადვილ-
დებაო, ასე მითხრა. ადრე გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თბილ--
გრილი, საამო დღე. მე ჯერ პაპასთან ვტრიალებდი, ვუყურებდი,
როგორ სხლავდა ვაზებს, მე კიდევ წალამს მოვკრეფავ-მეთქი,
ვუთხარი, მაგრამ არაო, იუარა, ვანო ჭიგოს რომ მოიტანს, ერ-
თიანად წმინდად მოვცოცხავთ და მოსახნავად გავამზადებთო...
მერე გავიქეცი, ჩვენს ვენახს შემოვურბინე, სათიბში გავედი,
ღობის ძირები იისფრად იყო მოქცეული, სათიბშიც ჰყვაოდა ია.
ხეხილი ჯერ არ იყო გაკვირტული, მაგრამ ზამთარში რომ იცის
ხოლმე, ისე აღარ იყო გაშეშებული და გაფიჩხული, გაზაფხულის
მზეს გაელხო, ქოხის მსხალიც კი, – ასე ვეძახდით პაპას ქოხთან
დიდ ზამთრის მსხალს, – თავისი ჩაშავებული, დაშაშრული და
დახეთქილი ტოტებით, გამოცოცხლებული მეჩვენა, თითქოს
გრძნობდა, რომ სადაცაა შეიმოსებოდა კრიალა ფოთლებით და
კარავივით გადმოეფარებოდა პაპას ქოხს. გამახსენდა, რომ ვე-
ნახის განაპირას, ძეძვის ღობეში დატანებულ უზარმაზარ კაკალ-
თან რუ ჩამოდიოდა, გავიქეცი, რუს გადავხედე, წმინდა, წმინდა
წყალი მოდიოდა და წყლის დანახვაც მესიამოვნა. ქუნთრუშის
შემდეგ ადვილად ვიღლებოდი, გაბმული სირბილი და თამაში
არ შემეძლო, წავედი და პაპას ქოხში, ტახტზე ჩამოვჯექი. ქოხს
პირი ვენახისკენ ჰქონდა და ის მხარე სულ ღია იყო. ვიჯექი და
გავყურებდი მიდამოს... აგერ პაპა, გაუფოთლავი ვაზის რიგებ-
ში... სასხლავი მაკრატლის წკაპუნი ისმის... ვენახს გადაღმა კი

469 მკითხველთა ლიგა


ახლად ამწვანებული გორაკებია და სწორედ ჩვენს ზემოთ პაწია
საყდარი ივანე მახარებლისა, მერე ცის ლაჟვარდი და დიდი,
ჩახჩახა მზე... თითქოს ვიღაც უხილავის, დიადის ხელით ყველა-
ფერი ერთმანეთთანაა შეთხზული და შენივთული... გაყუჩებული
ვიჯექი და ვგრძნობდი, როგორ ვივსებოდი შვებითა და სიხარუ-
ლით... გამახსენდა, ბებიამ რომ მითხრა შემოდგომაზე,
რთვლობის წინ, ჩვენს ვენახში ღვთის თვალი ტრიალებსო, და
მე ვიფიქრე: ეტყობა, ღვთის თვალი ყველგან ტრიალებს-მეთქი,
და არა მხოლოდ ჩვენს ვენახში, რადგან ვგრძნობდი: ეს უმაღ-
ლესი მზერა ერწყმოდა ირგვლივ ყველაფერს, მზის სხივებსა და
ლაჟვარდს, გორაკებს, პაწია საყდარს, ჩვენს ვენახს, პაპას ქოხს
და ვენახის გადაღმა, მეორე მხარეს, დათოვლილ კავკასიონს –
და ალაზნის ველს... ცხადია, უფლისთვალი მწვდებოდა მეც, გუ-
ლის კარს მიღებდა და შვებითა და სიხარულით მავსებდა. ასე
მეგონა, პაპას ქოხში შემოყუჟულს, მიუხედავად ამ საამო მარ-
ტოობისა, თუ სწორედ ამის გამო, მეც ვუერთდებოდი და ვერ-
წყმოდი მთელ სამყაროს... ჩიტი მოფრინდა, ქოხის მსხალზე შე-
მოჯდა და გაიჭიკჭიკა. პაპაც მოვიდა, წყალი მოსწყურებოდა,
მკითხა: რა მოგივიდა, ჩემო გოგოცუნა, რა გაყუჩებული ზიხარ,
შეუძლოდ ხომ არა ხარო... პირიქით, ძალიან კარგად ვარ--
მეთქი, იმიტომ, რომ აქაურობა ძალიან კარგია-მეთქი. პაპამ გა-
მიღიმა, თავზე ხელი გადამისვა, ლიტრას ქეჩეჩი ამოაძრო და
წყალი ჩაარაკრაკა... და მერე ზუსტად ის მითხრა, რაც ბებიას
ნათქვამი ჰქონდა და რაც მე თვითონ ახლა განვიცადე, ჩვენს
არემარეზე უფლის თვალი ტრიალებსო...
რთველშიც რა დრო ვატარეთ... დედამ და მამამ დეიდა ალი-
სა და ძია ლექსო დაპატიჟეს, მამიდამ და ბიძამ თბილისიდან თა-
ვიანთი მეგობრები ჩამოიყვანეს სართვლოდ, მე და ჩიკოც ხომ
ვიყავით და ვიყავით და ჟრიამულით სავსე, მხიარული რთველი
გამოგვივიდა, მხოლოდ ლონგო ძიაზე მწყდებოდა გული, ის
გვაკლდა, იმასაც თავის ხირსის მეურნეობაში რთველი ჰქონდა

470 მკითხველთა ლიგა


და იქაურობას თავს ვერ გაანებებდა. ნეტავ რთვლისთანა თუ კი-
დევ რამეა-მეთქი, ვფიქრობდი, მე და ჩიკოც ვკრეფდით ყურძენს
პატარა ვედროებში, ერთმანეთსაც გავეჯიბრეთ, ვინ მალე აავ-
სებდა თავის ჭურჭელს, ჩემი უმცროსი ბიძის, ლადიკოს მეგობ-
რებს, ტარიელსა და ბაგრატს სულ ღიღინ-ღიღინით გაჰქონდათ
დიდ-დიდი გოდრები და ურემზე ალაგებდნენ, ყველანი, ყველა-
ნი ჩართული იყვნენ ყურძნის კრეფაში, ერთი ბებია იყო მარტო
სახლში და კარგ ვახშამს გვიმზადებდა. მერე ხომ გასაგიჟებელი
რამე მოხდა, როცა პაპამ თხოვნა ამისრულა, მე და ჩიკოს ჩვენს
სამმილა წყალზე ფეხები დაგვაბანინა და საწნახელში ჩაგვაყე-
ნა. ჩვენ ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და, რაც ძალი და ღონე
გვქონდა, ვხტოდით. ცოტა დაგვაცადეს და, აბა, ახლა გეყოფა-
თო და ამოგვსვეს საწნახელიდან. სულ საბოლოოდ კიდევ არაჩ-
ვეულებრივი ქეიფი გაიმართა, სუფრის თავში პაპა იჯდა თამა-
დად, ნაცრისფერი ხალათი ეცვა და ჭაღარა თმაზე ისე შვენოდა,
მერე რა სიტყვა-პასუხი ჰქონდა და რა სიმღერა იცოდა?! ჩვენ-
თან ყველანი მღეროდნენ და ისეთი სუფრული დააგუგუნეს, ჭე-
რი იხდებოდა. კარგი დასანახი და მოსასმენი იყო, პაპა თავის
შვილებთან ერთად "ჩაკრულოს" და "თამარ ქალოს" რომ მღე-
როდა... ჩიკოც ისე აღელდა, ყურები სულ წითლად უღუოდა.
ახლა კი, აგერ ბებია მაკამ პაპა არჩილზე თქვა: ალბათ ცოც-
ხალიც აღარ იქნებაო; ბებიამ კი პაპაზე მითხრა, ავად არის და
მორჩებაო...
მაგრამ პაპა არ მორჩა და მალე გარდაიცვალა კიდეც... შავ-
ნაღვლიანობით... მამაჩემის დაპატიმრება რომ გაიგო, მაშინ
დაემართა თურმე. შეიძლება, რაღაც სხვაც აწუხებდა, მაგრამ
მთავარი სწორედ ის იყო, რომ სიცოცხლე მოსძულდა. ბებიას
ეუბნებოდა თურმე: "ბევრი სიმწარე მინახავს... შვიდი წლიდან
შრომაში ვიყავი ჩაბმული... ბევრი გაჭირვება... ბევრი უპოვრო-
ბა... ბოლშევიკებისაგან ხომ დამცირება და შეურაცხყოფა, ლა-
მის ყველაფრის ჩამორთმევა და დაკარგვა იმოდენა მიწებისა,

471 მკითხველთა ლიგა


ბაღებისა და პირუტყვისა... მაგრამ არასდროს უბედურად არ
მიგრძნია თავი, გამწარებული ვიყავი, მაგრამ უბედური კი არა...
აი, ახლა კი უბედური ვარ, რადგან ვიცი ჩემ შვილს რა მოელის
და მე არ ძალმიძს, ვუშველო და გადავარჩინო..." ბებია ამუნა-
თებდა თურმე: "სხვა შვილებიცა გყავს, კაცო, გამოიხედე, მოდი
საჩვენოში, ნუ იკლავ თავს!" "ანეტა და ლადო, სადაც არის, და-
ამთავრებენ სწავლას, ფეხზე დადგებიან, იქამდე კი ლონგო მი-
ხედავს, ლონგო უპატრონებს..." მერე ხომ აღარც არაფერს ამ-
ბობდა, აღარც ჭამდა, აღარც სვამდა, ამბობდნენ, სიკვდილი
მოენატრაო... სამოცდასამი წლის კაცს. მე კი მრავალი წლის
შემდეგ, როცა რეაბილიტაციის ქაღალდი მივიღე, საკვირველი
რამ დავადგინე. მსხვილი აღნაგობის ღაჟღაჟა კაცი იჯდა მაგი-
დასთან და ტელეფონით ლაპარაკობდა. ერთი ამომხედა, რა
გვარი ხარო, მკითხა და განაგრძო ლაპარაკი, თან თავისუფალი
ხელით საწერ მაგიდაზე დახვავებული ქაღალდებიდან ერთი ქა-
ღალდი აიღო და გამომიწოდა. მე ვერ მოვითმინე, იქვე დავხედე
ქაღალდს და ჩემთვისაც მოულოდნელად ცრემლები გადმომ-
ცვივდა: შავით თეთრზე ეწერა, რომ 38 წლის 4 მარტს სამეულის
გადაწყვეტილებით მამას მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა,
დახვრეტა, პაპა კი 9 მარტს გარდაიცვალა, მამას დაპატიმრები-
დან ზუსტად სამი თვის თავზე. ის სამი თვე ორივემ ტანჯვა--
წამებაში გაატარა. ღაჟღაჟა კაცმა კი შემომხედა და არ ვიცი, მო-
მეჩვენა თუ არა, საყვედურის კილოთი მითხრა: "რა იყო, ქალო,
პირველად გაიგეე?" უკაცრავად-მეთქი, ვუთხარი, გამოვტრიალ-
დი და წამოვედი.
ახლა, როცა სადმე შორს ვარ დიდი ხნით წასული, ან ხან-
გრძლივ გასტროლებზე, ან ექსპედიციაში, ან სამოგზაუროდ და
მომენატრება შინ ყოფნა, თბილისში დაბრუნებისას, მანქანაც
რომ იყოს, აუცილებლად უნდა ჩავჯდე მატარებელში და თუნდაც
ორი დღით წავიდე კახეთში. მიყვარს მატარებელი, უფრო მაღ-
ლიდან გადმოჰყურებ მიდამოს, უკეთ ხედავ და მეტად განიცდი,

472 მკითხველთა ლიგა


ბორბლების მონოტონური ხმაც თითქოს თანხვდება და ამძაფ-
რებს ფიქრების მდინარებას. გამოჩნდება თუ არა ალაზნის ველი
და კავკასიონი... დავინახავ ვენახებს... ვენახებს... ვენახებს...
მეგონება, პაპაც იქ არის, იქ ტრიალებს და, დროის მიხედვით, ან
სასხლავით ხელში დადის ვენახში, ან ქურანასთან ერთად ხნავს
ვენახს, ან წამლავს ვაზს და შაბიამნის ხსნარი ცისფრად ეშხეფე-
ბა ვაზის დაკბილულ, მშვენიერ ფოთლებს... და მეც მაშინ მთე-
ლი არსებით ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი მიწა-წყალი, ჩემი
მთა-ბარი.
თითქოს გულმა მიგრძნოვო, ავდექი, გავედი და სადარბაზოს
კარიდან ქუჩაში გავიხედე. ჩიკო, როგორც ყოველთვის, პალტო-
გაღეღილი მორბოდა. მის აშლილ თმაზე ესპანური ქუდი რაღაც
სასწაულად ტოკავდა და კი არ ვარდებოდა, ცალ მხარეს ჩამო-
კანკურებული წითელი ფოჩი ქანქარასავით აქეთ-იქით ირ-
ხეოდა... შორიდანვე შემომძახა:
– აქ სად გიცხოვრიათ, ეე, ტურის უბანში!
– ბოდიში და უკაცრავად, ტურის უბანი იქით არის, ზევით, ეს
თელების უბანია, გააჭყიტე თვალები და დაინახე! – დატევით
ვუთხარი მე და ბებია მაკას სახლწინ, გზაჯვარედინთან, ორ
უზარმაზარ დათოვლილ თელაზე მივუთითე.
– მართალია, ეს თელების უბანია, – დამეთანხმა, – ჩვენუბ-
ნელი ბიჭები დადიოდნენ აქ საქანელობას, თურმე ძალიან დიდი
საქანელებს აბამენ...
– მე კიდევ ისეთი საიდუმლოება ვიცი, გაგიჟდები...
მაგრამ ძველებურად არ ჩამეკითხა, რა საიდუმლოებაო, აჩ-
ქარებული კილოთი ბებია იკითხა, ხო სახლშიაო. არა, მაინც რა
საქმე გაქვს-მეთქი. გაიგებ, გაიგებო, მითხრა და სწორედ ამ
დროს ბებიაც გამოგვეგება და სახლში შეგვიყვანა. ბებია მაკა
თავის მოლბერტთან იჯდა და შევედით დარბაზში თუ არა, თავი
გადმოსწია და ჩიკოს დაუწყო ყურება. ღუმელი გუზგუზებდა, ხა-
ლიფაფა ქშინავდა, საამო მყუდროება იყო დასადგურებული...

473 მკითხველთა ლიგა


– მაკა, აი, ეს არის ჩვენი ჩიკო, თავისი პაპის მოსახელეა, არ-
ჩილისა... ჩიკუნა, ეს ქალბატონი კი ბებო მაკაა.
– გამარჯობათ, ბებო მაკა, – თქვა ჩიკომ რიხიანად და ღუ-
მელს მიუშვირა გაცივებული ხელები.
– აბა, ერთი ჩემთან მოდი, კარგად შემოგხედო, – უთხრა ბე-
ბია მაკამ ჩიკოს და ფუნჯი დადო. ჩიკო მაშინვე მივიდა, ეტყობა,
მოლბერტმაც დააინტერესა, მისვლისთანავე ქალაღაიას
მიაჩერდა, ბებია მაკამ ხელი მოხვია, მიიზიდა და ლოყაზე აკო-
ცა. – შენ რომ იცოდე, როგორი ახლობლები ვიყავით, მე კი შენ,
აი, ეხლაღა გნახე.
– რა ლამაზი ხატვა გცოდნიათ! – ზუსტად ქსენია მასწავლებ-
ლის კილოთი თქვა ჩიკომ, როცა ის ჩვენს ნახატებსა და ნაძერ-
წებს ამოწმებდა ხოლმე.
– გაიხადე პალტო, გენაცვალე, რა პალტოთი დგეხარ! –
მოუწოდა ბებია მაკამ.
– მეც ახლა ეგ მინდოდა, მეთქვა, – ჩაერია ბებია, – ღილების
ყუთი სადა გაქვს, მაკა, ბარემ პალტოზე ღილებს დავაკერებდი.
– ნუ შეწუხდებით, ბებია რუსუდან, მაინც ავიწყვიტავ და...
– რათა მერე, ბიჭო, რად უნდა აიწყვიტო?
– ხომ იცით არა, რადაც... – თქვა ჩიკომ, თავი ჩაღუნა და ტუ-
ჩები გაბუშტა, უცებ სრულიად შეეცვალა განწყობილება.
– არა, ჩემო ჩიკუნა, შეგცივდება, ასე გაღეღილი რომ დარბი-
ხარ.
– დეიდა ტასოც სუ ღილების დაკერებაშია... მე კიდევ... ბოღ-
მა რო მომერევა... ვიწყვიტავ!
– არა, გენაცვალე... – ჩაერია ბებია მაკა, – ღილებს რას ერ-
ჩი, ადექი და შენც ქვა ისროლე...
– მარჯვედ არის... – თქვა ჩიკომ და გაიცინა.
ბებია მაკამ კომოდის ზედა უჯრიდან ღილების ყუთი ამოიღო
და მაგიდაზე წამოაპირქვავა.

474 მკითხველთა ლიგა


– ექვსი ღილია საჭირო, სამი აქეთ, სამი აქეთ. მოდი, ეხლა
შევარჩევ ღილებს, დაგიკერებ, შენ შენი ამბავი მითხარი, მერე
დავსხდეთ და ხალიფაფა მივირთვათ ნაფერდლის ქონითა და
მწნილით, ყაბულსა ხარ, ჩემო ჩიკუნა? – და ბებია ღილების გა-
დარჩევას შეუდგა, ჩიკომ კი თავისი ბობრიკის, ყავისფერ--
ოქროსფერი უჯრიანი პალტოს გულის ჯიბიდან ოთხად გაკეცი-
ლი ქაღალდი ამოიღო, პალტო იქვე ტახტზე დადო, თვითონაც
ჩემ გვერდით ჩამოჯდა და მოუთმენლად გახედა ბებიას... – აი,
ეს მშვენიერი ყავისფერი ღილები შენ ხო არ დაგჭირდება, მაკა?
– თუ გინდა, მე დავუკერებ, რუსუდან, შენ ამასობაში სუფრა
გააწყე.
– არა, ჩემო მაკა, შენ შენ საქმეს მიხედე, მე ხელად დავუკე-
რებ, – და ბებია ღუმელთან, დაბალ ტაბურეტზე გადმოჯდა და
ტახტიდან ჩიკოს პალტო აიღო. ბებია მაკამ მოლბერტი ცოტა
გასწია, რომ ჩვენი დანახვაც შეძლებოდა და ქალაღაიას მიუბ-
რუნდა...
– აი, ბებია რუსუდან, –თქვა ჩიკომ და ქაღალდი გაშალა,
მთელი ფურცელი აჭრელებული იყო სხვადასხვა ზომის
ასოებით, – მე კი დავწერე, მაგრამ რამდენიმე ასო ჯერ ვერ გა-
მომყავს... "ტ" "ჯ" და "ჭ" განსაკუთრებით... უამასოებოდ კიდევ
წერილი ვერ შედგება...
– რა წერილი, ბიჭო? – ბებიამ თავისი ახლომხედველი თვა-
ლები მოწკურა და აჭრელებული ქაღალდისაკენ გადმოიხარა.
– ძია სტალინთან, ბებია რუსუდანო, ბევრი ვიფიქრე, ჯერ
მინდოდა, ძია კლიმისთვის მიმეწერა, როგორც იმ ლექსშია,
მაგრამ მერე ისევ ძია სტალინი ვარჩიე... ჰოდა, ვერც ისე გამარ-
თულადა ვწერ და მინდა თქვენ დამიწეროთ...
– დაგიწერ, ჩემო ჩიკუნა, მაშ, ვიღას დავუწერ თუ შენ არა,
ისეთი წერილი დაგიწერო, რო ქვა გახეთქოს.
– ბებია რუსუდან, ბოდიში და ჩემი წერილის მიხედვით მინდა
დამიწეროთ...

475 მკითხველთა ლიგა


ბებიამ დაკერებულ ღილს ძაფი მოწყვიტა, ნემსი გულზე და-
იბნია და ჩიკოს ქაღალდი გამოართვა, თვალებთან მიიტანა და
ბორძიკით დაიწყო კითხვა:
– ჩაგრულ ხალ... ხთა დიდო იმედო... ჩვენო დიდო და საყვა-
რელო ძია სალინ...
– აი, ხედავთ, ბებია რუსუდან, – შესძახა ჩიკომ აღელვებით,
– სალინი მიწერია და როგორ შეიძლება?!
– ეგ არაფერი, ჩემო ჩიკუნა... – დაამშვიდა ბებიამ და ხმა-
დაბლა განაგრძო კითხვა: – ჩემი მშობლების გარეშშშე... მე...
ყოფნა... არ შემიძძლია... და გთხ... ოვთ მეც... როგგორცც იაპო-
ნიის შპიონი მეცც დამმი... იროთ...
– "ჭ"-ც ვერ გამოვიყვანე, ბებია რუსუდანო, დამიჭიროთ უნდა
იყოს? – ისევ აღელდა ჩიკო.
– ეგ კი გასაგებია, გენაცვალე, მაგრამ...
– წაიკითხეთ, ბებია რუსუდან, გეხვეწებით, წაიკითხეთ და მე-
რე მითხარით...
– "გემუდარებით... დიდო სალინ ჩემსს მშობბლებბთანნ ჩამ-
მსვით გინდდ... ოოხეთი იყო... გინნდდ ურღმმული... ძძალიან
გთთხოვვთ... ძალიან და მე თქქვენნ მიყყვარხართთ თქვენნნ
ბრრძენი ხხართ და იმმედი მაქვსს რო..." ჩემო ჩიკუნა, ჩემო ბი-
ჭო, მე შენ წერილს დაგიწერ, მაგრამ ასეთს კი არა... იმიტომ,
რომ შენ არც იაპონიის შპიონი ხარ და არც შენისთანა პატარა
ბავშვების დაჭერა შეიძლება...
– შეიძლება! შეიძლება! ძალიან კარგადაც შეიძლება! გინ-
დაც ჯურღმული იყოს დამიჭირონ და ჩემს მშობლებთან ჩამსვან,
გთხოვთ, ბებია რუსუდან!
– საქმე ის არის, ჩემო ჩიკუნა, რომ ეს გაუგებრობაა, შეუძლე-
ბელია ასეთმა ბოროტებამ იპარპაშოს, ხომ იცით, ბავშვებო, ერ-
თი დიდი კაცი რას ამბობს: "ბოროტი საქმე დღის სინათლეს
ვერსად წაუვა, გინდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს".

476 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ბებიას რიტორიკული კილოთი წარმოთქმული სიტ-
ყვები იქვე გააქარწყლა ჩიკოს გულიდან ამომსკდარმა გოდე-
ბამ:
– არა... არა... არა... სწორედაც ხალხის მტერი ვარ... ვარ...
ვარ! – ჯერ ტუჩების ბრეცითა და ცხვირის სრუტუნით ნაწყვეტ--
ნაწყვეტ ამოიძახებდა, მერე კი ღვართქაფით მოსკდა ვაივიში: –
მე იქ აღარ მინდა... იმასთან ყოფნა... კარლენი და მარლენი
სულ მემუქრებიან, შუამთის ბავშვთა სახლში უნდა წაგიყვანო-
თო. ამიბუეს რაც ძია მიტო დაიჭირეს, ყველაფერს ჩვენ გვაბრა-
ლებენ. იქამდე სუ იმას ამბობდნენ ნათესავები-ნათესავებიო, ეხ-
ლა კიდე შენ რა ნათესავი ხარო ყვავი ჩხიკვის მამიდაო, არ მინ-
და იმათთან, მე ჩემს მშობლებთან მინდა, სადაც დედაა იქ მინდა
ვიყო, გეხვეწებით ჩაწერეთ, რომ ყოვლად საზიზღარი ბავშვი
ვარ, იმპერიალიზმის აგენტი ვარ, ხალხის მტერი ვარ, ბოროტი
ვარ, იცით რა ბოროტი ვარ? იმდღეს თეატრში ისე მინდოდა,
დანგრეულიყო მთელი თეატრი და ყველა, ყველა, ყველა შიგ ჩა-
ვეტანეთ! გეხვეწებით, დამიჭირონ!..
ვეღარ ჩერდებოდა, სახეზე ღვიარება ჩამოსდიოდა და მოთ-
ქვამდა და მოთქვამდა, მთლად გადანათდა. გული უთრთოდა,
თავსაც მთელი ძალით გაიქნევდა ხოლმე და ცრემლიან თვა-
ლებსაც სიბრაზით გააელვებდა, მერე ისე აჭყლოპინდა, სიტყვე-
ბი ჩაეხშო, ბებიამ პალტო ფიცხლავ გადადო, ჩიკოს ხელი მოჰ-
კიდა, მე გავიქეცი სამზარეულოში, ლიტრით წყალი გამოვარბე-
ნინე, ბებია მაკამაც თავი ანება მუშაობას, ბებია გულში იკრავ-
და, ამშვიდებდა, დაგიწერ, როგორც შენ გინდაო, დღესვე გაგიგ-
ზავნი შეკვეთილ წერილსო, სტალინი ისეთია, აუცილებლად შე-
გისრულებს, რასაც სთხოვო, მაგრამ მჯერა, ამასობაში შენი
კარგი მშობლებიც დაბრუნდებიანო, აბა, ერთი ეს წყალი დალიე
და დამშვიდდიო... ბებია მაკაც მგზნებარედ ჩაერთო ჩიკოს მო-
ფერებასა და დაშოშმინებაში, სანამ ძია სტალინი შენ მშობლებ-
თან გაგგზავნის, ჩვენთან მოდი ხოლმეო, თუ გინდა, ღამეც ჩვენ-

477 მკითხველთა ლიგა


თან დარჩიო, მეც დავძახოდი: კარგი რაა, კარგი რაა-მეთქი. ჩი-
კოც ვერა და ვეღარ ჩერდებოდა და ისეთი ღავღავი იდგა ბებია
მაკას დარბაზში, ისეთი, რომ რაღა მე ბრაზიც კი მომდიოდა ჩი-
კოზე, ისეთი ისტერიკა რომ აუტყდა, ბებია მაკასი მერიდებოდა
და თან გული მწყდებოდა, მთელი ჩვენი ქება გაგვიქარწყლა--
მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, ამდენი მო-
ფერებითა და შეძახილით რომ ჩაცხრა და ჩაშოშმინდა, ასეთი
ქარიშხლის შემდეგ ტახტზე საცოდავად აიბუზა, თავიც ისე გადა-
ხარა, თითქოს უცებ ყური ასტკივდაო, ხოლო დაშაშრულ ლო-
ყებზე ჯერ ისევ ჰქონდა შერჩენილი ცრემლების ნამი. ახლა უკვე
მთელი ძალით, ცოცხლად წარმოვიდგინე, როგორ აიბუეს, ცასა
და ქვეყნას შორის მარტოდ დარჩენილი. კარლენმა და მარლენ-
მა, სულ ცოტა ხნის წინ რომ შესციცინებდნენ და სიყვარულს
ეფიცებოდნენ, ასევე ცოცხლად დამიდგა თვალწინ დეიდა ალი-
სა, მშვენიერი ლურჯი თვალებიდან სიყვარულსა და სინაზეს
რომ აფრქვევდა და გული შემეკუმშა, ასე არასდროს შემცოდე-
ბია ჩიკო... რაღაც მინდოდა, მომემოქმედა მის სანუგეშოდ, მაგ-
რამ ცხადია, სურათების ალბომის გადმოღება და ბებია მაკასი
და პაპა არჩილის ფოტოს ჩვენება ამ ვითარებაში სრულიად
შეუსაბამოდ ჩავთვალე და ფიქრი გამექცა წმინდა გიორგის დი-
დი ხატისაკენ, ბებია მაკას საწოლ ოთახში რომ ეკიდა. ვიფიქრე,
რომ ნახავს ასეთ ძალმოსილსა და მშვენიერ მხედარს, ნამდვი-
ლად კარგად იმოქმედებს-მეთქი. მაგრამ სწორედ ამ დროს ბე-
ბიამ, რომელმაც ისევ აიღო ჩიკოს პალტო და ახალ ძაფსაც
აგებდა, ისეთი რამ შემოგვთავაზა, რაც ჩვენ ყველაზე მეტად
გვიყვარდა. რა თქმა უნდა, ბებიამ ეს უპირველესად ჩიკოს
სიამოვნებისათვის შემოგვთავაზა: სანამ ღილებს ვაკერებ, მინ-
და, ერთი წარმტაცი ამბავი გიამბოთ და ყაბულს ხართ თუ არაო?
ჩიკოს ჩამქრალი თვალები მყისვე გამოუცოცხლდა და წამო-
ყელყელავდა, ბებია მაკამ თავისი ქალაღაიიდან ხმა მისცა ბები-
ას, ეგ რა ჩინებული რამ გადაგიწყვეტიაო, მეც სიამოვნებით და-

478 მკითხველთა ლიგა


გიგდებ ყურსო, მე კი ბებიებს გადავხედე და, თუ შეიძლება, ჩი-
კოს ერთი წუთით წმინდა გიორგის ხატს ვაჩვენებ და მერე მო-
ვისმენთ მაგ კარგ ამბავს-მეთქი. ბებია მაკამ დიდი ამბით დამი-
დასტურა თანხმობა და მეც მაშინვე ხელი მოვხვიე ჩიკოს, სა-
წოლ ოთახში გავიყვანე, საწოლის მოპირდაპირე კედელთან
დიდ ხატთან გავაჩერე და რასაც სხვა დროს არავითარ შემთხვე-
ვაში არ ვეტყოდი, ახლა გულაჩუყებულმა ჩავიდუდუნე:
– შეხედე, რა ლამაზი წმინდა გიორგია და როგორ ამარცხებს
ვეშაპს, მე ხშირად მოვირბენ ხოლმე და შევხედავ და როგორც
არ უნდა ცუდად ვიყო, გულზე მომეშვება ხოლმე.
ეს მართლაც ასე იყო, საღამოობით, ბებია მაკა და ბებია ევა
კარტს რომ გაახურებდნენ და ბებიაც სამზარეულოში საქ-
მიანობდა, მე შეუმჩნევლად შევიდოდი საწოლ ოთახში და ხატს
ვუყურებდი... ჩიკომ თანაგრძნობა დამიფასა, სულ თავს იქნევ-
და, სახე გაუნათდა და მითხრა კიდეც:
– მართლა რა ლამაზია, ეე, თან რა ღონიერიააა... – აქეთ გა-
მოსვლისთანავე ბებია მაკას გაუზიარა თავისი შთაბეჭდილება:
რა ლამაზი ხატი გქონიათ, ბებია მაკა, მაგრამ ხატს სრულიადაც
არა ჰგავს, გეგონებათ, ცოცხალი ადამიანიაო. ბებია მაკას აღ-
ტაცებას საზღვარი არ ჰქონდა:
– აბა, უყურე! ყოჩაღ, გენაცვალე, ყოჩაღ! ხედავ, რუსუდან,
როგორ ერთი შეხედვით მიხვდა ეს პატარა ბიჭი, რომ მართლა
ხატის ყაიდაზე არ არის დახატული და კიდეც ეს სძენს ასეთ ძალ-
მოსილებას!
– აბა, რომ გეუბნებოდით, ჩიკუნა სულ სხვა ბიჭია-მეთქი,
ტყუილად კი არ გეუბნებოდით... – დაუდასტურა ბებიამაც.
– ეს წმინდა გიორგი, ჩემო ჩიკო, ჩემი ბიძის დახატულია,
იმის სახსოვრადა მაქვს.
– ბებია მაკას ბიძა, მამა ლუკა, ჩემი მოძღვარი გახლდათ,
ბავშვებო, ჰოდა, რაც ახლა მინდა გიამბოთ, ის წიგნი სწორედ
მამა ლუკამ მაჩუქა ამ ორმოცდახუთი წლის წინ...

479 მკითხველთა ლიგა


– აუუჰ! – გაოცებით შესძახა ჩიკომ.
– ვაჟბატონო, წეღან რომ გამიქარწყლე ბოროტების შესახებ
დიდებული სიტყვები და ყურიც არ მათხოვე, ახლა სწორედ ის
თხზულება უნდა გიამბოთ, სადაც ეს აფორიზმია ჩართული, მაგ-
რამ თუ არ გნებავთ და ყურს არ მათხოვებთ, თქვენ თქვენთვის
და მე ჩემთვის...
– გვნებავს, გვნებავს! – ახლა უკვე ერთხმად დავიძახეთ მე
და ჩიკომ და ბებიასთან ახლოს, ტახტის კიდეზე ჩამოვსხედით.
ბებიამ ხალიფაფას ამოურია ხის კოვზი, გვერდზე მისწია, რომ
დიდი მხურვალება აღარ ჰქონოდა, ისევ მოიმარჯვა ნემსი და ძა-
ფი და მთხრობელის გულშიჩამწვდომი და სანეტარო კილოთი
დაიწყო:
– იყო ერთი ძალიან დიდი კაცი, სახელად შექსპირი, ამ სამას
ოცი წლის წინ გარდაიცვალა და...
– ბებია რუსუდან, ძია სტალინის ოდენა იყო ის კაცი? – წა-
მოიძახა უცებ ჩკომ.
– ჰ, ეს უხსენებელი შექსპირთან რა სახსენებელია! – შეიცხა-
და ბებიამ.
– მერე ხო მომკვდარა ის დიდი კაცი და ძია სტალინი ხო უკ-
ვდავია!!!
– შენ პირს შაქარი, ჩემო ჩიკუნა, უნდა დაგწყვიტო გული და
გითხრა, რომ ძია სტალინიც ერთ მშვენიერ დღეს უეჭველად
გარდაიცვლება და დამიჯერე, სამასი წლის მერე მას ასეთი დი-
დებით არავინ მოიხსენიებს, ახლა კი თუ მომაყოლინებ, მომა-
ყოლინე!
მეც მუჯლუგუნი გავკარი და ჩიკომ აღარაფერი თქვა, ჩქარ--
ჩქარა აახამხამა თვალები და გამტკნარებული გაისუსა, ბებია კი
დაუბრუნდა თავის თხრობასა და თავის მშვენიერ კილოს:
– ჰოდა, ამ შექსპირმა შეთხზა უფლისწული ჰამლეტის ამბავი,
ჭკუის სასწავლი ამბავი და თანაც წარმტაცი, იმიტომ, რომ უფ-
ლისწული ჰამლეტი, ერთი რომ ჭკუის კოლოფი ბრძანდებოდა

480 მკითხველთა ლიგა


და მეორეც, ბედისწერამ დიდი უბედურება დაატეხა თავს, არ
არის კაცი, იმისმა ამბავმა გული არ აუძგეროს...
– ბებია რუსუდან, რა ვქნა, ვერ ვითმენ, რომ არ შეგეკით-
ხოთ, ჩვენზე დიდი უბედურებაა?
– ჩვენი უბედურება ხელად გაიფანტება, ეს რაღაც გაუგებრო-
ბაა და თქვენ ისევ ისეთი ბედნიერები იქნებით.
– მე ჩემს დედ-მამასთან რომ წავალ, იციით, როგორ მომე-
ნატრებით და თელავიც როგორ მომენატრება, რო ვიფიქრებ
ხოლმე, სუ გული მიტირის...
– ვიშ, ეს რა მგრძნობიარე ბავშვი ყოფილხარ, გენაცვალე! –
გამოგვეხმაურა ბებია მაკა.
– მალე ყველანი ერთად ვიქნებით, ჩემო ჩიკუნა, შენ გული
შიგნით გქონდეს, ასეთი მედგარი ბავშვი არავითარ შემთხვევა-
ში არ უნდა დაგლახაკდე, შენი საკადრისი არ არის... ახლა კი
განვაგრძობ უფლისწული ჰამლეტის ამბავს: დანიის დიდებულ
სამეფოში მოულოდნელად გარდაიცვალა მეფე ჰამლეტი, დიახ,
დიახ, უფლისწულს მამის სახელი ერქვა. დაბრუნდა ჰამლეტი
ელსინორის სასახლეში გეტებორგიდან, სადაც ის სწავლობდა
და რა ნახა იმისმა თვალებმა: ბიძა კლავდიუსს შეურთავს დე-
დოფალი გერტრუდა, ჰამლეტის დედა და სამეფო ტახტზეც თვი-
თონ წამომჯდარა, წარმოგიდგენიათ, როგორ მოგწონთ ეს ამბა-
ვი...
ჩვენ ერთხმად შევძახეთ, რომ ეს არის საზიზღრობა, საშინე-
ლება და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, უფლისწული ჰამლეტი ტახტის
მიმტაცებელ ბიძას ჭიტლაყს ამოჰკრავს, გადააყირავებს და იქ-
ნებ სამეფოდანაც განდევნოს...
– ვერ მიხვდით, ბავშვებო, ვერა და დამაცადეთ! ეს ჩვენი
ჭკუა-გონებით სავსე ჰამლეტი გუმანით მიხვდა, საღსალამათი
მეფე თავისით არ მოკვდებოდა, რომ აქ რაღაც საშინელ მანქა-
ნებას ჰქონდა ადგილი, და მართლაც ერთ ღამესაც. შუაღამე
რომ გადავიდა, გამოეცხადა ჰამლეტს მამის აჩრდილი...

481 მკითხველთა ლიგა


– როგორი იყო მამის აჩრდილი, როგორი! – შევძახეთ
მღელვარედ მე და ჩიკომ.
– მამის აჩრდილი იყო ფერმკრთალი, თეთრი ტანსაცმელით
შემოსილი, ჰამლეტს ისეთი საზარელი საიდუმლო გაუმხილა,
რომელზეც უარესი ძნელია, ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს,
ისაო, მე ძმამ მომკლაო, ღვიძლმა ძმამაო, ბაღში მძინარეს ყურ-
ში საწამლავი ჩამაწვეთაო და წუთისოფელს, ჩემს საყვარელ
ცოლ-შვილს, ჩემს სანუკვარ სამეფოს გამომასალმაო და შენ,
ჩემო პირმშოვ, ჩემო ჰამლეტ, შური უნდა იძიოვო. აბა, ბავშვე-
ბო, როგორ გგონიათ, რას გააკეთებდა ჩვენი ჰამლეტი?
– რას გააკეთებდა და გათენებასაც არ მოუცდიდა, გადმოაგ-
დებდა საწოლიდან იმ საზიზღარ ბიძას, ცხენის ძუას გამოაბამდა
და ისე ათრევდა და თვალებსაც დასთხრიდა! – ძველებური რი-
ხით ამბობდა ჩიკო, და მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე. მხოლოდ
მე უფრო კლდიდან გადაგდებას ვფიქრობდი – დასტაცებდა
ხელსა და პირდაპირ გასტყორცნიდა უფსკრულისაკენ იმ მუდ-
რეგ კლავდიუსსა!
– მესმის თქვენი გულისთქმისა, ბავშვებო, კარგად მესმის,
მაგრამ უნდა იცოდეთ, შურისძიების საწიერი ძალზე ვრცელია
და ჰამლეტიც სულ სხვაგვარ შურისძიებას მიელტვოდა, კლავ-
დიუსის სახით მრუშობა და სიბილწე დანიის ტახტზე იყო აღზევე-
ბული, ქვეყანა საპყრობილედ იყო ქცეული, ჰამლეტს კი, რომე-
ლიც თავისუფლებასა და ჭეშმარიტებას მიელტვოდა, სიკვდილ--
სიცოცხლის, ყოფნა-არყოფნის მტანჯველი ფიქრი აწვალებდა,
სურდა, მთელი სიგრძე-სიგანით გამოემჟღავნებინა და ემხილე-
ბინა სიცრუისა და ბოროტების ბუდე, ამიტომაც უბრალო და
მარტივი შურისძიება ვერასოდეს ვერ დაუოკებდა წყლის სათა-
ვით მონახვის წყურვილს, ვერასოდეს ვერ...
– ბები, ბები, ბებია რუსუდან! – შევძახეთ ჩვენ ერთხმად,
რადგან ბებია ისე იყო ეშხში შესული, ნემსსა და ძაფსაც თავი
ანება, ხელი გამოიწოდა ჩვენკენ და მჭევრმეტყველივით დაიწყო

482 მკითხველთა ლიგა


სიტყვის თქმა, მაგრამ ჩვენმა შეძახილმა მყისვე გამოაფხიზლა,
პათოსი ჩაუქრა და მობოდიშებით მოგვმართა:
– მაპატიეთ, ბავშვებო, მაპატიეთ, როცა სიცრუეზე და სიბილ-
წეზე მიდგება საქმე, ვეღარ ვჩერდები, ჩემთვისაც მეტისმეტად
ახლობელია ჰამლეტის კაცობრიული გულისთქმა და მინდა,
თქვენთვისაც ასევე იყოს...
– გვიამბე რაა, ბები, მერე რა მოხდა! – და ბებიამ საოცარი
ამბები გვიამბო უფლისწული ჰამლეტის შესახებ, თუ როგორ
აღიძრა იგი ბოროტებასთან საომრად, როგორ მოიგიჟიანა თა-
ვი, აქტიორების თამაშით როგორ ამხილა კლავდიუსი და სააშ-
კარაოზე გამოაჭენა, როგორ უყვარდა ოფელია და როგორ თქვა
ამ სიყვარულზე უარი... ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა
ოფელიას სიყვარულმა, ჩიკოზე კი – თავის მოგიჟიანებამ, ვე-
ღარ მოითმინა, მაშინვე ის ჰკითხა: რატომ მოიგიჟიანა თავი,
რატომო! ისე მომწონს, ისე მომწონს რო ძალიანო... თან
სიამოვნებით ეცინებოდა.
– გენაცვალოთ ჩემი თავი, დავიჯერო, ვერ მიხვდით, რატომ?
– ვითომ გაიოცა ბებიამ, – სულის შვებისთვის, თავისუფლების-
თვის და სიმართლისთვის. ვინც დასაცინი იყო, თავისუფლად
დაეცინა, ვინც გასაკილი იყო, თავისუფლად გაეკილა, არ ყოფი-
ლიყო ეტიკეტის მონა და თვალთმაქცური მიეთმოეთით სული
არ შეეჭირვებინა... მე ვფიქრობ, ჩვენი საყვარელი ჰამლეტი სი-
ანცესა და ეშმაკობასაც არ იყო მოკლებული, ბოლოს-ბოლოს
უფლისწული იყო, ეგრე კი არ არის საქმე! – ისე თქვა, თითქოს
ვინმე ედავებაო, მერე კი წარმტაცი კილოთი განაგრძო: – ახლა
იმ საზიზღარმა ძმისმკვლელმა კლავდიუსმა მეფე ჰამლეტი ხო
გამოასალმა წუთისოფელს და ტახტიცა და დედოფალიც მიისა-
კუთრა, ახლა... დაინახა თუ არა, რომ უფლისწული ჰამლეტი
სწორ კვალზე დგას, ნიშანში ამოიღო... იცოდეთ, ბავშვებო, ბო-
როტება კიდევ იმით არის საშინელი, რომ მარტო ყოფნა არ შე-
უძლია, აუცილებლად უნდა იბარტყოს, ჰოდა, დაჯდა, მუხანათუ-

483 მკითხველთა ლიგა


რი, მზაკვრული წიგნი დაწერა, ჰამლეტი შორს გაგზავნა და ეს
წიგნი მასვე გაატანა, ისაო, ისაო, ჯალათის ცულის გალესვასაც
ნუ დაელოდებითო, მყისვე თავი გააგდებინეთო!!!
– აი, ხედავთ, ბებია რუსუდან, დაყოვნებამ რა ქნა? – აღელ-
და ჩიკო.
ბებიამ ბევრი ადგილი ზეპირად იცოდა და შთაბეჭდილების
გასამძაფრებლად ჩაურთავდა ხოლმე, ახლაც მოგვიწოდა:
– აბა, დავუგდოთ ყური თვითონ ჰამლეტს, რას ამბობს კლავ-
დიუსზე: "იგი, ვინც მოჰკლა მამაჩემი, გამირყვნა დედა, ვინც გა-
მიმტყუნა მე იმედი მეფედ არჩევის, ვინც მანქანებით სასიკვდი-
ლოდ მახე დამიგო, ნუთუ არ არის იგი ღირსი, რომ ამ მარჯვე-
ნით ესრეთ დიადი ბოროტება გარდავუხადო!!! განა კარგია, ამ
იარამ ჩვენს ბუნებაში დაისადგუროს და საზარელ გესლად გად-
გვექცეს".
– უჰ, უჰ, უჰ, ეს რა ჭოჭმანა ვინმე ყოფილა! – აღშფოთდა ჩი-
კო, – თუნდ სანაძლეო, ვგრძნობ, იმ მუდრეგ კლავდიუსს თავ-
საც მოაკვლევინებს!
– ჭოჭმანა! – შესძახა მწყრალად ბებიამ, – ჭოჭმანა კი არა,
ჭკვიანია და დაფიქრებული, არსთა წვდომით აღძრული, იცის,
რომ ყოველივე ქვეყნად უნდა აღივსოს და გასრულდეს...
ბებია მაკა, რომელიც აქამდე ჩუმად განაგრძობდა თავის
საქმიანობას და როგორც ჩანს, ყურს გვიგდებდა, ახლა ჩაერია
და ბებიას სიცილით ჩაუნისკარტა:
– უი, შენ კი გენაცვალე, რუსუდან, მაგ მაღალფარდოვან ლა-
პარაკში, რო არა და არ შეგიძლიან მაღალ-მაღალი სიტყვების
გარეშე არსებობა?!
– ბებია მაკა, ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ ბებია რუსუდანის ამ-
ბობას და ძალიანაც მოგვწონს! – დიდის ამბით გამოესარჩლა
ბებიას ჩიკო...
– კარგი, ჰოო, ეხლა უნდა მიხვეულ-მოხვეულობის გარეშე
ჩავიდე ბოლომდე. აი, ამასობაში ოთხი ღილიც დავაკერე, ორი-

484 მკითხველთა ლიგა


ღა დამრჩა. მხოლოდ ის მითხარით, ბავშვებო, სად გავჩერ-
დით?– და ბებიამ გამომცდელად შემოგვხედა.
– ცულის გალესვასაც არ დაუცადოთო, ისე გააგდებინეთ თა-
ვიო! – დაიძახა ჩიკომ.
ბებიამ ახლა უკვე მწყობრად მიაყოლა და ჩვენც არ გაგვიწ-
ყვეტინებია, მხოლოდ შორისდებულებით გამოვხატავდით შთა-
ბეჭდილებას, ხოლო როცა ბებიამ ხელი აღმართა და აწეული კი-
ლოთი წარმოთქვა:
– ჩაქრა ლამპარი დიდებული, მშვიდობით, პრინცო, ანგე-
ლოსთ გუნდმა განგასვენონ ტკბილის გალობით...
მეცა და ჩიკოსაც თვალები ცრემლით აგვევსო.
– დიახ, ბავშვებო, – შეგონების კილოთი გვითხრა ბებიამ, –
ჰამლეტის კაცობრიულმა გულისთქმამ გაანადგურა ბოროტების
ეს ბუდე, დანიის სამეფო კარი, მაგრამ ვაი, რომ ბოროტების ბუ-
დის მოსპობამ ყველას მოსპობა გამოიწვია.
– ეჰ, – ამოიოხრა გულდაწყვეტით ჩიკომ, – აბა, ეგ რაღა შუ-
რისძიებაა, დანია დააობლა... მეე, ბებია რუსუდანო, უპირველეს
ყოვლისა, ჩემს ქვეყანაზე ვიფიქრებდი და ბოროტების ასე თავი-
დან ბოლომდე გამომჟღავნებაზე კიდევ არა. იმიტომ, რომ აგეე
ფორტნიბრასი მოვიდა!
– სწორედ ეგ არის საქმე, ჩემო ჩიკუნა, ასეთია ბოროტების
ბუნება, იგი აუდაბურებს ქვეყანას. რომელი ტახტისთვისაც
აღიძრა მზაკვარი კლავდიუსი, ის ტახტი არა მარტო თვითონ და-
კარგა, არამედ თავის მოდგმასა და თავის ქვეყანასაც დაუკარ-
გა. გადამთიელი ფორტინბრასი მოვიდა, მართალია, ქველი ვაჟ-
კაცი, მაგრამ მაინც გადამთიელი. აი, ეს ქნა ბოროტებამ.
– აბა, ეგ რაღა გამოვიდა... – დავღონდით ჩვენ: – იმის მა-
გივრად, თვითონ დაბრძანებულიყო ტახტზე და გაედედოფლე-
ბინა ოფელია...
– რაღა გამოვიდა და ის გამოვიდა, ჩემო ბავშვებო, რომ
კლავდიუსი დაგმობილია ყველას მიერ. აბა, დაფიქრდით, ამ სა-

485 მკითხველთა ლიგა


მას წელიწადში, რაც ჰამლეტი დაიწერა, რამდენი თაობები გა-
ლაგდა და ყველას სძულდა კლავდიუსი, უკვე სამასი წელია
კლავდიუსი სძულთ. სძულთ და სძულთ, ძმის მკვლელი, მრუში
კლავდიუსი! აბა, შეაჯამეთ იმ თაობების გმობა და სიძულვილი?!
ახლა ჰამლეტსაც შევხედოთ! ჩვენს დაუვიწყარ, უსაყვარლეს და
უჭკვიანეს ჰამლეტს! ქვეყანა გულში იკრავს! მე ვინა ვარ, მათი
ფეხთა მტვერი, ვისაც ჰამლეტი უყვარდა და უყვარს, და მეც მინ-
და, იმისი გასხივოსნებული კაეშნის წინაშე მუხლი მოვიდრიკო
და თქვენც მოგადრეკინოთ...
– მე დიდი სიამოვნებით მოვიდრეკავ მუხლს! – თქვა ჩიკომ.
– მეც, მეც, – მყისვე დავეთანხმე მეც.
– პალტოც ჩამიბარებია, ვაჟბატონო. აი, როგორ კარგად და-
გიკერე ღილები. ნეტავ არ მინდა, კიდევ დაიწყვიტო!
და ბებიამ ჩიკოს პალტო გადასცა.
– მადლობთ, ბებია რუსუდან, მადლობთ. ჰამლეტის ამბის-
თვისაც მადლობა...
და ჩიკომ პალტო ტახტის ბოლოს დადო.
– თქვენი მადლობა ის იქნება, ბავშვებო, თქვენც ჰამლეტი-
ვით მიელტვოდეთ სიმართლეს, გწყუროდეთ სიმართლე! გვალ-
ვიან დღეს წყალი რომ მოსწყურდება კაცსა და სწორედ მაშინ
უნდა საგანგებოდ ცივ-ცივი და კამკამა წყალი დალიოს...
– მეც მოვრჩი ჩემს ქალაღაიას. აბა, ერთი შემოხედეთ და შე-
მიფასეთ!
სწორედ ამ დროს მოგვმართა ბებია მაკამ და მოლბერტი გა-
მოსწია... ჩვენ დავინახეთ აყვავებული მდელო, ნაირფერი ყვა-
ვილებით მორთული... და სულ ჰაიჰუითი შევუფასეთ.
– გული გაგვინათდა, მაკა, გული გაგვინათდა! – ბეჭედი და-
ასვა ბებიამ, – აბა ახლა ვისაუზმოთო, თორემ სადაცაა, ევა მოვა
და ტყეში წაგიყვანთო. ბებია, ეტყობა, იმედოვნებდა, რომ ჩიკომ
ამასობაში წერილის ამბავი დაივიწყა. მაგრამ, ნურას უკაცრა-
ვად, მაშინვე აჩქარებით უთხრა:

486 მკითხველთა ლიგა


– ბებია რუსუდან, თუ ბებია ევა მოგვისწრებს, მე ტყეში არ წა-
ვალ და წერილი დავწეროთ, კარგიი?! – და ბებიას ვასიამოვ-
ნოო, ხელები გაშალა და პათოსით წარმოსთქვა: – რადგან ბო-
როტმოქმედება მოითხოვს გამჟღავნებას! გაკილვას! და დაგმო-
ბას!
– არა, ეს მართლა კვერცხში წივის! – აღმოხდა ბებია მაკას
და ჩიკოს ღიმილით გადმოხედა. მერეც, საუზმობის დროსაც, უნ-
დოდა, სულ ჩიკოსთვის ეყურებინა, აშკარა იყო, როგორც იტყვი-
ან, გული შეუვარდა, ერთი ნახვით შეუყვარდა...
ბებიამ კი პირობა შეუსრულა ჩიკოს, საწერ-კალამი მოიმარ-
ჯვა, წინ დიდი თაბახი დაიდო და წერილის წერას შეუდგა, თანაც
სწორედ ისე, როგორც ჩიკო სთხოვდა... უკვე ამთავრებდა წე-
რას, ბებია ევა რომ მოვიდა; აბა, დაყოვნება აღარ იქნებაო,
გვითხრა, ზამთარია, პატარა დღეა და უნდა მოვასწროთ დაბინ-
დებამდე ჩამოსვლაო...
– ჩემო ჩიკუნა, ხომ ხედავ, მოვრჩი წერილს, შეგიძლია, არ-
ხეინად წახვიდე ტყეში, მე კი გეფიცები, რაც მეფიცება, აუცილებ-
ლად გაგიგზავნი, შეკვეთილის ქვითარსაც ჩაგაბარებ, ამაზე
კარგი სიტყვა რა გინდა, მხოლოდ... აუცილებლად უნდა დაგაწე-
რინო ხვალვე ერთი ასეთი წერილი, ბავშვის ხელი რომ კარგად,
მკაფიოდ ჩანდეს, და ჩვენი მუზეუმის დირექტორს, სანდროს ჩა-
ვაბარო, ჩასვას ჩარჩოში და გამოფინოს თანამედროვეობის ამ-
სახველ დარბაზში, ჩვენს დიდ მიღწევათა შორის იყოს შენი წე-
რილიც ჩართული, ჩემო ბიჭო, მომავალი თაობებისათვის ჭკუის
სასწავლებლად...
– ოღონდ გამიგზავნეთ, ბებია რუსუდან, და დაგიწერთ, აბა
არა?! – დაეთანხმა და მართლაც მეორე დღესვე მოვიდა სამუ-
ზეუმო წერილის დასაწერად. რას არ მოვიდოდა?! ოღონდ სახ-
ლში არ წასულიყო თავის მოძულებულ ნათესავებთან და თუნდ
ცხრა მთას იქით წავიდოდა...

487 მკითხველთა ლიგა


ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ჩიკომ ჩვენთან დაიდო ბინა
და, ცხადია, მას ბებია მაკას დამოკიდებულება აგულიანებდა...
ათასჯერ მახლობლებიც ვყოფილიყავით, ჩვენც ხომ ხიზნები ვი-
ყავით და ამ სახლში ამინდის განმსაზღვრელი ბებია მაკა იყო,
რომელსაც ისე ჩავარდნოდა გულში ჩიკო, მის დანახვაზე, რო-
გორც იტყვიან, ცა უწითლდებოდა: "რა ვქნაა, სხვანაირად მომე-
ბა გულზე ეს ბიჭი", – ეუბნებოდა ბებიას. ერთ საღამოსაც, ყველა
რომ წავიდ-წამოვიდა, – ბებია მაკასთან ხშირად შემოდიოდნენ
საღამოობით მეზობლები და, რა თქმა უნდა, ბებია ევა ხომ
უპირველესი სტუმარი იყო და სწორედ ბებია ევა წაიყვანდა
ხოლმე ჩიკოს, – ბებია მაკამ თავისი გულისნადები გაანდო ბე-
ბიას:
– რას მეტყვი, რუსუდან, შენ გონიერი ადამიანი ხარ და მეც
ერთი მადლი მოვისხა – ეს დაობლებული ბიჭუნა ჩემთან წამო-
ვიყვანო, მიმეგზავნებოდი იმ გულაცრუებულ ნათესავებთან და
გაუხარდებოდათ კიდეც...
მე გულზე მეცა ბებია მაკას სიტყვები, იქვე მაგიდასთან ვიჯე-
ქი, სურათებს ვაფერადებდი, მაშინვე თავი ავიღე და შეშფოთე-
ბაც ვერ დავფარე:
– რატომ არის ჩიკო დაობლებული, ბებია მაკა, რატომ? ხო
არ მომკვდარან დეიდა ალისა და ძია ლექსო, ხო დაბრუნდები-
ან...
– არა გენაცვალე, – შეწუხდა ბებია მაკა, – დროებით არის
დაობლებული და ჩვენც დროებით წამოვიყვანდით. აი, მაგისმა
ბებიამ რო ჰკრა თავი და გაიქცა პოლკოვნიკთან ერთად, ყველა
ამას ამბობდა, დააობლა ბიჭი, დააობლაო, თუმცა ის ქალბატო-
ნი ისეთი ცოცხალი იყო და ისე დაჭენაობდა, მეტი რო აღარ შე-
იძლება... – და ბებია მაკამ, ჩემი შეშფოთება რომ გაეფანტა, ძია
ლექსოს ბავშვობაზე გადაიტანა საუბარი და ძალიანაც დამაინ-
ტერესა, ცოცხლად წარმოვიდგინე, როგორ ელოდებოდა დედას
დაცარიელებულ დარბაზში და ის კი არ მოდიოდა. ერთი თალია,

488 მკითხველთა ლიგა


თითქოს შეიყოლია სცენის მუშების საქმიანობამ, დეკორაციები
რომ გაჰქონდათ უკანა კარიდან... მერე უცებ ძალიან შეეშინდა,
პატარა ნატუკა ხო არ ჩაბჟირდაო, იქით გაიქცა, საითაც დედა
გავიდა, თეატრის ეზოსკენ, მაგრამ იქ არავინ იყო, გრძელ დე-
რეფანში ბნელოდა... ისევ აქეთ გამოიქცა, პარტერი გადმოირ-
ბინა და ნახევრად ჩაბნელებულ ფოიეში გამოვიდა, სიღრმეში
ვიღაც მოძრაობდა... შეკრთა, უცებ ვერც კი მიხვდა, რომ ეს სა-
კუთარი გამოსახულება იყო, დიდი სარკიდან რომ შემოჰყურებ-
და შეძრწუნებული თვალებით. ისევ შევარდა დარბაზში. სცენა
უკვე დაცარიელებული იყო. უკანა გაღებული კარიდან მაღალი
გალავანი და ვარსკვლავიანი ცის ზოლი მოჩანდა... "ბიჭიკო, ბი-
ჭიკო, – დაუძახეს, – რა გინდა აქა, რას აკეთებ?" "დედას ველო-
დები..." "აქ აღარავინ არ არის, ყველა წავიდა..." "მითხრა, დამი-
ცადეო..." – ხმა გაებზარა ლექსოს. "ალბათ რაღაც შეემთხვა
და... სად ცხოვრობთ?" "აქვე ბულვარის თავში". კაცი სცენიდან
ლოჟაში გადმოხტა, ლოჟიდან პარტერში: "აბა, წამომყე, ცოტაზე
გაგაცილებ..." ხელი ჩასჭიდა, გარეთ გამოიყვანა, ბულვარის ნა-
ხევრამდე მიიყვანა, აბა, აქედან გიყურებ და გაიქეციო, უთხრა,
გაიქცა, ისე გაიქცა, ერთ წამში აირბინა კიბეები და შევარდა სახ-
ლში, დარწმუნებული, რომ დედა და ნატუკა სახლში დახვდე-
ბოდნენ და ნატუკა გადაფიჩინებული იქნებოდა... მაგრამ სასა-
დილო მაგიდასთან, ფაიფურის აბაჟურის ქვეშ იჯდა ბებია ნატო
და ჩაის შეექცეოდა. "სად არიან, ბები, სად არიან! – დაიყვირა
ლექსომ. "ვინ სად არიან, ვინა..." – ხელები უმწეოდ გაშალა ნა-
ტომ. "დედა და ნატუკა... დედა და ნატუკა..." ყვიროდა გადა-
რეული ლექსო. მთელი ღამე შესვლა-გასვლაში გაატარეს... არ-
სად ჩანდნენ, არც ვეროჩკა და არც ნატუკა... "ბებო, იქნებ ნატუ-
კა ჩაბჟირდა და დედამ გააქანა კოლა ფერშალთან და კოლა
ფერშალი კიდევ ტყესთანა ცხოვრობს და ტყიდან კიდევ მგელი
გამოვარდა და..." – იძახდა დაფეთებული ლექსო და ბებიას
სთხოვდა, წავიდეთ და მოვძებნოთო. აღარ იცოდა საწყალმა ნა-

489 მკითხველთა ლიგა


ტომ, რა ექნა და რა ეღონა, ან გადარეული ბიჭი როგორ დაეწ-
ყნარებინა, ან ისინი სად ეძებნა. კიდევ კარგი, ლექსოს, ტირი-
ლითა და ვაივაგლახით სიქაგაცლილს, ბოლოს-ბოლოს, ამდენი
შერბენ-გარბენის შემდეგ, ტახტზე ჩაცმულს მიეძინა და ნატოსაც
გულმა რეჩხი უყო, ისე იყო ბოლო დროს მაინც აქაურობაზე გუ-
ლაცრუებული, ვინ იცის, ამ ჩემმა რძალმა ჰკრა თავი და დაგ-
ვტოვაო. გავიდა თავის ოთახში და თავის საწოლზე, გამოსაჩენ
ადგილას, ბალიშზე მიყუდებული წერილი კი ნახა. კონვერტი
გახსნა და წერილთან ერთად ასიგნაციები გადმოცვივდა. გუ-
ლის კანკალით წაიკითხა წერილი: მეო, თქვენთან ვიხდი ბო-
დიშს და თქვენ მეცოდებით, მარტო რომ გტოვებთო, თქვენ კე-
თილშობილი ადამიანი ხართ, თქვენგან სიკეთის მეტი არაფერი
მახსოვს და მეც იმით გიხდით სიკეთეს, რომ ლექსოს გიტოვებ-
თო; ლექსო ბიჭია, აქაურობას შესისხლხორცებულია და მამის
კარზე, თავის სახლში უნდა გაიზარდოსო. მე ასე ვიფიქრე, რომ
თვითონ მისთვისაც და თქვენთვისაც ასე აჯობებს, თორემ არც
ვიცი, როგორ უნდა გავძლო უმაგისოდ. თქვენი იმედი მაქვს,
რომ ზრუნვასა და სიყვარულს არ მოაკლებთო. მე კი წერილსაც
მოვწერ, ყველაფერს ავუხსნი და დახმარებითაც ყოველთვის
დაგეხმარებითო. არჩილის წინაშე კი, ნუ გამამტყუნებთ, სულაც
არა ვგრძნობ თავს დამნაშავედო, და ოდნავ არ მაწუხებს სინდი-
სის ქენჯნაო, გაუთავებელი ცდა, გზისკენ ყურება, დღენიადაგ
ლუკმაპურზე ფიქრი და დედამთილის კისერზე ჯდომა ამოვიდა
ყელშიო... მადლობა ღმერთს, შემხვდა ადამიანი, რომელიც
პირველ რიგში ჩემზე და ჩვენ შვილებზე იფიქრებს და არა ქვეყ-
ნად სამოთხის დამყარებაზეო, რომელიც ეცდება, პირველ რიგ-
ში თავის ოჯახში დაამყაროს სამოთხეო... მივდივართ სამარაში,
იქ დანიშნეს ჩემი ქმარი პოლკის უფროსად, მაგრამ ისე ვარ
აფორიაქებული, არც კი ვიცი, ლექსოს როგორ უნდა ვუთხრა და
როგორ გამოვეთხოვოო...

490 მკითხველთა ლიგა


– ეს ყველაფერი დეიდა ნატომ მიამბო, ვეროჩკას წასვლიდან
რამდენიმე ხნის შემდეგ რომ მოვიდა ჩემთან და არჩილის წერი-
ლი მომიტანა... არცკი ვიცი, მითქვამს ეს შენთვის, რუსუდანო,
თუ არა, – თქვა ბებია მაკამ.
– შენ არა, მაკა, ევამ კი მითხრა, ძალიან იყო შეწუხებული და
მთხოვდა, ჩაერიეო, მე ვეუბნები და არ მიჯერებსო, იქნებ შენ
როგორმე დაარწმუნო, არჩილს აპატიოსო...
– არც გამიხსნია წერილი, ისევე გავატანე დეიდა ნატოს და-
ბეჭდილი კონვერტი, მერიდებოდა კი ხნიერი, პატივსაცემი ადა-
მიანის ასე გატრიზავება. როგორ მთხოვდა, როგორ მემუდარე-
ბოდა, ლექსო დედად მიგიღებსო, ისე აქვს აცრუებული გული,
იმისი სახელის გაგონება არ უნდაო... ჩემს სიცოცხლეში არცა
ვნახავ, არც ვაპატიებო... ჰოდა, მინდოდა მეთქვა, მეც ასევე
მაქვს არჩილზე გული აცრუებული-მეთქი. ჩემი არჩილიო, საქ-
ვეყნო საქმისთვის თავკლულიო, თვითონ კი, აი, ასე მშრალზე
დარჩაო...
"არც თვითონ დარჩება მშრალზე, დეიდა ნატო, გულს ნუ
დაიდარდიანებთ...""პატიებაც ხო არსებობს, გენაცვალე, მით
უმეტეს, ხო იცი, ძალად აეკიდა..." – არწმუნებდა არჩილის დე-
და. "პატიება როგორ არ არსებობს, დეიდა ნატო, არსებობს, –
ეუბნებოდა თავის მხრივ მაკა, – თუკი გიყვარს, ყველაფერი არ-
სებობს, მაგრამ, მაპატიეთ დეიდა ნატო, არჩილი მე აღარ მიყ-
ვარს და პატიებასაც აზრი აღარა აქვს..." იმ ქალის წასვლა კი
გაუხარდა, ოჰ, როგორ გაუხარდა, იმიტომ კი არა, რომ არჩი-
ლის დაბრუნებას ფიქრობდა, აღარავითარი სურვილი ურთიერ-
თობის აღდგენისა და მასთან ყოფნისა არ ჰქონდა, აკი არც კი
გახსნა არჩილის წერილი და ისე დაუბრუნა უკან... იმ ქალის
დარდიც არ ჰქონდა, ის ქალი ვიღაც იყო, ვიღაც, მაკასთვის სრუ-
ლიად უცხო და უსახო, მიუხედავად თავისი აფუებული მკერდისა
და აბრეშუმის კაბაში ბორცვებივით ამომსხდარი მკვრივი გვერ-
დებისა, ჩირად არ თვლიდა მაკა იმ ქალს და იმანაც კი მიატოვა

491 მკითხველთა ლიგა


არჩილი! აი, თურმე რა უილაჯო ყოფილა, ცოლი გაექცა! დედა
ვაცხონე იმისი და მამა, მაშ არადა, გაუჩერდებოდა ამისთანა ბე-
დოვლათს! იმ ქალის წასვლაც ხომ იმას ამტკიცებდა, რომ არ-
ჩილში იყო საქმე და არა იმ ქალში! ის ახლად გამომცხვარი
პოლკოვნიკიც, – ჰოი, გემოვნების ცვალებადობავ, განა დიდი
ხანია, რაც ახალი დროის ფერხულში ჩაბმული მაკა თვით-
მპყრობელობის ყოველ დამცველში ლამის საკუთარ მტერს ხე-
დავდა, – სჯობდა არჩილს, სწორედაც სჯობდა, არჩილი არ ფიქ-
რობდა საკუთარ შვილებზე, იმ კაცმა კი არჩილის ცოლ-შვილი
გაუყენა გზას! ნეტავი ვის რაში სჭირდება ამისთანა კაცი და იმი-
სი მონანიების წერილები?!
– ჩვენი ჩიკუნა კი უკვე ნამდვილად შენი შვილიშვილი იქნე-
ბოდა... – უთხრა ბებიამ მაკას.
– არა, რუსუდან, უმალ ეხლა შეიძლება გახდეს ჩემი შვილიშ-
ვილი... ამ პატარა ბიჭმა ისე გამიცოცხლა წარსული, სულ ის
ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა მიდგას თვალწინ, ოცდაოთხ
წელს... წუხელ არა და არ დამეძინა... რა თონე დაანთო... რა
ცოდვა დაატრიალა... ეს პატარა ბიჭი მომება გულზე თორემ, არ-
ჩილზე ყველაფერი ახია!
– ოჰ, ღმერთო ჩემო... – ისე ამოიკვნესა ბებიამ, ლამის ვი-
ფიქრე, მეც კი დავავიწყდი, იქვე რომ ვიჯექი.
– ბები, ბები, რა იყო, რა მოგივიდა? – მივედი, კალთაში ჩა-
ვუჯექი და ხელი მოვხვიე.
– საშინელება დატრიალდა ოცდაოთხ წელს, გენაცვალოს
ბებია, მერე მე შენ ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ, არც
მაქვს უფლება, არ გიამბო... მხოლოდ ძალიან გთხოვ, ახლა
არა. ახლა მოდი, სანთელი დავანთოთ წმინდა გიორგის ხატთან
და ვახსენოთ ოცდაოთხში დაღუპულები, კარგი?
– ძია გიგიც მაშინ დაიღუპა, არა, ბები?

492 მკითხველთა ლიგა


– ჩემი გიგიც... და ბევრი სხვაც... – მწუხარედ თქვა ბებიამ,
ბოლოკაბის ჯიბიდან წმინდა სანთელი ამოიღო, ხელი მომხვია
და წმინდა გიორგის ხატისაკენ წამიყვანა.
– ოჰ, ის ქორწილი... ის სისხლიანი ქორწილი... – აღმოხდა
ბებია მაკას.
ბებიამ თავი მიატრიალა, მაკას შეხედა:
– შენგან არ მიკვირს?! ის ქორწილი რომ არა, განა სის-
ხლიანი კალო უკვე არ ტრიალებდა?!
– ოო, ის ქორწილი მაინც ჯოჯოხეთია მოსაგონებლად... –
თქვა ბებია მაკამ და ბებიამაც ღრმად ამოიოხრა, – მე ზოგჯერ
მგონია, რუსუდან, რომ საზღაური არსებობს...
– მამა ლუკას ეჭვი არ ეპარებოდა... – და ბებიამ წმინდა გი-
ორგის ხატისაკენ წამიყვანა.

493 მკითხველთა ლიგა


"ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე".

ის ქორწილი თელაველთა ხსოვნას სისხლიანი ქორწილის


სახელით შემორჩა. მხოლოდ ჩვენს ქალაქში კი არა, მთელ
ჩვენს მხარეშიც ხშირად გაიგონებდით იმ ქორწილის ამბავს, ინ-
გლისელები იღებდნენ ფილმს საქართველოზე ამ ათიოდე წლის
წინ. ცხადია, 24 წლითაც იყვნენ დაინტერესებული. ჯგუფის ასის-
ტენტმა, შანი ტომასმა მე მთხოვა, გავყოლოდი თელავში და მეჩ-
ვენებინა ის ადგილები, სადაც 24 წელს სისხლიანი დრამები თა-
მაშდებოდა, "გეპეუ" იქნებოდა ეს, აბანოს ქუჩაზე, ხევის პირას,
ჯანდიერების ჩამორთმეულ, ყოფილ სახლში, სამსართულად
ჩაქვესკნელებული სარდაფებით, დილეგებად რომ იყენებდნენ
პატიმრებისთვის და ბევრს იქვე ხვრეტდნენ... (მერე ჩემი მეგობ-
რები ცხოვრობდნენ იმ სახლში და ოცი წლის შემდეგაც, იქ სა-
დაც შაშხსა და მწნილებს ინახავდნენ, იმ სარდაფის კედლებს
ისევაც აჩნდა სისხლის კვალი...) თუ გიგოსგორა, ანუ 24 წლის
გოლგოთა, თხემის ადგილი, და იქითკენ მიმავალი გზა, – ჩვენი
მშვენიერი ნადიკვრის ქუჩა, – სადაც გარიჟრაჟზე დასახვრეტთა
ნაბიჯების ხმა გაისმოდა და ძილგამკრთალ, სახლებში შეკეტილ
თუ სხვნების სარკმელებთან მოთვალთვალე თელაველებს,
ძარღვებში სისხლს უყინავდა.
რას წარმოიდგენდა თავადი გიგო, ვახვახიშვილი, მაღალი,
უხვი, მდაბალი, სახეგაშლილი, დიდულვაშა, ყურთმაჯებიან კა-
ბაში გამოწყობილი, მარჯნისა და გიშრისბურთულებიანი
კრიალოსნით ხელში, – ცივის წვეროდან, ვეჟო, ნუხამდე ჩემი
მამულები იყო, მააშ, – რომ მის კუთვნილ გორაზე, ჩვენი უბნის
განაპირას, ნადიკვრის გადაღმა, ტყის პირას, სადაც მას გომუ-
რები ჰქონდა და პირუტყვი ეყენა, მენახირეთა შაირობას, ფან-
დურის ფხაკუნს, რძის ჩხრიალსა და სადღვებლის ხმას ტყვიების
ზალპი და დახვრეტილთა უკანასკნელი გმინვა შეცვლიდა... რას

494 მკითხველთა ლიგა


წარმოიდგენდა, რომ "გიგოს გორა" ასეთი მწუხარე სახელით
შეიმოსებოდა.
და მაინც, თელავში ჩასვლისთანავე, ინგლისელი შანი ჯერ
რცხილაძიანთ ყოფილი სახლისკენ წავიყვანე, ორჯონიკიძის ქუ-
ჩაზე (ამჟამად უკვე "ცხრა აპრილის"), ნადიკვრის ქუჩის ასახვევ-
თან, დიდაივნიან მაღალ ბელეტაჟთან გავაჩერე და ვუთხარი:
აი, ეს სახლი, სადაც 24 წელს, აგვისტოს ბოლოს ის ქორწილი
გაიმართა და ასე შემზარავად დამთავრდა-მეთქი...
თელაველი პატარძლის, რცხილაძიანთ ნინასი და აწყურელი
აზნაურის, ოფიცერ საშა გამყრელიძის ქორწილი.
განა არა, ბევრი ეჭვობდა, აქეთ-იქიდან აფრთხილებდნენ კი-
დეც: არეული დროა, აღარ გაიგება ქვეყანაზე რა ხდება, ქაქუცას
მამიდაშვილ-დეიდაშვილ-ბიძაშვილია ჩვენებური თავადაზ-
ნაურობა, ერთიანად არიან გადაბმული ან ნათესაობით, ან მე-
ზობლობით, ან ნათელ-მირონით, ქაქუცას კიდევ აგერ ბოლშე-
ვიკები დასდევენ, არ გინდათ ახლა ასეთი თავშეყრა და გაზიდუ-
ლობაო. მაგრამ, ჯერ ერთი, ბევრი სხვა გულის ფანცქალით
ელოდა ქორწილს, შეღერებული იყო საქეიფოდ და მოსალხე-
ნად, სხვაგვარ თვალსაზრისს ადგა, ანუ იმგვარს, თელავის გიჟი
მომღერალი რაჟდენა გიტარაზე დამღერებით რომ გადმოსცემ-
და: "როცა მწუხრის ჟამი დგებაა... და სიბნელე ჩამოწვებაა... ვე-
რაფერიი შეედრებაა... სხივთა შუბით დაჭრიილ წყვდიადს...
ქვევრის პირას ჩარექიაანს... კახურ სუფრულს მრავალხმიანს",
და მეორეც, ვერც დედამა და ვერც ძმამ საპატარძლო ვერ
დაითათბირეს, თავი გაიკლა ნინამა და ტირილით თვალები
დაისია, მერე კი ხელს ხელი შემოჰკრა და დაბოხებული ხმით
დაიქუხა: "რა ვქნაა, ვიგინდარა ტარა ნინაში ხო არ გეშლებით?
ყოველწლიურად თავისნაირებზე რო ვითომ თხოვდება და არც
არავინ ქორწილს უხდის, არც არავინ მაყრად მიჰყვება?! გინ-
დათ, მამაჩემი საფლავში გადატრიალდეს?! ჩემი ნინაო, ჩემი
ობოლი გოგოო, ქვრივოხერი და ბედნაცვალი ხო არა გგონიათ,

495 მკითხველთა ლიგა


პირუჩუმრად გააძეოთ სახლიდანაო?! ვიშ, გენაცვათ! სად გა-
მოვყო თავი და ვის რა პასუხი გავცე, ან ჩემს მეჯვარეებსა და ან
ჩემს მაყრიონსა?! ძვირფასი ადამიანი, ჩემი სამამამთილო, ყვე-
ლასაგან პატივცემული დავით აწყურელი, თანაც ბრმა, როგორ
გავაპლუტო, რა პირით შევხედო იმ დავსებულ თვალებშია?! არ
გადამიხდით ქორწილსა და აღარც ვიფიქრებ გათხოვებაზე,
მორჩა და გათავდა, შევუთვლი უარს საშასა, წავალ გადავიკარ-
გები და ვეღარც მკვდარსა მნახავთ და ვეღარც ცოცხალსა!"
გაიჭერა იყო ნინა და თავისი გაიტანა; თანაც სხვა მიზეზიცა
ჰქონდა, სხვა ფარული მიზეზი და მიზანიც, ლამაზი და კოხტა სა-
შა, გაწკეპილი ოფიცერი, წლების განმავლობაში ნიმფა კალიფ-
სოს ტყვე გახლდათ და კუნძული ოგიგიაც სადმე ცხრა მთას
იქით, ზღვაში ჩაკარგული და თვალს მიფარებული კი არ იყო,
არამედ რცხილაძიანთ სახლიდან ხელის გაწვდენაზე, ნადიკ-
ვრის ქუჩის მცირე აღმართის თავში, პედაგოგისა და საზოგადო
მოღვაწის ილია ზარაფიშვილის სახლში, რადგან ნამიფა კალი-
ფისო, ანუ ბაბო სულხანიშვილი-ტყავაძისა, მთელ ჩვენს ქალაქ-
ში ცნობილი კბილის ექიმი, საზოგადო მოღვაწის ცოლისდა გახ-
ლდათ და სახლის ნახევარი ეკავა. რამდენჯერაც მოჰკრავდა
თვალს ნინა თავიანთი აივნიდან წითლაზე გადამჯდარ საშას,
ხან თოხარიკით, ხან ნავარდით, ხან რონინით ავლილ--
ჩავლილს ნადიკვრის ქუჩაზე, თვალებს გააელვარებდა და გუ-
ლამოსკვნით შესძახებდა: "ისევ აიარა!.. ისევ ჩაიარა!.. ისევ იქ
მიდის!.. ისევ იქა ყოფილა!.. ნეტავ რა ჩაუძვრა და რა ჩაუკვდა იმ
კოჭანჭარა ბაბოში! ან ის ბენტერა ვასო... ვასო კი არა, ვასე-
სუალი, ეგეც იტყვის, კაცი ვარ და ქუდი მხურავსო! ვიშ, გენაც-
ვათ! ზოგს ერთი ვერ უშოვნია და დახეთ მაგის თილისმას?! ყვე-
ლას რო ვირის ტვინი აჭამა?!" კოჭანჭარა ბაბო კი ისე კოხტად,
ისეთი ქევქევით დაატარებდა თავის მცირეოდენ სიკოჭლეს,
ღმერთმანი, ხარისხის ნიშანი გეგონებოდათ.

496 მკითხველთა ლიგა


ვარშავიდან, სადაც ის კბილის ექიმობას სწავლობდა, მხო-
ლოდ ბორმანქანითა და სტომატოლოგიური სავარძლით კი
არა, ახალი იდეებით აღჭურვილიც დაბრუნდა და მშობლიურ ქა-
ლაქს მშვენიერ ექიმად, ემანსიპაციის მებაირახტრედ და თავი-
სუფალი სიყვარულის აპოლოგეტად მოევლინა. ცხადია, ამ იდე-
ებს ზურგს უმაგრებდა განსწავლულობა და მგზნებარე ტემპერა-
მენტი – მკვდარია იდეები ხორცხშესხმისა და განხორციელების
გარეშე... ჰოდა, ბაბოსაც ახალგაზრდები, მოხდენილები და გიჟ-
მაჟები უყვარდა... უყვარდა და დიდ შემოსავალს სწორედაც არ
ინანებდა თავისი იდეების სრულყოფილი განხორციელებისათ-
ვის. ოჰ, რა საჩუქრები, რა შემწვარ-მოხრაკულები, რა პიკნიკე-
ბი ალაზანზე "კოფეთი და ბლამანჟეთი..." შობა-ახალწლისა და
ბზობა-აღდგომის დღესასწაულებს და წარმოდგენებს ხომ ნუ-
ღარ იტყვით... ფეხჩაუკრეფავ შრომასთან ერთად და ნაწილობ-
რივ შეიძლება ამიტომაც, მისი ყოფა დიდი სიანცითა და გამომ-
გონებლობით იყო აღბეჭდილი.
ერთხელ, ზაფხულის ცხელ დღეს, სამეზობლო კარის გარახუ-
ნებაზე, გაიხედა თურმე ბებიამ, – დასავლეთის მხრიდან ბაბო
ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი იყო, და რას ხედავს: ჩვენი ბაღის
ბილიკზე ქევქევით მოცეკვავს ბაბო, თან ხელებს პრანჭავს და
ლეკურს მღერის, მაგრამ, რაც მთავარია, თავიდან ბოლომდე
თავის დაშლილ დალალ-კავებშია გახვეული. ქალი თმითაო და
ბაბოს განთქმული, კოჭებამდე ნაწნავები ყოველთვის დიადემად
ჰქონდა თავზე დახვეული, მხოლოდ დაბანის დროს დაუშლიდა
ვასო, სავარცხლებითა და ჯაგრისებით უვარცხნიდა და უბუებდა,
სურნელოვანი საპნებით ბანდა, მერე კი, ლამის მთელი დღის
შრობის შემდეგ, დასვამდა სარკის წინ, ისევ ისე გულმოდგინედ
დაუვარცხნიდა, ოთხ ნაწნავად და სპილოს ძვლისა და აბანოზის
ხის ლამაზად თლილ სამაგრებს მიუმარჯვებდა. ჰოდა, შეკრთა
თურმე ბებია თმაში გახვეული მოცეკვავე ბაბოს დანახვაზე,
ვაიმე, ხომ არ გაგიჟდაო?! ბაბოსაც ეს უნდოდა, შეატყო შეკ-

497 მკითხველთა ლიგა


რთომა თუ არა, აჰკრა თავის ნაბადივით თმებს ხელები და სადა-
ფივით გამოაბრწყინა შიშველი ტანი, მთლიანად დედიშობილა.
"რუსუდანო, ვასოს ვუთხარი, უნდა წავიდე და პატიოსნების
ბურჯს, რუსუდანს, წარვუდგე-მეთქი..." თან იცინოდა, თმებგა-
დაყრილი, ხელებგაშლილი და შიშველი მოქევქევობდა ბე-
ბიასაკენ...
– ბაბო, ქალო, ქოჩორი მაინც დაგემალა, რა ამბავია... –
შესძახა თურმე ბებიამ და თავისი ბურჯობის მიუხედავად, გახა-
რებულმა – ბაბო არ გაგიჟებულაო, – გაიცინა. არა, ჩემი ბავ-
შვობისა და ადრეული სიყმაწვილის დროს ბაბოს დიდი თმა
აღარ ჰქონდა და ვასოს გადიდებული პორტრეტიც, ჩვენი ფო-
ტოგრაფი ტორის მიერ, მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული, სა-
განგებოდ ეკიდა წამლებითა და იარაღებით სავსე მინის კარა-
დის თავზე... სწორედაც მუშაობის დროსაც უნდა შესძლებოდა
ტყავგადაკრულ, მაღალ ტაბურეტზე წამოსკუპებულსა და პაცი-
ენტებთან სტომატოლოგიურ მანიპულაციებში ჩართულ ბაბოს,
პაუზების დროს შეევლო ხოლმე თვალი თავისი "უპირველესი
მეგობრის" სურათისათვის და მისი თვინიერი გამოხედვით გუ-
ლაჩუყებულს ზოგჯერ ობოლი ცრემლიც აჰკიაფებდა.
– ჩემო პატარა მეგობრებო, – გვეუბნებოდა მე და სესილს,
თვალდაშტერებული რომ ვათვალიერებდით ხავერდისყდიან
დიდ ალბომს და ბაბოს საოცარი დალალ-კავების დანახვაზე
სულ "დედა-დედას" გავიძახოდით, – ჩემს უპირველეს მეგობარ-
თან, ვასოსთან ერთად თმასაც გამოვეთხოვე, თეატრს მივუძ-
ღვენი პარიკებად და შინიონებად, ნაწნავის ბოლო ჩავატანე
მხოლოდ ვასოს... – მერე კი გულამოსკვნით დააყოლებდა: "ოჰ,
როგორ მომტეხა მხარი, როგორ მომტეხა!
ახლა ბაბოს ჩამოქნილ სახეს აბრეშუმივით ბრწყინავი ჭაღა-
რა თმის ბულული, ვითარცა ნაშთი ძველი დიდებისა, მაინც ამ-
შვენებდა. ვასომ კი მართლაც მხარი მოსტეხა... თმის მოვლა რა
სათქმელია, ისინი ხომ შეწყობილად მუშაობდნენ. ბაბოს პაცი-

498 მკითხველთა ლიგა


ენტების ჩასასმელ კბილებს, ხიდებსა და პროთეზებს სწორედ
ვასო აგვირისტებდა თავისი ოქროს ხელებით და თელავის ხან-
დაზმული მოქალაქენი სიცილის დროს თუ არ იხაფრებოდნენ,
დიახაც ვასოს მიერ ჩაწიკწიკებულ კბილებს კრეჭავდნენ და იმი-
ტომ. ბაბოს იმ დიდებულ იდეასაც, საშას წინა მეორე, გატეხილი
კბილი, – მუშტი-კრივისა თუ მუჟუჟის მირთმევის დროს ჩამოტე-
ხილი, – უბრალოდ კი არ აღედგინა, ბრილიანტით გამოებრწყი-
ნა, განა ვასომ არ შეასხა ხორცი? მართლაცდა გასაგიჟებლად
ჩაუსვა ნახევარკარატიანი ბრილიანტი. საშას თელაველმა დე-
დისძმა ესტატემ, ანდრონიკაშვილებს შორის უმდიდრესმა, თა-
ვისი დისშვილის მოელვარე ღიმილის დანახვაზე, აღტაცება ვერ
დამალა: ყოჩაღ, ბიჭო, ყოჩაღ! ბაბოს ფანტაზიებიც შენ დაიკვე-
ხეო! მერე კი თავმომწონედ ჩაიცინა და მაინც გაკენწლა: "რაც
მე ნიფხავზე მააქვს, ბიჭო, შენ პირში გააქვს, აბაა!"
მართლაც, ყველამ იცოდა და ამბადაც დარჩა ესტატეს ნიფ-
ხვის ბრილიანტის ღილებიც, საშას ბრილიანტის კბილიც და ამ
ბრილიანტობანას გამო თავადი გიგოს ბეჭედდასმული სიტყვაც:
"თათარს ერბო ჰქონდა, ვეჟო, და ტრაკზე ისვამდაო, მააშ!" და
თუ თავადი გიგო ამას ამბობდა, რაღას იქმოდნენ დახავსებული
მორალისტები, ან სოციალური პათოსით შეპყრობილი ახალი
თაობის ადამიანები, გულმდუღარენი და გულმოკლულნი მუ-
შურგლეხური ბედშაობით. რას იქმოდნენ და, რაც ძალი და ღო-
ნე ჰქონდათ, განაქიქებდნენ, სამწუხაროდ, ბებიაც კი. კარგი მე-
ზობლობისა და გულითადობის მიუხედავად, ისე არ შეხედავდა
ბუხრის თავზე მიყუდებულ დიდ, ჯგუფურ სურათს, მასზე აღბეჭ-
დილ სასულიერო სასწავლებლის მესამე ჯგუფის შეგირდებსა და
პედაგოგებს, – მამაჩემი და ბებიას პირმშო გიგიც ხომ მათ შო-
რის იყვნენ, ძირს, ხალიჩაზე ჩამუხლულნი და თავი თავს მიდე-
ბულნი, – რომ არ ამოეოხრა... ხოლო შემდეგ არ მიეთითებინა
მეორე რიგში, განაპირას მჯდომ დიდულვაშა, დიდთვალება კაც-
ზე და დანანებით არ ეთქვა: "ჩვენი კიკუშა, სულხანიშვილი, ჩემი

499 მკითხველთა ლიგა


გიგისა და ვანოს გალობის მასწავლებელი, სანიმუშო გუნდების
შემთხზველი. ეპატიება განა ბაბოს, თავქარიან კაცებს ზედ ჰყვე-
ბოდა და თავის ღვიძლ ძმას, ასეთ შემოქმედსა და ასეთი ნიჭით
მოსილს, თანაც წვრილშვილსა და ხელმოკლეს, სათანადო შემ-
წეობას არ უჩენდა?! როგორ არა, რომ იმ ვარშავაში, მოარულ
იდეებთან ერთად ევროპული თავკერძობაც შეისისხლხორცა!"
და ბებია, ქედუხრელი მიმდევარი მოყვასის თავდადებული სიყ-
ვარულისა, მწყრალად თავს გაიქნევდა. მაგრამ გამოვტყდები,
არა და არ მხვდებოდა გულზე ბებიას სიტყვები. ბაბოსაც ხომ თა-
ვისი სიმართლე ჰქონდა?! რაც მშობლებისაგან მემკვიდრეობით
მერგო, მამულ-დედული, აწყურისა და გულგულისა, ვენახი, მი-
წა თუ ტყე, პირწმინდად ჩემს ძმებს მივუბოძე და ჩემი შრომით
მონაგარი, ნება მიბოძეთ, როგორც მსურდა, ისე მომეხმარაო!
თან გულმხურვალედ დაატანდა: ოჰ, რა კარგი იქნებოდა კიკუ-
შასთვისაც და ჩვენთვის ყველასათვისაც, დიდ ნიჭთან ერთად
ღმერთს მისთვის ჭკუაც მიეცაო, ქეიფსა და ლოთობას არ გადაჰ-
ყოლოდა და ის თავისი დაწყებული ოპერა მაინც გაესრულები-
ნაო.
კიდევ იმიტომ არ მხვდებოდა ბებიას სიტყვები გულზე, ჭირი-
ვით მძულდა ყოველგვარი განქიქება, მით უმეტეს ბაბოსი, მე და
სესილი ხომ მისი "პატარა მეგობრები" ვიყავით.
– ჩემმა ცხოვრებამ შენს წინ გაიარა, რუსუდანო, და არ გეს-
წავლება, – ეუბნებოდა ბებიას, – გულის შევარდნა ვიცოდი, საქ-
მე იქნებოდა თუ ადამიანი, ჰოდა, ახალგაზრდობაში გიჟმაჟ კა-
ცებზე, სიბერეში კი უმანკო ბავშვებზე.
და ეს "უმანკო ბავშვები" ჩვენ ვიყავით, მე და სესილი, უახ-
ლოესი მეზობლები, ხოლო ცოცხალი სურათებისა და წარმოდ-
გენების დადგმის დროს კი, ჩვენთან ერთად უბნის ბავშვებიც.
ოჰ, რა წარმტაცი იყო ბაბოსთან სტუმრობაც და ურთიერთო-
ბაც, თუ ნაირ-ნაირი სასუსნავებით, თუ ათასგვარი თამაშობები-
თა და თავშესაქცევებით, თუნდაც ჩვენი დამოძღვრით, რადგან

500 მკითხველთა ლიგა


მასთან ყველაფერი თამაშად იქცეოდა და ხმის ისეთი ანცი და
მომხიბლავი მიმოქცევით მიგვიძღოდა ემანსიპაციის ეკლიან
გზაზე, თანაც ისეთ გარემოებას შეურჩევდა ხოლმე ჩვენს და-
მოძღვრას, რომ ბატიბუტის დატკაცუნებისა, თუ წაბლის მოხალ-
ვის დროს ბაბოს მოსმენას არაფერი გვერჩია:
– ჩემს გაოცებას საზღვარი არა აქვს, ჩემო პატარა მეგობრე-
ბო! კაცმა, თანაც ქართველმა, რვაასი წლის წინ თქვა სიტყვები,
რომელსაც თქვენ გზის მანათობელი ვარსკვლავივით უნდა მიჰ-
ყვეთ... დააცადეთ, გოგონებო, ცოტა შეგრილდეს წაბლი, თო-
რემ პირში აგიფეთქდებათ და დაიფუფქებით... ოო, ეს უბრალო
სიტყვები კი არა, სამოქმედო პროგრამაა, და რა სამწუხაროა,
რომ მას შემდეგ, ბედაურზე გადამჯდარი, ამაყი და გულოვანი
ქართველი ქალი ან სულ ჩამოქვეითდა, ან არადა, ვირზე გადაჯ-
და და კაცის თვალ-წარბში შემაცქერალი გახდა... არა და არა!
გოგონებო! თვითონ უნდა იყოთ გამგებელი საკუთარი ბედისა
და ვერცერთმა იდიოტმა, თუნდაც ის აპოლონი იყოს, ვერა და
ვერ შეგაცვლევინოთ მთავარი გეზი ცხოვრებისა და მოქმედები-
სა! აი, აქეთკენ მოგიწოდებთ ის დიდებული სიტყვები!
– რა სიტყვები, დეიდა ბაბო, რა სიტყვები! – შევძახებდით ერ-
თხმად მე და სესილი.
– იმედი მაქვს, ამ დილით ყურები კარგად გაიწმინდეთ?
– გავიწმინდეთ, გავიწმინდეთ და გამოვიფხიკეთ კიდეც.
– მაშ, გაიგონეთ და გულის ფიცარზე დაიწერეთ! – ბაბო
ხელს აღმართავდა და ახლა უკვე საბრძოლო რიხით დაგვძახებ-
და: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!"
ცხადია, მე და სესილი, როგორც თამაშს შეეფერება, გაზ-
ვიადებულად, ჰაი-ჰუით შევიცხადებდით, თუმცა ბაბომაც კარ-
გად იცოდა, რომ "რუსთაველის ქეშიკი" ბებია, – ასე უწოდებდა
ის თავის თავს, – სულს გვხდიდა, და არა მხოლოდ აფორიზმე-
ბით. აკი ერთხელ, ბაბომ ცოცხალი სურათი რომ დაგვადგმევი-
ნა ზიჩის სურათის მიხედვით, – რუსთაველი მიართმევს თამარ

501 მკითხველთა ლიგა


მეფეს თავის პოემას, – ტექსტი ბებიამ დაგვიწერა და მთელი
ჩვენი უბანი აღტაცებულიც დარჩა. ისხდნენ ბაბოს ეზოში და
ტაშს გვიკრავდნენ, ჩვენ კი აივანზე ვთამაშობდით, უფროსები-
დან ერთადერთი ბაბო გვერია, დანარჩენები ჩვენი უბნის ათი--
თორმეტი წლის ბავშვები ვიყავით. ბაბო, ჩვენს მიერ ტყვიისქა-
ღალდგადაკრული მუყაოს გვირგვინით, თავის სტომატოლოგი-
ურ სავარძელზე, ვითარც სამეფო ტახტზე, თამარ მეფედ იყო აღ-
მჯდარი, მე, სესილი და კლარა ქართულ კაბებში გამოწყობილი
სეფექალები ვიყავით, სიმინდისულვაშიანი ზურაბი, მხრებზე
მოგდებული ძია პაჭუს ყაბალახითა და საქამრესთან გარჭობი-
ლი პაპაჩემის ხანჯლით – დავით სოსლანი, ნიჩაბმომარჯვებუ-
ლი თამაზი, ვითომც დიდი მარაოთი, მეფის გამნიავებელი, ნო-
დარი და ჯემალი – კარისკაცები, ჩასუქებული დემნიკო კი მზა-
რეულთუხუცესი... ხოლო, რაც მთავარია, შოთა რუსთაველი,
ულამაზესი და უსაყვარლესი ხუჭუჭა გივი, შვინდისფერი ხავერ-
დის ქულაჯაში გამოწყობილი, ხელში გრაგნილით (ჩვენ მიერ
გუმერაბიკით გადაწებებული რვეულის ფურცლებით), თამარ მე-
ფის წინ ჩამუხლული.
ტექსტს იწყებდა დავით სოსლანი – ზურაბი, – თავმოდრეკი-
ლი და მოწიწებით აღვსილი თავისი დიდი თანამეცხედრის მი-
მართ, – და დაბოხებული ხმით წარმოთქვამდა:
– ჩემო მეფეო, მესხსა შოთიკოს,
ჩვენი დარბაზის ოქმების მწერალს,
ქაჯთ ქალბატონის, დულარდუხტის, უფროს დისწულსა,
შეუთხზავს თურმე უცხო პოემა...
უმორჩილესად, გულმხურვალედ თქვენთვის უძღვნია,
და თუ ინებებთ, თუ ნებას დართავთ,
სურს, მოგართვათ საკუთარ ხელით.
ზურაბი თავს ჩახრის და შოთიკოსკენ მიუთითებს, ჩვენ კი, მე,
კლარა და სესილი, სეფექალები, ყიჟინას დავცემთ, ჟრიამულს
ავტეხთ, კარისკაცებსაც ავიყოლიებთ, ისინიც აჩოჩქოლდებიან:

502 მკითხველთა ლიგა


– ო, ღმერთო ჩემო, რა გაბედვაა, მეფეს უძღვნა შენი თხზუ-
ლება! – ლამის გავკივით, – ო, განა არა, ჩვენი შოთიკო ყოველ-
თვის იყო ქედმაღალი და გულზვიადი, – და თან სარკასტულად
დავცქერით "შოთიკოს", – ო, ნუთუ მეფემ, ქვეყნის მართვით
ტვირთმძიმემა და დამაშვრალმა, ძვირფასი დროის თუნდ ნატა-
მალი უნდა მიუძღვნას ჩვენი შოთიკოს რაღაც თხზულებას?!
თამარ მეფე გოროზად გადმოგვხედავს:
– ახლავ შეწყვიტეთ მითქმა-მოთქმა, სეფექალებო! – მერე კი
ლმობიერად მიმართავს ტახტის წინ ჩაჩოქილ შოთიკოს: – ჩემო
შოთიკო, წაგვიკითხე ჯერ შესავალი,
მაგრამ შეგვინდე, თუ ვერ ვიგრძენით თავიდანვე
სიტყვის ღირსება, აზრის სიკეთე,
ნუ გეწყინება, თუ სმენას ჩვენსას
არ დავზაფრავთ შენი მოსმენით...
შოთიკო გრაგნილს ძირს დააგდებს:
– ჰოი, მეფეო, მყისვე მივხვდები,
თქვენი მაღალი ყურადღების ღირსი ვარ, თუ არ,
და თუ დავრწმუნდი – დავშვერ ამაოდ,
ნაკუწებად ვაქცევ ჩემს ეტრატს,
დაე, ფეხქვეშ მიწა გამისკდეს, თან ჩამიტანოს!
შოთიკომ მორჩილად ჩახარა თავისი ხუჭუჭა თავი. მეფემ კი
ხელი გაუწოდა და გამამხნევებლად მოუწოდა:
– მზად ვართ სასმენად, ჩემო შოთიკო.
გივიმ ხელის ერთი გაქნევით გრაგნილი გახსნა და მკაფიო
ხმითა და გამოთქმით დაიწყო:
– "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა..."
არა, არა, სულ არ ჯიყჯიყებდა, მშვენივრად დაესწავლა ტექ-
სტი და ყველაფერს გამართულად წარმოსთქვამდა. თამარ მე-
ფეს ნახშირით გაშავებული წარბები სულ მაღლა-მაღლა მის-
დიოდა, სეფექალები გაოცებით გადავხედავდით ერთმანეთს და,
რაც ძალი და ღონე გვქონდა, თავს ვიქნევდით, ზურაბმა კი, და-

503 მკითხველთა ლიგა


ვით სოსლანმა, გაოგნების ნიშნად შავ-შავი თვალები ისე გადა-
კარკლა და დააელამა, კინაღამ სიცილი წაგვსკდა, მერე კი ხე-
ლები გაშალა და რიხიანად დაიძახა:
– უფლისწულო ლაშა, ამოდი, მამა გენაცვალოს, ანებე თავი
ლახტს და ჩილიკას, შენც მოისმინე ეს საოცრება!
მაყურებელთა დარბაზიდან, ანუ ეზოდან, მოსწყდა დედის
კალთას ბუთხუზა ბაქარი, ხუთი-ექვსი წლის ბიჭუნა, აივნის ოთ-
ხიოდე საფეხური ამოირბინა და დავით სოსლანს წინ დაუდგა.
შოთიკო კი კითხულობდა და კითხულობდა... ახლა უკვე ძირს
გადაშლილ, ქართველიშვილისეული "ვეფხისტყაოსნის" შესა-
ვალს... მზარეულთუხუცესი დემნიკო წინ გამოიჭრა, გულზე ხე-
ლი მიიჭდო და მეფეს მიმართა:
– ჩემო მეფეო, საუზმობის დრო გადავიდა, სად ინებებდით
სუფრის გაშლასა...
თამარ მეფე მწყრალად შეჰყრის წარბებს:
– მზარეულთუხუცესო დემნა! გადექი განზე! არც შენ გაწყენ-
და ტექსტის მოსმენა!
დემნიკომ თავი მხრებში ჩარგო, უკან-უკან წავიდა და კარის-
კაცებს ამოეფარა.
– სეფექალებო, – მოგვმართა მეფემ, – თქვენ განაგრძეთ
კითხვა ჯერჯერით, დაისვენოს აწ კი მგოსანმა...
ჩანაფიქრი ასეთი იყო: ჩვენ საზეპიროები უნდა გვეთქვა,
პოემის სხვადასხვა ადგილები, თინათინის გამეფება, ტარიელის
გამოჩენა, ავთანდილის ანდერძი, ხვარაზმშას ამბავი, ნესტანის
წერილი საყვარელთანა, ვა, სოფელო, ქაჯეთის აღება და სხვა,
ვითომ თავიდან ბოლომდე ვკითხულობდით პოემას. ყოველი
საზეპიროს შემდეგ მზარეულთუხუცესი ხან სადილობას აუწყებ-
და მეფეს, ხან სამხრობას, ხან ვახშმობას, ბოლოს მაღალ ვახ-
შმობას, აუწყებდნენ ბიზანტიიდან ელჩის მობრძანებას, მაგრამ
არა და არა, არც მეფესა და აღარც არავის პოემის გარდა აღა-
რაფერი ადარდებდათ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თვით

504 მკითხველთა ლიგა


დავით სოსლანმა ლამის გამოსტაცა გრაგნილი კარისკაცებსა
და სეფექალებს, გულაძგერებით წაიკითხა უკანასკნელი სტრო-
ფები და საბოლოო სიტყვების წარმოთქმისას: "ტარიელ მისსა
რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრობელსაო," – შავ-შავ თვა-
ლებში ცრემლი გაუბრწყინდა და პაჭუა ცხვირიც აასრუტუნა.
პოემა დამთავრდა. დიდი პაუზით აღინიშნა პოემის დამთავ-
რება, განცვიფრებისა და აღტაცების წუთიერი მდუმარებით. მე-
ფეც მდუმარედ დაჰყურებდა თავდახრილი შოთიკოს კეფას.
ჩვენ, გულზე ხელებმიჭდობილნი მეფეს მივაჩერდით. როგორც
იყო თამარ მეფემ თავი ასწია, ხელი აღმართა და ისე წარმოს-
თქვა, თითქოს ჩვენ კი არა, უსაზღვრო სივრცესა და დაუსაბამო
დროს მიმართავდა (მერე აკი ყველა ამბობდა, ბაბო კბილის ექი-
მი კი არა, მსახიობი უნდა გამოსულიყოვო):
– ვბრძანებ: ამიერიდან მესხი მელექსე
აღარავინ მოიხსენიოს შოთიკოობით,
მხოლოდ და მხოლოდ შოთა რუსთველად!
ვბრძანებ: "ვეფხისტყაოსნის" უკვდავსაყოფად,
"ვეფხისტყაოსნის" კიდით-კიდე გავრცელებისთვის,
ჩემს სამეფოში ვერ გათხოვდეს ვერც ერთი ქალი,
სამზითვოდ თუ არ გადაწეროს შოთას პოემა!
ჩემი სალარო ღია იქნება ხელმოკლეთათვის,
შეიძინონ ეტრატი და მელან-კალამი,
"ვეფხისტყაოსნის" გადასაწერად...
ახლა კი, ჩემო დავით-სოსლანო, სიტყვა თქვენზეა...
ბაბომ მეფური ღირსებით, ოდნავ მიიდრიკა თავი ზურაბისა-
კენ, რომელმაც მხრებზე მოგდებული ყაბალახი გაისწორა, კი-
სერი მოიღერა და მთელი ხმით დაიძახა:
– მოლარეთუხუცესო! უფლისწულ ლაშას მოართვით ძღვენი
ჩვენი მგოსნისთვის გადასაცემად!თუ ყურს უგდებდით, მოგეხსე-
ნებათ: "მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია!"

505 მკითხველთა ლიგა


ჩასუქებულმა დემნიკომ, რომელიც მოლარეთუხუცესობასაც
თამაშობდა, იქვე, აივნის კუთხეში, წინასწარ მომზადებულ რეკ-
ვიზიტს, სპილენძის მოზრდილ თუნგს დასტაცა ხელი და უფლის-
წულ ლაშას გაუწოდა შემდეგი სიტყვებით: "ეს ოქროს სურა სავ-
სე გახლავთ ოქროსავე უზალთუნებით" (ესე იგი უმტკიცეს ლა-
რით).
თამარ მეფე მოუსვენრად აწრიალდა სამეფო ტახტზე და მა-
ყურებელსაც გადასძახა:
– ხალხნო, ერთი ვინმემ გაიხედეთ, ისაკა არა ჩანს?
და სწორედ ამ დროს ჭიშკარმაც გაირახუნა... აივნისაკენ ჩქა-
რი ნაბიჯით მოისწრაფოდა ჩვენი ფოტოგრაფი ისაკ ტორი; ბა-
ბომ მას მწყრალად გასძახა:
– კაცო სადა ხარ აქამდისან, ჰაა?
– კვირაა, ბაბო, გენაცვალე, მუშტარი მომაწყდა, მაინც ხო არ
დავაგვიანე, ქალო!
– მერე, ყოფილ მსახიობს გესწავლება განა, ცოცხალი სურა-
თი სცენაზე გააციო! –არ ცხრებოდა ბაბო:.
– ოჰ, რა დაუდგრომელი ხარ, ქალო, რა დაუდგრომელი! –
და ძია ისაკამ თავისი აპარატიც მოიმარჯვა. ჩვენ მყისვე დავ-
ლაგდით ზიჩის სურათის მიხედვით, თამარ მეფემაც ზუსტად სუ-
რათისებურად გაუწოდა ხელი შოთა რუსთველს უკვდავი გრაგ-
ნილის ჩამოსართმევად... და ყველანი, მომენტის სიდიადით აღ-
სავსენი, ძია ისაკას აპარატის წინ გავინაბეთ.
ჰოდა, ბაბო თუ სიბერეში დაუდგრომელი იყო, ახალგაზრდო-
ბაში ხომ იყო და იყო და ეს რცხილაძიანთ ნინას არ ესწავლებო-
და. სწორედ მისი ხატება ედგა თვალწინ და დარწმუნებულიც
იყო, კოხტა სასიძო, ახლა უკვე ჩუმჩუმად, ქვეითად და შემოვ-
ლითი გზებით, ისევ იმ "კოჭანჭარასა და იდეურ ბოზანდარას-
თან", – როგორც ნინა იხსენებდა ხოლმე ბაბოს, – დაძვრებოდა.
არა და არა! ცოცხალი თავით არ დაუშვებდა! ქვეყანაც რო დან-
გრეულიყო! "უჩუმარ ქორწინებას!" სწორედაც უნდა გაეგო ამ

506 მკითხველთა ლიგა


ქალბატონს მექორწინეების, ანუ თავისი მეზობლების, უბნელე-
ბის, ნათესავებისა და მოყვრების გაჭრიალებული მრავალჟა-
მიერი, ვინ იცის, მის მახვილ ყურთასმენას, ღამის სიჩუმეში, თე-
ლავის განთქმული თამადის, ბახუტაანთ შაქროს მჟღერი სად-
ღეგრძელოებიც მისწვდომოდა, – შაქროს ხომ თამადობის ოც-
დახუთი წლის იუბილე გადაუხადეს და "ჭანდრის ქვეშ" ლურჯი
სუფრაც გაუშალეს, – ისიც უნდა გაეგო, ისიც, რა საქორწილო
სამზადისი ჰქონდათ, რა პურ-ღვინო, რა ფლავი და რა ფსტანი,
გაეგო და თვალი დასდგომოდა, გაეგო და ქეჩოზე ეტრიალა...
მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა პატარძალი, გიტარით ხელში,
სამადლობელს უმღეროდა თავის დედას... ნინას დედა, მარო,
მარი მერაბოვნა, როგორც მიმართავდნენ და იხსენებდნენ
ხოლმე, ქალაქში ცნობილი ბებიაქალი, გონიერი და დარბაისე-
ლი, ყველასაგან პატივსაცემი და პატივცემული პიროვნება გახ-
ლდათ. ადრე დაქვრივებულს, მცირეწლოვანი ქალ-ვაჟის პატ-
რონს, თავი გადაედო, ბავშვები დროებით დის ოჯახში დაეტოვე-
ბინა, თვითონ სასწავლებლად წასულიყო თბილისში, ორ-
წლიანი კურსები გაევლო და, ყოჩაღი და სარისტიანი, კარგად
დაუფლებოდა ხელობას. საითაც არ გაიხედავდით, თელავში და
თელავს გარეთაც, ყველა მისი "მიღებული" იყო, მისი უშუალო
მონაწილეობით მოვლენილი ამქვეყნად. ცხადია, არავის არ
გაჰკვირვებია, პატარძალმა რომ ბრძანა: ძია შაქრო, ნება უნდა
მომცეთ, პირველი სიმღერა მე ვთქვა და დედაჩემს სამადლობე-
ლი ვუმღეროვო. "გიტარა მოართვით პატარძალს, გიტარა! –
დაიძახა თამადამ, მაგრამ აწყობით მეფემ აუწყოს პატარძალს
გიტარა, მეფემ!" ოღონდაც, მეფემ არ დააყოვნა, აწყობილი გი-
ტარა პატარძალს გადასცა და ნინამაც დიდი განცდით დაამღე-
რა: "ვაშლსა მსხალი მირჩევნიააა... და სიმინდსაა ტაროო...
მთელ ქვეყანას მირჩევნიაა... აკუშერკა მაროო..."
სწორედ ამ დროს ბაბო ქეჩოზე კი არ ტრიალებდა, მთელ კა-
ხეთში ცნობილ დარდიმანდს, ლამაზმანთა გულთა მპყრობელს,

507 მკითხველთა ლიგა


ჯორიკ ჯორჯაძეს კოკობ ულვაშს უვარცხნიდა თავისი წარბების
პაწია სავარცხლით, რა თქმა უნდა, სპილოს ძვლის სავარ-
ცხლით, ხოლო მოახლის ოთახში საგანგებოდ მოწვეული მკე-
რავი თეკლე ზინგერს აგრიალებდა და ჯორიკს მოვის პერანგებს
უკერავდა, შვიდგან შეკრულსა ღილითა; და სხვათა შორის, ნიფ-
ხვებსაც. "არა, ჩემო ოქრო, არა! – ეუბნებოდა ბაბო ახლად
აფეთქებული სიყვარულის გულთამხილაობით, – ვერავითარ
ქორწილში ვერ გაგიშვებ, თუმცა ძალიან დასანანია ნინას სიმ-
ღერას უფრო ახლოდან რომ ვერ ისმენ... ენდე ჩემს ალღოს, ად-
ვილი შესაძლებელია, ყველაფერი ძალიან ცუდად გათავდეს და
ამ ფასად თამარ მეფის ქორწილშიც არ ეღირებოდა წასვლა".
ჯორიკ ჯორჯაძე სიამოვნებითაც დათანხმდა, მის ფაქიზ ყნოს-
ვას სამზარეულოდან მოდენილი ბოზბაშისა და ბორანიანი ბად-
რიჯნის სურნელი სწვდებოდა, ერთიცა და მეორეც მას განსა-
კუთრებით უყვარდა და ეჭვი არ ეპარებოდა ქორწილში არც ერ-
თი არ იქნებოდა, თანაც... შემდეგ კი... სიყვარულის დიდოსტა-
ტის, ბაბოს ხვევნა-ალერსი ყოველგვარი სიფრთხილისა და მო-
რიდების გარეშე, რადგან ვასო მასალის შესაძენად თბილისში
იყო წასული. მართლაც, სურვილის ტალღამ სულ მალე ისინი
შორს გატყორცნა, ვნების მორევში ჩაძირა და ახლა უკვე ნინასი
კი არა, მექორწილეთა შორით მონაბერი დიდებული სუფრულე-
ბი საამო აკომპანემენტად აჰყვა მათ სანეტარო ბორგვასა და
მღელვარებას. განა არა, ნინას ეთქვა: ბალივით უნდა ამოვარ-
ჩიო სტუმრები და უშნოსა და უმღერალს არავის გავაჭაჭანებო,
თვალი იმათმა ლაზათმა უნდა დაგვიტკბოს და ყური იმათმა სიმ-
ღერამაო. დიდი თავისმტვრევა კი არ დასჭირვებია, რადგან ლა-
მაზმანებითა და მომღერლებით იყო სავსე ნადიკვრის უბანიც,
თელავიცა და გარშემო სოფლების თავადაზნაურობაც, მარ-
თლაც, იმათ დანახვასა და მოსმენას არაფერი სჯობდა. გან-
თქმული იყვნენ სილამაზით რუსუდანის ქეთოც, თავისი ქმრით,
სერჟით, – ისინი სწორედ დედოფლის მეჯვარეები იყვნენ, პაატა-

508 მკითხველთა ლიგა


ანთ რძალი, ლიზა ავალიშვილი, ალებასტრივით სახითა და გა-
დაკალმული წარბებით. ყველას ის უკვირდა, ეს მშვენიერი ქალი
იმ პირქუშსა და უშნო შაქროს, "თანაც კომუნისტს", როგორ გაჰ-
ყვაო. შაქროს თავისი კომუნისტური გული ცუდს უთქვამდა, ამი-
ტომ ლიზა მკაცრად გააფრთხილა: წასვლით კი წადი, მაგრამ
იცოდე, ადრევე უნდა დაბრუნდეო. თვითონ კი არ მოინდომა
ქორწილში წასვლა და გულიც არავის დასწყვიტა, რადგან ყვე-
ლას იმაზე სწყდებოდა გული, რომ "ლიზა მოანათებს და შაქრო
მოაბნელებსო". პატარძალს უმშვენებდნენ მხარს აგრეთვე ძმე-
ბი ჯანდიერები, ვატო და ტატო, შეხედულებითაც კარგები და
კარგი მომღერლებიც... რცხილაძიანთ დიდ დარბაზში სუფრები
მთელ სიგრძეზე ორ მწკრივად იყო ჩარიგებული, მეფე--
დედოფლის სუფრა კი, ფიცრით ცოტა ამაღლებული, აერთებდა
ამ ორ სუფრას, მეფის მეჯვარეები – ელიზბარ მაყაშვილი და
კოხტა ყარალაშვილი – განთქმული იყვნენ სიმღერითა და
მოლხენით... ასევე მეფის მაყრები, აწყურელი სულხანიშვილე-
ბიცა და მეღვინეთუხუცესებიც, მღეროდნენ და რას მღეროდნენ!
თანაც სულხანიანთ ზიზი, ნეტა რა მწყაზარი და თვალციმციმა
იყო, თვალს ახარებდა და გულს აამებდა იმისი შეხედვა და ანცი
სიტყვა-პასუხი... იყალთოელი გიორგი მაყაშვილი, ელიზბარისა
და ბიძინას მამა, – აკი იმათზედაც ამბობდნენ, ბადაგი ამოსდით
პირიდანო, – ღიმილით გადახედავდა ზიზის და ხუმრობით ეტ-
ყოდა: ზიზიკო, ქალო, ხურჯინში უნდა ჩაგსვა და ჩემი ბიძინას-
თვის რძლად გაგაქანო, აბა, ყაბულსა ხარ თუ არაო?! ზიზიკო
კისკისებდა, მერე ისიც ხუმრობით ეუბნებოდა გიორგის: "ძია გი-
ორგი, მხოლოდ გაქანება არ გინდათ, ნელა წამიყვანეთ, კარ-
გი?" ბიძინა იცინოდა, მე აღარაფერს მეკითხებითო? ნეტავი კი
შენ რა შუაში ხარო? სიცილით პასუხობდა ზიზი, შენი ბედი მე და
ძია გიორგიმ უნდა გადავწყვიტოთო... თან კისკისებდა და კისკი-
სებდა... ერთმანეთის ნახვით გახარებულნი იყვნენ ყველანი, არ-
თანელი ყარალაანი, ახაშნელი წინამძღვრიშვილები, ნინას

509 მკითხველთა ლიგა


მშვენიერი რძლის, ენკას, ნათესავები, კონდოლელი ავალიშვი-
ლები, ოჟიოელი ანდრონიკაშვილები, – დიდებული მომლხენე-
ბი,... ახლა ნადიკვრის უბნელები?! რჩეულიშვილი ტიტო, დედი-
თა და ძმით, რუსუდანი თავისი შვილებით, გიგითი და ქალ-სიძე
ხო უკვე ვთქვით... მაჭავარიანი არჩილი ცოლით ნინათი, – ცნო-
ბილი მოქეიფეები, ძმები ჯორჯაძეები – საუკეთესო მომღერლე-
ბი, და სანიმუშო ხმით განთქმული მელო რუსიშვილი--
ყორჩიბაში, ვანო სარაჯიშვილის დეიდა, – აკი ამბობდნენ: ვანო
თავისმა დეიდამ იმსგავსაო! მელო გიტარით იყო მოსული, სო-
ლოები უნდა ემღერა. კიდევ ვინ ვთქვა, რომელი ერთი, რომელი
ერთი ჩამოვთვალო... ჭარმაგი რაზმაძე, სასამართლო კოლეგი-
ის თავმჯდომარე, თავისი ულამაზესი ნორჩი ქალ-ვაჟით, თუ თე-
ლავის საზოგადოების თვალი გიორგი ციცქიშვილი თავისი
მშვენიერი, ცისფერთვალა დით, თამარით.
ხოლო რაც შეეხება თამადას, შაქრო ბახუტაშვილს, რომელ-
საც სულ ცოტა ხნის წინ თამადობის ოცდახუთი წლის იუბილე
გადაუხადეს, მხოლოდ სიტყვაკაზმული სადღეგრძელოებისა და
სხარტი გონებამახვილობით მეინახეთა შექცევის გამო კი არა,
"სიმღერის უსტაბაში" რომ იყო, იმიტომაც. ჩვენი მეზობელი კი,
ვახვახიანთ სანდრო, თავადი გიგოს ვაჟი, მართალია, ხმითა და
სიმღერით არ გამოირჩეოდა, თუმცა კარგ როხროხა ბანს ამ-
ბობდა, დილის საარით იყო განთქმული, არცერთი მისი ქეიფი,
რიჟრაჟზე საარით არ დამთვარებულიყო, არ იქნებოდა, შემოს-
ხავდა მედუდუკეთა დასტას დიდი "ჭანდრის" დაბლითა ტოტებზე,
– გარემოს კარგად მოეფინოს თქვენი ღუღუნიო, ჩემო მგალო-
ბელო ჩიტებოვო, თვითონ კი, თავის ამფსონებთან ერთად ჭად-
რის ამოკუზულ ფესვებზე ჩამომჯდარი, სმენას იტკბობდა და ნა-
ბახუსევ გუნებას იამებდა... ახლაც გაფრთხილებული ჰყავდა
თავისი მედუდუკენი, იცოდეთ, ღამეს რიჟრაჟი რომ შეეპარება,
რცხილაძიანთ თუთაზე უნდა შემოსხდეთო... პატარძალსაც ომა-

510 მკითხველთა ლიგა


ხიანად შესძახა: იცოდე, ნინა, შენი სვლა და გოგმანი საქორწი-
ნო სარეცელისკენ საარის ღუღუნით უნდა დაგვირგვინდესო!
მერე, როგორ დაგვირგვინდა?! ეჭვების მიუხედავად, ვერ
წარმოედგინათ, რომ ვინმე გაბედავდა მათ ხელის ხლებას... ვინ
გაბედავსო, უკადრისს ვინ იკადრებსო?! ეს ჩვენ ვიცით, ამდენი
დროის გასვლის შემდეგ, რომ უკადრისსაც იკადრებდნენ და გა-
ბედვითაც ყველაფერს გაბედავდნენ... ვიცით თავსდატეხილი
სიავისა და უკეთურების შხამიანი სამსალის ბოლომდე შესმის
შემდეგ!.. სისხლის წვიმების გადაღებისა და გადაქუხების შემ-
დეგ... ყოვლისმომცველი ბოროტების ირაციონალური არსის
შეცნობის შემდეგ... ჩვენ უკვე შეიძლება ვიცოდეთ... მაგრამ მა-
ინც გვიკვირდეს, ოჰ, როგორ გვიკვირდეს მათი განუჭვრეტე-
ლობა და გულხალვათობა...
რადგან ამ ქორწილამდეც უკვე ბევრჯერ იქუხა გიგოსგორაზე
საზარელმა ზალპმა, შეძრული იყო ნადიკვრის უბანი... გიგოს-
გორის ფერდაზე, ნაუცბათევად გათხრილ ხაროში ჰყრიდნენ
დახვრეტილებს და ისე თხლად აყრიდნენ მიწას, წარმოუდგე-
ნელ, შემზარავ ამბავს ჰყვებოდნენ იქით მოხვედრილი ადა-
მიანები: მიწა სუნთქავსო... დახვრეტების შემდეგ თითქმის მთე-
ლი დღე სუნთქავს მიწაო... მაგრამ ისიც სათქმელია, აკრძალვის
მიუხედავად, პატრონები შედარებით იოლად პოულობდნენ თა-
ვისიანის ცხედარს, იპარავდნენ და კრძალავდნენ... განა ასე არ
მოიპარა ჩემი მეგობრების, მზია და ომარ დალაქიშვილების მა-
მამ, ძია კოლამ, იმ დროს უნიჭიერესმა სტუდენტმა თავისი მა-
მის, მღვდელი დალაქიშვილის ცხედარი საგანგებოდ გაკეთე-
ბულ დიდ გეჯაში მოკეცით ჩაასვენა, ცხენის ურმით ღამიანადვე
წაასვენა და დაკრძალა. განა ასე არ აპოვნინა ჩვენმა მეზობელ-
მა და ახლობელმა, ლეო რჩეულიშვილმა, მაშინ თექვსმეტი
წლის ბიჭმა, თავის მეგობარ გოგია ჯაფარიძეს მამა? დიდულვა-
შა იყო თურმე საწყალი ვანო, ცალი ულვაში მიწიდან ჰქონდა
ამოშვერილი და რიყის სიო არხევდა. ლეოს შეემჩნია თურმე

511 მკითხველთა ლიგა


და, ნამდვილად ძია ვანოს ულვაშიაო. მართლაც, ის გამოდგა,
ულვაშებზე და ხალათზე იცნეს, თორემ კეფა ჰქონდა ახდილი,
ტვინი გადმონთხეული და საცნობი აღარ იყო. მაგრამ ხშირად
ვერც იგებდნენ, როდის რა ხდებოდა, სიებს ზოგჯერ მალევე გა-
მოაკრავდნენ, ზოგჯერ კი დიდი დაგვიანებით, ან სულ არა. აგ-
ვისტოს დასაწყისში თელავში "ჩონი" ჩამოვიდა, ვინმე ჩეკისტი
ტოლსტოვის მეთაურობით, "ჩონი" ანუ "Части особого
назначения", ადგილობრივ ჩეკასთანა და სახალხო რაზმელებ-
თან ერთად, მათ ევალებოდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ლიკვი-
დაცია. მამია ერისთავი, სახალხო რაზმელი, ქაქუცას დეიდაშვი-
ლი და ქაქუცას დაუძინებელი მტერი, ჩონელებთან ერთად ჩა-
საფრდა შუამთის ტყეში, სადაც პარტიზანები თავს აფარებ-
დნენ... მაგრამ მოხდა ისე, რომ საღამოთი ურმებით ჩამოასვე-
ნეს ჩონელებიცა და მამია ერისთავიც. დიდი იყო მამია ერისთა-
ვი, კამეჩების ურმით მოჰქონდათ თურმე და მაინც ფეხები ჰქონ-
და გრძელი, ურმიდან გადმოშვერილი. მეორე დღეს ყველა საძ-
მო საფლავში დაკრძალეს, ძველი ბაღის ნაპირას და ჯაჭვებჩაბ-
მული საფლავიც გაუკეთეს. ჩემს ბავშვობაში, სკოლიდან რომ
გამოვიდოდით, ძალიან გვიყვარდა ამ ჯაჭვებზე ქანაობა. ქორი-
ვით წამოგვიქროლებდა ჩვენი კლასელი, ჩვენი ამხანაგი ბად-
რი, თითოს წამოგვითაქებდა, აღარ გაბედოთო პაპაჩემი მამიას
საფლავზე ქანაობაო, რომ იცოდეთ, გმირი იყო და ყაჩაღებს ებ-
რძოდაო. ჰოდა, მაშინ, იმ ჩონელებისა და მამიას მოკვლის შემ-
დეგ ბევრი დახვრიტეს, ჩეკას სარდაფშიც და გიგოსგორაზე, ჩე-
მი უახლოესი მეგობრის, ეთერი გეგელიძის პაპა, დედის მამა,
აზნაური პეტრიაშვილი, – მას თურმე წერილი გამოატანეს ქაქუ-
ცას მახლობელთან, არ კი იცოდა, რა წერილი იყო, – ეთერმა
აკი თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, ახოვანი პაპის სურათი ჩვენს
მუზეუმს ჩააბარა, – თურმე კაი ხნის დახვრეტილიც იყო "გეპეუს"
სარდაფში, "გეპეუს" მთავარი ჯალათი გარეგინა კი ყოველდღე
მოდიოდა ბებო ნინოსთან და სადილები მიჰქონდა "გეპეუში" ვი-

512 მკითხველთა ლიგა


თომ მისი პატიმარი ქმრისთვის, თან ფულსაც ართმევდა თუთუ-
ნისა და საკუთარი მომსახურებისათვის. მართლაც რომ "ო, ტემ-
პორა, ო, მორეს," ჯალათი გარეგინას და, აბანოს მოლარე, ვინ-
მეს გაცნობისას თავმომწონედ ამბობდა: გარეგინას და გახლა-
ვართო. გარეგინა კი ბებო ნინოს არწმუნებდა, კარგად არიანო,
ერთად არიანო თქვენი მეზობელი და მეგობარი გიორგი ჩიჩუა
და თქვენი მეუღლეო, – ორივენი კი მართლაც ერთად იყვნენ
დახვრეტილები გარეგინასვე მიერ... და კიდევ რამდენი წავიდა
ისე, გაუგებრად, შეიძლება ითქვას, დაუმარხავად, ტურა--
მგლისა და ყვავ-ყორნის ანაბარად მიტოვებული... იქნებ
გაუჭირდებოდა ნადირ-ფრინველს კლანჭებითა და ბრჭყალებით
მოფრქვეული მიწის გაქექვა, იქნებ ვერ შემოაძარცვავდნენ სა-
მოსს და ვერ დააცხრებოდნენ სადილ-ვახშმად მათ სისხლშემ-
ხმარ გვამებს... მიამბობდნენ... მიამბობდნენ... მიამბობდნენ...
მიამბობდნენ... ბებია... დედა... ბებია მაკა... ბატონი ლეო...
შიუკაშვილები... ვახვახიშვილები... რცხილაძეები... მეზობლე-
ბი... მეგობრები... მთელი ჩვენი უბანი... და მე ვუსმენდი... ვუს-
მენდი... ვუსმენდი და მაინც მიკვირდა ის ქორწილი... მაგრამ მა-
შინ, ოცდაოთხი წლის აგვისტოს მექორწილენი ერთმანეთთან
ვერ აკავშირებდნენ სასტიკ ჟამს, თავიანთ თავშეყრას და არჩი-
ლის ამ სავალალო რეპლიკას, – გაბრაზებულ გულზე წამოსრო-
ლილს თათბირის დროს, – შემდეგ ცენტრალურ პრესაში რომ
დაბეჭდეს და რაიონულ გაზეთებშიც გადმობეჭდეს. რაღა არ ით-
ქვა იმ თათბირზე, როგორ აღარ დაგმეს შექმნილი მდგომა-
რეობა... სიტყვა-პასუხი ბოლშევიკებისა ხომ არა მხოლოდ სას-
ტიკი, არამედ უპრაგონოც იყო, ყველა სიკეთესთან ერთად, ისი-
ნი ცუდი დიპლომატები იყვნენ და პათოსი და უზრდელობა ერ-
თმანეთში ერეოდათ. არჩილიც კი, რომელიც თავისთავად არც
უზრდელი იყო, არც სხვებზე მეტად სასტიკი, ვერ ასცდა პარტიის
ენის გავლენას და თავისდა სავალალოდაც, ისეთი რეპლიკა ის-
როლა, რომელიც პროგრამული ელფერით იყო აღბეჭდილი და

513 მკითხველთა ლიგა


ალბათ, ამის გამო ისტორიულიც აღმოჩნდა, ანუ დავიწყება არ
ეწერა. მოდიოდა მირიანი და მოიქნევდა დახვეულ გაზეთს, კა-
კალქვეშ იჯდა მაკა, კანვით ბალიშის პირსა ქარგავდა, და ძმამ
შორიდანვე მიაძახა: ნახე შენი არჩილი რაებს ამბობსო. მაკამ
წარბი გამოიკრა და ხმასაც აუწია, ხომ იცი, არჩილთან არაფერი
მაკავშირებს და არც მაინტერესებს რას ამბობსო. "ძალიან
ტყუილად, მაკა, – ხმა გაიმკაცრა მირიანმა, – ჩვენ ყველამ უნდა
ვიცოდეთ იმისი კაიკაცობის ამბავი და უპირველესად შენა, რომ
არასდროს სინანული გულში არ გაივლო..." და მირიანმა გაზე-
თი გაშალა და წითელი ფანქრით გახაზული ფრაზა წაიკითხა:
"თავადაზნაურობას ზურგზე ბოლი უნდა ვადინოთ". "ხედავ, მაკა,
ხედავ! – ბობოქრობდა მირიანი, – როგორ უნდა იყოს კაცი თავ-
გამოტენილი ფუჭი იდეებით, რო აეგრე დაუძინებელ მტრად
მოეკიდოს თავის ქვეყანას... მაგრაამ, უნდა გითხრა, არც
მთლად აგრეა საქმე, ამ იდეებს ეგენი ძალაუფლებისათვის იყე-
ნებენ, აი, რაა, ოღონდ კი როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლე-
ბა, თავადაზნაურობას კი არა, საკუთარ დედას გამოსჭრიან
ყელსა... უყურე, როგორ ემიჯნება თავისივე წოდებას, რომელ-
საც მთელი სიცოცხლე ეკუთვნოდა, რათა დაუმტკიცოს თავის
ამფსონებს, რომ რევოლუციას ყოველგვარ წოდებაზე, ანუ ადა-
მიანებზე მაღლა აყენებს, ეს არის ეგ ვაჟბატონი, დიდი კვლევა
არ უნდა ამას!" თანაც მირიანს ვერ აეტანა ის ამბავი, რომ იმისი
მშვენიერი და უოჯახოდ დარჩა; ვინც კი გამოჩნდებოდა მის ბე-
დობაზე, არადა, მირიანის აზრითა და შეხედულებით, კარგი
მთხოვნელები ჰყავდა მაკას, ყველას უარით ისტუმრებდა, ყვე-
ლას დასცინოდა და აქილიკებდა... თუმცა მირიანმა იცოდა არ-
ჩილის წერილისა და მაკას სასტიკი უარის ამბავი, მაინც დარ-
წმუნებული იყო, არჩილის გამოისობით გადაეკეტა გუნება, არ-
ჩილმა ჩაუხშო მაკას სურვილი და მისწრაფება ოჯახის შექმნისა.
ქორწილამდე ორიოდე დღით ადრეც მოიტანა მირიანმა გაზეთი-
ცა და ქალაქში ნათქვამი ამბავიც, არჩილი გამოგზავნეს ცენ-

514 მკითხველთა ლიგა


ტრიდან სამეულის წევრადო, გაზეთში კი დაწვრილებით ეწერა,
თელავში ჩამოსვლამდე როგორ ჩამოიარა სოფლები, მართავ-
და თავყრილობებს და მოუწოდებდა გლეხობას, გამოევლინათ
კონტრრევოლუციური ელემენტები, გაეწმინდათ სოფელი რე-
ვოლუციისა და ახალი ცხოვრებისათვის მავნე ელემენტებისა-
გან. "ეს კაცი მე გადამრევს!" – გაზეთს ხელი დაჰკრა მირიანმა
და ქორწილში წასვლაც არ მოინდომა; მხარი უნდა მოგტეხოვო,
მაკას უთხრა, მირჩევნია, ხოდაშენში წავიდე, ვენახსაც მივხე-
დავ, ყურძენი უკვე დამწიფებაზეა და ცოლ-შვილსაცა ვნახავო.
არადა, მირიანის ცოლი, ქეთევანი, წინამძღვრიანთ ქალი იყო,
ენათესავებოდა ენკას, რცხილაძიანთ რძალს, და ქორწილშიც
ყველანი დაპატიჟებულები იყვნენ.
– ქორწილს რას ემართლები, ეგ სამეული ქაქუცასთვის იღ-
ვწის, – უთხრა მაკამ.
– თორემ ქაქუცას მიზეზით ცოტა ხალხი დახვრიტეს უკვე
არა? ეს ქაქუცაც რა გახდა, სანამ ყველას არ შემოინარცხებს, არ
დადგება, ცოლ-შვილი მაინც არ აფიქრებს?
– ოჰ, მირიან, ვინმემ ხომ მაინც უნდა გამოხატოს პროტესტი
ამ საშინელების წინააღმდეგ? – უთხრა მაკამ გაღიზიანებით,
თუმცა შინაგანად თვითონაც ძალიან შემკრთალი იყო და უმ-
თავრესად არჩილის მოვლინების გამო, თანაც სამეულის წევ-
რად.
– ხალხზე არავინ არ ფიქრობს, არც ისინი, ზურგზე ბოლი უნ-
და ვადინოთო, რომ ამბობენ და არც ისინი, ტყე-ტყე რო დაძრწი-
ან და ან თვითონ რა ელით, ან სხვას, იმას კი არა ფიქრობენ, თუ
შენ ამას ვერ ხედავ, არც ღირს შენთან ლაპარაკი, კარგად იყა-
ვი...
მიბრუნდა მირიანი და წავიდა... ძალიანაც შეცდაო, ფიქრობ-
და მაკა პირველივე მრავალჟამიერის დროს, რადგან ისე მღე-
როდნენ აწყურელები და იყალთოელები გრძელ მრავალჟამი-
ერს, ყური მომცა და მასმენინაო, უნდა გეთქვათ. ქორწილი დე-

515 მკითხველთა ლიგა


დოფლის ოჯახში იყო და თამადამაც ხმა მისცა მეფის ამალას,
პირველი მრავალჟამიერი თქვენიაო. იმათაც მოიღერეს ყელი
და გრძელი მრავალჟამიერი დაიწყეს. გიორგი მაყაშვილი
მეორეს ამბობდა, ბიძინა და ელიზბარი პირველში ენაცვლე-
ბოდნენ ერთმანეთს, აწყურელები კი მეღვინეთუხუცესიაანთ ტა-
ტე და სულხანიანთ ვახტანგი ბანს ეუბნებოდნენ... "მრავა-
ლუიი..." დინჯად დაიწყო გიორგიმ, მოგუდული ხმით, მაშინვე
ჩაერთნენ ბანები, მოზომილად და თავშეკავებით, პირველები
აჰყვნენ და თანდათან იწყო სიმღერამ გაშლა და გაძლიერება...
თითო საფეხურით მაღლდებოდა... მაღლდებოდა და სულ უფრო
და უფრო საზეიმო ხასიათს ღებულობდა... მიყვარხაარ, ტკბი-
ლოო კახეთოოო... დიდოოო ალაზნის ჭალაოოო... ბარდებშიიი
მძრომოო ხოხობოო... ტურფაოოო ხარიის თვალაოოო... ლაღი
იყო მათი სიმღერა და თან ერთ მონოლითურ მთლიანად შეკრუ-
ლი და შენივთული... აღარ ისმოდა დანა-ჩანგლის წკრიალი,
მიმტან-მომტანები კარებებში იყვნენ გაჩერებული, ყველა გა-
კანკული მისჩერებოდა მომღერლებს... მწყაზარი, მშვენიერი ზი-
ზი თვალს არ აცილებდა მომღერლებს, მაგრამ უფრო ბიძინასა-
კენ ჰქონდა მზერა მიმართული... მისი და, თხუთმეტი წლის ნი-
ნული კი ვახტანგს შესციცინებდა, თავის ძმას, და თან სიამით
ფიქრობდა: რა კარგია, რა ყოჩაღი ვარ, რო თავი გადავიკალი
და მაინც წამოვედიო. აკი არ უნდოდათ წამოეყვანათ დასა და
ძმას, დედაც ეუბნებოდა: გენაცვალოს დედა, ორი ძმა ერთად
ქორწილში არ წავაო, ამბობენ, და შენზე გამოსახელებით არა-
ვის არაფერი უთქვამს, პატარა ხარ ჯერა, მასეთ ქორწილებს კი
მოესწრებიო?! "ნეტა რა დაპატიჟება მინდოდა? მე თავისთავად
ვიგულისხმებოდი! – არ ცხრებოდა საქორწილოდ შეღერებული
პატარა გოგო, – წავალ ეხლავე და საშასა ვკითხავ, თუ გინდა!"
და სანამ ვინმე შეაჩერებდა, გაიქცა მართლა სასიძოსთანა და
იმანაც სიცილით უთხრა: იგულისხმებოდი, ნინულიკო, მაშ
არაოოო?! ჩემი პირველი მაყარი შენ უნდა იყოვო. გახარებული

516 მკითხველთა ლიგა


მოცქრიალდა, მერე იმაზე გაიკლა თავი, სწორედაც ჩემს ძმას
უნდა შემოვუჯდე ცხენზეო, კნაჭა ვარ, მსუბუქი ვარ და არ დავამ-
ძიმებო, ეტლით სხვა მაყრებთან ერთად ზიზი წავიდესო. შემოის-
ვა მართლა ვახტანგმა და სხვა ცხენოსნებთან ერთად თქარათ-
ქურით გამოემართნენ თელავისკენ. ო-ჰო-ჰო, რა თავმომწონედ
გადმოიყურებოდა ზემოდან, რომ ცხენზე ამხედრებული ქალი
მარტო თვითონ იყო, რა გაფაციცებული ინტერესით ავლებდა
თვალს ყველასა და ყველაფერს... მერე უკვე სტუმრებს, მო-
ქეიფეებს, მეფე-პატარძალს, ორმაგად ჩამწკრივებულ მაგიდებს
რცხილაძიანთ სახლის დარბაზში, კერძების მიტან-მოტანას, თა-
მადის სადღეგრძელოებს... ისედაც ყველაფერი აინტერსებდა
და თან იმასა ფიქრობდა: დედას ვუამბობ დაწვრილებით ყველა-
ფერსაო. ეხლა კი აგერ მომღერლები მღეროდნენ... მაღლა...
მაღლა... ავიდა პირველი ხმები... ვიშ, რა ლამაზები იყვნენ ყვე-
ლანი, რა მშვენიერები... თქვენ კი გენაცვალეთ... თქვენ კი შე-
მოგევლეთ... ვიშ, რა კარგები ხართ ყველანიო. რა იქნება, ზიზი-
მა და ბიძინამაც ერთმანეთს თვალი დაადგან და ჩვენც ქორწი-
ლი გადავიხადოთო. მე კიდევ, ნეტა როგორც აქედან ისე არ წა-
ვალ, ჩემს ძმას ლეკური არ ვეთამაშოვო...
ტაშმა იგრიალა... და რომ ჩაცხრა, თამადამ ქართული სიმ-
ღერის სადღეგრძელო დალია, მომღერლების თამადობით, დი-
დი ენამზეობით, მათი სიმღერის სიტყვიერი შეფასებით, სხარ-
ტად, ლაკონიურად, მომღერალთა დახასიათებით. ნეტავ იცისო,
– გაიფიქრა ნინულიმ, – ჩემს ძმას ფრთიანს რომ ეძახიანო, რა
აფსუსი იქნება, რო არ იცოდესო... და თურმე სცოდნოდა, სცოდ-
ნოდა, – შაქრომ ყველასი ყველაფერი იცოდა, – ჩვენს ფრთიან-
საც დავლოცავო, დავულოცავ დედასა და დებსო, ასე რომ ამო-
უდგა პატარა ბიჭი მამის სიკვდილის შემდეგ დედას მხარში და
ქორივით დასტრიალებს ოჯახსო... ამასობაში სუფრაზეც პირვე-
ლი კერძი შემოვიდა საუზმეულის შემდეგ, სოკო შემწვარი ვა-
რიებით. ქორწილის მთავარ მზარეულად თელავში და მთელ კა-

517 მკითხველთა ლიგა


ხეთში სახელგანთქმული "სტუდენტი ალექსა" იყო მიწვეული,
შემოკლებით "სტუდენტა". მან შეუდგინა სწორედ პატარძლის
დედასა და ძმას დიდებული მენიუ. ჯერ კიდევ წინა დღეს მოიყვა-
ნა თავისი ხელის ბიჭები, გამაგრდა რცხილაძეების დიდ სამზა-
რეულოში და ნამდვილი შემოქმედებითი წვითა და აღმაფრენით
შეუდგა თავის დიდებულ საქმეს. თან რა ღირსებით სავსე კოხ-
ტაპრუწაც გახლდათ?! თუმცა ტანმომცრო, მაგრამ კოხტად მოყ-
ვანილი და ულვაშებდახუჭუჭებული. ძია სანდროს შეესწრო თვა-
ლი სადალაქოში, როგორ იხუჭუჭებდა ულვაშებს ცხელი მაშით,
არ დამძრახო, სანდროო, ეთქვა, ხო იცი, მე არშიყი კაცი ვარ და
კოხტაობის გარეშე არ შემიძლიანო. შეიძლება, სტუდენტაც ამი-
ტომ დაარქვეს. მის გაკეთებულ კერძებსაც წუნი არა ჰქონდა, გა-
მომგონებელია ეს მამაძაღლი, ესაო, მოწონებას ასე გამოხატავ-
დნენ მისი მრავალრიცხოვანი კლიენტები. სპეციების დიდოსტა-
ტი იყო, გუმანით ხვდებოდა, რას არ მოუხდებოდა, რა რით დამ-
შვენდებოდა, ერთი სიტყვით, ქეიფის დროს ყველაფერი იმის
კითხული იყო. ახლა ხომ მართლა თავი მოიქაჩლა, ისიც ნადიკ-
ვრისუბნელი იყო, თანაც იმისი გოგონა თინა მაროს მიღებული
იყო. ჯერ საუზმეულის დროს სულ – "რა გემრიელია, რა გემ-
რიელია, ყოჩაღ, სტუდენტ, ყოჩაღ, ბიჭო," აძახებინა ხალხს...
მართლაც, სანიმუშო იყო ხბოს თირკმელები, ბრინჯითა და
ტყემლით, ქონდრითა და ტარხუნით და კიდევ, ვინ იცის, რით...
ახლა ნაირ-ნაირი სალათები და სალტისონი! დიდი გაჭირვება
სუფევდა ქვეყანაზე, მაგრამ ეს არ შეხებია მაროს, მთელი თე-
ლავის მაზრაში განთქმულ მეანს, რომელსაც თავისი ხან-
გრძლივი მუშაობის მანძილზე მარცხი არ განეცადა: არც მშო-
ბიარობა გართულებია, არც ჩვილი მოჰკვდომია, კარგი სახელი-
ცა ჰქონდა, დიდი შემოსავალიც. ჯერ ისედაც უყვარდა სტუმარი,
და, მით უმეტეს, საკუთარი ქალის ქორწილში, აბა, რას დაზო-
გავდა! სტუდენტას სულ ნაირ-ნაირები მოამზადებინა. ჰოდა, მე-
ქორწილენი გემრიელადაც შეექცეოდნენ და ერთმანეთთან გემ-

518 მკითხველთა ლიგა


რიელადაც ხარობდნენ. ისმოდა დანა-ჩანგლის წკრიალი, ყანწე-
ბის ტრიალი, ერთმანეთის მიკითხვ-მოკითხვა და სიცილ--
კისკისი. უფროსები მოსავალზე ამბავს კითხულობდნენ და ყვე-
ლა იმას ამბობდა: წელს ვენახებმა "თავი გაიგიჟესო", ხეხილ-
საც, კაკალსაც კარგად ასხია, პურის მოსავალიც არ იყო ცუდიო.
"ელომ ალბათ, გააკეთა ჩირები და მურაბები..." – ეუბნებოდა
რუსუდანი მოპირდაპირედ მჯდომ სულხანიანთ ქალებს. "რა
თქმა უნდა, დეიდა რუსუდანო, ჯერ კიდევ სადა ხართ?! ვენახის
ატამიც დასკრეფი გვაქვს, ღორქლიავაც... ეხლა კი ლეღვებიც
გვაქვს გაშლილი და ბაღური შვინდის კერკი." "ელოს მოკითხვა
ჩემ მაგივრად, რა მიხარია, რო გხედავთ, გოგოებო, ბედნიერია
ელო, ეგეთები რომ ჰყევხართ".
– დეიდა რუსუდან, – სიტყვა ჩამოართვა თავის დას ნინულიმ,
– ჩვენი არ ვიცი და ვახტანგი გვყავს ძალიან კარგი. დედა ეუბნე-
ბა, დროა, იფიქრო დაოჯახებაზეო, უკვე ოცდახუთი შეგისრულ-
დაო, ის კიდევ, სანამ დებს არ დავაბინავებ, ჩემზე არ ვიფიქრე-
ბო...
– ნინულისაცაოოო? – გაიცინა რუსუდანმა.
– მაშ, ნინულისაცაო! – თავმომწონედ თქვა ნინულიმ.
– მაშ, ვახტანგს უნდა ვუკითხოთ პირი? – ჩაერია ლაპარაკში
გიორგი მაყაშვილი
– ვახტანგს, დიახაც ვახტანგს!
– ოჰ, ჩემო ნინულიკო, ტყუილია შენისთანა, რაღაცა სხვა-
ნაირად მოსწივიხარ, იცოდე!
– მართალი ბრძანდებით, ძია გიორგი, ყველაზე პატარაა და
ამის უკითხავად დედა წყალს არ გადაღვრის... – სიცილით თქვა
ზიზიმ. ბიძინა კი სიტყვის უთქმელად შესცქეროდა ზიზის მწყაზარ
სახეში, მაინც რა უცნაურად მშვენიერი კანი აქვსო, ფიქრობდა,
რა წმინდა, რა სალუქი, რა სხივიანიო, თან რა ცუგრუმელაა, რა
კისკისა და დაუდგრომელიო...

519 მკითხველთა ლიგა


– მარიამობას ხო გადმობრძანდებით თეთრგიორგში და
ჩვენთანაც მობრძანდით, დედას ისეთი ყვერულები ჰყავს, ინდა-
ურზე უკეთესი, – თქვა ნინულიმ და ბიძინას გადახედა. ბიძინამ
ახლა კი გულიანად გაიცინა და აუცილებლადო, უთხრა, რუსუ-
დანმა მეტი ვეღარ მოითმინა და გიგის ჩაულაპარაკა: ერთი
გაიხედე, ჩვენი სიძე რასა იქმსო. გიგიმ წარბი შეიკრა, ასევე ჩუ-
მად, მაგრამ მკაცრად გადმოულაპარაკა:
– კარგი რაა, დედა, ნუ აითვალწუნე. შეგატყობს ქეთო და
ხომ არ შეიძლება, თაფლობისთვე გაუუგემურო?!
– სხვათა შორის, კარგიც იქნება, შემატყოს და ასე ფეხქვეშ
არ გაეგოს! – ჩაიდუდუნა რუსუდანმა.
არ უნდოდა რუსუდანს ქორწილში წამოსვლა, არ უნდოდა და
ბევრი მიზეზიც ჰქონდა, ქვეყანა თავზე დაგვემხო, რა დროს
ქორწილიაო. მერე კიდევ, გოგლო ვერა გრძნობდა თავს კარ-
გად, ბოლო დროს გული აწუხებდა, გაუჭირდათ ცხოვრება, რა
დანაზოგიც ჰქონდათ, პირწმინდად ხაზინაში დაკარგეს, ფული
გაბონდა, მამულები გაუნახევრდათ, სამ-სამი შვილი სტუდენტი
ჰყავდათ, თბილისში შესანახი. აგერ, ლიდა მეოთხე კურსზე გა-
დავიდა, უნივერსიტეტში, სამკურნალოზე, და ჯერ არცერთი ზაფ-
ხული არ დაუსვენია, რჩებოდა თბილისში და სხვადასხვა
საავადმყოფოში საზაფხულოდ გამოთავისუფლებულ ადგილზე
ექთნად მუშაობდა, შეღავათი მივცე ოჯახსო. იქამდეც ხომ, დაამ-
თავრა თუ არა სასწავლებელი, ჩვიდმეტი წლის გოგო გავაზში
მასწავლებლად წავიდა, მთელი სამი წელი იმუშავა, სანამ უმაღ-
ლესში შევიდოდა. სხვათა შორის, გიგიც მართალია, სოფელში
არ წასულა, მაგრამ რეპეტიტორობდა და თან რამდენს ეხმარე-
ბოდა მამას, თუ ვენახში, თუ ბაღში, თუ წისქვილში... ერთი ქე-
თოს არ მოუწია მუშაობამ, იმიტომ, რომ ყველაზე უმცროსი იყო.
უნივერსიტეტიც უკვე ორი წლის გახსნილი იყო და სჯობს, პირ-
დაპირ სწავლას შეუდგესო, – ქეთომ სიბრძნისმეტყველების ფა-
კულტეტი ამოირჩია, – სამაგიეროდ მალეც გაათავებს და ცხოვ-

520 მკითხველთა ლიგა


რების გზასაც მალევე დაადგებაო, ასე გადაწყვიტეს. ქეთომ კი-
დევ, აგერ, ჰკრა თავი და გათხოვდა, თუმცა სწავლის თავის და-
ნებებას არ აპირებდა.. ქეთო ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი და
ქმარიც შესაფერისი შეხვედროდა. სანიმუშო გარეგნობის იყო
სერჟი, მაღალი, წერწეტი, საუცხოოდ მოყვანილი, თმახუჭუჭა და
მიბნედილ-თვალებიანი. შემთხვევით შეხვედროდა გოლოვინის
პროსპექტზე, ბოდიშებით გაეჩერებინა და მე მხატვარი ვარ, მინ-
და დაგხატოთ და ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვითო. ასე გა-
ეცნო თურმე ქეთოს, მაგრამ მხატვარი კი არ იყო, გარეშე საქმე-
თა სამინისტროში მუშაობდა. პეტერბურგში იყო გაზრდილი და
ქართული თუმც იცოდა, რუსულად იყო დაჩვეული და ერჩია რუ-
სულად ელაპარაკა. მეფის არმიის პოლკოვნიკი იყო მისი მამა,
თავადი რატიშვილი, რევოლუციის დროს გამოიქცნენ პეტერ-
ბურგიდან, დიდი წვალებითა და გაჭირვებით ჩამოაღწიეს სა-
ქართველოში, თუმცა მამა, დენიკინის არმიას შეუერთდა და
სამხრეთ რუსეთში იბრძოდა თეთრგვარდიელებთან ერთად. დე-
ნიკინის გადახვეწის შემდეგ რის ვაივაგლახით დაბრუნდა სამ-
შობლოში, მაგრამ ოცდაორ წელსვე ბოლშევიკებმა დახვრიტეს
და სერჟიც თურმე მეტეხში ჩასვეს. სერჟის დედა გურული თავა-
დის, თავართქილაძის ქალი იყო, დაატრიალა თურმე გურული
რევოლუციონერები და რის ვაივაგლახით გამოაშვებინა სერჟი
და სამსახურშიც აღადგენინა. დედაჩემმა რომ გაიგო, კახელი
ქალი მიყვარსო, გადირიაო, თუ კნიაჟნაა, კიდო არა უშავს და
სხვა არ გამაგონოვო. მერე კი, როცა ნახა სარძლო, ეცადა, მაგ-
რამ დაწუნება ვერ მოახერხაო, იცინოდა სერჟი, თავის ქათქათა,
ჩამძივულ კბილებს აჩენდა. "Кетуся же совершенство, мое
золотко, Моя жизнъ..." რუსუდანს ეს "კეტუსიაც" ყურში ეჩხირებო-
და. როგორ არა, რუსუდანის შვილებიც დაჩვეული იყვნენ რუ-
სულ ლაპარაკს, მაგრამ სასტიკად იყვნენ დედის მიერ გაფრთხი-
ლებული, სახლში ქართულის გარდა არაფერი გამაგონოთო,
ჩვენს საწყალ ენას ისიც ეყოფა, ასე როა შერყვნილი და დაჩაგ-

521 მკითხველთა ლიგა


რულიო. ცხადია, სიძეს ამას ვერ ეტყოდა და ეს არც იყო საყვე-
დურის მიზეზი. ერთი შემთხვევის გარდა, არც არასდროს დას-
ცდენია საყვედური და შენიშვნა, თუმც, რუსუდანის აზრით, ის
ამას ყოველ ნაბიჯზე იმსახურებდა. გული სწყდებოდა, რაც ყვე-
ლაზე მეტად არ მიყვარს ადამიანისა, სწორედ ის სჭირს ამ ჩვენს
სიძესო, რა და თავკერძობა, ვერავის ამჩნევს ირგვლივ, უსულო
საგნების მეტს, და სულ თავისას მიერეკებაო, ფიქრობდა რუსუ-
დანი და გოგლოსაც კი არ უზიარებდა თავის ფიქრს. არადა,
დღეში ორჯერ აუცილებლად უნდა ებანავა, დილით წყალი გადა-
ევლო, საღამოთი კი ყოველ მიზეზ გარეშე აბაზანა მიეღო. მაღა-
ლი და ფართო სპილენძის აბაზანა ჰქონდათ, თორმეტი ვედრო
წყალი ჩადიოდა, დილითაც სულ ცოტა, სამი ვედრო უნდა ეხმა-
რა... და სულ სხვისი მოპოვებული წყალი. ეცოდებოდა რუსუ-
დანს მოახლე გოგო, თან ისიც არ უნდოდა, ქეთოსთვის გაეგები-
ნებინა და ჭიდან წყლის ამოსაღებად წელს იწყვეტდნენ რუსუდა-
ნიცა და მოახლეც. თანაც, ყვავილნარსაც ხომ უნდოდა მორ-
წყვა, ხეხილიც ხომ მორწყვას თხოულობდა, ხეივნის ვაზებსაც
ზოგჯერ მაინც უნდოდათ წყალის დასხმა. ახლა სამზარეულო-
ში?! ახლა თავიანთთვისაც?! დასალევი წყალი კიდევ თეთრიანი-
დან იმ აღმართებზე მოჰქონდათ და თუ იმ წუთის მოტანილი არ
იყო, არაფრით არ დალევდა სერჟი. სურები სავსე რომ ყოფილი-
ყო, თუ ხათრი გაქვს, გაიქეცი, მოიტანეო, გოგოს ეტყოდა. ზაფ-
ხული იყო, ცხელოდა, როგორი იყო ისევ დაშვება თეთრიანის-
კენ. სადილობის დროს კიდევ ისე დააშტერდებოდა თეფშსა და
ჩანგალს, აუცილებლად ყველას ეჭვი უნდა შეპარვოდა მათ სი-
სუფთავეში. თქვენი მოახლე ჭურჭელს კარგად არ რეცხავსო,
არც დანა-ჩანგალსო, ერთხელ თქვა კიდეც. რუსუდანს უნდოდა
ეთქვა: თქვენ რომ მთელი დღეები შეკეტილები არ იყვნეთ
ოთახში და ასე გარდას გადასული და გულის ამრევი არ იყოს
თქვენი სიყვარული, წაეხმარებოდა ქეთო და ყველაფერი უკე-
თესად იქნებოდა გაკეთებულიო. მაგრამ ამის მაგივრად მდუმა-

522 მკითხველთა ლიგა


რედ შეხედა და კრიჭა გაიკრა. მაგრამ რომ არ გაჩერდა: თქვენი
მიკვირს, ქალბატონო რუსუდან, აბა, ჭუჭყიან თეფშებზე უნდა
ვჭამოთო? მაშინ კი შეიკრა წარბი და უკმეხადაც უთხრა: "ჯერ
ერთი ჭუჭყიანი არ არის, და მეორეც, როცა სტუმრად ხარ, ზრდი-
ლობა მოითხოვს არაფერი შეიმჩნიო, გინდაც ჭუჭყიანი იყოს".
"Спосибо за нотацию", – თქმით კი თქვა, მაგრამ მაშინვე გაიცი-
ნა, თავისებური, მორაკრაკე ბავშვური სიცილით, წამოდგა, გა-
დაეხვია რუსუდანს და ლოყაზე აკოცა. მშვენიერი მანერები
ჰქონდა, ყოველი მისი მოძრაობა სინატიფითა და დახვეწილო-
ბით გამოირჩეოდა, თან განათლებული იყო, ენების მცოდნე,
პოეზიის მოყვარული, შეეძლო და უყვარდა კიდეც არა მხოლოდ
ტიუტჩევისა და ნოვალისის ლექსების თქმა, არამედ დიდი შთა-
გონებით წარმოთქვამდა, ცხადია, ლათინურად, ციცერონის
სიტყვას კატილინას წინააღმდეგ და იმ ცნობილი, ფრთიანი გა-
მოთქმის წინ, ერთი წამით შედგებოდა, წარბებს აწკეპდა, მიბნე-
დილ თვალებს ფართოდ გაახელდა, რხეული მოძრაობით აღ-
მართავდა ხელს და ისე იტყოდა: ო, ტემპორა, ო მორეს!
მოსწონდათ... მოსწონდათ, ყველა ულოცავდა რუსუდანს, ეს
რა მშვენიერი სიძე შეგხვდათო. რუსუდანს კი აკვირვებდა და
შეუსაბამოდაც ეჩვენებოდა ის ამბავი, რომ კაცს, რომელსაც არ-
ცერთი წუთით არ ავიწყდებოდა თავისი სილამაზე და მისი ნაკ-
ვთის ყოველი შერხევა ლამაზ გრიმასას მოგაგონებდათ, შეეძ-
ლო, ზედმიყოლებით და უკანმოუხედავად შვიდი კატლეტი გა-
დაესანსლა, ასეთივე ლამაზი მოძრაობებით, ქათმის ხორცის
ყველა საუკეთესო ნაჭერი გადაეღო და ჩაისთვის ათი ცალი კაკ-
ლის მურაბა შეეტანებინა. თითქოს ერთი და ერთი დაიმშა და
ძღომას ვერ იგებსო. რუსუდანი კი, რომელიც დროის უმეტეს ნა-
წილს მარხულობდა და როცა არ მარხულობდა, მაშინაც ისე ცო-
ტას ჭამდა, "ჩიტიკიკნიას" ეძახდნენ, საერთოდ ვერ იტანდა მუ-
ცელღმერთობას და საკუთარი სიძის ასეთი საქციელი ხომ
ღრმად შეურაცხყოფდა. მაგრამ მის ბავშვურ გულუბრყვილობა-

523 მკითხველთა ლიგა


ზე კი ზოგჯერ კიდევ გაეცინებოდა ხოლმე. მორაკრაკე სიცილით
ისე შესძახებდა: წარმოგიდგენიათ, რვა ტოლმა შევჭამეო, გეგო-
ნებათ, გაბედნიერებულ მეინახეებს სიხარულით ტაში უნდა და-
ეკრათ... იმ დროს, როცა გოგლომ მათ დასაპურებლად ვერ-
ცხლის შესანიშნავი ორი დიდი სინი და საუცხოოდ ნაკეთი აზარ-
ფეშა გაყიდა. მერე კიდევ ნიფხავ-პერანგი, წმინდა ბატისტის, ან
წმინდა აბრეშუმის, მაქმანებიანი, დღეში ორჯერ თუ არა, ყო-
ველდღე რომ იცვლიდა და სამზარეულოს უკან გაბმულ თოკზე
ბავშვის სარეცხივით გამუდმებით ეკიდა ექვს-ექვსი წყვილი მა-
ინც, ახლად გარეცხილი და გალივლივებული. ისეც, ეტყობა,
ახალი მოდააო, – ფიქრობდა რუსუდანი, – კაცის მაქმანიებიანი
ნიფხვებიო, თანაც მოკლე და ტანზე მომდგარი, და ეზიზღებოდა
ასეთი მოდა. "წარმოიდგინეთ, ქალბატონო რუსუდან, – ეუბნე-
ბოდა მომხიბლავი ღიმილით სერჟი, – ყველაფერი დავკარგეთ
პეტერბურგში, საუცხოო ავეჯი, ხალიჩები, გობელინები, სურა-
თები... პავლოვსკში მშვენიერი აგარაკი... მაგრამ ის კი მოახერ-
ხა დედამ, ერთი დიდი პარკი ოქრო, საცვლები და თეთრეული
წამოეღო. ასე რომ... – სერჟიმ აქ უკვე გაიცინა თავისი მორაკ-
რაკე სიცილით, – მთლად უნიფხო არა ვარ, როგორც ხედავთ
კიდეც..."
ეს ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართო, გაიფიქრა
რუსუდანმა და არცთუ უადგილოდ, საკითხავი ხომ ქეთო იყო და
სწორედ ეს უკლავდა გულს, მშობლების თვალებში შემაცქერა-
ლი, მოსიყვარულე და მოალერსე ქეთო ვეღარავის რომ ვეღარ
ხედავდა სერჟის მეტს, ასე ერთბაშად, კალიასავით რომ ისკუპა
და გადაინაცვლა ამ უცხო კაცისაკენ და მათი "გარდას გადასუ-
ლი" სიყვარულიც რუსუდანისათვის უცხო იყო... ან სულ შეკეტი-
ლები იყვნენ თავიანთ ოთახში, და როცა გამოვიდოდნენ, მაში-
ნაც ერთთავად ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს. ჯანდაბას
ჩემი თავი, – ბრაზობდა რუსუდანი, – მაგრამ მამისა და ძმის მა-
ინც როგორ არ ერიდებათო. არ ერიდებოდათ, აი, ასე, პირიქით,

524 მკითხველთა ლიგა


– დედა, უნდა გიხაროდეს, რომ ჩვენ ასე გვიყვარს ერთმანე-
თიო. ბუტერბროდებს უკეთებდა დილით, ახალშედღვებილი კა-
რაქითა და თაფლით, ჰოპ, ორ ლუკმაზე გადაყლაპავდა, მშვე-
ნიერი მოძრაობით აღმართავდა ხელს და ორ თითს აჩვენებდა
ქეთოს, მეორეც გამიკეთეო... მერე სამ თითს აჩვენებდა... მერე
ოთხ თითს... მერე ხუთს... თან ერთმანეთის შეციცინებით,
თამაშ-თამაშითა და საამო ჟღურტულით. ღამე კი, დაწოლის
წინ, ოჰ, როგორ ემზადებოდა, რაღაც საგანგებო რიტუალივით,
აუცილებლად პირის გაპარსვით, აუცილებელი აბაზანის მიღე-
ბით, ოდეკოლონებითა და ნელსაცხებლებით... რუსუდანი კი
ცუდ დასკვნას აკეთებდა: კაცი თუ ბაირონი არ არის, სილამაზემ,
შეიძლება, ავი სამსახურიც გაუწიოსო, აქციოს ნარცისად, წადი
და სდიე და დასძახე პაპლი-პუპლიო... ჰოდა, არ უნდოდა ქორ-
წილში წასვლა. გამოსაჩენ ადგილას უნდა ისხდნენ და ეს ვერც
ჭამას მოითმენს, დანთქავს იქაურობას და ვერც ხვევნა--
კოცნასო. მაგრამ გიგიმ სთხოვა დედას, ნუთუ ნინას ერთი "თა-
მარ ქალო" არ უნდა შევაწიოთო?! ერთად იყვნენ შეზრდილები
გიგი და ნინა, და-ძმასავით უყვარდათ ერთმანეთი, წაუსვლე-
ლობა არ იქნება, დედაო, გიგი არწმუნებდა. კარგი, გენაცვალოს
დედა, – დაეთანხმა ბოლოს რუსუდანი, – ვიმღეროთ "თამარ ქა-
ლო" და მერე წამოვალ და მოვხედავ მამაშენსო. თანაც რა სა-
სიამოვნო გაოცება ელოდა, სერჟი არამცთუ არ "ნთქავდა"
საჭმელ-სასმელს, აქა-იქ, შეუმჩნევლად თუ ჩაიდებდა ერთი-ორ
ლუკმას. ყელმოღერებული იჯდა ქეთოს გვერდით, არაჩვეულებ-
რივად შვენოდნენ ერთმანეთს, მერე, კი, ოდნავ გადმოხრილი,
შეჭმუხნული სახით ყურს მიუგდებდა მათ წინ, მარჯვენა სუფრის
თავში გიორგი ციცქიშვილისა და კოლეგიის თავმჯდომარე რაზ-
მაძის კამათს. სულ მალე ამ კამათმა მთელი სუფრა მოიცვა. კა-
მათის საგანი კი ისევ და ისევ ქაქუცა და შექმნილი მდგომა-
რეობის რკვევა იყო, რაზმაძე გმობდა ქაქუცას და მისი რაზმის
თარეშს, ამბობდა, რომ ომის გარეშე, მშვიდობიან დროს პარტი-

525 მკითხველთა ლიგა


ზანობა იგივე ავაზაკობაა და არცერთი კანონი, დაწყებული რო-
მის სამართლით, ამას არ ამართლებსო. ქაქუცამაც უნდა შეიგ-
ნოს ეს, მოეშვას წანწალს, ჩააგოს ხმალი, ნუ აძლევს მიზეზსაცა
და საბაბსაც ბოლშევიკებს, სისხლი ადინონ მოსახლეობასო...
და იგონებდა რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ამბავს,
როგორ მიუცვივდნენ ჩეკისტები ქაქუცას ცოლ-შვილს; უმცრო-
სი, სამი წლის გოგო ქუცნა განჯინაში ჩაკეტეს, დაე, შეუგუბდეს
სული, არ გამოვიყვანთ განჯინიდან, სანამ არ იტყვით, წუხელ
იყო თუ არა აქა და სად აფარებს თავს ის ყაჩაღიო. იმდუღრებო-
და ცოლი. იფიცებოდა, არ ვიცი, ბავშვი არ გამიგიჟოთ, გემუდა-
რებით გამოიყვანეთ, ცოდოა, ბავშვებმა ან ჩვენ რა დავაშავე-
თო... ცოცხალმკვდარი ბავშვი გამოიყვანეს, ძლივს მოასუ-
ლიერეს... ეს არის საქმე?! ეს არის ქაქუცას ვაჟკაცობაო? თქვენ
მე გამაგიჟებთო! აღშფოთებით პასუხობდა გიორგი ციცქიშვი-
ლი, როდის აქეთ ამართლებს რომის სამართალი, ან რომელი-
მე სამართალი მთვარობის ძალმომრეობით დამხობასო, რო-
დის აქეთ ითვლება წმინდათაწმინდა ბრძოლა მამულისთვის ყა-
ჩაღობადო, არ მეგონა, თუ თქვენ, მოსამართლე, ბოლშევიკების
მიერ დასამარებული სამართლით, ბოლშევიკებს უკმევდით
გუნდრუკს და სწორედ მათ ყაჩაღობას გაამართლებდითო და,
რა თქმა უნდა, სულ არ გასჭირვებია გიორგი ციცქიშვილს ბოლ-
შევიკების გაუგონარი მხეცობისა და სისატიკეების ჩამოთვლა.
ახლა რაზმაძე ამბობდა, ეგ სწორედ ჩემს წისქვილზე ასხამს
წყალსო და თქვენ კიდევ იმ ტოტს ჭრით, რომელზედაც ზიხარ-
თო... ციცქიშვილი ფიცხი კაცი იყო და სულ გადაირია, ტოტს კი
არა, თქვენ ხეს ეჭიდებით, ხეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სა-
ნახევროდ გამხმარ ხეს, რომ მოგლიჯოთ ძირფესვიანად და
ბოლშევიკებს მიუგდოთო... ახლა რაზმაძე გაგიჟდა, თქვენ მე
ჩემი ქვეყნის მტრად გამოგყევართ და ამას არ გაპატიებთო...
სავალალო ის არის, რომ ერთი კვირის შემდეგ ორივენი დახ-
ვრიტეს, სხვა მექორწილეებთან ერთად, და ამას ქვევით მოგახ-

526 მკითხველთა ლიგა


სენებთ, როგორ და რანაირად, მაგრამ ახლა მექორწილეებიც
შუაზე გაიყვნენ, ზოგი რაზმაძეს უჭერდა მხარს, ზოგიც ციცქიშ-
ვილს, რუსუდანის შვილი და სიძეც გაიყვნენ, გიგი თავის ყოფილ
პედაგოგს, გიორგი ციცქიშვილს უჭერდა მხარს, სერჟი კი რაზ-
მაძეს. ისე გაცხარდნენ და გაფიცხელდნენ, კინაღამ მეფე--
პატარძალი დაივიწყეს. ახლა კი თამადამ იმძლავრა: აბა, სიმ-
ღერაო, დაიძახა, აბა, გეყოფათ კამათი და ჩხუბი, ქორწილია, ის
კი არ არისო! მელო, გაახურე გიტარაო! და მელოს სასწრაფოდ
გადასცეს თავისი გიტარა.
– ხალხო და ჯამაათო, – მიმართა მელომ მექორწილეებს, –
იცოდეთ, უნდა ამყვეთ, თუ გინდათ, ვიმღერო, თუ არადა, მაშინ-
ვე გავჩერდები... იმიტომა რომ სიმღერით უნდა გაგაერთიანო-
თო...
აგყვებით, აგყვებით, მაშ რას ვიზამთო, დაუძახეს მელოს
აქეთ-იქიდან... და მელომაც გიტარის სიმებს ჩამოჰკრა თითები
და მართლაც საუცხოო, გულისმიერი ხმით დაიწყო თავისი შეთ-
ხზული "ქაქუცას სიმღერა". მოქეიფეებმა პირი არ უტეხეს მე-
ლოს და ერთი წუთის შემდეგ ყველა ერთად მღეროდა: "ჩემი ბი-
ნა მინდორია... ჩემი სახლი ტყე და ველი... მე აქ მარტო არ გე-
გონოთ, მეგობრებში ვთვრები, ვტკბებიი... ცოლ-შვილი საქმეს
შევწირე, და დედ-მამა ავიკელი... სახლ-კარი თავზე დამამხეს...
შეფიცულებს დაახალეს ტყვია ცხელი... ყველა ამას მე ვერ დავ-
თმობ... კაცი ვარ, არა კაცუნა... ვიბრძვი, ვიდრე სული მიდგას...
ბედმა ტყვია არ მარგუნა..."
მშვენიერი ლიზა აქ სასოებით შეჰყურებდა მომღერლებს,
იმისი კომუნისტი ქმარი შაქრო პაატაშვილი კი მოუსვენრად
გადი-გამოდიოდა თავიანთი ორსართულიანი სახლის აივანზე
და გაჯავრებული ფიქრობდა: აი, ახალგაზრდა ცოლი კიდევ ეს
არისო, ოღონდ დროსტარება და მხიარულება ნახოს, სახლის-
კენ გზას ვეღარ გამოიგნებსო... შაქროს ლამის ყოველი სიტყვა
ესმოდა სიმღერისა, – პაატაანთ სახლიც ხომ ნადიკვრის ქუჩაზე

527 მკითხველთა ლიგა


იყო, რცხილაძიანთაგან ორიოდ ნაბიჯზე, ვახვახიანთ გორისა-
კენ ამავალი აღმართიანი მოკლე შუკის კუთხეში, – და ეს კიდევ
უფრო ხეთქავდა გულზე, ნამდვილად სამგლედ არიან ატეხილე-
ბიო, ამათთანა არხეინი და ამჩემფეხება ხო არც კი ვიცი, ვინ შე-
იძლება იყოსო, ქვეყანა ერთმანეთს არის ნაცემი და ესენი მე-
ლოს სიმღერასა მღერიანო, ახიც იქნება, რაც უარესია, ის
დაემართოთო! ის ქალბატონი კიდევ, ალბათ, დაუღია პირი
სიამისაგან და შეჰყურებს მელოსა და ყმაწვილკაცობასო! და
ორნაირად უღრღნიდა გულს ეჭვები უშნო და ულაზათო შაქროს.
თავიც ვერაფრით შეიყოლია, და-ძმა სადღაც, ვიღაცის სანახა-
ვად წავიდნენ, ვასო კიდევ, სიძე, თავაუღებლად მუშაობდა და
სხვა დროს თუ უფასებდა სიძეს ამოდენა წერა-კითხვასა და ასეთ
მწერლობას, ახლა ძარღვები ეფუტკნებოდა, რამდენი გავიდოდა
მეორე აივანზე და სულ ბოლო, განაპირა ოთახში დაინახავდა
საწერ მაგიდასთან თავდახრილ ვასოს, მის თეთრ წვერსა და
პენსნეს, გაღიზიანებით გაიფიქრებდა: რა არის ამოდენა წერაო,
ოღონდ კი დასვი და აწერინე გარდასული ამბები და არაფერი
არ ანაღვლებსო. მართლაც, ნაბიჯების ხმაზე ვასოს არც ერ-
თხელ თავიც არ აუღია, არც კი განძრეულა, და შაქროს კიდევ
უფრო მოსდიოდა ბრაზი თავის ამ ცოცხალ ქანდაკებად ქცეულ
მწერალ სიძეზე, რომელსაც არც მექორწილეები ადარდებდა და
არც ლიზას დაგვიანება. გაგულისებულმა შაქრომ კი ისღა
მოიფიქრა, ნადიკვარზე წავალ, ჰაერს ჩავყლაპავ, ერთ-ორს გა-
ვივლი და ამასობაში, ალბათ, ლიზაც გამოჩნდებაო. ის იყო, გა-
მოვიდა ქუჩაში და ტოლსტოვიც დაინახა, "ჩონის" უფროსი, ხიზა-
ნაანთ სახლის მაღალ კიბეზე ჩამოდიოდა, – საქმე ის არის, "ჩო-
ნიც" ხიზანაანთ სახლის მეორე სართულზე იყო დაბანაკებული
და ტოლსტოვიც იქვე, გვერდით ცხოვრობდა, – მიესალმნენ ერ-
თმანეთს და შაქრომ მოიპატიჟა, იქნებ ჩაი დაგველია ერთადო,
უბრალოდ, სასეირნოდ გამოვედი და ახლავე შევბრუნდებიო.
მაგრამ ტოლსტოვს არ ეცალა, სხვა დროისათვის იყოს, ახლა

528 მკითხველთა ლიგა


სასწრაფო თათბირზე მივდივარო, და მოედნისკენ წავიდა. შაქ-
როს ეჭვი არ შეჰპარვია და დიდი მიხვედრაც არ უნდოდა ამ ამ-
ბავს, რომ ტოლსტოვი "გეპეუში" მიდიოდა, და რადგან გვიანი
საღამო იყო, შაქროს გულმა რეჩხი უყო, ნეტავ ქორწილისა და
მექორწილეების გამო ხომ არ უნდა მოითათბირონო და კიდევ
უფრო შეიპყრო მოუსვენრობამ, ნადიკვარს მართლაც ერთ-ორი
წრე დაარტყა და სახლში რომ ბრუნდებოდა, დაინახა კიდეც ქუ-
ჩაში მომავალი ორი სილუეტი, ფანრების შუქზე შორს მკრთა-
ლად ჩანდნენ და ნამდვილად ლიზა და რუსუდანი იყვნენ. ისინი
ნელა მოსეირნობდნენ სახლებისაკენ და მოსაუბრობდნენ. "ოჰ,
დეიდა რუსუდან, – ეუბნებოდა აღტაცებით ლიზა, – რა შესანიშ-
ნავად იმღერეთ, ღმერთმანი, ასი წელი რომ ვიცოცხლო, თქვენი
სიმღერა ყურში მექნება... არც მესმის, რად უნდა გიგის ეს
იურისტობა, როცა ასეთი ხმა აქვს. ოჰ, როგორ მეორეს გეუბნე-
ბოდათ, თან სადამდე ახვედით, ხუთ მუხლამდე, წარმოგიდგენი-
ათ?!" რუსუდანს გული სიამით ევსებოდა, იმიტომ, რომ ეთანხმე-
ბოდა ლიზას, იმიტომ, რომ აუსრულა გიგის თხოვნა, პატარძალს
"თამარ ქალო" ვუმღეროთო, რომ ეუბნებოდა და კიდევ იმიტომ,
რომ მშვენიერი ქალი იყო ლიზა, სილამაზესთან ერთად ძალზე
ქალური და ლაპარაკის დროსაც ისე მომხიბლავად ნაბავდა
თვალებს, პრანჭვით კი არა, ისე უბრალოდ და ბუნებრივად,
ქალ-სიძესაც როგორ უქებდა! მიხარია, დეიდა რუსუდან, მიხა-
რიაო, რომ ქეთოს ასეთი ქმარი შეხვდაო, ნამდვილი არისტოკ-
რატიაო, ცოტაა ჩვენში ასეთი, დეიდა რუსუდანო, ან რა თავის
დაჭერა, ან რა სიტყვა-პასუხი, ან რა მიხრა-მოხრა და მანერები,
პირდაპირ სანიმუშო ვინმეაო და რუსუდანი აქაც ეთანხმებოდა
მშვენიერ ლიზას, თავის თავს კი გუნებაში ამუნათებდა, სირ-
ცხვილი მეო, უყვართ ერთმანეთი და მე კიდევ ეჭვიანობით აღარ
ვიცი, რა ვქნაო, ლამის ყველაფერი შავად მომეჩვენოსო, ნეტავი
კი რა აქვს ჩემი განსაქიქებელიო. ისედაც გული სავსე ჰქონდა
გიგისთან სიმღერით, მექორწილეებთან ურთიერთობით, შვი-

529 მკითხველთა ლიგა


ლების სიკეთით და ახლა ლიზას ამას რომ ეუბნებოდა, შვებით
ივსებოდა, თავით ფეხამდე თითქოს შვებამ აავსო და გამსჭვა-
ლაო... იმდენად, რომ გოგლოც კარგად იქნებაო, – იფიქრა, –
ვენახში ასვლა-ჩასვლით დაიღალა, გამოიძინებს, დაისვენებს
და ჩიტივით წამოდგებაო... შაქრო შემოეგებათ, მადლობა
ღმერთს, დაბრუნდიო, ლიზას უთხრა, ლიზამ კი მოჟღურტულე
კილოთი და მომხიბლავი ღიმილით უსაყვედურა:
– შაქრო, გენაცვა, შენი გამოისობით შემწვარ--
მოხრაკულების გარეშე წამოვედი და სტუდენტას ქიშმიშ--
ლაბლაბოიანი ფლავის გარეშე, ჰოდა, დამიფასე ერთგულება!
– არა მაინც როგორ მოსწყვიტე ეს მშვენიერი ქალი დროსტა-
რებას, ჰაა, შაქრო? – ვითომ გოროზად უთხრა რუსუდანმა და
თან თითი დაუქნია ხუმრობით.
შაქრომ გაიცინა და რუსუდანს მოეჩვენა, რომ სიცილი მას კი-
დევ უფრო აუშნოებდა.
– არა, შენ მაინც რაღად დარჩი ქადა-ნაზუქის გარეშე, რუსუ-
დან?
– მარხვაა... მარიამობის მარხვაა და...
– ოოჰ შენ და შენი მარხვები! მაშ, მოწმესავით იჯექით, ქა-
ლო, ქორწილში?!
– მოწმესავით რად ვიჯდებოდი, დიდებული სალათეული იყო!
– მერე კიდევ, – აიჟღურტულა ლიზამ, – ვინმემ ხომ უნდა
ილოცოს და იმარხულოს, შაქრო, ჩვენს მაგივრად და ეს ვინმე
ჩვენს უბანში დეიდა რუსუდანია.
–ჰოდა ილოცე, რუსუდან, ილოცე, რო ამაღამ ყველაფერი
კარგად დამთავრდეს...
რუსუდანი შეჩქვიფდა, რატომ ამბობ, შაქრო, მაგასო.
– გონიერი ადამიანი ხარ, რუსუდან, და წეღან ტოლსტოვი
თათბირზე მიდიოდა, მე კიდევ გული ცუდს მითქვამს...
უჰო! – ამოიძახა რუსუდანმა, გამოეთხოვა მათ და ხუსხუსით
წავიდა სახლისაკენ, დავხედავ გოგლოს და უკანვე დავბრუნდე-

530 მკითხველთა ლიგა


ბიო, ვაითუ, შაქროს გუმანი გაუმართლდაო... მერე აკი ბევრი
საწყალ შაქროსაც აბრალებდა, ეს იდეა, მექორწილეთა აყვანის
შესახებ, სწორედ მან მიაწოდა ტოლსტოვსა და სამეულის წევ-
რებსო, ლიზასაც ამიტომ უბრძანა სახლში დაბრუნება, იცოდა,
ზუსტად შუა ქორწილის დროს სახლს ალყას რო დარტყმოდნენ
და ყველას "გეპეუში" წაიყვანდნენო. მაგრამ სხვები ამას უარ-
ყოფდნენ და, მგონი ისინი იყვნენ უფრო მართლები. თუმცაო,
ამბობდნენ, ასეთი დიდებული აზრი ქაქუცას ყოველ მადევარსა
და მოწინააღმდეგეს შეიძლება სულ იოლად მოსვლოდა თავ-
შიო. მაინც კი პრიორიტეტი სამეულის ერთ-ერთ წევრს, ჯონდო
ქირთბაიას ეკუთვნოდაო, "გეპეუს" უფროსის, კოლია ჯაფარიძის
მოადგილესო. ჯერ ისედაც მეხი და მედგარი იყო რევოლუციის
მტრებისაო, მათ დევნაში ცხენზე ზეზეურად ათენ-აღამებდაო,
მაუზერს არ აცივებდაო... სამეულის წევრად რომ შეიყვანეს,
თბილისიდან მოვლინებული ძველი რევოლუციონერის, არჩილ
აბელიშვილისა და თავისი უშუალო უფროსის კოლია ჯაფარიძის
გვერდით, ისეთ სიამაყესა და პასუხისმგებლობას გრძნობდა,
სულ ერთთავად იმის ცდაში იყო, კიდევ უფრო მეტად გამოეჩინა
თავი და ემტკიცებინა, რომ პაპზე წმინდანიაო. მით უფრო, "ჩო-
ნის" უფროსის, რუსეთიდან სპეციალურად მოვლინებული ტოლ-
სტოვის წინაშეო. ამ საღამოსაც საგანგებოდ ჩაიარა რცხილაძი-
ანთკენო, სწრაფი მზერა აჰკრა გაჩირაღდნებულ ფანჯრებს და
სახეზე ისეთმა ჩრდილმა გადაურბინა და ისე შეიჭმუხნა შუბლი,
აშკარად ყური მოსჭრა ლხინის ხმამო... მიდიოდა, კარგა ხანს
მიჰყვებოდა მექორწილეთა სიმღერა და, სხვა დროს ქეიფისა და
სიმღერის მოყვარულს, შუბლი არ გაუხსნია, ეკალივით ხვდებო-
და მექორწილეთა დიდებული მრავალჟამიერი, სისხლს უმ-
ღვრევდა, სულ სხვაგვარად ამღელვარებდა და ანგარიშსწორე-
ბისა და შურისძიებისათვის აღძრავდაო. ისე წვრილად ჰყვებოდ-
ნენ იმ თათბირის ამბავს, ვითომ იქ ყოფილიყვნენ და საკუთარი
ყურით გაეგონათ, როგორ მოუწოდა ჯონდო ქირთბაიამ ყველას,

531 მკითხველთა ლიგა


ახლავე გაეგზავნათ ჩონელებიც და "გეპეუს" რაზმიც და მექორ-
წილენი "გეპეუში" გამოერეკათ. იმასაც ამბობდნენ, ვითომ კო-
ლია ჯაფარიძემ წარბი შეიკრაო, მეფე-პატარძალს და მექორწი-
ლეებს ძაღლი არ დაჰყეფს და რას ჰქვია, მივეჭრათ და ავიყვა-
ნოთო. როცა საჭირო და აუცილებელია, უკან არც დაგვიხევია
და არც დავიხევთო, ვიჭერთ კიდეც და ვსჯით კიდეცო, მაგრამ
განუკითხავი დასჯით სულ დავკარგავთ მოსახლეობის ნდობა-
სო, ისეც, ნუ გეშინიათ, არავის გულზე არ ვეხატებითო. ჯონდო
კი, გამეხებული, ისევ თავისას ამბობდა: რას ჰქვია განუკითხავი
დასჯა, როცა ყველა ეგენი ქაქუცას დასაყრდენიაო; აგერ, ამ ერ-
თი კვირის წინაც კონდოლში, თავისი მამიდაშვილის ოჯახში,
ავალიშვილებთან მიბრძანდა ოცდაათი კაცით, სუფრა გაუშა-
ლეს, აქეიფეს. ჩვენ რომ შეგვატყობინეს და ჩავცვივდით, წასუ-
ლები იყვნენ უკვე, სუფრაც სახელდახელოდ აელაგებინათ.
იცოცხლეთ, ჩვენ ისინი ვარწმუნეთ, მაგრამ რა, ვერაფერი და-
ვადგინეთ და იძულებული ვიყავით, გაგვეშვა, ესეც თქვენი მო-
წოდებით, კოლია ბიჭიევიჩო, და ეხლა ამისი დაშვება შეუძლე-
ბელიაო; ზის ახლა ის ავალიშვილი ქორწილში და ვითომც აქ
არაფერიო, ქეიფობს და დროს ატარებსო! ან ის გიორგი ციცქიშ-
ვილი, ქაქუცას თავგამოდებული დამცველი... ამღვრევს
აქაურობას და როდემდე... როდემდეო... საბოლოო გადაწყვე-
ტილებას კი არჩილს უკავშირებდნენ, იმან უთხრა ტოლსტოვს,
უნდა წახვიდეთ და დაშალოთ ქორწილიო. იმასაც ამბობდნენ,
ჩუმად გააფრთხილაო, ხალხის გადარჩენის მიზნითო, მაგრამ
ამას სხვები არ იზიარებდნენ. სამეული, გენაცვათო, ეშმაკ--
ქაჯების მოგონილიაო, რომ მათაც ერთმანეთის ეშინოდეთო და
სისასტიკესა და საშინელებაში ერთმანეთს ტოლი არ დაუდონო.
ფაქტი კი ის იყო, რომ ტოლსტოვი თავისი ჩონელებით მართლა
მივიდა ქორწილში, თან არაერთხელ, "ჩონი" ხომ იქვე მეზობ-
ლად იყო, და ერთი საათის განმავლობაში სულ მირბენ--
მორბენაში იყოვო, პირველად რომ მიუახლოვდა რცხილაძიანთ

532 მკითხველთა ლიგა


სახლს, თამადა შაქრო ბახუტაშვილი აზარფაშებით ხელში
მეფე-პატარძალსა და მექორწილეებს "საყვარელ მამულს" უდ-
ღეგრძელებდა: აქამდე ქალამნებიანი მაინც იყო ჩვენი ქვეყა-
ნაო, ახლა კი ფეხშიშველა, თავმოხდილი, ვაისთან გაყრილი და
ვუისთან შეყრილი, ტვინდაბნელებული და უწიგნური, შესძლებ-
სღა წამოდგომასო, შეძლებსღაა გონიერებისა და ღირსების
დაბრუნებასო? მაშ, ვილოცოთ, მეინახენო, ძირი გაიმაგროს იმ
ხავსმა, რომელსაც ჩვენ ვეჭიდებითო, ვილოცოთ, აგვაცდინოს
უფალმა ფსკერზე დაძირვასო, რომ როგორმე გამოვაღწიოთ ის-
ტორიის ამ ღვარცოფს, ბედმა და ჩვენმა უთაობამ რომ გვარგუ-
ნაო... დაე, გულისფიცარზე გვეწეროს რუსთველის ის დაუვიწყა-
რი სიტყვები: "თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსე-
ნიებიო და ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა!"
ახლა კი მოვიდა, მელო, შენი სიმღერის დრო და, აბა, ჩამოჰკა-
რი გიტარის სიმებსაო. სანამ თამადა აზარფეშით სადღეგრძე-
ლოს სვამდა და სანამ აზარფეშა ჩამოივლიდა, მელომ რუსუ-
დანს ანიშნა, მეორე მითხარიო და დაიწყო სამშობლოზე სიმღე-
რა... რუსუდანი სახლიდან მალევე დაბრუნდა, გოგლოს დახედა,
პიტნის ნაყენი დაალევინა, სათბურში წყალი გამოუცვალა, უთ-
ხრა, ასე და ასეო, შაქრომ ამაღელვა და უნდა გავბრუნდეო. მე
არაფერი მიჭირს, წადიო, გოგლომაც, და გამობრუნდა. ჰოდა,
ახლა მელოსაც მეორეს ეუბნებოდა... მათ მთელი სუფრა აჰყვა,
მეფე-პატარძალი, მაყრიონიც, სხვა მექორწილეებიც... მთელი
დარბაზი მღეროდა, ისეთი გულისთქმით, ისეთი თავდადებით,
თითქოს განწირულებითაც კი, გეგონებოდათ, ერთად უკანას-
კნელად მღერიანო... აი, მელოს იმ ცნობილი სიმღერის სიტყვე-
ბიც, რასაც ისინი მაშინ მღეროდნენ: "მტანჯავს მე, მამულო, შენი
სიყვარული... დავკარგეთ გვირგვინი... დროშა სიხარულის...
მახსოვს ტაბახმელას ბრძოლები გმირული... და მკერდი მრავა-
ლი, შენთვის განგმირული... შეამკეთ, ქალებო, მათი საფლავე-
ბი... საქართველოსათვის მათ დასდევს თავები... ვეღარ ააძგე-

533 მკითხველთა ლიგა


რებს მათ გულს გაზაფხული... ვეღარც სიხარული, ვეღარც სიყ-
ვარული..." ცრემლი უბრწყინავდა ბევრს თვალებში და მათ შო-
რის თხუთმეტი წლის ნინულისაც... ზიზისაც... მაკასაც... სხვებ-
საც... დარბაზის კარებში კი ტოლსტოვი იდგა... იდგა სიმღერის
დასაწყისიდანვე... მაროს მიგებებებსა და შემოთავაზებაზე: მობ-
რძანდით, გვეწვიეთო, ხელით ანიშნა, სიმღერას მინდა ყური
ვუგდოვო და მართლაც, სიმღერის დამთავრებამდე არ გან-
ძრეულა. ამ ტოლსტოვზე ამბობდნენ: ეს "ვ" თავის გვარში გან-
გებ ჩაჩხირა, მაღალი წარმოშობა და გრაფობა რომ დაემალაო.
ყოველ შემთხვევაში, თავის დაჭერაზე, მიხრა-მოხრასა და დახ-
ვეწილ კილოზე აშკარად ეტყობოდა ოჯახიშვილობა. იდგა ისე
მოხდენილად თავამართული და ამ მშვენიერი ხალხის თვა-
ლიერებისას და მათი სიმღერის მოსმენისას ხან რაღაც ღიმი-
ლის მსგავსი გაუნათებდა სახეს, ხან კი ისე მოიქუფრებოდა, რო-
გორც ჩანს, არ ეადვილებოდა დაკისრებული მისიის შესრულე-
ბა. სიმღერის დამთავრებისთანავე თამადამ დაიძახა: სტუმარი
ღვთისაა და შემოსწრებულს აზარფეშა მიართვით, მეფე--
პატარძლის სადღეგრძელო დალიოსო! შეკრთა ტოლსტოვი, მა-
პატიეთ, მაგრამ მე აქ დასალევად არ მოვსულვარო, სამწუხა-
როდ, არც სტუმრად და არც დასალევადაო... მაგრამ არავის
უკითხავს, რად მოხვედითო. რაკი მოხვედით, ქორწილია, უბრა-
ლო არიფანა კი არ არის და როგორ იქნება, მეფე-პატარძალი
არ დალოცოთო! დააჭერინეს ხელში გალიცლიცებული აზარფე-
შა, ორი ხელით, ორი ხელითო, – დასძახეს, და ტოლსტოვმაც
მეორე ხელიც მიაშველა, მეფე-პატარძალს თავი დაუკრა, ბედ-
ნიერება უსურვა და აზარფეშა მოიყუდა. ნელ-ნელა დალია, ბო-
ლომდე გამოცალა, აზარფეშა გადასცა, დარბაზს თვალი მოავ-
ლო და მართალია პაუზით და თითქოს ბორძიკითაც, ისეთი რამ
თქვა, მექორწილეებმა ყურებს არ დაუჯერეს, ენაჩავარდნილი
მიაჩერდნენ ტოლსტოვს, რომელიც ისევ ისე შემცბარი იდგა და
რატომღაც თავს იქნევდა... ხოლო სანდრომ, ვახვახიშვილმა,

534 მკითხველთა ლიგა


ცნობილმა შფოთისთავმა, სულ რომ ხანჯალზე ედო ხელი და მა-
მულებს მუშტი-კრივსა და ხმლით მიყენებულ ჭრილობებში არი-
გებდა, – იმასაც კი ამბობდნენ, ვინც მიწის ნაკლებობას განიც-
დის, სანდროს ჩხუბში იწვევსო, – ახლაც ხანჯალზე დაიდო ხელი
და ქეიფებსა და სადღეგრძელოებში გამობრძმედილი ხმით,
რომელიც ერთბაშად ვინ მოთვლის რამდენ ღირსებას ამჟღავ-
ნებდა, თუ სიჩაუქეს, თუ პამპლაუქობას, თუ ეგრეთ წოდებულ
"არტისტიზმსაც", ჰკითხა ტოლსტოვს: "Вы это серъезно... или
шутите?" რაზედაც ტოლსტოვმა სრულიად უბრალოდ უპასუხა:
"Вполне... и не по своей вине..." ახლა კი ჩაცვივდნენ გულისხმაში
და შეიქმნა ერთი ამბავი, რას ჰქვია, დაიშალეთო! გაგონილა და
თქმულაოო, როგორ გვიბედავენო! ვის თავში დაიბადა ეგეთი
ნამყენი აზრიო! ქორწილს ხო თავისი რიგი და წესი აქვსო, თავი-
სი მსვლელობა და მიმართულებაო! ჯერ ენკას არ უცეკვნიაო!
ჯერ ლომიძიანთ ქალსა და მის ვაჟ გიორგის, ცეკვა-თამაშით
განთქმულებს, არ უცეკვიათო! ჯერ ბოჩოლის ჩაშუშული არ ჩა-
მოგვირიგებიაო! ქვაბები თუხთუხებს... ქვაბები ქშინავს... ნაკ-
ვერჩხალზე შამფურები ტრიალებს... სტუდენტას ფლავი შემწვა-
რი ბატკნით, ქიშმიშ-ლაბლაბოთი... მაგ უცნაურ სიტყვას კი ნუ
გვეუბნებით, დაბრძანდით ჩვენთანა და იქეიფეთ და თუ არ დაბ-
რძანდებით, წაბრძანდით და მოახსენეთ საცა ჯერ არს, ერთხელ
გითქვამთ ქორწილის დაშლა, მეორედ არ გაიმეოროთო! აი,
ასეთი სიტყვები გაისმოდა რცხილაძიანთ დარბაზში, ტოლსტოვი
კი იდგა და თავს იქნევდა... და როცა შეძახილები ცოტა ჩაცხრა,
ტოლსტოვმა უკვე მტკიცე კილოთი წარმოსთქვა: მომიცია
თქვენთვის კიდევ მცირეოდენი დრო, მოამთავროთ ქეიფი და
დაიშალეთო... მიბრუნდა და წავიდა, თავისი რაზმი კი ქვევით
დატოვა. მართლაც, ოციოდე წუთის შემდეგ ჩქარი ნაბიჯით ამო-
ირბინა რცხილაძიანთ შესახვევი, დოლ-გარმონის ხმაზე
უსიამოვნოდ გაიქნია თავი, მაგრამ დარბაზის კარებში მაინც წუ-
თით შედგა, ქალ-ვაჟის ცეკვამ თვალი მოსტაცა... თხუთმეტი

535 მკითხველთა ლიგა


წლის ნინული თავზე დაკოსებული ბოხოხით მიჰქროდა და მიჰ-
ქროდა მაგიდებს შორის, მთიულურსა ცეკვავდა, ნეტა რა სხარ-
ტად იქნევდა თავის წვრილ კანჭებს, რა მოხდენილად უსვამდა
ფეხებს, მომუშტულ მტევნებს კიდევ ლამაზად ატრიალებდა ჰა-
ერში. მიიჭრა ვახტანგთან, თავი დაუკრა, ვახტანგიც გადმოენ-
თო... ვიშ, რა კარგი დასანახები არიანო, – ამბობდნენ, ტაშის
ტკრციალი ისმოდა, "ასას" შეძახილები... ცეკვის დროს უცებ კა-
რებში ასვეტილი ტოლსტოვი დაინახა, ცეკვა-ცეკვით მივიდა,
მის წინ გაჩერდა, ხელები გულზე მიიჭდო მსასოებელივით და
გულდაწყვეტით უთხრა: "რა გინდათ ჩვენგან... ვის რას ვუშ-
ლით..." ასეთ სიტყვებს, სწორედ ასეთ სიტყვებს, ვინ მოთვლის,
რამდენი თაობა იძახდა... ჩვენი შეჭირვებული ყოფის მანძილზე
გაისმოდა ეს სიტყვები კვნესით და ღაღადისით, აღშფოთებით,
წუხილით, სასოწარკვეთითა და გაოცებით... ჰოდა, ტოლსტოვიც
შეაკრთო ამ მშვენიერი გოგონას სიტყვებმა, გაგებული კაცი
იყო, ზრდილობა ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, გალან-
ტურად თავი დაუკრა, ხელი გაუწოდა:
– Девочка, дорогая! მომწონს თქვენი შემართება... მაგრამ უნ-
და დაიშალოთ! უნდა დაიშალოთ, მექორწილენო! – მიმართა
მოქეიფეებს, – გეუბნებით და გაფრთხილებთ, უნდა დაიშალოთ,
და რაც შეიძლება სწრაფად! იცოდეთ, დრო არ იცდის, მოვლენ
თქვენები და ძალად დაგშლიან! გესმიით, ასე იქნება! მითქვამს
და გამიფრთხილებიხართ! – მკვეთრად შეტრიალდა და წავიდა.
მცირე ხნის შემდეგ ისევ მოვიდა... და მერე ისევ...
მართლაც, იქნებ უნდა დავიშალოთო, ამბობდნენ ქალები,
მაგრამ კაცები გადაირივნენ, რას ჰქვიაო?! "რას ამბობ, დედა, –
ეუბნებოდა გიგიც რუსუდანს, – მაგათ თქმაზეა?! რა უფლებით,
რომელ კანონში სწერია?! რას ვაშავებთ, ჩვენთვის ვქეიფობთ!"
– უფალო ტოლსტოვო! – მიმართა საბოლოოდ ტოლსტოვს
თამადამ და ეს სიტყვაც შემორჩა თელავის ზეპირ მატიანეს, –

536 მკითხველთა ლიგა


თემურლენგი რომ მოსულიყო, ქორწილი რომ ენახა, გარწმუ-
ნებთ, პირუჩუმრად გატრიალდებოდა და წავიდოდა!

ტოლსტოვიც გატრიალდა და წავიდა და ალბათ, გაიფიქრა: თავ-


შიც ქვა გიხლიათო, ნეტავ რა ძილს ვიფრთხობ, წავალ და დავი-
ძინებო, და მიუხედავად იმისა, რომ დაინახა იქვე, რცხილაძი-
ანთ ამოსავალთან მომავალი დიდი რაზმი, რომელსაც ჯონდო
ქირთბაიას მარჯვენა ხელი, ხვთისო ქიბიშაური მიუძღვოდა, წა-
ვიდა, დაწვა და დაიძინა... მარო აივანზე გავიდა, ქუჩას გახედა
და სწრაფად შემობრუნდა: ხალხო, ჩვენს თავს მართლა რაღაც
ამბავიაო, სახლს ალყას არტყამენ, ეზო სავსეა ჯარითო... დარ-
ბაზში ჩოჩქოლი შეიქმნა, სერჟი გადაიხარა ქეთოსკენ, ჩასჩურ-
ჩულა: არ შეგეშინდეს... და არც მომძებნოვო... სწრაფად ადგა,
თითქოს უნდა გაიხედოს, რა ხდებაო, უკანა ოთახში გავიდა,
იქიდან მაროს ოთახში, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რა ექნა, რა
გზას დასდგომოდა, კიბეებიდან ისმოდა ბრაგაბრუგის ხმა... წა-
ლო... წალო დაინახა, რა ბედია... თან ერთ მხარეს დიდი კარა-
დაც ეფარებოდა, სასწრაფოდ გამოაღო, ლოგინი ჩანახევრებუ-
ლი იყო, ფეხსაცმელები გაიძრო, ხელში დაიჭირა და წალოში
შეხტა, კარი შიგნიდან მოხურა და გაიტრუნა... შუა დარბაზში კი,
მაგიდებს შორის მიდი-მოდიოდა სამეულის წარმოგზავნილი,
სისასტიკით ცნობილი ჩეკისტი ხვთისო ქიბიშაური, მექორწილე-
ებს სათითაოდ ავლებდა მზერას, არავინ გამომრჩესო, და თან
მოუწოდებდა: ახლავე უნდა აბრძანდეთ და წამოგვყევითო, მა-
მაკაცები "გეპეუში", ქალბატონები კი სახლებში წაბრძანდე-
ბიანო... გიორგი ციცქიშვილი წამოხტა და აღშფოთებით მიმარ-
თა ქიბიშაურს: "რატომ უნდა წამოგყვეთ, რატომ, გაგვაგები-
ნებთ, რატომ!" "დიდად პატივცემულო გიორგი, იქ გაგაგებინე-
ბენ ყველაფერს, გამოსარკვევია რაღაც, გამოარკვევენ და წაბ-
რძანდებით თქვენს სახლებში... ახლა კი ნუღარ დაგვაყოვნებთ,
ახლავე ყველა უნდა წამობრძანდეთო!" მართლაც ახლა უკვე

537 მკითხველთა ლიგა


ყველა წავიდა წალოში დამალული სერჟისა და უკანა აივანზე
ჩაძინებული სანდროს მეტი. ტოლსტოვის ერთ-ერთი მოსვლის
შემდეგ სანდრო საჭიროებისთვის ბაღში ჩავიდა და გარეთ გა-
სულს ისე დარია ხელი ღვინომ, უკანა აივანზე, ტახტზე ჩამოჯდა,
ცოტა გავგრილდებიო, მოკვეთილივით კი გადაიქცა და მყისვე
დაეძინა...
პატარძალი ნინა ტირილით მივარდა ქიბიშაურს, – გაგიგო-
ნიათ ეგეთი რამეო, პატარძალს მეფე წაართვანო? ქიბიშაურს
ულვაშებში ეცინებოდა, გასძელით როგორმე ერთი დღე და და-
გიბრუნდებათო. ქიბიშაურთან ვახტანგიც მივიდა, სულხანიშვი-
ლი, ძმურად მენდეთო, დედას ამბავს შევატყობინებ, თორემ გა-
დარდიანდება ძალიან, გადავირბენ აწყურში, დასაც გადავიყვან
და ხვალ დილითვე დავბრუნდებიო. ქიბიშაურმა შეხედა დაკ-
ვირვებით და ენდო. სულხანიშვილი მართლაც მეორე დილითვე
გადმოვიდა აწყურიდან და თავისი ფეხით, დანდობილად მივიდა
"გეპეუში"... საიდანაც ცოცხალი აღარ გამოსულა. მაგრამ ახლა
მექორწილეები "გეპეუსკენ" მიდიოდნენ, და თანაც, უბრალოდ
კი არ მიდიოდნენ, მიიმღეროდნენ. ჩამოსცდნენ თუ არა რცხი-
ლაძიანთ დაღმართს და ნადიკვრის ქუჩაზე გამოვიდნენ, ვიღა-
ცამ დაიძახა: ხალხო, რა ჩუმად მივდივართ, მექორწილეებს ეს
გვეკადრებაო, აბა, დავცხოთ სიმღერაო... გიგიმა და ბიძინამ
"მორბის არაგვი" დაიწყეს, მათ სხვები აჰყვნენ... მიდიოდა თე-
ლავის მოედანზე დიდი ჯგუფი მექორწილეებისა, გარშემორ-
ტყმული მცველებით და მღეროდა... მათი სიმღერაც ამბად დარ-
ჩა... უკან ქალები მისდევდნენ, რა თქმა უნდა, ფატაგადაფარე-
ბული პატარძალიც, მოედნამდე ასე სდიეს და "გეპეუსკენ" რომ
ჩაუხვიეს, ქიბიშაურმა აღარ მისცა უფლება, გეყოფათ გამოცი-
ლება, წადით სახლებშიო... ქალები გარს შემოეხვივნენ ქიბიშა-
ურს, როდის გამოირკვევა, როდის გამოუშვებთ, გვითხარით,
გაგვაგებინეთო! წყნარად დაბრუნდით, ხვალვე, ხვალვეო... და
სულ ტყუილი გამოდგა ყველაფერი... ასევე იყო დარწმუნებული

538 მკითხველთა ლიგა


ჩვიდმეტი წლის ბიჭი, ჯორჯაძე მიხო, სულ ცოტა ხნის წინ შესუ-
ლი "გეპეუს" ჯარში. ამბობდნენ, მაუზერის ტარება უნდოდა, გიჟ-
დებოდაო და იმიტომ შევიდაო. ჰოდა, ახლა გვერდით მისდევ-
და, როგორც მცველი, თავის მამას, ერთ-ერთ მექორწილეს და
ეუბნებოდა:
– არაფერი არ იქნება, მამი, ხელად გაარკვევენ ყველაფერსა
და ხვალვე წახვალ სახლში...
– ეც ეგრე მგონია, შვილო, მაშ, ეს ამოდენა ხალხი რა შუაა...
თუ რატომღაც დაგვაყოვნეს, შენ უნდა ჩახვიდე, წისქვილში საფ-
ქვავი მაქვს ჩატანილი და გამოიტანო... და ვენახსაც ჩახედო...
თვალია შესული და ყურის გდება უნდა...
– იქამდე იქ რა გინდათ, კაცო, მოვლენ უფროსები, სამ-ოთხ
საათში გამოარკვევენ ყველაფერსა და გაგიშვებენ...
ქალები კი იდგნენ მოედნის განაპირას, "გეპეუს" ჩასახვევთან
და გაჰყურებდნენ გატეხილი ღამის ბინდბუნდში შავად მოძრავ
ჯგუფს და ექოსავით ესმოდათ მათი სიმღერა: "ჰოი, ნაპირნო...
არაგვის პირნო... მობიბინენო... შვებით მომზირნო..." რუსუდა-
ნიც იდგა გულხელდაკრეფილი ქალების გუნდში და უხმოდ ლო-
ცულობდა: "ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ნუ გამოლევ მათ
სიმღერას ამ არემარეზე... ნუუ... ნუ..."
სახლში დაბრუნებულებს კი, რუსუდანსა და ქეთოს, ასეთი
სურათი დახვდათ: იჯდა სერჟი გოგლოს საწოლთან, ქორწილის
ამბავს უყვებოდა და თუმცა ცდილობდა, შეშფოთება დაემალა
და თავისი სიმამრი არ აეღელვებინა, ისე ებზარებოდა ხმა, ისე
ყლაპავდა ნერწყვს, ისე სწრაფად ახამხამებდა თვალებს, ეტყო-
ბოდა, შეძრული იყო... კარის გარახუნებაზე წამოხტა, ქეთოს
შეეგება, მოეხვია, ასე იყო ერთხანს გაჩერებული, თითქოს ქე-
თოს გვერდით სულს ითქვამს, რომ დამშვიდდესო, ქეთოს კი
თან უხაროდა, თან შემცბარი ეკითხებოდა, რა ქენი, როგორ
მოახერხე, რომ ვერ შეგნიშნესო. და სერჟს, როგორი ბუნებრი-
ვიც საერთოდ იყო, ახლაც ერთი წამით არ უფიქრია რაიმე

539 მკითხველთა ლიგა


დაემალა, როგორ და წალოში დავიმალე და იქ ვიჯექიო, თან
ისე ხალვათი წალო ჰქონიათ, სულიც სულ არ შემეხუთაო. რუსუ-
დანი გამტკნარდა, არც შეუხედავს თავისი სიძისათვის, მაშინვე
გოგლოსთან დაჯდა, ხელი დაუჭირა, არ აღელდე, ყველამ ის
გვითხრა, მალევე გამოუშვებენო, გთხოვ, გეხვეწები, ასაღელვე-
ბელი რომ იყოს, ჩემზე მეტად ვინღა უნდა აღელვებულიყოვო,
ჰოდა, დაიძინეო. მერე დაიხარა, შუბლზე ხელი დაადო, სიცხე
ხომ არა აქვსო, და ხმადაბლა უთხრა: რას ვიზამთ, ჩემო გოგ-
ლო, მაინცდამაინც ჩვენს სახლში უნდა შემოსულიყო ეს წალოს
რაინდიო.
"წალოს რაინდი" კი აქ დარჩენას აღარ აპირებდა და უნდო-
და, სწრაფად გასცლოდა აქაურობას.
– ნუ გამამტყუნებთ, ქალბატონო რუსუდან, ძალიან გთხოვთ,
ნუ გამამტყუნებთ, ამ დილითვე უნდა წავიდე! მე აქ ვიჯდე და ვუ-
ცადო მათ ამბავს, ან იმათ რას ვუშველი, აკი ამბობენ, საშველი
არაფერი სჭირთო, ან თქვენ რას გიშველით... მაგრამ მე თუ ხე-
ლი მტაცეს, ყველა რომ გამოუშვან, მე არ გამომიშვებენ, მამაჩე-
მი დახვრეტილია, როგორც თეთრგვარდიელების პოლკოვნიკი,
მეც ერთხელ უკვე ვიჯექი მეტეხში და ვეღარ, ვეღარ ვეღარავი-
თარ შემთხვევაში ვეღარ ჩავჯდები! დაწყნარდება ყველაფერი,
დავბრუნდები, არადა, სადაცაა უნივერსიტეტში სწავლაც დაიწ-
ყება, ქეთო წამოვა და იქ დავუცდი! – აი, ამას ეუბნებოდა მღელ-
ვარედ თავის სიდედრს და თან საკვოიაჟში თავის ხარახურას
ალაგებდა.
– იქ, თოკზე შენი ნიფხვებია გაფენილი და არ დაგავიწყდეს...
– უთხრა რუსუდანმა და სერჟი ნიფხვების ჩამოსაღებად რომ გა-
ვიდა, ქეთო მიუბრუნდა დედას:
– ძალიან გთხოვ, შუბლი გახსენი და სერჟს ნუ გაამტყუნებო,
რაც მაგან გადაიტანა, დედა, სხვა უმაგისო იქნებ უარესადაც
მოქცეულიყოვო... მატარებლით არ უნდა წასვლა, შიშიანობააო
და ასე გადავა, გომბორზე, ან ურემი შეხვდება, ან ეტლი... მე გა-

540 მკითხველთა ლიგა


ვაცილებ, დედა, მალევე მოვბრუნდები და იცოდე, არ იჯავრო...
– ვედრების კილოთი ეუბნებოდა ქეთო დედას და თან ეხვეოდა,
გულში იკრავდა.
ზევით ავიდნენ, სასაფლაოსკენ, ტყემდე მივიდნენ და ტყის
პირებს გაჰყვნენ... ზუზუმბოსთან გადავიდნენ, ტყე-ტყე იარეს და
შუამთამდე ტყიდან არც გამოსულან... შუამთის მისასვლელთან
ტყის პირას ჩამოსხდნენ და იქ უთხრა სერჟმა ქეთოს თავისი
მთავარი სათქმელი: მე მტკიცედ გადავწყვიტე გავშორდეთ
აქაურობასო.
– ქეთო, ჩემო სიცოცხლევ, მიუხედავად იმისა, რომ უშენოდ
ვერ წარმომიდგენია ყოფნა, შენგანაც იგივეს რომ არ ვგრძნობ-
დე, არავითარ შემთხვევაში არ გეტყოდი, შენც უნდა
წამოხვიდე-მეთქი. ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ. არ მინდა, არა,
არა, სულ კურდღლის მდგომარეობაში ყოფნა, არადა, ვიცი, აქ
მე ეს მელის. გარწმუნებ, ეხლა თუ გადავრჩით, მერე ვერ გადავ-
რჩებით, ვერა, ვერა. გავიგე მე ამათი ამბავი და ამათი ზნე.
ქეთო გადაირია, თვალებიდან ცრემლები გადმოსკდა
– რას ჰქვია, წავიდეთ, გეხვეწები, ამოიგდე თავიდან ასეთი
განზრახვაო, სად უნდა წავიდეთ, ვისთან უნდა წავიდეთ, როგორ
უნდა დავტოვო ჩემიანები, მე არც შენს გარეშე შემიძლია ყოფნა
და არც ჩემიანების გარეშე და მოვკვდები, ნამდვილად მოვკვდე-
ბი ან უშენოდ და ან უამათოდო...
სერჟი ეხვეოდა, ცრემლიან სახეს უკოცნიდა, თან იმას ეუბნე-
ბოდა: ღმერთო, როგორ გიხდება ტირილი და რა ლამაზი ხარო,
მაგრამ აზრის შეცვლა კი არაფრით არ უნდოდა, პირიქით, გეგ-
მას სახავდა, როგორ უნდა წასულიყვნენ:
– წავალ გურიაში დედაჩემს იქ ახლობლები ჰყავს, მაგათი
ყოფილი მსახურები, მათ შორის, მეგზურებიც არიან, ჰოდა ისი-
ნი გადაგვიყვანენ. შეგატყობინებ თუ არა, უნდა წამოხვიდე,
იცოდე, გესმიის, ქეთო, ჩემო ოქრო, მე უშენოდ ფეხს არ მოვიც-
ვლი, ტყუილია, და ჩემი ბედიც შენს ხელშია, იცოდე...

541 მკითხველთა ლიგა


ქეთო კი ტირილით თავს იკლავდა და გეხვეწები, გადაიფიქ-
რეო, ემუდარებოდა:
– რ გაბედო არსად წასვლა, დამიცადე, იცოდე ჩემს ძმას გა-
მოუშვებენ და მეც მაშინვე წამოვალ, სწავლა დაიწყება, შენც
სამსახურს დაუბრუნდები, არავითარ შემთხვევაში, ამოიგდე თა-
ვიდან გურიაში წასვლა, გესმიის, გესმიის...
ბედად თეთრწყლებში მიმავალმა ეტლმა ამოიარა, ადგილიც
ჰქონდათ. ხვევნა-კოცნით გამოეთხოვნენ ერთმანეთს, სერჟი
თეთრწყლებისკენ წავიდა, ქეთო კი ფეხით დაადგა გზას სახლი-
საკენ. ახლა უკვე შარაზე მოდიოდა... ფიქრითა და დარდით იყო
დამძიმებული... თან წუხანდელი უძილობითა და ამდენი სიარუ-
ლით ერთბაშად საშინელი დაღლა იგრძნო. სოფელი მერე რომ
ჩამოიარა, ერთგან ჭიშკართან გამართულ სკამზე მოხუცი ქალი
იჯდა, გვერდით წნული კალათა და ქილა ედგა და ბუმბულს არ-
ჩევდა. თუ შეიძლებაო? – ქეთომ უთხრა. მობრძანდით, გენაცვა-
ლე, მობრძანდითო, – მიიპატიჟა ქალმა და ქეთო ქარის ამოსა-
ღებადა და სულის მოსათქმელად სკამზე ჩამოჯდა...
– ამ დილაადრიანად საითა ყოფილხარ ეს ლამაზი ქალი? –
ჰკითხა მოხუცმა და ქეთოს დაკვირვებით შეხედა.
– ქმარი გავაცილე, – უთხრა უბრალოდ ქეთომ, – გამოვისე-
ირნეთ მოკლეებზე... აქედან კი ცოტა გამიგრძელდა გზა.
– უყურე შენა, როგორა გყვარებია ქმარი, რო ამოდენა გზაზე
გამოგიცილებია!
– დიახ, ბები, დიახ... – ჩაილაპარაკა ქეთომ და პირდაპირ
გაიხედა...
სიცხის მირაჟით ჯერ არ იყო შებურული კავკასიონი და დი-
ლის მზით განათებული ცისფერი მასივისა და მთის უბეებში ჩა-
ფენილი ჩრდილების დანახვაზე რაღაც უცნაური, ჯერარგანცდი-
ლი ტკივილი და სიამე იგრძნო, თითქოს მართლა უნდა გამოს-
თხოვებოდა აქაურობას და ვეღარასოდეს ვერ განეცადა ამ თან-
მდევი მთების მშვენიერებით მოგვრილი სიმყარე და მუდმივო-

542 მკითხველთა ლიგა


ბა... "მაშ, რაა, გენაცვალე, ქმარს უნდა დაბეროს ქალმა ტკბილი
სული... – ამბობდა მოხუცი ქალი, "ხო გაგიგონია, ჩიტი ფრთი-
თაო და ქალი ქმრითაო..." და მოხუცმა ქეთოს კალთაზე დაჰკრა
ხელი. ქეთოს კი ამ სიტყვებზე ისე ამოუჯდა გული, ნახვამდისო,
უთხრა ქალს, სწრაფად წამოდგა და წამოვიდა. ნუთუ ვეღარც
ასეთი ქართული უნდა გავიგონოვო, მოდიოდა და სახეზე ისევ
მდუღარება ჩამოსდიოდა. თან კი მაინც თავს ინუგეშებდა, სერ-
ჟის დედაც ჩემ მხარეს დაიჭერსო, ეს ერთი შვილი ჰყავს და ნუ-
თუ მოინდომებს, წავიდეთ და გადავიხვეწოთო... ჯერ ფიქრობ-
და, წავალ პირდაპირ, ქალაქის ცენტრით, "გეპეუსთან" მივალ
და იქნებ ამბავი გავიგოვო. მაგრამ დაბახნების აღმართს რომ
მიუახლოვდა, ისევ ზევითა გზით წასვლა ამჯობინა, ხომ შეიძლე-
ბა, მექორწილეები უკვე გამოუშვეს კიდეც და გიგი სახლში დამ-
ხვდესო. ისე გაუხარდა ამისი წარმოდგენა, ლამის კიდევაც
დაიჯერა. ნაბიჯი ააჩქარა, დაბახნების აღმართი ერთ წუთში აირ-
ბინა, ისევ ზევიდან, ზუზუმბოდან გადავიდა და – თითქო გიგის
მართლა ქეთოს გზისკენ აწყდებოდა თვალები, – სულ სირბილ--
სირბილით მივიდა სახლამდე. მაგრამ სახლში გიგი კი არა,
მშობლებიც არ დახვდნენ, ამბის გასაგებად წასულიყვნენ. მალე
კი დაბრუნდნენ. სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გაეგოთ. მექორ-
წილენი კი არც მეორე დღეს გამოუშვიათ, არც მესამე დღეს და
"გეპეუდანაც" საეჭვო ხმები გამოდიოდა... თან იმასაც ამბობ-
დნენ, ბევრნი არიან, სანამ ყველას დაჰკითხავდნენ, სანამ გა-
მოჰკითხავდნენ ქაქუცას მხარის დამჭერი და ხელის შემწყობი
ვინ არისო. არადა, მარიამობა იყო კარზე მომდგარი, მთელი კა-
ხეთის უდიდესი დღესასწაული. საიდან აღარ მოდიოდა მლოც-
ველი და მედღეობე აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიაში. თით-
ქმის ყველა დარწმუნებული იყო, მარიამობისათვის მაინც
გაათავისუფლებდნენ მექორწილეებსაო, ბოლშევიკები რაც არ
უნდა ათეისტები იყვნენ, დღეობა დღეობააო, ასე ერთი ხელის
დაკვრით ვერ აუკვეთავ ხალხს ტრადიციულ დღესასწაულსო.

543 მკითხველთა ლიგა


მეორე დღესვე ჩამოვიდა რუსუდანის ლიდა, გაეგო ეს ამბავი,
დასთხოვებოდა საავადმყოფოში და წამოსულიყო. მამას გადაჭ-
რით უთხრა: უნდა წახვიდე თბილისშიო, ნაცნობები გყავს, ვისაც
შენთან უსწავლია, ახლა იქ რაღაცას წარმოადგენენ და იქიდან
უნდა ჩამოიტანო ქაღალდი, რომ ეს ხალხი გაათავისუფლონო.
რუსუდანმა არ ქნა, ვერ გრძნობს გოგლო თავს კარგად, ბოლო
დროს გული აწუხებს და ესეც რომ არა, განა აქ უფრო არ იციან,
ვინ ვინ არისო, რომ გიგის არავითარი დამოკიდებულება ქაქუ-
ცასთან არა აქვსო... აი, სწორედ მაშინ მიიღო მაკამაც გადაწყვე-
ტილება, არჩილი ენახა, გაეგო, რას უპირებდნენ ამ ხალხს და
თუ მათ ხიფათი ელოდათ, განსაკუთრებით კი რუსუდანის გიგის,
ეთხოვა არჩილისათვის და ყველა ღონე ეხმარა კიდეც, როგორ-
მე გამოეხსნა ისინი "გეპეუს" კლანჭებიდან. თუმცა უჭირდა არ-
ჩილის ნახვა, ძალიანაც უჭირდა, შეიძლება ითქვას, ვეღარც
წარმოედგინა, სამეულის წევრს რა უნდა სთხოვოს და რა უნდა
მოსთხოვოს ადამიანმაო, მაგრამ ამასთანავე აკვიატებულად
იმას ფიქრობდა: რამე უბედურება რომ დატრიალდეს, ჩემ თავს
ხომ ვერ ვაპატიებ, ხელი არ გამოვიღე და ნაბიჯი არ გადავდგი
მათ საშველადო... მცირე, მცირე იმედი ხო მაინც შეიძლება
მქონდეს იმ ჩემი გაცრუებული საქმროსგანო. თვრამეტი წელია,
მაკას არჩილი არ ენახა და, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია,
ის წარსული ჭრილობა მოშუშებული ჰქონდა, არჩილი მისი მუდ-
მივი თანმდევი იყო და მის გულშიც უცვლელი ადგილი ეკავა.
როგორც მეტაფორების მოყვარული მაკა ამბობდა: არჩილი,
დიდი ხანია, დავასამარე და ახლა ჩემს გულში საფლავის ძეგ-
ლად არის აღმართულიო. მაინც ღელავდა, გულიც სტკიოდა და
ღელავდა კიდეც, ბოლოს-ბოლოს, საფლავთან მისვლაც ხომ იწ-
ვევს ზოგჯერ ტკივილსაცა და მღელვარებასაც... გაგებული
ჰქონდა: სამეულის წევრები გვიან ბრუნდებიან "გეპეუდანო" და
თვითონაც გვიან გავიდა სახლიდან, თავისიანებს კი ამბავი
დაუტოვა, რუსუდანთან მივდივარ და შეიძლება დამაგვიანდესო.

544 მკითხველთა ლიგა


ლურჯი კაბა ჩაეცვა, აბრეშუმისა, ქვევით დაპლესილი, თავზე
ვერცხლისფერი გაზის ქალაღაია გადაიფრიალა – მხოლოდ
ზეიმებისა და მეჯლისების დროს ჩაიცვამდა ხოლმე ქართულ კა-
ბასა და დაიხურავდა თავს – და ხშირი ბინდი იყო ჩამომდგარი,
სახლიდან რომ გავიდა. არჩილი კი ჯერ დაბრუნებულიც არ იყო.
ნატო შემოეგება, გადაეხვია, გადაკოცნა თავისი ყოფილი სარ-
ძლო, შეიპატიჟა, არჩილი, საცაა, გამოჩნდებაო, სხვა რომ იყო,
არ მოგაცდევინებდი, არავის ახლოს არ იკარებსო, მაგრამ შენ
სხვა ხომ არა ხარო. სასტუმრო დარბაზში შეიყვანა, ხილი მიარ-
თვა, სწორედ წეღან დავკრიფე ლეღვი და ატამიო. ისე ეჭირა თა-
ვი, თითქოს ძალზე ხალისიანად არისო. მაკა მოიღუშა: ხალხი
ერთმანეთს არის ნაცემი და ის ვაჟბატონი არავის ღებულობს და
ამ მოხუც ქალს კიდევ ღიმილი დასთამაშებს სახეზეო... მაგრამ
თქვა თუ არა მაკამ ამრეზილი სახით: ლეღვი და ატამი კი არა,
დეიდა ნატო, გული მიდუღს და დაპატიმრებულთა ამბავი მინდა
გავიგოვო, ნატომ მაშინვე ამოყარა გულის ბუხარი: თურმე ხა-
ლისიანად კი არა, დღე და ღამე მოსვენება ჰქონდა დაკარგული
და რომელი კედლისთვის ეხალა თავი, აღარ იცოდა.
– როგორ გამიხარდა, რო დაგინახე, მაკა, მივხვდი მაშინვე,
რისთვისაც მოხვიდოდი. მე სიტყვას არ მათქმევინებს. ვერ მიც-
ვნია ჩემი შვილი, ფიქრის გაზიარება უყვარდა, აზრის გაზიარება
უყვარდა, ხმას არ იღებს, და არც მე მათქმევინებს... შენ უნდა
შენებურად უთხრა, მაკა, შენებურად ჩააგონო... მე განა მარტო
იმათზე ვფიქრობ, ჩემს შვილზე ვფიქრობ, ჩემი შვილის ბედი მა-
წუხებს, მაგისი ამ საქმეში გარევა მადარდებს და მაბოღმავებს...
აი, ეხლაც ისე ვარ გალანძღული, პური მჭეროდა, ძაღლი არ ჩა-
მომართმევდა. ღვთაებაში ავედი, ვილოცებ და სანთელს
დავანთებ-მეთქი. სულ ამ დღეში ვარ. ვავედრებ ცალკე იმათ,
ცალკე – ჩემ შვილს. ჩემი შვილისთვის რომ ერთ სანთელს ვან-
თებ, იმათთვის ათსა და მეტსაც, ყველა ხატთან, ყველას შევ-
თხოვ მშვიდობასა და სიკეთეს... ჰოდა, მიცნეს ქალებმა, უშვე-

545 მკითხველთა ლიგა


რად გამლანძღეს, შენ აქ რა გინდაო, შენ არც ღმერთი გიშვე-
ლის, არც ხატიო... განა ვამტყუნებ, გამწარებულები არიან, გამ-
წარებული გული კიდევ დაუნდობელია...
– დეიდა ნატო, თვითონ არ ამბობს არაფერს? რას უპირებენ
იმ ხალხს, რატომ აკავებენ ამდენი ხანი, ხვალ მარიამობაა, რას
იკვლევენ ამდენს, რა აქვთ საკვლევი?!
– ოჰ, ჩემო მაკა, ის დღე უნდა დაიქცეს, რა დღესაც ჩემი არ-
ჩილი ახალ დროებაში გაერია! იქნებოდა მშვენიერი ინჟინერი,
მერე რა ნიჭიერი იყო, არც ცხოვრება აერეოდა. იქნებოდით ერ-
თად, გექნებოდათ კარგი ოჯახი, ოჰ, როგორ მოგამტკივნებ
გულსა, ჩემო მაკა, რომ იცოდე... ეხლა კიდევ რა გამოვიდა? არ-
ცერთი ცოლი არ გამოადგა, ის იყო და სულ დროსტარებაზე
ჰქონდა თვალები გამოჭყეტილი და ყურები დაცქვეტილი, სადაც
კვამლი მაღალი იყო, საიდანაც დაფაზურნის ხმა ისმოდა, ისიც
იმათი მაყარი იყო. ეს მეორე ცოლია და ვერა და ვერ შეეგუა
აქაურობას, მოსკოვი და მოსკოვი, მოსკოვის გარეშე სიცოცხლე
არ შეუძლიან. მეგონა, ზაფხულობით მაინც ჩამოვლენ, აქ
დაისვენებენ-მეთქი და საქმეში ხარ? აგარაკი ჰქონიათ იქვე,
მოსკოვთან, სუ არყნარიაო, შემომითვალა, თქვენც აქ ჩამოდი-
თო, მოგეწონებათ აქაურობაო. მეც მაგასა ვფიქრობ სწორედაც,
ამოდენა გზას გავუდგე. არ უნდათ ჩვენთან და ნუ უნდათ, დაბ-
რუნდება ჩემი ლექსო გერმანიიდან, ენაცვალოს ბებო, ჩემი გაზ-
რდილი, დაბრუნდება და იმას ისე უყვარს აქაურობა, ტყუილია,
არ დასთმობს მამა-პაპის სახლ-კარს...
– მე თქვენ ყოველთვის კარგად გიხსენებთ, დეიდა ნატო,
არც არასდროს დამავიწყდება ის საღამოები, თქვენთან გატარე-
ბული... – თქვა მაკამ და ისე ცოცხლად წარმოუდგა ის საღა-
მოები, აი, სწორედ ამ დიდ ოთახში გატარებული, სიყვარულითა
და მოლოდინით სავსე საღამოები... ყველაფერი უცვლელი იყო,
ეს დიდი შვინდისფერი ხალიჩაც, მოპირდაპირე კედელზე ჩამო-
ფარებული, კანვით ნაკერი შალის მუთაქები და ბალიშები, ეს

546 მკითხველთა ლიგა


ტახტი, სადაც რამდენჯერ მსხდარან ხელისხელგადახვეული მა-
კა და არჩილი, მომავლის ფიქრით, სიყვარულით და სურვილით
გამსჭვალულნი. ერთხელ აკი შესთხოვა არჩილმა: გეხვეწები,
ნუღარ წახვალ სახლში და დარჩი ჩვენთანო, გადაირია მაკა,
ჯერ ნიშნობაც კი არა გვქონიაო, ჩვენები ხომ სახლშიც აღარ შე-
მიშვებენო. აი, ახლაც თვალწინ დაუდგა ის მოძრაობა არჩილი-
სა, წელათრევით რომ წამოდგა გასაცილებლად... და ისე შეხე-
და, უსიტყვოდ ევედრებოდა, დარჩიო... დარჩიო... ერთად ვიყო-
თო...
– მე შენ მიყვარდი, მაკა, – ისევ თავისას განაგრძობდა არჩი-
ლის დედა, – შენ მინდოდი, შენ მეგულებოდი რძლადა, შენთვის
მინდოდა ყველაფერი... რა ვქნა, არ გამხადეთ ღირსი, ჯერ იმანა
და მერე შენა, გაიქვავე გული და გაისალკლდევე, აღარ ინდომე,
არ აპატიე ის შეცდომა, უნდა კი გეპატიებინა, რა ვუყოთ, შეუმ-
ცდარი ღმერთია...
ღმერთო ჩემოვო, – გაიფიქრა მაკამ, – ეხლა რომ ჩემი ქმარი
იყოს, ნუთუ გვერდში ამოვუდგებოდი, ნუთუ გავამართლებდი
ძმათა შუღლსო... და თუ გავამართლებდი, რა საშინელება იქნე-
ბოდაო... ნატო კი ისევ და ისევ არჩილის ამბავს ეუბნებოდა მა-
კას: თავსაც ცუდად გრძნობსო, პლევრიტი გაუარჯლდაო, გვერ-
დები სტკივაო, მადაც არა აქვსო, დღეს დილითაც სულ ძალისძა-
ლით შევაჭამე ერთი კვერცხიო, რითა სულდგმულობს, არ ვიცი-
ო... წყალღვინოსა წრუპავს და ეგ არისო... დედა მოუკვდესო,
რაც წამოიზარდა, სუ ბრძოლებშია და როდემდე გაუძლებს, რკი-
ნისა ხო არ არისო...
აივანზე ვიღაცამ სწრაფი ნაბიჯით გაიარა, მაკამ მიიხედა,
მაგრამ ვეღარ შეასწრო თვალი. არჩილი მოვიდაო, – თქვა ნა-
ტომ, – ეტყობა ხმები შემოესმა და პირდაპირ თავის ოთახში შე-
ვიდაო, გავალ, მივხედავ და ვეტყვი, რომ უცდიო...
ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ოთახში არჩილი შემოვი-
და, ერთ წამს კარებში გაჩერდა და მაკას გამოხედა... მაკა სა-

547 მკითხველთა ლიგა


ვარძელში არც შერხეულა. არჩილს კი უყურებდა, სულ უყურებ-
და, სანამ მოვიდოდა, ხელს ჩამოართმევდა, მის მოპირდაპირედ
სავარძელში ჩაჯდებოდა, უყურებდა დაკვირვებით, ჩაციებითაც
კი და გრძნობდა, რომ არ ღელავდა, სრულიადაც არ ღელავდა.
ეს კაცი თითქოს არჩილი იყო და არც იყო არჩილი. ისხდნენ და
ერთმანეთს უყურებდნენ. ღმერთო, რა უცხოაო, – გაიფიქრა მა-
კამ, – წმინდანს ჰგავს თუ ქრესტომათიულ რევოლუციონერ-
სო... ჩაცვივნული ყბები ჰქონდა, დიდი, მორღვეული თვალები,
მაღალი, გადმოქანებული შუბლი და შეთხელებული, საფეთ-
ქლებთან შევერცხლილი თმა... მხრებზე მოქსოვილი შალი ეხ-
ვია ნაცრისფერი ბაწრისა, ცალი ხელი გვერდზე ჰქონდა მიბჯე-
ნილი, თურმე სათბური ედო და იმას იჭერდა. ხმაც შეცვლილი
ჰქონდა, უფრო დაბალი და გაბზარული:
– რამდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს, მაკა... თურმე
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... და... ჩვენც... ჩვენც შევ-
ხვდით...
– აღარც მე მეგონა, თუ გნახავდი... სიმართლე გითხრა...
მერჩივნა კიდეც... არ დამჭირვებოდა შენი ნახვა...
– თვრამეტი წელი გავიდა მას შემდეგ... არაფერი არ ყოფი-
ლა წლები... შენ ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი...
არჩილი უყურებდა თავისი ამოღამებული თვალებით და მა-
კას კი რაღაც უცნაური გაორების განცდა იპყრობდა... რაგინდ
უცხო ყოფილიყო მაკასთვის ეს კაცი, არადა იყო, გაიფიქრა კი-
დეც: თითქოს არჩილის ფიტულიაო, არ მეგონა, თუ ასეთი უცხო
და შორეული შეიძლება გახდეს ის, ვინც გიყვარდაო, ნეტავ სად
მიდის, სად ქრება, სად ინავლება სიყვარულიო, ვინ იცის, იქნებ
სიყვარულშივეა ჩადებული თესლი გაუცხოებისაო... საკმარისია
გაჩნდეს ბზარი, მაშინვე ჩავარდება თესლი სიძულვილისა და
გაუცხოებისა, რომ გაღივდეს, გაიხაროს და სწორედ დაბზარუ-
ლი სიყვარული აქციოს თავისი გაფურჩქვნის ნოყიერ ნიადაგა-
დო...

548 მკითხველთა ლიგა


– რაო, მაკა, რას ჩაჩუმდი, რა ფიქრები აგეშალა... – თქვა
არჩილმა ძველი... ძველი ინტონაციით... თითქოს დაყვავებით...
ჰოდა, რაგინდ უცხო ყოფილიყო მაკასთვის ეს კაცი, სწორედ მას
შეეძლო გაეხსენებინა ის გარდასული სიყვარული, უღალატო და
დაუბზარავი, სიხარულითა და მომავლის რწმენით სავსე... არა,
არა, არავითარი წარსული და არავითარი სიყვარულიო! მკაც-
რად გაიფიქრა და ასევე მკაცრად უთხრა არჩილს:
– მე... ჩვენი ხალხის გამო მოვედი შენთან... როგორც სა-
მეულის წევრთან!
– ვინ ხალხის... ნუთუ მეამბოხეების?! – თქვა სრულიად შეც-
ლილი კილოთი არჩილმაც.
– არ გამაგიჟო, ვინ მეამბოხეების! – შესძახა მაკამ, – მექორ-
წილეებზე გეუბნები, ყოვლად უსამართლოდ რომ წაიყვანეს და
ამდენი დღეა, არავის არაფერს ატყობინებთ, იქნებ დააშავეს რა-
მე ქეიფითა და სიმღერით!
– ასე გეგონოს, ქეიფითა და სიმღერით! აღარ იციან, როგორ
შეუწყონ ხელი იმ ყაჩაღს, უნდა ბოლო მოეღოს მათ პარპაშს, სა-
ცაა, ორი წელი შესრულდება, რაც გასულია ყაჩაღად და ამ-
ღვრევს ქვეყანას, და იმის მაგივრად გასცენ და შევიპყროთ,
ხელს აფარებენ და ხელს უწყობენ აი, სწორედ მეამბოხეებს!
– ან თუნდაც ისინი! – დაიძახა მაკამ, – ისინი არიან მეამბო-
ხეები? ქაქუცა თავისი რაზმით, ანუ ოცდაათი კაცით, ტყე-ტყე მო-
ხეტიალენი, ხის ქვეშ, წვიმით გაჟიებულ ნაბდებში გამოხვეულე-
ბი, გამოქვაბულებს შეფარებულები, ნანადირევისა და გაკითხუ-
ლის იმედად მყოფები, იმის მაგივრად შემოირიგოთ, გააქარ-
წყლოთ მათი ფაფხური, თქვენ გინდათ, ქაქუცა გმირად აქციოთ,
საკუთარი თავი კი მკვლელებად, მე არ მინდა, ჩემი ყოფილი
საქმრო მკვლელი იყოს, არ მინდა!
– მადლობთ ზრუნვისათვის, დიდი მადლობა! შენ რომ ზრუნ-
ვა გდომოდა, შენ რომ ჩემი დარდი გქონოდა, იმ წერილებს
წაიკითხავდი და პასუხს მომცემდი. ისე გამოგზავნა რაღა იყო?

549 მკითხველთა ლიგა


დაგეხია და გადაგეყარა, ეხლა კიდევ ნუ მიკიჟინებ, რო ყაჩაღებ-
სა და მკვლელებს ვაპატიოთ და შემოვირიგოთ! ნებავთ კი შემო-
რიგება?! ნებავთ კი მხარში ამოუდგნენ ქვეყანას?! ხელისუფლე-
ბის დამხობა უნდათ, აი, რა უნდათ...
– ქაქუცასნაირები ამხობენ ხელისუფლებას, რომელსაც უკან
ვეშაპი უდგას? რა შეუძლია ქაქუცას, გამაგებინე! ქაქუცა გაშ-
ლილ სუფრაზე გაუსვამს ცერულს, ბოთლს არ გაატოკებს და
ჩანგალს არ გააწკარუნებს, აი, ეს ძალუძს ქაქუცას! ვეშაპს შეებ-
რძოლება? ან ქაქუცა და ან კიდევ გაქცეული მთავრობა, უხერ-
ხემლო და უნიადაგო მენშევიკები?! რისი მაქნისები იყვნენ?!
შებრძოლება თუ უნდოდათ, აქ იყვნენ და შებრძოლებოდნენ,
ფხაჭაგლეჯით რო გარბოდნენ, ვინ წინა და ვინ უკან! დაღუპეს
ქვეყანა ყველამ, ყველამ, და ბოლშევიკებმა ხომ სულ გადაუთა-
ვეთ! ვინა, ვინ ფიქრობს ქვეყანაზე, ერთი მუჭა ხალხი ვართ და
ლამის ამოხოცოთ ერთმანეთი!
– ბოდიში და უკაცრავად! რასაც სიცოცხლე შევალიე, რისი
გამოისობითაც შენც დაგკარგე და ცხოვრებაც ავირიე, რისთვი-
საც ოცი წელი ვიბრძოდი, სამჯერ ვარ დაჭრილი, ახლა გერმა-
ნიაში უნდა წავსულიყავი საოპერაციოდ და აქ გამომგზავნეს!
რაც ჩემთვის წმინდათაწმინდაა, ჩვენი რევოლუციის საქმე, ახა-
ლი ქვეყნის შენება, – ყველაფერ ამას არ დავთმობ, არა, ეს უნ-
და ყველამ იცოდეს, და ჩიტირეკიებს არ ჩავუგდებთ ხელში ქვე-
ყანას!
– წმინდათაწმინდა! წმინდათაწმინდა! ღმერთო ჩემო, ეს
მოარული სიტყვები, ისტორიის მანძილზე ყველას მიერ თქმუ-
ლი, ყველას პირში გამოვლილი! – იძახდა მღელვარედ მაკა, –
გაიხსენე, წმინდათაწმინდა იყო ინკვიზიცია და წმინდათაწმინდა
იყო ბართლომეს ღამე, წმინდათაწმინდა ჰაზავათი და წმინდა-
თაწმინდა იყო როგორც იაკობინელთა, ასევე თერმიდორელთა
სულისკვეთება, წმინდათაწმინდას უწოდებთ თქვენ ძმათა სის-
ხლის ღვრას და ცრემლთა ფრქვევას! რა კარგი სიტყვაა არა, რა

550 მკითხველთა ლიგა


კარგად გამოსაყენებელი! წავლენ ძველები, წაიყოლიებენ თა-
ვიანთ წმინდათაწმინდა ზრახვებს, მოვლენ ახლები, ფარზე აღ-
მართავენ წმინდათაწმინდა იდეებს და თან ხალხს ზურგზე ბოლს
აადენენ, როგორია, ჰა?! ოჰ, ეს უგულო და ვირეშმაკა პოლიტი-
კოსები! შენ არ გგულისხმობ, არჩილ, გეფიცები, არა! ხელისუფ-
ლებისათვის ტვინდახშობილნი და თვალდავსებულები! სანამ
ცინიზმი საბოლოოდ დარევს ხელს და ძვალ-რბილში გაუჯდე-
ბათ, ვითომ სჯერათ კიდეც თავისი წმინდათაწმინდა მისწრაფე-
ბებისა და ხალხის დაჯერებასაც ცდილობენ?! ვერ მიართვეს, ვე-
რა, არავის არ სჯერა წმინდათაწმინდა ზრახვებისა! არავინ არის
ასეთი გულუბრყვილო და უტვინო! რაც შეეხება ამ ყბადაღებულ
და შერყვნილ "წმინდააწმინდას", ალბათ, რუსთაველია საჭირო,
რომ დაუბრუნოს ამ სიტყვას პირვანდელი სიწმინდე და ბრწყინ-
ვალება!
მაკას სულ უფრო და უფრო ემატებოდა მღელვარება, და ბო-
ლო სიტყვებზე, რუსთაველის ხსენებაზე, ისე აუკანკალდა ხმა,
მომუშტული ხელები ნიკაპზე მიიბჯინა, რომ მოწოლილი ცრემ-
ლები როგორმე შეეჩერებინა. არჩილს კი სახეზე ტკივილი ჰქონ-
და აღბეჭდილი. ერთი რომ გვერდი სტკიოდა, სათბური გაუგ-
რილდა, ისეც უჭირდა სუნთქვა და მაკას სიტყვები ისე აუგემუ-
რებდა, ისე სწყინდა, ძლივს, ძლივს ჩაისუნთქავდა ხოლმე.
– ეს შენა ხარ, მაკა, ეს შენა ხარ? – ხმაც ტკივილითა და საყ-
ვედურით ჰქონდა სავსე, – ნუთუ პირადულ წყენას ასე უნდა ჩა-
ეხშო შენთვის მომავლის რწმენა! განა შენ არ იყავი, პროკლამა-
ციების წერაში დღე და ღამეს რომ ასწორებდი და სოფელ--
სოფელ დადიოდი მასების გამოსაფხიზებლად და სოციალიზმის
იდეები ყველაზე მოწინავედ გესახებოდა... ახლა ინკვიზიციასა
და სოციალიზმს ერთმანეთში ურევ?! გამაგებინე, სადაური ამბა-
ვია! გეპატიება განა ახალი დროების ქალს?! შენც ხომ თავს არ
იზოგავდი მომავალი რევოლუციისათვის, მომავალი კოცონის
გასაჩაღებლად, რომელიც დასწვავდა ყველაფერს დრომოჭ-

551 მკითხველთა ლიგა


მულსა და დახავსებულს! შენც ხომ ოცნებობდი ჩემთან ერთად,
ჩემ გვერდით, ახალი ქვეყნის დამკვიდრებაზე! ნუთუ გეგონა,
ახალი ქვეყანა ზეციდან ჩამოეშვებოდა მზამზარეულად, ჩვენ კი
შემოვუსხდებოდით სუფრას და ვარჰალალოს ვიძახებდით! რუს-
თაველი მეც ვიცი, მაკა, კარგადაც ვიცი, რადგან რუსთაველი ახ-
სენე, მეც აი, ეს სიტყვები გამახსენდა: "მე მარგალიტსა მოგიმკი,
შენ ქვრიმი დაგითესია!
– ვნანობ, ვნანობ! – დაიძახა მაკამ შეუპოვრად და გამომწვე-
ვად შეხედა არჩილს, – როცა ვხედავ, მაგ კოცონიდან როგორი
გველეშაპი აიქოჩრა, მაგ კოცონში როგორ ინავლება მუდმივი
ღირებულებები და ძმათა შუღლი, ძმათა დაპირისპირება და
მკვლელობა ორშაურად არის გამხდარი! არა, არ ვუწოდებ ამას
დახვრეტას, არჩილ! სწორედ შენ გვეუბნებოდი ერთხელ შეკრე-
ბაზე, რომ "დახვრეტა" იურიდიული ტერმინია, იგი მოითხოვს
გასამართლებას, უმაღლესი სასჯელის მისჯას და უმაღლესი სას-
ჯელის აღსრულებას, რომ მეფემ კი არ დახვრიტა მანიფესტანტე-
ბი, არამედ მოკლა! ჰოდა, სამეულიც ჰკლავს, ჰკლავს, ჰკლავს
გაუსამართლებლად! და შენ ამას ახალი ქვეყნის შენებას ეძახი?!
მაშ, მითხარი, რა ელით მექორწილეებს! მითხარი, მე მოსული
ვარ, რომ გავიგო მათი ამბავი, რა ელის რუსუდანის გიგის,
ბრწყინვალე სტუდენტს, ჩემს ნათლულს, რომელსაც ქაქუცას-
თან არავითარი კავშირი არასდროს არ ჰქონია და უბრალოდ
ქორწილში იყო! რა ელით მაყაშვილებს, სულხანიშვილებს,
ჯორჯაძეებს, ანდრონიკაშვილებს, ჯანდიერებს, ვაჩნაძეებს. შენ
რომ ბრძანე, ზურგზე ბოლი უნდა ვადინოთ თავადაზნაურობა-
საო, იქნებ გინდოდა, დაგევიწყებინა ხალხისათვის მათი ისტო-
რიული როლი ქვეყნის მესვეურისა! რა იფიქრე, ამას რომ ამ-
ბობდი, არჩილ, რა!
– დედა! დედა! – დაიძახა არჩილმა და უსიამოვნოდ გაიქნია
თავი.

552 მკითხველთა ლიგა


ნატომ კარი შემოაღო, არჩილი წამოდგა, სათბური გამოიღო
გვერდიდან, დედას გადასცა, ცხელი წყალი ჩამისხიო, უთხრა.
ნატომ კი ღიმილით გამოხედა მაკას, ჩაის გიმზადებთო, თქვა და
კარი მიიხურა. ნატო დედის გულუბრყვილობით ფიქრობდა: იქ-
ნებ ამ შეხვედრით რაღაც გამოდნესო, ისევ მოინდომონ ერთმა-
ნეთიო, არჩილმა თავის რუს ცოლს თავი გაანებოსო, – უყვარს
იმ ქალს მოსკოვი და დარჩეს იქაო, – მაკა და არჩილი კი ისევ
შეერთდნენო. ამიტომ სახელდახელოდ ოლადებს აცხობდა, ჩა-
ისთან მივართმევო, მერე არჩილი გააცილებსო და ისე იყვნენ
ერთმანეთისათვის თავკლულები, როგორ დავიჯერო, არ
გაუცოცხლდეთ ძველი გრძნობაო... არჩილი კი, მაკას სიტყვე-
ბით დაბოღმილი, ტკივილისაგან მხრებაწურული, თითქოს ბის-
ტგადაკრული თვალებით მისჩერებოდა მაკას, ზემოდან ჩამოშ-
ვებული ფაიფურისაბაჟურიანი ლამფის შუქი სახეში სცემდა და
ისედაც უფერულ, ამრეზილსა და ჩაკეტილ სახეს ნიღაბს ამსგავ-
სებდა. ო, სადღაა ის წრფელი და მიმზიდველი მზერაო, გაიფიქ-
რა მაკამ და ლამის გულიც კი დასწყდა. დედამ შემოაწოდა თუ
არა სათბური და კარიც გაიხურა, არჩილმა მაშინვე გასცა პასუ-
ხი მაკას:
– რა ვიფიქრე? გაინტერესებს, რა ვიფიქრე?! გეტყვი, რაც ვი-
ფიქრე! მე სამჯერ ვუყურებდი სიკვდილს ხახაში და მივხვდი: რე-
ვოლუცია და მუდმივი ღირებულებები შორს, შორს არის ერთმა-
ნეთისაგან და მეც არაფრადაც არ მიღირს სიცოცხლე ჩემი მიზ-
ნებისა და ჩემი რწმენის გარეშე! მე არ ვიცი, ამდენი გაუგებელი
ხალხის ხელში რას მივაღწევთ, მაგრამ მჯერა, მჯერა, მჯერა, შენ
კი არა, მთელი ქვეყანაც რომ მომდგეს, რომ მომავალი სო-
ციალიზმს ეკუთვნის, ეკუთვნის! რომ არ შეიძლება, არა, სირ-
ცხვილია, პატიოსანი ადამიანისათვის შეუძლებელია, შეეგუოს
მდიდრებისა და ღატაკების არსებობას! ო, რომ შეიძლებოდეს,
დაგენახათ, რა იქნებოდა ეს ქვეყანა მაგათ ხელში, მაგათი დამ-
ყაყებული აზრებითა და ფეოდალური პამპლაუქობით გეკითხე-

553 მკითხველთა ლიგა


ბი, თუკი ჩემი სიცოცხლე არად მიღირს, რატომ უნდა შევციცინო
ქვეყნის მტრების სიცოცხლეს! რატომ? გეკითხები! მე ილია და
აკაკი კი არ მიგულისხმია, დიახაც, მტრებს უნდა მოვუაროთ,
არა მხოლოდ სიკვდილით, არამედ ჩვენს მხარეზე გადმოსვლი-
თაც, შეხედულებების შეცვლითაც! მე სწორედ მტრებს ვგულის-
ხმობდი, ფეხებზე რომ ჰკიდიათ ქვეყანა, მთელი მამულები
ქეიფებში რომ გაანიავეს! კახეთის უკანასკნელი დიდი მამულიც
იარალოვმა იყიდა, რომ იცოდე! ახლა კიდევ პარტიზანებსა და
ყაჩაღებს უჭერენ მხარს, მეამბოხეებს უჭერენ მხარს და შენ მე-
უბნები მათ შებრალებას! არა, არა! რაც ქვეყნისათვის უკეთესია,
ის უნდა მოხდეს! შენ რომ ჩემ გვერდით ყოფილიყავი, შენ რომ
წაგეკითხა ჩემი წერილები, ჩვენ ერთად რომ შევბმოდით ცხოვ-
რებას, ასე არ დაასამარებდი ყველაფერ იმას, რითაც სული უდ-
გას ჩვენს ქვეყანას, არ უთანაგრძნობდი მეამბოხეებს და არ
ჩაიძირებოდი პროვინციულ ჭაობში!
მაკა, გეგონებათ ქვა ჰკრესო, ისე შეირხა, წელში გასწორდა,
მხრები გაშალა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, არჩილს თვა-
ლებმოწკურული მიაჩერდა, თითქოს მზერით უნდა გაბურღოსო,
დააცადა, სანამ ამდენი ლაპარაკით დაოსებული და კისერგა-
დაგდებული სულს მოითქვამდა, და რომ ჩაწყნარდა და შეხედა
მაკას, არ დააყოვნა მაკამაც და გულსაკლავი სიტყვა უთხრა თა-
ვის ყოფილ საქმროს:
– შენ რომ მიგანე, ამ ჩვენს თელავში ჩემზე უბედური არავინ
მეგონა... ახლაც ჩემზე უბედური არავინ იქნებოდა, არჩილ, სა-
მეულის წევრი ქმარი რომ მყოლოდა...
არჩილი უსიტყვოდ წამოდგა, იქვე ტელეფონთან მივიდა...
მაკას მოეჩვენა რომ დიდხანს ქოქავდა აპარატს, თან ჩასძახო-
და: "ალო, ალო, არ გესმით?" როდის-როდის, გაისმა ხმა, აპა-
რატმა გაიხრიალა, არჩილს უპასუხეს.
– ნახეთ სიაში გიგი სახლთუხუცესი... სასწრაფოდ უნდა დავ-
კითხო... დიახ, მე თვითონ... შარაბანი გამომიგზავნეთ!

554 მკითხველთა ლიგა


სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე ტელეფონს მისჩერებოდა... მერე
ისევ ახრიალდა აპარატი და მაკამაც გაიგონა:
– ამხანაგო არჩილ, გესმით! ორი საათის წინ სხვებთან ერ-
თად დახვრიტეს გიგი სახლთუხუცესი.
მაკა ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, სახეზე ხელებაფარებუ-
ლი... არჩილი კი უსიტყვოდ მისჩერებოდა გაღებულ ფანჯარას-
თან მომდგარ სიბნელეს და ტკივილებით გაწვალებული და
აფორიაქებული კაცის გულთამხილაობით წამიერად გაელვე-
ბულ შავბნელ მომავალს ჭვრეტდა, როცა გარდაუვალი ტერო-
რის აუცილებლობა, პარტიის შიდა მდინარე, დამსჯელისა და
მსხვერპლის პერმანენტული მონაცვლეობა, ერთ მშვენიერ
დღეს მასაც გადაიყოლებდა და სამეულის წევრი უკვე სხვა იქნე-
ბოდა, ვინც აი, ასევე, მასავით იტყოდა, რომ ცეცხლის ხაზზე
მუდმივი ღირებულებები იწვის და იფერფლება...
– როგორ წახვალ ამ შუაღამეს... შარაბანს გამოვიძახებ... ან
გაგაცილებ... – როდის-როდის თქვა არჩილმა.
მაკამ თავი გაიქნია, ჩქარი ნაბიჯით წავიდა კარისკენ... ბულ-
ვარზე ნუ ჩაივლი, საშიში არ იყოსო, – მიაძახა არჩილმა. სწო-
რედ ბულვარზე ჩაიარა, წაბლის კორომებთან ბნელოდა, თორემ
მთვარით ისე იყო განათებული იქაურობა, ფანრები აღარ ენთო
და არც იყო საჭირო, ისეთი ნათელი ღამე ჩამომდგარიყო... აუზ-
თან გაჩერდა, შეყოვნდა, არ იცოდა, რა ექნა და რა გზას დას-
დგომოდა, პირველმა ხომ დედამ უნდა გაიგოს შვილის ამბავიო
და სწორედ ეს იყო მძიმე და ძნელი, როგორ უნდა მივადგე რუ-
სუდანს ამ შუაღამეს და როგორ შევატყობინოვო. თავს იდანა-
შაულებდა, რატომ არჩილთან წუხელვე არ მივედიო, რატომ,
რატომო, რატომ არ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი
ასე საშინლად დამთავრებულიყო... უნდა მივსულიყავი მაშინვე,
ჩამოსვლისთანავე, და კი არ წავჩხუბებოდი, კრიჭაში კი არ ჩავ-
დგომოდი, ფეხებში უნდა ჩავვარდნოდიო, უნდა შევვედრებო-
დიო, უნდა მენანა და მევაგლახა, მისი წერილი რომ არ წავი-

555 მკითხველთა ლიგა


კითხეო... ეს რა მომივიდა და რა წყალში გადავვარდეო, რა პი-
რით წარვუდგე რუსუდანს და როგორ ვახარო ეს საშინელი ამბა-
ვიო...
შორიდან რაღაც ხმა შემოესმა... ურმის თუ ფურგონის ხმა
იყო. მიაყურადა. რა თქმა უნდა, ურესორო, რკინადაჭედილი
ბორბლების ხმა ისმოდა ქვაფენილზე... ზაუტაშვილების გალავ-
ნისაკენ წავიდა, დიდ ცაცხვს ამოეფარა და საიდანაც ხმა ისმო-
და, იქით გაიხედა... ბორბლების ხმას ფეხის ხმაც ერთვოდა...
მართლაც, არ გაუვლია სამ-ოთხ წუთს, დასავლეთის მხრიდან,
"გეპეუს" ამოსასვლელთან ფურგონი, თითქოს დიდი ზვინი და-
უდვიათო, შავად ჩანდა დაზვინული ფურგონის სილუეტი... მაკა
ფრთხილად ჩაჰყვა გალავანს მოედნისკენ და ბულვარის ჯებირ-
თან ჩაიმუხლა, ნაპირა სვეტს თავი მოაფარა და მოახლოებული
ფურგონისკენ გაიხედა... კოფოზე არავინ იჯდა, ფურგონს კი
რამდენიმე კაცი მოსდევდა... ისინი იყვნენ, ისინი... აგერ, ჯალა-
თი გარეგინა, მაშინვე იცნო მაკამ, დიდი ამბავი არ სჭირდებოდა
გარეგინას ცნობას, კასრივით მოგორავდა... ცხენის სადავე სწო-
რედ მას ეჭირა. ეტყობა, უჭირდა ცხენს, ნელა მოაჭრიალებდა
ფურგონს... უსინდისოები, არც კაცი ენანებათ, არც პირუტყვიო,
– უნებლიეთ გაიფიქრა მაკამ. ისიც იცნო, ისიც, მაღალი, ასხლე-
ტილი, იმ დღეს ქორწილში რომ მოუძღვა "გეპეუს" ხალხს და მე-
ქორწილეები წაიყვანა, ლამაზ ხევსურას რო ეძახიან... თითქო
მისი სილამაზე იყოს მაუწყებელი მისი გამორჩეული სისასტი-
კის, უყურებ და გეშინია მისი ნაკვთადი სახის, მისი ამაყად მო-
ღერებული კისრის, მისი მოსხლეტილი სხეულისა და მაღალი
ფეხების, წიხლებისა და ჭიტლაყებისთვის ნიადაგ მზადმყოფი
ფეხების... მიდიოდნენ... ნელა მიჰყვებოდნენ ფურგონს... ჩამ-
ქრალი ფანრები ეჭირათ... იქ აანთებდნენ, გიგოსგორის ფერ-
დობზე, დახვრეტილების დაფლვის დროს... წყვდიადის მოციქუ-
ლები... ფურგონს ზევიდან რაღაც, ალბათ ბრეზენტი აქვს გადა-
ფარებული, საბლებით დამაგრებული ნაპირებზე, რამდენნი

556 მკითხველთა ლიგა


არიან ნეტავ, სულ არა აქვს ვარაუდი მაკას... ყოველ შემთხვევა-
ში ყველანი ვერ დაეტეოდნენ ფურგონზე და ეჭვი არ არის იმა-
თაც დახვრეტენ, იქნებ სულაც ხვალ გარიჟრაჟზე... ღმერთო, აგ-
ვისტოს პირველ რიცხვებში ხალხი რომ დახვრიტეს, უცებ სიკო
ანდრონიკაშვილი გაახსენდა მაკას, დასახვრეტად რომ მიჰყავ-
დათ რიჟრაჟზე, ურმულს მღეროდა თურმე... მათ სახლში ჩაბე-
რებული გადია ეფემია გამოენთო თურმე, იცნო სიკოს ხმა. გი-
გოსგორამდე სდია, აი, ამ ხევსურამ კონდახით გამოაგდო თურ-
მე. არ გაიხარებთ, არ გაიხარებთო, ხაოდა თურმე საწყალი გა-
დია, მოგეკითხებათო, მეც მომკალით ჩემს გაზრდილთან ერ-
თად, აღარ მინდა სიცოცხლე, ეგეთი მხეცები რო დაეპატრონეთ
ქვეყანასო, აი, ნახავთ, თუ არ მოგეკითხებათო! მეც რო შემეძ-
ლოს, გავიქცე და თავპირი ჩამოვაკაწრო მაგათ ყველასო, – გუ-
ლამოსკვნით დაიჩურჩულა მაკამ. ბულვარის ბარიერთან, რკი-
ნის გრეხილს ჩაჭიდებული, მილურსმნულივით იდგა და ჩავლი-
ლი ფურგონის ხმას მიადევნებდა სმენას... გზაც იქით ჰქონდა
გიგის... თავისი სახლისაკენ... იქ ჩაატარებენ... რუსუდანს კი ამ
დროს არაფერი ეცოდინება... არც დებს... არც გოგლოს... მაკა
ბულვარიდან გამოვიდა, მოედანი გადაირბინა და ჭადრის ქუჩი-
საკენ დაეშვა... შორიდან უნდა მოუაროს, თორემ მათ გადაეყ-
რება აუცილებლად... ჭადრის ქუჩით თეთრიანის აღმართზე ავა,
ვახვახიშვილების ბაღს ჩაუვლის და კუთხესთან ჩასაფრდება...
მაგრამ მყისვე გამობრუნდა უკან, ამოირბინა მოედანზე, ნადიკ-
ვრის ქუჩასთან, გაიხედა წინ და ისევ დაინახა მიმავალი ფურგო-
ნი... ერთი სულიერი მაინც... ერთი გულშემატკივარი მაინც ხომ
უნდა მიაცილებდეს, თუნდაც შორიდან... მზერით... მწუხარე მზე-
რით... გულმდუღარედ... ამ პროცესიასო... მართლაც, კედელ--
კედელ, ფეხაკრეფით, ხან რას მოეფარებოდა, ხან რასა, ჭიშ-
კრის ღრმულებს, მონადირეთა კავშირის შესასვლელს, ნადიკ-
ვრის ქუჩაზე აქა-იქ ჩარიგებულ ტირიფებსა და ცაცხვის ხეებს...
და შორიახლოს მისდევდა ფურგონს. სახლები ჩაბნელებული

557 მკითხველთა ლიგა


იყო, ქუჩაზე ფანრები ჩაექროთ... არსაიდან შუქი არ ჭიატობდა...
არსაიდან ჩქამი არ ისმოდა, თუ მაკას არ ესმოდა, ბორბლების
ხმის გარდა... როცა მოეჩვენებოდა, ძალიან მივუახლოვდი
ფურგონსო, გაჩერდებოდა, ისე გაჰყურებდა და უხმოდ ჩამოს-
დიოდა ცრემლი... თითქოს უზარმაზარი ზვინი მოძრაობსო, შა-
ვად გამომზირავი მთვარის შუქზე... როგორც შეეძლო, როგორც
ამ სასტიკმა დრომ მოიტანა, ისე მიაცილებდა დახვრეტილებით
დაზვინულ ფურგონს... ასე სდია გიგოსგორის ფერდობთან, ვიწ-
რო რიყის ქვაღორღიან გადასასვლელამდე. ნადიკვრის უბანი
მემამულეთა ბუდედ იყო ცნობილი. აქაც, ამ ღორღიან გადასას-
ვლელს ელიზბარ ვახვახიშვილის დიდი ბაღი ემიჯნებოდა, პირ-
დაპირ ჩადიოდა ვიწრო რიყემდე, გიგოსგორასთან. ძალაგა-
მოცლილი მაკა ჩაჯდა ღობის ძირას, კუთხეში, და სამგლო-
ვიარო განწყობამ საბოლოოდ დარია ხელი... ფანრები რომ აან-
თეს და სათითაოდ გადმოჰქონდათ გვამები, მაკამ ჩარგო თავი
მუხლებში და ღვიარება გადმოსკდა... სასოწარკვეთამ მოიცვა,
ეგონა, მთელმა ქართველობამ ერთმანეთი უნდა ამოწყვიტო-
სო... ტიროდა, ტიროდა, და ჩუმად მოთქვამდა: ღმერთო, გად-
მოგვხედე, ნუ ამოვწყვიტავთ ერთმანეთს... ნუ წაიშლება ჩვენი
განაგისიო... ნიჩბების ხმა რომ გაიგო, გონს მოვიდა, – ახლავე
რუსუდანთან უნდა წავიდეო, დილით შეიძლება, ახალი წყება
დახვრიტონ და ისედაც, ყარაულები იქნებიან, დილით გაჭირდე-
ბა ცხედრის მოპარვაო... თან აგვისტოა, ცხელა... დაყოვნება
არაფრით არ შეიძლებაო... მაშინვე წამოდგა, კაბა დაიფერ-
თხა... და ნიჩბების ხმა რომ შეწყდა, გამოტრიალდა, ლამის გა-
მოიქცა, დრო აღარ იცდიდა, არადა მეტი გზაც არ იყო, რუსუდა-
ნისათვის უნდა შეეტყობინებინა ეს საშინელი ამბავი.
...სიტყვა "დახვრეტა" – ეს საზარელი სიტყვა, ასე მგონია, და-
ბადებიდან ამომშანთეს სულსა და გულში. მთელი ბავშვობა ვი-
ფიცავდი ჩემს შორეულ დედის ძმას, მას თავს ედგა უღმრთოდ
დაღუპულის, უსამართლო მსხვერპლის ნიმბი და ორეული. და

558 მკითხველთა ლიგა


მეც, ბავშვური მიამიტობითა და ბებიას ნაამბობით შთაგონე-
ბულს, იმაზე მშვენიერი, იმაზე ღირებული არავინ მეგონა. მეში-
ნოდა, არაფერი ჩამედინა ისეთი, რაც მას იმქვეყნად გულს დას-
წყვეტდა და შეარცხვენდა. ვთხოვდი ხოლმე ბებიას, მიამბე რამე
გიგიზე-მეთქი... და ბებიაც მიამბობდა... მე ვიცოდი, რომ მათი
გვარის ქალებს ასეთი ზნე სჭირდათ, გათხოვების შემდეგ დიდ-
ხანს უშვილოდ დაიარებოდნენ, ბებიას დედაც, დეიდაც, ევაც და
თვითონ ბებიაც, და ეს მათ საგონებელში აგდებდა, დარდსა და
მწუხარებას განაცდევინებდა. ბებია მიამბობდა, რამდენს მარხუ-
ლობდა, რამდენს ლოცულობდა, როგორ ევედრებოდა მარიამ
ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის. პირველი თურმე ვაჟი უნ-
დოდა და დიდ მოწამეს ჰპირდებოდა: შენს სახელს დავარქმევ
და შენს სახელს შევაყვარებო, ძალ-ღონეს არ დავზოგავ, რომ
შენ ჰყავდე ხატად და ნიმუშადო, შენსავით თრგუნავდეს ბორო-
ტებას და უყვარდეს სიკეთის ქმნაო... მეშვიდე წელს შეეძინა
თურმე გიგი... მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახდა ბებიას ლოც-
ვა და ძია გიგი სწორედ ასეთი მოევლინა ქვეყანას, ყოველმხრივ
შემკული. ჰოდა, ასეთი ყოველმხრივ შემკული ასე უღმრთოდ
გამოასალმეს სიცოცხლეს. მე ისე ცოცხლად ვხედავდი დედა-
ჩემს, დეიდაჩემ ქეთოსა და პაპაჩემ გოგლოს, იმ საშინელ
შუაღამეს ცხედრის მოსაპარად რომ წავიდნენ გიგოსგორაზე,
ასე მეგონა, მეც მათ გვერდით ვიყავი. გზად იოსებას შეუარეს.
მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეკუბოვეს, იქნებ გამზადებული
კუბო ჰქონდეს და თან ცხენის ურემსაც ვთხოვთო. იოსებამ თურ-
მე სიტყვის უთქმელად დადო ცხენის ურემზე ზომითაც შესაფე-
რისი კუბო და წავიდნენ გიგოსგორისკენ... გრძელი ხარო იყო
გათხრილი ფერდობის დასაწყისშივე. და რადგან ღრმა არ იყო
ხარო, ნახევარი მეტრიც ძლივს იქნებოდაო, ცხედრები წყობი-
სად იყვნენ ჩარიგებული და ზევიდანაც ლამის ერთ პირ მიწაზე
მეტი არ ჰქონდათ მოფრქვეული, ადვილად იპოვეს გიგი. მამა
მოშორებით დასვეს შვილებმა, იოსება გვიშველის, შენ ცოდო

559 მკითხველთა ლიგა


ხარ. მაინც ისე იყო თურმე მწუხარებით დაშამათებული, ფეხზე
ძლივსღა იდგა, ჩაჯდა თურმე მიწაზე, ჩარგა თავი მუხლებში და
შეუწყვეტლივ ქვითინებდა. გიგის გულში ჰქონდა მოხვედრილი
ტყვია და სახიდან მიწა რომ გადააცალეს, მძინარეს ჰგავდა
თურმე. არა, უცებ ვერ იპოვეს, ერთი ნაპირიდან ხუთ თუ ექვს
ცხედარს გადააცალეს მიწა და ვისაც გულში ჰქონდა ტყვია მოხ-
ვედრილი, მაგალითად, ვახტანგ სულხანიშვილს, რომელმაც პი-
რობა შეასრულა და დილითვე დაბრუნდა "გეპეუში", ბიძინა მა-
ყაშვილს, მის მოგვარე რამუშკა მაყაშვილს, მას დედაჩემი იც-
ნობდა კარგად, რაფიელ ერისთავის შვილიშვილი იყო, რომანი
ერქვა და რამუშკას ეძახდნენ, – ესენი ყველა მაშინვე იცნეს და
რას იზამდნენ, იქვე მიაყარეს მიწა. გიგის შემდეგ, აბა, რაღას
გასთხრიდნენ, ვინც იყო, იყო, პატრონები, როცა იქნებოდა,
გაიგებდნენ. ფანარი ჩააქრეს, სანთლები ჩაიწვა ამასობაში და
გიგი სახლში რომ მოასვენეს, უკვე ხუთი საათი იყო, ჰა და ჰა,
გათენების პირი. დილით საარაკო ამბავი დატრიალდა. მაკას
ვარაუდი გამართლდა და დასახვრეტთა წყება გიგოსგორაზე
მიჰყავდათ. გიგი ჯერ არ დაესაფლავებინათ. ჩვენი ბაღის ბო-
ლოს საფლავს თხრიდნენ თურმე. იოსებამ დიდი თანადგომა
გაუწია ჩვენს ოჯახს, სანდო კაცი მოიყვანა თურმე, ამხანაგი თუ
ნათესავი და ერთად გათხარეს სამარე. თან პაპამ გადაწყვიტა,
აუცილებლად ამოეშენებინათ და ამას კი დრო სჭირდებოდა.
ჰოდა, გიგი ჯერ კიდევ სახლში ესვენა, დარაბები დაკეტილი იყო.
ბებიასთან მაკა დარჩა თურმე, დილაადრიანად კი მირიანი მო-
ვიდა და მამა ლუკა, რომელსაც გიგისთვის წესი უნდა აეგო. ამ
დროს კარზე საშინელი ბრახუნი გაისმა. ის საარაკო შემთხვევა
სწორედ ჩვენი სახლის წინ, ჩვენს სადარბაზოსთან მოხდა. მაღა-
ლი სიცხის გამო, – ფეხზე ვერ დგებოდა თურმე, – საკაცით მიჰ-
ყავდათ დასახვრეტად სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე
რაზმაძე. საკაცე კი "გეპეუში" ერთადერთი ჰქონდათ. ბედად,
სწორედ ამ დროს, ჩვიდმეტი წლის ბიჭმა ჯორჯაძემ, რომელსაც

560 მკითხველთა ლიგა


ევალებოდა ამ დროს ვახტზე ყოფნა, არადა, მამა დასახვრეტად
მიჰყავდათ, მოკლა "გეპეუს" მესვეური, სამეულის წევრი კოლია
ჯაფარიძე. არავინ დასწრებია მათ შელაპარაკებას, ზოგი ამბობ-
და, მამის გადარჩენა სთხოვაო, ზოგი ფიქრობდა, ალბათ, ვახ-
ტზე ყოფნა არ შეეძლო მამის დახვრეტის დროსო... ფაქტი ის
არის, რომ მაუზერი პირდაპირ მუცელში მიუშვირა. ყვირილზე
შეცვივდნენ, ბიჭიც იქვე ჩაცხრილეს, მომაკვდავი ჯაფარიძისათ-
ვის კი საკაცე დასჭირდათ. დასახვრეტთა ჯგუფს დაედევნენ, საწ-
ყალი რაზმაძე მყისვე მოკლეს, საკაციდან გადმოაგდეს, ჩვენი
სადარბაზოს წინ დააგდეს. თურმე დასახვრეტად მიმავალმა გი-
ორგი ციცქიშვილმა დასჭყივლა ერთ-ერთ მცველს: დაუბრახუნე
მაგ კარებზე, გამოიტანონ რამე, გადააფარონ მოკლულსო. დე-
დაჩემმა ზეწარი გაიტანა თურმე, ცხედარს გადააფარა, სანამ
ურემს მოიყვანდნენ და გიგოსგორაზე წაიღებდნენ, ისე ეგდო
თურმე და ჩვენი სადარბაზოს წინ ქვაფენილიც სისხლით იყო
მორწყული. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დამინახავს ის სისხლი,
ისე ცოცხლად და ისე ცხადად, თითქოს დედაჩემის გვერდით იმ
დროს მეც ვყოფილიყავი. მძიმე იყო, მძიმე ოცდაოთხი წელი,
განსაკუთრებით კი აგვისტო და განსაკუთრებით აგვისტოს ბო-
ლო, რადგან ამ დახვრეტებს, სწორედ მარიამობას, ჩვენი სოფ-
ლებიდან მემამულეთა გამოდევნა დაერთო. მიუცვივდნენ დი-
ლას დავლაზე თვალდაცეცებული ბოგანო გლეხები, ვითომც
რევოლუციური პათოსით გამსჭვალულნი ექსპლოატატორთა
წინააღმდეგ, დამსჯელ რაზმებთან ერთად, ქვებით, კეტებით,
თოფებით შეიარაღებულები, უმტვრიეს კარი და ბანი, რომ დაჰ-
პატრონებოდნენ მათ ხარებსა და ძროხას, მათ ბაღსა და ბოს-
ტანს, მათ ვენახსა და მარანს, მათ სახლ-კარსა და ავლადიდე-
ბას... განა თუ დიდს? განა თუ აურაცხელს? ჩვენი თავადაზ-
ნაურობა ხომ, მცირე გამონაკლისის გარდა, არასდროს ყოფი-
ლა მდიდარი, მათ ხომ არასდროს უცხოვრიათ სასახლეებში, მა-
თი მამულების დიდი ნაწილი ხომ გაყიდული და გირაოში დარ-

561 მკითხველთა ლიგა


ჩენილი იყო და რაც დარჩათ, იმასაც ხომ ისედაც არ შეარჩენ-
დნენ... მაშ, რას ემართლებოდნენ, რა შურდათ, რატომ სჯიდნენ
ასე სასტიკად?! რომ შეექმნათ მითი აჯანყებისა და მათი თანად-
გომისა! სინამდვილეში კი, ათეული წლების მანძილზე, ძალაუფ-
ლების წყურვილი და სისხლის წყურვილი განუყრელად ყოფი-
ლიყვნენ ერთმანეთთან დაწყვილებული... ჰოდა, გამორბოდნენ
დარბეულები, ერთი ხელის დაკვრით უსახლკაროდ, უმამულოდ
დარჩენილები, ბოგანო გლეხების კეტებსა და მუშტი-კვრივს გა-
მორიდებულები, დამსჯელი რაზმების მქუხარებით შეძრწუნებუ-
ლები, ზოგიერთის მკვლელობითა და გაუპატიურებით თავზარ-
დაცემულები... გამორბოდნენ თავისი მიწაწყლიდან ძირფეს-
ვიანად ამოძირკულები... რათა დამსჯელებს დაეშალათ, დაექ-
საქსათ სოფლებში მათი ერთობა... გაენიორწყლებინათ სოფ-
ლის მიმართ მათი ჭირისუფლობა, მათი ქველმოქმედება... გა-
ნედევნათ ჩვენი სოფლებიდან მათი სიტყვა-პასუხი, მათი დარბა-
ისლური ქართული, მათი ხმა და ინტონაცია... რომ ვეღარავის
ეხილა ჩვენს სოფლებში მათ მშვენიერ ქალ-ვაჟთა წელთა მიმო-
ტანანი... რომ საბოლოოდ ჩამქრალიყო მათი კერა, მათი ლხინი
და მათი გასაგისი. მაგრამ სილაღის ნაპერწკალი მაინც არ ჩაჰ-
ქრობიათ... იმ დროსაც კი, ლამის ნიფხავ-პერანგის ამარა რომ
მორბოდნენ, ცრემლთა ფრქვევით და თავში ცემით, სხვადასხვა
სოფლის ლტოლვილები უერთდებოდნენ ერთმანეთს და თელა-
ვის შემოსასვლელს მოაღწიეს, ერთ დუქანთან ორი ღიპიანი ვა-
ჭარი იდგა თურმე და ლტოლვილებს უადგილო ხუმრობით შეს-
ძახა: "ვაა, საით გაგიწევნიათ ეგრე მორთულ-მოკაზმულებს,
თქვე სისხლის მწოვლებო, თქვენა, ჰაა?!" რაზეც ზიზი სულხანიშ-
ვილმა, დედასთან, დასთან, თანასოფლელებთან, მეზობელ-
სოფლელებთან ერთად რომ მორბოდა, სიცილით უპასუხა: "ექ-
სკურსიაზე მივდივართ, ძიებო, ექსკურსიაზე!" და მთელ ჯგუფს
ლტოლვილებისას სიცილმა გადაუარა...

562 მკითხველთა ლიგა


იმ დროიდან ნადიკვრისუბნელთა ხსოვნას შემორჩა შაქრო
პაატაშვილის სიტყვები... როცა მას უთხრეს – ეს რა მოხდა, შაქ-
რო, როგორ გამოდევნეს ამდენი თავადაზნაურობა, რა ეშველე-
ბა ამდენ ლტოლვილსო, შაქრომ გულდამშვიდებით უპასუხა:
"Ничего рассасутся..." შაქროს ამ სიტყვებს იმეორებდნენ,
იმეორებდნენ და დღემდე იმეორებენ... თვითონ შაქრო პაატაშ-
ვილი 37 წელს დახვრიტეს. ვერ უშველა ასეთმა სიტყვებმა. მარ-
თალი კი გამოდგა, მართლაც, გაიფანტნენ და დაიქსაქსნენ...
მხოლოდ მათი მამაპაპისეული სოფლის ეკლესიებში უნდა დარ-
ჩენილიყო მათი ხსოვნის აღსანიშნავი მარმარილოს ფილები და
ეკლესიის ეზოებში კი მათი საფლავები, ატყორცნილი კვიპარო-
სებითა და ფრთიანი ანგელოზებით და, ვთქვათ, ასეთი წარწე-
რით: "აქ განისვენებს კეთილი გულის ბიჭი, მშვენიერი მიშა მა-
ყაშვილი, დაბადებული 1897 წელს და გარდაცვლილი 1914
წელს." ხოლო რაც შეეხება იმ კეთილი ბიჭის ოჯახის წევრებს,
მისი მამა გიორგი და ძმა ბიძინა დახვრიტეს და გიგოსგორაზე
არიან დაფლულები სხვებთან ერთად, მეორე ძმა ელიზბარი საზ-
ღვარგარეთ გაიქცა, დედამ კი, ანიკომ, თავისი უბედურების ამ-
ბავი რომ გაიგო, გაემართა თურმე ჩვენი ღვთაებისკენ, მიშას
საფლავისაკენ, მიდიოდა და მის გოდებას არემარე თან მიჰქონ-
და, ჩუმათხევის კლდეები ბანს ეუბნებოდნენ, მისი გოდება ცას
წვდებოდა, მისი ცოდვით ქვეყანა იწვოდა... მივიდა მიშას საფ-
ლავზე, შეღაღადა თავიანთი უბედურება, ეხვეოდა თურმე მარ-
მარილოს მატურს, ასავსავებული ხელებით ეფერებოდა ფრთი-
ან ანგელოზს, კოცნიდა მშვენიერი ბიჭის ფაიფურის სურათს...
მერე კი მოწყვეტით ჩაიმუხლა, ჩაჯდა, მიეყრდნო საფლავის
მარმარილოს და იქვე განუტევა სული. ზოგიერთები კი ამბობ-
დნენ თავი მოიკლაო.
კოლია ჯაფარიძის მოკვლის შემდეგ ცენტრიდან მოვიდა
ბრძანება დახვრეტების შეწყვეტის შესახებ. ვინც ჯერ არ დაეხ-
ვრიტათ, ისინი გადარჩნენ და გაათავისუფლეს, მათ შორის საშა

563 მკითხველთა ლიგა


გამყრელიძეც, რომელსაც მთელი სიცოცხლე გაჰყვა სისხლიანი
ქორწილის მეფის სახელი და აგრეთვე აშკარა ცილისწამება, ვი-
თომც განგებ შეეკრიბოს კახეთის თავადაზნაურობა, მათი ადვი-
ლად და ერთბაშად დაჭერის მიზნით.
სერჟიც მაშინვე დაბრუნდა თავის მშვენიერ დედასთან ერ-
თად და დიდი თანაგრძნობა და თანადგომა გამოიჩინა კიდეც,
ქეთოს გვერდით არცერთი წუთით არ ტოვებდა რუსუდანსა და
გოგლოს, ყოველნაირად ცდილობდა, შეემსუბუქებინა მათთვის
მწუხარება... წარმოიდგინეთ, თავისი მუცელღმერთობაც კი
დაივიწყა, კრიჭაშეკრულ რუსუდანს ეხვეწებოდა: იცოდეთ, პირ-
ში არაფერს ჩავიდებთ არც მე, არც ქეთო, თუ თქვენ ერთ ლუკ-
მას მაინც არ გაღეჭავთო. რაც შეეხება საზღვარგარეთ წასვლას,
ეს კი ვერა და ვერ ამოიგდო გულიდან. ერთი ეგ არის, გიგის სიკ-
ვდილის გამო მათმა წასვლამ ერთი წლით გადაიწია. გიგის
დარდსა და გლოვასთან ერთად სხვა დარტყმებიც ელოდა საწ-
ყალ რუსუდანს. 1925 წლის აღდგომის მეორე დღეს მგლოვიარე
ქალებმა, დახვრეტილთა დედებმა, ცოლებმა და დებმა, რუსუდა-
ნის თაოსნობით გადაწყვიტეს მოეწვიათ მამა ლუკა, ეკურთხები-
ნათ გიგოსგორის ფერდობი, პანაშვიდი გადაეხადათ და
იქაურობისთვის წმინდა წყალი ეპკურებინათ.
– მაინც რა იფიქრეთ, ბები, როცა ეკლესიები ზედიზედ იხურე-
ბოდა და რელიგიის მსახურნიც საშინელ შევიწროებას განიც-
დიდნენ?! – ვუთხარი მე ბებიას და ფილში ჩაყრილ ნიგოზს ნაყვა
დავუწყე.
ბებიამ მწუხარედ შემომხედა და თვალები აახამხამა, მერე
ისევ ჩაღუნა თავი და ერთხანს ხმა არ ამოუღია, აკანკალებული
ხელებით ნიგვზის ჭრა განაგრძო... მე არ დამანება, წანდილი-
სათვის შენ დანაყე და მე დავჭრიო უკვე ექვსი საათი სრულდე-
ბოდა, ერთ-ორ საათში კიდევაც გათენდებოდა. წეღან ზევიდან
ნაბიჯების ხმა მოისმა და სადარბაზოს კარმაც ფრთხილად
გაირახუნა. მარომ კი გვითხრა, მე მერე მოვალო, მაგრამ ეჭვი

564 მკითხველთა ლიგა


არ მეპარებოდა, ალბათ, საყვარელთან ღამენათევი კარგად გა-
მოიძინებს და ისე მოგვევლინება-მეთქი, და მართალიც გამოვ-
დექი, მისი მოსვლა ამჯერად მართლაც რომ მოვლინება იყო!
ჰოდა, ჩვენ ვისხედით და წანდილის შესანელებლად ნიგოზს ვამ-
ზადებდით. ბებიამ მთხოვა: მოდი, ახლა უკვე საჩქარო აღარაფე-
რია, მიეყრდენი მაგიდის ფრთას და ცოტა ხნით მაინც თვალი
მოატყუეო. გავჯიქდი და არაფრით არ ვქენი. ერთი, რომ გადამი-
ვარდა ძილი, და თანაც, ბებიას ჯიბრით, სწორედაც თვალებდაჭ-
ყეტილი უნდა შევგებებოდი დილას.
– ოჰ, მართლაც რომ ჯოჯოხეთია მოსაგონებლად... – თქვა
ბოლოს ბებიამ, – მამა ლუკა იყო ჩემი მთავარი ნუგეშინისმცემე-
ლი და აღდგომის მეორე დღეს გიგოსგორაზე პანაშვიდის გა-
დახდაც თვითონ მოინდომა, ჩემს გიგის ხომ მაშინვე აუგო წესი
და სხვებმა რაღა დააშავესო, აუცილებლად საჭიროა გიგოსგო-
რაზე წმინდა წყლის პკურება და დახვრეტილთა მოხსენიებაო.
თუმცა თელავის მთავარი ეკლესია "სობორო" დაკეტილი იყო,
მაგრამ ჯერ ერთი, ყველა ეკლესია ერთბაშად არ დაუკეტიათ, და
თანაც, დიდი მითქმა-მოთქმა იყო, მთავრობაში კამათი მიმდი-
ნარეობსო, ზოგი მესვეური არ ამართლებს რელიგიის აღკვეთა-
სო და, აი, ნახავთ, თუ "სობოროსაც" არ გახსნიან და სწორედ მა-
მა ლუკას, როგორც ყველაზე ღირსეულს, "სობოროს" დეკანო-
ზად არ აკურთხებენო. ჩემი თაოსნობა კი ის იყო, მგლოვიარე
ქალებს შევუთვალე, ასე და ასე-მეთქი. მაკაც, ევაც ატყობინებ-
დნენ ყველას... ბევრნი შევიკრიბეთ და დილაადრიან წავედით
გიგოსგორაზე. ნორჩი ბალახითა და იებით იყო დაფარული
იქაურობა. უცხო თვალი ვერც იფიქრებდა და ვერც წარმოიდ-
გენდა ამ სიმწვანის ქვეშ რა იყო და რა ხდებოდა. მთელი საათი
სწირა მამა ლუკამ, ისმოდა იმათი სახელები და ამ სახელების
წარმოთქმისას უზარმაზარი წარბებიც ვერ უფარავდა მამა ლუ-
კას თვალზე მომდგარ ცრემლს. ჩვენი გოდება ხომ სათქმელიც
არ არის... განსაკუთრებით, ახალგაზრდული განცდა ხომ იცი,

565 მკითხველთა ლიგა


რა არის და ყმაწვილი ქალები, თუ გიორგი და სიკო ციცქიშვი-
ლების დები, თამარა და ნინა, თუ ზიზიკო და ნინული სულხანიშ-
ვილები, თუ ჩიჩუას შვილები კატო და ელიკო, ტირილით თავს
იკლავდნენ, საწყალი ელო აჩუმებდა ნინულისა და ზიზის, მე შე-
მომხედეთო, გაგვაგონეთ მამა ლუკას ხმაო... იკმეოდა საკმევე-
ლი, წმინდა წყალი, ზედაშე და ცრემლი ეპკურებოდა ბალახს...
ჩვენ ისე ვიყავით მოცული ჩვენი ამბით, თურმე ნადიკვრიდან
გვითვალთვალებდნენ, ჩვენ კი ბაიბურში არ ვიყავით. ჩვენ მა-
ინც მოგვდევდა კეთილშობილი ადამიანის გულუბრყვილობა თუ
გამოუცდელობა. არც ჩვენს დამსჯელებზე გვქონდა სრული წარ-
მოდგენა და არც დამცირებისა და შეურაცხყოფის ხარისხზე. ჰო-
და, რომ დავიშალეთ და მამა ლუკა მარტო დარჩა, ის იყო
ჩაათავა ჩვენი ქუჩა, სამნი დაესხნენ თავს, ერთი – სულ ახალ-
გაზრდა ალიოშა, მეორე – ქვევითუბნელი ხარაზის შვილი იყო,
ადრე ხშირად მინახავს ბაზრის ჩასასვლელში, ჩუსტებსა ჰყიდდა
ხოლმე, ადგა და მომავალ ხარაზობას დამსჯელობა არჩია, სა-
ხეც კი ისეთი ჰქონდა, ვიწრო და შავი, წურბელასავით, თვალე-
ბიც წვრილი, ავად მომზირალი, თავზე კი ერთთავად შავი, ნაქ-
სოვი ქუდი ჰქონდა წინდის ყელივით ჩამოფხატული წარბებამ-
დე. მესამე კი არ ვიცი, ვინ იყო, ვიღაც შალაურელს ამბობდნენ:
აქეთ-იქით ჩასჭიდეს ხელი მამა ლუკას, გაცრუებული ხარაზიც
ზურგში უბაგუნებდა მუშტს და ასე სულ ძალისძალით მიარბენი-
ნებდნენ სამოცდაათს გადაცილებულ ბერიკაცს. პირდაპირ
ჟორჟის საპარიკმახეროში შეარბენინეს და სარკის წინ, სავარ-
ძელში ჩასვეს. ამას ყველაფერს მერე ჟორჟი ჰყვებოდა. გა-
დაირია თურმე, ამ წმინდა კაცს მე ხელს ვერ ვახლებო... ჟორჟს,
მოგეხსენება, პარიკმახერობა საფრანგეთში ჰქონდა ნასწავლი,
თმაც სანიმუშოდ ჰქონდა დახუჭუჭებული და აბუებული, თავის
საპარიკმახეროს ცოცხალი რეკლამა იყო, ჰოდა, თმაში სწვდნენ
თურმე, ეხლავე გაგაგლეჯთ, თუ არ გაკრეჭ ამ ბნელეთის მოცი-
ქულსო. გამკრიჭე, შვილო, – ეთქვა თვინიერად მამა ლუკას, –

566 მკითხველთა ლიგა


ღმერთი გაპატიებსო... ჟორჟს ხელი უკანკალებდა თურმე, მაკ-
რატელი აცაბაცა მიჰქონდა... მერე შეეშინდა, არსად ვატაკოვო,
უფრო გაბედულად დაიწყო კრეჭა, მაგრამ მაინც ცდილობდა,
ცოტა რამ მაინც შეერჩინა თავზე და თმა-წვერზეც მამა ლუკას-
თვის. ნება არ მისცეს, მუქარითა და გინებით წმინდად გააპარ-
სინეს თმა-წვერი. ესეც არ იკმარეს, წარბებიო, უბრძანეს...
ღმერთო, მამა ლუკას მისი არაჩვეულებრივი წარბები! ეხლაც
რომ მაგონდება, გული მიდუღს... ჟორჟი თურმე მთლიანად
აკანკალდა, გამაგლიჯეთ თმა, რაც გინდა, ის მიყავითო, ამას კი
ვერ გამაკეთებინებთო! დაეცა და ტირილი დაიწყო... მაშინ ისევ
ალიოშამ და შალაურელმა გაუკავეს ხელები, თუმცა მამა ლუკა
თურმე არც ხმას იღებდა, არც უძალიანდებოდა, მხოლოდ თვა-
ლები დახუჭა... და როცა გაახილა, ვეღარ იცნო თავისი თავი.
წურბელასავით ბიჭმა ჯიბიდან დიდი სავარცხელი ამოიღო და
მამა ლუკას გულზე დაჰკიდა. ჟორჟი მუხლებზე დაეცა თურმე,
მაპატიე, მამაო, მაპატიეო, თან ანაფორის კალთაზე ემ-
თხვეოდა... არ დაბრუნებულა სახლში მამა ლუკა მთელი დღე.
ღამითაც რომ არ გამოჩნდა, აღელდნენ, მირიანი აქეთ ეცა,
იქით ეცა და იმ საღამოსვე გაიგო ეს საშინელი ამბავი. ის ღამე
რაღა იქნებოდა, მოლოდინში გაატარეს და მეორე დილიდანვე
დაიწყეს ძებნა. ბევრი ეძებს, ბევრი ეძებს და ბოლოს ჯვარპატი-
ოსნის ზევით, ღრმად, ტყეში, მოწანწკარე რუს პირას იპოვეს,
მუხლებზე დამხობილი და მიწამდე თავჩარგული. ეტყობა, ლო-
ცულობდა სიკვდილის წინ... ასე იყო ეს, ჩემო გოგო, ორმაგი
სიკვდილი განიცადა მამა ლუკამ, ჩვენ კი, ამ ღამისთევამ, ხე-
დავ, რამდენი რამ გაგვახსენა?!
– რა მძიმე და საშინელი ამბები...
– ას ვიზამთ, გენაცვალოს ბებია, სასტიკ დროში მოგვიხდა
ცხოვრება... მაგრამ შენ ის თქვი, რა მასალას გაწვდი, რა მასა-
ლას... – ბებიამ ნიგვზიანი ხელი დაიფერთხა და მუხლებზე დამ-
კრა მოფერების ნიშნად.

567 მკითხველთა ლიგა


– ოჰ, ბები, ბები! – ვთქვი მე გულისტკივილით, – ჩვენ ირ-
გვლივ საუკეთესო ხალხი თავისი სიკვდილით არ კვდებოდა და
შენ გინდა, მე მკვდარი მკვდარზე დავახვავო?! მე ხომ შექსპირი
არა ვარ, მე ერთი საწყალი მთხზველი ვარ... – და ბებიას ამბო-
ბის დროს შეჩერებული ნიგვზის ნაყვა გაგულისებით განვაგრძე,
ჩავკარი და ჩავკარი ფილთაქვა ნიგოზს...
– გულს ნუ მომიკლავ, გენაცვალოს ბებია, – მითხრა ბებიამ
დათათბირების კილოთი, – ისეც მიცვალებულთან ვათევთ ღა-
მეს... შექსპირობას ვინა გთხოვს?! ან რო გთხოვო კიდეც, რა გა-
მოვა! მე იმას გიბარებ, შენი საკუთარი წრფელი ხმით, თუ
რაიმეს გააფხაკუნებ, ჩვენს მთავარ თემაზე გააფხაკუნო და ჩემი
დაუვიწყარი მამა ლუკას ამბავიც გულის ფიცარზე დაიწერო!
– მე კი დავიწერე, მაგრამ ვერ დავიჯერებ, შენისთანა მელექ-
სეს ამ ამბებზე რაიმე გულსაკლავი არ აღმოგეთქვა, – ჩავუნის-
კარტე მე ბებიას, – ჰოდა, მითხარი, იქნებ როგორ გამომადგეს?!
– ნუ დამცინებ, გენაცვალოს ბებია, – თავი მოისაწყლა ბები-
ამ, – შენ თუ ერთი საწყალი მთხზველი ხარ, თუმცა, იცოდე, ჯერ
ესეც არ გამოსულხარ... ხომ გახსოვს, ხოცვა ნადირთა მცირეთა
როგორ არის შეფასებული, – მე კიდევ ერთი საწყალი ბერი ქა-
ლი ვარ, ბევრი ჭირის მნახველი და იმას გეტყვი, რომ დიდი და
წამლეკავი განცდების დროს ჩემთვის ნამდვილი თავშესაფარი
სიტყვა იყო... იმას კი არ ვამბობ, კარგად აღმოვთქვამდი-მეთქი,
მაგრამ გულს კი ვიქარვებდი...
– შენ თუ გიფიქრია, ბები, რომ მოსეს იმ ათი მცნებიდან ყვე-
ლაზე ძნელია პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა... და მა-
ინც, თუ ღმერთი შემეწია და რამე გავაფხაკუნე, შენი აღმონათ-
ქვამები სულ უნდა ჩავაწიკწიკო... და ნებას მაძლევ?
– სიტყვა თუ მოიტანს და ადგილზე იქნება, უარს როგორ გეტ-
ყვი... მეც შენი ვარ, გენაცვალოს ბებია და ჩემი სიტყვაც შენია, –
თქვა ბებიამ რაღაცნაირი, თითქოს გულის ამაჩუყებელი კილო-
თი, მაგრამ იმავ წუთს საქმიანად დაუმატა: – სანამ სანთელი

568 მკითხველთა ლიგა


სულ ჩაიწვება, მიდი, ახალს მოუკიდე! – და ბებიამ ნიგვზიანი
თეფში მაგიდაზე გადადგა.
მეც ფილიდან წამოვყარე დანაყილი ნიგოზი, დაჭრილს ავუ-
რიე საწანდილედ, მერე კი ბებია ევასთან მივედი სანთლის ასან-
თებად და უცებ, არც ვიცი, რატომ, შვებამ და სიამემ დამიარა და
სიმსუბუქე ვიგრძენი, ისიც კი ვიფიქრე, კარგია, რომ აქ
დავრჩით-მეთქი... ნამდვილად სჭირდება ადამიანს მოყვასის-
თვის გვემა-მეთქი...
ბებია ევას სახეზე ტილო დავაფარე, თავთან სანთელი ავუნ-
თე, მერე ცეცხლს მივხედე, ბუხარს ჩავუკეთე და ბებიას ალერ-
სიანი ხუმრობის კილოთი ვუთხარი:
– მაშ, მეტყვი, ბები, იმ საშინელ წელს რას აღმოთქვამდი?
– შენი ჯერია, გენაცვალოს ბებია, მამა ლუკას ეჭვი არ ეპარე-
ბოდა, რომ საზღაური არსებობს, შენ კი წეღან ალიოშა ახსენე.
ბებიამ საწანდილე თანგირა ქვაბს სახურავი ახადა, ხის კოვ-
ზი ამოურია და მოხარშულიაო, თქვა. ხორბალი სულ გადაშლი-
ლაო. მე ქვაბი ბუხრის კალთაზე გადმოვდგი გასაგრილებლად,
ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ბებიას ვკითხე:
– არასდროს მოგიგონებია ალიოშასთვის ის ამბავი?
– როგორ არა. როცა სტალინმა ეკლესიისკენ გაიხედა, ომის
დროს, მეც მაშინ ვუთხარი, იგრძნოს, რა სისაძაგლეც ჩაიდინა--
მეთქი და წარმოიდგინე, სინანულის მაგივრად, ერთბაშად უარ-
ყო, რასა ბრძანებთო, მე მაგას როგორ გავაკეთებდიო, წარბე-
ბის გაპარსვა რაღა იყოვო, ეგეთი უადამიანობაო...
– ეჭვი მეპარება, ბები, მამა ლუკას ამბავიც რომ მცოდნოდა,
ალბათ, მაინც შემეცოდებოდა ალიოშა. დამიჯერე, მძიმე ყოფი-
ლა განცდა საზღაურისა!..
– ეგ დიდი ხანია, გვითხრეს, რომ ამქვეყნად ყველა ცოდოა...
მაგრამ თვალსაზრისსაც გააჩნია... ჰოდა, მითხარი ერთი, სად
ნახე და როდის ნახე...

569 მკითხველთა ლიგა


– სად ვნახე? თავის სახლში... მშვენიერ, დიდ ბინაში... მაგ-
რამ ამას შესავალი აქვს. სტალინი რომ გარდაიცვალა, შენ სახ-
ლში იჯექი, რადიო ჩვენ არ გვქონდა და შეუძლებელია, სრული
წარმოდგენა გვქონდეს, ქვეყანაზე რა ხდებოდა. თბილისში, ყვე-
ლა ქარხანაში, ყველა დაწესებულებაში, ყველა სასწავლებელში
პანაშვიდები იმართებოდა. მთელი ქალაქი პანაშვიდად იყო
ქცეული, ყველა ფანჯრიდან სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა. ცხა-
დია, ჩვენს უნივერსიტეტშიც, ლექციების შემდეგ, გვიან საღამოს
შუაღამემდე სააქტო დარბაზში პანაშვიდი ტარდებოდა. სცენაზე,
სტალინის დიდი პორტრეტი ყვავილებში იყო ჩაფლული, ჩვენ,
სტუდენტები დარბაზში ვისხედით და საპატიო ყარაულში ერთმა-
ნეთს ვენაცვლებოდით, ორ-ორნი, აუცილებლად ქალი და ვაჟი,
ავდიოდით სცენაზე და პორტრეტის აქეთ-იქით ხუთი-ათი წუთი
გაშეშებული ვიდექით... დარბაზში დიდხანს გვიწევდა ჯდომა და
ცდა. პანაშვიდზე ყოველთვის აქტიურად ვუგდებ ხოლმე ყურს
მუსიკას, ვზივარ ჩემთვის ჩუმად, ვისმენ მუსიკას და მედიტა-
ციური განწყობა მეუფლება... ახლა კი, სტალინის პანაშვიდზე
ძალზე მეხამუშებოდა ჩაიკოვსკისა და შუმანის მუსიკა... უცხო
სიუჟეტთან მუსიკის ძალად დაკავშირება ყოველთვის ბადებს
შეუსაბამობისა და გაუფასურების გრძნობას და მე მეგონა, სტა-
ლინის რევოლუციური, სასტიკი სული ღრმად იქნებოდა
შეურაცხყოფილი, რომ ინტერნაციონალისა და ვარშავიანკის
დაგუგუნების ნაცვლად, ლებედევკუმაჩისა და დუნაევსკის სიმ-
ღერების ნაცვლად, თუნდაც "გაფრინდი, შავო მერცხალოს" ნაც-
ვლად, სულ სხვა მუსიკა ისმოდა... და მე ისე მეუცხოებოდა,
თითქოს ამ მუსიკამაც სახე იცვალაო... ამიტომ მუსიკის მოსმე-
ნას თავი გავანებე და ჩემ საპატიო ყარაულობამდე დრო რომ
გამეყვანა, ჯიბიდან მცირეფორმატიანი ბლოკის ლექსები ამოვი-
ღე, თავი ჩავღუნე, წინ მჯდომთა ზურგებს მოფარებულმა კითხვა
დავიწყე და მაშინვე გავიგონე აღშფოთებული ჩურჩული ჩემს
ყურთან: "შენ შეგიძლია, ასეთი უბედურების დროს წიგნი

570 მკითხველთა ლიგა


წაიკითხო?! სტალინის პანაშვიდის დროს!" მივიხედე და ჩვენი
უნიჭოზე უნიჭო სტუდენტი შემრჩა ხელში, ნამდვილი ბატისტვი-
ნა. გრძნობდა, რომ მე მას ჩირად არ ვაგდებდი, განსაკუთრებით
მას შემდეგ, რაც სპეციალობაში გამოცდის დროს ჩემთან ერ-
თად მოხვდა, წარმოუდგენელი უვიცობა გამოამჟღავნა, იქამდეც
კი, რომ ოთარაანთ გიორგი სიყვარულის ნიადაგზე ჭლექად ჩა-
ვარდა და მოკვდაო... ჩვენს ლექტორს, ღმერთმანი, თმა ყალყზე
დაუდგებოდა, მელოტი რომ არ ყოფილიყო. ახლა კი ამ ღრმად
მგლოვიარე გოგონას შავი აბრეშუმის თავშალი მოეხვია და დი-
დი შავ-შავი თვალები, არ ვიცი, აღშფოთებით თუ ველური სიხა-
რულით ჰქონდა სავსე, რომ შეეძლო, ასეთ მიუტევებელ ცოდვა-
ში ვემხილებინე. მე უნებლიეთ გამეღიმა და, ცოტა არ იყოს, გა-
მომწვევად ვუთხარი: "ოჰ, რომ იცოდე, მე უბედურებასა და მწუ-
ხარებას ტირილზე უფრო წიგნი მიქარვებს, აბა, სცადე, იქნებ
შენც გიშველოს..." "შენ მე გამაგიჟებ!" – ჩურჩულით ჩამძახა
ყურში, იმავ წუთს გაეცალა იქაურობას, ვიფიქრე კიდეც: არიქა,
პირველ განყოფილებაში ხო არ მიდის-მეთქი, მაგრამ არა, რი-
გებს შუა ჩაიარა და რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახე სცენაზე
სტალინის პორტრეტთან გლოვის სვეტად აღმართული და თავა-
წეული, ეტყობოდა, ამ გლოვის გამო დიდ სიამაყესაც განიცდი-
და... ჩემი რიგი რომ მოვიდა, ჩემ გვერდით აღმოჩნდა ჩვენი ფა-
კულტეტის, ოღონდ მეხუთეკურსელი, ძალიან უსახური და თა-
ნაც კოჭლი ბიჭი და მე, ცოტა არ იყოს, ფეხი უკან მიდგებოდა,
ამისთანა უშნოსთან სულ არ მინდოდა თუნდაც საპატიო ყარა-
ულში დგომა. სწორედ ამ დროს, ვიღაცამ სწრაფი ნაბიჯით ჩაგ-
ვიარა, კიბეზე ავიდა, ისე რომ ჩემ მოპირდაპირედ სწორედ ის
აღმოჩნდა, ასე ჩემი ხნის ბიჭი იყო, თან ძალიან ლამაზი. მე ისე
უხერხულად მეჩვენებოდა საპატიო ყარაულში დგომა, როცა
მით უმეტეს, გამსჭვალული არა ხარ ზეიმური მგლოვიარობით,
რომ თავშესაქცევი ვნახე, – ამ ბიჭის ყურება, თანაც ხომ საინტე-
რესოა განცდით სავსე სახის ჭვრეტა, ამ ბიჭს კი ისე ჰქონდა შეყ-

571 მკითხველთა ლიგა


რილი ლამაზად გაზნექილი წარბები და პორტრეტისკენ მიმარ-
თული დიდი, ნათელი თვალებიც ისეთი სასოწარკვეთით სავსე,
ეტყობოდა, იტანჯებოდა. მე მყისვე გავიმსჭვალე სურვილით,
დამერღვია მისი მგლოვიარობა და ჩაციებით მივაშტერდი. არ
კი მეცნობოდა. ჰუმანიტარი ნამდვილად არ იყო. ჩემმა მიშტერე-
ბამ გაჭრა და ორიოდე წუთის შემდეგ ბიჭმა ჩემკენ გამოიხედა...
და უცებ, თითქოს შეკრთაო, წარბები აწკიპა, თვალები გაუფარ-
თოვდა, სასოწარკვეთისა და მწუხარების ნაცვლად სახე გაებად-
რა და გამიღიმა. ახლა უკვე რაღაც მეცნო, მაგრამ მაშინვე გავი-
ფიქრე: რა გასაკვირია, ესეც უნივერსიტეტელია და მიცნო--
მეთქი. ისე მიღიმოდა, მეგონა ბოლომდე ვეღარც კი გაჩერდება
საპატიო ყარაულში-მეთქი. ამიტომ თვალი მოვარიდე და ყვავი-
ლებს დავხედე. მაგრამ შემცვლელები მოვიდნენ თუ არა და
სწრაფი ნაბიჯით გამოვედი ვესტიბულში, ვიღაცამ უკანიდან მომ-
ხვია ხელი, მიმატრიალა და აღელვებული, ლამის ათრთოლებუ-
ლი ხმით ჩამეკითხა: "შენ ხარ? შენა ხარ? მე ხელად გიცანი! წარ-
მოგიდგენია, სად შვხვდით, სულ არა ხარ შეცვლილი, – ისევ
ისეთი ხარ, "ჩოლკა" არა გაქვს..." სახეში ჩამცქეროდა, იცინო-
და, კიბეებისკენ მიმარბენინებდა და თან გაუთავებლად ლაპა-
რაკობდა... ლაპარაკობდა... ჯონდო იყო, ჩემი ბავშვობის მეგო-
ბარი ჯონდო. უნივერსიტეტის წინ, ეზოში სკამზე დავსხედით, ხე-
ლი გადამხვია და ისე არაბუნებრივად აღელვებული მომეჩვენა,
წყალი მწყურია-მეთქი, ვუთხარი, წამოვდექი და წყლის ნიჟა-
რისკენ გავემართე. უკან გამომყვა: "არა ეს რაღაც უცნაური შემ-
თხვევაა, დღევანდელ დღეს, რა საშინელება მოხდა, როგორ უნ-
და ვიარსებოთ, გესმის, გესმის, რა მოხდა! არ ვიცი, არა, ასე
მგონია, ვერ გადავიტან ამ ამბავს... და შენ შეგხვდი... სურათი
რო გვქონდა გადაღებული, ისეთი ხარ. მოდი, ისევ დავსხდეთ.
ან არა, ჩვენთან წავიდეთ, ჩვენ ხომ აქვე ვცხოვრობთ. აუუ, გა-
გიჟდებიან ჩვენები. იცი, როგორ გიგონებთ ხოლმე, ბებია რუსუ-
დანი როგორ არის, ქონდრის ტაბაკას რო გვიკეთებდა ხოლმე,

572 მკითხველთა ლიგა


არც მიჭამია იმის შემდეგ... ჰო, ჰო, მეც უნივერსიტეტში ვსწავ-
ლობ, იურიდიულ ფაკულტეტზე... ოღონდ ეხლა აკადემიური
მაქვს აღებული... არა, ცუდად კი არა ვარ, ძალიან კარგად ვარ...
მაგრამ ისე, დასვენება გჭირდებაო... ჰოდა, შეიძლებოდა, პა-
ნაშვიდს არ დავსწრებოდი და საპატიო ყარაულში არ ვმდგარი-
ყავი, არ შეიძლებოდა არა, არავითარ შემთხვევაში. ის კი არა,
მოსკოვში მინდოდა წასვლა, აუუ, რა იქნება... მთელი, მთელი
ქვეყანა დააობლა, ჰოდა, შენ უნდა წამოხვიდე ჩვენთან, არ გა-
გიშვებ ცოცხალი თავით... ვაიი, რა კარგი იყო, შენ რო ხეებზე
ასვლა გიყვარდა და მე რომ მეშინოდა ხოლმე და შენ რომ ამიყ-
ვანდი ხოლმე და ერთხელ ლეღვის ტოტებში ფეხი რომ გამეჭე-
და და ვერაფრით რო ვეღარ ჩამოვდიოდი და შენ რო მაგრად
გაგიჯავრდნენ, რად აიყვანეო..." იცინოდა, ბავშვობის მოგონება
უხაროდა, გეგონებათ, გუშინ წამოსულა თელავიდანო, ისეთი
ცოცხალი ინტონაცია ჰქონდა... მერე ისევ სტალინის სიკვდილს
იგონებდა და ხან აფორიაქდებოდა, ხან სასოწარკვეთა დაეუფ-
ლებოდა, ხან აღტაცება მოიცავდა სტალინის სიდიადის გამო,
მერე ისევ მოიგონებდა, დედა პუშკინის ლოტოს რომ გვეთამა-
შებოდა და ბავშვური რიხითა და სიხარულით წარმოთქვამდა
ციტატებს პუშკინის ზღაპრებიდან: "ჟილ-ბილ სლავნი ცარ და-
დონ სმოლოდუ ბილ გროზენ ონ" ან ის, გახსოვს "ტამ ჩუდესა,
ტამ ლეშიი ბროდიტ, რუსალკა ნა ვეტვიახ სიდიტ... ლეშიი ისე
მწვანედ იყო დახატული ლოტოზე და ისეთი რაღაცნაირი თვა-
ლები ჰქონდა, მაგრად მეშინოდა... მერე კიდევ ავად რო გავ-
ხდებოდი ხოლმე და შენ რო ჯადოსნურ ზღაპრებს მიკითხავდი
ხოლმე და გოჭი რო გყავდა სათამაშო და "სკრიპკაზე" რომ უკ-
რავდი და შენც რო უკრავდი და მე რო გისმენდი ხოლმე, ვიჯექი
და გისმენდი ხოლმე... წარმოგიდგენია, რო არ მოვსულიყავი,
ხო ვერ გნახავდი! მაგრამ როგორ შეიძლებოდა, სტალინის პა-
ნაშვიდზე არ მოვსულიყავი, არა, არა, აუცილებლად უნდა მოვ-
სულიყავი, ვისაც რა უნდა ის ეთქვა, უნდა მოვსულიყავი აუცი-

573 მკითხველთა ლიგა


ლებლად აუცილებლად..." თითქოს ვიღაცას უმტკიცებსო, რომ
აუცილებლად, უნდა მოსულიყო, და ამ დროს მის ხმაში რაღაც
მუქარასავით გაისმა. ერთი სიტყვით, განწყობილება წამიწუთს
ეცვლებოდა და მე მეგონა, რაღაც სტიქიურ მოვლენასთან მქონ-
და საქმე, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცალო და რაც შე-
იძლება სწრაფად. "დღეს ძალიან დავიღალე, იცი, უკვე გვიანაა
და სახლში უნდა წავიდე." როგორც იყო, ჩავაგდე სიტყვა. ერთ
წამს შედგა, თითქოს იმისათვის, რომ მიმხვდარიყო, რას ვამ-
ბობდი, და რომ ჩასწვდა ჩემს ნათქვამს, იფეთქა, როგორ თუ
სახლში წახვიდეო: "ჩვენთან უნდა წავიდეთ, ჯერ არც ისე
გვიანაა, აუცილებლად, უნდა მოგასმენინო სტალინის სიტყვა,
გამარჯვების ნადიმზე, 9 ივნისს წარმოთქმული, გაგიჟდები, მე
მაქვს ფირფიტა, აი, ნახავ და გაგიჟდები, იცი, რა არის? იცი, რო-
გორ ხვდებიან? მერე კიდევ, ბურთი უნდა გაჩვენო, დარწმუნებუ-
ლი ვარ, არ გინახავს, ჩინური ბურთია სპილოს ძვლისა, იმ ბურ-
თში ბურთია, იმ ბურთში ბურთი, იმ ბურთში ბურთი, სულ დაჩუ-
ქურთმებული, ყველა მთლიანია და ყველა მოძრაობს, გაგიჟდე-
ბი, ის რო არ გაჩვენო, თანაც ჩვენები გაგიჟდებიან, ისე გაუხარ-
დებათ, გეხვეწები, უნდა წამოხვიდე, ტყუილია, არ გაგიშვებ, აი,
აქვე ვცხოვრობთ, სულ ახლოს... როგორ არის ის ბურთი გაკე-
თებული, საოცარი რამეა, საკვირველი, ვინც ნახავს, ყველას უკ-
ვირს... გერმანიიდან ჩამოვიტანეთ..." მკლავში წამავლო მაგ-
რად ხელი და ლამის ისე გამარბენინა. აღარ ვიცოდი, რა მექნა.
უნივერსიტეტის წინ, ქუჩაში სტუდენტები იდგნენ და არაფრით
არ შემეძლო, ძიძგილაობა დამეწყო. არადა ხელს არ მიშვებდა,
თან მეუბნებოდა, აქვე ვცხოვრობთო, აქვეო, ნუთუ არ გაინტე-
რესებს ჩვენების ნახვაო, მთელი ათი წელი გავიდა მას შემდე-
გო, რაც ჩვენ თელავიდან წამოვედითო და მერე ისე ხშირად
ვხედავ სიზმარში თქვენს სახლს და ბაღსო... და თან მიმარბენი-
ნებდა... ასე მეგონა, ქარიშხალი ჩასვლია სხეულში და ის
მიგვარბენინებს-მეთქი. ვინმეს რომ დავენახეთ, იქნებ შეყვარე-

574 მკითხველთა ლიგა


ბულებიც ვგონებოდით, სული რომ ესწრაფებათ, გაეცალონ ქუ-
ჩას და სადმე ბაღში, მოფარებულ და მყუდრო ადგილას განმარ-
ტოვდნენ. მწარედაც შეცდებოდნენ... არამცთუ არავითარი ინტე-
რესი მათთან მისვლისა და მათი ნახვისა არ მქონდა, არც
ალიოშა მაინტერესებდა, არც ქსენო და არც ჩინური ბურთი სპი-
ლოს ძვლისა, როგორი ნაკეთობაც არ უნდა ყოფილიყო, ჯონ-
დოც კი, მიუხედავად ბავშვობის მოგონების ძალმოსილებისა.
მას კი ისე ცინცხლად შეენახა ეს მოგონებები, სხვა შემთხვევასა
და სხვა ვითარებაში იქნებ გულიც ამჩუყებოდა. ახლა კი, უკიდუ-
რესი დაძაბულობითა და განწყობილებათა წარმოუდგენელი
რხევით ის ჩემში შეკრთომისა და მოუსვენრობის უსიამოვნო
გრძნობას აღძრავდა და მეტი არაფერი. ბევრი კი მართლაც არ
გვირბენია, ერთი კვარტალი ჩავათავეთ, მეორე მხარეს გადავე-
დით და იქვე, ხუთსართულიანი სახლის ნაპირა სადარბაზოში
შევედით, კიბეებიც ლამის კისრისტეხით ავირბინეთ, გაგიჟდები-
ან ჩვენები, რო დაგინახავენო, მეუბნებოდა... მაგრამ ზარის ხმა-
ზე, კარებში, მაშინვე, გეგონებათ, იქვე იდგა და ზარის ხმას სდა-
რაჯობდაო, – კაცი რომ გამოჩნდა, გაგიჟდა კი არა, გაქვავებუ-
ლი სახით შემოგვხედა. უცებ ვერ ვიცანი, იმის გამო კი არა, გა-
სუქებული და გამელოტებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ფორ-
მის გარეშე მე ის არასოდეს მენახა, ჩვენთან რომ ცხოვრობ-
დნენ, შინ და გარეთ ფორმა ეცვა... ახლა კი ბეწვი დაეწმინდა,
სახეზეც ბატონკაცური იერი ჰქონდა და ჩაცმითაც თვალში საცე-
მი საშინაო ხალათი ეცვა, მუქი მწვანე, გრძელი, წმინდა
ხაოიანი, – ლამის შალიაპინის ერთი ფოტო გამახსენდა, – ეს იმ
რამდენიმე წამში შევნიშნე, ერთმანეთის პირისპირ რომ ვიდე-
ქით კარს აქეთ-იქიდან და მე პირზე მომადგა ასეთი ვითარები-
სათვის შესაფერისი უდიერი კახური გამოთქმა: აი, ჩახმახი შენა
და შენი ხალათიო... ჯონდო კი ამ დროს მთელი ხმით შესძახო-
და: "მამა, აბა, თუ იცნობ, ვინ მოვიყვანე! წარმოგიდგენია, სად
შემხვდა! პანაშვიდზე! იმავ წუთს ვიცანი! რას დამდგარხარ, მამა,

575 მკითხველთა ლიგა


უნდა შემოვიდეთ!" "გამარჯობათ... – ვთქვი მე, მაგრამ "ძია
ალიოშა" კი არ დავუმატე, – სულ ძალისძალით წამომიყვანა..."
მე გავიწიე, რომ ხელი გამეთავისუფლებინა, მაგრამ ჯონდო
ხელზე ისე ჩამფრენოდა, თითქოს მარწუხს მიჭერდა. "გამარჯო-
ბათ... – თქვა კაცმა, ანუ ალიოშამ, – სხვა ვითარებაში გამიხარ-
დებოდა თქვენი ნახვა, მაგრამ, უკაცრავად და მაპატიეთ... ისე-
თი მდგომარეობაა, გაუშვი, ჯონდო, ხელი!" "როგორ თუ გავუშ-
ვა! რას ჰქვია გავუშვა! აბა, გაგვატარე ჩქარა! – დაიჭყივლა ჯონ-
დომ, – დედა, დედა, წარმოგიდგენია, მამა სახლში არ გვიშვებს!
ნახე, ვინ მოვიყვანე, დედა!" ჰოლის სიღრმეში ქალი გამოჩნდა
და ეს ქალი ქსენო იყო: "ალე, შემოუშვი ბავშვები!" – დაუძახა
ქმარს, რომელიც მაშინვე შეტრიალდა და წავიდა, ჩვენ კი შევე-
დით. "ეს შენა ხარ... – თქვა და ხელი მომხვია, მიმიზიდა და ლო-
ყაზე მაკოცა, – აპატიე ალიოშას... " მომმართა აშკარად ნაძა-
ლადევი ღიმილით, თან არ მაცილებდა დიდ, მშვენიერ თვა-
ლებს, ბევრად უფრო მშვენიერს, ვიდრე ამ ათი წლის წინ ჰქონ-
და, ტუჩები დაძაბულობისა და მღელვარებისაგან უთრთოდა...
ახლა ის სულ აღარ იყო უბრალოდ ლამაზი ახალგაზრდა ქალი,
ვისი მსგავსიც რამდენიც გნებავთ შეიძლება შეგხვდეთ, წამიერი
შთაბეჭდილებით გაიელვოს და იქვე ჩაქრეს, ახლა მას ფიქრის,
დარდისა და კაეშნის დაღი აჩნდა, ეს სძენდა მის სახეს სიღრმეს
და სინატიფესაც კი და აღძრავდა თანაგრძნობასა და ინტე-
რესს... ის იყო, მეც რაღაც უნდა მეთქვა, მომეკითხა, ჯონდომ არ
დამაცადა: "დედა, რამე მოგვიტანე რაა, ძალიან მშია, ჩვენ ბე-
ლადის სიტყვა უნდა მოვისმინოთ!" და ოთახისკენ წამიძღვა,
ქსენომ მკლავში ხელი მომკიდა, თხოვნით, ლამის მუდარით
მითხრა: "ცოტა ხნით... და გაგაცილებთ... გთხოვთ..." მე ისედაც
ქსენოს გამოჩენისთანავე გული მომეცა და ხელიც ჩავიქნიე,
რაც იქნება, იქნება-მეთქი, მოვისმენ ბოლოს-ბოლოს ბელადის
სიტყვას-მეთქი. ოთახში რომ შევედით, დიდ, ფართო სასტუმრო-
ში, რა ნახა ჩემმა თვალებმა, რა ბრდღვიალი და რა ბრწყინვა-

576 მკითხველთა ლიგა


ლება, ბროლის ჭაღების, ბროლის ლარნაკების... კარელიის არ-
ყის დიდებული სავარძლების, ფაიფურისა და ბროლის ძვირფა-
სი ჭურჭლის შემინული კარადის, იატაკის მაღალი საათის, დიდი
სარკის, რომელშიც ირეკლებოდა და ორმაგდებოდა ეს
ბდღვრიალი, ყველაზე უფრო გამაოცა ბრინჯაოსჩარჩოიანმა,
ორმა დიდმა ფერწერულმა სურათმა. წეღან ჯონდომ გერმანია
ახსენა და მაშინვე მივხვდი, ეს ყველაფერი ტროფეები იყო, რაც
იმავწუთს კიდევაც დაადასტურა ქსენომ, დაინახა რა ჩემი
გაოცება: "ომის დამთავრებისას გერმანიაში ვიყავით, მერეც სა-
მი წელი დრეზდენთან ვცხოვრობდით და იქიდან ჩამოვიტა-
ნეთ..." მე სურათებს დავუწყე თვალიერება, ჯონდო კი, გვერდი-
დან ვხედავდი, კუთხეში რაღაცას ფათურობდა... და უცებ გაისმა
გამაყრუებელი ტაში... მოვიხედე, საკრავზე ფირფიტა ტრიალებ-
და და ტაშიც იქიდან ისმოდა... მაგრამ ტაში არ წყდებოდა...
საოცარი რაღაც იყო, მხოლოდ ტაში ისმოდა... "ხედავ... ხედავ...
როგორ ხვდებიან... არა, ჯერ არ შეწყდება... არა... მის გარეშე
როგორ უნდა ვიყოთ... შეიძლება?! განა ეს შეიძლება?!" ტაში კი
გრიალებდა... ქსენომ მომცრო სინით ქადები შემოიტანა და
მრგვალ მაგიდაზე დადგა... ჯონდო მყისვე ეცა მაგიდას, ქადა
აიღო და ახლა ტაშის გრიალს ქადის ხრამუნი უერთდებოდა, ქა-
დას ქადაზე ხარბად ახრამუნებდა და თან პირგამოტენილი, ქა-
დის ნამცეცებთან ერთად სიტყვებს ისროდა: "მამა! მამა! როგორ
უნდა ვიყოთ?! შეიძლება მის გარეშე არსებობა?" ტაში კი ისევ
გრიალებდა... ალიოშა თურმე აივანზე იყო, ფარდა ეფარებოდა
და არ ჩანდა, ახლა კი კარებში გამოჩნდა და მჭმუნვარედ გად-
მოგვხედა... "რა სოცბანაკი შექმნა, მამა, ეხუმრები ასეთ იმპე-
რიას, ნაპოლეონს არ შეუქმნია, არავის, არავის, არავის არ შე-
უქმნია..." ტაში კი გრიალებდა და ახლა უკვე "ურას" ძახილი
უერთდებოდა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გამკვირვებია და
ერთი საოცრებაც ეს იყო: სტალინის სიტყვის პროლოგი, ანუ
ფირფიტის ერთი მთლიანი გვერდი მხოლოდ და მხოლოდ ტაშის

577 მკითხველთა ლიგა


გრიალსა და "ურას" შეძახილებს ეკავა... "ჩინეთი! მთელი ჩინე-
თი! – იძახდა ჯონდო და ტაში გრიალებდა, – ვერ გადავიტან, მა-
მა, ვერ გადავიტან, ვერა!" ალიოშამ ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა
ოთახი და კარებზეც ამ დროს გაბმული ზარი გაისმა... ქსენო
ჯონდოსთან მივიდა, საკრავი გამოთიშა, ჯონდოს ხელი მოხვია
და რაღაც ხმადაბლა უთხრა. მე საშინელი შეპყრობის მოწმე
გავხდი. სასტუმროს ღია კარში ორი სანიტარი და მილიციელი
იდგა. იმ ორიდან ერთ-ერთი ქალი იყო, არცთუ ურიგო სახისა.
სწორედ მან უთხრა დაყვავებით დედის გვერდით ერთბაშად ჩა-
ჩუმებულ, გატრუნულ ჯონდოს: "უნდა წამოგვყვე, ჯონდო, გენაც-
ვალე... ხომ იცი, არ შეიძლება... შენ ხომ კეთილი ბიჭი ხარ, ჯონ-
დო, ჩვენ მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდე..." ჯონდო დედას
გვერდზე ბავშვივით აეკრა და მე მყისვე შევიცანი ის უმწეო შეძ-
რწუნება და სასოწარკვეთა, ბავშვობაში სიკვდილის შიშით, ახ-
ლა კი ამ სანიტრებისა და მილიციელის შიშით უკიდურესად გა-
ხელილ თვალებში რომ ჰქონდა ჩამდგარი, და ეს თუ აქამდე
მხოლოდ მაკრთობდა და მაფორიაქებდა, ახლა ერთბაშად გუ-
ლი შემეკუმშა და მისი საცოდაობით ლამის ფიზიკური ტკივილიც
კი ვიგრძენი... "არა, არა, რატომ უნდა წამოვიდე... მე კარგად
ვარ... არაფერი მჭირს... განა შეიძლება ბელადის სიკვდილს არ
განიცდიდეს ადამიანი, ამიტომ უნდა წამიყვანოთ? არა, არა,
დეიდა ბელა, არა, არა-მეთქი!" უცებ განზე გახტა, ფარდას
ამოეფარა და გაჩუმდა... "არ გინდა, ჯონდო, ესეთები, ხო იცი,
რო უნდა წამოხვიდე არაა, მშობლებიც შეიცოდე, კაცო!" ჯონდო
ახლა ფარდის უკანიდან გამოვარდა და დამდუღრულივით მოჰ-
ყვა დარბაზში სირბილს, ქსენო სასწრაფოდ მივიდა აივნის კარ-
თან, დახურა და დაკეტა, ჯონდო მაგიდას ურბენდა გარშემო.
"მამა, მიშველე, მამა, გეხვეწები, მამა!" – ყვიროდა, მერე კი მა-
გიდის ქვეშ შეძვრა და გაჩუმდა. ალიოშა შემოვიდა, მთლად გა-
ფითრებული, მილიციელთან ერთად მაგიდა ასწია და გადადგა.
ჯონდოს მუხლებზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, თავი ჩარგუ-

578 მკითხველთა ლიგა


ლი, მუშტივით იყო შეკრული.. და როცა მამის ხმაზე – ადექი
ჯონდო და გაჰყეო, აიხედა, თავი აიღო და მორჩილად წამოდგა,
ისეთი თვალები ჰქონდა, მე გამიელვა: ალბათ, სიკვდილმისჯი-
ლებსა აქვთ ასეთი თვალები-მეთქი. უკვე აღარაფერი უთქვამს,
არც გაუბრძოლია, მხოლოდ მხრები აიწურა, თავი ჩარგო და ისე
გაჰყვა სანიტრებსა და მილიციელს. სანიტარი ქალი შემობრუნ-
და, სტალინის ფირფიტა მოითხოვაო, თქვა, საკრავიდან ფირფი-
ტა აიღო და გავიდა. კარის გაჯახუნების ხმა გაისმა. ქსენო ოთახ-
ში აღარ იყო, ალიოშაც აივანზე გავიდა ალბათ, რომ დაენახა,
ჯონდოს როგორ ჩასვამდნენ მანქანაში და წაიყვანდნენ. რო-
გორც ჩანს, წეღანაც აივანზე მათ მოსვლას ელოდა. მე გაშეშე-
ბული ვიდექი შუა ოთახში და ვინმეს გამოჩენას ველოდი, რომ
აქედან წავსულიყავი. საშინლად ვიყავი დათრგუნული და ისევ
სურათებს ავხედე, ერთი პეიზაჟი იყო, შემოდგომის შეყვითლე-
ბული ტყისპირი, მეორეზე კი მშვენიერი ქალები იყვნენ გამოსა-
ხული, ნაზი და მიმქრალი ღიმილით გადმოჰყურებდნენ აქაურო-
ბას... აივნისკენ გავიხედე, დავინახე მოაჯირზე ჩამოყრდნობილი
ალიოშას ფართო ზურგი და ისიც, ქვითინისაგან როგორ ტოკავ-
და და თრთოდა ეს ზურგი. შემეცოდა, ოჰ, როგორ შემეცოდა.
უნებლიეთ გამახსენდნენ ის ადამიანები, რომელთაც ის აპატიმ-
რებდა და მიაცილებდა. გამახსენდა ის თოთხმეტი წლის ბიჭი,
რომელიც, აი, ასე ჯონდოსავით, დაპატიმრების წინ მაგიდას ურ-
ბენდა... მაგრამ, ვფიცავ, არცერთი წუთით არ მქონია განცდა
ნიშნისმოგებისა, პირიქით, სწორედ ამიტომ მეცოდებოდა, თავი-
სი ცხოვრების გამო... ვერასდროს წარმოვიდგენდი, შესაძლებე-
ლი თუ იყო, ბოროტების გამო ადამიანი შემცოდებოდა. დიდი
გულუბრყვილობაა ჩემგან, მაგრამ მეგონა: თვითონ რომ ასეთი
უბედურია, ალბათ, ათმაგად განიცდის, როცა ის მრავალი უდა-
ნაშაულო მსხვერპლი ახსენდება-მეთქი. გაორებული განცდა
დამეუფლა და თავიც დავიიმედე, რომ ეს უნებლიეთ ამოფ-
რქვეული შეცოდება იყო. მაგრამ არ უარვყოფ, ნამდვილად კი

579 მკითხველთა ლიგა


იყო. გულისტკივილით ვფიქრობდი, რომ მშვენიერი მებოსტნის
ნაცვლად დამსჯელი და მრბეველი გახდა და ფარდაგგადაფარე-
ბული მუთაქებიანი ტახტის ნაცვლად გერმანელი ბარონების სა-
ვარძელში იჯდა და მწარედ ტიროდა... მართლაც, შემოვიდა და
სავარძელში ჩაჯდა, ყრუდ ჩაილაპარაკა: დაბრძანდითო. მე
ვუთხარი, დეიდა ქსენოს გამოვეთხოვები და წავალ-მეთქი, და
მართლაც, ჰოლში რომ გამოვედი, დავინახე: სამზარეულოს მა-
გიდასთან იჯდა და ტიროდა... შევედი, იქვე, მაგიდასთან გავ-
ჩერდი, ნამდვილი თანაგრძნობა გამოვუთქვი, ძალიან
ვწუხვარ-მეთქი, ნეტავ სულ არ შევხვედროდით ერთმანეთს და
თქვენი უბედურება არ მენახა-მეთქი... შემომხედა, ხელზე მომ-
კიდა ხელი და გულში ჩაიკრა: "როდემდე... როდემდე... სად
აღარ გვყავდა, სად აღარ ვიყავით... არაფერმა უშველა... შეიცო-
დე... ჩემი უბედური ჯონდო შეიცოდე... თქვენ ხომ ასე გიყვარ-
დათ ერთმანეთი..." ხელზე დამდიოდა მისი ცრემლები და მე
კვლავ გაორება ვიგრძენი, რადგან შეძრწუნებით გავიფიქრე:
ვინ იცის, სტალინის სიკვდილს რა მოჰყვება, ალიოშამ სრული
კრახი განიცადოს და ეს მშვენიერი ქალი და ის საცოდავი ბიჭი
უნუგეშოდ დარჩნენ-მეთქი, რაც კიდევაც ასრულდა. ასეა ეს ამ-
ბავი, ბები, მე კი პირნათელი ვარ შენთან და მინდა, რომ შენც
ასევე პირნათელი იყო და დაპირებული შემისრულო.
– ოჰ, ძალიან დამიმძიმა გული ჯონდოს ამბავმა, – თქვა ბე-
ბიამ, – მოდი, თან წანდილს შევანელებ და თან ალიოშასნაირე-
ბის შეცოდება ცოტა რომ შეგიმსუბუქო, ჩემს ნაჩხაპნებს, ანუ
როგორც შენ ბრძანე, აღმონათქვამებს მოგახსენებ.
ბებიამ ხორბლიანი ქვაბი ბადიაში ჩამაცლევინა, მაგიდაზე
გადადგა, თახჩიდან თაფლიანი პაწია ქოთანი და საშაქრე გად-
მოვდგი, პროტესტი კი გამოვუცხადე, ჯერ შეანელე და მერე ისე
მითხარი-მეთქი.
– არა, გენაცვალოს ბებია, მერე წანდილის გასინჯვა მოგვინ-
დება, ისევ ახლავე გეტყვი, რაკი არ იშლი... თორემ ის ნაჩხაპნე-

580 მკითხველთა ლიგა


ბი მე მძიმე გრძნობებს აღმიძრავს... ძალიან მძიმესაც... ერთი
მამა ლუკას მოსაგონარია, სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ,
ბრწყინვალე შვიდეულის დროს დავწერე... მეორე კი იმ უბედურ
24 წელსაა დაწერილი, შობას, გიგის სიკვდილიდან ოთხი თვის
შემდეგ და "შენდობის ლოცვა" ჰქვია...
ბებია ჩაფიქრდა, ერთხანს ისე იჯდა გაყუჩებული, თითქოს
მძიმე მოგონებაში ჩაძირული, მერე კი მიცვალებულს გახედა
მწუხარედ და თვალი არ მოუცილებია, სანამ ამ თავის შეთხზულ
ტაეპებს წყნარი ხმით ამბობდა:
– თქვენ, გამორჩეულს მავანთა შორის,/უფალმა მადლი გი-
ბოძათ უხვად,/ მაშ, რად დაგამცროთ ბედმა ესოდენ,/ ო, რად
გაგწირათ, მამაო ლუკა./ კაცთა სიავე, შური და გესლი,/ გხვდე-
ბოდათ წინ და სულ გდევდათ უკან,/ თქვენი მრბეველი და მწამე-
ბელი,/ ღვთის გარეგანი, ეშმაკის ლუკმა,/ თქვენ აღესრულეთ,
ვითარც მოწამე,/ მოძღვარო ჩემო, დაუვიწყარო,/ ქრისტეს მსა-
ხურო, მამაო ლუკა.
ბებია გაჩერდა, თვალები აახამხამა და დამორცხვებით მით-
ხრა:
– რა თქმა უნდა, მამა ლუკა ღირსი იყო ბევრად უფრო აღმა-
ტებული სიტყვებისა, შენ ხომ იცი, მე ჩემი აღმონათქვამები სა-
ლაპარაკოდაც არ მიმაჩნია, მთხოვე და გითხარი... შენდობის
ლოცვა კი როდესმე შენ თვითონ ნახე ჩემს დავთარში, ნება მო-
მიცია.
– ბები, ერთი რამ მინდა გკითხო და არ გამიწყრე,... შეგირ-
დობის დროს შენ... გიყვარდა მამა ლუკა?
ბებიას გაქუცული წარბები შეუტოკდა, თავი გვერდზე გადახა-
რა და ჩაღუნა... კდემამოსილად... ისეთი გულის ამაჩუყებელი
იყო, თავი შევიკავე არ გამცინებოდა და არ გადავხვეოდი. მერე
კი ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– მე თქვენ მიყვარდით, მამაო ლუკა... და წმინდა იყო ის სიყ-
ვარული... – მერე თავი აიღო და ჩვეულებრივი კილოთი თქვა: –

581 მკითხველთა ლიგა


ახლა კი წანდილი შევანელოთ, კარგი? – და მეც მაშინვე ხის
გრძელტარა კოვზი მივაწოდე.

582 მკითხველთა ლიგა


"მე თუ მოვკვდი, ჩემი კერძისოფელიცა გარდიფხვრების".

ჩვენ ყველა აშკარად ვხედავდით, რომ ბებია მაკამ ჩიკო


გულში ამოიკვეთა, იმდენად, რომ გადაწყვიტა, ეშვილიშვილე-
ბინა და საამისოდ სათანადო ნაბიჯებიც გადაედგა. "ობლისათ-
ვის გაწეული მადლი ცაში იწერება, რუსუდან, – ეუბნებოდა ბე-
ბიას, – მე შენ გეტყვი, დაეჭიდებიან და არ გამოუშვებენ, იქნებ
დავლურიც დაუარონ, რო გაიგებენ, ჩემთან მინდა იყოს. ორ--
ორი პირდაღებული ბიჭი ჰყავს გასაზრდელი არჩილის გარე ბი-
ძაშვილსა და ეხლა ქმარიც დაუჭირეს, ნეტა თავისები როგორმე
გამოკვებოს, რა ამ ბიჭისთვისა სცხელათ?! აგე, ხო თქვა კიდეც,
შუამთის საბავშვო სახლით მემუქრებიანო... ეს ყლორტივით ბი-
ჭი დაიჩაგრება მაგათ ხელში და ცოდოა, ცოდო..." "მესმის გეცო-
დება, უგრძნობელი ხო არა ხარ, – ეპასუხებოდა ბებია, – მაგრამ
გული მიკვდება, რად გადაუწურე იმ ხალხს წყალი, მაკა, სა-
დაური ამბავია, კი არ დახოცილან, რად არის ჩიკო ობოლი, რა-
და?!" "მე უკვე გითხარი, რადაც! ვანოს ამბავი სხვა არის და არ-
ჩილისა – სხვა... მაგრამ თუ ღმერთმა ქნა და დაბრუნდებიან,
ამას ხო მაინც წლები დასჭირდება და დავახვედრებ გაზრდილ-
სა, კი არ მივისაკუთრებ, მეე ხელი მინდა გამოვიღო და შევიფა-
რო, ჩემს სიალალეში კიდევ ეჭვი არავის შეეპარება, რა აქვს
საწყალ ბავშვსა და რა აბადია?! ვიშვილიშვილებ-მეთქი, რო
ვამბობ, გაფორმებასა და საბუთებს კი არა ვგულისხმობ, თუ
გავზრდი, ბებია ვიქნები, მაშ, ვინ ვიქნები?!" – თავისას ამბობდა
ბებია მაკა. "იციი, მაკა, თუ საბოლოოდ გადაწყვეტ ბიჭის წამოყ-
ვანას, მე გირჩევ, მეურვედ მაინც აუცილებლად გაიფორმო თა-
ვი, სანამ მშობლები დაბრუნდებიან, ცაში ხომ არ იქნება გამო-
კიდებული, ვინმე ოფიციალური პასუხისმგებელი ხო უნდა იყოს,
ჰოდა, შენ იქნები", – ურჩევდა ბებია. "ჰოდა, როცა იქნება, შენ
უნდა მიკითხო პირი იმ გარე ბიძაშვილთან, ჩემო რუსუდანო", –

583 მკითხველთა ლიგა


სთხოვდა ბებია მაკა და ბებიაც, ცხადია, ეთანხმებოდა. ჩიკოც
გრძნობდა ბებია მაკას განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და
თვითონაც მიენდო, ბიბლიოთეკაშიც გაჰყვა და ბებია მაკამ ჩა-
წერა კიდეც, ქალაღაიის ხატვის დროსაც მიუცუცქდებოდა და თუ
გაუბედავდა და სთხოვდა, მეც დამახატინეთო, ბებია მაკა ჩიკოს
ფუნჯიან ხელში ხელს მოჰკიდებდა და ასე "ახატინებდა". სასუს-
ნავები ხომ გამოულევლად ჰქონდა ჩვენთვის, მაგრამ მე შევნიშ-
ნე, ჩიკოს ჩუმადაც ჩაუდებდა ხოლმე ჯიბეში. ერთხელ ჩიკომ
ჰკითხა მაკას: ბებია მაკა, თქვენ ვისი ბებია ხართო? აი, ბებია
რუსუდანი რუსიკოს ბებიაა და თქვენაო?
– მეე, ჩემო ჩიკუნა, თბილისში მყავს ძმისშვილი მიტუშა, იმას
ჰყავს შვილები ხათუნა და ვატუნა და იმათი ბებია ვარ, აქ კიდევ
თქვენი ბებია ვარ, რუსიკოსი და შენი...
– საკუთრად, ბებია მაკა, საკუთრად არავისი ბებია არა
ხართ? – ჩაეკითხა ისევ ჩიკო.
– საკუთრად, ჩემო ჩიკუნა, საკუთრად სიამოვნებით ვიქნებო-
დი შენი ბებია...
ჩიკომ თავი ჩაღუნა და არაფერი არ თქვა. საღამოთი კი, კარ-
ტის თამაშის დროს, ჩიკო ბებია მაკას მიუჯდა გვერდით, ხელად
გაერკვია თამაშში და ხმამაღლა რჩევასაც აძლევდა ბებია მა-
კას. ბებია ევას შენიშვნაზე, ხელს ნუ გვიშლიო, მაშ არ უნდა მი-
ვეხმარო ჩემს ბებიასო? – აი, ასე უპასუხა. ოჰ, რა გახარებული
იყო ბებია მაკა, რა გახარებული! თამაშის დროს, აბა, სახის გა-
ბადრვა რა სათქმელია და იმ საღამოს სულ სახეგაბადრული
ეთამაშებოდა ბებია ევას. ერთი სიტყვით, ჩიკოს დანახვაზე ცა
უწითლდებოდა. ისე რომ, სწორედ ჩვენი ყოფნის დროს მთხოვ-
ნელი რომ გამოუჩნდა, გადაწყვიტა სერიოზულად ეფიქრა
დაოჯახებაზე, ოჯახი ოჯახს დაემსგავსება და ბავშვი თუ ჩვენთან
იქნება, მისთვისაც კარგია, პაპასაც შეიძენსო.
საერთოდ, მაკას გათხოვების საკითხი, როგორც ყველა შინა-
ბერასი, ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. რადგან მაკას სე-

584 მკითხველთა ლიგა


რიოზულ სურვილთან ერთად, ძალიანაც ართობდა ეს გაცნობა--
გარიგება, არასდროს უკან არ იხევდა, რომ გასცნობოდა კიდეც
მთხოვნელს და გაერიგებინათ კიდეც ვინმე. აგულიანებდა უბნის
ქალებსაც, მოჰყვებოდა მარტოობაზე წუწუნს, ასე-ისეო, დაიწვას
ჩემი ბედის მწერალიო, დაიწვას და დაიდაგოსო, რა გახდა მაინც
ეს ერთი კაციო? "კარგი, ქალებო, აღარ ვიტყვი, ვისზე რა ნაკლე-
ბი ვიყავი-მეთქი! ჰოო, ჰოო, ვთქვათ და ყველაზე ნაკლებიც ვი-
ყავი, ვთქვათ და მეოცნებეობით, მაღლამაღლა ფრენით, ყვე-
ლას ზემოდან ყურებით... მაგრამ, ნუთუ მართულიანთ მელოზეც
ნაკლები ვიყავი, ქალებო, ჰაა? კუს ბაკანს რო უგავს სახე და
მარტო ეხლა კი არ უგავს, ახალგაზრდობაში კიდევაც უფრო
უგავდა, ჰოდა, იმას მაინც ხო ვჯობდი, თუ აღარავისა, თუ დედა-
მიწის ზურგზე აღარავისა! და აგერ ალექსანდრე, ნეტარება მა-
გას, ბაგე-ტუჩს იცვეთავს იმ კუს ბაკნის კოცნა-ალერსით!" "იჰ,
ერთი შენცა! – შესძახებდნენ ქალები, – მეტი საქმე არა აქვს
ალექსანდრესა, სწორედაც მელოს დასძახებს პაპლი-პუპლის
და გაისიებს გულსა, თანაც, მაკა, ალექსანდრესთანა თუ გინდო-
და, ხო გეყოლებოდა კიდეც. ალექსანდრესნაირებს შენ მუჭაშიც
არ ჩაუფსამდი!" "სულ ჩემი კარგი მამა მიდგას თვალწინ, ქალე-
ბო, – იტყოდა გულამოსკვნით მაკა, – ვენაცვალე იმის სულსა.
ო-ჰო-ჰო-ჰო, როგორი თაკილი იცოდა, რარიგ ვუყვარდი, რა-
რიგ მანებივრებდა, ვინმე მთხოვნელი თვალში რო არ მოუვი-
დოდა, ომახიანად შესძახებდა: შეადარეთ ჩემს მაკასაო! შეადა-
რეთ კუი კურდღელსაო! მეო, ზედმეტი შვილი კი არა მყავსო! მეც
მაშინვე იმას ვეტყოდი ხოლმე: მამილო, შენი ჭირიმე, თვალი
ყველა კაცს ერთად გამოსძრობია-მეთქი, შენს უნებურად არც
არა გამიკეთებია და არც არას გავაკეთებ-მეთქი!" "როგორ არა,
შენს მშობლებსაც მიუძღვით წილი შენს აი, ეგეთ ყოფაში, – და-
რუხანა უახლოესი მეზობელი იყო, მაკას ქვემოთ ცხოვრობდა
და მათი ოჯახისა ყველაფერი იცოდა, – ვინც შენ გიყვარდა, ისე
ამოიღეს ნიშანში, ისე უთრიეს საბელი, დღესხვალიობით საქმეც

585 მკითხველთა ლიგა


ჩაიშალა." მაკა უცებ გაჩუმდებოდა, რა არ უყვარდა და არჩილზე
ლაპარაკი და მსჯელობა, და მაშინვე სიტყვას სხვაზე გადაიტან-
და: "კარგი, ჰოო, ნუ მეუბნებით, მავანს და მავანს შენზე უჭირავს
თვალიო, დამანახეთ მაინც, ვინ არის და რა არის!"დატრიალდე-
ბოდნენ ქალები, დააწკრიალებდნენ იქაურობას, დაამარმარებ-
დნენ, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდნენ, კარგ სუფრას
გაშლიდნენ, მაკას მორთავდნენ და მოკაზმავდნენ და მთხოვ-
ნელსაც დაჰპატიჟებდნენ. აი, სწორედ მაშინ შეუჯდებოდა მაკას
მხრებში ეშმაკი, როგორც კიდევაც მოგახსენეთ, მაშინ დადგე-
ბოდა დაცინვისა და გაქილიკების გუნებაზე, მაშინ მოუნდებოდა
პედესტალზე შედგომა და ხელის მოჩრდილვა, მანდ ვინა ჰკნა-
ვიხართო... ჰოდა, საქმეც იფუშებოდა. განარდებოდნენ ქალები,
მაკას აქეთ-იქიდან ჩაუნისკარტებდნენ: სიდარბაისლეც ხო უნდა
ქალსაო?! ამ სერიოზულ საქმეს შენ, როგორც ჩანს, გართობასა-
ვით უყურებო! ჰოდა, კარგსაც აკეთებო, შენ მაინც ოჯახს ვერ
მოუვლიდიო, აი, რაც ევამ მოუარა, შენც ის იქნებოდიო,
ტყუილად კი არა გაქვთ კუდი კუდზე გადაბმულიო! ჩაიფუფქებო-
და მაკა, ერთხანს სიტყვასაც ვერ გასძრავდა, გატრიზავებული
თავის ქნევას მოჰყვებოდა: ახია ჩემზეო, საბოლოოდ ჩავიქნევ
ხელსა და ეგ იქნებაო, ეტყობა, არ მეწერაო! გაუთხოვარიც ხო
ვინმე უნდა იყოს, ხელუხლებელიც ხო ვინმე უნდა ჩავიდეს მიწა-
ში?! თავისი ქალწულობა ვინმემ ხო სიკვდილს უნდა ჩააბაროს?!
მაშ, იცოდეთ, ის ერთი ვინმე მე ვარო! ჰოდა, ჯანდაბას ჩემი თა-
ვი, გათხოვებაზე კრინტს აღარ დავძრავო! მისცემდა პირობას
ქალებს, მაგრამ ერთი რომ მაკა სანდომიანიც იყო, კარგი ოჯა-
ხიშვილიც, კარგი სახლკარისა და კარგი მზითვის პატრონიც და
შეუძლებელი იყო, კიდევ არ ეყივლა მამალს და ვინმე არ გამო-
ჩენილიყო. აუცილებლად გამოჩნდებოდა, მაკას მსურველი და
მაკასთვის შეღერებული. მაკასაც ისევ მოუბრუნდებოდა გული,
იმიტომ, რომ ამასობაში ისევ ამოვარდებოდა დიდი ქარი,
მისძრავ-მოსძრავდა, დააცურებდა კრამიტებს, ისევ იქუხებდა

586 მკითხველთა ლიგა


და იჭექებდა, წამოვიდოდა წვიმები, აარაკუნებდა მაკა ტაშტებსა
და ვედროებს, აწკრიალდებოდა წვიმის წყალი მთელ სახლში
გაფენილ ტაშტებსა და ვედროებში, ისევ მოვიდოდა კაკლის
ბერტყვის დრო, ისევ შემოვარდებოდა გარღვეული ღობიდან მა-
თულიანთ ღორი, გადათქერავდა იქაურობას, რასაც მგონია და
არა მგონია, წაჰკრავდა თავის გრძელსა და უტიფარ დინგს, მო-
ვიდოდა მერე ამ გრძელდინგა, რუხი ღორების ჭყივილისა და
ქელეხობის დრო, დატრიალდებოდა მწვადების სუნი, ცეცხლზე
შემომდგარ ყაურმის ქვაბებს ოხშივარი აედინებოდა, მოაგონ-
დებოდა მაკას თავიანთი ოჯახი, მოაგონდებოდა თავისი მამა--
ბიძები, მოაგონდებოდა, რა დიდებულად ხვდებოდნენ შობა--
ახალწელს და დაეხურებოდა ისევ გული, გაუწვრილდებოდა
ისევ სული... ქალებსაც ამასობაში ისევ შეეცოდებოდათ მაკა,
ესეც არა, ისევ აეშლებოდათ გარიგების საღერღელი და იწყე-
ბოდა ისევ დალაგება-დაწკრიალება, მზადება, ისევ გაცნობა,
ჩაიზე თუ ვახშამზე დაპატიჟება, ისევ მასლაათი, ერთმანეთის
ათვალიერებ-ჩათვალიერება, ისევ ინგლისური თეთრი სერვი-
ზის გამოლაგება და სხვა ამისთანები...
ჰოდა, ჩვენი იქ ყოფნის დროს, ჩიკოზე ფიქრის დროს, დარუ-
ხანა რომ მოვიდა მთხოვნელის ამბით, მაკას ლამის ეგონა,
უფალმა ჩემი გულისნადები გაიგოვო. თანაც ასეთ საქმეებში გა-
მობრძმედილი დარუხანა, ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, მაკა ინტე-
რესით უგდებდა ყურს და სულ თავს უქნევდა, ეტყობოდა, ჭკუაში
უჯდებოდა დარუხანას ლათაიები:
– მითქვამს და გაიგონე, მაკავ, ბედი უკვე მისწრებაზე გაქვს,
კუდზეღა უნდა სტაცო ხელი, საცაა სამოცს მიაკაკუნებ, როდის-
ღა ქალო, როდისღა?! ცოტა მაინც შენც ხო უნდა გაიხარო, კაც-
თან გალაღდე, ხო გაგიგია, ჩიტი ფრთითაო და ქალი ქმრითაო.
არადა უნახიხარ, ბიბლიოთეკაში, გაგებული ჰქონია შენზე და
ამდგარა და თავის შვილიშვილს მოჰყოლია. დამჯდარა თურმე
იქვე, თან საბავშვო ჟურნალებს ათვალიერებდა, თან შეფარვით

587 მკითხველთა ლიგა


თურმე სულ შენ გიყურებდა, ძალიანაც მოსწონებიხარ და გუ-
ლიც შევარდნია.
– დაიცადე, დაიცადე, – აღელდა მაკა, – ერთი ვიღაც ბეხრე-
კი ხომ არ არის?
– რა ბეხრეკი, ქალო, წლოვანებით შენი შესაფერისია, სა-
მოცდაშვიდისაა, მაგრამ ნამდვილი ბიჭა-ბატკანაა, საღი აგებუ-
ლებისა, ოჯახის მუჭუჭი და ქვისა და ხის მკვნეტავი, მეტი რა გინ-
და? კარგი სპეციალისტი, კარგი ბეითალი, შვილებდაბინავებუ-
ლი. თვითონ და თავისი ცოლი ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ,
ეხლა ეს ორი წელია დაქვრივდა და შვილებიც ძალიან არიან
მოწადინებული მამის დაბინავებას. არ ვიცი, მაკა, არ ვიცი,
ღმერთმანი, მაგაზე უკეთესი ვინღა უნდა გამოგიჩნდეს, ჰოდა,
ნუღარ გადავდებთ, ხვალზევით კვირაა და კვირას მოვაწყოთ,
მოვიდეს, შეხედეთ ერთმანეთს, დაილაპარაკეთ...
ქალებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, ევა იქაურობას არ
გაჰკარებოდა.
– თვალი სჭამს საქონელს, – თქვა თებრომ, – განა იმიტომ,
რო ევა ვინმეს რაიმეში შეეცილება, მაგრამ არ არის მიზანშეწო-
ნილი ჩვენების დროს ეგეთი ლამაზი ქალის გამომჭვიტება.
ბებია ევას არცა სწყენია, მე ტყეში წავალო, კარგი სოკო
მაქვს შეგულებული, ნამდვილი კალმახა, იმას ჩამოგიტანთ
ხვალვე, შეხვედრისთვის ან შეწვით ან მოხრაკოთო. დარუხანა-
მა თქვა, ფანტია ფლავი ჩემზე იყოსო, თებრომ კიდევ – მე ქადას
გამოვაცხობო. ბებია მაკას ხმელი ხილი უნდა დაედგა სუფრაზე,
თავისი ეზოს თხილი და კაკალი, შავი ღორქლიავის ჩირი და
ალუბლის ნაყენი. ბებია ამ ამბებში მონაწილეობას არ ღებუ-
ლობდა. ჩემო მაკა, – უთხრა კიდეც მაკას, – დიდად მოსურნე
ვარ შენი ბედნიერებისა, მაგრამ დარდიანი კაცი ამ დროს სუფ-
რასთან არ უნდა იყოს, თანაც აუცილებლად უნდა გადავიდე
იყალთოში გიოს სანახავად, ფეხით, რა თქმა უნდა, და გოგო შენ
უნდა დაგიტოვო. მაკა თურმე ასეც ფიქრობდა, რომ მე და ჩიკო

588 მკითხველთა ლიგა


აუცილებლად ვყოფილიყავით ამ დროს სახლში. როგორც მერე
გვეუბნებოდა: ასეთი ჩანაფიქრი მქონდაო. ჩვენ კი ისეთი მღელ-
ვარეები ვიყავით, ისეთი მღელვარეები, მეტი რომ არ შეიძლე-
ბა... სკივრიდან თავისი დიდებული ქართული კაბა რომ
ამოიღო, – ეხლა თურმე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებ-
ში მოირთვებოდა ხოლმე ქართული კაბით და ამაზე განსაკუთ-
რებული რაღა უნდა ყოფილიყო, – ჩვენ თვალებდაჭყეტილები
შევყურებდით მის მორთვა-მოკაზმვას. თებრო შველოდა თავის
დახურვას (ბებიაც თურმე ერთ დროს თავდახურული იყო, მაგ-
რამ გიგის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ შავი თავ-
შალი ეხვია, ხან შალის და ხან აბრეშუმის). მერე კი ფანჯრის რა-
ფაზე ვისხედით, კარი რომ გაიღო, ფაშფაშა დარუხანა შემოვიდა
თავისი წიკოწიკოთი, და მაშინვე, – თურმე კალოშებს იხდიდა
და ცოტა შეყოვნდა, – კარებში შემოეყუდა ძალიან მაღალი,
მხრებდაკუთხული კაცი, ლამის ყურებამდე ჰქონდა მხრები ატა-
ნილი... შემოსვლისთანავე მან თავი მდაბლად დახარა. ბებია
მაკა სულ მთლად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, არც
ნაოჭები ჰქონდა, მშვენიერი თვალებიც უციმციმებდა, ეს კაცი კი
ნამდვილი მოხუცი იყო. ბებია მაკას დანახვაზე ჩამოგრძელებუ-
ლი, გამხდარი, შავ-ყვითელი და პრიალა სახე ერთბაშად
გაუნათდა, გაიღიმა და კანიც გარმონივით მოუნაოჭდა. ცალ
მკლავზე მოზრდილი კალათა ჰქონდა წამოცმული, მეორე ხელ-
ში კი დიდი მამალი ეჭირა. ბებია მაკა მაგიდასთან იდგა, კიდეზე
ჩამოყრდნობილი და, ცოტა არ იყოს, შეცბუნებული შემოჰყუ-
რებდა კაცს.
– გამარჯობათ, ქალბატონო მაკა, გამარჯობათ, კეთილი
იყოს ჩვენი გაცნობა, ეს მცირეოდენი ძღვენი მიირთვით... –
ჩაიღიმა ისევ კაცმა და შეფრთხიალებული მამალი თებროს გა-
დასცა, კალათა კი მაგიდაზე დადგა და მაკას თავისი გრძელი,
ხარიხასავით ხელი გაუწოდა. სხვათა შორის ხმაც თითქოს ჩახ-
რინწული ჰქონდა, ხშირად ჩაახიხინებდა ხოლმე.

589 მკითხველთა ლიგა


– რატომ სწუხდებოდით?! სულაც არ იყო საჭირო... – თქვა
ბებია მაკამ გოროზად.
– რასა ბრძანებთ, რა შეწუხებაა, მამალი არ გეგონოთ, ქალ-
ბატონო მაკა, მამალს როგორ გკადრებდით, ყვერული გახ-
ლავთ. ისეთი ხორცი აქვს, უკეთესს ვერ ინატრებთ, ბატკნისასა
სჯობია, ჩახოხბილიც, ტაბაკაც, ჩიხირთმა ხომ... თქმა არ უნდა.
– ბატონი ნაპოლეონი ხომ ბეითალია, მაკა, და მამლაყინ-
წებს სულ თვითონ გამოყვერავს ხოლმე, თანაც ერთ წუთში, –
თქვა დარუხანამ, – ვიშ, რა ფეხზე ვდგევართ, გაიხადეთ პალტო,
ბატონო ნაპოლეონ, დაბრძანდით.
– სიამოვნებითაც... სიამოვნებითაც... – გაშალა თავისი
გრძელი ხელები ბეითალმა, – შორიდან გიცნობდით, ქალბატო-
ნო მაკა, ძალიან მსურდა თქვენი გაცნობა, არ დავმალავ, ყმაწ-
ვილები ხო აღარა ვართ, მომწონდით და ამიტომაც, ქალბატონ
დარუხანას კბილები წინ დავუყარე, გამაცანი და გამაცანი--
მეთქი.
ნამდვილი ბეხრეკი ხეხერა იყო, მაგიდასთან რომ დაჯდა, და-
ყუდებულს ჰგავდა, გეგონებათ, საგანგებოდ დაუგრძელებიათ
და გაუწელიათო. ორი დიდი წინა კბილიც გვერდებიდან გამოხ-
რული და თუთუნისაგან ჩაშავებულ-ჩაყვითლებული, ქვედა ტუჩ-
ზე ჰქონდა დაბჯენილი (ეს უკვე მერე დავინახე კარგად, როცა
ჩვენც მაგიდასთან დაგვსვეს). ბებია მაკა ჯერ ისევ ფეხზე იდგა,
ასპარეზზე გამოსული მებრძოლივით, ყელმოღერებული და დო-
ინჯშემოყრილი ლამის თვალების ბრიალით გამოჰყურებდა ხე-
ხერას.
– ქალბატონო მაკა, რა დიდებული სახლი გაქვთ, რა მშვე-
ნიერი ეზო-ყურე, დარწმუნებული ვარ, ჩემი სახლ-კარიც მოგე-
წონებათ, უთუოდ მოგეწონებათ, ჩემი დიდი სურვილიც ის გახ-
ლავთ, ქალბატონო მაკა, რომ გული დაჰყაროთ იქაურობას... ნუ
წუხდებით, ქალბატონებო, ნუ წუხდებით, რა აუცილებელია სუფ-
რის გაშლა?! – მიმართა დარუხანასა და თებროს, რომელთაც

590 მკითხველთა ლიგა


ერთ წუთში გაშალეს სუფრა და რაც ჰქონდათ, ყველაფერი სუფ-
რაზე დადგეს. სუფრის გაშლის დროს მაკამ კალათა აიღო, რომ
ტახტზე გადაედგა, ხეხერა წამოდგა, ხელში სწვდა მაკას, კალა-
თა ჩამოართვა და ტახტზე ფრთხილად დადგა: – კვერცხია, ქალ-
ბატონო მაკა, ვიფიქრე, არ დაიმტვრეს-მეთქი, ხელი შემოგაშვე-
ლეთ, კვერცხია ვარდისფერი, გული კი ბაჯაღლო ოქრო...
– ალბათ, საკუთარი ქათმებისაა... – თქვა მაკამ და ხეხერას
მოპირდაპირედ დაჯდა.
– რა თქმა უნდა... რაღა თქმა უნდა... – აღელვებითაც კი წარ-
მოსთქვა ბეითალმა, – არცერთ წელიწადს, ქალბატონო მაკა,
ჩემს საწყალ მეუღლეს ხუთ კრუხზე ნაკლები არ დაუსვამს და ორ
ღორზე ნაკლები არა გვყოლია... სხვათა შორის, ვიჩინაც მო-
გართვით, მანდ კალათის ძირშია. ოჰ, ქალბატონო მაკა,
მიხვეულ-მოხვეულები არ მიყვარს და ან რა საჭიროა ჩვენს
ასაკში? თქვენ თუ მე გამაბედნიერებთ, როგორც ბუდეში ჩიტები,
ისე ვიქნებით, არც მწარე გვეკლდება და არც ტკბილი. ჰოდა,
ვკვნიტოთ და ვკვნიტოთ ცხოვრება, ჰაა?! – და თავისი სიტყვე-
ბით გახარებულმა და ნასიამოვნებმა გაიცინა, უფრო ჩაიხვიხვი-
ნა.
ქალები სუფრას შემოუსხდნენ, ჩვენც დაგვიძახეს, აბა, ბავ-
შვებო, თქვენც მობრძანდითო. სუფრის ბოლოს ჩვენც დავსხე-
დით, და რაღაც მაგნიტური ძალით მივაჩერდით ხეხერას...
– ვიჰ, რა კარგი ბავშვები არიან, ვისები არიან? – იკითხა ხე-
ხერამ.
– ჩემი მეგობრის შვილიშვილები გახლავან... აბა, მიირ-
თვით, რაც გვაქვს... – და ბებია მაკამ ყურადღებით მიაპყრო
თვალები ხეხერას.
– კარგია... კარგია... – თქვა ხეხერამ ყოყმანით და სოკო გა-
დაიღო, – როგორ გშვენით ქართული კაბა, ქალბატონო მაკა,
მიხარია, ძალიან მიხარია, ვინღა კადრულობს ეხლა ქართულ
კაბას?! ტრადიცია ყველაფერია. ჩვენც ძალიან ტრადიციული

591 მკითხველთა ლიგა


ოჯახი გვქონდა, ქალბატონო მაკა, ჩემი მეუღლე, ღმერთმა მიც-
ხონოს და ნათელში მიმყოფოს, – ბეითალმა თავისი გრძელი,
ჩამოტყლარწული კისერი აღმართა, ძარღვები თოკებივით
დაეჭიმა, მერე კი ისევ სოკოს შეექცა და დაწყებული სიტყვაც გა-
ნაგრძო: – ჩემი მეუღლე, ქვა რომ გამეგორებინა და მეთქვა--
გაჰყეო, გაჰყვებოდა. თან რა ენადაცული, რა ოჯახის მუჭუჭი!
იცოდა, რო დიდი გურგური ოჯახს არ უხდება, იცოდა, რო ოჯახი
ციხესავით უნდა იყოს, შეკრული და შენივთული, უბანიც კარგია,
მეგობარიცა და მეზობელიც, მაგრამ ოჯახის კარი წარამარა არ
უნდა შემოფრიალდეს...
– მაშ, მააშ... – გააგრძელა მაკამ, – როგორიც ქვეყანაა, ოჯა-
ხიც ისეთი უნდა იყოს, ოჯახია ქვეყნის ბურჯი, რა დასანანია, რო
ეგეთი მეუღლე ხელიდან გამოგეცალათ... – და მაკამ ქალებს
გადახედა.
– ნუღარ იტყვით! – შესძახა ხეხერამ, – გულის რუჟვა, ქალ-
ბატონო მაკა, გულის რუჟვა დაემართა, ლუკმა რო ჩაედო, მა-
შინვე გულის რუჟვა აუტყდებოდა. უმატა და უმატა და უმატა,
ექიმი არ დავაკელი და წამალი, მაგრამ არაფერი გამომივიდა...
როცა შვილები მივაბინავ-მოვაბინავეთ და ერთმანეთს გავუტ-
კბით, სწორედ მაშინ წამართვა სიკვდილმა იმისი თავი.
– ყველა, ყველა იმას ამბობდა ქვემო ხოდაშენში, რა პატივი
სცა თავის მეუღლესო, – ჩაერია დარუხანა, – რა სანიმუშოდ
გაუკეთა ყველაფერიო... კი იმსახურებდაო, ძალიანაც იმსახუ-
რებდაო, მაგრამ რამდენი ვინმე რამდენ რამეს იმსახურებს –
მიაგებენ? ბატონი ნაპოლეონი კი ასეთი სანიმუშო მეუღლე
ბრძანდებოდა და ყოველთვისაც ასეთი იქნება.
– უეჭველად, ქალბატონო დარუხანა, უეჭველად, თუმც ქალ-
ზედაც არის... მეე ხორველასავით მეჯავრება ბოდოშალი ქალი,
კატასავით პირს რო მოიბანს, მოლამაზდება და კუთხე--
კუნჭულში რა ხდება, – ხეხერამ თავისი ნიჩაბივით ხელი გატ-
ყორცნა და მოატარა, – სულ არ აინტერესებს... ჩემი მეუღლე,

592 მკითხველთა ლიგა


ქალბატონო მაკა, სისუფთავის მონა იყო. თუ კრუხ-წიწილს არ
უვლიდა, ხელიდან გაუგდებლივ ეჭირა ან იატაკისა, ან მტვრის
ტილო. ამიტომაც არის, რო ოჯახი გაქებს, ოჯახი გაგინებს... პა-
პაჩემი ბერძნულსა და ლათინურს ასწავლიდა სასულიერო სას-
წავლებელში და ხშირად იტყოდა ხოლმე ოჯახზე "სანქტა სან-
ქტორუმ!
– მეე გული უნდა დაგწყვიტოთ... – თქვა მაკამ და გაიცინა, –
სულაც არა ვარ კარგი მეოჯახე და სულაც არ დაგიდევთ ასეთ
რამეებს...
– რა იცით, ქალბატონო მაკა, ვინა ხართ და რა ხართ?! – შეს-
ძახა ხეხერამ აღელვებით, – თქვენ ხომ ოჯახი ჯერ არ გქონიათ,
ქალბატონო მაკა, ნუთუ არ გახსოვთ, რას ამბობს ხალხური სიბ-
რძნე?! ქალმა თქვა საქმარშვილე წელი სხვა მაქვსო! მე არავის-
ზე ნაკლებად თქვენ არ მესახებით?! არავითარ შემთხვევაში, ეგ
არ იფიქროთ, ქალბატონო მაკა, გთხოვთ! – და ხეხერამ აღელ-
ვებულ გულზე ალუბლის ნაყენი გადაჰკრა, მერე კაკლები აიღო
და მუჭით გატეხა: – ვიშ, რა თხელნაჭუჭა კაკალია! სახლის გა-
ყოლებაზე, ბაღის ბოლოს რო კაკალია, ის ხომ არ არის? – და
ისეთი სიამე გადაეფინა სახეზე და ისე შეჰღიმა მაკას, თითქოს
ეუბნებოდა, ყველაფერს გაპატიებთ, როგორიც არ უნდა იყოთო.
– სწორედ ის გახლავთ, პაპაჩემს მოუტანია ზაქათალიდან
კაკლის ბაყილო და იმას დაურგავს... მაგრამ ხალხური სიბ-
რძნეო, რო ბრძანეთ, იმას სხვა ასაკის ქალი ამბობს, განა ასე
არ არის? – თქვა მაკამ ცოტა არ იყოს გაბეზრებით.
– ასაკი? თქვენ ასაკს ამბობთ?! სარკეში ჩაიხედეთ, ქალბა-
ტონო მაკა, რა ახალგაზრდა და მშვენიერი ხართ! ჩემი ასაკიც,
ძალიან გთხოვთ, ნუ შეგაშინებთ, პირობას გაძლევთ, – ხეხერა
მღელვარედ ჩააშტერდა მაკას, – ჩვენ ისეთი ჯიშისა და ჯილაგი-
სა ვართ, დედაჩემი ას სამი წლისა თონეში ეკიდებოდა, პაპაჩემი
კიდევ, მოგეხსენებათ ბერძნულსა და ლათინურს ასწავლიდა,
ჰოდა, ასი წლისას ჩაუტარებია გაკვეთილები, მოსულა სახლში,

593 მკითხველთა ლიგა


გემრიელად მიურთმევია ჩიხირთმა თავისი კურტუმ-ბარკლით,
ღვინოც დაუყოლებია, სადილშემდეგ თვალს მოვატყუებო, უთ-
ქვამს, მიწოლილა ტახტზე და ასე აღსრულებულა... სიკვდილიც
ასეთი მსუბუქი გვაქვს, ქალბატონო მაკა, სადამდეც ჩემი ხსოვნა
უწევს, ავადმყოფობითა და ტანჯვა-წვალებით ჩვენს ჩამომავ-
ლობაში არავინ მომკვდარა... ოჰ, რა დიდებული ფლავია, ნამ-
დვილი ფანტია, გეკითხებით, ცუდი დიასახლისი ამისთანა ფლა-
ვის გამკეთებელია?
დარუხანამ არ დააცადა მაკას სიტყვის თქმა:
– რას ამბობთ, ბატონო ნაპოლეონ, რა სათქმელია, ან რა
თითების ჩასაკვნეტი თავი აქვს, ნუშ-ქიშმიშისა...
– ქალბატონო მაკა, ქალბატონო მაკა, – წაუმღერასავით ხე-
ხერამ და მთლიანად გამოაჩინა თავისი ჩაჟანგებული კბილები,
– თავს ნუ იმცირებთ, თავს ნუ იმცირებთ, ვხედავთ, რაცა ხართ...
– და თან თითი დაუქნია, მერე გრაფინიდან ალუბლის ნაყენი ჩა-
მოისხა და თვალებაჟუჟუნებულმა გულაჩუყებით უთხრა: – ჩემი
მეუღლე ნაპლიკოს მეძახდა. რა ბედნიერი ვიქნები, თქვენც თუ,
როცა იქნება, ასე მომმართავთ...
– ბატონო ნაპოლეონ, – თქვა ბებია მაკამ ანცად და დამცინა-
ვად, – მე სულ არა ვარ ისეთი, თქვენ რომ გგონივართ...
– ნუ იპრანჭები, ქალო, ნუ იპრანჭები, – სიტყვა გააწყვეტინა
თებრომ, – ძალიან კარგად ხედავს ბატონი ნაპოლეონი, თვა-
ლები აქვს და ხედავს, რაცა ხარ და როგორიცა ხარ?
– ქალბატონო მაკა, რასა ჰგულისხმობთ, არ ვიცი, მე კი გუ-
ლახდილად გეტყვით, წმინდანი არა მგონიხართ, ან რად უნდა
იყოთ ამ ხნის ქალი წმინდანი?! მე გაგებული კაცი გახლავართ,
ქალბატონო მაკა, – ჩაიხვიხვინა ხეხერამ, – მეე საბეითლო
ვარშავაში მაქვს გათავებული, ევროპასაც რო თავი გავანებოთ,
ბუნებასთან ახლოს მდგომი პირი ვარ, ვიცი, რომ ბუნება თავი-
სას მოითხოვს, წმინდანობა არც საჭიროა და არც აუცილებელი

594 მკითხველთა ლიგა


თქვენი ასაკის ქალისათვის, მაგრამაა, თავშენახული კი მგონი-
ხართ და მოვითხოვ კიდეც თქვენგანა თავშენახულობას.
– მშვენიერ სიტყვასა ბრძანებთ, ბატონო ნაპოლეონ, მშვენი-
ერ სიტყვას, მაკა თავშენახულიც არის და ზედმეტად თავშენახუ-
ლიც!
– უჰ! – ამოიზმუკუნა მაკამ, – დარუხან, მოდი ერთი, წიკო--
წიკო გასწიე შენებურად, ეს ბავშვები ვაცეკვოთ, თორემ მოიწყი-
ნეს და ეგ არის!
ჩვენ არაფერიც არ მოგვიწყენია, გემრიელად შევექცეოდით
ბებია თებროს ფუმფულა ქადებს, ერთმანეთს მუჯლუგუნს
ვკრავდით და ისეთი ინტერესით ვუყურებდით ხეხერას, თითქოს
მისი ყოველი ნაკვთი საგულდაგულოდ უნდა ჩაგვებეჭდა და
მთელი ეს ამბავიც ძალიან გვართობდა. ჩვენდა გასახარად, ბე-
ბია დარუხანამაც არ დაახანა, გასწია მაშინვე თავისი წიკო--
წიკო. განთქმული იყო ბებია დარუხანას წიკო-წიკო. რაღას არ
უკრავდა თავის პატარა გარმონზე. ახლაც, ისე საამოდ ჩააწიკწი-
კა და ჩაამძივა საცეკვაო. მე მაშინვე ხელ-ფეხი ამითამაშდა,
თხოვნას არცკი დავუცადე, გადავხტი და ლეკური ჩამოვუარე.
ბებია მაკა თვალით რაღაცას მანიშნებდა, აშკარად ხეხერასკენ
მანიშნებდა. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და მეორე წრეზე
ცეკვა-ცეკვით წავედი ხეხერასაკენ და თავი დავუკარი.
– არ გატრიზავებ, გენაცვალე, არა! – დამძახა ხეხერამ, გაშა-
ლა თავისი ნიჩბებივით ხელები, წამოიმართა, წამოიმართა, მე
თავი უკან გადავაგდე და ისე ავხედე... ჩემ წინ გაუსვა და გამო-
უსვა თავისი გრძელი ფეხები, სულ ტლინკები ყარა, ცხადია, ბე-
ბია მაკასთვის უნდოდა დაემტკიცებინა თავისი ჭაბუკური სიგიჟ-
მაჟე... ხეხერამ მერე ჩიკო გადაიწვია, მე კი ჩემს ადგილზე დავ-
ჯექი, მიხაროდა, ჩიკოს რომ ვუყურებდი, რამდენი ხანია, ასეთი
გამხიარულებული არ მენახა, ისე კოხტად მომუშტა ხელები,
როგორც წინათ იცოდა ხოლმე, ბებია დარუხანა მაშინვე
მთიულურზე გადავიდა და ხეხერა ზევიდან ჩამოსძახოდა "აასას"

595 მკითხველთა ლიგა


და ჩიკო ქვევიდან ასძახოდა, მე, ბებია მაკა და ბებია თებრო კი-
დევ ტაშს ვუკრავდით...
– ო-ჰო-ჰო-ჰო, ძალიან ცეკვა გცოდნიათ... – თქვა ბებია მა-
კამ სიცილით.
– უზადო კაცი გახლავართ, ქალბატონო მაკა, უზადო! მაგრამ
ერთი ეს მითხარით, ეს მოცეკვავე ბავშვები ვინ არიან?!
– შეუძლებელია, არ იცნობდეთ მათ მშობლებს, სამწუხა-
როდ, ეხლა ამ საშინელებაში მოჰყვნენ, დროებით, რა თქმა უნ-
და, და ჩემთან არიან შემოფარებული...
– რასა ბრძანებთ! რასა ბრძანებთ! – გადმოკარკლა თვალე-
ბი ხეხერამ, – აბა, უყურეთ, აბა, უყურეთ, ტროცკისტების ბავშვე-
ბი შემოგიფარებიათ!
– დიახაც რომ შემომიფარებია, მერე რა გინდათ, მაგითი
თქვათ! – თვალები გააელვარა ბებია მაკამ. ხეხერას თითქოს
უცებ სახეზე ხელი ჩამოუსვესო, რაღაც უცნაური ღიმილი გა-
დაეფინა:
– მივესალმები თქვენს კეთილ გულს, ქალბატონო მაკა, –
ხეხერამ გაგულისებით ამოისვა ტუჩის კუთხეებში ცერი და შუა
თითი და ეს მოძრაობა სულ არ შეეფერებოდა მის ღიმილსა და
მის დათაფლულ კილოს, – ჩვენს დროში, როცა არაფერი არ
მოითხოვს იგეთ ანგარიშიანობას, როგორც შებრალება, რად-
გან დიდი მაცდური რამ არის შებრალება, მაცდურზე მაცდური,
იგეთ მახეს დაგიგებს, იგეთ კაკანათს, იგეთ საკენკს დაგიყრის,
რომა ორივე ფეხით გაგაბამს... და მიუხედავად იმისა, რო ჩვენ
დროში ადამიანი სუ ჩახმახზე უნდა იყოს შეყენებული და დარა-
ჯად ედგას სწორედ შებრალებასა და გულის აჩუყებას, რადგან
ყველას თავისი სიცოცხლე აქვს და ყველა თავისი სიცოცხლით
ცოცხლობს, თქვენ იბრალებთ და იფარებთ, ბარაქალა თქვენ
კეთილ გულს ქალბატონო მაკა, ბარაქალა! – და ხეხერამ, ცეკ-
ვითა და ასეთი დიდი ტირადით მოშიებულმა, ერთ ლუკმად
ჩაიდო პირში ქადა და ალუბლის ნაყენიც დააყოლა.

596 მკითხველთა ლიგა


– ვიჰ! – გადაფიჩინდა ბებია მაკა, – რა შავი ღრუბლები იყ-
რება, ნამდვილად ქარბუქი ამოვარდება.
მაკამ ფანჯრისაკენ გაიშვირა ხელი.
– მერე, შეიყაროს და შეიყაროს, ქარბუქი გაშინეებთ? –
იკითხა მიამიტად ხეხერამ და მეორე ქადას გამოუყვანა წირვა.
– ჩემთვის რა მაშინებს, თქვენა გაქვთ დიდი გზა გასავლელი
და ემანდ გზაში არ მოგისწროთ, ქოლგა მაინცა გაქვთ წამოღე-
ბული?
– ქოლგა განა კაკაანთ რძალი ვარ, კაცს ქოლგა რად უნდა?!
– უიმე, სულაც არ მინდა, ჩემს მიზეზობაზე თქვენ ქარბუქში
მოხვდეთ, გაცივდეთ და ავად გახდეთ! – ბებია მაკას ხმა თანდა-
თანობით უწვრილდებოდა.
– მეე ერთი ვიღაც უნდილი კი არა ვარ! – შესძახა ხეხერამ, –
არავითარი ქარბუქი არ მაშინებს!
– თქვენ არ გაშინებთ, მე მაშინებს, თქვენც ხო შემატყეთ, მე
კეთილი ადამიანი ვარ, არ მინდა, ვინმეს ცოდვაში ჩავდგე!
– რა ვქნა, არ მაშინებს ქარბუქი და რას გადამეკიდეთ! –
დაიძახა გაბეზრებულმა ხეხერამ.
– მე გადაგეკიდეთ, თუ თქვენ გადამეკიდეთ! – სიკაპასე შე-
ეტყო ხმაში ბებია მაკას.
– ვინ აიჩემა, ქარბუქი, ქარბუქიო, მე თუ თქვენა! მე თქვენგან
სხვა პასუხს ველი, თქვენ კიდევ ქარბუქიო, ეს არის საქმე? გირ-
ჩევთ, ბედს ნუ დასწიხლავთ, ქალბატონო მაკა, გირჩევთ... – და
გაბრაზებულ გულზე ხეხერამ ქადას გაჰკრა კბილი და ალუბლის
ნაყენიც გადაუშვა.
– რა ვქნა, როგორცა ჩანს, ესა ყოფილა ჩემი ბედი... – თავი
მოიკატუნა ბებია მაკამ.
– თუ ბედი აეგრე ჩასწიხლეთ და გააპანღურეთ, რა ბედი გექ-
ნებათ?!
– არ მექნება და ნუ მექნება, როგორც მიცხოვრია, ისე ვიც-
ხოვრებ! – დამარცვლით, გადაბრჯნილი კილოთი თქვა მაკამ,

597 მკითხველთა ლიგა


დარუხანა და თებრო გატრიზავებული შეჰყურებდნენ მაკას და
რა ეღონათ, არ იცოდნენ.
ხეხერამ უცებ შეიცვალა კილო, ისევ ამო და მშვიდობიანი გა-
უხდა:
– ქალბატონო მაკა, გთხოვთ დაფიქრდით, ვიცი, ვიცი, მღელ-
ვარეა ქალის გული, ეგეთი სერიოზული საკითხის ერთბაშად გა-
დაწყვეტა ძალიან ძნელია... ვიჰ, ვიჰ, რა მშვენიერი კავები
გაქვთ, როგორ გაბუჟღავებული, გიყურებთ და თვალი ვერ მო-
მიცილებია...
მაკამ უსიამოვნოდ ჩაპრანჭა ცხვირი:
– თებრო, კალათა რომ არ დაგვიცლია... იქნებ წაგეღოთ
უკან კალათა, ბატონო ნაპოლეონ?!
– აბა, ეგ სიტყვაა, ქალბატონო მაკა, ეგ გეკადრებაათ?! – ნი-
ჩაბივით ხელები შეყარა ბეითალმა, – ნეტა ჩამობრძანდეთ და
თქვენი თვალითა ნახოთ, მოლზე რო გამოიშლება ასი ფრთა ქა-
თამი, რა სანახავია, სახორცე ჯიშისა ცალკე მყავს, საკვერცხე
ცალკე, – კიდევაც მოგართმევთ...
– ეხლავე დაგიცლით კალათას, – თქვა თებრომ
– არა, არა, არ არის საჭირო! თუ არადა კალათისათვისა და
პასუხისთვის სხვა დროს მოვალ...
ბებია მაკამ თავი მიიბრუნა და არაფერი უთქვამს, კოპებგა-
მოკრული იჯდა, ხეხერა წამოდგა, გრძელი ხელი გამოუწოდა მა-
კას:
– ნება მიბოძეთ, ხელზე გეამბოროთ, ქალბატონო მაკა.
ბებია მაკამ ძლივს, უნდობლად გაუწოდა ხელი. ხეხერამ ორი
გრძელი წინა კბილი ფრთხილად დააბჯინა ბებია მაკას პატარა
ხელს, მერე თავი აიღო, თვალებით მიესიყვარულა და ჩამტკბა-
რი კილოთი უთხრა საბოლოო სიტყვა:
– ჩვენ ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ, ქალბატონო მაკა.
იმისი წასვლა იყო და ბებია მაკას დარბაზში ერთი ალიაქოთი
ატყდა. ქალები მიეხვივნენ, განარებულები დასძახოდნენ: ბედი

598 მკითხველთა ლიგა


კარზე მოგდგომია, რასა ფიქრობ, ხო არა გგონია, დანგი--
დუნგით დაგესევიან მთხოვნელებიო, პირზე ტყავი გადავიძრეთ
შენი ქება-დიდებით და როგორ გვიფუშავ ამ დალაგებულ საქმე-
საო. კაცი გადაირია, ისე მოეწონეო.
– რა ჭირად მინდა?! –ბობოქრობდა თავის მხრივ ბებია მაკა,
– თუ გულიც დამეხურება, სულიც! თვალიც გამოსძრომია და-
ბეხრეკებულ კაცსა! დღისით წითელი კოჭები ვუგორო, პაპლი--
პუპლი დავძახო, ვასხა და ვაყარო მაგის სტომაქსა, – ვიშ, გე-
ნაცვათ, რამოდენა ფლავი დანთქა, – ღამე კიდევა ვუსმინო მა-
გის ხვრინვასა და კუილსა! მადლობთ! დიდი მადლობა აემისთა-
ნა ზრუნვისთვის!
– ხმა! კრინტი აღარ დასძრა გათხოვებაზე! ერთი კიდევ წამო-
გიორთქლებია?! ჩემზე მეტი მტერი არ გინდა! რაკი თავი ნუგბა-
რი გგონია და დარბაისელ, ხნიერ კაცს ხელსა ჰკრავ! თან რო-
გორ მაგარსა! ბუქნაში ამოდიოდა და სუნთქვა არ ასჩქარებია,
ხო შენც შენიშნე, თებრო, ვითომც აქ არაფერიო, ისე დაჯდა და
ისე განაგრძო მასლაათი! – თავის გულს ასკდებოდა დარუხანა.
– უჰ, უჰ, უჰ, მასლაათი არ გამაგონოთ! – ხელები გაასავსავა
ბებია მაკამ.
– ჰოდა, რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს! – შესძახეს ერ-
თხმად ქალებმა.
– აბა, ბავშვებმა თქვან თავისი აზრი, რას მეტყვიან? – უკვე
შემოგვცინა ბებია მაკამ.
– ასი წლისა იქნებოდა... – თქვა ჩიკომ, – ბებია მაკა კიდევ
ახალგაზრდა და ლამაზია!
– უი, შენ კი გენაცვალე, ნეტაი კი რად გვინდა ეს ასი წლის
კაცი?!
– თანაც ძალიან დიდი კბილები აქვს, თანაც გამოხრული... –
დავუმატე მე.
– ერთი სიტყვით, აქლემო, ყელი გაქვს მრუდეო! – გაიკისკი-
სა ბებია მაკამ.

599 მკითხველთა ლიგა


– მორჩა, გათავდა შენი გარიგებები, მაკავ! – დაასკვნეს ქა-
ლებმა.
– აღარც მინდა, ჩვენ ისედაც კარგად ვიქნებით! – თქვა ბებია
მაკამ და ჩიკოს თავზე ხელი გადაუსვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბე-
ბია მაკას არცერთ გულისნადებს განხორციელება არ ეწერა.
მალე ბებია დაბრუნდა, დაღლილობისაგან გადანათებული.
დილიდან იყალთოში წასულიყო ფეხით, და მე დამაიმედა, გიო
სულ უკეთ და უკეთ ხდებაო... იყალთოელ ბებიას ნობათი გა-
მოეტანებინა, ციხეში გადასაცემადაც და ჩემთვისაც, ერთი ვა-
რია, ჩურჩხელები და პურები. მამასთვის გადასაცემი ამანათი
თურმე ძლივს მიათრია ციხემდე. და იქ, პატიმართა პატრონები-
საგან ახალი ამბავიც გაეგო, ხვალზევით დილაუთენია მიჰყავთ
პატიმართა ეტაპი თბილისშიო. აღელვებისაგან მე ყოველთვის
სუნთქვა შემეკვრებოდა ხოლმე და ახლაც ასე მეგონა, სული
შემიგუბდება-მეთქი...
– ასაღელვებელი რამე რომ იყოს, გენაცვალოს ბებია, შენ
გეტყოდი? ვერ დაგიმალავდი? საქმე ის არის, ჩვენ უნდა წავი-
დეთ გასაცილებლად, ამიტომაც გეუბნები, რომ იცოდე წინას-
წარვე. მე ძალიან მიხარია, რომ თბილისში გადაჰყავთ, იქ ყვე-
ლაფერს მალე გამოიკვლევენ, მალე მოჰფენენ ნათელს სიმარ-
თლეს, მაგრამ ჩვენ ხომ აუცილებლად უნდა ვნახოთ, გენაცვა-
ლოს ბებია, ხო უნდა გავაცილოთ!
მე გული მიკანკალებდა, ვერ წარმომედგინა, მამა ისეთი არ
მენახა, როგორიც იყო. ბებიას ვკითხე, ჩიკოს ნათესავებმა
იციან-მეთქი, და იციანო, ყველამ გაიგოვო, ასეთი ამბავი უცებ
ვრცელდებაო. მართლაც, ბებიამ რომ გამაღვიძა ღამიანად, ძა-
ლიან თბილად ჩამაცვა და მოედანზე ჩავედით, გაყოლებაზე,
კლუბის წინ ხალხის დიდი ჯგუფი დავინახეთ. კლუბის შესას-
ვლელთან ნათურა ბჟუტავდა და იმიტომ შევნიშნეთ, ისიც რომ
მივუახლოვდით მაშინ, თორემ ისე ბნელოდა, ორ ნაბიჯზე აღა-
რაფერი ჩანდა. ამ ლანდებისა და ჩრდილების დანახვაზე კიდევ

600 მკითხველთა ლიგა


უფრო შემიპყრო სიავის განცდამ, გული მეწურებოდა, ისე მინ-
დოდა, რაღაცას გავეყრუებინე, როგორმე ჩამეხშო სიბრაზის,
განწირულებისა და შეურაცხყოფის გრძნობა, აბა, რა გამო-
დიოდა?! მე ხომ დარწმუნებული ვიყავი, როგორც ბებია მეუბნე-
ბოდა, ეს გაუგებრობა გაიფანტებოდა და ბოდიშს მოგვიხდიდ-
ნენ. ახლა კი განთავისუფლების მაგივრად, კიდევ სხვაგან მიჰ-
ყავდათ და მე შავბნელი ფიქრები შემომესია, რატომ მიჰყავდათ,
რატომ, განა აქ არ შეიძლებოდა ყველაფრის გამორკვევა, მამა
ხომ აქ მუშაობდა, ყველა მას სწორედ აქ იცნობდა, არაფრით არ
მინდოდა, გამოვტეხოდი ჩემ თავს, რომ წამიერად საზარელი ში-
ში მომიცავდა ხოლმე, ვაითუ იმიტომ მიჰყავთ, რომ ვეღარას-
დროს ვერ ვნახო-მეთქი. იქაურობა ბავშვებით იყო სავსე, მაგ-
რამ არავისი ნახვაც არ მინდოდა, ნახევარ ნაბიჯზე არ ვცილდე-
ბოდი ბებიას. მაგრად ყინავდა, შუა იანვარი იყო, ვიღაცამ თქვა:
ხალხნო, დღეს ჩემი დაბადების დღეაო, თექვსმეტი იანვარიო და
ხედავთ, როგორ ვხვდებიო. ვიღაც მეორემ დაიძახა: ხალხნო,
მოდით, ბედნიერება ვუსურვოთო, ამისი ბედნიერება ხომ ჩვენი
ბედნიერებაც იქნებაო, და გაისმა აქეთ-იქიდან მილოცვები. ყვე-
ლა ქვევითკენ იყურებოდა, ბატონის ციხის დიდი შესასვლელი-
საკენ, ციხე ხომ იქ იყო, შიგნით. ხალხი კი გვემატებოდა და გვე-
მატებოდა, ძველ ბაღთან ქუჩა გადმოჭრეს ჩიკოს გარე მამიდამ
თავისი შვილებით, კარლენითა და მარლენით და ჩიკოთი. მო-
ვიდნენ თუ არა, ჩიკომ მაშინვე მომნახა და ხმადაბლა მითხრა,
რაღაც მაქვს სათქმელი და იქით წავიდეთო. ცოტა რომ გავნა-
პირდით, გამენდო: მე გადავწყვიტე, მამას წავყვეო (ჩვენ გაგებუ-
ლი გვქონდა, რომ პატიმარ ქალებს თელავში არ აჩერებდნენ
და მაშინვე მიჰყავდათ თბილისში). როგორ უნდა წაჰყვე-მეთქი,
– შევიცხადე მე. ძალიან კარგადო, მილიციელს ვეტყვი, რომ
სტალინს მივწერე წერილი და ვთხოვე, ჩემს მშობლებთან ერ-
თად გამგზავნოსო და დამთანხმდაო... მერე წერილი რო
მოგთხოვოს-მეთქი ძია სტალინისა? ვეტყვი, რომ სახლში დამ-

601 მკითხველთა ლიგა


რჩაო. ჩიკო ისეთი გადაწყვეტით მეუბნებოდა და სიბნელეშიც
ისე უელავდა თვალები, ვიფიქრე, ნამდვილად დააჯერებს
მილიციელს-მეთქი.
– მაშ წახვალ?– ვკითხე ჩამწყდარი ხმით.
– წავალ, აუცილებლად წავალ... მეც გული მწყდება, მაგრამ
დედასთან და მამასთან მინდა... – თავი ჩაღუნა და დამორცხვე-
ბით დაამატა, – უიმათოდ არ შემიძლია და... რა ვქნა... მაშინვე
მოგწერ წერილს. შენც ხომ მომწერ?
– აბა, რაა, და ყველაფერს მოგწერ, მე "ჯ"-ც და "ჭ"-ც და ყვე-
ლაფერიც გამომყავს!
– მეც უკვე გამომყავს, ეე, კარლენმა გამომიწერა და ყველა-
ფერი გამომყავს!
მე ისეც სასოწარკვეთილი ვიყავი და ჩიკოს გადაწყვეტილე-
ბამ ისე დამწყვიტა გული, ისე შემაწუხა, ნამდვილად წავა-მეთქი,
ვფიქრობდი, უყურე, რა კარგად მოუფიქრებია ყველაფერი--
მეთქი, ისეთი შეუპოვარია, ნამდვილად გაჰყვება ძია ლექსოს--
მეთქი. და უცებ კიდევ უფრო შემომაწვა სასოწარკვეთა. თან უკ-
ვე ძალიან მციოდა, ფეხებს ვაბაკუნებდი, ადგილზე ვხტოდი...
ბებიამ თავისი ხავერდის პალტო გაიხსნა, მე შემომხვია, ხელე-
ბიც შემომასალტა, თან დაიხარა და ხმადაბლა მითხრა: მოიგო-
ნე, გენაცვალოს ბებია, წუხელ რაც გიამბეო, ცოტაც მოვითმი-
ნოთ, სადაც არის ირიჟრაჟებსო... წუხელ კი ბებიამ ჩვენი მაც-
ხოვრის ამბავი მიამბო, ისე საინტერესოდ, ისე ხატოვნად, სულ
იმ საშინელ გოლგოთის გზას ვხედავდი, ჯვრით დამძიმებული
იესო რომ მიჰყავდათ... ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაც-
ხოვრის ვნებანი, განსაკუთრებით შეჭირვების ჟამსო, მეუბნებო-
და...
ცხენების ფრუტუნის ხმა მოისმა. თანდათან შეივსო ქუჩის
მარცხნივ, ჩასასვლელთან ეტლების სადგომი. ქვაფენილზე ცხე-
ნების ფეხის ხმა გაისმა. ესე იგი, თენდებოდა, სიბნელესაც
შეეპარა ბინდი, ვიღაც ქვეითად მორბოდა და ხელს გვიქნევდა...

602 მკითხველთა ლიგა


ხალხი აჩოჩქოლდა, მოჰყავთო, დაიძახეს. შორიდან მანქანების
ყრუ გუგუნი მოისმა და მართლაც გამოჩნდა პირველი მანქანა,
დიდი საბარგო მანქანა, მას უკან მეორე მანქანა მოსდევდა... მე-
რე კიდევ... და კიდევ... ხალხმა სახელების ძახილი დაიწყო, რაც
ძალი და ღონე ჰქონდათ, გაჰყვიროდნენ სახელებს: კოტეს, პეტ-
რეს, სიკოს, ლადოს, საბას, თედოს... რა სახელს აღარა... ძარე-
ბი გაჭედილი იყო ხალხით, მაგრამ ბინდბუნდში და თან ქუჩის
მეორე მხარეს, მოშორებით, სულ არ ჩანდა სახეები. სახელები
კი იქიდანაც ისმოდა, ერთმანეთს წამიერად ეპასუხებოდნენ, ამ
ჟღავიჟღუვში პოულობდნენ ერთმანეთს ხმები... მანქანებმა რომ
ჩაიარა, ყველა ეტლისაკენ გაიქცა. ჩვენც წავედით. ერთ წუთში
გაივსო ეტლები, საბარგულზეც სხდებოდნენ, მოზრდილ ბავ-
შვებსაც კალთაში ისხამდნენ, რომ როგორმე ჩავსულიყავით
სადგურზე, საიდანაც პატიმრები მატარებლით უნდა გაემგზავ-
რებინათ თბილისში. სანამ ჩავიდოდით, კიდევაც გათენდა. სად-
გურის მოედანი უკვე ხალხით იყო სავსე. ზოგი პირდაპირ აქ წა-
მოსულიყო. ქვემო სოფლებიდანაც სადგური უფრო ახლოს იყო,
ვიდრე თელავი. ბებია კი ამბობდა: უნდა დავრწმუნებულიყავით,
რომ ნამდვილად მიჰყავდათ დღეს პატიმრები, ისე სადგურში ჩა-
მოსვლას ოთხ კილომეტრზე აზრი არ ჰქონდაო. არა, მე მაინც
არცერთი წუთით არ ვნანობდი კლუბის წინ დგომასა და ცდას...
წუხილით და გულის კანკალით...
სადგურის წინ ნახევარი მოედანი მილიციელების კორდონს
ეჭირა. მე ვერაფერს დავინახავდი, ბებიას რომ სულ ნაპირას,
სადგურის შენობის ფანჯარაზე არ შევეყენებინე. გარედან ფანჯა-
რა ხომ ოდნავ შეწეულია და ვიწრო კედელი რჩება, ჰოდა, მე ძა-
ლიან თავისუფლად ვიდექი და იქიდან მთელ ბაქანს ვხედავდი.
ეს სულ სხვა სადგური და ბაქანი იყო, ვიდრე ის, სადაც მე მამას-
თან და დედასთან ერთად ვყოფილვარ... ვხედავდი დაღვრემილ,
მოქუფრულ სახეებს. არავის პირზე ღიმი არ მოსდიოდა, თით-
ქოს პანაშვიდზე არიანო... ჩვენ სულ დავიქსაქსეთ, ვინ სად მოხ-

603 მკითხველთა ლიგა


ვდა, ვინ სად. სადგურის მარჯვნივ ორი ხე შეხუნძლული იყო
მოზრდილი ბიჭებით. ისინიც კი არ ხმაურობდნენ. გული დამიმ-
ძიმდა. ძია გიგლა გამახსენდა, იმ ღამეს რომ ამბობდა ცრემ-
ლჩამომდინარე, ჩვენ ხო ადამიანები არა ვართო, და მეც, ზღვა
ხალხს რომ ვხედავდი, როგორც მაშინ თეატრში ყოფნისას, ასე
მეგონა, დავპატარავდი, დავპატარავდი და ლამის ჭიანჭველად
ვიქეცი. მერე ბებიას ვუზიარებდი ჩემს განცდებს და ბებია ღიმი-
ლით მანუგეშებდა: ნუ გეშინიაო, მე შენ გვერდით ვარ და რო-
გორც კი ვიგრძნობ, ჭიანჭველად იქეცი, შეგიბერავ და ისევ იმად
გადაგაქცევ, რაცა ხარო. დედა კი, სწორედ რამდენიმე დღის
შემდეგ ჩამოვიდა და თავში ხელს იცემდა, განა შეიძლებოდა
ასეთ დროს სადმე წასვლა და კვალიფიკაციაზე ფიქრიო, ეს ვა-
ნომ აიჩემა, აუცილებლად უნდა წახვიდეო, ასეთი შესაძლებლო-
ბების ხელიდან გაშვება არ შეიძლებაო, და აი, რა გამოვიდაო...
მე თვალებით ჩიკოს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. მარლენი
და კარლენი ეტლებისკენ პირველები გარბოდნენ, ისინი ადრე
ჩასხდნენ ეტლში და სადგურზეც ჩვენზე ადრე ჩამოვიდნენ, ამი-
ტომ ჩვენ სულ განაპირას მოვხვდით. კორდონთანაც, სულ ახ-
ლოს, კედელი იყო ხალხისა, ჩიკოს მოძებნა შეუძლებელი იყო.
მით უმეტეს, უკვე შემოდიოდა სადგურში მატარებელი ჩიხის
მხრიდან. ორთქლმავალი წინათაც მაკრთობდა, დედასთან და
მამასთან ერთად თბილისში რომ მივდიოდით, ქშენითა და კივი-
ლით რელსებზე წინ და უკან მიდი-მოდიოდა, სანამ ვაგონები ჩა-
ებმებოდნენ. ახლა კი პირდაპირ შემოვიდა მთელი შემადგენ-
ლობა, მაგრამ ეს სულ სხვა ვაგონები იყო, ჩვეულებრივი ფან-
ჯრები კი არ ჰქონდა, ზევით ჰქონდა გისოსებიანი, მოგრძო სარ-
კმლები. მე ის იყო, აღშფოთებისა და შეურაცხყოფის ახალი
ტალღა მომაწყდა, რომ უცებ დავინახე მწკრივი კორდონს იქით,
ლიანდაგის გასწვრივ. მატარებელმა ჩაიარა ნელი სვლით და
სადგურთან კუდიღა ჩანდა... ალბათ იმიტომ, რომ პატიმრები
ხალხის თვალწინ არ ჩაესხათ და რაიმე შეხლა-შემოხლა არ

604 მკითხველთა ლიგა


მომხდარიყო... მწკრივში ოთხ-ოთხნი იდგნენ და მე მაშინვე და-
ვინახე მამა, ისევ ისეთი, როგორიც იყო. სიხარულმა მომიცვა,
ჩემს სიცოცხლეში, მგონი, არასდროს არ მეგრძნო ასეთი სიხა-
რული, მაშინაც კი, როცა ერთად ვცეკვავდით ხოლმე. ისევ ისე-
თი ლამაზი იყო, ბეწვის ქუდი ეხურა და შავი ქურქი ეცვა, მე და
ჩიკო განუწყვეტლივ რომ დავათრევდით თამაშების დროს.
ხელს ვიქნევდი და მამამაც დამინახა, სახე გაებადრა, გამიცინა.
შემეშინდა, სიხარულის ცრემლები არ გადმომსკდომოდა, და მა-
მას არ ეფიქრა, რომ ტირილით ვაცილებდი... მამა, მამა, მამა...
ხმით კი არა, გუნებაში ვიძახდი ამ ერთ სიტყვას... მამამ იღ-
ლიაში ამოიდო რაღაც ფუთა, ორივე ხელი გადააჯვარედინა და
მანიშნა, მაგრად იყავიო, თან მიცინოდა, მკაფიოდ, მკაფიოდ
ვხედავდი მამას შესანიშნავ თეთრ კბილებსაც... და მიუხედავად
იმისა, რომ სიხარულთან ერთად ვგრძნობდი, რომ მამა კორ-
დონს იქით იყო, ესე იგი, სხვა იყო, მაინც იმედით ვივსებოდი,
რომ იქ, თბილისში, ჭკვიანი ადამიანები აუცილებლად დაინა-
ხავდნენ, შეუძლებელია, არ დაენახათ, არ გამოერკვიათ, მამა
რა კარგია, რომ არავითარი ხალხის მტერი არ არის, და უკანვე
გამოაგზავნიდნენ... აუცილებლად... აუცილებლად... მწკრივი კი
ნელა მიდიოდა... უკანასკნელად გაიელვა მამას სახემ და აწე-
ულმა ხელებმა... და მე მამას გარდა ვერავინ ვერ დავინახე, ძია
ლექსოც კი, რომელიც თურმე მამას გვერდით იდგა... ბორბლე-
ბის ჯანჯღარის ხმა მოისმა, ორთქლმავალმა ერთი შეჰკივლა,
მატარებლის კუდიც თვალს მიეფარა... ბორბლების ხმაური
მწყობრი გახდა... შემადგენლობა წავიდა... კორდონი მაშინვე
მოიხსნა, ხალხი გაიშალა, ბევრი ეტლებისკენ გაიქცა წეღანდე-
ლივით... ბებიამ თქვა, ეხლა კი ვნახავთ ჩიკოს და საბავშვო ბაღ-
ში ბარემ ერთად წახვალთო. შედარებით გამეჩხერებულ ხალხს
შევერიეთ, რომ სწორედ ამ დროს გაისმა: ბავშვი, ბავშვიო. ჩი-
კოს გარე მამიდა თავქაჯშეყრილივით ფორმიან კაცთან ერთად

605 მკითხველთა ლიგა


მარჯვნივ გარბოდა, უკან კარლენი და მარლენი მისდევდნენ...
ჩიკო კი არსად იყო.
თურმე მატარებელს გამოეკიდა... როგორც შემდეგ გავიგეთ,
თავისიანებს გაუსხლტდა, რომ კორდონი როგორმე გაერღვია,
ცხადია, ეს ვერ შეძლო, ამიტომაც გაიქცა თურმე, გასცდა შემად-
გენლობას და მიწაყრილს ამოეფარა, მერე კი მატარებელს
დაედევნა... ჩიკოსაც დაედევნენ... ნიავივით მიჰქროდა თურმე...
და ვინ იცის, კიდევ რამდენს იქროლებდა, რომ არ დაცემული-
ყო... ზოგი ამბობდა, რელსს დაკრა თავიო, ზოგი კი – ქვიან ორ-
მოში ჩავარდაო. ან რელსს როგორ დაჰკრა თავი, ან ორმოში
როგორ ჩავარდა, ვერ გავიგეთ. ფაქტი ის იყო, რომ გონდაკარ-
გული მიიყვანეს საავადმყოფოში. ჩვენ სადგურზე ვუცდიდით, ის
კი თურმე ზევითა, მთავარი გზით, მანქანით წაიყვანეს.
სადგურზე აღარც ეტლი იყო, აღარც არავითარი ტრანსპორ-
ტი. ფეხით დავადექით გზას და პირდაპირ საავადმყოფოში მივე-
დით. თერთმეტი საათი იყო უგრძნობ მდგომარეობაში და
გრძნობაზე რომ მოვიდა, პირველი ის ამოილუღლუღა: წერილი
ხომ არ მოსულა ძია სტალინისგანო... სიტყვებს ძლივს იგონებ-
და, ძლივს გააგებინა... კიდევ კარგი, ჩვენ ყველანი იქ ვიყავით,
ჰოლში ვისხედით და ექიმი რომ გამოვიდა და გვითხრა წერი-
ლის ამბავი, ბებიამ სთხოვა, თუ შეიძლება, ერთი წუთით შე-
ვალთ მე და ჩემი შვილიშვილი და დავამშვიდებთო. ჩვენ კარ-
გად გვცნობდა ეს ექიმი ნევროპათოლოგი და შეგვიშვა. არა, ეს
ჩიკო აღარ იყო, თვალები რაღაც საშინელ სილურჯეში ჰქონდა
ჩაკარგული, ოდნავ გაღებული, თითქოს გახელა უჭირსო... მე
შევდრკი, შემეშინდა. ბებიამ მხარზე მომკიდა ხელი, საწოლთან
მიმიყვანა, თვითონ დაიხარა, ხმადაბლა უთხრა:
– ჩიკუნა, გენაცვალე... ახლავე წავალ ფოსტაში... დროზე
ვერ მივაკითხე და მაპატიეო... აუცილებლად იქნება უკვე მოსუ-
ლი...

606 მკითხველთა ლიგა


თვალები გაახილა, მაგრამ არ ვიცი, გვხედავდა თუ არა, ხე-
ლი გამოგვიწოდა, ძლივს, სუსტი მოძრაობით. ჩვენ მაშინვე გა-
მოვედით. ექიმმა თქვა, ძალიან მძიმეაო... ბებიამ იმ საღამოსვე
დაწერა წერილი, თან ცრემლები ჩამოსდიოდა ღაპაღუპით, არც
მენახა მანამდე ასე ატირებული ბებია. ბებია მაკას ხომ დანა
პირს არ უხსნიდა. ის სამი დღე საავადმყოფოდან არ გამოვსულ-
ვართ... ჩიკო აჩემებულად, ბოდვასავით სულ წერილს კითხუ-
ლობდა... მესამე დღეს ცოტა მოიხედა; ბებიამ დილიდან საგ-
ზაოში გამოიარა და კონვერტზე ბეჭედი დაასმევინა. წერილს
რომ უკითხავდა, იღიმებოდა რაღაცნაირი მიმქრალი ღიმი-
ლით... ერთხელ წაკითხვას არ დასჯერდა, კიდევ წამიკითხეთო,
სთხოვა, ბებიამაც მაშინვე მეორედ წაუკითხა წერილი, რომელ-
შიც აი, რა ეწერა:
"ჩემო პატარა ჩიკო, მივიღე შენი წერილი. ყოჩაღ, რომ ასე
გყვარებია მშობლები! რა თქმა უნდა, შენი დიდი სურვილი
მშობლებთან ყოფნისა სასწრაფოდ იქნება დაკმაყოფილებული,
როგორც კი მზად იქნები, მაშინვე გაგგზავნით შენს მშობლებ-
თან, მერე კი ცოტა ხანს იქნებით იქ და ისევ დაგაბრუნებთ თე-
ლავში... დამიჯერე, ჩემო პატარა ოქტომბრელო, ასეა ეს საჭირო
და როცა დიდი და სახელოვანი ბიჭი გაიზრდები, მაშინ ყველა-
ფერს მიხვდები. ვაჟკაცურად გართმევ ხელს, შენი ძია სტალი-
ნი".
ჩიკომ ექიმს აჩვენა წერილი, გთხოვთ, მალე მომარჩინოთ,
რომ წავიდეო... წერილი ბალიშის ქვეშ შეანახვინა და თურმე
უთხრა: თუ ვერ მომარჩენთ, თან ჩამატანეთო. იმ საღამოსვე
გარდაიცვალა ჩიკო. ექიმი ამბობდა: ასე იციან ბავშვებმა, უცებ,
ჩიტივით გაგიფრინდებიანო. მთელი თელავი ტიროდა ჩიკოს,
გარე მამიდა, კარლენი და მარლენი ხომ თავებს იხოცავდნენ,
როგორ გაგვექცაო, როგორ გაგვისხლტა ხელიდანო...
– ოჰ, როგორ მეცოდება, ბები, ჩიკო, ეჭვი არ მეპარება, ვი-
ღაც გამოვიდოდა, მნიშვნელოვანი ვიღაც.

607 მკითხველთა ლიგა


– ოჰ, მაგის კვლევას ნუ მოჰყვები, ცხადია, გამოვიდოდა,
მაგრამ მთავარია, სიცოცხლე... სიცოცხლე... ასეთი პატარა ბი-
ჭის სიცოცხლე რომ ჩაქრა!
– ღმერთო ჩემო, რა ღამე გამოვიდა, ბებია ევასთან ღამისთე-
ვამ ამდენი ამბავი გაგვახსენა...
– მიცვალებულის წესი ასეა, გენაცვა.
– ნახე, ბები, ეს რა არის?
ჩვენს ფეხებთან, მიწურზე, პაწია რუხი ბურთი დაგორავდა...
ერთი ბეწვა თავი მიბრუნებული ჰქონდა, კუდიც სრულიად ერ-
წყმოდა მიწურს, – წრუწუნა, ეტყობა, ბებია ევასთან იყო შეჩ-
ვეული და ჩვენც სულ არ გვიუცხოვა, არც შეშინებია, დაგორავ-
და და რაღაცას ეძებდა.
– აი, ეს ნამცეცები კონსერვის კოლოფში, როგორც ჩანს,
მარტო ჩიტების არ არის, – თქვა ბებიამ.
მე დავუყარე ცოტაოდენი ნამცეცები. მაშინვე პირის ცმაცუნს
მოჰყვა...
– შეხედე სარკმელს, ირიჟრაჟა კიდეც... – თქვა ბებიამ, მერე
მაგიდის კიდეს დააბჯინა ხელები და ნელ-ნელა წამოდგა. თე-
ძოებიც სტკიოდა, განსაკუთრებით მარჯვენა თეძო, მუხლებიც,
ძვლების ტკაცუნი მომესმა, მუხლებში რომ იშლებოდა და წელ-
ში იმართებოდა. როგორც იყო გასწორდა, ტახტისკენ წავიდა,
აკანკალებული ხელებით სანთელი დაანთო, ახლა მე უნდა და-
ვუნთოვო, მითხრა, მთელი ღამე ხომ შენ ანთებდიო. სახიდან
ტილო ააცილა, შუბლზე ხელი დაადო და თავშალზე ხელი გადა-
უსვა, ვითომ გაუსწორა, – გათენდა, ჩემო ევა, გათენდა, – უთ-
ხრა, – შენთვის კი აღარასდროს აღარ გათენდება...
სარკმელთან ბეღურები მოფრინდნენ, ბებიამ სარკმელი გა-
მოაღო, იქვე კოლოფიდან საკენკი ამოიღო მუჭით და დაუყარა.
– აღარ გყავთ დამპურებელი, ბეღურებო, აღარ!– მიუსამძიმ-
რა ბეღურებს.

608 მკითხველთა ლიგა


"რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია".

ევა ტყიდან შეცივებული დაბრუნდა, კბილს კბილზე აცემინებ-


და. მაკამ რომ დაინახა, დაუნანებლად შეუკეთა სიძველისაგან
გაცრეცილ და ალაგ-ალაგ დაბზარულ ღუმელს ორი დიდი ნაჭე-
რი შეშა, გააძგრიალა ღუმელი, თან უქშუტუნებდა: "აღარ დაგაც-
დის ღმერთი, ევავ, განა ისევ ახალგაზრდა ხარ, წვიმა და თოვ-
ლი რო არ იცოდი, გამოთბეს და იარე იგრე! წაიძრე, ქალო, ფეხ-
სამოსი, გაითბე ფეხები!
– რა ვნახე, მაკავ, რა ვნახე, ის შვინდი, ერთხელ მე და გიო
რო ვისხედით იმის ქვეშა, მზის გულზე იდგა და უკვე ყვაოდა, გა-
პენტილი იყო ოქროსფრად...
– არა, მართლა?! რა ადრე აყვავებულა! მაინცდამაინც ის
შვინდი იყოო?
– ისა, თავი არ მომიკვდეს! შორს ვიყავი ძალიან, ტყემ შემიტ-
ყუა, გაფიჩხებულია ჯერ ყველაფერი და ტყის პირას კი, მზის
გულზე ის შვინდი არ შემომხვდა?!... – ის კი აღარ უთხრა, შვინ-
დის ძირში ჩამომჯდარმა, – თვალხილული იყო თუ რული
მოეკიდა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, – ცხენის ფრუტუნი
გაიგონა, მიიხედა და გაუფოთლავ ხეებს შორის ნისლაზე გიო
დაინახა, გულზე აბჯარი ჰქონდა, მზეზე გაფრიალებული მოსას-
ხამი ლივლივებდა... გაიარა და წავიდა...
– როგორ აჩქარებულა, უყურე შენა, თებერვალი ჯერ არ გა-
სულა და... – თქვა მაკამ და ევას სადილი შესთავაზა: – სწორედ
შვინდის შეჭამანდი გავაკეთე, ანტრიაც არის, მოშიებული იქნე-
ბი და გემრიელად მიირთვი.
მართლაც, ხმელი პური დატეხა, ჩაიყარა ევამ შეჭამანდში
და, მთელი დღის ნასიარულევი, მადიანად შეექცა.
– წარმოიდგინე, შენი მოტანილი შვინდის კერკისაა!

609 მკითხველთა ლიგა


– წელსაც მოგიტან... თუ ყინვებმა არ დაჰკრა, კარგი მოსავა-
ლი იქნება წელს ტყეში, ეგეთ ზამთარს ყოველთვის ბევრი ხიჩა-
ტელი მოსდევს...
– იზოლდიი, – გასძახა მაკამ იზოლდის, რომელიც უკანა
ოთახში მეცადინეობდა, – შემოიტა, გენაცვა, კოკურით წყალი,
ევიკოს ჩაი ავუდუღოთ.
გემრიელი და კოხტა ჭამა იცოდა ევამ, უყვარდა მაკას ევას
ყურება ჭამის დროს, ახლაც მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი მის-
ჩერებოდა და უმარჯვებდა ხან პურს, ხან ბოლოკსა და ხახვს.
– მადლობთ, ჩემო მაკა, ტყის შემდეგ ყველაფერს სხვა გემო
აქვს...
იზოლდიმ კოკურით წყალი შემოიტანა, ქეთლში ჩაასხა და
ღუმელზე შემოდგა. რომ გაბრუნდა, მაკამ თვალი გააყოლა.
– შეხე, ევავ, როგორ უხდება იზოლდის ექვსთვიანი! ნამდვი-
ლი ქალაქელი არ გახდა?! იზოლდი, მოატრიალე ერთი თავი,
გენაცვალოს პაპიდა... ვიჰ, ჩასაყლაპია! არც წუხელ გაატანა ჩე-
მი თავი სასიძოს, ევავ, არაოოო, სანამაც მე აქა ვარ, ვერავინ
გაჭაჭანდებაო, პაპიდას არ გავატანთოოო...
ევა ჭამას რომ მორჩა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო,
გააბოლა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და დარბაზის ბოლოს, წმინდა
გიორგის ხატს გახედა... აი, დაამთავრებდა ამ სიგარეტს და ეტ-
ყოდა მაკას, აუცილებლად ეტყოდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქოს ჟამმა დაჰკრაო, რომ ამ ხატს უნდა დაჰპატრონებოდა.
სწორედაც უპრიანი იყო, დღესაც გამოეცხადა სწორედ ის, ვინც
ამ ხატზე იყო გამოხატული. მაგრამ სანამ სიგარეტს მორჩებო-
და, მაკამ დაასწრო:
– როგორ ნელა ირჯები ევა, მოიტა გასაღები, ბარემ ამოვი-
ღებ და ავურევ!
ევა გადაიხარა, მაკას გამოხუნებულ თვალებში ჩახედა, მერე
პირი ყურთან მოუტანა და უთხრა:
– უარი არ მითხრა, მაკავ...

610 მკითხველთა ლიგა


მაკა უკან გადაიხარა:
– რაზე არ უნდა გითხრა უარი, ქალო?
– რაზედაც... მითხარი, რო უარს არ მეტყვი!
– რა ვქნაა, აღარ იტყვი, ადამიანო, რას მოითხოვ?
– წმინდა გიორგის ხატზე უნდა მეთამაშო, მაკავ!
– უიი, უიი! – შეიცხადა მაკამ და კალთაზე ხელი დაიკრა, –
ყურმა ხო არ მომატყუა, ქალო!
– არ მოგატყუა, მაკავ, არა... – და ევამ ხატისკენ ხელი
გაუწოდა.
– ეშმაკი დაგვტრიალებს! ეშმაკი დაგვტრიალებს, იცოდე! –
შესძახა მაკამ, ტახტიდან გადმოვიდა, ხატისკენ გაჩლახუნდა,
დასადგარის უჯრიდან სანთელი ამოიღო, ვერცხლის სასანთლე-
ში ჩაამაგრა, აანთო, პირჯვარი გადაისახა სამჯერ და უკან გა-
მოჩლახუნდა, თან გზადაგზა ვიშვიშებდა: – წყლისფერი! წყლის-
ფერი დაგვტრიალებს! ის აცდუნებს, ისა! ფუი, ეშმაკს! – და მაკამ
იატაკს რამდენჯერმე ჯოხი დაჰკრა.
ევა კი ფეხმოკეცილი იჯდა ტახტზე, ბოლქვ-ბოლქვებად
ბოლს უშვებდა და სახეზე მაცდუნებლის ღიმილი დასთამაშებ-
და:
– აბა, გავაღო თუ არა? – და ფანჯარაზე დადგმულ პატარა
ყუთს გადასწვდა.
– გააღე, მაგრამ ვერა!
– რაღად გავაღო, თუ ვერა?
– ეგ რა ქართული თქვი, ქალო, როდის იყო, ეგეთ ღვთის
საგმობ საქმესა ვჩადიოდით?
ევამ ზურმუხტის ბეჭდიანი ხელი მაკას კალთაზე დაადო:
– შენ რა იცი, მაკა, მე რასა ვდებ? – და ხელზე დაიხედა.
მაკამ ევას ბეჭედს დახედა, ვითომ პირველადა ხედავდა და
ხელები გაიქნია:
– გეუბნები, ევა, ეშმაკები დამოყვრებულან ჩვენს წასახდე-
ნად! – და ევას ხელი კალთიდან მოიშორა.

611 მკითხველთა ლიგა


– უჰ, როგორ დაცხა... –თქვა ევამ, თავშლის ბოლოები შეიხ-
სნა და კეფაზე აიკრიფა. ყელ-ყური გამოუჩნდა. გარდასული სიმ-
შვენიერის ნიშანწყალი ჯერ სრულიად არ წაშლოდა. აღერილ
ყელზე, კოხტად გაზნექილ კისერზე, პაწია ყურებზე ეტყობოდა,
რომ ყოველივე ეს მხოლოდ მზეთუნახავისა შეიძლება ყოფილი-
ყო. ფაქიზად მოყვანილ ყურის ბიბილოებზე დიდი ზურმუხტები
უკიაფებდა. ევამ საყურეები ხელით მოისინჯა და დაატრიალა: –
სამოცდახუთი წელია, მიკეთია და ვაითუ არ მომეხსნას-მეთქი,
მაგრამ არა, მომეხსნება, თავისუფლად ტრიალებს...
– ჰაი, გიდი, ევა, რა ქალი იყავი! შენისთანა არავინ დადიოდა
დედამიწაზე!
– აი, იმან მომიტანა, – ევამ წმინდა გიორგის ხატისაკენ გაიშ-
ვირა ხელი, – მომიტანა და თავისი ხელით გამიკეთა... – და ევამ
რაღაც უცნაურად გაიღიმა, მაკას ხელზე ხელი მოჰკიდა და, –
მოვიხსნი, მაკა, და გავაღოთ ყუთი!
– უიმეე, უიმეე, შენ ისევ შენსას მიერეკები, ბოდიში კი ამ სიტ-
ყვაზე! ჰოდა, მოვრჩეთ ეგეთ ლაპარაკს.
– ვერა, ვერა, მაკა, იგრე ხო არა გთხოვ, არაა, აი, რამდენ
რამესა ვდებ!
ევამ ჯიბიდან ქისა ამოიღო, გახსნა და პაწია ბალიშზე დაბ-
ნეული შუბლის ქინძისთავი ხელის გულზე დაიდო და მაკას
დაანახა. მაკამ თავი გაიქნია და ხელები შეყარა: "ევავ, ეს ხომ
უბრალო ხატი არ არის, მე ხომ მითქვამს მაგისი ამბავი, შენ ეტ-
ყობა დაგავიწყდა!
– მაგისი ამბავი? ქალო, მაგის ამბავს შენ მე მეუბნები? ჩემზე
კარგად ვინ იცის? – აღშფოთდა ევა.
– ჰოდა, არ იცი! – დაიძახა მაკამ, – თურმე არა გცოდნია!
რომ ამ ას ოცი წლის წინათ ჩვენი სოფლის ეკლესიას ლეკები
დაესხნენ და გაძარცვეს. არა, მთელ სოფელს, მარტო ეკლესიას
კი არა... და ეს ხატიც თან წაეღოთ. თურმე ვერცხლის ჩარჩოში
იჯდა და სულ თვალ-მარგალიტით იყო მოკირწყლული. პაპაჩემი

612 მკითხველთა ლიგა


მდევრებში ყოფილიყო. მაშინ თურმე ოცი წლის შეღერებული
ბიჭი იყო. წამოეწია თურმე მდევარი. ნაბოლარა ლეკს სახელ-
დახელოდ გაეძრო ჩარჩო ხატისათვის და პაპაჩემისათვის ფე-
ხებში ჩაეგდო. პაპაჩემს რო დაენახა თეთრი გიორგის ხატი,
ცხენს ზედ ხომ არ შევაგდებდითო, უთქვამს, ჩამოხტა თურმე
ცხენიდან, აიღო, დაასვენა უნაგირზე და ამასობაში ის უკანა ლე-
კიც თვალს მოეფარა. აბა, ჩემო თეთრო გიორგივო, შესძახა
თურმე პაპაჩემმა, გამიძეხ წინაო და დამწიე იმ ოხრებსაო. ჰო-
და, მდევარი და პაპაჩემი რამდენი გზას დაადგნენ, მიბრუნდა
თურმე უნაგირზე ხატი. პაპაჩემს ეთქვა, შეჩერდით, ხალხნო,
იცოდეთ, ეს ხატი სწორ გზას გვანიშნებს და ჩვენ უსწორო გზით
მივდივართო... გაჩერდნენ, პაპაჩემს წინა აქვს უნაგირზე აყუდე-
ბული ხატი, დაადგნენ იმავ გზასა და ისევ შებრუნდა თურმე და
პირი თორღვასკენა ქნა, არც ეხლა გჯერაათ, ხალხნოვო, ეღრი-
ალნა პაპაჩემს, ხატის მიმართულებით შეუბრუნებია ცხენი და
სწორედ თორღვას ყელთან კი დასწეოდნენ ლეკებსა და სულ კუ-
დით ქვა ესროლებინათ. დავლა-ალაფიც წაართვეს თურმე. პა-
პაჩემი, ცრემლჩამომდინარე ემთხვია ხატსა, შენს მადლსა და
ძალს უნდა ვუმადლოდეთო, და თვითონ მღვდელს ეჩუქებინა
პაპაჩემისათვის ეს ძლიერი ხატი, ჩარჩოც პაპაჩემმა გააკეთები-
ნა თურმე, შენ კიდევა, ევავ, ამისთანა უკუღმართ რამეს მეუბნე-
ბი...
– შენს ფერად სიზმრებს ვენაცვალე, მაკა! მამა ლუკას დახა-
ტული წმინდა გიორგი ათაპაპიჟამის დროინდელ ამბავში რო
აურიე, მაგას ხომ ჩვენს სოფელში ჩაჩიანთ ტასია ჰყვებოდა თა-
ვის პაპის პაპაზე?!
ევამ გაიცინა, დრო-ჟამისაგან შეუმუსრავი სპილოსძვლისფე-
რი კბილები გამოაჩინა და მაკას კალთაზე დაჰკრა ბეჭდიანი ხე-
ლი. მაკამ ძლივს გაძრა პროთეზი, ლეგაფრად გამოხუნებული
თვალები აახამხამა:

613 მკითხველთა ლიგა


– ჩემი ცოცხალი თავით, არა! ეტყობა, შენ ტყეში მაჯლაჯუნა
შეგხვდა და ტვინი აგირია!
– მე კიდევ, აი, ყველაფერსა ვდებ! – და ევა საყურეების მოხ-
სნას შეუდგა.
– არა, არა და არა! ეს იქნება, იცოდე, ჩვენი გაყრის მიზეზი,
არა-მეთქი! – შესძახა გადაბრჯნით მაკამ, – ხმა, კრინტი აღარ
დასძრა, რაც ვერა, ვერა!
იზოლდი მეორე ოთახიდან უგდებდა ყურს, დიდი დაინტერე-
სებითაც, ყოველივეს ორი შექანებული ბერიქალის შეპაექრე-
ბად თვლიდა, ჩასარევად და თავისი სიტყვის სათქმელად მო-
მენტს უცდიდა, და რომ დაინახა, მაკა არაფრით ამ გარიგებაზე
არ წავიდა, შუა კარში აეყუდა და დაიძახა:
– პაპიიდ, პაპიიდ, აბა, ერთი, მოდი აქეთ!
– რა გინდა, გოგო! – დატევით დაიძახა მაკამ.
– გადმო, ქალო, მაგ ტახტიდან, სიტყვა მაქვს სათქმელი! –
და იზოლდი თვითონ მოვიდა, მაკას ხელი მოჰკიდა, გადმოიყვა-
ნა, უკანა ოთახში გაიყვანა და ჩაციებით ჩაეკითხა: – რო აგიჩე-
მებია ვერა, ვერაო, ვითომ რატომ ვერაო?! – მხარეზე ხელი
დაადო, ძალად დასვა ტახტზე და თვითონ თავზე დაადგა: – ვერა
ხედაავ, ბებია ევას კრამიტი დაუცურდა და ეგეთ ზურმუხტებსა
სდებს, რა გაგიხდა ეს ხატი? რა გასვა, რა გაჭამა?! რა გამოგიყა-
რა, ქალო, მითხარი ერთი!
– ღმერთო, აპატიე! ღმერთო, აპატიე! – შესძახა მაკამ და წა-
მოწევა სცადა.
– უიმეე, პაპიდ, უიმეე! მიგდე ყური, ქალო, სახსრებია და ჩა-
მარილებული შენა გაქვს! კუზებია და ბეჭებზე ამოსული კუზები
შენა გაქვს! გვერდელაა და შენა ხარ! ყურთ არის და შენ გაკ-
ლია! თუ ვტყუოდე, გამამტყუნე! თუ ვტყუოდე, გამამტყუნე!
– უი, შე არსაქნელო, შენა, პირს მუწუკი მოერიდება! – მაკამ
ჯოხს ხელი დააბჯინა, რომ წამომდგარიყო, მაგრამ იზოლდიმ
ისევ დააყრდნო მხარზე ხელი:

614 მკითხველთა ლიგა


– ერთი მაინც დამისახელე, ქალო, ერთი გულის სისრულე
დამისახელე და პირს გავიკერავ! გათხოვებით მაინც გაეთხოვე-
ბინე, ადამიანო, იგე, ეხლა ვინ სასიძოს უცდი!
– არ გესმის, გოგო, შე ბროგო ასატეხო და რა გელაპარაკო
და რა გითხრა?!
– მე კი არა, შენ არ გესმის, რო ბებო ევა მთლად გამოთაყ-
ვანდა და მაგოდენა ზურმუხტებს ე მაგ რაღაცა ლუკა მღვდელის
დახატულ წმინდა გიორგიში წასაღებად სდებს! ჰოდაა, შენ თუ
ეგრე გაჯიქდები, მე მოვკვდე, თუღა მოგხედო! ჩამოვიდეს მიტუ-
შა და გიზიდოს კოკურით წყალი, გბანოს და გაწკრიალოს!
– ვაი, შენ ჩემო თავო... – ამოიგმინა მაკამ.
– დიახაც, რო ეგრე! აქაურობა რო ვფხიკე და ვწმინდე, დაგა-
ვიწყდაა, გაგღვრიჭე და გაგამარმარე, ის არაფერიი?! ცოცხალი
ხარ, გივლი, მოკვდები და ვინ უნდა გაგაპატიოსნოს, ვინ უნდა
დაგიტიროს, ვინ უბნდა დაგადევნოს ლაზათი?! იქნებ ლამარამ
უნდა დაისიოს თვალები ტირილით?!
– ვინა და ვინა... – დაიკვნესა მაკამ.
– მე ვიცი, აქ შენი წვრილშვილი გააჭირებს საქმეს?! ჰოდა, მე
მოვკვდე, პაპიდ, თუ ერთი ცრემლი დაგაგდო. ხო იცი, ჭირისუ-
ფალი თუ არა ტირის, მოსამძიმრე ვისი აბუჩი მოვაგლახეა? იქ-
ნები ისე უტირალი მკვდარი და იყავი!
მაკამ თავი ჩაჰკიდა და ჩაყუჩდა, იზოლდის სიტყვები კაკალ
გულში მოხვდა.
– არც თავს დაგხურავ! – გულში დანას უყრიდა იზოლდი, –
კავებსაც არ ჩაგაყოლებ! ჩავძვრე, თუ ჩაგაყოლო! გავიფშიკო
და გავშეშდე! რაღა შავმა მიწამ შეჭამოს, თეატრისთვის უფრო
უპრიანი არ არიის?!
მაკამ ისე ცოცხლად წარმოიდგინა თავისი თავი, უშნოდ და
ულაზათოდ ჩასვენებული კუბოში, მიშლილ-მოშლილი, დაუვარ-
ცხნელი, მტუტისფერი კაწაწებით, ძველმანებში გამოხვეული
უპატრონო ბოგანოსავით, დაუტირებელი, ცრემლდაუგდები,

615 მკითხველთა ლიგა


რომ ამოოხვრას გული თან ამოაყოლა, საწყალ კაცს არც სი-
ცოცხლეში აქვს ბედი, არც სიკვდილშიო, მწარედ გაიფიქრა და
უნებლიედ მაინც აღმოხდა: ვაი, შენ ჩემო თავოო...
– იგრე კიდევა, მოგრთავდი და მოგკაზმავდი... – თან სხაპას-
ხუპით დააყოლა: – ჯერ ლეჩაქის ერთი ყური, მერე ჩიხტი, შიგ
ჩაფენილი კოპი, ზევიდან ისევ ორყურად ლეჩაქი და სულ ზევი-
დან ბაღდადი! ხო კარგად ვიცი, ქალო?! შუბლის ქინძისთავსაც
დაგაბნევდი ჩიხტიკოპზე იმოდენა ზურმუხტ-ალმასით! ბეჭედსაც
გაგიკეთებდი! მთელი პანაშვიდი კოხტად და ლამაზად იქნებო-
დი! ახლა ტირილი და მოთქმა?! არა ვნახო კარგი და კეთილი,
თუ გულამოსკვნით არ ვიქვითქვითებდი და სხვებსაც არ ვაქვით-
ქვითებდი! ჩავძვრე, თუ ვტყუოდე! თავი ცოცხალი არ მინდა, თუ
სტეფანიანთ პელოს არ გადავაჭარბო დატირებით, აბა, ის ხო
მთელ ქვეყანაზეა განთქმული და საგანგებოდ იწვევენ ხოლმე!
ჩასვენების წინ კიდევა გულით გამოგეთხოვებოდი, შუბლზეც გა-
კოცებდი, ხელებსაც დაგიკოცნიდი! როგორც წესი და რიგია, მეც
იგრე უკანასკნელ წუთს მოგხსნიდი ძვირფასეულობას, მაშ, აბა,
კუბოს სამტვრევად და გასაძარცვად ხომ არ გაგიხდიდი საქმეს
ამ გაპატიოსნებულ მკვდარს?! მერე კიდევა, რამდენი წასულე-
ბის შესანდობარს იტყოდნენ, ყოველთვის მოგიგონებდი და
პურზე ღვინოს დავაწვეთებდი, თავის დროზე წანდილსაც მოგი-
ხარშავდი და კორკოტსაც! ტკბილსაცა და მწარესაცა! აღდგომას
კიდევ წითელ კვერცხებს დაგიგორებდი საფლავზე, სულთმოფე-
ნობას ვარდებს გადაგაყრიდი და ეხლა მეტი რაღა ვქნა!
– კუპრში ჩავიხრჩვები, გოგო, წავწყდები მე თვალდამდგა-
რი... – ამოიკვნესა მაკამ გაბზარული ხმით.
– როდის აქეთ გახდი, ქალო, აემისთანა ღვთისმოშიში ეს
პროკლამაციების გამავრცელებელი ქალი?! თუ არადა, სუყვე-
ლაფერს მე დავიბრალებ! შენ სიგრძე სანთელს დავანთებ და
ღმერთო, აპატიე-მეთქი, ჩემი სიყვარულით გააკეთა ესა-მეთქი,
თავისიანისთვის ზოგი ცოცხალ ადამიანს ყელს გამოსჭრის--

616 მკითხველთა ლიგა


მეთქი და, ბოლოს-ბოლოს, რა მოხდა-მეთქი?! იგეთები მოვახ-
სენო როო, შენ ღმერთთან მე მიმიშვი?!
იზოლდიმ მაკას დაწერნაქებული ხელი გულზე მიიხუტა, ვერ
ხვდებოდა იზოლდი, რომ მაკა კიდევაც იმიტომ იწერდა გადაბ-
რჯნით პირჯვარს, ერთ დროს ღვთისსაგმობ პროკლამაციებს
რომ ავრცელებდა. იზოლდი კი უკვე თავის გულს ასკდებოდა,
ჩაიცუცქა მაკას წინ, თავი კალთაში ჩაუდო და ტირილის ხმაზე
შეღაღადა:
– პაპიდ, პაპიიდ, იციი, როგორ ამომიფუვდა გულიი... რა
ვქნაა, იგრე ამომეკვეთაა ეგ ზურმუხტებიიი, როგორც ვანცეტის
სიყვარული მააქვს გულშიი ამოკვეთილი... ქალოო, შენ ხოო შე-
ნიი ჩასახვნელიი ჩახანიი, შენ ხოო მთელი სიცოცხლეე მაგ
წმინდა გიორგიიის უყურებ, ეხლაა მეეც გამახარეე, რაა იქნება-
ა...
მაკა რაღაც გამოუთქმელი გრძნობით მიუგდებდა ყურს
იზოლდის მოთქმას, გეგონებათ, გულში ჩამწვდომი, ნაღვლიანი
სიმღერა ესმისო... რა მკაფიო გამოთქმა... რა გაბმული სიმღე-
რასავით კილო, როგორი კარგი ჩახვევა და დაბოლოებების
მომრგვალება, რა მშვენიერი ჩამოწანწკარება ცრემლებისა...
– გოგო, – გულაჩუყებით წარმოთქვა მაკამ, – მაშ, მეც ეგრე
დამიტირეებ?
– შენაა, შენაა! – ერთბაშად შესძახა იზოლდიმ, წამოხტა, კა-
რებს მივარდა და ევას გასძახა: – ბებო ევა, მობრძანდი ერთ
აქეთ, ქალო, მობრძანდი! – და ევა რომ გამოვიდა, ტახტზე
მიუთითა, – დაბრძანდი აქა, პაპიდას გვერდით და იცოდე, მოწ-
მე იყავი ჩემი პირობისა: პაპიდა ხო თქვენზე დიდია ოთხი-ხუთი
წლით, არაა, თან თქვენა კირკიტი კაკალივითაცა ხაართ, და სა-
სიძოსაც არ ელით. ესე იგი, პაპიდა თქვენზე წინ უნდა წაბრძან-
დეს გრძელი ქვეყნისაკენ. ჰოდა, თუ აგრე არ დავიტირე პაპიდა,
თუ თავი დავზოგე და ერთი და მეორე, რაც გინდოდეთ, ის მიყა-
ვით. გიბრუნებთ თქვენ ზურმუხტებს, პატიოსან სიტყვას გაძ-

617 მკითხველთა ლიგა


ლევთ, მიწამ პირი მიყოს, თუ მაშინვე არ გადმოგცეთ, იქვე, სა-
მარის პირას თქვენი ზურმუხტები!
და იზოლდიმ, გეგონებათ, უცებ მომართესო, ხელები გაშა-
ლა, გაასავსავა და მოთქმით ტირილი დაიწყო:
– ვაიმეე პაპიდ, ვაიმეე ქალოო... ჩემოო ნუგეშიიის წყარო-
ო... რად დამიშრიიი... რად დამიწყდიიი... რად იბრუნეეე მიწის-
კენ პირიი... აღაარ მესმიის შენიიი მაცოცხლებელი რაკრაკიიი...
რა ვქნააა, ქალებოოო, რიღათიიი გავიგრილოოო მწუხარებით
ალმოდებულიი გულიი... ქალებოოო, კარგებოოო... შეიცოდეთ
პაპიდა... ჩემიიი კდემაა... მოსიილიიი... ჩემიი უმწიკვლოოო...
გაუ... ხარელიიი... გაუფურჩქვნელაად ჩამოომჭკნარიიი კო-
კოორიიი... გადააქცეუუულიიი... ფუტურო ხესავით...
იზოლდი უცებ გაჩერდა, სივრცეში მიმართული ცრემლით
სავსე თვალები მაკას მიაპყრო და ჩვეულებრივი კილოთი,
ოღონდ დანანებით უთხრა:
– აფსუს, პაპიდ, რა დროს აღარა მაქვს ჩემი ნაწნავები?! რას
გავიშლიდი დალალებსა და გავიწეწავდი? რა საყურებელი ვიქ-
ნებოდი?!
– ენამ არ გიყივლოს, გოგო, ეხლა ხო არ ვკვდები, მაგრამ
ეგრეც კარგია, ძალიანაც კარგია და განაგრძე, გენაცვალოს პა-
პიდა, ერთი-ორიცა თქვი! – მოუთმენლად შესძახა მაკამ.
იზოლდიმ მყისვე ჩაიწმინდა ხმა და ისეთივე მოთქმით განაგ-
რძო:
– ვაიმეე, ევა ბებოო, ვიღაას მოართმევ ხიჩატელსაა... ვაიმეე
გამოჯარულოო კარებოო შვინდის ჯოხიიითაა... ვაიმე აბალახე-
ბულოო სახლ-კაროო, აშამბებუულოო... აოოხრებუულოოო...
ვინღა იქნებააა შენიი მომვლელიი... ჩემიი გულქართლიი პაპი-
დაა რო აღარ მეყოოლებაა, ჩემიი მიამიტიი, ჩემიი უთვალთმაქ-
ცოოო... წრფელი წრფელი წრფელი...
მაკა სასოებით შეჰყურებდა იზოლდის, ნაოჭებით დაქსე-
ლილსა და დაბეგვილ სახეზე ცრემლები ჩამოსწანწკარებდა, წინ

618 მკითხველთა ლიგა


გამოშვერილი ნიკაპი უკანკალებდა და დიდ პროთეზზე გაკრუ-
ლი მონაოჭებული პირი ეპრუწებოდა.
– ღმერთმანი, მაკა, – ჩაურთო ევამ და იზოლდის ხელით
ანიშნა გეყოფაო, – ღვიძლი შვილი ვერ დაიტირებს ეგრე დედა-
სა, ეს რაები სცოდნია, ქალო, მარტო შენი სიკვდილის წარმოდ-
გენაზე რაები დაგატირა, ხო იცი, ვისაც გული არა სტკივა, იმას
ცრემლიც არა სცვივა, ჰოდა, მართლა, მართლა საქმე საქმეზე
რო მიდგება, მაშინ რაღას იზამს, ერთს არ გაუშვებს უმტირალს,
თავი არ მომიკვდეს, მართლა...
– მშვიდად შემძლებია, ევა, ხელების დაკრეფა... – აღმოხდა
მაკას. იზოლდიმ ევას ანიშნა, თქვენ მაქედან მოჰკიდეთ ხელიო,
თვითონ ერთ ხელში მაკას ჯოხი დაიჭირა, მეორე მკლავზე მოჰ-
კიდა და სულ ციმციმ გაიყვანეს დარბაზში, პატარა ყუთი გად-
მოაღებინეს ფანჯრის რაფიდან, ევამ გასაღებით გახსნა, ბუდით
კარტი ამოიღო და მაკას გადააწოდა ასარევად...
საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაკამ ისევ უმწეოდ გახედა ხატს და
მოიღრუბლა:
– აი, იცოდე, ევა, თუ შენი ზურმუხტებიც მოვიგე და ჩემი ხა-
ტიც არ წავაგე, მე შენ არ გიცვლი წმინდა გიორგის ზურმუხტებ-
ში, გაიგეე!
– მაკა... – დაიწყო ევამ სულ სხვაგვარი, წყნარი და სევდანა-
რევი კილოთი, – არ მინდოდა, მეთქვა და რაკი ეგრე ნაყიშობ,
გეტყვი, რამდენი ხანი ვიცხოვრეთ მე და გიომ ერთად და იგრე
წავიდა, სურათი არ დამრჩენია... მეც არ ვიცი, როგორ მოხდა,
ესა, დღესხვალიობაში ვერ გადავიღეთ, რა ვიცი... და ეგ წმინდა
გიორგი ხო გიოა, მაკა, ნამდვილად გიოა. რა გინდა, თუ მოვიგე,
წავიღებ, ჩემ სარდაფს გაანათებს. გავიღვიძებ, შევხედავ, გამი-
ხარდება... თურმე არა კვდება სიყვარული, მაკავ, არა, არაა...
მაკასაც უყვარდა... მაგრამ გიო კი არა, წმინდა გიორგი...
რამდენჯერ მდგარა მის წინ... სასოებით... როგორც მხოლოდ
წმინდანისა კი არა... როგორც საოცნებო რაინდისა... ვიშ, რო-

619 მკითხველთა ლიგა


გორ დაცარიელდება სახლი, თუ ეს ხატი აქედან წავიდაო,
გაიფიქრა, მაგრამ წილი უკვე ნაყარი იყო. გადაწყვიტეს,
ჩვეულებრივ კონჩინა ეთამაშათ და მოგება დათქმული ქულების
რაოდენობით ყოფილიყო განსაზღვრული.
– ასე გავაკეთოთ, მაკა, ჯერ ზურმუხტები გავათამაშოთ და
თვითეულისათვის დავთქვათ თხუთმეტ-თხუთმეტი ქულა... მერე
ხატი, და ხატისთვის დავთქვათ, თუ გინდა ოცი ქულა... ყაბული
ხარ?
მაკა დაფიქრდა. ხატის სულ ბოლოს გათამაშება ნიშნავდა
თითქმის წაგებას, რადგან სავარაუდო იყო, რომ სამოცი ქულის
მოგროვება მაკას დააოსებდა და ხატის ოცი ქულისთვის, შეიძ-
ლება, გამძლეობა არც ჰყოფნოდა, ეს კუდიანი ნამდვილად აჯო-
ბებდა. მაგრამ მოსვლაზედაც ხომ იყო და თან თავის თავს ამაგ-
რებდა, თავი უნდა გადავიკლაო, ამ ალქაჯს არ დავანებო ჩემი
წმინდა გიორგიო.
იზოლდი ცხადია, იმ საღამოს ტექნიკუმში არ წავიდა, ვანცე-
ტისთან შეხვედრაც კი დათმო და, თვალებდაჭყეტილი და პირ-
დაღებული, ევასა და მაკას შეჰყურებდა.
ევა თამაშში მოუღლელი იყო და შეუპოვარი, მაგრამ რაც ხა-
ტის მოპოვება გულში ამოიკვეთა, რამდენჯერ განგებაც წაუგია,
ახლაც გაფაციცებული სულ იმის ცდაში იყო, მაკა არ მიმხვდა-
რიყო და შიგაშიგ თავისებურ სარმასაც გამოსდებდა ხოლმე და
მოიგებდა, სამაგიეროდ შემდეგ ხელზე ხუთივე ქულას წააგებდა.
ასე წააგო სათითაოდ ბეჭედიც, შუბლის ქინძისთავიც და საყუ-
რეებიც. უხაროდა კიდეც, გიოს ნაჩუქარს, გიოსთვისვე ვაგებო...
მაგრამ როცა ჯერი ხატის გათამაშებაზე მიდგა, ერთი ხელიც
აღარ მოაგებინა დაოსებულ მაკას. საწყალი მაკა, ისე იყო დაშა-
მათებული, მთელი თაოსნობა თამაშის განმავლობაში ევას
ხელში იყო. ამიტომ, როგორც მოსალოდნელიც იყო და გამიზ-
ნულიც ევასაგან, სწორედ ისე მოხდა. უკანასკნელი თამაშის

620 მკითხველთა ლიგა


შემდეგ მაკას კარტი არც კი დაუთვლია, ისევე დაყარა ტახტზე
და ნიათგამოცლილი მუთაქებზე გადაწვა.
ევა ტახტიდან გადმოვიდა, ხატს გახედა და იზოლდის ხელით
ანიშნა, ჩამოხსენიო. მაგრამ მაკამ შეაჩერა, თავს ძალა დაატანა
და წამოდგა, ძლივს-ძლივს გამართა დახუთული თეძოები, ჯოხს
დაებჯინა და წელათრევით გაჩლახუნდა ხატისკენ. დასადგარის
უჯრიდან სანთელი ამოიღო, ხელი ისე უკანკალებდა, ასანთს
ძლივს გაჰკრა... ბუტბუტს მოჰყვა, ხან პატიებას სთხოვდა, ხან
შეჰღაღადებდა, უშენოდ როგორ უნდა ვიყოვო, როგორ უნდა
გავძლოვო... სანამ სანთელი ჩაიწვებოდა, არ განძრეულა, გულ-
ზე ხელმიჭდობილი იდგა... მერე იზოლდის მიხედა, ჩამოხსენიო,
და სიტყვა აღარ უთქვამს, ისე გაჩლახუნდა მეორე ოთახისაკენ.
ევამ მიაძახა:
– წავედი, მაკავ... კარგად იყავი, ქალო.
მაკამ კარებიდან მხარუკუღმა გამოხედა ევას, უყურა... უყუ-
რა... მერე ძლივს გასძრა ყბა:
– მშვიდობით... ევა... მშვიდობით...
იზოლდიმ ხატი ჩამოხსნა, პალტო მოიცვა და ევას გასაცი-
ლებლად გაჰყვა, დაღმართიანი ქუჩა ბავშვებისგან მაგრად იყო
გალიპული და ფეხი არსად აუცდესო. უკან რომ შემობრუნდა,
მაკა შუა ოთახში სკამზე იჯდა, მარჯვენა გაშლილი ხელი ჯოხის-
თვის დაებჯინა და გაოგნებული თუ გამოთაყვანებული დაცა-
რიელებულ კედელზე ხატის კვალს მისჩერებოდა. ზურმუხტები
ხელუხლებლად ელაგა მაგიდაზე. თუმცა იზოლდის ერთი სული
ჰქონდა, ძვირფასეულის ხელში ჭერითა და თვალიერებით გუ-
ლი მოეოხებინა და სურვილი მოეკლა, მაგრამ მაკას დანახვაზე,
ცოტა არ იყოს, შეკრთა. არკი გაიტეხა იხტიბარი და ჩვეულებ-
რივ, ომახიანად მიმართა:
– რა იყო, ქალო, ეგრე შუა დარბაზში რო დამჯდარხარ, ვი-
თომ, რაო?
მაკა როდის-როდის გამოერკვა.

621 მკითხველთა ლიგა


– ცეცხლს შეუკეთე და წყლის ქვაბით წყალი დადგი... – ისე
თქვა, თავი არ მოუბრუნებია.
– რად გინდა, პაპიდ?! – შეცბუნდა იზოლდი.
– რამდენი ხანია არ გავბანებულვარ... უნდა დავიბანო...
– ეხლაა, ქალო, ამ შუაღამისას? – შეიცხადა იზოლდიმ.
– აი, სწორედ ეხლა! სწორედაც ეხლა!
– დილამდე ვეღარ მოგიცდია, ქალო, ხვალაც ამ თვისაა!
მაკამ ჯოხი იატაკს დაჰკრა:
– სადღაა ცდის დრო, შე მართლა რეგვენო! სადაც არის გა-
მოვა ძველი ბაღიდან...
– უიმე, პაპიდ, უიმეე! – შესძახა იზოლდიმ და სწრაფად გა-
ვარდა, უკანა ოთახიდან წყლით სავსე დიდი სპილენძის ქვაბი
გამოიტანა და ღუმელზე დადგა, მერე აივნიდან ერთი იღლია შე-
შა შემოიტანა და ცეცხლი გააგიზგიზა, თან ფიქრობდა: მაინც ჩე-
მი გასაბანებელია და ბარემ მართლა დღეს გავაბანებ და საქმეს
წინ წავიგდებო.
საქმეში მარჯვე იყო იზოლდი, ხელ-ფეხიდან ნაპერწკლები
სცვიოდა. ახლაც ყველაფერს ხელად მოადგა თავი: დიდი ტაშტი
შემოიტანა, გასანელებელი წყალი მოიმარაგა... მაკას წვრილი,
წვრილი, ნეკზე უფრო წვრილი კუდა ნაწნავები დაუხსნა, ჩამო-
ვარცხნა, მერე გახადა, აიყვანა ხელში და ტაშტში ჩადგმულ პა-
ტარა სკამზე დასვა.
– ძვლები ორმოცდაექვსი ზომა გაქვს, პაპიდ, ტყავი კიდევ
ორმოცდათოთხმეტი... – ეხუმრებოდა იზოლდი და თან საპნავ-
და მაკას ჩამოტყლარჭულ ძუძუებს, მოფლაშულ მუცელს,
ძვლებგამოჩრილ გვერდებსა და ძარღვებით დამარყუჟებულ
ხელ-ფეხს...
შუა ბანაობის დროს მაკამ უფრო მაგრად მოუჭირა იზოლდის
მკლავზე ხელი და სახეში შეაშტერა თავისი გამოხუნებული,
უწამწამო თვალები:

622 მკითხველთა ლიგა


– მეშინიან, ტიტლიკანას არ მომისწროს... უკვე გამოვიდა
ძველი ბაღიდან...
– კარგი ერთი, პაპიდ, დაა... ამ საათში შპრიცს დავადგამ.
– არა, არა, გირჩევნია, ჩქარა გადამავლო დ გამამშრალო...
თორემ მოგვისწრებს...
– გავვარდები და სუ კუდით ქვას ვასროლინებ!
– ვითომ? ვითომ? – ბებრულად ჩაიქირქილა მაკამ, მაგრამ
უცებ იზოლდის მკლავზე მოუთათუნა ხელი და ხმაც გაუთბა: –
იზოლდი... მერე ვაითუ გვიან იყოს და... ვეღარც მოვასწრო
თქმა... ჩემი სახელი დაარქვი, თუ გოგო გაგიჩნდა, რა ისეთი ცუ-
დი სახელიც მე მაქვს, გენაცვალოს პაპიდა, რო აგიჩემებია ქა-
ლის სახელებში ანჟელა მომწონსო. ანჟელა და ოფელია გვერ-
დზე გადადე ჩემი ხათრით...
– კარგი, პაპიდ, კარგი, პირობას გაძლევ, აი, როგორ გაგ-
ღვრიჭე, დაიცა ერთი, ძმარიც გადაგავლო...
იზოლდიმ მაკას თავი პირსახოცით გაუკრა, ტანზე ზეწარი შე-
მოახვია, ხელში აიყვანა, ტახტზე დასვა და გამშრალება დაუწ-
ყო... მაკამ კომოდის ქვედა უჯრისაკენ ანიშნა იზოლდის, ახალი
საცვლები ამომიღეო. იზოლდიმ საცვლები მიუტანა და თვითონ
კი ტაშტებსა და ქვაბებს მიუბრუნდა ასალაგებლად. მაკამ არ
დაუცადა იზოლდის, ნიფხავ-პერანგის ჩაცმას შეუდგა, ბატისტი-
სა იყო, გვირისტით ნაკერი და მაქმანებიანი. ჩაიცვა და ისე
დაიხედა, თითქოს უცხო თვალით უყურებს და აფასებსო, თან
ბუტბუტებდა: "იჩქარე...მაკავ... იჩქარე..." პირსახოცი პერანგის
ჩაცმის დროს თავიდან გადასძვრა, მტუტისფრად გაბუებული
თავი გაარაცრაცა და კარს გახედა. გული ყელში უცემდა, სულს
ძლივს იბრუნებდა... მუთაქაზე გადაწვა...
იზოლდი რომ შემოვიდა და უმწეოდ ტახტზე გადამხობილი
პაპიდა დაინახა, ელდა ეცა:
– რო აიჩემე, დამბანე, დამბანეო, აი, როგორ დაიღალე, პა-
პიდ, ემსააჩი ნემს დაგკრავ!

623 მკითხველთა ლიგა


– ჩამაცვი... თავი დამხურე... – ძლივს ამოილუღლუღა მაკამ.
იზოლდიმ პულსი გაუსინჯა, სულ ძალისძალით დაალევინა
წვეთები:
– ეხლავე ჩაგიწყნარდება დონდგოლი, პაპიდ, აი, ნახავ!
ტყუილია, მე სასიძოს აქ არ მოვაჭაჭანებ, ვერ გაგათხოვებ, ვე-
რა!
მაკამ იზოლდის ხელი აუქნია, გაჩერდიო, თავი დამვარცხნე,
დამხურე და ჩამაცვიო, უბრძანა.
– რა გინდა, ქალო, ჩემგან, რა გინდა ჩემგან, გათხოვილიყა-
ვი იმ არქივარიუსზე, გეყოლებოდნენ ჩამცმელებიცა და დამხუ-
რავებიც! – ხუმრობით უთხრა იზოლდიმ და არ ვანერვიულო და
უფრო ცუდად არ გახდესო, მოუტანა რკინის სალტეებიანი მომ-
ცრო ზანდუკი, თან ფიქრობდა: დაღლილობისაგან ალბათ ტვინ-
ში რაღაცა მოეშალა, დაიძინებს, დაისვენებს და ხვალ ისევ
ჩვეულებრივ იქნებაო.
– უნდილი ჩანდა, – სუსტი ხმით ამოთქვა მაკამ.
– არქივარიუსი? – ჰკითხა იზოლდიმ.
– ჰოო... – ამოიკნავლა მაკამ.
– გასთხოვდებოდი, ქალო, და თუ მართლა უნდილი გამო-
გადგებოდა, პანჩური და მაგის ჯანი, არც პირველი იქნებოდი და
არც უკანასკნელი, რა ვიცი, შენი მოსაწონი აღარავინ გამოჩნდა
ამ არემარეზედა...
მაკამ იზოლდის ამოხედა, მერე დარბაზის სიღრმეში კედლი-
საკენ გაიხედა, სადაც წმინდა გიორგის ხატი იყო და ხელი
გაიწოდა...
– პაპიდ, შენ ეხლა კარგი დასვენება გჭირდება, მოდი, წაგიყ-
ვან, დაგაწვენ!
არაო, ჩამაცვიო. იზოლდიმ ზანდუკი გახსნა, ოქრომკედით
ნაკერი ხავერდის სარტყელ-გულისპირი ამოიღო ჩიხტიკოპი,
ლეჩაქი და ბაღდადი, მაროსეული ზილფი კავები, დახურული შა-
ვი ფეხსაცმელები, შიგ ჩაჩურთული ფილდეკოსის წინდებით, და,

624 მკითხველთა ლიგა


რა თქმა უნდა, ღვინისფერი შალის კაბა. სანამ იზოლდი აცმევ-
და, თავს ვარცხნიდა და მერე ხურავდა, მაკა გამოთაყვანებული
სახით კარს მისჩერებოდა.
– ესეც ესე, პაპიდ, აი, როგორ მოგრთე და მოგკაზმე, ეხლა
წავიდეთ და დავწვეთ... – გააგრძელა იზოლდიმ, თითქოს ბავშვს
ეუბნებაო.
მაკამ უარის ნიშნად თავი გაატოკა:
– ფეხზე... მინდოდა... შევგებებოდი...
– მართლაცა და მართლაც, ეგრე კი არ არის საქმე?! – დას-
ჭექა იზოლდიმ, – წელი მწყდება, იგრე დავიღალე შენი აწევ--
დაწევით! რაა, რა გაუჭირდებაა, იქ მოგივიდეს, სადაც იქნები?!
მაკამ თავი ჩაქინდრა და დანებდა იზოლდის... იზოლდი კი
ფიქრობდა: ჯანდაბას, დაწვეს ეგრე მორთულ-მოკაზმული, აის-
რულოს ეს ბებრული ჭვინტაკიო, ხვალ დილით თვითონვე გა-
მახდევინებსო. მაგრამ იზოლდის ეს აღარ დასჭირდა, რადგან
დილისთვის მაკა უკვე მკვდარი იყო.
ევა კი, ცხადია, ბაიბურში არ იყო და ეძინა... ტკბილი დილის-
ძილით ეძინა, სიამე და შვება დაუფლებოდა... ძილ-ღვიძლში
წმინდა გიორგის ხედავდა... ისევ, როგორც სამოცი წლის წინ გი-
ოს ხედავდა ხოლმე... მხოლოდ ახლა ეს სიამე არსაით მიიბ-
რძოდა, მყუდრო იყო და უშფოთველი, დრო-ჟამის სივრცეებით
დაწმენდილი და გასპეტაკებული. და თითქოს შორეული ლაჟ-
ვარდიდან, იმ მიუწვდომელი სივრცეებიდან გიო დაჰყურებდა,
წმინდა გიორგიდ ქცეული...
– მადლი უფალს...– ხმამაღლა წარმოსთქვა და ლოგინში წა-
მოჯდა, ისევ გახედა ბუხრის თავზე მიყუდებულ ხატს და მოეჩვე-
ნა, რომ აქაურობას სხვა ნათელი ედგა... მაშინვე წამოდგა, ლო-
გინი გაასწორა, სარდაფიც მიალაგ-მოალაგა, ბუხარი აანთო...
უნდოდა, ჩამომჯდარიყო ბუხრის პირას, სურნელოვანი პიტნის
ჩაი დაელია და თან წმინდა გიორგისათვის ეყურებინა...

625 მკითხველთა ლიგა


ზევიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მარო ეტყობა წასული იყო,
თუმცა რა, კარგად იყო უკვე მოშუადღევებული. ავიდა, მაღლა
აივნიდან ერთი კარგი კუნძიც ჩამოიტანა, რომ ბუხარს დიდხანს
ეღუდღუდა... დღეს მთელი დღე სახლში უნდოდა დატრიალებუ-
ლიყო, თითქოს დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ სახლში დაბრუნე-
ბულიყოს, მოუნდა, მჯდარიყო ბუხართან, მატყლი ეწეწა, ეჩეჩა,
ერთა და ექსოვა, როგორც ოდესღაც...
ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ქსოვა იცოდა, კბილით არ გაიგლიჯებოდა
და დანით არ გაიჭრებოდა... დაუქსოვდა ბიჭებს წინდებს, გიგ-
ლას კიდევ სამუხლეებს მოუქსოვდა, ზამთრობით მუხლები აწუ-
ხებდა ხოლმე. დაბრუნდებოდა დასვენებიდან, დაახვედრებდა.
მაშინ უყვარდა დედასთან ჩამოსვლა, როცა მარო შინ არ იყო,
ისხდნენ ბუხართან და ჭუკჭუკებდნენ... მაროზე ვერაფერს ეტყო-
დი, თორემ გულის ნადების გაზიარება იცოდა...
ზედადგარზე ქეთლი შემოდგა, კედლიდან გამხმარი პიტნის
წნული ჩამოიღო, დაფშვნა მთლიანად, საჩაიეში ჩაყარა... ისევ
შეხედა ბუხრის თავზე დასვენებულ ხატს... სხვა დროს ამ თვა-
ლით არც უყურებია, თუმცა ყოველთვის აგონებდა გიოს... ეგრე
დაკვირვებით... ეგრე ჩაღრმავებით... თვალი ვერ მოეშორებინა
წმინდანის თვალიერებისათვის, დიდი, ლურჯი, ოდნავ დახრილი
თვალებისთვის... ეს არ იყო მეომრის თვალები, ამ თვალებში
არ კრთოდა ზიზღი და მრისხანება, არც სისასტიკე და გამძვინვა-
რება... გაოცებითა და ჭმუნვით ჰქონდა სავსე თვალები წმინ-
დანს... მაგრამ მაჯისცემა ამ ხატისა ცხოველმყოფელი და მღელ-
ვარე იყო, გაფრიალებული ფარჩის მოსასხამი მზეზე ბრწყინავ-
და და ლივლივებდა, ოქროს უზანგში გაყრილი წითელწაღიანი
ფეხიც მტკიცედ და მოსხეპილად ეკვროდა ნისლა რაშის ამო-
ბურცულ ფერდს, მუქარით აწვდილი მარჯვენაც მოღერებული
ჰქონდა მახვილის ჩასაცემად... და სწორედ მახვილის ჩაცემის
წინ ერთი წამით შეჩერებულიყო, გაოცებული და ნაღვლიანი...
წმინდანსაც ლურჯი თვალები ჰქონდა გიოსავით...

626 მკითხველთა ლიგა


ევამ გამხმარი პურის მოზრდილ ნატეხს მუჭით წყალი დაას-
ხურა და ქეთლის გადმობრუნებულ სახურავს დაადო დასაორ-
თქლებლად და დასარბილებლად... გაკორკოწებული ყველის
ფინჩხები ნახა, პატარა ჯამფილაში ჩაყარა და ცხელი წყალი და-
ასხა... სამფეხაზე დაჯდა ბუხართან ახლოს და ისევ ხატს ახედა.
ბრძოლის ჟინს წმინდანის თეთრონი გამოხატავდა, ცეცხლოვა-
ნი თვალებით, დაბერილი ნესტოებით, არაბუნებრივად მაღლა
ატყორცნილი ფლოქვით, – თითქოს ჰაერიც კი თრთოდა ამ
ფლოქვის ირგვლივ, – რომელიც, აი, ამ წუთს დაუნდობელი გა-
მეტებით ჩაეცემოდა გველეშაპს დაღრენილ ხახაში. ტბისპირას
ხდებოდა ეს შერკინება, გველეშაპს ამოეყო თავისი საზიზღარი
თავი კამკამა წყლიდან, ამომართულიყო, ბურთულებივით თვა-
ლების უაზრო, გაშეშებული მზერა ცხენის ფლოქვისთვის მიეპ-
ყრო, დაღრენილი ხახიდან კი შხამის ნაკადს აფრქვევდა. მკვრი-
ვი სხეული, ყავისფერი, ყვითელი ზოლებით დაჭრელებული,
გამჭვირვალე წყალში ირეკლებოდა. ტბის ნაპირები თეთრი
იყო, კირქვიანი, მოფენილი ღერა-ღერა ყვავილებით... ყოველი
მათგანი საგანგებოდ იყო გამოხატული, აგერ მარცხენა კუთხე-
ში სამი ალისფერი ყაყაჩო, ერთი მორცხვად თავდახრილი...
აქეთ კი ბალბის მრგვალი ფოთლები და ნაზი, ვარდისფერი ყვა-
ვილები... აქვე იყო ღიღილოები, თეთრი შროშანები, პაწია ნარ-
ნარი ზანზალაკებით... როგორც წყალი, ასევე სივრცე წყლის
ირგვლივ გამჭვირვალე და ნათელი იყო...
ევამ ხის მოზრდილ თაბახზე დაიდო დაორთქლილი პური,
ჯამფილით ყველის ფინჩხები, შაქრის ნატეხი და დიდ, ლურჯ
ფინჯანში ფაიფურის ჩაიდნიდან ახლად დაყენებული პიტნის ჩაი
დაისხა. ესიამოვნა პიტნის სუნიცა და ორთქლიც... გიოს უყვარ-
და პიტნის ჩაი, გარეულ ქონდარსაც ურევდნენ, ოჰ, რა სურნე-
ლოვანი იყო. მხოლოდ ყველის ფინჩხებს კი არა, ახლად ჩადე-
დებულ ყველს, დელამოს, ატანდნენ. ორივეს ძალიან უყვარდა
დელამო. გიოსაც ფიქრიანი თვალები ჰქონდა, თან როგორი

627 მკითხველთა ლიგა


გაოცება იცოდა, მაშინვე შეყრიდა თავის მშვენიერ წარბებს...
თვალი მოუწყლიანდა და იფიქრა: ალბათ მშვენიერების დასაბა-
მიც ამ მარადიულ გაოცებაშიაო, მარადიულ ჭმუნვასა და შეკ-
რთომაშიო, რომ ამ კამკამა ლურჯ წყალში ასეთი უწმინდურება
შეიძლება ბუდობდეს, ამ მშვენიერ მიწაზე შხამი და საწამლავი
იფრქვეოდეს და ითესებოდესო. ევამ ერთი კი მოსვა ჩაი და შე-
ჩერდა, ფინჯანი ბუხრის კალთაზე დადგა და დაორთქლილი პუ-
რის ნატეხი ზედ დაადო...
კიბეზე ბრაგაბრუგით ვიღაც ჩამოდიოდა. მარო თუმცა ყო-
ველთვის სახლში დაბრუნების შემდეგ ასეთი ბრაგაბრუგით ჩა-
მოდიოდა ხოლმე კიბეებზე და ეზოს ბოლოს ფეხსადგილისაკენ
გარბოდა, მაგრამ ევამ მაინც კარებს გახედა...
სწორედ ამ დროს სარდაფის კარის ჩარჩომ კედელზე რახვა-
ნი მოიღო. კი არ შემოაღო, ლამის შემოგლიჯა კარი. ღიობში მა-
რო იდგა. კრაველის დიდი ფაფახი ეხურა, მსხვილად ნაქსოვი
სვიტრი ეცვა, ნაცრისფერი და ლურჯი შეწყვილებული ნართისა,
რომელიც მაროს ისეც დიდ გულმკერდს (ჩემი ძუძუ-მკერდი, გე-
ნაცვალეთ, ერთ ქალადა ღირს) აზვირთებას მატებდა და ჯაჭვის
პერანგს მიემსგავსებოდა. მკვრივ სახეზე ავად შემართული,
მსხვილნესტოიანი ცხვირი განრისხებულ მაროს ნამდვილი მე-
ომრის შესახედაობას აძლევდა და ეს თვალები, ლამის საცრი-
სოდენა თვალები და ფართო სახეზე გადათხლეშილი წარბები
(აფსუს, ჩემო თვალ-წარბო!) ზიზღით, სიძულვილითა და სიბრა-
ზით სავსე თვალები, მაროს ბრძოლის ქარცეცხლში გადასაშვე-
ბად გამზადებულ, განრისხებულ მეომარს ამსგავსებდა. ოღონ-
დაც! მაროს წუხანდელი ამბავი ხომ კლიენტებისაგან გაეგო,
ცხადია, იქიდანვე განარებული წამოვიდა სახლში და ევა რომ
დაინახა არხეინად ჩამომჯდარი გაღუდღუდებული ბუხრის პი-
რას, თანაც მაროს აივნიდან ჩამოტანილი კუნძით, დაინახა ბუხ-
რის თავზე წამომდგარი წმინდა გიორგის ხატი, იგრძნო პიტნის
ჩაის სუნი...

628 მკითხველთა ლიგა


იმ დროს, როცა მარო თავის გულს ასკდება, ეს ქალბატონი,
მყუდროდ მოკალათებული, ჩაის უნდა შეექცეოდეს? მაროს სიბ-
რაზე გაუათკეცდა... იგრძნო, რომ შიგნით რაღაც უდუღდა... სი-
ძულვილისა და სიბრაზის აქოჩრილი ტალღები მოიწევდა ზევით
და ყელში შეკუმშულ ზვირთად ეჩხირებოდა... მაროს ისიც კი
მოეჩვენა, რომ ევას თვალებში რაღაც გაუკრთა, დამცინავი ღი-
მილის მსგავსი. გადაწყვეტილი ჰქონდა, აქეთ რომ მორბოდა,
რადაც უნდა დასჯდომოდა, ხატისთვის ხელი ეტაცა, გაექანებინა
და იმ გომბიოსაგან ევას ზურმუხტები დაებრუნებინა. ოჰ, ის უნა-
მუსო გომბიო, ჩაიგდო ხელში გამოტვინებული ბებრები და სა-
დამდე მივიდა საქმე! ტყუილია, თუ ნებით არა, სასამართლოს
გზით მაინც უკან დავიბრუნებო, ფიქრობდა მარო, ჰოდა, ევა
რომ დაინახა, მშვიდი, წყნარი, ამ სისაძაგლის, ამ მართლაც
უსინდისობის შემდეგ, რა კოხტადა და ლამაზად აპირებდა ჩაის
დალევას, მარომ თავისდაუნებურად მუშტებიც კი მოკუმშა...
ევასაკენ ნაბიჯი გადადგა...
ევა შემკრთალი წამოდგა და ზურგით მიეყუდა ბუხრის თავს.
მარომ სწრაფად გაიწოდა ხელი, ევას ერთბაშად თავიდან თავ-
შალი გადააძრო და ყურის ბიბილოები გამოუჩინა:
– ფუუ! ფუუ! ფუუ! – ყელში შეკუმშული ბოღმა ფურთხად ამო-
ანთხია მარომ და ახლა ხატისკენ გაიწოდა ხელი.
– არ მიეკარო! ხელი არ მოჰკიდო! – თქვა ევამ და პირით ხა-
ტისკენ შებრუნდა.
– რაო, რაოო?! ხელი არ ვახლოო?! ხელი კი არა, ფეხით უნ-
და შევდგე! ფეხით! – და მარომ ევას მხარში მოჰკიდა ხელი და
გვერდზე გასწია.
ევა ხელებით ჩაებღაუჭა ბუხრის თავს, მაგრამ მარომ მეორე
ხელით ღონიერად ამოჰკრა ქვევიდან და ბუხრის თავს მოაშო-
რა. ევა დაბარბაცდა, კინაღამ წაიქცა, მაგრამ მაინც შეიკავა თა-
ვი და მაროს, რომელიც ის იყო ხატს უნდა მისწვდომოდა, ხელზე
დაებღაუჭა. მარომ ახლა ძალით გამოჰგლიჯა ხელი და თან ისე

629 მკითხველთა ლიგა


უბიძგა, ევა შეტორტმანდა და ტახტზე ჩაჯდა. ახლა უკვე იმედი
გადაიწურა, რომ მაროსთან ძალით რაიმეს გახდებოდა... ტახ-
ტიდან მაშინვე წამოიწია და მაროს შეღაღადა:
– ნუუ, მაროო, ნუუ, ქალო, ნუუ, მარო... – მარომ ხატი ბუხ-
რის თავიდან ჩამოიღო, ევა მუხლებზე დაეცა მაროს წინ და გზა
გადაუღობა: – ნუუ, შენი ჭირიმე, ნუ წამართმევ, მარო, ნუ, ქა-
ლო, ნუუ, ნუუ, ნუუუ... მარტო ეს დამანებე, მარტო ესა.
ასეთი მავედრებელი ევა არასოდეს არ უნახავს მაროს. ამდე-
ნი ხანი ამისი რძალი იყო და საალერსო კი არა, ერთი ტკბილი
სიტყვა არ ახსოვდა მაროს, და ეხლა ამ რაღაცა დადღაბნილ
ხატზე, ეს გულქვა ესა, შენი ჭირიმეო, ეუბნებოდა. ოოო, ეს ასპი-
ტი ესა! ქმარს თავი რო მოაკვლევინა და ერთი ცრემლი არ გა-
დამოვარდნია! მერედა, როგორ მოაკვლევინა! ისე უღმრთოდ,
ისე საშინლად! საწყალი მამამთილის ჯავრიც უნდა ამოიყაროს
მარომ, მადლიც იქნება, სხვის დასანახადაც კი რომ არ გადმო-
უგდია ერთი ცრემლი! ქმარი კი არა, მარომ ერთხელ რამდენი
იტირა, მისი გამოკვებილი ღორი რომ წამოაქციეს, ღორი გარე-
თა ჭყიოდა, მარო შიგნითა ტიროდა. ასეთი გული აქვს მაროს!
მამამთილი რა გულმდუღარედ დაიტირა?! ყოჩაღ, მაგის ქალო-
ბასო, მთელი უბანი ამასა ღაღადებდა! მე, გენაცვალეთ, გული
მაქვს, გული, მაგასავით ლოდი კი არ მიდევს გულის ადგილას.
ჰოო?! ახლა ხომ მიაკვლია, ამ ალქაჯს რაც გაუპობდა გულს?!
ბოლოს და ბოლოს, ხომ გაიგო, ამ ხესა და ქვას გულს რაც ატ-
კენდა, რაც დაზაფრავდა, ამ უცრემლო, ყოველთვის მოკრიალე-
ბულ, ფართოდ გახელილ თვალებს ცრემლს რაც ჩამოადენდა!
და მაროს შურისძიების ისეთი ავხორცი ჟინი მოეძალა, დაესაჯა
ევა! გული ეტკინა! შური ეძია თავისი თავისათვისაც! თავისი
ოჯახისთვისაც! ჯანდაბას ის ზურმუხტებიც! ჯანდაბას ის ოხრად
დასარჩენი საყურეებიცა და ბეჭედიც! ჯანდაბას ყველაფერი! უნ-
და მოუკლას გული! უნდა ჩააყაროს თვალში ნაცარი! რაკი არის

630 მკითხველთა ლიგა


რაღაც ისეთი, რაც შესძრავს ამ ქვასა და კლდეს! მარომ ხატი
ხელში შეათამაშა.
ევა მაროს კაბის კალთაზე დაეჭიდა:
– ნუ დაიდებ ჩემს ცოდვას, მარო! – ხმა აუკანკალდა და თვა-
ლებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.
ცოდვასო? ცოდვასო? ამ სიტყვამ მარო მთლად გადარია:
– რომელ ცოდვას მეუბნები, შე წასაწყმედო, შენა, რომელ
ცოდვას, რომელს! – დაიღრიალა მარომ, ხატი ერთბაშად
დააპირქვავა და აგიზგიზებულ ცეცხლს ზედ დაამხო, – ის საცო-
დავი მაკა შემოინარცხე! წადი, აბა, ნახე, კიდევ ითამაშეთ კარ-
ტი! ითამაშეთ! ითამაშეთ! (წეღან საპარიკმახეროში ამბობდა მა-
კაზე, ძაღლი მიაკვდა სულშიო), – ყვიროდა მარო.
ტკაცატკუცით მოეკიდა ცეცხლი გამომშრალ ხესა და საღე-
ბავს... ევამ ერთი ამოიკვნესა და სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ
მაშინვე გონს მოეგო და მაშას სტაცა ხელი. მაროც მოულოდნე-
ლად შედრკა... რაღაც დაემართა... და სანამ ევა მაშით გამოათ-
რევდა ხატს, მარო ცეცხლს არ მოერიდა, ხელი ჩაყო და ცეც-
ხლმოდებული ხატი ბუხრის წინ დააგდო. ხატს ბიკონივით ეკიდა
ცეცხლი... ტკრციალით იწვოდა...
– ვუიი... ვუიიი! – ამოიბღავლა მარომ და კარისაკენ წავიდა.
ევამ რაღაც ფლასს სტაცა ხელი და ხატს ზევიდან დააგდო
ცეცხლის ჩასაქრობად. და როცა ცეცხლი ჩააქრო, ალაგ-ალაგ
დანახშირებულ ფიცარს საღებავის კვალიც აღარ ეტყობოდა.
მხოლოდ ერთგან მკრთალად ჩანდა ცხენის აწეული ფლოქვი.
სხვა ყოველივე ცეცხლს გადაეშალა.
მე და ბებიას ის იყო უნდა გვესაუზმა, რომ მაროს ძმისშვილი
ესმა დაქასქასებული მოვიდა, მთელი გზა სირბილით ევლო, ევა
კვდება და რუსუდანი მოვიდეს, სიტყვა მაქვსო. კიდევ კარგი, რა-
ღაც საქმეზე სოფლიდან ამოსულიყო, ცოტა ხნით მაროსთან მი-
ერბინა და ეს ამბავი დახვედროდა. ბებიამ კვერცხები ცივად და-
დო მაგიდაზე, აშიშხინებული ტაფა სწრაფად გადმოდგა ღუმე-

631 მკითხველთა ლიგა


ლიდან, აბა, წავიდეთო, მითხრა, ჩავიცვით და ბედად სახლიდან
გამოსვლისთანავე ტაქსიც შეგვხვდა, თორემ ბებიას ნაბიჯით
როდის ჩვენ მაწანწარაზე ჩავაღწევდით. ბებია ევა მართლა
კვდებოდა... სულს ებრძოდა... მომაკვდავის სუნთქვით სუნთქავ-
და, ზერელად და ჩქარ-ჩქარა, აბორგებული, გამუდმებით აფა-
თურებდა ხელებს ნაკუწების საბანზე, თვალებიც დახუჭული
ჰქონდა.
– ევა... ევიკო... – ჩასძახა ბებიამ, – ჩვენ აქ ვართ, ევა... აბა,
თვალები გაახილე... – თან გაოფლილ შუბლს უწმენდდა.
ევას შუბლიც, ხელებიც უხურდა. მე გავედი გარეთ, მუჭით
თოვლი მოვხვეტე, ცხვირსახოცში გავხვიე და ბებია ევას შუბ-
ლზე დავადე:
– ევა ბები... ევა ბები... რა გინდოდათ... რა გინდოდათ, გეთ-
ქვათ... ჩვენ აქა ვართ... – ჩავძახოდი მეც.
რაღაც ხნის შემდეგ ბებია ევამ დამძიმებული ქუთუთოები
ძლივს ასწია, ოდნავ გაახილა თვალები, მაგრამ ვერ დამინახა,
მიყურებდა და ვგრძნობდი, ვერ მხედავდა... მერე ჩაუდგა თვა-
ლებში მზერა და სრულიად გაურკვევლად რაღაც ამოილუღლუ-
ღა... ცნობიერება ეტყობა ჰქონდა, მისი ხელი რომ ავიღე, სუს-
ტად მომიჭირა. მერე ისევ მიიბუნდა და ისევ მოჰყვა ხელების
ფათურს...
მთელი დღის განმავლობაში, ცნობიერება როგორც კი დაუბ-
რუნდებოდა, იწყებდა ლუღლუღს, რომ ჩვენთვის როგორმე
გაეგებინებინა, რის თქმაც სურდა, მაგრამ ჩვენი მიუხვედრებ-
ლობით დაოსებული და დატანჯული ისევ გადააგდებდა თავს ბა-
ლიშზე, თვალებს დახუჭავდა და მიიბუნდებოდა, მაგრამ საბო-
ლოოდ ბებია ევას ამ სურვილმა, ღრმად ფესვადგმულმა მის არ-
სებაში, მის სულთან შერწყმულმა სურვილმა გზა გამოიკვლია,
გადალახა ცნობიერების ნაპრალები, ამოტივტივდა ზევით და
სულს თან ამოჰყვა:

632 მკითხველთა ლიგა


– სპირიდონასთან... არ... დამმარხოთ... – ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
მაგრამ ისე მკაფიოდ თქვა, ლამის ყურს არ დავუჯერეთ. თურმე
ეს იყო, მთელი დღე რომ აწვალებდა და სიკვდილის ნებას არ
აძლევდა. ახლა შეეძლო, დამშვიდებით მომკვდარიყო, რაიცა
კიდევაც მოიმოქმედა. სიკვდილის წინ უკანასკნელად გაახილა
თვალები, ამ თვალთა მზერამ ცოტა ხანს კიდევ იფარფატა, მერე
კი ჩაიშრიტა დროსა და ჟამის უსასრულობაში.
– აბა, ეხლა რა ვქნათ, რუსუდანო, ჩვენო კამანდირო?! ეს
მშვენიერი ევა უკვე მზად არის მიწამ მიიბაროს... – თქვა იოსე-
ბამ და ბებიას მიაპყრო თავისი უცნაურად უშნო და ყბაჩა პირი-
სახე.
– მართალია, ჩვენი წესი არ არის გასვენებამდე ლუკმის გა-
ტეხა, მაგრამ სხვა დროს როდისღა? ჩემი ევაც გვაპატიებს. ჰო-
და, მოდით, წანდილითა და თითო ჭიქით შენდობა ვთქვათ, – და
ბებიამ მაგიდისკენ მიუთითა იოსებასა და გურამას.
– წანდილი როდისღა მოასწარით? – იკითხა იოსებამ, მაგი-
დას მიუჯდა და თავისი მალხაზი შვილიშვილიც გვერდით მოის-
ვა.
– წუხელ, იოსებ, წუხელ ღამიანად გავაკეთეთ, აბა, მზის ჩას-
ვლამდეო, მაგრამ არ გამოგვივიდა...
– ოჰ, რუსუდანო, ტყუილია შენისთანა, მე რომ მკითხო, შენი
ადგილი სხვაგან იყო!
– ჩემი ადგილი შენს შეკრულ კუბოშია, ჩემო იოსებ, აი, სად
არის... – უპასუხა ბებიამ, თვითონ ჩაის კოვზისოდენა წანდალი
გადაიღო, მიირთვითო, გვითხრა და ღვინოც დაასხითო. ძალზე
გემრიელი გამოსულიყო ჩვენი ნაცოდვილარი წანდილი...
იოსება და გურამა ისე გემრიელად შეექცნენ, მეტი არ შეიძ-
ლება. არ უნდა დარჩესო, ბებია ამბობდა, გადაიღეთ, რაც შეგიძ-
ლიათო. ღვინოც დავლიეთ, ბებია ევას ცხონება ვთქვით, მერე
კი ბებიამ იოსებაც ადღეგრძელა, როგორც ევას ბოლო ბინისა
და სადგომის გამკეთებელი:

633 მკითხველთა ლიგა


– შენ დაიკვეხე კაცობა, იოსებ. რაც ხალხი შენ სადღეგრძე-
ლოსა სვამს, დღე ისე არ გაივლის, შენი დღეგრძელობა არა
თქვან.
– არა, რუსუდანო, ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პა-
რასკევობით ხომ დასაფლავება არ არის და, კვირაში ოთხჯერა
სვამენ...
– მერე, გული ხო არა გწყდება, ოთხჯერ დალევა არა გყოფ-
ნის განა?!
– მყოფნის, მყოფნის, მეტიც არის! რა ვქნა, რუსუდანო,
აემისთანა მწუხარე ხელობა მააქვს, მაგრამ კარგ პურს კი ვაჭ-
მევ ცოლ-შვილს... მაგრამაა, იმდენი სიკეთე მეე, რამდენჯერ
ოხვრითა და გმინვით გამიკეთებია კუბო… ჯერ მარტო შენიანებ-
ზე, ჩემო რუსუდანო, რამდენი ვივაგლახე, მაგრამ არ მინდა, მო-
გაგონო, ყველანი კარგად ვიყვნეთ.
იოსებამ პატარა თლილი ჭიქა მოგვიჭახუნა და დალია...
– ეხლა რას გეტყვით, – თქვა ბებიამ, – აი, ჩემი გოგოს მე-
გობრები, ბიჭები, სადაც არის, გამოჩნდებიან, თუ მანქანა მოიყ-
ვანეს, ხო რა კარგი, თუ არადა, შენი ურმით გავასვენებთ, ჩემო
იოსებ და ის იქნება.
– როგორც შენ გვიბრძანებ, ჩვენო უფროსო, როგორც შენ
იტყვი! – და იოსებამ ბებიას "ჩესტი" აუღო.
ბებიამ გვთხოვა, მაინც პირუჩუმრად ნუ გავასვენებთ და
რაიმე ისეთი ნაღვლიანი და წყნარი სიმღერა ვთქვათო. ჰოდა,
ამ ბჭობაში ვიყავით, ბებია ევასთვის რა გვემღერა და ხმები რო-
გორ შეგვეწყო, რომ კარები შემოფრიალდა და მარო მოგვევ-
ლინა, მას უკან მაღალი, ახმახი კაცი მისდევდა და გარეთაც,
ეზოში რამდენიმე ადამიანი შევნიშნეთ. მარომ ნამდვილი ცირკი
მოაწყო, იმ კინტოსი და ჟირაფისა არ იყოს, ვუყურებდი და თვა-
ლებს არ ვუჯერებდი, მწუხარედ შეყრილი წარბები, დარდით
შეძრული ნაკვთები, დიდი ხელები სავიშვიშოდ გაშლილი:

634 მკითხველთა ლიგა


– მე აქ განა კატა მომკვდომია, დეიდა რუსუდანო, დედამთი-
ლი დავკარგე, დედამთილი, ჩემი გიგლას დედა, ჩემი შვილების
ბებია! ჭერმა უნდა გაიგოს, ჭერმა, გლოვა და მწუხარება! – და
მარომ, ვითომ ჩვენ იქ არც ვყოფილვართ, გარედან კაცებს
დაუძახა და ბებია ევას კუბო ზევით აატანინა.
იოსება და გურამა გამოგვეთხოვნენ, მეც ვუთხარი ბებიას,
ჩვენი მისია დასრულებულია-მეთქი, მაგრამ სასტიკად იუარა,
არავითარ შემთხვევაშიო, ჩვენი მოვალეობა მაშინ დასრულდე-
ბა, როცა ჩემს ევას დავასაფლავებთო. და მართალიც გამოდგა,
იმიტომ, რომ ევას უკანასკნელი სურვილის შესახებ რომ გაიგო,
მარომ ტლინკები ყარა:
– არასდიდებით, გენაცვალეთ! – ბრაზობდა მარო და თავისი
უწმაწური უხეშობით ასაბუთებდა: – მაშ, ვინ მივუწვინო, გენაც-
ვალეთ, ჩემს მამამთილს? ვინ მივუწვინო?! არ დამმარხოთო!
ემანდ ხელი არ გადაყოს და არ მიუსვ-მოუსვას!
მერე კი გავიდოდა დიდ ოთახში, სადაც ევა ესვენა და სატირ-
ლად და საგოდებლად ცხვირსახოცს ამოაფრიალებდა, ერთხელ
ცხვირსახოცთან ერთად გულოს წერილიც ამოაფრიალა, მწუხა-
რე სახით ხალხს გადახედა და დაატირა საწყალ ბებია ევას:
– ვალმოხდილი ბებია ხარ, დედამთილო, მერე როგორი
ვალმოხდილიიი, აი, გულო რას იწერებააა, ერთ ღამეში ავმარ-
თეთ კედელიოოო... კედელიოოო... მთელი ღამეე ფეხჩაუკრე-
ფავად ვმუშაობდიოოოო ბერლინიიის კედელიოოო... ერთი
თვის ხელფასიიით დაგვაჯილდოვესოო და ჩეემ საყვარელ ბე-
ბიასოო თავშალს ვუგზავნიოოო, ჭრელ თავშალსაოოო...
აი, თურმე რას იკვეხნიდა მარო სარდაფში, თან წერილსაც
რომ გვაჩვენებდა. განა არა, მაინტერესებდა, ნეტავ, რით იწო-
ნებს თავსა-მეთქი, და აი, თურმე რითა. მე კარგა ხანია, ვიცოდი
ამ კედლის ამბავი, თავისუფლების ხმაში მოვისმინე. გულოს წე-
რილმა კი, ეტყობა, ახლაღა ჩამოაღწია. რა ბედნიერი იყო მარო,
რომ სწორედ ახლა, ხალხის წინ, დედამთილის კუბოსთან შეეძ-

635 მკითხველთა ლიგა


ლო თავი მოეწონებინა. მაგრამ ბებიამ გამაოცა, იჯდა სრულიად
გათიშულივით, მთელი ამ წარმოდგენების დროს მაროს ყურს
არ უგდებდა და რაღაც ღრმა ფიქრებში იყო წასული... მაგრამ
ხანდახან ვხედავდი, პირს ააცმაცუნებდა ხოლმე, თითქოს თა-
ვისთვის რაღაცას ამბობსო. მე თავში გამიელვა, თუნდ სანაძლე-
ოს დავდებ, რაღაცას თავისთვის თხზავს-მეთქი.
მართალიც გამოვდექი. ბებია ევა რომ დავასაფლავეთ სა-
საფლაოს განაპირას, დიდი ცაცხვის ქვეშ, – ბებია ევას ქომაგად
ბებიაჩემი ჰყავდა, რომელიც ცოცხალი თავით მაროს თავისას
არ გააყვანინებდა და აკი არც გააყვანინა, სპირიდონასთან არ
დაასაფლავებინა, – და წამოვედით, – ბებიას საშინლად ასტკივ-
და თეძო, დაღლილობისაგანაც გადანათებულიღა იყო, ვერც
ჩვენების საფლავებზე ვერ მივედით და მაროსთან ქელეხში წას-
ვლაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, – ჰოდა, როგორც იყო სახ-
ლში რომ მივედით, სასადილო ოთახში ბუხარი დავანთე და ცო-
ტა მოვისულდგმულეთ, ბებიას ვკითხე: "თუ ხათრი გაქვს, ისე გა-
მოთიშული რომ იჯექი პანაშვიდზე და პირს აცმაცუნებდი, რას
თხზავდი-მეთქი. ევა და გიო მედგნენ თვალწინო. თუ გახსოვს,
აბა, მითხარი-მეთქი... და ბებიამ ნაღვლიანი, მწუხარე ხმით
მითხრა:
– ო, სხივი იგი ჩამავალი,
ამავსებს თრთოლვით...
რიყეში ნელა მიჭრიალებს
საძნე ურემი.
მიახლოვდება წარსული შორი, –
ოცნების სწორი, –
უცხო ხატება განუშორები...
ურემზე სხედან ევა და გიო,
ჩუმათხევიდან მობერავს სიო,
შრიალებს წნორი...
ო, სხივი იგი ჩამავალი

636 მკითხველთა ლიგა


ამავსებს თრთოლვით.

637 მკითხველთა ლიგა


"რასაცა გასცემ, შენია,რაც არა – დაკარგულია".

ბებიაც იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, ოთხმოც-


დარვა წლისა. ბევრი ჭირი ვნახეო, ამბობდა, რა იქნება, უფალმა
ჩემთვის მსუბუქი სიკვდილი გაიმეტოს, რომ არ გაგაწვალოვო.
მართლაც ასე მოხდა, მშვიდობიანად წავიდა ამქვეყნიდან. იქამ-
დე კი ჩვენს მყუდრო აივანზე შემოდგომის შესანიშნავ საღამო-
ებს ვატარებდით. ხშირად დაბალი ხმით ვმღეროდით. ვგრძნობ-
დი, დრო ეწურებოდა და ვფიქრობდი: როგორ უნდა წავიდეს ისე,
რომ არ დაიღიღინოს-მეთქი. ბებია ხომ ისე კარგად მღეროდა
და ისე უყვარდა სიმღერა. არადა, გიგის შემდეგ თურმე შვიდი
წელი არ მღეროდა, მერე ჩემს დაბადებაზე მამაჩემი შევედრე-
ბია, არ იქნება, ბავშვი დაიბადა და ძალიან გთხოვთ, ვიმღერო-
თო. მამა გიგის მეგობარი იყო, ერთად სწავლობდნენ სასუ-
ლიერო სასწავლებელში, მერე უნივერსიტეტშიც, ბებია სიყმაწ-
ვილიდან იცნობდა და მართლა შვილივით უყვარდა, ხათრი ვერ
გაუტეხა თურმე. ბებია საინტერესოდ ჰყვებოდა თავისი განახ-
ლებული სიმღერის ამბავს: ხმა რომ ამოვიღე, ცრემლები წამო-
მივიდაო, მაგრამ მაშინვე შემაშრა, იმიტომ, რომ ჩემი ხმა ვერ
ვიცანი, ჟანგი თუ ხრინწი მოჰყვებოდა, და ვითაკილეო, ეს რა
ხმა გამხდომია-მეთქი, კარგად ჩავიწმინდე ყელი და ისევ დავიწ-
ყე, თან ჩემ თავს ვეუბნებოდი, ნუთუ ვეღარ ვიმღერებ-მეთქი.
რაც ლამის წუთის წინ ვერ წარმომედგინა, ახლა სწორედ იმას
ვცდილობდი, რაც შეიძლება, კარგად გამომსვლოდა... ჰოდა,
თანდათან გამომივიდა, დავიბრუნე ჩემი ხმა, თან მწუხარედ ვამ-
ბობდი გუნებაში: როგორც ჩანს, თავკერძობის გარეშე არაფრის
შექმნა ამქვეყნად არ შეიძლება-მეთქი. მერე, სიცოცხლის ბო-
ლო წლებში, დედაჩემის შემდეგ, აღარ მღეროდა და ამჯერადაც
მთელი ექვსი წელი არ უმღერია.

638 მკითხველთა ლიგა


ჰოდა, ახლა შემოდგომის საღამოებს ხშირად დაბალ ხმაზე
სიმღერაში ვატარებდით. სიმღერას და სიმღერას შუა მიყვებოდა
თავისი შვილების ბავშვობისა და სიყმაწვილის ამბებს, ქეთოსა
და სერჟის წასვლას, პაპა გოგლოს მიერ მათ გაცილებას და
სულ მალე მის სიკვდილს. მიყვებოდა საოცარ ამბავს გიგის გა-
დასვენების შესახებ, 45 წლის ზაფხულში, როცა მე სოფელში ვი-
ყავი, დედამ უთხრა თურმე ბებიას, მიცვალებული სასაფლაოზე
უნდა იყოს, ჩვენც ხომ იქ წავალთ, როცა იქნება და აუცილებ-
ლად უნდა გადავასვენოთო.
სულ ქვევით, ძირზე ქვიშა ეყარა, მერე ამოშენებული იყო და
მერე ზევიდანაც ფიქალი ედო და რომ გახსნეს საფლავი, ერთ
წამში გაიელვა თურმე გიგის ჩვეულებრივმა სახემ, მშვენიერი
ყმაწვილკაცის სახემ, რომ იქვე ჩაშლილიყო. კუბოც მაშინვე გა-
შავდა თურმე. გაშავდა და ჩაიშალა. იოსებამ ბავშვის კუბოსა-
ვით ყუთი შეკრა და იმითი გადაასვენეს. მერე კი ისევ ვმღერო-
დით, ორ ხმაზე. საკვირველია, ცოცხლად ჰქონდა შენარჩუნებუ-
ლი წმინდა ინტონაცია და თუმცა ხმა ისეთი კრიალა აღარ ჰქონ-
და, მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო... ერთ დილითაც გამიკ-
ვირდა, რომ არ გამოვიდა თავისი "სენაკიდან", ვინ ბებია და მე
მოვასწრო ადგომა-მეთქი. შევიხედე, მომეჩვენა, რომ მშვიდად
ეძინა, გვერდზე იწვა და თავქვეშ ხელი ჰქონდა ამოდებული. გა-
მოვბრუნდი, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შევბრუნდი. ისევ ისე
ჰქონდა ხელი ამოდებული, და თითქოს ისევ სძინავსო. ბები,
ბები-მეთქი, დავუძახე. ძილში მომკვდარიყო. დასაფლავების
შემდეგ ბებიას დავთარს ვათვალიერებდი, ამისი ნება ხომ სი-
ცოცხლეშივე მომცა. ბებიას შეთხზულებიდან სამი ლოცვა შე-
ვარჩიე და ბებიას მოსაგონებლად გადავწყვიტე, ამ ლოცვებით
დავამთავრო ეს წიგნი. ერთია "ვედრების ლოცვა", მეორე "შენ-
დობისა", მესამე კი "მადლობისა". ასე იყო ეს ლოცვები ბებიას
მიერ დასათაურებული...

639 მკითხველთა ლიგა


ვედრებისა

ო, გევედრები მუხლმოყრილი, ღმერთო მაღალო,


ხალხის ბედ-იღბალს ნუ მიანდობ უგულო ჯალათს,
ვისაც ღირსება და სიცოცხლე იმავ ხალხისა
ჩირად არ უღირს.
ხელაპყრობილი გსასოებ, ღმერთო,
ნუ აღაზევებ ქვეყნის გამგედ ხარბს და უტიფარს,
ვინც თავის მოძმეთ, ვით ბოგანო აღზევებული,
წაჰგლეჯს მონაგარს... და ვინც ქვეყანას,
ვით ეშმაკი უპატრონო ეკლესიას,
შეესევა წასაბილწად და დასამხობად.
უფალო, კვლავაც გევედრები,
მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,
ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარტს ვერ დაისველებს...
შენ შეაფერხე ფუჭი სრბოლა მწყრების სპასპეტთა,
თქარათქურით რომ მიაჭენებ ცხოვრების შარას,
და მხოლოდ მტვრით და კორიანტელით
გვივსებენ თვალებს...
ო, არა, არა, უფალო ჩემო,
არ აბოგინო წინამძღოლად ის მობურთალი,
რომელიც ლამობს, დედამიწა გააბურთაოს!

640 მკითხველთა ლიგა


შენდობისა

შემინდე, უფალო,
თუ დამეზაფრა გული, დამეხშო სული
და დამიშრა წყარო სიხარულისა...
შემინდე, უფალო,
თუ აღარ მახარებს დღისით მზე და ღამით მთვარე,
აღარ მალხენს მაღლა ცა და დაბლა მიწა...
შემინდე, უფალო, თუ ბოროტებამ წარმიკვეთა სასო,
და სიცრუის ქარბუქმა შთამინთქა
ჭეშმარიტებისა და იმედის ნაპერწკალი...
შემინდე უფალო, თუ აღარ მსურს,
თვალხილული ვიარებოდე შენს მიერ შექმნილ ქვეყანაზე...
მაშ, დამიხუჭე თვალი, უფალო,
და დამაძინე ტკბილი სიკვდილით...

641 მკითხველთა ლიგა


მადლობისა

გმადლობ, უფალო,
მაზიარე უმთავრეს მცნებას:
მოყვასისთვის ამავსე ზრუნვით
და ტანჯვა მისი შენ მიქციე საკუთარ ტანჯვად...
გმადლობ, უფალო,
ვნების ყივილმა და სურვილის შემოძახილმა,
მთელ ქვეყანაზე მოთარეშე
შიშმა და ძრწოლამ
ვერ ჩამიხშო ხმა სინდისისა.
გმადლობ, უფალო,
არ გამწირე შენ საბოლოოდ და ფუტურო ხეს
შემარჩინე პატარა ყლორტი...

642 მკითხველთა ლიგა

You might also like