You are on page 1of 2

 იმსჯელეთ გიორგის მხატვრულ სახეზე

 იმსჯელეთ სოციუმზე,საზოგადეოაბაზე,რომელიც მოცემულ მონაკვეთში


წარმოჩნდა
 მთავარი სათქმელი მხ სახეები

„ჩემო კალამო ,ჩემო კარგო ,რად გვინდა ტაში“-ამ სიტყვებით ილია წარმოგვიჩენს თავის
მსოფლმხედველობას და მიზანს-მას არ სჭირდება აღიარებს და სიყვარული .მისთვის
მთავარია „წმინდა სიტყვა უშიშრად მოჰფინოს ხალხში“,გამოააშკარავოს საზოგადოების
მანკიერი მხარე,ნაკლი ,რომლის შემეცნებაც იქნება „დასაწყისი განთიადისა “.ავტორმა
კარგად იცი შრომისა და სამართლიანობის ფასი.გიორგის საშუალებით კი ცდილობს ,რომ
აღნიშნოს

მოცემულ მონაკვეთში მკაფიოდაა წარმოჩენილი გიორგის მხატვრული


სახე.ახლაგაზრდის მსოფმედველობა ძალინ ჰგავს დედისას.მისი აზრით, არ აქვს
მნიშვნელობა გექნება თუ არა პირადი სარგებელი,აუცილებელია პატიოსნად
შრომა.ასეთი ხედვის გამო გიორგის არაერთი პრობლემა შეჰქმნა.„ამ ხასიათმა ბევრი
ხიფათში შეამთხვია“-გვეუნება ატორი.აღსანიშნავია,რომ სწორედ ასე ახასიათებს
კონსტანტინე გამსახურდია დათა თუთაშხიას.ამ ორ პერსონაჟს მრავალი საერთო თვისება
აქვთ, მაგალითად, სამართლის გამძაფრებული შეგრძნება, პატიოსნობა და ა.შ.გიორგი
თავის საქმეზე მიდიოა,მაგრამ, რა შეამჩნია უმსგავსო საქციელი, ვერ აიტანა იგი და
პრობლემის გადაჭრას შეუდგა.ახლაგაზრდა არა და არ ნებდება , იგი პრინციპული
პიროვნებაა ,რის გამოც ომარაანთ მოჯამაგირეს არ ანებებს თავს.მისთვს იგი ზნედაცმული
ადამიანია.აღსანიშნავია,რომ გიორგის ყველაზე ძალიან ცხოველებზე შესტკივის
გული,ამიტომაც ეკითხება : „ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა
ხარ...“.აშკარაა,რომ ოთარაშვილს ცხოველი ადამიანის მსგავსად ებრალება .მისი სრული
ანტიპოდია პლატონ სამანიშვილი და რუსი „იამშჩიკი“ ,რომლებიც ცხოვრებაზე
განაწყენებლნი ჩხენებს უმოწყალოდ და უმიზეზოდ სცემენ. „შრომის სუფევა“ ის უმთვრესი
მიზანია,რომელზეც ავტორი დიდ ყურადღებას ამახვილებს,გიორგი სწორედ აფასებს
შრომის მნიშვნელობას ამიტომაც მას ეზიზღევა ფუჭი საქმე.მოუავი უპრონციპო ადამიანიას
სწორედ მათი იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო დაუპირისპირდნენ
ერთმაეთს.გიორგი ღირსეული აგამიანია,ამიტომაც პატივს სცემს მოწინააღმდეგის
სიმამაცეს : „გიორგის მოეწონა ამისთანა სითამამემოჯამაგირისა“- გვეუბნება
ავტორი,მიუხედვად ამისა ,ასევე, კარგად იცის, რომ მოწიმააღმდეგე მართლა ვაჟკაცი
რომ იყოს პირუტყს ასე არ მოექეოდა.ამ ორ ადამიანის შეხლა-შემოხის შემდეგ გიორგის
სასამართლოშიც იბარებენ.ახლაგაზრდა იმის მიუხედავდა,რომ შესაძოა იგი ციხეში
გამოამწვდიონ,არ ცრუობს ,რადგან იცის ,რომ სიმართლე მის მხარსა.გიორგის
საზოგადოებაშიც სახე აქვს ,როგორც პატიოსანი და მორალური პიროვნებისა .ეს იმაზე
მიგვანიშნებს,რომ ახლაგაზრდასთვის,როგორც დედამისისთვის, სამართლანობა
ცხოვრებაში პრიორიტეტულია. ხალხიც ასე ამბობს : „დედაც ხომ მაგისთანა გადარეული
და დამთხვეული ჰყავს“.ეს მომენტი მახსენებ ავთანდილის სიტყვებს,რომელსაც იგი
ფრიდონის მოყმეების მიმართ იყენებს: „მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს“.

ამ ეპიზოდში ,ასევე,საინტერესოა საზოგადოების,სოციუმის დამოკიდებულება გიორგის


ქმედების მიმართ.მოსამართლეებს არ ძალუძთ გადაწყვეტილების სამართლიანად
მიღება.მათ შიში და ხათრი გომებას ურევდათ. „არ იცოდნენ ,გულს აჰყოლოდნენ,
ოთარაანთ ქვრივის შიშსა,თუ ომარშვილის ხათრსა.“მათიასედი დამოკიდებულება ძლიერ
აწუხებს ოთარაანთ ქვივს,რომელიც მათ „ვირთაგვებს“ უწოდებს.აღსანიშნავია
საზოგადოების დამოკიდებულება მომხდარი ფატის მიმართ.თვით ომარაშვილი ძლიერ
გაბრახდა ,რადგან მისი მოჯამაგირე სცემეს,მაგრამ ,რა გაიგო სიმართლე პირიქით
მადლობაც გადაიხადა გიორგის.თავადმა კარგად იცის სამართლის
მნიშვნელობა,ამიტომაც თავის თავმოყვარეობას უკანაფონზე წევს და გიორგის საქციელს
პატიობს.გელეხებს გიორგის არ ესმით. „ბიჭო-და, ეს კაცი ან გიჟია,ან ღვთისაგან
მოგზავნილი“-ამობებენ ისინი.გიორგის მსგავსად, ისინი სულიერად და მორალირად არ
არიან ამაღლეულები,ამიტომ კიცხავენ მას.გლეხები თავს სხვის გამო არ ჩაიგდებენ
საფრთხეში და ,მით უმეტეს, თავიანთ პროციპებს ასე თავგანწირულად არ დაიცავენ .ილია
ჭავჭავაძე კარგად აღწეს სახოგადოებისა და ინდივიდის დამოკიდებულებას .გლეხებს არ
ესმით გიორგისი,ამიტომაც ლანძღავენ და კიცხავენ მას.

დაბოლოს ,შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ავტორს სურდა გიორგის ამ თვისების აღწერით


გაემახვილებინა ყურადღება „შრომის სუფევუს“ პრინციპსა და
სამართლიანობაზე.ავტორის აზრით ახალ დროებაში შრომა წარმოაგდენს საბტძოლო
ასპარეზს,სადაც ადამიანი ოფლის ღვრით უნდა გაისარჯოს,მიტომაც იგი კიცხავს
ყველას,ვინც ამ ცნებას ვერ იგებს და საზოგადოებას აჩვენებს სწორ გზას
თავისუფლებსკენ.

მხატვული ეფექტის გასაძლიერებლად ავტორი იყენებს ტროპული მეტყველების


სხვადასხვა სახეს,კერძოდ,დიალოგის საშუალებით გადმოგვცემს ტექსტის მთავარ
სათქმელს.საზოგადოების ზედაპირული დმაოკიდებულების გამოსახატად საზოგადოება
გიორგის ახასიათებს ეპითეტებით: „გადარეული“, „დამთხვეული“.ტექსტში ჩვე ვხვდების
ფრაზეოლიგიზმსაც,რომელსაც ავტორი იყენებს გიორგის უშიშტობის გამოსახატად :
„თორემ... მე ვიცი,ყურებზედ ხახვი არ დამაჭრა.

You might also like