You are on page 1of 1

ომი... უდიდესი ტრაგედია პანამელებსა და ამერიკელებს შორის..

უამრავი
სისხლისღვრა და უამრავი ადამიანის შეწირვა მოყვა ამ ომს. ერთადერთი რამ, ეს
ტრაგედია გადაფარა უეცარი და გაურკვეველი მოვლენა იყო ორივე მხარესთვის . ერთ -
ერთი ამერიკელი თავისიანებმა მოკლეს, რომელმაც არ ინდომა მიეღო პანამელი
პატრიოტების დასჯაში მონაწილეობა.

ამ ჯარისკაცს კრუს ხიმენესი ქვია,რომელმაც გადაწყვიტა თავი გაეწირა სრულიად სხვა


ქვეყნისთვის,სრულიად უცხო ხალხისთვის და ეღალატა თავისი ქვეყნისთვის.ხო
მაგრამ, ერთგულება ხო თავისუფალი ცნებაა: შეგიძლია იყო ერთგული საკუთარი
თავის ან სამშობლოს მიმართ, ან შეგიძლია იყო ვიღაცის ან რაღაცის მიმართ ,რაც
ღალატად არ ჩაითვლება. ეს შენ ადამიანობას გამოხატავს , შენ
ღირსებას,არასდროსაა გვიანი გამოასწორო შენი ცოდვები და რო გამოასწორებ .. ამის
შემდეგ იქნები ღირსეული და თავისუფალი ადამიანი.. ამის მერე მიხვდები თუ რა არი
თავისუფლება და შეიგრძნობ მის ფასს. კრუსმა იცოდა რომ ამერიკელების მონა იყო
და ეს ომი არაფრის მომტანი იქნებოდა, უფრო საშინელი რამის, იცოდა რომ მისი
სისხლი სხვებს დაანახებდა, პატივისცემას და ერთგულებას, იმათთვის მიეცა ნიშანი ,
ვისაც ჩერჩა ღირსება და ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, ვინც არ დაამცირებს
ადამიანის ყველაზე ტკბილ ნაყოფს- თავისუფლებას!

დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას კრუს ხიმენესი ბოლოს და ბოლოს მოღალატე იყო


თუ თავისუფლებისთვის მემბრძოლი? პასუხი იმაზეა დამოკიდებული თუ ვის მიმართ
ვამბობთ.. ამერიკელებისთვის კრუსი მოღალატე იყო, ის ვინც თავისი ქვეყანა მტერზე
გაცვალა.. პანამელებისთვის იგი გმირია ვინც მათ გადარჩენას შეეცადა , ზოგადად
ხალხისთვის მაგალითი თავგანწირვისა და ერთგულებისა, თვითონ კრუსისთვის
თავისი თავი მონობისგან გათავისუფლებული ჰგონია და ეგრეც არის.. ხოლო ჩემთვის
კიდე ძალიან იშვიათი ადამიანი, 21 საუკუნეში იშვიათია ასეთი ხალხის მოძებნა
რომელშიც ცოტა ღირსება და ადამიანობა მაინც დარჩა.

დასვკნაში იმას დავწერდი რომ: 21 საუკუნეში ადამიანი მხოლოდ შურით, მტრობით და


სიძულვილით ცხოვრობს, ის ხალხი ვინც თავს სწირავს მხოლოდ სხვების
მოსაჩვენებლად არ ითვლებიან ღირსეულ ადამიანებად და იმედი მაქ ყველას
დაატყდება ის წვიმა რომელიც კლდეებთან ერთად, მათ გულებსაც გარეცხავს ...

You might also like