You are on page 1of 12

სიცოცხლე

ოცდახუთჯერ
წამში
დედას, რომელმაც ჩემთვის იბრძოლა,
ნუცას, რომელსაც ყოველთვის
სჯეროდა ჩემი
და ყველა შვილმკვდარ ქალს დედამიწაზე.
„კინო – ეს ცხოვრებაა ოცდაოთხჯერ წამში“

რენე კლერი

სატელევიზიო წამში ოცდახუთი კადრია...


ნაწილი პირველი
სიცოცხლე სიცოცხლემდე

ერთხელ ბაბუას ყურში წყალი ჩავასხი. დიდი


ყურები ჰქონდა, ბანჯგვლიანი, მეგონა, იქ კიდევ
მთელ სხვა სამყაროს ინახავდა. როცა ეძინა, მივე-
პარებოდი და შიგნით ვიყურებოდი. მაშინაც ეძინა,
ტახტზე ჭრელი ფარდაგი იყო, კედლები – გაცვე-
თილი, ტოლჩა – ლურჯი, წყალი – ქლორიანი, მე –
ოთხის, ის – სამოცდაოთხის. არაფერიც არ მოხდა.
დაიღრიალა და გაიღვიძა. ბებიამ მომცხო. ბაბუა
გადაბრუნდა და დაიძინა, მე კი სასეირნოდ აღარ
წამიყვანეს. დიაფილმებში ასე აღვიძებდნენ დედები
ზარმაც ბიჭებს. მეც ასე მინდოდა. კინო არ გამოვიდა.
ბაბუა პატრონი იყო. მე ასე მიმაჩნდა. პატრო-
ნი ისაა, ვინც კარს პირველი აღებს, როცა გვიან
ღამით სახლში ზარი ირეკებოდა. კარს ყოველთვის
ბაბუა აღებდა, ჩვენ, ქალები, უკან ვიდექით. ასე იყო
ბოლომდე. ბოლოს კარს ცალ ხელში კათეტერით და

7
მუხლზე მიბმული შარდის რეზერვუარით აღებდა.
მაგრამ აღებდა და უკან უკვე მხოლოდ მე ვედექი.
ახლა კარს მე ვაღებ. უკან არავინაა.

8
კადრი პირველი. პიკასოს ბიჭი

უდაბნო იყო. ახალჩამცხრალი. აქეთ-იქით გადაც­


ხელებული ქვა-ღორღი და შუაში გზა. ამ გზაზე მივდი-
ოდით ძველი ჯაბახანით. მანქანა კვნესოდა, მოტკბო
სუნი იდგა, გულისამრევი. ასეთი სუნი დგას ძველ
მანქანებში სიცხის დროს. ნაჭერი, რომელიც თავზე
მეფარა, უკვე ჩემი იყო. შევეზარდეთ ერთმანეთს.
ხანდახან, როცა მანქანა შეტორტმანდებოდა, თავ-
საფარი თმიდან მიცურდებოდა და ხელით ვისწო-
რებდი. თმა დაფარული უნდა მქონოდა. მომწონდა
ასე ყოფნა – თან დამალული ვიყავი, თან ყველაფერს
ვხედავდი.
შავი ნაჭერი ისე იყო შეკერილი, სიგრძეზე რომ
გახედავდი, მუქ სივრცეში გამოყვანილ გვი­რაბს
ჰგავდა, ამ გვირაბში უნდა შეგეყო თავი. წამის ამბავი
იყო, წამის შემდეგ უკვე იცვლებოდი. თან ამ გვი­რაბს
თავისი სუნი ჰქონდა – წინა პატრონის ტკბილი პარ-
ფიუმების. მერე შუბლზე კოხტად დაილაგებდი ამ
შავი გვირაბის არეულ-დარეულ ნაკეცებს და უკვე

9
იქაური იყავი. თმას და ყელს მთლიანად გიყლა­პავდა.
თავიდან მეჩვენებოდა, რომ ასე არავინ ვიყავი.
მარტო ხელისა და ფეხის თითები მიჩანდა. სინამდ­
ვილეში პირიქით მოხდა – ასე შებურულმა ვიპოვე
ჩემი თავი.
ოცდაშვიდის ვიყავი. ამ უდაბნოში გადაღებაზე
წამოსვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ახირება
იყო.
თბილისში იმ ღამეს ისეთი კოკისპირული წვიმა
მოვიდა, აეროპორტის გზაზე წყალი მანქანაში შემო-
დიოდა. კი არ მივდიოდით, მივცურავდით. ჩემს
ქმარს მანქანა ძლივს მიჰყავდა. დაგვარტყამდა
ტალღა, გავჩერდებოდით და მერე ისევ, სვენებ-­
სვენებით წინ. ნავივით ვტორტმანებდით. არ მომე-
წონა ეს წვიმა. შავი აბლაბუდები მოვიდნენ და გულზე
მომიჭირეს, თითქოს ბუნებას არ უნდოდა, წავსული-
ყავი. იმ წვიმამ და გზაზე მდინარეებმა გადაწყვიტეს
მერე მთელი ჩემი ცხოვრების გზა. თვითმფრინავი
მაინც აფრინდა. მე ჩემი ცხოვრების მთავარი რეპორ­
ტაჟის გასაკეთებლად მივდიოდი.
პიკასოს დონ კიხოტია ასეთი, ფანქრის რამდენიმე
ჩამოსმით დახატული. პატარა თავი, ერთი სწორი
ხაზი მხრების ნაცვლად და ორიც – ფეხების. ეს ბიჭიც
ასეთი იყო, ოღონდ გრძელი ფეხების ბოლოს უზარ­
მაზარი ფეხსაცმელი ეცვა, ორი ზომით დიდი და ხმა-
რებისგან გაცვეთილი. ცალ მხარზე უშველებელი,

10
მეორეზე ოდნავ უფრო მომცრო კამერა. კისერზე
შტატივი, ხელებში განათება და კიდევ უფრო დიდი
ჩანთა დამტენებითა და სადენებით სავსე. ოღონდ
ამ ყველაფერს არ მოათრევდა. ისე მსუბუქად მოჰ-
ქონდა, თითქოს ამაზე იოლი არაფერი ყოფილიყოს
დედამიწაზე.
ვაშლის გამყიდველს ჰგავდა. ჩავარდნილი, ვაშლის
ფერივით პრიმიტიულად წითელი ლოყებითა და
ურცხვად მორღვეული პირით. თვითმფრინავის
სახურავზე წვიმის ბრახაბრუხი უკვე აღარ ისმოდა,
უკან დარჩა დატბორილი აეროპორტის გზა, გზაზე
გაჭედილი მანქანა და ჩემი ქმარი ამ მანქანაში. შავი
აბლაბუდებიც გამეშვნენ. ღამის სამი საათი იყო.
ვაშლის გამყიდველთან ერთად ჩემი მთავარი რეპორ­
ტაჟის გასაკეთებლად მივდიოდი.

11
კადრი მეორე. ჩაი

– ცეცხლი უნდა დავანთოთ, – თქვა ბებიამ.


ბაბუამ ხელებზე დაიხედა.
– ტოტები მოაგროვე, დავტეხოთ და დავანთოთ.
და მერე უფრო კატეგორიულად დაამატა:
– მიშა!
მთელი ცხოვრება ამ ხელებს უფრთხილდებო-
და, ქირურგის თითებს. ცეცხლი მერვე სართულზე,
სადარბაზოში, ლიფტთან უნდა დაგვენთო. ლიფტი
წლებია გაჩერებული იყო. მაშინ ჯერ კიდევ არ
ვიცოდით, რომ წლები აღარ აინთებოდა გაზქურა
სამზარეულოში, გათბობის მილები გაქვავდებოდა
და დადგებოდა სიბნელე. რომ ბებია ამ სიბნელეს და
შიმშილს შეეწირებოდა და ბაბუას ქირურგის ხელები
შეშის ჩეხვას რთულად, მაგრამ მაინც შეძლებდა.
შიმშილი მერე დაიწყო, ჯერ სიცივე მოვიდა. და ჩვენ
ჩაი უნდა დაგველია. ჩვენ – მე ბებიას და ბაბუას.
ბებიას გერმანელი გუვერნანტკა ჰყავდა, ფრაუ
კრისტელი. ამიტომ, როცა ისე რა ბრაზდებოდა,

12
გერმანულად ჩხუბობდა. ახლა მრისხანებდა, არ
ეგერმანულებოდა. ერთი ცხოვრების დასრულე-
ბის გამოცდილება უკვე ჰქონდა – როცა ომის წინ
ჯერ საჭმელი გათავდა, მერე შემოსასვლელ კართან
გადასახლებაში საჭირო ნივთებით სავსე ჩემოდანი
დაიდგა, მერე მამა გაქრა და ბოლოს გუვერნანტკა
ფრაუ კრისტელი.
– მედიკო, ექიმი გახდი, – უთხრა დაპატიმრებამდე
მამამ, – ასე გადასახლებაში უფრო გადარჩები.
მედიკოს ფილოლოგობა უნდოდა, მაგრამ ექიმი
გახდა. გადასახლება ასცდა, ფრაუ კრისტელის ჩვე-
ვები კი, აგერ, მესამე თაობაში გადმოგვყვა. საღა-
მოობით მთელი ოჯახი მრგვალ მაგიდასთან ჩაის
ვსვამდით. ლურჯი ფაიფურის ვარდებიანი ჭიქე-
ბით. ოღონდ აქ მთავარი ჩაი არ იყო. მთავარი ამბავი
იყო – როცა ყველა ერთად ვისხედით, ჩაის ვწრუპავ­
დით, წეროებივით მაღალფეხიანი სამურაბეებიდან
თეთრი ბლის მურაბას ვაყოლებდით და ვლაპარა-
კობდით.

* * *
– ბავშვს სცივა, – ეს უკვე საკონტროლო გასროლა
იყო.
და ჩემი ქირურგი ბაბუა ქალაქის მთავარ პროს-
პექტზე ხმელი ტოტების შესაგროვებლად წავიდა.

13
ასე დავანთეთ პირველი ცეცხლი მერვე სართულზე,
მეოცე საუკუნის მიწურულს.
გაჭირვებას თავისი სუნი აქვს. ჩემს გაჭირვებას
ნავთის სუნი ჰქონდა. ნავთი გაჩერებულ საქართვე-
ლოში ფუფუნების პირველი ნიშანი იყო. ოღონდ
ამისთვის არაჩვეულებრივი ნავთქურა გვჭირდებო-
და, რომელიც ათბობდა. ხმელი ტოტები უკვე აღარ
იყო საჭირო. ჩვენ ასეთი არ გვქონდა. ბაბუის ბავშვო-
ბისდროინდელი ნავთის ქურა ვიპოვეთ სარდაფში.
არ ათბობდა, მარტო ხარშავდა. საათობით უნდებო-
და, მაგრამ შეეძლო. ძირითადად ჩაისთვის წყალს
ვადუღებდით ან მდუღარე წყალს ბოთლში ვასხამ­
დით და ასე, ბოთლთან ჩახუტებული ვმოძრაობდით
ბინაში. სახლში ყინავდა.
სიცივესაც აქვს სუნი – გაყინული კედლების. თვე-
ობით რომ არ თბება, იმ ბათქაშს ასდის ასეთი სუნი
და შენც აგდის. ჯემპრი, ზედ ჯემპრი, მერე კიდევ
ჯემპრი და ბოლოს, სადღაც კარადაში ნაპოვნი ნაფ-
ტალინით აყროლებული შალი, მხრებზე მოხვეული.
ყველაფერი ბოლოებშეტრუსულია ცეცხლის ალით.
სურნელების მთელი კომპლექტი ხარ. კი არ დადიხარ
– გადაადგილდები.
როცა ყველაფერი ჩაბნელდა და ბებიაჩემმა პურის
ნარჩენებიდან პირველი ორცხობილების კეთება
დაიწყო, ცამეტი წლის ვიყავი. ეს ორცხობილები
მერე ჩვენი მთავარი საკვები იყო, ცეცხლზე გამო-

14
მშრალი ძველი პურის პატარა ნაჭრები. ჩვენ სუხარს
ვეძახდით. ასე ეძახდა ყველა. ხანდახან, ზეთთან
ერთად, გემრიელიც იყო.
ცამეტი წლის რომ ხარ და დედაშენის სტუდენტო-
ბის დროინდელი პალტო გაცვია, შიგნით წლების წინ
ნაყიდი, ორი ზომით პატარა ჟაკეტი, იმის შიგნით
კიდევ ცალკე ფუფაიკები, რომ არ გაიყინო, ვერ ხარ
ლამაზი. არც ვიყავი. ჩემს ოჯახში ყველამ იცოდა,
რომ ერთი ჩვეულებრივად შავგვრემანი, გრძელ-
ცხვირა და მუწუკებიანი გოგო ვარ. ყველამ იცოდა
და მაინც ყველა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ჩემზე
ლამაზი არავინ დადიოდა ქალაქში თუ არა, ჩვენს
ცენტრალურ პროსპექტზე მაინც. მეც მჯეროდა.
ლამაზივით დავდიოდი.

15

You might also like