You are on page 1of 275

სიუზენ კოლინზი

შიმშილის თამაშები 2

(ცეცხლის ალში)

2
ნაპერწკალი

1.

მათარა ორივე ხელით მიჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყინვაში ჩაი


თითქმის სულ გაცივდა. სიცივისაგან კუნთები დამეჭიმა. ახლა რომ უცებ ვე-
ლური ძაღლების ხროვა გამოჩნდეს, ხეზე აძრომასაც ვერ მოვასწრებ. აჯო-
ბებს, ავდგე, გავიარ-გამოვიარო და გაშეშებული ხელ-ფეხი გავშალო. თუმ-
ცა, მაინც გაქვავებული ვზივარ, ტყეს კი თანდათან ნათელი ეფინება. მზეს
ვერ შევაჩერებ. უმწეოდ ვადევნებ თვალს, როგორ დამათენდა დღე, რო-
მელსაც ამდენი თვეა, შიშით ველი.
რეპორტიორები, ოპერატორები, ჩემი ყოფილი ესკორტი ეფი თრინკეტი
კაპიტოლიუმიდან მე-12 რაიონში ჩამოვლენ და შუადღისას გამარჯვებულის
სოფელში, ჩემი სახლის კართან ჩამოდგებიან. ნეტა ეფის ისევ ის სულელუ-
რი ვარდისფერი პარიკი ეკეთება თუ გამარჯვებულის ტურნეში რომელიმე
არაბუნებრივი ფერით აპირებს თავის მოწონებას? ტურნეში სხვებიც გამომ-
ყვებიან. ჩემს მატარებელს მრავალრიცხოვანი პერსონალი მოემსახურება,
რათა ყოველი მოთხოვნა და სურვილი დამიკმაყოფილონ. მეყოლება პირა-
დი სტილისტების გუნდი, რომელსაც ჩემი დიზაინერი და მეგობარი ცინა
უხელმძღვანელებს. სწორედ ცინამ შემიკერა ლამაზი კაბა, რომლითაც შიმ-
შილის თამაშების მაყურებლების ყურადღება მივიქციე.
ჩემი ნება რომ იყოს, შიმშილის თამაშებს სულ დავივიწყებდი. მირჩევნია,
საერთოდ არ ვისაუბრო მასზე და ვიფიქრო, რომ მხოლოდ ცუდი სიზმარი
იყო. მაგრამ გამარჯვებულის ტურნე ამის საშუალებას არ მაძლევს. ტურნე
ყოველწლიური თამაშების დაწყებამდე იმართება. ამას განგებ აკეთებენ, რა-
თა ხალხს ის საშინელება ყოველთვის ახსოვდეს. რაიონებს ყოველწლიუ-
რად არა მხოლოდ იმას ახსენებენ, რომ კაპიტოლიუმის რკინის მარწუხებში
არიან მოქცეულნი, არამედ ამის ზეიმით აღნიშვნასაც აიძულებენ. წელს მე
ვარ შოუს ერთ-ერთი ვარსკვლავი. მომიწევს, რაიონიდან რაიონში ვიმოგ-
ზაურო და გამოვიდე იმ ხალხის წინაშე, რომელთაც გულის სიღრმეში
ვძულვარ; თვალებში ჩავხედო მშობლებს, რომელთა შვილებიც დავხოცე...
მზე არ ჩერდება, ამოდის და მეც ფეხზე ვდგები. სახსრები მეურჩება; დიდ-
ხანს უქმად ჯდომისგან მარცხენა ფეხი დამბუჟებია და მხოლოდ რამდენიმე
3
წუთის შემდეგ მიბრუნდება მგრძნობელობა. სამ საათზე მეტია, ტყეში ვარ,
მაგრამ არაფერი მომინადირებია. ნადირობა არც მიცდია. არა უშავს, დედა-
ჩემს და ჩემს დაიკო პრიმს შიმშილი მაინც არ ემუქრებათ. შეუძლიათ, საყას-
ბოში იყიდონ ხორცი. ერთი კია, საყასბოში ნაყიდს ახალი ხორცი გვირჩევ-
ნია. აი, ჩემი მეგობარი, გეილ ჰოუთორნი და მისი ოჯახი კი დღევანდელ ნა-
ნადირევზეა დამოკიდებული და მათ ვერ დავაღალატებ. მთელი ეს დრო
მახეებს ვამოწმებდი. სკოლაში სწავლისას მახეების შემოწმებასაც ვასწრებ-
დით, ნადირობასაც და შეგროვებასაც; მერე ნანადირევს, ხილში, მწვანილში
და სხვადასხვა რამეში ვცვლიდით. მაგრამ გეილმა ქვანახშირის მაღაროში
დაიწყო მუშაობა, მე კი რახან სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს, მარტო ვნა-
დირობ.
გეილი ალბათ უკვე გამოცხადდა სამსახურში, ლიფტით ჩაეშვა მიწისქვე-
შეთში და ახლა ქვანახშირს ურტყამს წერაქვს. მშვენივრად ვიცი, იქ, ქვემოთ,
რაც ხდება. ყოველ წელს სკოლიდან მაღაროში საგანმანათლებლო ექ-
სკურსიაზე მივყავდით ხოლმე. ბავშვობაში მაღაროში ჩასვლა უბრალოდ არ
მსიამოვნებდა - მყრალ, ბნელ გვირაბებში სული მეხუთებოდა და კლაუს-
ტროფობიის შეტევა მქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მამაჩემი და კიდევ
რამდენიმე მაღაროელი აფეთქებამ იმსხვერპლა, ლიფტში ფეხის დადგმაც
კი მზარავდა. ყოველწლიური ექსკურსია უდიდესი მღელვარების მიზეზად
მექცა. ექსკურსიის მოლოდინში ორჯერ ისე ავად გავხდი, შეშინებულმა დე-
დაჩემმა სკოლაში არ გამიშვა.
ვფიქრობ გეილზე, რომელიც თავს ცოცხლად მხოლოდ ტყეში გრძნობს,
სადაც სუფთა ჰაერია და კამკამა, ანკარა წყარო მოჩუხჩუხებს. არც კი ვიცი,
მაღაროში როგორ ძლებს. თუმცა, კი, ვიცი... ძლებს, რადგან სხვანაირად
დედას, ორ უმცროს ძმასა და პატარა დაიკოს ვერ გამოკვებავს. მე კი ფული
თავზე საყრელად მაქვს, მისი ოჯახის გამოკვებასაც შევძლებ, მაგრამ გეილი
ჩემგან კაპიკსაც არ იღებს. სახლში მასთან ხორცის მიტანაც კი მიჭირს; არა-
და, ხომ ვიცი, მე რომ შიმშილის თამაშებში მოვმკვდარიყავი, თვითონ დედა-
ჩემსა და პრიმს საჭმელს არ მოაკლებდა. ვეუბნები, ამის კეთება მსიამოვ-
ნებს, მთელ დღეს უქმად ჯდომისგან ლამის ჭკუაზე შევიშალო-მეთქი, მაგ-
რამ, მიუხედავად ამისა, როცა გეილი შინაა, მასთან ნანადირევი არ მიმაქვს.
თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ მასთან უჩუმრად დავიპარები, რადგან გეილი

4
მაღაროში დღეში თორმეტ საათს მუშაობს და შინ შუაღამემდე არ ბრუნდე-
ბა.
გეილს მხოლოდ კვირაობით ვხვდები და ტყეში ერთად ვნადირობთ. ამ
დღეს მთელი კვირა ველი, მაგრამ ადრინდელივით აღარ მახარებს. უწინ მე
და გეილი ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებოდით. შიმშილის თამაშებმა ესეც
ჩამაშხამა. იმედს არ ვკარგავ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ შორის
უთანხმოება გაქრება, მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდები, რომ ჩემი იმედი
ფუჭია.
დღეს უხვი ნადავლი მხვდება - მახეში რვა კურდღელი და ორი ციყვი
გაბმულა. ერთ თახვს გეილის მიერ დაგებულ მავთულის ხაფანგში შეუბე-
დავს. გეილი მახეების დაგების დიდოსტატია. თევზის საჭერ კალათებსაც
წნავს. მის მახეებს რომ ვამოწმებ, ზუსტად ვხვდები, რომ მე ვერასდროს მექ-
ნება მასავით მახვილი თვალი და ალღო, რომლითაც წინასწარ ხვდება,
სად გამოივლის ნადირი. ეს მხოლოდ გამოცდილება კი არა, თანდაყოლი-
ლი ნიჭია; ისევე, როგორც მე მაქვს - სრულ სიბნელეში ერთადერთი ისრით
შემიძლია ცხოველის მოკვლა. მე-12 რაიონს შემორტყმულ მავთულხლარ-
თთან რომ მივდივარ, მზე კარგა ხნის ამოსულია. როგორც ყოველთვის, ვა-
ყურადებ, ხმადაბალი ზუზუნი ხომ არ ისმის, მაგრამ სრული სიჩუმეა. წესით,
ღობე დღედაღამ დამუხტული უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან იშ-
ვიათადაა ხოლმე. ღობის ძირი ერთგან გარღვეულია და შიგ ვძვრები. უკვე
მდელოზე ვარ, საიდანაც ჩემი სახლი ხელის გაწვდენაზეა. უფრო ზუსტად,
ჩემი ძველი სახლი. დედაჩემი და პრიმი ოფიციალურად აქ არიან ჩაწერი-
ლები და ჩემი უეცარი სიკვდილის შემთხვევაში აქვე დაბრუნდებიან. ჯერჯე-
რობით კი ბედნიერად ცხოვრობენ გამარჯვებულის სოფელში; მეღა ვსარ-
გებლობ იმ უბადრუკი ქოხით, რომელშიც გავიზარდე. ჩემთვის ის არის ჩემი
ნამდვილი სახლი.
იქ ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევდივარ. მამაჩემის ძველ ტყავის ქურ-
თუკს ვიხდი და პალტოს ვიცვამ, რომელიც მხრებში ოდნავ ვიწროდ მაქვს.
ვიხდი რბილ, გაცვეთილ სანადირო ჩექმებს და ვიცვამ სამკერვალოში შეკე-
რილ ძვირფას ფეხსაცმელს, რომელიც, დედაჩემის აზრით, ჩემს სტატუსს
უკეთ შეეფერება. მშვილდ-ისარი უკვე შევმალე ხის ფუღუროში. მეჩქარება,
მაგრამ რამდენიმე წუთით სამზარეულოში მაინც ვჯდები. ბუხარში ცეცხლი
არ ანთია, მაგიდაზე სუფრა არაა გადაფარებული და აქაურობა მიტოვე-
5
ბულს ჰგავს. აქ გატარებულ დღეებს სინანულით ვიხსენებ. თავი ძლივს გაგ-
ვქონდა, სამაგიეროდ, იმ ჩახლართულ ქსოვილში, რომელსაც ცხოვრება
ჰქვია, საკუთარი ადგილი მქონდა. იმ დროში დაბრუნებას ვნატრობ, რადგან
რომ ვიხსენებ, მაშინ, დღევანდელთან შედარებით, უფრო უსაფრთხოდ
ვცხოვრობდი. კი, ახლა მდიდარი და სახელგანთქმული ვარ, მაგრამ კაპი-
ტოლიუმის ხელისუფლებას ვძულვარ.
უკანა კართან საწყალობელი კნავილი მესმის და ფიქრებიდან ვფხიზ-
ლდები. კარს ვაღებ და ზღურბლზე ბაია მხვდება - პრიმის გაქუცული კატა.
მასაც ჩემსავით ეზიზღება ახალი სახლი და, როცა პრიმი სკოლაშია, ყო-
ველთვის აქეთ მოიპარება ხოლმე. ადრე ერთმანეთს დიდად ვერ ვეწყობო-
დით, მაგრამ ამ ბოლო დროს უჩვეულოდ დავმეგობრდით. ბაიას შიგნით
ვუშვებ, თახვის ქონს ვაჭმევ და ყურის ქვეშაც ვფხან.
- თუ იცი, რომ ძალიან მახინჯი ხარ? - ვეკითხები კატას.
ბაია ხელზე ცხვირით მეხახუნება, კიდევ მომეფერეო, მაგრამ უკვე ჩვენი
წასვლის დროა.
- წავედით, - ცალ ხელში მას ვიყვან, მეორით ჩანთას ვიღებ და ქუჩაში
გავდივარ. კატა ხელიდან მისხლტება და ბუჩქებში უჩინარდება.
ფეხსაცმელი მიჭერს. ვიწრო შუკებითა და უკანა ეზოებით მტვრიან ქუჩას
მოკლეზე ვჭრი და რამდენიმე წუთში უკვე გეილის სახლთან ვდგავარ. ჭურ-
ჭლის სარეცხი ნიჟარისკენ დახრილი დედამისი, ჰეიზელი, ფანჯრიდან მამ-
ჩნევს, ხელს წინსაფარზე იმშრალებს და ჩემთან შესახვედრად სახლის წინ-
კარისკენ მოიჩქარის.
ჰეიზელი ძალიან მიყვარს. აფეთქებამ, რომელშიც მამაჩემი დაიღუპა, მი-
სი ქმარიც შეიწირა და დაქვრივებულს მისგან სამი ბიჭი დარჩა; მეოთხე
შვილზე იყო ფეხმძიმედ. მშობიარობიდან ერთი კვირის თავზე უკვე სამსა-
ხურს ეძებდა. ახალშობილს მზრუნველობა სჭირდებოდა და მაღაროში ვერ
იმუშავებდა, მაგრამ იმდენი შეძლო, რომ ვაჭრებთან მრეცხავად მოეწყო.
ყველაზე უფროსი, თოთხმეტი წლის გეილი ოჯახის მარჩენლად იქცა. ტესე-
რას სანაცვლოდ შიმშილის თამაშების კანდიდატთა სიაში რამდენჯერმე ჩა-
ეწერა და ამით ოჯახისთვის ხორბლისა და ზეთის მწირი მარაგი მოიპოვა.
გარდა ამისა, მახეების დაგებაც ეხერხებოდა, თუმცა ხუთსულიან ოჯახს მარ-
ტო გეილი ვერ შეინახავდა, ჰეიზელს ხელის გადატყავებამდე რომ არ ერეც-
ხა სხვისი სამოსი და თეთრეული. ზამთარში ხელები ისე უსივდებოდა და უშ-
6
რებოდა, რომ ოდნავ გაკაწვრისასაც კი სისხლი სდიოდა. დღემდე ასე იქნე-
ბოდა, დედაჩემი მალამოს რომ არ უმზადებდეს. ჰეიზელსა და გეილს მტკი-
ცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ უმცროსებს, თორმეტი წლის რორი, ათი
წლის ვიკი და ოთხი წლის პოუზი, ტესერას სანაცვლოდ შეწირულთა სიაში
დამატებით არასდროს ჩაეწერებიან. ჰეიზელი ნანადირევს ღიმილით დაჰყუ-
რებს. თახვს კუდით იჭერს და ხელით წონის.
- ამისგან კარგ წვნიანს მოვხარშავ, - გეილისგან განსხვავებით, ჰეიზელი
წინააღმდეგი სულაც არაა, საკვებით მოვამარაგო.
- ბეწვიც კარგი აქვს, - ვამბობ მე. ჰეიზელთან თავს კარგად ვგრძნობ,
უდარდელად ვსაუბრობთ ნანადირევის ღირსებებზე. ჭიქაში ბალახეულის ჩა-
ის მისხამს. ორივე ხელით ვიღებ თბილ ჭიქას და ვეუბნები: - ვიფიქრე, ტურ-
ნედან რომ დავბრუნდები, რორიც ხომ არ წავიყოლო ხოლმე სანადიროდ?
სკოლიდან რომ მოვა, ტყეში ერთად წავალთ. სროლას ვასწავლი.
ჰეიზელი თავს მიქნევს.
- კარგი აზრია. გეილიც სულ ამას აპირებს, მაგრამ ერთხელაც ვერ მო-
იცალა. მხოლოდ კვირაობითაა თავისუფალი და მაშინაც შენთან ყოფნა
სურს.
ჩემდა უნებურად ვწითლდები. რა თქმა უნდა, ჰეიზელისგან რამის დამალ-
ვას აზრი არ აქვს, ისედაც კარგად ამჩნევს, რომ მე და გეილს განსაკუთრე-
ბული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ელის ჩვენს დაქორ-
წინებას. უფრო სწორად, ელოდა - სანამ შიმშილის თამაშებში ჩემი თანა-
რაიონელი პიტა მელარკი სიყვარულში გამომიტყდებოდა. არენაზე ჩვენი
რომანი გადარჩენისთვის ბრძოლის უმთავრეს სტრატეგიად იქცა. თუმცა, პი-
ტასთვის ეს მხოლოდ სტრატეგია არ ყოფილა. პირადად მე ჯერ წესიერად
ვერც გავრკვეულვარ, ეს რა იყო. სამაგიეროდ, სუსტად ვიცი, რომ გეილი
ამან ძლიერ გაანაწყენა. გული მეკუმშება იმის გაფიქრებაზე, რომ გამარჯვე-
ბულის ტურნეში მე და პიტა ისევ შეყვარებულებად უნდა წარვდგეთ ხალხის
წინაშე.
ჩაი კი ცხელია, მაგრამ მაინც სწრაფად ვსვამ და ვდგები.
- აჯობებს, წავიდე და ტელევიზორში გამოსაჩენად გამოვეწყო.
- საჭმელი არ მოიკლო, - მეხვევა ჰეიზელი.
- არ მოვიკლებ, - ვპირდები მე.

7
შემდეგი გაჩერება ქურაა. სწორედ აქ ვცვლიდი ხოლმე ნანადირევს საჭი-
რო ნივთებსა და პროდუქტებში. ადრე აქ ქვანახშირის საწყობი იყო, მაგრამ
მისი გაუქმების შემდეგ შავ ბაზრად იქცა და ახლა უკანონო ვაჭრობა ყვავის.
რომ ვუფიქრდები, ჩემი ადგილიც აქ ყოფილა, რადგან მეც კრიმინალური
ელემენტი ვარ - მე-12 რაიონის მიმდებარე ტყეში ვნადირობ, რაც სიკვდი-
ლით ისჯება.
ქურაში ბევრისგან ვარ დავალებული. გეილმა მითხრა, გრისი სიმ, დედა-
ბერმა, რომელიც აქაურებს წვნიანით უმასპინძლდება ხოლმე, შიმშილის თა-
მაშების მიმდინარეობისას შენთვის და პიტასთვის ფულის შეგროვება დაიწ-
ყოო. ამის შესახებ ქურის გარეთაც გაუგიათ და სხვებსაც გაუღიათ შემოწი-
რულობა. არ ვიცი, ზუსტად რამდენი შეგროვდა, მაგრამ ის კი კარგად ვიცი,
რომ თამაშებში ყველაფერს ცეცხლის ფასი ადევს და ნებისმიერ ძღვენს სა-
სიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
დღემდე ვერ მივეჩვიე, რომ ქურაში ცარიელი ჩანთითა და მონეტებით
სავსე ჯიბით შევდივარ. ვცდილობ, ყველა ჯიხურთან მივიდე. ვყიდულობ ყა-
ვას, ლობიოს, კვერცხს, ძაფს და ზეთს. მცირე ფიქრის შემდეგ ცალხელა ქა-
ლისგან, რომელსაც რიპერი ჰქვია და მაღაროში აფეთქებას გადარჩენილს
საარსებო წყაროდ ალკოჰოლით ვაჭრობა გაუხდია, სამ ბოთლ შინნახად
არაყს ვყიდულობ.
არაყი სახლში არ მიმაქვს, ჰეიმიჩისთვის მინდა. ჰეიმიჩი შიმშილის თამა-
შებში ჩემი და პიტას მენტორი იყო. პირქუში, ბუზღუნა და ლოთი კაცია. თუმ-
ცა, თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა; შიმშილის თამაშების ისტო-
რიაში ერთადერთხელ გაიმარჯვა ერთდროულად ორმა შეწირულმა და მე
და პიტამ ეს მისი ხელმძღვანელობით შევძელით. ასე რომ, გინდაც ლოთი
იყოს, ჰეიმიჩისგანაც დავალებული ვარ. რამდენიმე კვირის წინ ჰეიმიჩს არა-
ყი გაუთავდა და ტკივილები დაეწყო, ხელები უცახცახებდა; რაღაცეები
ელანდებოდა და მოჩვენებებს საშინელ რამეებს უყვიროდა. პრიმს შიშით
ლამის გული გაუსკდა. ასეთი ჰეიმიჩის ნახვა არც მე მესიამოვნა და მას მერე
მისი ალკოჰოლით მომარაგება ჩვევად მექცა, ვაითუ ერთხელაც ისევ გა-
მოელიოს და უცებ ვეღარ ვიშოვოთ-მეთქი. მშვიდობისმყოფელთა მეთაური
ქრეი, ბოთლებით რომ მხედავს, იღუშება. უკვე ასაკოვანს რამდენიმე ღერი
შევერცხლილი თმა განივად აქვს გადავარცხნილი.

8
- ეგ სასმელი საშენო არაა, გოგო, - ნამდვილად დაეჯერება. ჰეიმიჩის
გარდა არავის ვიცნობ ისეთს, ქრეიზე მეტს რომ სვამდეს.
- დედაჩემს სჭირდება წამლების დასამზადებლად, - მშრალად ვპასუხობ.
- მაგდენ სპირტს ვერავინ და ვერაფერი გადაურჩება, - ქრეი დახლზე მო-
ნეტას დებს და ერთ ბოთლს თვითონაც ყიდულობს.
გრისი სის დახლთან ვჯდები და ლობიოს წვნიანს ვუკვეთავ. სანამ წვნიანს
ვხვრეპ, გვერდით მშვიდობისმყოფელი დარიუსი მიჯდება და ისიც უკვეთავს
ერთ ჯამს. სამართალდამცავებიდან ყველაზე მეტად დარიუსი მომწონს. ძა-
ლაუფლებას ბოროტად არ იყენებს და საკმაოდ კეთილგანწყობილია. ოც
წელს გადაცილებულია, მაგრამ ვერ იტყვით, რომ ჩემზე უფროსია. ღიმილი
და აჩეჩილი წითური თმა ბავშვურ შეხედულებას აძლევს.
- ახლა მატარებელში არ უნდა იჯდე? - მეკითხება დარიუსი.
- შუადღისას გამომივლიან.
- უკეთ არ უნდა გამოიყურებოდე? - გასაჯავრებლად ხმამაღლა მეჩურჩუ-
ლება და, მიუხედავად უგუნებობისა, მაინც მეცინება, - იქნებ ბაფთა გაიკე-
თო? - ნაწნავზე მისვამს ხელს, მე თავს განზე ვწევ.
- ნუ ღელავ, ისე გამალამაზებენ, ვერც კი მიცნობ.
- ძალიან კარგი. ხანდახან ჩვენს რაიონსაც ხომ უნდა ჰქონდეს რამე სა-
ამაყო, არა, მის ევერდინ? - მერე გრისი სისკენ ტრიალდება და სანამ წა-
მოდგებოდეს და თავის მეგობრებს შეუერთდებოდეს, ვითომ უკმაყოფილოდ
აქნევს თავს.
- წვნიანი დამიბრუნე! - უყვირის გრისი სი, თუმცა, ეცინება და მისი ყვირი-
ლი სულაც არ ჟღერს მკაცრად, - გეილი გაგაცილებს? - ისევ ჩემკენ ტრი-
ალდება.
- არა, ის სიაში არ წერია, თუმცა, კვირას უკვე ვნახე.
- ვიფიქრე, სიაში მოხვდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ შენი ბიძაშვი-
ლია... - ეშმაკურად ამატებს გრისი სი.
ეს კაპიტოლიუმელების მოგონილი მორიგი ტყუილია. როცა მე და პიტა
შიმშილის თამაშების რვა ფინალისტს შორის მოვხვდით, ჩვენზე სიუჟეტების
გასაკეთებლად მე-12 რაიონში ჟურნალისტები გამოგზავნეს. ჩემი მეგობრე-
ბით დაინტერესებულან და ყველას გეილთან მიუსწავლებია. თუმცა, არენაზე
გაჩაღებული სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, მეტისმეტად
ლამაზი და მამაკაცური, მაგრამ კამერებთან თავდაჭერილი და უხეში გე-
9
ილის საუკეთესო მეგობრად წარმოჩენის სურვილი ჟურნალისტებს აღარ
გასჩენიათ. ერთი კია, ერთმანეთს საკმაოდ ვგავართ. ორივეს საბადოელის
იერი დაგვკრავს: შავი, სწორი თმა, ნაცრისფერი თვალები. ორივენი შავ-
გვრემნები ვართ. ჰოდა, რომელიღაც გენიოსმა ჟურნალისტმა გეილი ჩემს
ბიძაშვილად გამოაცხადა. ამის შესახებ მხოლოდ სახლში დაბრუნებულმა
შევიტყვე, როცა ბაქანზე დედაჩემი მომეგება და მითხრა, შენს ბიძაშვილებს
ერთი სული აქვთ, როდის გნახავენო. მივტრიალდი და ჰეიზელი და გეილი
დავინახე. რაღა მექნა? სხვებს მეც ავყევი თამაშში.
სხვა ნაცნობებისგან განსხვავებით, გრისი სიმ იცის, რომ მე და გეილი ერ-
თმანეთს არ ვენათესავებით.
- ეს ყველაფერი როდის დასრულდება? - ვჩურჩულებ.
- ვიცი, ძნელია, - ამბობს გრისი სი, - მაგრამ სანამ მთელ გზას არ გაივ-
ლი, ბოლომდე ვერასდროს მიაღწევ. ახლა კი წადი, არ დაგაგვიანდეს.
ჩემ გარშემო თოვლის სიფრიფანა ფანტელები დაფარფატებს. მთავარი
მოედნიდან გამარჯვებულის სოფლამდე სულ ერთი კილომეტრია, მაგრამ
იქაურობა სრულიად სხვა სამყაროს ჰგავს. დასახლება ყვავილებით მოწინ-
წკლულ მწვანე ბუჩქებშია ჩაფლული. სოფელში სულ თორმეტი სახლია და
თორმეტივე ჩემს ძველ ქოხზე ათჯერ დიდია. ცხრა სახლი ცარიელია, შიგ
არასდროს არავის უცხოვრია. დანარჩენ სამში კი მე, პიტა და ჰეიმიჩი
ვცხოვრობთ.
ჩემი და პიტას სახლებიდან ოჯახური სითბო იღვრება. ფანჯრები განათე-
ბულია, საკვამურებიდან კვამლი ამოდის, სადარბაზო კარზე მოახლოებული
მოსავლის აღების ფესტივალის აღსანიშნავად თავთავის კონებია მიმაგრე-
ბული. აი, ჰეიმიჩის სახლი კი მიტოვებულსა და მიგდებულს ჰგავს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მებაღე მასაც უვლის.
მისი სახლის კართან მხნეობას ვიკრებ და შიგნით შევდივარ.
მაშინვე ზიზღით ვიჭმუხნი ცხვირს. ჰეიმიჩი სახლში არც დამლაგებლებს
უშვებს და არც თვითონ იწუხებს თავს დალაგებით. არყისა და ნარწყევის,
დამპალი კომბოსტოსა და დამწვარი ხორცის, ჭუჭყიანი ტანსაცმლისა და
თაგვის ცურცლის სუნი ისე არეულა ერთმანეთში, რომ ამ სიმყრალისგან
თვალებიდან ცრემლი მდის. მივაბიჯებ პაკეტის ნაგლეჯებს, მინის ნამსხვრე-
ვებსა და გამოხრული ძვლების ზღვაში და შევდივარ სამზარეულოში, სადაც
ჰეიმიჩი მეგულება.
10
ჰეიმიჩი მაგიდასთან ზის, ხელები მაგიდაზე უწყვია, თავი არყის გუბეში
უდევს და ხვრინავს.
- გაიღვიძე! - ხმამაღლა ვეუბნები და ვანჯღრევ. ჰეიმიჩი ხვრინვას წამით
წყვეტს. მე უფრო ძლიერად ვანჯღრევ: - ადექი, ჰეიმიჩ, დღეს ტურნე იწყება!
ფანჯარას გაჭირვებით ვაღებ და გარედან შემოსულ სუფთა ჰაერს ღრმად
ვისუნთქავ. იატაკზე დაყრილ ნაგავს შორის თუნუქის ყავადანს ვამჩნევ, ვი-
ღებ და წყლით ვავსებ. ღუმელში ნაკვერჩხალს ვაღვივებ. წყალში ბლომად
ყავას ვყრი, რომ მაგარი გამოვიდეს, და ყავადანს ღუმელზე ვდგამ.
ჰეიმიჩს ჯერაც მკვდარივით სძინავს. სხვა გზა აღარ მრჩება, ჯამს ყინული-
ვით ცივი წყლით ვავსებ, თავზე ვასხამ და განზე ვხტები. ჰეიმიჩი ღმუილით
ხტება ფეხზე, სკამს მესვრის და დანას მიღერებს. სულ დამავიწყდა, რომ ყო-
ველთვის დანით ხელში სძინავს. უჩუმრად უნდა გამომერთმია, მაგრამ გო-
ნებიდან ამომივარდა. ჰეიმიჩი ლანძღვა-გინებით რამდენჯერმე იქნევს დანას
და ფხიზლდება. სახეს პერანგის სახელოთი იწმენდს და ფანჯრის რაფისკენ
ტრიალდება, რომელზეც მე ვარ შემოსკუპებული, რათა თუ დამჭირდა, გაქ-
ცევა მოვასწრო.
- რას აკეთებ? - იფურთხება ჰეიმიჩი.
- თვითონ მითხარი, გადამღები ჯგუფის ჩამოსვლამდე ერთი საათით ად-
რე გამაღვიძეო.
- რა?
- შენ დამავალე, - დაჟინებით ვუმეორებ.
ბოლოს და ბოლოს, ახსენდება.
- ერთიანად სველი რატომ ვარ?
- განჯღრიე, მაგრამ ვერ გაგაღვიძე. თუ მზრუნველი დედიკო გჭირდებო-
და, პიტასთვის გეთხოვა.
- რა უნდა ეთხოვა? - მესმის უკნიდან და ამ ხმის გაგონებაზე ერთდროუ-
ლად სევდა, შიში და დანაშაულის გრძნობა მეუფლება; მონატრებისაც - უნ-
და ვაღიარო. თუმცა, რომელი გრძნობა უფრო ძლიერია, თვითონაც ვერ
გამირკვევია.
პიტა მაგიდას უახლოვდება. ფანჯრიდან შემოსული მზის შუქი მის ქერა
თმაზე თოვლის ფიფქებს აბრჭყვიალებს. ღონიერი და საღ-სალამათია,
სულ არ ჰგავს იმ დამშეულ ბიჭს, არენაზე რომ იყო. თითქმის აღარ კოჭ-
ლობს. მაგიდაზე ახალგამომცხვარ პურს დებს და ჰეიმიჩს ხელს უწვდის.
11
- ჩემი უსაფრთხოდ გაღვიძება, თორემ, ამის გადამკიდე, მგონი, ფილტვე-
ბის ანთება არ ამცდება, - ამბობს ჰეიმიჩი და დანას პიტას აძლევს. ჭუჭყიან
პერანგსა და მაისურს იხდის და ტანს ამითვე იმშრალებს.
გაღიმებული პიტა დანას არყიან ჭიქაში ყოფს, მერე პერანგის ბოლოზე
იმშრალებს და პურს ჭრის. პიტა პურითა და ნამცხვრებით გვამარაგებს. ის
აცხობს. მე ვნადირობ. ჰეიმიჩი სვამს. სამივე ჩვენებურად ვცდილობთ შიმში-
ლის თამაშებში გატარებული დღეების დავიწყებას. პიტა ჰეიმიჩს პურის
ქერქს აძლევს და პირველად ტრიალდება ჩემკენ.
- შენც გინდა?
- არა, გმადლობ, ქურაში ვჭამე, - ისე ოფიციალურად ვამბობ, რომ საკუ-
თარი ხმა უცხოდ ჩამესმის ყურში. მას შემდეგ, რაც კამერებმა ჩვენი გადაღე-
ბა შეწყვიტა და რეალობას დავუბრუნდით, პიტასთან ლაპარაკისას სულ ასე
მემართება.
- არაფერს, - პიტაც დაძაბულია.
- ოჰო, - ჰეიმიჩი პერანგს იატაკზე ისვრის, - შოუს დაწყებამდე თქვენთან
წამუშავება მომიწევს.
რა თქმა უნდა - მაყურებელი შიმშილის თამაშებში გამარჯვებული შეყვა-
რებულების ნახვას ელოდება და არა წყვილისა, რომელსაც ერთმანეთის-
თვის თვალის გასწორების რცხვენია.
- ჯერ იბანავე, ჰეიმიჩ, - ამასღა ვამბობ, ფანჯრიდან ვხტები და მწვანე მინ-
დვრის გავლით სახლისკენ მივდივარ.
დათოვლილ მიწაზე ნაფეხურებს ვტოვებ. სანამ შიგნით შევიდოდე, სახ-
ლის კართან ფეხებს ვაბაკუნებ, რომ ფეხსაცმლიდან თოვლი ჩამოვიფერ-
თხო. დედაჩემი დღე- ღამეს ასწორებდა, რომ კამერებისთვის სახლი იდეა-
ლურ მდგომარეობაში დაეხვედრებინა და მოწმენდილ იატაკს ვერ დავუბინ-
ძურებ. ოთახში ფეხს ვდგამ თუ არა, საიდანღაც დედა ჩნდება და მაჯაზე
ხელს მავლებს.
- ნუ ღელავ, ვიხდი, - ვეუბნები და ფეხსაცმელს ფეხსაწმენდზე ვტოვებ.
დედა იცინის და მხარზე გადაკიდებულ სურსათ-სანოვაგით სავსე ჩანთას
მხსნის.
- ეს მხოლოდ თოვლია. კარგად გაისეირნე?
- გავისეირნე? - დედაჩემმა ხომ იცის, რომ მთელი ღამე ტყეში ვნადი-
რობდი?! უცებ სამზარეულოს კართან უცნობ კაცს ვამჩნევ. მისი პიჯაკისა და
12
პლასტიკური ქირურგიით სრულყოფილი სახის დანახვისთანავე ვხვდები,
რომ კაპიტოლიუმელია. რაღაც ხდება, - ... გასეირნება კი არა, ციგურაობა
უფრო გამომივიდა. სულ ფეხი მისრიალებდა.
- სტუმარი გვყავს, - გაფითრებული დედაჩემი მღელვარებას ძლივს მა-
ლავს.
- მეგონა, შუადღისას უნდა მოსულიყვნენ, - უდარდელად ვამბობ, - ცინა
ადრიანად მოვიდა ჩემს გასალამაზებლად?
- არა, ქეთნის, ეს... - იწყებს დედაჩემი.
- თუ შეიძლება, აქეთ მობრძანდით, მის ევერდინ, - თავისკენ მიხმობს უც-
ნობი.
უცნაური შეგრძნებაა, როცა საკუთარ სახლში სტუმარი გეპატიჟება, მაგ-
რამ ჭკუა მყოფნის და არაფერს ვამბობ. დედაჩემს ღიმილით ვამხნევებ:
- ალბათ ტურნეს დაწყებამდე დამატებით მითითებებს მომცემენ.
ამ ბოლო დროს ჩვენი მარშრუტისა და თითოეულ რაიონში დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ ათასგვარ ინსტრუქციას მიგზავნიან. თუმცა, იმ კაბი-
ნეტისკენ მიმავალს, რომლის კარიც აქამდე არასდროს მინახავს დაკეტი-
ლი, გონებაში უამრავი შეკითხვა მიტრიალებს.
ეს კაცი ვინ არის? რა უნდათ? დედაჩემი ასეთი გაფითრებული რატომაა?
- შებრძანდით, - მეუბნება კაპიტოლიუმელი, რომელიც უკან მომყვება.
თითბრის სახელურს ვაწვები და კაბინეტში შევდივარ. მაშინვე ვარდებისა
და სისხლის ერთმანეთთან შეუთავსებელი სუნი მცემს. ტანმორჩილი კაცი
წიგნს კითხულობს. თითქოს საიდანღაც მეცნობა.
- ერთი წუთით, - თითს სწევს ის. მერე ჩემკენ ტრიალდება. გულისცემა
მიჩქარდება.
პრეზიდენტი სნოუ გველივით ცბიერი თვალებით მიყურებს.

2.

პრეზიდენტი სნოუ ყოველთვის მარმარილოს სვეტების ფონზე, გრძელი


დროშების ქვეშ მდგარი წარმომედგინა. ჩვეულებრივ ნივთებს შორის ოთახ-
ში მისი დანახვა ცოტათი უჩვეულოა. თითქოს მოხარშული ხორცის ნაც-
ვლად ქვაბში გველგესლა დამხვდა.
13
ნეტა აქ რას აკეთებს? - წინა გამარჯვებულის ტურნეების გახსნის ცერემო-
ნიალებს ვიხსენებ. გამარჯვებულ შეწირულებს თავიანთი მენტორები და
სტილისტები ახლავან, ხანდახან მთავრობის მაღალჩინოსნებიც გამოჩნდე-
ბიან. აი, პრეზიდენტი სნოუ კი მათთან არასდროს მინახავს. ის მხოლოდ კა-
პიტოლიუმში ესწრება საზეიმო ღონისძიებებს.
რახან დედაქალაქიდან ამხელა გზა გამოიარა, გამოდის, რომ სერიო-
ზულ შარში გავყავი თავი. ჩემთან ერთად კი ჩემს ოჯახსაც პრობლემა აქვს.
ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა ვაცნობიერებ, რამდენად ახლოსაა დედა-
ჩემთან და პრიმთან კაცი, რომელსაც ძალიან ვძულვარ. მე ხომ შიმშილის
თამაშების სადისტ ორგანიზატორებს ჭკუაში ვაჯობე, მთელი პანემის დასანა-
ხად გავაბითურე და პრეზიდენტის მმართველობაც შევარყიე.
ჩემი მცდელობა, პიტა და საკუთარი თავი გადამერჩინა, მათ მეამბოხეო-
ბის გამოვლინებად მიიჩნიეს. როცა კაპიტოლიუმი აცხადებს, რომ მხოლოდ
ერთი შეწირული უნდა გადარჩეს, შენ კი გყოფნის თავხედობა და ამას არ
ეთანხმები, ეს ალბათ მართლაც მეამბოხეობაა. თავი იმით ვიმართლე, პი-
ტას სიყვარულმა გადამრია-მეთქი. ამგვარად, ორივე გამარჯვებულად გა-
მოგვაცხადეს, შინ დაგვაბრუნეს, კამერების წინ ხელები გვაქნევინეს და დაგ-
ვტოვეს; ოღონდ - დროებით. ახლა ისევ დაბრუნდნენ.
რატომღაც მგონია, რომ სტუმარი მე ვარ. იქნებ იმიტომ, რომ ეს სახლი
ჯერაც უცხო მეჩვენება, ან პრეზიდენტის დანახვამ დამზაფრა, რადგან ვიცი,
რომ საჭიროების შემთხვევაში წამში მომიღებს ბოლოს. ჰოდა, მას არც ვე-
სალმები და არც სკამს ვთავაზობ. საერთოდ არაფერს ვამბობ.
ისე ვიქცევი, თითქოს ჩემ წინ მართლაც შხამიანი გველი იყოს. გაშეშებუ-
ლი ვდგავარ, თვალს არ ვაშორებ და უკან დასახევ გზას ვეძებ.
- მოდი, ერთმანეთს მხოლოდ სიმართლე ვუთხრათ და ვითარებაც გა-
მარტივდება,
- ამბობს პრეზიდენტი სნოუ, - აბა, რას ფიქრობთ?
იმას ვფიქრობ, ენაგადაყლაპულმა როგორ ვილაპარაკო-მეთქი, მაგრამ,
ჩემდა გასაკვირად, მტკიცედ ვპასუხობ:
- დიახ, ვფიქრობ, ასე დროს მოვიგებთ.
პრეზიდენტი სნოუ იღიმის და პირველად ვაკვირდები მის პირს. გველი-
ვით გესლიანი კაცი გველივით უტუჩო სულაც არ არის - სქელი, ბზინვარე

14
ტუჩები აქვს. თუ პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, სულ ტყუილად -
მიმზიდველად მაინც არ გამოიყურება.
- ჩემი მრჩევლები შიშობდნენ, პრობლემებს შეგვიქმნისო. იმედია, მარ-
თლა პრობლემების შექმნას არ აპირებთ!
- არა, - მოკლედ ვპასუხობ.
- მეც ასე მგონია. მრჩევლებს ვუთხარი, გოგონა, რომელმაც სიცოცხლის
შესანარჩუნებლად ამდენი გაიღო, მას არაფრის ფასად აღარ დათმობს-მეთ-
ქი. გარდა ამისა, ოჯახზე უნდა იფიქროს. დედაზე, დაზე და... ბიძაშვილებზე,
- ბოლო სიტყვას ისე ხაზგასმით წარმოთქვამს, რომ ვხვდები, უკვე იცის, მე
და გეილი ნამდვილი ბიძაშვილები რომ არ ვართ.
ჩემთვის ყველაფერი ნათელია. იქნებ ასე სჯობდეს კიდეც. გაურკვეველი
მუქარები არ მიყვარს. მირჩევნია, საქმეში გათვითცნობიერებული ვიყო.
- დავსხდეთ, - მეუბნება პრეზიდენტი სნოუ და პრიალა მაგიდასთან ჯდება.
ამ მაგიდაზე პრიმი საშინაო დავალებას წერს ხოლმე, დედაჩემი კი ოჯახის
ბიუჯეტს ითვლის. პრეზიდენტი სნოუ ჯერ ჩვენს სახლში შემოიჭრა უნებარ-
თვოდ, ახლა მაგიდასთანაც დაუკითხავად დაჯდა. მე მის პირდაპირ, მაღალ-
საზურგიან, მოჩუქურთმებულ სკამზე ვიკავებ ადგილს. სკამი მეტისმეტად მა-
ღალია ჩემთვის და იატაკს მხოლოდ ფეხის წვერებით ვეხები.
- პრობლემა მაქვს, მის ევერდინ, - ამბობს პრეზიდენტი სნოუ, - ეს პრობ-
ლემა კი თქვენ გამიჩინეთ, როცა არენაზე შხამიანი კენკრით სპექტაკლი და-
მიდგით. მაშინ თამაშის შემოქმედები არჩევანის წინაშე დავაყენე: ან მე და
პიტა თავებს დავიხოცავდით და თამაშებს გამარჯვებული აღარ ეყოლებო-
და, ან - ორივეს გამარჯვებულად გამოგვაცხადებდნენ. გამოვიცანი, რომ გა-
მარჯვებული აუცილებლად სჭირდებოდათ.
- თამაშის შემოქმედთა უფროსს, სენეკა კრეინს თავში ჭკუა რომ ჰქონო-
და, მაშინვე მტვრად გაქცევდათ, მაგრამ სამწუხაროდ, მეტისმეტად სენტი-
მენტალური გამოდგა და, აი, დღესაც ცოცხლები ხართ. აბა, თუ გამოიც-
ნობთ, სენეკა სად არის?
თავს ვუქნევ, რადგან მისი ხმის ტონი მიმანიშნებს, რომ სენეკა კრეინი
სიკვდილით დასაჯეს. მე და პრეზიდენტს ახლა მხოლოდ მაგიდა გვაშორებს
და ვარდებისა და სისხლის სუნი უფრო ძლიერად მცემს. პრეზიდენტ სნოუს
ლაცკანზე ვარდი აქვს მიბნეული. სუნი ალბათ მას ასდის, ოღონდ ვარდი აშ-

15
კარად გენური ინჟინერიის ქმნილება უნდა იყოს, რადგან ასეთი მძაფრი
სურნელი ბუნებრივად არც ერთ ვარდს არ აქვს. სისხლის სუნი კი... არ ვიცი.
- იძულებულები გავხდით, თქვენი სცენარის მიხედვით გვემოქმედა. ყურე-
ბამდე შეყვარებული გოგოს როლი კარგად შეასრულეთ. კაპიტოლიუმელ
მაყურებელს არაფერი უეჭვია. აი, რაიონებში კი ბევრმა არ დაგიჯერათ, -
ამბობს პრეზიდენტი სნოუ.
როგორც ჩანს, ჩემს სახეზე გაკვირვებას კითხულობს, რადგან აგრძე-
ლებს:
- რა თქმა უნდა, თქვენ ეს არ იცით. სხვა რაიონის მოსახლეობის განწყო-
ბას თქვენ ვერანაირად ვერ შეიტყობდით. თუმცა, რამდენიმე რაიონში თქვე-
ნი საქციელი სიყვარულის კი არა, დაუმორჩილებლობის აქტად მიიღეს. თუ-
კი ყველაზე უბადრუკ მე-12 რაიონში მცხოვრებ გოგოს შეუძლია კაპიტოლი-
უმს არ დაემორჩილოს და გადარჩეს, მათ ვინ დაუშლის ამას? რატომ არ
უნდა წამოიწყონ თუნდაც აჯანყება?
პრეზიდენტის სიტყვებს ნელ-ნელა ვიაზრებ და უცებ ბოლომდე ვწვდები
მათ შინაარს.
- მაშ, აჯანყება დაიწყო? - ვეკითხები დამფრთხალი და, იმავდროულად,
გახარებული.
- ჯერ არა, მაგრამ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, აჯანყება გარდაუვა-
ლია. აჯანყებას კი რევოლუცია მოჰყვება ხოლმე, - პრეზიდენტი მარცხენა
საფეთქელს იზელს (სწორედ ეს ადგილი მტკივდება მეც, როცა გადავიღ-
ლები ან ვნერვიულობ), - თუ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? რამდენი
ადამიანი დაიღუპება? ან
რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან გადარჩენილები? შეიძლება ხალხს
კაპიტოლიუმი არ მოსწონდეს, მაგრამ, დამიჯერეთ, თუ ოდნავ მაინც გაგვექ-
ცევა მართვის სადავეები ხელიდან, სისტემა დაინგრევა.
პრეზიდენტის პირდაპირობა და გულწრფელობა მაოცებს. ისე ლაპარა-
კობს, თითქოს მხოლოდ პანემის კეთილდღეობა აღელვებდეს, არადა, ეს
გამორიცხულია.
არც კი ვიცი, როგორ ვბედავ შემდეგი სიტყვების წარმოთქმას:
- სისტემა მეტისმეტად არამყარი ყოფილა, თუ ერთი მუჭა კენკრით მისი
დანგრევა შეიძლება.

16
პრეზიდენტი დაჟინებით მაკვირდება და კარგა ხანს დუმს. შემდეგ მარტი-
ვად მპასუხობს:
- სისტემა არამყარია, ოღონდ მისი სისუსტე სულ სხვა რამეში მდგომარე-
ობს.
ამ დროს კარზე აკაკუნებენ და კაბინეტში პრეზიდენტის კაპიტოლიუმელი
მხლებელი ყოფს თავს.
- დედამისს აინტერესებს, პრეზიდენტი ჩაის ხომ არ ინებებსო.
- სიამოვნებით დავლევდი ჩაის, - ამბობს პრეზიდენტი.
კარი იღება და ოთახში დედაჩემი შემოდის. ლანგრით შემოაქვს ფაიფუ-
რის ფინჯნები, რომლებიც გათხოვებისას მზითევში მოჰყვა.
- აქ დადგით, გეთაყვა, - პრეზიდენტი წიგნს იღებს და შუა მაგიდაზე აფა-
თურებს ხელს.
დედაჩემი ლანგარს მაგიდაზე დგამს. ზედ ჩაიდანი, ფინჯნები, ნაღები, შა-
ქარი და ნამცხვრები აწყვია. ნამცხვრები ჭრელი ყვავილებითაა მორთული.
აშკარად პიტას ნახელავს ჰგავს.
- გმადლობთ. იცით, უცნაურია, მაგრამ ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ
პრეზიდენტებსაც სჭირდებათ ჭამა, - თავაზიანად ამბობს პრეზიდენტი.
დედაჩემს დაძაბულობა ეხსნება და პრეზიდენტს გულწრფელად სთავა-
ზობს:
- კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? თუ ძალიან გშიათ, რამე უფრო ნოყიერს
მოვამზადებ.
- არა, ესეც საკმარისია. გმადლობთ, - პრეზიდენტი ცხადად მიანიშნებს
დედაჩემს, რომ უნდა დაგვტოვოს. დედაჩემი თავს უკრავს, ჩემკენ თვალს
აპარებს და გადის. პრეზიდენტი სნოუ ჯერ თავის ფინჯანში ისხამს ჩაის, შემ-
დეგ მეც მისხამს. თავის ფინჯანში ნაღებსა და შაქარს ამატებს და დიდხანს
ურევს. ვგრძნობ, რომ თავისი სათქმელი უკვე მითხრა და ახლა ჩემს პასუხს
ელის.
- მე აჯანყების წამოწყება არც მიფიქრია, - ვეუბნები.
- მჯერა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დიზაინერს ტყუილად არ შე-
ურჩევია თქვენთვის ის კაბა. ქეთნის ევერდინ, ცეცხლოვანო გოგონა, თქვენ
მიერ წარმოქმნილი ნაპერწკალი, თუ მას გაღვივებაში ხელს არ შევუშლით,
შეიძლება მთელ პანემს ჯოჯოხეთურ ხანძრად მოედოს და მთლიანად გა-
დაწვას.
17
- მაშ, ახლავე მომკალით და ეგ იქნება, - პირში ვახლი.
- ასე საჯაროდ? - უკვირს პრეზიდენტ სნოუს, - ეს მხოლოდ ცეცხლზე
ნავთს დაასხამს.
- მაშინ უბედური შემთხვევა მოაწყვეთ.
- ამას ვინ დაიჯერებს? თქვენ რომ მაყურებელი იყოთ, არ დაიჯერებდით.
- მაშინ მითხარით, რა გავაკეთო, და გავაკეთებ.
- ნეტა ეგრე მარტივად იყოს საქმე, - პრეზიდენტი სნოუ ნამცხვარს იღებს
და გულდასმით ათვალიერებს, - ლამაზია! დედათქვენმა გამოაცხო?
- პიტამ, - და აი, პირველად პრეზიდენტის მზერას ვეღარ ვუძლებ. ფინ-
ჯნისკენ ვიწვდი ხელს, მაგრამ ისევ ლამბაქზე ვდებ, რადგან ფაიფურის სა-
მარცხვინო წკარუნი მესმის და მღელვარების დასაფარად ნამცხვარს ვიღებ.
- აა, პიტამ? როგორ არის თქვენი ცხოვრების სიყვარული?
- კარგად.
- როდის მიხვდა, რომ თქვენთვის არაფერს წარმოადგენს? - პრეზიდენტი
სნოუ ნამცხვარს ჩაიში აწობს.
- პიტა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
- არც ისე ბევრს, როგორც ეს მთელ ქვეყანას ჰგონია.
- ვინ ამბობს, რომ პიტა არ მიყვარს?
- მე. მაგრამ აქ არ მოვიდოდი, ამას სხვაც რომ არ ამბობდეს. თქვენი სიმ-
პათიური ბიძაშვილი როგორ არის?
- არ ვიცი... არ... - ბოღმა მახრჩობს. პრეზიდენტ სნოუსთან ჩემთვის ძა-
ლიან ახლობელი ადამიანების მიმართ ჩემს გრძნობებზე საუბარი არ მინდა.
- მიპასუხეთ, მის ევერდინ. თორემ თუ ვერ შევთანხმდებით, მისი მოკვლა
ადვილად შემიძლია, - ამბობს პრეზიდენტი სნოუ, - კვირაობით ტყეში ერ-
თად ხეტიალით მას სარგებელს ვერ მოუტანთ. ესეც შეუტყვია. ნეტა კიდევ
რა იცის? ან საიდან გაიგო? ბევრს შეეძლო იმის თქმა, რომ მე და გეილი
კვირაობით ტყეში სანადიროდ დავდივართ. ყოველ კვირა საღამოს ხომ ერ-
თად ვცვლით ნანადირევს სხვადასხვა პროდუქტზე? საკითხავი ისაა, პრეზი-
დენტ სნოუს რა ჰგონია, რა ხდება მე-12 რაიონის საზღვრებს მიღმა მდება-
რე ტყეში. სათუოა, ტყეშიც გვითვალთვალებდნენ. თუ კი? იქნებ იქამდეც გა-
მოგვყვნენ? შეუძლებელია. იქნებ ადამიანი კი არა, კამერები გვითვალთვა-
ლებს? ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ. ტყე ყოველთვის უსაფრთხო ად-
გილად მიგვაჩნდა, სადაც კაპიტოლიუმი ვერ მოგვწვდებოდა; შეგვეძლო
18
ყველაფერზე თამამად გვესაუბრა და გვეფიქრა. ყოველ შემთხვევაში, შიმში-
ლის თამაშებამდე ასე მეგონა. თუ ტყეშიც გვითვალთვალებდნენ, ნეტა რა
დაინახეს? ალბათ ის, რომ კაპიტოლიუმის წინააღმდეგ განწყობილი ორი
ადამიანი უკანონოდ ნადირობს?! არადა, პრეზიდენტი სნოუ შეყვარებულებ-
ზე მიანიშნებს. არა, მე და გეილს ამას ვერავინ დაგვაბრალებს, თუ...
ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. სრულიად მოულოდნელად, მაგრამ მოხ-
და.
გეილს განმარტოებით შიმშილის თამაშებიდან დაბრუნებიდან მხოლოდ
რამდენიმე კვირის შემდეგ შევხვდი. ჯერ სავალდებულო საზეიმო ღონისძიე-
ბები მიშლიდა ხელს; მერე - გამარჯვებულების პატივსაცემად გამართული
ბანკეტი, რომელსაც მხოლოდ მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ; შემდეგ
მთელმა რაიონმა კაპიტოლიუმის ხარჯზე იდღესასწაულა; ამას მოჰყვა ამა-
ნათების დღე, როცა რაიონის ყველა მცხოვრებს საჭმლის პაკეტები დაური-
გეს. ვუყურებდი, დამშეული საბადოელი ბავშვები როგორ იქნევდნენ ვაშ-
ლის პიურეიან ქილებს, ხორცის კონსერვებსა და ტკბილეულს; ვიცოდი,
რომ შინ ყველას მარცვლეულით სავსე ტომრები და ზეთი ელოდა და იმ
დღეს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ჩემი წყალობით, ჩემი რაიონე-
ლები მთელი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ მიიღებდნენ უფასო ამა-
ნათებს. ასეთ წუთებში სულაც არ ვნანობდი, რომ შიმშილის თამაშებში გავი-
მარჯვე.
მოკლედ, სულ ცერემონიებსა და ღონისძიებებში ვმონაწილეობდი,
ხალხს მადლობას ვუხდიდი და პიტას საჯაროდ ვკოცნიდი. კუდში რეპორ-
ტიორები დამდევდნენ და ჩემს ყოველ ნაბიჯს იღებდნენ. თუმცა, რამდენიმე
კვირაში აჟიოტაჟი ჩაცხრა. ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა ბარგი ჩა-
ალაგეს და შინ წავიდნენ. ჩემსა და პიტას შორის ურთიერთობა გაცივდა და
დღემდე ასეა. ჩემი ოჯახი გამარჯვებულის სოფლის ერთ-ერთ სახლში გადა-
ბარგდა. მე-12 რაიონში ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა: მუშებმა
მაღაროებში მუშაობა განაგრძეს, ბავშვებმა - სკოლაში სიარული. დავიცადე,
სანამ ჰორიზონტი ბოლომდე გაიწმინდებოდა და ერთ კვირადღესაც დილა-
ადრიან წავედი ტყეში.
თბილოდა და ქურთუკი არ ჩამიცვამს. ზურგჩანთაში შემწვარი ქათამი,
ყველი, პური და ფორთოხლები ჩავიწყვე. ძველ სახლში შევიარე და ჩექმები
ჩავიცვი. როგორც ყოველთვის, მავთულხლართის ღობე დაუმუხტავი დამ-
19
ხვდა და ღრიჭოში უპრობლემოდ გავძვერი. ფუღუროდან მშვილდ-ისარი გა-
მოვიღე და ჩემი და გეილის საყვარელი ადგილისკენ გავემართე, სადაც
მკის დღეს, სანამ შიმშილის თამაშების მონაწილედ ამირჩევდნენ, ერთად
უკანასკნელად ვისაუზმეთ.
ორ საათს ველოდი. დავეჭვდი, გეილმა ჩემზე გული ხომ არ აიცრუა და
დამივიწყა, ან სულაც, შევძულდი-მეთქი. ფიქრი იმაზე, რომ დავკარგე საუკე-
თესო მეგობარი და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველა საიდუმლოს
ვუზიარებდი, გაუსაძლისი იყო. განსაკუთრებით იმ ყველაფრის შემდეგ, რაც
შემემთხვა. გულდაწყვეტილს, ცრემლი მომადგა.
მერე უცებ თავი ავწიე და ჩემგან სამიოდ მეტრში გეილი დავინახე. და-
უფიქრებლად წამოვხტი და ჩავეხუტე. ერთდროულად ვიცინოდი, ვქვითინებ-
დი და ვყვიროდი. გეილმა გულში ჩამიკრა. ისე მეხვეოდა, რომ მისი სახის
დანახვას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ გამიშვა, ისიც იმი-
ტომ, რომ სლოკინი ამიტყდა და იძულებული გახდა, ჩემთვის წყალი და-
ელევინებინა.
ჩვეულებისამებრ, ერთად ვისაუზმეთ, ვინადირეთ და ვითევზავეთ. თანა-
რაიონელებზეც ვისაუბრეთ. სიტყვა არ დაგვიძრავს არენაზე გატარებულ
დღეებზე ან მაღაროში მის მუშაობაზე. ქურასთან ახლოს გარღვეულ ღობე-
ში რომ გამოვძვერით, იმედი მომეცა, რომ ყველაფერი უწინდებურად გაგ-
რძელდებოდა. ჩემი ნანადირევიც გეილს მივეცი, რადგან ჩემს ოჯახს საჭმე-
ლი აღარ აკლდა. ქურაში შევლა კი მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, დედა-
ჩემმა და პრიმმა არ იციან, სად წავედი და ინერვიულებენ-მეთქი. მერე გე-
ილს დავპირდი, შენს მახეებს ყოველდღე შევამოწმებ-მეთქი.
მან კი ჩემი სახე უცებ ხელებში მოიქცია და ტუჩებში მაკოცა.
ამას სრულიად მოუმზადებელი შევხვდი. ალბათ გგონიათ, რომ გეილთან
გატარებული ამდენი საათის, მისი საუბრის, სიცილის და წუხილის ცქერის
შემდეგ მისი ტუჩების შესახებ ყველაფერი მეცოდინებოდა, მაგრამ ვერას-
დროს წარმოვიდგენდი, ჩემს ტუჩებს დაწაფებული მისი ტუჩები ასეთი თბი-
ლი თუ იქნებოდა; ან მახის დაგებაში დაოსტატებული ხელები მეც ასე იო-
ლად თუ მომიმწყვდევდა მახეში. ბუნდოვნად მახსოვს, მგონი, წამოვიკვნესე
და დამუშტული ხელები მკერდზე დავაწყვე.
მერე გამიშვა და მითხრა:
- ეს უნდა მექნა. ერთხელ მაინც.
20
და წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამო იყო და ჩემი ოჯახი ალბათ ნერვიუ-
ლობდა, ღობესთან, ხის ძირას ჩამოვჯექი. ვერ ვხვდებოდი, გამახარა თუ გა-
მაბრაზა ამ კოცნამ, მხოლოდ მისი ტუჩების გემო და ფორთოხლის სუნი მახ-
სოვდა, გეილს რომ ასდიოდა. ეს კოცნა სრულიად განსხვავდებოდა არენა-
ზე სხვების დასანახად ჩემი და პიტას კოცნებისგან. ის კოცნები ამასთან შე-
დარებით ნამდვილი არ მეჩვენებოდა.
ბოლოს, ავდექი და შინ დავბრუნდი.
მთელი კვირა მახეებს ვამოწმებდი და ნანადირევი ჰეიზელთან მიმქონდა.
გეილი კვირამდე არ მინახავს. მთელი სიტყვა მოვამზადე იმის შესახებ, რომ
შეყვარებული არ მჭირდება და არც გათხოვებას ვაპირებ, მაგრამ მის წინაშე
სიტყვით გამოსვლა აღარ დამჭირდა - გეილი ისე იქცეოდა, თითქოს არაფე-
რი მომხდარიყოს.
არ ვიცი, შეიძლება ელოდა, რომ თვითონ ვეტყოდი რამეს; ან ვაკოცებ-
დი. თუმცა, მეც ისე მოვიქეცი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არადა,
მოხდა - გეილმა ჩვენ შორის აღმართული უხილავი ბარიერი გაარღვია და
ამით ყველანაირი იმედი გადამიწურა, რომ ძველებურად გავაგრძელებდით
მეგობრობას. თავის მოკატუნებას აზრი აღარ ჰქონდა, მის ტუჩებს უკვე სხვა
თვალით ვუყურებდი.
ვიხსენებ ამ ყველაფერს, პრეზიდენტი სნოუ კი, რომელიც წამის წინ გე-
ილის მოკვლით დამემუქრა, თვალს არ მაცილებს. როგორ ვიფიქრე მე სუ-
ლელმა, რომ კაპიტოლიუმი შინ დამაბრუნებდა და შემეშვებოდა?! მართა-
ლია, მოსალოდნელ აჯანყებაზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ხომ ცხადი იყო,
რომ კაპიტოლიუმელები გავანაწყენე. ნაცვლად იმისა, რომ სიფრთხილე გა-
მომეჩინა, რა გავაკეთე? პიტა მივაგდე და მთელი რაიონის დასანახად გე-
ილთან დავიწყე სეირნობა. ამით კი ნათელი გახდა, რომ კაპიტოლიუმი მო-
ვატყუე. ჩემი დაუკვირვებლობით ჩემს ოჯახთან ერთად პიტასა და გეილის
ოჯახებიც საფრთხეში ჩავყარე.
- გთხოვთ, გეილს ნურაფერს ავნებთ, - ვჩურჩულებ, - ის მხოლოდ მეგო-
ბარია. უკვე მრავალი წელია, ვმეგობრობთ. მეტი არაფერი. თანაც, ყველას
ჰგონია, რომ ჩვენ ბიძაშვილები ვართ.
- მე მხოლოდ ის მაინტერესებს, როგორ იმოქმედებს ეს პიტასთან თქვენს
ურთიერთობაზე და შესაბამისად - რაიონების განწყობაზე.
21
- ტურნეში ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. პიტა უწინდელივით
ძლიერ მეყვარება.
- ახლანდელივით, - მისწორებს პრეზიდენტი სნოუ.
- დიახ, ახლანდელივით, - სასწრაფოდ ვეთანხმები.
- აჯანყების თავიდან ასაცილებლად, უფრო უნდა მოინდომოთ, - ამბობს
პრეზიდენტი სნოუ, - ვითარების გამოსასწორებლად ეს ტურნე თქვენი უკა-
ნასკნელი შანსია.
- ვიცი. გამოვასწორებ. ყველა რაიონს დავარწმუნებ, რომ კაპიტოლიუმი
აარ მომიტყუებია და პიტა სიგიჟემდე მიყვარს.
პრეზიდენტი სქელ ტუჩებს ხელსახოცით იწმენდს.
- ცოტა მაღლა დაუმიზნეთ, რომ მიზანს მისწვდეთ.
- რას ნიშნავს მაღლა დავუმიზნო?
- ჯერ მე დამაჯერეთ, - პრეზიდენტი ხელსახოცს აგდებს, წიგნს იღებს და
კარისკენ მიდის. მე გაშეშებული ვზივარ და ვკრთები, როცა პრეზიდენტი
ყურში მეუბნება: - სხვათა შორის, კოცნის შესახებ ვიცი.
მერე კი კაბინეტიდან გადის.

3.

სისხლის სუნი... პრეზიდენტ სნოუს პირიდან ამოსდიოდა.


რატომ? ვითომ დალია? - წარმოვიდგენ, როგორ სვამს სისხლს ჩაის
ფინჯნიდან. შიგ ნამცხვარს აწობს.
ფანჯრიდან მანქანის ძრავის ხმა მესმის. ხმაური თანდათან ცხრება: პრე-
ზიდენტი, როგორც მოვიდა, ისევე უჩუმრად მიდის.
კაბინეტი თითქოს ტრიალებს. თავბრუ მეხვევა. ლამისაა, გული წამივი-
დეს. წინ ვიხრები და ცალი ხელით მაგიდას ვეყრდნობი. მეორეში ჯერ კი-
დევ პიტას ნამცხვარი მიჭირავს. ნამცხვარი შროშანის ფორმისა იყო, ახლა
პი მუჭში მხოლოდ ნაფშვენები მიყრია. არც კი მიგრძნია, როგორ შემომეფ-
შვნა ნამცხვარი ხელში.
ვგრძნობ, რომ სამყარო ფეხქვეშ მეცლება. პრეზიდენტ სნოუს სტუმრობა;
აჯანყების ზღვარზე მყოფი რაიონები; გეილის და ჩემიანების დახოცვის მუ-
ქარა. ვინ იცის, კიდევ ვინ დაისჯება ჩემი საქციელისთვის? აუცილებლად უნ-
22
და გამოვასწორო ჩემი შეცდომა ამ ტურნეში; მღელვარება დავაცხრო და
პრეზიდენტი სნოუ დავამშვიდო. მთელ პანემს უნდა დავუმტკიცო, რომ პიტა
მელარკი მიყვარს. მაგრამ როგორ?
ამას ვერ შევძლებ, - ვფიქრობ, - ასეთი ნიჭიერი მსახიობი არ ვარ. პიტა
მჯობია, ის ყველას უყვარს. მე სულ ჩუმად ვზივარ, სათქმელს ძირითადად
პიტა ამბობს ხოლმე. თუმცა ამჯერად პიტამ კი არა, მე უნდა დავაჯერო მაყუ-
რებელი, რომ მისი ერთგული ვარ.
დერეფანში დედაჩემის მსუბუქი, სწრაფი ნაბიჯის ხმა ისმის.
მან არაფერი არ უნდა გაიგოს, - ვგეგმავ გონებაში. მუჭს ვშლი და ნამ-
ცხვრის ნაფშვენებს ლანგარზე ვყრი. ფინჯნიდან ჩაის ვხვრეპ.
- ხომ ყველაფერი კარგადაა, ქეთნის? - მეკითხება დედა.
- კი. თურმე ტელევიზორში არ გვიჩვენებენ, თორემ პრეზიდენტი ყოველ-
თვის სტუმრობს გამარჯვებულს და წარმატებას უსურვებს, - ლაღად ვპასუ-
ხობ.
დედაჩემს სახე უნათდება:
- ოჰ, მე კი რა არ ვიფიქრე.
- კარგი რა, - ვეუბნები, - ცუდი მაშინ მოხდება, როცა სტილისტები მოვ-
ლენ და ჩემს გამოუქნელ წარბებს ნახავენ.
დედა იცინის, მე კი მახსენდება, რომ ოჯახზე ზრუნვა თერთმეტი წლისამ
დავიწყე და ამ ფუნქციას ვეღარავის გადავაბარებ. ყოველთვის თვითონ მო-
მიწევს დედაჩემის დაცვა.
- გინდა აბაზანა გაგიმზადო?
- კი, - ვეუბნები და დედა ჩემი პასუხით ბედნიერი ჩანს.
შიმშილის თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ დედასთან ურთიერთობის
დალაგებას ვცდილობ. უწინდელივით დახმარებაზე უარს აღარ ვეუბნები.
მასზე აღარც ვბრაზობ. მოგებულ ფულსაც დედა განკარგავს. ალერსზეც
ალერსით ვპასუხობ და ძველებურად არ ველი, როდის შეწყვეტს ჩემს ხვევ-
ნას. არენაზე მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა მისი დასჯა იმისთვის, რაც მის-
და უნებურად მოხდა - მამას სიკვდილის შემდეგ დედას მძიმე დეპრესია და-
ეწყო. ადამიანებს ზოგჯერ ისეთი რამ ემართებათ, რისთვისაც მზად არ
არიან.
აი, ზუსტად ახლა მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ.

23
თანაც, მშობლიურ რაიონში ჩემი დაბრუნების დღეს დედაჩემმა მშვენიერი
რამ გააკეთა: რკინიგზის სადგურში მე და პიტას ნათესავები და ახლობლები
დაგვხვდნენ. ერთ-ერთმა რეპორტიორმა დედაჩემს ჰკითხა, პიტაზე რას
ფიქრობთო. დედაჩემმა უპასუხა, პიტა სამაგალითო ახალგაზრდაა, მაგრამ
ჩემი ქალიშვილი ჯერ იმ ასაკის არაა, რომ შეყვარებულზე და გათხოვებაზე
იფიქროსო, თან პიტას მკაცრად შეხედა. აქეთ-იქიდან სიცილი ატყდა, პრე-
სის წარმომადგენლებმა, ვიღაც მაგარ შარშიაო, წამოიძახეს და პიტამაც მა-
შინვე გამიშვა ხელი. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ბრბო ჩვენს სიახლო-
ვეს ითხოვდა და ერთმანეთს კვლავ ხელი ჩავკიდეთ, მაგრამ მას შემდეგ
უფრო თავშეკავებულად ვიქცეოდით, ვიდრე კაპიტოლიუმში იქნებ თავის გა-
სამართლებლად დედაჩემის სიმკაცრე მოვიშველიო, პიტასთან ხშირად შეხ-
ვედრას მიშლიდა-მეთქი?
მეორე სართულზე, სააბაზანოში ავდივარ. დედაჩემს იქ ცხელი წყლით
სავსე აბაზანაში გამხმარი ყვავილები ჩაუყრია და ოთახში სასიამოვნო სურ-
ნელი ტრიალებს. მუდმივი წყალი ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. საბადოში ონ-
კანიდან მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა და საბანაოდ წყალს ცეცხლზე
ვაცხელებდით. ტანსაცმელს ვიხდი, მბზინავ წყალში ვდგამ ფეხს (დედაჩემს
შიგ რაღაც ნელსაცხებლის მაგვარიც ჩაუსხამს) და ვიწყებ გამოსავალზე
ფიქრს.
პირველი საკითხი: ვინმეს თუ ვუთხრა და ვის? რასაკვირველია, დედაჩემს
და პრიმს ვერაფერს გავუმხელ; შეიძლება ნერვიულობას გადაყვნენ კიდეც.
ვერც გეილს ვეტყვი, თუნდაც როგორმე ხმა მივაწვდინო. რომც იცოდეს, მა-
ინც ვერაფერს იზამს. მარტო რომ ცხოვრობდეს, როგორმე დავარწმუნებდი,
გაიქეცი-მეთქი. როგორმე ტყეში გაიტანდა თავს. მაგრამ ოჯახს არასდროს
მიატოვებს. არც მე მიმატოვებს. ტურნედან რომ დავბრუნდები, ვეცდები,
ავუხსნა, რომ კვირაობით ვეღარ შევხვდებით. მანამდე რამე მიზეზს მოვი-
ფიქრებ. ახლა მხოლოდ შემდეგ სვლაზე უნდა ვიფიქრო. თანაც, გეილი ისე-
თი გაბრაზებულია კაპიტოლიუმზე, შეიძლება თვითონვე წამოიწყოს აჯანყე-
ბა. მე კი არ მინდა, ამისკენ ვუბიძგო. არა, ვერავის, ვისაც მე-12 რაიონში
ვტოვებ, ვერაფერს გავუმხელ.
თუმცა, არსებობს სამი ადამიანი, ვისაც შემიძლია გული გადავუშალო. მა-
გალითად, ჩემს დიზაინერ ცინას. მაგრამ ცინა, ჩემი აზრით, ისედაც საფ-

24
რთხეშია და არ მინდა, ჩემთან სიახლოვით მდგომარეობა კიდევ უფრო და-
ვუმძიმო.
მეორეა ჩემი თანამზრახველი პიტა, მაგრამ მასთან ამ თემაზე საუბარი
როგორ დავიწყო?
პიტა, გახსოვს, რომ გითხარი, მაყურებლის დასანახად ვთვალთმაქცობ-
დი და სინამდვილეში სულაც არ მიყვარხარ-მეთქი? იცი რა, ეგ დაივიწყე და
ახლა უფრო მაგრად შემიყვარე, თორემ პრეზიდენტი სნოუ გეილს მოკ-
ლავს! - ამას ვერ ვიზამ. თანაც, პიტა თამაშს მაინც გააგრძელებს, რაც უნდა
იდოს სასწორზე.
რჩება ჰეიმიჩი. ლოთი, ახირებული და ანჩხლი ჰეიმიჩი, რომელსაც ახ-
ლახან ყინულივით ცივი წყალი გადავასხი თავზე. ის ჩემი მენტორი იყო და
შიმშილის თამაშებში ჩემი გადარჩენა ევალებოდა. იმედია, მოვალეობის
შესრულებას კვლავაც გააგრძელებს.
წყალში ვიმალები. გარესამყაროს ხმები იხშობა. ვნატრობ, აბაზანა გა-
ფართოვდეს და გაცურვა შევძლო, როგორც მამაჩემთან ერთად დავცურავ-
დი ტბაში ზაფხულის ცხელ დღეებში. ო, რა ბედნიერი დღეები იყო! კვირაო-
ბით დილაადრიან გავდიოდით სახლიდან და ტყის სიღრმეში შევდიოდით.
იქ ერთი ტბაა, რომელსაც მამამ ნადირობისას მიაგნო. აღარც მახსოვს,
ცურვა როგორ ვისწავლე. მახსოვს, პატარა ვიყავი, რომ უკვე წყალში ვყვინ-
თავდი, სალტოებს ვაკეთებდი და ტბის ტალახიან ნაპირზე ფეხშიშველა დავ-
ჭყაპუნებდი. ირგვლივ ყვავილებისა და წყალმცენარეების სუნი იდგა. ზურ-
გზე ვცურავდი და ცას შევყურებდი. წყალქვეშ ჩავყვინთავდი და სრული სიჩუ-
მე ისადგურებდა, როგორც ახლა. მამა ტბის პირას დაბუდებულ წყლის
ფრინველებზე ნადირობდა, მე მათ კვერცხებს ვიპარავდი, ორივე ერთად კი
ისარას ბოლქვებს ვაგროვებდით. სწორედ ამ მცენარის სახელი დამარქვა
მამაჩემმა. ღამით, შინ რომ ვბრუნდებოდით, ისეთი სუფთა ვიყავი, დედა ვი-
თომ ვერ მცნობდა ხოლმე. მერე იხვს შეწვავდა, ისარას ბოლქვებსაც დაბ-
რაწავდა და საწებელთან ერთად გემრიელად მივირთმევდით.
შემეძლო, მაგრამ გეილი იმ ტბასთან არასდროს წამიყვანია. არადა, იქ
მობინადრე წყლის ფრინველები ადვილი მოსანადირებელია. უბრალოდ, ის
ადგილი მხოლოდ მე და მამას გვეკუთვნის და არ მინდა, ამ ტბის შესახებ
სხვამაც შეიტყოს. შიმშილის თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ, რაკი სხვა
საქმე მაინც არაფერი მქონდა, ტბაზე სამჯერ ვიყავი. ტბაში ცურვა კი ძველე-
25
ბურად მესიამოვნა, მაგრამ იქ სტუმრობამ ძალიან დამანაღვლიანა. ბოლო
ხუთ წელიწადში ტბა თითქმის არ შეცვლილა, მე კი სრულიად გადავსხვა-
ფერდი.
წყალქვეშაც კი მესმის ჩოჩქოლის ხმა. მანქანის სიგნალი, მისალმება, კა-
რის ჯახუნი. როგორც ჩანს, ჩემი ამალა მოვიდა. ტანის გამშრალებას და ხა-
ლათის შემოცმას ძლივს ვასწრებ, რომ სააბაზანოში ჩემი სტილისტები შე-
მოდიან. არც კი ერიდებათ. როცა საქმე ჩემს სხეულს ეხება, ჩემსა და ამ სამ
ადამიანს შორის საიდუმლო არ არსებობს.
- ქეთნის, რას გიგავს წარბები! - კივის ვენია და, მიუხედავად იმისა, რომ
სასაცილოდ არ მცხელა, მაინც მეცინება. ლაჟვარდისფერი თმის ბოლოები
აუპრეხია, ოქროსფერი ტატუები კი, უწინ რომ შუბლს უმშვენებდა, ახლა
თვალებქვეშ დაიკლაკნება. ჩემმა დანახვამ მგონი მართლაც შოკში ჩააგდო.
უკნიდან ოქტავია უახლოვდება, რომელიც გაჩხინკულ ვენიასთან შედარე-
ბით, სრული ჩანს, და კოლეგას ზურგზე ხელს უთათუნებს:
- კარგი, დამშვიდდი. ამას სწრაფადვე ეშველება. შენ მე მკითხე, ფრჩხი-
ლებს რა მოვუხერხო? - ოქტავია ჩემს ხელს თავის ხელებში იქცევს. უწინ
მოყვითალო-მომწვანო ხელისგულები ახლა ხასხასა მწვანედ შეუღებავს. ეს
ფერი, ეტყობა, კაპიტოლიუმური მოდის ბოლო გამოძახილია და არც ოქტა-
ვია ჩამორჩება მოდას, - არა, მართლა, ქეთნის, ცოტა მაინც დაგეტოვებინა
ფრჩხილები!
მართალს ამბობს. ბოლო ორ თვეში ფრჩხილები თითქმის სულ დავიკ-
ვნიტე. მინდოდა, ეს მავნე ჩვევა გადამეგდო, მაგრამ საბაბი არ მომეცა.
- მაპატიე, - ბურტყუნით ვებოდიშები. დიდად არ მიდარდია, რას იფიქრებ-
და ჩემს გარეგნობაზე ჩემი სტილისტების გუნდი.
ფლავიუსი ჩემს თმის კულულს იღებს ხელში, თავს გამკიცხავად აქნევს
და მკაცრად მეკითხება:
- ჩვენთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ამას ვინმე შეეხო? ხომ გაგაფრთხი-
ლე, თმას უჩვენოდ ხელი არავინ მოჰკიდოს-მეთქი?
- დიახ! - უმალ ვპასუხობ გახარებული, რომ მათი ეს დავალება მაინც შე-
ვასრულე, - უფრო ზუსტად, არა, თმა არ შემიჭრია. გაფრთხილება კარგად
მახსოვს.
არადა, სულაც არ მახსოვდა. უბრალოდ, თმის შეჭრა არც მიფიქრია. ძვე-
ლებურად ერთ ნაწნავს ვიკეთებ და მორჩა.
26
როგორც ჩანს, ამით გული ულბებათ, ყველა ერთად მკოცნის, ჩემი საძი-
ნებლის შუაგულში სკამზე მსვამენ და ლაქლაქს იწყებენ. არ აინტერესებთ,
ვუსმენ თუ არა. სანამ ვენია წარბებს მიქნის, ოქტავია ხელოვნურ ფრჩხი-
ლებს მაწებებს, ხოლო ფლავიუსი თმაში რაღაც წებოვანს მიზელს, თან ენას
არ აჩერებენ. შიმშილის თამაშები ყველას ძალიან მოეწონა და მისი დასრუ-
ლების შემდეგ გასართობი აღარაფერია; მაყურებელს ერთი სული აქვს,
როდის ვეწვევით მე და პიტა დედაქალაქს გამარჯვებულების ტურნეს მიწუ-
რულს; ამასობაში კი კვარტალური ჯახიც დაიწყებაო.
- ხომ კარგია?
- რა იღბლიანი ხარ, არა?
- როგორც შარშანდელი გამარჯვებული, წელს კვარტალური ჯახის მონა-
წილის მენტორი იქნები!
ერთმანეთს არ აცლიან საუბარს.
- ჰო, მშვენიერია, - მშრალად ვამბობ მე. სხვა არაფერი შემიძლია. შეწი-
რულების მენტორობა ისედაც ნამდვილი კოშმარია; სკოლასთან ჩავლისას
შიშით ვფიქრობ, ნეტა რომელი ბავშვის მენტორობა მომიწევს-მეთქი. ჩემდა
საუბედუროდ, წელს 75-ე შიმშილის თამაშები იმართება, რაც ნიშნავს, რომ
კვარტალური ჯახი შედგება. ყოველ ოცდახუთ წელიწადში ერთხელ, კაპი-
ტოლიუმის მიერ აჯანყებული რაიონების დამარცხების აღსანიშნავად, განსა-
კუთრებული ზეიმები იმართება, ხოლო მაყურებლის უფრო მეტად გასარ-
თობად და გასახალისებლად შიმშილის თამაშებში საბრალო შეწირულების-
თვის ახალ-ახალ სირთულეებს იგონებენ. რასაკვირველია, მე წინა კვარტა-
ლურ ჯახებს არ მოვსწრებივარ, მაგრამ სკოლაში გამიგია, მეორე კვარტა-
ლურ ჯახზე კაპიტოლიუმმა არენაზე ორჯერ მეტი მონაწილე გაიყვანაო. მას-
წავლებლებს დეტალებზე ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ,
რაც გასაკვირია, რადგან სწორედ იმ წელს მოიპოვა მე-12 რაიონელმა
ჰეიმიჩ აბერნათიმ გამარჯვებულის გვირგვინი.
- ჰეიმიჩი წელს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და უჯობს, მზად იყოს!
- ჭყივის ოქტავია.
ჰეიმიჩი არასდროს იხსენებს არენაზე გატარებულ დროს. არც მე ვეკით-
ხები. შეიძლება ბავშვობაში ტელევიზორში მინახავს იმდროინდელი შიმში-
ლის თამაშების ჩანაწერები, მაგრამ აღარ მახსოვს. თუმცა, კაპიტოლიუმი
წელს აუცილებლად შეახსენებს მას იმ დროს. რაღაც მხრივ, კარგიცაა, რომ
27
წელს მე და პიტა ვიქნებით მენტორები, თორემ ჰეიმიჩს ალბათ აღარაფრის
თავი აღარ ექნება.
კვარტალური ჯახის თემის ამოწურვის შემდეგ ჩემი სტილისტები სულე-
ლურ ამბებზე იწყებენ ლაქლაქს: ერთმა მეორეს ვიღაცაზე რა უთხრა, იმან
რა ფეხსაცმელი იყიდა, რამხელა შეცდომა დაუშვა ოქტავიამ, როცა დაბადე-
ბის დღის დღესასწაულზე სტუმრებს ბუმბულებით მოსვლის ნება დართო და
ა. შ.
ცოტა ხნის შემდეგ წარბები გამოქნილი, თმა გლუვი და მბზინვარე,
ფრჩხილები კი სამანიკურედ მზად მაქვს. როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემი ხე-
ლებისა და სახის გალამაზება დაავალეს, რადგან გარეთ ყინავს და სხე-
ულის სხვა ნაწილები მაინც ტანსაცმლით მექნება დაფარული. ფლავიუსს ძა-
ლიან უნდა, მოდური მეწამული ტუჩსაცხი წამისვას, მაგრამ ბოლოს მაინც
ვარდისფერს ირჩევს. სახეს და ფრჩხილებს მიღებავენ. ცინას შერჩეული
ფერთა პალიტრა იმაზე მიანიშნებს, რომ უბრალო გოგონას იმიჯი მექნება
და არა - სექსუალურისა. მშვენიერია. გამომწვევი გარეგნობით ვერავის ვე-
რაფერს დავაჯერებ. ეს ჰეიმიჩმა მასწავლა, როცა შიმშილის თამაშების ინ-
ტერვიუსთვის მამზადებდა.
ოთახში დედაჩემიც შემოდის და სტილისტებს მორიდებით ეუბნება, ცინამ
გამომგზავნა, უნდა გასწავლოთ, ქეთნისს რომ მკის დღეს ნაწნავი ჰქონდა,
როგორ კეთდებაო. სტილისტები მის შეთავაზებას სიხარულით ხვდებიან და
ყურადღებით აკვირდებიან თმის დაწვნის საკმაოდ რთულ პროცესს. სარკეში
ვხედავ, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ, ზუსტად გაიმეორონ დედაჩემის
ხელის მოძრაობა, როცა ამის საშუალება ეძლევათ. სხვათა შორის, დედა-
ჩემს ისე მოწიწებით და თავაზიანად ეპყრობიან, რომ მრცხვენია კიდეც, მათ
ასე აგდებულად რომ ვუყურებ. მე რომ კაპიტოლიუმში დავბადებულიყავი,
ვინ იცის, ვინ ვიქნებოდი და რას ვილაპარაკებდი? ალბათ მეც ძალიან ვინა-
ნებდი, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ბუმბულიანი ტანსაცმლით გამოვ-
ჩნდი!
ვარცხნილობა მზადაა. სასტუმრო ოთახში ჩავდივარ და იქ ცინას დანახვა
იმედით აღმავსებს. ძველებურად გამოიყურება. წაბლისფერი თმა მოკლედ
შეუჭრია, თვალები ოქროსფრად შეუღებავს. უბრალო სამოსი აცვია. ერთმა-
ნეთს ვეხვევით. ლამისაა, პრეზიდენტ სნოუსთან ჩემი შეხვედრის შესახებ ვუ-
ამბო. მაგრამ არა, უკვე გადავწყვიტე, რომ ჯერ ჰეიმიჩს გავენდო. იმას უკეთ
28
ეცოდინება, კიდევ ვის შეიძლება დავუმძიმო გული ჩემი სადარდებლით. ისე
კი, ცინასთან საუბარი ძალიან ადვილია. ახალ სახლში ტელეფონი გვაქვს
და ხშირად ვურეკავდი მას. ისე, სხვას ვის დავურეკო, არც ვიცი, რადგან ჩემს
ნაცნობთაგან ტელეფონი თითქმის არავის აქვს. პიტას კი აქვს, მაგრამ მას
არ ვურეკავ. ჰეიმიჩმა თავის ტელეფონი წლების წინ მოისროლა ქუჩაში.
ჩემს მეგობარ მეჯს, ჩვენი რაიონის მერის ქალიშვილსაც, აქვს ტელეფონი,
მაგრამ მასთან პირადად საუბარი მირჩევნია. მოკლედ, სანამ ცინამ არ და-
მირეკა და ჩემი ნიჭის განვითარებაზე არ დაიწყო მუშაობა, ტელეფონით
არავინ სარგებლობდა. ყოველ გამარჯვებულს აქვს ნიჭი. იგულისხმება რა-
ღაც განსაკუთრებული უნარი, რომელსაც ცხოვრებაში იყენებ, რაკი არც
სკოლაში დადიხარ და არც რაიონის რომელიმე სამრეწველო დაწესებულე-
ბაში. ისეთი ნიჭი უნდა იყოს, რომელზეც ინტერვიუში ისაუბრებ. მაგალითად,
პიტას თურმე ხატვის ნიჭი ჰქონია. ოჯახურ საცხობში წლების განმავლობაში
რთავდა ტორტებსა და ნამცხვრებს. თუმცა, ახლა უკვე მდიდარია და შეუძ-
ლია ნამდვილი საღებავებით ტილოზე ხატოს. მე მხოლოდ ნადირობის ნიჭი
გამაჩნია, მაგრამ ნადირობა კანონით იკრძალება. სიმღერაც შემიძლია, მაგ-
რამ კაპიტოლიუმს ცხოვრებაში არ ვუმღერებ. ეფი თრინკეტმა დედაჩემს
ჩემთვის შესაფერისი საქმიანობების სია გამოუგზავნა, მაგრამ მე ვერაფრით
დამაინტერესეს. ვერც კულინარობას დავუდე გული, ვერც ოთახების თაიგუ-
ლებით გალამაზებას და ვერც ფლეიტაზე დაკვრას. სამაგიეროდ, პრიმს
მოსწონს ერთიც, მეორეც და მესამეც. ბოლოს, საქმეში ცინა ჩაერია, დიზაი-
ნერობის ნიჭს განვუვითარებო. საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან
დიზაინერობისა არაფერი გამეგება. დათანხმებით კი იმიტომ დავთანხმდი,
რომ ცინასთან ხშირად საუბრის საშუალება მექნებოდა, თან ცინა დამპირდა,
ძალიან არ დაგღლი, ყველაფერს მე მივხედავო.
სასტუმრო ოთახში ტანსაცმელი და სხვადასხვა ქსოვილის ნაჭრები აწ-
ყვია. ცინა ესკიზებს მიჩვენებს. ერთ-ერთი კაბის ესკიზი ვითომ ჩემი დახატუ-
ლია.
- მგონი, იმედის მომცემი დიზაინერი ვარ, - ხუმრობით ვამბობ.
- ჩაიცვი, შე უმაქნისო, - ტანსაცმლის ფუთას მესვრის ცინა.
ტანსაცმლის დიზაინერობა დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ ცინას შეკე-
რილი ტანსაცმელი ძალიან მომწონს. აი, მაგალითად, ეს სქელი, შავი ქსო-
ვილისგან შეკერილი, ნაკეცებიანი შარვალი; კომფორტული თეთრი პერან-
29
გი; თეთრი, მწვანე და რუხი რბილი ძაფებით მოქსოვილი ფუმფულა, ზო-
ლიანი სვიტერი; ტყავის თასმებიანი ჩექმები, რომელიც არ მიჭერს.
- ეს ყველაფერი თვითონ შევიკერე? - ვეკითხები ცინას.
- არა, მაგრამ ისწრაფვი იმისკენ, რომ თვითონ შეიკერო და ერთხელაც
შენი კერპივით, ანუ ჩემსავით, ცნობილი დიზაინერი გახდე, - ამბობს ცინა და
ბარათების თხელ დასტას მიწვდის, - სანამ კამერები ტანსაცმელს გადაიღე-
ბს, შენ ამას წაიკითხავ. ეცადე, საქმეში ჩახედულივით ისაუბრო.
ამ დროს ოთახში გოგრასავით ყვითელპარიკიანი ეფი თრინკეტი შემორ-
ბის და ყველას გვახსენებს:
- დრო შეზღუდული გვაქვს!
ორივე ლოყაზე მკოცნის და ოპერატორებს ხელს უქნევს, შემოდითო; მე
კი მეძახის, მოემზადეო. სწორედ ეფის წყალობით ვასწრებდით საქმის
დროზე დასრულებას კაპიტოლიუმში, ამიტომ მის ბრძანებას ვემორჩილები.
დავხტივარ ოთახში, სამოსს ხელში ვიღებ და უაზროდ გავიძახი: ეს მოგ-
წონთ?
საჭირო ტექსტს ბარათზე ვკითხულობ. ჩემს ხალისიან ხმას ცალკე იწე-
რენ, რომ სიუჟეტს დაადონ. შემდეგ ოთახიდან მაგდებენ, რომ ცინას შეკე-
რილი ტანსაცმელი მშვიდად გადაიღონ.
პრიმი განგებ ადრე დაბრუნდა სკოლიდან. ახლა სამზარეულოში დგას
და ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ინტერვიუს ართმევს. ცისფერი კაბა მის
თვალებს უხდება, ქერა თმაში ლამაზი ბაფთა ჩაუწნავს. ოდნავ წინ გადახრი-
ლა და ფეხისწვერებზე დგას, თითქოს უნდა აფრინდესო...
მკერდში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ვიღაცამ დამარტყა. რა
თქმა უნდა, არავის დაურტყამს, მაგრამ ტკივილი ისეთი რეალურია, რომ
ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. თვალებს ვხუჭავ და ახლა უკვე რუს ვხედავ, მე-11
რაიონელ თერთმეტი წლის გოგონას, რომელიც არენაზე ჩემი მოკავშირე
იყო. ჩიტივით დაფრინავდა ხიდან ხეზე, უწვრილეს ტოტებზე ეკიდებოდა. რუ
ვეო გადავარჩინე. სიკვდილისგან ვერ ვიხსენი. თვალწინ მიდგას, როგორ
ასვენია მიწაზე მუცელში შუბგარჭობილი...
კიდევ ვის შეიწირავს შურისძიების მოსურნე კაპიტოლიუმი? კიდევ ვინ
მოკვდება, თუ პრეზიდენტ სნოუს მოთხოვნას არ შევასრულებ?
ცინა ცდილობს, ქურქი ჩამაცვას. მე მკლავებს ვშლი და ჩემთვის უცნობი
ცხოველის ბეწვით ვიმოსები. თეთრ სახელოს ხელს ვუსვამ.
30
- ყარყუმისაა, - მეუბნება ცინა.
ტყავის ხელთათმანს და წითელ შარფს ვიკეთებ. ყურებზე რაღაც ბეწვიანი
მეხება.
- შენ რომ დაგინახავენ, მოდაში ყურსაცვამები დაბრუნდება.
მეზიზღება ყურსაცვამები, - ვფიქრობ ჩემთვის. მათ რომ ვიკეთებ, წესიე-
რად არ მესმის, არენაზე კი აფეთქებისას ცალი ყურით ლამის დავყრუვდი
და კიდევ უფრო შემძულდა. გამარჯვების შემდეგ კაპიტოლიუმში ყურზე ოპე-
რაცია კი გამიკეთეს, მაგრამ დროდადრო ექიმს მაინც ვესინჯები ხოლმე.
დედაჩემი მუჭით რაღაცას მიწვდის და მეუბნება:
- წარმატებას მოგიტანს.
ეს გულსაბნევი მეჯმა მაჩუქა, სანამ შიმშილის თამაშებში მონაწილეობის
მისაღებად გავემგზავრებოდი - ოქროს რკალში ჩასმული კაჭკაჭჯაფარა.
რუს ვჩუქნიდი, მაგრამ არ გამომართვა. მითხრა, მაგ გულსაბნევის გამო გენ-
დობიო.
ცინა გულსაბნევს შარფზე მიმაგრებს.
გვერდით მდგარი ეფი თრინკეტი ხმამაღლა იძახის:
- ყურადღება! ახლა სახლიდან გავალთ და პირველ კადრს გარეთ გადა-
ვიღებთ. ამ ჩინებული ტურნეს დაწყებამდე გამარჯვებულები ერთმანეთს მი-
ესალმებიან. აბა, ქეთნის, გაიღიმე. შენ ხომ ძალიან გახარებული ხარ! - და
პირდაპირი მნიშვნელობით, გარეთ ძალით მაგდებს.
თავიდან წესიერად ვერაფერს ვარჩევ, რადგან უკვე ხვავრიელად ბარ-
დნის. ამ დროს თავისი სახლიდან პიტა გამოდის და გონებაში პრეზიდენტ
სნოუს სიტყვები ჩამესმის: ჯერ მე დამაჯერეთ! ეს აუცილებლად უნდა გავაკე-
თო.
პიტასკენ გაღიმებული მივრბივარ, თითქოს მეტი ლოდინი აღარ შემიძ-
ლია. პიტას ხელში ავყავარ და ჩახუტებულს მაბზრიალებს. უცებ ფეხი უცურ-
დება, რადგან ხელოვნურ ფეხს ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია, და ვარდება. მე ზე-
მოდან ვეცემი და ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პირველად ვკოცნით
ერთმანეთს. პიტა ძველებურად თავდაჯერებულია. ვხვდები, რომ მარტო არ
ვარ. მართალია, გული ვატკინე, მაგრამ კამერების წინაშე არასდროს მიმა-
ტოვებს. ყოველთვის ვნებიანად მაკოცებს. როგორც არენაზე, აქაც იზრუნებს
ჩემზე. ამის გაფიქრებაზე რატომღაც ტირილი მინდება, მაგრამ ამის ნაც-

31
ვლად, პიტას წამოდგომაში ვეხმარები, ხელკავს ვუკეთებ და ბედნიერი სა-
ხით მივაბიჯებ კამერებისკენ.
დღე სწრაფად გარბის. რკინიგზის სადგურში მივდივართ, ყველას ვემშვი-
დობებით, მატარებელი იძვრის, ჩვენი ნაცნობები - მე, პიტა, ეფი, ჰეიმიჩი,
ცინა და პიტას დიზაინერი პორცია - უგემრიელეს სადილს მივირთმევთ. ამა-
სობაში ღამდება. ჩემს მდიდრულ კუპეში ვზივარ, პიჟამა და განიერი ხალა-
თი მაცვია და ველი, როდის დაიძინებენ სხვები. რაც მთავარია, ჰეიმიჩი იფ-
ხიზლებს: არ უყვარს ძილი, როცა გარეთ ბნელა.
ვაგონში სიჩუმე ისადგურებს. ფლოსტებს ვიცვამ და ჰეიმიჩის კუპისკენ მი-
ვიპარები. რამდენჯერმე დაკაკუნების შემდეგ მიღებს კარს და მაშინვე იღუ-
შება, თითქოს წინასწარ იცის, რომ ცუდი ამბავი მიმაქვს მასთან.
- რა გინდა? - მეკითხება და ღვინის ისეთ მძაფრ სუნს მაორთქლებს სახე-
ში, რომ ლამის გული მიმდის.
- უნდა დაგელაპარაკო, - ვეჩურჩულები.
- ახლა?
თავს ვაქნევ.
- იმედია, რამე სისულელე არ უნდა მითხრა, - მიცდის ჰეიმიჩი, მაგრამ მე
შიში მიპყრობს, რადგან დარწმუნებული ვარ, კაპიტოლიუმელთა მატარე-
ბელში ყოველი სიტყვა ისმინება, - ამოღერღავ? - მიღრენს ჰეიმიჩი.
მატარებელი სიჩქარეს ანელებს და თანდათან ამუხრუჭებს. შიში მიპ-
ყრობს, მგონია, რომ პრეზიდენტი სნოუ მითვალთვალებს და ახლა ჩემს მო-
საკლავად მოდის, მაგრამ ირკვევა, რომ მატარებელი საწვავის შესავსებად
გაჩერდა.
- ამ მატარებელში ძალიან დახუთული ჰაერია, - ვამბობ.
უწყინარი ფრაზაა, მაგრამ ჰეიმიჩი ყველაფერს ხვდება და თვალებს ჭუ-
ტავს.
- ვიცი, რა გიშველის, - მე განზე მწევს, თვითონ დერეფნის გავლით გა-
სასვლელისკენ მიიწევს. ვაგონის კარს აღებს და სახეში სუსხიანი ჰაერი
გვცემს. ჰეიმიჩი ბარბაცებს და ძირს ეცემა.
კაპიტოლიუმელი გამცილებელი დასახმარებლად მორბის, მაგრამ ჰეიმი-
ჩი კეთილად უღიმის და თავიდან იშორებს.
- ცოტა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ და მალე დავბრუნდები.
- ბოდიში, მთვრალია, - ვეუბნები გამცილებელს, - მე გავყვები.
32
ჰეიმიჩს გარეთ მივყვები. თოვლში ფლოსტები მისველდება და ფეხები
მეყინება. მატარებელს ვცდებით და რკინიგზის გასწვრივ, მოშორებით ვდგე-
ბით, რომ ჩვენი საუბარი ვერავინ გაიგონოს.
- რა უნდა მითხრა? - ჩემკენ ტრიალდება ჰეიმიჩი.
დაწვრილებით ვუამბობ, როგორ მესტუმრა პრეზიდენტი სნოუ და რო-
გორ დამემუქრა, თუ არ იყოჩაღებ, ყველას სიკვდილი გელითო.
ჰეიმიჩი თითქოს ფხიზლდება და მატარებლის ფარების წითელ შუქში მო-
ხუცს ემსგავსება.
- მაშინ უნდა იყოჩაღო!
- იქნებ ეს ტურნე როგორმე ბოლომდე მიმაყვანინო... - ვიწყებ მე.
მაგრამ ჰეიმიჩი მაწყვეტინებს:
- არა, ქეთნის, ტურნეთი ყველაფერი არ მთავრდება.
- რას გულისხმობ?
- ტურნეში რომც იყოჩაღო, რამდენიმე თვეში ისევ მოვლენ და მორიგ
შიმშილის თამაშებზე წაგვიყვანენ. შენ და პიტა ამიერიდან ყოველ წელს მე-
12 რაიონელი შეწირულების მენტორები იქნებით და ყოველ წელს კაპიტო-
ლიუმი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დეტალებით დაინტერესდება.
ათასგვარ რეპორტაჟს გააკეთებენ თქვენს პირად ცხოვრებაზე. სხვა გამოსა-
ვალი არ გაქვს, სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად უნდა იცხოვრო მაგ ბიჭ-
თან.
სრულიად ვიაზრებ ჰეიმიჩის სიტყვებს: გამოდის, რომც მინდოდეს, გეილ-
თან ვერასდროს ვიქნები. ვერც მარტო ვიცხოვრებ. სამუდამოდ პიტა უნდა
მიყვარდეს. კაპიტოლიუმი ამას დაჟინებით მოითხოვს. ჯერ მხოლოდ თექ-
ვსმეტი წლის ვარ და ალბათ კიდევ რამდენიმე წელი ვიცხოვრებ დედაჩემ-
თან და პრიმთან ერთად, მერე კი... მერე...
- მიხვდი, რასაც ვგულისხმობ? - მეძიება ჰეიმიჩი.
თავს ვუქნევ. ჰეიმიჩის თქმით, ჩემი ბედი გადაწყვეტილია: თუ მინდა, რომ
ჩემს ოჯახსა და ახლობლებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ, აუცილებლად პიტას
უნდა გავყვე ცოლად.

4.

33
მატარებლისკენ უხმოდ მივჩანჩალებთ. დერეფანში, ჩემს კუპესთან, ჰეიმი-
ჩი მხარზე ხელს მითათუნებს:
- ხომ შეიძლებოდა ვინმე უარესს შეხვედროდი?
მერე თავისი კუპისკენ მიდის და ღვინის სუნიც თან მიაქვს.
კუპეში სველ ფლოსტებს, ხალათს და პიჟამას ვიხდი. უჯრაში მეორე ხე-
ლი სამოსიც მიწყვია, მაგრამ ლოგინში საცვლებისამარა ვწვები - ბნელ სივ-
რცეს მიშტერებული, ჰეიმიჩთან ჩემს საუბარზე ვფიქრობ. ის მართალია - კა-
პიტოლიუმი ჩემგან იმას ელის, რომ ცხოვრებას პიტას დავუკავშირებ. რასაკ-
ვირველია, პიტა ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა. მე-12
რაიონში ბევრი რამ გვეკრძალება, მაგრამ იმის უფლება მაინც გვაქვს, ჩვენ-
თვის სასურველ პიროვნებაზე ვიქორწინოთ. მე კი ამის საშუალებაც მომის-
პეს. ნეტა პრეზიდენტი სნოუ შვილების გაჩენასაც ხომ არ მოგვთხოვს? მაშინ
ჩვენ შვილებსაც მოუწევთ ყოველ წელს მკაში მონაწილეობა. წარმოიდგი-
ნეთ, როგორი სანახავი იქნება, ორი გამარჯვებულის საერთო შვილს რომ
აირჩევენ შეწირულად! ასეთი რამ ადრეც მომხდარა და ყოველთვის დიდ
მითქმა-მოთქმას იწვევს, ოჯახს ბედი ნაღდად არ სწყალობსო. თუმცა, ეს იმ-
დენად ხშირად ხდება, უბრალო დამთხვევას და უიღბლობას ნამდვილად
ვერ ვუწოდებთ. გეილის აზრით, კაპიტოლიუმი ამას სპეციალურად აკეთებს,
რომ შიმშილის თამაშებს უფრო მეტი დრამატიზმი შესძინოს. იმის გათვა-
ლისწინებით, თუ რამხელა პრობლემა შევუქმენი კაპიტოლიუმს, ჩემს მომა-
ვალ შვილს შიმშილის თამაშებში მონაწილეობა გარანტირებული აქვს. მახ-
სენდება უცოლშვილო ჰეიმიჩი, რომელიც სამყაროსგან გაქცევას ლოთო-
ბით ცდილობს. შეეძლო ნებისმიერი მე-12 რაიონელი ქალი ეთხოვა ცო-
ლად, მაგრამ მარტოობა არჩია. არა - მარტოობა მეტისმეტად უწყინრად
ჟღერს, უკეთესი იქნება, ვთქვა განდეგილობა. იქნებ არენაზევე მიხვდა, რომ
ასე აჯობებდა? ძნელია, როცა საყვარელ ადამიანს სასიკვდილო თამაშებზე
მიაცილებ. მე ეს უკვე განვიცადე მკის დღეს, როცა პრიმის სახელი ამოიკით-
ხეს და სცენაზე იხმეს. საბედნიეროდ, მე, მის დას, მისი ადგილის დაკავების
უფლება მქონდა და ეს უფლება გამოვიყენე. აი, დედაჩემს კი იგივე ეკრძა-
ლება.
გამოსავლის ძიებაში თავს ვიმტვრევ. პრეზიდენტ სნოუს ვერ დავემორჩი-
ლები, ცხოვრებას სამუდამო ტყვეობაში ვერ გავატარებ. ამას მირჩევნია,
მომკლან. თუმცა, მანამდე გაქცევას ვეცდები. რა მოხდება, ერთხელაც ავ-
34
დგე და გავუჩინარდე? ტყეში გავიხიზნო და უკან აღარასდროს დავბრუნდე?
იქნებ ჩემი ყველა ნათესავისა და ახლობლის წაყვანაც შევძლო და უღრან
ტყეში ახალი ცხოვრება დავიწყოთ? რასაკვირველია, რთული საქმეა, მაგ-
რამ არა - შეუძლებელი.
თავს ვაქნევ, რომ აზრები გამეფანტოს. ახლა გაქცევაზე ფიქრის დრო არ
არის. გამარჯვებულის ტურნეზე უნდა გადავიტანო მთელი ყურადღება. ჩემს
მსახიობურ ნიჭზე ძალიან ბევრი ადამიანის ბედია დამოკიდებული.
ფიქრებში ჩაფლული, დაძინებასაც ვერ ვასწრებ, რომ კარზე ეფი თრინ-
კეტი აკაკუნებს. უჯრიდან ვიღებ პირველსავე სამოსს, რაც ხელში მხვდება,
ვიცვამ და ვაგონ-რესტორანში მივდივარ. ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა
აქვს, როდის ავდგები, მაინც ხომ მატარებელში ვარ, მაგრამ ირკვევა, თურ-
მე გუშინდელი მაკიაჟი მხოლოდ ჩემი სახლიდან რკინიგზის სადგურამდე მი-
სასვლელად ყოფილა განკუთვნილი, მთავარი კი წინ მელის.
- რა საჭიროა? ამ სიცივეში მაინც ვერაფერს გამოვაჩენ, - ვბურტყუნებ უკ-
მაყოფილოდ.
- მე-11 რაიონში სულაც არ ცივა, - მპასუხობს ეფი.
მე-11 რაიონი. ჩვენი პირველი გაჩერება. ეს ხომ რუს სამშობლოა. მერ-
ჩივნა, სხვა რაიონიდან დაგვეწყო, თუმცა, გამარჯვებულის ტურნე წინასწარ
დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს. როგორც წესი, ტურნე ბოლო, მე-12
რაიონში იწყება, ყველა რაიონს მოივლის კაპიტოლიუმის ჩათვლით და გა-
მარჯვებულის რაიონში სრულდება. ჩვეულებრივ, მე-12 რაიონში მოკრძა-
ლებული ზეიმი იმართება - გამარჯვებულს ბანკეტს უწყობენ და მოედანზე
ეგებებიან, მაგრამ უხალისოდ. ამიტომაც გამარჯვებულის მატარებელი ჩვენს
რაიონში ყოველთვის ცოტა ხნით ჩერდება. თუმცა, წელს, პირველად მას
შემდეგ, რაც შიმშილის თამაშებში ჰეიმიჩმა გაიმარჯვა, ბოლო გაჩერება მე-
12 რაიონია და კაპიტოლიუმი აქ დიდ ზეიმს გეგმავს.
ვცდილობ, ჰეიზელის რჩევა გავითვალისწინო და საჭმელი არ მოვიკლო.
დელიკატესებთან ერთად ჩემი ფავორიტი კერძიც - ჩაშუშული თიკნის ხორცი
მოუმზადებიათ. მაგიდაზე ფორთოხლის წვენი და ცხელი შოკოლადიც მე-
ლოდება. საჭმელს არაფერი დაეწუნება და უზომოდ ვჭამ, მაგრამ გემოს ვე-
რაფერს ვატან. ისიც მაბრაზებს, რომ ვაგონ- რესტორანში ჩემი და ეფის
გარდა ჯერ არავინ ჩანს.
- სხვები სად არიან? - ვეკითხები ეფის.
35
- ოჰ, ვინ იცის, ჰეიმიჩი სად არის, - მხრებს იჩეჩს ეფი. ჰეიმიჩს აქ არც ვე-
ლოდი, ის ალბათ ახლახან დაწვა დასაძინებლად, - ცინა გვიანობამდე მუშა-
ობდა შენი ვაგონ-გარდერობის მოწყობაზე. შენთვის ასზე მეტი ხელი ტან-
საცმელი მოაქვს. შენი საღამოს კაბები ძალიან ლამაზია. პიტას სტილისტებს
ალბათ ჯერ არც გაუღვიძიათ.
- პიტა არ უნდა მოემზადოს?
- შენ გოგო ხარ და უფრო მეტი მომზადება გჭირდება, - მპასუხობს ეფი.
ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დილა პიტა მშვიდად იძინებს, მე კი ტანზე
თმა უნდა დამაპუტონ. ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ არენაზე
ზოგიერთ ბიჭს ტანზე თმის დატოვების უფლება მისცეს, გოგოებს კი - არა.
მახსოვს, დაჭრილ პიტას ღელეში სისხლი და ტალახი რომ ჩამოვბანე,
მზის შუქზე ქერა თმა აუბზინვარდა. აი, პირისახე კი გლუვი ჰქონდა. რამდე-
ნიმე ბიჭი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ წვერი არც იმათ ამოსვლიათ. საინტე-
რესოა, ეს როგორ მოახერხეს?
ჩემი სტილისტები ჩემზე დაღლილები ჩანან. ერთიმეორის მიყოლებით
ცლიან ყავის ფინჯნებს და ჭრელ-ჭრელ აბებს ყლაპავენ. რამდენადაც ვიცი,
სტილისტები შუადღემდე არ დგებიან, თუ გადაუდებელი საქმე არ აქვთ; მა-
გალითად, ჩემი ფეხის გაპარსვა... ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ფეხზე
ისევ ამომივიდა თმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი ჩვეულ
კალაპოტს დაუბრუნდა. უკანასკნელად ვეფერები ჩემს თმიან ფეხებს და სტი-
ლისტებს ვნებდები.
დღეს ლაქლაქის განწყობაზე არავინაა და ისეთი სიჩუმეა, ლამის თმის
თითოეული ღერის ამოღების ხმაც კი მესმის. მყრალი, ბლანტი სითხით სავ-
სე აბაზანაში მაწვენენ და სახესა და თმაზე ათასნაირ კრემს მისვამენ. მერე
კიდევ ორ უფრო სურნელოვან აბაზანას ვიღებ. წარბებს მიქნიან, ტანს მიხე-
ხავენ და ნელსაცხებლებით მიზელენ; ბოლოს მამშრალებენ.
ფლავიუსი ნიკაპზე მკიდებს ხელს და თავს მაწევინებს.
- სამწუხაროა, რომ ცინამ შენი სახის კორექციის უფლება არ მოგვცა, -
ოხრავს ის.
- ჰო, უფრო გაგალამაზებდით, - ამბობს ოქტავია.
- მოიცადეთ, წამოიზარდოს და მერე ნახავთ, თუ არ დაგვრთავს ნებას, -
ისეთი ხმით ამბობს ვენია, თითქოს ერთ სული აქვს, ეს დრო როდის დადგე-
ბა.
36
ნეტა რას მიზამენ? პრეზიდენტ სნოუსავით ტუჩებს დამიბერავენ? მკერდზე
ტატუს დამახატავენ? ფუქსინით შემღებავენ და კანში ძვირფას თვლებს ჩამი-
ნერგავენ? ფრჩხილების მაგივრად ბრჭყალებს გამიზრდიან თუ პირზე კატის
ულვაშებს ამომიყვანენ? მსგავსი და უფრო უარესი რამეებიც მინახავს კაპი-
ტოლიუმელების პირისახესა თუ ტანზე. ნუთუ ვერ ხვდებიან, რა მახინჯები ჩა-
ნან ჩვენს თვალში?
უძილობით, გათხოვების დაძალებით და პრეზიდენტ სნოუს მუქარებით
ისედაც დაზაფრულს, ახალი სადარდებელიც მიჩნდება - ჩემი სტილისტების
მოდური ახირებების მსხვერპლი უნდა გავხდე. სადილზე დაგვიანებით მივ-
დივარ.
მაგიდასთან ეფი, ცინა, პორცია, ჰეიმიჩი და პიტა სხედან. საუბრის ხალისი
არ მაქვს. სხვები უდარდელად ლაყბობენ, საჭმელს აქებენ და ტურნეს დაწ-
ყებას სიხარულით ელიან. მხოლოდ ჰეიმიჩი ზის ჩუმად. ნაბახუსევზე, ფუნთუ-
შას ლოღნის. ძალიან არც მშია. შეიძლება დილით ბევრი მომივიდა, ან
ნერვიულობისგან მადა დავკარგე. ერთი-ორ კოვზ წვნიანს ვხვრეპ. პიტას -
ჩემს მომავალ ქმარს - თვალს ვერ ვუსწორებ, თუმცა, ვიცი, რომ მას ბრალი
არაფერში მიუძღვის.
უგუნებობას მამჩნევენ და ცდილობენ, საუბარში ამიყოლიონ, მაგრამ
ამაოდ. უცებ მატარებელი ჩერდება. გამცილებელი გვატყობინებს, რაღაც
დეტალი გაფუჭდა და უნდა გამოვცვალოთო, რასაც ერთი საათი მაინც დას-
ჭირდება.
ეფი ნერვიულობს. განრიგს ამოწმებს და ადგენს, როგორ იმოქმედებს ეს
მცირედი შეყოვნება ყველა ჩვენგანის სიცოცხლეზე. ბოლოს და ბოლოს,
ყელში ამომდის მისი სისულელეების სმენა.
- ეგ არავის აინტერესებს, ეფი! - პირში ვახლი.
ყველა მე მაშტერდება, თვით ჰეიმიჩიც, რომელსაც ეფი გულზე არ ეხატე-
ბა და მეგონა, მხარს ამიბამდა, - დიახ, არავის! - ოდნავ მომლბარი ვამატებ,
ვდგები და ვაგონ-რესტორნიდან გავდივარ.
დახუთულ მატარებელში თავბრუ მესხმის. ვაგონის კარს ძალით ვაღებ
და განგაშის სიგნალს ყურადღებას არ ვაქცევ, გარეთ ვხტები. მიწაზე
თოვლს ველი, მაგრამ კანზე თბილი და ნაზი სიო მელამუნება. ხეები ჯერაც
მწვანედაა შეფოთლილი. ერთ დღეში ამსიშორეზე წავედით სამხრეთში?
რკინიგზის გასწვრივ მივაბიჯებ, კაშკაშა მზე თვალს მჭრის. ეფისთვის ნათ-
37
ქვამ სიტყვებს უკვე ვნანობ. მისი ბრალი არაა, რომ ახლა ასეთ მძიმე მდგო-
მარეობაში ვარ. აჯობებს, დავბრუნდე და ბოდიში მოვუხადო. უზრდელურად
მოვექეცი, ეფი კი ზრდილობას და მანერებს დიდ ყურადღებას აქცევს. თუმ-
ცა, არ ვჩერდები და მატარებელს უკან ვიტოვებ. მატარებელი ერთი საათით
გაჩერდა. ოცი წუთი რომ წინ ვიარო, ოც წუთში უკან დაბრუნებას მოვასწრებ
და ზედმეტი დროც დამრჩება, - ვფიქრობ, მაგრამ ასიოდე მეტრის გავლის
შემდეგ ვჩერდები და მიწაზე ვჯდები. ახლა რომ მშვილდ-ისარი თან მქონ-
დეს, ნეტა გზას გავაგრძელებდი? რამდენიმე წუთის შემდეგ ზურგს უკან ხმა
მესმის. ალბათ ჰეიმიჩი გამომყვა დასატუქსად. საყვედურს ვიმსახურებ, მაგ-
რამ ახლა მისი მოსმენის განწყობაზე არ ვარ.
- გეხვეწები, ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებ, - თავჩაქინდრული, ჩემი ფეხ-
საცმლის ჭვინტთან ამოზრდილ ბალახს მივმართავ.
- ვეცდები, მოკლედ გითხრა, - ჩემ გვერდით პიტა ჯდება.
- ჰეიმიჩი მეგონე.
- არა, მას ჯერ ფუნთუშის ჭამა არ დაუმთავრებია, - ხელოვნურ ფეხს მო-
უხერხებლად დებს მიწაზე პიტა, - ცუდ გუნებაზე ხარ?
- ისეთი არაფერია.
- მისმინე, ქეთნის, - ღრმად ოხრავს პიტა, - დიდი ხანია, შენთან დალაპა-
რაკება მინდა. კაპიტოლიუმიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, მატარებელში
ცუდად მოგექეცი. ვიცოდი, რომ შენ და გეილი ერთმანეთს ხვდებოდით. ჯერ
კიდევ მანამდე ვეჭვიანობდი მასზე, სანამ ოფიციალურად დაგვაწყვილებ-
დნენ. არენაზე რაც მოხდა, ეს მხოლოდ თამაშების ნაწილი იყო და ჩემ წი-
ნაშე შენ არანაირი ვალდებულება არ გაკისრია. მაპატიე.
მისი ბოდიში მაკვირვებს. კი, მას შემდეგ, რაც გავუმხილე, არ მიყვარხარ
და არენაზე მაყურებლისთვის თავის მოსაწონებლად ვთამაშობდი-მეთქი, პი-
ტა გამინაწყენდა და მას მერე ცივად მექცეოდა, მაგრამ ამის გამო მასზე არ
ვბრაზობდი. არენაზე იმდენად დამაჯერებლად ვთამაშობდი შეყვარებულის
როლს, რომ ხანდახან თვითონაც ვერ ვერკვეოდი პიტას მიმართ ჩემს
გრძნობებში. სიმართლე ითქვას, ამაში დღემდე ვერ გავრკვეულვარ.
- მეც მაპატიე, - ვეუბნები, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რისთვის ვებოდიშები.
იქნებ იმიტომ, რომ დიდი შანსია, საბოლოოდ გავანადგურო იგი?
- საპატიებელი არაფერი გაქვს. მხოლოდ ჩვენს გადარჩენას ცდილობდი.
არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა ასე გაგრძელდეს - რეალურ ცხოვრებაში ერ-
38
თმანეთს გავურბოდეთ, კამერების დასანახად კი ჩახუტებულები თოვლში
ვკოტრიალობდეთ. მოკლედ, ვიფიქრე და გულგატეხილ შეყვარებულობას
შენთან მეგობრობა მირჩევნია.
ყველა ჩემს მეგობარს ალბათ გარდაუვალი სიკვდილი ელის; პიტას ჩემი
უარი მაინც ვერ იხსნის.
- კარგი, - ვეუბნები და გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მეხსნება.
თვალთმაქცობა აღარ მომიწევს. ნეტა პიტას მანამ ეთქვა ეს, სანამ პრეზი-
დენტი სნოუ მესტუმრებოდა და თავის გეგმებს გამაცნობდა. მხოლოდ მე-
გობრობა აღარ კმარა. ასეა თუ ისე, მე და პიტა ერთმანეთს ისევ ველაპარა-
კებით და ესეც საქმეა.
- რამე პრობლემა გაქვს? - მეკითხება პიტა.
ფეხსაცმლის ჭვინტით ბალახს ვჩიჩქნი. მას ვერაფერს ვეტყვი.
- მოდი, მარტივით დავიწყოთ. განა უცნაური არ არის, რომ შენ ჩემს გა-
დასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გარისკე... მე კი შენი საყვარელი ფერიც
კი არ ვიცი.
მეღიმება:
- ჩემი საყვარელი ფერი მწვანეა. შენი?
- ნარინჯისფერი.
- ნარინჯისფერი? ეფის თმის ფერი?
- ოდნავ უფრო მუქი, - ამბობს პიტა, - დაისივით...
დაისი - ჩამავალი მზის დისკო და ნარინჯისფერი ზოლებით შეფერილი
ცა. რა ლამაზია! უცებ შროშანის ფორმის ნამცხვარი მახსენდება და ერთი
სული მაქვს, პიტას პრეზიდენტ სნოუს სტუმრობის შესახებ ვუამბო, მაგრამ
ისიც უმალ მაგონდება, რომ ჰეიმიჩი ამას არ მომიწონებდა, და მსუბუქ საუ-
ბარს ვაგრძელებ.
- ყველა შენს ნახატებზე საუბრობს, მე კი, სამწუხაროდ, ერთიც არ მინა-
ხავს.
- არა უშავს, ერთი ვაგონი ჩემი ნახატებითაა სავსე, - დგება პიტა და ხელს
მიწვდის, - წამოდი.
მსიამოვნებს, რომ მისი თითები ჩემსაში იხლართება - ეს მეგობრული შე-
ხებაა და არა ხალხისთვის საჩვენებელი. ხელიხელჩაკიდებულნი ვბრუნდე-
ბით მატარებელში.
ვაგონის კართან მახსენდება:
39
- ჯერ ეფის უნდა მოვუბოდიშო.
- საბოდიშო სიტყვებს ნუ დაიშურებ, - მირჩევს პიტა.
ვაგონ-რესტორანში სადილობა ჯერაც არ დაუსრულებიათ. ეფის ბოდიშს
ვუხდი, თუმცა, მისი აზრით, ბოდიში არასაკმარისია იმ დანაშაულის გამოსას-
ყიდად, რასაც ეტიკეტის დარღვევა ჰქვია. ამის მიუხედავად და, ჩემდა სასი-
ხარულოდ, ეფი დიდსულოვნად იღებს ჩემს ბოდიშს, ვიცი, რომ ახლა ძალი-
ან ღელავო. მერე ისევ ძველებურად აგრძელებს, აუცილებლად განრიგის
მიხედვით უნდა ვიმოქმედოთო.
ეფის გამოსვლის დასრულებისთანავე პიტას მეორე ვაგონში მივყავარ,
ნახატებს გაჩვენებო. წარმოდგენა არ მაქვს, რას ხატავს, ალბათ - ლამაზ
ნამცხვრებს; თუმცა, სულ სხვა რამე მხვდება: შიმშილის თამაშები.
ზოგიერთი ნახატის შინაარსს ვერც მიხვდებით, თუ მასთან ერთად არ ყო-
ფილხართ არენაზე: ჩვენი გამოქვაბულის ნაპრალებში წყალი წვეთავს.
ამომშრალი ღელეს კალაპოტი. ხელები, მისი ხელები, საჭმელად ვარგის
ბალახს ჩიჩქნის. სხვა ნახატები უფრო ადვილად აღსაქმელია - მაგალითად,
ოქროსფერი სიუხვის რქა; ქლოუვი ქურთუკის ჯიბეში დანას მალავს; ერთ-
ერთი მუტანტი - ქერა და მწვანეთვალება უთუოდ გლიმერი უნდა იყოს - კბი-
ლებდაკრეჭილი მოგვდევს... და მე. მე ყველა ნახატზე ვარ: ხის კენწეროზე;
ღელეში პერანგს გრეცხავ; სისხლის გუბეში უგონოდ ვწევარ; ერთ ნახატზე
ჩემი თვალებისფერი (მოვერცხლისფრო-რუხი) ნისლიდან გამოვდივარ -
ალბათ სიცხიანმა ასეთი დამინახა.
- აბა, რას იტყვი? - მეკითხება პიტა.
- საძაგლობაა, - სისხლის, ჭუჭყისა და მუტანტის მყრალი ამონასუნთქის
სუნს ლამის აქაც ვგრძნობ, - ყველანაირად ვცდილობ არენის დავიწყებას,
შენ კი ისევ გამიცოცხლე. ეს ყველაფერი ასე ცხადად როგორ გახსოვს?
- ყოველღამე მესიზმრება.
ვიცი, რასაც გულისხმობს. კოშმარების ნაკლებობას არც შიმშილის თამა-
შებამდე ვუჩიოდი და ახლა მით უმეტეს. ძველი კოშმარი, თუ როგორ ნაკუწ-
ნაკუწ იფლითება მამაჩემი, იშვიათობად იქცა, სამაგიეროდ ახალ კადრებს -
როგორ ვცდილობ რუს გადარჩენას; როგორ იცლება სისხლისგან პიტა;
როგორ იშლება გლიმერის გასივებული გვამი ჩემს ხელებში; ან კატონს
როგორ გლეჯენ საზარელი მუტანტები - თავს ვერადავერ ვაღწევ.
- მეც, - ვეუბნები პიტას, - მათი ხატვა გშველის?
40
- რა ვიცი. მგონი, ამის დამსახურებით ღამღამობით დაძინების მაინც
აღარ მეშინია. თუმცა, კოშმარები ყოველღამე მაწუხებენ.
- ალბათ როგორც ჰეიმიჩს, - ჰეიმიჩს არ უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, ამიტომაც არ უყვარს სიბნელეში ძილი.
- მაინც მირჩევნია, ფუნჯით ხელში გამეღვიძოს და არა დანით, - ამბობს
პიტა, - მაშ, არ მოგწონს ეს ნახატები?
- არა. თუმცა, ნამდვილად მშვენიერი ნახატებია, - არ ვატყუებ. ოღონდ
მათი თვალიერება აღარ მინდა, - გინდა, ჩემი ნიჭის ნაყოფი განახო? ცინამ
ბევრი იმუშავა.
- სხვა დროს იყოს, - იცინის პიტა. ამასობაში მატარებელი კვლავ იძვრის
და ფანჯრიდან გავყურებთ, როგორ იცვლება გარემო, - წამოდი, მე-11 რაი-
ონი უკვე ახლოსაა. დავათვალიეროთ.
მატარებლის ბოლო ვაგონში შევდივართ. აქ რბილი სავარძლები და
დივნები დგას, მაგრამ ყველაზე ლამაზი ფანჯრებია, რომლებიც ასევე შუშის
ჭერს ერწყმის. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ღია ცის ქვეშ ზიხარ.
ვრცელ მინდვრებზე ნახირი ძოვს. ეს უკიდეგანო ზეგანი ძალიან განსხვავდე-
ბა ჩვენი ტყიანი სამშობლოსგან.
მატარებელი სიჩქარეს ანელებს. გვგონია, რომ ეს მორიგი გაჩერებაა,
მაგრამ ელექტრულად დამუხტულ, დაახლოებით თორმეტი მეტრი სიგრძის
მავთულხლართის ღობეს ვუახლოვდებით. ამასთან შედარებით, მე-12 რაი-
ონის ღობე ბავშვური გასართობია. ღობის ძირზე ლითონის დიდი ფირფი-
ტები მიუკრავთ. შეუძლებელია მისი გარღვევა. მერე ერთმანეთისგან თანაბ-
რად დაშორებულ საგუშაგო კოშკებს ვხედავ, ყველა კოშკში შეიარაღებული
გუშაგი დგას. ყვავილებით მოჩითულ ამ ულამაზეს ველ-მინდვრებზე ეს კოშ-
კები მეტისმეტად უადგილო ჩანს.
- ეს რაღაც განსხვავებულია, - გაოცებას ვერ მალავს პიტა.
რუმ კი მითხრა, მე-11 რაიონში უფრო სიმკაცრეაო, მაგრამ ამას ვერ წარ-
მოვიდგენდი.
უკიდეგანო ყანებში ჩამდგარი ჩალისქუდიანი კაცები, ქალები და ბავშვები
წელში იმართებიან და მატარებელს თვალს არ აშორებენ. შორს ხეხილის
ბაღებს ვამჩნევ. ალბათ აქ კრეფდა პატარა რუ ხილს ხის ყველაზე წვრილ
ტოტებზე. აქა-იქ მიმოფანტული ქოხმახების კვალობაზე საბადოელთა სახ-

41
ლები ნამდვილი სასახლეებია. ქოხები ცარიელია. მუშახელი მოსავალს
იღებს, .
მატარებელი წინ მიიწევს. მე-11 რაიონს ბოლო არ უჩანს.
- ნეტა აქ რამდენი ხალხი ცხოვრობს? - მეკითხება პიტა.
წარმოდგენა არ მაქვს. სკოლაში მხოლოდ იმას გვასწავლიდნენ, რომ მე-
11 რაიონი ძალიან დიდია. მოსახლეობის ზუსტ რაოდენობას არ გვიმხელ-
დნენ. არადა, ახალგაზრდების ის რაოდენობა, მკის დღეს რომ გვიჩვენებენ
ტელეეკრანებზე, მხოლოდ მეასედი თუ იქნება მოსახლეობისა... ვითომ წი-
ლისყრას წინასწარ ატარებენ და მერე უკვე შერჩეულ მონაწილეებს ბრბოში
აყენებენ? როგორ აღმოჩნდა პატარა რუ შეწირულთა სცენაზე, მის ნაც-
ვლად კი არავინ გამოვიდა მოხალისედ?
თანდათან მღლის ამ უსასრულობისა და უკიდეგანობის ყურება და როცა
ეფი შემოდის, ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთო, უყოყმანოდ მივყვები. სა-
ნამ სტილისტები მაკიაჟს და ვარცხნილობას მიკეთებენ, ცინას შემოდგომის
ფოთლებით მოხატული ნარინჯისფერი კაბა შემოაქვს. წარმომიდგენია, პი-
ტას როგორ მოეწონება.
შემდეგ ეფი მე და პიტას ერთად გვსხამს და კიდევ ერთხელ გვაცნობს
დღის განრიგს. ზოგიერთ რაიონში გამარჯვებულებს მთავარ ქუჩაზე ჩამოა-
ტარებენ ხოლმე და მაყურებლები ყიჟინით ეგებებიან; აი, მე-11 რაიონში კი
ხალხი მოედანზე იკრიბება. ამას ალბათ ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, მე-11
რაიონი ქალაქური ტიპის არაა და, მეორეც, მოსავლის აღების პერიოდში
მუშახელის დიდი ხნით მოცდენას ერიდებიან. საზეიმო ღონისძიება მარ-
თლმსაჯულების მარმარილოს შენობის წინ იმართება. ერთ დროს ეს ლამა-
ზი შენობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ დროს თავისი ხელი დაუტყვია. ტელე-
ვიზორშიც კი ჩანს ნახევრად ჩაზნექილი სახურავი და ჩამოფშვნილი ფასადი.
მოედანს გარს ერტყმის დაკეტილი მაღაზიის მოუვლელი ვიტრინები. არ ვი-
ცი, მე-11 რაიონში შეძლებული თუ ცხოვრობს ვინმე, მაგრამ ამ მოედანთან
აშკარად არ უნდა სახლობდეს.
ჩვენი საჯარო გამოსვლა სვეტებით გამაგრებული სახურავის ქვეშ ფილე-
ბით მოპირკეთებულ ადგილას გაიმართება, რომელსაც ეფი ვერანდას უწო-
დებს. მე და პიტას წარგვადგენენ, მე-11 რაიონის მერი ჩვენს პატივსაცემად
მომზადებულ სიტყვას წაიკითხავს, რასაც ჩვენ კაპიტოლიუმში დაწერილი
მოკლე სამადლობელი სიტყვით ვუპასუხებთ. თუ გამარჯვებულს მოკლულ
42
შეწირულთა შორის მოკავშირეები ჰყავს, მასზე მცირე კომენტარის გაკეთება
თავაზიანობად ითვლება. რუზე და თრეშზე რამის თქმა მომიწევს, მაგრამ
სიტყვის წინასწარ მომზადებას თავი ვერაფრით მოვაბი. ბევრჯერ ვცადე,
მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ დავწერე. მათზე უემოციოდ საუბარი არ შემიძ-
ლია. საბედნიეროდ, პიტას მოუმზადებია სიტყვა და მცირედი შესწორებებით
მეც იმავეს გავიმეორებ. იმედია, ორივეს ჩაგვეთვლება. ღონისძიების მიწუ-
რულს ორივეს რაიმე სახის საპატიო სიგელს ან ჯილდოს გადმოგვცემენ და
მერე მართლმსაჯულების სახლში საზეიმო სადილი გაიმართება.
მატარებელი მე-11 რაიონის რკინიგზის სადგურს უახლოვდება. ცინა ტან-
საცმელს მისწორებს, ერთ-ერთ ნარინჯისფერ ბაფთას ოქროსფრით მიც-
ვლის და კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევს მიმაგრებს.
ბაქანზე მხოლოდ რვა მშვიდობისმყოფელი გვხვდება. ისინი ჯავშნიანი
ფურგონისკენ მიგვიძღვიან. კარის ჩაკეტვისთანავე ეფი ცხვირს იბზუებს:
- გეგონება, დამნაშავეები ვიყოთ.
ყველანი არა, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, ეფი, - ვფიქრობ გულში.
ფურგონიდან მართლმსაჯულების სახლის უკანა ეზოში გადმოვდივართ
და მაშინვე შენობაში შევდივართ. გემრიელი სადილის სურნელი მცემს, თუმ-
ცა, ობისა და სიდამპლის სუნიც მძაფრად იგრძნობა. სულის მოთქმას არ
გვაცლიან. გასასვლელისკენ მიგვაცილებენ. მოედნიდან პანემის ჰიმნი ის-
მის. ვიღაც მიკროფონს მამაგრებს კაბაზე. პიტა მარცხენა ხელს მკიდებს.
ამასობაში დიდი, სქელი კარი იღება და მერი ჩვენს სახელებს აცხადებს.
- გაიღიმეთ! - გვარიგებს ეფი და წინ გვიბიძგებს. სცენაზე გავდივართ.
ესეც ასე. სწორედ აქ უნდა დავარწმუნო ყველა, რომ პიტა ძალიან მიყ-
ვარს.
თუმცა, საზეიმო ღონისძიება ზუსტადაა გაწერილი და არ ვიცი, ეს როდის
უნდა გავაკეთო. როგორმე დრო უნდა ვიხელთო და პიტას ვაკოცო.
აქ არავინ გვიყიჟინებს და გვისტვენს, როგორც კაპიტოლიუმში. მხოლოდ
ტაშს გვიკრავენ. დაჩრდილული ვერანდიდან მზეზე გავდივართ და მარმა-
რილოს კიბის ზედა საფეხურზე ვდგებით. კაშკაშა შუქს თვალს ვაჩვევ და
ვხედავ, რომ მიტოვებული და დაფხავებული სახლების შესალამაზებლად
ფასადებზე ბანერები ჩამოუკიდიათ. მოედანი ხალხითაა სავსე, მაგრამ აშკა-
რად მცირე ნაწილია აქაური მოსახლეობისა.

43
როგორც ყოველთვის, სცენის ძირას დაღუპული შეწირულების მშობლე-
ბისთვის სპეციალური პლატფორმაა აგებული. თრეშის მხრიდან მხოლოდ
კუზიანი მოხუცი ქალი და მაღალი, დაკუნთული გოგოა - ალბათ თრეშის და.
რუს მხრიდან კი... რუს ოჯახთან შესახვედრად ნამდვილად არ ვყოფილვარ
მზად. მისი მშობლები სევდით სავსე თვალებით გვიმზერენ. ხუთივე დედმა-
მიშვილი ძალიან ჰგავს რუს. ხუთივე გამხდარი და მოქნილია; ხუთივეს ყა-
ვისფერი თვალები უბრწყინავს. პაწაწინა შავი ბარტყებივით შეჯგუფულან.
აპლოდისმენტები წყდება და მე-11 რაიონის მერი მისასალმებელ სიტ-
ყვას წარმოთქვამს. მერე ორ პატარა გოგონას უზარმაზარი თაიგულები
ამოაქვს სცენაზე. პიტა თავის სიტყვას წარმოთქვამს; გამოსვლას მე ვასრუ-
ლებ. ჩემი ტუჩები ინსტინქტურად მოძრაობს. საბედნიეროდ, დედაჩემმა და
პრიმმა სიტყვა ისე დამაზეპირებინეს, რომ შუა ძილშიც შეუცდომლად გავი-
მეორებ.
პიტას ჯიბეში უდევს ქაღალდის ფურცელი, რომელზეც დამატებითი კო-
მენტარები აქვს ჩამოწერილი, მაგრამ ფურცელს არ იშველიებს. ის ჩვეული
უბრალოებით ჰყვება, როგორ აღმოჩნდნენ თრეში და რუ საუკეთესო რვა
მონაწილეს შორის და ორივემ როგორ მიხსნა სიკვდილისგან, რითაც მას,
პიტასაც შეუნარჩუნეს სიცოცხლე. ამ ვალს ვერასდროს გადაგიხდითო, ასრუ-
ლებს პიტა. თუმცა, მცირე ყოყმანის შემდეგ ისეთ რამეს ამატებს, რაც მის
ფურცელში არ ეწერა. შეიძლება ეშინოდა, ეფი წამაშლევინებსო:
- ეს თქვენს დანაკარგს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ მადლიერების ნიშნად,
გვსურს, მე-11 რაიონელი დაღუპული შეწირულების ოჯახებს ყოველწლიუ-
რად გამარჯვებულთა კუთვნილი ერთი თვის შემოსავალი გადაეცეს. ასე
გაგრძელდება ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე.
ბრბო თავს ვერ იკავებს და ჩოჩქოლებს. მსგავსი რამ აქამდე არავის გა-
უკეთებია. ისიც კი არ ვიცი, ეს კანონით დაშვებულია თუ არა. ალბათ არც პი-
ტამ იცის და ამიტომაც არავისთვის გაუმხელია. შეწირულთა ოჯახები გაოცე-
ბით გვიყურებენ. თრეშისა და რუს სიკვდილით მათი ცხოვრება სამუდამოდ
შეიცვალა, მაგრამ ჩვენი საჩუქრით ის კიდევ ერთხელ შეიცვლება. შიმშილის
თამაშების გამარჯვებულის ერთი თვის შემოსავალი ერთ ოჯახს მთელი წე-
ლი ეყოფა. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, მათ საჭმელ-სასმელი არ მოაკ-
ლდებათ.

44
პიტა სევდიანად მიღიმის. ჰეიმიჩის სიტყვები ჩამესმის გონებაში, ხომ შე-
იძლებოდა უარესს შეხვედროდიო, და ამწუთას ვერაფრით წარმომიდგენია,
პიტაზე უკეთესი ვინ შეიძლება არსებობდეს. ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია.
ამიტომაც ფეხისწვერებზე შემდგარი, ლოყაზე გულწრფელად ვკოცნი და
არა - საჩვენებლად.
მერი იმხელა საპატიო დაფებს გვიძღვნის, რომ იძულებული ვარ, თაიგუ-
ლი ძირს დავდო. ცერემონიის მიწურულს ვამჩნევ, როგორ მომშტერებია
რუს ერთ-ერთი და. დაახლოებით ცხრა წლისაა და გაჭრილი ვაშლივით
ჰგავს რუს. მიუხედავად ძვირფასი საჩუქრისა, რომელიც მისმა ოჯახმა მი-
იღო, მაინც მოწყენილია. საყვედურით აღსავსე მზერით მიყურებს. ბრაზობს
ჩემზე, რომ რუ ვერ გადავარჩინე?
არა, ალბათ იმიტომ, რომ რუსთვის ჯერ მადლობა არ გადამიხდია, - და
მრცხვენია. გოგონა მართალია. როგორ შემიძლია ჩუმად და გაუნძრევლად
ვიდგე და ჩემ მაგივრადაც პიტა ლაპარაკობდეს? რუს რომ გაემარჯვა, მე
აუცილებლად მახსენებდა. არენაზე მისი ცხედარი ყვავილებით მოვრთე,
რომ მის სიკვდილს შეუმჩნევლად არ ჩაევლო, მაგრამ ეს ჟესტი სრულიად
გაუფასურდება, თუ დღეს ჩემი სიტყვებით არ განვამტკიცებ.
- ერთი წუთით! ერთი წუთით, თუ შეიძლება! - მკერდზე დაფამიკრული წინ
გავდივარ.
ჩემთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა. თუნ-
დაც მთელი ჩემი შემოსავალი რუს ოჯახისთვის დამეთმო, ეს ჩემს დუმილს
მაინც ვერ გაამართლებდა. არ ვიცი რით დავიწყო, მაგრამ როგორც კი ვიწ-
ყებ, სიტყვები თავისით მოდის.
- მინდა, მადლობა გადავუხადო მე-11 რაიონელ შეწირულებს, - ვამბობ
და თრეშის დედას და დას ვუყურებ, - თრეშს ერთადერთხელ ველაპარაკე.
კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ყოველთვის პატივს ვცემდი მისი ძალისა და
შეუპოვრობისთვის, რადგან ყოველთვის საკუთარი წესებით იბრძოდა და
არა - თამაშებისა. პროფესიონალები თავიდანვე ცდილობდნენ მის გადაბი-
რებას, მაგრამ თრეშმა უარი თქვა. მადლობა მას ამისთვის.
კუზიანი დედაბერი - იქნებ ეს თრეშის ბებიაა? - პირველად სწევს თავს და
მის ტუჩებზე ღიმილს ვამჩნევ.
სამარისებური სიჩუმეა, თითქოს ყველას სუნთქვა შეეკრა.
რუს ოჯახისკენ ვტრიალდები:
45
- სამაგიეროდ, მგონია, რომ რუს ვიცნობდი კარგად. ის ყოველთვის ჩემ-
თან დარჩება. ჩემი სახლის გვერდით, მდელოზე, ყვითელი ყვავილებისა და
მგალობელი კაჭკაჭჯაფარების დანახვა ყოველთვის მის თავს გამახსენებს.
მაგრამ ყველაზე მეტად, ჩემი დაიკო პრიმი მაგონებს რუს, - ხმა მიკანკა-
ლებს, მაგრამ საუბარს მალე მოვრჩები, - გმადლობთ ასეთი შვილის აღ-
ზრდისთვის, - მერე თავს ვწევ და ხალხს მივმართავ: - ყველას გმადლობთ
იმ პურისთვის.
ვდგავარ სცენაზე, თავს უსუსურად ვგრძნობ და ათასობით თვალი მომჩე-
რებია. სიჩუმე იწელება. მერე რომელიღაც მაყურებელი რუს ოთხნოტიან
კაჭკაჭჯაფარას მელოდიის სტვენას იწყებს. აქ ამ მელოდიით ანიშნებენ ხეხი-
ლის ბაღში მუშაობისას ერთმანეთს სამუშაო დღის დასრულებას. ამ მელო-
დიით მანიშნებდა რუ არენაზე, უსაფრთხოდ ვარო. თვალებით ვეძებ მას, ვინ
უსტვენს. ერთი ჩამომხმარი ბერიკაცია გაცვეთილი, წითელი პერანგითა და
სამუშაო ხალათით. ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.
შემდეგ რაც ხდება, შეუძლებელია, შემთხვევითობა იყოს: წინასწარ შე-
თანხმებულებივით ყველა ერთად იდებს მარცხენა ხელის სამ თითს ტუჩებზე
და ჩემკენ იშვერს. ეს მე-12 რაიონელების ნიშანია, რომლითაც რუს არენაზე
დავემშვიდობე.
პრეზიდენტ სნოუს სტუმრობა რომ არა, ამის დანახვაზე ალბათ ცრემლე-
ბი წამსკდებოდა. მაგრამ პრეზიდენტმა გამაფრთხილა, რაიონებში ხალხი
უნდა დააშოშმინოო, და მეც შიში მიპყრობს. რას იფიქრებს ამ ერთსულოვან
მისალმებაზე - მე ხომ ის გოგო ვარ, ვინც კაპიტოლიუმი ბრძოლაში გამოიწ-
ვია?
სრულიად ვიაზრებ, რა საშინელებაც ჩავიდინე. მხოლოდ მადლობის გა-
დახდა მინდოდა, კი მე-11 რაიონელები კაპიტოლიუმს დავუპირისპირე. არა-
და, პირიქით, მათთვის ამის საშუალება არ უნდა მიმეცა.
ვცდილობ, შეცდომა გამოვასწორო და მომხდარი გავაუფერულო, მაგრამ
ჩემს მიკროფონს თიშავენ და სიტყვას ისევ მერი იღებს. მე და პიტას უკანას-
კნელად გვიკრავენ ტაშს. პიტა კარისკენ მიმიძღვის, ვერც კი ხვდება, რა
მოხდა.
თვალთ მიბნელდება.
- კარგად ხარ? - მეკითხება პიტა.

46
- თავბრუ დამეხვა. მზე თვალს მჭრიდა, - პიტას ხელში თაიგულს ვამჩნევ,
- ჩემი თაიგული სცენაზე დამრჩა, - ვლუღლუღებ.
- მოგიტან.
- თვითონ წამოვიღებ.
შეუძლოდ რომ არ გავმხდარიყავი და თაიგულები სცენაზე არ დამვიწყე-
ბოდა, ვერანდის ჩრდილიდან ვეღარ დავინახავდი, ჩემს გამოსვლას რაც
მოჰყვა; ორი მშვიდობისმყოფელი ბერიკაცს, რომელმაც დაუსტვინა, კიბეზე
მოათრევს და ზედა საფეხურზე ყველას დასანახად თავში ტყვიას აჭედებს.

5.

ბერიკაცი ძირს დაცემას ვერ ასწრებს, რომ ჩვენ წინ თეთრფორმიანი


მშვიდობისმყოფელების კედელი ჩნდება. ავტომატგადაკიდებული ჯარისკა-
ცები კარისკენ გვერეკებიან.
- მივდივართ! - ხელს კრავს პიტა მშვიდობისმყოფელს, რომელიც მე მაწ-
ვება, - გავიგეთ, გავიგეთ! წამოდი, ქეთნის! - მხრებზე მეხვევა და მარ-
თლმსაჯულების სახლისკენ მივყავარ. მშვიდობისმყოფელები ორიოდე ნაბი-
ჯით უკან მოგვყვებიან. როგორც კი შიგნით შევდივართ, კარი იხურება და
ჯარისკაცები ისევ სცენისა და ხალხისკენ მიბრაგუნებენ.
ჰეიმიჩი, ეფი, პორცია და ცინა აღელვებულები გვიცდიან კედელზე მიმაგ-
რებულ დიდ ეკრანთან.
- რა მოხდა? - გვეგებება ეფი, - ქეთნისის მშვენიერი სიტყვის შემდეგ პირ-
დაპირი ტრანსლაცია შეწყდა; ჰეიმიჩმა თქვა, გასროლის ხმა მომესმაო, ვუ-
პასუხე, რა სისულელეა-მეთქი, მაგრამ ვინ იცის? აქ ყველგან შეშლილები
დაეხეტებიან.
- არაფერი მომხდარა, ეფი, ერთ-ერთ ფურგონს მაყუჩი გაეჭედა, - მშვი-
დად ეუბნება პიტა.
ამ დროს კიდევ ორი გასროლა ისმის. კარი ხმაურს ვეღარ ახშობს. ახლა
ვიღას ესროლეს? თრეშის ბებიას? რუს რომელიმე დაიკოს?
- ორივე გამომყევით! - გვეუბნება ჰეიმიჩი. მე და პიტა მის ბრძანებას ვე-
მორჩილებით. რაკი უკვე შიგნით ვართ და საფრთხე არ გვემუქრება, მარ-
თლმსაჯულების სახლში განთავსებული მშვიდობისმყოფელები დიდ ყურად-
47
ღებას აღარ გვაქცევენ. მარმარილოს კიბეზე ავდივართ. ზემოთ გრძელი
ჰოლია და ძირს გაცვეთილი ხალიჩა აფენია. პირველივე ოთახის ორმაგი
კარი ღიაა და იქ შევდივართ. ოთახი ექვსი მეტრის სიმაღლისა იქნება, ჭერი
ხილისა და ყვავილების ორნამენტებითაა მორთული, ყოველი კუთხიდან
მსუქანი, ფრთოსანი ბიჭუნები დაგვცქერიან. ლარნაკებში ჩაწყობილი ყვავი-
ლების მძაფრი სურნელი თავბრუს მახვევს და თვალებს მწვავს. ჩვენი საბან-
კეტო სამოსი საკიდებზე კიდია. ეს ჩვენი გამოსაცვლელი ოთახია, მაგრამ
საჩუქრების ძირს დაწყობას ძლივს ვასწრებთ, რომ ჰეიმიჩი მიკროფონებს
გვხსნის, დივანზე, ბალიშქვეშ ჩურთავს და სხვაგან მიგვარბენინებს.
რამდენადაც ვიცი, ჰეიმიჩი მე-11 რაიონში მხოლოდ ერთხელ, ათწლეუ-
ლების წინ, თავისი გამარჯვებულის ტურნეს დროს იმყოფებოდა. მაგრამ,
როგორც ჩანს, ჩინებული მახსოვრობა ან კარგი ინტუიცია აქვს, რადგან კი-
ბეებისა და ვიწრო დერეფნების ლაბირინთში შეუჩერებლად მიგვიძღვის.
ზოგჯერ რომელიმე კარს აწვება და ძალით აღებს. ანჯამები ისე ჭრიალებს,
რომ ვხვდებით, უკვე დიდი ხანია, აქ არავინ ყოფილა. ბოლოს, მისადგმელი
კიბით ასაწევ კართან ავდივართ. ჰეიმიჩი კარს სწევს და მართლმსაჯულების
სახლის დიდ გუმბათში ვხვდებით. იქაურობა დამტვრეული ავეჯით, ძველი
წიგნებით, დავთრებითა და დაჟანგული საბრძოლო იარაღით არის სავსე.
ყველაფერს მტვრის სქელი ფენა ადევს. ოთხი გამურული კვადრატული
ფანჯრიდან მზის შუქი ძლივს აღწევს. ჰეიმიჩი ასაწევ კარს ხურავს და ჩვენ-
კენ ტრიალდება.
- რა მოხდა?
პიტა დაწვრილებით უამბობს, როგორ დაუსტვინა ვიღაცამ მოედანზე,
როგორ მოგვესალმნენ, როგორ შევყოვნდით ვერანდაზე და როგორ მოკ-
ლეს ბერიკაცი.
- რა ხდება, ჰეიმიჩ? - აინტერესებს პიტას.
- აჯობებს, შენ აუხსნა, - მეუბნება ჰეიმიჩი.
არა მგონია. ჩემგან ამის მოსმენა ასჯერ უარესი იქნება. თუმცა, რაც შეიძ-
ლება მშვიდად ვუხსნი პიტას, როგორ მესტუმრა პრეზიდენტი სნოუ და რაი-
ონებში მღელვარების გაძლიერების შესახებ მიამბო. არც გეილის კოცნა მა-
ვიწყდება. ვუხსნი, რომ საფრთხეში ვარ, რომ მთელი ქვეყანა საფრთხეშია
ჩემი კენკრის ოინის გამო.

48
- ამ ტურნეში საქმე უნდა გამომესწორებინა. ყველა, ვისაც არ სჯეროდა,
უნდა დამერწმუნებინა, რომ ასეთი ნაბიჯი სიყვარულმა გადამადგმევინა.
ხალხის მღელვარება უნდა დამეცხრო. სამწუხაროდ, მხოლოდ ის მოვახერ-
ხე, რომ სამი ადამიანი უკვე მოვაკვლევინე. ყველა, ვინც მოედანზე მოგვე-
სალმა, ალბათ მკაცრად დაისჯება, - თავბრუ მეხვევა და რომ არ წავიქცე,
ზამბარებგამოჩრილ დივანზე ვჯდები.
- მაშინ შეწირულთა ოჯახებისთვის ფულის ჩუქებით სიტუაცია კიდევ უფრო
დამიმძიმებია, - აღელვებული პიტა უეცრად ყუთზე შემოდგმულ ლამპას
ხელს ჰკრავს და იატაკზე ისვრის. ლამპა იმსხვრევა, - ეს ახლავე უნდა შეწ-
ყდეს! ეს... ეს თქვენი საიდუმლობანა... არაფერს მიმხელთ, თითქოს ვიღაც
შეუგნებელი, სულელი ან უმაქნისი ვიყო!
- არა, პიტა, ასე არ არის...
- კი, ზუსტად ასეა! - მიყვირის პიტა, - ოჯახი და ახლობლები მხოლოდ
შენ კი არ გყავს, ქეთნის! თუ ამ საქმეს თავს ვერ გავართმევთ, გგონია, ჩე-
მებს არ დახოცავენ? მას შემდეგ, რაც არენაზე გადავიტანეთ, სიმართლეს
მაინც არ ვიმსახურებ შენგან?
- შენ ყოველთვის გენდობოდი, პიტა, - ამბობს ჰეიმიჩი, - იცი, კამერების
წინ როგორ მოიქცე. ჩემგან ზედმეტი რჩევები არც გჭირდებოდა.
- ჰოდა, შემცდარხარ, იმიტომ, რომ დღეს საქმე მე გავაფუჭე. წარმოგიდ-
გენია, რა მოუვათ რუსა და თრეშის ოჯახებს? როგორ ფიქრობ, ჩვენი შემო-
სავლების წილს მიიღებენ? როგორ გგონია, მათ ნათელი მომავალი ვაჩუ-
ქე? დღევანდელ დღეს თუ გადაურჩნენ, მართლაც იღბლიანები ყოფილან! -
პიტა ამჯერად პატარა ფიგურას აფშვნის კედელს. ასე გაცოფებული არას-
დროს მინახავს.
- პიტა მართალს ამბობს, - ვეუბნები ჰეიმიჩს, - შევცდით, რომ არაფერი
გავუმხილეთ. არც კაპიტოლიუმში უნდა მოვქცეოდით ასე.
- არენაზეც კი შეთანხმებულად მოქმედებდით, არა? - შედარებით მშვი-
დად გვეკითხება პიტა, - მე კი არაფერი ვიცოდი.
- არა, უბრალოდ, ვხვდებოდი, ჰეიმიჩი ჩემგან რას ითხოვდა, როცა საჭ-
მელს მიგზავნიდა ან არ მიგზავნიდა, - ვპასუხობ.
- იქნებ მეც მივმხვდარიყავი, მაგრამ ჩემთვის ერთხელაც არაფერი გამო-
უგზავნია, - ამბობს პიტა.

49
ერთხელაც არ მიფიქრია, რას განიცდიდა პიტა, როცა არენაზე დამწვრო-
ბის საწინააღმდეგო მალამოს და პურს მიგზავნიდნენ, თვითონ კი მომაკვდა-
ვი ტალახში ეგდო და არავის ახსოვდა. თითქოს ჰეიმიჩი მის ხარჯზე ცდი-
ლობდა ჩემს გადარჩენას...
- მისმინე, ბიჭო... - იწყებს ჰეიმიჩი.
- ნუ წუხდები, ჰეიმიჩ, ისედაც ვიცი, რომ შენი ფავორიტი ყოველთვის ქეთ-
ნისი იყო. მეც გამიხარდა, რომ ჩვენ ორს შორის ის გამოარჩიე. მაგრამ ეს
სულ სხვა საქმეა. მოედანზე ხალხი დახოცეს. თუ წესიერად არ მოვიქცევით,
მეტს დახოცავენ. ყველამ ვიცით, რომ კამერების წინ ქეთნისზე უკეთ შემიძ-
ლია თავის დაჭერა. იმის სწავლება არ მჭირდება, რა და როგორ ვილაპა-
რაკო, მთავარია, გამაფრთხილოთ, რომ არასწორი ნაბიჯი არ გადავდგა.
- ამიერიდან წინასწარ გაგაფრთხილებთ, - სიტყვას აძლევს ჰეიმიჩი.
- ძალიანაც კარგი, - ამბობს პიტა და ისე მიდის, ჩემკენ არც იხედება.
წამოშლილი მტვრის ნაწილაკები ჰაერში დაფრინავენ და დასაჯდომად
ახალ ადგილს ეძებენ - ჩემს თმას, თვალებს, ჩემს ოქროს გულსაბნევს.
- მართლა მე გამომარჩიე, ჰეიმიჩ?
- ჰო, - მპასუხობს ის.
- რატომ? შენ ხომ პიტა უფრო მოგწონს.
- კი, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ სანამ წესებს შეცვლიდნენ, მხოლოდ
ერთ-ერთი თქვენგანის გადარჩენის იმედი მქონდა, - ამბობს ჰეიმიჩი, - რა-
ხან პიტა ასე თავგამოდებით ცდილობდა შენს გადარჩენას, ვიფიქრე, ბარემ
მეც მას მივბაძავ და ორივე თუ არა, იქნებ ქეთნისი მაინც დავაბრუნოთ სახ-
ლში-მეთქი.
- ოჰ, - სხვას ვერაფერს ვამბობ.
- ზოგჯერ გარდაუვალი არჩევანის წინაშე დგები. თუ ახლაც გადავრჩე-
ბით, ამას ისწავლი.
დღეს ერთი რამ მართლაც ვისწავლე. აქაურობა მე-12 რაიონისგან მხო-
ლოდ სიდიდით როდი განსხვავდება. ჩვენი ღობე დაუცველი და დაუმუხტა-
ვია. ჩვენს მშვიდობისმყოფელებს კეთილებს ვერ უწოდებთ, მაგრამ ასეთი
ულმობლები არ არიან. ჩვენ მძიმე და დამღლელი სამუშაო უფრო გვაწუ-
ხებს, ვიდრე სისასტიკე. მე-11 რაიონში კი უფრო მეტსაც მუშაობენ და უფრო
მეტადაც იჩაგრებიან. პრეზიდენტი სნოუ მართალია - მცირე ნაპერწკალიც
კი საკმარისია, რომ აქაურობა ცეცხლის ალში გაეხვეს.
50
ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, წესიერად გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
ჯერ გაფრთხილება, მერე გასროლა და იმის გაცნობიერება, რომ ჩემ გამო
შეიძლება ნამდვილი კატასტროფა მოხდეს. არადა, მსგავსი არაფერი გან-
მიზრახავს... ღმერთო, ამდენი უბედურების მიზეზი როგორ გავხდი?
- წამოდი, სადილს უნდა დავესწროთ, - მეუბნება ჰეიმიჩი.
საშხაპიდან მანამ არ გამოვდივარ, სანამ არ მეძახიან, დროა, მოემზა-
დოო. სტილისტები ვერაფერს ხვდებიან. მოუთმენლად ელიან ბანკეტის
დაწყებას. რაიონებში საპატიო სადილებზე სტილისტებიც მნიშვნელოვან
პერსონებად ითვლებიან, აი, კაპიტოლიუმის წვეულებებზე კი მათ არავინ იწ-
ვევს. სანამ ისინი კერძებზე საუბრობენ, მე თვალწინ შუბლგახვრეტილი ბე-
რიკაცი მიდგას. სტილისტების საქმიანობას ყურადღებას არ ვაქცევ, სანამ არ
მეუბნებიან, უკვე მზად ხარო. სარკეში ვიხედები. ღია ვარდისფერი უსახელო
კაბა კოჭებს მიფარავს. უკან გადაწეული თმის კულულები ზურგზე მაყრია.
უკნიდან ცინა მიახლოვდება და ვერცხლისფრად მბზინავ მოსასხამს
მხრებზე მასხამს. სარკეში ჩემს მზერას ამჩნევს.
- მოგწონს?
- როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზია.
- მოდი, ვნახოთ, ღიმილი თუ უხდება, - ნაზად ამბობს. ამით მახსენებს,
რომ ერთ წუთში კვლავ კამერები ჩაირთვება. მე ვიღიმი, - აი, ასე.
საბანკეტო დარბაზში შესვლამდე ყველა ერთად ვიკრიბებით. ეფი აშკა-
რად ცუდ გუნებაზეა. რასაკვირველია, ჰეიმიჩი მას არაფერს ეტყოდა. არ გა-
მიკვირდება, ცინამ და პორციამ რომ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ყველა
უსიტყვოდ თანხმდება, რომ ეფის ცუდი ამბები არ უნდა გაუმხილონ. ეფის
უგუნებობის მიზეზს მალე მისგანვე ვგებულობთ.
ეფი კიდევ ერთხელ ეცნობა საღამოს განრიგს და ფურცელს მაგიდაზე
აგდებს:
- მადლობა ღმერთს, რომ მალე მატარებელში ჩავსხდებით და აქედან
წავალთ.
- რამე მოხდა, ეფი? - ეკითხება ცინა.
- არ მომწონს, როგორც გვექცევიან. ბაქანზე ხელი გვტაცეს და ფურგო-
ნის საბარგულში ჩაგვკეტეს. ერთი საათის წინ მართლმსაჯულების სახლის
დათვალიერება გადავწყვიტე. ზოგიერთმა ალბათ იცით, რომ არქიტექტუ-
რულ დიზაინში საკმაოდ კარგად ვერკვევი.
51
- კი, გამიგია, - ამბობს პორცია, რომ პაუზა უხერხულად არ გაიწელოს.
- ჰოდა, ვიფიქრე, აქაურობას თვალს შევავლებ-მეთქი, რადგან ნანგრევე-
ბი წელს მოდაშია. უცებ თავზე ორი მშვიდობისმყოფელი დამადგა, თქვენს
ოთახში დაბრუნდითო. ერთ-ერთმა ავტომატის ლულითაც კი მიბიძგა.
ეს ალბათ პირდაპირ უკავშირდება ჩემი, პიტას და ჰეიმიჩის გაუჩინარებას.
კიდევ კარგი, ჰეიმიჩმა იმ მტვრიან გუმბათში აგვიყვანა; როგორც ჩანს, იქ
მართლაც ვერავინ მოგვისმენდა. სამაგიეროდ, სრულიად დარწმუნებული
ვარ, რომ ახლა ყველას გვისმენენ.
ეფი ისეთი დაღონებული ჩანს, რომ ჩემდა უნებურად ვეხვევი.
- რა საშინელებაა, ეფი. იქნებ ამ ბანკეტზე საერთოდ არ წავიდეთ. ან ბო-
დიში მაინც მოგვიხადონ.
ვიცი, ეფი ბანკეტს არაფრით გამოგვატოვებინებს, მაგრამ იმის გაგონება-
ზე, რომ მარტო თვითონ არ არის უკმაყოფილო, სახე უნათდება.
- არა, როგორმე მოვითმენ. ესეც ჩემი საქმის ნაწილია. თქვენ ორს საზეი-
მო სადილს ვერ გამოგატოვებინებთ, თუმცა, რჩევისთვის გმადლობ, ქეთნის.
ეფის მითითებით, შემდეგნაირად ვეწყობით: წინ სტილისტები მიდიან, მათ
ეფი მიჰყვება, ეფის ცინა და პორცია მიჰყვებიან, სულ ბოლოს კი მე, პიტა და
ჰეიმიჩი მივაბიჯებთ.
სადღაც ქვემოთ მუსიკა უკრავს. ჩვენი მცირე პროცესიის პირველი ნაკადი
დაიძრა და პიტა ხელს მკიდებს.
- ჰეიმიჩმა მითხრა, ქეთნისს ტყუილად უყვირე, ის მხოლოდ ჩემი მითითე-
ბებით მოქმედებდაო, - მეუბნება პიტა, - თანაც წარსულში მეც ხომ არ გიმ-
ხელდი რაღაც- რაღაცეებს.
მახსენდება, როგორ გავოგნდი, როცა პიტა მთელი პანემის თვალწინ გა-
მომიტყდა სიყვარულში. ჰეიმიჩმა იცოდა, რომ პიტა ამას აპირებდა, მაგრამ
არაფერი მითხრა.
- მგონი, იმ ინტერვიუს შემდეგ მეც გავტეხე რაღაც, - ვამბობ.
- ლარნაკი, - მახსენებს პიტა.
- რომლის ნამსხვრევებზეც ხელები გაიჭერი. თუმცა, ახლა ერთმანეთის-
გან რამის დამალვას აზრი აღარ აქვს. არა?
- არა, აღარ აქვს, - მეთანხმება პიტა.
კიბის თავთან ვდგავართ. ეფის დარიგებისამებრ, ჰეიმიჩს თხუთმეტი ნაბი-
ჯით დაწინაურების საშუალებას ვაძლევთ.
52
- გეილს მხოლოდ იმ ერთხელ აკოცე?
მოულოდნელი კითხვით დაბნეული, მაშინვე ვპასუხობ:
- ჰო.
ნუთუ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, მხოლოდ ეს აინტერესებს?
- თხუთმეტი ნაბიჯი უკვე გადადგა. წავედით, - ამბობს პიტა.
სახეზე სინათლე გვეცემა და რაც შეიძლება უდარდელად ვიღიმი.
კიბეზე ჩავდივართ და ვიძირებით ერთფეროვანი საზეიმო ბანკეტებისა და
ცერემონიების მორევში. ყოველდღე ერთი და იგივე ხდება: ვიღვიძებთ, ვიც-
ვამთ, ხალხის წინაშე გამოვდივართ, ჩვენს პატივსაცემად წარმოთქმულ სიტ-
ყვას ვუსმენთ, კაპიტოლიუმის მიერ შედგენილ სამადლობელ ტექსტს სიტ-
ყვასიტყვით ვიმეორებთ, ისე, რომ ერთ სიტყვასაც არ ვამატებთ... ზოგჯერ
ცოტას გავისეირნებთ: ერთ რაიონში ზღვას მოვკრავთ თვალს, მეორეში -
უღრან ტყეებს, სხვაში - ხორბლის ყანებს, უშნო ფაბრიკებს, მყრალ გადამა-
მუშავებელ ქარხნებს. ვიცვამთ საზეიმო სამოსს. ვესწრებით ბანკეტს. ვბრუნ-
დებით მატარებელში და მივემგზავრებით.
ცერემონიებზე მე და პიტა ყოველთვის სერიოზული სახეებით ვდგავართ
და თავდაჭერილად ვიქცევით, თუმცა ერთმანეთს ხელს არასდროს ვუშვებთ.
ბანკეტებზე ყველანაირად ვცდილობთ იმის ჩვენებას, რომ ერთმანეთი სიგი-
ჟემდე გვიყვარს: ერთად ვცეკვავთ, ერთმანეთს ვკოცნით, განსამარტოებ-
ლად მივიპარებით. მატარებელში კი გადაქანცულები ვაჯამებთ შედეგებს;
ვიმედოვნებთ, რომ დამაჯერებლები ვიყავით.
მართალია, დამატებითი კომენტარების გაკეთება აგვეკრძალა - სხვათა
შორის, ტელევიზორში მე-11 რაიონში ჩვენი სიტყვით გამოსვლის რედაქტი-
რებული ვერსია უჩვენეს - მაინც იგრძნობა დაძაბულობა, თითქოს ქვაბში
წყალი თუხთუხებს და ეს-ესაა, უნდა გადმოვიდეს. თუმცა, ყველგან ასე არაა.
ზოგან ხალხი ნახირს ჰგავს: ეს გადაღლილი სახეები მეცნობა - ჩვენთანაც
ასე ხვდებიან საპატიო სტუმრებს. აი, ზოგიერთ რაიონში კი - განსაკუთრე-
ბით, მე-8, მე-4 და მე-3-ში - ჭეშმარიტი აღფრთოვანებით გვეგებებიან, აღ-
ფრთოვანების ქვეშ კი მრისხანება იმალება. როცა ჩემს სახელს იძახიან, მა-
თი ყიჟინა საომარ მოწოდებას უფრო ჰგავს. მშვიდობისმყოფელები ბრბოს
დაშოშმინებას ცდილობენ, მაგრამ ბრბო, დაშოშმინების ნაცვლად, უფრო
ბრაზდება. ვხვდები, რომ ამის შეცვლა შეუძლებელია. რაოდენ დამაჯერებ-
ლადაც უნდა შევასრულო შეყვარებულის როლი, ამ ტალღას მაინც ვეღარ
53
შევაკავებ. თუ ჩემი კენკრის ოინი სიყვარულით გადარეული გოგონას უგუნუ-
რი საქციელი იყო, ეს ხალხიც მზადაა, გადაირიოს და უგუნურება ჩაიდინოს.
ცინა უფრო და უფრო ავიწროებს ჩემს ტანსაცმელს, სტილისტები ჩაშავე-
ბულ უპეებს მიღებავენ. ეფი საძილე აბებს მასმევს, მაგრამ არ მშველის. კი
მეძინება, მაგრამ უწინდელზე უფრო საზარელ კოშმარებს ვხედავ. პიტა ღამ-
ღამობით ვაგონის დერეფანში დაბორიალებს და ერთხელაც ჩემი კივილი
ესმის. წამლებით გაბრუებულს, როგორღაც მაღვიძებს და მამშვიდებს. მას
შემდეგ აბებზე უარს ვამბობ. სამაგიეროდ, პიტა ყოველღამე ჩემს კუპეში
რჩება, როგორც არენაზე, აქაც სიბნელეში ჩახუტებულები ვწევართ და
ვცდილობთ, მზად დავხვდეთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ საფ-
რთხეს. უბრალოდ ვწევართ, ჩვენ შორის არაფერია, მაგრამ ეს ფაქტი მალე
მატარებელში ჭორაობის საგანი ხდება.
ერთხელ დეტალებზე ეფიც კი მეკითხება.
იქნებ ამ ამბავმა პრეზიდენტ სნოუს ყურამდეც მიაღწიოს, - ვიმედოვნებ
გულში და ეფის ვპირდები, ვეცდებით, ეს ხალხს თვალში არ მოხვდეს-მეთ-
ქი. სინამდვილეში კი საპირისპიროს ვაკეთებთ.
1-ლ და მე-2 რაიონებში სტუმრობა ნამდვილი საშინელებაა. მე და პიტა
რომ არა, შინ, მე-2 რაიონში, კატონი და ქლოუვი დაბრუნდებოდნენ; პირ-
ველრაიონელი გლიმერი და მისი მეწყვილე ბიჭი კი პირადად მე დავხოცე.
მათ მშობლებს თვალს ვარიდებ. იმ ბიჭს თურმე მარველი ერქვა. ეს რატომ
არ ვიცოდი? ალბათ იმიტომ, რომ შიმშილის თამაშების დაწყებამდე ეს არ
მაინტერესებდა, დასრულების შემდეგ ხომ - მით უმეტეს.
კაპიტოლიუმში სასოწარკვეთილები ჩავდივართ. მრავალ შეხვედრას ვეს-
წრებით. ამ პრივილეგირებული მოქალაქეების აჯანყების საშიშროება არ
არსებობს. მათი სახელები არასდროს მოხვდება შიმშილის თამაშებში მონა-
წილე კანდიდატებს შორის, მათი შვილები არასდროს დაიღუპებიან ათ-
წლეულების წინ ვითომ ჩადენილი დანაშაულების გამო. კაპიტოლიუმში
არავის დარწმუნება არ გვიწევს, უბრალოდ, ყველანაირად ცდილობთ, თუ
რაიონებში კიდევ ვინმე დარჩა ისეთი, ვისაც ჩემი და პიტას სიყვარულის არ
სჯერა, აზრი შევაცვლევინოთ. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი მცდელობები
არასაკმარისი და დაგვიანებულია.
ისევ საწვრთნელ ცენტრში ჩვენ-ჩვენს ოთახებში ვართ დაბინავებული. აქ
პიტას და ჰეიმიჩს ვთავაზობ, იქნებ ქორწინების შესახებ საჯაროდ განვაცხა-
54
დოთ-მეთქი. პიტა კი მთანხმდება, მაგრამ მერე თავის ოთახში შედის და იქი-
დან დიდხანს აღარ გამოდის. ჰეიმიჩი მეუბნება, განმარტოების საშუალება
მიეციო.
- მეგონა, სწორედ ეს უნდოდა!
- მას ნამდვილი ქორწილი უნდოდა და არა ეს სიყალბე, - ამბობს ჰეიმი-
ჩი.
ჩემს ოთახში ვბრუნდები. ვწვები და ვცდილობ, გეილზე არ ვიფიქრო, მაგ-
რამ მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.
იმ ღამით საწვრთნელი ცენტრის წინ აგებულ სცენაზე უამრავ კითხვას
ვპასუხობთ. ინტერვიუ უზადოდ მიჰყავს სეზარ ფლიკერმანს, რომელსაც შუ-
აღამის ცასავით ბრჭყვიალა ლურჯი კოსტიუმი აცვია; თმა, ქუთუთოები და
ტუჩები მოიისფროდ შეუღებავს. როცა ჩვენს სამომავლო გეგმებზე გვეკით-
ხება, პიტა მუხლმოყრილი დგება ჩემ წინაშე, საკუთარ გულს მთავაზობს და
ხელს მთხოვს. მე, რასაკვირველია, ვთანხმდები. სეზარ ფლიკერმანი სიხა-
რულისგან ჭკუას კარგავს. დამსწრე საზოგადოება ბედნიერია. აჩვენებენ
კადრებს მთელი პანემიდან: ხალხი ყველგან ზეიმობს.
ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენს მოსალოცად სცენაზე პრეზიდენტი
სნოუ ამოდის. პიტას ხელს ართმევს და ხელისგულს მხარზე მოწონებით უტ-
ყაპუნებს. მერე მე მეხვევა, კვლავ სისხლისა და ვარდების სურნელს მაფ-
რქვევს და ფაფუკი ტუჩებით ლოყაზე მკოცნის. მერე მკლავებზე ძლიერად
მოჭერილ ხელებს მიშვებს და მიღიმის. თავის აწევას ვბედავ. ჩემს თვალებ-
ში ჩანს ის კითხვები, რომელთა ხმამაღლა გამოთქმასაც ვერ ვუბედავ: შევ-
ძელი? გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა? ყველაფერი დავთმე თქვენთვის,
თამაშში აგყევით, პიტას ცოლად გაყოლაზე დავთანხმდი. ეს საკმარისია?
პრეზიდენტი სნოუ უარის ნიშნად ძლივსშესამჩნევად აქნევს თავს.

6.

პრეზიდენტ სნოუს ამ მარტივ მოძრაობაში იმედის მსხვრევასა და ჩემთვის


საყვარელი ადამიანების განადგურებას ვხედავ. არ ვიცი, სასჯელის რა
ფორმას მიმართავენ, რამდენად ღრმად ისვრიან ბადეს, მაგრამ ერთი ცხა-
დია: ვერავინ გადარჩება. უცნაურია, მაგრამ ამ უმძიმეს მომენტში, სასოწარ-
55
კვეთილების ნაცვლად, შვებას ვგრძნობ. მორჩა, შემიძლია თამაში შევწყვი-
ტო. შეკითხვაზე, წარმატებით გავართვი თუ არა თავი ჩემზე დაკისრებულ
მოვალეობას, უარყოფითი პასუხი მივიღე. მაგრამ პასუხი პასუხია. და ვინაი-
დან სასოწარკვეთილების ჟამს ადამიანიც სასოწარკვეთილად მოქმედებს,
შემიძლია მეც ასე მოვიქცე.
ოღონდ არა აქ და ახლა. ჯერ მთავარია, როგორმე მე-12 რაიონში დავ-
ბრუნდე, რადგან ჩემი გეგმა ჩემი და პიტას ოჯახების გადარჩენასაც გულის-
ხმობს. პიტასიც, თუ ჩვენთან ერთად გაქცევაზე დავითანხმებ. სიაში ჰეიმიჩ-
საც ჩავამატებ. სხვების წაყვანაც მომიწევს ტყეში. მათ როგორ დავარწმუნებ,
ან ზამთრის ყინვაში როგორ გავძლებთ და მდევრებს როგორ დავუსხლტე-
ბით, ეს ჯერ არ ვიცი.
ამგვარად, ნაცვლად იმისა, ძირს დავემხო და ავტირდე, წელში ვიმართე-
ბი. უკვე მრავალი კვირაა, ასეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვარ. ჩემი
ღიმილი გიჟისას კი ჰგავს, მაგრამ ნაძალადევი აღარ არის. ხოლო როცა
პრეზიდენტი სნოუ დამსწრე საზოგადოებას მიმართავს, რას იტყვით, ქორწი-
ლი კაპიტოლიუმში ხომ არ გადავუხადოთო, უმალ ისეთ სახეს ვიღებ, თით-
ქოს სიხარულისგან ლამისაა გრძნობა დავკარგო.
სეზარ ფლიკერმანი ინტერესდება, იქნებ პრეზიდენტმა ზუსტი თარიღი
გვითხრასო.
- თარიღის დასახელებამდე ჯერ ქეთნისის დედასაც დავეკითხოთ, - პასუ-
ხობს პრეზიდენტი. დამსწრე საზოგადოება იცინის. პრეზიდენტი ხელს
მხვევს, - თუკი მთელი ქვეყანა ამას მოისურვებს, შეგვიძლია ოცდაათი წლის
შესრულებამდე დაგაქორწინოთ.
- მაშინ ახალი კანონის შემოღება მოგიწევთ, - ვკისკისებ მე.
- თუ საჭირო იქნება, ამასაც ვიზამთ, - ორაზროვნად მპასუხობს პრეზი-
დენტი.
ო, რა კარგად ვერთობით!
პრეზიდენტ სნოუს რეზიდენციაში შეუდარებელი ბანკეტი იმართება. დარ-
ბაზის ჭერი ღამის ცას დაუმგვანებიათ და ვარსკვლავები ისეთივე ჩანს, რო-
გორც შინ, მე-12 რაიონში. პრინციპში, ვარსკვლავები ყველგან ერთნაირია.
უბრალოდ, მუდმივად განათებული კაპიტოლიუმის თავზე ვერავინ ამჩნევს.
ჭერში გამოკიდებული მუსიკოსები თითქოს ღრუბლებში დაცურავენ; ვერ
ვხედავ, რაზე არიან ჩამოკიდებულნი. ჩვეულებრივი სასადილო მაგიდები
56
რბილი სავარძლებითა და დივნებით შეუცვლიათ. ზოგი ბუხართან დგას, ზო-
გი - სურნელოვანი ყვავილების ბაღში, ზოგი - ეგზოტიკური თევზებით სავსე
აუზის პირას, რომ ხალხმა კომფორტულად შეძლოს ჭამა-სმა. ფილებით მო-
პირკეთებულ მცირე მოედანს საცეკვაოდაც იყენებენ და სცენადაც - დრო-
დადრო არტისტები გამოდიან და შემდეგ ისევ კოხტად ჩაცმულ სტუმრებს
შორის გაერევიან ხოლმე. თუმცა, საღამოს ნამდვილი ვარსკვლავი საჭმე-
ლია. კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ მაგიდებზე დელიკატესებია გაშლი-
ლი; რა გინდა, სულო და გულო, აქ რომ არ იყოს. ხბო, გოჭი თუ თიკანი
პირდაპირ აქვე იბრაწება შამფურებზე. ქათმები და ინდაურები სანელებლე-
ბითა და საკმაზებით არის დატენილი. ზღვის პროდუქტები სოუსებში აწ-
ყვია... ათასგვარი ყველი, პური, ბოსტნეული, ტკბილეული... სხვადასხვა სა-
ხეობის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი...
ბრძოლის სურვილთან ერთად მადაც დამიბრუნდა. ბოლო კვირების უმა-
დობის შემდეგ გვარიანად მომშიებია.
- ყველაფერი უნდა გავსინჯო, - ვეუბნები პიტას.
პიტა სახეზე მაკვირდება, ცდილობს ჩემი უეცარი გარდასახვის მიზეზი გა-
მოიცნოს. მან არ იცის, რომ პრეზიდენტი სნოუ ჩვენით უკმაყოფილოა, და
ჰგონია, რომ დავალებას თავი კარგად გავართვით. ან იქნებ ფიქრობს, რომ
ჩვენი ნიშნობის გამო ვხარობ? მის მზერაში წამით დაბნეულობა იკითხება,
მაგრამ მალევე ქრება, რადგან კამერები გვიღებს.
- მაშინ იჩქარე, - მეუბნება ის.
- კარგი, ყველა კერძის თითო ლუკმას შევჭამ, - ვამბობ, მაგრამ პირველ-
სავე მაგიდასთან მავიწყდება ჩემი გეგმა. მაგიდაზე ოცი სახეობის წვნიანი
დევს. მათ შორის - ნაღებმოსხმული გოგრის წვნიანი, დაჭრილი თხილითა
და შავი მარცვლეულით.
- ეს შემიძლია მთელი ღამე ვჭამო! - აღტაცებული ვყვირი. რასაკვირვე-
ლია, მთელი ღამე გოგრის წვნიანს არ ვჭამ. სამაგიეროდ, მომწვანო ფერის
ბულიონთან ისევ ვნებდები. შეიძლება მეტისმეტად პოეტურად ჟღერს, მაგ-
რამ სხვაგვარად ვერ აგიწერთ: ბულიონს გაზაფხულის გემო აქვს. იგივე მე-
მართება ვარდისფერქაფმოდებულ ჟოლოს წვენზეც.
ხალხი ერთიმეორეს ენაცვლება, მეცნობიან, ჩემთან ერთად სურათებს
იღებენ, ლოყაზე მკოცნიან. როგორც ჩანს, ჩემმა კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევ-
მა ახალ მოდას დაუდო სათავე. ზოგიერთი თავის აქსესუარებს ამაყად მაჩ-
57
ვენებს. ჩემი ჩიტი გადაუტანიათ ქამრის ბალთებზე, აბრეშუმის ძაფებით
ამოუქარგავთ ლაცკანებზე, ზოგს სხეულის ინტიმურ ნაწილზე ამოუსვირინგე-
ბია. ყველას სურს შიმშილის თამაშების გამარჯვებულის ნიშნის ტარება. წარ-
მომიდგენია, როგორ აცოფებს ეს პრეზიდენტ სნოუს. მაგრამ რას იზამს?
ბოლო შიმშილის თამაშები კაპიტოლიუმში ნამდვილი ჰიტი იყო და ერთი
მუჭა კენკრა სასოწარკვეთილი გოგონას მიერ შეყვარებულის გადარჩენის
მთავარ სიმბოლოდ იქცა.
მე და პიტა უცნობებთან გამოლაპარაკებას არ ვცდილობთ, მაგრამ ისინი
თვითონ გვეცნობიან. ჩვენ წვეულების მთავარი სტუმრები ვართ. ბედნიერი
სახე მაქვს, თუმცა, სინამდვილეში, კაპიტოლიუმელები საერთოდ არ მაინტე-
რესებს. ჭამაში ხელს მიშლიან.
ყველა მაგიდასთან ახალ-ახალი ცდუნება მელის და, მიუხედავად იმისა,
რომ ყველა კერძის თითო ლუკმის გეგმას დავუბრუნდი, ვგრძნობ, რომ კუჭი
სწრაფად მევსება. შემწვარ ჩიტს ვიღებ და ერთ ლუკმას ვკბეჩ. პირი ნარინ-
ჯისფერი საწებლით მევსება. გემრიელია. დანარჩენს პიტას ვუტოვებ. აქაური
სტუმრები დაუნანებლად ყრიან ნახევრად შეჭმულ კერძს, მაგრამ მე ეს სა-
ძაგლობა მგონია. ათი მაგიდის შემდეგ ლუკმა ყელში აღარ გადამდის. არა-
და, კიდევ ათი ამდენია.
ამ დროს ჩემი სტილისტები მიახლოვდებიან. სამივე ალკოჰოლითა და
სიამაყითაა გაბრუებული, რადგან ასეთ ელიტურ წვეულებაზე დაპატიჟეს.
- რატომ არაფერს ჭამთ? - გვეკითხება ოქტავია.
- იმდენი ვჭამე, რომ მეტი აღარ შემიძლია, - ვპასუხობ მე. სამივე ისე გუ-
ლიანად ხარხარებს, თითქოს ამაზე სასაცილო სიცოცხლეში არაფერი სმე-
ნიათ.
- დიდი ამბავი! - ამბობს ფლავიუსი და იმ მაგიდასთან მივყავართ, რო-
მელზეც კამკამა სითხით სავსე ღვინის ბოკლები დგას, - ეს დალიეთ!
პიტა ერთ-ერთ ბოკალს იღებს, მაგრამ სანამ სითხეს მოწრუპავს, სტი-
ლისტები მაჯაზე ავლებენ ხელს.
- აქ კი არა, იქ უნდა დალიო, თორემ იატაკს დასვრი! - ტუალეტის კარის-
კენ ანიშნებს ვენია.
პიტა ბოკალს აკვირდება და ყველაფერს ხვდება.
- ანუ, ამას რომ დავლევ, გული ამერევა?
ჩვენი სტილისტები ისტერიკულად ხარხარებენ.
58
- რა თქმა უნდა, რომ ჭამა განაგრძო, - ამბობს ოქტავია, - უკვე ორჯერ
ავირიე გული. ყველა ასე იქცევა, აბა, წვეულებაზე სხვანაირად როგორ უნ-
და მოილხინო?
ენაჩავარდნილი ვუყურებ გულისამრევი სითხით სავსე ბოკლებს. პიტა თა-
ვისას ისე დგამს მაგიდაზე, რომ ლამის ხელში შემოეფშვნას, - წამოდი, ქეთ-
ნის, ამას ჯობია, ვიცეკვოთ.
მაგიდას და სტილისტებს ვტოვებთ და საცეკვაო მოედნისკენ მივდივართ.
ღრუბლებიდან მუსიკა იფრქვევა. მე-12 რაიონში სულ რამდენიმე ცეკვა ვი-
ცით. ვიოლინოსა და ფლეიტის ჰანგებზე ვცეკვავთ, ოღონდ ამისთვის საკმა-
ოდ დიდი სივრცე გვჭირდება. საბედნიეროდ, ეფიმ რამდენიმე პოპულარუ-
ლი კაპიტოლიუმური ცეკვა გვასწავლა. მუსიკა ნელი და ძილისმომგვრე-
ლია. პიტა ხელებს მხვევს და ერთ ადგილას ვირწევით, ნაბიჯებს თითქმის
არ ვდგამთ. ამ ცეკვას ნამცხვრის ლანგარზეც კი იცეკვებს კაცი. კარგა ხანს
ჩუმად ვართ. მერე პიტა ხმადაბლა ამბობს:
- ხანდახან თითქოს ეჩვევი, გგონია, არც ისე ცუდები არიანო და უცებ... -
წინადადებას აღარ ასრულებს.
მე კი თვალწინ მიდგას გაძვალტყავებული ბავშვები, რომლებიც ჩვენი
სამზარეულოს მაგიდაზე წვანან. დედაჩემი მათ იმ წამალს უწერს, რომლის
შოვნაც ბავშვების მშობლებს არ შეუძლიათ - უფრო მეტ საჭმელს. მას შემ-
დეგ, რაც გავმდიდრდით, ზოგიერთს თვითონ ატანს საჭმელს. უწინ გასატა-
ნებელი არაფერი გვქონდა, თანაც, ბავშვების უმეტესობის გადარჩენა უკვე
შეუძლებელი იყო. ეს კაპიტოლიუმელები კი ნაჭამს არწყევენ, რომ ხელახ-
ლა ამოიყორონ მუცლები. განა საჭმელი არ ვარგა ან თავს ცუდად გრძნო-
ბენ, არა, ერთობიან. წვეულებაზე ხომ უნდა მოილხინონ!
ერთხელ ჰეიზელს ნანადირევი რომ მივუტანე, ვიკი სახლში დამხვდა. გა-
ცივებულიყო და ახველებდა. ბედი მისი, რომ გეილის ძმაა, თორემ მე-12
რაიონის ბავშვების 90 პროცენტი მასზე უარესად იკვებება. მიუხედავად ამი-
სა, პატარა ვიკი მთელი თხუთმეტი წუთი იმაზე მელაპარაკებოდა, ამანათე-
ბის დღეს ერთი ქილა სიმინდის სიროფი მივიღეთ და ყველამ ერთი კოვზი
წავისვით პურის ნაჭერზე; იმედია, კვირის ბოლოს ცოტა კიდევ გვერგებაო.
ჰეიზელმა მითხრა, სიროფს ჩაიში ჩავუსხამდი, იქნებ ხველა შეუწყდეს, მაგ-
რამ ვიკი შეწუხდება, დანარჩენებს რომ აღარ დაგვრჩებაო. გეილის ოჯახში
რომ ეს ხდება, წარმომიდგენია, სხვაგან რა დღეში არიან!
59
- პიტა, ამ ხალხს აქ ერთმანეთის დასახოცად მოვყავართ, რომ თვითონ
ამის ყურებით გაერთონ, - ვეუბნები მას, - იმასთან შედარებით ეს არაფერია.
- ჰო, მესმის. უბრალოდ, ხანდახან მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. იმ
დონემდე მივდივარ, რომ... რომ... არ ვიცი, - წამით დუმდება და მერე ჩურ-
ჩულით ამატებს: - იქნებ ვცდებით, ქეთნის?
- რას გულისხმობ?
- იქნებ ვცდებით, რაიონების დაშოშმინებას რომ ვცდილობთ?
აქეთ-იქით ვიხედები, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი არავის გაუგონია. მო-
ლუსკების მაგიდასთან მდგარი ოპერატორები და ჩვენ ირგვლივ მოცეკვავე
წყვილები მთვრალები არიან და ყურადღებას არ გვაქცევენ.
- მაპატიე, - ბოდიშს მიხდის პიტა. დაუფიქრებლად მოიქცა. აქ მსგავსი აზ-
რების გახმოვანების ადგილი არ არის.
- ამაზე შინ ვისაუბროთ.
ამ დროს პორცია გვიახლოვდება ტანმაღალ და ბრგე მამაკაცთან ერ-
თად, რომელიც თითქოს მეცნობა. პორცია უცნობს წარმოგვიდგენს:
- პლუტარქე ჰევენსბი, თამაშის შემოქმედთა ახალი უფროსი.
- შეიძლება ქეთნისი მცირე ხნით საცეკვაოდ მოგტაცოთ? - პიტას ეკითხე-
ბა პლუტარქე.
პიტა კამერებისთვის განკუთვნილი თავაზიანი ღიმილით აფრთხილებს,
მხოლოდ მცირე ხნითო.
სულაც არ მინდა პლუტარქე ჰევენსბისთან ცეკვა. არ მინდა, მისი ხელები
მეხებოდეს ხელზე და წელზე. პიტას და ჩემი ოჯახის წევრების შეხებას შეჩ-
ვეულს, თამაშის შემოქმედის შეხება მატლის შეხებას მაგონებს. როგორც
ჩანს, ამას პლუტარქეც გრძნობს.
ვჭორაობთ წვეულებაზე, გართობაზე, საჭმელზე და ბოლოს პლუტარქე
ხუმრობს, იმ ვარჯიშის შემდეგ პუნშს ვერიდები ხოლმეო. თავიდან მიკვირს,
მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ერთი წლის წინ, როცა საჩვენებელი ვარ-
ჯიშისას თამაშის შემოქმედთა მიმართულებით ისარი ვისროლე, პუნშის თას-
ში სწორედ პლუტარქე ჩაჯდა. არა, მაშინ თამაშის შემოქმედთა მისამართით
არ მისვრია, შემწვარი გოჭის პირში გაჩრილ ვაშლს ვესროლე და ყველა
თამაშის შემოქმედი შევახტუნე.
- აა, ის თქვენ იყავით... - მეღიმება იმის გახსენებაზე, როგორ ჩაჯდა პუნ-
შის თასში.
60
- დიახ, და ალბათ გესიამოვნებათ იმის მოსმენა, რომ დღემდე შეშინებუ-
ლი ვარ, - ამბობს პლუტარქე.
დიდი სიამოვნებით ვეტყოდი, რომ მისი და მისნაირების მიერ შექმნილი
თამაშის წყალობით, ოცდაორი შეწირული უარეს დღეშია, მაგრამ მხოლოდ
ამას ვამბობ:
- მაშ, წელს თქვენ იქნებით თამაშის შემოქმედთა უფროსი? ალბათ დიდი
პატივია.
- ჩვენ შორის დარჩეს და, უფროსობის მსურველი ბევრი არ ყოფილა, -
ამბობს პლუტარქე, - თამაშების მართვა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.
მით უმეტეს, რომ წინა უფროსი სიკვდილით დასაჯეს, - ვამატებ გულში.
სენეკა კრეინის უბედობის შესახებ პლუტარქეს აუცილებლად ეცოდინება,
მაგრამ არანაირად არ ეტყობა, რომ ეს აღელვებდეს.
- კვარტალური ჯახისთვის უკვე ემზადებით? - ვეკითხები.
- ო, რა თქმა უნდა. კარგა ხანია, ამ საიუბილეო თამაშებისთვის ვემზადე-
ბით. არენის აგებას ხომ საკმაო ხანი სჭირდება. თუმცა, თამაშები საბოლოო
სახეს სწორედ დღეს მიიღებს. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ამაღამ
სტრატეგიული შეხვედრა მაქვს.
პლუტარქე ხელს მიშვებს და ჟილეტის ჯიბიდან ძეწკვზე გამობმულ ოქ-
როს საათს იღებს. თავსახურს ხსნის, დროს იგებს და იღუშება.
- დროა, წავიდე, - საათის ციფერბლატს ჩემკენ ატრიალებს, - შეხვედრა
ზუსტად შუაღამისას იწყება.
- მეტისმეტად გვიანი ხომ არ არის...
- ვიწყებ, მაგრამ უცებ აზრი მეფანტება. პლუტარქე ციფერბლატს ცერა
თითს უსვამს და ზედ მოციმციმე ფიგურა ჩნდება. კიდევ ერთი კაჭკაჭჯაფარა.
ზუსტად ისეთი, მე რომ კაბაზე მაბნევია. თუმცა, კაჭკაჭჯაფარა სწრაფადვე
ქრება და პლუტარქე საათს თავსახურს ახურავს.
- ძალიან ლამაზია, - ვამბობ მე.
- უნიკალურიც, - მპასუხობს პლუტარქე, - თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარით,
რომ დასაძინებლად შინ წავედი. შეხვედრების შესახებ არავინ არ უნდა შე-
იტყოს. იმედია, თქვენ არ დამაღალატებთ.
- ნუ ღელავთ, სამარე ვარ.
ხელს მართმევს და, როგორც კაპიტოლიუმელებს სჩვევიათ, თავს მიკ-
რავს.
61
- ზაფხულში, საიუბილეო შიმშილის თამაშებზე შეგხვდებით, ქეთნის. ნიშ-
ნობას გილოცავთ და დედასთან წარმატებას გისურვებთ.
- ჰო, ცოტაოდენი იღბალი არ მაწყენდა.
პლუტარქე მიდის, მე კი ხალხში პიტას დავეძებ. ვიღაცეები მილოცავენ.
მილოცავენ შიმშილის თამაშებში გამარჯვებას, პიტაზე დანიშვნას და შესაფე-
რისი ტუჩსაცხის შერჩევას. მე თავაზიანად ვიხდი მადლობას, მაგრამ სინამ-
დვილეში პლუტარქეზე ვფიქრობ. რატომ მაჩვენა თავისი ლამაზი და უნიკა-
ლური ჯიბის საათი? რაღაც საიდუმლო ჟესტი იყო. რა უცებ ჩაიდო ჯიბეში!
ხომ არ ჰგონია, რომ ვინმე საათის ციფერბლატზე მოციმციმე კაჭკაჭჯაფა-
რას იდეას მოჰპარავს? ჰო, ალბათ ამის სანაცვლოდ მთელი ქონება გადაი-
ხადა და ეშინია, რომ სხვები თავისთვის იაფფასიან, ყალბ ასლებს დაამზა-
დებინებენ.
პიტას კოხტად მორთული ნამცხვრების მაგიდასთან ვპოულობ. სამზარეუ-
ლოდან მზარეულები გამოსულან მასთან ნამცხვრების მორთვის შესახებ სა-
საუბროდ და ერთმანეთს არ აცლიან მის შეკითხვებზე პასუხის გაცემას. პი-
ტას მოთხოვნით, ნამცხვრებს უწყობენ ყუთში, რომ მე-12 რაიონში გაატანონ
და იქ მშვიდად შეისწავლოს მათი ნახელოვნები.
- ეფიმ მითხრა, პირველზე მატარებელში უნდა ვისხდეთო. ნეტა რომელი
საათია? - აქეთ-იქით იყურება პიტა.
- თითქმის შუაღამეა, - თან ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შოკოლა-
დის ყვავილს ვიღებ და ვილუკმები.
- მადლობის გადახდისა და დამშვიდობების დროა! - ჩემ გვერდით ჩნდე-
ბა ეფი.
გამონაკლის შემთხვევებში ძალიანაც მომწონს მისი მანიაკური პუნქტუა-
ლურობა. ცინას და პორციას ვპოულობთ და მათთან ერთად ვემშვიდობე-
ბით მნიშვნელოვან პიროვნებებს. ეფის რეზიდენციიდან გავყავართ.
- პრეზიდენტ სნოუს არ უნდა დავემშვიდობოთ? - ეკითხება პიტა, - ეს ხომ
მისი სახლია.
- პრეზიდენტს წვეულებებისთვის არ სცალია, ბევრი საქმე აქვს, - ამბობს
ეფი, - უკვე გავამზადე ხვალ მისთვის გასაგზავნი სამადლობელი წერილები
და საჩუქრები. აი, თქვენც გამოჩნდით! - ხელს უქნევს ორ კაპიტოლიუმელ
მიმტანს, რომლებიც გალეშილ ჰეიმიჩს მხარში ამოსდგომიან და ჩვენკენ
მოაჩანჩალებენ.
62
კაპიტოლიუმის ქუჩებში დაბურულშუშებიანი მანქანით ვმგზავრობთ. ჩვენ
უკან, მეორე დაბურულშუშებიან მანქანაში, სტილისტები სხედან. გზადაგზა
ხალხი გვეგებება და მოძრაობა ჭირს. თუმცა, ეფის ყველაფერი ზუსტად აქვს
გათვლილი და პირველ საათზე უკვე მატარებელში ვსხედვართ.
ჰეიმიჩი თავის კუპეში შეჰყავთ. ცინა ჩაის უკვეთავს და ყველანი მაგიდის
გარშემო ვსხდებით. ეფი კვლავ განრიგს ამოწმებს და ყველას გვახსენებს,
რომ ტურნე ჯერაც არ დასრულებულა.
- წინ მოსავლის აღების ფესტივალი გველის მე-12 რაიონში. ამიტომ ყვე-
ლას გირჩევთ, ჩაი დავლიოთ და დავიძინოთ. მას არავინ ეწინააღმდეგება.
თვალს რომ ვახელ, უკვე თითქმის შუადღეა. თავი პიტას მკლავზე მი-
დევს. არ მახსოვს, წუხელ როდის შემოვიდა. თავს ფრთხილად ვწევ, რომ
არ შევაწუხო, მაგრამ მას უკვე ღვიძავს.
- წუხელ კარგად გეძინა, - მეუბნება ის.
- რა?
- კოშმარები არ დაგსიზმრებია.
მართალია. საუკუნეა, ასე მშვიდად არ მძინებია.
- სიზმარი მაინც ვნახე, - ჩაფიქრებული ვამბობ, - ტყეში კაჭკაჭჯაფარას
მივყვებოდი. თუმცა, კაჭკაჭჯაფარა კი არა, მგონი, რუ იყო. როცა გალობდა,
მისი ხმა ჰქონდა.
- სად მიჰყავდი? - შუბლზე ჩამოშლილ თმას უკან მიწევს პიტა.
- არ ვიცი. ბოლომდე არ მივსულვარ, თუმცა, თავს ბედნიერად ვგრძნობ-
დი.
- ჰო, ძილში ბედნიერი სახე გქონდა.
- პიტა, მე რატომ ვერ ვხვდები, კოშმარი რომ გესიზმრება?
- არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ძილში არ ვყვირი და ვბორგავ. შიშით
გაშეშებულს მეღვიძება.
- გამაღვიძე ხოლმე, - მახსოვს ერთ ღამეს სამჯერ გავაღვიძე და დიდხანს
მამშვიდებდა.
- რა საჭიროა? ჩემი კოშმარები მეტწილად იმაზეა, რომ გკარგავ. გაღვი-
ძებული, ჩემ გვერდით რომ გხედავ, მაშინვე ვმშვიდდები, - ამბობს პიტა.
აჰ! პიტას ეს მოურიდებელი სიტყვები ყოველთვის მწარედ მერჭობა გულ-
ში. არადა, ამას განგებ კი არ აკეთებს, მხოლოდ მპასუხობს. თვითონ ჩემგან
არაფერს ითხოვს, არც სიყვარულს და არც ერთგულებას. თუმცა, თავს მა-
63
ინც საშინლად ვგრძნობ, თითქოს მთელი ეს დრო ურცხვად ვიყენებდი. იქ-
ნებ მართლაც ასეა? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამწუთას მის გვერდით
თავს უხერხულად ვგრძნობ. სასაცილოა, ჩვენ ხომ უკვე დავინიშნეთ.
- აი, შინ რომ დავბრუნდებით და მარტო მომიწევს ძილი, ალბათ უფრო
გამიჭირდება, - ამბობს პიტა.
ჰო, სახლი უკვე ახლოსაა.
ამაღამ მე-12 რაიონის მერის, ანდერსის სახლში ვართ მიწვეულები,
ხვალ კი მოსავლის აღების ფესტივალის ფარგლებში მთავარ მოედანზე სა-
ზეიმო მსვლელობაში მივიღებთ მონაწილეობას. მოსავლის აღების ფესტი-
ვალი ყოველთვის გამარჯვებულის ტურნეს ბოლო დღეს იმართება. თუმცა,
ჩვენს რაიონში მხოლოდ შინაურ ან თუ შესაძლებელია, მეგობრების წრეში
აღვნიშნავთ. წელს სახალხო ზეიმი გაიმართება და რადგან ყველა ხარჯს
კაპიტოლიუმი დაფარავს, ყველა მოზეიმე სავსე მუცლით დაიძინებს.
საზეიმო მსვლელობისთვის მერის სახლში მოვემზადებით; ახლა გარეთ
ცივა და ქურქები გვაცვია. ბაქანზე მცირე ხნით ვყოვნდებით და ხალხს ხელს
ვუქნევთ, სანამ ჩვენს მანქანაში ჩავსხდებოდეთ. ოჯახის წევრებსაც მხოლოდ
ღამით ვნახავთ ოფიციალურ ვახშამზე.
კიდევ კარგი, ვახშამი მერის სახლში გაიმართება და არა მართლმსაჯუ-
ლების სახლში, სადაც მამაჩემის სულის მოსახსენიებელი წირვა გაიმართა
და მკის დღეს შეწირულები ოჯახის წევრებთან გამოსამშვიდობებლად გა-
მოგვკეტეს. მართლმსაჯულების სახლი სევდიანი მოგონებებითაა სავსე.
მერ ანდერსის სახლი კი ძალიან მომწონს. მით უმეტეს, მისი ქალიშვილი
მეჯი და მე უკვე მეგობრები ვართ. შეიძლება ითქვას, ადრეც ვმეგობრობ-
დით. თუმცა, ურთიერთობამ ოფიციალური სახე მაშინ შეიძინა, როცა მეჯი
შიმშილის თამაშებში წასვლის წინ ჩემთან დასამშვიდობებლად მოვიდა. მა-
შინ მან კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევი მაჩუქა. შინ დაბრუნების შემდეგ ერთმა-
ნეთს ხშირად ვხვდებით. როგორც ირკვევა, მეჯსაც საკმაოდ ბევრი თავისუ-
ფალი დრო აქვს. თავიდან თავს უხერხულად ვგრძნობდით, რადგან არ ვი-
ცოდით, რა გვექნა. ჩვენი ასაკის გოგოები ბიჭებზე, სხვა გოგოებსა ან ტან-
საცმელზე ჭორაობენ. მე და მეჯი ჭორიკნები არ ვართ და ტანსაცმელზე სა-
უბარი ხომ საერთოდ მეზიზღება. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის
შემდეგ გაირკვა, რომ მეჯს ძალიან უნდოდა ტყის ნახვა. ჰოდა, მეც ერთი-
ორჯერ წავიყვანე. მშვილდ-ისარიც ვასროლინე. მეჯი ცდილობს, პიანინოს
64
დაკვრა მასწავლოს, მაგრამ უფრო მეტად მისი მოსმენა მიყვარს. ხან ის სა-
დილობს ჩემთან, ხანაც მე - მასთან. მეჯს ჩემი სახლი უფრო მოსწონს. მისი
მშობლები კარგი ხალხია, მაგრამ მამამისი მერია და მე-12 რაიონის საქმე-
ებს უნდა მიხედოს, ხოლო დედამისს საშინელი თავის ტკივილი აწუხებს და
ხშირად მთელ დღეს საწოლში ატარებს.
- იქნებ კაპიტოლიუმში წაიყვანოთ, - ვურჩიე ერთხელ. იმ დღეს პიანინოს
არ ვუკრავდით, რადგან დედამისს ორი სართულით ზემოთაც აწუხებდა მისი
ხმა, - დარწმუნებული ვარ, იქ განკურნავენ.
- კი, მაგრამ კაპიტოლიუმში ვერ ჩახვალ, თუ თვითონ არ მიგიწვიეს, -
უხალისოდ თქვა მეჯმა.
თვით მერის პრივილეგიებიც შეზღუდულია.
მერის სახლში მეჯთან მისალმებასაც ძლივს ვასწრებ. ეფი მაშინვე მეოთ-
ხე სართულზე მიმათრევს მოსამზადებლად. გრძელ, ვერცხლისფერ საღა-
მოს კაბაში გამოწყობილს კიდევ ერთი საათი მრჩება და მეც მეჯის სანახა-
ვად მივიპარები.
მეჯის საძინებელი მესამე სართულზეა მამამისის კაბინეტისა და სასტუმრო
ოთახების მეზობლად. კაბინეტში ვყოფ თავს, რომ მერს მივესალმო, მაგრამ
იქ არავინ მხვდება. ტელევიზორში ჩემი და პიტას კაპიტოლიუმში სტუმრო-
ბის კადრებს აჩვენებენ. ვცეკვავთ. ვჭამთ. ერთმანეთს ვკოცნით. ამ კადრებს
ალბათ პანემის ყველა კუთხეში უყურებენ. მაყურებელს ალბათ უკვე ყელში
ამოუვიდა მე-12 რაიონელი უიღბლო შეყვარებულები. ყოველ შემთხვევაში,
მე უკვე მომბეზრდა ეს ყველაფერი.
ისაა, კაბინეტიდან უნდა გავიდე, რომ მოკლე ხმოვანი სიგნალი ისმის.
უკან ვტრიალდები. ტელევიზორის ეკრანი შავდება და ზედ მე-8 რაიონის სი-
ახლეები ეწერება. ინსტინქტურად ვხვდები, რომ ეს მერისთვისაა განკუთვნი-
ლი და არა - ჩემთვის, მაგრამ ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ. ნაცვლად იმი-
სა, რომ სასწრაფოდ კაბინეტიდან გავიდე, ტელევიზორს ვუახლოვდები.
ეკრანზე ჭაღარა ქალი ჩნდება და ხრინწიანი, მბრძანებლური ხმით აცხა-
დებს, რომ მდგომარეობის გაუარესების გამო მე-3 დონის განგაში გამოც-
ხადდა; მე-8 რაიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაიგზავნა; ხოლო
ტექსტილის წარმოება მთლიანად შეწყდა.
კადრი დიქტორიდან მე-8 რაიონის მთავარ მოედანზე გადადის. იქაურო-
ბა მეცნობა, რადგან სულ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი. სახურავებზე ჯერ
65
კიდევ ჩემი ბანერები კიდია. ქვემოთ ბრბოა შეკრებილი. ხალხს სახე ძონძე-
ბითა და ხელნაკეთი ნიღბებით დაუფარავთ, ყვირიან და აგურებს ისვრიან.
შენობები იწვის. მშვიდობისმყოფელები დაუმიზნებლად ისვრიან და მოსახ-
ლეობას უმოწყალოდ ხოცავენ.
მსგავსი რამ არასდროს მინახავს, მაგრამ თუ პრეზიდენტ სნოუს სიტყვებს
ვენდობი, ამას აჯანყება ჰქვია.

7.

საჭმლით სავსე ტყავის ზურგჩანთა, ცხელი ჩაით სავსე მათარა, ცინას და-
ნატოვარი ბეწვის ხელთათმანები, ხის სამი ტოტი, რომლებიც იქითაა გაშვე-
რილი, საითაც მე წავედი - ამ ყველაფერს გეილისთვის ვტოვებ ჩვენი მუდ-
მივი შეხვედრის ადგილას.
მოსავლის აღების ფესტივალიდან ერთი კვირა გავიდა.
ცივსა და ნისლიან ტყეში ვაგრძელებ გზას. ეს ბილიკი გეილისთვის უცნო-
ბია, მაგრამ მე ადვილად მივიწევ წინ. ტბისკენ მივდივარ. აღარ მგონია, ჩემი
და გეილის თავშესაფარი უსაფრთხო იყოს. არადა, დღეს გეილს გული უნდა
გადავუშალო. იმედია, მოვა, თორემ ამაღამ მის სახლში მისვლა მომიწევს.
აუცილებლად უნდა იცოდეს... რომ გეგმის დაწყობაში დამეხმაროს.
როგორც კი დავრწმუნდი, რომ მერ ანდერსის ტელევიზორში აჯანყების
სცენებს მოვკარი თვალი, კაბინეტიდან გავედი და დერეფანს ავუყევი. რამ-
დენიმე წამით დავასწარი მერს და კიბეზე ამოსულს ხელი დავუქნიე.
- მეჯს ეძებ? - მეგობრულად მკითხა მან.
- დიახ. ჩემი კაბა უნდა ვაჩვენო.
- ხომ იცი, სადაც იპოვი, - მითხრა მერმა და ამ დროს ხმოვანი სიგნალი
ისევ გაისმა, - უკაცრავად, - მოიღუშა მერი ანდერსი, კაბინეტში შევიდა და
კარი გაიხურა.
დერეფანში თავს შევახსენე, ბუნებრივად უნდა მოიქცე-მეთქი, და მეჯის
საძინებელში შევაბიჯე. მეჯი ტუალეტის მაგიდასთან, სარკის წინ იჯდა და და-
ტალღულ ქერა თმას ივარცხნიდა. იგივე თეთრი, ლამაზი კაბა ეცვა, რომე-
ლიც მკის დღეს. სარკეში ჩემი ანარეკლი დაინახა და გაიღიმა.
- ერთი შეხედეთ, ნამდვილ კაპიტოლიუმელს არ დამსგავსებია?!
66
უფრო ახლოს მივედი მასთან. თითებით კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევს შევე-
ხე.
- დიახ, გულსაბნევიც კი უკვე კაპიტოლიუმურს ჰგავს. შენი წყალობით,
კაჭკაჭჯაფარაც მოდურად იქცა. იქნებ უკან დაგიბრუნო? - ვკითხე მეჯს.
- რა სისულელეა, ეს ხომ გაჩუქე, - მიპასუხა მეჯმა და თმა ოქროსფერი
ბაფთით შეიკრა.
- სულ მინდოდა გამეგო, საიდან მოიტანე?
- დეიდაჩემისა იყო, - მითხრა მეჯმა, - თუმცა, დიდი ხანია, ჩვენთან ინახე-
ბა.
- კაჭკაჭჯაფარა - უცნაური არჩევანია, - ვთქვი მე, - მით უმეტეს მას შემ-
დეგ, რაც იმ აჯანყების დროს ყბედმა ჯაფარებმა მოიმოქმედეს...
ყბედი ჯაფარები კაპიტოლიუმმა ხელოვნურად გამოიყვანა. ამ გენეტიკუ-
რად გაუმჯობესებულ მამალ ფრინველებს რაიონებში საჯაშუშოდ იყენებ-
დნენ. გრძელი წინადადების დამახსოვრებისა და გამეორების უნარის მქონე
ყბედ ჯაფარებს იმ რეგიონებში გზავნიდნენ, სადაც კაპიტოლიუმის მტრების
სამალავები ეგულებოდათ, რათა მათი საიდუმლო საუბრები მოესმინათ.
აჯანყებულებმა ამის შესახებ შეიტყვეს და ყბედი ჯაფარების გასაგონად ტყუ-
ილების ლაპარაკი დაიწყეს. კაპიტოლიუმმა მარცხი განიცადა და უსარგებ-
ლო ყბედი ჯაფარები ბუნებაში გაუშვეს, თავისით გადაშენდებიანო. თუმცა,
მამალი ყბედი ჯაფარები დედალ კაჭკაჭებს შეუწყვილდნენ და სრულიად
ახალ ჯიშს, კაჭკაჭჯაფარებს დაუდეს სათავე.
- კაჭკაჭჯაფარა ვინმეს იარაღი არასდროს ყოფილა, - შემეპასუხა მეჯი, -
ისინი მხოლოდ მგალობელი ჩიტები არიან.
- ჰო, ალბათ, - ვთქვი მე. მაგრამ კაჭკაჭჯაფარა უბრალო მგალობელი
ჩიტი არაა. ეს არსება კაპიტოლიუმს არ შეუქმნია. არც ისინი ელოდნენ, რომ
ხელოვნურად გამოყვანილი მამალი ყბედი ჯაფარები ველურ გარემოს შე-
ეგუებოდნენ, სხვა ჩიტებს შეუწყვილდებოდნენ და შთამომავლებისთვის თა-
ვიანთი გენეტიკური კოდის გადაცემით, ფრინველის ახალ ფორმას წარმოქ-
მნიდნენ.
აი, ახლა თოვლში მივაბიჯებ, ჩემ გარშემო ხის ტოტებზე კი კაჭკაჭჯაფა-
რები ფრთხიალებენ. სხვა ჩიტების გალობას უსმენენ, მათ ჰბაძავენ და სრუ-
ლიად სხვაგვარ მელოდიად გარდაქმნიან. როგორც ყოველთვის, ახლაც
მათი ხმის გაგონებაზე რუზე ვფიქრობ. მახსენდება მატარებელში ნანახი
67
სიზმარი. რუ კაჭკაჭჯაფარას ფორმით გამომეცხადა. ნეტა არ გამღვიძებოდა
და ბოლომდე გავყოლოდი, რომ გამეგო, საით მივყავდი.
ტბამდე უდავოდ შორია. თუ საერთოდ გამომყვება, გეილს დიდი ძალის
დახარჯვა მოუწევს, რაც ნადირობისას გამოადგებოდა. მერის სახლში გა-
მართულ ვახშამზე გეილი არ მოვიდა, არადა, მისი ოჯახის სხვა წევრები იყ-
ვნენ. ჰეიზელმა თქვა, გეილი ავად არის და შინ ამიტომ დარჩაო, მაგრამ აშ-
კარად იცრუა. არც მოსავლის აღების ფესტივალს დასწრებია. ვიკმა მით-
ხრა, სანადიროდ წავიდაო. ეს კი ნამდვილად არ ჰგავდა სიცრუეს.
ორიოდ საათის შემდეგ ტბის პირას მდგარ სახლთან მივდივარ. ისე, სახ-
ლი გადაჭარბებული ნათქვამია. ერთოთახიანი სადგომი უფროა. მამაჩემის
აზრით, უწინ აქ ბევრი ასეთი შენობა უნდა ყოფილიყო - ზოგიერთის საძირ-
კველი დღესაც ჩანს - ხალხი ტბასთან სათევზაოდ და გასართობად მოდი-
ოდა. ამ სახლმა სხვებზე დიდხანს გაძლო, რადგან მისი იატაკი, ჭერი და სა-
ხურავი ბეტონისაა. ოთხი მინის ფანჯრიდან მხოლოდ ერთი გადარჩენილა,
ისიც მორყეული და გაყვითლებული. ელექტრო და წყალგაყვანილობა სახ-
ლში არ არის. სამაგიეროდ, არის კერა და კუთხეში წლების წინ ჩემი და მა-
მაჩემის მიერ შეგროვილი შეშა ყრია. ცეცხლს თამამად ვანთებ, რადგან ისე-
თი ნისლია, არა მგონია, შორიდან კვამლი ვინმემ შეამჩნიოს. სანამ კერა
გახურდება, ფანჯრის რაფებზე დახვავებულ თოვლს ვყრი ხის ფოცხით, რო-
მელიც მამაჩემმა დამიმზადა, რვა წლის რომ ვიყავი და აქ სახლობანას
ვთამაშობდი. მერე კერას ვეფიცხები და გეილს ველოდები.
ჩემდა გასაკვირად, გეილი ძალიან მალე მოდის. მხარზე მშვილდი მოუგ-
დია, ქამარზე გზაში მოკლული ინდაური ჰკიდია. ზღურბლთან ჩერდება,
თითქოს ვერ გადაუწყვეტია, შემოვიდეს თუ არა. ხელში გაუხსნელი ტყავის
ჩანთა, მათარა და ცინას ხელთათმანები უჭირავს. ჩემზე გაბრაზებულია და
ამ საჩუქრების მიღება არ უნდა. ზუსტად ვიცი, ახლა თავს როგორ გრძნობს.
განა დედაჩემს მეც ასე არ ვექცეოდი?
თვალებში ვუყურებ. საკმაოდ ფიცხია და ვერ მალავს იმ ტკივილსა და
მრისხანებას, პიტასთან ჩემი ნიშნობის გამო რომ დაუფლებია. ეს შეხვედრა
ჩემი ბოლო შანსია, რომ გეილი სამუდამოდ არ დავკარგო. საათობითაც
რომ ველაპარაკო, რამდენიც უნდა ავუხსნა, შეიძლება მაინც უარმყოს, ამი-
ტომ პირდაპირ თავის მართლებაზე გადავდივარ:
- პრეზიდენტი სნოუ დამემუქრა, გეილს მოვკლავო.
68
გეილი ოდნავ სწევს წარბებს, თუმცა, მის სახეზე არც შიში იკითხება და
არც გაკვირვება.
- მეტს არავისო?
- ოფიციალურის სია არ მოუცია, მაგრამ დიდი შანსია, რომ იმ სიაში ორი-
ვეს ოჯახის წევრები ეწეროს.
ეს სიტყვები მოქმედებს. გეილი შიგნით შემოდის, კერასთან ცუცქდება და
ხელებს ითბობს.
- ან არადა, რაო?
- ან არადა, უკვე აღარაფერი.
რა თქმა უნდა, პასუხი გაურკვეველია, მაგრამ არც კი ვიცი, სხვანაირად
როგორ ვუთხრა. ჰოდა, მეც უხმოდ ვზივარ და კერას ვუბღვერ.
ერთი წუთის შემდეგ გეილი სიჩუმეს არღვევს:
- გმადლობ, გაფრთხილებისთვის.
მისკენ ვტრიალდები, რომ დავუყვირო, მაგრამ მის ეშმაკურად მოელვა-
რე თვალებს ვხედავ და ჩემდა უნებურად, მეღიმება. რა დროს სიცილია,
მაგრამ ამ მძიმე სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება რას გვიშველის?! ნების-
მიერ შემთხვევაში, განადგურება გვემუქრება.
- სხვათა შორის, გეგმა მაქვს, - ვეუბნები გეილს.
- ჰო, ალბათ გასაოცარი გეგმა, - ხელთათმანებს კალთაში მიგდებს, - გა-
მომართვი, შენი საქმროს ძველი ხელთათმანები არაფერში მჭირდება.
- პიტა ჩემი საქმრო არ არის, ეს ყველაფერი სპექტაკლია. ხელთათმანე-
ბი კი ცინასი იყო და არა - პიტასი.
- მაშინ დამიბრუნე, - გეილი ხელთათმანებს იკეთებს, თითებს ამოძრავებს
და თავს მოწონებით იქნევს, - გაყინული ხელებით მაინც არ მოვკვდები.
- ოპტიმიზმიც ამას ჰქვია. თუმცა, შენ ხომ არ იცი, სინამდვილეში რა მოხ-
და.
- მაშინ მომიყევი.
სულ თავიდან ვიწყებ, იმ ღამიდან, როცა მე და პიტას შიმშილის თამაშე-
ბის გამარჯვებულის გვირგვინები დაგვადგეს თავზე, ხოლო ჰეიმიჩმა გამაფ-
რთხილა, კაპიტოლიუმი შენზე განრისხებულიაო. ვუყვები, რა მოუსვენრად
ვგრძნობდი თავს შინ დაბრუნების შემდეგაც; როგორ მესტუმრა და დამემუქ-
რა პრეზიდენტი სნოუ; როგორ დახოცეს ხალხი მე-11 რაიონში; სასოწარ-
კვეთილებმა სულ ბოლო მომენტში როგორ გადავწყვიტეთ, სახალხოდ გა-
69
მოგვეცხადებინა ნიშნობის ამბავი, მაგრამ პრეზიდენტმა სნოუმ ცხადად მიმა-
ნიშნა, ეს არ კმარაო. და აი, ამიტომაც მგონია, რომ ყველაფრისთვის პასუხს
მომთხოვენ.
გეილი ყურადღებით მისმენს, ერთხელაც არ მაწყვეტინებს. სანამ მე ვლა-
პარაკობ, ხელთათმანებს იხსნის და ტყავის ჩანთიდან საჭმელს ალაგებს.
პურს და ყველს ბრაწავს, ვაშლს თლის, წაბლს შესაწვავად ნაკვერჩხალში
ყრის. თვალს ვერ ვაშორებ მის ნაიარევ, მაგრამ მოქნილ თითებს (ჩემებიც
ასეთი იყო, სანამ კაპიტოლიუმში ოპერაციას გამიკეთებდნენ და კანს განმი-
ახლებდნენ), მის მარჯვე და ღონიერ ხელებს, რომლებსაც მაღაროში ქვა-
ნახშირის მოპოვებაც შეუძლიათ და შეუმჩნეველი მახის დაგებაც. ხელებს,
რომლებსაც ვენდობი.
სანამ ტურნედან შინ დაბრუნების ამბავსაც მოვყვები, სულის მოსათქმე-
ლად მათარიდან ჩაის ვსვამ.
- ჰო, მაგრად კი აგირევ-დაგირევიათ საქმე, - ამბობს გეილი.
- მოიცა, არ დამიმთავრებია.
- ჯერჯერობით ესეც საკმარისია. მოდი, წინ გადავხტეთ და შენი გეგმა მო-
ვისმინოთ.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვამბობ:
- უნდა გავიქცეთ.
- რაა? - ყურს არ უჯერებს გაოცებული გეილი.
- ტყეში უნდა გავიქცეთ.
მის სახეზე რამის ამოკითხვა შეუძლებელია. იმის მოლოდინში, რომ დამ-
ცინებს, ეს სისულელე რამ გაფიქრებინაო, განაწყენებული ვდგები და მას-
თან საკამათოდ ვემზადები:
- თვითონ არ ამბობდი, ჩვენ ეს შეგვიძლიაო? იმ დილით, მკის დღეს, ხომ
თქვი...
გეილიც დგება და უეცრად მიწას ვწყდები. ჩემ გარშემო ოთახი ტრია-
ლებს. თავის შესამაგრებლად ხელებს გეილს მხრებზე ვაწყობ. ბედნიერი
გეილი იცინის.
- დამსვი! - სიცილით ვაპროტესტებ მეც.
გეილი ძირს მსვამს, მაგრამ ხელს არ მიშვებს.
- კარგი, გავიქცეთ.

70
- მართლა? ანუ, არ ფიქრობ, რომ შევიშალე? გამომყვები? - ჩემი მხრე-
ბიდან მძიმე ტვირთმა თითქოს გეილის მხრებზე გადაინაცვლა.
- არა, არ მგონია, რომ შეიშალე და, დიახ, გამოგყვები, - ვგრძნობ, რომ
არ მატყუებს, ეს მთელი გულით სურს, - ჩვენ ეს შეგვიძლია. ვიცი, რომ შეგ-
ვიძლია. მოვცილდეთ აქაურობას და უკან ნუღარასდროს დავბრუნდებით!
- დარწმუნებული ხარ? ხომ იცი, ეს ადვილი არ იქნება. ბავშვების წაყვა-
ნაც მოგვიწევს. არ მინდა, ათი კილომეტრის გავლის შემდეგ, უცებ...
- დარწმუნებული ვარ. ასივე პროცენტით, - გეილი თავს ჩემკენ ხრის,
შუბლს შუბლზე მადებს და თავისკენ მიზიდავს. მისი კანი, მისი სხეული გახუ-
რებულა და თვალდახუჭული ამ სიმხურვალით ვთბები. ხარბად ვისუნთქავ
წყლით გაჟღენთილი ტყავის, კვამლისა და ვაშლის სუნს, ზამთრის სუნს,
რომელსაც შიმშილის თამაშებამდე ასე ჩვეული ვიყავი. მისგან თავის გათა-
ვისუფლებას არ ვცდილობ. ან რატომ უნდა ვცდილობდე?
- მიყვარხარ, - ჩურჩულით მეუბნება გეილი.
აი, რატომ.
ყოველთვის ასე მოულოდნელად და სწრაფად რატომ ხდება ყველაფე-
რი? წინასწარ რატომ ვერასდროს ვხვდები? წამის წინ გაქცევის გეგმას ვაწ-
ყობდით, მეორე წამს კი...
და ვპასუხობ პირველივე სისულელეს, რაც თავში აზრად მომდის:
- ვიცი.
საშინელებაა. ისე ჟღერს, თითქოს ვეუბნები, ვიცი, რომ სხვანაირად არ
შეგიძლია, უნდა გიყვარდე, მაგრამ ჩემგანაც იმავეს ნუ ელი-მეთქი.
გეილი ერთი ნაბიჯით უკან იხევს, მაგრამ მე ხელს არ ვუშვებ.
- ვიცი! და შენ... კარგად იცი, ჩემთვის რასაც ნიშნავ.
ეს არ კმარა. გეილი ხელიდან მისხლტება.
- გეილ, ამწუთას არავის შეყვარება არ შემიძლია. მას შემდეგ, რაც მკის
დღეს პრიმის სახელი ამოიკითხეს, ყოველ დღეს, ყოველ წუთს შიშში ვატა-
რებ. შიშის გარდა ახლა ჩემს ცხოვრებაში არც ერთი გრძნობის ადგილი არ
არის. როგორმე საფრთხეს თავს რომ დავაღწევთ, იქნებ ყველაფერი შეიც-
ვალოს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
გეილი იმედგაცრუების დამალვას ცდილობს.
- კარგი, გავიქცეთ და ვნახოთ, - და კერისკენ ტრიალდება. წაბლები უკვე
შეიწვა და მათ გაფცქვნას იწყებს, - დედაჩემის დათანხმება მოგვიწევს.
71
მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ გეილი წამოსვლას არ გადაიფიქრებს. თუმ-
ცა, ბედნიერების შეგრძნება გაქრა და ოთახში მხოლოდ დაძაბულობა დარ-
ჩა.
- დედაჩემისაც. როგორმე უნდა დავარწმუნო, რომ ასე აჯობებს. მივახ-
ვედრებ, რომ სხვანაირად ვერ გადავრჩებით.
- დედაშენი ყველაფერს მიხვდება. მასთან და პრიმთან ერთად ხშირად
ვუყურებდი შიმშილის თამაშებს. შენ უარს არ გეტყვის, - ამბობს გეილი.
- იმედია, - რამდენიმე წამში ოთახში ტემპერატურა თითქოს რამდენიმე
გრადუსით დაეცა, - მთავარი პრობლემა ჰეიმიჩია.
- ჰეიმიჩი? - გეილი წაბლებს თავს ანებებს, - მის წამოყვანასაც აპირებ?
- მომიწევს, გეილ. მას და პიტას ვერ დავტოვებ, რადგან... - გეილი იღუ-
შება და აზრს ვეღარ ვასრულებ, - რა?
- მაპატიე. არ ვიცოდი, ამდენი თუ ვიქნებოდით, - მკვახედ მპასუხობს ის.
- ხომ იცი, ორივეს სასტიკი წამებით დახოცავენ, თუ ჩვენს სამალავს არ
გასცემენ.
- პიტას ოჯახზე რას იტყვი? ისინი არასდროს დაგვთანხმდებიან. შეიძლე-
ბა, დაგვაბეზღონ კიდეც. იმედია, ეგ ბიჭი მაგდენს მაინც მიხვდება. ჰოდა,
თვითონაც დარჩენა რომ გადაწყვიტოს?
ვცდილობ, უემოციოდ ვუპასუხო, მაგრამ ხმა მებზარება:
- მაშინ დარჩება და ეგაა.
- მის გარეშე გაიქცევი? - მეკითხება გეილი.
- დედაჩემისა და პრიმის გადასარჩენად მომიწევს, - მაგრამ პიტას მაინც
დავარწმუნებ, რომ გამოგვყვეს.
- ჩემზე რას იტყვი, უჩემოდ წახვალ? - გეილი გაქვავებული სახით მიყუ-
რებს, - დავუშვათ, დედაჩემი ბავშვების უღრან ტყეში წაყვანაზე ვერ დავი-
თანხმო? მე დამტოვებ?
- ჰეიზელი უარს არ იტყვის. ჭკვიანი ქალია და მიხვდება, რომ ასე ჯობია.
- და მაინც, რომ ვერ მიხვდეს? მაშინ რას იზამ, ქეთნის? - არ მეშვება გე-
ილი.
- მაშინ ძალით წამოიყვან, გეილ. გგონია ამ ყველაფერს ვიგონებ? - გაბ-
რაზებული ხმას ვიმაღლებ.
- არ ვიცი. იქნებ პრეზიდენტი მხოლოდ შენით მანიპულირებას ცდილობს.
ბოლოს და ბოლოს, ქორწილს თვითონ გიხდით. თავადაც ნახე, კაპიტოლი-
72
უმში თქვენს ნიშნობას ხალხი როგორ შეხვდა. არა მგონია, პრეზიდენტმა
შენი ან პიტას მოკვლა გაბედოს. კაპიტოლიუმელები ამას არ აპატიებენ, -
ამბობს გეილი.
- არა მგონია, პრეზიდენტს ჩვენი საქორწინო ტორტისთვის ეცალოს, რო-
ცა მე-8 რაიონში ხალხი აჯანყდა.
მაშინვე ვნანობ, რომ ეს სიტყვები წამომცდა. გეილი უმალ იცვლება - ნაც-
რისფერი თვალები უკაშკაშებს და ღაწვები უწითლდება.
- მე-8 რაიონი აჯანყდა? - ჩუმად მეკითხება.
- მთლად აჯანყებას ვერ დავარქმევ, - უკან ვიხევ, რომ გეილი დავაშოშმი-
ნო, - ხალხი მღელვარებამ მოიცვა და ქუჩაში გამოვიდა...
- რა ნახე? - მხრებში ხელებს მავლებს გეილი.
- მე თვითონ არაფერი მინახავს, მხოლოდ ყური მოვკარი, - როგორც
ყოველთვის, შეცდომის გამოსწორება უკვე დაგვიანებულია. ვნებდები და გე-
ილს ყველაფერს ვუყვები: - მერის ტელევიზორში ვნახე ის, რაც არ უნდა მე-
ნახა. ქუჩაში ხალხი დარბოდა, სახლებს ცეცხლი ეკიდა, მშვიდობისმყოფე-
ლები ყველას ესროდნენ, მაგრამ ხალხი მაინც იბრძოდა... - ტუჩს ვიკვნეტ,
სცენის აღწერას ვწყვეტ და ნაცვლად იმას ვამბობ, რაც ამდენი ხანია გულს
მიღრღნის: - ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, გეილ. იმის შედეგია, რაც არენა-
ზე ჩავიდინე. ის კენკრა რომ მეჭამა და თავი მომეკლა, არაფერი მოხდებო-
და. პიტა შინ დაბრუნდებოდა და უზრუნველად იცხოვრებდა, სხვებიც უსაფ-
რთხოდ იქნებოდნენ.
- უსაფრთხოდ? - ხმას არბილებს გეილი, - რისთვის სჭირდებათ ასეთი
უსაფრთხოება? რომ იშიმშილონ? მონებივით იმუშაონ? შვილები სასიკვდი-
ლო თამაშებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნონ? შენ ხალხისთვის
არაფერი დაგიშავებია, პირიქით, მათ შანსი მიეცი. იმედია, გამბედაობა ეყო-
ფათ და ამ შანსს გამოიყენებენ. მაღაროში უკვე ბევრი საუბრობს ამაზე.
ხალხი ბრძოლისთვის მზადაა. ვერ ხედავ? ეს უკვე დაიწყო. როგორც იქნა,
ხალხი საბრძოლველად განეწყო. თუ მე-8 რაიონში აჯანყდნენ,
აქ რატომ არ შეიძლება? ყველა უნდა აჯანყდეს. როგორც იქნა, დადგა
დრო, როგორც იქნა, გავთავისუფლდებით...
- გაჩუმდი! არც კი იცი, რას ამბობ. ხომ არ გგონია, რომ სხვა რაიონებშიც
დარიუსისა და ქრეისნაირი მშვიდობისმყოფელები ჰყავთ?! მათთვის რაი-
ონის მოსახლეობის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს.
73
- ამიტომ ჩვენც უნდა ჩავერთოთ ბრძოლაში! - მკაცრად ამბობს გეილი.
- არა, სანამ ჩვენც დავუხოცივართ, აქედან უნდა გავიქცეთ! - თავს ვეღარ
ვიკავებ და ვყვირი. როგორ ვერ ხვდება იმას, რაც ცხადზე უცხადესია.
გეილი უხეშად მიშორებს თავიდან.
- მაშინ წადი. მე არასდროს გავიქცევი.
- აქამდე სიხარულით მომყვებოდი. ვერ გამიგია, რატომაა მე-8 რაი-
ონელთა აჯანყება ჩვენს წასვლაზე მნიშვნელოვანი? უბრალოდ, იმიტომ
ბრაზობ, რომ... - არა, არ მინდა პიტას ხსენებით კიდევ უფრო გავახელო, -
შენს ოჯახს რას უპირებ?
- სხვების ოჯახებს რას უპირებ, ქეთნის? იმ ოჯახებს, რომლებიც ვერსად
გაიქცევიან? ნუთუ ვერ ხვდები, საქმე უკვე მხოლოდ ჩვენს გადარჩენას რომ
აღარ ეხება? არადა, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია, - გეილი თავს აქ-
ნევს და ცინას ხელთათმანებს ფეხებთან ზიზღით მიყრის: - გადავიფიქრე,
კაპიტოლიუმური არაფერი მინდა, - და მიდის.
ხელთათმანებს დავყურებ. კაპიტოლიუმურიო? ეს ჩემზე თქვა? მაშ, ფიქ-
რობს, რომ მეც კაპიტოლიუმური პროდუქტი ვარ, რომლის შეხებაც ეზიზღე-
ბა? მისი უსამართლობისგან გული მიდუღს. თუმცა, მრისხანებას თან ახლავს
შიში იმისა, რომ გეილმა შეიძლება რამე უგუნურება ჩაიდინოს.
კერის წინ ვჯდები. ვცდილობ, მოხერხებულად მოვეწყო და მომდევნო
სვლა მოვიფიქრო. თავს იმით ვიწყნარებ, რომ აჯანყება ერთ დღეში ვერ
დაიწყება. გეილი მაღაროელებს ხვალამდე ვერ ნახავს. მანამდე როგორმე
ჰეიზელთან დალაპარაკება უნდა მოვასწრო, რომ გეილი გონზე მოიყვანოს.
თუმცა, ახლა ვერ წავალ. გეილი თუ სახლშია, შინ არ შემიშვებს. გვიან ღა-
მით მივიპარები, როცა დაიძინებს... ჰეიზელი შუაღამემდე არ წვება ხოლმე,
სარეცხს რეცხავს. ფანჯარაზე მივუკაკუნებ და ავუხსნი, რა მდგომარეობაშიც
ვართ. ვთხოვ, გეილს რამე სისულელე არ ჩაადენინოს.
პრეზიდენტ სნოუსთან საუბარი მახსენდება.
- ჩემი მრჩევლები თქვენზე შიშობდნენ, პრობლემებს შეგვიქმნისო. იმე-
დია, მართლა პრობლემების შექმნას არ აპირებთ!
- არა.
- მეც ასე მგონია. მრჩევლებს ვუთხარი, გოგონა, რომელმაც სიცოცხლის
შესანარჩუნებლად ამდენი გაიღო, მას არაფრის ფასად აღარ დათმობს-მეთ-
ქი.
74
ჰეიზელმა იმდენი იშრომა და იწვალა, რომ შვილები გადაერჩინა. იმე-
დია, მხარს დამიჭერს. თუ არა?
უკვე შუადღეა. ზამთარში დღეები მოკლეა. დაბნელების შემდეგ ტყეში
ყოფნას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს არ ემალები.
მინავლებულ ცეცხლს ფეხით ვაქრობ, საჭმლის ნარჩენებს ვკრეფ და ცი-
ნას ხელთათმანებს ქამარში ვიჩრი. ცოტა ხანს შევინახავ, იქნებ გეილს გუ-
ლი მოუბრუნდეს და ისევ გამომართვას. მახსენდება მისი სახე, როცა ხელ-
თათმანები ფეხთან დამიყარა. ისეთი ზიზღით მიყურებდა...
ჯერ კიდევ დღეა, როცა ჩემს ძველ სახლში შევდივარ. გეილთან საუბარი
არ გამომივიდა, მაგრამ მე-12 რაიონიდან გაქცევა მაინც არ გადამიფიქრე-
ბია. ახლა პიტა უნდა ვიპოვო. ის ტურნეშიც ჩემთან ერთად იყო და მშვიდო-
ბისმყოფელთა სისასტიკეც თავისი თვალით იხილა. იმედია, მას გეილზე უფ-
რო ადვილად დავითანხმებ.
პიტას გამარჯვებულის სოფლის პირას ვხვდები.
- ნადირობდი? - მეკითხება პიტა და ზედვე ეტყობა, რომ ეს არ მოსწონს.
- ვერ ვიტყვი, რომ ვნადირობდი. შინ მიდიხარ?
- ჰო. ოჯახთან ერთად ვსადილობ.
- ცოტას გაგაცილებ.
გამარჯვებულის სოფლიდან მთავარ მოედნამდე მიმავალი გზით თით-
ქმის არავინ სარგებლობს. აქ თავისუფლად შეგვიძლია დავილაპარაკოთ.
თუმცა, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ. გეილმა ჩემი შეთავაზება არ მი-
იღო. დამსკდარი ტუჩის კვნეტას განვაგრძობ. მოედანი თანდათან ახლოვ-
დება. სხვა დროს შეიძლება ამის საშუალება აღარ მომეცეს. ამიტომ მხნე-
ობას ვიკრებ და შეუჩერებლივ ვაყრი:
- პიტა, რომ გთხოვო, მე-12 რაიონიდან ერთად გავიქცეთ-მეთქი, გამომ-
ყვები?
პიტა მკლავზე ხელს მავლებს და მაჩერებს. არც კი მიყურებს, ისედაც
ხვდება, რომ არ ვეხუმრები.
- გააჩნია, ამას რატომ მთხოვ.
- პრეზიდენტი სნოუ ჩემით უკმაყოფილოა. მე-8 რაიონი აჯანყდა. აქედან
უნდა გავიქცეთ.
- მხოლოდ მე და შენ? თუ კიდევ სხვებიც უნდა გაიქცნენ?

75
- ჩემი ოჯახის წევრები. შენი ოჯახიც, თუ გაქცევას მოინდომებენ. ალბათ
ჰეიმიჩიც.
- და გეილი? - მეკითხება პიტა.
- არ ვიცი. იმას სხვა გეგმები აქვს.
- ჰო, აბა, რა, - პიტა თავს გამკიცხავად აქნევს. მერე სევდიანად მიღიმის,
- კი, ქეთნის გამოგყვები.
- მართლა? - იმედის ნაპერწკალი მიჩნდება გულში.
- მართლა. მე კი გამოგყვები, ქეთნის, მაგრამ არ მჯერა, რომ შენ გაიქცე-
ვი, - ამბობს პიტა.
მე ხელს ვითავისუფლებ.
- მაშინ კარგად არ გცნობივარ. ყოველ წუთს მზად იყავი, - ვეუბნები და
მივდივარ. პიტა მომდევს და ჩემს შეჩერებას ცდილობს, მაგრამ მე არ ვჩერ-
დები. შეიძლება ჩემი ჩანაფიქრი არ მოსწონს, მაგრამ ურჩევნია, შეეგუოს,
რადგან მე სხვა გეგმა არ მაქვს.
- ქეთნის, მოიცა! - ბოლოს და ბოლოს, ჭუჭყიან, გაყინულ თოვლის გუნ-
დას ვურტყამ წიხლს და ვჩერდები, - თუ გინდა, მართლა გამოგყვები. ოღო-
ნდ, მოდი, ჯერ ჰეიმიჩსაც ვკითხოთ. დავრწმუნდეთ, რომ ამით სხვების
მდგომარეობას არ დავამძიმებთ... - უცებ გამაფრთხილებლად სწევს ხელს,
- ეს რა არის?
ფიქრებში ჩაფლულს, მოედნიდან მომავალი უცნაური ხმაური არ გამიგო-
ნია - სტვენა, დარტყმის ხმა და ბრბოს ოხვრა.
- წამოდი, - სახე უჩვეულოდ უმკაცრდება პიტას.
მოედანზე იმდენი ხალხია შეკრებილი, არაფერი ჩანს. პიტა ტკბილეულის
მაღაზიის წინ ყუთზე ადის და ხელს მიწვდის, რომ მეც ავიდე. სანამ ყუთზე
ფეხს შევდგამდე, პიტა მაჩერებს.
- ჩადი. წავიდეთ აქედან! - ჩურჩულით მეუბნება, მაგრამ მის ხმაში დაძაბუ-
ლობა იგრძნობა.
- რა ხდება? - მე მაინც ყუთზე ასვლას ვცდილობ.
- შინ წადი, ქეთნის! ერთ წუთში მეც მანდ ვიქნები, გეფიცები!
აშკარად რაღაც საშინელება ხდება. პიტას ვუსხლტები და ბრბოში მივიკ-
ვლევ გზას. ხალხი მამჩნევს, მცნობს და პანიკაში ვარდება. უკან მაწვებიან.
ჩურჩულით მაფრთხილებენ:
- წადი აქედან, გოგო.
76
- შენი გამოჩენა უარესია.
- გინდა, რომ მოკლან?
მაგრამ გული ისე ძლიერად მიცემს, რომ ჩემი გულის ბაგაბუგში მათი
ნათქვამი წესიერად აღარც მესმის. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოედნის შუ-
აგულში ისეთი რამ ხდება, რაც აუცილებლად უნდა ვნახო. როგორც იქნა,
ხალხის ნაკადს თავს ვაღწევ და ვხედავ, რომ არ შევმცდარვარ.
გეილი მაჯებით ხის ბოძზე მიუბამთ, ტყეში მოკლული ინდაური კი მის ზე-
მოთ ლურსმნით მიუჭედებიათ. გეილის ქურთუკი ძირს გდია, პერანგი ტანზე
შემოუხევიათ. უგონოდ გდია, მუხლებზე. ზურგი ერთიანად დასერილი და
სისხლიანი აქვს.
მის გვერდით ვიღაც კაცი დგას. მშვიდობისმყოფელთა მეთაურის ფორმა-
ში გამოწყობილა, მაგრამ ეს ქრეი არ არის; მაღალი, დაკუნთული კაცია,
რომელსაც ნაკეცებიანი შარვალი აცვია.
კაცი ხელახლა იქნევს მათრახს.

8.

- არა! - ვყვირი და წინ გავრბივარ.


მოქნეული ხელის შეჩერება უკვე გვიანია და არც იმის ძალა მაქვს, რომ
შევაკავო. ამიტომ ხელებგაშლილი ვეფარები გეილის დასახიჩრებულ ტანს.
მათრახი მთელი ძალით მხვდება სახეში და ტკივილისგან თვალთ მიბნელ-
დება. მუხლებზე ვეცემი. ცალ ხელს ინსტინქტურად ლოყაზე ვიდებ, მეორით
მიწას ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე. - უკვე ვგრძნობ, როგორ მისივდება
თვალი. მიწაზე ქვები გეილის სისხლითაა მოთხვრილი. ჰაერიც კი სისხლის
სუნითაა გაჟღენთილი.
- შეჩერდით! შემოგაკვდებათ! - ვკივი მე.
უცნობი მშვიდობისმყოფელი მკაცრი სახით დამყურებს. ჭაღარა თმა თით-
ქმის სულ გადაუპარსავს; თვალები ისეთი შავი აქვს, ცარიელი გუგებიღა
ჩანს; გრძელი, სწორი ცხვირი ყინვისგან გასწითლებია. ჩემთვის თვალის
მოუშორებლად კიდევ ერთხელ იქნევს ღონიერ ხელს. ხელი ინსტინქტურად
მხრისკენ მიმაქვს, მაგრამ, რასაკვირველია, იქ ისარი არ მხვდება. მორიგი
დარტყმის მოლოდინში კრიჭას ვკრავ.
77
- შეჩერდი! - ღრიალებს ვიღაც. ჩვენკენ მობანცალე ჰეიმიჩს მიწაზე დაგ-
დებული მშვიდობისმყოფელი ებლანდება ფეხში. ეს დარიუსია, რომელსაც
შუბლზე დიდი კოპი აზის. უგონოდ გდია, მაგრამ სუნთქავს. რა მოხდა? ჩე-
მამდე მანაც სცადა გეილის დახმარება?
ჰეიმიჩი დარიუსს ყურადღებას არ აქცევს, მე მეხმარება წამოდგომაში.
- დიდებულია! - ნიკაპქვეშ მკიდებს ხელს და თავს მაწევინებს, - მომდევ-
ნო კვირას საქორწინო კაბაში გამოწყობილს უნდა ეპოზიორა ფოტოკამერე-
ბის წინ. ახლა მის სტილისტს რა ვუთხრა?
მათრახიანი კაცი უფრო ყურადღებით მაკვირდება. რა გასაკვირია, უმაკი-
აჟო, სიცივით აკანკალებული და ქურთუკში ნაწნავჩაყოლებული შიმშილის
თამაშების ბოლო გამარჯვებული რომ არ ეცნობა. თანაც, ნახევარი სახე უკ-
ვე გამისივდა. სამაგიეროდ, ბოლო წლებში ტელევიზორში ჰეიმიჩს ხშირად
აჩვენებენ და მისი დავიწყება ძნელია.
მშვიდობისმყოფელი მათრახს ძირს უშვებს.
- ამ ბიჭმა დანაშაული აღიარა და ვსჯიდი, ამ გოგომ კი ხელი შემიშალა, -
უცხო აქცენტით ბრაზიანად ეპასუხება კაცი.
ნეტა სადაურია? მე-11 რაიონელი? იქნებ მე-3 რაიონიდან ჩამოვიდა? ან
სულაც კაპიტოლიუმიდან?
- ფეხებზე მკიდია, გინდაც მართლმსაჯულების სახლი აეფეთქებინა! შეხე-
დე მის ლოყას! როგორ გგონია, ერთ კვირაში შეუხორცდება? - იღრინება
ჰეიმიჩი.
- ეგ ჩემი პრობლემა არ არის, - კვლავ მკაცრად პასუხობს კაცი, თუმცა,
ამჯერად მის ხმაში ეჭვი იგრძნობა.
- არა? მაშინ მალე იქნება, მეგობარო. შინ მისვლისთანვე კაპიტოლიუმში
დავრეკავ, - ამბობს ჰეიმიჩი, - უნდა გავიგო, ვინ მოგცა ჩვენი გამარჯვებუ-
ლის ლამაზი სახის დამახინჯების უფლება?
- ბრაკონიერი დავაკავეთ. ეს გოგო საერთოდ რა შუაში იყო? - ამბობს კა-
ცი.
- ეს ბიჭი მისი ბიძაშვილია, - მეორე მხრიდან პიტა მიდგება და მკლავზე
ნაზად მკიდებს ხელს, - ქეთნისი კი ჩემი საცოლეა. ასე რომ, თუ ამ ბიჭთან
რამე პრეტენზია გაქვთ, ჯერ ჩვენთან მოგიწევთ დაპირისპირება.
ალბათ მართლაც ასეა, მხოლოდ ჩვენ ვართ ის სამნი, ვისაც ამ მშვიდო-
ბისმყოფელთან დაპირისპირება შეუძლია. კი, ეს დროებითია, მალე ჩვენი
78
სითავხედე უკანვე შემოგვიტრიალდება, მაგრამ, ამწუთას მხოლოდ გეილის
გადარჩენაზე ვფიქრობ. ახალი მშვიდობისმყოფელი მის უკან მდგარ დამ-
ხმარე ძალას გასცქერის. ჩემდა საბედნიეროდ, მათ შორის ნაცნობს სახეებს
ვამჩნევ, ძველ მეგობრებს ქურიდან. მათი გამომეტყველებით ვხვდები, რომ
სულაც არ მოსწონთ, რასაც უყურებენ.
ერთ-ერთი ქალი, სახელად პურნია, რომელიც გრისი სისთან სადილობს
ხოლმე, დაძაბული გამოდის წინ.
- ჩემი აზრით, დამნაშავე საკმარისად დაისაჯა, სერ. საჭირო რაოდენობის
დარტყმა მიიღო. თუკი მის სიკვდილით დასჯას აპირებთ, მაშინ ბარემ დავ-
ხვრიტოთ.
- ეს აქაური სტანდარტული პროტოკოლია? - ინტერესდება მშვიდობის-
მყოფელთა მეთაური.
- დიახ, სერ, - პასუხობს პურნია და სხვებიც თავს აქნევენ თანხმობის ნიშ-
ნად. დარწმუნებული ვარ, პროტოკოლი არავინ იცის, რადგან ქურის სტან-
დარტული პროტოკოლით, როცა ვიღაც გარეული ინდაურით გამოჩნდება,
ყველა ერთმანეთს ეცილება მის ყიდვაში.
- მაშ, კარგი. ეგ შენი ბიძაშვილი მომაშორე, გოგო, და თუ გონს მოვა, გა-
აფრთხილე, რომ თუ კიდევ იბრაკონიერებს, პირადად შევკრებ სადამსჯე-
ლო რაზმს, - მშვიდობისმყოფელთა მეთაური ხელისგულზე იფერთხავს
მათრახს და სისხლის წვეთებს სახეში გვაშხეფებს. მერე მათრახის ენას მის
ტარზე ახვევს და მიდის.
დანარჩენი მშვიდობისმყოფელები უწესრიგოდ მისდევენ უკან. რამდენიმე
მათგანს გულწასული დარიუსი აჰყავს ხელში და თან მიათრევს. სანამ წავი-
დოდეს, პურნიას ჩუმად ვეუბნები მადლობას. ის არ მპასუხობს, მაგრამ ვიცი,
რომ გაიგონა.
- გეილ! - აკანკალებული ხელებით ვცდილობ ნასკვის გახსნას. ვიღაც და-
ნას გვაწვდის და პიტა თოკს ჭრის. გეილი ძირს ენარცხება.
- დედაშენთან წავიყვანოთ, - მირჩევს ჰეიმიჩი.
საკაცე არ გვაქვს, მაგრამ ჯიხურში ტანსაცმლის გამყიდველი მოხუცი ქა-
ლისგან დახლის ხის ფიცარს ვყიდულობთ.
- ოღონდ არავის უთხრათ, რომ ჩემგან იყიდეთ, - ფაცხაფუცხით ალაგებს
მოხუცი ქალი გასაყიდ ნივთებს.

79
მოედანი სწრაფად დაცარიელდა. შიშმა თანაგრძნობას სძლია. თუმცა,
მომხდარის მერე ვერავის გავამტყუნებ.
გეილს პირქვე ვაწვენთ. ჩვენთან ერთად გეილის ახლობელი რამდენიმე
მაღაროელი რჩება და ჰეიმიჩს და პიტას საკაცის აწევაში ეხმარებიან.
გოგონა, სახელად ლივი, რომელიც საბადოში ჩემ მეზობლად ცხოვრობ-
და, ხელს მკიდებს. შარშან მის უმცროს ძმას წითელა შეეყარა და დედაჩემმა
უმკურნალა.
- შინ წასვლაში ხომ არ დაგეხმარო? - შეშინებული, მაგრამ მიზანდასახუ-
ლი ნაცრისფერი თვალებით მიყურებს.
- არა, ჩემით წავალ, მაგრამ იქნებ ჰეიზელს შეატყობინო? ჩვენთან გა-
მოგზავნე.
- კარგი, - ამბობს ლივი და მაშინვე ტრიალდება.
- ლივი! - ვაჩერებ, სანამ გაიქცეოდეს, - ბავშვებს ნუ წამოიყვანს.
- ბავშვებთან მე დავრჩები, - მპირდება ლივი.
- გმადლობ, - გეილის ქურთუკს ვიღებ და სხვებს მივდევ.
- ჭრილობაზე თოვლი დაიდე, - მირჩევს ჰეიმიჩი. მუჭით თოვლს ვიღებ
და ლოყაზე ვიდებ. ტკივილი ოდნავ მიყუჩდება. მარცხენა თვალი მეწვის და
ცრემლით მევსება. საღამოს ბინდში იმასღა ვახერხებ, რომ ჭრაჭუნის ხმას
მივყვები. გზადაგზა გეილის მეგობარი მაღაროელებისგან, ბრისტლისა და
ტომისგან ვიგებ, რაც მოხდა. გეილი ქრეისთან მისულა სახლში, რადგან
ქრეი გარეულ ინდაურში კარგ ფულს იხდის. ქრეის ნაცვლად იქ მშვიდობის-
მყოფელთა ეს ახალი მეთაური, რომულუს თრედი დახვედრია. არავინ იცის,
ქრეის რა დაემართა. ამ დილით ჯერაც მეთაურის ფორმაში გამოწყობილს
ქურაში არაყი უყიდია, მაგრამ ახლა ვეღარსად პოულობენ. თრედმა გეილი
მაშინვე დააპატიმრა და გეილმა, რადგან ხელში გარეული ინდაური ეჭირა,
თავი ვეღარაფრით იმართლა. გეილის დანაშაულის ფაქტზე წასწრების შე-
სახებ ხმა სწრაფად გავრცელდა. ის მოედანზე მიათრიეს, საჯაროდ აღიარე-
ბინეს დანაშაული და დაუყოვნებლივ გამათრახება მიუსაჯეს. თითქმის ორ-
მოცჯერ გადაჰკრეს მათრახი. დაახლოებით ოცდამეათე დარტყმაზე გეილს
გონება დაუკარგავს.
- საბედნიეროდ, თან მხოლოდ ერთი ინდაური ჰქონდა, - ამბობს ბრის-
ტლი, - ჩვეული ნადავლით რომ დაბრუნებულიყო, ბევრად უარესად იქნებო-
და საქმე.
80
- თრედს უთხრა, ინდაურს საბადოში გადავეყარე, ღობეზე გადმომძვრა-
ლიყო, და ჯოხით მოვკალიო. ესეც დანაშაულია. კიდევ კარგი, არ იცოდნენ,
ტყეში იარაღით რომ ნადირობს, თორემ ნამდვილად მოკლავდნენ, - ამა-
ტებს ტომი.
- დარიუსს რა დაემართა? - ეკითხება პიტა.
- ოცი დარტყმის შემდეგ დარიუსი ჩაერია, საკმარისიაო. ოღონდ ეს პურ-
ნიასავით თავაზიანად და ოფიციალურად არ გაუკეთებია. თრედს მაჯაზე წა-
ავლო ხელი, თრედმა კი მათრახის ტარი ჩასცხო შუბლში. არც მას ელის
კარგი დღე, - პასუხობს ბრისტლი.
- არა მარტო მას, ჩვენ ყველას, - ამბობს ჰეიმიჩი.
ბარდნის და ეს ხილვადობას უფრო აძნელებს. დანარჩენებს უკან მივყვე-
ბი და თვალებზე მეტად ყურებს ვენდობი. სახლის კარი იღება და დათოვ-
ლილ ბილიკს სინათლის შუქი ეცემა. შინიდან გაუფრთხილებლად წავედი
და დედაჩემი ალბათ მთელი დღეა, ნერვიულობს.
- ახალი მეთაურის ნახელავია, - მოკლედ უხსნის ჰეიმიჩი და თავაზიანად
უკრავს თავს.
დედაჩემი, რომელიც ობობასაც კი ვერ მოკლავს, ჩემ თვალწინ უეცრად
უშიშარ ქალად გარდაიქმნება. ეს ყოველთვის მაოცებს, როცა მასთან მო-
მაკვდავი ადამიანი მოჰყავთ... მგონი, სწორედ ამ დროს აცნობიერებს დედა-
ჩემი საკუთარ დანიშნულებას. წამებში ათავისუფლებს სამზარეულოს მაგი-
დას, ზედ სუფთა ნაჭერს აფენს და გეილს აწვენს. ჩაიდნიდან თბილ წყალს
ჯამში ასხამს და პრიმს წამლების მოტანას ავალებს. პრიმს გამხმარი მცენა-
რეები, სამკურნალო ნაყენები და აფთიაქში ნაყიდი წამლის ქილები მოაქვს.
დედაჩემი წვრილი, მოქნილი თითებით თბილი წყლით სავსე ჯამში გამხმა-
რი მცენარეების ნაფშვენებს ყრის და სამკურნალო ნაყენის რამდენიმე
წვეთს ამატებს. შემდეგ შიგ ტილოს ასველებს და პრიმს ეუბნება, სხვა ნახარ-
ში გაამზადეო.
მერე ჩემკენ იხედება.
- თვალში მოგხვდა?
- არა, მხოლოდ გამისივდა, - ვპასუხობ.
- უფრო მეტი თოვლი დაიდე, - მირჩევს ის და მთელი ყურადღება ისევ
გეილზე გადააქვს.

81
- შეგიძლია გადაარჩინო? - ვეკითხები დედას, რომელიც ტილოს წურავს
და შლის, რომ ცოტათი გააგრილოს.
- ნუ ღელავ, - მამშვიდებს ჰეიმიჩი,
- ქრეიმდე მე-12 რაიონშიც ხშირად ამათრახებდნენ ხალხს. იმათაც დე-
დაშენი მკურნალობდა.
ეს დრო არ მახსოვს - თურმე ქრეიმდეც ყოფილა მშვიდობისმყოფელთა
მეთაური, რომელიც ხალხის გამათრახებას არ ერიდებოდა. მაშინ დედაჩემი
ალბათ ჩემი ხნის იყო და მშობლების აფთიაქში მუშაობდა. ეტყობა, მაშინაც
ჯადოსნური ხელები ჰქონდა.
გეილს დაფლეთილ კანს ნაზად უწმენდს. მობუზული ვდგავარ კუთხეში და
ლამისაა, გული ამერიოს. ლოყაზე მიდებული თოვლი ხელში მადნება და
ჩემს ფერხთით იატაკზე გუბე დგება. პიტა სკამზე მსვამს და ტილოში გახვე-
ულ ახალ თოვლს მაძლევს.
ჰეიმიჩი ბრისტლს და ტომს სახლში გზავნის, წასვლამდე კი ორივეს თი-
თო მონეტას აძლევს.
- არავინ იცის, თქვენს ბრიგადას რა მოუვა.
მაღაროელები ფულს ართმევენ.
ამასობაში ჰეიზელი მოდის. ნერვიულობისგან ერთიანად აჭარხლებულა,
თმაზე თოვლის ფიფქები აყრია. უსიტყვოდ ჯდება მაგიდასთან, გეილის
ხელს იღებს და ტუჩებთან მიაქვს. დედაჩემი არც მას აქცევს ყურადღებას.
მას ახლა მხოლოდ პაციენტი და საკუთარი თავი ახსოვს. ზოგჯერ პრიმსაც
ავალებს რაღაცას. დანარჩენები ვიცდით.
მის გაწაფულ ხელებსაც კი დიდი ხანი სჭირდება ჭრილობის გასაწმენ-
დად, დაფლეთილი კანის მოსაცილებლად, მალამოს წასასმელად და სალ-
ბუნის დასადებად. სისხლის ჩამოწმენდის შემდეგ თითოეული იარა ცხადად
ჩანს და ამის დანახვაზე, იარა ჩემს სახეზე მტკივნეულად ფეთქავს. გონებაში
ამ ტკივილს ვაორმაგებ, ვასამმაგებ... ვაორმოცმაგებ და ვიმედოვნებ, რომ
გეილი კიდევ დიდხანს ვერ მოვა გონს. თუმცა, იმედი მიცრუვდება. როგორც
კი დედაჩემი ბოლო სალბუნს ადებს ჭრილობაზე, მის ტუჩებს კვნესა სწყდე-
ბა. ჰეიზელი თავზე ეფერება და რაღაცას ეჩურჩულება, დედაჩემი და პრიმი
ტკივილგამაყუჩებლების მწირ მარაგში იქექებიან. მსგავსი წამლები ძნელი
საშოვნელია, მხოლოდ ექიმებს თუ მიუწვდებათ მათზე ხელი. დედაჩემი
ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებლებს ყველაზე მწვავე შემთხვევისთვის ინა-
82
ხავს. მაგრამ რომელია უმწვავესი შემთხვევა? ჩემთვის ყველა ტკივილი ერ-
თნაირია. ეს ტკივილგამაყუჩებლები მე ერთ დღეში დამიმთავრდებოდა,
რადგან არ შემიძლია ვინმეს ტანჯვას ვუყურო. აი, დედაჩემი კი ასეთ ტკი-
ვილგამაყუჩებლებს უფრო ხშირად მომაკვდავებს ასმევს, რომ სიკვდილის-
წინა აგონია შეუმსუბუქოს. რახან გეილი გონს მოდის, დედაჩემი და პრიმი
მისთვის მცენარეულ ნაყენს ამზადებენ და ამას ასმევენ.
- ეს არ კმარა, - ვამბობ მე და ყველა ჩემკენ ტრიალდება, - ეს არ კმარა.
ვიცი, როგორ იტანჯება. ეგ თავის ტკივილსაც ვერ გაუყუჩებს.
- შიგ საძილე სიროფსაც გავურევთ, ქეთნის, და გაუძლებს. ეს ბალახი ან-
თების საწინააღმდეგოა, - მშვიდად მპასუხობს დედა.
- ტკივილგამაყუჩებელი დაალევინე! - ვუყვირი მე, - ახლავე! შენ რა იცი,
გეილი რას გაუძლებს დარას - არა?!
გეილი ჩემი ყვირილის გაგონებაზე ხელს ჩემკენ იშვერს. განძრევისას
სალბუნს ქვემოდან სისხლი ჟონავს. გეილი შესაბრალისად ოხრავს.
- გაიყვანეთ, - ამბობს დედა და ჰეიმიჩს და პიტას ძალით გავყავარ ოთა-
ხიდან, მე კი ხმამაღლა ვილანძღები. სტუმრებისთვის განკუთვნილ ერთ-
ერთ საძინებელში საწოლზე ვაგდივარ და გასივებული თვალიდან ცრემლი
მდის. პიტა ხმადაბლა უყვება ჰეიმიჩს პრეზიდენტ სნოუს უკმაყოფილებასა
და მე-8 რაიონის აჯანყებაზე.
- ქეთნისს უნდა, რომ გავიქცეთ, - ამბობს პიტა. ჰეიმიჩი არაფერს პასუ-
ხობს.
ცოტა ხნის შემდეგ ოთახში დედაჩემი შემოდის და ჩემს ჭრილობას სინ-
ჯავს. მერე ჩემს ხელს იღებს და მეფერება. ჰეიმიჩი წვრილად უყვება, რა შე-
ემთხვა გეილს.
- მაშ ყველაფერი თავიდან იწყება? - ოხრავს დედაჩემი, - უწინდელივით?
- როგორც ჩანს, ასეა, - პასუხობს ჰეიმიჩი, - ვინ იფიქრებდა, რომ ბებერი
ქრეი მოგვენატრებოდა?
ქრეი თავისი ფორმის გამო ისედაც არ უყვარდათ, მაგრამ რაიონში უფ-
რო მეტად იმიტომ სძულდათ, რომ დამშეული ახალგაზრდა ქალების ლო-
გინში შეთრევა უყვარდა. კრიზისულ დღეებში მისი სახლის კართან ღამღა-
მობით ღარიბ-ღატაკი ქალები გროვდებოდნენ იმ იმედით, რომ სხეულს თი-
თო მონეტად გაყიდდნენ და როგორმე ოჯახის გამოსაკვებ ფულს იშოვიდ-

83
ნენ. მამაჩემი რომ დაიღუპა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, თორემ ალბათ მეც
მათ შორის აღმოვჩნდებოდი. ამის ნაცვლად ნადირობა ვისწავლე.
არ ვიცი, დედაჩემი თავიდან დაწყებაში ზუსტად რას გულისხმობს, მაგრამ
განერვიულებულს და ტკივილისგან გაწამებულს ჩაძიების თავი არ მაქვს.
თუმცა, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ვხვდები, რომ ეს მდგომარეობის გაუ-
არესებას ნიშნავს, რადგან როცა სახლის კარზე ზარი რეკავს, ინსტინქტუ-
რად საწოლიდან ვხტები. ასე გვიან ვინ შეიძლება იყოს? მხოლოდ მშვიდო-
ბისმყოფელები.
- გეილს არ გავატან, - ვამბობ მე.
- შეიძლება სულაც შენს წასაყვანად მოვიდნენ, - მახსენებს ჰეიმიჩი.
- ან შენს წასაყვანად.
- ეს ხომ ჩემი სახლი არაა, - ამბობს ჰეიმიჩი, - მაგრამ წავალ, კარს გავა-
ღებ.
- არა, მე გავაღებ, - მშვიდად ამბობს დედაჩემი.
რასაკვირველია, დედაჩემს სხვებიც მივყვებით. ზარი დაჟინებით წკრია-
ლებს. კარს ვაღებთ, მაგრამ მშვიდობისმყოფელების ნაცვლად ერთიანად
დათოვლილი გოგონა გვხვდება. ეს მეჯია. პატარა, სველ მუყაოს კოლოფს
მიწვდის.
- შენი მეგობრისთვის მოვიტანე, - კოლოფში ექვსი ცალი კამკამა სითხით
სავსე ამპულა დევს, - დედაჩემისაა. მითხრა, წაუღეო. გთხოვ, გამომართვი, -
ამბობს მეჯი და სანამ შევაჩერებდეთ, ისევ სიბნელეში ქრება.
- გადარეული, - ბურტყუნებს ჰეიმიჩი, როცა დედაჩემთან ერთად სამზა-
რეულოში შევდივართ.
მართალი ვიყავი, დედაჩემის ნაყენი გეილის ტკივილის გასაყუჩებლად
არ კმარა. გეილი კრიჭაშეკრული წევს და გაწითლებული ტანი ოფლით
დასცვარია. დედაჩემი ერთ-ერთი ამპულიდან შპრიცით სითხეს იღებს და გე-
ილს მკლავში უკეთებს. გეილი თითქმის მაშინვე მშვიდდება.
- ეს რა წამალია? - ინტერესდება პიტა.
- კაპიტოლიუმიურია. მორფლინგი ჰქვია, - უხსნის დედა.
- არ ვიცოდი, მეჯი გეილს თუ იცნობდა, - ამბობს პიტა.
- მასთან მარწყვი მიგვქონდა გასაყიდად, - გაბრაზებული ვამბობ. ნეტა
რატომ ვბრაზობ? მეჯმა ხომ წამალი მოგვიტანა...
- ეტყობა, მარწყვი ძალიან უყვარს, - ამბობს ჰეიმიჩი.
84
აი, რამ გამაბრაზა! მეჯის საქციელი მიანიშნებს, თითქოს მასა და გეილს
შორის რაღაც ხდება. მე კი ეს არ მომწონს.
- მეჯი ჩემი მეგობარია, - ამის თქმასღა ვახერხებ.
ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებს და გეილი იძინებს. ჩვენც ვმშვიდდებით.
პრიმი ყველას პურითა და წვნიანით გვიმასპინძლდება. ჰეიზელს ჩვენთან
დაძინებას ვთავაზობთ, მაგრამ მას შინ შვილები ჰყავს დატოვებული და მათ-
თან ეჩქარება. ჰეიმიჩი და პიტა დარჩენას აპირებენ, მაგრამ დედაჩემი მა-
თაც დასაძინებლად გზავნის. იცის, რომ მე მაინც არ დავიძინებ, ამიტომ გე-
ილთან მტოვებს, თვითონ კი პრიმთან ერთად მოსასვენებლად გადის.
გეილთან სამზარეულოში მარტო ვრჩები. ჰეიზელის სკამზე ვზივარ და
გეილის ხელი მიჭირავს. ცოტა ხნის შემდეგ მის ფერებას ვიწყებ. ვეხები მისი
სახის ნაკვთებს, რომლებსაც უწინ არასდროს შევხებივარ. ვეხები მის ხშირ,
შავ წარბებს, მის ღაწვებს, ცხვირსა და კისერს, გაუპარსავ ყბას და ბოლოს
ტუჩებს. რბილი და სქელი ტუჩები აქვს, ოდნავ დამსკდარი. მისი თბილი სუნ-
თქვა გაყინულ თითებზე მელამუნება.
ნეტავ ძილში ყველა უფრო ახალგაზრდად გამოიყურება? ახლა ასე მგო-
ნია, რომ ისევ იმ ბიჭს ვუყურებ, წლების წინ ტყეში შემთხვევით შეხვედრისას
მისი მახეების გაქურდვა რომ დამაბრალა. შესაფერისი წყვილი ვიყავით -
უმამო, შეშინებული, მაგრამ შეუპოვარი; ორივეს დამშეული ოჯახების გამოკ-
ვება გვქონდა მიზნად. იმ დღეს ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. მახსენდება, რო-
გორ ვნადირობდით ერთად ტყეში, მახსენდება მშვიდი შუადღეები და თევზა-
ობა; მახსენდება დღე, როცა ცურვა ვასწავლე; როცა ფეხი გადამიბრუნდა
და გეილმა ხელში ატატებული წამიყვანა შინ. ერთმანეთს ვენდობოდით, ვი-
ცავდით და ვამხნევებდით.
უეცრად გონებაში ვუცვლი მას ადგილს; წარმოვიდგენ, რომ მკის დღეს
გეილი გამოვიდა მოხალისედ რორის გადასარჩენად, ჩემგან განაცალკევეს
და თავის გადასარჩენად ვიღაც უცნობი გოგოს შეყვარებული გახდა. შინ
მასთან ერთად დაბრუნდა, მის გვერდით დასახლდა და მასზე დაინიშნა.
სიძულვილი მიპყრობს გეილის და წარმოსახვითი გოგოს მიმართ... საერ-
თოდ ყველაფრის მიმართ. შეგრძნება ისეთი რეალურია, რომ ბოღმისგან
ლამის დავიხრჩო. გეილი ჩემია და მე მისი ვარ. სხვანაირად წარმოუდგენე-
ლია. ნუთუ გეილი ასე მწარედ უნდა გაემათრახებინათ, რომ ამას მივმხდა-
რიყავი?
85
ალბათ კი, მე ხომ ეგოისტი ვარ. მშიშარა. მე ის გოგო ვარ, ხალხის დახ-
მარების ნაცვლად, თავის გადასარჩენად გაქცევისთვის რომ ემზადება და
ყველას, ვისაც გაქცევა არ შეუძლია, საწამებლად და სასიკვდილოდ ტო-
ვებს. მე ის გოგო ვარ, ვისაც გეილი დღეს ტყეში შეხვდა.
რა გასაკვირია, რომ შიმშილის თამაშებში გავიმარჯვე. პატიოსანი ადა-
მიანი იქ ვერასდროს იმარჯვებს.
შენ ხომ პიტაც იხსენი, - აპროტესტებს შინაგანი ხმა.
იქნებ ესეც საკუთარი თავისთვის გავაკეთე? მშვენივრად ვიცოდი, ეს ბიჭი
რომ მომკვდარიყო, მე-12 რაიონში მშვიდი ცხოვრება არ მეღირსებოდა.
თვითსიძულვილით შეპყრობილი, თავს მაგიდის კიდეზე ვდებ. ნეტა არე-
ნაზე მოვმკვდარიყავი! როგორც პრეზიდენტმა სნოუმ თქვა, ნეტა სენეკა
კრეინს მტვრად ვექციე, როცა მუჭით ის შხამიანი კენკრა ავიღე!
კენკრა. სწორედ იმ ერთ მუჭა კენკრაში იმალება პასუხი. თუ ამ კენკრის
შეჭმა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პიტა გადამერჩინა, რადგან მის გარეშე მე-
12 რაიონში ყველასგან გავირიყებოდი, საზიზღარი ვყოფილვარ; თუ იმი-
ტომ, რომ პიტა მიყვარს, ეგოისტი ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი პატიება მაინც
შეიძლება. მაგრამ თუ ის ერთი მუჭა კენკრა კაპიტოლიუმისთვის ჩემი და-
უმორჩილებლობის საჩვენებლად დამჭირდა, აი, მაშინ კი არცთუ უსარგებ-
ლო ადამიანი გამოვდივარ. პრობლემა ისაა, რომ არ ვიცი, იმ მომენტში
ზუსტად რა მამოძრავებდა.
იქნებ პანემელები სწორად მიხვდნენ? იქნებ ეს მართლაც დაუმორჩილებ-
ლობის აქტი იყო, რომელიც გაუაზრებლად ჩავიდინე? გულის სიღრმეში
ხომ კარგად ვიცი, რომ გაქცევით ვერც ჩემს თავს ვუშველი, ვერც ოჯახს და
ვერც მეგობრებს. თუნდაც მოვახერხო და გავიქცე, სხვებს ვერ დავიცავ, რო-
გორც გეილი ვერ დავიცავი დღეს.
მე-12 რაიონში ცხოვრება არაფრით განსხვავდება არენისგან. რაღაც მო-
მენტში მალვა აზრს კარგავს, უნდა გაჩერდე და დაუპირისპირდე იმას, ვისაც
შენი სიკვდილი სურს. ყველაზე ძნელი ამისთვის საჭირო სიმამაცის პოვნაა.
გეილი სულით მეამბოხეა. მე კი, მისგან განსხვავებით, უკანმოუხედავად გაქ-
ცევას ვგეგმავდი.
- ძალიან ვწუხვარ, - ჩურჩულით ვეუბნები, მისკენ ვიხრები და ვკოცნი.
გეილი თვალებს ახამხამებს და წამლებით გაბრუებული მიყურებს.
- გამარჯობა, ქეთნიპ.
86
- გამარჯობა, გეილ.
- მეგონა, უკვე წახვედი.
სხვა არჩევანი აღარ მაქვს, ან ტყეში კუთხეში მიმწყვდეული ნადირივით
მოვკვდები, ან - აქ, გეილის გვერდით.
- აღარ მივდივარ. აქ დავრჩები და ძალიან ბევრს ცხოვრებას გავურთუ-
ლებ.
- მეც, - ამბობს გეილი და სანამ ისევ დაეძინებოდეს, გაღიმებას ასწრებს.

9.

ვიღაც მანჯღრევს და მეღვიძება. მაგიდაზე თავჩამოდებულს დამძინებია.


საო ლოყაზე ტილოს ანაბეჭდი მატყვია. მეორე, გამათრახებული ლოყა
ისევ მიფეთქავს. გეილს მკვდარივით სძინავს, მაგრამ მისი თითები ჩემსაშია
გადახლართული. ახალგამომცხვარი პურის სუნი მცემს და უკან ვტრიალდე-
ბი. პიტა სევდიანი თვალებით მიყურებს. ალბათ დიდი ხანია, აქ დგას.
- წადი, დაწექი, ქეთნის. მასთან მე ვიქნები, - მთავაზობს ის.
- პიტა, გუშინ რომ გითხარი, გავიქცეთ-მეთქი...
- ვიცი, არაფრის ახსნა არაა საჭირო, - მაწყვეტინებს პიტა.
თოვლიანი დილის მკრთალი შუქი დახლზე დადებულ პურს დაჰნათის.
პიტას უპეები ჩაშავებია. ნეტა წუხელ თუ ეძინა? ალბათ სულ ორიოდ საათს.
მახსენდება, გუშინ გაქცევაზე როგორ დამთანხმდა, როგორ დამიდგა გვერ-
დით გეილის დასაცავად, მზად იყო ჩემსავით მასაც ყველაფერი დაეთმო -
არადა, სანაცვლოდ ჩემგან არაფერს ელის. როგორც უნდა მოვიქცე, ვიღაც
მაინც ნაწყენი დარჩება.
- პიტა...
- წადი და დაწექი.
კიბეზე ხელების ფათურით ავდივარ, ლოგინში ვწვები და მაშინვე ვიძინებ.
სიზმარში მე-2 რაიონელი შეწირული გოგო, ქლოუვი მეცხადება. ის მომ-
დევს, ძირს მაგდებს და დანას მიღერებს, რომ სახე დამისეროს. დანის პირს
ლოყაზე მისვამს და ღრმად მიჭრის. მერე ქლოუვი ფორმას იცვლის, ცხვი-
რის მაგივრად დრუნჩი ეზრდება, კანზე შავი ბალანი ამოსდის, ხოლო
ფრჩხილები ბრჭყალებად ექცევა. მხოლოდ მისი თვალები რჩება უცვლე-
87
ლი. ქლოუვი მგლად იქცევა, რომელიც შიმშილის თამაშების ბოლო დღეს
კაპიტოლიუმმა მოგვისია არენაზე. თავს უკან სწევს და საზარლად ყმუის. მას
ახლომახლო მდგარი სხვა მგლებიც უერთდებიან. ქლოუვი ჩემი ჭრილობის
ლოკვას იწყებს. ენის ყოველი ასმისას ტკივილი უფრო და უფრო მიძლიერ-
დება. სულშეხუთული, შიშით გაოფლილი და აკანკალებული, კივილით ვიღ-
ვიძებ. ნატკენ ლოყაზე ხელს ვიდებ. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ეს ქლო-
უვის კი არა, თრედის ნახელავია. ნეტა პიტა იყოს აქ, რომ ჩავეხუტო! უცებ
მახსენდება, რომ მას აღარ უნდა ვნატრობდე. მე გეილი და აჯანყება ავირ-
ჩიე. პიტასთან ჩემი მომავლის დაკავშირება - ეს კაპიტოლიუმის ჩანაფიქრია.
გასივებული თვალი ცოტათი დამიცხრა და ნახევრად გახელას ვახერხებ.
ფარდას ვწევ და გარეთ ვიყურები. თოვა ქარბუქში გადაზრდილა. მთელი
გარემო გადათეთრებულია, ქარი მგელივით ყმუის.
მახარებს ეს სუსხიანი ქარი და თოვლის ნამქერი. ნამდვილ მგლებს,
მშვიდობისმყოფელებს რომ უწოდებენ, მცირე ხნით მაინც შეაკავებს და სახ-
ლში ვერ მომადგებიან. ამასობაში გეგმას დავაწყობთ. გეილი, ჰეიმიჩი და
პიტაც აქვე მყავს. ეს ქარბუქი ნამდვილი საჩუქარია. სანამ ქვევით ჩავსულ-
ვარ და ახალი ცხოვრების მორევში თავით გადავშვებულვარ, კიდევ ერ-
თხელ ვფიქრდები მოსალოდნელ შედეგებზე. ჯერ კიდევ გუშინ, ამ შუა ზამ-
თარში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ტყეში გასაქცევად
ვემზადებოდი. მეტად ავანტიურისტული ჩანაფიქრია, მე თუ მკითხავთ. მაგ-
რამ ახლა კიდევ უფრო სარისკო საქმის წამოწყებას ვაპირებ. კაპიტოლიუ-
მის წინააღმდეგ აჯანყებით მყისვე მათი რისხვა დამატყდება თავს. ყოველ
წამს შეიძლება დამაპატიმრონ. წუხანდელივით ვიღაც მომიკაკუნებს კარზე,
მშვიდობისმყოფელების რაზმი შინ შემომივარდება და შემიპყრობენ. მაწამე-
ბენ. დამასახიჩრებენ. თუ ბედი გამიღიმებს, შუბლში ტყვიას დამაჭედებენ და
სწრაფად მომიღებენ ბოლოს. კაპიტოლიუმმა ადამიანის მოკვლის ათასნაი-
რი ხერხი იცის. წარმოვიდგენ მსგავს რამეებს და შიში მიპყრობს. თუმცა, სი-
მართლეს თვალი უნდა გავუსწორო, რაც ჩემთვის უცხო არაა. მე შიმშილის
თამაშებში ვმონაწილეობდი. პირადად პრეზიდენტი სნოუ დამემუქრა. სახეში
მათრახი მირტყეს. მე უკვე ამომიღეს მიზანში.
შემდეგ უფრო რთული მომენტი დგება. შესაძლოა, ჩემმა ოჯახმა და მე-
გობრებმაც ჩემი ბედი გაიზიარონ. პრიმი. საკმარისია, პატარა დაიკოზე გა-
ვიფიქრო, რომ მყისვე ვკარგავ ყოველგვარ სიმტკიცეს. მისი დაცვა ჩემი ვა-
88
ლია. თავზე საბანს ვიფარებ და ისე სწრაფად ვსუნთქავ, რომ სუნთქვა მეკ-
ვრის. ვერ დავუშვებ, კაპიტოლიუმმა პრიმს რამე დაუშავოს.
უცებ გონება მინათდება. მას უკვე დაუშავეს - იმ საძაგელ მაღაროებში მა-
მა მოუკლეს. გვერდიდან მშვიდად უყურებდნენ, როცა პრიმი შიმშილით
კვდებოდა. შეწირულად აირჩიეს და მერე აიძულეს ენახა, როგორ იბრძოდა
მისი და სასიკვდილო თამაშებში. თორმეტი წლის ასაკში მან ჩემზე დიდი
ტკივილი გადაიტანა. თუმცა, რუ მთელი ცხოვრება პრიმზე მეტად იტანჯებო-
და.
საბანს ვიხდი და ხარბად ვისუნთქავ ფანჯრის ღრიჭოებიდან შემოსულ
სუსხიან ჰაერს.
პრიმი... რუ... განა ეს საკმარისი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ კაპიტო-
ლიუმს ვებრძოლო? ის, რაც მათ დამართეს, იმხელა უსამართლობა და ბო-
როტებაა, რომ სხვა არჩევანი აღარ მრჩება! განა ვინმეს ჰქონდა უფლება,
მათ ასე სასტიკად მოჰქცეოდა?
დიახ, სწორედ ეს უნდა შევახსენო თავს, თუკი ოდესმე კვლავ შიში დამე-
უფლება. მათთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყველა სირთულეს გავუძლებ.
რუს გადარჩენა უკვე გვიანია, მაგრამ იმ ხუთი პატარას შველა, მე-11 რაი-
ონის მთავარ მოედანზე ქვემოდან რომ შემომყურებდა, ჯერ კიდევ შეიძლე-
ბა. რორის, ვიკის, პოუზისა და პრიმის გადარჩენა ჯერ კიდევ არაა გვიანი.
გეილი მართალია, ეს ჩვენი შანსია, მთავარია, ხალხს გამბედაობა ეყოს.
ისიც მართალია, რომ აჯანყებებს მე დავუდე სათავე და მეტის გაკეთება შე-
მიძლია. ოღონდ ჯერ არ ვიცი, რის. თუმცა, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი
- გაქცევა გადავიფიქრე.
სანამ შხაპს ვიღებ, თავს იმაზე ვიმტვრევ, როგორ შევძლოთ აჯანყების
ორგანიზება. ნეტავ მე-8 რაიონი ასე ღიად როგორ დაუპირისპირდა კაპიტო-
ლიუმს? ან იქნებ არაფერი დაუგეგმავთ და მხოლოდ მრავალი წლის ნაგ-
როვებმა ბოღმამ და სიძულვილმა იფეთქა? ჩვენ თუ გამოგვივა მათსავით?
მე-12 რაიონელები შემოგვიერთდებიან თუ სახლებში ჩაიკეტებიან? გუშინ,
გეილის გამათრახების შემდეგ მოედანი სწრაფად დაცარიელდა. მაგრამ ეს
ხომ იმიტომ მოხდა, რომ თავს უსუსურად ვგრძნობთ და წარმოდგენა არ
გვაქვს, რა ვქნათ? ვინმე ისეთი გვჭირდება, ვინც წინ გაგვიძღვება და საკუ-
თარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნებს. არ მგონია, ასეთი მე ვიყო. შეიძ-
ლება მოვლენების კატალიზატორი ვარ, მაგრამ ლიდერი შეუპოვარი და
89
თავდაჯერებული უნდა იყოს, მე კი თავდაჯერებულობისა არაფერი მცხია;
ლიდერს ხალხის ერთ მუშტად შეკვრა და ერთ გზაზე დაყენება უნდა შეეძ-
ლოს, ჩემი დაყოლიება კი ძალიან ადვილია. როცა საქმე სიტყვით გამოს-
ვლაზე მიდგება, ყოველთვის ენა მებმის.
სიტყვით გამოსვლა... რა თქმა უნდა, პიტა! ხალხი მას ყოველთვის უს-
მენს. რომ მოინდომოს, ყველას იოლად აიყოლიებს. საჭირო სიტყვებს იპო-
ვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თვითონ ამაზე არასდროს დაფიქრებულა.
ქვემოთ ჩავდივარ. დედაჩემი და პრიმი ისევ გეილს უვლიან. როგორც
ჩანს, ტკივილგამაყუჩებელი ძალას კარგავს, რადგან გეილს სახე სიმწრით
დამანჭვია. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვიყვირო, და დედას რაც შეიძლება
მშვიდად ვეკითხები:
- არ შეიძლება, კიდევ ერთი ამპულა გაუკეთო?
- თუ საჭირო იქნება, გავუკეთებ. ჯერ თოვლის კომპრესს ვცდით, - ამბობს
დედა.
გეილს სახვევები აღარ უკეთია და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ზურგი
ეწვის. დედაჩემი გახურებულ კანზე სუფთა ტილოს ადებს და პრიმს თავს უქ-
ნევს.
პრიმს თოვლით სავსე ჯამი მოაქვს. თოვლი მწვანედაა დაწინწკლული და
ტკბილი სურნელი ასდის. პრიმი დიდი კოვზით იღებს თოვლს და ფრთხი-
ლად უსვამს ტილოზე. გახურებულ კანთან შეხებისას თოვლის მალამო ლა-
მის შიშხინს იწყებს. გეილი თვალებს ახელს და მყისვე შვება ეუფლება.
- კიდევ კარგი, თოვლი გვაქვს, - ამბობს დედა.
წარმომიდგენია, რა მწარე იქნება ზაფხულში გამათრახება; აუტანელ სიც-
ხეში, როცა ონკანიდანაც კი თბილი წყალი მოდის.
- თბილ ამინდში რით მკურნალობდი ხოლმე? - ვეკითხები დედაჩემს.
- ბუზების მოგერიებით, - შუბლს იკრავს დედა.
ამის გაფიქრებაზე ლამისაა გული ამერიოს.
დედაჩემი ნაჭერში გახვეულ თოვლის მალამოს მიწვდის და ლოყაზე ვი-
დებ. ტკივილი მყისვე მიცხრება. დედაჩემს თოვლში რომელიღაც ტკივილ-
გამაყუჩებელი მცენარის ნაყენი განუზავებია.
- ო, რა კარგია. ეს კომპრესი წუხელვე რატომ არ გაუკეთე?
- ჭრილობები ცოტათი მაინც უნდა შეხორცებულიყო, - მშვიდად მიხსნის
დედა.
90
ზედმეტი შეკითხვებით თავს აღარ ვაბეზრებ. ისედაც თავს დამნაშავედ
ვგრძნობ, რომ წუხელ ვუყვირე.
- წუხანდელისთვის ბოდიშს გიხდი.
- უარესიც მომისმენია, - ეღიმება დედას, - თავადაც გინახავს, რა ემართე-
ბა ადამიანს, როცა მისთვის საყვარელი პიროვნება ტკივილისგან იტანჯება.
საყვარელი პიროვნებაო. ენა მებმის. რა თქმა უნდა, მე გეილი მიყვარს,
მაგრამ დედაჩემმა როგორი სიყვარული იგულისხმა? ან მე რას ვგულის-
ხმობ, როცა ვამბობ, გეილი მიყვარს-მეთქი? არ ვიცი. წუხელ ემოციამოზ-
ღვავებულმა თავი ვეღარ შევიკავე და ვაკოცე. თუმცა, გეილს ეს არ უგ-
რძნია. იქნებ იგრძნო? იმედია, არა. თუ იგრძნო, ვითარება კიდევ უფრო
გართულდება. ახლა, როცა აჯანყებაზე დავიწყე ფიქრი, ხვევნა-კოცნისთვის
ნამდვილად არ მცალია. აზრების გასაფანტად თავს ვაქნევ.
- პიტა სად არის? - ვეკითხები დედაჩემს.
- გავიგონეთ, რომ გაგეღვიძა, და შინ წავიდა, ამ ქარბუქში სახლს ცარი-
ელს ვერ დავტოვებო, - მპასუხობს დედაჩემი.
- მერედა, მივიდა სახლში? - ასეთ ქარბუქში შეიძლება გზა დაგებნეს და
დაიკარგო.
- დაურეკე და შეამოწმე, - მთავაზობს დედა.
შევდივარ კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტი სნოუს სტუმრობის მერე
სულ თავს ვარიდებ, და პიტას ნომერს ვკრეფ. რამდენიმე ზარის შემდეგ პი-
ტა მპასუხობს.
- გადავამოწმე, სახლში თუ მივიდა-მეთქი, - ვეუბნები.
- ქეთნის, შენგან სამი სახლის მოშორებით ვცხოვრობ.
- ეგ ვიცი, მაგრამ საშინელი ამინდია და...
- მშვენივრად ვარ. გმადლობ, რომ მომიკითხე.
უხერხულ პაუზას ისევ პიტა არღვევს.
- გეილი როგორ არის?
- არა უშავს. დედა და პრიმი ახლა თოვლის კომპრესს უკეთებენ.
- სახე როგორ გაქვს?
- მეც თოვლი მადევს ზედ, - ვპასუხობ, - ჰეიმიჩი ხომ არ გინახავს?
- შევუარე. გალეშილი გდია და სძინავს. ბუხარში ცეცხლი დავუნთე და პუ-
რი დავუტოვე.

91
- დალაპარაკება მინდოდა... თქვენთან, - მეტს ვეღარაფერს ვამბობ,
რადგან დარწმუნებული ვარ, ეს ტელეფონი ისმინება.
- დავიცადოთ, სანამ ამინდი გაუმჯობესდება. მანამდე მაინც არაფერი
მოხდება.
- ჰო, მეც ეგრე მგონია, - ვეთანხმები მას.
ქარბუქი ორი დღის შემდეგ დგება, მაგრამ სოფელში ჩვენსიმაღლე ნამ-
ქერს გვიტოვებს. კიდევ ერთი დღე გადის, სანამ გამარჯვებულის სოფლი-
დან მთავარ მოედნამდე გზას გაკვალავდნენ. ამასობაში ჩემებს გეილის
მოვლაში ვეხმარები, თვითონაც ვიდებ ლოყაზე თოვლის კომპრესებს და
ვიხსენებ ყველაფერს მე-8 რაიონელების აჯანყებაზე, რაც შეიძლება დაგვეხ-
მაროს. შეშუპებული სახე მიცხრება, მაგრამ ლოყაზე ნაიარევი მრჩება და
საშინლად მექავება.
შესაძლებლობისთანავე პიტას ვურეკავ, გავისეირნოთ-მეთქი.
ჰეიმიჩს ვაღვიძებთ და მასაც თან მივათრევთ. უწინდელივით აღარ ბუზ-
ღუნებს. ყველამ ვიცით, რომ მომხდარზე უნდა ვისაუბროთ; გამარჯვებულის
სოფელში ჩვენს სახლებში საუბარი კი ძალიან საშიშია. სანამ სოფელს კარ-
გა მანძილით არ ვცილდებით, ხმას არ ვიღებთ. მე ბილიკის აქეთ-იქით აღ-
მართულ თოვლის სამმეტრიან კედელს ვუყურებ და შიშით ვფიქრობ, თავზე
არ დაგვემხოს-მეთქი.
ბოლოს და ბოლოს, სიჩუმეს ჰეიმიჩი არღვევს:
- მაშ, გადავწყვიტეთ, გაურკვეველი მიმართულებით ვიაროთ?
- არა, - ვპასუხობ მე, - უკვე ვიცი, გეზი საითაც უნდა ავიღოთ.
- რაო, გეგმა სრულყოფილი არ იყო, ძვირფასო? რამე ახალი მოიფიქ-
რე?
- მე-12 რაიონი უნდა ავაჯანყო.
ჰეიმიჩს ჩემი სიტყვები სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
- იცით რა, მე წავალ, დავლევ. მერე მომიყევით, რა გამოგივათ.
- მაშინ შენი გეგმა გაგვანდე, - მკვახედ ვეუბნები.
- ჩემი გეგმაა, მშვიდად და ლამაზად დაგაქორწინოთ. უკვე დავრეკე და
ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე გადავადებინე ფოტოგადაღება.
- ტელეფონი რომ არ გაქვს? - მახსენდება მე.
- ამ პრობლემის მოგვარებაზე ეფიმ იზრუნა, - ამბობს ჰეიმიჩი, - სხვათა
შორის, ისიც მთხოვა, ქეთნისი საკურთხევლამდე შენ მიაცილეო.
92
- ჰეიმიჩ, - მუდარით წარმოვთქვამ მის სახელს.
- ქეთნის, - ჩემი ხმის ტონის მიბაძვით მომმართავს ჰეიმიჩი, - მაგ საქმი-
დან არაფერი გამოვა.
ვჩუმდებით, რადგან გამარჯვებულის სოფლისკენ მიმავალი ნიჩბიანი კა-
ცები გვიახლოვდებიან. იმედია, ამ სამმეტრიან თოვლის კედელს რამეს მო-
უხერხებენ. სანამ ისინი გვერდით ჩაგვივლიან და საკმაოდ დაგვცილდებიან,
მოედანზე გავდივართ. უცებ სამივენი ერთდროულად ვჩერდებით.
ქარბუქის ჩადგომამდე მაინც არაფერი მოხდებაო, გვეგონა მე და პიტას.
მწარედ შევმცდარვართ. მოედნის ცნობა შეუძლებელია. მართლმსაჯულების
სახლის სახურავიდან პანემის გერბი გადმოუფენიათ. თეთრფორმიანი მშვი-
დობისმყოფელები გაწმენდილ ქვაფენილზე დააბიჯებენ. ზოგიც სახურავზე
ტყვიამფრქვევებთან დგას. ყველაზე საშინელი სანახავი მოედნის შუაგულია,
სადაც უკვე ოფიციალურად აღუმართავთ სამარცხვინო ბოძი და სახრჩობე-
ლა, რომელიც მესრითაა შემოღობილი.
- თრედს დრო უქმად არ დაუკარგავს, - აღნიშნავს ჰეიმიჩი.
მოედნიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით ცას ცეცხლის ალი სწვდება. სა-
მივენი ზედმეტი ფიქრის გარეშეც ვხვდებით, რომ ქურა იწვის. გრისი სი, რი-
პერი და ჩემი სხვა მეგობრები მახსენდება, რომლებიც ქურაში ვაჭრობით
ირჩენდნენ თავს.
- ჰეიმიჩ, როგორ ფიქრობ, ქურა ცარიელი იყო, როცა... - წინადადებას
ვეღარ ვასრულებ.
- არა, ეგეთი სულელები კი არ არიან. მათი ხნის რომ იყო, ამდენს შენც
გათვლიდი, - ამბობს ჰეიმიჩი, - კარგი, წავალ, აფთიაქში შევივლი, იქნებ
ცოტა დენატურატი გამოვტყუო.
ჰეიმიჩი მძიმე ნაბიჯით გვშორდება. მე პიტას ვუყურებ.
- დენატურატი რაში სჭირდება? - ვინტერესდები და პასუხს თვითონვე
ვხვდები, - მაგის დალევის ნება არ უნდა მივცეთ. თუ არ მოკლავს, დააბრმა-
ვებს მაინც. სახლში ცოტა არაყი მაქვს გადანახული.
- მეც. იმედია, ეყოფა, სანამ რიპერი ვაჭრობის განახლების გზას გამონა-
ხავს, - ამბობს პიტა, - ახლა კი ჩემები უნდა ვინახულო.
- მე ჰეიზელს ვნახავ.
ჰეიზელზე ცოტათი ვღელავ. მეგონა, გზის გაკვალვისთანავე ჩვენი სახ-
ლის კართან იდგებოდა, მაგრამ არსად ჩანს.
93
- მეც გამოგყვები. საცხობში აქეთობისას შევივლი, - ამბობს პიტა.
- გმადლობ, - ვამბობ და უეცრად ცუდი წინათგრძნობა მეუფლება.
ქუჩები თითქმის ცარიელია, რაც დღის ამ მონაკვეთში უჩვეულო სულაც
არ იქნებოდა, უფროსები მაღაროებში რომ მუშაობდნენ, ბავშვები კი სკო-
ლაში იყვნენ. მაგრამ ხალხი ახლა სახლებშია შეყუჟული. ვხედავ, როგორ
გვითვალთვალებენ ნახევრად გამოღებული კარ-ფანჯრებიდან.
მე კი აჯანყებას ვაპირებდი. რა სულელი ვარ! - ვფიქრობ გულში. მე და
გეილს ცხადზე უცხადესი რამ გამოგვრჩა: აჯანყება კანონის დარღვევას და
ხელისუფლების დაუმორჩილებლობას ნიშნავს. მე და ჩემი ნაცნობ-მეგობ-
რები მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ. ვბრაკონიერობთ, შავ ბაზარში ვვაჭ-
რობთ, ტყეში კაპიტოლიუმს ვლანძღავთ. თუმცა, მე-12 რაიონელთა უმრავ-
ლესობა ქურაში შევლასაც კი ვერ ბედავს. ჰოდა, რის იმედად ვამტკიცებდი,
რომ ისინი ჩირაღდნებითა და აგურებით გამოვლენ მოედანზე? ჩემი და პი-
ტას დანახვაც კი საკმარისია, რომ მშობლებმა შვილები ფანჯრებს მოაშო-
რონ და ზედ ფარდები ჩამოაფარონ.
ჰეიზელი შინ არის და ავადმყოფ პოუზის უვლის.
- წითელა შეეყარა და ვერ დავტოვე, - წუხს ჰეიზელი, - ვიცოდი, რომ გე-
ილს მიხედავდით.
- რა თქმა უნდა. ახლა ბევრად უკეთაა. დედა ამბობს, ორიოდ კვირაში
მაღაროში დაბრუნებას შეძლებსო, - ვამშვიდებ ჰეიზელს.
- მანამდე, იმედია, გახსნიან. ხმა დადის, მაღაროები გაურკვეველი დრო-
ით დაიხურაო, - ჰეიზელი ნერვიულად გასცქერის ცარიელ ვარცლს.
- აღარც შენ მუშაობ?
- უარი არავისთვის მითქვამს, - ოხრავს ჰეიზელი, - მაგრამ ჩემთან საქმის
დაჭერას ყველა უფრთხის.
- იქნებ დიდთოვლობის გამო აღარ გეძახიან, - გულს უკეთებს პიტა.
- არა, რორიმ ამ დილით მთელი სამეზობლო შემოირბინა. როგორც
ჩანს, გასარეცხი არავის არაფერი აქვს, - ამბობს ჰეიზელი.
- ყველაფერი კარგად იქნება, - დედას ხელს ჰხვევს რორი.
ჯიბიდან მუჭით ვიღებ ფულს და მაგიდაზე ვყრი.
- პოუზისთვის დედა წამალს გამოგიგზავნის.
გარეთ კი პიტას ვეუბნები:
- შენ წადი, მე ქურასთან უნდა გავიარო.
94
- გამოგყვები.
- არა, ჩემ გამო ისედაც ბევრ შარში გაყავი თავი, - ვუარობ მე.
- და ამის შემდეგ ქურასთან გასეირნება რამეს დამიშავებს? - იღიმის პიტა
და ხელს მკიდებს. ერთად მივაბიჯებთ საბადოს ქუჩებში. ქურასთან არავინ
გვხვდება. მშვიდობისმყოფელებიც კი არ დაუყენებიათ. იციან, რომ შენობის
გადარჩენას ვერავინ გაბედავს.
ცეცხლის სიმხურვალე ახლომახლო თოვლს ადნობს და ჭყაპში ფეხი მის-
ველდება.
- ეს სულ ძველი ქვანახშირის მტვერია, - ქვანახშირის მტვერი ყველა
ღრიჭოსა და ნაპრალში იყო დაგროვილი. საოცარია, რომ შენობა აქამდე
არ დაიწვა. გრისი სი უნდა ვინახულო.
- დღეს არა, ქეთნის. ახლა ამით ვერავის ვუშველით.
მოედანზე ვბრუნდებით და საცხობში ორცხობილებს ვყიდულობ. პიტა მა-
მამისს უამინდობაზე ელაპარაკება. არავინ სიტყვას არ ძრავს რამდენიმე
მეტრში აღმართულ საწამებელზე. მოედნის დატოვებამდე იმას ვამჩნევ,
რომ არც ერთი მშვიდობისმყოფელის სახე არ მეცნობა.
დღეები გადის და ვითარება უარესდება. მაღაროები ორი კვირით დაიხუ-
რა და ამ ხნის განმავლობაში ნახევარი მე-12 რაიონი შიმშილობს. სულ უფ-
რო მეტი ბავშვი ეწერება სიაში ტესერას სანაცვლოდ, მაგრამ კუთვნილ
ხორბალს ვერც ისინი იღებენ დროულად. სურსათის დეფიციტის გამო შეძ-
ლებული ხალხიც კი ხელცარიელი ბრუნდება მაღაზიებიდან. მაღაროებს
ხსნიან, მაგრამ შეკვეცილი ხელფასებითა და გაზრდილი სამუშაო საათებით.
მაღაროელებს ყველაზე საშიშ მონაკვეთებში გზავნიან. ყველა მოუთმენ-
ლად ელის ამანათების დღეს, მაგრამ დაპირებული პაკეტები დაობებული
და მღრღნელებისგან დაღრღნილი ჩამოდის. მოედანზე დადგმული საწა-
მებლები უქმად არ ცდება. ხალხს უმნიშვნელო რამეებისთვის მიათრევენ სა-
მარცხვინო ბოძთან და საჯაროდ სჯიან. გეილი შინ ისე ბრუნდება, აჯანყების
თაობაზე ჩემთან სიტყვასაც არ ძრავს. თუმცა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის,
რაც ხდება, კიდევ უფრო გაუძლიერებს დაუმორჩილებლობისა და წინააღ-
მდეგობის გაწევის სურვილს - მაღაროში მძიმედ შრომობს, მოედანზე ნაწა-
მებ ხალხს ხედავს, მისი ოჯახის წევრები შიმშილობენ. გეილისთვის დაუშვე-
ბელი რამ ხდება: რორი ტესერას სანაცვლოდ შიმშილის თამაშების კანდი-
დატთა სიაში ეწერება, მაგრამ ოჯახის გამოსაკვებად არც ეს კმარა. საჭმელ-
95
ზე ფასები დღითი-დღე მატულობს. ერთადერთი ნათელი წერტილი ისაა,
რომ ჰეიმიჩს ჰეიზელი დამლაგებლად დავაქირავებინე. ამით ჰეიზელის
ოჯახს შემოსავლის დამატებითი წყარო გაუჩნდა, ჰეიმიჩის ცხოვრების პირო-
ბები კი მკვეთრად გაუმჯობესდა. ყოველ ჯერზე, როცა მის სუფთა და დალა-
გებულ ოთახში შევდივარ და ვხედავ, რომ ქურაზე საჭმელი მზადდება, გა-
ოცებას ვერ ვმალავ. თავად ჰეიმიჩი ამ ცვლილებას ვერც კი ამჩნევს, რად-
გან სულ სხვა ბრძოლაშია ჩაბმული. მე და პიტა ყველანაირად ვცდილობთ,
მისთვის არაყი გამოვიზოგოთ, მაგრამ თანდათან ესეც გვითავდება, რიპერი
კი ჯერაც უქმად არის.
ქუჩაში ყველა კეთროვანივით გამირბის. სამაგიეროდ, შინ ყოველთვის
ხალხმრავლობაა. სამზარეულოს მაგიდაზე ავადმყოფები და დასახიჩრებუ-
ლები ერთმანეთს ენაცვლებიან. დედაჩემი ექიმობის სანაცვლოდ ფულს
აღარავის ახდევინებს. თუმცა, წამლების მარაგი სწრაფად ელევა და მალე
ალბათ თოვლითღა მოუწევს ავადმყოფების მკურნალობა.
რასაკვირველია, ტყეში შესვლა სასტიკად აკრძალულია. თვით გეილიც
კი ემორჩილება ამ აკრძალვას. თუმცა, ერთ დილას ყველანაირი შიში მა-
ვიწყდება და ტყეში გავრბივარ. მიზეზი ამისა არც ავადმყოფებითა და მომაკ-
ვდავებით სავსე სახლია, არც გადატყავებული და გასისხლიანებული ზურგე-
ბი, არც ბავშვების ჩამომხმარი სახეები და არც ირგვლივ გამეფებული უიმე-
დობა. მავთულხლართის ღობის მეორე მხარეს გადაძრომას ვბედავ იმი-
ტომ, რომ წინა საღამოს ეფისგან საქორწინო კაბა ჩამომდის, თავად პრეზი-
დენტმა სნოუმ მოიწონაო.
ქორწილი. ესე იგი, პრეზიდენტი მაინც გეგმავს ჩემს პიტასთან ქორწინე-
ბას? ნუთუ ამას კაპიტოლიუმელებისთვის აკეთებს? - რახან ქორწილი და-
იგეგმა, აუცილებლად უნდა შედგეს კიდეც. ქორწილის შემდეგ კი ორივეს
დაგვხოცავს, რათა რაიონებს ჭკუა ასწავლოს? არ ვიცი. ვერაფერი გამიგია.
აქაურობას უნდა მოვშორდე. რამდენიმე საათით მაინც.
კარადაში ვიქექები და ცინას ნაჩუქარ წყალგაუმტარ ჩექმებს, თბილ კომ-
ბინეზონსა და ბეწვის ხელთათმანს ვპოულობ. ამას ჩემი ძველი სანადირო
სამოსი მირჩევნია, მაგრამ დღეს ეს მაღალტექნოლოგიური ტანსაცმელი
უფრო გამომადგება. პირველ სართულზე თითისწვერებზე ჩავდივარ, სანა-
დირო ზურგჩანთას საჭმლით ვივსებ და სახლიდან ვიპარები. ვიწრო ქუჩები-
სა და შუკების გავლით ყასაბი რუბას სახლთან გარღვეულ ღობესთან მივდი-
96
ვარ. ამ გზით ბევრი მუშა მაღაროებში მიდის, ამიტომ თოვლზე ყველგან ნა-
ფეხურები ატყვია. ჩემს ნაკვალევს ვერავინ შეამჩნევს. მიუხედავად მეთვალ-
ყურეობის გამკაცრებისა, თრედი ღობეს დიდ ყურადღებას არ აქცევს. ალ-
ბათ ჰგონია, რომ ყინვისა და გარეული ცხოველების შიშით მეორე მხარეს
გადასვლას მაინც ვერავინ გაბედავს. მიუხედავად ამისა, როგორც კი მეორე
მხარეს ვძვრები, ტყეში შესვლამდე, ჩემს ნაფეხურებს საგულდაგულოდ
ვშლი.
გამთენიისას ხის ფუღუროდან მშვილდ-ისარს ვიღებ და ნამქერში გზის
გაკვალვას ვაგრძელებ. რატომღაც ტბასთან მისვლა დავისახე მიზნად. ალ-
ბათ მინდა, რომ დავემშვიდობო ჩემს საყვარელ ადგილს, მასთან ერთად,
მამაჩემს და აქ გატარებულ ბედნიერ წუთებსაც, რადგან ვიცი, აქ აღარას-
დროს დავბრუნდები; ანდა, სულაც თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება
მინდა მქონდეს. ოღონდ კიდევ ერთხელ შევავლო თვალი ტბას და სულ არ
მენაღვლება, დამიჭერენ თუ არა.
მგზავრობა ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება. გამარჯვებულის ტურნე-
ში ცინას ნაჩუქარ ზამთრის ტანსაცმელში ისე მცხელა, ოფლში ვიწურები.
მხოლოდ სახე მეყინება. თოვლზე არეკლილი მზე
თვალს მჭრის და სადარდებლით გულდამძიმებული ვერც საკვამურიდან
ამომავალ კვამლს ვამჩნევ, ვერც ახალ ნაფეხურებს და ვერც მოხარშული
წიწვების სურნელს. ტბისპირა სახლამდე რამდენიმე მეტრიღა რჩება, რომ
უეცრად ვჩერდები. თუმცა არა კვამლის ან ნაფეხურების გამო - უკნიდან ჩახ-
მახის შეყენების ხმა მესმის.
ინსტინქტურად ვტრიალდები და ლარზე ისარს ვამაგრებ, მიუხედავად
იმისა, რომ უპირატესობა აშკარად მეტოქის მხარესაა. ვხედავ თეთრ ფორ-
მას, წაწვეტებულ ყბას, წაბლისფერ თვალს... რომელშიც ჩემი ისარი ჩაერ-
ჭობა. მაგრამ მშვიდობისმყოფელი ქალი იარაღს ძირს უშვებს და ხელთათ-
მანიანი ხელით რაღაცას მიწვდის.
- არ მესროლო! - ყვირის ის.
შეიძლება ჩემი ცოცხლად აყვანა აქვთ დავალებული, რომ წამებით მამხი-
ლებინონ ჩემი ახლობელ-ნაცნობები.
კი, აბა, დაგიჯერებ, - ვფიქრობ გულში. ის-ისაა, ისარი უნდა გავისროლო,
რომ ქალის ხელისგულზე პატარა ნივთს ვამჩნევ. ბრტყელი პურია. კრეკერს
უფრო ჰგავს. ნაცრისფერია და კიდეებდამბალი.
97
თუმცა, მის შუაგულში ცხადი გამოსახულება ჩანს - ჩემი კაჭკაჭჯაფარა.

98
ჯახი

10.

ვერაფერი გამიგია. კაჭკაჭჯაფარა პურზეა გამოსახული. ეს სულაც არ


ჰგავს კაპიტოლიუმურ მოდურ სიმბოლოს.
- ეს რა არის? რას ნიშნავს? - მშვილდმოზიდული მკაცრად ვეკითხები
ქალს.
- იმას, რომ შენს მხარეზე ვართ, - ზურგს უკნიდან აცახცახებული ხმა მეს-
მის.
ვიღაც უჩუმრად მომეპარა უკნიდან. ალბათ სახლიდან გამოვიდა. მე ჩემს
სამიზნეს არ ვაცილებ თვალს. სავარაუდოდ, ახალმოსულიც შეიარაღებუ-
ლია, მაგრამ ჩახმახის შეყენების ხმის გაგონება და ისრის გასროლა ერთი
იქნება - ჩემთან ერთად მისი ამხანაგიც მოკვდება. ამიტომ, არა მგონია, მეს-
როლოს.
- წინ გამოდი, რომ დაგინახო, - ბრძანებას ვაძლევ.
- ვერ გამოვა, არ... - იწყებს კრეკერიანი ქალი.
- წინ დამიდექი! - ვყვირი მე. მეორე ქალს, უფრო ზუსტად, გოგონას, რო-
მელიც დაახლოებით ჩემი ხნისა უნდა იყოს, სიარული უჭირს და კოჭლობით
გამოდის წინ. მშვიდობისმყოფელის რამდენიმე ზომით დიდი ფორმა და
თეთრი ქურქი აცვია. იარაღი არ უჭირავს. ხის ტოტიდან უშნოდ გამოჩორ-
კნილ ყავარჯენს ეყრდნობა. მარჯვენა ფეხი უღონოდ დასთრევს დათოვ-
ლილ მიწაზე.
გოგონას ყინვისგან სახე გასწითლებია. მეჩხერი კბილები აქვს. თვალს
ზემოთ შუბლს მარწყვის ფორმის ხალი უმშვენებს. ეს გოგო მშვიდობისმყო-
ფელი არ არის. არც კაპიტოლიუმელს ჰგავს.
- ვინ ხართ? - ვეკითხები ფრთხილად.
- მე ტვილი მქვია, - მპასუხობს პირველი ქალი, რომელიც დაახლოებით
ოცდათხუთმეტი წლის იქნება, - ეს კი ბონია. მე-8 რაიონიდან გამოვიქეცით.
მე-8 რაიონიდანო! აჯანყების შესახებ ახალი ამბები ეცოდინებათ!
- ეს ფორმები სად იშოვეთ?

99
- სამკერვალოში მოვიპარე, - ამბობს ბონი, - იქ ვმუშაობდით. ოღონდ ეს
ფორმა, მე რომ მაცვია, სხვისთვის მინდოდა, მაგრამ... ამიტომაც არ არის
ჩემი ზომის.
ტვილის პისტოლეტისკენ გამირბის მზერა.
- ეს მკვდარ მშვიდობისმყოფელს წავართვით, - ხვდება ტვილი.
- მაგ კრეკერზე გამოსახული ჩიტი რაღას ნიშნავს?
- შენ რა, არ იცი, ქეთნის? - გულწრფელად უკვირს ბონის.
რასაკვირველია, მიცნობენ. სახე მიჩანს; თან, მშვილდ-ისრით ხელში მე-
12 რაიონის საზღვართან ვიმყოფები.
- ერთი ის ვიცი, რომ არენაზე მაგ ჩიტის ფორმის გულსაბნევი მეკეთა, -
ვამბობ მე.
- არ იცის, - ჩუმად ამბობს ბონი, - საერთოდ არაფერი არ იცის.
არაფერიც, ვიცი, თან საკმაოდ ბევრი!
- მე-8 რაიონი აჯანყდა!
- დიახ, და ამიტომაც გამოვიქეცით, - ამბობს ტვილი.
- ახლა რას აპირებთ?
- მე-13 რაიონში მივდივართ, - მპასუხობს ტვილი.
- მე-13 რაიონში? მე-13 რაიონი აღარ არსებობს. ააფეთქეს. იქაურობა
ნაცარტუტად აქციეს.
- სამოცდათხუთმეტი წლის წინ, - ამბობს ტვილი.
ბონი ფეხს ინაცვლებს და სიმწრით იმანჭება.
- ფეხზე რა გჭირს?
- კოჭი ვიღრძე. ეს ჩექმები დიდი მაქვს.
ტუჩს ვიკვნეტ. ვგრძნობ, რომ სიმართლეს ამბობენ. თუმცა, მათ გაცილე-
ბით მეტი იციან და აუცილებლად ყველაფერი უნდა გამოვიკითხო. ჯერ
ტვილს ვართმევ პისტოლეტს და მხოლოდ ამის შემდეგ ვწევ ძირს მშვილდ-
ისარს. წამით ვორჭოფობ. მახსენდება ის დღე ტყეში, როცა ჩემი და გეილის
თვალწინ ცაში უეცრად ჰოვერკრაფტი გაჩნდა და ორი კაპიტოლიუმელი
დევნილი შეიპყრო. ბიჭს შუბი ესროლეს და მოკლეს. ჟღალთმიანი გოგო,
როგორც კაპიტოლიუმში ყოფნისას გავიგე, უწამებიათ, ენა ამოუჭრიათ და
მუნჯ მსახურად, ანუ ავოქსად, უქცევიათ.
- ვინმე ხომ არ მოგდევთ?

100
- არა გვგონია. ჩვენი აზრით, ფიქრობენ, რომ სამკერვალო ფაბრიკის
აფეთქებას შევეწირეთ, - ამბობს ტვილი, - ბეწვზე გადავრჩით.
- კარგი, შიგნით შევიდეთ, - ცემენტისკედლებიანი სახლისკენ ვიქნევ
თავს. წინ ტვილი და ბონი მიდიან, მე პისტოლეტმომარჯვებული უკან მივ-
ყვები.
ბონი კერასთან გაფენილ მშვიდობისმყოფელის ქურქზე ჯდება და დანახ-
შირებული მორის ცალ მხარეს მბჟუტავ ცეცხლზე ითბობს ხელს. კანი ისეთი
მკრთალი და გამჭვირვალე აქვს, ასე მგონია, ცეცხლის ალი მის მკლავში
ელვარებს. ტვილი აკანკალებულ გოგოს მხრებზე თავის ქურქსაც ასხამს.
ნაცარში შუაზე არათანაბრად გადაჭრილი დაკბილულპირიანი კონსერვის
ქილა დევს და შიგ ფიჭვის წიწვები იხარშება.
- ჩაის ადუღებთ?
- იმედია. რამდენიმე წლის წინ შიმშილის თამაშებში ვნახე, როგორ ხარ-
შავდა ვიღაც ფიჭვის წიწვებს, - მიხსნის ტვილი.
მე-8 რაიონი ფაბრიკა-ქარხნების კვამლით გაჭვარტლული ქალაქური ტი-
პის დასახლებაა. ხალხი ნახევრად დანგრეულ კორპუსებში ცხოვრობს. ბა-
ლახს ვერსად იპოვი. ბუნებასთან შეხება არ გაქვს. საოცარია, რომ ამ ორმა
ასე შორს გამოაღწია.
- საჭმელი გაგითავდათ?
ბონი თავს მიქნევს.
- ყველაფერი წამოვიღეთ, მაგრამ მარაგი მაინც მწირი გვქონდა. კარგა
ხანია, გაგვითავდა, - მისი მთრთოლვარე ხმა საბოლოოდ მარწმუნებს, რომ
ჩემ წინ კაპიტოლიუმისგან დევნილი დამშეული და ხეიბარი გოგონა ზის.
- მაშინ დღეს ბედმა გაგიღიმათ, - ვამბობ და ზურგჩანთას იატაკზე ვაგ-
დებ. მთელი მე-12 რაიონი შიმშილობს, მაგრამ ჩვენ საკმარისზე მეტი საჭმე-
ლი გვაქვს. ეს ბოლო დღეებია, ცოტ-ცოტას ყველას ვუნაწილებ. მე, უპირვე-
ლეს ყოვლისა, გეილის ოჯახს, გრისი სის და ქურიდან გამოყრილ მოვაჭრე-
ებს ვეხმარები. დედაჩემი ძირითადად თავის პაციენტებს ეხმარება. ამ დი-
ლით, ტბისკენ რომ მოვდიოდი, ზურგჩანთა სპეციალურად გავტენე საჭ-
მლით, რათა დედაჩემს საკუჭნაო ცარიელი დახვედროდა, ეფიქრა, რომ
რაიონის შემოსავლელად წავედი, და არ ენერვიულა. დამშეული ხალხის-
თვის საჭმლის დარიგებას საღამოს ვაპირებდი, მაგრამ მათთვის დასარიგე-
ბელი ალბათ აღარაფერი დამრჩება.
101
ზურგჩანთიდან ვიღებ ორ ყველიან ღვეზელს. პიტამ რომ გაიგო, ყველია-
ნი ღვეზელები მიყვარს, დღე არ გავა, არ გამომიცხოს. ერთ ღვეზელს
ტვილს ვუგდებ, ბონისთან კი თვითონ მიმაქვს და კალთაში ვუდებ, რადგან
საბრალო გოგონას კოორდინირების უნარი აშკარად დარღვეული აქვს და
არ მინდა, ღვეზელი ცეცხლში ჩავარდეს.
- ეს სულ ჩემთვისაა? - უკვირს ბონის.
არენაზე რუს წარმოთქმული სიტყვები მახსენდება და გული მეკუმშება.
გრუსლინგის ბარკალი რომ მივეცი, მითხრა, მთელი ბარკალი არასდროს
მიჭამიაო. მუდმივად დამშეული ადამიანის უნდობლობა.
- ჰო, მიდი, ჭამე.
ბონი ღვეზელს ხელში იღებს და ერთხანს თითქოს უნდობლად დასცქე-
რის, მერე ფრთხილად კბეჩს. ერთ ლუკმას მეორე მოჰყვება, მეორეს - მესა-
მე... და ვეღარ ჩერდება.
- აჯობებს დაღეჭო, - ვურჩევ მე.
ბონი თავს მიქნევს და ცდილობს ნელა ჭამოს, მაგრამ არ გამოსდის. ვი-
ცი, რა ძნელია თავის შეკავება.
- მგონი, ჩაიც მზადაა, - ნაცრიდან თუნუქის ქილას ვიღებ. ტვილი ჩანთი-
დან ორ პაწაწინა ფინჯანს იღებს და ჩაის შიგ ვუსხამ. ფინჯნებს იატაკზე
ვდებ, რომ ჩაი ცოტათი გაგრილდეს. ტვილი და ბონი ჩახუტებულები ჭამენ,
ჩაის სულს უბერავენ და ცოტ-ცოტას ხვრეპენ. ამასობაში მე ცეცხლს ვანთებ.
ვიცდი, სანამ ცხიმიან თითებს გაილოკავდნენ, და ვეკითხები:
- აბა, მიამბეთ რა გადაგხდათ.
და ისინიც მიყვებიან.
ბოლო შიმშილის თამაშების დასრულების შემდეგ მე-8 რაიონი მღელვა-
რებამ მოიცვა. რასაკვირველია, რაიონში უკმაყოფილება ყოველთვის იყო,
მაგრამ ამჯერად ხალხი ფუჭი საუბრებიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდა.
ხმაურიანი მანქანა-მოწყობილობებით გამოტენილ ტექსტილის ფაბრიკა-
ქარხნებში, რომლებიც მთელ პანემს ემსახურება, ხალხმა ყურში ჩურჩულით,
უჩუმრად შეძლო ხმის გავრცელება. ტვილი სკოლაში ასწავლიდა, ბონი მისი
ერთ-ერთი მოსწავლე იყო. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ორივე
მშვიდობისმყოფელთა ფორმების სამკერვალოს ოთხსაათიან ცვლაში მუშა-
ობდა. ბონის თვეები დასჭირდა, რომ ფორმები ჩაეგდო ხელში, ერთგან
ჩექმები მოიპარა, მეორეგან - შარვლები, მესამეგან - პერანგები. ფორმები
102
ტვილისა და მისი ქმრისთვის იყო განკუთვნილი. როგორც კი დაიწყებოდა,
აჯანყების ამბავი მე-8 რაიონის გარეთაც უნდა გაევრცელებინათ, რადგან
სხვა რაიონების აყოლიების გარეშე წარმატების არანაირი შანსი არ იქნებო-
და.
იმ დღეს, როცა მე-8 რაიონს მე და პიტა ვეწვიეთ, იქაურებმა ერთგვარი
რეპეტიცია გაიარეს. შეთქმულები ბრბოში ჯგუფებად იდგნენ იმ შენობებთან
ახლოს, რომლებზეც აჯანყების დაწყებისთანავე იერიში უნდა მიეტანათ. გეგ-
მის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, კონტროლი უნდა დაეწესებინათ მარ-
თლმსაჯულების სახლზე, მშვიდობისმყოფელების შტაბ-ბინასა და საკომუნი-
კაციო ცენტრზე; შემდეგ კი რაიონის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექ-
ტებზე: რკინიგზაზე, ბეღელზე, ელექტროსადგურსა და იარაღის საწყობზე.
ჩვენი ნიშნობის ღამეს, როცა მუხლზე დამდგარმა პიტამ მთელი კაპიტო-
ლიუმის დასანახად მთხოვა ხელი, აჯანყება დაიწყო. ეს სწორედ შესაფერისი
დრო იყო. სეზარ ფლიკერმანთან ჩვენი ინტერვიუ მთელ ქვეყანაში პირდა-
პირ ეთერში გადაიცემოდა და მისი ნახვა სავალდებულო იყო. მე-8 რაიონე-
ლებს საბაბი მიეცათ, ღამით ქუჩებში გამოსულიყვნენ. სხვა დროს მსგავსი
აქტიურობა დიდ ეჭვს გამოიწვევდა. დათქმულ დროს, ანუ რვა საათზე, ყვე-
ლამ ნიღაბი ჩამოიცვა და არეულობაც დაიწყო.
მშვიდობისმყოფელები თავდასხმას არ ელოდნენ და აჯანყებულებმა სა-
კომუნიკაციო ცენტრი, ბეღელი და ელექტროსადგური აიღეს. მოკლულ
მშვიდობისმყოფელებს ცეცხლსასროლი იარაღიც წაართვეს. აჯანყებულებს
იმედი გაუჩნდათ, რომ თუ აჯანყების შესახებ ხმას სხვა რაიონებსაც მიაწ-
ვდენდნენ, მართლაც შეძლებდნენ კაპიტოლიუმის დამხობას.
მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა. ათასობით მშვიდობისმყოფელი ერ-
თდროულად გამოჩნდა და აჯანყებულთა სიმაგრეები ჰოვერკრაფტებით და-
იბომბა. იმ ქაოსში ხალხმა შინ ცოცხლად დაბრუნება ძლივს მოახერხა.
აჯანყება ორმოცდარვა საათზე ნაკლებ დროში ჩაახშეს და ერთი კვირით სა-
განგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. არ იყო საჭმელი, არც - ნახშირი,
ხალხს ქუჩაში გასვლა ეკრძალებოდა. ტელევიზორში მხოლოდ იმას აჩვე-
ნებდნენ, როგორ კიდებდნენ მთავარ მოედანზე აღმართულ სახრჩობელაზე
აჯანყების მოთავეებს. ერთ საღამოსაც, როცა მთელი რაიონი შიმშილობის
ზღვარზე იმყოფებოდა, გამოაცხადეს, რომ ყველა ყოველდღიურ საქმიანო-
ბას უნდა დაბრუნებოდა.
103
ტვილი და ბონი სკოლას დაუბრუნდნენ. იქიდან სამკერვალოში გაემარ-
თნენ, დაბომბილ ქუჩაში სიარული ჭირდა და სამსახურში მისვლა დააგვიან-
დათ. ასიოდე მეტრიღა რჩებოდათ სამსახურამდე, რომ სამკერვალო აფეთ-
ქდა და ყველა შიგ მყოფი დაიღუპა - მათ შორის, ტვილის ქმარი და ბონის
მთელი ოჯახი.
- ვიღაცამ კაპიტოლიუმში დაგვაბეზღა, აჯანყება სამკერვალო ფაბრიკაში
დაიგეგმაო, - მიხსნის ტვილი.
ტვილი და ბონი ტვილის სახლში გაიქცნენ, სადაც მშვიდობისმყოფელთა
ფორმებს მალავდნენ. საჭმელი მოიმარაგეს, ცოტა მეზობლებსაც მოჰპარეს,
რადგან უკვე იცოდნენ, რომ ისინი აფეთქებას შეეწირნენ, და რკინიგზის სად-
გურისკენ გასწიეს. რკინიგზასთან, საწყობში, მშვიდობისმყოფელების ფორ-
მები ჩაიცვეს და ასე შენიღბულები აიპარნენ მე-6 რაიონისკენ მიმავალ, ქსო-
ვილებით დატვირთული მატარებლის დახურულ ვაგონში. შუა გზაში საწვა-
ვის შესავსებად გაჩერებული მატარებლიდან ჩამოხტნენ და გზა ფეხით გააგ-
რძელეს. ტყე-ტყე მიდიოდნენ, მაგრამ ორიენტირად რკინიგზას იყენებდნენ.
ასე მოაღწიეს მე-12 რაიონის საზღვრებამდე, სადაც ბონიმ კოჭი იღრძო და
მცირე ხნით შეყოვნდნენ.
- გასაგებია, რასაც გაურბიხართ, მაგრამ მე-13 რაიონში რა დაგრჩენიათ?
- ვეკითხები მათ.
ბონი და ტვილი ერთმანეთში ნერვიულ მზერას ცვლიან.
- ზუსტად არ ვიცით, - ამბობს ტვილი.
- იქ ნანგრევების გარდა არაფერია, - ვამბობ მე, - კადრები ყველას გვი-
ნახავს.
- ზუსტადაც, მხოლოდ კადრები გვინახავს. მე-8 რაიონში, რაც თავი გვახ-
სოვს, სულ ერთსა და იმავე კადრებს გვიჩვენებენ, - ამბობს ტვილი.
- მართლა? - ვცდილობ გავიხსენო ტელევიზორში ნანახი მე-13 რაიონის
კადრები.
- მაგალითად, სულ მართლმსაჯულების სახლს აჩვენებენ, - აგრძელებს
ტვილი. მე თავს ვუქნევ. ათასჯერ მინახავს ეს კადრი, - თუ ყურადღებით და-
აკვირდები, დაინახავ. მარჯვენა ზედა კუთხეში.
- რას დავინახავ?
ტვილი კვლავ ჩიტისგამოსახულებიან კრეკერს მიწვდის.

104
- კაჭკაჭჯაფარას. სულ რამდენიმე წამით ჩნდება. ერთი და იგივე კაჭკაჭჯა-
ფარა.
- ჩვენთან ჰგონიათ, რომ კაპიტოლიუმი ერთსა და იმავე კადრებს იმიტომ
გვიჩვენებს, რომ ჩვენგან მე-13 რაიონის რეალური მდგომარეობის დამალ-
ვა სურს.
- და მე-13 რაიონში ამ ეჭვების საფუძველზე მიდიხართ? - ირონიულად
ვფხუკუნებ, - კაჭკაჭჯაფარას გამო? გგონიათ, იქ ფერფლიდან აღმდგარი,
ხალხმრავალი რაიონი დაგხვდებათ? გგონიათ, კაპიტოლიუმი ამას დაუშვებ-
და?
- არა, - სრული სერიოზულობით მეუბნება ტვილი, - ჩვენი აზრით, მიწის
ზედაპირის ნაცარტუტად ქცევის შემდეგ, ხალხმა მიწისქვეშეთს შეაფარა თა-
ვი. ჩვენი აზრით, ისინი გადარჩნენ. კაპიტოლიუმი მათ იმიტომ არ ეხება,
რომ შავბნელი ხანის დადგომამდე მე-13 რაიონის მრეწველობის უმთავრესი
დარგი ატომური კვლევები იყო.
- არა, გრაფიტის მომპოვებლები იყვნენ, - ვამბობ მე, მაგრამ უცებ ეჭვი
მიპყრობს: ეს ხომ მხოლოდ კაპიტოლიუმელებისგან გვსმენია.
- გრაფიტის რამდენიმე საბადო მართლაც ჰქონდათ, მაგრამ იმდენი არა,
რომ ამხელა რაიონის მოსახლეობის შრომა დასჭირვებოდა. ეს ზუსტად ვი-
ცით, - ამბობს ტვილი.
გულისცემა მიჩქარდება. იქნებ არ ცდებიან? იქნებ ეს სიმართლეა? იქნებ
მართლაც გვაქვს სადღაც გასაქცევი, გარდა ტყისა? იქნებ მართლაც არსე-
ბობს უსაფრთხო თავშესაფარი? თუ მე-13 რაიონში ხალხი ცხოვრობს, იქ
ხომ არ წავიდე და რამე სასარგებლო გავაკეთო, ნაცვლად აქ დარჩენისა
და სიკვდილის ლოდინისა? მაგრამ... თუ მე-13 რაიონელებს ატომური ია-
რაღი აქვთ...
- თუ ეგრეა, ჩვენ რატომ არ გვეხმარებიან? - ეჭვი არ მასვენებს, - რატომ
მიგვატოვეს? ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ ვშიმშილობთ და ვიტანჯებით კაპი-
ტოლიუმის და მისი შიმშილის თამაშების წნეხის ქვეშ? - უეცრად ზიზღით
ვივსები წარმოსახული მიწისქვეშა მე-13 რაიონის მიმართ. სხედან თავის-
თვის და გვიყურებენ, როგორ ვიხოცებით. კაპიტოლიუმს არაფრით ჯობიან.
- არ ვიცი, - ჩურჩულებს ბონი, - ახლა მხოლოდ იმას ვიმედოვნებთ, რომ
ისინი არსებობენ.

105
მის სიტყვებს გონზე მოვყავარ. ეს ყველაფერი ფანტაზიაა. შეუძლებელია,
მე-13 რაიონი არსებობდეს, კაპიტოლიუმი ამას არ დაუშვებს. მე-8 რაიონე-
ლებს ნამდვილად რაღაც ეჩვენებათ. ამქვეყნად კაჭკაჭჯაფარებს რა და-
ლევს. თანაც, ამტანი ფრინველები არიან. თუ მე-13 რაიონის დაბომბვას გა-
დაურჩნენ, ახლა ალბათ უფრო მეტად გამრავლდებოდნენ.
ბონის სახლი არ აქვს. ოჯახი ამოუწყდა. მე-8 რაიონში დაბრუნება ან სხვა
რაიონში გადასახლება არ შეუძლია და, რა გასაკვირია, დამოუკიდებელი
და აყვავებული მე-13 რაიონის იდეა მიმზიდველი ეჩვენება. თუმცა, მე ვე-
რაფრით ვეტყვი, შენი იმედი ფუჭია-მეთქი. იქნებ მან და ტვილმა ტყეში შეძ-
ლონ ცხოვრება. როგორმე უნდა დავეხმარო.
ჩანთაში რაც მიწყვია, ყველაფერს მათ ვუტოვებ. ძირითადად, მარცვლეუ-
ლი და ლობიოა, მაგრამ თუ გამოიზოგავენ, ცოტა ხანს ეყოფათ. მერე ტვი-
ლი გარეთ გამყავს და ნადირობის ძირითად პრინციპებს ვუხსნი. მისი პის-
ტოლეტი მზის ენერგიას მომაკვდინებელ სხივებად გარდაქმნის, ამიტომ
ტყვიები არ დასჭირდება. მის მიერ მოკლული პირველი ციყვი ერთიანად
დანახშირებულია, რადგან სხივი პირდაპირ მუცელში მოხვდა. ვასწავლი
როგორ გაატყავოს და გაასუფთაოს ნანადირევი. თანდათან უკეთ გამოუვა.
ბონისთვის ახალ ყავარჯენს ვთლი. მას დამატებით წყვილ წინდას ვაძლევ,
სიარულისას ჩექმებში ჩაიტენე, ღამღამობით კი ჩაიცვი-მეთქი. ბოლოს, ცეც-
ხლის წესიერად დანთებასაც ვასწავლი.
მე-12 რაიონში როგორი ვითარებააო, მეკითხებიან. მეც ვუყვები, როგორ
გაგვიჭირდა თრედის გამოჩენის შემდეგ. ტვილსა და ბონის ყველა წვრილ-
მანი აინტერესებთ, ეტყობა, ფიქრობენ, მე-13 რაიონელებისთვის ეს მნიშ-
ვნელოვანი ინფორმაცია იქნებაო. მეც ყველა კითხვაზე ვპასუხობ, არ მინდა,
იმედები საბოლოოდ გადავუწურო. ამასობაში საღამო ახლოვდება. დროა,
მათთან ლაყბობას მოვრჩე.
- უნდა წავიდე, - ვამბობ მე.
ტვილი და ბონი მეხვევიან და მადლობას მიხდიან.
- ვერ დამიჯერებია, რომ შეგხვდით. ყველას შენი სახელი აკერია პირზე
მას შემდეგ, რაც... - ბონის ცრემლი სდის.
- ვიცი, ვიცი, - ვაწყვეტინებ, - მას შემდეგ, რაც კენკრის ოინით კაპიტო-
ლიუმი გავაბითურე.

106
მათგან წამოსვლისას თოვას იწყებს, მაგრამ მე გარშემო ვერაფერს ვამ-
ჩნევ. ამდენი ახალი ამბისგან თავბრუ მეხვევა. მე-8 რაიონის აჯანყების შესა-
ხებ ბევრი რამ შევიტყვე; იმედიანი, მაგრამ ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს
მე-13 რაიონის არსებობის თეორია.
ბონისთან და ტვილთან საუბარმა ერთ რამეში დამარწმუნა: მთელი ეს ხა-
ნი პრეზიდენტი სნოუ მატყუებდა. ვერანაირი კოცნა და ალერსი ვერ დააც-
ხრობდა მე-8 რაიონელების მღელვარებას. დიახ, ჩემი კენკრის ოინი ნაპერ-
წკლად იქცა, მაგრამ გაჩენილ ცეცხლს მე ვერანაირად ვერ ჩავაქრობ - ეს
უთუოდ ეცოდინებოდა. მაშ, შინ რატომ მესტუმრა და მიბრძანა, პანემის მო-
სახლეობა შენი და პიტას სიყვარულში დაარწმუნეო? ალბათ იმიტომ, რომ
ჩემი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, რათა ცეცხლზე ნავთი არ დამესხა
და ხანძარი ყველა რაიონს არ მოსდებოდა; და იმიტომაც, რომ კაპიტო-
ლიუმი გამერთო. ქორწილი ამ ყველაფრის საჭირო დანამატია და მეტი
არაფერი.
უკვე მავთულხლართის ღობეს ვუახლოვდები, როცა ხის ტოტზე კაჭკაჭჯა-
ფარა ჯდება და მიგალობს. მის დანახვაზე მახსენდება, რომ არ მიკითხავს,
რის სიმბოლოა კრეკერზე გამოსახული კაჭკაჭჯაფარა.
ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მხარეზე ვართო, მითხრა ბონიმ. მაშ, მომხრეე-
ბი მყავს? ნუთუ ჩემდა უნებურად აჯანყების მოთავედ ვიქეცი? ხოლო კაჭკაჭ-
ჯაფარა აჯანყებულთა სიმბოლოა? თუ ასეა, ჩემი მომხრეები აშკარად შავ
დღეში ყოფილან. ეს მე-8 რაიონელთა მაგალითზე ჩანს.
მშვილდ-ისარს ხის ფუღუროში ვინახავ და ღობისკენ მივდივარ. ის-ისაა
ღობის ქვეშ უნდა გავძვრე, რომ დღევანდელი მოვლენებით გონებადამძიმე-
ბული, ბუს კივილს მოვყავარ აზრზე.
საღამოს მკრთალ შუქში მავთულხლართი ძველებურად უწყინარი ჩანს.
მაგრამ ხელს ავტომატურად უკან ვწევ, რადგან ხმადაბალი ზუზუნი მესმის,
თითქოს ახლომახლო კრაზანების ბუდე ეკიდოს. ღობე ელექტრულად და-
უმუხტავთ.

11.

107
მაშინვე უკან გავრბივარ და ხის უკან ვიმალები. პირზე ხელთათმანიან
ხელს ვიფარებ, რომ იქიდან გამოსული თეთრი ორთქლი არავინ შეამჩნი-
ოს. ძარღვებში ადრენალინის დონე მატულობს და ყველა სხვა სადარდე-
ბელს მავიწყებს - მხოლოდ იმ საფრთხეზე ვფიქრობ, რომელიც ამწამს მე-
მუქრება. რა ხდება? თრედმა მეტი უსაფრთხოებისთვის ღობეც ჩართო? თუ
როგორღაც შეიტყო, რომ მის ხაფანგს დავუსხლტი? ცდილობს მე-12 რაი-
ონის საზღვრებს გარეთ გამომიჭიროს, რომ ჩემი დაპატიმრების საბაბი გა-
უჩნდეს? ვითომ სამარცხვინო ბოძზე მიმაბამს და გამამათრახებს? თუ ჩამო-
მახრჩობს?
თავს ვუბრძანებ, დამშვიდი-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, ელექტრულად
დამუხტული ღობის გამო სხვა დროსაც დავრჩენილვარ ტყეში. თუმცა, მაშინ
გეილიც მახლდა თან. რომელიმე ხის ქვეშ ჩამოვსხდებოდით და ველოდით,
როდის გამორთავდნენ ელექტროენერგიას. როცა ვიგვიანებდი, პრიმი მდე-
ლოზე გამოდიოდა ხოლმე და ღობეს ამოწმებდა, რომ დედაჩემს არ ენერ-
ვიულა.
მაგრამ დღეს ჩემებმა არც კი იციან, რომ ტყეში წავედი. რომ არ გამოვ-
ჩნდები, ნამდვილად აღელდებიან. ცოტათი მეც ვღელავ, რადგან არ ვიცი,
უბრალო დამთხვევაა თუ განგებ მოწყობილი, რომ დენი მაშინ მოვიდა, რო-
ცა ტყეში წავედი. მგონი, არავის შევუმჩნევივარ, ღობის ქვეშ რომ გავძვერი,
მაგრამ... ვინ იცის? ფულის სანაცვლოდ ჯაშუშებს და მოთვალთვალეებს
ყველგან ადვილად იშოვი. ვიღაცამ ხომ დაგვაბეზღა, გეილი და ქეთნისი
ერთმანეთს კოცნიდნენო? თუმცა, ის დღისით მოხდა და თანაც, მაშინ ნაკ-
ლებად ვფრთხილობდი. იქნებ ფარული კამერებით მითვალთვალებენ? ამა-
ზე ადრეც მიფიქრია. ასე შეიტყო პრეზიდენტმა სნოუმ კოცნის შესახებ?
არადა, ტყეში რომ შევედი, ბნელოდა, სახეც შარფით მქონდა დაფარუ-
ლი.
ხის უკნიდან ვიყურები ღობის მიღმა. ახალი თოვლით დაფარული მდე-
ლო საბადოს სახლების ფანჯრებიდან გამოსულ შუქს გაუნათებია. მშვიდო-
ბისმყოფელები არსად ჩანან. ჯერჯერობით არავინ დამეძებს. მიუხედავად
იმისა, იცის თუ არა თრედმა სიმართლე, ჩვეულებისამებრ უნდა მოვიქცე:
ღობეზე გადავძვრე და თავი მოვაჩვენო, ვითომ არსადაც არ წავსულვარ.
მაგრამ ეს როგორ უნდა მოვახერხო? ერთი შეხება მავთულხლართთან
და, დენი დამარტყამს. მიწა გაყინული რომ არ იყოს, ღობის ქვეშ სოროს
108
გავთხრიდი და ასე გავიდოდი. თუმცა, ესეც სარისკოა. შეიძლება, ვინმემ შე-
მამჩნიოს. ისღა დამრჩენია, ღობეს გადავახტე.
ღობეს მივუყვები და ტყისპირას საჭირო სიმაღლის ხეს ვეძებ. დაახლოე-
ბით კილომეტრ-ნახევარში ხმელ ნეკერჩხალს ვპოულობ. ეს ნეკერჩხალი
ალბათ გამოდგება, მაგრამ ტანი მეტისმეტად სქელი და მოლიპული აქვს,
ტოტები კი - ძალიან მაღლა, ამიტომ მის მეზობელ ხეზე ავდივარ და იქიდან
ვხტები ნეკერჩხალზე. ბოლო წამს ვასწრებ ხელის მოჭიდებას და თავის შე-
მაგრებას. ძლივძლივობით მივცოცავ ტოტზე, რომელიც ღობის თავზეა ჩა-
მოწოლილი.
ძირს ვიხედები და მახსენდება, რატომ გვერჩივნა მე და გეილს ტყეში
დაცდა. ცოცხლად შებრაწვას თავი რომ დააღწიო, მინიმუმ შვიდი მეტრის
სიმაღლეზე უნდა აძვრე. მართალია, ხეზე ცოცვის მრავალწლიანი გამოცდი-
ლება მაქვს, მაგრამ აქედან მეც კი შეიძლება ჩავვარდე. თუმცა, სხვა რა გზა
მაქვს? უკვე დაღამდა და უკეთეს ხეს და ტოტს ვეღარ მოვძებნი. თან თოვს
და მთვარის შუქიც დიდად ვერ დამეხმარება. სხვა თუ არაფერი, ძირს თოვ-
ლის ხალიჩა მაინცაა. ჩანთას კისერზე ვიკიდებ და ხელებით ვეკიდები ხის
ტოტს. წუთით ვქანაობ და მხნეობას ვიკრებ. მერე ტოტს ხელებს ვუშვებ.
ვვარდები. თოვლიან მიწაზე ზურგით ვენარცხები და გაუნძრევლად ვცდი-
ლობ, გავარკვიო, რამე ხომ არ დავიშავე. მარცხენა ქუსლი და კუდუსუნი
მტკივა. საკითხავი ისაა, რამდენად ძლიერ. გაჭირვებით წამომდგარი იმასაც
ვხვდები, რომ რაღაც მოვიტეხე. ჩემდა ბედად, სიარული შემიძლია და შინი-
საკენ მივდივარ. ყველანაირად ვცდილობ, კოჭლობა არ შემეტყოს.
დედაჩემს და პრიმს ვერ ვეტყვი, რომ ტყეში ვიყავი. ალიბი მჭირდება,
თუნდაც ნაკლებად დამაჯერებელი. მოედანზე რამდენიმე მაღაზია ჯერაც
ღიაა. ერთ-ერთში თეთრ ტილოს ვყიდულობ ჭრილობების შესახვევად, -
მით უმეტეს, სახლში დედაჩემსაც გამოელია სახვევები, მეორე მაღაზიაში -
პრიმისთვის ტკბილეულს. ერთ კანფეტს პირში ვიდებ და პიტნის გემო მახსე-
ნებს, რომ მთელ დღეს არაფერი მიჭამია. ტბისპირა სახლში ვაპირებდი სა-
დილობას, მაგრამ ტვილსა და ბონის შევხვდი. მათ შემხედვარეს კი მათთვის
თუნდაც ერთი ლუკმის წართმევაც დამენანა.
მარცხენა ქუსლის მიწაზე დადგმა სულ უფრო მიჭირს. გადავწყვიტე, დე-
დაჩემს მოვატყუო, საბადოში ძველი სახლის სახურავის შეკეთებისას ფეხი
დამიცურდა და ჩამოვვარდი-მეთქი. რაც შეეხება საჭმელს, ვიტყვი, რომ წე-
109
სიერად არც მახსოვს, ვის დავურიგე. სახლში შევდივარ და ერთი სული
მაქვს, ბუხრის წინ სავარძელში ჩავეშვა, მაგრამ წინ მორიგი სიურპრიზი მე-
ლის.
ჩვენი სამზარეულოს კართან ორი მშვიდობისმყოფელი, ქალი და კაცი,
დგას. ქალი მშვიდადაა, კაცი კი ვერ მალავს გაოცებას. მე აშკარად არ მე-
ლოდნენ. იცოდნენ, რომ ტყეში წავედი და ეგონათ, ღობის ჩართვის შემდეგ
უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.
- გამარჯობა, - ცივად ვესალმები მათ.
- აი, ისიც. ვახშამს მოუსწრო, - ამბობს ზედმეტად გახარებული დედაჩემი
მშვიდობისმყოფელების ზურგს უკან.
როგორც ჩანს, ვახშამზე ძალიან დავაგვიანე.
ჩექმების გახდას ვერ ვბედავ, რადგან შეიძლება ტრავმები გამომიჩნდეს.
კაპიუშონს ვიხსნი და თმიდან თოვლის ფიფქებს ვიფერთხავ.
- რით დაგეხმაროთ? - ვეკითხები მშვიდობისმყოფელებს.
- მეთაურმა თრედმა თქვენთვის შეტყობინება გამოგვატანა, - მეუბნება ქა-
ლი.
- თითქმის ორი საათია, შენს დაბრუნებას ელიან, - ამატებს დედაჩემი.
თითქმის ორი საათია, ჩემს არდაბრუნებას ელიან. დასტურს, რომ ღო-
ბესთან შეხებისას დენმა დამარტყა; ან ტყეში დავრჩი და ამ საბაბით ჩემი
ოჯახის დასაკითხად თან წაყვანაა საჭირო.
- ალბათ მნიშვნელოვანი შეტყობინებაა, - ვამბობ მე.
- თუ შეიძლება გავიგოთ, სად იყავით, მის ევერდინ? - მეკითხება ქალი.
- მაგას ჯობია მკითხოთ, სად არ ვიყავი, - გადაქანცული ხმით ვამბობ და
სამზარეულოში შევდივარ. ფეხი საშინლად მტკივა, მაგრამ თავს როგორ-
ღაც ვაიძულებ, არაფერი შემატყონ. მშვიდობისმყოფელებს გვერდს ვუვლი
და მაგიდასთან მივდივარ. ჩანთას მაგიდაზე ვდებ და ბუხართან მდგარი, და-
ძაბული პრიმისკენ ვტრიალდები. ჰეიმიჩი და პიტა ზუსტად ერთნაირ საქანე-
ლა-სავარძლებში სხედან და ჭადრაკს თამაშობენ. ნეტა აქ შემთხვევით აღ-
მოჩნდნენ თუ ისინიც მშვიდობისმყოფელებმა შემოიპატიჟეს? ასეა თუ ისე,
მათი დანახვა მახარებს.
- სად დაიკარგე ამდენ ხანს? - გაბეზრებული ხმით მეკითხება ჰეიმიჩი.

110
- პრიმის თხა ატეხილია და ამის შესახებ მწყემსს უნდა დავლაპარაკებო-
დი, მაგრამ ვიღაცამ მისი სახლი არასწორად მიმასწავლა, - ვამბობ და
პრიმს დაჟინებით ვუყურებ.
- სულაც არა, - თავს იმართლებს პრიმი, - სწორად მიგასწავლე.
- მითხარი, მაღაროს დასავლეთ შესასვლელთან ცხოვრობსო.
- აღმოსავლეთ შესასვლელთან, - მისწორებს პრიმი.
- გარკვევით მითხარი, დასავლეთ შესასვლელთანო, რადგან მე გკითხე,
წიდის გროვასთან-მეთქი? შენ მიპასუხე, კიო.
- აღმოსავლეთ შესასვლელთან რომ წიდის გროვაა, იქ-მეთქი, - მოთმი-
ნებით მიხსნის პრიმი.
- ეგ როდის თქვი?
- წუხელ, - გვერთვება ჰეიმიჩი.
- კი, ნამდვილად აღმოსავლეთი გითხრა, - ამბობს პიტაც და ჰეიმიჩთან
ერთად იცინის. პიტას ვუბღვერ და ისიც ვითომ სერიოზულდება, - ბოდიში,
მაგრამ მეც ეგ გითხარი. როცა გელაპარაკებიან, ხალხს წესიერად არ უსმენ.
- ალბათ დღესაც გითხრეს, იქით არ ცხოვრობსო, მაგრამ ყურადღება არ
მიგიქცევია, - ამბობს ჰეიმიჩი.
- მოკეტე, ჰეიმიჩ, - ვბრაზდები მე და ამით ცხადად მივანიშნებ, რომ ის
მართალია.
ჰეიმიჩი და პიტა ისევ ხარხარებენ. პრიმიც იღიმის.
- ჰოდა, მაგ წყეული თხის დამაკებაზე სხვამ იზრუნოს, - ვითომ განაწყენე-
ბული ვამბობ და სხვებს კიდევ ერთხელ ეცინებათ.
ჩემთვის გულში ვფიქრობ: აი, როგორ მოატანეს აქამდე ჰეიმიჩმა და პი-
ტამ. მათი დაბნევა შეუძლებელია.
მშვიდობისმყოფელებს ვუყურებ. კაცი იცინის, ქალს კი მაინც არ სჯერა.
- ჩანთაში რა გიდევთ? - მეკითხება მკაცრად.
ალბათ იმედი აქვს, რომ შიგ ნანადირევს ან ველურ მცენარეებს იპოვის,
ანუ სამხილს.
- თავად ნახეთ, - ჩანთას მაგიდაზე ვაპირქვავებ.
- რა კარგია, - ტილოებს ათვალიერებს დედაჩემი, - სახვევები გამოგვე-
ლია.
პიტა მაგიდასთან მოდის და კანფეტების პაკეტს ხსნის.
- ოო, პიტნისაა, - იძახის და ერთ ცალს პირისკენ მიაქანებს.
111
- ჩემია, - ვცდილობ, პაკეტი ხელიდან გამოვგლიჯო, მაგრამ პიტა ჰეიმიჩს
უგდებს. ეს უკანასკნელი მუჭით იყრის კანფეტებს პირში და პაკეტს აკისკისე-
ბულ პრიმს აძლევს, - არც ერთი არ იმსახურებთ ტკბილეულს! - ვბუზღუნებ
უკმაყოფილოდ.
- რატომ? იმიტომ, რომ მართლები ვართ? - ხელებს მაგრად მხვევს პი-
ტა. ნატკენი კუდუსუნი მახსენებს თავს და ხმადაბლა ვკვნესი. ვცდილობ,
კვნესა ტკივილს კი არა, გულისწყრომას გამოხატავდეს, მაგრამ პიტას მზე-
რაში ვკითხულობ, რომ ყველაფერს მიხვდა, - კარგი, პრიმმა დასავლეთიო,
გითხრა. ეს გარკვევით გავიგონე. ყველანი იდიოტები ვართ. ასე უკეთესია?
- გაცილებით, - ვამბობ და ვკოცნი. მერე მშვიდობისმყოფელებისკენ
ვტრიალდები, ვითომ აღარც მახსოვდა, აქ რომ არიან, - ჩემთვის შეტყობი-
ნება გაქვთ, არა?
- მეთაური თრედისგან, - ამბობს ქალი, - დამავალა, თქვენთვის მეთქვა,
რომ მე-12 რაიონზე შემორტყმული მავთულხლართი ამიერიდან დღეში ოც-
დაოთხი საათის განმავლობაში დამუხტული იქმნება.
- აქამდე არ იყო? - გულწრფელად გაკვირვებული ხმა მაქვს.
- მისი აზრით, ეს ინფორმაცია თქვენს ბიძაშვილსაც დააინტერესებს, - აგ-
რძელებს ქალი.
- გმადლობთ. აუცილებლად გადავცემ. კარგია, რომ ეს ხარვეზი აღმოიფ-
ხვრა. ამიერიდან ყველას უფრო მშვიდად დაგვეძინება, - ვიცი, ზედმეტი მომ-
დის, მაგრამ ამ სიამოვნებაზე თავს უარს ვერ ვეტყვი.
ქალი კბილებს აღრჭიალებს. მთელი გეგმა წყალში ჩაეყარა, მაგრამ რა-
ხან უფროსობისგან სხვა ბრძანება არ მიუღია, თავს მიკრავს და მიდის. კაცი
უკან მიჰყვება. როგორც კი დედაჩემი კარს კეტავს, უღონოდ ვეყრდნობი მა-
გიდას.
- რა გჭირს? - პიტა მაშინვე ჩემთან მორბის, რომ დამიჭიროს.
- მარცხენა ფეხით ცუდად დავეცი, ქუსლი ვიტკინე. არც ჩემს კუდუსუნს ად-
გას კარგი დღე.
პიტას საქანელა-სავარძელთან მივყავარ. ფრთხილად ვჯდები რბილ ბა-
ლიშზე.
დედაჩემი ჩექმებს მხდის.
- რა მოხდა?
- ფეხი დამიცურდა და დავეცი... ყინულზე.
112
ჩემი არავის სჯერა, სამაგიეროდ ყველამ იცის, რომ სახლი ისმინება და
აქ ყველაფერზე ღიად საუბარი არ შეიძლება.
დედაჩემი წინდას მხდის და მარცხენა ქუსლზე ძვლებს მისინჯავს. მე სიმ-
წრით ვიმანჭები.
- მგონი, მოტეხილი გაქვს, - ამბობს დედა და მარჯვენა ტერფსაც მისინ-
ჯავს, - ეს საღს ჰგავს.
როგორც ირკვევა, კუდუსუნი ძლიერ არის დაჟეჟილი.
პრიმს პიჟამისა და ხალათის მოსატანად გზავნიან. ტანსაცმლის გამოც-
ვლის შემდეგ, დედაჩემი ქუსლზე თოვლის კომპრესს მადებს. გაშლილი ფე-
ხის ქვეშ პატარა სკამს მიდგამს. სამ ჯამ წვნიანს ვხვრეპ და ნახევარ პურს
ვჭამ. ცეცხლს მიშტერებული ტვილსა და ბონიზე ვფიქრობ და ვიმედოვნებ,
რომ სველმა, მძიმე თოვლმა ჩემი ნაკვალევი წაშალა.
პრიმი ჩემ გვერდით, იატაკზე ჯდება და თავს მუხლებზე მადებს. თითებით
რბილ, ქერა თმას ყურს უკან ვუვარცხნი. თან პიტნის კანფეტებს ვწუწნით.
- სკოლაში როგორ მიდის საქმე?
- კარგად. დღეს ქვანახშირის წვით მიღებული მეორადი პროდუქტები შე-
ვისწავლეთ, - მპასუხობს პრიმი და ცოტა ხანს ორივე ერთად მივშტერები-
ვართ ცეცხლს, - საქორწინო კაბებს არ მოისინჯავ?
- ამაღამ ვერა, ხვალ.
- მაშინ დაიცადე, სანამ სკოლიდან დავბრუნდები.
- კარგი, - ვამბობ და უნებურად ვფიქრობ: თუ მანამდე არ დამაპატიმრეს.
დედაჩემი გვირილის სიროფგარეულ ნაყენს მასმევს და ქუთუთოები მიმ-
ძიმდება. მერე ნატკენ ფეხს მიხვევს და საძინებლამდე პიტა მიმაცილებს.
თავიდან მხარზე ვეყრდნობი, მაგრამ კიბეზე მუხლი მეკვეთება და ხელში ავ-
ყავარ. ლოგინში მაწვენს და მშვიდობიან ძილს მისურვებს, მაგრამ მე მაჯაზე
ხელს ვავლებ და ვაჩერებ. საძილე სიროფს ერთი გვერდითი ეფექტი აქვს:
არყით მთვრალივით თავშეკავებას გაკარგვინებს და ლაპარაკის საღერ-
ღელს გიშლის. არ მინდა, რომ წავიდეს. მინდა, გვერდით მომიწვეს და ჩემ-
თან იყოს, როცა კოშმარები შემაწუხებენ. მაგრამ ვხვდები, რომ ამის თხოვნა
არ შეიძლება, თუმცა არ ვიცი, რატომ.
- გთხოვ, დაიცადე, სანამ დამეძინება, - ამასღა ვბუტბუტებ.
პიტა საწოლის კიდეზე ჯდება და ჩემს ხელს თავის თბილ ხელებში იქ-
ცევს.
113
- ამ საღამოს რომ დაიგვიანე, კინაღამ ვიფიქრე, აზრი შეიცვალა-მეთქი.
გონება დაბინდული მაქვს, მაგრამ მაინც ვხვდები, რას გულისხმობს. რო-
ცა მშვიდობისმყოფელები მოვიდნენ და მავთულხლართის ღობე ჩაირთო,
ალბათ ეგონა, რომ გეილთან ერთად გავიქეცი.
- არა, ხომ გითხარი, გაქცევას აღარ ვაპირებ-მეთქი, - ვეუბნები და მის ხე-
ლისგულს ლოყაზე ვიდებ. ალბათ მთელი დღე ფუნთუშებს აცხობდა. დარი-
ჩინისა და კამის სუნის ასდის. ძალიან კი მინდა, ტვილისა და ბონის, აჯანყე-
ბისა და მე-13 რაიონის შესახებ ვუამბო, მაგრამ ეს სახიფათოა, თანაც ძილი
მერევა, - ჩემთან დარჩი, - ამის თქმასღა ვასწრებ.
პიტა რაღაცას მპასუხობს, მაგრამ სიტყვებს ვეღარ ვარჩევ.
დედა შუადღემდე მაცლის, მერე მაღვიძებს, ქუსლს მისინჯავს და ერთკვი-
რიან წოლით რეჟიმს მინიშნავს. მე არ ვეწინააღმდეგები, რადგან თავს ცუ-
დად ვგრძნობ. მხოლოდ ქუსლი და კუდუსუნი კი არ მტკივა, სულ მთლად ძა-
ლაგამოცლილი ვარ. ამიტომაც დედაჩემს მკურნალობას ვაცლი, საუზმესაც
საწოლში მივირთმევ და კიდევ ერთ საბანსაც ვიფარებ. ფარდაგადაწეული
ფანჯრიდან გავყურებ ზამთრის ცას და ვფიქრობ, ნეტა როგორ განვითარ-
დება მოვლენები. მახსენდება ტვილი და ბონი და საქორწინო კაბების გრო-
ვა. ვიმედოვნებ, რომ თრედი ვერ მიხვდება, ტყიდან როგორ გამოვაღწიე
და ვერ დამაპატიმრებს. ისე კი, მიკვირს, უკვე ჩადენილი დანაშაულების
ბრალდებით რატომ არ მაპატიმრებს? იქნებ შიმშილის თამაშების გამარჯვე-
ბული რომ ვარ, დასაპატიმრებლად უფრო დამაჯერებელი სამხილი სჭირ-
დება? ნეტა პრეზიდენტი სნოუ თუ ეკონტაქტება მეთაურ თრედს? არა მგო-
ნია, უწინ პრეზიდენტს მეთაური ქრეის არსებობის შესახებ სმენოდა, მაგრამ
ახლა ეროვნულ პრობლემად ვიქეცი და არაა გამორიცხული, პირადად აძ-
ლევდეს მითითებებს მშვიდობისმყოფელთა ახალ მეთაურს. იქნებ თრედი
სულაც დამოუკიდებლად მოქმედებს? ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მე მე-12
რაიონის საზღვრებს არ უნდა გავცდე. ახლა გაქცევის საშუალება რომც გა-
მოვნახო - მაგალითად, ნეკერჩხლის ხეს თოკი გამოვაბა და ღობეს გადა-
ვაფრინდე - ოჯახსა და მეგობრებს ვეღარ წავიყვან. თანაც, გეილს დავპირ-
დი, დავრჩები და ვიბრძოლებ-მეთქი. მომდევნო რამდენიმე დღე ყოველ
დაკაკუნებაზე საწოლიდან წამოვხტები ხოლმე. სულ იმის შიშში ვარ, ახლა
მშვიდობისმყოფელები მოვლენ და დამაპატიმრებენ-მეთქი. მაგრამ არავინ
მოდის და თანდათან მეც ვმშვიდდები. ერთ დღეს პიტა მეუბნება, მავთულ-
114
ხლართის ღობე ალაგ-ალაგ გამორთულია, რადგან ღობის ძირს ამოწმებე-
ნო. ჩანს, თრედს ჰგონია, რომ ღობის ქვეშ გაძრომა გავბედე, მიუხედავად
იმისა, რომ შიგ დენი გადის. ძალიანაც კარგი. რაიონი სულს მოითქვამს, სა-
ნამ მშვიდობისმყოფელები ღობესთან ჩხირკედელაობენ და ხალხის აბუჩად
ასაგდებად ვერ იცლიან.
პიტა ყოველდღე მოდის ჩემს სანახავად. ყველიანი ღვეზელები მოაქვს
და ოჯახურ წიგნზე მუშაობაში მეხმარება. ერთი ტყავისყდიანი პერგამენტი
გვაქვს. წიგნის წერა დედაჩემის რომელიღაც ჰერბალისტმა წინაპარმა დაიწ-
ყო. წიგნი მელნით შესრულებული სამკურნალო მცენარეების ნახატებისა და
მათი თვისებების აღწერისგან შედგება. მამაჩემმა წიგნში საჭმელად ვარგისი
მცენარეების სიაც ჩაამატა. სწორედ ამ სიით ვხელმძღვანელობდი, როცა ჩე-
მი ოჯახის შიმშილისგან ხსნას ვცილობდი. კარგახანია, მეც მინდა შიგ ჩემი
ცოდნისა და გამოცდილების ჩამატება; ზოგი რამ გეილისგან ვისწავლე, ზო-
გიც - შიმშილის თამაშებისთვის მზადებისას, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე,
რადგან მხატვარი არ ვარ, ხოლო ნახატები უაღრესად ზუსტი და დეტალური
უნდა იყოს. პიტაც სწორედ ამისთვის მჭირდება. ზოგიერთ მცენარეს თვითო-
ნაც იცნობს, ზოგიერთისა გამხმარი ნიმუში გვაქვს, ზოგიერთს მე აღვუწერ
და ისიც ქაღალდის ფურცლებზე ესკიზებს აკეთებს; მე წიგნისთვის საუკეთე-
სო ვარიანტებს ვარჩევ. პიტა ხატვას რომ მორჩება, ნახატის ქვეშ კოხტად
ჩამოვწერ ხოლმე მცენარის ჩემთვის ნაცნობ თვისებებს.
ეს ჩუმი, შრომატევადი სამუშაო სადარდებლის დავიწყებაში მეხმარება.
პერგამენტის ყვითელი ფურცლები ჩემ თვალწინ ფერადდება. მომწონს პი-
ტას ნიჭიერი ხელების ყურება; როცა საქმეზეა კონცენტრირებული, მუდამ
ლაღი პიტა სულ სხვაგვარ გამომეტყველებას იღებს, სერიოზული და და-
ფიქრებული ხდება. მსგავსი გამომეტყველება ადრეც შემიმჩნევია მისთვის
არენაზე ან სიტყვით გამოსვლისას; ასეთივე მიზანდასახული ჩანდა მე-11
რაიონშიც, როცა მშვიდობისმყოფელები ავტომატებს გვიმიზნებდნენ. ხანდა-
ხან მის წამწამებზეც მიშტერდება მზერა - ისეთი თეთრი აქვს, შორიდან ვერც
შეამჩნევ. აი, ახლოდან კი ფანჯრიდან შემოსულ შუქში ოქროსფრად უბზი-
ნავს და მიკვირს, ასეთი გრძელი წამწამები თვალის დახამხამებისას ერთმა-
ნეთში როგორ არ იხლართება.

115
ერთ დღესაც პიტა ყვავილის გაფერადებას წყვეტს და ისე უეცრად სწევს
თავს, რომ ვკრთები, თითქოს თვალთვალისას წამასწრესო. რაღაც მხრივ,
მართლაც ასეა - უჩუმრად ვაკვირდებოდი.
- იცი, ახლა ვფიქრობდი და, მგონი, პირველადაა, რომ რაღაც ნორმა-
ლურს ვაკეთებთ ერთად.
- ჰო, მრავალფეროვნებისთვის არა უშავს, - ვეთანხმები მეც.
ჩვენს ურთიერთობას შავ ზოლად შიმშილის თამაშები გასდევს. ნორმა-
ლური თავს არაფერი გადაგვხდენია.
პიტას ყოველ საღამოს პირველ სართულზე ჩავყავარ, მაგრამ ყველას-
თვის სამწუხაროდ, მე მაშინვე ტელევიზორს ვრთავ. როგორც წესი, ტელე-
ვიზორში მხოლოდ მაშინ ვრთავთ, როცა რაღაცის ნახვას გვავალდებულე-
ბენ, თორემ კაპიტოლიუმის პროპაგანდის, მისი ძლევამოსილების დამამ-
ტკიცებელი სიუჟეტებისა და შიმშილის თამაშების ძველი ჩანაწერების ყურება
ნამდვილი საზიზღრობაა. თუმცა, მე სულ სხვა რამ მაინტერესებს - კაჭკაჭჯა-
ფარა, რომელზეც ტვილისა და ბონის იმედია დამყარებული. შეიძლება სი-
სულელეა, მაგრამ ამაში თავად უნდა დავრწმუნდე. მე-13 რაიონის არსებო-
ბაზე ფიქრი უნდა შევწყვიტო.
შავბნელი ხანის ამსახველ სიუჟეტში მე-13 რაიონის მართლმსაჯულების
სახლის გამურულ ნანგრევებს აჩვენებენ და ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში
წამით მართლაც მოჩანს კაჭკაჭჯაფარას შავ-თეთრი ფრთა. მაგრამ ეს არა-
ფერს ამტკიცებს. უბრალოდ, ძველი კადრია, რომელიც ძველ ისტორიას ახ-
ლავს თან.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს ყურადღებას რაღაც სხვა იპყრობს.
საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მე-3 რაიონში წარმოების შემცირებას
გრაფიტის ნაკლებობას აბრალებს. კადრი გადადის ვითომ პირდაპირ
ეთერში მყოფ ქალ რეპორტიორზე, რომელიც სკაფანდრით დგას მე-13
რაიონის მართლმსაჯულების სახლის ნანგრევების წინ და სახეზე ნიღაბაფა-
რებული გვამცნობს, სამწუხაროდ, ბოლო კვლევების შედეგად დადგინდა,
რომ მე-13 რაიონის საბადოები ჯერაც ტოქსიკურად დაბინძურებულიაო. სა-
ნამ კადრი ისევ წამყვანზე გადავიდოდეს, მარჯვენა ზედა კუთხეში კაჭკაჭჯა-
ფარას ნაცნობი ფრთები მოჩანს.
რეპორტიორი ძველი კადრების ფონზე დააყენეს. ის მე-13 რაიონში არ
იმყოფება. ჩნდება კითხვა: მაშ, რა ხდება სინამდვილეში მე-13 რაიონში?
116
12.

ამ კადრის ნახვის შემდეგ საწოლში უქმად წოლა ძნელია. მინდა, მე-13


რაიონის შესახებ უფრო მეტი გავიგო ან კაპიტოლიუმის დამხობის გეგმა
დავსახო, ამის ნაცვლად კი ყველიან ღვეზელებს ვჭამ და მშვიდად ვუყურებ,
როგორ აკეთებს პიტა ესკიზებს. ხანდახან ჰეიმიჩი შემოივლის ხოლმე და
ახალი ამბები მოაქვს. სამწუხაროდ, კარგი არაფერი ხდება. უფრო მეტ ადა-
მიანს სჯიან და უფრო მეტი იღუპება შიმშილისგან.
ამასობაში ზამთარი გადის. სიარული თანდათან მიადვილდება. დედაჩემი
ფეხის გასავარჯიშებლად გასეირნების ნებავს მრთავს. და აი, ერთხელაც,
ძილის წინ ვგეგმავ, ხვალ დილით მთავარ მოედანზე გავალ-მეთქი. თუმცა,
დილით რომ ვიღვიძებ, თავზე ვენია, ოქტავია და ფლავიუსი მადგანან.
- აი, ჩვენც მოვედით! - ჭყივიან ერთდროულად, - ასე ადრე არ გველოდი,
არა?
ჰეიმიჩმა მათი სტუმრობა რამდენიმე თვით გადაავადებინა, სანამ სახეზე
იარა შემიხორცდებოდა. მეგონა, კიდევ სამი კვირა არ ჩამოვიდოდნენ, მაგ-
რამ თავს მაინც ისე ვაჩვენებ, თითქოს ძალიან გამიხარდა, საქორწინო ფო-
ტოგადაღებები რომ მეწყება. დედაჩემს უკვე გამოუკიდია ყველა კაბა და გა-
დაღებებისთვის მზად ვართ. სიმართლე ითქვას, ეს კაბები ერთხელაც არ
მომისინჯავს.
სანამ საქმეს შეუდგებოდნენ, სტილისტები ჯერ ჩემი ვარდისფერი ნაიარე-
ვის გამო წუწუნებენ - მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს ცდა არ დაუკლია,
ჭრილობა სწრაფად შემხორცებოდა. ჩემი გამათრახების შესახებ ბევრმა არ
იცის, ამიტომ სტილისტებს ვატყუებ, ყინულზე ფეხი დამიცურდა, დავეცი და
გავიჭერი-მეთქი. ზუსტად იგივე უნდა მოვიმიზეზო მაღალქუსლიანი ფეხსაც-
მლის ჩაცმის დროსაც - ყინულზე დავეცი და მარცხენა ფეხი ვიღრძე. არა
უშავს, ვენია, ოქტავია და ფლავიუსი ძალიან მიამიტები არიან და ვერაფერს
იეჭვებენ.
რაკი მხოლოდ რამდენიმესაათიანი ფოტოსესიისთვის მამზადებენ, ეპი-
ლაციაზე აღარ ცდებიან - ფეხებს უბრალოდ მპარსავენ. აბაზანაში კი მაწვე-
ნენ, მაგრამ ამჯერად წებოვან მასაში არ მალბობენ. აბაზანის მერე ვარცხნი-
117
ლობასა და მაკიაჟს მიკეთებენ. სტილისტები, როგორც ყოველთვის, ათას
რამეს მიედ-მოედებიან. მათ ლაქლაქს როგორც ყოველთვის, არც ახლა
ვუსმენ. მაგრამ უცებ ოქტავია ისეთ რამეს ამბობს, რომ ვინტერესდები. უბ-
რალო დაწუწუნებაა, წვეულებისთვის კრევეტები ვერ ვიშოვეო, მაგრამ მე
მაინც ყურში მხვდება.
- კრევეტები რატომ ვვერ იშოვე? ჯერ სეზონი არ დამდგარა? - ვეკითხები
ოქტავიას.
- ო, ქეთნის, უკვე რამდენი კვირაა, კაპიტოლიუმში ზღვის პროდუქტები
აღარ იშოვება! - მხრებს იჩეჩს ოქტავია, - ამბობენ, მე-4 რაიონში ცუდი ამინ-
დებიაო.
მაშ, უკვე რამდენი კვირაა, ზღვის პროდუქტები არ იშოვება? იმიტომ ხომ
არა, რომ მე-4 რაიონიდან ვერ შემოაქვთ? გამარჯვებულის ტურნეში მე-4
რაიონელები მრისხანებას ძლივს მალავდნენ. დიახ, სრულიად დარწმუნებუ-
ლი ვარ, რომ მე-4 რაიონი აჯანყდა.
ფრთხილად ვიწყებ სტილისტების გამოკითხვას, ამ ზამთარში კიდევ რამე
ხომ არ შემოაკლდათ. კაპიტოლიუმელები გაჭირვებას მიუჩვეველნი არიან
და რამის მცირედი უკმარისობაც კი მათში დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს. სა-
ნამ კაბას ჩამაცვამდნენ, ერთხმად ჩივიან კიბორჩხალების, მუსიკალური ჩი-
პებისა და ბაფთების ნაკლებობაზე. მათი სიის მიხედვით ვხვდები, რომელი
რაიონი შეიძლება იყოს აჯანყებული. მე-4 რაიონი - ზღვის პროდუქტები, მე-
3 რაიონი - ელექტრომოწყობილობები, მე-8 რაიონი - ფაბრიკა-ქარხნები.
გამოდის, ერთდროულად სამი რაიონი აჯანყდა; ამის გააზრებაზე შიშიც მიპ-
ყრობს და სიხარულიც.
სტილისტებს კიდევ უფრო ჩავეძიებოდი, მაგრამ ამასობაში ცინა შემოდის
მაკიაჟის შესამოწმებლად და მოსასალმებლად. მაშინვე ნაიარევს აკვირდე-
ბა. რატომღაც მგონია, რომ ყინულზე ფეხის გასრიალების არ სჯერა, მაგ-
რამ ზედმეტს არაფერს მეკითხება. ლოყაზე პუდრს მაყრის და ნაიარევის
ყოველგვარი კვალიც ქრება.
სასტუმრო ოთახი საგანგებოდ დაუწკრიალებიათ და გაუნათებიათ. ეფი
ყველას თავ-თავის ადგილზე აყენებს, წინასწარ გაწერილ განრიგს არ ჩა-
მორჩეთო. ძალიან კარგი, თორემ სულ ექვსი საქორწინო კაბაა და ყველას-
თვის შესაბამისი თავსაბურავი, ფეხსაცმელი, სამკაული, ვარცხნილობა, მაკი-
აჟი, გარემო და განათებაა განკუთვნილი. კრემისფერი მაქმანები, ვარდები
118
და მაშაზე დახვეული კულულები. სპილოსძვლისფერი ატლასი, ოქროსფე-
რი ტატუები და სიმწვანე. ბრილიანტებით მოოჭვილი კაბა, ძვირფასი ქვებით
შემკობილი პირბადე და მთვარის შუქი. სქელი აბრეშუმის თეთრი კაბა, რომ-
ლის სახელოები ჩემი მაჯებიდან იატაკს სწვდება და მარგალიტები. ერთ გა-
დაღებას ვასრულებთ თუ არა, მეორისთვის ვემზადებით. ასე მგონია, ცომი
ვარ, რომელსაც გაუთავებელი ხელით ნაირ-ნაირ ფორმას აძლევენ. სანამ
სტილისტები თავს დამტრიალებენ, დედაჩემი ფუნთუშის ან ფინჯნით ჩაის
მოწოდებას ახერხებს. თუმცა, გადაღებების დასასრულს, მაინც ძალიან გა-
დაქანცული და დამშეული ვარ. ერთი სული მაქვს, ცინა დავიმარტოხელო
და მასთან საუბრით გული ვიჯერო, მაგრამ ეფი ყველას გარეთ ყრის. იმის
იმედადღა ვრჩები, რომ ცინა დამირეკავს და ტელეფონით დამელაპარაკე-
ბა.
საღამოვდება. მთელი დღეა, მაღალ ქუსლებზე ვდგავარ და ფეხები სა-
შინლად მტკივა. არსად წასვლის თავი აღარ მაქვს. სააბაზანოში ავდივარ,
მაკიაჟს, თმის გამატენიანებელს და საღებავებს ვირეცხავ და თმის შესამშრა-
ლებლად ქვემოთ, ბუხართან ვბრუნდები. სკოლიდან დაბრუნებულმა პრიმმა
ბოლო ორი საქორწინო კაბის მორგებისას მომისწრო და ახლა დედას ეჭო-
რავება მათზე. ფოტოსესიით ორივე ბედნიერი ჩანს. ალბათ ჰგონიათ, რომ
გათხოვება ჩემს უსაფრთხოებას ნიშნავს და კაპიტოლიუმმა, რახან ამდენ
ფულსა და ენერგიას ხარჯავს, მშვიდობისმყოფელთა მეთაურთან დაპირის-
პირებაც მაპატია.
ღამის კოშმარში აბრეშუმის დახეული და ჭუჭყიანი საქორწინო კაბით ტყე-
ში მივრბივარ და მისი გრძელი სახელოები ხის ტოტებსა და ეკლებს ედება.
მუტანტი შეწირულების ხროვა თანდათან მეწევა და მათ მხურვალე სუნთქვას
ვგრძნობ. ბოლოს დუუჟმომდგარ ხახას აღებენ და ეშვებს მასობენ. კივილით
ვიღვიძებ.
გათენებას ცოტაღა უკლია და კვლავ დაძინებას აზრი არ აქვს. თანაც,
დღეს აუცილებლად უნდა გავიდე გარეთ და ვინმეს დაველაპარაკო. გეილი
ალბათ მაღაროშია, მაგრამ ჰეიმიჩს ან პიტას მაინც გადავუშლი გულს; ვუამ-
ბობ ყველაფერს, რაც მე-8 რაიონელ დევნილებზე, დამოუკიდებელ მე-13
რაიონსა და კაპიტოლიუმში ზღვის პროდუქტების ნაკლებობაზე შევიტყვე.
დედასთან და პრიმთან ერთად ვსაუზმობ. მერე სანდო პირის საძებრად
მივდივარ.
119
თბილ ჰაერში გაზაფხულის პირველი ნიშნები იგრძნობა. ჩემი აზრით, გა-
ზაფხული აჯანყებისთვის კარგი დროა. სუსხიანი ზამთრის შემდეგ გამბედაო-
ბის დონეც იმატებს.
პიტა შინ არ არის. ალბათ უკვე ქალაქშია. აი, ჰეიმიჩის ასე ადრიანად
სამზარეულოში ხილვა კი ძალიან მაკვირვებს. მის სახლში დაუკაკუნებლად
შევდივარ. ზემოთ ჰეიზელი გვის ამ ბოლო დროს სულ დაწკრიალებული
სახლის იატაკს. ჰეიმიჩი მთლად გალეშილი მთვრალი არ არის, მაგრამ ცო-
ტას მაინც ბარბაცებს. როგორც ჩანს, რიპერმა ვაჭრობა განაახლა. ის არის,
ჰეიმიჩს უნდა ვუთხრა, წადი, დაწექი-მეთქი, რომ თვითონ მთავაზობს, ცოტა
ხომ არ გავისეირნოთო.
მე და ჰეიმიჩს ახლა ლამის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. რამდენიმე
წუთში ყველაფერს ვუყვები და ისიც მიმხელს, ყური მოვკარი, მე-7 და მე-11
რაიონებიც აჯანყებულაო. თუ ეს ხმები სიმართლეა, გამოდის, ნახევარი პა-
ნემი აჯანყებულა.
- მაინც გგონია, რომ აქ არაფერი გამოგვივა? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- ჯერ არა. სხვა რაიონები ბევრად დიდია. მოსახლეობის ნახევარი შიშის
გამო შინაც რომ დარჩეს, აჯანყებულებს მაინც აქვთ წინააღმდეგობის გაწე-
ვის შანსი. აქ კი, აბსოლუტური ერთსულოვნების გარეშე ვერაფერს მივაღ-
წევთ.
ჩვენს მცირერიცხოვნობაზე არასდროს დავფიქრებულვარ.
- ჯერ შეიძლება ვერა, მაგრამ ოდესმე ხომ გამოგვივა? - არ ვნებდები.
- ოდესმე შეიძლება, ჯერჯერობით კი, სამწუხაროდ, ცოტანიც ვართ, სუს-
ტებიც და ატომურ იარაღსაც არ ვაწარმოებთ, - სარკასტულად მეუბნება ჰე-
იმიჩი. ის მე-13 რაიონის არსებობის იდეამ დიდად ვერ აღაფრთოვანა.
- როგორ ფიქრობ, რას უშვრებიან იმ აჯანყებულ რაიონებს, ჰეიმიჩ?
- თავად მოისმინე, მე-8 რაიონს რაც უქნეს. ისიც ნახე, აქ რა ქნეს, თანაც
ყოველგვარი პროვოცირების გარეშე. თუ მართვის სადავეები ხელიდან გა-
ექცევათ, უმოწყალოდ და სამაგალითოდ გაჟლეტენ ყველას, როგორც მე-
13 რაიონში.
- მაშ, ფიქრობ, რომ მე-13 რაიონი მართლა გაანადგურეს? ის კადრები
ხომ მართლაც გაყალბებული აღმოჩნდა, როგორც ბონი და ტვილი ამბობ-
დნენ.

120
- ეს კადრები ბევრს არაფერს ამტკიცებს. იქნებ ამ ძველ კადრებს სულაც
იმიტომ იყენებენ, რომ უფრო შთამბეჭდავია. თან, უფრო მარტივია. დააჭერ
თითს რამდენიმე ღილაკს სამონტაჟო ოთახში და მორჩა, იმსიშორეზე გამ-
გზავრება აღარ გიწევს, - ყოველგვარ იმედს მიწურავს ჰეიმიჩი, - იმას, რომ
მე-13 რაიონი კვლავ აღორძინდა და კაპიტოლიუმი ამას შეეგუა, მხოლოდ
სასოწარკვეთილი ადამიანი თუ დაიჯერებს.
- ვიცი; ვიფიქრე, იქნებ სიმართლე იყოს-მეთქი, თორემ...
- ზუსტადაც. გინდა, რომ გჯეროდეს, რადგან შენც სასოწარკვეთილი ხარ.
არ ვეკამათები, რადგან ის მართალია.
პრიმს სკოლიდან ახალი ამბავი მოაქვს - ამაღამ ტელევიზორში რაღაცას
გადმოსცემენ, რის ნახვაც სავალდებულოა.
- ალბათ, შენს ფოტოსესიაზე აჩვენებენ სიუჟეტს, - უხარია ჩემს დაიკოს.
მე კი ეჭვი მეპარება - გადაღებები ხომ მხოლოდ გუშინ მქონდა - და იმე-
დი მაქვს, პრიმი ცდება. საამისოდ გეილის შემზადება ვერ მოვასწარი. გა-
მათრახების შემდეგ მხოლოდ მაშინ ვხედავ, როცა დედაჩემთან მოდის.
ზოგჯერ კვირაში შვიდ დღეს უწევს მაღაროში მუშაობა. სახლიდან რომ ვა-
ცილებ, სულ რამდენიმეწუთიანი გამოლაპარაკების შედეგად ვიგებ, რომ მე-
თაური თრედის მკაცრმა ხელმა დაუმორჩილებლობის ყველანაირი გამოვ-
ლინება ხალხში ჩანასახშივე მოსპო. გეილმა იცის, რომ გაქცევას აღარ ვა-
პირებ, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ თუ არ ავჯანყდებით, პიტაზე გათხოვება
მომიწევს. ახლა ტელეეკრანზე საქორწინო კაბებში გამოპრანჭულს რომ და-
მინახავს... მით უმეტეს.
რვის ნახევარზე მთელი ოჯახი ტელევიზორთან ვიკრიბებით. პრიმი არ
შემცდარა. სეზარ ფლიკერმანი საწვრთნელი ცენტრის წინ თავმოყრილ
ხალხს მართლაც ჩემს მომავალ ქორწილზე ესაუბრება. ჯერ ცინას წარად-
გენს - ჩემს დიზაინერსა და სტილისტს, რომელიც შიმშილის თამაშებში ჩემ-
თვის შერჩეული კაბით ერთ ღამეში იქცა ვარსკვლავად. ორიოდწუთიანი
ლაღი ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტს მაყურებელთა ყურადღება გიგან-
ტურ ეკრანზე გადააქვს.
ახლაღა ვხვდები, ერთ დღეში როგორ მოასწრეს სპეციალური რეპორტა-
ჟის გაკეთება. სულ თავიდან ცინას თორმეტი საქორწინო კაბის ესკიზი შეუქ-
მნია. შემდეგ კაბების რიცხვის შემცირებაზე, მათ დიზაინზე და აქსესუარებზე
დაუწყია მუშაობა. როგორც ჩანს, კაპიტოლიუმელ მაყურებელს საშუალება
121
ჰქონდა, თითოეულ ეტაპზე ხმა მიეცა თავისი რჩეულისათვის. მხოლოდ რე-
პორტაჟის დასკვნით ნაწილში აჩვენებენ ჩემს ფოტოებს. ფაქტობრივად მზა
გადაცემაში რამდენიმე ფოტოკადრის ჩასმა სულაც არ იქნებოდა ძნელი.
ხალხი აჟიტირებულია. კაბას, რომელიც მოსწონთ, მხიარული შეძახილებით
ხვდებიან, რომელიც არ მოსწონთ - გამაყრუებელი სტვენით. მაყურებელი
კაბებს წინასწარ აძლევდა ხმას, ზოგი ალბათ ფსონსაც კი ჩავიდა რომელი-
მეზე და ახლა აინტერესებთ, ქორწილში რომელს ჩავიცვამ. რა უცნაურია,
მე კი გუშინდლამდე ერთიც არ მომისინჯავს. სეზარ ფლიკერმანი აცხადებს,
ხმის მიცემა ხვალ შუადღემდე გაგრძელდებაო.
- ქეთნის ევერდინი მოდურ საქორწინო კაბაში გამოწყობილი უნდა გა-
ვათხოვოთ! - მხიარულად მიმართავს მაყურებელს.
ტელევიზორის გამორთვას ვაპირებ, მაგრამ სეზარ ფლიკერმანი მაყურე-
ბელს ეუბნება, დაგველოდეთ, საღამოს კიდევ ერთი დიდი სიახლით დაგიბ-
რუნდებითო.
- დიახ, წელს 75-ე საიუბილეო შიმშილის თამაშები იმართება. წინ მესამე
კვარტალური ჯახი გველის.
- ვითომ რას გვაჩვენებენ? - ამბობს პრიმი, - თამაშების დაწყებამდე ჯერ
კიდევ რამდენიმე თვეა.
დედასკენ ვტრიალდებით.
- ალბათ ბარათს წაიკითხავენ, - სერიოზული სახით გვეუბნება ის.
ისმის პანემის ჰიმნი და ბოღმა მაწვება, რადგან სცენაზე პრეზიდენტი
სნოუ გამოდის. მას თეთრკოსტიუმიანი ბიჭი მოჰყვება უბრალო ხის ყუთით
ხელში. ჰიმნი სრულდება და პრეზიდენტი სნოუ სიტყვით გამოდის. ყველას
გვახსენებს შავბნელ ხანას, რომლისგანაც შიმშილის თამაშები იშვა. თამაშის
წესების შემდგენლები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ყოველ ოცდახუთ წე-
ლიწადში საიუბილეო კვარტალური ჯახი გაიმართებოდა. ამით მთელ პანემს
უნდა შეახსენონ კაპიტოლიუმსა და აჯანყებულ რაიონებს შორის გამართუ-
ლი სისხლისმღვრელი ომის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი.
პრეზიდენტის სიტყვები აჯანყების შესახებ მახსენებს, რომ სწორედ ამწუ-
თას რამდენიმე რაიონი კვლავაც აჯანყებულია.
პრეზიდენტი სნოუ გვიყვება, რა მოხდა წინა ორ კვარტალურ ჯახში.

122
- ოცდახუთი წლის იუბილეზე აჯანყებულებისთვის იმის შესახსენებლად,
რომ მათი შვილები მათივე დაუმორჩილებლობის გამო იღუპებოდნენ, ყვე-
ლა რაიონში საყოველთაო არჩევნების წესით შეირჩა ორი შეწირული...
წარმომიდგენია, რას გრძნობდა ხალხი, როცა ბავშვებს ირჩევდნენ. მკის
დღეს შუშის ბურთიდან შენი სახელის ამოღებაზე უარესი ისაა, როცა შენი
მეზობელი გწირავს სასიკვდილოდ.
- ...ორმოცდაათი წლის იუბილეზე, - აგრძელებს პრეზიდენტი სნოუ, -
აჯანყებულთათვის იმის შესახსენებლად, რომ თითო კაპიტოლიუმელის სა-
ნაცვლოდ ორი აჯანყებული მოკვდებოდა, ყოველი რაიონიდან ორ-ორი
წყვილი გაიგზავნა კვარტალურ ჯახში...
წარმომიდგენია, რა რთული იქნებოდა გადარჩენა, ოცდასამის ნაცვლად
ორმოცდაშვიდი მეტოქე რომ მყოლოდა არენაზე. გამარჯვების ნაკლები
შანსი, ნაკლები იმედი და მეტი მსხვერპლი. სწორედ იმ წელს გაიმარჯვა ჰე-
იმიჩმა...
- იმ წელს ჩემი მეგობარი გაგზავნეს შიმშილის თამაშებში, - ჩუმად ამბობს
დედა, - მეისილი დონერი. მის მშობლებს ტკბილეულის მაღაზია ჰქონდათ.
მეისილის სიკვდილის შემდეგ მისი კანარის ჩიტი მე მაჩუქეს.
მე და პრიმი ერთმანეთს შევყურებთ. მეისილი დონერის სახელი პირვე-
ლად გვესმის. დედას ალბათ ეშინოდა, რომ მისი სიკვდილის მიზეზს გამო-
ვიკითხავდით.
- … ახლა კი მესამე კვარტალური ჯახის წესებს გაგაცნობთ, - განაგრძობს
პრეზიდენტი სნოუ.
თეთრკოსტუმიანი ბიჭი ხის ყუთს თავს ხსნის და პრეზიდენტს უწვდის. ყუთ-
ში კონვერტები აწყვია. როგორც ჩანს, იმან, ვინც კვარტალური ჯახი მოიგო-
ნა, ასობით შიმშილის თამაშის გეგმა წინასწარ შეადგინა. პრეზიდენტი სნოუ
იმ კონვერტს იღებს, რომელზეც გარკვევით აწერია 75. კონვერტს ხსნის და
პატარა ოთხკუთხა ბარათს დაუყოვნებლივ კითხულობს:
- … სამოცდათხუთმეტი წლის იუბილეზე, აჯანყებულთათვის იმის შესახსე-
ნებლად, რომ მათ შორის უძლიერესიც ვერ მოერევა ძლევამოსილ კაპიტო-
ლიუმს, შეწირულთა წყვილი ყოველი რაიონის გამარჯვებულებიდან შეირჩე-
ვა.

123
დედაჩემი კვნესის, პრიმი სახეს ხელებში რგავს, მე კი კაპიტოლიუმელი
მაყურებელივით შემცბარი ვარ. რას ნიშნავს შეწირულთა წყვილი გამარჯვე-
ბულებიდან შეირჩევა?
და უცებ ვხვდები, რასაც ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მე-12
რაიონს სამი გამარჯვებული ჰყავს. ორი კაცი და ერთი ქალი...
ეს იმას ნიშნავს, არენაზე დაბრუნება მომიწევს.

13.

ჩემი სხეული გონებაზე სწრაფად რეაგირებს და გარეთ, სიბნელეში გავ-


რბივარ. გამარჯვებულის სოფლის დაცვარულ მდელოზე წინდები მისველ-
დება. სახეში ცივი ქარი მცემს, მაგრამ არ ვჩერდები. სად? სად წავიდე? რა
თქმა უნდა, ტყეში. უკვე მავთულხლართის ღობესთან ვდგავარ, როცა ჩუმი
ზუზუნი მახსენებს, რომ ხაფანგში ვარ. აქოშინებული ვტრიალდები და კვლავ
გავრბივარ.
გონს გამარჯვებულის სოფლის ერთ-ერთი ცარიელი სახლის სარდაფში,
ოთხზე მდგარი მოვდივარ. ვიწრო ფანჯრებიდან მთვარის სუსტი შუქი შემო-
დის. მცივა, დავსველდი და სული მეხუთება; გაქცევამ ვერ მიშველა - თუ
ჩემში დაგროვილი ბოღმა გასასვლელს ვერ იპოვის, გული გამისკდება. პე-
რანგის კალთას ვგორგლავ, პირში ვიტენი და ვკივი.
არ ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ როცა ვჩუმდები, ხმა საერთოდ აღარ მაქვს.
ცემენტის იატაკზე ვაგდივარ და ფანჯრიდან შევყურებ მთვარით განათებუ-
ლი ცის ნაგლეჯს. არენაზე ვბრუნდები. კოშმარში ვბრუნდები. ამას ნამდვი-
ლად არ ველოდი. საჯაროდ დამცირებას, წამებას და სიკვდილით დასჯას,
ტყეში გაქცევას და მშვიდობისმყოფელებისა და ჰოვერკრაფტისგან მალვას,
პიტაზე გათხოვებას და ჩვენი შვილების არენაზე ძალით წაყვანას წარმო-
ვიდგენდი, მაგრამ თუ ისევ შიმშილის თამაშების მონაწილე გავხდებოდი, ვე-
რაფრით ვიფიქრებდი. რატომ? იმიტომ, რომ ამის პრეცედენტი აარ არსე-
ბობდა. გამარჯვებულები შიმშილის თამაშებში აღარ მონაწილეობენ. ასეთია
წესი. უფრო სწორად, იყო.
ძირს რაღაც ქსოვილი აფენია. მგონი, კედლის საღებავისგან იატაკის
დამცავი. ქსოვილს საბანივით ვიფარებ ტანზე. სადღაც შორს ვიღაც მეძახის,
124
მაგრამ საკუთარი თავის გარდა აღარავინ მახსოვს, მხოლოდ შავბნელ მო-
მავალზე ვფიქრობ.
ქსოვილი უხეშია, მაგრამ ცოტათი მათბობს. თანდათან კუნთები მიდუნდე-
ბა და აჩქარებული გულისცემა მინელდება.
თვალწინ მიდგას ხის ყუთი, რომლიდანაც პრეზიდენტმა სნოუმ გაყვით-
ლებული კონვერტი ამოიღო. ვითომ მესამე კვარტალური ჯახისთვის ეს წე-
სები მართლა სამოცდათხუთმეტი წლის წინ დაიწერა? საეჭვოა. რაღაც მე-
ტისმეტად სრულყოფილი გამოსავალია იმ ჩიხიდან, რომელში დღეს კაპი-
ტოლიუმი აღმოჩნდა. ერთი ხელის მოსმით მეც თავიდან მომიშორებს და
რაიონებშიც აჯანყებებს ჩაახშობს.
გონებაში პრეზიდენტი სნოუს სიტყვები ჩამესმის:
სამოცდათხუთმეტი წლის იუბილეზე აჯანყებულებისთვის იმის შესახსენებ-
ლად, რომ მათ შორის უძლიერესიც ვერ მოერევა ძლევამოსილ კაპიტო-
ლიუმს, შეწირულთა წყვილი ყოველი რაიონის გამარჯვებულებიდან შეირჩე-
ვა.
დიახ, გამარჯვებულები უძლიერესები არიან. ისინი არენაზე გადარჩნენ
და სიღარიბესაც დაუსხლტნენ. გამარჯვებულები, ანუ ჩვენ, ამ უიმედობის ხა-
ნაში იმედს განვასახიერებთ. და აი, ახლა, ოცდასამი ჩვენგანი მოკვდება
იმის საჩვენებლად, რომ ეს იმედი მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო.
მიხარია, რომ შარშან გავიმარჯვე, თორემ დანარჩენი გამარჯვებულების
ვინაობა არა მხოლოდ ტელევიზორიდან მეცოდინებოდა, ყოველ წელს შიმ-
შილის თამაშებში პირადად მომიწევდა მათთან შეხვედრა. მართალია, ზო-
გიერთს ჰეიმიჩივით ყოველ წელს არ უწევთ ახალი შეწირულების მენტო-
რობა, მაგრამ თამაშებზე დასასწრებად ყოველთვის ჩადიან კაპიტოლიუმში.
ალბათ ბევრი მათგანი მეგობრობს კიდეც. ჩემი მეგობარი კი, რომლის მოკ-
ვლაც დამენანება, პიტა ან ჰეიმიჩია. პიტა ან ჰეიმიჩი!
გაბრაზებული ვიხდი ტანზე გადაფარებულ ქსოვილს და წელში ვიმართე-
ბი. ეს რა გავიფიქრე? გამორიცხულია, პიტა ან ჰეიმიჩი მოვკლა. არადა,
ერთ-ერთი მათგანი ჩემთან ერთად იქნება არენაზე და ეს ფაქტია. შეიძლება
ერთმანეთში უკვე მოითათბირეს, რომელი დაბრუნდება არენაზე. მკის დღეს
ვინც უნდა აირჩიონ, მეორეს ყოველთვის შეუძლია პირველის მაგივრად მო-
ხალისედ გასვლა. უკვე ვიცი, რაც მოხდება. პიტა ჰეიმიჩს დაითანხმებს და

125
აუცილებლად გამომყვება არენაზე. რადაც უნდა დაუჯდეს, წამოვა. ჩემთვის.
ჩემს დასაცავად.
სარდაფში დავბოდიალობ და გასასვლელს ვეძებ. აქ როგორ აღმოვ-
ჩნდი? კიბით სამზარეულოში ავდივარ და ვხედავ, რომ კარის შუშის სარკმე-
ლი ჩამტვრეულია. აი, რატომ მდის ხელიდან სისხლი. პირდაპირ ჰეიმიჩის
სახლისკენ ვიღებ გეზს. ჰეიმიჩი სასადილო მაგიდასთან მარტო ზის. ცალ
ხელში ნახევრად გამოცლილი არყის ბოთლი უჭირავს, მეორე ხელში - და-
ნა. გატრეტილი მთვრალია.
- აი, მოვიდა. როგორც იქნა, მიხვდი, არა, ძვირფასო? არენაზე მარტო
არ ბრუნდები. აბა, რა გინდა, რა უნდა მკითხო?
პასუხს არ ვაძლევ. სამზარეულოს ფანჯარა ღიაა და შიგნითაც ისეთი სუს-
ხიანი ქარი ქრის, როგორც გარეთ.
- ბიჭი უფრო სწრაფად მოვიდა. ბოთლის თავი არ მქონდა დაცობილი,
რომ შემომივარდა და მეხვეწა, შენ მაგივრად მე წავალო. შენ რას მეტყვი? -
ჰეიმიჩი ჩემი ხმის მიბაძვით თავადვე პასუხობს კითხვას: - დაიკავე მისი ად-
გილი, ჰეიმიჩ, რადგან თუ ასარჩევადაა საქმე, მირჩევნია, პიტა იყოს დაჩაჩა-
ნაკებული მთელი ცხოვრება, ვიდრე შენ. აი, ეს გინდა?
ტუჩს ვიკვნეტ, რადგან უცებ მგონია, რომ მართლაც ეს მინდა. ოღონდაც
პიტა გადარჩეს და... არა, არა, ასე არ არის. კი, ჰეიმიჩი საშინელი კაცია,
მაგრამ ის ჩემთვის უკვე ოჯახის წევრივითაა.
მაშ, რისთვის მოვედი? რა მინდა აქ? - ვფიქრობ გულში; ხმამაღლა კი
ვამბობ:
- არაყი დამალევინე.
ჰეიმიჩი ხარხარებს და მაგიდაზე არყის ბოთლს მიდგამს. ტუჩებს სახე-
ლოთი ვიწმენდ და რამდენიმე ყლუპს ვსვამ. კარგა ხანს ვერ ვითქვამ სულს,
თვალებიდან ცრემლი მდის. ჩემს სხეულში ხანძარი ჩნდება.
- ან რატომაც არ უნდა წამოხვიდე? - სკამზე ვჯდები, - ცხოვრება მაინც
გძულს.
- მართალია. მით უფრო, რომ შარშან მხოლოდ შენს გადარჩენას ვცდი-
ლობდი. ახლა კი ვალდებული ვარ, ბიჭი გადავარჩინო.
- ჰო, ესეც სწორად შენიშნე, - ცხვირს ვიხოცავ და ბოთლს თავს ვუცობ.

126
- პიტას არგუმენტი ისაა, რომ რაკი შარშან ჩემი ფავორიტი შენ იყავი, ახ-
ლა მისი ვალი მაქვს. ნებისმიერი სურვილი უნდა შევუსრულო. მას კი შენს
დასაცავად არენაზე დაბრუნება სურს, - ამბობს ჰეიმიჩი.
ასეც ვიცოდი: სანამ მე სარდაფის იატაკზე ვგორავდი და მხოლოდ საკუ-
თარ თავზე ვფიქრობდი, პიტა ჰეიმიჩთან მივიდა და ჩემს ბედზე დარდობდა.
საშინლად მრცხვენია.
- ათასი წელიც რომ იცხოვრო, ასეთ ბიჭს შეიძლება ერთხელაც ვერ შეხ-
ვდე, - ამბობს ჰეიმიჩი.
- ჰო, ჰო, ვიცი, - მკვახედ ვახლი პირში, - ჩვენ სამს შორის პიტა ყველას
ჯობია. აბა, რას იზამ?
- არ ვიცი, - ოხრავს ჰეიმიჩი, - ვეცდები, როგორმე შენთან ერთად მე დავ-
ბრუნდე არენაზე. თუმცა, გინდაც ჩემი სახელი ამოიღონ, პიტა მაინც მოხა-
ლისედ გამოვა და ჩემს ადგილს დაიკავებს.
კარგა ხანს ორივენი ჩუმად ვსხედვართ.
- არენაზე ალბათ ძალიან გაგიჭირდება - შენ ხომ სხვებს კარგად იცნობ?!
- ეჰ, მე ყველგან მიჭირს, - ჰეიმიჩი არყის ბოთლზე მანიშნებს, - თუ შეიძ-
ლება ეგ დამიბრუნე.
- არა, - ბოთლს ორივე ხელს ვუჭერ.
ჰეიმიჩს მაგიდის ქვემოდან მეორე ბოთლი ამოაქვს და საცობს ხსნის.
უცებ ვხვდები, რომ აქ მხოლოდ დასათრობად არ მოვსულვარ. ჰეიმიჩს რა-
ღაც უნდა ვუთხრა, ამიტომაც ვამბობ:
- კარგი, გეტყვი, რისთვისაც მოვედი: თუ არენაზე მე და პიტა დავბრუნდე-
ბით, შენც და მეც ამჯერად მას გადავარჩენთ.
ჰეიმიჩის ჩასისხლიანებულ თვალებში ტკივილი კრთება.
- როგორც ამბობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდი რამ მოხდება. ჰოდა, ახ-
ლა მისი გადარჩენის ჯერია. მასთან ორივე ვალში ვართ, - ჩემს ხმაში უკვე
მუდარა იგრძნობა, - თანაც, კაპიტოლიუმს ისე ვეზიზღები, შეგვიძლია ჩავ-
თვალოთ, რომ უკვე გვამი ვარ; პიტას კი ჯერაც აქვს შანსი. გთხოვ, ჰეიმიჩ,
მითხარი, რომ დამეხმარები.
ჰეიმიჩი მოღუშული დასცქერის ბოთლს და ჩემს წინადადებაზე ფიქრობს.
- კარგი, - ამბობს ბოლოს.
- გმადლობ.

127
კარგი იქნება, ახლა პიტა მოვინახულო, მაგრამ ამის სურვილი არ მაქვს.
სასმელმა თავბრუ დამახვია, თანაც ისეთი გადაღლილი ვარ, ვინ იცის, ჩემ-
და უნებურად, რაზე დამითანხმებს? არა, შინ უნდა დავბრუნდე და დედა და
პრიმი ვანუგეშო.
ჩემს სახლს ბარბაცით ვუახლოვდები.
უცებ კარი იღება და გარეთ გეილი გამორბის.
- შევცდი. როცა მთხოვე, მაშინვე უნდა გავქცეულიყავით. ჯერ კიდევ არ
არის გვიან! - გულში მიკრავს და ჩურჩულით მეუბნება.
- არა, - ვამბობ მე.
წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს და ჩემი ბოთლიდან არაყი გეილის
ქურთუკს ესხმება, მაგრამ გეილისთვის სულერთია.
დედა და პრიმი ჩახუტებულები დგანან ზღურბლზე. რომ გავიქცეთ, მათ
დახოცავენ. თანაც ახლა პიტა უნდა გადავარჩინო. მორჩა. გადაწყვეტილია.
- არა, გვიანია, - მუხლები მეკვეთება და გეილი მიჭერს. ალკოჰოლი მე-
რევა. ბოთლის მსხვრევის ხმა მესმის.
ხელიდან მხოლოდ ბოთლი კი არა, ყველაფერი გამექცა.
ვიღვიძებ და ტუალეტში შესვლას ძლივს ვასწრებ, რომ არაყს ვარწყევ.
სითხე ახლაც ისეთივე მწველია, როგორც სმისას, და უფრო უგემური. აცახ-
ცახებული და გაოფლილი ვდგები ფეხზე; სამაგიეროდ, ალკოჰოლის უდი-
დესი ნაწილი ორგანიზმიდან გამოვდევნე. მიუხედავად ამისა, თავი მისკდე-
ბა, ხახა მიშრება და მუცელი მიყურყურებს.
შხაპქვეშ ვდგები და წუთის შემდეგ ვხვდები, რომ საცვლები არ გამიხდია.
დედაჩემმა ალბათ მხოლოდ ჭუჭყიანი ტანსაცმელი გამხადა და პიჟამას გა-
რეშე ჩამაწვინა ლოგინში. საცვლებს ვიხდი და ნიჟარაში ვყრი. თავზე შამ-
პუნს ვისვამ. ხელები მეწვის. თურმე პატარ-პატარა ნაკერები მადევს ცალ ხე-
ლისგულზე და მეორე ხელის ზურგზე. ბუნდოვნად მახსოვს, რომ წუხელ
ფანჯრის მინა ჩავამტვრიე. თავით ფეხებამდე ვიხეხავ სხეულს. მერე პირდა-
პირ საშხაპეში მერევა გული.
დაბანილი, ხალათს ვიცვამ და თმაგაუმშრალებელი ვწვები საწოლში.
საბნებში ჩაფუთნილი ვფიქრობ, აი, თურმე როგორია მოწამვლა. ამ დროს
კიბეზე ნაბიჯის ხმა ისმის და წუხანდელივით ისევ პანიკა მიტევს. ახლა დედა-
ჩემის და პრიმის სანახავად მზად არ ვარ. მხნეობა უნდა მოვიკრიბო და ისე-
ვე თავდაჯერებული და ძლიერი უნდა დავხვდე, როგორც ბოლო მკის დღეს
128
მათთან გამომშვიდობებისას ვიყავი. საწოლში წამომჯდარი, სველ თმას უკან
ვიწევ და მათ შემოსვლას ველი. შეწუხებული სახეებით შემოდიან, ლანგრით
ჩაი და გახუხული პურის ნაჭრები მოაქვთ. პირს ვაღებ, რომ გავიხუმრო, მაგ-
რამ ცრემლებად ვიღვრები.
ესეც შენი თავდაჯერებულობა და სიძლიერე.
დედაჩემი საწოლის კიდეზე ჯდება, პრიმი გვერდით მიწვება და ორივე
ერთად მეხვევა. მამშვიდებენ, სანამ ტირილით გულს არ ვიოხებ. მერე
პრიმს პირსახოცი მოაქვს, თმას მიმშრალებს და მიშლის. დედაჩემი ძალით
მაჭმევს პურს და ჩაის მასმევს. თბილ პიჟამას მაცმევენ, უფრო სქელ საბან-
საც მაფარებენ და კვლავ ვიძინებ.
ნაშუადღევს მეღვიძება. ტუმბოზე ერთი ჭიქა წყალი მიდგას. მოწყურებუ-
ლი, ჭიქას ბოლომდე ვცლი. თავი და მუცელი ჯერაც მტკივა, თუმცა დილან-
დელთან შედარებით უკეთ ვარ. ვდგები, ვიცვამ და თმას ვივარცხნი. სანამ
ქვემოთ ჩავიდოდე, კიბის თავთან ვჩერდები. მრცხვენია, რომ კვარტალურ
ჯახში ჩემი მონაწილეობის ამბავზე ასეთი რეაქცია მქონდა. გადარეულივით
გავიქეცი, ჰეიმიჩთან დავთვერი, ვიტირე. საკმარისია ეს თვითგვემა. კიდევ
კარგი, ჩემი ეს ერთდღიანი სისუსტე კამერებს არ დაუფიქსირებიათ.
ქვემოთ დედაჩემი და პრიმი კიდევ ერთხელ მეხუტებიან, მაგრამ ზედმეტი
ემოციების გამომჟღავნებისგან თავს იკავებენ. უნდათ, მდგომარეობა შემიმ-
სუბუქონ. პრიმის სახეს რომ ვაკვირდები, სულ არ ჰგავს იმ პატარა, სუსტ გო-
გოს, ცხრა თვის წინ მკის დღეს რომ დავემშვიდობე. მრავალმა განსაცდელ-
მა, რაიონში სისასტიკის გაძლიერებამ და ყოველდღე დაჭრილ-დასახიჩრე-
ბული ავადმყოფების ხილვამ, რომლებსაც დედასთან ერთად მკურნალობს,
პრიმი გაზარდა. ჩემი დაიკო პირდაპირი მნიშვნელობითაც გაზრდილია -
თითქმის ერთი სიმაღლისანი ვართ.
დედაჩემი ჯამით წვნიანს მიდგამს მაგიდაზე. მე მეორე ჯამ წვნიანს ვით-
ხოვ და ორივე ჯამით ხელში ჰეიმიჩთან მივდივარ. ახალგაღვიძებული ჰე-
იმიჩი უსიტყვოდ მართმევს ჯამს. უსიტყვოდვე ვხვრეპთ წვნიანს და მისი სას-
ტუმრო ოთახის ფანჯრიდან შევყურებთ დაისს. ზემოთ ვიღაც დააბიჯებს.
მგონია, რომ ჰეიზელია, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ქვემოთ პიტა ჩა-
მოდის და მაგიდაზე ცარიელი არყის ბოთლებით სავსე მუყაოს ყუთს ახეთ-
ქებს.
- მოვრჩი!
129
ჰეიმიჩს ბოთლებისთვის თვალის გასწორება უჭირს. პიტას ვეკითხები:
- რას მორჩი?
- მთელი არაყი გადავღვარე.
ჰეიმიჩი ცოცხლდება და ყუთს უნდობლად აჩერდება.
- რა ქენი?
- სულ გადავღვარე.
- მაინც იყიდის, - ვამბობ მე.
- ვეღარ. დღეს რიპერს დავემუქრე, ჰეიმიჩს ან ქეთნისს არაყს თუ კიდევ
მიჰყიდი, მაშინვე დაგაბეზღებ-მეთქი. ყოველი შემთხვევისთვის, ქრთამიც გა-
დავუხადე, მაგრამ არა მგონია, მშვიდობისმყოფელების ხელში დაბრუნება
სურდეს.
უეცრად ჰეიმიჩი დანას იქნევს, მაგრამ პიტა ისე ადვილად იგერიებს მის
ხელს, რომ ჰეიმიჩის საცოდაობით ვიწვი. ვბრაზდები.
- რა შენი საქმეა, ჰეიმიჩი რას იზამს?
- სწორედაც რომ ჩემი საქმეა. როგორც ირკვევა, ორი ჩვენგანი არენაზე
ბრუნდება, მესამეს კი ჩვენი მენტორობა მოუწევს. გუნდში ლოთის ყოლას
ვერ ავიტან. განსაკუთრებით, შენი გალოთება არ გვაწყობს, ქეთნის.
- რაა? - აღშფოთებით ვყვირი, - პირველად წუხელ დავთვერი.
- ჰოდა, ნახე დღეს რა გავხარ!
წუხანდელი ანონსის შემდეგ პიტასთან ასეთ შეხვედრას არ ველოდი. მე-
გონა, ერთმანეთს გადავეხვეოდით და დავამშვიდებდით. ვაკოცებდით კი-
დეც.
- ნუ ღელავ, სასმელს მაინც გიშოვი, - ვეუბნები ჰეიმიჩს.
- მაშინ ორივეს დაგაბეზღებთ, - გვაფრთხილებს პიტა, - და ბორკილდა-
დებულები გამოფხიზლდებით.
- ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? - ეკითხება ჰეიმიჩი.
- ის, რომ კაპიტოლიუმიდან ორნი დავბრუნდეთ: გამარჯვებული და მენ-
ტორი. ეფი ყველა ცოცხალ გამარჯვებულზე ვიდეოჩანაწერს გამომიგზავნის.
ვუყურებთ იმ თამაშებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ და გავიგებთ,
როგორ იბრძვიან. მოვემზადებით და გავძლიერდებით. პროფესიონალები
გავხდებით. გინდათ თუ არა, ერთ-ერთი ჩვენგანი ისევ გაიმარჯვებს! - პიტა
ოთახიდან გადის და კარს იჯახუნებს.
მე და ჰეიმიჩს ჯახუნი გვაკრთობს.
130
- არ მიყვარს თვითკმაყოფილი ხალხი, - გამბობ მე.
- ან რატომ უნდა გიყვარდეს? - ჰეიმიჩი დაცარიელებული ბოთლებიდან
ბოლო წვეთებს წრუპავს.
- შენ და მე - აი, ვინ უნდა დაბრუნდეს შინ პიტას აზრით.
- იუმორის გრძნობა ჰქონია, - ამბობს ჰეიმიჩი.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ მის წინადადებას მაინც ვთანხმდებით,
რადგან პიტას სხვანაირად ვერ მოვამზადებთ. ყოველ ღამე ვუყურებთ ძვე-
ლი შიმშილის თამაშების ჩანაწერებს, რომლებშიც კონკურენტი გამარჯვებუ-
ლები მონაწილეობდნენ. უცნაურია, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, გამარჯვე-
ბულის ტურნეში არც ერთ მათგანს არ შევხვედრივართ. ჰეიმიჩი მიხსნის,
პრეზიდენტ სნოუს ალბათ სულაც არ უნდოდა, პოტენციურად მეამბოხე რაი-
ონებში პიტა და განსაკუთრებით შენ, სხვა გამარჯვებულებისთვის ეჩვენები-
ნეთო. გამარჯვებულებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ და კაპიტოლიუმის
მიმართ გამოვლენილი ჩემი დაუმორჩილებლობის მხარდამჭერებად რომ
გამოჩენილიყვნენ, პოლიტიკურად საშიში იქნებოდა. თუ თარიღებს გადავხე-
დავთ, ზოგიერთი გამარჯვებული ალბათ უკვე ხნიერია, რაც ერთდროულად
კარგიცაა და სამწუხაროც. პიტა რაღაც-რაღაცებს ინიშნავს, ჰეიმიჩი თითოე-
ულ გამარჯვებულს დეტალურად გვიხასიათებს. ნელ-ნელა ვეცნობით კონკუ-
რენტებს.
ყოველ დილით ვვარჯიშობთ და სხეულს ვიკაჟებთ. დავრბივართ, სიმძი-
მეებსაც ვწევთ. შუადღისას დანებს ვისვრით, ხელჩართულ ბრძოლებს ვმარ-
თავთ; ჰეიმიჩს და პიტას ხეზე ცოცვას ვასწავლი. ოფიციალურად, შეწირუ-
ლებს წვრთნა ეკრძალებათ, მაგრამ ხელს არავინ გვიშლის. ისე, ეს რა არის
- მაგალითად, 1-ლი, მე-2 და მე-3 რაიონებიდან შიმშილის თამაშებში ყო-
ველწლიურად ისეთ შეწირულებს გზავნიან, რომლებსაც ხმლითა და შუბით
ბრძოლა შეუძლიათ. მრავალწლიანი უმოქმედობისა და არაჯანსაღი ცხოვ-
რების წესის დამსახურებით ჰეიმიჩს ვარჯიში უჭირს. ჯერაც შესაშურად ღონი-
ერია, მაგრამ მოკლე მანძილზე გარბენაც კი ღლის. ყოველღამე დანით
სძინავს, მაგრამ სინამდვილეში ხელები ისე უკანკალებს, დანის კედელში
მოსახვედრებლად რამდენიმეკვირიანი ვარჯიში სჭირდება.
სამაგიეროდ, მე და პიტა სპორტულ ფორმაში ვართ. გარდა ამისა, უსაქ-
მურად აღარ დავყიალებ. არც ერთ ჩვენგანს აღარ აქვს თავისუფალი დრო,
რომ მოსალოდნელ მარცხზე იფიქროს. დედაჩემი წონის მოსამატებელ სპე-
131
ციალურ დიეტას გვინიშნავს. პრიმი დაღლილ კუნთებს გვიზელს. მეჯს მა-
ლულად მოაქვს მამამისისთვის განკუთვნილი კაპიტოლიუმური გაზეთები.
გამარჯვებულთა შორის გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატებად
ჩვენც მოვიაზრებით. მართალია, ჰეიმიჩი და პიტა დიდად გულზე არ ეხატე-
ბა, მაგრამ კვირაობით გეილიც შემოგვიერთდება ხოლმე და მახეების დაგე-
ბას გვასწავლის. გეილის და პიტას გარემოცვაში თავს ცოტა უხერხულად
ვგრძნობ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ დროებით განზე გადადეს ერთმანეთ-
თან უთანხმოება.
ერთ საღამოსაც, როცა შინ მივაცილებ, გეილი მეუბნება:
- ძალიან მიჭირს მაგ ბიჭის შეძულება.
- ეგ მე მკითხე. არენაზე მაინც რომ შემძლებოდა მისი შეძულება, ახლა
ამ დღეში არ ვიქნებოდით. პიტა მოკვდებოდა, მე კი ერთი ბედნიერი გამარ-
ჯვებული ვიქნებოდი.
- და ჩვენ სად ვიქნებოდით, ქეთნის? - მეკითხება გეილი.
არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. სად ვიქნებოდი ჩემს ვითომ ბიძაშვილთან ერ-
თად, რომელიც პიტა რომ არა, სულაც არ იქნებოდა ჩემი ბიძაშვილი? მაინც
მაკოცებდა ტყეში? მე თუ ვაკოცებდი საპასუხოდ, რაკი ამას ვეღარავინ ამიკ-
რძალავდა? გულმოცემული იმ მოჩვენებითი კეთილდღეობით, რომელიც
ჩვეულებრივი გამარჯვებულისთვის განკუთვნილ ფულს, საჭმელსა და უსაფ-
რთხოებას მოაქვს, შევძლებდი მისთვის გულის გადაშლას? მაგრამ მკის
დღეს მაინც ვერსად გავექცეოდით, ვერც ჩვენი შვილები აირიდებდნენ ამ სა-
სიკვდილო საფრთხეს.
- ალბათ ვინადირებდით, როგორც ყველა კვირადღეს, - ამასღა ვამბობ.
ვიცი, გეილს პირდაპირი მნიშვნელობით არ უკითხავს, მაგრამ ეს ერთადერ-
თი გულწრფელი პასუხია. გეილმა ისედაც იცის, რომ პიტას ვამჯობინე, რო-
ცა გაქცევაზე უარი ვთქვი. აზრი აღარ აქვს იმაზე საუბარს, რა შეიძლებოდა
მომხდარიყო. გინდაც არენაზე პიტა მომეკლა, მაინც არასდროს გავთხოვ-
დებოდი. პიტაზე მხოლოდ იმიტომ დავინიშნე, რომ ხალხი დამეცვა, მაგრამ
ესეც უკან მომიბრუნდა.
თუმცა, მაინც მეშინია, რომ გეილთან ემოციების გამომჟღავნება მას რა-
დიკალური ქმედებისკენ უბიძგებს. მაგალითად, შეიძლება მაღაროში მუშები
ააჯანყოს. ჰეიმიჩის თქმით კი, მე-12 რაიონი აჯანყებისთვის მზად არ არის,
ყოველ შემთხვევაში, კვარტალური ჯახის ანონსამდე უფრო მზად ვიყავით,
132
ვიდრე ახლა, რადგან ანონსის მეორე დილას მატარებლით დამატებით ასი
მშვიდობისმყოფელი ჩამოვიდა მე-12 რაიონში.
არენიდან მეორედ დაბრუნებას აღარ ვგეგმავ და რაც უფრო მალე დამი-
ვიწყებს გეილი, მით უკეთესი. მკის შემდეგ ახლობლებთან გამომშვიდობები-
სას მისთვის ერთი-ორი სიტყვის თქმას ვაპირებ. ვეტყვი, რამდენად მნიშვნე-
ლოვანი იყო იგი ჩემთვის მთელი ამ წლების განმავლობაში; რამდენად გა-
უმჯობესდა ჩემი ცხოვრება მასთან დამეგობრებით. ვეტყვი, რომ მიყვარდა -
შეიძლება არა ისე, როგორც მას უნდოდა, მაგრამ ჩემებურად მართლა მიყ-
ვარდა.
თუმცა, ამის შანსი არ მეძლევა.
მკის დღე ცხელი და დახუთულია. დასიცხული და გახვითქული მე-12 რაი-
ონელები მთავარ მოედანზე ტყვიამფრქვევებს შორის დგანან და იცდიან.
ჩვენ სამნი თოკით შემოსაზღვრულ ადგილას ვდგავართ - მე მარცხნივ, ჰე-
იმიჩი და პიტა - მარჯვნივ. მკის პროცესი სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
ოქროსფერპარიკიან ეფის ჩვეული სილაღე არ ეტყობა. გოგონების ბურთში
დიდხანს ცდილობს იმ ერთადერთი ქაღალდის ფურცლის ხელში მოგდებას,
რომელსაც, ყველამ იცის, რომ ჩემი სახელი აწერია. მეორე ბურთიდან ჰე-
იმიჩის სახელს იღებს. დაღონებული ჰეიმიჩი ჩემკენ გამოხედვასაც ვერ ას-
წრებს, რომ პიტა მოხალისედ გამოდის.
მაშინვე მართმსაჯულების სახლში შევყავართ, სადაც მეთაური თრედი
გვიცდის.
- ახალი წესია, - ამბობს ის.
უკანა კარამდე მიგვაცილებენ, მანქანაში გვსხამენ და პირდაპირ რკინიგ-
ზის სადგურში მიგვაქანებენ. ბაქანზე არც ხალხია და არც ვიდეოკამერიანი
ოპერატორები. ამასობაში მშვიდობისმყოფელებს ჰეიმიჩი და ეფი მოჰყავთ.
საჩქაროდ მატარებელში გვსხამენ და კარს გვიხურავენ. მატარებელი იძ-
ვრის.
ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ რჩება უკან მე-12 რაიონი და გამოსათხო-
ვარი სიტყვები პირზე მაქვს შემშრალი.

14.

133
ტყემ მშობლიური რაიონის უკანასკნელი ხედიც ჩაყლაპა, მე კი ისევ ფან-
ჯარასთან ვდგავარ. ამჯერად შინ დაბრუნების არანაირი იმედი აღარ მაქვს.
შარშანდელი შიმშილის თამაშების წინ პრიმს დავპირდი, ყველაფერს ვიღო-
ნებ, რომ გავიმარჯვო-მეთქი, ახლა კი საკუთარ თავს შევფიცე, რომ აუცი-
ლებლად პიტას გადავარჩენ.
ეს ჩემი ბოლო მოგზაურობაა, რომელიც არენაზე დასრულდება.
საყვარელ ხალხთან გამოსათხოვარი სიტყვებიც კი მოვიფიქრე, მათთან
სამუდამოდ დამშვიდობება მინდოდა, მაგრამ კაპიტოლიუმმა ამის საშუალე-
ბაც არ მომცა.
- წერილს გავუგზავნით, ქეთნის, - ჩუმად მეუბნება ჩემს ზურგს უკან მდგა-
რი პიტა, - ასე უკეთესია. ჩვენგან სახსოვრად რაღაც მაინც დარჩებათ. ჰეიმი-
ჩი გადასცემს მათ, თუ ჩვენ ვერ... აუცილებლად გადასცემს.
თავს ვუქნევ და ჩემს კუპეში შევდივარ. საწოლზე ვჯდები. ვიცი, რომ წე-
რილს არასდროს დავწერ. მაინც არ გამომივა - როგორც მე-11 რაიონელი
რუსა და თრეშის მოსაგონებელი სიტყვის დაწერა არ გამომივიდა. გონებაში
აზრები კი დაწყობილი მქონდა და ხალხსაც ასე თუ ისე გასაგებად მივმარ-
თე, მაგრამ როცა აზრების ფურცელზე გადატანაა საჭირო, არაფერი გამომ-
დის. თანაც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გამოთხოვებას ჩახუტებით
ვაპირებდი, მინდოდა ყველას მივალერსებოდი, პრიმის კულულებისთვის ხე-
ლი ჩამომესვა, გეილს მივფერებოდი, მეჯის ხელისთვის ხელი მომეჭირა.
ხის კუბოში ჩასვენებული ჩემი გაცივებულ-გაშეშებული ცხედარი ამას ვეღარ
შეძლებს.
სასოწარკვეთილი ვეღარც ვტირი და საწოლზე მობუზულს ძალიან მინდა,
ხვალ დილამდე, კაპიტოლიუმში ჩასვლამდე არ გამეღვიძოს. თუმცა ერთი
დავალება მაქვს შესასრულებელი. არა, ეს დავალებაზე მეტია. ეს ჩემი სიკ-
ვდილისწინა სურვილია - პიტა უნდა გადავარჩინო. მიუხედავად იმისა, რომ
კაპიტოლიუმი ჩვენზე ძლიერ განრისხებულია და ჩემი მისია შეუსრულებლა-
დაც კი შეიძლება ჩანდეს, მე მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყო. ამიტომაც
შინ დატოვებულ ახლობლებზე დარდი არას მარგებს. დაემშვიდობე მათ და
დაივიწყე ყველა, - ვეუბნები ჩემს თავს. სათითაოდ ვემშვიდობები და ჩემი
გულის კარს ვკეტავ, რომ უკან ვეღარასდროს დაბრუნდნენ.

134
იმ დროისთვის, როცა კარზე ეფი მიკაკუნებს, წამოდი, ვსადილობთო,
გრძნობებისგან მთლიანად დაცლილი ვარ. რატომღაც ეს სიცარიელე სუ-
ლაც არ მსიამოვნებს.
უხალისოდ ვსადილობთ. იმდენად უხალისოდ, სიჩუმეს მხოლოდ ახალი
კერძების შემოტანისას თეფშების წკარუნი არღვევს. შემოაქვთ ბოსტნეულის
კრემ- სუპი. შემწვარი თევზი ლაიმის სოუსით. ფორთოხლის პიურე ბრინჯისა
და წიწმატის გარნირით. შოკოლადის კრემი ზედ მოყრილი ალუბლებით.
პიტა და ეფი საუბრის წამოწყებას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ.
- შენი ახალი ვარცხნილობა მომწონს, ეფი, - ეუბნება პიტა.
- გმადლობ. სპეციალურად შევარჩიე, რომ ქეთნისის გულსაბნევის შესა-
ფერისი ყოფილიყო. იმასაც ვფიქრობ, შენთვის ფეხის ოქროს ბრასლეტი
ხომ არ შევარჩიო, ჰეიმიჩისთვის კი - ოქროს სამაჯური, რომ ერთი გუნდის
ოთხივე წევრს საერთო ატრიბუტი გვაერთიანებდეს, - ლაქლაქებს ეფი.
აშკარად ვერ ხვდება, რომ ჩემი კაჭკაჭჯაფარა ახლა აჯანყებულების სიმ-
ბოლოა. ყოველ შემთხვევაში, მე-8 რაიონში ასეა. კაპიტოლიუმში კი კაჭკაჭ-
ჯაფარა ჯერაც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შიმშილის თამაშების მო-
საგონარია. სხვა რა უნდა იყოს? ნამდვილი აჯანყებულები საიდუმლო სიმ-
ბოლოს ისეთ გამძლე ნივთზე არ გამოსახავდნენ, როგორიც ძვირფასი სამ-
კაულია. პირიქით, პურზე ან ორცხობილაზე გამოსახავენ, რომ საჭიროების
შემთხვევაში სწრაფად შეჭამონ და გააქრონ.
- შესანიშნავი იდეაა, - აქებს პიტა, - ჰეიმიჩ, შენ რას იტყვი?
- ჰო, რა ვიცი, სულერთია, - ბურტყუნებს ჰეიმიჩი. არ სვამს, მაგრამ ერთი-
ორი ჭიქის გადაკვრაზე ახლა ნაღდად არ იტყოდა უარს. არადა, ეფიმ ღვი-
ნო გაატანინა, როცა შეიტყო, რომ ჰეიმიჩი სმისგან თავის შეკავებას ცდი-
ლობს. ახლა ძალიან შესაბრალისად გამოიყურება. პიტას ხათრით, თორემ
თვითონ რომ იყოს კვარტალური ჯახის მონაწილე, ახლა გალეშილი ეგდე-
ბოდა თავის კუპეში. მისდა სამწუხაროდ, არენაზე პიტა გამოვა და თვითონ
მოუწევს თავისი ძველი მეგობრებისგან მისი დახსნა. თანაც, კაცმა არ იცის,
შეძლებს ამას თუ არა.
- იქნებ ჰეიმიჩსაც გავუკეთოთ პარიკი? - მის გამხიარულებას ვცდილობ,
მაგრამ ჰეიმიჩი ისეთი თვალებით მიყურებს, თავს ვანებებ და მდუმარედ
ვაგრძელებთ ჭამას.

135
- მკის დღის ჩანაწერს ხომ არ ვუყუროთ? - გვთავაზობს ეფი და ტუჩის
კუთხეებს თეთრი ხელსახოცით იწმენდს.
პიტას თავისი შენიშვნების ბლოკნოტი მოაქვს და ტელევიზორის ოთახში
ვიკრიბებით ჩვენი კონკურენტების სანახავად. ისმის პანემის ჰიმნი და თორ-
მეტივე რაიონში ჩატარებული მკის ცერემონიის ვიდეომიმოხილვა იწყება.
შიმშილის თამაშებში სულ სამოცდათხუთმეტმა შეწირულმა გაიმარჯვა.
მათგან ორმოცდაცხრამეტი ჯერაც ცოცხალია. უმეტესობა მეცნობა, რადგან
ტელევიზორში წინა თამაშების მონაწილეებად ან მენტორებად მინახავს,
ზოგიერთის ვიდეოჩანაწერი კი სპეციალურად ვნახეთ მზადების პერიოდში.
რამდენიმე მონაწილე სიბერეს, ავადმყოფობას და ნარკოტიკებს ისე დაუჩა-
ჩანაკებია, ვერც ვცნობ. როგორც მოსალოდნელი იყო, 1-ლი, მე-2 და მე-4
რაიონელების სია გაცილებით დიდია. თუმცა, ყველა რაიონმა შეძლო თი-
თო გამარჯვებული კაცისა და ქალის გამოყვანა.
მკის ცერემონიები სწრაფად სრულდება. პიტა გამორჩეულ გამარჯვებუ-
ლებს ინიშნავს. ჰეიმიჩი ყოველგვარი ემოციის გარეშე უყურებს, როგორ
ადიან სცენაზე მისი ძველი მეგობრები. ეფი ხმადაბალ, მოკლე კომენტა-
რებს აკეთებს: ო, ოღონდ კიკილია არა! ან აბა, ჩაფი ბრძოლას ხომ არ გა-
მოტოვებდა - და ოხრავს.
ვცდილობ, ყველა მონაწილე დავიხსომო, მაგრამ შარშანდელივით მხო-
ლოდ რამდენიმეს სახე მებეჭდება გონებაში. პირველრაიონელი ლამაზი
და-ძმა, რომლებმაც ერთიმეორეს მიყოლებით გაიმარჯვეს, როცა მე ბავშვი
ვიყავი. მე-2 რაიონელი ბრუტუსი, რომელიც ორმოცი წლისა იქნება და, რო-
გორც ჩანს, მოუთმენლად ელის არენაზე დაბრუნებას. ბრინჯაოსფერთმიანი
ფინიკი - მე-4 რაიონელი სიმპათიური ბიჭი, რომელსაც ათი წლის წინ თოთ-
ხმეტი წლისას დაადგეს გამარჯვებულის გვირგვინი.
მის გვერდით აყენებენ ისტერიკულ ყავისფერთმიან ახალგაზრდა ქალს,
მაგრამ ამ უკანასკნელს მალევე ანაცვლებს მოხალისე - ოთხმოცი წლის ქა-
ლი, რომელიც სცენაზე ხელჯოხის დახმარებით ადის. შემდეგ გვიჩვენებენ
იოანა მეისონს, ერთადერთ ცოცხალ მე-7 რაიონელ ქალს, რომელმაც რამ-
დენიმე წლის წინ იმით გაიმარჯვა, რომ სხვებს თავი სუსტად და უსუსურად
მოაჩვენა. მე-8 რაიონელი ქალი, რომელსაც ეფიმ კიკილია უწოდა, დაახ-
ლოებით ოცდაათი წლისაა, სამი ბავშვი ებღაუჭება და სცენაზე არ უშვებს.

136
მონაწილეთა შორისაა მე-11 რაიონელი ჩაფიც, რომელიც ჰეიმიჩთან მე-
გობრობს და ვიცნობ.
ამასობაში ჩემი სახელი ისმის, შემდეგ - ჰეიმიჩის. პიტა მოხალისედ გამო-
დის. ერთ-ერთი წამყვანი ცრემლნარევი ხმით ამბობს, რომ მე-12 რაიონელ
უიღბლო შეყვარებულებს ბედნიერი ცხოვრება აღარ უწერიათ. მერე მხნე-
ობას იკრებს და რეპორტაჟს ამთავრებს:
- ეს საუკეთესო შიმშილის თამაშები იქნება!
ჰეიმიჩი უსიტყვოდ გადის ოთახიდან. ეფი რამდენიმე უაზრო კომენტარს
აკეთებს ამა თუ იმ შეწირულზე, მშვიდობიან ღამეს გვისურვებს და ისიც მი-
დის. პიტა ბლოკნოტიდან იმ გამარჯვებულების ფურცლებს ხევს, რომლებიც
არ აურჩევიათ.
- წადი, ცოტა წაუძინე, - მირჩევს მე.
უშენოდ კოშმარებს ვერ გავუძლებ, - ვფიქრობ გულში. ვიცი, ამაღამ საზა-
რელი სიზმრები შემაწუხებს, მაგრამ პიტას გამოყოლას ვერ ვთხოვ. იმ სა-
ღამოს შემდეგ, რაც გეილი გაამათრახეს, ერთმანეთს თითქმის არც შევხები-
ვართ.
- შენ რას იზამ? - ვეკითხები.
- ცოტა ხანს ჩემს ჩანაწერებს გადავხედავ. შევისწავლი, ვის წინააღმდეგ
მოგვიწევს ბრძოლა. ხვალ შენთან ერთად განვიხილავ ყველა წვრილმანს.
დაწექი, ქეთნის.
ჰოდა, მეც ვწვები და როგორც ველოდი, რამდენიმე საათში საშინელი
კოშმარი მაღვიძებს. სიზმარში ის მე-4 რაიონელი მოხუცი ქალი გიგანტურ
მღრღნელად იქცა და სახე მომაჭამა. ვყვირი, მაგრამ არავინ მოდის. არც
პიტა. არც კაპიტოლიუმელი გამცილებელი. შიშის ჟრუანტელი მივლის. გა-
ყინული ხალათს ვიცვამ და ვდგები. კუპეში დარჩენა შეუძლებელია. ვაგონ-
რესტორანში მივდივარ, რომ ვინმეს ჩაი ან ცხელი შოკოლადი მოვამზადე-
ბინო. იქნებ ჰეიმიჩსაც არ სძინავს. წესით, არ უნდა ეძინოს.
გამცილებელს დასამშვიდებლად თბილ რძეს ვუკვეთავ - თავში სხვა არა-
ფერი მომდის. ტელევიზორის ოთახიდან ხმები გამოდის. პიტა ისევ იქ ზის.
გვერდით ეფის გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერების ყუთი მოუდგამს და ძველ
შიმშილის თამაშებს უყურებს. ის სერიაა, რომელშიც ბრუტუსის გამარჯვებაა
აღწერილი.
ჩემს დანახვაზე პიტა დგება და ვიდეოს რთავს.
137
- ვერ დაიძინე?
- ცოტა ხნით მეძინა, - ვპასუხობ და მღრღნელად გადაქცეული მოხუცი ქა-
ლი რომ მახსენდება, ხალათს უფრო მჭიდროდ ვიხვევ ტანზე.
- გინდა მომიყვე, რა გესიზმრა? - მეკითხება პიტა. ზოგჯერ ეს მშველის,
მაგრამ ამჯერად თავს უარის ნიშნავ ვაქნევ. თავს უმწეოდ ვგრძნობ, ისეთი
ხალხის მეშინია, ვისაც ჯერ არ შევბრძოლებივარ.
პიტა ხელებს შლის და მაშინვე ვეხუტები. წლევანდელი კვარტალური ჯა-
ხის წესების გამოცხადების შემდეგ პირველადაა, რომ ჩემ მიმართ სინაზეს
იჩენს. აქამდე მომთხოვნი მწვრთნელივით იქცეოდა, გვავარჯიშებდა, უფრო
სწრაფად სირბილს, მეტის ჭამას და მეტოქეების უკეთ შესწავლას გვაძალებ-
და. სიყვარული ვიღას ახსოვდა, ჩემთან მეგობრობაც კი შეწყვიტა! სანამ
ისევ აზიდვების გაკეთება დაუვალებია, კისერზე მაგრად ვხვევ ხელებს. პიტა
მაგრად მიკრავს და ჩემს თმაში მალავს სახეს. ის ადგილი ჩემს ყელზე, რო-
მელსაც მისი ტუჩები ეხება, თბება. სითბო ყელიდან მთელ ჩემს სხეულზე
ვრცელდება. ისეთი სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რომ მისი გაშვება
აღარ მინდა. შემიძლია სამუდამოდ ასე ვიდგე.
ან რატომ უნდა გავუშვა? გეილს უკვე დავემშვიდობე. გამორიცხულია, მას
ვეღარასდროს ვნახავ. ვერანაირი საქციელით მას გულს ვეღარ დავწყვეტ.
მაინც ვერაფერს ნახავს. ეს ერთი მძიმე ტვირთი მაინც მომეხსნა მხრებიდან.
მე და პიტას ერთმანეთს კაპიტოლიუმელი გამცილებლის გამოჩენა გვა-
შორებს. გამცილებელი თბილი რძით სავსე გრაფინს და ორ ჭიქას ლან-
გრით დგამს მაგიდაზე.
- ზედმეტი ჭიქაც წამოგიღეთ, - მეუბნება ის.
- გმადლობთ.
- რძეში მეტი სიტკბოებისთვის ცოტა თაფლიც გავურიე. ცოტაოდენი სანე-
ლებელიც... - გამცილებელი ისე გვიყურებს, თითქოს კიდევ რაღაცის დამა-
ტება სურს. მერე მსუბუქად გვიკრავს თავს და გადის.
- რა დაემართა? - მიკვირს მე.
- ალბათ ვეცოდებით, - მპასუხობს პიტა.
- კი, აბა! - რძეს ვასხამ ჭიქებში.
- არა, მართლა. არა მგონია, კაპიტოლიუმელებს ჩვენი ან სხვა გამარჯვე-
ბულების არენაზე დაბრუნება უხაროდეთ, - ამბობს პიტა, - ჩემპიონებს ძა-
ლიან ეჩვევიან.
138
- არა უშავს, სისხლისღვრა რომ დაიწყება, ყველაფერი დაავიწყდებათ, -
ცივად ვამბობ. საერთოდ არ მანაღვლებს, როგორ იმოქმედებს კვარტალუ-
რი ჯახი კაპიტოლიუმელების გუნება-განწყობილებაზე, - ძველ ჩანაწერებს
თავიდან უყურებ?
- მხოლოდ თვალი გადავავლე. კონკურენტების საბრძოლო ტექნიკას
ვაკვირდები.
- შემდეგი ვინაა?
- თვითონ აირჩიე, - ყუთს მიწვდის პიტა.
ყოველ კასეტას თარიღი და იმ წლის გამარჯვებულის სახელი აწერია.
ყუთში ქექვისას ხელში ისეთი კასეტა მხვდება, რომელიც ჯერ ერთხელაც არ
გვინახავს. ეს ორმოცდამეათე საიუბილეო შიმშილის თამაშების ვიდეოჩანა-
წერია. სწორედ ამ კვარტალურ ჯახში იმარჯვა ჰეიმიჩ აბერნათიმ.
- ეს არ გვინახავს, - ვეუბნები პიტას.
პიტა უარის ნიშნად აქნევს თავს.
- ვიცი, მაგრამ ჰეიმიჩი არ მოინდომებდა. არც შარშანდელი თამაშები
განგვიხილავს, გახსოვს? თანაც, სამივე ერთ გუნდში ვართ და არა მგონია,
ამის ნახვა საჭირო იყოს.
- პირველი კვარტალური ჯახის გამარჯვებულის ვიდეო თუ გვაქვს?
- არა მგონია. ის ალბათ უკვე გარდაიცვალა. ეფიმ მხოლოდ იმათი ვი-
დეოჩანაწერები გამომიგზავნა, ვისთანაც სავარაუდოდ დაპირისპირება მოგ-
ვიწევდა, - პიტა ჰეიმიჩის კასეტას ხელში ნერვიულად ათამაშებს, - ფიქრობ,
რომ უნდა ვნახოთ?
- ეს კვარტალური ჯახის ამსახველი ერთადერთი კასეტაა. იქნებ რამე ისე-
თი შევიტყოთ, რაც არენაზე გამოგვადგება.
თავს უხერხულად ვგრძნობ. მართალია, ეს ვიდეოჩანაწერი საჯაროა, ასე
მგონია, ჰეიმიჩის პირად ცხოვრებაში ვიჭრებით. არადა, ცნობისმოყვარეობა
მკლავს.
- ჰეიმიჩს არ ვუთხრათ, რომ ვნახეთ, - ვთავაზობ პიტას.
- კარგი, - მთანხმდება პიტა და ვიდეოს რთავს.
მე მის გვერდით ფეხშეკეცილი ვჯდები დივანზე, წინ რძეს ვიდგამ, რომე-
ლიც მართლაც ძალიან ტკბილია, და 50-ე შიმშილის თამაშებში თავდავიწ-
ყებით ვერთვები. ისმის პანემის ჰიმნი და პრეზიდენტი სნოუ ხის ყუთიდან მე-
ორე კვარტალური ჯახის კონვერტს იღებს. პრეზიდენტი შედარებით ახალ-
139
გაზრდულად, მაგრამ ახლანდელივით საძაგლად გამოიყურება. ის მძიმე,
შემაწუხებლად მძიმე ხმით აუწყებს პანემს, რომ მეორე კვარტალურ ჯახში
ორჯერ მეტი შეწირული მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კადრი გადადის
მკის დღეზე, როცა რაიონებში მონაწილეებს ირჩევენ. შემცბარი ვუყურებ,
როგორ აგროვებენ ბავშვებს სასიკვდილოდ. მე-12 რაიონში შეწირულებს
ვიღაც ქალი ირჩევს და ზუსტად ეფივით იძახის: ჯერ გოგოები! აცხადებენ
სახელს: - მეისილი დონერი!
- ეს ხომ დედაჩემის მეგობარია! - ვამბობ მე.
კამერები პოულობენ გოგონას, რომელიც გარეგნობით საბადოელს
ჰგავს. მას ორი ქერათმიანი გოგონა ეხვევა. ორივე აშკარად ვაჭრის შვი-
ლია.
- მგონი, ის გოგო დედაშენია, - ჩუმად ამბობს პიტა და არც ცდება. მეისი-
ლი დონერი მეგობრებს შორდება და მტკიცედ მიემართება სცენისკენ. ამ
დროს კადრში წამით ჩემი ხნის დედაჩემი ჩნდება. ბევრისგან მსმენია, რომ
დედაჩემი ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო და ვრწმუნდები, რომ მისი
სილამაზის შეფასებისას არავის გადაუჭარბებია. დედაჩემისთვის ხელი ჩაუვ-
ლია მეორე გოგოს, რომელიც გულამოსკვნილი ტირის. გოგო გაჭრილი
ვაშლივით ჰგავს მეისილის... და ჩემს ერთ ნაცნობს.
- მეჯი! - გაოცებული ვამბობ.
- ეგ მეჯის დედაა. მამაჩემისგან გამიგია, რომ მას ტყუპისცალი და ჰყავდა,
- მიხსნის პიტა.
მახსენდება მეჯის დედა - მერის აუტანელი ტკივილით დაუძლურებული
ცოლი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება საწოლში, გარესამყაროსგან სრუ-
ლიად მოწყვეტილმა გაატარა. აქამდე ვერ ვხვდებოდი, რა აკავშირებდათ
მას და დედაჩემს. აი, თურმე რატომ გამოატანა იმ ქარბუქში მეჯს გეილის-
თვის მორფლინგის ამპულები; თურმე სინამდვილეში რამხელა სიმბოლური
დატვირთვა ჰქონდა მეჯის ნაჩუქარ კაჭკაჭჯაფარას ფორმის გულსაბნევს,
რომელიც ოდესღაც არენაზე დაღუპულ დეიდამისს, მეისილი დონერს ეკუთ-
ვნოდა.
სულ ბოლოს ჰეიმიჩის სახელს აცხადებენ. დედაჩემზე მეტად მისი დანახ-
ვა მაკვირვებს. ის ახალგაზრდაა, ღონიერი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ
საკმაოდ სიმპათიურიც. ხუჭუჭა შავი თმა აქვს, საბადოელისთვის დამახასია-
თებელი ნაცრისფერი თვალები უკაშკაშებს და მკაცრად იყურება.
140
- ოჰ, პიტა, იმედია, მას არ მოუკლავს მეისილი! - სასოწარკვეთილი ვამ-
ბობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის გაფიქრება ძალიან მიჭირს.
- ორმოცდარვა მონაწილეში? ამის ალბათობა ძალიან მცირეა, - ამბობს
პიტა.
კადრი ეტლებით მსვლელობაზე გადადის. მე-12 რაიონელებს მაღარო-
ელთა უშნო ტანსაცმელი აცვიათ. შემდეგ ინტერვიუების დრო დგება. თი-
თოეულ მონაწილეს ძალიან ცოტა დროს უთმობენ. მხოლოდ ჰეიმიჩის -
რომელიც გამარჯვებული გახდება - და სეზარ ფლიკერმანის ინტერვიუს
გვიჩვენებენ ვრცლად. ბრჭყვიალა ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი სეზარ
ფლიკერმანი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ყოველთვის. ერთი ეგაა,
რომ თმა, ქუთუთოები და ტუჩები მუქ მწვანედ შეუღებავს.
- აბა, ჰეიმიჩ, წელს შიმშილის თამაშებში ასი პროცენტით მეტი მონაწი-
ლეა. რას მეტყვი ამაზე? - ეკითხება სეზარი.
- არა მგონია, ამით რამე შეიცვალოს, - მხრებს იჩეჩს ჰეიმიჩი, - როგორც
ყოველთვის, ყველა ასი პროცენტით სულელი იქნება და ჩემს გამარჯვების
შანსებზე ეს არ აისახება.
დამსწრე საზოგადოება ხარხარებს.
ჰეიმიჩი მათკენ ტრიალდება და ცივად იღიმის. რა ქედმაღალია. თავხე-
დი. გულგრილი.
- ენამოსწრებული ყმაწვილია, არა? - აუდიტორიას მიმართავს სეზარ
ფლიკერმანი.
შიმშილის თამაშების პირველი დილაა. ერთ-ერთი შეწირული სასტარტო
ოთახიდან არენაზე ადის და ჩვენც თითქოს მისი თვალებით ვუყურებთ გა-
რემოს. ჩემს ტუჩებს გაოგნების შეძახილი სწყდება. მონაწილეების სახეებზე
გაოცებაა აღბეჭდილი. ჰეიმიჩიც კი მაღლა სწევს წარბებს, თუმცა, მალევე
იღუშება.
ასეთი ლამაზი ადგილი არასდროს მინახავს. ოქროსფერი სიუხვის რქა
ლამაზი ყვავილებით მოჩითული მინდვრის შუაში დევს. ლაჟვარდისფერ ცა-
ზე თეთრი ღრუბლები ლივლივებს. თავზემოთ ჩიტები ჭიკჭიკებენ. ზოგიერ-
თი შეწირული ცხვირს იჭმუხნის, ალბათ საამო სურნელს ისუნთქავენ. მერე
ზედხედს გვიჩვენებენ. მინდორი მრავალ კილომეტრზე გადაჭიმულა. შორს,
ერთ მხარეს ტყე მოჩანს, მეორე მხარეს - დათოვლილმწვერვალიანი მთე-
ბი.
141
სილამაზე რამდენიმე შეწირულს თავბრუს ახვევს, რადგან გონგის ხმაზეც
კი ვერ ფხიზლდებიან. ჰეიმიჩი კი არ იბნევა, მაშინვე სიუხვის რქასთან მირ-
ბის, იარაღდება და საჭირო ნივთებითა და საკვებით სავსე ზურგჩანთასაც
სტაცებს ხელს. ზოგი მონაწილე ჯერაც ფირფიტაზე დგას, როცა ჰეიმიჩი უკვე
ტყისკენ გარბის.
პირველ დღეს სიუხვის რქასთან გამართულ სისხლისღვრაში თვრამეტი
შეწირული კვდება. სხვები თანდათან იღუპებიან და ცხადი ხდება, რომ ამ
ლამაზ ადგილას ყველაფერი - წვნიანი და გემრიელი ხილი, კამკამა წყარო-
ები, თვით ყვავილების სურნელიც კი თუ ღრმად ჩაისუნთქავთ - მომაკვდი-
ნებლად შხამიანია. სასმელად მხოლოდ წვიმის წყალი ვარგა, ხოლო საჭმე-
ლად - სიუხვის რქასთან მოპოვებული საკვები. ამ ყველაფრის გარდა, მთებ-
ში დამალულ შეწირულებზე პროფესიონალთა ათკაციანი ჯგუფიც ნადი-
რობს.
ტყეშიც ბევრია პრობლემა. მაგალითად, ფუმფულა ციყვები თურმე ხორ-
ცისმჭამელები არიან და ადამიანებს ჯგუფ-ჯგუფად ესხმიან თავს. პეპლის
ნაკბენი არ კლავს, მაგრამ საშინელ ტკივილს იწვევს. თუმცა, ჰეიმიჩი შე-
უპოვრად აგრძელებს გზას და მთებს უკან იტოვებს.
მეისილი დონერმა სიუხვის რქა პატარა ზურგჩანთით დატოვა, მაგრამ
საკმაოდ მოხერხებული გამოდგა. მის ჩანთაში ჯამი, გამომშრალი ხორცი,
საფანტის თოფი და თხუთმეტი პატარა ისარი აწყვია. შხამიანი ნივთიერებე-
ბით მდიდარ გარემოში მეისილი საფანტის თოფს მომაკვდინებელ იარაღად
აქცევს. ისრებს შხამში აწობს და მეტოქეებს ესვრის.
ოთხი დღის შემდეგ თვალწარმტაცი მთა იხლიჩება და ვულკანად იქცევა.
ამოფრქვევას კიდევ ექვსი მონაწილე ეწირება, მათ შორის, ხუთი პროფე-
სიონალი. მთებში ხანძარი მძვინვარებს, მინდორზე ვერსად იმალებიან, ამი-
ტომ გადარჩენილი ცამეტი შეწირული, ჰეიმიჩისა და მეისილის ჩათვლით,
ტყეში ეძებს თავშესაფარს. ჰეიმიჩი ცდილობს, აღებულ გეზს არ გადაუხვი-
ოს, მაგრამ წინ გაუვალი ეკლის მესერი ეღობება და იძულებულია, ტყის შუ-
აგულში დაბრუნდეს. აქ შემთხვევით სამ პროფესიონალს ხვდება და მათ და-
ნით ებრძვის. ისინი უფრო დიდები და ღონიერები არიან, მაგრამ ჰეიმიჩი,
სისწრაფისა და მოქნილობის წყალობით, ორი მათგანის მოკვლას ასწრებს,
სანამ მესამე განაიარაღებს. პროფესიონალმა ის-ისაა, ყელი უნდა გამოჭ-
რას, რომ ზურგში შხამიანი ისარი ხვდება და უსულოდ ეცემა ძირს.
142
ხის უკნიდან მეისილი დონერი გამოდის.
- ორი ერთად უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ.
- წეღან ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი, - ამბობს ჰეიმიჩი და
ზურგს ისრესს, - მაშ, მოკავშირეები ვართ?
მეისილი თავს უქნევს და მათ შორის იბმება კავშირი, რომელიც, რაოდენ
რთულიც უნდა იყოს, ოდესმე აუცილებლად უნდა გაწყვიტო, თუკი შინ დაბ-
რუნება გინდა.
ჩემი და პიტას მსგავსად, ერთად მათაც უიოლდებათ გადარჩენისთვის
ბრძოლა. უფრო დიდხანს ისვენებენ, წვიმის წყლის მოგროვების ახალ
ხერხს იგონებენ, ერთად იცავენ თავს და დაღუპული შეწირულების ნივთებსა
და საჭმელს ინაწილებენ. თუმცა, ჰეიმიჩი ერთ ადგილას არ ჩერდება და
სულ წინსვლას ითხოვს.
- რატომ? - ეკითხება მეისილი და ერთხელაც პასუხის გარეშე ნაბიჯის გა-
დადგმას უარობს.
- იმიტომ, რომ არენას სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს ბოლო, - უხსნის ჰეიმი-
ჩი, - შეუძლებელია, უკიდეგანო იყოს.
- და იქ რას ვიპოვით? - ეკითხება მეისილი.
- არ ვიცი, მაგრამ იქნებ რამე სასარგებლოს მივაგნოთ.
და, აი, რომელიღაც მოკლული პროფესიონალისთვის წართმეული სარ-
ჩილავი ლამპით ეკლის მესრის წინაღობას არღვევენ და მშრალ, გამხმარ
ვაკეზე გადიან, რომელიც უფსკრულით სრულდება.
- ესეც ასე, ჰეიმიჩ, აქ მეტი არაფერია, უკან დავბრუნდეთ, - ეუბნება მეისი-
ლი.
- არა, მე აქ ვრჩები.
- კარგი. ისედაც ხუთნიღა ვართ და დამშვიდობების დროა, - ეუბნება მე-
ისილი, - არ მინდა, ბოლოს მარტო მე და შენ დავრჩეთ.
- გასაგებია, - ამბობს ჰეიმიჩი და მორჩა, სულ ესაა. არც ხელს ართმევს
და არც მისკენ ტრიალდება. მეისილი მიდის.
ჰეიმიჩი დიდხანს დაეხეტება უფსკრულის პირას, თითქოს რაღაცის გარ-
კვევას ცდილობს. ფეხს ურტყამს კენჭს და უფსკრულში ისვრის. გადის წუთი
და მისდა გასაკვირად, იგივე კენჭი მისკენ მოფრინავს. გაოგნებული ჰეიმიჩი
დიდხანს ფიქრობს, მერე მუშტისხელა ქვას ისვრის უფსკრულში. ცოტა ხანში
ქვა უკან ბრუნდება. ჰეიმიჩი მას ჰაერში იჭერს და იცინის.
143
და ამ დროს მეისილის კივილი ესმის. მათი ალიანსი გაწყდა და ვეღარა-
ვინ დაადანაშაულებს, რატომ არ დაეხმარეო, მაგრამ ჰეიმიჩი მაინც გარბის
მისკენ. სამწუხაროდ, უკვე გვიანია. გრძელნისკარტიანი ვარდისფერი ჩიტე-
ბის გუნდს უკვე გამოუკორტნია მისთვის ყელი. ჰეიმიჩს მომაკვდავი მეისი-
ლის ხელი უჭირავს. ამის დანახვაზე პატარა რუ მახსენდება. ვერც მე მოვას-
წარი მისი გადარჩენა.
იმავე დღეს კიდევ ერთ შეწირულს კლავენ ორთაბრძოლაში, ხოლო მე-
ორეს ფუმფულა ციყვები ჭამენ. გვირგვინისთვის მხოლოდ ჰეიმიჩი და პირ-
ველრაიონელი გოგო იბრძვიან. ის გოგო ჰეიმიჩზე დიდია და მასავით სწრა-
ფი. ფინალურ ორთაბრძოლაში დაუნდობლად ასახიჩრებენ ერთმანეთს და
ორივე მძიმე ჭრილობებს იღებს. ბოლოს, განიარაღებული ჰეიმიჩი ტყეში
მიბარბაცებს. გაფატრულ მუცელზე ხელი უდევს, რომ შიგნეულობა აარ გად-
მოუცვივდეს. ნაჯახმომარჯვებული გოგო უკან მისდევს და მისთვის სასიკვდი-
ლო დარტყმის მიყენებას აპირებს. ჰეიმიჩი უფსკრულის პირთან მიდის და
გოგო ნაჯახს ესვრის. ჰეიმიჩი ნაჯახს იცდენს და ძირს ეცემა, ხოლო ნაჯახი
უფსკრულში უჩინარდება. უიარაღოდ დარჩენილი გოგო გამოთხრილი თვა-
ლიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობს. იმედი აქვს, რომ ჰეიმიჩი მალე
თავისით მოკვდება, რადგან იგი მიწაზე იკრუნჩხება და ცახცახებს. მან არ
იცის ის, რაც ჰეიმიჩმა - ნაჯახი უკან ბრუნდება და გოგოს თავში ერჭობა. ქვე-
მეხი გრუხუნებს. გოგოს ცხედარი მიაქვთ. ჰეიმიჩის გამარჯვების აღსანიშნა-
ვად საყვირი გუგუნებს.
პიტა კასეტას იღებს. კარგა ხანს ორივენი ჩუმად ვსხედვართ.
ბოლოს პიტა ამბობს:
- კლდის ძირას ალბათ ისეთივე ელექტრული ველი იყო, როგორც საწ-
ვრთნელი ცენტრის სახურავზე. დამცავი ღობე, რომელიც თვითმკვლელო-
ბის მცდელობაში გიშლის ხელს და თუ გადახტომას მოინდომებ, უკან გის-
ხლეტს. ჰეიმიჩმა ელექტრული ველი იარაღად გამოიყენა.
- არამხოლოდ მეტოქეების, კაპიტოლიუმის წინააღმდეგაც, - ვამატებ მე, -
თამაშის შემოქმედები არ ელოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. ის კლდე არენის
ნაწილი არ ყოფილა. მისი იარაღად გამოყენება ჩაფიქრებული არ ჰქონიათ.
ჰეიმიჩმა ისინი გააბითურა. ალბათ ყველანაირად სცადეს, ეს მარცხი სათა-
ვისოდ შეებრუნებინათ. აი, თურმე რატომ არ გვიჩვენებდნენ მეორე კვარტა-

144
ლური ჯახის ვიდეოჩანაწერს ხშირ-ხშირად. ჰეიმიჩის ოინი ჩვენი კენკრის
ოინს არ ჩამოუვარდება.
ბოლო თვეებში პირველად მეცინება ასე გულიანად. პიტა თავს გამკიცხა-
ვად აქნევს, სულ მთლად დაკარგე ჭკუაო. მგონი, ცოტათი მართლაც შევიშა-
ლე.
- არც ეგრეა საქმე, - ზურგს უკან ჰეიმიჩის ხმა ისმის. შეშინებული ვტრი-
ალდები უკან, ახლა მისი რისხვა დაგვატყდება თავს-მეთქი, მაგრამ ჰეიმიჩი
მხოლოდ ირონიული ღიმილით წრუპავს ბოთლიდან ღვინოს. აჰა, ისევ სმა
დაუწყია! თუმცა, ამჟამად მასზე გასაბრაზებლად არ მცალია.
ამდენი კვირა ჩემი კონკურენტების შესწავლას შევალიე, არადა, ჩემი თა-
ნაგუნდელები საერთოდ არ მცნობია. გულში იმედის ნაპერწკალი მიჩნდება,
რადგან უკვე ვიცი, ვინც არის სინამდვილეში ჰეიმიჩი. თანდათან იმასაც
ვხვდები, მე ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. მე და ჰეიმიჩი, ორი გამარჯვებუ-
ლი, რომელმაც კაპიტოლიუმს ამდენი პრობლემა შეუქმნა, როგორმე რამეს
მოვიფიქრებთ და პიტას შინ ცოცხალს დავაბრუნებთ.

15.

ფლავიუსის, ვენიასა და ოქტავიას ხელში გალამაზებას უკვე მიჩვეული


ვარ და მათთან შეხვედრას მშვიდად ველოდი, მაგრამ ახლა მოულოდნელი
ემოციის გადალახვა მიწევს. ეპილაციის გაკეთებისას სამივეს ერთი-ორჯერ
ცრემლები წასკდა, ოქტავია მთელი დილაა, სლუკუნებს. თურმე სამივეს
ძლიერ შევუყვარდი და ჩემი არენაზე დაბრუნების ამბავი რომ გაიგეს, ძალი-
ან ეწყინათ. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ჩემი დაკარგვით ათასნაირი ელიტუ-
რი ღონისძიების ბილეთს კარგავენ, აღარც ჩემი და პიტას ქორწილი შედგე-
ბა. ნაცვლად იმისა, რომ სასიკვდილოდ განწირული ადამიანი მანუგეშონ,
პირიქით, მე მიწევს მათი გამხნევება. ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელია.
როგორც ჩანს, პიტას მართალი უთქვამს, მატარებლის გამცილებელს ვე-
ცოდებითო; კაპიტოლიუმელებს დიდად არ მოეწონათ, რომ გამარჯვებუ-
ლებს ერთმანეთთან ბრძოლა მოგვიწევს. თავად მე ეჭვიც არ მეპარება,
რომ გონგის ხმის გაგონებისთანავე სიბრალული ყველას გადაავიწყდება,
მაგრამ ის, რომ კაპიტოლიუმელები ჩვენ მიმართ რაღაცას მაინც გრძნობენ,
145
ნამდვილი აღმოჩენაა. ყოველ წელს სიამოვნებით უყურებენ, როგორ ხოცა-
ვენ ბავშვები ერთმანეთს, მაგრამ ეტყობა, გამარჯვებულებს უკეთ იცნობენ,
თან ბევრი მათგანი უკვე პოპულარული პიროვნებაა და ადამიანად მიაჩნიათ
და არა - უბადრუკ არსებად. ახლა მათაც მოუწევთ, ნახონ, როგორ იხოცები-
ან მათი რჩეულები არენაზე და განიცადონ იგივე, რასაც რაიონებში განვიც-
დით შიმშილის თამაშების ყურებისას.
სტილისტების ცრემლები მე-12 რაიონში დატოვებული საყვარელი ადა-
მიანების ცრემლებს მახსენებს და თანდათან ვღიზიანდები. ერთი მხრივ,
ეპილაციით და მეორე მხრივ, ამათი მოთქმა-გოდებით ისე ვარ თავგაბეზრე-
ბული, რომ ცინას შემოსვლისთანავე პირში ვახლი:
- გეფიცები, შენც რომ ატირდე, აქვე მიგასიკვდილებ!
- რაო, ცრემლებით დაგნამეს? - იღიმის ცინა.
- გასაწური გავხდი.
ცინა მხრებზე ხელს მხვევს და სასადილოდ მივყავარ.
- ნუ ღელავ, ჩემს ემოციებს ყოველთვის სამუშაოში ჩავაქსოვ ხოლმე. ჩე-
მივე თავის გარდა არავის არაფერს ვუშავებ.
- მათი ისტერიკა უკვე აუტანელია, - შევჩივი ცინას.
- კარგი, დაველაპარაკები ჩემს თანაშემწეებს.
სადილობისას უკეთეს განწყობაზე ვდგები. მივირთმევ ბოსტნეულით შეკ-
მაზულ ხოხობს და ოხრახუშში აზელილ კარტოფილის პიურეს. დესერტად
შოკოლადი და ხილის ასორტი მოაქვთ. ცინა კიდევ ერთ ჯამ შოკოლადს უკ-
ვეთავს.
- გახსნის ცერემონიაზე რას ჩამაცვამთ? - მეორე ჯამის მოსუფთავების
შემდეგ ვეკითხები ცინას, - ფანრიან ჩაფხუტებს დაგვახურავ თუ ისევ ცეც-
ხლოვან თავსაბურავებს?
ეტლებით მსვლელობისას მე და პიტას მე-12 რაიონისთვის დამახასიათე-
ბელი სამოსი უნდა გვეცვას.
- ვნახოთ, - მოკლედ მპასუხობს ცინა.
კოსტიუმის ჩაცმის დრო რომ დგება, ჩემი სტილისტები მოდიან, მაგრამ
ცინა მათ ათავისუფლებს, დილით გვარიანად იმუშავეთ და საკმარისიაო. სა-
მეული ცინასთან მტოვებს. ცინა ჯერ თმას მიწნავს, როგორც დედაჩემისგან
ისწავლა, მერე მაკიაჟის დრო დგება. შარშან ძალიან მკრთალი მაკიაჟი გა-
მიკეთა, რომ არენაზე მაყურებელს ადვილად ვეცნე. წელს კი სახე ერთია-
146
ნად მოხატული მაქვს, წარბები - მორკალული, ღაწვები - გამოკვეთილი,
თვალები - ანთებული, ტუჩები - იასამნისფერი. კოსტიუმი, რომელიც ყელი-
დან კოჭებამდე მფარავს, პარაშუტისტის სრულიად უბრალო კომბინეზონს
ჰგავს. თავზე გამარჯვებულის გვირგვინის მძიმე, მუქი ლითონის ასლს მად-
გამს. მერე ოთახს ნახევრად აბნელებს და მაჯაზე კოსტიუმის სარჩულზე მი-
მაგრებულ პატარა ღილაკს აწვება. თავს ვხრი და სუნთქვაშეკრული ვათვა-
ლიერებ საკუთარ სხეულს. ჩემი ტანსაცმელი ნელ-ნელა ცოცხლდება - ჯერ
ოქროსფრად ინთება, შემდეგ ნარინჯისფერ-წითელ ტონალობაში გადადის.
ასეთი ფერი აქვს ქვანახშირის ალს. ისე გამოვიყურები, თითქოს მთლიანად
ნაკვერცხლით ვიყო დაფარული... არა, მე თვითონ ვარ ნაკვერცხალი. ვციმ-
ციმებ, ფერები ერთმანეთში ირევა, ხან მკვეთრად ავკაშკაშებდი, ხან ვქრები.
- ეს როგორ მოახერხე? - გაკვირვებული ვეკითხები ცინას.
- მე და პორცია დიდხანს ვაკვირდებოდით ცეცხლს. აბა, ნახე! - ცინა სარ-
კისკენ მაბრუნებს, რომ ბოლომდე დავტკბე ეფექტით.
სარკიდან უბრალო გოგო კი არა, არაამქვეყნიური არსება შემომცქერის,
რომელიც თითქოს იმ ვულკანის შუაგულიდან ამოვიდა, რომელმაც კვარტა-
ლურ ჯახში ჰეიმიჩის მრავალი მეტოქე გაანადგურა. შავი გვირგვინი გახურე-
ბული ლითონივით გაწითლებულა და ჩემს მოხატულ სახეზე უჩვეულო
ჩრდილს ჰფენს. ცეცხლოვანმა ქეთნისმა ძვირფასი თვლებით მოოჭვილი
ცეცხლოვანი კაბა გაიხადა და ცეცხლივით მომაკვდინებლად იქცა.
- მგონი... სწორედ ასეთი სამოსი მჭირდებოდა მეტოქეების წინაშე წარ-
სადგომად.
- დიახ, ვარდისფერი ტუჩსაცხისა და ბაფთების დრო დასრულდა, - ცინა
ღილაკს ხელმეორედ აწვება. ნათება ქრება, - საკმარისია, თორემ ბატარეა
დაიცლება. ეტლზე რომ შედგები, მაყურებელს ნურც ხელს დაუქნევ, ნურც
გაუღიმებ. პირდაპირ იყურე, თითქოს არავინ გაინტერესებს.
- სიამოვნებით!
ცინას ეჩქარება და მიდის. მე კი პირველ სართულზე, გარდასახვის ცენ-
ტრში ჩავდივარ, სადაც გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე შეწირულები
თავიანთ ეტლებთან ერთად იცდიან. პიტა და ჰეიმიჩი ჯერ არ ჩანან. შარშან-
დლისგან განსხვავებით, როცა ლამის ყველა შეწირული თავის ეტლს იყო
შეწებებული, წლევანდელი მონაწილეებიც და მათი მენტორებიც მცირე ჯგუ-
ფებად დგანან და საუბრობენ. რასაკვირველია, ისინი ერთმანეთს იცნობენ.
147
მე არც ერთს არ ვიცნობ და არც გამოცნაურება მეხერხება. ჰოდა, ჩემს ეტ-
ლში შებმულ ცხენს ვეფერები და ვცდილობ, თვალში არავის მოვხვდე. მაგ-
რამ ამაოდ - უკნიდან ხრამუნი მესმის და სანამ მივტრიალდები, ჩემ გვერ-
დით ფინიკ ოდეარი ჩნდება. მწვანე თვალებით მომჩერებია და შაქრის ნა-
ტეხს ახრამუნებს.
- გამარჯობა, ქეთნის, - ისე მეგობრულად მესალმება, თითქოს მრავალ-
წლიანი ნაცნობობა გვაკავშირებდეს. სინამდვილეში კი ეს ჩვენი პირველი
შეხვედრაა.
- გამარჯობა, ფინიკ, - მეც თავისუფლად ვესალმები, თუმცა, მისი სიახ-
ლოვე და ეს უდარდელი გამომეტყველებაც ცოტათი მეუხერხულება.
- შაქრის ნატეხი გინდა? - სავსე მუჭს მიწვდის, - ცხენებისაა, მაგრამ მერე
რა? ამ ცხენებს შაქარი არ აკლიათ, მე და შენ კი... ტკბილეულზე ცხვირი არ
უნდა ავიბზუოთ.
ფინიკ ოდეარი პანემის ცოცხალი ლეგენდაა. მან 65-ე შიმშილის თამაშებ-
ში თოთხმეტი წლისამ გაიმარჯვა და დღემდე მისი ეს შედეგი ვერავინ გააუმ-
ჯობესა. ფინიკი მე-4 რაიონელი პროფესიონალი იყო და გამარჯვების შანსი
თავიდანვე ჰქონდა, თუმცა ბუნებრივი სილამაზის წყალობით (რასაც ვერც
ერთი მწვრთნელი ვერ მისცემს თავის შეგირდს) - ტანმაღალი, ათლეტური,
ბრინჯაოსფერთმიანი და მწვანეთვალება - სპონსორებისგან იოლად შო-
ულობდა საჭმელს, წამალს ან იარაღს. შეწირულები პირველსავე კვირაში
მიხვდნენ, რომ მათი მთავარი მეტოქე ფინიკი იყო, მაგრამ დააგვიანეს. ფი-
ნიკმა სიუხვის რქაში დანები და შუბები მოიპოვა და მათი დახმარებით ისე-
დაც კარგად იბრძოდა, მაგრამ თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა სპონ-
სორმა პარაშუტით უძვირფასესი საჩუქარი გამოუგზავნა - სამკაპი. თამაშის
ბედიც გადაწყდა. მე-4 რაიონელთა მრეწველობის მთავარი დარგი მეთევზე-
ობაა. ფინიკს თითქმის მთელი ცხოვრება ნავში გაეტარებინა. სამკაპი ფინი-
კის დამატებით ხელად იქცა. ბიჭმა ლიანისგან ბადე დაწნა, რომელშიც მე-
ტოქეებს ხლართავდა და სამკაპით ხოცავდა. გამარჯვებულის გვირგვინი ამ
საჩუქრების მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში დაიდგა თავზე.
მას შემდეგ ფინიკ ოდეარი კაპიტოლიუმელების ფავორიტია.
პირველი ორი წლის განმავლობაში არასრულწლოვანების გამო ხელი
ვერ ახლეს. მას მერე, რაც თექვსმეტი წელი შეუსრულდა, არც ერთი შიმში-
ლის თამაშები არ გამოუტოვებია. ყოველთვის თაყვანისმცემელთა მრავალ-
148
რიცხოვანი ბრბო დასდევს კუდში. დიდხანს არავისთან რჩება. ყოველი
სტუმრობისას ოთხ-ხუთ თაყვანისმცემელს იცვლის. მოხუცს თუ ახალგაზ-
რდას, ლამაზს თუ შეუხედავს, მდიდარს თუ ძალიან მდიდარს - ყველას კომ-
პანიონობას უწევს, მათგან ძვირფას საჩუქრებს იღებს, მაგრამ მათთან არას-
დროს რჩება. მიდის და აღარასდროს ბრუნდება.
ფინიკ ოდეარი მართლაც ერთ-ერთი უსიმპათიურესი მამაკაცია მთელს
პლანეტაზე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე დიდად არ მიზიდავს. შეიძლება
იმიტომ, რომ მეტისმეტად ლამაზია, ან იოლად ხელში ჩასაგდები და ასევე
იოლად დასაკარგი.
- არა, გმადლობ, - შაქარზე უარს ვეუბნები, - მაგრამ შენს ტანსაცმელს კი
სიამოვნებით მოვისინჯავდი როდისმე.
ფინიკს ოქროს ბადე აქვს შემოსხმული, რომელიც მის საზარდულთან
არის განასკვული ისე, რომ მთლად შიშველსაც ვერ უწოდებთ. თუმცა, ვერც
იმას იტყვით, რომ რამე აცვია. ალბათ მის დიზაინერს მიაჩნია, რომ რაც უფ-
რო მეტად გამოაჩენს შიშველ სხეულს ფინიკი, მით უკეთესი იქნება მისთვის.
- მე კი შენი მორთულობა მაშინებს. პატარა ლამაზმანის კაბებს რა და-
ემართა? - მეკითხება ფინიკი და ენის წვერით ტუჩებს ოდნავ ისველებს.
ბევრს ეს ლამის ჭკუაზე შლის, აი, მე კი რატომღაც ბებერი ქრეი მახსენდება,
საბრალო მშიერი ახალგაზრდა გოგოების დანახვაზე პირზე ნერწყვი რომ
ადგებოდა.
- დამიპატარავდა.
ფინიკი ჩემს საყელოს ჰკიდებს ხელს და თითებით ქსოვილს ამოწმებს.
- ცუდია, რომ კვარტალურ ჯახში გიწევს მონაწილეობა. შეგეძლო უზრუნ-
ველად გეცხოვრა კაპიტოლიუმში: სამკაულები, ფული, ყველაფერი გექნე-
ბოდა, რასაც მოისურვებდი.
- სამკაულები არ მიყვარს, ფული კი საკმარისზე მეტი მაქვს. ისე, შენ რაში
დახარჯე შენი ფული, ფინიკ?
- მრავალი წელია, ფული საერთოდ არ მაქვს.
- მაშ, კომპანიონობის სანაცვლოდ რითი გიხდიან?
- საიდუმლოებებით, - ჩუმად მეუბნება ფინიკი, თავს ჩემკენ ხრის და ტუჩე-
ბით ლამის ტუჩებზე მეხება, - შენ რას მეტყვი, ცეცხლოვანო გოგონავ? შენ
თუ გაქვს ისეთი საიდუმლო, დროის დაკარგვად რომ მიღირდეს?
ჩემდა უნებურად ვწითლდები, მაგრამ როგორღაც სიმტკიცეს ვინარჩუნებ.
149
- არა, მე გადაშლილი წიგნი ვარ, - ჩურჩულითვე ვპასუხობ, - ჩემს სა-
იდუმლოებებს ჩემზე ადრე ხვდებიან.
- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმო, - მიღიმის ფინიკი და თვალებს განზე
აცეცებს, - პიტა მოდის. ვწუხვარ, რომ ქორწილი აღარ შედგება. წარმომიდ-
გენია, რა საშინლად გრძნობ თავს, - პირში შაქრის კიდევ ერთ ნატეხს იგ-
დებს და აუჩქარებლად მშორდება.
ზუსტად ჩემნაირ სამოსში გამოწყობილი პიტა მიახლოვდება.
- ფინიკ ოდეარს რა უნდოდა?
ტუჩები მასთან ახლოს მიმაქვს და ფინიკ ოდეარივით თვალებმინაბული,
მაცდურად ვეუბნები: - შაქარი შემომთავაზა და ჩემი საიდუმლოებების და-
ცინცვლა მოინდომა.
- კარგი ერთი, - იცინის პიტა.
- მართლა. დაწვრილებით მოგვიანებით მოგიყვები, თორემ ახლა ერთია-
ნად ვცახცახებ.
- როგორ გგონია, მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანს რომ გაემარჯვა, ამ
კლოუნადაში აღმოჩნდებოდა? - სხვა გამარჯვებულებს აკვირდება პიტა.
- კი. განსაკუთრებით - შენ, - ვამბობ მე.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ ლამაზი ნივთები შენი სისუსტეა, - თავდაჯერებულად ვამ-
ბობ, - კაპიტოლიუმურ ცხოვრების წესს თავს მოგახვევდნენ და სამუდამოდ
დაგაკარგვინებდნენ გონს.
- სილამაზის სიყვარული სისუსტე სულაც არაა, - აღნიშნავს პიტა, - თუ, რა
თქმა უნდა, საქმე შენ არ გეხება.
ისმის მუსიკა და კარიბჭე იღება. მაყურებლების ყიჟინის ფონზე პირველი
ეტლი გადის გარეთ.
- წავედით? - ხელს მიწვდის პიტა, რომ ეტლში ასვლაში დამეხმაროს.
მე პირველი ავდივარ ეტლში და პიტასაც ვექაჩები.
- არ გაინძრე, - ვეუბნები და თავზე გვირგვინს ვუსწორებ, - პორციამ კოს-
ტიუმი ჩაგირთო? დღესაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავები ვიქნებით.
- ვიცი; მაგრამ პორციამ მითხრა, არა მხოლოდ კოსტიუმით უნდა გააკ-
ვირვოთ მაყურებელიო. გამაფრთხილა, ხელი არავის დაუქნიოთო, - ამბობს
პიტა, - ჰო, მართლა, ჩვენი სტილისტები სად არიან?

150
- არ ვიცი, - ეტლების მსვლელობას თვალს არ ვაშორებ, - იქნებ ჩვენ
თვითონ ჩავრთოთ კოსტიუმები?
ასეც ვიქცევით და მაშინვე ვამჩნევ, რომ ხალხი ჩვენკენ იშვერს თითს.
კვლავ გახსნის ცერემონიის მთავარი განხილვის საგნად ვიქცევით. უკვე
კართან ვდგავართ. აქეთ-იქით ვიყურები, მაგრამ არც პორცია და არც ცინა
არსად ჩანან. არადა, შარშან ორივენი გვერდიდან არ მოგვშორებიან.
- წელსაც უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები? - ვეკითხები პიტას.
- მგონი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.
ვუყურებ პიტას მწვანე თვალებს, რომლებსაც, როგორც უნდა შეღებო,
მომაკვდინებლად საშიშად მაინც ვერასდროს აქცევ, და მახსენდება, რომ
ზუსტად ერთი წლის წინ მის მოსაკლავად ვემზადებოდი. დარწმუნებული ვი-
ყავი, რომ პიტა ჩემს მოკვლას აპირებდა. ახლა ყველაფერი პირიქითაა. ჩე-
მი სიცოცხლის ფასად პიტა უნდა გადავარჩინო. თუმცა, ჩემი სულის არცთუ
უშიშარ ნაწილს უხარია, რომ ახლა გვერდით პიტა მიდგას და არა - ჰეიმიჩი.
ჩვენი ხელები ზედმეტი ფიქრის გარეშე პოულობს ერთმანეთს. რასაკვირვე-
ლია, ხელიხელჩაჭიდებულები გავალთ ხალხის წინაშე.
საღამოს მკრთალ შუქში გარეთ გავდივართ და ხალხი ერთხმად ყიჟი-
ნებს. ჩვენ ემოციებს არ გამოვხატავთ. ცარიელ სივრცეს მივშტერებივარ,
თითქოს ვერც ვერავის ვხედავ და არც არაფერი მესმის. დიდ ეკრანზე დრო-
დადრო ჩვენს გამოსახულებას ვამჩნევ: არათუ ლამაზები, ძლევამოსილები
და პირქუშებიც ვჩანვართ. ჩვენ მე-12 რაიონელი უიღბლო შეყვარებულები
ვართ, რომლებმაც დიდი წამებით გავიმარჯვეთ, მაგრამ გამარჯვებით ვერ
დავტკბით; ჩვენ გულშემატკივრების კეთილგანწყობა არ გვჭირდება, მათ არ
ვუღიმით და არც ჰაეროვან კოცნას ვუგზავნით. განაწყენებულები ვართ და
პატიებას არ ვაპირებთ.
მე ეს მომწონს. როგორც იქნა, თავის მოკატუნება არ მიწევს.
ქალაქის მოედანს წრეს ვარტყამთ. რამდენიმე სტილისტს ცინას და პორ-
ციას იდეა მოუპარავთ და თავიანთი შეწირულებისთვის მანათობელი კოს-
ტიუმები ჩაუცმევიათ. მე-3 რაიონში ელექტრომოწყობილობებს აწარმოებენ
და ამ რაიონელებს ელექტრონათურებით მორთული კოსტიუმები ასე თუ
ისე შეეფერებათ, მაგრამ ძროხის კოსტიუმებში გამოწყობილ მე-10 რაი-
ონელ მენახირეებს რაში სჭირდებათ ალმოკიდებული ქამრები? თავს იბრა-
წავენ? რა საცოდაობაა.
151
აი, მე და პიტა ამ მოციმციმე კოსტიუმებში ისე თვალისმომჭრელად გამო-
ვიყურებით, რომ სხვა შეწირულებიც ჩვენ მოგვშტერებიან. მე-6 რაიონელთა
მორფლინგისტობით ცნობილი გაძვალტყავებულ-გაყვითლებული წყვილი
დაჟინებით გვათვალიერებს. პრეზიდენტი სნოუ აივნიდან მოგვმართავს და
კვარტალურ ჯახში წარმატებას გვისურვებს. ჟღერს ჰიმნი დაბოლო წრეს
ვარტყამთ მოედანს. ნუთუ მომეჩვენა? თუ პრეზიდენტი სნოუც მე მიყურებს?
ჩვენ ზურგს უკან საწვრთნელი ცენტრის კარი იხურება და მე და პიტა
ვდუნდებით. ცინა და პორცია კმაყოფილები გვეგებებიან. ჰეიმიჩიც გამოჩ-
ნდა, ოღონდ ჯერ მე-11 რაიონელების ეტლთან ჩერდება. იქიდან თავს მიკ-
რავს და მერე მასთან ერთად მე-11 რაიონელებიც გვიახლოვდებიან. ჩაფს
შორიდან ვიცნობ, ტელევიზორში ბევრჯერ მინახავს, ის და ჰეიმიჩი როგორ
ყლურწავდნენ ბოთლიდან ღვინოს. მუქკანიანია, დაახლოებით 1,8 მეტრი
სიმაღლისა, ცალი ხელი ტაკვით სრულდება, რადგან ოცდაათი წლის წინ
მოგებულ შიმშილის თამაშებში ხელის მტევანი დაკარგა. დარწმუნებული
ვარ, პიტას მსგავსად მასაც შესთავაზებდნენ პროთეზის გაკეთებას, მაგრამ
ალბათ იუარა.
ქალი შეწირული, სახელად სიდერი, საბადოელს ჰგავს, ისეთი შავგვრემა-
ნია. სამოცი წლის მაინც იქნება, თმაშევერცხლილია, მაგრამ კვლავაც ჯან-
ზეა; არ ეტყობა სასმელს, მორფლინგს ან რომელიმე სამკურნალო საშუა-
ლებას ეტანებოდეს მწარე რეალობისთვის თავის დასაღწევად. სანამ რამის
თქმას მოვასწრებდე, სიდერი მეხუტება. ამას ალბათ რუს ან თრეშის გამო
აკეთებს. ჩემდა უნებურად, ჩურჩულით ვეკითხები:
- მათი ნათესავები როგორ არიან?
- ცოცხლები არიან, - მპასუხობს სიდერი და ხელს მიშვებს.
ჩაფი საღ ხელს მხარზე მხვევს და პირდაპირ ტუჩებში მკოცნის. დამ-
ფრთხალი უკან ვხტები. ის და ჰეიმიჩი კი ხმამაღლა ხარხარებენ.
ამასობაში კაპიტოლიუმელი მოსამსახურეები ლიფტებისკენ მიგვაცილე-
ბენ. აშკარად არ სიამოვნებთ გამარჯვებულების მეგობრული განწყობა და
კვარტალური ჯახის მიმართ აგდებული დამოკიდებულება. ლიფტისკენ მე და
პიტა კვლავაც ხელჩაკიდებულები მივდივართ. უცებ ვიღაც გოგო გვისწრებს,
თავიდან ფოთლების გვირგვინს იხსნის და ისე მოურიდებლად ისვრის
ზურგს უკან, არც იყურება, ვინმე თუ მიჰყვება.

152
ეს იოანა მეისონია - ხე-ტყის გადამამუშავებელი და ქაღალდის მწარმოე-
ბელი მე-7 რაიონიდან. ამიტომაც ეხურა ფოთლების გვირგვინი. შიმშილის
თამაშებში მეტოქეებს თავი სუსტად და უძლურად მოაჩვენა, მერე კი ყველა
ცივსისხლიანად დახოცა. გოგო ბოლოებაპრეხილ თმას იწეწავს და დიდ-
რონ თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს:
- ეს ჩემი კოსტიუმი რა საშინელია, არა? ჩემი დიზაინერი ყველაზე სულე-
ლია მთელ კაპიტოლიუმში. ორმოცი წელია, ჩვენს შეწირულებს მოსავს და
ხეებზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. ნეტა მეც ცინა შემხვედროდა. ძალიან
ლამაზად გამოიყურები.
ამ ქალურ ჭორაობაში არაფრად ვვარგივარ. აზრზე არ ვარ, რა უნდა
ვთქვა ტანსაცმელზე, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე, ჰოდა, მეც ვიტყუები:
- ჰო, ცინა ჩემი ტანსაცმლის ხაზის შექმნაშიც მეხმარება. უნდა ნახო, ხა-
ვერდით რა სასწაულებს კერავს.
ხავერდის გარდა ვერც ერთი ქსოვილი ვერ გავიხსენე.
- მგონი, მინახავს, როცა ტურნეში იყავი. ის უსახელო კაბა, მე-2 რაიონში
რომ გეცვა? თუ ის მუქი ლურჯი, ბრილიანტებით გაწყობილი? ისე მომეწონა,
კინაღამ ეკრანიდან გადმოგათრიე და ტანზე შემოგახიე, - ამბობს იოანა.
ჰო, კაბასთან ერთად ალბათ მეც სიამოვნებით მაქცევდი ნაფლეთებად, -
ვამატებ გულში.
სანამ ლიფტს ველოდებით, იოანა მთლიანად იხდის საძულველ კოსტი-
უმს და წიხლით ისვრის განზე. დედიშობილა რჩება, მხოლოდ მწვანე
ფლოსტების ამარა.
- ასე უკეთესია.
ისიც ჩვენს ლიფტში შემოდის. მეშვიდე სართულამდე განუწყვეტლივ
ელაქლაქება პიტას მის ნახატებზე. პიტას ჯერაც მბზინავი კოსტიუმის შუქი
მის შიშველ მკერდზე ირეკლება. იოანა გადის. პიტა იღიმის, მაგრამ მე ყუ-
რადღებას არ ვაქცევ. როგორც კი ჩაფი და სიდერიც გადიან, პიტას ხელს
ვუშვებ და კუთხეში ვდგები. პიტა ხარხარებს.
- რა გაცინებს? - ვეკითხები ლიფტიდან გასვლისას.
- მართლა ვერ ხვდები?
- რას ვერ ვხვდები?
- იმას, თუ რატომ გექცევიან ასე. ფინიკი შაქრის ნატეხს გთავაზობს, ჩაფი
ტუჩებში გკოცნის, იოანა კი შენ წინაშე შიშვლდება, - პიტა ცდილობს, სერიო-
153
ზული ტონი შეინარჩუნოს, მაგრამ ამაოდ, - გეთამაშებიან იმიტომ, რომ...
ხომ იცი.
- არა, არ ვიცი, - მართლაც, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკება.
- არ გახსოვს, არენაზე ნახევრად მკვდარი რომ ვეგდე, შენ კი შიშველს
თვალს მაინც მარიდებდი. შენ ისეთი... უმწიკვლო ხარ, - როგორც იქნა, შე-
საფერის სიტყვას პოულობს პიტა.
- სულაც არა! - ვაპროტესტებ, - შარშან, თუ კამერა გვიყურებდა, ყოველ-
თვის ლამის ტანსაცმელს გახევდი ტანზე.
- ჰო, მაგრამ... კაპიტოლიუმისთვის შენ უმწიკვლო ხარ, - აშკარად ჩემს
დამშვიდებას ცდილობს პიტა, - პირადად ჩემთვის კი სრულყოფილებას გა-
ნასახიერებ. ისინი მხოლოდ გაჯავრებენ.
- არა დამცინიან. შენსავით!
- არა, - უარის ნიშნად თავს აქნევს პიტა, მაგრამ სიცილს ძლივს იკავებს.
უკვე იმაზე ვფიქრობ, იქნებ კვარტალური ჯახში პიტას გადარჩენა არც ღირ-
დეს-მეთქი, რომ მეორე ლიფტის კარი იღება და რაღაცით კმაყოფილი ჰე-
იმიჩი და ეფი გვიერთდებიან. უცებ ჰეიმიჩი იღუშება.
ახლა რაღა დავაშავე?
მაგრამ ჰეიმიჩი ჩემ მიღმა სასადილო ოთახის კარს მისჩერებია.
- ო, წელს შესაფერისი კომპლექტი შეურჩევიათ თქვენთვის! - ამბობს
ეფი.
მეც იქით ვტრიალდები და ვხედავ ჟღალთმიან ავოქს გოგონას, რომე-
ლიც შარშან შიმშილის თამაშების დაწყებამდე მემსახურებოდა. მიხარია,
კარგია, რომ აქ მეგობარი მეყოლება-მეთქი. გოგოს გვერდით ასევე ჟღალ-
თმიანი ბიჭი უდგას. აი, თურმე რა იგულისხმა შესაფერის კომპლექტში ეფიმ.
უცებ ტანში ჟრუანტელი მივლის, რადგან ის ბიჭიც მეცნობა. ავოქსი ბიჭი
კაპიტოლიუმელი არაა, მასთან ერთად არაერთხელ ვმჯდარვარ ქურაში და
გრისი სის წვნიანი მიჭამია. ბოლოს მოედანზე ვნახე - გასისხლიანებული გე-
ილის გვერდით უგონოდ ეგდო.
ჩვენი ახალი ავოქსი დარიუსია.

16.

154
ჰეიმიჩი მაჯაში მავლებს ხელს, რამე სისულელე არ ჩაიდინოსო, მაგრამ
მე ენაჩავარდნილი ვდგავარ. ვერაფრით დამიჯერებია, რომ კაპიტოლიუმე-
ლი ჯალათები დარიუსს ასე მოექცნენ. ჰეიმიჩისგან მსმენია, ავოქსებს ენას
აჭრიან, რომ ვეღარ ილაპარაკონო. ყურში ჩამესმის დარიუსის ლაღი და
მხიარული ხმა, რამდენჯერ გავუჯავრებივარ ქურაში. კონკურენტი გამარჯვე-
ბულებივით კი არ დამცინოდა, მეხუმრებოდა. ამას რომ გეილი ხედავდეს...
დარიუსისკენ რომ გავიქცე, ოდნავ მაინც თუ შემეტყო, რომ ვიცანი, მას
კიდევ უფრო მკაცრად დასჯიან. ამიტომაც მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებთ -
დამუნჯებული მონა დარიუსი და მე, სასიკვდილოდ განწირული. ისე, სათქმე-
ლიც არაფერი გვაქვს. ან რა შეიძლება ვუთხრათ ერთმანეთს? რა სამწუხა-
როა, ასეთ დღეში რომ ჩავცვივდით? რომ ერთმანეთის ტკივილს განვიც-
დით? თუ რა ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთს ვიცნობდით?
არა მგონია, დარიუსი ბედნიერი იყოს იმით, რომ მე მიცნობდა. მე რომ
დროზე მივსულიყავი და თრედს მის მაგივრად გადავდგომოდი, ახლა ავოქ-
სი არ იქნებოდა. უფრო ზუსტად კი, ჩემი ავოქსი არ იქნებოდა - თავისთავად
ცხადია, რომ დარიუსი ჩემს მოსამსახურედ სწორედ პრეზიდენტმა სნოუმ გა-
ამწესებინა.
ჰეიმიჩს ხელიდან ვუსხლტები, ჩემს ძველ საძინებელში შევდივარ და
კარს ვკეტავ. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი, დამუშტულ ხელებს მუხლებზე
ვიწყობ და მუშტებზე შუბლს ვდებ. სიბნელეში ჩემი კოსტიუმი კიდევ უფრო
ბზინავს. წარმოვიდგენ, რომ მე-12 რაიონში ჩემს ძველ სახლში ბუხრის წინ
ვარ მოკალათებული. ბატარეა იცლება და თანდათან კოსტიუმიც შავდება.
ცოტა ხანში ეფი კარზე აკაკუნებს და სადილად მეპატიჟება. ვდგები, კოს-
ტიუმს ვიხდი, კოხტად ვკეცავ და ჩემს გვირგვინთან ერთად მაგიდაზე ვდებ.
სააბაზანოში სახიდან შავ საღებავს ვირეცხავ, უბრალო პერანგსა და შარ-
ვალს ვიცვამ და სასადილო ოთახში მივდივარ.
სადილზე დარიუსისა და ჟღალთმიანი ავოქსი გოგონას გარდა ვერავის
ვამჩნევ. ეფი, ჰეიმიჩი, ცინა, პორცია და პიტაც ალბათ მაგიდასთან სხედან
და გახსნის ცერემონიაზე საუბრობენ. რეალობას მხოლოდ მაშინ ვუბრუნდე-
ბი, როცა განგებ ვაგდებ იატაკზე მოხარშული სოიოთი სავსე ჯამს და მაშინ-
ვე თვითონვე ვიხრები ნამტვრევების ასაკრეფად. დარიუსი წამსვე ჩემთან
ჩნდება და ჩემი ხელი მის ცხიმით მოთხვრილ ხელს სხვებისგან შეუმჩნევ-
ლად ეხება. წამით ერთმანეთში გადახლართული ჩვენი თითებით ვამბობთ
155
სათქმელს, რასაც ხმამაღლა ვერასდროს ვიტყვით. ამ დროს უკნიდან ეფის
კრიახი ისმის:
- ქეთნის, შეეშვი, ეგ შენი საქმე არაა!
გახსნის ცერემონიის ჩანაწერის საყურებლად გავდივართ. პიტას გვერ-
დით ჯდომა არ მინდა, ამიტომ ჰეიმიჩსა და ცინას შორის ვეკვეხები. ის საში-
ნელება, რაც დარიუსს დამართეს, მე, გეილს და ალბათ ჰეიმიჩსაც გვეხება,
მაგრამ პიტას - არა. შეიძლება დარიუსს სალმით იცნობდა, მაგრამ ქურაში
ჩვენ ყველას სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. თანაც, პიტაზე ჯერაც ვბრა-
ზობ - სხვა გამარჯვებულებივით დამცინა და ახლა მისი თანაგრძნობა და
სიბრალული არაფერში მჭირდება. არენაზე მისი გადარჩენა არ გადამიფიქ-
რებია, მაგრამ საკმარისია, ამაზე მეტს ჩემგან ნუ ელის. მთავარ მოედანზე
გამართული აღლუმის
ყურებისას ვხვდები, რამდენად ცუდი სანახავია ყოველ წელს ქუჩაში ეტ-
ლებითა და სულელური კოსტიუმებით გავლა. კოსტიუმიანი ბავშვები ხომ სუ-
ლელურად გამოიყურებიან, მაგრამ ხნიერი გამარჯვებულები მთლად საცო-
დავები არიან. შედარებით ახალგაზრდები - მაგალითად, ფინიკი და იოანა,
ან შედარებით შემონახულები - მაგალითად, სიდერი და ბრუტუსი - მცირეო-
დენ ღირსებას ინარჩუნებენ. ალკოჰოლის, მორფლინგისა და სიბერის მარ-
წუხებში მოქცეულნი კი, თავიანთ ძროხის, ხის ან პურის ფორმის კოსტიუმებ-
ში, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან. შარშან ყველა მონაწილე შევაფა-
სეთ, მაგრამ წელს ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლებით. ჩემსა და პიტას
გამოჩენაზე მაყურებელი ხმამაღლა ყიჟინებს, რაც სულაც არ მიკვირს - ჩვენ
ხომ ძლიერები და ახალგაზრდები ვართ და კოსტიუმებიც გვშვენის. ჩვენ
ნამდვილი შეწირულები ვართ.
რეპორტაჟი სრულდება თუ არა, პორციას და ცინას ნამუშევარს ვუქებ,
მადლობას ვუხდი და დასაძინებლად მივდივარ. ეფი მომძახის, ხვალ ადრე
ადექი, ნასაუზმევს წვრთნისა და ვარჯიშის გეგმა უნდა დავსახოთო; მის ხმა-
შიც კი სევდა იგრძნობა. საბრალო ეფი. შარშან ჩემი და პიტას წყალობით
წარმატებული გახდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე აირ-დაირია, არც მას
შეუძლია ვითარების გამოსწორება. კაპიტოლიუმური საზომებით, ეს ალბათ
ნამდვილი ტრაგედიაა.
ვწვები. ცოტა ხანში კარზე აკაკუნებენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
ამაღამ პიტა არ მჭირდება. მით უმეტეს, როცა დარიუსი ასე ახლოსაა. ასე
156
მგონია, თითქოს გეილი იყოს აქ. გეილი. როგორღა დავივიწყო გეილი,
როცა დარიუსი ამ დერეფნებში დადის?
ჩემს კოშმარებში მხოლოდ ენა ფიგურირებს. ჯერ გაშეშებული, უმწეოდ
ვუყურებ, როგორ აჭრის ხელთათმანიანი ხელი დარიუსს ენას. მერე მასკა-
რადზე ვხვდები, სადაც ვიღაც ნიღბიანი ენის წკლაპუნით მომდევს. მგონია,
რომ ფინიკია, მაგრამ როცა მიჭერს და ნიღაბს იხსნის, ჩემს წინაშე პრეზი-
დენტი სნოუ ჩნდება. დაბერილი, რბილი ტუჩები სისხლით მოსთხუპვნია. ბო-
ლოს არენაზე ვბრუნდები, უწყლობისგან ენა მიხმება, მაგრამ როგორც კი
პირის გასველებას ვცდილობ, წყარო უკან იხევს და გამირბის.
დაზაფრული ვიღვიძებ. სააბაზანოში შევრბივარ და პირდაპირ ონკანიდან
ლამის გასკდომამდე ვსვამ წყალს. მერე სველ პიჟამას ვიხდი და შიშველი
ვწვები საწოლში. როგორღაც ვახერხებ ჩაძინებას.
დილით სასაუზმოდ ჩასვლაზე ფეხს ვითრევ. დიდად არ მეხალისება
წვრთნასა და ვარჯიშზე საუბარი. ან რა გეგმა უნდა დავაწყოთ? ყოველმა გა-
მარჯვებულმა ისედაც იცის, მის მეტოქეებს რა შეუძლიათ, ან ახალგაზრდო-
ბაში რა შეეძლოთ. მე და პიტა ისევ შეყვარებულობანას თამაშს გავაგრძე-
ლებთ და მორჩა. მით უმეტეს, არ მინდა ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბა-
რი, როცა გვერდით დამუნჯებული დარიუსი მიდგას. დიდხანს ვბანაობ, ცინას
დატოვებულ სავარჯიშო ტანსაცმელს ნელა ვიცვამ და სპეციალური მენიუ-
დან პირდაპირ ოთახში ვუკვეთავ საჭმელს. სოსისი, კვერცხი, კარტოფილი,
პური, წვენი და ცხელი შოკოლადი წუთში ჩემთან ჩნდება. კარგად ვნაყრდე-
ბი და დრო გამყავს ათ საათამდე, როცა საწვრთნელ ცენტრში ვარჯიში იწ-
ყება. თუმცა, ათის ნახევარზე ჩემი ოთახის კარზე ჰეიმიჩი აბრახუნებს, ახლა-
ვე სასადილო ოთახში გამობრძანდიო! მე აუჩქარებლად ვიხეხავ კბილებს
და კიდევ ხუთი წუთი გამყავს, სანამ სხვებს შევუერთდებოდე.
სასადილო ოთახში მხოლოდ პიტა და ჰეიმიჩი მხვდება. ამ უკანასკნელს
სიმთვრალისა და სიბრაზისგან სახე გასწითლებია. მძიმე ოქროს სამაჯური
უკეთია, რომელზეც ცეცხლის ენებია ამოკვეთილი. ეფი გააკეთებინებდა
იმის ნიშნად, რომ ერთი გუნდი ვართ. საბრალო ჰეიმიჩი კი ხელს ისე საწ-
ყლად იქნევს, თითქოს სამკაული კი არა, ბორკილი ეკეთოს.
- დაიგვიანე, - მიღრენს გაღიზიანებული.

157
- ბოდიში. წუხელ სულ ამოგლეჯილი ენა მესიზმრებოდა და წესიერად არ
მეძინა, - მინდა მკაცრად ვთქვა, მაგრამ წინადადების ბოლოს ხმა მიკანკა-
ლებს.
ჰეიმიჩი ცოტა ხანს კიდევ მიბღვერს, მერე ოდნავ მშვიდდება.
- კარგი ჰო, დავივიწყოთ. დღეს ვარჯიშზე ორი რამ გევალებათ: შეყვარე-
ბულობანას თამაში უნდა გააგრძელოთ.
- ცხადია, - ვამბობ მე.
- და ვინმეს უნდა დაუმეგობრდეთ.
- არა, - ვუარობ მე, - არც ერთს არ ვენდობი. უფრო მეტიც, მათ უმეტესო-
ბას ვერ ვიტან. მირჩევნია, ისევ ჩვენ ორმა ვიმოქმედოთ.
- თავიდან მეც ეს ვუთხარი, მაგრამ... - ამბობს პიტა.
- ეს არ კმარა, - ასრულებს ჰეიმიჩი,
- ამჯერად უფრო მეტი მოკავშირე დაგჭირდებათ.
- რატომ? - ვეკითხები.
- იმიტომ, რომ წამგებიან სიტუაციაში ხართ. თქვენი მეტოქეები, წლებია,
ერთმანეთს იცნობენ. როგორ ფიქრობთ, პირველად მიზანში ვის ამოიღე-
ბენ?
- ჩვენ და, რაც უნდა ვქნათ, ძველ მეგობრობას მაინც ვერ გადავწონით.
მაშ, რატომღა ვიწვალოთ?!
- იმიტომ, რომ ბრძოლა შეგიძლიათ. თქვენ მაყურებლის ფავორიტები
ხართ. მხოლოდ ესეც კი სასურველ მოკავშირეებად გხდით. სხვებს უნდა აგ-
რძნობინოთ, რომ მათ გუნდში გაერთიანება გინდათ.
- მაშ, წელს პროფესიონალებივით უნდა დავჯგუფდეთ? - დაუფარავი ზიზ-
ღით ვეკითხები ჰეიმიჩს.
ტრადიციულად, 1-ლ, მე-2 და მე-4 რაიონელი პროფესიონალები და
ზოგჯერ სხვა, შედარებით ძლიერი მონაწილეები ერთიანდებიან და სუსტებ-
ზე ნადირობენ.
- განა თავიდანვე ამაზე არ შევთანხმდით? პროფესიონალებივით წინას-
წარ არ ვვარჯიშობდით? - შეტევაზე გადმოდის ჰეიმიჩი, - ან საიდან მოიტა-
ნე, რომ პროფესიონალები წინასწარ თანხმდებიან? შარშან მათ ჯგუფში
ლამის პიტაც კი მოხვდა.
მახსენდება, შარშან როგორ გავბრაზდი პიტაზე, როცა პროფესიონალებ-
თან ერთად დავინახე.
158
- გინდა, რომ ფინიკს და ბრუტუსს შევეკრათ?
- ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვის. წელს აქ მხოლოდ გამარჯვებულები
არიან. ვინც გინდათ, ის აირჩიეთ. თუ გნებავთ, საკუთარი გუნდი შეკრიბეთ.
ისე, მე ჩაფსა და სიდერს გირჩევთ. თუმცა, არც ფინიკის დავიწყება შეიძლე-
ბა, - ამბობს ჰეიმიჩი, - ისეთ ვინმეს უნდა შეეკრათ, ვისგანაც სარგებელს
ელით. გახსოვდეთ, წელს თქვენი მეტოქეები შიშით დაზაფრული ბავშვები
აღარ არიან. შეიძლება ზოგიერთი ცუდ ფორმაშია, მაგრამ ყველა გამოცდი-
ლი მკვლელია.
მგონი, ჰეიმიჩი მართალია. მაგრამ ვის შეიძლება ვენდო? ალბათ სი-
დერს. მაგრამ მინდა კი მასთან კავშირის გაბმა მხოლოდ იმისთვის, რომ
მოგვიანებით მოვკლა? არა. თუმცა, შარშან ასეთსავე ვითარებაში, რუს შევე-
კარი. ჰეიმიჩს ვპირდები, რამეს ვეცდები-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ
წარმატების დიდი იმედი არ მაქვს.
ეფი ჩვენს წასაყვანად ადრიანად მოდის, რადგან შარშან, მართალია, სა-
ვარჯიშო დარბაზში დროზე გამოვცხადდით, მაგრამ მაინც ყველა შეწირულ-
ზე გვიან მივედით. თუმცა, ჰეიმიჩი ეუბნება, აჯობებს, თვითონ ჩავიდნენ, ისე-
დაც ყველაზე ახალგაზრდები არიან და სხვების დასანახად ძიძის თანხლება
მათ ასაკს ხაზს უფრო გაუსვამსო. ამგვარად, ეფი მხოლოდ ლიფტამდე გვა-
ცილებს; ვარცხნილობას გვისწორებს და ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს
აწვება.
ლიფტში ლაპარაკის წამოწყება არც ღირს, მაგრამ როცა პიტა ხელს მკი-
დებს, არ ვართმევ - წუხელ კი გავურბოდი პიტას, მაგრამ დღევანდელ ვარ-
ჯიშზე უცხოებს განუყრელ წყვილად უნდა მოვაჩვენოთ თავი.
ეფი სულ ტყუილად ღელავდა, ისევ დაიგვიანებთო. დარბაზში ჯერ მხო-
ლოდ ბრუტუსი და მე-2 რაიონელი ქალი - ენობარია არიან. ენობარია და-
ახლოებით ოცდაათი წლისა იქნება. მასზე ის მახსოვს, რომ ხელჩართულ
ბრძოლაში ერთ-ერთ შეწირულს კბილებით გამოღადრა ყელი. გამარჯვების
შემდეგ კი ამის გამო ისეთი პოპულარული გახდა, რომ კბილები ეშვებივით
წააწვეტიანებინა და ზედ ოქრო გადააკვრევინა. კაპიტოლიუმში ძალიან ბევ-
რი თაყვანისმცემელი ჰყავს.
უკვე ათი საათია, მაგრამ შეწირულთა ნახევარი ჯერაც არ ჩანს. მიუხედა-
ვად ამისა, მთავარი მწვრთნელი ატალა ვარჯიშებს გახსნილად აცხადებს.
შეიძლება ელოდა კიდეც, რომ ბევრი დაიგვიანებდა. მე გულზე მეშვება. ბო-
159
ლოს და ბოლოს, უფრო ნაკლებ ადამიანთან მომიწევს თავის მოკატუნება.
ატალა სავარჯიშო განრიგს გვაცნობს და კითხულობს იმ სექციების სიას, სა-
დაც თავის გადარჩენისა და ბრძოლის ხელოვნების დახვეწაში შეგვიძლია
ვივარჯიშოთ.
პიტას ვთავაზობ, გავიყოთ და სექციებს ცალ-ცალკე უფრო სწრაფად და-
ვივლით-მეთქი. ის ბრუტუსთან და ჩაფთან ერთად შუბის სატყორცნად მიდის,
მე ნაკლებად პოპულარულ თოკის გაკვანძვისა და განასკვის ბაზას ვსტუმ-
რობ. მწვრთნელი მომწონს და მასაც მოვწონვარ, შეიძლება იმიტომ, რომ
მასთან შარშანაც დიდ დროს ვატარებდი. მოწონებით მიქნევს თავს, როცა
მის თვალწინ ვაგებ მახეს, რომელიც მეტოქეს ცალი ფეხით ჰაერში კიდებს.
შარშან ყურადღებით უდევნებია თვალი, არენაზე მახეებს რომ ვაგებდი და
ახლა ნიჭიერ მოწაფედ მივაჩნივარ. კიდევ ერთხელ ვთხოვ, სასარგებლო
თუ უსარგებლო კვანძების კეთება მასწავლოს. სიამოვნებით დავრჩებოდი
მასთან მთელი დილა, მაგრამ საათ-ნახევრის შემდეგ უკნიდან ვიღაც მიახ-
ლოვდება და მისი თითები უსწრაფესად აკეთებს კვანძს, რომელსაც მე კარ-
გა ხანს ვეჯახირები. რა თქმა უნდა, ეს ფინიკია, რომელსაც მთელი ბავშვობა
მგონი სამკაპის ქნევისა და ბადეების ქსოვის გარდა არც არაფერი უკეთებია.
მერე თოკს იღებს, ყულფს ნასკვავს და ჩემს გასაცინებლად ვითომ თავს
იხრჩობს.
მე ირონიულად ვატრიალებ თვალებს და სხვა ცარიელი ბაზისკენ მივე-
მართები, სადაც შეწირულებს ცეცხლის დანთებას ასწავლიან. ცეცხლის დან-
თება მეც მეხერხება, მაგრამ აჯობებს ასანთზე უფრო ნაკლებად დამოკიდე-
ბული ვიყო. ჰოდა, მწვრთნელიც ცეცხლის კვეს-აბედით, ფოლადითა და და-
ნახშირებული ნაჭრით დანთებას მასწავლის. არც ისე იოლი საქმეა, რო-
გორც ერთი შეხედვით ჩანს. თითქმის ერთსაათიანი წვალების მერე ცეცხლს
ვანთებ, თავს ვწევ და უცებ ვამჩნევ, რომ მარტო არ ვარ.
ჩემ გვერდით მე-3 რაიონელები ცეცხლის ასანთით დანთებას ცდილობენ.
წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ბარემ კვეს-აბედსაც ვცდი; თან ჰეიმიჩმა დამა-
ვალა, ვინმეს დაუმეგობრდიო და ეს წყვილი მეტ-ნაკლებად მისაღებად მი-
მაჩნია. ორივე ტანმორჩილია, მუქკანიანი და შავთმიანი; ქალი, სახელად უა-
იერესი, დედაჩემის ხნისა იქნება, ხმადაბლა და დინჯად ლაპარაკობს. თუმ-
ცა, ხანდახან წინადადებებს შუაში წყვეტს, თითქოს ახსენდება, რომ ვინმე უს-
მენს. კაცი, რომელსაც ბიტი ჰქვია, მასზე ასაკოვანია, მაგრამ უფრო ცქვიტი.
160
სათვალე უკეთია, მაგრამ სულ მის ზემოდან ცდილობს ყურებას. ცოტა უც-
ნაური წყვილი კია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ ეცდება გაშიშ-
ვლებას და ჩემს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებას. თანაც, მე-3 რაიონე-
ლები არიან და იქნებ აჯანყებაზე რამე წამოვაცდენინო.
სავარჯიშო დარბაზს თვალს ვავლებ. პიტა დანის მსროლელთა წრეში
დგას. მე-6 რაიონელი მორფლინგისტები კამუფლაჟის სექციაში ერთმანეთს
ვარდისფერი საღებავებით ღებავენ. მე-5 რაიონელ კაცს ფარიკაობის სექ-
ციაში გული ერევა და ღვინოს არწყევს. ფინიკი და მისი თანარაიონელი დე-
დაბერი მშვილდოსნობის სექციაში ვარჯიშობენ. იოანა მეისონი ისევ გაშიშ-
ვლებულა და ჭიდაობის წინ ტანს იზეთავს.
არა, მართლაც ჯობია, რომ აქ დავრჩე.
უაიერესი და ბიტი საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ დიდი
ცნობისმოყვარეობით არ გამოირჩევიან. ჩვენ-ჩვენს ნიჭზე ვსაუბრობთ. თურ-
მე ორივე გამომგონებელია და ჩემი ვითომდა დიზაინერის ნიჭი ამასთან შე-
დარებით ბავშვურ გართობად მოჩანს. უაიერესი ამბობს, ამ ბოლო დროს
ახლებურ საკერავ მანქანაზე ვმუშაობო.
- ის ქსოვილის სისქეს გრძნობს და თვითონ ირჩევს ძაფის... - ამ დროს
უაიერესს ჩალის ღეროსკენ გაურბის თვალი და აზრი ეფანტება.
- ძაფის სიმაგრეს, - მის მაგივრად ასრულებს ბიტი, - მექანიკურად. ადა-
მიანური შეცდომები გამორიცხულია, - მერე აგრძელებს, როგორ გამოიგო-
ნა პაწაწინა მუსიკალური ჩიპი, რომელზეც მრავალსაათიანი კონცერტი და-
ეტევა. მახსოვს, მსგავსი რამ ოქტავიამაც ახსენა საქორწინო კაბების ფოტო-
სესიაზე. დგება ხელსაყრელი მომენტი, როცა მე-3 რაიონელთა აჯანყებაზე
შეიძლება მივანიშნო.
- აჰ, ჰო, რამდენიმე თვის წინ ჩემი სტილისტები ნაღვლობდნენ, მუსიკა-
ლურ ჩიპებს ვეღარ ვშოულობთო, - სხვათა შორის ვამბობ, - ალბათ, მე-3
რაიონში ბევრი შეკვეთა გააუქმეთ.
ბიტი ყურადღებით მაკვირდება:
- დიახ. მე-12 რაიონში ქვანახშირთან დაკავშირებითაც ხომ არ შეგქმნიათ
მსგავსი პრობლემები?
- არა. ორიოდ კვირა კი დავკარგეთ მას შემდეგ, რაც მშვიდობისმყო-
ფელთა ახალი მეთაური დაგვინიშნეს, მაგრამ წარმოების მხრივ სერიოზუ-

161
ლი არაფერი მომხდარა, - ვპასუხობ მე, - ორი კვირა შინ უქმად ჯდომა
ხალხისთვის ორკვირიან შიმშილობას ნიშნავს.
მგონი, მე-3 რაიონელები ხვდებიან, რის თქმასაც ვცდილობ: ჩვენ არ ავ-
ჯანყებულვართ.
- რა სამწუხაროა, - უაიერესის ხმაში მცირე იმედგაცრუება იგრძნობა, - მე
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თქვენი რაიონი... - და ხელახლა ეფანტება აზ-
რი.
- საინტერესოა, - ასრულებს ბიტი, - ორივეს ასე მიგვაჩნდა.
რატომღაც თავს უხერხულად ვგრძნობ იმის გამო, რომ მათმა რაიონმა
ჩვენზე მეტად იზარალა, მაგრამ ჩემს თანარაიონელებს მაინც ვიცავ:
- იცით, მე-12 რაიონის მოსახლეობა მცირეა, თუ, რასაკვირველია, მშვი-
დობისმყოფელებს არ ჩავთვლით. თუმცა, უნდა გითხრათ, საკმაოდ საინტე-
რესო რაიონი გვაქვს.
მივდივართ სექციისკენ, სადაც თავშესაფრის მოწყობას და შერჩევას ას-
წავლიან. შუა გზაში უაიერესი ჩერდება და შეჰყურებს შემაღლებულ ადგი-
ლას, მაგიდებთან მოკალათებულ თამაშის შემოქმედებს, რომლებიც უდარ-
დელად ილუკმებიან და ხანდახან ჩვენც გამოგვხედავენ ხოლმე.
- ერთი იქით გაიხედეთ, - უაიერესი თავის მსუბუქი მოძრაობით გვანიშნებს
მათკენ.
პლუტარქე ჰევენსბის, როგორც თამაშის შემოქმედთა უფროსს, ბეწვისსა-
ყელოიანი მეწამული მოსასხამი შემოუსხამს და ინდაურის ბარკალს ძიძგნის.
არ ვიცი, ასეთ უჩვეულოს რას ხედავს უაიერესი, მაგრამ მაინც ვპასუხობ:
- ჰო, წელს თამაშის შემოქმედების უფროსად დანიშნეს.
- არა, არა, მაგიდის კუთხეში. ძლივს...
ბიტი თვალებს ჭუტავს და ისე ასრულებს:
- ძლივს ჩანს.
დაბნეული ვიყურები იქით და... მეც ვამჩნევ. მაგიდის კუთხეში დაახლოე-
ბით ორმოცი კვადრატული სანტიმეტრი ფართობი თითქოს ლივლივებს; ჰა-
ერის თითქმის უხილავი ტალღები მაგიდის ძგიდეს და იქვე მდგარ ღვინის
თასს ამრუდებს.
- თამაშის შემოქმედებისგან ელექტრული ველით ვართ განცალკევებუ-
ლი. ვითომ რატომ? - უკვირს ბიტის.

162
- ალბათ ჩემ გამო, - ვაღიარებ მე, - შარშან მათ ისარი ვესროლე, - უაიე-
რესი და ბიტი გაოგნებულები მომჩერებიან, - თვითონ გამომიწვიეს. მაშ,
ყველა ელექტრულ ველს აქვს ასეთი ადგილი?
- ამას ჰქვია ბზარი... - მიხსნის უაიერესი.
- ... აბჯარში, - აზუსტებს ბიტი, - წესით, ველი სრულიად უხილავი უნდა
იყოს.
კიდევ მინდა მათი გამოკითხვა, მაგრამ სადილობის დრო დგება. პიტა
ათამდე გამარჯვებულის გვერდით ტრიალებს და მეც მე-3 რაიონელებს მივ-
ყვები სასადილოდ. იმედია, სიდერიც შემოგვიერთდება, თუმცა, პიტას ახალ
მეგობრებს სულ სხვა რამ მოუფიქრებიათ. მაგიდებს გვერდიგვერდ დგამენ,
რომ ყველამ ერთად ვისადილოთ. აღარ ვიცი, რა ვქნა. სკოლაშიც თითქმის
სულ მარტო ვიჯექი, სანამ მეჯი დამიმეგობრდებოდა. გეილთან ერთად ჭამა-
ზე უარს ალბათ არ ვიტყოდი, მაგრამ ის ჩემზე ორი კლასით წინ იყო და
ჩვენი დასვენებები თითქმის არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს.
ლანგარს ვიღებ და საჭმლით სავსე ურიკებს ვუვლი. პიტა მოშუშული
ხორცის გადმოღებისას მეწევა.
- როგორ მიდის საქმე?
- მშვენივრად. მე-3 რაიონელი გამარჯვებულები, უაიერესი და ბიტი მომ-
წონს.
- მართლა? - უკვირს პიტას, - არადა, სხვები ჩუმ-ჩუმად დასცინიან.
- რატომ არ მიკვირს? - რიტორიკულად ვეკითხები საკუთარ თავს. მახ-
სოვს, პიტა სკოლაში სულ მეგობრებით იყო გარშემორტყმული. ისე, საოცა-
რია, რომ საერთოდ მომაქცია ყურადღება. ალბათ მეც უჩვეულოდ მოვეჩვე-
ნე.
- იოანამ მათ ჩხირკედელა და შერეკილი შეარქვა, - ამბობს პიტა, - ჩხირ-
კედელა ალბათ ბიტია, შერეკილი კი - უაიერესი.
- რახან ტიტველმა იოანა მეისონმა, რომელიც ჭიდაობის წინ ძუძუებს იზე-
თავდა, ასე თქვა, ესე იგი, შევმცდარვარ და მე-3 რაიონელები არაფერში
გვარგია, - მკვახედ ვპასუხობ მას.
- მგონი, ეს მეტსახელები იოანას არ მოუფიქრებია. თანაც, მათ შეურაც-
ხყოფას არ ვაყენებ. უბრალოდ, ინფორმაცია გაგიზიარე.
- ჰოდა, მეც გეტყვი, რომ ბიტი და უაიერესი გამომგონებლები არიან.
სწორედ მათ შეამჩნიეს, რომ ჩვენსა და თამაშის შემოქმედებს შორის დამცა-
163
ვი ელექტრული ველია. თუ მოკავშირეები გვჭირდება, მე მათ ავირჩევ, -
ჩამჩას ბრაზით ვაგდებ ქვაბში და ორივეს ცხიმი გვეშხეფება.
- რატომ ბრაზობ? - გაცხიმულ პერანგს იწმენდს პიტა, - გეწყინა, რომ
ლიფტში გეხუმრე? ბოდიში. მეგონა, შენც გაგეცინებოდა.
- დაივიწყე, - თავს ვაქნევ მე, - გასაბრაზებლად ბევრი მიზეზი მაქვს.
- დარიუსი, - ამბობს პიტა.
- დარიუსი. თამაშები. სხვებთან დამეგობრების ჰეიმიჩის გიჟური იდეა.
- ხომ იცი, ყოველთვის შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ ორმა ვიბრძოლოთ, -
ამბობს პიტა.
- ვიცი, მაგრამ მგონი, ჰეიმიჩი მართალია. როცა საქმე თამაშებს ეხება, ის
თითქმის ყოველთვის მართალია, მაგრამ ნუ ეტყვი, რომ ეს მე ვთქვი.
- კარგი. საბოლოო სიტყვა შენზეა, მაგრამ მე ჩაფისა და სიდერისკენ ვიხ-
რები, - მეუბნება პიტა.
- სიდერი კი, მაგრამ ჩაფი არ მომწონს, - ვუარობ მე, - ყოველ შემთხვევა-
ში, ჯერჯერობით მაინც.
- წამოდი, მათთან ერთად ისადილე. გპირდები, შენი კოცნის ნებას აღარ
მივცემ, - მეპატიჟება პიტა.
ჩაფი სადილობისას არც ისეთი ცუდი ჩანს. ამჯერად ფხიზელია და, მარ-
თალია, ხმამაღლა ლაპარაკობს და უშნოდ ხუმრობს, მაგრამ მხოლოდ თა-
ვის თავზე. მშვენივრად ვხვდები, რატომაც მოსწონს ჰეიმიჩს, რომლის გონე-
ბაშიც მსგავსი შავბნელი აზრები ტრიალებს. თავად კი რატომღაც მასთან
დაამხანაგების დიდი სურვილი არ მაქვს.
ყველანაირად ვცდილობ, კომუნიკაბელური ვიყო, არა მხოლოდ ჩაფთან,
არამედ სხვებთანაც. ნასადილევს საჭმელად ვარგისი მწერების სექციას
ვსტუმრობ მე-8 რაიონელ კიკილიასთან და მოხუც ვუფთან ერთად. კიკილი-
ამ შინ სამი შვილი დატოვა, ვუფი კი ნახევრად ყრუ მოხუცია, რომელსაც წე-
სიერად არაფერი ესმის და შხამიან მწერებს დაუკვირვებლად იყრის პირში.
ძალიან მინდა მათ ტყეში ბონისთან და ტვილთან შეხვედრის ამბავი ვუამბო,
მაგრამ არ ვიცი, რით დავიწყო. ამასობაში პირველრაიონელი და-ძმა, ქაშ-
მირი და გლოსი მეპატიჟებიან და მათთან ერთად კარგა ხანს ჰამაკის მოქ-
სოვას ვსწავლობ. თავაზიანები, მაგრამ ცივები არიან. ალბათ ორივე იცნობ-
და პირველრაიონელ გლიმერსა და მარველს, რომლებიც შარშან მე დავ-
ხოცე. იცნობდნენ კი არა, შეიძლება, მათი მენტორები იყვნენ. არც ჰამაკები
164
გამომდის წესიერი და ვერც მათთან დაახლოებას ვახერხებ. ფარიკაობის
სექციაში ენობარიას ვუერთდები, მაგრამ ხანმოკლე დიალოგის შემდეგ
ვხვდები, რომ არც ერთს არ გვინდა ერთ გუნდში ყოფნა. თევზაობის სექცია-
ში ისევ ფინიკს ვეჩეხები. ამჯერად ის მეგსს მაცნობს - მე-4 რაიონელ მოხუც
ქალს, რომელსაც თავისებური აქცენტი აქვს, თან ძლივს ლუღლუღებს -
მგონი, ინსულტგადატანილია - მის ყოველ მეორე სიტყვას ვერ ვარჩევ. მეგ-
სი კავების დამზადების ოსტატია; ამზადებს ეკლისგან, თევზის ფხისგან, საყუ-
რისგან. მალე მწვრთნელს ზურგს ვაქცევ და მეგსის ხელის მოძრაობებს ვი-
მეორებ. გადაღუნული ლურსმნისგან კავის გაკეთების და ჩემი თმის ღერზე
მისი გამობმის შემდეგ, მეგსი უკბილო ღიმილით მაჯილდოებს და რაღაც
ჩიფჩიფებს - მგონი, მაქებს. უეცრად მახსენდება, რომ მეგსი მოხალისედ გა-
მოვიდა ვიღაც ისტერიული ახალგაზრდა ქალის ნაცვლად. რასაკვირველია,
მეგსს ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, მან
მხოლოდ თანარაიონელი იხსნა, როგორც მე ვიხსენი შარშან პრიმი.
მეგსთან დაამხანაგება შეიძლება. დიდებულია! ახლა ჰეიმიჩთან წავალ
და ვეტყვი, რომ მოკავშირეებად ოთხმოცი წლის დედაბერი, ჩხირკედელა
და შერეკილი ავირჩიე. ძალიან მოეწონება. ჰოდა, მეც მეგობრების ძიებას
თავს ვანებებ და გონს მოსასვლელად მშვილდოსნობის სექციას ვსტუმრობ.
აქ იმდენნაირი მშვილდ-ისარია, ყველას სათითაოდ მოსინჯვა მინდება. უძ-
რავ სამიზნეებში მოხვედრება ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს, ამიტომ
მწვრთნელი ტექსი ჰაერში ყალბ ჩიტებს ისვრის. თანდათან ეშხში შევდივარ.
მოძრავ საგანზე ნადირობა ბევრად უფრო მომწონს. მწვრთნელი ტექსი ჩემ-
თვის საქმის გასართულებლად ჩიტებს უფრო და უფრო სწრაფად უშვებს ჰა-
ერში. სრულიად მავიწყდება სხვა გამარჯვებულები და ჩემი უგუნებობა. მხო-
ლოდ სროლაზე ვარ გადართული. ერთ რაუნდში ზედიზედ ხუთი ჩიტის ჩა-
მოგდებას ვახერხებ. სწორედ ამ დროს ვაცნობიერებ, რომ გარშემო ისეთი
სიჩუმეა, თითოეული ჩიტის იატაკზე დავარდნის ხმაც კი მესმის. უკან ვტრი-
ალდები. თითქმის ყველა გამარჯვებული მე მიყურებს. ზოგი - შურით, ზოგი -
სიძულვილით, ზოგიც - მოწონებით.
ვარჯიშის შემდეგ მე და პიტა ჰეიმიჩს და ეფის სასადილო ოთახში ველო-
დებით. ჰეიმიჩი ოთახში შემოსვლისთანავე ჩემთან მორბის.

165
- როგორც იქნა, თითქმის ყველა გამარჯვებულმა თავის მენტორთან
თქვენთან დაამხანაგების სურვილი გამოთქვა. არა მგონია, ეს შენი მომხიბ-
ვლელობის დამსახურება იყოს.
- მშვილდოსნობით მოხიბლა, - ეშმაკურად იღიმის პიტა, - სხვათა შორის,
ეს მეც პირველად ვნახე. ასე რომ, მასთან დაამხანაგების სურვილს მეც
ოფიციალურად გამოვთქვამ.
- მართლა ეგეთი მაგარი ხარ? - მეკითხება ჰეიმიჩი, - იმდენად მაგარი,
რომ ბრუტუსსაც კი შენი მოკავშირეობა უნდა?
მე მხრებს ვიჩეჩ.
- სამაგიეროდ, მე არ მინდა ბრუტუსის მოკავშირეობა. მე მეგსი და მე-3
რაიონელები მომწონს.
- ეგრეც ვიცოდი, - ოხრავს ჰეიმიჩი და ერთ ბოთლ ღვინოს უკვეთავს, -
ყველას ვეტყვი, რომ ჯერ არ მოგიფიქრებია.
წარმატებული მშვილდოსნობის შემდეგ გამარჯვებულები ცოტას მაინც მა-
ჯავრებენ, მაგრამ აღარ დამცინიან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავი-
ანთ წრეში მიმიღეს.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში თითქმის ყველა მონაწილეს ვეცნო-
ბი; მორფლინგისტებსაც კი, რომლებიც პიტას დახმარებით, ისე ოსტატურად
მნიღბავენ, რომ ყვითელი მინდვრის ყვავილებისგან ვერ გამომარჩევთ. ფი-
ნიკი მშვილდოსნობის ერთსაათიანი გაკვეთილის სანაცვლოდ სამკაპის ხმა-
რების ერთსაათიან გაკვეთილს მიტარებს. რაც უფრო ვუახლოვდები ამ
ხალხს, მით უფრო ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან სინამდვილეში არც ერთი
არ მძულს. პირიქით, ზოგიერთი მომწონს კიდეც. რამდენიმე ისეთი უძლუ-
რია, რომ გული მათ დასაცავად მიმიწევს. არადა, თუ პიტას გადარჩენა მინ-
და, ყველა მათგანი უნდა მოკვდეს.
ვარჯიშების ბოლო დღე თამაშის შემოქმედების წინაშე სათითაოდ წარ-
დგომით სრულდება. თხუთმეტი წუთი გვეძლევა ჩვენი შესაძლებლობებით
მათ გასაკვირვებლად. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რის ჩვენება შეგვიძლია
მათთვის. სადილობისას ამაზე ბევრს ვხუმრობთ, ხომ არ ვუცეკვოთ, ვუმღე-
როთ, გავშიშვლდეთ ან ანეკდოტები მოვუყვეთო. მეგსი, რომლისაც ახლა
შედარებით უკეთ მესმის, საერთოდ არ აპირებს მათ წინაშე წარდგომას,
მირჩევნია, გამოვიძინოო. მე ალბათ ისევ ვიმშვილდოსნებ, არ ვიცი. ჰეიმიჩ-

166
მა კი დაგვარიგა, თამაშის შემოქმედები როგორმე გააკვირვეთო, მაგრამ
თავში არანაირი იდეა არ მომდის.
რიგში ბოლო ვარ. შეწირულები ერთიმეორის მიყოლებით გადიან და სა-
სადილო ოთახი თანდათან ცარიელდება. როცა ბევრნი ვართ, თავი უფრო
ქედმაღლურად გვიჭირავს, თითქოს უძლეველები ვიყოთ. სინამდვილეში კი
ყველას, ერთის გარდა, მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენია.
ბოლოს, მე და პიტა მარტონი ვრჩებით. მაგიდასთან, ჩემ პირდაპირ ზის
და ორივე ხელს მკიდებს:
- უკვე მოიფიქრე, რას უჩვენებ თამაშის შემოქმედებს?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
- წელს ელექტრული ველით არიან დაცულები, სამიზნედ მათ ვეღარ გა-
მოვიყენებ. ალბათ ანკესის კავებს გავაკეთებ ან რამე ეგეთს. შენ რას აპი-
რებ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამცხვრების გამოცხობის საშუალება რომ მქონ-
დეს...
- კამუფლაჟით მოაწონე თავი.
- თუ მორფლინგისტები ჩემთვისაც დატოვებენ რამეს, - სარკასტულად ამ-
ბობს პიტა, - ვარჯიშებზე მეტი კი არაფერი უკეთებიათ.
კარგა ხანს ჩუმად ვსხედვართ და ბოლოს ვეღარ ვითმენ. ვეკითხები იმას,
რაც ორივეს გვაწუხებს:
- ეს ხალხი როგორ უნდა დავხოცოთ, პიტა?
- არ ვიცი, - თავს ხრის პიტა.
- ამიტომაც არ მინდა მათთან დამეგობრება. ჰეიმიჩი რატომ გვაიძუ-
ლებს? წელს უფრო გაგვიჭირდება. შარშანაც კი დავუმეგობრდი რუს, მაგ-
რამ დარწმუნებული ვარ, მის მოკვლას ვერასდროს შევძლებდი. ძალიან
ჰგავდა პრიმს.
პიტა თავს სწევს და შუბლშეკრული მიყურებს.
- მისი სიკვდილი ყველაზე საშინელი იყო, არა?
- კარგი სიკვდილით არავინ მომკვდარა, - მახსენდება, როგორ აღეს-
რულნენ გლიმერი და კატონი.
ამასობაში პიტას იძახებენ და მე სრულიად მარტო ვრჩები. გადის თხუთ-
მეტი წუთი. ნახევარი საათი. ორმოცი წუთი და როგორც იქნა, ჩემი ჯერიც
დგება.
167
დარბაზში საწმენდი საშუალების მძაფრი სუნი ტრიალებს. ერთ-ერთი ხა-
ლიჩა დარბაზის შუაგულში დაუფენიათ. შარშანდლისგან განსხვავებით, რო-
ცა თამაშის შემოქმედები ნახევრად მთვრალები იყვნენ და საბანკეტო მაგი-
დასთან ტრიალებდნენ, წელს ერთმანეთს უკმაყოფილოდ ეჩურჩულებიან.
ნეტა პიტამ ისეთი რა ჩაიდინა, რომ ყველა ააღელვა?
შიში მიპყრობს. ეს ცუდია. არ მინდა, პიტას არენაზე თამაშის შემოქმედე-
ბის რისხვა დაატყდეს თავს. მე პიტას საფრთხისგან დაცვა მევალება. ნეტა
რა ჩაიდინა? მინდა, ირონიული ღიმილი წავუშალო სახიდან იმ ხალხს, ვინც
მხოლოდ ჩვენი მოკვლის ახალ-ახალი ხერხების მოფიქრებითაა დაკავებუ-
ლი. მინდა, გააცნობიერონ, რომ მართალია, კაპიტოლიუმის სისასტიკის წი-
ნაშე უძლურნი ვართ, მაგრამ არც თვითონ არიან ამისგან დაცული.
ო, რომ იცოდეთ, როგორ მეზიზღებით, - ვფიქრობ გულში, - თქვენ, ვინც
თქვენი ნიჭი მთლიანად შიმშილის თამაშებს მიუძღვენით.
პლუტარქე ჰევენსბი, როგორც ვარჯიშების დროს, ახლაც თვალს მარი-
დებს. მახსენდება, წვეულებაზე როგორ გამიყვანა საცეკვაოდ, როგორ სი-
ამოვნებით მაჩვენა ჯიბის საათზე გამოსახული კაჭკაჭჯაფარა. აქ კი ყურად-
ღებასაც არ მაქცევს. მე ხომ უბრალო შეწირული ვარ, ის კი - თამაშის შე-
მოქმედების უფროსი; გავლენიანი, უძლეველი...
უეცრად ვხვდები, რაც უნდა ვქნა. პიტას ნამოქმედარი ყველას უნდა დავა-
ვიწყო. კვანძებისა და ნასკვების გაკეთების სექციიდან გრძელი თოკის გორ-
გალი მომაქვს. დამოუკიდებლად ასეთი კვანძი ჯერ არც ერთხელ არ გამი-
კეთებია, მაგრამ ფინიკს ვადევნებდი თვალს. ფინიკის თითები ძალიან სწრა-
ფად მოძრაობდა, მე კი საკმაოდ მიჭირს. ათი წუთის შემდეგ რაღაცას მაინც
ვახერხებ. არა უშავს, მგონი, წესიერი ყულფი გამომივიდა. მერე კუთხეში
მდგარ ერთ-ერთ სამიზნე მანეკენს დარბაზის შუაგულში ტანმოვარჯიშის
ძელზე კისრით ვკიდებ. კარგი იქნებოდა, მისთვის ზურგს უკან ხელებიც შე-
მეკრა, მაგრამ საკმარისი დრო არ მაქვს. კამუფლაჟის სექციისკენ მივიჩქა-
რი. მორფლინგისტებს იქაურობა აურ-დაურევიათ. თუმცა, სისხლივით წითე-
ლი კენკრის წვენი კი დაუტოვებიათ და ესეც გამომადგება. მანეკენს ადამია-
ნის კანისფერი ქსოვილი აკრავს და მხატვრის ტილოსავით ადვილად ისრუ-
ტავს საღებავს. მის ტანზე თითით ფრთხილად ვწერ ასოებს და განზე ვდგე-
ბი, რომ ყველამ დაინახოს. ყურადღებით ვაკვირდები თითოეული თამაშის

168
შემოქმედის სახეს, რადგან მანეკენის ტანზე მათთვის ნაცნობი სახელი აწე-
რია: სენეკა კრეინი.

17.

საჭირო ეფექტს ვახდენ თამაშის შემოქმედებზე. ზოგიერთი გაოცებით ოხ-


რავს, ზოგს ღვინის ჭიქა ხელიდან უვარდება და იატაკზე მელოდიური წკრი-
ალით იმსხვრევა. ორს გული მისდის. ყველა შოკშია.
ბოლოს და ბოლოს, პლუტარქე ჰევენსბი ყურადღებას მაქცევს. დაჟინე-
ბით მომშტერებია, მის თითებს შორის გაჭყლეტილი ატმის წვენი მოწვე-
თავს. ის ხელს იწმენდს და ხველებ-ხველებით ამბობს:
- შეგიძლიათ წახვიდეთ, მის ევერდინ.
თავაზიანად ვუკრავ თავს და ვტრიალდები. თუმცა, წასვლამდე თავს ვერ
ვიკავებ და ბოლო მომენტში კენკრის წვენის ქილას მხარუკუღმა ვისვრი. ქი-
ლა მანეკენს ხვდება და წვენი ზედ ეშხეფება.
იატაკზე კიდევ რამდენიმე ღვინის ჭიქა იმსხვრევა. ლიფტში შევდივარ და
სანამ კარი დაიხურებოდეს, ვხედავ, რომ არც ერთი თამაშის შემოქმედი არ
განძრეულა.
ყველა გავაკვირვე! - მიელვებს თავში. სახიფათოდ და დაუფიქრებლად
მოვიქეცი, რისთვისაც არენაზე ათმაგად მომეზღვება, მაგრამ ჯერჯერობით
ეიფორიაში ვარ და აღტაცებას ძლივს ვმალავ.
ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჰეიმიჩს, რომ ყველაფერი ვუამბო, მაგ-
რამ არავინ ჩანს. ეტყობა, ყველა სასადილოდ ემზადება. მეც ჩემს ოთახში
ვბრუნდები წყლის გადასავლებლად და შხაპის ქვეშ საკუთარი გამოხდომის
მართებულობაზე ვფიქრობ. ჩემი უპირველესი მოვალეობა პიტას გადარჩე-
ნაა, ამიტომ ისეთი არაფერი არ უნდა გავაკეთო, რაც ამაში ხელს შემიშლის.
ის, რაც ვარჯიშებზე ხდება, საიდუმლოა, ამიტომ ამწუთას ჩემს დასჯას აზრი
არ აქვს, რადგან მაინც ვერავინ გაიგებს, რისთვის დავისაჯე. სხვათა შორის,
შარშან უტიფრობისთვის დამაჯილდოვეს კიდეც. თუმცა, წელს უფრო სერიო-
ზულად დავაშავე. თუ ჩემზე გაბრაზებული თამაშის შემოქმედები ჩემს დასჯას
არენაზე მოინდომებენ, მათ თავდასხმას ჩემთან ერთად, შეიძლება პიტაც

169
შეეწიროს. ალბათ ძალიან იმპულსურად მოვიქეცი. და მაინც... ვერ ვიტყვი,
რომ ვნანობ.
სასადილო ოთახში ვიკრიბებით. პიტას მართლაც კამუფლაჟით უცდია
თამაშის შემოქმედებისთვის თავის მოწონება. თითებზე ჯერაც ატყვია საღე-
ბავების კვალი, თუმცა თმა სველი აქვს და ჩანს, რომ იბანავა. როგორც კი
წვნიანი მოაქვთ ჰეიმიჩი იმ თემაზე გვისვამს შეკითხვას, რაზეც ახლა ყველა
ვფიქრობთ:
- აბა, როგორ წარდექით თამაშის შემოქმედების წინაშე?
მე და პიტა ერთმანეთს შევყურებთ. რატომღაც არანაირი სურვილი აარ
მაქვს ვისაუბრო იმაზე, რაც ჩავიდინე. ამ სიმშვიდეში ჩემი საქციელი მეტის-
მეტ თავგასულობად გამოჩნდება.
- შენ დაიწყე, - ვეუბნები პიტას, - ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული მო-
იმოქმედე. მთელი ორმოცი წუთი ვიცდიდი.
არც პიტა ჩანს დიდად მონდომებული.
- მოკლედ, როგორც მირჩიე, ქეთნის... შევინიღბე, - პიტა ორჭოფობს, -
არა, პირდაპირ ვიტყვი, ეს კამუფლაჟი არ ყოფილა. თუმცა საღებავები კი
გამოვიყენე.
- რისთვის? - უკვირს პორციას.
მახსენდება, როგორი აღელვებულები იყვნენ თამაშის შემოქმედები, რო-
ცა დარბაზში შევედი. საწმენდი საშუალების მძაფრი სუნი. დარბაზის შუ-
აგულში დაფენილი ხალიჩა. გამოდის, რომ იატაკიდან რაღაც ვერ წაშალეს
და ზედ ხალიჩა ამიტომაც დააფინეს.
- რაღაც დახატე, არა, პიტა? - ვეკითხები.
- შენც ნახე?
- მე არა, მაგრამ თამაშის შემოქმედებს საგულდაგულოდ დაუმალავთ შე-
ნი ნახატი.
- ეს სტანდარტული პროცედურაა. ერთი შეწირულის ნამოქმედარს მე-
ორეს ვერ აჩვენებენ, - არხეინად ამბობს ეფი, - რა დახატე, პიტა? - და რა-
ტომღაც თვალზე ცრემლი ადგება, - ქეთნისი?
- მე რატომ უნდა დავეხატე, ეფი?! - ვბრაზდები.
- იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერს იზამს შენს დასაცავად. კაპიტოლი-
უმში ყველა ამას ელის მისგან. განა ამიტომ არ გამოვიდა მოხალისედ, რომ

170
არენაზე შენ გვერდით ყოფილიყო? - ეფი თავის სიტყვებში სრულიად დარ-
წმუნებულია.
- სინამდვილეში რუ დავხატე... ის სცენა, ქეთნისმა მისი ცხედარი ყვავი-
ლებით რომ მორთო.
მაგიდასთან სრული სიჩუმე ისადგურებს, სანამ პიტას ნათქვამს ყველა
გაიაზრებს.
- ამით რის მიღწევას ცდილობდი? - ცხარდება ჰეიმიჩი.
- არ ვიცი. ალბათ იმის, რომ პატარა გოგონას მკვლელობაზე პასუხის-
მგებლობა ეგრძნოთ, - პასუხობს პიტა.
- რა საშინელებაა, - ეფის ხმა უთრთის, თითქოს ცოტაც და, ატირდება, -
ეს რამ მოგაფიქრა... ეს არ შეიძლება, პიტა. ამით არა მხოლოდ შენ თავს,
ქეთნისსაც პრობლემებს უქმნი.
- ამ შემთხვევაში ეფის ვეთანხმები, - ამბობს ჰეიმიჩი.
ცინა და პორცია დუმან, მაგრამ მათაც ტრაგიკული სახეები აქვთ. არაფე-
რია უჩვეულო, რომ შეშფოთდნენ. მეც კი ვღელავ, მაგრამ მაინც მიხარია,
რომ პიტამ რუ დახატა.
- მგონი, შეუფერებელი მომენტია იმის სათქმელად, რომ ძელზე მანეკენი
ჩამოვკიდე და ზედ სენეკა კრეინი დავაწერე.
თავიდან ყურს არავინ უჯერებს, მერე კი ყველა მხრიდან უკმაყოფილო
შეძახილების ალყაში ვექცევი.
- სენეკა... კრეინი... ჩამოკიდე? - საუბარი უჭირს ცინას.
- ჰო. საფირმო კვანძს ვაკეთებდი და კრეინი როგორღაც თავზე ყულფჩა-
მოცმული აღმოჩნდა.
- ო, ქეთნის, - ჩურჩულებს ეფი, - ამის შესახებ როგორ შეიტყვე?
- რა, საიდუმლოა? პრეზიდენტ სნოუს ეს არ უთქვამს. პირიქით, სიამოვნე-
ბით გამიმხილა.
ეფი სახეზე ხელსახოცაფარებული ტოვებს მაგიდას.
- აი, ეფი გამინაწყენდა. აჯობებდა მეცრუა, რომ ისრებს ვისროდი.
- კაცი იფიქრებს, რომ წინასწარ შევთანხმდით, - ძლივს შესამჩნევად მი-
ღიმის პიტა.
- არ შეთანხმებულხართ? - ეკითხება პორცია, რომელსაც თვალები და-
უხუჭავს და თითებით ქუთუთოებს აწვება, თითქოს კაშკაშა შუქმა თვალი მოს-
ჭრაო.
171
- არა, - ვპასუხობ პორციას და პიტას მადლიერებით აღსავსე თვალებით
შევყურებ, - დარბაზში შესვლამდე არც ერთმა არ ვიცოდით, რა უნდა გვექ-
ნა.
- და კიდევ, ჰეიმიჩ, - ამბობს პიტა, - გადავწყვიტეთ, რომ არენაზე მოკავ-
შირეები არ გვჭირდება.
- ძალიან კარგი. თქვენი სისულელის გამო ჩემი ძველი მეგობრები რომ
დაიღუპებიან, მე მაინც აღარ დამადანაშაულებენ, - ამბობს ჰეიმიჩი.
- ჩვენც ეგ ვიფიქრეთ, - ვეუბნები მას.
სადილობას ჩუმად ვამთავრებთ. სასტუმრო ოთახისკენ მიმავალს ცინა მე-
წევა და მხრებზე ხელს ძლიერად მხვევს.
- წამოდი, ერთად ვნახოთ, რამდენი ქულით შეგაფასეს.
ტელევიზორის წინ ვსხდებით. თვალებჩაწითლებული ეფიც გვიერთდება.
ეკრანზე რაიონების მიხედვით თანმიმდევრულად ჩნდება შეწირულების ფო-
ტოები და მათ ქვეშ ქულები იწერება. შეფასება თორმეტქულიანი სისტემით
ხდება. უმაღლეს ქულებს სავარაუდოდ ქაშმირი, გლოსი, ბრუტუსი, ენობა-
რია და ფინიკი დაიმსახურებენ. დაბალს ან საშუალოს - დანარჩენები.
- ნული ქულა ოდესმე თუ დაუწერიათ ვინმესთვის? - ვეკითხები ცინას.
- არა, მაგრამ ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება, - მპასუხობს ის.
და არც ცდება, რადგან შიმშილის თამაშების ისტორიაში პირველად მეც
და პიტაც თორმეტ-თორმეტ ქულას ვიღებთ. თუმცა, არავის უხარია.
- ასე რატომ მოიქცნენ? - ვინტერესდები მე.
- იმიტომ, რომ სხვებმა მიზანში პირველად თქვენ ამოგიღონ, - უემოცი-
ოდ ამბობს ჰეიმიჩი.
პიტა ჩემი ოთახის კარამდე ჩუმად მაცილებს, მაგრამ სანამ დამემშვიდო-
ბებოდეს, წელზე ხელებს ვხვევ და ვეხუტები. პიტა ზურგზე მეფერება და
ლოყას თავზე მადებს.
- ვწუხვარ, რომ საქმე გავაფუჭე, - ვებოდიშები პიტას.
- მაგაზე უარესი მე ჩავიდინე. ისე, ეს რამ მოგაფიქრა?
- რა ვიცი. იქნებ მინდოდა, მათთვის მეჩვენებინა, რომ უფრო მეტი ვარ,
ვიდრე შიმშილის თამაშების ჩვეულებრივი მონაწილე?
პიტას ალბათ შარშანდელი შიმშილის თამაშების დასაწყისის წინა ღამე
ახსენდება. სახურავზე ვისხედით, არც ერთს არ გვეძინებოდა. ეს სიტყვები

172
მაშინ პიტამ თქვა, მაგრამ მაშინ შინაარსს ვერ ჩავწვდი. ახლა უკვე ვხვდები,
რასაც გულისხმობდა.
- მეც ეგ მინდოდა, - მეუბნება პიტა,
- მე დანებებას არ ვაპირებ. წელსაც ყველანაირად ვეცდები, რომ შინ და-
გაბრუნო, მაგრამ სიმართლე გითხრა...
- სიმართლე ისაა, რომ შენი აზრით, პრეზიდენტმა სნოუმ მათ პირდაპირ
უბრძანა ჩვენი არენაზე დახოცვა.
- რაღაც მსგავსმა გამიელვა თავში აზრად, - ამბობს პიტა.
მსგავსმა აზრმა მეც გამიელვა თავში. თან არაერთხელ. თუმცა, მაინც იმე-
დს არ ვკარგავ, რომ პიტას როგორმე გადავარჩენ. ბოლოს და ბოლოს,
კენკრის ოინი მან კი არა, მე მოვიფიქრე. არავის ეპარება ეჭვი, რომ პიტას
გულწრფელად ვუყვარვარ. იქნებ პრეზიდენტმა სნოუმ ის არ მოკლას და
გულგატეხილი და განადგურებული ბიჭი სხვებისთვის ცოცხალ მაგალითად
დატოვოს.
- ყოველ შემთხვევაში, ყველას ეცოდინება, რომ უბრძოლველად არაფე-
რი დაგვითმია. არა, ქეთნის? - ამბობს პიტა.
- კი, ეცოდინება, - ვპასუხობ. კვარტალური ჯახის წესების გამოცხადების
შემდეგ მთლიანად პირადმა ტრაგედიამ შთანმთქა, მაგრამ ახლა ისევ გონ-
ზე მოვდივარ. მახსენდება მე-11 რაიონში მოკლული ბერიკაცი, მახსენდება
ბონი და ტვილი და ხმები რაიონებში მომხდარ აჯანყებებზე. დიახ, ყველა
რაიონში დიდი ყურადღებით უყურებენ, როგორ გავუმკლავდები ამ სასიკ-
ვდილო სასჯელს - პრეზიდენტ სნოუს სასტიკ შურისძიებას. დაელოდებიან
ნიშანს, რომ მათი ამბოხი ამაო არ ყოფილა. თუ შევძლებ და ყველას ცხა-
დად დავანახვებ, რომ ბოლომდე ვეურჩები კაპიტოლიუმს, თუნდაც მომ-
კლან... ჩემს სულს მაინც ვერ გატეხენ. აჯანყებულებს იმედს შთავუნერგავ.
ამ ჩანაფიქრის მთელი სილამაზე იმაშია, რომ საკუთარი სიცოცხლის ფა-
სად პიტას გადარჩენა უკვე დაუმორჩილებლობის გამოვლინებაა. ამით უარს
ვამბობ შიმშილის თამაშებში კაპიტოლიუმის წესებით თამაშზე. თანაც, სინამ-
დვილეშიც ზუსტად იმავეს მიღწევას ვცდილობ, რასაც საზოგადოება ელის
ჩემგან. თუ პიტას გადარჩენას შევძლებ... რევოლუციისთვის ეს იდეალური
წინაპირობა იქნება. მკვდარსაც კი ფასი დამედება. საქმისთვის თავდადებულ
წამებულად გამომაცხადებენ და ჩემს სახეს დროშებზე გამოსახავენ; მკვდა-
რი უკეთ შევძლებ ხალხის გაერთიანებას, ვიდრე ცოცხალი. აი, პიტამ კი უნ-
173
და იცოცხლოს, რადგან ის თავის ტკივილს სიტყვებად აქცევს და ამ სიტყვე-
ბით ხალხს გარდაქმნის.
პიტამ რომ გაიგოს, რას ვფიქრობ, ალბათ გადაირევა, ამიტომ მხოლოდ
ამას ვეკითხები:
- სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა. რით გავერთოთ?
- მხოლოდ ის მინდა, ჩემი ცხოვრების დარჩენილი წუთები შენთან გავა-
ტარო, - მპასუხობს პიტა.
- მაშინ, შემოდი, - ვეუბნები და ჩემს ოთახში შემყავს.
პიტასთან ერთად ძილი ნამდვილი ფუფუნებაა. აქამდე ვერ ვხვდებოდი,
როგორ მომნატრებია ადამიანის სიახლოვე, იმის შეგრძნება, რომ სიბნელე-
ში პიტა გვერდით მიწევს. ნეტა წინა ღამეებშიც შემომეშვა ჩემს ოთახში! მის
სითბოში გახვეული ღრმად ვიძინებ და როცა ვიღვიძებ, ფანჯრებიდან უკვე
დღის შუქი შემოდის.
- კოშმარები არ დაგსიზმრებია, - ამბობს პიტა.
- არა, არ დამსიზმრებია, - ვეთანხმები, - შენ?
- არც მე. მე საერთოდ აღარც მახსოვს, როგორია ღამის ძილი, - მპასუ-
ხობს პიტა.
კიდევ კარგა ხანს ვწევართ, ადგომას არ ვჩქარობთ. ხვალ სატელევიზიო
ინტერვიუების საღამოა, ასე რომ დღეს ეფი და ჰეიმიჩი რჩევა-დარიგებებს
მოგვცემენ.
უფრო მაღალი ქუსლები და სარკასტული კომენტარები, - ვფიქრობ ჩემ-
თვის.
თუმცა, ჟღალთმიან ავოქს გოგონას ჩვენთვის ეფის წერილობითი შეტყო-
ბინება შემოაქვს, გამარჯვებულის ტურნეზე გაკვირდებოდით და მე და ჰე-
იმიჩმა გადავწყვიტეთ, რომ საჯაროდ თავის კარგად დაჭერას და ხალხის
წინაშე წარდგომას ჩვენი რჩევების გარეშეც შეძლებთო. გაკვეთილები გაუქ-
მდა.
- მართლა? - პიტა ეფის წერილს მართმევს და თვითონაც კითხულობს, -
იცი, ეს რას ნიშნავს? მთელი დღე თავისუფალი გვაქვს.
- ცუდია, რომ არსად წასვლის ნება არ გვაქვს, - სევდიანად ვამბობ.
- ვინ გითხრა, რომ არ გვაქვს? - იღიმება პიტა.
აჰ, ჰო, სახურავი. ბლომად საჭმელ-სასმელს ვუკვეთავთ, პლედები მიგ-
ვაქვს და სახურავზე პიკნიკის მოსაწყობად ავდივართ. მთელი დღე ყვავი-
174
ლებს შორის ვსხედვართ. ქარი ასობით ზანზალაკს აწკარუნებს. ვჭამთ. მზეს
ვეფიცხებით. წნელების ხლართვასა და ბადეების კეთებაში ვვარჯიშობ. პიტა
შორიახლოს ზის და მხატავს. სახურავის ირგვლივ შემორტყმული ელექ-
ტრული ველით ვერთობით: პიტა ვაშლს ესვრის, მე ვიჭერ ან პირიქით, მე
ვესვრი და ის იჭერს.
არავინ გვაწუხებს. ნაშუადღევს თავი პიტას კალთაში მიდევს და ყვავილე-
ბის გვირგვინს ვწნავ, პიტა ჩემს კულულებს ეთამაშება, ვითომ კვანძის კეთე-
ბაში ვარჯიშობს. უცებ ჩერდება.
- რა მოხდა?
- დიდი სიამოვნებით გავაჩერებდი ამ წამს სამუდამოდ.
როგორც წესი, როცა პიტა უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველ მსგავს
სიტყვებს მეუბნება, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. თუმცა, ახლა ოდნავადაც
აღარ ვღელავ მომავალზე, რომელიც არასდროს მექნება და მშვიდად ვეუბ-
ნები: - კარგი.
- მაშ, ნებას მრთავ? - სიცილით მეკითხება პიტა.
- ნებას გრთავ.
მისი თითები ისევ ჩემს თმაში იხლართება. მე რული მეკიდება, მაგრამ პი-
ტა დაისის საყურებლად მაღვიძებს. კაპიტოლიუმის ჰორიზონტი ნარინჯის-
ფრად ბრწყინავს.
- ვიფიქრე, ამის ნახვა მოგინდებოდა.
- გმადლობ, - სულ თითზე ჩამოსათვლელი და ისიღა დამრჩენია და არც
ერთის გამოტოვება არ მინდა.
სასადილოდ ქვემოთ არ ჩავდივართ. არც არავინ გვეძახის.
- მიხარია. დამღალა იმან, რომ გარშემო ყველას ვაუბედურებ, - ამბობს
პიტა, - ყველა ტირის. ეს ჰეიმიჩი კი...
აზრს არ ასრულებას. არც არის საჭირო.
სახურავზე გვიან ღამემდე ვრჩებით, მერე პარვით ჩავდივართ ქვემოთ და
ჩემს ოთახში ისე შევდივართ, არავის ვხვდებით.
დილით სტილისტები გვაღვიძებენ. გვერდიგვერდ მწოლიარე ჩემი და პი-
ტას დანახვა ოქტავიასთვის საკმარისია, მაშინვე ცრემლებად დაიღვაროს.
- გახსოვდეს, ცინამ რაც გვითხრა, - მკაცრად აფრთხილებს ვენია. ოქტა-
ვია თავს უქნევს და ქვითინით გადის ოთახიდან.

175
პიტა მოსამზადებლად თავის ოთახში მიდის, მე ფლავიუსთან და ვენიას-
თან მარტო ვრჩები. დღეს ჩემი სტილისტები ჩვეული ენაწყლიანობით არ
გამოირჩევიან. მხოლოდ იმას მთხოვენ, თავი ასწიე ან დასწიეო, ან მაკიაჟის
ტექნიკაზე გადაულაპარაკებენ ერთმანეთს. უცებ მხარზე რაღაც მეწვეთება.
თურმე ფლავიუსი ცრემლებს უხმოდ აღვარღვარებს. ვენია მკაცრად უმზერს,
ფლავიუსი მაკრატელს დებს და ოთახიდან გადის.
ჩემთან ვენიაღა დარჩა, რომელიც ისეთი ფერმკრთალია, რომ კანზე და-
ხატული ტატუები ლამისაა გარეთ გადმოხტნენ. გულმოდგინედ, მაგრამ
ჩქარ-ჩქარა მვარცხნის თმას, მიქლიბავს ფრჩხილებს და მიკეთებს მაკიაჟს.
მთელი ეს დრო თვალს მარიდებს. ბოლოს ცინა მოდის ჩემს შესაფასებლად
და ვენიას გასათავისუფლებლად. სანამ წავიდოდეს, ვენია ხელს მკიდებს,
პირდაპირ თვალებში მიყურებს და მეუბნება:
- გვინდა, იცოდე, რომ ყველასთვის... დიდი პრივილეგია იყო შენს გალა-
მაზებასა და საუკეთესოდ წარმოჩენაზე მუშაობა, - და საჩქაროდ გადის
ოთახიდან.
ჩემი სულელი, ქარაფშუტა, მგრძნობიარე ფინიების, ჩემი ბუმბულებისა და
წვეულებების მოყვარული სტილისტების გამოსამშვიდობებელი სიტყვა
გულს მტკენს. ვენიას ნათქვამი ამას ნიშნავს: ვხვდებით, რომ ვეღარ დაბრუნ-
დებიო. ნუთუ ეს მთელმა მსოფლიომ იცის? - მიკვირს მე.
ცინას შევყურებ. რასაკვირველია, ეს მანაც იცის. თუმცა, დამპირდა, რომ
ჩემ თვალწინ არ ატირდებოდა.
- აბა, ამაღამ რას ჩამაცვამ? - თვალით ვანიშნებ შალითაჩამოცმულ საღა-
მოს კაბაზე, რომელიც ხელში უჭირავს.
- ეს თავად პრეზიდენტ სნოუს მოთხოვნაა, - ამბობს ცინა, შალითას ხსნის
და მაჩვენებს ერთ-ერთ საქორწინო კაბას, რომელშიც ფოტო გადამიღეს.
სქელი აბრეშუმის თეთრი კაბაა იატაკამდე სახელოებით, ვიწრო წელითა და
დეკოლტეთი. მთლიანად მარგალიტებით არის მოოჭვილი კაბაც, საყელოს
თასმებიც და თავსაბურავიც.
- მართალია, კვარტალური ჯახის ანონსი ფოტოსესიის ღამეს გამოცხად-
და, ხალხი მაინც ხმას აძლევდა ფავორიტ კაბას და ამან გაიმარჯვა. პრეზი-
დენტი სნოუ ითხოვს, ეს კაბა ამაღამ ჩაიცვა. ჩვენი პროტესტი უყურადღე-
ბოდ დატოვეს.

176
თითებით ვსრეს აბრეშუმის ქსოვილს და ვცდილობ მივხვდე, რა ჩაიფიქ-
რა პრეზიდენტმა სნოუმ. ალბათ, რაკი კაპიტოლიუმს შეურაცხყოფა მივაყე-
ნე, ჩემი ტკივილი და დამცირება ყველას ყურადღების ცენტრში უნდა აღ-
მოჩნდეს. პრეზიდენტის აზრით, ეს ყველასთვის ცხადი მინიშნება იქნება -
მან ჩემი საქორწინო კაბა სუდარად აქცია. რა ბარბაროსული სისასტიკეა!
მკერდში ყრუ ტკივილს ვგრძნობ.
- არა უშავს, ეს მშვენიერი კაბა ტყუილად ხომ არ შეგიკერავთ, - ამის
თქმასღა ვახერხებ.
ცინა კაბის ჩაცმაში მეხმარება. მხრებს უხერხულად ვიჩეჩ.
- ყოველთვის ასეთი მძიმე იყო? - ვეკითხები ცინას. სქელი კაბები ადრეც
მცმია, მაგრამ ეს თითქოს ტონას იწონის.
- განათების გამო რაღაც-რაღაცეები გადავაკეთე, - მპასუხობს ცინა.
მე თავს ვუქნევ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხვდები, ეს რა შუაშია. ცინა
ფეხსაცმელს მაცმევს, მარგალიტის სამკაულსა და პირბადეს მიკეთებს. ბო-
ლო შტრიხებს ამატებს ჩემს მოხატულ სახეს, და ბოლოს, მთხოვს, გაიარ-
გამოიარეო.
- ბრწყინვალედ გამოიყურები. გახსოვდეს, კორსეტი ძალზე მომდგარია
და ხელებს ნუ ასწევ. ყოველ შემთხვევაში, დაბზრიალებამდე მაინც.
- რა, დაბზრიალებაც მომიწევს? - ჩემი შარშანდელი კაბა მახსენდება.
- დარწმუნებული ვარ, სეზარი გთხოვს. თუ არ გთხოვა, თვითონ შეახსენე.
ოღონდ თავიდანვე არა. გრანდიოზული ფინალისთვის შემოინახე, - მითი-
თებებს მაძლევს ცინა.
- მაშინ, შენს ნიშანს დაველოდები.
- კარგი. ინტერვიუზე რის თქმას გეგმავ? ვიცი, რომ ჰეიმიჩმა ორივე საკუ-
თარი თავის ანაბარა მიგატოვათ.
- არ ვიცი, რამეს იქვე მოვიფიქრებ. უცნაურია, მაგრამ საერთოდ არ
ვნერვიულობ, - მართლაც ასეა. პრეზიდენტ სნოუს კი ვძულვარ, მაგრამ კა-
პიტოლიუმელი მაყურებლები ჩემზე გიჟდებიან.
ეფის, ჰეიმიჩს, პიტას და პორციას ლიფტთან ვხვდებით. პიტას ელეგანტუ-
რი სმოკინგი აცვია და თეთრი ხელთათმანები უკეთია. კაპიტოლიუმელ სა-
სიძოს ჰგავს.
ჩვენთან, მე-12 რაიონში, ყველაფერი უფრო მარტივად ხდება. პატარძა-
ლი თეთრ კაბას ქირაობს, რომელიც უკვე ასობით ქორწილში სცმიათ, ხო-
177
ლო ნეფე სუფთად იმოსება, რომ მაღაროში მიმავალ მუშას არ ჰგავდეს. ნე-
ფე-პატარძალი მართლმსაჯულების სახლში ხელს აწერს და საჩუქრად საც-
ხოვრებელ სახლს იღებს. თუ ამის საშუალება აქვთ, მეგობრები და ოჯახის
წევრები მათთან მცირე სუფრაზე ან საქორწინო ტორტის შესაჭმელად იკრი-
ბებიან. თუნდაც სუფრა არ გაიშალოს, ახალდაქორწინებულებს ახალი სახ-
ლის ზღურბლთან, ტრადიციული სიმღერით ვეგებებით. ჩვენებური ტრადი-
ციაც გვაქვს: წყვილი ცეცხლს ერთად ანთებს, პურის ნაჭერს ბრაწავენ და შუ-
აზე იყოფენ. შეიძლება ცოტა ძველმოდურია, მაგრამ ამ ცერემონიის შესრუ-
ლებამდე მე-12 რაიონში წყვილს შეუღლებულად არავინ მიიჩნევს.
კულისებში სხვა შეწირულები შეკრებილან და ერთმანეთს ეჩურჩულებიან,
მაგრამ ჩემი და პიტას გამოჩენაზე მაშინვე ჩუმდებიან. ყველა ჩემს საქორწი-
ნო კაბას უბღვერს. კაბის სილამაზის შურთ თუ იმ შთაბეჭდილებისა, რო-
მელსაც ის ხალხზე მოახდენს?
სიჩუმეს ფინიკი არღვევს.
- ვერ ვიჯერებ, რომ ცინამ ეგ კაბა ჩაგაცვა.
- სხვა არჩევანი არ ჰქონდა, პრეზიდენტმა სნოუმ აიძულა, - მკაცრად ვე-
პასუხები. ცინას დადანაშაულების უფლებას ვერავის მივცემ.
ქაშმირი შუბლზე ჩამოყრილ ქერა კულულებს უკან იწევს და თავხედურად
ამბობს:
- სასაცილოდ გამოიყურები! - მერე ძმას წინ ექაჩება, რომ ჩვენს პროცე-
სიას სათავეში ჩაუდგნენ.
სხვა შეწირულებიც რიგში დგებიან. ცოტა არ იყოს ვიბნევი. კაბა არც
ერთს არ მოსწონს. ზოგი თანაგრძნობით მიტყაპუნებს ხელს მხარზე, იოანა
მეისონი მარგალიტის ყელსაბამსაც კი მისწორებს, თან მეუბნება:
- იმედია, ამის გამო მწარედ აზღვევინებ!
თავს კი ვუქნევ, მაგრამ მისი სიტყვების მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ
ვხვდები, როცა ყველანი სცენაზე გავდივართ და სეზარ ფლიკერმანი, რო-
მელსაც წელს ლავანდისფრად მოუხატავს სახე, მისალმების შემდეგ შეწი-
რულებისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას იწყებს. დიახ, ჩემთვის ცხადი ხდება,
რომ გამარჯვებულები განრისხებულები არიან და თავს მოტყუებულად
გრძნობენ; ძალიან ოსტატურად კბენენ კაპიტოლიუმს და, განსაკუთრებით,
პრეზიდენტ სნოუს. ოღონდ ყველა არა. მაგალითად, ბრუტუსი და ენობარია,
აქ ხელახლა სათამაშოდ დაბრუნდნენ; ზოგიერთი გამარჯვებული ძალიან
178
დაბნეული ან შეშინებულია იმის გამო, რომ იერიშს შეუერთდნენ, თუმცა,
უმეტესობას საბრძოლველად ჭკუა და გამბედაობა ნამდვილად ჰყოფნის. იე-
რიშს ქაშმირი იწყებს: მეტირება იმის გაფიქრებაზე, რომ კაპიტოლიუმელებს
ძალიან დავაკლდებითო. გლოსი მის და მისი დის მიმართ გამოვლენილ
სითბოს იხსენებს. ბიტი მისთვის დამახასიათებელი ნერვიულობით ეჭვქვეშ
აყენებს კვარტალური ჯახის ლეგალურობას და ინტერესდება, განიხილეს
თუ არა ეს საკითხი ექსპერტებმა. ფინიკი კაპიტოლიუმელი სატრფოსთვის
დაწერილ ლექსს კითხულობს და ასამდე მაყურებელს გული მისდის, რად-
გან ჰგონიათ, რომ ლექსი პირადად მათ ეძღვნება. იოანა მეისონი ინტერეს-
დება, არ შეიძლება სიტუაცია როგორმე გამოსწორდეს, ვერავინ წარმოიდ-
გენდა, კაპიტოლიუმელებსა და გამარჯვებულებს ასე თუ შეუყვარდებოდათ
ერთმანეთი; ამ კავშირის გაწყვეტა დაუშვებელიაო. სიდერი საჯაროდ იწყებს
მსჯელობას, მე-11 რაიონში პრეზიდენტი სნოუ ყოვლისშემძლე ჰგონიათ და
თუ ეს მართალია, იქნებ კვარტალური ჯახის წესები შეცვალოსო? სიდერს
ჩაფიც მხარს უბამს, პრეზიდენტი ასეც მოიქცეოდა, ხალხს რომ ეს ძალიან
უნდოდესო.
ჩემი ჯერი რომ დგება, დამსწრე საზოგადოება უკვე აგონიაშია. ტირიან,
გული მისდით, ზოგი ხმამაღლა ითხოვს წესების შეცვლას. საქორწინო კაბა-
ში ჩაცმულს რომ მხედავენ, ფაქტობრივად, ქაოსი იწყება. ცეცხლოვანი გო-
გონა სასიკვდილოდ არის განწირული, უიღბლო შეყვარებულები ბედნიე-
რად ვეღარ იცხოვრებენ სიცოცხლის ბოლომდე, ქორწილი აღარ გაიმარ-
თება... გამოცდილ სეზარ ფლიკერმანსაც კი უჭირს მათი დაშოშმინება, რომ
მე საუბარი შევძლო. ამასობაში ჩემთვის განკუთვნილი სამი წუთი თანდათან
იწურება.
როგორც იქნა, სიჩუმე ისადგურებს და სეზარი მეკითხება:
- ქეთნის, როგორც ჩანს, ეს საღამო ყველასთვის ძალიან ემოციურია. რა-
მის თქმა ხომ არ გსურს?
ათრთოლებული ხმით ვამბობ:
- ვწუხვარ, რომ ჩემს ქორწილს ვეღარ დაესწრებით... თუმცა, მიხარია,
რომ საქორწინო კაბაში მნახეთ. ხომ ულამაზესია? - ცინას ნიშანს აღარ ვე-
ლოდები, ვიცი, რომ სწორედ ახლაა შესაფერისი დრო. ხელებს თავზემოთ
ვწევ და ნელა ვბზრიალებ.

179
ქვემოდან ხალხის შეძახილები მესმის. ალბათ თვალისმომჭრელად გა-
მოვიყურები და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მაგრამ უცებ კვამლი ამდის.
ცეცხლი მიკიდია; ეს ის მოელვარე ცეცხლის ენები აღარაა, შარშან ეტლზე
დგომისას ჩემი კაბის ბოლოს რომ ეკიდა. ნამდვილ ცეცხლს ჰგავს, რომე-
ლიც მთელ კაბას ედება. მთლიანად კვამლში ვიკარგები და შიში მიპყრობს.
ჰაერში დამწვარი აბრეშუმის ნაჭრები დაფრინავს. სცენაზე მარგალიტის
თვლები ცვივა. გაჩერებას ვერ ვბედავ, რადგან ცეცხლი არ მწვავს და ვიცი,
რომ რაც ხდება, ცინას ჩანაფიქრია. ჰოდა, მეც ვბზრიალებ და ვბზრიალებ.
უეცრად თავით ფეხამდე ცეცხლში ვეხვევი და წამით სუნთქვა მეკვრის. მერე
ცეცხლი ერთბაშად ქრება. ნელ-ნელა ვჩერდები. ალბათ მთლად შიშველი
ვარ. რაში დასჭირდა ცინას ჩემი საქორწინო კაბის დაწვა?
თუმცა, შიშველი არ ვარ: ზუსტად იმავე დიზაინის საქორწინო კაბა მაცვია,
ოღონდ ამჯერად ნახშირივით შავი და პატარა ბუმბულებისგან შეკერილი.
გაკვირვებული ვწევ ხელებს მაღლა და სწორედ ამ დროს ვამჩნევ საკუთარ
თავს ტელეეკრანზე. სულ შავებში ვარ, თეთრი მხოლოდ გრძელი, ძირს
ტალღებად ჩამოშვებული სახელოები შემრჩენია. უფრო ზუსტად, ფრთები.
ცინას კაჭკაჭჯაფარად გადავუქცევივარ.

18.

ჯერ კიდევ კვამლი ამდის, ამიტომ სეზარ ფლიკერმანი აკანკალებული ხე-


ლით გაუბედავად ეხება ჩემს თავსაბურავს. თეთრი თავსაბურავი დაიწვა და
მის ადგილას შავი პირბადე გაჩნდა, რომელიც კაბის ამოღებულ გულმკერ-
დამდე ნაკეცებად ეშვება.
- რამდენი ბუმბულია, - ამბობს სეზარი, - ჩიტს ჰგავხარ.
- მგონი, კაჭკაჭჯაფარას, - ფრთებს ვაფართხუნებ, - სწორედ ამ ჩიტის
ფორმის გულსაბნევი მეკეთა შარშან არენაზე.
სეზარი იღუშება. მან იცის, რომ კაჭკაჭჯაფარა უფრო მეტია, ვიდრე უბრა-
ლო სიმბოლო. იმას, რაც კაპიტოლიუმელებს ტანსაცმლის უეცარ გამოც-
ვლად მოეჩვენათ, რაიონებში სულ სხვანაირად დაინახავენ. თუმცა, რო-
გორღაც ახერხებს ვითარების განმუხტვას:

180
- ქედს ვიხრი შენი დიზაინერის წინაშე. მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ
ასეთი შთამბეჭდავი სანახაობა არც ერთ ინტერვიუზე არ გვინახავს. ცინას მი-
ვესალმოთ, მეგობრებო! - ხალხს მოუწოდებს იგი.
ცინა ფეხზე დგება და ხალხს თავს უკრავს. უეცრად შიში მიპყრობს. ეს რა
საშინელება ჩაიდინა? ჩემი გულისთვის კაპიტოლიუმს აუმხედრდა. მახსენდე-
ბა მისი სიტყვები...
ნუ ღელავ, ჩემს ემოციებს ყოველთვის სამუშაოში ჩავაქსოვ ხოლმე. ჩემი-
ვე თავის გარდა, არავის არაფერს ვუშავებ.
... და ვშიშობ, რომ დაუშავა კიდეც. შეცდომას ვეღარ გამოასწორებს. ჩემი
ცეცხლოვანი გარდაქმნა სიმბოლურად იმდენად დატვირთულია, რომ პრე-
ზიდენტი სნოუ ამას არასდროს დაივიწყებს.
სუნთქვაშეკრული დამსწრე საზოგადოება გონს მოდის და ცინას ტაშს უკ-
რავს. ძლივს მესმის ზარის ხმა, რომელიც გვანიშნებს, რომ ჩემი სამი წუთი
ამოიწურა. სეზარი მადლობას მიხდის. კუთვნილ ადგილს ვუბრუნდები. ჩემი
კაბა ახლა ჰაერივით მსუბუქია.
გვერდით ვუვლი სეზარისკენ მიმავალ პიტას, რომელიც თვალს მარი-
დებს. გარდა იმისა, რომ ჯერაც ბოლი ამდის, სრულიად უვნებელი ვარ,
თუმცა, მაინც ფრთხილად ვჯდები სკამზე.
პიტა და სეზარი შარშანდელი ინტერვიუდანვე კარგად უგებენ ერთმა-
ნეთს. მათმა მსუბუქმა სიტყვა-პასუხმა, მახვილგონივრულმა კომენტარებმა
და პიტას სულის შემძვრელმა აღიარებამ, ქეთნისი მიყვარსო, შარშან მაყუ-
რებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლაც შეტრუსულ ბუმბულებსა და
დაბრაწულ ჩიტზე ხუმრობით იწყებენ ინტერვიუს. თუმცა, პიტას აშკარად ეტ-
ყობა, რომ დადარდიანებულია და სეზარ ფლიკერმანს სწრაფად გადააქვს
საუბარი მთავარ თემაზე, რაც ყველას აინტერესებს:
- აბა, პიტა, გვითხარი, მას შემდეგ, რაც შენ და ქეთნისმა ერთად გადაი-
ტანეთ, რა იგრძენი, როცა კვარტალური ჯახის შესახებ შეიტყვე? - ეკითხება
სეზარი.
- ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. წუთით ადრე ეკრანზე საქორწინო კა-
ბებში გამოპრანჭულ ქეთნისს ვუყურებდი და უცებ... - პიტა წინადადებას არ
ასრულებს.
- მიხვდი, რომ ქორწილი აღარ შედგებოდა? - ნაზად ეკითხება სეზარი.

181
პიტა დიდხანს ფიქრობს, თითქოს ვერ გადაუწყვეტია, რა უპასუხოს. ჯერ
მონუსხულ აუდიტორიას უყურებს, მერე - იატაკს და ბოლოს, ისევ სეზარს
აჩერდება:
- სეზარ, როგორ ფიქრობ, აქ შეკრებილ ჩვენს მეგობრებს საიდუმლოს
შენახვა შეუძლიათ?
დამსწრე საზოგადოება უხერხულად იცინის. ვითომ ეს რას ნიშნავს? ვის
რა უნდა დაუმალონ, ახლა ხომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს?
- სრულიად დარწმუნებული ვარ, - ეუბნება სეზარი.
- უკვე დავქორწინდით, - ჩუმად ამბობს პიტა.
გაოცებული ხალხი ოხრავს, მე კი სახეს კაბის კალთაში ვმალავ, რომ სა-
ხეზე დაბნეულობა ვერ შემატყონ. ნეტა ახლა რაღა მოიფიქრა?
- ეს როგორ? - ეკითხება სეზარი.
- არა, ოფიციალურად არა. მართლმსაჯულების სახლში ხელი არ მოგვი-
წერია. მე-12 რაიონში ჩვენებური საქორწილო რიტუალი გვაქვს. არ ვიცი
სხვა რაიონებში როგორ ხდება, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესია, - ამბობს პიტა
და მოკლედ აღწერს პურის შებრაწვისა და შუაზე გაყოფის ტრადიციას.
- ამ რიტუალს თქვენი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ? - ინტერესდება სე-
ზარი.
- არა, ეს არავისთვის გვითქვამს. ჰეიმიჩმაც არაფერი იცოდა. ქეთნისის
დედა კი ამის ნებას არასდროს დაგვრთავდა. კაპიტოლიუმში რომ დავქორ-
წინებულიყავით, პურის გაყოფის რიტუალს ვერ ჩავატარებდით. თანაც, მე
და ქეთნისს მეტის მოცდა აღარ გვინდოდა. ჰოდა, ერთხელაც დავქორწინ-
დით, - ამბობს პიტა, - ჩვენთვის ოფიციალურ დოკუმენტსა და დიდ წვეულე-
ბაზე უფრო მნიშვნელოვანი ეს რიტუალი იყო.
- ეს კვარტალური ჯახის დაანონსებამდე მოხდა?
- რასაკვირველია, თორემ ამას არაფრის დიდებით არ ვიზამდით, - ნაღ-
ვლიანდება პიტა, - რა ვიცოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა? შიმშილის
თამაშებს გადავურჩით, გავიმარჯვეთ, ჩვენი წყვილი ყველას მოსწონდა და
უცებ... ეს საშინელება დაგვატყდა თავს. წინასწარ ვინ წარმოიდგენდა?
- ვერავინ, პიტა, - სეზარი მხრებზე ხელს ჰხვევს, - თუმცა, ის მაინც მახა-
რებს, რომ თქვენ ორმა რამდენიმე თვე ბედნიერად იცხოვრეთ.
ისმის გამაყრუებელი აპლოდისმენტები. თითქოსდა გულმოცემული თავს
ვწევ და დამსწრე საზოგადოებას ჩემი ტრაგიკული ღიმილის დანახვის საშუა-
182
ლებას ვაძლევ. კვამლმა თვალები ამიწვა და ცრემლი მდის, რაც დამატე-
ბით ეფექტს სძენს ჩემს გამომეტყველებას.
- მე კი სულაც არ მიხარია, - ამბობს პიტა, - ნეტა მართლა ოფიციალურ
თარიღამდე დაგვეცადა.
- რატომ? ერთად გატარებული რამდენიმე ბედნიერი თვე სულ არაფერს
ხომ სჯობდა? - იბნევა სეზარი.
- კი აჯობებდა, სეზარ, - სევდიანად ამბობს პიტა, - ბავშვი რომ არა.
აჰა, კიდევ ერთი ბომბი ააფეთქა და მასზე წინ გამოსული შეწირულების
ყველა ძალისხმევა გაანადგურა. თუმცა, არა: შეიძლება ითქვას, რომ წელს
სხვების დადებულ ბომბის პატრუქს წაუკიდა. გამარჯვებულები ალბათ ჩემგან
და ჩემი საქორწინო კაბისგან ელოდნენ ამას. მათ რა იცოდნენ, რომ მე ყო-
ველთვის ცინას ნიჭზე ვარ დამოკიდებული, პიტა კი - მხოლოდ საკუთარ
გამჭრიახობაზე.
ბომბი ფეთქდება და ყველა მხრიდან შეძახილები ისმის, რომ ეს უსამარ-
თლობა, ბარბაროსობა და სისასტიკეა. ყველაზე გულანთებული კაპიტო-
ლიუმელი, სისხლიანი შიმშილის თამაშების ფანატიკოსი გულშემატკივარიც
კი ვერ უარყოფს, რომ რაც ხდება, საშინელებაა.
მე ორსულად ვარ.
აუდიტორია მოსმენილს ნელ-ნელა იაზრებს და დაჭრილ-დევნილი ნადი-
რივით იწყებს ღმუილს და ყმუილს, შველას ითხოვს. და მე? ვიცი, რომ ეკ-
რანზე ჩემს სახეს ახლო კადრით აჩვენებენ, მაგრამ დამალვას არ ვცდი-
ლობ. ამ მომენტში მეც პიტას სიტყვებზე ვფიქრობ. განა ყველაზე მეტად
ამის გამო არ მეშინოდა დაოჯახების - რომ ჩემი შვილი შიმშილის თამაშების
მსხვერპლი გახდებოდა? მთელი ცხოვრება თავდაცვითი ბარიერები რომ
არ ამეგო და ქორწილის და დაოჯახების იდეა ზიზღით არ უკუმეგდო, ხომ
შეიძლებოდა დღეს მართლაც ამ პრობლემის წინაშე დავმდგარიყავი? და
პიტას სიტყვები ტყუილი კი არა, სიმართლე რომ ყოფილიყო?
სეზარი დამსწრე საზოგადოებას ვეღარ აწყნარებს. ისმის ზარი. პიტა თა-
ვის დაკვრით ემშვიდობება ხალხს და სხვა გამარჯვებულების გვერდით თა-
ვის ადგილს უბრუნდება. ვხედავ, სეზარის ტუჩები მოძრაობს, მაგრამ ირ-
გვლივ ისეთი აურზაურია, რომ არაფერი მესმის. უცებ ბოლო ხმაზე ისმის
პანემის ჰიმნი და სცენასთან ერთად მეც ვზანზარებ. პროგრამა გრძელდება.
ავტომატურად ფეხზე ვდგები. პიტა მაშინვე ხელს მკიდებს. სახეზე ცრემლები
183
ღაპაღუპით სდის. ნუთუ ეს ნამდვილი ცრემლებია? აღიარებს, რომ მასაც
იმავესი ეშინოდა, რისაც მე? რისაც ყოველ გამარჯვებულს, ყოველ პანემელ
მშობელს ეშინია?
დამსწრე საზოგადოებას ვუყურებ, მაგრამ თვალწინ რუს დედ-მამა, შვი-
ლის დაკარგვით გამოწვეული მათი სევდა-ნაღველი მიდგას. სპონტანურად
ვტრიალდები ჩაფისკენ და ტაკვზე ხელს მაგრად ვუჭერ.
და იწყება. ყველა გამარჯვებული ერთმანეთს ხელს ჰკიდებს. ზოგი უყოყ-
მანოდ, როგორც მორფლინგისტები ან უაიერესი და ბიტი, ზოგიც ორჭო-
ფობს, როგორც, მაგალითად, ენობარია და ბრუტუსი, მაგრამ გვერდით
მდგომებს ვერც ისინი ეურჩებიან. ჰიმნის მიწურულს ოცდაოთხივე გამარჯვე-
ბული ერთ უწყვეტ რიგში დგას. მსგავსი ერთიანობა რაიონებს შავბნელი ხა-
ნის შემდეგ არასდროს უჩვენებიათ. ამას კაპიტოლიუმშიც ხვდებიან და ტე-
ლეეკრანები ერთიმეორის მიყოლებით შავდება. თუმცა, უკვე გვიანია. ჩვენი
დროზე გათიშვა ვერ მოასწრეს. ხალხმა დაგვინახა.
სცენაზეც უწესრიგობაა. პროჟექტორები ჩააქრეს. საწვრთნელ ცენტრში
სრულ სიბნელეში ბარბაცით ვბრუნდებით. ჩაფი სადღაც დამეკარგა. ლიფ-
ტამდე პიტა მიმიძღვის. ფინიკი და იოანა ჩვენთან შემოერთებას ცდილობენ,
მაგრამ მათ შეიარაღებული მშვიდობისმყოფელი უღობავს გზას. მე და პიტა
მარტო ავდივართ ზემოთ.
ლიფტიდან გასვლისას პიტა მხრებში ხელებს მავლებს და მეკითხება:
- ბევრი დრო არ გვაქვს და ახლავე მითხარი, ბოდიში ხომ არ უნდა მო-
გიხადო?
- არა, - მართალია, ასეთი რამის ჩემს დაუკითხავად თქმა საკმაოდ რის-
კიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ მაინც მიხარია, რომ წინასწარ არ ვიცოდი და აზ-
რი არ შევაცვლევინე თუნდაც იმიტომ, რომ გეილი არ გამენაწყენებინა. პი-
ტას ნათქვამმა მართლაც ძალები შთამბერა.
სადღაც შორს, მე-12 რაიონში, დედაჩემს, ჩემს დას და მეგობრებს ამღა-
მინდელი შემთხვევის შედეგებთან მოუწევთ გამკლავება. აქედან არც ისე
შორის, ჰოვერკრაფტის საფრენ მანძილზე მდებარეობს არენა, სადაც ხვალ
მე, პიტას და სხვა გამარჯვებულებს ახალი სასჯელი გველოდება. თუმცა,
თუნდაც ყველა საშინელი სიკვდილით აღვესრულოთ, იმ სცენაზე დღეს ისე-
თი რამ მოხდა, რასაც ვეღარაფერი შეცვლის. ჩვენ, გამარჯვებულები, ავჯან-
ყდით და ვიმედოვნებ, რომ კაპიტოლიუმი მის ჩახშობას ვეღარ შეძლებს.
184
მოუთმენლად ველით სხვების გამოჩენას, მაგრამ ლიფტიდან მხოლოდ
ჰეიმიჩი გამოდის.
- ქვემოთ ნამდვილი ქაოსია. ყველა სახლში გაუშვეს, ხოლო ინტერვიუს
ჩანაწერის გაშვება გადაიფიქრეს.
მე და პიტა ფანჯარასთან მივდივართ. ქუჩაში ხალხი ჩოჩქოლებს.
- რას ყვირიან? - ინტერესდება პიტა, - პრეზიდენტს შიმშილის თამაშების
შეწყვეტას სთხოვენ?
- მგონი, თვითონაც არ იციან, რა უნდათ. დღეს უპრეცედენტო რამ მოხ-
და. კაპიტოლიუმთან დაპირისპირების უბრალო იდეაც კი ხალხში გაურკვევ-
ლობას იწვევს, - ამბობს ჰეიმიჩი, - თუმცა, ჩვენთვის ხომ ცხადია, რომ პრე-
ზიდენტი სნოუ თამაშებს არ გაუქმებს.
კი, ცხადია. პრეზიდენტი სნოუ უკან არ დაიხევს. ერთადერთი არჩევანი
დარჩა: საპასუხო, გამანადგურებელი დარტყმა მოგვაყენოს.
- სხვები შინ წავიდნენ? - ვეკითხები მე.
- ყველას ასე უბრძანეს. არ ვიცი, ბრბოში როგორ გააღწევენ, - ამბობს
ჰეიმიჩი.
- ესე იგი, ეფის ვეღარ ვნახავთ, - ამბობს პიტა. ეფი არც შარშანდელი
შიმშილის თამაშების საწყის დილას გვინახავს, - მაშ, ჩვენგან მადლობა გა-
დაეცი.
- განსაკუთრებული მადლობა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ეფია, - ვამა-
ტებ მე, - უთხარი, რომ დიდად მადლიერი ვართ მისი, რომ საუკეთესო ეს-
კორტი იყო და... რომ ძალიან გვიყვარს.
კარგა ხანს ჩუმად ვდგავართ და გარდაუვალის გადავადებას ვცდილობთ.
ბოლოს ჰეიმიჩი ამბობს:
- კარგი, მგონი, ჩვენი დამშვიდობების დრო მოვიდა.
- მანამდე კიდევ რამეს ხომ არ გვირჩევ? - ეკითხება პიტა.
- ცოცხლები გადარჩით, ეს არის დაეს: ახლა წადით და გამოიძინეთ, -
ბურტყუნებს ჰეიმიჩი და ორივეს საჩქაროდ გვეხვევა.
ბევრი რამის თქმა მინდა ჰეიმიჩისთვის, მაგრამ ისეთს ვერაფერს ვიტყვი,
რომ არ იცოდეს. თან, ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი და ხმა არ ამომდის.
ჰოდა, როგორც ყოველთვის, ჩემ მაგივრადაც პიტას ვაცლი ლაპარაკს:
- თავს გაუფრთხილდი, ჰეიმიჩ.

185
ჩვენ-ჩვენი ოთახებისკენ მივდივართ, მაგრამ დერეფანში ჰეიმიჩის ხმა
გვაჩერებს:
- ქეთნის, არენაზე... - იწყებს, მაგრამ აღარ ასრულებს. შუბლშეკრული მი-
ყურებს, თითქოს ჩემით უკვე იმედგაცრუებულია.
- რა? - მოუთმენლად ვეკითხები.
- ყოველთვის გახსოვდეს, ვინ არის შენი მტერი, - მეუბნება ჰეიმიჩი, - სულ
ეს არის. ახლა კი წადით. მოშორდით აქედან.
პიტა მეუბნება, ჩემთან შევალ, წყალს გადავივლებ, მაკიაჟს ჩამოვირეცხავ
და შემოგივლიო, მაგრამ მე არ ვუშვებ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ-ჩვენს
ოთახებში შესვლისთანავე კარები ჩაიკეტება და მთელი ღამე შენ გარეშე
მომიწევს ყოფნა-მეთქი.
საშხაპე მეც მაქვს და პიტას იქ ვეპატიჟები.
დაძინებას ვახერხებთ თუ არა? არ ვიცი. ჩახუტებულები ვწევართ და
მთელ ღამეს ძილ-ბურანში ვატარებთ. არ ვსაუბრობთ;: იმის შიშით, რომ ერ-
თმანეთი არ შევაწუხოთ და დასვენების ძვირფასი წუთები არ წავართვათ.
დილაადრიან ცინა და პორცია მოდიან. პიტას წასვლის დროა. შეწირუ-
ლები არენაზე თითო-თითოდ შედიან. პიტა მსუბუქად მკოცნის.
- შეხვედრამდე, - მეუბნება წასვლამდე.
- შეხვედრამდე, - ვემშვიდობები.
ცინა, რომელმაც შიმშილის თამაშებისთვის უნდა ჩამაცვას, სახურავამდე
მაცილებს. უკვე ჰოვერკრაფტის კიბეზე ვაპირებ ფეხის შედგმას, როცა მახ-
სენდება: - პორციას არ დავმშვიდობებივარ.
- შენ მაგივრად, მე დავემშვიდობები, - მპირდება ცინა.
კიბეს ვეჭიდები თუ არა, ელექტროდენი მთელ სხეულს მიშეშებს და ასე
გაშეშებული ვარ, სანამ თეთრხალათიან ქალს ჩემს კანქვეშ სათვალთვალო
მოწყობილობა არ შეჰყავს. ამიერიდან არენის ნებისმიერ წერტილში შეძ-
ლებენ ჩემს პოვნას. ჰოვერკრაფტი მიფრინავს და მე ფანჯრიდან ვიყურები.
მერე ფანჯრებსაც აბნელებენ. ცინა დაჟინებით მირჩევს, თუ არაფერს ჭამ,
რამე მაინც დალიეო. მახსენდება, შარშან გაუწყლოებამ კინაღამ როგორ
შემიწირა, და წყალს ვწრუპავ. ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის თუ არა, პიტას
გადასარჩენად მაინც დამჭირდება ძალ-ღონე.
არენის სასტარტო ოთახში შხაპს ვიღებ. ცინა თმას ზურგს უკან მიწნავს და
სამოსის ჩაცმაში მეხმარება. შეწირულთა ფორმა წელს ტანზე მომდგარი
186
თხელი კომბინეზონია, რომელიც ელვაშესაკრავით იკვრება; მეწამული
პლასტმასით დაფარული თხუთმეტი სანტიმეტრის სიგანის ქამარი და რეზი-
ნისძირიანი ნეილონის ჩექმები.
- რას ფიქრობ? - ვეკითხები ცინას.
ცინა მოღუშული სრესს ქსოვილს.
- არ ვიცი. მგონი, სიცივისა და წვიმისგან ვერ დაგიცავს.
- მზისგან? - რატომღაც თვალწინ მიდგება უდაბნოს მცხუნვარე მზე.
- შესაძლოა. თუ დამუშავებულია... - მპასუხობს ცინა, - უი, კინაღამ დამა-
ვიწყდა, - ჯიბიდან ოქროს კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევს იღებს და კომბინე-
ზონზე მამაგრებს.
- წუხანდელი კაბა ფანტასტიკური იყო, - ვამბობ მე. ფანტასტიკური და
თავხედური. ეს ალბათ ცინამაც კარგად იცის.
- ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მოგეწონებოდა, - თავდაჭერილი ღიმილით
ამბობს ცინა.
შარშანდელივით ხელიხელჩაჭიდებულები ვსხედვართ და ვიცდით. ისმის
ხმა, სტარტისთვის მოემზადეთო. ცინა ლითონის მრგვალ ფირფიტამდე მა-
ცილებს და კომბინეზონს ყელამდე მიკრავს:
- გახსოვდეს, ცეცხლოვანო გოგონა, მე კვლავ შენზე ჩამოვდივარ ფსონს,
- მერე შუბლზე მკოცნის და უკან იხევს, რადგან ზემოდან შუშის ცილინდრი
ეშვება.
- გმადლობ, - ვამბობ მე, მაგრამ ცინას ეს ალბათ აღარ ესმის. წელში ვი-
მართები და თავს მაღლა ვწევ, როგორც ცინა მირჩევს ხოლმე. ველი, რო-
დის ამიყვანს ფირფიტა ზევით. მაგრამ ფირფიტა უძრავად დგას.
გაკვირვებული ვუყურებ ცინას. ცინაც ჩემსავით დაბნეულია და თავს უარის
ნიშნად მიქნევს. რატომ მაყოვნებენ?
უეცრად მის ზურგს უკან კარი იღება და ოთახში სამი მშვიდობისმყოფელი
შემოდის. ორი მათგანი ხელებს ზურგს უკან უგრეხს და ბორკილს ადებს,
ხოლო მესამე საფეთქელში ისე ძლიერად ურტყამს, რომ ცინა მუხლებზე
ეცემა. მერე სამივე რკინისწვეტიანი ხელთათმანებით განაგრძობს მის ცემას.
ცინას მთელი სხეულიდან სდის სისხლი. მე გამწარებული ვკივი და შუშის ცი-
ლინდრს მუშტებს ვურტყამ, რომ გავამტვრიო და მასთან მივირბინო, მაგრამ
ამაოდ. მშვიდობისმყოფელები ყურადღებას არ მაქცევენ, ბოლოს ცინას

187
უგონო სხეულს ოთახიდან მიათრევენ. იატაკზე მხოლოდ სისხლის ლაქა
რჩება.
და აი, შოკირებული და შეძრწუნებული, ფირფიტას მაღლა ავყავარ. ჯერ
კიდევ შუშაზე მიყრდნობილს, სახეში გრილი სიო მცემს. შუშა მიწაში ჩადის
და იძულებული ვარ, წელში გავიმართო. უკვე არენაზე ვარ. მხედველობა
დაბინდული მაქვს. ირგვლივ ყველაფერი კაშკაშებს და ზანზარებს. ძირს ვი-
ხედები და ვამჩნევ, რომ ლითონის ფირფიტას გარს ლურჯი ტალღები აკ-
რავს და ჩექმებს მისველებს. თავს ვწევ. ყველგან წყალია გადაჭიმული.
თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებს:
აქ ცეცხლოვანი გოგონას ადგილი არ არის.

188
მტერი

19.

- ქალბატონებო და ბატონებო, 75-ე შიმშილის თამაშები დაიწყო! - გუგუ-


ნებს შიმშილის თამაშების გამომცხადებლის, კლავდიუს ტემპლსმითის ხმა.
ერთ წუთში გონგის ხმა გაისმება და შეწირულებს ფირფიტების დატოვება შე-
ეძლებათ. მაგრამ სად წავიდე?
აზრები ერთმანეთში მერევა. თვალწინ ისევ ნაცემი და გასისხლიანებული
ცინა მიდგას. სად წაიყვანეს? რას უშვრებიან? აწამებენ? ხომ არ მოკლავენ?
მასაც ენას ამოგლეჯენ და ავოქსად აქცევენ? აშკარაა, რომ მასზე თავდას-
ხმით ჩემი მწყობრიდან გამოყვანა სურდათ, როგორც დარიუსის შემთხვევა-
ში სცადეს, და მოახერხეს კიდეც. თავს ძლივს ვიკავებ, რომ ფირფიტაზე არ
ჩავიკეცო. მაგრამ მას შემდეგ, რის თვითმხილველიც შევიქენი, სიმტკიცის
შენარჩუნება მმართებს. ცინას ვერ დავაღალატებ. ის პრეზიდენტ სნოუს და-
უპირისპირდა, როცა ჩემი საქორწინო კაბა კაჭკაჭჯაფარად აქცია. ვერც იმ
აჯანყებულებს დავაღალატებ0, რომლებიც ცინას მაგალითით შეგულიანებუ-
ლები, შეიძლება ამ მომენტში კაპიტოლიუმის დასამხობად იბრძვიან. კაპი-
ტოლიუმის წესებით თამაშზე უარს ვიტყვი და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი
დაუმორჩილებლობის აქტი. ჰოდა, მეც კრიჭაშეკრული ვემზადები საბ-
რძოლველად.
სად ვარ? ჯერაც ვერ გამოვრკვეულვარ. სად ვარ? - საკუთარი თავისგან
ვითხოვ პასუხს. როგორც იქნა, გონს მოვდივარ და გარემოს ვათვალიერებ.
ლურჯი წყალი. ვარდისფერი ცა. მცხუნვარე, კაშკაშა მზე. აი, ისიც, ორმო-
ციოდე მეტრის მოშორებით - ოქროსფრად მოელვარე სიუხვის რქა. თავი-
დან მეჩვენება, რომ მრგვალ კუნძულზე დევს. ყურადღებით დაკვირვებისას
მიწის წვრილ ზოლებს ვამჩნევ, რომლებიც ამ კუნძულს ხმელეთთან აერ-
თებს. აქაურობა ველოსიპედის თვალს ჰგავს. ერთმანეთისგან თანაბრად
დაშორებულ დაახლოებით ათ-თორმეტ მიწის ზოლს ვითვლი. მიწის ზო-
ლებს შორის წყალია; წყალი და შეწირულების თითო წყვილი.
მაშ ასე: თორმეტი მიწის ზოლი და მათ შორის ლითონის ფირფიტებზე
მდგარი ორი შეწირული. ჩემს წყლის სოლში ჩემგან მხარმარჯვნივ მე-8
რაიონელი ვუფი დგას თავის ფირფიტაზე. იგი ზუსტად იმავე მანძილითაა
189
ჩემგან დაშორებული, როგორც მხარმარცხნივ მდებარე მიწის ზოლი. წყლის
მიღმა, საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ქვიშიანი სანაპიროა, სანაპიროს
უკან კი - უღრანი ტყე. შეწირულების რკალს თვალს ვავლებ, მაგრამ პიტას
ვერ ვხედავ. ალბათ სიუხვის რქა ფარავს.
ვიხრები, მუჭით წყალს ვიღებ და ვსუნავ. მერე დასველებულ თითის
წვერს ენით ვეხები. როგორც ველოდი, მლაშეა. სწორედ ასეთი წყლის პი-
რას გავისეირნეთ მცირე ხნით მე-4 რაიონში მე და პიტამ. კარგი, ყოველ
შემთხვევაში, ეს წყალი სუფთა მაინცაა.
არც ნავი ჩანს სადმე, არც - თოკი და არც წყალში მოტივტივე ხის მორი,
რომ ჩაეჭიდო. სიუხვის რქამდე მისასვლელად მხოლოდ ერთი გზა არსე-
ბობს. გონგის ხმა ისმის თუ არა, მაშინვე წყალში ვხტები და მარცხნივ მივცუ-
რავ. მშვიდ, აუღელვებელ ტბაში ცურვას მიჩვეულს ამ ტალღებთან გამკლა-
ვება ცოტათი მიჭირს, მაგრამ თავს უჩვეულოდ მსუბუქად ვგრძნობ. ეს ალ-
ბათ მარილის გამოა. მიწის ზოლზე გაწუწული ავდივარ და სიუხვის რქისკენ
მივრბივარ. ამ მხრიდან სხვა მონაწილეებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაგ-
რამ ისიც აღსანიშნავია, რომ ოქროსფერი კონუსი ხედს მიფარავს. თანაც,
ახლა მეტოქეებზე ფიქრის დრო არ არის. პროფესიონალივით უნდა ვიმოქ-
მედო და ხელში საბრძოლო იარაღი ჩავიგდო.
შარშან საჭირო ნივთები და სურსათ-სანოვაგის მარაგი სიუხვის რქის გარ-
შემო იყო მიმოყრილი. სასარგებლო - ახლოს, უსარგებლო - მოშორებით.
თუმცა, წელს ყველაფერი 7 მეტრიანი კონუსის პირთან არის დახვავებული.
პირველი, რაც თვალში მხვდება, ოქროსფერი მშვილდია და მაშინვე ხელს
ვავლებ.
ჩემს ზურგს უკან აშკარად ვიღაც დგას. მგონი, ქვიშის ხრაშუნმა შემაშფო-
თა თუ სიოს ქროლვამ, არ ვიცი... ჯერ კიდევ ძირს დაგდებული კაპარჭიდან
ისარს ვიღებ და მშვილდმოზიდული ვტრიალდები უკან.
წყლის წვეთებით დაცვარული, თვალისმომჭრელად მბზინავი ფინიკი სამ-
კაპს მიღერებს. მეორე ხელში ბადე უჭირავს. დაძაბული ოდნავ მიღიმის.
- ცურვა შენც გცოდნია, - ამბობს ის, - მე-12 რაიონში ისწავლე?
- სახლში დიდი აბაზანა გვაქვს.
- ალბათ, - ამბობს ფინიკი, - მოგწონს არენა?
- დიდად არა. აი, შენ კი უნდა მოგწონდეს. ეტყობა, საგანგებოდ შენთვის
ააშენეს, - ჩემს ხმაში ნაღველი იგრძნობა.
190
მართლაც ასე ჩანს. ყველგან წყალია, არადა, შეწირულების უმეტესობამ
ცურვა არ იცის. არც საწვრთნელ ცენტრში იყო აუზი, რომ ცურვა გვესწავლა.
მოკლედ, ან აქ ჩამოსვლამდე უნდა გცოდნოდა ცურვა ან ძალიან ნიჭიერი
უნდა იყო. ზოგმა შეიძლება სიუხვის რქასთან სისხლისღვრამდეც ვერ გაძ-
ლოს, თუ ოცი მეტრის გამოცურვა ვერ შეძლო. მე-4 რაიონელებს დიდი უპი-
რატესობა აქვთ.
რამდენიმე წამს ასე გაუნძრევლად ვდგავართ, ერთმანეთის შესაძლებ-
ლობებს და იარაღს ვაფასებთ. უეცრად ფინიკი იღიმის:
- რა კარგია, რომ მოკავშირეები ვართ. არა?
ეჭვი მიპყრობს, რომ ხაფანგს მიგებს. ის არის, ისარი გულში უნდა გავურ-
ჭო, სანამ სამკაპი მკერდში ჩაუცია, რომ ხელს წევს და მის მაჯაზე თვალის-
მომჭრელად ელვარებს სქელი ოქროს სამაჯური, რომელზეც ცეცხლის ენე-
ბია ამოკვეთილი.
სუსტად ასეთი ეკეთა ჰეიმიჩს ვარჯიშების დაწყების დილას. ვითომ ფინიკ-
მა ჰეიმიჩს მოჰპარა? არა მგონია. პირიქით, ჰეიმიჩმა მისცა, რომ ჩემთვის
ენიშნებინა. ეს ბრძანებაა, ფინიკს უნდა ვენდო.
ნაბიჯის ხმა გვიახლოვდება. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მივი-
ღო.
- ჰო! - მკვახედ ვახლი ფინიკს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჰეიმიჩი
ჩემი მენტორია და ჩემს გადარჩენას ცდილობს, მასზე მაინც ვბრაზობ. წინას-
წარ რატომ არ გამაფრთხილა? ალბათ იმიტომ, რომ მე და პიტამ ვინმეს-
თან დაამხანაგება არ მოვინდომეთ. ჰეიმიჩმა თვითონ შეგვირჩია მოკავში-
რე.
- თავი დახარე! - ბრძანებას მაძლევს ფინიკი. ამას ჩვეული ხავერდოვანი
ხმით კი არა, ისე მკაცრად მეუბნება, რომ ბრძანებას უყოყმანოდ ვემორჩი-
ლები. მისი სამკაპი ზუზუნით მიფრინავს და მიზანს ერჭობა. მე-5 რაიონელი
ლოთი, რომელმაც ფარიკაობის სექციაში აღებინა, მუხლებზე ეცემა. ფინიკი
მას მკერდში ჩარჭობილ სამკაპს აძრობს და მე მომმართავს:
- 1-ლ და მე-2 რაიონელებს არ ენდო.
ახლა ჩასაძიებლად არ მცალია. კაპარჭს ვიღებ და მხარზე ვიკიდებ.
- ორივე მხრიდან შემოვურბინოთ? - ვეკითხები ფინიკს. ის თავს მიქნევს
და მე მეორე მხარეს გავრბივარ. ოთხი მიწის ზოლის მოშორებით, ენობა-
რია და გლოსი ამოდიან წყლიდან. ან ძალიან ნელა ცურავენ, ან იფიქრეს,
191
რომ წყალში მონაწილეებისთვის საფრთხე იმალება. შეიძლება მართლაც
ასე იყოს და, კიდევ კარგი, ბევრი არ მიფიქრია. ზოგჯერ ასე უკეთესია. მათ
უკვე მიწაზე დადგეს ფეხი და რამდენიმე წამში სიუხვის რქასთან იქნებიან.
- რამე სასარგებლო იპოვე? - მეძახის ფინიკი.
ჩემს მხარეს გროვაში გურზები, ხმლები, მშვილდ-ისრები, სამკაპები, და-
ნები, ნაჯახები და ჩემთვის უცნობი ლითონის საგნები ყრია... მეტი არაფერი.
- მხოლოდ იარაღი! - ვპასუხობ მე.
- აქეთაც! - მიდასტურებს ფინიკი, - აიღე, რაც გინდა და წავედით!
მეტისმეტად მოახლოებულ ენობარიას ისარს ვესვრი, მაგრამ ის ისევ
წყალში ჩახტომით შველის თავს. გლოსი მასავით სწრაფი არ არის და სანამ
ისეც ჩაყვინთავდეს, წვივში ჩემი ისარი ერჭობა. კიდევ ერთ მშვილდსა და
კაპარჭს მხარიღლივ ვიკიდებ, ორ გრძელ დანას და სადგისს ქამარში ვირ-
ჭობ და სიუხვის რქის პირთან ფინიკს ვხვდები.
- იმასაც მოუხერხე რამე! - მანიშნებს ფინიკი. ჩვენკენ ბრუტუსი მორბის.
განიერი ქამარი გაუშლია და წინ აუფარებია. ისარს ვესვრი, მაგრამ სანამ
ღვიძლში ჩაერჭობოდეს, ქამრის მეშვეობით იგერიებს. გახვრეტილი ქამრი-
დან იასამნისფერი სითხე ეშხეფება სახეში. ლარზე მეორე ისარს ვამაგრებ,
მაგრამ ამასობაში ბრუტუსი ძირს ეცემა, კოტრიალ- კოტრიალით მიდის
წყლამდე და შიგ ყვინთავს. ზურგს უკან ლითონის ჟღრიალი მესმის.
- გავეცალოთ აქაურობას! - ვეუბნები ფინიკს.
სანამ ყურადღება ბრუტუსზე გვქონდა გადატანილი, ენობარიამ და
გლოსმა სიუხვის რქამდე მიაღწიეს. ბრუტუსი ჩემგან ისრის სასროლ მან-
ძილზეა; ალბათ ქაშმირიც სადმე ახლოსაა. ეს ოთხი პროფესიონალი თავი-
დანვე შეიკრა. მარტო ჩემს უსაფრთხოებას რომ ეხებოდეს საქმე, ფინიკთან
ერთად ოთხივეს შევებრძოლებოდი, მაგრამ პირველ ყოვლისა, პიტაზე უნ-
და ვიზრუნო. აი, ისიც. კვლავ თავის ფირფიტაზე დგას. მისკენ გავრბივარ და
ფინიკიც დაუფიქრებლად მომყვება. წყლის პირას ქამარში გარჭობილ და-
ნებს ვიძრობ და მასთან მისაცურად ვემზადები, რომ როგორმე გამოვიყვა-
ნო.
- მე წამოვიყვან, - მხარზე ხელს მადებს ფინიკი.
ხომ არ მატყუებს? ჯერ ჩემი ნდობა მოიპოვა და ახლა პიტას დახრჩობას
ეცდება?
- თვითონაც შემიძლია, - ვეუბნები მე.
192
მაგრამ ფინიკს უკვე დაუყრია ძირს იარაღი.
- შენს მდგომარეობაში გადაღლა არას გარგებს, - ფინიკი მუცელზე მა-
დებს ხელს.
აჰ, ჰო, მე ხომ ორსულად ვარ, - ვფიქრობ გულში. ალბათ აჯობებს, ხან-
დახან გული ავირიო, რომ ვერავინ იეჭვოს.
- დამიცავი, - ამბობს ფინიკი და წყალში ხტება.
მშვილდმოზიდული ვდგავარ წყლის პირთან, მაგრამ არავინ გვიტევს. სი-
უხვის რქასთან გლოსი, ქაშმირი, ენობარია და ბრუტუსი შეკრებილან და
საბრძოლო იარაღს ირჩევენ. შეწირულების უმეტესობა კი ჯერაც ფირფი-
ტებს მისწებებია. არა, მოიცა, ჩემგან მარცხნივ, პიტას მოპირდაპირე მიწის
ზოლზე ვიღაც დგას. ეს მეგსია. ის არც სიუხვის რქისკენ მიდის და არც გარ-
ბის. ჩემს დანახვაზე წყალში ჩადის და ჩემკენ მოცურავს. ბებერი კია, მაგრამ
მე-4 რაიონში გატარებული ოთხმოცი წლის შემდეგ წყალში ნაღდად არ და-
იხრჩობა.
ამასობაში ფინიკს უკვე მიუღწევია პიტამდე და ახლა ნაპირისკენ მოათ-
რევს. ცალი ხელი პიტას მკერდზე აქვს შემოხვეული, მეორეთი იოლად მოა-
პობს ტალღებს. პიტა არ ეწინააღმდეგება. არ ვიცი, როგორ დაარწმუნა ფი-
ნიკმა, რომ არაფერს დაუშავებს. შეიძლება სამაჯური უჩვენა, ან პიტასთვის
ნაპირზე ჩემი დანახვაც საკმარისი იყო. ნაპირთან მოახლოებულებს მეც ვე-
გებები და პიტას ხელს ვუწვდი, რომ ხმელეთზე ამოვათრიო.
- კიდევ ერთხელ გამარჯობა, - მესალმება პიტა და ლოყაზე მკოცნის, -
მოკავშირეები გვყავს.
- ჰო, როგორც ჰეიმიჩს სურდა, - ვპასუხობ.
- შემახსენე, კიდევ ვინმესთან ხომ არ დავამხანაგებულვართ?
- მგონი, მხოლოდ მეგსთან, - თავს ვიქნევ დედაბრისკენ, რომელიც შე-
უპოვრად მოიწევს ჩვენკენ.
- მეგსს ვერ მივატოვებ, - ამბობს ფინიკი, - ერთ-ერთი იშვიათთაგანია, ვი-
საც ნამდვილად მოვწონვარ.
- მეგსის წინააღმდეგი არ ვარ, - ვამბობ მე, - მით უმეტეს, ამ არენაზე. მი-
სი კავების გარეშე საჭმლის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება.
- ქეთნისს მეგსთან დაამხანაგება პირველივე დღიდან უნდოდა, - ერთვება
პიტა.

193
- ქეთნისს პიროვნების შეფასების მშვენიერი უნარი აქვს, - ფინიკი მეგსს
ცალ ხელს ჰკიდებს და ფინიასავით ამოჰყავს წყლიდან. მეგსი გაურკვევ-
ლად ლუღლუღებს რაღაცას - მხოლოდ სიტყვა ტივტივას ვარჩევ - თან ქა-
მარზე იტყაპუნებს ხელს.
- ჰო, მართალს ამბობს. ვიღაც უკვე მიმხვდარა, - ფინიკი ბიტისკენ მიგვი-
თითებს. ბიტი წყალში ფართხალებს, თუმცა, არ იძირება.
- რას? - ვეკითხები მე.
- ეს ქამრები სატივტივო მოწყობილობებია, - ამბობს ფინიკი, - მართა-
ლია, ხელის გაქნევა გიწევს, მაგრამ არ იძირები.
ლამისაა ფინიკს ვთხოვო, ბიტის და უაიერესს დავუცადოთ და თან წავიყ-
ვანოთ-მეთქი, მაგრამ ბიტი ჩვენგან სამი ზოლის მოშორებითაა, ხოლო უა-
იერესი საერთოდ არ ჩანს. ფინიკი რომ მივუშვა, მათაც მე-5 რაიონელივით
წამში მოუღებს ბოლოს, ამიტომ ვექაჩები, დროზე წავიდეთ-მეთქი. პიტას მე-
ორე მშვილდს, ისრების კაპარჭს და დანას ვაძლევ, დანარჩენს ჩემთვის ვი-
ტოვებ. მეგსი სახელოზე მავლებს ხელს და რაღაცას მებურტყუნება. მას
სადგისს ვაძლევ. კმაყოფილი მეგსი სადგისის ტარს უკბილო ღრძილებში
იჩრის და ფინიკს გაშლილ ხელებს უწვდის. ფინიკი ბადეს მხრებზე ისხამს,
ზედ მეგსს ისვამს, თავისუფალ ხელში სამკაპს იჭერს და სიუხვის რქას სირ-
ბილით ვშორდებით.
ქვიშიანი სანაპირო სრულდება და ტყე იწყება. არა, ეს ტყე არ არის.
მსგავსი არაფერი მინახავს. ჯუნგლი - ეს მოძველებული სიტყვა მომდის თავ-
ში. მგონი, შიმშილის თამაშებში მომისმენია ან მამაჩემისგან გამიგონია.
გლუვმერქნიანი და თითქმის უტოტო ხეები არ მეცნობა. შავი და რბილი მი-
წა ფერადი ლიანებით არის დაფარული. მზე აცხუნებს, ხოლო ჰაერი დახუ-
თული და ნესტიანია. აქ სიმშრალე ნაღდად არ მეღირსება. ჩემი თხელი
კომბინეზონი სწრაფად შრება, თუმცა, მალევე ოფლით იჟღინთება და
კვლავ ტანზე მეწებება.
წინ პიტა მიგვიძღვის. ხშირ მცენარეებში დანით მიიკაფავს გზას. მას ფინი-
კი მიჰყვება, რომელიც ყველაზე ღონიერი კია, მაგრამ მხრებზე მეგსი აზის
და ხელები დაკავებული აქვს. თანაც, ამ ჯუნგლში სამკაპი ისევე უსარგებ-
ლოა, როგორც ჩემი მშვილდ-ისარი. ცოტა ხანში აღმართი იწყება. უფრო
მეტად გვცხება და ფერდობზე სუნთქვა გვიჭირს. მე და პიტას ბოლოდროინ-
დელი ვარჯიშები წაგვადგა, ფინიკი კი ფიზიკურად იმდენად ძლიერია, რომ
194
მეგსით დამძიმებულიც კი მხოლოდ ერთი საათის შემდეგ ითხოვს დასვენე-
ბას. მგონი, ამასაც მეგსის ხათრით აკეთებს. სიუხვის რქა თვალს მოეფარა.
ხის კენწეროზე ვძვრები, რომ იქიდან გარემო დავზვერო. ნეტა არ ამოვსუ-
ლიყავი... სიუხვის რქის გარშემო მიწა სისხლით არის მორწყული; წყალი მე-
წამულ ლაქებს დაუფარავს. გვამები მიწაზე ყრია და წყალში ტივტივებს. ყვე-
ლას ერთნაირი ფორმა აცვია და ამ სიშორიდან ვერ ვარჩევ, ვინ მოკლეს
და ვინ გადარჩა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პაწაწინა ლურჯი ფი-
გურები ჯერაც იბრძვიან. აბა, რა მეგონა? წუხელ სცენაზე ხელიხელჩაკიდე-
ბული შეწირულები არენაზეც ზავს გამოაცხადებდნენ?! ვაღიარებ, გულის
სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ხალხი მცირეოდენ თავშეკავებას მაინც გა-
მოიჩენდა. ესენი კი პირდაპირ ეტაკნენ ერთმანეთს. ხალხი, რომელიც ერ-
თმანეთს იცნობდა და მეგობრობდა, - სინანულით ვაქნევ თავს.
ამ არენაზე ერთადერთი მეგობარი მყავს და ის მე-4 რაიონელი არაა.
სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდე, სახეს გრილ სიოს ვუშვერ. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ფინიკს სამაჯური უკეთია, მხნეობა უნდა მოვიკრიბო და ვეს-
როლო. ჩვენს კავშირს მომავალი არ აქვს. ფინიკის გაშვება სახიფათოა.
სწორედ ახლა მაქვს ხელსაყრელი მომენტი მის მოსაკლავად. შემიძლია
ზურგში ვესროლო. საძაგლობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოცდისა და მას-
თან დაახლოების შემდეგ მისი მოკვლა უფრო დიდი საძაგლობა არ იქნება?
არა, გადადება არ ივარგებს. მხნეობის მოსაკრებად უკანასკნელად ვუყურებ
სიუხვის რქასთან გაჩაღებულ სისხლისღვრას და ძირს ჩავდივარ.
თუმცა, როგორც ჩანს, ფინიკმა ჩემი აზრები წაიკითხა. თითქოს ხვდება,
რაც დავინახე და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე.
- რაო, ქეთნის, მონაწილეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს? ძალადო-
ბაზე უარი თქვეს? იარაღი ზღვაში გადაყარეს და კაპიტოლიუმს დაუმორჩი-
ლებლობა გამოუცხადეს? - მეკითხება სამკაპმოღერებული ფინიკი.
- არა.
- არა, - იმეორებს ფინიკი, - იმიტომ, რომ წარსულში რაც მოხდა, მოხდა.
არენაზე შემთხვევით არავის გაუმარჯვია, - მერე პიტასკენ აპარებს მზერას, -
ალბათ პიტას გარდა.
მაშ, ფინიკსაც სცოდნია ის, რაც მე და ჰეიმიჩმა ვიცით; რომ პიტა ყველას
გვჯობია. ფინიკმა მე-5 რაიონელი თვალის დაუხამხამებლად მოკლა. არც
მე დამჭირვებია დიდი ხანი, რომ იერიშზე გადავსულიყავი. მე არ ვიყავი,
195
ენობარიას, გლოსს და ბრუტუსს რომ ვესროლე? პიტა ჯერ მოლაპარაკებას
მაინც ეცდებოდა, იქნებ უფრო მეტი მოკავშირე შევიძინოთო. თუმცა, ფინიკი
მართალია. მეც მართალი ვარ. ამ ხალხს არენაზე გულმოწყალება რომ გა-
მოეჩინა, თავზე გამარჯვებულის გვირგვინს ვერ დაიდგამდნენ.
ფინიკს თვალებში ვუყურებ. ჩემი ისარი უფრო სწრაფად ჩაერჭობა ტვინში
თუ მისი სამკაპი უფრო სწრაფად გამიპობს მკერდს? ფინიკი ჩემგან ელის
პირველ სვლას. ითვლის, ჯერ ჩემი იერიშის მოგერიება აჯობებს თუ პირდა-
პირ ჩემზე თავდასხმა. ზუსტად ბოლო წამს ჩვენ შორის პიტა დგება და მე-
კითხება:
- რამდენი დაიხოცა?
- ძნელი სათქმელია. სულ ცოტა, ექვსი შეწირული. ბრძოლა ჯერაც
გრძელდება, - ვპასუხობ, გულში კი ვფიქრობ: გაიწიე, შე იდიოტო,
პიტა ფეხს არ იცვლის.
- გზა განვაგრძოთ. წყალი გვჭირდება, - ამბობს მშვიდად.
ჯერჯერობით ღელე ან წყარო არსად შეგვხვედრია, მლაშე წყალი კი არ
დაილევა. კიდევ ერთხელ მახსენდება შარშანდელი შიმშილის თამაშები,
როცა წყურვილისგან კინაღამ მოვკვდი.
- აჯობებს, ეგ სწრაფად ვქნათ, - გვირჩევს ფინიკი, - დაღამებამდე თავშე-
საფარიც უნდა ვიპოვოთ, სანამ დანარჩენები დაგვედევნებიან.
ფინიკი მრავლობითში საუბრობს. ალბათ ცოტა ვიჩქარე, დაუყოვნებლივ
მისი მოკვლა რომ მოვინდომე. ჯერჯერობით სულ გვეხმარება. სამაჯურიც
უკეთია - რაც ჰეიმიჩის ნიშანია. ვინ იცის, ფინიკი ღამით რას გვიმზადებს. თუ
საჭირო გახდება, ყოველთვის შევძლებ მის ძილში მოკვლას. მოკლედ, ამ
მომენტს ხელიდან ვუშვებ. ფინიკიც ასე იქცევა.
წყალი არ გვაქვს და ინსტინქტურად უფრო მწყურდება. კვლავ აღმართს
მივუყვებით. ფხიზლად ვარ, იქნებ სადმე ნაკადული მოწანწკარებდეს, მაგ-
რამ უშედეგოდ. თითქმის ორი კილომეტრის შემდეგ ხეები სრულდება და
ბორცვს თავზე ვექცევით.
- იმედია, ბორცვის გადაღმა ბედი გაგვიღიმებს და ნაკადულს ან წყაროს
ვიპოვით.
თუმცა, მეორე მხარე არ არსებობს. რიგის ბოლოში ვდგავარ, მაგრამ
ყველაზე ადრე მე ვხვდები ამას. თვალში მხვდება უჩვეულოდ მოლივლივე
ოთხკუთხა მონაკვეთი, რომელიც ჰაერში დეფორმირებული ფანჯრის მინა-
196
სავით ჰკიდია. თავიდან მგონია, რომ მიწიდან მზე ირეკლება, მაგრამ რომ
ვმოძრაობ0, ოთხკუთხედი არც ფორმას იცვლის და არც ადგილს. საწ-
ვრთნელ ცენტრში უაიერესთან და ბიტთან საუბარი მახსენდება და ვხვდები,
ეს რაც არის. გამაფრთხილებლად ვყვირი, მაგრამ პიტა მცენარეების გასა-
კაფად დანის მოქნევას მაინც ასწრებს.
ისმის მკვეთრი ზუზუნი. წამით ხეები ქრება და თვალწინ შიშველი უდაბნო
იშლება. მერე ელექტრული ველი პიტას უკან ისვრის. პიტა ფინიკსა და
მეგსს ეჯახება და მათთან ერთად მიწაზე ეცემა.
ბუჩქებში გახლართული პიტასკენ გავრბივარ.
- პიტა! - შეტრუსული თმის სუნი მცემს. კიდევ ერთხელ ვეძახი მას და
ძლიერად ვანჯღრევ. პიტა პასუხს არ მცემს. თითებს ტუჩებზე ვადებ. წუთის
წინ მძიმედ ქოშინებდა, ახლა კი აღარ სუნთქავს. მკერდზე ვადებ ყურს და
როგორც ყოველთვის, ველი, რომ მის ძლიერ და თანაბარ გულისცემას გა-
ვიგონებ.
თუმცა, არაფერი მესმის.

20.

- პიტა! - ვყვირი, უფრო ძლიერად ვანჯღრევ და სახეში ხელს ვურტყამ.


ამაოდ. გულმა უმტყუნა, - პიტა!
ფინიკი მეგსს ხესთან სვამს და მე გვერდზე მაგდებს:
- მიმიშვი!
ჯერ პიტას გულისცემას უსმენს; მერე ხელს უსვამს ნეკნებსა და ხერხე-
მალზე; მერე ცხვირზე უჭერს ხელს.
- არა! - ფინიკს ყვირილით ვესხმი თავს. დარწმუნებული ვარ, მის მოკ-
ვლას ცდილობს. ფინიკი მკერდში ისე ძლიერად მირტყამს ხელს, რომ უკან
მივფრინავ და ზურგით უახლოეს ც ხეს ვენარცხები. ამასობაში კი ფინიკი პი-
ტას კვლავ ცხვირზე უჭერს ხელს. მე კაპარჭიდან ისარს ვიღებ, მშვილდს
ვჭიმავ და გასასროლად ვემზადები, რომ უეცრად ფინიკი პიტას ტუჩებში
კოცნის. ეს იმდენად მოულოდნელია, რომ გაოგნებულს, სროლა მავიწყდე-
ბა. არა, კი არ კოცნის, ცხვირზე ხელს უჭერს და ხელოვნურ სუნთქვას უტა-
რებს. კი, ნამდვილად ასეა. ვხედავ, როგორ აუდ-ჩაუდის მკერდი პიტას. მე-
197
რე ფინიკი კომბინეზონის ელვაშესაკრავს უხსნის და გულზე ხელისგულებით
აწვება. პირველმა შოკმა გამიარა და უკვე ვხვდები ფინიკის ჩანაფიქრს.
რამდენჯერმე მინახავს, ზუსტად ამავეს როგორ აკეთებდა დედაჩემი. სამ-
წუხაროდ, მე-12 რაიონში თუ გული უმტყუნებს, დედაჩემამდე იშვიათად ას-
წრებენ მომაკვდავის მოყვანას. მასთან მეტწილად დამწვრები, დაჭრილები
ან დამშეულები მოჰყავთ ხოლმე.
როგორც ჩანს, ფინიკის სამყაროში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მის-
თვის ეს უცხო არაა. მეთოდურად და რიტმულად მოქმედებს. სასოწარკვეთი-
ლი ვჯდები მიწაზე და მშვილდ-ისარს ხელს ვუშვებ.
დრო გადის და თანდათან ვკარგავ იმედს. ისაა, საბოლოოდ ვრწმუნდები,
რომ უკვე გვიანია და პიტას მობრუნება შეუძლებელია, რომ პიტა სუსტად ახ-
ველებს.
პიტასკენ გავრბივარ. ნაზად ვუწევ შუბლზე ჩამოყრილ სველ თმას და კი-
სერზე მფეთქავ ძარღვზე ვადებ თითს.
- პიტა, - ჩუმად ვეძახი.
პიტა თვალებს ახელს:
- ფრთხილად, წინ ელექტრული ველია.
მეცინება, თუმცა, ცრემლები ღაპაღუპით მდის.
- საწვრთნელი ცენტრის სახურავზე ასეთი ძლიერი ველი არ ყოფილა, -
ამბობს ის, - თუმცა, კარგად ვარ. ცოტათი შევჯანჯღარდი.
- კინაღამ მოკვდი! გული გაგიჩერდა! - დაუფიქრებლად ვყვირი და მაშინ-
ვე პირზე ხელს ვიფარებ, რადგან ცრემლები მახრჩობს და სლუკუნს ვიწყებ.
- რა ვიცი, მგონი ვსუნთქავ. კარგად ვარ, ქეთნის.
მე თავს ვუქნევ, მაგრამ სლუკუნს ვერ ვიკავებ.
- ქეთნის, რა გჭირს? - ახლა უკვე პიტა ღელავს, - რა სიგიჟეა!
- არა უშავს, ჰორმონების ბრალია, - ამშვიდებს ფინიკი, - ის ხომ ორსუ-
ლადაა.
ფინიკი მუხლებზე დგას. სიცხეში აღმართზე სიარულსა და პიტას სააქაოს
მობრუნებას ძალიან დაუღლია და მძიმედ ქშინავს.
- არა, სულაც არ... - ვიწყებ, მაგრამ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და ისტე-
რიკულად ვტირი, რაც ფინიკს თავისი სიტყვების სიმართლეში საბოლოოდ
არწმუნებს. ის თვალს არ მაშორებს და მეც აცრემლებული ვუბღვერ. ვიცი,
რომ მასზე განაწყენება სისულელეა; პიტა მე კი არა, ფინიკმა გადაარჩინა,
198
მაგრამ ამის გამო მისი მადლიერი უნდა ვიყო და არ ვბრაზობდე. გულის
სიღრმეში ვარ კიდეც მადლიერი, მე ის მწყინს, რომ ამიერიდან ფინიკ
ოდეარის ვალი მაქვს. სამუდამოდ. როგორღა მოვკლავ ძილში?
მის სახეზე სარკასტულ გამომეტყველებას ველი, მაგრამ გაოცებულს უფ-
რო ჰგავს. ხან მე მიყურებს, ხან - პიტას, თითქოს რაღაც ვერ გაურკვევიაო,
მერე უსიამოვნო აზრების გასაფანტად თავს იქნევს და პიტას ეკითხება:
- როგორ ხარ? გზის გაგრძელებას შეძლებ?
- არა, უნდა დაისვენოს, - პიტას მაგივრად ვპასუხობ.
კვლავაც ცრემლი მდის. ქსოვილის პატარა ნაჭერიც კი არ მაქვს, რომ
ცხვირი მოვიწმინდო. მეგსი ხის ტოტიდან ხავსს გლეჯს და მუჭით მაწვდის.
უყოყმანოდ ვართმევ ხავსს, ხმაურიანად ვიხოცავ ცხვირს და ცრემლებსაც
ვიწმენდ. ჩემდა გასაკვირად, ხავსი საკმაოდ კარგად მიმშრალებს სახეს, თა-
ნაც რბილია.
პიტას მკერდზე რაღაც ოქროსფრად ელვარებს. ყელზე მედალიონი აქვს
შებმული, რომელზეც ჩემი კაჭკაჭჯაფარაა ამოკვეთილი.
- ეს შენი სიმბოლოა?
- დიახ, - მპასუხობს ის, - წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ მიკეთია? მინ-
დოდა, ერთნაირები გვქონოდა.
- არა, წინააღმდეგი არ ვარ, - ძალდატანებით ვუღიმი. ის, რომ პიტას
არენაზე კაჭკაჭჯაფარას მედალიონი უკეთია, კარგიცაა და ცუდიც. ერთი
მხრიქ, ამ მედალიონის დანახვა აჯანყებულებს ძალას შთაბერავს, მეორე
მხრივ, პრეზიდენტი სნოუ ამაზე თვალს არ დახუჭავს, რაც პიტას გადარჩენას
კიდევ უფრო გაართულებს.
- მაშ, აქ დავბანაკდეთ? - მეკითხება ფინიკი.
- აქ დარჩენა ცუდი აზრია, - ამბობს პიტა, - წყალი არ გვაქვს, თავსაც
ვერსად შევაფარებთ. დამიჯერეთ, თუ ნელა ვივლით, არაფერი მომივა.
- აქ დარჩენას ნელა სიარული ჯობია, - ფინიკი პიტას წამოდგომაში ეხმა-
რება.
დღეს ჯერ ცინას სასტიკ ცემას შევესწარი, მერე არენაზე აღმოვჩნდი და
პიტა კინაღამ დაიღუპა. მადლობა ღმერთს, ფინიკი ჩემი ფეხმძიმობის კო-
ზირს კარგად ათამაშებს, თორემ მეტად საეჭვოა, ასე დათრგუნვილმა სპონ-
სორები მოვხიბლო.

199
მშვილდ-ისარს ვამოწმებ. ყველაფერი წესრიგშია და ეს სიმტკიცეს მიბრუ-
ნებს.
- წინ მე ვივლი, - ვეუბნები დანარჩენებს.
პიტა გაპროტესტებას აპირებს, მაგრამ ფინიკი აწყვეტინებს:
- მიუშვი, იაროს, - მერე მე მიბღვერს, - შენ ჩვენზე ადრე მიხვდი, რომ წინ
ელექტრული ველი იყო; ბოლო წამს მიხვდი და გაფრთხილებასაც აპირებ-
დი, ოღონდ ვერ მოასწარი.
თავის ქნევით ვეთანხმები.
- როგორ მიხვდი?
ვყოყმანობ. იმის თქმა, რომ უაიერესმა და ბიტიმ ელექტრული ველის
ცნობა მასწავლეს, საშიშია. არა მგონია, თამაშის შემოქმედებს დაენახოთ,
სავარჯიშო დარბაზში მათ მაგიდას რომ ვუთვალთვალებდით. ასეა თუ ისე,
ამ ძვირფას ინფორმაციას უნდა გავუფრთხილდე. თუ გაიგეს, რომ ელექ-
ტრულ ველს ვცნობ, შეიძლება რამე შეცვალონ და ვეღარ დავინახო. ამი-
ტომაც ვიტყუები:
- არ ვიცი. რაღაცნაირად ხმა მესმის. ყური დაუგდეთ.
ყველანი ვჩუმდებით. ჩიტების და მწერების ხმა ისმის. ნიავი ფოთლებს
აშრიალებს.
- მე არაფერი მესმის, - ამბობს პიტა.
- მე მესმის, - დაჟინებით ვიმეორებ, - თითქოს მე-12 რაიონზე შემორ-
ტყმული ღობე ზუზუნებს, ოღონდ უფრო ჩუმად.
სხვები კვლავ აყურადებენ. მეც ვაყურადებ, თუმცა, ვიცი, რომ არანაირი
ხმა არ ისმის.
- აი, გაიგონეთ? - ვეკითხები სხვებს, - ხმა იმ მხრიდან მოდის, სადაც პი-
ტას დენმა დაარტყა.
- მეც არაფერი მესმის, - ამბობს ფინიკი, - მაგრამ თუ შენ გესმის, გაგვიძე-
ხი.
- უცნაურია, მხოლოდ მარცხენა ყურით მესმის, - უფრო მეტი დამაჯერებ-
ლობისთვის, ვითომ გაკვირვებული ვამბობ.
- რომელშიც ექიმებმა სმენა აღგიდგინეს? - მეკითხება პიტა.
- ჰო, - ვპასუხობ და მხრებს ვიჩეჩ, - ალბათ ზედმეტი მოუვიდათ. ხანდახან
უჩვეულო რამეები მესმის ხოლმე. ისეთები, რაც წესით, ადამიანს არ უნდა

200
ესმოდეს. მაგალითად, როგორ შლის მწერი ფრთებს ან როგორ ეცემა
თოვლის ფიფქები მიწაზე.
მშვენიერია. ახლა მთელ ყურადღებას იმ ქირურგებზე გადაიტანენ, რომ-
ლებმაც შარშან შიმშილის თამაშების დამთავრების შემდეგ ყურზე ოპერაცია
გამიკეთეს. დაე, მათ ახსნან, რატომ მესმის ღამურასავით.
- წადი, - წინ მიბიძგებს მეგსი. რახან ნელა მივდივართ, მეგსიც ფეხით მო-
დის. ფინიკმა ხის ტოტისგან ხელჯოხი გამოუთალა. პიტასთვისაც ამზადებს
კვერთხს, რადგან მიუხედავად პროტესტებისა, პიტას აშკარად ეტყობა, რომ
ამწუთას ყველაფერს წოლა ურჩევნია. სულ ბოლოს ფინიკი მოდის და ასე
თუ ისე, ზურგიდან დაცულები ვართ.
წინ მივიწევ. ელექტრული ველისკენ მარცხენა, ზემგრძნობიარე ყური
მაქვს მიშვერილი. რაკი, სინამდვილეში, არაფერიც არ მესმის, ხის ტოტზე
ყურძნის მტევანივით ჩამოკიდებულ ერთ მუჭა კაკალს ვწყვეტ და წინ ვისვრი.
საკმაოდ ჭკვიანურია, რადგან ელექტრული ველის მანიშნებელ ლაქებს იშ-
ვიათად ვამჩნევ. კაკალი ელექტრულ ველს ხვდება და რამდენიმე წამში, გა-
მურული და გაბზარული, ჩემს ფერხთით შიშინით ვარდება.
რამდენიმე წუთის შემდეგ ტკაცუნის ხმა მესმის. უკან ვტრიალდები. მეგსს
ნაჭუჭი დაუმტვრევია და უკვე გამოტენილ პირში კიდევ ერთ კაკალს იგდებს.
- მეგს, გადმოაფურთხე! - ვუყვირი, - ხომ შეიძლება შხამიანი იყოს?!
მეგსი რაღაცას ლუღლუღებს და ყურადღებას არ მაქცევს, ტუჩებს სი-
ამოვნებით ილოკავს. ფინიკისკენ ვტრიალდები, იქნებ შენ შეაგნებინო-მეთ-
ქი, მაგრამ ის სიცილით მეუბნება:
- მალე გავიგებთ, შხამიანია თუ არა.
გზადაგზა ფინიკზე ვფიქრობ. ის ჰეიმიჩის ნდობით აღჭურვილი პირია; მან
მეგსი სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ ამ უცხო კაკლის ჭამას არ უკრძალავს;
მან პიტაც სააქაოს მოაბრუნა, მაგრამ სიკვდილი რატომ არ აცალა? ვერა-
ვინ დაადანაშაულებდა. არანაირად არ მქონდა იმის იმედი, რომ ფინიკი პი-
ტას გადაარჩენდა. რაში დასჭირდა პიტასთვის სიცოცხლის შენარჩუნება ან
ჩემთან დაამხანაგება? თუ საქმე აქამდე მივა, ხელის აუკანკალებლად მომ-
კლავს, მაგრამ არჩევანის უფლება რატომღაც მე დამიტოვა.
კაკლების სროლა-სროლით ვაგრძელებ წინსვლას. ვცდილობ, როგორ-
მე მხარმარცხნივ გავარღვიო წინაღობა, სიუხვის რქა უკან მოვიტოვო და

201
სადმე წყალს მივაგნო. თუმცა, დაახლოებით ერთ საათში ვხვდები, რომ ჩვე-
ნი მცდელობა ამაოა. პირიქით, ისეთი შეგრძნება
მეუფლება, რომ ელექტრული ველი თავად მიგვიძღვის გაკვალულ გზა-
ზე. ვჩერდები, უკან ვტრიალდები და კოჭლობით მომავალ მეგსისა და ოფ-
ლით შუბლდაცვარული პიტას დანახვაზე თანამგზავრებს ვთავაზობ:
- ცოტა ხანს შევჩერდეთ. კენწეროზე ავძვრები და მიდამოს კიდევ ერ-
თხელ დავზვერავ.
ყველაზე მაღალ ხეზე ვძვრები. არავინ იცის, ეს სუსტი ტოტები როდის ჩა-
მოტყდება, თუმცა ცოცვას განვაგრძობ და ფოთლების საბურველს თავზე
ვექცევი. ნორჩი რტოსავით წვრილ ტოტზე მდგარი გრილ ნიავში წინ და
უკან ვქანაობ. ჩემი ეჭვები დასტურდება. მარცხნივ წასვლა გამორიცხულია.
აქედან მთელი არენა ხელისგულზე მოჩანს. არენას წრეწირის ფორმა აქვს
და მის შუაგულში წყალია. ჯუნგლის თავზე ცის კაბადონს ვარდისფერი ელ-
ფერი გადაჰკრავს. აქა-იქ იმ მოლივლივე ოთხკუთხა ლაქებსაც ვამჩნევ,
რომლებსაც ბიტიმ და უაიერესმა ბზარები უწოდეს და წესით, ვერც ერთი
ჩვენგანი ვერ უნდა ხედავდეს. ყოველი შემთხვევისთვის, ცაში ისარს ვისვრი.
წამით კაშკაშა შუქი მჭრის თვალს, ნამდვილი ლურჯი ცის ნაგლეჯი მოჩანს
და ისარი ისევ ჯუნგლებში ვარდება. ხიდან ძირს ჩავდივარ, რომ ეს ცუდი ამ-
ბავი სხვებსაც ვაუწყო.
- ელექტრული ველით ვართ გარშემორტყმული. შეიძლება ითქვას, გუმ-
ბათივით ზედ გვაქვს დამხობილი. არენის შუაში ზღვაა, ზღვაში - სიუხვის
რქა, ხოლო გარშემო - ყველგან ჯუნგლი. სიმეტრიული არენაა, მაგრამ არც
ისე დიდი.
- წყარო ვერსად დაინახე? - მეკითხება ფინიკი.
- მხოლოდ მლაშე ზღვა, სადაც თამაშები დაიწყო.
- სადმე აუცილებლად უნდა იყოს მტკნარი წყალი, - იღუშება პიტა, - თო-
რემ რამდენიმე დღეში ყველანი დავიხოცებით.
- ტყე ძალიან ხშირია. შეიძლება სადმე იყოს წყარო ან ნაკადული, - რა-
ტომღაც ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ კაპიტოლიუმს წლევანდელი ნაკ-
ლებად პოპულარული შიმშილის თამაშების რაც შეიძლება სწრაფად დასრუ-
ლება სურს. ვინ იცის, პლუტარქე ჰევენსბიმ იქნებ უკვე გასცა კიდეც ჩვენი
დახოცვის ბრძანება? - ერთი ცხადია: ამ ბორცვის მეორე მხარეს ვერ გადა-
ვალთ, რადგან იქით არაფერია.
202
- სასმელი წყალი ალბათ ელექტრულ ველსა და ბორბალს შორისაა, -
დაჟინებით ამბობს პიტა.
ყველამ ვიცით, ეს რასაც ნიშნავს. უკან უნდა დავბრუნდეთ - პროფესიონა-
ლებთან და სისხლისღვრასთან. არადა, მეგსი ძლივს დადის, პიტა საბ-
რძოლველად ძალიან დაუძლურებულია.
ფერდობზე ვეშვებით. რამდენიმე ასეული მეტრის ჩასვლის შემდეგ წრეზე
სიარულს ვაგრძელებთ იმ იმედით, რომ ამ დონეზე მაინც მივაგნებთ სას-
მელ წყალს. წინ ისევ მე მივაბიჯებ და დროდადრო მარცხნივ კაკალს ვის-
ვრი. როგორც ჩანს, ელექტრულ ველს საკმაოდ დავშორდით. მზე შეუბრა-
ლებლად გვაცხუნებს, მიწას ბუღი ასდის, მხედველობა გვებინდება. შუადღი-
სას უკვე აშკარაა, რომ მეგსი და პიტა გზას ვეღარ გააგრძელებენ.
ფინიკი ელექტრულ ველთან ახლოს ირჩევს ბანაკს, თუ თავს დაგვესხმი-
ან, მტრებს როგორმე მასთან მივიტყუებთო. მერე ის და მეგსი ერთმეტრიან
მცენარეებს გლეჯენ და ქვეშაგებად იწყობენ. მეგსს კაკლებმა ვერ ავნო, ამი-
ტომ პიტა მუჭით ესვრის მათ ელექტრულ ველს, მერე სათითაოდ ფრცქვნის
და გულს გრძელ ფოთოლზე ყრის. მე, დღევანდელი ემოციებით დაძაბული
და მზისგან დასიცხული, ჩვენს ბანაკს ვდარაჯობ.
ისე მწყურია, რომ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.
- ფინიკ, იქნებ ბანაკს შენ უდარაჯო? მე კი სასმელი წყლის პოვნას შევეც-
დები.
ჩემი მარტო ხეტიალის აზრი არავის მოსწონს, მაგრამ წყურვილით სიკ-
ვდილის უფრო ეშინიათ.
- ნუ ღელავ, შორს არ წავალ, - ვეუბნები პიტას.
- მეც წამოგყვები, - ჯიუტობს ის.
- არა, ნადირობასაც ვაპირებ, - ვეუბნები და გულში ვამატებ: შენ კი ძალი-
ან ხმაურიანი ხარ. თუმცა, ამას ისედაც ხვდება, - მალე დავბრუნდები.
ხეებს შორის დავიპარები. ბედად, მიწა რბილია და უხმაუროდ მივაბიჯებ.
დიაგონალურად ვკვეთ ჯუნგლს, მაგრამ ხეებისა და მცენარეების გარდა არ-
სად არაფერი ჩანს.
უცებ ქვემეხის გრუხუნი მესმის და ვჩერდები. ჩანს, სიუხვის რქასთან სის-
ხლისღვრა დასრულდა. ახლა დაღუპულების რაოდენობა გაირკვევა. თითო
გასროლა თითო შეწირულის სიკვდილს ნიშნავს. სულ რვა გასროლას ვით-
ვლი. შარშანდელზე ცოტაა. თუმცა, წელს უფრო მეტი მეჩვენება, რადგან
203
თითქმის ყველა მონაწილეს სახელი ვიცი. ხეს ვეყრდნობი. ოფლში გაწუ-
რულს, თანდათან ხახა მიშრება და ძალა მეცლება. მუცელს ვისრეს იმ იმე-
დით, რომ რომელიმე ფეხმძიმე სპონსორს შევეცოდები და ჰეიმიჩის მეშ-
ვეობით წყალს გამომიგზავნის. უშედეგოდ. მიწაზე ვჯდები და ცხოველებს
ვამჩნევ: მბზინვარებუმბულიან უცხო ჩიტებს, ლურჯენიან ხის ხვლიკებს და
ხის ტოტს მიკრულ ვირთხისა და ოპოსუმის მსგავს მღრღნელს, რომელსაც
ისარს ვესვრი და ძირს ვაგდებ, რომ უკეთ დავათვალიერო. მახინჯი ცხოვე-
ლია, დაწინწკლული, ნაცრისფერბეწვიანი, ორი ეშვი აქვს. გამოშიგვნისას
ვამჩნევ, რომ დრუნჩი სველი აქვს, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ წყალი და-
ელიოს. გახარებული, მის ხეს ვუვლი გარს. წყარო სადმე ახლოს უნდა
იყოს.
თუმცა, ცვრის წვეთსაც კი ვერ ვპოულობ. ბანაკში ვბრუნდები, რადგან ვი-
ცი, რომ პიტა ინერვიულებს.
უფრო მეტად დასიცხულსა და მოწყურებულს, ბანაკი სრულიად შეცვლი-
ლი მხვდება. ფინიკსა და მეგსს გრძელი ბალახისგან რაღაც ქოხისმაგვარი
აუგიათ. სამი მხრიდან შემოკედლილი და გადახურულია, მხოლოდ წინ და-
უტოვებიათ შესასვლელი ღიობი. მეგსს ჯამებიც დაუწნავს და პიტას მოხალუ-
ლი კაკლის გულები შიგ ჩაუყრია. იმედიანად შემომყურებენ, მაგრამ მე უა-
რის ნიშნად ვაქნევ თავს.
- ვერა, წყალი ვერ ვიპოვე. თუმცა, ამან იცოდა, წყარო სადაც არის, -
მოკლულ მღრღნელს მაღლა ვწევ, რომ ყველამ დაინახოს, - ხიდან რომ
ჩამოვაგდე, დრუნჩი სველი ჰქონდა, მაგრამ წყაროს ვერსად მივაგენი. ოც-
დაათი მეტრის რადიუსში მიწის ყოველი სანტიმეტრი გამოვიკვლიე, მაგრამ
უშედეგოდ.
- მაგის შეჭმა შეიძლება? - ინტერესდება პიტა.
- არ ვიცი. ისე, ხორცი ციყვისას უგავს. უნდა შევწვათ... - წარმომიდგენია
უარაფროდ ცეცხლის დანთება რა რთული იქნება. რომც დავანთო, კვამლს
შეამჩნევენ. ამ პატარა არენაზე კვამლს ვერ დავმალავთ.
პიტა სხვა რამეს გვთავაზობს. ჯოხის წვერზე აცვამს მღრღნელის ხორცის
ნაჭერს და ელექტრულ ველს ესვრის. ჯოხი სწრაფადვე უკან მოფრინავს. ნა-
ნადირევი გარედან დანახშირებულია, შიგნით კი - შემწვარი. აღტაცებულები
პიტას ტაშს ვუკრავთ, თუმცა, უცებ გვახსენდება, სადაც ვართ და ვჩერდებით.

204
მზე ვარდისფერ ცას ნელ-ნელა ტოვებს. ქოხში შევდივართ. ფინიკი მარ-
წმუნებს, ეს კაკალი უვნებელია, მეგსს წინა თამაშებიდან ეცნოო. საჭმელად
ვარგისი მცენარეების შესწავლის სექციაში სტუმრობით თავი არ შემიწუხებია,
რადგან შარშან ეს ცოდნა არაფერში გამომდგომია. ახლა ვნანობ. ამ უცხო
მცენარეების ამოცნობით როგორმე საჭირო მიმართულებას დავადგენდი.
მეგსი არხეინად მიირთმევს კაკალს. ბოლოს და ბოლოს, მხნეობას ვიკრებ
და ერთ ცალს მეც ვიღებ. წაბლის გემო აქვს. ალბათ მართლაც ვარგა საჭ-
მელად. მღრღნელის ხორცი მაგარი და მყრალია, თუმცა, საოცრად წვნი-
ანი. არენაზე პირველი ღამისთვის არც ისე ურიგო ვახშამია. ნეტა წყალიც
გვქონდეს ყელის ჩასაწმენდად.
ფინიკი მრავალ კითხვას მისვამს მღრღნელზე, რომელსაც ხის ვირთხა
შევარქვით. რამსიმაღლეზე იჯდა, რამდენ ხანს ვუყურებდი, სანამ ვესროდი
ან რას აკეთებდა? მგონი, გაუნძრევლად იჯდა და ცხვირს აცმაცუნებდა, ალ-
ბათ მწერებს დაეძებდა.
დაღამებას შიშით ველი. იმედია, ეს ბალახის ქოხი ცოტათი მაინც დაგვი-
ცავს ამ უღრანი ტყის ქვეწარმავლებისგან. საბედნიეროდ, მზის ჩასვლისთა-
ნავე, მთვარე ამოდის და არემარეს საკმარისად ანათებს. საუბარს ვწყვეტთ,
რადგან მალე ცაზე ჩვენთვის საინტერესო რამ გამოისახება. ყველანი ქოხის
შესასვლელთან ვიკრიბებით. პიტა ხელს მკიდებს.
და აი, ცაში კაპიტოლიუმის გერბი ენთება. სანამ კაპიტოლიუმის ჰიმნი
ჟღერს, ჩემთვის ვფიქრობ: ფინიკს და მეგსს უფრო მეტად გაუჭირდებათ
ამის ყურება. თუმცა, ცაში გამოსახული დაღუპული შეწირულების ფოტოების
ყურება არც ჩემთვისაა იოლი.
პირველად ფინიკის მიერ სამკაპით განგმირულ მე-5 რაიონელ კაცს გვიჩ-
ვენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 რაიონელები ცოც-
ხლები არიან, მათ შორის, ოთხი პროფესიონალი, ბიტი და უაიერესი და ფი-
ნიკი და მეგსი. მე-5 რაიონელ კაცს მე-6 რაიონელი მორფლინგისტი კაცი
მოჰყვება; მე-6 რაიონელს - მე-8 რაიონელი ვუფი და კიკილია, ორივე მე-9
რაიონელი, მე-10 რაიონელი ქალი და მე-11 რაიონელი სიდერი. ბოლოს
კვლავ კაპიტოლიუმის გერბი ენთება და ჰიმნის დასრულებისთანავე ცა
ბნელდება. მხოლოდ მთვარე ანათებს.
ხმას არავინ იღებს. თავს ვერ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველას
ვიცნობდი, მაგრამ ვფიქრობ იმ სამ ბავშვზე, რომლებიც კიკილიას ებღაუჭე-
205
ბოდნენ და სცენისკენ არ უშვებდნენ; იმ სიკეთეზე, რომელიც სიდერმა პირ-
ველი შეხვედრისას ჩემ მიმართ გამოიჩინა. იმის გახსენებაზე, როგორ მომი-
ხატა მორფლინგისტმა ლოყები ყვითლად, გული სევდით მევსება. და აი,
ისინი დაიღუპნენ. ყველა მკვდარია.
ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით ასე გაუნძრევლად, ვერცხლისფე-
რი პარაშუტი რომ არ ჩამოფრენილიყო. პარაშუტი ჩვენ წინ ეშვება, მაგრამ
მისკენ არავინ გარბის.
- ნეტა ვის გამოუგზავნეს? - ვინტერესდები ბოლოს.
- აზრზე არ ვარ, - ამბობს ფინიკი, - მოდი, პიტამ აიღოს, რახან დღეს კი-
ნაღამ მოკვდა.
პარაშუტზე პატარა ლითონის ნივთია გამობმული, რომელსაც ვერ ვცნობ.
- ეს რა არის? - ვეკითხები სხვებს, მაგრამ პასუხი არც მათ აქვთ. ერთმა-
ნეთს ვუწვდით და სათითაოდ ვათვალიერებთ. ლითონის მილია, რომლის
ერთ ბოლოს ცილინდრის ფორმა აქვს, მეორე ბოლოს კი - ჩაჭყლეტილი
ტუჩის. საიდანღაც მეცნობა. შეიძლება ველოსიპედის ნაწილი იყოს, ან ფარ-
დის ღერძის.
პიტა მილში სულს ბერავს, იქნებ ხმა გამოსცესო, მაგრამ მილი დუმს. ფი-
ნიკი შიგ ნეკს ჰყოფს და ამოწმებს იქნებ იარაღად გამოვიყენოო. ამაოდ.
- ამით თევზაობა შეიძლება, მეგს? - ვეკითხები მეგსს.
მეგსი, რომელსაც თითქმის ყველაფრით შეუძლია თევზაობა, უარის ნიშ-
ნად აქნევს თავს და რაღაცას ბურტყუნებს.
მილს ხელში ვატრიალებ. რახან მოკავშირეები გვყავს, ჰეიმიჩი ალბათ
მე-4 რაიონელების მენტორებთან ერთად მოქმედებს. ამ საჩუქარს ერთად
შეარჩევდნენ. ესე იგი, ძვირფასია. შარშანაც ძალიან მწყუროდა, მაგრამ ჰე-
იმიჩმა წყალი არ გამომიგზავნა, რადგან სჯეროდა, რომ აუცილებლად მი-
ვაგნებდი. ჰეიმიჩის გამოგზავნილი ან გამოუგზავნელი საჩუქრები ყოველ-
თვის მინიშნებას შეიცავს. ლამის ყურში ჩამესმის მისი ბურტყუნი: თუ თავში
ტვინი გაქვს, უნდა მიხვდე, ეს რაც არის! შუბლიდან ოფლს ვიწმენდ და საჩუ-
ქარს მთვარის შუქზე ვათვალიერებ. სხვადასხვა კუთხიდან ვაკვირდები, ხან
ერთ ბოლოს ვაფარებ ხელს, ხან - მეორეს. ვცდილობ, მის დანიშნულებაში
გავერკვე. ბოლოს, გაბეზრებული მილს მიწაში ვარჭობ.
- ვერაფერი გავუგე! იმედია, სადმე ბიტის და უაიერესს შევხვდებით და
ისინი აგვიხსნიან, ეს რა არის.
206
ქოხის რბილ კედელს თავს ვადებ და გაბრაზებული მივჩერებივარ ლი-
თონის მილს. პიტა ბეჭებს მისრესს და ცოტათი ვდუნდები. საოცარია, მზე უკ-
ვე ჩავიდა, მაგრამ მაინც გაუსაძლისად ცხელა.
ნეტა მე-12 რაიონში რა ხდება?
პრიმი, დედაჩემი, გეილი და მეჯი ალბათ ტელევიზიით გვადევნებენ
თვალს. იმედია, ყველანი შინ არიან - ჩემ გამო თრედს ისინი არ დაუპატიმ-
რებია და ცინასავით ან დარიუსივით არ უწამებია.
მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები, მშობლიური მე-12 რაიონი და ტყე.
ნამდვილი ტყე, სადაც წესიერი ხეები იზრდება და მახინჯი ცხოველები არ
დაძვრებიან. მენატრება ანკარა წყაროები და ღელეები, გრილი სიო. ნეტა
სუსხიანი ქარი ამოვარდებოდეს. წარმოსახული ქარი მიყინავს ლოყებს, მი-
შეშებს თითებს... და უეცრად მიწაში ჩარჭობილი მილის სახელი მახსენდება.
- მილტუჩა!
- რა? - მეკითხება ფინიკი.
საჩუქარს მიწიდან ვაძრობ და ვწმენდ. ვიწრო ბოლოს ხელს ვაფარებ და
ტუჩს ვაკვირდები. დიახ, ეს უწინაც მინახავს. მრავალი წლის წინ, ერთ სუსხი-
ან, ქარიან დღეს მამაჩემთან ერთად ვიყავი ტყეში. მამამ მილტუჩას ვიწრო
ბოლო ნეკერჩხლის გაბურღულ მერქანში შეარჭო და ქვეშ ვედრო შეუდგა,
რომ ნეკერჩხლის სიროფით გაევსო. ნეკერჩხლის სიროფი ჩვენს ხმელ
პურს საამო გემოს აძლევდა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მის მილტუჩებს
ვერსად მივაგენი. ალბათ სადმე ტყეში დამალა და სამუდამოდ იქვე დარჩა.
- მილტუჩა. ონკანივითაა. ხეში არჭობ და წვენი გამოდის, - მსხვილღე-
როიან ხეებს ვაკვირდები, - ოღონდ საჭირო ხე უნდა შეარჩიო.
- წვენი? - უკვირს ფინიკს. ზღვისპირეთში ასეთი ხეები ნამდვილად არ ექ-
ნება ნანახი.
- ჰო, სიროფის დასამზადებლად, - უხსნის პიტა, - მაგრამ არა მგონია, ამ
ხეების წვენი ვარგოდეს.
ყველანი ერთად ვდგებით. გვწყურია. სასმელი წყალი არსად არის. ხის
ვირთხის ბასრი ეშვები და სველი დრუნჩი მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშ-
ნებს: ამ ხეებში წყალი უნდა იდგეს. ფინიკი ახლოს მდგარი ხის ტანში ქვით
მილტუჩას ჩარჭობას აპირებს, მაგრამ მე ვაჩერებ.
- მოიცა, არ დააზიანო. ფრთხილად უნდა გავხვრიტოთ.

207
ბურღი არ გვაქვს, მაგრამ მეგსი თავის სადგისს გვთავაზობს. პიტა სადგი-
სით ხუთი სანტიმეტრის სიღრმეზე ხვრეტს მერქანს. ის და ფინიკი ერთმა-
ნეთს ენაცვლებიან და სადგისითა და ჯაყვით აფართოებენ ნახვრეტს, რომ
შიგ მილტუჩას წვრილი ბოლო შეეტიოს. მილტუჩას ფრთხილად ვარჭობ
ნახვრეტში და ყველანი ველოდებით. კარგა ხნის შემდეგ მილტუჩადან წვენი
მოწვეთავს და მეგსს ხელისგულზე ეცემა. მეგსი ხელისგულს ილოკავს და
კვლავ მილტუჩას უშვერს.
მილტუჩას უფრო მოხერხებულად ვარგებთ ხის ღეროს. წვენი წვრილ ნა-
კადად იწყებს დენას. რიგრიგობით ვდგებით მილტუჩას ქვეშ და გამომშრალ
პირს ვისველებთ. მეგსს ბალახისგან მჭიდროდ დაწნული ჯამი მოაქვს და
წვენს შიგ ვაგროვებთ. ჯამს სათითაოდ ვიყუდებთ და წყურვილის დაცხრო-
ბის შემდეგ სახეზეც ვისხამთ. სხვა ყველაფერთან ერთად, აქაური ხეების
წვენიც თბილია, მაგრამ ახლა წუნიაობას ვერ დავიწყებთ.
წყურვილს დაღლილობა ცვლის და დასაძინებლად ვემზადებით. შარშან
ბარგი ყოველთვის გამზადებული მქონდა, რომ საჭიროების შემთხვევაში,
რაც შეიძლება სწრაფად გავქცეულიყავი. წელს ზურგჩანთა არ მაქვს, მხო-
ლოდ - მშვილდ-ისარი, რომელსაც ხელს არ ვუშვებ. მერე მილტუჩა მახსენ-
დება და ხიდან ვაძრობ. ლიანას ფოთლებს ვაცლი, მილტუჩას ღრუში ვუყრი
და მილტუჩას ქამარზე ვიკიდებ.
ფინიკი ამბობს, პირველი მე ვიდარაჯებო და მეც ვეთანხმები. მისი შეც-
ვლა მე მომიწევს, რადგან პიტას დასვენება სჭირდება. პიტას გვერდით ვწვე-
ბი. ფინიკს ვუბარებ, რომ დაიღლები, გამაღვიძე-მეთქი. თუმცა, რამდენიმე
საათის შემდეგ ფინიკი კი არა, ზარის რეკვა მაღვიძებს. ახალი წლის ღამეს
მართლმსაჯულების სახლში რომ რეკავენ, იმ ზარის ხმას ჰგავს, მაგრამ მა-
ინც მეცნობა. პიტა და მეგსი ძილს აგრძელებენ, ფინიკი ჩემსავით დაძაბუ-
ლია. მალე ზარის რეკვა წყდება.
- თორმეტჯერ დარეკა, - ამბობს ის.
თავს ვუქნევ. თორმეტი. ნეტა ეს რას ნიშნავს? თითო ზარი - თითო რაი-
ონს? შეიძლება. მაგრამ რატომ?
- როგორ ფიქრობ, ეს რას ნიშნავს?
- წარმოდგენა არ მაქვს, - მპასუხობს ფინიკი.
შემდგომ მითითებებს ველით. იქნებ კლავდიუს ტემპლსმითმა ლხინზე
მიგვიწვიოს. საყურადღებო მხოლოდ ის არის, რომ შორს მდგარი მაღალი
208
ხის კენწეროს მეხი ეცემა და ცას ელვა სერავს. ალბათ მალე გაწვიმდება -
მათ, ვისაც ჰეიმიჩისნაირი ჭკვიანი მენტორები არ ჰყავს, სწორედ ეს აუწყეს,
რომ სასმელი წყლის შეგროვება შეძლონ.
- დაწექი და დაიძინე, ფინიკ, ახლა ჩემი მორიგეობის ჯერია.
ფინიკი ყოყმანობს, მაგრამ მერე ქოხის შესასვლელთან წვება, სამკაპს
იხუტებს და მოუსვენარ ძილს აძლევს თავს.
მშვილდ-ისარმომარჯვებული ვუყურებ ჯუნგლს, რომელსაც მთვარის შუქ-
ში მკრთალი სიმწვანე გადაჰკრავს. ერთი საათის შემდეგ ჭექა-ქუხილი წყდე-
ბა. რამდენიმე ასეული მეტრიდან ფოთლებზე წვიმის წვეთების წკაპუნი გვი-
ახლოვდება. მოთმინებით ვიცდი, როდის მოაღწევს ჩვენამდე წვიმა, მაგრამ
ამაოდ.
ქვემეხის უეცარი გრუხუნი მაფრთხობს, თუმცა, ჩემი თანამგზავრები გვერ-
დსაც არ ინაცვლებენ. მათ გაღვიძებას აზრი არ აქვს. კიდევ ერთი გამარჯვე-
ბული დაიღუპა. გაფიქრებაც არ მინდა, ვინ შეიძლება იყოს ეს.
მოუხელთებელი წვიმა უეცრად წყდება, როგორც შარშანდელი ქარიშხა-
ლი.
მცირე ხანში, ნაწვიმარიდან სქელი ნისლი დგება და ჩვენკენ მოცურავს.
უბრალო რეაქციაა. წვიმამ გახურებული მიწა გააგრილა, - ვფიქრობ
გულში.
ნისლი თანაბარი სიჩქარით გვიახლოვდება. ნისლის კონები კლანჭებს
ემსგავსება. თმა ყალყზე მიდგება. ეს ნისლი ბუნებრივს არ ჰგავს. არაბუნებ-
რივად ერთგვაროვანია. მაშასადამე, ხელოვნური ნისლია...
გამაბრუებელი არომატი მცემს და მაშინვე ყვირილით ვაღვიძებ ჩემს თა-
ნამგზავრებს.
ამ რამდენიმე წამში კანი მთლიანად ბებერებით მეფარება.

21.

სადაც კი ნისლი მეხება, ჩხვლეტას ვგრძნობ და კანი მისკდება.


- გავიქცეთ! - ვუყვირი თანამგზავრებს, - გავიქცეთ!
ფინიკი მაშინვე იღვიძებს და მტერთან შესაბმელად ფეხზე ხტება. ნისლის
კედლის დანახვისთანავე მძინარე მეგსს ზურგზე იკიდებს და გარბის. პიტაც
209
ფეხზეა, მაგრამ ჯერაც ვერ მიმხვდარა, რა ხდება. მკლავზე ხელს ვავლებ
და ტყეში მივარბენინებ.
- რა ხდება? - მეკითხება შეცბუნებული პიტა.
- მომწამვლელი ნისლია. იჩქარე, პიტა!
მიუხედავად იმისა, რომ პიტა არ ამხელდა, ახლა ვხვდები, რომ ელექ-
ტროდენით დაშოკვამ მას ძალა გამოაცალა. შეუფერებლად ნელა მორბის.
ყოველ ნაბიჯზე ბუჩქებსა და ლიანებში იხლართება.
ზურგს უკან ნისლის კედელი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. იმპულ-
სურად მინდება, პიტა დავტოვო და თავს გაქცევით ვუშველო. შემიძლია, მა-
ღალ ხეზე ავძვრე და ნისლს ასე დავაღწიო თავი. ნისლის კედელი ცამეტი
მეტრის სიმაღლისა იქნება. სხვათა შორის, შარშანაც ასე მოვიქეცი. მუტან-
ტები რომ გამოგვეკიდნენ, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და პიტა მხოლოდ
სიუხვის რქასთან გამახსენდა. ამჯერად შიშს ვთოკავ, მხნეობას ვიკრებ და
მას გვერდიდან არ ვცილდები. ამჯერად ჩემი მიზანი პიტას გადარჩენაა. ყვე-
ლა რაიონში ახლა ალბათ ათასობით თვალი მისჩერებია ტელევიზორის ეკ-
რანს და ელის, როგორ მოვიქცევი - გავიქცევი, როგორც ეს კაპიტოლიუმს
სურს, თუ პიტას არ ვუღალატებ.
პიტას ხელს მაგრად ვკიდებ და ვეუბნები:
- ეცადე, ზუსტად ჩემს ნაკვალევზე იარო.
ეს გვშველის. ოდნავ უფრო ჩქარა გავრბივართ, მაგრამ სულის მოთქმის
საშუალება არ გვაქვს, ნისლი კი უკვე გვეწევა. ნისლის წვეთები გვწვავს, უფ-
რო სწორად, გვთუთქავს და ტკივილიც უფრო მწარეა. კომბინეზონები საერ-
თოდ ვერ გვიცავს, თითქოს ქაღალდი გვაცვია.
წინ გაჭრილი ფინიკი ამჩნევს, რომ მე და პიტას გვიჭირს, და ჩერდება. ის
ხმამაღალი შეძახილით გვამხნევებს, დაუჩქარეთო და ჩვენც ოდნავ შეგუ-
ლიანებულები მის ხმას მივყვებით.
პიტას ხელოვნური ფეხი ხვიარა მცენარეებში ეხლართება და სანამ მის
დაჭერას მოვასწრებდე, ძირს ეცემა. მას ფეხზე ვაყენებ და უცებ დამსკდარ
და დამწვარ კანზე უფრო საშინელ რამეს ვამჩნევ - პიტას სახის მარცხენა ნა-
წილი მოსდუნებია, თითქოს ყველა კუნთი ერთდროულად დაუზიანდა. მარ-
ცხენა თვალს ძლივს ახელს. პირი უშნოდ მოღრეცია.
- პიტა... - ვიწყებ, მაგრამ მკლავს უეცარი ტკივილი მიკავებს.

210
ეს მომწამვლელი აირი არა მარტო წვავს, ნერვებზეც მოქმედებს. პანიკა
მიპყრობს და პიტას მთელი ძალით ვექაჩები წინ. პიტა ხელმეორედ ეცემა.
ხელახლა ვაყენებ. ამასობაში ორივე ხელის კანკალი მეწყება. ნისლი თით-
ქმის დაგვეწია. მისგან სულ ერთი მეტრი გვაშორებს. პიტა ვეღარ მორბის.
ბარბაცებს. მარიონეტივით იკეცება.
უეცრად პიტას რაღაც ძალა წინ მიაქანებს. ფინიკი დაბრუნებულა და პი-
ტას მიათრევს. პიტას მხარში ვუდგები და ვცდილობ, სწრაფ ფინიკს ავუწყო
ფეხი. ნისლის კედელს უკვე ათი მეტრით ვუსწრებთ. ფინიკი ჩერდება.
- ასე არაფერი გამოვა. ზურგზე უნდა მოვიკიდო. მეგსის წამოყვანას შეძ-
ლებ?
- კი, - მტკიცედ ვეუბნები, მაგრამ გული მეკუმშება. მართალია, მეგსი 40
კილოზე ნაკლებს იწონის, მაგრამ არც მე ვარ ბუმბერაზი. არა უშავს, უფრო
მძიმე ტვირთიც მიტარებია. მთავარია, ხელები დავიმორჩილო. ვიცუცქები
და მეგსი მხრებზე მაჯდება. ნელ-ნელა ვიმართები წელში. კი, გავუძლებ.
ამასობაში ფინიკი პიტას იკიდებს ზურგზე და გზას ვაგრძელებთ. ფინიკი წინ
მირბის, მე ფეხდაფეხ მივყვები.
ნისლი უხმოდ და შეუპოვრად მოგვდევს. მე ინსტინქტურად წინ გავიქცე-
ოდი, მაგრამ ფინიკი დიაგონალურად, ბორცვის ძირისკენ გარბის. მომწამ-
ვლელი აირის უკან ჩამოტოვებას და სიუხვის რქას შემორტყმულ წყალთან
მიახლოებას ცდილობს.
აჰ, ჰო, წყალი, - ვხვდები მე. კანი შხამიანი წვეთებით მაქვს დაცვარული.
მიხარია, რომ ფინიკი არ მოვკალი, თორემ პიტას როგორღა გადავარ-
ჩენდი? დროებითი მოკავშირის ყოლაც კი დიდი შვებაა.
ვფორხილებ, მაგრამ ეს მეგსის ბრალი არ არის. ყველანაირად ცდი-
ლობს, არ დამამძიმოს; სამწუხაროდ, მე ძალა აღარ მყოფნის. მით უმეტეს,
მარჯვენა ფეხი თანდათან მიშეშდება. ორჯერ ვეცემი და ისევ ვდგები, მაგ-
რამ მესამედ ფეხს ვეღარ ვშლი. წამოდგომისას მარჯვენა ფეხი მეკეცება და
მეგსი ძირს მივარდება. მე ლიანებს და ბუჩქებს ვებღაუჭები, რომ ავდგე.
ზურგზე პიტამოკიდებული ფინიკი წამში ჩვენთან ჩნდება.
- აღარ შემიძლია, - ვეუბნები მას, - იქნებ ორივე შენ წაიყვანო? წადით და
დაგეწევით, - ვპირდები, მაგრამ მეეჭვება, დანაპირები შევასრულო.
ფინიკის მწვანე თვალები სიბნელეში კატის თვალებივით ელვარებს. შე-
იძლება ამის მიზეზი ისაა, რომ ცრემლებით აქვს სავსე.
211
- არა, - ამბობს ის, - ორივეს ვერ წავიყვან. ხელები აღარ მემორჩილება.
მართლაც ასეა. მკლავები უღონოდ ჩამოუყრია და უცახცახებს. სამი სამ-
კაპიდან ერთიღა შერჩენია დაისიც პიტას უჭირავს.
- მაპატიე, მეგს. ვერ წაგიყვან, - უბოდიშებს დედაბერს.
შემდეგ ყველაფერი ისე მოულოდნელად და სწრაფად ხდება, რომ ჩარე-
ვას ვერ ვასწრებ. მეგსი დგება, ფინიკს ტუჩებში კოცნის და ნისლისკენ მიბარ-
ბაცებს. ნისლში გახვეული მაშინვე იკრუნჩხება და უცნაურად დაგრეხილი,
თითქოს ცეკვავსო, ძირს ეცემა.
ყვირილი მინდა, მაგრამ ყელი ჩამწვარი მაქვს. მისკენ ვდგამ ნაბიჯს და
ამ დროს ქვემეხის გრუხუნი ისმის. მეგსს გული გაუჩერდა და მოკვდა.
- ფინიკ! - ხრინწიანი ხმით ვეძახი, მაგრამ ფინიკს ზურგი უქცევია საზარე-
ლი სანახაობისთვის და კვლავ ნისლს გაურბის. სხვა რა გზა მაქვს, ბორძიკ-
ბორძიკით მეც მას მივყვები. მარჯვენა ფეხი არ მემორჩილება.
ნისლი ტვინს მიბინდავს, ვეღარ ვაზროვნებ, დრო და სივრცე მნიშვნელო-
ბას კარგავს, ყველაფერი არარეალური მეჩვენება. მხოლოდ სულში ღრმად
ჩაბუდებული ცხოველური ინსტინქტი მიმარბენინებს ფინიკისა და პიტას
კვალდაკვალ, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი უკვე ძალიან ახლოა.
ნელ-ნელა ვკვდები. აი, მეგსი კი უკვე მოკვდა. თუ არა? ვეღარაფერი გამი-
გია.
ფინიკს ბრინჯაოსფერ თავზე მთვარის შუქი დასთამაშებს, შხამიანი წვეთე-
ბი კანს მითუთქავს, მარჯვენა ფეხი გამიშეშდა. ხოლო, ფინიკი ვარდება და
პიტა ზედ ემხობა. ვეღარ ვჩერდები, მათ ვეჯახები და ორივეს მეც ზედ ვეცე-
მი.
ესეც ჩვენი აღსასრული! - ვფიქრობ გულში. თუმცა, ეს აზრი არ მაშინებს,
სხეულს მოდებული მწველი ტკივილი შიშზე უფრო მწარეა. ფინიკი ოხრავს.
ძლივძლივობით მივხოხავ განზე. შეიძლება თვალი მატყუებს ან მთვარის
შუქის ბრალია, მაგრამ ნისლი გადასხვაფერებულა, მარგალიტისფერი დაჰ-
კრავს და სქელდება, თითქოს მინის კედელი გადაეღობა და მყარდებაო.
აღარც კლანჭებს იშვერს ჩვენკენ. მართლაც, ნისლი ჩერდება. არენის სხვა
არაერთი საშინელების მსგავსად, რომელთა თვითმხილველიც ვყოფილ-
ვარ, ნისლიც მისთვის დადგენილ საზღვარზე გაჩერდა, ანდა თამაშის შე-
მოქმედებმა გადაწყვიტეს, რომ კიდევ ცოტა ხანს გვაცოცხლონ.

212
მინდა, ვთქვა, ნისლი გაჩერდა-მეთქი, მაგრამ ჩახლეჩილი ყელიდან ხმა
ძლივს ამომდის.
ნისლი მაღლა მიიწევს, თითქოს ცა ისრუტავს. ჩვენ თვალწინ ნისლი თან-
დათან ბოლომდე იფანტება.
ფინიკზე დამხობილი პიტა განზე მიგორავს. ფინიკი პირაღმა წვება. სამი-
ვე სულშეხუთულები ვწევართ მიწაზე და შხამისგან გონებადაბინდულები ვიკ-
რუნჩხებით. რამდენიმე წუთის შემდეგ პიტა ძლივძლივობით მიგვითითებს
ზემოთ.
- მა... მუნეი...
მის თითს თვალს ვაყოლებ და ორ მაიმუნს ვამჩნევ. მგონი, მაიმუნებია,
რადგან ჩვენს ტყეში მაიმუნები არ ბინადრობენ და ნამდვილი მაიმუნი არას-
დროს მინახავს. თუმცა, ეტყობა, სურათებზე ან წინა შიმშილის თამაშებში
მომიკრავს თვალი იმიტომ, რომ ამ ორი ცხოველის დანახვაზე მაშინვე მა-
იმუნი მახსენდება. ამათ ნარინჯისფერი ბეწვი აქვთ და ნახევარი ადამიანის-
ხელანი არიან. მაიმუნების დანახვა მახარებს. , როგორც ჩანს, ჰაერი სუფ-
თაა, თორემ მაიმუნები მომწამვლელ გარემოში არ გაჩერდებოდნენ. კარგა
ხანს ადამიანები და მაიმუნები ერთმანეთს უხმოდ ვაკვირდებით. მერე პიტა
ოთხზე დგება და დაღმართზე მიხოხავს. მე და ფინიკიც ხოხვით მივყვებით,
რადგან ამწუთას სიარული ჩვენთვის ისევე წარმოუდგენელია, როგორც
ფრენა. ასე ხოხვა-ხოხვით მივდივართ ქვიშის პლაჟამდე და სიუხვის რქას
შემორტყმული ზღვის თბილი ტალღების ტყლაშუნი გვესმის. წყალი სახეში
მეშხეფება და უკან ვხტები, თითქოს ცეცხლს შევხებოდე.
ჭრილობაზე მარილის დაყრა - ამ გამონათქვამის ნამდვილ მნიშვნელო-
ბას პირველად ვხვდები. მლაშე წყალი დასერილ სახეს ისე მიწვავს, რომ
ტკივილისგან ლამისაა გული წამივიდეს. თუმცა, წამის შემდეგ შვების განცდა
მეუფლება. საცდელად ჯერ მხოლოდ ხელს ვყოფ წყალში. თავიდან ნამდვი-
ლი წამებაა, მაგრამ ვუძლებ და ნელ-ნელა ტკივილი მიცხრება. დამსკდარი
ბებერებიდან ლურჯ წყალში რძისფერი ნივთიერება იღვრება. ჩირქის გამო-
წოვასთან ერთად ტკივილიც ქრება. ქამარს ვიხსნი და დაფლეთილ ძონძად
ქცეულ კომბინეზონს ვიხდი. საოცარია, მაგრამ ჩემი ფეხსაცმელი და საც-
ვლები გადარჩენილა. ჯერ ცალ ხელ-ფეხს ვყოფ წყალში, მერე - მეორეს
და სხეულს შხამისგან ვათავისუფლებ. პიტაც მე მბაძავს. აი, ფინიკი კი

213
წყლისგან მოშორებით ქვიშიან სანაპიროზე გდია. როგორც ჩანს, განსაწმენ-
დად ან ძალა აღარ შერჩენია, ან - სურვილი.
უარესს გადავურჩი. სულ ბოლოს, წყალქვეშ თვალებს ვახელ, ცხვირსაც
ვიფერთხავ და წყალს ყელშიც ვივლებ. ცოტათი მოღონიერებული, ფინიკს
ვეხმარები. მარჯვენა ფეხში მგრძნობელობა კი დამიბრუნდა, მაგრამ ხელები
წესიერად ჯერაც არ მემორჩილება. ფინიკს წყლამდე ვერ მივათრევ - მანამ-
დე ტკივილი მოკლავს. ამიტომ მუჭით მიმაქვს მასთან წყალი და ხელის
მტევნებზე ვასხამ. რაკი წყალში არ წევს, მისი ჭრილობებიდან შხამი იმავე
ფორმით გამოდის, როგორც შევიდა - ორთქლის პაწაწინა ბოლქვებად. ამა-
სობაში პიტაც მომჯობინდა და ისიც მეხმარება - ფინიკის კომბინეზონს ჭრის,
მერე სადღაც ორ ნიჟარას პოულობს და იმით უფრო სწრაფად დაგვაქვს
წყალი. თავდაპირველად მკლავებზე ვასხამთ წყალს, რადგან ფინიკს ყვე-
ლაზე ძლიერ ხელები დაუზიანდა. შხამი კი ბლომად გამოდის ჭრილობი-
დან, მაგრამ ფინიკი ვერაფერს გრძნობს. თვალებდახუჭული წევს და დრო-
დადრო კვნესის.
უცებ მახსენდება, რომ ძალიან საშიშ ადგილას ვიმყოფებით. ღამე კია,
მაგრამ მთვარის შუქში ბევრი რამ ჩანს. საბედნიეროდ, ჯერ თავს არავინ
დაგვსხმია. სიუხვის რქიდან უჩუმრად ვერავინ მოგვეპარება, მაგრამ ოთხმა
პროფესიონალმა ერთდროულად რომ შემოგვიტიოს, ვერ მოვერევით. თუ
ფინიკი კვნესას გააგრძელებს, შეიძლება გაიგონონ.
- როგორმე წყალში უნდა ჩავაწვინოთ, - ჩურჩულით ვეუბნები პიტას.
თუმცა, ნახევრად გონდაკარგულს თავს წყალში ჯერ ვერ ჩავაყოფინებთ.
ამიტომ პიტა ფინიკის ფეხებზე მანიშნებს. მე მარჯვენა ფეხში ვავლებ ხელს,
პიტა - მარცხენაში, 180 გრადუსით ვატრიალებთ და მლაშე წყლისკენ მი-
ვათრევთ. ტერფებით ვიწყებთ. რამდენიმე წუთს ვიცდით. წვივებსაც ვაყოფი-
ნებთ წყალში. ისევ ვიცდით. მერე მუხლების ჯერი დგება. ფინიკს ოხშივარი
ასდის და ოხრავს. სანტიმეტრობით ვაგრძელებთ მისი ორგანიზმის შხამის-
გან გაწმენდას. სხვათა შორის, რაც უფრო დიდ ხანს ვდგავარ წყალში, მით
უკეთესად ვგრძნობ თავს. არა მხოლოდ კანის წვა მიცხრება, ტვინი და კუნ-
თებიც უკეთ მიმუშავებს. პიტასაც უსწორდება სახის ნაკვთები, თვალსაც წე-
სიერად ახელს და აღარც პირი აქვს უშნოდ მოღრეცილი.

214
ფინიკი ნელ-ნელა მოდის გონს. თვალებს ახელს და ხედავს, რომ ვეხმა-
რებით. მის თავს კალთაში ვიდებ და კისრამდე წყალში ვაწვენთ. მე და პიტა
ღიმილით ვუყურებთ, როგორ სწევს ფინიკი ხელებს წყლიდან.
- თავიღა დარჩა, ფინიკ. ეს ყველაზე მტკივნეულია, მაგრამ ცოტას თუ გა-
უძლებ, გაცილებით უკეთ იგრძნობ თავს, - ეუბნება პიტა.
ფინიკს წამოჯდომაში ვეხმარებით და ხელებით ვიჭერთ, სანამ ის თვა-
ლებს, ცხვირს და პირს გამოირეცხავდეს. ყელი ჩახრინწული აქვს და წესიე-
რად ვერ ლაპარაკობს.
- წავალ, ხის წვენს მოვიტან, - ხელის ფათურით ვპოულობ ქამარზე ჩამო-
კიდებულ მილტუჩას.
- ჯერ მერქანს გავბურღავ, - ამბობს პიტა, - ფინიკთან დარჩი. მკურნალი
შენ ხარ.
რა უშნო ხუმრობაა, - ვფიქრობ მე, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობ, რადგან
საკამათოდ არ გვცალია. ფინიკი ყველაზე მეტად მოწამლულა. შეიძლება
იმიტომ, რომ ჩვენს სამს შორის ყველაზე დიდია ან ყველაზე მეტად დაიძაბა
და გადაიღალა. მეგსი მახსენდება. ჯერაც ვერ ვხვდები, იქ რა მოხდა. რა-
ტომ არჩია ფინიკმა მის თავს პიტა? ან მეგსი უყოყმანოდ რატომ გავარდა
სიკვდილთან შესახვედრად? იმიტომ, რომ უკვე ბებერი იყო და მაინც მალე
მოკვდებოდა? იფიქრა, რომ ფინიკს ჩემთან და პიტასთან ერთად გამარჯვე-
ბის უფრო მეტი შანსი ექნებოდა? თუმცა, ღონემიხდილი ფინიკის შემხედვა-
რე, ვხვდები, რომ ახლა ამ შეკითხვების დასმის დრო არ არის.
ამის ნაცვლად, ჩემი დაძონძილი კომბინეზონიდან კაჭკაჭჯაფარას გულ-
საბნევს ვხსნი და უმკლავო მაისურზე ვიმაგრებ. ეტყობა, სატივტივო ქამარი
მჟავაგამძლეა, რადგან ახალივით გამოიყურება. ცურვა ამ ქამრის გარეშეც
შემიძლია, მაგრამ ბრუტუსმა ქამრით ჩემი ისარი მოიგერია და მირჩევნია,
მეკეთოს, რა იცი, რა ხდება - იქნებ მეც დამიცვას. ნისლის წვეთებისგან და-
ზიანებულ თმას თითებით ვივარცხნი და ხელახლა ვიკრავ.
პიტამ სანაპიროდან ათიოდე მეტრის მოშორებით ვარგის ხეს მიაგნო. წე-
სიერად ვერ ვხედავთ, მაგრამ მე და ფინიკს მისი დანის კაკუნი მკაფიოდ
გვესმის. სადგისი აღარ გვაქვს. მეგსს ალბათ გზაში დაუვარდა, ან ნისლში
შევარდნილმა, თან წაიყოლა. ცუდია.
თავთხელში ვტივტივებ. ზღვის წყალი, მე და პიტამ რომ გამოგვაკეთა,
ფინიკს მთლიანად გარდაქმნის. ის ნელ-ნელა შლის ხელ-ფეხს, ამოწმებს,
215
მოძრაობა ხომ შემიძლიაო და მალე ცურვას იწყებს. თუმცა, ჩემსავით რიტ-
მულად და თანაბრად არ ცურავს, ასე მგონია, ჩემს თვალწინ უცხო ზღვის
ცხოველი გაცოცხლდა. წყალში ყვინთავს და ისევ ზედაპირზე ამოდის, პირი-
დან წყლის ნაკადს უშვებს, სპირალისებურად ცურავს, ხან მუცელზე გადაბ-
რუნდება, ხან - ზურგზე. მისი ყურებისას ლამის თავბრუ მეხვევა. მერე კიდევ
ერთხელ დიდი ხნით ყვინთავს წყალში და ის-ისაა, ვფიქრობ, დაიხრჩო-მეთ-
ქი, რომ ზუსტად ჩემ გვერდით ჰყოფს თავს წყლიდან. შიშისგან ვკრთები.
- ეს აღარ ქნა!
- რა? არ ჩავყვინთო თუ არ ამოვყვინთო?
- ერთიც და მეორეც. უბრალოდ, წყალში იწექი და მორჩა. წესიერად მო-
იქეცი, - ვეუბნები, - ან სულაც წამო, პიტას დავეხმაროთ.
ტყისპირთან მიახლოებისთანავე ვგრძნობ ცვლილებას. არ ვიცი, გამოც-
დილი მონადირის ალღოა თუ ოპერაციის შემდეგ მართლაც გამიუმჯობესდა
ყურთასმენა, მაგრამ თავზემოთ ცოცხალი არსებების სიმრავლეს ვგრძნობ.
არ ჭყივიან და კივიან, მაგრამ თითქოს მათი სუნთქვის ხმა მესმის.
ფინიკს მკლავზე ვეხები და ის ჩემს მზერას აყოლებს თვალს. უჩუმრად
მოგვპარვიან. იმდენად გართულები ვიყავით, ყურადღებას არაფერს ვაქცევ-
დით. ამასობაში მათი რიცხვი ძალიან გაზრდილა და ახლა მრავალი მაიმუ-
ნი ჩამოკონწიალებულა ხის ტოტებზე. ის ნისლს გამოქცეული მაიმუნები, ცო-
ტა ხნის წინ რომ შევხვდით, მეგობრულად გვიყურებდნენ, ესენი - მტრულად.
მშვილდის ლარზე ერთდროულად ორ ისარს ვამაგრებ, ფინიკი სამკაპს
იმარჯვებს.
- პიტა, - რაც შეიძლება მშვიდად ვეძახი, - შენი დახმარება მჭირდება.
- ერთი წუთით, ცოტაც და მოვრჩები, - მპასუხობს პიტა, - აი, მოვრჩი.
მილტუჩა წამოიღე?
- კი, მაგრამ ჯერ აქ მოდი, რაღაც უნდა გაჩვენოთ, - მოზომილად ვაგრძე-
ლებ, - ოღონდ ფრთხილად, ნუ დააფრთხობ!
რატომღაც არ მინდა, პიტა მაიმუნებს მიაშტერდეს, ზოგიერთი ცხოველი
მხედველობით კონტაქტსაც აგრესიად მიიჩნევს.
ხესთან ჩხრიკედელაობით აქოშინებული პიტა ჩვენკენ ტრიალდება, ჩემი
ხმა აფრთხობს.
ყველანაირად ცდილობს, არ იხმაუროს, მაგრამ ეს მაშინაც კი არ გამოს-
დიოდა, როცა ორივე ფეხი საღი ჰქონდა. ჯერჯერობით მაიმუნები არ ინძრე-
216
ვიან. პიტას ტყის პირამდე ხუთი მეტრიღა რჩება გამოსავლელი, რომ მათ
სიახლოვეს გრძნობს. მხოლოდ წამით აპარებს თვალს ზემოთ და; ეს ერთი
წამიც საკმარისია ბომბის ასაფეთქებლად. ბალანაშლილი მაიმუნები ბრა-
ზიანი ჭყივილით ესხმიან თავს.
ასეთი სწრაფი ცხოველები არასდროს მინახავს. ისე მარდად სრიალებენ,
თითქოს ლიანები გაქონილი იყოს. ხიდან ხეზე კბილებდაკრეჭილები ხტიან.
მაიმუნებზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ არა მგონია, ჩვეულებრივი მაიმუ-
ნები ასე იქცეოდნენ.
- მუტანტები! - ვყვირი და ფინიკთან ერთად პიტას დასახმარებლად ტყეში
შევრბივარ.
ისრებს უნდა გავუფრთხილდე. ყველას მიზანში ვახვედრებ - თვალში,
ყელში ან გულში ვესვრი მაიმუნებს და ერთი მეორის მიყოლებით ვხოცავ.
თუმცა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ფინიკი სამკაპით რომ არ იგერიებ-
დეს მათ. პიტა დანით იბრძვის. ფეხში და ზურგში მესობა კლანჭები, მაგრამ
ვიღაც მაცილებს თავდამსხმელს. ჰაერს გათელილი მცენარეების, სისხლისა
და მაიმუნების მყრალი სუნი ამძიმებს. ერთმანეთისგან ზურგებით მდგარი
მე, ფინიკი და პიტა სამკუთხედს ვქმნით. კაპარჭიდან უკანასკნელი ისრის
ამოღებისას გული მეკუმშება. ამ დროს მახსენდება, რომ ერთი სავსე კაპარ-
ჭი პიტასაც აქვს. მეც დანას ვიღებ, მაგრამ მაიმუნები ისეთი სხარტები არიან,
დანით მათ ვერ მიწვდები.
- პიტა! - ვყვირი, - შენი ისრები!
პიტა ტრიალდება, ხედავს, რომ გასაჭირში ვარ და მაშინვე კაპარჭის მოხ-
სნას იწყებს. ამ დროს ხიდან მაიმუნი ხტება მკერდში დასაძგერებლად. ისა-
რი აღარ მაქვს, რომ მაიმუნს ვესროლო. ფინიკის სამკაპის ზუზუნი მესმის -
ის სხვა სამიზნეს ჩაერჭო გულში. პიტა მარჯვენა ხელით კაპარჭის მოხსნას
ცდილობს და დანას ვერ გამოიყენებს. მაიმუნს დანას ვესვრი, მაგრამ ცხო-
ველი ჰაერში ყირაზე გადადის, დანას იცილებს და კვლავ პიტასკენ მიჰქრის.
უიარაღოს და უმწეოს სხვა გზა აღარ დამრჩენია, პიტასკენ გავრბივარ,
რომ ძირს დავაგდო და ზემოდან მე გადავეფარო, თუმცა, ვიცი, რომ ვერ
მოვასწრებ.
სამაგიეროდ, სხვა ასწრებს. ის თითქოს ციდან ვარდება. ერთ წამს არა
ჩანს, მეორე წამს კი პიტას წინ ისვეტება. სისხლიანია, პირი დაუღია და სმე-
ნის წამრთმევად კივის. თვალები ისე გაფართოებია, შავ ხვრელებს მიუგავს.
217
გადარეული მე-6 რაიონელი მორფლინგისტი ქალი გაძვალტყავებულ
მკლავებში იქცევს მაიმუნს, რომელიც მკერდში ასობს ეშვებს.

22.

პიტა კაპარჭს აგდებს და მაიმუნს ზურგში ზედიზედ ურტყამს დანას. ბო-


ლოს და ბოლოს, უსულო მუტანტი ძირს ვარდება. პიტა მას ფეხით განზე ის-
ვრის და ახალი თავდასხმისთვის ემზადება. მისი კაპარჭი კი უკვე მე მაქვს.
ფინიკი მძიმედ ხვნეშის, მაგრამ ჯერჯერობით არ იბრძვის.
- მოდით აბა! მოდით! - ყვირის განრისხებული პიტა. თუმცა, მაიმუნებს რა-
ღაც ემართებათ. უკან იხევენ. ხეებზე ძვრებიან და ჯუნგლის სიღრმეში გარ-
ბიან, თითქოს ვიღაც უხილავი უხმობსო. ეს ალბათ თამაშის შემოქმედების
მოწოდებაა: დღეისთვის საკმარისია.
- ქალი წამოიყვანე! - ვეძახი პიტას, - ჩვენ დაგიცავთ.
პიტა ფრთხილად იყვანს ქალს და სანაპიროსკენ მიარბენინებს. მე და
ფინიკი ვდარაჯობთ, მაგრამ მაიმუნები აღარსად ჩანან, მხოლოდ დახოცი-
ლები ყრია მიწაზე. პიტა ქალს ქვიშაში აწვენს. მე მკერდზე ტანსაცმელს ვა-
ხევ. ოთხი, ღრმა ჭრილობიდან სისხლი წვეთავს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ჭრილობები საშიში არაა, პირიქით. ნაკბენის ადგილმდებარეობით თუ
ვიმსჯელებთ, რამე სასიცოცხლო უნდა იყოს დაზიანებული - სავარაუდოდ,
ფილტვი ან გული.
მორფლინგისტი ხმელეთზე გამორიყული თევზივით აფჩენს პირს. ავად-
მყოფურად გამწვანებულა, გაძვალტყავებულს კანი ისე ჩამოსწელვია, ნეკ-
ნებს სათითაოდ დაუთვლი. ეს შიმშილისგან არ სჭირს - შიმშილის თამაშების
გამარჯვებულს საჭმელი ნაღდად არ აკლია; ეს იმის შედეგია, რომ მე-6
რაიონელი მორფლინგზე დამოკიდებული გახდა, როგორც ჰეიმიჩი - ალკო-
ჰოლზე. ქალს ხელები უკანკალებს. შეიძლება მომწამვლელი აირის ბრა-
ლია, რომელმაც ყველას ნერვებზე იმოქმედა, შეიძლება - მორფლინგის
ნაკლებობისა.
მას ვეღარ ვუშველით. ისღა შეგვიძლია მომაკვდავი მარტო არ დავტო-
ვოთ.

218
- წავალ, ტყისპირს დავზვერავ, - ამბობს ფინიკი და მიდის. მეც მინდა წას-
ვლა, მაგრამ ქალი მაგრად მიჭერს ხელს და არ მიშვებს. სისასტიკეს ვერ
ჩავიდენ და თითებს ვერ დავამტვრევ ხელის გასათავისუფლებლად. რუ მახ-
სენდება. იქნებ ამასაც ვუმღერო სიკვდილის წინ? მაგრამ ამ ქალის სახელიც
კი არ ვიცი. ან საერთოდ თუ მოსწონს სიმღერა? მხოლოდ ერთი რამ არის
ცხადი: მე-6 რაიონელი მორფლინგისტი კვდება.
მეორე მხრიდან პიტა უზის გვერდით და თავზე ეფერება. მერე ჩურჩუ-
ლით ეუბნება სიტყვებს, რომლებიც მე უაზროდ მეჩვენება:
- შინ საღებავების კომპლექტი მაქვს. ყველანაირი ფერის შექმნა შემიძ-
ლია. ვარდისფრის, ჩვილის კანივით თეთრის, მეწამულის. გაზაფხულის ბა-
ლახივით მწვანის. წყლის ზედაპირზე მოტივტივე ყინულივით ციმციმა ცის-
ფრის.
მორფლინგისტი თვალს არ აშორებს, მის სიტყვებს ებღაუჭება.
- ერთხელ სამი დღის განმავლობაში ვურევდი ერთმანეთში საღებავებს,
სანამ თეთრ ბეწვზე ათამაშებული მზის ტონალობას არ მივაგენი. თავიდან
მეგონა, რომ ეს ფერი ყვითელი იყო, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი
აღმოჩნდა. სხვადასხვა ფერების ნაზავია, - ამბობს პიტა.
მორფლინგისტს სული ეხუთება და სუნთქვა სულ უფრო უჭირს. თავისუფა-
ლი ხელის თითებს სისხლში აწობს და მკერდზე სპირალისებურად ისვამს,
თითქოს ხატავს.
- ცისარტყელის ფერები ჯერაც ვერ გამირკვევია. ცისარტყელები ძალიან
სწრაფად ჩნდებიან და ქრებიან. დამახსოვრებას ვერ ვასწრებ. ერთგან
ლურჯია, მეორეგან - მეწამული... სანამ ყველას შევავლებ თვალს, ცისარ-
ტყელა მკრთალდება და ქრება, - აგრძელებს პიტა.
მორფლინგისტს პიტას სიტყვები აჯადოებს. აცახცახებულ ხელს სწევს და
პიტას ლოყაზე ყვავილს ახატავს.
- გმადლობ, - ეუბნება პიტა, - ძალიან ლამაზია.
წამით მორფლინგისტს ღიმილი უნათებს სახეს, მერე სუსტად კვნესის.
სისხლით დასვრილი ხელი მკერდზე უვარდება და მის უკანასკნელ ამოსუნ-
თქვასთან ერთად ქვემეხის გრუხუნი ისმის. მის ხელში მოქცეული ჩემი ხელი
თავისუფლდება.
პიტა გარდაცვლილ ქალს წყალში აწვენს, ბრუნდება და გვერდით მიჯდე-
ბა. დინება მორფლინგისტის ცხედარს სიუხვის რქისკენ მიაცურებს, მერე ცა-
219
ში ჰოვერკრაფტი ჩნდება, ქვემოთ ოთხტუჩა მარწუხი ეშვება და ღამის სიბნე-
ლეში ქალის ცხედარი მიაქვს.
ტყიდან ფინიკი ბრუნდება და ჯერაც მაიმუნების სისხლით მოთხვრილი ჩე-
მი ისრები მოაქვს. ისრებს ქვიშაზე ყრის.
- კიდევ დაგჭირდება.
- გმადლობ.
წყალში ჩემი იარაღიდან და ჭრილობებიდან სისხლს ვწმენდ. ტყეში ია-
რაღის გასამშრალებელი ხავსისთვის რომ შევდივარ, მოკლული მაიმუნები
იქ აღარ მხვდება.
- სად გაქრნენ? - მიკვირს მე.
- არ ვიცით. ტოტებიდან ლიანები ჩამოეშვა, ხედი დაიფარა და ამასობაში
მკვდარი მაიმუნები სადღაც გაქრნენ, - ამბობს ფინიკი.
დაღლილები და შეცბუნებულები მივჩერებივართ ჯუნგლს. ამ სიჩუმეში
ვამჩნევ, რომ კანზე იმ ადგილას, სადაც ნისლის წვეთები შემეხო, ფუფხი გა-
მიჩნდა. ნაიარევები აღარ მტკივა, მაგრამ ძალიან მექავება. ეს ალბათ კარ-
გის ნიშანია. ჭრილობები მიხორცდება. პიტა და ფინიკიც გამწარებულები
იფხანენ სახეს.
ჰო, ამ ღამემ თვით ფინიკის სილამაზეც შეიწირა.
- ნუ იფხანთ! - ვაფრთხილებ მათ. დედაჩემიც სწორედ ამას გვირჩევდა
ხოლმე, - ინფექცია შეგეჭრებათ. მაგას ჯობია, სასმელი წყლის მოპოვებაზე
ვიზრუნოთ.
იმ ხესთან ვბრუნდებით, რომელიც პიტამ გაბურღა. სანამ ის ნახვრეტში
მილტუჩას შეარჭობს, მე და ფინიკი ფხიზლად ვართ, რომ საიდანმე საფ-
რთხე არ მოგვეპაროს. პიტას კარგი ძარღვისთვის მიუგნია. მილტუჩადან
წყალი მოთქრიალებს. წყურვილს ვიკლავთ და თბილ წყალს ქავილით და-
ტანჯულ კანზეც ვისხამთ. რამდენიმე ნიჟარას წყლით ვავსებთ და სანაპირო-
ზე მიგვაქვს.
ჯერაც ბნელა, მაგრამ განთიადამდე დიდი დრო აღარ რჩება. იმედია, თა-
მაშის შემოქმედები დღეს არ დაგვიბნელებენ.
- თქვენ ორმა დაისვენეთ, - ვთავაზობ ფინიკს და პიტას, - მე ვიდარაჯებ.
- არა, ქეთნის, მე ვიდარაჯებ, - ამბობს ფინიკი.
თვალებში ვუყურებ. ეტყობა, ცრემლებს ძლივს იკავებს. მეგსი. ჰო, აჯო-
ბებს, განმარტოების საშუალება მივცე, რომ მეგსი გამოიტიროს.
220
- კარგი, ფინიკ. გმადლობ, - პიტას გვერდით ვწვები ქვიშაზე. პიტა თვა-
ლების დახუჭვისთანავე იძინებს. ბნელ ცას შევყურებ და ვფიქრობ, რამდენი
რამ შეიძლება შეიცვალოს ერთ დღეში. ჯერ კიდევ გუშინ ფინიკი მოსაკლავ-
თა სიის სათავეში მეწერა, დღეს კი მასთან ერთად ვარ და სანამ მძინავს, ის
მდარაჯობს. ვერაფრით დამიჯერებია, რომ მეგსის მაგივრად პიტა გადაარ-
ჩინა. ერთი ის ვიცი, რომ მასთან სიცოცხლის ბოლომდე ვალში ვიქნები.
აჯობებს, დავიძინო და ფინიკი თავის დარდთან მარტო დავტოვო. და ასეც
ვიქცევი.
თვალს რომ ვახელ, უკვე გვიანი დილაა. პიტას ჯერ კიდევ სძინავს. მზის
შუქს ქვიშაში ჩარჭობილ ტოტებზე გადადებული ბალახის ჭილოფი გვიჩრდი-
ლავს. ფინიკი უქმად არ მჯდარა. ორი დაწნული ჯამი ახალი წყლით გაუვ-
სია, მესამე - მოლუსკებით.
ახლა ქვიშაში ზის და ქვით ნიჟარებს ამტვრევს.
- უკეთესია, მაშინვე თუ შეჭამ, - ამბობს ის და ნიჟარიდან ამოგლეჯილ
ხორცის ნაჭერს პირში იგდებს. თვალები ჯერაც შეშუპებული აქვს, მაგრამ
ვითომ ვერ ვამჩნევ.
საჭმლის სუნზე მუცელი მიყურყურებს. ერთ ნიჟარას ვიღებ, მაგრამ
ფრჩხილების ქვეშ გამხმარ სისხლს ვამჩნევ და ვჩერდები. ეტყობა, ძილში
ვიფხანდი.
- ასე შეიძლება ინფექცია შეგეჭრას, - ამბობს ფინიკი.
- კაი ერთი, - ვბურტყუნებ მე.
წყალში ხელების დასაბანად ჩავდივარ. ვეღარ გამიგია, რა უფრო ცუდია,
ტკივილი თუ ქავილი. გაბეზრებული პლაჟისკენ მივაბოტებ და ცას მკვახედ
ვახლი:
- ეი, ჰეიმიჩ, თუ მთვრალი არ ხარ, იქნებ კანის მალამო გამოგვიგზავნო?
ჩემდა გასაკვირად, სულ რამდენიმე წამში პარაშუტიც მოფრინავს და მა-
ლამოთი სავსე ტუბი ჩემს ხელისგულზე ეშვება.
- როგორც იქნა, - დაბღვერილი ვამბობ.
ჰეიმიჩ, რას არ გავცემდი შენთან ხუთი წუთით სალაპარაკოდ.
ფინიკის გვერდით ფეხმორთხმით ვჯდები და ტუბს თავსახურს ვხსნი თუ
არა, ფისისა და ფიჭვის წიწვების მძაფრ სუნს ვგრძნობ. ცხვირშეჭმუხნილი,
ერთ წვეთს ვისხამ ხელისგულზე და ფეხში ვიზელ. ქავილის გრძნობა მიც-
ხრება და სიამოვნებისგან ვკვნესი. მალამო ფუფხით დაფარულ ჩემს კანს
221
მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობას სძენს. მეორე ფეხზე გადავდივარ.
ტუბს ფინიკს ვაძლევ, რომელიც ეჭვით მიყურებს.
- ისე გამოიყურები, თითქოს იხრწნები, - ამბობს ფინიკი.
თუმცა, ქავილის გრძნობა შიშზე ძლიერია და წუთის შემდეგ ფინიკიც იზე-
ლს მალამოთი კანს. მის კანზე ფუფხი და მალამო ერთად ისეთი საშინელი
სანახავია, რომ მეცინება.
- საბრალო ფინიკი. ალბათ ცხოვრებაში პირველად გამოიყურები ასე უშ-
ნოდ, - ვამბობ მე.
- ჰო, ცუდი გრძნობაა. შენ როგორ ძლებდი ამდენი წელი?
- სარკეში არ ჩაიხედო და არ გაგიჭირდება.
- სარკეში არ ჩავიხედავ, მაგრამ შენ რომ სულ თვალწინ მიდგახარ?! -
ეშმაკურად მპასუხობს ფინიკი.
მერე რიგრიგობით ვუზელთ ერთმანეთს ზურგებს.
- პიტას გავაღვიძებ, - ვდგები მე.
- არა, მოიცა, - მაჩერებს ფინიკი, - მოდი, ერთად გავაღვიძოთ. ცოტა შე-
ვაშინოთ.
გახალისება არც მე მაწყენს. ორივე მხრიდან ვუახლოვდებით პიტას, მის-
კენ ვიხრებით, სახეები ლამის მის ცხვირთან მიგვაქვს და ვანჯღრევთ.
- პიტა! პიტა, გაიღვიძე! - ნაზად, მელოდიური ხმით მივმართავ.
პიტა თვალებს ახელს და შეშინებული ხტება, თითქოს დანა ჩაგვერტყას
მისთვის.
- ააა!
მე და ფინიკი ქვიშაში ვკოტრიალებთ და ვხარხარებთ. რამდენჯერაც დამ-
შვიდებას ვცდილობთ, იმდენჯერ პიტას აღშფოთებულ მზერას ვხედავთ და
ისევ სიცილი გვიტყდება. ეს ფინიკ ოდეარი უფრო და უფრო მომწონს. ისე-
თი ქედმაღალი და თვითკმაყოფილი არ ყოფილა, როგორც მეგონა. არც
ისე ცუდი ბიჭია.
ამ დასკვნამდე მივდივარ და უცებ ჩვენ წინ კიდევ ერთი პარაშუტი ეშვება,
რომელსაც ახალგამომცხვარი პური მოაქვს. შარშან ჰეიმიჩი საჩუქრებს ზუს-
ტად საჭირო დროს მიგზავნიდა და ამით გარკვეულ მინიშნებებს მაძლევდა.
ახლა ამ პურით ალბათ მანიშნებს, რომ თუ ფინიკ ოდეართან ვიმეგობრებ,
საჭმელს მივიღებ.

222
ფინიკი ჩაფიქრებული ატრიალებს პურს ხელში და ქერქს უსინჯავს. აშკა-
რად ჩანს, რომ მე-4 რაიონულია - შიგ წყალმცენარეებია ჩამატებული და
მწვანე ელფერი გადაჰკრავს. ფინიკი ალბათ ხვდება, რაოდენ ძვირფასი სა-
ჩუქარია ეს პური და მეორედ ასეთ პურს ვეღარ გამოუგზავნიან. შესაძლოა,
ქერქის დანახვაზე მეგსიც ახსენდება. არ ვიცი. ხმამაღლა მხოლოდ ამას ამ-
ბობს:
- მოლუსკებს მივატანოთ.
სანამ მე პიტას კანზე მალამოს წასმაში ვეხმარები, ფინიკი ნიჟარებიდან
მოლუსკებს ფხეკს. მერე სამივე ერთად ვსხდებით და მოლუსკების გემრიელ
ხორცს და მე-4 რაიონულ პურს ვჭამთ.
საზიზღრად გამოვიყურებით - ეტყობა, მალამო კანის აქერცვლას იწვევს
- მაგრამ ამ სამკურნალო საშუალებით მაინც კმაყოფილი ვარ. ის არა მხო-
ლოდ ქავილს ანელებს, ვარდისფერ ცაში ავარვარებული მცხუნვარე მზის
სხივებისგანაც გვიცავს. მზის ადგილმდებარეობის მიხედვით ვასკვნი, რომ
დაახლოებით დილის ათი საათი უნდა იყოს. უკვე ერთი დღე გასულა, რაც
არენაზე ვართ. თერთმეტი ჩვენგანი მოკვდა, ცამეტი ცოცხალია. ამ ცამეტი-
დან ათი ტყეში იმალება. იმ ათიდან სამი-ოთხი პროფესიონალია. დანარჩე-
ნების გახსენება რატომღაც არ მინდა.
ჩემთვის ეს ჯუნგლი თავშესაფრიდან ავბედით მახედ იქცა. ოდესღაც მა-
ინც მოგვიწევს მის სიღრმეში შესვლა - სანადიროდ ან მონადირეებისგან
თავის დასაღწევად - მაგრამ ჯერჯერობით ამ პატარა პლაჟზე დარჩენა მირ-
ჩევნია. ვატყობ, არც პიტა და ფინიკი არიან წინააღმდეგნი. ჯერჯერობით
ჯუნგლი გარინდულია, მზის შუქში მწვანედ აბზინვარებული სულაც არ ჩანს
საშიში; იქიდან მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. და აი, უეცრად, შორს ვი-
ღაც კივის. ტყის პირას ხეები ირხევა. ბორცვის წვერიდან უზარმაზარი ტალ-
ღა იმართება და ღრიალით ეშვება ფერდობზე. ტალღა ისეთი ძლიერია,
რომ მართალია, ბორცვიდან შორს ვიმყოფებით, ჩვენამდე მოსული წყალი
მუხლებამდე მაინც გვწვდება და ჩვენს მცირე ბარგს ზღვისკენ მიაქანებს. სა-
ბედნიეროდ, ყველაფრის მოგროვებას ვასწრებთ, გარდა კომბინეზონებისა,
რომლებიც ისეთი დაფლეთილია, მათი დევნით თავს არც ერთი არ ვიწუ-
ხებთ.
ქვემეხი გრუხუნებს, იმ ადგილის თავზე, სადაც ტალღა გაჩნდა, ჰოვერ-
კრაფტი ეკიდება და ხეებს შორიდან ვიღაცის ცხედარი ამოაქვს.
223
ესეც მეთორმეტე, - ვფიქრობ გულში.
ზღვამ გიგანტური ტალღა შთანთქა და თანდათან მშვიდდება. ის არის,
ჩვენი ნივთები სველ ქვიშაზე უნდა დავალაგოთ, რომ ჩვენგან რამდენიმე
მეტრის მოშორებით ჯუნგლიდან სამი ადამიანი გამოდის ბარბაცით.
- შეხედეთ, - თითს ვიშვერ მათკენ და ფინიკი და პიტაც იქით ტრიალდე-
ბიან. უსიტყვოდ შეთანხმებულებივით, სამივე მაშინვე ხეებს უკან ვიმალებით.
სამეული საშინლად გამოიყურება. ერთ-ერთი მეორეს უდგას მხარში და
ისე მოჰყავს, მესამე კი შერეკილივით რვიანებს ხაზავს. სამივე წითელი აგუ-
რისფერია, თითქოს საღებავში ამოავლეს და მზეზე გააშრესო.
- ესენი ვინ არიან? - ინტერესდება პიტა, - ადამიანები არიან თუ მუტანტე-
ბი?
მშვილდს ვჭიმავ და ისრის სასროლად ვემზადები. თუმცა, უცებ ის, ვისაც
მოათრევდნენ, ძირს ეცემა. მისი მეგობარი გაბრაზებული აბაკუნებს ფეხებს
მიწაზე, მერე მესამეს, რომელიც უაზროდ მობოდიალობს, ხელს ჰკრავს და
იმასაც აქცევს.
ფინიკს სახე უნათდება.
- იოანა! - ყვირის და წითელკანიანებისკენ მირბის.
- ფინიკ! - ისმის იოანას ყვირილი.
მე და პიტა ერთმანეთს ვუყურებთ.
- ახლა რაღა ვქნათ? - ვეკითხები მას.
- ფინიკს ვერ მივატოვებთ.
- ვერა, - ვეთანხმები და უკმაყოფილოდ ვამატებ: - კარგი, წამოდი, - თუნ-
დაც მართლა წინასწარ შემედგინა მოკავშირეთა სია, ვის-ვის და იოანა მეი-
სონს იქ ნაღდად არ ჩავწერდი.
ჩვენც პლაჟზე გავდივართ, სადაც ფინიკი იოანას ხვდება. ახლოდან მის
თანამგზავრებსაც ვარჩევ და მთლად ვიბნევი: ქვიშაზე ზურგით ბიტი გდია,
ხოლო უაიერესი როგორღაც წამომდგარა და ბარბაცს აგრძელებს.
- მასთან უაიერესი და ბიტი არიან.
- ჩხირკედელა და შერეკილი? - ვერც პიტა მალავს გაოცებას, - საინტე-
რესოა, ეს როგორ მოხდა.
იოანა ტყისკენ იშვერს ხელს და ფინიკს გაცხარებული ელაპარაკება.
- გაიელვა და გვეგონა, წვიმას აპირებდა. ისეთი მოწყურებულები ვიყა-
ვით, ყველას გაგვიხარდა. თუმცა, თავსხმა რომ დაუშვა, აღმოჩნდა, რომ
224
სისხლი გვაწვიმდა. სქელი, თბილი სისხლი. ვეღარაფერს ვხედავდით, პირს
ვერ ვაღებდით, რომ სისხლით არ გამოგვსებოდა. თავის დაღწევის მიზნით,
წინ და უკან დავეხეტებოდით და სწორედ მაშინ ბლაითი ელექტრულ ველს
შეეჯახა.
- ვწუხვარ, იოანა, - ამბობს ფინიკი. ბლაითი, მგონი, იოანას თანარაიონე-
ლი იყო, ოღონდ საერთოდ არ მახსოვს მისი სახე. ალბათ იმიტომ, რომ სა-
ვარჯიშო დარბაზში ერთხელაც არ გამოჩენილა.
- ჰო, დიდად ვერაფერში ვარგოდა, მაგრამ მაინც ჩემიანი იყო, - ამბობს
იოანა, - მოკვდა და ამ ორთან მარტო დამტოვა, - ფრთხილად ჰკრავს ფეხს
ნახევრად უგონოდ მყოფ, წაქცეულ ბიტის, - სიუხვის რქასთან ზურგში დანით
დაჭრეს, ამის თანარაიონელი კი...
ყველანი უაიერესისკენ ვტრიალდებით, რომელიც წრეზე ტრიალებს და
ტანზე სისხლშემხმარი ბუტბუტებს: - წიკ-წიკ, წიკ-წიკ.
- კარგი, ჰო, გავიგეთ, წიკ-წიკ, წიკ-წიკ. საკმარისია! - ეუბნება იოანა და
მერე ჩვენს გასაგებად ამატებს: - შერეკილი ჯერაც შოკშია, - უაიერესს მისი
ხმა ესმის და ჩვენკენ მობარბაცებს, მაგრამ იოანა უხეში ხელისკვრით ისევ
ძირს აგდებს: - დაწე რა! ცოტა მოისვენე!
- თავი დაანებე! - მკაცრად ვეუბნები იოანას.
იოანა ყავისფერ თვალებს ჭუტავს და გაბრაზებული სისინებს:
- თავი დავანებო? - მერე ჩემკენ დგამს ნაბიჯს და სანამ რამეს მოვას-
წრებდე, ისეთ სილას მაწნის, თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა, - როგორ
ფიქრობ, შენთვის იმ ჯუნგლიდან ეს ორი ვინ გამოათრია შე...
მაგრამ ფინიკი იოანას მხარზე იგდებს და წყლისკენ მიარბენინებს. წყალ-
ში აგდებს და კარგა ხანს აყვინთავებს. გაწიწმატებული იოანა ფართხალებს
და ხმამაღლა გაჰკივის, უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავს. მისთვის სრო-
ლას არ ვაპირებ. ჯერ ერთი, ფინიკთანაა და მერე მეორეც, რაღაც უცნაური
მითხრა - შენთვის ეს ორი მე გადავარჩინეო.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობდა. ეს ორი ჩემთვის რატომ გადაარჩინა? -
ვეკითხები პიტას.
- არ ვიცი. ისე, თავიდან ხომ ამ ორთან აპირებდი დაამხანაგებას, - მახსე-
ნებს ის.

225
- კი, მინდოდა, ოღონდ თავიდან, - თუმცა, ეს არაფერს ხსნის. გაშეშებულ
ბიტის დავცქერი, - კარგი, რახან ჩემთვის გადაარჩინეს, დროზე ვუშველოთ
რამე, თორემ დიდხანს ვეღარ გაატანენ.
პიტა ბიტის იყვანს ხელში, მე უაიერესს ვუდგები მხარში და ჩვენი ბანაკის-
კენ მივდივართ. უაიერესს თავთხელში ვსვამ, რომ დაიბანოს, მაგრამ ის ხე-
ლებდამუშტული ზის და ერთსა და იმავეს იმეორებს: - წიკ-წიკ, წიკ-წიკ.
ბიტის ქამარს ვუხსნი. ქამარზე ლიანაზე აცმული ლითონის ცილინდრი
ჰკიდია. ეტყობა, ძალიან უფრთხილდებოდა. ცილინდრს იქვე ვაგდებ. ბიტის
სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმელი ტანზე მისწებებია, ამიტომ პიტა დასალ-
ბობად წყალში აწვენს. ძლივძლივობით ვხდით კომბინეზონს. ირკვევა, რომ
ბიტის საცვლებიც სისხლითაა მოთხვრილი. მისი გაშიშვლება გვიწევს, თუმ-
ცა, ამის აღარ მერიდება. მთელი წელი ჩემი სამზარეულოს მაგიდაზე ბევრი
შიშველი პაციენტი იწვა. ადამიანი თანდათან ყველაფერს ეჩვევა.
ბიტის ფინიკის დაწნულ ჭილოფზე ვაწვენთ და მის ზურგს ვიკვლევთ. ბე-
ჭიდან ნეკნამდე თხუთმეტსანტიმეტრიანი დიაგონალური ჭრილობა გასდევს.
საბედნიეროდ, ღრმა არ არის. თუმცა, ბევრი სისხლი დაუკარგავს - ეს სი-
ფერმკრთალეზეც ეტყობა - სისხლდენა ჯერაც არ შეჩერებულა.
მუხლებზე მდგარი ვფიქრობ. რით ვუშველო? ზღვის წყლით? თავს დედა-
ჩემივით ვგრძნობ, როცა პირველადი დახმარების აღმოსაჩენად თოვლის
გარდა სხვა არაფერი ჰქონდა. ჯუნგლს გავყურებ. იქ ალბათ ნამდვილი აფ-
თიაქია. მთავარია, საჭირო მცენარეები შეარჩიო... უცებ ხავსი მახსენდება,
მეგსმა ცხვირის მოსაწმენდად რომ მომცა.
- ახლავე დავბრუნდები, - ვეუბნები პიტას და ტყის პირისკენ მივდივარ. სა-
ბედნიეროდ, ხავსი აქ უხვად მხვდება. ხეებიდან ვგლეჯ ხავსს და პლაჟზე მი-
ვარბენინებ. ბიტის ჭრილობაზე ვადებ და წელზე ლიანას შემოხვევით ვუმაგ-
რებ. მე და პიტა ცოტა წყალსაც ვასმევთ და ტყის პირას ხის ჩრდილში ვაწ-
ვენთ.
- რითაც შეგვეძლო, დავეხმარეთ, - ვეუბნები პიტას.
- ძალიან კარგი. თურმე მკურნალობა გეხერხება, - ამატებს ის, - სისხლში
გაქვს ამის ნიჭი.
- არა, - უარის ნიშნად თავს ვაქნევ, - მე მამაჩემის სისხლი მაქვს, რომე-
ლიც ნადირობისას მიჩქარდება ძარღვებში და არა ეპიდემიისას. წავალ, უა-
იერესს დავხედავ.
226
ერთი მუჭა ხავსი მიმაქვს თავთხელში ჩაწვენილ უაიერესთან. ის ნებას
მრთავს, ტანსაცმელი გავხადო და სისხლი ჩამოვბანო. თუმცა, თვალები ჯე-
რაც შიშისგან გაფართოებია და როცა ველაპარაკები, დაჟინებით იმეორებს:
- წიკ-წიკ, წიკ-წიკ.
ეტყობა, ჩემთვის რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა
ბიტი არ მყავს გვერდით, რომ მისი გაურკვეველი მინიშნებები ამიხსნას.
- ჰო, წიკ-წიკ, წიკ-წიკ!
ეს უაიერესს ცოტათი ამშვიდებს. მის კომბინეზონს საგულდაგულოდ
ვრეცხავ. სისხლის კვალი თითქმის აღარ ეტყობა. სხვათა შორის, ჩვენისგან
განსხვავებით, მისი კომბინეზონი ჩასაცმელად ვარგა. ქამარსაც ვუკეთებ.
საცვლებსა და მაისურებს გასავლებლად თავთხელში ვდებ და ზედ ქვას ვა-
დებ, რომ დინებამ არ წაიღოს. მერე ბიტის კომბინეზონის რეცხვას ვიწყებ;
ამასობაში დაბანილი და სუფთა იოანა და კანაქერცლილი ფინიკიც გვიერ-
თდებიან. იოანა ხარბად ეწაფება წყალს და პირს მოლუსკებით იტენის. მე
უაიერესის დაყოლიებას ვცდილობ, მაგრამ ის პირს არაფერს აკარებს. ფი-
ნიკი უდარდელად, ლამის ცინიკურად ყვება ნისლისა და მაიმუნების თავდას-
ხმის ამბავს, მნიშვნელოვან დეტალებზე საუბარს თავს არიდებს.
ყველა სურვილს გამოთქვამს, ჯერ მე ვიდარაჯებ, თქვენ დაიძინეთო, მაგ-
რამ საბოლოოდ, პირველად მე და იოანას გვიწევს მორიგეობა. მე იმიტომ,
რომ არ მეძინება, ხოლო იოანა დაწოლაზე უარს აცხადებს. მე და ის ჩუმად
ვსხედვართ პლაჟზე, სანამ სხვები დაიძინებდნენ.
მერე იოანა ფინიკისკენ აპარებს თვალს, ხომ მართლა სძინავსო, და ჩუ-
მად მეკითხება:
- მეგსი როგორ დაკარგეთ?
- ნისლმა იმსხვერპლა. ფინიკს პიტა მიჰყავდა, მე - მეგსი, მაგრამ ბოლოს
ძალა აღარ მეყო. ვეღარ ვწევდი. ფინიკმა თქვა, ორივეს ვერ წავიყვანო,
ჰოდა, მეგსმაც აკოცა და პირდაპირ მომწამვლელ ნისლში შევარდა.
- მეგსი ფინიკის მენტორი იყო, - იოანა ამას ისეთი ხმით ამბობს, თითქოს
მეგსის სიკვდილში მე ვიყო დამნაშავე.
- არ ვიცოდი.
- თითქმის მისი ოჯახის წევრი იყო, - აგრძელებს იოანა, მაგრამ ამჯერად
ნაკლებ გესლიანად.
კარგა ხანს წყალს გავყურებთ და მერე ვეკითხები:
227
- ჩხირკედელასთან და შერეკილთან როგორ მოხვდი?
- ხომ გითხარი, ორივე შენთვის გადავარჩინე. ჰეიმიჩმა მითხრა, თუ ჩემე-
ბის მოკავშირეობა გინდა, ეგ ორი ქეთნისს მიუყვანეო, - ამბობს იოანა, - გა-
ნა ეს თვითონ არ დაავალე?
არა, არ დამივალებია, მაგრამ თავს თანხმობის ნიშნად მაინც ვაქნევ.
- მადლობელი ვარ, რომ დამეხმარე.
- იმედია, - იოანა ზიზღით მიმზერს, თითქოს მის ცხოვრებაში ყველაზე
მძიმე ტვირთი ვიყო. აი, თურმე რა გრძნობაა, როცა უფროსი და გყავს, რო-
მელსაც სძულხარ.
- წიკ-წიკ, - მესმის უკნიდან. უაიერესი უჩუმრად მოგვპარვია. ჯუნგლს მის-
ჩერებია.
- ღმერთო, დაბრუნდა. კარგი, მე წავუძინებ. შენ და შერეკილი ერთმა-
ნეთს დაიცავთ, - ამბობს იოანა, მიდის და ფინიკის გვერდით იშხლართება.
- წიკ-წიკ, - ჩურჩულებს უაიერესი. მას წინ ვისვამ და დასამშვიდებლად
მკლავზე ვეფერები. უაიერესს თვალები ეხუჭება, დროდადრო შეკრთება
ხოლმე და წამოიძახებს: - წიკ-წიკ.
- წიკ-წიკ, - ნაზად ვიმეორებ, - ძილის დროა. წიკ-წიკ, დაიძინე.
მზე ზუსტად თავზე გვექცევა. ალბათ უკვე შუადღეა. ამას არანაირი მნიშ-
ვნელობა არ აქვს. წყლის გადაღმა, ჩვენგან მარჯვნივ, იელვებს, ხეს მეხი
ეცემა და კვლავ ჭექა-ქუხილი იწყება. ზუსტად იმ ადგილას, სადაც გუშინ. ეტ-
ყობა, ვიღაც იმ ტერიტორიაზე შეეხეტა და ავტომატურად უამინდობა გამო-
იწვია. ვზივარ, ელვას ვუყურებ და უაიერესს ვეფერები. წუხანდელი ღამე
მახსენდება, როცა ზარის თორმეტჯერ ჩამოკვრის შემდეგ, უეცრად ჭექა-ქუ-
ხილი ატყდა.
- წიკ-წიკ, - უაიერესი წამით ფხიზლდება და ისევ იძინებს.
ზარმა თორმეტჯერ ჩამოკრა. შუაღამე იყო. გაიელვა. ახლა მზე ჩვენს
თავზეა. შუადღეა. და ისევ ელავს...
ნელა ვდგები და არენას თვალს ვავლებ. აი, იქ გაიელვა. მომდევნო ნამ-
ცხვრის ნაჭერზე სისხლის წვიმა წამოვიდა, რომელშიც იოანა, უაიერესი და
ბიტი მოყვნენ. ჩვენ მათ გვერდით მესამე მონაკვეთზე ვიყავით, როცა ნისლი
გაჩნდა. როგორც კი ნისლი გაიფანტა, მეოთხე მონაკვეთზე მაიმუნები შეგ-
როვდნენ. თავს მკვეთრად ვატრიალებ და საპირისპირო მხარეს ვიყურები.
რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით ათ საათზე, იმ ადგილიდან მარ-
228
ცხნივ, სადაც ახლა ელავს, მეორე მონაკვეთზე გიგანტური ტალღა წარმო-
იშვა. შუადღისას. შუაღამისას. ისევ შუადღისას.
- წიკ-წიკ, - ძილში ჩურჩულებს უაიერესი. როგორც კი ჭექა-ქუხილი წყდე-
ბა და მისგან მარჯვნივ სისხლის წვიმა იწყება, მისი სიტყვები აზრს იძენს.
- აა, - სუნთქვა მეკვრის, - წიკ-წიკ, - მრგვალ არენას თვალს ვავლებ, -
წიკ-წიკ. ეს საათია.

23.

საათი. ლამის რეალურად ვხედავ, თორმეტ თანაბარ ნაწილად დაყო-


ფილ არენაზე საათის ისრები როგორ მოძრაობს. საათში ერთხელ ახალი
საშინელება იწყება - თამაშის შემოქმედების მორიგი მომაკვდინებელი იარა-
ღი მოდის მოქმედებაში. ელვა, სისხლიანი წვიმა, ნისლი, მაიმუნები - ეს
პირველ ოთხი საათში მოხდა. ათ საათზე გიგანტური ტალღა წარმოიშობა.
დანარჩენ შვიდ შემთხვევაში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ის კი ცხადია, რომ
უაიერესი არ გაგიჟებულა.
ამჟამად სისხლიანი წვიმა მოდის და მაიმუნების მონაკვეთის გვერდით,
ნისლის მონაკვეთთან მეტისმეტად ახლოს ვართ. ეს თავდასხმები მხოლოდ
ჯუნგლში ხდება? ალბათ არა. ტალღამ პლაჟამდეც მოაღწია.
თუ ნისლი ტყიდან გამოაღწევს ან მაიმუნები დაბრუნდებიან...
- გაიღვიძეთ! - სათითაოდ ვანჯღრევ პიტას, ფინიკსა და იოანას, - გაიღვი-
ძეთ, უნდა წავიდეთ, - მოკლედ ვუხსნი საათის თეორიას, იმას თუ რას ნიშ-
ნავს უაიერესის წიკწიკი და როგორ იწვევს უხილავი ისრების მოძრაობა
არენის ყოველ მონაკვეთში ახალი უბედურების წარმოშობას.
საღ აზრზე მყოფი ყველა დავაჯერე, გარდა, რასაკვირველია, იოანასი,
რომელსაც ჩემი ერთი სიტყვაც არ მოსწონს. თუმცა, ისიც კი მეთანხმება,
სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.
სანამ სხვები ნივთებს აგროვებენ და ბიტის კომბინეზონს აცვამენ, მე უაიე-
რესს ვაღვიძებ. ის შეშინებული ახელს თვალებს და ყვირის:
- წიკ-წიკ!
- ჰო, წიკ-წიკ, არენა საათია. უაიერეს, მართალი ხარ, ეს საათია.
უაიერესს სახე უნათდება - როგორც იქნა, ვიღაც მიუხვდა.
229
- შუაღამისას.
- კი, შუაღამისას იწყება, - ვეთანხმები და უცებ პლუტარქე ჰევენსბის ჯიბის
საათი მიდგება თვალწინ. შუაღამისას იწყებაო, თქვა პლუტარქემ და ციფერ-
ბლატზე წამით კაჭკაჭჯაფარას სიმბოლო აინთო. ამ გადასახედიდან ისე
ჩანს, თითქოს მომავალი არენის შესახებ მანიშნებდა. მაგრამ რატომ? მაშინ
ხომ ჯერ კიდევ არ დავესახელებინე 75-ე შიმშილის თამაშების მონაწილედ?!
იქნებ იფიქრა, მომავალ მენტორს ამის ცოდნა წამადგებოდა? თუ ყველაფე-
რი თავიდანვე დაგეგმილი იყო?
უაიერესი სისხლის წვიმისკენ იქნევს თავს.
- პირველის ნახევარია.
- დიახ, პირველის ნახევარია. ხოლო ორ საათზე იქ მომწამვლელი ნის-
ლი წარმოიშობა, - ჯუნგლისკენ ვიშვერ ხელს, - ამიტომ უსაფრთხო თავშესა-
ფარი უნდა ვიპოვოთ.
უაიერესი ღიმილით დგება.
- წყალი დალიე, - ჯამს ვუწვდი და უაიერესი ნახევრამდე ცლის. მერე ფი-
ნიკის მოცემულ პურის ბოლო ნატეხს ლოღნის. კომუნიკაციის პრობლემის
დაძლევისთანავე უაიერესი გამოცოცხლდა.
ჩემს იარაღს ვამოწმებ. მილტუჩას და მალამოს ტუბს პარაშუტში ვახვევ
და ლიანით ქამარზე ვიკიდებ.
ბიტი ჯერაც უღონოდ გდია მიწაზე. პიტა მის აწევას ცდილობს, მაგრამ ის
ეწინააღმდეგება.
- უაიერი, - ითხოვს ის.
- აქ არის, - ეუბნება პიტა, - კარგად არის. უაიერესიც ჩვენთან ერთად მო-
დის.
თუმცა, ბიტი მაინც ფართხალებს და დაჟინებით იმეორებს: - უაიერი.
- აა, მგონი, ვიცი, რაც უნდა, - ამბობს იოანა და მიწიდან იმ ცილინდრს
იღებს, რომელიც დაბანისას ბიტის ქამრიდან მოვხსენით. ცილინდრი შედე-
დებული სისხლით არის დასვრილი, - ერთი უსარგებლო ნივთია, ზედ ელექ-
ტროსადენია დახვეული. ამისთვის მივარდა სიუხვის რქასთან და სწორედ
მაშინ დაჭრეს. ამ სადენს ვინმეს დასახრჩობად თუ გამოიყენებ, თორემ რაში
უნდა გამოგადგეს, ვერ ვხვდები. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ბიტი ვინმეს
მიეპაროს და დაახრჩოს.

230
- ბიტიმ სადენის დახმარებით ელექტროხაფანგი დააგო და შიმშილის თა-
მაშებში ასე გაიმარჯვა, - ამბობს პიტა, - მის ხელში ეს მძლავრი იარაღია.
უცნაურია, იოანა როგორ ვერ მიხვდა ასეთ მარტივ რამეს. ჰმ, მეეჭვება,
ასეთი უვიცი იყოს.
- ჩხირკედელას ტყუილად უწოდებდი? - ვეკითხები მას.
- ჰო, რა სულელურად ჟღერს, არა? - თვალებს მიბრიალებს იოანა, - ეტ-
ყობა, შენი პატარა მეგობრების გადარჩენით იმდენად დაკავებული ვიყავი,
რომ ამაზე დაფიქრების დრო არ მქონდა. შენ კიდევ ამ დროს... რაო, რას
ვაკეთებდიო? აჰ, ჰო, მეგსი სასიკვდილოდ გაწირე.
ქამარში გაჩრილი დანის ტარს მაგრად ვუჭერ ხელს.
- მიდი, სცადე. არ მადარდებს, ფეხმძიმედ ხარ თუ არა, ყელს გამოგჭრი!
- მემუქრება იოანა.
ახლა მისი მოკვლის უფლება არ მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის სა-
კითხია. ერთ-ერთი ჩვენგანი მეორეს მოიშორებს.
- იქნებ კამათს მოვრჩეთ და ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტოთ, საით
მივდივართ? - ფინიკი იოანას ხვეულას ართმევს და ბიტის მკერდზე ადებს, -
აგერ შენი მავთული, ჩხირკედელა. ფრთხილად, უადგილო ადგილას არ
შეაერთო!
ბიტი პიტას აღარ ეწინააღმდეგება.
- საით? - კითხულობს ჩემი თანარაიონელი.
- სიუხვის რქასთან დავბრუნდეთ და იქიდან ვადევნოთ თვალი. მაინტერე-
სებს, ყველაფერი მართლა წინასწარ დადგენილი გრაფიკით ხდება თუ არა.
ურიგო გეგმა არ ჩანს. თანაც, სიუხვის რქაში ალბათ კიდევ დარჩებოდა
საბრძოლო იარაღი. მით უმეტეს, უკვე ექვსნი ვართ. ბიტი და უაიერესი
რომც არ მიათვალო, ოთხი კარგი მებრძოლი შევიკრიბეთ. შარშანდელთან
შედარებაც არ ღირს, მაშინ ამ დროს მარტოდმარტო ვიბრძოდი გადარჩე-
ნისთვის. დიახ, მოკავშირეების ყოლა კარგია, მთავარია, არ იფიქრო იმაზე,
რომ ადრე თუ გვიან მათი დახოცვა მოგიწევს.
ბიტი და უაიერესი ალბათ თავისით დაიღუპებიან. ვინმესგან ან რამისგან
გაქცევა რომ დაგვჭირდეს, ესენი შორს ნაღდად ვერ წავლენ. იოანას და-
უფიქრებლად მოვკლავ, თუ საქმე პიტას დაცვაზე მიდგება, ანდა გესლიანი
პასუხებით მომაბეზრებს თავს. აი, ფინიკის მოკვლა კი, მას შემდეგ, რაც პი-
ტასთვის გააკეთა, ნამდვილად გამიჭირდება. კარგი იქნება, ის სხვამ შეიწი-
231
როს. როგორმე პროფესიონალებს უნდა დავუპირისპირო. ვიცი, ეს სისასტი-
კეა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?! ფინიკმა უკვე შეიტყო, როგორაა არენა
მოწყობილი, ჯუნგლში უეცარ საფრთხეს ყოველთვის დაუსხლტება, ამიტომ
მხოლოდ ვინმესთან ბრძოლისას თუ მოკვდება.
ყველანაირად ვცდილობ, ეს საძაგელი აზრები თავიდან გამოვიბერტყო.
პრეზიდენტ სნოუს მკვლელობაზე ოცნება მშველის. ვიცი, ჩვიდმეტი წლის
გოგო ასეთ რამეებს არ უნდა ნატრობდეს, მაგრამ უჩვეულო კმაყოფილების
გრძნობა მეუფლება.
უახლოეს მიწის ზოლს ფრთხილად ვუახლოვდებით იმის შიშით, სიუხვის
რქასთან პროფესიონალები არ იყვნენ ჩასაფრებულნი. თუმცა, საეჭვოა, ასე
იყოს, რადგან, დიდი ხანია, პლაჟზე ვართ დაბანაკებული და არავინ შეგვიმ-
ჩნევია. როგორც ველოდი, სიუხვის რქასთან სულიერი არ ჭაჭანებს, მხო-
ლოდ სხვებისგან დაწუნებული იარაღი ყრია.
პიტა ბიტის სიუხვის რქის ჩრდილში აწვენს და უაიერესს მავთულის ხვე-
ულას აძლევს.
- შეგიძლია გაწმინდო?
უაიერესი თავს უქნევს, მკვირცხლად მიდის წყლის პირთან და ხვეულას
წყალში აგდებს, თან მხიარულ საბავშვო სიმღერას მღერის თაგუნიაზე, რო-
მელიც კედლის საათზე აძვრა და ბედნიერია.
- ისევ დაიწყო, - უკმაყოფილოდ ოხრავს იოანა, - სანამ აწიკწიკდებოდა,
ეს სიმღერა ჰქონდა ამოჩემებული.
უეცრად უაიერესი დგება და ჯუნგლისკენ იშვერს თითს.
- ორი, - ამბობს იგი.
მის თითს ვაყოლებ თვალს და ვხედავ ნისლის კედელს, რომელიც პლა-
ჟისკენ მოცურავს.
- შეხედეთ, უაიერესს მართალი უთქვამს. ორი საათია, ნისლი წარმოიშვა.
- ზუსტად დადგენილ დროს, - ამბობს პიტა, - ყოჩაღ, უაიერეს, რომ მიხ-
ვდი.
უაიერესი პიტას უღიმის და სიმღერასა და ხვეულის წმენდას აგრძელებს.
- ძალიან გამჭრიახია, - ამბობს ბიტი და ყველა მისკენ ვტრიალდებით. ის
გამოცოცხლებულა, - საოცარი ალღო აქვს, როგორც კანარის ჩიტს მაღა-
როში.
- ეგ რა ჩიტია? - უკვირს ფინიკს.
232
- მაღაროში ჩაგვყავს, რადგან მომწამვლელი აირის სუნს წინასწარ
გრძნობს ხოლმე, - ვუხსნი მე.
- და როგორ გაფრთხილებთ? კვდება? - ინტერესდება იოანა.
- გალობას წყვეტს. ამ დროს აუცილებლად ზემოთ უნდა ახვიდე. მაგრამ
თუ ჰაერი მეტისმეტად მომწამვლელია, დიახ, კვდება. ჩიტიც და ადამიანიც.
მგალობელი ჩიტების სიკვდილზე საუბარი სულაც არ მეხალისება. ეს მა-
მაჩემის, რუს და მეისილი დონერის სიკვდილს მახსენებს. ო, დიდებულია,
ახლა პრეზიდენტი სნოუს მუქარაც მახსენდება და გეილიც, რომელიც იმ სა-
შინელ მაღაროებში მუშაობს. ძალიან ადვილია, მაღაროს აფეთქება უბე-
დურ შემთხვევას დააბრალო. დადუმებული კანარის ჩიტი, ნაპერწკალი და
მორჩა.
კვლავ პრეზიდენტ სნოუს მკვლელობაზე ოცნებას ვაგრძელებ.
უაიერესმა კი მოაბეზრა თავი, მაგრამ იოანა როგორც ყოველთვის, არე-
ნაზეც მხიარული ჩანს. სანამ მე ისრებს დავეძებ, ის ორ მძიმე ნაჯახს პოუ-
ლობს. მისი არჩევანი მაკვირვებს, მაგრამ ერთ-ერთ ნაჯახს ისე ძლიერად
ისვრის, რომ ამ სიცხეში ოდნავ დარბილებულ ოქროსფერ სიუხვის რქაში
ერჭობა. ჰო, იოანა მეისონი ხომ მე-7 რაიონიდანაა, რომლის მთავარი სამ-
რეწველო დარგი ხე-ტყის გადამუშავებაა. იოანას ალბათ ბავშვობიდან ნაჯა-
ხი არ გაუგდია ხელიდან, როგორც ფინიკს - სამკაპი. ბიტი ელექტრომოწყო-
ბილობებში ერკვევა, რუ მცენარეებს ცნობდა. მე-12 რაიონელები კი ამ
მხრივაც წამგებიან მდგომარეობაში ვართ. ჩვენ თვრამეტ წლამდე მაღარო-
ებში არ ჩავდივართ, სხვა რაიონელი შეწირულები კი უკვე ადრეულ ასაკში
ეუფლებიან თავიანთ ხელობას. მაღაროში მიღებული გამოცდილება შიმში-
ლის თამაშებშიც გამოადგებოდა კაცს. მაგალითად, წერაქვის მარჯვედ ქნე-
ვა და დინამიტის გამოყენება ნადირობის ნიჭთან ერთად დიდ უპირატესობას
მომანიჭებდა...
სანამ მე იარაღის გროვაში ვიქექებოდი, პიტას ჯუნგლიდან წამოღებულ
დიდ, რბილ ფოთოლზე დანის წვერით რაღაც დაუხაზავს. მხარზემოდან
დავყურებ ფოთოლს და არენის რუკას ვხედავ. შუაგულში, ქვიშის მრგვალ
კუნძულზე სიუხვის რქაა, საიდანაც თორმეტი მიწის ზოლი იტოტება. თორ-
მეტ თანაბარ ნაწილად დაჭრილ ტორტს ჰგავს. სიუხვის რქის კუნძული და
მისი ტოტები წყლის რკალშია მოქცეული, ხოლო კიდევ ერთ, უფრო სქელ
რკალში - ჯუნგლი.
233
- შეხედე როგორ არის განთავსებული სიუხვის რქა, - მეუბნება პიტა.
რუკას ვაკვირდები და მაშინვე ვხვდები, პიტა რასაც გულისხმობს.
- კუდი თორმეტ საათზე მიუთითებს.
- დიახ. ესე იგი, ეს ჩვენი საათის უმაღლესი წერტილია, - ამბობს პიტა და
წარმოსახვითი საათის ციფერბლატს ნომრავს, - თორმეტიდან პირველ სა-
ათამდე ჭექა-ქუხილია, - პირველ დანაყოფში წვრილად წერს ჭექა-ქუხილს,
ხოლო მომდევნო დანაყოფებში - სისხლს, ნისლს და მაიმუნებს.
- ათიდან თერთმეტამდე - ტალღა, - ვახსენებ და პიტაც შესაბამის დანა-
ყოფში ამატებს. ამასობაში სამკაპებით, ნაჯახებითა და დანებით კბილებამდე
შეიარაღებული იოანა და ფინიკიც გვიერთდებიან.
- სხვაგანაც ხომ არ შეგიმჩნევიათ რაიმე უჩვეულო? - ვეკითხები იოანას
და ბიტის.
მპასუხობენ, სისხლის გარდა არაფერი გვინახავსო - ამ ტერიტორიებზე
ნებისმიერი რამ შეიძლება გველოდეს.
- იმ დანაყოფებს მოვნიშნავ, რომლებზეც თამაშის შემოქმედების სასიკ-
ვდილო იარაღი პლაჟამდე წვდება, - ამბობს პიტა და დიაგონალური ხაზით
ნიშნავს ნისლისა და ტალღის დანაყოფებს რუკაზე, - მაშ ასე, ამ დილას
არენის შესახებ საკმარისად ბევრი შევიტყვეთ.
თანხმობის ნიშნად ერთად ვუქნევთ თავს და უცებ ვგრძნობ, რომ ირ-
გვლივ სიჩუმეს დაუსადგურებია - ჩვენი კანარის ჩიტი დადუმებულა.
არ ვიცდი, მშვილდს ვჭიმავ.
ვტრიალდები. გაწუწული გლოსი ყელზე წითელღიმილდახატულ უაიე-
რესს ხელს უშვებს და ეს უკანასკნელი ყელგამოჭრილი უსულოდ ეცემა
ძირს. ჩემი ისრის წვერი გლოსის მარჯვენა საფეთქელში ერჭობა. ზუსტად იმ
წამს, რა წამსაც მეორე ისარს ვამაგრებ ლარზე, იოანას ნაჯახი ქაშმირს
მკერდში ესობა. ფინიკი ბრუტუსის მიერ პიტასთვის ნასროლ შუბს იგერიებს,
ხოლო ენობარიას ნასროლი დანა ბარძაყში ხვდება. მე-2 რაიონელი შეწი-
რულები სიუხვის რქას ეფარებიან და ამით შველიან თავს. მე მათ მივდევ.
ქვემეხი ზედიზედ სამჯერ გრუხუნებს. უაიერესს ვეღარაფერი უშველის, ხო-
ლო გლოსისა და ქაშმირისთვის ბოლოს მოღება საჭირო აღარაა. მე და ჩე-
მი მოკავშირეები სიუხვის რქას გარს ვუვლით და მივდევთ ბრუტუსს და ენო-
ბარიას, რომლებიც მიწის ვიწრო ზოლზე ჯუნგლისკენ გარბიან.

234
უეცრად მიწა ირყევა და ძირს ვეცემი. მრგვალი კუნძული, რომელზეც სი-
უხვის რქა დევს, თავბრუდამხვევი სისწრაფით იწყებს ტრიალს. მხედველობა
მებინდება. მხოლოდ ლაქებს ვხედავ. ვგრძნობ, რომ ცენტრიდანული ძალა
წყლისკენ მიმათრევს და ქვიშაში ვარჭობ ხელის და ფეხის თითებს, რომ
როგორმე არამყარ ნიადაგზე თავი შევიმაგრო. თვალები ქვიშით მევსება და
ვხუჭავ. ასე უმწეოდ ვგდივარ მიწაზე. სანამ კუნძული სიჩქარის შენელების
გარეშე, უეცრად ჩერდება. გულისრევის შეგრძნებითა და ხველებ- ხველე-
ბით ვდგები. ჩემი მოკავშირეებიც ჩემს მდგომარეობაში არიან. პიტას, ფი-
ნიკს
და იოანას თავი შეუმაგრებიათ, მოკლულთა ცხედრები კი წყალში ჩაცვე-
ნილა.
ზუსტად ორი წუთი გავიდა უაიერესის დადუმებიდან. სუნთქვაშეკრულები
ვსხედვართ მიწაზე და ქვიშას ვიფურთხებით.
- ჩხირკედელა სადაა? - ახსენდება უცებ იოანას.
ყველანი ვხტებით და ბორძიკ-ბორძიკით გარს ვუვლით სიუხვის რქას. ფი-
ნიკი ოციოდე მეტრის მოშორებით წყალში ამჩნევს მას. ბიტი წყალში ფარ-
თხალებს. ფინიკი მაშინვე მის გამოსათრევად მიცურავს.
ამ დროს ბიტისთვის ასე მნიშვნელოვანი მავთულის ხვეულა მახსენდება.
სასოწარკვეთილი აქეთ-იქით ვიყურები. სად არის? სად არის? და აი ისიც -
წყალში მოტივტივე მკვდარ უაიერესს ჯერაც ხელში აქვს ჩაბღუჯული. ცხა-
დია, რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ ამის გაფიქრებაზე გული მეკუმშება.
- დამიცავით! - ვყვირი, მშვილდ-ისარს ვაგდებ და უაიერესის ცხედართან
უახლოესი მიწის ზოლისკენ გავბრივარ. შეუჩერებლად ვხტები წყალში და
მისკენ მივცურავ. ცალი თვალით ვხედავ, რომ ცაში ჰოვერკრაფტი გამოჩ-
ნდა და ცხედრის წასაღებად მარწუხი ეშვება. მე არ ვჩერდები, მთელი ძა-
ლით მივცურავ და უსულო უაიერესს თავით ვეტაკები. გამწარებული ვიფურ-
თხები, ვცდილობ, მისი გაჭრილი ყელიდან მჩქეფარე სისხლით დაბინძურე-
ბული წყალი არ ჩამეყლაპოს. უაიერესს ქამარი ეკეთა და ზურგზე ტივტი-
ვებს. უსიცოცხლო თვალებით მისჩერებია ულმობელ მზეს. ძლივძლივობით
ვგლეჯ ხვეულას გაშეშებული ხელიდან, მერე თვალებს ვუხუჭავ, ჩურჩულით
ვემშვიდობები და ცურვით ვბრუნდები ხმელეთზე. წყლიდან რომ ამოვდი-
ვარ, უაიერესის ცხედარი უკვე აღარ ჩანს, თუმცა, ზღვის წყალში გარეული
მისი სისხლის გემოს მაინც ვგრძნობ პირში.
235
ყველანი სიუხვის რქასთან შეგროვილან. ფინიკს ბიტი ამოუთრევია. ამ
უკანასკნელს ბლომად წყალი გადაუყლაპია და ახველებს. საბედნიეროდ,
სათვალე არ დაუკარგავს და დაბრმავება არ ემუქრება. სისხლისგან გაწმენ-
დილ, ბზინვარე მავთულის ხვეულას კალთაში ვუგდებ. უჩვეულო ელექტრო-
სადენია, მსგავსი არასდროს მინახავს - თმის ღერივით წვრილი და ოქროს-
ფერი. ნეტა რამსიგრძეა? ამხელა კოჭაზე ალბათ რამდენიმე კილომეტრი
სიგრძის მავთული მაინც იქნება დახვეული. თუმცა, ბიტის შეკითხვებით თავს
ვერ მოვაბეზრებ, ის ახლა ალბათ უაიერესზე ფიქრობს. ბიტიმ ფინიკისა და
იოანას მსგავსად თანარაიონელი დაკარგა და დაღონებულია. მე პიტასთან
მივდივარ, ხელებს წელზე ვხვევ და მცირე ხნით ყველანი ჩუმად ვსხედვართ.
- მოვშორდეთ ამ საძაგელ კუნძულს, - ამბობს ბოლოს იოანა.
აბარგებას დიდხანს არ ვუნდებით. ძირითადად, სულ იარაღი დაგვრჩა.
საბედნიეროდ, აქაური ლიანები გამძლეა და პარაშუტში გახვეული მალამოს
ტუბი და მილტუჩა ისევ ქამარზე მაქვს ჩამოკიდებული. ფინიკი მაისურს ხევს
და ენობარიას ნასროლი დანით დაჭრილ ბარძაყს იხვევს; ჭრილობა ღრმა
არ არის. ბიტის წამოდგომაში ვეხმარები; ახლა არ გავრბივართ, ნელა სი-
არული კი თავისითაც შეუძლია. გადავწყვიტეთ, პლაჟის თორმეტსაათიან
მონაკვეთზე დავბრუნდეთ. იქ კარგა ხანს აღარაფერი გვემუქრება და მომ-
წამვლელი ნარჩენებისგან სუფთა გარემოში ცოტას დავისვენებთ. თუმცა, პი-
ტა, იოანა და ფინიკი ვერ შეთანხმებულან, რომელია ეს მონაკვეთი და სამი-
ვე სხვადასხვა მხარეს აპირებს წასვლას.
- სიუხვის რქის წვეტიანი ბოლო თორმეტ საათზე მიუთითებს, ჩვენც იქით
უნდა წავიდეთ, - ამბობს პიტა.
- ეგ სანამ კუნძული დატრიალდებოდა, - აპროტესტებს ფინიკი, - პირა-
დად მე, მზის მიხედვით ვმსჯელობდი.
- მზე მხოლოდ იმას გიჩვენებს, რომ მალე ოთხი საათი დაიწყება, ფინიკ,
- ვეუბნები მე.
- მგონი, ქეთნისი იმის თქმას ცდილობს, რომ დროის ცოდნა არენაზე
ოთხსაათიანი მონაკვეთის ცოდნას არ ნიშნავს. საწყისი წერტილი გვჭირდე-
ბა, - ამბობს ბიტი, - და კიდევ, იმედია, ჯუნგლის გარეთა რკალიც არ გადაუ-
ადგილებიათ.

236
არა, მთლად ასეთი რთული რამის თქმას არ ვცდილობდი, ბიტის თე-
ორია უფრო მკაფიოდ ფორმირებულია, მაგრამ მაინც თავს ვაქნევ, თითქოს
მეც ამას ვგულისხმობდი.
- ამგვარად, ამ მიწის თორმეტი ზოლიდან ნებისმიერი შეიძლება მიდიო-
დეს თორმეტსაათიან მონაკვეთამდე.
სიუხვის რქას გარს ვუვლით და ჯუნგლს ვაკვირდებით. ერთფეროვანი სა-
ნახაობაა. მახსენდება გრძელი ხე, რომელსაც თორმეტ საათზე მეხი დაეცა,
მაგრამ ახლა ყველა მონაკვეთში ერთნაირი ხე დგას. იოანას აზრით, ენობა-
რიას და ბრუტუსის კვალს უნდა გავყვეთ, მაგრამ ისინი ხომ წყალმა ან ქარ-
მა წაიღო? იმაში გარკვევა, სად რა არის, ფაქტობრივად შეუძლებელია.
- ნეტა სულ არ მეთქვა არაფერი ამ საათზე, - დაღონებული ვამბობ, -
ყველაფერი გაიგეს და ეს უპირატესობაც წაგვართვეს.
- მხოლოდ დროებით, - აღნიშნავს ბიტი, - ათ საათზე გიგანტურ ტალღას
დავინახავთ და ორიენტირად გამოვიყენებთ.
- ჰო, მთელ არენას ხომ ვერ გადააკეთებენ, - მხარს უბამს პიტა.
- ამაზე დარდს რა მნიშვნელობა აქვს? - გვერთვება იოანა, - ქეთნის, შე
უტვინო, არაფერი რომ არ გეთქვა, პლაჟზე ბანაკს არ დავშლიდით და შეიძ-
ლებოდა დავხოცილიყავით.
ბედის ირონიით, იოანას დამცინავი, მაგრამ ლოგიკური კომენტარი მამ-
შვიდებს. დიახ, მათთვის რომ არაფერი მეთქვა, ასეც მოხდებოდა.
- წავედით, მწყურია, - აგრძელებს იოანა, - მაგალითად, მე გული კარგს
მიგრძნობს.
ალალბედზე ვირჩევთ გზას და წარმოდგენა არ გვაქვს, რომელი მონაკ-
ვეთისკენ მივემართებით. ტყის პირთან ვჩერდებით და ფრთხილად ვიჭყიტე-
ბით შიგნით. ვინ იცის, აქ რა საფრთხე გველის.
- წესით, ახლა მაიმუნების საათია, აქ კი მაიმუნები არ ჩანან, - ამბობს პი-
ტა, - შევალ, რომელიმე ხეს გავბურღავ.
- არა, მე შევალ, ახლა ჩემი ჯერია, - ეუბნება ფინიკი.
- გიდარაჯებ მაინც, - სთავაზობს პიტა.
- მაგას ქეთნისიც შეძლებს, - ეუბნება იოანა, - შენ ახალი რუკის შესადგე-
ნად გვჭირდები. ის ძველი წყალმა წაიღო, - ხიდან დიდ ფოთოლს წყვეტს
და პიტას უწვდის.

237
რატომღაც ეჭვი მიპყრობს, რომ გაყოფას და სათითაოდ მოკვლას გვიპი-
რებენ. თუმცა, არა, სისულელეა. ფინიკი თუ ხესთან ჯახირს აპირებს, მასთან
შედარებით უპირატესობა მექნება, პიტა კი იოანაზე დიდია და ალბათ მო-
ერევა. ფინიკთან ერთად თხუთმეტი მეტრის სიღრმეში შევდივართ ტყეში, იქ
ერთ კარგ ხეს ვპოულობთ და ფინიკი დანის წვერით იწყებს მის გაბურღვას.
მშვილდმოზიდული ვდგავარ მის გვერდით და ისეთი წინათგრძნობა
მაქვს, რომ პიტას რაღაც ცუდი უნდა შეემთხვეს. ვიხსენებ ყველაფერს, რაც
გონგის ხმის გაგონებიდან ამ წუთამდე შეგვემთხვა - იქნებ ასე დავადგინო
ჩემი მოუსვენრობის მიზეზი. ფინიკმა პიტა მისი ლითონის ფირფიტიდან ჩა-
მოიყვანა, მერე დენდარტყმული მოასულიერა. მეგსი ნისლში შევარდა და
თავი გასწირა, რადგან ფინიკმა პიტას დატოვება არ ისურვა. მორფლინგის-
ტი ქალიც პიტას გადაეფარა და მაიმუნის თავდასხმისგან იხსნა. პროფესიო-
ნალებთან ბრძოლა სულ ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ განა ფინიკმა პი-
ტასთვის ნასროლი ბრუტუსის შუბი არ მოიგერია, თვითონ კი ენობარიას და-
ნას არ მოერიდა? ახლაც იოანამ რუკის შესადგენად წაიყვანა, რომ ტყეში
არ შემოეშვა...
დიახ, ცხადზე უცხადესია: ჩემთვის უცნობი მიზეზით, ზოგიერთი გამარჯვე-
ბული საკუთარი სიცოცხლის ფასად პიტას დაცვას ცდილობს.
გაოგნებული ვშეშდები. ერთი მხრივ, მეც ხომ ეს მინდა, მაგრამ მეორე
მხრივ, აზრს ვერ ვხვდები. მხოლოდ ერთ ჩვენგანს შეუძლია გამარჯვება. პი-
ტა რატომ აირჩიეს? ჰეიმიჩმა ისეთი რა უთხრა მათ, რომ პიტასთვის თავს
სწირავენ?
პირადად მე პიტას გადარჩენა იმიტომ მინდა, რომ ის ჩემი მეგობარია და
ამით კაპიტოლიუმს დაუმორჩილებლობას ვუცხადებ; ამ საზარელი თამაშე-
ბის ერთხელ და სამუდამოდ მოსპობა მსურს. მაგრამ მასთან რომ არაფერი
მაკავშირებდეს, მის გამო თავს რატომ გავწირავდი? კი, მამაცი ბიჭია, მაგ-
რამ თამაშებში ლაჩარს არასდროს გაუმარჯვია. კეთილშობილიცაა და ძნე-
ლია, ეს არ შეამჩნიო, მაგრამ... და უცებ მახსენდება, რით გვჯობია პიტა
სხვებს. ის მჭევრმეტყველია. შარშანაც და წელსაც თავისი ინტერვიუებით
პუბლიკა მოხიბლა, სხვა მონაწილეები დაჩრდილა. იქნებ სწორედ ამ
თვალშისაცემი კეთილშობილების გამოა, რომ ერთი სიტყვით შეუძლია მი-
იმხროს მაყურებელი და მაყურებელთან ერთად - მთელი ქვეყანა?

238
რევოლუციას სწორედ მისნაირი წინამძღოლი სჭირდება. იქნებ ჰეიმიჩმა
სხვებიც დაარწმუნა იმაში, რომ პიტას ენამჭევრობა უფრო ძლიერი იარაღია
კაპიტოლიუმის წინააღმდეგ, ვიდრე ყველა ჩვენგანის ძალ-ღონე ერთად
აღებული? არ ვიცი. ამ საქმისთვის ზოგიერთი შეწირული მეტისმეტად არა-
სანდოა. ჩვენ ხომ აქ იოანა მეისონზე ვსაუბრობთ. მაგრამ სხვანაირად რო-
გორ უნდა აიხსნას პიტას გადარჩენისკენ მიმართული მათი ერთობლივი ძა-
ლისხმევა?
- ქეთნის, მილტუჩა თან გაქვს? - რეალობაში მაბრუნებს ფინიკის შეკით-
ხვა.
მილტუჩას ქამარზე მიმაგრებული ლიანიდან ვხსნი და ფინიკს ვუწვდი.
უცებ შიშითა და ტკივილით აღსავსე კივილი მესმის და ძარღვებში სის-
ხლი მეყინება. ნაცნობი ხმაა. მილტუჩას ვაგდებ. მავიწყდება, სად ვარ ან წინ
რა მელის, მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა დავიცვა, უნდა გადავარჩინო ხმის
პატრონი. თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ იქით, საიდანაც ხმა მესმის; აღა-
რაფრის მეშინია, ხშირ ბუჩქებსა და ტოტებში მივიკვლევ გზას, აუცილებლად
უნდა მივაღწიო მასთან.
ჩემი დაიკო უნდა გადავარჩინო!

24.

სად არის? რას უშვრებიან?


- პრიმ! - გამწარებული ვყვირი, - პრიმ!
პასუხად მხოლოდ შესაბრალისი კივილი მესმის.
აქ როგორ აღმოჩნდა? შიმშილის თამაშებში რატომ მონაწილეობს?
- პრიმ!
ხის ტოტები სახესა და მკლავებს მისერავს, ფეხები ლიანებში მეხლართე-
ბა. თუმცა, მაინც არ ვჩერდები. უკვე ახლოს ვარ. შუბლზე ოფლი წურწურით
მდის და დასერილი სახე მეწვის. სუნთქვა მეკვრის, დახუთული, ნოტიო ჰა-
ერი თითქოს მთლიანად დაიცალა ჟანგბადისგან. პრიმი ისე საწყლად და
სასოწარკვეთილად წივის, ვერც წარმომიდგენია, რა უნდა იყოს ამის მიზეზი.
- პრიმ!

239
როგორც იქნა, ვარღვევ ხეების ზღუდეს და პატარა მინდორზე გამოვრბი-
ვარ. კივილი თავზემოთ მესმის. ზემოთ ვიყურები. ჩემი დაიკო ხეზე მიაბეს?
ხის ტოტებზე ვერაფერს ვხედავ.
- პრიმ, სად ხარ?
კივილი მკაფიოდ ისმის და აი, ისიც. ხმას ზუსტად ჩემს თავზე, სამი მეტ-
რის სიმაღლეზე შემომჯდარი პატარა, ბიბილოიანი შავი ჩიტი გამოსცემს.
ყველაფერს ვხვდები.
ეს ყბედი ჯაფარაა.
ადრე არასდროს მინახავს - მეგონა, ამოწყდნენ. სწრაფი სირბილისგან
დაღლილს გვერდში მჭვალავს და ხეს მიყრდნობილი ვათვალიერებ უცხო
ჩიტს. ეს კაჭკაჭჯაფარას ხელოვნურად გამოყვანილი წინაპარია. აშკარად
ეტყობა აგებულებასა და ნაკვთებზე.
ერთი შეხედვით, ძნელია მიხვდე, რომ ლაბორატორიაში შექმნილ არსე-
ბას უყურებ. რითაც გამოირჩევა, ის არის, რომ პრიმის ხმას ზუსტად ჰბაძავს.
ისარს ვურჭობ და სამუდამოდ ვაჩუმებ. ჩიტი ძირს ვარდება. ხელში ვიღებ
და ყოველი შემთხვევისთვის, კისერს ვუგრეხ. მერე ამ საძაგელ არსებას
შორს ვისვრი. გინდაც შიმშილით კუჭი მიხმებოდეს, ამას პირს არ დავაკა-
რებ.
ეს სიცრუე იყო, - თავს ვიმშვიდებ, - არც შარშანდელი მუტანტი მგლები
ყოფილან ნამდვილი შეწირულები. ყველაფერი კაპიტოლიუმის სადისტური
ხრიკებია.
როცა მინდორზე ფინიკი შემორბის, მე ხავსით ისრის წვერს ვწმენდ.
- რა მოხდა, ქეთნის?
- ყველაფერი კარგადაა. მეც მშვენივრად ვარ, - ვპასუხობ მას, თუმცა,
მშვენივრად სულაც არ ვარ, - მეგონა, ჩემი და კიოდა, თურმე... - სიტყვას გუ-
ლის გამგმირავი კივილი მაწყვეტინებს. ეს პრიმის კი არა, ახალგაზრდა ქა-
ლის ხმაა. არ მეცნობა. აი, ფინიკი კი მაშინვე ფითრდება და თვალებში შიში
უდგება.
- ფინიკ, მოიცა! - ვეძახი, მაგრამ სანამ ხელს ჩავავლებდე, ფინიკი გარ-
ბის; ზუსტად ისე, როგორც მე მივრბოდი პრიმის ხმის მიმართულებით, - ფი-
ნიკ! - კვლავ ვეძახი, მაგრამ ვხვდები, რომ არ გაჩერდება და არც ახსნას
მაცლის. ამიტომ მეც კვალდაკვალ მივდევ.

240
ფინიკი თანდათან მშორდება, მაგრამ გათელილი ბალახის ცხად ნაკვა-
ლევს ტოვებს. სამწუხაროდ, მეორე ყბედი ჯაფარა დაახლოებით ერთი კი-
ლომეტრის მოშორებით, სადღაც ფერდობზეა და იქამდე რომ მივდივარ,
სულს ძლივსღა ვითქვამ. ფინიკი უზარმაზარი ხის გარშემო ტრიალებს. ქა-
ლის კივილი მისი ფოთლებიდან ისმის. ყბედი ჯაფარა არ ჩანს.
- ენი! ენი! - ყვირის ფინიკი. სრულ პანიკაშია და მასთან მიახლოება შეუძ-
ლებელია. ამიტომ გვერდითა ხეზე ავდივარ და ყბედ ჯაფარას ისარს იქი-
დან ვესვრი. მკვდარი ჩიტი პირდაპირ ფინიკის ფეხებთან ვარდება. ფინიკი
ჩიტს იღებს და ყველაფერს ხვდება. თუმცა, ხიდან რომ ჩავდივარ, ჯერ ისევ
სასოწარკვეთილია.
- დამშვიდდი, ფინიკ, ეს მხოლოდ ყბედი ჯაფარაა. გვატყუებენ. ეს ნამდვი-
ლი... ეს შენი ენი არ ყოფილა.
- ჰო, ენი არ ყოფილა, მაგრამ ხმა ხომ მისი იყო?! ყბედი ჯაფარა სხვის
ხმას ჰბაძავს, ქეთნის. ენის ხმა სად მოისმინა?
აქამდე ამაზე არ დავფიქრებულვარ. ტანში ჟრუანტელი მივლის.
- ო, არა, ფინიკ, გგონია, რომ...
- დიახ, ზუსტად ასე მგონია, - თავს მიქნევს ფინიკი.
თვალწინ მიდგება თეთრ ოთახში საწოლზე მიბმული პრიმი, რომელსაც
ნიღბიანი, თეთრხალათიანი ხალხი ადგას თაგვზე და აწამებს. სადღაც ჩემ
დაიკოს აწამებენ ან უკვე აწამეს, რომ ეს შესაბრალისი ხმა გამოეცა. მუხლი
მეკვეთება და მიწაზე ვეცემი. ფინიკი რაღაცას მეუბნება, მაგრამ აღარაფერი
მესმის. ჩემგან მარცხნივ კიდევ ერთი ყბედი ჯაფარა კივის - ამჯერად გე-
ილის ხმაზე.
ფინიკი ძლიერ მკლავებს მიჭერს და არ მიშვებს.
- არა, ესეც ტყუილია, - პლაჟისკენ მექაჩება ის, - აქაურობას უნდა მოვ-
შორდეთ! - მაგრამ გეილის ხმაში ისეთი ტკივილი იგრძნობა, რომ შეუძლე-
ბელია ზურგი ვაქციო, - ქეთნის, ეს მუტანტი ფრინველია! - მიყვირის ფინიკი,
- წამოდი! - ხან ძალით მექაჩება, ხან ხელში აყვანილი მიმარბენინებს. ბო-
ლოს და ბოლოს, მის სიტყვებს ვიაზრებ და ვმშვიდდები. ფინიკი სიმარ-
თლეს ამბობს. ეს მხოლოდ ყბედი ჯაფარაა. მისი დევნითა და მოკვლით გე-
ილს ვერ ვუშველი. თუმცა, ხმა გეილისაა და ცხადია, რომ ვიღაცამ სადღაც
ოდესღაც ასე შესაბრალისად აყვირა.

241
ფინიკს აღარ ვეწინააღმდეგები. როგორც წუხელ ნისლს, ახლაც გავურბი-
ვარ იმას, რასთან ბრძოლაც არ შემიძლია; რაც მხოლოდ ტკივილს მაყე-
ნებს. ალბათ ესეც თამაშის შემოქმედების მორიგი იარაღია. მგონი, ოთხსა-
ათიან მონაკვეთზე ვართ. როგორც კი ოთხი საათი ჩამოჰკრავს, მაიმუნები
მიდიან და ყბედი ჯაფარები გამოდიან ჩვენს შესაშლელად. ამ ჩიტების მიერ
ჩემთვის და ფინიკისთვის მოგვრილ ტკივილს ჰეიმიჩის გამოგზავნილი ვერა-
ნაირი მალამო ვეღარ უშველის. ფინიკის თქმისა არ იყოს, ყველაფერს აჯო-
ბებს, აქაურობას მოვშორდეთ.
შორიდან ტყის პირას მდგარ იოანას და პიტას ვამჩნევ. მიხარია, მაგრამ
თან მწყინს კიდეც. პიტა რატომ არ გამოიქცა ჩემს საშველად? რომელიმემ
მაინც რატომ არ მოგვძებნა? ახლაც ერთ ადგილას დგას, ხელები ჩვენკენ
გამოუშვერია, რაღაცას გვეძახის, მაგრამ არაფერი გვესმის. რატომ?
მე და ფინიკი გამჭვირვალე კედელს ვეჯახებით და ძირს ვეცემით. ბედმა
გამიღიმა. მე მხრით დავეტაკე კედელს, ფინიკი კი - სახით, და გატეხილი
ცხვირიდან სისხლი სდის. აი, თურმე რატომ ვერ მოგვეშველნენ. ჩვენ შო-
რის უხილავი ბარიერია. ეს ელექტრული ველი არ არის, შეგიძლია მის
მყარ, გლუვ ზედაპირს შეეხო, თუმცა, არც პიტას დანა და არც იოანას ნაჯახი
შიგ არ ერჭობა. გლუვ ზედაპირზე ხელს ვაფათურებ და საბოლოოდ
ვრწმუნდები, რომ ბარიერი არენის ოთხსაათიან მონაკვეთს ხუთსაათიანის-
გან ჰყოფს. ხუთ საათამდე ვირთხებივით აქ ვიქნებით გამომწყვდეულნი.
პიტა თავისი მხრიდან ადებს გამჭვირვალე ზედაპირზე ხელს, მე - ჩემი
მხრიდან. თითქოს მის შეხებას ვგრძნობ. ვხედავ, როგორ მოძრაობს მისი
ტუჩები, მაგრამ ხმა არ მესმის. ვცდილობ, მივხვდე, რას მეუბნება. სამწუხა-
როდ, კონცენტრაციას ვერ ვახდენ და მხოლოდ მის სახეს მივშტერებივარ,
რომ მთლად არ შევიშალო.
მერე კი ჩიტები გროვდებიან. ერთი მეორის მიყოლებით მოფრინავენ და
ახლომახლო ტოტებზე სხდებიან. შეხმატკბილებული ქორო ერთხმად გა-
ლობს საზარელ სიმღერას. ფინიკი მალევე ნებდება, მიწაზე ეცემა და მობუ-
ზული ყურებს იცობს. თავზე ხელებს ძლიერად იჭერს. მე კარგა ხანს ვიბ-
რძვი. საძულველ ჩიტებს მთელ კაპარჭს ვაცლი. თუმცა, ერთი მოკლული ჩი-
ტის ადგილს მეორე იკავებს. ბოლოს, მეც ვნებდები. ფინიკის გვერდით ვე-
ცემი და პრიმის, გეილის, დედაჩემის, მეჯის, რორის, ვიკის და თვით პატარა,
უმწეო პოუზის გულის გამგმირავი კივილის დახშობას ვცდილობ.
242
შემდეგ პიტას ხელი მეხება და ვხვდები, რომ წამება დასრულდა. პიტას
ხელში ატატებული გავყავარ ტყიდან. მე თვალები ჯერაც დახუჭული მაქვს,
ხელები - ყურებზე აფარებული; პიტა მუხლებზე მისვამს, მარწევს და დასამ-
შვიდებლად ნაზად მეჩურჩულება. კარგა ხნის შემდეგ დაძაბული კუნთები მი-
დუნდება და ხელებს ძირს ვუშვებ. სამაგიეროდ, ცახცახი მეწყება.
- ყველაფერი კარგადაა, ქეთნის, - ჩურჩულებს პიტა.
- შენ მათი ხმა არ მოგისმენია, - ვპასუხობ მე.
- თავიდან პრიმის ხმა გავიგონე, მაგრამ ეს პრიმი კი არა ყბედი ჯაფარა
იყო.
- კი, პრიმი იყო. სადღაც აწამეს. ყბედმა ჯაფარამ მისი ხმა მოისმინა.
- არა, კაპიტოლიუმს უნდა, რომ ასე იფიქრო. შარშან მეც მეგონა, რომ იმ
მუტანტ მგელს გლიმერის თვალები ჰქონდა, მაგრამ ის გლიმერის თვალები
არ ყოფილა და არც ეს იყო პრიმის ხმა. შეიძლება რომელიმე ინტერვიუდან
ამოჭრეს მისი ხმა და როგორც უნდოდათ, ისე გადააკეთეს.
- არა, პრიმი აწამეს, - დაჟინებით ვიმეორებ, - და ალბათ მოკლეს.
- ქეთნის, პრიმი ცოცხალია. პრიმს როგორ მოკლავდნენ? მალე რვა მო-
ნაწილეღა დავრჩებით. არ გახსოვს, მერე რა ხდება?
- კიდევ შვიდი ჩვენგანი მოკვდება, - უღონოდ ვპასუხობ.
- აქ კი არა, რაიონებში რა ხდება, როცა შიმშილის თამაშებში ბოლო რვა
მონაწილე რჩება? - პიტა თავს მაწევინებს და მაიძულებს, თვალებში ვუყუ-
რო, - მიდი, გაიხსენე!
აშკარად ჩემს დახმარებას ცდილობს... მეც გამალებით ვფიქრობ.
- ბოლო რვა მონაწილე რომ რჩება? - ვიმეორებ ხმამაღლა, - მათი ოჯა-
ხის წევრებსა და მეგობრებს ინტერვიუს ართმევენ.
- დიახ, - მიდასტურებს პიტა, - თუ მათ დახოცავენ, ინტერვიუს როგორღა
ჩამოართმევენ?
- ვერანაირად, - ჯერაც ვერ გამოვრკვეულვარ ეჭვებიდან.
- ჰო, ვერანაირად. ასე რომ, პრიმი ცოცხალია. პირველს ალბათ სწო-
რედ მას ჩამოართმევენ ინტერვიუს, - ამბობს პიტა.
ძალიან მინდა, მისი მჯეროდეს, მაგრამ... ის ხმები...
- ჯერ პრიმს, მერე დედაშენს, შენს ბიძაშვილ გეილს, მეჯს, - აგრძელებს
პიტა, - ეს ეშმაკური ოინი იყო, ქეთნის, საზარელი ხრიკი. თუმცა, შიმშილის

243
თამაშებში ჩვენ ვმონაწილეობთ და, სინამდვილეში ამით მათ კი არა, ჩვენ
გვერჩიან.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, - მპასუხობს პიტა. მაინც მიჭირს დაჯერება; პიტა ისეთი ენამჭევრია,
ნებისმიერ რამეში დაგარწმუნებს. ფინიკისკენ ვტრიალდები; ისიც გაფაციცე-
ბით ისმენს ჩვენს ყოველ სიტყვას.
- შენ რას ფიქრობ, ფინიკ?
- შეიძლება, მართლაც ასეა, არ ვიცი, - ამბობს ფინიკი, - ბიტი, ნუთუ მარ-
თლა შეიძლება ვიღაცის ხმა ინტერვიუდან ამოჭრა და როგორც გინდა, ისე
გადააკეთო?
- როგორ არა! ძალიან იოლია, ფინიკ. ჩვენთან ბავშვებს ამას სკოლაშივე
ასწავლიან, - პასუხობს ბიტი.
- რა თქმა უნდა, პიტა მართალს ამბობს. ქეთნისის დაიკო მთელ ქვეყანას
უყვარს. მართლა რომ მოეკლათ, ხალხი აჯანყდებოდა, - უემოციოდ ამბობს
იოანა, - აჯანყება კი კაპიტოლიუმს ნაღდად არ აწყობს, - ცას შეჰყურებს და
მთელი ხმით ყვირის, - წარმოიდგინეთ, მთელი პანემი რომ აჯანყდეს! ეს
არავის მოეწონება.
გაოცებული პირღია ვრჩები. არენაზე მსგავსი რამის თქმას ვერავინ ბე-
დავს. ამ ფრაგმენტს აუცილებლად ამოჭრიან. თუმცა, მე ყველაფერი გარ-
კვევით გავიგონე, ამიერიდან მას სულ სხვა თვალით შევხედავ. არა, იოანას
გულკეთილობას ნაღდად ვერ დასწამებთ, მაგრამ ვერც გამბედაობას და-
უკარგავთ. ნამდვილი გიჟია.
ის ნიჟარებს იღებს და ტყისკენ მიემართება.
- წყალს მოვიტან.
გვერდით ჩავლისას, მკლავზე ხელს ვავლებ.
- არ წახვიდე, იქ ჩიტებია... - ჩიტები ალბათ უკვე გაფრინდნენ, მაგრამ მა-
ინც არ მინდა, რომ ტყეში ვინმე, თუნდაც იოანა, შევიდეს.
- მე ვერაფერს დამიშავებენ. თქვენ კი არ გგავართ. საყვარელი ადამიანი
ერთიც არ დამრჩა, - ამბობს იოანა, უხეშად იცილებს ჩემს ხელს და მიდის.
უკან დაბრუნებულს წყლით სავსე ნიჟარას ვართმევ და მადლობის ნიშნად
უხმოდ ვუქნევ თავს. არ მინდა, ხმაში სიბრალული შემატყოს და გამიბრაზ-
დეს.

244
სანამ იოანა წყალს დაატარებს, ბიტი მავთულის ხვეულას ათამაშებს, ხო-
ლო ფინიკი საბანაოდ მიდის. ბანაობა არც მე მაწყენდა, მაგრამ ჯერ კიდევ
ვცახცახებ და მირჩევნია პიტას მკლავებში დავრჩე.
- ფინიკის წინააღმდეგ ვინ გამოიყენეს? - მეკითხება პიტა.
- ვიღაც ენი.
- ალბათ ენი კრესტა.
- ეგ ვინ არის?
- გოგო, რომლის ნაცვლადაც მეგსი გამოვიდა მოხალისედ. ენიმ ხუთი
წლის წინ გაიმარჯვა.
იმ წელს, როცა მამაჩემი დაიღუპა. იმ ზაფხულს ოჯახის გამოკვება დავიწ-
ყე და შიმშილთან ბრძოლის გარდა აღარაფერი მახსოვდა.
- ეგ შიმშილის თამაშები კარგად არ მახსოვს, მიწისძვრა რომ მოხდა, იმ
წელს?
- ჰო. მის თანარაიონელს თავი მოჰკვეთეს და ენი ჭკუაზე შეიშალა. გაიქ-
ცა და დაიმალა. მერე მიწისძვრამ დამბა გაარღვია და მთელი არენა დაიტ-
ბორა. ენი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სხვა შეწირულებზე უკეთ ცურავ-
და, - მიყვება პიტა.
- დღესაც შეშლილია?
- არ ვიცი. სხვა შიმშილის თამაშებში აღარ მინახავს. თუმცა, წლევანდელ
მკის ცერემონიალზე მთლად დაწყობილს არ ჰგავდა.
აი, თურმე ვინ უყვარს ფინიკს, - ვფიქრობ გულში, - მდიდარ კაპიტოლიუ-
მელ საყვარლებს საბრალო, შეშლილი თანარაიონელი გოგო ამჯობინა.
ქვემეხის გრუხუნი გვაიძულებს, პლაჟზე შევგროვდეთ. ჩვენი გათვლებით,
სადღაც ექვსსაათიანი მონაკვეთის თავზე ჰოვერკრაფტი ჩნდება. მარწუხი
ხუთჯერ ეშვება ხუთად გაგლეჯილი გვამის ნაწილების ასაკრეფად. მკვდრის
ვინაობის დადგენა შეუძლებელია. გაფიქრებაც კი მზარავს, რა უბედურება
შეიძლება გველოდეს ექვსაათიან მონაკვეთზე. პიტა ფოთოლზე ახალ რუ-
კას ხაზავს და ოთხსაათიან დანაყოფში ყბედ ჯაფარას წერს, ხოლო ექვსსა-
ათიანში - უბრალოდ, მხეცს. უკვე ცნობილია, რა გველოდება თორმეტიდან
შვიდ მონაკვეთში. თანაც, სხვა თუ არაფერი, ყბედი ჯაფარების თავდასხმამ
ის მაინც მოგვიტანა, რომ ხელახლა შევიტყვეთ, საათის ციფერბლატის რო-
მელ მონაკვეთზე ვიმყოფებით.

245
ფინიკი წყლისთვის ჯამს და სათევზაოდ ბადეს წნავს. წყალში ბანაობის
შემდეგ კანზე მალამოს ვიცხებ. წყლის პირას ვჯდები, ფინიკის დაჭერილ
თევზებს ვასუფთავებ და ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს ვუყურებ. მზეს მთვარე
ცვლის და არენაზე უჩვეულო ბინდბუნდი წვება. უმი თევზის ჭამას ვაპირებთ,
როცა პანემის ჰიმნი ჟღერს და ცაში ფოტოები ისახება...
ქაშმირი, უაიერესი, გლოსი, მეგსი. მე-5 რაიონელი ქალი. მორფლინგის-
ტი, რომელმაც პიტასთვის თავი გასწირა. ბლაითი. მე-10 რაიონელი კაცი.
რვა დღეს მოკვდა, რვა - გუშინ. დღე-ნახევარში მონაწილეთა ორი მესა-
მედი დაიღუპა. ეს ალბათ რეკორდული მაჩვენებელია.
- რაღაც ძალიან სწრაფად გვხოცავენ, - ამბობს იოანა.
- ჩვენ ხუთისა და მე-2 რაიონელების გარდა ვინ დარჩა? - ინტერესდება
ფინიკი.
- ჩაფი, - დაუფიქრებლად პასუხობს პიტა. როგორც ჩანს, ჰეიმიჩის რჩევა
არ დაჰვიწყებია და შეიძლება მის მოძებნასაც კი აპირებს.
ამ დროს ჩვენ ფერხთით პარაშუტი ეშვება და პაწაწინა, ოთხკუთხა ფუნ-
თუშების შეკვრა მოაქვს.
- ეს შენი რაიონიდან არის, არა, ბიტი? - ეკითხება პიტა.
- ჰო, მე-3 რაიონულია, - პასუხობს ბიტი, - რამდენი ცალია?
ფინიკი სათითაოდ ითვლის ფუნთუშებს, გულდასმით ათვალიერებს და
კვლავ კოხტად აწყობს პაკეტში. ეს ფინიკი აშკარად უცნაურად ეპყრობა
პურს.
- ოცდაოთხი, - ამბობს ის.
- ზუსტად ოცდაოთხი? - ეკითხება ბიტი.
- ჰო, - პასუხობს ფინიკი, - როგორ გავიყოთ?
- თითომ სამ-სამი შეჭამოს და დანარჩენი იმათ გაინაწილონ, ვინც საუზ-
მემდე ცოცხალი მიატანს, - გვთავაზობს იოანა. ჩუმად ვფხუკუნებ. ნეტა რა
არის სასაცილო? ალბათ ის, რომ იოანა მართალია. იოანაც მოწონებით მი-
ყურებს. არა, მოწონებით არა, მაგრამ ნასიამოვნები ჩანს.
ვიცდით, სანამ ათსაათიან მონაკვეთზე გიგანტური ტალღა წარმოიშობა
და პლაჟს დატბორავს. თერთმეტ საათზე წყალი უკან იხევს და ათსაათიან
მონაკვეთზე ვინაცვლებთ. წესით, მომდევნო თორმეტი საათის განმავლობა-
ში ჯუნგლიდან საფრთხე აღარ გვემუქრება. თერთმეტსაათიანი მონაკვეთი-
დან, საიდანაც წამოვედით, რომელიღაც ავი მწერების გამაყრუებელი ჭრი-
246
ჭინი ისმის. თუმცა, ხმა ჯუნგლიდან გამოდის და ჩვენც ფრთხილად ვართ,
რათა შემთხვევით იქით არ გადავეხეტოთ; თორემ ვინ იცის, იქნებ ეს იდუმა-
ლი მწერები ვინმე დაუდევრის გამოჩენას ელიან, რომ დაესიონ?
არც კი ვიცი, როგორ გაძლო იოანამ ამდენი ხანი ფეხზე. რაც შიმშილის
თამაშები დაიწყო, მხოლოდ ერთი საათი თუ ეძინა. ამაღამ მე და პიტა ვმო-
რიგეობთ, რადგან სხვებზე დასვენებულები ვართ და თან, განმარტოებაც
გვინდა. დანარჩენები მაშინვე იძინებენ, თუმცა, ფინიკს მოუსვენრად სძინავს.
დროდადრო ენის სახელს ბუტბუტებს.
მე და პიტა სველ ქვიშაზე ვსხედვართ და სხვადასხვა მხარეს ვიყურებით.
მარჯვენა მხრითა და თეძოთი მის მხარსა და თეძოს ვეხები. მე ზღვას ვუყუ-
რებ, ის - ჯუნგლს და ეს მსიამოვნებს. ვერც უცხო მწერების ჭრიჭინმა გან-
დევნა ჩემი გონებიდან ყბედი ჯაფარების კივილი. ცოტა ხნის შემდეგ თავს
პიტას მხარზე ვადებ. პიტა თმაში მიცურებს ხელს.
- ქეთნის, - ნაზად მომმართავს პიტა, - მოდი, პირდაპირ ვუთხრათ ერთმა-
ნეთს, რის გაკეთებას ვცდილობთ.
რამის დამალვას აზრი არ აქვს, მაგრამ მასთან ამის განხილვა სულაც არ
მეხალისება. თანაც, ახლა კაპიტოლიუმელი მაყურებელი ალბათ ტელეეკ-
რანებთან არის მიჯაჭვული, რომ ჩვენი არც ერთი სიტყვა არ გამოეპაროს.
- არ ვიცი, ჰეიმიჩს რაზე შეუთანხმდი, მაგრამ უნდა გითხრა, რომ ჰეიმიჩი
მეც დამპირდა რაღაცას.
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ დაჰპირდა. ჰეიმიჩმა პიტას უთხრა, ქეთნისი უნ-
და გადავარჩინოთო, რათა მას არაფერი ეეჭვა.
- ამგვარად, ცხადია, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მოატყუა, - აგრძელებს პი-
ტა.
ეს ჩემს ყურადღებას იპყრობს. ორმაგი შეთანხმება. ორმაგი პირობა.
მხოლოდ ჰეიმიჩმა იცის, რომელია მართალი. თავს ვწევ და პიტას თვალებ-
ში ვუყურებ.
- ამას ახლა რატომ მეუბნები?
- იმიტომ, რომ არ მინდა დაგავიწყდეს, რა განსხვავებულ მდგომარეობა-
ში ვართ მე და შენ. თუ შენ მოკვდები და მე გადავრჩები, მე-12 რაიონში
მშვიდი ცხოვრება მაინც არ მეღირსება. შენ ხარ მთელი ჩემი სიცოცხლე, -
ამბობს პიტა, - უშენოდ ბედნიერი ვეღარ ვიქნები.
გაპროტესტებას ვაპირებ, მაგრამ პიტა ტუჩებზე მადებს თითს.
247
- შენს შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. არ ვამბობ, რომ შენთვის იო-
ლი იქნება, მაგრამ შენს ცხოვრებაში არის ხალხი, ვისთვისაც ღირს სიცოც-
ხლე.
პიტა ოქროს მედალიონს იხსნის. მთვარის შუქზე ზედ გამოსახულ კაჭკაჭ-
ჯაფარას ვხედავ. უცებ პიტა უხილავ ღილაკს აწვება და მედალიონი იხსნება.
შიგნით ორი ფოტო დევს: მარჯვნივ - მოღიმარი დედაჩემის და პრიმის, მარ-
ცხნივ - გეილის.
ამ სამი სახის გარდა ვერაფერი გამტეხდა ამ მომენტში. მას შემდეგ, რაც
შუადღისას მოვისმინე... მსგავს დარტყმას ვერც მე ვუძლებ.
- შენს ოჯახს სჭირდები, ქეთნის, - მეუბნება პიტა.
ჩემი ოჯახი. დედაჩემი. პრიმი. ჩემი ვითომ ბიძაშვილი გეილი. პიტას გან-
ზრახვა ცხადია. სურს, რომ გადავრჩე და გეილი მართლაც იქცეს ჩემი ოჯა-
ხის წევრად, რომ მას ცოლად გავყვე. პიტა თავს სწირავს ჩემთვის და... გე-
ილისთვის. მეუბნება, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. პიტა ყველაფერს
თმობს ჩემთვის.
ველოდები, რომ რამეს იტყვის ჩვენს მომავალ შვილზე, მაგრამ ამაოდ.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს შიმშილის თამაშების მაყურებლისთვის განკუთვნი-
ლი სიტყვები არაა. პიტა თავის ნამდვილ გრძნობებსა და განცდებზე მესაუბ-
რება.
- მე კი არავის ვჭირდები, - ამბობს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე.
მართლაც ასეა. ის ოჯახს არ სჭირდება. ნათესავებთან და რამდენიმე მე-
გობართან ერთად ისინიც გამოიგლოვებენ, მაგრამ ცხოვრებას პიტას გარე-
შეც გააგრძელებენ. არყის დახმარებით თვით ჰეიმიჩიც კი შეძლებს ყველაფ-
რის დავიწყებას. მხოლოდ ერთი ადამიანი დაიტანჯება სიცოცხლის ბოლომ-
დე პიტას სიკვდილით. ეს მე ვარ.
- ეს ტყუილია, - ვეპასუხები პიტას, - მე მჭირდები.
პიტა ოხრავს და კამათისთვის ემზადება. ვიცი, ახლა ისევ დედაჩემს და
პრიმს გამახსენებს და დამაბნევს, ამიტომ, სანამ ხმას ამოიღებს, ტუჩებში
ვკოცნი.
და აი, ისევ ის განცდა მეუფლება, რომელიც მხოლოდ ერთხელ, შარშან,
დამეუფლა გამოქვაბულში, როცა ჰეიმიჩის საჭმლის გამოგზავნაზე დაყო-
ლიებას ვცდილობდი. მას შემდეგ არენაზეც და არენის გარეთაც პიტას
ათასჯერ ვაკოცე, მაგრამ მხოლოდ იმ პირველმა კოცნამ შემძრა მთელი
248
არსებით. იმ ერთმა კოცნამ მომანდომა მეორე კოცნა. თუმცა, მაშინ ჭრი-
ლობიდან სისხლი წამომივიდა და პიტამ დაწოლა მაიძულა.
ამჯერად ხელს არაფერი გვიშლის და ლაპარაკის დაწყების რამდენიმე
ამაო მცდელობის შემდეგ პიტა მნებდება. სასიამოვნო განცდა მათბობს და
გულიდან მთელ სხეულს ედება და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას
მიძლიერებს. შიმშილი ჩემთვის უცხო არაა, მაგრამ ეს სულ სხვაგვარი, სუ-
ლიერი შიმშილია.
რეალობაში ზუსტად თორმეტ საათზე ხეს დაცემული მეხი გვაბრუნებს.
ხმაური ფინიკსაც აღვიძებს. ყვირილით წამომჯდარი, თითებს ქვიშაში არ-
ჭობს, თითქოს სურს დარწმუნდეს, რომ მხოლოდ კოშმარი ნახა და სხვა
არაფერი.
- მაინც ვეღარ დავიძინებ, - ამბობს ის, - რომელიმემ დაისვენეთ, - უცებ
ჩვენს გამომეტყველებას ამჩნევს და ამატებს: - ანდა, ორივემ. მარტოც ვიდა-
რაჯებ.
- მარტო საშიშია, - უარს ეუბნება პიტა, - შენ დაწექი, ქეთნის. მე არ დავ-
ღლილვარ.
არ ვეწინააღმდეგები, რადგან თუ მისი გადარჩენა მინდა, ძალები აუცი-
ლებლად უნდა აღვიდგინო.
პიტა ბანაკამდე მაცილებს, სადაც იოანას და ბიტის სძინავთ. ყელზე მედა-
ლიონს მკიდებს და მუცელზე ხელს მადებს.
- შენგან დიდებული დედა დადგება, - მეუბნება, კიდევ ერთხელ მკოცნის
და ფინიკთან ბრუნდება.
ბავშვის ხსენება ნიშანია. დროა, ისევ შიმშილის თამაშებში დავბრუნდეთ.
სხვაგვარად მაყურებელი დაეჭვდებოდა, რატომ არ გამოიყენა პიტამ საკუ-
თარი რეზერვიდან ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი. ეს სიტყვები სპონ-
სორების გრძნობებზეც იმოქმედებს.
თუმცა, ქვიშაზე გაწოლილი ვფიქრობ, იქნებ პიტამ უფრო მეტი იგულის-
ხმა? ხომ არ მიმანიშნა, რომ ოდესმე გეილისგან მეყოლება შვილი? თუ
ასეა, მწარედ შემცდარა. ჯერ ერთი, შვილის გაჩენა ჩემს გეგმებში არ შედის
და არც არასდროს შევა, და მეორეც, თუ რომელიმე ჩვენგანი უნდა გახდეს
კიდეც მშობელი, ეს უთუოდ პიტა იქნება.
სანამ ჩამეძინება, ვცდილობ, წარმოვიდგინო მომავალი, რომელშიც არც
კაპიტოლიუმი არსებობს და არც შიმშილის თამაშები; წარმოვიდგინო ადგი-
249
ლი, როგორზეც რუს ვუმღერე სიკვდილის წინ - ადგილი, სადაც პიტას შვი-
ლი უსაფრთხოდ იცხოვრებს.

25.

ვიღვიძებ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რაც რაღაცით პიტასთან არის


დაკავშირებული. არადა, რა დროს ბედნიერებაა?! მოვლენები ისე სწრაფად
ვითარდება, ხვალ ალბათ უკვე მკვდარი ვიქნები. მანამდე, იმედია, ყველა
მეტოქეს ჩამოვიშორებ და ამით პიტას კვარტალური ჯახის გამარჯვებულის
გვირგვინისკენ გზას გავუთავისუფლებ. და მაინც, ბედნიერების განცდა ისეთი
სასიამოვნოა, რომ თუნდაც რამდენიმე წუთით ღირს მისით ტკბობა.
ცოტა ხანში მცხუნვარე მზე და კანის ქავილი მწარე რეალობაში მაბრუ-
ნებს.
ყველას ღვიძავს და ჰაერში მოფარფატე პარაშუტის მიწაზე დაშვებას
ელიან. კიდევ ერთი პური გამოგვიგზავნეს. ზუსტად ისეთივე, მე-3 რაიონული
ოცდაოთხი ფუნთუშაა, როგორებიც წუხელ გამოგვიგზავნეს. წუხანდელიდან
ცხრა ფუნთუშა მოგვრჩა და ახლა ოცდაცამეტი გვაქვს. თითო ხუთ ცალს
ვჭამთ და რვა კიდევ გვრჩება. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ
კიდევ ერთი ჩვენგანის სიკვდილის შემდეგ რვა ფუნთუშას ზუსტად გავინაწი-
ლებთ. დღისით ამაზე არავის ეხუმრება.
რამდენ ხანს გაძლებს ჩვენი ალიანსი? არავინ ელოდა, რომ შეწირულე-
ბის რიცხვი ასე სწრაფად შემცირდებოდა. იქნებ ვცდები და სხვები სულაც არ
ცდილობენ პიტას დაცვას? იქნებ ეს მხოლოდ დამთხვევაა ან ამით ჩვენი
ნდობის მოპოვებას ცდილობდნენ, რომ იოლად მოგვიღონ ბოლო? ან იქ-
ნებ რაღაც ისეთი ხდება, რასაც მე ვერ ვხვდები?
დიახ, დიახ, რაღაც ისეთი ხდება, რასაც მე ვერ ვხვდები. დროა, მე და პი-
ტა აქედან გავიძურწოთ.
პიტას გვერდით ვჯდები ფუნთუშის საჭმელად. რატომღაც თვალებში ვე-
ღარ ვუყურებ. შეიძლება წუხანდელი კოცნის გამო მრცხვენია, მიუხედავად
იმისა, რომ მისთვის პირველად არ მიკოცნია. არაა გამორიცხული, რომ პი-
ტასთვის ეს ერთი ჩვეულებრივი კოცნა იყო.

250
არა, საქმე ისაა, რომ დრო ცოტა დაგვრჩა და ეს კარგად ვიცით. თანაც,
ორივეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები გვამოძრავებს; პიტას უნდა, რომ
შიმშილის თამაშებში მე გავიმარჯვო, მე კი - პირიქით.
ნასაუზმევს ხელს ვკიდებ და წყლისკენ მიმყავს.
- წამოდი, ცურვას გასწავლი.
მინდა, ცალკე დაველაპარაკო და გაქცევის გეგმაზე მოვეთათბირო. გაგ-
ვიჭირდება, რადგან თუ იეჭვებენ, რომ მათთან კავშირს ვწყვეტთ, უმალ
უპირველეს სამიზნეებად ვიქცევით.
პიტასთვის მართლა ცურვის სწავლება რომ მინდოდეს, ქამარს მოვახსნე-
ვინებდი, მაგრამ ახლა წელამდე წყალში დგას და მხოლოდ რამდენიმე ძი-
რითად მოძრაობას ვუჩვენებ. იოანა ერთ ხანს ეჭვის თვალით გვიყურებს,
მაგრამ მალე ინტერესს კარგავს და ძილს აგრძელებს. ფინიკი ახალ ბადეს
ქსოვს, ხოლო ბიტი კვლავ თავის ხვეულას ეთამაშება. მგონი, სწორედ ახ-
ლაა პიტასთან საუბრისთვის ხელსაყრელი დრო.
სანამ პიტა წყალში ყვინთავდა, რაღაც შევამჩნიე. ყველა ფუფხი ამექერ-
ცლა და ქვეშ ახალი კანი მოჩანს. პიტას ვაჩერებ ვითომდა იმ მიზნით, რომ
ქვიშის გამოყენებით მასაც ვასწავლო კანის გახეხვა.
სანამ კანს ვიხეხავთ, გაქცევის გეგმას ვანდობ:
- წყალი რვა საათამდე არ ადიდდება. დროა, აქაურობას გავერიდოთ, -
ჩურჩულით ვეუბნები პიტას, თუმცა, მეეჭვება, რომელიმე შეწირულს ამსიშო-
რიდან ჩვენი ესმოდეს.
პიტა ჩემს წინადადებაზე ფიქრდება და გონებაში წონის, ჩვენთვის რა უფ-
რო აჯობებს.
- მოდი, ასე მოვიქცეთ, - ამბობს ის, - ერთად ვიყოთ, სანამ ბრუტუსს და
ენობარიასაც არ მოვიცილებთ. მგონი, ბიტი მათთვის ხაფანგის დაგებას
ცდილობს. მერე კი, გპირდები, ერთად გავიქცევით.
მისი წინადადება დიდად არ მხიბლავს, მაგრამ სიმართლე ითქვას, სხვა
არჩევანი არ გვაქვს. ახლა რომ გავიქცეთ, ერთდროულად მეტოქეთა ორ
გუნდს გადავიკიდებთ. ან სულაც სამს. ვინ იცის, ჩაფს რა აქვს ჩაფიქრებული.
არენის დაბრკოლებათა გადალახვაც მოგვიწევს. არც ბიტი უნდა დაგვავიწ-
ყდეს. იოანამ ის მხოლოდ ჩემთვის გადაარჩინა და თუ მე და პიტა გავიქცე-
ვით, მაშინვე მოკლავს. თუმცა, უცებ ვაცნობიერებ, რომ ბიტის გადარჩენა შე-
უძლებელია. შიმშილის თამაშებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს და
251
ეს პიტა უნდა იყოს. ამას უნდა შევეგუო და ისე მოვიქცე, როგორც პიტას გა-
დასარჩენად იქნება უკეთესი.
- კარგი, - ვეთანხმები მას, - დავრჩეთ, სანამ პროფესიონალები დაიხოცე-
ბიან. მერე კი აუცილებლად გავიქცევით, - და ფინიკს ხელის ქნევით ვუხმობ,
- ფინიკ, შემოგვიერთდი! გასწავლით, უწინდელი სილამაზე როგორ დაიბ-
რუნო.
ერთმანეთს ზურგის ხეხვაში ვეხმარებით და წყლიდან არენის ცასავით
ვარდისფრები ამოვდივართ. მერე მალამოს ვისვამთ, რადგან ახალი კანი
ჯერაც სათუთია და ასეთ მზეში დამწვრობის მიღების რისკი ძალიან დიდია.
ბიტი თავისთან გვიხმობს. თურმე მთელი ეს დრო მავთულის ხვეულას
ტყუილად როდი ეთამაშებოდა - გეგმა მოუფიქრებია.
- ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მომდევნო დავალება ბრუ-
ტუსის და ენობარიას მოკვლაა, - რბილად ამბობს ის, - არა მგონია, ჩვენზე
ღიად თავდასხმა გაბედონ, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში არიან. შეგ-
ვიძლია თვითონ ვინადიროთ მათზე, მაგრამ ეს ძალიან დამღლელი და სა-
შიში საქმეა.
- შენი აზრით, ისინიც მიხვდნენ არენის საიდუმლოს? - ვეკითხები.
- თუ ჯერ არ მიმხვდარან, მალე მიხვდებიან. შეიძლება, ისე ზუსტად ვერა,
როგორც ჩვენ, მაგრამ იმას პი შეამჩნევენ, რომ არენის ზოგიერთ ნაწილში
ზუსტად ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე საფრთხე ჩნდება. არც ის
ფაქტი გამორჩებოდათ, რომ ჩვენს ბოლო შეტაკებაში თამაშის შემოქმედები
ჩაერივნენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თამაშის შემოქმედები ჩვენს დისორიენტი-
რებას ცდილობდნენ და ალბათ პროფესიონალებიც დაფიქრდებიან ამაზე -
მიხვდებიან, რომ არენა საათს ჰგავს, - ამბობს ბიტი, - ამგვარად, აჯობებს,
მათ თვითონ დავუგოთ მახე.
- მოიცა, იოანას დავუძახებ, - აწყვეტინებს ფინიკი, - ასეთი მნიშვნელოვა-
ნი თათბირი თუ გამოტოვა, გადაირევა.
- კარგი ერთი, - ჩემთვის ვბურტყუნებ. იოანა ყოველთვის გადარეულს
ჰგავს. თუმცა, ფინიკს არ ვაჩერებ, რადგან ასეთ მდგომარეობაში რომ აღ-
მოვჩენილიყავი, თვითონაც ძალიან გავბრაზდებოდი.
ფინიკი იოანასთან ერთად ბრუნდება. ბიტი ყველას უკან დახევას და მის-
თვის სივრცის გათავისუფლებას გვთხოვს. ქვიშაზე წრეს ხაზავს და მას

252
თორმეტ ნაწილად ყოფს. მთლად პიტას ნახაზივით იდეალური ვერ არის,
რადგან ბიტის გონება უფრო რთულ საკითხებზე ფიქრით არის დაკავებული.
- თქვენ რომ ბრუტუსი და ენობარია იყოთ და იცოდეთ, რაც ჯუნგლის შე-
სახებ იცით, სად იქნებოდით? - გვეკითხება ბიტი.
მართალია, მის ხმაში აღმატებულება არ იგრძნობა, მაგრამ რატომღაც
მეჩვენება, რომ ჩვენ წინაშე სკოლის მასწავლებელი დგას, რომელიც მოს-
წავლეებს გაკვეთილს მათთვის გასაგებ ენაზე უხსნის. არ ვიცი, იმიტომ, რომ
ჩემზე ბევრად უფროსია თუ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენზე მილიონჯერ
ჭკვიანი.
- იქ, სადაც ახლა ვართ - პლაჟზე, - პასუხობს პიტა, - ყველაზე უსაფრთხო
ადგილი ეს არის.
- მაშ, რატომ არ არიან პლაჟზე? - ინტერესდება ბიტი.
- იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვართ, - მოუთმენლად პასუხობს იოანა.
- ზუსტად. პლაჟს ჩვენ დავეპატრონეთ. ამ შემთხვევაში, სხვაგან სად წახ-
ვიდოდით? - არ გვეშვება ბიტი.
სასიკვდილო საფრთხეებით სავსე ჯუნგლსა და მეტოქეების მიერ დაკავე-
ბულ პლაჟზე ვფიქრობ.
- ტყის პირას დავიმალებოდი, რომ თავდასხმის შემთხვევაში საფრთხის-
თვის სწრაფად ამერიდებინა თავი. თან მეტოქეებსაც, ანუ ჩვენს გუნდს, ვუთ-
ვალთვალებდი.
- გარდა ამისა, საჭმელსაც ვიშოვიდი, - ამატებს ფინიკი, - ჯუნგლი უცხო
ცხოველებითა და მცენარეებით არის სავსე, თვალთვალით კი დავადგენდი,
რომ ზღვის პროდუქტების ჭამა უსაფრთხოა.
ბიტი ისე გვიღიმის, თითქოს ჩვენმა პასუხებმა მის მოლოდინს გადააჭარ-
ბა.
- მართალია. ყოჩაღ. ახლა კი დაფიქრდით, რა ხდება დღისა და ღამის
თორმეტ საათებზე?
- ხეს მეხი ეცემა, - ვპასუხობ.
- დიახ. და აი, რას გთავაზობთ: დავიცადოთ, სანამ ამ შუადღისას ხეს
კვლავ დაეცემა მეხი და მერე, შუაღამის დადგომამდე იმ ხიდან ზღვის
წყლამდე მავთული გავაბათ. მოგეხსენებათ, ზღვის წყალი დენის კარგი გამ-
ტარია. შუაღამისას, როგორც კი ხეს მეხი დაეცემა, მავთულის მეშვეობით
ელექტრობა არა მხოლოდ წყალში, მთელ პლაჟზე გაივლის, რადგან ათსა-
253
ათიანი ტალღის შემდეგ ქვიშა ჯერაც სველი იქნება. ვინც იმ მომენტში ქვიშა-
ში იდგება, ელექტროდენი დაარტყამს და მოკვდება, - ამბობს ბიტი.
კარგა ხანს ყველანი ჩუმად ვდგავართ და ბიტის გეგმაზე ვფიქრობთ. წარ-
მოუდგენელი გეგმაა, ჩემი აზრით, განუხორციელებელი. თუმცა, რატომ?
თვითონაც ათასობით ხაფანგი დამიგია. ესეც ხაფანგია, ოღონდ მეცნიერუ-
ლი დეტალებით გაუმჯობესებული და გართულებული. იქნებ იმოქმედოს? ან
საერთოდ ვინ მოგვცა იმის უფლება, ჩვენ, ვისაც თევზაობის, დურგლობისა
და ქვანახშირის მოპოვების გარდა არაფერი გვიკეთებია, ბიტის გეგმაში და-
ვეჭვდეთ? განა რამე გაგვეგება ციური ენერგიის გამოყენების და ჩვენს სამ-
სახურში ჩაყენებისა?
- ეს მავთული ამ ძალის ელექტრობას გაუძლებს, ბიტი? - ისევ პიტა თუ
მოიფიქრებდა საჭირო შეკითხვას, - ძალიან წვრილია. რომ დაიწვას?
- დაიწვება კიდეც, ოღონდ მას მერე, რაც მასში ელექტრობა გაივლის.
პატრუქივით იმოქმედებს.
- რა იცი? - იოანას ხმაში ეჭვი იგრძნობა.
- ვიცი, რადგან ეს მავთული მე შევქმენი, - პასუხობს ოდნავ გაკვირვებუ-
ლი ბიტი, - ეს ჩვეულებრივი მავთული არ არის. არც ეს მეხია ჩვეულებრივი
მეხი და არც ეს ხე - ჩვეულებრივი ხე. ხეებს ჩემზე უკეთ იცნობ, იოანა, და
განა ხე, რომელსაც ამდენჯერ დაეცა მეხი, ახლა დამწვარი არ უნდა იყოს?
- კი, - მოღუშული პასუხობს იოანა.
- ჰოდა, ამ მავთულზე ნუ ღელავთ. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც
მე ვამბობ, - გვარწმუნებს ბიტი.
- და ამ დროს ჩვენ სად უნდა ვიყოთ? - ინტერესდება ფინიკი.
- შუაგულ ჯუნგლში, - პასუხობს ბიტი.
- ეგრე პროფესიონალებსაც არაფერი მოუვათ, თუ წყლის პირას ან
პლაჟზე არ იქნებიან, - აღვნიშნავ მე.
- მართალია, - მეთანხმება ბიტი.
- სამაგიეროდ, წყალში ზღვის არსებებს დასცხებათ, - ამბობს პიტა.
- არათუ დასცხებათ, უფრო მეტიც: საკვების ამ წყაროს ალბათ სამუდა-
მოდ მოვისპობთ, - ეპასუხება ბიტი, - თუმცა, საჭმელად ვარგისი რამეები
ჯუნგლშიც მოიპოვება. ხომ ასეა, ქეთნის?
- კი, კაკალი და ვირთხები, - ვამბობ მე, - თანაც, სპონსორები გვყავს.

254
- ძალიან კარგი. ესე იგი, შიმშილით არ დავიხოცებით, - ამბობს ბიტი, -
თუმცა, ვინაიდან მოკავშირეები ვართ და ამ საქმეს ყველა ჩვენგანის ძალის-
ხმევა დასჭირდება, გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ.
მართლაც რომ სკოლის მოსწავლეებს ვგავართ. მისი თეორიის ეჭვქვეშ
დაყენება არ შეგვიძლია, მხოლოდ თუ დავიჩივლებთ, ისიც სულ ტყუილად.
ჩვენს სადარდებელს მის გეგმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვებიც
ჩემსავით შეცბუნებულები ჩანან.
- მე თანახმა ვარ, - ვამბობ ყველას გასაგონად, - გეგმა ან იმუშავებს, ან
არა. თუ იმუშავებს, დიდი შანსია, პროფესიონალები თავიდან მოვიშოროთ;
ხოლო თუ არ იმუშავებს და თუნდაც ისინი გადარჩნენ, ბრუტუსსა და ენობა-
რიას ზღვის სახით საკვების წყაროს მოვუსპობთ.
- მეც თანახმა ვარ, - მხარს მიბამს პიტა, - ქეთნისი მართალია.
ფინიკი წარბებაზიდული შეჰყურებს იოანას. უმისოდ არ დათანხმდება.
- კარგი, - ამბობს ბოლოს და ბოლოს იოანა, - ჯუნგლში მათზე ნადირო-
ბას ისევ ეს ჯობია. არა მგონია, ჩანაფიქრს მიგვიხვდნენ, რადგან წესიერად
თვითონაც ვერაფერს ვერ ვხვდებით.
ბიტის მეხის ხის დათვალიერება სურს. მზის ადგილმდებარეობის მიხედ-
ვით ახლა დილის ცხრა საათი უნდა იყოს. პლაჟიდან ისედაც მალე უნდა წა-
ვიდეთ. ბანაკს ვშლით, მეხის მონაკვეთზე გადავდივართ და ჯუნგლში შევდი-
ვართ. ბიტი ჯერაც საკმაოდ სუსტადაა, რომ აღმართი დაძლიოს, ამიტომ
ფინიკი და პიტა რიგრიგობით იკიდებენ ზურგზე. წინ იოანა მიგვიძღვის, ხემ-
დე პირდაპირი გზაა და მაინც არ დაგვკარგავს. თანაც, ზურგს ჩემი მშვილდ-
ისრით უკეთ დავიცავ, ვიდრე იოანა თავისი ორი ნაჯახით.
ჰაერი იხუთება და სუნთქვა მეკვრის. შიმშილის თამაშების პირველივე
დღიდან ყოველ წამს ასეთ მდგომარეობაში ვართ. ნეტა ჰეიმიჩი მე-3 რაი-
ონული პურის ნაცვლად, რაიმე მე-4 რაიონულს გამოგვიგზავნიდეს. ბოლო
ორ დღეა, ლიტრობით ოფლს ვკარგავ და, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის
პროდუქტებით ვიკვებები, მარილის დანაკლისს განვიცდი. აჰ, რას არ დავ-
თმობდი ყინულის ნატეხის ან ერთი ჭიქა ცივი წყლის სანაცვლოდ! სულ არა-
ფერს კი სჯობია, მაგრამ აქაური ხის წყალი ისეთივე თბილია, როგორც სხვა
ყველაფერი ამ არენაზე. ერთ დიდ ქვაბში ვიხარშებით.
ხემდე ცოტაღა გვრჩება, რომ ფინიკი ამბობს, წინ ქეთნისმა იაროსო, და
იოანას და ბიტის უხსნის:
255
- ელექტრული ველის ზუზუნი ესმის.
- ზუზუნი ესმის? - უკვირს ბიტის.
- მხოლოდ კაპიტოლიუმში ნაოპერაციები ყურით, - ვამბობ მე.
ბიტის ნაღდად ვერ მოვატყუებ ამით. თვითონ მასწავლა, როგორ დამენა-
ხა ელექტრული ველი და ისიც ეცოდინება, რომ ელექტრული ველი არ ზუ-
ზუნებს. თუმცა, რატომღაც ჩემს სიტყვებში ეჭვი არ შეაქვს.
- მაშინ რათქმაუნდა, წინ ქეთნისმა უნდა იაროს, - ამბობს ის და სათვა-
ლის დაორთქლილ მინებს წმენდს, - ელექტრულ ველთან თამაში არ შეიძ-
ლება.
მეხის ხე ყველაზე მაღლა, თვალშისაცემ ადგილას დგას. კაკლებს ვაგ-
როვებ და წინ ვისვრი, თუმცა თხუთმეტიოდე მეტრში ელექტრულ ველს ჯერ
კიდევ მანამ ვამჩნევ, სანამ კაკალი მოხვდებოდეს. ბუჩქების თავზე, ჩემგან
მარჯვნივ, მოლივლივე ოთხკუთხედს ვხედავ.
- მეხის ხეს არ გასცდეთ, - ვაფრთხილებ სხვებს.
მოვალეობებს ვინაწილებთ. ფინიკი იცავს ბიტის, რომელიც ხეს ათვა-
ლიერებს. იოანა გვერდით მდგარ ხეს ბურღავს წყლისთვის, პიტა კაკლებს
აგროვებს, მე ახლომახლო ვნადირობ. ხის ვირთხები ადამიანებს არ უფ-
რთხიან და ადვილად ვკლავ სამ მათგანს. ამასობაში ათსაათიანი ტალღის
ხმაური ისმის და სხვებთან ვბრუნდები. ნანადირევს ვშიგნავ და ვასუფთავებ.
მერე ელექტრული ველისგან რამდენიმე მეტრში მიწაში ხაზს ვავლებ, რომ
შემთხვევით არ გადავცდეთ და მე და პიტა კაკლებისა და დაკეპილი ვირ-
თხის ხორცის შეწვას ვიწყებთ.
ბიტი ხის ირგვლივ ტრიალებს, რაღაცეებს აკვირდება და ზომავს. უცებ
ღეროს ვერცხლისფერ ქერქს აცლის და ელექტრულ ველს ესვრის. ასხლე-
ტილი ქერქი მიწაზე ეცემა და რამდენიმე წამს ვარვარებს. მერე ისევ ჩვეულ
ფერს იბრუნებს.
- ჰო, ეს უკვე ბევრ რამეს ხსნის, - ამბობს ბიტი.
პიტას ვუყურებ და ტუჩს ვიკვნეტ სიცილისგან თავის შესაკავებლად, რად-
გან ბიტის გარდა მომხდარი არავისთვის არაფერს არ ხსნის.
უცებ მეზობელი მონაკვეთიდან ჭრიჭინი გვესმის. ეს ნიშნავს, რომ უკვე
თერთმეტი საათია. პლაჟზე ჭრიჭინი ისე ხმამაღლა არ ისმოდა, როგორც
აქ, შუაგულ ჯუნგლში. ყველანი ვიძაბებით.
- ეს მექანიზმის ხმა არ არის, - ამბობს ბიტი.
256
- მწერისაა, - ვამბობ მე, - ალბათ რომელიმე ხოჭოს სახეობაა.
- მარწუხებიანი ხოჭოების ჭრიჭინს ჰგავს, - ამატებს ფინიკი.
ხმაური ძლიერდება, თითქოს ჩვენი ხმადაბალი საუბარი გაიგონეს და
ცოცხალი ხორცის სიახლოვე იგრძნესო. არ ვიცი რა ჭრიჭინებს, მაგრამ
თავს დავდებ, აქ რომ იყოს, ამ ხმის პატრონი სულ რამდენიმე წამში ჩვენგან
ცარიელ ძვლებს დატოვებდა.
- მალე თორმეტი საათი ხდება და აქაურობას ისედაც უნდა მოვშორდეთ,
- ამბობს იოანა, - ჰოდა, ჯობია, დავუჩქაროთ.
თუმცა, შორს არ მივდივართ. სისხლის წვიმის მონაკვეთში ზუსტად ასეთი-
ვე ხის გარშემო ვიკრიბებით. მცირე პიკნიკს ვაწყობთ. ტყეში მოპოვებულ
საკვებს მივირთმევთ და ხეზე მეხის დაცემას ველით. ბიტის თხოვნით, რო-
გორც კი ჭრიჭინის ხმა ოდნავ ცხრება, ხეზე ავდივარ, რომ იქიდან დავზვე-
რო გარემო. გაელვება ამსიშორიდანაც კი, ამ მზის შუქშიც თვალის მომჭრე-
ლია. მეზობელ მონაკვეთში მდგარი მეხის ხე თეთრ-ლურჯად ვარვარებს,
ხოლო მის გარშემო ჰაერი ელექტრულად იმუხტება. ძირს ჩავდივარ და ნა-
ნახს ბიტის ვუყვები. ვერ დავიკვეხნი, რომ სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთე,
მაგრამ ბიტი მაინც კმაყოფილია.
შემოვლითი გზით ვბრუნდებით პლაჟის ათსაათიან მონაკვეთზე. ახლახან
ტალღას გადაუვლია და ქვიშა ჯერაც სველი და ნოტიოა. ბიტი დასასვენებ-
ლად გვიშვებს, თვითონ კი მავთულს ჩაჰკირკიტებს. რახან მავთული მისი ია-
რაღია და ყველანი მის ცოდნაზე ვართ დამოკიდებული, ისეთი შეგრძნება
მეუფლება, თითქოს სკოლიდან ადრე გაგვათავისუფლეს. ტყის პირას
ჩრდილში რიგრიგობით ვიძინებთ. ნაშუადღევს ყველანი ფეხზე ვართ და
მღელვარებისგან ადგილს ვერ ვპოულობთ. ერთობლივი გადაწყვეტილე-
ბით, რაკი მომავალში შეიძლება ამის საშუალება აღარ გვქონდეს, ზღვის
პროდუქტებით ბოლოჯერ დანაყრებას ვგეგმავთ. ფინიკის ხელმძღვანელო-
ბით, სამკაპით თევზებს ვიჭერთ, მოლუსკებს ვაგროვებთ და ხამანწკების-
თვის წყალში ვყვინთავთ. წებოვანი და ბლანტი ხამანწკები ერთადერთხელ
ვჭამე კაპიტოლიუმში და დიდად არ მომეწონა. სამაგიეროდ, ყვინთვა მსი-
ამოვნებს. წყალქვეშ სრულიად განსხვავებული სამყაროა. წყალი სუფთაა,
ჭრელი თევზები დაცურავენ და ქვიშიანი ფსკერი უჩვეულო ზღვის ყვავილე-
ბით არის მორთული.

257
სანამ მე, ფინიკი და პიტა სადილს ვამზადებთ, იოანა სადარაჯოზე დგას.
პიტა ნიჟარას ხლეჩს და იცინის.
- ეი, ერთი ამას შეხედეთ! - ბრინჯის მარცვლისოდენა მარგალიტს გვიჩვე-
ნებს, - იცი, თუ საკმარის ძალას დაატან, ქვანახშირსაც აქცევ მარგალიტად, -
სერიოზულად ეუბნება ფინიკს.
- გამორიცხულია, - აგდებულად პასუხობს ფინიკი.
მე გულიანად ვხარხარებ. სწორედ ამ სიტყვებით აცნობდა კაპიტოლიუ-
მელ პუბლიკას ჩვენს თავს შარშან სულელი ეფი თრინკეტი.
პიტა წყალში ავლებს მარგალიტს და მე მიწვდის.
- ეს ჩემგან.
მარგალიტს ხელისგულზე ვიდებ და მზის შუქში მის მოელვარე ზედაპირს
ვაკვირდები. ამას შევინახავ. სიცოცხლის ბოლომდე, დარჩენილი რამდენიმე
საათის განმავლობაში სულ თან მექნება. პიტას ბოლო საჩუქარია. მხოლოდ
ამის მიღება შემიძლია მისგან. იმედია, სიკვდილის წინ ძალებს შთამბერავს.
- გმადლობ, - მარგალიტს მუჭში ვმალავ. ცივად ვუყურებ ლურჯ თვალებ-
ში ადამიანს, რომელიც ამ მომენტში ჩემი უდიდესი მტერია და საკუთარი სი-
ცოცხლის ფასად ჩემს გადარჩენას ცდილობს. ჩემს თავს ვპირდები, რომ მას
ამ გეგმას არ განვახორციელებინებ.
პიტა სერიოზულდება და ისე დაჟინებით მაშტერდება, თითქოს ჩემი აზრე-
ბის წაკითხვა უნდაო.
- მედალიონმა არ იმოქმედა, არა? - მეკითხება, მიუხედავად იმისა, რომ
ფინიკი გვერდით გვიზის; მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველას ესმის, - მიპა-
სუხე, ქეთნის!
- იმოქმედა.
- ისე არა, როგორ მე მქონდა ჩაფიქრებული, - თვალს მარიდებს პიტა.
მას შემდეგ ერთხელაც არ იხედება ჩემკენ, მხოლოდ ხამანწკებს დაჰყურებს.
სადილობას ვაპირებთ, რომ ორი პარაშუტი ეშვება ჩვენ წინ. ერთ-ერთს
ცხარე საწებელი მოაქვს, მეორეს - მე-3 რაიონული ფუნთუშები. ფინიკი მა-
შინვე ფუნთუშებს ითვლის.
- ისევ ოცდაოთხია, - ამბობს ის.
ესე იგი, ახლა სულ ოცდათორმეტი ფუნთუშა გვაქვს. თითო ხუთ ცალს
ვჭამთ და მხოლოდ შვიდიღა გვრჩება. შვიდს თანაბრად ვეღარ გავინაწი-
ლებთ - ეს მხოლოდ ერთ კაცს თუ ეყოფა.
258
მლაშე თევზი, წვნიანი მოლუსკები... საწებელთან ერთად ხამანწკებიც კი
გემრიელი მეჩვენება. კარგად ვნაყრდებით და ცოტა გვრჩება კიდეც, თუმცა,
სამწუხაროდ, თან ვერ წავიღებთ. ვერც აქ დავტოვებთ, რადგან შეიძლება
შემთხვევით პროფესიონალებმა იპოვონ. ამიტომ ნარჩენებს წყალში ვყრით.
ნიჟარების გადაყრით თავს არ ვიწუხებთ, ტალღები თავისით ჩარეცხავს.
ლოდინის გარდა სხვა აღარაფერი დაგვრჩენია. მე და პიტა წყლის პირას
ხელიხელჩაკიდებულები ჩუმად ვსხედვართ. მან წუხელ უკვე სცადა, ჩემთვის
აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვერც მე შევძლებ მის და-
თანხმებას. საჩუქრებისა და გადაფიქრების დრო დამთავრდა.
თუმცა, პარაშუტში გახვეული მარგალიტი მალამოსთან და მილტუჩასთან
ერთად ქამარზე მაქვს ჩამოკიდებული. იმედია, ეს მარგალიტი მე-12 რაი-
ონამდე უვნებლად მიაღწევს.
დედაჩემი და პრიმი მას აუცილებლად დაუბრუნებენ პიტას, სანამ ჩემს
ცხედარს დაწვავენ.

26.

ისმის ჰიმნი. ამაღამ ცაში ფოტოები არ ჩანს. სისხლს მოწყურებული მაყუ-


რებელი ალბათ მოუსვენრადაა. თუმცა, ბიტის ხაფანგი იმედის მომცემია და
ალბათ თამაშის შემოქმედებიც ამიტომ არ ჩქარობენ ვითარების ხელოვნუ-
რად გამწვავებას. შეიძლება მათაც აინტერესებთ, იმუშავებს თუ არა ბიტის
გეგმა.
დაახლოებით ცხრა საათზე მოლუსკის ნიჟარებით მოფენილ პლაჟს ვტო-
ვებთ, თორმეტსაათიან მონაკვეთზე გადავდივართ და მთვარის შუქზე ნელ-
ნელა მივუყვებით აღმართს მეხის ხისკენ. საჭმლით მუცელამოყორილებს
დილანდელთან შედარებით უფრო გვიმძიმს სიარული. ძლივს ვსუნთქავთ.
ის ხამანწკები არ უნდა მეჭამა...
უკვე ადგილზე ვართ. ფინიკი ბიტის ეხმარება. დანარჩენები ვდარაჯობთ.
სანამ გაბმას დაიწყებდნენ, ბიტი კოჭადან რამდენიმე მეტრი სიგრძის მავ-
თულს ხსნის. მისი თხოვნით, ფინიკი მავთულს ხის მოტეხილ ტოტზე მჭიდ-
როდ ახვევს და მიწაზე ცალკე დებს. მერე ერთი ხის ერთ მხარეს დგება, მე-
ორე - მეორე მხარეს და კოჭას ერთიმეორეს აწვდიან. ღეროს გარს მავ-
259
თულს ახვევენ. მთვარის შუქზე თანდათან ვამჩნევ, რომ ბიტი ოსტატურად
ხლართავს ერთმანეთში მავთულებს. არ ვიცი, შეიძლება ასეა საჭირო, ან
მაყურებლის დასაინტრიგებლად აკეთებს ამას. არა მგონია, რომელიმე
მათგანი ჩემზე უკეთ ერკვეოდეს ელექტრობაში.
თითქმის უკვე მორჩნენ და უცებ წყლის ხმაური მესმის. ეს ალბათ ტალ-
ღაა, რომელმაც ათსაათიან მონაკვეთზე პლაჟი წალეკა. მაგრამ ცას რომ
შევყურებ, ახლა დაახლოებით თერთმეტის ნახევარი უნდა იყოს... პრინციპ-
ში, ტალღა ზუსტად ათ საათზე ხომ არ წარმოიშობა, ჯერ წყალი უნდა დაგ-
როვდეს, ტალღა გაიზარდოს და შემდეგ დაეშვას ქვემოთ, პლაჟისკენ.
ამასობაში ბიტი ბოლომდე გვიმხელს თავის გეგმას. რაკი ყველაზე სწრა-
ფად მე და იოანა დავდივართ, კოჭას ჩვენ გვაძლევს და მავთულის გაშლას
გვავალებს. მავთული თორმეტსაათიან მონაკვეთზე უნდა გავჭიმოთ და კოჭა
რაც შეიძლება ღრმად ჩავაგდოთ წყალში. მერე სასწრაფოდ ჯუნგლში დავ-
ბრუნდეთ. თუ ახლავე დავიძვრებით, წესით უსაფრთხო ადგილას დაბრუნე-
ბასაც მოვასწრებთ.
- მეც გავყვები და დავიცავ, - მაშინვე ამბობს პიტა. ჩვენი ბოლო საუბრის
შემდეგ საერთოდ აღარ უნდა ჩემი გვერდიდან მოცილება.
- შენ ძალიან ნელი ხარ. თანაც, აქ მჭირდები. მცველად ქეთნისიც ივარ-
გებს, - ეპასუხება ბიტი, - ვწუხვარ, მაგრამ ახლა კამათის დრო არ არის. გო-
გოებმა უნდა იჩქარონ, თორემ უკან გამოქცევას ვერ მოასწრებენ, - და იო-
ანას კოჭას აძლევს.
ეს გეგმა არც მე მომწონს. პიტას ვინღა დაიცავს? თუმცა, ბიტი მართა-
ლია. ხელოვნურფეხიანი პიტა დაღმართზე სწრაფად ვერ ივლის. მე და იო-
ანა სწრაფებიც ვართ და ტყეში სიარულსაც მიჩვეულები. სხვა არჩევანი არ
გვაქვს. ბოლოს და ბოლოს, ეს ბიტის გეგმაა - არენაზე კი პიტას გარდა,
მხოლოდ ბიტის ვენდობი.
- ნუ ღელავ, - ვეუბნები პიტას, - კოჭას წყალში ჩავაგდებთ და დავბრუნდე-
ბით.
- ოღონდ ჭექა-ქუხილის ზონაში ნუ დაბრუნდებით, - მაფრთხილებს ბიტი,
- პირველსაათიანი მონაკვეთისკენ გაიქეცით და იქ შეაფარეთ ტყეს თავი.
მთავარია, პლაჟზე არ დარჩეთ. სანამ პლაჟს არ მოვათვალიერებ და არ
გავარკვევ, საშიშია თუ არა იქ ყოფნა, ტყიდან ნუ გამოხვალთ.

260
- ნუ გეშინია, შუაღამისას აუცილებლად შევხვდებით, - პიტას ტუჩებში
ვკოცნი და სანამ კიდევ რამეს იტყოდეს, იოანას მივმართავ: - წავედით?
- რატომაც არა?! - მხრებს იჩეჩს იოანა, თუმცა, აშკარად ეტყობა, რომ
ჩემთან დაწყვილება დიდად არც მას სიამოვნებს, - შენ დამიცავი, მე მავ-
თულს გავშლი. გზაში შევენაცვლებით ერთმანეთს.
და დაღმართზე ვეშვებით. თითქმის არ ვსაუბრობთ. ერთს კოჭა მიაქვს,
მეორე მას იცავს. შუა გზაში ჭრიჭინი გვესმის. ესე იგი, უკვე თერთმეტ საათს
გადასცდა.
- ვიჩქაროთ, - ამბობს იოანა, - სანამ ხეს მეხი დაეცემოდეს, წყალს დიდი
მანძილით უნდა დავცილდე. რა ვიცი, ხომ შეიძლება მაგ ჩხირკედელას რა-
მე შეეშალოს?!
- მომე, ცოტა ხანს მე წავიღებ კოჭას, - კოჭის ტარება უფრო რთულია,
ვიდრე მცველობა. იოანა უკვე საკმაოდ დაიღალა.
იოანა კოჭას მიწვდის.
ლითონის ცილინდრს ვკიდებ ხელს და უცებ კოჭა უჩვეულოდ ხტის. წვრი-
ლი, ოქროსფერი მავთული მაჯაზე მეხვევა, ხოლო გაწყვეტილი მავთულის
მეორე ზოლო ჩვენს ფეხებთან ვარდება.
მე და იოანა უსიტყვოდ ვხვდებით, რომ რაღაც შეიცვალა - ვიღაც ახლო-
მახლო მიმალულმა მავთული გაგვიწყვიტა და მალე შემოგვიტევს.
ხელი ისრისკენ მიმაქვს, მაგრამ თავში ლითონის ცილინდრი მხვდება.
გონს მიწაზე მოვდივარ. მარცხენა საფეთქელი საშინლად მტკივა. მხედვე-
ლობა გაორებული მაქვს - ცაში ორი მთვარე დაცურავს. სუნთქვა მიჭირს.
ზემოდან იოანა მაზის და მუხლებით მხრებზე მაწვება.
მარცხენა მხარში რაღაც მწარედ მჩხვლეტს, მაგრამ ვერ ვთავისუფლდე-
ბი. იოანა დანის წვერით ჩემს ხორცს ჩიჩქნის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თით-
ქოს კანს ქვემოდან რაღაც ამომგლიჯეს. იდაყვიდან ხელისგულამდე სითბო
მივლის. იოანა უხეშად იშორებს ჩემს ხელს. გათავისუფლებულ ხელს ვწევ
და ნახევარი სახე საკუთარი სისხლით მესვრება.
- იწექი! - სისინებს იოანა და მიდის.
მარტო ვრჩები.
იწექიო? რატომ? რა ხდება? - თვალებდახუჭული ვფიქრობ.

261
მახსენდება, როგორ დააგდო იოანამ უაიერესი პლაჟზე და დაწექიო, უბ-
რძანა. თუმცა, უაიერესს ჩემსავით თავს არ დასხმია. თანაც, მე არც უაიერესი
ვარ და არც - ბიტი.
იწექი! - მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებს თავში.
მძიმე ნაბიჯის ხმა მიახლოვდება. ორი ადამიანია. აშკარად არ მოიპარე-
ბიან.
- ჩათვალე, რომ მკვდარია! - ამბობს ბრუტუსი, - წამოდი, ენობარია!
ნაბიჯების ხმა მცილდება.
ვითომ? პასუხის ძიებაში გონს ვკარგავ და ისევ ვფხიზლდები. მართლა
მომაკვდავი ვარ? ისეთ მდგომარეობაში ვარ, ძნელია საპირისპირო ვამტკი-
ცო. რაციონალურად აზროვნება მიჭირს. ერთი ის ვიცი, რომ იოანა თავს
დამესხა. თავში კოჭა ჩამარტყა. მერე მხარი გამიჭრა, ალბათ ძარღვები და-
მისერა, რომ სისხლისგან დავიცალო, მაგრამ სანამ ბოლოს მომიღებდა,
ბრუტუსი და ენობარია გამოჩნდნენ, და გაიქცა.
ალიანსი დაირღვა. ფინიკი და იოანა ალბათ წინასწარ შეთანხმდნენ,
რომ ამაღამ თავს დაგვესხმოდნენ. ასეც ვიცოდი: მე და პიტა დილითვე უნდა
გავქცეულიყავით. არ ვიცი, ბიტი ვის მხარეზეა, მაგრამ ჩემსა და პიტაზე ნა-
დირობაა გამოცხადებული...
პიტა! პანიკა მიპყრობს. სრულიად დაუცველი პიტა ხესთან მიცდის. არა-
ფერს ეჭვობს. შეიძლება ფინიკმა უკვე მოკლა კიდეც.
- არა! - ვჩურჩულებ.
ის მავთული პროფესიონალებმა გადაგვიჭრეს. შეუძლებელია, ფინიკმა,
პიტამ და ბიტიმ იცოდნენ, აქ რა ხდება. ალბათ გაკვირვებულები ბჭობენ,
დაჭიმული მავთული რატომ მოეშვაო. ეს ხოცვა-ჟლეტის დაწყების ნიშანი
ვერ იქნება! დარწმუნებული ვარ, იოანა დამოუკიდებლად მოქმედებს. გა-
დაწყვიტა, რომ ჩვენგან განცალკევების დრო მოვიდა. ჯერ მე გამისწორდა.
მერე პროფესიონალებს გაექცა და მალე ალბათ ისევ ფინიკს შეუერთდება.
არ ვიცი. არ ვიცი! მხოლოდ ის ვიცი, რომ პიტა უნდა გადავარჩინო. დიდი
ძალისხმევით ჯერ წამოჯდომას ვახერხებ, მერე, ხეს ჩაჭიდებული - წამოდ-
გომას. კიდევ კარგი, ხელმოსაჭიდი ვიპოვე, თორემ ფეხქვეშ მიწა ირყევა.
ჩემდა უნებურად ვიხრები წინ და ვარწყევ. კუჭში ერთი ხამანწკაც აღარ
მრჩება. აცახცახებული და ოფლში გაწურული ვითქვამ სულს.

262
დაზიანებული ხელი თვალებთან მიმაქვს და სახეში კვლავ სისხლი მეშხე-
ფება. სამყარო ისევ ტრიალებს. სასწრაფოდ თვალებს ვხუჭავ და ხის ღე-
როს ვებღაუჭები, სანამ თავბრუსხვევა გამივლის. მერე გაუბედავად მივდი-
ვარ სხვა ხესთან, ტოტს მიწებებულ ხავსს ვგლეჯ და ჭრილობაზე ვიდებ ისე,
რომ ზედ არ ვუყურებ. ასე უკეთესია. საღი ხელით ფრთხილად ვეხები სა-
ფეთქელს. კოპი ამომსვლია. საბედნიეროდ, სისხლი არ მომდის. ალბათ ში-
ნაგანი ტრავმა მაქვს, მაგრამ მთავარია, სისხლისგან დაცლა არ მემუქრება.
ხელებს ხავსით ვიწმენდ, აკანკალებული მარცხენა ხელით ვიღებ
მშვილდს და ბორცვის თხემზე მდგარი მეხის ხისკენ მივდივარ.
პიტა. ჩემი ბოლო სურვილი, ჩემი ნატვრა... მისი გადარჩენაა. ჯერ ქვე-
მეხს არ გაუსვრია და შეიძლება ცოცხალი იყოს. იმედია! იქნებ იოანა მარ-
ტო მოქმედებდა, რადგან წინასწარ იცის, რომ როგორც კი მის ჩანაფიქრს
მიხვდება, ფინიკი აუცილებლად შეუერთდება? ძნელია ამ ორის ურთიერ-
თობაში გაერკვიო. მახსოვს, როგორ გახედა ფინიკმა იოანას, თითქოს მის-
გან ელოდა დასტურს, სანამ ბიტის მახის დაგებაში დახმარებაზე დაითან-
ხმებდა. მათ მრავალწლიანი მეგობრობა და... კიდევ ვინ იცის, რა აკავში-
რებთ, ამგვარად, რახან იოანა უკვე გადამემტერა, ვეღარც ფინიკს ვენდობი.
ამ დასკვნამდე მივდივარ და უეცრად წინიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმა მეს-
მის. ვერც ბიტი და ვერც პიტა ასე სწრაფად ვერ დარბიან. დროზე ვასწრებ
ხის უკან მიმალვას. მალამოწასმული ფინიკი ბუნდოვნად ჩანს. დაბალ ბუჩ-
ქებს ირემივით ახტება და იმ ადგილამდე მიდის, სადაც თავს დამესხნენ. ეტ-
ყობა, სისხლის გუბეს ხედავს.
- იოანა! ქეთნის! - ყვირის.
მე სამალავში ვრჩები, ხოლო ფინიკი იოანას და პროფესიონალების
კვალდაკვალ აგრძელებს გზას.
ვცდილობ, ავჩქარდე, მაგრამ არც ის მინდა, ისევ თავბრუ დამეხვეს. გუ-
ლი ძლიერად მიცემს და თავი მისკდება. საზარელმა მწერებმა ალბათ სის-
ხლის სუნი იყნოსეს და მათი ჭრიჭინი უწყვეტ ხმაურად ჩამესმის ყურში. თუ
დარტყმის გამო მიშუის ყურები? რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიო პი-
ტამდე.
ქვემეხის უეცარი გრუხუნი მაჩერებს. ვიღაც მოკვდა. გარშემო ყველა შეი-
არაღებული და შეშინებული დარბის - ნებისმიერი შეიძლებოდა მომკვდარი-
ყო. ვინც უნდა იყოს, ამიერიდან ამ სიბნელეში ყოყმანს აღარავინ დაიწყებს.
263
მეტოქეს დაუფიქრებლად მოკლავენ. თავს კიდევ უფრო სწრაფად სირბილს
ვაიძულებ.
ფეხი რაღაცაში მებლანდება და ვეცემი. ბადეში ვიხლართები. ეს ალბათ
ფინიკის მიერ ჩემთვის დაგებული ხაფანგია. თვითონაც მალე გამოჩნდება
სამკაპით ხელში! რამდენიმე წამს ვფართხალებ და კიდევ უფრო მეტად ვიხ-
ლართები ბადეში. უცებ მთვარის შუქზე ოქროსფერ ელვარებას ვამჩნევ. ფი-
ნიკის ბადეში კი არა, თურმე ბიტის მავთულში გავხლართულვარ, რომელიც
გაწყვეტისას მეხის ხისკენ გასხლტა და გზაში ხის ღეროს გამოდებული უშ-
ნოდ დაიგორგლა. ფრთხილად ვდგები, ფეხს ვითავისუფლებ და ფერდობზე
ასვლას ვაგრძელებ.
კარგი ისაა, რომ თავში დარტყმის გამო ორიენტაციის უნარი არ დამი-
კარგავს და სწორი მიმართულებით მივდივარ; ცუდი კი ისაა, რომ მავთულმა
ჭექა-ქუხილის მოახლოება შემახსენა. მწერების ჭრიჭინი კვლავ ისმის, მაგ-
რამ... მგონი, თანდათან ცხრება.
მავთულს ორიენტირად ვიყენებ, თუმცა, მისგან მოშორებით მივრბივარ,
რომ შემთხვევით ისევ არ გამოვედო. თუ მწერები უკვე მართლა ჩუმდებიან,
ჭექა- ქუხილი ატყდება, ხეს მეხი დაეცემა, ამ მავთულში ელექტროდენი გა-
ივლის და ვინც მას შეეხება, გარდაუვალი სიკვდილი ელის.
აი, მეხის ხეც გამოჩნდა. მავთულშემოხვეული მისი ღერო სიბნელეში ოქ-
როსფრად ციმციმებს. ნაბიჯს ვანელებ, ხეს უნდა მივეპარო. სინამდვილეში,
იმითაც ბედნიერი ვარ, ფეხზე დგომის ძალა რომ შემრჩა. გარშემო სულიე-
რის ჭაჭანება არ არის. არავინ ჩანს.
- პიტა! - ვჩურჩულებ, - პიტა!
ჩუმი კვნესა მესმის. აქეთ-იქით ვიხედები. ოდნავ მოშორებით მიწაზე კაცი
გდია.
- ბიტი! - მისკენ გავრბივარ და გვერდით ვიმუხლები.
ბიტიმ ალბათ გაუაზრებლად წამოიკვნესა. ის უგონოდაა, თუმცა, მხო-
ლოდ მის იდაყვზე ვამჩნევ ჭრილობას. ხის ტოტიდან ხავსს ვგლეჯ და
ტლანქად ვადებ ზედ.
- ბიტი, რა ხდება? ვინ დაგჭრა? ბიტი, გამოფხიზლდი! - დაშავებულ ადა-
მიანს ასე ძლიერად არ უნდა ვანჯღრევდე, მაგრამ აღარ ვიცი, სხვანაირად
როგორ მოვიქცე.
ზიტი კვლავ კვნესის და ცალ ხელს სწევს ჩემს მოსაგერიებლად.
264
მის ხელში მავთულშემოხვეულ პიტას დანას ვამჩნევ. დაბნეული ვართმევ
დანას. მავთულის მეორე ბოლო ჯერაც ხეზეა მიბმული. უცებ ის შედარებით
მოკლე, ოცი-ოცდახუთი მეტრი სიგრძის მავთული მახსენდება, რომელიც ბი-
ტიმ მოტეხილ ხის ტოტს შემოახვია და ძირს დააგდო. მაშინ მეგონა, რომ
ესეც იმ საქმისთვის სჭირდებოდა და მოგვიანებით გამოიყენებდა, მაგრამ არ
გამოუყენებია.
თვალმოჭუტული წინ ვიყურები. ელექტრულ ველს სულ რამდენიმე მეტ-
რი გვაშორებს. როგორც ამ დილით, ჩემგან მარჯვნივ და მაღლა, ჰაერში
მოლივლივე ოთხკუთხედს ვხედავ. ნეტა ბიტიმ რა ქნა? დანის ელექტრულ
ველში ჩარჭობა სცადა? ეს მავთული რაში სჭირდებოდა? ეს დამატებითი
გეგმა იყო, რომ თუ წყლის ელექტრულად დამუხტვა არ გამოუვიდოდა, მე-
ხის ენერგია ელექტრული ველისკენ გაეგზავნა? და ეს რა შედეგს გამოიღე-
ბს? არანაირს? მნიშვნელოვანს? ყველას ერთად შეგვბრაწავს არენაზე? ჩე-
მი აზრით, ელექტრული ველიც ერთგვარი ენერგიაა.
საწვრთნელი ცენტრის ელექტრული ველი უხილავი იყო, ეს როგორღაც
ჯუნგლს ირეკლავს. როცა პიტა დანით შემთხვევით შეეხო ელექტრულ
ველს, დავინახე, რომ ნამდვილი სამყარო სწორედ ელექტრული ველის
მიღმა მდებარეობს.
არა, თურმე ყურები არ მიშუოდა. მართლაც მწერების ჭრიჭინი მაყრუებ-
და. მწერები ნელ-ნელა წყნარდებიან და გარშემო მხოლოდ ტყის ხმები ის-
მის. ბიტი უსარგებლოა. გონზე ვერ მომყავს. ვეღარ ვუშველი. ვეღარავინ
ამიხსნის, რაში სჭირდებოდა ეს მავთულშემოხვეული დანა. ჭრილობაზე და-
დებული ხავსის სალბუნი მთლიანად სისხლით გაიჟღინთა. თავის მოტყუებას
აზრი არ აქვს. თავბრუ მეხვევა და მალე ალბათ ისევ გული წამივა. ამ ხეს
უნდა გავეცალო და...
- ქეთნის! - შორიდან მესმის პიტას ხმა.
პიტა, რას აკეთებ? როგორ ვერ ხვდები, რომ ახლა ყველა ჩვენზე ნადი-
რობს?
- ქეთნის!
მას ვერ დავიცავ. ძალა აღარ მაქვს, მასთან რომ მივირბინო. ამიტომ
იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია. თავდამსხმელების ყურადღების მისაპყრობად
ხმამაღლა ვყვირი: - პიტა! აქ ვარ, პიტა!

265
დიახ, ყველას ჩემთან მოვიტყუებ, შორს პიტასგან და ახლოს ამ მეხის
ხესთან, რომელიც მალე სასიკვდილო იარაღად იქცევა.
- აქ ვარ! აქეთ! - დაეწევიან. ამ სიბნელეში ხელოვნური ფეხით სწრაფად
ვერ ირბენს, - პიტა!
ჩემი გეგმა მოქმედებს. ჯუნგლში ვიღაც მოჯლიგინებს. ორნი არიან. ფეხე-
ბი მეკეცება და ბიტის გვერდით მუხლებზე ვვარდები. მშვილდს ვჭიმავ. თუ ამ
ორს გავუსწორდები, იმედია, პიტა დანარჩენებს თავისით გადაურჩება.
მეხის ხეს ფინიკი და ენობარია უახლოვდებიან. მე ვერ მხედავენ, რადგან
ხისგან მოშორებით ელექტრულ ველთან ახლოს ვზივარ. კანზე მალამო
მისვია და სიბნელეში არ ვჩანვარ. ენობარიას კისერში ვუმიზნებ. თუ ბედი
გამიღიმებს, ენობარიას სიკვდილით დამფრთხალი ფინიკი ხეს ამოეფარება,
ამასობაში კი ხეს მეხი დაეცემა. ყოველ წამს ველი ჭექა- ქუხილის გაგონე-
ბას. მწერები აქა-იქღა თუ ჭრიჭინებენ. ორივეს დავხოცავ. სწორედ ახლა
მაქვს ამის შანსი.
ქვემეხი კიდევ ერთხელ გრუხუნებს.
- ქეთნის! - მესმის სასოწარკვეთილი პიტას ყვირილი.
ამჯერად არ ვპასუხობ. ბიტი მძიმედ ხვნეშის ჩემ გვერდით. მე დაის მალე
დავიხოცებით. ვერც ფინიკი და ენობარია გადარჩებიან. პიტა ცოცხალია.
ქვემეხმა ორჯერ დაიგუგუნა. ბრუტუსის, იოანასა და ჩაფისგან რომელიღაც
ორი უკვე მკვდარია. პიტას ერთადერთი მტერიღა დარჩება. მეტად ვეღარ
დავეხმარები.
მტერი, მტერი... - ეს სიტყვა უახლოეს წარსულში მომხდარ შემთხვევას
მახსენებს. თვალწინ მიდგება შუბლშეკრული ჰეიმიჩი. ქეთნის, არენაზე... -
უნდობლად მიყურებს. რა? - მისი ხმის ტონით განაწყენებული ვეკითხები
ჰეიმიჩს. ყოველთვის გახსოვდეს, ვინ არის შენი მტერი, - მპასუხობს ჰეიმიჩი,
- სულ ეს არის.
ეს ჰეიმიჩის ბოლო რჩევა-დარიგება იყო. რატომ შემახსენა? ყოველთვის
ვიცოდი, ვინ არის მტერი: ის, ვინც გვაშიმშილებს და არენაზე გვხოცავს. ის,
ვინც მალე ჩემთვის საყვარელ ყველა ადამიანს დახოცავს.
უცებ ჰეიმიჩის სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას ვხვდები და მშვილდს
ვწევ. დიახ, ვიცი, ვინც არის ნამდვილი მტერი. და ეს სულაც არ არის ენობა-
რია.

266
მტკიცედ ვიღებ ბიტის დანას, აცახცახებული ხელით ვხსნი ტარიდან მავ-
თულს, ჩემს ისარზე ვახვევ და მაგრად ვნასკვავ, როგორც საწვრთნელ ცენ-
ტრში ვისწავლე.
ვდგები და ელექტრული ველისკენ ვტრიალდები. აღარ მადარდებს, რომ
დამინახავენ. მხოლოდ ის მაინტერესებს, სად დავუმიზნო, რა ადგილას აპი-
რებდა დანის ჩარჭობას ბიტი. მშვილდს ზემოთ, ლივლივა ოთხკუთხედისკენ
ვწევ. რა უწოდა მაშინ... ჰო, ბზარი აბჯარში. ისარს ვისვრი. ისარი ოთხკუთ-
ხედში ბოლომდე იძირება და ქრება. თან ოქროსფერ მავთულსაც მიათ-
რევს.
ხეს მეხი ეცემა და თმა ყალყზე მიდგება.
მავთული მთელ სიგრძეზე თეთრად ვარვარებს და წამით ცის გუმბათი
ლურჯად ელვარებს. გაშეშებული და თვალებდაჭყეტილი მიწას ზურგით ვე-
ნარცხები, თავზე უცხო მატერიის ნაფლეთები მაწვიმს. პიტა შორსაა. მის ნა-
ჩუქარ მარგალიტსაც ვეღარ ვწვდები. უკანასკნელ ძალას ვიკრებ და თვა-
ლებს ფართოდ ვახელ, რომ სილამაზის ცქერაში მოვკვდე.
ცაზე ვარსკვლავს ვხედავ და აფეთქებები იწყება.

27.

ყველა მხრიდან მიწის ნაფხვენები და მცენარის ნაგლეჯები ცვივა. ხეებს


ცეცხლი ეკიდება. ცაც კი ფეთქდება და თვალის მომჭრელად ბრჭყვიალებს.
ნეტა ცას რატომღა ბომბავენ? თუმცა, არა, ეს ხომ ფეიერვერკია. სანამ ქვე-
მოთ ყველაფერი ინგრევა, თამაშის შემოქმედები ცაში შუშხუნებს უშვებენ.
ნუთუ ზეიმობენ დარჩენილი შეწირულების გაჟლეტას და არენის ნგრევას?
თუ ჩვენს სისხლიან აღსასრულს აჩირაღდნებენ? არავის გაუშვებენ ცოც-
ხალს? 75- ე შიმშილის თამაშებს გამარჯვებული არ ეყოლება? ალბათ არა.
ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა სნოუმ ხომ თქვა, კვარტალურმა ჯახმა
აჯანყებულებს უნდა შეახსენოს, რომ მათ შორის უძლიერესიც ვერ მოერევა
ძლევამოსილ კაპიტოლიუმსო...
უძლიერესთა შორის უძლიერესიც ვერ გაიმარჯვებს. შესაძლოა, თავიდან-
ვე ასე იყო დაგეგმილი. ან ჩემმა ბოლო დაუმორჩილებლობის აქტმა აიძუ-
ლა მათ ამ ნაბიჯის გადადგმა.
267
ბოდიში, პიტა, რომ ვერ გიხსენი.
ვიხსენი? ვიხსენი კი არა, ელექტრული ველის განადგურებით გადარჩენის
ბოლო შანსი წავართვი, სასიკვდილოდ გავწირე.
ვინ იცის, შიმშილის თამაშების წესებს რომ დავმორჩილებოდით, მისთვის
სიცოცხლის უფლება მიეცათ.
უცებ ჩემ თავზემოთ ჰოვერკრაფტი ჩნდება. ირგვლივ სიჩუმე რომ ყოფი-
ლიყო და ახლომახლო რომელიმე ტოტზე კაჭკაჭჯაფარა მჯდარიყო, კაპი-
ტოლიუმის საჰაერო ხომალდის გამოჩენამდე მთელი ტყე გაირინდებოდა
და კაჭკაჭჯაფარა დაუსტვენდა.
ზემოდან მარწუხი ეშვება და მის კლანჭებში ვექცევი. მინდა ვიკივლო, გა-
ვიქცე, გავთავისუფლდე, მაგრამ გაშეშებული, უმწეოდ ვიმედოვნებ, რომ ზე-
მოთ მომლოდინე ბუნდოვან ფიგურებამდე მკვდარი მივაღწევ. ჩემთვის სი-
ცოცხლე იმიტომ არ შეუნარჩუნებიათ, რომ გამარჯვებულის გვირგვინი და-
მადგან თავზე; არა, მათ სურთ, რომ ყველას დასანახად წამებაში ამომხა-
დონ სული.
ჩემი ეჭვები მართლდება. ჰოვერკრაფტში თამაშის შემოქმედების უფრო-
სი პლუტარქე ჰევენსბი მხვდება. ალბათ ჩემზე განრისხებულია, საათივით
აწყობილ არენაზე წინა შიმშილის თამაშების გამარჯვებულების გრანდიოზუ-
ლი შერკინება რომ ჩავუშალე. ამისთვის, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯი-
ან, მაგრამ მანამდე ჯერ ჩემზე იძიებს შურს. ის ჩემკენ იშვერს ხელს, მგონია,
რომ უნდა დამარტყას, მაგრამ უარესს აკეთებს - თვალებს მახუჭვინებს და
სრულ წყვდიადში ვრჩები. რაც უნდათ, იმას მიზამენ, მე კი ვერც დავინახავ.
გული ძლიერ მიცემს და ჩემი ხავსის სალბუნის ქვემოდან სისხლი
მოთქრიალებს. გონება მებინდება. იმედია, მანამ მოვკვდები, სანამ ექიმები
ჩემს გამოცოცხლებას მოასწრებენ. გულში მადლობას ვუხდი იოანა მეი-
სონს, რომელმაც ამ ჩინებული ჭრილობით დამაჯილდოვა და გონებას
ვკარგავ.
გონს რომ მოვდივარ, რბილ საწოლზე ვწევარ. მარცხენა მკლავზე მილე-
ბი მაქვს მიერთებული. ჩემს გამოცოცხლებას ცდილობენ, რადგან ასეთი უხ-
მაურო სიკვდილი ჩემი გამარჯვება იქნება. ვერ ვინძრევი, ვერც თვალს ვა-
ხელ და ვერც თავს ვწევ. თუმცა, მარჯვენა ხელში ცოტა ძალა დამბრუნებია.
როგორღაც ვწევ კომბალივით დამძიმებულ მარჯვენა ხელს და, მართალია,
თითებს ვერ ვგრძნობ, მაგრამ იმდენს ვახერხებ, რომ მილები მოვიძრო.
268
წიკწიკა აპარატი ჩუმდება, მაგრამ სანამ ვინმე შემოვიდოდეს, ისევ გული
მიმდის.
ხელახლა რომ ვფხიზლდები, ვგრძნობ, ვიღაცას ხელებით საწოლზე მი-
ვუბივარ, მილები კი ისევ შეუერთებიათ. ამჯერად თვალის გახელას და თა-
ვის ოდნავ აწევას ვახერხებ. დაბალჭერიან, ვერცხლისფერი შუქით განათე-
ბულ დიდ ოთახში ვარ. გვერდიგვერდ მდგარი საწოლების ორ რიგს ვხე-
დავ. ჩემ პირდაპირ ათამდე სხვადასხვა აპარატთან მიერთებული ბიტი წევს.
რატომ არ გვაცლით სიკვდილს? - ვყვირი გონებაში. თავის დადებისას
კეფას მაგრად ვურტყამ მაგიდას და კვლავ ვითიშები.
როცა ბოლოს და ბოლოს სრულად ვფხიზლდები, შებორკილი აღარ
ვარ. თავს ვწევ. თითებიც მემორჩილება. წამომჯდარი საწოლის კიდეს ვეყ-
რდნობი და ცოტა ხანს ვიცდი, სანამ თავბრუსხვევა გამივლის. მარცხენა
მკლავი შეხვეული მაქვს.
ოთახში ჩემსა და ბიტის გარდა არავინ არის. ბიტის, როგორც ჩანს, ჯე-
რაც აპარატების დახმარებით უდგას სული. ნეტა სხვები სად არიან? პიტა,
ფინიკი, ენობარია და... და კიდევ ერთი... დაბომბვა რომ დაიწყო, იოანა,
ბრუტუსი ან ჩაფი - რომელიღაც მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. დარწმუ-
ნებული ვარ, ყველას სამაგალითოდ დაგვსჯიან. მაგრამ სხვები სად გადამა-
ლეს? საავადმყოფოდან საპატიმროში გადაიყვანეს?
- პიტა... - ვჩურჩულებ.
ძალიან მინდოდა მისი გადარჩენა. ახლაც მინდა. რახან არენაზე ვერ გა-
ვამარჯვებინე და სიცოცხლე ვერ შევუნარჩუნე, ამჯერად როგორმე უნდა ვი-
პოვო და თვითონ მოვკლა, სანამ კაპიტოლიუმელ ჯალათებს მოუკლავთ წა-
მებით. საწოლიდან ფრთხილად ვდგები. აქეთ-იქით ვიყურები და ისეთ რა-
მეს ვეძებ, რასაც იარაღად გამოვიყენებ. ბიტის საწოლთან, მაგიდაზე, სტე-
რილურ პაკეტში შპრიცები აწყვია. ძალიან კარგი. შპრიცის ჰაერით გავსება
და ვენაში გარჭობა საკმარისი იქნება.
ბიტიც ხომ არ მოვკლა? არა, რომ მოვკლა, აპარატი აწიკწიკდება და მა-
ნამ დამიჭერენ, სანამ პიტამდე მივაღწევ. საკუთარ თავს პირობას ვაძლევ,
რომ პიტას მოკვლის შემდეგ, თუ მოვახერხებ, აქაც დავბრუნდები და ბიტი-
საც მოვუღებ ბოლოს.
მხოლოდ თხელი საღამური მაცვია, ამიტომ შპრიცს მკლავზე დადებული
სახვევის ქვეშ ვმალავ. კართან მცველები არ დგანან. უეჭველად საწვრთნე-
269
ლი ცენტრის ქვეშ ან რომელიმე კაპიტოლიუმურ ციხეში ვიმყოფები და აქე-
დან გაქცევა შეუძლებელია. არა უშავს. მე არსად გავრბივარ, მხოლოდ დაწ-
ყებულ საქმეს ვასრულებ.
დერეფანში გავდივარ და პარვით ვუახლოვდები ოდნავ გამოღებულ რკი-
ნის კარს. კარს მიღმა ვიღაც დგას. კედელს აკრული ვუსმენ შიგნიდან გამო-
მავალ ხმას. ყოველი შემთხვევისთვის, შპრიცს ვიღებ.
- მეშვიდეში, მეათესა და მეთორმეტეში საკომუნიკაციო ცენტრი განადგუ-
რებულია. მეთერთმეტეში სატრანსპორტო საშუალებებს აკონტროლებენ და
ჯერ კიდევ არსებობს იმედი იმისა, რომ როგორმე საკვებს მივაწვდით.
მგონი, პლუტარქე ჰევენსბის ხმაა. მხოლოდ ერთხელ დაველაპარაკე
მას, მაგრამ მისი ხმა მაინც მეცნობა. ვიღაც ხრინწიანად რაღაცას ეკითხება.
- სამწუხაროდ, ვერა, - პასუხობს პლუტარქე, - მეოთხეში ვერაფრით ვერ
შეაღწევ. თუმცა, ბრძანება გავეცი, რომ შესაძლებლობისთანავე გამოიყვა-
ნონ. მეტი არაფერი შემიძლია, ფინიკ.
ფინიკი? გაუგებარია, ფინიკი და პლუტარქე ჰევენსბი საუბრობენ? ნუთუ
ისეთი ახლობელი და ძვირფასია კაპიტოლიუმელებისთვის, რომ ყველა და-
ნაშაული აპატიეს? თუ მართლა ვერ ხვდებოდა, ბიტი რის გაკეთებასაც აპი-
რებდა? სასოწარკვეთილი ფინიკი ჩახლეჩილი ხმით რაღაცას ამბობს.
- რა სისულელეა! მაგაზე უარესს ვერაფერს იზამ. უეჭველად სიკვდილი
გელის. დამიჯერე, სანამ ცოცხალი ხარ, არც მას მოკლავენ - ეცდებიან, სატ-
ყუარად გამოიყენონ, - უხსნის ჰეიმიჩი.
ჰეიმიჩი? აქ უკვე ვეღარ ვითმენ, წიხლისკვრით ვაღებ კარს და შიგნით
შევდივარ. ჰეიმიჩი, პლუტარქე და დალილავებული ფინიკი სუფრას უსხე-
დან, მაგრამ არავინ ჭამს. მრუდე ფანჯრებიდან დღის შუქი შემოდის და
შორს ხის კენწეროებს ვამჩნევ. ცაში ვართ და მივფრინავთ.
- რაო, როგორც იქნა, გამოფხიზლდი, ძვირფასო? - უკმაყოფილოდ მე-
კითხება ჰეიმიჩი. თუმცა, მაშინვე დგება და შექანებულს, მაჯაში მავლებს
ხელს, რომ არ წავიქცე. ჩემს ხელში შპრიცს ამჩნევს, - ოჰო, უკვე შპრიცებით
ებრძვი კაპიტოლიუმს? აი, რატომ არავინ გიმხელს ნამდვილ გეგმებს! - გაკ-
ვირვებული მივჩერებივარ მას, - დააგდე! - ჰეიმიჩი მაჯაზე ძლიერად მიჭერს
ხელს და შპრიცი ხელიდან მივარდება. მერე ფინიკის გვერდით, სკამზე
მსვამს.
პლუტარქე ჯამით ბულიონს მიდგამს და პურის ნაჭერსაც მაწვდის.
270
- ჭამე, - ჰეიმიჩთან შედარებით, რბილად მეუბნება.
ჰეიმიჩი წინ მიჯდება:
- ქეთნის, აგიხსნი, რაც მოხდა. სანამ მოყოლას არ მოვრჩები, შეკითხვე-
ბით თავს ნუ მომაბეზრებ. გასაგებია?
სულელივით ვუქნევ თავს. ის კი, აი, რას მიამბობს:
კვარტალური ჯახის დაანონსებისთანავე გაჩნდა გეგმა, მონაწილეები
არენიდან დაეხსნათ. მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-11 რაიონელმა გა-
მარჯვებულებმა ამის შესახებ ნაწილობრივ იცოდნენ. პლუტარქე ჰევენსბი
ბოლო რამდენიმე წელი კაპიტოლიუმის დასამხობად შეთქმულთა საიდუმ-
ლო ჯგუფის წევრი ყოფილა. ბიტისთვის ელექტრული ველის გაბზარვა და-
უვალებიათ. პურით, რომელსაც არენაზე გვიგზავნიდნენ ჩვენი გაქცევის თა-
რიღს გვანიშნებდნენ. იმ რაიონის რიცხვი, სადაური პურიც იყო, დღეს მი-
ანიშნებდა, ფუნთუშების რაოდენობა - საათს. ანუ, მაშველთა ჯგუფი ვ-ში ზუს-
ტად 24 საათზე გამოჩნდებოდა. დიახ, ეს მე-13 რაიონელთა ჰოვერკრაფ-
ტია. მე-8 რაიონელი ტვილი და ბონი, ტყეში რომ შევხვდი, არ შემცდარან -
მე-13 რაიონი მართლაც არსებობს და საკმარისად ძლიერია. ამასობაში, პა-
ნემის რაიონთაგან უმეტესობა აჯანყებულა.
ჰეიმიჩი ჩერდება, რათა მოსმენილის გააზრება მაცალოს და თვითონაც
სული მოითქვას.
საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ამ გეგმის ერთი უბრალო მონაწი-
ლე ვიყავი, რომელმაც არაფერი იცოდა. შიმშილის თამაშებში იმას მაინც
ვხვდებოდი, რომ სხვები მათამაშებდნენ.
ჩემი ახალი მეგობრები ბევრად უფრო ფრთხილები გამოდგნენ.
- ჩემთვის არაფერი გაგიმხელიათ, - მეც ფინიკივით ჩახლეჩილი ხმა
მაქვს.
- არც შენთვის და არც პიტასთვის. ეს სარისკო იყო, - ამბობს პლუტარქე,
- იმისაც კი მეშინოდა, ვაითუ ჩემი დაუდევრობის შესახებ წამოსცდეს-მეთქი...
- ჯიბიდან საათს იღებს და ციფერბლატს ცერა თითს ადებს. კაჭკაჭჯაფარა
ინთება, - რა თქმა უნდა, იმ საღამოს არენაზე მიგანიშნე. თუმცა, მაშინ მომა-
ვალ მენტორად წარმომედგინე და მხოლოდ შენი ნდობის მოპოვებას ვცდი-
ლობდი. ვერაფრით ვიფიქრებდი, ისევ შიმშილის თამაშების მონაწილე თუ
გახდებოდი.

271
- მაინც ვერ ვხვდები, მე და პიტას რატომ არ გაგვანდეთ გეგმის შესახებ, -
ვამბობ მე.
- იმიტომ, რომ როგორც კი ელექტრული ველი აფეთქდებოდა, უპირვე-
ლეს ყოვლისა, სწორედ თქვენს შეპყრობას შეეცდებოდნენ. რაც უფრო ნაკ-
ლები გეცოდინებოდათ, მით უკეთესი იქნებოდა, - მიხსნის ჰეიმიჩი.
- მაინცდამაინც ჩვენს შეპყრობას რატომ ეცდებოდნენ?
- იმ მიზეზით, რისთვისაც ყველანი ვწირავდით თავს თქვენს გადასარჩე-
ნად, - მპასუხობს ფინიკი.
- არა, იოანამ ჩემი მოკვლა სცადა.
- იოანამ გაგთიშა, რომ შენი მკლავიდან სათვალთვალო მოწყობილობა
ამოეღო და თან, ენობარია და ბრუტუსი გაეტყუებინა, - ამბობს ჰეიმიჩი.
- რაა? - ამდენი სიახლისგან თავბრუ მესხმის, - ვერ ვხვდები, რას...
- აუცილებლად უნდა გადაგვერჩინე, ქეთნის, რადგან შენ კაჭკაჭჯაფარა
ხარ, ჩვენი სიმბოლო, - ამბობს პლუტარქე, - სანამ ცოცხალი ხარ, რევოლუ-
ციაც ცოცხლობს.
ჩიტი, გულსაბნევი, სიმღერა, კენკრა, ჯიბის საათი, კრეკერი, ცეცხლწაკი-
დებული კაბა - მე კაჭკაჭჯაფარა ვარ, აჯანყების სიმბოლო, რომელიც კაპი-
ტოლიუმის მტარვალ ხელს დაუსხლტა და გადარჩა,
პირველად ამაზე ტყეში ბონთან და ტვილთან შეხვედრისას დავფიქრდი.
თუმცა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთი მნიშვნელოვანი თუ ვიქნებოდი
აჯანყებულთათვის. სიმართლე ითქვას, მაშინ ამას არც უნდა მივმხვდარიყა-
ვი. ასეთი იყო შეთქმულთა ჩანაფიქრი. მახსენდება, როგორ დამცინოდა ჰე-
იმიჩი, როცა მე-12 რაიონიდან გაქცევაზე და აჯანყებაზე ვესაუბრებოდი; მე-
13 რაიონის არსებობაზეც კი გავუმხილე ჩემი ეჭვები, მაგრამ, გამორიცხუ-
ლიაო, თავიდან მომიშორა. თურმე რა მოხერხებულად მატყუებდა. ვინ იცის,
სარკაზმისა და სიმთვრალის ნიღაბს ამოფარებულმა კიდევ რა დამიმალა?
თუმცა, როგორ არა... ვიცი.
- პიტა, - გულშეკუმშული ვჩურჩულებ.
- სხვები პიტას იმიტომ იცავდნენ, რომ თუ ის მოკვდებოდა, ყველასთან
გაწყვეტდი კავშირს, - მიხსნის ჰეიმიჩი, - არენაზე მარტო ბრძოლის ნებას
ვერ დაგრთავდით, ეს მეტისმეტად სარისკო იქნებოდა.
ჰეიმიჩი ამას უემოციოდ მეუბნება, ვითომც არაფერიო, თუმცა, შუბლი შეჭ-
მუხნილი აქვს.
272
- სად არის პიტა? - კბილებში ვცრი.
- იოანასთან და ენობარიასთან ერთად ისიც კაპიტოლიუმმა შეიპყრო, -
მპასუხობს ჰეიმიჩი და დარცხვენილი, თვალს მარიდებს.
ტექნიკურად, შეუიარაღებელი ვარ. თუმცა, ნურავინ იტყვის, რომ ფრჩხი-
ლებით სიანის მიყენება შეუძლებელია, მით უმეტეს, თუ მსხვერპლი მოუმზა-
დებელია. ჰეიმიჩს თავზე ვაცხრები და სახეს ვუკაწრავ. ჰეიმიჩს ნაკაწრიდან
სისხლი სდის. ჩემი თითი თვალში ხვდება. ორივე ვღრიალებთ და ერთმა-
ნეთს უშვერი სიტყვებით ვლანძღავთ. ფინიკი ჩემს განზე გათრევას ცდი-
ლობს. ჰეიმიჩი როგორღაც თავს იკავებს, რომ შუაზე არ გამგლიჯოს - მე
ხომ რევოლუციის სიმბოლო ვარ. რაც უნდა მოხდეს, მე ცოცხალი უნდა
დავრჩე.
ფინიკს პლუტარქეც ეხმარება და ისევ საწოლზე მაწვენენ. ხელფეხშეკრუ-
ლი გამძვინვარებული ვურტყამ კეფას საწოლს. მკლავში ნემსს მირჭობენ.
წამალი თავს მატკივებს და წინააღმდეგობას ვწყვეტ. მხოლოდ მომაკვდავი
ცხოველივით გაბმულად ვყმუი ხმის ჩაწყდომამდე.
წამალი მაბრუებს და თითქოს მარადიულ გაურკვევლობაში ვიძირები,
ყრუ ტკივილს ვგრძნობ. სხვები ხმადაბლა მესაუბრებიან და ჩემს დამშვიდე-
ბას ცდილობენ. მათ სიტყვებს წესიერად ვერ ვარჩევ. მხოლოდ იმაზე ვფიქ-
რობ, რომ სადღაც სხვაგან პიტაც ასეთივე საწოლზე წევს და მისგან საჭირო
ინფორმაციის გამოძალვას ცდილობენ.
- ქეთნის! მაპატიე, ქეთნის! - გვერდითა საწოლზე ჩამომჯდარი ფინიკის
ხმა გონებაში მებეჭდება. ალბათ იმიტომ თანამიგრძნობს, რომ ორივეს ერ-
თნაირი სადარდებელი გაგვიჩნდა, - პიტას და იოანას დასახმარებლად დაბ-
რუნება მინდოდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი.
მე არ ვპასუხობ. ფინიკ ოდეარის კეთილი განზრახვები ჩემთვის არაფერს
ნიშნავს.
- იოანას უფრო გაუჭირდება, ვიდრე პიტას. მალე დაადგენენ, რომ პიტამ
არაფერი იცის და არც მოკლავენ, თუ გადაწყვეტენ, რომ შენ წინააღმდეგ
მისი გამოყენება შეიძლება, - ამბობს ფინიკი.
- როგორც სატყუარის? - ჭერს მივმართავ, - როგორც ენის - შენ წინააღ-
მდეგ, ფინიკ?
ფინიკი ტირის, მაგრამ ეს არ მანაღვლებს. არა მგონია, ენის დაკითხვით
თავი შეიწუხონ, ის ისედაც ჭკუაშერყეულია. წლების წინ შიმშილის თამაშებში
273
გამარჯვებამ შეიწირა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მეც მისი ბედი გავიზი-
არო. შეიძლება უკვე გავგიჟდი კიდეც, ოღონდ ამას ვერავინ მიმხელს.
- ნეტა მკვდარი იყოს, - მოთქვამს ფინიკი, - ნეტა ყველა მკვდარი იყოს,
ჩვენც დავიხოცოთ. ყველაფერს ეს აჯობებდა.
ჰო, ამაზე ვერ შეეკამათები. რამდენიმე წუთის წინ მე თვითონ შპრიცით
ვაპირებდი პიტას მოკვლას. მართლა მინდა მისი მოკვლა? არა, ყველაზე
მეტად ის მინდა... რომ დავიბრუნო. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. თუნდაც
აჯანყებულებმა კაპიტოლიუმი დაამხონ, პრეზიდენტი სნოუ სიკვდილის წინ
თავისი ხელით გამოჭრის პიტას ყელს. ვერა, მას ვეღარ დავიბრუნებ. ასე
რომ, მისთვის სიკვდილი საუკეთესო გამოსავალია.
მიხვდება კი ამას პიტა? თუ ბრძოლას გააგრძელებს? ის ხომ ძლიერია,
თან დამაჯერებლად იტყუება! ხომ არ ფიქრობს, რომ კიდევ აქვს გადარჩე-
ნის შანსი? ან უნდა კი საერთოდ სიცოცხლე? ის ხომ არენაზე სიკვდილის-
თვის ემზადებოდა. თუ შეიტყო, რომ ცოცხალი გადავრჩი, შეიძლება, გა-
უხარდეს კიდეც - ჩემს მიზანს მივაღწიეო.
მგონი, ამწუთას ჰეიმიჩზე მეტად პიტა მძულს.
ვნებდები. ხმას არ ვიღებ, არავის ველაპარაკები, ჭამა-სმაზეც უარს ვამ-
ბობ. შეუძლიათ წამლებით გამჭყიპონ, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ცხოვ-
რების ხალისი დაუკარგავს, წამლებით ვერ უშველი. ვინ იცის, თუ მოვკვდე-
ბი, იქნებ პიტა აცოცხლონ. თავისუფალი მოქალაქე ვეღარ იქნება, მაგრამ
ავოქსად მაინც დატოვებენ, რომ მომავალ მე-12 რაიონელ შეწირულებს
მოემსახუროს. დროთა განმავლობაში იქნებ გაქცევაც მოახერხოს. მოკ-
ლედ, ჩემი სიკვდილით მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება.
თუ ვერ გადავარჩენ, ჰეიმიჩის ჯინაზე მაინც მოვკვდები. ჰეიმიჩის, რო-
მელმაც მე და პიტა თავისი თამაშის პაიკებად გვაქცია. ვენდობოდი, თუ ჩემ-
თვის რამე ძვირფასი იყო, ყველაფერი მას მივანდე - მან კი მიღალატა. აი,
რატომ არავინ გიმხელს ნამდვილ გეგმებს! - მითხრა მან.
მართალია. საღ ჭკუაზე მყოფი საიდუმლო გეგმას არ გამანდობს, მე ხომ
მტერ-მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გამირჩევია.
ჩემთან ბევრი ხალხი მოდის და რაღაცეებს მეუბნება, მაგრამ მათი ხმა
ჯუნგლის საზარელი მწერების ჭრიჭინად ჩამესმის. არ მინდა, გავიგო, რის
თქმას ცდილობენ. როცა არ მეშვებიან, კვნესას ვიწყებ და იძულებულები

274
ხდებიან, ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთონ. გაბრუებულისთვის კი უკვე ყვე-
ლაფერი სულერთია.
თუმცა, ერთხელაც თვალს ვახელ და ისეთ ვინმეს ვხედავ, ვისაც ვერ წა-
ვუყრუებ. ვხედავ ადამიანს, რომელიც არ შემეხვეწება, არაფერს ამიხსნის და
არ იფიქრებს, რომ ჩემთვის აზრის შეცვლევინებას შეძლებს, რადგან ის მე
ძალიან კარგად მიცნობს.
- გეილ, - ვჩურჩულებ მის სახელს.
- გამარჯობა, ქეთნიპ, - გეილი შუბლზე ჩამოყრილ კულულს უკან მიწევს.
სახის ცალი მხარე დამწვარი აქვს. ცალი ხელი ღვედზე ჩამოუდია, გაღეღი-
ლი მაღაროელის პერანგის ქვეშ შეხვეული მკერდი უჩანს. რა მოუვიდა? ან
აქ საიდან გაჩნდა? მე-12 რაიონში აშკარად რაღაც ცუდი ხდება.
არა, არ ვიტყვი, რომ პიტა გადამავიწყდა, მაგრამ გეილის დანახვაზე
სხვებიც მახსენდება. ყველა სათითაოდ მიდგება თვალწინ.
- პრიმი? - სუნთქვა მეკვრის.
- პრიმი ცოცხალია. დედაშენიც. დროზე მოვასწარი მათი გამოყვანა, -
მპასუხობს გეილი.
- მე-12 რაიონში აღარ არიან?
- შიმშილის თამაშების დასრულების შემდეგ ბომბდამშენები გამოგზავნეს
და ცეცხლგამჩენი ბომბები ჩამოყარეს, - გეილი ყოყმანობს, - ქურას რაც
დაემართა, კი იცი.
ვიცი. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაიწვა. ძველი საწყობი ქვანახ-
შირის მტვრით იყო სავსე. მთელი ჩვენი რაიონი ქვანახშირით არის დამტვე-
რილი. წარმოვიდგენ, რა საშინელებას დაატრიალებდა ცეცხლგამჩენი ბომ-
ბები საბადოში, და შიშის ახალი ტალღა მიპყრობს.
- მე-12 რაიონში აღარ არიან? - ვიმეორებ, თითქოს ეს სიტყვები მწარე
სიმართლისგან დამიცავს.
- ქეთნის, - ნაზად მომმართავს გეილი.
მეცნობა ეს ხმა. გეილს ასეთი ტონი მაშინ აქვს, როცა დაჭრილ ცხოველს
მოსაკლავად უახლოვდება. ინსტინქტურად ვწევ ხელს, რომ მისი სიტყვები
მოვიგერიო, მაგრამ გეილი მიჭერს.
- არა, გთხოვ, - ვემუდარები.
თუმცა, გეილს ჩემგან რაიმეს დამალვა არ სჩვევია:
- ქეთნის, მე-12 რაიონი აღარ არსებობს.
275

You might also like