You are on page 1of 6

იაკობ ნიკოლაძე

იაკობ ნიკოლაძე – პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკე და


რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, ადამიანი, რომელმაც მთელი
თავისი ენერგია ჯერ ამ დარგის სწავლას მოანდომა, შემდეგ გენიალური
ქმნილებების შექმნას და პარალელურად ამისა, რამოდენიმე თაობა
მოქანდაკეებისა აღზარდა და თავისი ცოდნა გადასცა.

ივანეს ძე ნიკოლაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1876 წელს. იგი თბილისის


სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამაარსებელი და მისი პირველი
პროფესორი იყო. მან მხატვრობისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე
გამოამჟღავნა. 1893-1894 წლებში ის ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ,
ოდესის სამხატვრო სასწავლებელში იღებს განათლებას. პირველი
ქანდაკებები 1896 წელს, უკვე რუსეთიდან დაბრუნებულმა შექმნა: ლადო

ალექსი-მესხიშვილის პორტრეტი, აკაკის პორტრეტი და შოთა


რუსთაველი.

1899-1901 წლებში ნიკოლაძე სწავლის გასაგრძელებლად პარიზის


ხელოვნების აკადემიაში გაემგზავრა. მას სტიპენდია ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ და ცნობილმა მეცენატმა,
დავით სარაჯიშვილმა დაუნიშნეს.
მეორედ, იაკობ ნიკოლაძე პარიზში 1904 წელს დაბრუნდა, პატარა
ატელიე დაიქირავა და მუშაობა განაგრძო. ამ დროს შექმნილ
ნამუშევართაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქარი“ (ქვა, 1905),
„ჩრდილოეთის ასული“ (მარმარილო, 1906), „მოცეკვავე“ (ბრინჯაო, 1906),
ასევე ღოღობერიძის ბიუსტი, „გოგონა სურით“, „უმუშევარი“, ცნობილი
მომღერლის, მიხეილ ნანობაშვილის პორტრეტი ბრინჯაოში და სხვა.
1906 წლიდან იაკობ ნიკოლაძე უდიდეს მოქანდაკე, ოგიუსტ როდენთან
მოეწყო სამუშაოდ, როგორც
დაქირავებული და,
ბუნებრივია, მისგან ხელფასის
იმედიც ჰქონდა. 65 წლის იყო
როდენი მაშინ, როდესაც ჩვენი
ახალგაზრდა თანამემამულე
მასთან სახელოსნოში
პირველად შევიდა. იაკობი
ყოველმხრივ ცდილობდა
დიდი ხელოვანის ქება დაემსახურებინა, მისი შენიშვნები
გაეთვალისწინებინა, რადგან ახსოვდა როდენის ნათქვამი _ „ჯერ ვერ
ვნახე მოქანდაკე, რომელსაც ჩემი პრინციპები გაეგოო“. პირველი
დავალება იყო „იოანე ნათლისმცემლის თავი სინაზე“. ნიკოლაძეს სურდა
ეჩვენებინა, რომ კარგად ესმოდა მასწავლებლის. მან დაწყებული სამუშაო
ორმოც დღეში დაამთავრა. როდენს იაკობის ნამუშევარი მოსწონებია,
გახარებული დიდხანს უყურებდა და იძახდა „მეთორმეტე საუკუნეა,
მეთორმეტე საუკუნეაო“.
1905 წლის შემდეგ მოქანდაკემ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც როდენის
აშკარა ზეგავლენას ამჟღავნებს. მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია
„ჩრდილოეთის ასული“ – პოეტური. თითქოს დაბინდული მხატვრული
სახე, რომელშიც მკაფიოდ ვლინდება როდენის შემოქმედების
გვიანდელი ე.წ. „მეორე მანერის“ გამოძახილი. ამ ქანდაკების კომპოზიცია
მარტივი და დახვეწილია, ფიგურის თავის ოდნავი მობრუნება
სილუეტის სიმეტრიულობას ანელებს.
მხატვარი მარმარილოს სხვადასხვაგვარ დამუშავებას მიმართავს:
ქანდაკების ქვემო ნაწილი თითქმის დაუმუშავებელია და პოსტამენტის
როლს ასრულებს. საკუთრივ გამოსახულება – ქალის ნატიფი, ნაზი
მკერდი, სახის ნაკვთები გულდასმითაა დამუშავებული, გაკრიალებული.
ფორმები რბილად იკვეთება და შუქ-ჩრდილის მსუბუქ გადასვლებს
ქმნის. მიღწეულია სიფაქიზის, სინაზის განცდა, რაც ამ ქანდაკებას
თავისებურ ხიბლს ანიჭებს. შესრულების მანერით ამ ნამუშევართან
ახლოა „კორინთელის ბიუსტი“ (1908, მარმარილო). აქაც, სახის ნაკვთების
დამუშავებისას, მხატვარი განათების, შუქ-ჩრდილის ეფექტს
გულისხმობს. აქაც პოსტამენტი – უხეშად დამუშავებული მარმარილოს
ლოდია.

წინა ნამუშევრისგან განსხვავებით ქალის სახე სევდიანია, რაც ქანდაკების


დანიშნულებას შეესაბამება – იგი საფლავის ძეგლს წარმოადგენდა.

1908 წელს იაკობ ნიკოლაძემ ქართველი მრეწველისა და მეცენატის


დავით სარაჯიშვილის სკულპტურული პორტრეტი (მარმარილო) შექმნა.
კვლავ მარტივი, ფრონტალური კომპოზიცია, მკაფიო სილუეტი.
მიუხედავად ფორმების რბილი მოდელირებისა, მიღწეულია მათი
სიმტკიცე, სიმყარე, რომელიც პორტრეტირებულის ხასიათის გამოვლენას
ემსახურება. ეს ნამდვილად ფსიქოლოგიური პორტრეტია, –
წარმოდგენილია მოდელის პიროვნული თვისებები – ენერგია, ძალა,
ნებისყოფა.

ამ პერიოდში, გარდა პორტრეტებისა, ი. ნიკოლაძემ შექმნა კომპოზიციები


სხვადასხვა თემაზე (მაგ. „შემოდგომა“, მარმარილო, 1906-1907 წწ.). ამ
ქანდაკებებშიც გათამაშებულია დამუშავებული მარმარილოს ლოდისა
და გაპრიალებული ფორმების დაპირისპირება. განსაკუთრებით
საინტერესოა ვახტანგ კოტეტიშვილის შენიშვნა: „იოქანაანის თავი
მშვენიერია, მასში არის მრისხანება“

1908 წელს მიიღო, როდესაც პარიზიდან იყო დროებით ჩამოსული. ქალის


ალეგორიული ფიგურა – „მწუხარე საქართველო“, მან უკვე პარიზში, 1909
წელს შეასრულა და იქვე ჩამოასხა. ძეგლი, მოგვიანებით, მთაწმინდის
პანთეონში, ილიას საფლავზე დაიდგა.
იაკობ ნიკოლაძის პარიზის პერიოდის შემოქმედება ისე მდიდარი და
საინტერესო იყო, რომ 1909 წელს „შან-ზელიზეს“ დიდი სასახლის
სალონში მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონანტთა შორის მისი
ქანდაკებებიც გამოფინეს. 1910 წლის ივნისიდან სამშობლოში
სამუდამოდ დაბრუნებულ იაკობ ნიკოლაძეს საჭრეთელი სიკვდილამდე
ხელიდან არ გაუშვია. მისმა ტალანტმა და
უდიდესმა პროფესიონალიზმმა
ბრინჯაოში, ქვასა და მარმარილოში
მარადიული სიცოცხლე მიანიჭა შოთა
რუსთაველს, აკაკი წერეთელს, გრიგოლ
ჩახრუხაძეს, ილია ჭავჭავაძეს, შალვა
ამირანაშვილს, ივანე ბერიტაშვილს, ივანე
ჯავახიშვილს, კონსტანტინე ლესელიძესა
და სხვა ღირსეულ მამულიშვილებს.

ქართული რეალისტური ქანდაკების


ფუძემდებელი ამბობდა, რომ ქანდაკება
იმ ადამიანზე ორჯერ უფრო ცოცხალი უნდა იყოს, ვისაც ხელოვანი
ძერწავსო.

იაკობ ნიკოლაძე 1951 წელს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია


მთაწმინდის პანთეონში.
ბოლოს კი, ამაღელვებელი წერილი, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ დედას
პარიზიდან მიწერა, პირველი ვიზიტის დროს:
“საყვარელო დედა ბატონო!
პირველად თქვენს სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ.

თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, კარგად ვარ. დღეს ჩამოვედი პარიჟში –


მარსელიდან. სტამბოლიდან გამოვედი ოთხშაბათს – და სამშაბათს
მარსელში ჩამოვედი და მეორე დღეს აქა… ოთახი ვიქირავე მეოთხე
სართულზე, 15 ფრანკად. ე.ი. ექვს მანეთად თვეში.

სადილი, ვახშამი, ყავა (აქ ჩაი არ არის, როგორც სტამბოლში) სულ 70


ფრანკად. ე.ი. ოცდარვა მანათად თვეში. შეიძლება ეს ძვირი იყოს, მაგრამ
ვეცდები იაფიანი ვიშოვო. სახლის ქირა წინდაწინ გამომართვეს.
სადილის კი თვის დამლევში უნდა მივცე
სტამბოლიდან მარსელში მეოთხე კლასით წამოვედი. პარახოდში მივეცი
60 ფრანკი, ე.ი. 24 მანათი. მარსელიდან ორმოცდათვრამეტნახევარი
ფრანკი, ე.ი. 23 მანათი და 30 კაპიკი…

აქ სულ სამი წელიწადი დავრჩები. თქვენ იცით, როგორ არ


დამივიწყებთ… რა არის, რომ ერთი წერილი ვერ მომწერეთ…

სხვა რა მოგწეროთ, დედა… მალევე მოგწერთ პარიჟის ვითარებას…


მხოლოდ ვიტყვი, რომ აქ სამოთხე ყოფილა…

შენი მორჩილი შვილი იაკობი


ჩემი ჯავრი ნუ გექნება. გზაში ისე შევისწავლე ენა, რომ კაცს
თავისუფლად გავაგონებ”.

You might also like