You are on page 1of 1

იყო და არა იყო რა, ერთ პატარა ქალაქში რომელსაც თბილისი ერქვა ცხოვრობდა ელენე,

რომელსაც სადაცაა 20 წელი შეუსრულდებოდა. ელენე ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟებს არ


ჰგავდა, მას არც გრძელი ქერა თმები ჰქონდა და არც ჟღალი-ხუჭუჭა. ელენეს თმა საერთოდ
არ ჰქონდა. ის არც თეთრ რაშზე შემომჯდარ პრინცზე ოცნებობდა და არც ჯადოსნურ
ქვეყანაში მოგზაურობაზე. მაშ,ვინ იყო ელენე?

ელენე გაზაფხულს დაიბადა, მაშინ როდესაც ზამთრის ყინვისგან შეშინებული ყვავილები,


მამაცურად ამოყოფენ ხოლმე თავს ცივი თოვლიდან. ელენეს სხეულზე კი თმის ღერს
დღემდე ვერ გაებედა ამოსვლა და მზის სხივებთან შეჭიდება. მიუხედავად ამისა ელენეს
თავი განსხვავებულად არასდროს მიაჩნდა, მისი აზრით, ადამიანის სილამაზე არა თმაში
არამედ თვალებში ჩანდა, რადგან თვალები არა მხოლოდ ადამიანის სულს ირეკლავს არამედ
იმ გარემოსაც რომელშიც მას ცხოვრება მოუწია. ელენეს თვალები რძიანი ყავის ფერისა და
სიტკბოსი იყო. მათში შეგეძლოთ დაგენახათ ელენე, ადამიანები, მცენარეები, ცხოველები.
შეგეძლოთ გეგრძნოთ ის ტკივილი და მწუხარება რომელსაც ელენე დავრდომილთა
თვალებში ხედავდა. მართალია, თქვენ დაინახავდით და იგრძნობდით, მაგრამ ისევე
აუვლიდით გვერდს ყველა დაუძლურებულ, ამ წუთისოფლისგან მიტოვებულ ბუნების
შვილს როგორც ელენეს.

ელენე მისი პირველი ამოსუნთქვიდანვე შეიყვარეს მშობლებმა. განა რომელ მშობელს არ


უყვარს თავისი შვილი? ელენეს ზღაპრები და მულტფილმების ყურება ისევე უყვარდა
როგორც მის თანატოლ ნებისმიერ ბავშვს, მაგრამ პრინცესებს საკუთარ თავს ვერასდროს
ამსგავსებდა.

You might also like