You are on page 1of 55

სახელი, გვარი : ხატია თელიაშვილი

ასაკი: 19 წლის

საგანმანათელბლო დაწესებულება: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-


ბიოქიმიის სტუდენტი

ელექტრონული მისამართი: teliashvili.kh@gmail.com


სიყვარულის სუსპენზია

პროლოგი

ამბობენ თებერვალი იმიტომ არის დღენაკლული,რომ სულის გამოზაფხულებას

მომლოდინე შეყინულსულიანებს ისედაც საუკუნედ გაწელილი ზამთარი არ

გაუხანგრძლივოსო... ჭეშმარიტად,ზოგჯერ მარტივით გიჟი და ზოგჯერაც მაისივით

დაყუჩებული გაზაფხული შეფათურდება ხოლმე გაყინულის სულში, მასში თავისი

ბუნებით გამოწვეულ იმედის სუნს შეიტანს, მოალღობს, გამოაფხიზლებს...

გაზაფხული სიცოცხლის მეტასტაზაა სიცივით გათანგულ ქვეყნიერებაში, ის

არის მშობელი პირმშოსი, რომელსაც თუნდაც იმედს, სიცოცხლის ჟინს ვუწოდებთ...

იმედი კი ბოლოს კვდება, ანდაც...არადროს...მაშ არც გაზაფხულს უწერია

სიკვდილი...ის მარადიულობას ნაზიარები, უკიდეგანო, უძირო, უფსკერო,

უწდომელი და ყოვლად შეუცნობელია ისევე როგორც გიჟი მარტი...გადაფურჩქნული

აპრილის კოკრები და მაისის შხაპუნა წვიმა...

აი ზამთრის უკანასკნელი გალაშქრება და ძარღვებში სისხლის ამაჩქარებელი

გაზაფხული დგება... და მანამ სანამ გაითანგებიან სენტიმენტები, იმედმოკლული


ადამიანის სულში შეპარული გაზაფხული გრძნობის ულაყებს უშვებს და უბიძგებს

გასცდეს ჩვეულებრივი არაჩვეულებრივობის არტახებს...

და ვაი რომ ცილს წამებენ მწვანე ფერებში მორთულ-მოკაზმულ გაზაფხულის

იმედიანი სუნის გამოლაშქრებას...

,,ჩემს სიყვარულში მე ჯვარს გაცვი როგორც იესო, და მაინც ვბედავ შენს წინაშე

ვგავდე ავაზაკს’’- ვაი რომ მართლად თქმულა... გაზაფხულს აბრალებენ თავისი

ბობოქრობით ადამიანს სულს უფორიაქებს და გაურკვევლობის მორევში აგდებსო...

ნეტამც... გაურკვევლობიდან გამოსავლის ძებნაში იბადება ჭეშმარიტება, რევოლუცია

არის საწყისი პროგრესისა, მაჭარი ათუხთუხდება და საბოლოოდ საუცხოო ღვინოდ

დაწდება, ასე აათუხთუხებს ხოლმე გაზაფხულიც ადამიანის სულში იმედს, იმედს ,

რომელიც სამომავლო პროგრესის გარანტია...

როგორ შევიგრძნოთ არაამქვეყნიური გრძნობის ღვთაებრივი სუბსტაცია?

შევიგრძნოთ გაზაფხულის ორმაგი ბუნება...ერთობ დაუდეგარი,თანაც მდორე და

დაყუჩებული... თუ სიცივით გაყინულ გულს რაიმე სჭირდება საკვებად, მიაწოდეთ

გაზაფხული...უკვდავი ჟინისა და ამოუწურვადი ენერგიის რეზერვუარი, რომლის

ყველა უჯრედიდან სიცოცხლის წყურვილი გამოსჭვივის...

და როგორც ზამთრის უკანასკნელი გალაშქრების უშედეგო მცდელობა, მოდი

გაზაფხულო! იყავი მიზეზი ადამიანებში მეტამორფოზის, და დაგვეხმარე , გრძნობის

ცის ქვეშეთში, ჩვენი გულცივობით რომ არ ჩამოღამდეს...!


...

ჯერ კიდევ დილის შვიდი საათი იყო, როცა ელიმ თვალები დაჭყიტა.

სასწრაფოდ წამოვარდა, ხელპირი დაიბანა, კომოდში შეკიდული თავთუხისფერი

კაბა გამოიღო,გააუთოვა და წამში გამოეწყო. როგორც გამოზაფხულებულზე

შემორჩენილი ლილოჭრილო, ისე შერჩენოდა რამდენიმეგან სამოსს ნაკეცი , თუმცა

არათუ აკნინებდა მომრგებს, უფრო მომხიბვლელსაც კი ხდიდა ... ელის უბრალოების

სუნი ასდიოდა...

ავლაბრის მეტროსთან ხალხის ჯგრო იდგა. გაყეყეჩებული კონტროლიორები

ხან აქეთ მიუთითებდნენ გულატყინებულ ბრბოს, ხან იქით,გასასვლელს

აცარიელებდნენ... 15 სექტემბერი იყო, ახლა ზოგი იბადება, ზოგი სკოლაში გარბის,

ზოგი უნივერსიტეტის გზას დასდგომია და ხარბად აცეცებს ერთდროულად

ინტრიგაშეპარულ და ეშმაკურად მოციმციმე თვალებს, ზოგიც ცხოვრების

უკანასკნელ გზას მიუყვება... რას გაიგებ? სოციუმის სიჭრელე წუთისოფლის

ძმობილია...

ელიმ სწრაფად ჩაირბინა ესკალატორი და მატარებელში ჩაჯდა. სადგურის

მოედანზე გადმოვიდა, თვალებში მოლოდინი სიხარულად ფეთქდებოდა... ერთი,

ორი სამი,მეორზე ხაზი რამდენიმე სადხარ, რამდენიმე მოვედი, რამდენიმეჯერ

ბოლთის ცემა, აჰა ნაბიჯები, კიბეებზე ჩამორბენის ხმა, მათხოვრის გულსაკლავად

დამღერებული ‘’გაზაფხული შემოსულა ლენ...’’ (ელის სულში ჯერ კიდევ


გამოუზამთრებელი გრძნობა დაფათურობს და ხარბად ელის გაზაფხულის

დადგომას ,რაც მისთვის იმედის აპოლოგიაა) და კიბეზე სწრაფად ჩამორბის ხუთი

გოგო, კლეჩატი საროჩკებით ,დახეული ჯინსებით ,ზოგი მანტოთი, ზოგიც

საზაფხულო მაისურით, ალბათ ზოგის გულში უკვე გაზაფხულდა... ზოგისაში კი

ისევ ზამთარი ბატონობს...

-აქამდე სად ხართ?

-ელი ჯერ ხომ რვა საათია, უნივერსიტეტში ცხრაზე უნდა ვიყოთ, რამ აგაღელვა

- გაკვირვებით იკითხა ზაფრანისფერ მაისურში გამოწყოფილმა სოფომ.

-კაი რა სოფ, სახელმწიფოდან ფეხით ავალთ, დანკინშიც შეიძლება შესვლა, მერე

თავი უნდა მოვიწესრიგოთ, დაგვაგვიანდება- ღაწვები მოვარდისფროდ შეეღება

ელის და იმდენად ბავშვური, ალალი სახე მიიღო, რომ შეწინააღმდეგება ვერ გაბედა

ხუთიდან ვერცერთმა მეგობარმა.

წერეთელი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო...დელისი... ვაჟა...და აჰა

უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტიც წარმოთქვა გაბეზრებულმა ჩანაწერმა დღეში რომ

ათასჯერ უწევს ერთი და იმავეს გამეორება... ექვსი დაქალი მეტროდან გადმოდის.

ესკალატორთან ერთი მოხუცი ატუზულა, აშკარაა რომ სცივა...ელის გულმა ვერ

მოუთმინა.

-ბებია რამე ხომ არ გინდათ?

-არა ბებო, ველოდები


რა საოცარია... ელის სხეულში რაღაც ამოუცნობი აზრი შეფათურდა, რაღაც

ამოუცნობმა გაუელვა და გული ატკინა თითქოს... ძალაუნებურად ლოცვასავით

გაზეპირებული სიტყვები ამოუტივტივდა : ‘’თუკი ლოდინი გარგუნა ღმერთმა, ნურც

კი იფიქრებ რომ ბედი არ გაქვს, უბედური ხომ მხოლოდ ის არის, ვისაც ლოდინის

მიზეზიც არ აქვს...’’

-რა თქვი ბებოო? მე მითხარი რამე შენ კი დაგენაცვლე?

-არა ბებო არაფერი...

გოგონები უკვე ფრესკოს ამოსასვლელთან უცდიდნენ. ელი შეიშმუშმა... ვისი ან

რისი ლოდინის უკიდეგანო ფიქრი გადასწურვია ელის? ... ვინ იცის...

ცხრა ხდებოდა უკვე გოგონებმა მაღლივის ხიდზე ფოტოსესია რომ დაამთავრეს

და როგორც იქნა უნივერსიტეტის ეზომდე მიაღწიეს. ელის ეშმაკურ თვალებში

თითქოს სევდა უფეთქავდა, მაგრამ გოგონებმა მღელვარებას მიაწერეს... იქნებ ასეც

იყო? ალბათ... ადამიანი ხომ იმას იჯერებს რისი დაჯერებაც თავად სურს...

პირველმა ლექციამ ჩვეული რუტინა არ დაარღვია. პროფესორი, გაცნობა, ცარცი,

მშია, მეძინება, სკოლა ჯობდა, მაღლივში მაგარი ქარები იცისო ...და მსგავსი

ფრაზებით გამოყრუებული საკლასო ოთახი შუადღის ორისთვის დაიცალა. ახლა

უკვე ელის, ისევე როგორც მის ხუთ დაქალს, დაღლილობის სუნი ასდიოდათ,
მილასლასებდნენ მაღლივის კიბეებზე და ცამეტი ნომრის ლოდინში გათანგულები

ხარბად აცეცებდნენ თვაელბს გაჩერებისკენ.

ელის ხუთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა. სოფო, სალომე, ანა, მარიამი და

გვანცა. თუ გაგიგონიათ რამდენიმე სული ერთ სხეულში შეწებდეს და ისე მაგრად

ჩაენასკვოს ერთმანეთს გამოხსნა შუძლებელი იყოსო, ამათზე იყო ნათქვამი. მათი

მეგობრობა ბაღის ასაკიდან დაიწყო. ჯერ კიდევ სათამაშოების გაზიარებით და

ყველაზე ძვირფასის, დროის გაზიარებით დაგვირგვინდა. ახლა უკვე ეს ექვსი

თავზეხელაღებული დაქალი თვრამეტი წლისანები იყვნენ, ჯავახიშვილის

ქიმიურზე სწავლობდნენ,ცხოვრებაში მეტასტაზად გაბნეული უსამართლობის

მარწუხებს ემალებოდნენ და ეძებდნენ ჭეშმარიტ სიყვარულს, რადგან სიყვარულია

სიცოცხლის ჰიპოსტაზი უსამართლობით გათანგულ ქვეყნიერებაში...

ის დღე ისე დამთავრდა გოგონებს ჩვეულებრივ არ გაუსეირნიათ ვერის ბაღში.

ექვსივე ხვდებოდა, რომ რაღაც ახალი იწყებოდა მათ ცხოვრებაში, რაღაც ამოუცნობი,

შიშისმომგვრელიც, რადგან შეუძლებელია განჭვრიტო მომავლის პერსონაჟები შენს

საკუთარ ცხოვრებაში... მათ ეშინოდათ ერთმანეთის დაკარგვის... ეშინოდათ რადგან

დროის უპირო ტირანი ერთდროულად შთანთქავს კარგსაც და ცუდსაც...

ზარი 1, ზარი 2, ზარი 3,ზარი 4, ზარი 5... ალიო, მარიამ ხო კი ვარდისფერი

ჯობია, ააჰ სოფო სულ გადამავიწყდა გვერდებს გამოგიგზავნი, სალომე მგონი


ცხოვრების სიყვარული იპოვე (დაქალური გადახარხარება) , ანა ხვალ ლაინერი

წამომიღე, გვანცა...ხვალ დილის რვაზე ავლაბარში გაიჩითე...

უნივერსიტეტის შემდეგი ერთი კვირა ჩვეული მონოტონურობით გავიდა.

რუტინაც ჩვეულებრივი იყო : ავლაბრის მეტრო , ნაფეხურების ხმა , შემდეგი

სადგური ‘’სადგურის მოედანი’’, მეორე ხაზი, მათხოვარი..., ხმა კიბეებზე, ჯერ

ადრეა...ელის ღაწვების გავარდისფრება...სახტად დარჩენილი დაქალები და

მაღლივი... საღამოს ვერის ბაღი და დაუსრულებელი გოდება, აღსარებასავით

ალალად წარმოთქმული ყველა შეჭირვება, სიხარული... ისე ,როგორც ხდება

მეგობრების შემთხვევაში... რა საოცარია ადამიანის ბუნება! ზოგჯერ როგორ

სჭირდება გვერდში ვიღაც ვინც შეყინულ სულს თუნდაც ასანთის ღერის მტანჯველი

წვით და მცირედი სითბოთ მოულღობს... როგორ მიეკედლება ხოლმე ჩვენი სული

ასეთ ადამიანს... ისე ,როგორც ზამთარში უსუსური ბეღურა მიეკედლება ხოლმე

ნამცეცების გადმომყრელს აივანზე...

ყველაფერი ძალინ ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ელის ბევრი

თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ეს ლოგიკურიცაა, ნატიფი, გრძელი თითები, მაღალი

წვივები, წვრილი წელი, პატარა ცხვირი,ოდნავ შევარდნილი ლოყები, ქერა თმა,

დიდრონი წამწამები და ღვთაებრივ სუბსტანციას ნაზიარები ღიმილი ელის

განსაკუთრებულს ხდიდა...ისეთს ,როგორიც არ არის სხვა... ელის გარეგნობაში

განსაკუთრებული შტრიხი იყო თვალები... დიდი, ევროპულ ჭრილში კარგად

ჩასმული მწვანე თვალები მორევს ჰგავდა, ძალაუნებურად რომ შეიტყუებს


ადამიანს... იქ ჩატყუებულს გაზაფხული ხვდებოდა, მის თვალებში იმედი

იკითხებოდა, ისევე, როგორც ახლად გამოკვირტული ხეების ამონაცენში იკითხება

ხოლმე გაზაფხულის მოსვლა...ეს იყო თვალები, რომლიდანაც ვერავინ ამოდიოდა...

ეს იყო უჰორიზონტო სივრცე, სივრცე სადაც იკარგებიან... რა საოცარია ადამიანის

ბუნება! თვალებში ჩახედვით ხედავ სულს, შემდეგ სული გიყვარდება, ეკედლები,

ეჩვევი... და მერე უცებ თვალებში ზამთარი ილაშქრებს... შეფათურდება, უაზროდ

გამოყინავს კვირტებს... და რა ემართება ‘’მორევში’’ ჩამწყვდეულს?... იყინება ისიც

განა?.... ვინ იცის...

მიუხედავად ბევრი თაყვანისმცემლისა ელი არავის იკარებდა. ვინ იცის იქნებ ეს

შიშნარევი ძრწოლვა და ადამის მოდგმის სიძულვილი იყო?... ან იქნებ ყველაფერი

უფრო მარტივადაა... უბრალოდ მის ცხოვრებაში ალბათ არავინ დაბადებულა იქამდე

გაზაფხულად, მასში არავის შეუტანია იმედის სუნი... და გამოზაფხულდება კი

ოდესმე ? ...გამოიდარებს კი ? ‘’გამოიდარებს, გამოიდარებს, თორემ ძვირფასო

ნამეტანია...’’

სამი დეკემბერი იყო. გოგონებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს და მაღლივის

კიბეებს გათოშილები დაუყვნენ. ელი განსაკუთრებული სიცელქით ჩამოდიოდა. ჰოპ

ვერაგი ყინული, ცოტა დამრეცი ზედაპირი მაღლივის გოროზი მზერა და ყველა

პირობაა შექმნილი სიფრიფანა გოგოს ასრიალებისა და დანარცხებისთვის. ელი


მოსრიალდა და კიბეზე ზურგით დაეცა. გოგონებს ჩაეცინათ ,თუმცა როცა მიხვდნენ

რომ მეგობარს სახის ფერი შეეცვალა, თვალები ჩაუსისხლიანდა და ყელში ცრემლის

ბურთი მოაწვა ,რომელიც საცაა გასკდებოდა, სასწრაფოდ წამოაყენეს. მოაჯირთან

ბიჭები იდგნენ , 19-20 წლის, სიცილი ატეხეს. ელი წამოდგა.

-კარგია რომ კაცები არ იყვნენ აქ, თორე როგორ შემრცხვებოდა.

გამჭოლი მზერა სტყორცნა ბანდაში მდგარ, სავარაუდოდ ყველაზე უფრო

გაჩითულ და ძალმომრე ბიჭს, ირონიულად გაუღიმა და კიბეებს დაუყვა.

- ნიკო, რა მიგაგოიმა - იღრიჭებოდა იმ ყველაზე უფრო გაჩითულის და

ძალმომრეს გვერძე მდგომი დაბალი ჯმუხი ბიჭი და თან უზარმაზარ ტორებს

ერთმანეთზე ატყაპუნებდა, არიქა რა მომხდარაო. ‘’გაჩითულმა’’ ერთი მაგარი მუშტი

უთავაზა და მაღლივის კიბეებს დაუყვა.

ნიკო ლეჟავა მეორე კურსის სტუდენტი იყო. კომპიუტერულ მეცნიერებებზე

სწავლობდა ჯავახიშვილში. როგორც ჩანს, ერთ-ერთი დაფასებული სტუდენტი და

ბანდის წევრი იყო, რომლის სიტყვასაც ძალა აშკარად ჰქონდა. ჯინსის შარვალში

ჩაკეცილი თეთრი საროჩკა, რაღაც უცნაური ქამარი, ზემოდან შავი პიჯაკი და მუქი

ფეხსაცმელი ნამდვილ ტანდემს ქმნიდა მის ტანზე. ეტყობოდა, რომ ძლიერი იყო

ფიზიკურად, თუმცა რათ გინდა, ვინ იცის ცხოვრება ვის თვლის ძლიერად და ვის

არა, უცნაური რამაა წუთისოფელი.ჰო რა, ‘’ ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად.

მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო


თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."

(კ.გამსახურდია)

ელის იმ ღამეს არ უძინია.მიუხედავად იმისა, რომ ბიჭების თვალში არ დაიბნა,

ახლა სირცხვილის ალმური დასდებოდა, ტირილი უნდოდა... ახლა მისთვის

საუკეთესო ექსპრესიის საშუალებად ეს უკანასკნელი რჩებოდა... ტკივილი ხომ

ვერნათქვამი სიტყვებია... ელის სხეულში კიდევ ერთი ლოცვად გაზუთხული ფიქრი

შეფათურდა : ‘’ ღმერთო! შენ იცი რა არის ცრემლი? ვერ შეადარებ შენს შექმნილ

წვიმას, ცრემლი ის არის როდესაც ებრძვი, ცრემლი ის არის როდესაც გტკივა...’’ რას

ან ვის ებრძოდა ელი ასე გამალებით? ვინ იცის...

მეორე დღეს ჩეულებისამებრ გოგონები საბურთალოს ხაზზე შეხვდნენ

ერთმანეთს. ელი, როგორც ყოველთვის, ადრე მივიდა, მათხოვარი ახლა ‘’გაზაფხული

შემოსულა ლენ ის’’ მაგივრად ‘’გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიქრებად

დაიწყებს თოვასო’’ ამღერებდა. ელის სუნთქვა შეეკრა. რა უნდა ამ კაცს!? რატომ

დაფათურობს ელის სულში.

რატომ !?

რატომ! ?

რატომ!?...

- იმიტომ რომ საცობები იყო და ავტობუსს დააგვიანდა. ელი არაუშავს არ ვაგვიანებთ -

შემოესმა ელის შორიდან სალომეს ხმა.


წამში მოეგო გონს... გადაეხვია მეგობრებს და მატარებელში ჩაჯდა.

ელის გუშინდელის გახსენება არ უნდოდა. არაფერს იმჩნევდა, თუმცა თვალები

სულის სარკეაო და ყველაფერი წამოროშეს, ისე,როგორც მთვრალი კაცი

წამოაყრანტალებს ხოლმე ყველაფერს რაც გულში აქვს...

- ეგ ტიპი ნიკო ლეჟავაა, ჩემი ძმა იცნობს, მაგარი ავარდნილიაო ამბობენ-

მოურიდებლად მიახალა ანამ.

- აი დარდი, არ მაინტერესებს -იცრუა ელიმ.

- კაი რა, გეგონება არ გიცნობდეთ, ზუსტად ვიცი ეხლა შენ მთელ საწოლს ცრემლებით

მორწყავდი - არ მოეშვა გვანცა.

- არ მაინტერესებს მეთქი!

- ელი!

- რა!

- ელი!

- ელი!

- ელი!

- ელი!

- ელი!

და ელი ტირილით ჩავარდა მატარებლიდან. ჯერ სახელმწიფოზე არ იყვნენ.

ჩანაწერი უღიმღამოდ აცხადებდა დელისს. გოგონები გაჰყვნენ.


ას ორმოცდაათის ლოდინში მიუსწრეს ელის გოგონებმა.

- კაი რა ელ, ჩვენ რატომ გაგვირბი?

- არ გაგირბით, უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა.

- აუ კაი რა . მაგ ტიპზე ერთად ვიძიებთ შურს, ბოლობოლო ექვსი ვართ.

- აუ აზრზე მოდი, ექვსი რამაგარი რიცხვია...

- აი იქიდან დავიწყოთ, რომ ექვსი სექტემბერი იყო პირველად რომ მოგიყვანა

რუსიკო დეიდამ ბაღში,ტირილით იკალვდი თავს,ჩემი ბურთულა მოგეცი და მაშინვე

გაისუსე- ახორხოცდა სალომე.

- ყველა თვის ექვს რიცხვში გალერიაში მივბოდიალებთ , ესეც ჰო რაღაცაა -

ეშმაკურად ჩაიცინა მარიამმა.

- აუ ჩემი გიო 6 ივნისსაა დაბადებული, მეექვსე თვეა თან გადათვალე, მგონი უაზრო

დამთხვევა არაა- ნიშანი მოუგო ელის გვანცამ.

- ...

- კარგი ჰო, ექვსი ვართ, მაგრები ვართ, სამი მუშკეტერი რომ გააორმაგო

წარმოგიდგენია რა ძალა შეიკრებაა? ... - გადაიხარხარა ელიმ, სახე გაებადრა, ას

ორმოცდაათში ჩასხდა ექვსი დაქალი, სტუდენტური დააფიქსირა და ხოხრხოცით

აუყვა გზას.
ნახევარსაათიანი მგზავრობაც საკმარისია გენიალური გეგმის შესამუშავებლად,

როცა ექვსი დაქალი იყრება ერთად. ბევრი არც არაფერი დაუგეგმავთ, რამდენადაც

როლები გადაანაწილეს. ანას თავისი ძმისგან ნიკოზე ინფორმაცია უნდა გაეგო,

სოფოს თავისი კაფეტერიაში მომუშავე დაქალისგან ნიკოს საახლობლო წრე უნდა

გაერკვია, მარიამს ფოტოები უნდა გადაეღო როგორმე ‘’თავგასული ლეჟავასთვის’’ (ეს

სიქსტეტის გეგმის ნაწილი იყო), გვანცას ელის გვერდით უნდა ემოძრავა მუდამ, აი

სალომეს კი ყველაზე უფრო რთული ვარიანტი შეხვდა, მისი ძმაკაცი ჯმუხი

ავთოსთვის უნდა მოეწონებინა თავი და ინფორმაცია დაეცინცლა... ოჰ, ‘’ქალი

ეშმაკზე ერთი დღით ადრეა დაბადებული’’...

- ერთი სიტყვით ეს ჩვენი ლეჟავა ყოველ დილით 6 საათზე მუხიანის ეკლესიასთან

რომ სტადიონია იქ დარბის. არიქა კუნთავიკი ვარო და გოგოები ბუზებივით

ეხვევიან. კიდევ ერთი დეტალი, არ ჰყავს დედმამიშვილი, მამამისი ბატონი სოსო

ლეჟავა მთავრობის კაცია, ერთი სიტყვით მაგარი მაყუთა ხალხია- ანამ ნათქვამის

დასადასტურებლად ფოტოები ააკრა სპეციალურად გაკრულ დაფაზე წარწერით ‘’

ლეჟავას საქმე’’ ...

- მეტიც გოგოშკებო, -განაგრძო სოფომ, როგორც ლიზიკო ირწმუნება, ეს ვაჟბატონი

ყოველ დღე ავთო კურტანიძესთან , გივი იოსებაშვილთან და ვიღაც შავგვრემან

გოგოსთან ერთად მიირთმევს ჩიზბურგერს,სოიოს კატლეტს და უშაქრო კოკაკოლას

აყოლებს.
- დიაბეტიკი - ჩაილუღლულა ელიმ.

- მეეე....მე ავთოს მეგობრობა გავუგზავნე ... - ძლივს წარმოთქვა სალომემ ისე, რომ

სიცილი არ წასკდენოდა.

- აი მე კი პირადი ფოტოები მაქვს ამ ვაჟბატონის სოციალური ქსელიდან. სულ ეს

იმიჯი აქვს, თეთრი საროჩკა, ჯინსი, მუქი ფეხსაცმელი, შავი პიჯაკი... ეწევა...

ზედმეტადაც კი . ოთახში აქვს ოდრი ჰეპბერნის პლაკატები თუ კადრს

მოვაახლოვებთ ადვილად შევამჩნევთ, ჰო და აქვს ტატუ მარჯვენა ხელის არათითზე,

რკალები შემდეგ რომბი შემდეგ ისევ რკალები და მერე ბურთულა... შეშლილია-

ფოტოები მიაკრა დაფას მარიამმა.

ელი უკანასკნელი სიტყვების გაგონებაზე გაშრა. მასში შიში, ძრწოლვა, გაუგებრობა,

სიძულვილი, სიყვარული ... ერთდროულად შეფათურდა.

-ტატუ? ეგ ტატუ რას ნიშნავს? როგორ იშიფრება? ... - ძლივს ამოღერღა ელიმ.

- ელი კარგად ხარ? ერთი ავარდნილი ტიპია, ალბათ კაიფში დაესიზმრა და დაიხატა

რავიცი მე - გაკვირვებამ გადაურბინა მარიამს სახეზე.


- კარგი გოგოებო...კარგად ვიმუშავეთ,სახლში წასვლის დროა.

ელიმ ზურგჩანთას ხელი დაავლო. სასწრაფოდ ჩაყარა რვეულები და წამში

გაუჩინარდა. გოგონებიც მალევე დაიშალნენ.

ზარი 1, ზარი 2, ზარი 3, ზარი 4, ზარი 5...

-გოგოებო ავთომ მეგობრობა დამიდასტურა... რას აკეთებ სალომე! არც კი მჯერა,

მწერს ‘’ლამაზ გოგოს სალამიო’’…

-აუ ჰოდა მიწერე ‘’ლოთს ღვინო , მწერალს კალამი, სიმპატიურ ავთოს სალამიო’’-

დასცინა გვანცამ.

ტელეფონები დაყრუვდა გოგონების გაუჩერებელი სიცილით... რამდენიმე ესემესი,

მერე დარეკვა და ჯმუხმა ავთომ პაემანი დაუთქვა ვერის ბაღში ღაწვებაწითლებულ,

მუდამ მომღიმარ სალომეს. რა საოცარია ადამიანის ბუნება! ვერის ბაღი...მათი

დაქალური აღსარებების მომსწრე, გამგონი... ვაიდა ყველაფერი წამოროშოს? ვაიდა

ყველაფერი ჩაეშალოთ? ... მაგრამ არა, ბუნება ადამიანს არ ჰგავს, ის არ ღალატობს,

გაყუჩებული იქნება მთელი დღე ვერის ბაღი, არ დაძრავს სიტყვას ჩანაფიქრის

შესახებ... და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანებივის ღალატს არ ელტვის... ის

სხვანაირია...

ელი ყოველთვის შავი ხელთათმნით დადიოდა. ცაცია იყო, როცა საწერი ჰქონდა

მხოლოდ მარცხენა ხელიდან იხდიდა ხავერდის შავ ხელთათმანს, მარჯვენა


ხელიდან არასდროს. მეგობრებს არაერთხელ უკითხავთ მიზეზი, თუმცა ელის

დუმილიდან გამომდინარე არ დაუძალებით რამის თქმა. ადამიანს პირადი სივრცე

ყოველთვის სჭირდება, რამდენად ახლოც არ უნდა იყვნენ სხვები შენს სულთან,

მაინც უნდა იყოს სივრცე, სადაც შეგიძლია გრძნობის ულაყების ბოლომდე მიშვება.

გოგონებმა კარგად იცოდნენ ეს, ელი არ დაუწუნებიათ სამეგობროდ შენიღბული

მარჯვენა ხელი გამო. ყველა ადმაიანშია ინტრიგა, სწორედ ის ხდის საინტერესოს მის

შეცნობას, მის გამო აქვთ ადამიანებს ხიბლის სუნი... ელის ეს კარგად ესმოდა და

ემეგობრებოდა თავის საიდუმლოს. ისინი კარგად იყვნენ, კარგად? ჰო ალბათ ისე,

როგორც ერთდროულად დამდგარი გაზაფხული და ზამთარი. წარმოგიდგენიათ რა

ორომტრიალი იქნებოდა? ...ხისტი ზამთრის სიგოროზეს ნატიფი გაზაფხული

მსხვერპლად შეეწირებოდა. იქნებ ელი იყო თავად გაზაფხული? იქნებ ისიც

განტევების ვაცი იყო? იქნებ შენიღბული მტევანი სტკენდა გულს ,ანდაც ის , რაც

ხავერდის ქსოვილის ქვემოთ იყო ? ... ვინ იცის?...

დილის შვიდი საათი იყო ,როცა ელიმ თვალები დაჭყიტა. გაუთავებელ ფიქრს ისე

გაეთანგა ადგომის თავიც აღარ ჰქონდა. თუმცა დღეს სალომეს პაემანზე აცილებდნენ

და საჭირო კი არა, აუცილებელიც იყო მისი წასვლა. გოგონამ კომოდიდან შავი

პალტო ჩამოხსნა, ჭრელაჭრულა წინდები ჩაიცვა, შავ ბათინკებს სწრაფად

გადაუხლართა ტისონკები, იასამნისფერ კაბაში გამოეწყო... მერე ჩაი დალიე,

მეჩქარება,კარის გაღება, ჩამორბენა, ორმოცი ნომერი ავტობუსი , ავლაბარი , შემდეგი


სადგური ‘’სადგურის მოედანი’’, მათხოვარი... ‘’გაივლის დრო და მოვა ზამთარი,

დარდი ფიქრებად დაიწყებს თოვას’’ - ამღერებდა მათხოვარი და თან ბინძური

ხელით გამვლელებს მოწყალებას სთხოვდა.

- რატომ არ შეიძლება გავიდეს დრო და გამოზაფხულდეს? სიხარულმა ბედნიერებად

დაიწყოს თოვა?

ელის სხეულში ახლა სულ სხვა ელი დაიბადა, რომელთანაც ვერ ვიტყვი რომ

მონოლოგი წამოიწყო, ეს იყო ორი პიროვნების დისკუსია, ეს დიალოგი იყო, ელისთან

და ელის მეორე მეს შორის...

ხავერდის ხელთათმანი რაღაცას ჩასწვდა გაცრეცილ ჩანთაში, დიდი ხანი აჩხაკუნა

და საბოლოოს ოც თეთრიანი ამოაძვრინა.

- აჰა რა და გაზაფხულზე იმღერე.

- მეე ბაბუ? მეც ვვოცნებობ გაზაფხულზე... მაგრამ არასდროს გაზაფხულდება... აქ

ჩვენთან, ‘’ოცნებები მცნებებივით ირღვევიან’’.

ელი აილეწა. ხალხის ბრბო უხერხულად მისწი-მოსწია და ისე, როგორც ორიანის

გამო შვილზე განაწყენებული და ამავე დროს საკუთარ თავზე გულმოსული დედა

საბურთალოს ხაზის კიბეებთან აიტუზა.

1...2...3... ჩამორბენის ხმა კიბეებზე , ხუთი გამომძიებელი, სალამი, ჩახუტება, აუ

მეძინება, გაფიცებ დანკინში დონატი ავიღოთ, ლაინერი დამრჩა, ამის დედაც... დღეს

ანდრო იქნება უნივერსიტეტში, აუ მაგარია , მაღლივის კიბეები , კარების გაღება,


შესვლა, ცარცი, პროფესორი, ქიმია, ელიში შეყინული ზამთრის გალაშქრება, სიცილი,

კლასის დატოვება...

უკვე ორი საათი იყო როცა გოგონები კიბეებს დაუყვნენ. სალომე საპირფარეშოში

‘’შეალამაზეს’’ , პუდრი გადაუსვეს, სუნამო მიაპკურეს და ვერის ბაღისკენ გააცილეს.

- ხაზზე დარჩი, თორე რაიცი იმ ჯმუხს რა მოეპრიანოს. რაც შეიძლება მეტი

ინფორმაცია გამოსციცნცლე იმ ‘’ლეჟავაა თუ ვიღაც წიომნი გაგების ტიპზე’’-

დაარიგეს დაქალებმა სალომე.

მზე რაღაც სხვანაირად ანათებდა იმ დღეს. ელის აეკვიატა : ‘’ოცნებები მცნებებივით

ირღვევიან’’ ...ან იქნებ პირიქით? მცნებები ირღვევიან ოცნებებივით... რას უნდა

ნიშნავდეს ის ტატუ? რატომ უკეთია ლეჟავას? ... ელის გონებაში ინტერესი

შეფათურდა, ახლა ეს სიფრიფანა გოგო შინაგან მონოლოგს ებრძვოდა. თუმცა

უშედეგოდ... ყველაზე რთული საკუთარ თავთან ბრძოლაა, რადგან კარგად გიცნობს

ეგ ნაბიჭვარი, ზუსტად იცის სად უნდა დაგარტყას...

სალომემ შორიდანვე დალანდა ვერის ბაღის პირველივე სკამზე მჯდომი ავთო.

- ე ეს რა ბოთეა, იმპროვიზირების უნარი საერთოდ არ აქვს, რაღა პირველზე დაჯდა,

აქ სულ დომინოს მოთამაშე კაცების როხროხი ისმის. არა თან ჯმუხი , თან ასეთი

უფანტაზიო! ეხ ელი ! ელი ეს უკვე ნამეტანია... -გაიფიქრა სალომემ და ეშმაკურად

ჩაეღიმა.
- ვა სალი მოხვედი? - წამოიზიდა ავთო და სალომეს მთელი ოცდათორმეტი კბილით

დაეკრიჭა.

- სულელი...- გაიფიქრა სალომემ თუმცა არ შეუმჩნევია.

დასხდნენ.

- აბა როგორ ხარ?

- კარგად ავთო მადლობა, თავად?

- რავი ნიჩევო რა, არამიშავს.

სალომემ ავთოს ტუჩზე ნახეთქი შეამჩნია

- რა დაგმართნია? - ტუჩზე მიანიშნა.

- ეეს ეს არაფერი, ძმაკაცური გახუმრება იყო- წაუჩლიფინა ავთომ.

- ძმაკაცური?

- ხო რა, იმ გადარეულმა ნერვები ვეღარ მოთოკა, ასე გამოვიდა.

- ვინ გადარეულმა ავთო?

- ლეჟავამ.

- მერე შენც ვერ შეუბრუნეე? კაცი არა ხარ?

- არა დიაბეტიკია.

სალომეს თავში უცებ სოფოს დაქალი ლიზიკო გაჩნდა : სასადილო, ავთო კურტანიძე,

გივი იოსებაშვილი, შავგვრემანი, ჩიზბურგერი, სოიოს კოტლეტი და უშაქრო

კოკაკოლა... ახლა უკვე აზრები დალაგდა.

- ისე კი ძაან ტიპობს


- უცნაურია. ჩაკეტილი. ეგ პროსტა გარედან ჩანს მაგგვარად. კაი ლეჟავაზე

სალაპრაკოდ ხომ არ მოვსულვართ აქ, წამო ნაყინი ვჭამ....

მეორე დილას ელი ისევ შვიდ საათზე წამოხტა. ახლა უფრო მშვიდი სახე ჰქოდნა.

დღეს ანას დაბადების დღეა, რა ჯანდაბა ჩავიცვა - იდგა ელი კომოდის პირდაპირ,

რომელიც ტანსაცმლების მოზაიკას უფრო წააგავდა და ვერ აერჩია ვერაფერი,

თითქოს ყველაფერი მობეზრებული ჰქონდა... მაინც რა არის ადმაიანის ბუნება!

ყოველთვის რაღაცა ახალს ითხოვს, ისეთს რომ შეინიღბოს, რადგან ეშინია რომ ძველ

ნიღაბში იცნობენ... რისი ან ვისი ეშინია ელის? ვინ იცის.

ელიმ არჩევანი ლილისფერ ქვედაბოლოსა და თეთრ პერანგზე შეაჩერა,თეთრ

წინდებზე შავი ბათნკები ამოიცვა , ცოტა პუდრი,პომადა ,ლილისფერივე ხელჩანთა

და ელი სახლიდან გავიდა.

გოგონები თავისუფლებაზე შეხვდნენ. გადაკოცნა,გილოცავ, აუ როდის მივალთ,

ბევრი უნდა ვიცეკვო... ბევრი ფოტო, კოცნა, ჩახუტება...

ხინკალი მოიტანეს და ექვისე დაქალი საცეკვაო მოედნიდან საკუთარ ადგილს

დაუბრუნდა.

- აბა სალო , გაგიმარჯოთ შენ და ავთოს - წამოროშა გვანცამ და ზედ სიცილიც

დააყოლა.

- აუ რა ქენი მართლა? -ერთხმად ამოიგმინა ყველამ.


- იქიდან დავიწყოთ რომ პირველ სკამზე იჯდ..... .... ჰო და ვსაუბრობდით ლეჟავა

რომ ახსენა. დიაბეტიკი ყოფილა, იმ დღეს შენრომ შეეპასუხე ამას გაუცინია და

კარგად შეულამაზებია.

- დაიცა ძმაკაცს სცემა?

- ჰო რა, უცნაური ტიპიაო თქვა, ჩაკეტილი და რაღაც არანორმალურისმაგვარი.

- კიდე რა თქვა?

- მეტი არაფერი...

დიჯეიმ ‘’ გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიქრებად დაიწყებს თოვას’’

გაუშვა... ყველა ადგა საცეკვაოდ... მხოლოდ ელი იჯდა განმარტოებით... მისი

თვალებიდან სევდა გამოსჭვივოდა...

იმ დღემ კარგად ჩაიარა. მეორე დღეს გოგონები უნივერსიტეტში შეხვდნენ.

ბიოქიმიის ლექციის მერე, ნახრევარსაათიან შესვენებაზე დაქალები დერეფანში

ჩამომწკრივდნენ. ელის ჩაცმულობას უქებდნენ ( დაბადების დღის მერე ელი

ბიძამისთან დარჩა რუსთაველზე და გამოცვლა ვერ მოესწრო). მართლაც როგორ

უხდებოდა გაზაფხულის გოგონას ლილისფერი...

ელი სასადილოსგან ზურგით იდგა.

- ეი შენ, აქ პოდიუმი გგონია თუ რესტორანი? - მოისმა უკნიდან.

- ეშმაკმა დალახვროს...წამოსცდა რომელიღაცა დაქალს უეცრად.


ელიმ უკან რესკად მიიხედა, დიდრონი თვალები ჯერ ვიღაც შავგვრემანს მიაპყრო,

შემდეგ მზერა ოდნავ გვერდით გადაიტანა და ლეჟავას მოჰკრა თვალი. ლეჟავას

მზერა ელისას შეეჩეხა. ელი გაწითლდა, თუმცა მალევე მოეგო გონს .

- პოდიუმი შეიძლება კი, მაგრამ ვფიქრობ აქ ბორდელი ნამდვილად არაა- ირონიულად

მიუგო შავგვრემანზე ჩამოკიდებულ ლეჟავას.

ნიკო აიჭრა, გოგომაც იუცხოვა... დაქალები ადგილზე გაყეყეჩდნენ.

- შენ იცი ახლა რა თქვი? - ნიკო ელის მიუახლოვდა და შუბლი შუბლზე მიადო. -

დაისჯები.

ლეჟავა ელის გაეცალა. შავგვრემანს ხელი წელზე შემოხვია და ჯერ კიდევ სავსე

უშაქრო კოკაკოლა ურნაში მოისროლა.

ელი ადამიანს აღარ ჰგავდა. სახეზე შიშის და დამცირების ელფერმა გადაჰკრა.მის

სხეულს ახლა ზიზღის სუნი ასდიოდა.

-მგონი ჯობია იცი ის ფოტოები გამოვუქვეყნოთ ვიღაც სხვა გოგოსთან რომ

დააფიქსირა მარიამმა, მერე ვნახოთ თავისი კლეოპატრა რას ეტყვის.

- არა მოეშვი- იუარა ელიმ, და საერთოდ მოეშვით ლეჟავას. არ მინდა პრობლემები.

- იქნებ ავთოსთვის მეკითხა?- შესთავაზა სალომემ.

- არა არანაირი ავთო არანაირი ლეჟავა, მძულს ყველა. ყველაფერი ჩემი ბრალია.
ელიმ პიჯაკი სასწრაფოდ ჩამოხსნა საკიდიდან და ოთახიდან გავარდა.

ავლაბარი, ესკალატორზე ჩამორბენის ხმა, შემდეგი სადგური ‘’სადგურის მოედანი’’,

მათხოვარი... ‘’ასი წლის შემდეგ, ისევ ქალაქში ზამთარი მოვა’’- ამღერებდა ‘’პანჩოს’’

მელოდიას საბრალო. ელის გული გაეყინა.

-რატომ? თანაბრად ხომაა შესაძლებელი ასი წლის შემდეგ ზამთარი კიარა

გაზაფხული მოვიდეს? რატომ მაინცდამაინც ზამთარი?... -ელის საკუთარი თავი, ეს

ყველაზე უფრო ერთგული და ამავედროს ყველაზე უფრო მოღალატე ნაბიჭვარი

მოსვენებას უკარგავდა, ელის ყველა უჯრედიდან ცრემლი იხედებოდა...

ელი იმ დღეს მარტო ავიდა უნივერსიტეტში. გოგონები სემინარს წინა კვირაში

დასწრებოდნენ. ელიმ სწრაფად აიარა განივის კიბეები, მერე სხარტად გაძვრა

დერეფნის ლაბირინთებში და მეასე აუდიტორიის კარი შეაღო.

-ელი მოხვედი? -გამოეხმაურა პროფესორი , რომელსაც გვერდში ლეჟავა ნიკო

ამოეყენებინდა და სლაიდების საჩვენებლად ამ ‘’კომპიუტერულ მეცნიერებებს’’

დაუფლებულ ბიჭს იხმარდა.

- მე..მეეე მოვედი...- ელი ფერწახდილი დაესვენა სკამზე.

ბიოლოგიის ლექცია იყო. ლექტორი კან-კუნთოვან სისტემას ხსნიდა. ელის არაფერი

მოუსმენია. ფიქრებმა დაიმონეს. გაბრუებული ლეჟავას ხმამ გამოარკვია


-შეიძლება მეც დავამატო რაღაც ამ თემაზე? - იკითხა ლეჟავამ

-რა თქმა უნდა! ერთი დახეთ, კომპიუტერებზე სწავლობს და არასდროს ავიწყდება

ანატომია! ყოჩაღ ლეჟავა! თქვი! (სიმართლე გითხრათ, ეს გულწრფელი შექება კი არა

სოსო ლეჟავას გავლენის პერიფრაზი უფრო იყო, თუმცა პერიფერიად ჩავთვალოთ და

გავატაროთ).

-მე იმის თქმა მინდოდა, რომ მამაკაცის მუსკულარული სისტემა ბევრად უფრო

ძლიერია ვიდრე ქალის. აი მაგალითად, მე შემიძლია ერთი დარტყმით მოვკლა

ადამიანი, აი ელის კი ჩემს დანახვაზეც კი ფერი ეკარგება, სადღა დარჩეს ვინმეს ცემა,

მოკვლა... ასეა, კაცი დომინანტია, უსუსური ქალები კი ჩვენს მკერდს ამოფარებული

უმწეო არსებები არიან. ჩვენ ზამთარი ვართ, ეგენი გაზაფხული არიან, ერთის

დადგომა მეორეს გამორიცხავს. ისევე, როგორც ახლა მე და ელი გამოვრიცხავთ

ერთმანეთს.

ლეჟავამ უკომენატროდ დატოვა ოთახი. აუდიტორია ერთხანს გასუსული იჯდა,

შემდეგ პროფესორმა თემა გადაიტანა. ნამინისტრალი კაცოვიჩის, სოსო ლეჟავას ვაჟის

უტაქტობას არ გაატარებდა იგივე ნამინისტრალი სოსო ლეჟავას ვაჟი რომ არ

ყოფილიყო. თუმცა რა აზრი აქვს, ახლა ელი ადამიანს არ ჰგავდა, ახლა ელი ცარიელა

ფიქრი იყო, ახლა ელის ნიკოს ყველა სიტყვა სტკიოდა.

ამბავი სწრაფად გავრცელდა ხუთ დანარჩენ დაქალში.


-რატომ თქვა ჩვენ ზამთარი ვართო?... ეგენი გაზაფხულიო?... საიდან იცის ჩემი

სახელი?... ასე რატომ დამამცირა? ...ეს იყო მისი შურისძიებაა?

‘’ასი წლის შემდეგ, ისევ ქალაქში ზამთარი მოვა’’, ასი? მეასე აუდიტორია... და

ასობით ამღვრეული ფიქრი გონებაში...

ელი კიბეებზე მოლასლასებდა. არ უნდოდა ფიქრი, უფრო ეშინოდა ვიდრე არ

უნდოდა. რა საოცარია ადამიანის ბუნება! გაურბის იმას , რაც გარდაუვალია და

ეკედლება იმას, რისი მოხდნაც გაზაფხულისა და ზამთრის ერთად დადგომასავით

შეუძლებელია...

ელის უკნიდან დაუძახა ვიღაცამ. ლეჟავა იყო.

-ე გაზაფხულის გოგოვ.

- რაგინდა რას გადამეკიდე?

- ეს ხელთათმანი რა პონტია? შავი კატა ხარ? ტერეზა მენდოზა? თუ როსაურა?

- არ შეეხო! ვიყვირებ!

- მერე შენი ხუთი დაქალი მოკუნკულდება და გამლახავს?

ელი გამობრუნდა. ლეჟავამ მარჯვენა ხელი დაუჭირა. ელის თვალში ეცა ტატუ.

-ხელი გამიშვი!

-მანდ რა გაქვს?
- ეგ შენ არ გეხება- ელი ხარბად აცქერდებოდა ნიკოს არათითზე ტატუს. ახლა

მართლა ეშინოდა. რკალები რკალები, ოთხი რკალი, მერე რომბი, მერე ისევ ოთხი

რკალი, მერე ბურთულა...

ელიმ ხელი გამოჰგლიჯა.

-აღარასდროს მომიახლოვდე.

-გაზაფხულს ეშინია ზამთრის- ჩაეცინა ლეჟავას, უშაქრო კოკაკოლა მოსვა და განივში

შებრუნდა.

ელის თავში ათასი მღვრიე ფიქრი ტრიალებდა. არც აპირებდნენ ისინი დაწდომას.

მეასე აუდიტორია, ‘’ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთარი მოვა’’, გაზაფხული და

ზამთარი, ზამთრის დასაწყისს წაქცეული ელი, ლეჟავა...

ჯავახიშვილში გამოცდები დაიწყო. ელი და ხუთეული დღეს და ღამეს ასწორებდნენ

მეცადინეობაში. ელის გადაავიწყდა კიდეც ლეჟავა. მაგრამ ‘’დაწოლიდან

დაძნებამდე, არის ერთი რაღაც გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველამ

იცის ...’’ რა უნდა სცოდნოდა ელის?... ვინ იცის...

ავთო და სალომე დაახლოვდნენ. ამ ჯმუხ კაცმაცუნაში დიდი გული იმალებოდა,

ალალი და ღია, ისე როგორც ქარისგან დანიავებული ოთახის ფანჯრები.


ავთოს დაბადების დღე ოთხ იანვარს ჰქონდა. სალომე სიის პირველი სტუმარი გახდა,

იქვე სალომეს დაქალები, მათ შორის ელი. გოგონები საუცხოოდ გამოეწყვნენ, ყველა

ყოველდღიურ რუტინას დაუბრუნდა. ელი იმ დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყო.

მთლად თეთრებში გამოწყობილ ანგელოზს ჰგავდა. ‘’მე ძლიერ მიყვარს იისფერ

თოვლის, ქალწულებივით ხიდიდან ფრენა’’, იმ დღეს ის იყო სისპეტაკის აპოლოგია.

ელის სისადავის სუნი ასდიოდა...

ავლაბრის მეტრო...ჩამორბენის ხმა, მათხოვარი... ‘’მალე ზამთარი მოვა, რაღაც

საოცრად მოთოვს’’ ამღერებდა საბრალო.

ნიკო!...

ელიმ ცოტა დაიგვიანა. უკვე ყველა დამსხდარიყო. შესვლისთანავე სითბოს სუნი

შეჰყვა ელის. რაღაც სხვანაირად განათდა ოთახი. ოთახს ელის სუნი წამში ჩაეხავსა...

აივნიდან ამ სუნმა ვიღაც კვამლში გახვეული შემოიტყუა...

ლეჟავა!...

ელის სასწრაფოდ ჩაუმატეს სკამი სუფრაზე. ელის გვერძე სოფო იჯდა, მერე მარიამი,

ანა, გვანცა,სალომე, ავთო... მეორე მხარეს ავთოს და ლელა ეჯდა, ლელას გვერდით

ელიმ ის შავგვრემანი მოლანდა ახლა სულს რომ უხუთავდა მისი ყოველი

ამოსუნთქვა. შავგვრემნის გვერდით სკამი ცარიელი იყო...

ნიკო!...
-ვა ვა, გაზაფხულის ქალბატონიც მოსულა- შემობრაცუნდა კვამლში გახვეული

ლეჟავა.

შავგვრემანმა შეუბღვირა, თუმცა ტოლმის ჭამას ვერ მოსწყდა და დიდად აღარ

ჩაციკლულა.

-ზამთარს არ უხარია გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ახლა გამოკვირტულ ხეებს

ჰკითხე, როგორ უფორიაქებს და იმედით უვსებს გულს ... - არ ჩაიჭრა ელი , თუმცა

თვითონაც ვერ მიხვდა რატომ თქვა ეს.

ლეჟავას ჩაეღიმა. დაბალზე დაყენებულ წვერში ელიმ ძლივს მოლანდა სევდანაკრავი

ღიმილი, რატომღაც თვითონაც გაეღიმა.

ლელა დედამ სოუზის ჩასამატებლად გაიხმო. შავგვრემანი ისევ ტოლმას

იცოხნებოდა.

-მე ორი წუთით აივანზე გავალ- მოიბოდიშა ელიმ.

მოქეიფეებმა კვერი დაუკრეს -მიღებულიაო- გეგონება ამ მელანქოლიკების თანხმობა

უეჭველი იყო.

ელი აივანზე დადგა. თეთრ,სიფრიფანა კაბას თეთრი ფანტელი ათოვდა, ათოვდა ისე,

როგორც ელის გულს ათოვდა დარდი ფიქრებად. ყველაფერი თეთრი იყო, გარდა

ხავერდის ხდელთათმნისა...

-ეწევი? - შემოესმა უკნიდან.


ნიკო!... - უკვე ხმის ტემბრით ამოიცნო ელიმ, როგორც ჩანს მომავალი მომუსაიფე.

-სიგარეტს არასდროს, ჯანმრთელ ცხოვრებას ხშირად- აცახცახდა ელი.

-ეგ როგორ? რას აკეთებ მაგისთვის?

-არც არაფერს, უბრალოდ არ ვჭამ ტოლმას, ვაშლს ვამჯობინებ.

- ნიკომ სუფრას გახედა. ელის თეფშზე ვაშლის რამდენიმე ნათალი გველივით

შემოკლაკნულიყო.

შავგვრემანი ისევ ხარბად ილუკმებოდა ტოლმას

- ბოდიში იმდღევანდელისთვის -ნაძალადევად წამოსცდა ნიკოს.

ელი გაშრა.

-არაუშავს, უბრალოდ ბიოლოგიის ლექციაზე შენი შედარება ისეთივე იყო,

დიაბეტიკს რომ უთხრა უშაქრო კოკაკოლა გირჩევნია თუ შაქრიანიო.

-საიდან იცი რომ დიაბეტიკი ვარ?

-და ვინ თქვა რომ ვიცი?

ლეჟავას ჩაეღიმა.

-ცუდი გოგო ხარ ელი- სევდანარევმა ღიმილმა კიდევ ერთხელ გადაჰკრა სახეზე

ნიკოს და ოთახში შევიდა.


ელის იმ ღამეს კარგად ეძნა თითქოს. ნაბიჭვარი ‘’მეც’’ ცოტახნით დაყუჩდა. ‘’მალე

ზამთარი მოვა, მალე საოცრად მოთოვს’’- მცნებად გაიზაპირა,მერე ბალიშს მაგრად

ჩაეკონა და ჩაეძინა ...

-ელი რა გითხრა იმ ‘’წიომნი ტიპმა’’ - დაინტერესდა დაინტრიგებული მარიამი.

-არა არაფერი, ბოდიში მომიხადა.

- რასამბობ? ლეჟავა მთავრობის კაცოვიჩმა ბოდიში მოიხადა?- გაკვირვებისგან ფეხზე

წამოვარდა სოფო.

- ჰო რა ეგრე გამოვიდა.

-ეგ ნაგავი დიაბეტიკი- ერთხმად წამოსკდათ გოგონებს.

მხოლოდ ელი იჯდა ჩუმად... რა ხდება ახლა ელიში? მას რაღაც სხვანაირი სუნი

ასდის ახლა... რისი სუნი? ...სიყვარულის...

თოთხმეტი იანვარი თენდებოდა, ელიმ უწინდებურად თვალები შვიდ საათზე

დაჭყიტა. კომოდიდან ფერადი კაბა და პერანგი გადმოიღო, მხარზე პალტო მოიგდო

და სახლიდან სწრაფად გავიდა.

ავლაბარი, ნაფეხურების ხმა, შემდეგი სადგური ‘’სადგურის მოედანი’’ , მათხოვარი

‘’გამოიდარებს, გამოიდარებს, თორემ ძვირფასო ნამეტანია’’ -სლუკუნებდა უმწეო.

ელიმ ლარიანი ამოიღო ჯიბიდან, ხავერდის ხელთათმანში ჩაასრიალა და მათხოვარს

ჩაუგდო.
ახალი წლის განწყობა განივშიც სუფევდა. სხვენიდან ჩამოღებული დაჩრჩილული

ნაძვისხე მრავალფრად ანათებდა, ციმციმებდა... ელის ჩაეცინა...

-თურმე ზამთარსაც შეუძლია იყოს ფერადი- გაეღიმა, ჭრელაჭრულა კაბა შეისწორა

და მეასე აუდიტორიის კიბეებს აუყვა.

ლექციის ორი საათი საუკუნედ გაიწელა.ცარცი, პროფესორი, აუ მშია, მეძინება,

ახალი წელია და ჩვენ კიდე გაგუას ანატომიას ვუსმენთ, გოზინაყი მინდა... კლასი ამ

მომაბეზრებელი საუბრისგან ორ საათზე გათავისუფლდა. გოგოები ცამეტ ნომერს

ელოდებოდნენ.

-ელი

მოისმა განივიდან.

ნიკო!...

-რა გინდა?-

გოგონებს ეჭვნარევმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.

-ავთოსთან სახლში სახეზე შეგატყე, რომ ბოდიში არ მიიღე, უბრალოდ ჯელტმენობას

გამოვიჩენ და მოგკრთამავ,რა შუაშია ეს ორი მაგრამ მაინც, აჰა გამომართვი, შენი

იყოს. გამოგადგება- ლეჟავამ კოხტად შეფუთული საჩუქარი გაუწოდა ელის და

განივის ლაბირინთებში გაუჩინარდა.


-მგონი ბევრი გაქვს მოსაყოლი! - პადრუშკაგაყრილმა დაქალებმა ელი ცამეტი ნომრის

ბოლო რიგებში მიყუჟეს და ყველაფერი თავიდან მოაყოლეს.

ელის გაკვირვების სუნი ასდიოდა. ასე უცებ რამ შეცვალა ნიკო? ან რა დევს ამ ყუთში?

ელის გახსნა ეუხერხულა. დაქალებმა დააძალეს. ელის ხავერდის ხელთათმანი ნაზად

შეეხო გამოკვანძულ ლენტს, ერთი გამოძრომა ორი და ჰოპ, ბრჭყვიალა ქაღალდიდან

წერილი გადმოვარდა, მხოლოდ ოთხსიტყვიანი წარწერით ‘’ზოგჯერ ზამთარსაც

შეუძლია იყოს ფერადი’’... ელის გული აუჩქარდა... შეიშალა... შინაგანმა მემ, ამ

ძალიან ახლობელმა ნაბიჭვარმა ისევ შეახსენა თავი ...

-გახსენი დროზე -ყაყანებდნენ გოგონები, რომელთაც არ შეუნიშნავთ წერილი,

რომელიც უცებ მოკუჭა ელიმ ხელში.

ელიმ ბოლომდე გამოხსნა შეფუთვა. იქ ორი ხელთათმანი იდო. ორი ხავერდის

ხელთათმანი...

ნიკო!...

ელიმ ის ღამე გადაათენა. ‘’ზოგჯერ ზამთარსაც შეუძლია იყოს ფერადი’’, ანუ

შეიძლება რომ ოდესმე ზამთარმა და გაზაფხულმა ერთად დაიდოს ბინა?

-რა სულელი ხარ ელი! - ნაბიჭვარმა მეორე მემ გამოაფხიზლა, ფურცელი ხისტად

მოისროლა, ლამფა გამორთო და დაძნება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

თხუთმეტ იანვარს ელის ნიკო არ უნახავს. საღამოსკენ შეტყობინებამ ააწრიალა.


-დღეს ბედობაა, კიდევ კაი არ დაგებედე. ვინ გაიგო გაზაფხულს ზამთარი

ებედებოდეს, ან ერთი გადაიჩრდილება ან მეორე.

- და ზოგჯერ ხომ ზამთარიც შეიძლება იყოს ფერადი?

- ზოგჯერ.

აქ დამთავრდა მათი საუბარი. ელის არც იმ საღამოს არ სძინებია.

მეორე სემესტრის დაწყებისთანავე გოგონებს უფრო და უფრო შეეტყოთ დაღლა.

ყოველ დღე მეტროში სახეალეწილები იდგნენ და გადაღლილები ეყრდნობოდნენ

ტყუილად დაწერილ ‘’ნუ მიეყრდნობითს’’.

ყოველდღიურმა რუტინამ მელანქოლია უფრო გააძლიერა. მონოტონურობამ

ცხოვრება გააუფერულა.

ელი სასადილოში იჯდა, სოფო და ანა ორგანული ქიმიის ფორმულებს

იზუთხავდნენ, მარიამი და სალომე ჩებურეკის რიგში იდგნენ. გვანცა არსად ჩანდა.

ლიზიკო სოფოს გამოელაპარაკა:

-ადრე რომ მკითხე იმ ლეჟავაზე,სულ მარტო ზის ხოლმე აქ და კაიფობს, ის

შავგვრემანი აღარ დაჰყვება, ავთო და გივიც იშვიათად შემოდიან.

სოფო დაეჭვდა ეთქვა თუ არა ელისთვის, თუმცა მაინც გადაწყვიტა, რომ უნდა ეთქვა.

ელის არ გაჰკვირვებია. ელის გულში შეფათურდა სითბო...


სასადილოში ვიღაც თეთრპერანგა ჯინსისშარვლიანი ტიპი შემოვიდა.

ელიმ ზურგიდანვე იგრძნო ლეჟავას მოახლოვება.

-გამარჯობა ელი- გაუღიმა ნიკომ.

-გამარჯობა- აიწურა ელი.

-გამარჯობა გოგოებო.

-ჩებურეკის რიგიდან სალომემ ხელი აუწია ლეჟავას, სხვებმაც გაუღმეს. სოფო

გამწარებული იზუთხავდა ორგანულ ქიმიას.

ნიკო ელის ხელზე ხავერდის ხელთათმანს დააცქერდა. ეცნო ქსოვილი, საჩუქარიც.

შეუძლებელია დაემალო იმას, ვინც თავადვე გპოულობს ან უფრო რთულად, ვისაც

აძლევ უფლებას თავი გაპოვნინოს.

ლეჟავა კიბეებზე დაეწია ელის. გოგონებმა ფეხს დაუჩქარეს. ელი აილეწა.

-ელი შეიძლება ვნახო? -ნიკომ მიუთითა ხელთათმანზე და ნაზად მოჰკიდა ხელი

ხავერდის ქსოვილს.

ელიმ ხისტად გამოჰგლიჯა ხელი .

-ელი!

-ნიკო შემეშვი!-
- შენ გაზაფხული ხარ ელი, მე კი ზამთრის უკანასკნელი გალაშქრება, რომელიც

გაზაფხულმა დაჯაბნა... შენ ჩემნაირი ხარ ელი...

-ნიკო უბრალოდ გამიშვი!

ნიკომ ელი ნაზად მოზიდნა და გულზე მიიკრა...

-ელი! ოჰ ელი!...

ელის სხეულში მეორე მე გაჩნდა. გამუდმებით უსვამდა კითხვებს, ვინ იყო ნიკო

მისთვის? ვინ იყო ეს თავზეგასული დიაბეტიკი ?...რა საოცარია ადამიანის ბუნება!

პასუხს შორს დაეძებს როცა ცხვირწინ გამოუკრთის...

ავლაბარი,ჩამორბენის ხმა , შემდეგი სადგური ‘’სადგურის მოედანი’’, მათხოვარი ...

‘’გაზაფხულდა აყვავილდა ნუში, ეღიმება ლურჯთვალება იას’’... ისე როგორც ეღმება

ახლა ელის... მაგრამ უნდა კი ახლა ელის გაზაფხულება? ნიშნავს კი ეს ზამთრის

წახდომას?...

ოჰ ნიკო!...

ელი დელისზე ჩამოვიდა ას ორმოცდაათში ჩაჯდა. სითბოს სუნი იგრძნო.

ნიკო!...

მზერა მზერამ განჭოლა...ელიმ უკან ჩასვლა სცადა.


-ეი შენ, მონიტორინგისტო, გოგონა უბილეთოდ იპარება ქვემოთ, მოაბრუნე- ჩაიცინა

ლეჟავამ.

ელი აილეწა. მორცხვად ამობრუნდა და სკამზე ჩამოჯდა. ნიკო გვერდით მიუჯდა.

-ელი! უხდება განა გაზაფხულს შავი ფერი?

-ღმერთმანი უხდება დიაბეტიკო...

-ელი!

ნაზად მოჰკიდა ლეჟავამ ხელი განაბულ ქალიშვილს.

-ელი მომიყევი.

ელი ჩუმად იჯდა. ღაწვზე ცრემლი ჩამოგორდა, შეცივნულმა თავი ნიკოს მხარზე

დაადო...

-ლეჟავა, შე დიაბეტიკო...

დილის შვიდი საათი იყო, როცა ელიმ თვალები დაჭყიტა. დედის კომოდი

გამოაღო, ჭრელ კაბაში შეიმოსა, შავი ბათინკის ტისონკები მაგრად გადაიჭირა, შავი

პალტო მხარზე მოიგდო და სახლიდან გავარდა.


ავლაბარი, ჩამორბენის ხმა, ჩახუტება , ნიკო! ... შემდეგი სადგური ‘’სადგურის

მოედანი’’, მათხოვარი ... ‘’ ტიალო წუთისოფელო, ნახვას არ გვაცდი მზისასა, ჩვენც

ისე დავიხოცებით როგორცა ვხედავთ სხვისასა’’ -ამღერებდა მოხუცი. ლეჟავამ ელის

მაგრად ჩაჰკიდა ხელი და შუბლზე ნაზად აკოცა. ელის ძალა მიეცა, თუმცა მაინც არ

ეშვებოდა ფიქრი, რომ ‘’ოცნებები მცნებებივით ირღვევიან’’...

ელი და ნიკო არაჩვეულებრივი ჩვეულობრივების არტახებს გაცილებული წყვილი

იყო. დაქალებმა ერთხმად აღიარეს მოლოდინი მათი ერთად ყოფნისა. არც ისე ცუდია

ზამთარი, ელიმ ნიკო პირველად ზამთრის დასაწყისს გაიცნო, ‘’ასი წლის შემდეგ,

ისევ ქალაქში ზამთარი მოვა’’, მეასე აუდიტორია...ფიფქების დასვენება ელის სპეტაკ

სხეულზე... და ხავერდის ხელთათმანი...

ელი! რა არის შენში ისეთი რასაც ასე გაურბი!

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები...არც ელი კითხულობდა არაფერს ნიკოს

ტატუზე, არც ნიკო ხავერდის ხელთათმანზე...რას უნდა ნიშნავდეს ოთხი რკალი

რომბი, ისევ ოთხი რკალი, ბურთულა... ზედმიწევნით ზუსტი

თანმიმდევრობით...ეშმაკმა დალახვროს, რა შეუცნობი ხარ ადამიანო!

დაქალები ვეღარ სცნობდნენ ელის. ელი ბედნიერი იყო,თუმცა ეს შიშნარევი

ბედნიერება მის ყველა უჯრედს სევდად ჩახავსებოდა, ეს იყო შიში დაკარგვის...


ნიკოს მამამ უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად სპორტული

მოტოციკლეტი უყიდა. ახლა უკვე შეყვარებულები ქარიზმატულ დღეებს ექსტრემის

გარეშე არ ტოვებდნენ...

-ელი! ელი მიყვარხარ!

ეს იყო ნიკო ლეჟავას ლოცვად გაზუთხული გაუხუნებადი ფრაზა, რომელიც

თითქოსდა ბედნიერების თილისმად აეკვიატა.

მერე იყო ბევრი ტირილში დაშორების გამო გადათენებული ღამე, კოცნა,შერიგება,

ყვავილები, ბოდიში, ჩახუტება, - ელი მიყვარხარ! ...

ელისა და ნიკოც ცხოვრება წრფელი გრძნობის ჰიპოსტაზს დაემსგავსა. ამ ორმა

ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე ერთმანეთში კოენზიმის როლი იკისრეს.

ყველაფერი კარგად იყო, ან ჩანდა რომ კარგად იყო. თუმცა, როგორც არ უნდა

ვებრძოლოთ ფიქრებს, გრძნობებს, განცდებს, როგორც არ უნდა ჩავურაზოთ

გონებამდე მისასვლელი გზა, მაინც ამოფათურდებიან ხოლმე, შეიჭრებიან

ჰემისსფეროებში, ააწიოკებენ ნეირონებს, ბოლოს მოუღებენ სინაპსებს და... და იწყება

პანიკა, პანიკა დაკარგვის, დანებების, უიღბლობის... იგივე სინაპსი განვითარდა

ელიშიც, ეშინოდა... და ეს შიში არ გავდა მოკვდავურ შიშს, ეს იყო შიში სიყვარულის

დაკარგვის. ელი ჯდება საწერ მაგიდასთან, იღებს კალამს, ფურცელს... კონვერტზე

აწერს- ‘’ელისაგან სოს!..’’. ფურცელზე თავისით იკლაკნება ანბანის თითქმის ყველა


ასო, შავდება, აქაიქ იშლება, მერე ისევ შავდება... რას წერდა ელი წერილში? იქნებ ამ

წერილმა ამოხსნას საიდუმლო? ...

სოს! - ელის დღიურებიდან

პროლოგი

“ოდესმე გიფიქრია რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუკი შენი ბედი ზეციური


ფენომენის გარდა რაღაც მოკვდავურ აბსტრაქციაზე იქნებოდა დამოკიდებული?
დაგაბნიე... რადგან როგორც წესი, დაბურულ გვირაბში, სადაც არაფერია
სანუგეშო გარდა შენი შინაგანი ილუზიებისა, თავად გვირაბივე გვთავაზობს
გამოსავალს (იმ შემთხვევაში თუ მის კიდეს მივაღწევთ), უფრო სწორედ გვირაბის
ბოლოს სინათლეც ხომ თავად გვირაბის მასაში გადის, გამოვიჩენ ადამიანურ
სიკეთეს და ბოლომდე გასვლის ან ზედმეტი პერიფერიების გარეშევე გაგარკვევ
ხელოვნურად შექმნილ გაუგებრობაში. საქმე იმაშია, რომ ხშირად ჩვენ,
ადამიანებს, გვჯერა მხოლოდ იმის არსებობის, რასაც ვხედავთ, ვეხებით... და რა
მოხდებოდა თუ გრძნობები ილაპარაკებდნენ? თუ გრძნობებსაც ისეთივე ფერი,
ფორმა, გემო, სუნი ექნებოდათ როგორც რუტინულ ნივთებს მაგალითად შლიაპას ,
ჩექმას, სუნამოს და ყველა იმ ნივთს, რაც ახლა შენს გონებაში გაჩნდა
ზემოხსენებულ შაბლონაშენაპარებ მატერიებთან ერთად, თვალებში იფეთქა ,
დაგიდგა თვალწინ შლიაპასთან ერთად პლაჟი, ჩექმასთან ერთად პალტო ... აღარ
გავაგრძელებ შენს ქვეცნობიერში დაუკითხავად ძრწოლვას, მეშნია, იქ რამე ისეთს
არ წავაწყდე, რაც მაიძულებს ეს წიგნი დავწერო შენზე, დაგარქვა სო, შენი ბედი
ვანდო ვინმე ექიმ კაზაროვს, დავავიწყო მას შენთვის იმ მთავარი მექანიზმის
ჩამონტაჟება, სადაც იწყობა, შემდეგ ფორმირდება და ყალიბდება უმთავრესი რამ-
გრძნობა. წარმოიდგინე ბუნებრივად ვარდისფერი ჟირაფი, ან შავი ყინული, ან
ნებისმიერი დისონანსური და არაკონსონანსური შეუღლება, რომლის ბუნებაში
არსებობის ალბათობაც ნულის ქვემოთაა და არ გაგიჭირდება გამომყვე
სამყაროში, რომელიც არსებობს ადამიანურ სამყაროზე ცოტა ზემოთ, ფიქრის
სტადიასა და ოვერდოზირეული ფიქრის ფენას შორის, ამ სამყაროს ჰქვია
ილუზიების კოსმო, აქ არ შეგეძლება შენი ფიქრის არტახირება, ვერ
გააკონტროლებ ემოციას, ვერ ჩაკეტავ შიშს, რადგან შესვლისთანავე შენს ‘’მთავარ
მექანიზმში’’ დაბადებული პირმშო გრძნობის ულაყებს აუშვებს და სამარადჟამოდ
გააჭენებს აბსტრაქციაში. ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, რა თქმა უნდა, თუ
კაზაროვს არ დავავიწყებ შენში ‘’მთავარი მექანიზმის“ ჩამონტაჟებას, თუ ფიქრობ
რომ არ ხარ მზად ამ სამყაროში გადასასვლელად უბრალოდ დარჩი, თუ გინდა
ჩემთან ერთად წამოსვლა, მაშინ მზად იყავი ეცეკვო ილუზიებს ტანგო, იყო
გრძნობების მესვეური და დარწმუნდი, რომ სააქაო სამყაროში დაბრუნების შემდეგ
დაივიწყებ ყველაფერს, რასაც ნახავ ჩემთან ერთად ილუზიების აბსტრაქციაში.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...

ნაწილი პირველი

დილის შვიდი საათი იყო, როცა ექიმ კაზაროვს ვიღაც შუახნის ხმელმა ქალმა
შემოაკითხა კაბინეტში და ღაწვებჩამქრალი, უღიმღამო მზერით გაუძღვა
სამშობიაროსკენ. ნამძინარევი და ცოტაც შეზარხოშებული კაზაროვი
დაჩაჩანაკებული თოხარიკივით დაეშვა ქვედა სართულზე, სადაც სასომიხდილი
ქალი ესვენა და მოუთმენლად ელოდა ‘’მშველელის’’ გამოჩენას.

- აბა რაშია საქმე - იკითხა გაზულუქებულმა ექიმმა, თითქოს არ იცოდა რა


საქმეზე იყო მისული და ოღონდ მოვალეობას თავი აარიდოსო, ზედმეტ
კითხვებს წაეთამაშა.
- მშობიარობს - გამოეხმაურა ყვირმალებჩაცვენილი, ზეწარი, წებო და
მაკრატელი გამოაძვრინა სპეციალური ყუთიდან, კაზაროვს გადასცა.

ალბათ შენს ქვცნობიერში ახლა გაჩნდა სასოწარკვეთილი, ტკივილისგან


გაბუჟებული დედა, რომელიც საცაა პირმშოს მოავლენს, დანახვისთავანე
გადაუვლის ყველა განცდილი ძვლის,ხორცის, ორგანოს, მასის...ტკივილი,
ჩაიხუტებს შვილს და როგორც უძღებს, სამარადჟამოდ ჩააბამს ცხოვრების
ფერხულში. გინეკოლოგი კაზაროვი კი უბრალოდ პროცესში ითამაშებს
პერიფერიის როლს. მანამ, სანამ გააგრძელებ კითხვას, კიდევ ერთხელ
გაქვს შანსი გაიქცე ამ სამყაროდან, რადგან ჯერ ზღურბლს არ
გადაგვიბიჯებია, შეგიძლია გაბრუნდე, კარი მოიხურო, მოგვაძხო- ხო არ
აფრენთ? თქვენი დედაც...- და გადაეშვა მოკვდავთა სამყაროში. თუ გეშინია,
წადი!
თუ მოდიხარ, ხელი ძლიერად მომკიდე და არაფერი დაიმახსოვრო.

სამყაროში სადაც კაზაროვი და შენს წარმოსახვაში არსებული თბილი


დედა დაინახე ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუტინადნაქცევ
ყოველდღიურობაში. აქ ბავშვები ნაწილებად იბადებიან, შემდეგ ექიმი
კაზაროვი ამ ნაწილებს კრავს, აწებოვებს, ჭრის და ქმნის სისტემას, შენს
ენაზე- ადამიანს- რომელიც ხდება მათი ყოველდღიურობის ნაწილი.
სისასტიკეა არაა? ... აი თურმე რატომ ჩამოაცურა ყვრიმალებჩაცვენილმა
ზეწარი,წებო და მაკრატელი... აქ ბავშვებს არ აქვთ სქესი, აქ ყველა
ერთნაირად ჩნდება ილუზიურ კოსმოში, ჩნდება და შემდეგ ისევ ქრება.
როგორც შევთანხმდით, არაფერი დაიმახსოვრო...

ერთი...ორი...სამი... და კაზაროვმა დედის მუცლიდან ამოალაგა ყველა ის


ორგანო რომელიც ბავშვის ‘’გასაცოცხლებლად’’ სჭირდებოდა. აწყობს ექიმი
გულმოდგინედ პირმშოს, დედა სულგანაბული ელოდება ბავშვის
პირველად წამოძახებულ მადლობას ( როგორც წესი, გაცოცხლებული
ბავშვის პირველი სიტყვა არათუ დედა, არამედ მადლობაა, რითაც
მადლიერებას გამოხატავს ექიმის- ჩვენს შემთხვევაში- კაზაროვის მიმართ).
კაზაროვი აბამს ერთმანეთს ნაწლავებს, ფილტვებს ამონტაჟებს, ჩადგა
ტრაქეა, ხორხი, საყლაპავი, ჩააწება ღვიძლი, მიაბა კიდურები, შეაწება,
გაჭრა-გამოჭრა და ჰოპ, პატარა მზადაა გასაცოცხლებლად. დედის
თვალებში მოლოდინი სიხარულად ფეთქდება, საცაა მისი პირმშო ექიმი
კაზაროვის წყალობით ‘’ჩაირთვება’’, გაცოცხლდება, ჩაეკონება დედას და
ასე მშვიდად გავლენ ერთად შენობიდან, დედა ფაფას მოუხარშავს, ბურთს
ეთამაშება, გამოზრდის, დააფრთიანებს...

კაზაროვმა ხელები კარგად მოიფშვნიტა. აჰა და ეგარისო, ნასისხლარი


ხელთათმნები ყვრიმალებჩაცვენილს გადაუგდო, განსაკუთრებით ეპიტნავა
ახალშობილის გარეგონობა. ოქროსფერთმიან პირმშოს სახე მეტი
სითეთრით უნათებდა, ნატიფი ნაკვთები უზადოს ხდიდა მის გარეგნობას...
ერთადერთი შტრიხი, რაც ვერ შეემჩნიათ ჯერ გარშემომყოფთ იყო
თვალები, თვალებს ხომ გაცოცხლების დროს ახელენ, და სიკვდილის დროს
ხუჭავენ.
აი შენ კიისევ დაბრუნდი ადამიანურ ფიქრებში და ფიქრობ, მატყუებ,
ადამიანები ძილის დროსაც ხუჭავენ თვალებს, და მე გპასუხობ, დაბრუნდი!
აქ არ არსებობს ძილი, და რომც ეარსება, ის იმდენად იქნებოდა
გათანაბრებული სიკვდილთან, რომ მათი თანაზიარების ნერგი მაინც იმავე
ნაყოფს გამოიბამდა, პერიფერიად ჩავთვალოთ და დავივიწყოთ.

და აი იღებს კაზაროვი ნაყოფს ხელში, მაგრად აწვება ფილტვებზე, შენს


ენაზე ფილტვები ელემენტია, რომლითაც ცოცხლობს, მუშაობს,
ფუნქციონირებს თუნდაც ის მანქანა ბავშვობაში რომ გიყიდეს, ან ის თოჯინა,
ერთიდაიმავეს სიმღერით გაბეზრებული მაინც რომ გიცინოდა თითოეული
შეხედვისას.
სამი დაწოლა და ახალშობილი იწყებს სუნთქვას. ახელს თვალებს და
ყვირის ‘’სოს“. კაზაროვს ოფლი ასხამს სახეზე, აბა მადლობა? აბა
პატივისცემა ‘’სიცოცხლის მომცემი კაზაროვის’’ მიმართ? აბა გახარებული
დედა? ყვრიმალებჩაცვენილი ცოცხლად დაიმარხა, არავინ არ არის
ბედნიერი, რა ხდება?...

ულამაზესი ახალშობილის თვალები მღვრიეა, მასში არ არის არანაირი


ფერი, ერთმანეთში გოგლიმოგლივით არეული ქაოსი საზარლად იყურება
ბავშვის სკლერიდან. კაზაროვი დგება, ოფლს იწმენდს, მუშტს ურტყამს
კედელს, მუცლიდან იღებს რაღაცას და გამწარებული ისვრის შენობის
ფანჯრიდან.

გულის ჩაწებება დაავიწყდა- ძლივსღა ბუტბუტებს ყვრიმალებჩაცვენილი,


სახეს იხოკს და გარბის.

უგულო პირმშოში ახლა ყველაფერია და თან არაფერი. აი რატომ არ აქვს


მის თვალებს სითბოს ფერი, აი რატომ არ ასდის ახალშობილს სიყვარულის
სუნი. მას არ აქვს გული, მისი გული კაზაროვმა რამდენიმე წუთის წინ
ფანჯრიდან გადააგდო, და გულთან ერთად გადაიყოლა ემოცია, შიში,
სევდა, სიყვარული და ყველა ის გრძნობა, რაც უნდა გააჩნდეს პირმშოს
იმისთვის, რომ ილუზიური კოსმოდან სააქაო მატერიაში გადმოვიდეს,
იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს შენი მეგობარი ნინო, ან გიორგი, ან ანა,
ან შენი მეზობელი, ან შენი მასწავლებელი... რა უნდა ქნას? როგორ უნდა
იარსებოს? ახალშობილი იმ დღესვე გამოწერეს, დაბადების მოწმობაში
ჩაიწერა სახელი - სო...

ნაწილი მეორე

-სო, დამიცადე- შესაცოდი ხმით ყვიროდა მა და თან სასრიალოდ შემართულ


თხილამურს ძლივს მიათრევდა.

- ფეხი გამოადგი, რაღას უცდი- მას გონებაში შეფათურდა სო და მისი კოენზიმი


გახდა. მამ ფეხს აუჩქარა.
მა და სო მეგობრები იყვნენ, ყოველ შემთვევაში მა ასე თვლიდა. სოსგან
არასდროს მოუთხოვია სითბო, რადგან მიუჯდე აუგიზგიზებელ ბუხარს და
ილანძღო იმის გამო, რომ სითბოს არ გამოსცემს, შენი პრობლემა უფროა ვიდრე
თავად ბუხრის. მამ იცოდა რომ სო არ იყო ისეთი, როგორიც იყვნენ სხვები . იცოდა,
რომ სო ვერ იქნებოდა მისთვის იდეალური პარტნიორი, ეს ფიქრები მაში
ყოველდღე უფრო და უფრო მეტასტაზირებდა, თუმცა მას მოსწონდა იმ ადამიანის
გვერდით ყოფნა, რომელიც არსებობდა განყენებულად ყველა სხვა
სიამნატყუპარი თანატოლისგან, მა ცდილობდა სოში გაეღვივებინა ის, რაც
კაზაროვმა ერთბაშად ამოგლიჯა, თუმცა გაახარებ კი ყვავილს იქ, სადაც ნიადაგი
არ გაქვს?!

წარმოიდგინე, ახლა სო და მა ადიან ფიქრის გორაზე, იქიდან დაეშვებიან


თხილამურებით და ჩავლენ ქვეცნობიერის ფენამდე, შემდეგ საბაგიროთი ისევ
ზემოთ აიწევენ ხელახლა დასაშვებად. მას არ შეუძლია ფიქრის ზონას გასცდეს
და მიუახლოვდეს ოვერდოზირებული ფიქრის კოსმოს, რადგან მას აქვს
გრძნობები. თუმცა ამ ყველაფერთად თანაზიარება შეუძლია სოს. ეშვება ორი
მეგობარი ფიქრების მთაზე, გზადაგზა მა აწყდება ამობურცულ გორაკებს,
სირთულეებს, რაც იგივეა ფიქრში გრძნობა რომ შეგეპარება და გირთულებს
აზროვნებას, სოს ეს ყოველივე ფეხებზე ჰკიდია, მისთვის ფიქრების გორა სალი
კლდისავითაა, არანაირი სირთულეებით, რადგან მას არ გააჩნია ემოცია.

შევისვენოთ. დაანებე კითხვას თავი, წადი, ცხელი ჩაი დალიე და ზუსტად ათ


წუთში გააგრძელე კითხვა, შენი ტვინის მედიტაციის მცდელობას არ მისცე
საშუალება დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც უკვე მოისმინე. დაივიწყე სო,
დაივიწყე მა, კაზაროვი...ოხ წყეული კაზაროვი. გაგიმეტე, დასაწყისში გითხარი
შეიძლება არ დავავიწყო შენთვის კაზაროვს მთავარი მექანიზმის ჩაწებებათქო,
გული იყო ეგ მექანიზმი, მაგრამ დავავიწყე, დაგსაჯე. ხშირად ყველა ჩვენგანი
ვართ სო, უგულო მხეცები, ძალით თუ უნებლიედ გრძნობაგამოფატრულები,
მთავარია ვისწავლოთ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ეს დაუცხრომელი დემონი
და ვაქციოთ რამე უფრო მოთბილო მატერიად. მაგრამ მა? რა ქნას ჩვენი
გულცივობით გათანგულმა მამ? გამომყევი! და არაფერი დაიმახსოვრო...
ნაწილი მესამე

ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი როცა შენს ყოფას გვერდიდან


გადაავლებ თვალს, გააპროტესტებ ქვეცნობიერთან და ეკითხები: რატომ?... იგივე
გრძნობა შეფათურდა სოშიც, დილის შვიდი საათი იყო, ზუსტად ის დრო როცა
კაზაროვი დგება კაბინეტიდან, ყვრიმალებჩაცვენილი მიუძღვის პალატისკენ ,
დედა, ზეწარი, წებო, მარკრატელი... და გული, ფანჯრიდან გადაკიდებული,
გამონაცვალი ხელსახოცივით გადასროლილი, დავიწყებული, დასამარებული...
იქნებ ვიღაცამ აიღო სოს გადასროლილი გული, იქნებ ვიღაცა თამაშობს მასზე, ან
იქნებ ძაღლებს მიუგდო საჯიჯგნად? რომელია უარესი? ... ვფიქრობ პირველი,
ძაღლი დაჯიჯგნულ გულს თავს მიანებებს, ან ბოლომდე შეჭამს და მოეშვება, აი
ადამიანი კი პერმანენტულად თამაშობს მასზე, სერავს, მარილს აყრის და
სანახაობით ტკბება...

-დედა, რატომ არ ვარ ისეთი, როგორიც არიან სხვები? რატომ არ შემიძლია ვიყო
მა? როცა მას ფიქრებში შევდივარ მასთან თბილა, თითქოს ზამთრის სუსხიან დღეს
ვიღაცამ ბუხარი მოანთოო, მე არასდროს მიგრძვნია მსგავსი თერმოც კი, რატომ?-
ნირშეუცვლელად ეკითხება სო დედას, რომელიც ისე ჩამომჭკნარა, ისე
ჩამობერებულა, რომ ადამიანს კი არა უსიცოცხლო ნივთს უფრო ჰგავს.იქნებ
ასეცაა, ადამიანი ადამიანს შობს, მან კი უგრძნობი სხეული დაბადა...

- სო, ყველაფერი დაიწყო იმით რომ... - ყველაფერი თუ არა დაახლოებითი


სიუჟეტი აღუწერა დედამ შვილს, ცრემლების ღაპაღუპით კალთადასველებულმა
თავი ჩარგო ხელებში და ფიქრს მიეცა. სო დედის ფიქრებში შეფათურდა.

ახლა სოში შინაგანი მონოლოგი გაჩნდა, ამასთანავე გაჩნდა დიალოგი დედის


ქვეცნობიერსა და პერსონალურ ექოს შორის, როგორ შეუძლია იტიროს! რა არის
ცრემლი? რატომ ტირიან ადამიანები? რატომ ეცვლებათ სახე ადამიანებს , როცა
საუბრობენ მათთვის რაიმე სასიხარულოზე ანდაც პირიქით? - სოს გონებაში
ყველა ეს ფიქრი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე გარკვევლობად
ფეთქდებოდა.

- სო, მე გული მწყდება, რომ ვერასდროს იტყვი სიტყვა მიყვარხარს, ეს ისეთი


გრძნობაა, ეს ისეთი... - დედა ჩაიკეცა, ფანჯრის რაფას მიეყუდა და
ილუზიებში შეცურა.

სოს ორი სიტყვა ეუცნაურა, გრძნობა და სიყვარული. საერთოდ რა


კავშირშია ეს ორი ერთმანეთთან?

- კაზაროვს ველაპარაკე, თავის წილ მიყვარხარს დაგითმობს, სულ ორიღა


აქვს, თუმცა ჩემი გულის ფასად მოგვყიდის შენთვის... - აღმოხდა დედას.
ჯლაგუნა ექიმი უკვე მოხუცებულყო, თავისი სიყვარული უკვე გაეხარჯა და
გადაეწყვიტა დანარჩენი ორი ‘’მსხვერპლისთვის ეფეშქაშა’’.

ისევ ვთამაშობ შენით, ისევ დაგაბნიე. რა ერთ და რა ორი სიყვარულიო,


ფიქრობ. აი ახლა მე შენს გონებაში ვბოდიალობ, ვხედავ გაურკვევლობას,
მარცხნივ შიშს, აქვე ინტერესს, და რადგან ინტერესი ყველაზე უფრო მეტად
მეპიტნავება, მხოლოდ მისთვის გეტყვი, რომ სამყაროში სადაც ახლა მე და შენ
ხელჩაკიდებულები დავდივართ და ვმოგზაურობთ, სოს, მას და კაზაროვის, ოხ
წყეული კაზაროვის, სამყაროში ყველა სიტყვა დათვლილია. ადამიანები
ულიმიტოდ ვისვრით სიტყვებს აქეთ-იქით, გაიხსენე რამდენისთვის გითქვამს
მიყვარხარ დაუმსახურებლად, რამდენისთვის გითქვამს მეიმედები, რამდენისთვის
- მიხარიხარ, ტყუილად, ფუჭად, უბრალოდ...

ილუზიების კოსმოში გრძნობებით ვაჭრობდნენ, ემოციებით, სიტყვებით...


კაზაროვი, ეს თავხედი ნაბიჭვარი, რომელიც საცაა სულს მიღაფავდა, სოს დედას
ევაჭრა გრძნობების ფასზე. რა უნამუსო ხარ ადამიანო! შენს გაფუჭებულ საქმეში
ისევ შენვე რომ იმართლები და ითხოვ არათუ პატიებას, არამედ რაღაც სხვას,
დაახლოებით სიხარბისა და გაუმაძღარობას შორის გამოკიდებულ ფენას.

ერთი სიტყვით, ახლა მე და შენ ვდგავართ კართან, რომლის იქითაც კაზაროვი


სოს დედას გულს ამოკვეთს, იმის სანაცვლოდ რომ ორი სიყვარული უწილადოს
საბრალო პირმშოს. არ შეხედო სკალპელს, არც სისხლიან დოლბანდებს, არც
ყვრიმალებჩაცვენილს, რადგან ყველაფერი ეს შენში უსამართლობად იფეთქებს ,
როცა დავბრუნდებით ადამიანურ სამყაროში და ფსიქოზამდე მიგიყვანს. არ
დაიმახსოვრო!

და რა არის დედის გული მაინც?! სამუდამოდ შეწყვიტა ძგერა იმისთვის, რომ


შვილისთვის ძალიან მიზერული ბედნიერება ეჩუქებინა. სოს სხეულში ორი
სიყვარული გაჩნდა. სხეულმა ვერ იგუა გრძნობა, მაღალი სიცხე, ცხელებები, კანზე
წყლულები გამოება საბრალოს. მა არ შორდებოდა, გაივლისო, ანუგეშებდა და
თან ხედავდა გამსკდარი წყლულებიდან როგორ იღვრებოდა ცოტ-ცოტა სიცივე და
როგორ ანაცვლებდა მას სიყვარული. ყველაფერმა გაიარა, ახლა სოს ფიქრებში
დავიბადეთ მე და შენ, ეს საბრალო მარიონეტი ახლა იმას ფიქრობს თუ სად
გახარჯოს ეს ორი მიყვარხარ და როგორ მოუფრთხილდეს მას, სად შეინახოს! სოს
არ აქვს გული, გონება გრძნობას არ სცნობს, უკუაგდებს... ფილტვებში არ გამოვა,
შეიძლება შემთხვევით ამოისუნთქოს და... სად უნდა შეინახოს შენი აზრით სომ ეს
ორი სიყვარული?

ახლა მე შენს ქვეცნობიერში გავჩნდი, ვგრძნობ როგორ გკარნახობს გული


რაღაცას, ჯერ ბუნდოვნად მესმის, ახლა უკვე ვაცნობიერებ, შენი გული ყვირის-
თვალებში, თვალებში შეინახოს სომ ეს ორი გრძნობა... სწორეა, თვალები,
თვალები ხომ სულის სარკეა...
სომ სიყვარულის თვალებით გამოიხედა. მა მეცხრე ცის ზემოთ რომ ცაა იქ
დამოგზაურობს, წარმოიდგინე იყო ბედნიერზე უფრო ბედნიერი... დაგეხმარები, და
გეტყვი, რომ ამის წარმოსადგენად დაგჭირდება გაიაზრო, ბედნიერზე ბედნიერი
ხარ მაშინ, როცა შენს საყვარელ ადამიანს ხედავ ბედნიერს!

როგორც კი სომ გრძნობის სასმისიდან სულ ცოტა ემოცია მოსვა, მასთან მიიჭრა,
მის სხეულში გაჩნდა და დაიწყო დიალოგი, დაგეგმარება. რისი? დაფიქრდი და
მიხვდები, რომ როცა ადამიანი ერთხელ იგებს ტკბილი შარბათის გემოს, უჩნდება
სურვილი უფრო და უფრო მეტი მოსვას. უფრო მარტივად გეტყვი, გაიხსენე
პატარაობა, მურაბიდან რომ ტკბილ წვენს ამოტლიკავდი თითით, შემდეგ კიდევ
გქონდა სურვილი იგივე გაგეკეთებინა და ამას მიჰყავდი სურვილის დაუოკებელ
წყარომდე. ასე იყო სოც, როგორცკი შეიგრძნო, რა კარგია, როცა სითბოს სუნი
აგდის, როცა გრძნობ! მიხვდა რომ ორი გრძნობა, საგულდაგულოდ გადამალული
თვალებში, სადღაც გუგასა და ირისს შორის ჩაკარგული, აღარ იყო საკმარისი. მას
უნდოდა ეპოვნა გული! ამოუწურვადი რეზერვუარი გრძნობებისა, ეპოვა კაზაროვის
გადასროლილი, მრავალგზის ნაბურთავები, შელახული, თუნდაც დასერილი,
მაგრამ უნდა ეპოვნა!

ნაწილი მეოთხე

შეისვენე, დაივიწყე და არ დაიმახსოვრო!

ნაწილი მეხუთე

მა, როგორც ნამდვილ მეგობარს შეეფერებოდა, მხარში ამოუდგა სოს.


გადაწყვიტეს რაც შეიძლება მალე ჩაბარგებულიყვნენ და წასულიყვნენ სოს გულის
საძებნად. მამ სასწრაფოდ გადმოიღო საშუალო ზომის შელახული ჩემოდანი, იქ
თავისთვის და სოსთვის ჩაალაგა ცოტაოდენი სიკეთე, იმედგაცრუება, შიში,
სიყვარული, გაურკვევლობა, დანებება...და უკანასკნელი ამოიღო, დანებება არ
დასჭირდებოდათ, წაიღო და გრძნობათა სასაფლაოზე ღრმად ჩამარხა.

მა და სო ბარხანააკიდებულები მიუყვებოდნენ ილუზიების კოსმოს. დაღამდა,


ძნელია ღამით ეძებო რამე, მითუმეტეს გული, მითუმეტეს უფანროდ. სო და მა
მარტო რჩებიან, ჩემოდნიდან ძვრება შიში, შემდეგ გაურკვევლობა. ეს ორი
უკანასკნელი ფერხულს აბას სოს და მას თვალწინ. სოს და მას გვერდით
ვსხედვართ მე და შენ, ვუყურებთ ამ საცოდავურ ღრიანცალს, გვეშინია, მაგრამ
ხელები ზედმეტად მჭიდროდ გვაქვს ჩაკიდებული. შენ ამბობ, სოსაც ჩავკიდებდი
ხელს რომ ეგრძნო, მა გპასუხობს, იქნებ იგრძნოს კიდეც? ... ჩვენ ვკიდებთ ხელს
სოს, სო გრძნობს სითბოს, ადამიანურს, ადამისეულს... და უნებლიედ მისი
ბაგებიდან ცდება სიტყვა- მიყვარხარ!

წყეულო ადამიანო! რა გააკეთე. სოს საგულდაგულოდ გადანახული ორი


სიყვარულიდან ერთ-ერთი გავაფლანგინეთ. მეკობრისავით ჩაუქრა ცალი თვალი
სოს, აღარ ბრწყინავს მეორე ცალივით. მა ნაწყენია, ჩემოდნიდან უფრო დიდი
როდენობით უშვებს შიშს, მე და შენ გვეშინია და ვშორდებით მათ. მა და
ნახევრადჩამქრალი სო მარტო რჩებიან.

მე და შენ ახლა იმ გამოქვაბულის კიდესთან ვდგავართ, რომელსაც შეუძლია


სოს გულის საძებნელად წამოსული მეგობრები შეიფაროს. ეს იმედის
გამოქვაბულია, სო და მა გამორბიან, გამოქვაბულში ძვრებიან, და ხედავენ იმ
ერთადერთს, რაც პანდორას ყუთში და ჩვენს გულებში დარჩა სამუდამოდ- იმედს!.

არაფერი დაიმახსოვრო!

ნაწილი მეექვსე

იმედის გამოქვაბულში გამოზამთრებული სო და მა როგორც იქნა გადიან მზის


შუქზე. ცხოვრება ფერადია მაშინ, როცა სო მხოლოდ მარჯვენა თვალით იყურება,
თუ მარჯვენას მოჭუტავს და მხოლოდ მარცხენათი გაიჭვრიტება, შავთეთრი
მონოგამიის კოსმო ელანდება, თუ ორივეთი გაიხედება, გრაფიკა და ფერწერა
ერთმანეთში ვარირებს. რა გავაკეთეთ! სოს სიყვარული დავაცდევინეთ, ის
საგულდაგულოდ გადამალული სიყვარული! არ უნდა წამომეყვანე, უნდა
დამეტოვებინე ფიქრის სამყაროში, იქ, ჩვეულებრივ ადამიანებთან!...

მაგრამ ახლა გვიანია, თუ ხელს გაგიშვებ, ჩაიკარგები ამ სამყაროში ისე, რომ


ვეღარ გამოაგნებ გზას. არ მინდა ასე მოხდეს, ისეც საკმარისი ცოდვები მაქვს შენი
რომ არ დავიმატო, ამიტომ მომყევი, ხელი არ გამიშვა, და არაფერი დაიმახსოვრო!

დადიან სო და მა განწირულები, ვერაფერს პოულობენ, ვინ დატოვებდა გულს


ისე, ვიღაცა გაჯიჯგნიდა, ან იქნებ დამარხა ვინმემ, ან დაჩეხა და გადააგდო.
მიბობღავენ იმედგაცრუების ბალახ-ბულახში, და სო ხედავს რაღაცა მოწითალო
გულისმაგვარი სხეული აგდია სიხარულის ნაკადულთან. სო გარბის, იღებს გულს
და იწებებს სადღაც მარცხნის, ნეკნებს გაწევს კარგად სინჯავს, ხომ არისო თავის
ადგილას. მაგრამ გული არ მუშაობს... გქონია განცდა, როცა გული სხვას გეუბნება
და ხელები გეურჩება, ტვინი ბასიანს გიწყობს, ქვედა კიდურები გეკვეთება... თუ კი,
და დარწმუნებული ვარ რომ კი, შენ იმ წამს იყავი სო, რომელმაც შემთხვევით
სხვისი გული ჩაიდო მკერდში. გულმა არ იმუშავა. ჩემოდნიდან იმედგაცრუება
ამოიძურწა, სოში შეფათურდა და გული ამოჰგლიჯა.

სოში ახლა მხოლოდ ბრაზი, იმედგაცრუება, ტკივილი, ცოტა იმედი და ერთი


სიყვარულია, კარგია, რომ მამ არ წამოიღო თან დანებება, თორემ უეჭველად
შთანთქავდა გაცოფებული უგულო მასაც და ბოლო წერტილის დასმა მომიწევდა
ამ წინადადების ბოლოს. მაგრამ იბრძვის, რა საოცარია, ადამიანი იმას იჯერებს
რისი დაჯერებაც უნდა, სოს უნდა სჯეროდეს, რომ იპოვის გულს, უბრალოდ უნდა
რომ იცოდეს და ამიტომ იცის.

სო და მა ეძებენ კაზაროვის გადაგდებულ გულს, მე სახლს ვალაგებ, შენ ალბათ


კომპიუტერთან ზიხარ, ვიღაც ამ დროს ფეხბურთს თამაშობს, ვიღაცა კლუბში
გულაობს... კარგია რომ წამოგიყვანე, აქ, ილუზიების კოსმოში, ხომ ხედავ როგორ
ძალიან გვკიდია ერთმანეთი, ისინი გულს ეძებენ, გულს! გესმის?! და ჩვენ გვკიდია.
არაფერი დაიმახსოვრო, მართე გრძნობა, ემოცია და გონება, მაგრამ სულელი
ვარ, ხომ გაგაფრთხილე, რომ აქ ვერ შეიმაგრებდი ულაყებს. მაგრები ვართ
ადამიანები, ვიცით რომ ვერ აასრულებენ მაგრამ მაინც ვთხოვთ, იქნებ
გაგვიმართლოსო

იქნებ გაგვიმართლოს!

იქნებ გაგვიმართლოს!

იქნებ გაგვიმართლოს!
- ჰო სო, იქნებ გაგვიმართლოს, იქნებ ვნახოთ გული, შენი გული, მე მჯერა იქ
ჩემი ადგილიც იქნება- ჩურჩულებდა მა.

ჩემოდნიდან ყველა გრძნობა ამოძურწულიყო. მხოლოდ სიყვარულიღა


იდგა უძრავად გაყეყეჩებული. მიდიან სო და მა ბილიკზე, ბილიკი
წვრილდება, გარემო იბურება, უფერულდება... მე და შენ მეტის შეყოლა არ
შეგვიძლია, აქ უნდა დავრჩეთ, აქედან უნდა ვუყუროთ სოს და მას,
ვდგავართ, გვიკვირს, ჩვენს გარშემო უამრავი გრძნობაა, არ შეხედო
არცერთს, მითუმეტეს შიშს, შენში ჩაიბუდებს და ადამიანურ სამყაროში არ
მოგასვენებს...

სო და მა უახლოვდებიან ქაოსს. ეს ის გვირაბი არაა, რომელიც დასაწყისში


ვახსენე, სინათლე რომ მოსჩანს ბოლოს. ან იქნებ არის კიდეც? სოს სხეული
მეტამორფოზირდება, გულმკერდის მიდამოებში რაღაცა იწყებს ფეთქვას,
სო გრძნობს რომ მისი გული ახლოსაა ... სო გარბის, მე და შენ ვუყვირით
შორიდან:
- სო, ეს ხომ სიკვდილის კარიბჭეა! გამოდი! გამოდი!
მა არ ტოვებს მარტო, მირბიან, გულისცემა თუ მკერდისცემა, რომელიც
გინდა დაარქვი, უფრო ხშირდება, სო ხედავს თავის გულს,კაზაროვის
ანაბეჭდებიან გულს, სისხლში ამოლანგულს. სო ყვირის SOS! დამეხმარეთ!
აი რატომ დავარქვი, თუ დაგარქვი შენ სო! სო ეცემა გულს, იღებს, მკერდში
ისვამს, გრძნობს. გრძნობს გესმის! მას შეუძლია იგრძნოს! უკანასკნელი
საგზალივით გადანახული სიყვარული ფეთქდება, მადლიერი სო ბოლო
ხმაზე გაჰყვირის, მიყვარხარ მა! მეორე გრძნობაც გამოეწურა თვალებიდან ...
სიყვარული სოს და მას აწებებს, ისე როგორც კაზაროვის წებომ შეუწება
ყველაფერი სოს, გარდა გულისა. იბადება სომა, თუ ბიოლოგიაში ჩახედული
ხარ, მიხვდები რატომაც იყვნენ ჩვენი თანამგზავრები ილუზიურ კოსმოსში
სწორედ სო და მა. მათი თანაზიარებით იბადება ნაყოფი სომა. განგიმარტავ,
სომა ნეირონის უჯრედის სხეულია, რომელიც მის სიცოცხლისუნარიანობას
განსაზღვრავს. სიცოცხლისუნარიანობას გესმის! დასაწყისში ერთი უგულო,
უემოციო მატერიიდან ჩვენ მივიღეთ სიცოცხლე!..
შენ ახლა ოვერდოზირებული ფიქრის კიდესთან ხარ, ზემოთ ასვლა არ
შეიძლება, გამომყევი, დავბრუნდეთ ადამიანური ფიქრების სამყაროში.
მადლობა რომ ჩემთან ერთად იმოგზაურე. მე და შენ წამოსვლის ჟამს
ვდგავართ იმ სიკვდილის ბილიკთან, შეწებებულ სომას უმოწყალოდ
ისრუტავს სიკვდილის ოხშივარი... სოს სხეულზე ვხედავთ უცანურ ფიგურებს,
ოთხი რკალი, მერე რომბი, ისევ რკალები და ბურთულა... მას მატერიაზეც
შეინიშნება გეომეტრიაშენაპარები სხეულაკები, ოღონდ განსხვავებული
თანმიმდევრობით. ჯერ რკალები, შემდეგ ბურთულა, რკალები და რომბი.
ოთხი რკალი ალბათ წელიწადის დროებს ნიშნავს, მათ სხეულზე
ამოსვირინგებულს. მაგრამ რომელი წელიწადის დროა მა? ან სო? გაზაფხული
და ზამთარი? თუ პირიქით? და ფიგურები? ... ორი ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული მოხაზულობა, რგოლი უკუთხოდ, უწვეროდ, უწახნაგოდ... და
რომბი... კუთხეებით, წვერებით, წახნაგებით... როგორ ჰგავს ეს ორი ფიგურა
ზამთრის და გაზაფხულის აპოლოგიას არა?! ისეთივე სხვანაირები არიან,
როგორც ეს ორი წელიწადის დრო... და შეიძლება კი მათი კომპლემენტარული
კავშირი? მაგრამ ხომ მივიღეთ სომა? და სიკვდილის ოხშივარი?...
წამო დავბრუნდეთ, დაივიწყე ყველაფერი რაც ნახე, რაც იგრძენი, რაც
განიცადე...
გახსოვდეს მხოლოდ ერთი რამ, ადამიანები სახელის დარქმევის
მომენტიდანვე ვართ განწირულები...’’

ელიში დასახიჩრებული ფიქრები დაბორიალობდნენ, ვინ იყო


ნიკოსა და ელის შემთხვევაში სო? ან მა? ... რატომ გვიშლიდა ელი
რამის დამახსოვრებას ილუზიური კოსმოდან? შეძლებენ კი ნიკო და
ელი თუნდაც სიკვდილის კარიბჭესთან იქცნენ სომად? სიცოცხლედ?..
განა შესაძლებელია გაზფხულისა და ზამთრის შეუღლებით
სიცოცხლე იშვას?

დილის რვა საათი იყო, ჯერ კიდევ ყინავდა გარეთ, როცა წყვილი მაღლივის ხიდს

დაუყვა მოტოციკლეტით.

-ერთადერთი მზიეზი, თუ რატომ მიყვარს მაღლივი, ეს შენ ხარ ელი!

ელის ყველა ამგვარ სითბონარევ სიტყვაზე ღაწვები მალინისფრად ეღებებოდა,

მორცხვად იღიმოდა და სიტყვებად ვერნათქვამ ცრემლებს გადმოყრიდა ხოლმე...

ლეჟავა გაზს დააწვა. სპორტული მოტო ელვისებრი სისწრაფით გავარდა მაღლივის

ხიდზე. გავიდა ბოლოში, მერე შემობრუნდა, ისევ გამოტრიალდა ...ასე გაამეორე

რამდენჯერმე...
-ელი ! ეს მანევრი ასჯერ უნდა გავიმეოროთ!

-ასჯერ? გაგიჟდი?

-მეასე აუდიტორია ელი!

ელის სხეულში მოგონება დაიბადა, ‘’ასი წლის შემდეგ, ისევ ქალაქში ზამთარი მოვა’’.

-სულელო დიაბეტიკო!

ნიკო არ ჩერდებოდა, აბღავლებდა მოტოციკლეტს, გიჟივით გარბი-გამორბოდა და

გაშმაგებული ყვიროდა - ელი! მიყვარხარ!

ლეჟავამ გაზს დააჭირა, მოტოციკლეტი ცალ ბორბალზე დააყენა და როგორც

გადასახტომად მომზადებული ცხენის მხედარი, გაზაფხულის გოგონასთან ერთად

უკან გადაიზიდა. მოპრიალებულ ზედაპირზე ჩაჭიდება ახლა იმაზე უფრო ნაკლები

იყო ვიდრე შესაძლებლობა ზამთრისა და გაზაფხულის თანაარსებობის. მოტოციკლი

მოსრიალდა,ელი და ნიკო ზურგით დაეცნენ მოლიპულ ზედაპირზე, გახოხდნენ და

მთელი ინერციით ჩაეშვნენ მაღლივის ხიდის ქვეშ დაღებულ ხახაში...

არა! შეუძლებელია გაზაფხულმა და ზამთარმა ერთად იარსებოს!

ცხედრები იმავე დღეს ამოასვენეს... ნიკოს მარჯვენა არა თითი მაგრად

ჩაბღაუჭებოდა ელის მარჯვენა ხელის არათითს. ელის ხავერდის ხელთათმანი

გახეოდა...
არათითზე რაღაც უცნაური გამოსახულებები შეინიშნებოდა... ოთხი რკალი, ჯერ

ბურთლა, მერე ისევ ოთხი რკალი , მერე რომბი...ზედმიწევნით ზუსტი

თანმიმდევრობით... სომა!

აი რას მალავდი ელი ამდენი ხანი! ელი! აჰ ელი!

ამბობენ თებერვალი იმიტომ არის დღენაკლული, რომ სულის გამოზაფხულებას

მომლოდინე შეყინულსულიანებს ისედაც საუკუნედ გაწელილი ზამთარი არ

გაუხანგრძლივოსო...

განა ვინმეს გაუგია გაზაფხული და ზამთარი ერთად დადგეს?! ...ეჰ ელი!...ეჰ ნიკო!...

ყოველ დღე თვალწინ წარმომიდგება ნათელი ცხადება :

-ელი მადლობა! მადლობა რომ ჩემში გაზაფხულად დაიბადე - სევდანარევი თვალები

ვერ მალავენ ემოციას... დარაბებს მიღმა ელი ატუზულა (დარაბებს მიღმა ხომ

გაზაფხულია...)

-ლეჟავა ! შე დიაბეტიკო...

როგორც ნაპინოციტოზები სუსპენზია, ისე ჩაიღვარა ნიკოში ელი...


-

You might also like