You are on page 1of 4

პოეტიკა

არისტოტელე
ძვ.წ. ?? წ.

ტრაქტატის მოკლე შინაარსი


წაკითხვის დრო: ?? წთ.

ნაწარმოების საგანი: ნაწარმოების საგანია პოეტური ხელოვნება, როგორც ასეთი და


მისი სახეები; იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას მითები; რამდენი ნაწილისგან
შედგება პოეტური ნაწარმოები.

პოეზია როგორც მიბაძვა: ეპოსის, ტრაგედიის, კომედიისა და დითირამბის, ისევე


როგორც ავლეტიკისა და კითარისტიკის თხზვა სხვა არაფერია, თუ არა მიბაძვა.
ისინი ერთმანეთისგან სამგვარად განსხვავდებიან: მიბაძვის სხვადასხვა
საშუალებებით, საგნით და სახეობით.

მიბაძვის სხვადასხვა საშუალება: რიტმი, სიტყვა და ჰარმონია – ერთად ან ცალ-


ცალკე. ყველა ამ საშუალებით სარგებლობს დითირამბი, ნომოსი, ტრაგედია და
კომედია, განსხვავება კი ის არის, რომ ზოგი ყველაფერ ამას ერთიანად ხმარობს
(დითირამბი და ნომოსი), ზოგი კი მხოლოდ ცალკეულ ნაწილში (ტრაგედია და
კომედია).

მიბაძვის სხვადასხვა საგანი: ყველა მმბაძველი ბაძავს არსებულ პირებს, ხოლო


არსებული პირები არიან კარგებიც და ცუდებიც, ან ჩვენზე უკეთესები ან ჩვენზე
უარესები ან ჩვენნაირები; ჰომეროსი წარმოადგენს საუკეთესოებს, კლეოფონტი
ისეთებს, როგორიც ჩვენ ვართ და ჰეგემონ თასოსელი – უარესებს. ესაა განსხვავება
ტრაგედიასა და კომედიას შორის: ერთი ბაძავს უარესებს, მეორენი კი უკეთესებს,
ვიდრე დღევანდელები არიან.

მიბაძვის სხვადასხვა სახეობა: ავტორს თავად მიჰყავს თხრობა ან თავად ხდება ვიღაც
(ჰომეროსი); ან სულ თვითონაა და არ იცვლება; ან ყველა მიბაძული გამოჰყავს
მოქმედ პირად.

მიბაძვის შეჯამება: სოფოკლე როგორც მიმბაძველი ერთის მხრივ ჰგავს ჰომეროსს,


რადგან ორივენი კარგ ადამიანებს მიბაძავენ, ხოლო მეორეს მხრივ – არისტოფანეს,
რადგან ორივეს მიბაძულები მოქმედ პირებად გამოჰყავთ.

პოეზიის ბუნებრივი წარმოშობა: პოეტური ხელოვნება წარმოშვა ორმა ბუნებრივმა


მიზეზმა, მიბაძვამ და შემეცნებამ. მიბაძვა ადამიანებს ბავშვობიდანვე ახასიათებს და
მიბაძვით სიამოვნებას იღებს. რასაც უსიამოდ ვუყურებთ სინამდვილეში, იმის
ასახვას სიამოვნებით ვაკვირდებით. ეს იმით აიხსნება, რომ შემეცნება სასიამოვნოა
არა მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის, არამედ უბრალო ადამიანებისთვისაც. რადგან
მიბაძვა ბუნებრივად თან დაგვყვა ჩვენ, ნიჭიერმა ადამაინებმა ჰარმონიისა და რიტმის
გამოყენებით თავისი იმპროვიზაციით წარმოშვეს პოეზია.

პოეზიის განვითარება და დაყოფა: პოეზია ორად დაიყო პოეტების პირადი ხასიათის


მიხედვით. მნიშვნელოვანი პოეტები დიდებული ადამიანების საქმეებს ბაძავდნენ,
ხოლო უმნიშვნელონი – ცუდი ადამიანებისას. ეს უკანასკნელნი სალანძღავ
სიმღერებს ქმნიდნენ და პირველები – სადიდებელს. არსებობს ორი, ეპიკური და
იამბური პოეზია. ეპიკური პოეზიისგან იშვა ტრაგედია და იამბურიდან – კომედია.

ტრაგედიის სრულყოფა: ტრაგედია წარმოიშვა დითირამბის წამომწყებთაგან.


ტრაგედია ვითარდებოდა და მიაღწია თავის საბოლოო სახეს. მსახიობების რიცხვი
ესქილემ ერთიდან ორამდე გაზარდა, შეზღუდა საგუნდო ნაწილები და მთავარი
როლი მიანიჭა დიალოგს; სოფოკლემ შემოიყვანა სამი მსახიობი და შემოიტანა
დეკორაციები.

კომედიის არსი და სრულყოფა: კომედია წარმოიშვა ფალიკური სიმღერების


წამომწყებთაგან. კომედია არის ცუდი ხალხის მიბაძვა. ტრაგედიისგან განსხვავებით,
სადაც ცვლილებათა განმახორციელებელნი ცნობილი არიან, კომედიაში
ცვლილებების მოთავენი უცნობი დარჩნენ: ვინ შემოიტანა ნიღბები, ვინ – პროლოგი,
ვინ გაზარდა მსახიობების რიცხვი – უცნობია.

ტრაგედიის განსხვავება ეპოსისგან: ეპოსი ტრაგედიისგან განსხვავდება მეტრის


ერთფეროვნებით, თხრობითობით და მოცულობით. ტრაგედია, როგორც წესი,
შეზღუდულია ერთი დღით, ეპოსი კი დროში შეზღუდული არ არის. ყველაფერი, რაც
არის ეპოსში, არის ტრაგედიაში, მაგრამ რაც არის ტრაგედიაში, ყველაფერი არ არის
ეპოსში.

A. ტრაგედია: მისი არსი, ელემენტები: ტრაგედია არის მნიშვნელოვანი და


დასრულებული მოქმედების მიბაძვა, რომელსაც აქვს გარკვეული მოცულობა, რაც
გადმოიცემა მეტყველებით; რომელიც დამტკბარია სხვადასხვაგვარად მის
სხვადასხვა ნაწილში; რომელიც გადმოიცემა მოქმედებით და არა მოყოლით და
რომელიც ახდენს თანაგრძნობისა და შიშის საშუალებით ამგვარ ვნებათა განწმენდას
(კათარსისს). „დამტკბარ მეტყველებას“ მე ვუწოდებ სიტყვას, რომელსაც აქვს რიტმი,
ჰარმონია და ჰანგი, „სხვადასხვაგვარად მის სხვადასხვა ნაწილში“ – ისაა, რომ ერთ
ნაწილებში ეს ხდება მხოლოდ მეტრით, ხოლო მეორეში – დამატებით ჰანგითაც.
რაკი მიბაძვა ხდება მოქმედებაში, ამიტომ ტრაგედიის პირველი ნაწილია
სანახაობის მოწყობილობა, შემდეგ მუსიკალური ნაწილი და მეტყველება. ყოველ
ტრაგედიაში უნდა იყოს ექვსი ნაწილი: ესაა ფაბულა (mythos), ხასიათები (ēthē),
მეტყველება (lexis), აზრი (dianoia), სანახაობა (opsis) და მუსიკალური ნაწილი(melos).

1. ფაბულა: მისი პირველხარისხოვნება: ტრაგედიის მიზანია მოვლენები, მოქმედება.


მოქმედების გარეშე ტრაგედია შეუძლებელია, ხასიათების გარეშე – შესაძლებელი.

ტრაგედიის ერთიანობა: მთლიანი არის ის, რასაც აქვს დასაწყისი, შუაგული და


ბოლო. დასაწყისი არის ის, რაც აუცილებლობით არ მოსდევს რამეს, პირიქით, მას
მოჰყვება რამე. ბოლო არის ის, რაც რაღაცას მოსდევს, მას კი არაფერი არ მოჰყვება.
შუაგული არის ის, რაც რაღაცას მოსდევს და რასაც რაღაც მოსდევს. საჭიროა, რომ
კარგი ფაბულა არ იწყებოდეს, სადაც მოუხდება და არ მთავრდებოდეს, სადაც
მოუხდება.

ტრაგედიის მოცულობა: რაც კარგია სიცხადისათვის, ის მშვენიერია სიდიდითაც. ის


მოცულობაა საკმარისი, რომლის შიგნით მოვლენათა უწყვეტი თანმიმდევრობით
ალბათობით ან აუცილებლობით ხდება გარდატეხა უბედურებიდან ბედნიერებაზე
ან ბედნიერებიდან უბედურებაზე.

მოქმედების ერთიანობა: მოქმედება აუცილებლად ერთიანი არ არის, თუკი ერთ კაცს


ეხება. „ოდისეას“ შექმნის დროს ჰომეროსმა ყველაფერი არ აღწერა, რაც ოდისევსს
შემთხვევია, ვთქვათ, დაჭრა პარნასზე ან თავის მოგიჟიანება ტროას ომის წინ, რადგან
ყველაფერი ეს აუცილებლობით ან ალბათობით არ მიჰყვებოდა ერთმანეთს. ფაბულა,
რომელიც მოქმედების მიბაძვაა, უნდა ბაძავდეს ერთიან და მთლიან მოქმედებას,
ხოლო მოვლენათა ნაწილები ისე უნდა იყოს აგებული, რომ ერთის გადასმით ან
ამოღებით იცვლებოდეს და იშლებოდეს მთელი.

ზოგადი და კონკრეტული მოქმედებაში: პოეტის დანიშნულებაა იმაზე კი არ


ილაპარაკოს, რაც იყო, არამედ იმაზე, რაც შეიძლება ყოფილიყო ალბათობის ან
აუცილებლობის ძალით. ისტორიკოსი და პოეტი იმით კი არ გაირჩევა, რომ ერთი
ლექსებით წერს და მეორე პროზით, არა, ისინი გაირჩევა იმით, რომ ერთი ამბობს
იმას, რაც იყო, ხოლო მეორე – რაც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ პოეზია უფრო
სერიოზული და ფილოსოფიურია, ვიდრე ისტორია, რადგან პოეზია ლაპარაკობს
ზოგადზე, ხოლო ისტორია კონკრეტულზე. ზოგადი არის ის, რაც უნდა გააკეთოს ან
თქვას ვინმემ აუცილებლობით ან ალბათობით, ხოლო კონკრეტულია, მაგალითად,
რა გააკეთა ალკიბიადემ ან რა მოუვიდა ალკიბიადეს.

რთული და მარტივი ფაბულები: ფაბულა შეიძლება იყოს მარტივი ან რთული იმის


მიხედვით, მარტივ მოვლენას ბაძავს თუ რთულს. მარტივია მოქმედება, რომელშიც
ცვლილება ხდება გარდატეხისა და ამოცნობის გარეშე, ხოლო რთულში ცვლილება
ხდება ამოცნობით ან გარდატეხით ან ორივეთი. ეს ყველაფერი უნდა
მომდინარეობდეს წინა მოქმედებიდან ალბათობით ან აუცილებლობით, რადგან
დიდი განსხვავებაა, რამე რაღაცის გამო ხდება თუ რაღაცის შემდეგ.

შინაგანი დაყოფა ტრაგედიისა: გარდატეხა, ამოცნობა, ვნება: გარდატეხა (peripeteia)


არის მომხდარის თავის საწინააღმდეგოში გადასვლა და ეს გადასვლა
განპირობებულია ალბათობით ან აუცილებლობით. მაგალითად, „ოიდიპოსში“ მაცნე,
რომელიც იმის სათქმელად მოვიდა, რომ თქვას ვინ არის ოიდიპოსი, რომ გაახაროს
და დედის მიმართ შიშისგან გაათავისუფლოს, სინამდვილეში საწინააღდეგოს
აღწევს.
ამოცნობა (anagnōrisis) არის გადასვლა არცოდნიდან ცოდნაზე. საუკეთესო
ამოცნობა ისაა, როგორც „ოიდიპოსში“, რომელსაც ახლავს გარდატეხა. ასეთი
გარდატეხიანი ამოცნობა იწვევს თანაგრძნობას ან შიშს, სწორედ ასეთ მოქმედებებს
ბაძავს ტრაგედია.
ფაბულის მესამე ნაწილია ვნება (pathos). ეს ისეთი მოქმედებაა, რომელიც
იწვევს დაღუპვას ან ტკივილს: სიკვდილი, ტანჯვა, დაჭრა და ა.შ.
გარეგანი დაყოფა ტრაგედიისა: პროლოგი, ეპისოდიონები, გუნდები, ექსოდოსი:
პროლოგი არის ტრაგედიის მთლიანი ნაწილი გუნდის პაროდოსამდე; ეპისოდიონი –
მთლიანი ნაწილი მთლიან საგუნდო სიმღერებს შორის; ექსოდოსი – ტრაგედიის
მთლიანი ნაწილი, რომელსაც საგუნდო სიმღერა არ მოსდევს; საგუნდო
სიმღერებიდან პაროდოსი არის გუნდის პირველი მთლიანი სიტყვა, სტასიმი –
საგუნდო სიმღერა ანაპესტებისა და ტროქეების გარეშე, კომოსი – გუნდის საერთო
გლოვა სცენიდან.

რა იწვევს თანაგრძნობასა და შიშს

ა) სახეები: ღირსეული ადამიანები არ უნდა გადადიოდნენ ბედნიერებიდან


უბედურებაში, რადგან ეს არც საშიშია და არც შესაბრალისი არამედ აღმაშფოთებელი;
არც ცუდი ხალხი უნდა გადადიოდნენ უბედურებიდან ბედნიერებაში – აქ არაფერი
არ არის, არც კაცთმოყვარეობა, არც შიში და არც თანაგრძნობა; არც ცუდი ხალხის
გადასვლა ვარგა ბედნიერებიდან უბედურებაში, რადგან აქ კაცთმოყვარეობა კი
იქნებოდა, მაგრამ არც შიში და არც თანაგრძნობა. საუკეთესო შემთხვევაში ეს უნდა
იყოს კაცი, რომელიც არც სიქველით გამოირჩევა და არც ალალმართლობით და
რომელიც უბედურებაში ვარდება არა მანკიერებისა და სიმდაბლის გამო, არამედ
რაიმე შეცდომის (hamartia) ძალით, თუნდაც მანამდე დიდ პატივში ყოფილიყო,
როგორც ოიდიპოსი ან თიესტე.

ბ) მოვლენები: აუცილებელია, რომ ფაბულა იყოს უბრალო და მასში ხდებოდეს


გადასვლა ბედნიერებიდან უბედურებისკენ. სწორედ ასეთი ტრაგედიაა საუკეთესო
და ამიტომაა ევრიპიდე ყველაზე უფრო ტრაგიკული ავტორი. ორმაგი ფინალი,
რომელიც კარგებისთვის კარგია და ცუდებისთვის ცუდი, როგორც ეს „ოდისეაშია“
ტრაგედიაზე უფრო მეტად კომედიას ახასიათებს.

როგორ გამოვიწვიოთ თანაგრძნობა და შიში: საშინელი და საბრალო შეიძლება


მომდინარეობდეს სანახაობიდან და შეიძლება მოდიოდეს თავად მოვლენათა
წყებიდან: ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანია და ახასიათებს საუკეთესო პოეტს.
„ოიდიპოსის“ წაკითხვაც იწვევს შიშსა და თანაგრძნობას.

ა) რომელ სახეებს შორის: შიში და თანაგრძნობა მიიღწევა, როდესაც ტანჯვა


ახლობლებში ხდება – როდესაც ძმა ძმას ან შვილი მამას, ან დედა შვილს, ან შვილი
დედას კლავს, მოკვლას უპირებს ან რაღაც ამდაგვარს აკეთებს.

ბ) რა მოქმედებებით: არ შეიძლება მითის დანგრევა, მაგალითად, კლიტემნესტრა


აუცილებლად ორესტემ უნდა მოკლას. აუცილებელია თავადაც გქონდეს მიგნებები
და ოსტატურად იყენებდე მითებს. მოქმედება შეიძლება იყოს გააზრებული („მედეა“)
და შეიძლება ხდებოდეს ისე, რომ კაცმა არ იცოდეს, რას აკეთებს („ოიდიპოსი“).
საუკეთესოა გააკეთო ისე, რომ არ იცი და როცა გააკეთებ, მერე გაიგო.

2. ხასიათები: აქ მხედველობაშია მისაღები ოთხი მიზანი: პირველი და მთავარია,


ხასიათი უნდა იყოს კარგი; მეორეს მხრივ, ხასიათი უნდა იყოს შესატყვისი; მესამე –
ხასიათი უნდა იყოს მსგავსი; მეოთხე – ხასიათი უნდა იყოს თანმიმდევრული.

შენიშვნა მათს თანმიმდევრობაზე:

შენიშვნა მათს მსგავსებაზე:

ამოცნობა???????????

3. აზრები
4. მეტყველება. მეტყველები ელემენტები. სახელთა სახესხვაობამი. სახელთა არჩევანი
B. ეპოსი: მისი მსგავსება ტრაგედიასთან და მითთან, მსგავსება სახეებსა და
შემადგენელ ნაწილებში, მისი განსხვავება ტრაგედიისაგან მოცულობით, განსხვავება
მეტრით, ეს განსხვავებები არ ხსნიან ეპოსის დრამატულობას, განსხვავება და
მსგავსება სასწაულებრივისა და ნამდვილის აღწერაში
პასუხი პოეზიაში სინამდვილის ასახვის კრიტიკაზე
ტრაგედიის აღმატებულება ეპოსზე
დასკვნა

You might also like