You are on page 1of 1

მე ვარ ქრისტინა სირაბიძე მე-20 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე,

დავინტერესდი თქვენი პროექტით „ცხოვრება ქვის ხანაში“, რომელიც შინაარსით


მრავალფეროვანი ჩანს და ბევრ საინტერესო კომპონენტს შეიცავს .
ამ პროექტში მონაწილეობის მიღება დამეხმარება მომავალი პროფესიის
არჩევაში, რადგან ვფიქრობ ისტორიას დავუკავშირო ჩემი მომავალი
პროფესია,ამიტომ დარწმუნებული ვარ კომპეტენტური ადამიანების ცოდნა-
გამოცდილების გაზიარება მომცემს მრავალფეროვან ცოდნას საგანთან
დაკავშირებით, დამეხმარება ახალი მეგობრების შეძენაში და დამარწმუნებს
გადაწყვეტილების სიზუსტეში.
ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ იქნება სხვადასხვა აქტივობები,რაც უფრო
სახალისოს და მრავალფეროვანს გახდის პროექტს და მეტ მოტივაციას მომცემს
იმისთვის, რომ განვაგრძო მეტი ინტერესით და ხალისით ისტორიის შესწავლა.

You might also like