You are on page 1of 2

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


დაწყებითი განათლება, III კურსი, ნათია თათეშვილი
თემა: მოლოდინის გამართლება
ჩემი მოლოდინები ,,პედაგოგიური აზროვნების განვითარება’’-ის
საგანში იყო ძალიან დიდი, ჩემი ყველა მოლოდინი გამართლდა,
შევისწავლეთ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაციები, შევისწავლეთ
პედაგოგიკის ისტორიის საგნის მიზანი და ამოცანები. გავიგეთ რომ
პედაგოგიკის ისტორია ერთ-ერთი პედაგოგიური ხასიათის მეცნიერებაა,
რომელიც შეისწავლის განათლების, აღზრდის, განვითარების,
სწავლების, სასწავლო დაწესებულებების ისტორიას, კაცობრიობის
განვლილ გზასაც. მისი მიზანია მომავალ მასწავლებლებს მისცეს იმ
ცოდნის მარაგი, რომელსაც გამოიყენებს თავისი პრაქტიკული
მოღვაწეობის პერიოდში.
ამ 15 კვირის განმავლობაში კერძოდ ჩვენ განვიხილეთ: პედაგოგიკის
ისტორიის კვლევის წყაროები, აღზრდის წარმოშობის თეორიები,
პირველყოფილ საზოგადოებაში აღზრდისთვის დამახასიათებელი რიგი
თავისებურებანი, მონათმფლობელური წყობილება, აღზრდა და
განვითარება ანტიკურ ეპოქაში, ძველი ბერძენი ფილოსოფოსები:
დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი და არისტოტელე, ისინი იყვნენ ის
ფილოსოფოსები, რომლებმაც სწავლა-აღზრდის პროცესში დიდი
წვლილი შეიტანეს. შევისწავლეთ ფეოდალიზმის ხანა, ევროპის პირველი
უნივერსიტეტები, აღორძინების ეპოქა, იან ამოს კომენსკი, ჯონ ლოკი,
ჟან ჟაკ რუსო, იოჰან ჰენრიხ პესტალოცი, რობერტ ოუენი, საზღვარგარეთ
სამონასტრო კერები, უმაღლესი განათლების კერები საქართველოში,
გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეფის მოღვაწეობა, მეფე არჩილი, სულხან-
საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ვახტანგ VI, XIX საუკუნე და
სხვა.
ყველასთვის სავალდებულოა ამ საგნის ცოდნა, კიდევ უფრო
სავალდებულოა პედაგოგებისათვის, მე ვარ მომავალი პედაგოგი და
ძალიან სასიამოვნო იყო იმ თემების სწვლება, რითაც ჩემი მომავალი
სპეციალობა ჩამოყალიბდა, შევისწავლეთ კლასიკოსი კომენსკი
რომელმაც შექმნა პედაგოგიკა, ასაკობრივი პერიოდიზაცია, მოგვცა
თავისეული კლასიფიკაცია ნიჭიერების მიხედვით, ჩამოაყალიბა ცოდნის
შემოწმება, შეფასების 6 ფორმა, დაამკვიდრა საკლასო- საგაკვეთილო
სისტემა, დააწესა გაკვეთილის ხანგრძლივობა, შემოიღო კლასის მცნება,
ჩამოაყალიბა სასწავლო წლის მცნებაც, კომენსკიმ თქვა რომ სასწავლო
წელი უნდა დაიწყოს 1 სექტემბერს და უნდა გაგრძელებულიყო 9 თვის
განმავლობაში ანუ უნდა დამთავრებულიყო მაისის ბოლო, სასწავლო
წელი უნდა გაყოფილიყო მეოთხედებად, სემესტრებად, სემესტრსა და
სემესტრს შორის უნდა ყოფილიყო არდადეგები. გაკვეთილი უნდა
დაწყებულიყო ზარის დარეკვით და დამთავრებულიყო ზარის
დარეკვით, გაკვეთილსა და გაკვეთილს შორის უნდა ყოფილიყო
შესვენება, ეს ყველაფერი დღემდე ასე შემორჩა კაცობრიობას, პედაგოგმა
უნდა იცოდეს აუცილებლად ვინ არის ამ ყველაფრის ჩამომყალიბებელი.
ყველა კლასიკოსმა, რაღაც დიდ გრანდიოზულ სიახლეებს დაუდეს
სათავე სწავლებისა და აღზრდის პროცესში, რომლებმაც რაღაც ახალი
შესთავაზეს საზოგადოებას.
ჩემი მოლოდინები გამართლდა ამ საგნის შესწავლის შემდეგ, გავიგე
ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაციები. ეს საგანი მჭიდროდ არის
დაკავშირებული ჩემს სპეციალობასთან, თუ პედაგოგი არ დაინტერესდა
და არ შეისწავლა პედაგოგიკის ისტორიით ვერ იქნება კარგი პედაგოგი.

You might also like