You are on page 1of 7

სკოლა

მოსწავლე: ალექსანდრე ფეიქრიშვილი


პედაგოგი: თამარ ჩხაიძე
სკოლა: ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკური #199
კლასი: 7 დ
რა არის სკოლა? რა მნიშვნელობა აქვს სკლოლას ქვეყნისთვის? თითოეული
ადამიანისთვის?
თავდაპირველად ადამიანების სწავლება ოჯახში, სახლის პირობებში ხდებოდა და
ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ახალი სახელმწიფოების შექმნასთან ერთად
დამწერლობის და მათემატიკურური სიმბოლოების გამოგონებამ განათლებული
ადამიანების აღზრდის საჭიროება გამოიწვია. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სასწავლო
დაწესებულებები, სკოლები. ასე გაჩნდა სკოლები ეგვიპტესა და ბაბილონში ჩვ. წ.
აღრიცხვამდე მესამე საუკუნეში
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა,
სკოლაში სწავლების მეთოდები,
მოსწავლისადმი
დამოკიდებულება მრავალჯერ
შეიცვალა. არ შეცვლილა და
ყველა დროში სკოლის
საფუძველი შეიძლება ასე
წარმოვიდგინოთ:
„სკოლამ უნდა აღუზარდოს
საზოგადოებას პროგრესული,
განათლებული ადამიანი.
საზოგადოებამ, თავის მხრივ,
უნდა იზრუნოს სკოლის
განვითარებაზე“
ეს სიტყვები ამოვიკითხე და დავფიქრდი, როგორ მესმის
ყოველივე მე: ქვეყნის მომავალი, განვითარება
პროგრესულად აღზრდილი თაობის ხელშია. ამავე დროს
სკოლის განვითარებაზე და სიძლიერეზე მთლიანად
საზოგადოება უნდა ზრუნავდეს. სკოლამ უნდა შეძლოს
აღზარდოს პროგესული მომავალი თაობა.
სკოლა ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესი გარემოა, სადაც
თორმეტ წელს ატარებს. სკოლაში სწავლა არ გულისხმობს
მხოლოდ მასალის მიწოდებას, ან ინფორმაციის გაცემა -
მიღებას. დაკვირვებით დადგენილ იქნა, რომ მოსწავლის ამა
თუ იმ საგანში კარგი მოსწრება დამოკიდებულია სკოლაში
არსებულ გარემოზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა
ურთიერთობაზე, საგნის მასწავლებელზე და მეგობრულ
გარემოზე.
ჩემ შემთხვევაში ჩემმა მშობლებმა თავდაპირველად
თბილისის თავისუფალ სკოლაზე გააკეთეს არჩევანი. ისინი
ფიქრობდნენ, რომ თავისუფალი სკოლა, საუკეთესო
გარემოში მომცემდა იმ უნარ ჩვევებს და განათლებას რაც
ჯერ საქართველოში ყველაზე საუკეთესო ვ. კომაროვის
სკოლაში გადმოსვლის შემთხვევაში გამომადგებოდა,
ხოლო მომავალში ცხოვრების გზაზე. ეხლა ვსწავლობ ვ.
კომაროვის სახელობის სკოლის მეშვიდე კლასში და
ვამაყობ. ვიცი ჩემი სკოლა პასუხობს ამ იდეას: „სკოლამ
უნდა აღუზარდოს საზოგადოებას პროგრესული,
განათლებული ადამიანი“.
მადლობა

ყურადღებისთვის

You might also like