You are on page 1of 1

 სწავლა საზოგადოების მთავარი იდეაა, სკოლა -

სახელმწიფოს მთავარი დაწესებულება.

განათლება, როგორც ყოველთვის, მუდამ აქტუალურ საკითხად


რჩება თანამედროვე ცივილურ სამყაროში. მიმაჩნია, რომ
საზოგადოების განვითარებამ და ევოლუციურმა პროცესებმა
რადიკალური განსხვავება წარმოშვა თაობებს შორის. უფრო მეტიც,
შეიცვალა სწავლების სტილი. ამიტომ თანამედროვეობაში დავის
საგანი სწავლებისა და სწავლის კონტექსტი გახდა. უფრო
კონკრეტულად, კი თუ რა უნდა შეიმეცნოს ინდივიდმა სახელმწიფოს
მთავარ დაწესებულებაში - სკოლაში. ვფიქრობ, მსჯელობას
არგუმენტირებულად განავითარებს 21-ე საუკუნის ორგანული
მაგალითი, რომელიც სექსუალურ განათლებას ეხება.
რასაკვირველია, არსებული ვითარების მიმართ ორი კონტრასტული
პოზიცია არსებობს უარყოფითი (ადამიანები, რომლებიც
ეწინააღმდეგებიან) და დადებითი (ადამიანები, რომლებიც მხარს
უჭერენ). საყურადღებოა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი: უფროსი
თაობა მიიჩნევს, რომ ეს სკოლებს გარყვნის, რის შედეგადაც
ახალგაზრდები ასცდებიან სწორ გზას. აქედან გამომდინარე, ეს
პოზიცია მათ რეტროგრადულ თუ ტრადიციულ აზროვნებას შეგვიძლია
მივაწეროთ, რადგან უჭირთ ჩარჩოებიდან გამოსვლა და ახალ
მოვლენებთან ადაპტირება. თუმცა, პირადად ჩემთვის, სექსუალურ
განათლებაზე ორიენტირებული ახალი თაობა მეტად წინდახედული
იქნება. ამდენად, თანამედროვეობა ინოვაციურ მიდგომებსა და
საშუალებებს მოითხოვს, რომლებიც, ცხადია, მისაღები უნდა იყოს არა
მხოლოდ ახალი თაობისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც.

You might also like