You are on page 1of 1

ნიკოლოზ მიქაუტაძე ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის

მოსწავლეა.

ნიკოლოზი ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს.


ადეკვატურად იყენებს აქტიურ ლექსიკას. შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე. სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს
სიტყვებად. კითხვის დროს ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს-
სიტყვებად. წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას. აგრძელებს
სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან. აქვს წიგნთან მუშაობის
საწყისი ჩვევები. შეუძლია ყველა ანბანის გამოწერა. იცავს მანძილს ასოებს შორის.
წიგნიდან და დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს. მოცემული სიტყვის
მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას. წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს.

ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს და რაოდენობებს.


ითვლის 20_მდე წინ, უკან ნებისმიერი რიცხვიდან. განასხვავებს და ასახელებს
ეროვნული ფულის ნიშნებს. აკავშირებს შეკრება- გამოკლების მოქმედებებს
ერთმანეთთან. ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დამონსტრირებას.
აფასებს და ადარებს რაოდენობებს. იყენებს შესაბამის ად ტერმინებს >, <, =. ზეპირად
ანგარიშისას იყენებს 1_ის ტოლი ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს. მოცემული
გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე საჭირო,
დამატებით რაოდენობას.

ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს დაუკავშირებს მათ შესაბამის ორგანოებს.


აჯგუფებს ცოცხალ ობიექტებს მცენარეებად და ცხოველებად და აღწერს მათ
განმასხვავებელ ნიშნებს. აღწერს ობიექტებს შორის მსგავსებას და განსხვავებას.
ორიენტირებს სკოლის ტერიტორიაზე. ჩამოთვლის კვირის დღეებს
თანმიმდევრობით. ადარებს სეზონებს ერთმანეთს და საუბრობს მათ განმასხვავებელ
ნიშნებზე. იცავს პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს.

ჩამოთვლის ძირითად ფერებს. ნამუშევარში ხმარობს სწორ, ტალღოვან


,ტეხილ, წყვეტილ ხაზებს. ნამუშევრის შექმნისას მიმართავს სხვადასხვა მასალას.
გაკვეთილზე მოაქვს საჭირო აღჭურვილობა. უფრთხილდება სხვის და საკუთარ
ნამუშევრებს. მონაწილეობს საკლასო გამოფენებსა და ზეიმებში.

კლასის დამრიგებელი /დ. ჭირაქაძე/

25.05. 2015 წელი

You might also like