You are on page 1of 2

ბიზნესის ეთიკის ძირითადი კონცეფციები

რელიგია და ბიზნესი

ბიზნესის მორალური პრობლემებისადმი ბიზნესის ეთიკაში ჩამოყალიბებულია 4


მიდგომა, რომლებიც 4 ეთიკურ მიმართულებას ეყრდნობა.

პირველი დაფუძნებულია რელიგიურ ეთიკაზე, რომელსაც აბსოლუტურ ზნეობრივ


ფასეულობებზე ორიენტაცია უდევს საფუძვლად. ეს სათავეს იღებს იუდევურ-
ქრისტიანული ტრადიციებიდან (არ იცრუო, არ იქურდო). პირველი მეწარმეები ღრმად
რელიგიურები იყვნენ. როგორც მ. ვებერმა აჩვენა - პროტესტანტიზმის რელიგიურმა
თავისებურებებმა მიგვიყვანეს კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებამდე.
რეალურად ნებისმიერი მორალური პრობლემის გადაწყვეტისას ადამიანი ზოგიერთ
აბსოლუტურ ზნეობრივ ფასეულობას უნდა დაეყრდნოს, თუმცა ბიზნესში რელიგიური
ეთიკის გამოყენებას შეზღუდვებიც გააჩნია. გლობალიზაციასა და
ინტერნაციონალიზაციის გამო საქმიანი ურთიერთობებში სხვადასხვა რელიგიის
ადამიანებს შევხვდებით; თანაც, აბსოლუტური ზნეობრივი ფასეულობები კონკრეტულ
სიტუაციაში ბევრს ვერაფერს მოუტანს ადამიანს. ამისთვის ბიზნესმენს, თუნდაც ის
რელიგიურ ზნეობრივ ფასეულობებს ეყრდნობოდეს, ეთიკური ინსტრუმენტებით
აღჭურვა მოუწევს, რომლებიც თანამედროვე ბიზნეს-პრაქტიკი პრობლემების
გაანალიზება/გადაწყვეტაში დაეხმარებოდა.

დანარჩენი სამი მიდგომა 3 ეთიკურ ტრადიციას ეყრდნობა - უტილიტარიზმი,


დეონტიური/მოვალეობის ეთიკა და სამართლიანობის ეთიკა.

არ შეიძლება ეკონომიკურ ქმედებებზე რელიგიური ცნობიერების გავლენის


უგულებელყოფა. პროტესტანტულმა მსოფლმხედველობამ მნიშვნელოვნად განაპირობა
თანამედროვე კაპიტალიზმის ჩამოყალიბება. ადამიანის ქცევაში რელიგიური გავლენა -
კულტურულ ტრადიციად გადაქცეული, ბიზნესშიც კი ვლინდება, როცა ადამიანი არ
უფიქრდება საკუთარი მისწრაფებების ფესვებს. შემთხვევითი არაა მენეჯმენტის სწრაფი
განვითარება, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნებში ქცევის კულტურულ სფეციფიკებს
სწავლობს. საქართველოშიც საჭიროა მსგავსი ეკონომიკური ქცევის ანალიზი.

უტილიტარიზმის თეორია - ბიზნესის ეთიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი


თეორია. ტრადიციული უტილიტარიზმის თეორიის ფუძემდებელი - იერემია ბენტამი
(1748-1832), რომელიც ამუშავებდა ფასეულობების გაზომვის ობიექტური
კრიტერიუმების მოძიების მეთოდიკას. ეს სოციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ
კანონმდებლობას მარტივ და დამაკმაყოფილებელ ადეკვატურობას განსაზღვრავდა.
ყველაზე ეფექტურ კრიტერიუმებად მიიჩნევდა ქმედებებისა და არსებული კანონების
შესაბამისობის ხარისხს და მოღვაწეობის სარგებლობისა და მავნებლობის ხარისხი, მათი
შედეგების შეფასების მონაცემებით. ამის მიხედვით - სამართლიანი იქნებოდა ქმედება,
რომელიც საბოლოოდ მაქსიმალურად სასარგებლო ეფექტს მოიტანდა.
ეთიკის მიხედვით, ქმედება სამართლიანია მხოლოდ მაშინ, თუკი ქმედებათა ჯამური
სასარგებლო ეფექტი ნებისმიერი სხვა ქმედების ჯამურ სასარგებლო ეფექტს აჭარბებს.

უტილიტარიზმის პრინციპი ქმედებათა შედეგად მიღებულ სიკეთეების გაზომვის,


დაჯამების შესაძლებლობასაც იძლევა; ასევე, ამ სიკეთეთა რაოდენობასა და უარყოფით
შედეგებს შორის სხვაობის გამოთვლის შანსსაც გვაძლევს. ანუ, შეგვიძლია
განვსაზღვროთ თუ რომელი ქმედება იძლევა მაქსიმალურად სუფთა მოგებას ან
მინიმალურ აბსოლუტურ დანახარჯს. ამ პრინციპით შესაძლოა ყველა სახის მოგებისა
და ხარჯის რაოდენობრივი გაზომვა და რიცხვითი სკალით საძიებო მაჩვენებლების
გარკვეული მნიშვნელობების შეკრება/გამოკლება.

მაგ. სამუშაო გარემოთი მუშის დაკმაყოფილების ხარისხის დონე - 500 დადებითი


ერთეული; შესაბამისი უარყოფითი ეფექტი - შემდეგ თვეში გამოგზავნილი საბანკო
ანგარიში - უარყოფითი 700 ერთეული; მაშინ, გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული
საერთო შედეგი უარყოფითი 200 ერთეული იქნება. თუკი უტილიტარიზმის პრინციპით
ეს სამართლიანია, რადგანაც უფრო მაღალი სარგებლით გამოირჩევა, ვიდრე ნებისმიერი
სხვა შესაბამისი აქტი, არ ნიშნავს რომ სამართლიანია ნებისმიერი მაქსიმალური მოგების
მომტანი ქმედება.

სამართლებრივია ქმედება, რომელსაც სარგებლობის მაქსიმუმი მოაქვს პირთათვის,


რომლებიც აქციის შედეგების მოქმედების სფეროში აღმოჩნდებიან.

უტილიტარიზმი პრინციპი არ ითვალისწინებს დადებითი ეფექტის უარყოფითზე


(მოგების ხარჯზე) უპირატესობის აუცილებლობას. არამედ, ამ პრინციპით, საბოლოოდ
სამართლებრივია აქცია, რომელსაც სხვა ვარიანტებთან შედარებით უდიდესი სუფთა
მოგება მოაქვს. უტილიტარიზმის პრინციპი ჩვენი ქმედებების მხოლოდ უშუალო და
ელვისებური შედეგების აღრიცხვის აუცილებლობას არ ითვალისწინებს; პირიქით,
ქმედებების ყველა შესაძლებელი ვარიანტის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ -
მიმდინარე დადებითი და ნეგატიური ეფექტი ხარჯისა და მოგების სახით და ასევე, მათ
შორის ნებისმიერი ირიბი შედეგების პროგნოზირება.

უტილიტარიზმის თეორიის დებულებები ერგება კრიტერიუმებს, რომლებიც


მორალური ქმედების ინტუიციური შეფასებისათვის გამოიყენება. მაგ. თუკი ადამიანი
ცდილობს ახსნას რატომაა ვალდებული ჩაიდინოს კონკრეტული აქცია,
ხელმძღვანელობს მოსაზრებებით სარგებლობა/მავნებლობის შესახებ, რომლებიც
შესაძლოა სხვა ადამიანებს მისი ქმედებით მიადგეს. მორალის მოსაზრებები საკუთარი
ინტერესების დარად ყველა გარშემომყოფის ინტერესების გათვალისწინებას
მოითხოვენ. ასეთი ქმედება უტილიტარიზმის თეორიაში სრულად ეწერება, რადგან
უკანასკნელი დებულებები ქმედების შედეგის განსაზღვრის აუცილებლობის
მოთხოვნას შეიცავენ, აქციაში მონაწილე ყველა პირისადმი;

You might also like