You are on page 1of 1

1,.

რა არის სამუშაოს მართვის არსი- ეს არის ორგანიზაციის


ეფექტიანობის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობათა
ერთობლიობა. რაც უშუალოდ გულისხმობს იმას რომ ორგანიზაცია
ცდილობს გაზარდოს ეფექტიანობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს
მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და ხარჯების ნაკლები
ოდენობით. ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად კი ორგანიზაციას
დიდი ძალისხმევა ჭირდება რაც მიიღწევა კარგად გააზრებული,
კორდინირებული სისტემური და ყოველისმომცველი აქტივობით.
ორგანიზაციის ყველა კომპონენტში შესაბამისი ზომების გატარებით.
სწორედ ამ ზომების ერთობლიობას წარმოადგენს სამუშაოს მართვა.
2. როგორ შეაფასებთ  შესრულებული სამუშაოს- შესრულებული
სამუშაოს შეფასება სამუშაოს მართვის პროცესის შემადგენელი ნაწილია,
რომელიც ორიენტირებულია ორგანიზაციაში მომუშავე ინდივიდების
მიერ მის წარმატებაში შეტანილი წვლილის გაზომვაზე. შესრულებული
სამუშაოს შეფასება გულისხმობს თანამშრომლების საქმიანობის
ეფექტიანობის შეფასებას, სამუშაოს მართვა კი მთლიანად ორგანიზაციის
მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებაზეა ორიენტირებული.
3. როგორ გესმით შესრულებული სამუშაოს პროცესი- შესრულებული
სამუშაოს პროცესი უნდა გავიგოთ როგორც მიმდინარეობა და გზა
შესრულებულ სამუშომდე, თუ რა გზა განვლო სამუშაომ, რომ მას
დასრულებული სახე მიეღო. სამუშაოს მართვის პროცესის
წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ ორგანიზაცია მიმართავდეს
ისეთ კომპონენტებს როგორიცაა თავდაპირველად დაგეგმვა,
მონიტორინგი, განვითრება, შეფასება და მოტივირება, ეს წარმოადგენს
სამუშაოს მართვის ციკლს. ორგანიზაცია ამ ყველა კომპონენტს უნდა
მიმართავდეს და არა რამდენიმეს. იმ შემთხვევაში თუ ეს ციკლი
გაწყდება მაშინ სამუშაო პროცესი არაეფექტიანი იქნება და მიაყენებს
გარკვეულ ზიანს ორგანიზაციას.

You might also like