You are on page 1of 1

სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, იმიტომ, რომ უამრავ წიგნს ვინახავ

ბიბლიოთეკაში, მაგრამ ერთს ყოველთვის ჩემს ოთახში და ეს წიგნი არის „ფრაგმენტები


შეყვარებულის საუბრიდან“. ეკუთვნის საფრანგეთში 50-60-იანი წლებში ინტელექტუალურ
სარბიელზე გამოჩენილ როლან ბარტს.

ეს ის პერიოდია, როცა მართლა ინტელექტუალური ბუმია საფრანგეთში. გამოჩნდა და


დაიწყო ძალიან ეპატაჟური, ერთობ პარადოქსული და საუცხოო თეორიების გაჟღერება
ბარტმა.

ბარტის გაგება არის ძალიან რთული იმიტომ, რომ მეცნიერულად ლაპარაკობს იმაზე, რაც
ყველაზე არამეცნიერულია. შესაბამისად, არ იყო ძალიან პოპულარული ბარტი.

მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, ბარტმა ამ წიგნზე მუშაობისას უარი თქვა
მეცნიერულ თუ სახელოვნებო დისკურსზე და ცხოვრებისეული დისკურსით შეუდგა
მსჯელობას.

ეს არის წიგნი ადამიანზე, რომელსაც უყვარს.

იხუმრეს კიდეც, რომ როცა შეყვარებულს დაშორდები მაშინ უნდა წაიკითხოო და მართლაც
ასეა, იმიტომ, რომ ეს გელაპარაკება იმაზე, რასაც შენ განიცდი და ერთგვარ პარანოიასაც კი
აიკიდებ საიდან იცის ამდენი რამე ჩემზე ვიღაცამ.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამას წაიკითხავს და არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ამ


საკითხში ყველა ადამიანი ერთნაირია .ერთნაირად განიცდის, ერთნაირად უყვარს და ა.შ.

წიგნი მომწონს იმიტომ, რომ აქ არ არის სიუჟეტური ხაზი. მოვლენები არ ებმევა ერთმანეთს
და აქ არ ლაპარაკობს ორი ადამიანი. აქ საუბარია მხოლოდ შეყვარებულ სუბიექტზე და
ობიექტის პასუხი არის დუმილი.

თუმცა სასიყვარული ობიექტი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ამ წიგნის.

მისი ერთ-ერთი ღირსება ისაა, რომ ტექსტში გაურკვეველია პერსნაჟების სქესი და


მაქსიმალურად გენდერნეიტრალურია.

და კიდევ ის, რომ ყველა ვარინტი რომ გააანალიზოს ეყრდნობა ისეთ ტექსტებს, რომლებიც
სიყვარულზე ფუნდამენტურია. მაგ. პლატონის ნადიმი, გოეთეს ახალგაზდა ვერთერის
ვნებანი და ა.შ.

ეს წიგნი მან დაწერა იმიტომ, რომ მისი აზრით სასიყვარულო საუბარი მხოლოდ უკიდურეს
მარტოობაში მიმდინარეობს და ამ მარტოობაში გვეპატიჟება და ჩემი აზრით ყველა უნდა
გავყვეთ.

You might also like