You are on page 1of 3

ბომბიცინი – ნახევარფაბრიკატი ქაღლდი

მეცნიერება, რომელიც სწავლობას მაგარ მასალაზე (ქვაზე, ლითონზე, ხეზე...) შესრულებულ


ძელ წარწერებს

კოდიკოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ხელნაწერ წიგნს.

ლაპიდარული წარწერა – ქვაზე წარწერა

ლექციონარი – კალენდარულ რიგზე დალაგებულიწმინდანთა საკითხავების


ლიტურგიკული დანიშნულების კრებული

ლიგატურა – არის ასო–ნიშანი, რომლითაც გადმოცემულია ორი ან ორზე მეტი ბგერა. იგი
შეიქმნა ტექსტის შმოკლების მიზნით. არსებობდა ორნიშნიანი უ–ს (ოვ) ერთი ნიშნით
გადმოსაცემი ლიგატურა

მანუსკრიპტი – ხელნაწერი წიგნი

მანუსკული – ბერძნული ნუსხური ანბანი.

მრავალთავი – სპეციალური შედგენილობს კრებული, რომელიც თავდაპირველად


ჰომილეტიკურ (ჰომილია ქადაგებას ნიშნავს( მასალას შეიცავდა. მოგვიანებით, მრავალთავში
შეიტანეს აგიოგრაფიული მასალა (უდაბნოს მრავალთავშივ – აბოს წამება. პარხლის
მრავალთავში – შუშანიკის წამება“

ოთხთავი – სახარება

პალიმფსესტი – ეწოდობა ისეთ ხელნაწერს, რომლის თავდაპირვეი ტექსტი წაშლილია

პარაკლიტონი – კვირის დღეების მიხედვით შედგენილი ღვთისმსახურებისათვის საჭირო


საგალობელთა კრებული, გაწყობილი რვა ხმაზე.

სვინაქსარი – საღვთისმსახური დანიშნულების წიგნი, რომელშიც თავმოყრილია წმინდათნა,


მოწამეთა და დღესასწაულთა თორმეტი თვის ყველა დღეზე გაწყობილი კალენდარი,
შვსრებული წმინდათნა და მოწმაეთა ცხოვრებითა და მარტვილობებით, ლიტურგიკული
მითითებებით და სხვ.

უნციალური – ბერძნული ასომთავრული ანბანი

ფილიგრანოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქაღალდზე არსებულ გამჭირვალე


ნიშნებს, ფილიგრანებს, იგივე ჭვირნიშნებს, წყლის ნიშნებს.

ჭვირნიშანი – წყლის ნიშანი, ფილიგრინი. გამჭირვალე გამოსახულება ქაღლდზე, რომელიც


ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას.
ნუსხურს ეწოდება კურსივი

დიპტიქონი – ორკეცად აკინძულ–შეკრული დაფა ანუ საწერი ფიცარი

ტრიპტვიქა – სამკეცად

პოლუპტვიქა – მრავალკეცად.

კოდექსი – რომაელები უწოდებდნენ ამ დაფების კრებულს. ქართველები – კარედს.

პაპირუსი – ჭილი

პერგამენტი – ეტრატი

ბერძნები პაპირუსს (პაპურონ) უწოდებდნენ მცენარეს, რომელიც ხარობდა ეგვიპტესა და


პალესტინაში მდინარის ჭაობიან ნაპირებზე და გამოიყენებოდა საწერი მასალის
დასამზადებლად. ამავე მცენარეს ბერძნები ბიბლიონსაც უწოდებდნენ.

პაპირუსისგან დამზადებულ საწერ მასალას თავიდან ბერძნები ქარტეს უწოდებდნენ.


შემდგომ კი ამ სიტყვით ყოველგვარ საწერ ფურცელს აღნიშნავდნენ.

თავიდან ბერძნულში ქარტე და ბიბლიონ სინონიმები იყო, მაგრამ შემდეგ მოხდა


დიფერენციაცია:

ქარტე – აღნიშნავს საწერ მასალას

ბიბლიონ – თვით ნაწერს, ხელნაწერ წიგნს.

ქარტე აგრეთვე ნიშნავს საბუთს, დოკუმენტს

ბიბლიონი – გრაგნილს.

საქონლის ტყავისგან დამზადებული მასალა – დიფთერა (ბერძნ) მემბრანა (რომაულ). შემდეგ


ეწოდა მას პერგამენონ. ბოლოს კი პერგამენტ –გერმანულიდან.

პერგამენარიუსი – პერგამენტის ოსტატი

თაბუნი, ასნაფი, ამქარი – გადამწერთა გაერთიანებები.

უნციალი – ბერძნული ასომთავრული

მინუსკული – ნუსხური

You might also like