You are on page 1of 15

1 მკითხველთა ლიგა

რობერტ შეკლი

უნივერსალური იარაღი

ედსელს ვინმეს მოსაკლავად ექავებოდა ხელი. იგი, პერკი


და ფაკსონი უკვე სამი კვირაა ამ უკაცრიელ უდაბნოში დაბო-
დიალობდნენ. ყოველ ბორცვს ჩიჩქნიდნენ, რომელსაც კი
გზაში წააწყდებოდნენ. ვერაფერს პოულობდნენ და ისევ გზას
განაგრძობდნენ. მარსის ხანმოკლე ზაფხული ილეოდა. დღი-
თიდღე სიცივე მატულობდა. ედსელს ნერვებიც ვეღარ უძლებ-
და, თუმცა არც წინათ გამოირჩეოდა ნერვების სიმტკიცით.
ტანმოკლე ფაკსონი მხიარულ გუნებაზე ჩანდა, – იგი ნაპოვნ
იარაღში აღებულ დასტა-დასტა ფულზე ოცნებობდა. პერკი კი
უსიტყვოდ მიაბიჯებდა წინ. რკინის კაცივით კრინტს არა
სძრავდა.
ცოტაც და ედსელს მოთმინების ფიალა აევსებოდა. კიდევ
ერთი ბორცვი გათხარეს. მარსელთა დაკარგული იარაღის
მსგავსს აქაც ვერაფერს წააწყდნენ. საღამოს სუსხმა ედსელის
ხელოვნური გათბობის სკაფანდრშიც შეაღწია. ყინვა სახ-
სრებსა და ხელ-ფეხს თოშავდა, კუნთებს ღონეს აცლიდა.
მას უცებ ბოღმა ყელში მოაწვა. პერკის მოკვლის სურვილ-
მა აიტანა. ეს პირსკლიტედადებული კაცი ჯერ კიდევ დედამი-
წაზე ექსპედიციის შეგროვებისას არ მოუვიდა თვალში.
ედსელი შეჩერდა.
– იცი, სად მივდივართ? – ავისმომასწავებელი ბოხი ხმით
ჰკითხა პერკს.

2 მკითხველთა ლიგა
პერკმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ფერმკრთალ, გამხდარ
სახეზე არაფერი დატყობია.
– შენ გეკითხებიან, სად მივდივართ-მეთქი? – გაიმეორა
ედსელმა.
პერკმა ისევ უსიტყვოდ აიწურა მხრები.
– ტყვია შუბლში, – თავისთვის დაასკვნა ედსელმა და რე-
ვოლვერის ბუდე მოსინჯა თითებით.
– მოიცა, ედსელ, – შეევედრა ფაკსონი და მათ შუა ჩადგა,
– ნუ აჰყვები თავს. ნუ ხარ ქედფიცხელი. შენ მხოლოდ იმაზე
იფიქრე, რა ფულს ჩავიგდებთ ხელში, თუ იმ იარაღს წავაწ-
ყდით სადმე. – ამის გახსენებაზე, პატარა კაცის თვალები აენ-
თნენ. – არა და, ის აქ უნდა იყოს სადღაც.
ედსელი შეყოყმანდა. პერკს თვალს არ აცილებდა. დედა-
მიწაზე მაინც სცოდნოდა, რომ ასე მოხდებოდა. მაშინ ყველა-
ფერს იოლი პირი უჩანდა. მის გრაგნილში ნათლად იყო აღ-
ნიშნული მარსელთა ლეგენდარული იარაღის ადგილსამყო-
ფელი. პერკმა მარსელთა ენაზე წერა-კითხვა იცოდა. ამ ქონ-
დრის კაცმა ფაკსონმა კი ექსპედიცია დააფინანსა. მაშინ ისე
ეგონა, რომ მხოლოდ მარსამდე მიფრენა ჭირდა, თორემ მე-
რე რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩებოდა იარაღის საწყობამდე.
ედსელი აქამდე არასოდეს მოსცილებოდა მიწას. მარსზე
თუ ამდენ ხანს დარჩებოდა, არც ის ეგონა. ეს ძვალსა და
რბილში გამჯდომი ქარი და შიმშილი სიქას აცლიდა, ჟანგბა-
დის დამჭვირთველებში გამოვლილი განმუხტული, გაიშვია-
თებული ჰაერისაგან ერთთავად თავბრუ ეხვეოდა. მაშინ აზ-
რადაც არ მოსვლია, თუ ასეთი არაადამიანური შრომისაგან
ხელები დააწყდებოდა, სქლად გაბმულ ბარდებთან გაუთავე-
ბელი ჯაჯგურისაგან კუნთები გაუხევდებოდა.

3 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ იმ დასტა-დასტა, ჩეჩქივით ფულზე, ოცნებობდა,
რომელსაც არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ დაიშურებდა ამ
ლეგენდარულ იარაღში მისაცემად.
– მაპატიეთ, – თქვა ედსელმა. მას უცებ რაღაც აზრმა გაუ-
ელვა თავში, – ნერვების ბრალია... ბოდიში, პერკ. მიდი, გაგ-
ვიძეხ წინ...
პერკმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და გზა განაგრძო. ფაკ-
სონმა შვებით ამოისუნთქა.
„ბოლოს და ბოლოს“, – თავისას ფიქრობდა ედსელი,
„ამათი მოკვლა ყოველთვის შეიძლება“.

***

შეღამებისას ერთ ბორცვს წააწყდნენ. უცნაურ, მასიურ ნა-


გებობას წააგავდა. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც
გრაგნილში იყო აღწერილი. მტვრით დაფარული კარი შეამ-
ჩნიეს.
– მოიცა, ახლავე, ჩავამტვრევ, – თქვა ედსელმა და რე-
ვოლვერი მოიმარჯვა. პერკი მხრით მიაწვა, სახელური გადა-
ატრიალა და კარი შეაღო.
უზარმაზარ ოთახში შევიდნენ
აქ ეწყო მარსის ცივილიზაციის ნარჩენები – მათი ლეგენ-
დარული იარაღი.
იდგნენ და სახტად დარჩენილი უსიტყვოდ შესცქეროდნენ.
მათ წინ იყო ის საუნჯე, რომლის ძებნას დიდი ხანია ყველამ
თავი მიანება. დიად ქალაქთა ნანგრევების ყოველი მტკავე-
ლი ჯერ კიდევ პირველ ადამიანთა მიერ გულდაგულ იყო შეს-
წავლილი. გაპარტახებულ ველებზე ახლაც ეყარა დამტვრე-
ულ-დამსხვრეული მანქანები, ინსტრუმენტები, ხელსაწყოები,
4 მკითხველთა ლიგა
ეს ყველაფერი ნათლად ღაღადებდა ტიტანურ ცივილიზაცი-
აზე, რომელმაც ათასწლეულობით გაუსწრო დედამიწას. გა-
უთავებელი ჩიჩქნა-კირკიტით გაშიფრულმა დამწერლობამ
მოუთხრო ადამიანებს მკაცრ ომებზე, რომელთაც მსხვრევა-
სიკვდილით გადაევლოთ ამ პლანეტაზე. მაგრამ არაფერს ამ-
ბობდა იმის შესახებ, თუ რა დაემართათ მარსელებს ისეთი,
რომ ქვა-ქვაზე აღარ დარჩა. რამდენიმე ათასი წელია, რაც
მარსზე ერთი გონიერი არსებაც აღარ გაჭაჭანებულა, უბრა-
ლოდ სულიერიც კი არ დარჩენილა.
თითქოს ის გამანადგურებელი იარაღი მარსელებმა თან
გაიყოლიეს.
ედსელმა იცოდა, რომ ეს იარაღი წმინდა რადიუმის ღირე-
ბულებით ფასობდა. მისი მსგავსი მთელ სამყაროში არსად
მოიძებნებოდა.
რამდენიმე ნაბიჯით წაიწივნენ ოთახში. ედსელმა პირვე-
ლად რაც მოხვდა ხელში, ის აიღო. ორმოცდახუთი ყალიბის
რევოლვერს ჰგავდა. მხოლოდ ოდნავ მოზრდილი ჩანდა.
კართან მივიდა და იქვე ახლოს ბუჩქი ამოიღო მიზანში.
– არ ესროლო! – დაუძახა დამფრთხალმა ფაკსონმა, რო-
ცა ედსელმა უკვე დაუმიზნა. – ვაი თუ გასკდეს, ან... რა ვიცი
კიდევ რა შეიძლება დაემართოს. გაუშვი, სპეციალისტებმა
გამოიკვლიონ, როცა ყველაფერს მივყიდით.
ედსელმა სასხლეტს თითი გამოკრა. ოცი-ოცდახუთი მეტ-
რის იქით ამოზრდილი ბუჩქი გაქრა. იმ ადგილას კაშკაშა წი-
თელი ალი ავარდა.
– ურიგო არ არის. – შენიშნა ედსელმა. ალერსით გადაუს-
ვა ხელი პისტოლეტს, ადგილზე დადო და სხვა აიღო.

5 მკითხველთა ლიგა
– კარგი, გეყოფა, ედსელ, – შეევედრა ფაკსონი, – რა აზ-
რი აქვს ამ იარაღის აქ გამოცდას. სულ იოლად შეიძლება ჯაჭ-
ვური რეაქცია, ან სხვა რამ უბედურება გამოიწვიო.
– ხმა ჩაიწყვიტე, – შეუღრინა ედსელმა ისე, რომ ახალი
იარაღის სასხლეტი მექანიზმისათვის თვალი არ მოუშორე-
ბია.
– ნუღარ გაისვრი, – ეხვეწებოდა ფაქსონი. მან ვედრების
თვალით გადახედა პერკს, მხარი დამიჭირეო, მაგრამ იგი
უსიტყვოდ უცქეროდა ედსელს.
– ადვილი შესაძლებელია, რომ ის იარაღი, რომელმაც
მარსელების რასა ამოჟლიტა, სწორედ აქ იდოს. გინდა ახ-
ლაც იგივე ამბავი დაატრიალო? – განაგრძობდა ფაკსონი.
ედსელმა გაისროლა. სიამოვნება ვერ დაფარა, როცა და-
ინახა როგორ გალღვა შორს უდაბნოს ნაწილი.
– კარგი რამეა! – მან ახლა სხვა იარაღს მოკიდა ხელი.
იგი ფორმით გრძელ კვერთხს წააგავდა. ედსელი სიცივეს
აღარ გრძნობდა. თავს იქცევდა ამ ბრჭყვიალა სათამაშო-
ებით. შესანიშნავ გუნებაზე, დადგა.
– წავიდეთ, დროა. – თქვა ფაკსონმა და კარისაკენ გა-
ემართა.
– წავიდეთ? სად? – დინჯად იკითხა ედსელმა. მან მოლაპ-
ლაპე ინსტრუმენტი მოიმარჯვა. მისი სახელური ისე იყო მოხ-
რილი, რომ ძალზე მოხერხებულად ჯდებოდა ხელის გულში.
– სად და, დავბრუნდეთ უკან, კოსმოპორტში. – უპასუხა
ფაკსონმა, – შინ დავბრუნდეთ და გავყიდოთ ეს ამუნიცია.
ასეთ იარაღში ყველა მთავრობა გადმოგვითვლის მილიონე-
ბს.
– მე კი გადავიფიქრე. – ფიქრნარევი ხმით თქვა ედსელმა.

6 მკითხველთა ლიგა
ცალი თვალით პერკს უთვალთვალებდა. იგი იარაღის რი-
გებს შორის დადიოდა, მაგრამ ხელს არაფერს აკარებდა.
– მოიხედე, ყმაწვილო, – ახლა კი სული ყელში მიებჯინა
ფაკსონს და პირდაპირ თვალებში შეხედა ედსელს. – ბოლოს
და ბოლოს, ეს ექსპედიცია მე დავაფინანსე. მეცა მაქვს რაღაც
უფლება... არა, მე მაგის თქმა კი არ მინდოდა... – ჯერ გამო-
უცდელი პისტოლეტის ლულა პირდაპირ მუცელში უყურებდა.
– რას შვრები? – წაიბურტყუნა მან, თან ცდილობდა, თვალი
აერიდებინა უცნაურად მოლაპლაპე საგნისათვის.
– არაფრის გაყიდვას არ ვაპირებ, – განაცხადა ედსელმა.
იგი ისეთნაირად იდგა კედელს მიყრდნობილი, რომ ორივე
ჰყოლოდა მხედველობის არეში.
– მე მგონი, თვითონ გამოვიყენებ ამ სათამაშოებს.
მან ყურებამდე გაიღიმა. თან არც ერთს არ აცილებდა
თვალს.
– შინ რომ დავბრუნდები, ბიჭებს დავურიგებ. იმათთან ერ-
თად კი ხელად გადმოვაყირავებთ სამხრეთ ამერიკის ქვეყნის
რომელიმე მთავრობას და რამდენი ხანიც გაგვეხარდება, იმ-
დენ ხანს ვიმეფებთ.
– კარგი, – ჩამქრალი ხმით დაეთანხმა ფაკსონი. თვალი
მაინც გაურბოდა მისკენ დამიზნებული პისტოლეტისაკენ, –
ოღონდ მაგ საქმეში მე არ ვერევი.
– ვინ გატანს ძალას? – თქვა ედსელმა.
– შენ ის არ იფიქრო, წავა და სადმე წამოროშავსო, – სას-
წრაფოდ დაამატა ფაკსონმა, – კრინტს არ დავძრავ. უბრა-
ლოდ, მე სროლისა და სისხლისღვრის კაცი არა ვარ. ისე
რომ, სჯობია ავიბარგო აქედან.
– ეგრე აჯობებს, – თქვა ედსელმა. პერკი განზე იდგა და
დიდი გულისყურით ითვალიერებდა ფრჩხილებს.
7 მკითხველთა ლიგა
– აი, სამეფოს რომ შექმნი, მაშინ გეწვევი სტუმრად, –
თქვა ფაკსონმა და გაღიმება სცადა. – იქნებ ჰერცოგობა ან
სხვა რამ წოდება მიბოძო.
– შეიძლება.
– მოკლედ, ასე. ძალიან კარგი. ღმერთმა ხელი მოგიმარ-
თოს. – ფაქსონმა ხელი დაუქნია და კარისაკენ გაემართა. ედ-
სელმა აცადა ოციოდე ნაბიჯის გავლა. შემდეგ დაუმიზნა და
სასხლეტი დაუშვა.
ტანმომცრო კაცი ორად გაიპო, აქეთ-იქით ორივე მხარეს
ღრმა ანაბეჭდი დარჩა.
ედსელს უცებ თავში ეცა, რომ ზურგით იდგა პერკისაკენ.
სწრაფად შემოტრიალდა. პერკს ხომ შეეძლო რაც მოხვდებო-
და იმ იარაღისათვის დაევლო ხელი და ნაცარტუტად ექცია
იგი... გულხელდაკრეფილი პერკი მშვიდად იდგა იმავე ალა-
გას.
– ეგ სხივი რაშიც გინდა იმაში გაატანს. – წყნარად შენიშ-
ნა მან. – გამოსადეგი ინსტრუმენტია.
ფრიად ნასიამოვნები ედსელი მთელი ნახევარი საათი მი-
მოდიოდა ნაირნაირი იარაღით გამოჭედილ საწყობებში.
პერკი ისევ ისე უსიტყვოდ იდგა და ინტერესით ადევნებდა მას
თვალს. მარსელთა უძველესი იარაღი ახალთახალივით შე-
ნახულიყო. თითქოს მთელი ათასი წელი არ ეწყო უქმად.
ოთახში სხვადასხვა კონსტრუქციისა და სიმძლავრის უამრავი
იარაღი ელაგა. ზოგს ერთ წამში შეეძლო ყინულად ექცია ყვე-
ლაფერი: ზოგი იქვე წვავდა, კვეთდა, ადამბლავებდა
მსხვერპლს. ამ იარაღების პრინციპად სიცოცხლის მოსპობი-
სა და განადგურების ასამდე მეთოდი იყო გამოყენებული.

8 მკითხველთა ლიგა
– მოდი ეს გავსინჯოთ, – უცებ თქვა პერკმა. ედსელი შე-
ჩერდა. იგი ის-ის იყო რაღაც სამლულიანი იარაღის გამოც-
დას აპირებდა.
– ხომ ხედავ, მაგისთვის არ მცალია.
– სათამაშოებს თავი დაანებე. სერიოზულად მოვკიდოთ
საქმეს ხელი.
პერკი შავ, დაბალ, ბორბლებზე შემდგარ პლატფორმას-
თან იდგა. ორივემ ერთად გარეთ გააგორეს. პერკი გვერდზე
გადგა. თან არ აცილებდა თვალს როგორ ეჯახირებოდა ედ-
სელი სამართავ პულტს. უცებ მანქანის გულიდან ყრუ გუგუნი
გაისმა. შემდეგ ირგვლივ ყველაფერი მოლურჯო ღრუბელმა
მოიცვა. რაც უფრო მეტად ატრიალებდა ედსელი სახელურს,
ღრუბელი მით უფრო სქელდებოდა. ორივე დაფარა. ნახევარ-
სფეროს მსგავსი რაღაც ფორმა მიიღო.
– აბა, ჰაერმტყორცნით სცადე მაგის გაფანტვა, – თქვა
პერკმა.
ედსელმა შეკუმშული ჰაერის ყუმბარა სტყორცნა ლურჯ კე-
დელს. ღრუბელმა მთლიანად შთანთქა ჭურვი. ედსელმა სამი
სხვადასხვანაირი იარაღი სცადა კიდევ. ვერც იმათ დააჩნიეს
ბზარი მოლურჯო გამჭვირვალე კედელს.
– მე მგონი, ეს კედელი ატომური ბომბის აფეთქებასაც გა-
უძლებს. – წყნარად თქვა პერკმა. – ალბათ მძლავრი მაგნი-
ტური ველია.
ედსელმა მანქანა გამორთო. ისინი იარაღის საწყობში
დაბრუნდნენ.
– იცი რა გითხრა? – უცებ თქვა ედსელმა. – შენ არც ისე
ურიგო ყმაწვილი ხარ, პერკ. თავი მხრებზე გაბია.
– გმადლობთ. – მიუგო პერკმა. იგი იარაღის გროვას ათ-
ვალიერებდა.
9 მკითხველთა ლიგა
– ხომ არ მიბრაზდები, რომ ფაქსონი თავიდან მოვიშორე?
– პირიქით.
– ახლა კი ეჭვი აღარ მეპარება, რომ ნამდვილი ვაჟკაცი
ხარ. შენ შეგეძლო მოგეკალი, როცა მე ფაკსონს ვესროლე. –
ედსელმა ის აღარ თქვა, რომ პერკის ადგილას თვითონ სწო-
რედ ასე მოიქცეოდა.
პერკმა მხრები აიჩეჩა.
– ისე, როგორ მოგწონს სამეფოს შექმნის იდეა? კომპა-
ნიონად მიმყავხარ. – თქვა ედსელმა და ღიმილით გაებადრა
სახე. – მე და შენ ამ საქმეს თავს გავართმევთ. ერთი კოხტა
ქვეყანა ვიშოვოთ, გოგოები თავსაყრელად, ქეიფი, დროსტა-
რება. რას იტყვი?
– მხარს გიჭერ. – მიუგო პერკმა. – ჩათვალე, რომ შენს
გუნდში ვთამაშობ.
ედსელმა მხარზე დაუტყაპუნა ხელი. ისინი იარაღის საწ-
ყობის გრძელ კორიდორებს მიყვნენ. კუთხეში კარი შეამჩნი-
ეს. რაღაც წარწერა ჩანდა.
– რა წერია? – ჰკითხა ედსელმა.
– რაღაც უნივერსალური იარაღის შესახებ. – უპასუხა პერ-
კმა. იგი გულმოდგინედ ათვალიერებდა უცხო ასოებს. –
გვაფრთხილებს, არ შეხვიდეთო.
პერკმა კარი შეაღო. შესვლა დააპირეს, მაგრამ მოულოდ-
ნელობისაგან სწრაფად უკანვე დაიხიეს.
კარს უკან, იარაღის საწყობზე სამჯერ უფრო დიდი დარბა-
ზი გადაჭიმულიყო. ოთახი ჯარისკაცებით იყო გატენილი. ისი-
ნი ყველგან იდგნენ. შესანიშნავად, მდიდრულად ჩაცმული,
კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ქანდაკებასავით
გაქვავებულიყვნენ. არც ერთს სიცოცხლის ნიშანწყალი არ
ეტყობოდა.
10 მკითხველთა ლიგა
კართან მაგიდა იდგა. ზედ სამი საგანი იდო. მუშტისოდენა
სფერო, რაღაც დანაყოფებით, მის გვერდით ბრჭყვიალა ზუჩი
და მომცრო, შავი ყუთი.
– ეს რა, აკლდამაა? – წაიჩურჩულა ედსელმა. იგი მოწიწე-
ბით შესცქეროდა მარსელი მეომრების ძლიერ, არამიწიერ
სახეებს. პერკი მის უკან იდგა. მან არაფერი უპასუხა.
ედსელი მაგიდასთან მივიდა და სფერო აიღო. ფრთხილად
გადასწია ისარი ერთ დანაყოფზე.
– შენ როგორ გგონია, ესენი აქ რას უნდა აკეთებდნენ? –
ჰკითხა პერკს. – რას იზამ...
ორივეს სული კოჭებში გაეპარათ, უკან-უკან დაიხიეს. ჯა-
რისკაცთა რიგები შეტოკდა. რაინდები შეირხნენ და „სმენა-
ზე“ გაიჭიმნენ. გაცოცხლდნენ ძველისძველი მეომრები.
ვერცხლისფრად მოსირმულ, მეწამულ ფორმაში გამოწყო-
ბილი მეომარი გამოეყო რიგს, წინ გამოვიდა და თავი დაუკ-
რა ედსელს.
– თქვენი ლაშქარი მზად არის ბრძოლისათვის, მბრძანე-
ბელო.
ედსელს გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა.
– როგორ შეინარჩუნეთ სიცოცხლე ამდენი წლის მანძილ-
ზე? – ჰკითხა პერკმა. – თქვენ მარსელები ხართ?
– არა. მარსელთა მსახურნი. – მიუგო მებრძოლმა.
პერკმა შეამჩნია, რომ ლაპარაკის დროს იგი ტუჩებს არ
ატოკებდა. ჯარისკაცები ტელეპატები იყვნენ.
– ჩვენ სინთეტები ვართ, მბრძანებელო.
– ვის ემორჩილებით?
– აქტივატორს, მბრძანებელო. – სინთეტი პირადად ედ-
სელს მიმართავდა, თუმცა პერკის კითხვებს პასუხობდა. იგი
თვალს არ აცილებდა ედსელის ხელში მოქცეულ სფეროს.
11 მკითხველთა ლიგა
– კვება და ძილი არ გვჭირდება, მბრძანებელო. ჩვენი ერ-
თადერთი სურვილია ვიბრძოლოთ და გემსახუროთ თქვენ.
თანხმობის ნიშნად ჯარისკაცებმა თავები დააქნიეს.
– გაგვიძეხ საბრძოლველად, მბრძანებელო...
– ნუ შეწუხდებით, – როგორც იქნა გონს მოეგო და ხმა
ამოიღო ედსელმა. – თავის დროზე გაჩვენებთ, ბიჭებო, რა
არის ნამდვილი ომი.
ჯარი სამმაგი, საზეიმო ყიჟინით მიესალმა მას. ედსელმა
ჩაიცინა და პერკს გადახედა. შემდეგ ისევ მეომარს მიუბრუნ-
და:
– ეს სხვა დანაყოფები რაღას უნდა ნიშნავდეს? – ჰკითხა
მან.
ჯარისკაცი დუმდა. ეტყობა, ასეთი კითხვა არ იყო გათვა-
ლისწინებული მისთვის მიცემულ პროგრამაში.
– ალბათ სხვა სინთეტების სამართავია. ქვევითაც იქნება
ასეთი დარბაზები ჯარისათვის. გამოთიშე ეგენი და მოდი ისევ
ჩვენ საქმეს მივხედოთ. – თქვა პერკმა.
გაოცებისაგან ჯერ კიდევ გაოგნებულმა ედსელმა უკანვე
გადაწია ისარი. მებრძოლები ისევ ქანდაკებასავით გაშეშ-
დნენ.
– დავბრუნდეთ უკან.
– მართალი ხარ, წავიდეთ.
– ეგენიც თან გამოიყოლე. – თქვა პერკმა და მაგიდაზე
დარჩენილ ნივთებზე ანიშნა. ედსელმა ზუჩი და შავი ყუთი აი-
ღო და პერკს მიჰყვა. მზე თითქმის მიფარებოდა ჰორიზონტს.
წითელ უდაბნოზე გრძელი, შავი ჩრდილები გაწოლილიყო.
ძალიან ციოდა, მაგრამ პერკი და ედსელი ვეღარ ამჩნევდნენ
ამას.

12 მკითხველთა ლიგა
– გაიგე, პერკ, რა თქვა? ხომ გაიგე? ჩვენი მბრძანებელი
ხარო... მე მათი მთავარსარდალი ვარ! ასეთი ჯარით... – ედ-
სელმა გაიცინა. – ასეთ ჯარს და იარაღს რაღა დაუდგება წინ.
ჰოო, ახლა კი ამოვირჩევ ერთ კარგ სამეფოს. მსოფლიოში
ყველაზე ლამაზ გოგოებს. აი, მაშინ ნახე ქეიფი და დროსტა-
რება...
– მე გენერალი ვარ! – წამოიძახა ედსელმა და ზუჩი ჩამო-
იცვა თავზე. – მიხდება, პერკ? ხომ ვგავარ...
უცებ სიტყვა გაუწყდა. უცხო ხმა ეჩურჩულებოდა, ებუტბუ-
ტებოდა.
რა არის? ვინ არის?..
„...ეს უტვინო რეგვენი... სამეფო! ასეთი ძალა და... ეს ია-
რაღი გენიოსი კაცისთვისაა, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს
ისტორიის გარდაქმნა. ეს ყველაფერი ჩემთვის არის!“.
– ვინ ლაპარაკობს? შენ, პერკ? ჰა? – ედსელი უცებ მიხ-
ვდა, ზუჩის დახმარებით სხვისი აზრის გაგება შეეძლო. მაგ-
რამ ის აღარ დასცალდა გაეაზრებინა რა მრისხანე იარაღი
იქნებოდა ეს ზუჩი მსოფლიოს მმართველის ხელში.
პერკმა ზუსტად თავი გაუხვრიტა ტყვიით. მთელი ამ ხნის
განმავლობაში რევოლვერი მას სულ ხელში ეჭირა.
„რა იდიოტი იყო! – გაიფიქრა პერკმა და ზუჩი დაიხურა. –
სამეფო! აქ მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონობაზეა ლაპა-
რაკი და ის კი რაღაც უბადრუკ სამეფოზე ოცნებობდა“.
იგი მიბრუნდა და გამოქვაბულს გახედა.
– ასეთი ჯარით, დამუხტული სივრცით და საჭურველით მე
მთელ მსოფლიოს დავიპყრობ. – პერკი წყნარად, დინჯად
მსჯელობდა ამაზე. იგი დარწმუნებული იყო, რომ წინ ვერაფე-
რი გადაუდგებოდა.

13 მკითხველთა ლიგა
უკან დაბრუნება გადაწყვიტა, სინთეტების გააქტივება და-
აპირა, მაგრამ გადაიფიქრა და ედსელის ხელიდან გავარდნი-
ლი შავი პატარა ყუთი აიღო.
სახურავზე, მარსელთა ენაზე გაკრული ხელით იყო ამოტ-
ვიფრული „უნივერსალური იარაღი“.
„რა უნდა უყოს?“ – გაიფიქრა პერკმა. მან აცადა ედსელს
სიცოცხლე სწორედ იმდენ ხანს, რამდენიც იარაღების გამოც-
დას დასჭირდა. ამჯერად რისკს აზრი აღარ აქვს... რა თქმა უნ-
და, დასანანია, რომ ამ „უნივერსალურის“ გამოცდაც არ ად-
როვა...
თუმცა ეს არც დასჭირდება. ისედაც თავსაყრელად აქვს
ათასი ტიპის იარაღი. საინტერესო კია, ამისი რჯული არ
იყოს...
პერკმა თავი ახადა ყუთს.
ყუთიდან მქრქალი ორთქლის მსგავსი ნისლი აბოლდა.
პერკმა ყუთი შორს მოისროლა. შეეშინდა მომწამლავი გაზი
არ ყოფილიყო.
ნისლი აისვეტა, გაიშალა, შემდეგ კი შეკუმშვა დაიწყო. იგი
სულ იზრდებოდა და რაღაც ფორმას იღებდა.
რამდენიმე წამის შემდეგ დასრულებული სახე მიიღო და
მთისზემოთ ჰაერში გამოეკიდა. მიმქრალი დღის შუქზე ნის-
ლის ღრუბელს მეტალის ფერი დაკრავდა. პერკმა შეამჩნია,
რომ ეს უზარმაზარი პირი იყო. პირს ზემოთ ორი უმოძრაო,
ქუთუთო თვალი გაშტერებულიყო.
– ოჰო! – თქვა პირმა. – პროტოპლაზმა! – მან ედსელის
გვამისაკენ გაიწია. პერკმა გულდაგულ დაუმიზნა იარაღი.
– მშვიდი პროტოპლაზმა! – თქვა ურჩხულმა და ედსელის
გვამი მოსინჯა. – მომწონს წყნარი პროტოპლაზმა! დააყოლა
მან და ედსელის სხეული მთლიანად გადასანსლა.
14 მკითხველთა ლიგა
პერკმა ისროლა. აფეთქებამ სამმეტრიანი ორმო ამოთხა-
რა ნიადაგში. გიგანტური პირი უვნებლად ამოძვრა იქიდან.
– რამდენი ხანია აღარ მიგემია! – თქვა პირმა. პერკს თმე-
ბი ყალყზე დაუდგა, ნერვები დაეძაბა. ძლივს დააღწია თავი
პანიკურ შიშს. აუჩქარებლად ჩართო მუხტის ველი. ცისფერი
სფერო ირგვლივ შემოერტყა.
პერკმა იმ რევოლვერს სტაცა ხელი, რომლითაც ედსელმა
ფაკსონი მოკლა. შესანიშნავად გაკეთებული იარაღის ტარი
მარჯვედ მოერგო ხელისგულზე. ურჩხული უახლოვდებოდა.
პერკმა ღილაკს დააჭირა თითი. ლულიდან სწორი სხივი გა-
მოვარდა...
ურჩხული ისევ უახლოვდებოდა.
– შორს! არ მომეკარო! – იყვირა ნერვებდაწყვეტილმა
პერკმა.
იგი მაინც უახლოვდებოდა პირგაღებული.
– მე მიყვარს პასიური პროტოპლაზმა, – თქვა მან. გიგან-
ტური პირი მაგრად მოიკუმა პერკის თავს ზემოთ. – მაგრამ
მე, აქტიური პროტოპლაზმაც მიყვარს.
მან ჩანთქა პერკი და მუხტის სფეროს მეორე კედლიდან
გარეთ გაცურდა. ირგვლივ აცეცებდა თვალებს იმ მილიონო-
ბით პროტოპლაზმების ძებნაში, რომლებითაც დიდი ხნის წინ
სავსე იყო მარსი.

15 მკითხველთა ლიგა

You might also like