You are on page 1of 264

1 მკითხველთა ლიგა

აგათა კრისტი

მკვლელობები ანბანის
მიხედვით

მთარგმნელი პაატა ჩხეიძე

2 მკითხველთა ლიგა
მიძღვნა

ვუძღვნი ჯეიმზ უოთსს, ჩემს ერთ-ერთ


ყველაზე მადლიერ მკითხველს

3 მკითხველთა ლიგა
წინასიტყვაობა
(კაპიტანი ართურ ჰასტინგზი,ბრიტანეთის იმპერიის
ორდენის კავალერი)

ჩვეულებისამებრ, იმ მოვლენებსა და სცენებს გადმოვცემ,


რომლებსაც თვითონ შევესწარი. ამჯერად ამ წესს გადავუხვიე
და ზოგიერთი თავი მესამე პირშია დაწერილი.
მინდა დავარწმუნო მკითხველები, რომ პასუხს ვაგებ ამ თა-
ვებში გადმოცემული ფაქტების სისწორეზე. თუ ზოგიერთი ადა-
მიანის აზრებისა და გრძნობების აღწერისას ჩემს თავს ერთგვა-
რი პოეტური თავისუფლება მივეცი, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ზუს-
ტად შევძელი. დავამატებ, რომ მათ ჩემი მეგობრის, ერკიულ
პუაროს, ხელში გაიარეს.
დასასრულ, დავძენ – თუ მეტისმეტად დაწვრილებით აღვწე-
რე იდუმალებით მოცული დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი
მეორეხარისხოვანი ადამიანური ურთიერთობების მთელი წყე-
ბა, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანური და პიროვნული ასპექტი
ყოველთვის გასათვალისწინებელია. ოდესღაც ერკიულ პუარომ
ძალზე შთამბეჭდავად დამანახვა, რომ რომანტიკული გრძნობე-
ბი შესაძლოა დანაშაულმაც გააჩინოს.
რაც შეეხება ე. წ. ABC საიდუმლოებების ამოხსნას, მხოლოდ
იმას შევნიშნავ, რომ პუარომ გენიალურ გზას მიაგნო იმ პრობ-
ლემების გადაჭრისას, რომელთა მსგავსსაც არასდროს შესჩე-
ხებია.

4 მკითხველთა ლიგა
თავი 1
წერილი

1935 წელს ექვსი თვით დავბრუნდი შინ ჩემი სამხრეთამერი-


კული რანჩოდან. იქ რთული დროება დაგვიდგა – მსოფლიო
დეპრესიამ ყველა დაგვაზარალა. ინგლისში რამდენიმე საქმე
მქონდა, რომელთა მოსაგვარებლადაც პირადად უნდა მიმეღო
მონაწილეობა, რანჩოს კი ჩემი ცოლი მიხედავდა.
ბუნებრივია, ინგლისში ჩამოსვლისთანავე ჩემი ძველი მეგო-
ბარი ერკიულ პუარო მოვძებნე. მას ლონდონის სასტუმროს ტი-
პის სახლის თანამედროვე ბინაში მივაგენი. განვუცხადე (და ის
დამეთანხმა), რომ ეს არჩევანი შენობის მკაცრი გეომეტრიული
პროპორციების გამო გაეკეთებინა.
– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო, ჭეშმარიტ სიმეტრიასთან
გვაქვს საქმე. არ მეთანხმებით?
ძველებური ხუმრობა გამახსენდა და მივუგე, ვფიქრობ, ძალ-
ზე მართკუთხა შენობაა და ამ ულტრათანამედროვე სახლის
მფლობელებმა თავიანთ ქათმებს კვადრატული კვერცხების და-
დება ხომ არ ასწავლეს-მეთქი.
პუაროს გულიანად გაეცინა.
– მაშ, გახსოვთ, არა? სამწუხაროდ, მეცნიერებამ, ჯერჯერო-
ბით, ვერაფრით აიძულა ქათმები თანამედროვეობას ფეხი აუწ-
ყონ და ისინი კვლავაც სხვადასხვა ზომისა და ფერის კვერცხებს
დებენ!
გულთბილად შევხედე ჩემს ძველ მეგობარს. ჩინებულად გა-
მოიყურებოდა – ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ასაკი ოდნავა-
დაც არ მომატებოდა.

5 მკითხველთა ლიგა
– მშვენივრად გამოიყურებით, პუარო, – ვუთხარი, – დრო ვე-
რაფერს გაკლებთ. უცნაურია, მაგრამ მეჩვენება, რომ უწინდელ-
ზე ნაკლები ჭაღარა გაქვთ.
პუაროს თვალები გაუბრწყინდა.
– რატომ არის უცნაური? მართლაც ასეა.
– იმის თქმა გსურთ, რომ თქვენი თმა გაჭაღარავების ნაც-
ვლად შავდება?
– ნამდვილად.
– მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით ეს შეუძლებელია!
– პირიქით.
– ძალზე უცნაურია. ვფიქრობ, ეს ბუნების კანონებს ეწინააღ-
მდეგება.
– ძველებურად ჭკვიანი ხართ, ჰასტინგზ, მაგრამ სიღრმეში
არ ჩადიხართ. წლებმა ვერ შეგცვალათ! ფაქტებს აკვირდებით
და მათ მყისვე ისე ზუსტად აღწერთ, ამას ვერც ამჩნევთ!
გაოცებით მივაჩერდი.
პუარო სიტყვის უთქმელად გავიდა საძინებელში და უკან
დაბრუნებულმა პატარა ბოთლი გამომიწოდა. გამოვართვი და
დავხედე. ეტიკეტზე ეწერა:
„რევივიტი – აღადგენს თმის ბუნებრივ ფერს. რევივიტი საღე-
ბავი არ არის. იძლევა ხუთ ელფერს: ფერფლისფერს, წაბლის-
ფერს, ოქროსფერს, ყავისფერსა და შავს“.
– პუარო! – შევძახე, – თმას იღებავთ?
– მგონი, როგორც იქნა, მიხვდით!
– ამიტომაც გაქვთ იმაზე შავი, ვიდრე ჩემს წინა ჩამოსვლაზე
გქონდათ.
– რასაკვირველია.
– ღმერთო ჩემო, – ვთქვი შოკიდან გამოსულმა, – ვფიქრობ,
ჩემს მომდევნო ჩამოსვლაზე ხელოვნური ულვაში გექნებათ...
თუ უკვე გაქვთ?
6 მკითხველთა ლიგა
პუარო შეიჭმუხნა. ულვაში მისი სუსტი წერტილი იყო და ძა-
ლიან ეამაყებოდა. ჩემი სიტყვები გულში მოხვდა.
– არა, არა, mon ami.1 მადლობა ღმერთს, ხელოვნურ ულვა-
შამდე ჯერ შორსაა. ხელოვნური ულვაში! Quel horreur!2
და პუარომ თავისი ულვაში დაქაჩა, რათა მის ნამდვილობაში
ეჭვი არ შემპაროდა.
– ჯერჯერობით, დიდებულად გამოიყურება, – ვთქვი მე.
– N’est-ce pas?3 ლონდონში ჩემნაირი ულვაში არავის აქვს.
„ყველა რაღაცით ამაყობს“, – გავივლე გულში, მაგრამ ამას
ვერაფრით ვიტყოდი, რათა ჩემი მეგობრისთვის არ მეწყენინები-
ნა.
ამის ნაცვლად ვკითხე, კვლავაც თუ ეწევით პროფესიულ
საქმიანობას-მეთქი.
– როგორც ვიცი, საქმეებს დიდი ხნის წინათ ჩამოსცილდით...
– Ç’est vrai.4 გოგრის მოშენებას მივყავი ხელი. შემდეგ
მკვლელობა მოხდა და გოგრები ჯანდაბის გზას გავუყენე. მას
შემდეგ – ეს, ალბათ, თქვენც გაიფიქრეთ – იმ პრიმადონასავით
ვიქცევი, რომელიც ყოველ ჯერზე გამოსამშვიდობებელ კონ-
ცერტს მართავს. და ეს გამოსამშვიდობებელი კონცერტი კვლავ
და კვლავ მეორდება.
გამეცინა.
– რომ არ დაგიმალოთ, ეს სიმართლესთან ძალზე ახლოსაა.
ყოველ ჯერზე ვამბობ, მორჩა, საკმარისია-მეთქი, მაგრამ არა –
კიდევ უნდა მოხდეს რაღაც! გამოგიტყდებით, მეგობარო, რომ

1
ჩემო მეგობარო (ფრ.).
2
რა საშინელებაა (ფრ.).
3
ასე არ არის? (ფრ.).
4
მართალია (ფრ.).

7 მკითხველთა ლიგა
პენსიაზე გასვლა გულზე დიდად არ მეხატება. როცა ნაცრისფე-
რი უჯრედები მუშაობას წყვეტენ, ისინი კვდებიან.
– გასაგებია, – ჩავილაპარაკე და თავი დავაქნიე, – ნაცრის-
ფერ უჯრედებს მუშაობას აიძულებთ, ოღონდ ზომიერად.
– ასეა. ახლა უფრო წუნია ვარ. ჩვენს დროში ერკიულ პუარო
მხოლოდ ნაღებზეა თანახმა – დანაშაულს ვგულისხმობ.
– მერედა, ბევრი ნაღები შეგხვდათ?
– არც ისე ცოტა. ამას წინათ ძლივს გადავურჩი.
– მარცხს?
– არა, არა, – პუარომ განაწყენებული მზერა მომაპყრო, –
მაგრამ მე, ერკიულ პუარო, კინაღამ გამანადგურეს.
დავუსტვინე.
– დამნაშავე მარჯვე აღმოჩნდა?
– იმდენად მარჯვე არა, რამდენადაც თავზე ხელაღებული, –
მითხრა პუარომ, – სწორედ რომ თავზე ხელაღებული... მაგრამ
აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. იცით, ჰასტინგზ, მჯერა, რომ
თქვენ ჩემთვის ბედნიერება მოგაქვთ.
– მართლა? როგორ?
პუარომ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაგრძო:
– როგორც კი შევიტყვე, რომ ჩამოდიოდით, გავიფიქრე, რა-
ღაც მოხდება-მეთქი. უწინდებურად ერთად წავალთ სანადი-
როდ. იცით, უჩვეულო საქმე უნდა იყოს, – მან აღელვებით გაიქ-
ნია ხელი, – რაღაც recherche... დელიკატური... შესანიშნავი...
ბოლო სიტყვაში იმდენი თავისებურება ჩააქსოვა, რომ ამის
გადმოცემა შეუძლებელია.
– გეფიცებით, პუარო, – ვუთხარი მას, – დანაშაულზე ისე ლა-
პარაკობთ, თითქოს „რიცში“ სადილს უკვეთდეთ.
– ვითომ არ არსებობს დანაშაული შეკვეთით? თუმცა მართა-
ლი ხართ, – პუარომ ამოიხვნეშა, – მაგრამ მჯერა იღბლის...

8 მკითხველთა ლიგა
გნებავთ, ბედისწერის. თქვენი დანიშნულება ჩემ გვერდით ყოფ-
ნაა, რათა უპატიებელი შეცდომა არ დავუშვა.
– რას გულისხმობთ უპატიებელ შეცდომაში?
– სიცხადის უგულებელყოფას.
დავფიქრდი ამ წინადადებაზე, მაგრამ მის აზრს მაინც ვერ
ჩავწვდი.
– კარგი, – ვთქვი ღიმილით, საუკუნის დანაშაულს ჯერ ვერ
გადააწყდით?
– Pas encore.5 თუმცა... ანუ...
პუარო გაჩუმდა, სახეზე უკმაყოფილება აღებეჭდა. მექანიკუ-
რად გაასწორა მაგიდაზე ორიოდე ნივთი, რომლებიც მანამდე
უნებურად გადავაადგილე.
– დარწმუნებული არა ვარ, – ჩაილაპარაკა ნელა.
მის ხმაში უცნაურმა კილომ გაიჟღერა. გაოცებით შევხედე.
სახე კვლავაც მოღუშოდა.
უეცრად თავი მკვეთრად დააქნია, ოთახი გადაჭრა და ფანჯა-
რასთან მდგარ საწერ მაგიდასთან მივიდა. ზედმეტია იმის აღ-
ნიშვნა, რომ იქ ყველა ქაღალდი აკურატულად დაეხარისხებინა
და დაეწყო, ასე რომ, წამსვე მიაგნო იმას, რასაც ეძებდა.
აუჩქარებლად მომიახლოვდა. ხელში გახსნილი წერილი ეჭი-
რა. გადაიკითხა და გამომიწოდა.
– მითხარით, mon ami, – მომმართა მე, – რას ფიქრობთ ამის
შესახებ?
წერილი ინტერესით გამოვართვი.
მკვრივ თეთრ ფურცელზე დაებეჭდათ:
„მისტერ ერკიულ პუარო, როგორც ვიცი, გიყვართ იმ საიდუმ-
ლოებების ამოხსნა, რომლებსაც ჩვენი გონებაჩლუნგი პოლი-

5
ჯერ არა (ფრ.).

9 მკითხველთა ლიგა
ცია ვერაფერს უხერხებს. ვნახოთ, მისტერ ჭკუის კოლოფო
პუარო, გეყოფათ თუ არა ჭკუა ამჯერად. შესაძლოა ეს თქვენ-
თვისაც კერკეტი კაკალი აღმოჩნდეს. თვალი მიადევნეთ ანდო-
ვერს ამა თვის 21 რიცხვში.
პატივისცემით,
ABC“.
კონვერტს დავხედე. მისამართიც საბეჭდ მანქანაზე დაებეჭ-
დათ.
– ლონდონის დასავლეთ ნაწილის შტემპელი არტყია, – მით-
ხრა პუარომ, როცა კონვერტზე საფოსტო მარკას ვათვალიერებ-
დი, – აბა, რას იტყვით?
მხრები ავიჩეჩე და წერილი დავუბრუნე.
– ვფიქრობ, ვიღაც შეშლილის გამოგზავნილია.
– მეტს არაფერს დაამატებთ?
– ე-ე... განა შეშლილის გამოგზავნილს არ ჰგავს?
– ჰგავს, ჩემო მეგობარო, ჰგავს.
სერიოზული კილო ჰქონდა. ცნობისმოყვარეობით შევხედე.
– ამას ზედმეტ ყურადღებას აქცევთ, პუარო.
– შეშლილები, mon ami, ყურადღებას იმსახურებენ. ისინი სა-
შიში ხალხია.
– დიახ, ცხადია, ასეა... ამაზე არ დავფიქრებულვარ... იმას
ვგულისხმობდი, რომ ეს იდიოტურ გათამაშებას ჰგავს. ვიღაც
იდიოტის ნამოქმედარია, რომელსაც გვარიანად გადაუყლურ-
წავს.
– Comment?6 გადაუყლურწავს? რა გადაუყლურწავს?

6
როგორ? (ფრ.).

10 მკითხველთა ლიგა
– გამოთქმაა ასეთი. იმ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც გა-
ლეშილა. არა, დალახვროს ეშმაკმა, კაცს, რომელმაც ბევრი და-
ლია.
– Merci, ჰასტინგზ, „გალეშილი“ მსმენია. შესაძლოა ამ წერი-
ლის მიღმა მართლაც მეტი არაფერია...
– თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ? – ვკითხე პუაროს, ვინაიდან
მის ხმაში უკმაყოფილება დავიჭირე.
ჩემმა მეგობარმა თავი იჭვნეულად დააქნია, მაგრამ დუმილი
ამჯობინა.
– რა მოიმოქმედეთ? – ვკითხე მას.
– რა უნდა მექნა? წერილი ჯეფს ვაჩვენე. ისიც თქვენს აზრზე-
ა... სულელური ხუმრობა... სწორედ ასე თქვა. სკოტლანდ--
იარდში მსგავსი წერილები ყოველდღე მოდის. მეც მიმიღია...
– მაგრამ ამ წერილს მაინც სერიოზულად მიუდექით?
პუარომ პასუხი დააყოვნა.
– არის წერილში რაღაც, ჰასტინგზ, რაც არ მომწონს...
მიუხედავად იმისა, რომ სხვა აზრზე ვიდექი, მისმა კილომ შე-
მაშფოთა.
– მაინც რა?
პუარომ კვლავ თავი დააქნია, წერილი აიღო და მაგიდის უჯ-
რაში შეინახა.
– თუ ამ წერილს სერიოზულად უდგებით, ალბათ, რამის გა-
კეთებაც შეგიძლიათ, არა?
– თქვენ ყოველთვის მოქმედების მომხრე ხართ! მაგრამ რი-
სი გაკეთება შეიძლება? საგრაფოს პოლიცია წერილს გაეცნო,
თუმცა ინტერესი არ გამოუმჟღავნებია. თითების ანაბეჭდი არ
არსებობს. ვერც წერილის ავტორზე ვიტყვით რამეს.
– მაშასადამე, საფრთხეზე მხოლოდ ინსტინქტი მიგანიშ-
ნებთ?

11 მკითხველთა ლიგა
– ინსტინქტი არა, ჰასტინგზ. აქ ინსტინქტი შეუფერებელი
სიტყვაა. მთავარი ჩემი ცოდნა და გამოცდილებაა... სწორედ
ისინი მკარნახობენ, რომ წერილში რაღაც ისე არ არის.
აზრის გამოსახატავად სიტყვები არ ეყო და ხელით ჟესტი შე-
აშველა, შემდეგ კი თავი გადააქნია.
– შესაძლოა მართლა ვაჭარბებ... ასეა თუ ისე, უნდა დავე-
ლოდოთ, სხვა გზა არა გვაქვს.
– ოცდაერთი პარასკევია. თუ პარასკევს ანდოვერის მიდამო-
ებში თავხედური ძარცვა მოხდა...
– ოჰ, ეს შესანიშნავი იქნება!
– შესანიშნავი? – ვკითხე განცვიფრებულმა, რადგან ეს სიტ-
ყვა სრულიად უადგილოდ მომეჩვენა, – ძარცვამ შესაძლოა გა-
გაოცოთ, მაგრამ სიამოვნებას როგორ მოგანიჭებთ?
პუარომ თავი დააქნია.
– ცდებით, მეგობარო. თქვენ ვერ გამიგეთ. ძარცვა შვებას
მომგვრიდა, ვინაიდან სხვა რამის მეშინია.
– რისი?
– მკვლელობის, – მიპასუხა ერკიულ პუარომ.

12 მკითხველთა ლიგა
თავი 2
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

მისტერ ალეგზანდერ ბონაპარტ კასტი სკამიდან წამოდგა და


თვალებმოჭუტულმა მოათვალიერა თავისი ღარიბული ოთახი.
დიდხანს ჯდომისგან სხეული დაჰბუჟებოდა. გაიზმორა. ახლა
ვინმეს რომ დაენახა, იფიქრებდა, რომ მის წინაშე საშუალოზე
მაღალი კაცი იდგა. ჩვეულებრივ, კასტი მხრებმოხრილი და-
დიოდა და თვალებს ჭუტავდა, რაც ილუზორულ შთაბეჭდილებას
ქმნიდა.
კარზე ჩამოკიდებულ შელახულ პალტოსთან მივიდა და ჯიბი-
დან ასანთი და იაფფასიანი სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
გააბოლა, მაგიდასთან დაბრუნდა, კვლავ დაჯდა, რკინიგზის
ცნობარი აიღო, თვალი შეავლო და ფურცელზე დაბეჭდილ გვა-
რებს დააცქერდა. სიის თავში ერთ-ერთი გვარის გასწვრივ კალ-
მით ნიშანი დასვა.
ხუთშაბათი იყო, 20 ივნისი.

13 მკითხველთა ლიგა
თავი 3
ანდოვერი

თავდაპირველად ანონიმურ წერილზე პუაროს წინათგრძნო-


ბამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ გამოგიტყდებით
და, მალე დამავიწყდა და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა,
როგორც იქნა, 21 რიცხვი დადგა და ჩემს მეგობარს სკოტლანდ-
იარდის მთავარი ინსპექტორი ჯეფი ეწვია. ინსპექტორს წლებია,
ვიცნობდი, ამიტომ გულთბილად მომესალმა.
– ოჰო! – შესძახა მან, – ეს ხომ კაპიტანი ჰასტინგზია! ტევრი-
დან დაბრუნდით? თუ რას უწოდებთ? როგორც კი მესიე პუაროს
გვერდით დაგინახეთ, ძველი დრო გამახსენდა. კარგად გა-
მოიყურებით, ეგაა, კინკრიხოზე შეგპარვიათ სიქაჩლე, არა? ეჰ,
ამას ვერსად გავექცევით. მეც ვმელოტდები.
ოდნავ დავიღრიჯე. მეგონა, საგულდაგულოდ გადავივარცხნე
თმა და ის სიქაჩლე დავმალე, რომელზეც ჯეფმა მიმანიშნა. მაგ-
რამ ინსპექტორი ჩემთან ტაქტიანობით არასდროს გამოირ-
ჩეოდა, ამიტომ არაფერი შევიმჩნიე და ვაღიარე, რომ არავინ ვა-
ხალგაზრდავდებით.
– მესიე პუაროს გარდა, – თქვა ჯეფმა, – მის ადგილას, თმის
საღებავის რეკლამას გავაკეთებდი. შეხედეთ, რა კარგად ეზ-
რდება ულვაში, თანაც ამ ასაკში სახელიც გაითქვა. ხმაურიან
საქმეებში გაეხვია. მკვლელობა მატარებელში, მკვლელობა
თვითმფრინავში, მკვლელობა მაღალ საზოგადოებაში – და ის
ყველგანაა. თადარიგში გასვლის შემდეგ ასეთი სახელგანთქმუ-
ლი არასდროს ყოფილა.

14 მკითხველთა ლიგა
– ჰასტინგზს უკვე ვუთხარი, რომ იმ პრიმადონას ვგავარ, რო-
მელიც ზედიზედ მართავს გამოსამშვიდობებელ კონცერტებს, –
ღიმილით თქვა პუარომ.
– არ გამიკვირდება, თუ მოკვდებით და საკუთარ საქმესაც გა-
მოიძიებთ, – სიცილით გამოეხმაურა ჯეფი, – ჩინებული აზრია!
ამის შესახებ წიგნიც დაიწერებოდა.
– ამას ჰასტინგზი თუ გააკეთებს, – მიუგო პუარომ და თვალი
ჩამიკრა.
– ჰა-ჰა! რა სეირი იქნებოდა! – კვლავ გაიცინა ჯეფმა.
ვერ მივხვდი, რა იყო ამაში სასაცილო, ხუმრობაც უადგი-
ლოდ მომეჩვენა. საბრალო პუარო ბერდებოდა და არა მგონია,
მოსწრებულ სიტყვებს მისი მოახლოებული აღსასრულის შესა-
ხებ აღეფრთოვანებინა.
ჯეფმა, როგორც ჩანს, უკმაყოფილება შემატყო და თემა შეც-
ვალა.
– შეიტყვეთ, რომ მესიე პუარომ ანონიმური წერილი მიიღო?
– მკითხა მან.
– ჰასტინგზს ის უკვე ვაჩვენე, – თქვა ჩემმა მეგობარმა.
– დიახ, რასაკვირველია! – შევძახე, – სრულიად ამომივარ-
და თავიდან. მოითმინეთ, რომელ რიცხვზე იყო მასში საუბარი?
– ოცდაერთზე, – მითხრა ჯეფმა, – ამიტომაც შემოვიარე. ოც-
დაერთი გუშინ იყო და ინტერესის გულისთვის საღამოს ანდო-
ვერში დავრეკე. აშკარაა, გაგვათამაშეს. იქ სიწყნარეა, თუ არ
ჩავთვლით ბიჭს, რომელმაც ვიტრინა ჩაამსხვრია, და ორიოდე
ლოთსა და ხულიგანს. ასე რომ, ამჯერად ჩვენმა ბელგიელმა მე-
გობარმა მიზანს ააცილა.
– გამოგიტყდებით და, გულზე მომეშვა, – თქვა პუარომ.
– არადა, როგორ აწრიალდით, არა? – გულკეთილად თქვა
ჯეფმა, – ღმერთო, ასეთ წერილებს ყოველდღე დასტა-დასტა
გვიგზავნიან! ხალხს საქმე არა აქვს. სხედან ცარიელ სხვენზე და
15 მკითხველთა ლიგა
წერენ. ამას ბოროტი განზრახვით კი არა, საკუთარი სიამოვნე-
ბისთვის აკეთებენ.
– რა სულელი ვიყავი, როცა ამას ასე სერიოზულად მივუდე-
ქი, – თქვა პუარომ, – ხვალინდელი ქათამი ვამჯობინე ალალის
აფრენას.
– თქვენ კვერცხი და ალალი ერთმანეთში აგერიათ.
– Pardon?
– ეს ორი სხვადასხვა ანდაზაა. კარგი, ჩემი წასვლის დროა.
შორიახლო საქმე მაქვს – მოპარული ძვირფასეულობა უნდა წა-
მოვიღო. აქ გზად შემოვიარე, რათა არ გენერვიულათ. სამწუხა-
როა, როცა ნაცრისფერ უჯრედებს ფუჭად ამუშავებთ.
ჯეფმა ერთხელაც გაიცინა და წავიდა.
– ჩვენი ჯეფი ისევ ისეთია, არა? – მკითხა პუარომ.
– თავის ასაკთან შედარებით დაბერებული მომეჩვენა, – მი-
ვუგე, – ერთიანად გაჭაღარავებულა.
პუარომ ჩაახველა და მითხრა:
– იცით, ჰასტინგზ, არსებობს ასეთი საშუალება... ჩემი პარიკ-
მახერი აკეთებს... თავზე ჩამოიცვამთ, ზემოდან კი საკუთარ
თმას ივარცხნით... ეს პარიკი არ არის, მაგრამ...
– პუარო! – შევყვირე, – გახსოვდეთ, თქვენი პარიკმახერის
გამოგონებები არ მაინტერესებს. რით არ მოგწონთ ჩემი კინ-
კრიხო?
– მომწონს... ძალიანაც მომწონს.
– განა გავმელოტდი?
– არა! ცხადია, არა!
– სამხრეთ ამერიკაში ცხელი ზაფხული იცის, ჰოდა, თმა ცო-
ტა შემითხელდა. აქ რამე კარგ საშუალებას ვიყიდი თმის ძირე-
ბის გასამაგრებლად.

16 მკითხველთა ლიგა
– Précisément.7
– თუნდაც ასე იყოს, ეს რა ჯეფის საქმეა? ტაქტი ყოველთვის
აკლდა, თანაც არავითარი იუმორის გრძნობა. იმ ადამიანთა
რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც იცინიან, როცა ვინმე სკამზე
დაჯდომას დააპირებს, მაგრამ საჯდომს ააცილებს და დავარდე-
ბა.
– ასეთ დროს ბევრს ეცინება.
– მაგრამ ეს ხომ სისულელეა!
– ცხადია, სისულელეა – იმ ადამიანის აზრით, რომელიც ამ
სკამზე დაჯდომას აპირებდა.
– კარგი, – ვთქვი მე და ბრაზი დამიცხრა (ვაღიარებ, რომ
ვფიცხდები, როცა საქმე ჩემი თმის შეთხელებას შეეხება), – მაგ-
რამ ანონიმურ წერილთან დაკავშირებით არაფერი გამოვიდა.
– დიახ, შევცდი. მომეჩვენა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო,
არადა, სისულელე აღმოჩნდა. ეჰ, ვბერდები და ეჭვიანი ვხდები,
როგორც დაბრმავებული ნაგაზი, რომელიც ყველასა და ყველა-
ფერს უღრენს.
– თუკი ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, ნაღები და-
ნაშაულის მოძებნა სხვაგან მოგვიწევს, – ვთქვი სიცილით.
– გახსოვთ, რა თქვით? დანაშაულის შეკვეთა რომ შეიძლე-
ბოდეს, რას აირჩევდით?
ხუმრობაზე ხუმრობითვე ვუპასუხე:
– აბა, დავფიქრდე. მენიუში ჩავიხედოთ. ძარცვა? ყალბი ფუ-
ლისმჭრელები? ალბათ, არა. ეს ვეგეტარიანელებისთვის უფ-
როა. მკვლელობა მირჩევნია... სისხლიანი მკვლელობა... ცხა-
დია, შესაფერისი გარნირით.
– ბუნებრივია... და hors d’oeuvres.8

7
სწორედ რომ (ფრ.).
8
საუზმეული (ფრ.).
17 მკითხველთა ლიგა
– მსხვერპლი ვინ იქნება... ქალი თუ კაცი? კაცი ჯობია. რომე-
ლიმე ბობოლა. ამერიკელი მილიონერი. პრემიერ-მინისტრი.
გაზეთის მეპატრონე. დანაშაულის ადგილი... ტრადიციულად,
ბიბლიოთეკა რომ ავირჩიოთ? ამგვარი საქმისთვის ზედგამოჭ-
რილ ატმოსფეროს ქმნის. რაც შეეხება მკვლელობის იარაღს...
ეგზოტიკურ გაღუნულ ხანჯალზეც თანახმა ვარ... თუმცა ბლაგვი
საგანიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ქვის მოჩუქურთმებული
კერპი...
პუარომ ამოიოხრა.
– შხამებიც არსებობს, – განვაგრძე, – მაგრამ ეს ყოველთვის
ძალზე ტექნიკური საკითხია. ან რევოლვერი – ღამის სიმყუდ-
როვეს გასროლის ექო არღვევს. თუ ერთ ან ორ ლამაზ ქალიშ-
ვილსაც დავამატებთ...
– წაბლისფერთმიანს, – ჩაურთო ჩემმა მეგობარმა.
– თქვენი ძველი ხუმრობა გაგახსენდათ? ერთ-ერთ ქალიშ-
ვილს, ცხადია, უსამართლოდ დაადანაშაულებენ... თანაც ის თა-
ვის შეყვარებულს წაეჩხუბება. არა, რასაკვირველია, სხვა ეჭვმი-
ტანილებიც იქნებიან... ხანში შესული ქალი... შავგვრემანი, სა-
შიში ტიპი... მოკლულის მეგობრები ან მტრები... წყნარი მდივა-
ნი... იდუმალი პიროვნება... გულკეთილი ტლანქი მამაკაცი... სა-
მუშაოდან დათხოვნილი ორიოდე მოსამსახურე... ან მეტყევე, ან
ვიღაც ამგვარი... და დეტექტივი, ხეპრე, როგორიც ჩვენი ჯეფია...
და ერთიც თქვენისთანა.
– ასე წარმოგიდგენიათ ნაღები დანაშაული?
– როგორც ვხვდები, არ მეთანხმებით.
პუარომ სევდიანად შემომხედა.
– შესანიშნავად შეაჯამეთ ყველა დეტექტიური რომანი, რო-
მელიც ოდესმე დაწერილა.
– კარგი, – ვთქვი მე, – თქვენ რას იტყვით?

18 მკითხველთა ლიგა
პუარო სავარძელზე გადაწვა და თვალები დახუჭა. მალე მისი
ბურტყუნიც გაისმა:
– უბრალო დანაშაული. ყოველგვარი გართულების გარეშე.
წყნარი ოჯახური დანაშაული... ძალზე გულგრილი... და ძალზე
ინტიმური.
– განა შესაძლებელია, რომ დანაშაული ინტიმური იყოს?
– დავუშვათ, – ჩურჩულით განაგრძო პუარომ, – ოთხნი ბრი-
ჯის სათამაშოდ სხდებიან, მეხუთე კი, ზედმეტი, ბუხართან სა-
ვარძელში ჯდება. აი, საღამო დასრულდა. უეცრად აღმოაჩენენ,
რომ ბუხართან მჯდომი ადამიანი მკვდარია. ოთხიდან ერთ--
ერთი პასის თქმის შემდეგ მასთან მივიდა და მოკლა, თამაშით
გართულმა სამმა ეს ვერ შეამჩნია. ესეც მკვლელობა! ვინ არის
მკვლელი ამ ოთხიდან?
– ამ მკვლელობაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავ! – ვთქვი
მე.
პუარომ საყვედურით სავსე მზერა მომაპყრო.
– იმიტომ, რომ მასში არც ეგზოტიკური ხანჯალია, არც შანტა-
ჟი, არც ზურმუხტისთვლიანი კერპი და არც აღმოსავლური შხა-
მები, რომლებიც კვალს არ ტოვებს. თქვენ მელოდრამა გსურთ,
ჰასტინგზ, ერთი მკვლელობა კი არა, მკვლელობათა სერია გინ-
დათ.
– გამოგიტყდებით, – მივუგე პუაროს, – რომ რომანში მეორე
მკვლელობა ვითარებას ამძაფრებს. თუ დანაშაული პირველ
თავში ხდება და ყველა პერსონაჟის ალიბის გარკვევა ბოლოს-
წინა გვერდამდე გრძელდება, ეს მოსაწყენია.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა და პუარომ ყურმილი აიღო.
– ალო, – თქვა მან, – ალო, დიახ. ერკიულ პუარო ვარ.
ის ორიოდე წუთს ხმაამოუღებლივ უსმენდა. შევამჩნიე, რო-
გორ შეეცვალა სახე. ძალზე მოკლე რეპლიკებს ისროდა.

19 მკითხველთა ლიგა
– Mais oui...9
– დიახ, რა თქმა უნდა...
– არა, მოვალთ...
– ბუნებრივია...
– შესაძლოა ისე იყოს, როგორც ამბობთ...
– დიახ, წამოვიღებ. კარგი, a tout à l’heure.10
პუარომ ყურმილი დადო და მომიახლოვდა.
– ჰასტინგზ, ჯეფმა დარეკა.
– მერე?
– ახლახან დაბრუნდა სკოტლანდ-იარდიდან. მას ანდოვერი-
დან დაურეკეს...
– ანდოვერიდან? – შევძახე აღელვებით.
პუარომ აუჩქარებლად განაგრძო:
– მოკლული ხანში შესული ქალია, გვარად აშერი, თამბაქო-
სა და გაზეთების პატარა მაღაზიის მფლობელი.
თავი ოდნავ დათრგუნვილად ვიგრძენი. თავდაპირველად ან-
დოვერის ხსენებამ დამაინტერესა, ახლა კი იმედი გამიცრუვდა.
რაღაც ფანტასტიკურს ველოდი. განსაკუთრებულს. არადა, ხელ-
ში თამბაქოს მაღაზიის მფლობელი დედაბრის მკვლელობა შემ-
რჩა.
პუარო კვლავაც აუჩქარებლად და სერიოზულად განაგრძობ-
და:
– ანდოვერის პოლიცია ფიქრობს, რომ დამნაშავე დაადგი-
ნა...
იმედგაცრუება მომემატა.

9
დიახ, რასაკვირველია (ფრ.).
10
შეხვედრამდე (ფრ.).

20 მკითხველთა ლიგა
– როგორც გაირკვა, ქალს ქმართან ცუდი ურთიერთობა
ჰქონია. კაცს სმა ჰყვარებია და მისი ატანა ადვილი არ იქნებო-
და. არაერთხელ დამუქრებია მოკვლით, მაგრამ, – დაამატა
პუარომ, – ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიციას უნდა,
რომ ერთხელაც ნახოს ჩემი ანონიმური წერილი. ვუთხარი, რომ
დაუყოვნებლივ ჩავალთ ანდოვერში.
ხასიათი ოდნავ გამომიკეთდა. ბოლოს და ბოლოს, მართა-
ლია, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც დანაშაული იყო, მე კი კარგა
ხანია, არც დანაშაულთან მქონია შეხება და არც დამნაშავეებ-
თან.
პუაროს აღარ ვუსმენდი. მხოლოდ მოგვიანებით გამახსენდა
და შევაფასე მისი ნათქვამი ფრაზა.
– ეს დასაწყისია, – თქვა ერკიულ პუარომ.

21 მკითხველთა ლიგა
თავი 4
მისის აშერი

ანდოვერში ინსპექტორი გლენი დაგვხვდა, მაღალი, ქერა მა-


მაკაცი სასიამოვნო ღიმილით.
აუცილებლად მიმაჩნია, მოკლედ გადმოგცეთ ამ საქმესთან
დაკავშირებული დეტალები.
დანაშაულის ფაქტი ოცდაორი რიცხვის ღამის პირველ საათ-
ზე აღმოაჩინა კონსტებლმა დოვერმა. მან პატრულირებისას მა-
ღაზიის კარის სახელური მოსინჯა. კარი შეიღო და პოლიციელი
შიგნით შევიდა. თავდაპირველად მოეჩვენა, რომ მაღაზიაში
არავინ იყო, მაგრამ შემდეგ ფარანი დახლს მიანათა და იატაკზე
გართხმული დედაბერი დაინახა. ადგილზე მისულმა პოლიციის
ექიმმა დაადგინა, რომ ქალისთვის კეფაში მძიმე საგანი ჩაერ-
ტყათ, შესაძლოა მაშინ, როცა თაროდან სიგარეტის კოლოფს
იღებდა. ექიმის თქმით, ქალის სიკვდილიდან დაახლოებით 7-9
საათი იქნებოდა გასული.
– მაგრამ ჩვენ მკვლელობის ჩადენის დრო დავაზუსტეთ, –
თქვა ინსპექტორმა, – მივაგენით ერთ კაცს, რომელმაც მაღა-
ზიაში თამბაქო ჩვიდმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე იყიდა. იმავე
მაღაზიაში შვიდის ხუთ წუთზე შესულმა კაცმა დაინახა, რომ იქ
არავინ იყო. მაშასადამე, მკვლელობა ექვსის ნახევარსა და შვი-
დის ხუთ წუთს შორის მოხდა. ჯერჯერობით, მოწმეები ვერ აღმო-
ვაჩინე, რომლებმაც აშერის ქმარს იმ ადგილის სიახლოვეს მოჰ-
კრეს თვალი, თუმცა დრო კიდევ არის. ცხრა საათზე ის „სამ
გვირგვინში“ იჯდა და უკვე გვარიანად შექეიფიანებული. როდე-
საც ავიყვანთ, ეჭვმიტანილის სახით დავაკავებთ.

22 მკითხველთა ლიგა
– არასასიამოვნო პიროვნებაა, ინსპექტორო? – იკითხა
პუარომ.
– მასში სასიამოვნო ბევრი არაფერია.
– ცოლთან ერთად არ ცხოვრობდა?
– არა, ერთმანეთს რამდენიმე წლის წინათ დაშორდნენ. აშე-
რი გერმანელია. ერთხანს ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ ლო-
თობის გამო დაითხოვეს. მისი ცოლი მოსამსახურეობით
შოულობდა ცოტაოდენ ფულს. ბოლოს, ერთმა ხანდაზმულმა
ლედიმ, მის როუზმა, მზარეულად და მნედ აიყვანა. გასამრჯე-
ლოს დიდ ნაწილს ქმარს აძლევდა, რათა მას თავი გაეტანა, მაგ-
რამ კაცი ფულს სასმელში ხარჯავდა, სამუშაოზე ნასვამი აკით-
ხავდა და იქ სცენებს უწყობდა. ამიტომაც მოეწყო ქალი მის რო-
უზთან – ანდოვერიდან სამი მილით დაშორებულ მამულში, მიყ-
რუებულ ადგილას. კაცს მასთან მისვლა ადვილად აღარ შეეძ-
ლო. შემდეგ მის როუზი გარდაიცვალა და მისის აშერს მცირე
მემკვიდრეობა დაუტოვა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა განსვენე-
ბულმა თამბაქოს მაღაზიის გახსნა... სიმართლე ითქვას, ერთი
ციცქნა მაღაზიაა... იაფფასიანი სიგარეტი, რამდენიმე გაზეთი...
ბევრი არაფერი. ზოგჯერ მასთან აშერი მიდიოდა და აყალმა-
ყალს ტეხდა. ქალი მას რამეს ჩუქნიდა და თავიდან ასე იცილებ-
და, ყოველ კვირას კი თხუთმეტ შილინგსაც უხდიდა.
– შვილები თუ ჰყავთ? – იკითხა პუარომ.
– არა. ქალს დისშვილი დარჩა, რომელიც ოვერტონის მახ-
ლობლად მსახურობს. შესანიშნავი, მტკიცე ხასიათის ახალგაზ-
რდაა.
– მაშასადამე, ამბობთ, რომ აშერი ცოლს ემუქრებოდა?
– დიახ. დალევდა და უმსგავსოდ იქცეოდა. ილანძღებოდა,
ყვიროდა, რომ თავს გაუტეხდა. მისის აშერს ნამდვილად არ
ულხინდა.
– რამდენი წლის იყო?
23 მკითხველთა ლიგა
– სამოცამდე... დარბაისელი და შრომისმოყვარე.
– ინსპექტორო, თქვენი აზრით, დანაშაული იმ აშერმა ჩაიდი-
ნა? – სერიოზული კილოთი იკითხა პუარომ.
ინსპექტორმა ხმადაბლა ჩაახველა.
– ამის თქმა, ჯერჯერობით, ნაადრევია, მესიე პუარო, მაგრამ
მინდა, რომ თვითონ ფრანც აშერმა გვიამბოს, სად გაატარა წუ-
ხანდელი საღამო. თუ დამაკმაყოფილებელ ახსნა-განმარტებას
მოგვცემს, რა გაეწყობა, თუ არადა...
ინსპექტორი მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა.
– მაღაზიიდან არაფერი დაკარგულა?
– არა. სალაროში ფულისთვის ხელი არ უხლიათ. ძარცვის
არავითარი ნიშანი.
– ფიქრობთ, რომ აშერი მაღაზიაში მთვრალი მივიდა, ცოლს
ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თავში ჩაარტყა?
– ეს ყველაზე ლოგიკური ახსნაა. მაგრამ არ დაგიმალავთ,
სერ, მინდა ერთხელ კიდევ შევხედო იმ უცნაურ წერილს, რომე-
ლიც მიიღეთ. ვინ იცის, იქნებ აშერმა დაწერა.
პუარომ წერილი ამოიღო. ინსპექტორმა წაიკითხა და შუბლი
შეიკრა.
– ეს აშერის საქციელს არ ჰგავს, – თქვა ბოლოს, – აშერი
ბრიტანეთის პოლიციას „ჩვენსას“ არ უწოდებდა... ცხადია, თუ
არ იეშმაკა... ამისთვის კი ჭკუა არ ეყოფოდა, თანაც ისეთ მდგო-
მარეობაშია, ლამის ნაწილ-ნაწილ დაიშალოს. ხელებიც უცახცა-
ხებს – ასეთ აკურატულ წერილს ვერ შეადგენდა! ამასთან, ქა-
ღალდი და კონვერტი კარგი ხარისხისაა. უცნაურია, რომ წე-
რილში ოცდაერთი ივნისია ნახსენები. შესაძლოა ეს დამთხვევა-
ა...
– დიახ, გამორიცხული არ არის.
– მაგრამ არ მიყვარს ასეთი დამთხვევა, მესიე პუარო. ეს ნა-
მეტანია.
24 მკითხველთა ლიგა
შუბლშეკრული ინსპექტორი ორიოდე წუთით დადუმდა.
– ABC. დალახვროს ეშმაკმა, რას უნდა ნიშნავდეს ეს ABC?
ვნახოთ, იქნებ მერი დროუერი დაგვეხმაროს – მისის აშერის
დისშვილი. უცნაური საქმეა. რომ არა ეს წერილი, ეჭვიც არ შე-
მეპარებოდა, რომ ეს ფრანც აშერმა ჩაიდინა.
– რა იცით მისის აშერის წარსულის შესახებ?
– ჰემფშირიდანაა. ქალიშვილობისას ლონდონში მოსამსახუ-
რედ მუშაობდა – სწორედ იქ შეხვდა აშერს და ცოლადაც გაჰყვა.
ომის დროს ძალიან გაუჭირდათ. ქალი კაცს 1922 წელს დაშორ-
და. მაშინ ისინი ლონდონში იყვნენ. ქალი აქ მისგან თავდასაღ-
წევად ჩამოვიდა, მაგრამ კაცმა მისი ადგილსამყოფელი შეიტყო,
გამოჰყვა და ფულს სძალავდა.
ამ დროს კონსტებლი შემოვიდა.
– რა მოხდა, ბრიგზ?
– აშერი მოვიყვანეთ.
– ჩინებულია. შემოიყვანეთ. სად იყო?
– სადგურზე. სათადარიგო ლიანდაგზე სატვირთო ვაგონში
იმალებოდა.
– მართლა? აბა, აქ მოაბრძანეთ.
ფრანც აშერი საცოდავი და არასასიამოვნო ადამიანის შთა-
ბეჭდილებას ტოვებდა. ხან ცრემლებს ღვრიდა, ხან შიშისგან
ცახცახებდა, ხან იმუქრებოდა. ამღვრეულ თვალებს აქეთ-იქით
აცეცებდა.
– რა გინდათ ჩემგან? მე არაფერი ჩამიდენია. აქ მომათრიეს.
რამხელა სირცხვილი და სკანდალია! რა ღორობაა! როგორ მი-
ბედავთ? – უეცრად კილო შეეცვალა, – არა, არა, ცუდი არაფერი
მიგულისხმია... ნუ აწყენინებთ საცოდავ ბერიკაცს. ყველა გულს
სტკენს საბრალო მოხუც ფრანცს. საბრალო მოხუცი ფრანცი.
მისტერ აშერი ატირდა.

25 მკითხველთა ლიგა
– გეყოფათ, აშერ, – უთხრა ინსპექტორმა, – თავი შეიკავეთ.
მე არაფერში გადანაშაულებთ... ჯერჯერობით. არც იმას გაძა-
ლებთ, რომ რამე განაცხადოთ, თუ ამის გაკეთება არ გინდათ.
მეორე მხრივ, თუ მართლა არა ხართ გარეული ცოლის მკვლე-
ლობაში...
აშერმა ინსპექტორს სიტყვა გააწყვეტინა და შეჰყვირა:
– მე ის არ მომიკლავს! არ მომიკლავს! ეს ტყუილია! ყველანი
ჩემს წინააღმდეგ ხართ, წყეულო ინგლისელო ღორებო! მისი
მოკვლა არასდროს მიფიქრია... არასდროს.
– თქვენ მას ხშირად ემუქრებოდით, აშერ.
– არა, არა. თქვენ არ გესმით. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო,
ხუმრობა ჩემსა და ელისს შორის. ის ამას ხვდებოდა.
– კარგი ხუმრობაა! აშერ, ხომ არ გვეტყვით, სად იყავით წუ-
ხელ?
– დიახ, დიახ, ყველაფერს გეტყვით. ელისი არც მინახავს. მე-
გობრებთან ერთად ვიჯექი... ძველ მეგობრებთან ერთად. ჯერ
„სევნ სტარში“, შემდეგ „რედ დოგში“...
აშერი აჩქარებით, ენის ბორძიკით ლაპარაკობდა.
– დიკ უილოუზი... ის ჩემთან ერთად იყო... ბებერი ქერდიც...
ჯორჯიც... კიდევ, პლატი და სხვებიც. გიმეორებთ, ელისი არ მი-
ნახავს. Ach Gott,11 ეს სიმართლეა. სიმართლეს გეუბნებით!
აშერი კვლავ ყვირილზე გადავიდა. ინსპექტორმა თავის ხელ-
ქვეითს თავით ანიშნა და უთხრა:
– აქაურობას მოაშორეთ. დაკავებულია როგორც ეჭვმიტანი-
ლი.

11
ო, ღმერთო (გერმ.).

26 მკითხველთა ლიგა
– არც კი ვიცი, რა გითხრათ, – თქვა მან, როდესაც აცახცახე-
ბული ბერიკაცი გაიყვანეს, – რომ არა წერილი, ვიტყოდი, ეს
აშერმა ჩაიდინა-მეთქი.
– ისინი ვინ არიან, ვინც მან დაასახელა?
– ცუდი ხალხია. ბევრი მათგანი არც ცრუმოწმეობაზე იტყვის
უარს. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ აშერმა საღამოს უმეტესი
ნაწილი მათთან გაატარა. მთავარი ის არის, დაინახეს თუ არა ის
მაღაზიის სიახლოვეს ექვსის ნახევრიდან ექვსამდე.
ჩაფიქრებულმა პუარომ თავი დააქნია.
– დარწმუნებული ხართ, რომ მაღაზიიდან არაფერი წაუღი-
ათ?
ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ძნელი სათქმელია. შესაძლოა ერთი-ორი კოლოფი სიგა-
რეტი აკლია, მაგრამ ამის გულისთვის მკვლელობას არავინ
ჩაიდენს.
– და მაღაზიაში... როგორ გითხრათ... ახალი არაფერი გა-
მოჩნდა? რამე უცხო, მოულოდნელი?
– იქ რკინიგზის ცნობარი აღმოაჩინეს, – მიუგო ინსპექტორ-
მა.
– რკინიგზის ცნობარი?
– დიახ. გადაშლილი, ყდით მაღლა იდო დახლზე. თითქოს
ვიღაც ანდოვერიდან მიმავალ მატარებლებს ეძებდა – დედაბე-
რი ან კლიენტი.
– ქალი ამ ცნობარებს ყიდდა?
ინსპექტორმა თავი გადააქნია.
– არა. ის მხოლოდ განრიგის ბროშურებს ყიდდა, ეს კი სქე-
ლი ცნობარი იყო, როგორიც დიდ მაღაზიებში იყიდება.
პუაროს თვალებში ნაპერწკალმა გაიელვა. ის წინ გადაიხა-
რა.

27 მკითხველთა ლიგა
– თქვენ რკინიგზის ცნობარი ახსენეთ. „ბრედშოუ“ თუ
„ABC“?
ამჯერად ინსპექტორს გაუბრწყინდა თვალები.
– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა მან, – ABC.

28 მკითხველთა ლიგა
თავი 5
მერი დროუერი

ვფიქრობ, ამ საქმით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც პირვე-


ლად ახსენეს რკინიგზის ცნობარი ABC. მანამდე მისით დიდად
არ დავინტერესებულვარ. მოხუცი ქალის ჩვეულებრივი საზიზ-
ღარი მკვლელობა ანდოვერის ერთ-ერთი ქუჩის მაღაზიაში ისე
ჰგავდა იმ დანაშაულებს, რომელთა შესახებაც გაზეთებში წე-
რენ, რომ მნიშვნელოვნად არ მომეჩვენა. გონებიდანაც კი ამო-
ვიგდე ანონიმური წერილი და მასში მითითებული რიცხვი 21,
როგორც უბრალო დამთხვევა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მისის
აშერი არამზადა ლოთმა ქმარმა იმსხვერპლა, მაგრამ გაჟღერ-
და თუ არა რკინიგზის ცნობარი (ცნობილი, როგორც ABC, მასში
ანბანის მიხედვით ჩამოთვლილი ყველა რკინიგზის სადგურით),
რომ ავღელდი. მეორე დამთხვევა შეუძლებლად მიმაჩნდა!
საზიზღარი მკვლელობისთვის სხვა კუთხით უნდა შეგვეხედა.
ვინ იყო ის იდუმალი ადამიანი, რომელმაც მისის აშერი მოკ-
ლა და დანაშაულის ადგილას რკინიგზის ცნობარი ABC დატო-
ვა?
პოლიციის განყოფილებიდან გამოსულები მორგისკენ გავე-
მართეთ ცხედრის დასათვალიერებლად. უცნაური გრძნობა და-
მეუფლა, როდესაც დანაოჭებული ბებრული სახე და გადაჭიმუ-
ლი, კეფაზე შეკრული გამეჩხრებული ჭაღარა თმა დავინახე.
მოკლული ისე მშვიდი ჩანდა, ისე შორს იყო ყოველგვარი ძალა-
დობისგან...
– ვერც კი ხვდებოდა, რომ დარტყმას უპირებდნენ, – ჩაილა-
პარაკა სერჟანტმა, – ექიმმა კერიმ ასე თქვა. კიდევ კარგი... ეს
საბრალო ღირსეული ქალი იყო.

29 მკითხველთა ლიგა
– ახალგაზრდობაში, ალბათ, ლამაზიც იქნებოდა, – დაამატა
პუარომ.
– ნუთუ? – ჩავიბურტყუნე უნდობლად.
– ცხადია. შეხედეთ სახის ოვალს, ყვრიმალებს, თავის ფორ-
მას.
პუარომ ამოიოხრა, ცხედარს ზეწარი გადააფარა და მორგი-
დან გამოვედით.
ექიმი კერი შუახნის კაცი აღმოჩნდა. თავისი საქმე ჩინებუ-
ლად იცოდა. მკვეთრად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა.
– მკვლელობის იარაღი ნაპოვნი არ არის, – თქვა მან, –
რთული სათქმელია, რა ჩაარტყეს. მძიმე ხელჯოხი, ხელკეტი,
კასტეტი – ამისთვის ყველაფერი გამოდგებოდა.
– ძლიერად ჩაარტყეს?
ექიმმა ყურადღებით შეხედა პუაროს.
– ალბათ, იმის გაგება გსურთ, შეძლებდა თუ არა ამის გაკე-
თებას სამოცდაათი წლის ჩია ბერიკაცი? დიახ, უეჭველია, შეძ-
ლებდა. თუ იარაღის დასარტყამი ნაწილი საკმაოდ მძიმე იყო,
სასურველ შედეგს სუსტი ადამიანიც მიაღწევდა.
– მაშასადამე, მკვლელობა შესაძლოა ქალსაც ჩაედინა?
ამ ვარაუდმა ექიმი ოდნავ შეაცბუნა.
– ქალს? გულწრფელად გეტყვით, არ დავფიქრებულვარ,
რომ ასეთი დანაშაულის ჩადენა ქალსაც შეეძლო. თუმცა შესაძ-
ლებელია... სრულიად შესაძლებელია, ოღონდ ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით ქალის ჩადენილ დანაშაულს არ ჰგავს.
პუარო თავის ენერგიული დაქნევით დაეთანხმა.
– დიახ, რა თქმა უნდა. ერთი შეხედვით, თითქოს წარმოუდ-
გენელია, მაგრამ ყველაფერი გასათვალისწინებელია. რა
მდგომარეობაში ნახეთ ცხედარი?
ექიმმა ზუსტად აღწერა, როგორ ეგდო მოკლული. მისი აზ-
რით, დარტყმის მომენტში ქალი ზურგით იდგა დახლისკენ და,
30 მკითხველთა ლიგა
შესაბამისად, მკვლელისკენაც. ის მოცელილივით დაეცა დახლს
მიღმა, ასე რომ, კლიენტი, თუკი ის წუთით შეივლიდა მაღაზიაში,
მას ვერ დაინახავდა.
ექიმ კერის მადლობა გადავუხადეთ და გზა განვაგრძეთ.
– ჰასტინგზ, – მითხრა პუარომ, – ალბათ, შეამჩნიეთ, რომ
აშერის უდანაშაულობის კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩნდა. თუ
ის ცოლს შეურაცხყოფდა და ემუქრებოდა, ქალი დახლს მიღმა
მისკენ სახით უნდა მდგარიყო. არადა, დამნაშავისკენ ზურგით
იდგა – აშკარაა, რომ შეტრიალდა, რათა თაროდან თამბაქო ან
სიგარეტი ჩამოეღო და მყიდველისთვის მიეცა.
გამაჟრჟოლა.
– საშინელებაა.
შეფიქრიანებულმა პუარომ თავი დააქნია.
– Pauvre femme,12 – ჩაილაპარაკა მან და საათს დახედა.
– მგონი, ოვერტონი შორს არ უნდა იყოს. იქნებ ჩავსულიყა-
ვით იქ და განსვენებულის დისშვილს გავსაუბრებოდით?
– მაღაზიაში შევლა და დანაშაულის ადგილის დათვალიერე-
ბა ხომ არ აჯობებს?
– ამას მოგვიანებით გავაკეთებ. ამისთვის სხვა მიზეზი მაქვს.
პუარომ ახსნა-განმარტების მოცემა არ მოისურვა და რამდე-
ნიმე წუთის შემდეგ ლონდონის გზატკეცილს მივუყვებოდით
ოვერტონისკენ.
ინსპექტორისგან მიღებული მისამართის შესაბამისად, ოვერ-
ტონს ერთი მილით გავცდით და დიდ სახლთან გავჩერდით.
ზარი დავრეკეთ. კარი სიმპათიურმა მუქთმიანმა ქალიშვილ-
მა გაგვიღო. ტირილისგან თვალები დასწითლებოდა.
პუარომ ალერსიანად ჰკითხა:

12
საბრალო ქალი (ფრ.).

31 მკითხველთა ლიგა
– თუ არ ვცდები, მის მერი დროუერი ბრძანდებით და აქ მო-
ახლედ მუშაობთ, არა?
– დიახ, სერ, ასეა. ეს მე ვარ, სერ.
– მინდა რამდენიმე წუთით დაგელაპარაკოთ, თუ თქვენი
დიასახლისი წინააღმდეგი არ არის. ეს დეიდათქვენს უკავშირ-
დება, მისის აშერს.
– დიასახლისი შინ არ არის, სერ. თუმცა, რასაკვირველია,
უარს არ იქნებოდა. აქეთ მობრძანდით.
მან პატარა სასტუმრო ოთახის კარი გააღო. შევედით. პუარო
ფანჯარასთან სკამზე დაჯდა და ქალიშვილს გამომცდელად
მიაჩერდა.
– ცხადია, გეცოდინებათ დეიდათქვენის გარდაცვალების ამ-
ბავი.
ქალიშვილმა თავი დააქნია, თვალზე ცრემლი მოადგა.
– დილით შეგვატყობინეს, სერ. პოლიცია მოვიდა. საშინელე-
ბაა! საბრალო დეიდა! მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ახლა კი ეს...
არც ვიცი, რა ვთქვა...
– პოლიციამ ანდოვერში წასვლა არ შემოგთავაზათ?
– მითხრეს, რომ ორშაბათს მოკვლევაზე უნდა გამოვცხადდე,
სერ, მაგრამ იქ ვერსად გავჩერდები... დეიდაჩემის სახლში დარ-
ჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტია... თანაც მეორე მოსამსახურე ახ-
ლა წასულია და დიასახლისს ვერ დავაღალატებ.
– გიყვარდათ დეიდა, მერი? – ხმადაბლა ჰკითხა პუარომ.
– ძალიან მიყვარდა. სერ. დეიდა ყოველთვის კარგად მეპ-
ყრობოდა. როდესაც თერთმეტი წლისას დედა მომიკვდა,
დეიდას ლონდონში ჩავაკითხე. თექვსმეტი წლისამ მოახლედ
დავიწყე მუშაობა, მაგრამ უქმეებზე, ჩვეულებისამებრ, დეიდას-
თან მივდიოდი. ძალიან კი გააწვალა იმ გერმანელმა – ზოგჯერ
მას „ჩემს ბებერ ეშმაკს ეძახდა“. კაცი გასაქანს არ აძლევდა,
ფულს სძალავდა, ემათხოვრებოდა, თავს აბეზრებდა.
32 მკითხველთა ლიგა
ქალიშვილი აღშფოთებას ვერ მალავდა.
– ნუთუ დეიდათქვენს არასდროს უფიქრია, რომ ამ გასაჭი-
რისგან იურიდიული გზით დაეხსნა თავი?
– ის ხომ მისი ქმარი იყო, სერ. სად გაექცეოდა?
ქალიშვილი უბრალოდ, მაგრამ მტკიცედ ლაპარაკობდა.
– მითხარით, მერი, კაცი მას ემუქრებოდა?
– მერედა, როგორ, სერ. ნეტავ მოგესმინათ, რას ეუბნებოდა,
ყელს გამოგჭრიო და მისთანებს. ინგლისურად და გერმანულად
ილანძღებოდა, დეიდა კი მაინც იმას ამბობდა, როცა დავქორ-
წინდით, საუცხოო ახალგაზრდა იყოო. საშინელებაა იმის გა-
ფიქრება, სერ, თუ როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი.
– მართალი ხართ. მაშასადამე, მერი, რადგან ამ მუქარების
შესახებ იცოდით, ვფიქრობ, ძალიანაც არ გაოცდებოდით, როცა
შეიტყვეთ, რაც მოხდა.
– გავოცდი და თანაც როგორ, სერ. უნდა გითხრათ, სერ, რომ
იმ კაცის მუქარა სერიოზულად არასდროს აღმიქვამს. ვფიქრობ-
დი, უბრალოდ, ილანძღება, სიტყვის მასალად იყენებს-მეთქი,
თანაც დეიდასაც თითქოს არ ეშინოდა. ის კი არა, ზოგჯერ ისე
შეუტევდა, კაცი კუდამოძუებული გაიძურწებოდა. პირიქით, მას
ეშინოდა ცოლის.
– ის კი მას ფულს მაინც აძლევდა.
– მისი ქმარი იყო, სერ, და რა ექნა?
პუარო მცირე ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო:
– დავუშვათ, გერმანელს ის არ მოუკლავს...
– არ მოუკლავს? – გაოცდა ქალიშვილი.
– დიახ, დავუშვათ. დავუშვათ, მკვლელი ვიღაც სხვაა. ხომ არ
მოგდით თავში, ვინ შეიძლება იყოს?
განცვიფრებული ქალიშვილი პუაროს მიაჩერდა.
– არავინ მახსენდება, სერ, მაგრამ განა ეს შესაძლებელია?
– დეიდათქვენს ვინმესი ხომ არ ეშინოდა?
33 მკითხველთა ლიგა
მერიმ თავი გადააქნია.
– დეიდას ადამიანების არ ეშინოდა. მწარე ენა ჰქონდა და სა-
კუთარი თავის დაცვა შეეძლო.
– თქვენი თანდასწრებით არავინ უხსენებია, ვისაც მისი ჯავ-
რი სჭირდა?
– არა, სერ, არავინ.
– ანონიმური წერილები თუ მიუღია?
– როგორი წერილები, სერ?
– ხელმოუწერელი... როგორიც, მაგალითად, ABC.
პუარო დაჟინებით მისჩერებოდა მერი დროუერს, მაგრამ აშ-
კარად ჩანდა, რომ ქალიშვილმა არაფერი იცოდა. მერიმ მხო-
ლოდ გაოცებით გადააქნია თავი.
– დეიდას, თქვენ გარდა, სხვა ნათესავებიც ჰყავდა?
– არავინ, სერ. ოდესღაც ათი და-ძმანი იყვნენ, მაგრამ უმ-
რავლესობა პატარაობისას დაიღუპა, მხოლოდ სამნი გადარ-
ჩნენ – ბიძია ტომი ომში დაიღუპა, ბიძია ჰარი ამერიკაში გაემ-
გზავრა, დედაჩემი კი მოკვდა. ასე რომ, მარტო დავრჩი.
– რამე დანაზოგი, ფული თუ ჰქონდა?
– მცირე თანხა ბანკში. ყოველთვის ამბობდა, ჩემს ღირ-
სეულად დაკრძალვას ეყოფაო. ისე კი, თავი გაჭირვებით გაჰ-
ქონდა – იმ ბებერი არამზადის ხელში სხვაგვარად ვერც იქნებო-
და.
ჩაფიქრებულმა პუარომ თავი დააქნია და უფრო თავისთვის
ჩაილაპარაკა, ვიდრე ქალიშვილს მიმართა:
– ჯერჯერობით, წყვდიადში ვართ... გზა არ ჩანს... მაგრამ თუ
რამე გაირკვა...
ის წამოდგა.
– თუ კიდევ დაგვჭირდებით, მერი, აქ მოგწერთ.
– ამ ადგილიდან გადასვლას ვაპირებ. არ მომწონს ეს სოფე-
ლი. აქ გადმოსვლისას ვფიქრობდი, რომ ჯობდა, ცოლ-ქმართან
34 მკითხველთა ლიგა
ახლოს ვყოფილიყავი. ახლა კი... – ქალიშვილს თვალზე კვლავ
ცრემლი მოადგა, – აქ არაფერი დამრჩენია. ლონდონში წავალ.
იქ მეტი მხიარულებაა.
– მინდა, რომ გამგზავრებამდე თქვენი ახალი მისამართი შე-
მატყობინოთ. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი.
პუარომ ქალიშვილს სავიზიტო ბარათი გაუწოდა. ქალიშვილ-
მა მას გაოცებით დახედა და შუბლი შეიკრა.
– მაშ, თქვენ... პოლიციიდან არა ხართ, სერ?
– კერძო დეტექტივი ვარ.
ქალიშვილი ერთხანს უსიტყვოდ მისჩერებოდა მას, ბოლოს
კი ჰკითხა:
– ეს... უცნაური საქმეა, სერ?
– დიახ, ჩემო კარგო. რაღაც უცნაური ხდება. მოგვიანებით
შეიძლება დამეხმარო კიდეც.
– მე... მე ყველაფერს გავაკეთებ, სერ. ეს არასწორი იყო,
სერ... დეიდაჩემის მკვლელობა.
მწუხარების ამგვარად გამოხატვამ გამაოცა, მაგრამ გულის
სიღრმემდე შემძრა.
რამდენიმე წამის შემდეგ ანდოვერში ვბრუნდებოდით.

35 მკითხველთა ლიგა
თავი 6
დანაშაულის ადგილი

შესახვევი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მთავარ ქუჩაზე გა-


დიოდა. მისის აშერის მაღაზია ამ გზის შუაში, მარჯვენა მხარეს
მდებარეობდა.
როდესაც იქ შევუხვიეთ, პუარომ საათს დახედა და მივხვდი,
რატომ გადადო დანაშაულის ადგილის დათვალიერება. ხუთის
ნახევარი ხდებოდა. პუაროს უნდოდა წუხანდელი მოვლენების
ატმოსფერო შეძლებისდაგვარად ზუსტად შეექმნა.
მაგრამ თუ ეს მიზანი ამოძრავებდა, მარცხი ელოდა. ამჟამად
ეს ადგილი სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა.
ღარიბულ სახლებს შორის აქა-იქ პატარ-პატარა მაღაზიები
მოჩანდა. ჩვეულებრივ დღეებში აქ, ალბათ, ბევრი ხალხი
ირეოდა – ძირითადად, ნაკლებად შეძლებული ადამიანები,
ტროტუარსა და ქვაფენილზე კი ბავშვები თამაშობდნენ.
მაგრამ ახლა ერთ-ერთ სახლთან და მაღაზიასთან ხალხს
მოეყარა თავი და გონების დაუძაბავად შეიძლებოდა იმის მიხ-
ვედრა, თუ რომელი სახლი იყო ეს.
ბრბო, როგორც ჩანს, ინტერესით აკვირდებოდა იმ ადგილს,
სადაც ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.
როდესაც მივედით, ასეც აღმოჩნდა. პირქუში, ვიტრინაზე ჟა-
ლუზჩამოშვებული მაღაზიის წინ დაბნეულსახიანი ახალგაზრდა
პოლიციელი იდგა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა. მეორე
პოლიციელის ჩარევამ ბრბო აამოძრავა – ზოგიერთი უკმაყო-
ფილო ბურტყუნით გაემართა თავის საქმეზე, გამოთავისუფლე-
ბული ადგილი კი მყისვე სხვა მოსეირეებმა შეავსეს, რათა გული
ეჯერებინათ იმ სახლის ყურებით, სადაც მკვლელობა მოხდა.

36 მკითხველთა ლიგა
პუარო მათგან მოშორებით შეჩერდა. აქედან მკაფიოდ მო-
ჩანდა წარწერა აბრაზე. პუარომ ხმადაბლა წაიკითხა:
– ე. აშერი. Oui, c’est peut-être là...13
ის გაჩუმდა.
– მოდი, შიგნით შევიდეთ, ჰასტინგზ.
მხოლოდ ამის თქმას ველოდი.
ბრბოში გავიარეთ და ახალგაზრდა პოლიციელთან შევჩერ-
დით. პუარომ ინსპექტორის მიერ გაცემული საბუთი წარუდგინა.
კონსტებლმა თავი დაგვიკრა, კარი გააღო და მაღაზიაში შეგვიშ-
ვა. უკნიდან მოსეირეთა ცნობისმოყვარე მზერა მიგვაცილებდა.
რადგან ჟალუზი არ აეწიათ, მაღაზიაში ბნელოდა. კონსტებ-
ლმა ჩამრთველი მოძებნა და შუქი აანთო. მბჟუტავმა ნათურამ
ოთახი ოდნავ გაანათა.
მივიხედ-მოვიხედე.
იქაურობა არეულ-დარეული იყო. აქა-იქ დამტვერილი იაფ-
ფასიანი ჟურნალები და გუშინდელი გაზეთები ეყარა. დახლს
მიღმა თაროები ჭერამდე აღწევდა, მათზე თამბაქო და სიგარე-
ტის კოლოფები ეწყო. იქვე რამდენიმე ქილა იდგა პიტნის შაქარ-
ყინულითა და ქერის შაქრით. ჩვეულებრივი მაღაზია იყო, არაფ-
რით გამორჩეული ათასობით მისი მსგავსისგან.
კონსტებლმა აუჩქარებლად, ჰემფშირული კილოთი აგვიხსნა
mise en scene.14
– დახლს იქით ეგდო, აი, იქ. ექიმის თქმით, თითქოს არ
ელოდა, რომ ჩაარტყამდნენ. შესაძლოა რამეს იღებდა თარო-
დან.
– ხელში არაფერი ეჭირა?

13
დიახ, ალბათ, აქ არის (ფრ.).
14
მიზანსცენა (ფრ.).

37 მკითხველთა ლიგა
– არა, სერ, იქვე კი სიგარეტის კოლოფი ეგდო.
პუარომ თავი დააქნია და პატარა ოთახი ყურადღებით, გულ-
დასმით დაათვალიერა.
– სად იყო... რკინიგზის ცნობარი?
– აი, აქ, სერ, – კონსტებლმა ხელი დახლისკენ გაიშვირა, –
ყდით მაღლა იდო, იმ გვერდზე გადაშლილი, სადაც ანდოვერი
ეწერა. მკვლელს თითქოს ლონდონისკენ მიმავალი მატარებ-
ლები აინტერესებდა. თუ ასეა, ადგილობრივი არ ყოფილა. ცხა-
დია, ცნობარი შესაძლოა ვინმე სხვამ მოიტანა, ვისაც მკვლე-
ლობასთან საერთო არაფერი აქვს, და, უბრალოდ, დარჩა.
– თითების ანაბეჭდი თუ არის? – ვკითხე მე.
პოლიციელმა თავი გადააქნია.
– ყველაფერი გულდასმით შევამოწმეთ, სერ. არავითარი
ანაბეჭდი.
– დახლზე? – დაინტერესდა პუარო.
– დახლზე კი უამრავია, სერ! თვლა არა აქვს.
– მისის აშერის თითების ანაბეჭდიცაა?
– ეს ჯერ ძნელი სათქმელია, სერ.
პუარომ თავი დააქნია, შემდეგ კი ჰკითხა, ცხოვრობდა თუ
არა მოკლული მეორე სართულზე.
– დიახ, სერ. გასასვლელი უკანა კარიდან არის, სერ. მაპატი-
ეთ, გამოგყვებოდით, მაგრამ აქაურობას ვერ დავტოვებ...
პუარო მითითებულ კარში გავიდა. მეც გავყევი. დახლის უკან
ნამცეცა ოთახი იყო – სასტუმრო და სამზარეულო ერთად, მწირი
ავეჯი იდგა, სისუფთავე და წესრიგი კი იყო, მაგრამ ძალიან პირ-
ქუში ჩანდა. ბუხრის თავზე სამი ფოტოსურათი ეკიდა. მათ და-
სათვალიერებლად ახლოს მივედი. პუარომაც მომბაძა.
ერთ-ერთზე იმ ქალიშვილის იაფფასიანი პორტრეტი იყო,
რომელსაც შუადღისას ველაპარაკეთ – მერი დროუერის. აშკა-
რად თავისი საუკეთესო ტანსაცმელი ჩაეცვა. სახეზე უმეტყველო
38 მკითხველთა ლიგა
ღიმილი აღჰბეჭდოდა, რაც ხშირად ამახინჯებს მას, ვინც ფო-
ტოგრაფის წინაშე პოზირებს. მე მყისიერად გადაღებას ვამჯობი-
ნებ.
მეორე ფოტოსურათი უფრო ძვირფასი ჩანდა – თმაჭაღარა,
ხანში შესული, ბეწვისსაყელოიანი ქალის არცთუ მკაფიო მხატ-
ვრული გამოსახულება.
გავიფიქრე, რომ ეს მის როუზი იქნებოდა, რომელმაც განსვე-
ნებულს მცირე მემკვიდრეობა დაუტოვა, რაც მან საქმის წამო-
საწყებად გამოიყენა.
მესამე ფოტოსურათი ძალზე ძველი, გახუნებული და გაყვით-
ლებული იყო. მასზე ძველმოდურ კოსტიუმებში გამოწყობილი
ხელიხელგაყრილი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი მოჩანდნენ.
კაცს საღილეში ყვავილი გაერჭო, მის პოზაში საზეიმო განწყო-
ბილება იგრძნობოდა.
– როგორც ჩანს, საქორწილო ფოტოსურათია, – თქვა
პუარომ, – შეხედეთ, ჰასტინგზ, ხომ გითხარით, ლამაზი
იქნებოდა-მეთქი.
პუარო მართალი იყო. ქალიშვილის სილამაზეს, სახის დახვე-
წილ ნაკვთებსა და შთამაგონებელ მზერას ვერც ძველმოდური
ვარცხნილობა მალავდა და ვერც ძველმოდური სამოსი. მამა-
კაცს დავაკვირდი. მხედრული გამართულობის კოხტა ახალგაზ-
რდა კაცი არაფრით ჰგავდა დაძაბუნებულ აშერს.
გამახსენდა ბებერი ლოთის გამომეტყველება, დაღლილი,
მუდმივი შრომით დაბერებული მოკლული ქალის სახე და დრო-
ის ულმობლობამ შემაძრწუნა...
სასტუმრო ოთახიდან კიბით ზედა სართულის ორ ოთახში შე-
იძლებოდა მოხვედრა. ერთში ავეჯი არ იდგა, მეორე საძინე-
ბელს ჰგავდა. პოლიციას იქაურობა გაეჩხრიკა და ყველაფერი
ხელუხლებლად დაეტოვებინა: ორი ძველი საბანი საწოლზე, და-
კემსილი თეთრეული კამოდის ერთ უჯრაში, კულინარიული რე-
39 მკითხველთა ლიგა
ცეპტები – მეორეში, მდარე რომანი, „მწვანე ოაზისი“, წყვილი
იაფფასიანი მბზინავი წინდა, ფაიფურის ორი სამშვენისი – შე-
ლახული დრეზდენელი მწყემსი და ცისფერლაქებიანი ყვითელი
ძაღლი, კედელში ჩარჭობილ სოლებზე ჩამოკიდებული შავი ლა-
ბადა და შალის ბლუზა – აი, სულ ეს იყო განსვენებული ელის
აშერის ქონება.
თუკი რამე საბუთები ჰქონდა, მათ პოლიცია წაიღებდა.
– Pouvre femme, – ჩაილაპარაკა პუარომ, – წამოდით, ჰას-
ტინგზ, აქ არაფერი გვესაქმება.
ქუჩაში ის ოდნავ შეყოყმანდა, შემდეგ კი ქუჩა გადაჭრა. მი-
სის აშერის სახლის წინ იმ ტიპის ხილ-ბოსტნეულის მაღაზია
იყო, რომელშიც საქონლის დიდი ნაწილი შიგნით კი არა, გარეთ
აქვთ გამოტანილი.
პუარომ ხმადაბლა მომცა რამდენიმე მითითება და მაღა-
ზიაში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკან მივყევი. დავინახე,
რომ სალათის ფურცლებს ყიდულობდა. მე გირვანქა მარწყვი
ვიყიდე.
პუარო გაცხოველებით ესაუბრებოდა ზორბა დიასახლისს.
– მკვლელობა ხომ ზუსტად თქვენ წინ მოხდა?! რა საშინელე-
ბაა! წარმომიდგენია, რა დაგემართებოდათ!
ზორბა ქალს აშკარად მოჰბეზრებოდა მკვლელობაზე ლაპა-
რაკი, რაც აქ, სავარაუდოდ, მთელი დღე გრძელდებოდა. მან
თქვა:
– ნეტავ მალე დაიშლებოდეს ეს ხალხი, ვერ გამიგია, რას
მისჩერებიან.
– წუხელ აქ, ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იყო, – უთხრა
პუარომ, – შესაძლოა დაინახეთ კიდეც, როგორ შევიდა მაღა-
ზიაში მკვლელი – მაღალი, ქერა, წვერმოშვებული მამაკაცი,
როგორც ამბობენ, რუსი.
– რაო? – შეშფოთდა ქალი, – რუსიო, ამბობთ?
40 მკითხველთა ლიგა
– პოლიცია მას უკვე დაიჭერდა.
– მართლა? – გამოცოცხლდა დიასახლისი, – უცხოელი?
– მაის ოუი. მეგონა, გუშინ შეამჩნევდით.
– სად არის აქეთ-იქით ყურების დრო? საღამოობით მოცლა
არა გვაქვს, ბევრი ხალხი მოდის – სამუშაოდან შინ ბრუნდები-
ან. მაღალი, ქერა მამაკაცი? არა, ასეთი, მგონი, არავინ ყოფი-
ლა.
– მაპატიეთ, სერ, – ჩავერთე საუბარში და პუაროს მივმართე,
– ვფიქრობ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მე მითხრეს, რომ
მკვლელი დაბალია და შავგვრემანი.
საინტერესო დისკუსია გაჩაღდა, რომელშიც მონაწილეობ-
დნენ ზორბა დიასახლისი, მისი გაჩხინკული მეუღლე და ხილ--
ბოსტნეულის დამტარებელი – ხმაჭიხვინა ყმაწვილი. ცოლ--
ქმარს, სულ ცოტა, ოთხი ტანდაბალი შავგვრემანი კაცი დაენახა,
ყმაწვილს – მაღალი, ქერა მამაკაცი, „ოღონდ უწვერო“, –
დაამატა სინანულით.
პროდუქტი შევიძინეთ და გარეთ გავედით. ბუნებრივია, მაღა-
ზიის მეპატრონეებისთვის არ გაგვიმხელია, რომ ვიცრუეთ.
– რატომ მოვიქეცით ასე, პუარო? – ვუსაყვედურე ჩემს მეგო-
ბარს.
– Parbleu,15 უნდა დამედგინა, შეეძლო თუ არა უცხო პირს
მისის აშერის მაღაზიაში შეუმჩნევლად შესვლა.
– მერედა, პირდაპირ გეკითხათ. რა საჭირო იყო ამდენი
ტყუილი?
– არა, მონ ამი, პირდაპირ რომ მეკითხა, როგორც თქვენ ამ-
ბობთ, პასუხს ვერ ვეღირსებოდი. მართალია, ინგლისელი
ხართ, მაგრამ არ იცით, როგორ რეაგირებენ ინგლისელები

15
დალახვროს ეშმაკმა (ფრ.).

41 მკითხველთა ლიგა
პირდაპირ შეკითხვებზე. მათ ეჭვი იპყრობთ და, აქედან გამომ-
დინარე, პირში წყალს იგუბებენ. ამ ადამიანების გამოკითხვა
რომ დამეწყო, ისე ჩაიკეტებოდნენ, როგორც ხამანწკები თავი-
ანთ ნიჟარებში. მაგრამ, როცა რაღაც უჩვეულო და სულელური
ვთქვი, თქვენ კი შემეკამათეთ, ყველა მყისვე ალაქლაქდა. ისიც
გავიგეთ, რომ ჩვენთვის საინტერესო დროს მოცლა არა აქვთ,
ანუ ყველა თავისი საქმითაა დაკავებული, გარეთ კი გაცხოვე-
ლებული მოძრაობაა. მკვლელმა დრო ჭკვიანურად შეარჩია,
ჰასტინგზ.
პუარო გაჩუმდა, შემდეგ კი საყვედურის კილოთი განაგრძო:
– ნუთუ საღი აზრი აღარ შეგრჩათ, ჰასტინგზ? გითხარით: „ი-
ყიდეთ quelconque“,16 თქვენ კი მარწყვს მიადექით! მას უკვე
წვენი გასდის და თქვენს საუცხოო კოსტიუმს საფრთხეს უქმნის.
შეშფოთებულმა დავინახე, რომ პუარო სიმართლეს ამბობდა.
სასწრაფოდ შევაჩეჩე მარწყვი ვიღაც ბიჭს, რომელიც ჩემმა
საქციელმა ძალიან გააოცა და ეჭვითაც კი შემომხედა.
პუარომ მარწყვს სალათა დაამატა, რითაც საბოლოოდ
გააოგნა ბიჭი, თვითონ კი შეგონება განაგრძო:
– იაფფასიან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში მარწყვს არ ყიდუ-
ლობენ, რადგან მარწყვი, თუ ის ახალდაკრეფილი არ არის,
წვენს უშვებს. შეგიძლიათ იყიდოთ ბანანი, ვაშლი, კომბოსტოც
კი, მაგრამ არა მარწყვი.
– თავში სწორედ ის მომივიდა, – ვცადე თავის მართლება.
– თქვენს წარმოსახვის უნარზე უკეთესი შეხედულება მქონ-
და, – მკაცრად მომიჭრა პუარომ და ტროტუარზე შეჩერდა.
მისის აშერის მაღაზიის გვერდით სახლი და მაღაზია დაცა-
რიელებული იყო. ფანჯარაზე განცხადება გამოეკრათ: „ქირავ-

16
რამე, ნებისმიერი (ფრ.).

42 მკითხველთა ლიგა
დება“. მოპირდაპირე მხარეს სახლი იდგა ჭუჭყიანი მუსლინის
ფარდებით.
სწორედ იმ სახლისკენ გაემართა პუარო და რადგან ზარის
ღილაკი არსად ჩანდა, კარის ჩაქუჩით რამდენჯერმე დააკაკუნა.
მცირე ხნის შემდეგ კარი ჭუჭყიანმა ბავშვმა გააღო, რომლის
ცხვირიც აშკარად მოხოცვას საჭიროებდა.
– საღამო მშვიდობისა, – უთხრა პუარომ, – დედა შინ არის?
– ა? – ჰკითხა ბავშვმა და უკმაყოფილო და ეჭვიანი მზერა
მოგვაპყრო.
– დედაშენი გვჭირდება, – თქვა პუარომ.
ოცწამიანმა ახსნა-განმარტებამ ნაყოფი გამოიღო – ბავშვი
შეტრიალდა, კიბის მიმართულებით დაიძახა: „დე, შენთან არი-
ან!“ და ჩაბნელებული სახლის სიღრმეში გაუჩინარდა, სადაც,
ალბათ, უფრო საინტერესო გასართობი ელოდა.
წაწვეტებულსახიანი ქალი ჯერ მოაჯირზე გადმოეყუდა, შემ-
დეგ კი დაბლა დაეშვა.
– დროს ტყუილუბრალოდ კარგავთ... – დაიწყო შორიდანვე,
მაგრამ პუარომ გააწყვეტინა, შლაპა მოიხადა და თავი ცერემო-
ნიულად დაუკრა.
– საღამო მშვიდობისა, მადამ. მე გაზეთ „ივნინგ ფლიკერი-
დან“ გახლავართ. ჰონორარად ხუთ გირვანქას გთავაზობთ, თუ
დაგვეხმარებით, რომ სტატია გამოვაქვეყნოთ თქვენი განსვენე-
ბული მეზობლის, მისის აშერის შესახებ.
ქალს მრისხანების სიტყვები ტუჩებზე შეაცივდა, მოგვიახ-
ლოვდა, თან თმასა და კაბას ისწორებდა.
– შემობრძანდით, თუ შეიძლება... აქეთ, მარცხნივ. დაბრძან-
დით, სერ.
პატარა ოთახში ყველგან მასიური ფსევდოიაკობინური ავეჯი
იდგა, მაგრამ მოვახერხეთ, რომ მათთვის გვერდი აგვექცია და
მაგარ დივანზე დავმსხდარიყავით.
43 მკითხველთა ლიგა
– უნდა მაპატიოთ, რომ მკვახედ გიპასუხეთ, – გვითხრა ქალ-
მა, – მაგრამ არ დაიჯერებთ, როგორ მოგვაბეზრეს თავი კომი-
ვოიაჟორებმა. დადიან და რას აღარ გვთავაზობენ: მტვერსასრუ-
ტებს, წინდებს, ნაფთალინს, ათასგვარ სისულელეს... ყველანი
თავაზიანები არიან, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის აქვთ. გვა-
რების გაგებასაც კი ახერხებენ. აი, ეს, მისის ფაულერ, აი, ის, მი-
სის ფაულერ, და ასე შემდეგ.
პუარომ წამსვე აიტაცა ეს გვარი და თქვა:
– მისის ფაულერ, იმედია, მიიღებთ ჩემს წინადადებას.
– არც კი ვიცი, რა გითხრათ, – მისის ფაულერს თვალწინ
ხუთგირვანქიანი ბანკნოტი ედგა, – ცხადია, ვიცნობდი მისის
აშერს, მაგრამ რაც შეეხება დაწერას...
პუარომ სასწრაფოდ დაამშვიდა და უთხრა, რომ მხოლოდ
ფაქტები მოეყოლა, ინტერვიუს კი თვითონ შეადგენდა.
მისის ფაულერი ხალისით გადაეშვა მოგონებებში და მათ ვა-
რაუდებითა და ჭორებით ამკობდა.
არა, მისის აშერს გულღია ადამიანი ნამდვილად არ ეთქმო-
და, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მას ბევრი პრობლემა ჰქონდა.
აი, ფრანც აშერი კი წლების წინათ უნდა ჩაესვათ ციხეში. არა,
მისის აშერს მისი არ ეშინოდა – თვითონაც შეეძლო გაწიწმატე-
ბა, თუ დასჭირდებოდა, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის ვერ
მოიტანს. ეუბნებოდა მას მისის ფაულერი: „ადრე თუ გვიან, ბო-
ლოს მოგიღებს, ჩემო კარგო. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“. გა-
ნა ასე არ გამოვიდა? მართალია, ის და მისის ფაულერი გვერ-
დიგვერდ ცხოვრობდნენ, მისის ფაულერს საეჭვო არაფერი
გაუგონია.
პუარომ პაუზით ისარგებლა და ჰკითხა:
– მისის აშერს უცნაური წერილი ხომ არ მიუღია? უჩვეულო
ხელმოწერით... მაგალითად, წარწერით ABC?

44 მკითხველთა ლიგა
სამწუხაროდ, მისის ფაულერმა შეკითხვას უარყოფითად უპა-
სუხა:
– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ... ამას ანონიმური წერილი
ეწოდება... მასში ისეთ სიტყვებს იყენებენ, გამეორებაც კი უხერ-
ხულია. არ ვიცი, დაწერდა თუ არა ფრანც აშერი ასეთს. მისის
აშერს ჩემთან მსგავსი არაფერი უხსენებია. რას გულისხმობთ?
რკინიგზის ცნობარ ABC-ს? არა, მასთან ის არ მინახავს... რომ
ჰქონოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა. არ დაგიმალავთ, კინა-
ღამ წავიქეცი, ეს რომ გავიგე. ედიმ, ჩემმა გოგონამ მიამბო. „დე,
– მეუბნება, – მეზობელ სახლთან პოლიციაა“. გავშეშდი. „არ
უნდა დარჩენილიყო მარტო, – ვთქვი, როცა ყველაფერი შევიტ-
ყვე, – დისშვილთან ერთად უნდა ეცხოვრა. მთვრალი მამაკაცი
მშიერი მგელივით არის, – ვუთხარი, – მისი ქმარი კი, ჩემი აზ-
რით, ნამდვილი მხეცია. ბევრჯერ გავაფრთხილე, ჰოდა, ახდა
ჩემი სიტყვები“. ვეუბნებოდი, არ დაგზოგავს-მეთქი. აკი, არ და-
ზოგა! რას არ მოიმოქმედებს მთვრალი კაცი. ეს მკვლელობაც
ამის დასტურია.
ქალმა ამოიხვნეშა და გაჩუმდა.
– მგონი, არავის დაუნახავს, როგორ შევიდა აშერი მაღა-
ზიაში, არა? – ჰკითხა პუარომ.
მისის ფაულერმა ზიზღით ჩაიქირქილა.
– ბუნებრივია, არავის დაენახვებოდა, – თქვა მან, თუმცა არ
აუხსნია, როგორ შეაღწია მისტერ აშერმა მაღაზიაში ისე, რომ
თვალი ვერავინ მოჰკრა.
მისის ფაულერმა დაამატა, რომ მისი მეზობლის სახლს მხო-
ლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა, და რომ მისტერ აშერს უბანში
კარგად იცნობდნენ.
– ცხადია, არ უნდოდა, რომ ამის გამო ჩამოეკონწიალები-
ნათ, და ფარულად მოქმედებდა.

45 მკითხველთა ლიგა
როდესაც პუარომ შეატყო, რომ მისის ფაულერმა ყველაფე-
რი თქვა, რაც იცოდა, თანაც არაერთხელ, საუბარი დაასრულა
და ქალს შეპირებული თანხა გადასცა.
– ვფიქრობ, ზედმეტი გადაიხადეთ, პუარო, – გავბედე და
ვთქვი, როცა გარეთ გავედით და მარტო დავრჩით.
– ჯერჯერობით, მართალი ხართ.
– თქვენი აზრით, ქალმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე თქვა?
– ჩემო მეგობარო, ჩვენ თავისებურ მდგომარეობაში ვართ –
არ ვიცით, რომელი შეკითხვები დავსვათ. პატარა ბავშვებს ვგა-
ვართ, სიბნელეში დამალობანას რომ თამაშობენ. ხელებს
ალალბედზე ვიქნევთ. მისის ფაულერმა ყველაფერი გვიამბო,
რაც, მისი აზრით, იცის... თანაც რამდენიმე გამოცანაც შემოგ-
ვთავაზა! მაგრამ მომავალში მისი ჩვენება შესაძლოა დაგვეხმა-
როს. სწორედ იმ მომავლისთვის გადავიხადე ხუთი გირვანქა.
ბოლომდე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა პუარო. დაზუს-
ტებას ვაპირებდი, როცა ინსპექტორი გლენი შეგვეჩეხა.

46 მკითხველთა ლიგა
თავი 7
მისტერ პარტრიჯი და მისტერ რიდელი

ინსპექტორ გლენს სახე მოღუშოდა. როგორც გაირკვა, მთე-


ლი დღე იმ ადამიანთა სიის შედგენაში დაეხარჯა, რომლებიც
თამბაქოს მაღაზიის შესასვლელთან დაინახეს.
– არავის არავინ დაუნახავს? – ჰკითხა პუარომ.
– როგორ არა. დაინახეს სამი მაღალი საეჭვო მამაკაცი...
ოთხი დაბალი, შავულვაშიანი... ორი წვერიანი... სამი მსუქანი...
ყველა მათგანი აქაურია და, თუ მოწმეების ჩვენებას ვენდობით,
საშიში შესახედაობის! საოცარია, ნიღბებიანი და რევოლვერმო-
მარჯვებული ბანდიტები რომ ვერ შეამჩნიეს, თანაც დანაშაულის
ჩადენისას!
პუარომ თანაგრძნობით გაიღიმა.
– ვინმე თუ ამბობს, რომ აშერი დაინახა?
– არა, არავინ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა მის სასარგებ-
ლოდ. ახლახან ვუთხარი უფროს კონსტებლს, რომ, ჩემი აზრით,
ამ საქმეს სკოტლანდ-იარდმა უნდა მოჰკიდოს ხელი. არ მჯერა,
რომ ეს ადგილობრივი მნიშვნელობის დანაშაულია.
– გეთანხმებით, – ჩაილაპარაკა პუარომ.
– დიახ, მესიე პუარო, საძაგელი საქმეა... საძაგელი საქმე...
არ მომწონს... – თქვა ინსპექტორმა.
ლონდონში დაბრუნებამდე კიდევ ორ საუბარში ჩავერთეთ.
პირველი მისტერ ჯეიმზ პარტრიჯთან შედგა. მისტერ პარ-
ტრიჯმა ყველაზე ბოლოს ნახა ცოცხალი მისის აშერი. ის მაღა-
ზიაში საღამოს ექვსის ნახევარზე შევიდა.
ტანდაბალი, ხმელ-ხმელი მისტერ პარტრიჯი, ბანკის კლერ-
კი, პენსნეს ატარებდა და ზედმიწევნით ზუსტად ლაპარაკობდა.

47 მკითხველთა ლიგა
მისი პატარა სახლი ისეთივე სისუფთავითა და აკურატულობით
გამოირჩეოდა, როგორიც თვითონ იყო.
– მისტერ... ე-ე... პუარო, – თქვა მან, როცა ჩემი მეგობრის
მიერ გაწვდილ სავიზიტო ბარათს დახედა, – ინსპექტორ გლე-
ნისგან? რით დაგეხმაროთ, მისტერ პუარო?
– მისტერ პარტრიჯ, როგორც ვიცი, ის ადამიანი ხართ, ვინც
ყველაზე ბოლოს ნახა ცოცხალი მისის აშერი.
მისტერ პარტრიჯმა თითების ბოლოები ერთმანეთს მიადო
და პუაროს ისე მიაჩერდა, თითქოს საეჭვო ჩეკს ხედავდა.
– ეს ძალზე საკამათო განცხადებაა, მესიე პუარო, – თქვა
მან, – შესაძლოა ჩემ შემდეგ სხვებმაც შეიარეს მისის აშერის მა-
ღაზიაში.
– თუ ასეა, მათ ამის შესახებ არ შეუტყობინებიათ.
მისტერ პარტრიჯმა ჩაახველა.
– ზოგიერთ ადამიანს, მესიე პუარო, მოქალაქეობრივი მოვა-
ლეობის მოხდა სრულიად ზედმეტად მიაჩნია, – თქვა მან და ბუ-
სავით გამოგვხედა.
– სიმართლეს ბრძანებთ, – პუარომ თავი დააქნია, – თუ არ
ვცდები, პოლიციაში თვითონ გამოცხადდით, არა?
– რასაკვირველია. შევიტყვე თუ არა ეს სამწუხარო ამბავი,
მივხვდი, რომ ჩემი ჩვენება შესაძლოა გამოძიებას დახმარებო-
და. ამიტომაც მივედი პოლიციაში.
– უაღრესად სწორი მიდგომაა, – საზეიმო ხმით წარმოთქვა
პუარომ, – ძალზე დამავალებთ, თუ ამ მონათხრობს მეც გამი-
მეორებთ.
– სიამოვნებით. შინ ვბრუნდებოდი და ზუსტად ექვსის ნახე-
ვარზე...
– მაპატიეთ, მაგრამ რა იცით, რომ ზუსტად ეს დრო იყო?
მისტერ პარტრიჯს, როგორც ჩანს, არ მოსწონდა, როცა სიტ-
ყვას აწყვეტინებდნენ.
48 მკითხველთა ლიგა
– ეკლესიის საათმა დარეკა. ჩემს საათს დავხედე და აღმოვა-
ჩინე, რომ ის ერთი წუთით ჩამორჩებოდა. ეს სწორედ მისის აშე-
რის მაღაზიის ზღურბლზე მოხდა.
– მისი მუდმივი კლიენტი იყავით?
– ხშირად შევდიოდი სახლისკენ მიმავალ გზაზე. კვირაში ერ-
თხელ ან ორჯერ ორ უნცია რბილ „ჯონ კოტონს“ ვყიდულობდი.
– იცნობდით მისის აშერს? იცოდით მისი ცხოვრებისა და საქ-
მიანობის შესახებ?
– არა. თუ ამინდზე ნათქვამ ორიოდე სიტყვას არ ჩავთვლით,
თამბაქოს ყიდვისას სხვაზე არაფერზე დავლაპარაკებივარ.
– იცოდით, რომ ლოთი ქმარი ჰყავდა, რომელიც დროდად-
რო მოკვლით ემუქრებოდა?
– არა, არ ვიცოდი.
– სამაგიეროდ, იცოდით, როგორ გამოიყურებოდა მისის აშე-
რი. წუხელ მასში რამე ხომ არ გეუცნაურათ? შეშფოთებული ან
შეწუხებული ხომ არ ჩანდა?
მისტერ პარტრიჯი დაფიქრდა.
– ვფიქრობ, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, – თქვა მან.
პუარო წამოდგა.
– მისტერ პარტრიჯ, გმადლობთ, რომ ჩემს შეკითხვებს უპა-
სუხეთ. შემთხვევით, სახლში რკინიგზის ცნობარი ABC ხომ არა
გაქვთ? ლონდონისკენ მიმავალი მატარებლების განრიგის ნახ-
ვა მინდა.
– თაროზე ნახეთ, თქვენს ზურგს უკან, – მიუგო მისტერ პარ-
ტრიჯმა.
თაროზე ეწყო ABC, ცნობარი „ბრედშოუ“, ბირჟის ყოველ-
წლიური გამოცემა, ცნობარი „კელი“, „ვინ ვინ არის“ და ადგი-
ლობრივი სატელეფონო წიგნი.

49 მკითხველთა ლიგა
პუარომ ABC აიღო და თავი მოიკატუნა, თითქოს განრიგს
ათვალიერებდა. შემდეგ მისტერ პარტრიჯს მადლობა გადაუხა-
და და წავიდა.
ჩვენი მომდევნო შეხვედრა მისტერ ალბერტ რიდელთან შედ-
გა, ლიანდაგის დამგებთან. საუბარი სრულიად განსხვავებულად
წარიმართა, მისის რიდელის (როგორც ჩანს, საკმაოდ ნერ-
ვიული ადამიანის) მიერ ატეხილი ჭურჭლის რაკარუკისა და მის-
ტერ რიდელის ძაღლის ღრენის თანხლებით, რასაც ჩვენი მას-
პინძლის დაუფარავად მტრული განწყობილებაც ემატებოდა.
მისტერ რიდელი მოუხეშავი გოლიათი იყო, ფართო სახე და
ეჭვიანი თვალები ჰქონდა. იმ მომენტში დავადექით თავზე, რო-
ცა ხორციან ღვეზელს მიირთმევდა და ზედ მაგარ შავ ჩაის აყო-
ლებდა. მან ჭიქა დადგა და ბრაზიანი მზერა მოგვაპყრო.
– ერთხელ უკვე მოვყევი, რაც უნდა მომეყოლა, და მორჩა, –
თქვა ღრენით, – რა კავშირი აქვს ამას ჩემთან? იმ წყეულ პოლი-
ციის განყოფილებაში ვიყავი და ყველაფერი ვთქვი, ახლა კი ორ
წყეულ უცხოელს თავიდან უნდა ვუამბო?
პუარომ ღიმილით გამომხედა და თქვა:
– გულწრფელად გეტყვით, რომ თანაგიგრძნობთ, მაგრამ
სხვა გზაც რომ არა გვაქვს? მოგეხსენებათ, საქმე მკვლელობას
შეეხება და უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს.
– ბერტ, ყველაფერი უთხარი ჯენტლმენს, რაც სჭირდება, –
ნერვიულად მიმართა კაცს ცოლმა.
– დახურე წყეული პირი, – შეუღრინა გოლიათმა.
– როგორც ვიცი, პოლიციაში საკუთარი სურვილით არ მი-
სულხართ, – სასხვათაშორისოდ ჩაურთო პუარომ.
– აბა, რა! დალახვროს ეშმაკმა, ეს ჩემი საქმე არ არის.
– როგორც გენებოთ, – მშვიდად მიუგო პუარომ, – მკვლე-
ლობა მოხდა... პოლიცია მათ ეძებს, ვინც მაღაზიაში იყო... ჩემი

50 მკითხველთა ლიგა
აზრით... როგორ ვთქვა... ბუნებრივი იქნებოდა, თუ საკუთარი
სურვილით გამოცხადდებოდით.
– ვმუშაობ. გავთავისუფლდებოდი და თვითონ მივიდოდი...
– მაგრამ სხვაგვარად მოხდა. პოლიციამ შეგატყობინათ,
რომ მისის აშერთან დაგინახეს. პოლიციამ თვითონ მოგმარ-
თათ. თქვენმა ჩვენებამ ისინი დააკმაყოფილა?
– რატომ არ უნდა დაეკმაყოფილებინა? – მრისხანედ იკითხა
ბერტმა.
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– რაზე მიანიშნებთ, მისტერ? ჩემს წინააღმდეგ არავის არა-
ფერი აქვს. ყველამ იცის, ვინ გაასაღა დედაბერი... მისმა წყეულ-
მა ქმარმა.
– მაგრამ ის იმ ქუჩაზე საღამოს არ ყოფილა, თქვენ კი იყა-
ვით.
– გინდათ ეს საქმე ამკიდოთ? არაფერი გამოგივათ. ეს რა-
ტომ უნდა გამეკეთებინა? ერთი ქილა თამბაქოს მოსაპარავად?
გგონიათ, ცივსისხლიანი მანიაკი მკვლელი ვარ? გგონიათ...
ის მუქარით წამოდგა სკამიდან. ცოლმა კი შესძახა:
– ბერტ, ბერტ! ასე ნუ ლაპარაკობ. ბერტ, იფიქრებენ...
– დამშვიდდით, მესიე, – თქვა პუარომ, – მე მხოლოდ მაღა-
ზიაში თქვენი ყოფნის ფაქტი მაინტერესებს, თქვენი უარი კი...
ასე ვთქვათ... ცოტა უცნაურად მეჩვენება.
– ვინ თქვა, რომ უარს ვამბობ? – მისტერ რიდელი მოწყვე-
ტით დაეშვა სკამზე, – მკითხეთ, რაც გინდათ.
– მაღაზიაში ექვს საათზე შეხვედით?
– ასეა... უფრო სწორად, როცა ექვსს ორიოდე წუთი გადას-
ცდა. სიგარეტის ყიდვა მინდოდა, „გოლდ ფლეიკის“. კარს ხელი
ვკარი...
– კარი მიხურული იყო?

51 მკითხველთა ლიგა
– ასეა. გავიფიქრე, მაღაზია დაკეტილი ხომ არ არის-მეთქი.
მაგრამ არა. შიგნით შევედი. არავინ იყო. დახლზე დავაკაკუნე
და ცოტა მოვიცადე. არავინ გამოჩნდა და წამოვედი. სულ ეს
არის. გემრიელად მიირთვით.
– დახლს მიღმა იატაკზე გართხმული სხეული არ დაგინა-
ხავთ?
– არა. ვერც თქვენ დაინახავდით, თუ ძებნას არ დაიწყებდით.
– დახლზე რკინიგზის ცნობარი იდო?
– დიახ... ყდით ზემოთ. გავიფიქრე კიდეც, დედაბერი, ალბათ,
მატარებლით სადმე გაემგზავრა და სიჩქარეში მაღაზიის დაკეტ-
ვა დაავიწყდა-მეთქი.
– ცნობარი ხომ არ აიღეთ ან გადააადგილეთ?
– ხელი არ მიხლია. მხოლოდ ის გავაკეთე, რაც გითხარით.
– ვინმე ხომ არ გამოდიოდა მაღაზიიდან, როცა თქვენ შე-
დიოდით?
– არავინ დამინახავს. ნეტავ რას გადამეკიდეთ?
პუარო წამოდგა.
– არავინ გადაგკიდებიათ... ჯერჯერობით. Bonsoir,17 მესიე.
პუარო წავიდა, მეც უკან მივყევი, ბერტი კი პირდაღებული
დარჩა.
ქუჩაში ჩემმა მეგობარმა საათს დახედა.
– ჰასტინგზ, თუ ავჩქარდებით, შესაძლოა რვის ორწუთიან მა-
ტარებელს მივუსწროთ. ნუღარ დავაყოვნებთ.

17
საღამო მშვიდობისა, გამარჯობა (ფრ.).

52 მკითხველთა ლიგა
თავი 8
მეორე წერილი

– აბა? – ვიკითხე მოუთმენლად.


პირველი კლასის ვაგონში ჩვენ გარდა, არავინ იჯდა. მატარე-
ბელი ახლახან გავიდა ანდოვერიდან.
– დანაშაული, – დაიწყო პუარომ, – ჩაიდინა შუახნის წითურ-
მა მამაკაცმა, რომელიც მარცხენა თვალს აელმებს, მარჯვენა
ფეხით კოჭლობს, ბეჭქვეშ კი ხალი აქვს.
– პუარო! – შევძახე და წამით დავიჯერე, რაც მომესმა, მაგ-
რამ ჩემი მეგობრის თვალებში აკიაფებულმა ნაპერწკალმა ყვე-
ლაფერს მიმახვედრა.
– პუარო! – გავიმეორე, ამჯერად – საყვედურის კილოთი.
– Mon ami, რას ელით ჩემგან? ძაღლის ერთგულებით მიყუ-
რებთ და შერლოკ ჰოლმსის სტილის წინასწარმეტყველებას მო-
ითხოვთ! სინამდვილეში კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება
მკვლელი, არ ვიცი, სად ცხოვრობს და არც ის ვიცი, სად ვეძებო.
– რამე სამხილი რომ დაეტოვებინა... – ჩავიბურტყუნე.
– დიახ, სამხილი... თქვენ სწორედ სამხილები გაინტერე-
სებთ. დასანანია, რომ მკვლელი არ ეწეოდა, ფერფლი იატაკზე
არ დაუყრია და ზედ ფეხი არ დაუბიჯებია, თორემ აღმოვაჩენ-
დით, რომ ფეხსაცმელზე ნალი ფიგურულქუდიანი ლურსმნებით
ჰქონია დაჭედებული. არა, მას ასეთი თავაზიანობა არ გამოუჩე-
ნია, მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩემო მეგობარო, რკინიგზის ცნობარი
მაინც გვაქვს. ABC – ესეც თქვენი სამხილი!
– თქვენი აზრით, ის შემთხვევით დარჩა?
– ცხადია, არა. ეს განზრახ გააკეთა. ამას თითების ანაბეჭდიც
მოწმობს.

53 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ ცნობარზე თითების ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს.
– სწორედ ეს ვიგულისხმე. წუხელ ივლისის თბილი საღამო
იდგა. ასეთ ამინდში ვინ გავა გარეთ ხელთათმანებით? ის ხომ
ყურადღებას მიიპყრობს. მაშასადამე, რადგან ABC-ზე თითების
ანაბეჭდი არ არის, ისინი გულდასმით წაუშლიათ. უდანაშაულო
ადამიანი ანაბეჭდს დატოვებდა, დამნაშავე – არა. მკვლელმა
ცნობარი დახლზე განგებ დადო – რაღაც მიზნით, მაგრამ ის მა-
ინც სამხილია. ვიღაცამ ცნობარი იყიდა... ვიღაცამ მოიტანა... აქ
შესაძლებლობების წყებაა.
– გგონიათ, რომ ასე რამეს შევიტყობთ?
– რომ არ დაგიმალოთ, ჰასტინგზ, ამის იმედი, პრაქტიკუ-
ლად, არა მაქვს. მკვლელი, ჩვენთვის უცნობი X ამაყობს თავისი
ნიჭით. ის ისეთ კვალს არ დატოვებს, რომელსაც მყისვე მივაგ-
ნებთ.
– გამოდის, ABC ვერაფერში დაგვეხმარება?
– თუ თქვენი თვალსაზრისით მივუდგებით, ვერა.
– თუ სხვა კუთხით შევხედავთ?
ხანმოკლე დუმილის შემდგომ პუარომ ნელა ჩაილაპარაკა:
– ამ შემთხვევაში პასუხი დადებითია. ჩვენ წინაშე უცნობი პი-
როვნებაა. მკვლელი სიბნელეში იმალება და სინათლეზე გა-
მოსვლას არ აპირებს, მაგრამ საგნების ბუნება ისეთია, რომ ის
სინათლეს ვერ დაემალება. ერთი მხრივ, თითქოს არაფერი ვი-
ცით, მაგრამ, იმავდროულად, ბევრი რამ შევიტყვეთ. ვხედავ,
როგორ იკვეთება გამოსახულება: მამაკაცი, რომელიც მკაფიოდ
და აკურატულად წერს... ძვირფას ქაღალდს ყიდულობს... საკუ-
თარი პიროვნების ხაზგასმა უყვარს. წარმომიდგენია, როგორი
იყო პატარაობისას – ბავშვი, რომელსაც, ალბათ, უგულებელ-
ყოფდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ... ვხედავ, როგორ იზრდე-
ბოდა არასრულფასოვნების განცდით... როგორ ებრძოდა უსა-
მართლობის შეგრძნებას... როგორ ემატებოდა თვითდამკვიდ-
54 მკითხველთა ლიგა
რების მოთხოვნილება, რათა სხვათა ყურადღება მიეპყრო, მაგ-
რამ ცხოვრება ხელს უშლიდა, მისთვის მხოლოდ დამცირებას
იმეტებდა... და აი, ასანთი დენთით სავსე კასრთან მიიტანა...
– ეს მხოლოდ ვარაუდია, – შევეპასუხე პუაროს, – რომელიც
არსებით სარგებელს ვერ მოგიტანთ.
– დამწვარი ასანთის ღერი, სიგარეტის ფერფლი და ფეხსაც-
მლის ნაკვალევი გირჩევნიათ? ყოველთვის გერჩივნათ... მაგ-
რამ შეგვიძლია, საკუთარ თავს რამდენიმე არსებითი შეკითხვა
დავუსვათ. რატომ ABC? რატომ მისის აშერი? რატომ ანდოვე-
რი?
– ამ ქალის წარსული ნათელია, – დავიწყე მსჯელობა, – ორ
მამაკაცთან გასაუბრებამ ვერაფერი შეგვმატა. მათ ისეთი არა-
ფერი უთქვამთ, რაც არ ვიცოდით.
– რომ არ დაგიმალოთ, მათგან ბევრს არც ველოდი, მაგრამ
მკვლელობის ორ შესაძლო კანდიდატს უყურადღებოდ ვერ დავ-
ტოვებდით.
– იმის თქმა ხომ არ გსურთ...
– გამორიცხული არ არის, მკვლელი ანდოვერში ან მის სიახ-
ლოვეს ცხოვრობდეს. სწორედ ეს არის შესაძლო პასუხი თქვენს
შეკითხვაზე „რატომ ანდოვერი“? მაშასადამე, ჩვენ წინაშეა ორი
კაცი, რომელთა შესახებაც ვიცით, რომ ჩვენთვის საინტერესო
დროს მაღაზიაში იყვნენ და, ჯერჯერობით, არაფერი მოწმობს,
რომ რომელიმე მათგანი მკვლელია.
– იქნებ მკვლელი გოლიათი რიდელია, – ვთქვი მე.
– ოჰ, რიდელს, ალბათ, ერთი ხელის მოსმით გამოვრიცხავ.
ის ნერვიულობდა, ბრაზობდა, თავს აშკარად უხერხულად
გრძნობდა...
– რაც ადასტურებს, რომ ეს ადამიანი...

55 მკითხველთა ლიგა
– ამ ადამიანის ბუნება სრულიად განსხვავდება ABC წერი-
ლის ავტორის ხასიათისგან. თავდაჯერებულობა და ეშმაკობა –
აი, რა უნდა ვეძებოთ.
– ადამიანი, რომელსაც თავის გამოჩენა უყვარს?
– გამორიცხული არ არის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში პა-
ტივმოყვარეობა და თვითკმაყოფილება ნერვიულობისა და მო-
რიდებულობის მიღმა იმალება.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ტანდაბალი მისტერ პარტრიჯი...
– ის უფრო მეტად ერგება ამ როლს. მეტის თქმა ძნელია. ისე
იქცევა, როგორც წერილის ავტორი მოიქცეოდა... დაუყოვნებ-
ლივ მიდის პოლიციაში... წინა პლანზე გამოდის... კმაყოფილია
თავისი მდგომარეობით.
– მაშასადამე, თქვენი აზრით...
– არა, ჰასტინგზ, მჯერა, რომ მკვლელი ადგილობრივი არ
არის, მაგრამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიკვლიოთ.
მართალია, მკვლელში მამაკაცს ვგულისხმობთ, ვერც ქალს გა-
მოვრიცხავთ.
– შეუძლებელია!
– გეთანხმებით, თავდასხმის სტილი მამაკაცზე მიგვანიშნებს,
მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ანონიმურ წერილებს ქალები მა-
მაკაცებზე ხშირად წერენ.
ერთხანს ვდუმდი, შემდეგ კი ვიკითხე:
– როგორ მოვიქცეთ?
– ჩემი ენერგიული ჰასტინგზი, – თქვა პუარომ და გაიღიმა.
– დიახ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ?
– არაფერი.
– არაფერი?
ჩემს ხმაში იმედგაცრუებამ გაიჟღერა.
– ვინ ვარ მე? ჯადოქარი? გრძნეული? რას მიბრძანებთ, რა
გავაკეთო?
56 მკითხველთა ლიგა
ამ შეკითხვებზე პასუხი არ მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ
რაღაც უნდა გაგვეკეთებინა – არაფრისგან ხომ არაფერი შეიქ-
მნება.
– ჩვენ გვაქვს ABC... ფურცელი, რომელზეც წერილია დაწე-
რილი... კონვერტი...
– ცხადია, ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს და
პოლიციას ყველა საშუალება აქვს გამოსაძიებლად. თუ რამის
აღმოჩენა შესაძლებელია, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
ასეც მოხდება.
იძულებული გავხდი, ამით დავკმაყოფილებულიყავი.
მომდევნო დღეებმა დამარწმუნა, რომ პუაროს ABC-ს საქმე-
ზე ლაპარაკი არ სურდა. მსჯელობის წამოწყება ვცადე, მაგრამ
საუბარი მყისვე სხვა თემაზე გადაჰქონდა.
როდესაც ყველაფერი ავწონ-დავწონე, მომეჩვენა, რომ მისი
დუმილის მიზეზს ჩავწვდი. მისის აშერის საქმეში პუარო დამარ-
ცხდა. ABC-მ ის ორთაბრძოლაში გამოიწვია და გაიმარჯვა. გა-
მარჯვებას მიჩვეულმა ჩემმა მეგობარმა ისე განიცადა მარცხი,
რომ მასზე სიტყვის დაძვრაც აღარ სურდა. პუარო, ცხადია, დიდი
ადამიანი იყო, მაგრამ წარმატება ასეთებსაც ახვევს თავბრუს.
პუაროს შემთხვევაში, ეს წლების განმავლობაში გროვდებოდა
და გასაკვირი არც იყო, რომ საბოლოოდ ასე მოხდა.
ჩემი მეგობრის სისუსტეს თანაგრძნობით მოვეკიდე და ABC--
ზე აღარ დავლაპარაკებივარ. გაზეთში მოკლე შეტყობინება წა-
ვიკითხე მოკვლევის შესახებ. მასში ABC არც უხსენებიათ, ვერ-
დიქტი კი იუწყებოდა: „მკვლელობა უცნობმა პირმა ან პირთა
ჯგუფმა ჩაიდინა“. პრესას ამ დანაშაულისთვის ყურადღება თით-
ქმის არ მიუქცევია. მასში საზოგადოებისთვის საინტერესო არა-
ფერი იყო. გაზეთებმა სწრაფად დაივიწყეს პატარა ქუჩაზე მოკ-
ლული დედაბერი და უფრო საინტერესო თემებზე გადაერთნენ.

57 მკითხველთა ლიგა
არ დაგიმალავთ, მეც მიმავიწყდა ეს საქმე, ნაწილობრივ იმი-
ტომ, რომ არ მსიამოვნებდა პუაროს მარცხის გახსენება, მაგრამ
25 ივლისს ABC-მ კვლავ შეგვახსენა თავი.
უიკენდზე იორკშირში გავემგზავრე და პუარო რამდენიმე
დღე აღარ მინახავს. ორშაბათს დავბრუნდი, დღის ექვს საათზე
კი ფოსტით წერილი მოვიდა. მახსოვს, როგორ დაიძაბა პუარო,
როდესაც კონვერტი გახსნა.
– დაიწყო, – თქვა მან.
ვერაფერს მივხვდი.
– რა დაიწყო?
– ABC-ს მეორე თავი.
ერთხანს გაოცებით მივაჩერდი. ეს საქმე აღარ მახსოვდა.
– წაიკითხეთ, – მითხრა პუარომ და წერილი გამომიწოდა.
პირველის მსგავსად, ამჯერადაც კარგი ხარისხის ქაღალდზე
დაებეჭდათ:
„ძვირფასო მისტერ პუარო, აბა, რას იტყვით? ვფიქრობ, პირ-
ველი რაუნდი მე მოვიგე. ანდოვერის საქმე ჩინებულად დას-
რულდა, არა?
მაგრამ მთავარი მხიარულება მხოლოდ ახლა იწყება. ნება
მომეცით თქვენი ყურადღება ბექსჰილს მივაპყრო. თარიღი – ამ
თვის 25 რიცხვი.
კარგად ვიმხიარულებთ!
საუკეთესო სურვილებით,
ABC“.
– ღმერთო, პუარო! – შევძახე, – მაშასადამე, ის ნაძირალა
კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენას აპირებს?
– ცხადია, ჰასტინგზ. სხვას რას ელოდით? გეგონათ, ყველა-
ფერი ანდოვერის საქმით დასრულდებოდა? ნუთუ არ გახსოვთ,
რა გითხარით? ეს მხოლოდ დასაწყისია.
– მაგრამ საშინელებაა!
58 მკითხველთა ლიგა
– დიახ, საშინელებაა.
– საქმე მანიაკ მკვლელთან გვაქვს.
– დიახ.
პუაროს სიმშვიდე ნებისმიერ გმირულ საქციელზე გაცილე-
ბით შთამბეჭდავი იყო. შეძრწუნებულმა დავუბრუნე წერილი.
მომდევნო დილას უმაღლესი დონის თათბირი გაიმართა.
ყველანი შეგროვდნენ – სასექსის მთავარი კონსტებლი, პოლი-
ციის კომისრის მოადგილე, ანდოვერელი ინსპექტორი გლენი,
სასექსის პოლიციის სუპერინტენდანტი კარტერი, ჯეფი, ახალ-
გაზრდა ინსპექტორი ქროუმი და ექიმი ტომპსონი, სახელგან-
თქმული ფსიქოანალიტიკოსი. წერილზე ჰემფსტედის შტემპელი
ერტყა, მაგრამ, პუაროს აზრით, ამისთვის ყურადღება არ უნდა
მიგვექცია.
საკითხი ყოველმხრივ განიხილეს. ექიმი ტომპსონი შუახნის
კაცი აღმოჩნდა, რომელიც, განსწავლულობის მიუხედავად, სპე-
ციფიკურ ტერმინებს გაურბოდა და ჩვეულებრივ ენაზე ლაპარა-
კობდა.
– აშკარაა, – განაცხადა კომისრის მოადგილემ, – რომ ორი-
ვე წერილი ერთი პირის შედგენილია.
– შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ეს ადამიანია პასუ-
ხისმგებელი ანდოვერში ჩადენილ მკვლელობაზე.
– მართალია. ახლა უკვე გაგვაფრთხილეს, რომ მეორე
მკვლელობა 25 რიცხვშია დაგეგმილი, ანუ ზეგ. რისი გაკეთება
შეგვიძლია?
სასექსის მთავარმა კონსტებლმა თავის სუპერინტენდანტს
შეხედა.
– აბა, კარტერ, რას იტყვით?
სუპერინტენდანტმა ჩაფიქრებული სახით დააქნია თავი.
– რთული საქმეა, სერ. არავითარი მინიშნება, თუ ვინ იქნება
მსხვერპლი. გულწრფელად რომ ვთქვათ, განა რა შეგვიძლია?
59 მკითხველთა ლიგა
– მე მაქვს წინადადება, – ჩაილაპარაკა პუარომ.
ყველანი მისკენ შეტრიალდნენ.
– ვფიქრობ, მიზანში ამოღებული მსხვერპლის გვარი B ასო-
ზე იწყება.
– არის ამაში რაღაც რაციონალური, – გაუბედავად თქვა სუ-
პერინტენდანტმა.
– ანბანური კომპლექსი, – ჩაფიქრებით დაამატა ექიმმა ტომ-
პსონმა.
– ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, რომელიც თავში მა-
შინ მომივიდა, როდესაც გასულ თვეს მოკლული საბრალო ქა-
ლის მაღაზიის აბრაზე მკაფიოდ დაწერილი გვარი აშერი დავი-
ნახე. შემდეგ წერილი მივიღე – მასში ბექსჰილია ნახსენები. გა-
ვიფიქრე, რომ მსხვერპლსა და დანაშაულის ადგილს, შესაძ-
ლოა ანბანური პრინციპით ირჩევენ.
– ამას ვერ გამოვრიცხავთ, – თქვა ექიმმა, – მეორე მხრივ,
ვერც ხელაღებით უარვყოფთ, რომ აშერის გვარი უბრალოდ
დამთხვევაა... მსხვერპლი შესაძლოა ამჯერადაც მაღაზიის პატ-
რონი ხანში შესული ქალი აღმოჩნდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ
საქმე შეშლილთან გვაქვს, რომელსაც თავისი მოტივი ჯერ არ
გაუმჟღავნებია.
– მოტივი შეშლილებსაც აქვთ, სერ? – უნდობლად იკითხა
სუპერინტენდანტმა.
– ცხადია, აქვთ, პატივცემულო. ურყევი ლოგიკა სწრაფად
მიმდინარე მანიის ერთ-ერთი მახასიათებელია. შესაძლოა
მკვლელს სჯეროდეს, რომ ღმერთმა, მაგალითად, მღვდლების
დახოცვა დაავალა... ან თამბაქოს მაღაზიების ხანში შესული მე-
პატრონე ქალების... და ამის მიღმა ყოველთვის სრულიად ლო-
გიკური მიზეზი დგას. ანბანის ჰიპოთეზა არ უნდა ამოვიჩემოთ.
ის, რომ ანდოვერს ბექსჰილი მოსდევს, შესაძლოა შემთხვევი-
თობა აღმოჩნდეს.
60 მკითხველთა ლიგა
– ასეა თუ ისე, კარტერ, სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ,
დავადგინოთ ისინი, ვისი გვარიც B ასოზე იწყება, განსაკუთრე-
ბით პატარ-პატარა მაღაზიების მფლობელები. თვალყური უნდა
ვადევნოთ თამბაქოსა და გაზეთების იმ ჯიხურებს, რომლებშიც
ერთი კაცი მუშაობს. არა მგონია, მეტის გაკეთება შევძლოთ. ბუ-
ნებრივია, ყველა უცხო პირსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
სუპერინტენდანტმა ამოიკვნესა.
– მერედა, სკოლები რომ იკეტება და არდადეგები იწყება? ამ
კვირაში ქალაქის ქუჩები ხალხით გაივსება.
– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, – მკაც-
რად განაცხადა მთავარმა კონსტებლმა.
საუბარში ინსპექტორი გლენი ჩაერთო.
– აშერის საქმესთან დაკავშირებულ ყველა პირს ყურადღე-
ბით დავაკვირდებით: იმ ორ მოწმეს, პარტრიჯსა და რიდელს,
და, ცხადია, თვითონ აშერსაც. თუ ანდოვერიდან წასვლას
დააპირებენ, მეთვალყურეებს მივუჩენთ.
კიდევ რამდენიმე წინადადება განიხილეს, რის შემდეგაც
თათბირი ცალკეულ საუბრებში გადაიზარდა და დასრულდა.
– პუარო, – ვუთხარი ჩემს მეგობარს, როდესაც მდინარის ნა-
პირს მივუყვებოდით, – ცხადია, ამ მკვლელობას თავიდან ავი-
ცილებთ.
დაღლილი სახე ჩემკენ მოაბრუნა.
– ერთი ადამიანის სიგიჟე მთელი ქალაქის გონიერების წინა-
აღმდეგ? მეშინია, ჰასტინგზ, ძალიან მეშინია. გაიხსენეთ, რამ-
დენ ხანს ვერ მოიხელთეს „ჯეკ მფატრავი“.
– საშინელებაა, – ჩავილაპარაკე.
– სიგიჟე საშინელებაა, ჰასტინგზ... მეშინია... ძალიან მეშინი-
ა...

61 მკითხველთა ლიგა
თავი 9
მკვლელობა ბექსჰილში

ჯერაც მახსოვს, როგორ გამეღვიძა 25 ივლისის დილას. რვის


ნახევარი იქნებოდა.
პუარო ჩემს საწოლთან იდგა და მსუბუქად მანჯღრევდა. და-
ვინახე თუ არა მისი სახე, მყისვე გამოვფხიზლდი.
– რა მოხდა? – ვკითხე და საწოლიდან წამოვხტი.
მარტივი პასუხი გამცა, თუმცა მისი ორი სიტყვა მღელვარე-
ბით იყო სავსე:
– ეს მოხდა.
– რა ეს? – შევძახე, – გულისხმობთ, რომ... მაგრამ 25 ხომ
ახლახან დაიწყო.
– ეს წუხელ მოხდა... უფრო სწორად, გვიან ღამით.
სანამ აჩქარებით ვიცვამდი, პუარომ მოკლედ მიამბო, რაც
ტელეფონით შეატყობინეს:
– ბექსჰილში, ნაპირზე, ქალიშვილის გვამი აღმოაჩინეს. მას-
ში ელიზაბეთ ბარნარდი ამოიცნეს, ერთ-ერთი კაფეს ოფიციან-
ტი, რომელიც მშობლებთან ერთად ცოტა ხნის წინათ აშენებულ
პატარა სახლში ცხოვრობდა. ექიმის დასკვნით, სიკვდილი
23:30-სა 01:00-ს შორის დადგა.
– დარწმუნებული არიან, რომ ეს სწორედ ის მკვლელობაა? –
ვკითხე ჩემს მეგობარს, თან ლოყები ავიქაფე.
– გვამის ქვეშ ABC ცნობარი აღმოაჩინეს. ის ბექსჰილის გან-
რიგზე იყო გადაშლილი.
შევკრთი.
– რა საშინელებაა!

62 მკითხველთა ლიგა
– Faites attention,18 ჰასტინგზ. არ მინდა, რომ ტრაგედია
ჩემს ბინაშიც მოხდეს!
გაღიზიანებულმა ნიკაპიდან სისხლი მოვიწმინდე.
– რას აპირებთ?
– საცაა მანქანით გამოგვივლიან. რომ არ შევყოვნდეთ, ყა-
ვას აქ მოგიტანთ.
ოცი წუთის შემდეგ პოლიციის მანქანა თემზის გასწვრივ
ლონდონიდან მიგვაქროლებდა.
ჩვენთან ერთად ინსპექტორი ქროუმიც იყო, რომელიც ჩემ
მიერ აღწერილ თათბირს ესწრებოდა და ამ საქმის ოფიციალურ
გამომძიებლად დაენიშნათ.
ქროუმი ჯეფისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. გაცილე-
ბით ახალგაზრდა, სიტყვაძუნწი და ქედმაღალი იყო. განათლე-
ბულსა და ნაკითხს თვითკმაყოფილებაც შევამჩნიე. ახლახან გა-
ეხსნა ბავშვების მკვლელობათა სერია – მოთმინებით გავიდა
დამნაშავის კვალზე, რომელიც ახლა ბროდმურში იჯდა.
ქროუმს აშკარად შეეფერებოდა ამ საქმის გამოძიება, მაგრამ
მომეჩვენა, რომ ამას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
პუაროს ცოტა ზემოდან დასცქეროდა და შემწყნარებლურად ექ-
ცეოდა, როგორც ახალგაზრდა – მოხუცს. პრივილეგიური სკო-
ლის კურსდამთავრებულისთვის დამახასიათებელი თვითკმაყო-
ფილებით ლაპარაკობდა.
– მე და ექიმმა ტომპსონმა დიდხანს ვისაუბრეთ, – თქვა ქრო-
უმმა, – მას „ჯაჭვური“, ანუ „სერიული“ მკვლელობები აინტერე-
სებს. მსგავსი დანაშაული განსაკუთრებულად დამახინჯებული
გონების პროდუქტია. თუმცა სპეციალისტი არა ვარ და დეტა-
ლებს სამედიცინო კუთხით ღრმად ვერ ჩავწვდები, – მან ჩაახვე-

18
ყურადღებით იყავით (ფრ.).

63 მკითხველთა ლიგა
ლა, – სხვათა შორის... ჩემს ბოლო საქმეშიც... არ ვიცი, წაიკით-
ხეთ თუ არა მის შესახებ... ეს მეიბლ ჰომერის, მასუელჰილელი
სკოლის მოსწავლე გოგონას საქმეა. მკვლელი, კაპერი, ექ-
სტრაორდინარული ადამიანი აღმოჩნდა. ოჰ, როგორ გაჭირდა
მისი დანაშაულის დამტკიცება! არადა, ეს მისი მესამე მკვლე-
ლობა იყო! შეხედავდით და ჩვეულებრივი, ნორმალური ადა-
მიანი გეგონებოდათ... მაგრამ ახლა ახალი ტესტებია შემოსუ-
ლი, ლინგვისტური ხაფანგები, მეცნიერების ბოლო მიღწევები,
რაც თქვენს დროს არ ყოფილა. როგორც კი ადამიანი თავს გას-
ცემს, ხელიდან ვეღარ დაგვისხლტება! იცის, რომ თქვენ იცით,
ნერვები ღალატობს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
– ეს ზოგჯერ ჩემს ახალგაზრდობაშიც ხდებოდა, – ჩაილაპა-
რაკა პუარომ.
ინსპექტორმა ქროუმმა მას შეხედა და თავაზიანად თქვა:
– აჰ, მართლა?
ერთხანს ყველანი ვდუმდით. როდესაც სადგურ ნიუ-ქროსს
გავცდით, ქროუმმა თქვა:
– თუ ჩვენს საქმეზე შეკითხვები გაქვთ, გთხოვთ დამისვათ.
– ვფიქრობ, მოკლული ქალიშვილის აღწერილობა არა
გაქვთ, არა?
– ის ოცდასამი წლის იყო. ოფიციანტად მუშაობდა კაფე „ჯინ-
ჯერ ქეთში“...
– Pas ça.19 მაინტერესებს, ლამაზი თუ იყო.
– ამის შესახებ არაფერი ვიცი, – ცივად მიუგო ინსპექტორმა
ქროუმმა, სახეზე კი ეწერა: „ოჰ, ეს უცხოელები! ყველა ერთმა-
ნეთს ჰგავს!“
პუაროს თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუკიაფდა.

19
ეს არა (ფრ.).

64 მკითხველთა ლიგა
– ეს უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ? მაგრამ pour une femme,20
მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარეგნობა ხშირად მის ბედს
განაპირობებს!
ინსპექტორმა ქროუმმა ამჯერადაც თავისი საყვარელი რეპ-
ლიკა გამოიყენა.
– აჰ, მართლა? – იკითხა თავაზიანად და კვლავ სიჩუმე ჩამო-
ვარდა.
უკვე სევნოუქსს ვუახლოვდებოდით, როდესაც პუარომ
კვლავ წამოიწყო საუბარი:
– ხომ არ გადმოუციათ, როგორ და რით გაგუდეს ქალიშვი-
ლი?
ინსპექტორმა ქროუმმა მოკლედ მიუგო:
– ქალიშვილი მისსავე ქამრით გაგუდეს, მკვრივად ნაქსოვი
ქამრით.
პუაროს თვალები გაუფართოვდა.
– აჰა! – თქვა მან, – როგორც იქნა, სრულიად კონკრეტული
ინფორმაცია მივიღეთ. ეს რაღაცაზე მიანიშნებს, არა?
– ის ქამარი ჯერ არ მინახავს, – ცივად თქვა ინსპექტორმა
ქროუმმა.
ინსპექტორის სიფრთხილემ და უფანტაზიობამ მოთმინების
ფიალა ამივსო.
– ეს დეტალი დამღაა დამნაშავისთვის, – ვთქვი მე, – ქალიშ-
ვილის დახრჩობა მისსავე ქამრით! რა მხეცობაა!
პუარომ სწრაფად გამომხედა, რომლის აზრსაც ვერ ჩავწვდი.
მის თვალებში კომიკური მოუთმენლობა ამოვიკითხე და დავას-
კვენი, რომ ჩემი მეგობარი ინსპექტორის თანდასწრებით ზედმე-
ტი გულახდილობისგან თავის შეკავებას მირჩევდა.

20
ქალისთვის (ფრ.).

65 მკითხველთა ლიგა
გავჩუმდი.
ბექსჰილში სუპერინტენდანტი კარტერი დაგვხვდა. მას თან
ინსპექტორი კელსი ახლდა – სასიამოვნო ახალგაზრდა ჭკვიანი
სახით. მისთვის საქმის დეტალები უკვე გაეცნოთ და ახლა ქრო-
უმთან ერთად უნდა ემუშავა.
– ქროუმ, თქვენ, ალბათ, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატა-
რებას მოისურვებთ, – თქვა სუპერინტენდანტმა, – ამიტომ ყუ-
რადღებას ძირითად პუნქტებზე გავამახვილებ, შემდეგ კი მუ-
შაობას შეუდგებით.
– გმადლობთ, სერ, – მიუგო ქროუმმა.
– ქალიშვილის სიკვდილის ფაქტი მის მშობლებს ვაცნობეთ,
– განაგრძო სუპერინტენდანტმა, – ცხადია, თავზარი დაეცათ.
ჯერჯერობით, არ დამიკითხავს, რათა გონზე მოვიდნენ, ასე რომ,
ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
– ქალიშვილს სხვა ნათესავებიც ჰყავს? – იკითხა პუარომ.
– ლონდონში მისი და ცხოვრობს – მანქანაზე მბეჭდავია. მას
უკვე დავუკავშირდით. გარდა ამისა, არის კიდევ ახალგაზრდა
მამაკაცი – სხვათა შორის, წუხელ მათ პაემანი ჰქონდათ დანიშ-
ნული.
– ABC ცნობარის შესახებ რას იტყვით? – დაინტერესდა
ქროუმი.
– ის აქ არის, – სუპერინტენდანტმა თავი მაგიდისკენ გაიქ-
ნია, – თითების ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს. ბექსჰილიდან მომა-
ვალი მატარებლების განრიგზეა გადაშლილი. ახალ ეგზემ-
პლარს ჰგავს. არა მგონია, ხშირად ესარგებლათ. ჩვენთან არ
შეუძენიათ – ყველა საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი გა-
მოვკითხე.
– გვამი ვინ აღმოაჩინა, სერ?
– გადამდგარმა პოლკოვნიკმა ჯერომმა. ადრე ადგომა და
სუფთა ჰაერზე გავლა უყვარს. დილის ექვსი საათისთვის ძაღლს
66 მკითხველთა ლიგა
ასეირნებდა, ნაპირს მიუყვებოდა კუდენის მხარეს, შემდეგ
ზღვისკენ დაეშვა. ძაღლი გაიქცა და რაღაცის ძებნას შეუდგა.
პოლკოვნიკმა დაუძახა, მაგრამ ის არ დაემორჩილა. პოლკოვ-
ნიკი დაეჭვდა, რომ რაღაც ისე არ იყო. როდესაც ახლოს მივიდა
და ყველაფერი დაინახა, შესაბამისად მოიქცა: გვამს ხელი არ
ახლო და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდა.
– მკვლელობა შუაღამისას მოხდა?
– შუაღამესა და პირველ საათს შორის – ეს უკვე დადგენი-
ლია. მკვლელი ხუმარაა, მაგრამ სიტყვას ასრულებს. თქვა, ოც-
დახუთშიო, და ასეც გააკეთა – ოცდახუთში, თუმცა დასაწყისში-
ვე.
ქროუმმა თავი დააქნია.
– დიახ, ასეთი პირი უჩანს. კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ? რა-
მე საინტერესო ხომ არ დაუნახავს ვინმეს?
– როგორც ვიცით, არა, მაგრამ ჯერ ადრეა. მალე ყველა
მოცვივდება, ვინც წუხელ თეთრ სამოსში გამოწყობილი ქალიშ-
ვილი მამაკაცის თანხლებით ნახა. გამომდინარე იქიდან, რომ
ჩემი აზრით, გუშინ ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთად ოთხასი--
ხუთასი თეთრკაბიანი ქალიშვილი მაინც სეირნობდა, ყელამდე
საქმე გვექნება.
– მეც შევუდგები საქმეს, სერ, – თქვა ქროუმმა, – კაფესა და
ქალიშვილის სახლში უნდა შევიარო. ორივეგან მივალ. კელსის
შეუძლია გამომყვეს.
– მისტერ პუარო? – ჰკითხა სუპერინტენდანტმა.
– მეც ხალისით გამოგყვებით, – თქვა პუარომ და ქროუმს
თავი ოდნავ დაუკრა.
ქროუმს მცირედი გაღიზიანება შევამჩნიე. კელსიმ, რომელიც
პუაროს პირველად ხედავდა, ფართოდ გაიღიმა.
სამწუხაროდ, ჩემი მეგობრის გაცნობისას მას კომიკურ ადა-
მიანად აღიქვამდნენ.
67 მკითხველთა ლიგა
– იმ ქამარზე რას იტყვით, რომლითაც ქალიშვილი გაგუდეს?
– იკითხა ქროუმმა, – მისტერ პუაროს აზრით, ეს მნიშვნელოვა-
ნი სამხილია, და, ალბათ, მის ნახვასაც მოისურვებს.
– Du tout,21 – მყისვე განაცხადა პუარომ, – ჩემი ნათქვამი
არასწორად გაიგეთ.
– იმ ქამრით ვერაფერს შევიტყობთ, – თქვა კარტერმა, –
ტყავის რომ ყოფილიყო, თითების ანაბეჭდი დარჩებოდა, ის კი
აბრეშუმისაა, ნაქსოვი – იდეალური იარაღი მკვლელობისთვის.
კვლავ შევკრთი.
– კარგი, – თქვა ქროუმმა, – ჩვენი წასვლის დროა.
დაუყოვნებლივ გავუდექით გზას.
თავდაპირველად „ჯინჯერ ქეთში“ შევიარეთ. ეს არაფრით გა-
მორჩეული მომცრო კაფე ზღვასთან მდებარეობდა. შიგნით პა-
ტარა მაგიდებზე ნარინჯისფერუჯრედებიანი სუფრები ეფინა,
მოუხერხებელ დაწნულ სკამებსაც ნარინჯისფერი საზურგეები
ჰქონდა. მსგავს დაწესებულებებში კლიენტებს, ჩვეულებრივ,
დილაობით ყავასა და ხუთი სახეობის ჩაის („დევონშირულს“,
„ფარმჰაუსს“, „ფრუთს“, „კარლტონს“, „ფლეინს“) სთავაზობენ,
ლანჩზე კი ქალის გემოვნებაზე მორგებულ რამდენიმე კერძს,
როგორიცაა, ომლეტი, კრევეტები და macaroni au gratin.22
სწორედ დილის ყავას მივუსწარით. დიასახლისმა სასწრა-
ფოდ შეგვიყვანა ძალზე მოუწესრიგებელ უკანა ოთახში.
– მის... ე-ე... მერიონ? – ჰკითხა ქროუმმა.
მის მერიონმა დათრგუნვილი, მაღალი ხმით განაცხადა:

21
სულაც არა (ფრ.).
22
ერთგვარი კერძი მაკარონისგან (ფრ.).

68 მკითხველთა ლიგა
– დიახ, მე ვარ. ძალზე არასასიამოვნო ამბავი მოხდა. ძალზე
სამწუხარო. იმის გაფიქრებაც არ მინდა, როგორ აისახება ეს
ჩვენი კაფეს მუშაობაზე!
მის მერიონი ორმოციოდე წლის გამხდარი ქალი იყო
მოწითურო-ნარინჯისფერი თმით (მართლა ძალიან ჰგავდა წი-
თურ კატას). ნერვიულად აწვალებდა კაბის ფურჩალებსა და მაქ-
მანებს, რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ სამსახურში იცვამ-
და.
– პირიქით, კლიენტების ბუმი იქნება, – გაამხნევა ინსპექ-
ტორმა კელსიმ, – აი, ნახავთ! იმდენი ხალხი მოვა, ჩაის მიტანას
ძლივს მოასწრებთ!
– საზიზღრობაა, – თქვა მის მერიონმა, – ნამდვილი საზიზ-
ღრობა. ადამიანებს შეგაჯავრებს.
ეს კი თქვა, მაგრამ თვალები გაუბრწყინდა.
– მის მერიონ, რა შეგიძლიათ გვითხრათ მოკლულის შესა-
ხებ?
– არაფერი, – მოგვახალა მის მერიონმა, – სრულიად არაფე-
რი.
– აქ დიდხანს მუშაობდა?
– მეორე წელი მიდიოდა.
– კმაყოფილი იყავით?
– კარგი ოფიციანტი იყო – სწრაფი და თავაზიანი.
– და ლამაზიც? – იკითხა პუარომ.
მის მერიონმა მას ისე შეხედა, თითქოს ამბობდა: „ოჰ, ეს უც-
ხოელები!“
– სიმპათიური, სუფთა, აკურატული ქალიშვილი გახლდათ, –
თქვა ცივად.
– წუხელ როდის წავიდა სამუშაოდან? – ჰკითხა ქროუმმა.
– რვაზე. ამ დროს ვიკეტებით. ჩვენთან ვახშამი არ მზადდება.
ვახშამზე მცირე მოთხოვნილებაა. გახურებული მუშაობა შვიდის
69 მკითხველთა ლიგა
ნახევრისთვის მთავრდება, თუმცა კლიენტები შვიდზეც მოდიან
და მოგვიანებითაც – ომლეტისა და ჩაისთვის.
ამ კერძების სახელის გაგონებამ პუარო შეაკრთო.
– ხომ არ უთქვამს, როგორ აპირებდა საღამოს გატარებას?
– ცხადია, არა, – გადაჭრით მიუგო მის მერიონმა, – ახლო
ურთიერთობა არ გვქონდა.
– იქნებ ვინმემ შემოუარა? იქნებ ვინმე ელოდებოდა?
– არა.
– ჩვეულებრივად იქცეოდა? აღელვება ან დეპრესია ხომ ვერ
შეამჩნიეთ?
– ეს კი არ ვიცი, – გულგრილად თქვა მის მერიონმა.
– რამდენი მიმტანი გყავთ?
– როგორც წესი, ორი. ორიც ოცი ივლისიდან აგვისტოს ბო-
ლომდე ამყავს.
– მაგრამ ელიზაბეთ ბარნარდი მუდმივად მუშაობდა?
– დიახ, მუდმივად.
– რას იტყვით მეორე ოფიციანტზე?
– მის ჰიგლიზე? დიდებული ქალიშვილია.
– მის ბარნარდთან თუ მეგობრობდა?
– ეს კი ნამდვილად არ ვიცი.
– ჩვენ მასაც გავესაუბრებით.
– ახლა?
– თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
– ახლავე გამოვგზავნი, – თქვა მის მერიონმა და წამოდგა, –
ოღონდ გთხოვთ, დიდხანს არ შეაყოვნოთ. ახლა დილის ყავის
დროა და მომსვლელებს ძლივს ავუდივართ.
წითური კატის მსგავსი მის მერიონი ოთახიდან გავიდა.
– დახვეწილი ქალია, – თქვა ინსპექტორმა კელსიმ და
დიასახლისს ქალის ხმით გასცინა, – ეს კი ნამდვილად არ ვიცი.

70 მკითხველთა ლიგა
ტანსრული, მუქთმიანი, ვარდისფერლოყება ქალიშვილი
აღელვებისგან აღგზნებული შავი თვალებით ოთახში ოდნავ
აქოშინებული შემოვიდა.
– მის მერიონმა გამომგზავნა, – თქვა სუნთქვაშეკრულმა.
– მის ჰიგლი ხართ?
– დიახ.
– იცნობდით ელიზაბეთ ბარნარდს?
– ოჰ, დიახ, ბეტის ვიცნობდი. რა საშინელებაა, არა? ნამდვი-
ლი საშინელება! ვერ ვიჯერებ, რომ სიმართლეა. დილას აქეთ
ვეუბნები გოგოებს, ვერ ვიჯერებ-მეთქი! „გოგოებო, – ვუთხარი
მათ, – ეს დაუჯერებელია. ბეტი! ბეტი ბარნარდი, რომელიც აქ
ჩვენთან ერთად მუშაობდა, მოკლულია! ვერ ვიჯერებ“. სწორედ
ასე ვუთხარი. ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვიბწკინე, რომ დავრწმუნებუ-
ლიყავი, ხომ არ მძინავს-მეთქი. ბეტი მოკლულია... ეს... ხომ
ხვდებით, რას ვგულისხმობ... წარმოუდგენელია.
– განსვენებულს კარგად იცნობდით? – ჰკითხა ქროუმმა.
– ის აქ ჩემზე დიდხანს მუშაობდა. მე მხოლოდ მარტში მოვე-
დი, ის კი შარშან. საკმაოდ წყნარი იყო, თუ ხვდებით, რას ვგუ-
ლისხმობ. ბევრი ხუმრობა და სიცილი არ უყვარდა. არა, ძალიან
წყნარიც არ ეთქმოდა – მხიარულობდა კიდეც. ერთი სიტყვით,
წყნარი იყო, მაგრამ არც ძალიან წყნარი. ხომ ხვდებით, რასაც
ვგულისხმობ?
უნდა ითქვას, რომ ინსპექტორმა ქროუმმა შესაშური მოთმი-
ნება გამოიჩინა. მოუსვენარი მის ჰიგლი, როგორც მოწმე, ნე-
ბისმიერ ადამიანს ჭკუაზე შეშლიდა – ერთსა და იმავეს ხუთჯერ
იმეორებდა. ასე რომ, ძალიან მწირი ინფორმაცია მივიღეთ.
არა, მას მოკლულთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. რო-
გორც ჩანს, ელიზაბეთ ბარნარდი მის ჰიგლის ქედმაღლურად
უყურებდა. სამუშაო საათებში მეგობრულად იქცეოდა, თავისუ-
ფალ დროს კი ოფიციანტები მას იშვიათად ხედავდნენ. ელიზა-
71 მკითხველთა ლიგა
ბეთ ბარნარდს „მეგობარი მამაკაცი“ ჰყავდა, რომელიც სად-
გურთან ახლოს უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობს. „ქორ-
თ&ბრანსქილში“. არა, ის კაცი არც მისტერ ქორთი იყო და არც
მისტერ ბრანსქილი, მხოლოდ კლერკად მუშაობდა იქ. არა, მისი
სახელი მის ჰიგლიმ არ იცოდა, თუმცა სახით კი იცნობდა. ლამა-
ზია... ოჰ, ძალიან ლამაზი, და ყოველთვის კარგად აცვია. მის
ჰიგლის ხმაში აშკარად გაიჟღერა ეჭვიანობის კილომ.
საბოლოოდ შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა: ელი-
ზაბეთ ბარნარდს კაფეში არავისთვის უთქვამს, რას აპირებდა იმ
საღამოს, მაგრამ, მის ჰიგლის აზრით, მას პაემანი ჰქონდა იმ
„მეგობარ მამაკაცთან“. ახალი თეთრი კაბა ეცვა, „ძალიან საყ-
ვარელი, მოდური საყელოთი“.
დანარჩენ ორ ქალიშვილსაც გავესაუბრეთ, თუმცა უშედე-
გოდ. ბეტი ბარნარდს არავისთვის გაუმხელია თავისი გეგმები,
საღამოს კი ბექსჰილში მისთვის თვალი არავის მოუკრავს.

72 მკითხველთა ლიგა
თავი 10
ბარნარდების ოჯახი

ელიზაბეთ ბარნარდის მშობლები ქალაქის გარეუბანში, პა-


ტარა სახლში, სახელად „ლანდუდნო“, ცხოვრობდნენ, ასეთივე
ხუთი ათეული სახლის გვერდით, რომლებიც ცოტა ხნის წინათ
აეშენებინა რისკიან მენარდეს.
მისტერ ბარნარდი ორმოცდათხუთმეტი წლის ჯანმაგარი კაცი
იყო. მან შორიდანვე დაგვინახა და პარმაღზე გაოცებული სახით
გამოვიდა.
– მობრძანდით, ჯენტლმენებო, – გვითხრა მან.
ინსპექტორმა კელსიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.
– ეს ინსპექტორი ქროუმია სკოტლანდ-იარდიდან, – თქვა
მან, – აქ ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა.
– სკოტლანდ-იარდიდან? – იმედიანად იკითხა მისტერ ბარ-
ნარდმა, – ეს კარგია. უნდა დაიჭიროთ ის წყეული მკვლელი. ჩე-
მი საბრალო გოგონა...
კაცს მწუხარებამ სახე დაუღრიჯა.
– ეს კი მისტერ ერკიულ პუაროა, ასევე ლონდონიდან, და ე--
ე...
– კაპიტანი ჰასტინგზი, – წარმადგინა პუარომ.
– მიხარია თქვენი გაცნობა, ჯენტლმენებო, – მექანიკურად
წარმოთქვა მისტერ ბარნარდმა, – ოთახში შემობრძანდით. ჩემი
მეუღლე, ალბათ, ვერ გამოვა. საბრალო ძალზე გაუბედურებუ-
ლია.
მიუხედავად ამისა, როდესაც მოვახერხეთ და ვიწრო სასტუმ-
რო ოთახში მოვკალათდით, მისის ბარნარდი მაინც გამოვიდა
ჩვენთან. ნამტირალევი სახე ჰქონდა, თვალები დასწითლებო-

73 მკითხველთა ლიგა
და, მწუხარებით გათანგული ადამიანივით გაუბედავად მოაბი-
ჯებდა.
– ჩინებულია, ჩემო კარგო. დარწმუნებული ხარ, რომ გაუძ-
ლებ? – უთხრა ცოლს მისტერ ბარნარდმა, მხარზე ხელი მოუთა-
თუნა და სავარძელში დაჯდომაში მიეხმარა.
– სუპერინტენდანტმა დიდი გულკეთილობა გამოიჩინა, – გა-
ნაგრძო მან, – როცა ეს ამბავი შეგვატყობინა, გვითხრა, რომ
გონზე მოსვლას გვაცდიდა და შემდეგ გამოგვკითხავდა.
– რა სისასტიკეა! ოჰ, რა სისასტიკეა! – შესძახა მისის ბარ-
ნარდმა ცრემლნარევი ხმით, – ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა
იყოს!
მისმა გაწელილმა ინტონაციამ მყისვე მაფიქრებინა, რომ
ჩვენ წინაშე უცხოელი იჯდა. შემდეგ სახლის სახელწოდება გა-
მახსენდა და მივხვდი, რომ მისის ბარნარდი უელსელი იყო.
– ვიცი, რამხელა ტკივილს განიცდით, მადამ, – უთხრა ინ-
სპექტორმა ქროუმმა, – გულწრფელად თანაგიგრძნობთ, მაგ-
რამ გვინდა ყველა ფაქტი შევიტყოთ, რათა მუშაობას სწრაფად
შევუდგეთ.
– მართალია, – თქვა მისტერ ბარნარდმა და მოწონების ნიშ-
ნად თავი დააქნია.
– როგორც ვიცი, თქვენი ქალიშვილი ოცდასამი წლის იყო.
ის აქ ცხოვრობდა, თქვენთან, და კაფე „ჯინჯერ ქეთში“ მუშაობ-
და. ასეა?
– დიახ.
– ეს ახალი სახლია. მანამდე სად ცხოვრობდით?
– კენინგტონში კავეულით ვვაჭრობდი. ორი წლის წინათ საქ-
მეს ჩამოვშორდი. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ზღვასთან ახ-
ლოს მეცხოვრა.
– ორი ქალიშვილი გყავთ?
– დიახ. უფროსი ლონდონის ერთ-ერთ ოფისში მუშაობს.
74 მკითხველთა ლიგა
– ნუთუ არ შეშფოთდით, როცა თქვენი ქალიშვილი წუხელ
შინ არ დაბრუნდა?
– ჩვენ ეს არ ვიცოდით, – სლუკუნით თქვა მისის ბარნარდმა,
– მე და ჩემი ქმარი ყოველთვის ადრე ვწვებით. ცხრა საათზე.
არაფერი ვიცოდით, სანამ პოლიციელი არ მოვიდა და არ გვით-
ხრა, რომ... რომ...
ქალმა ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
– თქვენი ქალიშვილი ხშირად... ე-ე... ბრუნდებოდა შინ გვი-
ან?
– ხომ იცით ახლანდელი ქალიშვილების ამბავი, ინსპექტო-
რო, – თქვა ბარნარდმა, – დამოუკიდებლები არიან. დიახ... ზაფ-
ხულობით შინ არ მიიჩქარიან, მაგრამ ბეტი თერთმეტ საათს არ
გადააცილებდა ხოლმე.
– როგორ შემოდიოდა სახლში? კარს ღიას ტოვებდით?
– ვკეტავდით, გასაღებს კი ფეხსაწმენდის ქვეშ ვდებდით. ყო-
ველთვის ასე ვიქცეოდით.
– როგორც გავიგე, თქვენი ქალიშვილი დანიშნული იყო.
– ჩვენს დროში ამ საკითხს ძველებურად ოფიციალურად
ღარ უყურებენ, – თქვა მისტერ ბარნარდმა.
– ახალგაზრდა კაცს დონალდ ფრეიზერი ჰქვია. მე ის მომ-
წონდა. ძალიან მომწონდა, – განაცხადა მისის ბარნარდმა, –
საბრალო, რა დაემართება, როცა შეიტყობს... ამას. უკვე იცის?
– თუ არ ვცდები, სააგენტო „ქორთ&ბრანსქილში“ მუშაობს,
არა?
– დიახ, უძრავი ქონების სააგენტოში.
– თქვენს ქალიშვილს, ჩვეულებისამებრ, საღამოობით, სამუ-
შაოს შემდეგ ხვდებოდა?
– დიახ, ოღონდ არა ყოველ საღამოს. უფრო ზუსტად, კვირა-
ში ერთხელ ან ორჯერ.
– ხომ არ იცით, წუხელ თუ აპირებდნენ შეხვედრას?
75 მკითხველთა ლიგა
– ბეტის არაფერი უთქვამს. არასდროს გვეუბნებოდა, რას
აპირებდა და სად მიდიოდა... მაგრამ ჩვენი ბეტი კარგი გოგო
იყო... ვერ ვიჯერებ...
მისის ბარნარდი კვლავ ატირდა.
– თავს მოერიე, ჩემო კარგო. გამაგრდი, – ამშვიდებდა ქმა-
რი, – ყველაფერი უნდა გავარკვიოთ.
– დარწმუნებული ვარ, დონალდი ვერასდროს... ვერას-
დროს... – სლუკუნებდა მისის ბარნარდი.
– თავი შეიკავე, – გაიმეორა მისტერ ბარნარდმა, – გეფიცე-
ბით, მინდა რამით მაინც დაგეხმაროთ, მაგრამ საქმე ის არის,
რომ არაფერი ვიცი, სრულიად არაფერი. არ ვიცი, როგორ და-
გეხმაროთ იმ ნაძირალას პოვნაში, რომელმაც ეს ჩაიდინა. ბეტი
მხიარული, ბედნიერი გოგო იყო. მეგობარი ყმაწვილი ჰყავდა –
წესიერი ახალგაზრდა კაცი. როგორც ჩვენი ახალგაზრდობის
დროს ამბობდნენ, ისინი ერთად სეირნობდნენ. ვერ გამიგია, რა-
ტომ უნდა მოეკლა ის ვინმეს. ეს რაღაც სიგიჟეა.
– არც კი იცით, რა ახლოს ხართ ჭეშმარიტებასთან, მისტერ
ბარნარდ, – თქვა ქროუმმა, – მის ბარნარდის ოთახის ნახვა
მინდოდა. შესაძლოა რამეს მივაგნოთ... წერილებს ან დღიურს.
– თუ გნებავთ, შეგიძლიათ ნახოთ, – მისტერ ბარნარდმა თა-
ვი დააქნია, წამოდგა და წინ წავიდა. მას რიგრიგობით მივყევით
ქროუმი, პუარო, კელსი და მე.
წამით ფეხსაცმლის ზონრის შესაკრავად შევჩერდი. სწორედ
ამ დროს პარმაღთან ტაქსი გაჩერდა. იქიდან ქალიშვილი გად-
მოვიდა, მძღოლს ფული გადაუხადა და აჩქარებით გამოუყვა ბი-
ლიკს. ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა. სახლში შემოსულმა და-
მინახა და გაშეშდა.
იყო მის პოზაში რაღაც ისეთი, რამაც ცნობისმოყვარეობა აღ-
მიძრა.
– ვინ ხართ? – დამასწრო შეკითხვა.
76 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე საფეხურით ქვევით ჩამოვედი. არ ვიცოდი, რა მე-
პასუხა, გვარი დამესახელებინა თუ ამეხსნა, რომ აქ პოლი-
ციელებთან ერთად მოვედი, მაგრამ ქალიშვილმა დაფიქრების
დრო არ მომცა.
– რა თქმა უნდა, – თქვა მან, – ვხვდები.
თეთრი შალის ქუდი მოიხადა და იატაკზე დააგდო. როდესაც
ისე შემოტრიალდა, რომ შუქი დაეცა, უკეთესად შევათვალიერე.
თავდაპირველად ჰოლანდიური თოჯინა გამახსენდა, რომ-
ლითაც ჩემი დები თამაშობდნენ, როცა პატარა ვიყავი. მაღალი
ყვრიმალები ჰქონდა, შავი თმა კარედ შეეჭრა, შუბლზე კი ცე-
რად ჩამოეშვა. ერთი სიტყვით, მის გარეგნობას თანამედრო-
ვეობის დაღი აჩნდა. უცნაურია, მაგრამ ეს მიმზიდველობას მა-
ტებდა. ლამაზი არ იყო, უფრო – კეთილსახოვანი, თუმცა მასში
დაძაბულობა და შინაგანი ძალა იგრძნობოდა, და ეს პიროვნე-
ბად აქცევდა, რაც აშკარად შეიმჩნეოდა.
– მის ბარნარდ? – ვკითხე მას.
– დიახ, მეგან ბარნარდი, თქვენ კი, ალბათ, პოლიციიდან
ხართ, არა?
– მე... – დავიწყე, – არც მთლად ასეა...
ქალიშვილმა გამაწყვეტინა:
– თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. ჩემი და მშვენიერი,
ჭკვიანი გოგო იყო. მეგობარი მამაკაცები არ ჰყავდა. მეტს ვერა-
ფერს დავამატებ.
მეგან ბარნარდმა გაიცინა, გამომწვევად შემომხედა და
დაამატა:
– ვფიქრობ, სწორად გიპასუხეთ, არა?
– მე რეპორტიორი არა ვარ, თუ ამას გულისხმობთ.
– მაშ, ვინ? – ქალიშვილმა მიიხედ-მოიხედა, – სად არიან ჩე-
მი მშობლები?

77 მკითხველთა ლიგა
– მამათქვენი პოლიციას თქვენი დის ოთახს აჩვენებს. დე-
დათქვენი სასტუმრო ოთახშია. ძალიან ცუდადაა.
ქალიშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიიღო.
– წამოდით, – თქვა მან.
მეგან ბარნარდმა კარი გამოაღო. მივყევი და პატარა, კოხტა
სამზარეულოში აღმოვჩნდი.
კარის დახურვა დავაპირე, მაგრამ მოულოდნელად წინააღ-
მდეგობა ვიგრძენი. მომდევნო წამს სამზარეულოში
ხმაამოუღებლივ შემოიპარა პუარო და კარი მიხურა.
– მადმუაზელ ბარნარდ, – წარმოთქვა მან და ქალიშვილს
თავი დაუკრა.
– ეს მესიე ერკიულ პუაროა, – წარვადგინე ჩემი მეგობარი.
მეგან ბარნარდმა პუაროს სწრაფი, შემფასებლური მზერა მი-
აპყრო.
– მსმენია თქვენ შესახებ, – თქვა მან, – მოდური მაძებარი
ხართ, არა?
– არცთუ სასიამოვნო, მაგრამ მისაღები განსაზღვრებაა, –
მიუგო პუარომ.
ქალიშვილი სამზარეულოს მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა, ხელ-
ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, ნაფაზი დაარტყა და
თქვა:
– ასეა თუ ისე, არ მესმის, რატომ დაინტერესდა მესიე ერკი-
ულ პუარო ჩვენი უმნიშვნელო, არაფრით ყურადსაღები მკვლე-
ლობით.
– მადმუაზელ, – მიუგო პუარომ, – ის, რაც მე და თქვენ არ
გვესმის, მთელ ტომს გაავსებს, მაგრამ ამას პრაქტიკული მნიშ-
ვნელობა არა აქვს. რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, იმის
პოვნა ძალიან გაჭირდება.
– რას გულისხმობთ?

78 მკითხველთა ლიგა
– სამწუხაროდ, მადმუაზელ, სიკვდილი ცრურწმენას შობს –
ცრურწმენას გარდაცვლილის სასარგებლოდ. ყური მოვკარი,
როგორ უთხარით ჩემს მეგობარ ჰასტინგზს: „ჩემი და მშვე-
ნიერი, ჭკვიანი გოგო იყო. მეგობარი მამაკაცები არ ჰყავდა“. ამ
სიტყვებში გაზეთების დაცინვამ გაიჟღერა. მართალი ხართ: რო-
დესაც ახალგაზრდა ქალი კვდება, ყოველთვის რაღაც მსგავსს
ამბობენ: ის ჭკვიანი იყო. ის ბედნიერი იყო. ჩინებული ხასიათი
ჰქონდა. არაფერი აწუხებდა. საეჭვო ნაცნობები არ ჰყავდა...
გარდაცვლილებს ყოველთვის კარგად ახასიათებენ. იცით, რა
მინდა ახლა? მინდა ვინმეს მივაგნო, ვინც ელიზაბეთ ბარნარდს
იცნობდა და ვინც არ იცის, რომ ის მოკვდა! მაშინ შესაძლოა ის
მომესმინა, რასაც სარგებლობის მოტანა შეუძლია.
მეგან ბარნარდი ერთხანს უსიტყვოდ მისჩერებოდა მას და
სიგარეტს აბოლებდა. ბოლოს, დაილაპარაკა. მისი სიტყვების
გაგონებაზე კინაღამ შევხტი.
– ბეტი ნამდვილი პატარა იდიოტი იყო, – მტკიცედ განაცხადა
ქალიშვილმა.

79 მკითხველთა ლიგა
თავი 11
მეგან ბარნარდი

როგორც უკვე ვთქვი, მეგან ბარნარდის სიტყვების გაგონება-


ზე კინაღამ შევხტი, უფრო კი მისი მტკიცე და საქმიანი კილოს-
გან, მაგრამ პუარომ მხოლოდ თავი დაუქნია. სერიოზული სახე
ჰქონდა.
– A la bonne heure,23 – თქვა მან, – ჭკვიანი ხართ, მად-
მუაზელ.
მეგან ბარნარდმა იმავე გულგრილი კილოთი განაგრძო:
– ბეტი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული არ მაბრმა-
ვებდა. მშვენივრად ვხედავდი, რომ ჩემ წინაშე პატარა სულელი
იდგა. ვეუბნებოდი კიდეც ამას! დები ასეთები არიან.
– თქვენს რჩევას თუ იზიარებდა?
– ალბათ, არა, – გულგრილად თქვა მეგანმა.
– ხომ ვერ დააზუსტებთ, მადმუაზელ? – ჰკითხა პუარომ და
როცა ქალიშვილს ყოყმანი შეატყო, ოდნავ გაღიმებულმა დაამა-
ტა, – დაგეხმარებით: ყური მოვკარი, როგორ უთხარით ჰას-
ტინგზს, რომ თქვენი და მშვენიერი, ჭკვიანი გოგო იყო და მეგო-
ბარი მამაკაცები არ ჰყავდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფე-
რი... en peu24 პირიქითაა?
მეგანი აუჩქარებლად შეუდგა ლაპარაკს:
– ბეტი არავის არაფერს უშავებდა. მინდა ეს გაიგოთ. ყოველ-
თვის გულწრფელი იყო. მათ არ ჰგავდა, ვინც ერთ კვირა დღეს

23
აქ: მიდი, განაგრძეთ (ფრ.).
24
ცოტა (ფრ.).

80 მკითხველთა ლიგა
ერთთან ატარებს, მეორეს – სხვასთან. არავითარ შემთხვევაში,
მაგრამ მოსწონდა, როცა პატიჟებდნენ. ცეკვა უყვარდა, სიამოვ-
ნებდა იაფფასიანი ქათინაურებისა და მისთანების მოსმენა.
– კარგი გარეგნობითაც გამოირჩეოდა, არა?
ამ შეკითხვაზე, რომელიც უკვე მესამეჯერ მესმოდა, როგორც
იქნა, კონკრეტული პასუხი მივიღეთ.
მეგანი მაგიდიდან ჩამოვიდა, თავის ჩემოდანთან მივიდა,
გახსნა, იქიდან რაღაც ამოიღო და პუაროს გადასცა.
ტყავგადაკრულ ჩარჩოში ქერათმიანი, მოღიმარი ქალიშვი-
ლის ფოტოსურათი მოეთავსებინათ. გადაღებამდე ცოტა ხნით
ადრე თმა დაეხვია და დაეკულულებინა. ეშმაკურად და ხელოვ-
ნურად იღიმებოდა. სახეს, ცხადია, ლამაზი არ ეთქმოდა, თუმცა
იაფფასიანი მიმზიდველობა არ აკლდა.
პუარომ ქალიშვილს ფოტოსურათი დაუბრუნა და უთხრა:
– ვერ ვიტყვი, მადმუაზელ, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავ-
ხართ.
– ოჰ, ჩვენს ოჯახში ლამაზად არავინ მიმიჩნევს. ეს ყოველ-
თვის ვიცოდი.
ჩანდა, რომ მეგან ბარნარდი ამას ყურადღებას არ აქცევდა.
– მითხარით, თქვენი აზრით, რაში გამოიხატებოდა თქვენი
დის სულელური საქციელი? ეს დონალდ ფრეიზერს ხომ არ
შეეხებოდა?
– დიახ, შეეხებოდა. დონი ძალზე მშვიდი ადამიანია, მაგრამ
მას, ცხადია, ზოგიერთი რამ არ მოსწონდა... თანაც...
– თანაც რა, მადმუაზელ?
პუარო მეგანს დაჟინებით მისჩერებოდა. შესაძლოა ეს ჩემი
წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ ქალიშვილ-
მა პასუხის გაცემა ოდნავ დააყოვნა.

81 მკითხველთა ლიგა
– მეშინოდა, რომ დონი მას... მიატოვებდა, ეს კი ძალიან ცუ-
დი იქნებოდა. ის საიმედო და მშრომელი კაცია და ბეტის კარგ
ქმრობას გაუწევდა.
პუარო კვლავაც მეგანს შეჰყურებდა, მაგრამ ქალიშვილი
ამან ვერ შეაცბუნა, არც გაწითლებულა. პირიქით, მტკიცედ იყუ-
რებოდა. მის მზერაში სხვა რამეც იკითხებოდა, რამაც გაცნობი-
სას მისი გამომწვევი ქცევა გამახსენა.
– აჰა, – თქვა ჩემმა მეგობარმა, – ახლა კი სიმართლეს აღარ
ვამბობთ.
მეგანმა მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა.
– როგორც შემეძლო, დაგეხმარეთ, – ჩაილაპარაკა მან.
– მოითმინეთ, მადმუაზელ, – შეაჩერა პუარომ, – დაბრუნ-
დით, რაღაც უნდა გითხრათ.
ქალიშვილი დაემორჩილა, თუმცა, ვფიქრობ, უხალისოდ.
ჩემდა გასაოცრად, პუარო დეტალურად შეუდგა მოყოლას
მისთვის გაგზავნილი ABC წერილების, ანდოვერში მომხდარი
მკვლელობისა და მსხვერპლთა გვერდით აღმოჩენილი რკინიგ-
ზის ცნობარების შესახებ.
მონათხრობმა მეგან ბარნარდს ცხოველი ინტერესი აღუძრა.
ამ მხრივ პუაროს საწუწუნო არაფერი ჰქონდა. პირდაღებული
და თვალებგაბრწყინებული ქალიშვილი ხარბად ყლაპავდა ჩემი
მეგობრის თითოეულ სიტყვას.
– ეს ყველაფერი სიმართლეა, მესიე პუარო?
– დიახ, ყველაფერი სიმართლეა.
– მართლა იმის თქმა გსურთ, რომ ჩემი და ვიღაც საზიზღარ-
მა მანიაკმა მოკლა?
– ასეა.
ქალიშვილმა ღრმად ამოიოხრა და ჩაილაპარაკა:
– ოჰ, ბეტი, ბეტი... რა საშინელებაა!

82 მკითხველთა ლიგა
– ახლა ხომ ხვდებით, მადმუაზელ, რომ თავისუფლად შეგიძ-
ლიათ მომაწოდოთ ის ინფორმაცია, რომლის გაგებაც თქვენგან
მინდა. ამით არავის არაფერი დაუშავდება.
– დიახ, ახლა ვხვდები.
– თუ ასეა, საუბარი განვაგრძოთ. ისეთი შეგრძნება გამიჩ-
ნდა, რომ დონალდ ფრეიზერი თავშეუკავებელი და ეჭვიანი ადა-
მიანია. ასეა?
– ახლა მჯერა თქვენი, მესიე პუარო, – ხმადაბლა დაიწყო მე-
გან ბარნარდმა, – სრულ სიმართლეს გეტყვით. როგორც უკვე
გითხარით, დონი ძალზე მშვიდი ადამიანია. უყვარს, როცა ყვე-
ლაფერი დალაგებულია. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
ყოველთვის ვერ ახერხებს იმის თქმას, რასაც გრძნობს, მაგრამ
გულის სიღრმეში ძალიან განიცდის. ეჭვიანიცაა. ბეტიზე ყოველ-
თვის ეჭვიანობდა. ერთგულებით გამოირჩეოდა და ჩემს დასაც
უყვარდა... მაგრამ ბეტი ისეთი არ იყო, რომ მხოლოდ ერთი
ადამიანისთვის ეცქირა თვალებში და ირგვლივ არავინ შეემ-
ჩნია. სხვანაირი ხასიათი ჰქონდა. მის თვალს ერთი მიმზიდველი
მამაკაციც არ გამოეპარებოდა, რომელიც მასთან ერთად დროს
გაატარებდა. ცხადია, „ჯინჯერ ქეთში“ უამრავი მამაკაცი შე-
დიოდა, განსაკუთრებით ზაფხულში. თუკი ვინმე მისდამი ინტე-
რესს გამოიჩენდა, იცოდა, რა ეთქვა. შემდეგ, ალბათ, ერთმა-
ნეთს ხვდებოდნენ და კინოში ან სადმე სხვაგან მიდიოდნენ.
არაფერი სერიოზული... არაფერი ისეთი... უბრალოდ, გართობა
მოსწონდა. ზოგჯერ უთქვამს კიდეც, ადრე თუ გვიან, მაინც დონს
უნდა გავყვე ცოლად, მანამდე კი გავერთობიო.
მეგანი გაჩუმდა. პუარომ თავი დაუქნია და უთხრა:
– გასაგებია. განაგრძეთ.
– მაგრამ დონისთვის ცხოვრების ასეთი სტილი მიუღებელია.
ვერ ხვდებოდა, რატომ უნდოდა ბეტის დროის სხვებთან გატარე-

83 მკითხველთა ლიგა
ბა, თუ მასთან სერიოზულ ურთიერთობას აპირებდა. ერთი--
ორჯერ ამის გამო კიდეც იჩხუბეს.
– და მესიე დონი ძველებურად მშვიდი აღარ იყო?
– როგორც მშვიდ ადამიანებს სჩვევიათ, მოთმინებადაკარ-
გულები შურისძიებას იწყებენ. დონი ისე აბობოქრდა, რომ ბეტი
შეშინდა.
– ეს როდის მოხდა?
– ერთხელ – თითქმის ერთი წლის, მეორეჯერ, გაცილებით
მძაფრად, დაახლოებით ერთი თვის წინათ. უქმეებზე შინ დავ-
ბრუნდი და მათი შერიგება როგორღაც მოვახერხე. სწორედ მა-
შინ ვცადე, ბეტისთვის რამე ამეხსნა. ვუთხარი, სულელივით
იქცევი-მეთქი. მხოლოდ ის მიპასუხა, ამით არავის არაფერი
უშავდებაო. სიმართლე ითქვას, ასეც იყო, თუმცა ბეტი თვითო-
ნაც უწყობდა ხელს სკანდალის აგორებას. უნდა გითხრათ, რომ
შარშანდელი ჩხუბის შემდეგ ბეტი ტყუილის თქმას დაეჩვია –
საქმის სასარგებლოდ, გამომდინარე პრინციპიდან, რომ თუ გო-
ნებამ არ იცის, არც გული იდარდებს. ბოლო უთანხმოება იმან
გამოიწვია, რომ დონს უთხრა, ჰასტინგზში მივდივარ მეგობარ
ქალიშვილთანო, დონმა კი გაიგო, რომ ისტბორნში გამგზავრე-
ბულა ვიღაც მამაკაცთან ერთად, თანაც ცოლიანთან, რომელ-
საც ამ ამბის გახმაურება არ უნდოდა – შედეგად, ყველაფერი
უარესად დასრულდა. საშინლად იჩხუბეს. ბეტი ამბობდა, რომ
ჯერ მისი ცოლი არ იყო და უფლება ჰქონდა, დრო იმასთან
გაეტარებინა, ვისთანაც მოისურვებდა. დონი გაფითრდა, აცახ-
ცახდა და განაცხადა, დადგება დრო... დადგება დრო... როცა...
– როცა – რა?
– როცა მკვლელობას ჩავიდენო... – ხმადაბლა დაასრულა
მეგანმა, გაჩუმდა და პუაროს შეხედა, რომელმაც ჩაფიქრებული
სახით თავი რამდენჯერმე დააქნია.
– ბუნებრივია, ამიტომაც გეშინოდათ...
84 მკითხველთა ლიგა
– არც მიფიქრია, რომ დონმა მოკლა... წუთითაც არ მიფიქ-
რია! მაგრამ მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი გამჟღავნდებოდა...
მათი ჩხუბი და ყველაფერი, რაც დონმა თქვა... ეს ვიღაცამ იცო-
და...
პუარომ კვლავ სერიოზული სახით დაუქნია თავი.
– მართალია... და ერთსაც დავამატებ, მადმუაზელ, რომ არა
მკვლელის ეგოისტური პატივმოყვარეობა, სწორედ ასე მოხდე-
ბოდა და თუ დონალდ ფრეიზერი ეჭვმიტანილი არ არის, მხო-
ლოდ და მხოლოდ ABC მანიაკის ტრაბახის გამო.
ის ერთხანს გაჩუმდა, შემდეგ კი ჰკითხა:
– ხომ არ იცით, ხვდებოდა თუ არა ბოლო დროს თქვენი და
იმ ცოლიან მამაკაცს ან ვინმე სხვას?
მეგანმა თავი გადააქნია.
– არ ვიცი. მე ხომ აქ არ ვცხოვრობ.
– მაგრამ როგორ გგონიათ?
– შესაძლოა იმ მამაკაცმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა,
რადგან იგრძნო, რომ სკანდალი ემუქრებოდა. თუმცა არ გამოვ-
რიცხავ, რომ ბეტი კვლავაც ატყუებდა დონს. მას ძალიან უყვარ-
და კინოში და საცეკვაოდ სიარული, დონს კი საკმარისი თანხა
არ ჰქონდა, რათა ის მუდმივად გაერთო.
– თუ ასეა, იქნებ ბეტი თავის საიდუმლოს ვინმე სხვას ანდობ-
და? მაგალითად, ქალიშვილს, რომელთან ერთადაც კაფეში მუ-
შაობდა?
– არა მგონია. ბეტი იმ ჰიგლის ვერ იტანდა. ვულგარულად
მიაჩნდა, სხვა ქალიშვილები კი იქ ახლები არიან. ასეა თუ ისე,
ბეტის გულახდილობა არ უყვარდა.
ქალიშვილის თავზემოთ ზარმა დარეკა. მეგანი ფანჯარასთან
მივიდა, გაიხედა და მყისვე უკან დაიხია.
– ეს დონია...

85 მკითხველთა ლიგა
– დაუძახეთ, აქ მოვიდეს, – სწრაფად ჩაილაპარაკა პუარომ,
– მინდა მანამდე გავესაუბრო, სანამ ჩვენი ინსპექტორი დააც-
ხრება თავს.
მეგან ბარნარდი ისარივით გავარდა სამზარეულოდან, რამ-
დენიმე წამში კი უკან დონალდ ფრეიზერთან ერთად დაბრუნდა,
რომლისთვისაც ხელი ჩაევლო და ისე მოჰყავდა.

86 მკითხველთა ლიგა
თავი 12
დონალდ ფრეიზერი

ახალგაზრდა კაცისადმი მყისვე თანაგრძნობით გავიმსჭვალე


– ფერმკრთალ, დაღლილ სახესა და კითხვის გამომხატველ მზე-
რაზე ეტყობოდა, რომ თავზარდაცემული იყო.
ახოვანი და ტანადი დონალდ ფრეიზერი სასიამოვნო გარეგ-
ნობით გამოირჩეოდა, სიმაღლით ექვსი ფუტი იქნებოდა, არცთუ
ლამაზი, მაგრამ სიმპათიური და ჭორფლიანი სახე, მაღალი
ყვრიმალები და ცეცხლივით წითური თმა ჰქონდა.
– რა ხდება, მეგან? – იკითხა მან, – რა გვინდა აქ? მითხარი,
ღვთის გულისთვის... ახლახან გავიგე... ბეტი...
კაცს ხმა გაებზარა.
პუარომ სკამი მიუჩოჩა. ფრეიზერი დაჯდა.
ჩემმა მეგობარმა ჯიბიდან პატარა მათარა ამოაძვრინა, თა-
როდან აღებულ ჭიქაში რაღაც სითხე ჩაასხა და თქვა:
– დალიეთ, მისტერ ფრეიზერ, მოგიხდებათ.
ახალგაზრდა კაცი დაემორჩილა. კონიაკმა სახე ოდნავ
აუვარდისფრა. ის გაიმართა და კვლავ ქალიშვილს მიუბრუნდა.
ახლა შედარებით მშვიდად იყო და თავს აკონტროლებდა.
– ეს სიმართლეა? – იკითხა მან, – ბეტი მოკლეს?
– სიმართლეა, დონ.
– ლონდონიდან ახლახან ჩამოხვედი? – მექანიკურად განაგ-
რძო დონალდ ფრეიზერმა.
– ჰო, მამამ დამირეკა.
– ათისნახევრიან მატარებელს ჩამოჰყევი? – არ მოეშვა კა-
ცი, რომელიც თითქოს სინამდვილეს გაურბოდა და საყრდენს
მსგავს წვრილმანებში ეძებდა.

87 მკითხველთა ლიგა
– ჰო.
წუთიერი დუმილის შემდეგ ფრეიზერმა იკითხა:
– პოლიცია? რას აკეთებენ?
– ახლა მაღლა არიან. როგორც ჩანს, ბეტის ოთახს ათვა-
ლიერებენ...
– მათ არ იციან, ვინ?.. არავისზე ეჭვობენ?
ის გაჩუმდა.
მორიდებული და მგრძნობიარე ადამიანების უმრავლესობის
მსგავსად, მასაც სახელი ვერ დაერქმია იმისთვის, რაც ძალადო-
ბას უკავშირდებოდა.
პუარო ოდნავ წინ გადაიხარა და მშვიდი კილოთი, თითქოს
საქმე უმნიშვნელო წვრილმანს შეეხებოდა, ჰკითხა:
– მის ბარნარდს ხომ არ უთქვამს, სად აპირებდა წასვლას წუ-
ხელ?
ფრეიზერმა მექანიკურად უპასუხა:
– მითხრა, რომ სენტ-ლეონარდსში მიდიოდა მეგობარ ქა-
ლიშვილთან.
– დაუჯერეთ?
– მე... – მოულოდნელად ავტომატი გამოცოცხლდა, – რას
გულისხმობთ, დალახვროს ეშმაკმა?
როდესაც მისი წარბშეკრული და ბრაზისგან დაღრეჯილი სა-
ხე დავინახე, მივხვდი, რომ ქალიშვილს ნამდვილად ჰქონდა ში-
შის საფუძველი.
– ბეტი ბარნარდი საშიშმა დამნაშავემ მოკლა, – მტკიცედ გა-
ნაცხადა პუარომ, – მხოლოდ სიმართლის თქმით დაგვეხმარე-
ბით მის კვალზე გასვლაში.
ფრეიზერმა მეგანს გახედა.
– ეს სიმართლეა, დონ, – უთხრა ქალიშვილმა, – ახლა საკუ-
თარ ან სხვის გრძნობებზე ფიქრის დრო არ არის. უნდა დაამტკი-
ცო, რომ ამ საქმესთან არაფერი გაკავშირებს.
88 მკითხველთა ლიგა
დონალდ ფრეიზერმა პუაროს ეჭვიანი მზერა მიაპყრო.
– ვინ ხართ? პოლიციელი არ უნდა იყოთ.
– პოლიციელზე უკეთესი ვარ, – ყოველგვარი ქედმაღლობის
გარეშე მიუგო პუარომ. მან მხოლოდ ფაქტი გაახმოვანა.
– უპასუხე, – თქვა მეგანმა.
დონალდ ფრეიზერი დანებდა.
– მე... არ ვიცი, – დაიწყო მან, – დავიჯერე, როცა ეს მითხრა.
სხვა არაფერი მიფიქრია, მაგრამ მოგვიანებით... შესაძლოა რა-
ღაც მომესმა მის კილოში. მე... მოკლედ, ეჭვი შემეპარა.
– მართლა? – თქვა პუარომ.
ის დონალდ ფრეიზერის პირდაპირ იჯდა. მის თვალებში,
რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცისკენ მიემართა, საოცარი მაგ-
ნეტიზმი იგრძნობოდა.
– მრცხვენოდა ეჭვიანობის, მაგრამ... თავი ვეღარ შევიკავე...
გადავწყვიტე, სანაპიროზე წავსულიყავი და კაფედან გამოსვლის
შემდეგ ბეტის უკან გავყოლოდი. ასეც მოვიქეცი, თუმცა გზაში
გავაცნობიერე, რომ ამას ვერ შევძლებდი: ბეტი დამინახავდა და
გაბრაზდებოდა. მაშინვე მიხვდებოდა, რომ ვუთვალთვალებდი.
– როგორ მოიქეცით?
– სენტ-ლეონარდსში წავედი. იქ რვაზე ჩავედი და ავტობუსის
გაჩერებასთან დაველოდე... მაგრამ ბეტი არა და არ მოდიოდა...
– და მაშინ?
– მე... თავგზა ამებნა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ვიღაც მამა-
კაცთან იყო. გავიფიქრე, რომ შეეძლოთ მანქანით წასულიყვნენ
ჰასტინგზში. იქით გავეშურე... სასტუმროები და რესტორნები
მოვიარე, კინოთეატრებთან ვიბორიალე, პირსზეც გავედი. სუ-
ლელურად ვიქცეოდი. იქ რომც ყოფილიყო, მაინც ვერ მივაგ-
ნებდი, თანაც ჰასტინგზის გარდა, კიდევ უამრავი ადგილია, სა-
დაც კაცს მისი წაყვანა შეეძლო.

89 მკითხველთა ლიგა
ფრეიზერი გაჩუმდა. მართალია, თავშეკავებული კილო
ჰქონდა, მის ხმაში ის სასოწარკვეთილება და გაშმაგება იგ-
რძნობოდა, რომელიც ახლახან, ლაპარაკისას დაუფლებოდა.
– ბოლოს, ხელი ჩავიქნიე და დავბრუნდი.
– როდის?
– არ ვიცი. ფეხით მოვდიოდი. შუაღამე გადასული იქნებოდა,
როცა სახლს მივაღწიე.
– როდის...
ამ დროს სამზარეულოს კარი გაიღო.
– აი, სად ყოფილხართ, – თქვა ინსპექტორმა კელსიმ. მას
თან შემოჰყვა ინსპექტორი ქროუმი, რომელმაც ჯერ პუაროს შე-
ხედა, შემდეგ კი მის ორ თანამოსაუბრეს.
– ეს მის მეგან ბარნარდი და მისტერ დონალდ ფრეიზერი
არიან, – განაცხადა პუარომ, – ეს კი ინსპექტორი ქროუმია
ლონდონიდან.
პუარო ინსპექტორს მიუბრუნდა და უთხრა:
– სანამ ზემოთ მუშაობდით, მის ბარნარდსა და მისტერ
ფრეიზერს გავესაუბრე. მინდოდა რამე გამერკვია, რაც ჩვენს
საქმეს ნათელს მოჰფენს.
– ოჰ, მართლა? – თქვა ინსპექტორმა ქროუმმა, რომელიც
პუაროს კი არა, ახალ სახეებს შესცქეროდა.
პუარო ჰოლში გავიდა. გზად ინსპექტორმა კელსიმ გულთბი-
ლად ჰკითხა:
– რამე სიახლეა?
ამ დროს ინსპექტორის ყურადღება ქროუმმა მიიპყრო და პა-
სუხს აღარ დაელოდა. პუაროს ჰოლში დავეწიე.
– რამემ გაგაოცათ, პუარო? – ვკითხე მას.
– მხოლოდ მკვლელის გასაოცარმა გულუხვობამ, ჰასტინგზ.
ვერ გავბედე, მეთქვა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას გუ-
ლისხმობდა.
90 მკითხველთა ლიგა
თავი 13
თათბირი

თათბირები!
ჩემს მოგონებებში ABC საქმეზე თათბირებს მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს.
თათბირები სკოტლანდ-იარდში. პუაროს ბინაში. ოფიციალუ-
რი თათბირები. არაოფიციალური თათბირები.
თათბირზე, რომლის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, უნდა
გადაეწყვიტათ, გაეხმაურებინათ თუ არა პრესაში ანონიმურ წე-
რილებთან დაკავშირებული ფაქტები.
ბექსჰილში ჩადენილი მკვლელობა ანდოვერისაზე გაცილე-
ბით დიდ ყურადღებას მიიპყრობდა.
ცხადია, ამ მკვლელობას სენსაციად გადაქცევის მეტი შანსი
ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მსხვერპლი ლამაზი ქალიშვილი
იყო, თანაც დანაშაული პოპულარულ საზღვაო კურორტზე მოხ-
და.
მკვლელობის ყველა დეტალი სრულად შეატყობინეს გაზე-
თებს და მათ ყოველდღიურად იმეორებდნენ. უყურადღებოდ
არც ABC ცნობარი დარჩა. გაზეთების საყვარელი თეორიის მი-
ხედვით, მკვლელმა ის ადგილზე იყიდა და ეს ცნობარი მნიშვნე-
ლოვანი სამხილი იყო მისი ვინაობის დასადგენად. ცნობარი
თითქოს ამტკიცებდა, რომ მკვლელი დანაშაულის ადგილას მა-
ტარებლით მივიდა და ლონდონში დაბრუნებას აპირებდა.
ანდოვერის მკვლელობის ამსახველ მწირ სტატიებში რკინიგ-
ზის ცნობარი საერთოდ არ მოიხსენიებოდა, ამიტომ ნაკლებად
სავარაუდო იყო, რომ საზოგადოება ამ ორ დანაშაულს ერთმა-
ნეთს დაუკავშირებდა.

91 მკითხველთა ლიგა
– ახლა ჩვენი კურსი უნდა ავირჩიოთ, – თქვა კომისრის მო-
ადგილემ, – მთავარია, რომელი გზით მივიღებთ საუკეთესო შე-
დეგს. თუ მკითხველებს ფაქტებს გავაცნობთ და მათ მხარდაჭე-
რას მოვიპოვებთ, ეს შეშლილის საპოვნელად გასული რამდენი-
მე მილიონი ადამიანი იქნება.
– არა მგონია, ის შეშლილს ჰგავდეს, – განაცხადა ექიმმა
ტომპსონმა.
– საზოგადოება იმ ადგილებს დააკვირდება, სადაც ცნობარე-
ბი და მისთანები იყიდება. ამ ვერსიას, ჩემი აზრით, უპირისპირ-
დება გაუხმაურებლად მუშაობის უპირატესობა, რათა მკვლელ-
მა ჩვენი განზრახვის შესახებ ვერაფერი შეიტყოს. მეორე მხრივ,
მან მშვენივრად იცის, რომ ვიცით, რადგან განზრახ მიიპყრო ყუ-
რადღება ამ წერილებით. რას იტყვით, ქროუმ?
– ამას ასე ვუყურებ, სერ: თუ ყველაფერს გავახმაურებთ,
ABC-ს თამაშში ვერთვებით. მას სწორედ ეს უნდა – დიდება, სა-
ხელის მოხვეჭა. ამისკენ მიისწრაფვის, სენსაციისკენ. ხომ ასეა,
ექიმო?
ტომპსონმა თავი დაუქნია.
შეფიქრიანებულმა კომისრის მოადგილემ ჩაილაპარაკა:
– მაშასადამე, იმ აზრს ემხრობით, რომ თამაშში არ ავყვეთ
და რეკლამა არ გავუწიოთ, რისკენაც ასე მიილტვის. თქვენ რას
იტყვით, მესიე პუარო?
პუარო ერთხანს დუმდა, შემდეგ კი ლაპარაკს შეუდგა, თან
სიტყვებს საგულდაგულოდ არჩევდა.
– მიჭირს პასუხის გაცემა, სერ ლაიონელ, – თქვა მან, – მე,
შეიძლება ითქვას, დაინტერესებული მხარე ვარ. გამოწვევა მე
გამომიგზავნეს. თუ ვიტყვი, დაფარეთ ეს ფაქტი, არ
გაახმაუროთ-მეთქი, ხომ არ იფიქრებენ, პატივმოყვარეობა
ალაპარაკებს, საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებაო? რთული
ვითარებაა! თქმას – ყველაფრის თქმას – თავისი უპირატესობა
92 მკითხველთა ლიგა
აქვს. ეს, სულ მცირე, გაფრთხილებაა... მეორე მხრივ, ინსპექ-
ტორ ქროუმზე არანაკლებ ვარ დარწმუნებული, რომ მკვლელი
ჩვენგან სწორედ ამას ელოდება.
– ჰმ! – წამოიძახა კომისრის მოადგილემ, ნიკაპი მოისრისა
და ექიმ ტომპსონს გახედა, – დავუშვათ, ჩვენს შეშლილს
სიამოვნება არ მივანიჭეთ და არაფერი გავახმაურეთ, როგორ
მოიქცევა?
– მორიგ დანაშაულს ჩაიდენს, – მყისვე მიუგო ექიმმა, –
ამისკენ მას თვითონ უბიძგებთ.
– თუ ამ ამბავს გაზეთების პირველ გვერდებზე გავიტანთ?
როგორი რეაქცია ექნება?
– იგივე. პირველი გზით მასში განდიდების მანიას აღვივებთ,
მეორით თრგუნავთ. შედეგი ერთი და იგივეა – ახალი დანა-
შაული.
– თქვენ რას ფიქრობთ, მესიე პუარო?
– ვეთანხმები ექიმ ტომპსონს.
– გზაჯვარედინზე ვდგავართ, არა? თქვენი აზრით, კიდევ რამ-
დენი დანაშაული აქვს ჩაფიქრებული იმ შეშლილს?
ექიმმა ტომპსონმა მზერა პუაროს მიაპყრო.
– ანბანის ყველა ასოს რაოდენობა, – განაცხადა მკვირ-
ცხლად და განაგრძო, – ცხადია, ანბანის ბოლომდე ვერ ჩავა.
ვერც შუამდე. თქვენ მის კვალს გაცილებით ადრე მიაგნებთ. სა-
ინტერესოა, როგორ გადაწყვეტდა ასო X-ის პრობლემას.
ექიმმა მსგავსი ფრაზების გამო თავი უხერხულად იგრძნო და
დაამატა:
– მას მალე დააკავებთ, ვთქვათ, ასო G-მდე ან H-მდე.
კომისრის მოადგილემ მაგიდას მუშტი დაარტყა და შესძახა:
– ღმერთო ჩემო, იმის თქმა გინდათ, რომ კიდევ ათამდე
მკვლელობა გველოდება?!

93 მკითხველთა ლიგა
– ათ მკვლელობას არ დავუშვებთ, დარწმუნებული ბრძანდე-
ბოდეთ, – განაცხადა ინსპექტორმა ქროუმმა. მის ხმაში თავდა-
ჯერება იგრძნობოდა.
– ანბანის რომელ ასოზე შეაჩერებთ მას, ინსპექტორო? –
ოდნავ ირონიულად იკითხა პუარომ.
მომეჩვენა, რომ ქროუმმა საკუთარი უპირატესობის მშვიდად
გამოხატვას უღალატა და პუაროს, ცოტა არ იყოს, მტრულად შე-
ხედა.
– შესაძლოა მომდევნოზე, მესიე პუარო. ყოველ შემთხვევა-
ში, გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ასო F-მდე მოხდება, – ის კო-
მისრის მოადგილეს მიუბრუნდა, – ვფიქრობ, მკვლელის ფსიქო-
ლოგიაში საბოლოოდ გავერკვიე. თუ შევცდები, ექიმი ტომპსო-
ნი შემისწორებს. ჩემი აზრით, ყოველი დანაშაულის ჩადენის
შემდეგ ABC-ს თავდაჯერებულობა თითქმის ასი პროცენტით იზ-
რდება. ის ყოველთვის ასე ფიქრობს: „ჭკვიანი ვარ, ვერ დამიჭე-
რენ!“ თავდაჯერებულობა ისე ემატება, რომ სიფრთხილის შეგ-
რძნებას კარგავს. გადაჭარბებით აფასებს საკუთარ გონებრივ
შესაძლებლობებსა და სხვების სისულელეს. მალე სიფრთხილის
ზომებს საერთოდ უგულებელყოფს. მართალს ვამბობ, ექიმო?
– ჩვეულებრივ, ასე ხდება. სამედიცინო ტერმინების გამოუყე-
ნებლად ამაზე ზუსტად ჩამოყალიბება შეუძლებელია. მესიე
პუარო, როგორც ვიცი, მსგავს საკითხებში ერკვევით. გვეთან-
ხმებით?
არა მგონია, ქროუმს ტომპსონისგან პუაროს გამოცდილების
ხაზგასმა მოსწონებოდა. მას მიაჩნდა, რომ ის და მხოლოდ ის
იყო სამძებრო საქმის ექსპერტი.
– ინსპექტორი ქროუმი მართალია, – თქვა პუარომ.
– დამნაშავე პარანოიკია, – ჩაიბურტყუნა ექიმმა.
პუარო ქროუმს მიუბრუნდა.
– ბექსჰილის საქმეში თუ არის რამე საინტერესო ფაქტი?
94 მკითხველთა ლიგა
– განსაკუთრებული არაფერი. ისტბორნის კაფე „სფლენდი-
დის“ ოფიციანტმა განსვენებული ფოტოსურათით ამოიცნო: ქა-
ლიშვილი იქ 24-ში საღამოს ვახშმობდა შუახნის სათვალიან მა-
მაკაცთან ერთად. ასევე ფოტოსურათით ამოიცნეს ის ბექსჰილ-
სა და ლონდონს შორის მდებარე გზისპირა კაფეში. იქ თქვეს,
რომ ქალიშვილი კაფეში 24 რიცხვში დაახლოებით საღამოს 9
საათისთვის გამოჩნდა მამაკაცთან ერთად, რომელიც საზღვაო
ოფიცერს ჰგავდა. რომელიღაც მათგანი ცდება, თუმცა ერთიც
და მეორეც თანაბრად შესაძლებელია. ცხადია, ამოცნობის სხვა
ფაქტებიც არსებობს, მაგრამ არც ერთი ყურადღებად არ ღირს.
ABC-ს კვალს ვერსად მივაგენით.
– ქროუმ, ვფიქრობ, ყველაფერს აკეთებთ, რაც შესაძლებე-
ლია, – თქვა კომისრის მოადგილემ, – თქვენ რას გვეტყვით, მე-
სიე პუარო? გამოძიების რომელი მიმართულება მიგაჩნიათ ყვე-
ლაზე ნაყოფიერად?
პუარომ აუჩქარებლად მიუგო:
– ვფიქრობ, არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გასა-
ღები – მკვლელობის მოტივი.
– განა ეს ისედაც აშკარა არ არის? ანბანური კომპლექსი.
მგონი, ასე უწოდეთ, არა, ექიმო?
– Ça oui,25 – თქვა პუარომ, – ეს ანბანური კომპლექსია, მაგ-
რამ რატომ ანბანური კომპლექსი? შეშლილს ყოველთვის აქვს
უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზი განზრახული დანაშაულის ჩა-
სადენად.
– კარგი, რა, პუარო, – უთხრა ქროუმმა, – სთოუნმენი გაიხ-
სენეთ 1929 წლის საქმეში. იმით დაასრულა, რომ ცდილობდა,
ყველა გაენადგურებინა, ვინც კი ოდნავ მაინც აღიზიანებდა.

25
დიახ, ასეა (ფრ.).

95 მკითხველთა ლიგა
– მართალია, – დაეთანხმა პუარო ქროუმს, – მაგრამ თუ
მნიშვნელოვანი ფიგურა ხართ, აუცილებელია უმნიშვნელო
უსიამოვნებაც კი აიცილოთ თავიდან. თუ ბუზი კვლავ და კვლავ
გაჯდებათ შუბლზე, ფეხებს აცმაცუნებს და ისე გიღიტინებთ, ლა-
მის გაცოფდეთ, როგორ იქცევით? ბუზის მოკვლას ცდილობთ.
ამას სინდისის უქენჯნელად აკეთებთ, რადგან მთავარი თქვენ
ხართ და არა ბუზი. ბუზს კლავთ და გაღიზიანებაც უკვალოდ
ქრება. თქვენი მოქმედება გონივრული და გამართლებული
გგონიათ. ბუზის მოკვლის სხვა მიზეზი შესაძლოა ჰიგიენის
ძლიერი სიყვარული იყოს. ბუზი დაავადების პოტენციური წყა-
როა და უნდა მოკვდეს. ასევე მუშაობს ფსიქიკურად არანორმა-
ლური დამნაშავის გონებაც. ახლა ჩვენს შემთხვევას დავუბრუნ-
დეთ: თუ მსხვერპლს ანბანური პრინციპით ირჩევენ, მაშასადა-
მე, მას იმიტომ კი არ კლავენ, რომ მკვლელის გაღიზიანების
წყაროა. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია ძალზე იშვიათი თანამ-
თხვევაა.
– დიახ, დიახ, – თქვა ექიმმა ტომპსონმა, – ასეთი შემთხვევა
მახსენდება: ერთი ქალის ქმარს სიკვდილით დასჯა გამოუტანეს
და ქალი ერთიმეორის მიყოლებით შეუდგა ნაფიცი მსაჯულების
დახოცვას. დიდი დრო გავიდა, სანამ ყველა ამ დანაშაულს ერ-
თმანეთს დაუკავშირებდნენ. თითოეული მათგანი თითქოს შემ-
თხვევითი ჩანდა, მაგრამ როგორც მესიე პუარო ამბობს, არ არ-
სებობს მკვლელი, რომელიც ყველას ერთმანეთისგან განურ-
ჩევლად კლავდეს. ის ან იმ ადამიანებს იცილებს თავიდან, ვინც
მას თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უშლიან ხელს, ან ამას
რწმენის გამო აკეთებს. ის კლავს მღვდლებს, პოლიციელებს ან
მეძავებს, ვინაიდან მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ისინი
სასიცოცხლო არ არიან. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევა არ არის. მი-
სის აშერსა და ბეტი ბარნარდს ერთ ჯგუფში ვერ გავაერ-
თიანებთ. ცხადია, ვერც სექსუალურ კომპლექსებს გამოვრიც-
96 მკითხველთა ლიგა
ხავთ – ორივე მსხვერპლი ხომ ქალია. მორიგი დანაშაული ამ
საკითხს მეტ სინათლეს მოჰფენს.
– ღვთის გულისთვის, ტომპსონ, ენამ არ გიყივლოთ, – გაღი-
ზიანებით ჩაილაპარაკა სერ ლაიონელმა, – ყველაფერს ვიღო-
ნებთ, რათა ეს არ მოხდეს.
ექიმი ტომპსონი გაჩუმდა და ცხვირი ენერგიულად მოიხოცა.
„როგორც გენებოთ, – თითქოს ამბობდა ამ ხმაურით, – თუ ფაქ-
ტები არ გაინტერესებთ...“
კომისრის მოადგილე პუაროს მიუბრუნდა:
– ვხვდები, საითაც მიგყავთ საუბარი, მაგრამ ჩემთვის ეს,
ჯერჯერობით, გაუგებარია.
– საკუთარ თავს ვეკითხები, – თქვა პუარომ, – რა ხდება დამ-
ნაშავის ტვინში? მისი წერილების მიხედვით შეგვიძლია ვიფიქ-
როთ, რომ ის გასართობად კლავს, მაგრამ ასეა კი? და თუ ეს სი-
მართლეა, წმინდა ანბანურის გარდა, რა პრინციპით ირჩევს
მსხვერპლს? თუ მხოლოდ გასართობად კლავს, ეს ფაქტი არ უნ-
და გაეხმაურებინა, ვინაიდან შეეძლო ეს დაუსჯელად ეკეთებინა,
მაგრამ არა, როგორც ყველანი ვთანხმდებით, მას სენსაცია, თა-
ვის დამკვიდრება სურს. რომელი კუთხით დაითრგუნა მისი პი-
როვნება? როგორ უკავშირდება ეს იმ ორ მსხვერპლს, რომლე-
ბიც მან აირჩია? და კიდევ: არის თუ არა მისი მოტივი ჩემკენ, ერ-
კიულ პუაროსკენ, მომართული პირადი სიძულვილი? იქნებ სა-
ჯაროდ მიწვევს ორთაბრძოლაში, ვინაიდან მე ჩემი კარიერის
გრძელ გზაზე მას სადღაც (არც კი ვიცი, სად) დამარცხება ვაგე-
მე? თუ მისი მტრული დამოკიდებულება უსახოა და ნებისმიერ
უცხოელს შეეხება? რით გაანაწყენეს უცხოელებმა?
– ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დაფიქრებაა საჭირო, –
თქვა ექიმმა ტომპსონმა.
ინსპექტორმა ქროუმმა ჩაახველა.

97 მკითხველთა ლიგა
– ოჰ, მართლა? მაგრამ მათზე პასუხის გაცემა, ჯერჯერობით,
რთულია.
– და მაინც, ჩემო მეგობარო, – მიმართა პუარომ, – სწორედ
ამ შეკითხვებში იმალება ამოხსნა. ჩვენ რომ ნამდვილი მიზეზი
ვიცოდეთ, – თუნდაც ფანტასტიკური ჩვენთვის და ლოგიკური
მისთვის, – თუ რატომ სჩადის ჩვენი შეშლილი ამ დანაშაულებს,
შესაძლოა მივმხვდარიყავით, ვინ უნდა გახდეს მისი მომდევნო
მსხვერპლი.
ქროუმმა თავი გადააქნია და განაცხადა:
– ის მათ შემთხვევით ირჩევს – აი, ჩემი აზრი.
– დიდსულოვანი მკვლელია, – თქვა პუარომ.
– ეს როგორ?
– გიმეორებთ, დიდსულოვანი მკვლელია! ფრანც აშერს სა-
კუთარი ცოლის, დონალდ ფრეიზერს კი ბეტი ბარნარდის
მკვლელობისთვის დააპატიმრებდნენ, რომ არა ABC-ს მუქარის
წერილები. მაშასადამე, ის ისეთი გულკეთილია, რომ ვერ ით-
მენს, როდესაც სხვები იმის გამო იტანჯებიან, რაც არ ჩაუდენი-
ათ?
– გაცილებით უცნაური ამბებიც ხდება, – განაცხადა ექიმმა
ტომპსონმა, – ისეთი ადამიანებიც ვიცი, რომლებმაც ათამდე კა-
ცი მოკლეს, მაგრამ ვერ უძლებდნენ, როცა მათი რომელიმე
მსხვერპლი მყისვე არ კვდებოდა და ტკივილისგან იტანჯებოდა.
ასეა თუ ისე, არა მგონია, ეს იყოს გამომწვევი მიზეზი ჩვენს შემ-
თხვევაში. მკვლელს უნდა ეს დანაშაულები საკუთარი დიდების-
თვის, საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს საუკეთე-
სო ახსნაა.
– პრესის საკითხი მაინც ვერ გადავწყვიტეთ, – თქვა კომის-
რის მოადგილემ.
– წინადადება მაქვს, სერ, – განაცხადა ქროუმმა, – იქნებ მო-
რიგ წერილს დაველოდოთ და შემდეგ გავახმაუროთ გაზეთების
98 მკითხველთა ლიგა
სპეციალურ გამოშვებებში და ასე შემდეგ? ეს ერთგვარ პანიკას
გამოიწვევს მკვლელის მიერ შერჩეულ ქალაქში. იმავ-
დროულად, ის ადამიანებიც უფრო მეტად გაფრთხილდებიან,
რომელთა გვარიც C ასოზე იწყება, დამნაშავესაც შეაგუ-
ლიანებს. ის წარმატების მიღწევის სურვილით აღივსება და სწო-
რედ მაშინ ავიყვანთ.
რას წარმოვიდგენდით, რას გვიმზადებდა მომავალი.

99 მკითხველთა ლიგა
თავი 14
მესამე წერილი

კარგად მახსოვს, როგორ მოვიდა ABC-ს მესამე წერილი.


უნდა ითქვას, რომ სიფრთხილის ყველა ზომა იქნა მიღებუ-
ლი, რათა დაუყოვნებლივ გვემოქმედა, როგორც კი ABC თავის
კამპანიას განაახლებდა. სახლში სკოტლანდიარდელი ახალ-
გაზრდა სერჟანტი მორიგეობდა და როცა მე და პუარო გარეთ
გავდიოდით, მას ფოსტის გახსნა ევალებოდა, რათა მყისვე ეც-
ნობებინა შტაბისთვის.
დღე დღეს მისდევდა, ნერვიულობა გვემატებოდა. ქედმაღალ
ინსპექტორ ქროუმის იმედისმომცემი სამხილები ერთიმეორის
მიყოლებით ბათილდებოდა, მას კი მედიდურობა ემატებოდა. იმ
მამაკაცის ბუნდოვანმა აღწერილობამ, რომელიც ვითომდა ბეტი
ბარნარდთან ერთად ნახეს, შედეგი ვერ მოიტანა. ბექსჰილისა
და კუდენის მიდამოებში შემჩნეული ავტომობილებიდან ზოგს
მიაკვლიეს, ზოგს ვერა. იმის გამოძიებამ, თუ ვინ და როდის
შეიძინა ABC ცნობარი, ბევრ უდანაშაულო ადამიანს შეუქმნა
პრობლემა.
რაც შეგვეხება ჩვენ, ყოველთვის, როცა კარზე ფოსტა-
ლიონის ნაცნობი კაკუნი გვესმოდა, აღელვებისგან გული გამა-
ლებით გვიცემდა – ყოველ შემთხვევაში, მე ასე მემართებოდა.
ეჭვი არ მეპარება, პუაროც იმავეს განიცდიდა.
ვიცოდი, რომ საქმის მსვლელობა მას გულს უმძიმებდა.
ლონდონს აღარ ტოვებდა, ამჯობინებდა, აქ ყოფილიყო, იმ შემ-
თხვევისთვის, თუკი რამე მოულოდნელი მოხდებოდა. იმ ჰოთ-
დოგივით ცხელ დღეებში მივიწყებული ულვაშიც კი ჩამოეშვა.

100 მკითხველთა ლიგა


ABC-ს მესამე წერილი პარასკევს მოვიდა. საღამოს ფოსტა
ცხრა საათისთვის მოიტანეს.
როდესაც ნაცნობი ნაბიჯები და მკვეთრი კაკუნი გავიგონეთ,
წამოვდექი და ყუთისკენ გავემართე. მახსოვს, ოთხი თუ ხუთი
წერილი აღმოჩნდა. უკანასკნელში, რომელიც ამოვიღე, მისა-
მართი მანქანაზე დაებეჭდათ.
– პუარო! – შევძახე და ხმა ამიკანკალდა.
– მოვიდა? გახსენით, ჰასტინგზ. ცოცხლად. ყოველი წუთი
ძვირფასია. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.
კონვერტი გავხიე (ამჯერად პუარომ არ მისაყვედურა) და
ფურცელი ამოვიღე.
– წაიკითხეთ, – მითხრა პუარომ.
კითხვას შევუდექი:
„საბრალო მისტერ პუარო, არც ისე კარგად ერკვევით კრიმი-
ნალურ საქმეებში, როგორც გეგონათ, არა? ხომ არ დაბერდით?
ვნახოთ, ახლა მაინც თუ შეძლებთ რამეს. ამჯერად ყველაფერი
მარტივია. ჩერსტონი 30-ში. სცადეთ და რამე მაინც გააკეთეთ,
თორემ ძალზე მოსაწყენია, როცა ყველაფერი მდოვრედ მიედი-
ნება.
წარმატებულ ნადირობას გისურვებთ.
მუდამ თქვენი ABC“.
– ჩარსტონი, – ვთქვი და ჩვენი ABC ცნობარისკენ გავქანდი,
– ვნახოთ, სად არის!
– ჰასტინგზ! – მომესმა პუაროს მკვეთრი შეძახილი და შევ-
ჩერდი, – როდის დაწერეს წერილი? თარიღი თუ არის მითითე-
ბული?
წერილს დავხედე, რომელიც ხელში მეჭირა.
– ოცდაშვიდში დაუწერიათ, – მივუგე.
– ხომ სწორად გავიგონე, ჰასტინგზ? მკვლელობა 30-ში და-
ნიშნა?
101 მკითხველთა ლიგა
– დიახ, აბა, ვნახო...
– Bon Dieu,26 ჰასტინგზ, ნუთუ ვერაფერს მიხვდით? დღეს ხომ
ოცდაათია, – და პუარომ მრავლისმეტყველი ჟესტით მიმანიშნა
კედელზე ჩამოკიდებულ კალენდარზე. იმაში დასარწმუნებლად,
რომ არ ცდებოდა, ხელი იმდღევანდელ გაზეთს ვტაცე.
– მაგრამ რატომ... როგორ... – სიტყვა გამიწყდა.
პუარომ გახეული კონვერტი იატაკიდან აიღო. მისი გახსნისას
მისამართთან დაკავშირებული რაღაც უცნაურობა შევამჩნიე,
მაგრამ სიჩქარეში ამას ყურადღება აღარ მივაქციე.
მაშინ პუარო უაითჰეივენ-მენშენსში ცხოვრობდა. მისამარ-
თის ადგილას ეწერა: „მ. ერკიულ პუარო, უაითჰორს-მენშენსი“,
კუთხეში კი წაეჯღაბნათ: „უაითჰორს-მენშენსში ადრესატი უცნო-
ბია, ასევე უაითჰორს-კორტში – სცადეთ უაითჰეივენ--
მენშენსში“.
– Mon Dieu!27 – ჩაილაპარაკა პუარომ, – ნუთუ იღბალიც იმ
შეშლილის მხარესაა? Vite...28 Vite... სკოტლანდ-იარდს უნდა
დავუკავშირდეთ.
წუთის შემდეგ ტელეფონით ქროუმს ველაპარაკებოდით.
თავშეკავებით ცნობილ ინსპექტორს ამჯერად „ოჰ, მართლა?“
აღარ უთქვამს. ამის ნაცვლად, ყრუდ შეიკურთხა, მოგვისმინა და
ყურმილი დაკიდა, რათა სასწრაფოდ ჩარსტონს დაჰკავშირებო-
და.
– Ç’est trop tard,29 – ჩაიჩურჩულა პუარომ.

26
ღმერთო დიდებულო (ფრ.).
27
ღმერთო ჩემო (ფრ.).
28
სწრაფად (ფრ.).
29
ძალზე გვიანაა (ფრ.).

102 მკითხველთა ლიგა


– ჯერ არ ვიცით, – შევეპასუხე, თუმცა დიდი იმედი არც მე
მქონდა.
პუარომ საათს დახედა.
– თერთმეტის ოცი წუთია? დღის ბოლომდე საათი და ორმო-
ცი წუთი დარჩა. ნუთუ ABC ამდენ ხანს მოიცდის?
რკინიგზის ცნობარი გადავშალე, რომელიც მანამდე თარო-
დან ავიღე.
– ჩარსტონი, დევონშირი, – წავიკითხე, – 204 მილი პადინ-
გტონიდან. მოსახლეობა – 656 კაცი. პატარა ქალაქი ჩანს.
ჩვენს ნაცნობს იქ აუცილებლად შეამჩნევენ.
– ასეც რომ მოხდეს, მოასწრებს და კიდევ ვინმეს მოკლავს, –
ჩაილაპარაკა პუარომ, – რომელი მატარებლები გადის იქით?
ვფიქრობ, მატარებლით უფრო ჩქარა ჩავალთ, ვიდრე მანქანით.
– შუაღამისას გადის მატარებელი, რომელიც ნიუტონებოტში
06:08-ზე, ჩარსტონში კი 07:15-ზე ჩადის.
– ჩასხდომა პადინგტონშია?
– დიახ, პადინგტონში.
– ამ მატარებლით წავალთ, ჰასტინგზ.
– არა მგონია, გამგზავრებამდე რამე შეიტყოთ.
– რა მნიშვნელობა აქვს, როდის შევიტყობთ ცუდ ამბავს,
დღეს საღამოს თუ ხვალ დილას?
– მართალი ხართ.
სასწრაფოდ გავამზადე ჩემოდანი, ამასობაში კი პუარომ ერ-
თხელაც დარეკა სკოტლანდ-იარდში.
რამდენიმე წუთის შემდეგ საძინებელში შემოვიდა და მკითხა:
– Mais qu’est-ce que vous faites là?30

30
აქ რას აკეთებთ? (ფრ.).

103 მკითხველთა ლიგა


– თქვენი ბარგიც ჩავალაგე. ვიფიქრე, დროს მოვიგებთ--
მეთქი.
– Vous éprouvez trop d’émotion,31 ჰასტინგზ. ეს ცუდად მოქ-
მედებს თქვენს აკურატულობასა და საზრიანობაზე. განა პიჯაკს
ასე კეცავენ? შეხედეთ, როგორ ჩადეთ ჩემი პიჟამა – რა დაემარ-
თება, შამპუნი რომ დაიღვაროს?
– ღმერთო ჩემო, პუარო! – შევძახე, – საქმე სიკვდილ--
სიცოცხლეს შეეხება, რა მნიშვნელობა აქვს, რა მოუვა თქვენს
პიჟამას?
– ჰარმონიის შეგრძნება გაკლიათ, ჰასტინგზ. მატარებლის
გასვლამდე ვერ წავალთ, ჩემი ტანსაცმლის განადგურებით კი
დანაშაულს თავიდან ვერ ავიცილებთ.
პუარომ ჩემოდანი გამომართვა და თვითონ შეუდგა ჩალაგე-
ბას.
ამიხსნა, რომ წერილი და კონვერტი თან უნდა წაგვეღო. იქ
ვინმე დაგვხვდებოდა სკოტლანდ-იარდიდან.
ბაქანზე გასვლისთანავე ინსპექტორ ქროუმს მოვკარით თვა-
ლი. მან პუაროს კითხვის გამომხატველ მზერას ასე უპასუხა:
– ჯერჯერობით, არავითარი სიახლე. მთელი პოლიცია ფეხ-
ზეა. მათ, ვისი გვარიც ჩ ასოზე იწყება, შეძლებისდაგვარად ტე-
ლეფონით ურეკავენ. იმედი ჯერ არ დაგვიკარგავს. სად არის წე-
რილი?
პუარომ წერილი გადასცა.
ქროუმმა თვალი გადაავლო და ხმადაბლა შეიგინა.
– არ გვიმართლებს. იმ კაცს ვარსკვლავებიც ეხმარებიან.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ მისამართი განზრახ აურ-დაურიეს?
– ვკითხე მას.

31
ძალზე ნერვიულობთ (ფრ.).

104 მკითხველთა ლიგა


ქროუმმა თავი გადააქნია.
– არა. მკვლელს თავისი წესები აქვს, გიჟური წესები, მაგრამ
მათ ემორჩილება. პატიოსნად გვაფრთხილებს. ეს მისთვის
მნიშვნელოვანია. ამით კიდეც ამაყობს. აი, რას ვფიქრობ... ნაძ-
ლევს ჩამოვალ, ვისკის სვამს, „უაითჰორსს“.
– Ah, c’est ingénieux, ça!32 – თქვა პუარომ, რომელიც მისდა
უნებურად აღფრთოვანდა, – წერილს წერს, წინ კი ბოთლი უდ-
გას.
– ასე ხშირად ხდება, – უთხრა ქროუმმა, – ეს ყველა ჩვენ-
განს დამართნია. გაუცნობიერებლად გადმოგვაქვს ის, რასაც
ვხედავთ. მან „უაითით“ დაიწყო, შემდეგ კი „ჰეივენის“ ნაც-
ვლად, „ჰორს“ დაწერა...
როგორც გაირკვა, ინსპექტორიც ჩვენი მატარებლით მო-
დიოდა.
– თუ გაგვიმართლა, რისიც არ მჯერა, და ჯერ არაფერი მომ-
ხდარა, მოქმედების ადგილი ჩარსტონი იქნება. მკვლელი ახლა
იქ არის ან დღეს იყო. ჩემი ხელქვეითი მუდმივად ტელეფონთან
იმორიგევებს იმ შემთხვევისთვის, თუ რამეს შეგვატყობინებენ.
როდესაც მატარებელი დაიძრა, დავინახეთ, რომ ბაქანზე კა-
ცი მორბოდა. ის ინსპექტორის ფანჯარას მიუახლოვდა და რა-
ღაც დაიძახა.
სადგური უკან დარჩა. მე და პუარო დერეფანში გავედით და
ინსპექტორის კუპეს კარზე დავაკაკუნეთ.
– ცუდი სიახლეა? – ჰკითხა პუარომ.
– უარესი რა უნდა იყოს, – აუღელვებლად მიუგო ინსპექ-
ტორმა, – მოკლულია სერ კარმაიკლ კლარკი. მისთვის თავი
გაუტეხიათ.

32
ოჰ, რა მახვილგონივრულია (ფრ.).

105 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად იმისა, რომ სერ კარმაიკლ კლარკის სახელი სა-
ზოგადოების უმეტეს ნაწილს ბევრს არაფერს ეუბნებოდა, ის გა-
მორჩეული პიროვნება იყო, ერთ დროს განთქმული ოტოლა-
რინგოლოგი. როდესაც გამდიდრდა და საქმეს ჩამოსცილდა,
თავის მთავარ გატაცებაზე გადაერთო – ჩინური ფაიფურისა და
კერამიკის ნაკეთობებს აგროვებდა. რამდენიმე წლის შემდეგ
ხანდაზმული ბიძისგან დიდი მემკვიდრეობა ერგო და ახლა ჩი-
ნური ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას ფლობდა.
დაქორწინებულს შვილები არ ჰყავდა. იმ სახლში ცხოვრობდა,
რომელიც ზღვის პირას აიშენა. ლონდონში იშვიათად ჩამო-
დიოდა, მხოლოდ, მაგალითად, რომელიმე მნიშვნელოვან აუქ-
ციონზე დასასწრებად. დიდი საზრიანობა არ სჭირდებოდა იმის
მიხვედრას, რომ მისი სიკვდილის ამბავი მეხივით გავარდებოდა
ქალაქში, განსაკუთრებით ახალგაზრდა და ლამაზი ბეტი ბარ-
ნარდის მკვლელობის შემდგომ. ვითარებას ისიც ართულებდა,
რომ აგვისტო იდგა და რეპორტიორები გაზეთში გამოსაქვეყნე-
ბელი მასალების სიმწირეს უჩიოდნენ.
– Eh bien, – თქვა პუარომ, – მართალია, პირადი ძალისხმე-
ვით ვერაფერს მივაღწიეთ, იქნებ გახმაურება დაგვეხმაროს. ახ-
ლა მთელი ქვეყანა ABC-ს ძებნას დაიწყებს.
– სამწუხაროდ, – ჩავილაპარაკე, – მკვლელსაც სწორედ ეს
სურს.
– ასეა. მიუხედავად ამისა, სწორედ აქ პოვებს ის აღსას-
რულს. წარმატებით განებივრებული სიფრთხილის შეგრძნებას
დაკარგავს... ამის იმედი მაქვს... რომ საკუთარი გონებით აღ-
ფრთოვანება გააბრუებს.
– უცნაურია, პუარო! – შევძახე, რადგან თავში მოულოდნე-
ლი აზრი მომივიდა, – იცით, რომ მე და თქვენ ასეთ დანაშაულს
პირველად ვიძიებთ? მკვლელები, რომლებსაც უწინ შევხვედრი-
ვართ, ასე ვთქვათ, ოჯახის წიაღიდან იყვნენ.
106 მკითხველთა ლიგა
– ასეა, ჩემო მეგობარო. დღემდე დანაშაულს შიგნიდან ვუყუ-
რებდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მსხვერპლის ცხოვრება იყო.
შეკითხვებსაც ამის მიხედვით ვსვამდით: „ვინ იხეირა მკვლე-
ლობით? ვის ჰქონდა დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა
გარშემო მყოფთაგან?“ ყოველთვის crime intime-ს33 ვაწყდებო-
დით. ჩვენი მეგობრობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
პირველად შევეჩეხეთ გულგრილ, უპიროვნო მკვლელობას.
მკვლელობას გარედან.
შევკრთი.
– საშინელებაა...
– დიახ. პირველი წერილის წაკითხვისთანავე ვიგრძენი, რომ
მასში რაღაც არასწორი, ანომალიური იყო...
პუარომ მოუთმენლად ჩაიქნია ხელი.
– ნერვები უნდა მოვთოკოთ... ეს დანაშაული არაფრითაა
სხვებზე უარესი...
– მაგრამ... მაგრამ...
– განა უცხო ადამიანის მოკვლა უფრო ცუდია, ვიდრე ახ-
ლობლისა და ძვირფასის, რომელსაც შესაძლოა სჯერა კიდეც
თქვენი?
– უარესია, რადგან ეს სიგიჟეა...
– არა, ჰასტინგზ, უარესი არ არის, მხოლოდ უფრო რთულია.
– არა, არა, არ გეთანხმებით, ეს გაცილებით საშინელია.
ერკიულ პუარომ ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა:
– სიგიჟემ მუშაობა უნდა გაგვიადვილოს. ჭკვიანი და გაწო-
ნასწორებული მკვლელის მიერ ჩადენილი დანაშაული გაცილე-
ბით რთული გამოსაძიებელია. ამ საქმეში, თუკი იდეას მივაკ-
ვლევთ... ამ ანბანურ ამბავში რაღაც შეუსაბამობაა. რომ მიმახ-

33
ოჯახურ დანაშაულს (ფრ.).

107 მკითხველთა ლიგა


ვედრა, რა არის დანაშაულის იდეა, ყველაფერი გამარტივდებო-
და და გაცხადდებოდა...
პუარომ ამოიოხრა და თავი გადააქნია.
– ეს დანაშაულები უნდა დავასრულოთ. ცოტაც და, ჭეშმარი-
ტებას მივაგნებ... ახლა კი დაიძინეთ, ჰასტინგზ, ხვალ ბევრი საქ-
მე გვექნება.

108 მკითხველთა ლიგა


თავი 15
სერ კარმაიკლ კლარკი

ერთი მხრიდან ბრიქსემს, მეორე მხრიდან კი პეინტონსა და


ტორკს შორის განფენილი ჩარსტონი მდინარე ტორბეის კლაკ-
ნილით შექმნილი რკალის შუაში მდებარეობდა. ათიოდე წლის
წინათ აქ გოლფის სათამაშო მინდვრები იყო, მათ მიღმა კი,
ზღვისკენ, მწვანე ნარგავების ზოლი ეშვებოდა, სადაც ორი-სამი
ფერმერული სახლი იდგა – ადამიანის ყოფნის ერთადერთი კვა-
ლი, მაგრამ ბოლო დროს ჩარსტონსა და პეინტონს შორის მშე-
ნებლობა გაჩაღდა და სანაპიროს გასწვრივ აქა-იქ პატარ--
პატარა სახლები, აგარაკები და ახალი გზები მოჩანდა.
სერ კარმაიკლ კლარკს აქ დაახლოებით ორი აკრი მიწა
შეეძინა ზღვაზე გამავალი ხედით და თანამედროვე დიზაინის
სახლიც აეშენებინა – შესახედავად სასიამოვნო თეთრი მარ-
თკუთხედი. თუ ორ დიდ გალერეას არ ჩავთვლით, სადაც კო-
ლექციას ინახავდა, პატარა სახლი იყო.
დილის რვა საათისთვის ჩავედით. სადგურზე ადგილობრივი
პოლიციელი დაგვხვდა და საქმის ვითარება გაგვაცნო.
როგორც გაირკვა, სერ კარმაიკლ კლარკს ჩვეულებად ჰქო-
ნია სეირნობა ყოველ საღამოს, ნავახშმევს. როდესაც თორმეტი
საათის დასაწყისში პოლიციიდან დაურეკეს, დარწმუნდნენ, რომ
შინ ჯერ არ დაბრუნებულიყო. ვინაიდან ყოველთვის ერთსა და
იმავე გზაზე დადიოდა, სამძებრო ჯგუფმა მის გვამს მალე მიაგ-
ნო. სიკვდილი კეფაში მძიმე საგნის ჩარტყმას გამოეწვია. ცხე-
დარზე გადაშლილი ცნობარი ABC იდო, ყდით ზემოთ.
„ქომსაიდში“ (ასე ეწოდებოდა სახლს) რვა საათზე ვიყავით.
კარი ხანში შესულმა მსახურთუფროსმა გაგვიღო. აცახცახებულ

109 მკითხველთა ლიგა


ხელებსა და დამწუხრებულ სახეზე ეტყობოდა, როგორ შეეძრწუ-
ნებინა დატრიალებულ ტრაგედიას.
– დილა მშვიდობისა, დევერილ, – მიესალმა პოლიციელი.
– დილა მშვიდობისა, მისტერ უელს.
– ეს ჯენტლმენები ლონდონიდან ჩამოვიდნენ, დევერილ.
– მობრძანდით, ჯენტლმენებო, – მსახურთუფროსი წაგრძე-
ლებულ სასადილო ოთახში შეგვიძღვა, სადაც მაგიდაზე საუზმე
გაემზადებინათ, – ახლავე დავუძახებ მისტერ ფრანკლინს.
წუთის შემდეგ სასადილოში სახეგარუჯული ზორბა ქერა მა-
მაკაცი შემოვიდა – ეს ფრანკლინ კლარკი იყო, განსვენებულის
ერთადერთი ძმა. თავდაჯერებულად, ყოველგვარ მოულოდნე-
ლობას შეჩვეული ადამიანივით იქცეოდა.
– დილა მშვიდობისა, ჯენტლმენებო.
ინსპექტორმა უელსმა წარგვადგინა:
– ეს ინსპექტორი ქროუმია კრიმინალური პოლიციიდან, ეს
მისტერ ერკიულ პუარო და ე-ე... კაპიტანი ჰეიტერი.
– ჰასტინგზი, – ცივად შევუსწორე.
ფრანკლინ კლარკმა სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი, თან ყუ-
რადღებით გვათვალიერებდა.
– ნება მომეცით საუზმე შემოგთავაზოთ, – გვითხრა მან, –
ყველაფერზე სუფრასთან ვიმსჯელებთ.
ვინაიდან პროტესტი არავის გამოუთქვამს, მალე ჩინებული
ომლეტი, ბეკონი და ყავა დავაგემოვნეთ.
– ახლა საქმეზე გადავიდეთ, – თქვა ფრანკლინ კლარკმა, –
წუხელ ინსპექტორმა უელსმა ვითარება ზოგადად გამაცნო. გა-
მოგიტყდებით, ეს ყველაზე ფანტასტიკური შემთხვევაა, რომე-
ლიც ოდესმე მსმენია. ინსპექტორო ქროუმ, მაშასადამე, ჩემი
ძმა მანიაკმა მკვლელმა იმსხვერპლა, ეს უკვე მესამე მკვლელო-
ბაა და ყოველ ჯერზე ცხედრის გვერდით რკინიგზის ცნობარ
ABC-ს პოულობდნენ?
110 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი ზუსტად ასეა, მისტერ კლარკ.
– მაგრამ რატომ? რა სარგებლობის მიღება შეეძლო ამ დანა-
შაულით თუნდაც ყველაზე ავადმყოფური წარმოსახვის ადამი-
ანს?
პუარომ მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
– თქვენ საქმის არსს ჩასწვდით, მისტერ კლარკ, – თქვა მან.
– მისტერ კლარკ, არა მგონია, გამოძიების ამ ეტაპზე მოტი-
ვის ძებნა ღირდეს, – განაცხადა ინსპექტორმა ქროუმმა, – ეს
ფსიქიატრის პრობლემაა, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ სიგიჟის
ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების გამოცდილება
მაქვს, და დავამატებ, რომ ასეთ დამნაშავეებს, როგორც წესი,
სრულიად არაადეკვატური მოტივი ამოძრავებთ. მაგალითად,
თვითდამკვიდრების, სენსაციის მოხდენის, ერთი სიტყვით,
არაფრიდან რაღაცად გადაქცევის სურვილი.
– ასეა, მესიე პუარო?
კლარკს უნდობლობა ეტყობოდა. ინსპექტორი ქროუმი შეიჭ-
მუხნა, რადგან არ მოეწონა, რომ მისი ნათქვამის დადასტურება
ხანში შესულ ადამიანს სთხოვეს.
– სრული სიმართლეა, – მიუგო ჩემმა მეგობარმა.
– ასეა თუ ისე, მსგავსი სუბიექტი დიდხანს ვერ დაიმალება, –
ჩაფიქრებული სახით ჩაილაპარაკა კლარკმა.
– Vous croyez?34 ისინი, ces gens-là,35 ძალზე ეშმაკები არი-
ან! გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ადამიანებს არაფრით გამორ-
ჩეული გარეგნობა აქვთ და მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, ვისაც
ვერ ამჩნევენ, უგულებელყოფენ, დასცინიან!

34
გჯერათ? (ფრ.).
35
ეს ადამიანები (ფრ.).

111 მკითხველთა ლიგა


– თუ ნებას მომცემთ, მისტერ კლარკ, რამდენიმე დეტალს
გავარკვევ, – თქვა ინსპექტორმა ქროუმმა.
– რასაკვირველია.
– როგორც გავიგე, თქვენი ძმა გუშინ ჩვეულებრივ მდგომა-
რეობაში და ხასიათზე იყო. მოულოდნელი წერილი ხომ არ
მიუღია? არაფერს გაუნაწყენებია?
– არა, ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის.
– არც გაღიზიანება და წუხილი ეტყობოდა?
– მაპატიეთ, ინსპექტორო, მაგრამ მე ეს არ მითქვამს. ჩემი
ძმა თითქმის ყოველთვის გაღიზიანებული და შეწუხებული და-
დიოდა. ეს მისი ნორმალური მდგომარეობა იყო.
– რა მიზეზით?
– შესაძლოა არ იცით, რომ ჩემი რძალი, ლედი კლარკი, მძი-
მე ავადმყოფია. ჩვენ შორის დარჩეს და, უკურნებელი სენი
სჭირს, კიბო, და დიდხანს ვერ გაატანს. მისი ავადმყოფობა სა-
შინლად თრგუნავდა ჩემს ძმას. მე ცოტა ხნის წინათ დავბრუნდი
აღმოსავლეთიდან და განმაცვიფრა მისმა სახეცვლილებამ.
საუბარში პუარო ჩაერთო:
– მისტერ კლარკ, დავუშვათ, თქვენი ძმა კლდის ძირას ტყვი-
ით მოკლული აღმოეჩინათ, იქვე კი რევოლვერი გდებულიყო.
რა აზრი მოგივიდოდათ თავში ყველაზე ადრე?
– რომ არ დაგიმალოთ, გავიფიქრებდი, რომ თავი მოიკლა, –
თქვა კლარკმა.
– Encore!36 – შესძახა პუარომ.
– ეს რას ნიშნავს?
– რაღაც ფაქტი კვლავ განმეორდა, მაგრამ ამას მნიშვნელო-
ბა არა აქვს.

36
კვლავ (ფრ.).

112 მკითხველთა ლიგა


– ასეა თუ ისე, ეს თვითმკვლელობა არ არის, – მოუთმენ-
ლად ჩაილაპარაკა ქროუმმა, – მისტერ კლარკ, როგორც ვიცი,
თქვენს ძმას საღამოობით სეირნობა უყვარდა,?
– მართალს ბრძანებთ.
– ყოველ საღამოს სეირნობდა?
– თუკი არ წვიმდა.
– ამ ჩვეულების შესახებ სახლში ყველამ იცოდა?
– ცხადია.
– გარეთ?
– არ ვიცი, რას გულისხმობთ ამ სიტყვაში. მებაღემ შესაძ-
ლოა იცოდა, შესაძლოა არც იცოდა. ვერ გეტყვით.
– სოფელში?
– კაცმა რომ თქვას, სოფელი არც გვაქვს. ჩარსტონ--
ფერერსში ფოსტის განყოფილება და რამდენიმე კოტეჯია, მაგ-
რამ არც სოფელია და არც მაღაზიები.
– მაშასადამე, თუ სახლთან უცნობი პირი გამოჩნდებოდა, მა-
შინვე შეამჩნევდით?
– პირიქით! აგვისტოში აქ უამრავი ჩამოსული ირევა. ყოველ-
დღე ჩამოდიან ბრიქსემიდან, ტორკიდან და პეინტონიდან – მან-
ქანებით, ავტობუსებით, ფეხით. ბროუდსენდსი, რომელიც ქვე-
მოთაა (მან ხელი გაიშვირა), ძალზე პოპულარული პლაჟია, ისე-
ვე როგორც ელბერიქოუვია ცნობილი ადგილი, სადაც ხშირად
მოდიან საპიკნიკოდ. როგორ მინდა, რომ ასე არ იქცეოდნენ!
ვერ წარმოიდგენთ, როგორი სილამაზეა აქ ივნისსა და ივლისის
დამდეგს.
– ესე იგი, თქვენი აზრით, უცხო პირს ვერ შეამჩნევდნენ?
– ვერა, თუკი ის... შეშლილს არ ემგვანებოდა.
– ის ადამიანი ასე არ გამოიყურება, – მტკიცედ განაცხადა
ქროუმმა, – მისტერ კლარკ, ალბათ, ხვდებით, საითაც მიმყავს
საუბარი. როგორც ჩანს, მკვლელმა წინასწარ შეისწავლა
113 მკითხველთა ლიგა
აქაურობა და დაადგინა, რომ თქვენი ძმა საღამოობით სეირ-
ნობდა. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, გუშინ უცნობი პირები
არც სახლთან მოსულან და არც სერ კარმაიკლის ნახვა უცდიათ.
– როგორც ვიცი, არა. აჯობებს, დევერილს ვკითხოთ.
კლარკმა ზარი დარეკა და მსახურთუფროსს შეკითხვა
გაუმეორა.
– არა, სერ, არავინ მოსულა სერ კარმაიკლის სანახავად.
სახლთანაც არავისთვის მომიკრავს თვალი. მოახლეებს ვკითხე
და არც მათ შეუმჩნევიათ ვინმე.
მსახურთუფროსი წამით შეყოყმანდა და იკითხა:
– სულ ეს არის, სერ?
– დიახ, დევერილ, შეგიძლიათ წახვიდეთ.
მსახურთუფროსი წავიდა, კართან მისულმა გზა ახალგაზრდა
ქალს დაუთმო.
როდესაც ქალი შემოვიდა, ფრანკლინ კლარკი წამოდგა.
– ჯენტლმენებო, ეს მის გრეია, ჩემი ძმის მდივანი.
ქერა ქალის უჩვეულო, სკანდინავიურმა გარეგნობამ მყისვე
მიიპყრო ჩემი ყურადღება. ჰქონდა თითქმის უფერული, ფერ-
ფლისფერი თმა, ღია ნაცრისფერი თვალები და ნორვეგიელები-
სა და შვედებისთვის დამახასიათებელი სიწითლენარევი სიფერ-
მკრთალე. ოცდაშვიდი წლის იქნებოდა. მომეჩვენა, რომ სა-
სიამოვნო და საქმიანი ქალი იყო.
– რით დაგეხმაროთ? – იკითხა მის გრეიმ და დაჯდა.
კლარკმა ფინჯანი ყავა მიართვა. ქალმა უარი განაცხადა.
– სერ კარმაიკლის ფოსტის გადარჩევა თქვენ გევალებო-
დათ? – ჰკითხა ქროუმმა.
– დიახ.
– მითხარით, არასდროს მიუღია წერილი ABC-სგან?
– ABC-სგან? – ქალმა თავი გადააქნია, – არა, დარწმუნებუ-
ლი ვარ, არ მიუღია.
114 მკითხველთა ლიგა
– ხომ არ უთქვამს, რომ საღამოს სეირნობისას უცნობი პი-
როვნება დაინახა?
– არა, მსგავსი არაფერი უთქვამს.
– არც თქვენ მოგიკრავთ თვალი უცხო პირისთვის?
– ისეთებისთვის, ვინც სახლის გარშემო დადიოდნენ, არა,
მაგრამ წელიწადის ამ დროს სახლთან ყოველთვის ვიღაც აივლ-
ჩაივლის. ხშირად ვხედავ ადამიანებს, რომლებიც გოლფის სა-
თამაშო მინდვრებზე სეირნობენ ან ბილიკით ზღვისკენ ეშვებიან,
თანაც ყველას, ვისაც წელიწადის ამ დროს ხვდები, პირველად
ხედავ.
პუარომ ჩაფიქრებით დააქნია თავი.
ინსპექტორმა ქროუმმა იმ ადგილის ნახვა ითხოვა, სადაც
სერ კარმაიკლი საღამოობით სეირნობდა. ფრანკლინ კლარკი
ფრანგული ფანჯრიდან გავიდა, მის გრეი ჩვენთან ერთად წამო-
ვიდა.
მე და ის სხვებს ოდნავ ჩამოვრჩით.
– ამ ამბავმა ყველა თქვენგანზე, ალბათ, საშინლად იმოქმე-
და, – მივმართე მას.
– დაუჯერებელია. გუშინ უკვე ვიძინებდი, როდესაც პოლი-
ციიდან დარეკეს. დაბლიდან ხმები მომესმა, ჩავედი და ვიკითხე,
რა ხდება-მეთქი. დევერილსა და მისტერ კლარკს ფარნები ეჭი-
რათ და მოსაძებნად მიდიოდნენ.
– ჩვეულებისამებრ, როდის ბრუნდებოდა სეირნობიდან სერ
კარმაიკლი?
– დაახლოებით 21:45-ზე. გვერდითი კარიდან შემოდიოდა.
ზოგჯერ პირდაპირ დასაწოლად მიდიოდა, ზოგჯერ გალერეაში
შეივლიდა, სადაც მისი კოლექციაა. პოლიციიდან რომ არ
დაერეკათ, არც მოვიკითხავდით დილამდე, სანამ არ იპოვეს.
– მისი ცოლი თავზარდაცემული იქნება.

115 მკითხველთა ლიგა


– დროის უმეტესი ნაწილი ლედი კლარკი მორფითაა გაბ-
რუებული. არა მგონია, აცნობიერებდეს, რა ხდება მის გარშემო.
კუტიკარიდან გოლფის სათამაშო მინდვრისკენ გავემართეთ,
ცერად გადავჭერით, კიბით გადავედით სხლტეზე და მაღლა
მკვეთრად მიმავალ კლაკნილ ვიწრო გზაზე აღმოვჩნდით.
– აქედან ელბერიქოუვში მოვხვდებით, – გვითხრა ფრან-
კლინ კლარკმა, – მაგრამ ორი წლის წინათ ახალი გზა გაიყვა-
ნეს ბროუდსენდსისა და კელბერისკენ, ასე რომ, ამ გზაზე ახლა
თითქმის არავინ დადის.
დაბლა დავეშვით. ვიწრო გზა ბილიკად გადაიქცა, ქვემოთ კი,
ზღვისკენ, გვიმრებსა და კვრინჩხებს შორის გადიოდა. უეცრად
მწვანე ფერდობზე გავედით, საიდანაც ზღვა, მბზინავი თეთრი
ქვებით დაფარული პლაჟი და მუქი მწვანე ხეების ზოლი მოჩან-
და. თეთრი, მუქი მწვანე და ლურჯი საფირონი საუცხოო პეიზაჟს
ქმნიდა.
– რა მშვენიერებაა! – შევძახე.
– აბა, რა! – ენერგიულად გამომეხმაურა კლარკი, – რატომ
უნდა გაემგზავროს ხალხი აქედან საზღვარგარეთ, რივიერაზე?
სად არ ვყოფილვარ, მაგრამ გეფიცებით, ამაზე ლამაზი ადგილი
არსად მინახავს.
შემდეგ, თითქოს თავისი აღტყინების შერცხვაო, საქმიანი კი-
ლოთი განაგრძო:
– სწორედ აქ სეირნობდა ჩემი ძმა საღამოობით, ბილიკზე
მარცხნივ კი არა, მარჯვნივ უხვევდა, ფერმას გასცდებოდა, მინ-
დორს გადაჭრიდა და უკვე შინ იყო.
გზა განვაგრძეთ, სანამ შუა მინდორში ღობეს არ მივადექით
– სწორედ ამ ადგილას იპოვეს ცხედარი.
ქროუმმა თავი დააქნია და თქვა:

116 მკითხველთა ლიგა


– ყველაფერი გასაგებია. მკვლელი აქ იდგა, ჩრდილში.
თქვენმა ძმამ, ალბათ, ვერაფერი შეამჩნია, სანამ თავში არ ჩა-
არტყეს.
ჩემ გვერდით მდგომი ქალიშვილი შეკრთა.
ფრანკლინმა დაუსტვინა და უთხრა:
– გამაგრდით, ტორა, საშინელებაა, მაგრამ ფაქტებს თვალი
უნდა გავუსწოროთ.
ტორა გრეი – ქალიშვილს ეს სახელი ძალიან უხდებოდა.
სახლში დავბრუნდით, სადაც ცხედარი გადაეტანათ მას შემ-
დეგ, რაც სურათები გადაუღეს.
როდესაც ფართო კიბეს ავუყევით, ოთახიდან ექიმი გამოვი-
და. ხელში შავი ჩანთა ეჭირა.
– რას იტყვით, ექიმო? – ჰკითხა კლარკმა.
ექიმმა თავი დააქნია.
– მარტივი შემთხვევაა. სამედიცინო დეტალებს წინასწარი
სასამართლო განხილვისთვის შემოვინახავ, იმას კი გეტყვით,
რომ განსვენებულს არ უწვალია. როგორც ჩანს, მყისვე განუტე-
ვა სული. წავალ, ლედი კლარკს ვინახულებ, – დაამატა და წავი-
და.
დერეფნის ბოლოში ოთახიდან მედდა გამოვიდა და ექიმი მას
გაჰყვა.
იმ ოთახში შევედით, სადაც ახლახან ექიმი იმყოფებოდა.
აღარ დავყოვნებულვარ. გამოსვლისას დავინახე, რომ ტორა
გრეი ჯერაც კიბის ბაქანზე იდგა. სახეზე უცნაური, შეშინებული
გამომეტყველება აღჰბეჭდოდა.
– მის გრეი... – მივმართე და შევყოყმანდი, – რა მოხდა?
შემომხედა.
– ვფიქრობდი, – მიპასუხა, – D ასოზე.
– D ასოზე? – გავიმეორე და გაოცებით მივაჩერდი.

117 მკითხველთა ლიგა


– დიახ, მომდევნო მსხვერპლზე. რაღაც უნდა მოვიმოქმე-
დოთ. მკვლელი უნდა შევაჩეროთ.
ოთახიდან ჩემ კვალდაკვალ გამოსულმა კლარკმა იკითხა:
– რა უნდა შევაჩეროთ, ტორა?
– ეს საშინელი მკვლელობები.
– დიახ, – დაეთანხმა კაცი და ნიკაპი წინ წამოსწია, – მესიე
პუაროს უნდა დაველაპარაკო... გაუმკლავდება კი ქროუმი? –
იკითხა მოულოდნელად.
მივუგე, რომ ქროუმი ძალზე ჭკვიან პოლიციელად მიაჩნდათ,
მაგრამ ჩემს ხმას შესაძლოა სათანადო ენთუზიაზმი აკლდა.
– საშინლად თავდაჯერებულია, – თქვა კლარკმა, – ისე იქცე-
ვა, თითქოს ყველაფერი იცის... არადა, რა იცის? როგორც
ვხვდები, არაფერი.
კლარკი გაჩუმდა, შემდეგ კი დაამატა:
– მესიე პუარო – აი, ვისთვის არ დამენანება ფული. მე გეგმა
მაქვს, მაგრამ მას მოგვიანებით განვიხილავთ.
კლარკი დერეფნის ბოლოში გავიდა და იმ კარზე დააკაკუნა,
რომელშიც ცოტა ხნის წინათ ექიმი შევიდა.
წამით შევჩერდი. ქალიშვილს თვალი გაშტერებოდა.
– რაზე ფიქრობთ, მის გრეი?
ჩემკენ შემოტრიალდა.
– მინდა ვიცოდე, სად არის ის ახლა... მკვლელს ვგულის-
ხმობ. დანაშაულის ჩადენიდან ჯერ თორმეტი საათიც არ გასუ-
ლა... ოჰ, ნუთუ არ არსებობენ ნათელმხილველები, რომლებიც
იტყოდნენ, სად არის და რას აკეთებს...
– მას პოლიცია ეძებს, – ვთქვი მე. ჩემმა ჩვეულებრივმა სიტ-
ყვებმა ტორა გრეის თითქოს ჯადო ახსნა და თავს მოერია.
– დიახ, – ჩაილაპარაკა და თავი დააქნია, – რა თქმა უნდა.
კიბეზე დაეშვა. ერთხანს ვიდექი და გულში მის სიტყვებს ვი-
მეორებდი.
118 მკითხველთა ლიგა
ABC...
სად იყო ის ახლა?

119 მკითხველთა ლიგა


თავი 16
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

მისტერ ალეგზანდერ ბონაპარტ კასტი სხვებთან ერთად გა-


მოვიდა ტორკის კინოთეატრ „პალადიუმიდან“, სადაც უაღრე-
სად ამაღელვებელ ფილმს უყურებდა, სახელწოდებით „ბეწვის
ხიდზე“.
შუადღის მზის შუქზე თვალები სწრაფად აახამხამა და დაკარ-
გული ძაღლივით მიიხედ-მოიხედა, რაც ყოველთვის ახასიათებ-
და. ხმადაბლა ჩაილაპარაკა: „კარგი აზრია“.
ამ დროს გაზეთების დამტარებელმა ბიჭებმა ჩაუარეს შეძახი-
ლებით:
– ბოლო გამოშვება... მანიაკი მკვლელი ჩარსტონში...
მკერდზე პლაკატები ჩამოეკიდათ, წარწერით:
მკვლელობა ჩარსტონში. ბოლო გამოშვება.
მისტერ კასტმა ჯიბე მოიქექა, მონეტა ამოიღო და გაზეთი იყი-
და. ერთბაშად არ გაუშლია. სკვერში გაიარა, აუჩქარებლად მი-
ვიდა პავილიონთან, საიდანაც ტორკის ნავსადგური მოჩანდა,
დაჯდა და გაზეთს თვალი შეავლო.
დიდასოებიანი სათაურები იუწყებოდა:
მოკლულია სერ კარმაიკლ კლარკი.
საშინელი ტრაგედია ჩარსტონში.
ქალაქში მანიაკი მკვლელია.
ქვემოთ კი ეწერა:
„სულ რაღაც ერთი თვის წინათ ინგლისი შეძრა და დააშინა
ახალგაზრდა ქალის, ელიზაბეთ ბარნარდის, მკვლელობამ ბექ-
სჰილში. შეგახსენებთ, რომ საქმეს თან ერთვოდა რკინიგზის
ცნობარი ABC. ასეთივე ცნობარი აღმოაჩინეს სერ კარმაიკლ

120 მკითხველთა ლიგა


კლარკის ცხედარზე. პოლიცია იმ ვერსიისკენ იხრება, რომ ორი-
ვე დანაშაული ერთი და იმავე პირის ჩადენილია. ნუთუ მანიაკი
მკვლელი ჩვენს საზღვაო კურორტებზე დასეირნობს?“
ფლანელის შარვალსა და ხასხასა ლურჯ პერანგში გამოწყო-
ბილმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მისტერ კასტის გვერდით
იჯდა, შენიშნა:
– რა საზიზღრობაა, არა?
მისტერ კასტი შეხტა.
– ოჰ, ძალიან... ძალიან...
ახალგაზრდა კაცმა შეამჩნია, რომ მის მეზობელს ხელები ისე
აუცახცახდა, კინაღამ გაზეთი გაუვარდა.
– ამ შეშლილებს ვერაფერს გაუგებ, – განაგრძო ლაპარაკის
მოყვარულმა ჭაბუკმა, – ზოგჯერ ძნელი მისახვედრია, გიჟია თუ
არა. ზოგიერთი შეშლილი გარეგნულად ჩვენნაირ ადამიანებს
ჰგავს.
– დიახ, ასეა, – დაეთანხმა მისტერ კასტი.
– ნამდვილად ასეა. ზოგიერთ მათგანს ფსიქიკა ომის დროს
დაუზიანდა და მას შემდეგ აღარაფერი ეშველა.
– მე... ვფიქრობ, მართალი ხართ.
– ვერ ვიტან ომს, – თქვა ახალგაზრდა კაცმა.
– მე კი ვერ ვიტან შავ ჭირს, ძილის ავადმყოფობას, შიმშილ-
სა და კიბოს... მაგრამ ეს მათ ვერაფერს აკლებს!
– ომის თავიდან აცილება შესაძლებელია, – გადაჭრით გა-
ნაცხადა ახალგაზრდამ.
მისტერ კასტს გაეცინა. კარგა ხანს იცინოდა.
ახალგაზრდა კაცი ცოტათი შეშფოთდა.
„მგონი, ესეც ვერ არის დაწყობილი“, – გაიფიქრა, ხმამაღლა
კი თქვა:
– მაპატიეთ, სერ, როგორც ვხვდები, თქვენც ყოფილხართ
ომში.
121 მკითხველთა ლიგა
– ვიყავი, – მიუგო მისტერ კასტმა, – და აქამდე... ჯერაც ვერ
მოვედი გონს. ჩემს თავს რაღაც დაემართა. მტკივა. საშინლად
მტკივა.
– ოჰ, ვწუხვარ, – თქვა შეცბუნებულმა ახალგაზრდამ.
– ზოგჯერ თვითონაც არ ვიცი, რას ვაკეთებ...
– მართლა? კარგი, მე უნდა წავიდე, – ჩაილაპარაკა ახალ-
გაზრდა კაცმა და იქაურობას სწრაფად გაშორდა. იცოდა, რომ
თუ ვინმე საკუთარ ჯანმრთელობაზე ლაპარაკს იწყებდა, მას ვე-
რაფერი შეაჩერებდა.
მისტერ კასტი მარტო დარჩა თავის გაზეთთან ერთად.
კითხულობდა და კვლავ კითხულობდა...
მის წინ გამვლელები მიდი-მოდიოდნენ... და უმეტესწილად
ამ მკვლელობებზე საუბრობდნენ...
– საშინელებაა... როგორ ფიქრობთ, ჩინელები ხომ არ იქნე-
ბიან ამ საქმეში გარეული? ქალიშვილი ხომ ჩინურ რესტორანში
მუშაობდა ოფიციანტად...
– ზედ გოლფის სათამაშო მოედანზე...
– მე კი ყური მოვკარი, პლაჟზეო...
– ...მაგრამ, ძვირფასო, ჩვენ ხომ ჩაის ვსვამდით ელბერიში
გუშინ...
– პოლიცია მას აუცილებლად მიაგნებს...
– ამბობენ, წუთი წუთზე დააკავებენო...
– ის, ალბათ, ტორკშია... აი, ის ქალი, რომელიც მათ ხოცავ-
და, რა ჰქვია...
მისტერ კასტმა საგულდაგულოდ დაკეცა გაზეთი და ძელ-
სკამზე დადო. შემდეგ წამოდგა და დინჯად გაემართა ქალაქის
ცენტრისკენ.
იქვე ქალიშვილები მიდი-მოდიოდნენ, ქალიშვილები თეთ-
რი, ვარდისფერი და ცისფერი სამოსით, ზაფხულის კაბებით,

122 მკითხველთა ლიგა


შარვლებითა და პიჯაკებით. იღიმებოდნენ, იცინოდნენ, შემ-
ხვედრ მამაკაცებს შეჰყურებდნენ.
არც ერთ მათგანს წამითაც არ შეუხედავს მისტერ კასტის-
თვის.
მისტერ კასტი კაფეს წინ პატარა მაგიდას მიუჯდა და დევონ-
შირული ნაღებიანი ჩაი შეუკვეთა.

123 მკითხველთა ლიგა


თავი 17
შემობრუნების მომენტი

სერ კარმაიკლ კლარკის მკვლელობის შემდგომ ABC-ს საქ-


მის საიდუმლომ კულმინაციას მიაღწია.
გაზეთები მხოლოდ მის შესახებ წერდნენ, სხვადასხვა სამხი-
ლის არსებობაზე მიანიშნებდნენ. ამტკიცებდნენ, რომ დამნაშა-
ვეს მალე დააკავებდნენ. ყველას ფოტოსურათს აქვეყნებდნენ,
ვისაც კი ამ დანაშაულთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა. ყვე-
ლასგან იღებდნენ ინტერვიუს, ვინც კი დათანხმდებოდა. პარ-
ლამენტში შეკითხვებს გზავნიდნენ.
როგორც იქნა, ანდოვერის მკვლელობა ორ მომდევნოსთან
დააკავშირეს.
სკოტლანდ-იარდში სჯეროდათ, რომ მკვლელის კვალზე გა-
სასვლელად აუცილებელი იყო ყველაფრის საქვეყნოდ გახ-
მაურება. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა მოყვარულ მაძებარ-
თა არმიად გადაიქცა.
გაზეთ „დეილი ფლიკერის“ რედაქციამ ასეთი სათაური
მოიფიქრა:
ის შესაძლოა თქვენს ქალაქში იყოს!
ბუნებრივია, პუარო მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებდა.
გამოქვეყნდა მის მიერ მიღებული წერილების ტექსტი და ფაქსი-
მილე. პუაროს რატომღაც იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ დანა-
შაულის თავიდან აცილება ვერ შეძლო, თუმცა იქვე ამართლებ-
დნენ – უახლოეს პერიოდში მკვლელს დაასახელებსო.
რეპორტიორები წუთითაც არ ასვენებდნენ, ცდილობდნენ ინ-
ტერვიუზე დაეთანხმებინათ.
„რას ამბობს დღეს მესიე პუარო?“

124 მკითხველთა ლიგა


ამას ნახევარსვეტიანი სისულელეები მოსდევდა:
„მესიე პუაროს აზრით, ვითარება სერიოზულია“.
„მესიე პუარო წარმატების ზღვარზე“.
„კაპიტანმა ჰასტინგზმა, მესიე პუაროს უახლოესმა მეგობარ-
მა, ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს შეატყობინა...“
– პუარო, – გავიძახოდი დროდადრო, – გევედრებით, დამი-
ჯერეთ, მსგავსი არაფერი მითქვამს.
ასეთ შემთხვევებში ჩემი მეგობარი ალერსიანად მპასუხობ-
და:
– ვიცი, ჰასტინგზ, ვიცი. წარმოთქმულ და დაწერილ სიტყვებს
შორის ღრმა უფსკრულია. ფრაზა შეიძლება ისე დამახინჯდეს,
რომ მისი საწყისი აზრი საპირისპიროთი შეიცვალოს.
– არ მინდა იფიქროთ, თითქოს ვთქვი...
– ნუ წუხხართ, ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს. ეს სი-
სულელე შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს.
– როგორ?
– Eh, bien, – პირქუშად თქვა პუარომ, – თუ ჩვენი მანიაკი
იმას წაიკითხავს, რასაც დღევანდელი „დეილი ბლაგი“ მომა-
წერს, როგორც მოწინააღმდეგე მის თვალში ყოველგვარ პატი-
ვისცემას დავკარგავ.
შესაძლოა ჩემი მონათხრობი შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ
გამოძიება თითქმის ერთ ადგილას იდგა. სინამდვილეში,
სკოტლანდ-იარდსა და სხვადასხვა საგრაფოს პოლიციაში ყვე-
ლაზე უმნიშვნელო სამხილებსაც კი დაუღალავად ჩაჰკირკიტებ-
დნენ.
დეტალურად გამოჰკითხეს დანაშაულის ადგილის გარშემო
დიდ რადიუსში განთავსებული სასტუმროების, პანსიონებისა და
ბინების მეპატრონეები.
დეტალურად გადაამოწმეს მდიდარი წარმოსახვის იმ ასობით
ადამიანის ნაამბობი, რომლებმაც დაინახეს „თვალებგადმოქა-
125 მკითხველთა ლიგა
ჩული საეჭვო მამაკაცი“ ან „პირქუში შესახედაობის ტიპი, რომე-
ლიც შორიახლოს ტრიალებდა“. ითვალისწინებდნენ ნებისმიერ,
თუნდაც ბუნდოვან ინფორმაციას. ამოწმებდნენ მატარებლებს,
ავტობუსებს, ტრამვაის, წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზი-
ებს, გამოჰკითხავდნენ რკინიგზის სადგურების მებარგულებს,
კონდუქტორებსა და გამყიდველებს.
სულ ცოტა, ოცი კაცი მაინც დააკავეს დასაკითხავად და მანამ
არ გაუშვეს, სანამ დამაჯერებლად არ აუხსნეს პოლიციას, სად
იყვნენ დანაშაულის ჩადენის ღამეს.
შედეგი არასახარბიელო იყო. ზოგიერთ შეტყობინებას მეხ-
სიერებაში ინახავდნენ, როგორც საყურადღებოს, მაგრამ დამა-
ტებითი სამხილების გარეშე მათგან არაფერი გამოდიოდა.
თუკი ქროუმი და მისი კოლეგები დაუღალავად მუშაობდნენ,
პუაროს უმოქმედობა მაოცებდა. შიგადაშიგ კამათს ვაჩაღებ-
დით:
– რა გინდათ, რომ გავაკეთო, ჩემო მეგობარო? პოლიცია
ჩემზე უკეთ მიხედავს გამოძიებას. თქვენ კი გსურთ... ძაღლივით
ვიწანწალო აქეთ-იქით.
– ამის ნაცვლად, სახლში ზიხართ, როგორც... როგორც...
– როგორც საღად მოაზროვნე ადამიანი! ჰასტინგზ, ჩემი ძა-
ლა თავშია და არა ფეხებში. თქვენი აზრით, მთელი ამ დროის
განმავლობაში ვუსაქმურობ, არადა, ვფიქრობ.
– ფიქრობთ? – შევძახე, – განა ახლა ფიქრის დროა?
– დიახ, ათასჯერ დიახ.
– მერედა, რას მიაღწევთ ფიქრით? სამ მკვლელობასთან და-
კავშირებული ყველა ფაქტი ისედაც ზეპირად იცით.
– მე ფაქტების შესახებ კი არა, იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ
მუშაობს მკვლელის ტვინი.
– შეშლილის ტვინი!

126 მკითხველთა ლიგა


– დიახ. ამიტომ ამის დადგენა ადვილი არ არის. როცა მეცო-
დინება, როგორ აზროვნებს მკვლელი, მის პოვნასაც შევძლებ.
მის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ვიცი. რა ვიცოდით
მკვლელის შესახებ ანდოვერის დანაშაულის შემდეგ? თითქმის
არაფერი. ბექსჰილის შემდეგ? ცოტათი მეტი. ჩარსტონში ჩადე-
ნილი მკვლელობის შემდეგ? კიდევ უფრო მეტი. და მე უკვე ვხე-
დავ – არა იმას, რაც თქვენ გაინტერესებთ: მისი სახისა და ფიგუ-
რის მოხაზულობას, – არამედ მის ტვინს. ტვინს, რომელიც გან-
საზღვრული მიმართულებით მუშაობს. მორიგი დანაშაულის
შემდეგ...
– პუარო!
ჩემმა მეგობარმა გულგრილად შემომხედა.
– რასაკვირველია, ჰასტინგზ, ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ
ერთი მკვლელობა მოხდება. ბევრი რამე შემთხვევითობაზეა და-
მოკიდებული. ჯერჯერობით, მას უმართლებს, მაგრამ ამჯერად
იღბალმა შესაძლოა ზურგი შეაქციოს. ასეა თუ ისე, კიდევ ერთი
მკვლელობის შემდეგ გაცილებით მეტი გვეცოდინება. მკვლე-
ლობა უდიდესი მამხილებელია. შეგიძლიათ შეცვალოთ მეთო-
დი, მაგრამ თქვენი გემოვნება, ჩვეულებები, შეხედულებები და
სული მაინც იმაში გამოვლინდება, რასაც ჩაიდენთ. სანამ ერ-
თმანეთის საწინააღმდეგო მონაცემები გვაქვს, ზოგჯერ მეჩვენე-
ბა, რომ ამ საქმეში ორი სხვადასხვა ადამიანი მონაწილეობს,
მაგრამ როგორც კი მონახაზი გაირკვევა, შევიტყობ...
– შეიტყობთ, ვინ არის ის?
– არა, ჰასტინგზ, მის სახელსა და მისამართს ვერ შევიტყობ!
გავიგებ, როგორი ადამიანია...
– და შემდეგ?
– Et alors, je vais à la pêche.37

37
და შემდეგ კი სათევზაოდ წავალ (ფრ.).
127 მკითხველთა ლიგა
ვინაიდან სახეზე გაოცება მეხატა, მან განაგრძო:
– ჰასტინგზ, გამოცდილმა მეთევზემ ზუსტად იცის, რომელი
თევზი რომელ სატყუარაზე წამოეგება. მე შესაფერის სატყუარას
შევარჩევ.
– შემდეგ?
– შემდეგ? შემდეგ? როცა გისმენთ, მედიდური ქროუმი და მი-
სი აკვიატებული „აჰ, მართლა?“ მახსენდება. Eh bien, და შემდეგ
ის სატყუარას ნემსკავთან ერთად გადაყლაპავს და მკედს დაქა-
ჩავს...
– ამასობაში კი ის ხალხს ხოცავს...
– მან სამი კაცი მოკლა, გზებზე კი ყოველკვირა ას ოცამდე
იღუპება.
– ეს სრულიად სხვა შემთხვევაა.
– დაღუპულებისთვის, ალბათ, ერთი და იგივეა. გეთანხმებით
– სხვებისთვის, ნათესავებისა და ახლობლებისთვის, ეს სხვაგ-
ვარად გამოიყურება, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რამ მამშვი-
დებს.
– აბა, მითხარით რამე დამამშვიდებელი!
– თქვენი სარკაზმი inutile.38 ის მამშვიდებს, რომ უდანა-
შაულო ადამიანზე ეჭვი არავის მიაქვს.
– ეს ხომ უარესია!
– არა, არა და ათასჯერ არა! არაფერია იმაზე საშინელი, რო-
ცა ეჭვის გარემოცვაში ცხოვრობ. როცა ხედავ, როგორ გით-
ვალთვალებენ, გარშემო მყოფთა თვალებში კი სიყვარულს ში-
ში ცვლის. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ეჭვის მიტანა მას-
ზე, ვინც ძვირფასი და ახლობელია... ეს სულს წამლავს. ჰოდა,

38
უსარგებლოა (ფრ.).

128 მკითხველთა ლიგა


იმაში, რომ უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას უწამლავს,
ABC-ს ვერ დავადანაშაულებთ.
– მალე, ალბათ, გაამართლებთ კიდეც! – ვთქვი დანანებით.
– რატომაც არა? მას შესაძლოა სჯერა, რომ სამართლიან
საქმეს აკეთებს, და არ გამოვრიცხავ, იმით დავასრულოთ, რომ
მის თვალსაზრისს თანავუგრძნოთ.
– კარგი, რა, პუარო!
– მომიტევეთ, რომ გაგაოცეთ. ჯერ ჩემი პასიურობით, ახლა
კი შეხედულებებით.
არაფერი ვთქვი. მხოლოდ თავი დავაქნიე.
– მაგრამ, – განაგრძო პუარომ წუთის შემდეგ, – ერთი გეგმა
მაქვს, რომელიც მოგეწონებათ, ვინაიდან მოქმედებას გულის-
ხმობს. გარდა ამისა, ბევრი სალაპარაკო იქნება, ფიქრს კი თით-
ქმის გამორიცხავს.
მისი კილო არ მომეწონა.
– რა გეგმაა? – ვკითხე უნდობლად.
– მოკლულთა მეგობრებს, ახლობლებსა და მსახურებს ყვე-
ლაფერი უნდა ვათქმევინოთ, რაც იციან.
– მაშასადამე, ეჭვი გაქვთ, რომ რაღაცას არ ამბობენ?
– დიახ, ოღონდ არა განზრახ. როდესაც იმას ჰყვებით, რაც
იცით, ყოველთვის შერჩევას ახდენთ. მე რომ გთხოვოთ მომიყ-
ვეთ, როგორ გაატარეთ გუშინდელი დღე, შესაძლოა მიპასუ-
ხოთ: „ცხრა საათზე ავდექი, ათის ნახევარზე ვისაუზმე, მივირ-
თვი ომლეტი ბეკონით, დავლიე ყავა, წავედი კლუბში და ასე
შემდეგ“. თქვენ არ ახსენებთ, რომ ფრჩხილი გაიტეხეთ და იძუ-
ლებული გახდით, მოგეჭრათ. არ მეტყვით, რომ მსახურს გასა-
პარსავად წყლის მოტანა სთხოვეთ, რომ სუფრაზე ყავა დაგეღ-
ვარათ, რომ შლაპა გაწმინდეთ, სანამ დაიხურავდით. ადამიანი
ყველაფერს ვერ მოჰყვება. ამიტომ შერჩევას ახდენს. მკვლე-

129 მკითხველთა ლიგა


ლობის შემთხვევაში, ადამიანები იმას ირჩევენ, რაც, მათი აზ-
რით, მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ხშირად ცდებიან!
– როგორ მივხვდეთ, რა არის მნიშვნელოვანი?
– ეს საუბრის დროს გაირკვევა. უნდა ვილაპარაკოთ! თუ
კონკრეტულ მოვლენაზე, პირზე ან დღეზე კვლავ და კვლავ ვიმ-
სჯელებთ, აუცილებლად გამოჩნდება დამატებითი დეტალები.
– რომელი დეტალები?
– ეს, ცხადია, არ ვიცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი სა-
უბრები არც დამჭირდებოდა. დანაშაულის შემდეგ საკმარისი
დრო გავიდა საიმისოდ, რომ ჩვეულებრივმა საგნებმა კვლავ
დაიბრუნონ თავიანთი მნიშვნელობა. ყველა მათემატიკურ კა-
ნონს ეწინააღმდეგება ის, რომ სამ დანაშაულში არ არის არც
ერთი ფაქტი, არც ერთი ფრაზა, რომლებსაც საქმესთან პირდა-
პირი კავშირი ექნება. უნდა არსებობდეს რაღაც ჩვეულებრივი
მოვლენა ან რეპლიკა, რომელიც გზაზე დაგვაყენებს! ვიცი, ეს
თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
ნემსი თივის ზვინშია!
ეს ყველაფერი ძალზე ბუნდოვანი და გაუგებარი მომეჩვენა.
– ვერ მიხვდით? მაშასადამე, უბრალო მოახლეს უფრო მახ-
ვილი გონება ჰქონია.
პუარომ წერილი გამომიწოდა. აკურატულად, ცერად, მოს-
წავლის ხელწერით დაეწერათ:
„ძვირფასო სერ, იმედია, მაპატიებთ, რომ გავბედე და წე-
რილს გწერთ. ბევრი ვიფიქრე მას შემდეგ, რაც ის საშინელი
მკვლელობები მოხდა, რომლებიც ჩემი საბრალო დეიდის
მკვლელობას ჰგავს. მაშასადამე, გამოდის, თითქოს ერთი უბე-
დურება დაგვატყდა თავს. გაზეთში იმ ქალიშვილის ფოტოსურა-
თი ვნახე – ბექსჰილში მოკლულის დას ვგულისხმობ. გადავ-
წყვიტე, მიმეწერა და შემეტყობინებინა, რომ ლონდონში მივემ-
გზავრები სამუშაოს მოსაძებნად, თან შევეკითხე, შეიძლება თუ
130 მკითხველთა ლიგა
არა მისვლა და მისი ან დედამისის ნახვა, ვინაიდან ორი თავი
ერთზე უკეთ მუშაობს. მათთანაც ვიმუშავებდი არცთუ დიდი გა-
სამრჯელოს ფასად, მაგრამ კარგი იქნებოდა იმის დადგენა, თუ
ვინ არის ის საშინელი ბოროტმოქმედი. თუ ყველანი მოვყვებით,
რაც ვიცით, იქნებ რამე მაინც გაირკვეს.
ქალიშვილმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ოფისში მუშაობს და
ჰოსტელში ცხოვრობს. შემომთავაზა, თქვენთვის მომეწერა.
მითხრა, რომ დაახლოებით ჩემნაირად ფიქრობს, ერთ გასაჭირ-
ში ვართ და ერთად უნდა ვიყოთ. ამიტომაც გწერთ, სერ, რომ
ლონდონში მოვემგზავრები, ეს კი ჩემი მისამართია.
ვიმედოვნებ, ძალიან არ გაწუხებთ.
პატივისცემით,
მერი დროუერი“.
– მერი დროუერი, – მითხრა პუარომ და თავი დააქნია, – ძა-
ლიან ჭკვიანი გოგოა.
მან მეორე წერილი აიღო.
– წაიკითხეთ.
ფრანკლინ კლარკსაც გამოეგზავნა ბარათი, რომელშიც მოკ-
ლედ იუწყებოდა, რომ ლონდონში ჩამოსვლას აპირებდა, და თუ
პუარო წინააღმდეგი არ იქნებოდა, მომდევნო დღეს მოინახუ-
ლებდა.
– იმედს ნუ დაკარგავთ, mon ami, – თქვა პუარომ, – მალე
მოქმედებაზე გადავალთ.

131 მკითხველთა ლიგა


თავი 18
პუარო სიტყვას წარმოთქვამს

ფრანკლინ კლარკი მეორე დღეს სამი საათისთვის მოვიდა


და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– მესიე პუარო, – თქვა მან, – უკმაყოფილო ვარ.
– რატომ, მისტერ კლარკ?
– ეჭვი არ მეპარება, რომ ქროუმი საქმიანი პოლიციელია,
მაგრამ არ დაგიმალავთ და, ძალიან აღშფოთებული ვარ. ეს
ყოვლისმცოდნეს მანერები! ზოგიერთი აზრი თქვენს მეგობარს
გავუზიარე, როდესაც ჩარსტონში იმყოფებოდა, მაგრამ განსვე-
ნებული ძმის ყველა საქმე უნდა მომეგვარებინა და დღემდე ვერ
მოვიცალე. ჩემი იდეა ის არის, მესიე პუარო, რომ თუ არ
ვიარეთ, ყველაფერს ბალახი გადაუვლის.
– ჰასტინგზიც ამას ამტკიცებს!
– წინ უნდა გავიხედოთ. მომდევნო მკვლელობისთვის უნდა
შევემზადოთ.
– თქვენი აზრით, კიდევ ერთი დანაშაული მოხდება?
– თქვენი აზრით?
– აუცილებლად.
– ძალიან კარგი. თუ ასეა, ორგანიზებულად უნდა ვიმოქმე-
დოთ.
– თქვენს იდეას ხომ ვერ დამიკონკრეტებთ?
– მესიე პუარო, გთავაზობთ მოკლულთა მეგობრებისა და ნა-
თესავებისგან ჯგუფის შექმნას და მას თქვენ უხელმძღვანე-
ლებთ.

132 მკითხველთა ლიგა


– Une bonne idée.39
– მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ. ვფიქრობ, ერთად მუ-
შაობით რამეს მივაღწევთ. გარდა ამისა, როცა ABC-ს მორიგ წე-
რილს მივიღებთ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა შესაძლოა ვინმე ამო-
იცნოს, ვინც წინა რომელიმე დანაშაულის დროს სცენაზე იმყო-
ფებოდა.
– თქვენი იდეა გასაგებია და მომწონს, მაგრამ გაითვალისწი-
ნეთ, მისტერ კლარკ, რომ დაღუპულთა ნათესავები და მეგობ-
რები საზოგადოების სხვა ფენას წარმოადგენენ – ისინი დაქირა-
ვებით მუშაობენ და თუნდაც ხანმოკლე შვებულება დასჭირდე-
ბათ...
– სწორედ ამას ვგულისხმობ, – გააწყვეტინა ფრანკლინ
კლარკმა, – ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც ამის მოგვა-
რება შეუძლია. ცხადია, სიმდიდრე თავზე არ გადამდის, მაგრამ
სიკვდილის შემდეგ ჩემს ძმას ქონება დარჩა, რომელიც მემ-
კვიდრეობით გადმომეცემა. უკვე ვთქვი, რომ სპეციალური რაზ-
მის შექმნას გთავაზობთ, რომლის წევრებიც გაწეული სამუშაოს-
თვის მათი ჯამაგირის ტოლ თანხას მიიღებენ, რასაც, ბუნებრი-
ვია, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაც დაემატება.
– ვინ შევა ამ რაზმში?
– ვმუშაობ ამ საკითხზე. უკვე დავუკავშირდი მის მეგან ბარ-
ნარდს და ეს, სხვათა შორის, ჩვენი ერთობლივი იდეაა. გთავა-
ზობთ შევიდეთ: მე, მის ბარნარდი, მისტერ დონალდ ფრეიზერი
– მოკლული ქალიშვილის საქმრო, კიდევ ანდოვერში მოკლუ-
ლი ქალის დისშვილი – მის ბარნარდს მისი მისამართი აქვს...
არა მგონია, მისის აშერის ქმარი გამოგვადგეს, ყური მოვკარი,
ლოთობსო. გარდა ამისა, ვფიქრობ, უფროსი ბარნარდები, მოკ-

39
კარგი იდეაა (ფრ.).

133 მკითხველთა ლიგა


ლული ქალიშვილის მშობლები, ხანდაზმულები არიან და ჩვენს
მუშაობაში აქტიურად ვერ ჩაერთვებიან.
– კიდევ არის ვინმე?
– კიდევ... ე-ე... მის გრეი.
ამ სახელის წარმოთქმისას კლარკი ოდნავ გაწითლდა.
– ოჰ, მის გრეი?
პუაროზე უკეთ ამქვეყნად ვერავინ ჩააქსოვდა რამდენიმე
სიტყვაში ასეთ დახვეწილ ირონიას. ფრანკლინ კლარკი თით-
ქოს ოცდათხუთმეტი წლით გაახალგაზრდავდა და უეცრად სკო-
ლის მორცხვ მოსწავლედ გადაიქცა.
– დიახ, მის გრეი. საქმე ის არის, რომ ის ჩემს ძმასთან ორ
წელზე მეტხანს მუშაობდა. ადგილობრივებსაც იცნობს, მიმდება-
რე ადგილებიც იცის და, საერთოდ, ყველაფერი, მე კი წელიწად-
ნახევარია, აქ არ ვყოფილვარ.
პუარომ კლარკი შეიბრალა და თემა შეცვალა.
– აღმოსავლეთში იყავით? ჩინეთში?
– დიახ, ჩემი ძმის დავალებით ვმოგზაურობდი, რათა მისი
კოლექციისთვის ნივთები შემეძინა.
– ეს, ალბათ, ძალზე საინტერესოა. Eh bien, მისტერ კლარკ,
ძალზე ვაფასებ თქვენს იდეას. სწორედ გუშინ ვეუბნებოდი ჰას-
ტინგზს, რომ აუცილებელია დაინტერესებულ პირთა
rapprochement,40 რათა ერთმანეთს შევადაროთ მოგონებები,
დაკვირვებები, enfin,41 ვიმსჯელოთ დეტალებზე – უნდა ვილაპა-
რაკოთ, ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ. ერთმა უბრალო ფრა-
ზამ შესაძლოა საქმეს ნათელი მოჰფინოს.

40
შეკავშირება (ფრ.).
41
დაბოლოს (ფრ.).

134 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე დღის შემდეგ „მოხალისეთა რაზმი“ პუაროს ბინა-
ში შეიკრიბა.
ყველანი ისხდნენ და მორჩილებით შესცქეროდნენ პუაროს,
რომელიც მისთვის ჩვეულ ადგილზე, მაგიდის თავში იჯდა, მე კი
ოთახში მყოფთ რიგრიგობით ვაკვირდებოდი და ჩემს უწინდელ
შეფასებებს ან ვეთანხმებოდი, ან განვაახლებდი.
სამივე ქალიშვილი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა: არაჩ-
ვეულებრივად ლამაზი ქერა ტორა გრეი, პირქუში, დაძაბული
მეგან ბარნარდი, ინდიელივით გაქვავებული სახით, და კოხტა
შავ პიჯაკსა და ქვედაკაბაში გამოწყობილი მერი დროუერი ლა-
მაზი და ჭკვიანი სახით; ორი მამაკაცი – ზორბა, მზენაკრავი და
ენამრავალი ფრანკლინ კლარკი და მშვიდი და თავშეკავებული
დონალდ ფრეიზერი – ერთმანეთთან საინტერესო კონტრასტს
ქმნიდა.
პუარომ, ბუნებრივია, საკუთარ თავს სიამოვნების მიღებაზე
უარი ვერ უთხრა და მოკლე სიტყვა წარმოთქვა:
– ქალბატონებო და ბატონებო, მოგეხსენებათ, რისთვისაც
შევიკრიბეთ. პოლიცია ძალისხმევას არ იშურებს დამნაშავის
კვალზე დასადგომად. ასევე მეც – ჩემებურად. მაგრამ ვფიქრობ,
რომ მათმა გაერთიანებამ, ვინც პირადად არის დაინტერესებუ-
ლი საქმით და ვინც პირადად იცნობდა მსხვერპლს, შესაძლოა
ისეთი შედეგი მოიტანოს, როგორსაც გარედან გამოძიება ვერ
მიაღწევს. ჩვენ წინაშეა სამი მკვლელობა და სამი მსხვერპლი –
მოხუცი ქალი, ახალგაზრდა ქალი და ხანში შესული მამაკაცი.
მათ მხოლოდ ერთი რამე აერთიანებთ – ყველა მათგანი ერთმა
და იმავე კაცმა მოკლა. ეს ნიშნავს, რომ დამნაშავე სამ განსხვა-
ვებულ ადგილას იმყოფებოდა და ის აშკარად ბევრ ადამიანს უნ-
და დაენახა. შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ის შეშლილია,
მძაფრად განვითარებული მანიით. იმაშიც ვთანხმდებით, რომ
ამას მისი გარეგნობითა და ქცევით ვერ მივხვდებით. ეს ადა-
135 მკითხველთა ლიგა
მიანი – მიუხედავად იმისა, რომ მე „კაცს“ ვუწოდებ, შესაძლოა
ქალიც იყოს – შეშლილისთვის დამახასიათებელი საოცარი ეშ-
მაკობით გამოირჩევა, ჯერჯერობით, კვალის დაფარვას ახერ-
ხებს. პოლიციას რამდენიმე ბუნდოვანი ცნობა აქვს, მაგრამ არ
ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ამოსავალ წერტილად გა-
მოიყენებს. იმავდროულად, უნდა არსებობდეს არა მარტო ბუნ-
დოვანი, არამედ საიმედო ცნობებიც. აი, კონკრეტული საკითხი:
ნუთუ მკვლელი ბექსჰილში შუაღამისას ჩავიდა და სანაპიროზე
შესაფერისი ქალიშვილი შეარჩია, რომლის გვარიც B ასოზე იწ-
ყება...
– გვჭირდება კი ასეთ დეტალებში ჩაღრმავება?
ეს დონალდ ფრეიზერმა იკითხა – თითქოს სულიერმა ტკი-
ვილმა აიძულა ამ სიტყვების წარმოთქმა.
– ყველაფერს უნდა ჩავუღრმავდეთ, მესიე, – მიუგო მისკენ
შეტრიალებულმა პუარომ, – აქ იმისთვის კი არა ხართ, თავი და-
ინდოთ და დეტალებს არ ჩაუღრმავდეთ, არამედ იმიტომ, რომ
აუცილებლობის შემთხვევაში პირობითობებს გადააბიჯოთ, რა-
თა საქმის არსს ჩასწვდეთ. როგორც აღვნიშნე, ABC-ს ბეტი ბარ-
ნარდი შემთხვევით არ აურჩევია. ის წინასწარ უნდა შეერჩია,
ანუ ყველაფერი წინდაწინ უნდა დაეგეგმა, რისთვისაც ადგილზე
წინასწარვე ჩასვლა დასჭირდებოდა. აშკარაა, რომ მან დაადგი-
ნა ანდოვერში მკვლელობის ჩადენის ოპტიმალური დრო, mise
en scènei ბექსჰილში და სერ კარმაიკლ კლარკის ჩვეულებები
ჩარსტონში. არ მჯერა, რომ არ არსებობს არავითარი მითითება,
მცირედი მინიშნებაც კი, რომელიც ABC-ს პიროვნების დადგე-
ნაში დაგვეხმარება. ჩემი ვარაუდი გულისხმობს, რომ ერთ--
ერთმა თქვენგანმა მაინც, ან შესაძლოა ყველამ იცით რაღაც,
მაგრამ არ იცით, რომ ეს რაღაც იცით. ადრე თუ გვიან, ამ გაერ-
თიანების წყალობით რაღაც გაირკვევა, გამოიკვეთება, რაზეც
უწინ არც კი დაფიქრდებოდით. ეს საქმე თავსატეხია და შესაძ-
136 მკითხველთა ლიგა
ლოა თითოეულ თქვენგანს აღმოაჩნდეს დეტალი, ერთი შეხედ-
ვით, უმნიშვნელო, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად
მთლიანი სურათის განსაზღვრულ ნაწილს შექმნის.
– სიტყვები! – თქვა მეგან ბარნარდმა.
– რა? – ჰკითხა პუარომ და გაოცებით მიაჩერდა.
– რასაც ამბობთ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია და არა-
ფერს ნიშნავს.
ქალიშვილის კილოში ღრმა სასოწარკვეთილება იგრძნობო-
და, რაც, ჩემი აზრით, მას ახასიათებდა.
– მადმუაზელ, სიტყვები აზრების გარსია.
– მე კი მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია, – თქვა მერი
დროუერმა, – მართლა ასე ვფიქრობ, მის. ხშირად, როცა რაღა-
ცაზე ლაპარაკობ, ყველაფერი უფრო მკაფიო ხდება. თავი და-
მოუკიდებლად მუშაობს და არც იცი, ეს როგორ ხდება, საუბარი
კი რამე ნაყოფს გამოიღებს.
– თუკი ამბობენ, სიტყვით საქმეს არ ეშველებაო, ჩვენ საპი-
რისპიროს დავამტკიცებთ, – თქვა ფრანკლინ კლარკმა.
– თქვენ რას იტყვით, მისტერ ფრეიზერ?
– მეეჭვება, მესიე პუარო, რომ თქვენმა ნათქვამმა პრაქტიკუ-
ლი სარგებლობა მოგვიტანოს.
– თქვენ რას ფიქრობთ, ტორა? – იკითხა კლარკმა.
– ვფიქრობ, ყველაფერი დეტალურად უნდა განვიხილოთ.
– თუ ასეა, ყველამ გაიხსენეთ, რა უძღოდა წინ მკვლელობას,
– თქვა პუარომ, – იქნებ თქვენ დაიწყოთ, მისტერ კლარკ?
– კარგი. იმ დღეს, როდესაც კარმაიკლი მოკლეს, დილას სა-
თევზაოდ ზღვისკენ გავემართე. რვა სკუმბრია დავიჭირე. უნდა
გითხრათ, რომ საუცხოო ყურე გვაქვს. შინ ვისადილე. თუ არ
ვცდები, ირლანდიური რაგუ მივირთვი. ჰამაკში წავუძინე. ჩაი
დავლიე. რამდენიმე წერილი დავწერე, მაგრამ ფოსტაში წასვლა
შემაგვიანდა და მათ გასაგზავნად პეინტონისკენ გავემართე,
137 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ვივახშმე და ე. ნესბიტის წიგნი წავიკითხე, – ამის თქმის
არ მრცხვენია, – რომელიც ბავშვობაში მიყვარდა. შემდეგ ტე-
ლეფონმა დარეკა...
– საკმარისია, ახლა კი დაფიქრდით, მისტერ კლარკ, და ისე
მიპასუხეთ: ზღვისკენ მიმავალს გზაზე ვინმე ხომ არ შეგხვედრი-
ათ?
– ცხადია, უამრავი ხალხი.
– მათ შესახებ რამეს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– ვერა, დალახვროს ეშმაკმა.
– დარწმუნებული ხართ?
– ე-ე... კარგი, შევეცდები... ერთი უსაშველოდ მსუქანი ქალი
მახსენდება... აბრეშუმის ზოლიანი კაბა ეცვა, გამიკვირდა კი-
დეც... მას ორი პატარა ბიჭი მიჰყვებოდა... ნაპირზე ახალგაზრდა
წყვილი წყალში კენჭებს ისროდა და ფოქსტერიერს ეთამაშებო-
და... ჰო, კიდევ ქერათმიანი ქალიშვილიც იყო, რომელიც წყალ-
ში შესვლისას წიოდა... სასაცილოა, ყველაფერი ისე მახსენდე-
ბა, თითქოს ფოტოფირს ვამჟღავნებდე.
– ჩინებული მოწმე ხართ. მოგვიანებით? ბაღში... ფოსტაში...
– ბაღში მებაღე ყვავილნარს რწყავდა. ფოსტის გზაზე კინა-
ღამ ველოსიპედისტი ქალი დამეჯახა – ის სულელი მიდიოდა და
თან მეგობარს ესაუბრებოდა... სამწუხაროდ, სულ ეს არის.
პუარო ტორა გრეის მიუბრუნდა.
– მის გრეი?
ტორა გრეიმ მკაფიო, მკვეთრი ხმით განაცხადა:
– დილიდან სერ კარმაიკლს წერილების შედგენაში ვეხმარე-
ბოდი, შემდეგ მნეს ველაპარაკე. დღისით, თუ არ ვცდები, წერი-
ლებს ვწერდი და ვკერავდი. ახლა რთული გასახსენებელია.
ჩვეულებრივი დღე იყო. დასაძინებლად ადრე წავედი.
ჩემდა გასაოცრად, პუარომ მას დამატებითი შეკითხვები არ
დაუსვა და მის ბარნარდს მიმართა:
138 მკითხველთა ლიგა
– მის ბარნარდ, ხომ ვერ გაიხსენებთ, რა მოხდა, როცა დას
უკანასკნელად შეხვდით?
– მის დაღუპვამდე ორი კვირით ადრე ვნახე. უქმეებზე ჩავე-
დი. საუცხოო ამინდი იდგა. ჰასტინგზის აუზში წავედით.
– რაზე საუბრობდით?
– უბრალოდ, ვსაუბრობდით, – თქვა მეგანმა.
– რაზე? და რას ამბობდა?
ქალიშვილმა შუბლი შეჭმუხნა და გახსენება სცადა.
– წუწუნებდა, ფული არ მყოფნისო... შლაპა და ორი საზაფხუ-
ლო კაბა ახსენა, რომლებიც ცოტა ხნის წინათ იყიდა. შემდეგ
დონზეც თქვა რაღაც... ისიც დაამატა, რომ მასთან მომუშავე მი-
ლი ჰიგლი არ უყვარდა... ბოლოს, მერიონზე, კაფეს დიასახლის-
ზე ვიცინეთ... მეტი არაფერი მახსოვს.
– ხომ არ უხსენებია – მაპატიეთ, მისტერ ფრეიზერ – მამაკა-
ცი, რომელსაც ხვდებოდა?
– ჩემთვის არ უთქვამს, – ცივად მიუგო მეგანმა.
პუარო კვადრატულყბებიან წითურ ახალგაზრდა კაცს მიუბ-
რუნდა.
– მისტერ ფრეიზერ, ახლა გთხოვთ, თქვენ გაიხსენოთ წარსუ-
ლი. როგორც ბრძანეთ, იმ საბედისწერო საღამოს კაფესთან
მიხვედით, სადაც ბეტი ბარნარდი მუშაობდა, და აპირებდით, მის
გამოსვლას დალოდებოდით. ხომ ვერ გაიხსენებთ, ვინ დაინა-
ხეთ, სანამ იქ იდექით?
– კაფეს ბევრმა ადამიანმა ჩაუარა. არავინ მახსენდება.
– იქნებ მაინც სცადოთ? როგორც უნდა იყოს ტვინი დატვირ-
თული, თვალები ყველაფერს მექანიკურად აფიქსირებს – აკუ-
რატულად, თუმცა მხოლოდ ზედაპირულად.
ახალგაზრდა კაცმა კუშტად გაიმეორა:
– არავინ მახსოვს.
პუარომ ამოიოხრა და მერი დროუერზე გადაერთო.
139 მკითხველთა ლიგა
– დეიდა, ალბათ, წერილებს გიგზავნიდათ, არა?
– დიახ, სერ.
– როდის მიიღეთ ბოლო წერილი?
მერი დაფიქრდა.
– მკვლელობამდე ორი დღით ადრე, სერ.
– რა ეწერა წერილში?
– მწერდა, რომ ბებერი ეშმაკი კვლავ გამოჩნდა, მაგრამ გა-
რეთ მიაბრძანა... მაპატიეთ, თუ ისე არ ვთქვი, სერ... და რომ
ოთხშაბათს მელოდა – ეს ჩემი უქმე დღეა, სერ – და კინოში წა-
ვიდოდით. იმ ოთხშაბათს დაბადების დღეც მქონდა, სერ.
მერის რატომღაც, შესაძლოა ჩაშლილი დღესასწაულის გა-
მო, თვალზე ცრემლი მოადგა. ნერწყვი გადაყლაპა და მოიბო-
დიშა:
– არ გაბრაზდეთ, სერ. ვიცი, ტირილი სისულელეა და ვერა-
ფერს უშველის, მაგრამ გამახსენდა, როგორ გვინდოდა იმ დღის
ერთად აღნიშვნა... მომიტევეთ, ნერვებმა მიმტყუნა, სერ.
– თქვენი მშვენივრად მესმის, – უთხრა ფრანკლინ კლარკმა,
– ადამიანი ყოველთვის წვრილმანების გამო წუხს, როგორიც,
მაგალითად, საჩუქარი ან დღესასწაულია. მხიარული და ბუნებ-
რივი წვრილმანების გამო. ერთხელ შევესწარი, რომ მანქანა
ქალს დაეჯახა, რომელსაც ახალი ფეხსაცმელები ეყიდა. დავინა-
ხე, იწვა, გვერდით კი თავახდილი ყუთიდან მაღალქუსლიანი სა-
საცილო ფეხსაცმელები მოჩანდა, ისეთი გულის ამაჩუყებელი,
რომ გული გეტკინებოდათ.
მოულოდნელად მეგანმა გრძნობით წარმოთქვა:
– მართალია... მართალი. იგივე მოხდა, როცა ბეტი მოკვდა.
დედამ მას წინდები უყიდა... სწორედ მკვლელობის დღეს. საბ-
რალო დედა ერთბაშად მოტყდა. იმეორებდა: „ეს ბეტის ვუყი-
დე... ეს ბეტის ვუყიდე... მან კი ვერც მოიხმარა“.

140 მკითხველთა ლიგა


მეგანს ხმა გაებზარა. ის წინ გადაიხარა და ფრანკლინ
კლარკს თვალებში შეხედა – უეცრად მათ ერთმანეთს გაუგეს,
ისინი უბედურებამ გააერთიანა.
– მესმის თქვენი, – თქვა კაცმა, – მესმის. ადამიანს უნდა,
რომ ასეთი შემთხვევა დაივიწყოს და აღარასოდეს გაიხსენოს.
დონალდ ფრეიზერი აწრიალდა. ტორა გრეიმ საუბრის თემა
შეცვალა.
– აჯობებს, გეგმა შევადგინოთ, – თქვა მან.
– რასაკვირველია, – მისთვის ჩვეული მანერით დაეთანხმა
ფრანკლინ კლარკი, – ვფიქრობ, როდესაც ზარი ჩამოჰკრავს და
მეოთხე წერილი მოვა, ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. მა-
ნამდე შეგვიძლია ყველამ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ. არ
ვიცი, მესიე პუაროს აზრით, რომელი საკითხები მოითხოვს გარ-
კვევას.
– რამდენიმე ასეთს შემოგთავაზებთ, – თქვა პუარომ.
– შესანიშნავია. ყველაფერს ჩავიწერ, – ფრანკლინ კლარკმა
უბის წიგნაკი ამოიღო, – დაიწყეთ, მესიე პუარო. პუნქტი პირვე-
ლი...
– არ გამოვრიცხავ, რომ ოფიციანტმა, მილი ჰიგლიმ, რამე
მნიშვნელოვანი იცოდეს.
– პუნქტი პირველი – მილი ჰიგლი, – ჩაიწერა ფრანკლინ
კლარკმა.
– აქ ორგვარი მეთოდის გამოყენება შეიძლება. თქვენ, მის
ბარნარდ, შემტევ ტაქტიკას გირჩევდით.
– თქვენი აზრით, ეს ჩემს ხასიათს შეესაბამება? – უკმაყოფი-
ლოდ იკითხა მეგანმა.
– განზრახ წაეჩხუბეთ ქალიშვილს... უთხარით, რომ მას
თქვენი და არასდროს მოსწონდა, და რომ ბეტიმ მის შესახებ
ყველაფერი გიამბოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბრალდებათა

141 მკითხველთა ლიგა


ტალღას გამოიწვევს. აუცილებლად გეტყვით, რას ფიქრობს
თქვენს დაზე! ჩვენ კი იქნებ რამე სასარგებლო შევიტყოთ.
– მეორე მეთოდი?
– მისტერ ფრეიზერ, გთხოვდით, რომ მის ჰიგლით დაინტე-
რესებულიყავით.
– ეს აუცილებელია?
– არა, მაგრამ გამოძიების შესაძლო გზაა.
– მე რომ მომესინჯა? – იკითხა ფრანკლინმა, – მე... ასე
ვთქვათ... მდიდარი გამოცდილება მაქვს, მესიე პუარო. ვნახოთ,
რას დავცინცლავ იმ ქალიშვილს.
– თქვენ სხვა საზრუნავიც გაქვთ, – მკვახედ უთხრა ტორა
გრეიმ, – თანაც არა იმ კაფეში.
ფრანკლინს სახე შეეცვალა.
– დიახ, – თქვა მან, – მე სხვა საზრუნავიც მაქვს.
– Tout de même,42 არა მგონია, რომ ამჟამად რამე უნდა
გააკეთოთ, – განაცხადა პუარომ, – აი, მადმუაზელ გრეი უკეთ
გაუმკლავდება...
– მესიე პუარო, – გააწყვეტინა ტორა გრეიმ, – უნდა გით-
ხრათ, რომ სამუდამოდ წამოვედი დევონიდან.
– რაო? ეს არ ვიცოდი.
– მის გრეიმ ისედაც დიდი თავაზიანობა გამოიჩინა, როცა
დარჩა და საქმეების გარკვევაში დამეხმარა, – განმარტა ფრან-
კლინმა, – მაგრამ, ბუნებრივია, ლონდონში მუშაობა ურჩევნია.
პუარომ ორივე მათგანს ყურადღებით შეხედა.
– როგორ არის ლედი კლარკი? – იკითხა მან.
ტორა გრეის ავარდისფრებული ლოყების ხილვით ვტკბებო-
დი და კინაღამ გამომრჩა კლარკის პასუხი.

42
მიუხედავად ამისა (ფრ.).

142 მკითხველთა ლიგა


– ცუდად. სხვათა შორის, მესიე პუარო, იქნებ დევონში შეგევ-
ლოთ და მოგენახულებინათ? წამოსვლის წინ თქვენი ნახვის
სურვილი გამოთქვა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი-ორი დღე
არავის იღებს, მაგრამ მაინც რომ შეგევლოთ... ჩემი ხარჯით,
რასაკვირველია...
– რა თქმა უნდა, მისტერ კლარკ. მოდი, ზეგისთვის შევთან-
ხმდეთ.
– კარგი. მედდას გავაფრთხილებ, რომ ინიექციები ამის მი-
ხედვით დაგეგმოს.
– რაც შეგეხებათ თქვენ, ჩემო კარგო, – მიმართა პუარომ მე-
რის, – ვფიქრობ, ანდოვერში შეგიძლიათ სარგებლობის მოტა-
ნა. ბავშვებს მიხედეთ.
– ბავშვებს?
– დიახ. ბავშვები უცხოებთან გულახდილები არ არიან, თქვენ
კი კარგად გიცნობენ იმ ქუჩაზე, სადაც თქვენი დეიდა ცხოვრობ-
და. მის სახლთან ბევრი ბავშვი თამაშობდა. შესაძლოა დაინა-
ხეს, ვინ შედიოდა ან გამოდიოდა მაღაზიიდან.
– მე და მის გრეიმ რა გავაკეთოთ? – იკითხა კლარკმა, – იმ
შემთხვევაში, თუ ბექსჰილში არ მივდივარ.
– მესიე პუარო, – თქვა ტორა გრეიმ, – რომელი შტემპელი
ერტყა მესამე წერილზე?
– პატნის შტემპელი, მადმუაზელ.
– სამხრეთ-დასავლეთი, 15, პატნი, – ჩაფიქრებით ჩაილაპა-
რაკა ტორა გრეიმ, – ასეა?
– ჩემდა გასაოცრად, გაზეთებმა შტემპელი ზუსტად აღწერეს.
– ეს მიუთითებს, რომ ABC ლონდონში ცხოვრობს.
– დიახ, სავარაუდოდ.
– კარგი იქნებოდა, გამოგვეტყუებინა, – თქვა კლარკმა, –
რას იტყვით, მესიე პუარო, განცხადება ხომ არ გამოვაქვეყნო
გაზეთში? მაგალითად, ასეთი: „ABC-ს საყურადღებოდ. სასწრა-
143 მკითხველთა ლიგა
ფოდ. ე. პ. კვალს დაადგა. ასი გირვანქა სტერლინგი ჩემი დუმი-
ლის სანაცვლოდ. X.Y.Z“. ცხადია, არა ასე ჯიქურ, მაგრამ რაღაც
ამგვარი. ამით შევაგულიანებდით.
– დიახ, ეს შესაძლებელია.
– ის ჩემს მოკვლას შეეცდებოდა.
– ვფიქრობ, ეს სულელური და სახიფათო აზრია, – თქვა ტო-
რა გრეიმ.
– რას იტყვით, მესიე პუარო?
– ეს არაფერს დააშავებს. ABC ძალზე ეშმაკია, რათა ამას წა-
მოეგოს, – პუარომ გაიღიმა, – მისტერ კლარკ, არ გეწყინოთ,
მაგრამ ასე მგონია, გულის სიღრმეში ჯერაც პატარა ბიჭი ხართ.
ფრანკლინ კლარკი ოდნავ შეცბა.
– მაშასადამე, – თქვა მან და უბის წიგნაკში ჩაიხედა, – საქ-
მეზე გადავდივართ.
A – მის ბარნარდი და მილი ჰიგლი.
B – მისტერ ფრეიზერი და მის ჰიგლი.
C – ბავშვები ანდოვერში.
D – განცხადება გაზეთში.
– ბევრი არაფერია, მაგრამ სანამ ლოდინის მეტი არაფერი
დაგვრჩენია, ამასაც არა უშავს.
ის წამოდგა და რამდენიმე წუთის შემდეგ ყველანი დავიშა-
ლეთ.

144 მკითხველთა ლიგა


თავი 19
შვედი ქალი

პუარო თავის ადგილს დაუბრუნდა და დაჯდა, თან რაღაც მე-


ლოდიას ღიღინებდა.
– სამწუხაროა, რომ ასეთი ჭკვიანია, – ჩაილაპარაკა მან.
– ვინ?
– მეგან ბარნარდი. მადმუაზელ ბარნარდი. „სიტყვები“ – აი,
როგორ მიპასუხა. მაშინვე მიხვდა, რომ რასაც ვამბობდი, არა-
ფერს ნიშნავდა, დანარჩენები კი ანკესზე წამოეგნენ.
– მომეჩვენა, რომ ყველაფერი დამაჯერებელი იყო.
– დიახ – დამაჯერებელი. სწორედ ეს მოხვდა თვალში.
– მაშასადამე, სერიოზულად არ ლაპარაკობდით?
– რაც ვთქვი, ერთ წინადადებაშიც ჩაეტეოდა. ამის ნაცვლად,
დაუსრულებლად ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, და ეს მხოლოდ
მადმუაზელ მეგანმა შეამჩნია.
– რატომ მოიქეცით ასე?
– იმიტომ, რომ საქმე დაძრულიყო! რათა ყველას ჰგონებო-
და, რომ საქმე ბევრი გვაქვს! რათა ლაპარაკი დაიწყოს!
– ესე იგი, არ გჯერათ, რომ გეგმა ნაყოფს გამოიღებს?
– ოჰ, ეს ყოველთვის შესაძლებელია, – პუაროს გაეცინა, –
გაგანია ტრაგედიის დროს კომედიას ვიწყებთ. ასე არ არის?
– რას გულისხმობთ?
– ადამიანურ დრამას, ჰასტინგზ! აბა, დაფიქრდით. ჩვენ წინა-
შე საერთო ტრაგედიით გაერთიანებულ ადამიანთა სამი ჯგუფია.
დაუყოვნებლივ იწყება მეორე დრამა... tout à fait à part...43 გახ-

43
სრულიად განსხვავებული (ფრ.).

145 მკითხველთა ლიგა


სოვთ ჩემი პირველი საქმე ინგლისში? ოჰ, რამდენმა წყალმა
ჩაიარა მას შემდეგ! ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი უყ-
ვარდათ, მარტივი ხერხით დავაახლოვე – ერთ-ერთი მათგანი
მკვლელობის ბრალდებით დავაკავებინე! სხვაგვარად არაფერი
გამოვიდოდა! სიკვდილი მოდის, ჩვენ კი ცხოვრებას განვაგ-
რძობთ, ჰასტინგზ... ხშირად შემიმჩნევია, რომ მკვლელობა
უდიდესი მაჭანკალია.
– კარგი, რა, პუარო! – შევძახე აღშფოთებულმა, – დარწმუ-
ნებული ვარ, იმ ადამიანთაგან ყველა იმაზე ფიქრობდა...
– თქვენ, ჩემო მეგობარო?
– მე?
– დიახ, თქვენ! წავიდნენ თუ არა, ოთახში ღიღინით შეხვე-
დით.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი უბედურებისადმი გულგრი-
ლი ვარ.
– ბუნებრივია, მაგრამ იმ მელოდიამ თქვენი ფიქრები გამან-
დო.
– მართლა?
– დიახ. მელოდიის ღიღინი ძალზე სახიფათოა. ის ქვეცნობი-
ერს ამჟღავნებს. ვფიქრობ, ომისდროინდელ მელოდიას ღიღი-
ნებდით. Comme ça,44 – და პუარომ საშინელი ფალცეტით წაიმ-
ღერა:
ზოგჯერ მიყვარს შავგვრემანი,
ზოგჯერ კიდევ ქერა ქალი
(სამოთხიდან წამოსული და შვედეთის გავლით).
– ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვას! Mais je crois que la
blonde l’emporte sur la brunette!45

44
აი, ასე (ფრ.).
45
მაგრამ, ვფიქრობ, ქერა იმარჯვებს შავგვრემანზე (ფრ.).
146 მკითხველთა ლიგა
– გეყოფათ, პუარო! – შევძახე და ოდნავ წამოვწითლდი.
– C’est tout nature!46 შეამჩნიეთ, როგორი სიმპათია გაჩნდა
უეცრად ფრანკლინ კლარკსა და მადმუაზელ მეგანს შორის?
როგორ დაიხარა კაცი ქალისკენ და როგორ შეხედა? იმას თუ
მიაქციეთ ყურადღება, როგორ გააღიზიანა ამან მადმუაზელ ტო-
რა გრეი? რაც შეეხება მისტერ დონალდ ფრეიზერს, ის...
– პუარო, – გავაწყვეტინე, – თქვენ სენტიმენტალური გონება
გაქვთ, რაც არ იკურნება.
– ნამდვილად არა. პირიქით, ეს თქვენ ხართ სენტიმენტალუ-
რი, ჰასტინგზ.
ჩემდა გასაოცრად, ოთახში ტორა გრეი შემოვიდა.
– მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით, – თქვა მორიდებით, – მაგ-
რამ თქვენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, მესიე პუარო.
– რა თქმა უნდა, მადმუაზელ. დაბრძანდით, გთხოვთ.
ქალიშვილი დაჯდა და ერთხანს დუმდა, თითქოს არ იცოდა,
რით დაეწყო.
– აი, რა, მესიე პუარო: მისტერ კლარკმა, მისთვის დამახა-
სიათებელი კეთილგანწყობით, ახლახან მიგანიშნათ, რომ ქომ-
საიდიდან საკუთარი სურვილით წამოვედი. ის კეთილი და თავა-
ზიანი ადამიანია. თუმცა ასე არ ყოფილა. მზად ვიყავი იქ დასარ-
ჩენად – კოლექციის საქმეებია მოსაგვარებელი, მაგრამ ლედი
კლარკმა მოისურვა, რომ წავსულიყავი! მესმის მისი. ის მძიმე-
დაა ავად, წამლებმა კი გონება ოდნავ აუმღვრია. ამიტომაც ეჭ-
ვიანობა მოეძალა და საკუთარი წარმოსახვის ტყვეობაშია.
გაუგებარი მიზეზების გამო, ამითვალწუნა და დაიჟინა, რომ
იქაურობა დამეტოვებინა.

46
ეს სრულიად ბუნებრივია (ფრ.).

147 მკითხველთა ლიგა


ქალიშვილის გამბედაობამ აღმაფრთოვანა. ადამიანთა უმ-
რავლესობისგან განსხვავებით, ფაქტების შელამაზება არც უც-
დია და თამამად გამოაჩინა საქმის არსი. გული აღტაცებითა და
თანაგრძნობით ამევსო.
– ვფიქრობ, შესანიშნავად მოიქეცით, როცა აქ მოხვედით და
ყველაფერი გვიამბეთ, – ვთქვი მე.
– სიმართლის თქმა ყოველთვის უკეთესია, – მიპასუხა ოდ-
ნავ გაღიმებულმა, – არ მინდა, რომ მისტერ კლარკის რაინდულ
საქციელს ამოვეფარო, ის კი ნამდვილი რაინდია.
ქალიშვილმა ეს სიტყვები უდიდესი სითბოთი წარმოთქვა.
ტორა გრეი ფრანკლინ კლარკს აშკარად დიდ პატივს სცემდა.
– თქვენი პატიოსნება ძალზე დასაფასებელია, მადმუაზელ, –
თქვა ერკიულ პუარომ.
– ჩემთვის ეს დიდი დარტყმა იყო, – სევდიანად მიუგო ტო-
რამ, – რას წარმოვიდგენდი, თუ ლედი კლარკს ასე არ მოვწონ-
დი. პირიქით, ყოველთვის მეგონა, რომ ვუყვარდი. სწავლა სიბე-
რემდეო, – დაამატა მან, ტუჩები მოკუმა და წამოდგა, – სულ
ესაა, რისი თქმაც მინდოდა. ნახვამდის.
დაბლა ჩავაცილე.
– ვფიქრობ, კეთილშობილურად მოიქცა, – ვთქვი ოთახში
დაბრუნების შემდეგ, – გამბედაობა ნამდვილად არ აკლია...
– ...და ანგარიშიანობა.
– ანგარიშიანობა? რას გულისხმობთ?
– იმას, რომ წინ იყურება.
პუაროს გაოცებით მივაჩერდი.
– ის შესანიშნავი ქალიშვილია, – განვაცხადე.
– ...და შესანიშნავი სამოსიც აცვია – crêpe marocain-ის47 კა-
ბა და ვერცხლისფერი მელიის ბეწვის საყელო – dernier cri.48

47
მაროკოული კრეპი (ფრ.).
148 მკითხველთა ლიგა
– როგორი მეწვრილმანე ხართ, პუარო! ტანსაცმელს ყურად-
ღებას არასდროს ვაქცევ.
– თუ ასეა, ნუდისტების საზოგადოებაში გაწევრდით.
აღშფოთების გამოხატვას ვაპირებდი, მაგრამ მოულოდნე-
ლად პუარომ საუბრის თემა შეცვალა:
– იცით, ჰასტინგზ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღეს,
საერთო შეხვედრის დროს, რაღაც მნიშვნელოვანი ითქვა. უც-
ნაურია, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, რა იყო ეს კონკრეტულად.
მხოლოდ წამიერი შთაბეჭდილება შემრჩა. ვფიქრობ, მსგავსი
რამე უკვე მსმენია ან მინახავს...
– ჩარსტონში?
– არა, ჩარსტონში არა... უფრო ადრე... თუმცა ამას მნიშვნე-
ლობა არა აქვს – ადრე თუ გვიან, მაინც გამახსენდება...
პუარომ შემომხედა (შესაძლოა იმიტომ, რომ არცთუ ყურად-
ღებით ვუსმენდი), გაიცინა და იგივე სიმღერა წაიღიღინა.
– ანგელოზია, არა? სამოთხიდან გამოსული და შვედეთის
გავლით...
– პუარო! – შევძახე, – ეშმაკსაც წაუღიხართ!

48
მოდის უკანასკნელი სიტყვა (ფრ.).

149 მკითხველთა ლიგა


თავი 20
ლედი კლარკი

როდესაც კვლავ მივედით „ქომსაიდში“, იქ ღრმა და მტკიცედ


ფეხმოკიდებული მელანქოლიური ატმოსფერო დაგვხვდა. ეს შე-
საძლოა ნაწილობრივ ამინდითაც აიხსნებოდა – სექტემბრის
ნესტიან დღეს ჰაერში შემოდგომის სურნელი იდგა, ნაწილობ-
რივ კი აშკარად იმით, რომ ნახევრად დაკეტილი სახლი იყო. ეს,
ძირითადად, პირველი სართულის ოთახებზე ითქმოდა. აქ და-
რაბებიც დაეხურათ. პატარა ოთახში, სადაც შეგვიყვანეს, სინეს-
ტე და უჰაერობა იგრძნობოდა.
ჩვენთან საქმიანი შესახედაობის მედდა გამოვიდა, რომელ-
საც კაბაზე გახამებული მანჟეტები ეკეთა.
– მესიე პუარო? – იკითხა მკვირცხლად, – მე მედდა ქეფსტი-
კი ვარ. მისტერ კლარკის წერილი მივიღე, რომლითაც თქვენი
ჩამოსვლა მაცნობა.
პუარო ლედი კლარკის ჯანმრთელობით დაინტერესდა.
– ყველაფრის გათვალისწინებით, თავს არცთუ ცუდად
გრძნობს.
„ყველაფერში“, ალბათ, ის იგულისხმებოდა, რომ ლედი
კლარკი განწირული იყო.
– გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ახალმა
მკურნალობამ მდგომარეობა ცოტათი შეუმსუბუქა. ექიმი ლოგა-
ნი კმაყოფილია.
– განკურნების იმედი აღარ არსებობს?
– ოჰ, ასე არ ვიტყოდი! – თქვა ასეთი გულახდილობით შეც-
ბუნებულმა მედდა ქეფსტიკმა.

150 მკითხველთა ლიგა


– ლედი კლარკმა, ალბათ, ძალიან განიცადა მეუღლის სიკ-
ვდილი, არა?
– მესიე პუარო, სწორად გამიგეთ, მაგრამ ამის გადატანა ჯან-
მრთელ, საღ გონებაზე მყოფ ადამიანს უფრო გაუჭირდებოდა!
ლედი კლარკი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველაფერს თით-
ქოს ბურანში ხედავს.
– მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ მას და მის ქმარს
ერთმანეთი ხომ ძალიან უყვარდათ?
– დიახ, ბედნიერი წყვილი იყო. საბრალო სერ კარმაიკლი ძა-
ლიან წუხდა მეუღლის გამო! ალბათ, ხვდებით, რომ მსგავს ვი-
თარებაში ყველაზე მეტად ექიმს უმძიმს. ის თავს ცრუიმედით არ
ინუგეშებს. თავდაპირველად ძალიან დარდობდა მეუღლეზე.
– თავდაპირველად? შემდგომ კი არა?
– კაცი ყველაფერს ეჩვევა. თანაც სერ კარმაიკლს ძვირფასი
კოლექცია ჰქონდა. ასეთი გატაცება ნამდვილი ხსნაა ადამიანის-
თვის. ის დროდადრო აუქციონებზე დადიოდა. გარდა ამისა, მის
გრეისთან ერთად კატალოგის განახლებასა და ექსპონატების
ახალი სისტემით გადაწყობაზე მუშაობდა.
– ო, დიახ... მის გრეი... ის წავიდა, არა?
– დიახ, სამწუხაროდ... მდიდარ ქალბატონებს რა არ წამოუვ-
ლით თავში, განსაკუთრებით ავადმყოფობისას. მათთან კამათს
აზრი არა აქვს. მორჩილება ჯობია. მის გრეი გონივრულად მო-
იქცა.
– ლედი კლარკი მას ყოველთვის ათვალწუნებით უყურებდა?
– არა, ეს არასწორი სიტყვაა. ვფიქრობ, თავიდან მოსწონდა
კიდეც მის გრეი. თუმცა რაში გჭირდებათ ეს ჭორები. ჩემი პაცი-
ენტი, ალბათ, უკვე ნერვიულობს, რომ ვაგვიანებთ.
მედდა მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში შეგვიძღვა. უწინ
იქ საძინებელი იყო, ახლა კი მდიდრულ სასტუმრო ოთახად გა-
დაეკეთებინათ.
151 მკითხველთა ლიგა
ლედი კლარკი ფანჯარასთან, დიდ სავარძელში იჯდა. თვალ-
ში მომხვდა მისი ავადმყოფური სიგამხდრე და ძლიერი ტკივი-
ლისგან გაწამებული სახე. ნამძინარევი თვალები სივრცისთვის
მიეპყრო, თვალის გუგები ქინძისთავებივით დაჰპატარავებოდა.
– აი, მესიე პუარო, რომლის ნახვაც გინდოდათ, – ხმამაღლა
და მხიარულად თქვა მედდა ქეფსტიკმა.
– ოჰ, დიახ, მესიე პუარო, – მისუსტებული ხმით ჩაილაპარა-
კა ლედი კლარკმა და ხელი გაიწვდინა.
– ლედი კლარკ, ეს ჩემი მეგობარი კაპიტანი ჰასტინგზია.
– გამარჯობა! ორივე თქვენგანის ხილვა მიხარია.
მისი გაურკვეველი ჟესტი მიპატიჟებად აღვიქვით და დავსხე-
დით. დუმილი ჩამოვარდა. ლედი კლარკი თითქოს თვლემდა.
ბოლოს, თავს ძალა დაატანა და თვალი გაახილა.
– კარის გამო მოხვედით, არა? მისი გარდაცვალების გამო.
ოჰ, დიახ...
ქალმა ამოიოხრა და თავი დააქნია. კვლავაც ძილ-ბურანში
მყოფს ჰგავდა.
– ჩვენ არც ვფიქრობდით, რომ შესაძლოა ასე მომხდარიყო...
დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი მე წავიდოდი... – ის
ორიოდე წუთით გაჩუმდა, – კარი ძალიან ძლიერი იყო – თავის
ასაკთან შედარებით არასდროს ავადმყოფობდა. მალე სამოცის
გახდებოდა, არადა, ორმოცდაათზე მეტს არ მისცემდით... დიახ,
ძალიან მაგარი იყო...
ლედი კლარკმა კვლავ თვლემას მისცა თავი. პუარომ კარ-
გად იცოდა, რომ ზოგიერთი წამალი პაციენტს დროის შეგრძნე-
ბას აკარგვინებს, და დუმდა.
უეცრად ლედი კლარკმა თქვა:
– დიახ... მიხარია თქვენი ნახვა. ფრანკლინს ვთხოვე და დამ-
პირდა, გადავცემო. იმედია, ფრანკლინი სისულელეს არ
ჩაიდენს... ადვილად აინთება ხოლმე, თუმცა სად არ ყოფილა.
152 მკითხველთა ლიგა
ყველა მამაკაცი ასეთია... გულის სიღრმეში ბიჭებად რჩებიან.
ფრანკლინი – განსაკუთრებით.
– დიახ, იმპულსურია, – ჩაურთო პუარომ.
– დიახ, დიახ... რაინდული ბუნების. მამაკაცები სულელები
არიან... თავისებურად. კარიც კი... – ქალს ხმა ჩაუწყდა. თავი
მოუთმენლად გადააქნია, – ყველაფერი თითქოს ნისლშია გახ-
ვეული... სხეული – მძიმე უღელია, მესიე პუარო, განსაკუთრე-
ბით მაშინ, როცა იმარჯვებს. სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ – მხო-
ლოდ ელოდები, შეწყდება თუ არა ტკივილი.
– მესმის, ლედი კლარკ. ეს ადამიანური ცხოვრების ერთ--
ერთი ტრაგედიაა.
– ტკივილი მასულელებს, ისიც კი არ მახსოვს, რისი თქმა
მინდოდა თქვენთვის.
– ეს თქვენი მეუღლის სიკვდილს უკავშირდებოდა?
– კარის სიკვდილს? შესაძლოა... ის საბრალო შეშლილია.
მკვლელს ვგულისხმობ. ყველაფერი ამჟამინდელი ფუსფუსისა
და სიჩქარის ბრალია – ადამიანები მას ვეღარ უძლებენ. ყო-
ველთვის მებრალებოდნენ შეშლილები – მათ თავში ხომ საში-
ნელი არეულ-დარეულობაა, თანაც ჩაკეტილში სხედან – ეს ხომ
საშინელებაა, მაგრამ რა უნდა ქნა? თუ ისინი ადამიანებს ხოცა-
ვენ... – ქალმა კვლავ გააქნია თავი ტკივილისგან, – ჯერ ვერ
დაიჭირეთ? – იკითხა მან.
– ჯერ ვერა.
– იმ დღეს, ალბათ, ჩვენს სახლთან ტრიალებდა.
– სახლის გარშემო ბევრი უცხო ადამიანი დადიოდა, ლედი
კლარკ. ახლა საკურორტო სეზონია.
– დიახ... დამავიწყდა... მაგრამ დამსვენებლები დროს პლაჟ-
ზე ატარებენ და არა სახლებთან.
– იმ დღეს აქ უცხო არავინ გამოჩენილა.

153 მკითხველთა ლიგა


– ვინ გითხრათ? – მოულოდნელად ენერგიულად იკითხა
ლედი კლარკმა.
პუარო ოდნავ დაიბნა.
– მსახურებმა, – თქვა მან, – და მის გრეიმ.
– ის გოგო იტყუება! – მტკიცედ განაცხადა ლედი კლარკმა.
შევკრთი. პუარომ სწრაფად გამომხედა. ლედი კლარკმა საკ-
მაოდ აღგზნებულად განაგრძო:
– მე ის არ მიყვარდა. არასდროს მიყვარდა, კარი კი აღ-
ფრთოვანებას ვერ მალავდა. ამბობდა, ობოლია და მარტოხე-
ლაო. რა არის ცუდი ობლობაში? ზოგჯერ ეს უკეთესიც კია. ვისაც
უსაქმური მამა და ლოთი დედა ჰყავს, საწუწუნოც ბევრი აქვს.
იმასაც მეუბნებოდა, გაბედული და მუყაითი ქალიშვილიაო.
მართლა კარგად მუშაობდა, მაგრამ გაბედულება რა შუაშია?!
– არ ინერვიულოთ, ძვირფასო, – ჩაერთო მედდა ქეფსტიკი,
– არ უნდა გადაიღალოთ.
– მყისვე მივუთითე კარისკენ! ფრანკლინმა თავხედურად
განმიცხადა, ეს ქალიშვილი ნუგეშს მოგგვრითო. კარგი ნუგე-
შია! რაც უფრო მალე მოშორდება აქაურობას, მით უკეთესი--
მეთქი – აი, ასე ვუპასუხე! ფრანკლინი სულელია! არ მინდოდა
იმ ქალთან საქმე დაეჭირა. ბიჭია! სულელი ბიჭი! „თუ ასე გინდა,
სამი თვის ხელფასს გადავუხდი, – ვუთხარი მას, – მაგრამ წაეთ-
რიოს. დღესვე წავიდეს ჩემი სახლიდან“. ავადმყოფობას ერთი
კარგი მხარე აქვს – მამაკაცები აღარ გეკამათებიან. ფრანკლი-
ნი ისე მოიქცა, როგორც ვუთხარი, და ქალი წავიდა. ალბათ,
ტანჯულის სახით – თავის გაბედულებასთან ერთად!
– დამშვიდდით, ჩემო კარგო. თქვენთვის აღელვება არ შეიძ-
ლება.
ლედი კლარკმა მედდა ქეფსტიკს ხელი აუქნია.
– თქვენც სხვებივით სულელურად იქცეოდით.

154 მკითხველთა ლიგა


– ოჰ! ამას ნუ იტყვით, ლედი კლარკ. უბრალოდ, ვფიქრობდი,
მის გრეი კარგი ადამიანია-მეთქი, რომანტიკული ქალიშვილი,
როგორსაც რომანებში აღწერენ.
– ამას ვეღარ ავიტან, – მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა
ლედი კლარკმა.
– მაგრამ მის გრეი ხომ უკვე წავიდა, ჩემო კარგო, სამუდა-
მოდ წავიდა.
პასუხად ლედი კლარკმა თავი მოუთმენლად გადააქნია.
– რატომ ამბობთ, რომ მის გრეი იტყუება? – ჰკითხა პუარომ.
– იმიტომ, რომ იტყუება. მან ხომ გითხრათ, რომ სახლთან
უცხო არავინ გამოჩენილა?
– დიახ.
– მე კი საკუთარი თვალით დავინახე, როდესაც აქ, ფანჯა-
რასთან ვიჯექი, როგორ ელაპარაკებოდა პარმაღზე ვიღაც მამა-
კაცს.
– ეს როდის იყო?
– იმ დღეს, როცა კარი მოკვდა, დილის თერთმეტი საათის-
თვის.
– როგორ გამოიყურებოდა ის კაცი?
– ჩვეულებრივად. არაფრით გამოირჩეოდა.
– ჯენტლმენს ჰგავდა თუ კომივოიაჟორს?
– არა, კომივოიაჟორს არ ჰგავდა. შეუხედავი კაცი იყო. არ
მახსოვს.
უეცრად ქალს სახე ტკივილისგან დაეღრიჯა.
– წადით... გთხოვთ... დავიღალე... მედდა.
თხოვნას დავემორჩილეთ და წამოვედით.
– უცნაური ამბავია, – ვუთხარი პუაროს ლონდონისკენ მიმა-
ვალ გზაზე, – მის გრეისა და იმ ვიღაც უცნობს ვგულისხმობ.
– ხომ ხედავთ, ჰასტინგზ! გეუბნებოდით, რამე აუცილებლად
გაირკვევა-მეთქი.
155 მკითხველთა ლიგა
– რატომ იცრუა მის გრეიმ და თქვა, რომ არავინ დაუნახავს?
– შვიდი მიზეზი მაინც ვიცი. ერთ-ერთი მათგანი უმარტივე-
სია.
– ეს საყვედურია? – ვიკითხე.
– არა, განსჯისკენ მოგიწოდებთ. მაგრამ ღირს კი წვალება?
აჯობებს, თვითონ მის გრეის ვკითხოთ.
– თუ კვლავ იცრუებს?
– ეს მართლა საინტერესო იქნება და განსჯის საფუძველს
მოგვცემს.
– იმის გაფიქრებაც კი საშინელებაა, რომ ასეთი ქალიშვილი
შეშლილთან კავშირშია.
– გეთანხმებით. ამიტომაც არ ვფიქრობ ასე.
ერთხანს ფიქრებმა გამიტაცა.
– ეჰ, ლამაზ ქალიშვილებს არ ულხინთ, – ვთქვი ბოლოს და
ამოვიოხრე.
– Du tout!49 ეგ საიდან მოიტანეთ?
– მაგრამ ეს სიმართლეა! – დავიჟინე, – ყველა მის წინააღ-
მდეგაა, იმიტომ, რომ ლამაზია.
– Bêtise50 ამბობთ, ჩემო მეგობარო. ვინ იყო მის წინააღმდეგ
ქომსაიდში? სერ კარმაიკლი? ფრანკლინი? მედდა ქეფსტიკი?
– ლედი კლარკი ხომ ესხმოდა თავს?
– Mon ami, თქვენ ძალიან გულმოწყალე ხართ ლამაზი ქა-
ლიშვილებისადმი, მე კი ხანდაზმულ ავადმყოფ ქალებს თანა-
ვუგრძნობ. შესაძლოა სწორედ ლედი კლარკი ამბობდეს სიმარ-
თლეს, მისი ქმარი, მისტერ ფრანკლინ კლარკი, და მედდა ქეფ-

49
სულაც არა (ფრ.).
50
სისულელე (ფრ.).

156 მკითხველთა ლიგა


სტიკი კი დაბრმავდნენ და ვერაფერს არჩევდნენ, მათთან ერ-
თად კაპიტანი ჰასტინგზიც.
– პუარო, თქვენ ტორა გრეი აითვალწუნეთ.
ჩემდა გასაოცრად, მოულოდნელად თვალები გაუბრწყინდა.
– მიყვარს, ჰასტინგზ, როცა რომანტიზმის ცხენზე ხართ ამ-
ხედრებული. ერთგული რაინდი, რომელიც მზად არის გასაჭირ-
ში ჩავარდნილ ქალს დაეხმაროს. თუ, bien entendu,51 ეს ლამა-
ზი ქალია.
– რა სასაცილო ხართ, პუარო! – ვთქვი და გამეცინა.
– აბა, სულ ტრაგიკული სახით ხომ არ ვივლი. სულ უფრო მე-
ტად მიტაცებს ამ ტრაგედიით გაჩენილი ადამიანური ურთიერ-
თობები. ჩვენ წინაშე სამი ოჯახური დრამაა. პირველი – ანდოვე-
რი: მისის აშერის ტრაგიკული ცხოვრება, მისი ტანჯვა, გერმანე-
ლი ქმრის გამომძალველობა, დისშვილის ერთგულება. ერთ
რომანს ესეც ეყოფოდა. შემდეგ – ბექსჰილი: ბედნიერი, უშფოთ-
ველი მშობლები, ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ქალიშ-
ვილი – ლამაზი და თავქარიანი სულელი და დაძაბული, ნების-
ყოფიანი მეგანი ნათელი გონებითა და სიმართლისკენ შეუბრა-
ლებელი ლტოლვით. და კიდევ ერთი ფიგურა – თავშეკავებული
ახალგაზრდა შოტლანდიელი, რომელიც მოკლულს აღმერთებ-
და და საშინლად ეჭვიანობდა. დასასრულ, ჩერსტონი – მომაკ-
ვდავი ცოლი და საკუთარი კოლექციით გატაცებული ქმარი, კა-
ცი, სულ უფრო მეტ სინაზეს რომ იჩენდა ლამაზი ქალიშვილის
მიმართ, რომელიც მას ეხმარებოდა და თანაუგრძნობდა. და კი-
დევ უმცროსი ძმა, ენერგიული, მომხიბლავი, ხანგრძლივი მოგ-
ზაურობისგან რომანტიზმის ნიშნით გაბრწყინებული. გაიგეთ,
ჰასტინგზ, რომ თუ მოვლენები ჩვეულებრივად განვითარდებო-

51
რასაკვირველია (ფრ.).

157 მკითხველთა ლიგა


და, ამ სამ დრამას ერთმანეთთან საერთო არაფერი ექნებოდა!
თითოეული მათგანი დამოუკიდებლად წარიმართებოდა და
სხვებზე გავლენას არ მოახდენდა, მაგრამ ცხოვრება ცვალება-
დი და მრავალფეროვანია, ჰასტინგზ! ეს მუდმივად მაოცებს.
– ესეც პადინგტონი, – ვუთხარი პასუხად.
ვგრძნობდი, რომ კვანძის გახსნა ახლოვდებოდა.
უაითჰეივენ-მენშენსში მისვლისას გვითხრეს, რომ პუაროს
ვიღაც ელოდებოდა.
მეგონა, ფრანკლინს ან ჯეფს დავინახავდი, მაგრამ, ჩემდა გა-
საკვირად, დონალდ ფრეიზერი გვწვეოდა.
ძალზე შეცბუნებული და ჩვეულებრივზე მეტად სიტყვაძუნწი
ჩანდა.
პუარომ, მოსვლის მიზეზის უკითხავად, ჩვენთან ერთად წა-
ხემსება და ღვინის დალევა შესთავაზა.
სანამ სასმელსა და სანდვიჩებს მოიტანდნენ, პუარომ საუბა-
რი ითავა და ჩვენს მგზავრობასა და ავადმყოფი ლედი კლარკის
გულკეთილობაზე ილაპარაკა.
როდესაც საჭმელი მივირთვით და ღვინო დავლიეთ, სხვა თე-
მაზე გადაერთო.
– ბექსჰილიდან ჩამოხვედით, მისტერ ფრეიზერ?
– დიახ.
– რა ხდება მილი ჰიგლისთან?
– მილი ჰიგლისთან? მილი ჰიგლისთან? – გაოცებით იკითხა
ფრეიზერმა, – აჰ, იმ ქალიშვილს გულისხმობთ? ჯერჯერობით,
ინიციატივა არ გამომიჩენია. მე...
ის გაჩუმდა და ხელები ერთმანეთს ნერვიულად გადააჭდო.
– არც კი ვიცი, რატომ გეწვიეთ, – თქვა მოულოდნელად.
– სამაგიეროდ, მე ვიცი, – მიუგო პუარომ.
– შეუძლებელია. ეგ როგორ?

158 მკითხველთა ლიგა


– იმიტომ მოხვედით, რომ რაღაც გაქვთ სათქმელი, რომე-
ლიც ვინმეს აუცილებლად უნდა გაანდოთ. სწორად მოიქეცით.
მე შესაფერისი მსმენელი ვარ. აბა, დაიწყეთ!
პუაროს დამაჯერებელმა კილომ თავისი გაიტანა. ფრეიზერმა
მას მადლიერებითა და მორჩილებით შეხედა.
– ასე ფიქრობთ?
– პარბლეუ! დარწმუნებული ვარ.
– მესიე პუარო, რამე თუ იცით სიზმრების შესახებ?
ამ შეკითხვას ნამდვილად არ ველოდი. პუაროს წარბიც არ
შეუხრია.
– ვიცი, – თქვა მან, – დაგესიზმრათ, რომ...
– დიახ. თქვენ, ალბათ, არ გიკვირთ, რომ დამესიზმრა... ეს.
მაგრამ უჩვეულო სიზმარი იყო.
– უჩვეულო?
– სერ, სამი დღეა, ზედიზედ მესიზმრება... ასე მგონია, ჭკუაზე
შევიშლები.
– მომიყევით.
ფრეიზერს სახე მიცვალებულივით გაჰფითრებოდა. თვალები
გადმოცვენაზე ჰქონდა. ერთი სიტყვით, შეშლილს ჰგავდა.
– ყოველთვის ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ. მესიზმრება,
რომ ნაპირზე ვარ და ბეტის ვეძებ. ის დაიკარგა... უბრალოდ,
დაიკარგა, გესმით? უნდა ვიპოვო. მისი ქამარი უნდა მივცე. ქა-
მარი ხელში მიჭირავს. მაგრამ...
– განაგრძეთ!
– სიზმარი იცვლება... მას აღარ ვეძებ. ის ჩემ წინაა – ნაპირზე
ზის. ვერ ხედავს, როგორ ვუახლოვდები... და მე... არა, არ შე-
მიძლია!
– განაგრძეთ.
პუაროს ხმა მტკიცედ და მბრძანებლურად გაისმა.

159 მკითხველთა ლიგა


– უკნიდან ვუახლოვდები... ჩემი ნაბიჯების ხმა არ ესმის... ქა-
მარს კისერზე ვახვევ და ვუჭერ... ვუჭერ...
კაცის ხმაში აუტანელი ტკივილი იგრძნობოდა... სავარძლის
სახელურს ჩავაფრინდი... მომეჩვენა, რომ ყველაფერი ჩემ
თვალწინ ხდებოდა.
– მას სუნთქვა ეკვრის... კვდება... მე ის გავგუდე. აი, თავი
უკან გადაუვარდება და სახეს ვხედავ... მაგრამ ეს ბეტის კი არა,
მეგანის სახეა!
გაფითრებული და აცახცახებული ფრეიზერი სავარძლის სა-
ზურგეზე გადაწვა. პუარომ ბოკალში ღვინო დაუსხა და მიაწოდა.
– რას ნიშნავს ეს, მესიე პუარო? რატომ მესიზმრება ეს სიზმა-
რი? ყოველღამ მესიზმრება!
– დალიეთ, – უთხრა პუარომ.
ახალგაზრდა კაცი დაემორჩილა. შემდეგ კი ცოტათი დამშვი-
დებულმა ჰკითხა:
– რას უნდა ნიშნავდეს? იქნებ ის მე მოვკალი?
არ ვიცი, რა უპასუხა პუარომ, რადგან ამ დროს ფოსტა-
ლიონის კაკუნი მომესმა და ოთახიდან დაუფიქრებლად გავედი.
საფოსტო ყუთიდან ამოღებულმა წერილმა ყოველგვარი ინ-
ტერესი დამაკარგვინა დონალდ ფრეიზერის დაუჯერებელი მო-
ნათხრობის მიმართ.
სასტუმრო ოთახში სირბილით დავბრუნდი.
– პუარო! – შევძახე, – მეოთხე წერილი მოვიდა.
ჩემი მეგობარი წამოხტა, კონვერტი გამომტაცა და თავისი ქა-
ღალდის საჭრელი დანით გახსნა, ფურცელი გაშალა და მაგიდა-
ზე დადო.
სამივენი ერთად შევუდექით კითხვას.
„კვლავაც მარცხი? ეჰ, ეჰ! რას აკეთებთ თქვენ და პოლიცია?
სასაცილოა, პირდაპირ! შემდეგ ჯერზე სად ვისიამოვნოთ?
საბრალო მისტერ პუარო, ძალიან მეცოდებით.
160 მკითხველთა ლიგა
თუ არც ახლა გამოგივათ რამე, ყურები არ ჩამოყაროთ.
კვლავ და კვლავ სცადეთ.
გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
ტიპერერი? არა, ასო T ჯერ შორსაა.
შემდეგი პატარა ინციდენტი დონკასტერში მოხდება 11 სექ-
ტემბერს.
აბა, კარგად.
ABC“.

161 მკითხველთა ლიგა


თავი 21
მკვლელის აღწერილობა

ვფიქრობ, სწორედ ამ მომენტში ის, რასაც პუარომ ადამიანუ-


რი ფაქტორი უწოდა, ნელ-ნელა კვლავ გაუჩინარდა. თითქოს
გონებამ ამდენ საშინელებას ვეღარ გაუძლო და ჩვეულებრივ
ადამიანურ ინტერესებს ზურგი შეაქცია.
ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ვერაფერს ვიზამდით მეოთ-
ხე წერილის მოსვლამდე, რომელშიც მკვლელობის ადგილი იქ-
ნებოდა მითითებული. ის D ასოზე უნდა დაწყებულიყო. მოლო-
დინმა დაძაბულობა ოდნავ შეამცირა.
მაგრამ ახლა, როცა სქელ, თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილი
სიტყვები კვლავ დამცინავად გვიყურებდნენ, ნადირობა კვლავ
დაიწყო.
სკოტლანდ-იარდიდან ინსპექტორი ქროუმი მოვიდა, მას
ფრანკლინ კლარკი და მეგან ბარნარდი მოჰყვნენ. ქალიშვილმა
გვითხრა, რომ ბექსჰილიდან კლარკთან ერთად ჩამოვიდა.
– მინდოდა რაღაც მეკითხა მისტერ კლარკისთვის.
მეგანი თითქოს დაჟინებით ცდილობდა იმის ახსნას, თუ რა-
ტომ მოვიდნენ ისინი ერთად. ეს შევამჩნიე, მაგრამ განსაკუთრე-
ბული ყურადღება არ მიმიქცევია.
ბუნებრივია, წერილმა ყველაფერი დაჩრდილა.
მომეჩვენა, რომ ქროუმს ძალიანაც არ გაჰხარებია დრამის
სხვა მონაწილეთა ხილვა. ის მყისვე ოფიციალურ, თავშეკავე-
ბულ კილოზე გადაერთო:
– ამ წერილს წავიღებ, მესიე პუარო, თუ ასლი დაგჭირდე-
ბათ...
– არა, არა, არ დაგვჭირდება.

162 მკითხველთა ლიგა


– რა გეგმა გაქვთ, ინსპექტორო? – იკითხა კლარკმა.
– საკმაოდ მასშტაბური გეგმა გვაქვს, მისტერ კლარკ.
– ამჯერად კი შევიპყრობთ მას, – თქვა კლარკმა, – უნდა
გითხრათ, ინსპექტორო, რომ ჩვენ დაინტერესებულ პირთაგან
მოხალისეთა რაზმი ჩამოვაყალიბეთ ამ საქმეში მონაწილეობის
მისაღებად.
ინსპექტორმა ქროუმმა მისთვის ჩვეული სტილით წარმოთ-
ქვა:
– აჰ, მართლა?
– ინსპექტორო, გეტყობათ, რომ მოყვარულ მაძებრებს დი-
დად არ წყალობთ, არა?
– მისტერ კლარკ, თქვენ ჩვენზე გაცილებით ნაკლები რესურ-
სი გაქვთ.
– ჩვენ საქმეს სხვა მხრიდან ვუყურებთ – პირადულიდან, ეს
კი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
– აჰ, მართლა?
– ვფიქრობ, საკმაოდ გაგიჭირდებათ, ინსპექტორო. ასე მგო-
ნია, ბებერი ABC გაგაცურებთ.
ქროუმის სალაპარაკოდ გამოწვევა არცთუ ძნელი იყო.
– არა მგონია, ჩვენმა მზადებამ ამჯერად საზოგადოების კრი-
ტიკა დაიმსახუროს, – თქვა ინსპექტორმა, – იმ ყეყეჩმა დიდი
ხნით ადრე გაგვაფრთხილა: თერთმეტი ხომ მომდევნო ოთხშა-
ბათია. დრო გვაქვს პრესაში კამპანიის გასაჩაღებლად. დონკას-
ტერელებს სერიოზულად გავაფრთხილებთ. ყველა ყურადღე-
ბით იქნება, ვისი გვარიც D-ზე იწყება. ეს კი უაღრესად მნიშვნე-
ლოვანია. გარდა ამისა, პოლიციელების რაოდენობასაც მნიშ-
ვნელოვნად გავზრდით. უკვე მივიღეთ ინგლისის ყველა მთავა-
რი კონსტებლის თანხმობა. მთელი დონკასტერი – პოლიცია და
მოსახლეობა – ძებნაზე გადაერთვება და ეჭვი არ მეპარება,
რომ მკვლელს დავიჭერთ.
163 მკითხველთა ლიგა
– ვგრძნობ, რომ სპორტიდან საკმაოდ შორს დგახართ, ინ-
სპექტორო, – მშვიდად უთხრა კლარკმა.
ქროუმმა მას გაოცებით შეხედა.
– რას გულისხმობთ, მისტერ კლარკ?
– ღმერთო ჩემო, ნუთუ არ იცით, რომ დონკასტერში მომდევ-
ნო ოთხშაბათს დოღი გაიმართება სენტ-ლეჯერის პრიზზე?
ინსპექტორს ყბა ჩამოუვარდა. სურვილის მიუხედავად, საყვა-
რელი „აჰ, მართლა?“ ვერც კი წარმოთქვა. ამის ნაცვლად,
ჩაილაპარაკა:
– მართალი ხართ. დიახ, ყველაფერი არც ისე მარტივადაა...
– შესაძლოა ABC შეშლილია, მაგრამ სულელი არ არის.
ორიოდე წუთს ყველანი ვდუმდით და შექმნილ ვითარებაზე
ვფიქრობდით. უამრავი ხალხი იპოდრომზე. ტემპერამენტიანი
ინგლისელი გულშემატკივრები... დაუსრულებელი გართულებე-
ბი...
– Ç’est ingénieux!52 – თქვა პუარომ, – Tout de même c’est
bien imaginé, ça!53
– დარწმუნებული ვარ, – განაცხადა კლარკმა, – მკვლელობა
იპოდრომზე მოხდება. შესაძლოა სწორედ სენტ-ლეჯერის პრი-
ზის გათამაშებისას.
კლარკი წამით სპორტულმა ჟინმა შეიპყრო და გამხიარულ-
და.
ინსპექტორი ქროუმი წამოდგა და წერილი აიღო.
– ეს სერიოზული გართულებაა, – აღიარა მან, – ძალზე სამ-
წუხარო.

52
რა შორსმჭვრეტელობაა (ფრ.).
53
მარჯვედ კი მოუფიქრებია (ფრ.).

164 მკითხველთა ლიგა


ის წავიდა. დერეფნიდან ხმები შემოგვესმა და მალე ოთახში
ტორა გრეი შემოვიდა.
– როგორც ინსპექტორმა მითხრა, – თქვა ქალიშვილმა, –
კიდევ ერთი წერილი მოსულა. სად უნდა ველოდოთ უბედურე-
ბას?
გარეთ წვიმდა. ტორა გრეის საყელოზე ბეწვშემოვლებული
შავი კოსტიუმი და ქვედაკაბა ეცვა, ოქროსფერთმიან თავზე პა-
ტარა შლაპა დაეხურა.
ტორამ ფრანკლინ კლარკს მიმართა, მასთან მივიდა, მკლავ-
ზე ხელი დაადო და პასუხს დაელოდა.
– დამნაშავემ დონკასტერი აირჩია. დოღის დღეს.
ვითარების განხილვას შევუდექით. ცხადია, ყველანი დონ-
კასტერში ჩავიდოდით, მაგრამ ვხვდებოდით, რომ დოღი დასა-
ხული გეგმის შესრულებაში ხელს შეგვიშლიდა.
უიმედობა დამეუფლა. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა გაგვეკე-
თებინა მხოლოდ ექვს, თუნდაც საქმის შედეგით დაინტერესე-
ბულ ადამიანს! დონკასტერი პოლიციელებით გაივსებოდა –
ისინი ფხიზლად იქნებოდნენ, ყველა საეჭვო ადგილს გაჩხრეკ-
დნენ. რით დაეხმარებოდა მათ ექვსი მოხალისე?
თითქოს ჩემი ფიქრები ამოიცნოო, პუარომ სკოლის მასწავ-
ლებლის თუ მქადაგებლის სტილით მოგვმართა.
– Mes enfants,54 – თქვა მან, – არ უნდა ავირ-დავირიოთ.
საქმეს მეთოდურად უნდა მივუდგეთ, აზრები დავალაგოთ. ჭეშ-
მარიტებას უნდა ჩავწვდეთ, თვალები კი არ უნდა ვაცეცოთ. თი-
თოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: რა ვიცი
მკვლელის შესახებ? ასე შევქმნით, თითქოს მოზაიკას ვაწყობ-
დეთ, იმ ადამიანის პორტრეტს, რომელსაც უნდა მივაგნოთ.

54
ჩემო ბავშვებო (ფრ.).

165 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ ჩვენ მასზე არაფერი ვიცით, – უმწეოდ ამოიოხრა
ტორა გრეიმ.
– არა, არა, მადმუაზელ. ასე არ არის. ყოველმა ჩვენგანმა
იცის რაღაც, ოღონდ ნეტავ ვიცოდეთ, რა ვიცით! დარწმუნებული
ვარ, აუცილებელი ცოდნა ჩვენს ხელთაა, ახლა მხოლოდ მისი
გამორჩევაა საჭირო.
კლარკმა თავი გადააქნია.
– ჩვენ არაფერი ვიცით: მოხუცია თუ ახალგაზრდა, ქერა თუ
შავგვრემანი! არც ერთ ჩვენგანს ის არ უნახავს და არ დალაპა-
რაკებია. უკვე რამდენჯერ ვიმსჯელეთ იმაზე, რაც ვიცით.
– არა, ყველაფერზე არა! მაგალითად, მის გრეიმ გვითხრა,
რომ სერ კარმაიკლ კლარკის მკვლელობის დღეს უცხოს არავის
შეხვედრია.
ტორა გრეიმ თავი დააქნია.
– სრული სიმართლეა.
– ნუთუ? აი, ლედი კლარკმა კი გვითხრა, მადმუაზელ, რომ
თავისი ფანჯრიდან დაინახა, როგორ ესაუბრებოდით პარმაღზე
ვიღაც მამაკაცს.
– მან დაინახა, რომ ვიღაც უცნობს ველაპარაკებოდი? –
გულწრფელად გაოცდა ქალიშვილი. ამ გულწრფელობას მისი
სუფთა და უმანკო მზერაც ადასტურებდა.
– ლედი კლარკი, ალბათ, შეცდა, – თქვა ტორამ და თავი გა-
დააქნია, – მე არ... ოჰ! – შესძახა მოულოდნელად და წამოწით-
ლდა, – გამახსენდა! რა სულელი ვარ! სულ დამავიწყდა... მაგ-
რამ ეს ხომ წვრილმანია! ის მხოლოდ და მხოლოდ წინდების
გამყიდველი იყო, აი, მათგან, ნაფრონტალთა რიგებიდან. ყო-
ველთვის თავს გაბეზრებენ. ძლივს მოვიცილე თავიდან. ჰოლში
ვიყავი, როდესაც პარმაღს მოუახლოვდა. ზარის დარეკვის ნაც-
ვლად, კარის მეორე მხრიდან დამელაპარაკა. აშკარად უწყინა-
რი კაცი იყო. ალბათ, ამიტომაც არ გამახსენდა.
166 მკითხველთა ლიგა
პუარომ ხელები თავში იტაცა და ქანაობას შეუდგა, თან ისე-
თი აღტყინებით ჩურჩულებდა, რომ ყველანი გავჩუმდით და მას
მივაჩერდით.
– წინდები, – შეშლილივით ბურტყუნებდა პუარო, – წინდე-
ბი... წინდები... წინდები... ça vient...55 წინდები... წინდები... აი,
ისიც, მოტივი... დიახ... სამი თვის წინათ... მაშინაც... ახლაც. Bon
Dieu! როგორც იქნა!
ქანაობა შეწყვიტა და გაბრწყინებული სახით შემომხედა.
– ხომ გახსოვთ, ჰასტინგზ? ანდოვერი. თამბაქოს მაღაზია.
მეორე სართულზე ავდივართ. საძინებელი. სკამზე აბრეშუმის
ახალი წინდებია... ახლა კი ვხვდები, რამ მიიპყრო ჩემი ყურად-
ღება ორი დღის წინათ. თქვენ ჰყვებოდით, მადმუაზელ, – უთხრა
მან მეგანს, – როგორ ტიროდა დედათქვენი, რადგან თქვენს
დას მკვლელობის დღეს ახალი წინდები უყიდა...
პუარომ თვალი მოგვავლო.
– მიხვდით? ერთი და იგივე მოტივი სამჯერ მეორდება. ეს
დამთხვევა ვერ იქნება. როდესაც მადმუაზელ მეგანი ლაპარა-
კობდა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მისი სიტყვები რა-
ღაცას უკავშირდებოდა. ახლა ვიცი, რასაც. მისის აშერის მეზობ-
ლის, მისის ფაულერის სიტყვებს. იმ ადამიანებზე, რომლებიც
მუდმივად ცდილობენ, რაღაც მოგყიდონ. მან სიტყვა „წინდები“
წარმოთქვა. მითხარით, მადმუაზელ, დედათქვენმა ხომ ეს წინ-
დები მაღაზიაში კი არა, მასთან სახლში მისული რომელიღაც
მოვაჭრისგან იყიდა?
– დიახ... ზუსტად ასე იყო... ახლა გამახსენდა. დედამ ისიც
თქვა, მეცოდებიან ეს ბედოვლათები, რომლებიც კარდაკარ და-
დიან საქონლის გასასაღებლადო.

55
მახსენდება (ფრ.).

167 მკითხველთა ლიგა


– კავშირს ვერ ვხედავ! – შესძახა ფრანკლინმა, – ის, რომ ვი-
ღაც წინდებით ვაჭრობს, ჯერჯერობით, არაფერს ამტკიცებს.
– გიმეორებთ, მეგობრებო, ეს თანამთხვევა ვერ იქნება. სამი
მკვლელობა – და ყოველ ჯერზე წინდებით მოვაჭრე, რომელიც
თითქოს ვითარებას ზვერავს.
პუარო ტორას მიუბრუნდა.
– A vous la parole!56 ამიწერეთ ის კაცი.
ტორამ უმწეოდ შეხედა მას.
– ვერ შევძლებ... არ შემიძლია... მგონი, სათვალე ეკეთა...
შელახული პალტო ეცვა...
– Mieux que ca, mademoiselle.57
– წელში იხრებოდა... არა, არ ვიცი. მისთვის არ შემიხედავს.
ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ.
პუარომ შუბლი შეიკრა და განაცხადა:
– აბსოლუტურად მართალი ხართ, მადმუაზელ. ამ დანა-
შაულების მთავარი საიდუმლო ის არის, როგორც მკვლელი აღ-
წერეთ. ის კი, უდავოდ, მკვლელია! „ასეთ ადამიანებს, როგორც
წესი, ვერ ამჩნევენ“. დიახ, ყველაფერი ცხადია... თქვენ მკვლე-
ლი აღგვიწერეთ!

56
თქვენი სიტყვაა (ფრ.).
57
დაწვრილებით, მადმუაზელ (ფრ.).

168 მკითხველთა ლიგა


თავი 22
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

მისტერ ალეგზანდერ ბონაპარტ კასტი გაუნძრევლად იჯდა.


თეფშზე ხელუხლებელი საუზმე ცივდებოდა. მისტერ კასტს გაზე-
თი ჩაიდანზე მიედო და დაუოკებელი ინტერესით კითხულობდა.
უეცრად წამოხტა, ოთახში გაიარ-გამოიარა და კვლავ დაჯდა
სკამზე ფანჯარასთან, ყრუდ დაიკვნესა და სახეზე ხელები აიფა-
რა.
ვერ გაიგონა, როგორ გაიღო კარი. ზღურბლზე დიასახლისი
იდგა – მისის მარბერი.
– მისტერ კასტ, ვიფიქრე, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი...
ღმერთო ჩემო, რა მოხდა? ავად ხართ?
მისტერ კასტმა ხელები ჩამოუშვა.
– არა, არა, ყველაფერი კარგადაა, მისის მარბერი. უბრა-
ლოდ, ცოტა შეუძლოდ ვარ.
მისის მარბერიმ სავსე თეფშს შეხედა.
– დიახ, ვხედავ, საუზმეს არც მიჰკარებიხართ. კვლავ თავი
გტკივათ?
– არა... ანუ კი. მე... შეუძლოდ ვარ.
– სამწუხაროა, ძალზე სამწუხაროა. მაშასადამე, სახლში
დარჩებით?
მისტერ კასტი შეხტა.
– არა, არა, უნდა წავიდე. საქმე მაქვს! მნიშვნელოვანი საქმე!
უაღრესად მნიშვნელოვანი!
მას ხელები აუცახცახდა. მისის მარბერიმ მისი მღელვარება
შეამჩნია და სცადა, დაემშვიდებინა.
– თუ საჭიროა, რა გაეწყობა. შორს მიემგზავრებით?

169 მკითხველთა ლიგა


– არა... მე... – ის წამით შეყოყმანდა, – ჩელტნემში მივდი-
ვარ.
გაუბედავად წარმოთქმულმა ფრაზამ უცნაურად გაიჟღერა.
მისის მარბერიმ მას გაოცებით შეხედა.
– ჩელტნემი მშვენიერი ადგილია, – თქვა საუბრის გასაგრძე-
ლებლად, – ერთხელ იქ ბრისტოლიდან შევიარე. გადასარევი
მაღაზიებია.
– დიახ... ალბათ.
მისის მარბერი უხერხულად დაიხარა – მისი ფიგურის მქონე
ადამიანისთვის ეს საკმაოდ რთული იყო – და იატაკიდან დაჭ-
მუჭნილი გაზეთი აიღო.
– ყველა გაზეთი მხოლოდ იმ მკვლელზე წერს, – თქვა მან,
სათაურებს თვალი შეავლო და გაზეთი მაგიდაზე დადო, – ჟრუ-
ანტელი მივლის. უკვე აღარ ვკითხულობ. თითქოს ახალი „ჯეკ
მფატრავი“ გამოჩნდა.
მისტერ კასტმა ტუჩები უხმოდ აამოძრავა.
– მან მომდევნო მკვლელობა დონკასტერში დააანონსა, –
განაგრძო მისის მარბერიმ, – თანაც, ხვალისთვის! ალბათ,
თქვენც გაჟრიალებთ, არა? დონკასტერში რომ ვცხოვრობდე და
ჩემი გვარი D ასოზე იწყებოდეს, დაუყოვნებლივ მატარებელში
ჩავჯდებოდი და იქაურობას მოვშორდებოდი. რისკს არ გავწევ-
დი. რა თქვით, მისტერ კასტ?
– არაფერი, მისის მარბერი, არაფერი.
– იქ დოღი და მისთანები იმართება. ალბათ, განზრახ აირ-
ჩია. ამბობენ, უამრავი პოლიციელი გადაისროლესო... ოჰ, მის-
ტერ კასტ, ნამდვილად შეუძლოდ ხართ. ერთ სირჩას ხომ არ გა-
დაკრავთ? ვფიქრობ, დღეს სახლში დარჩენა გიჯობთ.
მისტერ კასტი თავს მოერია.
– აუცილებლად უნდა წავიდე, მისის მარბერი. მიცემულ სიტ-
ყვას ყოველთვის ვასრულებ. მთავარი სიტყვის შესრულებაა!
170 მკითხველთა ლიგა
თუკი რამეს ხელს მოვკიდებ, მაშასადამე, ბოლომდეც მივიყვან.
მხოლოდ ასე უნდა... საქმის კეთება.
– მაგრამ ავად რომ ხართ?
– კარგად ვარ, მისის მარბერი, მხოლოდ ოდნავ გავღიზიან-
დი... ეს პირადულია. ცუდად მეძინა, სხვა მხრივ, არაფერი მი-
ჭირს.
მისტერ კასტი ისეთი შეუვალი იყო, რომ მისის მარბერიმ უხა-
ლისოდ აალაგა მაგიდა და წავიდა.
მისტერ კასტმა საწოლქვეშიდან ჩემოდანი გამოაცურა და ჩა-
ლაგებას შეუდგა. პიჟამა, პატარა ჩანთა ტუალეტის ნივთების-
თვის, ახალი საყელო, ტყავის საშინაო ფეხსაცმელი. შემდეგ კა-
რადა გახსნა, იქიდან მუყაოს თორმეტი ბრტყელი კოლოფი, ზო-
მით ათი დუიმი შვიდზე, გამოიღო და ისინიც ჩემოდანში მოათავ-
სა.
მაგიდაზე დადებულ რკინიგზის ცნობარში ჩაიხედა და ოთა-
ხიდან ჩემოდნიანად გავიდა.
ჰოლში ჩემოდანი იატაკზე დადგა, პალტო ჩაიცვა და შლაპა
დაიხურა. მძიმედ ამოიოხრა, ისე მძიმედ, რომ მეზობელი ოთა-
ხიდან გამოსულმა ქალიშვილმა სიბრალულით შეხედა და ჰკით-
ხა:
– რამე მოხდა, მისტერ კასტ?
– არაფერი, მის ლილი.
– მწარედ კი ამოიოხრეთ!
მოულოდნელად მისტერ კასტმა ჰკითხა:
– მის ლილი, წინათგრძნობა თუ გაქვთ ხოლმე?
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი... ზოგჯერ რამდენიმე დღე ყვე-
ლაფერი ცუდად მიდის, ზოგჯერ კი გრძნობ, რომ ყველაფერი
კარგადაა.

171 მკითხველთა ლიგა


– დიახ, – მისტერ კასტმა თავი დააქნია და კვლავ ამოიოხრა,
– კარგი, მის ლილი, ნახვამდის. უნდა გითხრათ, რომ თქვენ ყო-
ველთვის ყურადღებიანი იყავით.
– ისე მემშვიდობებით, თითქოს სამუდამოდ მიემგზავრებით,
– გაეცინა ლილის.
– რას ამბობთ! ცხადია, არა!
– პარასკევამდე, – გაუღიმა ლილიმ, – ამჯერად სად მიემ-
გზავრებით? კვლავ ზღვისკენ?
– არა, არა, ე-ე.... ჩელტნემში.
– არც იქ არის ცუდი. თუმცა ტორკიში ჯობია. იქ ნამდვილად
სასწაულია. მინდა, რომ მომავალ წელს შვებულებით წავიდე.
სხვათა შორის, თქვენ იმ ადგილთან ახლოს იყავით, სადაც
ABC-მ მკვლელობა ჩაიდინა, თანაც თქვენი იქ ყოფნისას.
– ე-ე... დიახ... მაგრამ იქიდან ჩარსტონამდე ექვსი-შვიდი მი-
ლია.
– მაინც მაგარია! შესაძლოა კიდეც მოჰკარით თვალი
მკვლელს ქუჩაში! იქნებ გვერდითაც ჩაგიარათ!
– დიახ, შესაძლოა, – მიუგო მისტერ კასტმა ისეთი ნაჯახირე-
ვი ღიმილით, რომ ლილი მარბერის ყურადღება მიიქცია.
– ოჰ, მისტერ კასტ, ცუდად გამოიყურებით.
– კარგად ვარ, კარგად. ნახვამდის, მის მარბერი.
კაცმა დამშვიდობების ნიშნად შლაპა უხერხულად ასწია, ჩე-
მოდანს ხელი სტაცა და სწრაფად წავიდა.
– უცნაური ვინმეა, – ჩაილაპარაკა ლილი მარბერიმ, – მგო-
ნი, მთლად დაწყობილი არ უნდა იყოს.
ინსპექტორმა ქროუმმა თავის ხელქვეითს უბრძანა:
– წინდების მწარმოებელი ყველა ფირმის სია შემიდგინეთ,
თან შემოიარეთ. ყველა სავაჭრო აგენტის გვარიც მჭირდება,
რომლებიც საკომისიოზე მუშაობენ და შეკვეთებს შინ იღებენ.
– ეს ABC-ს საქმეს შეეხება, სერ?
172 მკითხველთა ლიგა
– დიახ. მისტერ ერკიულ პუაროს ახალი იდეაა, – ამრეზით
თქვა ინსპექტორმა, – შესაძლოა ტყუილუბრალოდ გავისარ-
ჯოთ, მაგრამ უმცირეს შესაძლებლობასაც ვერ უგულებელ-
ვყოფთ.
– დიახ, სერ. ერთ დროს მისტერ პუაროს დიდი სარგებლობა
მოჰქონდა, ახლა კი, ვშიშობ, თავში ყველაფერი რიგზე არა
აქვს.
– შარლატანია, – თქვა ინსპექტორმა ქროუმმა, – თავის გა-
მოჩენა უყვარს. ზოგიერთს მოსწონს, მე კი არ მომწონს... ახლა
კი დონკასტერის შესახებ...
– დღეს თქვენი არქეოლოგიური ნიმუში ვნახე, – უთხრა ტომ
ჰარტიგანმა ლილი მარბერის.
– არქეოლოგიური ნიმუში? მისტერ კასტს გულისხმობ?
– ჰო, კასტი. იუსტონში. როგორც ყოველთვის, გაპუტულ ქა-
თამს ჰგავდა. ჩემი აზრით, სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოს. ძიძა
სჭირდება. ჯერ გაზეთი დაუვარდა, შემდეგ – ბილეთი. ვერც შე-
ამჩნია, რომ დაკარგა. ავიღე და მივაწოდე. მადლობა გადამიხა-
და და აღელდა, მაგრამ, მგონი, ვერ მიცნო.
– მერე რა? – მიუგო ლილიმ, – ორჯერ თუ ეყოლები ნანახი,
ისიც რამდენიმე წამით.
ისინი საცეკვაოდ გაემართნენ.
– ლამაზად ცეკვავ, – შეაქო ტომმა.
– კიდევ ვიცეკვოთ, – უთხრა ლილიმ და უფრო მჭიდროდ მი-
ეკრო.
ახალგაზრდებმა კვლავ იცეკვეს.
– რომელი სადგური თქვი? იუსტონი თუ პადინგტონი? –
იკითხა მოულოდნელად ლილიმ, – სად შეხვდი ბებერ კასტს?
– იუსტონში.
– დარწმუნებული ხარ?
– რა თქმა უნდა! რატომ მეკითხები?
173 მკითხველთა ლიგა
– უცნაურია. მეგონა, ჩელტნემში მიმავალი მატარებლები პა-
დინგტონიდან გადიან-მეთქი.
– ეგრეა, ოღონდ კასტი ჩელტნემში კი არა, დონკასტერში მი-
ემგზავრებოდა.
– არა, ჩელტნემში.
– დონკასტერში. ეს მაინც ვიცი, ჩემო კარგო! ბოლოს და ბო-
ლოს, ხელში მისი ბილეთი მეჭირა.
– მე კი მითხრა, ჩელტნემში მივდივარო. კარგად მახსოვს.
– ალბათ, აგერია. დონკასტერში მიდიოდა. ზოგს როგორ
უმართლებს. ცოტა ფული დავდე „ციცინათელაზე“ – ის სენტ--
ლეჯერის პრიზისთვის იბრძოლებს. როგორ მინდოდა, გარბენი
მენახა.
– არა მგონია, მისტერ კასტი იპოდრომზე წასულიყო. ის სხვა-
ნაირი ადამიანია. ვაიმე, ტომ! იმედია, იქ არ მოკლავენ! დონკას-
ტერში ხომ ABC-მ მკვლელობა უნდა ჩაიდინოს.
– კასტს არაფერი დაემართება, მისი გვარი ხომ დ-ზე არ იწყე-
ბა.
– სამაგიეროდ, შეეძლოთ წინა ჯერზე მოეკლათ. ის ტორკიში
იყო, ჩარსტონის გვერდით, როცა იქ მკვლელობა მოხდა.
– მართლა? რა დამთხვევაა! – ტომს გაეცინა, – შემთხვევით
ბექსჰილშიც ხომ არ ყოფილა?
ლილიმ შუბლი შეიჭმუხნა.
– მაშინაც გაემგზავრა... ჰო, მახსოვს, შინ არ იყო... და საცუ-
რაო ტრუსიც დარჩა. დედას სთხოვა, დაეკერებინა, თვითონ კი
წავიდა. დედამ თქვა: „აჰა, მისტერ კასტი გუშინ გაემგზავრა, სა-
ცურაო ტრუსი კი დარჩა“. „ჯანდაბას საცურაო ტრუსი, – მივუგე,
– ბექსჰილში საშინელი დანაშაული მოხდა. ვიღაც გოგო გაგუ-
დეს“.
– რაკიღა საცურაო ტრუსის წაღება უნდოდა, მაშასადამე, სა-
ნაპიროზე მიდიოდა. მომისმინე, ლილი, – ტომმა სიცილისგან
174 მკითხველთა ლიგა
თავი ძლივს შეიკავა, – ნაძლევს ჩამოვალ, რომ სწორედ შენი
არქეოლოგიური ნიმუშია მკვლელი!
– საბრალო მისტერ კასტი? ის ხომ ბუზსაც არავის აუფრენს,
– გაეცინა ლილის.
ისინი ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ. მათ გონებაში ჯერ არაფე-
რი იყო, ბედნიერების გარდა, ვინაიდან ერთად იყვნენ, მაგრამ
იქ თანდათან შეშფოთების ნიშნები ჩნდებოდა...

175 მკითხველთა ლიგა


თავი 23
11 სექტემბერი, დონკასტერი

დონკასტერი!
ასე მგონია, ის 11 სექტემბერი მთელი ცხოვრება მემახსოვ-
რება.
საკმარისია, სადმე წავიკითხო სენტ-ლეჯერის თასის გათამა-
შების შესახებ, რომ მყისვე მახსენდება – დოღი კი არა, მკვლე-
ლობა.
ჩემი მაშინდელი გრძნობებიდან ყველაზე მკაფიოდ უმწეობის
საძაგელი განცდა მაგონდება. ყველანი იქ ჩავედით: პუარო, მე,
კლარკი, ფრეიზერი, მეგან ბარნარდი, ტორა გრეი და მერი
დროუერი, მაგრამ რისი გაკეთება შეგვეძლო?
გეგმას ვაწყობდით. გულის კუნჭულში იმედი გვქონდა, რომ
ათასობით ადამიანს შორის იმ კაცს ამოვიცნობდით, რომელსაც
ორი თუ სამი თვის წინათ მოვკარით თვალი. ჩვენს ისედაც მიზე-
რულ შანსს კიდევ უფრო ამცირებდა ის, რომ მისი ამოცნობა
მხოლოდ ტორა გრეის შეეძლო, ისიც გაჭირვებით.
ქალიშვილის ჩვეული უშფოთველობა წუხილმა შეცვალა.
სადღა იყო მისი მშვიდი, საქმიანი მანერა. იჯდა პუაროს წინ, ხე-
ლებს იმტვრევდა და თითქმის ტირილით უთავბოლოდ ჩურჩუ-
ლებდა:
– მე მას არც კი შევხედე... რატომ? რატომ? რა სისულელე ჩა-
ვიდინე! ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული... მაგრამ
ვაითუ ვერაფერი მოვახერხო. რომც დავინახო, შესაძლოა ვერ
ვიცნო, რადგან სახეებს ცუდად ვიმახსოვრებ.
პუარო, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობდა უწინ და როგორ
საყვედურობდა ქალიშვილს, ახლა საოცარ გულმოწყალებას

176 მკითხველთა ლიგა


იჩენდა. ტორას ძალზე ალერსიანად მიმართავდა. თავში გამი-
ელვა, რომ ჩემსავით მასაც არ შეეძლო გულგრილად ეცქირა
დამწუხრებული ლამაზი ქალიშვილისთვის.
მან ტორას მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– კარგი, კარგი, petite,58 ისტერიკა საჭირო არ არის. ის არა-
ფერს მოგვცემს. თუ იმ კაცს შეხვდებით, აუცილებლად იცნობთ.
– როგორ ვიცნობ?
– ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი კი ის არის, რომ შავს წი-
თელი ცვლის.
– რას გულისხმობთ, პუარო? – შევძახე მე.
– რულეტის ტერმინი გამოვიყენე. რულეტის თამაშისას შე-
საძლოა დიდი ხნის განმავლობაში ზედიზედ შავი დაჯდეს, მაგ-
რამ ბოლოს ბურთულა მაინც წითელზე გაჩერდება. ეს ალბათო-
ბის თეორიის მათემატიკური კანონია.
– იღბალი ცვალებადია?
– დიახ, ჰასტინგზ. მოთამაშეს (მკვლელი კი მოთამაშის უმაღ-
ლესი სახეობაა, ვინაიდან მისი ფსონი ფული კი არა, საკუთარი
სიცოცხლეა) ხშირად არ ჰყოფნის ჭკუა, რომ ეს გაითვალისწი-
ნოს. როდესაც მოიგებს, ფიქრობს რომ ეს კვლავ და კვლავ გა-
მეორდება! მას არ შეუძლია დროულად მიანებოს თავი რულეტს
და სავსე საფულით წავიდეს. დამნაშავეთა სამყაროშიც ასეა –
იღბლიანი მკვლელი არ ფიქრობს იმაზე, რომ იღბალმა შესაძ-
ლოა ზურგი შეაქციოს! წარმატებას მხოლოდ საკუთარ დამსახუ-
რებად მიიჩნევს. მაგრამ, ჩემო მეგობრებო, როგორც უნდა და-
გეგმო დანაშაული, წარმატებისთვის გამართლებაა საჭირო!
– მიჭირს ამის დაჯერება, – თქვა ფრანკლინ კლარკმა.
პუარომ აღელვებით აიქნია ხელი და განაგრძო:

58
პატარავ (ფრ.).

177 მკითხველთა ლიგა


– არა, არა, თუ გნებავთ, ესეც შანსია, ოღონდ უნდა გაგვი-
მართლოს. აბა, დაფიქრდით! ხომ შეიძლებოდა, ვიღაც მაშინ შე-
სულიყო მისის აშერის მაღაზიაში, როცა იქიდან მკვლელი გამო-
დიოდა, დახლს მიღმა გადაეხედა და გვამი დაენახა. შემდეგ ან
დამნაშავეს დააკავებდა, ან პოლიციას მის ზუსტ აღწერილობას
შეატყობინებდა და მკვლელს მალევე დააპატიმრებდნენ.
– დიახ, ცხადია, ეს შესაძლებელია, – დაეთანხმა კლარკი, –
მთავარი ის არის, რომ მკვლელს რისკის გაწევამ მოუწია.
– მართალია. მკვლელი ყოველთვის მოთამაშეა და მოთამა-
შეთა უმრავლესობის მსგავსად, ხშირად ვერ ხვდება, როდის უნ-
და გაჩერდეს. ყოველი ახალი დანაშაულის ჩადენა საკუთარ
თავზე წარმოდგენას უზრდის. ზომიერების შეგრძნებას კარგავს.
იმას კი არ ამბობს: „ჭკვიანურად მოვიქეცი და გამიმართლა!“
არამედ მხოლოდ: „ჭკვიანურად მოვიქეცი“. თვითკმაყოფილება
განუხრელად იზრდება და მაშინ, mes amis,59 ბურთულა მიგო-
რავს, ჩერდება, ფერი იცვლება და კრუპიე აცხადებს: „ Rouge“.60
– თქვენი აზრით, ამჯერადაც ასე მოხდება? – იკითხა წარ-
ბშეკრულმა მეგანმა.
– ადრე თუ გვიან, ასე უნდა მოხდეს! ჯერჯერობით, დამნაშა-
ვეს უმართლებდა, ადრე თუ გვიან, ჩვენ გაგვიმართლებს. მჯერა,
ასე იქნება! წინდების საკითხი მხოლოდ დასაწყისია. აქამდე
დამნაშავეს ყველაფერში ბედი სწყალობდა, ამიერიდან ბედი
ზურგს შეაქცევს და შეცდომების დაშვებასაც დაიწყებს...
– თქვენი სიტყვები იმედს გვიჩენს, – თქვა ფრანკლინ კლარ-
კმა, – მხარდაჭერა ყველას გვჭირდება. დღეს დილიდან უმ-
წეობის შეგრძნება მტანჯავს.

59
ჩემო მეგობრებო (ფრ.).
60
წითელი (ფრ.).

178 მკითხველთა ლიგა


– ძალზე მეეჭვება, რომ რამეს მივაღწიოთ, – ჩაილაპარაკა
დონალდ ფრეიზერმა.
– ნუ ხართ ასეთი პესიმისტი, დონ, – უთხრა მეგანმა.
მერი დროუერი ოდნავ წამოწითლდა და თქვა:
– ყველაფერია მოსალოდნელი. ის საშინელი ურჩხული ქა-
ლაქშია, ჩვენც აქა ვართ... ბოლოს და ბოლოს, ყველაზე წარმო-
უდგენელი შეხვედრებიც ხდება ხოლმე.
– ნეტავ რამის გაკეთება მაინც შეგვეძლოს! – ვთქვი გაცხა-
რებით.
– გახსოვდეთ, ჰასტინგზ, რომ პოლიცია ისედაც ყველაფერს
აკეთებს, რაც შესაძლებელია. დონკასტერში კონსტებლები ჩა-
მოვიდნენ საგანგებო დავალებით. შესაძლოა ინსპექტორი
ქროუმი სასიამოვნო მანერებით არ გამოირჩევა, მაგრამ საქმის
მცოდნეა, პოლკოვნიკი ანდერსონი კი, მთავარი კონსტებლი,
აქტიური ადამიანია. ყველა ზომაა მიღებული ქალაქში და იპოდ-
რომზე თვალთვალის გასაძლიერებლად. ყველგან სამოქალაქო
ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები იქნებიან. პრესა თა-
ვის კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობა გაფრთხილებულია.
დონალდ ფრეიზერმა თავი გადააქნია.
– ვფიქრობ, მკვლელობის ჩადენას არც შეეცდება, – თქვა
გამხნევებულმა, – მხოლოდ შეშლილი თუ წავა ამაზე!
– სამწუხაროდ, – ცივად მიუგო კლარკმა, – ის სწორედ შეშ-
ლილია! თქვენ რას იტყვით, მესიე პუარო? უარს იტყვის ჩანა-
ფიქრის შესრულეზე თუ მაინც შეეცდება მიზნის მიღწევას?
– ჩემი აზრით, მისი მანია ისე ძლიერია, რომ დაპირების შეს-
რულებაზე უარს ვერ იტყვის! სხვაგვარად მოქცევა დამარცხების
აღიარებას ნიშნავს, რაც შეუთავსებელია მის უკიდურეს ეგოცენ-
ტრიზმთან. შეგახსენებთ, ეს ექიმ ტომპსონის ნათქვამია. იმედია,
მკვლელს ისე დავიჭერთ, რომ დანაშაულის ჩადენას ვერ მოას-
წრებს.
179 მკითხველთა ლიგა
დონალდმა კვლავ თავი გადააქნია და თქვა:
– ძალიან გაფრთხილდება.
პუარომ საათს დახედა. მივხვდით, რაზეც მიგვანიშნა. ჩვენ
მოლაპარაკებული ვიყავით, რომ მთელი დღე ვიმუშავებდით:
დილით ქალაქის ქუჩებში ვივლიდით, შემდეგ კი იპოდრომის
ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებში განვთავსდებოდით.
„ჩვენ“ ვახსენე. ცხადია, ჩემს სიარულსა და პატრულირებას
დიდი აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ABC არასდროს მენახა. მიუხე-
დავად ამისა, რადგან გეგმის არსი ის იყო, რომ გავშლილიყა-
ვით და ქალაქის დიდი ნაწილი მოგვეცვა, განვაცხადე, რომელი-
მე ქალს გავყვები-მეთქი.
პუარო დამეთანხმა, თუმცა თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი
გაუკრთა.
ქალიშვილები შლაპის დასახურავად გავიდნენ. დონალდ
ფრეიზერი ფანჯარასთან იდგა და ჩაფიქრებული გასცქეროდა
ქუჩას.
ფრანკლინ კლარკმა დონალდს შეხედა, როგორც ჩანს, დაას-
კვნა, რომ ახალგაზრდა კაცს მისი მოსმენისთვის არ ეცალა, და
პუაროს ხმადაბლა მიმართა:
– მომისმინეთ, მესიე პუარო. ვიცი, რომ ჩარსტონში იყავით
ჩემს რძალთან. მას არაფერი უთქვამს? არაფერზე მიუნიშნებია?
ვგულისხმობ... არ უხსენებია...
კლარკი შეცბუნდა და გაჩუმდა.
პუარომ სრულიად გულუბრყვილო გამომეტყველებით, რი-
თაც სერიოზული ეჭვი აღმიძრა, ჰკითხა:
– Comment? რა არ უთქვამს და უხსენებია თქვენს რძალს?
ფრანკლინ კლარკი გაწითლდა.
– შესაძლოა უადგილოდ მიიჩნიოთ ასეთ დროს პირად სა-
კითხზე საუბარი...

180 მკითხველთა ლიგა


– Du tout!61
– მაგრამ არ მინდა რამე დავმალო.
– შესანიშნავია!
ვფიქრობ, ამჯერად კლარკმაც იეჭვა, რომ პუაროს გულგრი-
ლობის მიღმა ღიმილი იმალებოდა, და საქმეზე გადავიდა:
– ჩემი რძალი საუცხოო ქალია... ის ყოველთვის ძალიან
მომწონდა... მაგრამ ხომ იცით, რა ხანია, ავადაა... ასეთი ავად-
მყოფობის დროს კი... თანაც მსგავსი წამლების მიღებისას...
ადამიანმა შეიძლება... რა აღარ გამოიგონოს!
– მართლა?
ამჯერად აშკარად შევამჩნიე ნაპერწკალი პუაროს თვალებში,
მაგრამ ფრანკლინ კლარკმა, რომელიც თავისი დიპლომა-
ტიური მისიის შესრულებას ცდილობდა, ამას ყურადღება არ მი-
აქცია.
– მე ტორაზე ვლაპარაკობ... მის გრეიზე, – ჩაილაპარაკა მან.
– აჰ, თქვენ მის გრეიზე ლაპარაკობთ? – მიამიტურად ჰკითხა
პუარომ.
– დიახ. ლედი კლარკს უცნაური აზრები აქვს. უნდა გით-
ხრათ, რომ ტორა... მის გრეი... ის ძალიან ლამაზია...
– ალბათ... დიახ, – დაეთანხმა პუარო.
– ქალებს კი, თუნდაც ძალზე გულკეთილებს, ეს არ მოს-
წონთ. ცხადია, ტორა ჩემი ძმის საუკეთესო დამხმარე იყო... კარ-
მაიკლი ყოველთვის ამბობდა, ტორა ჩინებული მდივანიაო... და
ის ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ შორის არავითარი საიდუმლო
და ინტრიგა არ არსებობდა. ტორა ისეთი არ არის, რომ...
– რასაკვირველია, ისეთი არ არის, – თქვა პუარომ და თავი
დააქნია.

61
სულაც არა (ფრ.).

181 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ ლედი კლარკმა აიკვიატა, რომ... ერთი სიტყვით,
მან თითქოს ეჭვიანობა დაიწყო. ცხადია, ეს არასდროს გაუმ-
ჟღავნებია, მაგრამ კარის გარდაცვალების შემდგომ, როდესაც
უნდა გადაგვეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა მის გრეი სახლში...
შარლოტა ძალზე კატეგორიული გახდა. ბუნებრივია, ამაში
წვლილი ავადმყოფობამ და მორფიუმმაც შეიტანა... მედდა ქეფ-
სტიკი მართალია... შარლოტას ამის გამო ვერ ვუსაყვედუ-
რებთ...
ფრანკლინი გაჩუმდა.
– დიახ?
– მაგრამ მინდა იცოდეთ, მესიე პუარო, რომ მსგავსი არაფე-
რი ყოფილა. ყველაფერი ავადმყოფი ქალის წარმოსახვის ნაყო-
ფია. შეხედეთ, – კლარკმა ხელი ჯიბეში ჩაიყო, – აი, წერილი,
რომელიც ჩემი ძმისგან მაშინ მივიღე, როცა მალაიში ვიყავი.
წაიკითხეთ, გთხოვთ. აქედან ჩანს, როგორი ურთიერთობა
ჰქონდა მას ტორასთან.
პუარომ წერილი გამოართვა. ფრანკლინი გვერდით დაუდგა,
საჭირო ადგილს მიაგნო და წაიკითხა:
„...ჩვენთან, ძირითადად, ყველაფერი ძველებურადაა. შარ-
ლოტას ტკივილი ცოტათი გაუყუჩდა. სამწუხაროდ, უფრო სანუ-
გეშოს ვერაფერს ვიტყვი, გახსოვს ტორა გრეი? საუცხოო ქა-
ლიშვილია. ვერ წარმოიდგენ, როგორ მეხმარება. არ ვიცი, გა-
ვუძლებდი თუ არა ყველა უბედურებას უმისოდ. ტორა ძალიან
ყურადღებიანია და გულით თანამიგრძნობს. დახვეწილი გემოვ-
ნება აქვს, ლამაზი ნივთები იტაცებს და ჩემსავით უყვარს ჩინური
ხელოვნება. როგორ გამიმართლა, რომ მას მივაგენი. საკუთა-
რი ქალიშვილიც ვერ გამოიჩენდა მისნაირ თანაგრძნობასა და
გულისხმიერებას. ტორას რთული ცხოვრება ჰქონდა და ყოველ-
თვის ბედნიერი არ ყოფილა. მიხარია, რომ ახლა სახლიც აქვს
და ჭეშმარიტი სიყვარულიც“.
182 მკითხველთა ლიგა
– ხომ ხედავთ, – თქვა ფრანკლინმა, – როგორ ეპყრობოდა
მას ჩემი ძმა. საკუთარ შვილად მიაჩნდა. უსამართლობაა, რომ
კარის გარდაცვალებისთანავე მისმა ცოლმა ტორა სახლიდან
გააგდო! არა, ქალი მართლა სატანაა, მესიე პუარო!
– არ დაგავიწყდეთ, რომ ლედი კლარკი ავადაა.
– დიახ, რა თქმა უნდა, მშვენივრად მახსოვს. ძნელია მისი
მკაცრად განსჯა... და მაინც, გადავწყვიტე, რომ ეს წერილი მე-
ნახვებინა. არ მინდოდა მცდარი წარმოდგენა შეგქმნოდათ ტო-
რაზე ლედი კლარკის ნათქვამზე დაყრდნობით.
პუარომ წერილი დაუბრუნა.
– გარწმუნებთ, – ღიმილით თქვა ჩემმა მეგობარმა, – რომ
არასდროს ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომელიმე
საკითხზე სხვისი ნათქვამის მიხედვით შევიქმნა წარმოდგენა.
ამას დამოუკიდებლად ვაკეთებ.
– კარგი, – თქვა კლარკმა და წერილი შეინახა, – მაინც არ
ვნანობ, რომ წერილი წაიკითხეთ. აი, ქალიშვილებიც. წასვლის
დროა.
გასასვლელისკენ წავედით, მაგრამ პუარომ შემაჩერა და
მკითხა:
– ჰასტინგზ, მტკიცედ გადაწყვიტეთ პატრულირებაში მონაწი-
ლეობა?
– რასაკვირველია, აბა, უსაქმოდ ხომ არ ვიჯდები.
– შრომა მხოლოდ სხეულს კი არა, ტვინსაც შეუძლია, ჰას-
ტინგზ.
– ეს თქვენ ჩემზე უკეთ გამოგდით, – მივუგე.
– ცხადია, მართალი ხართ, ჰასტინგზ. სწორად ვვარაუდობ
თუ არა, რომ ერთ-ერთ ქალიშვილს გაუწევთ კავალრობას?
– დიახ.
– რომელ ლედის დასდებთ პატივს თქვენი კომპანიით?
– რომელს და... ჯერ არ გადამიწყვეტია.
183 მკითხველთა ლიგა
– რას იტყვით მის ბარნარდის შესახებ?
– ის დამოუკიდებელი ქალიშვილია.
– მის გრეი?
– დიახ, ასე აჯობებს.
– ჰასტინგზ, საოცრად არაგულწრფელი ხართ, თუმცა ვერა-
ფერს გამომაპარებთ. დიდი ხანია, ჩაიფიქრეთ, რომ ეს დღე
თქვენს ქერათმიან ანგელოზთან ერთად გაგეტარებინათ!
– გეყოფათ, პუარო!
– ვწუხვარ, მაგრამ თქვენი გეგმის შეცვლა მომიწევს. უნდა
გთხოვოთ, რომ სხვას გაუწიოთ კავალრობა.
– კარგი. ვფიქრობ, გულგრილი არ უნდა იყოთ ამ ჰოლან-
დიური თოჯინის მიმართ.
– თქვენ მერი დროუერს გაჰყვებით. გთხოვთ, ცოტა ხნითაც
არ მიატოვოთ.
– რატომ, პუარო?
– იმიტომ, ჩემო მეგობარო, რომ მისი გვარი D-ზე იწყება.
რისკის გაწევის უფლება არა გვაქვს.
მივხვდი, რომ პუარო მართალი იყო. თავდაპირველად მისი
იდეა ნაკლებად შესაძლებლად მომეჩვენა, მაგრამ მოგვიანებით
მივხვდი, რომ თუ ABC-ს ასე საშინლად სძულდა პუარო, ის, ალ-
ბათ, მის ნაბიჯებსაც ადევნებდა თვალს. ამ შემთხვევაში, დამნა-
შავეს მერი დროუერის მკვლელობა შესაძლოა ძალზე შთამბეჭ-
დავ მეოთხე სვლად მოსჩვენებოდა.
ჩემს მეგობარს სიტყვა მივეცი, რომ მის ნდობას გავამარ-
თლებდი. როდესაც გავდიოდი, პუარო ფანჯარასთან სავარძელ-
ში იჯდა. წინ პატარა რულეტი ედგა. სანამ თვალს მივეფარებო-
დი, ბორბალი დაატრიალა და მომაძახა:
– Rouge. ეს კარგის ნიშანია, ჰასტინგზ. გაგვიმართლებს!

184 მკითხველთა ლიგა


თავი 24
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

მისტერ ლედბეთერმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა რაღაც,


როდესაც მის გვერდით მჯდომი კაცი წამოდგა, უხერხულად გას-
ცდა მას, შლაპა წინა სავარძელზე დაუვარდა და მის ასაღებად
დაიხარა...
...და ეს კინოვარსკვლავებით დახუნძლული ტრაგიკული,
რომანტიკული, საუცხოო ფილმის, სახელწოდებით „ბეწვის ხიდ-
ზე“, კულმინაციურ მომენტში მოხდა, იმ ფილმისა, რომელზეც
მისტერ ლედბეთერი მთელი კვირა ოცნებობდა.
სწორედ ამ დროს ოქროსფერთმიანმა პერსონაჟმა ქალმა
(მას ქეთრინ როიალი ასრულებდა – მისტერ ლედბეთერის აზ-
რით, მსოფლიოში საუკეთესი მსახიობი) აღშფოთებით შესძახა:
– არასოდეს! სიკვდილი მირჩევნია! მაგრამ მე არ მოვკვდე-
ბი! დაიმახსოვრე ეს სიტყვები: ბეწვის ხიდზეც რომ...
მისტერ ლედბეთერმა გაღიზიანებით გადააქნია თავი. ეს რა
ხალხია! ნუთუ ფილმის დასრულებამდე ვერ მოიცდიან... რო-
გორ შეიძლება ასეთ ამაღელვებელ მომენტში წასვლა, მაგრამ
ყველაფერი გამოსწორდა – ახირებული მეზობელი რიგის ბო-
ლოში გავიდა და გაუჩინარდა. მისტერ ლედბეთერი ახლა მთელ
ეკრანს ხედავდა, იქ კი ქეთრინ როიალი იდგა ვან შრაინერის
სახლის ფანჯარასთან, ნიუ-იორკში.
აი, ის მატარებელში ჯდება... ბავშვი აუტატებია... რა სასაცი-
ლო მატარებლებია ამერიკაში, ინგლისისგან განსხვავებით.
აჰა, ესეც სტივი თავის ქოხში, მთაში...
ფილმის ემოციური და კვაზირელიგიური დასასრული ახ-
ლოვდებოდა.

185 მკითხველთა ლიგა


შუქი აინთო. მისტერ ლედბეთერმა კმაყოფილებით ამოიხ-
ვნეშა, თვალები მოჭუტა და აუჩქარებლად წამოდგა.
კინოდარბაზიდან სწრაფად გასვლა არ უყვარდა. დრო სჭირ-
დებოდა პროზაულ სინამდვილეში, ყოველდღიურ ცხოვრებაში
დასაბრუნებლად.
მიიხედ-მოიხედა. არ უკვირდა, რომ ცოტა ხალხი იყო. ყველა-
ნი იპოდრომზე წასულიყვნენ. მისტერ ლედბეთერს დოღი, ბან-
ქო, მოწევა და სმა არ უყვარდა. აი, კინოში კი ხალისით და-
დიოდა.
მაყურებლები გასასვლელისკენ გაიკრიფნენ. მისტერ ლედ-
ბეთერმაც დააპირა გვერდითი კარისკენ წასვლა. მეზობელ რიგ-
ში, ზუსტად მის წინ, სავარძელში გაშხლართულ კაცს ეძინა. მის-
ტერ ლედბეთერი კვლავ აღშფოთდა – როგორ შეიძლებოდა ძი-
ლი ასეთი ამაღელვებელი ფილმის ყურებისას!
მძინარე კაცის გვერდით, რომელსაც ფეხებით გასასვლელი
ჩაეხერგა, ვიღაც გაღიზიანებული მაყურებელი იმეორებდა:
– გამატარეთ, სერ!
მისტერ ლედბეთერი ბოლოში გავიდა და შემოტრიალდა.
მოეჩვენა, თითქოს ხალხი აწრიალდა. მებილეთე... შეჯგუფე-
ბული ადამიანები... ალბათ, იმ კაცს კი არ ეძინა, მთვრალი
იყო...
მისტერ ლედბეთერი შეყოყმანდა და გარეთ გავიდა, რითაც
სენსაცია გამოტოვა, ალბათ, იმაზე დიდიც კი, ვიდრე შეტყობინე-
ბა, რომ სენტ-ლეჯერის დოღში „შმაგმა“ გაიმარჯვა, ფსონით
ოთხმოცდახუთი ერთთან.
ამასობაში კი მებილეთე ამბობდა:
– მგონი, მართალი ხართ, სერ... ავად არის... რატომ... რა
ხდება, სერ?
ვიღაც ჯენტლმენმა შეჰყვირა, ხელი ასწია და ხელისგულზე
გაჩენილ წითელ ლაქას მიაჩერდა.
186 მკითხველთა ლიგა
– სისხლი...
მებილეთემ რაღაც წამოიძახა და სავარძელზე დაგდებულ
ყვითელ წიგნს მოჰკრა თვალი.
– ღმერთო ჩემო! – ჩაიჩურჩულა მან, – ეს ხომ ის არის... a...
b... ABC!

187 მკითხველთა ლიგა


თავი 25
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

მისტერ კასტი კინოთეატრ „რეგალიდან“ გამოვიდა და ცას


ახედა.
ლამაზი საღამო... საუცხოო საღამო...
ბრაუნინგის სიტყვები გაახსენდა:
„ღმერთი ზეცაში. მშვიდობა დედამიწაზე“.
ეს ფრაზა ყოველთვის მოსწონდა.
სამწუხაროდ, ძალზე ხშირად აცნობიერებდა, რომ ასე არ
იყო...
მისტერ კასტი ღიმილით გაუყვა ქუჩას, „შავ გედამდე“ მივიდა
და შეჩერდა.
კიბეს აუყვა და თავის ნომერს მიუახლოვდა – დახუთულ
ოთახს მესამე სართულზე, რომელიც მოკირწყლულ ეზოსა და
გარაჟს გადაჰყურებდა.
შიგნით შევიდა თუ არა, სახეზე ღიმილი შეაშრა – სახელოზე,
მანჟეტთან, ლაქა დაინახა. გაუბედავად შეეხო... სველი და წი-
თელი... სისხლი...
ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან წვრილი, გრძელი დანა
ამოიღო, რომლის პირიც ასევე სველი და წითელი იყო...
მისტერ კასტი დიდხანს იჯდა გაუნძრევლად.
შიგადაშიგ კუთხეში მიმწყვდეული ნადირივით იყურებოდა.
ცხელ ტუჩებზე ენა მოისვა...
– ჩემი ბრალი არ არის, – ჩაილაპარაკა მისტერ კასტმა.
თითქოს ვიღაცას არ ეთანხმებოდა. სკოლის მოსწავლეს
ჰგავდა, რომელიც მასწავლებლის წინაშე თავს იმართლებდა.
კვლავ მოილოკა ტუჩები...

188 მკითხველთა ლიგა


კვლავ შეეხო სახელოს.
თვალი პირსაბანს მოჰკრა.
წუთის შემდეგ ძველმოდური დოქიდან ტაშტში წყალს ასხამ-
და. პალტო გაიხადა, სახელო გარეცხა და ფრთხილად გაწურა...
ფუჰ! წყალი გაწითლდა...
კარზე დააკაკუნეს.
მისტერ კასტი გაირინდა.
კარი გაიღო. ახალგაზრდა მსუქანი ქალიშვილი შემოვიდა.
ხელში დოქი ეჭირა.
– ოჰ, მაპატიეთ, სერ. თქვენი ცხელი წყალი, სერ.
კაცმა ძალა მოიკრიბა.
– გმადლობ... უკვე დავიბანე ცივი წყლით...
რატომ თქვა ეს? თვალი მყისვე ტაშტისკენ გაექცა,
ციებცხელებიანივით წარმოთქვა:
– მე... თითი გავიჭერი.
დუმილი ჩამოწვა. ქალიშვილმა თავი დააქნია.
– დიახ, სერ.
ის გავიდა და კარი მიხურა.
მისტერ კასტი თითქოს გაქვავდა.
მიაყურადა.
ის მოვიდა – როგორც იქნა...
ხომ არ ისმოდა ლაპარაკი... შეძახილები... ნაბიჯების ხმა კი-
ბეზე?
ვერაფერი გაიგონა, საკუთარი გულის ბაგაბუგის გარდა...
უეცრად გარინდებიდან გამოერკვა და აქტიურ მოქმედებაზე
გადავიდა.
პალტო ჩაიცვა, ფეხაკრეფით მივიდა კართან და გამოაღო.
არავითარი ხმა, გარდა ჩვეული ხმაურისგან ბარში. კიბეს
ფრთხილად ჩაუყვა.

189 მკითხველთა ლიგა


კვლავ არავინ. გაუმართლა. კიბის ძირში გაჩერდა. ახლა
რომელი გზა აირჩიოს?
გადაწყვეტილება მიიღო, სწრაფად გაუყვა დერეფანს და უკა-
ნა კარიდან ეზოში გავიდა. ორი მძღოლი მანქანასთან ფუსფუ-
სებდა და დოღის შედეგებზე მსჯელობდა.
მისტერ კასტმა აჩქარებით გადაჭრა ეზო და ქუჩაში ამოყო
თავი.
მოსახვევი მარჯვნივ... მარცხნივ... კვლავ მარჯვნივ...
გაბედოს და სადგურში წავიდეს?
ჰო... იქ ბევრი ხალხი ირევა... დამატებითი მატარებლები...
თუ გაუმართლებს, ყველაფერი კარგად იქნება.
ოღონდ თუ გაუმართლებს...

190 მკითხველთა ლიგა


თავი 26
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

ინსპექტორი ქროუმი აღელვებულ მისტერ ლედბეთერს უს-


მენდა.
– გარწმუნებთ, ინსპექტორო, როგორც კი ამაზე ვფიქრობ,
გული მიჩერდება. ის ხომ მთელი სეანსი ჩემ გვერდით იჯდა!
ინსპექტორმა ქროუმმა, რომელსაც ნაკლებად აღელვებდა
მისტერ ლედბეთერის გულისცემის სიხშირე, თქვა:
– მოდი, გავარკვიოთ. ის კაცი გასასვლელისკენ დაიძრა, რო-
ცა ფილმი დასასრულს მიუახლოვდა...
– „ბეწვის ხიდზე“, ქეთრინ როიალის მონაწილეობით, – მექა-
ნიკურად ჩაილაპარაკა მისტერ ლედბეთერმა.
– მან ჩაგიარათ და წაბორძიკდა...
– ახლა ვხვდები, რომ თავი მოიკატუნა, თითქოს წაბორძიკ-
და. შემდეგ სავარძლის საზურგეზე გადაიხარა, რათა დავარდნი-
ლი შლაპა აეღო, და სწორედ მაშინ ჩასცა დანა იმ საბრალოს.
– ვერაფერი გაიგონეთ? შეძახილი ან კვნესა?
მისტერ ლედბეთერს არაფერი გაუგონია, გარდა ქეთრინ
როიალის ოდნავ ხრინწიანი მჟღერი ხმისა, მაგრამ ცოცხალმა
წარმოსახვამ უკარნახა, რომ კვნესა მოესმა.
ინსპექტორმა ქროუმმა კვნესა ცნობად მიიღო და მოწმეს
სთხოვა, მოყოლა გაეგრძელებინა.
– შემდეგ ის გავიდა...
– ხომ ვერ აღმიწერთ?
– ძალიან მაღალი იყო, სულ ცოტა, ექვსი ფუტი. ნამდვილი
გოლიათი.
– ქერა თუ შავგვრემანი?

191 მკითხველთა ლიგა


– მე... დარწმუნებული არა ვარ. იმ პირქუშ კაცს, მგონი, თმა
არ ჰქონდა.
– ხომ არ კოჭლობდა? – ჰკითხა ინსპექტორმა ქროუმმა.
– დიახ, დიახ. აი, მკითხეთ და გამახსენდა, რომ თითქოს კოჭ-
ლობდა. ძალზე შავგვრემანი იყო, შერეული რასის წარმომადგე-
ნელს ჰგავდა.
– სანამ შუქს ჩააქრობდნენ, თქვენ გვერდით იჯდა?
– არა, ფილმის დაწყების შემდეგ მოვიდა.
ინსპექტორმა ქროუმმა მისტერ ლედბეთერს თავი დაუქნია,
დაკითხვის ოქმზე ხელი მოაწერინა და გაუშვა.
– საშინელი მოწმეა, – თქვა სევდიანად, – რაც უნდა ჰკითხო,
ყველაფერს დაადასტურებს. აშკარაა, რომ არ იცის, როგორ გა-
მოიყურება მკვლელი. მებილეთეს დაუძახეთ.
მებილეთე მხედრულად გამართული შემოვიდა და გაიჯგიმა,
თან პოლკოვნიკ ანდერსონს თვალს არ აცილებდა.
– აბა, ჯეიმსონ, გვიამბეთ, რა ნახეთ.
ჯეიმსონი სამხედრო წესით მიესალმა.
– დიახ, სერ. სეანსის დასრულების შემდეგ, სერ, მითხრეს,
ვიღაც მაყურებელი შეუძლოდ არისო. ორი შილინგისა და ოთხი
პენის ადგილზე იჯდა, უფრო სწორად, გაშხლართულიყო. გარ-
შემო სხვა ჯენტლმენები იდგნენ. ის კაცი ცუდად გამოიყურებო-
და, სერ. იქვე მდგომი ერთი ჯენტლმენი მას პალტოს სახელოთი
შეეხო და ჩემი ყურადღება სისხლმა მიიპყრო. ყველანი მივ-
ხვდით, რომ ჯენტლმენმა სული განუტევა... რომ ის მოკლეს,
სერ. უეცრად იქვე რკინიგზის ცნობარს, ABC-ს მოვკარი თვალი.
მინდოდა წესისამებრ მემოქმედა. ამიტომ ხელი არაფერს ვახლე
და დაუყოვნებლივ პოლიციაში დავრეკე.
– კარგი, ჯეიმსონ, სწორად მოქცეულხართ.
– გმადლობთ, სერ.

192 მკითხველთა ლიგა


– ხომ არ შეგიმჩნევიათ მამაკაცი, რომელიც ასეთივე ადგი-
ლას იჯდა, დარბაზიდან კი სეანსის დასრულებამდე ხუთი წუთით
ადრე გავიდა?
– ასეთი რამდენიმე იყო, სერ.
– შეძლებთ აღწერას?
– ვშიშობ, არა, სერ. ერთი მათგანი მისტერ ჯეფრი პარნელი
იყო, ერთიც – სემ ბეიკერი, ქალიშვილთან ერთად, მეტი არავინ
მახსოვს.
– დასანანია. თავისუფალი ხართ, ჯეიმსონ.
– არის, სერ.
მებილეთემ კვლავ სამხედრო წესით მისცა სალამი და წავი-
და.
– სამედიცინო დათვალიერების დეტალები ჩვენთანაა, –
თქვა პოლკოვნიკმა ანდერსონმა, – ახლა იმის მოპატიჟებაც შე-
იძლება, ვინც გვამი აღმოაჩინა.
შემოვიდა კონსტებლი და იქ მყოფთ სამხედრო წესით
მიესალმა.
– ერკიულ პუარო მოვიდა, სერ. მასთან ერთად ვიღაც ჯენ-
ტლმენია.
ინსპექტორი ქროუმი მოიღუშა.
– კარგი, – თქვა მან, – რა გაეწყობა, შემოვიდნენ.

193 მკითხველთა ლიგა


თავი 27
დონკასტერში მომხდარი მკვლელობა

პუაროს შევყევი და ინსპექტორ ქროუმის ბოლო სიტყვები გა-


ვიგონე.
მასაც და მთავარ კონსტებლსაც შეწუხებული და მჟავე გამო-
მეტყველება ჰქონდათ.
პოლკოვნიკმა ანდერსონმა თავი დაგვიქნია.
– კარგია, რომ მოხვედით, მესიე პუარო, – გვითხრა თავა-
ზიანად. ალბათ, გაიფიქრა, რომ შესაძლოა ინსპექტორ
ქროუმის ნათქვამს ყური მოვკარით.
– ABC-ს მორიგი მკვლელობა?
– დიახ... და ძალზე თავხედური. მკვლელი მსხვერპლისკენ
დაიხარა და დანა დაარტყა.
– დანა?
– დიახ. ხომ ხედავთ, როგორ ცვლის ხელწერას! ხან თავში
ჩარტყმა, ხან მოგუდვა, ამჯერად დანა გამოიყენა. მრავალფე-
როვნად მოქმედებს, არა? აი, სამედიცინო დასკვნა. წაიკითხეთ,
თუ გსურთ.
მან ფურცლები პუაროსკენ გააჩოჩა.
– ABC ცნობარი ძირს ეგდო, მოკლულის ფეხებქვეშ, –
დაამატა პოლკოვნიკმა.
– მსხვერპლის ვინაობა თუ დაადგინეთ? – ჰკითხა პუარომ.
– დიახ. ABC შეცდა, თუმცა ეს ვერაფერი შეღავათია. მოკლუ-
ლის გვარი ერლსფილდია, ჯორჯ ერლსფილდი. პროფესიით პა-
რიკმახერი.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა პუარომ.

194 მკითხველთა ლიგა


– იქნებ გადაწყვიტა, ასო გამოეტოვებინა? – ივარაუდა პოლ-
კოვნიკმა.
ჩემმა მეგობარმა თავი იჭვნეულად გადააქნია.
– მოდი, მომდევნო მოწმე გამოვიძახოთ, – თქვა ინსპექტორ-
მა ქროუმმა, – მას სახლში ეჩქარება.
– დიახ, დიახ... განვაგრძოთ.
ოთახში შუახნის ჯენტლმენი შემოვიდა, რომელიც ძალიან
ჰგავდა ბაყაყ მსახურს წიგნიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანა-
ში“. ძალიან ღელავდა და დროდადრო ხმა უწყდებოდა.
– ასეთი შეძრწუნებული არასდროს ვყოფილვარ, – თქვა
წრიპინით, – სუსტი გული მაქვს, სერ, ძალიან სუსტი გული. კინა-
ღამ მოვკვდი.
– თქვენი გვარი, თუ შეიძლება, – უთხრა ინსპექტორმა.
– დაუნსი. როჯერ ემანუელ დაუნსი.
– პროფესია?
– მასწავლებელი ვარ ჰაიფილდის ვაჟთა სკოლაში.
– აბა, მისტერ დაუნს, გვითხარით, რა მოხდა.
– მოკლედ გიამბობთ, ჯენტლმენებო. სეანსის დასრულების-
თანავე წამოვდექი. ჩემგან მარცხნივ ცარიელი სკამი იყო, იმის
იქით კი მამაკაცი იჯდა. მომეჩვენა, რომ ეძინა. ვინაიდან ფეხები
გაეჭიმა და გავლას მიშლიდა, ვთხოვე, გავეტარებინე. არ გან-
ძრეულა და თხოვნა უფრო... ე-ე... ოდნავ ხმამაღლა გავუმეორე.
კვლავ უშედეგოდ. მაშინ მხარში ვწვდი და გასაღვიძებლად შე-
ვაჯანჯღარე. უკან გადაიწია. აშკარად ან ავად იყო, ან გონი
დაეკარგა. ხალხის გასაგონად: „ეს ჯენტლმენი ცუდადაა. მები-
ლეთეს დაუძახეთ“. მებილეთე მოვიდა. იმ კაცის მხარს ხელი
მოვაშორე და დავინახე, რომ ხელისგული გამწითლებოდა... მა-
შინღა მივხვდი, რომ ცოცხლებში აღარ ეწერა. სწორედ ამ დროს
მებილეთემ ABC ცნობარი აღმოაჩინა... დიახ, ჯენტლმენებო, სა-

195 მკითხველთა ლიგა


შინელი დარტყმა მივიღე! ძლივს გადავრჩი! წლებია, გულის სი-
სუსტე მტანჯავს...
პოლკოვნიკი ანდერსონი მისტერ დაუნსს ცნობისმოყვა-
რეობით შესცქეროდა.
– უნდა გითხრათ, რომ იღბლიანი ყოფილხართ, მისტერ და-
უნს.
– დიახ, სერ. გული არც ამჩქარებია!
– ვერ გამიგეთ, მისტერ დაუნს. თქვენ ხომ მოკლულს ერთი
სკამი გაშორებდათ?
– დიახ, თუმცა თავიდან მის გვერდით ვიჯექი, შემდეგ კი გა-
დავჯექი, რადგან ჩემ მეორე მხარეს არავინ იჯდა.
– სიმაღლითა და აღნაგობით მოკლულს ჰგავხართ, არა? კი-
სერზეც მასავით შალის კაშნე გეკეთათ?
– არ მესმის, ეს რა შუაშია... – უკმაყოფილო სახით დაიწყო
მისტერ დაუნსმა.
– გიმეორებთ, ჩემო კარგო, – უთხრა პოლკოვნიკმა ანდერ-
სონმა, – რომ ძალიან გაგიმართლათ. რაღაც მიზეზით მკვლე-
ლი, რომელიც კვალში გედგათ, შეცდა, ორი ადამიანის ზურგი
ერთმანეთში აერია. ჩემს შლაპას შევჭამ, მისტერ დაუნს, თუ ის
დანა თქვენთვის არ იყო განკუთვნილი!
მართალია, მისტერ დაუნსის გულმა წინა გამოცდას ვაჟკაცუ-
რად გაუძლო, ამჯერად იმავეს გაკეთება ვერ შეძლო: მისტერ
დაუნსი სკამზე დაეშვა, რაღაც წამოიძახა და წამოჭარხლდა.
– წყალი, – ჩაილაპარაკა ხრინწიანი ხმით, – წყალი...
ჭიქით წყალი მიაწოდეს. მოსვა და თანდათან მოფერიანდა.
– ჩემთვის? – იკითხა მან, – რატომ ჩემთვის?
– ასე ჩანს, – მიუგო ქროუმმა, – ეს, ფაქტობრივად, ერთა-
დერთი ახსნაა.

196 მკითხველთა ლიგა


– იმას გულისხმობთ, რომ ის კაცი... ის... ის ხორცშესხმული
დემონი... ის სისხლისმსმელი შეშლილი მითვალთვალებდა და
მხოლოდ შესაფერის მომენტს ეძებდა?
– ვფიქრობ, სწორედ ასე იყო.
– მაგრამ რატომ მე, ღვთის გულისთვის? – განაცხადა აღ-
შფოთებულმა სკოლის მასწავლებელმა.
ინსპექტორმა ქროუმმა თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეპასუ-
ხა: „რატომაც არა?“ მაგრამ ამის ნაცვლად უთხრა:
– ვშიშობ, შეშლილისგან გონივრულ საქციელს არ უნდა ვე-
ლოდოთ.
– ღმერთო ჩემო! – ჩაიჩურჩულა გონზე მოსულმა მისტერ და-
უნსმა.
ის წამოდგა. ელდისგან თითქოს წლებიც მომატებოდა.
– ჯენტლმენებო, თუ აღარ გჭირდებით, ნება მომეცით, დაგემ-
შვიდობოთ. მე... თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
– კარგი, მისტერ დაუნს. კონსტებლს გაგაყოლებთ, რათა
დავრწმუნდეთ, რომ არაფერი გიჭირთ.
– ოჰ, არა, არა, გმადლობთ. საჭირო არ არის.
– ვინ იცის, – ჩაიბურტყუნა პოლკოვნიკმა ანდერსონმა და
ინსპექტორს კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო, ოღონდ
ისე, რომ ეს არავის შეემჩნია. პასუხად ინსპექტორმაც შეუმჩნევ-
ლად დაუკრა თავი.
მისტერ დაუნსი ბარბაცით გავიდა.
– კარგია, რომ ვერ მიხვდა... – თქვა პოლკოვნიკმა ანდერ-
სონმა, – ის და მისი ცოლი მარტოკა ცხოვრობენ, არა?
– დიახ, სერ. თქვენმა ინსპექტორმა რაისმა ყველაფერი მო-
აგვარა. მათ სახლს თვალს არ მოაცილებენ.
– თქვენი აზრით, როდესაც ABC შეიტყობს, რომ შეეშალა,
შეცდომის გამოსწორებას შეეცდება?
ანდერსონმა თავი დააქნია.
197 მკითხველთა ლიგა
– ამას ვერ გამოვრიცხავთ, – თქვა მან, – ის, ABC, ძალზე მე-
თოდურად მოქმედებს. გული დასწყდება, თუ რამე მისი გეგმის
მიხედვით არ წარიმართება.
– ნეტავ დამნაშავის აღწერილობა გვქონდეს! – ჩაიბურტყუნა
გაღიზიანებულმა პოლკოვნიკმა, – კვლავაც ხელების ცეცებით
გვიწევს სიბნელეში სიარული.
– აღწერილობა გვექნება, – განაცხადა პუარომ.
– ასე გგონიათ? შესაძლოა გვქონდეს კიდეც. დალახვროს
ეშმაკმა, ნუთუ ყველა დაბრმავდა?
– მოთმინება გვმართებს, – მიუგო პუარომ.
– ძალზე თავდაჯერებული ხართ, მესიე პუარო. მერედა,
გაქვთ კი ოპტიმიზმის საფუძველი?
– დიახ, პოლკოვნიკო ანდერსონ. მკვლელს, ჯერჯერობით,
შეცდომა არ დაუშვია. მაშასადამე, მალე მას აუცილებლად და-
უშვებს.
– თუ მხოლოდ ეს არის... – ჩაიბუზღუნა მთავარმა კონსტებ-
ლმა, მაგრამ პოლიციელმა გააწყვეტინა.
– სერ, მისტერ ბოლი მოვიდა „შავი გედიდან“, მას ქალიშვი-
ლიც ახლავს. კაცი ამბობს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა
შეგვატყობინოს.
– შემოიყვანეთ, შემოიყვანეთ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ძალიან გვჭირდება.
მისტერ ბოლი, „შავი გედის“ მეპატრონე, ზორბა, აუჩქარებე-
ლი, მძიმედ მოაზროვნე კაცი იყო. ლუდის სუნი ასდიოდა. მას
მრგვალთვალება, მსუქანი, ძალზე აღელვებული ახალგაზრდა
ქალი ახლდა.
– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ და დროს გართმევთ, – დაიბუბუ-
ნა მისტერ ბოლმა, – მაგრამ მერი, მაშასადამე, ეს ქალიშვილი,
ამბობს, რომ რაღაც აქვს თქვენთვის მოსაყოლი.
მერიმ მორიდებით ჩაიცინა.
198 მკითხველთა ლიგა
– აბა, ჩემო კარგო, გვიამბეთ, – უთხრა ანდერსონმა, – რა
გქვიათ?
– მერი, სერ. მერი სთრაუდი.
– გისმენთ, მერი.
მერიმ მრგვალი თვალები თავის უფროსს მიაპყრო.
– მას ცხელი წყალი დააქვს ნომრებში, – თქვა მისტერ ბოლ-
მა, რათა ქალიშვილს დახმარებოდა, – ამჟამად ექვსი მდგმური
გვყავს. ზოგი დოღზეა ჩამოსული, ზოგიც სავაჭროდ.
– მერე? – ააჩქარა ანდერსონმა.
– მიდი, გოგო, – თქვა მისტერ ბოლმა, – თვითონ მოჰყევი.
ნუ გერიდება.
მერიმ ამოიოხრა, ღრმად შეისუნთქა და ძლივს გასაგონად
დაიწყო:
– დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიპასუხა. ეს რომ არა, არ შევი-
დოდი, სანამ არ დამიძახებდნენ, შემოდიო. მან არაფერი თქვა,
ჰოდა, შევედი. ის კი იდგა და ხელებს იბანდა.
მერიმ ამოიხვნეშა და გაჩუმდა.
– განაგრძე, ჩემო კარგო, – უთხრა ანდერსონმა.
მერიმ თავის უფროსს ცერად გახედა და როცა მან თავის ნე-
ლა დაქნევით გაამხნევა, განაგრძო:
– „აი, თქვენი ცხელი წყალი, სერ, – ვუთხარი, შემდეგ კი და-
ვამატე, – მე დავაკაკუნე“. მან მიპასუხა: „უკვე დავიბანე ცივი
წყლით“. სწორედ მაშინ შევხედე ტაშტს, იქ კი, ღმერთო ჩემო,
წითელი წყალი ესხა.
– წითელი? – იკითხა ანდერსონმა.
საუბარში ბოლი ჩაერთო.
– მერიმ თქვა, რომ კაცს ხელში პალტო ეჭირა, რომლის ცა-
ლი სახელო სველი იყო. ასეა, მერი?

199 მკითხველთა ლიგა


– დიახ, სერ. სწორედ ასე იყო, სერ, – დაადასტურა ქალიშ-
ვილმა და განაგრძო, – სახეც უცნაური ჰქონდა, სერ, ძალიან უც-
ნაური. ისეთი, რომ კინაღამ ცუდად გავხდი.
– როდის მოხდა ეს? – შეშფოთებით იკითხა ანდერსონმა.
– დაახლოებით ექვსის თხუთმეტ წუთზე.
– სამ საათზე მეტი ხნის წინათ! – შესძახა ანდერსონმა, –
აქამდე სად იყავით?
– ეს მაშინვე როდი შევიტყვე, სერ, – თქვა ბოლმა, – მხო-
ლოდ მაშინ, როცა ახალ მკვლელობაზე ატყდა ლაპარაკი. მე-
რიმ შესძახა, ტაშტში სისხლი იყოო. „რომელ ტაშტში?“ – ვკით-
ხე. ჰოდა, მაშინ მიამბო ყველაფერი. არ მომეწონა და თვითონ
ავედი მაღლა. ოთახში არავინ დამხვდა. აქეთ ვეცი, იქით ვეცი
და ეზოში ერთმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა, აქ გაიარაო. ნიშ-
ნების მიხედვით, ის უნდა ყოფილიყო. დიასახლისს ვუთხარი, მე-
რიმ ეს პოლიციაში უნდა განაცხადოს-მეთქი. მერის ეს არ მოეპ-
რიანა, ამიტომაც წამოვყევი და ერთად მოვედით.
ინსპექტორმა ქროუმმა მაგიდაზე სუფთა ფურცელი დადო.
– აღმიწერეთ ის კაცი, – თქვა მან, – სასწრაფოდ. წუთის და-
კარგვა არ შეიძლება.
– საშუალო სიმაღლისაა, – ჩაილაპარაკა მერიმ, – წელშია
მოხრილი და სათვალე უკეთია.
– რა აცვია?
– მუქი ფერის გაცვეთილი კოსტიუმი. შლაპა ახურავს.
ქალიშვილმა ნათქვამს მეტი ვერაფერი დაამატა.
ინსპექტორმა ქროუმმა ძალა აღარ დაატანა. მალე ტელეფო-
ნების რეკვა ატყდა, თუმცა ინსპექტორსა და მთავარ კონსტებლს
დიდი იმედი არ ჰქონდათ.
როგორც ქროუმმა გაარკვია, კაცს, რომელმაც ეზო გადაჭრა,
არც ჩემოდანი ეჭირა და არც ჩანთა.
– ეს შესაძლოა დაგვეხმაროს, – თქვა მან.
200 მკითხველთა ლიგა
ორი პოლიციელი „შავ გედში“ გაგზავნეს.
მათ თან ახლდნენ სიამაყისა და საკუთარი მნიშვნელობისგან
თვალებგაბრწყინებული მისტერ ბოლი და აცრემლებული მერი.
ათი წუთის შემდეგ სერჟანტი დაბრუნდა.
– სარეგისტრაციო წიგნი მოვიტანე, სერ, – თქვა მან, – აი, მი-
სი ხელმოწერა.
წიგნისკენ დავიხარეთ. გაურკვეველი, წვრილი ასოებით, ოკ-
რობოკრო ხელით ნაწერი დავინახეთ.
– A. B. კასი... თუ კასცი? – ჩაილაპარაკა მთავარმა კონსტებ-
ლმა.
– ABC, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ქროუმმა.
– ჩემოდნებზე რა გაარკვიეთ? – იკითხა ანდერსონმა.
– მუყაოს კოლოფებით სავსე დიდ ჩემოდანს მივაგენით, სერ.
– კოლოფებით? რა ეწყო მათში?
– წინდები, სერ. აბრეშუმის წინდები.
ქროუმი პუაროს მიუბრუნდა.
– გილოცავთ, – თქვა მან, – გამოიცანით.

201 მკითხველთა ლიგა


თავი 28
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

ინსპექტორი ქროუმი სკოტლანდ-იარდში თავის კაბინეტში


იჯდა.
მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა. ინსპექტორმა ყურმილი
აიღო.
– ჯეიკობსი ვარ, სერ. აქ ერთი მოწმეა. ვფიქრობ, ღირს, მო-
უსმინოთ.
ქროუმმა ამოიოხრა. დღეში საშუალოდ ოცი კაცი მაინც მი-
მართავდა მას „მნიშვნელოვანი“ ჩვენებით. მათ შორის ისეთე-
ბიც იყვნენ, რომლებსაც გულწრფელად სურდათ დახმარება და
სჯეროდათ, რომ რაღაც ღირებული უნდა ეთქვათ. სერჟანტი
ჯეიკობსი ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებდა – ევალებო-
და, რომ უმნიშვნელო ჩვენებები არაფრად ჩაეგდო, დანარჩენი
კი უფროსობასთან გადაეგზავნა.
– კარგი, ჯეიკობს, – უთხრა ქროუმმა, – გამოუშვით.
რამდენიმე წუთის შემდეგ ინსპექტორის კარზე კაკუნი გაისმა
და ზღურბლზე მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი გამოჩ-
ნდა სერჟანტის თანხლებით.
– ეს მისტერ ტომ ჰარტიგანია, სერ, – თქვა სერჟანტმა
ჯეიკობსმა, – ჩვენების მოცემა სურს ABC-ს საქმეზე.
ინსპექტორი წამოდგა, ახალგაზრდა კაცს თავაზიანად გაუღი-
მა და ხელი ჩამოართვა.
– დილა მშვიდობისა, მისტერ ჰარტიგან. დაჯექით, გთხოვთ.
ეწევით? აი, სიგარეტი.
ტომ ჰარტიგანი გაუბედავად დაჯდა და გულის ფანცქალით
შეხედა მას, ვისაც გულის სიღრმეში „დიდ ადამიანთა“ რიცხვს

202 მკითხველთა ლიგა


მიაკუთვნებდა. ინსპექტორის სახემ იმედი გაუცრუა, პოლი-
ციელი კი არა, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოქალაქე იყო!
– მაშასადამე, – თქვა ქროუმმა, – რაღაც გაქვთ სათქმელი,
რაც, თქვენი აზრით, ამ საქმეს შეეხება. აბა, გისმენთ.
ტომმა აღელვებით დაიწყო:
– ცხადია, შესაძლოა ეს არაფერს ნიშნავს, მხოლოდ ჩემი აზ-
რია... ალბათ, დროს ტყუილუბრალოდ გაკარგვინებთ...
ინსპექტორმა ქროუმმა კვლავ შეუმჩნევლად ამოიოხრა. რამ-
დენ დროს ხარჯავდა მოწმეების დარწმუნებაში, რომ მასთან
მოსვლით ისინი სწორად მოიქცნენ!
– ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. ფაქტებით დავიწყოთ,
მისტერ ჰარტიგან.
– კარგი, აი, როგორი საქმეა, სერ: უნდა გითხრათ, რომ ერთ
ახალგაზრდა ლედის ვიცნობ. დედამისი ოთახებს აქირავებს
კემდენ-თაუნის რაიონში. უკვე მესამე წელია მასთან, მესამე
სართულზე, ვიღაც მამაკაცი, გვარად კასტი, ცხოვრობს.
– კასტი?
– დიახ, სერ. შუახნის გულკეთილი კაცია... უკანასკნელ ხანს,
ასე ვთქვათ, ცოტა დაბლა დაეშვა. ბუზსაც არავის აუფრენს. მას-
ზე ცუდს არასდროს გავიფიქრებდი, რაღაც უცნაური რომ არ შე-
მემჩნია.
ტომმა არეულ-დარეულად აღწერა თავისი შეხვედრა მისტერ
კასტთან იუსტონში და ძირს დავარდნილი ბილეთიც ახსენა.
– ხომ ხედავთ, სერ, როგორც უნდა შევხედოთ ამ საქმეს, უც-
ნაურად გამოიყურება. ლილი – ეს ჩემი ნაცნობი ქალიშვილია,
სერ – ამტკიცებს, რომ ის კაცი ჩელტნემში მიემგზავრებოდა. დე-
დამისიც იმეორებს: კარგად მახსოვს, დილით, მის გამგზავრე-
ბამდე, ამაზე ვსაუბრობდითო. მაშინ ამას, ცხადია, ყურადღება
არ მივაქციე. ლილიმ, ჩემმა ქალიშვილმა, კიდეც მითხრა: იმე-
დია, მისტერ კასტი დონკასტერში იმ ABC-ს არ შეხვდებაო, და
203 მკითხველთა ლიგა
დაამატა, რა უცნაური დამთხვევაა, კასტი ხომ ჩარსტონშიც იყო,
როცა წინა მკვლელობა მოხდაო. ხუმრობით ვკითხე, ბექსჰილ-
შიც ხომ არ იყო, როცა იქ ქალიშვილი მოკლეს-მეთქი? მიპასუ-
ხა, არ ვიცი, სად, მაგრამ სანაპიროზე კი გაემგზავრაო. ეს
დაამახსოვრდა. ვუთხარი, იქნებ თვითონ არის ის ABC-მეთქი?
არა, მისტერ კასტი ბუზსაც არავის აუფრენსო. ჩვენი საუბარი ასე
დასრულდა და ამაზე აღარც ვფიქრობდით... ანუ ზოგჯერ კი
ვფიქრობდი, მაგრამ თავს ძალას არ ვატანდი. მომეჩვენა, რომ
ეს კასტი მშვიდი, მაგრამ ცოტა უცნაური კაცი იყო.
ტომმა ღრმად შეისუნთქა და განაგრძო:
– შემდეგ დონკასტერში მოხდა მკვლელობა, სერ, და ყველა
გაზეთში დაბეჭდეს, რომ A.B. კასს თუ A.B. კასცს ეძებდნენ, მის
მონაცემებსაც აღწერდნენ, რაც ჩვენი ნაცნობისას ემთხვეოდა.
პირველივე თავისუფალ საღამოს ლილის შევუარე და მისტერ
კასტის ინიციალები ვკითხე. თვითონ ვერ გაიხსენა, სამა-
გიეროდ, დედამისს ახსოვდა. აღმოჩნდა, რომ მისი ინიციალე-
ბიც AB იყო. ახლა იმაზე დაფიქრდით, ეს კასტი სადმე ხომ არ
გაემგზავრა ანდოვერში მომხდარი მკვლელობის დროს, მაგრამ
ხომ ხვდებით, სერ, რომ სამი თვის შემდეგ ასეთი რამის გახსე-
ნება ადვილი არ არის, მაგრამ უკან არ დავიხიეთ და ყველაფე-
რი გავარკვიეთ. მისის მარბერის ძმა ჰყავს, ბერტ სმიტი, რომე-
ლიც მასთან კანადიდან სტუმრად 21 ივნისს ჩამოვიდა.
მოულოდნელად, წინასწარ გაუფრთხილებლად. ლილიმ ბერტს
შესთავაზა, ღამე მისტერ კასტის ოთახში გაეთია, რადგან ის
სადღაც იყო წასული. მაგრამ მისის მარბერი არ დაეთანხმა –
მდგმურებთან ასე მოქცევა არ შეიძლება, მე წესიერი ქალი ვა-
რო, მაგრამ თარიღი მაინც დავადგინეთ, ვინაიდან გემი, რო-
მელსაც ბერტ სმიტი ჩამოჰყვა, იმ დღეს საუთჰემპტონში შევიდა.
ინსპექტორი ქროუმი ტომს ყურადღებით უსმენდა და დრო-
დადრო რაღაცას ინიშნავდა.
204 მკითხველთა ლიგა
– დაასრულეთ? – იკითხა მან.
– დიახ, სერ. იმედია, არ ფიქრობთ, რომ ყველაფერს ვაზ-
ვიადებ, – მიუგო ტომმა და წამოწითლდა.
– არა, ასე არ ვფიქრობ. სწორად მოიქეცით, რომ მოხვედით.
ცხადია, ეს მხოლოდ მინიშნებაა სამხილზე – თარიღები და გვა-
რები შესაძლოა მხოლოდ დამთხვევა აღმოჩნდეს, მაგრამ სრუ-
ლიად საკმარისია იმისთვის, რომ იმ თქვენს მისტერ კასტს გავე-
საუბროთ. ახლა შინ არის?
– დიახ, სერ.
– როდის დაბრუნდა?
– დონკასტერში მომხდარი მკვლელობის დღესვე, საღამოს,
სერ.
– რას საქმიანობს?
– მეტწილად, შინ არის, სერ. მისის მარბერის თქმით, უც-
ნაურად იქცევა. დილით გარეთ გადის და გაზეთებს ყიდულობს.
როგორც კი დაბნელდება, კვლავ გადის – უკვე საღამოს გაზე-
თების შესაძენად. მისის მარბერი იმასაც ამბობს, საკუთარ თავს
ესაუბრებაო. მოკლედ, მისი აზრით, უცნაურად იქცევა.
– სად ცხოვრობს მისის მარბერი?
ტომმა ინსპექტორს მისამართი მისცა.
– გმადლობ. იქ, ალბათ, დღის განმავლობაში შევივლი.
დაიმახსოვრეთ, რომ კასტთან შეხვედრის დროს სიფრთხილე
გმართებთ.
ინსპექტორი წამოდგა და ტომს ხელი ჩამოართვა.
– სწორად მოიქეცით, რომ ჩვენთან მოხვედით. მშვიდობიან
საღამოს გისურვებთ, მისტერ ჰარტიგან.
– აბა, რას იტყვით, სერ? – ჰკითხა ინსპექტორს ჯეიკობსმა,
როცა რამდენიმე წუთის შემდეგ კაბინეტში დაბრუნდა, – რამე
მნიშვნელოვანია?

205 მკითხველთა ლიგა


– იმედისმომცემი დასაწყისია, – მიუგო ინსპექტორმა ქროუმ-
მა, – ცხადია, თუ ახალგაზრდა კაცმა ფაქტები ზუსტად გადმოგ-
ვცა. ჯერჯერობით, წინდების მწარმოებელ ფირმებთან დაკავში-
რებით არ გვიმართლებდა. იქნებ ახლა გაგვიმართლოს. ჰო,
მართლა, ჩარსტონის საქმის მასალა მომიტანეთ.
ჯეიკობსმა საჭირო ქაღალდების მოძებნას რამდენიმე წუთი
მოანდომა.
– აჰა, აი, ისიც. ტორკის პოლიციის მიერ მიღებული ჩვენება.
მოწმე ჰილი იტყობინება, რომ კინოთეატრ „პალადიუმიდან“ გა-
მოსვლისას, სადაც ფილმი „ბეწვის ხიდზე“ ნახა, უცნაური ქცევის
მამაკაცი შეამჩნია. ის საკუთარ თავს ესაუბრებოდა. ჰილის
თქმით, იმ კაცმა ჩაილაპარაკა: „ეს კარგი აზრია“. „ბეწვის ხიდ-
ზე“ ხომ სწორედ ის ფილმია, რომელიც დონკასტერში „რეგალ-
ში“ გადიოდა?
– დიახ, სერ.
– საინტერესოა. ჯერჯერობით, ვერაფერს ვუკავშირებთ, მაგ-
რამ შესაძლოა ჩვენს ნაცნობს მომდევნო მკვლელობის იდეა
სწორედ მაშინ გაუჩნდა. ჰილის მისამართი გვაქვს. მან ის კაცი
ძალზე ბუნდოვნად აღწერა, მაგრამ ეს ნიშნები მერი სთრაუდისა
და ტომ ჰარტიგანის ნათქვამს არ ეწინააღმდეგება...
ქროუმმა ჩაფიქრებული სახით დააქნია თავი.
– ჰო, დათბა, – თქვა მან, რაც სიმართლეს არ ჰგავდა, რად-
გან გულის სიღრმეში ყოველთვის სიცივეს გრძნობდა.
– რას მიბრძანებთ, სერ?
– ორი კაცი კემდენ-თაუნში გაგზავნეთ ამ მისამართზე,
ოღონდ ჩვენი ჩიტუნია არ დააფრთხონ. მე კომისრის მოადგი-
ლეს უნდა დაველაპარაკო. შემდეგ კი ის კასტი აქ მოვიყვანოთ
და ჩვენება მივაცემინოთ. ვფიქრობ, მყისვე ალაპარაკდება.
ქუჩაში ტომ ჰარტიგანი ლილი მარბერის ესაუბრებოდა, რო-
მელიც მას თემზის სანაპიროზე ელოდებოდა.
206 მკითხველთა ლიგა
– ტომ, ყველაფერი კარგადაა?
ტომმა თავი დაუქნია.
– თვით ინსპექტორ ქროუმს ველაპარაკე. ამ საქმეს ის იძი-
ებს.
– როგორი კაცია?
– ცოტათი ცხვირს იბზუებს, ზედმეტ სიტყვას არ იტყვის. ისე-
თი მაძებარი არ არის, როგორიც წარმომედგინა.
– ის ლორდ ტრენჩარდის ახალი გუნდიდანაა, – მოწიწებით
თქვა ლილიმ, – ყველანი ცხვირს იბზეკენ. რა გითხრა?
ტომმა მოკლედ უამბო საუბრის შინაარსი.
– მაშასადამე, მიაჩნიათ, რომ სწორედ ის არის?
– ამბობენ, შესაძლოა ის იყოსო. მოკლედ, მიუხედავად იმი-
სა, ის არის თუ არა, მისტერ კასტს პოლიციასთან გასაუბრება
მოუწევს.
– საბრალო მისტერ კასტი.
– ნუ ამბობ ამას, ჩემო კარგო. თუ ის მართლა ABC არის, მა-
შასადამე, ოთხი საზარელი მკვლელობა ჩაუდენია.
ლილიმ ამოიოხრა და თავი გადააქნია.
– საშინელებაა, – თქვა მან.
– ჩემო კარგო, მოდი, სადმე შევიაროთ და წავიხემსოთ. წარ-
მოგიდგენია? თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, ჩემ შესახებ გა-
ზეთებში დაწერენ!
– ოჰ, ტომ, მართლა?
– აბა, რა, შენზეც დაწერენ. დედაშენზეც. იქნებ ფოტოსურა-
თებიც გამოაქვეყნონ.
– ოჰ, ტომ! – აღტაცებულმა ლილიმ ტომს ხელი ხელს შემოჰ-
კრა.
– ჯერჯერობით კი, „ქორნერ-ჰაუსში“ ვისადილოთ!
მადლიერმა ლილიმ ბიჭს ხელკავი გამოსდო.
– წავედით!
207 მკითხველთა ლიგა
– კარგი... ოღონდ ერთი წუთით. სადგურიდან ტელეფონით
უნდა დავრეკო.
– ვის უნდა დაურეკო?
– მეგობარ გოგონას. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით, –
ქალიშვილმა ქუჩა გადაჭრა, სამ წუთში კი ლოყებაწითლებული
დაბრუნდა, – წავედით, ტომ.
ლილიმ ტომს ხელკავი გამოსდო.
– კიდევ მიამბე სკოტლანდ-იარდზე. იქ სხვა მაძებარი არ გი-
ნახავს?
– რომელი?
– ბელგიელი ჯენტლმენი, რომელსაც ABC წერილებს უგზავ-
ნის.
– არა, იქ არ ყოფილა.
– კარგი. აბა, მიამბე. აი, სკოტლანდ-იარდში შეხვედი. ვის მი-
მართე? რა უთხარი?
მისტერ კასტმა ფრთხილად დაკიდა ყურმილი, შეტრიალდა
და კარის ღიობში ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მისის
მარბერი დაინახა.
– იშვიათად გირეკავენ, მისტერ კასტ, არა?
– დიახ... ე-ე... დიახ. იშვიათად.
– იმედია, ცუდი არაფერია.
– არა, არა.
„როგორი აბეზარი ქალია“. მისტერ კასტი გაზეთს დააჩერდა,
რომელიც ხელში ეჭირა.
დაბადების დღეები... ქორწინებები... ნეკროლოგები...
– ჩემს დას ბიჭი შეეძინა, – დაუფიქრებლად განაცხადა მის-
ტერ კასტმა, რომელსაც და არასდროს ჰყოლია.
– ღმერთო ჩემო, რამხელა სიხარულია! – შესძახა მისის მარ-
ბერიმ.

208 მკითხველთა ლიგა


„არადა, წლებია, არც კი გახსენებია, რომ და ჰყავს, – გაივ-
ლო გულში, – ასეთები არიან კაცები!“
– რომ არ დაგიმალოთ, გამიკვირდა, როცა იმ ქალმა თქვა,
მისტერ კასტს სთხოვეთო. მომეჩვენა, რომ ჩემი ლილის ხმა
ჰქონდა, ოღონდ თქვენს დას უფრო სოლიდური და მაღალი ხმა
აქვს. აბა, გილოცავთ, მისტერ კასტ, გილოცავთ! ეს თქვენი პირ-
ველი დისშვილია თუ სხვებიც გყავთ?
– პირველია, – მიუგო მისტერ კასტმა, – პირველი და, ვფიქ-
რობ, უკანასკნელი. ახლა კი... ახლა კი, წავალ. ის... ის სტუმრად
მეპატიჟება. მე... ალბათ, მივასწრებ მატარებელს, თუ ავჩქარდე-
ბი.
– როდის ჩამოხვალთ, მისტერ კასტ? – მიაძახა მისის მარბე-
რიმ.
– ორ დღეში, – მიუგო კაცმა, კიბე აირბინა და თავის ოთახში
ჩაიკეტა. მისის მარბერი სამზარეულოსკენ გაემართა, თან გუ-
ლაჩუყებული ფიქრობდა „მშვენიერ პაწაწუნაზე“.
უეცრად თავში სხვა აზრმა გაუელვა.
გუშინ მთელი საღამო ტომი და ლილი თარიღებს ანგარიშობ-
დნენ და ადარებდნენ. იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ
სწორედ მისტერ კასტი იყო საშინელი ურჩხული ABC, თანაც
მხოლოდ ინიციალებსა და რაღაც წვრილმანებზე დაყრდნობით!
„არა მგონია, ამას სერიოზულად ფიქრობდნენ, – გაივლო
გულში, – ახლა, ალბათ, კიდეც რცხვენიათ“.
რაღაც გაურკვეველი მიზეზით – მისის მარბერის ეს თვითო-
ნაც ვერ აეხსნა – მისტერ კასტის ნათქვამმა, რომ მის დას ბავშვი
შეეძინა, ყოველგვარი ეჭვი გაუფანტა თავისი მდგმურის საიმე-
დოობის შესახებ.
„იმედია, გაურთულებლად იმშობიარა“, – გაიფიქრა მისის
მარბერიმ და უთოს ძირი გაუსინჯა, ვინაიდან ლილის აბრეშუმის
კომბინაციის გაუთოებას აპირებდა.
209 მკითხველთა ლიგა
ის მშობიარობის სასიამოვნო ფიქრებზე გადაერთო.
მისტერ კასტი ფრთხილად დაეშვა კიბეზე. ხელში პატარა ჩე-
მოდანი ეჭირა. წამით მზერა ტელეფონის აპარატზე შეაჩერა.
ხანმოკლე საუბარი გაახსენდა.
„თქვენ ხართ, მისტერ კასტ? გადავწყვიტე მეცნობებინა, რომ
შესაძლოა ინსპექტორი გეწვიოთ სკოტლანდ-იარდიდან...“
რა უპასუხა? არ ახსოვდა.
„გმადლობ... ჩემო კარგო... გმადლობ...“
რაღაც ამგვარი.
რატომ დაურეკა? ხომ არ მიხვდა? თუ უნდოდა, რომ ინსპექ-
ტორის მოსვლას დალოდებოდა?
მაგრამ რა იცოდა, რომ ინსპექტორი მასთან მოსვლას აპი-
რებდა?
თანაც მისი ხმა... მან ხმა შეიცვალა, რათა დედამისს არ ეც-
ნო...
როგორც ჩანს... როგორც ჩანს, იცის...
მაგრამ რომ სცოდნოდა, არ...
რატომაც არა? ქალი უცნაური არსებაა. ზოგჯერ სასტიკი,
ზოგჯერ გულკეთილი. აი, ლილიმ ერთხელ მისი თანდასწრებით
თაგვი სათაგურიდან გაუშვა...
კეთილი გოგოა...
კეთილი და ლამაზი...
მისტერ კასტი შემოსასვლელში გაჩერდა. საკიდარზე პალ-
ტოები ეკიდა. დაბლა ქოლგები მოჩანდა.
იქნებ...
ამ დროს სამზარეულოდან ხმაური მოესმა.
არა, ვერ მოასწრებს...
შესაძლოა დერეფანში მისის მარბერიმ გამოიხედოს...
მან კარი გააღო, პარმაღზე გავიდა და კარი გაიხურა.
ახლა საით?
210 მკითხველთა ლიგა
თავი 29
სკოტლანდ-იარდში

კვლავ თათბირი.
კომისრის მოადგილე, ინსპექტორი ქროუმი, პუარო და მე.
– ჩინებული იდეა მოგივიდათ თავში, მესიე პუარო, – თქვა
კომისრის მოადგილემ, – წინდების მწარმოებელი ფირმების შე-
მოწმების შესახებ.
პუარომ ხელები გაშალა და მიუგო:
– ფაქტები ამაზე მიანიშნებდა. ეს ადამიანი მუდმივი აგენტი
ვერ იქნებოდა. ის წინდებს ყიდდა, მაგრამ შეკვეთებს არ იღებ-
და.
– ყველაფერი დაადგინეთ, ინსპექტორო?
– ვფიქრობ, დიახ, სერ, – უპასუხა ქროუმმა და საქაღალდე
გახსნა, – მოგახსენოთ დღევანდელი ვითარება?
– დიახ, თუ შეიძლება.
– მე ჩარსტონი, პეინტონი და ტორკი შევამოწმე. იმ პირთა
სია მაქვს, ვისაც დამნაშავე წინდებს სთავაზობდა. უნდა ითქვას,
რომ ყველაფერს საფუძვლიანად აკეთებდა. „პიტში“ გაჩერდა –
ეს პატარა სასტუმროა ტორეს სადგურთან. მკვლელობის ღამეს
სასტუმროში 22:30-ზე დაბრუნდა. სავარაუდოდ, ჩარსტონიდან
მატარებლით 21:57-ზე გამოვიდა. ტორეში 22:20-ზე იყო. არც
მატარებელში და არც სადგურებზე მისი აღწერილობის მსგავსი
კაცი არ შეუმჩნევიათ, მაგრამ სამშაბათს დარტმუთის რეგატა
გაიმართა და კინგსქვეარიდან მომავალი მატარებლებით ბევრი
ხალხი მგზავრობდა. ბექსჰილშიც დაახლოებით იგივე მოხდა.
სასტუმრო „გლობუსში“ გაჩერდა. თავისი სახელით დარეგის-
ტრირდა. წინდები გასაყიდად სხვადასხვა ადგილას დაჰქონდა,

211 მკითხველთა ლიგა


მათ შორის, მისის ბარნარდსა და „ჯინჯერ ქეთში“. ლონდონში
მეორე დღის თორმეტის ნახევრისთვის დაბრუნდა. ანდოვერშიც
ასე იყო. სასტუმრო „ფითერსში“ დაბინავდა. წინდები მისის
ფაულერს, მისის აშერის მეზობელს, და იმავე ქუჩაზე კიდევ ხუთ-
ექვს დიასახლისს შესთავაზა. ის წყვილი, რომელიც მისის აშერ-
მა იყიდა, მისმა დისშვილმა, მერი დროუერმა, გამომიგზავნა –
ისეთივეა, როგორსაც კასტთან მივაგენით.
– ეს კარგია, – ჩაურთო კომისრის მოადგილემ.
– მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, – განაგრძო ინ-
სპექტორმა, – ჰარტიგანის მოწოდებულ მისამართზე წავედი,
მაგრამ გაირკვა, რომ კასტმა ნახევარი საათით გამასწრო. მის-
თვის ტელეფონით დაურეკავთ. დიასახლისმა განაცხადა, მანამ-
დე მისთვის არასდროს დაურეკავთო.
– თანამზრახველები? – იკითხა კომისრის მოადგილემ.
– არა მგონია, – ჩაილაპარაკა პუარომ, – უცნაურია, რომ...
ის გაჩუმდა. ყველანი მას მივაჩერდით, მაგრამ მან არაფერი
დაამატა და მხოლოდ თავი გადააქნია. ინსპექტორმა განაგრძო:
– მისი ოთახი გულდასმით შევამოწმე. ყველაფერი აშკარაა.
ზუსტად ისეთ ფურცლებს მივაგენი, როგორზეც წერილები ეწე-
რა. აგრეთვე უამრავ წინდას და კარადის სიღრმეში, სადაც წინ-
დებს ინახავდა, იმავე ზომის ყუთს, რომელშიც წინდები კი არა,
რვა ახალთახალი ABC ცნობარი იდო.
– უტყუარი სამხილი, – თქვა კომისრის მოადგილემ.
– ეს ყველაფერი არ არის, – განაცხადა ინსპექტორმა და მის
ხმაში, როგორც იქნა, ჩვეულებრივი ადამიანის საზეიმო კილომ
გაიჟღერა, – დღეს დილას რაღაცას მივაგენით, სერ. დრო არ
მქონდა, რომ მომეხსენებინა. დანა ოთახში არ აღმოჩნდა.
– იდიოტი იქნებოდა, უკან რომ წამოეღო, – შენიშნა პუარომ.
– მაგრამ ის ხომ არანორმალურია, – შეეპასუხა ინსპექტო-
რი, – მოკლედ, არ გამოვრიცხე, რომ დანა შინ მიიტანა, შემდეგ
212 მკითხველთა ლიგა
კი გაიაზრა, რომ, როგორც მესიე პუარომ ბრძანა, ოთახში მისი
შენახვა სახიფათო იქნებოდა, და გადამალა. რომელი სამალავი
უნდა აერჩია? ამას მყისვე მივხვდი. საკიდარი შემოსასვლელში
– მას არავინ გადააადგილებდა. გაჭირვებით მოვაცილე კე-
დელს და მივაგენი!
– დანას?
– დიახ, დანას. უდავოა, რომ სწორედ ის არის. მასზე შემხმა-
რი სისხლი აღმოჩნდა.
– ჩინებული ნამუშევარია, ქროუმ, – შეაქო კომისრის მოად-
გილემ, – ახლა მხოლოდ ერთი რამ გვაკლია.
– რა?
– თვითონ დამნაშავე.
– ავიყვანთ, სერ. ნუ წუხხართ.
ინსპექტორის ხმაში თავდაჯერება იგრძნობოდა.
– აბა, რას იტყვით, მესიე პუარო?
პუარო თითქოს ახლაღა გამოერკვა.
– მაპატიეთ?
– იმას ვამბობთ, რომ ახლა დამნაშავის დაპატიმრება მხო-
ლოდ დროის საქმეა. გვეთანხმებით?
– აჰ, დიახ... დიახ... ცხადია, გეთანხმებით.
პუარომ ეს ისე გულგრილად თქვა, რომ ყველანი გაოცებით
მივაჩერდით.
– რაღაც არ მოგწონთ, მესიე პუარო?
– რაღაც მაშფოთებს... პასუხი შეკითხვაზე „რატომ?“ დანა-
შაულის მოტივი.
– ჩემო კარგო, ის ხომ შეშლილია, – მოუთმენლად მიუგო
კომისრის მოადგილემ.
– ვიცი, რასაც გულისხმობს მესიე პუარო, – გულმოწყალედ
სცადა მისი დახმარება ქროუმმა, – და მას სრულიად ვეთანხმე-
ბი. დამნაშავეს კონკრეტული მანია უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით,
213 მკითხველთა ლიგა
ეს არასრულფასოვნების პათოლოგიური კომპლექსია. არც დევ-
ნის მანიაა გამორიცხული. და თუ ასეა, ეს მესიე პუაროს უკავ-
შირდება. შესაძლოა დამნაშავეს სჯერა, რომ მესიე პუარო
დაიქირავეს, რათა მას კვალდაკვალ მისდიოს.
– ჰმ, – თქვა კომისრის მოადგილემ და თავი გადააქნია, –
ოჰ, ეს თქვენი მოდური ჟარგონები! უწინ ყველაფერი სხვაგვა-
რად იყო: თუ ადამიანი შეშლილია, მაშასადამე, შეშლილია.
მეცნიერულ ტერმინებს არ ვეძებდით, რათა ეს უფრო დელიკა-
ტურად გამოგვეხატა... ვფიქრობ, რომელიმე თანამედროვე ფსი-
ქიატრი ABC-ს მსგავს დამნაშავეს რამდენიმე თვე კლინიკაში
მოათავსებდა, სადაც აუხსნიდნენ, რომ საუცხოო ყმაწვილია,
შემდეგ კი გამოწერდნენ, როგორც საზოგადოების სრულყო-
ფილ წევრს.
პუარომ გაიღიმა, თუმცა არაფერი თქვა.
თათბირი დასრულდა.
– აბა, ქროუმ, – განაცხადა კომისრის მოადგილემ, – რო-
გორც ბრძანეთ, მისი დაკავება მხოლოდ დროის საქმეა.
– მას დიდი ხნის წინათ ავიყვანდით, – მიუგო ინსპექტორმა,
– რომ არა მისი არაფრით გამორჩეული გარეგნობა. ისედაც
უამრავი ადამიანი შევაწუხეთ.
– საინტერესოა, სად არის ახლა, – ჩაილაპარაკა კომისრის
მოადგილემ.

214 მკითხველთა ლიგა


თავი 30
(არა კაპიტან ჰასტინგზის მონათხრობიდან)

მისტერ კასტი ხილ ბოსტნეულის მაღაზიის წინ გაჩერდა.


ქუჩის გადაღმა გაიხედა.
სწორედ ის ადგილი იყო.
„მისის აშერი. გაზეთები და თამბაქოს ნაწარმი“
ფანჯარაზე განცხადება ეკიდა.
„ქირავდება“.
არავინ...
სიცოცხლის არანაირი ნიშანი...
– მაპატიეთ, სერ.
მემწვანილის ცოლი ვიტრინიდან ლიმონის აღებას ცდილობ-
და.
მისტერ კასტმა მოუბოდიშა და განზე გადგა.
აუჩქარებლად წავიდა უკან, ქალაქის მთავარი ქუჩისკენ.
ძნელი იყო... ძალიან ძნელი... ჯიბეში ერთ პენიც არ დარჩე-
ნოდა...
როდესაც მთელი დღე მშიერი დადიოდა, თავში სიმსუბუქესა
და სიცარიელეს გრძნობდა...
ჯიხურის ვიტრინაში გაზეთის სათაურებს მოჰკრა თვალი.
„ABC-ს საქმე. მკვლელი ჯერ არ დაუკავებიათ. ინტერვიუ მე-
სიე ერკიულ პუაროსთან“.
„ერკიულ პუარო, – გაიფიქრა მისტერ კასტმა, – ნეტავ თუ
იცის...“
გზა განაგრძო.
გაზეთების ჯიხურთან დიდი ხნით გაჩერება არ ივარგებდა...
გაიფიქრა: „დიდხანს ვერ გავუძლებ...“

215 მკითხველთა ლიგა


ნაბიჯი... კიდევ ნაბიჯი... რა უცნაური რამეა სიარული...
ნაბიჯი... კიდევ ნაბიჯი... სისულელეა...
აბსურდი.
საერთოდ, ადამიანი სულელური არსებაა.
ის, ალეგზანდერ ბონაპარტ კასტი, სხვებზე სულელი იყო.
ყოველთვის...
ხალხიც ყოველთვის დასცინოდა...
მაგრამ მათ ვერ უსაყვედურებდა...
სად მიდიოდა? არ იცოდა. ჩიხში შევიდა. თავაუწევლად მი-
დიოდა წინ.
ნაბიჯ-ნაბიჯ.
თავი ასწია. განათებული ფანჯრები. და წარწერა...
„პოლიციის განყოფილება“.
– სასაცილოა, – ჩაილაპარაკა მისტერ კასტმა და გაიცინა.
შემდეგ შიგნით შეაბიჯა. უეცრად, როგორც ემართებოდა
ხოლმე, შექანდა და პირქვე დაეცა.

216 მკითხველთა ლიგა


თავი 31
ერკიულ პუარო შეკითხვებს სვამს

ნოემბრის ნათელი დღე იდგა. ექიმმა ტომპსონმა და უფროს-


მა ინსპექტორმა ჯეფმა პუაროს შეუარეს, რათა გაეცნოთ მის-
თვის შედეგები პოლიციის მიერ გამოძიებული საქმისა „სახელ-
მწიფო ალეგზანდერ ბონაპარტ კასტის წინააღმდეგ“.
პუარო გაცივებული იყო და განხილვას ვერ დაესწრო. საბედ-
ნიეროდ, არ დაიჟინა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი.
– საქმე სასამართლოშია, – თქვა ჯეფმა, – ყველაფერი რიგ-
ზეა.
– განა უცნაურია არ არის, – ვიკითხე მე, – რომ დაცვა საქმე-
ში უკვე ამ ეტაპზე ჩაერთო? მეგონა, დაკავებულები დამცველებს
ყოველთვის სასამართლოსთვის შემოინახავდნენ ხოლმე.
– არა, ზოგჯერ ასეც ხდება, – მიპასუხა ჯეფმა, – ვფიქრობ,
ახალგაზრდა ადვოკატმა ლუკასმა გადაწყვიტა, ცდა ბედის მო-
ნახევრეაო. არადა, ერთადერთი, რისი დაჟინებაც დაცვას შეუძ-
ლია, შეურაცხადობაა.
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– შეურაცხადობა გამამართლებელ განაჩენს არ ნიშნავს. არა
მგონია, უვადო პატიმრობა სიკვდილით დასჯაზე ბევრად უკეთე-
სი იყოს.
– ჩემი აზრით, ლუკასი ფიქრობდა, რომ შანსი ჰქონდა, –
თქვა ჯეფმა, – ბექსჰილის საქმეში მტკიცე ალიბი მთელ საქმეს
კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. როგორც ჩანს, ადვოკატი ვერ
აცნობიერებდა ბრალდების ძალას. ასეა თუ ისე, ლუკასს ორიგი-
ნალობა უყვარს. ახალგაზრდაა და უნდა, რომ საზოგადოებას
თავი მოაწონოს.

217 მკითხველთა ლიგა


– თქვენ რას იტყვით, ექიმო? – მიმართა ტომპსონს პუარომ.
– კასტზე? არც კი ვიცი, რა ვთქვა... საოცრად მარჯვედ თამა-
შობს ჯანმრთელი ადამიანის როლს, მიუხედავად იმისა, რომ
ეპილეპტიკოსია.
– მარტო პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადება რად
ღირს, – ვთქვი მე.
– და ანდოვერის პოლიციის განყოფილებაში ეპილეფსიის
შეტევით ძირს გართხმა? დიახ... დრამის შესაფერისი ფინალია.
ABC-ს ჩინებულად ეხერხება ხელსაყრელი მომენტის შერჩევა.
– ნუთუ შესაძლებელია, კაცმა დანაშაული ჩაიდინოს და ეს
არ იცოდეს? – ვიკითხე მე, – კასტის განცხადებაში, რომლითაც
თავის ბრალს უარყოფს, სიმართლის მარცვალი ჩანს.
– ნუ გჯერათ ამ თეატრალური ფიცი-მტკიცის. ჩემი აზრით,
კასტმა მშვენივრად იცის, რომ მკვლელობა ჩაიდინა.
– დამნაშავეები ხშირად ამბობენ, რომ უდანაშაულოები არი-
ან, – თქვა ჯეფმა.
– რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, – განაგრძო ტომპსონმა, –
სრულიად შესაძლებელია, რომ ეპილეფსიით დაავადებულმა
სომნამბულურ მდგომარეობაში რაღაც ჩაიდინოს და ვერ აცნო-
ბიერებდეს, რას აკეთებს, მაგრამ, საყოველთაო აზრით, ასეთი
ქმედება „არ ეწინააღმდეგება ავადმყოფის განზრახვას, როცა ის
ფხიზელია“.
ექიმმა ეპილეფსიაზე მსჯელობა განავრცო, მე კი, უნდა ვა-
ღიარო, საბოლოოდ ამებნა თავგზა, რაც ხშირად ხდება, თუკი
საქმის ჩინებულად მცოდნეს ესაუბრებით.
– მაგრამ არ გეთანხმებით, რომ კასტი დანაშაულს ისე სჩა-
დიოდა, რომ არაფერი იცოდა. ეს თეორია მისაღები იქნებოდა,
რომ არა წერილები. მისი წერილები მთლიანად უარყოფს ამ
იდეას. ისინი დანაშაულებრივ განზრახვასა და საგულდაგულო
მომზადებაზე მიუთითებენ.
218 მკითხველთა ლიგა
– წერილები კი, ჯერჯერობით, კვლავაც აუხსნელია, – ჩაილა-
პარაკა პუარომ.
– ეს გაინტერესებთ?
– ბუნებრივია, ისინი ხომ მე მივიღე, მაგრამ წერილების შესა-
ხებ კასტი ჯიუტად დუმს. სანამ არ შევიტყობ, რატომ წერდა ამ
წერილებს, საქმეს დასრულებულად არ ჩავთვლი.
– დიახ, ეს გასაგებია, თუ ამას თქვენი თვალსაზრისით შევხე-
დავთ. გვაქვს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ კაცს
თქვენთან ოდესმე რამე შეხება ჰქონდა?
– არავითარი.
– ერთი ჰიპოთეზა მაქვს. თქვენი სახელი!
– ჩემი სახელი?
– დიახ. კასტს, როგორც ჩანს, დედამისის ახირების გამო (არ
გამიკვირდება, თუ ამაში ოიდიპოსის კომპლექსიც ურევია!),
ორი დიდებული სახელი აქვს: ალეგზანდერ და ბონაპარტი.
ხვდებით, ეს რას ნიშნავს? ალეგზანდერ – ლეგენდარული
დაუმარცხებელი მხედართმთავარი, რომელსაც მთელი მსოფ-
ლიოს დაპყრობა სურდა. ბონაპარტი – საფრანგეთის უდიდესი
იმპერატორი. კასტს მეტოქე სჭირდება – მისი კლასის მეტოქე...
და, აჰა, ინებეთ – ერკიული, ანუ გოლიათი ჰერაკლე.
– თქვენს სიტყვებში რაღაც არის, ექიმო, დაფიქრებას
გაიძუულებს...
– ოჰ, ეს მხოლოდ ვარაუდია. კარგი. ჩემი წასვლის დროა.
ექიმი ტომპსონი წავიდა. ჯეფი დარჩა.
– კასტის ალიბი გადარდებთ? – ჰკითხა პუარომ.
– ცოტათი, – გამოუტყდა ინსპექტორი, – ოღონდ არ გეგო-
ნოთ, რომ მისი მჯერა, რადგან ვიცი, რომ ის ყალბია, მაგრამ
ამის დამტკიცება ძალიან ძნელია. მოწმე სთრეინჯი კერკეტი კა-
კალია.
– მიამბეთ მასზე.
219 მკითხველთა ლიგა
– ორმოცი წლის იქნება, სამთო ინჟინერია, მტკიცე ხასიათის,
თავის სიმართლეში დარწმუნებული ადამიანი. მგონი, თვითონ
დაიჟინა, რომ დაეკითხათ. ჩილეში აპირებს გამგზავრებას და
უნდა, რომ მანამდე მოაგვაროს ეს საქმე.
– ასეთი თავდაჯერებული მოწმე არასდროს მინახავს, – ჩა-
ვურთე მე.
– მისი ყაიდის ადამიანებს შეცდომების აღიარება არ უყვართ,
– ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა პუარომ.
– ის თავის ვერსიას ისე ჩასჭიდებია, ძვრას ვერ უზამ. იფიცე-
ბა, რომ კასტი ისტბორნში, სასტუმრო „უაითკროსში“ გაიცნო 24
ივლისის საღამოს. სთრეინჯი მოწყენილი იყო და ვინმესთან ლა-
პარაკი სურდა. როგორც ვხვდები, კასტი იდეალური მსმენელია.
ის სთრეინჯს უსმენდა და არ აწყვეტინებდა! ვახშმობის შემდეგ
ისინი დომინოს სათამაშოდ დასხდნენ. ეტყობა, სთრეინჯი დომი-
ნოში ძლიერია. მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ კასტი
ტოლს არ უდებდა. უცნაური თამაშია დომინო. ადამიანები მის
გამო თავს კარგავენ. შეუძლიათ საათობით ითამაშონ. სთრეინ-
ჯსა და კასტსაც იგივე დაემართათ. კასტს დასაძინებლად წას-
ვლა სურდა, მაგრამ სთრეინჯს ამის გაგონებაც არ უნდოდა, უთ-
ხრა, რომ შუაღამემდე არ გაუშვებდა. ასეც მოხდა. ერთმანეთს
პირველის ათ წუთზე დაშორდნენ, მაგრამ თუ კასტი პირველის
ათ წუთზე ისტბორნის სასტუმროში იმყოფებოდა, ვერაფრით და-
ახრჩობდა ბეტი ბარნარდს ბექსჰილის პლაჟზე ღამის თორმეტ
და პირველ საათებს შორის.
– ეს გადაულახავ პრობლემას ჰგავს, – ჩაილაპარაკა
პუარომ, – კარგად დაფიქრება სჭირდება.
– ჰოდა, ქროუმი ფიქრობს, – თქვა ჯეფმა.
– სთრეინჯი თავის აზრზე მტკიცედ დგას?
– დიახ. საშინლად ჯიუტია. ძნელი მისახვედრია, სად იმალე-
ბა შეცდომა. თუ სთრეინჯი ცდება და ეს კასტი არ ყოფილა, რა-
220 მკითხველთა ლიგა
ტომ დაირქვა კასტი მისმა პარტნიორმა დომინოს თამაშში? სას-
ტუმროს სარეგისტრაციო ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერი
ეჭვს არ იწვევს. სთრეინჯი ვერც თანამზრახველი იქნება – მა-
ნიაკებს თანამზრახველები არა ჰყავთ! იქნებ ქალიშვილი მოგ-
ვიანებით მოკლეს? მაგრამ ექიმმა ყველაფერი მკაფიოდ განაც-
ხადა, კასტსაც საკმაო დრო დასჭირდებოდა ისტბორნის სასტუმ-
როდან ბექსჰილში შეუმჩნევლად ჩასასვლელად – ეს კი თოთ-
ხმეტი მილია...
– დიახ, რთული ამოცანაა, – თქვა პუარომ.
– ცხადია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. კასტი
დონკასტერში ჩადენილი მკვლელობის დროს ჩავარდა: სის-
ხლის ლაქები პალტოზე, დანა – აქ ყველაფერი ცხადია. მას ერ-
თი ნაფიცი მსაჯულიც არ გაამართლებს, მაგრამ ბექსჰილის შემ-
თხვევა ყველაფერს აფუჭებს. დონკასტერში მკვლელობა მან
ჩაიდინა. ჩარსტონშიც. ანდოვერშიც... დალახვროს ეშმაკმა, მა-
შასადამე, ბექსჰილშიც მას ჩაუდენია, მაგრამ ვერ გამიგია, რო-
გორ!
ჯეფმა თავი გადააქნია და წამოდგა.
– ახლა თქვენი ჯერია, პუარო, – თქვა მან, – ქროუმი გზას ას-
ცდა. აიძულეთ თქვენი ნაცრისფერი უჯრედები, რომელთა შესა-
ხებაც ამდენი მსმენია, რომ მთელი ძალით იმუშაონ. აგვიხსე-
ნით, როგორ გააკეთა ეს ყველაფერი კასტმა.
ჯეფი წავიდა.
– აბა, პუარო, – ვთქვი მე, – გაუმკლავდებიან თქვენი ნაც-
რისფერი უჯრედები ამ ამოცანას?
პუარომ კითხვაზე კითხვით მიპასუხა:
– მითხარით, ჰასტინგზ, თქვენი აზრით, საქმე დასრულებუ-
ლია?
– დიახ, პრაქტიკულად, ასეა. დამნაშავე დაკავებულია. მტკი-
ცებულებები ხელთ გვაქვს. მხოლოდ გარნირი გვაკლია.
221 მკითხველთა ლიგა
პუარომ თავი გადააქნია.
– საქმე დასრულებულია! საქმე! საქმე ადამიანია, ჰასტინგზ,
და სანამ ადამიანის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, საიდუმლო
კვლავაც საიდუმლოდ რჩება. განსასჯელის სკამზე დასმა გამარ-
ჯვებას არ ნიშნავს!
– მის შესახებ ბევრი ვიცით.
– არაფერი ვიცით! ვიცით, სად დაიბადა, რომ ომობდა, თავში
დაიჭრა და არმიიდან ეპილეფსიის გამო დაითხოვეს; ვიცით,
რომ თითქმის ორი წელი ცხოვრობდა მისის მარბერისთან. ვი-
ცით, რომ წყნარად ცხოვრობდა, ყურადღების მიუპყრობლად –
ასეთებს საერთოდ ვერავინ ამჩნევს; ვიცით, რომ მოიფიქრა და
ხორცი შეასხა კიდეც სერიულ მკვლელობათა ძალზე გონივრულ
გეგმას; ვიცით, რომ რამდენიმე სულელური შეცდომა დაუშვა;
ვიცით, რომ შეუბრალებლად და სასტიკად კლავდა; როგორც
ვიცით, იმაზეც იზრუნა, რომ მკვლელობებში სხვა არავინ დაედა-
ნაშაულებინათ. რომ მოენდომებინა, ადვილად მოახერხებდა,
მის მაგივრად სხვა დაეკავებინათ. ნუთუ არ იცით, ჰასტინგზ,
რომ ეს ადამიანი წინააღმდეგობათა ერთობლიობაა? სულელი
და ეშმაკი, შეუბრალებელი და დიდსულოვანი. უნდა არსებობ-
დეს მიზეზი, რომელიც ამ წინააღმდეგობებს ერთმანეთს შეუთავ-
სებს.
– ცხადია, უნდა არსებობდეს, თუ ეს საქმე ფსიქოლოგიური
ეტიუდი გგონიათ, – ვთქვი მე.
– განა სხვა რა იყო ეს საქმე თავიდანვე? ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ-
დი წინ, რათა მკვლელის აზრებს ჩავწვდომოდი. ახლა ვაცნო-
ბიერებ, ჰასტინგზ, რომ მას სრულიად არ ვიცნობ. ჩიხში ვარ.
– დიდების წყურვილი... – დავიწყე მე.
– დიახ, ეს ერთგვარი ახსნაა... მაგრამ ჩემთვის საკმარისი არ
არის. რაღაცის გაგება მინდა. რატომ ჩაიდინა ეს მკვლელობე-
ბი? რატომ აირჩია მსხვერპლად მაინცდამაინც ეს ადამიანები?
222 მკითხველთა ლიგა
– ანბანურად... – დავიწყე კვლავ.
– განა ბეტი ბარნარდი ერთადერთი ადამიანია ბექსჰილში ამ
ასოზე? ბეტი ბარნარდი... ერთი იდეა მქონდა... შესაძლოა მარ-
თალი ვარ. ალბათ, მართალი ვარ... მაგრამ თუ ასეა...
პუარო გაჩუმდა, მე კი არ მინდოდა გამეწყვეტინებინა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩავთვლიმე.
გამეღვიძა, რადგან პუარომ შემანჯღრია.
– Mon cher62 ჰასტინგზ! – მითხრა თბილად, – თქვენ ჩემი კე-
თილი გენია ხართ.
ამ მოულოდნელმა გულწრფელობამ შემაცბუნა.
– მართლაც ასეა! – დაიჟინა პუარომ, – ყოველთვის მეხმა-
რებით, ყოველთვის წარმატება მოგაქვთ. თქვენ მე შთამაგო-
ნებთ.
– ამჯერად როგორ შთაგაგონეთ? – ვკითხე მე.
– როდესაც ზოგიერთ პრობლემაზე ვფიქრობდი, თქვენი
ერთ-ერთი შენიშვნა გამახსენდა – შენიშვნა, რომელმაც თავისი
სიცხადით გამაოცა. ნუთუ არ მითქვამს, რომ ცხადი ჭეშმარიტე-
ბის გამოთქმის ნიჭი გაქვთ? სწორედ სიცხადე უგულებელვყავი.
– ნეტავ რომელ ბრძნულ შენიშვნას გულისხმობთ? – ვკითხე
პუაროს.
– მისი წყალობით ყველაფერი ბროლივით გამჭვირვალე
ხდება. ჩემს ყველა შეკითხვაზე მივიღე პასუხი. მივხვდი, რატომ
აირჩიეს მისის აშერი (ამას, სხვათა შორის, დიდი ხანია, ვხვდე-
ბოდი) და რატომ – სერ კარმაიკლ კლარკი, რატომ მოხდა
მკვლელობა დონკასტერში და რაც მთავარია, რატომ წერდნენ
წერილებს ერკიულ პუაროს.
– იქნებ ამიხსნათ, რატომ? – ვიკითხე.

62
ჩემო ძვირფასო (ფრ.).

223 მკითხველთა ლიგა


– ახლა ვერ გიპასუხებთ. ჯერ რაღაც მონაცემები უნდა შევაგ-
როვო. მათ ჩვენი მოხალისეებისგან მივიღებ. შემდეგ კი, როცა
ერთი შეკითხვის პასუხს გავიგებ, ABC-საც მივაგნებ. ჩვენ, მე-
ტოქეები, ABC და ერკიულ პუარო, როგორც იქნა, ერთმანეთს
თვალებში შევხედავთ.
– შემდეგ? – ვკითხე პუაროს.
– შემდეგ, – მიპასუხა ჩემმა მეგობარმა, – ჩვენ ვილაპარა-
კებთ! Je vous assure,63 ჰასტინგზ... არაფერია ლაპარაკზე სახი-
ფათო მისთვის, ვისაც რამე აქვს დასამალი! მეტყველება, რო-
გორც ოდესღაც ერთმა ჭკვიანმა მოხუცმა ფრანგმა მითხრა,
ადამიანმა იმიტომ მოიგონა, რომ არ ეფიქრა. გარდა ამისა, ის
შესანიშნავი საშუალებაა იმის დასადგენად, რასაც ადამიანი მა-
ლავს. საუბარი, ჰასტინგზ, ადამიანს საკუთარი თავის, ინდივი-
დუალურობის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და ადა-
მიანი ამ ცდუნებაზე უარს ვერ ამბობს.
– თქვენი აზრით, რას გეტყვით კასტი?
ერკიულ პუარომ გაიღიმა.
– ტყუილს, – თქვა მან, – და ამ ტყუილით სიმართლეს გავი-
გებ!

63
გარწმუნებთ (ფრ.).

224 მკითხველთა ლიგა


თავი 32
ვიჭერთ მელიას

მომდევნო დღეებში პუარო ძალზე დაკავებული იყო. ზოგჯერ


სადღაც ქრებოდა, ცოტას ლაპარაკობდა, ხშირად იღუშებოდა
და არაფრით სურდა ჩემი ბუნებრივი სურვილის დაკმაყოფილე-
ბა, თუ როგორ დავეხმარე მას ჩემი, როგორც თვითონ თქვა,
ბრძნული შენიშვნით.
განსაკუთრებით ის არ მსიამოვნებდა, როცა ქრებოდა, თან
არ მივყავდი, მაგრამ კვირის ბოლოს გამომიცხადა, ბექსჰილისა
და მისი შემოგარენის დათვალიერებას ვაპირებო, და მასთან
ერთად წასვლა შემომთავაზა. ცხადია, მყისვე დავეთანხმე.
როგორც გაირკვა, მხოლოდ მე როდი მიმიწვია. ჩვენი რაზ-
მის წევრებიც დაპატიჟა. ისინი ჩემზე არანაკლებ გაოცდნენ.
მიუხედავად ამისა, საღამოს პირს მივხვდი, რა მიმართულებით
ფიქრობდა პუარო.
ის ჯერ ბარნარდებს ესტუმრა და მისის ბარნარდისგან შეიტ-
ყო, როდის მივიდა მათთან კასტი და რა უთხრა. შემდეგ იმ სას-
ტუმროს მიაკითხა, სადაც კასტი გაჩერდა, და დაწვრილებით
გაიგო, როდის და როგორ წავიდა იქიდან ბრალდებული. ჩემი
აზრით, პუარომ ახალი ფაქტები ვერ აღმოაჩინა, მაგრამ მაინც
კმაყოფილი იყო.
სასტუმროდან პუარო სანაპიროსკენ გაემართა, იქ, სადაც ბე-
ტი ბარნარდის გვამს მიაგნეს. ერთხანს აქეთ-იქით დადიოდა და
ქვებს აკვირდებოდა. მომეჩვენა, რომ ამაოდ ირჯებოდა, ვი-
ნაიდან დანაშაულის ადგილს დღე-ღამეში ორჯერ მოქცევის
ტალღა ფარავდა.

225 მკითხველთა ლიგა


იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორ უაზროდაც უნ-
და მომჩვენებოდა პუაროს საქციელი, ის, ჩვეულებრივ, რაღაც
მოსაზრებას ეფუძნებოდა.
პლაჟიდან პუარო იმ უახლოეს წერტილამდე მივიდა, სადაც
მანქანის დაყენება შეიძლებოდა. იქიდან ავტობუსის გაჩერების-
კენ აიღო გეზი, საიდანაც ბექსჰილიდან ისტბორნში შეიძლებო-
და მოხვედრა.
ბოლოს ყველანი „ჯინჯერ ქეთში“ წაგვიყვანა, სადაც მსუქანი
ოფიციანტის, მილი ჰიგლის, მორთმეული უგემური ჩაი დავლი-
ეთ.
პუარომ ჰიგლის გალური მჭევრმეტყველებით შეუქო კოჭები.
– ინგლისელებს ყოველთვის წვრილი ფეხები აქვთ! მაგრამ
თქვენი ფეხები იდეალურია, მადმუაზელ, როგორი ფორმაა, რო-
გორი კოჭები!
მილი ჰიგლიმ ჩაიხითხითა და პუაროს წაეკეკლუცა, არ გინ-
დათ, ძალიან კარგად ვიცი, ფრანგი მამაკაცები რა არშიყებიც
ხართო.
პუაროს თავი არ შეუწუხებია, რომ ქალიშვილისთვის თავისი
ეროვნება შეეხსენებინა, და ისეთი თვალებით მიაჩერდა, რომ
განვცვიფრდი და კიდეც მეუხერხულა.
– Voilà,64 – თქვა პუარომ, – ბექსჰილი გავარკვიე. ახლა ის-
ტბორნში მივემგზავრები. იქ პატარა საქმე მაქვს. თქვენი გამო-
ყოლა საჭირო არ არის. მანამდე კი, მოდი, სასტუმროში დავ-
ბრუნდეთ და კოქტეილი დავლიოთ. აქაური ჩაი საშინელებაა!
როდესაც კოქტეილის წრუპვას შევუდექით, ფრანკლინ
კლარკმა ცნობისმოყვარედ თქვა:

64
აქ: ესეც ასე (ფრ.).

226 მკითხველთა ლიგა


– ვფიქრობ, გამოვიცანით, რაც გსურთ – ალიბის უარყოფა,
ოღონდ ვერ ვხვდები, რატომ ხართ ასე კმაყოფილი. თქვენ ხომ
ახალი არაფერი აღმოგიჩენიათ.
– დიახ, მართალი ხართ.
– მაშ, რა არის მიზეზი?
– მოთმინება! დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით
მოგვარდება.
– მაგრამ ისეთი კმაყოფილი ხართ, თითქოს...
– მთავარი ის არის, ჯერჯერობით, ჩემს იდეას არაფერი ეწი-
ნააღმდეგება.
პუარო დასერიოზულდა.
– ერთხელ ჩემმა მეგობარმა ჰასტინგზმა მიამბო, რომ ახალ-
გაზრდობაში ერთ თამაშს თამაშობდა, რომელსაც „სიმართლე“
ერქვა – ყოველ მონაწილეს რიგრიგობით უსვამენ სამ შეკით-
ხვას და ორზე მან აუცილებლად სიმართლე უნდა თქვას. მესამე
შეკითხვას შეუძლია არც უპასუხოს. ბუნებრივია, შეკითხვები
ტაქტიანობით არ გამოირჩეოდა. თამაშის დაწყების წინ ყველანი
ფიცს დებდნენ, რომ ილაპარაკებდნენ სიმართლეს, მხოლოდ
სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
პუარო გაჩუმდა.
– მერე? – ჰკითხა მეგანმა.
– Eh bien, მინდა ეს თამაში შემოგთავაზოთ, ოღონდ სამი შე-
კითხვის ნაცვლად ერთიც საკმარისია. ერთი შეკითხვა თი-
თოეულ თქვენგანს.
– ჩინებულია, – მოუთმენლად განაცხადა კლარკმა, – ნების-
მიერ შეკითხვაზე გიპასუხებთ.
– დიახ, მაგრამ მინდა სერიოზულად ვითამაშოთ. შეგიძლიათ
დაიფიცოთ, რომ სიმართლეს იტყვით?

227 მკითხველთა ლიგა


პუაროს ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, რომ
ყველანი გაოცდნენ და თვითონაც დასერიოზულდნენ. ისე
დაიფიცეს, როგორც პუარო მოითხოვდა.
– Bon,65 – მკვირცხლად თქვა პუარომ, – დავიწყოთ.
– მე მზად ვარ, – ჩაილაპარაკა ტორა გრეიმ.
– დიახ, მაგრამ ამ თამაშში ქალების წინ გატარება თავა-
ზიანობას არ ნიშნავს. მოდი, ვინმე სხვათი დავიწყოთ, – განაც-
ხადა პუარომ და ფრანკლინ კლარკისკენ მიტრიალდა.
– Mon cher მისტერ კლარკ, რა აზრის ხართ შლაპებზე, რომ-
ლებიც ქალებს წელს ასკოტში ეხურათ?
ფრანკლინ კლარკი პუაროს მიაჩერდა.
– ეს ხუმრობაა?
– ცხადია, არა.
– მართლა გაინტერესებთ?
– დიახ.
კლარკმა გაიღიმა და თქვა:
– მესიე პუარო, ასკოტში არ ვყოფილვარ, მაგრამ ის ქალები
ვნახე, რომლებიც იქ იყვნენ – მათი შლაპები იმათზე სასაცი-
ლოა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ახურავთ.
– ექსტრავაგანტურია?
– უაღრესად.
პუაროს გაეღიმა და ახლა დონალდ ფრეიზერს მიმართა:
– მესიე, როდის გქონდათ წელს შვებულება?
ამჯერად ფრეიზერის გაოცების ჯერი დადგა.
– შვებულება? აგვისტოს დამდეგს.
უეცრად მას სახე შეეცვალა და მივხვდი, რომ ამ შეკითხვამ
შეყვარებულის სიკვდილი გაახსენა.

65
კარგი (ფრ.).

228 მკითხველთა ლიგა


პუარომ მის პასუხს თითქოს ყურადღება არ მიაქცია და ტორა
გრეიზე გადაერთო. მისმა ხმამ დაძაბულად, მკვეთრად და მკა-
ფიოდ გაიჟღერა:
– მადმუაზელ, ლედი კლარკის გარდაცვალების შემთხვევა-
ში, გაჰყვებოდით თუ არა ცოლად სერ კარმაიკლს, მას რომ
თქვენთვის ხელი ეთხოვა?
ქალიშვილი წამოხტა.
– როგორ ბედავთ ასეთი შეკითხვის დასმას? ეს... ეს შეურაც-
ხმყოფელია!
– ამას არ უარვყოფ, მაგრამ თქვენ დაიფიცეთ, რომ სიმარ-
თლეს იტყვით. Eh bien, დიახ თუ არა?
– სერ კარმაიკლი მუდამ კეთილად მექცეოდა, როგორც სა-
კუთარ შვილს. მეც... სიყვარულითა და მადლიერებით ვპასუ-
ხობდი.
– მაპატიეთ, მადმუაზელ, მაგრამ დიახ თუ არა?
ტორა შეყოყმანდა.
– რა თქმა უნდა, არა! – თქვა მან.
ჩემს მეგობარს კომენტარი არ გაუკეთებია.
– გმადლობთ, მადმუაზელ.
პუარო მეგი ბარნარდისკენ შეტრიალდა. ქალიშვილს სახე
გაჰფითრებოდა. ისე მძიმედ სუნთქავდა, თითქოს წამებისთვის
ემზადებოდა.
– მადმუაზელ, რას ელით ჩემი გამოძიებისგან? გინდათ თუ
არა, რომ ჭეშმარიტება დავადგინო?
მეგანმა ამაყად ასწია თავი. მის პასუხში ეჭვი არ მეპარებოდა
– კარგად ვიცოდი, რომ მთელი გულით სიმართლის მხარეს
იყო. მისმა მკაფიო პასუხმა განმაცვიფრა.
– არა!
ყველანი შევხტით. პუარო წინ გადაიხარა და სახეზე დააკვირ-
და.
229 მკითხველთა ლიგა
– მადმუაზელ მეგან, – თქვა მან, – შესაძლოა სიმართლე არ
გჭირდებათ, მაგრამ la foi,66 რომ სიმართლის თქმა შეგიძლიათ!
პუარო კარისკენ გაემართა, მაგრამ უცებ რაღაც გაახსენდა
და მერი დროუერს მიუახლოვდა.
– მითხარით, ჩემო კარგო, მეგობარი მამაკაცი თუ გყავთ?
მერი, რომელსაც შეშფოთებული სახე ჰქონდა, შეკრთა და
გაწითლდა.
– ოჰ, მისტერ პუარო, მე... მე... დარწმუნებული არა ვარ.
პუარომ შემომხედა და მითხრა:
– წავიდეთ, ჰასტინგზ, ისტბორნისკენ გავწიოთ.
მანქანა გველოდებოდა და მალე სანაპიროზე პევენსიდან ის-
ტბორნისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით.
– პუარო, შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ?
– ახლა არა, ჯერჯერობით, თვითონ მიხვდით, რით ვარ დაკა-
ვებული.
გავჩუმდი.
პუარო კმაყოფილი სახით ღიღინებდა რომელიღაც მელოდი-
ას. პევენსის გავლისას შემომთავაზა, გავჩერებულიყავით და
ციხე-კოშკი დაგვეთვალიერებინა.
როცა მანქანასთან ვბრუნდებოდით, წუთით შევჩერდით, რა-
თა წრეზე მდგომი ბავშვებისთვის შეგვეხედა – მათმა ჩაცმულო-
ბამ მიმახვედრა, რომ ელფებს თამაშობდნენ. ხმამაღლა და
უსუფთაოდ მღეროდნენ.
– რას მღერიან, ჰასტინგზ? სიტყვებს ვერ ვარჩევ.
ყური მივუგდე და პუაროს მისამღერი გავუმეორე.
დავიჭიროთ მელია,
მას ხომ ასე ელიან,

66
მჯერა (ფრ.).

230 მკითხველთა ლიგა


და ჩავაგდოთ დილეგში,
მუდამ იჯდეს იქ, ბნელში!
– დავიჭიროთ მელია, მას ხომ ასე ელიან, და ჩავაგდოთ დი-
ლეგში, მუდამ იჯდეს იქ, ბნელში! – გაიმეორა პუარომ.
უეცრად სერიოზული და მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
– რა საშინელებაა, ჰასტინგზ, – თქვა მან და პაუზის შემდეგ
დაამატა, – აქ მელიებზე ნადირობენ?
– მე არ ვნადირობ. ამის შესაძლებლობა არა მაქვს. არა მგო-
ნია, ამ მხარეში ხშირად ნადირობდნენ.
– მე ინგლისი ვიგულისხმე. უცნაური სპორტია. ჯერ ჩაუსაფ-
რდებიან... შემდეგ დასჭყივლებენ, არა? და დევნა იწყება... ბუჩ-
ქებში, კოლბოხებზე... მელია გარბის... კვალის არევას ცდი-
ლობს... მაგრამ ძაღლები...
– მწევრები!
– ...მაგრამ მწევრებმა კვალი უკვე აიღეს... აი, მელიას ეწევი-
ან... და ის კვდება... სწრაფად, საშინელი სიკვდილით.
– ცხადია, სასტიკად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში...
– მელიას ეს მოსწონს? გეყოფათ les bêtises,67 ჩემო მეგობა-
რო. Tout de même...68 სწრაფი და საშინელი სიკვდილი სჯობია
იმას, რასაც ბავშვები მღეროდნენ...
– ჩაკეტილში ყოფნა... დილეგში... სამუდამოდ... არა, ეს კარ-
გი არ არის.
პუარომ თავი გადააქნია და სხვა კილოთი განაგრძო:
– ხვალ იმ კასტს უნდა შევხვდე, – ის მძღოლს მიუბრუნდა, –
ლონდონში ვბრუნდებით.
– ისტბორნში აღარ მივდივართ? – შევძახე.

67
სისულელე (ფრ.).
68
თუმცა (ფრ.).

231 მკითხველთა ლიგა


– რა საჭიროა? ყველაფერი ვიცი... ყველაფერი, რაც აუცილე-
ბელია.

232 მკითხველთა ლიგა


თავი 33
ალეგზანდერ ბონაპარტ კასტი

პუაროს და იმ უცნაური ადამიანის – ალეგზანდერ ბონაპარტ


კასტის – საუბარს არ დავსწრებივარ. პოლიციასთან მჭიდრო
ურთიერთობისა და ვითარების განსაკუთრებულობიდან გამომ-
დინარე, პუაროს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პაემნის ნე-
ბართვის მიღება არ გასჭირვებია, რაც ჩემზე არ ვრცელდებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საუბარი, პუაროს აზრით, პირისპირ
და სრული ნდობის გარემოში უნდა შემდგარიყო.
მაგრამ ჩემმა მეგობარმა დაწვრილებით მიამბო ამ შეხვედ-
რის შესახებ. ყველაფერი ჩავიწერე და ისეთი განცდა დამრჩა,
თითქოს საუბარს მეც ვესწრებოდი.
მისტერ კასტი გამხდარი ჩანდა, წელში უფრო მოხრილიყო.
პალტოს ნაკეცებს თითებით ნერვიულად აწვალებდა.
პუარო ერთხანს დუმდა.
იჯდა და კაცს შესცქეროდა.
წყნარი და მშვიდი ატმოსფერო სუფევდა.
წესით, დაძაბული მომენტი უნდა ყოფილიყო – ორი მეტოქის,
გაჭიანურებული დრამის გმირების შეხვედრა. ჩემი მეგობრის
ადგილას დრამატული შეგრძნებები დამეუფლებოდა, მაგრამ
პუაროს მსგავსი არაფერი ეტყობოდა. ცდილობდა, ზემოქმედება
მოეხდინა მის წინ მჯდომ ადამიანზე.
– იცით, ვინ ვარ? – ჰკითხა თბილი ხმით.
კასტმა თავი გადააქნია.
– არა... არ ვიცი. შესაძლოა მისტერ ლუკასის... რა ჰქვია...
თანაშემწე ხართ? თუ მისტერ მეინარდმა გამოგგზავნათ?
(მეინარდი და კოული დაცვის პირის ადვოკატები იყვნენ.)

233 მკითხველთა ლიგა


კასტი თავაზიანად, თუმცა გულგრილად ლაპარაკობდა. ფიქ-
რებში წასულს ჰგავდა.
– მე ერკიულ პუარო ვარ.
პუარომ ეს სიტყვები ძლივს გასაგონად წარმოთქვა და რეაქ-
ციას დაელოდა.
მისტერ კასტმა თავი ასწია.
– მართლა? – იკითხა ქროუმივით ბუნებრივი კილოთი,
ოღონდ ინსპექტორის ქედმაღლობის გარეშე, ცოტა ხნის შემდეგ
კი გაიმეორა, – მართლა? – ამჯერად სხვა, დაინტერესებული ინ-
ტონაციით და პუაროს შეხედა.
ერკიულ პუარომ მზერა შეაგება და თავი დაუქნია.
– დიახ, – თქვა მან, – ის ვარ, ვისაც წერილებს სწერდით.
კავშირი მყისვე გაწყდა. მისტერ კასტმა თვალები დახარა და
გაღიზიანებით ჩაილაპარაკა:
– მე არ გწერდით. წერილები მე არ დამიწერია. ეს უკვე მრა-
ვალჯერ გავიმეორე.
– ვიცი, – მიუგო პუარომ, – მაგრამ თუ თქვენ არ დაგიწერი-
ათ, მაშ, ვინ დაწერა?
– ჩემმა მტერმა. როგორც ჩანს, მტრები მყავს. ყველა ჩემს
წინააღმდეგ გაერთიანდა. პოლიცია... ყველა. ეს შეთქმულებაა.
პუარო დუმდა. მისტერ კასტმა განაგრძო:
– ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო... მთელი ცხოვრება.
– ბავშვობაშიც?
მისტერ კასტი ჩაფიქრდა.
– არა... ბავშვობაში არა. დედას ძალიან ვუყვარდი. პატივ-
მოყვარე იყო... საშინლად პატივმოყვარე. ამიტომაც დამარქვა
ეს სულელური სახელები. აკვიატებული იდეა ჰქონდა, რომ ცნო-
ბილი ადამიანი გავხდებოდი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ
თავი დამემკვიდრებინა... ნებისყოფაზე მელაპარაკებოდა... იმა-

234 მკითხველთა ლიგა


ზე, რომ ყველა თვითონ განკარგავს თავის ბედს... მეუბნებოდა,
რომ ბევრს მივაღწევდი!
კასტი გაჩუმდა.
– ცხადია, ცდებოდა. ამას ადრევე მივხვდი. ასეთი ადამიანი
არ ვიყავი. ყოველთვის სულელურად ვიქცეოდი და დამცინოდ-
ნენ. მორიდებული ვიყავი... ხალხს ვუფრთხოდი. არც სკოლაში
დამადგა კარგი დღე... როდესაც ბიჭებმა შეიტყვეს, რა მერქვა,
მასხრად ამიგდეს... ცუდად ვსწავლობდი... ვერც თამაშებში
ვვარგოდი... ვერაფერში... – მან თავი გადააქნია, – შემდეგ დე-
და მოკვდა. ეწყინებოდა, რომ გაეგო... კომერციულ სასწავლე-
ბელშიც ვერ მქონდა საქმე კარგად... მანქანაზე ბეჭდვისა და
სტენოგრაფიის შესასწავლად სხვებზე მეტი დრო დამჭირდა,
მაგრამ თავი სულელად არ მიმაჩნდა, გესმით?
მოულოდნელად კასტმა პუაროს ვედრებით შეხედა.
– მესმის, – მიუგო პუარომ, – განაგრძეთ.
– ვგრძნობდი, რომ სხვებს სულელი ვეგონე. ეს ძალას მარ-
თმევდა. მოგვიანებითაც ასე იყო, ოფისში.
– შემდეგ, ომში? – ჰკითხა პუარომ.
უეცრად მისტერ კასტს სახე გაუნათდა.
– უნდა გითხრათ, – გამოტყდა ის, – რომ ომში ყველაფერი
უკეთ იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ცხოვრებაში პირვე-
ლად ვიგრძენი, რომ სხვებისგან არ განვსხვავდებოდი. საერთო
განსაცდელი დაგვატყდა თავს და არავისზე ნაკლები არ ვიყავი.
ღიმილი გაუქრა.
– შემდეგ თავში დავიჭერი... მსუბუქად, მაგრამ გაირკვა, რომ
ეპილეფსიის შეტევები მქონდა... ცხადია, მანამდეც ვიცოდი,
რომ დროდადრო ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი. მეხ-
სიერების დაკარგვა მტანჯავდა. ერთი-ორჯერ კიდეც დავცემულ-
ვარ. მაგრამ, ჩემი აზრით, ამის გამო არმიიდან არ უნდა დავეთ-
ხოვეთ. ვფიქრობ, არასწორად მომექცნენ.
235 მკითხველთა ლიგა
– შემდეგ? – ჰკითხა პუარომ.
– კლერკად დავიწყე მუშაობა. ომის დროს საკმაო ფულის
შოვნა შეიძლებოდა. არც მერე მიდიოდა საქმე ცუდად. ცხადია,
ჯამაგირი შემიმცირდა... ვერც სამსახურში წავიწიე წინ. სხვები
მჯობნიდნენ. ჟინი მაკლდა. გამიჭირდა... მართლა გამიჭირდა...
განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიზისი დაიწყო. რომ არ დაგიმა-
ლოთ, თავი ძლივს გამქონდა, არადა, კლერკი კარგად უნდა გა-
მოიყურებოდეს... სწორედ რომ სულზე მომისწრო წინდების გა-
ყიდვის საქმემ. ხელფასს პლუს საკომისიო!
პუარომ ხმადაბლა ჰკითხა:
– თქვენ ხომ იცით, რომ ფირმა, რომელმაც ვითომდა დაგი-
ქირავათ, ამას უარყოფს?
მისტერ კასტი კვლავ აღელდა.
– იმიტომ, რომ ისიც შეთქმულების მონაწილეა... ჩემს წინა-
აღმდეგ შეთქმულების მონაწილე, – თქვა მან და განაგრძო, – მე
მტკიცებულებები მაქვს... წერილობითი მტკიცებულებები... ფირ-
მის წერილები მითითებებით, თუ სად წავსულიყავი და ვის
ვწვეოდი.
– მაგრამ ეს წერილები მანქანაზეა დაბეჭდილი...
– რა მნიშვნელობა აქვს! ბუნებრივია, დიდი საბითუმო ფირმა
მანქანაზე დაბეჭდილ წერილებს გზავნის.
– ნუთუ არ იცით, მისტერ კასტ, რომ ადვილი დასადგენია,
რომელ მანქანაზეა დაბეჭდილი წერილი? ყველა ეს წერილი ერ-
თსა და იმავე მანქანაზე დაბეჭდეს.
– მერე რა?
– თქვენს მანქანაზე – მას თქვენს ოთახში მიაგნეს.
– ეს მანქანა ფირმამ გამომიგზავნა, როცა მუშაობა დავიწყე.
– დიახ, მაგრამ ეს წერილები ამის შემდეგ მიიღეთ. გამოდის,
თვითონ დაბეჭდეთ და საკუთარ თავს გაუგზავნეთ.
– არა, არა! ესეც შეთქმულების ნაწილია!
236 მკითხველთა ლიგა
მოულოდნელად კასტმა დაამატა:
– გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ ეს წერილები იმავე მარკის
მანქანაზეა დაბეჭდილი.
– იმავე მარკის იმავე მანქანაზე!
– ეს შეთქმულებაა, – ჯიუტად გაიმეორა მისტერ კასტმა.
– როგორ ახსნით იმას, რომ თქვენს კარადაში ABC ცნობა-
რები აღმოჩნდა?
– მათ შესახებ არაფერი ვიცი. მეგონა, იქ მხოლოდ წინდები
იყო.
– რატომ მონიშნეთ მისის აშერის გვარი ანდოვერში მცხოვ-
რებთა სიაში?
– იმიტომ, რომ გადავწყვიტე, მისგან დამეწყო. ვინმესგან ხომ
უნდა დამეწყო?
– დიახ, მართალი ხართ. ვინმესგან უნდა დაგეწყოთ.
– ეს არ მიგულისხმია! – შესძახა კასტმა, – ის არ მიგულის-
ხმია, რაც თქვენ იგულისხმეთ.
– რა იცით, რა ვიგულისხმე?
მისტერ კასტმა არაფერი თქვა. მას გააჟრჟოლა.
– ეს არ ჩამიდენია! – შესძახა მან, – დამნაშავე არა ვარ! შეც-
დომაა. აბა, მეორე დანაშაულზე ვთქვათ – ბექსჰილში ჩადენილ
მკვლელობაზე. იმ დროს ისტბორნში დომინოს ვთამაშობდი.
ამაში უნდა დამეთანხმოთ!
მის ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა.
– დიახ, – ჩაფიქრებით და რბილად მიუგო პუარომ, – მაგრამ
ხომ ძალზე ადვილია, ადამიანი ერთ დღეში შეცდეს? და თუ მის-
ტერ სთრეინჯივით ურყევი და ჯიუტი ხართ, არც დაფიქრდებით
იმაზე, რომ შესაძლოა შეცდით. საკუთარ ნათქვამს ბოლომდე
დაიცავთ... სთრეინჯი სწორედ ასეთი კაცია. რაც შეეხება სასტუმ-
როს სარეგისტრაციო ჟურნალს, თავისუფლად შეიძლება იქ ხე-

237 მკითხველთა ლიგა


ლი მოაწეროთ, მაგრამ არასწორი თარიღი მიუთითოთ – ამას,
ალბათ, ვერავინ შეამჩნევს.
– იმ საღამოს დომინოს ვთამაშობდი!
– როგორც ამბობენ, ჩინებულად თამაშობთ.
მისტერ კასტი ოდნავ შეცბა.
– მე? დიახ... საკმაოდ კარგად.
– ძალზე საინტერესო თამაშია, რომელიც ოსტატობას მოით-
ხოვს, არა?
– ოჰ, მასში ხომ ბევრი ვარიანტია... ძალიან ბევრი ვარიანტი!
სიტიში ხშირად ვთამაშობდით შესვენების დროს. ვერ წარმოიდ-
გენთ, როგორ აახლოებს დომინო უცნობ ადამიანებს, – კასტს
გაეცინა, – ერთი კაცი გამახსენდა... არასდროს დამავიწყდება –
მან ხომ ისეთი რამ მითხრა... ყავის სმის დროს გავიცანი და დო-
მინოს თამაში დავიწყეთ. ოცი წუთის შემდეგ მეგონა, რომ ერ-
თმანეთს მთელი ცხოვრება ვიცნობდით.
– მერედა, რა გითხრათ? – ჰკითხა პუარომ.
მისტერ კასტი მოიღუშა.
– მაშინ კინაღამ თავზარი დამეცა... შემეშინდა. მითხრა, რომ
ადამიანის ხელზე დაკვირვებით მისი ბედის წაკითხვა შეიძლება.
თავისი ხელისგული და მასზე გავლებული ხაზები მიჩვენა, რო-
მელთა მიხედვითაც, ორჯერ აღმოჩნდებოდა წყალში დახრჩო-
ბის საფრთხის წინაშე, მაგრამ ორჯერვე გადარჩებოდა. თურმე
ასეც მომხდარა. შემდეგ ჩემს ხელისგულს დახედა და საოცარი
რამე მიწინასწარმეტყველა. თითქოს სიკვდილის წინ მთელ ინ-
გლისში გავითქვამ სახელს... რომ ყველა ჩემზე ილაპარაკებს.
მან ისიც თქვა... თქვა...
მისტერ კასტს ხმა გაებზარა.
– რა თქვა?

238 მკითხველთა ლიგა


პუაროს მშვიდ მზერაში ერთგვარი მაგნეტიზმი იგრძნობოდა.
მისტერ კასტმა შეხედა, მზერა აარიდა და კვლავ შეხედა... მო-
ნუსხული კურდღელივით.
– მითხრა... მითხრა, რომ არაბუნებრივი სიკვდილით მოკ-
ვდებიო, და სიცილით დაამატა: „მაშასადამე, ეშაფოტს ვერ გა-
დაურჩებით!“ შემდეგ გადაიხარხარა, ვიხუმრეო...
უეცრად მისტერ კასტი გაჩუმდა და მოუსვენრად აცეცებული
თვალები დაბლა დახარა.
– ჩემი თავი... თავის ტკივილით ვიტანჯები... ზოგჯერ საშინ-
ლად მტკივა და მაშინ დგება დრო, როცა არ ვიცი... არ ვიცი...
კასტი გაჩუმდა.
პუარო წინ გადაიწია.
– თქვენ ხომ იცით, – თქვა ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ, –
რომ მკვლელობები თქვენ ჩაიდინეთ?
მისტერ კასტმა თავი ასწია. პირდაპირ, გულუბრყვილოდ იყუ-
რებოდა. წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. უცნაურია,
მაგრამ თითქოს კიდეც დამშვიდდა.
– დიახ, – ჩაილაპარაკა მისტერ კასტმა და თავი დააქნია, –
ვიცი.
– მაგრამ არ იცით, რატომ ჩაიდინეთ?
– დიახ, არ ვიცი, რატომ.

239 მკითხველთა ლიგა


თავი 34
პუარო განმარტავს

ვისხედით და დაძაბულად ვუსმენდით ამ საქმეზე პუაროს


ახსნა-განმარტებას.
– მთელი ამ დროის განმავლობაში, – თქვა მან, – მუდმივად
მაწუხებდა კითხვა „რატომ?“ ცოტა ხნის წინათ ჰასტინგზმა მით-
ხრა, რომ საქმე დასრულდა. მივუგე, საქმე ადამიანია-მეთქი!
ჩვენ წინაშე მკვლელობის საიდუმლო კი არა, ABC-ს საიდუმ-
ლოებაა. რატომ ჩათვალა მან აუცილებლობად ამ დანაშაულე-
ბის ჩადენა? რატომ ამირჩია მეტოქედ მე? იმის თქმა, რომ ეს
ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, დასმულ შეკით-
ხვებზე პასუხს არ იძლევა. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ დამ-
ნაშავე უგუნურად იმიტომ იქცევა, რომ უჭკუო და შტერია. შეშ-
ლილი ისეთივე ლოგიკური და თანამიმდევრულია, როგორიც
ნორმალური ადამიანი, მაგრამ ის გიჟურ თვალსაზრისს ეყ-
რდნობა. მაგალითად, თუ ვინმე ქუჩაში ისე დადის, რომ მხო-
ლოდ ნაჭერი აქვს თეძოზე შემოხვეული, ეს უაღრესად ექსცენ-
ტრიკულ საქციელად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ იცით, რომ მას
გულწრფელად ჰგონია, მაჰათმა განდია, მისი ქცევა მყისვე ლო-
გიკური და გასაგები ხდება. ჩვენს საქმეში აუცილებელი იყო იმ-
გვარად მოწყობილი პიროვნების წარმოდგენა, რომლისთვისაც
ლოგიკური და ახსნადი იქნებოდა ოთხი – და შესაძლოა მეტი –
მკვლელობის ჩადენა და წერილების საშუალებით მათ შესახებ
ერკიულ პუაროს წინასწარ გაფრთხილება. ჩემი მეგობარი ჰას-
ტინგზი დაგიდასტურებთ, რომ პირველი წერილიდან მოყოლე-
ბული, შეწუხებული და გულდამძიმებული ვიყავი. მაშინვე მო-
მეჩვენა, რომ ამ წერილში რაღაც ისე არ იყო.

240 მკითხველთა ლიგა


– აბსოლუტურად მართალიც იყავით, – ცივად ჩაურთო
ფრანკლინ კლარკმა.
– დიახ, მაგრამ მე თავიდანვე უხეში შეცდომა დავუშვი. ხელი
არ შევუწყვე ამ შეგრძნებას, ძალიან ძლიერ შეგრძნებას, რომ
რაღაც უფრო დიდში გადაზრდილიყო. მას ისე მოვექეცი, რო-
გორც ინტუიციას. გაწონასწორებულ, მოაზროვნე თავში ინ-
ტუიციისთვის, ანუ გამონათებისთვის, ადგილი არ არის! ცხადია,
შეგიძლიათ იმარჩიელოთ და ან გაარტყამთ, ან არა. თუ გაარ-
ტყამთ, მას ინტუიციას უწოდებთ. თუ შეცდებით, ალბათ, თავი-
დან ამოიგდებთ, მაგრამ ის, რასაც ხშირად ინტუიციას უწოდე-
ბენ, სხვა არაფერია, თუ არა ლოგიკურ დედუქციაზე ან გამოც-
დილებაზე დაფუძნებული შთაბეჭდილება. როდესაც სპე-
ციალისტს ეჩვენება, რომ ნახატი, ხელოვნების ნიმუში ან ჩეკი
ყალბია, ეს შთაბეჭდილება არსებითად მრავალ წვრილმან ნი-
შანსა და დეტალს ეყრდნობა. სპეციალისტს ამ ყველაფერში
ჩაღრმავება არ სჭირდება: მის მაგივრად ამას გამოცდილება
აკეთებს, შედეგად კი მას მტკიცედ სწამს, რომ საქმეში რაღაც
ისე არ არის. მაგრამ ეს ვარაუდი არ არის – გამოცდილებაზე
დამყარებული შთაბეჭდილებაა.
Eh bien, უნდა ვაღიარო, რომ პირველ წერილზე სათანადო
რეაქცია არ მქონდა, თუმცა უკიდურესად შევშფოთდი. პოლიცი-
ას ეს გათამაშება ვიღაცის ბოროტი ხუმრობა ეგონა, მე კი მას
სერიოზულად მივუდექი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ანდოვერში,
როგორც დაგვპირდნენ, მკვლელობა მოხდებოდა. როგორც
იცით, ასეც მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმჟამად დამნა-
შავის პიროვნების დადგენას ვერაფრით შევძლებდით. ჩემთვის
ერთადერთი შესაძლო გზა იმის წარმოდგენა იყო, თუ როგორი
ტიპის პიროვნებას შეეძლო ასე მოქცევა. რამდენიმე მონაცემი
მქონდა. წერილი... დანაშაულის ჩადენის ტექნიკა... მოკლულის

241 მკითხველთა ლიგა


ვინაობა... რჩებოდა მხოლოდ დანაშაულის ჩადენისა და წერი-
ლის დაწერის მოტივის დადგენა.
– დიდება, – ვარაუდი გამოთქვა ფრანკლინმა.
– ყველაფერი არასრულფასოვნების კომპლექსით აიხსნება,
– განაცხადა ტორა გრეიმ.
– ეს, ცხადია, ზედაპირზე დევს,მაგრამ რა შუაში ვარ მე? რა-
ტომ ერკიულ პუარო? გაცილებით მეტი დიდების მოხვეჭა წერი-
ლების პირდაპირ სკოტლანდ-იარდში ან გაზეთში გაგზავნით შე-
იძლებოდა. შესაძლოა გაზეთს პირველი წერილი არ გამოექვეყ-
ნებინა, მაგრამ მეორე მკვლელობის შემდეგ ABC-ს თავი ქუდში
ექნებოდა – პრესა ამ ამბავს მთელ ქვეყანას მოსდებდა. მაშ,
რისთვის სჭირდებოდა ერკიულ პუარო? რამე პირადული მიზე-
ზით? წერილში შეფარულად იგრძნობოდა უცხოელების სიძულ-
ვილი, ოღონდ არა ისეთი ძალით, რომ ეს დამაკმაყოფილებელ
მოტივად მიგვეჩნია. შემდეგ მეორე წერილი მოვიდა, რასაც ბექ-
სჰილში ბეტი ბარნარდის მკვლელობა მოჰყვა. აშკარა გახდა
(რასაც თავიდანვე ვეჭვობდი), რომ მკვლელობები ანბანური
რიგით გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს ფაქტი, რომელმაც სხვათა
თვალში პრობლემა გადაჭრა, ჩემი აზრით, კვლავაც უპასუხოდ
ტოვებდა მთავარ შეკითხვას – რისთვის დასჭირდა ABC-ს ეს
მკვლელობები?
მეგან ბარნარდი მოუსვენრად აწრიალდა.
– ნუთუ გამორიცხავთ ისეთ ცნებას, როგორიც სისხლის
წყურვილია? – იკითხა მან.
პუარო მისკენ მიტრიალდა.
– მართალი ხართ, მადმუაზელ. ამას არ უარვყოფ. ცხადია,
არსებობს სისხლის წყურვილი, მაგრამ ეს ბოლომდე არ თან-
ხვდება საქმის ფაქტებს. ჩვეულებრივ, მოკვლის სურვილით შეპ-
ყრობილ მანიაკ მკვლელს შეძლებისდაგვარად ბევრი მკვლე-
ლობის ჩადენა უნდა. ეს სურვილი მას კვლავ და კვლავ უჩნდება.
242 მკითხველთა ლიგა
ასეთი მკვლელი კვალის დაფარვას ცდილობს და არა მის გამ-
ჟღავნებას. თუ დამნაშავის მიერ შერჩეულ მსხვერპლს დავაკ-
ვირდებით, ოთხიდან სამ შემთხვევაში (ვინაიდან არაფერი ვიცი
მისტერ დაუნსისა და მისტერ ისტვუდის შესახებ) დავინახავთ,
რომ თუკი მოინდომებდა, დამნაშავე ისე ჩაიდენდა მკვლელო-
ბებს, რომ ეჭვსაც კი არავის აღუძრავდა. ფრანც აშერი, დო-
ნალდ ფრეიზერი ან მეგან ბარნარდი, და შესაძლოა მისტერ
კლარკიც – აი, ის ადამიანები, რომლებზეც პოლიცია ეჭვს
მიიტანდა, თუნდაც მათზე პირდაპირი სამხილები არ ჰქონოდა.
პოლიცია მანიაკზე ფიქრით თავს არ შეიწუხებდა. თუ ასეა, რის-
თვის დასჭირდა მკვლელს ყურადღების მიპყრობა? რატომ ტო-
ვებდა ყოველი გვამის გვერდით რკინიგზის ABC ცნობარს? ნუ-
თუ ეს იყო მისი მანია? ნუთუ დამნაშავეს რკინიგზის ცნობარის
კომპლექსი ჰქონდა? იმხანად ვერაფრით ვახერხებდი დამნაშა-
ვის აზრების მსვლელობის დადგენას.
იქნებ დიდსულოვანი ვინმე ბრძანდებოდა და ეშინოდა,
მკვლელობა უდანაშაულო ადამიანებისთვის არ დაებრალები-
ნათ? მართალია, მთავარ შეკითხვას ვერ ვპასუხობდი, მკვლე-
ლის შესახებ რაღაც მაინც შევიტყვე.
– კერძოდ? – იკითხა ფრეიზერმა.
– პირველ ყოვლისა ის, რომ მას ცხრილებისა და სიებისკენ
აქვს მიდრეკილება. მისი დანაშაულები ანბანურ წესს ემორჩი-
ლება და აშკარაა, რომ ეს მისთვის სულერთი არ არის. მეორე
მხრივ, მსხვერპლი ქაოსურად არის არჩეული – მისის აშერი, ბე-
ტი ბარნარდი და სერ კარმაიკლ კლარკი ერთმანეთისგან ძალი-
ან განსხვავდებოდნენ. ყურადსაღები იყო ისიც, რომ საქმე არც
სქესობრივ კომპლექსთან გვქონდა და არც ასაკობრივთან. რო-
დესაც დამნაშავე ყველას მიყოლებით კლავს, ამას იმიტომ აკე-
თებს, რომ ყველა მოიცილოს, ვინც მას ხელს უშლის ან აღი-
ზიანებს. მაგრამ ანბანური პრინციპი ამტკიცებს, რომ ამ შემ-
243 მკითხველთა ლიგა
თხვევაში ასე არ არის. მეორე ტიპის მკვლელი კონკრეტული ტი-
პის, როგორც წესი, საპირისპირო სქესის მსხვერპლს ირჩევს.
ABC-ს ქმედებაში შემთხვევითობა შეიმჩნეოდა, რაც ანბანურ
პრინციპს არ უთავსდებოდა.
საკუთარ თავს ერთი დასკვნის გაკეთების უფლება მივეცი –
ABC ცნობარის გამოყენება, ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, „რკინიგ-
ზელის“ ყაიდის პიროვნებაზე მიანიშნებდა. ეს უფრო მამაკაცებს
ახასიათებთ. ბიჭებს რკინიგზით თამაში გოგონებზე მეტად უყ-
ვართ. ასეთი გატაცების ახსნა, განსაზღვრული დოზით, ინფან-
ტილურობითაც შეიძლებოდა – დამნაშავეს ბიჭის თვისებები
შერჩა.
ბეტი ბარნარდის სიკვდილმა და ამ დანაშაულის მახასიათებ-
ლებმა სხვა დასკვნებისკენ მიბიძგა. განსაკუთრებული მნიშვნე-
ლობა ჰქონდა იმას, თუ როგორ მოკლეს ქალიშვილი (მაპატი-
ეთ, მისტერ ფრეიზერ). დავიწყოთ იმით, რომ ის მისსავე ქამრით
მოახრჩვეს. მაშასადამე, მკვლელი მისი მეგობარი ან შეყვარე-
ბული იყო. მას შემდეგ, რაც ბეტის ზოგიერთ თვისებასაც გავეცა-
ნი, მომხდარის სურათი აღვადგინე.
ბეტი ბარნარდს ფლირტი უყვარდა. მოსწონდა იმპოზანტური
მამაკაცების ყურადღება. ესე იგი, ABC ერთგვარი მიმზიდველო-
ბით – სექსუალური მიმზიდველობით გამოირჩეოდა, ვინაიდან
ბეტი ბარნარდი მის მიპატიჟებას დათანხმდა. კაცს ქალის მო-
ხიბვლის შნოც უნდა ჰქონოდა! სცენა პლაჟზე კი ასე წარმომიდ-
გენია: მკვლელი აღტაცებას ვერ მალავს ბეტის ქამრით. ქალიშ-
ვილი მას იხსნის. დამნაშავე, ვითომ ხუმრობით, ქამარს ქალიშ-
ვილს კისერზე შემოახვევს, თან ამბობს: „ახლა დაგახრჩობ“.
ისინი მხიარულობენ, ქალიშვილი იცინის, კაცი კი ქამარს მთე-
ლი ძალით უჭერს...
დონალდ ფრეიზერი წამოხტა. სახე გაჰფითრებოდა.
– მესიე პუარო, გთხოვთ!
244 მკითხველთა ლიგა
– მაპატიეთ, – უთხრა პუარომ, – ამაზე მეტს აღარ ვილაპარა-
კებ. ეს უკვე წარსულია. ახლა მომდევნო დანაშაულზე – სერ
კარმაიკლ კლარკის მკვლელობაზე გადავიდეთ. ამჯერად
მკვლელი ძველ ტექნიკას დაუბრუნდა – მსხვერპლი თავში ჩარ-
ტყმით მოკლა. ანბანური პრინციპი კვლავ მოქმედებს, მაგრამ
ახალი დაბრკოლება ჩნდება – მკვლელი თანამიმდევრული
რომ ყოფილიყო, ქალაქებს განსაზღვრული წესით აირჩევდა.
თუ ანდოვერი ასორმოცდამეთხუთმეტე პუნქტია ასო A-ზე,
მკვლელობა B ასოზე ასორმოცდამეთხუთმეტე ან ასორმოცდა-
მეთექვსმეტე ქალაქში უნდა მომხდარიყო, C ასოზე კი – ასორ-
მოცდამეჩვიდმეტეში, მაგრამ ქალაქები ნებისმიერი წესით არის
არჩეული.
– ზედმეტად ხომ არ ჩაჰკირკიტებთ ამ საკითხს, პუარო? –
ვკითხე მე, – თვითონაც ხომ მეთოდური და პუნქტუალური
ხართ. ეს ლამის ავადმყოფობად გადაგექცათ.
– არა, ეს ავადმყოფობა არაა! Quelle idée!69 თუმცა შესაძ-
ლოა ამას ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებ. Passons!70 ჩარსტონ-
ში ჩადენილი მკვლელობა თითქმის არ დამხმარებია. არ გაგვი-
მართლა: დანაშაულის მაუწყებელი წერილი ადრესატმა დაგ-
ვიანებით მიიღო და მომზადება ვერ მოვასწარით. მაგრამ იმ
დროისთვის, როცა მორიგი მკვლელობა გამოცხადდა, მძლავრი
თავდაცვითი სისტემა შეიქმნა. ცხადი გახდა, რომ ABC-ს დაუს-
ჯელად დარჩენის დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, თანაც სწო-
რედ ამ დროს წინდებთან დაკავშირებული იდეა გამიჩნდა. ეჭვი
არ მეპარებოდა, რომ დანაშაულის ადგილის სიახლოვეს წინდე-
ბით მოვაჭრის გამოჩენას შემთხვევითობას ვერ მივაწერდით.

69
რა იდეაა (ფრ.).
70
გავცდეთ ამას (ფრ.).

245 მკითხველთა ლიგა


მაშასადამე, სწორედ წინდებით მოვაჭრე იყო მკვლელი. უნდა
აღინიშნოს, რომ მის გრეის მიერ მოწოდებული დამნაშავის ნიშ-
ნები ცუდად მოერგო ბეტი ბარნარდის მკვლელის ჩემ მიერ და-
ხატულ სახეს. მომდევნო მოვლენებზე აღარ შევჩერდები: მოხდა
მეოთხე მკვლელობა, მოკლეს ჯორჯ ერლსფილდი, როგორც გა-
ირკვა – შეცდომით, ვინმე დაუნსის ნაცვლად, რომელიც კინო-
თეატრში ერლსფილდის გვერდით იჯდა და მას გარეგნულად
ჰგავდა.
სწორედ აქ დგება გარდამტეხი მომენტი. თუ ადრე მოვლენე-
ბი ABC-ს აძლევდა ხელს, ახლა ყველაფერი მის საწინააღმდე-
გოდ ვითარდება. ის შეამჩნიეს... მას კვალში ჩაუდგნენ... საბო-
ლოოდ კი შეიპყრეს.
საქმე, როგორც ჰასტინგზმა თქვა, დასრულდა!
დიახ, დასრულდა – საზოგადოების ფართო ფენებისთვის.
მკვლელი ციხეშია და მას, ადრე თუ გვიან, ბროდმურში უკრავენ
თავს. მკვლელობა აღარ მოხდება. დასასრული! ფარდა!
მაგრამ არა ჩემთვის! მე კვლავაც არაფერი ვიცი – საერთოდ
არაფერი. არ ვიცი, რატომ და რისთვის.
არის კიდევ ერთი პატარა არასასიამოვნო ფაქტი. კასტს ალი-
ბი აქვს – მკვლელობის ღამეს ის ბექსჰილში ვერ იქნებოდა.
– აი, ეგ არ მასვენებს, – ჩაურთო ფრანკლინ კლარკმა.
– მეც. ალიბი, თითქოს უდავოა, მაგრამ როგორ შეიძლება ის
უდავო იყოს, როცა... ახლა ორ უაღრესად საინტერესო მსჯელო-
ბას შემოგთავაზებთ. დავუშვათ, ჩემო მეგობრებო, რომ კასტმა
ჩაიდინა A, C და D მკვლელობა, B კი არ ჩაუდენია.
– მესიე პუარო, ეს...
პუარომ მზერით შეაჩერა მეგან ბარნარდი.
– დამშვიდდით, მადმუაზელ. მე სიმართლე მჭირდება, სიმარ-
თლე! სიცრუის დრო დამთავრდა. მაშასადამე, დავუშვათ, ABC-ს
მეორე მკვლელობა არ ჩაუდენია. შეგახსენებთ, რომ ის 25 რიც-
246 მკითხველთა ლიგა
ხვის დასაწყისში მოხდა, ანუ მაშინ, როცა შეტყობინების მიხედ-
ვით უნდა მომხდარიყო. იქნებ დამნაშავეს ვინმემ დაასწრო?
როგორ მოიქცეოდა ის ასეთ შემთხვევაში? კიდევ ერთ მკვლე-
ლობას ჩაიდენდა თუ გაუხარდებოდა ასეთი საოცარი საჩუქარი
და გაყუჩდებოდა?
– მესიე პუარო! – შესძახა მეგანმა, – ეს მხოლოდ ფანტაზიაა!
ყველა დანაშაული აშკარად ერთი ადამიანის ჩადენილია!
პუარომ ქალიშვილს ყურადღება არ მიაქცია და მტკიცედ გა-
ნაგრძო:
– ამ ჰიპოთეზას ერთი უპირატესობა აქვს: ის განმარტავს
შეუსაბამობას ორ ადამიანს შორის. ერთ მხარეს დგას ალეგზან-
დერ ბონაპარტ კასტი, რომელიც ერთი ქალიშვილის ყურადღე-
ბასაც ვერ მიიპყრობს, მეორე მხარეს კი ის, ვინც ბეტი ბარნარდი
დაახრჩო. წარსულშიც მომხდარა, რომ დამნაშავეებს სხვების
ჩადენილი მკვლელობებით უსარგებლიათ. მაგალითად, „ჯეკ
მფატრავსაც“ არ ჩაუდენია ყველა დანაშაული, რომლებიც მას
მიეწერება. კარგი, თითქოს წინააღმდეგობა არ არის, მაგრამ აქ
სერიოზულ სირთულეს წავაწყდი. ბეტი ბარნარდის მკვლელო-
ბამდე ABC-ს დანაშაულებთან დაკავშირებული ფაქტები საზო-
გადოების უმრავლესობამ არ იცოდა. ანდოვერში ჩადენილმა
მკვლელობამ ინტერესი ვერ აღძრა, გაზეთებს არც უხსენებიათ
დახლზე გადაშლილი რკინიგზის ცნობარი. მაშასადამე, მას,
ვინც ბეტი ბარნარდი მოკლა, ხელი მიუწვდებოდა იმ მონაცემებ-
ზე, რომლებიც პირთა შეზღუდულმა რიცხვმა იცოდა – პოლიცი-
ამ, მისის აშერის რამდენიმე ნათესავ-ახლობელმა და მე. გამო-
დის, გამოძიების ამ მიმართულებამ ჩიხში შემიყვანა.
დამსწრეთა სახეებზე გაუგებრობა და გაოცება აღიბეჭდა.
დონალდ ფრეიზერმა ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა:
– ბოლოს და ბოლოს, პოლიციელებიც ადამიანები არიან.
მათ შორისაც გვხვდებიან იმპოზანტური მამაკაცები...
247 მკითხველთა ლიგა
იგი გაჩუმდა და პუაროს კითხვის გამომხატველი მზერა მიაპ-
ყრო. პუარომ მხოლოდ თავი დააქნია.
– არა, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. მე ხომ გითხა-
რით, რომ ორ მსჯელობას შემოგთავაზებთ-მეთქი. დავუშვათ,
კასტს ბეტი ბარნარდის სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის. დავუშ-
ვათ ქალიშვილი ვიღაც სხვამ მოკლა. შესაძლებელია, რომ და-
ნარჩენი მკვლელობებიც იმ სხვას ჩაედინა?
– ეს უაზრობაა! – შესძახა კლარკმა.
– ვითომ? მე ის გავაკეთე, რაც თავიდანვე უნდა გამეკეთები-
ნა – ჩემთან გამოგზავნილ წერილებს სრულიად სხვა კუთხით
შევხედე. დიდი ხანია ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა
– ხელოვნებათმცოდნეც ასევე გრძნობს, რომ ნახატი ყალბია...
ბევრი აღარ მიფიქრია და გადავწყვიტე, რომ ამის მიზეზი ის იყო,
რომ ისინი შეშლილმა დაწერა. წერილები ხელმეორედ შევის-
წავლე და სრულიად სხვა დასკვნამდე მივედი – წერილებში რა-
ღაც ისე იმიტომ არ იყო, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელმა ადა-
მიანმა დაწერა.
– რაო? – შევძახე გაკვირვებულმა.
– დიახ, სწორედ ასეა! წერილები არასწორ სურათს ქმნიდა,
რადგან ყველა მათგანი ყალბი იყო! მათ თითქოს შეშლილი
წერდა, შეშლილი მკვლელი, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი
არაფერი მომხდარა.
– ეს უაზრობაა, – გაიმეორა ფრანკლინ კლარკმა.
– Mais si!71 მხოლოდ დაფიქრება და მსჯელობაა საჭირო. რა
იყო ამ წერილების დაწერის მიზანი? ყურადღების გადატანა ავ-
ტორზე, მკვლელობებით დაინტერესება! დიახ, ერთი შეხედვით,
უაზრობა ჩანდა. მოგვიანებით ყველაფერს მივხვდი. ყურადღე-

71
არა (ფრ.).

248 მკითხველთა ლიგა


ბის გადატანა რამდენიმე მკვლელობაზე, მკვლელობათა სე-
რიაზე... განა თქვენმა უდიდესმა შექსპირმა არ თქვა: „ტყის გამო
ხეებს ვეღარ ხედავთ“.
პუაროს არასწორად მოყვანილი ლიტერატურული ციტატა არ
შევუსწორე. იმის გაგებას ვცდილობდი, საით მიჰყავდა ეს საუბა-
რი, და მგონი, რაღაცას მივაგენი. ის კი განაგრძობდა:
– სად არის ყველაზე ძნელი ქინძისთავის შემჩნევა? პატარა
ბალიშში ჩარჭობილ სხვა ქინძისთავებს შორის! სად არის ყვე-
ლაზე ძნელი კონკრეტული მკვლელობის შემჩნევა? როდესაც ის
სხვა მსგავს მკვლელობათა რიგშია!
მე ძალზე ჭკვიან, ნიჭიერ, სასტიკ, თავზე ხელაღებულ
მკვლელს გადავაწყდი, რომელსაც რისკის გაწევაც შეეძლო.
არა, ეს მისტერ კასტი არ არის! ის ვერასდროს შეძლებდა ასეთი
მკვლელობების ჩადენას! არა, ჩემ წინაშე სრულიად სხვა ყაიდის
ადამიანი იდგა – ბიჭის თვისებებით (სკოლის მოსწავლისთვის
დამახასიათებელი ეშმაკობა რკინიგზის ცნობარი): მამაკაცი,
რომელიც ქალებს მოსწონთ, ადამიანი, რომელსაც არაფრად
უღირს სხვების სიცოცხლე; ადამიანი, რომელიც აუცილებლად
უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მკვლელობის მთავარი ფიგურა!
აბა, დაფიქრდით, რა აინტერესებს პოლიციას, როცა მკვლე-
ლობა ხდება? დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა: ვინ სად იმ-
ყოფებოდა მკვლელობის მომენტში? მოტივი: ვის აძლევდა
ხელს მსხვერპლის სიკვდილი? თუ დანაშაულის ჩადენის შესაძ-
ლებლობა და მოტივი აშკარაა, როგორ იქცევა პოტენციური
მკვლელი? ალიბის აყალბებს, ანუ ამა თუ იმ გზით მოვლენათა
თანამიმდევრობას ამახინჯებს, მაგრამ ეს არცთუ საიმედო სა-
შუალებაა. ჩვენმა მკვლელმა ფანტასტიკური რამ მოიფიქრა –
მანიაკი მკვლელი შექმნა!
ახლა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულებისთვის თვალის გა-
დავლება და შესაძლო დამნაშავის პოვნა რჩება. მკვლელობა
249 მკითხველთა ლიგა
ანდოვერში? ყველაზე სავარაუდო ეჭვმიტანილი ფრანც აშერია,
მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ასეთი ეშმაკური გეგმა
შექმნა და შეასრულა, ან რომ წინასწარგანზრახულ მკვლელო-
ბას ამზადებდა. მკვლელობა ბექსჰილში? შესაძლო კანდიდატი
დონალდ ფრეიზერია, საკმაოდ ჭკვიანი და მეთოდური ადა-
მიანი, მაგრამ მისი ერთადერთი მოტივი შეყვარებულის მოსაკ-
ლავად ეჭვიანობაა, ეჭვიანობის ნიადაგზე კი მკვლელობას იშ-
ვიათად გეგმავენ წინასწარ. გარდა ამისა, როგორც დავადგინე,
აგვისტოს დამდეგს ფრეიზერი შვებულებაში იყო, მაშასადამე,
ნაკლებად სავარაუდოა, ჩარსტონის საქმესთან შეხება ჰქონო-
და.
ახლა ჩარსტონში ჩადენილ დანაშაულზე გადავდივართ და
იმედისმომცემ ვითარებას ვაწყდებით.
სერ კარმაიკლ კლარკი მდიდარი კაცი იყო. ვის ერგება მემ-
კვიდრეობით მისი ქონება? კარმაიკლის ქვრივი დაინტერესებუ-
ლი პირია, მაგრამ ცალი ფეხი სამარეში უდგას, მისი სიკვდილის
შემდეგ კი ყველაფერი მოკლულის ძმას, ფრანკლინს, დარჩება.
პუარო ნელა შეტრიალდა და ფრანკლინ კლარკს თვალი გა-
უსწორა.
– ახლა სრულიად დარწმუნებული ვიყავი – იმ ადამიანის სა-
ხე, რომელიც ჩემი გონების რომელიღაც კუნჭულში შევქმენი, იმ
ადამიანისას დაემთხვა, რომელსაც პირადად ვიცნობდი. ABC
და ფრანკლინ კლარკი ერთი და იგივე პიროვნებაა! გამბედაობა
და ავანტიურული ბუნება, მოგზაურობით გატაცება, ინგლისის
სიყვარული, რაც ზოგჯერ უცხოელების დაცინვაში გამოიხატე-
ბოდა. სიმპათიის გამომწვევი, თავისუფალი ქცევა – ვის თუ არა
მას შეუძლია კაფეში ქალიშვილების გაცნობა! აზროვნების მე-
თოდურობა – გახსოვთ, როგორ კოხტად შეადგინა ჩვენი მოქმე-
დების გეგმა? დაბოლოს, ბიჭისთვის დამახასიათებელი თვისე-
ბები, რაც ლედი კლარკმა ახსენა, საყმაწვილო ლიტერატურის
250 მკითხველთა ლიგა
სიყვარული. მე დავრწმუნდი, რომ ბიბლიოთეკაში მართლა
არის ნესბიტის მოთხრობა „რკინიგზის ბავშვები“. ჩემი ყოყმანი
დასრულდა: ABC, ადამიანი, რომელმაც წერილები მომწერა და
მკვლელობები ჩაიდინა, ფრანკლინ კლარკი იყო.
მოულოდნელად კლარკმა გადაიხარხარა.
– რა გამჭრიახობაა! მაგრამ რას იტყვით ჩვენს მეგობარ კას-
ტზე, რომელიც ნივთიერი სამხილით დააკავეს? მის გასის-
ხლიანებულ პალტოზე? მის ბინაში ნაპოვნ დანაზე? ცხადია, მას
შეუძლია უარყოს, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინა...
– ცდებით, – გააწყვეტინა პუარომ, – მან ყველაფერი აღიარა.
– რა? – გაოცდა კლარკი.
– დიახ, აღიარა, – მშვიდად მიუგო პუარომ, – კასტს ცოტა
ხნის წინათ ველაპარაკე და დავრწმუნდი, რომ მას თავი დამნა-
შავედ მიაჩნია.
– მერედა, არც ეს გაკმაყოფილებთ, მესიე პუარო? – ჰკითხა
კლარკმა.
– არა, არ მაკმაყოფილებს, ვინაიდან შევხედე თუ არა, მივ-
ხვდი, რომ შეუძლებელია, დამნაშავე იყოს! ასეთი გეგმის შესას-
რულებლად არც ნერვები ეყოფოდა, არც გამბედაობა და არც
ჭკუა! მსმენოდა მკვლელის პიროვნების გაორების შესახებ და
ახლაღა ვხვდები, ეს რას ნიშნავს.
ყველა ამ დანაშაულში ორნი მონაწილეობდნენ: ნამდვილი
მკვლელი – მარჯვე, საზრიანი და გაბედული ადამიანი, და ფსევ-
დომკვლელი – მოსულელო, გაუბედავი და ადვილად შთაგონე-
ბადი პიროვნება. შთაგონებადობა – აი, მისტერ კასტის საიდუმ-
ლო! თქვენ, მისტერ კლარკ, არ დაკმაყოფილდით თქვენი გეგ-
მით – დანაშაულის მის მსგავსთა რიგში დამალვით. თქვენ გან-
ტევების ვაციც დაგჭირდათ. ვფიქრობ, ეს აზრი მაშინ გაგიჩ-
ნდათ, როცა კაფეში შემთხვევით სასაცილო ადამიანს შეხვდით,
რომელსაც დიდებული სახელები ერქვა. მაშინ სხვადასხვა გეგ-
251 მკითხველთა ლიგა
მაზე ფიქრობდით, რომელთა საშუალებითაც თქვენი ძმა უნდა
მოგეკლათ.
– მართლა? მერედა, რატომ?
– იმიტომ, რომ მომავალმა სერიოზულად შეგაშფოთათ. არ
ვიცი, ხვდებით თუ არა, მისტერ კლარკ, რომ ძალიან დამეხმა-
რეთ, როცა თქვენთვის ოდესღაც გამოგზავნილი ძმის წერილი
მაჩვენეთ. მასში აშკარად იგრძნობოდა ერთგულება და სიყვა-
რული ტორა გრეის მიმართ. შესაძლოა ეს მამობრივი გრძნობა
იყო ან სერ კლარკს ეს მხოლოდ ეჩვენებოდა. მიუხედავად ამი-
სა, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ თქვენი რძლის გარდაცვა-
ლების შემდგომ მარტო დარჩენილი სერ კლარკი ნუგეშსა და
თანაგრძნობას ამ ლამაზ ქალიშვილში იპოვიდა და როგორც
ხშირად ემართებათ ხანში შესულ ქვრივ მამაკაცებს, ეს ქორწი-
ნებით დასრულდებოდა. როდესაც მის გრეი გაიცანით, შეშფო-
თება მოგემატათ. როგორც ვიცი, მშვენივრად ერკვევით ადა-
მიანებში, თუმცა მათ ცინიზმით უყურებთ. დაასკვენით, – შესაძ-
ლოა სწორად, შესაძლოა შეცდომით, – რომ მის გრეი თავის
შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. ეჭვი არ გეპარებოდათ, რომ ქა-
ლიშვილი აუცილებლად მოისურვებდა, ლედი კლარკი გამხდა-
რიყო. თქვენი ძმა შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და
არც ჯანი აკლდა. გამორიცხული არ არის, მემკვიდრეებიც გას-
ჩენოდა, და მაშინ მის კაპიტალს ვეღარ დაეპატრონებოდით.
ჩემი აზრით, მთელი თქვენი ცხოვრება იმედგაცრუებისგან
შედგებოდა. აღმა-დაღმა დახეტიალებდით და ვერაფერი დააგ-
როვეთ, ძმის სიმდიდრეს კი შურით უყურებდით.
მოკლედ, მკვლელობის გეგმებზე ფიქრობდით, როცა მისტერ
კასტი გაიცანით. სწორედ მაშინ დაიბადა თქვენი იდეა. სულე-
ლური სახელები, თავის ტკივილი და ეპილეფსიის შეტევები,
რომელთა შესახებაც მან გიამბოთ, ამ უმნიშვნელო და შეუმჩნე-
ველ კაცს თქვენს ხელში საოცრად ხელსაყრელ იარაღად გადა-
252 მკითხველთა ლიგა
აქცევდა. მყისვე ანბანური პრინციპიც გაჩნდა: გეგმას საფუძ-
ვლად დაედო კასტის ინიციალები და ის, რომ თქვენი ძმა, რომ-
ლის გვარიც C-ზე იწყებოდა, ჩარსტონში ცხოვრობდა. უფრო
შორსაც წახვედით და კასტს მიანიშნეთ, როგორი სიკვდილი
ელოდა მას, თუმცა არა მგონია, ამხელა მოსავლის მიღების იმე-
დი გქონოდათ!
მოსამზადებელი სამუშაო უზადოდ შეასრულეთ. კასტის სახე-
ლით დიდი შეკვეთა გააფორმეთ აბრეშუმის წინდებზე. ფირმამ
ისინი მას გაუგზავნა, თქვენ კი მათთან ერთად, იმავე შეფუთვით,
განსაზღვრული რაოდენობის ABC ცნობარი გამოგზავნეთ. ფირ-
მის სახელით კასტს წერილი მისწერეთ – მანქანაზე დაბეჭდილ
ფურცელზე კარგი ჯამაგირი და საკომისიო შესთავაზეთ. თქვენს
შორსმჭვრეტელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მომდევნო წერი-
ლებიც წინასწარ დაბეჭდეთ, მანქანა კი კასტს გაუგზავნეთ.
ახლა მხოლოდ ორი მსხვერპლი, გვარები და ქალაქები უნდა
შეგერჩიათ, რომლებიც A-სა და B-ზე იწყებოდა.
არჩევანი ანდოვერზე შეაჩერეთ, ხანმოკლე დაზვერვის შემ-
დეგ კი მომავალი დანაშაულის ადგილად მისის აშერის მაღაზია
აირჩიეთ. ქალის გვარი აბრაზე ეწერა. ექსპერიმენტული გზით
დაადგინეთ, რომ მაღაზიაში მისის აშერი, ჩვეულებისამებრ,
მარტო მუშაობდა. მის მოსაკლავად ძლიერი ნერვები, გამბე-
დაობა და ცოტა იღბალი გჭირდებოდათ.
B ასოზე ტაქტიკა უნდა შეგეცვალათ, რადგან მაღაზიების
მარტოხელა დიასახლისები ფხიზლად იქნებოდნენ. ვფიქრობ,
კაფეებში სიარულს მოუხშირეთ, სადაც ოფიციანტ ქალიშვი-
ლებს ეხუმრებოდით, თან იმის გაგებას ცდილობდით, რომლის
გვარი იწყებოდა საჭირო ასოზე და ვინ გამოგადგებოდათ მიზ-
ნის მისაღწევად. ბეტი ბარნარდის სახით ის აღმოაჩინეთ, ვისაც
ეძებდით. ორ-სამჯერ პაემანი დაუნიშნეთ, აუხსენით, რომ ცო-

253 მკითხველთა ლიგა


ლიანი კაცი იყავით და ხალხმრავალ ადგილებს უნდა მორიდე-
ბოდით.
მოსამზადებელი სამუშაო დაასრულეთ და საქმეზე გადახვე-
დით! კასტს ანდოვერელთა სია გაუგზავნეთ და მიუთითეთ, რომ
ანდოვერში კონკრეტულ დღეს ჩასულიყო, მე კი – ABC-ს პირვე-
ლი წერილი.
დანიშნულ დღეს ანდოვერში გაემგზავრეთ და დაუბრკოლებ-
ლად მოკალით მისის აშერი.
მკვლელობა N1 წარმატებით დასრულდა.
მომდევნო ჯერზე ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ და დანა-
შაული დანიშნულზე ერთი დღით ადრე ჩაიდინეთ. ეჭვი არ მეპა-
რება, რომ ბეტი ბარნარდი 24 ივლისის შუაღამემდე გაცილებით
ადრე მოკალით.
ახლა N3 მკვლელობაზე გადავიდეთ, თქვენი აზრით, ერთა-
დერთ ნამდვილ მკვლელობაზე.
ქება და დიდება ჰასტინგზს, რომელმაც ზუსტად შენიშნა უბ-
რალო რამე, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია.
მან ივარაუდა, რომ წერილზე მისამართი განზრახ დაწერეს
შეცდომით!
და არ შემცდარა!
სწორედ ამ უბრალო ფაქტმა გასცა პასუხი შეკითხვაზე, რომე-
ლიც ამდენ ხანს მაწუხებდა – რატომ უგზავნიდნენ წერილებს
ერკიულ პუაროს და არა პოლიციას?
თავდაპირველად, შეცდომით ვივარაუდე, რომ ეს რაღაც პი-
რადულით აიხსნებოდა.
მაგრამ არა! წერილები ჩემთან მოდიოდა, ვინაიდან თქვენი
გეგმა იმას ემყარებოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი, არასწორი
მისამართით, დაგვიანებით მოვიდოდა. მაგრამ თუკი მას
სკოტლანდ-იარდს გაუგზავნიდნენ, ეს ნომერი არ შედგებოდა!
ამისთვის აუცილებელი იქნებოდა კერძო პირის კონკრეტული
254 მკითხველთა ლიგა
მისამართი. თქვენ მე ამირჩიეთ – ცნობილი ადამიანი, რომე-
ლიც წერილს აუცილებლად გადასცემდა პოლიციას, თანაც უც-
ხოელები გძულთ და კიდევ ერთი მათგანის გაბრიყვება სიამოვ-
ნებას მოგანიჭებდათ.
კონვერტზე მისამართი ძალზე ჭკვიანურად დაწერეთ – უაით-
ჰეივენი – უაითჰორსი – სავსებით ბუნებრივი შეცდომაა. მხო-
ლოდ ჰასტინგზმა გამოიჩინა გამჭრიახობა, ნიუანსებს ყურადღე-
ბა არ მიაქცია და საქმის არსს ჩასწვდა.
ცხადია, გინდოდათ, რომ წერილს დაეგვიანა. როდესაც პო-
ლიციამ საქმეს ხელი მოჰკიდა, მკვლელობა უკვე ჩადენილი
იყო. ხელსაყრელი მომენტი თქვენი ძმის საღამოს სეირნობისას
შეარჩიეთ, საზოგადოებას კი მარჯვედ მოახვიეთ თავს სასტიკი
ABC, რათა თქვენზე ეჭვი არავის მიეტანა.
ბუნებრივია, ძმის სიკვდილით მიზანს მიაღწიეთ და ახალი
მკვლელობები აღარ გჭირდებოდათ. მეორე მხრივ, თუ დანა-
შაული აღარ მოხდებოდა, შესაძლოა ვინმეს რამე ეეჭვა.
მისტერ კასტი, თქვენი განტევების ვაცი, ისე წარმატებით ას-
რულებდა უმნიშვნელო, მაშასადამე, შეუმჩნეველი კაცის
როლს, არავის მოხვდა თვალში, რომ ერთი და იგივე ადამიანი
იმ სამი ადგილის ახლოს იმყოფებოდა, სადაც მკვლელობები
ჩაიდინეს! თქვენდა სამწუხაროდ, ქომსაიდში მისი ყოფნაც ვერა-
ვინ შეამჩნია! მის გრეის ეს მაშინვე გადაავიწყდა.
თქვენთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით გადაწყვიტეთ,
რომ აუცილებლად უნდა ჩაგედინათ კიდევ ერთი მკვლელობა
და ამჯერად თვალში საცემი კვალი დაგეტოვებინათ.
ამ მიზნით დონკასტერი აირჩიეთ.
თქვენი გეგმა საოცრად მარტივი იყო. დანაშაულის ადგილას
თქვენი ყოფნა სრულიად ბუნებრივი იქნებოდა. ფირმა მისტერ
კასტს დონკასტერში გაგზავნიდა. გეგმის თანახმად, მას უკან
გაჰყვებოდით და შესაფერის მომენტს დაელოდებოდით. ყველა-
255 მკითხველთა ლიგა
ფერი ასეც მოხდა. მისტერ კასტი კინოში წავიდა. ამან ამოცანა
კიდევ უფრო გაგიადვილათ. მის შორიახლოს დაჯექით. ის წა-
მოდგა, რათა გასულიყო. თქვენც წამოდექით. თავი მოიკატუ-
ნეთ, თითქოს წაბორძიკდით, დაიხარეთ და მეზობელ რიგში
მჯდომი მამაკაცი დანით მოკალით, იქვე ABC ცნობარი დააგ-
დეთ, სიბნელეში მისტერ კასტს მიუახლოვდით, დანა სახელოზე
შეაწმინდეთ და ჯიბეში ჩაუგდეთ.
სრულიად არ გადარდებდათ მსხვერპლის გვარი. ნებისმიერი
გამოდგებოდა! სწორად ფიქრობდით, რომ ამას შეცდომად ჩათ-
ვლიდნენ. მოკლულის მახლობლად აუცილებლად იჯდებოდა
ვინმე, ვისი გვარიც D ასოზე იწყებოდა. სწორედ ის ეგონებოდათ
თქვენი სამიზნე.
ახლა კი, ჩემო მეგობრებო, საქმეს ფსევდომკვლელის – მის-
ტერ კასტის – თვალით შევხედოთ.
მან არაფერი იცოდა ანდოვერში მომხდარი მკვლელობის შე-
სახებ. ბექსჰილში ჩადენილმა მკვლელობამ განაცვიფრა და
თავზარი დასცა – ის ხომ სწორედ იქ იყო მაშინ! შემდეგ დანა-
შაული ჩარსტონში მოხდა და გაზეთები ახმაურდნენ. ABC-ს და-
ნაშაული ანდოვერში, როცა იქ მისტერ კასტი იყო, ABC-ს დანა-
შაული ბექსჰილში და ახლა კიდევ ერთი... ზედიზედ სამი მკვლე-
ლობა – ის კი სამივეჯერ იქვე იმყოფებოდა! ხშირად ხდება, რომ
ეპილეპტიკოსები მეხსიერებას კარგავენ – ვერ იხსენებენ, რას
აკეთებდნენ... გაიხსენეთ, რომ კასტს სუსტი ნერვები აქვს, ნევ-
რასთენიკი და ადვილად სამართავი ადამიანია.
მან დონკასტერში გამგზავრების ბრძანება მიიღო.
დონკასტერი! და მორიგი დანაშაული დონკასტერში უნდა
მოხდეს. კასტი რწმუნდება, რომ ეს ბედისწერაა. თავშეკავება
ღალატობს, ეჩვენება, რომ დიასახლისი ეჭვით უყურებს და
ქალს ეუბნება, რომ ჩელტნემში მიემგზავრება.

256 მკითხველთა ლიგა


ის დონკასტერში მიდის – ეს ხომ მისი მოვალეობაა. დღისით
კინოში ფილმს უყურებს. შესაძლოა იქ კიდეც თვლემს.
წარმოიდგინეთ, რას განიცდის, როცა შინ დაბრუნებული
სისხლს აღმოაჩენს. სისხლი პალტოს სახელოზე და სისხლიანი
დანა ჯიბეში! ბუნდოვანი შიში რეალურ სახეს იღებს.
ის... კასტი... თვითონ არის მკვლელი! მას თავის ტკივილი და
მეხსიერების დაკარგვა ახსენდება. ახლა უკვე დარწმუნებულია,
რომ ის, ალეგზანდერ ბონაპარტ კასტი, მანიაკი მკვლელია.
ის იმ ცხოველს ემსგავსება, რომელსაც მონადირეები
მწევარ-მეძებრებით მისდევენ. ლონდონში ბრუნდება. იქ უფრო
მშვიდადაა. იქ მას იცნობენ. ფიქრობენ, რომ ჩელტნემში იყო.
დანა კვლავაც მასთანაა – უდიდესი სისულელე. კასტი მას სა-
კიდრის უკან მალავს.
ერთ მშვენიერ დღეს აფრთხილებენ, რომ მალე პოლიცია
მოაკითხავს. ეს აღსასრულია! მათ იციან!
ცხოველი, რომელზეც ნადირობენ, ძალას იკრებს და გარ-
ბის...
არ ვიცი, რატომ გაემგზავრა ანდოვერში. შესაძლოა ავად-
მყოფურმა სურვილმა უბიძგა, დანაშაულის ადგილისთვის
შეეხედა – ეს მკვლელობა ხომ მან ჩაიდინა, თუმცა არაფერი ახ-
სოვდა.
კასტს ფული უთავდება, არაქათგამოცლილია... ფეხებს თავი-
სით მიჰყავს პოლიციის განყოფილებაში.
მაგრამ კუთხეში მიმწყვდეულ ცხოველსაც შეუძლია წინააღ-
მდეგობის გაწევა. მისტერ კასტი დარწმუნებულია, რომ მკვლე-
ლია, მაგრამ თავდაცვას განაგრძობს. სასოწარკვეთილი დაჟი-
ნებით აცხადებს, რომ ალიბი აქვს და მეორე მკვლელობას ვერ
ჩაიდენდა. ამას მაინც ვერ დააბრალებენ!

257 მკითხველთა ლიგა


უკვე ვთქვი, დავინახე თუ არა კასტი, მაშინვე გავიფიქრე,
რომ ის დამნაშავე არ იყო და არც ჩემი სახელი ნიშნავდა მის-
თვის რამეს. მივხვდი, რომ თავი დამნაშავედ მიაჩნდა.
მას შემდეგ, რაც ჩემთან საუბრისას ბრალი აღიარა, საბო-
ლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი თეორია სწორია.
– თქვენი თეორია სისულელეა! – თქვა ფრანკლინ კლარკმა.
პუარომ თავი გადააქნია.
– არა, მისტერ კლარკ, თქვენ უსაფრთხოდ მანამ იყავით, სა-
ნამ თქვენზე ეჭვი არ მიჰქონდათ. როგორც კი ეჭვი გაჩნდა, სამ-
ხილებმაც წამოყვეს თავი.
– სამხილებმა?
– დიახ. ქომსაიდში კარადაში იმ ხელჯოხს მივაგენი, რომე-
ლიც ანდოვერსა და ჩარსტონში გამოიყენეთ. ჩვეულებრივი
ხელჯოხია მასიური სახელურით, ოღონდ მასში ტყვიით დამძიმე-
ბული ჩაღრმავებაა. ორმა მოწმემ ხუთ-ექვს ფოტოსურათს შო-
რის თქვენი სახე ამოიცნო – მათ დაინახეს, როგორ გამოხვე-
დით კინოთეატრიდან, არადა, იმ დროს დონკასტერის იპოდ-
რომზე უნდა ყოფილიყავით. გუშინ ბექსჰილში მილი ჰიგლიმაც
ამოგიცნოთ და „სკარლეტ-როუდ-ჰაუსში“ მომუშავე ქალიშვილ-
მაც, სადაც ბეტი ბარნარდთან ერთად იყავით იმ საბედისწერო
ღამეს. დაბოლოს, რაც მთავარია, თქვენ ელემენტარული წინ-
დაუხედაობა გამოიჩინეთ – კასტის საბეჭდ მანქანაზე თითების
ანაბეჭდები დატოვეთ. უდანაშაულო რომ ყოფილიყავით, მას ვე-
რასდროს შეეხებოდით.
კლარკი ერთხანს იჯდა და ხმას არ იღებდა, შემდეგ კი თქვა:
– Rouge, impair, manque!72 თქვენ გაიმარჯვეთ, მესიე
პუარო, მაგრამ მოსინჯვად ნამდვილად ღირდა!

72
წითელი, კენტი, წაგება (ფრ.).

258 მკითხველთა ლიგა


მან ელვის სისწრაფით ამოიღო ჯიბიდან პატარა პისტოლეტი
და საფეთქელზე მიიდო.
შევყვირე და გასროლის მოლოდინში უნებურად დავიძაბე,
მაგრამ გასროლის ნაცვლად, მხოლოდ სასხლეტის ტკაცუნი გა-
ისმა. კლარკმა გაოცებით შეხედა პისტოლეტს და შეიგინა.
– არ გამოგივიდათ, მისტერ კლარკ, – უთხრა პუარომ, – ალ-
ბათ, შეამჩნიეთ, რომ დღეს ახალი მსახური მყავს – ჩემი მეგო-
ბარი, ჯიბგირების სამყაროს ექსპერტი. მან ჯიბიდან პისტოლეტი
ამოგაცალათ, ტყვიები ამოიღო და კვლავ ჩაგიდოთ ისე, რომ ვე-
რაფერი შეამჩნიეთ.
– წყეულო პატარა უცხოელო მაიმუნო! – შესძახა ბრაზისგან
გაწითლებულმა კლარკმა.
– დიახ, დიახ, ვხვდები, რასაც გრძნობთ, მისტერ კლარკ, მაგ-
რამ იოლი სიკვდილი არ გერგებათ. თქვენ ხომ თვითონ უთხა-
რით მისტერ კასტს, რომ დახრჩობას ორჯერ სასწაულებრივად
გადაურჩით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებას სხვაგვარად
დაასრულებთ.
– თქვენ...
კლარკმა მეტის თქმა ვეღარ მოახერხა. სახე წამოუჭარხლდა,
ხელები მუქარით მომუშტა.
მეზობელი ოთახიდან სკოტლანდ-იარდიდან გამოგზავნილი
ორი დეტექტივი გამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი ქროუმი იყო. ის
კლარკთან მივიდა და დროის მიერ ნაკურთხი ცნობილი სიტყვე-
ბით მიმართა:
– გაფრთხილებთ, რომ ყველაფერი, რასაც იტყვით, შესაძ-
ლოა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.
– მან ისედაც საკმარისზე მეტი თქვა, – ჩაილაპარაკა
პუარომ, კლარკს მიუბრუნდა და დაამატა, – თქვენ ეროვნული
უპირატესობის შეგრძნებით ხართ სავსე, მაგრამ, ჩემი აზრით,

259 მკითხველთა ლიგა


თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაული ინგლისური არ არის... ის
ძალზე უპატიოსნო და არასპორტულია...

260 მკითხველთა ლიგა


თავი 35
ფინალი

სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ფრანკლინ


კლარკის ზურგს უკან კარი მიიხურა, ისტერიკულად გადავიხარ-
ხარე.
პუარომ ოდნავ გაოცებით შემომხედა.
– იმიტომ ვიცინი, რომ მის დანაშაულს არასპორტული უწო-
დეთ, – ვუთხარი სუნთქვაშეკრულმა.
– მაგრამ სიმართლეა. ეს საშინელი დანაშაულია, არა იმი-
ტომ, რომ მან თავისი ძმა მოკლა, არამედ იმიტომ, რომ საბრა-
ლო კასტი ცოცხლად დასამარხავად გაწირა. „დავიჭიროთ მე-
ლია, მას ხომ ასე ელიან, და ჩავაგდოთ დილეგში, მუდამ იჯდეს
იქ, ბნელში!“ ეს რა სპორტია...
მეგან ბარნარდმა ღრმად ამოიოხრა.
– ვერ ვიჯერებ... ვერ ვიჯერებ. ნუთუ ეს სიმართლეა?
– დიახ, მადმუაზელ. კოშმარი დასრულდა.
მეგანმა პუაროს შეხედა და გამოცოცხლდა.
პუარომ ფრეიზერს მიმართა:
– მთელი ეს დრო მადმუაზელ მეგანი შიშობდა, რომ მეორე
მკვლელობა თქვენ ჩაიდინეთ.
დონალდ ფრეიზერმა წყნარად ჩაილაპარაკა:
– ერთხანს ამის მეც მეშინოდა.
– თქვენი სიზმრის გამო? – პუარო ახალგაზრდა კაცს მიუჩოჩ-
და და ხმადაბლა გაანდო, – თქვენი სიზმარი ბუნებრივად აიხ-
სნება. საქმე ის არის, რომ თქვენს მეხსიერებაში ერთი დის სახე
თანდათან გახუნდა და მისი ადგილი მეორე დამ დაიკავა. მად-
მუაზელ მეგანმა თავისი და ჩაანაცვლა თქვენს გულში, მაგრამ

261 მკითხველთა ლიგა


ვინაიდან თქვენთვის აუტანელია იმის გაფიქრება, რომ დაღუპუ-
ლის ხსოვნას ღალატობთ, ამ გრძნობის ჩაკვლას ცდილობთ!
ესეც თქვენი სიზმრის ახსნა.
ფრეიზერმა მეგანს შეხედა.
– ნუ გეშინიათ დავიწყება, – რბილად უთხრა პუარომ, – ბეტი
დავიწყებას იმსახურებს. მადმუაზელ მეგანის სახით ხელში
განძს ჩაიგდებთ – en coeur magnifique!73
დონალდ ფრეიზერს თვალები გაუბრწყინდა.
– მართალი ხართ.
ყველანი პუაროს შემოვეხვიეთ და რას აღარ ვეკითხებოდით.
– რას ნიშნავდა თქვენი შეკითხვები, პუარო? ისინი, რომლე-
ბიც თითოეულ ჩვენგანს დაუსვით? მათში რამე აზრი ჩადეთ?
– ზოგიერთი simplement une blague74 იყო, მაგრამ ის შევიტ-
ყვე, რაც მინდოდა: ფრანკლინ კლარკი ლონდონში იმყოფებო-
და, როცა პირველი წერილი გაიგზავნა. მისი გამომეტყველების
ნახვაც მინდოდა, როცა მადმუაზელ გრეის დავუსვი შეკითხვა.
კლარკი ამას არ ელოდა. მის თვალებში ბრაზი და სიძულვილი
შევამჩნიე.
– ჩემი გრძნობები კი არ დაინდეთ, – ჩაილაპარაკა ტორა
გრეიმ.
– არც თქვენი პასუხი იყო გულწრფელი, მადმუაზელ, – ცივად
მიუგო პუარომ, – ახლა კი ახალი იმედგაცრუება – ფრანკლინ
კლარკს ძმის ქონება მემკვიდრეობით არ ერგება.
მის გრეიმ ამაყად ასწია თავი.
– აქ უნდა დავრჩე და შეურაცხყოფა ავიტანო?
– ცხადია, არა, – მიუგო პუარომ და თავაზიანად გაუღო კარი.

73
საუცხოო გულს! (ფრ.).
74
უბრალოდ, ხუმრობა (ფრ.).

262 მკითხველთა ლიგა


– ყველაფერი თითების ანაბეჭდებმა დააგვირგვინა, პუარო,
– ვთქვი ჩაფიქრებით, – როგორც კი ახსენეთ, კლარკი გატყდა.
– დიახ, თითების ანაბეჭდები სასარგებლო რამ არის, – მით-
ხრა პუარომ, თავი დააქნია და დაამატა, – ეს თქვენი სიამოვნე-
ბისთვის დავამატე.
– როგორ, პუარო! – შევძახე, – მაშ, ეს სიმართლე არ არის?
– ცხადია, არა, mon ami, – მიპასუხა პუარომ.
უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ალეგზანდერ
ბონაპარტ კასტი გვეწვია. მან პუაროს ხელი ჩამოართვა და
არეულ-დარეულად გამოხატა მადლიერება, ბოლოს აზრებს თა-
ვი მოუყარა და თქვა:
– წარმოგიდგენიათ? ერთმა გაზეთმა ასი გირვანქა სტერ-
ლინგი შემომთავაზა – ასი გირვანქა – ჩემი მოკლე ბიოგრაფიის
სანაცვლოდ. არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე.
– ასზე არ დათანხმდეთ, – ურჩია პუარომ, – მეტი სიმტკიცე
გამოიჩინეთ! ხუთასი მოითხოვეთ. და მხოლოდ ერთი გაზეთით
ნუ შემოიფარგლებით.
– თქვენი აზრით... შემიძლია...
– გაიგეთ, რომ ცნობილი ადამიანი ხართ, – ღიმილით უთხრა
პუარომ, – დღეს კი შესაძლოა ყველაზე ცნობილი ადამიანი
მთელ ინგლისში.
მისტერ კასტი წელში გაიმართა, სახეზე ბედნიერი ღიმილი
აღებეჭდა.
– ალბათ, მართალი ხართ! ცნობილი ვარ! ჩემ შესახებ გაზე-
თები წერენ! თქვენს რჩევას ყურად მივიღებ, მესიე პუარო. ფუ-
ლი არ მაწყენს... ძალზე გამომადგება. პატარა ზეიმს მოვიწ-
ყობ... თანაც საქორწილო საჩუქარს მივართმევ ლილი მარბე-
რის... საუცხოო ქალიშვილია, მესიე პუარო!
პუარომ მისტერ კასტს მხარზე ხელი მოუთათუნა.

263 მკითხველთა ლიგა


– გეთანხმებით. იცხოვრეთ და ისიამოვნეთ. და კიდევ, გირ-
ჩევთ, ოკულისტს ეწვიოთ. შესაძლოა ახალი სათვალე გჭირდე-
ბათ და სწორედ ეს არის თქვენი თავის ტკივილის მიზეზი.
– თქვენი აზრით, ამიტომ ვიტანჯებოდი?
– დიახ.
მისტერ კასტმა მხურვალედ ჩამოართვა ხელი პუაროს.
– დიდი ადამიანი ხართ, მესიე პუარო.
პუაროს ყოველთვის მოსწონდა ქათინაურები. არც ახლა
დაუმალავს კმაყოფილება.
როდესაც მისტერ კასტი ღირსეულად გავიდა ოთახიდან, ჩემ-
მა მეგობარმა ღიმილით მითხრა:
– აბა, ჰასტინგზ, კვლავ მშვენივრად ვინადირეთ, არა? Vive le
sport!75

75
გაუმარჯოს სპორტს! (ფრ.).

264 მკითხველთა ლიგა

You might also like