You are on page 1of 2

ყოველი ადამიანი გარკვეული საზოგადოების წევრია.

მისი ქცევა თუ მოქმედება


დამოკიდებულია მხოლოდ მის გადაწყვეტილებებზე, თუმცა ხშირად ადამიანი
საკუთარ აზრს კარგავს და ბრბოს უერთდება.

პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ მორიგ კითხვებს: რა არის ბრბო? ვინ მართავს
მას? რისი ძალა აქვს?
ფრანგი სოციოლოგის - გუსტავ ლე ბონის განმარტებით ბრბო არის ადამიანთა
ემოციურად დამუხტული დროებითი კავშირი. ბრბოს კოლექტიური ემოციის
ზეგავლენით ადამიანს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაც მისი პიროვნებისთვის
სრულიად უცხოა. ბრბოში მოხვედრილი ადამიანი კარგავს კრიტიკული განსჯის
უნარს და მარტივად დასამორჩილებელი ხდება. ბრბოს სამართავად ერთი
ადამიანის წამოძახილი კმარა, ერთი ბიძგი სჭირდება იმისთვის რომ ამოიფრქვას
და უკონტროლოდ წალეკოს ყველაფერი. ბრბო აკარგვინებს ადამიანებს
აზროვნების უნარს, ახერხებს საღი აზრის აღარმქონე ადამიანების თავშეყრას და
ერთობლივი დამანგრეველი ძალით მიზნის მიღწევას. ბრბოს შეუძლია გააქროს
ადამიანში ჰუმანურობა, შეიერთოს ის საკუთარ უსახო მასაში, გაანადგუროს
ყოველივე რაც მას გადაეღობება მიზნის მიღწევაში.
ნათელია რომ ეს ფენომენი სახიფათოა და მარტივად წარმოსადგენია თუ
როგორი უბედურების მოტანა შეუძლია მას.
ბრბოს დამანგრეველი ძალა მძაფრად არის გამოხატული ნაწარმოებში
„ეშმაკის ქვა“ . ამ ნაწარმოებში მთავარი მოქმედი პირი არის ძალზედ
უბოროტო ადამიანი. ეს მოთხრობა ქმნის კონტრასტს, სიკეთესა და ბოროტებას
შორის. მოთხრობაში ეს გმირი არის სოფიო,სოფლელებისთვის
უსაყვარლესი პიროვნება, რომელიც ბრბოს საქციელს მსხვერპლა, რაც
ადასტურებს ბრბოს უსაზღვრო თვითდამაქცეველ ძალას, რომელმაც საყვარელი
შვილი, გაუცნობიერებლად დაღუპა. დამნაშავეების დასჯის და შურისძიების
სურვილით განმსჭვალულმა ბრბომ სოფიოს „ეშმაკის ქვა“ ასროლინა, ჩაადენინა
ისეთი რამ რაც სოფიომ თავის თავს ვეღარ აპატია და მისი სიკვდილის მიზეზი
გახდა. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს რომ ბრბოს არაფერი სიკეთე არ მოაქვს
და ბრბოდ ქცეული საზოგადოების გადაწყვეტილებები ცუდი შედეგების მეტის
არაფრის მომტანია. როგორც ვხედავთ ბრბოს იმხელა ძალა აქვს რომ შეუძლია
„სოფლის ანგელოზი“, უკეთილშობილესი ადამიანიც-სოფიოც კი უბოროტესი
ძალის ზეგავლენის ქვეშ მოახდინოს, მაგრამ ეს მეტნაკლებად სოფიოს
დანაშაულიცაა, რადგან ის არ იყო სულიერად იმდენად ძლიერი რომ ამ
ბოროტებას გამკლავებოდა.
მართლაც რთულია გაუმკლავდე ასეთ ძალას, შიშისა თუ სხვა ემოციების გამო
და შედარებით სუსტი ადამიანი მარტივად შეიძლება დანებდეს და აჰყვეს ბრბოს.
თუ თვით „სოფლის ანგელოზი“ მოექცა ამ ძალის ზემოქმედების ქვეშ მაშინ
არასდროს უნდა მოველოდოთ იმას რომ ასეთი რამ ჩვენც არ შეგვემთხვევა.
მხოლოდ სულიერად უძლიერესებს თუ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოს
ბრბოში მოხვედრის საშიშროებას.

You might also like