You are on page 1of 5

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

ფაკულტეტი -

პროგრამა -

კურსი -

სტუდენტის სახელი, გვარი -

პედაგოგი - ბელა სარია

1
ტესტი შუალედური გამოცდისთვის შედგება სხვადასხვა ტიპის სამუშაოსგან და
ფასდბა 30 ქულით.

1. დახურული შეითხვები; 2. შეცდომების გასწორბა ; 3. წაკითხულის გააზრება;


4.წერითი დავალება;

 დახურული შეკითხვებისთვის მაქსიმალური ქულა - 6 (ყოველი კითხვა


ფასდება 1 ქულით);
 შეცდომების გასწორება:
ტექსტი - მორფოლოგიური შცდომების გასწორება.მაქსიმალური ქულა -10
(ყოველი შეცდომა 0,5 ქულა)
 წაკითხულის გააზრება - მაქსიმალური ქულა 4 (ყოველი სწორი პასუხი 1 ქულა)
 წერითი დავალება:

ესე - მაქსიმალური ქულა - 10

1. ქვემოთ მოცემული წინადადებებიდან რომელში გვხვდება რიცხვში მონაცვლე ზმნა?

(ა) უფროსმა სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომელი.

(ბ) იგი მოუთმენლად ელოდა ულუფას.

(გ) ბავშვმა კარი გაუღო სტუმარს.

(დ) გოგონამ წინ გაიგდო თხა.

2. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელში არ არის ი სახელობითი ბრუნვის ნიშანი?


(ა) ტაქსი
(ბ) ავტობუსი
(გ) ფუნიკულიორი
(დ) მეტროპოლიტენი

3. ქვემოთ მოცემული ნიმუშებიდან რომელში არ არის დაშვებული შეცდომა?


(ა) ლამაზ ქალის
(ბ) ექიმი ქავთარაძის
(გ) რამოდენიმე წიგნის
(დ) თქვენს გადაწყვეტილებას

2
4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია პარაზიტული მეტყველების ნიმუში?
(ა) ნუ, ჯერ მინდა, ესე იგი, მოგესალმოთ!
(ბ) ნიკას უტყდება ნინოსთან მისვლა.
(გ) რამდენი ხანია, რაც ეს კაბა გაყიდვაშია?
(დ) ქეთიმ ეკრანზე გამოსახულ ფოტოზე დააკლიკა.

5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ წინადადებაში არ არის განკერძოებული


სიტყვა/სიტყვები?
(ა) ეს სასახლე თავადს ეკუთვნოდა, მეტად პატივსაცემსა და სახელოვანს.
(ბ) ბიჭუნა, საჩუქრით აღფრთოვანებული, ცრემლებს ვერ იკავებდა.
(გ) გიორგი, სადაც უნდა მისულიყო, ყველგან სასურველი სტუმარი იყო.
(დ) მწყემსი, თავზე ფაფახჩამოფხატული, თვალმოჭუტვით უმზერდა იალაღს.

6. მოცემულია წინადადებები:
I. „მუხის ქვეშ მიმოფანტულ რკოს ტახები არ ეკარებოდნენ.“
II. „ლუკა რკოს ქუდებს იყენებდა ხოლმე სასტვენის ნაცვლად“.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა მართებული? სიტყვა რკო:

(ა) ორივე წინადადებაში წარმოდგენილია მიცემითი ბრუნვის ფორმით.

(ბ) ორივე წინადადებაში წარმოდგენილია ნათესაობითი ბრუნვის ფორმით.

(გ) I წინადადებაში წარმოდგენილია ნათესაობითის, ხოლო II წინადადებაში −


მიცემითი ბრუნვის ფორმით.

(დ) I წინადადებაში წარმოდგენილია მიცემითის, ხოლო II წინადადებაში −


ნათესაობითი ბრუნვის ფორმით.

7. ტექსტი - მორფოლოგიური და პუნქტუაციური შცდომების გასწორება


იაპონიის ერთერთ სოფელში, ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ყავდა უამრავი 
მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წრთვნაში ატარებდა.
ერთხელ, ვარჯიშის დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელსაც იმ 
მხარეში განსაკუთრებული უხეშობითა და სისასტიკით იცნობდნენ.
მისი საყვარელი მეთოდი მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში იყო, რომლითაც
მწყობრიდან გამოყავდა ისინი. განრისხებული ადამიანები მას ორთაბრძოლაში
იწვევდნენ, მაგრამ ბრაზიდან დაბრმავებულნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდენ და
მარცხდებოდნენ.

3
ამ ახალგაზრდამ მოხუცის დაცინვა და ლანძღვაგინებაც დაიწყო. აფურთხებდა,
უძლურს, მშიშარასა და ლაჩარს უწოდებდა. მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად
აგრძელებდა მოსწავლეებთან მუშაობას. ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდა მიხვდა,
რომ არაფერი გამოუვიდოდა და იქაურობა გაღიზიანებულმა დასტოვა.
მოსწავლეები გააოცა მოხუცი სამურაის მოთმინებამ – მან ხომ ამდენი შეურაწყოფა
აიტანა, ამიტომ კითხეს:
რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთა ბრძოლაში? ნუთუ დამარცხების
შეგეშინდათ?
მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე მიუგო:
თუ თქვენ საჩუქარს მოგიტანენ, მაგრამ მას არ აიღებთ, ვის დარჩება ეს საჩუქარი?
რათქმაუნდა, იმას, ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა, – უპასუხეს მოსწავლეებმა.
იგივე ხდება ლანძღვა-გინების, შურის, ბოღმის და სიძულვილის შემთხვევაშიც.
სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, რჩება იმასთან, რომელმაც ისინი მოიტანა.

8. წაიკითხეთ რამდენიმე აბზაცი ფსიქოლოგ ბრუნო ბეტელჰაიმის ესედან და გაეცით


პასუხები დასმულ შეკითხვებს.

I. არგუმენტი, რომ ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ, ემყარება


იმ მოსაზრებას, რომ ჩვეულებრივ საკლასო გარემოში მათი ინტელექტუალური ზრდა
ფერხდება იმის სწავლებით, რაც ჩვეულებრივი ბავშვებისათვისაა გათვალისწინებული.
უდავოა, რომ ნიჭიერი ბავშვებისთვის სპეციალური კლასები შეიძლება მათ დაეხმაროს
სკოლის ადრე დამთავრებასა და საზოგადოებაში გარკვეული ადგილის დაკავებაში.
მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ბავშვების საკლასო ოთახებიდან გაყვანამ შესაძლოა
სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც მათ, ისე საზოგადოებას.
II. გვეუბნებიან, რომ ჩვეულებრივ საკლასო ოთახში ნიჭიერი ბავშვი კარგავს სწავლისადმი
ინტერესს. ეს საჩივარი უფრო ხშირად მშობლებისა და პედაგოგებისაგან გვესმის, ვიდრე
თავად მოსწავლეებისაგან. ამის საფუძველზე ზოგიერთი მშობელი და პედაგოგი მიდის
დასკვნამდე, რომ ნიჭიერი ბავშვებისთვის სპეციალური კლასები უნდა არსებობდეს.

III. რამდენიმე წლის წინ თავად დავაკვირდი, თუ რა დაემართათ ნიჭიერ ბავშვებს,


რომლებიც სპეციალური კერძო სკოლებიდან, სადაც სწავლის ძალიან სწრაფი ტემპი და
ძლიერი კონკურენცია იყო, გადაიყვანეს კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სახელმწიფო
სკოლაში, სადაც სკოლის სამუშაო იმდენად მარტივი უნდა ყოფილიყო მათთვის, რომ
ინტერესი დაჰკარგოდათ...
IV. ...ინტელექტუალური უნარების მიხედვით ბავშვების დაჯგუფებას ბევრი საერთო აქვს
მთამსვლელობასთან. მთაზე ასვლისას, ჩვეულებრივ, ჯერ გიდი მიდის, უკან კი დამწყებნი
ან ნაკლებ გამოცდილი მთამსვლელები მიჰყვებიან. თუ დამწყებს გამოცდილ
მთამსვლელთა შორის მოათავსებენ, ის უკეთ და უფრო უსაფრთხოდ ივლის. თუკი ყველა
კარგ მთამსვლელს ერთ მხარეს დააყენებენ, ყველა დამწყებსა და სუსტს - მეორე მხარეს,
4
მეორე ჯგუფი საშინელ მარცხს განიცდის ან შეიძლება ერთიანად დაიღუპოს კიდეც...

1. რა არის I აბზაცის ფუნქცია?


2. ა) საკითხის შეფასება;
ბ) საკითხის ანალიზი;
გ)საკითხის დასმა;
დ) საკითხის შეჯამება.

2. რომელ თეზისს ასაბუთებს მოცემული აბზაცები?


ა) ნიჭიერი ბავშვები ცალკე, სპეციალურ კლასებში, უნდა სწავლობდნენ;
ბ) ნიჭიერი ბავშვები მთამსვლელებს ჰგვანან;
გ) ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები ერთად უნდა სწავლობდნენ;
დ) ჩვეულებრივ ბავშვებთან სწავლისას ნიჭიერი ბავშვი დაიჩაგრება.

3. რა არის ბოლო აბზაცის ფუნქცია?


ა) შეაჯამოს წინა აბზაცებში მოცემული მსჯელობა;
ბ) კონკრეტული მაგალითით გაამყაროს (ავტორის) პოზიცია;
გ) განაზოგადოს თეზისი;
დ) გააბათილოს (უკუაგდოს) კონტრარგუმენტი.

4. მოცემული წინადადებებიდან, რომელი შეიძლება მივიჩნიოთ კონტრარგუმენტად?


ა) ჩვეულებრივ საკლასო ოთახში ნიჭიერი ბავშვი კარგავს სწავლისადმი ინტერესს;
ბ) ასეთი ბავშვების საკლასო ოთახებიდან გაყვანამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები
შეუქმნას როგორც მათ, ისე საზოგადოებას;
გ) რამდენიმე წლის წინ თავად დავაკვირდი, თუ რა დაემართათ ნიჭიერ ბავშვებს...
დ) ნიჭიერი ბავშვებისათვის სწავლის სწრაფი ტემპია დამახასიათებელი.

9. წერითი დავალება:
დაწერეთ ესე თემაზე: სალიტერატურო ენა, ეროვნული კულტურის ენა -
უმაღლესი გამოვლინაბა საერთოეროვნული ენისა.

You might also like