You are on page 1of 1

ბულია, როგორც „დამხმარე საშუალება“.

მაგრამ საკითხავია, ამდენად უკან იხევს ავტორი,


ამდენად „უპრეტენზიოა“ ის თავის თამაშში? ამ მოთხრობაში გ. დოჩანაშვილი მართლაც
უარს ამბობს ავთენტურ ტექსტთა ავტორობაზე, მის მიზანს მხოლოდ ის შეადგენს, რომ
მიგვითითოს უკვე არსებულ დიდ თხზულებებზე, მაგრამ სწორედ მათ რიცხვში „შეაპარებს“
ის თავის დიდ ნაწარმოებს, რომანს სამოსელი პირველი, რომელიც არ არის სახელდებული,
ბუნებრივია, არც ავტორია დასახელებული და მისი „კოდური სახელწოდებაა“ მხოლოდ
„ბეტანკურიანი რომანი“. ეს ხერხი მართლაც ქმედითია, წარმოგვიჩენს ტექსტთაშორისი
მიმართების უაღრესად საინტერესო ფორმას. ავტორი მიგვითითებს თავისივე ტექსტზე.
ამასთანავე, ის შემოქმედების პროცესში მიგვითითებს ჯერ კიდევ არშობილ,
მკითხველისთვის უცნობ ტექსტზე (მოთხრობა იწერება 1973 წელს, რომანის პირველი
ნაწილი ქვეყნდება 1975 წელს). ამასთანავე, თავად ავტორისათვის ეს რომანი არის ყველაზე
მახლობელი, ყველაზე რეალური ტექსტი ამ ეტაპზე, რამდენადაც ჯერ მას თავის არსებაში
ატარებს, ის ჯერ არ უშვია. ამიტომაც, ამ მოთხრობაში „ბეტანკურიანი რომანი“ ყველაზე
მძაფრად არის მინიშნებული, აქედან ყველაზე მეტი პერსონაჟი სახელდება, სწორედ ამ
რომანის გმირს ამსგავსებენ მოთხრობის გმირსაც, ამ მსგავსების ახსნისას ავტორი იქმნის
საბაბს, დაგვისახელოს სხვა, კიდევ უფრო უცნობი გმირები და ამით კიდევ უფრო
დაგვაბნიოს. მაშინაც, როცა მკითხველი უკვე იცნობს რომანს, მას მაინც შეიძლება გაუჩნდეს
გაურკვევლობის გრძნობა, უბრალოდ, გადაავიწყდეს ეს პერსონაჟები, რადგან მათი
სახელები ქართული ლიტერატურის არეალში საკმაოდ უცხოდ ჟღერს, ჩვენ შეიძლება
ჩავთვალოთ, რომ მათ ასახელებენ რომელიმე ჩვენთვის უცნობი უცხოური რომანიდან; მით
უფრო, რომ ავტორი მოიხმობს არა დომენიკოს, მთავარ გმირს, არამედ მეორეხარისხოვან
პერსონაჟებს, მაგრამ, რაც მთავარია, მათ

You might also like