You are on page 1of 1

სსიპ ქ.

თბილისის N11 საჯარო სკოლა / ლელა ღვინიაშვილი

საფეხური: საბაზო

ცნებები:
ინტერტექსტუალობა
კომპოზიცია
ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები
საკითხი:
პერსონაჟი
ალუზია,ციტირება
ტექსტი: სულხან-საბა ორბელიანი „მოგზაურობა ევროპაში“ და მ. მაჭავარიანი „საბა“

კომპლექსური დავალება: დიალოგი ტექსტებს შორის


დავალების პირობა: მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც წარმოაჩენთ , რა მიმართებაა
თქვენთვის ნაცნობ ორ ტექსტს შორის
 დაწერეთ, რა მიმართებაა თქვენთვის ნაცნობ ორ ტექსტს სულხან-საბა ორბელიანი
„მოგზაურობა ევროპაში“ და მ. მაჭავარიანი „საბა“ შორის. ნაშრომში მკაფიოდ
წარმოაჩინეთ: · კონკრეტულად, რა სახისაა ერთი ნაწარმოების (ს.ს. ორბელიანის
„მოგზაურობა ევროპაში“)მეორეზე (მაგ.მ. მაჭავარიანის „საბა“) ზეგავლენა,
განსაკუთრებით შინაარსობრივი კუთხით
 როგორ იყენებს ერთი ავტორი მეორე ავტორის ტექსტს (კონკრეტული ადგილების,
სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ქართველ ტყვე ბავშვთან შეხვედრა,დამოწმებით);
 როგორ და რამდენად დაგეხმარათ პირველი ტექსტის გაცნობა მეორე ტექსტის
სიღრმისეულად გააზრებაში (ან პირიქით).
 ახსენით, რატომ ფიქრობთ ასე;

შესაძლო თანმდევი კრიტერიუმები:
 პრეზენტაციაში გაითვალისწინე ისტორიული რეალიები
 ნასწავლი გრამატიკული საკითხების ცოდნა.

გაიხსენე, რა არის ალუზია


მოისმინე საშინაო სკოლის გაკვეთილები: მ. მაჭავარიანი „საბა“ და ს.ს. ორბელიანის
„მოგზაურობა ევროპაში“

You might also like