You are on page 1of 2

მე-7 კლასი

ტექსტი -ნოდარ დუმბაძის მოთხრობა,,ჰელადოსი’’


ცნებები : ჟანრი,კომპოზიცია,ინტერპრეტაცია
საკითხები

მხატვრული ჟანრი-მოთხრობა,არამხატვრული ჟანრი-პირადი დღიური

თხრობა,პერსონაჟები,დამოკიდებულებები,

ხედვის კუთხე

პერსონაჟის ემოციები და წარმოდგენები

კომპლექსური დავალება ,,პერსონაჟის დღიური“

დავალების პირობა: მოირგეთ პერსონაჟის,იანგულის, როლი და შექმენით


მისი ჩანაწერები დღიურისათვის.ჩანაწერებმა უნდა ასახონ მოთხრობაში
გადმოცემულ სამი ძირითად ეპიზოდთან დაკავშირებული განცდები და
დამოკიდებულებები.ეს ეპიზოდებია:1)იანგულისა და ჯემალის გაცნობა და
ჩხუბი; 2)იანგულის მოულოდნელი რეაქცია ჯემალის ობლობის გაგების
შემდგომ; 3)იანგულის საბერძნეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული
ფიქრები,ემოციები.

 დღიურში ასახული ფიქრები, ემოციები და დამოკიდებულებები მჭიდროდ


უნდა იყოს დაკავშირებული შინაარსობრივ მხარესთან (მაგ.,
ბუნებრივად,გულწრფელად უნდა ასახავდეს იანგულის შინაგან
სამყაროს,განცდებს,წარმოდგენებს,დამოკიდებულებებს);
 ნაწარმოებში გადმოცემული ამბები/მოვლენები, სხვა პერსონაჟები, -
წარმოდგენილი უნდა იყოს არჩეული პერსონაჟის (იანგულის) ხედვის
პერსპექტივიდან.გაითვალისწინე იანგულის ხასიათი და ავტორისეული
მინიშნებები;

 ნამუშევარში წარმოაჩინეთ დღიურის ჟანრობრივი მახასიათებლები;


 გაითვალისწინეთ პერსონაჟის საუბრის მანერა;

პრაქტიკული რჩევები დავალების შესასრულებლად

 დაკვირვებით წაიკითხე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა


,,ჰელადოსი’’,ტექსტში მონიშნე ის მონაკვეთები,რომლებშიც გამოიკვეთა
პერსონაჟის თვისებები,ქმედებები,დამოკიდებულებები.
 გაეცანით დღიურის შესახებ ინფორმაციას ,დღიურის ნიმუშებს, სურვილის
შემთხვევაში წაიკითხე ,,ანა ფრანკის დღიური“
 https://ka.wikipedia.org/wiki/
%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_(%E1%8
3%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC
%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98)

 https://eon.ge/book/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-
%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/
 ეცადე,შენც აწარმოო დღიური ,რომელშიც საკუთარ ისტორიებსა და
განცდებს ასახავ

დღიურის წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ :

 რა მოგეჩვენათ ყველაზე საინტერესოდ დღიურზე მუშაობისას?


 პერსონაჟის რომელი თვისებები გამოიკვეთა თქვენს ნაწერებში?
 რამდენად შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ?
 რამდენად გეხმარებათ დღიური ადამიანის ბუნების შეცნობაში და
როგორ?
 თავადაც ხომ არ გაგიჩნდა დღიურის წარმოების სურვილი?

ეკა დონაძე 71-ე საჯარო სკოლა

You might also like