You are on page 1of 4

აბიტურიენტების აკადემიური მხადაჭერის პროგრამა

ქართული ენა და ლიტერატურა

თემა 1. ყურადღებით წაიკითხეთ ლადო ასათიანის ლექსი „ციხის სიზმარი“:

როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს 


და ბნელს შემოიხვევს, 
ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს, 
მძიმედ სძინავს ციხეს. 
სძინავს ციხეს, ნატამალი 
ხმაც არ აკრთობს სმენას, 
სძინავს ციხეს და თამარის 
საოცნებო სენაკს. 
სძინავს, ფიქრებს ალამაზებს 
და სიზმარში ხედავს, 
რომ მის ბებერ გალავანზე 
არწივები სხედან. 
რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთა 
ნიავ-ქარის ნანას, 
რომ მის ბებერ საძირკველთან 
ქართველები დგანან, 
რომ დილისკენ, როცა დნება 
მუქი შუქი მთვარის, 
გალავანზე გადმოდგება 
საქართველოს თვალი. 
იხურება ჯიხურებად 
დაღრუბლული სივრცე, 
დედოფალი იყურება 
არტანუჯის მხრისკენ. 
სძინავს ციხეს, ჯანიანი 
თრთის და სიზმრად ხედავს: 
ეს ქართველთა ჯარი არის 
თუ უღრანი ხეთა, 
ეს ნისლია ჩვენებური 
მზესავით რომ მოჩანს, 
თუ ქართველთა ძველებური 
ჩალისფერი დროშა. 
ვისკენ მოაქვთ ეს ალმები, 
ვის უხდიან ჩაჩქანს. 

1
აბიტურიენტების აკადემიური მხადაჭერის პროგრამა
ქართული ენა და ლიტერატურა

ეს თამარი ესალმება 

საქართველოს ლაშქარს. 
იხურება ჯიხურებად 
დაღრუბლული სივრცე, 
ეს თამარი იყურება 
არტანუჯის მხრისკენ. 
სძინავს ციხეს, მაგრამ დილით 
მზე რომ იწყებს კაშკაშს, 
ეღვიძება, როგორც ძილით 
დასვენებულ ვაჟკაცს. 
ეღვიძება, როგორც სისხლით 
გაგიჟებულ მხედარს. 
ეღვიძება, მაგრამ ძილში 
ნახულს ვეღარ ხედავს, 
ვეღარ ხედავს, გაავდება, 
აშლის ხავსის ბალანს 
და გრუხუნებს ნაადრევი 
გაზაფხულის გვარად. 
მერე ისევ ალამაზებს 
სიზმრით თავის სვე-ბედს 
და ხავსიან გალავანზე 
არწივები თვლემენ.

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

 იმსჯელეთ საქართველოს წარსულის მიმართ ავტორის დამოკიდებულების შესახებ;


 იმსჯელეთ, რა განცდას იწვევს მკითხველში ავტორის თანადროული რეალობა
(ყურადღება მიაქციეთ სტრიქონებს: ,,ძილში ნახულს ვეღარ ხედავს... გაავდება, აშლის ხავსის
ბალანს...”);
 იმსჯელეთ, რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი ამ ტექსტში და რა ფუნქცია
ეკისრება მათ.

2
აბიტურიენტების აკადემიური მხადაჭერის პროგრამა
ქართული ენა და ლიტერატურა

ლადო ასთიანის „ციხის სიზმარი“ ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც შესანიშნავად არის


აღწერილი ავტორის დამოკიდებულება მისი დიდებული წარსულის მქონე ქვეყნის მიმართ.
ნაწარმოებში ციხე ალეგორიულად ავორის სამშობლოს, საქართველოს აღნიშნავს. მკითხევლი
ნაწარმოების კითხვის დაწყებისთანავე შეამჩნევს ლადო ასათიანის ემოციურ თხრობის მანერასა და
ნოსტალგიას მისი ძლევამოსილი ქვეყნის წარსულის მიმართ.
მას ენატრება სამშობლოს წარმატებული წლები, თამარის მმართველობის პერიოდის
აყვავებული და აღორძინებული ქვეყანა. თამარის საოცნებო სენაკის ხსენებით ავტორი
ცდილობს გაგვიცოცხლოს წარსულის დღები:
„სძინავს, ფიქრებს ალამაზებს 
და სიზმარში ხედავს, 
რომ მის ბებერ გალავანზე 
არწივები სხედან.“
ავტორი სიამაყით საუბრობს ქვეყანასა და ქართველ ერზე, რომ ქართველები მუდამ
სადარაჯოზე იდგნენ, რათა დაეცვათ თავიანთი სამშობლო:
„რომ მის ბებერ საძირკველთან 
ქართველები დგანან,“
შესაბამისად ლექსი პატრიოტულია და ავტორი ცდილობს მკითხველს დაანახოს ის
დიდებული საქართველო, რომელიც ოდესღაც არსებობდა. მკითხველი ასევე შენიშნავს
ლადო ასათიანის სევდიან ტონსაც. როგორც უკვე ვახსენე, ის უძლეველი ქვეყანა, რომელსაც
ავტორი გვიხატავს, აღარ არსებობს, ის წუხს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ
სიზმარია და არა რელობა.
„ეღვიძება, როგორც ძილით 
დასვენებულ ვაჟკაცს...“
„...ეღვიძება, მაგრამ ძილში 
ნახულს ვეღარ ხედავს,“
აღსანიშნავია ფაქტი, თუ როგორ გვიხატავს ლადო გამოღვიძებულ ქვეყანას:
„ვეღარ ხედავს, გაავდება, 
აშლის ხავსის ბალანს 
და გრუხუნებს ნაადრევი 
გაზაფხულის გვარად.“

ამ ეპიზოდში კარგად ჩანს რომ, ქვეყანა ვერ და არ ურიგდება იმ აზრს, რომ თითქოს ის
წარსულს ჩაბარდა. ამის ჩვენებით, ავტორი ცდილობს მკითხველს დაანახოს ის, რომ
არდებოდს იმედი და რეალური ძალა იმისა ,რომ ჩვენმა ქვეყანამ წარსულის ძლიერება

3
აბიტურიენტების აკადემიური მხადაჭერის პროგრამა
ქართული ენა და ლიტერატურა

დაიბრუნოს და კვლავ გახდეს წარმატებული, ამის საჩვენებლად კი ავტორი იყენებს შემდეგ


ტაეპეტბს:
„მერე ისევ ალამაზებს 
სიზმრით თავის სვე-ბედს 
და ხავსიან გალავანზე 
არწივები თვლემენ.“
ლექსის მსგავსი ტეპები მკითხველში აღძრავს მოტივაციასა და შემართებას, რომ ეს ქვეყანა
ჩვენი დაუღალავი შრომით კვლავ აღდგება და გაბრწყინდება.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ლექსი ალეგორიულია და მდიდარია სახვადასხვა
მხატვრული საშუალებებით. ჩემი აზრით, არწივებს ამ მონაკვეთში სიმბოლური დატვირთვა აქვს
და აღნიშნავს საქართველოს დიდებულ წარსულს და მისი ძლიერების პერიოდს.
სძინავს, ფიქრებს ალამაზებს 
და სიზმარში ხედავს, 
რომ მის ბებერ გალავანზე 
არწივები სხედან. 
გარდა ამისა, ავტორი ახსენებს თამარ მეფეის საოცნებო სენაკს, რომელიც თვაის მხრივ,
მიზნად ისახავს იმას , რომ გააცოცხლოს ძლევამოსილი საქართველო თამარის მეფობის
წლებში:
„სძინავს ციხეს, ნატამალი 
ხმაც არ აკრთობს სმენას, 
სძინავს ციხეს და თამარის 
საოცნებო სენაკს.“
ავტორი ასევე მიმართავს გაპიროვნებას, რათა მკითხველს დაანახოს როგორ განიცდის
ქვეყანას მის ბნელ ყოფას, მგავსად ადამიანებისა:
ვეღარ ხედავს, გაავდება, 
აშლის ხავსის ბალანს 
და გრუხუნებს ნაადრევი 
გაზაფხულის გვარად. 

You might also like