You are on page 1of 1

რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო.

 რა გინდათ ასწავლოთ სხვებს?


დავას და ჩხუბს ცუდი შედეგები მოჰყვება.
 ვინ იქნებიან თქვენი პერსონაჟები?
ძაღლი და კატა
 რა თვისებები ექნებათ თქვენს პერსონაჟებს?
კატა იქნება ხარბი, მოჩხუბარი. ძაღლი იქნება ხარბი,
ბრაზიანი და ავი.
 რა პრობლემის გადაწყვეტა მოუწევთ თქვენს პერსონაჟებს?
ვის ეკუთვნის საჭმელი?
 როგორ დამთავრდება იგავ-არაკი?
პატრონი ორივეს გააგდებს სახლიდან.

ძაღლი და კატა
ერთ კაცს სახლში ჰყავდა ძაღლი და კატა. კატა იყო ძალიან ხარბი,
მოჩხუბარი, ხოლო ძაღლი იყო კატასავით ხარბი, ბრაზიანი და ავი.
ისინი სულ ჩხუბობდნენ, ვერ იყოფდნენ, ერთმანეთს ართმევდნენ
საჭმელს. ჩხუბის დროს სახლში ყველაფერი იმტვრეოდა.
პატრონი ბევრს ეცადა ეს პრობლემა მოეგვარებინა, მაგრამ კატა და
ძაღლი მაინც სულ ჩხუბობდნენ. ამიტომაც გადაწყვიტა ორივე
მოჩხუბარი გაეგდო სახლიდან. მათ აღარც საჭმელი ჰქონდათ და
აღარც საჩხუბარი. აი, ასეთი შედეგი მოჰყვება ჩხუბსა და დავას.
ანდაზა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

You might also like