You are on page 1of 3

ქრისტიანობა გვასწავლის, არ გვეშინოდეს ტანჯვისა,

რადგან თვით ღმერთი იტანჯებოდა. ადამიანისთვის


მოვლენილი ყოველგვარი ტანჯვა - ახლობლების
სიკვდილი, ავადმყოფობა, სიღარიბე, დამცირება და
იმედგაცრუება - შეიძლება განმწმენდი და
ამაღორძინებელი იყოს.
მაგრამ ტანჯვას ისიც შეუძლია, რომ სავსებით
დათრგუნოს ადამიანი, გააბოროტოს, ცხოვრების აზრი
წაართვას. და აი, ქრისტიანობა აზრს აძლევს და ასატანს
ხდის ტანჯვას ჯვარცმის საიდუმლოს მეოხებით - როცა
ადამიანი თანხმდება ტანჯვას, რაკი ხედავს მისთვის
მოვლენილი ტანჯვის აზრს. ეს ტანჯვა მსუბუქდება,
მოსათმენი ხდება. ქრისტეს სიტყვები: „აიღე შენი ჯვარი
და გამომყევი მე“ ნიშნავს - იტვირთე ტანჯვა, ჩასწვდი მის
აზრს, გაუძელი კეთილშობილურად. ტანჯვა სულის
სინათლის მოპოვების, სულიერი აღორძინების გზაა.
ქრისტიანის ტანჯვა ჯვრის ნებაყოფლობითი ზიდვაა.
საჭიროა თავსმოხვეული ტანჯვა თავისუფლად არჩეულ
ტანჯვად იქცეს. ტანჯვა ღრმად არის დაკავშირებული
თავისუფლებასთან.

ნიკოლაი ბერდიაევი (დ. 18 მარტი, 1874 – გ. 24 მარტი, 1948) —  რელიგიური და


პოლიტიკური ფილოსოფოსი. ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი.
ის ხაზს უსვამდა ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნების ეგზისტენციალურ
სულიერ მნიშვნელობას.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ცენტრში მოქცეულია
პერსონაჟი, რომელიც მიისწრაფვის დაძლიოს ცოდვით
დაზიანებული, დაცემული ადამიანური ბუნება და
მოიპოვოს სულიერი ხსნა. ღმერთის განკაცებამ იესო
ქრისტეს სახით ადამიანის სულის სასიკეთო
ფერისცვალებას დაუდო სათავე - ქრისტესთან, მის
მოძღვრებასთან ზიარებით თითოეულ ადამიანს მიენიჭა
ცოდვილი არსებობისგან გათავისუფლების
შესაძლებლობა. ადამიანის ცოდვით შელახულობის და
დაკნინებულობის უპირველესი გამოვლინება კი მისი
მოკვდაობა და სიკვდილის შიშია, რომელიც ქრისტემ
დაამარცხა და რომელსაც მის კვალდაკვალ ჰაგიოგრაფიის
მთავარი გმირიც ამარცხებს.
სიკვდილის შიშის დამმარცხებელი მარტვილის სახე
ცხოვრებისეულ -პრაქტიკული თვალსაზრისით
დამცირებული და გათელილი, განადგურებული
ადამიანის სულიერ ძლევამოსილებას და ღირსებას
გვიჩვენებს.
ჰაგიოგრაფიაში ერთმნიშვნელოვნად არის გამიჯნული
და შეფასებული სიკეთე და ბოროტება. მარტვილს, ისევე,
როგორც ქრისტეს სახარებაში, უწევს გაუძლოს ტირანული
ძალაუფლებით აღჭურვილთა სასტიკ ძალადობას.
აზროვნების და რწმენის თავისუფლების და მისი ჩამხშობი
ტირანიის კონფლიქტის წარმოჩენა მარტვილობებს მკაფიო
ჰუმანისტურ ელფერს ანიჭებს.
იმსჯელეთ, როგორ მჟღავნდება „შუშანიკის წამებაში“
გარეგანი თვალსაზრისით დამცირებული ადამიანის
შინაგანი ღირსება.

You might also like