You are on page 1of 1

ჰესი ელექტროსადგურია, რომელშიც დიდი მოცულობით წყალი

გროვდება და მისი დანიშნულება მოსახლეობის წყლით მომარაგებაა.


საინტერესოა, ჰესი საფრთხეს უქმნის გარემოს თუ ეკონომიკური
აღმავლობის პირობაა?
ჰიდროელექტროსადგურისთვის საჭიროა აშენდეს
კაშხალები,რომლებიც იკავებს წყლის დიდ
რაოდენობას,მაგრამ,ამავდროულად, ის იკავებს უდიდეს ტერიტორიებს
და ამის გამო ნადგურდება ტყეები.ეს არის ისეთი უხეში ჩარევა
ბუნებაში,როდესაც ბუნება “შურს იძიებს ადამიანზე”.იტბორება
ცხოველების საცხოვრებელი გარემო, ეს კი იწვევს მათ გადაშენაბას .
ჰესების გამო განადგურდა მრავალი ენდემური ჯიში ფლორისა თუ
ფაუნისა. ეს სახეობები სრულიად გაქრა საქართველოს ტორიტორიდან.
ზიანდება არა მხოლოდ უშუალოდ ის ტერიტორია, რომელსაც წყალი
იკავებს,არამედ მის გარშემო ეკოსისტემა, რადგან ჰესების აშენება
კლიმატის ცვლილებასაც იწვევს. ამ სწრაფ ცვლილებას კი ვერ ეგუებიან
მცენარეები და ხმებიან. ჰიდროელექტროსადგურები არა მხოლოდ
გარემოს აზიანებენ, არამედ მოსახლეობასაც. მაგალითად ხუდონ ჰესის
მშენებლობის დროს, იძულებით გადასახლებას დაექვემდებარა მთელი
სოფელი.ისინი გადაასახლეს სვანეთში,სადაც ისედაც დიდი მკვიდრი
მოსახლეობაა. საყურადღებოა ისიც, რომ ჟინვალჰესის ქვეშ მოექცა
“ჯვარიპატიოსნის” სახელობის ეკლესია. ყოველივეს გათვალისწინების
გარეშე, რა თქმა უნდა, დიდი ჰესების მშენებლობა დაუშვებელია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დიდი ჰესების მშენებლობა რომ
ქვეყნისათვის ეკონომიკური აღმავლობის პირობაა, ამაზე არავინ
დავობს. კაშხალები კაცობრიობის მიერ ასწლეულებია გამოიყენება
წყლის დინების სამართავად, სარწყავად, ენერგიის მისაღებად.
საინტერესოა, საქართველომ რატომ ვერ შეძლო დაემკვიდრებინა
თავისი ადგილი ღირსეული ქვეყნების გვერდით, ეკონომიკური
წინსვლით?ჩვენი ქვეყანა ხომ უკონკურენტოა წყლის რესურსის
თვალსაზრისით და უდიდესი პოტენციალი აქვს აღმავლობისა? ეს
საკითხი ასე მარტივად არ განიხილება. ეკოლოგიური კატასტროფებით
გამოწვეული ტრაგედიები პოლიტიკური მიდგომებით აიხსნება.ის, ვისაც
სურს ააშენოს ჰესები,მხოლოდ თავის სასიკეთოდ ფიქრობს და არ
იხედება შორს, თუ რა მოჰყვება ამ ინვესტიციას. საჭიროა სწორი
დაგეგმარება.მართალია ჟინვალჰესმა, ერთი მხრივ, ზიანი მიაყენა
ეკოსისტემასა და მოსახლეობას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც,
რომ ჟინვალის წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის
წყლით მომარაგების საკითხში. ერთადერთი გამოსავალი რაც რჩება
არის ის, რომ სწორედ ავირჩიოთ ჰესებისათვის ასაშენებელი ადგილი,
რომ ზიანი არ მიაყენოს მაცხოვრებლებსა და ბუნებას. მეცნიერთა აზრი
არ უნდა უგულებელვყოთ და გავითვალისწინოთ ყველა დეტალი. ასე
ნამდვილად შეძლებს ქვეყანა ეკონომიკურ აღმავლობას.

You might also like