You are on page 1of 12

სცენარი

შოთო: კიდევ ერთხელ მოგესალმებით მასწავლებლებლებო,


მშობლებო და დამსწრე საზოგადოებავ. მადლობას გიხდით
მობრძანებისთვის. იმედი გვაქვს ისიამოვნებთ ჩვენი დღევანდელი
წარმოდგენით.
მარი: ახლა კი სანამ უშუალოდ ღონისძიებაზე გადავიდოდეთ, გვინდა
წარმოგიდგინოთ ჩვენი კლასის მოსწავლეები. მაშ ასე, დავიწყოთ...
მარი: მომღერალი ბიჭი იყო
აღვიძებდა ბუნებას
ჩვენ კი დათოს მოსმენაზე
გვეცვლებოდა გუნება (დათო მუმლაძე)

შოთო: სად იყავით როცა თეკლას


ბიჭების ბრბო დასდევდა
მაგრამ ყველა იუარა
მხოლოდ იმ ერთს დასჯერდა (თეკლა მათიაშვილი)

მარი: ყოველთვის არის პრეტენზიული


ჟურნალისტობაც მისი ხვედრია
თუ ვერ გამოიცნობთ ვინ არის მარი
მაშინ მე გეტყვით დარჩიაშვილია (მარი დარჩიაშვილი)

შოთო: როდესაც მოსას შეხედავ


ყოველთვის გადაღლილია
განა ტყუილად შეარქვა
ჩვენს ლაშას თეამ ფიქრია (ლაშა მოსაშვილი)
მარი: მოედანზე თამაშისას
აერია კარი
ავტოგოლი გაიტანა
გუნდს დაასვა დაღი (გიორგი კაპანაძე)

შოთო: სცენაზე დგას, თან თამაშობს


აქვს მაგარი ნიჭი
ჯამაგირი აკლია და
ერთი კარგი ბიჭი (ბარბარე მოსაშვილი)

მარი: ფსიქოლოგიის პრაქტიკა


მან გაიარა კლასში
ბოლოს მას თვითონ დასჭირდა
ვიზიტი კლინიკაში (ქეთი ბიძინაშვილი)

შოთო: მას თავისი ცეკვის ნიჭით


მოვლილი აქვს მთა-ბარი
მაგრამ კაკოს არუჯერებს
მაგი არი მთავარი (ნუგო მაისურაძე)

მარი: ქეიფი თუ მოგვინდება


მას არ უყვარს ფიქრი
ხელში ყანწი უჭირავს და
ლექსები აქვს დიდი (თემო ჯიბღაშვილი)
შოთო: დედმამაოს უჯერებდა
იყო მშვიდი, დინჯი
მაგრამ, თურმე ყოფილა
უი ვიღაც გიჟი (მარი კიკილაშვილი)

მარი: როცა ეთო ათოსნებს


გაკვეთილს არ უგდებდა
გაგნას ერთი ღიმილით
წლიდან წლამდე უშვებდა (ნიკა გაგნიძე)

შოთო: ცხოვრობს როგორც კახელი


არც სმას იკლებს, არც ჭამას
და ჩვენი კლასის ქეიფზე
განსხვავებულებს არ მაზავს (ქეთი შიხაშვილი)

მარი: როცა უცებ მოგვინდება


რომ ავწიოთ ჭიქა
მასთან მუდამ მიგვესვლება
ეს ვინ არის? ჩიხრა (ლუკა ჩიხრაძე)

შოთო: ეს ჩვენი გოგო ხოხონა


ერთი პატარა ქალია
სკოჩის პერანგი მიაკრეს
გაჰკრა ხელი და გახია (ანა ხოხონიშვილი)
მარი: ფეხბურთის მოყვარულია
არის წყნარი და დინჯი
მაგრამ მესი რომ თამაშობს
ის ხდება უცებ გიჟი (ნიკა შუბითიძე)

შოთო: გოგო ერთ დროს ქერა იყო


ახლა კიდე გაშავდა
ამ სკოლაში უმეტესი
ჩვენს ლიკუნას ქრაშავდა (ლიკა ცაგურიშვილი)

მარი: როცა კლასი ქეიფს ვგეგმავთ


ის ყოველთვის თანახმაა
და როდესაც ის დათვრება
გასათვერქად სულ მზადაა (ლაშა მანაგაძე)

შოთო: ის რომ ფიტით დადიოდა


თან დაჰქონდათ ბასები
და ამ ხმების მოსმენაზე
ერეოდათ რამსები (ლუკა კეკენაძე)

მარი: მედიცინის დამღლელ გზაზე


შრომა უწევს მთელი ღამე
კარგი, ნინი, ნუ გრცხვენია
თეთრ ხალათშიც დაგვენახე (ნინი მანაგაძე)
შოთო: როდესაც სწავლა შეწყვიტა
არ მოდიოდა კლასში
მურტალო დროს ატარებდა
ლოთობასა და სმაში (ნიკა ბზუკაშვილი)

მარი: რომ შეხედავ გოგონაა


წყნარი, მშვიდი, ამაყი
მას ძალიან ევასება
ორნახადი არაყი (ლიკა ხუციშვილი)

შოთო: ფეხბურთელი ბიჭი გვყავდა


სულ ცოტახნით იარა
გვარი ზღაპრის გმირს მიუგავს
მიეგებეთ წიქარას (ლაშა წიქარიშვილი)

მარი: ვერაფერს ვერ უბედავენ


გოგო არის ალალი
მანდატურთან საუბარში
არ ჰყოლია ბადალი (ანუკი მუმლაძე)

შოთო: კლასში ცეკვა მოინდომა


და შემოხტა მერხზე
საღამოს კი ვქეიფობით
მის მოტეხილ ფეხზე (ელენე ცეცხლაძე)
მარი: ვერაფერს ვერ მოაწონებ
გოგო არის წუნია
მისი გული სვანეთს და
სვანებს გადუწონია (მარი ხვედელიძე)

შოთო: სახლში გოგოდ თავს ასაღებს


მაგრამ არის ბიჭი
ამ ნიღაბის მორგებას კი
უნდა დიდი ნიჭი (მარი ქველაძე)

მარი: გოგოს სახე მზეს მიუგავს


არის წყნარი და ნაზი
ამიტომ მის დანახვაზე
გვჭირდება ჩვენ მზის მაზი (ანა შუბითიძე)

შოთო: სიგიჟის მოყვარულია


უყვარს დრიფტი და რისკი
სიკვდილს თვალებში ჩახედა
თავის სიგიჯის ნიჭით (მათე მათიაშვილი)

მარი: ჰარი უყვარს სიგიჟემდე


გოგო არის პატარა
ათოსანის სტატუსი
წლიდან წლამდე ატარა (ხატია ბარამიძე)
შოთო: სკოლაში ვერ გამოიჭერ
მაგრამ ჰქვია კლასელი
როცა ბოლოს გამოცხადდა
არ გვახსოვდა სახელი (დიტო კურტანიძე)

მარი: დილით სკოლაში მოსვლამდე


უყვარდა ბევრის ჭამა
იგი მოვა და დაჯდება
მოშივდება და წავა (შოთო ბაცაცაშვილი)

შოთო: ტანწერწეტა გოგონაა


თხრობასაც არ აცდენს
შატალოზე თუ წავედით
კარში ვერვინ ასწრებს (მარი კორაშვილი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მარი: ახლა კი, როცა ყველა აქ ვართ, წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ
დადგმულ მინიატურებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ სერიოზულად. იმედი
გვაქვს იხალისებთ და ისიამოვნებთ.
მარი: პირველი მინიატურა_როგორ აწონებენ ჩვენი სკოლის გოგოები
ბიჭებს თავს.
მე-10 კლასელები....(აქ გამოდის ხატია).. მე-11 კლასელები...(აქ
გამოდის თეკლა).. და ჩვენი კლასელი გოგოები … (აქ გამოდის
ხოხონა)
(მონაწილეები: ბარბარე, თეკლა, ხოხონიშვილი)
მარი: სიტუაცია _ “როგორ დავაწერინოთ ეთერი ჩადუნელს ათიანი”
(მონაწილეები: ბზუკაშვილი, შიხაშვილი, დათო მუმლაძე,
გაგნიძე)

მარი: ჩვენი კლასი მრავალმხრივ ნიჭიერია. ამის ფონზე, დაიწყო


სპორტული კარიერაც და შექმნა საკუთარი რაგბის გუნდი
“ცუნცულები”. ახლა წარმოგიდგენთ მათ.
(მონაწილეები: თემო, ნიკა შუბითიძე, ლაშა მანაგაძე, კეკენაძე,
ჩიხრაძე)
მარი: წარმოგიდგენთ სიტუაციას _“როგორ დავყავდით ჩვენს ყოფილ
დამრიგებელს, ნინო კობაძეს, ექსკურსიებზე”
(მონაწილე: შოთო)
მარი: მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ძალიან მრავალფეროვანია.
მაგალითად, გვყავს ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ცეკვა-ცეკვით
ხსნის გაკვეთილს.
მარი: საბოლოო მინიატურა _ “ჯოჯოხეთი”
(მონაწილეები: კეკენაძე, ლაშა მანაგაძე, თემო, შოთო)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
მარი: ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჩვენს კლასს უკვე დიდი ხანია
ტაშფანდურების სახელით იცნობენ. ამის მიზეზი მარტივია_სკოლის
წლები მუდმივ ქეიფებსა და გართობაში გავატარეთ. და როგორ
გავამართლებდით ამ სახელს, თუ ჩვენ მიერ დადგმულ ცეკვას არ
გაჩვენებდით. გთხოვთ...
---------------------------------------------------------------------------------------------------------
შოთო : 12წელი გავატარეთ სკოლაში. ამ დროის მანძილზე გვერდით
გვყავდნენ რჩეული, მართლაც საუკეთესო მასწავლებლები,
რომლებმაც თავი შეგვაყვარეს და თბილად დაგვამახსოვრეს. ამიტომ
ჩვენი ბავშვები ახლა სათითაოდ გადასცემენ მათ შესაფერის
სიგელებს.
თეკლა: მინდა მეგობრობისთვის სიგელი გადავცე ქალბატონ მარინა
ხანდოლიშვილს და მთელი კლასის სახელით დიდი მადლობა
გადავუხადო. ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი
მასწავლებელია, რომელმაც მრავალ ჩვენგანს შეაყვარა თავისი
საგანი და ამ 12წლის განმავლობაში ჩვენი დიდი პატივისცემა,
მეგობრობა და უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა. სიგელს გადავცემ
მარი ხანდოლიშვილს მეგობრული მხარდაჭერისთვის.
კიკილაშვილი: უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენს პირველ
დამრიგებელს, რომელმაც ცოდნის საფუძველი ჩაგვიყარა,
აღგვზარდა და თავი ძლიერ შეგვაყვარა ოთხი წლის განმავლობაში.
სიგელს გადავცემ თეა გაგნიძეს თავდაუზოგავი შრომისთვის.
ცაგურიშვილი: მეხუთე კლასიდან ბევრ კარგ ექსკურსიაზე ვიყავით.
მოვიარეთ ლაგოდეხის ლამაზი ქუჩები, ტყეპარკი და მუზეუმი... ეს
ყოველივე ჩვენი ყოფილი დამრიგებლის დამსახურებაა. სიგელს
გადავცემ ნინო კობაძეს დაუვიწყარი ექსკურსიებისთვის.
ელენე: ძვირფასო მარიკა მას, ჩვენ ყველა აღფრთოვანებულნი ვართ
თქვენი მშვენიერი ორიანებით. საბედნიეროდ, გვხვდა პატივი
მრავალჯერ გვენახა ეგ სანატრელი ნიშანი. მადლობა. ამაყი ვარ, რომ
შენი შვილი ვარ. სიგელს გადავცემ მარიკა ცეცხლაძეს ლამაზი
ორიანების წერაში.
ნინი: ყველა მასწავლებლის საფირმო ფრაზაა სიჩუმესთან
დაკავშირებით, ბუზის გაფრენის ხმა უნდა ისმოდესო. ლეილა იყო
ერთადერთი მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც არამარტო ჩვენ,
არამედ ბუზებიც კი ჩუმდებოდნენ. სიგელს გადავცემ ლეილა
ქადაგიძეს მძაფრსიუჟეტიანი გაკვეთილებისთვის.
ლაშა მანაგაძე: მე მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს,
რომელიც ყოველდღიურად გვიზიარებდა თავის უდიდეს ცოდნას.
ადამიანს, რომელმაც თავისი უზადო ცოდნით დაამარცხა
საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეთა გუნდი,
გედევან ფოფხაძის ექვსეული. სწორედ ამიტომ, სიგელს გადავცემ
დალი რეხვიაშვილს ნომინაციით “მოსიარულე ენციკლოპედია”.
ხუციშვილი: მოგეხსენებათ, რომ პედაგოგების მუქარა ჩვენზე დიდად
არ ჭრიდა, თუმცა ერთერთმა მასწავლებელმა ჩვენი დაშინება შეძლო_
მისი გაკვეთილის დაწყებამდე ტელეფონს ყველა თიშავდა და ჯიბეში
იდებდა, რადგან არ გვინდოდა ამ ტელეფონებს კლასის ფანჯრიდან
ეფრინათ. Სიგელს გადავცემ ია კვიჟინაძეს დამაჯერებელი
მუქარებისთვის.
ქველაძე: მინდა კლასის სახელით მადლობა გადავუხადო ირინა
ორუჯაშვილს, ადამიანს, რომელიც ისე გვიდგებოდა, როგორც
მეგობრებს და ხშირად მეგობრულადვე გვეხუმრებოდა. მართალია, ეს
ხუმრობები უმეტესწილად გვწყინდა, მაგრამ ეგ არაფერი. Სიგელს
გადავცემ ირინა ორუჯაშვილს “მეგობრული” ხუმრობებისთვის.
ხოხონიშვილი: მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლია
ბარბაქაძეს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაუღალავად
გვასწავლიდა ისტორიას, გვიყვებოდა ცხოვრებისეულ ისტორიებს,
გვიზიარებდა თავის გამოცდილებასა და უზადო ცოდნას. Სწორედ
ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო ლია
ბარბაქაძეს და გადავცე სიგელი ცხოვრებისეული ისტორიებისთვის.
დარჩიაშვილი: შემდეგ მასწავლებელს, რომელსაც გვინდა გადავცეთ
სიგელი, ჩვენთან პერიოდული შეხება ჰქონდა. თუმცა ამ რამდენიმე
წლის განმავლობაში ვისაც მიეცა მასთან ურთიერთობის შანსი,
დამეთანხმება, რომ მისი გაკვეთილები განსხვავებული იყო. მისი
საუბრის მანერა იპყრობდა ყველაზე ზარმაც ყურსაც. ქეთინო მას, ამ
მცირე დროში თავი შეგვაყვარეთ. სიგელს გადავცემ ქეთინო
მღებრიშვილს ნომინაციით “საუკეთესო მთხრობელი”.
ანუკი მუმლაძე: მასწავლებელი, რომელსაც გადავცემთ შემდეგ
სიგელს, გამოირჩევა თავისებური იუმორით. სკოლაში მოსულს ან
დამღლელი დღის შემდეგ სახლში უკან მიმავლებს, კარში
გვხვდებოდა ჩვენი ლაშა მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა
საფირმო ფრაზა: “ორი ყავა, ორი ჩაი, ლაშა არის ატვეჩაი”. ამიტომ
სიგელი, ნომინაციით ორი ყავა ორი ჩაი, გადაეცემა ლაშა ჯიბლაძეს.
ანა შუბითიძე: მე მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც
ამდენი ხნის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენს მუსიკალურ
განათლებაზე. გვამღერებდა, გვაცეკვებდა, თითოეულ გაკვეთილს
ლამაზ კონცერტად გვიქცევდა და ყველაფრის მიუხედავად იტანდა
ჩვენს თითოეულ ოინსა და ეშმაკობას. Ჩვენი გაძლებისთვის გადავცემ
სიგელს უძვირფასეს დალი ჯავშანაშვილს.
გაგნიძე: მნიშვნელობა არ აქვს ფეისბუქზე შეხვალ თუ კლასში,
მათემატიკის გაკვეთილზე, ქალბატონი ეთერის კომენტარებს ყველგან
წააწყდებით. მრავალი წელი გვახალისებდა თავისი გასაოცარი
გამოთქმებითა და რეპლიკებით. სიგელს გადავცემ ეთერი ჩადუნელს
ლეგენდარული კომენტარებისთვის.
ნუგო: მანანა მას, ჩვენს შორის ბევრი წყენა იყო. ზოგი თქვენი
მხრიდან, ზოგიც ჩვენიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მაინც
დღევანდელ დღემდე მოვედით. ამიტომ, მინდა გადმოგცეთ სიგელი
და თან გკითხოთ: ატესტატში გაგვიცვლით?
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მარი: ჩვენი საყვარელი ქალაქი ლაგოდეხი გამოირჩევა თავისი
ინფრასტრუქტურითა და ბუნების სილამაზით. შეუძლებელია არ
აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ წელს ლაგოდეხმა საქართველოში
ყველაზე სუფთა ქალაქის სტატუსი მიიღო. ამაში დიდი წვლილი
მიუძღვის ქალაქის მერს, რომელიც დღესაც ჩვენს გვერდითაა. დიდი
პატივისცემითა და სიყვარულით მინდა სცენაზე ვთხოვო თავის
მოსახლეობასა და ქალაქზე მზრუნველ, ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ჯონდო მდივნიშვილს.
შოთო: სიტყვას გადავცემთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ კახა ჯამბურიას.
მარი: სცენაზე ვთხოვთ ლაგოდეხის საგანმანათლებლო
რესურცენტრის უფროსს, ქალბატონ ხათუნა შუშტაკაშვილს.
შოთო: ახლა კი, სიტყვას გადავცემთ ჩვენი სკოლის დირექტორს,
ქალბატონ მანანა ჩალაბაშვილს.
შოთო: სიტყვას გადავცემთ ჩვენი დაწყებითების დამრიგებელს,
ქალბატონ თეა გაგნიძეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს
აღზრდა-განვითარებას, ცოდნას და გვასწავლა, რომ კლასი ერთი
დიდი ოჯახია.
მარი: სიტყვას გადავცემთ ჩვენს დამრიგებელს, ქალბატონ ეთერი
ჩადუნელს.
შოთო: ტრადიციული საჩუქრით დღეს ჩვენთან არიან მე-11ბ კლასის
მოსწავლეები. გთხოვთ, სცენაზე...
-----------------------------------------------------------------------------------------------------
მარი: დღეს ჩვენთვის საბოლოოდ ირეკება ზარი და ვემშვიდობებით
სკოლას, ვემზადებით ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ ერთმანეთს ამ სკოლის
კედლებში აღარ შევხვდებით. ბოლო წლების განმავლობაში ერთად
ბევრი რამ გამოვიარეთ. გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ლამაზი
მოგონებები და წარმოდგენა შეგიქმნათ ჩვენი “დიდი ოჯახის” შესახებ.
------------------------------------------------------------------------------------------------
შოთო: ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ღონისძიება დასასრულს
მიუახლოვდა. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ასევე
დიდად მადლიერნი ვართ მასწავლებლების, რომლებიც ამდენი წელი
გვიძლებდნენ. თითოეულმა შეიტანა წვლილი ჩვენს განვითარებაში და
ამას არასდროს დავივიწყებთ. ახლა კი, წარმოგიდგენთ საბოლოო
ნომერს. იმედი გვაქვს, გაგახალისებთ და თქვენში დადებით ემოციებს
აღვძრავთ.

You might also like