You are on page 1of 11

ზოგჯერ არის ხდება ხოლმე,- გაიელვებს წამი, როდესაც მთელი

არსებით გრძნობ, რომ სამყაროში ყველაფერი ასხივებს, სიცოცხლე


გიხარია და განვლილი გზა გეამაყება, ენერგია გემატება და ახალი
სივრცეებისკენ ისწრაფვი. ასეთი წამებითაა დამუხტული დღევანდელი
დღე. ჩვენი მშობლიური აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის
ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა 146 - ე გამოშვებას ზეიმობს.

სკოლა ძვირფასია ყველა ადამიანისათვის. აქ მუდმივი მოძრაობა,


სიფხიზლე, სწრაფვა და სინათლეა. სკოლაში გატარებული ფერადი
დღეები შეუდარებელი და განუმეორებელია.

სიტყვა „მშობლიური“ კი სულ სხვა ელფერს სძენს სკოლას. აქ მაღალ


კედლებსა და დერეფნებს, მერხებსა თუ წიგნებს ასულიერებს
ურთიერთნდობა, მეგობრის სითბო; სიყვარულის, სილაღის,
სიმყუდროვისა და ჟრიამულის სინთეზი.

სკოლა სიყმაწვილის ტკბილი ზღაპარია. ეს ზღაპარი ვაზის ლერწივით


ეხლართება სულს, სიყვარულით ზეობს.
ჩემი სკოლა ტკბილ ბავშვობის ზღაპარია,
ჩვენი გრძნობა და სიკეთე აბარია,
მის კედლებში ცოდნა ზეობს, სულ დარია,
მას იესოს დედის კალთა აფარია.

სკოლა აზიარებს მოსწავლეებს მშობლიური ენის სილამაზეს, ხიბლს,


ლაზათს, გენსა და მადლს, ქართული ენა წმინდა და ნამდვილია,
გულივით მფეთქავი, ცხადსა და სიზმარში „ ხელიხელ საგოგმანები“,
სამარის კარამდე თანამდევი სიწმინდე.

როცა სკოლას იხსენებ, როცა მასზე ლაპარაკობ, თითქოს მთელ სხეულში


სისხლი გიდუღდება, - ის ისეთი ახლობელია, ისეთი თბილია, შენია,
შენი ბავშვობაა, ცხოვრების ყველაზე ტკბილი, დაუვიწყარი მონაკვეთია...
თვალს გადაავლებ ცხოვრების გზას და არა მარტო თანასკოლელებისა და
მასწავლებლების მონატრება მოგეძალება, არამედ იმ ადამიანებისა,
რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში არ მონაწილეობენ, მაგრამ მათ
გარეშე წარმოუდგენელია სკოლის ცხოვრება. გვინდა მათ მიმართ ჩვენი
სიყვარული და პატივისცემა გამოვხატოთ

ყოველივე პირველი გულისგულში იდებს ბინას და ცხოვრების ძლიერი


იმპულსი ხდება. სკოლის კედლებში კი ბევრჯერ ხდება სწორედ ის,
რაღაც პირველი:
პირველი შატალო და პირველი სიყვარული,

პირველი გამარჯვების სიტკბო,

პირველი მეგობარი, აღმასვლით სიარული,

პირველი მასწავლებლის სითბო

.... დღეს ბოლო ზარია, სკოლას, ბავშვობას, მასწავლებლებს


ვემშვიდობებით, ჩვენს თვალწინ კიდევ ერთხელ გაირბინეს განვლილმა
წლებმა, ჩვენმა შეხვედრამ სკოლასთან, ჩვენმა შეხვედრამ დოდო
მასწავლებელთან, დოდო მასწავლებელი - რომელთან ერთად ოთხი
ძვირფასი წელი გავატარეთ, თბილი მზრუნველი, კეთილი, საუკეთესო
მოძღვარი, დოდო მასწავლებელი რომელიც ოთხი წლის განმავლობაში
თავს დაგვფუსფუსებდა, გვასწავლიდა სიკეთეს, სიყვარულს,
ურთიერთპატივისცემას, მეგობრობას, ერთმანეთის გატანის და ჯანსაღი
აზრის პატივისცემას.
უკვე ზრდასრულ ასაკში ლამაზად გვახსენდება ყოველი დღე თქვენთან
ერთად გატარებული..... დღეს გვინდა გადაგიხადოთ მადლობა
ზრუნვისთვის, ცოდნისთვის, საუკეთესო დარიგებებისთვის მადლობა
სიყვარულისთვის.....

გადიოდა წლები ჩვენ სიყვარულით ვიზრდებოდით თბილ გარემოში,


სკოლაში გატარებული წლები ყველაზე საოცარი და თბილი დროა
რომელიც სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენთაგანის მეხსიერებაში,
როგორ არ შეიძლება გავიხსენოთ ჩვენი დამრიგებელი ახალგაზრდა,
ენერგიული, სიცოცხლით სავსე, უამრავი ადამიანური თვისებებითა და
ღირებულებებით აღსავსე, მუდამ ჩვენს გვერდით მდგომი
მასწავლებელი ნესტან ასამბაძე თოდრია. მადლობა თქვენ
სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის ......

დღეს არის ჩვენთვის ნანატრი, მაგრამ ოდნავ სევდანარევი დღე, ნანატრი


რამეთუ გინდა უკვე ბუდიდან აფრენილს დამოუკიდებლად და ლაღად,
ძლიერად შემოკრა ფრთები. ცაში აიჭრა და დატოვო ნათელი კვალი
ლაჟვარდოვან ცის კამარაზე, ცდილობ საკუთარ თავში დარწმუნებულმა
და თავდაჯერებულმა გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯები შენთვის ჯერ
კიდევ ამოუცნობ სამყაროში, სადაც ოცნებებთან ერთად გელოდება
მეტად საპასუხისმგებლო მისია საკუთარი თავისა და საზოგადოების
წინაშე

დღეები ისე სწრაფად მიდიან, რომ ვერც კი ასწრებ სკოლაში


გატარებული დროის, ბავშვური გატაცებების, განცდების, სიცელქის
გააზრებას.

ასეა, დღეები მიდიან, მიდიან და ვერც იმ სიკეთის აღქმას ვახერხებთ,


რაც სკოლამ შეგვძინა,ამიტომაც ყველას გვრჩება მისთვის რაღაც
სათქმელი...

ძვირფასო მასწავლებლებო, დღეს განსაკუთრებული სითბოთი და


სიყვარულით გეფერებით თუ კი რამ კარგი და ღირსეული შევიძნეთ ეს
თქვენი დამსახურებაა თქვენ გვაზიარეთ ცხოვრების ანა-ბანას, ვამაყობთ
და ყოველთვის ვიამაყებთ რომ ვსწავლობდით და
დავამთავრეთ ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის პირველი საჯარო
სკოლა, ამ სკოლამ მოგვცა ყველაზე მნიშვნელოვანი: ცოდნის შეძენის
წყურვილი და დღესაც არ ცხრება ჩვენში,თქვენ გვასწავლეთ
ურთიერთსიყვარული და ადამიანური სითბო.

მოგვენატრება თქვენი გაკვეთლები, რომლებზეც სილამაზისა და სიკეთის


შუქი დგას, შეიძლება მოზარდმა ეს მოსწავლეობის ასაკში ვერ
გააცნობიეროს, თუმცა წლების შემდეგ მთელი არსებით იგრძობს ამ
მადლს და აღმოაჩენს რომ მის სულს სამუდამომდ დამჩნევია ტვიფარი
მასწავლებლებისა.

აღზრდის ხელოვნება ბავშვის სიყვარულით იწყება და ამავე ფენომეით


მთავრდება, სწორედ ამ უდიდეს ჯილდოს ბავშვის სიყვარულს
გისურვებთ, რომლებსაც ვერავინ მოგანიჭებთ თუ არა მხოლოდ
საკუთარი პედაგოგური ოსტატობა.
- გვიყვარხართ, გეფერებით,

მადლობა თქვენ, იმისთვის,რომ სწავლების პროცესი არ დაამგვანეთ


სამსახურს და არც მოვალეობას, ის აქციეთ სასიამოვნო და მხიარულ
პროცესად, რომლის მიზანიც იყო ბუნებრივი მისწრაფება
განვითარებისაკენ...

მადლობა,იმისთვის,რომ არასოდეს დაგზარებიათ ჩვენი მოსმენა...როგორ


შეგეძლოთ სიმკაცრესთან ერთად ,ასეთი სითბო და აღფრთოვანება
გამოგეხატათ...

იმედია, გვაპატიებთ ზედმეტ სიცელქეს, რომელიც ბავშვური სენია და


ასეთ პრობლემებს ასაკი კურნავს...

გპირდებით ჩვენ ვიქნებით N1 საჯარო სკოლის ღირსეული გამოშვება,


რაიონის ღირსეული ახალგაზრდები, სამშობლოს, ჩვენი საქართველოს
პატრიოტები, მისი სუვერენიტეტისა და ღირსების დამცველნი, ვივლით
გმირი წინაპარების ნაკვალებზე და ვადიდებთ მათ უკვდავ სახელს!

ქართულის გაკვეთილი
მოსწავლეები სხედან გაკვეთილზე, შემოდის მასწავლებელი
- გამარჯობათ ბავშვებო! როგორ ხართ?
- სალამი მას, ძალიან გვიხარია თქვენი გაკვეთილი
ბავშვები იცინიან, ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ზოგი ხმამაღლა
წამოიძახებს რაღაცას, ეტყობათ, რომ სულ არ აინტერესებთ
გაკვეთილზე ყოფნა.
- ბავშვებო დღეს თქვენ უნდა წარმოგედგინათ კომპლესური
დავალება, აბა მზად ხართ? ვინ სურს პრეზენტაციის დაწყება?
- მას, ძალიან რთული იყო და ვერ მოვასწარი
- მას, ვერ გავიგე ამ კომპლექსური დავალების თავი და ბოლო
- იცით პატივცემულო სხვა საგნებშიც მქონდა კომპლექსური
დასაწერი და ვერ მოვასწარი
- მას, დედაჩემი არ იყო სახლში და ვინ დამეხმარებოდა
- სულ რომ არ დავწერო რა იქნება?
მასწავლებელი გაბრაზებული
- თქვენ მიზეზი არ გამოგელევათ, უპასუხისმგებლოდ იქცევით, ასე
არ შეიძლება! ჩვენ ძალიან ბევრ მკვიდრ წარმოდგენებზე უნდა
გავიდეთ ამ დავალებით
- მას, ისე ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს ეს მკვიდრი
წარმოდგენები?
მასწავლებელი დაბნეული
- მკვიდრი წარმოდგენები ისაა, რაზედაც თქვენ წარმოდგენა არ
გაქვთ!
- მართლაც რა უბედურებაა ეს კომპლექსურები, დავიღალეთ,
ძალიან დავიღალეთ
- მეც პროტესტს ვაცხადებ, არ მომწონს!
- მთელი ერთი თვე ერთი საკითხის ირგვლივ ვტრიალებთ
- კომპლექსურები არ ფასდება, ნიშანს მაინც არ გვიწერენ და რაში
მჭირდება?
მასწავლებელი გაბრაზებული
- ნუ ხმაურობთ, გრცხვენოდეთ, ეს ჩემი მოგონილი არაა, შეიძლება
მეც არ მომწონდეს, მაგრამ ......
- ჰოდა თუ არ მოგწონთ თქვენც ნუ გააკეთებთ
- მაგრამ იცით რამდენ სამიზნე ცნებებს შეისწავლით ამ
კომპლექსურით?
- ხშირად მესმის ეს ტერმინი - სამიზნე ცნება, სამიზნე ცნება, იქნებ
გაგვარკვიოთ რას ნიშნავს ეს სამიზნე ცნება?
- რა არის აქ გაურკვეველი, როგორ არ იცით რა არის მიზანი?
მიზანი მიზანია. ამას დარ უნდა შეკითხვა? სკოლას ამთავრებთ და
მიზანი რა არის ეს ვერ გაგირკვევიათ?
- ჩვენ კი მაგრამ თქვენც ვერ გაგირკვევიათ პატივცემულო
- როგორ! რას ქვია ვერ გამირკვევია? ესეიგი მე არ ვიცი რას
ნიშნავს მიზანი? ამდენი წელია გასწავლით და ეს დავიმსახურე
თქვენგან? ვერ გამირკვევია, თურმე ვერ გამირკვევია!
დასწაცებს ხელს თავის ნივთებს და გარბის გარეთ
მოსწავლეები ერთხმად
- ესეც თვენი კომპლექსური დავალებაც!

უყვარს სწავლა წიგნის კითხვა


ოcნებებში მარტოობა
მეგობრულსა და ჰუმანურს
უნდა წიგნის ავტორობა
თქვენ წინაშე
მშვიდი წყნარი მეგობრული
უკონფლიქტო მეგობრული
წიგნის კითხვას ურჩევნია
ხელშო ქონდეს ტელეფონი ლაგვილავა მარიამი

მოდური და მომხიბვლელი
თავს არ გაწყენს ლაპარაკით
სურს მსოფლიო მოიაროს
ამ ქენონის აპარატით

მაღალია მშვიდი წყნარი


დინჯი მოსაუბრე ნელი
ყველას უყვარს მეგობრული
და ბახმაროს ფეხბურთელი

მეგობრული საყვარელი
სათნოებით სავსე
სეირნობის მოყვარული
სულ სიკეთით გვავსებს ანა ანთაძე

გულუპრყვილო მისანდობი
მხიარული ცეკვის ფანი
გულწრფელი და საყვარელი
მეგობრების გვერდში მდგომი

ბეჯითი და ნიჭიერი
მუდამ მოწესრიგებული
ამერიკის ელჩობაზე
მეოცნებე მეგობრული

მრავალმხრივი, შემოქმედი
შოუმენი ძლიერი
კლასის აკომპანიერი მხიარული რეპერი
გაკვეთილის დასრულების მოლოდინში ივსება
გიტარაზე მომღერლობით ემატება ღირსება

ბუზღუნა და ბუტია
ალალი და სათნო
მიმდობი და გულუპრყვილო
გულს რომ ყველას ანდობს

ტანმაღალი მეოცნებე
ქირურგობას ესწრაფება
მეგობრულს და ალალმართალს
არ სჭირდება სხვისი ქება

შემტევი და პირდაპირი
დიდთვალა და ცქრიალა
მასთან ყოფლით იხიბლება
დიდიცა და პატარაც
შემოქმედი, ფიზიკოსი,
მეოცნებე მწველი
მომხიბვლელი გოგონასგან
წარმატებებს ველით
ყველასნ უყვარს, ვაჟკაცური
გამბედავი გონიერი
მასთან ყოფლით დამშვიდდებით
და გახდებით ბედნიერი

მშვიდი წყნარი მეგობრული


სიყვარულით სავსე
ნაზი მიზანდასახული
ჩვენც სიმშვიდით გვავსებს

აქვს კეთილი გული


ყველას ეხმარება
მხოლოდ გაკვეთილზე
ყოფნა ეზარება

ნაზს და სინატიფით სავსეს


თან სიმშვიდე ემატება
მეოცნებე პიანისტის
გვერდით ყოფნა გვენატრება

ძლიერი მოჭარაკეა
ვერავინ ბედავს შეხებას
არის მიზანდასახული
იმსახურებს შექებას

პუტკუნა და საყვარელი
მუდამ მომღიმარი
მეოცნებე, მეგობრული
კეთილი და წყნარი

ზურიკელას პროტოტიპი
გულუპრყვილო ხუმარა
სუყველაფერს ამტვრევს ამსხვრევს
თუ გვერით ჩაუარა

ხატვასა და ტანვარჯიშში
ვერავინ შეედრება
ყოველმხრივი შემოქმედი
იმსახურებგს შექებას
ხასიათით გულუპრყვილო
მიზანდასახული
საზღვარგარეთ სწავლაზე
ეთანხმება გული

დეკლმატორს, ქორეოგრაფს
ვერავინ შეედრება
სწავლაშიც წარჩინეული
იმსახურებს შექებას
ცისფერთავალა მოუსვენარს
არ სჭირდება ჩვენი ტაში
ლექსს კითხულობს ისე გრძნობით
ჟრუანტელი გვივლის ტანში

ემოციის მამამთავარს
წარსდგენა არ სჭირდება
ჩვენი მირზა გულიპრყვილო
ყველაფერზე წითლდება

აქტიური და ბეჯითი
სიყვარულით სავსე
მასთან ყოფნა ყველა ჩვენგანს
სიყვარულით გვავსებს

ზარმაცების პრეზიდენტი
გულახდილი მეგობრული
გვერდშიმდგომი საყვარელი
სულ სიკეთით უცემს გული

ცეკვაში არ ყავს ბადალი


მეგობრულია ალალი
ერთგული სათნო კეთილი
ხოლო ზნეობით მაღალი თაკო ჯინჭარაძე

მეტისმეტად სიმპატიურს
გოგონების გულთამპყრობელს
მეგობრულს და უერთგულესს
შეადარებით აბა რომელს?

You might also like